You are on page 1of 1

• ნაციონალიზმი, შესაძლოა, ხელისშემშლელი აღმოჩნდეს თანამედროვე

საზოგადოებისთვის.

ნაციონალიზმი არის იდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ერის ინტერესი და ერთგულება


ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მას შემდეგ, რაც
ნაციონალიზმი მსოფლიო ასპარეზზე გამოვიდა, ადამიანებს შორის არ წყდება კამათი მის
უარყოფით თუ დადებით თვისებებზე.
მოცემულია დებულება, რომ ნაციონალიზმი, შესაძლოა, ხელისშემშლელი აღმოჩნდეს
თანამედროვე საზოგადოებისთვის. ამ თემაზე მრავალი სხვადასხვა აზრი შეიძლება
არსებობდეს.
ნაციონალიზმზე ფიქრისას, პირველ რიგში, მახსენდება მისი ყველა ის უარყოფითი
გამოვლინება, რაც მსოფლიო ისტორიაში მოგვეპოვება. მაგალითად, მსოფლიო ომების დროს
გერმანიისა და იაპონიის აგრესიული ნაციონალიზმი, გენოციდი და სხვა.
თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი აზრით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ
როგორ მივიტანთ ამ იდეოლოგიას საზოგადოებამდე.
ნაციონალიზმი არ უნდა გადადიოდეს შოვინიზმში.
როგორც ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტურ წერილში “კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმში”
წერია, “კოსმოპოლიტიზმი უნდა გვესმოდეს ასე: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე
მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი
იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და
გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს”.
ასევე უნდა გვესმოდეს ნაციონალიზმი. ჩემი აზრით, ისევე როგორც კოსმოპოლიტიზმის
განმარტება ჰგონია ვაჟა-ფშაველას დამახინჯებული, ასევეა ნაციონალიზმიც. საზოგადოებაში
იდეოლოგია გავრცელებულია აგრესიული ფორმით. პატრიოტიზმი, რომელსაც ქადაგებს
ნაციონალიზმი, არ უნდა გადადიოდეს სხვა ნაციის სიძულვილში, რადგან ნაციონალიზმი არ
გულისხმობს ეთნიკურ კონსოლიდაციას.
მაშასადამე, დებულება, რომ ნაციონალიზმი ხელისშემშლელია თანამედროვე
საზოგადოებისთვის არ წარმოადგენს ბოლომდე ჭეშმარიტებას. ჩემი აზრით, ყველაფერი
დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მივიტანთ იდეოლოგიას ადამიანებამდე.
თუ ნაციონალიზმი არ გადადის შოვინიზმში, ის არ წარმოადგენს საფრთხეს თანამედროვე
სამყაროში და არ არის ხელისშემშლელი საზოგადოებისთვის. მთავარია იდეოლოგიამ არ
დაკარგოს თავისი სუფთა სახე.

You might also like