You are on page 1of 13

რომაული ხელოვნება

რომაული ხელოვნება

ავტორი: დავით კენტელაძე

რეფერატი შესრულებულია საქართველოს უნივერსიტეტის


ხელოვნებისა და მეცნიერებათა სკოლის მსოფლიო ხელოვნების
ისტორიისთვის

ხელმძღვანელი: პროფესორი მარიამ გველესიანი

თბილისი
2020
რომაული ხელოვნება

რომის წარმოშობა

აპენინის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი იტალიის ტერიტორიაზე ძვ.წ I


ათასწლეულის I ნახევარში გაჩნდა პატარა ქალაქ-სახელმწიფო - რომი , რომელმაც
დროთა განმავლობაში ჯერ მთელი იტალია დაიკავა, შემდეგ კი მთელი ხმელთაშუა
ზღვაც მოიცვა და მსოფლიოში ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და დღეგრძელი
იმპერია შექმნა.

რომის დაარსებასთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე


პოპულარული ვერსიის თანახმად, რომი დაარსეს ძმებმა - რომულუსმა და რემუსმა
ძვ.წ 753 წელს.

რომის სამხრეთ-აღმოსავლეთ მდებარე ქალაქის, ალბა ლონგას მეფემ,


წინასწარმეტყველების საფუძველზე,ახალშობილი რომულუსისა და რემუსის
დაღუპვა განიზრახა. მაგრამ ღმერთებმა არ გაწირეს ბავშვები,ისინი ძუ მგელმა იპოვა
და გამოკვება. ამიტომ არის რომის სიმბოლო ძუ მგელი ბავშვებით . ბიჭები
გაიზარდნენ,დავაჟკაცდნენ და ალბა ლონგას მეფეზე შური იძიეს. მაგრამ ისინი არ
დარჩნენ ამ ქალაქში და მახლობლად საკუთარი ქალაქი - რომი დააარსეს.

ძვ.წ 753 - ძვ. 509 წლამდე,რომში დამყარებული იყო მონარქიულო მმართველობა,


რომის პირველი მეფე იყო რომულუსი,ხოლო უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს
სუპერბუსი საკუთარი ამპარტავნების მსხვერპლი გახდა. რომაელებმა ვერ აიტანეს
მისი მმართველობა,ძვ.წ. 509 წელს მეფ დაამხეს და ქვეყანაში დაამყარეს
რესპუბლიკური მმართველობა.

რომის სახელმწიფო მოწყობა შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ძველი


სამყაროსთვის. მასში შეზავებული იყო დემოკრატიის, ოლიგარქიისა და
ერთმმართველობის ნიშნები,რაც სხვადასხცა ფენებსა და ინტერესებს შორის ბალანსს
და მთელი სისტემის მდგრადობას განაპირობებდა.
რომაული ხელოვნება

ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა-სახალხო


კრება,სენატი, მაგისტრატი, და სხვადასხვა თანამდებობის პირებს შორის ძალიან
ქმედითი აღმოჩნდა რომისთვის და სანიმუშო - ახალი დროის ცივილიზებული
ქვეყნებისთვისაც.

რომაული კულტურა

ხელოვნებისა და მეცნიერების მრავალ დარგში რომაელები ბერძნების ბეჯითი


მოსწავლეები იყვნენ და ცდილობდნენ მეტ-ნაკლებად ზუსტად მიჰყოლოდნენ
ბერძნულ ნიმუშებს . ხარისხიანი ასლის დამზადება რომაელი ოსტატისთვის
მიღწევად ითვლებოდა და არა სირცხვილად. მიუხედავად ამისა,ბევრ სფეროში
სფეროში რომაელებმა მოახერხეს ბერძნული გამოცდილების შემოქმედებითი
გადამუშავება და განვითარების საკუთარი გზის მოძებნა . შეიძლება გავიხსენოთ
არქიტექტურა ,სადაც რომაულ ნაგებობებს გამოარჩევს როგორც დიდი ზომა,ხშირად
გრანდიოზულობა, ასევე შენების საკუთარი ტექნიკა.

დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს რომაელებმა პორტრეტული ქანდაკების,მოზაიკის


დარგში.

და მაინც,როცა რომაული კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე


ვსაუბრობთ, პირველ რიგში ხსენების ღირსია რომაული სამართალი და
სახელმწიფოს მართვის პრინციპები. როგორც პრაქტიკაში,ასევე საკითხების
თეორიული დამუშავების თვალსაზრისით, აქ რომაელებმა განსაკუთრებელ
სიმაღლეებს მიაღწიეს.

რომის არქიტექტურა

ძველი რომის არქიტექტურა – არქიტექტურული სტილი, რომელიც აღმოცენდა


ძველბერძნული აქტიტექურის საფუძველზე და მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII
საუკუნიდან ახ. წ. IV საუკუნემდე.
რომაული ხელოვნება

მისთვის დამახასიათებელი იყო ნაგებობის მონუმენტალობა, მდიდრული


მოპირკეთება, დიდი რაოდენობის სამკაულები, სწრაფვა მკაცრი სიმეტრიისაკენ,
არქიტექტურის უტილიტარული მხარეებისადმი ინტერესი და არა სამონასტრო
კომპექსების, არამედ პრაქტიკულად საჭირო შენობების შექმნა.

მან მყარად შეითვისა ეტრუსკული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ფორმები


– ნახევარწრიული ქვის თაღი, ჯვრისებრი კამარა, გუმბათი, რომლებმაც რომაელებს
საშუალება მისცა გაემრავალფეროვნებინათ ნაგებობები, აეგოთ გრანდიოზული
ზომის (მათ შორის მრავალსართულიანი) შენობები და შეექმნათ შენობის შიგნით
უზარმაზარი თავისუფალი სივრცეები.

რომაელებმა (ბერძნულის მიბაძვით) შექმნეს არქიტექტურული ორდერის ორი


ძირითადი (ტოსკანური და კომპოზიტური) და სამი დამატებითი (რომაულ-
დორიული, რომაულიონიური, რომაულ-კორინთული) სახეობა, რომლებიც
არქიტექტურული თვალსაზრისით საგრძნობლად განსხვავდებოდა ბერძნულისაგან.

ძ. რ. ა. ისტორია ოთხ პერიოდს მოიცავს:

I – ძვ. წ. VIII-II საუკუნეები;

II საუკუნიდან 31 წლამდე (რესპუბლიკური მმართველობის დაცემამდე);

III – ძვ. წ. 31 წლიდან ახ. წ. 138 წლამდე (ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი) და

IV – ახ. წ. 138-300 წლები.

პირველ პერიოდში ძირითადად შენდებოდა საზოდადოებრივი დანიშნულების


ნაგებობები, როგორიცაა: სარწყავი არხები, მაღალი ხარისხის გზები, აკვედუკები,
ბაზილიკები და სხვ.;

მეორე პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა ბაზილიკების, თოლოსების,


თეატრების, მარმარილოს ტაძრების მშენებლობა;
რომაული ხელოვნება

მესამე პერიოდის (აღორძინების პერიოდი) უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო


მშენებლობაში ბეტონის გამოყენება, რამაც საშუალება მისცა რომაელებს აეშენებინათ
ახალი ტიპის ბაზილიკები, საცხოვრებელი სახლები, სარბიელები, პარკები და სხვ.
შეიქმნა მონუმენტური ტიპის ნაგებობები – ტრიუმფული თაღები, ხიდები,
ციხესიმაგრეები. ამ ეპოქას მიეკუთვნება მსოფლიო შედევრების – რომის
კოლიზეუმის და პანთეონის (ყველა ღმერთის ტაძარი) მშენებლობაც;

მეოთხე პერიოდი ცნობილია იმით, რომ ყველა იმპერატორი მის სახელზე აგებდა
ტაძრებს, სასახლეებს, თერმებს, ობელისკებს და სხვ.

რომაული ფერწერა

ახ.წ. 74 წლის 24 აგვისტოს მიწისძვრისა და ვეზუვის ამოფრქვევისგან დაიღუპა


ნეაპოლის ყურესთან მდებარე აყვავებული იტალიური ქალაქები: პომპეი,
ჰერკულანუმი, სტაბიუმი. ვულკანურმა ლავამ ამ ქალაქებში სიცოცხლე მოსპო,
მაგრამ ფერფლის საფარქვეშ საუკუნეთა განმავლობაში ნაგებობანი მთელი მათი
მოწყობილობით და მოხატულობით ხელუხლებლად ინახებოდა.

კედლის მოხატვის ტრადიცია რომში რესპუბლიკის ხანიდანვე არსებობს. იგი


ემყარებოდა საგანგებოდ დამუშავებულ რთულ დეკორატიულ სისტემას.
საბერძნეთიდან ათვისებული ეს ტრადიცია რომმა საკუთარ ნიადაგზე განავითარა
საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად.

რომაული ფერწერის ნიმუშები ყველაზე უკეთ პომპეიშია შენახული. იგი


წარმოდგენას გვიქმნის ძვ. წ. II საუკუნისა და ახ.წ. I საუკუნის რომაულ ფერწერულ
ხელოვნებაზე. საერთოდ, ამის გამო პომპეის კედლის მხატვრობის დახასიათება
შეიძლება გავრცელდეს მთელ რომაულ ფერწერაზე.

მეცნიერებაში მიღებულია რომაული მხატვრობის დაჯგუფება ოთხ პერიოდად, ოთხ


„სტილად“, რომელთაგან თითოეული საკუთარი მხატვრული სტილით, თავისებური
დეკორატიული პრინციპით გამოირჩევა. იმის გამო, რომ რომაული მხატვრობის
ძეგლები ყველაზე ადრე და სრულად პომპეიშია შესწავლილი, რომაული მხატვრობის
ამ ოთხ ეტაპს პირობითად უწოდებენ „პომპეის ოთხ სტილს“.
რომაული ხელოვნება

ყველაზე ადრეულია ის მხატვრობა, რომელშიც შენობის შიდა კედელი შემკული იყო


პლასტიკურად შესრულებული არქიტექტურული დეტალებით. ასეთია ე.წ. „პომპეის
პირველი სტილი“. ასეთი ხასიათის იყო რომაული მხატვრობა ძვ.წ. II საუკუნეში.
მეორენაირად ამ სტილს ინკრუსტაციულსაც უწოდებენ.

ძვ.წ. I საუკუნეში კედლის მხატვრობაში შემოდის ილუზიონიზმის ელემენტები,


კედლები იფარება რთული არქიტექტურული ელემენტებითა და კომპოზიციებით,
რომელნიც თეატრალური დეკორაციების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამ სახის
მხატვრობა „პომპეის მეორე სტილის“ სახელითაა ცნობილი. მას ხანდახან
არქიტექტურულ სტილსაც უწოდებენ.

იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქას შეესაბამება პომპეის ე.წ. „მესამე სტილი“, რომელსაც


„ეგვიპტური იერის სტილსაც“ უწოდებენ. ეს არის რომაული მხატვრობის ძეგლთა
ყველაზე დახვეწილი და ბრწყინვალე ჯგუფი

კედლის სადა ფონი იყოფა ცალკეულ პანოებად დახატული სვეტებითა და


შანდლებით, მათ შორის კი დახატულ ჩარჩოებში ჩასმული პატარ–პატარა
სიუჟეტური სურათებია მოთავსებული. მხატვრები არჩევენ მითოლოგიურ
კომპოზიციებს, რომლებიც გამოსახულია შესანიშნავად აგებული ფანტასტიკური
პეიზაჟის ფონზე. სურათების უმრავლესობა ბერძნული მხატვრების ნიმუშების
ასლებს წარმოადგენს.

მეოთხე სტილი, რომელიც „პომპეური ბაროკოს“ სახელითაა ცნობილი, სხვა


პერიოდის მხატვრობისგან გამოირჩევა მეტი პომპეზურობით, ფერადოვნებით,
საზეიმო ხასიათით. ეს თითქმის მეორე და მესამე სტილთა ნარევია.

დღეისათვის ცნობილია რომაული მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები. პომპეის


ნაგებობებში–„ვეტიების სახლში“, „ფავნის სახლში“, „ტრაგიკოსი მსახიობის სახლში“,
„მისტერიების ვილაში“, რომში– ოლივიას სახლში პალატინზე, სასახლეში
ესკვილინის ბორცვზე, ჰერკულანუმისა და სტაბიუმის შენობებში დაცული ფრესკები
აღტაცებას იწვევენ დეკორაციული კომპოზიციების ბრწყინვალებით, ფერწერული
ოსტატობის სრულყოფით.

რომის ურბანიზაცია
რომაული შენობები იდეალური რომაული ქალაქებია, რომელთაც კასტრუმს
უწოდებენ ქალაქის სამხედრო წესით დაგეგმარება კვადრატის ან მართკუთხედის
ფორმის.

რომაული ხელოვნება

ქალაქში განლაგებულია მისი შემადგენელი სხვადასხვა ელემენტები მწკრივ


ბლოკებად. ზოგიერთი მთავარი მონუმენტი თეატრი იქნება ეს თუფორუმი
მდებარეობს ქალაქის სხვადასხვა ადგილას. ისევე როგორც მაღაზიები, სახლებიდა
სხვა.

საცხოვრებელი შენობები რომში

ღარიბი რომაელები ქირაობდნენ ბინას, ოთახს ან კუთხეს მთებში, დაბლობში


მდებარე ხუთ ან ექვსსართულიან სახლებში.ინსულა ერქვა მრავალსართულია
საცხოვრებელ კორპუსს. სახლებში ფანჯრებს არ ჰქონდა მინა, ცუდ ამინდში ისინი
ხურავდნენ საკეტებით,სითბოს შესანარჩუნებლად კი დღისითაც უწევდათ ნათურის
ან სანთლის ანთება. წყალი არ მიეწოდებოდა ბინებს; სიბინძურე და სუნი თან ახლდა
მაღალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ რომაელებს.

„დომუსი" ანტიკურ რომში გავრცელებული საცხოვრებელი ნაგებობის ერთ-ერთი


სახეობაა. ქალაქური ტიპის ეს კერძო საცხოვრებლები ქალაქგარე ვილებისგან
განსხვავდებოდა: მათ ქალაქის გალავნიდან მოშორებით, სოფლად აშენებდნენ და
სამეურნეო დანიშნულებითაც იყენებდნენ. დომუსები მდიდარი პატრიცების
საცხოვრებლებს წამოადგენდა.

ამასთანავე,არსებობდა ვილები,რომელშიც ძირითადად მაღალი იერარიქიული


წოდეს მქონე პირები ცხოვრებდნენ,შესაბამისად მათი საცხოვრებელი ფართი
ყველანაირად უზრუნველყოფილი იყო.
რომაული ხელოვნება

რომაული აბანო

ყველა რომაულ ქალაქს გააჩნდა თავისი აბანო. მოქალაქეთა უმეტესობას არ ჰქონდ


მიმდინარე წყალი, ამიტომ აბანოების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ძირითადად თითოეულ ქალაქში ერთზე მეტი აბანო იყო.

ავრელიანეს კედელი

ავრელიანეს კედელი (ლათ. Mura aureliane) – იმპერატორ ავრელიანეს მიერ 271-275


წლებში რომში სერვიუსის კედლის გარშემო აგებული კედელი. კედლის შიგნით
მოაქციეს რომის შვიდი ბორცვი, მარსის ველი და ტრასტევერეს რაიონი მდინარე
ტიბრის მარცხენა ნაპირზე (საერთო ფართობი – 13,7 კმ²). კედლის სისქეა 3,4 მ, სგრძე
19 კმ. აგებულია ბეტონით და აგურით. ყოველ 30 მეტრში კედელში ჩატანებულია
კოშკები, რომელთა რაოდენობამაც შეადგინა 383. კედლის სიმაღლეა 8 მეტრი;

დიოკლეტიანეს სასახლე

დიოკლეტიანეს სასახლე (ხორვატ. Dioklecijanova palača) – ხორვატიის ქალაქ


სპლიტში, რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს მიერ IV საუკუნის დასაწყისში
აგებული სასახლე , რომელიც მდებარეობს რომის პროვინცია დალმაციის მაშინდელი
დედაქალაქ სალონადან 4 კმ-ში. სასახლე წარმოადგენს მსოფლიოში შემორჩენილ
ყველაზე სრულყოფილ რომაული სასახლის ნაშთს, რომელსაც ევროპისა და
ზოგადად მსოფლიოს მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უკავია. 1979 წლიდან
შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
რომაული ხელოვნება

ვირების ჭიშკარი

ვირების ჭიშკარი (ლათ. Porta Asinaria) – ავრელიანეს კედლის ჭიშკარი რომში,


აგებულია 270- 273 წლებში. სწორედ ამ ჭიშკრის გავლით შევიდა ქალაქში
ბიზანტიელი მხედართმთავარი ველისარიუსი 536 წელს ოსტგუთებზე გამარჯვების
შემდეგ. 1048 წელს დაინგრა. 1408 წელს დაკეტეს, ხოლო XVI საუკუნეში საბოლოოდ
აღადგინეს .

იუპიტერის ტაძარი

იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსის ტაძარი (იუპიტერი, დიდებული და საუკეთესო),


აგრეთვე ცნობილი როგორც იუპიტერ კაპიტოლინუსის ტაძარი — დიდი ტაძარი
კაპიტოლიუმის ბორცვზე ძველ რომში.

ტაძარი ძვ. წ. 200 წელს ააგეს და იუპიტერსა და მის თანმხლებ ღმერთებს იუნონასა
და მინერვას მიუღძვნეს (კაპიტოლიუმის ტრიადა). ლუციუსი ტარკვინიუსმა აღთქმა
დადო ტაძრის აგებაზე საბინებთან ბრძოლისას და სავარაუდოდ საძირკველი მისი
ჩაყრილი უნდა იყოს. თუმცა სამუშაოს დიდი ნაწილი ლუციუს ტარკვინიუს
სუპერბუსს უნდა ეკუთვნოდეს, რომელსაც ეს ტაძარი თითქმის დასრულებამდე
მიუყვანია.

თეატრონი

ორანჟის რომაული თეატრი (ფრანგ. Théâtre antique d'Orange) — უძველესი რომაული


თეატრი სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ორანჟში. აგებულია ახ. წ. I საუკუნეში.
ამჟამად, ყოველ ზაფხულს მასპინძლობს საოპერო ფესტივალს.
რომაული ხელოვნება

თეატრი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულია ძვ. წ. 40 წელს დაარსებულ რომაულ


კოლონია არაუზიოს რომაულ თეატრებს შორის. იგი მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლებიც თავიანთ
თავისუფალი დროის დიდ ნაწილს აქ ატარებდნენ. თეატრი რომაული
მმართველობის მიერ არა მარტო რომაული კულტურის გავრცელების მიზნით,
არამედ მოსახლეობისთვის სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობების გაცნობის
მიზნით აშენდა. გართობის მთავარ ფორმას თეატრში პანტომიმა და ლექსების კითხვა
წარმოადგენდა, რომლებიც ხშირად მთელ დღეს გრძელდებოდა. წარმოდგენები ღია
იყო და ყველასათვის უფასო.

ახ. წ. IV საუკუნეში, როდესაც დასავლეთ რომის იმპერია დასუსტდა და ქრისტიანობა


ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა, ეკლესიის წინააღმდეგობის შედეგად,
რომელიც თეატრის წარმოდგენებს არაცივილურად მიიჩნევდა, 391 წლის
ოფიციალური ბრძანებულებით, თეატრი დაიხურა. შუა საუკუნეებში, ნაგებობა
ბარბაროსების მიერ გაიძარცვა და გამოიყენებოდა როგორც თავდაცვითი პოსტი. XVI
საუკუნეში, რელიგიური ომის მძვინვარებისას, თეატრის შენობას ქალაქის
მოსახლეობა თავშესაფრად იყენედბა.

1981 წელს, თეატრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კოლისუემი
კოლოსეუმი ან კოლისეუმი (ლათ. colosseus — „უზარმაზარი, კოლოსალური“),
ფლავიუსების ამფითეატრი (ლათ. Amphitheatrum Flavium) — გიგანტური
ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 - 80), გეგმით
ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის
ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები
(დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების
ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და
მისი მშენებლობა დაიწყო 70-სა - 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს.
კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი
ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი
რამდენიმეჯერ დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს
წარმოადგენს.

რომაული ხელოვნება

რომის პანთეონი

პანთეონი (ყველა ღმერთის ტაძარი) (ლათ. Pantheon < ბერძ. Pantheion < pan - ყველა -
theos - ღმერთი) – ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ანტიკური რომის
მონუმენტი. აგებულია II საუკუნეში. მისი ყველაზე აღმაფრთოვანებელი ნაწილია
უზარმაზარი გუმბათი, რომელსაც აქვს ჭრილი , მას უწოდებენ პანთეონის თვალს ან
ოკულუსს. პანთეონს არ აქვს ფანჯრები, შესაბამისად, სინათლე მხოლოდ
გუმბათიდან აღწევს;

კონსტანტინეს თაღი

კონსტანტინეს თაღი (იტალ. Arco di Costantino) - ტრიუმფალური თაღი რომში,


რომელიც ეძღვნება იმპერატორ კონსტანტინე დიდს.

თაღი რომის სენატმა,რათა აღნიშნულიყო რომის გამარჯვება მილვიანის ხიდთან


ბრძოლაში 312 წელს. კოლოზეუმსა და პალატინის ბორცვს შორის მდებარე თაღი
მოიცავს Via triumphalis- ს, გამარჯვებულ სამხედრო ლიდერების მიერ ქალაქში
შესვლისას გავლილ გზას.

ეს არის რომის უდიდესი ტრიუმფალური თაღი, რომლის ზომებია 21 მ სიმაღლე,


25,9 მ სიგანე და 7,4 მ სიღრმე. მას აქვს სამი ყურე, ცენტრალური 11,5 მ სიმაღლე და 6,5
მ სიგანე და გვერდითი მხარეები 7,4 მ 3,4 მ-ით.

თაღი აგებულია მარმარილოში გამოვლებული აგურის ბეტონისგან.


სამი სვეტის გამაერთიანებელი სვეტი პირველად გამოიყენეს სეპტიმიუს სევერუსის
თაღის რომის ფორუმში (რომელიც ტრიუმფის მარშრუტის ბოლოს დგას) და იგი
კვლავ განმეორდა რომის რამდენიმე თაღში. მიუხედავად იმისა, რომ თაღ
კონსტანტინეს ეძღვნებოდა, სკულპტურული დეკორაციის დიდი ნაწილი შედგება
რელიეფებისა და ქანდაკებებისგან, რომლებიც ამოღებულია ძველი რომაული
ტრიუმფალური ძეგლებიდან, რომლებიც ეძღვნებოდა ტრაიანეს, ადრიანეს და
მარკუს ავრელიუსს .

რომაული ხელოვნება

გარგარდის ხიდი

პონ-დუ-გარი (ფრანგ. Pont du Gard, სიტყვ. „ხიდი გარზე“) — ყველაზე მაღალი


დღემდე შემორჩენილი ძველრომაული აკვედუკი. გადაჭიმულია მდინარე გარდონზე
(უწინ გარი) საფრანგეთის დეპარტამენტში გარი, რემულანთან. აკვედუკის სიგრძია
275 მ, სიმაღლე 47 მ. შეტანილია იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლთა სიაში (1985 წლიდან).

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ პონ დუ გარი ქალაქ რომისთვის წყლის
მისაწოდებლად იყო აშენებული მარკუს აგრიპუსის ბრძანებით, რომელიც
იმპერატორი ავგუსტუსის სიძე იყო (დაახ. ძვ. წ. 19). უახლესი გამოკვლევებით
დასტურდება, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ჩვ. წ. 1 ს-ში. აკვედუკი სამშენებლო
ხსნარის გარეშე შენდებოდა და 50 კილომეტრიანი წყალსადენის ნაწილს შეადგენდა.
აკვედუკი სამიარუსიანია: ქვემო იარუსზე ექვსი არკაა, შუაზე - თერთმეტი, ხოლო
ზედაზე - ოცდათხუთმეტი. ნაპირთან მოახლოებასთან ერთად არკების სიგანე
ვიწროვდება.

წყალსადენმა ფუნქციონირება შეწყვიტა რომის იმპერის დაცემის შემდეგ, თუმცა


თვით აკვედუკი მრავალი საუკუნე გამოიყენებოდა ხიდად მარხილების
გადასაყვანად. გაბარიტული სატრანსპორტო საშუალებების მის ქვეშ გაყვანის
მიზნით საბჯენების ნაწილი გამონგრეულ იქნა, რამაც მთელ კონსტრუქციას შეუქმნა
საფრთხე. 1747 წელს მის შორიახლოს თანამედროვე ხიდი ააგეს, მოძრაობა პონ დუ
გარზე გაუქმდა, თვით ეს არქიტექტურული ძეგლი კი ნაპოლეონ III-ის ბრძანებით
რესტავრირებულ იქნა.
ტრაიანეს ხიდი

ტრაიანეს ხიდი (რუმ.: Podul lui Traian; სერბ.: Трајанов мост, Trajanov Most), ან
აპოლოდორუსის ხიდი დუნაიზე, იყო რომაული ხიდი, პირველი მდინარე დუნაიზე.
თითქმის ათასი წლის განმავლობაში ის ყველაზე გრძელი თაღოვანი ხიდი იყო
მსოფლიოში. ხიდის პროექტი ეკუთვნის ბერძენ არქიტექტორ აპოლოდორუს
დამასკელს.

რომაული ხელოვნება

ტრაიანეს სვეტი

ტრაიანეს სვეტი, იმპერატორ ტრაიანეს მიერ 113 წელს იტალიის დედაქალაქ რომში
დადგმული ძეგლი. არქიტექტორი ბერძენი აპოლოდორე დამასკელი. იგი იმპერატორ
ტრიანეს სამხედრო ტრიუმფის აღსანიშნავად დაიდგა. 38 მეტრის სიმაღლის თეთრი
მარმარილოს სვეტი 34 ნაჭრისაგან შედგება, სვეტი შიგნით ფუღუროა და 184-
საფეხურიანი ხვეული კიბე აქვს დატანებული. კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის
წვერზე აჰყავდა.

თავდაპირველად ტრაიანეს სვეტს ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ —


ტრაიანეს ქანდაკება, ხოლო 1587 წლიდან — პეტრე მოციქულის ქანდაკება. სვეტი
დაფარულია სპირალურად განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული
რელიეფებით (საერთო სიგრძე 244 მ, სიმაღლე 1,2 მ), რომელიც იმპერატორის მიერ
დაკიაში (დღევანდელი რუმინეთი) გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს.
(შეიცავს 2500 ადამიანის ფიგურას).

You might also like