You are on page 1of 4

გუსტავ კლიმტი

გუსტავ კლიმტი- არაერთი ადამიანის საყვარელი მხატვარი, რომლის


ნახატებიც სინაზის, რომანტიკის, მშვენიერების და სილამაზის
ტრიუმფია. ეს სიმპათიური გენიოსი საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა,
სადაც მამაც და ძმებიც ხატვით იყვნენ დაკავებულნი.
გუსტავ კლიმტი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ყველაზე
გამოუცნობი მხატვარია. იგი იყო დიდი შემოქმედებითი ნიჭის პატრონი
და იმავდროულად, თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში უდიდესი
პროვოკატორი. მისი ცხოვრება ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის
პერიოდს დაემთხვა, ხოლო შემოქმედება ვენის განუმეორებელ
კულტურულ ატმოსფეროში ვითარდებოდა.
"არასოდეს დამიხატავს ავტოპორტრეტი. ჩემში არაფერია
განსაკუთრებული. ვარ მხატვარი, რომელიც დილიდან ღამემდე ხატავს.
ვისაც უნდა ჩემზე რამე გაიგოს, ყურადღებით შეხედოს ჩემს ნახატებს" –
ამბობდა კლიმტი და ქმნიდა შედევრებს, რომელებიც მის მნახველს
საფიქრალსა და სააზროვნოს დღემდე არ ულევს და ამიტომაც მისი
პიროვნების შეფასება მხოლოდ მხატვრობაში მის მიერ მოხდენილი
რევოლუციის კონტექსტშია შესაძლებელი - მას ხომ სხვა გამოჩენილ
ხელოვანთაგან განსხვავებით, არათუ დღიურის მსგავსი რამ, ერთი მცირე
ჩანაწერიც არ დაუტოვებია! სწორედ ამიტომაცაა ის ჩემთვის
გამორჩეული, ის ხომ ითვლება ინდივიდუალურობის გამომხატველ
სიმბოლოდ.
კლიმტი შორდება ტრადიციულ ხელოვნებას და იწყებს ახალი სტილით
და მასალებით ექსპერიმენტებს, ქმნის მოკაშკაშე და ფერად პეიზაჟებს,
ამაღელვებელ და სიმბოლურ პორტრეტებს და ქალთა ფიგურებს.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური წრეებისთვის "რევოლუციონერები
ხელოვნებაში” ტრადიციულად მიუღებელნი არიან, იმდენად
მრავალწახნაგოვანი და ყოვლისმომცველია კლიმტის ტალანტი, რომ
აღიარება სიცოცხლეშივე ეწვია.
ყველა დარგში, სადაც კი კლიმტს მოუწია მუშაობამ, - იყო ეს მხატვრობა,
მონუმენტური ფერწერა თუ არქიტექტურა და ინტერიერი, იგი ხდებოდა
ნამდვილი ნოვატორი, მუშაობდა სხვადასხვა ტექნიკით და დიდი ნიჭისა
და ცოდნის წყალობით ამ დარგების ერთგვარი სინთეზი მოახერხა,
ამიტომაც ვთვლი მას ყველაზე გამორჩეულ და ნიჭიერ მხატვრად.

You might also like