You are on page 1of 7

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ
არასრული სამი წელი იარსება(1918-1921) და მნიშვნელოვანი კვალი დატოვაჩვენი
ქვეყნის ისტორიაში. მისი მემკვიდრეობადღევანდელი
ქართული სახელმწიფოსათვისფასდაუდებელი გამოცდილება და სიამაყისსაგანია.
26 მაისი, საქართველოს პირველიკონსტიტუციის მიღება, იუნკერთა გმირობა და19
21 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთისმეთერთმეტე არმიის თბილისში
შემოსვლა ‒ ეს ისფაქტებია, რომლებიც საქართველოს
თითოეულმამოქალაქემ კარგად იცის, თუმცა თავისუფლებისეს მცირე პერიოდი ჯე
რ კიდევ მოითხოვსშესწავლას.

ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც
რუსეთის იმპერიის ყოფილ პერიფერიაზე, ბევრ
განვითარებულ ქვეყანაზე ადრე, ჩაატარა საყოველთაო
არჩევნები ორივე სქესისმოქალაქეთა
მონაწილეობით; მიიღოკონსტიტუცია; დააფუძნა
სახელმწიფოინსტიტუტები; შეიმუშავა კანონმდებლობა
ეროვნული და რელიგიური უმცირესობების
დასაცავად; გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს; შექმნა
მრავალპარტიული სისტემურიმმართველობის
კარგი მაგალითი; ჩამოაყალიბაპოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა. 

საქართველოში პირველი რესპუბლიკის შესახებ
დოკუმენტების ძირითადი ბაზა, რასაც პირველ
რიგში უნდა დაეყრდნოს ჩვენი ცოდნა სამწლიანი

დამოუკიდებლობის შესახებ, საქართველოსეროვნულ
არქივშია დაცული. აქვეა 1918-1921 წლების
საინტერესო და, ხშირად, უნიკალურიფოტოები.

1917 წლის გაზაფხულზე რუსეთში მონარქიის დამხობის შემდეგ, მეფისნაცვალმა


ნიკოლოზ რომანოვმა თავისთან მიიწვია თბილისის ქალაქის თავი ალექსანდრე
ხატისოვი, ასევე პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოების წარმომადგენლები და
განუცხადა, რომ იგი ტოვებდა თბილისს და სთხოვდა მასთან შეკრებილთ,
ეზრუნათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. რუსეთის
იმპერიის მოულოდნელმა აღსასრულმა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში
დაბნეულობა გამოიწვია ნოე ჟორდანიას სიტყვებით მათ რევოლუცია „ფოსტით
მიიღეს“. ვერც ანტირუსული განწყობილებით
ცნობილმა ეროვნულდემოკრატებმა შეძლეს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა.
რუსეთის დროებითმა მთავრობამ კავკასიაში დანიშნა ხელისუფლების სამხარეო
ორგანო - ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომისარიატი (ოზაკომი), რომელიც
ეროვნული და პარტიული პრინციპით იყო შექმნილი. რეალურად კი
ორხელისუფლებიანობა დამყარდა. ოზაკომის გვერდით არსებობდა მუშათა და
ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები, რომელთა თავმჯდომარედაც ნოე ჟორდანია
აირჩიეს და რომელსაც ეპყრა ხელთ რეალური ძალაუფლება. 
1917 წლის აპრილის ქართულ პოლიტიკურ ძალთა ორგანიზების მიზნით მოწვეულ
იქნა საქართველოს პირველი და მეორე ინტერპარტიული კრებები, რომლებზეც
წარმოდგენილი იყვნენ სოციალ-დემოკრატები, ეროვნულ-დემოკრატები,
სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები. მიუხედავად
უთანხმოებისა, ინტერპარტიულმა კრებებმა სამოქმედო პროგრამის განსაზღვრა
შეძლეს. ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი გახდა.
ქართული პოლიტიკური ელიტა მომავლის ძიებაში იყო, როცა უკვე რუსეთში
მესამედ კარდინალურად შეიცვალა პოლიტიკური ვითარება. ოქტომბრის
ლევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალებმა არ
ცნეს საბჭოთა ხელისუფლება. 1917 წლის 19 ნოემბერს შედგა საქართველოს
პირველი ეროვნული ყრილობა, რომელსაც ესწრებოდა ყველა პოლიტიკური და
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლები.
ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო რომლის თავმჯდომარე ნოე
ჟორდანია გახდა. ეროვნული საბჭო პრაქტიკულად საქართველოს მთავრობის
ფუნქციას ასრულებდა. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის
კომისარიატი (თავმჯდომარე.
ევგენ გეგეჭკორი ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნით ქართველ, სომეხ და
აზერბაიჯანელ პოლიტიკოსებს სურდათ, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა რუსეთის
მთავრობის მიერ ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანოს დანიშვნას,
ანუ ამიერკავკასიაზე საბჭოთა რუსეთის მთავრობის იურისდიქციის გავრცელებას.
რუსეთის დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიელ დეპუტატთაგან შეიქმნა
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

რუსეთის კავკასიის არმია ბოლშევიკური აგიტაციის შედეგად უმართავ ძალად


იქცა. საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, სწორედ ამ სამხედრო ძალით
მოეხდინა ამიერკავკასიის ოკუპაცია. 1918 წლის იანვარში კავკასიის ფრონტზე
განლაგებული არმიის ნაწილებმა ფრონტის ხაზები მიატოვეს და თბილისისკენ
დაიძრნენ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ახალშექმნილმა ქართულმა
რეგულარულმა ჯარმა (პირველმა ქართულმა კორპუსმა) და სახალხო გვარდიის
ნაწილებმა შეძლეს რუსეთის არმიის შეჩერება. რუსები იძულებულნი გახდნენ,
თბილისის ოკუპაციაზე ხელი აეღოთ და ბაქოსკენ დაიხიეს. ამიერკავკასიის
კომისარიატმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები არ ცნო. 1918 წლის პირველ
აპრილს ოსმალეთმა ბათუმის ოლქი, გურიის ნაწილი და სამცხე-ჯავახეთი
დაიკავა. 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა გამოაცხადა
დამოუკიდებელი სახელმწიფოს - ამიერკავკასიის დემოკრატიული
ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა. ამიერკავკასიის დელეგაცია ოსმალეთის
დელეგაციასთან მოლაპარაკებისათვის გაემგზავრა ბათუმში, სადაც
დელეგაციათა ერთადერთი შეხვედრა 1918 წლის 11 მაისს გაიმართა. ბათუმის
მოლაპარაკებაზე გაირკვა, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციულ
რესპუბლიკას შინაგანი წინააღმდეგობა ღრღნიდა. სულ უფრო აშკარა ხდებოდა ,
რომ ქართველები გერმანოფილურ, სომხები ანგლოფილურ, ხოლო
აზერბაიჯანელები თურქოფილურ ორიენტაციას აღიარებდნენ. გენერალმა ოტო
ფონ ლოსომ აკაკი ჩხენკელს განუცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში გერმანიის
იმპერია ოსმალეთის აგრესიისგან ამიერკავკასიის ფედერაციას ვერ დაიცავდა ,
ხოლო თუ ქართველებს გერმანიის მფარველობა სურდათ, უნდა
გამოეცხადებინათ დამოუკიდებლობა, ანუ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უნდა
დაშლილიყო. გენერალი ოტო ფონ ლოსო ქართველებს პირდებოდა, რომ ამ
შემთხვევაში იგი იშუამდგომლებდა გერმანიის იმპერიის მთავრობის წინაშე
საქართველოს დაცვის თაობაზე.

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაციამ არსებობა შეწყვიტა და იმავე


დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. მომდევნო დღეებში
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა .

ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა
კოალიციური პრინციპით ჩამოყალიბდა.
მთავრობის თავმჯდომარე - სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი
მინისტრთა კაბინეტში შევიდნენ მინისტრები: • აკაკი ჩხენკელი – საგარეო
საქმეთა
• ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების
• გიორგი ჟურული – ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის • გიორგი
ლასხიშვილი – განათლების მინისტრი და სხვა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო
აღიარება

დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობა დიდი ხნის


განმავლობაში იკავებდა თავს, რომ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკა დე იურედ ეცნო, რადგან
რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდნენ. ამ
დროისთვის რუსეთს მკაფიოდ გამოხატული მიზნები ჰქონდა
საქართველოსთან მიმართებაში, რასაც ბოლშევიკების მიერ
მუშების აჯანყების დაუოკებელი მცდელობა მოწმობს.

საბოლოო ჯამში ნავსი თავად რუსეთმა გატეხა და დროთა


განმავლობაში სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს საქართველოს
დამოუკიდებლობის აღიარება.

თურქეთი — 1918 წლის 3 ივნისი რუსეთი — 1920 წლის 7


მაისი გერმანია — 1920 წლის 24 სექტემბერი შვეიცარია —
1920 წელი

ბელგია — 1921 წლის 27 იანვარი საფრანგეთი — 1921 წლის


27 იანვარი ინგლისი — 1921 წლის 27 იანვარი იტალია —
1921 წლის 27 იანვარი იაპონია — 1921 წლის 27 იანვარი
ავსტრია — 1921 წლის 17 თებერვალი რუმინეთი — 1921
წლის 18 თებერვალი ჰაიტი — 1921 წლის 9 მარტი

ლიბერია — 1921 წლის 28 მარტი

მექსიკა — 1921 წლის 14 აპრილი

პანამა — 1921 წლის 26 აგვისტო

სიამი — 1921 წლის 20 ნოემბერი ლუქსემბურგი — 1922


წლის 23 თებერვალი
აფზახეთის საკითხი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის ერთ-ერყ
პრობლემად სეპარატიზმი რჩებოდა. მწვავე იყო აფხაზეთის
საკითხი, რომლისადმი ინტერესს ოსმალეთი, კავკასიის
მთიელთა კავშირი და რუსეთი იჩენდნენ.
1918 წლის მარტში, საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერით სოხუმი
ბოლშევიკებმა დაიკავეს და თითქმის მთელ აფხაზეთს
დაეუფლნენ. სახალხო გვარდიის მეთაურის ვალიკო
ჯუღელისა და პოლკოვნიკ ა. კონიაშვილის მეთაირობით
სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთი ბოლშევიკებისგან
გაწმინდეს.
თუმცა მალევე ბოლშევიკები გაგრიდან შეტევაზე გადავიდნენ.
მათი მიზანი აფხაზეთის საბჭოთა რუსეთისთვის შეერთება
იყო.
სოხუმში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით
სამხედრო ძალა გაიგზავნა, რომლებმაც ბოლშევიკები
განდევნეს აფხაზეთიდან.
1919 წლოს 20 მარტს სახალხო საბჭომ მიიღო აქტი
აფხაზეთის ავტონომიის შესახებ, სადაც ეწერა რომ აფხაზეთი
შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული.
1921 წლის 21 თებერვალს აფხაზეთს ავტონომიის სტატუსი
კონსტიტუციურად დაუკანონდა.
სამუსლიმანო საქართველო“

ისტორიულ მესხეთს, იგივე „სამუსლიმანო საქართველოს“,


რომელიც ბათუმის ოლქში შედიოდა, სომხეთი და
აზერბაიჯანი ედავებოდნენ.

პრეტენზიები გაუჩნდათ ადგილობრივ ბეგებსაც, რომლებსაც


ზურგს ხან ოსმალეთი უმაგრებდა, ხან დენიკინი და ხანაც
კავკასიაში მდგარი ინგლისური არმიის სარდლობა.

1919 წლის იანვარში გამოცხადდა ყარ სის რესპუბლიკა,


რომლის მეთაურიც სერვერ ბეგ ათაბაგი იყო.

სეპარატიტებმა აჯანყება წამოიწყეს და ახალციხეს


დაეუფლნენ. მათ მხარდაჭერას პირდებოდა ოსმალეთის და
ინგლისის არმიის სარდლობა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარმა, გენერალ


გიორგი კვინიტაძის მეთაურობით, ახალციხე გაათავისუფლა
და ფოცხოვ-არტაანიც ბრძოლით დაიკავა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ


„სამუსლიმანო საქართველოს“ მცხოვრებთ ავტონომია
აღუთქვა. ამან კი ქართული ორიენტაციის ძალების
გააქტიურება გამოიწვია, რომლებსაც სათავეში ედგა
„სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი
კომიტეტი“ მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით.

1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში მოწვეულმა ქართველ


მუსლიმთა წარმომადგენლების ყრილობამ დაადგინა
ამ მხარის საქართველოსთან „სამარადისო შეერთება ფართო
ავტონომიის ნიადაგზე“ და აირჩია 36 კაცისაგან შექმნილი
წარმომადგენლობითი ორგანო „მეჯლისი“. 1920 წლის
ივლისში, ბათუმსა და მის ოლქზე საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია აღდგა.

1921 წლის 21 თებერვალს დამტკიცებულმა საქართველოს


კონსტიტუციამ „სამუსლიმანო საქართველოს“ ავტონომია
მიანიწა, თუმცა არ განუსაზღვრავს ავტონომიის კომპეტენცია.

You might also like