You are on page 1of 20

საკითხები:

1. რა არის ეთიკა
2. ეთიკის სამი ძირითადი სეგმენტი
3. რა არის მეტაეთიკა
4. ბაზისური მეტაეთნიკური ცნებები
5. რას ნიშნავს ეთიკური ქცევა
6. რა არის ნორმატიული ეთიკა
7. ნორმატიული ეთიკის თეორიული სტრატეგიები
8. რა არის გამოყენებითი ეთიკა
9. ეგოიზმი და ალტრუიზმი
10.რა არის ეთიკის დეონტოლოგიური თეორია (მოვალეობის თეორიები)
11.რას უწოდებენ კონსიქვენციალისტურ ნორმატიულ თეორიებს
12.გამოყენებითი ეთიკის სფეროები
13.რა არის პროფესიული ეთიკა
14.ჩამოაყალიბე კანტის კატეგორიული იმპერატივიზმი
15.ეთიკური ღირებულებები
16.რა არის პოლიტიკური ფილოსოფია
17.რა არის პოლიტიკა
18.პოლიტიკის ფილოსოფიური განზომილება - zoon politicon
19.პოლიტიკური ფილოსოფია გუშინ და დღეს
20.რა არის სახელმწიფო? საჭიროა თუ არა მისი არსებობა?
21.წინარე სახელმწიფოებრივი ანუ ბუნებრივი მდგომარეობიდან
საზოგადოებრივი ხელშეკრულებისაკენ
22.სახელმწიფოს წარმოშობა ძირითადი ნიშანი
23.იდეალური სახელმწიფოს მოდელი
24.ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული ცნებები
25.ლეგიტიმურობა და პოლიტიკური მდგრადობა: ვინ მართავს ადამიანი თუ
კანონი?
26.ძალაუფლების ლეგიტიმაია და მმართველობის ტიპები
27.პოლიტიკური თავისუფლების გამოვლენის თავისებურება
28.სამართლიანობის ძირითადი პრინციპი: - რა არის სამართლიანობა?
29.თანასწორობის არსი: - რა არის თანასწორობა?

1. რა არის ეთიკა?
სიტყვა ეთიკა ეტიმოლოგიურად ბერძნული წარმოშობისააა და ნიშნავს სახლს,
ბუდეს. ადამიანური ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ზნეობრივი
ურთიერთობები. ეთიკას საქმე აქვს სწორ და არასწორ ქცევასთან. მისი მიზანია
გაარკვიოს სწორი და მცდარი ქცევა და გამიჯნოს ისინი ერთმანეთისაგან. სოკრატე
ერთ-ერთი პირველი მოაზროვნეა, ვინც განიხილა ეთიკის ფენომენი. მისი
კონცეფციის თანახმად, ეთიკის ამოცანაა ზნეობის ბუნების სისტემური გაგების
დაფუძნება. მან უნდა გასცეს პასუხი ადამიანის ცხოვრების ძირითად კითხვას:
“როგორ უნდა ვიცხოვროთ?“ თანამედროვე ფილოსოფიაში ეთიკა ორი
მნიშვნელობით იხმარება: ა) ქცევის კოდექსებისა და პრინციპების სხვადასხვა
მოდელების აღსანიშნავად; ქცევის იმ მატრიცების აღსანიშნავად, რომლითაც
სხვადასხვა ეპოქის, კულტურისა თუ პროფესიის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ;
ამიტომ არსებობს შრომის ეთიკა, ბიზნესის ეთიკა, ბიოეთიკა, მოხელის ეთიკა,
რელიგიური ეთიკა და ა.შ.
ბ) მორალის თეორიების კვლევა. ქცევის კოდექსების ინტელექტუალური ანალიზი.
ეთიკის ინტერესთა სფერო მოიცავს 3 ძირითად სეგმენტს:
1. მეტაეთიკას;
2. ნორმატიულ ეთიკას;
3. გამოყენებით ეთიკას
მეტაეთიკა - „მეტა“ ნიშნავს „იქეთ არსებულს,“ „მიღმურს“. მეტაეთიკა
შეისწავლის ეთიკურ ცნებათა წარმოშობასა და მნიშვნელობას. მასში იკვეთება
ორი მნიშნელოვანი საკითხი; არსებობს თუ არა მორალი ადამიანისგან
დამოუკიდებლად და სად უნდა ვეძებოთ მორალური მსჯელობების მენტალური
საფუძლები. ამ საკითხის გადაჭრისას ორი მიდგომა იკვეთება: ობიექტივიზმი და
რელატივიზმი.
ნორმატიული ეთიკის მიზანია იმ მორალური სტანდარტების დადგენა,
რომლებითაც შესაძლებელი იქნება ქცევათა რეგულირება. მაგალითად -
მოვალეობანი, რომელთაც უნდა მივდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი
ქცევის შესაძლო შედეგები საზოგადოებასა და გარემოზე უარყოფითად აისახება.
გამოყენებითი ეთიკა ინტერესდება სხვადასხვა სპეციფიკური პრობლემებით,
მაგალითად - გარემოს დაცვის, კონტრიბუციონიზმისა[სიკვდილით დასჯის] და
სუიციდი[თვითმკვლელბის] საკითხებით, ცხოველთ უფლებების დაცვით.
გამოყენებით ეთიკაში არსებული პრობლემების გადაჭრა ხდება მეტაეთიკისა და
ნორმატიული ეთიკის დახმარებით. გამოყენებითი ეთიკა ცდილობს გადაჭრას
დილემური სიტუაციები.
ამ სამ სეგმენტს შორის საზღვრები არაა მკაცრად დადგენილი.
2.ეთიკის 3 ძირითადი სეგმენტი
ეთიკა სამი ძირითადი სეგმენტისაგან შედგება:მეტაეთიკის,ნორმატიული და გამოყენებითი ეთიკისაგან.
მეტაეთიკა ნიშნავს იქეთ არსებულს,მიღმურს.მეტაეთიკა შეისწავლის ეთიკურ ცნებათა წარმოშობასა და
მნიშვნელობას.მასში იკვეთება ორი მნიშნელოვანი საკითხი;არსებობს თუ არა მორალი ადამიანისგან
დამოუკიდებლად და სად უნდა ვეეძებოთ მორალური მსჯელობების მენტალური საფუძლები.ამ საკითხის
გადაჭრისას ორი მიდგომა იკვეთება;ობიექტივიზმი და რელატივიზმი.
ეთიკოსთა ერთი ჯგუფი თვლის,რომ მორალური ღირებულებანი არიან ობიქტურნი,ისინი არსებობენ
სუბიექტური,ადამიანური გამონაგონის მიღმა.თავისი ბუნებით ეთიკური ღირებულებანი არიან
აბსოლუტურნი,მარადიულნი,უცვლელნი,უნივერსალურნი.ისინი არსებობენ ნებისმიერ საზოგადოებაში
მუდმივად და უცვლელად.
შუასაუკუნეების ფილოსოფოსნი ყველა მორალურ ღირებულებას ერთი სახელწოდების ქვეშ
აჯგუფებდნენ-„მარადიული კანონი“.ამავე ეპოქის ფილოსოფოსი უილიამ ოკამი იზიარებდა მორალურ
პრინციპთა მეტაფიზიკურ სტატუსს.ამ ხედვას ვოლუნტარიზმის სახელით მოიხსენიებენ.
მეორე და მეტად გავრცელებული თვალსაზრისი მორალური რელატივიზმის სახელითაა ცნობილი.იგი
სათავეს სკეპტიციზმის ტრადიციაში იღებს.ფილოსოფოსი სექსტ ემპირიკოსი უარყოფს მორალური ქცევის
აბსოლუტურ რაობას,მის ობიექტურ არსებობას.მორალური პრინციპები იცვლებიან დროში,სოციალურ და
კულტურულ სივრცეებში.
ნორმატიული ეთიკის მიზანია იმ მორალური სტანდარტების დადგენა,რომლებითაც შესაძლებელი იქნება
ქცევათა რეგულირება.მაგალითად,მოვალეობანი,რომლლთაც უნდა მივდიოთ,წინააღმდეგ შემთხვევაში
ჩვენი ქცევის შესაძლო შედეგები საზოგადოებასა და გარემოზე უარყოფითად აისახება.
ნორმატიული პრინციპის კლასიკური მაგალითია ოქროს წესი:“მოექეცი სხვას ისე,როგორც გინდა რომ
მოგექცნენ შენ“.ოქროს წესის მიხედვით მოტყუება,მკვლელობა,დასმენა,წამება...მცდარი ქცევებია.
გამოიყოფა ნორმატული ეთიკის 3 ძირითადი სტრატეგია:სათნოებათა,მოვალეობისა და
კონსიქვენციალისტური თეორიები.
სათნოებათა თეორიები ყურადღებას ამახვილებენ დადებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-
განვითარებაზე.პლატონი გამოყოფს 4 სათნოებას,რომელსაც მოგვიანებით კარდინალური სათნოებები
ეწოდა.ესენია:სიბრძნე,სამართლიანობა,სიმამამაცე,თავშეკავება.
არისტოტელეს ვარიაცია სათნოებათა თეორიაში ორგვარია:დიანოეტიკური და ეთიკური.მისი
აზრით,სათნოება სულის შეძენილი თვისებაა და არა ბუნებით თანდაყოლილი.არსებობს
სულიერი[გონიერება,სიბრძნე,სიამოვნება...] და
სხეულებრივი[ჯანმრთელობა,სილამაზე,სიმდიდრე,პატივი...] სათნოება.
მოვალეობის თეორიებს დეონტოლოგიურსაც უწოდებენ,ასევე არაკონსიქვენციალისტურსაც.ადამიანთა
უმრავლესობა გრძნობს,რომ მათ აკისრიათ სრულიად ნათელი რიგირ ვალდებულებებისა,
პირველი მოვალეობიშ თეორია 17 ს.ის გერმანელი ფილოსოფოსის სემიუელ პაფენდორმის სახელთანაა
დაკავშირებული.ის გამოყოფს სამ კატეგორიას:მოვალეობა ღმერთის,საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ.
კონსიქვენციალური ნორმატიული თეორიის მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ
ქცევის შედეგით.ის ქცევა მიჩნევა მორალურად,რომლის მოსლოდნელი შედეგი ზნეობრივია.თუ კარგი
შედეგების რაოდენობა მეტია,ქცევა მიიჩნევა მორალურად გამართლებულად.ქცევის საბოლოო შედეგი
არის მისი მორალურობის ერატდერთი განმსაზღვრელი ფატქორი.ამ სტრატეგიის შიგნით გამოიყოფა სამი
ჯგუფი:
1.ეთიკრუი ეგოიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია მოქმედი სუბიექტისათვის];
2.ეთიკური ალტრუიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი დადებითია გარდა მოქმედი სუბიექტისა];
3.უტილიტარიზმი:ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია ყველასთვის.
გამოყენებითი ეთიკა ზოგადი ეთიკის ნაწილია,რომლის ამოცანაა
სპეციფიკური,საკამათო,დაპირისპირებული მორალური საკითხების ანალიზი კონკრეტული სიტუაციის
საჭიროებისათვის.გამოყენებითი ეთიკის სტრუქტურაშ გამოიყოფა:ბიოეთიკა,სიტუაციური ეთიკა,საქმიან
ურთიერთობათა ეთიკა და პროფესიული ეთიკები:სამედიცინო ეთიკა,ეკოეთიკა,საინფორმაციო
ეთიკა,პოლიტიკური მორალის ფილოსოფია და ა.შ.

3. რა არის მეტაეთიკა?
მეტაეთიკა - „მეტა“ ნიშნავს იქეთ არსებულს,მიღმურს.მეტაეთიკა შეისწავლის ეთიკურ ცნებათა
წარმოშობასა და მნიშვნელობას.მასში იკვეთება ორი მნიშნელოვანი საკითხი;არსებობს თუ არა მორალი
ადამიანისგან დამოუკიდებლად და სად უნდა ვეეძებოთ მორალური მსჯელობების მენტალური
საფუძლები.ამ საკითხის გადაჭრისას ორი მიდგომა იკვეთება;ობიექტივიზმი და რელატივიზმი.

ეთიკოსთა ერთი ჯგუფი თვლის,რომ მორალური ღირებულებანი არიან ობიქტურნი,ისინი არსებობენ


სუბიექტური,ადამიანური გამონაგონის მიღმა.თავისი ბუნებით ეთიკური ღირებულებანი არიან
აბსოლუტურნი,მარადიულნი,უცვლელნი,უნივერსალურნი.ისინი არსებობენ ნებისმიერ საზოგადოებაში
მუდმივად და უცვლელად.

შუასაუკუნეების ფილოსოფოსნი ყველა მორალურ ღირებულებას ერთი სახელწოდების ქვეშ


აჯგუფებდნენ-„მარადიული კანონი“.ამავე ეპოქის ფილოსოფოსი უილიამ ოკამი იზიარებდა მორალურ
პრინციპთა მეტაფიზიკურ სტატუსს.ამ ხედვას ვოლუნტარიზმის სახელით მოიხსენიებენ.

მეორე და მეტად გავრცელებული თვალსაზრისი მორალური რელატივიზმის სახელითაა ცნობილი.იგი


სათავეს სკეპტიციზმის ტრადიციაში იღებს.ფილოსოფოსი სექსტ ემპირიკოსი უარყოფს მორალური ქცევის
აბსოლუტურ რაობას,მის ობიექტურ არსებობას.მორალური პრინციპები იცვლებიან დროში,სოციალურ და
კულტურულ სივრცეებში.
არსებობს მორალური რელატივიზმის ორი ფორმა.ერთია-ინდივიდუალური რელატივზმი,რაც
ნიშნავს,რომ ინდივიდი თავად ქმნის საკუთარ მორალურ სტანდარტებს.მეორეა კულტურული
რელატივიზმი თვლის,რომ მორალურ პრინციპებს ქმნის საზოგადოება.

4.ბაზისური მეტაეთიკური ცნებები


ბაზისური მეტაეთიკური ცნებები: სიკეთე,სინდისი მოვალეობა. სიკეთე-ცენტრალურ ეთიკური
კომპონენტია. იგი დადებითი მორალური ღირებულების მახასიათებელია და ადამიანის მიერ
კეთილმოსურნეობათა შექმნის გულწრფელ სწრაფვას გამოხატავს. ეს ტერმინი ასოცირდება
ბედნეირებასთან,სიხარულთან, სიყავარულითან. სიკეთე მხოლოდ თავისუფალი ნების მიერ შეიძლება
განხორციელდეს.
სინდისი- ზნეობრივი მოვალეობების დამოუკიდებლად ფორმულირების საკუთარი ქცევების შეფასებია და
ზნეობრივი თვითკონტროლის რეალიზევის უნარია. იგი მორალური თვითცნობიერების ერთ-ერთი
გამოხატულებაა. მისი გამოვლინება ხდება როგორც რაციონალურ ისე ემოციურ ფონზე. იგი ერთად კრავს
ემოციას და გონებას.

მოვალეობა- გარკვეული ქმედების აღსრულების აუცილებლობაა. მოვალეობის აღსურლების დროს


ადამიანის თავისუფალი ნება შეზღუდულია. ეთიკური პრინციპის შესრულების აუცილებლობით .
ადამიანის შინაგანი თავისუფლება იზღუდება გარედან სანქციონირებულის იძულების წესით.

5.რას ნიშნავს ეთიკური ქცევა?


ეთიკური ქცევა კომპლექსური ფენომენია და ერთი მახასიათებლით მისი წარმოდგენა არ იქნება
მართებული. შეიძლება გამოვყოთ მისი ამგები სამი კომპონენტი. თავისუფალი ნება, მორალური მოტივაცია
და ავტონომიური ეთიკური მსჯელობა. ეთიკურად შეიძლება ჩაითვალოს ქცევა , რომელიც ემყარება
ადამიანის მიერ ავტონომიური ეთიკური მსჯელობის შედეგად მოტივთა შორის განხორციელებულ
თავისუფალ არჩევანს. ეთიკური ქცევის აგებისას ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს
კომპონენტები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობენ.

6.რა არის ნორმატიული ეთიკა?


ნორმატიული პრინციპის კლასიკური მაგალითია ოქროს წესი:“მოექეცი სხვას ისე,როგორც გინდა რომ
მოგექცნენ შენ“.ოქროს წესის მიხედვით მოტყუება,მკვლელობა,დასმენა,წამება...მცდარი ქცევებია.

გამოიყოფა ნორმატული ეთიკის 3 ძირითადი სტრატეგია:სათნოებათა,მოვალეობისა და


კონსიქვენციალისტური თეორიები.

სათნოებათა თეორიები ყურადღებას ამახვილებენ დადებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-


განვითარებაზე.პლატონი გამოყოფს 4 სათნოებას,რომელსაც მოგვიანებით კარდინალური სათნოებები
ეწოდა.ესენია:სიბრძნე,სამართლიანობა,სიმამამაცე,თავშეკავება.

არისტოტელეს ვარიაცია სათნოებათა თეორიაში ორგვარია:დიანოეტიკური და ეთიკური.მისი


აზრით,სათნოება სულის შეძენილი თვისებაა და არა ბუნებით თანდაყოლილი.არსებობს
სულიერი[გონიერება,სიბრძნე,სიამოვნება...] და
სხეულებრივი[ჯანმრთელობა,სილამაზე,სიმდიდრე,პატივი...] სათნოება.

მოვალეობის თეორიებს დეონტოლოგიურსაც უწოდებენ,ასევე არაკონსიქვენციალისტურსაც.ადამიანთა


უმრავლესობა გრძნობს,რომ მათ აკისრიათ სრულიად ნათელი რიგირ ვალდებულებებისა,

პირველი მოვალეობიშ თეორია 17 ს.ის გერმანელი ფილოსოფოსის სემიუელ პაფენდორმის სახელთანაა


დაკავშირებული.ის გამოყოფს სამ კატეგორიას:მოვალეობა ღმერთის,საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ.
კონსიქვენციალური ნორმატიული თეორიის მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ
ქცევის შედეგით.ის ქცევა მიჩნევა მორალურად,რომლის მოსლოდნელი შედეგი ზნეობრივია.თუ კარგი
შედეგების რაოდენობა მეტია,ქცევა მიიჩნევა მორალურად გამართლებულად.ქცევის საბოლოო შედეგი არის
მისი მორალურობის ერატდერთი განმსაზღვრელი ფატქორი.ამ სტრატეგიის შიგნით გამოიყოფა სამი
ჯგუფი:

1.ეთიკრუი ეგოიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია მოქმედი სუბიექტისათვის];


2.ეთიკური ალტრუიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი დადებითია გარდა მოქმედი სუბიექტისა];

3.უტილიტარიზმი:ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია ყველასთვის.

7.ნორმატიული ეთიკის თეორიული სტრატეგიები


ფილოსოფოსთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მორალი შესდგება ზუსტად დეფინირებული ქცევის
კანონებისაგან, ე.წ ფორმულებისაგან, როგორიცაა „არ მოკლა“, „არ მოიპარო“ . ადამიანმა უნდა დაისწავლოს
ეს კანონები და საკუთარი ქცევები დაუმორჩილოს ამ კანონებს. ანუ ნორმატიულ ეთიკას საქმე აქვს
მორალურ სტანდარტებთან, რომელნიც არაგულირებენ სწორ და მცდარ ქცევებს. აქ საქმე გვაქვს ტესტის
გასაღებთან, რომელიც ზნეობბრიბად გამართულ, სწორ ქცევას აგვარჩევინებს. ნორმატიული პრინციპის
კლასიკური მაგალითია ოქროს წესი: „მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა,რომ მოგექცნენ შენ.“ოქროს წესის
მიხედვით მოტყუება,მკვლელობა,დასმენა,წამება...მცდარი ქცევებია.
გამოიყოფა ნორმატული ეთიკის 3 ძირითადი სტრატეგია:სათნოებათა,მოვალეობისა და
კონსიქვენციალისტური თეორიები.

სათნოებათა თეორიები ყურადღებას ამახვილებენ დადებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-


განვითარებაზე.პლატონი გამოყოფს 4 სათნოებას,რომელსაც მოგვიანებით კარდინალური სათნოებები
ეწოდა.ესენია:სიბრძნე,სამართლიანობა,სიმამამაცე,თავშეკავება.

არისტოტელეს ვარიაცია სათნოებათა თეორიაში ორგვარია:დიანოეტიკური და ეთიკური.მისი


აზრით,სათნოება სულის შეძენილი თვისებაა და არა ბუნებით თანდაყოლილი.არსებობს
სულიერი[გონიერება,სიბრძნე,სიამოვნება...] და
სხეულებრივი[ჯანმრთელობა,სილამაზე,სიმდიდრე,პატივი...] სათნოება.

მოვალეობის თეორიებს დეონტოლოგიურსაც უწოდებენ,ასევე არაკონსიქვენციალისტურსაც.ადამიანთა


უმრავლესობა გრძნობს,რომ მათ აკისრიათ სრულიად ნათელი რიგირ ვალდებულებებისა,

პირველი მოვალეობის თეორია 17 ს.ის გერმანელი ფილოსოფოსის სემიუელ პაფენდორმის სახელთანაა


დაკავშირებული.ის გამოყოფს სამ კატეგორიას:მოვალეობა ღმერთის,საკუთარი თავისა და სხვათა მიმართ.
აბსოლუტური მოვალეობანი 3 ტიპისაა:
.სხვათა დადანაშაულებისაგან თავის არიდება;
.ადამიანთა მიჩნევა თანასწორად;
.სიკეთის კეთება სხვათათვის.
მეორე მოვალეობაზე დაფუძნებული მიდგომა გახლავთ უფლებათა თეორია.უფლებები და მოვალეობები
ერთმანეთთან იმდენადაა დაკავშირებული,რომ ერთი პიროვნების უფლებები მოიცავს მეორის
მოვალეობებს.ამას უფლება-მოვალეობის კორელაციას უწოდებენ.
მესამე მოვალეობის თეორია ეკითვნის ი.კანტს.მან შემოიტანა სიახლე ეთიკის ისტორიაში.იგი ერთადერთ
პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას:მოვალეობის პრინციპი.მას კანტი უწოდებს სკატეგორიულ
იმპერატივს.კანტთან იგი გონების თვითკმარი პრინციპია.კანტის მიხედვით არსებობს მაქსიმათა ნუსხა;
.იყავი მართალი;
.იყავი პატიოსანი;
.ფუჭად არ გაფანტო ნიჭი;
.არ მოიკლა თავი;
.იყავი მზად დასაჯო ის,ვინც სასჯელს იმსახურებს;
.იყავი კეთილი ცხოველების მიმართ.
კანტის მორალის ფილოსოფიის ეთიკური ფორმულაა-მოექეცი მხოლოდ იმ მაქსიმის მიხედვით,რომელსაც
ისურვებდი,რომ გამხდარიყო საყოველთაო კანონი.მოიქეცი ისე,რომ კაცობრიობა,როგორც შენი სახით,ისე
ყოველი ადამიანის სახით მიგაჩნდეს მიზნად და არასოდეს საშუალებად.
კონსიქვენციალური ნორმატიული თეორიის მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ
ქცევის შედეგით.ის ქცევა მიჩნევა მორალურად,რომლის მოსლოდნელი შედეგი ზნეობრივია.თუ კარგი
შედეგების რაოდენობა მეტია,ქცევა მიიჩნევა მორალურად გამართლებულად.ქცევის საბოლოო შედეგი არის
მისი მორალურობის ერატდერთი განმსაზღვრელი ფატქორი.ამ სტრატეგიის შიგნით გამოიყოფა სამი
ჯგუფი:

1.ეთიკრუი ეგოიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია მოქმედი სუბიექტისათვის];

2.ეთიკური ალტრუიზმი[ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი დადებითია გარდა მოქმედი სუბიექტისა];

3.უტილიტარიზმი:ქცევა მორალურია,თუ მისი შედეგი მისაღებია ყველასთვის.

8.რა არის გამოყენებითი ეთიკა?


გამოყენებითი ეთიკა ზოგადი ეთიკის ნაწილია,რომლის ამოცანაა
სპეციფიკური,საკამათო,დაპირისპირებული მორალური საკითხების ანალიზი კონკრეტული სიტუაციის
საჭიროებისათვის.გამოყენებითი ეთიკის სტრუქტურაშ გამოიყოფა:ბიოეთიკა,სიტუაციური ეთიკა,საქმიან
ურთიერთობათა ეთიკა და პროფესიული ეთიკები:სამედიცინო ეთიკა,ეკოეთიკა,საინფორმაციო
ეთიკა,პოლიტიკური მორალის ფილოსოფია და ა.შ.
რის საფუძველზე მიეკუთვნება მოვლენა გამოყენებითი ეთიკის სფეროს:
1.საკითხი უნდა იყოს საკამათო,მისი გადაწყვეტისათვის უნდა არსებობდეს დაპირისპირებული
მიდგომები.მაგ.,იარაღის პირად პირად საკუთრებაში ფლობის საკითხი,აბორტის,სიკვდილით დასჯის და
მსგავსი საკითხები;
2.საკითხი გამოკვეთილად მორალურის სფეროს უნდა ეკუთვნოდეს. საკითხთა უმრავლესობის მიმართ
არსებობს საპირისპირო მოსაზრებები, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ისინი თავისი ბუნებით
ეთიკურნი არიან. იმისათვის, რომ საკითხი გამოყენებითი ეთიკის სფეროში შემოვიდეს არ არის საკმარისი
იგი სოციალურს მივაკუთვნოთ, იგი მორალური პარამეტრებით უნდა იყოს განხილვადი. ნორმატულ
პრინციპებს შორის,რომელნიც ყველაზე ხშირად გვხვდება დისკუსიებში, სადაც გამოყენებითი ეთიკის
პრობლემებზეა საუბარი გამოიყოფო შემდეგი:
.პერსონალური სარგებელი -აღიარებს ინდივიდისთვის სარგებლიან შედეგზე ქცევას;
.სოციალური სარგებელი - აღარებს საზოგადოებისათვის სარგებლიან შედეგზე ორიენტირებულ ქცევას;
.პატერნალიზმის პრინციპი - დახმარების გაწევა იმათთვის, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესების
განხორციელებას;
.ქველმოქმედების პრინციპი - გაჭირვებაში მყოფთა დახმარება;
.პატიოსნების პრინციპი - არ მოატყუო სხვა;
.კანონმორჩილების პრინციპი - წინ არ აღუდგე კანონს;
.ავტონომიის პრინციპი - პიროვნების თავისუფლების უპირატესად დასახვა;
.სამართლის პრინციპი - აღიარებს პიროვნების უფლებას მიიღოს ის, რასაც იმსახურებს;
.სხვადასხვა უფლებები - ცნობს ადამიანის უფლებებს სიცოცხლეზე,პირად ცხოვრებაზე, საკუთრებაზე,
უსაფრთხოებაზე, თავისუფალი აზრის გამოთქმაზე,ინფორმაციის მიღებაზე.

9.ეგოიზმი და ალტრუიზმი
მორალის ფსიქოლოგიაში არსებობს საკმაოდ გავლენიანი თვალსაზრსი, რომლის მიხედვითაც ადამიანის
თანდაყოლილი თვისებაა თავკერძობა. თომას ჰობსის აზრით, ჩვენი ქცევების უდიდესი უმრავლესობა
ნაკარნახევია იმ სურვილებითა და მოთხოვნილებებით, რომელთაც თავკერძობა კარნახობს ადამიანს.ამ
პოზიციას ეწოდება ფსიქოლოგიური ეგოიზმი. ამ ხედვით ყველა ადამიანური ქცევა მოტივირებულია
საკუთარი ინტერესების პრიზმიდან.
ფსიქოლოგიურ ეგოიზმთან ახლოს მდგომია ფსიქოლოგიური ჰედონიზმი,რომლის მიხედვითაც ყველა
ჩვენი ქცევა წარმართულია სიამოვნების პრინციპით.მე–18 საუკუნის ფილოსოფოსი, ჯოზეფ ბატლერი
თვლის, რომ ინსტიქტური სიხარბე და სიამოვნება გვკარნახობს ქცევის როგორობას. ამასთან ის შენიშნავს,
რომ ადამიანს აქვს შინაგანი ფსიქოლოგიური უნარი, რომ კეთილმოსურნეობა გამოავლინოს სხვათა
მიმართ. ამ ხედვას უწოდებენ ფსიქოლოგიურ ალტრუიზმს. ამ პოზიციიდან ჩვენი ქცევების ნაწილი მაინც
მოტივირებულია ინსტიქტური კეთილმოსურნეობით.

10.რა არის ეთიკის დეონტოლოგიური თეორია[მოვალეობის


თეორია]?
მოვალეობის თეორიები ზნეობას აფუძნებენ ვალდებულების სპეციფიკურ, ფუნდამენტურ პრინციპებზე.
ამ თეორიებს დეონტოლოგიურსაც უწოდებენ.ადამიანთა უმრავლესობა გრძნობს, რომ მათ აკისრიათ
მთელი რიგი ვალდებულებებისა, ვთქვათ : ზრუნვა მოხუცებულ მშობლებზე, შვილებზე,ობლად დარჩენილ
ძმათა შვილებზე და სხვ.
დეონტოლოგიური სტრატეგიის მიხედვით, პრინციპები, რომელთც ეფუძნება

ზნეობა არ არიან დამოკიდებულნი გარემოებებზე. ამოსავალი დებულება ფორმულირდება შემდეგნაირად :


„ქცევა არ განისაზღვრება ქცევის შედეგით.“არსებობს 4 ძირითადი თეორია, რომელის დეონტოლოგიურ
სტრატეგიას აფუძნებს.პირველი თეორიის ავტორია მე17ს.ის გერმანელი ფილოსოფოსი სემიუელ
პაფენდორფი.
1 თეორია :
.მოვალეობანი ღმერთის მიმართ( თეორიული–იცოდე ღმერთის ბუნება, პრაქტიკული–როგორც შინაგან ისე
გარეგნულად თაყვანს სცემდე უფალს),
.საკითარი თავის მიმართ მოვალეობანი (მოვალეობანი სულის მიმართ, აქ იგულისხმება უნარებისა და
ტალანტების განვითარება და მოვალეობანი სხეულის მიმართ, სადაც იგულისხმება სხეული
მოფრთხილება, ზიანის მიუყენებლობა, იგულისხმება თვითმკვლელობის უარყოფაც.)
. სხვათა მიმართ მოვალეობა(აბსოლუტური მოვალეობანი,რომელიც სამი სახისაა: სხვათა
დადანაშაულებისაგან თავის არიდება, ადამიანთა მიჩნევა თანასწორად, სიკეთის კეთება სხვათა მიმართ.
აბსოლუტური მოვალეობანი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული)
.პირობითი მოვალეობანი, რომელიც ადამიანთა შორის დადებული კოტრაქტების რეზულტატია.
მე2 თეორია,რომელიც ეკუთვნის მე17ს.ის ბრიტანელ ფილოსოფსს ჯონ ლოკს, უფლებათა თეორია:
უფლებები და მოვალეობები იმგვარად არიან ურთიერთდამოკიდებულნი, რომ ერთი პიროვნების
უფლებები მოიცავს მეორის მოვალეობებს. მორალური უფლებები ხასიათდება 4 თვისებით :
ა)ისინი არიან ბუნებითი,
ბ)ისინი არიან უნივერსალურნი,
გ) ისინი არიან თანასწორნი
დ)ისინი არიან განუყოფელნი ერთეული ადამიანისაგან.
მე3 თეორია: აბსოლუტური პრინციპი მოვალეობისა(ი. კანტი), რომელსაც კანტი უწოდებს კატეგორიულ
იმპერატივს. იგი გონების თვითკმარი პრინციპია. კანტის მიზანია დააფუძნოს უანგარო,
დაუინტერესებელი მორალი. კანტი თვლის, რომ თუ ქცევა კარგია მიზნის მისაღწევად ის სასარგებლოა, თუ
ის კარგია, თავისთავად ზნეობრივია. ის გვაწვდის მაქსიმათა ნუსხას : იყავი მართალი, პატიოსანი,
კეთილშობილი, ფუჭად არ გაფანტო ნიჭი, არ მოიკლა თავი, იყავი მზად დასაჯო ყველა ვინც სასჯელს
იმსახურებს, იყავი კეთილი ცხოველების მიმართ და თან გვეუბნება, რომ უნდა მოვიქცეთ იმ მაქსისმის
მიხედვით, რომელსაც ვისურვებდით, რომ გამხდარიყო საყოველთაო კანონი. კაცობრიობა ყოველთვის
უნდა მიგაჩნდეს მიზნად და არა საშუალებად.
მე4 თეორია: ბრიტანელი ფილოსოფოსის უილიამ დ. როსის მიხედვით მოვალეობანი უნივერსუმის
ფუნდამენტური ბუნების ნაწილნი არიან. ის გვეუბნება: იყავი ერთგული, მადლიერი, სამართლიანი,
გულუხვი, უბოროტო.

12.რას უწოდებენ კონსიქვენციალისტურ ნორმატიულ თეორიებს?


კონსექვენციალისტური თორიების მიხედვით მორალური ქცევა დეტერმინირებულია მხოლოდ ქცევის
შედეგით კონსექვენციალისტური ნორმატიული პრინციპები მოითხოვენ, რომ ქცევები პირველყოვლისა
დაჯგუფდეს ქცევის მოსალოდნელი შედეგების ავკარგიანობის მიხედვით. შემდეგ უნდა გაითვალოს, თუ
რამდენად გადასწონის კარგი შედეგები ცუდს. თუ კარგი შედეგების რაოდენობა მეტია, ქცევა მორალურად
ჩაითველება ამ თეორიებს ზოგჯერ ტელეოლოგიურსაც უწოდებენ.ეს თეორია იქცა პოპულარულად
მე18ს.ში.
ამ სტრატეგიის შიგნით შეიძლება გამოიყოს სამი ქვეჯგუფი :
•ეთიკური ეგოიზმი–ქცევა მორალურია, თუ მისი შედეგი მისაღებია მოქმედი სუბიექტისათვის. •ეთიკური
ალტრუიზმი, ქცევა მორალურია , თუ მისი შედეგი დადებითია ყველასთვის გარდა მოქმედი სუბიექტისა.
•უტილიტარიზმი: ქცევა მორალურია, თუ მისი შედეგი მისაღებია ყველასთვის.

13.გამოყენებითი ეთიკის სფეროები


გამოყენებითი ეთიკა ზოგადი ეთიკის ნაწილია, რომლის ამოცანაა, საკამათო,დაპირისპირებული
მორალური საკითხების ანალიზი.გამოყენებითი ეთიკის სფეროებია: ბიოეთიკა, სიტუაციური ეთიკა,
საქმიანურთიერთობათა ეთიკა და პროფესიული ეთიკები: სამედიცინო, ეკოეთიკა,სანფორმაციო,
პედაგოგიური ეთიკა და სხვ.
•ბიოეთიკა განიხილავს ადამიანის ქცევის ნორმებს ცოცხალ სამყაროსთან.
•სიტუაციური ეთიკა გამოიმუშავებს პრაქტიკულ რეკომენდაციებსკონკრეტული სიტუციებისა და
სფეროების მიმართ. აქ შემოდის ეტიკეტი.
•ბიზნეს ეთიკა მიზნად ისახავს გაზხსნას ბიზნეს საქმიანობის ეთიკური და პოლიტიკური
პრობლემები.იიგი აერთიანებს ბიზნეს კულტურის,ბიზნეს ეთიკის და პოლიტიკურის მიმართების
თეორიებს.
•ეკოეთიკის პრობლემატიკა მოიცავს თანამედროვე დისკუსიებს,რომელნიც ეხებიან ადამიანის
ურთიერთობას ბუნებასთან და გარემოს ეკოლოგიურ კრიზისს.
•საინფორმაციო ეთიკის ამოცანაა შეისწავლოს თანამედროვე საინფორმაცი სივრცეში ადამიანის
მოღვაწეობის ეთიკური პრინციპები,პრობლემები და დილემები.
•პოლიტიკური ეთიკა მიზნად ისახავს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მორალური
ბაზისის,როგორც ზნეობრივი დისკურსის პირინციპულად განსხვავებული ტიპის შესწავლას.
•საქმიან ურთერთობათა ეთიკა მოიცავს ნორმატიულ და სიტუაციურ ეთიკას.
•პროფესიული ეთიკა წარმოადგენს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის მორალური ნორმებისა და წესების
სისტემას, მისი პროფესიული საქმიანობისა და კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად.
მოვლენა გამოყენებითი ეთიკის სფეროს მიეკუთვნება:
1.საკითხი უნდა იყოს საკამათო,მისი გადაწყვეტისათვის უნდა არსებობდეს დაპირისპირებული
მიდგომები.
2.საკითხი გამოკვეთილად მორალურის სფეროს უნდა ეკუთვნოდეს.

14.რა არის პროფესიული ეთიკა?


პროფესიული ეთიკა წარმოადგენს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის მორალური ნორმებისა და წესების
სისტემას, მისი პროფესიული საქმიანობისა და კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. პროფესიული ეთიკა
ნებისმიერი დარგის სპეცალისტის მომზადების განუყოფელი ნაწილია. პროფესიულ ეთიკას მიეკთვნება :
ეკოეთიკა, ბიზნეს ეთიკა, პედაგოგისა და საინფორმაციო ეთიკები,პოლიტიკური მორალის ფილოსოფია და
სხვ.
•სიტუაციური ეთიკა გამოიმუშავებს პრაქტიკულ რეკომენდაციებსკონკრეტული სიტუციებისა და
სფეროების მიმართ. აქ შემოდის ეტიკეტი.
•ბიზნეს ეთიკა მიზნად ისახავს გაზხსნას ბიზნეს საქმიანობის ეთიკური და პოლიტიკური
პრობლემები.იიგი აერთიანებს ბიზნეს კულტურის,ბიზნეს ეთიკის და პოლიტიკურის მიმართების
თეორიებს.
•ეკოეთიკის პრობლემატიკა მოიცავს თანამედროვე დისკუსიებს,რომელნიც ეხებიან ადამიანის
ურთიერთობას ბუნებასთან და გარემოს ეკოლოგიურ კრიზისს.
•საინფორმაციო ეთიკის ამოცანაა შეისწავლოს თანამედროვე საინფორმაცი სივრცეში ადამიანის
მოღვაწეობის ეთიკური პრინციპები,პრობლემები და დილემები.
•პოლიტიკური ეთიკა მიზნად ისახავს დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების მორალური
ბაზისის,როგორც ზნეობრივი დისკურსის პირინციპულად განსხვავებული ტიპის შესწავლას.
•საქმიან ურთერთობათა ეთიკა მოიცავს ნორმატიულ და სიტუაციურ ეთიკას.
•პროფესიული ეთიკა წარმოადგენს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის მორალური ნორმებისა და წესების
სისტემას, მისი პროფესიული საქმიანობისა და კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად.

15.ჩამოაყალიბეთ კანტის კატეგორიული იმპერატივი


მესამე მოვალეობის თეორია ეკითვნის ი.კანტს.მან შემოიტანა სიახლე ეთიკის ისტორიაში.იგი ერთადერთ
პრინციპზე ამახვილებს ყურადღებას:მოვალეობის პრინციპი.მას კანტი უწოდებს კატეგორიულ
იმპერატივს.კანტთან იგი გონების თვითკმარი პრინციპია.მისი მიზანია დააფუძნოს უანგარო,
დაუინტერესებელი მორალი.
კანტი თვლის, რომ თუ ქცევა კარგია მიზნის მისაღწევად ის სასარგებლოა, თუ ის კარგია, თავისთავად
ზნეობრივია.
კანტის მიხედვით არსებობს მაქსიმათა ნუსხა:

.იყავი მართალი;

.იყავი პატიოსანი;

.ფუჭად არ გაფანტო ნიჭი;

.არ მოიკლა თავი;

.იყავი მზად დასაჯო ის,ვინც სასჯელს იმსახურებს;


.იყავი კეთილი ცხოველების მიმართ.

კანტის მორალიuს ფილოსოფიის ეთიკური ფორმულაა-მოექეცი მხოლოდ იმ მაქსიმის


მიხედვით,რომელსაც ისურვებდი,რომ გამხდარიყო საყოველთაო კანონი.მოიქეცი ისე,რომ
კაცობრიობა,როგორც შენი სახით,ისე ყოველი ადამიანის სახით მიგაჩნდეს მიზნად და არასოდეს
საშუალებად.კანტის ეთიკური ხედვა შეუზღუდავი აბსოლუტიზმია,ანუ კანტის მიხედვით
ეთიკური კანონი აბსოლუტურია,სინი კი ერთმანეთთან კონფლიქტში არაოსდეს მოდიან.კანტის
თეორიის მიხედვით მორალურ წესს გამონაკლისი არ აქვს:
1.ყველა უნდა იყოს ზნეობრივი.ასეთია თითოეული ადამიანის მოვალეობა.
2.ყველა ადამიანი უნდა იყოს მართალი და პატიოსანი.გარემოებებს არ აქვს მნიშვნელობა.

16.ეთიკური ღირებულებები
ჭეშმარიტება,სიკეთე,სიწმინდე,სიცოცხლე,თავისუფლება,ბედნიერება,მშვენიერება-ყოველივე ეს
„ღირებულებაა“.ისინი ჩვენთვის არიან ღირებულებითი ფასეულობების მატარებლები,თყმცა
არაფერს გვეუბნებიან თავად ღირებულების შესახებ.ფილოსოფიაში ერთ-ერთი გავრცელებული
განმარტებით:ღირებულება არის ის,რაც არ არსებობს,მაგრამ მნიშვნელობს.
ღირებულებების კლასიფიკაცია ხდება ტიპებად.ესთეტიკურ ღირებულებებს საქმე აქვს
ხელოვნებასთან,მშვენიერებასთან,ამაღლებულთან.მეცნიერულ ღირებულებებს-
ცოდნასთან,ჭეშმარიტებასთან,ექსპერიმენტთან და ა.შ.ეკონომიკურ ღირებულებებს-
წარმოებასთან,საქონელთან,საბაზრო ფასებთან.არსებობს ღირებულებათა სხვა ტიპებიც.
ეთიკური ღირებულებების სისტემაში
ერთიანდება:სამართლიანობა,თანასწორობა,სათნოება,ღირსება,პატიოსნება,ზრდილობა,თავმდაბლო
ბა,პასუხისმგებლობა,ვალდებულება,გულმოწყალება,სიმართლისმოყვარეობა,გგულკეთილობა,კეთი
ლმოსურნეობა.ეთიკური ღირებულებები გვაკავშირებენ სამყაროსთან.
ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების ტიპებიდან გამოიყოფა ეთიკური ღირებულებები.მათი
განსაკუთრებულობა ვლინდება იმაშ,რომ მათ საქმე აქვთ ადამიანის არსობრივ
მოთხოვნილებებთან,პიროვნულ ადამიანურ და ზოგადად ადამიანის ლეგიტიმურ მოლოდინებთან.
ეთიკური ღირებულებები ნაწილობრივ ემოციურ ხასიათს ატარებენ,ნაწილობრივ კი ფაქტებს
ემყარებიან.

17.პოლიტიკის ფილოსოფიური განზომილება


ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–5 საუკუნეში არისტოტელემ განცხადა,რომ ადამაინი არის
“zoon politicon”. ეს შეიძლება ითარგნოს, როგორც „ადამიანი არის პოლიტიკური ცხოველი“ ან
როგორც „ადამიანი არის სოციალური ცხოველი“.
სიტყვები „სოციალური“ და „პოლიტიკური“ წარმოადგენენ სინონიმებს. სიტყვა “social” არის
ბერძნული politice-ს ეკვივალენტი.არისტოტელეს განსაზღვრებით ადამიანი არის პოლიტიკური
არსება. ყველა სხვა
არსებისაგან განსხვავებით მხოლოდ ადამიანი ეწევა ცხოვრების პოლისურ, სახელმწიფოებრივ
წესს. ვინაიდან მას შეუძლია იცხოვროს სამოქალაქო ან პოლიტიკურ საზოგადოებაში.
ადამიანები მრავალგვარ ურთიერთობაში არიან ერთმანეთთან.ყველაზე მნიშვნელოვანი ამ
ურთიერთობაში პოლიტიკური ურთიერთობებია,არისტოტელეს მიხედვით, სახელმწიფო
პოლიტიკურ ურთიერთობათა ერთიანობას წარმოადგენს. ამიტომაც ადამიანი თავისი ბუნებით
პოლიტიკური არსებაა, რადგან სახელმწიფოებრივი ცხოვრებისაკენ მისწრაფება მხოლოდ
ადამიანშია „ჩადებული“.
სახელმწიფო არის ადამიანთა გაერთიანება,რომელიც დაკავშირებულია
სამართლიანობასთან[არისტოტელე].ყოველი მიეცნიერებისა და ხელოვნების მიზანია
სიკეთე,პოლიტიკაში კი სიკეთე სამართლიანობაა,ხოლო სამართლიანობა სასარგებლოა მთელი
საზოგადოებისთვის.არისტოტელეს აზრით,პოლიტიკა ეს არის ადამიანური საქმიანობის უმაღლესი
ფორმა,რამდენადაც მისი მეშვეობით ადამიანურ ურთიერთობებში ყალიბდება სამართლიანობა და
საერთო სიკეთე.
ამდენად,პოლიტიკა ეს არის საერთო სიკეთის მოსაპოვებლად წარმათულლი საქმიანობა.
არისტოტელეს საწინააღმდეგო თვალსაზრისზე დგას ჟან-ჟაკ რუსო.ის უარყოფს
ჰიპოთეზას,ადამიანის სოციაბილურობაზე[ცხოველებს იგი ახასიათებთ,როგორც ინსტიქტი,ხოლო
ადამიანში იგი არის,როგორც შეგნების უნარი.].არისტოტელე ადამიანის სოციალურ ცხოვრებას და
პოლიტიკურ ცხოვრებას ბუნებრივად მიიჩნევსჰობსი არ თვლის ადამიანს პოლიტიკურ
ცხოველად,მაგრამ მიიჩნევს,რომ პოლიტიკა გარდაქმნის ცხოველს ადამიანად.ამაში რუსოც
ეთანხმება.

18.რა არის პოლიტიკა?


პოლიტიკის ფენომენის განმარტება ძალზედ რთულია.იგი მოღვაწეობის მრავალ სფეროს მოიცავს.
მაქს ვებერის სიტყვებით,პოლიტიკა „მოღვაწეობის ყველა ნაირსახეობას მოიცავს“. პოლიტიკა
თანამედროვე სამყაროს ყველაზე აქტუალური,პრობლემური და მნიშვნელოვანი სფეროა.
პოლლიტიკა რაღაცისკენ მიმართული ქმედებაა.
პოლიტიკა ძველი ბერძნული სიტყვაა და „პოლისის“ ან სახელმწიფოს მმართველობას ნიშნავს.
პოლიტიკა ეს არის პროცესი, რომლის შიგნითაც ადამიანები ქმნიან, ხვეწენ და ინარჩუნებენ ერთად
ცხოვრების ნორმებს. პლატონისთვის პოლიტიკა არის ადამიანის მიერ ადამიანის მართვის სფერო.
არისტოტელე პოლიტიკას „სამეფო მეცნიერებას“ უწოდებს, რომლის დახმარებითაც შეიძლება
ცხოვრების გაუმჯობესება და ღირსეული საზოგადოების შექმნა.
კლასიკური გაგებით პოლიტიკა ნიშნავს იმას,“რაც ეხება პოლისს“,“რაც ეხება სახელმწიფოს“,რაც
ეხება საზოგადოებრივ ინტერესებთა ერთობლიობას.
„პოლიტიკა“ არსებითად არის საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე
მიზანმიმართული საქმანობა,რომელიც დაკავშირებულია
სახელმწიფოების,ხალხების,ერების,სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
ურთიერთობის ჩამოყალიბებასთან.
პოლიტიკის ცნება ორი რადიკალურად განსხვავებული რეპუტაციით სარგებლობს:ერთიმიდგომის
თანახმად პოლიტიკა „ბინძური საქმეა“,მეორე-აუცილებელი,მნიშნელოვანი და საპატიო საქმიანობა.
გამოყოფენ პოლიტიკის 4 შეხედულებას:
1.პოლიტიკა,როგორც სახელმწიფოს მართვის ხელოვნება;
2.პოლიტიკა,როგორც ასჯარო პროცესი;
3.პოლიტიკა,როგორც კომპრომისი და კონსესუსი;
4.პოლიტიკა,როგორც ხელისუფლების და რესურსების განაწილება.

19.რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?


ადამიანის მთელი ყოფიერება, ყველა თავისი ასპექტითა და გამოხატულებებით არის
პოლიტიკური ყოფიერება. სწორედ მაშინ ჩნდება პოლიტიკური ფილოსოფია, როდესაც
ადამიანებს გამოკვეთილ მიზნად ექცევა კარგი ცხოვრებისა და კარგი საზოგადოების
შესახებ ცოდნის შეძენა. სიტყვა „ფილოსოფიური“ ერთდროულად მიანიშნებს საგანზეც და
ფუნქციაზეც. პოლიტიკური ფილოსოფიის საგანი უნდა ემთხვეოდეს პოლიტიკური
ქმედების მიზანს. პოლიტიკური მიზნებია თავისუფლება და მართვა. პოლიტიკური
ფილოსოფიის ცნობილი წარმომადგენელი ლეო შტრაუსი აღნიშნავს: ეს მიზნები აამაღლებს
ყველა ადმაიანს საკუთარ უსუსურ მე-ზე.
პოლიტიკური ფილოსოფია იკვლევს სახელმწიფოს, მმართველობის, მოქალაქის და
სახელმწიფოს ურთიერთობათა პრობლემებს და ცდილობს, პასუხი გასცეს ზოგად
კითხვებს: რატომ უნდა დავემორჩლოთ სახელმწიფოს? როგორ უნდა განაწილდეს
კეთილდღეობა საზოგადოებაში? გვჭირდება თუ არა სახელმწიფო? რა არის თავისუფლება?
რა არის სამართლიანობა? რა არის თანასწორობდა და სასურველია თუ არა მისი არსებობა?
ფილოსოფიური პოლიტიკა ნორმატიული დისციპლინაა. ფილოსოფიას ყოველთვის
აინტერესებდა „არა არსებული“, არამედ ის,რაც „უნდა იყოს“, ის რაც უნდა გაკეთდეს.
ამიტომ პოლიტიკის ფილოსოფიური გააზრება ატარებდა უპირატესად ეთიკურ,
მავალდებულებელ და ნორმატიულ ხასიათს.
პოლიტიკური ფილოსოფიის პრობლემებს იკვლევდნენ კანტი, ჰეგელი, მარქსი, ბენტამი
და ა.შ.

20.პოლიტიკური ფილოსოფია გუშინ და დღეს


20 საუკუნის პირველ ნახევარში თითქოსდა დაიკარგა ინტერესი პოლიტიკურ ფილოსოფიის
პრობლემბზე. რაც გამოწვეული იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ლოგიკური
პოზიტივიზმისა და ენის ფილოსოფიის აღმავლობით.
თანამედროვე პოზიტივიზმი უარს ამბობს პოლიტიკურ ფილოსოფიაზე,რამდენადაც მას
არამეცნიერულად თვლის.პოზიტივიზმი ეტანხმება იმ აზრს,რომ თანამედროვე მეცნიერება არის
ცოდნის უმაღლესი ფორმა.პოლიტიკური ფილოსოფია კი თეოლოგიისა და მეტაფიზიკისაგან
განსხვავებით აბსოლუტური ცოდნის მაგივრად შეფასებით ცოდნას აღიარებს.
როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის თანამედროვე მკველვარი ლეო შტრაუსი აღნიშნავს : დღეს
პოლიტიკური ფილოსოფიაში ადგილი აქვს მხოლოდ უთანხმოებას მის საგანთან , მეთოდებთა და
ფუნქციებთან მიმართებაში.კითხვის ნიშNის ქვეშ დადგა მისი არსებობის შესაძლებლობა რაიმე
ფორმით.ერთადერთი,რაშიც თანხმდებიან პოლიტიკური მეცნიერების სწავლულები,არის ის,რომ
პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიის შესწავლას შეუძლია სარგებლის მოტანა,ხოლო რაც შეეხება
ბოლო პერიოდის უდიდესი ფოლოსოფოსების ჰუსერლის,ჰაიდეგერის,კოჰენის და ა.შ
შემოქმედებას,მათში დავინახავთ,როგორ არის დაკნინებული პოლიტიკური ფილოსოფია.
1970 წლის დასაწყიში პოლიტიკური ფილოსოფია აღორძინების გზას დაადგა. ზოგიერთი
მკველვარი პოლიტიკური ფილოსოფიის შემოტრიალების თარიღად 1971 წელს ასახელებს,რაც
დაკავშრებულია ჯონ როულსის ფუნდამენტური შრომის „სამართლიანობის თეორიის“
გამოსვლასთან.

21.რა არის სახელმწიფო?საჭიროა თუ არა მისი არსებობა?


პოლიტიკა ბერძNული სიტყვაა და „პოლისის“ ანუ სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას
ნიშნავს.სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას თავისი სახელმწიფოებრივი
წყობა მიაჩნდათ საუკეთესოდ.
ანარქისტები ამტკიცებენ,რომ ადამიანთა მოდგმა უკეთესად იცხოვრებდა,სახელმწიფოები რომ არ
ყოფილიყო.მათი მტკიცებით არსებობს საზოგადოებრივი მოწყობის მარტივი და უფრო
სრულყოფილი მეთოდები.
სიტყვა სახელმწიფოს განსაზღვრა არ არის მარტივი.ყოვველდღიურ სასაუბრო ენაში და
მეცნიერებაში ცნება „სახელმწიფო“ ორი ძირითადი მნიშვნელობით გამოიყენება-სახელმწიფოში
იგულისხმება ადამიანთა გაერთიანება.ამ შემთხვევაში სახლემწიფო იდენტურია ცნებისა
„ხალხი“,“საზპგადოება“,“ქვეყანა“; მეორე კი-სახელმწიფოში გულისხმობენ გარკვეულ ორგანოებს და
ინსტიტუტებს,ასევე მათი საქმიანობის წესს.ამ შემთხვევაში სახლემწიფოს იგივეობრივი ცნებაა
„მთავრობა“ და „ადმინისტრაცია“.
სახელმწიფოსათვის სამი ძირითადი ნიშანია დამახასიათებელი:
.ტერიტორია,როგორც განუყოფელი და ხელშეუხებელი.
.მოსახლეობა[ხალხი] ის ადამიანებია,რომლებიც მოცემული სახელმწიფოს ტერიტორიაზე
ცხოვრობენ და ამორჩილებიან მას;
.სუვერენული ხელისუფლება,რომლის მოხელეების მეშვეობით ხორციელდება
მართვა.სუვერენულობა ნიშნავს,რომ თავის ტერიტორიაზე სახლემწიფოს ხელისუფლება არის
უნივერსალური,ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე და ყველა ორგანიზაციაზე.
ამდენა სახელმწიფო არის მმართველთა და მართულთა ურთიერობის კანონიერად
მოწესრიგებული სამყარო.
პოლიტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლები პლატონიდან და არისტოტელედან მოყოლებული
დღემდე ქმნიდნენ სახელმწიფოებრივი მმართველობსი სხვადასხვა მოდელებს.
სახელმწიფოს მომხრეც ბევრი ჰყავს და მოწინააღმდეგეც.მომხრეთათვის იგი ნამდვილი „მიწიერი
ღმერთია“.
მოწინააღმდეგეგეები მასში ურჩხულს ხედავენ,რადგან თავისუფლებას ზღუდავს და ხელს უშლის
ნებაყოფლობით ურთიერთობებს.ისინი თვლიან,რომ სახელმწიფო უნდა გაუქმდეს.ზოგს
მიაჩნია,რომ სახელმწიფოებრივი კონტროლი ნაკლებად ეფექტური ხდება და ბოლოს სახელმწიფო
ბუნებრივი სიკვდილით მოკვდება.
დავა სახელმწიფოს მომხრეებსა და მოწინააღმდგებეს შორის დღემდე გრძელდება.

22.წინარესახელმწიფოებრივი ანუ ბუნებრივი


მდგომარეობიდან საზოგადოებრივი ხელშეკრულებისაკენ
თანამედროვე ადამიანს სახელმწიფოს გარეშე ცხივრება ვერ წარმოუდგენია,მაგრამ კაცობრიობამ
თავისი ისტორიის დიდი ნაწილი სახელმწიფოს გარეშე გაატარა.სახელმწიფო,როგორც
პოლიტიკური ორგანიზაცია დაახლოებით ხუთიათასი წლის ისტორიას ითვლის.
ადამიანის ბუნებრივ მდგომარობას შეიძლება ვუწოდოთ წინარესახელმწიფოებრივი
პერიოდი.თომას ჰობსის მიხედვით[არისტოტელესაგან განსხვავებით],ადამიანთა პოლიტიკურ
ყოფას წინ უსწრებს ბუნებრივი მდგომარეობა.ჰობსთან ბუნებრივი მდგომარეობა ხასიათდება
თანასწორობით,რომელიც იქ სუფევს:ყველა ადამიანი იქ თანასწორია.ბუნებრივ მდგომარეობაში
მყოფ ადამიანთა შორის მტრობის სამი მიზეზი არსებობს:მეტოქეობა,უნდობლობა და
პატივმოყვარეობა ანუ დიდების წყურვილი.
ჯონ ლოკი აღნიშნავს , რომ ადამიანის ბუნებითი თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ
ემორჩილება არანაირ ამქვეყნიურ უპირატეს ძალას ან ადამიანის ნებას თუ საკანონმდებლო
ხელისუფლებას და მხოლოდ ბუნებით კანონებს აღიარებს სახელმძღვანელოდ.
თუ ბუნებრივი მდგომარეობის პირობებში ადამიანთა შორის ურთიერთობა ემყარება პრინციპს-
„ადამიანი ადამიანისათვის მგელია“ რაკი ამ ვითარებიდან ყველა ზარალდებოდა,ადამიანებს შორის
დაიდო საზოგადოებრივი ხელშეკრულება,რომლის მიხედვითაც დაცული უნდა ყოფილიყო
თითოეული მათგანის ბუნებრივი უფლება სიცოცხლეზე და ბედნიერებაზე.კონვენციის დადების
შემდეგ ,ადამიანები პოლიტიკურ მდგომარეობასზე გადადიან და კონვენციით არსებული წესებით
ცხოვრობენ.პირველი სახელმწიფო შეიქმნა ხელშეკრულების შედეგად,რათა თავიდან აეცილებინათ
ცხოვრების ბუნებრივი წესის საშინელებანი.
ადამიანებს შორის არსებობს ორი სახის უთანასწორობა.ერთიაბუნებრივი ანუ ფიზიკური
უთანასწორობა,მეორე-პირობითი,ანუ პოლიტუკური უთანასწორობა.ის მყარდება დამიანთა შორის
გარკვეული კონვენციის საფუძველზე.სამოქალაქო საზოგადოება შექმნა მან,ვინც პირველმა
შემოღობა მიწის ნაკვეთი და თქვა „ეს ჩემია“ ,ამბობს ჟან-ჟაკ რუსო.
როგორც კი ადამიანები იწყებენ ერთად,ჯგუფურად ცხოვრებას,წარმოიშობა სახელმწიფო
ძალაუფლება,კანონშემოქმედება,დანაშაულთა თავიდან აცილების,დამნაშავეთა დასჯის და სხვა
უფლებები.
რუსოს მიხედვით,საზოგადოებრივ ხელშეკრულებაში ხალხია დამქირავებელი,შემკვეთი
ხალხი,ხოლო დაქირავებული მხარეა მთავრობა.თუ დაქირავებული მხარე დაარღვევს
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს,მაშინ შემკვეთს უფლება აქვს დაითხოვოს იგი და
დასაჯოს კიდეც.

23.სახელმწიფოს წარმოშობა,ძირითადი ნიშანი


სახელმწიფოს წარმოშობა საზოგადოების ბუნებრივი განვითარების,გვაროვნული თემური
წყობილების რღვევის შედეგია.პოლიტიკური ურთიერთობის,პოლიტიკური ინსტიტუტების და
საბოლოო ჯამში სახელმწიფოს წარმოშობას პოლიტოგენეზი ეწოდება.
სხვადასხვა ხელხებში პოლიტოგენეზის პროცესები თავისებურად მიმდინარეობდა.გამოიყოფა
პოლიტოგენეზის სამი მოდელი იმისდა მიხედვით,თუ ვინ ექცეოდა საზოგადოებას სათავეში.
1.სამხედრო მოდელი;
2.არისტოკრატიული მოდელი;
3.პლუტოკრატიული მოდელი;
სახელმწიფოებრიობის განვითარებაში გამოიყოფა ორი ტიპი:ტრადიციული და
კონსტიტუციური.როგორც წესი,ტრადიციული სახელმწიფოები პიროვნებას არ განიხილავდნენ
სახელმწიფო ორგანიზაციის არსებობის მიზნად.მათთვის ადამიანი სახელმწიფოს პოლიტიკური
ამოცანების გადაწყვეტის საშუალება იყო.ასეთი იყო მონარქიული წყობა,რომელსაც
ემორჩილებოდნენ საკანონმდებლო და სოციალური ღონისძიებები.
კონსტიტუციური სახელმწიფოები კი გაცილებით გვიან წარმოიშვა.ტრადიციული
სახელმწიფოებისაგან განსხვავებით,მათ აქვთ მკვეთრად განსაზღვრული მიზნები,რომლებიც
გამომდინარეობს გარკვეული სოციალური ფენების და კლასების,მთლიანად საზოგადოების და
ცალკეული პიროვნებების ინტერესებისაგან.
24.იდეალური სახელმწიფოს მოდელი
მოქალაქეები, ხშირად მხარს ვუჭერთ ისეთ პოლიტიკას და ლიდერებს , თუ გვჯერა , რომ ისინი
დაგვეხმარებიან, რომ საზოგადოება უკეთესი ან უფრო სამართლიანი გახდეს. ბერძენი
ფილოსოფოსი პლატონის დიალოგი „სახელმწიფო“ ითვლება ყველა დროის პოლიტიკური
ფილოსოფიის ნიმუშად.მასში გადმოცემულია შეხდულებები იდეალური სახელმწიფოს შესახებ.

პლატონის თეორია ემყარება ადამიანის არსებობის თავისებურ მოდელს. „სახელმწიფოს“ მეშვიდე წიგნში
პლატონი ადამიანის არსებობას ადარებს გამოქვაბულის ბინადრებს, რომელთაც არასოდეს უნახავთ დღის
სინათლე.
პლატონი ამბობს: „სახელმწიფოს მმართველობა იქნება საუკეთესო,თუ სახელმწიფოს მართვას
ფილოსოფოსები დაიწყებენ,ან სახელმწიფოს მმართველნი გაფილოსოფოსდებიან“.ისინი ჭვრეტენ
სამართლიანობის იდეას,მხოლოდ მათი მმართველობის დროს დამყარდება სამართლიანი სახელმწიფო
წყობა.სამართლიანობა იქნებოდა უმაღლესი სათნოება.პლატონის თეორიის მიხედვით,საუკეთესოდ
მართული სახელმწიფო არის სახელმწიფო,რომელიც ყველაზე უფრო უახლოვდება ინდივიდის
მოდელს.პლატონის იდეალური სახელმწიფო სულის ანალოგიაა.იგი სამ სხვადასხვა წოდებადაა
დანაწევრებული:
1.დაბალი კლასი;
2.მეომარი „მცველები“ და სახელმწიფო საქმეთა გამრიგე „მოხელენი“;
3.მმართველ ფილოსოფოსთა კლასი.
პლატონის სახელმწიფოს იდეალურს უწოდებენ.“იდეალური“ ნიშნავს საუკეთესოს.

25.ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული ცნებები


პოლიტიკის სისტემურ შესწავლას-აქვს საკუთარი ტერმინები და ენა.პოლიტიკის სფეროში ვიყენებთ
ცნებებს,ყველაზე ზოგად ცნებებს,რომელსაც როგორც ადრე აღვნიშნეთ,კატეგორიებს
ვუწოდებთ.როგორიცაა
ძალაუფლება,მმართველობა,ლეგიტიმურობა,წესრიგი,თავისუფლება,სამართლიანობა,თანასწორობა და
ა.შ.
მთავრობებისა და ლიდერების მიერ გატარებული წესები,წახალისება ან სასჯელი,გავლენის მოხდენა
ინდივიდებისა თუ ჯგუფების ქცევაზე,შეადგენს ძალაუფლებას.მის გარეშე ხელისუფლება ვერ
შეინარჩუნებს მშვიდობას,ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას,ვერ მისცემს სტიმულს ეკონომიკურ
ზრდას და ვერ გაატარებს ეფექტიან პოლიტიკას.პოლიტიკური ძალაუფლების შედეგიანი გამოყენება
გაცილებით მეტს გულისხმობს,ვიდრე ფიზიკური ძალის გამოყენების უნარი.
ვის ხელშია ძალაუფლება და გამოიყენებენ თუ არა ძალაუფლებას ეფექტიანად?
ამ მხრივ მნიშნელოვანია ერთმანეთს დავუკავშროთ ორი ცნება:ძალაუფლება და ავტორიტეტი.ეს ორი
ცნება პოლიტიკური ხელისფულების ორ სხვადასხვა განზომილებას აღნიშნავს.
ხელისუფლება,როგორც ავტორიტეტით აღჭურვილი ძალაუფლება გულისხმობს ლეგიტიმურ
მდგომარეობას,როცა ძალაუფლების გამოყენება მისდევს გარკვეულ ინსტიტუტებსა და წესებს,ხოლო
ადამიანები მათ იძლების გარეშე ემორჩილებიან და სამართლიანად და სწროად მიიჩნევენ.
ერთმანეთისგან უნდა განირჩეს ძალაუფლება და ხელისუფლება.
მაქს ვებერი აღნიშნავს,ძალაუფლება „ამორფული“ ცნებაა ანუ ის არის ბუნდოვანი და
განურჩეველი.ძალაუფლება ძალისა და ძალისმიერი წესებით დამკვიდრებული უპირატესობით
ტკბობაა[იგი არსებობს ყველგან,ოჯახში,ორგანიზაციებში,სახელმწიფოში...], ხოლო ხელისუფლება
მმართველთა და მართულთა ორგანიზაციაა,რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა
უერთიერთმორჩილებას თავისუფლების შენარჩუნებით.ძლაუფლება ხელისუფლების გარეშე ნიშნავს
ერთი ადამიანის მიერ მეორეს მორჩილებაში ყოლას.
ძალაუფლება,როგორც შედარებით სტაბილური უთანასწორო დამოკიდებულება,შეიძლება
დახასიათდეს ხუთი ნიშნით:
1.ძალაუფლება არ შეიძლება შეიძინო ან დაკარგო,ის ხორციელდება მრავალი მომენტის
გათვალისწინებით,უთანასწორო და მობილური ურთიერთობების გათამაშებით.
2.ძალაუფლებრივი ურთიერთობები ასრულებენ არა აკრძალვის ან რეპროდუქციის მარტივ
როლს,არამედ უშუალოდ მწარმოებლურ როლს.
3.არსებობს ჯგუფები,ინსტიტუტები,სადაც ძალაუფლებრივი ურთიერთობები არსებობს.საზოგადოების
საფუძელში[ოჯახი,წარმოება და ა.შ.] შეიძლება ეს დანაყოფები ერთმანეთს დაუკავშრდეს და შექმნას
მებატონეები/დამორჩილებულები,რომელიც გავლენას ახდენს ყველა უთანასწორო დამოკიდებულებაზე.
4.ძალაუფლებრივი ურთიერთობები არ არის გამოწვეული ინდივიდუალური პირის ან ერთგვარი
სოციალური შტაბის ძალაუფლების სუვილით.ისინი წარმოქმნიან გარკვეულ პროგრამას,რთული
ტაქტიკური სვლების შედეგად და ფუნქციონირება შეუძლიათ თავისთავად.
5.იქ,სადაც არსებობს ძალაუფლება,არის წინააღმდეგობაც.

26.ლეგიტიმურობა და პოლიტიკური მდგრადობა;ვინ მართავს-


ადამიანი თუ კანონი?
საზოგადოების პოლიტიკური მართვა და მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია
ლეგიტიმურობის გარეშე.“ლეგიტიმურობა“ ნიშნავს პოლიტიკური წესრიგის აღიარებას,ძალაუფლების
ლეგიტიმურობა კი ასახავს მმართველსა და მართულს შორის თანხმობის ხარისხს.
ვერანაირი საბუთები,დოკუმენტები და ტრადიციები ვერ გახდიან ალაუფლებას ლეგიტიმურს,სანამ ეს
არგუმენტები არ იქნება დამაჯერებელი საზოგადოების უმრავლესობისთვის.
არსებობს ლეგიტიმურობის რამდენიმე ფაქტორი.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დროის
ფაქტორი.დროთა განმავლობაშ ადამიანები ეჩვევიან ძალაუფლების განსაზღვრულ ტიპს.კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატება.თუკი ძალაუფლება აღიარებულია წარმატებულად და
ეფექტურად,ის მალე გახდება ლეგიტიმურიც.
ლეგიტიმურობა შეიძლება მიღწეულ იქნეს არჩევნებით.იქ სადაც მოსახლეობა ირჩევს ხელისუფლებას
და ანიჭებს მას გარკვეულ უფლებებს,შემდეგ ემორჩილება კიდეც ამ ხელისუფლებას და მის მიერ
შედგენილ კანონებს.დემოკრატიულ ქვეყნებში მოქალაქეები ემორჩილებიან არა პიროვნებებს,არამედ
თანამდებობებსა და ინსტიტუტებს.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის შეიძლება დამაჯერებელი იყოს ხელისუფლევის ღვთიური
წარმოშობა.ეს წარმოშობს ნდობას,ნდობა კი ლეგიტიმიზირებულობის გარანტიაა.
„ვინ მართავს“ და „რამდენად ეფექტიანად“-ამ კითხვებთან ერთად,არანაკლებ მნიშვნელოვანია
კითხვა:უპყრია თუ არა მმართველს პოლიტიკური ძალაუფლება კანონიერად?
მთავარი კრიტერიუმები,რითაც ტრადიციულად განასხვავებენ კარგ და ცუდ მმართველობას,ორმაგი
ბუნებისაა:
1.საერთო კეთილდღეობაზეა ორიენტირებული;
2.პერსონალურ კეთილდღეობაზე.
ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გამოიყოფა მმართველობის ორი ტიპი:ტირანია[ძალაუფლების
ბოროტად გამოყენება,თავისი უკანონო სურვილების დასაკმაყოფილებლად] და
ავტოკრატია[ავტორიტარულად,თვითონდ ქმნის კანონებს და ამით მართავს].
„თუ კანონი ბატონია და მთავრობა მისი მონაა,ასეთი მდგომარეობა ბევრ სიკეთეს
გვპირდება“[პლატონის „სახელმწიფო“].
არსებობს მმართველობა კანონს დაქვემდებარებული და მმართველობა კანონების მეშვეობით.ეს ორი
განსხვავებული მოვლენაა.კანონს დაქვემდებარებული აღკვეთს ან ხელს უშლის ძალაუფლების ბოროტად
გამოყენებას.
კანონი,როგორც ზოგადი ნორმა მიესადაგება ინდივიდების მთელ კლასს,მის დადგენაში სოციალური
ჯგუფის ყველა წევრის მონაწილეობაა შესაძლებელი.
კანონის უზენაესობის პრინციპს კარგად გამოხატავს ძელი რომაელის შეგონება:“თნდაც იცოდე,რომ
ხვალ სამყარო დაინგრევა,დღეს დამნაშავე მაინც უნდა დაისაჯოს“.კანონი ყველაზე და ყველაფერზე
მაღალია.

27.ძალაუფლების ლეგიტიმაცია და მმართველობის ტიპები


ლეგიტიმური ბატონობა არის ძალაუფლების ისეთი ტიპი,რომლის კანონიერება მომდინარეობს იმ
პირთა თავისუფალი ნებიდან,რომელთა მიმართაც ეს ბატონობა ხორციელდება.
ვებერი გამოყოფს ლეგიტიმურობის სამ ფორმას:
ტრადიციული,ქარიზმატული და ბიუროკრატიული.
ტრადიციული მმართველობა:
პირველ შემთხვევაში ძალაუფლების საფუძელში დევს ტრადიციები,ძალაუფლებრივი ურთიერთობები
რეგულირდება ტრადიციულად ჩამოყალიბებული წესებით.ტიპიური ფიგურაა მემკვიდრე
მონარქი,ტიპიურ რეჟიმს წარმოადგენს მონარქია.მონარქი ემორჩილება ტრადიციას.ტრადიციული
ბატონობის ყველაზე გავრცელებული სახეობაა „პატრიარქალური ბატონობა“.
ქარიზმატული ძალაუფლება:
ქარიზმატული ძალაუფლება ეფუძნება წარმოდგენას,რომ მოცემული კანონი ან ადამიანთა მოცემული
ჯგუფი ფლობს განსაკუთრებულ უფლებას მართოს ადამიანები.ძალაუფლების ეს ტიპი არ გადაეცემა
მემკვიდრეობით,მაშნა კი,როდესაც სამეფო ტახტზე ადის სამართალმემკვიდრე.მან ჯერ უნდა
დაამტკიცოს,რომ ის ღირსეული მემკვიდრეა.
ქარიზმა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „არაჩვეულებრივ
მონაცემებს“.“წყალობას“,“ნიჭს“,“მადლს“.ის ეფუძნება გამორჩეულისადმი დაქვემდებარებას.
რაციონალური მმართველობა:
ადამიანები,რომლებიც მოწოდებულნი არიან მოახდინონ მმართველობა მათთვის მისაწვდომი
საშალებით,ფლობენ წესების დადგენისა და დირექქტივების გაცემის უფლებას.
კანონზე დაფუძნებული მმართველობა ეყრდნობა სამართლის არსებობას,აბსტრაქტული წესების
ერთობლიობას,რომელიც აუცილებელია ყველასათვის,მათ შორის ხელმძღვანელობისთვისაც.
კანონიერი მმართველობის განხორციელების ძირითადი პროცედურა გულისხმობს საჯარო
ფუნქციას,რომელიც უნდა გაგრძელდეს და დაექვემდებაროს წესებს.
მაქს ვებერმა სიცოცხლის ბოლო წლებში შერეული მმართველობის იდეა განავითარა.მმართველობის ამ
ფორმაში შერწყმული უნდა ყოფილიყო დემოკრატიის ლეგიტიმურობა და აქტიური ლიდერი.ასეთ
მოდელს ვებერი „პლებისციტურ დემოკრატიას“ უწოდებდა.

28.პოლიტიკური თავისუფლების გამოვლენის თავისებურება


თავისუფლება ყოველი ადამიანი არა მარტო თეორიული,არამედ პრაქტიკული ინტერესის
საგანია.არჩევანის წინაშე ყოველ დღე დგას ადამიანი,სწორედ ეს არჩევანია,ადამიანი თავისუფალი ნების
გამოვლინება.
კანონისა და თავისუფლების ურთიერთობა,პრობლემატურ საკითხთა წრეს განეკუთვნება.ციცერონი
ამბობს:“ადამიანი არის კანონის მონა,და ის თავისუფალია სწორედ ამ მონობის წყალობით“.
სახელმწიფოს არსებობა არის ადამიანის თავისუფელბის შეზღუდვა,მაგრამ ამავე დროს ადამიანი
გვევლინება ამ თავისუფლების დამცველად.მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს
სახელმწიფოს.შეიძლება იგი ამას აკეთებდეს მოვალეობის შეგნებით.შესაძლოა მოქალაქე სახელმწიფოს
ემორჩილებოდეს შიშის გამო.ეშინია დასჯის და იძულებულია შეასრულოს არა ის,რაც მას უნდა,არამედ
ის,რაც სახელმწიფოს სურს.ამგვარ სიტუაციაში მისი ქცევა არ არის თავისუფალი.
პასუხისმგებლობა თავისუფლების სტრუქტურის შემადგენელი ელემენტია.ის არსებობს ი და
იმდენად,სადაც და რამდენადაც არსებობს თავისუფლება.
თავისუფლება გაგებულია,როგორ გარედან ჩაურველობა[ნეგატიური თავისუფლება] ან როგორც
პიროვნების თვითრეალიზაცია[პოზიტიური თავისუფლება].
პოზიტიური თავისუფლება თავისუფლება რაღაცისთვის.ეს არის ადამიანის შინაგანი თავისუფლება
საჭირო პიროვნული თვითდამკვიდრებისთვის.
ნეგატიური თავისუფლება ნიშნავს თავისუფლება რაღაცისგან.ესაა ადამიანის თავისუფლება გარეშე
ძალებისაგან.
თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი იდეალია.ბუნებრივია ისმება კითხვა:რა არის
პოლიტიკური თვისუფლება?
არსებობს პოლიტიკური თავისუფლების ოთხი სახეობა:
1.ეროვნული თავისუფლება;
2.პოლიტიკური თავისუფლება;
3.ეკონომიკური თავისუფლება;
4.ინდივიდუალური თავისუფლება.
სახელმწიფო მმართველობის გარეშე შეუძლებელია კერძო საკუთრება,ხელშეკრულებები გაყიდვისა და
დაქირავების შესახებ.ეკონომიკური თავისუფლებაც და მისი საპირისპირო მდგომარეობას პოლიტიკური
მოვლენაა,რამდენადაც გულისხმობს სახელმწიფო მმართველობის არსებობას.

29.სამართლიანობის ძირითადი პრინციპი:-რა არის


სამართლიანობა?
სამართლიანობა,როგორც სულის შეძენილი თვისება არისტოტელეს მიხედვით არის ზნეობრიობის
სფერო და მიეკუთვნება ეთიკის საგანს.სამართლიანობა წარმოადგენს ზნეობას ადამიანური
ურთიერთობების გასარკვევად და მიეკუთვნება პოლიტიკის საგანს.არსებობს სამართლიანობის ორი
სახე:გამანაწილებელი და გამთანაბრებელი.
სამართლიანობა და სამართალი ერთმანეთთან ასოცირდება,მაგრამ სამართლიანობა ბევრად უფრო
ფართო ცნებაა,ვიდრე სამართალი.სამართალი განსაზღვავს ადამიანთა მოქმედების მასშტაბს,შესაბამის
საზოგადოებრივ ურთიერთობებს.იგი აწესრიგებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს,ადამიანთა
ნებელობითი მოქმედების იდეალური მოწესრიგების გზით.
სამართალი უნდა „განასახიერებდეს“ სამართლიანობას.იგი წარმოადგენს ღირებულებას,ერთ-ერთს იმ
მიზნებიდან,რომელსაც ადამიანი ისახავს უკეთესი ცხოვრების მისაღწევად.
„აბსოლუტური სიკეთის“ მწვერვალი სამართლიანობაა.
გამანაწილებელი სამართლიანობა,როგორც პრინციპი ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობის
განაწილებას ღირსების მიხედვით,საზოგადოების წევრის წვლილის და შენატანის პროპორციულად.
გამათანაბრებელი სამართლიანობის კრიტერიუმია არითმეტიკული თანასწორობა.ეს პრინციპი
ხორციელდება სამოქალაქო და სამართლებრივი გარიგების საფუძველზე.სამართლიანობა არ არის
საკმარისი უფლებისათვის.ის არის აბსტრაქტული გამოხატვა იმისა,რა უნდა გაკეთდეს.
სამართლიანობა საზოგადოების საერთო საქმეა,ხოლო სიკეთე თითოეული ცალკეული ინდივიდის
სამფლობელო.
ჯონ როულსმა ჩამოაყალიბა სამართლიანობის ორი პრინციპი:
1.თითოეული ადამიანი თავისუფლება უნდა თავსდებოდეს ყოველი ადამიანის თავისუფლებასთან;
2.სოციალური უთანასწორობის არსებობის გამართლება შეიძლება იმ შემთხვევაში,თუ ის საზოგადოების
უღატაკესი ნაწილის სასარგებლოდ იმუშავებს.
როულსის „სამართლიანობის თეორიის“ გამოქვეყნების შემდეგ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში
პოლიტიკურ ფილოსოფიაში ცდილობდნენ მის მიერ შემოთავაზებული იდეების,მეთოდების
დამუშავებასა და განვითარებას.

30.თანასწორობის არსი:რა არის თანასწორობა?


თანასწორობაში იგულისხმება უფლებებისა და კანონის წინაშე თანასწორობა.იგი თავისი მნიშვნელობით
ახლოს დგას დისკრიმინაციის აკრძალვასთან.დისკრიმინაცია კი რაციონალურ დასაბუთებას
მოკლებული,ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა
დიფერენციაციაა.სიტყვა „თანასწორობა“ გამოიყენება სხვადასხვა აზრით.
თანასწორობაზე ლაპარაკისას მხედველობაშა პოლიტიკური თანასწორობა და თანასწორობა
მატერიალური დოვლათისა და შემოსავლის მხრივ.
მთავრობებს შეუძლიათ ადამიანები აქციონ თანასწორნი:მისცენ ერთნაირი ხმის უფლება,თანასწორი
უფლება არჩეულ იქნენ პარლამენტში,მოისმინონ საქმეები მსაჯულთა სასამართლოში.ასეთი
პოლიტიკური თანასწორობა არაა მხოლოდ იდეალი,მისი მიღწევა შესაძლებელია.
თანასწორობა ადამიანებს შორის იქამდე დარჩება უბრალო ფორმულირებად,სანამ არ განისაზღვრება
ცხოვრებასში მისი მინიმალური რეალიზების საშუალება.მის განსახორციელებლად საჭიროა
კონკრეტული საზოგადოების მორალური და სოციალური მოთხოვნილებების
გათვალისწინება.საზოგადოებრივი თანასწორობის ფორმირებისას,ასევე გასათვალისწინებელია,რომ
სამართლიანობაზე საზოგადოების ყველა ფენას უნდა „მიუწვდებოდეს ხელი“.
თანასწორობის ანალიზისას ჩნდება ორი თვალსაზრისი:პირველი,როდესაც ამტკიცებენ,რომ ყველა
ადამიანი თანასწორია[ეგალიტარისტები] დაუმატებენ,რომ ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს.
ანტიეგალიტარისტები ამტკიცებენ,რომ ადამიანები არ არიან თანასწორნი და იმის მტკიცება,რომ
თანასწორნი უნდა იყვნენ,ძნელად მისაღწევია.
ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი გარემო-პირობები ,სადაც მოქალაქეებს ექნებათ საშუალება
ყოველმხრივ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

You might also like