You are on page 1of 395

1

გოდერძი ჩოხელი
მღვდლის ცოდვა
კვდებოდა წითელი მღვდელი. უნდოდა სიკვდილის წინ
ვინმესთვის გადაეშალა გული, უნდოდა აღსარება ეთქვა,
მაგრამ ახლომახლო კაციშვილი არ ჩანდა.

ღმერთთანაც კარგა ხანია შემომწყრალი იყო.

როცა შიო მღვდელმა ახალი ცხოვრების დადგომასთან


ერთად შავი ანაფორა გაიხადა და ამის ნაცვლად წითელი
სატინის გულისჯიბეებიან ხალათში გამოეწყო, იმ დღი-
დან შეარქვა ხალხმა წითელი მღვდელი.

ახლადჩამოყალიბებულ კოლმეურნეობასაც ამავე ხალათ-


ში გამოწყობილი ჩაუდგა სათავეში. ხალხის თავკაცობა
და თავმჯდომარეობა ძალიან შეიფერა.

- ჩვენ იქედან უნდა დავიწყოთ ჩვენი ნამდვილი ცხოვრე-


ბა, სადაც თვითონ ღმერთმა დაასრულა და ამით საბო-
ლოოდ დაამტკიცა თავისი არარსებობა - მიმართა კოლმე-
ურნეობის კრებაზე შიომ ხალხს და ახალი ცხოვრება
იმით დაიწყო, რომ საუკუნეების მანძილზე წმინდა ადგი-
ლად მიჩნეულ ხატის მოედანზე ხალხს ქვა მიატანინა და
ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ბოსელი ააშენებინა, ამ
ადგილზე, წინათ, უდღეობო დღეს, არა თუ ქალები, არა-
მედ კაცებიც კი ვერ ეკარებოდნენ, ხშირად, რაკი წმინდა

2
ადგილად იყო მიჩნეული, მამაკაცებიც ერიდებოდნენ ხა-
ტის მოედნის ფეხით დალახვას,

შიომ პირველმა დაჰკრა ამ მოედანზე ბარი, როცა გომუ-


რის საძირკვლის გათხრა გადაწყდა და რაკი ხალხმა ერ-
თხელ კიდევ დაინახა ყოფილი ღვთის: მსახურის მაგალი-
თი, ადგნენ და იმათაც მოურიდებლად გადათელეს ხა-
ტის მოედანი. შიომ კი გომურის მშენებლობაზე არა მარ-
ტო კაცები, არამედ დედაკაცები და იმათთან ერთად” მე-
ბოსლე ქალებიც კი გამოიყვანა თვითონ კი გულისჯი-
ბეებიან ხალათში გამოწყობილი, ამაყად გადიოდ-გამო-
დიოდა ეკლესიის წინ და იქედან იძლეოდა განკარგულე-
ბებს. ეკლესია თეთრად. იყო გარედან შეღებილი ღა იმის
ფონზე ძახილის ნიშანივით ჩანდა წითელი - მღვდელი.

ეს პირველი ნაბიჯი იღბლიანი “გამოდგა შიოსათვის.


ამით ისე შეერყა ხალხს რწმენა, ახლა ისინიც კი, ვინც ად-
რე კოლმეურნეობის წინააღმდეგი იყო, თვითონვე თხო-
ულობდნენ კოლექტივში მიღებას.
- აი, მე ხომ ვამბობდი თვითონვე ამტკიცებს-მეთქი თავის
არ არსებობას - იძახდა შიო და ამით თითქოს ასამარებდა
და მალავდა ერთ დროს თავისივე პირით ნათქვამ სიტ-
ყვებს, როცა ამავე ხალხს მოუწოდებდა: „შეიყვარეთ და
იწამეთ ღმერთი თქვენი“-ო, მაგრამ ეს სიტყვები უკვე აღა-
რავის ახსოვდა, მერე კი შიოსაც ისევე მიავიწყდა, როგორც
სადღაც სკივრში გადანახული შავი ანაფორა,

ცხოვრება თავის გზით მიდიოდა,

სოფელი ღონიერდებოდა.

3
თითქოს აღარავის ეწადა ძველის გახსენება, მაგრამ შიგა-
დაშიგ, ხალხს თავისდაუნებურად წამოსცდებოდა ხოლმე
როცა კრებაზე ვინმეს გაუჯავრდებოდა თავმჯდომარე:

- მაპატიე შიო მღვდელო-ო, ეტყოდა დამნაშავე კოლმე-


ურნე და მანამ გონს მოვიდოდა, მანამდე იქუხებდა თავ-
მჯდომარე.

– რაოო?! შიო მღვდელოო, სადა

დამნაშავე თავს ჩაღუნავდა,

გგონია შენი თავი!

- ის დღე ჩაივლიდა,

ხალხი ჩუმად ქირქილებდა, ოღონდ შიოს დასანახად კი


სერიოზული სახეებით ისხდნენ და დამნაშავის მისამარ-
თითაც კი იმრიზებოდნენ.

თავმჯდომარე წყალს დალევდა.

დაწყნარდებოდა.

მერე თითქოს მიავიწყდებოდა ყველაფერი, მაგრამ წლის


ბოლოს, რაღაც-რაღაც მიზეზების გამო, იმ დამნაშავეს ვა-
ლი ედებოდა.

4
– ეგეც შენი შიო მღვდელი-ო, იცინოდა ხალხი და ამის მე-
რე უფრო ცდილობდნენ რომ დაევიწყებინათ წარსული,
რათა ვალი აღარავის დასდებოდა წლის ბოლოს.

დაივიწყეს კიდეც.

დაივიწყა შიო მღვდელმაც.


რამდენიმე წელია, რაც კრებაზე აღარავის წამოუყრანტა-
ლებია, მაპატიე შიო მღვდელოო, პირიქით, ხალხმა ახლე-
ბური, კულტურული მიმართვის ფორმები ისწავლა:

- მაპატიე პატივცემულო.

- ბოდიში უფროსო.

- მესმის ბატონო.

- უკაცრავად.

კიდევ სხვადასხვა, ამგვარი და ამაზე უკეთესი მიმართვის


ფორმები.

მარტო ერთხელ იოსებიანთ გამიხარდას წამოსცდა ის


შერქმეული სახელი და ისიც მაშინ, როცა რაიონის წარმო-
მადგენელი ესწრებოდა კრებას. ამ დღისთვის ყველა სა-
განგებოდ ემზადებოდა და ჩაცმითაც უფრო ლამაზად ეც-
ვათ, ვიდრე სხვა დღეებში იცვამდნენ.

დაიწყო კრება.

5
თავიდან ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდა.

ეტყობა რაიონის წარმომადგენელსაც მოსწონდა კრების


მსვლელობა და კმაყოფილი სახით იჯდა. მისი ასეთი კე-
თილგანწყობა შენიშნა თავმჯდომარემ და რომ უფრო
კრიტიკული გაეხადა თავისი დამოკიდებულება მინდო-
ბილი საქმისადმი ადგა და მუქარა დაუწყო იოსებიანთ გა-
მიხარდას, რომელმაც თავის დროზე ვერ ჩააბარა კოლმე-
ურნეობას თივა.

- რას გავს ეს! ყვიროდა თავმჯდომარე - რატომ გვაბარებ


თივას?

- მაპატიე წითელო მღვდელო - წამოაყრანტალა გამიხარ-


დამ.

თავმჯდომარემ ფერი დაკარგა...

ხალხში ჩოჩქოლი ატყდა.

იოსებიანთ გამიხარდა გონს მოეგო, მიხვდა, რაც წამოს-


ცდა და ისე 'შეეშინდა, კი არ დაჯდა, დავარდა სკამზე.
უხერხული სიჩუმე ისევ თავმჯდომარემ დაარღვია:

- ისე ნუ გაგვიგებთ პატივცემულო, თითქოს ვინმეს ძა-


ლით ვართმევდეთ თივას. ჩვენ მხოლოდ სიზარმაცეს ვებ-
რძვით, თორემ... აქ კინაღამ წამოსცდა ღმერთმა დაგვიფა-
როსო, ერთი წამით შეყოვნდა და განაგრძო: ჩვენ მხოლოდ
სიზარმაცეს ვებრძვით, თორემ ბეჩავსა და გაჭირვებულს
იქით ვეხმარებით. ამხანაგები დამემოწმებიან, რომ გა-

6
სულ წელს ერთი ტომარა ფქვილით დავეხმარეთ ლაზა-
რიანთ დათიკოს ქვრივს.

- სასიამოვნოა, ძალიან სასიამოვნოა - თქვა რაიონის წარ-


მომადგენელმა - ჩვენ ვფიქრობთ და არც ვაპირებთ ვინმეს
ძალით წავართვათ რამე. ვისაც კოლმეურნეობისათვის
კუთვნილი თივის ჩაბარება არ სწადია, იმას ეტყობა არც
ჩვენ გვერდით ყოფნა სწადია, ხოლო ვისაც ჩვენს გვერ-
დით ყოფნა არ სწადიააა... აქ რაიონის წარმომადგენელი
შეყოვნდა და მაგიდაზე მძიმედ დააკაკუნა, შემდეგ კი გა-
იღიმა და თავმჯდომარეს მიმართა:

- ალბათ გაგიჭირდებათ არა ბატონო შიო, რომ ასეთი კა-


ცის ქვრივს დახმარების ხელი გაუწოდოთ, მე ვფიქრობ
გაგიჭირდებათ.

- თვითონ ხალხი არ მოითმენს ხალხი ვერ აპატიებს ასეთ


კაცს, პატივცემულო - რაიონის წარმომადგენელს აზრი
დაუდასტურა თავმჯდომარემ.

იოსებიანთ გამიხარდაი მიტკალივით გაფითრებული სა-


ხით იჯდა და მხრები უცახცახებდა, მისთვის უკვე ნათე-
ლი იყო, თუ რას ნიშნა:და თავმჯდომარის მიერ ნათქვამი:
„ხალხი ვერ აპატიებს ასეთ კაცს, პატივცემულო“, თუნდაც
ხველას გამიხარდაის მხარე დაეჭირა, თავმჯდომარის გუ-
ლის მოსაგებად მაინც გამოჩნდებოდა სამი კაცი, რომელ-
თაც შეეძლოთ იოსებიანთ გამიხარდაი საერთო საქმის
მოწინააღმდეგედ ჩაეთვალათ და .იმ სამი კაცის ხელმო-
წერით დადასტურებული ქაღალდი, იმ დროს უკვე საკმა-
რისი იყო, გამიხარდაის ცოლი ქვრივად ჩაგეთვალათ.

7
შეკრებამ თანდათან მხიარული ხასიათი მიიღო, თავ-
მჯდომარემ წინადადება წამოაყენა რომ მდინარეზე პატა-
რა ელექტროსადგური აეშენებინათ და ეს ხალხს ისე მო-
ეწონა, ამ ამბით აღფრთოვანებული კარგა ხანს გაიძახოდ-
ნენ, რა კაცია ჩვენი შიოო. ისეთი რიდითა და მოწიწებით
შეჰყურებდნენ ამ ამბის მერე თავმჯდომარეს თითქოს უკ-
ვე აშენებული ჰქონდათ ელექტროსადგური, სახლებში
ლამფების მაგიერ ნათურები ეკიდათ, ოღონდ მართლა
ნათურები კი არა, პატარ-პატარა იოები იყვნენ ჩამოკიდე-
ბულნი და ანათებდნენ. აი, ასე ჰქონდათ ოცნებაში მომავ-
ლის სურათი დახატული და მართალია ამ ოცნებას ჯერ-
ჯერობით ახდენა არ ეწერა, მაგრამ როგორც უღიმღამოდ
მბჟუტავ ლამფებს შორის ელექტრონათურა, ისე გამორჩე-
ვით ბრწყინავდა აქაურ ხალხში შიო, სახნავ-სათიბზე კო-
ლექტიურად გაჰყავდა ხალხი და სულმუდამ გულისჯი-
ბეებიან წითელი სატინის ხალათში გამოწყობილი,
ბრწყინავდა, აგებულებაც ხელს უწყობდა და ფერდობზე
მომუშავე ხალხს შორის, ისე ჩანდა, როგორც უამრავ შავ
წერტილს შორის, წითელი ძახილის ნიშანი.

აკი შეკრთა კიდეც...

ყვავის ხმამ შეაკრთო.

თავიდან ეგონა მომეჩვენაო, მაგრამ მერე და მერე მოსვე-


ნება დააკარგვინა ყვავმა.

სახნავზე ჰყავდა ხალხი გამოყვანილი, როცა პირველად


დასჩხავლა კაცის ხმით ყვავმა:

8
- შიო! შიო!
- თავმჯდომაზე კარგახანს გაოგნებული უყურებდა მის
თავზე აჩხავლებულ ყვავს, მერე ხალხს გადახედა გამომ-
ცდელად, ამათაც ესმით თუ არა, ყვავი რომ ჩემ სახელს
იძახისო.

ყვავისთვის არავის ყურადღება არ მიუქცევია.

ეტყობა მარტო მე მომეჩვენა, გაიფიქრა შიომ და ის იყო,


ახალი დავალება უნდა მიეცა ხალხისათვის, რომ, ახლა
სხვა ხმაზე დასჩხავლა ყვავმა:

- ლამაზო! ლამაზო! )

შიომ ისევ ხალხს გადახედა. ისევ არავის მიუქცევია ყვა-


ვისათვის“ ყურადღება ეტყობა მარტო შიოს ესმოდა რას.
იძახდა ყვავი, ანდა კი არ ესმოდა, ეჩვენებოდა, ამიტომ ვი-
თომც აქ არაფერი მომხდარაო, ყური აღარ უგდო ყვავს ში-
ომ, მაგრამ აღარა და აღარ გაჩერდა ყვავი, შემოჯდა სოფ-
ლის თავ მდგარ პანტა მსხლის წვერზე და აჩხავლდა:

- ლამაზო! ლამაზო!

იმდენი იძახა, სანამ თავმჯდომარე საფიქრალს არ მიეცა.

ლამაზო მღვდელი იყო, თადეოზ მღვდელი. თავისი სი-


ლამაზის გულისთვის ხალხმა ლამაზო შეარქვა. სულიც
ლამაზი ედგა თადეოზ მღვდელს. მის სიახლოვეს ისეთ
სიმშვიდეს გრძნობდნენ ადამიანები, როგორც მწყრები

9
შუაგულ ყანაში, სადაც ღვთის თავდგომით არავითარი
საშიშროება არ არის მოსალოდნელი.

მანამ შიო მღვდელი წითელი სატინის გულისჯიბეებია?


ხალათს ჩაიცვამდა, მანამდე თადეოზ მღვდელთან ერ-
თად სწირავდა ნუშისკარის ეკლესიაში. ნუშისკარის ეკ-
ლესია ადგილას იდგა, სადაც ორი ხეობა ერთმანეთს უერ-
თდებოდა და რაკი ერთ ხეობას თადეოზი პატრონობდა,
მეორე ხეობის მრევლი შიო მღვდელს ებარა. თვითონ ნუ-
შისკარის მრევლიც შუაზე ჰქონდათ გაყოფილი
მღვდლებს. ეკლესიის მარჯვენა მხარეს მყოფი მოსახ-
ლეობა თადეოზის სამრევლოში შედიოდა, მარცხენა მხა-
რეს მყოფნი კი შიო მღვდელის სამრევლოში.
შიო მღვდელის მამაც და პაპაც მღვდლები ყოფილან, პა-
პას პავლე ერქვა და თავის მრევლში კეთილი მღვდლის
სახელი დატოვა. დადიოდა სოფლიდან-სოფელში თავის
ერთგულ ცხენზე ამხედრებული და აზიარებდა საიმქვეყ-
ნიო გზაზე გამზადებულებს. თვითონაც დიდხანს იცოც-
ხლა და სოფლიდან-სოფელში ხეტიალში, ისე შემოაბერ-
და საღარი ცხენი, რომ როცა ერთხელ ხეობის ბოლო სო-
ფელში მომაკვდავის საზიარებლად მიიჩქაროდა, გაყი-
ნულ გზაზე ცხენს ფეხი დაუსხლტა ღა ისე ბებერი იყო,
ვერაფრით ვეღარ წამოდგა, მარტო თავს წამოსწევდა, ან
კუდს გაიქნევდა და ეგ იყო და ეგ. პავლე მღვდელი ცხენს
ქვეშ ჰყავდა მოყოლილი და აღარც იმას შესწევდა ღონე,
როგორმე თავი დაეღწია ამ ტყვეობიდან. იმის ბედზე აღა-
რც ვინმე მგზავრი გამოჩენილა და მთელი ღამე, ცხენის
ქვეშ, მოკრიალებულ ცასავით ლურჯ ყინულზე იწვა ბე-
ბერი მღვდელი. ცხენის ქვეშ მოყოლილი ფეხი მოსტეხო-
და და ამიტომ უფრო ვეღარ ეშველებოდა

10
ცხენს წამოდგომაში, პირიქით, ცდილობდა ცხენს არ
ემოძრავა, რომ უფრო არ ჩაემსხვრია მისთვის წვივის ძვა-
ლი.
იწვნენ ბებერი მღვდელი და ცხენი; იწვნენ ყინულზე. მო-
სარკული ყინულის ზედაპირიდან ვარსკვლავები გამოკ-
რთოდნენ. ღამე იყო ცივი და უსასრულო. ნახატს უფრო
ჰგავდნენ მღვდელი და ცხენი. ხანდახან ცხენი თუ წამოს-
წევდა თავს, ან კუდს გაიქნევდა, ეგ იყო და ეგ. სადღაც, ხე-
ობის სიღრმეში ყმუოდა ბებერი მგელი. მღვდელი ხმაზე
ატყობდა რომ მგელი ბებერი იყო, თანაც მშიერი. ეტყობო-
და მარტო იყო, სხვა მგლები არ აძლევდნენ ბანს. ამავე ხე-
ობის სიღრმეში კიდევ ეგულებოდა სხვა ბებერი გელი
პავლე მღვდელს, ოღონდ ის მგელი თავის საქმით იო გარ-
თული, მომაკვდავის სარეცელთან იყო ჩამომჯდარ . მის
გარშემო სიკვდილის სული ტრიალებდა. ამ მგელს, ამ ბე-
ბერ სიკვდილს, თავისი ხუთი თითივით ახლოს იცნობდა
პავლე მღვდელი, იგი ხომ ყოველთვის იმის ცდაში იყო,
როგორმე დაესწრო პავლესათვის და თავისი ბასრი
ბრჭყალებით წარეტაცნა უზიარებელი მრევლი.

ახლაც დაასწრო.
თუმცა
და

პავლე მღვდელმა გულის ჯიბეში მოძებნა სანთელი, ასან-


თი და როცა ყინულზე აციმციმებულ ვარსკვლავებს შო-
რის სანთელიც გამოკრთა, პავლე მღვდელმა ზეცას შეჰღა-
ღადა:
– შეიწყალე შენ უფალო სული მონისა შენისა მარისი, რო-
მელიც დღეს ჩემგან უზიარებელი განეშორების ამა სო-

11
ფელსა და აგრეთვე შეიწყალე უფალო სულნი იმათი, რო-
მელნიც ასევე ჩემივე მიზეზით უზიარებლად განეშორე-
ბიან სოფელს.
ამინ - დაასრულა კია პავლე მღვდელმა ლოცვა, რომ იქვე
ახლოს მოესმა მგლის' ყმუილი და ყინულის „ზედაპირზე
ცივად აციმციმებულ ვარსკვლავებივით მოელვარე თვა-
ლებს წააწყდა.
თანდათან გამრავლდნენ ყინულზე ვარსკვლავები, პავლე
მღვდელის გარშემო თითქოს ათასობით ცივად მოელვა-
რე თვალები ციმციმებდნენ...
ღამე იყო ცივი, უსასრულო და ბებერი მგლებით სავსე...
პავლე მღვდელის საქმე იმისმა შვილმა რომანოზმა გააგ-
რძელა, ისაც მამასავით ახოვანი და წარმოსადეგი იყო,
მაგრამ თუ პავლე მღვდელი ავადმყოფს, ახდა გაჭირვე-
ბულს თავის უკანასკნელ კაპიკს მისცემდა, სამაგიეროდ
რომანოზი მომხვეჭელობაზე იყო გადაგებული. მანამ თა-
ვისას არ. მიიღებდა, მანამდე აჭიანურებდა მომაკვდავის
ზიარებას. ისე იყო ამ საქმით გატაცებული, თითქოს თა-
ვის მამისაგან გაცემულს იბრუნებდა უკან და ამიტომაც
ვერ გრძნობდა ვერავითარ სინდისის ქეჯნას. იმდენი აგ-
როვა ოქროს თუმნიანები მანამ ერთხელაც არ იყო და თო-
რელათ ტუჩა არ მიადგა იმის სკივრს, თორელათ ტუჩა
უცხვირპირო კაცი იყო, საზარელი შესახედავი და მრუდი
ხელის პატრონი რაკი მახინჯი იყო, ცოლად არავინ ეძ-
ლეოდა და ვაი იმის ბრალი, ვისაც ტუჩა სადმე დაიმარ-
ტოხელებდა იმის შიშით მარტო დედაკაცი ხომ ვერ წავი-
დოდა, ვერც წისქვილში, ვერც ტყეში და წყაროზედაც კი,
თუ შეღამებული იქნებოდა.
ტუჩა იმითაც იყო ცნობილი რომ მოხერხებული ტყუილე-
ბი იცოდა. ერთხელ ახალმოყვანილ პატარძალს წაასწრო

12
წისქვილში, რომელსაც არ სცოდნიყო ტუჩას ამბავი და
რომ ქმარეულთათვის ესიამოვნებინა, უკითხავად წაიღო
წისქვილში საფქვავი, ტუჩას პატარძლის წისქვილში მარ-
ტო წასვლა არ გამოჰპარვია და იმ დროს დაადგა თავზე,
როცა პატარძალი თავისი ქმრისა ან ნაჩუქარ სარკეში ცქე-
რით ტკბებოდა, – პატარძალმა რა თქმა უნდა ვერ დამალა
თავისი შერცხვენა და უგზო-უკვლოდ გადაიკარგა, ტუჩამ
კი ასე იმართლა თავი!

- ტყუოდა, ტყუოდა, არ უნდოდ. რომ ჯალაფთ სხვა დრო-


საც გაეგზავნა საქმეზე და იმიტომ მოიგონა ვითომ მე რამე
დამეშავებინოს.

ამისთანა ამბებში ტუჩას ჭიპი ჰქონდა მოჭრილი და არც


ქურდობას აკლებდა ხელს.

როცა რომანოზ მღვდელმა სკივრს თავი ახადა და იქ ფუ-


ლით სავსე კოლოფი აღარ დახვდა, რატომღაც იმ წუთში
ტუჩაზე აიღო გუმანი რომანოზის საბედნიეროდ ტუჩას
ის ყუთი წაეღო სადაც ქაღალდის ფულს ინახავდა მღვდე-
ლი, ოქროთი სავსე ყუთი კი ვერ ეპოვნა და მღვდელს
გულმა უგრძნო, ადრე თუ გვიან ისევ მობრუნდებოდა
ქურდი.
- უყარაულა.

ის-ის იყო გახსნა ტუჩამ სკივრი და ოქროს ყუთსაც წამო-


ავლო ხელი რომ რომანოზ მღვდელმა წაავლო ხელი და
მიწაზე დასცა.

13
- მღვდელმა ყუთი წაჰგლიჯა ტუჩას და თან ზემოდან აწ-
ვებოდა ყელში...
- მოიდა მღვდელო ხანჯარი! - დაიძახა ტუჩამ და რომა-
ნოზ მღვდელს მუცელში თითი ატაკა. მღვდელმა იფიქრა
ხანჯალი გამიყარაო და შიშისაგან გადაბრუნდა. ტუჩამ
დრო იხელთა, წამოხტა, ოქროთი სავსე ყუთი გაიტაცა და
გაიქცა.

მაშინ აქაურ მხარეს პრისტავი განაგებდა და ქართველ


მღვდლებს მაინცდამაინც კარგ თვალზე ვერ უყურებ-
დნენ. ამიტომაც იყო, რომ როცა მღვდელმა ტუჩას მიმართ
სასამართლო აღძრა, მაშინ ტუჩამ ასე იმართლა მოსამარ-
თლეს–თან თავი: :

– თუ ის ოქრო ჩემგან იყოს წაღებული შუაზე გამკვეთე-ო,


მოსამართლეს ჭკუაში დაუჯდა რომ რომანოზ მღვღლის
ოქროდან ნახევარი მისთვის მიეცა ტუჩას და მღვდელი
გაამტყუვნა:

- ხომ ხედავ, კაცი იფიცება, თუ მომეპაროს შუაზე გამკვე-


ტეთო, შენ კი ამ ალალ-მარტალ კაცს ცილსა სცამებ. სულ
გადაირიეთ ეს კარტველი მგვდლები.

ასე ჩაუარა უქმად რომანოზ მღვდელს თავისმა მომჭირ-


ნეობამ და რაკი შიო მღვდელს მამის სიკვდილის მერე
არავითარი სიმდიდრე არ დარჩა, თვითონ უფრო მეტი
გამბედაობა და ნიჭი გამოიჩინა ამ საქმეში, ხოლო როცა
გულის ჯიბეებიანი ხალათი ჩაიცვა, უკვე მოხუცებული
ტუჩაი მავნებლად გამოაცხადებინა ხალხს და გადაჰკარ-
გეს კიდეც დასაკარგავში. მანამდე კი გულმოდგინედ ას-

14
რულებდა შიო თავის საქმეს. გაჭირვებულ ქრისტიანს
რომ ფულს ართმევდა იმას ცოდვად არ სთვლიდა. ისე და-
აყენა საქმე რომ თადეოზ მღვდელს უფლება არ ჰქონდა
ვინმე ეზიარებინა ნუშისკარის ეკლესიის მარცხენა მხარეს
მოსახლეთა მორის, ერთხელ შიო მღვდელი სოფლებში
იყო ჩამოვლაზე წასული და რაკი ნუშისკარის ეკლესიის
მარცხენა მხარეს მყოფი მიცვალებული უზიარებლად და
წესის გარეშე არ უნდოდათ დაემარხათ, თადეოზ
მღვდელს სთხოვეს წესის აგება. თადეოზ მღვდელმა ჯერ
კი იუარა შიო მღვდელის შიშით, მაგრამ რაკი ღვთის წი-
ნაშე მართალი და განგებიანი კაცი იყო, მაინც აუგო წესი
მიცვალებულს.

ერთი კვირის მერე, როცა ნუშისკარში მობრუნდა შიო


მღვდელი და ნახა რომ თადეოზს მის სამწყსოში აუგია წე-
სი, ისე იწყინა რომ თავი ვეღარ შეიკავა და ჯერ მიცვალე-
ბული პატრონს მიუვარდა, მერე თადეოზისაკენ გაიქცა
გაცეცხლებული.

თადეოზი მშვიდად ისმენდა მის ლანძღვას და ასევე მშვი-


დად მიუგო:

- არა ჩემი და შენი მოგონილია წესი და რიგი, არც სიცოც-


ხლე და სიკვდილი მოგვიგონია ჩვენ. არცა რა არი! ამ საქ-
მეში ჩემი და შენი.

უანგარო იყო ღვთის წინაშე თადეოზ მღვდელი. ისეთივე


უანგარო იყო, როგორიც იყო შიო მღვდელის წინაპარი
პავლე მღვდელი. ხალხს, ვისაც კი პავლე ახსოვდათ, უკ-

15
ვირდათ რომ არა შიო მღვდელი ჰგავდა მას სიკეთით არა-
მედ თადეოზი.

შიო მღვდელი არას დაგიდევდათ ხალხის ხმას, დრომ მო-


აწია და ნუშისკარის ეკლესიის ეზოში ხალხი შეკრიბეს
თადეოზსა და შიოს კი უბრძანეს ხალხისათვის გამოეცხა-
დებინათ, რომ რასაც აქამდე უქადაგებდნენ, ტყუილი
იყო, ხოლო ღმერთი, როგორც ასეთი არ არსებობს.

ჯერ შიო მღვდელი გამოვიდა და მიმართა ხალხს:

– ხალხო, სმენა იყოს და გაგონება, თქვენ აქ შეკრებილი


ხართ იმისათვის, რათა სიმართლე გაიგოთ. თქვეენ აქ შეკ-
რებილი ხართ იმისათვის რომ ბოლოსდაბოლოს გაიგოთ
არის თუ არა ღმერთი. აქ შიო მღვდელი ერთ წუთს, შეჩერ-
და და დასჭექა:
- ტყუილია ხალხო, ტყუილი. რა ღმერთი, რის ღმერთი,
არავითარი ღმერთი არ არსებობს. კუჭი, კუჭი! - შიო
მღვდელმა მუცელზე დაირტყა ხელი - აი, ამ კუჭის გუ-
ლის, თვის გატყუებდით.
დროა თვალები გაახილოთ და ისე შეხედოთ ამ ახალ
ცხოვრებას.
შიო მღვდელმა დაამთავრა და ეკლესიაში კი არ შევიდა,
ანაფორა გაიხადა და ხალხს შეერია.

ორმა კაცმა თადეოზი გამოიყვანა ეკლესიიდან.


-ლამაზო მოჰყავთ, ლამაზო! - ჩურჩული ატყდა ხალხში.
თადეოზი ერთ ხანს ჩუმად იდგა,
-- დაიწყე! - მუჯლუგუნი წაჰკრა ერთმა იმ ორთაგან რო-
მელთაც ეკლესიიდან გამოიყვანეს.

16
-- ხალხო,- დაიწყო თადეოზმა, - არა ჩემი და არა შიოს მო-
გონილია ღმერთი, არცა ჩვენი პაპების და არცა იმათი პა-
პის პაპების, არამედ თვით ღმერთია საწყისი და მომგონე-
ბელი. არა მითქვამსრა ღვთის შესახებ ტყუილი სიტყვა,
ვერც ეხლა გეტყვით. არცა რა შიოს უარყოფით დააკლდე-
ბა ღმერთს და არცარა იმით, თუ რომელიმე თქვენგანი არ
იწამებს. უარმყოფელებს კი ბევრი, ძალიან ბევრი დაგვაკ-
ლდება უღმერთოდ.
' - რაებს აჩმახებ! - ისევ წაჰკრა გვერდში თადეოზს მუჯ-
ლუგუნი თანმხლებმა პირმა და როგორც გამოიყვანეს,
ისევე წააბრძანეს ეკლესიაში.
იმ დღიდან აღარავის უნახავს თადეოზი.
შიო მღვდელი კი, როგორც წერა-კითხვის მცოდნე და
გარკვეული პიროვნება ნუშისკარის ახლადდაარსებულ
კოლმეურნეობას ჩაუყენეს სათავეში.

ახალი რწმენით შეუდგა შიო მინდობილ საქმეს და მარ-


თალია თავდაპირველად წამოსცდებოდა ხოლმე ხანდა-
ხან ზოგიერთს, მაპატიე შიო მღვდელოო, მაგრამ დრომ
თავისი ქნა და არა მარტო თადეოზი, ლამის ღმერთიც კი
დაივიწყა ხალხმა. შიო მღვდელმაც დაივიწყა თადეოზი.
აღარც კი სიამოვნებდა წარსულზე ფიქრი, მაგრამ დღეს
ისე ჩასჩხავლა ყვავმა სულში, ყველაფერი გაახსენდა რაც
თადეოზთან გადახდენოდა და უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.
ერთი კი გაიხედა იმ
მხარეს, საიდანაც წეღან ყვავი დასჩხაოდა, მაგრამ ამასო-
ბაში ყვავი გაფრენილიყო და შიომაც მარტო ხელიღა აიქ-
ნია ჰაერში, თითქოს უნდოდა ამ მოძრაობით ყვავთან ერ-
თად თადეოზთან დაკავშირებული უსიამოვნო მოგონე-
ბები გაეფრთხო.

17
- ბატონო შიო! - გვერდით ამოუდგა ბრიგადირი.
- ჰა, რა იყო? - გამოერკვა შიო.
- ხარები ხომ არ შევასვენოთ?

- შევასვენოთ, შევასვენოთ, ხარებიც შევასვენოთ და ხალ-


ხიც - ეს ბოლო სიტყვები ისე მკაფიოდ წარმოთქვა თავ-
მჯდომარემ, რომ ხალხს გაეგონა.

იმ დღეს აფორიაქებული იყო შიო, ცდილობდა რომ არა-


ფერი შეემჩნია ხალხს და სახლში ადრე წავიდა. ძველებუ-
რი სკივრი გახსნა და ანაფორა ამოიღო.

– რა დაგემართა? - ჰკითხა გაკვირვებულმა ცოლმა.

- არაფერი, ისე ვათვალიერებ.

- შეინახე შენ გახარებას, ბალღებმა არ დაგინახონ, ისედაც


იმას მეკითხებიან მამაჩვენი მართლა მღვდელი იყოვო?

შიომ ანაფორა ისევ სკივრში ჩამალა და გასაღებით ჩაკეტა.

მთელ ღამეს თადეოზი და მღვდლობისდროინდელი ამ-


ბები ესიზმრებოდა, დილით (ცოტა დამშვიდებული წავი-
და, მაგრამ როგორც კი მინდორში გავიდა ნახნავის და-
სათვალიერებლად, იმ წუთში მის თავზე დაიწყო ყვავმა
ყრანტალი.

- გამიხარდაი! გამიხარდაი! - ჩხაოდა ყვავი...

18
ამის გაგონებაზე ისევ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა შიოს და
მალულად ხალხს გადახედა, ამათაც გაიგონეს, თუ არაო.
არავის ყური არ უგდია ყვავის ჩხავილისათვის. ყვავები აქ
მრავლად იყო და ამ გაგანია მუშაობის დროს ვის ეცალა
იმისათვის რომ ყვავის ყოველ დაჩხავლებაზე მაღლა აე-
ხედა.
,,ეტყობა ამათ არ ესმით რასაც ყვავი ჩამომჩხავის, ანდა ჩე-
მი ეშინიათ და იმიტომ იყრუებენ ყურს“, გაიფიქრა შიომ
და ყოველ შემთხვევისათვის თავი ისე დაიჭირა, ვითომ
არც
იმას ესმოდა ყვავის ჩხავილი.
ყვავი გუშინდელივით პანტა მსხლის კენწეროზე ჩამოს-
კუპდა და ახლა იქიდან მოჰყვა ჩხავილს:

- გამიხარდაი! გამიხარდაი!

შიოს სისხლი მოაწვა საფეთქლებში და სახე აეწვა. უნდო-


და ყვავისათვის რამე ესროლნა, მაგრამ ისე მაღლა იჯდა,
არა თუ ქვას, ტყვიასაც ძლივს მიუწევდა თოფი რომ ჰქო-
ნოდა.
,,ან მე ვგიჟდები ნელა-ნელა და რაღაცები მეჩვენება, ან ეს
ხალხი დაყრუვდა და აღარაფრის გაგონება აღარ უნდა ჩე-
მი შიშით“, გაიფიქრა შიომ და კინაღამ ბრიგადირს უყვი-
რა: რას გაჩუმებულხარ, არ გესმის ყვავი რას ჩხავისო.

-- არ გესმის? - წამოსცდა ხმამაღლა,

- რა, ბატონო შიო? - წინ გაეჭიმა ბრიგადირი. -

19
- რა და იმ სრელს რომ გაიტანთ დაასვენე მარები და ხალ-
ხი, მე რაიონში მივდივარ საქმეზე.
„ შიო აჩქარებული ნაბიჯით წავიდა ს კოლმეურნეობის
კანტორისაკენ. ყვავი ხიდან აფრინდა და ჩხავილით გაჰ-
ყვა უკან.

- გამიხარდაი! გამიხარდაი!

იმ კრების მერე რაც იოსებიანთ გამიხარდას წამოსცდა:


მაპატიე წითელო მღვდელოო, შიომ რამდენიმე კაცს საჩი-
ვარი დააწერინა, ვითომ გამიხარდაი საერთო საქმის წინა-
აღმდეგი იყო და ამ ამბიდან ერთი თვის მერე წაიყვანეს
გამიხარდაი...

ამის მერე არა თუ შიო მღვდელი უკადრებია ვინმეს თავ-


მჯდომარისათვის, შიშით მღვდელსაც კი აღარავინ ახსე-
ნებდა რომ შიოს თავისზე არაფერი ეფიქრა, შიოს ბრძანე-
ბით
ნუშისკარის ეკლესიას ასაფეთქებელი წამალი ჩაუწყვეს
საძირკველში და რაკი ყველა საქმის ფუძემდებლად შიო
ითვლებოდა, ახლაც მან მოუკიდა დინამიტს ცეცხლი.

აფეთქების ხმამ გააყრუა ხეობა.

ამით თითქოს საბოლოოდ წაიშალა ხალხის ხსოვნაში ში-


ოს წარსული, მაგრამ სადაც არ მოელოდა, იქ ამოუფრინ-
და
ყვავი, რომელიც წარამარა დასჩხაოდა თავზე და რაც არ
სიამოვნებდა, იმას ახსენებდა.

20
რაიონული ცენტრისაკენ მიმავალი მტანჯველ ფიქრებს
შეეპყრო და ხან გამიხარდაი ახსენდებოდა, ხან ტუჩაი, და
ხანაც სხვანი და სხვანი, რომელთაგან ზოგი თუ დამნაშავე
იყო, ზოგმა არც კი იცოდა რატომ მიჰყავდათ მოუსავ-
ლეთში, რატომ უტოვებდნენ ცოლ-შვილს ობლად და სა-
ერთოდ ისე იყვნენ დაბნეულნი, ვეღარც კი კითხულობ-
დნენ რა დავაშავეთო. თითქოს ეს რომ ეკითხათ, სწორედ
ეს იქნებოდა დანაშაული, რის გულისთვისაც წინასწარ
აპატიმრებდნენ.
„ნუთუ მართლა მარტო მე მესმის იმ ყვავის ჩხავილი“, ეს
კითხვა არ ასვენებდა შიოს და უცებ შურისგების გრძნო-
ბამ შეიპყრო.

გადაწყვიტა მეორე დღეს ცოლი წაეყვანა სახნავზე და თუ


ის ყვავი კიდევ რომელიმე სახელს ჩამოსჩხავლებს, ცოლი
ხომ აღარ დაუმალავს. ხოდა, ამის მერე. გამიხარდაის
ქვრივის ბედი სანატრელი გაუხდება ბრიგადირის მეუღ-
ლეს თუ ესმოდა და აქამდე სული არ გააფრთხობინა იმ
ყვავს, ყველაფერი თავის თავს დააბრალოს იმის მერე
ბრიგადირმა, განა იმდენი არ უნდა ესმოდეს რომ თავ-
მჯდომარე ხომ არ აუტეხავს ყვავს თოფის სროლას, ჯერ
ერთი ამით სახელი გაუტყდება, ხალხი თავაუღებლად,
მუშაობს და თავმჯდომარე ყვავებზე ნადირობსო, მეორეც
ვაი თუ ვერ მოარტყას, ამის მერე ხომ ორნაირად გაუტ-
ყდება სახელი, მე შენ გეტყვი დააა თოფის სასროლ მან-
ძილზე მიეპარები, აჩუქა ღმერთმა ასი წელი და თანაც
ასეთი სიცოცხლის მოვლის შნოც მისცა. აბა ჭიანჭველას
კი არა ჰგავს, რომელიც ისეა შრომით გართული, თითქოს
ერთი საუკუნე მაინც უნდა იცოცხლო, მიათრევს თავისზე

21
სამჯერ დიდ ტვირთს და ერთს კი არ დაფიქრდება კაცს
ფეხებში არ ჩაუვარდეო.

ჭიანჭველების გახსენებაზე უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა

ისე იყო შიო ბრიგადირზე გულმოსული, რომ მეორე


დღეს დილა ადრიან გააღვიძა ცოლი.

- ადე ქალო, სახნავზე წამოდი...

- სად წამოვიდე, კაცო, ხო იცი რომ წელი მტკივა,–დაეზა-


რა ქალს წამოდგომა, მაგრამ ქმარმა ძალად წამოაყენა და
სახნავებისაკენ წაიყვანა.

თითქოს შიოს ჯიბრზე აკეთებსო, იმ დღეს ერთიც არ და–


უჩხავლია ყვავს, არც იმას, რომელიც შიოს გადაეკიდა და
არც რომელიმე სხვა ყვავს.

შიო ნერვიულად მიმოდიოდა სახნავში. და წარამარა ბრი-


გადირს ებუზღუნებოდა.

მეორე დილით უთენია გამოაღვიძა შიო ყვავის ჩხავილ-


მა..
ლოგინში წამომჯდარმა ცოლს უხეშად წაჰკრა მუჯლუ-
გუნი და გამოაღვიძა.

- რა იყო, კაცო, რა გეტაკა ამ დილაადრიან,- საყვედურით


უთხრა ცოლმა.

- გესმის?

22
- რა? !

- ყვავის ჩხავილი არ გესმის?

- მესმის, მერე რა, ყვავები სულ ეგრე ჩხავიან, პირველად


კი არ მესმის.

- ქალო, კარგად დაუგდე ყური, გესმის თუ არა?


– მესმის კაცო, ყრუ კი არა ვარ.

– რანაირად იძახის, ის თუ გესმის?

ცოლმა გაკვირვებით შეხედა შიოს.

- რა იყო, რას მიყურებ, ამოიღე ხმა, თქვი რა გესმის?

- რა მესმის და ყვა! - დაბნეულად თქვა ქალმა.

- მეტი არაფერი?

- მეტი რა უნდა მესმოდეს?

- საზელი არ გესმის?

– რა სახე ელი, კაცო, თქვი, რა გინდა, ნუ გადამრევ ამ დი-


ლაადრიან.

- მაშ მარტო ყვა გესმის და მეტი არაფერი? - თქვა შიომ და


ჩაფიქრდა. მერე უნდობლად შეხედა ცოლს.

23
– დაიფიცე.
- რაზე?
- დაიფიცე, რომ მარტო ყვა გესმის და მეტი არაფერი.

ქალმა შვილები დაიფიცა.


კაცმა ამოიოხრა.

ქალმა შეწუხებულ ქმარს შეხედა და იფიქრა ,ალბათ სიგი-


ჟის ნიშნები ეწყებაო. ტირილი დაიწყო. მოეხვია ქმარს და
მოფერებით დაუწყო დამშვიდება...

გარეთ ყვავი ჩხაოდა და იმის ხმაზე თანდათან ნერვიუ-


ლობდა შიო. მერე ცოლი ხელისკვრით ჩამოიშორა, სას-
წრაფოდ ჩაიცვა და სახლიდან გამოვარდა, გარეთ გამო-
სულს ყვავმა კიდევ რამდენჯერმე დასჩხავლა:

- ელენა! ელენა!

შიომ ქვა ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ერთი მაღალი


მსხლის კენწეროდან მოჰყვა ჩხავილს.

მთელი დღე ვერ პოულობდა ადგილს შიო.

ელენა მაშინ უყვარდა, როცა. მთლად უწვერ-ულვაშო შიო


მღვდელი ნუშისკარის ეკლესიაში მოვიდა სასულიერო
სემინარიიდან მღვდლად.

ისეთი ლამაზი იყო ელენა, ეკლესიაში რომ შემოვიდოდა,


მართლაც რომ ფრესკიდან გადმოსულ ღვთისმშობელს
მოგაგონებდათ. ისეთი ჰაეროვანი იყო, გეგონებოდა კი არ

24
დადის, ოდნავ მიწისზემოთ დაფრინავსო. მაშინ იშვია-
თად თუ ვინმე გამოერეოდა ხალხში ურწმუნო და ისიც კი
არ აკლდებოდა წირვას, რათა ეკლესიაში ხატის წინ მუხ-
ლმოდრეკილი ელენას მშვენება ენახა.

მღვდელს პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა ელენა


და ისე დაიბნა იმისი სილამაზით. წირვას ვეღარ წარუძ-
ღვა.

იმ დღის მერე დაკარგა მოსვენება შიომ და ხატის წინ სა-


ლოცავად მუხლმოყრილს ელენას სახე ელანდებოდა. სან-
თელს აანთებდა და იმის ალშიც ელენას სახე გამოკრთო-
და.
ლამის იყოს გონი წასვლოდა, როცა ზიარების ზეთს
სცხებდა ქალიშვილს შუბლზე. ასეთ დროს ისეთი სათ-
ნოება და ნათელი ეფინა ელენას სახეზე, ისედაც მშვენე-
ბით სავსე, ღვთაებად ეჩვენებოდა შიოს და ერთიორჯერ
ძლივს შეიკავა თავი ფეხებში არ ჩავარდნოდა და კაბის
კალთაზე არ მთხვეოდა,

როგორც მეხი გააპობს ხოლმე ხეს, ანდა მკვრივად შეკ-


რულ ლოდს, შიო მღვდელს მოეჩვენა, რომ მისი გულიც
ასევე გააპო ელენას სიტყვებმა, როცა ან აღსარებაში გაან-
დო თავისი გულის საიდუმლო.

- ლუკა მიყვარს, მამაო,- ჩურჩულით ამბობდა ქალი.


– ვინ ლუკა? - ისე ხმამაღლა წამოიყვირა შიომ, ელენას შე-
ეშინდა და ერთხანს ხმას ვეღარ იღებდა. შიო გონს მოეგო
და მშვიდად ჩაეკითხა:

25
- ვინ ლუკა?

- შარვანეული, მამაო. - ქალიშვილს ხმა აუკანკალდა.

- იმან თუ იცის?

ელენა შეკრთა,

- არა. არა! ეს ჩვენ შორის დარჩეს მამაო.

- რახან ასე გსურს, იყოს ჩვენს შორის, შვილო ჩემო,-ჩაი-


ლაპარაკა შიო მღვდელმა და ქალიშვილს თავზე დაადო
აკანკალებული ხელი.

იმ დღეიდან შურისძიების გრძნობამ შეიპყრო შიო მღვდე-


ლი. ლუკა შარვანეული თადეოზის ძმა იყო და ეჩვენებო-
და, რომ ყველაფერში უპირატესობა ჰქონდა თადეოზს.
სანთელს რომ აანთებდა, თითქოს იმისი სანთელი უფრო
ნათობდა, თითქოს მრევლიც მას უფრო უჯერებდა და ხა-
ტებიც მეტად მადლიერებით შეისმენდნენ თადეოზის
ლოცვას, ვიდრე შიოსას.

ელენას წესად ჰქონდა რომ ყოველი საიდუმლო მღვდლი-


სათვის გაენდო და რაკი სულიერ მოძღვრად შიო აირჩია,
მარხვის დამდეგის წინ კიდევ ერთი საიდუმლო გაანდო.

- ამაღამ, შუაღამის მერე, სმენაობ მივდივარ მამაო.

– ეგ დიდი ცოდვა არის ღვთის წინაშე, შვილო ჩემო,- უთ-


ხრა შიომ.

26
- ვიცი მამაო, ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, ღმერთი მომიტე-
ვებს, მაინტერესებს, მართლა რამე ესმით ამ ღამეს იქ
სულთ. თუ ყველაფერი ტყუილია, თანაც ლუკამ მთხოვა
წასვლა.

-ლიკამ? - ისე იკითხა შიომ, თითქოს რაღაცას ან იხსენებ-


და, ან მომავალში აპირებდა და ჯერ კი ვერ გადაეწყვიტა
რა უნდა გაეკეთებინა.

იმ ღამეს მარხვა იწყებოდა.


უცნაური წესი ჰქონდათ ამ ღამით ნუშისკარელებს, რამ-
დენიმე: ნუშისკარელი ჩუმად გაიპარებოდა სოფლიდან
შუაღამის დროს. საფლავებზე ჩამოსხდებოდნენ და ელო-
დებოდნენ როდის გაიგონებდნენ სახლებიდან გამომა-
ვალ ხმებს, რომელიც მომავალს ამცნობდა.
ამ რიტუალს სმენაობას ეძახოდნენ და დიდი საიდუმ-
ლოებით ასრულებდნენ. მსმენელთა რიცხვი აუცილებ-
ლად კენტი უნდა ყოფილიყო, თუ არა და თოჯინას წა-
იღებდნენ.
ყოველი მათგანი ნაცარს აიღებდა ნეკა თითით, მხარზე
დაიყრიდა და იტყოდა:
ანგელოზებო, გამიდექით და, ეშმაკებო თქვენ დამადე-
ქით.
ამის მერე ჩუმად გამოდიოდნენ სოფლიდან და სამარეებ-
ზე მიდიოდნენ მოსასმენად.
რას არ ყვებოდნენ ამის შესახებ სმენაობ წასული ნუშისკა-
რელები. თითქოს. შუა ღამის მერე სოფელში ზოგი სახ-
ლიდან ტირილი ისმოდა, ზოგიდან - ქორწილის ხმა და -

27
ზოგიდან – აკვნის რწევის ხმა. თითქოს ეს ყველაფერი მე-
რე ცხადდებოდა.
ნუშისკარში ერთი ქალი იყო, სახელად სარა, რომელიც
მარხვის დამდეგისას, ყოველგვარი რიტუალის გარეშე,
დღისით, მზისით ხედავდა იმას, რაც მომავალში ნუშის-
კარში უნდა მომხდარიყო:
- ყველაფერ ამას ისე ვხედავ, როგორც საცერში გაიხედო
და დაინახო,რა ხდება- ამბობდა სარა.
ერთხელ, როცა სარა ჯერ კიდევ ქალიშვილობაში არ იყო
შესული და არც ასეთ ამბებს ხედავდა, დედამ წყაროზე
გააგზავნა. ცოტა ხანში შეშინებული შემოიჭრა სახლში სა-
რა.
- რა იყო ქალშავავ, რა შეშინებული ხარ, ან დოქი რა უყავ?
– ჰკითხა დედამ.
- სოფლიდან წიოკი შემომესმა, მიცვალებულზე რომ
იციან, ისეთი წიოკი და გამოვიქეცი, რა მოხდა? - აქეთ
იკითხა სარამ.

- ხმა ჩაიკმინდე, არაფერიც არ მომხდარა, გასტეხავდი იმ


დოქს და ტყუილებს იგონებ - გაუწყრა დედა.

სარას აღარაფერი უთქვამს, ისევ წყაროზე გაბრუნდა და


წყლით სავსე დოქი მოიტანა სახლში.

საღამო ხანს, მზის ჩასვლისას, სოფელში ცხენიანი კაცი შე-


მოვიდა, ცოტა ხანში საშინელი წიოკი ატყდა სოფელში
კლდეზე გადმოვარდნილი მწყემსიც ჩქარადვე მოასვენეს.

იმ დღის მერე იტანჯებოდა სარა. მარხვის დროს, გამოვი-


დოდა თუ არა სახლიდან, ბუნდად ხედავდა სოფლის მო-

28
მავალს, ყველაზე მეტად გასათხოვარ გოგოებს აინტერე-
სებდათ მომავლის გაგება და ისინი მიდიოდნენ სამარე-
ებზე.

ისხდნენ და შუაღამეს ელოდებოდნენ.

უცებ საზარელი ხმები მოესმათ გოგოები სოფლისაკენ გა-


მოიქცნენ. გზადაგზა ის ხმა მოსდევდა. იმათ შორის ერთი
დედაკაცი იყო, იმან ყველას გაასწრო და სახლის კარებ-
თან მისულს, შეეცოდა უკან დარჩენილი გოგოები. კარი
გააღო და ის იყო ყველა რომ სახლში შეუშვა და თვითო-
ნაც აპირებდა შესვლას, ვიღაცამ უკანიდან ხელი დაადო
და უთხრა:

- წამოედ! წამოედ!

დედაკაცი კარის ზღურბლზე ჩაიხვია, გაზაფხულამდე


ძლივს მიაწია და წავიდა...

ყველაზე მძიმე მარხვად კი ხორცის შაბათი ითვლებოდა.


ამ დროს არავინ საქმეს არ აკეთებდა, რადგან საქმიანობა
ცოდვად ეთვლებოდათ.

ღამე იყო.
სწორედ ხორცის შაბათის ღამე.
ერთ ნუშისკარელ დედაკაცს ჩეჩვის მუშა ჰყავდა.
ქალები სამხიარულო ამბებს ჰყვებოდნენ.

შუაღამისას კარზე დააკაკუნეს და ოთახში შემოვიდა ბე-


ბერი ქალი. ყველას იმისი ფეხებისაკენ გაექცა თვალები.

29
დედაბერი ფეხუკუღმართი იყო, ქუსლები წინ ჰქონდა,
ტერფები უკან. მივიდა და ისიც იქ ჩამოჯდა, სადაც ქალე-
ბი ისხდნენ, უბიდან კაცის ფერცხალი და თავის ბაკანი
ამოიღო და მატყლის რთვას შეუდგა. ფერცხალს ტარად
ხმარობდა, ხოლო თავის ქალის ბაკანს ნატეხარად.

შიშისაგან აკანკალდნენ ქალები. განძრევას ვეღარავინ ბე-


დავდა.

კარგახანს ჩუმად ისხდნენ.

ფეხუკუღმართმა დედაბერმა სიჩუმე დაარღვია:

– ნედლი ხორცი გირჩევნიათ, თუ ხმელი? - ჰკითხა ქა-


ლებს.

ამათ ერთმანეთს გადახედეს.

- მე თქვენ გეკითხებით, ნედლი ხორცი გირჩევნიათ თუ


ხმელი? - ისევ იკითხა დედაბერმა.

- ნედლი რად გვინდა, ხმელი გვირჩევნია - უთხრა ერ-


თერთმა ბებერმა დედაკაცმა.

ფეხუკუღმართი დედაკაცი ადგა და გავიდა, თავისი უც-


ნაური ტარ-ფარტენა იქვე დატოვა.

ქალებმა ტარ-ფარტენად გადაუყარეს და კარი ჩაკეტეს.


ცოტა ხნის მერე კარებზე ბრახა-ბრუხი ატყდა.

30
ქალები შიშისაგან ლოგინებში ჩაწვნენ და ხმას არ იღებ-
დნენ.

ხმაური შეწყდა.

გათენდა.

ვერავინ ვერ ბედავდა წამოდგომას.

ერთი ახალი პატარძალი იყო, იმას შერცხვა რომ ლოგინში


დიდხანს წოლილიყო, წამოდგა და 0ცეცხლი დაანთო. მე-
რე თუნგს წამოავლო ხელი და რაკი უკვე კარგად იყო გა-
თენებული, საშიშიც აღარაფერი იყო, კარი გააღო და...

ოთახში კარზემოყუდებული გამხმარ-გაყინული მიცვა-


ლებული შემოვარდა.

შიშისაგან იქვე გათავდა პატარძალი,

ამის მერე ისე დაშინდნენ ნუშისკარელები, არა თუ ხორ-


ცის შაბათის ხმარებას, ყველიარში სმენაობ წასვლასაც ვე-
ღარავინ ბედავდა.

გასათხოვარი ქალები უკვე ღრმად მოხუცებულ სარასღა


სთხოედნენ რომ მარხვის დადეგისას სახლიდან გარეთ
გამოსულიყო და მათი მომავალი დაენახა.

ერთხელაც თავისი დასასრული დაინახა სარამ.

31
სმენაობ წასული აუცილებლად პირველი, მესამე, მეხუ-
თე, ანდა რიგით რომელიმე კენტი შვილი უნდა ყოფილი-
ყო. მეორეს, მეოთხეს, მეექვსეს, მერვეს და მეათეს არ ეს-
მოდათ ის, რაც პირველებს ესმოდათ. რაკი ელენე თავის
დაძმებში რიგით მესამე იყო, ამიტომ გაანდვეს ახალგაზ-
რდებმა თავიანთი საიდუმლო და თან გააფრთხილეს არა-
ვისთან წამოსცდენოდა რასაც აპირებდნენ. ნუშისკარე-
ლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რომ აღარავინ წასულიყო
მარხვის დადეგის ღამეს საფლავებზე მოსასმენად, ეს
იცოდა ელენემ და ამიტომ იყო რომ დიდხანს ვერ გადაეწ-
ყვიტა, წასულიყო თუ არა.
რაკი ლუკაც მათთან ერთად მიდიოდა, სურვილმა წას-
ძლია და რაკი ღვთის საწინააღმდეგო საქმეზე ნაბიჯის გა-
დადგმა გადაწყვიტა, თავს იმითღა ინუგეშებდა რომ სუ-
ლიერ მამას გაანდო განზრახვა.

დადგა ის ღამეც.

ოჯახში ყველამ დაიძინა.

ელენე ჩუმად გაიპარა სახლიდან, გასვლის წინ ასევე ჩუ-


მად შეასრულა რიტუალი. მარცხენა ნეკა თითით ნაცარი
აიღო, მარცხენა მხარზე წაისვა და წაიჩურჩულა:

- ანგელოზებო გამიდექით, ეშმაკებო დამადექით.

ჩუმად გამოიხურა კარი.

შეთქმულები სოფლის განაპირას შეიკრიბნენ და საფლა-


ვებისაკენ წავიდნენ ფეხაკრეფით. :

32
მთვარიანი ღამე იყო.

სოფელში ჯერ ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.

ახალგაზრდები საფლავის ქვებზე ჩამოსხდნენ და სმენად


იქცნენ.

მთვარე დაჰყურებდათ შუაგულ ციდან.

ლოდებსშორის მელიამ გაირბინა და ადამიანები რომ და-


ინახა, მიიმალა.

სოფლიდან ნელ-ნელა წამოვიდა იდუმალი ხმები,

ერთი სახლიდან აკვნის რწევის ხმა მოისმა.

მეორიდან მხიარული სიმღერა,


უცებ ელენეს სახლიდან ტირილის ხმა მოესმათ:

- რატომ დაგვღუპე, შვილო, ელენე! - თითქოს ელენეს დე-


და ტიროდა ამას.

ახალგაზრდებმა ერთ-ურთს გადახედეს.

ელენემ ფერი დაკარგა.

უცებ იმათ უკან, საფლავებს შორის რაღაცამ დაიღრიალა


საზარელ ხმაზე.

33
ყველამ იქით მიიხედა.

ლოდებს შორის თეთრ სუდარაში გახვეული კაცი წამოდ-


გა მათკენ წამოვიდა.

ახალგაზრდები წივილ-კივილით გაიქცნენ სოფლისაკენ.

როცა სამშვიდობოს დაიგულეს თავი, მაშინღა მოიკითხეს


ელენე.

მთელი სოფელი ფეხზე დადგა და ელენეს ჩამოსაყვანად


წავიდნენ საფლავებზე.

ადგილზევე გახეთქოდა ელენეს შიშით გული და ამ გუ-


ლისწამღებ დახავსებულ სამარის ლოდებსშორის ისე ეს-
ვენა მთვარის მკრთალი მუქით განათებული, როგორც
ობოლი ვარდი, რომლის გარშემო მხოლოდ ეკლებია და
მეტი არაფერი.
- რატომ დაგვღუპე, შვილო, ელენე - დასტიროდა თავის
სიცოცხლე წაგვრილ მშვენიერებას ელენეს დედა.

არც იმ ღამეს და არც მის შემდეგ, აზრადაც არავის არ მოს-


ვლია, რომ იმ უბადლო მშვენიერების დამღუპველი, ეკ-
ლესიის კუთხეში მიმალული შესთხოვდა შველას.

ამის მერე შიოს უფრო ამძიმებდა ელენეს სამარის ლოდი,


ვიდრე მის პატრონს, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდა, რომ
აზრადაც არ გაუვლია, თუ მის მოქმედებას ასეთი შედეგი
მოჰყვებოდა. როცა ელენემ აღსარებაში გაანდო რომ მარ-
ხვის დადეგის ღამეს მოსასმენად მიდიოდა და მათთან

34
ერთად ლუკაც იქნებოდა, ისე შეიპყრო შურისძიების
გრძნობამ, ისე მოუნდა. შეეშინებინა ლუკა და ამით იგი
ელენეს თვალში დაემცირებინა, რომ ვეღარცკი მოიფიქრა
რომ ასეთი უბედურებაც შეიძლება მოჰყოლოდა იმის საქ-
ციელს.

ეს ამბავი ამ ბოლო დროს თითქოს მთლად გადაავიწყდა


შიოს, მაგრამ ლუკას მაინც ვერ აპატია ელენეს სიყვარუ-
ლი და იმ დროს, როცა სამი კაცის ხელმოწერით საერთო
საქმის
მტრებს მოუსავლეთში აგზავნიდნენ შიომ ლუკას თვალი
დაადგა და ისიც იმ გზას გაუყენა. საბუთად ის გამოიყენა
თითქოს ლუკას, თავისი ძმისაგან, თადეოზისგან გაეგოს
სად იყო გადანახული ნუშისკარის ეკლესიის განძეულო-
ბა და მოეპაროს მაშინ, როცა შიო თავის. კუთვნილ სოფ-
ლებში დიოდა შემოვლაზე.
ნუშისკარის ეკლესიას ჰქონდა თავისი განძეულობა: ვერ-
ცხლისა და ოქროს თასები, ოქროს ჯვრები, რომელთაც
წირვის დროს გულზე იკიდებდნენ მღვდლები, მრევლი-
საგან შეწირული უამრავი ოქროვერცხლი და რაც მთავა-
რია, იმათ დროის ყველაზე ძვირფასი, პატიოსანი თვლე-
ბით შეჭედილი ნუშისკარის ღვთიშობელი, საგანძური სა-
იდუმლო ადგილას ინახებოდა და მათი ადგილსამყოფე-
ლი მარტო მღვდლებმა იცოდნენ. თუ რომელიმე მღვდე-
ლი მოკვდებოდა, ან გადადგებოდა ავადმყოფობის. გამო,
ანდა დააწინაურებდნენ და სხვა ეპარქიაში გადაიყვან-
დნენ, მაშინ ეკლესიის მეორე მღვდელი მოუხმობდა
ხალხს,
სამზეოზე გამოიტანდა საგანძურს და იტყოდა:

35
- ხალხო, აი, ხვთის წინაშე და თქვენს წინაშეა ჩვენი ნამუ-
სი.
ამით ხალხი რწმუნდებოდა, რომ გარდაცვლილი მღვდე-
ლი პატიოსნად წასულა იმ ქვეყნიდან, ხოლო გადამდგა-
რი, ან დაწინაურებული, უბრალოა ღვთისა და მინდობი-
ლი საქმის
წინაშე. ამავე დროს ნიშნავდნენ ახალ მღვდელს, რომელ-
საც უნდა ჩაებარებინა ეს საგანძური ხალხის თვალწინ,
რათა შმემდეგში ადგილი არ ჰქონოდა რაიმე გაუგებრო-
ბას და თუ საჭიროება მოითხოვდა, თვითონაც უბრალო
დარჩენილიყო
ხალხის თვალში. მღვდლები ერთმანეთს ენდობოდნენ და
თითქმის არასო დეს ყოფილა. შემთხვევა, რომ ერთ-ერ-
თის მიზეზით დაკარგულიყოს რამე მეორის მალვით. ეს
არ მომხდარა და თითქმის არც დაკარგულა რამე, გარდა
იმისა, რომ შემოსეულ მტერს ბევრჯერ ცეცხლისათვის
მიუცია ეს უძველესი ეკლესია. მღვდლების მცდელობით
კი ღვთიშობლის ხატი ყოველთვის გადარჩენილა, თუმცა
ეს ამბავი, ხშირად მღვდლების
სიცოცხლის ფასად დამჯდარა, დიდი ხნის წინათ, ჩვე-
ულებრივად ორი მღვდელი ეწეოდა ღვთის სამსახურს,
ერთს ზოსიმე ერქვა, მეორეს მიტროფანე. ხალხისა და
ღვთის წინაშე ორივემ ერთად ჩაიბარა საგანძური.

დამბადებლის განგებით რამოდენიმე ხანში მიიცვალა


ზოსიმე მღვდელი. მანამ მიცვალებულს მიწას მიაბარებ-
დნენ,წესი იყო მანამდე გაერკვიათ და შემდგომი
მღვდლისთვის გადაებარებინათ საგანძური. რაკი ზოსი-
მეს ვაჟი სემინარიაში სწავლობდა, ხალხმა გადაწყვიტა

36
მიტროფანესთან ერთად მათესთვის (ასე ერქვა ზოსიმეს
ვაჟს) გადაეცა საგანძური.

ნუშისკარის ეკლესიასთან მოგროვდა ხალხი.

ზოსიმეს ცხედარი შუაგულ ეკლესიაში ესვენა და მის გარ-


შემო თემის უხუცესები შეკრებილიყვნენ.

აქვე, სადაც ზოსიმე ესვენა, უნდა მომხდარიყო განძის გა-


დაბარების ცერემონია, რათა მიცვალებულის სულიც და
ნეშტიც, ხალხის თვალში უცოდველი წასულიყო ამ სოფ-
ლიდან.

ღელავდა მათე.

ცალკე მამის სიკვდილით იყო გულშეღონებული, ცალკე


მომავალი ვალდებულება აღელვებდა. იგი ჯერ ახალგაზ-
რდა იყო და არასოდეს არ დასწრებია განძის გადაბარების
სცენას, დღეს განსაკუთრებული დღე იყო მის მიერ გან-
ვლილ წუთისოფელში. მიწას და ზეცას აბარებდა მამას,
ხოლო თვითონ უნდა ჩაებარებინა ღვთიშობლის ხატი,
ნუშისკარის ეკლესიის განძი და რაც მთავარია ხალხისა
და ღვთის რწმენა.

მათე მამის ცხედართან იდგა მოხუცებთან ერთად და


ელოდებოდა ეკლესიის საიდუმლო სამალავიდან მიტრო-
ფანეს დაბრუნებას. მიტროფანეს გარდა სხვამ ჯერ არავინ
არ
იცოდა ეს სამალავი, იცოდა მხოლოდ ზოსიმემ, მაგრამ
ზოსიმემ ამ წუთში შეიძლება ღვთის უპირველესი და

37
უდიდესი საიდუმლოც იცოდა. სათქმელად კი მისი ენა-
პირი საიდუმლოდ იყო დადუმებული.

შეიგვიანა მიტროფანემ.

ნერვიულობდა მათე.

მოუთმენლობა დაეტყოთ მოხუცებსაც.

მოლოდინში ერთი პირი სანთლები ჩაიწვა ზოსიმეს ცხე-


დართან.

როგორც იქნა გამოჩნდა მიტროფანე.

ეკლესიის ტრაპეზზე ხალიჩა გამალეს და მიტროფანემ


ვერცხლის ყუთიდან ზედ ამოალაგა ეკლესიის განძი. იქვე
იყო განძეულის სია, მაგრამ როცა დაითვალეს, უამრავი
ოქრო-ვერცხლი და ერთი ხარს თვალისტოლა ბრილიან-
ტი დააკლდა განძს.

მოხუცებმა ეჭვით შეხედეს მიტროფანეს.

- ხედავთ ხალხო, როგორ წაუწყმედია სული - თქვა მიტ-


როფანემ და ზოსიმეს ცხედარს გახედა.

- როგორ, შენ არაფერი იცოდი? - იკითხა ერთმა მოხუცმა.

- მე რა უნდა მცოდნოდა! - წამოენთო მიტროფანე.

- ის რომ საგანძური სრულად აღარ იყო.

38
- უფალმა შეგინდოს, შვილო ჩემო, ცილის წამებისათვის -
პირჯვარი გადასხა მიტროფანემ თავისზე ბევრით უფროს
მოხუცს და მერე ისევ ზოსიმეს ცხედარს გადახედა–შენც
შეგინდოს და ვთხოვ მაღალ ღმერთს, ნუ მოგკითხავს
მკაცრად ხელმრუდობისათვის, ნურც შენ შვილს დააკის-
რებს რაიმე ისეთს, არამედ მისცეს სიმართლის ნიჭი, რამე
თუ შვილი შენი უნდა გაუძღვეს შენს შემდგომ ღვთისა და
ხალხის სამსახურს და უმჯობესია იყვეს მართალი სუ-
ლით, გულით წრფელი და არა ხელმრუდი, რამე თუ დღე-
ის მერე ჩემთან ერთად უნდა იხილოს ის საიდუმლო სა-
მალავი, სადაც ინახება ეკლესიის ძვირფასეულობა.

ამინ - დაასრულა მიტროფანემ და ეს ყველაფერი ისეთ კი-


ლოზე წარმოთქვა ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ზოსი-
მემ მოიპარა ბრილიანტი და ოქრო-ვერცხლი.

მოხუცები როგორღაც სინანულის თვალით უყურებდნენ


ზოსიმეს ცხედარს.
ზოსიმეს ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი და რაკი
ასეთ დროს წესი იყო, ორივე ხელში ანთებული სანთელი
ეჭირა, უფრო კი თითებსშორის ჰქონდა დამაგრებული.

მათეს სინანულის ცრემლები გადმოსცვივდა.

მას მამამ მისცა ყველაფრის რწმენა.


მამამ შეაყვარა ღმერთი.
მან ჩაუნერგა ღმერთის ერთგულება.

ამ წუთში თითქოს ყველაფერი დაიმსხვრა.

39
თითქოს ყველანაირი რწმენა დაეკარგა.

მამის,

სიმართლის,

და თვით ღმერთისაც კი, რომ არ მოისურვა მამამისი აე-


ცილებინა ამ ცთუნებისათვის.

უნდოდა ეღრიალნა და გავარდნილიყო ეკლესიიდან, რა-


თა აღარასოდეს დაბრუნებულიყო უკან, გაქცეულიყო,
მორს შორს...

უცებ ეკლესია თვალისმომჭრელმა შუქმა გაანათა.

მოხუცებმა პირჯვარი გადაისახეს.

თანდათან ნათდებოდა ზოსიმეს ცხედარი და რამოდენი-


მე წამში მტრედად იქცა, საკაციდან ამოფრინდა, კანდელს
შემოჯდა და მოჰყვა ღუღუნს.

ამ სასწაულით გაოგნებულმა მოხუცებმა მუხლი მოიყა-


რეს და გაუთავებლად იწერდნენ პირჯვარს.

ძირს დამხობილი მიტროფანე ძლივს აგებდა სიტყვებს:

- მაპატიე წმინდაო ღმერთო, მე მოვიპარე, მე მოვიპარე, მე


მოვიპარეეე! - მიტროფანემ უბიდან ამოალაგა მარგალიტი
და ოქრო-ვერცხლი.

40
მტრედმა ფრთები აიქნია, ეკლესიის ღია ფანჯარაში გაფ-
რინდა და თან წაიყოლა ღვთაებრივი შუქი.

მიტროფანე უსულოდ დარჩა.

რამოდენიმე ხანში მეორე მღვდელიც გამოუგზავნეს


მცხეთიდან ნუშისკარის ეკლესიას და იმ მღვდელთან ერ-
თად ჩაიბარა მათემ განძი.

მიტროფანე ცოცხალი აღარ იყო, ზოსიმე ცაში აფრინდა


ხოლო ხალხმა არ იცოდა სად იყო სამალავი, სადაც საგან-
ძურს ინახავდნენ. ამბობენ, თითქოს მათემ სიზმარში იხი-
ლა როგორ შეფრინდა ეკლესიის კედელში მტრედი. გაღ-
ვიძებულმა ის ადგილი მოძებნა და ხელი რომ დაადო, კა-
რივით შეიხსნა კედელი.

განძი სამალავში შეიტანეს.

იმის მერე აღარ ყოფილა შემთხვევა, რამე დაკარგული-


ყოს, თუმცა ბევრი დროება შეიცვალა, ბევრმა მღვდელმა
ჩააბარა და გადააბარა ხალხის თვალწინ განძი.

ამასობაში ეკლესიის ეზოში უზარმაზარი იფნის ხე წამოი-


ზარდა, რომელზედაც ზამთარ-ზაფხულ განუწყვეტლად
ღუღუნებდნენ მტრედები.

ზოსიმეს შთამომავლობა კი შეუცვლელად ემსახურებოდა


ამ ეკლესიაში ღმერთსა და ხალხს, ბოლო მღვდელი, ვინც
ეს შტო დაამთავრა, თადეოზი იყო, ხალხისაგან ლამაზოდ

41
მონათლული, რომელთან ერთადაც არგუნა ბედმა შიოს
მღვდლობა.

არ ვიცი, იქნებ მიტროფანეს შთამომავალიც იყო შიო და


ამიტომ წაუცდა ხელი ნუშისკარის ეკლესიის საგანძურ-
ზე. რა თქმა უნდა გადამალა და თადეოზს გადააბრალა ეს
საქმე, ხოლო თვითონ ტუჩაის ნათქვამი სიტყვა გამოიყენა
იმ კაცებს, რომელთაც თადეოზი წაიყვანეს უთხრა: თუ
რამე წამეღოს, შუაზე გამკვეთეთო. გასჭრა ამ სიტყვამ
და დარჩენილი განძი მთავრობას ჩააბარეს, ხოლო ის რაც
შიომ გადამალა, შუაზე გაიყვეს შიომ და იმათ, ვისაც უთ-
ხრა შუაზე გამკვეთეთო. ეს ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ
შიო მიტროფანეს შთამომავალი იყო, ხოლო მეორე მხრით
იგი სულ ცდილობდა შური ეძია ზოსიმეს შთამომავლებ-
ზე და როცა ხელსაყრელი დრო დაუდგა, განაცხადა,
თითქოს იმ განძის გარდა, რაც მთავრობას გადააბარეს
ლუკას, ძმას ხელშეწყობით მოეპაროს დანარჩენი ოქრო-
ვერცხლი, თადეოზი კარგა ხნის დაჭერილი იყო, ხოლო
ლუკა ორი რამის
გულისათვის არ მოსდიოდა შიოს თვალში, ერთი რომ იგი
ყოველთვის ახსენებდა თადეოზს და მასთან ერთად წარ-
სულს, ხოლო მეორე მხრით ლუკას დანახვისას ელენე ახ-
სენდებოდა და თითქოს მისი სამარის ლოდი აწვებოდა
მძიმედ.

შეიძლება იყო მესამე მიზეზიც - შთამომავლობის მიზე-


ზი, თუმცა შიოს მამა-პაპას არასოდეს უსწორებიათ წარ-
სულის ანგარიში თადეოზის მამა-პაპისთვის. არც ხელი
წასცდენიათ განძზე თავიანთი პაპისა და შვილის მსგავ-
სად, პირიქით, ისეთი დროც კი ყოფილა, როცა პრისტავმა

42
შიოს პაპას კატეგორიულად მოსთხოვა მიეტანა მისთვის
ძვირფასი ხატი და ოქრო-ვერცხლი. თავდაპირველად
პრისტავი ამას დაყვავებით სთხოვდა, იმასაც კი შეჰპირდა
რომ ამ ხატის ასლს გაუკეთებდა რომ ხალხს ვერ გაეგო ხა-
ტის დაკარგეს. ყალბი ბრილიანტის მიცემასაც ჰპირდებო-
და ნამდვილის სანაცვლოდ. შიოს პაპამ ეს შორს დაიჭირა
და ამით პრისტავის რისხვა დაიმსახურა. მერე და მერე,
როცა არც რისხვამ გასჭრა, პრისტავმა რამდენიმე ერთგუ-
ლი „სტრაჟნიკი“ გააგზავნა და უბრძანა გაეჩხრიკათ ეკლე-
სიის კუთხეკუნჭული. რაღა თქმა უნდა ისიც დაავალა,
რომ ეს საქმე მალვით მოეგვარებინათ, იმ დროს, როცა ეკ-
ლესიაში მარტო მღვდლები იქნებოდნენ და თუ ნებით არ
გამოიტანდნენ ხატებსა და ოქრო-ვერცხლს, ძალა ეხმა-
რათ.

„სტრაჟნიკები“ სწორედ იმ დროს დაადგნენ თავს, როცა


მღვდლებს წირვა მოეთავებინათ და დაღლილები ისვე-
ნებდნენ. მათ გარდა ეკლესიაში კიდევ იყო ორი დიაკვანი
და ერთი „ღვთის მონა“, ცხრა-ათი წლის პატარა ბიჭი.

– რაშია საქმე? - შეეგება ეკლესიაში შემოჭრილ „სტრაჟნი-


კებს“ პავლე.

- „ობისკ“, „ობისკ“, - ხმამაღლა დაიყვირა ათმეთაურმა და


დაიწყეს ეკლესიის გაჩხრეკა.

თავდაყირა დააყენეს ყველაფერი. ისე გულიანად ეძებ-


დნენ განძს, რომ ეკლესიის შიგნით მყოფი რამოდენიმე
საფლავის ქვაც კი. ამოაგდეს, კუბოებს სარქვლები ახადეს
და რომ დარწმუნდნენ შიგ კაცის ძვალ-ხორცის მეტი არა

43
იყორა, ეკლესიის კარები შიგნიდან გადაკეტეს, მღვდლე-
ბი და დიაკვნები ერთ კუთხეში მიიმწყვდიეს, გვერდით
ის” პატარა ბიჭი მიუყენეს და ხიშტებით დაუწყეს ნელ-ნე-
ლა ჩხვლეტა.

- ტკვიტ! ტკვიტ! - დაჰყვიროდა ათმეთაური.

ვერაფრით ვერ გატეხეს მღვდლები. მარტო ერთმა დიაკ-


ვანმა გადასწყვიტა რაღაცის თქმა, მაგრამ რას იტყოდა რაც
არ იცოდა და მოწადინებისათვის აქეთ დაიმსახურა კეფა-
ში თოფის კონდახი.

ბედად ეკლესიის კარებზე ბრახუნი ატყდა.

„სტრაჟნიკები“ დაფრთხნენ, ვითომც აქ არაფერი მომხდა-


რაო, თითის ტუზთან მიტანით მღვდელ-დიაკონთ ანიშ-
ნეს, ჩუმად იყავით, ამის შესახებ არაფერი წამოგცდეთო,
სახელდახელოდ დაახურეს კუბოებს თავსახურავები, ეკ-
ლესიის იატაკში ისევე გამოაწყვეს საფლავის ლოდები,
თოფები კედელზე მიაყუდეს, ტრაპეზის წინ მუხლი მო-
იყარეს და პავლეს უბრძანეს ლოცვა დაეწყო.

ისევ განმეორდა კარზე ბრახუნი და ახლა დიაკვანს უბ-


რძანეს გაეღო კარი.

შეცბუნებულმა პავლემ სახარების კითხვა დაიწყო.

დიაკვანმა კარი გააღო და ეკლესიაში შეწუხებული სახით


შემოვიდა რამოდენიმე კაცი.

44
– კაცი დაჭრეს მამაო და უზიარებელი კვდება - თქვა
იმათგან ერთმა, რომელსაც ადამიანის ფერი აღარ ეღო.

- აი, ამ „სტრაჟნიკებს“ რაღა ვუყო? - ეს უფრო იმიტომ


იკითხა პავლემ, რომ გაეგო, კიდევ რას აპირებდნენ
„სტრაჟნიკები“.

- დღეს გვეკოფა ჩვენ მამაო - თქვა ათმეთაურმა და წამოდ-


გა. დანარჩენებიც წამოდგნენ, თოფები გადაიკიდეს, პირ-
ჯვარი გადაიწერეს და ისეთი მოწიწებით გავიდნენ ეკლე-
სიიდან, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ, ბუზიც არ აეფრინოთ
აქ.

ამ ამბის მერე მთლად გადაირია პრისტავი. ბეგარას ბეგა-


რაზე უმატებდა და „სტრაჟნიკებს“ ყველანაირ უფლებას
აძლევდა აქაურ მოსახლეობაზე.

რაკი რუსეთიდან მომავალი სამხედრო გზა ნუშისკარზე


გადიოდა და უღელტეხილიც აქვე ახლოს იყო, ამიტომ
აქაური მოსახლეობა გაჰყავდათ გზის გასაწმენდად. ზამ-
თრობით თოვლსა და ზვავებს ახვეტინებდნენ, ფიქალ
ქვას წვრილად აფშვნევინებდნენ და თოვლიან გზაზე
ყრიდნენ, რომ ცხენებს და ეტლებს არ გასჭირვებოდათ
სიარული. ზაფხულობით ქარის საწინააღმდეგო კედ-
ლებს აშენებდნენ, რათა ზამთარში ნამქერი შეეკავებინა
კედელს და გზა არ ჩაკეტილიყო. თუმცა ისედაც იშვია-
თად იკეტებოდა გზა ახალი პრიატავის მცდელობით, რო-
მელსაც იმდენი ხალხი გამოჰყავდა ბეგარაზე, „სტრაჟნი-
კები“ ზედამხედველობას ვერ აუდიოდნენ.

45
ბოლო დროს, რაკი მღვდლები ვერ გატეხა და საწადელი
ვერ შეისრულა, მთლად გადაირია პრისტავი. მაინც და მა-
ინც ძალა არ უნდოდა ეხმარა აშკარად ეკლესიაში
მღვდლებზე, ამას დაფარულად აკეთებდა. ასე თუ ისე თა-
ვისივე ეკლესია არ აძლევდა ამის უფლებას და თან ტყავს
უფრთხილდებოდა, თან ყოველნაირ ღონეს და ეშმაკობას
მიმართავდა. ხალხის ბეგარაზე გაყვანის უფლება ჰქონდა
და რაკი ბევრი ეგერ უძლებდა სიცივეში აუტანელ მუშა-
ობას, იქვე, გზის პირებზე იხოცებოდნენ. მღვდლები მო-
მაკვდავთა ზიარებას ვეღარ აუდიოდნენ და დღედაღამ
უღელ-ტეხილზე იყვნენ. პრისტავს სიამოვნებდა, რომ ასე
აწამებდა მღვდლებს და „სტრაჟნიკებს“ ბრძანებას ბრძანე-
ბაზე უთვლიდა, რაც შეიძლება გაეწამებინა ხალხი. ამას
თითქოს იმპერატორის დავალებით აკეთებდა. როგორც
ამბობდა, გაზაფხულზე თვით იმპერატორს უნდა გადმო-
ევლო და აქაურების ნაკლად ჩაითვლებოდა, რომ გზა
ღირსეულად არ დაეხვედრებინათ, ღირსეული მგზავრი-
სათვის.

გაზაფხულამდე ჯერ მთელი ზამთარი იყო და იმ დრო-


ისათვის, როცა მისი უდიდებულესობა იკადრებდა ამ
გზით მგზავრობას, ალბათ, თოვლი თვითონვე დადნებო-
და, მაგრამ როგორც პრისტავი ამბობდა: ტადარიგი მაინც
ტადარიგი იკო,

გაწამდა ხალხი,

„სტრაჟნიკებმა“ მთლად თავი აიშვეს და ახლა ქალების გა-


მოყვანაც დაიწყეს ბეგარაზე. ეს უკვე მეტისმეტი იყო. ჯერ

46
მამაკაცებს უჭირდათ ასეთ ყინვასა და ქარ-ბუქში მუშა-
ობა, უმწეო დედაკაცებს რა უნდა გაეკეთებინათ.

ერთ ღამეს საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და წინა


დღით საგულდაგულოდ დახვეტილი გზა ერთიანად გა-
დაასწორა თოვლით, დილაადრიან გამოიყვანეს ხალხი
სამუშაოდ, მაგრამ ძალიან გაჭირდა გზის ხვეტა. მაშინ
„სტრაჟნიკებმა“ ცხენებთან ერთად ხალხი შეაბეს მარხი-
ლებში და ისე დაიწყეს უღელტეხილზე ფოსტისა და ღვი-
ნის გადატანა.

ციოდა.

„სტროაჟნიკებმა“ ღვინიანი კასრი გახსნეს და ცოტა ხანში


გუნებაზე მოვიდნენ.

- ჩკარა ჩკარა! - დასძახეს ხალხს და მათრახები გაუტყლა-


შუნეს.

ქალები გზას ხვეტავდნენ და მარხილში შებმული კაცები


ღვინიან კასრებს მიათრევდნენ აღმა.

სადაც იყო დაღამდებოდა და ჩქარობდნენ „სტრაჟნიკები“


საღამომდე როგორმე მახლობელ სადგურში უნდა მიეტა-
ნათ ბარგი, ადგნენ და კაცებთან ერთად ქალებიც შეაბეს
მარხილებში.

- ჩკარა, ჩკარა! - ყვიროდნენ ღა ეტყობა თანდათან უფრო


ეკიდებოდათ სასმელი.

47
რამოდენიმე ფეხმძიმე ქალმა ვეღარ გაუძლო და გზაზე
ჩაიკეცნენ. „სტრაჟნიკები“ მათრახებით მისცვივდნენ.

ეს კი ვეღარ მოითმინა ხალხმა (და ეცნენ სტრაჟნიკებს. გა-


იმართა ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ უიარაღოები რას
გააწყობდნენ „სტრაჟნიკებთან“ და როცა გონს მოეგნენ და
დასაზავებლად გაჩერდნენ, რამოდენიმე კაცი უკვე უსუ-
ლოდ ეგდო თოვლში.

იმ დღეს ნუშისკარის ეკლესიაში შეიყარა ხალხი და კავკა-


სიის მთავარმართებლის სახელზე დაწერეს წერილი,
რომლითაც ატყობინებდნენ თავიანთ გაჭირვებას და მო-
ითხოვდნენ, რომ მოწყალება მოეღო და ქალები მაინც არ
გაეყვანათ ბეგარაზე. თუ თქვენ არ მიიღებთ ზომებს, გა-
ზაფხულზე, როცა მისი ბრწყინვალება, სრულიად რუსე-
თის იმპერატორი გადმოივლის, ფეხებში ჩავუცვივით და
ყველაფერს დაწვრილებით მოვახსენებთ, როგორც გვეპ-
ყრობიანო.

ეს წერილი პავლე მღვდელს დააწერინეს და იმავე ღამეს


გაგზავნეს თბილისში რამოდენიმე სანდო კაცი.

პავლემ ხალხს საიდუმლოდ გაანდო, რომ პრისტავი მის-


გან მოითხოვდა ეკლესიის განძეულობას და ღვთიშობ-
ლის ხატს.

- იქნებ მივცეთ და გვაკმაროს ამდენი ტანჯვა - თქვა პავ-


ლემ.

– როგორ, ღმერთი გავყიდოთ? - აღმოხდა ხალხს.

48
– არა, მე მაგას არ გთხოვთ, ღმერთი, ალბათ, შეგვინდობს
ამას - ნუგეშის ხმაზე თქვა მღვდელმა, მაგრამ ხალხმა ნუ-
შისკარის ღვთისმშობლის ხატის პრისტავისათვის გადა-
ცემა ისე იუარა, პავლემ ხმა ვეღარ ამოიღო ამის შესახებ.
ამასობაში პრისტავი ახალ-ახალ საწამებელს იგონებდა.

ნუშისკარის ეკლესია შუასაუკუნეების დროინდელი


ფრესკებით იყო მოხატული.

პრისტავის ვარაუდით „ასე აჩრელებული“ ეკლესია არ შე-


ესაბამებოდა ქრისტიანულ სისადავეს და რაკი გაზაფ-
ხულზე მისი უდიდებულესობა იმპერატორი მობრძანდე-
ბოდა, სირცხვილი იყო ასეთ ეკლესიაში მისი შეყვანა.

პრისტავის ბრძანებით შიგნიდან კირით შეათეთრეს ეკ-


ლესია, თან ათეთრებდნენ და თან საიდუმლო საგანძურს
ეძებდნენ.

როგორც იქნა დადგა გაზაფხულიც, მაგრამ მისმა უდიდე-


ბულესობა იმპერატორმა არ ისურვა ჩამობრძანება, სამა-
გიეროდ პრისტავის ქალიშვილი და სიძე ჩამობრძანდნენ
პარიზიდან. მაშინ ავტომობილი ჯერ არავის ენახა და ამ
ამბით გაკვირვებული იყო ხალხი.

პრისტავმა ერთხელ კიდევ დაუყვავა მღვდლებს და


აღუთქვა, რომ თუ მისცემდნენ (რა თქმა უნდა დროებით)
ღვთიშობილის ხატსა და ბრილიანტს, მისი „განატლებუ-
ლი“ სიძე პარიზის საგამოფენო დარბაზებს მოატარებდა
და შემდეგ უკანვე დაუბრუნებდა. რაღა თქმა უნდა, პრის-

49
ტავი ნუშისკარელებისთვის ზრუნავდა, „ტორემ მის ად-
გილას სხვა ტავსაც კი არ შაიტკივებდა.

მღვდლებმა ისევ უარი უთხრეს.

ამის მერე კი ნამდვილ საწამებელში ჩაყარა ხალხი პრის-


ტავმა. მართალია, მისი უდიდებულესობა იმპერატორი
არ გადმობრძანდა უღელტეხილზე, სამაგიეროდ მისი სი-
ძე-ქალიშვილი აპირებდნენ თავისი ავტომობილით და-
რიალის ხეობის გავლას. ასე ჩავიდოდნენ მოსკოვში, მოს-
კოვიდან პეტერბურგში, ხოლო იქედან გემით გაემგზავ-
რებოდნენ პარიზს.

საჭირო იყო გზა ისე გაეფართოებინათ და შეეკეთებინათ,


რომ ავტომობილი პატარა კენჭსაც კი არ დაებრკოლებინა.

მანქანის დანახვაზე ცხენები ფრთხებოდნენ და გზიდან


ცვიოდნენ. პრისტავმა ამაზეც იზრუნა: სანამ სიძე-ქალიშ-
ვილი უღელტეხილსა და დარიალის ხეობას გადაივლიდ-
ნენ, ცხენების მაგიერ, ხალხი უნდა შეებათ საფოსტო ეტ-
ლებში, რათა გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარიყო.

დიდად აღფრთოვანებული იყვნენ უღელტეხილის სილა-


მაზით პრისტავის სიძე-ქალიშვილი.

პავლე მღვდელმა კი კიდევ რამდენიმე პრისტავი გამოიც-


ვალა და ისეთი სახელი დატოვა ხალხში, იმას ვერავინ
გერ იტყოდა შიო მამის, ან პაპის ჯიშზე წავიდაო, თუმცა
მამას უყვარდა მრევლიდან ფულის აღება, მაგრამ ნუშის-

50
კარის ეკლესიის განძზე, ხარბადაც კი არასოდეს წასვლია
თვალი.

განძის განძი! - ჩამოსჩხავის ხის კენწეროზე შემომჯდარი


ყვავი შიოს, რომელსაც მოგონებები აღარ ასვენებენ და
ნახნავში აქეთ-იქით დარბის. ისეთი სახე აქვს, იმის შემ-
ხედვარე ბრიგადირი შიშით იპარება, ხალხში იმალება და
ერთი სული აქვს დაღამდეს, ვერაფრით ვერ გაუგია, ამ
ბოლო დროს რამ გამოსცვალა თავმჯდომარე; აქამდე
ხალხს არ
უყვიროდა, დღეს კი ლამის არის ხმა ჩაუწყდეს, ისე დაჰ-
კივის ხან ხარებს, ხან ხალხს და თუ სადმე ბრიგადირს წა-
აწყდა ხომ ცოფიანივით ხდება იმის დანახვაზე.

– ე რა დაუკოდავ მოზვერივით დარბის ე ჩვენი თავმჯდო-


მარე - როგორც იქნა გაბედა და მეზობელს გადაუჩურჩუ-
ლა თორელათ გიორგიმ.

- რაღაცა უჭირს, უერთოდ ესე არ აცმუკდებოდა.

- რაღა უჭირს, საქმე საათივით აქვს აწყობილი.

- ი ნეტავ, მოხსნას ხო არ უპირებენ?

- მაგას ვინ მოხსნის, ისე აქვს რაიონში ფესვი გადგმული,


როგორც ი ჩემ კაკალს, ჩემ ბოსტანში ხო აქვს და აქეს, ეხ-
ლა ბერდიათ წიწაი მეჩხუბება, შენმა კაკალმა ჩემ ბოსტან-
შიც ფესვი გაიდგაო; გაიდგამს აბა მა რა იქნება, საცა სათა-
ვისო ნიადაგს ნახავს იქით წავა. ე ჩვენი შიოს საქმეც ხო
ეგეა, რაკი ერთხელ ჩადგა კომუნისტობაში ფეხი და კარ-

51
გად მოერგო, თვითონ იცის თავის საქმისა. მაგას თავ-
მჯდომარე–ობიდან არავინ მოხსნის, როგორც მე არ მოვ-
ჭრი იმ ჩემ კაკალს, წიწაის კი არა, მწარიაის ბოსტანშიც რო
გაიდგას ფესვი, -

– გაჩუმდი კაცო, არავინ გაგვიგონოს, თორე, მამრე ნახე


შენა - შეახსენა ენადგაკრეფილ გიორგის მეზობელმა.

გორგი შეკრთა, შეშინებულმა, ეს რა წამოვროშეო, აქეთი-


ქით დაიწყო ყურება.

შიო ისევ ნახნავში დარბოდა და ადგილს ვერ პოულობდა


სულის მოსათქმელად.

ყვავი ისევ ჩხაოდა ღა იმის ყოველ წამოყრანტალებაზე,


თავმჯდომარეს ხან რა ახსენდებოდა და ხან რა. ბოლოს
ვეღარ გაუძლო ყვავის ჩხავილს, კანტორისაკენ წავიდა და
თავის კაბინეტს შეაფარა თავი.

მოსაღამოვდა.

ბრიგადირმა ხალხს გასძახა დაისვენეთო, მერე თორელათ


გიორგისთან მივიდა და სამწუხარივით უთხრა ჩუმად:

- თავმჯდომარე გეძახის თავისთან.

გიორგიმ ფერი დაკარგა, ერთი კი გადახედა თავის მეზო-


ბელს, მაგრამ იმან თვალი აარიდა.

52
უგუნებოდ წავიდა კოლმეურნეობის კანტორისაკენ. გუ-
ლი რაღაც არასასიამოვნოს უგრძნობდა. წყაროზე პირი
დაიბანა, ტალახიანი ჩექმები გაირეცხა, ხალათის ჯიბი-
დან სავარცხელი ამოიღო, თმა გადაივარცხნა და ასე მო-
კოხტავებული
წავიდა კანტორისაკენ.

ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო რატომ ეძახდა თავმჯდომა-


რე.

შიოს კაბინეტის კარი ფრთხილად შეაღო და იქვე კუთხე-


ში აიტუზა.

თავმჯდომარე ფანჯარას გაჰყურებდა და ფიქრში იყო


გართული, გარედან ყრუდ ისმოდა ყვავის ძახილი.

რაკი შიო ფიქრებიდან ვერ გამოერკვა და ვერ შეამჩნია ამ-


დენ ხანს კართან ატუზული გიორგი, ამ უკანასკნელმა
იფიქრა თავს შევახსენებო, ჩაახველა და რო არც ამაზე მი-
აქციეს ყურადღება, ძლივს ამოთქვა:

- მოვედი, უფროსო.

- რა?! - სკამიდან წამოიჭრა შიო და კარებთან მორჩილად


მდგარ გიორგის რომ მოჰკრა თვალი, დამშვიდდა, ისევ
დაჯდა, ცოტა ხანს გიორგი ათვალიერა, თითქოს პირვე-
ლად ხედავდა, ანდა იმას იხსენებდა, ეს კაცი სად მინახავ-
სო, მერე თითი მუქარით დაუქნია და უთხრა:

53
- შენ კაკლის ხეს, ფესვები ჩემ ბოსტანშიც გაუდგამს და ამ-
ჯერად იმას გაკმარებ, რომ წახვალ და ამაღამვე მოჭრი ამ
კაკალს, თუ არა და ხვალვე ისეთ ადგილას გადაგრგავ, კა-
კალი კი არა, ტყემალიც მოგენატრეა, გასაგებია?

- გასაგებია- ამოილუღლუღა გულშეღონებულმა გიორ-


გიმ.

- აბა, დროს ნუღარ კარგავ, - უბრძანა შიომ.

გიორგი გამობრუნდა და ის იყო კარში უნდა გამოსული-


ყო, რომ შიომ მიაძახა:

- მოიცა, მოიცა, გკითხავს ვინმე, ალბათ, ამ გაზაფხულზე


კაკალს რატომ ჭრიო; ჰო მართლა, მეც ძალიან მაინტერე-
სებს გაზაფხულზე კაკლის მოჭრა რამ გაფიქრებინა.

- რა ვიცი, მოვიფიქრებ რამეს - თქვა გიორგიმ.

- როგორ, მოუფიქრებლად ჭრი? - სახე აელეწა შიოს.

- სახლს მიჩრდილავს, თანაც ბოსტანში ვეღარაფერი და-


მითესია, სადაც ბარის პირს ჩაუყრი, ყველგან იმისი ფეს-
ვებია - თქვა გიორგიმ.

- ჰოო, მაშინ შეიძლება, ოღონდ დროზე მოჭერი, სამუშაო-


ზე არ დააგვიანო, წადი ეხლა, რაღას უდგეხარ.

გიორგი მუხლმოკვეთილი გამოვიდა გარეთ.

54
კიდევ რა უნდა ეთქვა თავმჯდომარეს ისეთი, რომ გიორ-
გის ასე დასწყვეტოდა გული. ალბათ, იმ მეორე დაპირება-
საც, შიო რომ შეჰპირდა, თუ კაკალს არ მოჭრი, ისეთ ად-
გილას გადაგრგავ, კაკალი კი არა, ტყემალიც მოგენატრე-
ბაო.
ხვალვე რომ წაიყვანონ გიორგი, ალბათ, იმაზე მეტადაც
აღარ დასწყდება გული, კაკალს რომ ვეღარ იხილავს ფეხ-
ზე მდგარს.

- ვაი შენ გიორგის! - ამოიოხრა ხმამაღლა და ისევ ფიქრებს


მიეცა..ეს კაკალი, არც მისი დარგულია და არც იმის მამი-
სა. ძველისძველია, თითქმის ნუშისკარის ეკლესიის დრო-
ინდელი და რაც კი რამ ბავშვობიდან კარგი ახსოვს გიორ-
გის, თითქმის მეტი წილი მოგონებებისა, ამ კაკალთან
არის დაკავშირებული.

პირველი ოცნება გიორგისა ის იყო, რომ როდის გაიზ-


რდებოდა იმხელა, ამ კაკალზე ასვლა რომ შესძლებოდა.
აი, ახლა ისიც კი ცხადად დაუდგა თვალწინ როგორ არ-
წევდა მთელი დღეების განმავლობაში კაკლის ძირში
მიდგმულ აკვანს, რომელშიც გიორგის პაწაწინა დაიკო
იყო ჩაკრული და გაიღვიძებდა თუ არა, იმ წუთში ტი-
რილს მოჰყვებოდა, გიორგიმ მაშინ არ იცოდა, რომ პატარა
შიმშილისაგან ტიროდა და რაკი მშობლები სამუშაოზე
იყვნენ წასულნი, სახლი და ოჯახის მოვლა-თავკაცობა კი
გიორგის ებარა, (ცდილობდა როგორმე დაეძინებინა ატი-
რებული და. გიორგის მაშინ ატირებული დის დაძინება
ერთადერთ სწორ გზად მიაჩნდა და გულიანაღდ არწევდა
აკვანს, მაგრამ ხშირად ვეღარ გააჩუმებდა ხოლმე დას, კა-

55
კალზე აცოცდებოდა (სადამდეც შეეძლო იქამდის) და
მთელი ძალით გაჰყვიროდა მამულებში მომუშავე დედას:

- დედააა! დედააა! სალომე ტირის, დედააა

იმის ყვირილზე ცოტა ხნით ჩუმდებოდა სალომე. გიორ-


გიც ხიდან ჩამოხტებოდა, კაკლის ფოთლებს ჩამოიყო-
ლებდა და იმით მარაოსავით უნიავებდა ჰაერს დაიკოს.
ამასობაში დედაც მოირბენდა, სალომეს აკვნიდან ამოიყ-
ვანდა, გამოუცვლიდა, გულზე მიიხუტებდა და ძუძუს
აწოვებდა. გოგონა ჯერ კიდევ ნაწყენი სლუკუნებდა, პა-
წია ცხვირი დედის ძუძუსათვის მიეჭყლიტნა და ცალი
თვალით გიორგის გამოჰყურებდა. თითქოს ეუბნებოდა:
ნახე, შენ რომ გამაბრაზე, სამაგიეროდ ჩემი დედიკო ძუ-
ძუს მაწოვებსო.

ამასობაში გიორგი სულ ცოტა ხნით დაეთხოვებოდა დე-


დას და თავის ტოლ-ამხანაგებთან გაიჭრებოდა სოფელში.
დათქმულ დროზე ისევ კაკალთან მოირბენდა, დედა ისევ
სამუშაოდ მიდიოდა და გამაძღარ სალომეს აღარც კი უნ-
დოდა აკვნის დარწევა თვითონვე იძინებდა. გიორგი კაკ-
ლის ხეს
ახედავდა და ოცნებობდა იმ დროზე, როცა კენწეროში მო-
ექცეოდა და შემოდგომით ისევე ჩამობერტყავდა გრძელი
ჯოხით, როგორც ამას მამა და მეზობლის ყოჩაღი ბიჭები
აკეთებდნენ. რამდენჯერმე კაკლის შუა წელამდე ავიდა
გიორგი და ზემოდან რომ გადახედა ნუშისკარს, ისე მაღ-
ლა მოეჩვენა თავი, შეშინებული ვეღარ ახერხებდა ჩამოს-
ვლას, ალბათ, ვერ ჩამოვიდოდა თვითონ, სალომეს ტი-
რილს რომ არ ჩამოეყვანა.

56
იქვე, კაკლის ძირში იჯდა ხოლმე უკანა თათებზე, იმათი
დიდი ძაღლი და გაკვირვებული შეჰყურებდა გიორგის.
შეჰყურებდა ისეთი თვალებით, თითქოს ნატრობდა, ე, მე
მაინც შემეძლოს ხეზე ასვლა რომ ყვავებისთვის მეჩვენე-
ბინა სეირიო.
ყვავები ეჯავრებოდა მურიას. ჯერ ერთი იმიტომ რომ კა-
კალს იპარავდნენ გამუდმებით, მეორეც, ესენიც ისევე უშ-
ნოდ ჩხაოდნენ, როგორც ჩხიკვები, თუმცა ჩხიკვები კა-
კალს ვერ იპარავდნენ, მაგრამ ალუბალს კი მუსრს ავლებ-
დნენ. ალუბლის ხე შედარებით დაბალი იყო და ისეთი
რიხით გაექანებოდა ხოლმე ზედ შესკუპებულ ჩხიკვებს
მურია.
დამფრთხლები იმ წუთში კაკლის ტოტებს შეაფარებდნენ
თავს. ახლა იქიდან არ ასვენებდნენ ძაღლს:

- ჩხ-ჩხ! ჩხ-ჩხ! - გაიძახოდნენ ერთთავად.

ყვავები კიდევ იმიტომ არ უყვარდა ძაღლს, რომ ხშირად


უვარდებოდათ პირიდან კაკალი და ზემოდან, თითქოს
განგებ უმიზნებდნენ, პირდაპირ თავში ხვდებოდა, ის-ის
იყო ჩაძინებულ მურიას.

ხანდახან, როცა სალომე არ ტიროდა და გიორგის ჩამიჩუ-


მიც არ ისმოდა, იქვე მოშორებით კაკლის ჩრდილში წამო-
გორებული მურია, უცებ დააჭყეტდა ცალ თვალს და აკ-
ვნისაკენ გამოიხედავდა, თითქოს გიორგის არ ენდობო-
და, ბალ–ღებთან ხომ არ გაიპარა და სალომე მარტო და-
ტოვაო. გულს რომ დაიმშვიდებდა, ისევ წასთვლემდა.

57
„ალბათ, ჩემი აკვანიც იმ კაკლის ხესთან ედგა ხოლმე დე-
დას“, ფიქრობს სახლისაკენ მიმავალი გიორგი და ერთია-
ნად დარდსა და მოგონებებსა ჰყავს შეპყრობილი.
ისევ თავისი პატარა დაიკო ახსენდება წითელა რომ სჭირ-
და და რაკი ოთახში სიცხით ჩაგუდული ჰაერი იყო, კაკ-
ლის ძირში გაუშალეს დიდი ფარდაგები სალომეს. ფარ-
დაგებზე ლოგინი გაშალეს და კაკლის ტოტებზე სათამა-
შოები და წითელ-ყვითელი ძაფები ჩამოაბეს. მაშინ სა-
ლომე სამი წლისა იყო და, მართალია, გამართულად ტიკ-
ტიკებდა, გიორგის მაინც გიოს ეძახდა.

ჰაერზე თითქოს სული მოითქვა გოგონამ, მოიხედა კი-


დეც, თვალები გაახილა. გიორგი რომ დაინახა, გაუღიმა,

– გიო - თქვა და ასევე გაღიმებული მიესვენა უსულოდ.

გიორგის მამაც კაკლის ძირში მოკვდა. თვითონ სთხოვა


გიორგის:

- შვილო, სიკვდილი მოვიდა და კაკლის ძირ გამიშალე ნა-


ბადი, იქ მინდა შევხვდე ამ უღმერთოს.
გიორგიმ თხოვნა შეუსრულა.
ამბობენ თითქოს გიორგის პაპას და პაპის-პაპასაც იმ კაკ-
ლის ძირში დაელიოთ სული.
- დალოცვილი ხეა და საავოდ, საჯოჯოხეთოდ არ ჩააბა-
რებს სიკვდილს ჩვენ თავს-ო,” ასე ამბობდნენ, თურმე.
ადრიდანვე მოდენილა ამ ხის სიკეთეზე ეს ხმა.
შაშვის კვერცხივით თხელი ნაჭუჭი ჰქონდა და სხმით ხო
იმდენს ისხამდა, ზამთარში თხილობის ღამეს, მეზობელი
არ დარჩებოდა ახლო-მახლო ისე რომ ერთი ჯამი კაკალი

58
არ მიეწოდებინათ გიორგის დედ-მამას მათთვის, არც გი-
ორგის უღალატნია ამ ჩვეულებისათვის, თუმცა დედამი-
სი ჯერაც ცოცხალია და თუ ვინმე შემთხვევით გამორჩება
მეზობლებში შვილს, დედაბერი არ ივიწყებს, ან წინსა-
ფარში ჩაიყრის
ჯამით კაკალს და ცალი ხელით ჯოხს ებჯინება, ცალით
წინსაფრის კალთები უჭირავს, მეზობლისაკენ მიდის და,
მართალია, ჩიქილიან ტანსაცმლიანად შავებშია გამოწყო-
ბილი,მაინც რაღაცნაირ ნათელს მიიყოლებს თან. ამ დე-
დაბერს მარიამი ჰქვია.
ახლა ის უზის მთელი დღეების განმავლობაში კაკლის ძი-
რას მდგარ აკვანს, სადაც გიორგის შვილები წვანან და არ-
წევს. თუმცა, ეს კარგა ხანია იყო, გიორგის შვილები ახლა
სკოლაში დადიან. მარიამი კი ისევ ზის კაკლის ძირში და
საქმიანობს, თან სულ ერთთავად ჩაფიქრებულია რაღაცა-
ზე, შეიძლება წარსულზე დარდობს. შეიძლება მომავლი-
სას უგრძნობს რაღაცა ავს გული. ჯერ ომი არ დაწყებულა
მაგრამ ორ-სამ წელში ისიც დაიწყება და იქნებ წინასწარ
გრძნობს დედის გული ამას.
შემობინდდა.

- შემოდი ბებო, დედა გეძახის შეგცივდებაო - გამოსძახის


სახლის დერეფნიდან შვილიშვილი მარიამს.
- ჰა? - ფიქრებიდან გამოერკვა მოხუცი და სანამ წამოდგე-
ბოდა, კაკალს ახედა.ნეტავი რას გრძნობს ბებრის გული?
ისინი ამის შესახებ არაფერს ამბობენ, უმეტესად ჩუმად
არიან, არა და სულ რაღაცაზე ფიქრობენ, გამუდმებით რა-
ღაცას უგრძნობთ გული.

მარიამსაც თითქოს რაღაცას ეუბნება გულისგული.

59
სახლში შედის.

ბინდში გაეხვევა კაკლის ქვედა ტანი. კენწერო კი ჯერ


ისევ განათებულია და ახლად გამოკოკრილი რტოებით
ელამუნება შეღამების ლაჟვარდს.

ერთ ბნელ ორღობეში, ღობეს მიყრდნობილი გიორგი


თითქოს აღარ აპირებს სახლში მისვლას. სახლიდან გა-
მოგდებულ ბალღივით ატუზულა და ჯიბეებში ხელებ-
ჩაწყობილი, გარინდებული დგას.

ისევ ცხადად ხედავს, როგორ გადახტა ტოტიდან-ტოტზე


ციყვი და სადღაც მიიმალა.
- ე, სად წავიდა? - უკვირს გიორგის.
- სახლში - ღიმილით ეუბნება მამა.
- ჩვენ სახლში? - დაფრთხა გიორგი.
- არა, თავის სახლში.
- თავის სახლი სადა აქვს?
- კაკალში.
– როგორ, ეს კაკალი ხომ ჩვენია?!
- ჩვენიც არის და ციყვისიც.
- ციყვისი რატომ არის?
- იმიტომ, რომ სახლი ამ კაკალში. აქვს - ამბობს მამა.
- შენ აუშენე?
- არა, ცოტას კოდალა მიეხმარა, ცოტას თვითონ კაკალი
და დანარჩენი თვითონ მოაწყო - თქვა მამამ, გიორგი ცა-
ლი ხელით აიყვანა, მეორეთი კაკალზე აცოცდა და ჩაახე-
და ციყვის ბუდეში.

60
რაღა თქმა უნდა, ციყვი შეშინებული გაიქცა. გიორგის მა-
მამ იმის ბუდეში ხელი ჩაყო, ფოთლები გადასწია და შიგ-
ნით ჩაგროვილი კაკლები დაანახა ბიჭს.
- კაკლები რად უნდა, მამა? - ეკითხებოდა ძირს ჩამოსული
გიორგი მამას.
- ზამთრისთვის. ზოგს თხილობის ღამეს დაამტვრევს,
ზოგს ახალ წელიწადს, ზოგს ყველიერში, ზოგს აღებას და
ზოგსაც წყალკურთხევას - უთხრა მამამ.

- აღდგომას?

– აღდგომასაც დაამტვრევს, თუ რამეღა დარჩა, მაგრამ ეგ


ისეთი მსუნაგია, ბევრი აღარა დარჩება-რა მანამდე.

- თუ აღარ ექნება ჩვენ აუტანოთ და ჩავუყაროთ, ხო მამი,


- თქვა გიორგიმ.

- ხოო, ეგ კი კარგი მოიფიქრე - შეაქო მამამ - როცა დავბერ-


ტყავ, ზოგსაც ხეზე დავუტოვებ, მაგრამ ყვავები არ შემარ-
ჩენენ.

იმ დღიდან ოჯახის წევრივით უყურებდა გიორგი კაკლის


ხეზე შემოსკუპებულ ციყვს, რომელიც ვერ ისვენებდა და
წარა-მარა აქეთ-იქით დახტოდა.

ღობეზე მიყრდნობილ გიორგის ხმამაღლა გაეცინა, ციყ-


ვმა თავის ქორწილის ღამე მოაგონა. როცა ჯარზე დამ-
სხდარი ნეფე-პატარძალი ჯარიდან გამოიყვანეს, საქორ-
წილო ლოგინი კაკლის ძირში გაუშალეს, სიკეთითა და
ბარაქით სავსე კაკალია და თქვენც ასევე დაგებედებათო.

61
გაუშალეს ლოგინი ღა თვითონ ისევ კალოში გააბეს მხი-
არულება მაყრებმა.

აგვისტოს ღამეა.

მთვარე ხან გამოანათებს, ხან მიიმალება.


წვანან გიორგი და იმის დედოფალი კაკლის ძირში.
ორივეს გულს ბაგა-ბუგი გააქვს, უბრალო მიკარებაზედაც
კი კრთებიან, გამხმარ ჩალასავით თრთიან და ერთი ნა-
პერწკალი უნდა რომ ცეცხლმა შთანთქას, მაგრამ თავს
იკავებენ, კალოდან მექორწილეთა მხიარულება ისმის და
ამ ხმებისა რცხვენიათ ორივე გულაღმა წვანან, ერთიც
მთვარეს უყურებს, -- მეორეც. მთვარე კი ისე ოსტატუ-
რად, ისე მაცდურად იმალება დროდადრო ღრუბლებში,
თითქოს აქეზებს, აი, მე აღარ გავანათებ და მიდით, მო-
ესიყვარულეთ ერთმანეთსო. პირობას კი არ ასრულებს,
მალევე გამოიჭყიტება ხოლმე, აბა რა ქნესო. რა ქნეს და
ისევ გულაღმა წვანან, ხმას არ იღებენ. ერთი-ორჯერ გი-
ორგიმ ჩაახველა, ერთიორჯერაც პატარძალმა ამოიქშინა,
ეგ იყო და ეგ.

ძილი?

ძილს რა მოჰკიდებდა, თუმცა მეორე ღამის უძილოები იყ-


ვნენ, მაგრამ სად იყო ძილი, სადღაც გადაიკარგა.

ასე იწვნენ გამტკნარებულები და თრთოდნენ, კრთებოდ-


ნენ, ხმას არ იღებდნენ.

62
მთვარე კარგახანს შეიმალა და სიბნელე ჩამოწვა.

ახლა ვეღარავინ დაინახავდათ, მაგრამ ხმა მოდიოდა და


ხმის სცხვენოდათ.

გატრუნულები იწვნენ.

უცებ რაღაცა დაახტა იმათ საწოლს.

წამოცვივდნენ.

შეშინებული პატარძალი გიორგის მიეკრა,

სწორედ ამ დროს მთვარემ გამოანათა და გიორგიმ თვალი


მოჰკრა როგორ არბოდა კაკლის ხეხე დამფრთხალი ციყ-
ვი:

პატარძალი მთელი სხეულით ეკვროდა გიორგის და ში-


შისა და ნეტარებისაგან კანკალებდა.
- ნუ გეშინია, ციყვი იყო - თქვა გიორგიმ.

- ციყვი? - იკითხა პატარძალმა.

- ჰო, ციყვი, კაკლიდან ჩამოვარდა - აუხსნა გიორგიმ.


სწორედ ამ დროს მთვარეც მიიმალა ღრუბლებში და ერ-
თმანეთზე უგონოდ ჩახვეულ ნეფე-პატარძალს, კარგა ხა-
ნი აღარც მთვარის შუქი დაუნახავთ და აღარც კალოდან
გამო-მავალი მაყრიონის მხიარულების ხმა გაუგონიათ...

63
ალბათ, თაობები თაობებს სცვლიდნენ, გიორგის კი, როცა
კი კაკლის ტოტზე ციყვს დაინახავდა, ყოველთვის ის ციყ-
ვი ეგონა, პირველად რომ აჩვენა მამამ თავის სოროში შე-
ყუჟული. როცა თვითონ შესძლო ხეზე ასვლა, ყოველ შე-
მოდგომაზე დარჩეულ კაკალს აუტანდა ხოლმე უბით და
ამოავსებღა ციყვის ფუღუროს.

ხანდახან მტრედებიც სხდებოდნენ ხოლმე კაკალზე.

– ეს ის მტრედები არიან, ეკლესიის იფანზე რომ ბუდობე-


ნო - რატომღაც ჩუმი ხმით იტყოდა ხოლმე გიორგის მამა
და თან პირჯვარს იწერდა.

იმ წელს კი, შიოს ბრძანებით რომ ასაფეთქებელი წამალი


ჩაუწყვეს საძირკველში ნუშისკარის ეკლესიას და მერე ში-
ომ ისეთივე გაბადრული სახით მოუკიდა დინამიტის ფი-
თილს, ლენტის საზეიმო გაჭრისას რომ მიიღებს ხოლმე
და როცა ეკლესია აფეთქდა, გუმბათი ისე მაღლა აფრინდა
ცაში, კედლები უკვე ნამსხვრევებადქცეული ეყარა ეკლე-
სიის ეზოში გუმბათი კი ჯერ ისევ ჰაერში იყო და ერთი
წამით ხალხს მოეჩვენა რომ გაჩერდა და თითქოს აღარ
აპირებდა ძირს დაცემას.

იმ წუთას შიოს ნირი წაუხდა და თვალებზე ხელიც კი მო-


ისვა, ხომ არ მეჩვენებაო. ეკლესიის გუმბათი კი ისე ჩაეშვა
ნანგრევებში, როგორც მელიისაგან უცაბედად წამოფრე-
ნილი ფრინველი ჩაეშვება-ხოლმე თავის ბუდეში, რო-
მელმაც ჯერ არც კი იცის რომ ბუდე მიმოპენტილია, კვერ-
ცხები კი ჩამსხვრეული.

64
მაშინ დამფრთხალი მტრედები, კაკლის კენწეროებზე შე-
მოსხდნენ და იმ წელიწადს სულ აქ ბუდობდნენ, შემოდ-
გომაზე კი ისევ იფნის ხეზე გადასახლდნენ.

საგონებელში იყო გიორგი ჩავარდნილი და ვეღარც სახ-


ლისაკენ გადაედგა ნაბიჯი, ვეღარც ის გადაეწყვიტა, რო-
გორ უნდა მოქცეულიყო. კაკლის მოჭრა მისთვის წარსუ-
ლის მოჭრას ნიშნავდა, თუ არ მოჭრიდა და იმის მომა-
ვალს უჭირდა, ვინ იცის ხვალვე აესრულებინა შიოს და-
ნაქადები: არ მოჭრი და ისეთ ადგილას გადაგრგავ, კაკა-
ლი კი არა, ტყემალიც მოგენატროსო.

იზამს შიო ამას.

სიტყვის კაცია და იზამს, არაფერი არ დაუდგება წინ.

უცებ რაღაცა აზრმა გაუნათა გიორგის გონება და

ადგილს მოსწყდა.

- რაც შეეძლო გარბოდა,

გარბოდა კოლმეურნეობის კანტორისაკენ და როცა შიოს


კაბინეტის კარი შეაღო, შიო ისევ იქვე დაუხვდა, ისევ ისე
რაღაცაზე დაფიქრებული.

- ბატონო შიო! პატივცემულო შიო! - იძახდა გიორგი და


დაღლილი ძლივსღა სუნთქავდა.

- ჰო, რა იყო? - ჰკითხა შიომ.

65
- მოვიფიქრე, ბატონო შიო.

– რა მოიფიქრე?

- ისა რომა, ავდგები და იმ მხარეს, საითაც შენი ბოსტანია,


ავდგები და სუ სულერთიანად დავაჭრი კაკალს ფესვებს,
მერე იმ მოჭრილებს ამოვძირკვავ, მერე...

- მერე იცი რას გეტყვი? კაკალს კი არა, შენ გაქვს ეგ ენა


პირში მოსაჭრელი რომ არც შენ გასვენებს და არც სხვას, ა
რამდენი შვილი გყავს?
- სამი.

- აი, ხომ ხედავ, კიდევ მეცოდები, შენ შვილებზე გფიქრობ


და ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია შენი გადა... ჰო, ჰო, გა-
დარგვა. ის კაკალი კი, სხვა თუ არაფერი, ჯერ მარტო იმი-
ტომაა მოსაჭრელი რომ მაგისი წყალობით, ყვავებით გა-
ივსო ჩვენი სოფელი, აღარ შეიძლება მეტის ატანა, საცა კი
გაიხედავ ყვავების მეტი არაფერია, თუნდაც მაგიტომაა ეგ
კაკალი მოსაჭრელი, მაგრამ მოიცა მოიცა, შენ ისევ აქა
ხარ?
როგორ, ჯერ არ წასულხარ? -- ისეთი სახით იკითხა შიომ,
გიორგი მიხვდა რომ კარგი არაფერი დაემართებოდა და
თქვა:

- წავალ ჰო, წავალ.

შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა სახლის გზას.


ახლაღა მიხვდა რომ კაკალი აქ იმდენად არაფერ შუაში არ

66
იყო, რამდენადაც გიორგის ენა, ეხლაღა მიხვდა რომ იმი-
სი კაკლის ფესვები ვერასოდეს ვერ მიუწევდნენ შიოს
ბოსტანამდის, ეხლაღა მიხვდა, რომ ვიღაცამ მისი ამდი-
ლანდელი ნალაპარაკევი მიუტანა შიოს.

- ვაი შენ ჩემო თავო! - ამოიგმინა გიორგიმ - დააყენე რა


ენა, შენ გარდა არავისა აქვს, თუ რა?

სახლში ერთიანად ფერდაკარგული მივიდა გიორგი,


ეზოში შესულმა თვალი მოარიდა კაკალს.

ცოლმა სახელდახელოდ გაუწყო სუფრა.

უგულოდ ჭამდა, თითქმის არც არაფერი უჭამია.

ადგა.

დერეფანში გამოვიდა.

კარგა ხანს იდგა თავდახრილი.

ფიქრობდა.

როგორც იქნა გაუსწორა თვალი კაკალს და ამის მერე ვე-


ღარც მოსწყვიტა.

გაშტერებული უყურებდა.

მოეჩვენა რომ კაკლის ძირში იდგნენ მისი წინაპრები და


უხმოდ შემოჰყურებდნენ.

67
ეს ერთი წამით მოეჩვენა. მერე ისევ კაკალი გამოჩნდა
მთელი თავისი სიდიადით.

ის-ის იყო ამოდიოდა მთვარე და ჯერ-ჯერობით კაკლის


კენწერო უფრო განათებული იყო.

„არ მოვჭრი, წავალ და სადღაც გადავიკარგები“, გაიფიქრა


გიორგიმ, მაგრამ იმავე წუთს შიოს სიტყვები ჩაესმა: „რამ-
დენი შვილი გყავს?“

– სად გავიქცევი?! - ხმამაღლა წამოსცდა გიორგის,

- რა თქვი? - შეეკითხა ცოლი, რომელიც იქვე საქმიანობდა.

გიორგიმ ხმა არ გასცა, დერეფნის კუთხეში მიყუდებული


ცული აიღო და ლესვა დაუწყო.

მთვარეც ამოვიდა.

ახლა კაკლის ქვედა წელიც განათდა.

ცულის ლესვამ უფრო აუშალა ფიქრი გიორგის.

გალესვას რომ მორჩა, წამოდგა, კარგახანს დადიოდა კაკ-


ლის გარშემო, ათვალიერებდა, ხელით ეფერებოდა. მერე
ერთ ადგილას გაჩერდა, კაკალს მიაშტერდა და იმაზე და-
იწყო
ფიქრი, თუ რომელი მხრიდან დაეწყო მოჭრა, რომ წაქცე-
ვისას სახლის მხარეს არ წაქცეულიყო.

68
„ეს რომ სახლს დაეცეს, ხომ ერთმანეთში აურევს სახუ-
რავსა და საძირკველს“, გაიფიქრა გიორგიმ. სჯობდა ისევ
მოპირდაპირე მხრიდან დაეწყო მოჭრა, რომ იქეთ გადაქ-
ცეულიყო, მაგრამ იმ მხარეს მეზობლის საბძელი იდგა და
ახლა იმას დაეცემოდა ყველაზე უფრო სასურველი იყო,
რომ კაკალი წიწაის ბოსტნის მხარეს გადაექცია. მართა-
ლია ამას, რამოდენიმე ჭანჭური და ვაშლის ხე შეეწირე-
ბოდა წიწაის ბოსტანში, მაგრამ ეს მაინც ერთადერთი
სწორი მიმართულება იყო, ხოლო თუ ყოჩაღად მოიქცე-
ოდა, შეიძლება ისე გადაექცია კაკალი, რომ ვაშლის ხესაც
არაფერი დაშავებოდა.

საქმის თადარიგმა თანდათან ისე გაიტაცა, რომ ნაკლე-


ბადღა ფიქრობდა წარსულზე.

ყველაფერი მოფიქრებული და აწონილ-გაზომილი ჰქონ-


ღა, ახლა მარტო იმასღა ელოდებოდა, რომ დედამისს და
ბალღებს დაეძინათ. არ უნდოდა, იმათ ენახათ, როგორ
ურტყამდა კაკალს ცულს. იმის ბაღლებსაც, ალბათ, ბევრი
მოგონება ჰქონდათ ამ კაკალთან. იმათაც ხომ თვითონ აჩ-
ვენა ციყვის ბუდე. ბიჭები მამასავით უბით აუტანდნენ
ხოლმე შუა ზამთარში ციყვს კაკალს და სოროში ჩაუყ-
რიდნენ, იმისი გოგონა კი ერთთავად კაკლის ფოთლები-
საგან უკერავდა კაბებს თავის დედოფალებს.
არ უნდოდა გიორგის, რომ დედამისს დაენახა, როგორ
ჭრიდა იმისი შვილი კაკალს. მარიამს ხომ იმდენი რამე
აკავშირებდა ამ ხესთან, რომ აღარა ვთქვათ შვილისა და
ქმრის სიკვდილი, შვილიშვილების აკვნებსაც ხომ აქ არ-
წევდა.

69
არც ის უნდოდა გიორგის, რომ ცოლს ენახა როგორ შემო-
უქნევდა გიორგი კაკალს ცულს. იმის ცოლსაც ხომ ის
პირველი ქორწინების ღამე აკავშირებდა ამ ხესთან. მაგ-
რამ ამას გერ ასცდებოდა, რაც არ უნდა გვიან დაეწყო ხის
მოჭრა.

ცოლი გიორგიზე ადრე არასოდეს დაწოლილა და, ალბათ


იმიტომ ფუსფუსებს რომ, ელოდება, როდის დაწვება.

გიორგი ერთ ხანს იჯდა და კაკლის ტოტებსშორის გაბ-


ლანდულ მთვარეს შეჰყურებდა.
როგორც იქნა დაწვნენ ბალღები.
მარიამმაც დაიძინა თავისი ბებრული, შიგადაშიგ მკრთო-
მარე ძილით.
- დაძინებას აღარ აპირებ? - გამოსძახა დერეფნიდან გიორ-
გის ცოლმა.
- დაწექი, მე ნუ დამელოდები, ჯერ არ მეძინება, კაკლის
ქვეშ მსიამოვნებს ყოფნა.
- ემანდ მთელი დღის ნამუშევარს გაზაფხულის სიომ არ
დაგცადოს - გააფრთხილა ცოლმა.
- დაწექი-მეთქი, ჩემზე ნუ დარდობ - ბრძანების კილოზე
გასძახა ცოლს გიორგიმ.
ცოლი ქმრის ბრძანებას დაემორჩილა და სახლში შევიდა.
თანდათან მიწყნარდა ნუშისკარი.
ნამუშევარი ხალხი დასაძინებლად წვებოდა და სახლებ-
ში,
აქა-იქ, ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდა სინათლეები,
მთვარე რომ არ ყოფილიყო ცაზე, ალბათ, უკუნეთი სიბ-
ნელე ჩამოწვებოდა.

70
გიორგიმ რამოდენიმე საბელი ერთმანეთს ბოლოებით გა-
დააბა, მერე ერთი ბოლო წელზე შეიბა და ხეზე აცოცდა.
რამოდენიმე წუთში კენწეროზე მოექცა, წელზე შემობმუ-
ლი საბელი მოიხსნა, კაკალს შეანასკვა და ერთ ხანს ასე
იჯდა გარინდებული. ხან ცაზე აჟიკჟიკებულ ვარსკვლა-
ვებს მიაშტერდებოდა, ხანაც ნუშისკარს და მის შემოგა-
რენს მიმოავლებდა მზერას. როგორც ხელისგულზე ისე
ჩანდა ყველაფერი. აგერ, იფნის ხე დაინახა გიორგიმ. ხის
კენწეროზე მთვარის შუქში მოელვარე მტრედებს მოჰკრა
თვალი და ისე გადაიწერა პირჯვარი, როგორც გიორგის
მამა იწერდა ხოლმე იმათ დანახვაზე, თითქოს ხელახლა
დაინახა გიორგიმ, როგორ აფრინდა ცაში დანგრეული ეკ-
ლესიის გუმბათი, იმ ზაფხულს რომ ამ კაკლის კენწეროს
შემოაფარეს მტრედებმა თავი ღა მერე ისევ თავიანთ
იფანზე გადასახლდნენ.

„მიკვირს რომ მოჭრას გადაურჩა იფანი“, გაიფიქრა გიორ-


გიმ. „ალბათ, ჯერ არავის აწუხებს, მაგრამ მტრედები რომ
დათესილ ნახნავში დაინახოს შიომ, იმ წუთში ხალხს მი-
უსვეს, იტყვის, მაგ იფანზე, სხვა რომ არაფერი, მტრედები
მრავლდებიანო“.

ჯერჯერობით კი მშვიდად სხედან მთვარით განათებულ


იფნის კენწეროზე მტრედები.

გიორგი უცებ შეკრთა, შექანდა და კინაღამ ძირს ჩამოვარ-


და, იმ წუთში მან თვალი მოჰკრა შიოს განათებულ კაბი-
ნეტის ფანჯრებს და მოეჩვენა რომ შიო უყურებდა იქე-
დან...

71
„მითვალთვალებს, მელოდება როდის დავიწყებ ხის მოჭ-
რას“, გაიფიქრა: გიორგიმ და იმ წუთში შიოს ხმა ჩაესმა:
„აი, ხომ ხედავ, კიდევ მეცოდები, შენ შვილებზე ვფიქრობ
და ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია შენი გადარგვა“.

ძირს დაეშვა გიორგი.

მიწაზე ჩამოსულმა ცული მოძებნა. ძირსდახვეული თო-


კის ბოლო წაიღო და წიწაის ბოსტნის მხარეს მოაბა ღობეს,
რომ წაქცევის დროს ხისთვის მიმართულება: მიეცა,

ნავარაუდებ ადგილას გაუჩერდა კაკალს, ცული აიქნია,


მაგრამ ჰაერშივე გაუჩერდა ხელები.

ვერ დაარტყა.

მოეჩვენა რომ კაკლის ძირში მამამისი იწვა და შემოჰყუ-


რებდა.

გიორგიმ პირჯვარი გადაიწერა.

ჩვენება გაქრა.

ახლა აღარაფერი ეჩვენებოდა, მაგრამ ხელმეორედ ცუ-


ლის მოქცევა უფრო გაუჭირდა. იმავე წუთში, კაკლის წვე-
რიდან დანახული განათებული ფანჯარა გაახსენდა და
თითქოს
ჩაესმა კიდეც: „რამდენი შვილი გყავს?“

72
გიორგიმ ცული დაუქნია ხეს.

გაბედა,

გაბედა როგორც იქნა.

და რაკიღა ერთხელ გაბედა, აღარც გაჩერებულა, მანამდე


სანამ ციყვის შეშფოთებულმა ხმამ არ შეაჩერა.

აიხედა.

კაკლის ხეებზე აღმა-დაღმა დარბოდა ციყვი. ხტუნვახ-


ტუნვით აირბენდა, კაკალს კენწეროში მოექცეოდა, იქე-
დან განგაშს ატეხდა, ისევ ძირს დაეშვებოდა, ბუდეში ჩაძ-
ვრებოდა, ისევ გამოიქცეოდა და მაშინღა გაჩერდა, როცა
დარწმუნდა, კაკალს აღარავინ ურტყამდა ცულს. დუმი-
ლი ჩამოვარდა და რატომღაც ამ დუმილმა სახლისაკენ გა-
ახედა გიორგი.

შეკრთა.

სახლის დერეფანში ერთიმეორის მიყოლებით იდგნენ


იმისი დედა, ცოლი, ბალღები და გაკვირვებული და შეში-
ნებული თვალებით შეჰყურებდნენ გიორგის.

ხმას არ იღებდნენ.

მარტო უყურებდნენ და არც ბალღები, არც დედა, არც ცო-


ლი, არავინ არ ეკითხებოდა, რატომ სჭრიდა კაკალს. ეტ-

73
ყობა, იმდენად იყვნენ გაოგნებულნი, რომ სიტყვას და ახ-
სნას აზრი აღარ ჰქონდა მათთვის.

ამ სიჩუმემ შეაშფოთა გიორგი, განზე გადგა და ხეს შეხე-


და.

ელდა ეცა.

მოეჩვენა, მთელი მისი წინაპრები იდგნენ კაკალთან და


ისინიც უხმოდ შემოჰყურებდნენ.

პირჯვარი გადაიწერა.

წინაპრები გაქრნენ.
ახლა ისევ თავის დედას და ცოლ-შვილს გახედა გიორგიმ,
თითქოს მათ თვალებში უნდოდა შეემოწმებინა, ამათაც
დაინახეს, თუ არაო, ისინი ისევ ისე უყურებდნენ.

„რამდენი შვილი გყავს?“ - ჩაესმა ამ დროს გიორგის და წა-


მოიყვირა!

- რას შემომყურებთ, შედით სახლში და დაიძინეთ?


ისინი უხმოდ, მორჩილად შებრუნდნენ და მოიხურეს
სახლის კარი...
გიორგიმ გამეტებით მოუქნია ცული ხეს..
ისევ ატეხა ციყვმა განგაში, მაგრამ გიორგი ახლა მას ყუ-
რადღებას აღარ აქცევდა. გარშემო თეთრი ნაფოტები ეყა-
რა და კაკლის ხის სურნელი ტრიალებდა.
- ჯერ შუაღამე იყო.
მთვარეს კიდევ კარგა დიდი სავალი ჰქონდა ცახე.

74
მთელი დღის ნამუშევარმა გიორგიმ დაღლა იგრძნო და
იქვე ჩამოჯდა.
ზევით აიხედა.
თითქოს მთელი ცის გაწვდენაზე ჰქონდა ტოტები გაშლი-
ლი კაკალს. როგორც აბლაბუდაში, ისე ჩანდა იმათ შორის
მთვარე.
ეს ღამე საბოლოო იყო კაკლისა და მთვარის ურთიერთო-
ბაში. ამის მერე ალბათ ვეღარასოდეს დაინახავს გიორგის
შთამომავლობა თავისი ეზოდან კაკლის სტოტებში ასე
ლამაზად გაჩხერილ მთვარეს. ვერც ტოტიდან ტოტზე გა-
დამხტარ ციყვს შეამჩნევენ და ვეღარც კაკალს აუტანენ
უბით ბალღები ზამთრობით კაკლის ფუღუროში ჩათბუ-
ნებულ ციყვს - აი ამას, ან ამის მსგავსს უნდა ფიქრობდეს
ახლა კაკლის ძირში გარინდებული გიორგი, მაგრამ ის კი
არ ფიქრობს გრძნობს მთელი არსებით, ფიქრი თითქმის
ზედმიტიცკია ახლა.

ისევ დაწყნარებულა კენწეროზე შემოსკუპებული ციყვი


და ქვემოთ კი არ იყურება, თავი აუშვერია და ცას გაჰყუ-
რებს, თითქოს მანძილს ზომავს, თადარიგს იჭერს, მარ-
თლა რომ ღმერთი გაუწყრეს გიორგის და ხე მოჭრას, იქ-
ნებ შესძლოს და კენწეროდან მთვარეზე გადახტეს ციყვი.
ახდა იქნება არც ფიქრობს, ან თუ ფიქრობს, სულ სხვა რა-
მეს, რასაც კაცის ფიქრთან საერთო არაფერი აქვს.

„სამუშაო არ გააცდინო“, ჩაესმა რულმორეულ გიორგის


შიოს ხმა. და ისევ კაკალს შეება. ცული კარგა უჭრიდა,
მაგრამ, ჯერჯერობით იმდენად არაფერი ეტყობოდა კა-
კალს. სამი კაცი ძლივს შემოუწვდენდა ხელებს და ასე მა-
ლე ვერაფერი დააკლო გიორგიმ.

75
მთელი ღამე ცულის ქნევაში გალია.

მამლის ყივილისას დაღლილს ძილმა წაართვა თავი და


იქვე, კაკლის ფესვებში ჩაეძინა.

რატომღაც თავისი პატარა დაიკო დაესიზმრა, გიორგი სა-


ლომეს აკვანს არწევდა, ის კი ტიროდა, არ ჩუმდებოდა და
გიორგიმ გადაწყვიტა კაკალზე ასულიყო, რომ დედისათ-
ვის დაეძახა. დააპირა კიდეც, მაგრამ აიხედა და, კაკალი
მოჭრილი დახვდა. მეტი რა გზა ჰქონდა, მურიას ანაბარა
დატოვა ატირებული, თვითონ დედასთან გაიქცა და
უკანმობრუნებულს, როგორც სიზმარში ხდება ხოლმე,
უკვე სამი წლისა დაუხვდა სალომე. კაკალიც ისევ ისე იდ-
გა, იმის ტოტებზე წითელ-ყვითელი ნაჭრეები ეკიდა,
ფესვებთან გაშლილ ჩხალიჩაზე სალომე იწვა სიცხიანი,
ბატონებს ებრძოდა და როცა გიორგი მასთან მივიდა, სა-
ლომემ თვალი გაახილა, ძმას გაუღიმა: გიო, წამოიძახა და
უსულოდ მიესვენა.

- შვილოოო! - იყვირა მარიამმა.

გიორგის გაეღვიძა.

გათენებულიყო.

ცოლშვილი ისევ ისე უხმოდ გამოჰყურებდა დერეფნი-


დან.

დედამისიც იმათთან იდგა და ხმას არც ის იღებდა.

76
იქნებ წეღან მართლა დაუძახა ცხადში შვილოო, მაგრამ ის
დაძახილი, რაკი სიზმარსაც ეკუთვნოდა, გიორგიმ აღარ
ჩათვალა საჭიროდ ეკითხა დედისათვის, რა გინდა, რა-
ტომ დამიძახეო, მითუმეტეს, ეტყობა არც არავინ სთვლი-
და საჭიროდ მის პასუხს და სიტყვებით ახსნა-განმარტე-
ბას. მოსახდენი კარს იყო მომდგარი, საქმე დაწყებული
იყო და ახლა ისღა დარჩენოდა გიორგის, რაც შეიძლება,
მალე დაებოლოვებინა ეს საქმე.

შიმშილი იგრძნო. ცული ხეში ჩაურჭო და სახლისაკენ წა-


ვიდა. იმისი ოჯახობა ისევ კაკალს უყურებდა.

გიორგი უცებ შებრუნდა, კაკლიდან ცული ამოაძრო, ტა-


რით ხეზე მიაყუდა და ისევ სახლისაკენ წავიდა.

სახელდახელოდ ისაუზმა.

- დაწყნარდი შვილო, ოღონდ შენ თავს არაფერი აუტეხო,


ცული არაფერში გაირტყა, და ეს ხიზანი არ დამიღონო,
ჭირსამც წაუღია ეგ კაკალიც და მაგის დამრგავიც – ალერ-
სით უთხრა მარიამმა შვილს.

გიორგიმ დედას შეხედა.

ქალმა გაუღიმა.

მერე ცოლმა და შვილებმაც გაუღიმეს.

77
„მიხვდნენ“ -- გაიფიქრა გიორგიმ და ახლა ერთი სულიღა
ჰქონდა, როდის მორჩებოდა ამ საქმეს.

იმ დღეს სახნავზე აღარ წასულა.

- გიორგი, ა გიორგი! - სახლში მოაკითხა ბრიგადირმა.

- ჰაუ! - გაეპასუხა გიორგი.

- რასა შვრები, კაცო, კაკალსა ჭრი?

- ჰო, ვჭრი.

- ხო არ გადაირიე, ამისთანა კაკალს კაცი მოჭრის? – ვი-


თომ გაიკვირვა ბრიგადირმა, მაგრამ გიორგიმ ხომ იცოდა
ვისი მოგზავნილიც იყო.

- რაღა ამისთანა კაკალს, ცალკე სახლს მიჩრდილავს, ცალ-


კე ბოსტანში გაიდგა ფესვები და ვეღარაფერს ვთესავ –
უდარდელ კილოზე მიუგო გიორგიმ.

- სახნავად არ მოდიხარ?

- რაკი დავიწყე, დავამთავრებ კიდეც, თავმჯდომარემ თუ


მიკითხოს, უთხარი დღევანდელი დღე მაპატიოს, ოჯახუ-
რი პირობების გამო ვერ მოიცალა-თქო.

- კარგი, ვეტყვი - დააიმედა ბრიგადირმა გიორგი და წავი-


და.

78
– ესეც შემამოწმეეს! - თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ
და შეუდგა საქმეს.

ფიქრმა მოგონებები წამოშალა და გიორგის უცებ გაეღიმა.


თავისი მეზობელი ლაბრო გაახსენდა.

ლაბრო გიორგიზე ცოტათი უმცროსი იყო და რაც ცოლი


მოიყვანა. კარგახანს შვილი არ ეყოლა.

ერთხელ საღამო ხანს ეწვია კაკლის ძირ ჩამომჯდარ გი-


ორგის ლაბრო და სიტყვა კაკალზე ჩამოუგდო.

- რა კარგა ისხამს ეს დალოცვილი ესა, არ მახსოვს რომე-


ლიმე წელს მომცდარიყოს - აქებდა კაკალს ლაბრო.
- ჰო, დალოცვილი ხეა - შეაქო გიორგიმაც.

- ნაჭუჭიც რა თხელი აქვს.


- მააშ, კაცო!
- თხილობისღამეს ამის გემოს, სხვა ათასი კაკლის გემოში
გამოვარჩევ - დაიქადნა ლაბრომ. მერე დიდხანს ილაპარა-
კა კაკლის სიკეთეზე და წავიდა.
მეორე საღამოს კიდევ ეწვია გიორგის და ისევ კაკალზე და
იმის სიკეთეზე ჩამოაგდო სიტყვა.
მესამედაც რომ ეწვია და ისევ კაკალზე გააბა საუბარი, გი-
ორგიმ ცოტა არ იყოს დაეჭვებით შეხედა ლაბროს.
ლაბროს სახეზე დაბნეულობა ეწერა. რაღაცის თქმა უნ-
დოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
გიორგი მიუხვდა და ჩაახველა.
ლაბრომ გაბედა.
- კაცო, გიორგი, სათქმელი რამა მაქვს და ვერ გიბედავ.

79
- თუ კაკალს მთხოვ და მევაჭრები, სჯობია არც მითხრა, -
უთხრა გიორგიმ.
- არა, კაკალს კი არა გთხოვ, კაცო როგორ გითხრა არ ვიცი,
თან მცხვენია, თან მეტი გზა არა მაქვს, განა პატარაღა ვარ,
ჩემ სწორებს შვილები ახვევიათ და მე კი ლამის არის უძი-
როდ ჩამოვბერდე. ამას ვინ ჩემ თავად მამაძაღლი გთხოვ-
და სხვა დროს, მაგრამ სად არ ვატარე დედაკაცი და ექი-
მებმაც რო ვერა უშველეს რა! რა გითხრა, აღარ ვიცი, რამე
უნდა მიშველო.

გიორგი დაიბნა, ვერ გაიგო რას სთხოვდა ლაბრო.

– მე რა უნდა გიშველო, კაცო - წამოხტა გაოგნებული.

– ამბობენ ეს კაკალი მადლიანი და ბარაქიანიაო, რაღა ამ-


ბობენ, განა მე არ ვიცი და თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები,
ისე მოვაწყობ საქმეს, ვერავინ ვერ გაიგებს, ის კი არა შენც
ვერ გაიგებ.

- რას ვერ გავიგებ, რა გინდა ჩემგან? - ეხლა კი სულ


მთლად გადაირია გიორგი.

- ძაღლი დამაკვდეს სულში, თუ ეს ან შენი ცოლის ყურამ-


დე მივიტანო, ანდა ჩემ დედაკაცს რამ შევამჩნევინო ამის
შესახებ, შუაღამის მერე, ყველა რო დაიძინებს, მაშინ მო-
ვიყვან და ჩქარზედვე წავიყვან, შენც ვერ გაიგებ, ისე მო-
ვახერხებ.

- გამაგებინე, რა გინდა, თორე მამაძაღლი ვიყო - ფერი და-


კარგა გიორგიმ.

80
- იქნებ შენი კაკლის ძირში რომ მოვესიყვარულო, იქნება
მაშინ მაინც გაუჩნდეს ბალღი დედაკაცს - როგორც იქნა
ამოღერღა სათქმელი ლაბრომ.

გიორგიმ შვებით ამოისუნთქა და თავი ძლივს შეიკავა


რომ ხმამაღლა არ გასცინებოდა.

- მერე მაგაზე რა ჩემი თანხმობა გინდა - თქვა გიორგიმ.

- რა ვიცი, უკითხავად არ მინდოდა, ერთიც შემთხვევით


წამოგვსწრებიყავ და ხო გეწყინებოდა, ეგეთ დროს, ვინ მა-
მაძაღლი გაგამტყუვნებს რომ თოფი დაგეკრა, თანაც კარ-
გი იქნება ძაღლი მოფარებულში სამ დააბა.

– ოღონდ შენ მიდი და ძაღლს გინდა ლოგინის ფეხთით


დავიბამ - გაამხნევა ლაბრო გიორგიმ.

კმაყოფილი ლაბრო სახლში წავიდა.

იმ ღამის მერე მოსვლასაც სტვენით ამცნობდა ხოლმე


ლაბრო გიორგის, მოვედი, არ გამოიხედოო და წასვლასაც.

წავედი, თუ საქმე რამე გაქვს, შეგიძლია გამოხვიდეო.


პირველ ხანებში, მოსვლისას რომ წაუსტვენდა გიორგის
გასაფრთხილებლად ლაბრო, ერთხელაც გიორგის ცოლმა
სტვენა გაიგონა და გადი, ვიღაცა უსტვენს, ემანდ არაფე-
რი მოიპარონ, ძაღლიც სხვაგან გადააბი, რას გაიგებო -
აუტყდა ცოლი გიორგის.

81
- მოიპარონ არა, ისა - თქვა გიორგიმ და ცოლის ყურადღე-
ბა რომ გაეფანტა, ალერსი დაუწყო.

ახლა წასვლისას დაუსტვინა ლაბრომ.

- ხო გეუბნები უსტვენენო, თავი წამოყო გიორგის ცოლმა.

ამის მერე გიორგი, გაიგონებდა თუ არა ლაბროს სტვენას,


ცოლს ალერსით დაუწყებდა ხოლმე გართობას, ლაბრომ
კი თანდათან ისე შორს გადასწია წასვლის დასტვენა, ისე
გაუტკბა კაკლის ძირ ცოლის ალერსი, ზოგჯერ, მამლები
რომ ყივილს დაიწყებდნენ ხოლმე, მაშინღა წაუსტვენდა
ლაბრო.
ბოლოს სულაც მიანება თავი სტვენას და შებინდდებოდა
თუ არა, კაკალთან ტრიალებდა, ერთი სული ჰქონდა რო-
დის დაწვებოდნენ გიორგის სახლში. ერთ დილით კი, ისე
შემოჰპარვოდათ დაღლილ ცოლქმარს ღამე რომ კარგა გა-
თენებული იყო, გიორგი რომ სახლიდან გამოვიდა და კაკ-
ლის ძირში ჩახვეულ ცოლ-ქმარს წააწყდა.
წაუსტვინა გიორგიმ და ისევ სახლში შევარდა. ამის მერე,
გიორგი ჯერ კარებიდან წაუსტვენდა და მერე გამოდიო-
და სახლიდან.
- ეგ რა ჩვევა დაგჩემდა, კაცო, სახლში სტვენა ვის გაუგია?
- საყვედურობდა ცოლი.
გიორგის კაკალი კი მართლა მადლიანი და ბარაქიანი აღ-
მოჩნდა. ერთი წლის მერე, ლაბროს ცოლმა ტყუპი გააჩი-
ნა.
ლაბრო სიხარულით ცას ეწია. შემოდგომაზე, როცა გიორ-
გი კაკალს ბერტყავდა, ისიც იქვე შორიახლო იდგა და ყო-

82
ველი ჯოხის შემოქნევაზე, ისე კრთებოდა, თითქოს კა-
კალს კი არა, მას ურტყამდნენ.
ამ ამბის გახსენებამ გუნება გამოუკეთა გიორგის, ეღიმე-
ბოდა და ცულსაც როგორღაც ხალისიანად იქნევდა, მაგ-
რამ ღიმილი რატომღაც სახეზე შეეყინა უცებ, გაჩერდა,
ცული ჰაერში აწეული დარჩა და კაკალს მიაჩერდა, მოეჩ-
ვენა რომ ლაბრო იდგა ახლა მის წინ, კაკალს როგორღაც
ნაღვლიანი შეჰყურებდა, იქი-აქა ორი ფორმიანი კაცი ედ-
გა და ელოდებოდნენ.
სწორედ ასე იდგა იმ შემოდგომაზე ლაბრო და კაკლის ხეს
მადლიერი თვალებით შეჰყურებდა. აქეთ-იქით ორი მა-
უზერიანი კაცი ედგა და რო ვეღარ მოიწყინა ლაბრომ კა-
კალთან განშორება, ერთ-ერთმა მაუზერის ტუჩი წაჰკრა
ზურგში.

- გაიარე, გაიარე, ნუ გეშინია, რაც აქ კაკლის მტვრევა და-


გაკლდა, იქ აგინაზღაურებენ.

ლაბროს ცოლი იქვე, შორიახლოს იდგა და მერეც ასევე


შორიახლოს აედევნა ქმარსა და იმის გვერდით მიმავალ
მაუზერიანებს. ქალი ტირილსაც კი ვეღარ ახერხებდა.

გიორგი დერეფანში იდგა და იქედან ადევნებდა ამ სცენას


თვალს.

ეზოს რომ გასცდნენ, ლაბრომ ცოლს მოხედა ღა ხმამაღ-


ლა, როგორღაც ამაყად უთხრა:
გაბრუნდი ქალო, ბიჭებს მიხედე, მე რაღა გაცილება მინ-
და.
ქალი შედგა,

83
ლაბრო წავიდა, წავიდა იმ გზით, რომელი გზითაც გააგ-
ზავნა შიომ გამიხარდაი, ტუჩაი, ლუკა და ბევრიც სხვა...
გიორგი იდგა და ცული ჰაერში ჰქონდა აწეული.
შემდეგ ფიქრიდან გამოერკვა, თუნგით წყალი დალია და
ისევ ჭრას შეუდგა.
მთელი დღე შეშფოთებული დარბოდა აღმა-დაღმა ციყვი.
ახლა უკვე აღარ აქცევდა მას გიორგი ყურადღებას. დი-
ლით რამდენჯერმე კაკლიდან შორს გადგა, რომ ციყვის-
თვის,
გზა მიეცა, მაგრამ ციყვი არც ხიდან ჩამოდიოდა და არც
რომელიმე სხვა ხის ტოტზე აპირებდა გადახტომას. მოექ-
ცეოდა კაკლის კენწეროზე, თავის ენახე რაღაცას ჩხაოდა,
მერე ისევ ქვემოთ დაეშვებოდა და გიორგი იფიქრებდა,
ეხლა კი გადაწყვიტა ხიდან ჩამოსვლაო, გვერდზე გადგე-
ბოდა, რომ ციყვისთვის გზა მიეცა, ან რა გზა იმას უნდო-
და, თუნდა მთელი ციყვების ფარა გასცდებოდა გვერ-
დით, იმხელა იყო კაკალი. ციყვი კი, რა განზე გამდგარ გი-
ორგის დაინახავდა, ისევ ზემოთ იწყებდა ასვლას, ეტყობა
ფიქრობდა, შევაშინე და კაკალს იმიტომ მოსცილდაო.

შუადღის მერე ყურადღებას აღარ აქცევდა გიორგი ციყვს


ცოტას წაიხემსა და სასწრაფოდ ისევ კაკლის ჭრას შეუდ-
გა. გუშინ ეგონა, დილამდე მოჭრიდა კაკალს, მაგრამ თან-
დათან ისე დაიღალა და ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდა დარ-
ჩენილი, ლამის დღესაც ვერ მოეთავებინა.

კიდევ კარგი ხალხი სამუშაოზე იყო წასული, თორემ ცნო-


ბისმოყვარეებს რა გამოლევდა გიორგის ეზოში.. დაუწ-
ყებდნენ შეკითხვებს, რატომ ჭრი, რა სისულელეა გაზაფ-
ხულზე

84
ხეს მოჭრა, არ გენანება მაინცაო?

ზოგიერთი გარდაცვლილი მამის სულს უხსენებდა, სხვე-


ბი, საქმეში უფრო ღრმად ჩახედულნი, იმის წინაპრებსაც
გადასწვდებოდნენ და აღარ მოასვენებდნენ.. კიდევ ის
შველოდა გიორგის, რომ ამ წელს, ცნობისმოყვარეობას
თითქმის აღარავინ იჩენდა, ყველა თავის ტყავში იყო გახ-
ვეული და ენაგადაყლაპულებივით დადიოდნენ. სოფელ-
ში რომ შესულიყავი და გზად გაგევლო, სოფლის ბოლოს
რომ მიაღწევდი, მარტო ბალღების ლაპარაკს მოჰკრავდი
ყურს. უფროსები ჩუმად დადიოდნენ, ჩუმად ისხდნენ,
ჩუმად მუშაობდნენ, თითქოს ლაპარაკის ეშინოდათ
ფრთხილობდნენ, ვინმეს რამე ისეთი არ წამოსცდენოდა,
რაც, ვაი თუ შიოს არ მოეწონებოდა და, მშვიდობით ნუ-
შისკარო. სიტყვამ ხომ ზოგჯერ და უფიქრებლად იცის
ბუდიდან ამოხტომა. ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან,
ამოფრინდება და სწორედ ისეთ გამოსაჩენ ადგილს შე-
მოსკუპდება, სადაც ყველაზე საშიშია. თუ ამ დროს მოყუ-
რიადემ ჩამოიარა, აღარც კი იკითხავს, ვისია, ვისი ბუდი-
დან ამოხტა ესა და ეს სიტყვაო, წაიღებს და იქ დააგდებს,
სადაც ასეთი სიტყვების გამოჩენაზე, ისე ფეთქდებიან,
როგორც თოფის წამალი. სიტყვების შიშიანობა არის ჩა-
მოვარდნილი და ხალხი ფრთხილობს, ენას კბილს აჭერს.
მილიონობით საშიში სიტყვა არის ტყვეობაში. პატრონები
გარეთ არ უშვებენ, რა ქნან სიტყვებმა, ვერ გამოდიან გა-
რეთ. და გაბრაზებულები, შიგნით ეძებენ გზას, გულს ეხ-
ვევიან და რაკი იგი ყველაზე მგრძნობიარე და ყველას გამ-
კითხავი არის, ისიც ყურს უგდებს, ღონავს, წუხდება.

85
დუმილი ისწავლა ხალხმა და ახლა სწორედ ამ ნასწავლი
დუმილის წყალობით უიოლდება გიორგის საკუთარ
ეზოში კაკლის მოჭრა, ციყვმა გამწარებით დასჩხავლა.
აიხედა.
ზედ თავთან ჩამოსულიყო და დასჩხაოდა.
- ჰაიტ! - შეუძახა გიორგიმ.

ციყვი ზემოთ გაიქცა.

გიორგიმ ჭრა განაგრძო, მაგრამ რაღაც ქშუილმა ისევ ზე-


ვით აახედა

ძერა დაექანა და კენწეროზე შემოსკუპებულმა ძლივს მო-


ასწრო ტოტებში ჩამალვა. ამის მერე ცოტა ხანი გაჩუმდა,
მაგრამ სული რომ მოითქვა ისევ ისე ზევით-ქვევით სირ-
ბილს მოჰყვა. ჩამოვიდოდა, თავზე დასჩხავლებდა გიორ-
გის, ეტყობა ამით მის გაგდებას ცდილობდა, მერე ისევ
კენწეროზე მოექცეოდა, მაგრამ ახლა აღარც ძერა ანებებ-
და თავს, გამუდმებით კაკლის თავზე ტრიალებდა და რო-
გორც კი კენწეროზე შემოსკუპებულ ციყვს დაინახავდა,
ისარივით დაეშვებოდა ქვემოთ. ციყვი ყოჩაღად იქცეოდა
და ყოველთვის ახერხებდა ტოტებში დამალვას.

გიორგის ბალღები სკოლაში იყვნენ, ცოლი სახნავზე წავი-


და ამ დილით, ხოლო მარიამი, ადრე რომ სულ ამ კაკლის
ძირში ფუსფუსებდა, ახლა სახლში შეყუჟულიყო და ღრო-
დადრო შეახსენებდა-ხოლმე გიორგის:

- ფრთხილად, დედა გენაცვალოს, ფეხში არ მოირტყა.

86
ეს ალერსიღა ამშვიდებდა გიორგის, თორემ გული ამო-
ვარდნაზე ჰქონდა ბრაზით.

კაკლის გარშემო, თითქმის მთელ ბოსტანში, თეთრი ნა-


ფოტები ეყარა. ნაფოტებზე სხდებოდნენ ახლადმოფრენი-
ლი ბოლოცეცხლები და გუთნის ჩიტები, კუდებს იქნევ-
დნენ და
ტალახიან ნისკარტებს ნაფოტებზე იწმენდნენ. კაკლის
ხის სუნი ტრიალებდა ირგვლივ, მაგრამ გიორგი ვერც ამ
სუნს გრძნობდა და ვერც იქა-აქა თეთრად მიმოფანტულ
ნაფოტებზე შემომსხდარ, თბილ ქვეყნებიდან, ახლად
მოფრენილ ფრინველებს ამჩნევდა.

უცებ ისევ მაღლა აახედა ჰაერის შხუილმა. აიხედა და


სწორედ იმ დროს დააცხრა ძერა ციყვს, რომელმაც ვეღარ
მოასწრო ტოტებში ჩამალვა, განწირულად დაიჩხავლა და
ეგ იყო და ეგ, წაიღო ძერამ.

გიორგიმ სახლისაკენ მიიხედა კიდევ კარგი, ბალღები


ჯერ არ მოსულიყვნენ სახლში.

ერთ ხანს კი იტრიალა ძერამ მაღლა ჰაერში თავის ნადა-


ვილიანად, მაგრამ მერე სასწრაფოდ მოშორდა იქაურო-
ბას.

რაღაც მძიმედ ჩასწყდა გიორგის გულში. ჯავრი უნდოდა


ეყარა და რაკი ცული ხელში ჰქონდა, გამეტებით დაუქნია
კაკალს.

მზე გადაიხარა,

87
ბაღლებიც მოვიდნენ სახლში და მარიამმა გიორგის საჭ-
მელად დაუძახა.
გიორგის საჭმლის ხსენებაც კი არ უნდოდა, მაგრამ დედა
აღარ აწყენინა და სახლში შევიდა.
- მამი, მე დღეს ხუთიანი მივიღე - ახარა უმცროსმა ბიჭმა.
- ყოჩაღ! - შეაქო გიორგიმ და ისევ კაკლის საჭრელად გა-
ემზადა.
დერეფანში გამოსულმა შეამჩნია რომ კაკალი სახლისაკენ
იყო გადმოხრილი.
თუმცა წაქცევამდე ჯერ კიდევ ადრე იყო, ჯერ კიდევ ბევ-
რი უნდა ეჭრა, მაგრამ რატომღაც ეს ამბავი არ ეჭაშნიკა გი-
ორგის მისი ვარაუდით, წიწაის ბოსტნისაკენ უნდა გადაქ-
ცეულიყო კაკალი, თორემ სხვა მხარეს, ან სახლებს დაეცე-
მოდა ან საბძლებს.

„თოკი უნდა მოვჭიმო, რომ იქით წაიღოს ტანი“, გაიფიქრა


გიორგიმ და ღობეზე გამობმული თოკი დასწია.

ხელებში მსუბუქად მოჰყვა თოკი.

კიდევ გამოსწია. ისევ თავისუფლად წამოჰყვა.

აიხედა.

თოკის ბოლო აღარ იყო ხეზე გამობმული,


„ციყვმა თუ გადაღრღნა“, გაუელვა გიორგის.
უნდა ავიდეს და ხელახლა შეაბას საბელი, მაგრამ ვაი თუ
ამ დროს წამოიქცეს კაკალი.

სხვა გხა არ არის.

88
კაკალი თანდათან სახლისაკენ იხრება.

- გამოდით სახლიდან და ი მეზობლისას წადით - ბრძანე-


ბის კილოთი გასძახა გიორგიმ.

მარიამი და ბალღები სახლიდან გამოვიდნენ, იქვე მოშო-


რებით. დადგნენ, მეზობლისას კი არ წასულან.

გიორგიმ კაკლიდან ჩამოხსნა გაწყვეტილი თოკის ბოლო,


ისევ წელზე შეიბა და ხეზე აცოცდა.

ახლა უკვე აღარ გაუხედნია ზემოდან სოფლისათვის, სა-


ბელი კაკლის კენწეროზე შეაბა და სწრაფად იწყო ძირს
დაშვება.
ქვემოთჩამოსულმა იმ მიმართულებით მოჭიმა თოკი, სა-
ითკენაც ეწადა რომ წაქცეულიყო ხე.

თითქოს მართლა გადაიწია იმ მხარეს კაკალი.


ახლა ყველა მხრიდან გახედა გიორგიმ. საშიში ჯერ-ჯე-
რობით აღარაფერი იყო, მაგრამ საცაა დაღამდებოდა და
მართალია მთვარე ამოვიდოდა, მაინც საშიში იყო ღამე
კაკლის წაიქცევა ვაი თუ ერთიც არის და სახლისაკენ გა-
დაქანებულიყო.

დღესვე თუ მოასწრებდა კაკლის გადაქცევას, ყველაფერს


ის სჯობდა.

დაჰკვლია და ისეთ ადგილზე მოუქნია ცული, რომელ


მხარეზეც ჯერ არ დაეწყო ჩაჭრა.

89
„შევცდი თავიდანვე ამ მხრიდან უნდა დამეწყო“, გაიფიქ-
რა მაგრამ, ათი წუთის მერე თავი ანება ამ მხრიდან კაკ-
ლის ჭრას.

კაკალმა ახლა უფრო სახლისაკენ გადაიწია.

გიორგი განზე გადგა.

მერე უფრო მიჭიმა იქით თოკი.

თითქოს იხევ გასწორდა კაკალი.

გიორგიმ უფრო მისწია თოკს.

ხემ დაიჭიხჭიხა.

კიდევ მოსწია.

შეტორტმანდა ხე, თითქოს თოკის გაწყვეტა უნდოდა.

მზე ჩადიოდა და ირიბად ირეკლებოდა მის ტოტებში.

გიორგის ცოლი ჯერ არ დაბრუნებულიყო სახნავიდან.


ხვნას მზის ჩასვლისას ამთავრებდნენ ხოლმე.

გიორგის დედა და შვილები შორიახლოს იდგნენ და კაკ-


ლის წაქცევას იქედან ადევნებდნენ თვალს.

90
ეს, ალბათ, რაღაც გულის სიღრმემდე შემძრავი არაჩვეუ-
ლებრივი სანახაობა უნდა ყოფილიყო.

მარიამსაც, გიორგისაც და ბალღებსაც ამ წუთებამდე რა,


ხანიც გამოევლოთ ამ სახლში, ამ ეზო–გარემოში, ყველა-
ფერი ფეხზემდგარ კაკალთან იყო დაკავშირებული და აი,
დგებოდა წუთი, როცა ეს კაკალი უნდა წამოქცეულიყო.

რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო. რა თქმა უნდა ყვე-


ლას ენახა, როგორ იქცევა ხე და არც დიდი მნიშვნელობა
მიუნიჭებიათ არასოდეს ამისათვის, მაგრამ ახლა, თით-
ქოს ხე კი არ უნდა წაქცეულიყო, არამედ რაღაც სხვა ხდე-
ბოდა, ისეთი რაც ჯერ არასოდეს არ მომხდარა, არც მარი-
ამის, არც გიორგის და მითუმეტეს არც ბალღების ცხოვ-
რებაში.
გიორგი მთელი ძალღონით ეწეოდა თავის მხარეს თოკ-
სდა კაკალიც ჭიხ-ჭიხებდა, ტორტმანებდა და თითქოს
რაღაცას ლაპარაკობდა, ბუბუნით, იდუმალებით მოცუ-
ლი ხმით.
ეთხოვებოდა ცას.
ჩამავალ მზეს, უკანასკნელად რომ ირეკლებოდა იმის ახ-
ლადგამოკვირტულ “ტოტებში იმისი სხივები, ხვალ დი-
ლით ასე ამაყად მდგარი აღარ დაუხვდებოდა იგივე მზეს.
ეზოში წამოქცეულს და მკვდარს დაადგებოდა თავზე მი-
სი ნათელი.
ეზიდებოდა თოკის ბოლოს გიორგი. თითქოს ამ თოკზე
იყო გამობმული კაკლის სული და რაკი ერთხელ თავისა-
კენ დაითრია, აღარ უშვებდა. კაკალი კი ჯერ კიდევ არ
აპირებდა წამოქცევას.
ჭიხჭიხებდა.

91
უძალიანდებოდა გიორგის.
რაღაცას ჩურჩულებდა.
თითქოს ეუბნებოდა გიორგის:
- ცოტა ხანს კიდევ მაცალე, ბარემ მთვარეც ამოვიდეს, რა-
თა ერთხელ კიდევ დამადგეს ცოცხალს თავზე იმისი ნა-
თელი, ერთხელ კიდევ გაივსნენ იმის სისავსის მატებას-
თან ერთად ჩემი საგაზაფხულოდ დაბერილი კვირტები
და მერე რაც გინდა მიყავ, საითაც გინდა, იქით წამოგყვე-
ბიო. გიორგი კი ექსტაზში იყო შესული და ეწეოდა თოკს.
უცებ შეკრთა.
კინაღამ თოკი გაუშვა ხელიდან. მოეჩვენა რომ კაკლის
ძირში იდგნენ გარდასული წინაპრები და გიორგის მხა-
რეს იყურებოდნენ მდუმარედ. იქვე იდგა რამოდენიმე აკ-
ვანი, რომელთა შორისაც პატარა სალომე დარბოდა.
გიორგიმ თვალები დახუჭა.
თავი გააქნია.

მოჩვენებანი გაქრნენ.

რაც შეეძლო, ღონივრად დაჭიმა გიორგიმ თოკი და კა-


კალმაც ინება წამოქცევა. ატეხა საშინელი ჭახჭახი და იმ
მხარეს იწყო დაშვება საითაც გიორგი ეწეოდა.

გიორგი ჯერ არ თმობდა სიმაგრეს. მას გამოზომილი


ჰქონდა, როდის გახტომოდა ძირიდან ხეს.

აი, საშინელი ჭიხჭიხით ეშვება მისკენ ხე და გათელვით


ემუქრება.

92
გიორგიმ გადახტომა გადაწყვიტა, მაგრამ სწორედ ამ
დროს გაქანდა ხის ძირისაკენ მარიამი.

- დედიი! - იყვირა გიორგიმ.

მისი ხმა კაკლის ჭიხჭიხმა და დაცემის ხმამ დაფარა.

გიორგი და ბალღები ერთად მიცვივდნენ ხის ქვეშ მოყო-


ლილ მარიამთან.

მოხუცი სააქაოს აღარ იყო.

მხოლოდ ერთხელ ამოახილა თვალები, კარ-მიდამოს


თვალი მოავლო, თითქოს ვიღაცას ეძებდა და დამნაშავე-
სავით ჩაილაპარაკა:

- მომეჩვენა, რომ აკვანი იდგა კაკლის ქვეშ და იმიტომ გა-


ვიქეცი.

ხელით გიორგის ხელი მოძებნა, მაგრად ჩაბღუჯა და სა-


მუდამოდ დახუჭა თვალები.

თითქოს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივიც იმასთან ერ-


თად ჩაქრა.

როგორღაც მშვიდად ესვენა წამოქცეულ კაკლის ხესთან


მოხუცი.

გიორგი და იმისი ბალღები გამტკნარებულნი დასდგო-


მოდნენ თავზე.

93
გიორგის ცოლი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო სახნავი-
დან.

მარიამი მშვიდად ესვენა და ვინ იცის, მართლა აკვანი მო-


ეჩვენა თუ თავის მეუღლისნაირად იმ კაკლის ქვეშ ეწადა
სიკვდილი, ანდა, იქნებ - ერთიც და მეორეც.

კაკალი კი ჯერ ისევ ებრძოდა სიკვდილს, შფოთავდა,


თითქოს ვერ ეგუებოდა ასეთ ყოფას. ჯერ ისევ ქანაობ-
დნენ მისი გამოკვირტული ტოტები, ვაშლის ხე გადაურჩა
იმის წამოქცევას, მაგრამ რამოდენიმე პატარა ხე კი იმ-
სხვერპლა.

თავისი სიკვდილით რომ მომკვდარიყო მარიამი, ალბათ


ხვალ დილამდე ვერც კი გაიგებდა ხალხი მის სიკვდილს,
ხვალ დილით კი სახნავზე ერთი ვინმე იტყოდა: ხალხო,
გაიგეთ
წუხელის მარიამი დაღუპვილა, ეს ცნობა მთელ მინდორს
შემოივლიდა, ფერდობებს აუყვებოდა და ამის მერეღა შე-
ვიდოდა სოფელში, რათა იქ დარჩენილ მოხუცებს, ამის
გაგონებაზე, სევდიანად გაშტერებოდათ თვალები, ან
ჯოხს ჩამოეყრდნობოდნენ გარინდებით, ან - როგორც
ასეთ დროს იციან - მარცხენა ხელი ლოყაზე შემოედოთ,
ოღონდ ისე, რომ ცერა „თითით აკანკალებული ნიკაპი
დაეჭირათ, არა თითი და ნეკა თითი კი მოხრილად მი-
ედოთ ტუჩებზე, ამის მერე, ოდნავ წელში მოხრილებს
მარჯვენა ხელი მუხლზე დაერტყათ და ამოოხვრით ეთ-
ქვათ:

94
- ა, ტიალო სიკვდილო!

ამას შენატვრით კი არ ამბობდნენ, მკვდარს კი არ მინატ-


როდნენ სიკვდილს, დანანებით ამბობდნენ, ვითომდა: შე
ტიალო სიკვდილო, რას გვერჩი, რას ჩაგვდგომიხართ
კვალში და ერთ წამში გვაქრობ შენი ბასრი ცელით.

ამის მერე დაიწყებოდა გიორგის სახლისაკენ ნელი მიმოს-


ვლა, მაგრამ რაკი თავის სიკვდილით არ მოკვდა მარიამი,
თუმცა, რომ ვთქვათ, რას ნიშნავს თავისი სიკვდილით
სიკვდილი.

განა ყველა, ის ვინც კვდება თავის სიკვდილით არ კვდება.

ზოგი ასე კვდება, ზოგი ისე. ზოგი თვითონ გრძნობს სიკ-


ვდილის მოსვლას და თვითონვე იმზადებს სარეცელს,
ზოგს კი ისეთ დროს ამოუფრინდება სიკვდილი, როცა არ
მოელის.

ასეთ სიკვდილს ყოველთვის შემთხვევას აბრალებენ და


სწორედ მას ეძახიან „არა თავის სიკვდილს“. თუმცაღა,
სიკვდილი სიკვდილია და ყოველი სიკვდილი ისევეა სა-
კუთარი, როგორც სიცოცხლე, რომელსაც მოსდევს ეს სიკ-
ვდილი იშვიათად თუ ვინმე იტყვის, შემთხვევით გავ-
ჩნდი ამ ქვეყანაზეო და თუ იტყვის ვინმე, ისიც ან ძალიან
გამწარებული თავისი სიცოცხლით, ან ისე, სიტყვის გუ-
ლისთვის, არც ერთ შემთხვევაში კი ბოლომდე არა სჯე-
რათ და არც უნდათ დაიჯერონ თავიანთი სიცოცხლის
შემთხვევითობა, იმიტომ რომ ადამიანი უპირველეს ყოვ-
ლისა სიცოცხლეა, სიკვდილი კი რაღაც სხვა არის, მიუხე-

95
დავად იმისა რომ ისიც ადამიანთა საკუთრებაა. ადამიანე-
ბი ყოველთვის ცდილობენ, ვინმეს სიკვდილი, უცხო, შემ-
თხვევით სიკვდილად მონათლონ. ამით, თითქოს, სიკ-
ვდილს ბრალს სდებენ, სამართალს მოითხოვენ...
საზღვარს უწესებენ და სიცოცხლეს აქეზებენ მასზე, ნახე,
შენს სამფლობელოში ქურდულად შემოიჭრაო.

დროულ სიკვდილს მშვიდად იღებს კაცი. ასეთ დროს


სიმშვიდე, სიბრძნე და მდუმარება ახლავს სიკვდილს.

შემთხვევით, უცხო სიკვდილზე საზარელი კი არაფერია.


ეს, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ცოცხლებისათვის. სიკ-
ვდილის მესაკუთრენი კი, უმეტესწილად, ისეთი მშვიდი
სახეებით წვანან, მნიშვნელობა აღარა აქვს, ვინ რომელი
სიკვდილითაა მკვდარი. ორივე სახეობას ისინი, რაღაცნა-
ირ ჰარმონიაში მოჰყავს და ცოცხალთათვის გაუგებარი,
არაამქვეყნიური ნეტარების ბეჭდით უსხივოსნებს სახე-
ებს.

რაკი მარიამი, შემთხვევითი, არა თავისი სიკვდილით და-


იღუპა, უცებ გავარდა ამ უბედურების ამბავი ნუშისკარში
და იმავე საღამოს მთელი სოფელი მოაწყდა გიორგის
ეზოგარემოს.

ცნობისმოყვარენი თავს ვეღარ იკავებდნენ და ათასნაირ


შეკითხვებს აძლევდნენ გიორგის და იმის ბალღებს.

გიორგი გამტკნარებული იდგა; რომ იტყვიან, დანა პირს


არ უხსნიდა. ვეღარც იმას ახერხებდა, რომ დედა შინ შე-
ესვენებინა და არც ინძრეოდა.

96
ცრემლი გაშრობოდა.

რაღაცის თქმა უნდოდა ხალხისათვის, მაგრამ ხმა არ


ემორჩილებოდა, ყელში ბოღმის ბურთი მოსწოლოდა და
ახრჩობდა.

იმისი ცოლი, დედამთილის ფეხთით ჩაჩოქილიყო და ჩუ-


მად ტიროდა. დედის ზურგს ამოფარებული ბალღები,
გიორგის უყურებდნენ შეშინებული თვალებით, თითქოს
არ სჯეროდათ რაც აქ მოხდა და მამას ელოდებოდნენ რას
იტყვისო, ხომ შეიძლება მამას ეთქვა, რომ მარიამი ჯერ არ
მომკვდარა.

ხალხი უკვე ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილიყო და ყველა


დაჯგუფებას თავისი ახრი გამოჰქონდა ამ უბედური შემ-
თხვევის შესახებ.

ზოგი გიორგის ადანაშაულებდა, ზოგი კი არა, თითქმის


ყველა მას სდებდა ბრალს, გაგიჟებულა, კაკლის გაზაფ-
ხულზე მოჭრა ვის გაუგიაო.

იყვნენ ისეთებიც, რომელთაც იდუმალებით მოცული სა-


იდუმლოებები უყვართ და თუმცა ამ შემთხვევაში რა უნ-
და ყოფილიყო იდუმალებით მოცული საიდუმლოება,
ისინი კი მაინც თავისას გაიძახოდნენ:

აქ რაღაც სხვა ამბავი იმალება,

ეგეც არ არის თქვენ რომ გგონიათო.

97
გიორგი ისევ გახევებული იდგა.

უცებ ხალხი აჩოჩქოლდა და ორად გაიყო. იმათ შორის გა-


მოჩნდა შეწუხებული სახით მომავალი შიო, რომელიც
მიცვალებულთან გაჩერდა და მრავალმნიშვნელოვნად
თქვა:

- დააა!

ჯერ ხალხი მოათვალიერა, თითქოს იმათ შორის ეძებდა


მთავარ დამნაშავეს და თითქოს ამდენი კვლევისა და ძებ-
ნის შემდეგ ძლივს შეამჩნიაო, ისე გაკვირვებით შეაჩერა
მზერა გიორგიზე, ყველა უხერხულად შეიშმუშნა.

- რა გიქნია კაცო ეს?! - შეუტია შიომ გიორგის - რაო,


საქმე გამოგელია ამ გაზაფხულზე რომ ასეთი ამბებიც და-
გიწყია. ჩვენ იქ წელებზე ფეხს ვიდგამთ და ეს თავის ბოს-
ტანს ალამაზებს. ერთი მითხარი, ვის გაუგონია გაზაფ-
ხულზე
კაკლის მოჭრა, ჰა? ეს გინდოდა, არა? - მარიამზე ანიშნა
თითით შიომ - ხო აისრულე არა, შენ თუ სრულ ჭკუაზე
ხარ, აბა მითხარი, რად გინდოდა რომ ჭრიდი ამ კაკალს?

- იმიტომ რო, შენნაირი ყვავების გამრავლებას უწყობდა


ხელს - როგორც იქნა ამოიღო ხმა გიორგიმ.

შიოს ფერი ეცვალა.

ხალხი გაისუსა.

98
შიო უხმოდ შებრუნდა და სიბნელეს შეერია.

მართალია გიორგი გამწარებული იყო და მიეტევებოდა


ყოველნაირი საქციელი, მაგრამ ამოდენა ხალხის წინაშე
რომ ხვავი უწოდა თავმჯდომარეს, ეს ცოტა არ იყოს არა
მარტო უადგილო მოეჩვენა ხალხს, შიშის ჟრუანტელმაც
კი დაუარა მათ.

- გაიგონე, კაცო, რა უთხრა?! - ეჩურჩულებოდნენ ერთმა-


ნეთს.

– შიო ჭკვაზე არიგებდა და ამან კარგა გამოლანძღა.

- მე მგონი არ შეარჩენს.

- არა, შიო გაგებული კაცია, მიხვდა რომ გამწარებულს წა-


მოსცდა.

- ჰო, ყვავებზე რაღაცას ეუბნებოდა და ერთმანეთში აერია.

თანდათან ბინდი მოიპარებოდა სოფელში.

გიორგი გამოერკვა. მიცვალებული რამდენიმე კაცის დახ-


მარებით სახლში შეასვენა და გაპატიოსნების თადარიგს
შეუდგა.

ნათესავებმა და ახლო მეზობლებმა ითათბირეს და ვისაც


რა შეეძლო, იმ საქმეს შეუდგნენ.

99
პირველი, რაც სახელდახელოდ გადაწყდა, დასაფლავე-
ბის დღის დადგენა იყო, რაკი დღეს ხუთშაბათი ღამდე-
ბოდა, ამიტომ კვირას უნდა დაესაფლავებინათ.

- ვააჰ, ამ ხნვაში, კაცო?! - წარამარა ერთსადაიმავეს გაიძა-


ხოდა ერთი საკმაოდ გრძელცხვირიანი აყლაყუდა კაცი.
როგორც მერე გამოირკვა, სწორედ ეს ყოფილა წიწაი, გი-
ორგის მეზობელი, ვის ეზოშიც დაასვენა დღეს კაკალმა
თავისი კენწერო.

წიწაი კაკალზე და პატარა ნამყენ ვაშლებზე არაფერს იძა-


ხოდა, არც იხედებოდა იქეთ. წარა-მარა მიცვალებულის
ოთახში შედიოდ-გამოდიოდა და ერთსადაიმავეს იძახ-
და:

- ვააჰ ამ ხნვაში, კაცო?!

ახალმოსულებსაც ასე ეუბნებოდა, ეზოში შემოსულ ნათე-


სავებს ის ეგებებოდა ხოლმე და იმ წუთში მიახლიდა!

- მააშ, მააშ, ამ ხნვაში!

მერე, როცა ახალმოსული ჭირისმიწყენის სცენას მორჩე-


ბოდა და ადრემოსულებში გაერეოდა, თანაც დანანებით
იკითხავდა:

- არა, მაინც როგორ მოჰყვა ძირს, ჰა?

100
წიწაი იმ წუთში ზედსართავივით მოაყოლებდა იმის
ნათქვსმს:
მმ - ვააჰ თანაც ამ ხნვაში, კაცო?
მარტო ერთხელ გახედა წამოქცეულ კაკლის ხეს წიწამ და
წამოიძახა:
- ვააჰ!
ეტყობა იმის თქმა უნდოდა: თანაც ამ გაზაფხულზე, კაცო-
ო, მაგრამ ეზოში ამ დროს ბრიგადირი შემოვიდა და და-
უძახა:
- წიწავ, თავმჯდომარე გეძახის.
წიწას ხმა ჩაუწყდა, მორჩილად შებრუნდა და ბრიგადირს
გაჰყვა უკან.
მთვარეც ამოვიდა.
ისე უცებ გაანათა გიორგის კარმიდამო, ვინც კი აქამდე
შესწრებოდა ამ ეზოში მთვარის ამოსვლას, ყველამ ერთად
აიხედა ზემოთ. გიორგის ეზოში ახლა მთვარის ამოსვლა,
ჩაბნელებულ ოთახში უცებ შუქის ანთებას ჰგავდა, თანაც
იმ დროს, როცა არ მოელი.
მანამდე თავისი რიტუალი ჰქონდა ხოლმე ამომავალ
მთვარეს. ჯერ კაკლის კენწეროს გაანათებდა, მერე თანდა-
თან გამოიკვეთებოდა კაკლის ჩრდილი ეზოში და მერე ეს
ჩრდილი იწყებდა ხის გარშემო ბრუჩვას. მთვარე კი ამ
დროს კაკლის ტოტებში იბლანდებოდა, გზას იგნებდა,
თავისი ვერცხლისფერი ნაზი სხივებით იქი-აქა სწევდა
ნაზ რტოებს და მიცურავდა. სახლის მხარეს იჭვრიტებო-
და.
ახლა კი უცებ ამოხტა გორის იქეთიდან ცაზე და ერთ წამ-
ში გაანათა გიორგის ეზო-კარი, სწორედ ამ დროს შიოს-
თან წასული წიწაიც დაბრუნდა და სარგადაყლაპული-
ვით დაეყუდა იმ ადგილას, სადაც უწინ კაკალი იდგა. სა-

101
ხე მიტკალივით გაჰფითრებოდა. და ხმას არ იღებდა, აღა-
რც ხნვას ახსენებდა, აღარც გაზაფხულს: ვააჰ, კაცო?! -
მარტო ამას იძახდა და აღარ ამთავრებდა კია.
მართალია ხალხი ენას კბილს აჭერდა, მაგრამ მაინც ვიღა-
ცამ ჰკითხა წიწას ჩურჩულით:
- რა გითხრა, რაო?

- ხელი მოაწერე რომ გიორგის კაკალი შენ ბოსტანში გად-


მოიქცაო:

- მოაწერე?

- მოვაწერე, მაგრამ, ვააჰ, კაცო, განა ისედაც არა ჩანს, რაღა


ჩემი ხელმოწერა უნდოდა ქაღალდსა?! - ვერ გარკვეული-
ყო წიწაი. გუმანით რაღაცა ცუდსა გრძნობდა, მაგრამ კაკა-
ლი რომ მის ბოსტანში იყო წამოქცეული, ეს ვისი რა საქმე
იყო, ამას ვერ მიმხვდარიყო, გული ამოვარდნას ჰქონდა
და გაიძახოდა:

- ვახაჰ, კაცო?!

ვიღაც კაცი, რომელსაც წეღან ჭიშკართან შეეგება წიწაი,


გვერდზე მოუდგა და რაკი წიწამ ამოიოხრა, იმან ეტყობა
იფიქრა, ისევ ხნვაზე დარდობსო, შეაშველა:

- თანაც ამ ხნვაში, მააშ!

წიწამ გაოცებით შეხედა ჭირის მოზიარეს, რას ამბობს ეს


კაცი, ხნვა კი არა, აქ უფრო სხვა რამ გამჩენია სადარდებე-
ლიო,

102
მეორე დილით გიორგი დაიბარეს და რაკი იმან ყური არ
უგდო, სახლში მოაკითხა ორმა მაუზერიანმა.

– ცოტა ხნით უნდა წამობრძანდეთ, რაღაც გაუგებრობაა,


იქნებ თქვენ გაგვარკვიოთ - უთხრა ერთ-ერთმა გიორგის
და წაიყვანეს თან.

შიომ გიორგის სკამი შესთავაზა, გაუღიმა და თანაც და-


აყოლა:

- ძალიან ხომ არ ნერვიულობ?

გიორგიმ ხმა არ გასცა.

- სამწუხარო წერილია თქვენს პიროვნებაზე ჩვენთან შე-


მოსული. მე არ ვიცი შენ რა აზრი გაქვს ყოველივე ამის შე-
სახებ, მაგრამ იქნებ რამენაირად გაგვარკვიო.

შიომ მაგიდიდან ქაღალდი აიღო და წაიკითხა:

- გიორგი თავს არიდებს საზოგადოებრივ საქმეს და ასეთ


დროს სრულიად უმიზეზოდ აცდენს მუშაობას, ხნვა იქ-
ნება ეს თუ სხვა რამე, თითქოს ჩვენს გამოსაჯავრებლად,
საკუთარ ბოსტანში მუშაობს, იყო ასეთი შემთხვევა, როცა
გიორგიმ, აქაოდა ვმუშაობ, საკოლმეურნეო საქმისთვის
არა მცალიაო, თავის ბოსტანში დაიწყო კაკლის ჭრა, რასაც
შედეგად ის მოჰყვა რომ ჩემ კუთვნილ ბოსტანში დალეწა
ხეხილი, დამიმტვრია ღობე და რაც მთავარია, შეიწირა სა-

103
კუთარი დედა, ქალბატონი მარიამი. ამასვე დამემოწმები-
ან ჩემი მეზობლებიც, რაზედაც ხელს ვაწერთ.

შიომ ქაღალდი მაგიდაზე დადო და გიორგის შეხედა,

- თუ ვინ აწერს ამ განცხადებას ხელს, ალბათ, შენთვისაც


ნათელია, მაგრამ საქმეს რომ მეტი ნათელი მოვფინოთ და
ეს ამხანაგი შეცდომაში არ შევიყვანოთ (იქვე მჯდარ უცხო
კაცზე ანიშნა) უმჯობესია თქვენ თვითონ გაგვარკვიოთ:
მართლა მოჭერით ამ დღეებში კაკალი?

გიორგიმ ხმა არც ეხლა ამოიღო.

- მოჭერით თუ არა კაკალი? - გაუმეორა კითხვა შიომ.

- დიახ.

- რა დიახ?

- მოვჭერი.

- მართლა დედათქვენი დაიტანა ქვეშ?

- იცი რას გეტყვი! - წამოხტა გიორგი.

– ამხანაგო! - ფეხზე წამოდგა უცხო კაცი და იმავე წუთში


გააკავეს გიორგი, რომელსაც ის-ის იყო სკამი უნდა ესრო-
ლა.

- გაათრიეთ! - ბრძანა უცხო კაცმა.

104
- ყვავოო! - კიდევ მოასწრო ამის დაძახება კარებიდან გი-
ორგიმ.

ამის დაძახებაზე შიო გაფითრდა.

გიორგის სახლში ბრიგადირმა. მიიტანა ამბავი, გიორგი


წაიყვანეს და შეიძლება დააგვიანდესო.

- შენმა მტერმა დაიგვიანოს ისე, როგორც იმას დაგავიაწ-


დება - ჩაილაპარაკა ვიღაცამ, მაგრამ ბრიგადირმა ვერ შე-
ამჩნია ამის მთქმელი.

- ვაააჰ, კაცოოო! - დაიღრიალა უცებ წიწამ, იქვე კაკლის


ძირში დავარდნილ ცულს ხელი წამოავლო და თავის
ბოსტნისაკენ გაიქცა.

- აჰა! აჰა! - იძახდა და ხან ღობეს შლიდა, ხანაც ხეხილს


ჭრიდა - აჰა! აჰა!

– რას შვრები, კაცო?! - დაიჭირა რამოდენიმე კაცმა. |

- ვააჰ, კაცო, მაშ ჩემი საქმე არ არის ჩემ ბოსტანში როგორ


მოიქცევა ჩემი მეზობელი. ვააჰ, კაცო?! მაშ მაგიტო მამაწე-
რინეს ხელი გუშინა?! ვაააჰ! - ყვიროდა წიწაი.

- სუუ, ჰო! - აჩუმებდნენ მეზობლები.

რომ ვერა და ვერ დააწყნარეს, ძალად შეიყვანეს სახლში,


რომ არავის გაეგონა იმისი კივილი.

105
მწუხარება მწუხარებაზე დაემატა გიორგის ცოლ-შვილს,
ტირილსაც ვეღარ ახერხებდნენ.

მხოლოდ მარიამი იწვა მშვიდად.

ნუშისკარში აქამდე წესად იყო შემოღებული მიცვალებუ-


ლის ხმით ტირილი, მაგრამ რაკი ხალხს ენისათვის კბი-
ლი ჰქონდა დაჭერილი, ამ ბოლო დროს ყველა ერიდებო-
და ხმით ტირილს, რომ რამე ისეთი არ წამოსცდენოდათ,
რაც, ვაი თუ შიოს ყურს ისე არ მოხვედროდა, როგორც სა-
სურველი იყო.

ბევრს ბევრი რამე ჰქონდა სათქმელი. უნდოდათ მიცვა-


ლებულისათვის ' დაებარებინათ აქაური ამბები, რათა
იმას იმ ქვეყანას, იმათი მკვდრებისათვის ეთქვათ, თქვე-
ნებმა ესა და ეს დამაბარესო.

მარტო კოტორიანთ ქალმა გაბედა და თავისი გულისნა-


დები დააბარა მარიამს.

კოტორიანთ ქალი მიწეული იყო სიკვდილს და ეტყობა


იმდენი რამე გამოევლო, იმდენი ენახა და განეცადნა, რომ
აღარც აღარაფრისა ეშინოდა. ანდა, სულაც ისე ჰქონდა
გამჯდარი რწმენა, რომ აუცილებლად რამე უნდა დაება-
რებინა მკვდრისთვის თავის მიცვალებულებთან, ვეღარ
ითმენდა, ვეღარ იტევდა მისი გული “უთქმელობას. მას
სწამდა, კი არ სწამდა, ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი,
როგორ ეგებებიან იქაურები აქედან წასულს და ყველა თა-
ვისას ეკითხება: ჩვენებმა ხომ არაფერი დაგაბარესო.

106
- ესა და ეს დამაბარესო - ეუბნება აქედან მისული და მიც-
ვალებულის სული მშვიდდება, მას ამშვიდებს იმის შეგ-
რძნება, რომ ამ ქვეყნად კიდევ ახსოვთ, პატივსა სცემენ და
და
ნაბარები ამბებით მონაწილეს ხდიან თავიანთი ოჯახის
ჭირვარამისა.

ხოლო ისინი, ვისთანაც არაფერს აბარებენ აქაურები, მოწ-


ყენილნი დგანან შორიახლო, ნაღვლიანი თვალებით გა-
მოჰყურებენ სააქაოს და ლამისაა ცრემლი წასკდეთ, იმის
შიშით,

დაუვიწყნივართ, აღარად გვთვლიანო.

საბრალონი არიან დავიწყებული მკვდრები. სხვები კი ერ-


თმანეთს ახალ ამბებს უყვებიან,

- მაშუაისთვის სიდუას ცილი დაუწამებია, შენი გულის-


თვის მოკლეს ჩემი ძმაო.

- რომელია იმის ძმა?

- აგე დავიწყებულებში რო დგას წითელხალათიანი.

- მართლა იმის გულისათვის მოკლეს?

- არა, ქალო, მაშუაი რაღა შუაშია, ეგ ბიჭი თვითონ შეეჭრა


ბნელში აბაის ხანჯალს.

107
- მერე, თუ ეგრე გული შესტკივა ძმაზე, ერთხელ მაინც ვე-
ღარაფერს დაუბარებს? მაგ ბიჭს, სუ ერთთავად დავიწყე-
ბულებში მდგარს ვხედავ ამ ბოლო დროს.

რას არ ჰყვებიან მოგონებულნი.

რას არ აბარებენ მომგონენი.

ამ ბოლო დროს კი უმეტესად ჩუმად არიან აქაურნი და


იქაურნიც მდუმარედ გადმოჰყურებენ სააქაოს.

დგანან მოწყენილნი და მათკენ მიმავალ გზაზე, მგზავრს


ელოდებიან.

მგზავრიც გამოჩნდება, მიუახლოვდება იმათ კრებულს


და ისევე ჩუმად დადგება, როგორც აქ იყო. ისევ კბილს-
კბილზე აჭერს და ცდილობს ხმა არ დასძრას, რომ არაფე-
რი წამოსცდეს ასე ხედავს კოტორიანთ ქალი. ხედავს თა-
ვის მკვდრებს და უნდა ხმა მიაწვდინოს.

– მარიამოო! - ჩასძახის გიორგის დედას - ეგრე უთხროდე


მამამთილსა: ქმარ-შვილი არაფერზე დამიღონოს, მამულს
მოუხნავს არ დავუგდებ, კერაზე ცეცხლს არ გავუცივებ,
ვარდით ავუყვავებ სამარეს, მის გულზე შამბს არ გადავავ-
ლევ, ოღონდ მიმიხედოს ჩემ დაკარგულთ, ჩემ ქმარ-
შვილს, ჩემგან უმწეოთა. ეგე უთხროდე მამამთილსა, კო-
ტორიანთ ქალმა ეს მითხრა-თქო. კარგა დავტოვე-თქო
სამზეოსა, ყოველდღე თქვენი მომგონელი. ისიც უთხრო-
დე, ნუშისკარში, წინანდელი დრო აღარ არი; ძველი დრო-
ება შეიცვალა, ხალხში დადგინდა კოლექტივი, ლომგატე-

108
ხილის მამულები, თითოს, თითო კვირას რო ვერ ეგხნავ-
დით, ეხლა სუყველასთვის საერთოა, ჩვენობა აღარც
ერთს აღარ ეთქმის, ეგრე უთხროდე მარიამო, წვრილად,
არაფერი დაგავიწყდეს, ცოტახან კიდევ დარჩება-თქო, აგ-
რევ მტრის გული მაინც მოგკლა, აგრევ ის მაინც არავინა
თქვას, იმათი კერა გაცივდაო, საფლავებს შამბს მაინც მო-
ვაცილებ, სახლის კარს მაინც გაჭრიალებ, წყალს დავღვრი
წყალკურთხეობასა, იმათი სულის მოსაგონრად. ეგრე
უთხარი, ყურს დაგიგდებს, ვიცი, რძლის ამბავი ეამება,
ცოტა ხანს კიდევ დარჩება-თქო, შავი მიწის გულის გასა-
ხეთქად, თორემ ეს ყოფნა რა ყოფნაა, მიწაზე ძლივსღა ვი-
არები. უთხროდე ბართი გამოჩნდა-თქო, სახლში მოვდა-
თქო ჩვენი ბართი, ორმოც წელს უკლოდ დაკარგული,
სხვაგნითკ წასული ჯამაგირზე. წასვლისას ოჯახს რომ
შეგვპირდა, ორ-სამ წელიწადში დავბრუნდები, დიდი
ცხვარ-ძროხით გამართული, სიღარიბის ჯავრს ამოგყრი-
თო.

წავიდა.

ორმოც წელს დაიკარგა, ამ ხანში თქვენ ყველა დაილიეთ,


სრულად ჩაეფარეთ სამარესა. ბართი ცოცხალი არ გვეგო-
ნა, არა თუ ქვეყნად მოარული, უფრო მოველოდით უა-
რესსაც.
გვეგონა სადმე დარჩებოდა, გაალაღებდა ყვავ-ყორანსა.
უთხროდე, სახლში მოვიდა-თქო, ორი ვირაი მოიყვანა,
ერთაი მგელმა შეგვიჭამა, ერთაი კოლექტივში შეიყვანა,
მემრე კი ისევ დაიკარგა, წაჰყვა უგზო-უკვლოდ დაკარგუ-
ლებს.

109
ეგრე უთხროდე, მარიამო, წვრილად მოუყვოდე სუყვე-
ლაფერს, ჩქარადვე მეც კი წამოგყვები, მანამდე არაფერზე
დამიღონდნენ.

კოტორიანთ ქალი ტიროდა ხმით, მღერას უფრო ჰგავდა


მისი ტირილი. სათქმელი ლექსად ამოჰქონდა გულიდან
და მარიამს აბარებდა.

მარიამი იწვა მშვიდად, გულზე ხელებდაკრეფილი, თით-


ქოს ყურს უგდებდა.

შავოსანი დედაკაცები მოთქმით აძლევდნენ მოძახილს


კოტორიანთ ქალს, რამოდენიმემ კი თავი ძლივს შეიკავა,
რომ ახლა იმათ არ ამოეტირათ თავიანთ მკვდრებთან და-
საბარები გულისნადები.

მარტო ხენეშომ გაბედა, მარიამის გაუთხოვარმა დიშვილ-


მა:

გაბედა ხენეშომ და შემოსძახა:

- დაიცა, ნუ მიდიხარ დედიდაო! ქალო, გაიგონე, არ გეს-


მისა? ვაიმე ჩემ დღე მოსწრებასა, აემ თვალებით რასა გხე-
დავ; აგრემც დამიბრმება ორივ თვალი, ყურშიმც ვეღარა-
ფერს გავიგონებ, გულიმც ქვად მექცევა, სატიალე, სუ-
ლამც რო ვერ იგრძნოს ვერაფერი.

დაიცა, ნუ მიდიხარ დედიდაო, ჯერ შენ გიორგის მოუარე.


როგორ მშვიდად წევხარ, არ გესმის, შენი გიორგი წაიყვა-
ნეს. სამი ობოლი სახლში დარჩა, ვინ იცის, იქნებ ცოლიც

110
გაუთხოვდეს, ბალღები უპატრონოდ დაუყაროს, ან იქნებ
მიჰგვაროს მამინაცვალს; ვინ იცის, რას გაუგებ წუთისო-
ფელს. ქალო, არ გესმისა, წამოდექი, აემ შენ სახლ-კარს
მოუარე, ანდა გიორგის კვალზე შედექ, მთელი ხმელეთი
მოიარე, იქნება სადმე ცოცხალია. იქნება სადმე აწამებენ.
უთხარი, დედა ვარ-თქო, შემიბრალეთ, იქნება შვილი და-
გიბრუნონ, ყველაი დედის გაზრდილია, სუყველა წოლი-
ლა აკვანშია. დედის ცრემლს მაინც სხვა ძალა აქვს, სხვა
სითბო ანათებს დედის თვალებს. რო ეტყვი, უთუოდ გა-
გიგებენ, უთუოდ ციხის კარს გაგიღებენ, როგორ არ შე-
გიშვებენ შენ შვილთანა. მობრუნდი, სასწრაფოდ წამოდე-
ქი, შენ დღეს არ შეგფერის ეგე წოლა, გიორგის შენ სიკ-
ვდილს აბრალებენ, მაგიტო ეძახიან ცოდვიანსა.

ვაიმეე, ცა რატომ არ გატყდება, თავზე არ დაგვაყრეის ვარ-


სკვლავებსა!

ვაიმეეე, მიწამც გამისკდება, ჩასთქამს ამ ქვეყანას სულერ-


თიან!

გულიმც გაჩერდება მტრის მკერდშია, ენამც დაუდგება,


ენა მწარე, სისხლიმც გაეყინოს ძარღვებშია, სუყველას
ავის მომგონესა. ძვლებიც აუქოთდეს სამარეში, თავის
გულშინადებ მოყვარეთი. სახლშიმც დაუსხდება მოტი-
რალნი, სახლსზემოთ კიდევ ყვავ-ყორანი. გულში სიყვა-
რულიმც დაეკარგოს, ცოდვა აუყვავდეს სამარეზე. კარგი
ვერა ნახოს სიცოცხლითა, მწარედ გაუმწარდეს მისხის-
მისხი. ყველა დღე იმაზე მწარე მისცეს, რა დღეშიც ახლა
გიორგია. ცოლმა უღალატოს სიცოცხლეში, სახლში საყვა-
რელი მიუყვანოს. შვილმა უღალატოს სიბერეში, ხმელა

111
ლუკმა-პური დაანატროს, არც დარჩეს, არც გაწყდეს იმის
მოდგმა, ქვეყნად იღოღინონ წამებითა. საკუთარ აჩრდი-
ლისამც ეშინოდეს, გაექცეს, ვერსად დაემალოს, სიკ-
ვდილმა თავი დაანატროს, სვე-ბედ გამწარებულს სიცოც-
ხლითა, ძილშიმც გაერიოს ზარავანდი, მწარე სიზმრები
რო გაუმწაროს, ცხადში აერიოს მზე და მთვარე, ვეღარ გა-
არჩიოს, ვეღარ სცნობდეს. იქამც გაუმზადონ ჯოჯოხეთი,
იმისთვის ჯოჯოხეთიც არამია. ჩიტიმც ნუ დაჯდება იმათ
სახლთან, ერთთავად ყვავმა უგალობოს, ყვავილს ხედავ-
დნენ და ვერა გრძნობდნენ, იმის ეშხსა და იმის სურნელს.
აეგრე დავლოცავდი იმის მოდგმას, ვინც ეს დღე მიარგო
გიორგისა.

შენ კი, უბედურო დედიდაო, ჩუმად წევხარ და ხმას არ


იღებ. ქალო, იქნება გეშინია, იქნება შვილიშვილებს უფ-
რთხილდები. იქნება ჰფიქრობ, რამე რომ ვთქვა, ამათაც
შავ დღეს დააყრიან, ამათაც წაასხამენ გიორგისთან.

სულ ეგრე, მშვიდი და ფრთხილი იყავ, სულ მუდამ ი მო-


მავალს გაჰყურებდი, სულ მუდამ წარსული გაღონებდა,
სულ მუდამ იმის ფიქრში იყავ: შვილი გაგეზარდა ღირსე-
ულად, ქმრის ხსოვნას რომ არ შერცხვენოდა.

აჰა, გაზარდე და ეშმაკთათვის, საწყალმა კარგი რა იხილა.

წამოდექ, ქალოო, გამიგონე, დედის „ცრემლს, თხოვნას,


სხვა ძალა აქვს:

წამოდექ, თორე არ დაგმარხავთ, ა ეგრე დაგტოვებთ ზე-


ზეურად, იქნება ამით გაგამწაროთ, მკვდარსაც გაცქერი-

112
ნოთ ამ ქვეყნისთვის. ყოველდღე უყურებდე შვილიშვი-
ლებს, უმამოდ როგორ იზრდებიან. იქნება ისინიც წაიყვა-
ნონ, ნეტავი, არც მაშინ ასდგებია.

არც მაშინ იჩივლება სამართალზე?!

ხენეშომ მოთქმა დაამთავრა.

ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით, ისეთი დაძაბული


დუმილი იყო გარშემო.

ხენეშოს ძმა ლეგო, გარეთ სხვათაგან განცალკევებით გამ-


დგარიყო და დის ასეთ მოთქმაზე ალმური გადასდიოდა
სახეზე. იგი დის ყოველ ამოქვითინებაზე ნაბიჯს წას-
დგამდა სახლისაკენ, თითქოს უნდოდა დას მიშველებო-
და, წყალი მაინც მიეწოდებინა, რომ მკერდიდან ამოსაფ-
რენად მოწადინე გული დაეცხრო მისთვის.

თანაც ეშინოდა ლეგოს..

აქეთ-იქით იხედებოდა და ხალხს აკვირდებოდა. თით-


ქოს უნდოდა გამოეცნო, ვინ იყო იმათ შორის მოყურიადე.
ვინ წაიღებდა აქედან მისი დის სატირალს და ყოველივეს
დაწვრილებით მოახსენებდა შიოს.

ხენეშო და ლეგო ორმოცდაათ წელს უკვე საკმაოდ გადა-


ცილებული და-ძმა იყო. ორივე თავისი პატიოსნებითა და
შრომით იყო განთქმული, არა მარტო ნუშისკარში, არა-
მედ
მთელ აქაურ მოსახლეობაში.

113
ერთი ეგ იყო, რომ ხენეშოც გასათხოვარი იყო და არც ლე-
გოს შეერთო ჯერ-ცოლი. თითქოს რაღაცა ჯადოს შეეკრა
ბედი მათთვის. ეს ჯადო კი მათი სიმდიდრე იყო: ოქროს
ქამარი, ბრილიანტის თვლებით მოჭედილი, უამრავი ოქ-
რო ვერცხლი და ამასთან საქონელი, დღედაღამ თავის
ჯანს რომ ალევდნენ იმათ მოვლას ეს პატიოსანი და-ძმა.

ჩამომავლობით, მამის მხრიდან, ამათი პაპა სვიმონი დი-


აკვანი ყოფილა ნუშისკარის ეკლესიაში.

სწორედ იმ ხანებში უღელტეხილზე ოქრო-ვერცხლით


დატვირთული აქლემი გადმოვარდნილა და თან გადაჰ-
ყოლია ქარავანის პატრონი, თუ რომელიღაც მისი მსახუ-
რი.

რაკი აქედან შემთხვევის ადგილი კარგა შორს იყო და თა-


ნაც ციოდა, თანაც ქარავანი დიდხანს ვერ მოიცდიდა,
მღვდლებს დაზარებიათ და მომაკვდავთან, ეტყობა ქრის-
ტიანი იყო, წესის ასაგებად დიაკვანი სვიმონი გაუგზავნი-
ათ.

ნუშისკარში კი თქვეს, ქარავნის მეპატრონე გადავარდაო,


მაგრამ უღელტეხილზე ასულმა სვიმონმა შეიტყო რომ
რომელიღაც თავგამოდებული მოჯამაგირე გადაჰყოლო-
და აქლემს.

იმის მისვლამდე, მკვდარი ზემოთ ამოეტანათ, ოქრო-ვერ-


ცხლიც მოეკრიფათ და წასასვლელად გამზადებულიყ-
ვნენ.

114
– გვეჩქარება მამაო, როგორმე ქარიშხლის ამოვარდნამდე
უნდა გადავიდეთ უღელტეხილზე, იქნებ უჩვენოდ აუ-
გოთ წესი მიცვალებულს - სთხოვა სვიმონს ქარავნის მე-
პატრონემღა გასამრჯელოდ ოქროს თუმნიანი მისცა.

ქარავანი დაიძრა.

სვიმონს დაუტოვეს მიცვალებული მოჯამაგირე.

- სახელი? სახელი რა ჰქვია? - მიაძახა წინ წასულ მოქარავ-


ნეებს დიაკვანმა.

- იასე. იასე ჰქვია - გამოსძახეს იმათ.


სხვა გზა არ იყო, მიცვალებულს ზეზეურ ხომ არ დასტო-
ვებდა, არც რაიმე საფოსტო ეტლი გამოჩენილა, რომ ნუ-
შისკარამდე მაინც ჩაესვენებინა, თავისი ცხენითაც ვერ წა-
იღებდა.

კიდევ კარგი, გზაზე თითქმის ყველგან იყო პატარ-პატარა


ქოხები, სადაც გზის მუშები ბარებს და თოხებს ინახავ-
დნენ.

დღეს რატომღაც არც ბეგარაზე გამოყვანილი მთიელები


ჩანდნენ გზაზე, რომ დახმარებოდნენ საფლავის გაჭრაში
სვიმონს.

ეტყობა იმ დღეს, ყველაფერს მისთვის ამზადებდა ბედი.

თოვლი გადაწმინდა.

115
მიწა ამოაჩინა.

ამოთხარა.

ვიწრო მოეჩვენა სამარე.

შეეცოდა იასე.

„მოხრილს ხომ არ ჩავდებ“, გაიფიქრა და კიდეv გადაწმინ-


და თოვლი.

ბარი რაღაცას წამოედო.

ქვა ეგონა.

გადაგორება დაუპირა ბარის პირით.

რაღაცამ გაიჩხრიალა.

დაიხარა.

ხელით მოაცილა თოვლი.

ტყავის პატარა პარკი შერჩა ხელში.

პარკს პირი ღვედით ჰქონდა მოკრული.

გახსნა.

116
ელდა ეცა.

სიხარულის ელდა? არა, ჯერ არ ეთქმოდა ამას სიხარული.

შიშის ელდას უფრო ჰგავდა, ვიდრე სხვა რამეს.

პატარა პარკი ოქროთი იყო სავსე.

ბუნებით არ იყო სვიმონი ხარბი კაცი, ამიტომაც ვერ აღიქ-


ვა სრულად თავისი ბედნიერება.

ისევ მოაკრა პირი პარკს.

საზარესთან თოვლი გადაწმიწდა.

მიწა ამოთხარა.

ახლა თავისუფლად ჩაეტეოდა იასე გამართულად.

აკურთხა ამოთხრილი სამარე.

ჩაასვენა იასე.

ჩააყოლა ბოთლით წყალი.

აანთო სანთელი და ილოცა.

„მიწა ხარ და მიწად იქეც“,

„მიწა ხარ-და მიწად იქეც“,

117
“მიწა ხარ და მიწად იქეც“, წაიბუტბუტა სვიმონმა და მი-
აყარა მიწა.

ზემოდან დაადგა ხის ჯვარი.

ცოტა ხანს დაისვენა. მერე ოქროთი სავსე პარკი ცხენის


ტახტაზე დააკრა და ნუშისკარისაკენ დაუყვა დაღმართს.

იმ დღის მერე, არც სვიმონს, არც მის შვილს და არც შვი-


ლიშვილებს, ერთი გრამი ოქროც კი არ მოუკლიათ იმ პარ-
კისათვის, ფულთან ერთად, ოქროს ქამარიც აღმოჩნდა
პარკში, ბრილიანტებით შემკული, რომელიც ისე ბრწყი-
ნავდა წელზე, ვისაც ეკეთა ერთი ათად ლამაზდებოდა,
თუმცა დიაკვნის სახლში თითქოს არ ეწერა ქამარს ვინმეს
წელზე შემორტყმა. ერთი-ორჯერ თუ გასინჯა რომელიმე
ქალმა და იმათაც იმავ წამს შემოიხსნეს, ისევ პარკში ჩა-
დეს და შეინახეს საიდუმლოდ.

ჯადოსავით იქცა ის პარკი ამ სახლში. ქონება ეტყობა ქო-


ნებას ითხოვს და სვიმონის შთამომავლობაც წელებზე
ფეხს იდგამდა, რომ უფრო მეტი ქონება შეეძინათ.

ხენეშოსა და ლეგოს მამა უამრავი ცხვარ-ძროხის პატრო-


ნი იყო. მიწას უმძიმდა იმისი ცხვრის ფარები. ისე. მოკ-
ვდა, ვერც ის და ვერც იმის ცოლი, შვილიშვილებს არ შე-
ასწრო
წუთისოფელმა, ვერც ლეგო დააქორწილეს თავის დროზე
და ვერც ხენეშო გაათხოვეს.

118
ღირსეულს ეძებდნეწნ, ღირსეულ სიძეს და ღირსეულ პა-
ტარძალს, რომელნიც შეეფერებოდნენ ამათ ოჯახს, ამათ
სიმდიდრეს.

- ამ დროს გარიგებით ხდებოდა დანიშვნა, მაგრამ ესენი


ყველას იწუნებდნენ.

შიოს მამას, ეჭვად ჰქონდა გაგებული, რომ სვიმონს რაღაც


ჰქონდა ნაპოვნი და ხშირად შეახსენებდა ხოლმე ლეგოს
მამას:

- თქვენ ჩემი ოქრო გაქვთ გადამალული, აი.

– რა თქვენი ოქრო? - გაიკვირვებდა ყოველთვის ლეგოს


მამა.

- მამაშენმა რო იპოვა და მამაჩემს დაუმალა.

- არ ვიცი მამაო ვინ რა იპოვა - ეტყოდა ლეგოს მამა.

ხალხმაც რაღაც იცოდა ეჭვად ამის შესახებ, მაგრამ დანამ-


დვილებით არავინ არაფერი იცოდა. მათთვის ისიც კმა-
როდა, რაც ლეგოს მშობლებს ცხვარ-ძროხა ჰყავდათ, რომ
სიღარიბით ვერავის დაეწუნებინა ლეგო და ხენეშო.

მანამ მშობლები ცოცხლები იყვნენ, მანამდე იმათაც ხომ


პატარები ეგონათ თავი, მაგრამ როცა ისინი დაიხოცნენ
და და-ძმა მარტო დარჩა, აღმოჩნდა რომ ორმოცს უკვე გა-
დასცილებოდნენ.

119
არ შეიმჩნიეს.

ხალხის თვალში ამაყად დაიჭირეს თავი და ისევ იწუნებ-


დნენ გამოჩენილ სასიძო-საპატარძლოებს.

დღე და ღამ მუშაობდნენ.

საღამოთი კი, სამხრობის მერე, გადარაზავდნენ კარს.

სამალავიდან გამოიღებდნენ ოქროთ სავსე პარკს, ტახტზე


გაფენილ ხალიჩაზე წამოაპირქვავებდნენ, იქვე დაყრიდ-
ნენ შრომით შეძენილ ვერცხლისა და ქაღალდის ფულს,
უყურებდნენ და ტკბებოდნენ.

ხანდახან ხენეშო წელზე შემოირტყამდა ოქროს ქამარს,


გაივლ–გამოივლიდა, თავს პატარძლად წარმოიდგენდა
და ოცნებით კოშკებს აგებდა,

ოცნებობდნენ.

ოცნება მათთვის ყველაზე რეალური და ხელმისაწვდომი


იყო.

ინაწილებდნენ ქონებას.

ოქროულს შუაზე ჰყოფდნენ.

თუმცა ლეგოს გულით უნდოდა ქამარი მის დას საპატარ-


ძლო მზითევში გაჰყოლოდა, მაგრამ ხენეშო უარზე იდგა,
რძლისთვის უფრო ემეტებოდა, თავისი ძმის გვერდის

120
დამამშვენარე ძმისთვის, რომელიც ვერც კი წარმოედგინა,
სახითა და ტან-ფეხით როგორი ლამაზი უნდა ყოფილიყო
რომ მისი ძმისა და ამ ქამარის ღირსი გამხდარიყო. ასეთ
დროს შიშიც კი გაუელვებდა ხოლმე; ვაი თუ ისეთი რძა-
ლი შემხვდეს, ჩემი ძმა თავის ჭკუაზე მოაქციოს, მე სახ-
ლიდან გამაგდონ და აღარც არაფერი მარგუნონო. თვი-
თონ ამაოდღა ელოდა შოლტივით სანეფოებს, კარგახანია,
აღარავინ მოსდგომია საამისოდ იმათ კარებს. მარტო ერ-
თი გადაყრუებული ქვრივი კაცი მოვიდა შარშან, ლეგო
გვერდზე გაიხმო და ამდენი ხნის ქალწული და სთხოვა
იმ უნამუსომ. კიდევ ბედი იმისა, რომ ლეგო ალალი და
მომთმენი იყო, თანაც ხენეშო შინ არ იყო, თორემ, ღმერ-
თმა იცის რა მოხდებოდა.

და-ძმას ჯერ ყველაფერი წინ ეგონა. ილუზიით საამურ


ცხოვრებას ქმნიდნენ მომავალში, მაგრამ თვალსა და
ხელს შუა ისე ეპარებოდათ ერთხელ გაფრენილი წლები,
ვერც კი
ხვდებოდნენ.

ხალხმა ხენეშოს „საპატარძლო“ შეარქვა ზედმეტ სახე-


ლად, ლეგოს კი „სულის გამომხსნელი“.

ლეგოს თავისი პაპის სახელი ერქვა დედის მხრიდან და


„სულის გამომხსნელიც“ იმიტომ შეარქვეს, რომ როგორც
ამბობენ იმ ლეგოს გამოუხსნია ერთხელ სული.

- ეგაც თავის პაპასავით სულზე ზრუნავს - დასცინოდა


ხალხი ლეგოს,

121
- აი, ნახავთ, თუ მაგანაც არა ჩაიდინოსრა,

თუმცა ლეგო, მართლა ჰგავდა პაპას, მაგრამ საეჭვო იყო


რომ მასაც ისევე ეზრუნა სულისათვის, როგორც იმ ლე-
გომ. აი, ის ლეგოც და აი ესეც, აი ეხლანდელი დროც და
აჰა, ისიც, რაც მაშინ მოხდა, საუკუნეს გადმოსწვდა და სუ-
ლის გამომხსნელის სახელი დააკისრა ლეგოს უწყინარ
შვილიშვილს.

გაზაფხულია.

აღდგომა დღე.

ნამარხულევი ხალხი სოფლის ეკლესიაში შეკრებილა.

წინ ბალღები დგანან, ხოლო მათ უკან მარცხენა მხარეს კა-


ცები დაჩოქილან, მარჯვენა მხარეს კი დედაკაცები.

- დაიჩოქეთ, ბალღებო! - ეძახის ვიღაც ხალხიდან ბალ-


ღებს.

- იდგნენ, არა უშავს, ღვთის წინაშე ესენი ჯერ ანგელოზე-


ბი არიან, მერე კი ამათაც თქვენსავით უნდა იზრუნონ სე-
ლის გამოხსნაზე - ეუბნება ხალხს მღვდელი და ამის მერე

რაღაცას ეჩურჩულება დიაკვანს. იქვე დგას რამდენიმე


მგალობელი, რომლებიც ნელ ხმაზე ღიღინებენ. დიაკვანი
ხელით ანიშნებს და მგალობლები ხმამაღლა წამოიწყებენ
საგალობელს, იმათ სიმღერას აჰყვება მღვდელი, დიაკვა-
ნი და ხალხი. დედაკაცები ჯერ გაუბედავად მღერიან, მე-

122
რე ისინიც ექსტაზში შევლენ და გაბედულად შეუერთდე-
ბიან საგალობელს.

სანთლების შუქზე და სარკმლიდან შემომავალ მზის სხი-


ვებზე ნაირფერად ბრჭყვიალებენ ეკლესიის კედლებზე
ჩამოკიდებული წმინდანთა ხატები. პატარა ეკლესიაში
ნემსის ჩასაგდები ადგილიც კი აღარსად არის თავისუფა-
ლი, მთელი სოფელი აქ შეკრებილა ორმოცი დღის მარხუ-
ლობას ყველასათვის რაღაც სულიერი კვალი დაუჩნევია
სახეზე.

საგალობელი ნელ–ნელა შეწყდება და ერთ ხანს სიჩუმე


ჩამოწვება ეკლესიაში. მერე ამ სიჩუმეს დაარღვევს მღვდე-
ლი, რომელიც დიდხანს მოუწოდებს ხალხს სიწმინდისა
და მორჩილებისაკენ.

მერე ისევ მღერიან საგალობელს.

მღვდელი საცეცხლურში საკმეველს ჩაყრის და ცეცხლს


მოუკიდებს. იმისი სურნელება აავსებს ეკლესიას, ნამარ-
ხულევ ხალხს ჟრუანტელად ეკიდება და საკმევლის მო-
ცისფრომოიისფრო თხელი კვამლი, რომელიც სარკმლი-
დან შემოსულ მზის სხივებში არეულა, ეკლესიაში სუყვე-
ლაფერს სადღესასწაულო იერს აძლევს.

- დაიჩოქეთ, ბალღებო! - ვიღაცა კიდევ ბრძანებს დაჩოქი-


ლი ხალხიდან.

123
- დაეხსენ ამათ, შვილო ჩემო, მოვა დრო და ესენიც თქვენ-
სავით იზრუნებენ სულის გამოხსნაზე - ამბობს მღვდელი
და აქეთ-იქით აქანავებს საცეცხლურს...
აი, სწორედ ეს დღე გაახსენდა საპატიმროში მღვდლის
დანახვაზე ლეგოს და, ალბათ, სიცოცხლეში ვეღარც და-
ივიწყებს იმ დღეს. ახლა ეჩვენება, რომ მხოლოდ იმ დღის-
თვის ცოცხლობდა და თავისდაუნებურად იმ საქმისათ-
ვის ემზადებოდა, რაც იმ დღეს ჩაიდინა, არა, წინასწარ
არასოდეს უფიქრია ასეთი რამე, წარმოდგენითაც კი ცერ
წარმოიდგენდა. ახლა, როცა ის დღე გავლილია, ახლა ეჩ-
ვენება რომ სწორედ იმ დღისათვის ამზადებდა ბედი. მაგ-
რამ ნუთუ არ შეიძლებოდა იმ დღის აცილება. აი, ახლა
ლეგოს წინ სწორედ ის მღვდელი ზის, ვინც იმ აღდგომა
დღეს ათასგვარ მორჩილებასა და პატიოსნებას უქადაგებ-
და ხალხს, მაგრამ, რატომღაც, დღესაც ზარივით ჩაესმის
ლეგოს იმდღევანდელი ნათქვამი:

მოვა დრო და ესენიც თქვენსავით იზრუნებენ სულის გა-


მოხსნაზე.

სულის გამოხსნა...

ვისგან აპირებდა იმ დღეს ლეგო სულის გამოხსნას?

ეშმმაკისაგან?

მერე და განა რა ცოდვა ამძიმებდა ლეგოს სულს ისეთი,


რომ ღვთის წინაშე აღარ დაედგომებოდა და იქამდე მივი-
და რომ...

124
- სიმართლე მითხარი, შვილო ჩემო, რამ გაიძულა რომ
ასეთი ცოდვით დაგემძიმებინა სული. ნურაფერს დამიმა-
ლავ, აღიარე ღვთის წინაშე ყველაფერი და ისიც შეგიმსუ-
ბუქებს მაგ ცოდვის უღელს - ეუბნება ლეგოს მღვდელი.

ლეგო ფიქრობს. მას რატომღაც ისევ ჩაესმის ყურში!: „სუ-


ლის გამოხსნა“, „სულის გამოხსნისათვის“.

ნუთუ მართლა სულის გამოხსნა უნდოდა ლეგოს.

მაგრამ ცოდვა?

რომელი ცოდვიდან იხსნიდა სულს?

ვერაფრით ვერ გაიხსენა ეს (ცოდვა ლეგომ. მას ახლა


თვალწინ დაუდგა თავის ცხოვრება, მოყოლებული ბალ-
ღობიდან დღემდე, უფრო სწორად კი იმ დღემდე, როცა ეს
მოხდა, ვერაფერი ისეთი ვერ გაიხსენა ლეგომ, რითაც სა-
კუთარ
სინდისს მსაჯულად დაუდგებოდა და ეტყოდა: ღვთის
წინაშე
ეს ასე არ უნდა ყოფილიყოო, ცერა, ცერ გაიხსენა ცოდვა
ლეგომ, სულ უმნიშვნელოც კი, თუნდაც ბალღობისას
შურდუღით ჩიტის მოკვლა, როგორც ამას, მის გარდა,
სოფლის ყველა ბალღი გაიხსენებდა, ლეგოს კი, არა თუ
ჩიტი არ მოუკლავს, თანატოლებისაგან დახოცილი ღო-
ბემძვრალებისა და გუთნისჩიტებისათვის იმდენი უტი-
რია, ახლა ახსენდება, რომ აღარც საყვარელი ბებიის სიკ-
ვდილს დაუწყვეტია უფრო მეტად გული.

125
იქნებ ცოდვამ დამალვა იცის?

იქნებ ვერ იხსენებს ლეგო?

აჰა, თვალწინ უდგას მთელი თავისი ცხოვრება და ღმერ-


თი ხომ მაღლიდან დაჰყურებს, მღვდელიც ხომ აქვე უზის
და პასუხს მოითხოვს მისგან, ლეგო კი ვერ იხსენებს. სი-
კეთის გარდა, მას იმ დღემდე არაფერი ცუდი არ ჩაუდე-
ნია. სოფელი, სადაც გაიზარდა, ერთი გვარისაგან შედგე-
ბოდა და ეს გვარი რამოდენიმე ოჯახად იყო დაყოფილი.
მაშინდელი წესის მიხედვით ოჯახები გაუყრელად ცხოვ-
რობდნენ და ზოგიერთ ოჯახში ოცამდე ახალი პატარძა-
ლი და ათამდე მოხუცებული მკვდარი იყო ყოველ წელი-
წადს. ასეთ ოჯახებში საქმე განაწილებული იყო: ზოგს
ევალებოდა ნადირობა, ზოგს ხსვა-თესვა, ზოგს საქონლის
მოვლა და ზოგსაც - ოჯახის პატიოსნებაზე ზრუნვა. აი,
სწორედ ასეთ ოჯახში გაიზარდა ლეგო და ხნვა-თესვის
მეტი არაფერი აგონდება ახლა.

იქნებ მიწის მოხნვას, ან ყანის მომკას უთვლიდა თავის


თავს ცოდვად.

არა,

იქნებ უღელში შებმულ ხარებს ექცეოდა უღვთოდ,

არა.

იქნებ?

126
არა, ყველაფერი ნათელია. ყოველი დღე, რაც კი ლეგოს
გაუთენ-დაუღამებია, სიკეთითაა განათებული. გუთნის
თეთრ ჭიასაც კი არ დაადგამდა სამტროდ ფეხს, ძნაში ჩა-
ბუდებულ წვრილშვილ თაგვებსაც კი არ მოუქნევდა ნამ-
გალს, ლეწვის დროს ხარებს საპირეებს არ ააკრავდა, რო-
გორც ამას სხვები შვრებოდნენ.

იქნებ წისქვილის ქვები გააბეზრა ლეგომ ზამთარში იმდე-


ნი პურის ფქვით. იქნებ მეზობლის წისქვილის სარუედან
მალულად თავის წისქვილს მიუგდო წყალი. პირიქით,
თუ ნახავდა მეზობლის წისქვილს წყალი აკლდა, თავისი
სარუედან მიაშველებდა წყალს.
თხუთმეტი წლისას ცოლი მოუყვანეს ლეგოს, ისიც ქმარ-
სავით სიკეთის განსახიერება.
შვილებსაც სიკეთით ზრდიდა და მორჩილებას აჩვევდა.
იმ აღდგომა დილითაც ლეგომ გასძახა ბალღებს, დაიჩო-
ქეთ ბალღებოო და ორჯერვე მისი მიმართულებით გასცა
ხალხს მღვდელმა პასუხი:

- დაეხსენ ამათ, შვილო ჩემო, მოვა დრო და ესენიც თქვენ-


სავით იზრუნებენ სულის გამოხსნაზე.

სულის გამოხსნაზე კი არასოდეს არ უფიქრია ლეგოს. ახ-


ლა აგონდება რომ არ უფიქრია. საქმით სიკეთის მსახური
იყო ლეგო და... - არა. არა. არასოდეს არ უფიქრია ლეგოს
სულის გამოხსნაზე, მაგრამ სულ თან კი დაჰყვებოდა ეს
გრძნობა. იგი მასში იყო, მასში იყო სწორედ იმიტომ რომ
მეტისმეტად კეთილი იყო და ამიტომაც ბევრს ზრუნავდა
სულზე, აკი ამ ზრუნვამ არ დაუყენა ის დღე.

127
- გამოერკვიე, შვილო ჩემო და აღიარე ღვთის წინაშე და-
ნაშაული. მითხარი, რატომ ჩაიდინე ეს ცოდვა? - შეახსენა
მღვდელმა თავისი იქ ყოფნა ლეგოს.
ლეგო ხმას არ იღებს, გარინდებული ერთ ადგილს მისჩე-
რებია და ისევ ის აღდგომა დღე ახსენდება...
- ეკლესიიდან გამოსული ხალხი, საერთო ბედნიერებამ
და მხიარულებამ მოიცვა სოფლის მოედანზე გაჩაღდა
ცეკვათამაში, წითელი კვერცხების გაცვლა-გამოცვლა. ნა-
მარხულევ
ხალხს უცებ მოეკიდა სასმელი.
სოფელში აკიდებული ცხენით მგზავრი შემოვიდა და ატ-
ყდა ქალების გადაძახილ–გადმოძახილი:
- ურია მოვიდა, ურია!
ურია ახალგაზრდა ბიჭი იყო. მოედანზე ხურჯინები
ცხენს ჩამოხადა და ამოალაგა გასაყიდი საქონელი, რად-
გან მთელ ამ ხეობაზე სავაჭრო ცენტრი არ იყო, ურიების
ყოველი მოსვცლა ნამდვილი დღესასწაული იყო აქაური
ქალებისათვის. ყიდულობდნენ საკაბეებსა და თავშლებს,
სარკეებსა და ქოშებს, ვერცხლის ქამრებსა და ათასნაირ
საჭირო საქონელს. ადრე ერთი მოხუცი დადიოდა უფრო
ხშირად. ის მოხუცი ამ ახალგაზრდა ვაჭრის მამა იყო,
ურიები საერთოდ ყოველთვის ერიდებოდნენ აღდგომა
დღეს მოსვლას სოფლებში. დღეს კი ეტყობა ბედმა ასე
ინება, ბედმა რომელმაც იმ ახალგაზრდა ურიას აქაური
გოგო შეაყვარა და მამის სიკვდილის მერე ისე მოუხშირა
აქ სიარულს, ისიც კი დაავიწყდა რომ მამამ გააფრთხილა,
აღდგომა დღეს სავაჭროდ არ წასულიყო.

ქალები ვაჭრობდნენ.

128
კაცები ხატის კარზე შეყრილიყვნენ და ნელ–ნელა ეძლე-
ოდნენ სიმთვრალეს,
- მამიი, დედამ თქო, ურიასაგან ქამარს ვიყიდი, შენი ნე-
ბართვის გარეშე კი არ მინდაო - უჩურჩულა ლეგოს თავის
პატარა ბიჭმა.

- რაო? - ადგილზე წამოიწია ლეგომ.

- ქამარს ვიყიდიო?

- ვისგანო?

- ვაჭარი ურიასაგანო.

- სად არის?

-- დედა? სახლშია.

- დედა კი არა, ურია.

- ფილიპიანთ დერეფანში - თქვა ბიჭმა და მამის ამღვრე-


ულ სახეს რომ შეხედა, შეკრთა, გუმანით რაღაც ავისმაუწ-
ყებელი იგრძნო და გაიქცა.

ლეგო ხატის კარზე მიმოდიოდა ნერვიულად,

- მოდი ლეგო, რა აქეთ-იქით დადიხარ, დალიე! - ეძახ-


დნენ სუფრიდან მაგრამ ლეგო რაღაც ფიქრს აეტანა.

მზე რომ გადაიხარა ურია სოფლიდან გავიდა.

129
ლეგო შორიახლო გაჰყვა. .

ცოტა ხნის მერე ორივე ტყეს შეეფარა.

მეორე დღეს ხეობაში მეხივით გავარდა ურიას სიკვდი-


ლის ამბავი. მეფის პრისტავმა სოფლები ჩამოიარა და
გულდაგულ იძიებდა მკვლელის ვინაობას, ბოლოს დად-
გინდა რომელი სოფლიდანაც გავიდა და პრისტავმა ამ
სოფლის თავკაცებს დაუწყო მუქარა, თუ ორ დღეში
მკვლელს არ ჩამაბარებთ, თქვენ გაგაციმბირებთო.

- მე მოვკალი - წაუდგა პრისტავს ლეგო.

- ოოოხ! – წამოიძახა პრისტავმა.

ხალხი გაკვირვებული. მიაჩერდა ლეგოს, რომელსაც მი-


უხედავად იმისა რომ თვითონ გასცა თავი და გაქცევასაც
არსად აპირებდა, იმ წუთში მისცვივდნენ პრისტავის
მხლებლები და გულიანად დაუწყეს გათოკვა.

პრისტავის საბრძანისი და საპყრობილე აქედან კარგა


შორს იყო, ამიტომ, ღამეს რომ გზაში არ მოესწრო, სასწრა-
ფოდ წაიყვანეს ლეგო...

აი, ახლა უკვე მერამდენედ ეკითხება მღვდელი!

- აღიარებ დანაშაულს, შვილო ჩემო?

- ვაღიარებ, მამაო.

130
- რატომ მოჰკალი?

ლეგომ პასუხი არ გასცა, ჩუმად იყო, ერთ ადგილს თვა-


ლებით მიშტერებული და მერეც კარგახანს გაგრძელდა
მისი დუმილი.

მღვდელი ადგა და გარეთ გავიდა.

ღია კარიდან ხალხის ჩოჩქოლის ხმა შემოესმა ლეგოს. თა-


ვის თანასოფლელებს მოჰკრა თვალი და იმათში თავისი
ოჯახის წევრები შეიცნო. მერე ყველაფერი მღვდლის
ზურგმა გადაფარა და კარიც მიიხურა.

„ნუთუ ჩემ დასახსნელად მოვიდნენ“, გაიფიქრა ლეგომ


და იმედი მიეცა, რომ კიდევ ეღირსებოდა თავისუფალ სი-
ცოცხლეს. ამის გაფიქრება“ ისე მოანატრა შვილები, ერ-
თიანად „აკანკალდა. თითქოს მიწაც ეძახდა გარედან და
სახნავ–სამკალად იხმობდა, ეძახდნენ ნაკადულები, ცა და
ზედ შემომსხდარი მოჟიკჟიკე ვარსკვლავები. სიცოცხლე
და თავისუფლება ეძახდა გარედან ლეგოს და ამ წუთში
ისე მოენატრა ეს ყველაფერი, საპატიმროს ჭერს შეხედა და
აღმოხდა!

- ღმერთო!

თითქოს იმისი თხოვნა შეისმინეს, კარი გაიღო და საპა-


ტიმროში ლეგოს ცოლი შემოვიდა.

ცოტა ხანს მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთ-ურთს.

131
მერე ქალი მივიდა, მკერდზე მიეკრა.

ლეგომ აკანკალებულ მხრებზე ხელები შემოხვია და ნიკა-


პით თავზე ჩამოეყრდნო.

- უცებ ქალი შეკრთა, უკან გაიწია, უბიდან საბელი ამოი-


ღო და ლეგოს გაუწოდა.

ლეგო ამას არ მოელოდა, დაიბნა.

– ცოტა დროღა დარჩა, ლეგო - წაუჩურჩულა შეშფოთე-


ბულმა ქალმა - ურიებს პრისტავი მოუსყიდიათ და შენ
თავსა სთხოვენ რომ წამებით ამოგხადონ სული.

- მერე, ისინი? ისინი რაღას აპირებენ? - თქვა ლეგომ.

- ვინ ისინი.

- ჩვენი ოჯახი, სოფელი, გვარი.

- ისინი გუშინ შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ რაკი სტუ-


მარი და უდანაშაულო მგზავრი მოჰკალი, ამით მთელი
გვარი შეგვარცხვინა, როგორმე გამოვიხსნათ და ხალხის
დასა ნახად ჩვენ თვითონ მოვკლათო, პრისტავი შენ თავს
არ აძლევს, უნდა გავაციმბირო და იქ ამოვალპოო, იძახის.
სამივე გზაზე სიკვდილი გელის ლეგო - ისევ მკერდზე მი-
ეკრა ცოლი ლეგოს.

კარგა ხანს ასე იდგნენ.

132
ქალი აღარ კანკალებდა. აღარც ლეგოს მოუხვევია მის„
თვის მხრებზე ხელები, აღარც ნიკაპით ჩამოჰყრდნობია
თავზე გარინდებულნი იდგნენ ორივე.

ლეგო მაღლა იყურებოდა.

თითქოს განგებ დაემაგრებინათ ჭერში თოკის ჩამოსაბმე-


ლი რკინა.

- ლეგომ საბელი ჩამოართვა ცოლს.

ჩამოაბა,

ძლივს გააკეთა ყულფი, ხელები უკანკალებდა, იშლებო-


და თოკი.

ცოტა ხანს კიდევ მდუმარედ შეჰყურებდნენ ერთ-ურთს.

- მე მაინც მითხარი ლეგო, რატომ მოჰკალი, ჰა? - დაარ-


ღვია სიჩუმე ქალმა.

- აღდგომა დღეს რომ არ მოსულიყო, არ მოვკლავდი –


თქვა ლეგომ.

- მაინც რატომ მოკალი?

- იმიტომ რომ მაგათ... - რაღაცის თქმა დააპირა ლეგომ


მაგრამ ისევ გადაიფიქრა და ყულფში გაუყარა, თავი, ჭერი
დაბალი იყო და ფეხებით ებჯინებოდა.

133
– ფეხები ამიწიე - სთხოვა ცოლს ლეგომ.

ქალი შეყოყმანდა.

გარედან ხალხის ჩოჩქოლი მოისმა.

ამ ხმამ შეაკრთო ქალი და ანგარიშმიუცემლად აუწია ლე-


გოს ფეხები.

ლეგო რამდენჯერმე გატოკდა, შე ფართქალდა.

ქალი კი ისე გულიანად ეხმარებოდა ქმარს, თითქოს სიკ-


ვდილის მხოლოდ ასეთი გზა იყო ჭეშმარიტი, იმ დანარ-
ჩენ სამ გზასთან შედარებით, რომელიც ლეგოს ელოდე-
ბოდა წინ.

- მორჩა! - ერთგვარი სიამაყით უთხრა გარეთ გამოსულმა


ქალმა აყაყანებულ ხალხს, რომლებიც პრისტავისგან მო-
ითხოვდნენ ლეგოს.

- რაო?! რა მორჩა? - იკითხა ოჯახის უფროსმა.

- სული დაიხსნა - თქვა ქალმა და მხოლოდ ახლაღა მო-


ერია თვალებზე ცრემლი.

სწორედ ამ ლეგოს შვილები იყვნენ მარიამი და მისი და,


ხენეშოსა და ლეგოს დედა.

134
ლეგოს გარეგნობა პაპისა ჰქონდა, სულის გამომხსნელს კი
ჯერ-ჯერობით იმიტომ ეძახდნენ ბერულ ცხოვრებას რომ
ეწეოდა.

– ეგ ეგრე დაბერდება - იძახდა ხალხი.

- დაბერებული არ არის, მა რა არის, რაღა დროს მაგისი


ცოლია.

- თხუთმეტ-თექვსმეტი წლის გოგონებს კი უცქერს სარ-


ძლოდ ხენეშო და, თუ ლეგოს იმათ თავი აღარა აქვს, რძა-
ლი რაღად უნდათ.

- თორე იმ წუთას არ მოეწონოთ ვინმე,

- ლეგოს საპატარძლო ჯერ არ დაბადებულა.

- ხენეშოს საქმრო კი აკვანში წევს.

ენას ვერ აჩერებდა ხალხი.

- საქმრო არ ვიცი და ოქროთი სავსე პარკი კი უწევთ სახ-


ლში.

– სწორედ იმ პარკის ყარაულობაში ჩამობერდნენ ეგრე.

- პარკის ყარაულობაში კი არა, სული ყარაულობაში.

– რა სულის?

135
- მაგათ პაპამ რო სული გამოიხსნა, იმას ჰყარაულობენ -
სიცილით ამბობდა ზოგი.

ასე იყო, თუ ისე, ჯერ არც ლეგოს საპატარძლო ჩანდა და


არც ხენეშოს საქმრო.

დღეს პირველად მოისმინა ხალხმა ხენეშოს ტირილი და


თან შეეშინდათ ლეგოსა და მის მაგიერ, თანაც გაოცდნენ,
არ ეგონათ რომ ხენეშოს ასეთი ტირილი შეეძლო, თით-
ქოს ამის მერე ერთი-ორად უფრო გალამაზდა და გაახალ-
გაზრდავდა მათ თვალში ხენეშო.

- აფსუს ქალო, ცოდვა არ არის, შენ ეგრე უწილ-უკერძოდ


ბერდებოდე - დანანებით ამბობდა ვიღაც.

სხვანი გაფითრებულ ლეგოს შეჰყურებდნენ.

ვიღაც მავანი კიდევ ხალხში დაძვრებოდა და ყურს უგ-


დებდა, ვინმე ისეთს ხომ არაფერს იტყოდა, არასასურველ
აზრს ხომ არ გამოსთქვამდა. ისმენდა და გულისფიცარზე
უკლებლივ იწერდა.

ხალხი მიჩვეული იყო დუმილს და დუმდა. დუმილი უკ-


ვე იმათ საკუთრებად ქცეულიყო და ამ დუმილში ჭექა-
ქუხილივით ისმოდა ხენეშოს კრულვა.

თითქოს ხენეშოს ეჯიბრებოდა, ცამაც პირი შეიკრა და და-


იქუხა.

ყველამ ცას ახედა.

136
თითქოს პირველად გაიგონეს ქუხილი და შეეშინდათ, ხე-
ნეშოს თქმაზე, მართლა ხომ არ გატყდა ცა, ემანდ უბედუ-
რება არაფერი დაგვატყდეს, ვარსკვლავები არ დაგვეყა-
როსო.

იქუხა მეორედაც.

მერე ელვაც გამოკრთა.

ახლა უკვე გაბმულმა ჭექა-ქუხილმა გადაფარა ხენეშოს


მოთქმა.

- საფლავი მზად არის, წამოასვენეთო - სახლის დერეფან-


ში წვიმასშეფარებულ ხალხს შეატყობინეს სასაფლაოდან
გამოქცეულმა ბალღებმა.

ამათ, ცოტა ხანს კიდევ შეიცადეს, გადადარებას და-


ელოდნენ.

მართლა გადაიღო.

მზემ გამოანათა.

- აი, რას ნიშნავს, ალალი ზებერი რო იყო, მიწამაც კი პირი


დაიბანა, ისე ეგებება – თქვა ვიღაცამ.

- ჰო, მიწამაც პირი დაიბანა და მზემაც.

გამოასვენეს სახლიდან მარიამი.

137
ჩუმად მიჰყვებოდა ხალხი.

მარტო წიწაის ხმა ისმოდა დროდადრო!

- ვააჰ, კაცოო?!

ატალახებულ მიწაზე ფეხი სხლტებოდა.

ქალები არ გაჰყოლიან მარიამს.

ასეთი წესი ჰქონდათ ნუშისკარელებს, სასაფლაოზე მარ-


ტო მამაკაცები მიდიოდნენ.

ლეგო, როგორც მარიამის დიშვილი, საკაცეს შესდგომო-


და.

გიორგის სიებს ბებიის სურათი მიჰქონდათ.

მზით გამთბარ ნაწვიმარ მიწას, ოხშივარი ასდიოდა,

ჰაერში ახლადამოყრილი ყვავილების დამათრობელი სუ-


ნი ტრიალებდა.

საკაცე გათხრილ სამარესთან დაასვენეს.

საფლავში ახლადმოსული წვიმის წყალი ჩაგუბებულიყო


და მესაფლავე ვედრით იღებდა.

ზემოთმყოფნი მდუმარედ ელოდებოდნენ.

138
მესაფლავემ წყალი ამოიღო, ზემოთ ამოვიდა და თითქოს
გააგონებდა, ისე უთხრა მარიამს:

- ჩადი ეხლა, შე საწყალო, იქ ნუღარაფრისა გეშინია!

ხალხმა თოკები მოაბა კუბოს, სარქველი დაახურეს და


საფლავში ჩაუშვეს.

- ვაახ, კაცოო! - წამოიძახა წიწამ.

- თანაც ამ ხნვაში, აბა - გვერდზე ამოუდგა წიწას ისევ ის


კაცი, გუშინ ჭიშკართან რომ შეეგება წიწაი და იმის მერე
აღარ მოეშვა, სადაც წიწაი დგას, ისიც გვერდით უდგას.

- ეეე, რა დრო მოვიდა, ეშმაკად ვიქეცით, სად გაგონილა


უზიარებლად კაცის დამარხვა - დანანებით, თავისთვის
ჩაილაპარაკა ვიღაც მოხუცმა.

კუბოს ფხრიალით ეყრებოდა გოროხი მიწა.

ცა მთლად მოიწმინდა.

მიწა რომ მიაყარეს, დიდი ჯვარედინა ჯოხი ჩაურჭეს საფ-


ლავის თავში, რომელსაც გარედან კაცის ხალათი შემოაც-
ვეს.

ეს იყო საფრთხული, ნადირი რომ დაეფრთხო ღამ-ღამო-


ბით, რაკი ხელებგაშლილ კაცს ჰგავდა, მაგრამ ჯვარის მა-
გივრობასაც ასრულებდა, რასაც ნუშისკარელები აშკარად

139
ვეღარ ბედავდნენ და საფრთხულის მნიშვნელობას უფრო
ანიჭებდნენ, ჯვარს საფრთხულის მნიშვნელობა მიეღო,
უფრო სწორად კი საფრთხულში ჯვარი იყო შემალული.

დატოვეს იმ საფრთხულის ანაბარას მარიამი და გიორგის


ოჯახში წავიდნენ ჭირის სუფრაზე.

მარიამის შესანდობარი რომ დაილია, თამადამ წინაპრები


მოიხსენია და მერე უდროოდ წასულების სადღეგრძელო
შესთავაზა ხალხს.

- დღეგრძელობა კი არა, შესანდობარი - შეუსწორა ვიღა-


ცამ თამადას.

- მე რომელ უდროოდ წასულებზეც მოგახსენებთ, იმათ


სწორედაც რომ დღეგრძელობა მინდა ვუსურვო - თქვა
თამადამ.

ხალხი მიუხვდა, მაგრამ ის ერთი მაინც თავისას გაიძახო-


და.

- დღეგრძელობაო? რას მიქვიან დღეგრძელობა, დღეგრძე-


ლობა მაშინ მეკუთვნის და მაშინ მისურვეთ, როცა თქვენ-
თან ერთად ვარ, თქვენთან ერთად მივაჯახირებ ამ წუთი-
სოფელს. ის რანაირიღა დღეგრძელობაა, როცა დღე მე არ
მეკუთვნის და მე წუთისოფელს აღარ ვეკუთვნივარ, მა-
გაზე შესანდობარს უფრო იტყვიან და აი, ახლაც ჯერ ხომ
ისევ მე მეკუთვნის ჩემი წუთისოფელი, სიმართლე გით-
ხრა, შესანდობარი მაინც სჯობია ასეთ ყოფას.

140
- როგორ ყოფას? - იკითხა ვიღაცამ სუფრის ბოლოდან.

ხალხმა იქეთ მიიხედა, ისე უცნაურად , ავისმომასწავებ-


ლად ეჩვენათ ეს ხმა, მაგრამ ამის მთქმელი თითქოს არ
არსებობდა იქ, ვერავინ ვერ გაიგო, ვინ იკითხა ეს.

აანთეს კერასი და მეშვიდე სადღეგრძელოთი ოჯახის მო-


მავალი ბედნიერება დალოცეს.

კვირა საღამო იყო.

ხვალე დილაადრიან სახნავზე უნდა გასულიყვნენ.

ხალხი სახლებში წავიდ–წამოვიდა.

მეორე დილით, სახნავზე გამოსულმა ნუშისკარელებმა


კარგა ხანს არაფერი იცოდნენ წუხანდელი ამბის შესახებ.
შიო დაღვრემილი მიმოდიოდა ნახნავში.

ბრიგადირი შეშინებული კურდღელივით დახტოდა იმის


აქეთ-იქით და სახეში შესციცინებდა, რას მიბრძანებო.

- გააწყალეს ამ ყვავებმა გული! - ბრაზით ჩაილაპარაკა ში-


ომ და მწყრალად გახედა პანტა მსხალზე შემოსკუპებულ
ყვავს, რომელიც მართლა ჩხავილით იკლებდა იქაურო-
ბას.

ვიღაცამ წიწაი მოიკითხა.

არც ლეგო ჩანდა არსად.

141
ხალხში ჩუმად დაიარა წუხანდელმა ამბავმა; შუაღამისას
წაესხათ: წიწაი, ლეგო, ხენეშო, მესაფლავე, თამადა, ის კა-
ცი, თავგამოდებით რომ ამტკიცებდა უდროოდწასულე-
ბის შესანდობარი ვთქვათო და კიდევ მოხუცი კაცი, სა-
საფლაოზე თავისთვის რომ ჩაილაპარაკა, ეეჰ, რა დრო
დადგა, ხალხი ეშმაკად მოიქცა, მკვდარს უზიარებლად
მარხავენო.

ისე დაუარა სახნავად გამოსულ ხალხს შიშის ჟრუანტელ-


მა, როგორც ჭიანჭველები ეხვეოდნენ ნახნავ მიწას.

პანტა მსხალზე კი ისევ ჩხაოდა ყვავი.

შიომ ჯერ ყვავს გახედა, მერე იმის წინ მლიქვნელური ღი-


მილით სახეგაბრწყინებულ ბრიგადირს შეუბღვირა, მუ-
ქარის კილოზე რაღაც ჩაიბურდღუნა და კანტორისაკენ
წავიდა სწრაფი ნაბიჯით.

ბრიგადირს ღიმილი სახეზე შეეყინა. კარგახანს ერთ ად-


გილას გახევებული იდგა, მერე გონს მოეგო და თავმჯდო-
მარეს დაედევნა სირბილით.

- რა მეძებარივით კუდში დამდევ, საქმეს მიხედე! – დაუყ-


ვირა შიომ.

ბრიგადირი დაფრთხა.

დაიბნა.

142
შემობრუნდა და მხვნელ-მთესველებისაკენ წამოვიდა
მუხლებმოწყვეტილი. ბელტს ფეხი წამოჰკრა, თავი ვეღარ
შეიმაგრა და ნახნავ მიწაში პირქვე ჩაემხო.

როგორღაც ესიამოვნა გრილი მიწა. იწვებოდა, დიდხანს


იწვებოდა ასე, ნახნავს ჩაკონებული ისუნთქავდა ამ და-
მათრობელ მიწის სურნელს, მაჩიტაის, ფხოლაის და კი-
დევ სხვადა

სხვა ბალახების სუნით რომ იყო შემკობილი, მაგრამ ცალ-


კე ხალხისა სცხვენოდა, მეორე მხრიდან კი შიოს მწყრალ
მზერას გრძნობდა.

წამოიწია,

იქვე მის ცხვირწინ გუთნის ჩიტა ჩამომჯდარიყო ბელ-


ტზე, წვრილი ნისკარტით ბალახის თესლს კენკავდა და
გუთანივით წაგრძელებულ კუდს არ ასვენებდა.

დღეს პირველად დაინახა ამ გაზაფხულზე გუთნის ჩიტა


ბრიგადირმა. ჩიტი სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე
იჯდა მისგან მოშორებით.

თითქოს ჩიტი კი არა, იმისი ბალღობა მოფრინდა და


ცხვირწინ ჩამოუსკუპდა, ჭრელი, როგორც ამ ჩიტის
ფრთებია და მოუსვენარი, როგორც მისი ქანქარა ბოლო.

სხვა ბალღებთან ერთად, გუთანს ადევნებული ბრიგადი-


რი, ადრეც ბრიგადირი ხომ არ იყო, თანდილა ერქვა, ფხო-
ლასა და მაჩიტას დაეძებდა ბელტებს შორის, ხანდახან

143
ტყუვდებოდნენ და ორი თუ სამი ბიჭი, ერთად დააცხრე-
ბოდნენ თეთრ-მსუქან გუთნის ჭიას, შორიდან რომ მაჩი-
ტას წააგავდა. გუთნის ჭიებით ხომ სავსე იყო სახნავი. რო-
გორც ღორღიან ჭალაზე ბროლის კენჭები, ისე იყვნენ იქა-
აქა მიმობნეულნი.

და მაშინაც, ბალღობის დროსაც, მოულოდნელად გამოჩ-


ნდებოდა თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული გუთნის
ჩიტა. თითქოს იცოდა, რომ ნუშისკარელებს ხნვა ჰქონ-
დათ დაწყებული და ნახნავი სავსე იყო თეთრ-ქათქათა
გუთნის ჭიებით, თავისი სილამაზით კამკამა ზეცაზე მი-
მობნეულ სადარო თეთრ ფუმფულა ღრუბლის ნაგლე-
ჯებს უფრო რომ ჰგავდნენ, ვიდრე ჭიებს.

მოფრინდებოდა გუთნის ჩიტა და ისიც ნუშისკარელებ-


თან ერთად ჩაუდგებოდა გუთანს კვალში.
გუთნის ჩიტა, გუთნის ჩიტა! - სიხარულით გასძახოდნენ
ერთ-ურთს ბალღები.

გუთნის ჩიტა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აქაური


ზამთრით გულგამოკლულ ბალღებს და არა მარტო ბალ-
ღებს, მოხუცებსაც კი, მათთვის უცნობ, შორეულ ქვეყნებ-
თან აკავშირებდა.

გუთნის ჩიტას მოჰქონდა მათთან რაღაც ამოუცნობი სი-


ხარული. მოჰქონდა სითბო, იმ ქვეყნების სითბო, სადაც
მას გამოეზამთრა, მოჰქონდა იმედი, რომ ქვეყანა დიდია,
სხვაგანაც არის ხალხი, მათაც ულხინთ, ან უჭირთ, ფიქ-
რობენ, უყვართ, განიცდიან, ხოლო როცა აქ გულისგამაწ-
ყალებელი თოვლი და ყინვაა, გზის შესაკეთებლად ბეგა-

144
რაზე გასული მთიელები რომ ლამის არის გააკურჩხოოს
სიცივემ, სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში, ისე თბილა, რომ
ეს ჩვენი გუთნის ჩიტები ხის ჩრდილში სხედან. სიცივეში
თუნდაც გუთნის ჩიტას გაიხსენებდნენ აქაურები და თბე-
ბოდნენ. თბებოდნენ იმ იმედითაც რომ კიდევ მოვა გა-
ზაფხული, მოფრინდებიან გუთნის ჩიტები, ზამთარი კი
წარმავალია, წარმავალია და გაძლება უნდა, ამას მხო-
ლოდ დიდები ფიქრობდნენ მაშინ, თანდილას და სხვა
ბალღებს კი რაღაც ამოუცნობი განცდა ეუფლებოდა გუთ-
ნის ჩიტას მოფრენისას.
მთელი დღე უკან დასდევდნენ ნახნავში მოფუსფუსე
ჭრელ ჩიტს და მეათასედ ეკითხებოდნენ:
- გუთნის ჩიტა, მოხვე მშვიდობით!
გუთნის ჩიტა!
გუთნის ჩიტა!
ინდოეთი როგორია?
გუთნის ჩიტა ბოლოს იქნევდა, თითქოს ეუბნებოდა, კარ-
გიაო და ბალღებიც კმაყოფილნი იყვნენ ამით.
ღამით კი, ძილის წინ, ყველა თავ-თავისთვის ოცნებობდა
ინდოეთზე, ყველას თავისებურად წარმოედგინა იქაური
მთები და ველ-მინდვრები.
წლიდან-წლამდე, ინდოეთსა და ნუშიკარს შორის გუთ-
ნის ჩიტები დაფრინავდნენ.
ალბათ, ინდოეთშიც ეკითხებოდნენ ბალღები შემოდგო-
მაზე აქედან ჩაფრენილ გუთნის ჩიტას:
- გუთნის ჩიტა, მოხვე მშვიდობით!
გუთნის ჩიტა!
გუთნის ჩიტა!
ნუშისკარი როგორია?

145
იქაც ბოლოს იქნევდა გუთნის ჩიტა, იმათაც ასე ეუბნებო-
და! კარგია, კარგიო, თუმცა ვინ იცის, გუთნის ჩიტას ინ-
დო88 შეიძლება სულაც სხვა სახელი ერქვა.
ფიქრებში გართული ბრიგადირი, მუხლებზე წამომდგა-
რიყო და კარგახანს ასე იდგა.
ხალხი გაოცებული შეჰყურებდა, ხოლო არანაკლებ გა-
ოცებული თვალებით შეჰყურებდა ბრიგადირი გუთნის
ჩიტას, თითქოს უკვირდა, რომ ბავშვობის მერე მის ცხოვ-
რებაში ამდენი რამე შეიცვალა, გუთნის ჩიტები კი ისევ
ძველებურად მიფრინავ-მოფრინავდნენ.
კინაღამ ჰკითხა ჩიტს ბრიგადირმა, ინდოეთი როგორიაო,
კინაღამ კი არა, ჰკითხა:
- გუთნის ჩიტა, გუთნის ჩიტა, ინდოეთი როგორია?
- ბატონო, ბატონო?! - ჩაესმა თავს ზემოთ შიოს ხმა -ინ-
დოეთი გაინტერესებს როგორია არა? აქაურობა არ მოგ-
წონს ხომ? კეთილი და პატიოსანი, – შიო გაბრუნდა და
კასტორისაკენ წავიდა.
- საღამოთი, ხვნას რომ მორჩნენ, თვითონ აპირებდა ბრი-
გადირი შიოს კაბინეტში შესვლას რომ მოეხსენებინა „რა-
ღაცრაღაცეები“, მაგრამ რატომღაც შიომ მოუგზავნა კაცი:
და
ოფიციალურად მიიწვია თავის კაბინეტში, იქ უკვე ელო-
დებოდნენ მას.
ბრიგადირისათვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო.
ბრალდებად უცხო ქვეყნებთან კავშირის დამყარება და
თავისი ცხოვრების წესით დაუკმაყოფილებლობა წაუყე-
ნეს.
ხმა არ ამოუღია.

146
დუმილი თანხმობად ჩაუთვალეს, თუმცა ყვირილი და
თავის მართლება რომ დაეწყო, იცოდა არცარა ბევრი ამით
გამოუვიდოდა.
წაიყვანეს.
შიო მარტო დარჩა.
ისევ აფორიაქებული იყო.
ისევ ჩხაოდა ყვავი და დღეს უკვე მერამდენედ ახსენებდა
იმ პატარა ბიჭის თვალებს, ბებია რომ უცხონა ერთხელ.
შეღამებული იყო, მთლად თავიდან ფეხებამდე სველი პა-
ტარა ბიჭი რომ შემოვიდა ნუშისკარის ეკლესიაში,
ის-ის იყო დგებოდა გაზაფხული.

ბიჭი კანკალებდა და ძლივს თქვა:


- ბებია კვდება, მღვდელი მინდა.
- სადაური ხარ? - ჰკითხა დიაკვანმა.

- საქორელი. - თქვა ბიჭმა.

- მაშ მღვდელი გინდა, შვილო ჩემოო -- წამოიწია სავარ-


ძლიდან შიომ, რაკი საქორე მის კუთვნილ სამრევლოში
შედიოდა და ბიჭს დააკვირდა, თითქოს იმის გაგება უნ-
დოდა, ღარიბი ოჯახიდან იყო თუ არა ეს ბიჭი.

საქორეში ორი თუ სამი კომლი ცხოვრობდა და ერთი იყო


იმ სამიდან შეძლებული, დანარჩენებს ძლივს გაჰქონდათ
წლიდან-წლამდე სული, რომ იტყვიან კბილით ეჭირათ,
რომ შიმშილისაგან დაოსებულებს უცებ არ გაჰფრენო-
დათ.

147
შიომ იცოდა ეს და იმასაც მიხვდა რომ ბიჭი შეძლებული
ოჯახიდან არ იყო, ისინი ამ საქმეზე“ თითის ხელა ბიჭს არ
გამოგზავნიდნენ.

ჯერ გაიფიქრა დიაკვანს გავგზავნიო, მაგრამ რაკი დღეს


კაპიკი არ აჩხრიალებულა მის შემოსავალში, სულმა წას-
ძლია, იქნება იქ მაინც მომცენ ცოტა რამე, ან სხვა თუ არა-
ფერი, სუფრას მაინც გამიშლიანო, ყოველ შემთხვევისათ-
ვის კი თევზი და პური შეიხვია საგზლად, დიაკვანს ცხენი
მოაყვანინა და საქორისაკენ გაჰყვა ბიჭს.

აქედან საქორე ორ-სამ კილომეტრზე იყო დაშორებული.


ბიჭი წინ მირბოდა, შიო ძლივს ეწეოდა ცხენით.

- ჩქარა, მამაო, ჩქარა - აჩქარებდა ბიჭი, ახლა იგი სიცივე-


საც კი ვეღარ გრძნობდა, ერთი სული ჰქონდა მღვდელი
რაც შეიძლება მალე მიეყვანა სახლში.

მდინარეზე გადებულ ხის მორთან ცოტა შეყოყმანდა. ეტ-


ყობა გამოსვლისას ამ მორიდან გადავარდა წყალში.

შიომ არ უთხრა ცხენზე შემომიჯექიო.

ბიჭმა გაბედა და ხელებგაშლილი შედგა ხიდზე.

ახლა აღარ გადავარდნილა.

გაღმა ფერდობს მიუყვებოდა გზა.

ცხენი ფრუტუნით მიჰყვებოდა აღმართზე ბიჭს.

148
ბიჭი დროდადრო ჯიბეში ჩაიყოფდა ხელს და იქ ფულს
სინჯავდა, ხომ ისევ აქა მაქვს, ხომ არ დამკარგვიაო. უბის
ჯიბეში ოქროს თუმნიანი ედო და ხელს რომ ჩაიყოფდა,
მაშინ გრძნობდა თავისი გულის ბაგა-ბუგს.

წეღან ხიდიდან წყალში რომ გადავარდა, ნაპირზე ამო-


სულმა იმ წუთას უბის ჯიბე მოისინჯა, შეშინებულმა, ვაი
თუ წყალმა ფული წამართვაო. თუმნიანი რომ ისევ ჯიბე-
ში დახვდა, პირჯვარი გადაიწერა ღვთის სამადლობლად.

ბიჭს, რატომღაც, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ იმ ოქროს


თუმნიანის ნაცვლად, ბებიამისის სული ეჯდა გულის ჯი-
ბეში. თუ იმას დაჰკარგავდა სამუდამოდ დაჰკარგავდა ბე-
ბიასაც, აკი ბებიაც ასე არ ამბობდა: ეს თუმნიანი ღმერთმა
ჩემს დასამარხად და სულის მოსახსენებლად გამომიგ-
ზავნა. ამას ბებია ადრევე ამბობდა, ჯერ კიდევ მაშინ, რო-
ცა ბეგარაზე წასულმა ერთ საღამოს გაბრწყინებული თვა-
ლებით აჩვენა შვილიშვილს ოქროს ფული, რომელიც ჩამ-
ჭკნარ ძუძუებთან დაკერებული ჯიბიდან ამოიღო ხელის
კანკალით.

მთელ ზამთარს დაჰყავდათ მოხუცი ბეგარაზე გზის შესა-


კეთებლად. მოხუცი იყო და წესით არც უნდა წაეყვანათ,
მაგრამ რაკი მათ სოფელში ორი-სამი კომლი იყო, ხალხი-
სათვის ამოსული სტრაჟნიკები ტყუილუბრალოდ არ
სცდებოდნენ, მოხუცსაც თან წაიყვანდნენ ხოლმე.

149
- მე რაღა ხალხში სათვლელი ვარ,. შვილო - ერთი ორჯერ
კი სცადა წინააღმდეგობის გაწევა მოხუცმა, მაგრამ იმათ
დამტვრეული ქართულით შეუტიეს:

- ცამო, ცამო!

მარტო დარჩენილი ბიჭი სახლსა და საქონელს პატრო-


ნობდა. ბებია-შვილიშვილს თავიანთ კვალობაზე ქათმე-
ბიც ჰყავდათ, კატაც, რამოდენიმე ცხვარი, ორი ძროხა, ერ-
თი ხარი და ერთიც ძაღლი.

ბებიის მოსვლამდე ამათ ყველას აჭმევდა ბიჭი.

გაყინულ-გათოშილი ბრუნდებოდა ხოლმე საღამოობით


მოხუცი.

ერთხელ, ისე გაციებულიყო, ერთი კვირა ლოგინიდან ვე-


ღარ ადგა.

შვილიშვილი ეცოდებოდა და ოდნავ რომ ღონე მიეცა, წა-


მოდგა, ხმიადები გამოაცხო.

ის-ის იყო დაილოცა, ღმერთო შენ უშველე ჩემ პატარა


ბიჭს და ჩემ ოჯახსო, ცხელი ხმიადი გატეხა და ბებია-შვი-
ლიშვილი საჭმელად დასხდნენ, რომ გარედან სტრაჟნი-
კების ძახილი მოისმა.

- ხმა არ გასცე შვილო, იფიქრებენ სახლში არ არიანო და


წავლენ - უთხრა ბებიამ ბიჭს.

150
შინლიაწმა კაცმა კარი შემოაღო და თავზე წამოადგა.

- არ მეკურება? - მიმართა მოხუცს.

- ავადა ვარ, შვილო,

- ცამო, ცამო! - თქვა შინლიანმა და ძალით წაიყვანა ქალი,


რომელმაც ძლივს მოასწრო ორი ლუკმის შეჭმა.

ბიჭი ფანჯრიდან გაჰყურებდა და ხედავდა როგორ უმწე-


ოდ მიჰყვებოდა რამოდენიმე შინლიან ახმახს ბებიამისი.

ბიჭისთვის ეს ქალი იყო ბებიაც, დედ-მამის მაგიერიც და


ახლობელიც.

მამა აღარც ახსოვს.

ოდნავ, ბუნდოვნად გამოუკრთება ხოლმე მისი სახე,

უფრო ის ახსოვს, ბებიამ სახლიდან რომ წაიყვანა ზამთარ-


ში და ზვავზე დააყენა. მაშინ ბიჭმა არ იცოდა რა ხდებო-
და, გამუდმებით რატომ ტიროდნენ, დედა, ბებია. ან რა-
ტომ არსად ჩანდა მამა, ან რატომ დააყენა ბებიამ ზვავზე
და თითქმის მთელი დღე აიძულებდა რომ ეყვირა: მამაა!

- მამაა! - იძახდა ბიჭი და ყოველ მის წამოკივლებაზე ტი-


როდა ხალხი, რომლებიც ზვავში რაღაცას ეძებდნენ.

მაშინ არ იცოდა ბიჭმა რომ იმ ზვავში, სადღაც, უსულოდ


იწვა მამამისი და რაკი ვერ იპოვეს, ბიჭი იმიტომ წაიყვანა

151
ბებიამ რომ იქნება შვილის ძახილს შეეღონებინა მამის
სული და მიენიშნებინა მათთვის დაკარგულის ადგილ-
სამყოფელი.

სამ დღეს ამაოდ ეძებდა ხალხი. რკინის სამსჭვალებს უშ-


ვებდნენ აქა-იქ ზვავში, რომ თუ სადმე იქნებოდა მიცვა-
ლებული, სამსჭვალი მის ტანსაცმელს წამოედებოდა და
ზემოთ ამოიტანდა ნაგლეჯებს.

მამალიც გაუშვეს.

წესით იმ ადგილას უნდა დაეყივლნა მამალს, სადაც


მკვდარი იყო.

რამოდენიმე ადგილზე მართლა დაიყივლა მამალმა, მაგ-


რამ ყველიან ტყუილად გათხარეს ზვავი.

ბოლოს სამი წლის ბიჭი წაუყვანეს დაკარგულ მამას და


როცა ერთხელაც იყვირა ბიჭმა: მამაა! - ზვავიდან უზარ-
მაზარი თოვლის გოროხი გადმოგორდა და ზემოთ ამოშ-
ვერილი ხელი ამოჩნდა.

ბიჭმა პირველმა შეამჩნია ეს, მაგრამ მაშინ არ იცოდა.

თუ რას ნიშნავდა ის ხელი, რომელიც ვიღაც უჩინარს


ამოეყო თოვლის ზვავიდან.

ხალხი კი უცებ იმ ადგილას მიესია.

152
ბიჭი სახლში წამოიყვანეს და სიცივისაგან გათოშილი
ცეცხლის პირას დასვეს.

მერე მოასვენეს მამა.

ბიჭს უკვირდა რომ ერთავად აუძრავად იწვა მამამისი.


- სძინავს? - ხან ბებიას ეკითხებოდა ხან დედას:
- ხო, შვილო, სძინავს - უთხრა დედამ.

ხალხი მიმოდიოდა მათ სახლში,

მამა კი სულ იწვა და არ ლაპარაკობდა.

ბებია ტიროდა,

დედაც.

სხვებიც ტიროდნენ.

ერთ დღეს ბიჭიც ატირდა. რომ ვეღარ გააჩუმეს, მეზო-


ბელთან წაიყვანეს.

საღამოთი, სახლში რომ მოიყვანეს, მამა იქ აღარ იწვა.


- გაიღვიძა? - იკითხა ბიჭმა.

- ჰო, შვილო - უთხრა დედამ.

- წავიდა?

- პო, წავიდა,

153
- კამფეტები უნდა მომიტანოს?

დედას ტირილი წასკდა.

ბიჭი დედას მოეხვია.

იმ დღის მერე ყოველდღე ელოდა.

აღარ გამოჩნდა მამა.

ერთ დღეს დედაც წავიდა.

აღარც ის გამოჩენილა იმის მერე.

ბიჭი ახლა ორივეს ელოდა.

დიდხანს ელოდა.

ერთ დღეს კი მეზობლის ბიჭმა უთხრა, რომ ტყუილად


ელის, მამამისი მკვდარია და დიდი ლოდი ადევს სოფ-
ლის სასაფლაოზე, დედამისი კი გათხოვდა, სხვა კაცს გაჰ-
ყვა.

ბიჭი გაიქცა, ბებიის კალთაში თავი ჩამალა და ატირდა.

ამის მერე კრინტიც აღარ დაუძრავს ამის შესახებ, თუმცა


კი რატომღაც ისევ ელოდა.

მოლოდინს ყოველთვის ბებია გაუნათებდა ხოლმე.

154
დღეს, ადრე დაბრუნდა მოხუცი.

სიცივისაგან კანკალებდა, მაგრამ თვალები რატომღაც სი-


ხარულით უბრწყინავდა.

სახლში შემოვიდა, კარები შიგნიდან გადაკეტა და ბიჭს


უთხრა:

- მოდი შვილო რა გაჩვენო!

ბიჭი ახლოს მივიდა.

მოხუცმა საკინძე გაიხსნა ჩამომჭკნარ ძუძუებთან ხელი


ჩაიყო და იქ გამოკერებული ჯიბიდან ჩვარი ამოიღო.

ხელის კანკალით გახსნა ჩვარი.

ზედ ოქროს თუმნიანი აბრჭყვიალდა.

ბიჭმა პირველად ნახა ამხელა ოქრო.

- ხედავ, ნიკოლოზი ახატია ზედ - აჩვენა. ბებიამ.

- ვინ მოგცა ბები, ჰა?

- გზაზე გული წამივიდა შვილო მუშაობისას და გონს რომ


მოვედი უამრავი ხალხი მეხვია გარს. ამ დროს მოვიდა ერ-
თი ეტლი. გაჩერდა ჩვენთან გადმოვიდა შიგნიდან ერთი
კაცი და მე რომ ისეთ დღეში დამინახა უყვირა სტრაჟნი-

155
კებს. თავიანთ ენაზე რაღაცას უყვიროდა, ვერ გავიგე, ისი-
ნი სუ სარგადაყლაპულებივით გაჭიმულები იდგნენ, მე-
რე იმ ღვთისნიერმა კაცმა ეს ფული მომცა და ქართულად
მითხრა:

- ადე, დედი, შინ წადი, ამათ მე მოუვლიო.

წამოვედი.

სულ გადამავიწყდა სიბერე.

ქალმა კიდევ დიდხანს ათვალიერა ოქროს თუმნიანი და


თქვა:

- ამან უნდა დამმარხოს და გააპატიოსნოს ჩემი სული.

იმ დღის მერე ლოგინად ჩავარდა მოხუცი. რამდენჯერმე


სცადა წამოდგომა მაგრამ თანდათან უფრო ღონე ელეოდა
და უარესად ხდებოდა.

მერე და მერე სულ გამოეცალა ღონე მოხუცს.

ახლა პურსაც ვეღარა ჭამდა.

პურს ბიჭი აცხობდა.

იმ დღეს კი, დილიდან აყმუვლდა იმათი ძაღლი.

- ჰოო, მოდის - ჩაილაპარაკა მოხუცმა.

156
- ვინ მოდის, ბები? - ჰკითხა ბიჭმა.

- ჩემი წამყვანი მოდის, შვილო, შენ არ შეგეშინდეს, შენ


იმას ვერ დაინახავ, შენ მარტო იმას გთხოვ არაფრისა არ
შეგეშინდეს.

მოხუცმა ბალიშის ქვეშ გადანახული ოქროს თუმნიანი


მოძებნა, აკანკალებული ხელით ბიჭს გაუწოდა და უთ-
ხრა:

- წადი მღვდელი მოიყვანე. თუ წამოსვლა დაიზაროს, იქ-


ვე მიეცი ეს თუმნიანი და წამოგყვება, თუ არა მერე აქ მი-
ეცი, აგევ კარგა გამისტუმროს იმ ქვეყანაზე. თუ ცოცხალს
ვეღარ მომისწროთ, მაინც მიეცი. დანარჩენი შენ იცი, ჩემო
ბიჭო, საქონელს მიხედე, უი-უი-უი, დამიდგეს ენა-პირი,
ჭირსაც წაუღია საქონელი, შენ თავს მიხედე შვილო, არ მა-
იმშიო, არ შაიციო, მე კი იქიდან ვილოცებ შენთვის.

მოხუცი ლაპარაკობდა ჩუმი ხმით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ჩახ-


ლეჩილად.

- წადი, წადი, ბებო გენაცვალოს, მღვდელი მოიყვანე.

ბიჭი ნუმისკარის ეკლესიისაკენ გაიქცა.

სოფლის ბოლოს რომ ამოვიდნენ, მაშინ ამოვიდა მთვარე.

- აქეთ, მამაო! - თქვა ბიჭმა და ვიწრო ორღობეში შემოუძ-


ღვა შიოს.

157
ძაღლი აღარ ყმუოდა.

ოთახში სიბნელე იყო.

ბიჭმა ჭრაქი აანთო.

მღვდელი ოთახში შემოვიდა და დაილოცა:

- ჯვარი აქაურობას.

ბიჭი ბებიის საწოლთან მივიდა და შეკრთა: ბებიამისს


თვალები ჭერისთვის მიეპყრო და პირი ღია დარჩენოდა.

შიომ პირჯვარი გადასწერა და ჯერ ისევ თბილ მოხუცს


დაუხუჭა თვალები და პირიც დაუხურა.

კარგა ხანმა გაიარა.

ბიჭი გამოერკვა.

მღვდელს შებედა,

მერე გულის ჯიბიდან ოქროს თუმნიანი ამოიღო ღა შიოს


გაუწოდა.

- რა არის ეს, შვილო ჩემო? - იკითხა შიომ.

- ბებიამ მითხრა, მღვდელს მიეციო.

158
- რა საჭირო იყო, შვილო, ჩემო, რა საჭირო იყო - თქვა თვა-
ლებგაბრწყინებულმა შიომ, ბიჭს თუმნიანი გამოართვა,
ჯიბეში ჩაიდო და ამით გახალისებული შეუდგა მიცვა-
ლებულისათვის წესის აგებას.

ლოცვას რომ მორჩა დაისვენა.

ხელები გადაიბანა და უბიდან თევზი და პური ამოიღო.

ცეცხლის პირას იჯდა შიო და თევზს ჭამდა.

უცებ ბიჭის თვალებს წააწყდა.

ბიჭი ხარბად შეჰყურებდა თევზს.

შიომ გაუწოდა თევზი!

- აჰა, გამომართვი.

- არა, არ მშია - თქვა ბიჭმა და თვალი აარიდა.

მეორე დილით სოფელმაც გაიგო და ნათესავებსაც შეატ-


ყობინეს,

მესამე დღეს დაასაფლავეს მოხუცი, თუმცა დასაფლავე-


ბას აღარ დასწრებია შიო, ის მეორე დილითვე წამოვიდა
ნუშისკარში და დასაფლავებაზე დიაკვანი გაგზავნა.

მოხუცი და ის ბიჭი კი დღემდე ისევე დავიწყებული ჰყავ-


და, როგორც სხვა ათასი მკვდარი დაივიწყა.

159
დღეს კი...

დილას აქეთაა ჩხავის ყვავი და ყოველ მის დაჩხავლებაზე


იმ ბიჭის თვალები ახსენდება. შემოჰყურებენ ღა მოსვენე-
ბას უკარგავენ, თითქოს ფანჯრიდანაც ის ბიჭი შემოჰყუ-
რებს.

ვეღარ მოითმინა და სამელნე ესროლა ფანჯარას.

იატაკზე ჩამოიმსხვრა სარკმლის მინა.

ჩამტვრეული ფანჯრის მინამ ბატკანივით დაიბღავლა.

შიშის ჟრუანტელმა დაუარა შიოს ტანში. წამოხტა და კე-


დელს მიეკრა, მაგრამ ამ დროს ისევ დაიბღავლა ბატკანმა,
ამჯერად ეზოდან შემოდიოდა ეს ხმა.

გულზე მოეშვა.

ფანჯარასთან მივიდა და ეხოში გადაიხედა.

პატარა ბატკანი აქეთ-იქით დარბოდა და გამწარებული


ბღავილით ეძებდა დედას,

ამ დროს ყვავმაც დაიჩხავლა.

ისევ შეკრთა შიო, ისევ წარსული გაახსენდა!

160
ნუშისკარის ეკლესიის ეზოშიც ასე დარბოდა ის ბატკანი
და ეძებდა თადეოზს, ოღონდ ის ბატკანი წითელი ფერის
იყო და ეს კი თეთრია.

აღდგომა დღეს ვიღაცამ მოიყვანა და ეკლესიის ეზოში გა-


უშვა ბატკანი.

პატარა იყო.

ერთი კვირის თუ იქნებოდა.

თადეოზმა რომ ხელში აიყვანა, გაჩუმდა.

ამის მერე აღარ სცილდებოდა თადეოზს, სულ უკან დაჰ-


ყვებოდა. ლოცვის დროსაც გვერდით ედგა და თავისი წა-
მობღავლებით, თითქოს ბანს აძლევდა თადეოზის გალო-
ბას.

როცა თადეოზი ბალღებს ნათლავდა, ბატკანიც სანათლავ


ოთახში შემობაკუნდებოდა ხოლმე და ატირებული ბალ-
ღები იმ წუთში ჩუმდებოდნენ. ის კი ხან ერთთან მივი-
დოდა, ხან მეორესთან და ბღავილით გაქრისტიანებას
ულოცავდა.

სანთლებისაგან ერთიანად შეტრუსული ჰქონდა შუბლი


და გვერდები, მაინც არ ერიდებოდა, კუნტრუშებდა. კი-
სერს იგრძელებდა და ანთებულ სანთელს სუნავდა.

წესი არ იყო, რომ ეკლესიის შიგნით რაიმე ისეთი ეკად-


რნა, რაც საკადრისი არ იყო. თუ კარი ღია იყო, თვითონვე

161
გარბოდა გარეთ და თუ ეკლესიის კარი შიგნიდან დაკე-
ტილი დაუხვდებოდა, მორთავდა ბღავილს, თან მოუთ-
მენლად ფეხებს აბაკუნებდა. გაუღებდნენ კარს და გავარ-
დებოდა ისიც გარეთ.

თადეოზი პირველ ხანებში დალას აწოვებდა. მერე ნელ-


ნელა მწვანე ბალახს და ბოლოს ისე შეუყვარდა ტკბილე-
ული, იმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა რომე-
ლიმე მრევლი, ნაზუქებით მოადგებოდა ეკლესიას.

თითქოს სუნზე გრძნობდა რომ მომსვლელს ტკბილეული


მოჰქონდა.

შეკუნტრუშდებოდა ეკლესიის ეზოში და მოუთმენლად


ელოდა თავის წილ ნამცხვარს.

იფანზე შეხიზნულ მტრედებსაც მალე დაუმეგობრდა. თუ


ისინი მიწაზე იყვნენ ჩამოფრენილნი, იმათ შორის დახ-
ტოდა, თუ არა და შეჰბღაოდა, ხმას აყოლებდა მტრედე-
ბის ღუღუნს.

ღამღამობით ეკლესიის შიგნით კუთხეში აიტუზებოდა


და თვლემამორეულს, მანამ თადეოზი საჭირო შემთხვე-
ვისათვის ქოთანს არ დაუდგამდა, არ იძინებდა.

თადეოზი ხომ ასე უყვარდა, არც შიო და დიაკვნები უყ-


ვარდა იმაზე ნაკლებად, ერთი ეგ არის იმათ ვერ უთამამ-
დებოდა.

162
აი, ახლაც ისე ნათლად ხედავს ჩამტვრეულ ფანჯარასთან
მდგარი შიო იმ ბატკანს, როგორც ცხადში.

თითქოს იმდღევანდელ ყოფაში გადასახლებულა.

თითქოს დღევანდელი დღე, იმდღევანდელი დღეა.

აგერ ბატკანი დარბის და ბღავილით დაეძებს დედას. ის


ბატკანიც ასევე განწირული ბღავილით დაეძებდა იმ
დღეს თადეოზს.

თადეოზი კი თავის დიაკვანთან ერთად სოფლებში იყო


წასული.

შიო და მისი დიაკვანი წირვის მერე ისვენებდნენ. მრევლს


წითელი ღვინო მოეტანა მათთვის და ცოტა მეტი მოს-
ვლოდათ მღვდელ-დიაკვანს.

მარიამობის მარხვა იყო.

ბატკანი მთელი დღე ბღავილით ეძებდა თადეოზს. მერე


ეკლესიაში შემობაკუნდა, მღვდელ-დიაკვანს წინ გაუჩერ-
და და შეჰბღავლა:

- მეეე!

ის-ის იყო ჩასძინებოდა შიოს, რომ ბატკნის ხმამ გამოაღ-


ვიძა და თვალები დააჭყიტა.

ჯერ ბატკანს შეხედა, მერე დიაკვანს.

163
- საკმეველი ხო არ გინდა, მამაო - ჩაიცინა დიაკვანმა, ასე
ისეთ დროს ეტყოდა ხოლმე დიაკვანი მღვდელს, როცა შე-
ამჩნევდა რომ შიოს ან აღსარებისათვის მოსული

ქალი მოეწონა, ან სხვა რამე; მარხვის დროს, ჩუმად ჩა-


უჩურჩულებდა ხოლმე დიაკვანი:

- საკმეველი ხომ არ გინდა, მამაო?

ეს იმის ნიშანი იყო, რომ რაღაც კაი საჭმლისათვის გამო-


ეკრა დიაკვანს ხელი.

ახლაც მიუხვდა ახლადგამოღვიძებულ შიოს და იმიტომ


უთხრა:

- საკმეველი ხომ არ გინდა, მამაო?

- მერე თადეოზი? - თქვა შიომ.

- რას გაიგებს.

- ხო მოიკითხავს.

– ის ორ დღეს კიდევ არ მოვა და როცა მოიკითხავს, ვუთ-


ხრათ ღამით გარეთ დაგვრჩა და ეტყობა ან ვინმემ მოიპა-
რა, ან მგელმა შეჭამაო.

შიომ ისე მიმოიხედა აქეთ-იქით, თითქოს შეეშინდა, თა-


დეოზი ხომ არსაიდან გვისმენსო.

164
- რას უყურებ, მამაო, ესენი ხმის ამომღებნი არ არიან, ამ-
დენი ხანია აქა ვარ და ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენიათ
ჯერ - ხატებზე ანიშნა დიაკვანმა - მაგათ გაეხარდებათ კი-
დეც, გამოუკლა გული ამ ბატკნის ბღავილმა.

– ჩუმად, შე შეჩვენებულო! - პირჯვარი გადასწერა დიაკ-


ვანს შიომ და ჰკითხა:

- მარხვა როა?

- საკმეველიც რო შემოგვაკლდა, მამაო? - ჩაიცინა დიაკვან-


მა - თანაც, რამდენადაც ვიცი, თვითონ მაცხოვარიც სი-
ამოვნებით შეექცეოდა ამისთანა ლუკმას.

- ჩუმად, შე შეჩვენებულო! - კიდევ გაუბრაზდა შიო დიაკ-


ვანს.

- მეეე! - ისევ შეჰბღავლა ბატკანმა.

- შენ ეხლა ჩემთან წაგიყვან სახლში, აქ მამაო მიბრაზდება,


აქ არ შეიძლებაო - ჩაულაპარაკა დიაკვანმა ბატკანს და
თაფლიანი პური გაუწოდა.

ბატკანი მასთან მივიდა.

- აა, ჩვენ წავალთ მამაო და შენც მალე მოდი - უთხრა დი-


აკვანმა შიოს და ბატკანი ხელში აიყვანა.

165
- ბალღების დასანახად მაინც არ დაკლა, თორე რას გა-
იგებ, ხმა არ გაიტანონ ხალხში - გააფრთხილა შიომ.

- ბალღებს დავაძინებ, მამაო - ანუგეშა დიაკვანმა.

– გზაზე რო ვინმემ დაგინახოს?

- ისეთი ხურჯინი მაქვს, მამაო, ბატკანი კი არა მამა ღმერ-


თი დაიმალება შიგნით.

- ჩუმად, შე შეჩვენებულო!, თფუჰ! - იატაკზე ფეხი დაუბა-


კუნა შიომ დიაკვანს.

- არ დაიგვიანო, მამაო - ერთხელ კიდევ გააფრთხილა კარ-


ში გასულმა დიაკვანმა მღვდელი.

შიო დიდხანს ყოყმანობდა.

ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა დიაკვანთან.

ბოლოს მაინც ვეღარ გაუძლო ცთუნებას, ეკლესიის კარი


გარედან გადმოკეტა, პირჯვარი გადაიწერა და თქვა:

- დიაკვანს მოჰკითხე, დალოცვილო!

ქურდულად მიმოიხედა და გზას გაუყვა.

დიაკვანს კი უკვე მოეთავებინა მთავარი საქმე: ბალღებიც


დაეძინებინა ცალკე ოთახში და ახლა თავის ახლგაზრდა
ცოლთან სუფრის სამზადისში იყო.

166
ბატკნის ხორცი უკვე ცეცხლზე თუხთუხებდა.

ირგვლივ ხორცის სუნი ტრიალებდა.

არ უნდოდა შიოს, მაგრამ თვალი მაინც დიაკვნის ლამაზი


ცოლისაკენ გაურბოდა. რაკი ღვინოც ჰქონდა დალეული,
ერთი ორად უფრო ლამაზი ეჩვენებოდა ქალი. ხან მისი
აფუებული მკერდი ეცემოდა თვალში, ხან წვრილი წელი,
ხან პატარა, ჩამოთლილი ცხვირი და ხანაც...

- დედაა! - მოისმა იქეთ ოთახიდან ბალღის წამოტირება.

- რა იყო, რომელი ხარ? - გასძახა ქალმა.

- ხორცის სუნი მესმის, დედაა - გამოსძახა ბაღლმა.

- დაიძინე, შე არ გასაზრდელო, რა ხორცის სუნი გესმის -


გაუწყრა ქალი.

– მაიცა, მაგას მე დავაძინებ - თქვა დიაკვანმა და ბავშვებ-


თან გავიდა.

ქალი და შიო მარტონი დარჩნენ.

მღვდელს უფრო მოუხშირა გულისცემამ. ქალიც უფრო

გამომწვევად იქნევდა გავას, გრძელი ნაწნავები ბოლომ-


დე. გაშლოდა და წელსქვემოთ ეფინა.

167
ცეცხლზე ქვაბი თუხთუხებდა და ოხშივარი ასდიოდა,

- ძლივს არ დავაძინე? - ჩურჩულით თქვა ოთახში შემო-


სულმა დიაკვანმა და ამის მერე ღვინიანი დოქი შემოდგა
მაგიდაზე. .

დიაკვანი შიოზე ბევრით უფროსი იყო, ცოლი კი ახალ-


გაზრდა ჰყავდა. პირველი ცოლი მოჰკვდომოდა და ეს მე-
ორე იყო.

- აბა, მელანო, ერთი შენებურად დატრიალდი! - უთხრა


ცოლს დიაკვანმა და შიო მაგიდასთან მიიწვია.

თამადობა დიაკვანმა იკისრა.

სადღეგრძელოებს ამბობდნენ ჩუმად, ლაპარაკითაც ჩუ-


მად ლაპარაკობდნენ, რომ ან ბალღებს არ გაღვიძებოდათ,
ან ვინმეს არ გაეგონა სოფელში.

ღვინო კი თანდათან ეკიდებოდათ.


- საკმეველი ხო არ გჭირდება, მამაო, ჰა? - სიცილით ამ-
ბობდა დიაკვანი და ისე მთვრალი იყო, ძლივსღა აგებდა
სიტყვებს.

მერე მაგიდაზე ჩაეძინა და მელანომა და შიომ ძლივს მი-


ათრიეს გალეშილი დიაკვანი ლოგინამდე.

- საკმეველი ხო არ გჭირდება, მამაო? - ერთი-ორჯერ ძილ-


შიც წამოიძახა დიაკვანმა და ხვრინვა ამოუშვა.

168
შიო წასასვლელად გაემზადა.

– არა, მამაო, ამ ღამეს ვერსად გაგიშვებ - უარზე დადგა მე-


ლანო.

- რა მიშავს, როგორმე გავაგნებ გზას - თქვა შიომ.

–არა მამაო, ვინმე რომ შეგხვდეს მთვრალს, ხომ იცი ხალ-


ხის ენა-ყბა, მარხვაა და... - შეახსენა ქალმა.

- ჰოოო, მართალი ხარ შვილო ჩემო, მართალი. მაშინ გა-


რეთ დერეფანში გამიშალე ლოგინი.

მელანომ დიდი თვალები შეაფეთა მღვდელს და ამის მე-


რე გარეთ შეუდგა ლოგინის გაშლას.

- ძილი ნებისა, მამაო - თავზე დაადგა მელანო შიოს, რო-


მელიც ის-ის იყო ჩაწვა ლოგინში.

- ძილი ნებისა, შვილო ჩემო - უთხრა შიომ.

- ხო არ შეგცივა? - ჰკითხა ქალმა, დაიხარა და საბნის შე-


მოკეცვა დაუწყო აქეთ-იქიდან შიოს - ცივი ღამეებია -
იძახდა და თან საბანს უკეცდა, თან ისე ოსტატურად უცა-
ცუნებდა ხელის თითებს გვერდებზე, შიომ ვეღარ მოით-
მინა, ხელები მოხვია, ერთ წამში ძირს მოიქცია და...

- ფრთხილად, მამაო! - ამის თქმაღა მოასწრო მელანომ და


თვალებდაფეთებულმა ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეყვი-

169
რა მარტო ისღა მოახერხა რომ მუშტი დაუხვედრა მკერ-
დთან მის გასათელად გადმომხობილ შიოს.

მთვარე შემოსდგომოდა დერეფანს და ყველაფერს ხედავ-


და.

მელანოც ხედავდა მთვარეს.

მარტო შიო ვერ ხედავდა. ზურგშექცევით იყო მთვარისა-


კენ და როგორც ქვიშაში თავჩარგული სირაქლემა ემალე-
ბა ხოლმე მონადირის თვალს, ისიც ასევე ცოდვაში თავ-
ჩარგული ემალებოდა მთვარეს, რომელიც სულ ერთია,
მაინც ყველაფერს ხედავდა.

უცებ კარის გაღების ხმამ შეაკრთო.

მელანო იმ წუთში საბანში ჩაიმალა.

დიაკვანი ბარბაცით გამოვიდა „წყალთათვის“ გარეთ და


თავის საქმეს რომ მორჩა, იქვე მწოლიარე შიო შეამჩნია.

გაჩერდა.

ადგილზე იქანავა.

შიომ უფრო გადააფარა ცალი ხელით საბანი მელანოს.

- საკმეველი ხო არ გჭირდება, მამაო? - ჩაილაპარაკა ნახევ-


რადმძინარე დიაკვანმა და ისევ სახლში შებარბაცდა.

170
ცოტა ხანში ისევ გაისმა შიგნიდან მისი ხვრინვა.

შიო ფერწასული მიესვენა ბალიშზე.

ახლაღა შეამჩნია მთვარე, მაგრამ მელანომ აღარ დააცალა


მისი ყურება, საბნიდან ამოძვრა და ახლა ის გადაეფარა
მთვარეს ზურგით...

შიო ისევ ბატკნის ბღავილმა გამოარკვია ფიქრებიდან.


ეზოში ისევ გამწარებული ბღავილით დარბოდა თეთრი
ბატკანი.

- აღარავინა ხართ მანდა? - ჩასძახა შიომ ქვემოთ.

– ჩვენა ვართ, პატივცემულო! - რამოდენიმე კაცი ერთად


გამოიჭრა ეზოში, ქუდები მოიხადეს და შიოს შემოაჩერ-
დნენ.

- რას აბღავლებთ, ბატკანს?

- დედა მოუკვდა და - თქვა ერთ-ერთმა.


- მერე?
- ბღავის.
- სუ ეგე ხომ არ იბღავლებს - თქვა შიომ, გაბრაზებულმა
იმით, რომ ბატკნის ხმაზე ის წითელი ბატკანი ახსენდე-
ბოდა და სინდისის ქეჯნას გრძნობდა,

- დავკლათ? - იკითხეს ქვემოდან.

171
- დაკალით, სტუმრებს ველოდები რაიონიდან - ჩასძახა
შიომ.

- ამ წუთას! - დაიქადნა ერთმა და ბატკანს დაედევნა.

- მეეე! - დაიბღავლა იმან უმწეოდ.

- ჰოო, შენ, შენ - დაამშვიდა დამჭერმა.

ხორცი მოიხარშა და დაბინდდა კიდეც.

რაკი სტუმრები არ მოვიდნენ, შიო და რამოდენიმე კაცი


შემოუსხდნენ კაბინეტში სახელდახელოდ გაშლილ სუფ-
რას და რატომღაც ისე ჩუმად ლაპარაკობდნენ, თავმჯდო-
მარეს ის ღამე გაახსენდა, დიაკვანთან რომ უჯდა სუფრას
და იმათი ბალღების შიშით ჩუმად ლაპარაკობდა.

რაღაცით ჰგავდა ეს ჩურჩული იმას.

თითქოს ეს ბატკანიც იმ ბატკანს წააგავდა.

- ბატონო შიო! - წაიჩურჩულა ვიღაცამ.

- ხმა ამაიღე, კაცო, რას ჩურჩულ-კურკურებთ! - იყვირა


შიომ და წამოხტა.

დანარჩენებიც ფეხზე წამოხტნენ.

172
ზოგს გამოხრული ძვალი შეაცივდა პირში, ზოგს ლუკმა
ვერ გადაეყლაპა და ლოყებგამობერილი ამაოდ ცდილობ-
და უხმაუროდ მოეგვარებინა ეს საქმე.

ისევ შიომ გაიცინა.

თანამესუფრეთაც ღიმილმა გადაუნათა სახეები.

დასხდნენ.

– ბატონო შიო! - ახლა უკვე ხმამაღლა წამოიწყო წეღან


დაწყებული ლაპარაკი ჩია კაცმა.
- ჰო, რა იყო?

- ნახე ნადირას ბიჭს საკონტროლო წერაზე როგორი ლექ-


სი დაუწერია? - გულისჯიბიდან ოთხად დაკეცილი ქა-
ღალდი ამოიღო და გაშალა.

სათვალე მოიმარჯვა.

- მოგეხსენებათ ქართულს ჩემი მეუღლე ასწავლის და


იმიტომაც ჩამივარდა ხელში, თორემ ზოგიერთ მასწავლე-
ბელს შეიძლება მიეჩქმალა კიდეც. ხომ იცი, ვიღაც-ვიღა-
ცეები, დღესაც აფარებენ ხელებს კულაკების შვილებს.

- მერე ნადირა რომელი კულაკია, შარვალგამოხეული და-


დის? - ჩაიცინა შიომ.

– შენ შარვალგამოხეული დაუძახე და ნახე შვილებს რას


ასწავლის?

173
სათვალიანმა ჩია კაცმა კითხვა დაიწყო:

- მტრის ცეცხლი! - ასე ჰქვია, პატივცემულო შიო, ამ


ლექსს. თქვენ ჩემ ცოლზე არაფერი იფიქროთ, იმას არც
უფიქრია ასეთი დავალების მიცემა. ცეცხლის შესახებ და-
მიწერეთ ლექსიო, უთქვია და ა, „მტრის ცეცხლი“.

- ძნელია ძველი ძლიერების გახსენება, თანაც ისეთ დროს,


როდესაც მტერი სახლში გყავს და შემპარავად კერას გი-
ცივებს.
სულ რომ ჩაგიქრობს,
წინაპრის ცეცხლს რომ ჩაგიწივებს.
შეციებულს.
აკანკალებულს.
თავისი ქურქის კალთის სითბოს შემოგთავაზებს.
ცეცხლსაც დაგინთებს.
თანაც - სხვაგვარს.
მაინცდამაინც კერაზე არა –ბეღელში,
ანდა კარის ღობზე,
თუნდაც ქოჩორზე მოგიკიდებს,
ისე გაგათბობს,

სათვალიანმა ჩაახველა და ამით ანიშნა იქ მყოფთ, მოვ-


რჩიო.

ჩამოვარდა დუმილი.

- ლექსი კი არა აბდაუბდაა, ბატონო შიო, მაგრამ რაღაც ეს


მტრები არ მომწონს - თქვა სათვალიანმა.

174
- რამდენი შვილი ჰყავს მაგ უბედურ ნადირას? - იკითხა
შიომ.

- ხუთი თუ ექვსი.

- ეგ რომელ კლასშია?

- ჯერ პატარაა, არასრულწლოვნებში ითვლება, მეექვსე


კლასში დაეთრევა, დანარჩენები ღლაპებია, სამი ჯერ არ
დადის სკოლაში.

- წადი ერთი ნადირას დამიძახეთ - თქვა შიომ და ჩაფიქ-


რდა.

ორი კაცი იმ წუთას გავარდა გარეთ.

დანარჩენებმა სუფრა აალაგეს.

ცოტა ხანში წასული კაცები მობრუნდნენ და ნადირას


ნაცვლად იმისი ცოლი მოიყვანეს.

- კაცი არ იყო, ქალი წამოვიყვანეთ - მოახსენეს შიოს.

- ქმარი სადა გყავს? - ჰკითხა შეშინებულ ქალს შიომ.

- არ ვიცი - უფრო დაფრთხა ქალი.

- როგორ თუ არ იცი?! - გაიკვირვა შიომ და იქ მყოფთ მი-


უბრუნდა:

175
– სახნავზე არ იყო დღეს?

- ორი-სამი დღეა არ დაგვინახავს - თქვეს იმათ.

- აჰაა, სამუშაოზე არ დადის და შენ არ იცი სად არის, არა?


- ისეთი ხმით იკითხა შიომ, ქალს კანკალი აუვარდა.

- ლამის არის შიმშილით დაგვიწყდეს ბალღები და სანა-


დიროდ წავიდა - თქვა ქალმა.

- სასიამოვნოა! - უთხრა შიომ, უფრო კი თავისთვის


ჩაილაპარაკა.

– სანადიროდ - გაიმეორა შიომ და დაფიქრდა - წადი,


ბალღებს მიხედე - უთხრა დამფრთხალ ქალს.

ნადირას ცოლი სირბილით წავიდა სახლისაკენ.

ნადირობის გახსენებაზე შიოს ერთმა აზრმა გაუელვა


თავში. წაიყვანს ამ ხალხს, ვითომ საძოვრების დასათვა-
ლიერებლად და თან თოფს წაიღებს. იქნებ ის ყვავიც თან
წაჰყვეთ და ან შიო მოარტყამს ტყვიას, ან ესენი. ეს ყველა-
ზე კარგი გზა არის ყვავის მოსაშორებლად, აბა სოფელში
ხომ არ დაუწყებს თოფით დადევნებას, სხვებს რომ დაავა-
ლოს, არც ის ივარგებს, სხვებმა რა იციან რომელი ყვავი
უნდა მოკლან, ყვავი ყვავსა ჰგავს. კაცი უფრო არა ჰგავს
კაცს ისე, როგორც ყვავი ყვავს. შიო კი უკვე იცნობს იმ
ყვავს, თუ გინდა ათას გაფრენილ ყვავში გამოარჩევს.

176
- ხვალე თოფები წამოიღეთ და საძოვრების სანახავად წა-
ვიდეთ - უთხრა შიომ კაცებს, რომლებიც მოუთმენლად
ელოდნენ რას ეტყოდა შიო.

წავიდ–წამოვიდნენ...

შიოც სახლში წავიდა.

„მტერი სახლში გყავს, მტერი სახლში გყავს, მტერი სახ-


ლში გყავს“, უწიოდა შიოს ყურებში.

არ უნდოდა ამაზე ეფიქრა.

სტვენა წამოიწყო.

სტვენა-სტვენაში ნადირას ცოლი გაახსენდა.

ხარბად დაჰკვლია ქალი ფიქრში.

მოეწონა.

მელანო გაახსენდა.

მართალია იმის მერე რაც მელანოსთან შესცოდა ღმერთს,


ჩქარა მოიყვანა ცოლი, მაგრამ მელანომ ისეთი სიამოვნება
განაცდევინა იმ მთვარიან ღამეს, ვერ ივიწყებდა და ღამ-
ღამობით ხშირად მიიპარებოდა ხოლმე დიაკვნის ბოს-
ტანში.
დიაკვანი კარგა ხანია ამ ქვეყანაზე აღარ არის, მაგრამ
დღემდე არ ამჩნევინებს მელანოს უქმროობას შიო.

177
აი, ახლაც იმის სახლთან გაჩერდა და თავისებურად წაუს-
ტვინა.

მელანომ გამოიხედა

სოფელმა ყველაფერი იცოდა, ყველაფერს ხვდებოდა და


ყველაფერს ხედავდა, შიოს შიშით კი არავინ არაფერს არ
იმჩნევდა.

შიო გვიან მივიდა სახლში და ტყვია-წამლის დამზადებას


შეუდგა ხვალისათვის.

გათენდა.

„საძოვრის დასათვალიერებლად" წასული თოფოსნები,


შიოს მეთაურობით ფერდობს შეუყვნენ.

ნისლიანი დილა იყო და შიოს ბრაზი მოსდიოდა, ასეთ


ამინდში რა ყვავი უნდა დაინახოს კაცმაო.

ყვავმა კი რამდენჯერმე ჩხავილით გადაუფრინა თავს ზე-


მოთ და მელანო, მელანოო, ჩამოსჩხავლა,

შიომ თოფი ესროლა, მაგრამ ისეთი ნისლი იყო, არც იცო-


და რა სიმაღლიდან დასჩხაოდა ყვავი.

როგორც იქნა შუადღისას გამოიდარა.

178
თავმჯდომარეს და იმის თანმხლებთ ყვავილებით მოქარ-
გული საძოვრები გადაეშალა თვალწინ.

- აი, ეს მხარე სათიბად უნდა დავიცვათ - ხელი გაუშვირა


შიომ მთის ფერდს.

უფრო ზემოთ წავიდნენ.

გორის ფხაზე დასხდნენ.

აქედან ხელისგულივით მოჩანდა მთელი ხეობა და ნუ-


შისკარი ყველა ადგილი ნაცნობი იყო შიოსთვის, მაგრამ
აქედან ყველაფერი სხვანაირად ჩანდა.

ნუშისკარში ახლაც ეტყობოდა ნასაყდრალი. ეტყობოდა


კი არა, თითქოს ვიღაცას სოფლისთვის გული ამოუგლე-
ჯიაო, ისე ჩანდა ის ადგილი, სადაც ერთ დროს ეკლესია
იდგა.

შიომ თვალი აარიდა.

სწორედ ამ დროს, საიდანღაც მოფრინდა მისი გამამწარე-


ბელი ყვავი და დასჩხავლა:

- თეკლა! თეკლა!

შიოს უნდოდა თოფი ესროლა, მაგრამ ისე ტყვიასავით ჩა-


ესო ეს სახელი გულში, მარტო თვალიღა გაადევნა ტყიანი
ფერდისაკენ გაფრენილ ყვავს.

179
ყვავი ერთ მაღალ მუხის კენწეროზე შემოჯდა.

ახლა უფრო გაუფითრდა სახე შიოს.

ყველაზე მეტად, თეკლას გახსენება არ უნდოდა შიოს და


საუბედუროდ თვითონ აიტეხა აქ წამოსვლა.

- აქ რომ არ ამოსულიყო, არც იმ ადგილს დაინახავდა და


შეიძლება არც იმ ამბავს გაახსენებდა ყვავი.

ის კი იჯდა მუხის კენწეროზე, აქედან წერტილივით ჩან-


და, ხმა კი ისეთი ჰქონდა, თუნდა მთელ ხეობას გასწვდე-
ბოდა მისი ჩხავილი.

- თოფის სასროლ მანძილზე მაინც ყოფილიყო.

როგორ არ უნდოდა შიოს თეკლას გახსენება.

ელენეს მერე, ეს სახელი აკრთობდა.

თეკლა ელენეს და იყო.

ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა მასზე. ის-ის იყო


ივიწყებდა ელენეს შიო, რომ თითქოს მის გასახსენებლად
თეკლა შემოვიდა.

როგორც ელენეს პირველ დანახვისას ახლაც თავიდან ფე-


ხებამდე ჟრუანტელმა დაუარა შიოს და ეკლესიის სვეტს
მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.

180
- საკმეველი ხომ არ გინდა, მამაო? - რაღაცას მიუხვდა დი-
აკვანი, მაგრამ შიომ ამ შემთხვევაში ისე შეუბღვირა, დი-
აკვანს ნირი წაუხდა და იფიქრა, ალბათ, რაღაცა სტკივაო,
სასწრაფოდ წყალი მოურბენინა.

შიო გონს მოეგო.

თეკლა კი ისეთივე შუქით ანათებდა ეკლესიას, როგორც


ერთ დროს ელენეს შემოსვლისას ეჩვენებოდა ხოლმე ში-
ოს.

თეკლა ადრეც შემოსულა ეკლესიაში, მაგრამ ადრე ყუ-


რადღება არ მიუქცევია შიოს.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ ადრე ელენე იყო ცოცხალი, თა-


ნაც თეკლა პატარა იყო, შედარებით პატარა იყო მაშინ...
მერე კი, მთელი ორი წლის განმავლობაში ძაძები ეცვა
თეკლას და სახეს არც კი აჩენდა.
დღეს კი, როგორც ენძელა გამოანათებს ხოლმე თოვლით
გადახუნებულ მზორეში, ისე შემოიჭრა თეკლა ეკლესია-
ში და გაანათა ყველაფერი.

გარეთ მართლა იდგა გაზაფხული.

სააღდგომო მარხვა მთავრდებოდა.

ეკლესიაში უამრავი ხალხი იყო.

რატომღაც ყველას ყურადღება მიიქცია თეკლამ. რაღაცით


ელენას ჰგავდა გოგო, მაგრამ რით, ვერ გაეხსენებინა შიოს.

181
თან ჰგავდა, თან არ ჰგავდა.

წირვის მერე, შიოსთან მივიდა თეკლა, თავისი ცისფერი


თვალები ფურივით შეანათა და წაიჩურჩულა!

- საიდუმლოს განდობა მინდა, მამაო, შეიძლება?

- მოდი, შვილო! – ხმა აუკანკალდა შიოს და ამისათვის


განკუთვნილ ადგილას წაიყვანა თეკლა.

- მე თეკლა მქვია, მამაო, ელენეს და ვარ, სასაფლაოზე რომ


მოკვდა სმენაობ წასული, იმ ელენესი. მაშინ შევპირდი ჩე-
მი დის სულს, რომ ორ წელს ვატარებდი შავებს, დღეს
იმიტომ გავიხადე ძაძები.

- ამის მერე თეკლა შეყოყმანდა.

ახლა იგი საოცრად ჰგავდა ელენეს. შიოს ის წუთი გაახ-


სენდა, როცა მის წინ ელენე იდგა და აღსარებას ეუბნებო-
და.

თეკლაც ისევე იდგა.

ყოყმანობდა.

რაღაცის თქმა ეწადა და ვერ გადაეწყვიტა.

182
- გისმენ, შვილო ჩემო, გისმენ - გაამხნევა შიომ, უფრო კი
თვითონ გაიმაგრა გული, რომ მშვენიერებასთან ამ საოცა-
რი სიახლოვით არ გაჰპარვოდა.

- მიყვარს, მამაო! - თქვა თეკლამ მთრთოლვარე ხმით.

ასევე გაანდო ელენემ თავისი სიყვარული.

ისევე ჩასწყდა შიოს გული, როგორც მაშინ.

- ვინ გიყვარს, შვილო, ჩემო?

- საბა - თქვა გოგომ ჩუმად.

- სიყვარული ხვთის ნიჭია, შვილო - თქვა შიომ.

- ვიცი მამაო და მაგიტომაც მოვედი აქ. თანაც - თეკლა


ისევ გაჩუმდა.

- თქვი, შვილო, თქვი - გაამხნევა შიომ.

- ცოლი ჰყავს - თქვა გოგომ.

- მდინარის გაღმა რომ ცხოვრობს, ზემო სოფელში, ეგ ის


არის? - ჰკითხა შიომ.

- ის არის, მამაო.

- ცოლიანი კაცის სიყვარული არ მოგეტევება, შვილო ჩე-


მო.

183
- ვიცი მამაო, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, თანაც შემ-
პირდა.

- რას შეგპირდა?

- მოგიტაცებ და სხვაგან წაგიყვანო. ამაღამ შეხვედრა


გვაქვს დათქმული.

შიო შეკრთა.

დიდხანს ფიქრობდა.
„ხელიდან არ უნდა გაუშვა თეკლა“, ჩასძახოდა ვიღაცა
ყურში, „ელენეც ხომ ასე წაგართვეს“.
- სად უნდა შეხვდე? - ჰკითხა შიომ გოგოს.
თეკლა შეკრთა.
მერე სოფლის ზემოთ, ის ადგილი დაუსახელა, სადაც ახ-
ლა ყვავი იჯდა მუხაზე, - მშობლებისა და ღვთის წინააღ-
მდეგ მივდივარ და ილოცე ჩემთვის, მამაო, იქნებ შემინ-
დოს ღმერთმა ეს ცოდვა - შეეხვეწა თეკლა.
– ვილოცებ, შვილო ჩემო, ვილოცებ, წადი, შეხვდი – გაამ-
ხნევა შიომ.
თეკლა ხელზე ეამბორა და წავიდა.
თან გაიყოლა ეკლესიიდან მანათობელი შუქი.
შიო დიდხანს იდგა ერთ ადგილს მიმტერებული და ფიქ-
რობდა. „არამც და არამც არ უნდა დაანებოს ცოლიან კაცს
ასეთი მშვენების მოტყუება შეცდენას უპირებს“ საწყალ
გოგოს.
შიო მოვალეა ღვთის წინაშე და ელენეს ხსოვნის წინაშეც
რომ ააცდინოს თეკლა ამ გზას..

184
მაგრამ როგორ?
ამაღამ მუხასთან უნდა შეხვდეს და...
ახლა ღამეა უკვე.
თეკლა, ალბათ, იქ წავიდა.
არა, ჯერ არ წავიდოდა, შუაღამისას წავა, ფეხაკრეფით გა-
იპარება სახლიდან, რომ მშობლებმა ვერ გაუგონ. ელენეს
სიკვდილის მერე ხომ ისე ეშინიათ, უმეთვალყურეოდ
აღარ
უშვებენ შვილებს გარეთ.
სანამ შუაღამე მოვა, მანამდე სჯობია შიომ რამე ისეთი მო-
იფიქროს, რომ საბა ვერ მივიდეს თეკლასთან.

შიო ფიქრობს.

ფიქრობს.

ფიქრობს.

და,

მოიფიქრა კიდეც:

სასწრაფოდ უნდა წავიდეს პრისტავთან და საბა დააჭერი-


ნოს. საბაბად იმას გამოიყენებს, ვითომ საბამ აღსარებაში

უთხრა შიოს, რომ მან დახოცა ამ ერთი თვის წინ, სოფელ-


ში ბეგარაზე ხალხის გამოსაყვანად წასული სალდათები.

185
ღვთის წინაშე ცოდვას ჩაიდენს შიო, მაგრამ განა ამით არ
გადაარჩენს ღვთის სიყვარულს, რომელსაც დაღუპვით
ემუქრებიან.

თანაც უყვარს თეკლა შიოს და ყველაფერს გააკეთებს, რა-


თა თეკლა მაინც აღარ დაკარგოს.

პრისტავი სიხარულით ცას ეწია, როცა შიომ საიდუმლოდ


გაანდო საბას ამბავი.

- ჩკარა, ჩკარა! დაჰქკიოდა ათმეთაურს და რამოდენიმე


წუთში საბას სოფლისაკენ გააჭენეს ცხენები სალდათებმა.

შიო კი იქით წავიდა სადაც ამაღამ თეკლა უნდა შეხვედ-


როდა საბას.

მთვარიანი ღამე იყო, მაგრამ სადაცაა ჩავიდოდა მთვარე


და სიბნელე ჩამოწვებოდა.
აჩქარდა.

შორიდან შეამჩნია რომ თეკლა მუხასთან იყო უკვე.

მორიდან ეტყობა შიო საბა ეგონა და მისკენ გამოიქცა, მაგ-


რამ შიო რომ იცნო, შედგა:

- შენა ხარ მამაო? - იკითხა თეკლამ, ცოტა არ იყოს შეშინე-


ბული ხმით.

- რა მოხდა მამაო? - ისევ იკითხა თეკლამ.

186
- მომეცი ხელი შენი და დამშვიდდი - მაჯაზე წაავლო ში-
ომ ხელი და მუხისაკენ წაიყვანა.

თეკლა მოულოდნელობისაგან კანკალებდა.

- მოხდა რამე, მამაო?

- მოხდა თეკლა, მოხდა - თქვა შიომ და უფრო მოუჭირა


მაჯაზე ხელი. თეკლას უნდოდა ხელი გაენთავისუფლე-
ბინა, თან მღვდლის ასეთი მიმართვის ტონიც უკვირდა,
ჩვეულებრივად „შვილო ჩემოს“ კი არ ეუბნებოდა, სახე-
ლით მიმართავდა.

- საბა არ მოვა - უთხრა შიომ.

- რა? - გაოგნებულ თეკლას მუხლები მოეკვეთა და მუხის


ფესვებზე ჩაიხვია.

- მომისმინე თეკლა, დაწყნარდი და ისე მომისმინე – თქვა


შიომ და ისიც ფესვებზე ჩამოჯდა თეკლას გვერდით.

- აი, იმ მთვარეს ხომ ხედავ?

თეკლამ მთვარეს ახედა.

- აი, ეგ მთვარე სიყვარულსა ჰგავს, მიტომაც ანათებს ყვე-


ლაფერს, სადაცაა ეგ მთვარე ჩავა და ყველაფერს ბნელი
მოიცავს. ეგევე შენი და საბას სიყვარულია, თეკლა. ბნე-
ლით მოცულ სამყაროს მზე გაანათებს და სხვანაირად გა-
აბრწყინებს, ეგრევე შენ გულსაც, რომელსაც სიბნელე

187
დაეუფლება, სხვა ახალი, ნამდვილი სიყვარული დაეუფ-
ლება, მზესავით მანათობელი და მწველი. ცოლიანი კაცის
სიყვარული მთვარის ნათელს ჰგავს, რომელიც ვერ გა-
გათბობს. ჭეშმარიტი სიყვარული კი მზის ნათელია.

- საბას ხომ არაფერი დაემართა, მამაო?! - ძლივს ამოიღო


ხმა თეკლამ.

- შენ რომ წამოხვედი, საბა ჩემთან მოვიდა და აღსარება


მითხრა. თქვა, თეკლას ვუყვარვარ და პირობა მივეცი რომ
წაგიყვანო, თან ცოლ-შვილსაც ვერ ვუღალატებო, თას
ამაღამ მასთან შეხვედრას ვაპირებ და წინასწარ მინდა
ღვთის წინაშე ცოდვის მონანიებაო..

- რა ცოდვის? -- გაფითრდა თეკლა.

- მოტყუებას გიპირებდა. მე ვუთხარ რომ ასეთ ცოდვას


ღმერთი არ აპატიებდა და თუ უყვარდი ყველაფერი უნდა
დაეთმო, თუმცა არც ცოლ-შვილის მიტოვება ეპატიება
ღვთისნიერ კაცს - მაშინ იქნებ წახვიდეთ და თქვენ უთ-
ხრათ რომ აღარ დამელოდოს - მთხოვა საბამ.

მე შენთან წამოვედი - დაამთავრა შიომ.

თეკლას გული წაუვიდა.

- თეკლა! თეკლა! - მოსულიერება დაუწყო შიომ გოგოს.


სახეს უსრესდა. გულისპირი გაუხსნა რომ ჰაერი მოხვედ-
როდა გულზე.

188
- თეკლა! თეკლა! - ჩასძახოდა შეშინებული და თან უნე-
ბურად იკრავდა გოგოს.

ტუჩებზე დაეკონა.

- საბა! - თქვა თეკლამ და თვალები გაახილა, მაგრამ გონს


მოეგო და გაიბრძოლა.

შიო კი უფრო შემოეჭდო და ამასობაში მთვარეც ჩავიდა.

სიბნელეში თეკლას უმწეო კივილი გაისმა ღა მერე ისიც


ჩაჩუმდა.
რამოდენიმე ხნის მერე შიოს ჩურჩული გაისმა:
- მე მიყვარხარ თეკლა, ნამდვილი სიყვარულით მიყვარ-
ხარ, მე შენ ცოლად წაგიყვან.
თეკლას ხმა არ ისმოდა.
მერე ისევ შიოს უგონო ბოდვა ისმოდა კარგა ხანს.
მერე ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
აღარ ახსოვს შიოს, როგორ ჩაეძინა.
უცებ რაღაცამ შეაკრთო.
თვალი გაახილა,
მის თავზე, თეკლას აქეთ-იქით აქანავებდა დილის ნიავი.
თუმცა ჯერ ისევ საკმაოდ ბნელოდა.
წამოხტა.
შეშინებულმა მიმოიხედა.
ძლივს ჩამოხსნა ტოტიდან თეკლა, რომელსაც მისთვის
ანაფორაზე შემოსარტყმელი თოკი მოეპარა და იმაზე ჩა-
მოეხრჩო თავი.
თოკი ისევ წელზე შემოირტყა და მანამ დილის სინათლე
იქაურობას გაანათებდა, მანამდე მოასწრო შიომ გაქცევა.

189
ყვავი მუხის ტოტებიდან წამოფრინდა და თითქოს კი არ
მიფრინავდა ჰაერში, ისე გარბოდა, როგორც იმ გარიჟრაჟ-
ზე გაიქცა ნუშისკარისაკენ შიო.
– ფუჰ, შენი! - აღმოხდა შიოს და ამაოდ დაადევნა ტყვია
გაფრენილ ყვავს.
იმის თანმხლებთ უკვე სახელდახელო სუფრა გაეშალათ
ბალახზე და შიოს შეჰყურებდნენ.
დალევა მოუნდა შიოს.
სულმოუთქმელად გამოცალა ხარის ყანწი. შუადღე გადა-
სული იყო.
სამხრობის მერე ცოტა ხანს კიდევ ათვალიერებდნენ სა-
ძოვრებს და მერე ერთ ტყიან ფერდობზე ჩამავალ ბილიკს
ჩაუყვნენ ქვემოთ რომ ჩაივაკეს, შედგნენ.
მზე ის-ის იყო ჩადიოდა.
ოხანოს მთიდან თავქვე მომავალი კაცი გამოჩნდა.

ვინ არის? - იკითხა შიომ.

- კარგა ვერ ვამჩნევ, მაგრამ სიარულში ნადირასა ჰგავს -


თქვა ერთმა.

- ჰო, ჰო, ის იქნება, აკი თქვეს, სანადიროდ წავიდაო.

- გაათავებდა ნადირს! -- ჩაიცინა შიომ.

- არა, შეიძლება მართლა რამე მოკლა, ნადირობის ჯიში


აქვთ მაგათ ჩამომავლობას - თქვა. ხნიერმა კაცმა.

ნადირაი აქეთ მოდიოდა.

190
სამი დღეა საჯიხვეებში დაწანწალებდა და ერთი-ორჯერ
ისეთ კლდეებზე მოუხდა გავლა, იფიქრა, აქედან ვეღარ
გავაღწევ ცოცხალიო.

ალბათ, ვერც ჩამოვიდოდა, შვილები რომ არ გახსენებოდა


ასეთ დროს.

იმისი დამშეული ცოლ-შვილი ალბათ, მოუთმენლად: მო-


ელოდნენ სახლში ნადირას.

შარშან ყანა დაესეტყვა და მთელი ზამთარი ხან ვის კარებ-


ზე იყო პურის სათხოვნელად იმისი ცოლი, ხან ვისზე.

ბოლოს, ყველას მოაბეზრა თავი და უარს ეუბნებოდნენ.

კოლმეურნეობასაც დაესესხა ერთი-ორჯერ.

ერთი კვირის წინ კიდევ ჩამოიარეს კარდაკარ და ახლა სა-


თესლედ თხოულობდნენ ქერსა და ხორბალს.

როგორც იქნა ერთი პატარა კოდი მოაგროვეს.

ცოტა დასაფქვავად დაიტოვა ნადირამ და დანარჩენი და-


თესა.

მეზობელმა ღამე ათხოვა წისქვილი.

ნადირას წისქვილიდან დაბრუნებას იმ ღამესაც მოუთ-


მენლად ელოდებოდა იმისი დამშეული ცოლ-შვილი.

191
წისქვილი კი ნელ–ნელა ფქვავდა.

არ ჩქარობდა.

გარეთ ქუხდა.

ელავდა.

კოკისპირულად წვიმდა.

წისქვილის ქვაზე როკავდა სარეკელა.

ბნელი ღამე იყო,

ქუხდა,

ჩქარობდა ნადირა,

წისქვილი კი ნელ–ნელა ფქვავდა.

მეორე დღეა ლუკმა არ უნახია მის ბალღებს.

სანადიროდაც ვეღარ წავიდა, რომ იქნება ნადირის ხორცი


მაინც მოეტანა სახლში.

მაკე ძროხის დაკვლაც არ უნდოდა.

თუმცა ისედაც ეწეოდა სული სანადიროდ, მისი წინაპრე-


ბი ხომ განთქმული მონადირეები იყვნენ და ნადირაც იმა-
თი სისხლი ედგა.

192
ნადირაც ნადირობის საპატივსაცემოდ შეარქვა მამამ.

სხვა სახელიც ჰქონდა ნადირას.

პატარაობისას დედა მათეს ეძახოდა,

რატომღაც არ სიამოვნებდა ქალს უმწეო ბალღისთვის


ვინმეს ნადირა დაეძახა, მაგრამ ქმარსაც ვერაფერს ეუბნე-
ბოდა და მათესაც თითქმის არავინ ეძახდა.

ელვამ გაანათა წისქვილი.

დაიქუხა.

წვიმამ უფრო უმატა.

წისქვილს მდინარის წყალი აბრუნებდა და ნადირა


გრძნობდა, როგორ თანდათან ემატებოდა წისქვილის სა-
რუეში წყალი.

ნაბადი მოიხვია და გარეთ გამოვიდა, რომ სარუისათვის


წყალი მოეკლო.

დაიხარა,

სწორედ ამ დროს ზემო მხრიდან მოვარდა საშინელი ნი-


აღვარი და აიტაცა ნადირა.

სიბნელეში ვერაფერს ხედავდა.

193
ბედად წისქვილის ღარში არ ჩაითრია ნიაღვარმა.

ნაპირზე გასვლას ცდილობდა, მაგრამ ვერ ხედავდა სად


იყო ნაპირი.

ისევ ნიაღვარმა გადმოაგდო მიწაზე.

შეშინებული წამოხტა და გაიქცა.

გარბოდა.

ეგონა მთელი ქვეყანა წყალს მიჰქონდა და მასაც ფეხდა-


ფეხ მიჰყვებოდა ნიაღვარი.

გორზე რომ ავიდა, მაშინღა შედგა.

სული მოითქვა.

წისქვილი გაახსენდა.
მშიერი ბალღები გაახსენღა.
თან სიცივისაგან კანკალებდა.
ისევ ქვემოთ დაეშვა.
საითაც წისქვილი ეგულებოდა, იქეთ წავიდა, როგორმე
უნდა გამოეტანა იქედან ფქვილი ღა ხორბალი.
წიაღვარი ისევ ბობოქრობდა.
წისქვილი კი აღარსად აღარ იყო.
მდინარეს გაჰყოლოდა.
თან წაეღო ფქვილი,
ხორბალი,

194
და
- ეეხ- ო, ერთი ამის თქმაღა მოახერხა ნადირამ.
უკვე გვიან იყო, მაგრამ სახლში მისულს ცოლ-შვილი
ფხიზლად დაუხვდა.
მარტო სულ პატარას ეძინა აკვანში.
ნადირამ ძველმანები მოძებნა და ტანსაცმელი გამოიცვა-
ლა.
სახლის სახურავში გადამალული თოფი ჩამოიტანა.
გაწმინდა.
ტყვია-წამალი დაამზადა.
დაწვნენ.
როგორც იქნა დაეძინა დამშეულ ცოლ-შვილს.
მამალმა რომ პირველად იყივლა, ნადირამ ცოლი გააღვი-
ძა და წასჩურჩულა:
- წავედი. თუ ვინმემ მიკითხოს, უთხარი არ ვიცი სად
არის, წისქვილიდან აღარ დაბრუნებულა-თქო.
ცოლმა მორჩილად შეხედა.
გადაიკიდა თოფი და აუყვა საჯიხვეებისაკენ მიმავალ ბი-
ლიკს.
მანამ გათენდებოდა, მანამდე ერთი მთა გადაიარა ნადი-
რამ, საჯიხვეებამდე ჯერ კიდევ შორი იყო.
დილის ჰაერმა შიმშილი გაახსენა.
მუხლი ეკვეთებოდა.
მაინც მიდიოდა.
ნაძოვარზე ახლად ამოყრილ კანკეშას წააწყდა.
გაუფცქვნელად ჭამდა, ისე შიოდა.
მშიერი ბალღები გაახსენდა.
ისევ საჯიხვე კლდეებისაკენ დაადგა გზას.
ფერდობზე მურთხი აუფრინდა.
არ ესროლა, ტყვია შემოინახა.

195
გაზაფხულის მზე აცხუნებდა.

ხან ღრმა ხევებში ჩაეშვებოდა ხოლმე საჯიხვეებისაკენ მი-


მავალი ბილიკი, ხანაც ისევ ციცაბო აღმართს მიუყვებო-
და, თუმცა, ბილიკი აღარცკი ეთქმოდა, ნაბილიკარი უფ-
რო იყო ეს ოდნავშესამჩნევი საცალფეხო გზა, რომელიც
ერთ დროს მონადირეებს გაეკვალათ საჯიხვეებისაკენ
ბოლო დროს იშვიათად თუ ვინმეღა წავიდოდა სანადი-
როდ, ხალხს თოფები ჩამოართვეს და ვინც გადამალვა
მოახერხა, იმათაც ეშინოდა სანადიროდ წასვლა. კაცი
კაცს ვეღარ ენდობოდა, მართალია ჩუმად იდგნენ, მაგრამ
მთებსაც თვალები და ყურები ჰქონდათ.

თითქმის ერთი დღის სავალი იყო საჯიხვეებამდე.

დილაუთენია წასული ნადირაი მაშინლა ავიდა ღამისგა-


სათევ ეხში, მზე ჩასასვლელად გამზადებულიყო და აქა-
იქ მთის მწვერვალებზე შემორჩენილ უკანასკნელ სხივებ-
სა ჰკრეფდა.

ნადირამ პირჯვარი გადაიწერა ეხში შესვლისას,

შიგნით ყველაფერი ძველებურად იყო: შემურული ეხის


კედლები, რომელზეც აქა-იქ ეკიდა უშველებელი ჯიხვის
რქები, წინაპრებს რომ შეეწირათ გამოქვაბულის ადგი-
ლის დედისათვის. მარჯვენა კედელთან საცეცხლური
იყო გამართული და იქვე ხმელი დეკა ეყარა. სიღრმეში
ქვიშა ბალახი ეფინა და საიმედო მშრალ ადგილას ორი ნა-
ბადი იყო ჩამოკიდებული. იქვე იყო მარილისა და ტყვია-
წამლის შესანახი ქვა, სადაც ყოველთვის იდო მარილი და

196
ტყვია-წამალი. თუ მონადირეს ძალიან არ უჭირდა, ხელს
არ ახლებდა ამ გადანახულ ტყვია-წამალს. როცა იღბლია-
ნად ინადირებდნენ, სახლიდან წამოღებული ტყვია-წამ-
ლიდან, ნაწილს იმ ქვაში ჩადებდნენ ხოლმე, ადგილის
დედის სამადლობელოდ.

ყველაზე ბებერი ჯიხვის რქებსაც შესწირავდნენ ხოლმე


გამოქვაბულის მფარველ ანგელოზს.

იქვე, კლდეში, საიდუმლოდ იყო გადანახული დურბინ-


დი, რომლითაც სანადირო ადგილებს ათვალიერებდნენ.

ნადირამ მაშინვე ის დურბინდი მოძებნა, გამოქვაბულის


კართან ჩამოჯდა და გახედა ფრიალო კლდეებს.

მზის უკანასკნელ სხივებში ელვარებდნენ საჯიხვეები...

აქა-იქ თოვლი იყო კლდეებს შორის ჩაჭედილი.

ნადირამ ანდით იცოდა ასეთ დროს რომელ მხარეს უფრო


იქნებოდნენ ჯიხვები და იქეთ გახედა,

კარგა ხანს უყურა.

თითქმის ბინდის ჩამოწოლამდე ათვალიერებდა, მაგრამ


ჯიხვების არვეს ვერსად წააწყდა.

თითქოს ჯიხვებიც ვიღაცას შეეშინებინა და ისევე, რო-


გორც მონადირეებს ეკრძალებოდა მათზე ნადირობა,
ჯიხვებსაც თავის მხრივ ამ ადგილებში ყოფნა ეკრძალე-

197
ბოდა, რათა ყოველნაირად გამქრალიყო სიტყვა - ნადი-
რობა, ანდა თვითონ ჯიხვებს აღარ მოსწონდათ, რომ აღა-
რავინ აწუხებდა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბილიკებზე
აღარავინ მისდევდა კვალში, დილით აღარ აფრთხობდა
მონადირის სტვენა და თოფის ხმა.

აღარავის აჰქონდა ამ სიმაღლეზე ჯიხვებისათვის ზურ-


გით მარილი; ადრე ხომ მონადირეებს წესადა ჰქონდათ,
ყოველ ამოსვლაზე ქვა-მარილი ამოეტანათ და წყაროზე
დაედოთ.

„ნეტავ მართლა ხომ არ წავიდნენ აქედან ჯიხვები“, გა-


იფიქრა ნადირამ და სევდა შემოაწვა.

ნუთუ ტყუილად იარა მთელი დღე.

იქ მშიერი ცოლ-შვილი დატოვა, აქედანაც ხელცარიელი


უნდა დაბრუნეს.

წყარო გაახსენდა.

წყაროზე უნდა ჩავიდეს და ნახოს თუ არის ჯიხვების ნაჩ-


ლიქარი.

უკვე ბინდი იყო, მაგრამ მთაში და თანაც ასეთ სიმაღლე-


ზე, მაინც შემორჩება ხოლმე რაღაც ნათელი, რომელშიც
ბუნდად, მაგრამ მაინც შეუძლია გაარჩიოს მონადირის
თვალმა ჯიხვის ნავალი.

წყარო აქედან შორს არ იყო.

198
გუდა წამოიკიდა ნადირამ. შიგ ქვამარილი და საწყლედ
ბოთლი ედო.

წყაროზე გადავიდა.

ცივი, კამკამა წყალი ამოჩუხჩუხებდა ბროლის კენჭებში.

ნადირას უყვარდა ეს წყალი.

მონატრებული დაეწაფა.

წამოდგა.

ნადირის კვალს დაუწყო ძებნა.

გაეხარდა.

სულ ახალი ნაფეხურები აჩნდა მიწას წყაროს გარშემო.

„მარილი აღარა ჰქონიათ“, მიმოიხედა ნადირამ და გუდი-


დან ქვამარილის მოზრდილი ნატეხები ამოიღო.

ერთმანეთის მოშორებით დააწყო ქვამარილის ნატეხები.

დამშვიდებულმა ღრმად ჩაისუნთქა გრილი ჰაერი.

კიდევ დაეწაფა წყალს.

199
ერთხელ კიდევ დაჰკვლია ჯიხვის ნავალი და უფრო და-
უმშვიდდა გული.

თან დაუმშვიდდა, თან იმათთან შეყრის სასიამოვნო მო-


ლოდინით აუფანცქალდა.

ბოთლი წყლით გაავსო და გამოქვაბულისაკენ წავიდა.

ცეცხლი აანთო.

გამხმარი დეკა ჩალასავით აბრიალდა და იმისმა მოცის-


ფრო ალმა ტკრციალი დაიწყო.

გამოქვაბულში დეკის სასიამოვნო სურნელი დატრიალ-


და.

ნადირამ გულისჯიბიდან სანთელი ამოიღო, აანთო და


დაილოცა:

– ადგილის დედავ, გალაღებულ-დამშვენებულიმც იყავ


ანგელოზთ შორის. შენ გებარები ამაღამ, მფარველად და
შემწედ მექმენ, დალოცვილო.

ამინ! - თვითონვე დაადასტურა ლოცვა და სანთელი იმ


ადგილას მიაკრა, სადაც სხვა დროსაც ბევრჯერ მიეკრა.

საამისოდ ბროლის ქვა იყო ეხში.

ქვიშა ბალახზე ნაბდები გამალა და მიმშილისაგან ღონე-


გამოლეული დასაძინებლად გაეხვია შიგ.

200
გამოქვაბული ცეცხლის შუქით იყო განათებული და კედ-
ლებზე ჩამოკიდებული ჯიხვის რქები ისე ჩანდნენ, თით-
ქოს ჯიხვები მონადირის სანახავად მოსულიყვნენ და ახ-
ლა რქებგადაგრეხილნი გაოცებით დაჰყურებდნენ ნაბად-
ში გახვეულ ნადირას.

იმათ შორის, რამოდენიმე რქა ნადირაისაგანაც იყო შეწი-


რული და ახლა ძალაუნებურად ახსენდებოდა ძველი ამ-
ბები,

ახსენდებოდა, როგორ იჯდა ამ დროს ცეცხლის პირას და


ლურჯად მოლივლივე დეკის ალზე მწვადებსაც სწვავდა.

ნერწყვი მოადგა.

ისიც გაახსენდა, როგორ წამოიყვანა მამამ პირველად სა-


ნადიროდ და ღამე ამ გამოქვაბულში გაათენეს.

ამავე ნაბდებში იწვნენ.

იღბლიანიც გამოდგა ის ნადირობა,

მანამდე ეს საჯიხვეები საოცნებოდ ჰქონდა გადაქცეული


ნადირას.

ნადირობაზე წასულ მამას, ყოველთვის მოუთმენლად


ელოდა.

201
მამა ჯიხვის თირკმელებს მას მისცემდა ხოლმე და ისიც,
გახარებული, ხელდახელ გათლიდა თხილის ჯოხს, ზედ
თირკმელებს წამოაგებდა, კერის პირ ისევე ჩამოჯდებო-
და, როგორც მამა, მასავით გამარჯვებული მონადირის
იერს მიიღებდა და თან ნაკვერჩხლებზე აშხივლებულ
მწვადს ატრიალებდა დროდადრო.

თავისი ბალღები გაახსენა ამ ამბავმა.

რატომღაც შესცივდა.

არ უნდოდა იმაზე ეფიქრა რომ ხელცარიელი მივიდოდა


შინ.

ახლაც ახსოვს, როგორ გაეხარდა, თავის ბიჭებს რომ მისცა


პირველად ჯიხვის თირკმელები.

თითქოს მონადირეთა საიდუმლოს ეზიარნენ ამით ბალ-


ღები.

უცებ დავაჟკაცდნენ.

იმათ თვალებში წინაპართა ცეცხლი აენთო.

მონადირის ჟინით შეპყრობილნი აფუსფუსდნენ მამის


გვერდით.

თხილის ჯოხები გათალეს.

202
მამის მსგავსად, იმათაც გამარჯვებულის იერი მიიღეს და
ჩამოსხდნენ ცეცხლის პირას.

მოგონებას მოგონება მოჰყვა და ტკბილად ჩაეძინა ნადი-


რას.

შურთხების სტვენამ გააღვიძა დილაუთენია.

წამოდგა.

გაემზადა.

წასვლის წინ ერთხელ კიდევ მოათვალიერა დურბინდით


შემოგარენი...

ჯერ ისევ ბინდი იყო და ლოდები ეყარა თუ ჯიხვების არ-


ვე მოუყვებოდა გაღმა ფერდს.

აჩქარდა.

გადაწყვიტა ზემოდან მოევლო იმ ფერდისათვის.

ნადირთა უფროსს წყალობა შესთხოვა და კლდის ფხას


აუყვა.

ნადირას შეეძლო წყაროზეც ჩასაფრებოდა ჯიხვებს, მაგ-


რამ წესს არ ღალატობდა. მონადირეთა დაუწერელი კანო-
ნი არ აძლევდა იმის უფლებას, რომ წყაროზე მოეკლა
ჯიხვი.

203
პირველი, რაც მამამ აქ ამოსვლისას ჩააგონა, ის იყო რომ,
წყაროზე არ მოეკლა ნადირი, ყარაულისათვის არ ესრო-
ლა არასოდეს და მაკეობისას არამც და არამც ფურისათ-
ვის არ ესროლა.

მალულად გადახედა ზემოდან წყაროს ნადირამ.

ათამდე ჯიხვი ხარბად ლოკავდა მარილს.

არ დანახვებია იმათ, გორს მოეფარა და გაღმა კლდისაკენ


გასწია.

ახლა უკვე ცხადად ხედავდა რომ გაღმა ფერდში ჯიხვები


კი არა ლოდები ეყარა.

მაინც იქეთ წავიდა.

იცოდა იქეთ ჰქონდა ჯიხვებს საძოვრები და სხვას თუ ვერ


ნახავდა, წყაროზე რომ ჯიხვები მარილობდნენ, ისინი მა-
ინც გავიდოდნენ იქ.

საგულდაგულოდ ჩასაფრდა.

ნელ-ნელა ნათდებოდა, მტრედისფერი ხდებოდა ზეცა.

კლდიან საჯიხვეს ოქროს საყურესავით შერჩენოდა ცის-


კრის ვარსკვლავი.

მორს მთები ჩანდა,

204
მეტი არაფერი.

დროდადრო შურთხების სტვენა არღვევდა მთების სიმ-


ყუდროვეს.

გუმანი გაუმართლდა ნადირას,

ჯიხვების არვე ამოჰყვა ქვემოდან ფერდობს,

სადღაც უნდა ყოფილიყო ყარაულიც.

დურბინდით გახედა.

მის მოპირდაპირე მწვერვალზე იყო გადმომდგარი.

ჩაიმალა.

ახლა მთავარი იყო, რამენაირად არ დანახვებოდა ჯიხვე-


ბის ყარაულს.

თითქოს სუნთქვაც კი შეიკრა.

ყურთასმენა დაძაბა.

ცა უფრო მტრედისფერი გახდა.

გაფერმკრთალდა.

საჯიხვის მთას „საყურე“ მოსძვრა და უძირო: ცაში გაუჩი-


ნარდა.

205
სამაგიეროდ დილის მზის სხივმა დაადგა ოქროს გვირ-
გვინი.

შურთხებმა უფრო მოუხშირეს სტვენას.

ქვიშის ჩხრიალი მოესმა ნადირას.

ნელა წამოსწია თავი.

ჯიხვების მწყემსს ადგილი ეცვალნა და ახლა ნადირასთან


სულ ახლოს დაედო ბინა.

ფეხზე იდგა.

შვიდი-რვა წლის ხარ-ჯიხვი იყო.

ჰაერს ყნოსავდა და თავს იქეთ-აქეთ ატრიალებდა.

ისევ ჩაიმალა ქვებში ნადირაი.

ქვემოდან ზემოთ ნელ-ნელა მოიწევდა ფერდობზე ჯიხ-


ვების არვე.

მზე კი თანდათან ქვემოთ ეფინებოდა კლდის კალთებზე.

საიდანღაც სვავი მოფრინდა და ჯიხვების თავზე დაიწყო


ჰაერში ტრიალი.

ეტყობა ჯიხვის ციკანს უთვალთვალებდა.

206
უცებ სვავი დაბლა დაეშვა.

ჯიხვების ყარაულმა წაუსტვინა.

ნადირამ წამოიწია.

სვავისაგან დამფრთხალი ჯიხვების არვე გაღმა კლდისა-


კენ გარბოდა.

მეტი გზა არ იყო, ნადირაიც უნდა გაქცეულიყო ღა რო-


გორმე ზემოდან მოევლო ჯიხვებისათვის.

გაიქცა.

სვავმა ეტყობა ვერ მოინადირა ციკანი, გორის ფხაზე იყო


შემომჯდარი.

ნადირაი გარბოდა.

გული ამოვარდნას ჰქონდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა.

როგორმე ისევ თავზე უნდა მოევლო ჯიხვებისათვის.

კლდეებზე ფორთხვით ხელისგულებიდან სისხლი მოს-


დიოდა, ნამიან ქვებზე ფეხი უსხლტებოდა და ეცემოდა.

ერთ ქვიშნარ ფერდზე ისევ გაუსხლტა ფეხი და დაცურ-


და.

207
ძირს კლდე იყო. ზემოდან ფიქალის ქვიშა ეყარა.

ქვიშა გალიპულ კლდეზე სრიალებდა და თან მიიყოლებ-


და ნადირას.

ცალი ხელით თოფი ეჭირა. მეორე ხელით ცდილობდა


რამეს მოსჭიდებოდა, მაგრამ რომელ ქვასაც კი ხელი მო-
ავლო, ყველა თან გაჰყვა.

თანდათან უფრო სწრაფად მიქანავდა ქვემოთ.

ძირს უფსკრული ჩანდა.

დაცურებული ქვები წინ ასწრებდნენ და მერე რახა-რუ-


ხით ცვიოდნენ უფსკრულში.

ცოტაც და ყველაფერი უნდა დამთავრებულიყო.

ბედზე ისევ ქვას მოეჭიდა.

ძლივს შეიმაგრა თავი.

მეორე ხელით მაგრად ჩაბღუჯა თოფი და ერთ წუთს ასე


სულგანაბული იყო.

ნადირას აყოლილი ქვიშა და წვრილი კენჭები ჯერ კიდევ


ჩხრიალით ცვიოდა უფსკრულში.

ღონე მოიკრიბა.

208
უფრო მაგრად ჩაეჭიდა ქვას.

უნდოდა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ ეს შეუძლებელი


იყო. ამ ადგილზე უფრო ფრიალო იყო კლდე. ისევ6 ხოხ-
ვით თუ გავიდოდა, როგორმე, სამშვიდობოს, თორემ ისევ
რომ ასხლეტოდა კლდეზე ფეხი, იმ სვავის სადილი გახ-
დებოდა, გაწბილებული რომ იჯდა გორის ფხაზე. ცალი
ხელით თოფი მხარიღლივ გადაიკიდა და ხელის მოსაჭი-
დი ღრმულები შეათვალიერა კლდეზე. თითქოს ვიღაცას
განგებ გაეშალაშინებინა ამ ადგილას კლდე.
ახლა ორივე ხელით მოეჭიდა კლდიდან გამოშვერილ
ლოდს და სასოწარკვეთილმა მიმოიხედა.
სვავი ახლა უკვე იმის ზემოთ წამომართულ კლდის ქიმზე
შემომჯდარიყო და მშვიდად ჩამოჰყურებდა.
უფსკრულიდან ჟრუანტელის მომგვრელი ნიავი ამოქრო-
და.
ნაზამთრალ თოვლზე კლდის გულიდან ქარისაგან გა-
მოგლეჯილი ლოდები ეყარა.
კიდევ კარგი, წვიმა მაინც არ იყო, თორემ ნისლში და წვი-
მაში ხო ამ ქვასაც ვერ დაინახავდა ნადირა. „ნისლში და
წვიმაში არც წამოვიდოდი აქეთ“, თავისივე ფიქრი გამოა-
ჯავრა ნადირამ.
რატომღაც ისევ თვალწინ დაუდგა თავისი მშიერი ბალ-
ღები.
- ალბათ, როგორ მოუთმენლად მიელიან.
ან მკვდარს ვინ ჩაიტანს აქედან.
თუნდაც საძებნელად ვინმე წამოვიდეს, სანამ აქ ამოვლენ,
მანამდე, ალბათ, აღარც არაფერი გადარჩებათ სვავებს.
მაგრამ ნუთუ მართლა ასე გასწირავს ბედი?
მერე და რომელი ცოდვისთვის?

209
ნადირობისთვის?
ჯერ ხომ მონადირეთა არც ერთი კანონი არ დაურღვევია
ნადირას.
ნუთუ არც ერთი მფარველი ანგელოზი არ დააჯდება
მხარზე საშველად.

ნუთუ, მხოლოდ ეს იყო ეს ცხოვრება და მეტი არაფერი


აღარ იქნება.

როგორც იქნა მზის სხივებმაც ჩამოაღწიეს იმ ადგილამდე


სადაც ის ეკიდა.

მზემ სითბო მოიტანა.

გაგულადდა.

რაღაცის იმედი მიეცა.

ახლაღა გაახსენდა რომ ქამარზე დანა ეკიდა.

ქარქაშიდან ამოიღო და იმისი წვერით დაუწყო კლდეს


ჩიჩქნა.

საბედნიეროდ ადვილად იფშვნებოდა იმ ადგილას კლდე.

ფეხის დასადგომი გამოთხარა,

მერე, ცოტა ზემოთ კლდეში გამოჩიჩქნა ხელის მოსაკი-


დად,

210
მერე მეორე ადგილასაც ამოჩიჩქნა დაცვისათვის.

ხელა გახოხდა.

მერე კიდევ გამოჩიჩქნა.

კიდევ გახოხდა.

სვავი ისევ ისე მშვიდად ჩამოჰყურებდა ზემოდან.

„ე, ხედავ, სიმშვიდეს მასწავლის“, გაიფიქრა ნადირამ და


სვავს მიაჩერდა.

მართლა ისე მშვიდად იჯდა სვავი, ნადირასაც კი გადაე-


დო იმის სიმშვიდე.

აწონ-დაწონა თავისი მდგომარეობა.

იქით უფრო ფრიალო კლდე ჩანდა, რა მიმართულებითაც


საფეხურებს კვეთდა კლდეში.

სჯობდა ისევ ზემოთ წასულიყო.

ამას თითქოს სვავიც კარნახობდა. ერთადერთი გზა, რო-


მელიც ნადირას გადაარჩენდა, სვავის მიმართულებით
იყო. თანაც კლდეზე აღმასვლა უფრო ადვილია, ვიდრე
დანარჩენ
სამ მხარეს.

სვავი თითქოს გადარჩენის ნიშანი იყო.

211
იქამდის თუ მიაღწევდა...

მაგრამ იქამდის კარგა მანძილი ჰქონდა ასასვლელი. აღა-


რც იმდენი ღონე ჰქონდა, რომ ცალი ხელით კლდეს დაჰ-
კიღებოდა, მეორეთი კი საფეხურები გამოეკვეთა..

ბოლო ღონეს იმითღა იკრებდა, რომ თავისი ცოლ-შვილი

ელანდებოდა. თითქოს ისინიც ეხვეწებოდნენ, რომ გაეძ-


ლო, როგორმე არ გადავარდნილიყო.

თითქოს ისინიც იმ ადგილას ისხდნენ, სადაც სვავი იჯდა.

როგორმე,

როგორმე,

როგორმე უნდა მიეღწია იმ ადგილამდის.

სვავი კი კლდის ფხახე მშვიდად მდგარ სიცოცხლის შავ


ყვავილს ჰგავდა.

შავი ყვავილი სიცოცხლეში არ ენახა ნადირას.

გაგონილი ჰქონდა, რომ ნადირთა მწყემსი, ყვითელთმია-


ნი ლამაზი ქალი, ხანდახან აცდენდა-ხოლმე მონადირე-
ებს.
ვისაც თვალს დაადგამდა, ისეთ ადგილას გაიტყუებდა
კლდე–ში, საიდანაც თვითონ ვეღარ ახერხებდა გამოს-

212
ვლას და მეტი გზა აღარ ჰქონდა, ქალღმერთის ნება-სურ-
ვილს უნდა დამორჩილებოდა.

უმრავლესობა კლდეზე იღუპებოდა.

უმეტესად ისინი, ვინც მონადირულ წესს დაარღვევდა.

ანდა - ვინაც იმ ლამაზი ასულის სარეცელს გაინაწილებ-


და და მერე მოკვდავთა შორის გასცემდა ამ საიდუმლოს.

ნადირას კი ჯერ არც ნადირობის წესი დაერღვივნა და არც


ნადირთა ლამაზი მწყემსი ენახა არასოდეს.

არც რაიმე სხვა ცოდვა ეზიდებოდა უფსკრულისაკენ,


გარდღა იმისა რომ ცხოვრებას თავს ვერ აბამდა და ნახე-
ვარზე მეტად მშიერი ჰყავდა ცოლ-შვილი, რამოდენიმე-
ჯერ დაუყვირა კიდეც მათ.

- დაწექით, დაიძინეთ, რა ხელებში შემომცქერით!

თითქოს იმათი ბრალი იყო რომ შიმშილისაგან დაოსებუ-


ლებს არ ეძინებოდათ.

არა და, რამდენ რამეს პირდებოდა თავის საყვარელ


ცოლს, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ოჯახის უღელს დაიდ-
გამდნენ მხრებზე.

ქალი გაფაციცებული, მეოცნებე თვალებით შეჰყურებდა


ნადირას და ყველაფერი სჯეროდა მისი.

213
მერეც, როცა უღელში შეება, მერეც ასევე გაფაციცებული
შეჰყურებდა ქმარს. მაშინაც კი, როცა შიმშილით ვერ

იძინებდა, მაშინაც ქმრის რწმენა ჰქონდა თვალებში ჩამ-


დგარი.

ნადირას თავის გულში დაფიცებული ჰქონდა, რომ ამ


თვალებისათვის არასოდეს ეღალატა.

ახლაც ამ რწმენით მიიწევდა მაღლა.

ზემოთ კი ისევ იმ ადგილას მოჩანდა შავი ყვავილი.

„გადამარჩინეთ, კეთილო ანგელოზებო, გადამარჩინეთ,


გადამარჩინეთ", იმეორებდა ნადირაი და ღონეგამოლეუ-
ლი საფეხურებს ჭრიდა კლდეზე.

„ოღონდ გადამარჩინეთ და...“,

შეკრთა,

აღარ დაასრულა სათქმელი.

სვავს ახედა ზემოთ.

იქნებ ის სვავი ნადირთა მწყემსი ქალია რომელმაც ნადი-


რას სვავად მოაჩვენა თავი. იმისკენ მიმავალი ჯიხვები
დააფრთხო, რომ ამ კლდეზე დაცურებულიყო ნადირაი.
ეხლა კი მშვიდად ზის და ელოდება.

214
თუ იმდენ ვაჟკაცობას გამოიჩენს, რომ მიაღწევს იქამდე,
მაშინ თავის მშვენიერებას გამოაჩენს და თავისივე სილა-
მაზით მოხიბლულ ნადირას სიყვარულსა და ერთგულე-
ბას მოსთხოვს.

მერე?

უარი უთხრას?

და, რომ დაღუპოს?

გაიზიაროს მისი სიყვარული?

ცოლი?

ნადირას ისევ წარმოუდგა მეუღლის გაფაციცებული,


ფართოდ გახელილი მეოცნებე თვალები.

სვავს ახედა.

ისევ იქ იჯდა.

მშვიდად.

ნიავიც კი არ ურხევდა ოდნავ ბუმბულს.

პირველად რომ ამოიყვანა მამამ სანადიროდ ამ კლდეებ-


ში, მაშინ ისე უყვებოდა მონადირეთა ამბებს, დღემდე
ნათლად შემორჩა მეხსიერებაში.

215
წყაროზე რომ გადაიტანეს ქვამარილი, მაშინ მოუყვა მამა,

როგორ მოკლა მთელი დღე ნადირობით ხელმოცარულმა


მონადირემ წყაროს წყალს დაწაფებული ჯიხვი.

ეხში დაანთო ცეცხლი და მწვადები ააშიშხინა.

გამოქვაბულში ქალი შემოვიდა.

იმისმა პირის შუქმა გაანათა ეხის კედლები.

მონადირე შეკრთა.

ფეხზე წამოხტა.

- აქა მშვიდობა, ნუ გეშინია - თქვა ქალმა და კედელზე ჩა-


მოკიდებულ ჯიხვთან მივიდა.

- ეს ჩემი უსაყვარლესი ხარ-ლაღი იყო - თქვა და თლილი


თითებით შუბლზე მიეფერა მკვდარ ჯიხვს - როგორ ღა-
ლატით მომიკალი შენ ეგ არ გეკადრება - მიუბრუნდა მო-
ნადირეს.

- რა გქვია?

- გაგი - თქვა მონადირემ.

- გინდა გაპატიო? - თქვა ქალმა და ახლოს მივიდა ვაჟთან.

216
თვალებში ჩახედა.

მაჯაზე ხელი მოჰკიდა.

იმისმა თმების სურნელმა გააბრუა ვაჟი.

ქალმა ჯიხვის ტყავი გადაიყარა და დედიშობილა დარჩა.

ნათელს ასხივებდა იმისი ბროლის ტანი.

გახდი ჩემი საყვარელი და გაპატიებ - თქვა ქალმა დანა-


ბადზე წამოწვა.

- მოდი ჩემთან - მაცდურად გაუღიმა გაგის,

ვაჟმა უნებურად წადგა ნაბიჯი.

უცებ თავისი საყვარელი გაახსენდა...

სწორედ წამოსვლის წინ მისცა ერთგულების ფიცი.

- მოდი, ნუ გეშინია! - მაცდურად უღიმოდა ქალი.

- არა - თქვა გაგიმ - ვერ ვუღალატებ.

ქალმა წარბი შეიკრა.

წამოდგა.

ტანი შეიმოსა.

217
ისევ ახლოს მივიდა ვაჟთან. თვალებში ჩახედა.

- შენ ჩემი უსაყვარლესი ხარ–ლაღი მოჰკალი – უთხრაღა


გამოქვაბულიდან გავიდა.

გაგი დიდხანს იდგა ერთ ადგილას გაოგნებული.

მერე სად და როდისღა მოერია იმის თვალს რული.

- მერე მამი, მერე? - მოუთმენლად შეეკითხა ნადირა მამას.

– მერე ისა, შვილო, რომ არასოდეს ესროლო თოფი წყალ-


სდაწაფებულ ჯიხვს, თორემ ვინ იცის როგორ იძიებს შენ-
ზე ის ქალი შურს.

- გაგიზე იძია?

- ხო, მეორე დილით რომ გაიღვიძა, ეხში აღარ დახვდა


მკვდარი ჯიხვი.

დაღონდა.

ხელცარიელს არ უნდოდა სოფელში ჩასვლა.

თოფი გადაიკიდა და ისევ სანადიროდ წავიდა.

ამბობენ, კარგი ვაჟკაცი იყოო.

სიგიჟემდე ჰყვარებია თავის საცოლე.

218
ზემოთ, ღორღიანებში ერთი ჯიხვი ამოხტა.

ესროლა.

ჭერ მოარტყა.

გაეკიდა.

ლოდებს შორის ჯერ კიდევ იყო თოვლი.

თოვლზე ეტყობოდა ჯიხვის კვალი.

ერთ ადგილას კვალი დაიკარგა.

ზემოთ ფრიალო კლდე იყო.

ეტყობოდა იმ კლდეზე ავიდა ჯიხვი.

ზევით აიხედა გაგიმ.

კლდის ფხაზე ულამაზესი ყვავილი დაინახა.

ასეთი საოცარი ყვავილი ჯერ არასოდეს ენახა.

მოუნდა თავისი საცოლისათვის წაეღო ეს ყვავილი, მაგ-


რამ რამდენიც არ ეცადა, ვერაფრით ფეხი ვერ მოიკიდა
ფრიალო კლდეზე.

თანაც მაღალი იყო.

219
მაშინ გაგიმ თოვლის კუმფხალები გააკეთა და ერთმანეთ-
ზე დააწყო.

ყვავილის სილამაზემ სულ გადაავიწყა ჯიხვზე ნადირო-


ბა, ახლა მხოლოდ იმ ყვავილის მოწყვეტის სურვილით
იყო შეპყრობილი. თოვლის კუმფხალებს ერთმანეთზე
ადებდა.
ნელ-ნელა მიიწევდა ზემოთ.

როგორც იქნა მიაღწია.

იმ ადგილას კლდის ქიმი იყო გამოშვერილი და ზედ თა-


ვისუფლად დადგა გაგი.

ხელისკანკალით მოწყვიტა ის ულამაზესი ყვავილი და


ქვემოთ დაშვება დააპირა მაგრამ ამ დროს თოვლის კუმ-
ფხალები დაიშალა.

მზიანი დღე იყო და ეტყობა მზემ გაადნო თოვლი. დარჩა


გაგი კლდის ქიმზე.

წასასვლელი აღარსად ჰქონდა.

ხელში ის ყვავილი ეჭირა და უმწეოდ იყურებოდა ქვე-


მოთ.

უცებ ისევ იმ ქალს მოჰკრა თვალი.

ისე მოაბიჯებდა ფრიალო კლდეზე როგორც მინდორზე.

220
ქალი ვაჟთან მივიდა და თქვა:

– ეს რა გიქნია, ჩემი ულამაზესი ყვავილი მოგიწყვეტია!

ქალმა თვალებში ჩახედა გაგის.

მას ამ ყვავილივით ლამაზი თვალები ჰქონდა...

- წამოხვალ ჩემთან? - ცბიერი ღიმილით ჰკითხა ქალმა.

გაგი დაფიქრდა.

ისევ თავისი საყვარელი გაახსენდა,

- წამო - თავისი თლილი თითები ჩაავლო მაჯაზე ქალმა


გაგის.

გაგი ერთ ადგილზე იდგა.

- არ წამოხვალ? - ისევ ჩაეკითხა ქალი.

– არა - თქვა გაგიმ.

ქალმა წარბი შეიკრა.

– მაშინ შენი გზით წადი - თქვა ქალმა და კლდე გადაიარა.

და

221
გაგიმ ახლაღა შეამჩნია, რომ ყვავილი აღარ ეჭირა ხელში.

მიმოიხედა.

ოთხივე მხარეს ფრიალო კლდე იყო.

მაინც გაბედა და ქვემოთ დაშვება დაიწყო.

იქვე მოუცურდა ფეხი და მიწამდე აღარც ჩაჰყოლია სუ-


ლი.

- რომ წაჰყოლოდა, რა იქნებოდა? - ჰკითხა ნადირაიმ მა-


მას.

- რა ვიცი, შეიძლება ხარ-ჯიხვად აქცევდა.

- ჯიხვად?

- ჰო, რაკი საყვარელი ხარ-ჯიხვი მოუკლა, ახლა ამას გა-


იხდიდა საყვარლად და იმ ჯიხვის ბადალში ჩააყენებდა –
თქვა მამამ-ანდა შეიძლება ჯიხვადაც არ აქცევდა, სიყვა-
რულს მოიკლავდა მასთან და ფიცს ჩამოართმევდა, რომ
იმის გარდა სხვას აღარავის შეიყვარებდა. ამის მერე გაუშ-
ვებდა სახლში, მაგრამ თვითონ გაგი ვეღარ შესძლებდა
მის დავიწყებას,
თვალი და გული სულ ამ საჯიხვეებისაკენ ექნებოდა -
ამის მერე დიდხანს ფიქრობდა მამა და მაშინღა გამოერკვა
ფიქრებიდან, როცა ნადირამ ჰკითხა:

- მამა, შენ გინახავს ნადირთა მწყემსი?

222
- პა? - შეკრთა ის - არა, არ მინახავს.

ნადირამ სვავს ახედა.

ისევ იქ იჯდა და მას ჩამოჰყურებდა.

„ნუთუ მართლა ნადირთა მწყემსია ნუთუ მართლა გა-


მოცდას უწყობს ნადირას. ნუთუ მართლა მშვენიერ ასუ-
ლად იქცევა და სიყვარულს მოსთხოვს, ნუთუ...“ აქ ფიქ-
რმა შეაკრთო ნადირაი, „ნუთუ გაგისავით მასაც დაღუ-
პავს, თუ უარს ეტყვის ნადირაი. უარი რომ არ უთხრას?

მერე და ოჯახი?

მაშინ ხომ ცოლს უნდა უღალატოს?

ნადირამ ისევ სვავს ახედა.

უკვე შემოკლებულიყო მათ შორის მანძილი.

აშკარა იყო, სვავი გაფრენას არ აპირებდა.

შუადღე გადასული იყო.

საღამომდე უნდა მოესწრო ნადირას სამშვიდობოს ასვლა,


თორემ ღამე ვეღარც საფეხურებს გამოკვეთდა და დაქან-
ცული, ვეღარც ამ კლდეზე ცალი ხელით დაკიდებული
გაძლებდა.

223
არა და, ზემოთ სვავი ელოდება.

სხვა გზა არ იყო.

მაგრამ ნუთუ შესძლებდა და სიყვარულზე დასთანხმდე-


ბოდა ნადირთა მწყემსს ნადირაი.

ცოლმა თვალები შემოაფეთა ფიქრში.

„ნუთუ ამ თვალებს უნდა უღალატოს?“

ნადირამ არ იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს ასეთივე გან-


საცდელი ელოდა მის ცოლს. სწორედ იმ საღამოს უნდა
ეთქვათ შიოსათვის, რომ ნადირაის ბიჭმა საეჭვო ლექსი
დაწერა სკოლაში.

ჯერ ადრეა, ჯერ არ იცის შიომ ეს ამბავი.

ჯერ ნადირასაც კიდევ რამოდენიმე საფეხური აქვს


კლდეში გამოსაჭრელი. სვავი კი ისევ იქ ზის.

საღამოს კი, შიოს წინ დგას აკანკალებული ქალი და შეში-


ნებული ამბობს:

- სანადიროდ წავიდა,

- სანადიროდ?! - კითხულობს შიო და მერე ნადირაის


ცოლს ხარბად ათვალიერებს.

224
მიუხედავად გაძაღლებული ცხოვრებისა, სილამაზე და
ეშხი არ აკლდა ნადირაის ცოლს. ეს იმავ წუთში შეამჩნია
შიომ და ქალს უთხრა:

- წადი, სახლში წადი.

ავი ფიქრები მოეძალა შიოს. მანამდეც რამდენჯერ ჰყავდა


ეს ქალი ნანახი, მაგრამ ასე არასოდეს მოსწონებია, თანაც,
რატომღაც, აქამდე არ უფიქრია ამაზე.

„მარტო თვალები აქვს ერთი ქალის ფასი" - გაიფიქრა ში-


ომ.

შებინდებისას მელანოს სახლთან წაუსტვინა, მაგრამ იმავ


წუთს ნადირას ცოლი წარმოუდგა თვალწინ და მელანო
აღარც გახსენებია.

ფეხს აუჩქარა ორღობეში.

სახლის დერეფანში ძროხას წველიდა ნადირაის ცოლი.

შიომ ჩაახველა.

ქალმა წველას თავი აწება და წამოდგა.

ახალმოწველილი რძის სუნი ასდიოდა მის ხელებს.

იქვე იდგნენ მისი ბალღები და მოუთმენლად ელოდნენ


როდის მოწველიდა დედა ძროხას, რომ რძე ჩაესხა მათ-
თვის ჭიქებში.

225
– ცოტა რამ სალაპარაკო მაქვს - თქვა შიომ.

ქალი დაიბნა.

მერე რძე გაუნაწილა ბალღებს.

იმათ თითო ყლუპი ძლივს გამოუვიდათ, დანარჩენი ხბოს


მოეწოვა.

- დაგიმშევიათ ე ბალღები! - თქვა შიომ.

– ჰო, ცხოვრების ყუა გამოგვეცალა წელს - უთხრა ქალმა.

- დიდი ბიჭი სადღა არის?

- გაკვეთილებს სწავლობს.

- კარგია რომ სწავლობს, მაგრამ - სათქმელი აღარ დაამ-


თავრა შიომ.

ქალმა ფერი დაკარგა.

- ერთი წუთით აქეთ მობრძანდით - იქით გაიხმო შიომ ქა-


ლი.

ის მორჩილად გაჰყვა.

- თქვენ თუ იცით, რომ მასწავლებლები აღშფოთებულნი


არიას თქვენი ბიჭის საქციელით. მე არ ვიცი ოჯახში რო-

226
გორ მაგალითს აძლევთ, მაგრამ იცოდეთ, კარგს არაფერს.
მოგიტანთ ის ლექსი.

- რა ლექსი?! - დაიბნა ქალი.

- როგორ, არ იცით რა ლექსი დაწერა სკოლაში?! - თავის


მხრივ გაიკვირვა შიომ და დაამატა - სკოლაში რას აკე-
თებს, რა ჩემი საქმეა, მაგრამ კარგი მინდა თქვენთვის და
იმიტომაც გაფრთხილებთ რომ ასეთ დროს, მეტი ყურად-
ღებაა საჭირო, ხოო, თანაც თქვენი ქმარი ამ ხოლო დროს
თავს გვარიდებს. ხალხი ხედავს ამას, განიცდის. მოკლედ
არ ვიცი როგორ იქნება, მე ეხლა კანტორაში წავალ და თუ
ამ თხუთმეტ-ოც წუთში ნადირაი მოვა, ის მოვიდეს იქ,
თუ არა და ბალღები დააძინე და შენ მოდი, იქნებ რაღაც
მოვიფიქროთ. ხოო, იქნება ხორბალიც გამოგიწეროთ ბე-
ღელიდან, შიმშილით ხომ არ გასწყვეტთ ე ბალღებს, აბა,
გელოდებით.

შიომ ერთხელ კიდევ ხარბად შეათვალიერა ქალი და წა-


ვიდა.

ნადირაის ცოლი კარგა ხანს გაოგნებული იდგა.

მერე სახლში შევიდა.

– გვშია, დედი, გვშია - კაბის ბოლოზე ებღრეოდნენ ბალ-


დები და ტიროდნენ.

227
ქალი ერთხელ კიდევ მიადგა კარის მეზობელს და დიდი
ხვეწნის შედეგად ნახევარი კვერი პური გამოართვა. ცოტა
დანაყრდნენ ბალღები და ისევ გარეთ გაცვივდნენ.
მამის მოლოდინში თვალები ჰქონდათ ამოღამებუ-
ლი.სიბნელე იყო, მაგრამ ისინი მაინც მთებს გაჰყურებ-
დნენ.
- სახლში შედით, რაღას უსხედხართ აქ - უთხრა დედამ.
- მამამ თირკმელები უნდა მოგვიტანოს - თქვა პატარა
ბიჭმა.
- წამო, დაიძინეთ, მამა დღეს არ. მოვა - სახლში შეიყვანა
ქალმა ბალღები და ლოგინებში ჩააწვინა.
დიდი ბიჭი ხმამაღლა სწავლობდა გაკვეთილს.
თხუთმეტი წუთიც გავიდა და ერთი საათიც, რაც შიო აქე-
დან წავიდა, მაგრამ ქალს ვერ გადაეწყვიტა კანტორაში
წასვლა. რაღაც ავს უგრძნობდა გული.
არ წასულიყო და ვინ იცის როგორ გაემწარებინა ამას შიო.
თვალსა და ხელს შუა გააქრობდა ნადირას. იქნება მარ-
თლა მოეცა ხორბალი და ბალღები შიმშილით გაწყვეტას
გადარჩენილიყვნენ.
რა ქნას?
წავიდეს?
მაგრამ რაღაც ღალატის მსგავსს გრძნობს ქალის გული.
ქმრის ღალატს უფრო ჰგავს შიოსთან წასვლა.
იქნება სულაც არ უფიქრია ქალზე ასეთი რამ შიოს და
მართლა კარგი უნდა ამათთვის.
მერე და რაღა ღამით დაიბარა?
დღისით, ალბათ, არ უნდა ხალხმა დაინახოს რომ შიო
კოლმეურნეობის ბეღლიდან ხორბალს აძლევს.
წასასვლელად გაემზადა ქალი.
შიოც მოუთმენლად ელოდებოდა თავის კაბინეტში.

228
ყარაულიც კი დაითხოვა კანტორიდან: ამაღამ საწერი
მაქვს და მე დავრჩები აქ, შენ სახლში წადიო.
ქალი კი იგვიანებდა და შიოს უფრო აღიზიანებდა ეს.
ოცნებამ ახალგაზრდულად ააცუნდრუკა.
ნადირაის ცოლი თავის მშიერ ბალღებს დაჰყურებდა ლო-
გინში უმწეოდ მიყრილებს.

ამოიოხრა.

ლოგინზე ჩამოჯდა.

- მოგიკვდეთ დედა! - თქვა ჩუმად და თვითონაც გვერ-


დით მიუწვა პატარა ბიჭს.

ლოდინით გულგასიებული შიო სახლში წავიდა და სახ-


ვალიო მზადებას შეუდგა.

ეს იმ ღამით მოხდა, მანამდე კი ღონეგამოლეული ნადი-


რაი უკანასკნელ საფეხურებს ჭრიდა კლდეში და იმახე
ფიქრობდა, რომ სვავი აუცილებლად ქალად იქცეოდა. მას
უკვე მტკიცედ გადაეწყვიტა, რომ თუნდაც გაგის ბედი
სწვეოდა, ცოლისთვის ერთხელ მიცემული ფიცი არ გა-
ეტეხა და ამ ფიქრში გართულმა, ვეღარც კი შენიშნა, რო-
დის გაფრინდა სვავი.

მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,:როცა თავი სამშვიდო-


ბოს დაიგულა.

ფართო ბილიკზე იდგა.

229
ჯეო ისევ მზე იდგა საჯიხვეებში.

აღარც სვავი ჩანდა და არც ნადირთა მწყემსი ლამაზი ქა-


ლი მოდიოდა კლდეზე.

მეორედ მოსვლას ჰგავდა მისთვის ეს ამბავი.

გამოქვაბულისაკენ წავიდა.

წყაროზე ისევ მარილობდა რამოდენიმე ჯიხვი.

ვერ ესროლა,

ვერ ჩაიდინა ცოდვა.

ეხში შევიდა და დაღლილი ნაბადზე მიწვა.

უცებ ჩაეძინა.

დილით აღარც უფიქრია ნადირობ წასვლა.

შიმშილისაგან ღონეგამოლეულს ამის თავი აღარ ჰქონდა.

ნაბდები დაკეცა და მშრალ ადგილზე შეინახა.

მერე დურბინდი ჩადო თავის ადგილზე.

ცარიელი გუდა მოიკიდა და გამოემშვიდობა ეხის მფარ-


ველ ანგელოზს.

230
ისევ მზიანი დილა თენდებოდა.

შიმშილისაგან ღონეგამოცლილ ნადირას ერთი სული


ჰქონდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა აქაურო-
ბას, რათა ხელი არ წასცდენოდა და წყაროზე ჩამოსული
ჯიხვები არ დაეთოფა.

რაც კი შეეძლო სწრაფად ჩარბოდა დაღმართზე. აღარც კი


ფიქრობდა ჯიხვებზე. ლოდებს შორის დარჩენილ თოვ-
ლზე ფეხი უსხლტებოდა. ერთხელაც ისე გაუსხლტა, თა-
ვი ვეღარ შეიმაგრა და გულაღმა დაეცა. თვალებიდან ნა-
პერწკლები წამოსცვივდა.
წამოჯდა.
ასე იჯდა ერთ ხანს. ძალას იკრებდა რომ წამომდგარიყო.
გაღმა გორზე ჯიხვს მოჰკრა თვალი.
დააკვირდა.
ფერდობზე თხუთმეტამდე ჯიხვი სძოვდა ბალახს.
თოფი მოამზადა.
ჯიხვები აქეთ მოდიოდნენ.
ლოდის უკან ჩაიმალა და დაელოდა, როდის მოახლოვ-
დებოდნენ თოფის სასროლ მანძილზე.
აღელვებისაგან და სისუსტისგან. ხელები უკანკალებდა.
თოვლი აიღო და შუბლი მოისრისა იმით. ახლა მაკეობის
დრო ჰქონდათ ჯიხვებს და იმიტომ იყვნენ ასე ქვემოთ ჩა-
მოსულნი. უმრავლესობა ფური იყო. ხარჯიხვები ასეთ
დროს მაღლა მიდიან. მარტო ერთი-ორიღა რჩება ხოლმე
ფურებთან.
ახლოს მოსვლა დააცადა არვეს ნადირამ.
მიზანში ერთი ბებერი ხარ-ლაღი ამოიღო.

231
- მიშველე გამარჯვებულო! - თქვა და სასხლეტი გამოს-
წია.
თოფის ხმამ გააყრუა იქაურობა.
ჯიხვები დაფრთხნენ.
ზემოთ გაიქცნენ.
დაჭრილი ხარ-ლაღიც მათ კვალს გაჰყვა. აღმართზე
ძლივს მიდიოდა, წინა ფეხებზე ჩაიჩოქებდა, ძალას მოიკ-
რებდა და მერე ისევ გარბოდა.
წინ წასულმა ჯიხვებმა უკვე გადაირბინეს გორი, დაჭრილ
ხარს ეტყობა ძალა ელეოდა.
ერთხელ კიდევ ჩაიმუხლა შესასვენებლად და მერე წამო-
სადგომად წამოიწია. ძალა აღარ ეყო საამისოდ. დაბარბაც-
და, თავი ვეღარ შეიკავა და ფერდობზე დაგორდა. ნადი-
რაიც იქეთ გარბოდა, საითაც დაგორებული ხარლაღი მი-
აჯახჯუხებდა რქებს.

ლოდებს შორის ჩაჭედილმა ჯიხვმა ერთხელ კიდევ წა-


მოსწია თავი და ვეღარ წამოდგა.
სადღა ახსოვდა გუშინდელი წამება და დაღლა ნადირას,
გამოწალული ჯიხვი ზურგზე მოეგდო და სახლისაკენ მი-
იჩქაროდა.

ფიქრებით კი უკვე სახლში იყო. ცეცხლის პირას იჯდა და


გავარვარებულ ნაღვერდლებზე მწვადებს აშიშხინებდა.

იქვე ისხდნენ იმისი ბიჭები, ისინიც თირკმელებს სწვავ-


დნენ. ცოლი მაგიდასთან ტრიალებდა და თან სიყვარუ-
ლით შეჰყურებდა ქმარს.

232
ნადირამ ზვავთან დაისვენა. ბავშვებისათვის კანკეშა მოკ-
რიფა და გუდაში ჩადო.

ცოტა რომ შეისვენა ისეც ქვემოთ დაეშვა ბილიკზე. შუად-


ღე უკვე კარგა ხნის გადასული იყო, როცა ნადირაი ნუშის-
კარის სათიბებს მიუახლოვდა. ფერდობზე რამოდენიმე
კაცი დაინახა, მაგრამ ვერ იცნო. სიფრთხილე არჩია და
ხევდახევ დაუყვა, რომ არავის გადაჰყროდა.

სწორედ ამ დროს შიომაც მოჰკრა თვალი და იკითხა:

- ვინ არის?

– სიარულში ნადირასა ჰგავს - თქვა ხნიერმა კაცმა,

- ხევდახევ აპირებს ჩამოსვლას, წამო გხაზე დავხედეთ -


თქვა შიომ და იქით წავიდა. დანარჩენები უხმოდ გაჰ-
ყვნენ.

ხევში რომ გადავიდნენ, ერთ ვიწრო ადგილას დაუწყეს


ნადირას ლოდინი.

ნადირაი ზედ წაადგა მათ.

- ოჰო! - წამოიძახა შიომ და ჯიხვს შეხედა.

- გამარჯვებათ - თქვა ნადირამ, რომელიც ჯიხვის სიმძი-


მისაგან წელში მოხრილიყო.

233
საერთო საქმისთვისაც რომ ეგრე იკლავდე თავს, ცნობი-
ლი, კაცი იქნებოდი და პურიც არ მოაკლდებოდა შენს
ოჯახს. ჩვენ აქ გაქანებულ ხნვაში ვართ, შენ კი საჯიხვეებ-
ში ბრაკონიერობას ეწევი და არაფრად გვაგდებ . ვნახოთ,
ამ საკითხზე ხვალაც ვილაპარაკებთ. ეხლა კი, ჩამოარ-
თვით ეგ ჯიხვი ღა წაიღეთ კანტორაში, - ბრძანა შიომ.

ნადირამ საცოდავად შეხედა ხალხს,


- ჩქარა რაღას უდგეხართ! - დაუყვირა მხლებლებს.
ისინიც უცებ დაფაცურდნენ, ეცნენ ნადირას და ჯიხვი გა-
მოსტაცეს.
– ეგ თოფიც ახსენით! - ისევ გაისმა შიოს ბრძანება,
იმავე წუთს სისრულეში მოიყვანეს მისი ნათქვამი.
- აბა, მოუსვი ეხლა და სანადიროდ კი ნუ დასეირნობ,
შვილს მიხედე, ძალიან პოეტობა წამოუწყია ამ ბოლო
დროს.
ნადირაი ადგილიდან ვერ იძრვოდა.
შიო წავიდა.
უკან მხლებლები გაჰყვნენ. თან წაიღეს ჯიხვი და ნადირა-
ის თოფი. ორი კაცი ძლივს მიათრევდა ჯიხვს.
ნადირაი უცებ ადგილს მოსწყდა, წინ წასულებს წამოეწია
და შეეხვეწა:
- ჯიხვის თირკმელები მაინც მომეცით, სახლში რომ მი-
ვალ, ბალღები შემომეცქირებიან.
იმათ შიოს შეხედეს, იმისგან ელოდნენ პასუხს.
- ჯიხვისას ნუ სჩივი, საკუთარ თირკმელებს მოუფ-
რთხილდი - მკაცრად თქვა შიომ და ისევ გზა განაგრძო.
უკან მხლებლები გაჰყვნენ.
მხრებჩამოყრილი ნადირაი შორიახლო აედევნა იმათ,
ბალღები სახლის აქეთ გამოეგებნენ და მამა რომ ხელცა-

234
რიელი დაინახეს, შედგნენ და გაოცებული თვალებით მი-
აჩერდნენ. ხელში გათლილი თხილის ჯოხები ეჭირათ.
სახლის დერეფანში ცოლიც შემოეგება.
თვალებში ვერ შეხედა ქალს ნადირამ, ცოლი კი ისე გაეხა-
რებინა ქმრის დაბრუნებას, სიხარულს ვეღარ მალავდნენ
მისი თვალები.
ნადირამ გუდა მოიხსნა და იქედან კანკეშა ამოუღო იმედ-
გაცრუებულ ბალღებს. იმათ კი ამაზე სიხარულის ყიჟინა
დასცეს და მოშიებულები ხარბად მიესივნენ.
ყვავმა კი თითქოს შესვენება მისცა იმ საღამოს შიოს.
არც სოფელში წასვლისას და არც მერე, ერთხელაც არ შე-
უხსენებია წარსული. სხვა ყვავები კი ჩხაოდნენ, მაგრამ ის
ყვავი ჩუმად იყო.

„ალბათ რაღაცას იხსენებს“, გაიფიქრა შიომ და მოუსვენ-


რობამ აიტანა. „რა უნდა გაიხსენოს, რაღა დარჩა“, ფიქ-
რობდა და წარსულს იხსენებდა.

წარსული ბინდში იყო ჩაძირული,

როგორც შეღამებისას ჩაიძირება ხოლმე ხეობა ბინდბუნ-


დში, ზედაც ნისლი გადაეფარება და აღარაფერი აღარ
ჩანს, ისე ეფარა წარსულის ბინდი შიოს ცოდვებს. მარტო
იმ ხეობის მკვიდრმა იცის, სად რომელი ხე დგას, საღ რო-
მელი ლოდი გდია დაბინდულ ხეობაში. მართალია, თვა-
ლით ვერ ხედავს, მაგრამ იცის, თვალებიც რომ აუხვიო,
ანდით მიაგნებს. ასევე შიომაც იცის სად რა ცოდვა ჩაუდე-
ნია, მაგრამ ახლა, რატომღაც, ვერ იხსენებს დარჩენილ
ცოდვებს. ჯერ მის სულში ცოდვა-მადლის მცნობელს არ
გაუღვიძია. როცა ვინმეს სახელს ჩასჩხავლებს ხოლმე ყვა-

235
ვი, მხოლოდ მაშინ გრძნობს თავის ცოდვას დროებით
მოსვენებას ჰკარგავს, მაგრამ წარსული ცოდვის ცნობა,
ხელს ვერ უშლის ახლის ჩადენაში. თითქოს, ვინმე სხვა
კაცის ამბებს იხსენებდეს.
თითქოს, შიო მღვდელი სხვა იყო თავის ცოდვა-მადლით,
ეს კი სხვა არის. არავითარი სულიერი კავშირი არა აქვთ
ერთმანეთთან. მარტო სახელი აქვთ ერთი. მარტო ყვავის
ჩხავილზე გაახსენდება ხოლმე ამ შიოს, ის შიო და რაღაც
საერთოს გრძნობს მასთან. თითქოს იმის მიერ ჩადენილი
ცოდვა აწუხებს ამას ასეთ დროს, განიცდის კიდეც, ყვავს
მოსაკლავად დასდევს, იმდენად განიცდის, მაგრამ იმას
თითქოს არაფერი არ ადარდებს ამისი. ჩუმად არის თავის
წარსულში, წარსული კავშირში უნდა იყვეს მომავალთან,
ისევე როგორც –აწმყოსთან. იმ შიოს კი თითქოს არც
ადარდებს როცა ეს შიო ცოდვას ჩადის, რომ ადარდებდეს,
ალბათ, დაუშლიდა კიდეც ცოდვის ქმნას. ყვავი რომ არა,
აღარც კი ეხსომებოდა.

ამ შიოს იმის არსებობა. ის კი ისე ჩუმად არის, თითქოს


ყვავის ხმაც არ ესმის.

ანდა, იქნებ მართლა არ ესმის.

არც ადარდებს.

გალია თავის წუთისოფელი და მორჩა, მიიმალა.

კი მიიმალა, მაგრამ სული ხომ ერთი უდგათ, ხორციც ერ-


თი აქვთ.

236
განსხვავება?

განსხვავება დროშია.

მაგრამ მაინც ერთხი არიან, ერთი დედ-მამის შვილები.

თანაც ისევ ორნი არიან - ამას იმისი აღარაფერი ახსოვს,


თუ ყვავმა არ შეახსენა, იმას კი ამისი არ ადარდებს არაფე-
რი,
ერთიც და მეორეც ცოდვიანნი არიან,

ის წარსულშია, ეს კი აწმყოსა და მომავალში.

ამათ შუა მახსოვრობის ყვავი ჩხავის და ცდილობს რო-


გორმე იცხონ ერთმანეთი. იცნონ ერთმანეთის ცოდვა, გა-
მოფხიზლდნენ, ერთმანეთს თვალებში ჩახედონ და სიკე-
თე მოიძიონ.

ცალ–ცალკე ვერ იპოვიან სიკეთეს. ვერ იპოვიან ჭეშმარი-


ტებას. ამისათვის არც ერთს ძალა არ ეყოფა, ორივე ისე
არიან ცოდვით დამძიმებულნი. როგორმე უნდა იცნონ
ერთმანეთი, როგორმე უნდა აღიარონ ერთურთის ცოდვა,
როგორმე უნდა შეერთდნენ და ჰპოვონ ჭეშმარიტების
გზა.

ანდა იქნება იმას სწორედ ეს აწვალებს.

იქნებ იმის მოგზავნილია ეს ყვავი, რომ ამას თავი შეახსე-


ნოს, ცოდვის გზაზე მდგარი შეაჩეროს და გამოაფხიზ-
ლოს,

237
ეს კი ჯერ ისევ ბურანშია..

ჯერ ვერ შეუცვნია თავის წარსული,

ჯერ ისევ ამძიმებს მომავალს ცოდვით.

თითქოს - დროდადრო: რაღაცას ხვდება ყვავის ყოველ


დაჩხავლებაზე ხედავს იმ შიოს, განიცდის კიდეც მის
ცოდვებს, მაგრამ ის მაინც სხვა არის. რაღაცა იღვიძებს
მასში, მაგრამ ის რაღაცა ჯერ საერთო არ გამხდარა. ეს
თითქოს ეჯიბრება კიდეც ცოდვის ქმნაში იმას.

ყვავი ჩხავის და ამით წარსული ცდილობს აწმყოში მო-


ინანიოს ცოდვები.

თავის მხრივ ამანაც იმას უნდა გაანდოს, იმასთან მოინა-


ნიოს თავის ცოდვები.

ცალ-ცალკე არც ერთს არ მიიღეს ღმერთი.

ღვთისათვის ორივე ერთია.

ორივე ერთად ცოდვიანია.

ღვთის წინაშე კი მონანიება უნდა ცოდვას.

ის ინანიებს.

ეს ჯერ ისევ ცოდვის მქმნელია.

238
ამ საღამოს დუმილი არჩია მან.

დუმილი ხანდახან ყვავზე ხმამაღლა ჩხავის კაცის სულ-


ში.

შიო ლოგინზე წევს და ცდილობს, რამე ტკბილადმოსაგო-


ნარი გაიხსენოს წარსულიდან.

არაფერი არ ჩანს.

ყველაფერი წარსულის ბინდშია ჩაძირული.

შიომ გუმანით იცის, რომ იქ, სადღაც, ბავშვობაში, ბევრი


რამ ლამაზი და ნეტარების მომგვრელია.

მოგონებებში ჩაფლული ხელს აფათურებს და რამე რეა-


ლურს უნდა ჩაეჭიდოს.

რასაც კი მიეახლა, რატომღაც, ყველაფერი აკრთობს.

აკრთობს ის ამბავი, როცა პირველად საღმრთო სკოლაში


მიიყვანეს.

აკრთობს საღმრთო რჯულის გაკვეთილები.

აკრთობს იქაური ატმოსფერო.

აი, გამორბის იქედან.

239
ეძებენ,

შიო, რა თქმა უნდა, სახლში ვერ წავა მამის შიშით.

თანაც სახლი აქედან შორსაა.

შიომ არც იცის როგორ წავიდეს.

ღამის მეხრეებს გადაეყრება და რამოდენიმე დღე დღე


იმათთან იმალება.

გაზაფხულია.

თბილი ქვეყნებიდან მოფრინავენ ინდაურები.

ღამეა, მაგრამ მეხრეები ხმაზე სცნობენ ინდაურებს.

ინდაურებს, რატომღაც, ღამ-ღამობით უყვართ გადაფრე-


ნა.

მეხრეები სასწრაფოდ ხმელ ფიჩხებსა და ხარების საჭმე-


ლად მოტანილ ჩალას უკიდებენ ცეცხლს.

ინდაურები სინათლისა და ცეცხლისაკენ მოფრინავენ.


მუქზე თვალები უბრმავდებათ და ნახნავში ეცემიან.

ღამის მეხრეები გონზე მოსვლას აღარ აცდიან, გამზადე-


ბული აქვთ გრძელი სახრეები.

240
ერთ დილითაც, თავზე დაადგება მამა რომელსაც შიოს
მასწავლებელი რომანოზი მოჰყვა თან.

შიომ ვეღარ მოასწრო გაქცევა.


მერე ისევ სასწავლებელში წაიყვანეს და გაროზგეს.
ამის მერე ვეღარ ბედავდა შიო გაქცევას. მორჩილი და
დამჯერი გახდა.
მომვლელებად მონაზვნები ჰყავდათ სკოლაში.
შვიდი რვა წლისა იქნებოდა შიო, როცა პირველად მო-
აკითხა სიყვარულმა.
მოწაფეები საღმრთო რჯულს იზუთხავდნენ, როცა
თხუთმეტ-თექვსმეტი წლის მონაზონი მოიყვანა ორმა
ხნიერმა ქალმა.
მომვლელთა უმრავლესობა, ხნიერი მონაზონი ქალები
იყვნენ და შიო მათ დედას ეძახდა, იმ ახალგაზრდა მო-
ნაზვნის დანახვაზე კი რაღაც სხვანაირად აუძგერდა გუ-
ლი. სიხარული იგრძნო. ვერ გაერკვია კი რა უხაროდა. რა-
ღაც, აქაური ყოფისათვის შეუფერებელი იერი მოჰყვა ქა-
ლიშვილს.
აქ ყველაფერს თავის საზღვარი და საზომი ჰქონდა.
თითქოს ჩაკეტილი წრე იყო, რომლის იქეთ ფეხს ვერ გა-
დააბიჯებდი.
ყველნი ერთმანეთს ჰგავდნენ აქ, წრის შიგნით მყოფნი.
ის გოგო კი სხვანაირი იყო, თავისუფლებას ჰპირდებოდა
მის შემხედვარეს.
ჯერ არც კი იცოდა შიომ, რა იყო სიყვარული.
არ იცოდა, მაგრამ დღითი-დღე ემონებოდა იმის კლან-
ჭებს.
გოგონას თებრონე ერქვა.
ტანწვრილი და თვალებბრიალა იყო.

241
დიდ ცისფერ თვალებში, რაღაც ამოუცნობი სევდა ჰქონ-
და ჩამდგარი, მაგრამ ბიჭები ვერ ამჩნევდნენ ამას.
ახლა რომ გეთქვათ შიოსათვის გაიქეცი აქედანო, ფეხს ვე-
ღარ მოაცვლევინებდით.
ერთხელ, მამამ სახლში წაიყვანა ერთი კვირით რომ დე-
დისთვის ენახვებინა, მაგრამ ის ერთი კვირა, უსაზღვრო
და უსასრულო მოეჩვენა შიოს.
თვალწინ თებრონე ედგა და გამოშტერებული იყურებო-
და.

რაღა ექნა, ეს ბალღი, ან შეშინებულია, ან მიზეზით არის -


შეიცხადა დედამ.

გულიც შეუზმანეს და ფთილებიც დაახვევინეს მეზო-


ბელს, მაგრამ არც ერთი ჩათქმული ხატის მიზეზი არ გა-
მოეხსნა.
ბოლოს დაასკვნეს, შეშინებულიაო და ნალოცი ნახ დააყ-
ლაპეს.

ერთი კვირის მერე, სასწავლებელში რომ დაბრუნდა და


თებრონე დაინახა, კინაღამ გულშეღონებული დაეცა.

რასაც სწავლობდა, ყველაფერი ერთ-ურთში ერეოდა. ამი-


ტომ ხშირად იმსახურებდა გაწკეპლვას, რასაც სიამოვნე-
ბით უსრულებდა რომანოზი.

რომანოზი ახალგაზრდა მღვდელი იყო და ყველაზე უფ-


რო მკაცრად ის ექცეოდა ბიჭებს. რაკი შიოს მამას მისთვის
მიებარებინა სამეთვალყურეოდ შვილი. ისიც მეთვალყუ-
რეობასა და წკეპლას არ აკლებდა შიოს.

242
ბოლო დროს, ხშირად ხედავღა თებრონესთან შიო რომა-
ნოზს.

იმ დღესაც რაღაცაზე აცინებდა გოგონას.

ისეთი სანახავი იყო გაცინებული თებრონე, შიომ თვალი


ვეღარ მოსწყვიტა და ერთ ადგილას გაჩერებული მიაშ-
ტერდა.

რომანოზი რაღაცას ჰპირდებოდა.

შიოს მისი არცერთი სიტყვა არ ესმოდა.

თითქოს ვერც რომანოზს ხედავდა.

იმან კი შეამჩნია.

- მოდი აქ! - დაუძახა და თან წკეპლა ამოაძრო ანაფორის


უბიდან.

შიო ახლოს მივიდა,

- გვისმენდი?

- არა, მამაო - თქვა შიომ.

- აღიარე, რომ გვისმენდი!

- არაფერი არ გამიგონია, მამაო.

243
– ჩაიწიე შარვალი! - ბრძანა რომანოზმა და ამის მერე
თხუთმეტჯერ ისე გამწარებით დაუქნია წკეპლა, თვალე-
ბიდან ნაპერწკლები წამოსცვივდა შიოს.

- ცოდოა, ეყოფა! - სთხოვა რომანოზს თებრონემ.

- დამცირებული და ატირებული გასცილდა იქაურობას.


ამის მერე უფრო გულჩათხრობილი გახდა შიო.
სიყვარულით ისევ უყვარდა თებრონე, მაგრამ იმის მერე,
რაც მის თვალწინ რომანოზმა გაროზგა, თვალებში ვეღარ
უყურებდა, შეხვედრისას სირცხვილისაგან წითლდებო-
და.

სიზმარში კი ხშირად ელაპარაკებოდა კიდეც თებრონეს.


ასეთ სიზმრებს ყოველთვის ნატრობდა და ცხადშიც
დიდხანს ჰყოფნიდა სანეტაროდ.

მამა ხშირად ჩამოაკითხავდა ხოლმე და სთავაზობდა: თუ


დედისაკენ მოგეწყინა, სასწავლებლის უფროსს ვთხოვ და
ერთი კვირით სახლში წაგიყვანო.

შიო ყოველთვის უარობდა ამას...

ეძნელებოდა თებრონესთან დაშორება. მამა კი ბეჯითო-


ბაში და ღვთის ერთგულებაში უთვლიდა ამას.
ა - ყოჩაღ, შვილო, ყოჩაღ, აქედანვე უნდა შეიყვარო ღვთის
სამსახური - თავზე ხელს ადებდა მამა.

244
სასწავლებლის უფროსი ერთი ხანშიშესული უმკაცრესი
მღვდელი იყო, ნიკიფორე ერქვა.

რომანოზიც კი სათნო და მორჩილი ხდებოდა ნიკიფორეს


თვალწინ...

შიოს ახლაც შეაჟრჟოლა იმ ღამის გახსენებამ.

ერთი თვეც არ იყო იმის მერე გასული, რაც თებრონეს


თვალწინ გაწკეპლა რომანოზმა.

შუაღამე გადასული იყო.

რატომღაც ვერ იძინებდა შიო.

ფრთხილად წამოდგა.

მთვარე ანათებდა მონასტრის ეზოს.

წამოდგა...

ფრთხილად გაიხურა კარი.

ეზოში გაისეირნა და ოცნებაში თებრონე წარმოიდგინა.

ჩაუარა საკუჭნაოს.

რამოდენიმეჯერ შემოუარა ეკლესიას.

მერე იქით წავიდა.

245
საფუტკრესთან რაღაც ფაჩუნი შემოესმა.

მიაყურადა.

რომანოზის ხმას ჰგავდა, ფეხიდან შემოუარა და შიგნით


შეიხედა: თებრონე და რომანოზი ჩახვეოდნენ ერთმა-
ნეთს.
ზაფხულობით ფუტკრის სკები მთაში მიჰქონდათ ხოლ-
მე, რომ მთის ყვავილების თაფლი შეეგროვებინათ ფუტ-
კრებს, ახლა კი ცარიელი იყო და იმიტომაც შეხიზნულიყ-
ვნენ შიგ შეყვარებულები.
შიოს ერთ წუთს თვალები გაუშტერდა.
ასეთი რამ არასოდეს არ ენახა.
მერე გონზე მოვიდა, მიხვდა რაც ხდებოდა, თებრონეს
ვნებიანი ჩურჩულიც ჩასწვდა მის ყურს.
უცებ ის დღე გაახსენდა რომანოზმა რომ გაწკეპლა.
შურისძიების გრძნობამ შეიპყრო.
მოუნდა რომანოზისთვის წაერთმია თებრონე.
რომანოზი უნდა გაემწარებინა.
ადგილს მოსწყდა და ნიკიფორეს ოთახის კარს ბრახა-
ბრუხი აუტეხა.
- ვინ არის - იკითხა თვალების ფშვნეტით კარში გამო–
სულმა ნიკიფორემ.
- მამაო, საფუტკრეში, მამაო საფუტკრეში - ერთსადაიმა-
ვეს იმეორებდა შიო.
რა საფუტკრეში?! - ვერ გაერკვა ნიკიფორე.
- საფუტკრეში, მამაო, რომანოზი.
- რომანოზი?
– ჰო, პო, საფუტკრეში მამაო - დაუდასტურა შიომ.

246
ნიკიფორემ ვერაფერი ვერ გაიგო, შებრუნდა, ანაფორა წა-
მოისხა და რაკი საფუტკრე ახსენეს იქით წავიდა.
მთვარიანი ღამე იყო.
შიომ, რაკი საფუტკრისაკენ მიმავალი ნიკიფორე შუა
გზამდე მიაცილა, შემობრუნდა, ოთახში შევარდა და თა-
ვის ლოგინში ჩაწვა.
ნიკიფორე ეტყობა იქვე წაადგა თავს შეყვარებულებს.
ღამის სიჩუმე ზარის ხმამ შეაკრთო.
მოწაფეები და მღვდელ-მონაზვნები ფეხზე წამოცვივ-
დნენ.
ამ ხმაურზე ისე დაბნეულიყვნენ რომანოზი და თებრონე,
ვერც კი ეფიქრათ, რომ ზარს იმათ გულისათვის რეკავ-
დნენ.
როცა ყველანი საფუტკრისკენ წაიყვანა ნიკიფორემ და შიგ
შეიხედეს, ისინი ისევ კუთხეში იმალებოდნენ.

იმავე ღამეს დაარისხეს რომანოზი და გააგდეს, თებრონეს


კი ეტყობა ამის იქეთ გზა არ ჰქონდა, შერცხვენილი აქვე
დატოვეს, რათა ყოველდღე ეყურნა იმ საფუტკრისათვის,
რათა სიბერემდე თავისივე სიცოცხლის მონა ყოფილიყო.

– ყოჩაღ, შვილო ჩემო! - შეაქო შიო მეორე დღეს ნიკიფო-


რემ, მაგრამ ვიღაც უჩინარმა იმავე წუთს სულში ჩახედა
და იქედან თებრონეს სიყვარული ამოჰგლიჯა. იმ დღის
მერე, ნეტარი სიყვარულის ნაცვლად, სინდისის ქეჯნას
განიცდიდა თებრონეს დანახვაზე შიო.

შეეცადა სხვა რამე გაეხსენებინა, ანდა სულაც არ ეფიქრა


წარსულზე...
კარგი დღეები თითქოს გამქრალიყვნენ.

247
არ ჩანდნენ.

ვერ იხსენებდა მათ შიო.

თითქოს არც არსებობდნენ. არა და იყვნენ. ახსოვს რომ იყ-


ვნენ, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვეღარ იხსენებს.

მღვდლად კურთხევის დღე?

გახარებული იყო იმ დღეს, მაგრამ ახლა რომ უყურებს


აქედან, იმ დღის შემხედვარეს, რატომღაც, სევდა ეუფლე-
ბა.

ხელს იქნევს, ცდილობს როგორმე მოიშოროს ის დღე.

უფრო შორეულ წარსულში ეძებს, ბავშვობის დღეებში


იქექება. იქ კი ყოველთვის ერთსადაიგივეს უბრუნდება:
მამამ სახლიდან წაიყვანა და სასულიერო სკოლაში მიაბა-
რა.

მერე ღამის მეხრეებს ცეცხლი უნთიათ და იმის გარშემო


ფრთების ფართქალით ეცემიან ნახნავში ინდაურები.

შიო ლოგინში წრიალებს.

ცოლს უკვე სძინავს.

ბიჭი და გოგო ჰყავს, იმათაც სძინავთ, ისინი უკვე დიდე-


ბი არიან და თავ-თავის ოთახებში იძინებენ.

248
სახლი დიდი აქვს შიოს.

მართალია თვითონ არ აუშენებია, მაგრამ მამამისს ჰქონ-


და შეძლება საამისოდ.

რომ მოენდომებინა, შიო ისეთ სასახლეს დადგამდა, რომ


ეს მამისეული სახლი იმასთან საქათმესავით გამოჩნდე-
ბოდა,

მაგრამ ფრთხილობს.

შუა ღამე გადასულია.

ეჩვენება, რომ ვიღაც იყურება ფანჯრიდან.

წამოვარდა, თოფს ხელი დასტაცა და გარეთ გავიდა.

არავის არ იყო.

მარტო ძაღლმა დაიწკმუტუნა პატრონის დანახვაზე.

ცოტა ხანს იდგა დერეფანში, მდუმარედ გაჰყურებდა ცას.

რაღაც იღვიძებდა მის სულში. აფორიაქებული იყო. ჯიხ-


ვის ხორცს აბრალებდა თვითონ, ნადირის ხორცმა შემყა-
რა მოუსვენრობაო, ფიქრობდა.

სახლში შევიდა და ისევ დაწვა.

249
თვალები დახუჭა.

ნადირაის ცოლი წარმოუდგა. სანეტარო ფიქრში გაერთო:


„ხვალვე წააყვანინებს ნადირას. ცოტა ხანს აცდის და მერე
ხორბალს გაუგზავნის ქალს. მერე კაბინეტშიც დაიბარებს.
ტკბილად გაესაუბრება, შეიძლება ნადირაის განთავი-
სუფლებასაც დაჰპირდეს. მერე, ცოტა ხანს, ისევ უყურად-
ღებოდ დასტოვებს. ამასობაში იმის ბალღებს საზრდო შე-
მოაკლდებათ და ქალსაც უფრო ააფორიაქებს ქმრის მო-
ლოდინი. რაკი ერთხელ კეთილისმოსურნედ აჩვენა თა-
ვი, არ შეიძლება ქალმა თხოვნით არ მიმართოს, ან ქმრის
დაბრუნებას სთხოვს, ან ხორბალს, რაკი ერთხელ თავის
ფეხით მოადგება კარზე. მერე ადვილია იმის დაყოლიება,
ხოლო თუ მაინცდამაინც გერ დაიყოლიებს, მაშინ ის გიჟ-
პოეტა ბალღი ხომ აქ არ არის, დააშინებს ამასაც ნადირას
გავაყოლებთო. ამის მერე კი მოლბება ქალი; მოლბება კი
არა, მგონი დღისითაც ვეღარ იშორებდეს. ქმარდაკარ-
გულმა ქალმა, იცის როგორ უნდა გადაარჩინოს შვილი,
იგი მამის მაგივრობასაც ცდილობს ასეთ დროს და ასეთ
რამეზე უკან აღარ დაიხევს...
რესი ღრმად გაიტაცა ფიქრებმა და ცბიერად გაღიმებულს
ხენეშო და ლეგო დაესიზმრა.
საპატიმროში იყვნენ, გვერდი-გვერდ ისხდნენ. ორივე სი-
ცივისაგან კანკალებდა.

არც ერთი არ იღებდა ხმას.

ხენეშომ თოკი ამოიღო ჯიბიდან და ძმას მისცა.

თვითონ ადგა და გვერდით ოთახში გავიდა.

250
შიოც იქ იყო, მაგრამ ისინი გერ ხედავდნენ, ყველაფერს
საიდუმლო ელფერი დაჰკრავდა.

ლეგო დიდხანს ატრიალებდა ხელში თოკს.

ვერ ბედავდა ჭერში ჩამოება.

გვერდით ოთახიდან დაგუდული ხრიალი მოისმა.

ლეგო იქით გაიქცა. შიოც თან გაჰყვა.

ხენეშოს შუაგულ ჭერში ჩამოება თოკი და ახლა უსულოდ


ქანაობდა აქეთ–იქით.

ლეგო იდგა და აკანკალებული შეჰყურებდა დას.

ხენეშოს საპატარძლო ტანსაცმელი ეცვა წელზე ბრილიან-


ტის თვლებით მოჭედილი ოქროს ქამარი ერტყა.

ლეგომ ახლაღა დაინახა იქ მყოფი შიო და სთხოვა!

მომეხმარე, ჩამომახსნევინეო.

შიო მიეხმარა.

ჩამოხსნეს.

უცებ მიცვალებულმა შიოს ხელკავი გამოსდო და ძმას გა-


უცინა:

251
- როგორ მოგწონს ჩემი საქმრო?

ლეგომ ამ ამბით დამფრთხალ შიოს შეხედა.

- ხომ მოგწონს? - გაუმეორა ღამ სიცილით.

- წამოიყვანე, დედაჩემს გაჩვენოთ - თქვა ლეგომ და ოთა-


ხიდან გავიდა.

- წამო შიო, წამო - წასასვლელად გაიწია ხენეშომაც.

შიომ უკან გადადგა ნაბიჯი. თავის განთავისუფლება უნ-


დოდა ქალისაგან, ის კი არაფრით არ შორდებოდა.

– უი, რა მოლცხვი სიძე ხაალლლ! - ენის წაჩლექით ეფე-


რებოდა ხენეშო შიოს, თან სადღაც ეპატიჟებოდა. შიოს არ
უნდოდა წასვლა, მაგრამ ქალს მაინც მიჰყავდა.

თვალი ხენეშოს ქამარზე გაურბოდა.

გარეთ გამოვიდნენ.

სიბნელე იყო.

უცებ შიომ თავი გაინთავისუფლა და გამოიქცა.

- შიოოო! - იყვირა ხენეშომ.

252
ეს ხმა ისე ცხადად ჩაესმა ძილში შიოს, უცებ წამოვარდა
ლოგინიდან და მუჯლუგუნი წაჰკრა ცოლს!

- რა იყო, კაცო, რამ დაგაფეთა? - შეეკითხა შეშინებული


ცოლი.

- გაიგონე?

- რა?

- შიოო, ვიღაცამ დაიძახა,

- მოგეჩვენა, ანდა მაძახურა იქნებოდა, ვინ დაგიძახებდა


ამ შუაღამისას - თქვა ქალმა და ისევ მიწვა.

ახლაღა მოვიდა შიო გონს და გაახსენდა რომ სიზმარში


დაუძახეს.

კინაღამ პირჯვარი გადაიწერა, შუბლთან მიტანილი სამი


თითი უცებ ჰაერშივე გამალა და მიიხედ-მოიხედა, ხომ
არავინ დამინახაო, წამოდგა. ჩაიცვა და შიგნითა სათავსო
ოთახში შევიდა.

კარი საგულდაგულოდ გადაკეტა შიგნიდან.

კიდევ დააპირა პირჯვრის გადაწერა, მაგრამ ისევ გადაი-


ფიქრა.
გულთა ბოძთან მივიდა და დატკეპნილი მიწა ამოთხარა.
იქედან პატარა ყუთი ამოიღო.
გახსნა.

253
ოქრო-ვერცხლით იყო სავსე.
ის ქამარიც იქვე იყო, სიზმარში რომ ეკეთა ხენეშოს.
გული საგულეს ჩაუდგა შიოს.
ისევ მიწაში ჩადო ეს ყუთი.
ისევ მიაყარა მიწა და დატკეპნა.
საძილე ოთახში გამოვიდა და ცოლს მიუწვა.
ქალს მშვიდად ეძინა.
“ესეც ქალია და ისიც“, გაიფიქრა შიომ და ისევ ნადირაის
ცოლი წარმოუდგა თვალწინ.

ბაბალეს, შიოს ცოლს, უშფოთველი ძილით ეძინა.

შიო ისევ ანაზე ფიქრობდა, ნადირას ცოლზე და დრო-


დადრო ბრაზით გადახედავდა მძინარე მეუღლეს. იგი
დღემდე ვერ შეჰგუებოდა იმას, რომ ბაბალემ მისი ოჯახის
კარი შემოაღო და ცოლქმრული სარეცელი გაინაწილა ში-
ოსთან.

მართალია, არც ახალგაზრდობაში და არც ახლა, შესახე-


დაობა არ აკლდა. შიოს, მაგრამ ქალების სიყვარულს მოკ-
ლებული იყო. მასთან მოდიოდნენ, აღსარებას ამბობდნენ
თავიანთ სიყვარულზე, მაგრამ არც ერთი გოგო არ მოსუ-
ლა და სიყვარულით ათრთოლბულს არ უთქვამს
მღვდლისთვის:

- მე, შენ მიყვარხარ!

ერთადერთი ბაბალე იყო, ვისაც პირველი დანახვისთანა-


ვე შეუყვარდა შიო მღვდელი. ამის მერე არც ერთხელ
აღარ გაუცდენია წირვა ბაბალეს, სხვა დღეებში ეკლესია-

254
ში ცოტა ხალხი იყო და ქალიშვილს ერიდებოდა შიგნით
შესვლა.

ისევე როგორც სხვა ნუშისკარელ გოგოებს, ბაბალესაც


ღრმად სწამდა რომ მღვდლის სიყვარული არ შეიძლებო-
და, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელს ნებადართული
ჰქონდა ცოლი ჰყოლოდა.

ბაბალე მალავდა თავის სიყვარულს. თავის უახლოეს მე-


გობრებსაც კი არ ანდობდა ამას, რამდენჯერმე ისიც გა-
დასწყვიტა რომ აღსარება ეთქვა შიოსთვის, მაგრამ ვერც
ერთხელ ვერ გაბედა.

ბაბალეს მამა მდიდარი კაცი იყო, უამრავი ცხვარი ჰყავდა


და მოჯამაგირეები ჰყავდა აყვანილი.

ზაფხულობით აქაურ მთებში აძოვებდნენ ცხვარს, ზამ-


თრობით კი შირაქის ველებზე აზამთრებდნენ.

ცოლი და ეს ერთი გოგო ჰყავდა სახლში თანდილაა. ვაჟი


არ ჰყავდა და, მართალია, ბაბალე მაინცდამაინც სილამა-
ზით არ გამოირჩეოდა ნუშისკარში, მაინც უამრავი
მთხოვნელი ჰყავდა. ბევრი ცდილობდა თანდილაის ჩასი-
ძებას და იმისი ქონების ხელში ჩაგდებას.

თანდილაი არ ჩქარობდა, თვითონაც ღირსეულ სიძეს


ეძებდა.

ზოგიერთებმა მოტაცებაც კი დაუპირეს ბაბალეს, მაგრამ


პრისტავის შიშით ვერავინ გაბედა ეს ამბავი. თანდილას

255
პრისტავი პატივისცემაში ჰყავდა და ისიც მეთვალყურეო-
ბას უწევდა მის ოჯახს, როცა თანდილაი საზამთრო სა-
ძოვრებზე იყო მწყემსების დასახედად წასული.

ასეთ დროს ბაბალე და დედამისი რჩებოდნენ სახლში.


ბოლო დროს დედა ავადმყოფობდა ბაბალე ხშირად ვერ
გამოდიოდა გარეთ. წირვას კი არასოდეს არ აკლდებოდა.
რაც

დრო გადიოდა, მით უფრო უძლიერდებოდა შიოს სიყვა-


რული. თუმცა თანდილაი ბევრს არას ჰკითხავდა გათხო-
ვების საკითხში შვილს, ბაბალეს მაინც გადაწყვეტილი
ჰქონდა, არ ეღალატნა თავისი სიყვარულისათვის და
სხვას არ გაჰყოლოდა ცოლად. სიყვარულით დაბრმავე-
ბულს, რატომღაც ეგონა, რომ შიოსაც უყვარდა ის, ყოველ
ზიარებაზე მას უყურებდა.
ბაბალეს სწამდა, რომ ერთხელაც შიო თავხე ხელს და-
ადებდა, თვალებში ჩახედავდა და სიყვარულში გამოუტ-
ყდებოდა.
ალბათ, არც თანდილაი იტყოდა ასეთ სასიძოზე უარს,
მდიდარს და მცხოვრებელს, ხომ ისევ ქონების პატრონი
უნდა მოკეთედ. შიოს კი ამით ვერ დაიწუნებდა თანდი-
ლაი.
ბაბალეს და შიოს საქორწილო სარეცელზე შეყრა სწორედ
იმ ზაფხულს მოხდა, როცა შიო მელანოს ალერსით იყო
თავბრუდახვეული. ღამ-ღამობით ხშირად ესტუმრებოდა
ხოლმე სახლში დიაკვანს და გვიანობამდე სვავდენენ.
მთვრალი დიაკვანი წარამარა თვალს უკრავდა შიოს და
ელაზღანდარებოდა.

256
- საკმეველი ხო არ გჭირდება, მამაო, ჰა?

- მე არა, მაგრამ, მე მგონი შენ კი გჭირდება - ეტყოდა შიო


და ყანწს გამოაცლევინებდა. ამის მერე ლოგინამდე ერ-
თად მიჰქონდათ გალეშილი დიაკვანი მელანოსა და შიოს.

მელანო, რა თქმა უნდა არ უშვებდა ხოლმე მთვრალ შიოს


სახლში; ხომ შეიძლება ვინმეს მთვრალი დაენახა გზაზე
და სირცხვილი იყო.

მხოლოდ მთვარე იყო ერთადერთი მოწმე სიმართლისა


და ის დერეფანში მდგარი ტახტი, შუაღამიდან გათენე-
ბამდე რომ არ ასვენებდნენ მელანო და შიო.

ხანდახან კი, მთვარეც ვერ ხედავდა ამას.

ეს ამბავი გაზაფხულზე ხდებოდა.

შიოს აღარც კი ახსოვდა ბაბალე. ის ღამეც კი გადაავიწყდა,


როცა“ შეშინებულმა გოგომ ეკლესიაში მიირბინა და შიოს
შეევედრა:

- წამოდი მამაო, დედა გიბარებს,

- ვისი ხარ, შვილო ჩემო? - ჰკითხა შიომ და ეს კითხვა ლახ-


ვარივით მოხვდა გულზე ბაბალეს. აქამდე მას ეგონა რომ
შიო ყოველ წირვაზე მას უყურებდა, სიყვარულით ანთე-
ბული თვალებით უყურებდა. გამოდის რომ, თურმე, არც
კი სცნობია, ისიც კი არ იცის ვინ არის. კინაღამ გრძნობა
დაკარგა ბაბალემ, მაგრამ იმავე წუთს გაიფიქრა! იქნებ,

257
ისე ძლიერ ვუყვარვარ, რომ ვერც კი გაბედა ვინმესთვის
ეკითხა ჩემი ვინაობა, ეშინოდა არ გაემჟღავნებინა თავისი
სიყვარული.

- თანდილას გოგო ვარ! წამოიყვირა თავის აღმოჩენით გა-


ხარებულმა ბაბალემ.

- დედაშენი რატომღა მიბარებს?

- ავად არის, დროდადრო გული მისდის.

- კარგი, წავიდეთ - უთხრა შიომ და დიაკვანს რაღაც და-


ავალა.

- ფიქრი ნურაფრისა გექნება - დააიმედა დიაკვანმა.

წამოვიდნენ.

ბაბალეს უკანასკნელად შეხედა დედამ, რაღაცის თქმა და-


აპირა, მაგრამ ვეღარ შეძლო, შვილის ხელი უღონოდ გა-
უშვა და სული შეაშრა.

- დედა დედა! დედა! - ამაოდ ჩასძახოდა ბაბალე.

- დაწყნარდი, დაწყნარდი - თქვა შიომ...

- მოკვდა მამაო? - შეეკითხა გოგო.

- რას იზამ, ყველანი იქ წავალთ - ანუგეშა შიომ.

258
- არა, არა, არა მამაო! - ტიროდა ბაბალე და თანდათან ეკ-
ვროდა შიოს.

შიო ამშვიდებდა.

ამასობაში სიყვარულმა თავისი ქნა.

შიომ დასაწყნარებლად მეორე ოთახში გაიყვანა გოგო და


ისიც გულზე მიეკრა.

მერე ყველაფერი თავისით მოხდა.

როცა გამოერკვნენ, ბაბალეს ცრემლი წასკდა!

- ხომ არ მიმატოვებ, მამაო? - შეშინებული მიეკრა შიოს,


- ჩუ, არავინ გაიგოს ეს ამბავი! - გააფრთხილა შიომ და წა-
მოდგა.

- არავინ გაიგოს, თორემ ხომ იცი რაც მოგველის ასეთი


ცოდვისათვის - ერთხელ კიდევ გაიმეორა შიომ და კარი-
საკენ წავიდა.

- მამაოო! - განწირული ხმით იყვირა ბაბალემ და ლოგინ-


ში ჩაემხო.

შიომ იმ ღამესაც დიაკვანთან სტუმრობით გაიქარწყლა


შიში.

ამის მერე თანდათან დაივიწყა კიდეც ბაბალე...

259
მხოლოდ რამდენჯერმე ეკლესიაში მოჰკრა წირვის დროს
თვალი, გოგონა მავედრებელი თვალებით მისჩერებოდა,

შიო გაურბოდა ამ თვალებს.

ერთხელ კი გაბედა ბაბალემ და აღსარების მოსმენა სთხო-


ვა შიოს, მეტი რა გზა იყო, სადღა გაიქცეოდა.

- ცოლად წამიყვანე მამაო - წაიჩურჩულა ბაბალემ.

- ჩუმა, არავინ გაგიგონოს - გაწყრა შიო.

- ფეხმძიმედა ვარ -- ისევ ამოღერღა ბაბალემ.

- რაა?! - გაოგნდა შიო და მიმოიხედა.

– წადი აქედან, წადი, ვნახოთ, მოვიფიქრებ - დაუყვავა ში-


ომ და ბაბალე გააფრთხილა ამის შესახებ კრინტი არავის-
თან წამოსცდენოდა.

ბაბალე შინ წავიდა.

შიო საგონებელში ჩავარდა.

არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.

ბოლოს ისევ ჩუმად ყოფნა არჩია.

მერე თანდათან გადაავიწყდა კიდეც ბაბალე.

260
ერთ დღეს კი, ისევ საღამო ხანს მოვიდა ეკლესიაში ატი-
რებული გოგო და სთხოვა, მამა უზიარებელი მიკვდება,
წამომყევით.

შიო ბაბალეს გაჰყვა.

თანდილა ლოგინში იწვა და კვდებოდა.

ვეღარ ლაპარაკობდა და მღვდელსაც მხოლოდ ერთხელ


შემოხედა, მერე ისევ დახუჭა თვალები.

ბაბალეც იქვე იჯდა.

სიჩუმეს არავინ არღვევდა.

ჯერ სიკვდილი არ მოსულიყო.

- ბაბალე - თქვა შიომ.

- ერთი წუთით საქმე მაქვს - იქით ოთახში გაიხმო შიომ.

- მართლა ფეხმძიმედა ხარ?

- ხო,
- იქნებ მოგეჩვენა.

- არა, არ მომეჩვენა.

შიო ჩაფიქრდა:

261
„ამან რომ მართლა გააჩინოს და თქვას რომ ჩემგან არის,
მერე ხომ უნდა შევრცხვე. ისევ სჯობია რომ როგორმე მუ-
ცელი მოვაშლევინო, ვთხოვ. რომ არ დამთანხმდეს? ყვე-
ლაფერს ისევ ის სჯობია, მე თვითონ მოვაგვარო ეს საქმე“.

- ბაბალე!

- რა?

შიომ გოგოს ხელები მოხვია.

გოგო აკანკალდა.

შიომ ლოგინზე გადააწვინა და ცდილობდა როგორმე მუ-


ცელი მოეწყვიტა მოფერების დროს.

უცებ სინათლემ მოსჭრა თვალი.

აიხედა.

ოთახში თოფმომარჯვებული თანდილა იდგა.

- აბა, მამაო, სიცოცხლე გირჩევნია თუ სიკვდილი? –, თქვა


თანდილამ და კარი მიხურა.

შიო დაბნეული და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით.

- დრო არა მაქვს, მამაო, აირჩიე, რომელი გინდა?

შიომ ბაბალეს შეხედა.

262
გოგო ტიროდა.

– ჩქარა! - დაიყვირა თანდილამ და ჩახმახი შეაყენა.

- სიცოცხლე! სიცოცხლე! - იმეორებდა შეშინებული შიო.

- მაშინ ეხლავე დაიჩოქე და მთხოვე ბაბალეს ხელი.

შიომ დაიჩოქა.

- აბა, გისმენ!

- გთხოვ ბაბალე მომათხოვოთ - თქვა შიომ ხმის კანკა-


ლით.

– ეგრე არა! გთხოვთ მაპატიოთ თქვენი ოჯახის შეურაც-


ხყოფა და მომათხოვოთ ბაბალე - თქვა თანდილამ.

– გთხოვთ მაპატიოთ თქვენი ოჯახის შეურაცხყოფა და


მომათხოვოთ ბაბალე - გაიმეორა შიომ.

- თანახმა ვარ - თქვა თანდილამ - ოღონდ ხვალვე უნდა


მოხვიდე ხელის სათხოვნელად, თორემმ! - მუქარით და-
ასრულა თანდილამ..

- მოვალ - შეჰპირდა შიო,

- ადექი!

263
შიო ადგა.

იმ ღამეს ბევრი იფიქრა.

- რაზე ფიქრობ მამაო, საკმეველი ხო არა გჭირდება? – გა-


ეხუმრა დიაკვანი.

– ცოლი მომყავს - გადაწყვეტით თქვა შიომ.

- ხო ვთქვი! - წამოიძახა დიაკვანმა - იმ წუთში გეტყობა-


ხოლმე, აბა, გვიქეიფია და ეგ არის.

მეორე დღეს თანდილას მიადგნენ ქალიშვილის ხელის


სათხოვნელად.

თანდილას პრისტავი ჰყავდა სტუმრად. იმის თანდასწრე-


ბით სთხოვა შიომ თანდილას. ბაბალეს ხელი.

თანდილამ სიხარულით მიიღო მისი თხოვნა.

– რაო, რა ტკვა? -- ჰკითხა თანდილას პრისტავმა.

- ბაბალე მინდაო - აუხსნა თანდილამ.

პრისტავმა კარგა ხანს უყურა შიოს და ფეხზე წამოდგა.

შიოც ფეხზე ადგა.

დანარჩენებიც.

264
პრისტავი შიოსთან მივიდა, რამოდენიმე ხანს კიდევ მიშ-
ტერებით უყურა შიოს და მერე ისეთი სილა გააწნა ყბაში,
კინაღამ წააქცია.

- სიძე, შე ძველო! - გადაიხარხარა პრისტავმა და გაოგნე-


ბულ შიოს გადაეხვია.

იქ მყოფებმაც გადაიხარხარეს.

ასე გახდა ბაბალე შიოს ცოლი.

ჯვარი თადეოზმა დასწერა ნუშისკარის ეკლესიაში. წეებ-


ნენ შიო და ბაბალე ოჯახურ უღელში, ჩადგნენ ცხოვრების
კვალში ღა დღემდე ასე მოდიან.

იმ შემოდგომაზე გოგო გაუჩინა ბაბალემ.

მერე ბიჭიც ეყოლათ.

შიო მოტყუებულად გრძნობდა. თავს და ამიტომ დღემდე


ვერ შეეთვისა ბაბალეს.

ამიტომ იყო, რომ ყოველთვის სხვა ქალებზე ეჭირა თვა-


ლი. თითქოს ამით სამაგიეროს უხდიდა ბაბალეს. თანდი-
ლას კი უკვე გადაუხადა სამაგიერო.

მანამ მღვდელი იყო, მანამდე არც შეეძლო რაიმე, თანაც


პრისტავისა ეშინოდა, გამუდმებით ყურის ძირში უწიო-
და იმისი სილის ხმა.

265
მღვდლობას რომ მორჩა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში,
ცერად დაუწყო ყურება სიმამრს.

ნუშისკარში თავისი სიმამრიდან დაიწყო ხალხის გაკუ-


ლაკება შიომ, ჩამოართვა ცხვარ-ძროხა, სახნავ-სათესი და
- სახლიც, კი. ამას ვინ ჩიოდა, ხმაც ჩამოართვეს თანდი-
ლას. ერთი წლის მანძილზე კოლმეურნეობის წევრად არ
იღებდნენ და უხმოდ დადიოდა.

ერთი წლის მერე, გული რომ იჯერა სიმამრზე შიომ, კრება


მოიწვია და იმ კრებაზე ხმა აღუდგინეს თანდილას. ეს, რა
თქმა უნდა, ხალხის დასანახად გააკეთა შიომ, თორემ ყუ-
რის ძირში ისევ უწიოდა პრისტავის სილის ხმა და არც
თანდილაი ეხატა გულზე.

კოლმეურნეობა ფეხზე დგებოდა.

შიომ კი ვერა და ვერ მოიბრუნა სიმამრზე გული. ერთხე-


ლაც, რამოდენიმე კაცი დაიბარა შიომ და დაავალა ჩუმად
მოეწვიათ ხალხში კრება.

კრების მიზანი უნდა ყოფილიყო კოლმეურნეობის დაშლა


და ვინც ამის მომხრე იქნებოდა, ხელიც უნდა მოეწერათ
საგანგებოდ შედგენილ მოთხოვნაზე, რომელიც მთავრო-
ბას გადაეგზავნებოდა. რაკი ჯერ კიდევ ეგონა ხალხს, რომ
კოლმეურნეობის არსებობა მთავრობამ არ იცოდა და ჩუმ-
ჩუმად მოწინააღმდეგეებიც ბევრნი იყვნენ, ამიტომ არ გა-
უძნელდათ შიოს კაცებს რომ დაერწმუნებინათ ხალხი,
თუ მთავრობას სთხოვდნენ არ გვინდა კოლმეურნეობა,
დაშალეთო, შეიწყნარებდნენ მათ თხოვნას.

266
კრებას თანდილაიც დაესწრო და სიხარულით მოაწერა
მოთხოვნას ხელი.

როგორც ჩუმად შეიკრიბა, ასევე ჩუმად დაიშალა კრება.

ხელმოწერილი ქაღალდის გადაგზავნა კრების მოთავეებ-


მა იკისრეს.

გავიდა ერთი წელი.

ორი,

სამი,

უფრო გაძლიერდა კოლმეურნეობა.

ერთ დღესაც მაუზერიანი ხალხი ამოვიდა რაიონიდან.

რამოდენიმე კაცი კანტორაში დაიბარეს და იმათ შორის


თანდილაიც იყო.

ამათ საერთო საქმის ღალატი წაუყენეს ბრალდებად და


როცა რამოდენიმემ იუარა, მაშინ ის ხელმოწერილი ქა-
ღალდი აჩვენეს, საიდუმლო კრების დროს რომ იქნა შედ-
გენილი.

- წაიყვანეს მოღალატეები.

267
იმ საღამოს კმაყოფილი დაბრუნდა სახლში შიო და ბაბა-
ლეს გამოსაჯავრებლად სტუმრებიც კი მიიყოლა შინ.

არასოდეს სასიყვარულოდ ცოლის გვერდით გული არ


უდგებოდა, მაგრამ ადრე თუ იმისა ეშინოდა, რომ ცოლ-
გაშმვებულ მღვდელს პატივს აღარ სცემდნენ ახლა უფრო
ფრთხილი გახდა ამ საკითხში, ახლა უფრო საჭირო იყო,
მთავრობისა და ხალხისათვის, რაც შეიძლება ზნეობრი-
ვად სრულყოფილ კაცად მოეჩვენებინა თავი.

როცა რაიონიდან სტუმარი ჩამოვიდოდა, სახლში წაიყ-


ვანდა და ბაბალეს სულ „გენაცვალე ჩემო ქალბატონო“-
თი ელაპარაკებოდა.
შიომ იცოდა როდის როგორ უნდა მოქცეულიყო.

კი არ იცოდა, ცხოვრების გუმანი. ჰქონდა გამახვილებუ-


ლი.
მისთვის სანატრელ სანეტარო სიყვარულს ვერ ეღირსა,
თორემ სხვა მხრივ, რაც კი მოისურვა თითქმის ყველაფე-
რი აუსრულდა. ტალახში რომ ჩაგეგდოთ, ნაპირზე გამო-
სული თავს მაინც ისე მოგაჩვენებდათ თითქოს ეს-ესაა
სუფთა კამკამა წყალში ბანაობდა და ეს წუთია რაც იქედან
ამოვიდა.

კარგა ხანს ეწეოდა ღვთის მსახურებას, წლების განმავ-


ლობაში ისმენდა სხვათა და სხვათა აღსარებას, ქრისტეს
რჯულზე ნათლავდა ბალღებს, მაგრამ ერთხელაც კი არ
დაფიქრებულა იმაზე, რომ ცოდვას ჩადიოდა ღმერთის
წინაშე.

268
იქნებ ამიტომაც გერ ეღირსა იმ სანატრელ სიყვარულს,

რასაც ასე მიელტვოდა მთელი ცხოვრება. ერთადერთი ბა-


ბალეს შე ეუყვარდა და ბედმა ისე ინება, იმისგანაც ვერ
მოისმინა, ოცნებად ქცეული ის სამი სიტყვა: „მე შენ მიყ-
ვარხარ“, შიოს მიმართ ყველას ბაგე დადუმებული იყო
ამის სათქმელად. თითქოს მის გამოსაჯავრებლად ისმენ-
და აღსარებაში სხვათა მისამართით თქმულს: „მიყვარს,
მამაო“. სხვა უყვარდათ, იმ სხვას ამის თქმას ვერ უბედავ-
დნენ და შიოს კი ანდობდნენ. იმას კი ვერ ხედავდნენ, რო-
გორი შურით აენთებოდა ხოლმე შიოს თვალები, როცა ამ
სიტყვებს ისმენდა. მელანო რომ მელანოა, იმასაც კი არა-
სოდეს წამოსცდენია მიყვარხარო, თუმცა გახელებით ეგ-
ლისებოდა და საქამრე ღვედივით ეხვეოდა ტანზე. ეს კი,
შურისგებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიყვარულს. შურისგე-
ბას იმიტომ, რომ შიო ასე ელოდა იმ სამ სიტყვას, რომელ-
საც ყოველთვის სხვათა მისამართით ამბობდნენ.

ღვთის სიყვარული არ ჰქონდა როცა სასწავლებლიდან გა-


იპარა, ეს იყო პირველი ნაბიჯი, შიოს მიერ ღმერთის წი-
ნააღმდეგ გადადგმული.

იქნებ ამიტომაც ვეღარ ეღირსა სიყვარულს? მან ხომ თავი-


დანვე მტრულად შეხედა მისკენ მიმავალ გზას და რო-
გორც კი შემთხვევა მიეცა, გადაუხვია.

მან ხომ თავიდანვე ცოდვა გაურია თავის სიყვარულში.


მართალია სიყვარულისთვის გააკეთა ეს, მაგრამ კაცი რომ
დაუფიქრდეს, რომანოზმა კი არა, განა შიომ უფრო მეტი

269
შეურაცხყოფა არ მიაყენა იმ საღამოს საფუტკრეში სიყვა-
რულით გონდაკარგულ თებრონეს.

სიყვარულისთვის გააკეთა.

ელენეც ხომ სიყვარულისთვის ჩააფარა მიწას.

არ უნდოდა? შემთხვევით მოხდა?

განა რა არის შემთხვევითობა, აზრს მოკლებული უსიყვა-


რულო მოქმედება პირველ რიგში და ამის მერე სხვა და-
ნარჩენი, რა თვისებებსაც მიაწერენ შემთხვევითობას.

მაგრამ ახლა, სულაც არ ფიქრობს ამაზე შიო. ის ჯერ შორს


არის თავის ცოდვებზე ფიქრისაგან. ჯერ არ დაუყივლნია
მის სულში სინდისის მამალს, რომელიც გამოაფხიზლებს
და ჭეშმარიტ სინ აზიარებს.

ჯერ ძალა ერჩის და ეს ძალა თავისას მოითხოვს.


ჯერ ყველაფერი თავის ძლიერებისთვისა აქვს მინდობი-
ლი.
მძინარე ცოლის გვერდით თვალგახელილი წევს და ფიქ-
რში ობობას ქსელს აბამს, რომ შიგ როგორმე გაახვიოს ნა-
დირაის ცოლი ანა.
განა ობობა ფიქრობს ცოდვაზე, როცა ყვავილიდან ყვავი-
ლისაკენ გადაფრენილი პეპელა გაებმის მის ბადეში?
ინსტინქტი?
პო, ჰო, სწორედ ინსტინქტი აქვს ყველაზე უფრო მეტად
გამახვილებული შიოს - ბადეებს ხლართავს, უხილავ ბა-

270
დეებს, მიილტვის და პოულობს. არც დამალვა და უკან
დახევა არის მისთვის უცხო რამ.
ძლიერია შიო.
ძლიერია თავის ინსტინქტით.
ძლიერია თავის უცოდველობით.
ძლიერია თუნდაც იმიტომ, რომ ყოველთვის შეუძლია
ტალახიდან „სუფთად“ გამოვიდეს.
თუნდაც იმიტომ, რომ მის სულში არ ყივის სინდისის მა-
მალი.
და თუნდაც იმიტომ, რომ ძლიერია.
არასოდეს არ წავა ისეთ გზაზე, იქვე ახლოს მეორე გზაც.
არ ეგულებოდეს. ერთ გზას, ხშირად მიზნამდე არ მიჰყავს
კაცი.
თენდება.
შიო სასწრაფოდ იცვამს და კანტორისაკენ გარბის, რომ
სასწრაფოდ დარეკოს რაიონში. იმის გულს უკვე ჭიასა-
ვით ღრღნის ანას დამორჩილების სურვილი. ნადირაის
თავიდან მოსაცილებლად, თუნდაც ის კმარა, თოფი რომ
უნახეს გუშინ, მაგრამ სახლიდან გამოვიდა თუ არა, ყრან-
ტალით აედევნა ის გადამტერებული ყვავი.
- გაბრიელი! გაბრიელი! გაბრიელი! - შეუსვენებლად დას-
ჩხაოდა ყვავი.
ამას კი ვეღარ მოიფიქრებდა შიო.

გაბრიელის გახსენებამ, ისე აუბნია თავგზა, ანაც გადაა-


ვიწყდა და ნადირაიც.

სასოწარკვეთილმა შეხედა ყვავს და თითქოს ევედრებო-


და, რა უგულო ხარ, ეგ რაღამ გაგახსენა, განა ეგეთი ამბის
მოგონება შეიძლებოდაო?!

271
- გაბრიელი! გაბრიელის) გაბრიელი! - არ ჩერდებოდა ყვა-
ვი.

შიომ ფეხს აუჩქარა. უნდოდა სადმე დამალულიყო. კიდევ


კარგი დილა იყო და ვერავინ ხედავდა როგორ გარბოდა
ყვავისაგან დამფრთხალი თავმჯდომარე.

- გაბრიელის გაბრიელის გაბრიელი! - მისდევდა ყვავი


ჩხავილით.

შიომ კანტორის კიბეები აირბინა და თავის კაბინეტში შე-


იმალა.

ყვავი იქვე კანტორის მახლობლად ჩამოჯდა ხის კენწერო-


ზე.

თუმცა ყველა ცოდვა, რაც კი მღვდლობის დროს ჩაიდინა


შიომ, თავმჯდომარე შიოს თავისად არ მიაჩნდა და კაცმა
რომ თქვას, მაინცდამაინც არც მღვდელს აწუხებდა რომე-
ლიმე. ყველაფერს შემთხვევითობას აბრალებდა, თავის
ხელით არც თეკლა დაუხრჩვია და არც ელენეს სიკვდილი
უნდოდა. თითქოს ვიღაც სხვა აკეთებდა ამას და შიო მხო-
ლოდ ამა თუ იმ შემთხვევის მონაწილე იყო. თავმჯდომა-
რე შიოც ასევე იყო, ხალხს სხვები იჭერდნენ, განცხადე-
ბებზე და საჩივრებზეც სხვები აწერდნენ ხელს, წაყვანი-
თაც სხვებს მიჰყავდათ ხალხი. მართალია, უკან აღარავინ
ბრუნდებოდა, მაგრამ დანამდვილებით ისიც კი არ იცო-
და შიომ, წაყვანილები, ცოცხლები იყვნენ, თუ არა. თით-

272
ქოს, შიოს ვიღაც იყენებდა თავისი სურვილების შემსრუ-
ლებლად.

ყოველთვის შეეძლო თავი გაემართლებინა.

ბაბალე რომ მიცვალებული დედის გვერდით გააუპატი-


ურა, იმაშიც ასე თუ ისე ისევ ბაბალეს სდებდა ბრალს, ისე
მეხვეოდა, თავი ვეღარ შევიკავე და ჩემს უნებურად მოხ-
და ყველაფერიო.

თებრონე და რომანოზი რომ დაასმინა, იმაშიც თავს იმარ-


თლებდა, თებრონე მიყვარდა და რომანოზმა კი იმის
თვალწინ გამლახაო,

თითქოს ორივე შიო უცოდველი იყო, მღვდელიც და თავ-


მჯდომარეც. ამათ უკან კი იმალებოდა მესამე შიო, რომე-
ლიც არ ჩანდა და ესენი რომ რაიმე საქმეს აკეთებდნენ, ის
მესამე, აუცილებლად ცოდვით დააგვირგვინებდა ამ საქ-
მეს. იმ მესამე შიოს ნამდვილი სახე კი, არც ერთმა და არც
მეორემ არ იცოდა.

ვინ იყო ის მესამე შიო?

ანდა ვისი მსახური იყო, ღვთის, თუ ეშმაკის?

ამაზე არც ერთი შიო არ ფიქრობდა. ორივე ბრმად მიჰყვე-


ბოდა იმ მესამის ნება-სურვილს და ჩადენილ ცოდვებს,
შემთხვევითობას მიაწერდა.

273
მღვდელი შიო, თითქოს, მიმხვდარიყო სინამდვილეს და
სულის დასახსნელად თავის ცოდვებს უმხელდა მეორე
შიოს, რომელსაც ჯერ-ჯერობით ისევ ის მესამე შიო
მბრძანებლობდა.

- გაბრიელი! გაბრიელი! გაბრიელი! - ჩხაოდა ყვავი და


თუმცა არ უნდოდა თავის ცოდვად მიეღო მღვდლის
ცოდვა თავმჯდომარეს, მაინც თვალწინ ედგა გაბრიელი.

შიო ახლაც საყდრის ფანჯრიდან ხედავდა მას.

გაბრიელს ჯარისკაცის ტანსაცმელი ეცვა და ეკლესიისა-


კენ გამორბოდა, უკან კი რამოდენიმე თოფიანი ჯარისკა-
ცი მოსდევდა ყვირილით!

- სტოი! სტოი!

ჯარისკაცების უკან ქალიშვილი მორბოდა და გაბრიელს


ამხნევებდა:

- ეკლესიისკენ გაიქეცი, გაბრიელ, ეკლესიისკენ, იქ ვერ


გესვრიან!

მაშინ შიო ახლად მოსული იყო ნუშისკარის ეკლესიაში.

მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი.

მთელ ზამთარს სული არ მოათქმევინეს აქაურ მოსახლე-


ობას; უღელტეხილი რომ არ ჩაკეტილიყო, დღე და ღამე
ახმვტინებდნენ ხალხს გზაზე თოვლს.

274
გაყინულების ზიარებას ვეღარ აუდიოდნენ მღვდლები.
სოფლებში უმეტესად ქალებიღა იყვნენ დარჩენილნი. მა-
მაკაცებს ფრონტზე მიერეკებოდნენ.

გაბრიელი ახალჯვარდაწერილი იყო როცა გამოიძახეს...

მართალია, წერა-კითხვა არც იმან იცოდა და არც იმისმა


მეუღლემ, მაგრამ გაბრიელი მაინც ახერხებდა სხვათა
დას.
მარებით მოეწერა ცოლისთვის წერილი. ცოლი კი თავის
მხრივ შიოს აკითხებდა გაბრიელის წერილებს და პასუხ-
საც მას აწერინებდა.

შიო გაბრიელს კარგად არ იცნობდა, იმისი ცოლი კი იმ


წუთას იცნო. სწორედ იმ ხანებში მოიწერა გაბრიელმა ჩვე-
ნი ნაწილი თურქეთისაკენ მოჰყავთ და უღელტეხილზე
გადმოგვატარებენ, ნუშისკარში დამელოდეო. ისინი ხომ
სხვა სოფელში ცხოვრობდნენ და დათქმულ დროს, ცოლი
მართლა ნუშისკარში დაელოდა გაბრიელს.

იმ ღამეს ნებართვა დართეს რომ ცოლს შეხვედროდა. მე-


ორე დილით კი სამგზავროდ აიყარა ჯარის ნაწილი და
გაბრიელიც გაემზადა.

ცოლს დაემშვიდობა.

დაიძრა ჯარი.

უმწეოდ დარჩა გზის პირას მდგარი გოგო.

275
გაბრიელი ნელ–ნელა ჩამორჩა ჯარს.

უცებ ადგილს მოსწყდა და გაიქცა.

უფროსებმა ყვირილი ატეხეს.

ერთი ოფიცერი და რამოდენიმე ჯარისკაცი გამოუდგა


გაქცეულს...

გაბრიელი გარბოდა.

ჯერ-ჯერობით თოფებს არ ესროდნენ.

სწორედ ამ დროს ეკლესიის ფანჯარაში იხედებოდა შიო


და ისიც გაიგონა, ცოლმა რომ დაუძახა გაბრიელს:

- ეკლესიისკენ გაიქეცი გაბრიელ, იქ ვერ გესვრიან!

გაბრიელი აქეთ გამოიქცა.

შიოს მოუნდა მისი გადარჩენა და ფანჯრიდან გასძახა:

- აქეთ გაბრიელ, აქეთ!

გაბრიელი ეკლესიაში შეიმალა.

ჯარისკაცებმა უცებ ვერ დაინახეს საით წავიდა და დაბ-


ნეულად გაიქც-გამოიქცნენ აქეთ-იქით.

276
ამასობაში შიომ გაბრიელის დახმარებით საფლავის ლო-
დი ამოაგდო იატაკიდან და ჩაწექიო, კუბოზე ანიშნა გაბ-
რიელს.

გაბრიელი შეშინებული შეჰყურებდა შიოს,

ჯარისკაცებმა ეკლესიის კარებზე მოაბრახუნეს.

- რაღას მიყურებ, დროზე, ხომ ხედავ მოგაგნეს! - დაუყვი-


რა შიომ გაბრიელს და თითქმის ძალით ჩააწვინა თავახ-
დილ კუბოში, რომელსაც ისევ დაახურა სარქველი და
ძლივსძლივობით გამოაწყო იატაკში ლოდი.

ჯარისკაცები ისევ აბრახუნებდნენ.

იმ დღეს მარტო შიო იყო ეკლესიაში.

კარი გააღო.

ჯარისკაცები შიგნით შემოცვივდნენ და გაბრიელს დაუწ-


ყეს ძებნა.

ამაოდ დარბოდნენ აქეთ-იქით.

რომ ვერ იპოვეს შიოს უბრძანეს უფროსთან წაჰყოლო-


დათ.

- მე არავითარი გაქცეული ჯარისკაცი არ მინახავს –არ-


წმუნებდა ჯარის ნაწილის უფროსს შიო,

277
- როგორ არ უნახავს, ჩემი თვალით დავინახე, რომ ეკლე-
სიაში შევიდა - თქვა ერთმა ჯარისკაცმა.

- მაშინ გამოდის რომ ან შენ გვატყუებ და ან ეს ჯარისკაცი,


მამაო - თქვა ჯარის ნაწილის უფროსმა.

- მე არავინ არ მინახავს - თავის სიტყვაზე მტკიცედ დადგა


შიო.

- კეთილი, მამაო, მაშინ ეს ჯარისკაცი აგებს პასუხს ტყუ-


ილისათვის აბა, დახვრიტეთ! - ბრძანება გასცა უფროსმა.

ამას კი აღარ მოელოდა შიო,

ჯარისკაცი იქვე გზის პირას კლდესთან მიაყენეს და თო-


ფები რომ მიუშვირეს, კინაღამ იყვირა შიომ, გაჩერდითო.

რაღაც უხილავმა ძალამ შეაყენა. ვიღაცამ , პირი შეუკრა


და არ ათქმევინა ეს სიტყვა.

ერთდროულად დაიგრიალა რამოდენიმე თოფმა.

- დამარხეთ და საფლავი მაინც უკურთხე, მამაო - ბრძანა


უფროსმა და წინ გაუძღვა ჯარს,

რამოდენიმე ჯარისკაცი საფლავს თხრიდა.

შიო გაოგნებული დაჰყურებდა მკვდარს. ესეც ხომ შემ-


თხვევა იყო, ხომ ამასაც არ მოელოდა შიო. სიკეთეს აკე-
თებდა და ასე კი მოხდა.

278
ძლივს ამოიღო ხმა, ძლივს აკურთხა სამარე, სწორედ ამ
დროს პრისტავმა გამოიარა და შიოს, რომ მოჰკრა თვალი.

ეტლი გააჩერა და გასძახა:


- ჩქარა მამაო, რამდენი ხანია გეძებ უღელტეხილზე რა-
ღაც ამბოხებაა, წამოდი, ხალხი დააწყნარე.
შიო ეტლში ჩაუჯდა.
ეკლესიას რომ მიუახლოვდნენ, გაბრიელის ცოლი დაინა-
ხა შიომ.
გააჩერეთ, ცოტახნით ეკლესიაში შევირბენ, რაღაც დამა-
ვიწყდა - სთხოვა მეეტლეს შიომ.
- გვეჩქარება მამაო, გვეჩქარება, რა დროს ეგ არის! -გაჯავ-
რდა პრისტავი.
- არა, ერთი წუთით უნდა შევირბინო - გაჯიუტდა შიო და
ეტლიდან ჩამომხტარი ეკლესიისაკენ გაიქცა.
პრისტავიც თან მიჰყვა.
გაბრიელის ცოლი ეკლესიის კარებთან ატუზულიყო..
ერთი კი იფიქრა შიომ პრისტავის თვალწინ აეხადა სამა-
რის ლოდი, მაგრამ შეეშინდა, ვერ გაბედა და ვითომ რა-
ღაცას ეძებდა, უაზროდ დაიწყო აქეთ-იქით სირბილი.
- მამაო! - დაიღრიალა პრისტავმა და თითქმის ძალით წა-
იყვანა შიო ეტლისაკენ.
"წერილი მაინც დამეტოვებინა დიაკვანისთვის რომ ლო-
დი მოაცილოს“, გზაშიღა მოაფიქრდა შიოს,
უღელტეხილზე ბეგარაზე გამოყვანილი მთიელები აჯან-
ჯებულიყვნენ და სწორედ იმათი დაშოშმინება დაავალა
პრისტავმა შიოს.
საღამომდე გაგრძელდა ეს ამბავი.
ნუშისკარში დაბრუნებულ შიოს ერთი სული ჰქონდა, სა-
მარის ლოდი აეხადა.

279
კარები შიგნიდან გადაკეტა და რკინის კეტით ამოაგდო
ლოდი.
ელდა ეცა.
გაბრიელი ამ ქვეყანაზე აღარ იყო.

შეშინებულმა ისევ ისე დააფარა სამარეს ლოდი.

კარებზე დააკაკუნეს.

– ვინ არის? - იკითხა შეშინებულმა შიომ შიგნიდან.

- მე ვარ, მამაო - მოისმა ჭალის ხმა.

შიომ კარი გააღო.

გაბრიელის ცოლი შემოეფეთა.

- სად არის? - იკითხა ქალმა,

- ვინ?! - ვითომ ვერ გაიგო შიომ.

- გაბრიელი სად არის?

- ხოო, ფანჯრიდან გავაპარე, დაგიბარა ისევ ომში წავალ,


თორემ სულ ერთია არ მომასვენებენო.

ქალს მხრები აუკანკალდა.

ატირდა.

280
- კარგი, გეყოფა, რას იზამ, მარტო ის ხომ არ არის ომში -
დაამშვიდა შიომ.

ქალი შინ წავიდა.

იმის მერე, ხშირად მოდიოდა ეკლესიაში და თავის


დარდს შიოს შესჩიოდა.

- აღარც წერილებს მიგზავნის, ეტყობა სათქმელს ვეღარ


ამთავრებდა ხოლმე ქალი, არ უნდოდა თვითონვე ეთქვა
ის, რისი შიშიც ჰქონდა, პირიქით, ნუგეშს მოელოდა.
რაკი მღვდელი ეტყოდა, ომი ისეთი რამ არის, ალბათ, წე-
რილის საწერადაც ვეღარ იცლისო, იმედი ეძლეოდა
ქალს.

შიოს კი სულს უშფოთებდა სამარის ლოდი. ვერც ვერავის


გაანდო საიდუმლო და მარტო მაშინღა მოშორდა ეს მტან-
ჯველი განცდა, როცა ეკლესიის საძირკველში ჩადებულ
დინამიტს თავისივე ხელით მოუკიდა ცეცხლი. მაშინღა
დაისვენა, როცა ქვა და მიწა ერთ-ურთში აირია ჰაერში და
ეკლესიისაგან მარტო გუმბათიღა დარჩა, რომელიც ერთ
ხანს მაღლა მიფრინავდა, მერე კი ისიც ძირს დაეშვა და
ფრთამოტეხილი მტრედივით დაეცა ნამსხვრევებში.
თითქოს ბუდეზე დაჯდა, ბუდე კი ქარიშხლისაგან არე-
ულ ბალახ-ბულახს უფრო ჰგავდა.

თავს იმითღა იმართლებდა, რომ იმ სამალავში, სადაც ეკ-


ლესიის საუნჯეს ინახავდნენ, ვერ დამალავდა გაბრიელს.

საუნჯის ადგილ-სამყოფელს ვერ გაანდობდა მას.

281
იქნებ იმიტომ მთავრდებოდა შიოს მიერ წამოწყებული
ყველა კეთილი საქმე ბოროტად, იქნებ იმიტომ მძიმდე-
ბოდა მისი სული ცოდვით, ბალღობის დროსვე რომ წინა-
ღუდგა ღვთის სამსახურს და გაექცა.

ამაზე არ უფიქრია შიოს.

იგი სამ სიტყვას მიელტვოდა, სიყვარულით დამუხტულ


სამ სიტყვას და რაკი არავინ ეუბნებოდა, გახელებული
ყველა ღონეს ხმარობდა მიზნის მისაღწევად.

კაბინეტში რამოდენიმე კაცი შემოსულიყო და რაკი შიო


ფიქრებში იყო გართული. ისინიც ხმას არ იღებდნენ,
თითქოს თავიანთი უფროსის ფიქრს უგდებდნენ ყურს.

შიო გამოერკვა ფიქრებიდან და ხალხი რომ დაინახა, გა-


ეხარდა კიდეც. ხალხში სიმარტოვეს აღარ გრძნობდა და
შიო მღვდელზეც ნაკლებს ფიქრობდა.

- სახნავად ყველა გამოვიდა? – იკითხა შიომ.

- ყველა გამოვიდა პატივცემულო, მაგრამ...

- რა მაგრამ? რა მაგრამ?! - წამოხტა შიო.

- ჩვენ რომ გვენანებოდა კიდეც, დღეს ან ხვალ მოკვდება


კოტორიანთ ქალიო, ამ დილით მამულებში გამოსულა და
ხალხს ეუბნება დღეს ნუ მუშაობთო.

282
- რაა?!

- ამაღლება არის და ნუ მუშაობთო.

შიო გარეთ გამოვარდა და მამულებისაკენ წავიდა. დანარ-


ჩენებიც თითქმის სირბილით გაჰყვნენ უკან.

შუა მამულებში ჯოხს დაჰყრდნობოდა კოტორიანთ ქალი


და სახნავზე გამოფენილ ხალხს დასძახოდა:

- რაც თქვენ მამა-პაპათ არ უქნია, ნუ იზამთ, ხალხო, იმას


თორე ინანებთ, ჩემი სიტყვა წინ დაგხვდებათ და გვიანღა
იქნება, მერე აღარც ღმერთი გიშველით და ეშმაკის ანაბა-
რას დარჩენილი კაცი ხომ თვითონაც ეშმაკიღა არის.

- ეშმაკს დაგაჭერინებ მე შენ, ეშმაკს! - შორიდანვე დაუძა-


ხა შიომ კოტორიანთ ქალს და ახლოს რომ მივიდა, უფრო
ხმამაღლა დაჰკივლა:

- რა მიტინგი გაგიმართნია აქ, ჰა?!

– მე იმას ვამბობ, რაც მამა-პაპათ უთქვამთ - თქვა ქალმა.

- წადი, წადი, სახლში, სადაც შენი საქმე არ არის, იქ ნუ


ერევი.
შიომ თითქმის ძალით წაათრია ქალი სახლისაკენ. შიოს
მხლებლებიც გამოერკვნენ, კოტორიანთ ქალს იქით-აქეთ
ამოუდგნენ და ახლა იმათ წაიყვანეს სახლისაკენ. შიო კი
იქვე დარჩა.

283
- აეგრე გაგახეოს ამაღლებლის ძალმა და მადლმა! –ერ-
თხელ კიდევ მიაწყევლა კოტორიანთ ქალმა, მაგრამ ეს
წყევლა აღარც კი გაუგონია შიოს, იმავე წუთს ყვავმა დას-
ჩხავლა:

- შიო! შიო!

შიომ იქით მიიხედა და შეკრთა: ნახნავში თეთრ ცხენზე


ამხედრებული წმინდა გიორგი მორბოდა მისკენ. ჯერ კი
დააპირა გაქცევა, მაგრამ მუხლები აუკანკალდა და იქვე
ჩაიხვია,

- ბატონო შიო! ბატონო შიო! -- მოესმა ზურგს უკან ბიჭის


ხმა.

შიომ ამოიხედა. მხედარს მის ზურგს უკან შეეყენებინა


ცხენი და ახლა ძირს ჩამომხტარი გაკვირვებული უყუ-
რებდა.

– ცუდად ხომ არა ხართ, ბატონო შიო? -- ჰკითხა ბიჭმა.

- არა, ფეხი გადამიბრუნდა უცებ და წავიქეცი - იცრუა ში-


ომ და ბიჭს რისხვით ჰკითხა:

- რას დააჭენებ ამ ნახნავში ცხენს?

- რა ვიცი, გაუხედნავი კვიცია და ვეღარც თავის ნებაზე


მივუშვი, შემეშინდა არ გაქცეულიყო, სასწრაფოდ ისევ
მთაში უნდა წავიდე. ჩვენი ფარის მწყემსი გადმოვარდა

284
კლდეზე და მე გამომაგზავნეს თქვენთან, ექიმის გამოძა-
ხება არის საჭიროო.

- რომელ მთაში ხარ?


- სალაღოს.
- ვის ფარაში?
- კოტორიანთ აკაის ფარაში.
– რა გქვია?
– ბუთა.
- რამდენი წლისა ხარ?
- თექვსმეტის.

- ეგ ვისი ცხენია.

- ჯერ კვიცია.

- ვისი კვიცია?

- ჩემია. მამა რო ცოცხალი იყო, მაშინ მომიყვანა, ორი კვი-


რისა იყო, ეხლა საცაა ორი წლის გახდება და შევკაზმავ კი-
დეც:

- მამაშენს რაღა დაემართა?

- ყაჩაღები რომ დაესხნენ ცხვრის წასართმევად მთაში, მა-


შინ მოკლეს.

- ქორთილაისი ხარ?

- დიახ,

285
- ეხლა ვინ გადავარდა?

- ადამი.

- ძალიან არის დამტვრეული?

– დიახ, თუ ექიმი დროზე არ გამოაგზავნეს, შეიძლება სა-


ღამომდე ვეღარც იცოცხლოსო.

- წამო, კანტორაში გამოვიძახებ ექიმს - თქვა შიომ, და წას-


ვლისას ერთხელ კიდევ გაიხედა იქით, საითაც კოტორი-
ანთ ქალი წაიყვანეს მისმა მხლებლებმა.

ექიმი რომ გამოცხადდა და ის ცხენზე ამხედრებული


უკან გაჰყვა თეთრ ცხენზე მჯდარ ბიჭს, შიომ, რატომღაც,
თავისთვის ჩაილაპარაკა:

- ბუთა. კეთილი და პატიოსანი.

კანტორაში შებრუნდა და გამხდარ კაცს ჰკითხა:

- რაო, რას მეუბნებოდი წეღან?

- ჩემმა ცოლმა კიდევ მისცა დავალება და ამჯერადაც ცო-


ტა არ იყოს საეჭვო თემა დაწერა ნადირაის ბიჭმა - წა-
უჩურჩულა კაცმა.

- თქვენ როგორ ფიქრობთ?

286
– როგორც თქვენ მიბრძანებთ, ისე მოვიქცევი, პატივცემუ-
ლო შიო.

- სკოლის დირექტორი თქვენა ხართ და მე მგონი...

- თქვენი ნებართვის გარეშე არ მინდოდა მაინც - თქვა კაც-


მა და თან საჩივარი ამოიღო კოსტუმის ჯიბიდან - მაინც
თქვენი კოლმეურნეობის წევრია ნადირაი და რა ვიცი,
თქვენ თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, მე მგონი
უნდა გადაგგზავნოთ. აქ სხვა მასწავლებლებიც აწერენ
ხელს.

შიომ ტელეფონზე დარეკა და რამოდენიმე ხნის მერე უკვე


მის კაბინეტში ჰყავდათ წასაყვანად გამზადებული ნადი-
რაი.

- იცი, ალბათ, რატომაც მიჰყავხარ.

- ვიცი, ნადირობისთვის.

- არა, არა, მე მაგის კაცი არ ვარ, რომ ეგეთ რამეზე გამოგ-


კიდებოდი, აი, წერილობითი საჩივარი მომივიდა, სადაც
მაფრთხილებენ, რომ ჩემი კოლმეურნეობის წევრის ვაჟი
საეჭვო ლექსებს სწერს სკოლაში. მოითხოვენ, რომ ზომე-
ბი მივიღო და ზეც მეტი რა გზა მაქვს, ერთი ორი დღით
უნდა გაყვე რაიონში ამ პატიოსან ხალხს.

- პატარა ბავშვი გვყავს ძალიან ავად - მუდარით თქვა ნა-


დირამ და იქ მყოფთ მორჩილად შეხედა.

287
- მაგის დარდი ნუ გექნება, ბავშვს ჩვენ მივხედავთ, ექიმს
მივუყვანთ - დააიმედა შიომ ნადირაი, მერე ერთი წუთით
კუთხეში გაიხმო და ჩუმად ჰკითხა:

- სკოლის დირექტორთან ადრე ხომ არ გქონია რამე უთან-


ხმოება?

ნადირა დაფიქრდა.

- მე არაფერი, მაგრამ ის კი იყო გულმოსული ჩემზე.

- რატომ?

- ანას ეგეც თხოულობდა და მაგას არ გაყვა - თქვა ნადი-


რამ.

- ბავშვი, ალბათ, შიმშილისაგან არის ავად, ნუ გეშინია,


მივხედავ - მხარზე დასაიმედებლად წამოარტყა შიომ ნა-
დირას ხელი.

- დღეს მაინც ნუ წამიყვანთ! - ხვეწნით თქვა ნადირამ.

- ამის შესახებ უკვე ზემოთ იციან, თორემ - ხელები უმწე-


ოდ გაშალა შიომ და მილიციელებს ანიშნა, წაიყვანეთო.

ნადირაი ოთახიდან გაიყვანეს.

შიომ ცოტა ხანს იფიქრა, აწონ-დაწონა ანასთან დაახლოე-


ბის მომავალი გეგმა და ექიმი გამოიძახა ავადმყოფთან წა-
სასვლელად,

288
მერე ერთი ტომარა ფქვილიც გაგზავნა ნადირაის სახლში,

საღამოთი თვითონ წავიდა ბავშვის სანახავად. ის იყო ორ-


ღობე გაიარა და ნადირაის სახლის დერეფანში უნდა შე-
სულიყო, რომ საიდუმლო ჩურჩული მოესმა:

- რასაც მე გეუბნები, ის დაიჯერე ქალბატონო ანა, ნადი-


რაი რომ როგორმე გამოვაშვებინოთ, ამისათვის შენ უნდა
დამიწერო საჩივარი რომ შიო რამდენჯერმე მოგიხტა. ახ-
ლა ეს არის მთავარი, მაგას უნდა გადავაბრალოთ ყველა-
ფერი, რომ ის უდანაშაულო კაცი გავამართლოთ. დღეს
რომ გავიგე ნადირაი წაიყვანესო, კინაღამ გავგიჟდი, იმ
წუთში ვიფიქრე, შიოს ოინები იქნება მეთქი და შემეცო-
დე.

შიომ ყური მიუგდო და სკოლის დირექტორის ხმა იცნო.

– მე ყველაფერში დაგეხმარები, ოღონდ, პირობა უნდა


მომცე - ჩურჩულებდა დირექტორი.

– დიდ ბოდიშს კი გიხდით ბატონო სერგო, მაგრამ იქნებ


სხვა დროს ვილაპარაკოთ ამაზე, ბავშვს უნდა მივხედო –
თქვა ანამ და სახლისკენ წავიდა.

- კარგი ქალბატონო, ანა, შემოვივლი - თქვა სკოლის დი-


რექტორმა და ისიც სახლისაკენ წავიდა.

შიო ერთ ხანს მიმალული იყო.

289
ცოტა ხნის მერე ექიმიც გამოვიდა სახლიდან და უკვე დე-
რეფანში შესულმა შიომ ხმამაღლა დაუძახა:

- როგორ არის ბავშვი?

- ა, თქვენ ბრძანდებით, ბატონო შიო? - იკითხა ექიმმა.

- ჰო, მე ვარ - ახლოს მივიდა შიო - როგორა ხართ, ანა? –


ახლა ოთახიდან ექიმის გასაცილებლად გამოსულ ანას
ჰკითხა.

- მტერი და დუშმანი იყვეს ესე - თქვა ანამ და თვალი აა-


რიდა შიოს.

- მოიტანეს ფქვილი?

- მოიტანეს მაგრამ უკანვე წამოვაღებინე..

- რატომ? - გაუკვირდა შიოს.

– ნადირაის ცოდვით ეგ პური როგორღა ვაჭამო ჩემ შვი-


ლებს, მირჩევნია სუ გავწყდეთ.

– აბა რას ლაპარაკობ, ან ამ ბალღებს რას ერჩი. საყვედუ-


რით უთხრა შიომ და ექიმს მიუბრუნდა - ექიმო, როგორ
მდგომარეობაშია ბავშვი, ჩემი ჩარევა ხომ არაფერშია სა-
ჭირო.

- ნემსები უნდა დავუნიშნოთ და თუ რაიონიდან წამლებს


გამოგვიგზავნიდნენ კარგი იყო - თქვა ექიმმა.

290
– კანტორაში წამობრძანდით, ეხლავე დაველაპარაკები -
თქვა შიომ და ანას უთხრა:

– უფროსი ბიჭი გამოგვაყოლე, რაღაც საქმე მაქვს.

ანამ ბიჭს დაუძახა.

- წამო, კანტორაში წამოგვყევი - უთხრა ბიჭს შიომ.

ბიჭი უხმოდ გაჰყვა.

კაბინეტში მარტოდ დარჩენილი ბიჭი თვალს ვერ უსწო-


რებდა შიოს.

- მაშ, ლექსებს სწერ, ხომ? - სიჩუმე დაარღვია შიომ.

- დიახ.

– ესეც შენ დაწერე არა? - შიომ ჯიბიდან ის ქაღალდი


ამოიღო, ამას წინათ სკოლის დირექტორმა რომ მოუტანა.
წაიკითხა.

– რას იტყვი, მართლა შენია, თუ არა?

- ჩემია.

- შენ თვითონ დაწერე, თუ ვინმემ გაიძულა, მაგალითად


სკოლის დირექტორმა, ანდა ქართულის მასწავლებელმა,

291
- არავინაც არ მაიძულა - მტკიცედ თქვა ბიჭმა.

- შენ თუ აღიარებ, რომ ეს ლექსი დირექტორმა და ქართუ-


ლის მასწავლებელმა ჩაგაგონეს, მაშინ მამაშენსაც დიდ
სამსახურს გაუწევ - უთხრა შიომ.

- არავინ არ მაიძულა - ისევ მტკიცედ თქვა ბიჭმა.

– იცი თუ არა, რომ მამაშენი სკოლის დირექტორმა დააჭე-


რინა ღა თანაც, აი, ამ ლექსის გულისთვის - პირდაპირ მი-
ახალა შიომ ბიჭს.

ბიჭი დაიბნა.

- პო, პო, მე არ გატყუებ, მამაშენი ამ ლექსის გულისათვის


დაიჭირეს და შენ კი კაი გმირივით გაიძახი, არავინ არ მა-
იძულა ასეთი ლექსის დაწერაო. შენ ისიც კი არ იცი, რომ
ეს ლექსი თვითონ შენმა დირექტორმა მომცა, სხვაგან კი
საჩივარი გაგზავნა, ნადირაი დაიჭირეთ, იმისი შვილი
ესეთესეთ ლექსებს სწერსო.
ბიჭი გაოგნდა.

- ეხლა რას იტყვი?

- მე არ მეგონა - თქვა ბიჭმა.

- რა არ გეგონა?

292
- თუ ასე მოხდებოდა. დირექტორმა მითხრა, ასეა საჭირო,
ეს ლექსი უნდა გადაწერო საკონტროლო წერის დროს და
საიდანაც გადაწერ, ის ფურცელი ცეცხლში დაწვიო.

- ლექსი თვითონ მოგცა?

- არა, წერა რომ დაიწყო, მაშინ ჩუმად გადმომცა ქართუ-


ლის მასწავლებელმა და, რომ გადავწერე, დაწვითაც ისევ
იმან დაწვა ცეცხლში. გაკვეთილის მერე დირექტორმა გა-
მაფრთხილა, თუ შენი თავისთვის და მშობლებისთვის
კარგი გინდა, რაც არ უნდა იყოს, არსად არა სთქვა, რომ ეს
ლექსი შენი დაწერილი არ არისო.

შიომ ფურცელი და ფანქარი დაუდო ბიჭს წინ და თით-


ქმის ბრძანებით უთხრა:

- აბა, რაც მომიყევი, ეხლა ყველაფერი მანდ დაწერე.

- ლექსი რომ აღარ მახსოვს?

- არა უშავს, შენ ის დაწერე, რაც იმათ გითხრეს.

ბიჭმა წერა დაიწყო.

დროდადრო შიო ეხმარებოდა.

მერე ბიჭს ხელი მოაწერინა და სახლში გაუშვა.

- რაც აქ თქვი, მარტო დედაშენს მოუყევი, ჯერ-ჯერობით


სიტყვა არსად წამოგცდეთ - გააფრთხილა ბიჭი შიომ.

293
იმ ღამესვე გამოიძახეს კანტორაში სკოლის დირექტორი.

- რას მიბრძანებთ პატივცემულო შიო, რაიმე ხომ არ და-


გიწეროთ? - შესვლისთანავე მლიქვნელურად იკითხა
სერგომ.

- რამე ლექსს თუ დაგვიწერდით, ურიგო არ იქნებოდა –


უთხრა შიომ და ნადირაის ბიჭის მიერ დაწერილი ახსნა–
განმარტება დაუდო წინ.

დირექტორმა ფერი დაკარგა.

– ნუ გეშინია, არ მოიწყენ, ლექსების წერა კი შეგძლებია


და იქედან ხანდახან მოსწერე ხოლმე ანას - დაამშვიდა ში-
ომ.

სერგო ისე იყო შეშინებული, მაშინაც კი ვეღარ ამოიღო


ხმა, როცა წაიყვანეს.

შიო კი დიდხანს მიმოდიოდა ოთახში ღა, რატომღაც, იმე-


დით ივსებოდა. დღევანდელი ამბის მერე, ანა უნდა დარ-
წმუნებულიყო მის უდანაშაულობაში და ადრე თუ გვიან,
იმასაც როგორმე მოახერხებდა შიო, რომ სიყვარულზე
დაეყოლიებინა. ხვალ კი ისევ გაუგზავნიდა იმ ერთ ტო-
მარა ფქვილს. ცოტა ხანს თავს აღარ შეაწყენდა.

გულში თანდათან უღვივდებოდა მოახლოვებული გა-


მარჯვების სიხარული. ბედმა კი ყველაფერი ისე მოაწყო,
რომ წინ აღარაფერი აღარ უნდა გადასდგომოდა შიოს გან-

294
ზრახვას. დრო და მოთმინება იყო საჭირო. დროს უნდა
დაევიწყებინა ქალისთვის ქმარი და ამავე დროს უნდა გა-
ეტეხა მისი
მოთმინება.

ფიქრებში გართული შიო ნუშისკრის ორღობეში მიაბი-


ჯებდა.

რაკი თვითონ ვერ ეღირსა სიყვარულს, სხვისი სიყვარუ-


ლი შურდა შიოს და თავს არწმუნებდა რომ არ არსებობდა
ქმრისადმი ბოლომდე ერთგული ცოლი. მარტო შიო კი არ
იყო იმ სიყვარულს მოკლებული, რომელსაც ასე მიელ-
ტვოდა. არა, ყველა მამაკაცი უიღბლო იყო ამ საქმეში. ში-
ოს უნდოდა დაეჯერებინა რომ არ არსებობდა ქალი, რო-
მელიც ადრე თუ გვიან ქმარს არ უღალატებდა. ანაც ხომ
ისეთივე ქალი იყო, სხვა დანარჩენ ქალებივით სუსტი ბუ-
ნების მატარებელი,
მაგრამ სხვანაირი რომ აღმოჩნდეს?

რომ ვერ დაიყოლიოს?

მაშინ ხომ ნადირაც გამარჯვებული იქნება შიოზე.

ქალისას რას გაიგებ; თლოშიას „ცოლისა არ იყვეს.

ისევ უსიამოვნო მოგონებები აეშალა შიოს.

რა ჯანდაბამ გაახსენა ახლა თლოშია, ჰა?

295
ერთი უნებისყოფო კაცი იყო და რისი ღირსიც იყო, მიიღო
კიდეც. ცოლი კი ჰყავდა მართლაც სანატრელი. ეგეთებს
უფრო ბედი აქვთ.

ჯვრისწერიდან ხუთი-ექვსი თვეც არ იყო გასული, რომ


თლოშიამ ვიღაც სხვა ქალი შეიყვარა და იქამდე დაუბნე-
ლა სიყვარულმა გონება, სახლიდან გააგდო ცოლი, რო-
მელსაც სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, ნუშისკარის ეკ-
ლესიაში, ღვთისა და ხალხის წინაშე, 'საქვეყნოდ შეჰფიცა
ერთგულება. თანაც, შუაღამისას გააგდო სახლიდან. გა-
რეთ თოვლი იყო, ციოდა, დრო და დრო მშიერ მგელივით
ყმუოდა ქარი. მამის სოფელი შორს იყო აქედან. მეზობლე-
ბისა შერცხვა ქალს, არ უნდოდა მათ თვალში სახელი გა-
ეტეხა ქმრისათვის. ფიქრობდა: შეუცდომარე ადამიანი არ
იქნება, თლოშიაც, ალბათ, ინანებს თავის საქციელს და
სჯობია სხვას არავის გავაგებინო მისი საქციელი, წავალ,
საბძელში გავათენებო ღამეს.

ის-ის იყო ჩუმად შეიპარა საბძელში, რომ თლოშიამ მოჰ-


კრა თვალი და საცემლად გამოეკიდა:

- მოეშვი აქაურობას, თორემ სულს ამოგხდი ცემითა! –


ყვიროდა თლოშია.

- ჩუმად, კაცო, წავალ, რა გაყვირებს? - თქვა ქალმა და თა-


ვისი სოფლისაკენ მიმავალ გზას დაადგა.

დრო და დრო მშიერ მგელივით ყმუოდა ქარი.

როგორც იქნა მიაღწია თავის სოფლამდე.

296
სოფლის ბოლოს ძაღლები ჩამოეგებნენ ყეფით. ახლოს
რომ მოვიდნენ, იცნეს და ფეხებში გაუგორდნენ წკმუტუ-
ნით. ეტყობა ამდენ ხანს რომ ვერსად ხედავდნენ სოფელ-
ში და ახლა ნახეს, სიხარულს ვეღარ მალავდნენ.

სახლში საავდროდ , გამზადებული ხუთი ძმა შეეგება


თლოშიას ცოლს:

- რა მოხდა, ქალო?! - წამოცვივდნენ მძინარე ძმები.

- არაფერი, მომენატრეთ და წამოვედი.

- თლოშია სადღაა?!

– თლოშია სახლში -არ იყო და მე, რატომღაც, ისე მომე-


ნატრეთ, ვეღარ გავძელი დილამდე - მშვიდად თქვა ქალ-
მა, იმასე უფრო მშვიდად, ვიდრე მის ადგილას ვინმე სხვა
იტყოდა, მართლა ასე რომ ყოფილიყო.

ძმები დამშვიდდნენ, მაგრამ დროდადრო მაინც წამოაგ-


დებდა იმ ღამით ხან ერთს, ხან მეორეს.

თლოშიამ კი მეორე დღესვე სახლში მოიყვანა ცოლად ის


თავისი გულის სატრფო.

იმისმა ცოლისძმებმა ეს რომ გაიგეს, იარაღს წამოავლეს


ხელი, მაგრამ ისევ და ჩაუვარდა ფეხებში და შეეხვეწა არა-
ფერი ევნოთ თლოშიასათვის.

297
ძმებმა გულში ჩაიტრიალეს ბრაზი.

დას მოეფერნენ.

ხედავდნენ, სახეზე ატყობდნენ დას მწუხარებას, მაგრამ


რაკი დაუფიცეს, თლოშიას არაფერს ვავნებთო, სიტყვას
ვეღარ გადადიოდნენ, ისე კი ერთი სული ჰქონდათ, თა-
ვიანთი დის გამამწარებელი გაემწარებინათ.

თლოშიას, რა თქმა უნდა, მეორე ცოლზე აღარ დასწერეს


ეკლესიაში ჯვარი, თუმცა, თვითონ ბევრს ცდილობდა
დაერწმუნებინა მღვდელი, პირველმა ცოლმა თვითონ მი-
მატოვა, შუაღამისას გაიქცა სახლიდანო.

ცოლ-ქმრულმა ცხოვრებამ თანდათან გაუნელა მეორე


სიყვარული.

თვალები აეხილა. ხედავს, პირველი ცოლი ყველაფრით


სჯობია მეორეს. ეს მეორე, ძილშიაც კი იმას ჩასჩიჩინებს,
წადი ეკლესიაში, როგორმე მღვდელი დაიყოლიე ჯვარი
დაგვწეროსო.

მართალია, რაც პირველ ცოლს მზითევი მოჰყვა, თლოში-


ამ შუამავლების ხელით გაუგზავნა უკან, მაგრამ ერთ რა-
მეში მაინც ცილს სწამებდა, საგვარეულო ვერცხლის ხან-
ჯლის მოპარვას აბრალებდა. ალბათ, იმ ღამეს ჩუმად წა-
იყოლა თან, სახლიდან რომ გავაგდეო, ფიქრობდა თლო-
შია. ბოლოს, ეჭვი ვეღარ დამალა და კაცი მიუგზავნა ნა-
ცოლარს:

298
– ვერცხლის ხანჯალი რომ წაგიღია, გამომიგზავნეო.

ქალმა დაუბარა:

- მე არაფერი არ წამომიღია; ხარს რომ სისხლი აუდგა ღა


ყურები გაუხიეთ, მაშინ ჭერში შესდევით და იქვე იქნება.

თლოშია დაფიქრდა.

მიხვდა ნაცოლარი რასაც გულისხმობდა იმ სიტყვებში,


რაც დაუბარა. მიხვდა, რომ იმისმა ნაცოლარმა ისიც იცო-
და, რომ იმათი არ იყო ის ხარი, თლოშიამ და იმისმა ძმებ-
მა რომ მოიყვანეს ღამით და ჩუმად დაკლეს ხარი შიგნით.
ძველებურ სახლში დაკლეს, რომ სხვას არავის დაენახა.

- ჩვენი ხარია, მაგრამ არ გვინდა ვინმემ დაგვინახოს რომ


გკლავთ, სტუმრებს ვეღარ მოვიშორებთ - მოატყუეს
თლოშიას ცოლს და ის ვერცხლის ხანჯალიც მაშინ შედ-
ვეს ჭერში.

მერე დაავიწყდათ.

მერე ხარის მძებნელი გამოჩნდა.

ქალი ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ქმარი უყვარდა და არ


უნდოდა ოჯახის ავი საქციელი სახალხოდ გაეტანა გა-
რეთ.

დუმილი არჩია.

299
ახლაც კი ისე დაუბარა თლოშიას, ხარს რომ სისხლი აუდ-
გა და ყურები გაუჭერით, მგონი მაშინ შედეთ ის ხანჯალი
ჭერშიო.

ახლაც დაინდო.

ის ხარი შიოს სიმამრისა იყო და რომ გაეგო ქურდების ვი-


ნაობა, პრისტავის რისხვას ვეღარ გადაურჩებოდნენ.

მაშინ ჯერ თანდილას სიძე არ იყო შიო, როცა თლოშია


მასთან მივიდა და აღსარება უთხრა. მას სახლიდან დაეთ-
ხოვნა მეორე ცოლი და რაკი ჯვარი პირველ ცოლთან
ჰქონდა და–წერილი, შიოს სთხოვა ეშუამდგომლა და შე-
ერიგებინა მასთან. ეს გადაწყვეტილება უფრო იმის მერე
მიიღო, ქალმა რომ არ გასცა ხარის ქურდობაში. რა თქმა
უნდა, აღსარებაში იმ ხარის მარგის ამბავიც გაანდო შიოს
თლოშიამ.

მღვდელმა ღვთის წინაშე ისევ შეარიგა ჯვარდაწერილი


ცოლ-ქმარი და ლამის ეს ამბავიც გადაავიწყდა, რომ მე-
ორე ზაფხულს, ღმერთმა შიოს თანდილას სიძედ გახდო-
მა ინება.

მდიდარი სიმამრის ერთადერთი მემკვიდრე შეიქმნა შიო


და თლოშიაც გაახსენდა.

რაღა თქმა უნდა, სიმამრს ყველაფერი გაანდო და სამაგიე-


როს გადახდაზეც დაიწყეს ზრუნვა. ხალხს არ უნდა შეეტ-
ყო, რომ შიომ აღსარების საიდუმლო გათქვა. ის კაცი მო-
ისყიდეს, ვინც თავის ნაცოლართან ხანჯლისთვის გაგ-

300
ზავნა თლოშიამ და ისიც ჯიუტად იმეორებდა სასამარ-
თლოზე:

- თლოშიას ცოლმა ისე დაუბარა: თანდილას ხარი რომ


დაკალით, ხანჯალი მაშინ დამალეთ ჭერშიო.

ქურდები გამოტყდნენ დანაშაულში და პრისტავსაც ეს


უნდოდა, იმ დღესვე საციმბიროდ გაამწესეს სამივე ძმა.

თლოშიას ცოლი კი ოჯახის ბურჯად დარჩა და სამარის


კარამდე მიაცილა თავისი საყვარელი ქმრის დედ-მამა.

შვილიც გაზარდა.

დააქორწილა კიდეც.

თლოშიასთვის კი ფიქრშიაც არ უღალატნია ერთხელ.


დღესაც ციმბირის გზას გაჰყურებს და მოელის, იმედი
აქვს, რომ დაბრუნდება, ეს იმედი კი იმიტომ აქვს, რომ
თვითონ უერთგულა ასე. სწორედ ამ ერთგულებამ უნდა
დააბრუნოს სახლში მშვიდობით მისი ქმარ-მაზლები.

ხანდახან ეჭვი გაჰკრავს ხოლმე: ვაი თუ თლოშიამ დაიჯე-


რა, ვითომ მე გავუტანე სახალხოდ ქურდის სახელი. ან იქ-
ნებ მისმა ძმებმა დაიჯერეს. ასეთ დროს შიში აიტანს
ხოლმე ქალს და ხელის ქნევით იშორებს ფიქრს:

თუ თლოშია არ დაბრუნდება, ქალს სამარემდე ეჭვი ექნე-


ბა, რომ ბოლომდე ვერ ირწმუნა მისი ერთგულება ქმარმა
და იმიტომაც ვეღარ შესძლო შინ მოსვლა. სადმე რომ ვინ-

301
მე ერთგული გეგულება, ის ხომ ყველაფერს გადაგატანი-
ნებს ადამიანს, თუნდაც სიკვდილზე გაგამარჯვებინებს,
ქალს სჯერა, რომ ერთგული ცოლი ყველაფერზე უფრო
საჭიროა კაცისათვის, თუნდაც სიცოცხლეზე უფრო მე-
ტად. ღალატი რომ გაევლო გულში, მაშინ მის არ დაბრუ-
ნებასაც შეეგუებოდა, იმის ამ ქვეყანაზე აღარ ყოფნასაც
იწამებდა.

ის კი დღესაც ჯიუტად მოელის,

მოელის და, ალბათ, თან შიში აქვს, შიოს შიში, ჩამოვარ-


დნილი დროების შიში, ახლა ხომ უფრო მეტი მიჰყავთ,
ვიდრე მაშინ მიჰყავდა და ვინ იცის, დაბრუნდება თუ არა
თლოშია, შიომ მოუშაროს, აქამდე სად იყავი, საერთო საქ-
მეს თავს რად არიდებდიო, მოუშაროს და ისაც სხვების
გზას გააყოლოს,

ამას, ალბათ, ქალი ფიქრობს და თან უნდა დაბრუნდეს


თლოშია, თან შიში აქვს, თავის თავს არ უტყდება რომ არ
უნდა.

შიო კი თლოშიას ცოლზე ფიქრობს და ბრაზი მოსდის მას-


ზე. რატომღაც, ანას უკავშირებს მის საქციელს. იმანაც ავ
ასე გამოიდოს თავი ნადირას ერთგულებაში, ხომ დამარ-
ცხდა შიო. კიდევ იმაზე მოსდის ბრაზი, რომ თლოშიებს
და ნადირებს ასეთი იღბალი აქვთ, ხალხი აღარ არსებობს
და მაინც ერთგულად უწევენ ცოლობას, შიოს კი, ეხლაც
ვერ მოუნელებია როგორ ძალად მოჰკიდეს ზურგზე ბაბა-
ლე. რაღა თქმა უნდა შიომ ისიც კი არ იცის, რომ არა ნაკ-
ლებ ბედნიერი იქნებოდა, რომ შესძლებოდა იმის გაგება,

302
თუ როგორ უყვარდა ბაბალეს. ბედმა ისე ინება, რომ ეს
განცდა უცნობი დარჩა შიოსათვის და ახლა სხვისი ცოლე-
ბის ერთგულებაზე რომ ფიქრობს, ბაბალეზე მოსდის ბრა-
ზი, თითქოს მას რაიმე ბრალი მიუძღოდეს. დღემდე ვერ
მიმხვდარა, რომ თუ არა სიყვარულს, სხვას რას უნდა და-
ებრმავებინა იმ დღეს ბაბალე, რომ საკუთარი დედის ცხე-
დართან გასთელინებოდა შიოს.
შიოს ამის გაგება არ შეუძლია.
ბაბალე შიოსთვის, ალბათ, სამარის კარამდე დარჩება იმ
არსებად, როგორაც ახლა ფიქრობს შიო, როგორც აქამდე
ფიქრობდა მასზე.
შიოს ბრაზი მოსდის, რომ თლოშია გაიხსენა. განა ის არ
ჰკმარობს რასაც ყვავი ახსენებს, ერთხელ და სამუდამოდ
ვერ მოიკვეთა წარსული, წავა-წამოვა და რის გაკეთებაც
არ უნდა
დაიწყოს, წარსული ახსენდება.
ანაზე ფიქრობდა, იმედის კოშკს აგებდა და თლოშიას გა-
დაჰყვა ფიქრში. უკვე ისე მიეჩვია მოგონებებს, რომ ყვავ-
მაც რომ არ დასჩხავლოს, თვითონ ეძებს წარსულთან კავ-
შირს.
რაც გასახსენებელი არ არის, იმას იხსენებს, თავს იწამებს
მოგონებებით.:
გუნებაწამხდარი სახლში შევიდა და უხალისოდ მიუჯდა
სუფრას.
დაწოლა არ ეწადა.
შიში ჰქონდა.
წუხანდელი ღამიდან გამოყოლილი შიში.
აქამდე სიზმრებში მაინც არ ხედავდა თავის წარსულს.
ამ ბოლო დროს ძილიც საწამებლად გადაექცა.

303
ეს ბაბალეც ხომ წარსულის ფორმულასავით ჰყავდა გვერ-
დით, ამას რა უჭირდა, მშვიდად ეძინა. არც კი იცოდა რომ
მისი „კრავივით უწყინარი მეუღლის“ ყოველი ცოდვა,
თითო წვეთ სისხლად ქცეულიყო, სისხლის ტბა დაახ-
რჩობდა ორივეს ლოგინში, თვითონ კი იყო უცოდველი,
მაგრამ რაკი ცოდვიანის გვერდით ეძინა, ძალაუნებურად
ერთგული იყო მისი ცოდვისა, ისევე როგორც თლოშიას
ცოლი, ქურდობაშიც კი ქმრის ერთგული იყო.

შიომ ისევ ანაზე დაიწყო ფიქრი, რომ უნებურად კიდევ


რამე ისეთი არ გახსენებოდა, რაც ისედაც ამღვრეულ გო-
ნებას უფრო აუმღვრევდა.

თავის თავის რწმენა არ უნდა დაეკარგა და გამარჯვებასაც


ადვილად მიაღწევდა. „ჩამდინარ წყალს, უნდა ჩაჰყვეს კა-
ცი, კი არ უნდა აეთრევინოს“. ფიქრობდა ხოლმე შიო და
ჩათრევას ყოველთვის ჩაყოლას ამჯობინებდა. ცხოვრების
ალღო გამახვილებული ჰქონდა. ახლა შიოსა და იმ ცხო-
ნებული პრისტავის მეტმა არავინ იცის ის ერთი ამბავი,
რომლის გახსენებას თვითონვე უფრთხის შიო, თორემ
თლოშიას რა უჭირს, ცოლსა და შვილს მაინც ახსოვს, ში-
ოს მომგონებელიც აღარავინ ეყოლებოდა, დედაბუდია-
ნად ამოსძირკვავდნენ მის გვარს.

შიო მაშინ ახლადჯვარდაწერილი იყო.

პირველი მსოფლიო ომი მძვინვარება, ვინ ომში მიჰყავ-


დათ, ვინ კიდევ ბეგარაზე, რომ სამხედრო გზა არ ჩაკეტი-
ლიყო უღელტეხილზე.

304
ქალები ადრეც გაჰყავდათ გზაზე სამუშაოდ, მაგრამ ესე-
თი ამბავი არასოდეს ახსოვდათ ნუშისკარელებს... სიცხი-
ან ავადმყოფებს ლოგინებიდან აყენებდნენ პრისტავის
ბრძანებით და უღელტეხილზე მიჰყავდათ.

ხალხს ადრეც ჰქონდა მეფესთან ამის თაობაზე საჩივარი


გაგზავნილი, კავკასიის მთავარმართებელსაც რამდენ-
ჯერმე მიმართეს თხოვნით, რომ აუტანელ პირობებში იყ-
ვნენ, გარდა იმისა რომ თვითონ უნდა ერჩინათ აქ მყოფი
მეფის ,ჯარი, ბეგარაზე მუშაობამ მთლად არაქათი გამოა-
ცალა ხალხს, ამიტომ მეფის სახელზე შედგენილ თხოვნის
ბარათში იმედა ისევ ყოვლისშემწყალე მეფეზე ამყარებ-
დნენ.

საჩივარს რაღა თქმა უნდა ენისა და წერა-კითხვის მცოდ-


ნე კაცს აწერინებდნენ და რაკი იმ დროს ყველაზე უფრო
განსწავლული, თანაც ყველაზე უფრო სანდო კაცი მღვდე-
ლი იყო, არაერთხელ დაუწერინებიათ შიოსთვის ასეთი
მოთხოვნა,

შიო არ ზარობდა და ამიტომაც ჩქარა მოიპოვა ხალხის პა-


ტივისცემა.

იმ ზამთარს, რამდენიმე ფეხმძიმე ქალი შეეწირა გზაზე


მუშაობას, მკვდრებს საამისოდ განკუთვნილ ოთხთვალა-
ზე შეყრიდნენ ხოლმე და ჩამოარიგებდნენ სოფლებში, ამ
ორცხენიან ორთვალას ყველგან სცნობდნენ და როცა რო-
მელიმე სოფლისაკენ გადაუხვევდა, სოფელში დარჩენი-
ლი მოხუცებიღა ბალღები უკვე წინასწარ გრძნობდნენ

305
მათკენ მიმავალ უბედურებას. სოფლის ბოლოს გამოეგე-
ბებოდნენ და ჩუმად, სევდიანად იდგნენ თოვლში.
ხანდახან რომელიმე მხრებში მოხრილი მოხუცი თუ
ამოიოხრებდა, ას მუხლზე აკანკალებულ ხელს დაირ-
ტყამდა და ამით გამოხატავდა თავის შიშს, რომელიც
მათკენ მომავალ ოთხთვალას მოჰქონდა სვენებსვენებით,
გაყინული თვლების ჭრიალით, აღმართში ზოგჯერ ცხე-
ნებს უჭირდათ სიარული, ოთხთვალა გაყინულ თოვლზე
ცურავდა და მეეტლე და ორი ჯარისკაცი უკანიდან აწვე-
ბოდნენ, ანდა სულაც ხელს ჩაიქნევდნენ, სოფლის ბოლოს
თოვლში ძახილის ნიშნებივით დასობილ მოხუცებსა და
ბალღებს ამოსძახებდნენ:

- „სუდა! სუდა!“

თვითონ კი იქვე, უხალისოდ მიეყრებოდნენ თოვლზე და


თუთუნს აბოლებდნენ.

სოფლის ბოლომდე ჯერ ვერავინ ბედავდა ფეხის გადად-


გმას, რატომღაც ყველას ეშინოდა, თუ პირველი გადავად-
გამ ფეხს, ჩემიანი იქნება მკვდარიო და ერთმანეთს უყუ-
რებდნენ.

- ჩკარა, ჩკარა! - ისევ ამოსძახებდნენ ქვემოდან და მეტი


გზა აღარ იყო, უხმოდ, მუხლების კანკალით ჩადიოდნენ
დაღმართში. მარტო თოვლი ჭრაჭუნობდა ავისმაუწყებ-
ლად. ბალღები უფრო უკანუკან რჩებოდნენ.
ახლოსმისულები ოთხთვალას შორიახლო შედგებოდნენ
და ელოდნენ. უფროსი ჯარისკაცი წამოდგებოდა და ბრე-
ზენტგაღაფარებულ ოთხთვალაში ჩაიხედავდა.

306
აქ სამი კალია, ტკვენი რომელია? - ჰკითხავდა გავტკნარე-
ბულ მოხუცებს, რომლებიც ვერ ბედავდნენ ახლოს მის-
ვლას.

- არ გესმიტ! - ბრაზობდა ჯარისკაცი.

ბოლოს ვიღაც გაბედავდა და ბრეზენტგადაფარებულ


ოთხთვალაში ჩაიხედავდა.

ზოგიერთს ენა ჩაუვარდებოდა და უხმოდ, საცოდავად


გახედავდა ბალღებს.

- ეს არის? - კითხულობდა ჯარისკაცი და რომელზეც თან-


ხმობას მიიღებდა, ოთხთვალადან თოვლზე გადმოათ-
რევდა. მერე უზარმაზარ დავთარს გადაშლიდა და ამოი-
კითხავდა:

- კაკ ფამილია?

მოხუცები ისევ უხმოდ იდგნენ.

- შენი გვარი როგორ არის? - თითით მიცვალებულზე


ანიშნებდა ჯარისკაცი..

- წიკლაური თამარი - იტყოდა ვიღაცა ჩავარდნილი


ხმით...

- ციკლაური? და, ეს არის მომიცერეთ ხელი.

307
თუ ვინმემ ხელის მოწერა იცოდა ხო კარგი, თუ ბარა და
ჯვარს დაუსვამდნენ გვარის გასწვრივ.

ჯარისკაცები სხვა სოფლისაკნ წავიდოდნენ, ესენი კი ერთ


ხანს ისევ დამუნჯებულნი იდგნენ.

ცრემლისა და ტირილის თავიც კი აღარავის ჰქონდა. იმ


ზამთარს, აღმა-დაღმა, სოფელ-სოფელ დაიარებოდა მძი-
მედ დატვირთული ოთხთვალა და სიკვდილის ხმაზე
ჭრიალებდა.

მამაკაცების უმრავლესობა ომში იყო. ვინც აქ იყვნენ და


იმათ შორის ვისაც რამე შეეძლო, მეფისადმი მიწერილი
საჩივრებით რომ ვერაფერს გახდნენ, ფარულად შეიკრიბ-
ნენ და აჯანყების სამზადისს შეუდგნენ.

იკრიბებოდნენ ღამ-ღამობით რომ პრისტავს თავისი გა-


მახვილებული თვალი არ დაედგა მათთვის. რაღა თქმა
უნდა, შიოსაც გაანდვეს თავისი გადაწყვეტილება და ისიც
დიდი სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას ფარულ კრე-
ბებზე.

დასახეს სამოქმედო გეგმა და დაინიშნა დღე, როცა უნდა


აჯანყებულიყვნენ.

ზოგს პრისტავისა და მისი მხლებლების დატყვევება და-


ევალა, ზოგს ნუშისკარში მყოფი სამხედრო გარნიზონის
ხელი ჩაგდება, მთავარი მიზანი კი უღელტეხილისა და
დარიალის ხეობის ხელში ჩაგდება იყო.

308
- ნელ–ნელა მოაგროვეს იარაღი.

გააფრთხილეს ხალხი, რაღა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ


ისინი, ვინც სანდონი იყვნენ და როცა გადამწყვეტი დღე
მოახლოვდა, მოთავეებმა შეკრება დათქვეს.

ის-ის იყო ყველანი შეიკრიბნენ, რომ სახლს უცებ გარს ჯა-


რი შემოერტყა.

წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ვინც დააპირა


გაქცევა, რამოდენიმე ნაბიჯში უსულოდ დაეცა. მარტო
თედიამ მოახერხა გაქცევა. ახლაც ახსოვს შიოს, როგორ
ისკუპა ბანიდან ცისფერთვალება თედიამ და თავზე გა-
დაევლო გაკვირვებისაგან პირდაღებულ ჯარისკაცებს
რომელთაც ამაოდ უყვიროდა უფროსი:

- სტრელიაი! სტრელიაი!

ამასობაში თედიაი სიბნელეს შეეხიზნა. დანარჩენებს კი


ხელები შეუკრეს და საპყრობილეში შეყარეს.

იმათ მორის იყო შიოც.

პრისტავის გადაწყვეტილებით, შემდეგში რომ ასეთი რა-


მე ვეღარ გაებედა ვინმეს, აჯანყების მოთავეები, ყოველ-
გვარი გასამართლების გარეშე უნდა დაეხვრიტათ სახალ-
ხოდ.

„დამნაშავენი“ კედელთან იდგნენ.

309
იმათ შორის იდგა შიოც და თანდათან შიში ეუფლებოდა.

„სეირის მომლოდინე“ უიარაღო მაყურებლებს ჯარი შე-


მორტყმოდა გარშემო.

სადაცაა უნდა დამდგარიყო გადამწყვეტი წუთი.

შიოს მუხლები აუკანკალდა.

ნუთუ გაწირა პრისტავმა?

სადაცაა ჩამოჰკრავენ ზარს და...

- მღვდელი! მღვდელი! მღვდელი! - იღრიალა ხალხმა.

პრისტავმა ხელით ანიშნა, ჯერ არ ისროლოთო.

- შტო ვამ ნადა? - მიმართა ხალხს.

- მღვდელი გაანთავისუფლეთ და თუ გინდა ყველანი


დაგვხვრიტეთ! - იყვირა ვიღაცამ ხალხიდან.

დანარჩენებმაც მხარი აუბეს.

პრისტავმა ხელით ანიშნა, გაჩუმდითო.

- იციტ რომ ეგეც იმატტან იკო! - თქვა პრისტავმა.

- მღვდელს თუ დახვრეტთ, არც ერთი არ წავალთ აქედან


ცოცხალი! - ისევ დაიძახეს ხალხიდან.

310
- რახან მტხოევტ... - ვითომდა უმწეოდ გამალა ხელები
პრისტავმა და ჯარის უფროსს ანიშნა:

- უპუსტი!

შიოს ხელები შეუხსნეს.

იმას ფეხის გადადგმა გაუჭირდა, თავის გვერდით მდგარ


მთიელებს მიაჩერდა.

- ასე სჯობია, ჩვენი სულისთვის მაინც ილოცებ - თქვა ერ-


თმა.

– წადი შიო, წადი სანამ გადაიფიქრებენ - გაამხნევა მე-


ორემ.

შიო მწყობრიდან გამოვიდა.

უკან მიხედვა უნდოდა, მაგრამ გაუჭირდა, იმათ თვალებს


გრძნობდა ზურგში, რომლებიც წუთი-წუთზე სიცოც-
ხლეს უნდა გამოსალმებოდნენ და ახლა, ალბათ, თითოე-
ული მათგანი ნატრობდა შიოს ბედ-იღბალს. უხაროდათ
მისი გადარჩენა, როგორც ხალხს, რომელთაც ასე თავდა-
დებით მოითხოვეს მღვდლის განთავისუფლება.
შეიძლება იმ წუთში ვიღაცას გულში გაუელვა კიდეც, რომ
შიომ გაყიდა, მაგრამ გაფიქრებაც ვეღარ მოასწრო, თოფე-
ბის გრიალმა და ხალხის კვნესამ გააყრუა იქაურობა,

311
როცა შიომ უკან მიიხედა, ფეხზე აღარავინ იდგა, მარტო
ერთი შვიდი-რვა წლის ბალღი გამოჭრილიყო ხალხიდან
და კედელთან დახოცილებს ღრიალით ჩასძახოდა:

- მამააა...

მიწაზე ოცამდე ვაჟკაცი ეგდო უსულოდ. იმათგან რო-


მელს დასტიროდა ბიჭი, შიომ ვერ გაარცია, იმ ბიჭის თვა-
ლები კი დიდხანს გაჰყვა.

აი, ახლაც თვალნათლივ ხედავს.

,,იქნებ მართლა მიპირებდა მოკლვას, ხალხს რომ არ ეთ-


ხოვა“, გაიფიქრა და შეშინებული მიეკრა მძინარე ბაბა-
ლეს.

- სიძე, შე ძველო, შენ გგონია მართლა გესროდი? ვიცოდი


ხალხი არ დამანებებდა მენ ტავს, ტორემ, რომ არ. მომეკა-
ლი ხომ იეჩვიანებდნენ - გაახსენდა პრისტავის ნათქვანი
და უფრო შეეშინდა.

„ესე იგი, მართლა მიპირებდა მოკლვას რომ ხალხის ეჭვი-


საგან გადავერჩინე“,

ახლაც ისეთივე შიშმა შეიპყრო, როგორც იმ ხანებში ეში-


ნოდა, ეკლესიიდან იშვიათად გამოდიოდა, ფრთხილობ-
და, ვაი თუ გაქცეულ თედიას რაიმე უგრძნოს გულმა და
სამაგიერო გადამიხადოსო.

312
თედიას ხელში ჩაგდებას გულდაგულ ცდილობდა პრის-
ტავი, მაგრამ ის ისეთ ადგილებში იმალებოდა, კაცმა არ
იცოდა: მხოლოდ დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე,
მთავრობისათვის საშიშ რევოლუციონერებს გააპარებდა
რუსეთისაკენ და მერე ცოტა ხანს არსად ჩანდა.

დიდი ხნით კი ვერ სცილდებოდა აქაურობას. ნუშისკარის


მამასახლისის მშვენიერი მარიამი ჩავარდნოდა გულში
და მორიდან დაავლებდა ხოლმე თვალს.

ვიღაცას ეთქვა, მარიამს ათხოვებენო და ერთხელაც, ისე


მოულოდნელად მოიტაცა დღისით, ხალხის თვალწინ
გოგო რომ, როგორც იმ საბედისწერო ღამით უყურებდნენ
გაოგნებული ჯარისკაცები და სროლას ვეღარავინ ახერ-
ხებდა, ახლაც აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ხალხი! ერთ
წუთში სად გააქრო თედიამ გოგო, ვეღარავინ მოჰკრა თვა-
ლი.

გამოქვაბული, სადაც თედია აფარებდა თავს, წუშისკარი-


დან რამოდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული, მი-
უდგომელ ტყეში.

მარიამი ისე იყო შეშინებული, არა თუ წინააღმდეგობას


უწევდა, არამედ ხმის ამოღებასაც ვეღარ ახერხებდა, თუმ-
ცა, თედიას არც უცდია ძალადობა. რამდენიმე ხანს ისიც
მუნჯივით იჯდა ცეცხლის პირას, ცისფერი მეოცნებე
თვალები ღვთაებრივი სიკეთით გასხივოსნებოდა და მა-
რიამს შეჰყურებდა.

313
მარიამმა არც კი იცოდა რომ უყვარდა თედიას. შეშინებუ-
ლი გამოქვაბულის კედელს ეკრვოდა. მას თედია წარ-
მოდგენილი ჰყავდა როგორც კაცისმჭამელი და ყველა ამ-
ბოხების მოთავე.

- ესა და ეს რევოლუციონერი გაუპარებია თედიას –ხში-


რად ესმოდა შეშფოთებული მამისაგან და იდუმალი ში-
შით ივსებოდა მის მიმართ.

- მითხრეს, რომ გათხოვებას გიპირებდა მამაშენი და იმი-


ტომ მოგიტაცე - თქვა თედიამ.

მარიამს ხმა არ ამოუღია.

– ნუ გეშინია, თედია ის კაცი არ არის, რომ ქალზე იხ მა-


როს ძალა. ჩემი საქმე ისე მოეწყო,. რომ ამახე მეტი ვერ
შევძელი და თუ შენ წინააღმდეგი იქნები, რომ ჩემი ცოლი
გახდე. ხვალე უკანვე წაგიყვან, მანამდე კი იქნებ გამიგო
როგორ მიყვარხარ.

თედიას ხმა ჩაუწყდა.

ცოტა ხანს ასე ჩუმად იჯდა, მერე წამოდგა, გარეთ გავიდა,


ქვემოთ გაიხედა, ტყის იდუმალ სიჩუმეს მიაყურადა,

შემობრუნდა.

ღარიბული სუფრა გაშალა ცეცხლის პირას.

314
გუდიდან სასმელი ამოიღო ბოთლით, ხარის ყანწში ჩამო-
ასხა და დაილოცა:

– ეს მარიამს და თედიას გაუმარჯოს, რომელი ანგელო-


ზიც სიყვარულში შეეწევა იმასაც გაუმარჯოს!

დალია.

საჭმელი მიაწოდა მარიამს.

გოგომ იუარა.

თედიასაც ყელში გაეჩხირა ლუკმა.

ჩამოღამდა.

შეშა დააყარა ცეცხლს და მხრებზეც ნაბადი მოახვია ბიჭმა


მარიამს.

- ნუ გეშინია, მარიამ. - თვალებში ჩახედა თედიამ გოგოს.


მერე ისევ გახედა გარემოს და იქვე, გამოქვაბულის შესას-
ვლელთან ჩამოჯდა უხმოდ, სიყვარულით უყურებდა.

ვითომ ჩაიძინა მარიამმა.

განგებ დახუჭა თვალები.

თედია დიდხანს, ოცნებით შეჰყურებდა.

მერე ოცნებაში გართულს, ჩაეძინა.

315
ცეცხლი ნელ-ნელა ჩაწივდა.

მარიამი ფრთხილად წამოდგა.

მიაყურადა.

გულიანად ეძინა თედიას.

გვერდიდან თოფი ააცალა და ფრთხილად. გაიპარა გა-


რეთ.

თოფი იქვე ახლოს დამალა, რომ დილით ადვილად ეპოვ-


ნა თედიას, თვითონ კი სირბილით გაიქცა წიფლებს შო-
რის.

სახლში მთლად ტანსაცმელშემოხეული მივიდა და დე-


დას მოეხვია.

მამასახლისი მოუთმენლად მიმოდიოდა და მეათასედ


კითხულობდა თედიას ადგილ-სამყოფელს.

მარიამს სიყვარული ჩავარდნოდა გულში.

წარა-მარა თედია ელანდებოდა.

- ნუ გეშინია, მარიამ - საამოდ ჩაესმოდა მისი ხმა.

შეეცოდა, რომ მძინარე დატოვა.

316
მამასახლისი კი ერთსადაიმავეს გაჰყვიროდა.

- ქალშავავ, ხმა ამოიღე, თქვი სად იმალება?

რაკი მარიამმა ხმა არ ამოიღო, გაჩუმება არჩია მამასახ-


ლისმა და ახლა იმის ფიქრს შეუდგა, რაც შეიძლება მალე
მიეთხოვებინა ამორჩეული სიძისათვის მარიამი, რომ
ხალხში ათასი ჭორი არ გავრცელებულიყო.

მდიდარმა სასიძომ სიხარულით მიიღო სასიმამროს სიტ-


ყვა.

ერთი კვირის თავზე ჯვრისწერა დანიშნეს ნუშისკარის ეკ-


ლესიაში. ჯვარი თადეოზს უნდა დაეწერა მათთვის.

მარიამს კი ის ერთი კვირა საუკუნედ ექცა. თუმცა, ერთ


კვირას ვეღარც გაუძლო გულში შემოფრენილ სიყვა-
რულს. მესამე დღესვე ჩუმად გაიპარა სახლიდან და ტყეს
შეერია.

საღამო ხანს, გამოქვაბულში შემოსული თედია სახტად


დარჩა - მარიამს ცეცხლი დაენთო და ელოდებოდა.

რაკი თადეოზს უნდა დაეწერა მარიამისთვის ჯვარი, ვე-


ღარ ენდნენ მას და შიოს მოელაპარაკნენ ჩუმად, რომ მა-
ლულად დაეწერა მათთვის ჯვარი, მერე კი სახიფათო რე-
ვოლუციონერებს უნდა შეერთებოდა თედია და მარიამიც
თან წაეყვანა.

317
ისეთი დრო შეარჩიეს, როცა თადეოზი არ იქნებოდა ეკ-
ლესიაში.

ყველაფერი ღამით უნდა მომხდარიყო.

შიოს დიაკვანსაც კი არ გააგებინეს.

ჯვრისწერას არავინ ესწრებოდა.

შიომ ლოცვა დაიწყო.

ეკლესია ვითომ ჩაკეტილი იყო შიგნიდან და არც შიში


ჰქონდა თედიას, მაგრამ უცებ მამასახლისი შემოიჭრა რა-
მოდენიმე ჯარისკაცის თანხლებით და ვეღარაფერს გახ-
და უიარაღო თედია.

მამასახლისმა და პრისტავმა ერთხელ კიდევ გაითამაშეს


„უდანაშაულო“ მღვდლის დასჯა, მაგრამ ამჯერად ადვი-
ლად აპატიეს. ამჯერად აღარ მოუწია კედელთან თედიას-
თან გვერდზე დადგომა.

ხალხში ხმა დაყარეს, ვითომ თადეოზს გაეგო და იმას და-


ებეზღებინა ეს ფარული ჯვრისწერა.

შიომ ეკლესიაში გაიგონა რამოდენიმე თოფის ხმა და რო-


ცა სიჩუმე ჩამოწვა, მასაც ნელ-ნელა დაუმშვიდდა გული.
აქამდე სულ შიში ჰქონდა რომ ადრე თუ გვიან თედია რა-
ღაცას უნდა მიხვედრილიყო იმ შეთქმულების შესახებ.

ნელ–ნელა დამშვიდდა.

318
ეკლესიაშიც სიმშვიდე იდგა.

მაშინდელმა სიმშვიდემ ეხლაც სასიამოვნოდ დაუარა


სულში შიოს და ჩაეძინა.

დაესიზმრა, ვითომ ნადირაის თოფი ეჭირა და სანადი-


როდ მიდიოდა. უცნობი, უდაბური ადგილი იყო, ჯაგნარ-
ში ძლივს იგნებდა გზას. მერე თითქოს უფრო შეთხელდა
ჯაგნარი და აშოლტილ, წიფლიან ტყეში შევიდა.

შემოდგომა იყო.

ხის ტოტებიდან ყვითელი ფოთლები ცვიოდა.

იმშვიდე იდგა ტყეში.

ასეთი სიმშვიდე მხოლოდ ეკლესიაში განუცდია შიოს.

მზის სხივები ხეებს შორის იჭვრიტებიან და ისე ანათებენ


ტყის სიღრმეს, როგორც ოდესღაც სარკმლიდან შემოჭრი-
ლი სხივი ანათებდა ხოლმე ნუშისკარის ეკლესიას. გან-
ცდაც ისეთივე აქვს, თითქოს ტყეში კი არა, ეკლესიაშია და
წირვისათვის ემზადება, მაგრამ სახარების მაგიერ თოფი
უჭირავს ხელში. იცის შიომ, რომ ეს მისი თოფი არ არის,
მაგრამ არც ხელიდან უშვებს, მაგრად ჩაუბღუჯია და
მზის სხივებით განათებულ ტყეში წინ მიიწევს.

უცებ შედგა.

319
როგორც ფრესკა, ისე აისვეტა მის წინ ირემი.

რქები და შუბლი მზის სხივით ჰქონდა განათებული, დი-


დი წიფლის ძირში იდგა და შიოს უყურებდა,

შიომ თოფი დაუმიზნა და ესროლა.

ირემი გაიქცა.

შიო გაეკიდა.

ტყე გათავდა და ერთ ველში გავიდა.

მიმოიხედა.

აღარ იცოდა რომელ მხარეს წასულიყო.

უცებ მიწამ პირი დააღო და იქედან წითელი გველეშაპი


ამოიმართა.

შიოს გაქცევა უნდოდა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა.

გველეშაპი მასთან მივიდა, თვალებში შეხედა და ქვემოთ


გაცურდა.

შიო თან გაჰყვა.

ერთ ჭალაში მოხვდნენ, შავი წყალი მოდიოდა და იმ


წყალზე ხიდივით გაიდო გველეშაპი.

320
შიომ ზედ გაიარა და გაღმა გავიდა.

გველეშაპი ისევ წინ გაუძღვა.

უცებ გაისმა საზარელი კივილი და მოპირდაპირე კლდი-


დან შავი გველეშაპი გამოვიდა.

სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ გველეშაპები ერთმა-


ნეთს, ისე მძლავრად ურტყამდნენ ბრძოლის დროს ხეებს
კუდებს, რომ უზარმაზარი წიფლები ძირში იმტვრეოდ-
ნენ.

შიო რაკი წითელი გველეშაპის მხარეზე იყო და თანაც ში-


ში ჰქონდა, შავმა რომ გაიმარჯვოს, ვაი თუ მეც. შემჭამო-
სო, ნადირაისეულ თოფში ტყვიებს დებდა და შავ გველე-
შაპს ესროდა.

რამდენიც ისროლა, იმდენი ააცილა და წითელს მოარ-


ტყა,ღონეგამოლეულმა გველეშაპმა ერთხელღა მოიქნია
კუდი და ასევე ტანით წიფელზეშემოხვეული დარჩა.

ხახადაღებული შავი გველეშაპი მისკენ გამოცურდა.

შიომ თოფი გადააგდო და გამოიქცა.

სადაცაა დაეწეოდა.

წინ წყალი იყო, შავი მდინარე, უკანაც შავი გველეშაპი


მოსდევდა.

321
ისევ წყალში არჩია შევარდნა, მაგრამ ნაპირზე ვერ გააღ-
წია,

ჯერ ზეზეურ მიჰქონდათ მდინარის ტალღებს.

უცებ ნაპირიდან კაცის ხმა მოესმა,

იქეთ გაიხედა.

წეღან რომ ირემი დათოფა, იმ ირემზე თადეოზი იჯდა და


ეძახდა:

- აღიარე! აღიარე! აღიარე!

შიოს აღარ ახსოვდა რა უნდა ეღიარებინა, აღარც რაიმეს


გახსენების თავი ჰქონდა, ცდილობდა როგორმე ნაპირზე
გასულიყო. შლამი ეცლებოდა ფეხქვეშ და თანდათან ქვე-
მოთ მიჰქონდა მდინარეს. ბოლოს ისე შორს წაიღო, რომ
ძლივსღა ესმოდა თადეოზის ძახილი.

დროდადრო მთლიანად დაჰფარავდნენ ხოლმე მდინა-


რის შავი ტალღები. ბოლოს სულაც შიგ ჩაიხვიეს და
ძლივსღა მოესმა თადეოზის ხმა:

- აღიარე! აღიარეე!

უნდოდა წყლიდან დაეძახნა, გაღიარებო, მაგრამ ისე და-


აწვა შავი წყალი ზემოდან - ვაააა - ამის დაძახება შესძლო

– რა იყო, კაცო?! - წამოვარდა ბაბალე და შიო გააღვიძა,

322
გაღვიძებული ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოდიოდა და შეში-
ნებული შეჰყურებდა ცოლს, რომელიც ეტყობა თადეო-
ზად მოეჩვენა.

- ვაღიარებ თადეოზ, ვაღიარებ! - შემოეხვია ბაბალეს.

- რას აღიარებ?! - დაიბნა ქალი.

- წმინდა გიორგის ხატის მოპარვასაც ვაღიარებ და სხვა


დანარჩენსაც, რაც აღარ მახსოვს.

- კაცო, ხო არ გაგიჟდი შენა, ჰა?! - შეანჯღრია ცოლმა.

შიო გონს მოეგო და რომ მიხვდა სიზმარში იყო, იქეთ შე-


უტია ცოლს:

- რა იყო ქალო, რას დამჩხავი?

- რა ხატის მოპარვას აღიარებ? - თავის მხრივ უკან არ და-


იხია ბაბალემ.

- შენ, ქალო, ჭკვიანად იყავ, სიზმარში რავი რას არ ნახავს


კაცი - გაბრაზდა შიო,

- რავი, გაღვიძებული კი მელაპარაკებოდი და მე რა ვიცი


რო სიზმარში იყავი - თავი იმართლა ბაბალემ.

- თადეოზი დამესიზმრა, აღიარე რომ წმინდა გიორგის


ხატი მე მოვიპარეო, შემეხვეწა, მეც ვუთხარ, ეგ სუყველამ

323
იცის და მაინც ვაღიარებ მეთქი - იცრუა შიომ - ხო -“გახ-
სოვს, ხატი რომ დაიკარგა ერთხელ ეკლესიაში და მერე
დიაკვნებმა თქვეს თადეოზმა წაიღოო.

– მახსოვს - თქვა ქალმა - იცი კაცო, ის ხატი პრისტავთან


გნახე, აქედან რომ გარბოდნენ და ბარგს ჰკრავდა, მაშინ
ბარგის ჩალაგებაში ვეხმარებოდი. იმ წუთას ვიცანი, ეს
ჩვენი ეკლესიის წმინდა გიორგის ხატია მეთქი, მაგრამ
რას ვიტყოდი, მაშინ ისე იყო პრისტავი გამწარებული
როო.

- რას გაიგებ, ალბათ თადეოზმა მისცა - თქვა შიომ.

- ეეჰ, რას არ ნახავს კაცი! - ამოიოხრა ქალმა და ისევ დასა-


ძინებლად მიწვა.

შიო თანდათან დამშვიდდა.

აღარც ძილი ეკარებოდა და ცდილობდა კიდეც | აღარ და-


ეძინა, მაგრამ ახლა იმ ხატის გახსენებამ აუფორიაქა სუ-
ლი.

პირველად რომ აკურთხეს მღვდლად, იმ წელიწადს, გი-


ორგობა დღეს, შუაღამისას, როცა გიორგობა იწყებოდა,
თადეოზმა ეკლესიის იმ კუთხეში მიიყვანა, სადაც წმინდა
გიორგის ხატი ეკიდა და ჩუმი ხმით უთხრა:

- აქ დავიცადოთ, სადაცაა მოფრინდება,

- ვინ?! - გაუკვირდა შიოს,

324
- ანგელოზი, ჩუმად იყავი - გააჩუმა თადეოზმა,

ორივე ხატს მიაჩერდა.

უცებ, როგორც ჩიტი შემოფრინდეს, ისეთი ხმა გაისმა ეკ-


ლესიაში. თადეოზმა მაჯაზე წაავლო ხელი შიოს და წას-
ჩურჩულა!

- ხედავ?

- ვერა - თქვა შიომ.

თადეოზს გაუკვირდა და თვალებით ანიშნა, სადაც ანგე-


ლოზი იჯდა.

შიო ამაოდ იყურებოდა.

ათიოდე წუთის მერე, ისევ გაისმა ჩიტის გაფრენის ხმა.

- გაფრინდა - თქვა თადეოზმა - მართლა ვერ დაინახე?

- ვერა, ვერ დავინახე - გულდაწყვეტით თქვა შიომ.

- გული არ დაგწყდეს, ჯერ, ალბათ, ახალი რომ ხარ, იმი-


ტომ არ გეჩვენა, მომავალ გიორგობას აუცილებლად და-
ინახავ - დაამშვიდა თადეოზმა.

- როგორია?

325
– ჩიტის ტოლა ადამიანია, ბავშვის სახე აქვს და პატარა
ფრთები. ხატის კიდეზე ჩამოჯდება ხოლმე და გასხივოს-
ნებული თვალებით ათვალიერებს ეკლესიას.

- მარტო გიორგობას მოდის?

- ხო, მარტო ამ დღეს მოდის, ვერავინ ვერ ხედავს, დიაკ-


ვნებიც კი ვერ ამჩნევენ, მხოლოდ მღვდლებს ეჩვენება
ხოლმე, პირველად მეც მამაშენმა მაჩვენა. საიდუმლოა,
თქმა არ შეიძლება, ხომ იცი, ქვეყნის შარაგზაზე გვიდგას
ეკლესია და ვინმეს ყურამდე რომ ეს ამბავი მივიდეს, ათა-
სი ცნობის–მოყვარე გამოჩნდება, შეიძლება წაგვართვან
კიდეც ეს ხატი – თქვა თადეოზმა.

მეორე წელსაც ისევ ორნი იდგნენ იმ ხატთან.

შიო ახლა უფრო გულის ფანცქალით ელოდებოდა ანგე-


ლოზის გამოჩენას.

ისევ გაისმა ჩიტის ფართხალი.

ისევ მოუჭირა თადეოზმა შიოს მაჯახე ხელი, მაგრამ ვერც


ახლა დაინახა შიომ ანგელოზი.

- ხედავ? - უჩურჩულა თადეოზმა.

- კი- იცრუა შიომ.


მერე ისევ გაისმა ფრთების ხმა.
მესამე წელს უკვე ცოდვებით საკმაოდ დამძიმებული
ჰქონდა შიოს სული, მაგრამ მაინც იდგა ხატის წინ.

326
ისევ მოფრინდა ანგელოზი.
ისევ ვერ დაინახა შიომ.

მეოთხე წელს კი კედლიდან გაქრა ხატი,

– ხომ არავისთვის გითქვამს? - ჰკითხა შიოს თადეოზმა.

- არა, შენ?

– არც, მე - დაღონებით თქვა თადეოზმა და შიოს შეხედა.

- დიაკვნებმა მითხრეს, თადეოზმა გვითხრა ეს ამბავიო –


სხვათაშორის ჩაილაპარაკა იომ.

- მერე, დიაკვნები ხომ არ გასცემდნენ საიდუმლოს?

– მაშ მე გავცემდი? - ისეთი ხმით თქვა შიომ, თადეოზმა


ფერი დაკარგა და მოუბოდიშა!

- არა, მე ეგ არ მიფიქრია.

– მე დიაკვნებისთვისაც არ გამინდვია - თქვა შიომ.

მეოთხე გიორგობა უნდა დამდგარიყო იმ დღიდან, რაც


თადეოზმა ეს ამბავი გაანდო შიოს.

მღვდლებმა თადარიგი დაიჭირეს და სხვა ხატი ჩამოჰკი-


დეს იმ ადგილზე.

327
ისევ გაისმა ფრთების: ნელი ფართქალი და რაღა თქმა უნ-
და, შიომ ვერც ეხლა დაინახა ვერაფერი. თადეოზი კი შეშ-
ფოთებული იყურებოდა აქეთ-იქით,

მერე ტირილი დაიწყო.

შიოს არ უნდოდა თადეოზს შეემჩნია, რომ ვერაფერს ხე-


დავდა, თანაც ერთი სული ჰქონდა, როგორმე გაეგო, რა-
ტომ ტიროდა თადეოზი.

- ხედავ შიო, როგორ ტირის? – წაიჩურჩულა თადეოზმა.

- ვხედავ - ვითომ შიომაც ცრემლები მოიწმინდა ანაფორის


სახელოთი.

ისევ გაისმა ფრთების ხმა და ამჯერად მოპირდაპირე კედ-


ლისაკენ გაიქცა თადეოზი.

შიოც მას გაჰყვა.

– ღმერთო, ღვთიშობლის კალთაში ჩაფრინდა - პირჯვარი


გადაიწერა თადეოზმა და ღვთიშობლის ხატს მიაჩერდა
გაოცებული, მერე შიოს მოუბრუნდა და ჰკითხა:

- შენ ხედავ რამეს?

- კი, კალთაში უზის და ტირის - იცრუა შიომ.

- მე ვეღარ ვხედავ შეიცხადა თადეოზმა და მუხლებზე


დავარდა.

328
ერთ ხანს ასე იდგნენ.

მერე დიაკვნებმა. დაუძახეს სალოცავად.

მერე ხალხში ხმა გავარდა, თადეოზს წმინდა გიორგის ხა-


ტი გაუყიდნიაო, ეს ხმა თავის დიაკვანს დააყრევინა ხალ-
ხში შიომ, მისთვის კი დღემდე გამოცანად დარჩა, მარ-
თლა ხედავდა თადეოზი ანგელოზს, თუ არა, ერთხელ
ისიც კი უთხრა, იმ ამბის მერე შიოს, ღვთიშობლის ხატ-
თან ვლოცულობდი და ის მტირალი ანგელოზი ისევ იმის
კალთაში მჯდომარე დავინახეო. მე ხშირად ვხედავო, იც-
რუა შიომ. ღვთიშობელიც ტიროდა, რაღაცა ავის მაუწყე-
ბელია ეს ამბავიო, შესჩივლა შიოს თადეოზმა.

შურმა უფრო ჩაადენინა მაშინ ეს ამბავი შიოს, თითქოს ან-


გელოზს გადაუხადა სამაგიერო, თუ თადეოზს ეჩვენება,
მე რატომ არ მეჩვენებაო. იმასაც ფიქრობდა, რომ შეიძლე-
ბა თადეოზი ატყუებდა, მაგრამ ჩიტის გაფრენის ხმა ხომ
მასაც ესმოდა, დანახვით კი არ ენახვებოდა ანგელოზი.

გული მოუვიდა შიოს, თადეოზი რომ უფრო დააჯილდო-


ვა ანგელოზის ხილვით ღმერთმა,. იმაზე კი არ დაფიქრე-
ბულა, რომ თვითონ არ იყო მზად ასეთი სასწაულის ხილ-
ვისათვის, საამისოდ მის სულს დიდი ცოდვა ჰქონდა ჩა-
მოსაშორებელი.

„ან თადეოზი მატყუებს, ან ანგელოზი არ მკადრულობს“,


გაიფიქრა შიომ და სამაგიერო იმით გადაუხადა, წმინდა

329
გიორგის ხატი პრისტავს მიართვა ქალიშვილის დაბადე-
ბის დღეზე.

- ოხ, სიდზე, სიდზე! - იძახდა გახარებული პრისტავი და


ისე ატრიალებდა ხატს, თითქოს შიოს კი არა, წმინდა გი-
ორგის მიმართავდა, იგი ხომ ასეთი საჩუქრების მოყვარუ-
ლი კაცი იყო და არა მარტო შიოს, მამამისსაც გადაუკრავ-
და, ხოლმე სიტყვას ამ ხატზე, სანაცვლოდ კი სხვას ჰპირ-
დებოდა, ეტყობა საიდანღაც ყურმოკვრით იცოდა ანგე-
ლოზის შესახებ.

- ტეპერ უ ნას ბუდიტ ანგელოზჩიკ! - დაასკვნა პრისტავმა


და ხატი საიდუმლოდ გადაინახა.

შიოს იმ დღესაც ეს ამბავი გაახსენდა, როცა ნახნავში,


ამაღლება დღეს კოტორიანთ ქალი მიჰყავდა სახლისაკენ
და მისკენ მომავალი თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედა-
რი დაინახა, ადრე სიზმარში ხშირად ხედავდა ხოლმე,
რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი მოსდევდა და
გადათელვას უპირებდა. შიო გარბოდა და თავშესაფარს
ეძებდა. მხედარი ხმას არ იღებდა, მაგრამ იმისი ცხენის
ფლოქვების ხმაც თავზარსა სცემდა შიოს. დილით დაღ-
ლილი იღვიძებდა ხოლმე, თვალებში კი ჯერ ისევ ის მხე-
დარი ედგა.

მერე თანდათან მიატოვა მხედარმა და როცა ნახნავში


მდგარმა შიომ თვალი მოჰკრა მისკენ მომავალ ცხენოსანს,
უცებ წარსულ სიზმართან დააკავშირა და პირქვე. დაემ-
ხო.

330
„ბუთა,.., ბუთა... ბუთა...“ გაახსენდა ეს სახელი შიოს და
რატომღაც ახლაც მაშინდელივით ჩაილაპარაკა.

- კარგა ხანს რატომღაც ისევ ის მწყემსი ედგა თვალწინ და


ამ ფიქრში ისევ ჩაეძინა.

- შიო! შიო! - ეძახდა ვიღაც და შიოც აქეთ-იქით იხედებო-


და. ვერავის ვერ ხედავდა, უდაბურ ველზე იდგა, უამრავი
საფლავებით მოფენილ უდაბურ ველზე.

შიო გრძნობდა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარი-


ყო.
ხმა ისევ ესმოდა. ახლა უკვე უამრავ ხალხს მოეყარა ველ-
ზე თავი და რაღაცას ელოდნენ.

შიო ერთ–ერთ მათგანთან მივიდა და ჰკითხა:

- რა ხდება?

- მეორედ მოსვლა იწყება, ვერა ხედავ? - ბრაზით უთხრა


კაცმა.

- როდის?

– სადაცაა დაიწყება - უთხრა კაცმა.

- შიო! შიო! მოდი აქ დადექ - ისევ მოესმა წეღანდელი ხმა


შიოს და იქით რომ მიიხედა, სკოლის დირექტორი სერგო
დაინახა.

331
სერგო ხელს უქნევდა და თან ეძახდა:

– შიო, მოდი აქ, ადგილს გინახავ.

- რა ადგილს მინახავ?

- ეს საიმედო ადგილია.

შიომ ვერ გაიგო რითი იყო ის ადგილი საიმედო და არც


სერგოს გვერდით უნდოდა დგომა, გვერდი აუარა და
ოან?

დაუწყო ძებნა,

უცებ გაისმა საშინელი გრგვინვა და ამ ხმის გამგონე ხალ-


ხი მიწაზე გაერთხო.

- გამოჩნდა, გამოჩნდა! - იკივლა ვიღაცამ.

მიწაზედამხობილმა შიომ აიხედა და ხალხისაკენ მომავა-


ლი თადეოზი დაინახა, სპეტაკი ტანსაცმელი ეცვა.

ისევ დაიქუხა და ამ ხმაზე ისევ მიწაზე განერთხო ხალხი,

- მართლები წამოდექით! - გაისმა თადეოზის ხმა და ვინც


ადგომა შესძლო, წამოიმართა.

შიოსაც უნდოდა ადგომა, მაგრამ ვერ დგებოდა. მარტო ის


კი არა, უამრავი ხალხი იყო პირქვედამხობილი.

332
ვინც ადგომა შესძლო, ისინი გალაღებული სახით შეჰყუ-
რებდნენ ზეცას.

- აღსდექით მართალნი! - კიდევ ბრძანა თადეოზმა და


საფლავებიდან წამოდგნენ მკვდრები.

შიომ დაინახა, რომ საფლავების უმრავლესობა ისევ ძვე-


ლებურად დარჩა რომლებიდანაც წამოდგნენ, იმათ შო-
რის ბევრს სცნობდა შიო, თავის დედ-მამას, და-ძმებს,
ელენეს, თეკლას, გიორგის დედას და კიდევ ვიღას არა.
ყველას ენით აუწერელი ნეტარება ეფინა სახეზე. ერთმა-
ნეთს ულოცავდნენ, რაღაც საუცხოო სანახაობა იყო გარ-
შემო.

შიოს უნდოდა დაეძახნა თავის დედ-მამისათვის, მაგრამ


ხმა ვერ ამოიღო. რაღაცა ძალას მისთვის ისევე წაერთვა
ხმა, როგორც ფეხზე ადგომის უნარი.

ხედავდა შიო, როგორ ზეიმობდა ბაბალე თავის დედ-მა-


მის საფლავიდან წამოდგომას, გვერდით შვილები ედგა
და დედას აცნობდა.

შიო კი დავიწყებოდა.

ის მხარე, საითაც ფეხზე მდგარნი იყვნენ, განათებული


იყო. სადაც შიო იწვა, იმ ადგილს სიბნელე ეფინა.

„როგორ უნდა დამინახონ ამ სიბნელეში“, გული სწყდე-


ბოდა შიოს და ცდილობდა სინათლისაკენ გახოხებული-
ყო.

333
ვერ შეძლო, ცოტა გახოხდა და ვიღაცამ დაიჭირა.

მოიხედა.

სერგოს ჩაევლო მისთვის ხელი და არ უშვებდა.

სინათლეში მყოფნი ზეიმობდნენ.

თანდათან უფრო მეტ ნაცნობებს ხედავდა შიო,

საიდანღაც ის ხალხიც გამოჩნდა, ვინც შიომ ნუშისკარი-


დან გადაასახლა. თითქოს სერგოც მათთან უნდა ყოფი-
ლიყო, მაგრამ სერგო აქ იყო და მაგრად ჩასჭიდებოდა
ფეხზე.

ელენე თადეოზის ძმას ეხვეოდა, თეკლა - დედ-მამას, ნა-


დირას - თავისი ცოლ-შვილი, კოტორაანთ ქალმა სიხარუ-
ლით აღარ იცოდა რა ექნა.

კიდევ დაიქუხა და ამის მერე სიჩუმე ჩამოვარდა.

- ცოდვიანნი ჩახდნენ სამარეებში! - ისევ მოისმა თადეო-


ზის ხმა.

ასევე პირქვე დამხობილნი გახოხდნენ სიბნელიდან და


პირდაღებული სამარეებისაკენ წავიდნენ.

სინათლეში მყოფთ ახლაღა დაინახეს სიბნელიდან გამო-


ხოხებული ხალხი და იცვნეს კიდეც.

334
შიო შეჰყურებდა თავის ახლობლებს, მაგრამ მათ ისეთი
სიხარული ეწერათ სახეებზე, სულაც ვერ გრძნობდნენ ში-
ოს შეძრწუნებას.

ზოგიერთები თავის საფლავშიც ეპატიჟებოდნენ.

- ჩემ საფლავში ჩაწექი შიო, იქ სჯობია - საფლავების განა-


პირას გაუღირა ვიღაცამ ხელი.

შიომ იცნო აპარეკაი.

მაშინ მღვდელი იყო, ის რომ მოკვდა.

სანადიროდ წასული, ზამთარში ზვავმა დაიტანა.

გაზაფხულზე, როცა კლდის პირში იპოვეს, უშველებელ


დათვს ისე ჰყავდა გულში ჩახვეული, როგორც დედას
ჩვილი შვილი. არც ერთი განაკაწრი არ ეტყობოდა აპარე-
კას. არც ზვავისაგან იყო დამტვრეული. ეტყობა დათვმა
და მონადირემ ერთად შეაფარეს თავი ამ წინწამოშვერილ
კლდეს და ზვავმა კი ისე ჩაუკეტა ყველა გზა, თავი ვეღარ
დააღწიეს.

- შეხედეთ, როგორ ჩახუტებულნი არიან! - თქვა მაშინ ვი-


ღაცამ გაკვირვებით.

- ეტყობა, თოვლის ქვეშ შესცივდა აპარეკას და ნადირი


ათბობდა - დაასკვნა ვიღაც ბებერმა მონადირემ.

335
– ადრეც ყოფილა ასეთი რამ, წინაპრებისგან გამიგონია,
მერე ერთად დაუმარხავთ მხეცი და კაცი, როგორც ერთი

სიკვდილის შვილები, სიცოცხლით ერთ-ურთს ძმადშე-


ფიცულნი, მაგრამ შიომ აპარეკაის საერთო სასაფლაოზე
დამარხვის ნება არ მისცა ხალხს, ნადირთან მკვდარი უწ-
მინდურად გამოაცხადა და საფლავების მოშორებით და-
ამარხვინა.

ეხლა სწორედ იქითკენ ეპატიჟებოდა აპარეკა შიოს.

შიომ ახლა თედიაც დაინახა, იგი აჯანყების დანარჩენ მო-


თავეებს ეხვეოდა და მარიამს აცნობდა მათ.

- მამაა| მამაა! - ყვირილით გამორბოდა მათკენ პატარა ბი-


ჭი.

შიოს ის დღე გაახსენდა, როცა კედელთან დახოცილ შეთ-


ქმულთ პატარა ბიჭი მიეჭრა ყვირილით. მაშინ არ იცოდა
შიომ, ვის დასტიროდა ბიჭი, ახლა კი დაინახა, როგორ შე-
მოეხვია მამამისს.

„ნუთუ ეს ბიჭიც მოკლეს მაშინ“, გაიფიქრა შიომ და გა-


ხოხდა საფლავისაკენ.

უცებ ზურგს უკან ხალხის ყვირილი მოესმა!

- მღვდელი! მღვდელი! მღვდელი!

336
ისევ ის დღე გაახსენდა, კედელთან რომ იდგა და შიშით
კანკალებდა, ვაი თუ პრისტავმა თამაშის წესი არ შეასრუ-
ლოს და ამათთან ერთად მეც მიმაყოლოსო.

- გაუგებრობა არის, გაუგებრობა, მღვდელი მოაბრუნეთ


მამაო! - შესთხოვდა ხალხი თადეოზს.

- შემთხვევით მღვდელი იმარხება, მამაო!

- მღვდელი კი არა, თავმჯდომარეა ეგ - იძახდა ვიღაც.

- მღვდელი მოაბრუნე, მამაო, მღვდელი! - შესთხოვდნენ


დანარჩენები თადეოზს, უფრო მეტად ის ხალხი, ვინც
მარტო მღვდლად იცნობდა შიოს და იმისი ფარული
ცოდვებისაც არაფერი გაეგებოდა.

თადეოზმა ხელი ასწია და სიჩუმე ჩამოვარდა.

ადგილებზე გაჩერდნენ სამარეებისაკენ გახოხებული


ცოდვილნიც, ახლა ისინი ისევე უყურებდნენ შიოს, რო-
გორც ერთ დროს, კედელთან მდგარს, მის გვერდით
მდგარი რევოლუციონერები უყურებდნენ, როცა ხალხმა
ასევე მოითხოვა მისი განთავისუფლება და იმასაც ნაბიჯი
უნდა გადაედგა წინ, სიცოცხლისაკენ. მაშინ გვერდზე
მყოფთ გაამხნევეს და უთხრეს:

- წადი, შიო, წადი!

337
ახლა კი შურიანი თვალებით უყურებდნენ პირქვედამხო-
ბილნი ცოდვილნი და სკოლის დირექტორს ისე ჩაებღუ-
ჯა მისი ფეხი, გაშვებას არ უპირებდა.

- მოაბრუნე მამაო, მოაბრუნე! - ისევ მოითხოვდა ხალხი


რომელთაც არაფერი იცოდნენ შიოს ცოდვებისა.

- მობრუნდი შიო და თუ აღიარებ, აღსდექ! - დაუძახა თა-


დეოზმა,

შიო ახლაც ისევე გრძნობდა ზურგში მართალთა მზერას,


როგორც მაშინ, დასახვრეტად გამზადებულთ რომ შეაქ-
ცია ზურგი. უფრო მეტიც, ახლა ყველას მზერას გამორ-
ჩეულად გრძნობდა. ხედავდა მელანოს თვალებს, თეკლას
თვალებს, ბაბალეს დედის თვალებს, თადეოზის თვა-
ლებს, ხედავდა სხვათა და სხვათა თვალებს, კი არ ხედავ-
და გრძნობდა და ზურგი ეწეოდა.

- აღიარე, შიო ამათ წინაშე ყოველივე და აღსდექ! -ისევ მო-


ესმა თადეოზის ხმა, მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გაბედა ამდე-
ნი მართლის წინაშე ეღიარებინა თავისი ცოდვები და სა-
მარისაკენ გახოხდა.

მხოლოდ საფლავის პირს მისულმა გახედა იმ ადგილს,


სადაც ნადირას ცოლი ანა იდგა, მერე ხარბი მზერა ძლივს:
მოსწყვიტა ქალის ძუძუმკერდს, ბრიალა თვალებსა და
შოლტივით ტანს, დანანებით ამოიოხრა, ცოტაც გადაიწია
და ზღართანი მოადინა ბნელ სამარეში.

ირგვლივ უკუნეთი სიბნელე ჩამოწვა.

338
ზემოდან დაყრილი მიწა სულს უხუთავდა.

შეეშინდა და კივილი მოუნდა.

- ვაღიარებ თადეოზ, ვაღიარებ!

მიწა თანდათან მძიმედ აწვებოდა და ძლივსღა იძახდა:

- ვაააა! ვაააა!

– რა იყო, კაცო?! – ისევ შეშინებული წამოენთო მის გვერ-


დით მწოლარე ბაბალე.

შიოც წამოიწია, მაგრამ წეღანდელივით ისევ ძილში ლა-


პარაკობდა.

- ვაღიარებ, რომ ნადირას ცოლი მომწონს.

- რააა? - იყვირა ბაბალემ.

– რა და ნადირაიც მე გავაგზავნე მოუსავლეთში.

- მაშ შენ კაცი ხარ? - იძახდა სასოწარკვეთილი ბაბალე -


მაშ მე შენ გვერდით უნდა ვიწვე?! - ყვიროდა და თან შიოს
ურტყამდა გამწარებული.

შიო გონს მოეგო.

- რა იყო, ქალო, გაგიჟდი?

339
- მე გავგიჟდი, თუ შენ გაკახპავდი და აღარც სირცხვილ-
ნამუსი გაგაჩნია.

- რაებსა როშავ, შენა ჰა? რას ჰქვია გავკახპავდი? –იძახდა


სიზმრისაგან ისედაც სასოწარკვეთილი შიო.

- რასაც შენი პირით ამბობ და აღიარებ.

- რას ვაღიარებ?
- განა ეხლა არ მეუბნებოდი ნადირაის ცოლი მომწონს და
ვაღიარებო.

შიო გაფითრდა.

- ალბათ, ძილში რაღაცას ვბოდავდი - თქვა ჩუმად, დაღო-


ნებული ხმით.

– მაშ ფხიზელს არ მოგწონს? - იმედით ჩაეკითხა ბაბალე.

- მამწონს არა, ერთი იმისი... - ცოლის დასამშვიდებლად


გაბრაზდა შიო.

- კარგი ჰო, კარგი, განა არა მჯერა, მაგრამ მაინც ის მეგონა


ღვიძავს და ისე ლაპარაკობს-მეთქი, რო გეძინა - დაუყვავა
ბაბალემ,

- ბაბალე, შენ ხო ჭკვიანი ქალი ხარ, აბა რაღა დროს ჩემი


ქალები და იმათი მოწონება არის, სადაცაა ორმოცდათექ-
ვსმეტისა გავხდები.

340
– თუ ორმოცდაათისა? - ეჭვით ჩაეკითხა ბაბალე.

- სუ ერთი არ არის? ანდა როდის ვინმე მომწონდა რომ ეხ-


ლა გადავრეულიყავი, რა ჰქვია?

- ანა.

- მე რა ვიცოდი.

- ჰო, ანა ჰქვია, თუ ვიღაც არის, თანაც მსჯავრდადებუ-


ლის ცოლია.

- კაცო, იმასაც ამბობდი, ნადირა მე დავაჭერინეო,

– აბა რას ლაპარაკობ შენ ბაბალე, ვიღაცამ რომ ხნა მოჰ-


კრას, მართლა დაიჯერებს, სიზმარში რასაც კაცი წამოა-
ბოდებს.

- ხო, ხო, რას არ ნახავს ცოცხალი კაცი - თქვა ბაბალემ და


ქმარს მიეკრა.

შიოს ყველაზე უფრო, ახლა არ უნდოდა მარტოობა და


ისიც ცოლს მოეხვია.

ასე ისხდნენ ერთ ხანს და ერთმანეთს ეალერსებოდნენ.

შიოს არასოდეს უგრძვნია თავი ბაბალესთან ასე ახლოს


და ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ეს-ეს არის, ეკლე-
სიაში ახლადჯვარდაწერილები ჩახვეოდნენ ერთ-ურთს.

341
ჩუმად, ჩუმად ეალერსებოდნენ ერთ-ურთს და ამ სიჩუმე-
ში ავისმაუწყებლად გაისმა ყვავის ჩხავილი.

შიო შეკრთა.

ყური მიუგდო.

თითქოს ახალი ცოდვის გასახსენებლად მოემზადა, მაგ-


რამ მეორედაც რომ დაიჩხავლა ყვავმა, ვერც მაშინ გაარჩია
ყვავის ხმაში ვინმეს სახელი.

კიდევ რომ დაიჩხავლა, ბაბალეს ჰკითხა:

- ბაბალე გესმის?

- მგონი ვიღაც იძახის - თქვა ქალმა,

- ვიღაც კი არა, ყვავი ჩხავის.

ორივემ ყური მიუგდო.

- ყვავი კი არა, კაცის ხმა არის, კაცო - წამოიწია ქალი.

ისევ გაისმა ძახილი.

- გადი კაცო, ერთი გახედე ვინ არის.

შიომ ისევ ყური მიუგდო.

342
– არ გესმის კაცო, გეძახიან.

- იქნება კაცი არ არის ბაბალე, ჰა? - შეშინებული თვალე-


ბით შეხედა ცოლს შიომ, თუმცა სიბნელეში ქალმა ვერ
დაინახა ქმრის თვალები.

– აბა მაშ რა უნდა იყოს, კაცო?! - გაიკვირვა ქალმა.

- რა ვიცი, იქნება ყვავი იყო მეთქი.

- შენ კიდევ, რაღა ყვავი აიტეხე ამ ბოლო დროს?! იმ დღე-


ვანდელისა არ იყოს, სახნავში წამიყვანე, ყური დაუგდე
ყვავი რას ჩხავისო, ყვავია და ყვავი, რა უნდა დაიჩხავლოს
– თქვა ბაბალემ.

- რა ვიცი აბა?

- რა არეულად ლაპარაკობ, კაცო?! - შეშინდა ბაბალე.

- გეხუმრები, ხუმრობა არ იცი?

- რა დროს ხუმრობაა, ვიღაც იძახის.

– შიო, აი პატივცემულო შიო! - მოისმა ძახილი ახლა უკვე


სახლის დერეფნიდან.

- კანტორის ყარაულის ხმასა ჰგავს - დაასკვნა შიომ და წა-


მოდგა.

343
– შიო, აი პატივცემულო შიო! - არ ცხრებოდა ყარაული,
დაიძახებდა და იმავე წუთში ისევ იგივეს მოაყოლებდა.

– ჰოო, ჰოო! - გასძახა შიომ და ხმა ცოტა ხანს ჩაწყდა გა-


რეთ, შიო გარეთ გავიდა.

- რაიკომიდან რეკავენ პატივცემულო, სასწრაფოდ თავ-


მჯდომარე მოვიდეს ტელეფონთანაო.

- რა გვინდაო?

- რავი აბა, პატივცემულო შიო, ვუთხარი რა დროს რეკვაა,


კაცს ეძინება მეთქი და ისე დამიყვირეს რა დროს ძილი-
ანო, თითქოს ტყუილი მეთქვას - თავი იმართლა ყარაულ-
მა.

- მე კანტორაში გადავალ ბაბალე - ცოლს დაუძახა შიომ


და წავიდა.

ბაბალეს გაუკვირდა, თანაც გაეხარდა, ამდენი ხანია შიოს


ცოლია და ერთხელ არ უთქვამს სად მიდიოდა.

დღეს რაღაც სხვანაირი ეჩვენებოდა ქალს შიო.

„ნადირას ცოლთან კი არ მიდიოდეს“, გაიფიქრა უცებ და


თავისი ფიქრისა თვითონვე შერცხვა. განა თვითონ არ გა-
იგონა ყარაულის ხმა, ტელეფონთან გეძახიანო.

„იქნებ შიომ დაარიგა ყარაული, ღამე დამიძახე და იასე


მითხარ, ტელეფონთან გეძახიანო“.

344
„ყარაული რაღად უნდოდა, განა ისე ვერ წავიდოდა თუ
რა?“

ბაბალეს ისევ გაახსენდა წეღან შიო რომ იძახდა, ვაღიარებ


ნადირას ცოლი მომწონს და ნადირაც მე გავგზავნე მო-
უსავლეთშიო.

„არააა, განა თვითონ არ მითხრა, რაღა დროს ჩემი ქალე-


ბის მოწონება არისო. ეგრეთი რამე რო ედოს გულში, აქამ-
დე რა, ვერ შევამჩნევდი? ან მე და ან სოფელი, ხალხს რაღა
მოეტყუება; მაგ მხრივ შიოზე პატიოსანიც არავინაა აქ. ერ-
თი მე მომექცა ისე, მაგრამ რა გაემტყუნება, ეტყობა ვუყ-
ვარდი და თავი ვეღარ შეიკავა“.

ბაბალემ ახლა ანა წარმოიდგინა და იმისმა სილამაზემ


უფრო აუშალა ეჭვები.

გარეთ ჯერ ისევ სიბნელე იყო, მაგრამ სადაცაა უნდა გა-


თენებულიყო.

ვეღარ ისვენებდა ბაბალე.

დაძინება სცადა, მაგრამ არ დაეძინა.

ეს მისი პირველი ეჭვიანობა იყო ქმრის მიმართ.

რაღას არ ფიქრობდა.

345
დააპირა ამდგარიყო და სახლში შევარდნოდა ანას. წარ-
მოიდგინა კიდეც, როგორ გამოგლეჯდა შიოს ხელებიდან
„იმ მშვენიერ ძუკნას“ და ლოგინიდან გადმოათრევდა. შე-
შინებული და გაოგნებული შიო კედელს აეკვროდა და
ხმასაც ვერ გასცემდა ბაბალეს.

ხან ისევ ქმარს ამართლებდა.

სიბნელეში ხელებს იქნევდა და ავ ფიქრს. იფრთხობდა,

მერე ისევ ეჭვით ენთებოდა,

შიო შეშფოთებული დაბრუნდა სახლში, ოთახშიშემოს-


ვლისთანავე ჰკითხა ბაბალეს:

- ქალო, ბიჭი რამდენი წლის არის?

ბაბალე ჯერ ისევ თავის ეჭვებში იყო გართული და ხმა არ


გასცა შიოს. სახეზე ეტყობოდა რომ ებუტებოდა:

– არ გესმის შენა? - ბრაზი გამოერია შიოს ხმაში,

- შენ რა, არ იცი რო მე მეკითხები - ისევ ნაწყენ კილოზე


მიუგო ბაბალემ.

- ზუსტად რამდენისაა მეთქი.

– მოხდა რამე? - ახლა კი შეშინდა ბაბალე.

- მოხდა თუ არ მოხდა, რამდენის არის ზუსტად.

346
- განა არ იცი კაცო, გოგოზე სამი წლით უმცროსია.

- რა გამოცანებს მიყენებ! - იყვირა შიომ.

- რა გაყვირებს, კაცო, ოცისაა, აჰა, საცაა ოცდაერთისაც


გახდება.

– ეს მინდოდა ეხლა! - ამოიოხრა შიომ და სკამზე ჩამოჯ-


და.

- რა იყო, კაცო, აღარ იტყვი? - ხელები აუკანკალდა ბაბა-


ლეს.

- რა იყო და ომი დაიწყო - თქვა შიომ.

- ვისთან? - ისე იკითხა ბაბალემ, თითქოს თვალწინ ედგა


მსოფლიოს პოლიტიკური რუკა.

შიომ შეხედა და თქმით კი არაფერი უთხრა.

- ვისთან კაცო, აღარ იტყვი?

- შენთვის სულ ერთი არ არის? შენ ეგ იკითხე რა ვუშვე-


ლოთ ეხლა მაგ ბიჭს.

– როგორ, მირიანი უნდა წაიყვანონ? - გაფითრდა ქალი და


შეშინებულმა ისევ ის იკითხა:

- ის მაინცა თქვი, ვისთან დაიწყო.

347
- მოგცლია ერთი! -- შეუღრინა შიომ და საფიქრალს მიეცა.

- რა ვიცი, იქნებ ისევ ნიკალას რასმე ედავებიან მეთქი -


თქვა ბაბალემ.

- ნეტავი ერთი შენა, რო ჭურში ზიხარ, რაღა დროს ნიკა-


ლაია, ქალო!

- რა ვიცი ისე შემაშინე, რას ვამბობდი მე თვითონ აღარ


ვიცი - დაიბნა ბაბალე, შენც არ მეუბნები და რა ვიცი, რასა
მალავ.

- ფინეთთან დაიწყო ბაბალე, ფინეთთან - თქვა შიომ.

- მერე, მირიანი მოიკითხეს?

- მირიანი კი არ მოიკითხეს, მაგრამ ჩემი თუ არ გავაგზავ-


ნე, ხალხი ხომ იცი რას არ იტყვის.

- ჯერ რა დროს მაგის ომია, კაცო, რას ავარდი ამ დილაად-


რიან.

- რა დროს კი არა, ყოფილა და ეგ არის. რაიონიდან დამი-


რეკეს, მწყემსებს არ შეეხება კოლექტივში გაწვევა, დანარ-
ჩენების სია უნდა გადმოგვიგზავნოო. მე რომ ეგ არ ჩავწე-
რო იმ სიაში, მერე ხომ მეც მომხსნიან, თუ ეგ მაინც მაკმა-
რეს.

348
შიო კედელზე ერთ ადგილს მიაშტერდა და ფიქრში გაერ-
თო.

- სხვა გზა არ არის, ამ დილითვე ცხვარი უნდა გავგზავ-


ნოთ - თქვა ბაბალეს გასაგონად, დღესვე ათი კაცის სია
უნდა გადავცე რაიონს, მერე გვიანღა იქნება.

- რო არ წავიდეს? - დაეჭვდა ბაბალე.

- რას ჰქვია არ წავიდეს? რას ჰქვია არ წავიდეს? - წამოენთო


შიო,

- კარგი, ჰო, არ გაიგონოს, არ იცი რა ხასიათი აქვს, რო გა-


იგოს რატომაც ვაგზავნით ცხვარში, პირველი ეგ გაიქცევა,
ი ფინეთია თუ რა არის, ომში.

- შენ ნურაფერს ეტყვი, მე თვითონ მოვუვლი, წადი და-


უძახე.

ბაბალე ოთახიდან გავიდა და სახლის ზემოთ სართულზე


მძინარე მირიანს დაადგა თავზე. ისე დაჰყურებდა, თით-
ქოს რომ გაეღვიძებინა, წამოხტებოდა და იმ წუთას ომში
გაიქცეოდა.

როგორც იქნა გაბედა და გააღვიძა,

- სასწრაფოდ ცხვარში უნდა წახვიდე ამ დილით - გამო-


უცხადა შიომ მირიანს!

- ქალაქში რო ვაპირებ წასვლას? - შეცბა მირიანი.

349
- არა უშავს მირიან, საჭიროებამ მოითხოვა, სხვა ვერავინა
ვნახე, უნდა გამიგო- ისეთ კილოზე უთხრა შიომ, მირიან-
მა უარი ვეღარ უთხრა და სამზადისს შეუდგა.
- მთაში რომ ახვალ, კოტორიანთ აკაის ფარა იკითხე და იმ
ფარაში დარჩი, იქიდან კი აუცილებლად დღესვე უნდა ჩა-
მოვიდეს ერთი მწყემსი, ბუთა ჰქვია, წერილსაც გაგატან.

მირიანი მთაში წავიდა.

შიომ იმ დღეს არავის არაფერი გააგებინა ომის შესახებ და


ბაბალეც გააფრთხილა ამის შესახებ კრინტი არ დაეძრა.
შუადღემდე სიას ადგენდა და მერე ეს სია რაიონში გადას-
ცა ტელეფონით.

საღამოთი სიაში მყოფთა სახელზე გაწვევის ბარათები მო-


იტანა ფოსტალიონმა.

ბუთა თავისი თეთრი ცხენით ჩამოვიდა მთიდან. რაკი


შიო სწერდა სასწრაფოდ ჩამოდიო. იმიტომ წამოიყვანა
ცხენი, რომ არ დაჰგვიანებოდა ჩამოსვლა, თორემ ისე ენა-
ნებოდა, ნახევარ გზაზე არც კი შემჯდარა ზედ. სამი დღის
წინ იმის ცხენს, თავისნაირი თეთრი კვიცი გაეჩინა. სახ-
ლში არც მისულა, პირდაპირ კანტორაში შეიარა, ცხენი
ღობეზე გამოაბა და შიოს გამოეცხადა.

- ჩამოვედი - თქვა მან.

- ცხვარში რა ამბავია? - სხვათაშორის ჰკითხა შიომ.

350
- ცოტა ნადირმა შეგვაწუხა, არც თოფები გვაქვს და...
- ეეეხ, ჩემო ბუთა, თოფი ეტყობა მოგწყინდება კიდევაც
ამის მერე.

ბიჭი გაკვირვებული მიაჩერდა.

- როგორ, თოფებს გვაძლევთ?

- მე არა მაგრამ, ჯარში გეძახიან და...

- ჯარში?

- ჰო, მე მგონი რაღაც გაუგებრობა უნდა იყვეს, რამდენი


წყლის ხარ?

- ჩვიდმეტის ვხდები.

- მეც ეგე ვუთხარი, ჯერ ბალღია-მეთქი, თუმცა რაღა ბალ-


ღი ხარ, შენი სწორები სამეფოებს მართავდნენ, მაგრამ მე
მგონი მაინც არ წაგიყვანენ თუ წლოვანი არა ხარ.

- მეტრიკაში კი ვწერივარ ცხრამეტი წლის, ჩემი ძმის მაგი-


ერ მე გავუტარებივარ, ის ძმა პატარაობისას მომიკვდა -
თქვა ბუთამ.

- ცხენითა ხარ გამოძახებული, ხომ იცი ცხენებიც სჭირდე-


ბათ ასეთ დროს და გამაფრთხილეს ცხენით წამოვიდესო.

- ცხენით? - დაღონდა ბუთა.

351
- ხვალ დილით უნდა გამოცხადდე, აბა არ დაიგვიანო –
გასამხნევებლად მხარზე ხელი წამოარტყა შიომ ბუთას.

ბიჭი კიბეებზე ჩადიოდა.

შიო აივნიდან გადაჰყურებდა.

პატარა კვიცი დედის გარშემო კუნტრუშებდა.

ბიჭმა ცხენი ახსნა და მოწყენილი გაუყვა შარას,

- ავად ხომ არა ხარ, რა გაფითრებული მეჩვენები - შეშინე-


ბული შემოეგება ბუთას დედა.

- არა - ისეთი ხმით თქვა ბუთამ, ქალი უფრო შეშინდა და,


რომ დარწმუნებულიყო შვილის კარგად ყოფნაში, ხელით
შეეხო.

ბუთამ ცხენი დერეფნის ბოძზე გამოაბა და თვითონაც იქ-


ვე ჩამოჯდა ჩაფიქრებული.

- ცხვარი ხომ კარგად არის? - ისევ იკითხა ქალმა.

- კი დედი, ნუ გეშინია.

ამ დროს მისი უმცროსი და გამოვიდა სახლიდან და ძმა


რომ დაინახა გაკვირვებულმა ჰკითხა:

- ესე უცებ ვინ გაგაგებინა?

352
- მირიანი ამოვიდა და იმან მითხრა მამაჩემი გიბარებსო -
თქვა ბუთამ.

- თქვენ რაღაცას მიმალავთ მე - შეშინებული თვალებით


შეაცქერდა შვილებს დედა.

გოგომ ბუთას შეხედა და თვალებით ანიშნა, ვუთხრაო


ბიჭმა თბილად გაუღიმა დას, რომელმაც ცოტა ხნის ყოყ-
მანის მერე ძლივს ამოღერღა:

- ქაღალდი მოვიდა წეღან რაიონიდან.

- რა ქაღალდი - ახლა უკვე ხმაც აუკანკალდა ქალს.

- ბუთას ეძახიან ომში.

- ომში? - ამის თქმაღა წეს და გულწასული ქალი,

სადაც იდგა, იქვე ჩაიხვია.


შეშინებული შვილები გულწასულ დედას მოეხვივნენ.
გოგო წყლისთვის გაიქცა, ბიჭი კი ხმამაღლა ჩასძახოდა:

- დედა! დედა! დედა!

როგორც იქნა მოიხედა და ისე შეხედა, ისე მოსინჯა აკან-


კალებული ხელით ბუთას ქოჩორი, თითქოს ეს-ეს არის
ბრძოლის ველზე ეპოვოს შვილი.

ქალს ქმარი დიდი ხანია აღარ ჰყავდა.

353
მერე, ბუთაზე უფროსი ბიჭიც მალევე დაეღუპა დაქვრი-
ვებულს და რის ვაი-ვაგლახით გაზარდა უმამოდ დარჩე-
ნილი გოგო და ბიჭი.
ახლა ბუთა იყო ოჯახის იმედი.

დედისაც და დისაც.

დედის დამმარხავი.

დის ნამუსის მოთვალყურე და პატრონისთვის ჩამბარებე-


ლი.

ბოლო ორი წლის მანძილზე, თვალსა და ხელსშუა დავაჟ-


კაცდა ბუთა.

ამას ყველაზე მეტად დედა ამჩნევდა.

ცხვარი გაიჩინა.

ჩამონგრეული სახლის სახურავი გამოცვალა.

დამშვენდა.

დედამ სარძლოებს დაუწყო ძებნა.

დამ საგარეო ტანსაცმელი შეუკერა ძმას.

სოფელში გავლა უხდებოდა ბუთას.


დღესასწაულში, ანდა ქორწილში მიმავალი, შეკაზმავდა
ხოლმე თავის თეთრონს, რომელსაც თვითონ ნისლას

354
ეძახდა. ლამაზად დაუწნავდა ფაფარს, ძუას გამოუნას-
კვავდა და ეჯიბრებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს.

ნისლამ პირველი კვიცი გააჩინა წელს. ახლა იგი ფერდებ-


ქვეშ შეძრომოდა დედას და ძუძუსა სწოვდა. ბუთა მოწყე-
ნილი უყურებდა ნისლას პატარაობა ახსენდებოდა. ნის-
ლას დედა სალაღოელ თორღვას ეჩუქებინა ბუთას მამის-
თვის ოცდაათიან წლებში. მაშინ მთავრობამ რამოდენიმე
სოფელი გადაასახლა აქედან და სალაღოც სწორედ მაშინ
დაცარიელდა.
ხალხს არ უნდოდა მამაპაპეული კერის დატოვება მაგრამ
რაკი იმ დროისათვის ეს სოფლები მიუდგომელ ადგილე-
ბად ითვლებოდა და ახალ ხელისუფლებას უჭირდა იქ
ფეხის მოკიდება, გადაწყვიტეს ბარად ჩამოესახლებინათ
ეს სოფლები.

მთის ჰაერსა და წყალს შეჩვეული ხალხი ვერ ეგუებოდა


ბარის ჰაერს, ემართებოდათ ციება და ჭლექი. ყველაზე
უფრო მეტად მიცვალებულთა უცხო ადგილებზე დამარ-
ხვა ეკრძალებოდათ მთიულებს.

სალაღოელ თორღვას არ ეწადა სალაღოს დათმობა და რა-


კი გადასახლება გარდუვალი იყო, წინასწარ გადამალა
ორი ხარი, იმ იმედით რომ გაზაფხულზე ისევ დაუბრუნ-
დებოდა მთას და მოხნავდა მიწას. ბუთას მამამ შეუნახა ეს
ხარები თორღვას, რომელმაც გამომშვიდობებისას ხარებს
თვალებზე აკოცა და თავისი თეთრი ცხენი საჩუქრად და-
უტოვა ბუთას მამას.

355
გუთანი, სათესლე ხორბალი და ქერ-სვილაც აქ შეინახა
თორღვამ.

ორ-სამ დღეში სალაღოს ასაყრელად მოვიდა რაზმი.

დედა-ბუდიანად გაირეკეს მთელი სოფელი.

გუთნები ერთად შეაგროვეს და დაწვეს, რომ უკან მობრუ-


ნებაზე აღარავის ეფიქრა.

სათესლე ქერი და ხორბალი ცხენებს აჰკიდეს.

მამაკაცები ხმის ამოუღებლად ეთხოვებოდნენ თავიანთ


სოფელს.

მარტო ქალების მოთქმა ისმოდა.

ერთ-ურთში დარეული სოფლის ნახირიც ღმუოდა.

ზაფხულის მიწურული იყო.

ის-ის იყო ეპარებოდა სოფელს შემოდგომა.

დილიდან ახმაურებული. სალაღო, საღამო ხანს მთლი-


ანად ჩაწყნარდა.

სოფელში მარტო რამოდენიმე ძაღლი დარბოდა და გულ–


საკლავად ყმუოდა.

356
ბარად ჩასახლებულ თორღვას ერთი სული ჰქონდა, რო-
დის მოვიდოდა გაზაფხული, რომ მთებისაკენ ექნა პირი.

ის ზამთარი უსაშველოდ გრძელი იყო და ბევრმა ლოგი-


ნად ჩავარდნილმა მთიელმა ვეღარ იხილა, თუ როგორი
გაზაფხული დგებოდა ბარში, თორღვამ კი, ჰა და ჰა, კბი-
ლით გააწია სული და როგორც კი შორეული მთებიდან
მონაბერი გაზაფხულის სუნი იგრძნო, აფორიაქდა, ძილი
აღარ მიეკარა იმის თვალებს, მერე როცა მეტის მოთმენა
ვეღარ შესძლო, თავისი გადაწყვეტილება „ცოლს გაანდო
და გააფრთხილა, რაც არ უნდა ყოფილიყო, არავისთან წა-
მოსცდენოდა რომ მთაში წავიდა!

- წავალ, იქაურობას დავხედავ და მერე თქვენც წაგიყვანთ


- თქვა მან.

- კაცო, ხო გაგაფრთხილეს, აქედან ფეხი აღარ მოიცვალოო


- შეეშინდა თორღვას ცოლს.

– მე როგორც გითხარი, ისე მოიქეცი! - მკაცრად თქვა


თორღვამ და ღამით გამოემშვიდობა ოჯახს.

ბუთას კარგად ახსოვს, როგორ მივიდა მათთან შუაღამით


თორღვა, მონატრებული თავის ხარებს ყელზე ეხვეოდა
და ისევ თვალებს უკოცნიდა.

ცხენსაც გაეხარდა პატრონის დანახვა.

დაიჭიხვინა.

357
– ეეე, შე ბებერო, შენა! - გავაზე დაარტყა დაკოჟრილი ხე-
ლი თორღვამ თეთრონს.

მერე ბუთას მამამ გააცილა სალაღომდე თორღვა.

სათესლე ქერი და ხორბალი ცხენს აჰკიდეს.

ზემოდან გუთანი დაადეს.

ხარები წინ გაირეკეს და ჩუმად გაიპარნენ სოფლიდან.

ბუთას მამა უკან ცხენით დაბრუნდა.

- რატო ცხენიც არ დაუტოვე? - უსაყვედურა ცოლმა.

- არა ქნა, ცხენი რად მინდა, დოღში წამსვლელი მე აღარა


ვარ და ქორწილ-ხატობაშიო, თანაც ნაჩუქარის უკან დაბ-
რუნება ვის გაუგიაო.

ბუთას მამამ მაშინ სწორედ იმ ადგილას გამოაბა ბოძზე


ცხენი, სადაც ახლა ნისლა აბია.

თორღას კი არ ეწერა მამა-პაპისეულ მიწაზე ცხოვრება.

ზამთრის თოვლი ბანებზე დამდნარიყო და წვიმასავით


მოდიოდა სახურავიდან წყალი.

მის სახლშიც და მთელ სოფელში, ობის სუნი ტრიალებ-


და.

358
ცეცხლი დაანთო.

ბანზე დარჩენილი თოვლი გადმოხვეტა.

გაზეპა.

მერე შეაბა ხარები გუთანში და გატეხა მამული.

გაზაფხულის ჰაერში, მოხნული მიწის სუნი დატრიალდა.

საიდანღაც მოფრინდა გუთნის ჩიტი და გადმობრუნე-


ბულ ბელტს დაუწყო ჩიჩქნა.

თორღვას გაეხარდა მისი დანახვა.

ხარები გააჩერა.

გუთანი კვალში მიაყენა.

შვებით ამოისუნთქა და გუთნის ჩიტას გაუბა საუბარი:

- გუთნის ჩიტა, გუთნის ჩიტა,

მშვიდობა შენს მობრძანებას,

ინდოეთი როგორია?

გუთნის ჩიტა ნახნავში ფუსფუსებდა.

- მარტო მოხვედი? - ჰკითხა თორღვამ.

359
თითქოს ამ კითხვის პასუხად, რამოდენიმე გუთნის ჩიტა
კიდევ მოფრინდა და იმათაც ფუსფუსი დაიწყეს ნახნავში.

თორღვას უფრო გაეხარდა.

სასიკეთო ნიშნად მიიჩნია ეს ამბავი: „ჩიტები დაბრუნ-


დნენ, ხალხს რაღა ღმერთი გაუწყრება, რომ არ დაბრუნ-
დნენ“, გაიფიქრა და გუთანს მოეკიდა.

- ჰამო, ჰო! - გამამხნევებლად დაჰკივლა ხარებს.

რამოდენიმე დღე ხნავდა.

მერე დათესა და თხილის ფიჩხებისაგან შეკრული ფარ-


ცხით დაფარცხა.

კვირა დღეს ხარები დაასვენა.

თვითონაც უქმად იყო.

ტახტზე იწვა და ფიქრობდა.

ჩაეძინა.

გარეთ თოფის გასროლის ხმა გაისმა.

იმავე წუთს ოთახში „მაუზერ“ მომარჯვებული მილიციე-


ლები შემოცვივდნენ და იყვირეს:

360
- არ გაინძრე, თორე გესვრით!

თორღვა ჯერ კიდევ ძილიდან ვერ გამორკვეულიყო.

მილიციელები ეცნენ, ხელები ამოუგრიხეს და მაგრად შე-


უკრეს უკან თოკით.

წაიყვანეს.

გაასამართლეს.

და როგორც მოღალატე, ციხეში ჩასვეს.

აღარ გამოსულა იქიდან თორღვა.

თუმცა ბევრი აწამეს რომ ეთქმევინებინათ, ვისთან ჰყავდა


იმ ზამთარს ხარები გადამალული, მაგრამ ეს თორღვას სა-
იდუმლო იყო და თან გაიყოლა.

იმის მერე აღარც ბუთას მამას დასცალდა თავის ცოლ-


შვილთან ყოფნა. სწორედ ამ ხანებში ჩამოყალიბდა გად-
მონაშთებთან მებრძოლ კომკავშირელთა ბრიგადები, რო-
მელთაც ხატები და ეკლესიები უნდა დაენგრიათ და გა-
დამალული განძი სახელმწიფოსთვის გადაეცათ...

ბუთას მამამ ეს საქმე იუარა.

შიომ თავისთან გამოიძახა და წაიყვანეს...

361
ერთი თვის მერე ბუთას დედას სანუგეშოდ შეატყობინეს,
რომ ქვრივია და შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან მის
შვილებს არავინ შეუზღუდავს გზას იმის გამო რომ მამა
მავნებელი ჰყავდათ.

ამ ამბის სამახსოვროდ ის ბებერი თეთრი ცხენი დარჩა


ბუთას, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ ნისლა გააჩინა.
თვითონ კი კიდევ კარგა ხანს ემსახურა მათ ოჯახს, მერე
კი ერთ წვიმიან დღეს ნამიან ფერდობზე დაცურდა.

დარჩა ნისლა, როგორც გაგრძელება იმ გარდასულ დღეთა


მოგონებისა.

მთელ ნუშისკარში და ახლო-მახლო სოფლებში ბადალი


არ ჰყავდა ნისლას. რამდენჯერაც მეგობრებს შეჯიბრი გა-
უმართავთ, ყოველთვის პირველი მოდიოდა ბუთა.

წელს განსაკუთრებით უფრთხილდებოდა ბუთა ნისლას.

მოუთმენლად მოელოდა, როდის გააჩენდა კვიცს.

სამი დღის წინ, თეოზე ჩაძინებულს, ცხენის ხვიხვინი მო-


ესმა.

ნისლას ხმა იცნო.

თენდებოდა.

მტრედისფრად გალობდნენ კავკასიონის მწვერვალები.

362
ბუთა ცხენთან გაიქცა.

ნისლა იდგა და მზრუნველად დაჰყურებდა პატარა კვიცს,


რომელიც ფეხზე წამოდგომას ცდილობდა.

ბუთა სიხარულისაგან ერთ ადგილზე გაჩერდა და აღარ


იცოდა რა ექნა.

ნისლამ მხარზე ალოკა პატრონი, თვალებით თითქოს


ეუბნებოდა, ხომ მოგწონს ბუთა, ხომ კარგი კვიცი გავაჩი-
ნეო.

ბუთამ ნისლას შუბლზე აკოცა.

- კვიცი ფეხზე წამოდგა და ძუძუებზე წაეტანა დედას. თან


ბარბაცებდა, თან ეტყობა დილის ნიავზე შესცივნოდა და
კანკალებდა.

ბუთამ თავისი ტყაპუჭი მოახვია. კვიცმა იუკადრისა,


დაფრთხა და წაიქცა.

მერე მზეც ამოვიდა.

დღეს უკვე სამი დღისაა კვიცი. ხვალ კი ომში უნდა წაიყ-


ვანოს ბუთამ.

ნისლა გამუდმებით ულოკავს თავ-კისერს, ენით უვარ-


ცხნის პატარა ფაფარს.
ბუთას დედა ცრემლმორეული ეფერება შვილს.

363
- ნუ გეშინია დედა, მალე დავბრუნდები - ამხნევებს ბუთა
და თან ნისლაზე ფიქრობს.
დიდხანს ფიქრობს.
ფიქრი თავისთავად მოდის და ძლივს იშორებს გონების
თვალით დანახულ სურათებს ბუთა - ნისლას ტყვია მოხ-
ვდა, წაიქცა, პატარა კვიცი ბრძოლის ველზე დარბის და
ჭიხვინებს. რამდენჯერმე კინაღამ გადათელეს სხვა ცხე-
ნებმა. ის კი თავის დედას ეძებს. პოულობს, წაქცეულის
გარშემო კუნტრუშით დარბის ღირებულხარ, ალბათ ჰგო-
ნია რომ ცოცხალია და ველზე კი იმიტომ დაწოლილა,
რომ ზურგის მოსაფხანად რამდენჯერმე გადატრიალდ-
გადმოტრიალდეს, ნისლა კი რატომღაც არ იძვრის, უკანა
ფეხი გრძლად გაუჭიმია და რძით გატიკნილი ცური მოუ-
ჩანს. კვიცი დედის ძუძუს ჩაიდებს პირში, ერთ ხანს ასე
გაჩერდება, რაღაცას უგდებს ყურს, რაღაც არაამქვეყნი-
ურს გრძნობს. მერე ძუძუს პირს შეუშვებს და ისევ ნისლას
გარშემო მოჰყვება კუნტრუშს. თითქოს რაღაც რიტუალს
ასრულებს...
ანდა: კვიცს მოხვდა ტყვია,
ნისლა უცებ შედგა.
მკვდარი კვიცის გარშემო ტორებით დაუწყო მიწას თხრა.
თან კვიცს ლოკავს...
ანდა, ბუთას ტყვია მოხვდა და ცხენიდან გადმოვარდა.
წუთით გონება დაკარგა.
ვერაფერს ხედავს.
გონს რომ მოვიდა და თვალი გაახილა, თავზე ჭირისუფ-
ლებივით დამდგარი ნისლა და იმისი კვიცი დაინახა.
ანდა: ბრძოლის დროს დაიკარგა კვიცი...
ანდა...

364
ვეღარ გაუძლო ამ ფიქრებს ბუთამ და მეზობელთან გადა-
ვიდა. მეზობელს ბებერი ცხენი ჰყავდა, მოშორება უნდო-
და თავიდან, მაგრამ სიბერით არავინ ყიდულობდა.

- ნისლაში გამიცვალე ცხენი, კვიცსაც სართად მოგცემ -


უთხრა ბუთამ.

- ბიჭო, ჩემი ცხენი კი არის სასაცილოდ ასაგდები, მაგრამ


მე რაღა დაგიშავე? - იწყინა მეზობელმა.

- ძალიან გთხოვ! - ისეთი ხმით შეეხვეწა ბუთა, მეზობელს


ღიმილი სახეზე შეეყინა.

- ბიჭო, ბუთა, რაშია საქმე? - ახლა იმან იკითხა სერიოზუ-


ლი ხმით.

ბუთამ ორი სიტყვით აუხსნა:

- ომში მივდივარ და არ მინდა სამი დღის კვიცი წავიყვანო


თან.

მორიგდნენ.

მეორე დილით მეზობლის ბებერი ცხენით გამოცხადდა


კანტორასთან ბუთა.

სხვებიც მოგროვდნენ.

შიოც მოვიდა.

365
- ეს რა მოგიყვანია?! - მკაცრად ჰკითხა ბუთას.

- სულ ერთი არ არის? ამით წავალ - თქვა ბუთამ.

- ერთი არ არის ჩემო ძმაო, ცხენს პასპორტი აქვს, ეგრე კი


არ არის, ამის გულისთვის იცი რას მეტყვიან, აბა, ეგეთები
არ იყოს, დროზე მოიყვანე ცხენი! - გაბრაზდა შიო.

ბუთამ ცხენის პატრონ მეზობელს გადახედა.

- ეხლავე მოგიყვან ბუთა, ეხლავე - თქვა იმან და თავისი


ცხენი გამოართვა.

რამოდენიმე ხანში ბუთა ნისლაზე იჯდა და სხვა მხედ-


რებთან ერთად ნუშისკარიდან მიდიოდა.

წავიდა.

წავიდა...

შიოც მიდიოდა, ოღონდ ომში კი არა, სოფლის ორღობეში


მიდიოდა, ნადირაის სახლთან შეჩერდა, მიიხედ-მოიხე-
და, ბაბალე ხომ არსაიდან მიყურებსო და დერეფანში შე-
ვიდა.

ექიმი წამლებს ამზადებდა.

რამოდენიმე სოფლის დედაკაცი ბავშვის სანახავად მოსუ-


ლიყო და ჩუმად ჩურჩულებდნენ. თავმჯდომარის დანახ-
ვაზე გაჩუმდნენ.

366
ანას გულზე მიეხუტებინა ბავშვი და ძუძუს აწოვებდა. პა-
ტარა ეტყობა არ სწოვდა, ქალი ძუძუს ხელს უჭერდა და
ძალად ასხამდა რძეს პირში.

– როგორ არის საქმე ექიმო? - ჰკითხა შიომ ექიმს და თან


თვალი ანასაკენ გაექცა.

იმის მახვილ მზერას არ გამოჰპარვია იმის ქათქათა თეთრ


ძუძუზე დიდი წითელი ხალი.

– რაიონიდან წამლები ამომიტანეს, მე მგონი შედეგს მოგ-


ვცემს - თქვა ექიმმა.

- მაგის დედასაც ეგეთი ხალი ჰქონდა - მოესმა ზურგსუკან


მოხუცი ქალის ჩურჩული შიოს - რაღაც საიდუმლო
იციან, ორსულობის დროს ქათმის ნაღველს ისვამენ და
სადაც უნდა იქ უკეთდება მაგათ ბალღებს ხალი.

მოხუცი ჩუმად ეჩურჩულებოდა ქალებს.

ანამ შიოს მზერა იგრძნო და უცებ ჩამალა ძუძუ.

- მე თუ რამეში დაგჭირდეთ ნუ მომერიდებით - უთხრა


ანას შიომ და გაოგნებული წამოვიდა იქედან.

ბეღლიდან ერთი ტომარა ხორბალი გაუგზავნა ურმით


ანას, თვითონ კი მოუსვენრად მიმოდიოდა კანტორის აი-
ვანზე და წითელხალიანი ქალის ქათქათა მკერდი ედგა
თვალწინ. ყურებში ისევ იმ მოხუცის ჩურჩული ჩაესმო-

367
და, ხალის საიდუმლოს შესახებ და ეს უფრო ცეცხლს უკი-
დებდა.

- პატივცემულო შიო! - მოესმა ქვემოდან:

გაიხედა,

- არ მიიღო ხორბალი. ისაო, რაც მაგ ტომარაში მარცვა-


ლია, ჩემი ქმარი ზოგიერთ იმდენ კაცს უდრიდაო - შემოს-
ძახა მეურმემ.

შიოს გულზე მოხვდა ეს ს სიტყვები, მაგრამ არაფერი შე-


იმჩნია.

- ქვეყანამ იცოდეს რომ ობოლ-ქვრივებს ვეხმარები, თო-


რემ ვისაც არ უნდა, შესახვეწი რა გვაქვს, მე ის ობოლი
ბალღები მენანებიან - თქვა შიომ.

- ბეღელში წავიღო? - ისევ შემოსძახა მეურმემ.

- ბეღელში წაიღე, აბა მაშ სად უნდა წაიღო? - ბრაზით ჩას-


ძახა შიომ.

„მაშ უარზეა, ეგეც თლოშიას ცოლივით თავის ქმრის ერ-


თგულებას აპირებს, მაგრამ...“ აღარ დაამთავრა ფიქრი ში-
ომ, ისევ ნადირაის დერეფანში ნანახი სურათი წარმოუდ-
გა და ყურებშიც მოხუცი ქალის ჩურჩული ჩაესმა.

შიო ისე ჰყავდა სურვილს შეპყრობილი, ყვავიც კი გადაა-


ვიწყდა და როცა სახლისაკენ მიმავალს ზემოდან მოესმა

368
მისი ჩხავილი, ერთ ხანს ყური არც კი უგდო, მერე კი რა-
მოდენიმე ისეთი სახელი ჩაესმა, ნაბიჯი ვეღარ გადადგა,

- ბუთა!

- ქეთო!

- ხარება!

ჩამოსძახოდა ყვავი და თან იმის თავზემოთ უვლიდა


წრეს ჰაერში.

თითქმის ერთ საათამდე იდგა ასე ერთ ადგილას გახევე-


ბული შიო და ყვავის ყოველ დაჩხავლებაზე ტოკავდა.

ბოლოს ყვავს ხმა ჩაეხლიჩა და მსხლებისაკენ გაფრინდა.

შიო კიდევ კარგა ხანს ვერ ახერხებდა ნაბიჯის გადადგმას,


მთელმა სოფელმა დაინახა როგორ დასჩხაოდა ყვავი,
თუმცა მათ სახელები არ ესმოდათ, მაგრამ სოფლისთვის
ესეც საკმარისი იყო სალაპარაკოდ.

შიოს იმ ღამეს ძილი არ გაჰკარებია.

ცოდვიან მოგონებებში ტრიალებდა.

უნდოდა ანა წარმოედგინა, მაგრამ ვერ მოახერხა, ხალი კი


არა, თვითონ ანას სახეც ვერ გაიხსენა. ერთთავად იმათი
სახეები ედგა თვალწინ, ვის სახელებსაც ჩამოსჩხაოდა
დღეს ყვავი.

369
მეორე დღესაც ისევ იმათი სახეები ელანდებოდა.

ყვავი კი აღარ გამოჩენილა.

გავიდა ერთი კვირა.

ორი.

არ ჩანდა,

შიოს კი რატომღაც ისევ ყურში ედგა მისი ხმა.


მოსვენება დაკარგა.

ყველა ხეზე იმ ყვავს ეძებდა.


სხვა ყვავები ისევ აქ დაფრინავდნენ, ის კი აღარსად ჩანდა,
თითქოს განგებ დაუტოვა გასახსენებლად ცოდვის საგზა-
ლი და გაუჩინარდა.

მოსვენებადაკარგული შიო ამაოდ დაეძებდა.

ის ახლა შურისძიებამ შეიპყრო.

ყვავზე უნდა ეძია შური.

ყვავზე კი არა, რაკი ყვავი წარსულს ახსენებდა, ყვავის სა-


ხით წარსულზე იძიებდა შურს.

ერთხელ თვალი მოჰკრა, ჰაერში მიფრინავდა ყვავი.

370
ყვავი ყვავს ჰგავს, მაგრამ შიომ მაინც იცნო, რომ ის ყვავი
იყო,

ჩუმად მიფრინავდა.
მერე, სოფლის თავ, მოშორებით მდგარ მაღალი მსხლის
ტოტებში ჩაჯდა.

ახლოს რომ მივიდა, ხის ტოტებში ბუდე დაინახა შიომ.

ჯერ თოფის სროლა გადაწყვიტა, მაგრამ ყვავმა ეტყობა


იგრძნო, სასწრაფოდ ბუდიდან წამოფრინდა და იქაურო-
ბას გაეცალა.

შიო დაელოდა.

ყვავი შორიახლო დაფრინავდა.

ესროლა.

ყვავი შორს გაფრინდა, ხეობის. სიღრმეში მიიმალა,

შიომ მიმოიხედა და ხეზე აცოცდა. ბავშვობაში რამდენ-


ჯერმე ასულა ამ მსხალზე და ახლაც ახსოვდა, სად რომელ
ტოტს უნდა მოჭიდებოდა.

ბუდეში სამი მოცისფრო კვერცხი იდო.

არ ამოაცალა.

იფიქრა, იფიქრა და ძირს დაეშვა.

371
მეორე დღეს ისევ წამოფრინდა თოფმომარჯვებული შიოს
დანახვაზე ყვავი და ისევ შორს გაფრინდა.

შიომ ხელის ლამფა აანთო, ორ ქვას შუა დადო და ზედ პა-


ტარა ჩაიდანი შემოდგა.

სანამ შიო ხეზე აცოცდა და ჩამოვიდა წყალიც ადუღდა.

პაწაწინა კვერცხები უცებ მოიხარშა.

შიო ისევ ხეზე აცოცდა და კვერცხები ბუდეში ჩააწყო.

იმ დღის მერე ახლოს აღარ გაჰკარებია იმ ხეს შიო, შორი-


დან უთვალთვალებდა დურბინდით.

ყვავი ერთგულად იჯდა ბუდეზე.

იშვიათად წყლის დასალევად გაფრინდებოდა და ისევ მა-


ლე ბრუნდებოდა უკან.

„ გავიდა ერთი კვირა...“

ორი,

სამი,

გავიდა ერთი თვე.

დადგა აგვისტო.

372
ყვავი იჯდა და იჯდა ბუდეზე.

შიმშილისაგან დაილია.

დურბინდში ხედავდა შიო, ქარის ყოველი წამოქროლება


როგორ აცლიდა ბუმბულს.

ის კი მაინც ერთგულად იჯდა.

ბოლოს ეტყობა მთლად გამოეცალა ღონე, წყლის დასალე-


ვადაც ვეღარ მიფრინავდა. წვიმაში ნისკარტს აღებდა და
იმით იგრილებდა გამომშრალ სხეულს.

როცა დარწმუნდა შიო რომ ყვავს ბუდიდან წამოფრენა


აღარ შეეძლო, ცული აიღო და მსხალს მიადგა.

ცულის ხმაზე ძლივს წამოსწია ყვავმა თავი.

შიოს გადმოხედა.

წამოფრენა ვერ შეძლო და ისევ ბუდეში ჩამალა თავი.

ზაფხულის მზიანი დღე იდგა. ხალხი სათიბზე იყო გასუ-


ლი ამ დროს. სოფლის ბალღებიც მდინარეზე იყვნენ და
თითოოროლა უმწეო მოხუცის იმედზე დარჩენილი სო-
ფელი ვერც კი. ხედავდა შიოს, რომელსაც ეტყობა განგებ
შეერჩია ასეთი დღე, რომ ვერავის დაენახა, თორემ შიო
არც კი გაეკარებოდა

373
ახლოს ამ მსხლის ხეს.. მლიქვნელებიც კი, რომლებიც
სულ თან დასდევდნენ, განგებ ისეთ საქმეებზე გაეგზავნა,
რომ საღამომდე ხელი არავის შეეშალა მსხლის მოჭრაში.

ყოველი ცულის შემოკვრაზე, ბუდეში ჩამალული ყვავი


კრთებოდა. ხანდახან გასაფრენადაც წამოიწევდა ხოლმე,
მაგრამ საამისოდ ღონე არ ჰყოფნიდა. ყვავს ეტყობა გა-
დაწყვეტილი ჰქონდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, კვერ-
ცხები არ გაეცივებინა და ბახალები გამოეჩეკა. მეზობელი
ხეებიდან ერთი კვირის წინათ ბუდეებიდან წამოაფრინეს
კიდეც დანარჩენმა ყვავებმა თავისი ბახალები. ყვავი თან
გაკვირვებული იყო,

რომ ამდენ ხანს არ გამოამტვრიეს მისმა ბარტყებმა კვერ-


ცხები, თანაც სხვისი ბახალები რომ დაინახა ჰაერში, უფ-
რო გაღვივდა დედობრივი სიყვარული იმის გულში ღა
უღონო, შიმშილისაგან დალეული სხეულით მაგრად ჩა-
ეკრა კვერცხებს.

ვეღარც იმას ხვდებოდა, რომ სითბო მთლად გამოლეოდა


ფრთებსქვეშ და კვერცხებსაც სუნი ასდიოდა. იგი ვერც
იმას მიმხვდარიყო და, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდებოდა,
რატომ გადაეკიდა ამ ბოლო დროს ეს კაცი, ერთ ხანობაზე
თითქოს, რომ დაიკარგა კიდევაც და ყვავმა ბუდეზე მშვი-
დად განაგრძო ჯდომა. ახლა კი ცულით მოსდგომია ხეს
და სჭრის, რაღა თქმა უნდა, ყვავი ვერც იმას მიხვდებოდა,
რომ მისი ყოველი დაჩხავლება, სახელივით ესმოდა და
წარსულ ცოდვებს ახსენებდა შიოს. ყვავი კი ისევე ჩხა-
ოდა, როგორც დანარჩენი სხვა ყვავები და არც რაიმე იცო-
და შიოს ცოდვების შენისა ნუშისკარში ასობით ყვავი

374
დაფრინავდა და ჩხავილით იკლებდა იქაურობას, შიოს კი
მაინც და მაინც ამ ყვავის ხმაზე ელანდებოდა თავის წარ-
სული. თითქოს ვიღაც უნდაგაეჭვიძებინა ამ ხმას მის
სულში, მაგრამ ის ვიღაცა არ აპირებდა, გამოფხიზლებას,
ახალ-ახალი ცოდვისქმნისთვის ახელებდა შიოს.
ხელში ცულმომარჯვებული, იმიტომ მისდგომოდა
მსხლის ხეს, რათა ძირში მოეჭრა წარსულის ხსოვნა. იგი
ტკბებოდა კიდეც ამით, სიამოვნებით ებადრებოდა სახე,
როცა ბუდეზე მჯდარი ყვავი შეშფოთებული წამოიყელ-
ყელავებდა და საიმისო ღონე კი არ ჰყოფნიდა, რომ ფრთე-
ბი გაეშალა. თითქოს ეს მსხლის ხე, ცხოვრების ხე იყო,
ხოლო მის კენწეროზე, ბუდეზე მჯდარი ყვავი, შიო
მღვდელი იყო, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა თავ-
მჯდომარე შიოს, თავის ცოდვებს ახსენებდა და კაცმა არ
იცის, თუ დროზე არ მოჭრის შიო ამ ხეს, ახლა თუ მარტო
შიოს ესმის მისი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყვავმა კა-
ცივით ენა ამოიდგას და სოფელ-ქვეყანას წვრილად მოუყ-
ვეს შიოს ამბავი.

შიოს ეჭვიც კი აღარ ეპარება, რომ მოხარშულ კვერცხებზე


მჯდარმა ყვავმა, მართლა იცის მისი წარსული, იცის კი
არა, თვითონვეა წარსული. ჰოდა, შიო ამიტომაც იძიებს
მასზე შურს, ერთხელაც კი არ დაფიქრდება, რომ კენწერო-
ზე ჩვეულებრივი ყვავი ზის. ყვავმა ყრანტალის მეტი არა
იცის-რა და რა მისი ბრალია, თუ მის ხმაზე შიოს სულში
წარსული ცოდვები ირხევიან.

შიო გამეტებით უქნევს ხეს ცულს.

375
ყვავს ნისკარტი გაცვენილ ბუმბულში ჩაუმალავს და ში-
შისაგან ცხროვის.

ცხელა.

ახლო-მახლო ხეებიდან ფრინველები გადახვეწილან.

მსხლის გარშემო ნაფოტები მიმობნეულან.

შიო ხვნეშის და გულიანად იქნევს ცულს.

დროდადრო ყვავის ბუდეს უყურებს.

სიამოვნებს, როცა შეშინებული ყვავი თავს წამოსწევს. ხეს


რომ ნაფოტები სცვივა, ისიც სიამოვნებას ჰგვრის. ხეზეც
ჯავრს ყრილობს, რაკი მის წარსულს მისცა ტოტებში ბუ-
დე.

სულ მალე ორივეს მოსპობს.

იქნებ მერე მაინც დაისვენოს.

ხე ირხევა,

ჭიხჭიხებს კიდეც.
ყვავს ეს ჭიხ-ჭიხი ესმის და ჩამწყდარი ხმით წამოიყრან-
ტალებს....

ისევ შეკრთა ამ ხმაზე შიო.

376
კინაღამ ცული მოირტყა ფეხში.

გველნაკბენივით გახტა განზე და ბუდეს მიაჩერდა.

ყვავმა ოდნავ წამოსწია თავი და ისევ დაბალ ხმაზე წამო-


იყრანტალა,

- ვათე! ვათე! - ჩაესმა შიოს და ამ ჩახლეჩილმა ყრანტალმა


მეზობლის ძაღლი გაახსენა.

ეს ამბავი ისე ჰქონდა გადავიწყებული, ახლა თან გაოცე


ბული იყო ამის მოგონებით, თანაც უსიამოვნოდ აჟრჟო-
ლებდა ტანში.

მაშინ სამღვდლო სკოლაში სწავლობდა. საშობაოდ მთე-


ლი ერთი კვირით დაითხოვეს და ის ერთი კვირა ნუშის-
კარში გაატარა შიომ.

ვათეს გარმონი უყვარდა, როგორც კი ვინმე დაუკრავდა,


ვათე იმ წუთას წინ ჩამოუსკუპდებოდა, გარმონის ხმისა-
გან მოგვრილი სიამოვნებით ერთ ხანს იწკმუტუნებდა,
მერე თვითონაც კისერს წაიგრძელებდა და კაი მომღერა-
ლივით ააყოლებდა ხმას გარმონს.
არანაირი ლხინი და ქორწილი არ ჩაივლიდა ვათეს გარე-
შე.
ნუშისკარელები სანაძლეოსაც კი იგებდნენ სხვა სოფლე-
ლებთან.
ყველას უკვირდა ვათეს ნიჭი და ხმა.
სმენა ხომ უკვე ისე ჰქონდა გამახვილებული, თუკი რო-
დისმე მეგარმონეს ნოტი შეეშლებოდა, ვათე უცებ სიმღე-

377
რას შეწყვეტდა და უცდიდა როდის გამოასწორებდა შეც-
დომას მეგარმონე.
შიომ საგანგებოდ ისწავლა გარმონის. დაკვრა. რაკი სხვე-
ბი ამღერებდნენ ვათეს, იმასაც სურვილი გაუჩნდა ემღე-
რებინა და ამით თავის ტოლებში თავი მოეწონებინა.
მღვდლის შვილს ვინ ეტყოდა უარს.
სათხოვნელად მისულ შიოს პატრონმა ვათე გამოატანა.
სანამ თავის ხელოვნებას სოფელს აჩვენებდა, მანამდე სა-
რეპეტიციოდ სოფლის გარეთ წაიყვანა შიომ ძაღლი.
დაუკრა შიომ და აჰყვა ვათეც.
შიო კარგად უკრავდა.
ეტყობა ძაღლსაც მოსწონდა, მთელი ძალით აყოლებდა
ხმას გარმონს.
ციოდა.
შიო ისე იყო ავსილი სიხარულით, სიცივეს და დაღლას
ვერ გრძნობდა.
ვათეს ხმაში ტირილი შეეპარა.
ეტყობა დაიღალა.
პირი გაუშრა.
შიო ვერ გრძნობდა ამას.
ვათეს ხმა აუკანკალდა, ჩაეხლიჩა.
მაინც მღეროდა,
უკრავდა შიოც.
ბოლოს სულ დაკარგა ძაღლმა ხმა.
პირს აღებდა, მაგრამ ხმა აღარ ამოსდიოდა.
შიო შეცბა.
გარმონი გააჩერა,
ცოტა ხანს ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში. ძაღლი
და ბიჭი.
მერე შიომ ისევ აახმიანა გარმონი.

378
ვათემაც პირი დააღო, მაგრამ ხავილის მეტი ვეღარაფერი
შეძლო, მერე ის ხმაც ჩაუწყდა და ამაოდ აღებდა პირს.
საღამომდე ეწვალა შიო, მაგრამ ძაღლს ხმა ვეღარ ამოაღე-
ბინა.
მხარზე გადაიკიდა გარმონი და სოფლისაკენ წავიდა.
კუდამოძუებული ვათე უკან გაჰყვა.
დაბინდდა.
მეორე დღეს შობა გათენდა.
სამხიარულოდ მოიყარა სოფლის ახალგაზრდობამ თავი.
ვათეც მოიყვანეს.
ვიღაცამ გარმონი დაუკრა.
ვათე წინ ჩამოსკუპდა და ყელი მოიღერა.
ხალხი მოსასმენად გაისუსა.
ვათემ პირი დააღო, მაგრამ ამაოდ.
ხმა ვერ ამოიღო,
არავითარი ჩქამი, წკმუტუნის მსგავსიც კი არაფერი დას-
ცდენია.
- მიდი, ვათე, მიდი! - ამხნევებდა ხალხი.
ვათე ამაოდ აღებდა პირს.
მერე იქაურობას გასცილდა.
ამის მერე, რამოდენიმეჯერ კიდევ სცადეს ვათეს ამღერე-
ბა და ვათეც სიხარულით ჩამოსკუპდებოდა ხოლმე მე-
გარმონის ფეხებთან, მაგრამ ისევ ამაოდ. იჯდა კისერწაწ-
ვდილი და ცრემლები ჩამოსდიოდა თვალებიდან.
- ეეე, ტირის კაცებოო! - იძახდა ვიღაც.
მართლა ტიროდა ვათე.
ვათე კი არა, იმ წუთას ხალხიც ტიროდა.
მერე კი, თუკი ვინმე გარმონს დაუკრავდა, ვათე შიშით აი-
ძურწებოდა და კუდამოძუებული გარბოდა სოფლიდან.

379
ხალხს ეცოდებოდა და ხშირად აღარ უკრავდნენ გარმონს,
ასეთ დროს თითქოს ვათეც მშვიდად იყო, მაგრამ თვა-
ლებში ეწერა რადაც უღირდა ასეთი სიმშვიდე.
მერე კი ისევ პატრონმა იხსნა ამ მტანჯველი განცდისაგან
ვათე, როცა შორიდან მომავალი გარმონის ხმა გაიგონა,
უმწეოდ აიძურწა ძაღლი და კუდამოძუებული გაიქცა.

პატრონის მიერ ნასროლმა თოფმა ადგილზე შემოატრია-


ლა და ეტყობა დაწკმუტუნება უნდოდა ტკივილისაგან
გამწარებულს, პირი დააღო, მაგრამ ამაო იყო მისი ბოლო
ცდაც, მდუმარედ, უხმოდ, სიცოცხლეშივე ხმაჩამორ-
თმეული შეხვდა სიკვდილს, რომელიც თავისი ყოვლის-
წამლეკი ღიღინით წამოადგა თავს.

ვათეს სიკვდილს აღარ შესწრებია შიო. მაშინ იგი, ისევ


სასწავლებლად იყო წასული. იმისი თვალები კი ისევ ახ-
სოვს და როგორც გიორგის ეჩვენებოდნენ თავისიანები
კაკლის ჭრის დროს, ახლა შიოსაც ასევე მოელანდა
მსხლის ძირში მდგარი ვათე, რომელიც იქვე ჩამოსკუპდა
უკანა ფეხებზე, კისერი წამოიგრძელა და პირი გააღო.
ვერც ახლა შესძლო სიმღერა, აიძურწა, თავისებურად
ამოიძუა კუდი და გაქრა.

ყვავმა ერთხელ კიდევ გადმოხედა შიოს.

ნიავმა წამოუქროლა.

ფიქრებში გართული შიო გამოერკვა, მუქარით ახედა ხის


კენწეროს და ჩაკეჭნილ ადგილას გამეტებით დაუქნია
ცული მსხალს.

380
ახლა მას ერთი სული ჰქონდა რაც შეიძლება მალე მოეჭრა
ეს ხე, რომ იქნება ამით მაინც მოღებოდა ბოლო ამ უსია-
მოვნო მოგონებებს.

კაცმა რომ თქვას, თითქოს არ უნდა ჩათვლოდა შიოს ვა-


თეს ხმის დაკარგვა ცოდვებში. ძაღლს სიმღერა უყვარდა
და მანაც ამღერა, მაგრამ ყველაფერს ისე უმზადებდა ბე-
დი, ხშირად თავისდაუნებურად, ამა თუ იმ ცოდვიანი
საქმის მონაწილე ხდებოდა.

შიოს ახლა ეჩვენება, რომ ეს ხე სწორედ იმ ცოდვებით


არის დახუნძლული.

ღონივრად უქნევს ცულს.

ნაფოტები ცვივა აქეთ-იქით.

ჭიანჭველები ფუსფუსით ადი-ჩამოდინ ხეზე, შიო ჯერ


ვერც კი ამჩნევს მათ, ანდა სულაც ყურადღებას არ აქცევს.
შეიძლება აღარც ახსოვს ის დღე, როცა სასწავლებლიდან
ერთი თვით მიუვალ ადგილას ბერებთან გააგზავნეს სუ-
ლის გამოსაწრთობად.

თითქოს მაშინაც თავისდაუნებურად ჩაიდინა ცოდვა ში-


ომ, მოხუც ბერებთან მიუვალ ადგილას მარტო დარჩენი-
ლი მოწყენილობამ შეიპყრო. ერთი დღე, ერთ თვედ ეჩვე-
ნებოდა, მძიმედ, აუჩქარებლად მიდიოდა დრო და თით-
ქოს არც მიდიოდა. მხოლოდ ხანდახან მონასტრის თავზე
გადაფრენილი ფრინველები არღვევდნენ უმოძრაობას.

381
მაღლა ფრინველები და დაბლა კიდევ ჭიანჭველები, რო-
მელთა ფუსფუსი აქ მოსვვლისთანავე შეამჩნია შიომ.

მონასტრის ეზოში უამრავი მიწის ციხე-ქალაქი წამოეჭი-


მათ ჭიანჭველებს. ისინი ამ ბორცვებს შორის მიმოდიოდ-
ნენ და ვის სარჩო მიჰქონდა, ვინ კიდევ საბრძოლველად
მიეშურებოდა. უფრო ხშირად წითლებსა და შავ ჭიანჭვე-
ლებს შორის იმართებოდა ბრძოლები.

შიო მათი ცქერით ერთობოდა. თითქმის დილიდან დაღა-


მებამდე უთვალთვალებდა მათ. ერთ დღეს კი სიპი ქვები-
საგან საპყრობილე გააკეთა და შიგ რამოდენიმე ჭიანჭვე-
ლა გამოამწყვდია. აინტერესებდა, რამდენ ხანს გაძლებ-
დნენ ჭიანჭველები მშიერ-მწურვალნი.

ჭიანჭველებმა გასასვლელის ძებნა დაიწყეს და ქვემოთ


რომ ვერსად გაძვრნენ, ზემოთ ამოცოცდნენ სიპებზე.

შიომ უკანვე ჩაყარა მარსლებით.

ჭიანჭველებმა კიდევ რამოდენიმეჯერ სცადეს თავის


დაღწევა ამ საპყრობილიდან, მაგრამ ამაოდ, უკლებლივ
უკანვე ჩააბრუნა შიომ.

საღამოთი კი, ზემოდანაც ისე, ახურებდა სიპს, რომ გამო-


სასვლელი არსაიდან ჰქონდათ.

ჭიანჭველები ყველაზე მეტად ეტყობოდა უსაქმურობამ


შეაწუხა. ერთი ქვის კენჭი იპოვეს და ამ კენჭს თავიანთი
საპყრობილის ხან ერთ მხარეს გაათრევდნენ, ხან მეორე

382
მხარეს. შიომ ის კენჭიც წაართვა და ამით საბოლოო აზრი
გამოაცალა მათ სიცოცხლეს.

ამასობაში რამოდენიმე ჭიანჭველა მოკვდა.

ცოცხლებმა ახლა მკვდრების ტარება დაიწყეს აქეთ-იქით.

შიომ მკვდრებიც წაართვა.

ძლივსღა დადიოდნენ მშიერი ჭიანჭველები.

მაშინ შიომ, ამდენი წამებისათვის იმათი დასაჩუქრება გა-


ნიზრახა და თაფლი დაუსხა.

მშიერი ჭიანჭველები თაფლს მიესივნენ, მაგრამ იქედან


თავი ვეღარც ერთმა ვეღარ დააღწია.

შიოც ამაოდ ცდილობდა თაფლიდან მათ განთავისუფ-


ლებას. თაფლისაგან ფეხები ისე მისწებებოდათ ტანზე,
შიო ვეღარაფერს გახდა...
შიოს თვალები გაშტერებოდა და ხეზე აღმა-დაღმა მორია-
ლე ჭიანჭველებს უყურებდა.
მერე ისევ გამეტებით დაუქნია ხეს ცული.
თითქოს ყველაფერი ხის ბრალი იყო.
ხე კი ნელ-ნელა ირწეოდა და დროდადრო ყრუდ ჭიხჭი-
ხებდა.
ყვავი ახლა უფრო შეშფოთებული იყურებოდა ბუდიდან.
დროდადრო ნიავი წამოუქროლებდა და იმის ბუმბულს
ზედ გადმოაყრიდა შიოს.
ამაზე უფრო ხელდებოდა.

383
ღონე გამოელია, მაგრამ მაინც გამეტებით იქნევდა ცულს.
ახლა მისთვის ეს ხე იყო ყველაზე დიდი მტერი. თითქოს
ამ ხის ტოტზე ეკიდა თეკლა, ხენეშო.... უცებ ისიც კი მო-
ეჩვენა, პრისტავს რომ ხატი აჩუქა, ის ხატი ეკიდა ხეზე.
ერთი წუთით ჰაერში აწეული ეჭირა ცული და ხატს უყუ-
რებდა. თითქოს ის ნაცნობი ფრთების ფართქალის ხმაც
ჩაესმა, ანგელოზის მოსვლის დროს რომ ესმოდათ ხატის
წინ მომლოდინე შიოს და თადეოზს, მაგრამ ვერც ახლა
დაინახა ანგელოზი.
- „ტეპერ უ ნას ბუდიტ ანგელოზჩიკ!“ - მოესმა პრისტავის
ხმა და გამწარებულმა მოუქნია ხეს ცული.
ეჩვენებოდა რომ ყველანი, ვის სიკვდილშიაც კი რაიმე
ბრალი მიუძღვოდა შიოს, ხის ტოტებზე იყვნენ შემომ-
სხდარნი და მას მისჩერებოდნენ. კენწეროდან ყვავი იგ-
რძელებდა ბუმბულგაცლილ კისერს, ხოლო მიწიდან ხის
მთელ სიგრძეზე ისევ მიმოდიოდნენ ჭიანჭველები.
ჭიხჭიხებდა შიოს ცოდვებით დახუნძლული ხე.
ახლა უკვე საშიში იყო იმის ქვეშ დგომა, მაგრამ შიო ისე
შეეპყრო ხის მოჭრის სურვილს, შიშს ვეღარ გრძნობდა.
ახლა მას ყველაზე მეტად ხე რომ ფეხზე იდგა ის აშინებ-
და,
მზე გადაიწვერა.
წამოუქროლა ნიავმა და ისე საშინლად დაიჭიხჭიხა ხემ.
ახლა კი შეკრთა შიო და განზე გადგა.
ხე ირწეოდა და ვერ გაიგებდი საით აპირებდა წაქცევას.
შიომ სიამოვნებით ახედა ყვავს, რომელიც ამაოდ ცდი-
ლობდა ბუდიდან ამოფრენას.
ხემ ერთხანს იქანავა, იჭიხჭიხა და მერე ისევ გაჩერდა.

384
შიო ვეღარ ბედავდა ნაბიჯის გადადგმას, რომ რამოდენი-
მეჯერ კიდევ შემოეკრა ხისთვის ცული, არა და ერთი სუ-
ლი ჰქონდა, როდის დაინახავდა მიწაზე დახეთქებულს.
მზე უკვე გორის ფხაზე შემომჯდარიყო.
წითლდებოდა, ცხრებოდა.
კალთაში იკრეფდა თავის სხივებს.
შიო კარგა ხანს უყურებდა ჩამავალ მზეს.
მერე შემობრუნდა.
მოეჩვენა: ხის ძირში ანა იდგა და მას უყურებდა.
- მოხდა რამე? - ჰკითხა შიომ.
ქალმა ხმა არ ამოიღო.

შიომ ხარბად დაუწყო ქალს კვლევა. თვალები იმის მკერ-


დზე გაუშტერდა და ძალაუნებურად იმდღევანდელი სუ-
რათი გაახსენდა, ანა რომ ძალით აწოვებდა ძუძუს ავად-
მყოფ ბავშვს.

- მაგის დედასაც მარცხენა ძუძუზე ჰქონდა წითელი ხალი


- ჩაესმა მოხუცის ჩიფჩიფი შიოს და ამ სურათის გახსენე-
ბამ სულ გადაავიწყა წასაქცევად გამზადებული ხეცა და
ისიც, რომ ვინმეს შეიძლება დაენახა ანასთან, თვალებში
ვნებამოწოლილმა რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ კი-
დევ ერთი
ცოდვიანი საქმის ჩასადენად, მაგრამ უცებ ანა გაქრა და
სწორედ ამ დროს დაიჭიხჭიხა ხემ.

შიო შედგა,

სწორედ ამ დროს მოწყვეტით წამოვიდა ხე და შიო ქვეშ


მოიყოლა.

385
დიდხანს იქნევდა ტოტებს მიწაზე გაშოლტილი ხე. თით-
ქოს ქვეშ მოყოლილ შიოს აბერტყდა თავის ცოდვებს.

შიო რამოდენიმე ხანს უგონოდ ეგდო.

თვალი რომ გაახილა, ჩასასვლელად გამზადებული წი-


თელი მზე დაინახა.

თვითონაც თვალებში სისხლი მოსწოლოდა და ყველა-


ფერს წითილად ხედავდა.

ქვემოთ ნუშისკარი ჩანდა.

სოფლიდან მტრედები ამოფრინდნენ და მსუბუქად აიჭ-


რნენ ცაში.

შიოს, რატომღაც, მოეჩვენა რომ ეს მტრედები იმათი სუ-


ლები იყო, ვინც კი ოდესღაც მისი მიზეზით გამოესალმა
ამ წუთისოფელს.

თვითონ კი მძიმედ ლევდა სულს.

უჭირდა.

უმძიმდა.

ზემოდანაც მძიმედ ეწვა მსხლის ხე.

386
ბუდიდან გადმოვარდნილი ყვავი, ამაოდ ცდილობდა
მაღლა აფრენას. საამისოდ ღონე არ ჰყოფნიდა.

მერე მზე ჩავიდა.

ჩაესვენა.

კვდებოდა წითელი მღვდელი. საზარელ სიმარტოვეს


გრძნობდა სიკვდილის წინ. უნდოდა ვინმესთვის გადაე-
შალა გული, უნდოდა აღსარება ეთქვა, მაგრამ ახლო-მახ-
ლო კაციშვილი არ ჩანდა. მხოლოდ შიმშილისაგან ღონე-
გამოცლილი და ბუმბულგაცვენილი ყვავი ფაფხურობდა
მოშორებით, ბალახებში ბუდიდან გადმოვარდნილ კვერ-
ცხებს ეძებდა და ნისკარტით ისევ ბუდეში აწყობდა. ამას
ისეთი რწმენით აკეთებდა, შიოს უფრო მოუნდა ვინმეს-
თვის ეთქვა აღსარება.

ახლო-მახლო კაციშვილი არ ჩანდა.

ღმერთთანაც კარგა ხანია შემომწყრალი იყო.

ყოველი მხრიდან სიბნელე გამოხოხდა მისკენ, რამაც უფ-


რო მეტად აგრძნობინა სიმარტოვე და სასოწარკვეთა მის
სულს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ხის ტოტებისაგან ჩა-
ლეწილ სხეულს გაჰყროდა.

სიბნელე კი თანდათან მისკენ მოიწევდა,

დაძახება მოუნდა შიოს. საამისოდ პირიც გააღო, მაგრამ


ხმა აღარ დაემორჩილა.

387
ვათე მოელანდა. გარმონის ხმაზე ყელმოღერებული ვათე,
რომელიც ამაოდ აღებდა პირს.

უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა.

რაღაც ხმა მოესმა.

ყური მიუგდო. იქვე, ხის კენწეროსთან ისმოდა ფაჩუნი.

თავი წამოსწია და სისხლიანი მზერა მოავლო იქაურობას:


ისევ ის ყვავი იყო, წაქცეული ხის ტოტებში დაძვრებოდა
და ეტყობა კვერცხებს ეძებდა.

ყვავი არც კი უფრთხოდა შიოს იქ ყოფნას.

ისევ მოუნდა შიოს ყვირილი.

ისევ ამაოდ გააღო პირი.

სიბნელე კი მოდიოდა, მოშრიალებდა და სიკვდილის


სუნთქვას მოიყოლებდა თან.

თანდათან უფრო ახლოს ესმოდა ეს სუნთქვა შიოს. უნ-


დოდა წამომხტარიყო და გაქცეულიყო, მაგრამ აღარც წა-
მოდგომა შეეძლო იმის დამსხვრეულ სხეულს, აღარც
ზედ წამომხობილი ხე აძლევდა ამის საშუალებას.

388
თვალებში თანდათან სისხლი მოსწოლოდა და ამის წყა-
ლობით, ზემოდანაც სისხლივით წითელი ცა გადმომხო-
ბოდა.

ირგვლივაც ყველაფერი წითელი იყო.

მხოლოდ სულში ეფინებოდა ცივი სიბნელე.

სადღაც იელვა.

დაიქუხა.

შიომ სისხლისფერ ცას შეხედა და შეძრწუნდა: ციდან სის-


ხლის წვიმა წამოვიდა.
- ეს იყო ყველაზე საშინელი განცდა მის ცხოვრებაში.

სასოწარკვეთილს, ისევ ყვირილი მოუნდა.

ამჟამად მქისე ხრიალი აღმოხდა.

ეს არ იყო ყვირილი, არც რაიმე სხვა გრძნობის გამომხატ-


ველი ხმა.

ეს სულის ამოსვლა იყო.

ასე შორდება ცოდვილი სული შეჩვეულ სხეულს: მძიმედ,


ვალებით და შემაზრზენი მქისე ხმაურით.

კუბოში მღვდლის ანაფორით ჩააწვინეს შიო.

389
კოტორაანთ ქალმა რომ ანაფორაში გამოწყობილი მკვდა-
რი დაინახა, გადაწყვეტილი კი ჰქონდა შიოს არ ვიტირე-
ბო, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე ამ ამბავმა, თავი ვეღარ შე-
იკავა და ხმით ტირილს მოჰყვა:
- აქამდე სად იყავ, შიო მღვდელო?
რა მხარეს, რომელ ქვეყანაში?
მკვდარი იყავია, თუ ცოცხალი,
აქამდე, ამდენ ხანს როგორ სძლებდი?
– ო, ჰო-ჰო-ჰო-ჰოო! - მოსთქვამდნენ სხვა ქალები.
- ხმა ამაიღე, შიო მღვდელო,
გვითხარ აქამდე სად იყავი,
შენც ხო არ გადაგასახლა თავმჯდომარემ,
შიომ შენც კატორღა მოგისაჯა,
ხმა ამაიღე, შიო მღვდელო,
დანარჩენები სად არიან?

- ო-პო-პო-ჰო-ჰოო! - ბანი მისცეს ქალებმა კოტორაანთ


ქალს, რომელიც ამის მერე კიდევ დიდხანს ეკითხებოდა
შიო მღვდელს, თუ სად იყო აქამდე.

დანარჩენი ქალებიც შიო მღვდელს ტიროდნენ.

კაცები, უფრო მეტად კი ახალმოსულნი, გაკვირვებულნი


უყურებდნენ ანაფორაში გამოწყობილ შიოს.

მთიდან დაბრუნებული მირიანიც შეცბა, მამა რომ ასეთ


ფორმაში დაინახა. დედა ცალკე ოთახში გაიხმო და ჰკით-
ხა:

- რას ნიშნავს დედა ეს, ჰა?! ვინ ჩააცვა?

390
- მე ჩავაცვი - მშვიდად თქვა ბაბალემ.

- რატომ?

- იმიტომ, შვილო, რომ მე და საცოდავმა მამაშენმა მაგ ანა-


ფორაში დავიწერეთ ჯვარი, მე რომ მოვკვდები, მინდა მეც
ჯვრისწერის კაბა ჩამაცვა, იმასაც იმ სკივრში ვინახავ, სა-
დაც ეგ ანაფორა მქონდა.

- გაგიჟდი? - წამოსცდა მირიანს - ვინმემ რომ ანაფორაში


ნახოს მამა, მერე?

- მარტო ერთი ღმერთიღა არის მაგის გამკითხავი, მეტი


აღარავინ - თქვა ბაბალემ.

მირიანს აღარაფერი უთქვამს, მიხვდა სისულელე წამო-


როშა. მივიდა და დედას მოეფერა.

მეორე დღეს უნდა დაესაფლავებინათ შიო.

დაღამდა.

მერე გათენდა.

სასაფლაოზე გაჭრეს საფლავი.


გადახურეს გრძელი სუფრა და გააწყვეს მაგიდები.
უამრავ ხალხს მოეყარა თავი.
დადგა გასვენების დროც, მაგრამ აჭიანურებდნენ შიოს
გასვენებას რაიონიდან ელოდებოდნენ სტუმრებს.

391
რომ არავინ გამოჩნდა, ასწიეს კუბო, გამოჯარულ სახლის
კარს სამჯერ მოარტყეს შიგნიდან და ამის მერე სასაფლაო-
საკენ დაიძრა პროცესია.
- მოდიან მოდიან! - დაიძახა ვიღაცამ და პროცესია შედგა.
კუბო ბალახზე დაასვენეს.
რაიონის რამდენიმე წარმომადგენელი მოდიოდა აქეთ.
მოვიდნენ.
ხალხმა გზა მისცა კუბოსაკენ.
ისინი შეცბენ.
დაიბნენ.
- შიოს როდის ასაფლავებენ? - იკითხა ერთმა.
– ეგ შიოა, პატივცემულო -- მიცვალებულზე მიანიშნა ვი-
ღაც გლეხმა.
- მე თავმჯდომარეზე გეკითხებით - ცოტა არ იყოს. წყრო-
მით თქვა წარმომადგენელმა.
- დიახ, დიახ, თავმჯდომარეა, პატივცემულო - ისევ წამო-
იწია ხალხიდან წინ იმ გლეხმა, რომელსაც ეტყობა თავის
გამოჩენა უფრო უნდოდა ამ უცხო ხალხთან...
- როგორ, თავმჯდომარეს მღვდლის ტანსაცმელით ასაფ-
ლავებთ?! - იყვირა წარმომადგენელმა.
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
– სად არის ჭირისუფალი? - იკითხა წარმომადგენელმა.
მირიანი წინ მივიდა.
- თქვენ ბრძანდებით?.
- დიახ,
- ამ წუთში გამოუცვალეთ ტანსაცმელი.
მირიანი სახლში წავიდა და შიოს გულისჯიბეებაანი ხა-
ლათი მოიტანა იქედან.
წარმომადგენლები განზე გადგნენ. არ უნდოდათ ჩაცმის

392
პროცესს დასწრებოდნენ. უკან რომ მობრუნდნენ, უფრო
გაწყრა იმათი უფროსი.

- რა არის ეს?! - იძახდა ის და თვალებს აბრიალებდა.

ხალხს ანაფორაზე გადაეცვა გულისჯიბეებიანი ხალათი


შიოსათვის და წელზეც თავისი განუყრელი ბალთიანი ქა-
მარი შემოერტყა.

- გახადეთ ამ წუთში ანაფორა! - ყვიროდა წარმომადგენე-


ლი.

ხალხმა ისევ დააპირა შიოსთვის ტანსაცმლის გამოცვლა


მაგრამ ამასობაში გულწასული ბაბალე მოსულიერებუ-
ლიყო და რამოდენიმე ქალს აქეთ მოჰყავდათ.

- რას შვრებით, რაას?! - დაიძახა ბაბალემ და არ მისცა ნება


ანაფორა გაეხადათ შიოსათვის.

წარმომადგენლებმა მირიანი გაიხმეს და უფროსმა მკაც-


რად უბრძანა:

- ამ წუთში გახადეთ ანაფორა!

მირიანმა დედას გახედა.

„მეც საქორწილო კაბით დამასაფლავეთ“, გაახსენდა დე-


დამისის ნათქვამი და მწყრალად შეხედა წარმომადგე-
ნელს.

393
- თქვენ არავინ გეკითხებათ, რა ტანსაცმლითაც დავასაფ-
ლავებ მამაჩემს.

წარმომადგენელს სახე გაუფითრდა.

შიოს ყოფილი მოადგილე გვერდით ამოუდგა და რაღაც


ჩაუჩურჩულა.

- ხოო?! - წამოიძახა წარმომადგენელმა,

იმან ისევ წაუჩურჩულა.


- მერე, იმალებით? - მირიანს მიმართა წარმომადგენელმა
- რამდენი წლისა ხართ?
მირიანმა ვერ გაიგო რატომ ეკითხებოდნენ წლოვანებას.
- ქალბატონო, გირჩევთ გახადოთ ანაფორა! - ახლა ბაბა-
ლეს მიმართა წარმომადგენელმა.
ბაბალეს კი ამასობაში ისევ გაეხადა ქმრისთვის ზემოდან
გადაცმული გულისჯიბეებიანი ხალათი და ანაფორის
კალთებს უსწორებდა.
- კეთილი, ნება თქვენი იყოს, მე მღვდლის დასაფლავებას
ვერ დავესწრები, თქვენ კი, ამ საღამოსვე დაუყოვნებლივ
გამოცხადდებით რაიონის კომისარიატში - უთხრა მირი-
ანს წარმომადგენელმა და დანარჩენების თანხლებით გაბ-
რუნდა
უკან.

შიოს ყოფილმა მოადგილემ მანქანამდე მიაცილა ისინი.

დაასაფლავეს შიო.

394
ცოტა ხანს მდუმარედ იდგნენ მის საფლავთან.

დადგეს საფრთხული „ნადირის შესაშინებლად“, სინამ-


დვილეში კი ჯვრის მოვალეობას ასრულებდა ძველ პალ-
ტოში იქი-აქა გაყრილი ორი ჯოხი, რომელსაც გარედან
წითელი მღვდლის გულისჯიბეებიანი ხალათი ჩამოაც-
ვეს.

წავიდ-წამოვიდა ხალხი.

დარჩა ერთ ადგილას ამოწეული მიწა, რომლისთვისაც


სულ ერთია როგორი ტანსაცმლით ჩაუგორებენ უბეში
ადამიანს. სული კი...

395

You might also like