You are on page 1of 4

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების

ჩართულობის პროგრამა
(CSEP) საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP) არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც


აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამა 2021 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და
2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარია.

CSEP-ის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება: დაეხმაროს ახალ და


არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის
გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. პროგრამა მხარს დაუჭერს
სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და მობილიზებას საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა
ჩამოყალიბდეს სამოქალაქო აქტივისტების ძლიერი ეკოსისტემა და ხელმისაწვდომი გახდეს
რესურსების მრავალფეროვანი წყაროები. პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო მოძრაობებს,
სამოქალაქო აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

CSEP უზრუნველყოფს აგრეთვე ქალების, ახალგაზრდების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების,


ლგბტქ თემისა და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების არსებით ჩართულობას.

პროექტს სამი ძირითადი ამოცანა აქვს:

ამოცანა 1: სამოქალაქო აქტორების გაძლიერება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე


რეაგირებისთვის

პროგრამა ახალ სამოქალაქო მოძრაობებსა და ლიდერებს საჭიროებებზე მორგებულ განვითარების


შესაძლებლობებს და დაფინანსების მოქნილ სისტემას შესთავაზებს.

თავდაპირველად ჩატარდება სამოქალაქო აქტივიზმის კვლევა, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან


ისეთი ახალი სამოქალაქო აქტორები, რომელთაც განვითარების სურვილი და პოტენციალი აქვთ.
ამასთანავე, შეფასდება მათი გამოცდილება და გამოიკვეთება საერთო მიზნები და პრიორიტეტები.

ამ და სხვა კვლევების საფუძველზე დაიგეგმება CSEP-ის ტრენინგებისა და კონსულტაციების (ე. წ.


მენტორინგის) მიმართულება, რომლის ფარგლებშიც ახალი სამოქალაქო აქტორები და არსებული
სამოქალაქო ორგანიზაციები შეიძენენ ახალ ცოდნასა და უნარებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში,
როგორიცაა: მოქალაქეთა მობილიზება და ჩართულობა, მოხალისეების მოზიდვა, ადვოკატირების
კამპანიების განხორციელება და სხვა. CSEP იზრუნებს აგრეთვე სამოქალაქო აქტივისტების პიროვნული
უნარების განვითარებაზე და მათ მუშაობით გამოწვეულ სტრესსა და გადაწვასთან გამკლავებაში
დაეხმარება.
CSEP-ის საგრანტო პროგრამები საზოგადოებრივ ჯგუფებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს
ინოვაციური და საჭიროებებზე მორგებული სამოქალაქო განათლებისა და ადვოკატირების
ინიციატივების განხორციელების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გამარტივებული საგრანტო
პროცედურები პროექტების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა,
პირველი დაფინანსების მიღების შემდეგ წარმატებული პროექტები დამატებით დაფინანსებას
მოიპოვებენ.

დაფინანსება გაიცემა შემდეგი საგრანტო პროგრამების ფარგლებში:

ინოვაციური მიდგომებისა და გადაწყვეტილებების საგრანტო პროგრამა, რომელიც


განკუთვნილია როგორც არაფორმალური საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ისე მოქმედი
სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. დაფინანსებული პროექტები საზოგადოებისთვის
მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ მოქალაქეთა მობილიზებასა და ჩართულობას უნდა
ემსახურებოდეს. ხუთი წლის განმავლობაში სულ გაიცემა 80 გრანტი, თითოეული − 10 000 −30 000
აშშ დოლარის ფარგლებში.

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის მხარდაჭერის გრანტები, რომლებიც განკუთვნილია


სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის. პროგრამის მიზანია საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ
სფეროებში (ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, განათლება და დასაქმება)
ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა. სულ
გაიცემა 11 გრანტი. თითოეულის ოდენობა 85 000 აშშ დოლარამდეა.

სწრაფი რეაგირების გრანტები, რომელთა მიზანია მნიშვნელოვან ან/და მოულოდნელად


წარმოშობილ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე დროული რეაგირება
საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მეშვეობით. ყოველწლიურად გაიცემა
არაუმეტეს 6 გრანტისა, თითოეული − 5 000−15 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

თანამონაწილეობითი გრანტები, რომლებიც მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივისტებს


ადგილობრივი თემისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებაში და მოქალაქეებისგან
დამატებითი რესურსების მობილიზებაში. ყოველწლიურად გაიცემა 30-მდე გრანტი.

საგრანტო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე CSEP „თანაშექმნის“ სხვადასხვა


მეთოდს გამოიყენებს:

სოციალური ლაბორატორიები (Social Labs) − საგრანტო პროექტების დაგეგმვის ეტაპზე


გაიმართება დისკუსიები პროექტით გადასაჭრელი პრობლემისა და აქტივობების უკეთ
გააზრების, აგრეთვე რეალისტური სამოქმედო გეგმის განსაზღვრის მიზნით. ამ დისკუსიებში
მონაწილეობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

ე. წ. დიზაინსპრინტები (Design Sprints) − ისინი სამოქალაქო სუბიექტებს კომუნიკაციისა და


საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების დაგეგმვაში, მათ შორის, სამიზნე აუდიტორიის
განსაზღვრასა და კომუნიკაციის გეგმების შემუშავებაში დაეხმარება.

საკომუნიკაციო ცენტრები (Communication Hubs) − ციფრული მედიის, პიარისა და კომუნიკაციის


სპეციალისტები სამოქალაქო აქტივისტებსა და ორგანიზაციებს ძირითადი იდეების
ჩამოყალიბებასა და საკომუნიკაციო საშუალებების დახვეწაში დაეხმარებიან.

მოქალაქეთა კრებები (Citizens Assemblies) − გაიმართება ფართო საზოგადოებრივი დებატები


საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

CSEP გრანტის მიმღებებსა და სხვა დაინტერესებულ სამოქალაქო სუბიექტებს მათ საჭიროებებზე


მორგებულ ორგანიზაციული განვითარების შესაძლებლობებს შესთავაზებს.

სამოქალაქო კამპანიების განსახორციელებლად CSEP მხარს დაუჭერს არსებულ და ახალ ციფრულ


პლატფორმებს, რაც მოქალაქეებისგან უკუკავშირის მიღებასა და მხარდამჭერთა მობილიზებას
გაამარტივებს.
ამოცანა 2: სამოქალაქო აქტორებს შორის, აგრეთვე სამოქალაქო აქტორებსა და სხვა სექტორებს
შორის პარტნიორობის გაძლიერება

CSEP ხელს შეუწყობს სამოქალაქო ორგანიზაციების, ახალი სამოქალაქო აქტორების, , კერძო


სექტორის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობას, რათა
გაიზარდოს ნდობა და მოხდეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება უკეთესი შედეგების მისაღწევად.

შეხვედრები ცენტრიდან დაშორებულ თემებში − სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები


წელიწადში რამდენჯერმე ჩავლენ ცენტრიდან დაშორებულ თემებში, უშუალოდ ადგილობრივი
მცხოვრებლებისგან მიიღებენ ინფორმაციას მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ და
შემდეგ პარტნიორებთან ერთად მოახდენენ ამ საკითხებზე რეაგირებას.

სამოქალაქო ორგანიზაციების სასწავლო წრეები − ამ წრეების ფარგლებში პროგრამა მხარს დაუჭერს


ახალი სამოქალაქო აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარ
მცირე სასწავლო ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულად შეიკრიბებიან ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ,
რომლებიც აერთიანებს ან ყოფს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. მათ შესაძლებლობა
ექნებათ, ისწავლონ ერთმანეთისგან და მოწვეული ტრენერებისა და ექსპერტებისგან.

გაცვლითი ვიზიტები (სტაჟირება) ქვეყნის შიგნით − გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის


წახალისების მიზნით პროგრამა მხარს დაუჭერს მსგავს თემატურ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო
ორგანიზაციებსა და ახალ სამოქალაქო აქტივისტებს შორის გაცვლით ვიზიტებს. ამასთანავე, დამწყები
სამოქალაქო აქტივისტები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში მოქმედ
გამოცდილ სამოქალაქო ორგანიზაციებში სტაჟირების გავლას შეძლებენ.

აღმოსავლეთევროპელ კოლეგებთან კონტაქტების გაძლიერება და გაცვლითი სასწავლო ვიზიტები –


ეს ვიზიტები ხელს შეუწყობს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატირების ჯგუფების ძალების
მობილიზებას საჯარო პოლიტიკის რეფორმების განსახორციელებლად.

თვითრეფლექსიის შეხვედრები – ეს შეხვედრები ყოველწლიურად გაიმართება და თავს მოუყრის ახალ


სამოქალაქო აქტივისტებს, სამოქალაქო ორგანიზაციების, მთავრობის, კერძო სექტორის, მედიისა და
აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. თვითრეფლექსიის შეხვედრებზე განხილული იქნება
სამოქალაქო აქტივიზმისა და სექტორული რეფორმების მხარდაჭერის სფეროში არსებული ძირითადი
მიღწევები და გამოწვევები.

ამოცანა 3: სამოქალაქო აქტორების მდგრადობისთვის საჭირო ეკოსისტემის შექმნა

CSEP სხვა მიმდინარე ინიციატივებთან ერთად, სამოქალაქო ორგანიზაციების ფინანსური


მდგრადობისა და ფილანთროპიის ხელშეწყობისთვის არსებულ საჭიროებებს გამოავლენს. ამ მიზნით
გაანალიზდება საქართველოს კანონმდებლობა, მისი აღსრულების პრაქტიკა და დონორების მიერ
დაფინანსებული პროექტები, აგრეთვე შეფასდება, რამდენად ხელსაყრელია გარემო იმისთვის, რომ
იურიდიულმა პირებმა და ინდივიდებმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა
განახორციელონ. გარდა ამისა, შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობისა და
ფილანთროპიული საქმიანობის სახელმძღვანელო, რომელშიც შემოთავაზებული იქნება კონკრეტული
რეკომენდაციები საქართველოში სამოქალაქო სექტორის მდგრადობის გასაზრდელად.
რეკომენდაციები შეეხება არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ მათი აღსრულების
პრაქტიკის გაუმჯობესებას, რისთვისაც შესაბამის მხარეებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, შემუშავდება
სახელმძღვანელო პრინციპები და სხვა.

ამასთანავე, პროგრამა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს შორის


პარტნიორობას და მათ საშუალო- და გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის (CR) გეგმების
შექმნასა და სოციალურ საკითხებზე ერთობლივი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.

CSEP მხარს დაუჭერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) საქმიანობას და მას
დაფინანსების ახალი წყაროების მოძიებაში დაეხმარება. NCCE 10 ქალაქში მოქალაქეებს
დემოკრატიული დიალოგისთვის პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს და ხელს უწყობს
ადვოკატირებას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
CSEP-ის პარტნიორები

პროგრამის განხორციელების პროცესში EWMI-სთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ შემდეგი


საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები:

CANVAS (გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებისა და სტრატეგიების


ცენტრი) − მსოფლიო ლიდერი წარმატებული არაძალადობრივი სამოქალაქო
კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ZINC Network − უმაღლესი კლასის კომუნიკაციების სააგენტო, რომელიც


კვლევის, მედიისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხერხების გამოყენებით
სამოქალაქო აქტორებს მიზნობრივი და ხელშესახები სოციალური
ცვლილებების მიღწევაში ეხმარება.

არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრი (ICNL) − მსოფლიოში


ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების,
ფილანთროპიისა და სამოქალაქო ჩართულობის საკანონმდებლო
საკითხებზე მუშაობს.

სათემო ფონდის ევროპული ინიციატივა (ECFI) − ერთობლივი ინიციატივა,


რომლის მიზანია ევროპაში სათემო ფონდების გაძლიერება და ხელშეწყობა.

ორბელიანი საქართველო − თანხების მოძიების (ე. წ. ქრაუდფანდინგის)


წამყვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც არაფორმალურ
სამოქალაქო ჯგუფებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საკუთარ თემში
სასარგებლო ინიციატივების განხორციელების საშუალებას აძლევს.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) − ერთ-ერთი ყველაზე


გამოცდილი ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის
სოციალური და დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო
ორგანიზაციების როლის გაძლიერებას.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (GCNG) − წამყვანი


ქართული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს გაეროს გლობალური
შეთანხმების ათი პრინციპის შესრულებას და ბიზნესის სექტორში მდგრად
მიდგომებს ნერგავს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) − ათი რეგიონული


სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის ქსელი, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის
მასშტაბით სამოქალაქო ჩართულობასა და პროფესიულ ურთიერთობებს
სხვადასხვა სამოქალაქო ღონისძიებისა და ინიციატივის მასპინძლობისა და
ორგანიზების მეშვეობით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

კ. მარჯანიშვილის ქუჩა N5, თბილისი,


საქართველო

Tel: 995 32 2 202 444

www.ewmi.org

You might also like