You are on page 1of 4

საარჩევნო სამართალი

ქვიზი #1.

სტუდენტის სახელი გვარი:

შევსების ინსტრუქცია: წინამდებარე ქვიზი შედგება 10 კითხვისგან. თითოეული კითხვისთვის,


გათვალისწინებულია 1 ქულა. პირველ სამ კითხვაზე პასუხი თავად უნდა ჩაწეროთ, ხოლო
დანარჩენები კითხვებიდან უნდა აირჩიოთ მხოლოდ 1 სწორი პასუხი.

შესრულებული დავალება გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: nino.rizhamadze@iliauni.edu.ge

გთხოვთ, შესრულებული დავალება გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 9 ივნისის 23:59 საათისა.

გისურვებთ წარმატებას!
1. სრულად პროპორციული წესით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის
არჩევნებამდე, საქართველოს პარლამენტის რამდენი წევრი აირჩევა
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე? რამდენი პროპორციულით?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

2. ვინ შეიძლება აირჩეს საქართველოს პრეზიდენტად და რა ვადით?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------

3. რომელი ორგანო ატარებს რეგისტრაციაში საერთაშორისო დამკვირვებლებს და


მათ თანმხლებ თარჯიმნებს; რამდენ საერთაშორისო დამკვირვებელს აქვს
უფლება იმყოფებოდეს საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციიდან?

-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------

4. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ,


რომელი პრინციპები უნდა დაიცვას საზოგადოებრივ-პოლიტიკური
პროგრამების, გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა ?

☐ პირდაპირობისა და მიუკერძოებლობის პრინციპი

☐ გამჭვირვალობის და პირდაპირობის პრინციპი

☐ საყოველთაობისა და სამართლიანობის პრინციპი

☐ მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი

5. მოცემულ მსჯელობათაგან, რომელი არ არის სწორი?

☐ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე


☐ ნებადართულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა სახელმწიფო ხელისუფლებისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების მხოლოდ ექსტერიერში
☐ აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საგზაო ნიშნებზე

6. რა მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი


კომისია?

☐ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და


დარღვევებზე რეაგირების მიზნით
☐ საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის
დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით

☐ საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და


დარღვევებზე რეაგირების მიზნით

☐ საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური გადაცდომის გამო


დისციპლინური სახდელების გამოყენების მიზნით

7. რომელი მსჯელობაა სწორი?

☐ კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას


კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია

☐ კენჭისყრის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში დასაშვებია


ფოტო და ვიდეოგადაღება

☐ კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და


ვიდეოგადაღება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი
შემთხვევისა, როდესაც დაშვებაზე არსებობს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება

☐ კენჭისყრის სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების უზრუნველსაყოფად კენჭისყრის


კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება ნებადართულია , გარდა კანონით
გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც აკრძალვაზე არსებობს ცესკოს
თავმჯდომარის ბრძანება

8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაში არ გაიცემა ამომრჩეველზე


საარჩევნო ბიულეტენი?
☐ მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში

☐ იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს არ შესრულებია 25 წელი

☐ იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველს დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელის ცერა და


საჩვენებელ თითზე ფრჩხილი იმგვარად, რომ შეუძლებელია მარკირების
განხორციელება

9. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემი არ აღინიშნება ცესკო მიერ


შედგენილ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში?

☐ ამომრჩეველთა რაოდენობა;

☐ ამომრჩეველთა ვინაობა;
☐ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

☐ საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა

10. ვინ არ შეიძლება აირჩეს საქართველოს პარლამენტის წევრად?

☐ მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს განაჩენით შეფარდებული აქვს თავისუფლების


აღკვეთა;

☐ მოქალაქე, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეფარდებული აქვს


ადმინისტრაციული სახდელი;

☐ მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ნასამართლობა;

☐ მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება

You might also like