You are on page 1of 1

დასკვნითი საგამოცდო ტესტი

დისციპლინა: გეოდეზია არქიტექტურაში თარიღი: / 16 / ___07_______ 2022 წელი


სტუდენტი: / ნიკოლოზ / კვირიკაშვილი / ჯგუფი № 62100
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(არაუმეტეს 800 სიტყვისა)
კოორდინატთა სისტემები გეოდეზიაში.
--გეოდეზიაში გამოიყენება ორი სახის კოორდინატთა სისტემა: მარჯვენა მართკუთხა
კოორდინატთა სისტემა და პოლარული კოორდინატთა სისტემა.
მარჯვენა სისტემაში X ღერძი ემთხვევა მერიდიანს, რადგან გეოდეზიაში
ორიენტირებისათვის გამოსავალია მერიდიანის მიმართულება, მათემატიკაში კი X ღერძი.
ამის შესაბამისად, კვადრანტები იცვლება X ღერძის მიმართულებიდან Y ღერძის
მიმართულებისკენ.
იმის გამო, რომ x ღერძი ემთხვევა მერიდიანს, პოლარულ კოორდინატთა სიბრტყეზე
პოლარული φ კუთხის ნაცვლად გვექნება დირექციული კუთხე და წერტილის
კოორდინატები იქნება (α;ℓ).

გეოდეზიური ხელსაწყოები.
გეოდეზიაში აუცილებელია შორს მდებარე საგნების ზუსტად გარჩევა, როსთვისაც
გვჭირდება სპეციალური ხელსაწყოები, როგორებიცაა: ჭოგრი, ნიველირი, ვერნიერი,
თეოდოლიტი. ჭოგრი გამოიყენება სამზერად და იგი გამორჩევა გამადიდებლობით.
ვერნიერი გამოიყენება ანათვლების ზუსტად ასაღებად, სადაც ორი შემთხვევა შეიძლება
გვქონდეს - დადებითი( პირდაპირი), რომელიც ხელსაწყოებში გვხვდება, და უარყოფითი,
რომელიც შეიძლება შეგვხვდეს სახაზავებზე.
ნიველობის საშუალებით განისაზღვრება წერტილებს შორის სიმაღლეთა სხვაობა.
ამისათვის გამოიყენება ხელსაწყო ნიველირი, რომელიც ძირითადად ორი ტიპისაა:
ხშული და გადასადებ ჭოგრიანი. ხშულ ნიველირებში კონტაქტირი თარაზო და მისი
ბოლო ჭოგრზეა მიმაგრებული, ხოლო გადასადებ ჭოგრიანAი შიმშაზწ ან ჭოგრზე
მიმაგრებული/დასადგმელი.
თეოდოლიტი კუთხმზომითი ხელსაწყოა, რომელიც გამოიყენება დახრის კუთხისა და
მანძილების გასაზომად. ძირითადად ორი სახის თეოდოლიტი არსებობს: განმეორებითი,
რომელშიც ლიმბი არ ბრუნავს, და არაგანმეორებითი, რომელშიც ლიმბი არ მოძრაობს,
ხოლო წრედალიდადა მოძრაობს ან ორივე ერთნანეთისგან დამოუკიდებელია.

საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის დეპარტამენტი

You might also like