You are on page 1of 6

რედაქტირება: ძველი ქართული მწიგნობრობის

უმნივნელოვანესი კერა არსებობდა სინაზე, რომელიც


არაბეთის ნახევარკუნძულძე მდებარეობს. გადმოცემის
თანახმად III საუკუნის 50-იან წლებში დიოკლიტიანეს
მიერ დევნილმა ქრისტიანებმა სინას შეაფარეს თავი. ამ
პერიოდიდან დაიწყო აქ სხვადასხვა ეროვნების
ქრისტიანთა მოღვაწეობა. ზოგიერთი ცნობის
მიხედვით, ქართველთა ყოფნა აქ ჯერ კიდევ VI
საუკუნეშია ნავარაუდევი, მაგრამ მათი მოღვაწეობა
განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა IX-XI
საუკუნეებში, როდესაც არაბობით შეწუხებულმა
ქართველებმა პალესტინის მონასტებიდან სინას
მიაშურეს. სწორედ ამ დროს დაარსდა ქართველთა
ძლიერი სათვსტომო. ქართცელებმა შექმნეს მდიდარი
წიგნსაცავი, რომელმაც სასულიერო მწერლობის
არაერთი ძეგლი შემოგვინახა. მწიგნობართა
ბევრნაილ ლიტერატურულ ინტერესზე მეტყველებს აქ
დაცული ორიგინალური და თარგმნილი თხზულებები.
სინაზე აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში
დაცულია როგორც სინაზე შექმნილი, ისე პალესტინის
ქართული სავანეებიდან შესული წიგნები. სხვადასხვა
დროს აქ მოღვაწე მთარგმნელებმა, მწიგნობარ-
კალიგრაფებმა, წიგნთა შემკაზმავ-შემმოსველებმა
თავიანთი წვლილი შეიტანეს ქრისტიანული კულტურის
განვითარებაში. ქართული ხელნაწერები შეიცავს
უნიკალურ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანია, არა
მხოლოდ ქართული, არამედ მთლიანად
აღმოსავლეთის ქრისტიანული კულტურის
შესასწავლად. მემატიანეთა ცნობით, სინაზე მოღვაწე
ქართცელ ერებს საუკუნეების განმავლობაში
მატერიალურად ეფე-დიდებულები და სასულიერო
მოღვაწეები ეხმარებოდნენ. XV საუკუნიდან
ეკონომიკურად დაუძლურებული სამშობლოდან
შემწეოამ იკლო, რისგამოც ქართველთა
მრავალსაუკუნოვანმა კოლონიამ არსებობა შეწყვიტა.

გააზრება: 3.დ 4.ბ 5.გ 6.ბ 7.დ 8.დ 9.გ 10.დ 11.დ 12.გ
13.გ 14.გ 15.დ 16.გ 17.ბ
სიყვარული გუშინ და დღეს
ყველაზე დიდი საგანძური, რაც კი უფალს
ადმიანისთვის უბოძებია, სიყვარულის ნიჭია და
„უბედურია ის კაცი, რომელიც ამ უდიდესი ნიჭის
განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან“,-ამბობს
ქალბატონი ანიკო ქართულ მხატვრულ ფილმში
„კუკარაჩა“.
სწორედ ამ, ერთი მხრივ აღმაფრენ, მეორე მხრივ
ამოუცნობი, გრძნობის შესახე საუბრობს შოთა
რუსთაველი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში და
გამოყოფს სიყვარულის ორ ტიპს, რომლებზეც
დღესდღეობით, ვფიქრობ, შეხედულებები ბევრად
შეცვლილია.
„მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“,-ამბობს
შოთა. ვფიქრობ, ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის,
რადგან მიჯნური არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც
სატრფოსთან სიშორის გამო ჭკუიდან გადადის,
„შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენისა.“
„სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა“,
ნებისყოფა და მოთმინება- ის აუცილებელი
თვისებებია, რომელიც ჭეშმარიტი მიჯნურისთვის
აუცილებლად დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო და
„ვის ესე სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა“.
ამასთანავე შოთა მკაცრად განასხავებს მრუშობასა და
ნამდვილ სიყვარულს, რის შესახებაც ამბობს:
„მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი“ და
მათი ერთმანეთში არევა დაუშვებელია, რადგან „იგი
სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი.“ აქედან
გამომდინარე კი საჭირობა, რომ მიჯნური იყოს „არ
მეძავი, ბილწი მრუში“, არამედ ერთგული და ეს იმაშიც
უნდა გამოიხატოს, რომ როგორც კი სატრფოს
მოშორდება, მაშინვე უნდა „გაამრავლოს სულთქმა,
უში.“ ასევე უნდა გამორიცხოს მცნება :“იგი წავა და სხვა
მოვა ტურფასა საბაღნაროსა“ და თუ ჭეშმარიტ
გრძნობას განიცდის უნდა ითვალისწინებდეს შემდეგს:
„გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა
ქუში.“
ერთგულებასთან ერთად შოთა ამბობს, რომ ნამდვილ
მიჯნურს ყველაფრის დათმობა უნდა შეეძლოს:
„მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა
გამოვარდეს“ და იმასაც, რომ გრძნობა უნდა
დამალოს შეყვარებულმა ადმიანმა: „არს პირველი
მიჯნურობა არ-დაჩენა, ჭირთა მალვა.“
დროთა განმავლობაში რომ ყველაფერი იცვლებოდა
და იცვლება, მათ შორის, დამოკიდებულება
სიყვარულიდა და მისი ტიპების მიმართ, ცხადია.
მინდა გავიხსენო პაულო კოელიოს რომანი
„თერთმეტი წუთი“, რომლის მთავარი პერსენაჟი,
მარია, მრუშობისა და თავის დამცირების ხარჯზე
ცდილობდა მომავლის აწყობას. სწორედ ამ დროს
გამოჩდა მის ცხოვრებაში მხატვარი და შესაბამისად
ნამდვილი სიყვარული. ამ უკანასკნელმა კარგად
იცოდა მარიას წარსული, რამე თუ მისი კლიენტიც იყო
და რომ ემსჯელა ისე, როგორც შოთას „მიჯნურობა სხვა
რამეა, არ სიძვისა დასადარი“, ნამდვილად არ
გაჰყვებოდა მარიას სამშობლოში და არც
შეიყვარებდა.
ასევე მინდა გავიხსენო აშოტ კურაპალატი, რომლის
გამიჯნურების ამბავიც საქვეყნოდაა ცნობილი. მან
„ტრფობა წამებული“ სწორედ სიძვის დიაცთან
განიცადა, მართალია ეს უდიდესი სირცხვილი იყო,
მაგრამ მისი გრძნობა იმდენად სცდებოდა საზღვრებს,
რომ დედა ფებრონიას წინაშე იცრუა, რათა სატრფო
დაებრუნებინა.
დრო გავიდა და ყველაფერმა სახე იცვალა.
დღეანდელ რეალობაში აღარ სჭირდება „სიყვარულს
მალვა, ვითა ცხენსა ნაპარავსა“ და ადამიანები
დაუფარავად უმხელენ გრძნობებს ერთმანეთს და ამ
ყველაფერში ცუდს ვერაფერს ხედავენ. მინდა
გავიხსენო ერთ-ერთი ბიჭის მიერ მოწყობილი ხელის
თხოვნა თვითმფრინავში, რომელშიც წყვილის გარდა
უამრავი ადამიანი იყო. ამ უკანასკნელების მხრიდანაც
არ ყოფილა უარყოფითი რეაქცია და უფრო მეტიც,
ბევრი ამ შემთხვევას უდიდესი სიხარულით შეხვდა და
იმ მომენტს „სიყვარული დაფრინავს“ უწოდა.

ამ
ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, ერთი
რამ უცვლელი დარჩა: „ამა საქმესა
მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურასა, დღეს ერთი
უნდა, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა
თმობასა.“ რაც არ უნდა იყოს „სიყვარული უდიდესი
ნიჭია,, როგრც ეს ანიკომ თქვა და სწორედ ეს დიდი
გრძნობა „ატრიალებს დედამიწას.“
fghfdher reyryr 5rt8ur 6868 E4y
dhydiryhrykyt yrut urut R5r rer
g

You might also like