You are on page 1of 134

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა ახალი და უახლესი ისტორია

მარიამ ხაბულიანი

თურქეთის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა 2002-2016 წლებში

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის


მოსაპოვებლად

ნაშრომის ხელმძღვანელი გიული ალასანია,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

თბილისი

2021
ანოტაცია

სამაგისტრო ნაშრომში განხილულია XXI საუკუნის პირველ ნახევარში თურქეთის


რესპუბლიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები, რომელმაც
გავლენა მოახდინა თურქეთის ურთიერთობებზე მის სამეზობლოში - მათ შორის,
სამხრეთ კავკასიაში. წინამდებარე ნაშრომში შედარებით მოკლედ არის განხილული
ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა და შემდგომ
თურქეთის რესპუბლიკის მიერ გადადგმული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები და ის
მიზეზები, რითაც ისინი იყო განპირობებული.

ნაშრომში ცენტრალური ადგილი ეთმობა თურქეთის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო


საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს წიგნს -
„სტრატეგიულ სიღრმეს“. ჩვენ მიმოვიხილავთ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო
პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მისი
პოლიტიკის შემაფერხებელ ფაქტორებს.

ნაშრომი შედგება შესავლის, ოთხი თავის, დასკვნის, გამოყენებული


ლიტერატურისაგან და დანართისგან. ბოლო თავი შეეხება თურქეთის რესპუბლიკის
ურთიერთობებს სამხრეთი კავკასიის სამივე სახელმწიფოსთან. ამ თავში ყურადღება
გამახვილებულია თურქეთის მიერ წამოყენებულ რეგიონულ ინიციატივებზე
სომხეთისა და საქართველოს მიმართ და აზერბაიჯანთან და საქართველოსთან
ერთად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე.

2
Annotation

The master's thesis discusses the significant political changes that took place in the Republic
of Turkey in the first half of the XXI century, which affected Turkish relations in its
neighborhood - including the South Caucasus. The present paper discusses relatively briefly
the driving force of the foreign policy of the Ottoman Empire and the subsequent foreign
policy steps taken by the Republic of Turkey and the reasons for which they were
conditioned.

The focus of the paper is on the book "Strategic Depth" written by former Turkish Foreign
Minister and former Prime Minister Ahmet Davutoglu. We review the main directions of
the foreign policy of the Republic of Turkey and the factors hindering its policy in the South
Caucasus region.

The paper consists of an introduction, four chapters, a conclusion, references and an


enclosure. The last chapter deals with the relations of the Republic of Turkey with all three
states of the South Caucasus. This chapter focuses on the regional initiatives put forward by
Turkey towards Armenia and Georgia and the importance of projects implemented with
Azerbaijan and Georgia.

3
სარჩევი

შესავალი..................................................................................................................................................5
თავი I. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა....................................................11
1.1 ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკა....................................................................11
1.2 ქემალისტური თურქეთის საგარეო პოლიტიკა....................................................................23
1.3 თურქეთის საგარეო პოლიტიკა რესპუბლიკის დაარსებიდან 1945 წლამდე.................28
1.4 თურქეთის საგარეო პოლიტიკა ცივი ომის დროს...............................................................33
თავი II. თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ცვლილება.........................................39
2.1 ისლამის როლის ზრდა თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში..........................................39
2.1 აჰმეთ დავუთოღლუ და „სტრატეგიული სიღრმე“...............................................................45
2.3 თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები........................................73
თავი III. თურქეთის კონკურენტები სამხრეთ კავკასიაში..............................................................86
3.1 რუსეთის ფედერაცია..................................................................................................................86
3.2 ირანის ისლამური რესპუბლიკა...............................................................................................87
3.3 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა...............................................................................................89
3.4 აშშ და ევროკავშირი..................................................................................................................91
თავი IV. თურქეთის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა...................................................................93
4.1 თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები.......................................................................................95
4.2 თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები............................................................................101
4.3 თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები..............................................................................109
დასკვნა:................................................................................................................................................119
ბიბლიოგრაფია:.................................................................................................................................122
დანართი 1............................................................................................................................................132

4
შესავალი

თემის მიმოხილვა: თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც შეიქმნა 1923 წელს


დანგრეული ოსმალეთის იმპერიისგან მთელი XX საუკუნის განმავლობაში
წარმოადგენდა სეკულარულ სახელმწიფოს მკაცრად განსაზღვრული ევრო-
ატლანტიკური კურსით. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ის ნატოს წევრი
სახელმწიფო და საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ აშშ-ს მთავარი პარტნიორი იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, თითქოს მოიხსნა დღის წესრიგიდან „საბჭოთა
საფრთხე“, რამაც გაურკვევლობა წარმოშვა თურქეთის სტატუსთან დაკავშირებით.
როგორც საგარეო-პოლიტიკურმა სიტუაციამ, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში
კოალიციური მთავრობების პირობებში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა,
დაპირისპირებამ სეკულარიზმის მიმდევრებსა და ისლამისტებს შორის, ასევე
„ქურთული საკითხის“ წინა პლანზე გადმოწევამ განაპირობა 2002 წლის
საპარლამენტო არჩევნებში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ უპირობო
გამარჯვება, რითაც პარტიამ შეძლო ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბება.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში (2007, 2011, 2015) „სამართლიანობისა და
განვითარების პარტიამ“ შეძლო უმრავლესობის მოპოვება და მართვის სადავეების
შენარჩუნება.

ხელისუფლების სათავეში ახალი ძალის მოსვლის შედეგად დღის წესრიგში დადგა


ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხი, რომლის შემუშავებაშიც
განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პროფესორ აჰმეთ დავუთოღლუს. იგი 2002-
2009 წლებში იყო პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მრჩეველი, 2009-2014
წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2014-2016 წლებში ქვეყნის პრემიერ-
მინისტრი. მან ჯერ კიდევ 2001 წელს დაწერა წიგნი „სტრატეგიული სიღრმე“, სადაც
განხილულია როგორც ოსმალეთის, ისე რესპუბლიკური თურქეთის საგარეო

5
პოლიტიკა და რიგ შემთხვევებში გაკრიტიკებულია კიდეც. წიგნში ავტორი ხაზს
უსვამს თურქეთის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მდებარეობას, მის წარსულსა და
რელიგიურ-ენობრივ კავშირებს ბალკანეთის, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის
რეგიონებთან. დავუთოღლუ ასევე მკითხველს სთავაზობს სტრატეგიას, რითაც
თურქეთმა უნდა იხელმძღვანელოს როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე
საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გავლენიან სახელმწიფოებთან
ურთიერთობისას. ამავდროულად, ის ცდილობს დაგვანახოს თუ როგორ შეიძლება
იქცეს თურქეთის რეგიონული სახელმწიფოდან ცენტრალურ სახელმწიფოდ.

„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად


თურქეთის რესპუბლიკამ დაიწყო ახალი საგარეო პოლიტიკის გატარება, რომელიც
გულისხმობდა ურთიერთობის გაღრმავებას ევროკავშირთან და ნატოსთან, თუმცა
დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ერთ დროს დაპირისპირებულ
სახელმწიფოებთან: რუსეთი, ირანი, სირია. XXI საუკუნის პირველ დეკადაში ახალი
პოლიტიკური კურსით, სახელწოდებით „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“
თურქეთი შეეცადა მედიატორის როლი შეესრულებინა ახლო აღმოსავლეთში
ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებთან და ყოფილიყო ჩაგრულთა დამცველი
და ხმა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამან გამოიწვია თურქეთის ავრორიტეტის
ზრდა არაბულენოვან სახელმწიფოებში, თუმცა ურთიერთობა დაეძაბა ძველ
მოკავშირეებთან განსაკუთრებით აშშ-სთან და ისრაელთან. ხოლო, XXI საუკუნის
მეორე დეკადაში „არაბული გაზაფხულის“ შედეგად დაწყებულმა სამოქალაქო
გამოსვლებმა, თურქეთის მიერ გადადგმულმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა
ნაბიჯებმა, ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით დაძრულმა
მიგრანტთა ნაკადმა, რეგიონში „ქურთული საკითხის“ გამწვავებამ გამოიწვია
ურთიერთობათა დაძაბვა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

6
თუ პროექტი „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან“ წარუმატებელი აღმოჩნდა
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში, საინტერესოა, როგორი განვითარება
ჰპოვა მან სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებაში.

თემის აქტუალობა: თურქეთი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის მეზობელ


სახელმწიფოს, რომელსაც აქვს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსა და
აზერბაიჯანთან თუმცა არ აქვს საზღვრები გახსნილი სომხეთის რესპუბლიკასთან.
თურქეთი დღევანდელ დღეს სამხრეთ კავკასიას ხედავს, როგორც ხიდს ცენტრალურ
აზიასთან და მის რესურსებთან დაკავშირების კუთხით. ამავდროულად, თურქეთი
წარმოადგენს ნატოს წევრ სახელმწიფოს, რომელსაც სურს ევროკავშირში
გაერთიანება. ამ კუთხით ის საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის წარმოადგენს
ხიდს დასავლურ სტრუქტურებთან.

XXI საუკუნეში თურქეთს რეგიონის სახელმწიფოებთან აკავშირებს საერთაშორისო


მნიშვნელობის მქონე ისეთი პროექტები, როგორებიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის
ნავთობსადები, ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზა და სამხრეთის გაზის დერეფანი (TANAP). სამხრეთი კავკასია და თურქეთი
ერთად წარმოადგენენ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ გზას, რითაც
იზრდება ამ ქვეყნების არამხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური მნიშვნელობა.

კვლევისათვის გამოყენებული მეთოდები: ნაშრომში კვლევის ფარგლებში


გამოყენებულია ე.წ. შემთხვევის შესწავლის მეთოდი, რომლის მიხედვითაც
ვაანალიზებთ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მოსვლას
ხელისუფლებაში და იმ მიზეზებსა და გამოწვევებს, რის შედეგადაც საქართველოსა
და აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაახლოვდა ხოლო სომხეთთან ჯერ კიდევ არ
არის აღდგენილი დიპლომატიური ურთიერთობა. პარალელურად, ისტორიული
ფაქტების შესწავლით, რექტოსპექტული და თვისებრივი მეთოდებით ინფორმაციის
შეჯერაბასა და სინთეზურ ანალიზს.

7
კვლევის მიზნები და ამოცანები. სამაგისტრო ნაშრომის მიზანია თანამედროვე
ისტორიული მეცნიერების მოთხოვნათა შესაბამისად ხელმისაწვდომი მასალის,
ობიექტური ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადმოგვცეს
თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებები, მიზეზები, მიზნები და შედეგები
სამხრეთი კავკასიის მაგალითზე. ასევე, ნაშრომი ერთგვარ სიახლესაც წარმოადგენს,
ვინაიდან მოცემული საკითხი აღნიშნულ წლებში არ არის ღრმად შესწავლილი.

წყაროთმცოდნეობითი ბაზა: თემის აქტუალობიდან და სიდიდიდან გამომდინარე


საკითხი შესწავლილ იქნა მრავალმხრივ და დამუშავებულ იქნა დიდი რაოდენობით
მასალა. გამოყენებულია როგორც პირველადი, ასევე მეორეული წყაროები. იქიდან
გამომდინარე, რომ თემა უახლეს ისტორიას ეხება პირველწყაროდ გამოყენებულია
თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ოფიციალური ვებ. გვერდები, საქართველოსა და აზერბაიჯანში
თურქეთის საელჩოს ვებ-გვერდები, ასევე თურქეთსა და საქართველოს, თურქეთსა
და აზერბაიჯანს, თურქეთსა და სომხეთს, ასევე, თურქეთს, აზერბაიჯანსა და
საქართველოს შორის დადებული ორმხრივი და სამხრივი ხელშეკრულებები.
გამოყენებულია ნატოსა და ევროკავშირის ოფიციალურ გვერდებზე არსებული
ხელშეკრულებები და რეზოლუციები.

ნაშრომის მეორე თავში ვრცლად არის განხილული აჰმეთ დავუთოღლუს წიგნი


„სტრატეგიული სიღრმე“, რომელიც გვაძლევს ინფორმაციასა და შეფასებას
წარსულში არსებული თურქეთის საგარეო პოლიტიკისა, ყურადღებას ამახვილებს
თურქეთის მდებარეობაზე ზეგიონსა და მსოფლიოში და ამავდროულად, მკითხველს
სთავაზობს გეგმას, თუ როგორი პოლიტიკა უნდა იქნეს გატარებული თურქეთის
რესპუბლიკის მნიშვნელობის გაზრდისათვის.

რაც შეეხება მეორეულ წყაროებს, ძირითადად ვიყენებთ ქართულ, ინგლისურ და


თურქულ მასალებს. ქართული წყაროებიდან აღსანიშნავის მიხეილ სვანიძის
„თურქეთის ისტორია 1299-2000“, რომელშიც დაწვრილებით არის გადმოცემული

8
ჯერ ოსმალეთის ხოლო შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებისა და
განვითარების ისტორია და მისი ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან.

კვლევის ფარგლებში დიდი დახმარება გაგვიწია ავტორთა კოლეგიის გიორგი


სანიკიძე, გიული ალასანია, ნანი გელოვანის მიერ დაწერილმა წიგნმა „ახლო
აღმოსავლეთის ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან XIXს.-
XXIს.-ის დასაწყისი“, რომელშიც განხილულია ოსმალეთის ისტორია XIX საუკუნის
დასაწყისიდან მის დაცემამდე, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის შექმნა და მისი
საგარეო და საშინაო პოლიტიკია.

აღსანიშნავია რევაზ გაჩეჩილაძის წიგნები: „ახლო აღმოსავლეთი, გეოგრაფიული და


ისტორიული ნიშანსვეტები“, „ახლო აღმოსავლეთი გეოპოლიტიკა“ და „საქართველო
მსოფლიო კონტექსტში“, რომლებიც ეხება ახალ და უახლეს პერიოდს და გამოჰყოფს
თურქეთის მიერ სამხრეთი კავკასიის რეგიონით დაინტერესების ასპექტებს.

აღნიშნული თემის გაანალიზებაში დაგვეხმარა პროფესორ გიული ალასანიას


სტატიები „სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკაში“,
„თურქეთის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის ახალი გამოწვევების წინაშე“, “Some
Tendencies of the Foreign Policy of Turkey”, რომლებშიც განხილულია თანამედროვე
თურქეთის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები.

კვლევის ფარგლებში დიდი დახმარება გაგვიწია ემზარ მაკარაძის სამეცნიერო


ნაშრომმა „თანამედროვე თურქეთის აქტუალური საკითხები XX საუკუნის 90-იან
წლებში“, სადაც მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის საგარეო პოლიტიკის
იმ პრობლემებზე, რომლებიც მას შეექმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ და
თურქეთის მიდგომებზე ყოფილ საბჭოთა მუსლიმურ რესპუბლიკებთან
მიმართებაში. აგრეთვე, აღსანიშნავია პროფესორ ე.მაკარაძის მიერ გამოცემული
სახელმძღვანელო - „თურქეთის ისტორია 1918-2018 წლები“ - სალექციო ჩანაწერები,
სადაც ავტორი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს თურქეთის საგარეო პოლიტიკას
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მიმართებაში.

9
საინტერესოა გიორგი ჭიღვარიას, მაია მანჩხაშვილის, ჯემალ ბერიძისა და ზაზა
ბერიძის სადისერტაციო ნაშრომები, რომლებშიც განხილულია ცივი ომის შემდგომ
თურქეთის საგარეო-პოლიტიკური ქვეყნები სამხრეთ კავკასიის რეგიონის
ქვეყნებთან.

უცხოენოვანი ლიტერატურიდან აღსანიშნავია პროფესორ მუსტაფა აიდინის


ნაშრომები: „Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons Learned from
History, Geography and Practice“, „Turkey’s Caucaus Policies”, “New Geopolitics of Central
Asia and the Caucasus; Causes of Instability and Predicament”, “Kafkasya'da Değişim
Dönüşüm, 1989-2012 (Avrasya Üçlemesi III)”, რომლები განხილულია თურქეთის
ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, დაპირისპირებისა და
თანამშრომლობის სფეროები.

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის გააზრებაში დიდი წვლილი


მიუძღვის ისეთ ავტორიტეტულ გამოცემებს როგორებისაა, „საქართველოს
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის“,
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“, ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტის, აშშ-ს საგარეო სამხედრო სწავლების ოფისის და სხვათა კვლევებსა
და ანგარიშებს.

10
თავი I. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა

1.1 ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკა

საუკუნეთა მანძილზე სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა იმ ტერიტორიას, სადაც


იმპერიები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. სხვადასხვა დროს საკვანძო როლებს
ასრულებდნენ რომის იმპერია, სპარსეთი, ბიზანტია, არაბთა სახალიფო, სელჩუკები
და მონღოლები. XIII საუკუნის ბოლოდან ამ იმპერიათა რიგს შეუერთდა ოსმალეთი,
რომელმაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იარსება და საუკუნეთა მანძილზე
გადაჭიმული იყო ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე.

„მცირე აზიაში თურქული ტომები ჩნდებიან ჯერ კიდევ IV საუკუნის


მიწურულიდან. ისინი აქ მოდიონდნენ სხვადასხვა გზებით - ირანიდან. კავკასიიდან,
შავიზღვისპირეთიდან და ბალკანეთიდან. მათი გამოჩენა მცირე აზიაში
დაკავშირებული იყო ხალხთა დიდ გადასახლებასთან“.1

დროთა განმავლობაში მცირე აზიის ტერიტორიაზე იქმნება დიდ-სელჩუკთა


სახელმწიფო და რუმის სასულთნო, თუმცა მონღოლთა შემოსევების შედეგად
ფერხდება მათი განვითარება და იშლებიან. მცირე აზიის რეგიონში დასახლებული
თურქულენოვანი ტომები ერთიანდებიან ჯერ ერთოღრულის, ხოლო შემდგომში
ოსმანის მმართველობის ქვეშ. „ოსმანი 1299 წელს თავს აღწევს სელჩუკთა სულთნის
1
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., „არტანუჯი“, 2007, გვ. 5.

11
სუზერენიტეტს. სწორედ ეს თარიღი არის მიჩნეული ოსმალეთის დამოუკიდებელი
სახელმწიფოს დაარსების დასაწყისად“.2 „ოსმანის მემკვიდრეებმა მიწის ეს ნაკვეთი
ახალი იმპერიის ბირთვად აქციეს. ოსმანის დინასტიას ოსმანლი დაერქვა: აქედანაა
ნაწარმოები ქართული „ოსმალო“ და ევროპული ენების „ოტომანი“. 3 „ოსმალეთის
არსებობის საწყის სტადიაზე მისი გეოპოლიტიკა მთლიანად ეფუძნებოდა
ექსპანსიას. იმ დროს ოსმალეთი წარმოადგენდა ტიპურ სამხედრო-ფეოდალურ
სახელმწიფოს, რომლის მიზანი იყო გაფართოება მეზობელი ქვეყნების ხარჯზე და
მათი სტაბილური ექსპლუატაცია“.4

„ოსმალეთის გაფართოება თავდაპირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში


დაიწყო. მათი მეორე სატახტო ქალაქი იყო ბალკანეთში მდებარე ედირნე
(ისტორიული ადრიანოპოლი). XV საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება იმპერიის
სერიოზული ექსპანსია აღმოსავლეთითაც. კონსტანტინოპოლის აღებიდან (1453 წ.)
რვა წლის შემდეგ ოსმალეთმა დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია, გავიდა აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთში და უშუალოდ დაუმეზობლდა ქართულ სამეფო-სამთავროებს“.5

ოსმალეთის ტერიტორიული გაფართოების ხანა XV-XVI საუკუნეზე მოდის. შავი


ზღვა „ოსმალურ ტბად“ იქცა, მას შემდეგ, რაც „1475 წელს ყირიმის თათრებმა მიიღეს
სულტნის სუზერენიტეტი“.6 სულთან სულეიმანმა მთელი ბალკანეთისა და ნახევარი
უნგრეთის ხელში ჩაგდება მოახერხა. მან 1529 წელს ალყა შემოარტყა ვენას, თუმცა ის
არ დაეცა.

აღმოსავლეთით წინსვლა ოსმალეთს გარდაუვალად აპირისპირებდა სეფიანთა


სპარსეთთან. 1514 წელს გაიმართა ოსმალებისა და სეფიანების პირველი დიდი
ბრძოლა ჩალდირანთან, სადაც ოსმალთა სულტანმა სელიმ I იავუზმა (მრისხანემ),

2
იქვე. გვ. 12-13.
3
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ. 190.
4
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ.
191.
5
იქვე. გვ. 191.
6
Mehrdad Kia. Daily Life in the Ottoman Empire. Oxford., “GREENWOOD”, 2011, გვ. 4.

12
რომელსაც კარგი არტილერია ჰქონდა, სასტიკად დაამარცხა შაჰ ისმაილის
კავალერია. შეიძლება ითქვას, რომ „მე-16 საუკუნის დამდეგიდან, ორ საუკუნეზე
მეტხანს, ახლო აღმოსავლეთში არსებობდა ბიპოლარული სისტემა. თითქმის
თანაბარი ძალის მქონე ორი იმპერია, ოსმალეთი და სპარსეთი ებრძოდნენ
ერთმანეთს ჰეგემონობისათვის. ამ დროს რეგიონში არ არსებობდა რეალური მესამე
ძალა, რომელსაც ამ ორიდან რომელიმე მხარე მოკავშირედ გამოიყენებდა“ .7
საუკუნეთა მანძილზე „ოსმალთა იმპერია გადაჭიმული იყო დუნაიდან სპარსეთის
ყურემდე და ყირიმიდან ხმელთაშუაზღვის სამხრეთ სანაპირომდე“.8

„სპარსეთ-ოსმალეთის ასწლიანი ომი (1514-1639) ხანდახან წყდებოდა დროებითი


ზავებით. ამ ომების სისასტიკეს აღრმავებდა იდეოლოგიური დატვირთვა: ომები
რელიგიური დროშების ქვეშ მიმდინარეობდა. სუნიტი ოსმალები და შიიტი
ყიზილბაშები ერთიმეორეს ჟლეტდნენ, როგორც მწვალებებს. ამავე დროს ორივე
მეომარი მხარის რეალური მიზანი ტრადიციული იყო: ნაყოფიერი ტერიტორიების
დაპყრობა და სავაჭრო გზების კონტროლი, აგრეთვე სამხედრო ალაფი“. 9 ძირითადი
სადავო ტერიტორიები და ბრძოლის ველი იყო შუამდინარეთი (ერაყი),
ქურთისტანი/დასავლეთი სომხეთი, სამხრეთი აზერბაიჯანი, სამხრეთი კავკასია,
რომლებიც ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე მეტად ზარალდებოდნენ. „ამ
ტერიტორიებზე ფერხდებოდა პოლიტიკური პროცესი, შეუძლებელი იყო ეროვნული
სახელმწიფოების მშენებლობა. ოსმალეთ-სპარსეთის ომები ერთ-ერთი მიზეზი იყო
იმისა, რომ ვერ შეიქმნა ქურთების სახელმწიფო, ვერ აღდგა სომხების სახელმწიფო,
ვეღარ გაერთიანდა ქართული სამეფო-სამთავროები, ხოლო ერთი ქართული
სახელმწიფო, სამცხე, საერთოდ მოისპო“.10

7
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ.
190.
8
Mehrdad Kia. Daily Life in the Ottoman Empire. Oxford., “GREENWOOD”, 2011, pg. XIII.
9
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ. 194.
10
იქვე. გვ. 194.

13
1555 წლის ამასიის ზავით ოსმალეთ-სპარსეთის ომების პირველი სერია დამთავრდა.
დადგინდა სასაზღვრო ზოლი, რომლის მიხედვითაც „ირანს წილად ხვდა: ქართლი,
კახეთი, სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი ახალციხითურთ, სომხეთის
აღმოსავლეთი ნაწილი ერევნითურთ, ჩრდილოეთი და სამხრეთი აზერბაიჯანი
თავრიზითურთ, აღმოსავლეთი ქურთისტანი; ხოლო ოსმალეთს - იმერეთი, გურია,
სამეგრელო, სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი, სომხეთის დასავლეთი ნაწილი,
არაბეთის დასავლეთი ნაწილი, არაბეთის ერაყი ბაღდადითურთ, და დასავლეთი
ქურთისტანი“.11

„ომების მომდევნო სერიის შემდეგ, 1639 წლის ზოჰაბის (ყასრ-ე-შირინის) საზავო


ხელშეკრულებით სპარსეთმა და ოსმალეთმა აღადგინეს 1555 წელს დადგენილი
საზღვარი ასეთი შესწორებით: ახალციხის მხარე ოსმალეთმა მიიღო“.12

დროთა განმავლობაში ოსმალეთის სამხედრო გამარჯვებანი დამარცხებებმა


შეცვალეს (1683 წელს ვენის უკანასკნელი ალყა ოსმალთათვის სავალალოდ
დასრულდა), ამას დაემატა ევროპის სამეცნიერო-ტექნიკური და სამხედრო-
ეკონომიკური უპირატესობა, ოსმალეთში არ არსებობდა კერძო საკუთრება და
ბანკები, ოსმალეთის ბურჟუაზიას წარმოადგენდა არამუსლიმური უმცირესობა, რაც
იმას ნიშნავდა, რომ სავაჭრო პოტენციალი მათ ხელში იყო. ამ ყველაფერს დაემატა
ჩრდილოეთიდან რუსეთის იმპერიის გაძლიერება და დღის წესრიგში
„აღმოსავლეთის საკითხის“13 დადგომა.

„თუ 1603წ-ს ინგლისელი ისტორიკოსის რიჩარდ ქნოლესის მიერ ოსმალეთის


იმპერია იყო დახასიათებული, როგორც „მსოფლიოს ამჟამინდელი ტერორი“ XIX

11
Mikheil Svanizde. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran (June 1, 1555) and
Georgia. თბ., საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე, ტ.3, N1, 2009, გვ. 196.
http://science.org.ge/old/3-1/Svanidze.pdf

12
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ.
195.
13
დიპლომატიასა და საისტორიო ლიტერატურაში მიღებული პირობითი სახელწოდება, რომლითაც
აღინიშნება XVIII საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საერთაშორისო
წინააღმდეგობები.

14
საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსმალეთის იმპერია რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ
I -ის მიხედვით ხდება „ევროპის ავადმყოფი ადამიანი““.14

ასევე, „ოსმალეთის იმპერიამ დიდი დანაკარგები განიცადა "საღვთო ლიგასთან"


ომებში, რომელიც მოხდა 1683-1699 წლებში და აღწერილია, როგორც "უბედურების
წლები".15 ამ პერიოდის დანაკარგებმა ღრმა კვალი დატოვა ოსმალეთის
საზოგადოებაში. მეორეს მხრივ, ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა თავისი უპირატესობა
ევროპაში და ამავდროულად ევროპამ დაინახა, რომ ოსმალეთის იმპერია არ იყო
დაუმარცხებელი.16

XVIII საუკუნის ბოლოს ევროპის სახელმწიფოებთან ომებს თან დაერთო 1789 წლის
საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია
იმდროინდელ მსოფლიოში და გავლენა მოახდინა ოსმალეთის იმპერიაზეც.
რევოლუციის იდეებმა _ „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ _ გავლენა მოახდინეს
ბალკანეთის ნახევარკუნძულისა და ეგეოსის ზღვის კუნძულების მოსახლეობაზე,
სადაც უკვე არსებობდა ნიადაგი ასეთი იდეების გავრცელებისათვის. რევოლუციური
იდეების გავლენით იწყება ბალკანეთის ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლა
ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ17. იმპერიის დაშლის შიშმა და ევროპისაგან
ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და განსაკუთრებით, სამხედრო დარგში აშკარა
ჩამორჩენამ სულტნის კარი აიძულა ერთგვარი მოდერნიზაცია განეხორციელებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ „ტიტას ეპოქაში“18 გაჩნდა ინტერესი ევროპის
მიმართ და მოდერნიზაციისკენ ნაბიჯები გადადგეს სელიმ III-მ და მაჰმუდ II-მ,
აბდულმეჯიდ I-ს ხვდა პატივი 1839 წელს პირველი ოფიციალური ნაბიჯის
14
Norman Itzkowitz. Ottoman Empire and Islamic Tradition. Chicago., The University of Chicago Press, 1972,
გვ. 63.
15
Turgut Subaşı. Lale Devri’ne Ait Bir Islahat Takriri. Lale devri'nde Osmanlı Devleti ve Nevşehir . Kömen.
Kasım. 2018. გვ. 886-900.
16
იქვე. გვ. 888.
17
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., „არტანუჯი“, 2007. გვ. 133.
18
1718-1730წწ. ეს იყო ოსმალეთში რეფორმათა პირველი პროექტი, რომელმაც მუსლიმურ
სახელმწიფოში საფუძველი ჩაუყარა ვესტერნიზაციასა და მოდერნიზაციას. იზრდება ინტერესი
ქვეყნის საზოგადოებრივი მოწყობის მიმართ და ევროპის სახემლწიფოების სამეცნიერო
მიღწევებისადმი.

15
გადადგმისა „თანზიმათის“ 19
მიღებით: „მასში გადმოცემული იყო რეფორმების
პირველი ეტაპი. მასში იყო პირობა იმპერიის ყველა ქვეშევრდომისათვის
სიცოცხლის, ღირსების და ქონების უსაფრთხოების გარანტიაზე, გადასახადების
აკრეფის სამართლიანობის უზრუნველყოფაზე, საიჯარო სისტემის გაუქმებაზე,
ჯარში გაწვევის წესის შეცვლაზე და სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის
შემცირებაზე“. მოცემული იყო ასევე „გარანტია სასამართლო პროცესების
საჯაროობაზე და მსჯავრდებულთათვის ქონების კონფისკაციის პრაქტიკის
შეწყვეტაზე. ცხადდებოდა იმპერიის ქვეშევრდომთა თანასწორობა სარწმუნოებრივი
აღმსარებლობის მიუხედავად“.20

„გასატარებელ რეფორმათა სია მიუთითებდა იმას, რომ ოსმალეთის იმპერიაში არ


იყო დაცული ადამიანთა უფლებები, სახელმწიფო ინსტიტუტები არ რეალურად არ
ფუნქციონირებდნენ და ქვეყანაში კორუფცია იყო გამეფებული. ეს იყო ოსმალეთის
იმპერიაში პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ნახსენები იყო
მუსლიმისა და არამუსლიმის თანასწორუფლებიანობა. ეს დოკუმენტი საშუალებას
აძლევდა არამუსლიმ მოსახლეობას დაეცვა საკუთარი უფლებები, რომლებიც
სულტნის ბეჭდით იყო დადასტურებული. ამ დოკუმენტით ასევე მოხდა რელიგიის
ოფიციალური გამიჯვნა სახელმწიფოსგან. ოსმალეთის იმპერიაში სეკულარიზმის
დამცველი გახდა სულტანი“.21

„აქვე, ხაზი უნდა გავუსვათ რეფორმათა შემაფერხებელ ფაქტორებს: ოსმალეთის


საშინაო საქმეებში ევროპის სახელმწიფოთა ჩარევამ განაპირობა იმპერიაში შემავალ
უმცირესობებში ეროვნულ გრძნობათა გაღვივება და აჯანყებები. ეგვიპტესთან
კონფლიქტისა და რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკური
ვითარება გაუარესდა და კრიზისამდე მივიდა. პარალელურად, ქვეყანაში იყვნენ
19
არაბ: წესრიგი, რეგორმა
20
გიორგი სანიკიძე, გიული ალასანია, ნანი გელოვანი. ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი
ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIXს.- XXIს.-ის დასაწყისი). ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი. 2011. გვ. 64.
21
მარიამ ხაბულიანი. მაჰმუდ II და განათლების რეფორმა ოსმალეთის იმპერიაში. // „აღმოსავლეთი“,
#2, 2018, გვ. 46.

16
ძლიერი კონსერვატორები, რომელთაც ევროპეიზაცია ისლამის უარყოფასთან
ჰქონდათ გაიგივებული. მათ დიდი ფულადი სახსრები გააჩნდათ, შესაბამისად, არ
ემორჩილებოდნენ სულტანს და ქრთამით ცდილობდნენ საქმეების მოგვარებას.
რეფორმების გატარებას ხელს უშლიდა რეფორმატორთა სიმცირე, ისინი ძირითადად
ქვეყნის დედაქალაქ სტამბოლში იყვნენ თავმოყრილნი. ქვეყანაში არსებული
განათლების დაბალი დონე განაპირობებდა ეროვნული ბურჟუაზიის სისუსტეს,
რომელსაც თავის მხრივ გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშა ქვეყნის განვითარებაში“. 22
გატარებული რეფორმების მიუხედავად ყირიმის ომმა (1853-1856წწ) კიდევ ერთხელ
აჩვენა ოსმალეთის იმპერიის სისუსტე, ამავდროულად, 1854 წლიდან ოსმალეთი
იღებს პირველ ევროპულ სესხს23, საიდანაც ნელნელა იწყება იმპერიის ეკონომიკური
დამოკიდებულება ევროპის ქვეყნებზე. შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა
თანზიმათის მეორე პერიოდის დაწყება, „რომლის მნიშვნელობა დასავლური
სახელმწიფოებისათვის უფრო მეტი იყო, ვიდრე თვითონ ოსმალეთის იმპერიისთვის,
ინგლისმა და საფრანგეთმა ახალი შეღავათები მიიღეს ახლო აღმოსავლეთში თავისი
კაპიტალის შესაღწევად და მათი დასაყრდენი გახდნენ სომეხი და ბერძენი ვაჭრები,
რომელთაც გარანტირებული ჰქონდათ თურქების თანაბარი უფლებები. დასავლური
კაპიტალისათვის გაიხსნა ახალი შესაძლებლობები - მიეღოთ სარკინიგზო თუ სხვა
კონცესიები ბანკების დასაარსებლად და მიწების შესაძენად“. 24
ასევე, „შემოღებულ
იქნა, სახელმწიფო ბიუჯეტი, ევროპული ენებიდან ითარგმნა და დაინერგა სისხლის
სამართლის, სამოქალაქო, მიწისა და სხვა კოდექსები, გაიხსნა ბანკები, დაიწყო
სარკინიგზო მშენებლობა, არამუსლიმებს მიეცათ (უფრო თეორიული ვიდრე
რეალური) უფლება დაეკავებინათ მაღალი სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობა
და ა.შ. სიახლეთა შორის იყო მიწაზე კერძო საკუთრებისა და უცხოელების მიერ
უძრავი ქონების შეძენის უფლების დაკანონება. ევროპელთათვის გაიხსნა წმინდა
22
მარიამ ხაბულიანი. მაჰმუდ II და განათლების რეფორმა ოსმალეთის იმპერიაში. // „აღმოსავლეთი“,
#2, 2018, გვ. 46.
23
Biltekin Özdemir. Osmanlı Devleti Dış Borçları. T.C. Maliye Bakanlığı., Ankara, Şubat 2010. გვ. 11.
24
გიორგი სანიკიძე, გიული ალასანია, ნანი გელოვანი. ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი
ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIXს.- XXIს.-ის დასაწყისი). ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი. 2011. გვ. 69.

17
მიწა, ქრისტიანულმა ეკლესიებმა დაიწყეს იქ შენობებისა და მიწის შესყიდვა,
მისიონერებისა და პილიგრიმების გაგზავნა. ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, რუსეთმა,
ავსტრია-უნგრეთმა, გერმანიამ, აშშ-მ და სხვა ქვეყნებმა საკონსულოები გახსნეს
იერუსალიმში“.25 რეფორმათა და ასევე „ახალგაზრდა ოსმალთა“26 მოღვაწეობის
შედეგია 1876 წლის 23 დეკემბერს მიღებული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც
„ოსმალეთში მყარდებოდა კონსტიტუციური მონარქია და პარლამენტარული
წყობილება“.27 რომელიც „ითვალისწინებდა მინისტრთა კაბინეტის შექმნას და
პარლამენტის არჩევას. მასში ხაზგასმული იყო სულტნის ყველა ქვეშევრდომის
თანასწორუფლებიანობა, რასისა თუ რელიგიის მიუხედავად. გარანტირებული იყო
რელიგიის, განათლების და პრესის თავისუფლება“.28

ამ მოვლენებს თან დაემთხვა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878წწ), რის შედეგადაც


ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა ტერიტორიები ბალკანეთსა და კავკასიაში.
პარალელურად აბდულ ჰამიდ II-მ სამუდამოდ დაითხოვა პარლამენტი და შეუდგა
კონსტიტუციონალისტთა დევნას, თანზიმათის პერიოდში მიღებულ
გადაწყვეტილებათა გაუქმებასა და ერთპიროვნული მმართველობის დამყარებას. ამას
ის ანხორციელებდა პან-ისლამისტური პროპაგანდით, რომელსაც რამდენიმე მიზანი
ჰქონდა: წინ აღდგომოდა ევროპულ სახელმწიფოთა ჩარევას ოსმალეთის საშინაო
საქმეებში, ქვეყანაში სეკულარიზაციის შესუსტება და სულტან-ხალიფას
ინსტიტუტის ქვეშ იმპერიაში მყოფ მუსლიმთა გაერთიანება29.
25
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018, გვ.
202.
26
ოსმალეთის ახალგაზრდა ინტილიგენცია, წარმოშობით ფეოდალურ-ბიუროკრატიული, ხოლო
თავისი მრწამსით - ბურჟუაზიული. 1860-იან წლებში ბევრმა მათგანმა ევროპაში მიიღო განათლება და
გაეცნო დასავლეთის კულტურას, მის პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ცხოვრებას, სახელმწიფოს
მმართველობას, ეკონომიკურ მდგომარეობას (სვანიძე. გვ. 318).
27
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., „არტანუჯი“, 2007. გვ. 324.
28
გიორგი სანიკიძე, გიული ალასანია, ნანი გელოვანი. ახლო აღმოსავლეთის ისტორია და მისი
ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIXს.- XXIს.-ის დასაწყისი). ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი. 2011. გვ. 74.
29
Alyson M. Chouinard. A Response to Tanzimat: Sultan Abdul Hamid II and Pan-Islamism. Vol2. N. 5. 2010.
Last accessed June 15. http://www.inquiriesjournal.com/articles/252/a-response-to-tanzimat-sultan-abdul-
hamid-ii-and-pan-islamism

18
როგორც ვხედავთ, XVIII საუკუნიდან ოსმალური საგარეო პოლიტიკა თავდასხმიდან
იცვლება დავდაცვის მიმართულებით. რუსეთ-ოსმალეთის ომების შედეგად
ოსმალეთი კარგავს ტერიტორიებს აფრიკაში, სამხრეთ კავკასიასა და ბალკანეთში.
ნაციონალიზმი იღვიძებს არამხოლოდ ოსმალეთის არამუსლიმ, არამედ მუსლიმ
მოსახლეობაშიც (არაბები).

ევროპული ტიპის ნაციონალიზმმა ოსმალეთის მმართველ ეთნოსზე გავლენა უფრო


გვიან მოახდინა, ვიდრე დაქვემდებარებულ ეთნოსებზე. სულტნის რეჟიმის
წინააღმდეგ XIX საუკუნის ბოლოს შექმნილი საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაცია
„ერთიანობა და პროგრესი“, რომელიც ნაციონალისტურ და რეფორმისტულ
„ახალგაზრდა თურქთა“ მოძრაობას წარმოადგენდა, თავდაპირველად თავის მიზნად
აცხადებდა პარლამენტის აღდგენას30, კონსტიტუციური მონარქიის შექმნას
დემოკრატიული უფლებების დამკვიდრებას ოსმალეთის ყველა ხალხის
თანასწორუფლებიანობის მიღწევას. „1908 წელს „ახალგაზრდა თურქებმა“ მოახდინეს
რევოლუცია. 1909 წლის დამდეგს ახალი პარლამენტი მართლაც შეიკრიბა და ის
მრავალეთნიკური იყო“.31

უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის მიწურულიდან ოსმალეთს „ყველაზე საიმედო


მოკავშირედ“ გერმანიის იმპერია მოევლინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ
პერიოდიდან იწყება გერმანიის საგარეო პოლიტიკის ე.წ. „კოლონიური პერიოდი“.
„ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის გატარების პირველ ხანებში გერმანია კარგად
ხედავდა, რომ თურქეთის ტერიტორიული დანაწილების შემთხვევაში მას არაფერი
ერგება. ამას თან დაერთო გერმანიის ეკონომიკური პოზიციების სისუსტე
თურქეთში, რის გამოც გერმანია გამოვიდა თურქეთის ყოველგვარი დანაწილების

30
რომელიც 1876-1878 წწ არსებობდა.
31
რევაზ გაგეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. ტ1., თბ.,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018. გვ. 204.

19
წინააღმდეგ“.32 „სწორედ გერმანიასთან მოკავშირეობამ ჩაითრია ოსმალეთი I
მსოფლიო ომში და ტრაგიკულ აღსასრულამდე მიიყვანა იგი“.33

სხვადახვა ძირითადმა საგარეო-პოლიტიკურმა ფაქტორმა (იგულისხმება იტალიის


აგრესია, 1912 წელს ბალკანეთის პირველი ომის წაგება, ინდიფერენტიზმი დასავლეთ
ევროპის ლიბერალური მთავრობების მხრიდან) აიძულა „ახალგაზრდა თურქები“
უკუეგდოთ „პანოსმანიზმის“ ანუ სულტნის ყველა ქვეშევრდომის ერთ ერად შეკვრის
ფუჭი იდეა. მათ უარი თქვეს „პანისლამიზმზეც“, რომლითაც სულტან-ხალიფას
სურდა შეეკავშირებინა მსოფლიოს ყველა მუსლიმი. ამ მიუღწეველი ოცნების
ნაცვლად „ახალგაზრდა თურქებმა“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ეთნიკური თურქების
ეროვნული თვითშეგნების გაძლიერებას მიანიჭეს.

„ახალგაზრდა თურქებმა“ დაიწყეს ევროპის ეროვნული სახელმწიფოების


თვითსახელების თარგზე შექმნილი სახელის - თურქეთი - Turkiye გამოყენება. მათვე
აციეს სიტყვა Turk საამაყო ეროვნულ თვითსახელად, რაც ფართოდ დამკვიდრდა
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი
ომის დროს34.

„ახალგაზრდა თურქების“ მიზნები აშკარად წინააღმდეგობრივი იყო და საბოლოოდ


ისინი ულტრანაციონალისტურ ძალად ჩამოყალიბდნენ. თურქული ნაციონალიზმის
იდეის წინ წამოწევამ აუმხედრა მათ იმპერიის მუსლიმი ხალხები, უპირველესად -
არაბები, რომელიც მანამდე დისკრიმინირებულად თავს არ მიიჩნევდნენ.35

„ახალგაზრდა თურქებმა პირველი მსოფლიო ომის ბოლო წლებში წამოიწყეს


შედარებით აგრესიული საგარეო პოლიტიკა თურანიზმის სახით. თურანიზმი
პანთიურქიზმის იდეის აგრესიული გამოვლინებაა, რომლის მიზანს წარმოადგენს

32
ოთარ გიგინეიშვილი. თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა. თბ., გამომცემლობა „ცოდნა“,
1963. გვ. 27.
33
რევაზ გაგეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. ტ1., თბ.,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018. გვ. 203.
34
იქვე. გვ. 205.
35
იქვე. გვ. 203.

20
ყველა თიურქულენოვანი ხალხის ერთ სახელმწიფოში (თურანში) გაერთიანება.
თურანიზმის იდეის პრაქტიკულად განხორციელებაის შემთხვევაში მოხდებოდა
რუსეთის იმპერიისა და სპარსეთის ნაწილების ანექსირება. ჰიპოთეზური თურანი
ჩინეთის ხარჯზე გაფართოებასაც გულისხმობდა, სადაც ცხოვრობდნენ
თიურქულენოვანი ხალხი - უიღურები. თურანიზმის იდეები მნიშვნელოვანწილად
მანამდე გაჟღერებული პანგერმანიზმისა და პანსლავიზმის იდეების გადამღერება
იყო.36

თავიდან თურანიზმის იდეა აუხდენელ ოცნებას ჰგავდა. მსოფლიო ომის


დაწყებამდე, 1910-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთი მარცხდებოდა ლოკალურ
ომებშიც კი და კარგავდა ტერიტორიებს (ალბანეთი, მაკედონია, ლიბია). ბალკანეთის
ომების შემდეგ ოსმალეთს ევროპაში უზარმაზარი სამფლობელოებიდან ოციოდე
ათასი კვადრატული მეტრის ფართობი დარჩა. თუ 1844 წელს სულტნის
ქვეშევრდომთაგან 15 მილიონი ევროპაში ცხოვრობდა ხოლო 16 მილიონი - აზიაში,
70 წლის შემდეგ, პირველი მსოფლიო ომის წინ სტამბოლსა და მის შემოგარენში
მცხოვრებთა გარდა ევროპაში სულტანს ქვეშევრდომი აღარ დარჩა.37

პირველი მსოფლიო ომის ბოლო წელს, როდესაც რუსეთმა, სადაც 1917 წლის
ნოემბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ სათავეში კომუნისტები მოვიდნენ,
სეპარატული ბრესტის ზავით მიატოვა მოკავშირეები და გააშიშვლა კავკასიის
ფრონტი, ამით „ახალგაზრდა თურქებს“ მიეცათ საშუალება პრაქტიკაში
განეხორციელებინათ თურანიზმის იდეა.38

1918 წლის მეორე ნახევარში შეიქმნა „პარალელური ომებისა“ და მოკავშირეთა


დაპირისპირების პარადოქსული სიტუაცია. ოსმალეთის არმია შეიჭრა დაუცველ
სამხრეთ კავკასიაში, მან 15 სექტემბერს აიღო ბაქო და გადაწყვიტა თურქესტანსა და

36
რევაზ გაგეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. ტ1., თბ.,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018. გვ. 203.
37
იქვე. გვ. 205-206.
38
იქვე. გვ. 206.

21
შუა აზიაში გალაშქრება39. გერმანიამ ოსმალეთს მოსთხოვა ბრიტანელებისგან
სამხრეთის ფრონტის დაცვა. მაგრამ კავაკასიისა და შუა აზიის სურვილით
შეპყრობილმა „ახალგაზრდა თურქებმა“ რეალობის აღქმის უნარი დაკარგეს.
იმპერიის ფაქტობრივად დაუცველ სამხრეთ ნაწილში ბრიტანულმა სამხედრო
შენაერთებმა თავის არაბ მოკავშირეებთან ერთად ზედიზედ დაიპყრეს ქალაქები.
1917 წელს მათ აიღეს ბაღდადი და იერუსალიმი, 1918 წლის შემოდგომაზე - ბეირუთი
და დამასკო.40

1918 წლის სექტემბერში ბულგარეთი, რომელიც ცენტრალური სახელმწიფოების


მხარეზე იბრძოდა ანტანტის ძალებმა ომიდან საბოლოოდ გამოთიშეს. ოსმალეთი
აღმოჩნდა იზოლირებული თავისი მთავარი მოკავშირისგან. 1918 წლის ოქტომბერში
სტამბოლმა ზავის დადება ითხოვა, რითაც აღიარა, რომ აღარ შეეძლია ომის
გაგრძელება. „ახალგაზრდა თურქთა“ მმართველმა ჯგუფმა ქვეყანა დატოვა. 41
შესაბამისად თურქნიზმის იდეა განუხორციელებელი დარჩა.

1918 წლის 30 ოქტომბერს საბერძნეთის კუნძულ ლემნოსის ნავსადგურ მუდროსში


ღუზაჩაშვებულ ბრიტანულ კრეისერ „აგამემნონზე“ ოსმალეთის იმპერიის
წარმომადგენელმა, საზღვაო მინისტრმა ჰუსეინ რაუფ ბეიმ ხელი მოაწერა ზავს,
რომელიც სინამდვილეში სრული კაპიტულაცია იყო. 42

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ოსმალეთის იმპერია დაარსების დღიდან


XVIIს-მდე იყო ექსპანსიონისტური სახელმწიფო, რომლის მთავარ პოლიტიკას
წარმოადგენდა ისლამიზმი და ოსმანიზმი. ის ცდილობდა ისლამის გავრცელებას და
ყველა ადამიანი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრდომად იწოდებოდა
წარმოადგენდა ოსმალოს. თუმცა, ლაშქრობებსა და რუსეთ-ოსმალეთის ომებში
დამარცხების შემდეგ სახეზე ჩანს ოსმალური სახელმწოფო აპარატებისა და

39
იქვე. გვ. 206.
40
რევაზ გაგეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. ტ1., თბ.,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018. გვ. 206.
41
იქვე. გვ. 206.
42
იქვე. გვ. 206.

22
ინსტიტუტების დაცემა, რომელსაც მოჰყვა 1789 წლის საფრანგეთის რევოლუცია. მან
გარდამტეხი როლი შეასრულა განსაკუთრებით ოსმალეთის იმპერიის ბალკანელ
მოსახლეობაში ნაციონალისტური გრძნობების ზრდაში. იმისათვის, რომ ოსმალეთს
შეენარჩუნებინა არსებული ტერიტორიები ის დაადგა ევროპეიზაციის გზას, რომლის
შედეგია „თანზიმათის“ ეპოქა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ევროპულ
სახელმწიფოთა მხრიდან ოსმალეთის იმპერიის შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტები
სულთანმა აბდულჰამიდ II-მ პან-ისლამიზმის პოლიტიკის გატარება დაიწყო, რათა
ისლამის დროშის ქვეშ მაინც შეენარჩუნებინა იმპერიის არსებობა. იმპერიის სათავეში
„ახალგაზრდა თურქთა“ მოსვლის შედეგად არათუ არამუსლიმ, არამედ არაბ
მოსახლეობაშიც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის ზრდა, რამაც სახელმწიფო
პოლიტიკა მიმართა პან-თურქიზმისაკენ, ხოლო I მსოფლიო ომის დროს, როდესაც
არაბი მოსახლეობა აჯანყდა იმპერიის მთავარი პოლიტიკა გახდა თურანიზმი,
რომელმაც არ გაამართლა ომის შედეგებიდან გამომდინარე და საბოლოოდ იმპერიის
აღსასრული გამოიწვია.

1.2 ქემალისტური თურქეთის საგარეო პოლიტიკა

1918 წლის მუდროსის ზავის43 თანახმად ქ. სტამბოლში ანტანტის ჯარები შევიდნენ.


ანტანტამ ჩამოართვა ოსმალეთს არმიას შეიარაღება და ქონება. სულტნის მთავრობა
ევროპული ზესახელმწიფოების მარიონეტად იქცა.44

1920 წლის 10 აგვისტოს ანტანტამ და მისმა მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს სევრის


ხელშეკრულებას45, რომლის მიხედვითაც ოსმალეთი უარს ამბობდა ყველა
ტერიტორიაზე აზიასა და აფრიკაში და ანატოლიის დიდ ნაწილში. მის

43
Nihat Erim. Mondros Mütarekesi. Devletlerarası Hukuki ve Siyasi Tarih Metinleri. Cilt.1., Türk Tarih
Kurumu Basımevi., Ankara. 1953. გვ. 519-524.
44
რევაზ გაგეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული ნიშანსვეტები. ტ1., თბ.,
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018. გვ. 255.
45
MÜTTEFİK VE ORTAK DEVLETLERLE TÜRKİYE ARASINDA 10 AĞUSTOS 1920'DE SEVRES'DE
İMZALANAN BARIŞ ANTLAŞMASI.

23
მფლობელობაში მხოლოდ ცენტრალური და ჩრდილოეთი ანატოლია რჩებოდა. მის
ყოფილ ტერიტორიებს ინაწილებდნენ ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და
საბერძნეთი, ამ უკანასკნელს საბერძნეთის სამეფოს შექმნის სურვილი ჰქონდა. თუმცა
ამ ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარებას ხელი შეუშალა მუსტაფა ქემალმა,
რომელმაც 1919 წლის 19 მაისს დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა.
მოიწვია ერზრუმისა და სივასის კონგრესები, რითაც შეიმუშავა უცხოელებისაგან
ქვეყნის გადარჩენის სამოქმედო გეგმა - Misak-ı Milli 46 (ეროვნული აღთქმა), რომელიც
ექვსი პუნქტისგან შედგებოდა. ამ პაქტის მიხედვით, „მოსულის ვილაიეთისა, სამი
სანჯაყისა (ბათუმი, ყარსი, არდაჰანი) და დასავლეთ თრაკიის ხალხს თავისუფლება
უნდა მოეპოვებინა და სამშობლოს შეერთებოდა, დაცული უნდა ყოფილიყო
სტამბოლის უსაფრთხოება, რომელიც ისლამური ხალიფატისა და სასულთნოს
ცენტრს წარმოადგენდა, გარანტირებული უნდა ყოფილიყო მეზობელ ქვეყნებში
მცხოვრებ მუსლიმთა უფლებები და თურქეთს უარი უნდა ეთქვა კაპიტულაციებზე,
რომელიც ქვეყნის განვითარებას უშლიდა ხელს“ 47
მოიწვია ანკარაში თურქეთის
დიდი ეროვნული კრება - პარლამენტი, 2020 წლის 3 მაისს შეიქმნა მინისტრთა საბჭო,
რომლის მეთაურიც თავად გახდა.48 მან სულთანი „ურჯულოთა ტყვედ“ 49
გამოაცხადა, რითაც თურქეთში ორხელისუფლებიანობა დამყარდა.50

მუსტაფა ქემალი შეუდგა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მუსლიმთა მოსახლეობის დაცვის
საბაბით.51 ამან გამოიწვია ომი სომხეთთან. ბაქოს გაწითლების შემდეგ წითელი არმია

46
Gürbüz Mızrak. Misak-ı Milli’nin Orijinal El Yazması.
https://istihbaratveanaliz.files.wordpress.com/2016/04/misakc4b1_milli.pdf
47
Osmanlı Mebusan Meclisi tarafından ilân edilen ve barış şartlarını açıklayan bildiri. Türkiye Diyanet Vakfı.
Islam Ensiklopedisi.
https://islamansiklopedisi.org.tr/misak-i-milli

48
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 382.
49
იქვე. გვ. 382.
50
იქვე. გვ. 389.
51
იქვე. გვ. 389.

24
სომხეთში შეიჭრა. სომხეთის მთავრობა ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა. 52 ორივე
მტერთან ბრძოლაში სომხეთი დამარცხდა და 1920 წლის 2 დეკემბერს ხელი მოაწერა
ალექსანდროპოლის (გიუმრი) ხელშეკრულებას53, რითაც სომხეთის ტერიტორია
შემოიფარგლა მხოლოდ ერევნის რაიონითა და გოგჩის ტბით. პარალელურად, 29
ნოემბერს სომხეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა54.

სომხეთთან ომის შემდეგ მუსტაფა ქემალის ჯარი საქართველოს დემოკრატიული


რესპუბლიკის საზღვრებს მოადგა. თუმცა, მხარეებს შორის დამყარდა
დიპლომატიური ურთიერთობა და 1921 წლის 8 თებერვალს ანკარის მთავრობამ ცნო
საქართველო დე-იურედ55. საქართველოს ელჩი გახდა სვიმონ მდივანი.
მოლაპარაკების დროს მუსტაფა ქემალმა შემდეგი სიტყვებით მიმართა საქართველოს
დიპლომატიურ წარმომადგენლებს: „ჩვენ გვყავს ძლიერი მტერი დასავლეთით და
გვესაჭიროება ძლიერი აღმოსავლეთი. განსაკუთრებით გვჭირდება საქართველო,
ძლიერი და დამოუკიდებელი. საქართველომ და თურქეთმა იმაზე უნდა იზრუნონ,
რომ კავკასიის სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ თავისუფალნი 56“. თუმცა, როდესაც
1921 წლის თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია „ანკარის
მთავრობამ სამხედრო დახმარების საფასურად მოითხოვა არტაანისა და ართვინის
ოლქები57“, რაც დაკმაყოფილებულ იქნა, თუმცა დახმარება არსაიდან არ გამოჩენილა.

ამ დროს როგორც საბჭოთა რუსეთს ისე ქემალისტურ თურქეთს ჰყავდათ საერთო


მტერი - ანტანტა, რამაც მათ საშუალება მისცა საერთო ენა გამოენახათ. მას შემდეგ,
რაც წითელი არმია თბილისში შემოვიდა მეორე დღესვე (26 თებერვალი)
ოფიციალურად გაიხსნა რუსეთ-თურქეთის კონფერენცია მათ 1921 წლის 16 მარტის
ხელშეკრულებით58 პრაქტიკულად გადაინაწილეს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიები:
52
იქვე. გვ. 389.
53
Treaty of Alexandropol: December 2, 1920.
https://antlasmalar.com/wp-content/uploads/2017/07/gumru-antlasmasi-tam-metni.pdf
54
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 390.
55
იქვე. გვ. 396.
56
იქვე. გვ. 395.
57
იქვე. გვ. 397.
58
Договор между Россией и Турцией. 16 марта 1921 г.

25
ბათუმი და ბათუმის ოლქი საქართველოს გადაეცა, ხოლო თურქეთის
შემადგენლობაში დარჩა ყარსის, არტაანისა და ართვინის მაზრები59. ამ
ხელშეკრულების მიუხედავად თურქეთს მაინც სურდა ბათუმის ხელში ჩაგდება,
თუმცა ადგილობრივებისა და ქართული არმიის თავგანწირული ბრძოლის შედეგად
ამ ტერიტორიიდან თურქული ჯარი გაყვანილ იქნა და 30 მარტს წითელი არმიის
ნაწილები საზღვარზე მივიდნენ და დაიკავეს სოფელი სარფი60.

საბჭოთა რუსეთისა და ქემალისტური თურქეთის მიერ საზღვრის დადგენის შემდეგ


დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკათა მიერ ამ ტერიტორიათა
აღიარების საკითხი. 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელი მოეწრა ყარსის 61
ხელშეკრულებას62, რომლითაც ამიერკავკასიის სამივე საბჭოთა რესპუბლიკა
აღიარებდა საზღვრებს63.

ამ ხელშეკრულების ხელმოწერამ საშუალება მისცა მუსტაფა ქემალს მთელი


ყურადღება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართა და ანატოლია საბოლოოდ
გაენთავისუფლებინა ბერძნული არმიისგან, რომელსაც დიდი ბრიტანეთი აქეზებდა.
1921 წლის 10 იანვარს სოფელ ინონუსთან ბერძენთა შეტევა პირველად იქნა
შეჩერებული, რამაც იმედი გააჩინა თურქულ ჯარში, საბოლოოდ, მდინარე საქარიას
აღმოსავლეთით აღარ დარჩა არც ერთი ბერძენი ჯარისკაცი 64. 1922 წლის
სექტემბრისთვის თურქებმა დაიკავეს ბურსა და იზმირი და 18 სექტემბრისთვის
მთელი თურქეთის ტერიტორია განთავისუფლებულ იქნა საბერძნეთის

http://iccn.ge/files/treaty_of_ru_-_turkey_16_march_1921_full_1.pdf
59
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 405.
60
იქვე. გვ. 404.
61
Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны,
и Турцией - с другой, заключенный при участии РСФСР в Карсе
http://iccn.ge/files/treaty_kars_13_october_1921_from_archives_full_1.pdf
62
ზურაბ ბატიაშვილი. ყარსის ხელშეკრულება - მითები და რეალობა. Georgian Founndation for Strategic
and International Studies. 2021.
https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian--2957.pdf
63
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 406.
64
იქვე. გვ. 407.

26
ჯარებისაგან65. შედეგად, 1922 წლის 11 ოქტომბერს მუდანიაში ხელმოწერილ იქნა
დროებითი ზავი66 თურქეთსა და ანტანტას შორის, რომლის მიხედვითაც ბერძნები
ტოვებდნენ აღმოსავლეთ თრაკიას67.

თურქეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის ფინანსური-ეკონომიკური


საკითხების, კაპიტულაციების რეჟიმის, სახმელეთო და საზღვაო საკითხების
დადგენისა და ანტანტის სახელმწიფოების მიერ თურქეთის დამოუკიდებლობის
ცნობასთან დაკავშირებით მოწვეულ იქნა კონფერენცია ლოზანაში 1922 წლის 20
ნოემბერს. დაძაბული და ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, 1923 წლის 24
ივლისს ლოზანის ხელშეკრულებას საბოლოოდ ხელი მოეწერა68.

ლოზანის ხელშეკრულებით69, თურქეთმა უარი თქვა თავის უფლებებზე ერაყზე,


სირიაზე, ლინაბზე, პალესტინაზე, იორდანიაზე, ეგვიპტეზე, სუდანზე, ლიბიაზე და
აღიარა ინგლისის მიერ კუნძულ კვიპროსის დაპყრობა.

თურქეთმა აღიარა შავი ზღვის სრუტეებით სარგებლობის უფლება სავაჭრო და


სამხედრო გემებისათვის როგორც მშვიდობის, ისე ომის დროს.

ლოზანის ხელშეკრულებით, თურქეთი თვითონ განაგებდა თავის ფინანსებს,


გაუქმდა დიდი სახელმწიფოების ფინანსური კონტროლი, მთლიანად გაუქმდა
კაპიტულაციების რეჟიმი, თურქეთში მცხოვრები უცხოელები უნდა
დამორჩილებოდნენ თურქეთის კანონმდებლობას.

ლოზანის ხელშეკრულება ითვალისწინებდა სახელმწიფო ვალის განაწილებას


თურქეთსა და იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც წარმოიქმნენ პირველი
მსოფლიო ომი შედეგად ბალკანეთსა და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
65
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 409.
66
Harry J. Psomiades. Eastern Thrace and the Armistice of Mudanya, October 3-11, 1922. Journal of Modern
Hellenism. No 17-18. 2000-2001. გვ. 1-67.
https://ejournals.epublishing.ekt.gr/index.php/deltiokms/article/viewFile/2464/2229.pdf
67
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 409.
68
იქვე. გვ. 416.
69
Treaty of Peace with Turkey Signed at Lausanne, July 24, 1923.
https://wwi.lib.byu.edu/index.php/Treaty_of_Lausanne

27
ლოზანაში ხელმოწერილი იქნა აგრეთვე კონვენცია თურქეთსა და საბერძნეთს შორის
მოსახლეობის გაცვლის შესახებ. ამ კონვენციის საფუძველზე მილიონნახევარი
ბერძენი გადასახლდა თურქეთიდან საბერძნეთში, ხოლო 500 ათასი თურქი
საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნდა.

ლოზანის კონდერენციაზე თურქეთის ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო ყველა


სახელმწიფოს მიერ მისი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის
ცნობა. მიუხედავად რიგი კომპრომისებისა ლოზანის ხელშეკრულება წარმოადგენდა
თურქეთის სერიოზულ გამარჯვებას70.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი


ბრძოლის მთავარი მიზანი იყო ანატოლიაში შეჭრილ ევროპელთა განდევნა,
დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, რაც ნაწილობრივ მოხდა და ოსმალეთის
იმპერიის ნანგრევებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მუსტაფა
ქემალმა თავდაუზოგავი ბრძოლით მოახერხა დაქუცმაცემული ანატოლიისგან
მისულიყო ლოზანის კონფერენციის შედეგებამდე და ევროპელთათვის ეღიარებინა
თურქული რესპუბლიკის ჩამოყალიბება.

1.3 თურქეთის საგარეო პოლიტიკა რესპუბლიკის დაარსებიდან 1945


წლამდე

ლოზანის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებები გახდა თურქეთის


რესპუბლიკის შექმნის საფუძველი. თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა 1923 წლის 29
ოქტომბერს, რომელსაც დღესაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. მისმა დამაარსებელმა -
მუსტაფა ქემალმა თურქეთის განვითარებისათვის ბევრი საშინაო რეფორმა ჩაატარა:
“გააუქმა სახალიფო და სასულტნო, სამხედრო მოსაზრებების გამო დედაქალაქი
სტამბოლიდან ანკარაში გადაიტანა; შექმნა მემარცხენე-ცენტრისტული
70
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 417.

28
მიმართულების `სახალხო-რესპუბლიკური პარტია~ (CHP), შემოიღო გვარები, რაც
მანამდე უცხო იყო მუსლიმური თემებისთვის. ამასთან, აკრძალა ისეთი მიმართვის
ფორმები, როგორებიცაა `ეფენდი~, `ხოჯა~, `ხაჯი~, `ბეიეფენდი~ და ა.შ. რელიგია
გამოყო სახელმწიფოსგან; გააუქმა საკონსტიტუციო დებულება, რომლის
მიხედვითაც სახელმწიფო რელიგია ისლამი იყო; მიიღო კანონი ტანისამოსის
შესახებ, რითაც ტრადიციული აღმოსავლური ჩაცმულობა ევროპული ტანსაცმლით
ჩანაცვლდა; ჰიჯრის კალენდარი შეცვალა გრიგორიანულით, შეცვალა თვეების
დასახელება. ტრადიციული მუსლიმური პარასკევის ნაცვლად დასვენების დღეებად
გამოაცხადა შაბათი და კვირა. დაამკვიდრა ევროპაში არსებული ზომისა და წონის
ერთეულები; გააუქმა თექეები (დერვიშთა თავშეყრის ადგილები) და აშარი
(ისლამური გადასახადის სახეობა – მეათედი); გააუქმა შარიათის კანონები და
შვეიცარიის მაგალითზე შემოიღო ახალი სამოქალაქო და სისხლის სამართლის
კოდექსი. ქალებს მიანიჭა საარჩევნო უფლებები; არაბული ანბანი ლათინურით
შეცვალა, რის გამოც ქვეყანაში სწრაფად გაიზარდა წერა-კითხვის მცოდნეთა
რაოდენობა, დააარსა თურქეთის ისტორიისა და თურქული ენის საბჭოები
(ინსტიტუტები)”.71

თურქეთის რესპუბლიკის მთავარ საშინაო და საგარეო კურსად მიღებულ იქნა


„მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“. “ეს ფორმულა აღიარებდა
სასიცოცხლო კავშირს ამ ორს შორის და ფაქტს, რომ მტკიცე/ურყევი საერთაშორისო
ურთიერთობები იყო საჭირო საშინაო სტაბილურობისათვის”.72 ამ პერიოდში
თურქეთის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა ნორმალურ
ურთიერთობათა დამყარება ყველა ქვეყანასთან და უპირველეს ყოვლისა,

71
ბატიაშვილი, ზურაბ. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი. „ჩემი სამყარო“ #7. 2015. გვ.
26.
https://www.gfsis.org/files/my-world/7/turkey.pdf

72
Mustafa Aydin. Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons Learned from History,
Geography and Practice. PERCEPTIONS. Autumn-Winter 2020. Volume XXV. Number 2. გვ. 209.
https://www.researchgate.net/publication/348448594_Grand_Strategizing_in_and_for_Turkish_Foreign_Policy_L
essons_Learned_from_History_Geography_and_Practice

29
დასავლეთის სახელმწიფოებთან. მოსულის კრიზის მოგვარების შემდეგ, თურქეთი
დაინტერესებული იყო გაეუმჯობესებინა ურთიერთობა ინგლისთან. სწორედ ამ
მიზანს ისახავდა 1929 წელს ადმირალ ფილდის მეთაურობით ინგლისის სამხედრო
ესკადრის ვიზიტი სტამბოლში. ინგლისელი ადმირალი ჩავიდა ანკარაში და ინახულა
მუსტაფა ქემალი. იმავე წელს ხელმოაწერილ იქნა ინგლისსა და თურქეთს შორის
სავაჭრო ხელშეკრულება.

1929 წლის ივნისში თურქეთმა ნაწილობრივ მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთთან


თურქეთ-სირიის საზღვართან დაკავშირებით. ამ შეთანხმებით სირიას გადაეცა
ტერიტორია ჯეზირეს რაიონში. ამავე წლის აგვისტოში თურქეთმა საფრანგეთთან
დადო სავაჭრო ხელშეკრულება. ამავე პერიოდში სწრაფად მიმდინარეობდა თურქეთ-
გერმანიის დაახლოება. 1930 წლის მაისში დაიდო სავაჭრო ხელშეკრულება
გერმანიასთან. გერმანიამ პირველი ადგილი დაიკავა თურქეთთან ვაჭრობაში.
გახშირდა გერმანელების ჩასვლა თურქეთში მრჩევლების სახით და აგრეთვე
ინსტრუქტორებისა არმიასა და ფლოტში.

თურქეთი დაინტერესებული იყო კარგი ურთიერთობა დაემყარებინა ამერიკის


შეერთებულ შტატებთან. 1929 წელს დაიდო თურქეთ-ამერიკის ხელშეკრულება
ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ. 1930 წელს შეიქმნა თურქთ-ამერიკის ნავთობის
კომპანია თურქეთში ნავთობის ძიებისა და ექსპლუატაციის მიზნით.

თურქეთს მოუგვარებელი ჰქონდა საბერძნეთთან მოსახლეობის გაცვლის საკითხი.


1929 წელს მათ შორის ისე გამწვავდა ურთიერთობა, რომ გაჩნდა სამხედრო
კონფლიქტის საფრთხე, ინგლის-საფრანგეთის ჩარევის შედეგად კონფლიქტი
მოგვარდა. 1930 წელს ანკარაში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც
მოხდა საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაცია. კერძოდ, მოგვარდა
ბერძნული და თურქული მოსახლეობის გაცვლის საკითხი, რასაც ვერ მიაღწიეს 1923
წლის ლოზანის კონფერენციაზე. 1930 წლის ოქტომბერში თურქეთმა საბერძნეთთან
ხელი მოაწერა მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულებას და აგრეთვე

30
კონვენციას ვაჭრობისა და ზღვაოსნობის შესახებ73. საბოლოოდ, 1932 წელს თურქეთი
მიიღეს ერთა ლიგის წევრად. თურქეთის მიღება ერთა ლიგის შემადგენლობაში
მოწმობდა მის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას74.

თურქეთისა და საბჭოთა კავშირის სახელმწიფოს მოღვაწეები ხშირად ოფიციალური


ვიზიტებით იმყოფებოდნენ მოსკოვსა და ანკარაში. ასე მაგალითად, თურქეთის
საგარეო საქმეთა მინისტრი თევფიქ რუშთუ არასი იყო საბჭოთა კავშირში 1926, 1930
1932, 1935 და 1937 წლებში. 1932 წელს მოსკოვში ჩამოვიდა თურქეთის პრეზმიერ-
მინისტრი ისმეთ ინონუ. ამავე პერიოდში თურქეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოღვაწეები. 1931 წლის ოქტომბერში თურქეთში
იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიტვინოვი, 1933 წლის
ოქტომბერში თურქეთში ჩავიდა საბჭოთა კავშირის მთავრობის დელეგაცია,
ვოროშილოვის მეთაურობით, თურქეთის რესპუბლიკის 10 წლისთავის აღსანიშნავად
გამართულ დღესასწაულზე75.

თუმცა, „მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა იტალიის აგრესიული ზრახვები მეზობელ
სახელმწიფოებთან, მუსტაფა ქემალმა დაიწყო ალიანსების შექმნა ეროვნული
უსაფრთხოების დაცვის მიზნით“.76 შედეგად, 1936 წლის 9 თებერვალს შეიქმნა
ბალკანეთის ანტანტა სლოგანით „ბალკანეთი ბალკანელ ხალხს ეკუთვნის“. მასში
გაერთიანდა იუგოსლავია, რუმინეთი, საბერძნეთი და თურქეთი. „მიუხედავად
იმისა, რომ შექმნილი პაქტი მიზნად ისახავდა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური და
კულტურული ურთიერთობების განვითარებას, პაქტის დამყარების მთავარი მიზანი
იყო რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური საზღვრებისა და სუვერენული უფლებების

73
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 447.
74
იქვე. გვ. 447.
75
იქვე. გვ. 447.
76
Doğacan BAŞARAN. ATATÜRK DÖNEMİ TÜRK DIŞ POLİTİKASINDA SAVUNMACI REALİZM
ANLAYIŞI VE ÜÇÜNCÜ DÜNYACILIK. //Hacettepe Üniversitesi Sosyal Bilimler Dergisi, Cilt 2/Sayı 1/2020.
გვ. 86.
https://dergipark.org.tr/en/download/article-file/985735

31
დაცვა“. იგი წარმოადგენს კონკრეტულ პოზიციას რევიზიონისტული მცდელობების
წინააღმდეგ“.77

მეორე ასეთი კავშირი იყო საადაბადის პაქტი, რომელშიც გაერთიანდნენ თურქეთი,


ირანი, ავღანეთი და ერაყი. ხელი მოეწერა თეირანში, შაჰის სასახლეში და ძალაში
შევიდა 1938 წლის 25 ივნისს. ოთხივე ქვეყანამ უარი თქვა ჩარეულიყო ერთმანეთის
საშინაო საქმეებში, „ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ დაეცვათ თავიანთი
საზღვრების ხელშეუხებლობა“. არ დაიწყებდნენ აგრესიულ მოქმედებას პაქტის
მონაწილე სახელმწიფოების წინააღმდეგ. ყველა უთანხმოებას მოაგვარებდნენ ერთა
ლიგის შუამავლობით. საადაბადის პაქტი დაიდო ხუთი წლით, მაგრამ თუ
ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არ განაცხადებდნენ, რომ პაქტი
გაუქმებულია, მაშინ ის ავტომატურად გაგრძელდებოდა ავტომატურად 5 წელი78.

მუსტაფა აიდინის მიხედვით: „ამ პერიოდის ერთ-ერთი წარმატებული საგარეო-


პოლიტიკური ნაბიჯია ალექსანდრეტას (ჰათაის) პროვინციის შეერთება 1939 წელს.
გასული საუკუნის 30-იანი წლების დროს და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში
თურქეთმა ითამაშა არა მხოლოდ ორ, არამედ სამი ჯგუფის სახელმწიფოებში: (1)
ბრიტანეთი და საფრანგეთი (მოგვიანებით აშშ), (2) გერმანია და იტალია და (3) სსრკ.
როგორც მცირე ძალა სუსტი ეკონომიკითა და სამხედროებით, თურქეთს მოუწია მათ
შორის გაწონასწორებული ურთიერთობის დამყარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ
დროს თურქეთის პრიორიტეტი პირველ ჯგუფთან კარგი ურთიერთობის დამყარება
იყო, მისი პოლიტიკა მეორე ჯგუფის მიმართ ძირითადად დისტანციის დაცვას
წარმოადგენდა, რათა ქვეყანა დაეცვა მათი შესაძლო ექსპანსიონისტული

77
Doğacan BAŞARAN. ATATÜRK DÖNEMİ TÜRK DIŞ POLİTİKASINDA SAVUNMACI REALİZM
ANLAYIŞI VE ÜÇÜNCÜ DÜNYACILIK. //Hacettepe Üniversitesi Sosyal Bilimler Dergisi, Cilt 2/Sayı 1/2020.
გვ. 88.
https://dergipark.org.tr/en/download/article-file/985735

78
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 448.

32
პოლიტიკისგან, ხოლო მეგობრობა და სსრკ-სთან მჭიდრო ურთიერთობა
გამოყენებული იყო როგორც პირველი და მეორე ჯგუფების საწინააღმდეგო ძალა“.79

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ მუსტაფა


ქემალმა მთელი ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე
როგორც დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებთან, ისე საბჭოთა კავშირთან და
ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთანავე ის შეეცადა მოსალოდნელი მსოფლიო
ომისათვის მზადებას და კავშირის დამყარებას მის საზღვართან მყოფ ბალკანეთისა
და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან იმისათვის, რომ თურქეთი არ
აღმოჩენილიყო ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ოსმალეთის იმპერია აღმოჩნდა.
ორი ათეული წლით ადრე და გარდაცვალების წინ მუსტაფა ქემალმა ანდერძად
დაუტოვა მის მემკვიდრეებს თურქეთი არ ჩაერთოთ მეორე მსოფლიო ომში.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს თურქეთმა გერმანიას
ომი გამოუცხადა, ის არ ჩართულა საბრძოლო მოქმედებებში.

1.4 თურქეთის საგარეო პოლიტიკა ცივი ომის დროს

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ თურქეთის მთავრობა


ცდილობდა ინგლისთან უფრო მეტად დაახლოებას. ინგლისი, თავის მხრივ, თავისი
პოზიციების განმტკიცებას ლამობდა, თუმცა ომის შედეგებიდან გამომდინარე მალე
დარწმუნდა, რომ მას აღარ შეეძლო საკუთარი ძალებით ამის განხორციელება და
ინგლისი თანდათან დატოვა თავისი პოზიციები. 1947 წლის თებერვალში
ვაშინგტინში ინგლისის ელჩმა აცნობა აშშ-ის მთავრობას, რომ ინგლისს აღარ
შეუძლია აღმოუჩინოს თურქეთს სამხედრო და ფინანსური დახმარება, რომელიც
79
Mustafa Aydin. Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons Learned from History,
Geography and Practice. PERCEPTIONS. Autumn-Winter 2020. Volume XXV. Number 2. გვ.211.
https://www.researchgate.net/publication/
348448594_Grand_Strategizing_in_and_for_Turkish_Foreign_Policy_Lessons_Learned_from_History_Geograp
hy_and_Practice

33
გათვალისწინებული იყო 1939 წლის 18 ოქტომბრის ინგლის-თურქეთის
ხელშეკრულებით. ეს იყო ინგლისის იძულებითი უარი თავის პოზიციებზე,
რომელიც მას ეკავა თურქეთში მეორე მსოფლიო ომის დროსა და ომის დამთავრების
პირველ წლებში.

მუსტაფა აიდინის მიხედვით, „რადგან 1945 წლის შემდეგ საერთაშორისო სისტემა


სწრაფად გადაიქცა ბიპოლარულ სტრუქტურად მან აიძულა თურქეთი აერჩია მხარე,
რადგან ნეიტრალიტეტის პოლიტიკა არც ისე რეალისტურად და შესაძლებლად
ჩანდა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც თურქეთი იყო. მიუხედავად იმისა, რომ
საბჭოთა კავშირი ერთ-ერთი ზესახელმწიფო აღმოჩნდა, ”საბჭოთა საფრთხის
დაძლევა” პრიორიტეტი გახდა. ომის ბოლოს თურქეთის სვლამ მრავალპარტიული
სისტემისკენ ასევე შეუწყო ხელი დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებთან უფრო
მჭიდრო კავშირების ძიების სურვილს. დაბოლოს, ის ფაქტი, რომ აშშ ერთადერთი
ქვეყანა იყო ომის შემდგომ სამყაროში, რომელსაც სესხის გაცემა შეეძლო, შეზღუდა
თურქეთის ეკონომიკური დახმარების არჩევანი“.80

თურქეთში, „ტრუმენის დოქტრინის“ გამოცხადებამდე გადამწყვეტი პოზიციები


ინგლისელების ხელში იმყოფებოდა. აშშ-მა გადაწყვიტა „შეევსო ვაკუუმი“ და
თურქეთში ინგლისის ადგილი დაეკავებინა. აშშ-ის გავლენა თურქეთზე
განსაკუთრებით გაძლიერდა „ტრუმენის დოქტრინის“ შემდეგ, მაგრამ ჯერ კიდევ
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ამერიკელებმა გარკვეული ინტერესი
გამოიჩინეს მის მიმართ. აშშ-მა მიაწოდა თურქეთს “ლენდ ლიზის” 81 სახით საომარი
ტექნიკა, რომლის ღირებულება შეადგენდა 95 მილ. დოლარს. 1946 წელს ამერიკამ

80
Mustafa Aydin. Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons Learned from History,
Geography and Practice. PERCEPTIONS. Autumn-Winter 2020. Volume XXV. Number 2. გვ. 215.
https://www.researchgate.net/publication/
348448594_Grand_Strategizing_in_and_for_Turkish_Foreign_Policy_Lessons_Learned_from_History_Geograp
hy_and_Practice
81
Lend Lease Act, 11 March 1941.
https://www.loc.gov/law/help/us-treaties/bevans/b-tr-ust000011-1158.pdf

34
ახალი სამხედრო კრედიტი მისცა 38,6 მილ. დოლარის ოდენობით. 1946 წელს
თურქეთში ჩავიდა ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენის პირადი წარმომადგენელი.

1947 წლის მარტში თურქეთის მთავრობამ მიმართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს


თხოვნით აღმოეჩინა მისთვის ფინანსური დახმარება. აშშ დადებითად შეხვდა ამ
წინადადებას.

1947 წლის 12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა სპეციალური მიმართვა


გაუგზავნა კონგრესს („ტრუმენის დოქტრინა“82), რომლითაც ითხოვდა გამოეყოთ 400
მილ. დოლარი თურქეთისა და საბერძნეთისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით83.
1947 წლის მაისში ამერიკის კონგრესმა მოიწონა ტრუმენის ეს წინადადება და მან
კანონის სახე მიიღო.

ამგვარად, აშშ-მა თურქეთს აღმოუჩინა დახმარება, რომელსაც მეორე მსოფლი ომში


არ მიუღია მონაწილეობა და არავითარი ზარალი არ განუცდია, მაშინ როდესაც
ევროპის სხვა სახელმწიფოები ომის შედეგად დიდად დაზარალდნენ და
საჭიროებდნენ დახმარებას.

1947 წლის 12 ივლისს ხელი მოაწერეს ამერიკა-თურქეთის შეთანხმებას, რომლის


საფუძველზედაც თურქეთს მიეცა დახმარება, 100 მილ. დოლარის ოდენობით.
„ტრუმენის დოქტრინის“ საფუძველზე კრედიტის დიდი ნაწილი უნდა მოხმარებოდა
თურქეთის არმიის რეორგანიზაციას, დანარჩენი - მრეწველობის რეკონსტრუქციას,
გზებისა და ხიდების მშენებლობასა და სხვა. ამავე დროს ამერიკელებმა მიიღეს
უფლება თურქეთის ტერიტორიაზე დაეწყოთ სამხედრო ობიექტების მშენებლობა.

82
Harry S. Truman. Truman Doctrine (1947).
https://liberalarts.utexas.edu/coretexts/_files/resources/texts/1947%20Truman%20Doctrine.pdf
83
Kyle T’Evered. The Truman Doctrine in Greece and Turkey: America's Cold War Fusion of Development and
Security. AWG Publishing. Toronto, Canada. Vol 13. N. 1. 2010.
https://www.researchgate.net/publication/
260192194_The_Truman_Doctrine_in_Greece_and_Turkey_America's_Cold_War_fusion_of_development_an
d_security

35
„ტრუმენის დოქტრინის“ პრაქტიკული რეალიზაცია დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო
მდივნის „მარშალის გეგმის“84 საფუძველზე. „მარშალის გეგმის“ მოქმედების
პერიოდში (1948-1953წწ.) თურქეთმა ერთ მილიარდზე მეტი სესხი მიიღო. აქედან
უდიდესი ნაწილი სამხედრო მიზნებს მოახმარა.

1949 წლის დეკემბერში აშშ-სა და თურქეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას


კულტურული თანამშრომლობის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო ამ ქვეყნებს შორის
კულტურული ურთიერთობის გაფართოებას.

მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთს საბჭოთა კავშირის მიმართ


არაკეთილმეზობლური პოზიცია ეკავა: არღვევდა შავი ზღვის სრუტეების მონტრეს
კონვენციას. ეწეოდა ანტისაბჭოთა და პანთურქულ პროპაგანდას, კავკასიის
საზღვართან თავი მოუყარა ერთმილიონიან არმიას და სხვ. შედეგად, 1945 წლის 19
მარტს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვ.მ. მოლოტოვმა მოსკოვში
ვიზიტისას თურქეთის ელჩს განუცხადა, რომ საბჭოთა კავშირს სურვილი აქვს
მოახდინოს 1925 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულების დენონსაცია მეგობრობისა და
ნეირტალიტეტის შესახებ. ამას დაემატა საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოსა და
სომხეთის რესპუბლიკების სახელით თურქეთისადმი ტერიტორიული
პრეტენზიების წაყენება, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა თურქეთის დაახლოება
დასავლეთის სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ
შტატებთან, რისი შედგიც არის 1952 წელს თურქეთის გაერთიანება NATO-ში85.

1960 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ფაქტობრივად, თურქეთის საგარეო


პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა. იგი განაგრძობდა დასავლეთის ქვეყნებთან
მჭიდრო თანამშრომლობას და სამხედრო ბლოკებში (ნატო, სენტო) აქტიურ
მონაწილეობას. ამავე დროს თურქეთმა ერთგვარად გააფართოვა თანამშრომლობა
საბჭოთა კავშირთან და სოციალისტურ სახელმწიფოებთან.
84
The Marshall Plan for Rebuilding Western Europe. Constitutional Rights Foundation. Los Angeles. USA.
https://fas.org/sgp/crs/row/R45079.pdf
85
Turkey’s Relations with NATO.
https://www.mfa.gov.tr/nato.en.mfa

36
„ცივი ომის უმეტეს პერიოდში, გარდა 1950-იანი წლების დასავლეთზე
დამოკიდებულებისა, თურქეთი სარგებლობდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის
ბლოკებს შორის არსებული გლობალური კონკურენციით. შედეგად, 1947-1961
წლებში აშშ – დან მიიღო 3,256 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო და
ეკონომიკური დახმარება“:861963 წლის დამდეგისათვის თურქეთის ტერიტორიაზე
ააგეს 60-მდე აეროდრომი და სარაკეტო მოედანი. აშშ-ის დახმარებით თურქეთის
ტერიტორიაზე აშენდა სხვადასხვა სამხედრო ობიექტი, თურქეთის შეიარაღებულმა
ძალებმა მონაწილეობა მიიღეს ნატოს მიერ მოწყობილ სამხედრო მანევრებსა და
წვრთნაში.

60-ანი წლებიდან გაფართოვდა საბჭოთა კავშირის ურთიერთობა თურქეთთან.


გაუმჯობესდა საჰაერო სარკინიგზო კავშირი ორ ქვეყანას შორის. 1963 წელს მოსკოვში
ხელი მოაწერეს შეთანხმებას ტვირთბრუნვის გაზრდის შესახებ. გაიზარდა
კულტურული, სპორტული და სამეცნიერო კონტაქტები. ვითარდება ეკონომიკური
და კულტურული კავშირები, რაც შეესაბამებოდა ორივე ქვეყნის ეროვნულ
ინტერესებს.

1967 წლის მარტში მოსკოვში დაიდო შეთანხმება თურქეთში სამრეწველო


ობიექტების მშენებლობის შესახებ. ამ ხელშეკრულებით საბჭოთა კავშირს
თურქეთისათვის უნდა მიეწოდებინა მასალები და სამრეწველო მოწყობილობა.

70-იან წლებში საბჭოთა კავშირის ტექნიკური ხელშეწყობით ქ. ისკანდერუნში


აგებული იყო მეტალურგიული ქარხანა, ალუმინის ქარხანა - სეიდშეჰირში, ნავთობის
გადამამუშავებელი ქარხანა - ილიადაში, ქიმიური ქარხანა - ბანდირმეშ, ხე-ტყის
დამამუშავებელი ქარხანა ართვინში. 1975 წელს საბჭოთა კავშირსა და თურქეთს
შორის ეკონომიკური კავშირის გაფართოების მიზნით ხელი მოაწერეს სამთავრობო
შეთანხმებას 10-12 წლის განმავლობაში ეკონომიკური და ტექნიკური
86
Mustafa Aydin. Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons Learned from History,
Geography and Practice. PERCEPTIONS. Autumn-Winter 2020. Volume XXV. Number გვ. 212.
https://www.researchgate.net/publication/348448594_Grand_Strategizing_in_and_for_Turkish_Foreign_Policy
_Lessons_Learned_from_History_Geography_and_Practice

37
თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მიზნით. საბჭოთა კავშირის მიერ
თურქეთისათვის სამრეწველო ობიექტების მშენებლობით, მან დახმარება აღმოუჩინა
თურქეთს მეორე ხუთწლედის (1968-1972წწ.) გეგმის შესრულების საქმეში87.

შეიძლება ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკამ


საბჭოთა საფრთხისგან თავდაცვის მიზნით აიღო მკვეთრად პროდასავლური კურსი.
თურქეთმა, რომელსაც არ მიუღია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა და არ ჰქონდა
არავითარი ზარალი მიიღო აშშ-ს დახმარება, რითაც მან განავითარა სამხედრო
სფერო და საბოლოოდ გახდა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციის წევრი.

თავი II. თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის


ცვლილება

87
მიხეილ სვანიძე. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა „არტანუჯი“, 2007. გვ. 515-516.

38
2.1 ისლამის როლის ზრდა თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში

"Demokrasi amaç değil araçtır"88

მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკის ჩამოყალიბების დღიდან თურქეთი დაადგა


ევროპეიზაციის გზას და სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები
დაამყარა დასავლეთის სახელმწიფოებთან მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმი
იყო, რომელიც დროდადრო ცდილობდა ქემალისტი მმართველი წრისათვის თავის
შეხსენებას. პარალელურად თურქეთში სეკულარიზმის დამცველებად გვევლინებიან
სამხედროები, რომლებმაც 1960, 1971 და 1980 წლებში მოახდინეს სამხედრო
გადატრიალება, რათა თურქეთს არ გადაეხვია არჩეული გზისგან. სამხედრო
გადატრიალებებს როგორც წესი, მოსდევდა მასობრივი დაპატიმრებები, რელიგიურ
პარტიათა აკრძალვა, ახალ კანონთა მიღება და ა.შ. ამ მოვლენათა პარალელურად
1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს „დედასამშობლოს პარტია“ და
პრემიერ-მინისტრი ხდება თურგუთ ოზალი89. იგი შეეცადა რეფორმების გატარებას
მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
პარალელურად იზრდება ისლამის როლი ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში.
კერძოდ, „ოზალმა ისლამისადმი თავისებური დამოკიდებულებით, მეჩეთებისა და
სამლოცველოების ხშირი მონახულებით, მოსახლეობაში იმიჯი შექმნა ღრმად
რელიგიური ადამიანისა, რომელიც ეთაყვანებოდა ისლამს“. 90 ასევე, „თურგუთ
ოზალს კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისლამური ორიენტაციის ორგანიზაციებთან. ის
იყო რესპუბლიკური თურქეთის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც შეასრულა ჰაჯი.
სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული 80-იანი წლების თურქეთში -
სალოცავების, მედრესეების და ყურანის შემსწავლელი სკოლების ზრდა“. 91 ხოლო,

88
„დემოკრატია მიზანი კი არა _ საშუალებაა“. რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
89
1983-1989 - პრემიერ მინისტრი. 1989-1993 - პრეზიდენტი.
90
ემზარ მაკარაძე. თურქეთის ისტორია 1918-2017 წლებში. სალექციო ჩანაწერები, თბ., გამომცემლობა
„უნივერსალი“, გვ. 151.
91
ემზარ მაკარაძე. თურქეთის ისტორია 1918-2017 წლებში. სალექციო ჩანაწერები, თბ., გამომცემლობა
„უნივერსალი“, გვ. 151-152.

39
„80-იანი წლების ბოლოს, მისივე ძალისხმევით მიიღეს კანონი „მკრეხელობის,
ისლამისა და წმიდა წიგნის - ყურანის შეურაცხყოფის შესახებ, რომლითაც დამნაშავე
ორწლიანი პატიმრობით ისჯებოდა“.92 პარალელურად, სწოდეს მის დროს - 1987
წელს თურქეთმა მოამზადა განაცხადი ევროკავშირში სრული გაწევრიანების
შესახებ.93

ოზალის ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ეკონომიკურ


სფეროში. ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში ოზალმა
განახორციელა ნეოლიბერალური რეფორმები, რამაც სწრაფად გადააქცია თურქეთი
ძალზე შეზღუდული და დახურული სისტემიდან, იმ სისტემად, სადაც კერძო
სექტორს გაცილებით უფრო აქტიური როლი ეკავა. გაიზარდა ექსპორტი და
ანატოლიაში შეიქმნა ურბანული სამრეწველო ცენტრები - ე.წ. "ანატოლიის ვეფხვები".
შესაბამისად, გაჩნდა მრეწველთა და ბიზნესმენთა ახალი კლასი, რომლებიც
მეზობელ სახელმწიფოთა ბაზრებზე შესვლას ცდილობდნენ. ასევე, შეიქმნა
„თავისუფალი ეკონომიკური ზონები“ ანტალიაში, მერსინში, იზმირში - ეგეოსის
რაიონი, სტამბოლში - ათათურქის სახელობის აეროპორტი, ტრაპზონსა და ქალაქ
სტამბოლში.94 საბჭოთა კავშირის შემდგომმა დაშლამ კიდევ უფრო გაარღვია
სტრუქტურული და იდეური ბარიერები თურქეთის დიპლომატიურ, ენერგეტიკულ
და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებში ახლად განთავისუფლებულ
რესპუბლიკებთან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც ადრე საბჭოთა
კავშირთან იყვნენ გაერთიანებულნი, თუმცა სამხედროები ხელს უშლიდნენ
თურქეთის საგარეო მნიშვნელობის ტრანსფორმაციას მთელი 1990-იანი წლების
განმავლობაში.95

92
იქვე. გვ. 152.
93
European Neighbourhood Policy And Enlargement Negotiations. Turkey.
https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/countries/detailed-country-information/turkey_en
94
მაია მანჩხაშვილი. თურქეთი XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დამდეგს. თბ., გამომცემლობა
„უნივერსალი“. 2014. გვ. 26.
95
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 9.
https://cpb-us-e1.wpmucdn.com/blogs.gwu.edu/dist/6/1613/files/2018/11/Altman-Steckler-1kd94v6.pdf

40
"ანატოლიის ვეფხვების" აღმავლობა, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა,
რომელმაც გზა გაუხსნა მიმდინარე ეპოქას თურქეთის პოლიტიკაში, რაც ხასიათდება
სამხედროების დაცემითა და სამოქალაქო ლიდერების აღზევებით საგარეო
ურთიერთობებში. თურგუთ ოზალის ნეოლიბერალურმა რეფორმებმა შექმნა ახალი
ბიზნეს და ინდუსტრიული ელიტები სოციალურად კონსერვატიულ და უფრო
რელიგიური ანატოლიის შიდა მხარეში. ეძებდნენ რა გაეტარებინათ საშინაო და
საგარეო პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ ბიზნეს ინტერესებს,
"ანატოლიის ვეფხვები" პოლიტიკურად მობილიზდნენ და შექმნეს ძალზე
გავლენიანი „დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (MÜSİAD),
რომელიც ისლამური ბიზნესისგან შედგებოდა.96 ქვეყანაში ისლამის ზრდასთან
ერთად იზრდება „ქურთული სეპარატიზმის“ პრობლემაც. ეს ორივე საკითხი
განსაკუთრებით მწვავდება 90-იან წლებში. კერძოდ, „კეთილდღეობის პარტია“ (Refah
Partisi), რომელსაც ისლამური ფესვები ჰქონდა, გამოჩნდა, როგორც უდიდესი პარტია
1995 წლის არჩევნებში და 1996 წლისთვის მოვიდა კოალიციური მთავრობის
შემადგენლობაში. თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად მოხდა
ისლამისტი ლიდერის, ნეჯმეტინ ერბაქანის პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე
დანიშვნა. დაიწყო ისლამური საგარეო პოლიტიკის გაძლიერება: „კეთილდღეობის
პარტიის ხელმძღვანელობა ძალიან იყო დამოკიდებული დასავლეთის, როგორც
კოლონიური, უსამართლო, მჩაგვრელი და, საბოლოოდ, ქრისტიანული.
კეთილდღეობის პარტიის მიერ მუსლიმურ-თურქული თვითმყოფადობის
იდენტიფიცირება ოსმალურ-ისლამურ მიზნად ისახავდა წინააღმდეგობა გაეწია
ქვეყნის შიგნით არსებული დასავლეთისთვის“. 97 RP ფუნდამენტურად
ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობას; ისლამური ნატოს
ჩამოყალიბებას ემხრობოდა და დაამყარა მჭიდრო კავშირი რადიკალურ ისლამურ
აქტორებთან მათ შორის ჰამასთან, ჰეზბოლასა და მუსლიმთა საძმოსთან. ქვეყნის

96
იქვე. გვ. 11.
97
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 12.

41
შიგნით სიტუაციის დაძაბვასთან ერთად მდგომარეობა გაუარესდა მეზობელ
სახელმწიფოებთან და თურქეთი სამჯერ მივიდა მეზობელ ქვეყნებთან ომის
ზღვარზე: 1992წ _ სომხეთთან, 1996წ _ საბერძნეთთან და 1998წ - სირიასთან. 98 ამ
პერიოდში ისევ მოხდა საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაცია, რამაც გამოიწვია
სამხედროების კიდევ ერთხელ ჩარევა თურქეთის პოლიტიკაში. წინა
გადატრიალების შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად სამხედროებმა ღიად
გამოხატეს უკმაყოფილება ერბაქანის მიერ ისლამური რეჟიმის დამკვიდრების
მცდელობებთან დაკავშირებით, რაც კულმინაციით დასრულდა 1997 წლის 28
თებერვალს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც გენერლებმა
ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის 20 დებულება99 მიიღეს.
დადგენილი წესის ნაცვლად, სამხედროებმა მოახდინეს საპარლამენტო ზეწოლის
კამპანიის განხორციელება საერო დაწესებულების მიერ, რამაც გამოიწვია ერბაქანის
გადადგომა და შემდგომში მისი და მისი პარტიის „კეთილდღეობის პარტიის“ (RP) 5
წლით აკრძალვა, რასაც "ჩუმი" ან "პოსტმოდერნული" გადატრიალება უწოდეს.100

"პოსტმოდერნულმა" გადატრიალებამ გავლენა მოახდინა, თურქეთის პოლიტიკური


ისლამის მოძრაობის ტაქტიკაზე. ისლამისტებმა გააცნობიერეს, რომ თამაშის
დადგენილი წესები გამოიწვევდა მათ განდევნას, თუ ისინი შეეცდებოდნენ
შეწინააღმდეგებას ქემალისტური სეკულარიზმისა და ვესტერნიზმის
ღირებულებებს.101 ისლამისტმა პოლიტიკოსებმა 2001 წელს დაიწყეს ახალი პარტიის,
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) დაარსება, რომელიც იქნებოდა
ლოიალური თურქეთის რესპუბლიკის ფუნდამენტური ღირებულებებისა და

98
Joshua W. Walker. Turkey's global strategy: introduction: the sources of Turkish grand strategy - ‘strategic
depth’ and ‘zero-problems’ in context. LSE. May 2012. გვ. 6.
https://core.ac.uk/download/pdf/2800247.pdf
99
ემზარ მაკარაძე. თურქეთის ისტორია 1918-2017 წლებში. სალექციო ჩანაწერები, თბ., გამომცემლობა
„უნივერსალი“, 2019. გვ. 186-188.
100
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 13.
101
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 13-14.
https://cpb-us-e1.wpmucdn.com/blogs.gwu.edu/dist/6/1613/files/2018/11/Altman-Steckler-1kd94v6.pdf

42
კონსტიტუციისადმი. ისლამისტებმა დაინახეს სარგებელი ადამიანის უფლებებსა და
დემოკრატიაში.102 მიუხედავად იმისა, რომ ქემალისტებს ჰქონდათ ძალა სახელმწიფო
აპარატში, ისლამისტებს ხალხი უჭერდა მხარს. დემოკრატია იქცა მათი გადარჩენის
აუცილებელ კომპონენტად. დემოკრატიული ფასეულობების ამ ტაქტიკურად
მიღებამ - და განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესმა - საბოლოოდ
გაუხსნა გზა თურქეთის ისლამისტებს ქემალისტური ელიტების წინააღმდეგ
მიეღწიათ უპირატესობისთვის.103

მას შემდეგ, რაც 1999 წლის 10 დეკემბერს თურქეთმა მიიღო ევროკავშირის


კანდიდატის სტატუსი104 დღის წესრიგში დადგა სხვადასხვა რეფორმათა გატარება,
მათ შორის, უმცირესობათა (ქურთების) უფლებების ზრდა, ქვეყანაში სამხედროთა
როლის შემცირება, მოვლენებს თან დაემთხვა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK)
ლიდერის აბდულა ოჯალანის კენიაში დაკავება და თურქეთში გადმოყვანა. ამ
მომენტამდე ქურთების საკითხი განიხილებოდა როგორც მხოლოდ სამხედრო საქმე.
1999 წლის შემდეგ შესაძლებელი გახდა საკითხის განხილვა არა მხოლოდ
ტერორიზმის კუთხიდან, არამედ როგორც პრობლემა, რომელიც მოითხოვს
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ქურთული სოციალური და ეკონომიკური
საჩივრების გამოსწორებას.105 თურქეთის ისლამისტური ჯგუფები მხარს უჭერდნენ
ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისლამისტური
მოძრაობის შიგნით პოლიტიკურად გავლენიანი ანატოლიური ბურჟუაზიის ბლოკი
ცდილობდა ევროპულ ბაზრებზე შესვლას და მეორე იმიტომ, რომ მათი რელიგიური
და პოლიტიკური უფლებები უკეთესად იქნებოდა დაცული ევროკავშირის
პირობებში, ვიდრე თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით.106
102
იქვე. გვ. 14.
103
იქვე. გვ. 14.
104
მამუკა კომახია. თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა
და განვითარების ცენტრი. ბიულეტენი #41. აგვისტო. 2000. გვ. 8.
105
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 14-15.
106
Jordan Steckler. Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. May. 2011. გვ. 14-15.
https://cpb-us-e1.wpmucdn.com/blogs.gwu.edu/dist/6/1613/files/2018/11/Altman-Steckler-1kd94v6.pdf

43
როგორც ვხედავთ, პოლიტიკური ისლამი და ქურთული სეპარატიზმი იყო ორი
მთავარი საკითხი, რომლებთაც სამხედროები განსაკუთრებულ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ და ქემალისტური ხედვის მიხედვით, თურქეთის საზოგადოებრივი
წესრიგის ყველაზე დიდ საფრთხეებს წარმოადგენდნენ. ასევე, შემთხვევითი არ არის,
რომ ორივე საკითხი მაშინ წამოიჭრა, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესი
სერიოზულად დაიწყო 1999 წელს. ბულენტ არასი ამ ფენომენის შესახებ წერს:
„გადატრიალებამ და ოჯალანის დაჭერამ შექმნა ახალი პოლიტიკური კლიმატი, რომ
განხორციელებულიყო პოლიტიკური რეფორმები, რამაც შეუმსუბუქა გადასვლა
რეფორმაზე ორიენტირებულ აზროვნებას და უსაფრთხოების საკითხების
შემცირებას“.107

ზემოხსენებულმა პროცესმა ხელი შეუწყო 2002 წელს AKP- ს საარჩევნო გამარჯვებას,


რამაც საბოლოოდ დაასრულა ქემალისტების ჰეგემონია, რომელიც გარკვეული
დროით შესუსტდა თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ისლამისტური ფესვები აქვს და
დაარსდა მას შემდეგ, რაც ვეტერანი ისლამისტი პოლიტიკოსის ნეჯმეთთინ
ერბაქანის „კეთილდღეობის პარტია“ დაიხურა. „სამართლიანობისა და განვითარების
პარტია“ შექნმა ყოფილი „კეთილდღეობის პარტიის“ „რეფორმისტული“ ფრთის -
რეჯეფ თაიფ ერდოღანისა108 და აბდულა გიულის109 ლიდერობით110 კონსერვატიული
დემოკრატიის დროშის ქვეშ.

107
იქვე. გვ. 15.
108
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 1983 წლიდან „კეთილდღეობის პარტიის“ წევრია. მან 1994წ. 27 მარტის
ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა სტამბოლის მერი, თუმცა 1997 წლის 12 დეკემბერს
წაკითხული რელიგიური ლექსის გამო გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სადაც მან 4 თვე გაატარა, გამოსვლის შემდეგ ის აარსებს
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (2001წ).
https://www.tccb.gov.tr/receptayyiperdogan/biyografi/
109
1991 – 2007 წლებში პარლამენტის წევრი. 1991-1998 წლებში „კეთილდღეობის პარტიის“ წევრი, 1998-
2001 წწ. „სათნოების პარტიის“ წევრი. 2001 წლიდან „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“
ერთ-ერთი ლიდერი. https://www.biyografi.info/kisi/abdullah-gul
110
სანდრო ბაკურაძე. თურქული პოლიტიკური პარტიები და მათი ამომრჩეველი. 16:13, 26.07.2018.
https://1tv.ge/analytics/turquli-politikuri-partiebi-da-mati-amomrcheveli/

44
2.1 აჰმეთ დავუთოღლუ და „სტრატეგიული სიღრმე“

”სტრატეგიული სიღრმე (Stratejik Derinlik)” არის წიგნი, რომელიც პირველად გამოიცა


2001 წელს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსები
ეძებდნენ ჩარჩოებს, რათა განესაზღვრათ ახალი მსოფლიო წესრიგი ცივი ომის
დასრულების შემდეგ. ბევრი ანალიტიკოსისთვის ცნობილია ისეთი წიგნები,
როგორიცაა ფრენსის ფუკუიამას ”ისტორიის დასასრული” და სამუელ ჰანტინგტონის
”ცივილიზაციათა შეჯახება”. საერთაშორისო სისტემის შეცვლის ამ კონტექსტში
თურქეთის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პროფესორი აჰმედ
დავუთოღლუ შეეცადა განესაზღვრა თურქეთის პოზიცია ცივი ომის შემდგომ
ეპოქაში თავის წიგნში „სტრატეგიული სიღრმე“. „ საგარეო პოლიტიკა, რომელიც მან
დაადგინა თურქეთისთვის, ითვლებოდა დოქტრინად და საგზაო რუქად
ქვეყნისთვის 2002–2012 წლებში“.111 წიგნი ღირებულია, რადგან მასში მოცემული
ისტორია ხელს უწყობს თურქეთის ზოგიერთი საფრთხის აღქმას, აგრეთვე
თურქეთის საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელ ფაქტორებს. წიგნი ცდილობს ახსნას
თუ როგორ ხედავს თურქეთი საკუთარ თავს დღევანდელ დღეს მსოფლიოსა და
რეგიონში.

წიგნის განხილვამდე აუცილებელია შევეხოთ მის ავტორს - აჰმეთ დავუთოღლუს.


პროფ. დოქტორი აჰმედ დავუთოღლუ დაიბადა 1959 წლის 26 თებერვალს კონიის
ტაშკენტის რაიონში. საშუალო განათლება დაასრულა სტამბოლის ვაჟთა საშუალო
სკოლაში. 1983 წელს დაამთავრა ბოსფორის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პოლიტოლოგიისა და ეკონომიკის
განყოფილება ორი სპეციალობით. მან დაამთავრა მაგისტრატურა ბოსფორის
უნივერსიტეტში სახელმწიფო მმართველობის დეპარტამენტის მიმართულებით და
მინიჭებული აქვს პოლიტიკის მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების
დოქტორის ხარისხი. 1990 წელს მან დაიწყო მუშაობა მალაიზიის საერთაშორისო
111
K.Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 3.

45
ისლამურ უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე. მან დააარსა
უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა განყოფილება და ამ დეპარტამენტის
ხელმძღვანელად მუშაობდა 1993 წლამდე 112. მან მიიღო ასოცირებული პროფესორის
წოდება 1993 წელს და პროფესორის წოდება 1999 წელს. 1995-2002 წლებში ის
ლექციებს კითხულობდა სტამბოლის სხვადასხვა უნივერსიტეტში და
მონაწილეობდა აღმასრულებელ თანამდებობებზე. მას აქვს მრავალი ნაშრომი
საგარეო პოლიტიკის შესახებ დაწერილი თურქულ და ინგლისურ ენებზე. გარდა
ამისა, მისი ნამუშევრები ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის არაბულ,
ალბანურ, სპარსულ, იტალიურ, იაპონურ, პორტუგალურ, რუსულ და ბერძნულ
ენებზე113.

ის დაინიშნა პრემიერ მინისტრის მთავარ მრჩეველად საგარეო პოლიტიკის


საკითხებში 2002 წლის ნოემბერში და გააგრძელა პრემიერ მინისტრის მთავარი
მრჩეველის მოვალეობა 2009 წლის მაისამდე. 2009 წლის 1 მაისს იგი დაინიშნა
თურქეთის რესპუბლიკის მე -60 მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად. მან
განაგრძო საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობა თურქეთის რესპუბლიკის 61-ე
მთავრობაში. მან აქტიური როლი შეასრულა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრისა
და საგარეო პოლიტიკის მრჩეველმა მშვიდობის მშენებლობისა და შუამავლობის
მცდელობებში ახლო აღმოსავლეთსა და ბალკანეთში არსებული პრობლემების
გადასაჭრელად. პროფ. დოქტორი ახმეტ დავუთოღლუ არჩეულ იქნა
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) თავმჯდომარედ პარტიის
პირველ საგანგებო დიდ კონგრესზე, რომელიც გაიმართა 2014 წლის 27 აგვისტოს.
2014 წლის 29 აგვისტოს მან დააარსა 62-ე მთავრობა, როგორც AK პარტიის
თავმჯდომარე. პროფ. დოქტორი 2015 წლის 12 სექტემბერს გამართულ AK პარტიის

112
Ahmet Davutoğlu Biyografisi.
https://www.biyografi.info/kisi/ahmet-davutoglu

113
Ahmet Davutoğlu Özgeçmiş. Gelecek Partisi.
https://gelecekpartisi.org.tr/ozgecmis/ahmet-davutoglu

46
რიგით მეხუთე კონგრესზე აჰმედ დავუთოღლუ არჩეულ იქნა AK პარტიის
თავმჯდომარედ. იგი პრემიერ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა 2014-2016
წლებში. მან დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2016 წლის 22 მაისს. ხოლო,
პარტიიდან იგი საბოლოოდ 2019 წლის 13 სექტემბერს გავიდა. პროფ. დოქტორი 2019
წლის 13 დეკემბერს, აჰმეთ დავუთოღლუმ გადაშალა ახალი ფურცელი თავის
პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოაცხადა „მომავლის პარტიის“ დაარსება. 2019 წლის
19 დეკემბერს, 132 კაციანი დამფუძნებელი საბჭოს პირველ სხდომაზე, იგი არჩეულ
იქნა „მომავლის პარტიის“ თავმჯდომარედ ყველა წევრის თანხმობით.
დაოჯახებულია და ჰყავს ოთხი შვილი. აჰმეთ დავუთოღლუ ფლობს ინგლისურ,
გერმანულ და არაბულ ენებს.114

მისი ნაშრომის ძირითადი იდეა ემყარება მოსაზრებას, რომ დღეს თურქეთის საგარეო
პოლიტიკა განიცდის სტრატეგიული ხედვის დეფიციტს და რომ ეს დეფიციტი
განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობისა და ქვეყნის მდიდარი ისტორიული
წარსულის არშეფასებით. ამის გამო დავუთოღლუ ხაზს უსვამს, რომ თურქეთის
ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკა მოკლევადიანი ტაქტიკური ნაბიჯებისგან შედგება.
დავუთოღლუ თურქეთის საგარეო პოლიტიკაში ამ ხედვის ნაკლებობას მრავალი
ისტორიული, ფსიქოლოგიური, კულტურული და ინსტიტუციური ფაქტორით ხსნის.
ავტორის აზრით, თურქული საზოგადოება დღეს პირადობის კრიზისს განიცდის და
ამის შედეგად ჩნდება გაურკვეველი მიმართულებისა და ზოგადი მიზნების საგარეო
პოლიტიკური ხაზი. ამრიგად, გრძელვადიანი ხედვის არარსებობის გამო, თურქეთის
საგარეო პოლიტიკა საგარეო ძალებისა და მათი ადგილობრივი თანამშრომლების
ტყვეობაში იმყოფება და აჩენს ქვეყნის დაშლის შიშს. ავტორის აზრით, ეს შიში,
გამოხატულია როგორც "სევრის სინდრომი" (სევრის ხელშეკრულება, რომლითაც
ოსმალეთის იმპერია დაიშალა და დანაწილდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ),
რომელიც განაგრძობს თურქეთის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას და

114
Ahmet Davutoğlu Özgeçmiş. Gelecek Partisi.
https://gelecekpartisi.org.tr/ozgecmis/ahmet-davutoglu

47
წარმოადგენს უაღრესად ფრთხილ და თავდაცვით ეროვნული სტრატეგიას. 115 „2002
წლიდან "სტრატეგიული სიღრმის" მიღებამდე, თურქეთი ტრადიციულად ატარებდა
უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას. თურქეთი ძირითადად
პროდასავლური და ნატო-ს მომხრე იყო, მაგრამ მისი განსაკუთრებული
გეოგრაფიული მდებარეობა მოითხოვდა დაეცვა ბალანსი, როგორც ნატოს წევრ
სახელმწიფოს და ამავდროულად თანაეარსება მის მეზობელ სახელმწიფოებთან
ირანთან და სირიასთან. თურქეთის გეოგრაფიულმა მდებარეობამ აზიას, ევროპას,
ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის ჩამოაყალიბა როგორც
უნიკალური ქვეყანა, მრავალი გეოპოლიტიკური ხარვეზის ცენტრში, რაც საფრთხეს
უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას“.116 როგორც ყოფილმა თურქმა დიპლომატმა
ბულენტ ნური ერენმა თქვა: ”თურქეთი მარტოხელა მგელია, უნებლიე მეგობრებისა
და მოკავშირეების გარეშე”. 117

დავუთოღლუ ამტკიცებდა, რომ „თურქეთმა უნდა მიიღოს თავისი მრავალფეროვანი


მუსულმანური, ოსმალური, ევროპული და შუა აზიური წარმოშობა და ისარგებლოს
მისი "მრავალმხრივი" იდენტობით. დავუთოღლუს მტკიცებით, თურქეთი
ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ესაუბრა დამასკოსა და იერუსალიმს,
თეირანსა და ვაშინგტონს შორის და იყოს ეფექტური არბიტრი და
მშვიდობისმყოფელი რეგიონსა და მსოფლიოში“.118

წიგნის პირველ ნაწილში, სახელწოდებით "კონცეპტუალური და ისტორიული


ჩარჩო", მოცემულია ძირითადი ცნებები და საკითხები სამ ნაწილად. პირველი
ნაწილი აღწერს ძალის პარამეტრებს და მოიცავს მაგალითებს; მეორე ნაწილი

115
Hasan Kösebalaban. Ahmet Davutoğlu Stratejik Derinlik: Türkiye’nin Uluslararası Konumu (kitap
değerlendirmesi). DÎVÂN İlmî Araştırmalar. #14. Küre yayınları. istanbul. Ocak. 2003. გვ. 214.
https://www.academia.edu/4482561/Ahmet_Davuto%C4%9Flu_Stratejik_Derinlik_Hasan_K
%C3%96SEBALABAN
116
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 3.
117
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 4.
118
იქვე. გვ. 4.

48
განიხილავს თურქეთის სტრატეგიული თეორიის არასაკმარისობას; მესამე ნაწილი
მიმოიხილავს თურქეთის ისტორიული მემკვიდრეობის გავლენას მის შიდა და
საგარეო პოლიტიკურ პარამეტრებზე, რომლებიც აყალიბებს მის საერთაშორისო
ურთიერთობებს.

მეორე ნაწილში სახელწოდებით "თეორიული ჩარჩო: ფაზური სტრატეგია და აუზთა


პოლიტიკა", ცდილობს ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ანალიზის თეორიული ჩარჩო,
ოთხ ნაწილად. პირველ ნაწილში მოცემულია ძირითადი ცნებები და თეორიული
საშუალებები, რაც საშუალებას მისცემს თურქეთის გეოგრაფიული სიღრმის
გააზრებას სტრატეგიული ანალიზისთვის. ამ ჩარჩოში დაინერგა და განისაზღვრა
ცნებები "ხმელეთთან", "ზღვასთან ახლოს" და "კონტინენტთან ახლოს". მომდევნო სამ
ნაწილში განხილულია თურქეთის მახასიათებლები ხმელეთთან, ზღვასთან და
კონტინენტურ რაიონებთან ახლოს, აგრეთვე ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა,
რომელსაც ცივი ომის შემდგომ პერიოდში ამ ტერიტორიებს ანიჭებდნენ და მათი
გავლენა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე.

მესამე ნაწილში სახელწოდებით "განაცხადის სფეროები: სტრატეგიული


ინსტრუმენტები და რეგიონული პოლიტიკა" შედგება ხუთი ნაწილისგან. პირველი
ნაწილი განიხილავს საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, როგორიცაა
ნატო (NATO), ეუთო (OSCE), ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ECO),
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC), შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC), ისლამური რვიანი (D-8) და დიდი ოცეული
(G-20), როგორც ძირითადი სტრატეგიული ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც
შესაძლებელია თურქეთის საგარეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. შემდგომი
განყოფილებები ეხება შესაბამისად ბალკანეთის, ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის,
ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის პოლიტიკას.

წიგნი იწყება შესავლით, სადაც დავუთოღლუ გამოთქვამს თავის მიზანს დამყარდეს


თურქეთის სტრატეგიული პოზიცია ცივი ომის შემდგომ პერიოდში. იგი ამბობს, რომ

49
საჭიროა თურქეთის "ისტორიული და გეოგრაფიული სიღრმის" ინტეგრირება
რაციონალურ სტრატეგიულ გეგმასთან. ეს, მისი მტკიცებით, მოითხოვს "სივრცისა
და დროის სიღრმის" ცნებების გაგებას. ეს ცნებები მოიცავს ქვეყნის ისტორიას,
გეოგრაფიას, დემოგრაფიასა და კულტურას. დავუთოღლუ თურქეთის გეო-
კულტურული და ისტორიული სივრცეს შემდეგნაირად აღწერს:

”თურქეთი არის თანამედროვე ნაციონალური სახელმწიფო, რომელიც


დაფუძნებულია ოსმალეთის სახელმწიფოს მემკვიდრეობით, რომელიც ერთ – ერთი
იყო იმ რვა მრავალნაციონალურ იმპერიას შორის, რომლებსაც საუკუნის დასაწყისში
ჰქონდათ სუზერენიტეტი ევრაზიაზე (ინგლისი, რუსეთი, ავსტრია – უნგრეთი,
საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და იაპონია)".119

”თურქეთი არის პირველი ნაციონალური სახელმწიფო, რომელიც დაარსდა


ანტიკოლონიალისტური ბრძოლის შედეგად”.120 „თურქეთი არის ნაციონალური
სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს კონტინენტებისა და რეგიონების გასაყარზე“.121

დავუთოღლუ გთავაზობთ ქვეყნის საერთაშორისო წონის გამოთვლის შემდეგ


ფორმულას, რომელსაც იგი უწოდებს „ეროვნული ძალის პარმეტრებს“.

“ძალა (G) = (მუდმივი მონაცემები(SV) + პოტენციური მონაცემები(PV)) x


(სტრატეგიული აზროვნება(SZ) x სტრატეგიული დაგეგმვა(SP) x პოლიტიკური
ნება(PI)), სადაც მუდმივი მონაცემები არის ისტორია(t), გეოგრაფია(c),
დემოგრაფია(d) და კულტურა(k); და პოტენციური მონაცემები არის ეკონომიკური(e),
ტექნოლოგიური(t) და სამხედრო შესაძლებლობები(ak).

ძალა (G)= [(ისტორია(t) + გეოგრაფია(c) + დემოგრაფია(d) + კულტურა(k)) +


(ეკონომიკური(ek), სამხედრო(ak) და ტექნოლოგიური(tk) შესაძლებლობები)] x

119
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 7.
120
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 8.
121
იქვე. გვ. 8.

50
(სტრატეგიული აზროვნება(SZ) x სტრატეგიული დაგეგმვა(SP) x პოლიტიკური
ნება(PI))”.122

შემდეგ დავუთოღლუ განიხილავს თურქეთის ისტორიულ ფონს, როგორც


ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეს. დავუთოღლუს აზრით, ოსმალეთის იმპერიის
კოლონიალისტური სტრატეგიის არარსებობა თურქეთის საგარეო პოლიტიკის
განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია. ის წერს:

„მე -19 საუკუნე კოლონიალიზმის საუკუნე იყო, როდესაც დიდმა ქვეყნებმა


შეიმუშავეს კლასიკური ეროვნული სტრატეგიები და ამ საუკუნეში ოსმალეთის
სახელმწიფოს მხოლოდ ერთი საზრუნავი ჰქონდა: შეენარჩუნებინა შინაგანი
ერთიანობა და არ დაეშვა ტერიტორიების შემდგომი დაკარგვა. დროთა
განმავლობაში, ამან განაპირობა საზღვრების დაცვის სტატიკური მიდგომა, რაც
საგარეო პოლიტიკის ტრადიციად იქცა123. ამრიგად, თითოეული ნაწილის დაკარგვის
შემდეგ, მთავარი საკითხი იყო დარჩენილი ნაწილების შენარჩუნება და კავშირები
საზღვრებს მიღმა მდებარე ტერიტორიებთან გაწყვიტეს“.124

„დავუთოღლუს აზრით, ამ ისტორიულმა ტრადიციამ გამოიწვია ის, რომ


თანამედროვე თურქეთმა აბსოლუტურად უარი თქვა იმ რეგიონთა მიტოვებაზე,
რომლებიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიაში იყო. იგი ირწმუნება, რომ თურქეთმა
ზურგი აქცია ისეთ რეგიონებს, როგორიცაა ბალკანეთი, კავკასია და ახლო
აღმოსავლეთი“.125

დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ „თურქეთი უნიკალურია თავისი ისტორიით, რომ იგი


ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეა. იგი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ
ტრანსფორმაციას (აღმავლობასა და დაცემას) აღწერს, როგორც კრიტიკულ
მახასიათებელს თურქეთის საერთაშორისო პოზიციის გაგებაში. გარდა ამისა, ის
122
იქვე. გვ. 17.
123
ე.წ. „სევრის სინდრომი“
124
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 52.
125
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 8.

51
ირწმუნება, რომ ოსმალეთის იმპერიას ჰქონდა უნიკალური მახასიათებლები,
მაგალითად ისლამური სახალიფოს სამშობლო და XIX საუკუნის ერთადერთი
არაკოლონიური ძალა“.126

დავუთოღლუ განიხილავს, რომ „ოსმალეთის იმპერიის დაღუპვის დროს კრიზისში


აღმოჩნდა ის ორი საფუძველი, რაც უნდა ყოფილიყო თურქეთის “hinterland” (უკანა
ეზო) - თურქობა და ისლამიზმი. თურქეთის ახალმა სახელმწიფომ ვერ გაითავისა ამ
ორი ფაქტორის მნიშვნელობა“.127 ამით ის ირიბად ცდილობს გააკრიტიკოს მუსტაფა
ქემალ ათათურქის მიერ გატარებული პოლიტიკა. „როდესაც თურქეთი დაარსდა,
მისმა ახალმა საგარეო პოლიტიკამ უგულებელყო ეს ორი ფაქტორი და ემყარებოდა
რეალისტურ, იდეალისტურ მიდგომას, რომელიც ორიენტირებული იყო მშვიდობასა
და კოლონიურ ძალებთან კონფლიქტის თავიდან აცილებაზე“. 128 „თურქეთის ახალი
რესპუბლიკის ლიდერებმა უარყვეს ოსმალეთის მემკვიდრეობა და ცდილობდნენ
ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნას“.129 გარდა ამისა, „თურქეთის ახალმა
დამფუძნებლებმა მთლიანად მიატოვეს ისლამური იდენტობა და პოლიტიკა“.130

დავუთოღლუ წერს: „პოლიტიკურმა ელიტამ (თურქეთის დაარსების დროს) აირჩია


რეგიონალური ძალა ყოფილიყო დასავლური ცივილიზაციური აუზის
უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. ამ სიტუაციამ ღრმად იმოქმედა საზოგადოების
პოლიტიკურ იდეალებზე, დამოკიდებულებებზე, კულტურასა და
ინსტიტუტებზე“.131

ცივი ომის პერიოდთან დაკავშირებით დავუთოღლუ ამბობს: „მეორე მსოფლიო ომის


შემდეგ თურქეთი თანამშრომლობდა მზარდ ღერძთან 132 და ატარებდა საფრთხის
დაბალანსების პოლიტიკას, რის შედეგადაც თურქეთი ნატოში გაწევრიანდა,

126
იქვე. გვ. 8.
127
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 69.
128
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 70.
129
იქვე. გვ. 70.
130
იქვე. გვ. 70.
131
იქვე. გვ. 70.
132
იგულისხმება „ნატო“

52
ატლანტიკური ღერძის უსაფრთხოების ორგანიზაცია საბჭოთა საფრთხეს
დაუპირისპირდა. ისევ და ისევ საერთაშორისო სისტემაში უნიკალური პოზიციის
მოპოვების ნაცვლად, თურქეთი ატარებს პოლიტიკას, რომელიც ემყარება
საზღვრების დაცვის ინსტინქტს, რაც ცივი ომის პერიოდში გახდა თურქეთის
საგარეო პოლიტიკის ფუძემდებლური პრინციპი. თურქეთმა გადაიხადა ამ
უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნის საფასური, რომელიც გულისხმობს საკუთარი
ბუნებრივი გავლენის სფეროებიდან დაშორებას“.133 „შედეგად, თურქეთმა დაკარგა
საკუთარი გავლენის სფეროს შექმნის უნარი“.134 იგი ასევე წერს, რომ „ამ არჩევანმა
თურქეთი აიძულა მორიდებოდა დასავლური ღერძის გარეთ მყოფ ქვეყნებთან
ურთიერთობების დამყარებას. ეს გამოიხატება დღემდე და ეს ჩანს იმ სირთულეებში,
რომლებიც თურქეთმა განიცადა ცივი ომის შემდეგ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ
ამერიკაში გასვლის მცდელობებში. ეს იყო ბიპოლარული სამყაროს აუცილებლობის
შედეგი, რომელმაც თურქეთის საგარეო პოლიტიკა მიმართა დაბალი პროფილის
დიპლომატიისა და ორი ძირითადი პარამეტრისკენ: დარჩენილიყო თურქეთი
დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ საბჭოთა საფრთხის წინააღმდეგ; და მისი
პრობლემები საბერძნეთთან, რომელიც ასევე ამ უსაფრთხოების ქოლგის ფარგლებში
იყო. თურქეთის განცხადება ევროკავშირში (EC) გაწევრიანების შედეგი იყო
საბერძნეთთან კონკურენციის შესანარჩუნებლად“.135

მისი მტკიცებით, „ცივი ომის პერიოდში თურქეთი ატარებდა საგარეო პოლიტიკას,


რომელიც ემყარება უსაფრთხოებას მის საზღვრებთან და შესაბამისად შეიმუშავა
სამხედრო სტრატეგიები; იმის ნაცვლად, რომ შეექმნა საკუთარი თავისთვის
საერთაშორისო პოზიცია. ცივი ომის დასრულებამ რეგიონში დინამიური
სტრუქტურა გახსნა და თურქეთის საგარეო პოლიტიკის გაფართოების
შესაძლებლობა შექმნა - თუმცა, თურქეთი ამ დინამიზმისთვის მზად არ იყო“.136

133
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 71.
134
იქვე. გვ. 71.
135
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 71-72.
136
იქვე. გვ. 73.

53
საერთაშორისო ორგანიზაციებზე საუბრისას დავუთოღლუს აზრით,
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა და მისი გადაწყვეტილებები
ცივი ომის პერიოდის იერარქიული ორგანიზაციის პირდაპირი გამოხატულებაა“. 137
გაეროს უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, ის აცხადებს, რომ „არ ასახავს
მიმდინარე გლობალურ ძალთა განაწილებას“.138

თურქეთის განსხვავებულობის შესახებ საუბრისას იმ ამბობს: „ყველაზე


მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტორი, რომელიც განასხვავებს თურქეთის
პოლიტიკურ კულტურას სხვა საზოგადოებებისგან, არის ის ფაქტი, რომ იგი იყო
ცივილიზაციის ცენტრი, რომელიც შეიცავდა მსოფლიოს მთავარ გზაჯვარედინებს,
ადგენდა ავთენტურ და ხანგრძლივ პოლიტიკურ წესრიგს“.139

დავუთოღლუს მტკიცებით, „ოსმალეთის ცივილიზაციამ დროთა განმავლობაში


დაკარგა ძალა კონკურენტ ცივილიზაციასთან მიმართებაში. ამან გამოიწვია
ისტორიის კრიტიკული გარღვევა და შედეგად თურქეთმა მიატოვა საკუთარი
ისტორიული პოლიტიკური კულტურა, მისსავე საზიანოდ“. 140 ის აგრძელებს: „ამ
ისტორიულმა წყვეტამ გამოიწვია თურქეთის გაუცხოება საკუთარ გეო-კულტურულ
გარემოსთან - ახლო აღმოსავლეთი, ბალკანეთი და კავკასია. მიუხედავად იმისა, რომ
ეს მდგომარეობა არ იყო პრობლემა ბიპოლარული სამყაროს დროს, ამჟამინდელი
სისტემა მოითხოვს ამ გაუცხოების შეცვლას“.141 „თურქეთი ერთბაშად ევროპული,
აზიური, ბალკანური, კავკასიური, შუა აღმოსავლეთის და
ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყანაა“. 142

დავუთოღლუ ხაზს უსვამს თურქეთის სტრატეგიულ მდებარეობას. ის წერს, რომ


„თურქეთი აკავშირებს ერთმანეთს ორ მნიშვნელოვან სახმელეთო გასასვლელს -

137
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 11.
138
იქვე. გვ. 8.
139
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 81.
140
იქვე. გვ. 82.
141
იქვე. გვ. 82.
142
იქვე. გვ. 92.

54
ბალკანეთსა და კავკასიას, საზღვაო გზით - სრუტეებით ის ევრაზიას აკავშირებს
თბილ ზღვებთან და აფრიკასთან, თურქეთი ასავე აკავშირებს ერთმანეთს ახლო
აღმოსავლეთისა და კასპიის რეგიონებს. შესაბამისად, ანატოლიის ნახევარკუნძული
არის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი (გადაკვეთის წერტილი) ევრაზიის
კონტინენტის მიმდებარე სტრატეგიულ ნახევარკუნძულებს შორის“.143

ამ სტრატეგიული მდებარეობისა და ცივი ომის შემდეგ საერთაშორისო ძალთა


ბალანსის ცვლილების გათვალისწინებით, დავუთოღლუ ირწმუნება, რომ თურქეთის
გეოპოლიტიკური კონფიგურაცია იცვლება: „ცივი ომის პერიოდში თურქეთის
საგარეო პოლიტიკამ ვერ გამოიყენა ეს კრიტიკული გეოგრაფია, როგორც სტრატეგია
სამყაროსთან დასაკავშირებლად; ამის ნაცვლად მან არჩია გამოეყენებინა იგი
როგორც დიპლომატიური უპირატესობა იმ ბლოკის უსაფრთხოების ქოლგის
სასარგებლოდ, რომლის ქვეშაც იგი იმყოფებოდა“.144 თუმცა, ახლა, როდესაც ცივი
ომის პარამეტრები ჩამოინგრა, დავუოღლუ ამტკიცებს, რომ „თურქეთმა უნდა
მოახდინოს გეოპოლიტიკური როლისა და საგარეო პოლიტიკის შესაბამი ცვლილება.
ეს გულისხმობს hinterland-ის შექმნას - ტერიტორიის, სადაც გრძელდება
კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“.145 დავუთოღლუ აღწერს
სამ "აუზს", რომელიც უნდა ქმნიდეს თურქეთის რეგიონალური გავლენის სფეროებს:

„1. ახლო სახმელეთო აუზი: ბალკანეთი - ახლო აღმოსავლეთი - კავკასია

2. ახლო საზღვაო აუზი: შავი ზღვა - ადრიატიკის ზღვა - აღმოსავლეთ


ხმელთაშუაზღვისპირეთი - წითელი ზღვა - ყურე - კასპიის ზღვა

3. ახლო კონტინენტური აუზი: ევროპა - ჩრდილოეთ აფრიკა - სამხრეთ აზია -


ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია“.146

143
იქვე. გვ. 116.
144
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 118.
145
იქვე. გვ. 118.
146
იქვე. გვ. 118.

55
"სტრატეგიული სიღრმისეული" დოქტრინა მოითხოვს თურქეთის სამეზობლოში
ყველა რეგიონულ სისტემასთან აქტიურ ჩართვას. თავის წიგნში დავუთოღლუ
ამტკიცებს, რომ „თურქეთმა უნდა აღმოაჩინოს თავისი ისტორიული და
გეოგრაფიული იდენტობა და გადახედოს საკუთარ პოზიციას რეგიონული და
გლობალური საკითხების მიმართ“.147

ახლო სახმელეთო აუზის - ბალკანეთის განხილვისას დავუთოღლუ ამბობს, რომ


„თურქეთის პოლიტიკური გავლენის საფუძველი ბალკანეთში არიან ”ოსმალეთის
მემკვიდრე” მუსლიმური საზოგადოებები. ბულგარეთის, საბერძნეთის, მაკედონიის,
კოსოვოს და რუმინეთის თურქი და მუსლიმი უმცირესობები არიან თურქეთის
ბალკანური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტები“.148 იგი ირწმუნება, რომ
თურქეთმა აქტიური როლი უნდა მიიღოს ამ თემების საკითხებში:

სხვა სიტყვებით რომ ითქვას, „ბალკანეთის უსაფრთხოება სულ უფრო შეესაბამება


თურქეთის დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოებას. ამიტომ, აუცილებელია
თურქეთმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებით
ალბანეთის, ბოსნიისა და მაკედონიის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ
მთლიანობას და რეგიონში რუსეთის ფაქტორის დაბალანსებას“.149 (გვ .124)

კავკასიასთან დაკავშირებით დავუთოღლუ წერს, რომ „ცივი ომის დროს, თურქეთი


ნატოში გაწევრიანდა და "დასავლეთის ფრონტის" მხარეს აღმოჩნდა, რითიც
თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი ნატო-ვარშავის პაქტის საზღვრად იქცა. მისი
თქმით, ამან შექმნა ხელოვნური ფარდა კავკასიასა და აღმოსავლეთ ანატოლიას
შორის. ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ხელოვნური ფარდა აიხსნა. ის თურქეთს
"აზიის კარს"150 უწოდებს, რომელიც ცივი ომის დასრულებისთანავე გაიხსნა. გარდა
ამისა, ცივი ომის დასრულებამ შეცვალა კავკასიის საერთაშორისო მდგომარეობა და

147
Alexander Murinson. The Strategic Depth Doctrine of Turkish Foreign Policy. Routledge, 2006. November.
გვ. 953.
148
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 123.
149
იქვე. გვ. 124.
150
იქვე. გვ. 124.

56
დაიწყო ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები (მაგალითად, კონფლიქტი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის)“.151

დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ „აზერბაიჯანი (კავკასიაში) და ალბანეთი


(ბალკანეთში) თურქეთის ორი კრიტიკული მოკავშირეა: „აზერბაიჯანი
თურქეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეა ზოგადად
კავკასიაში და კერძოდ სამხრეთ კავკასიაში. მანამ, სანამ აზერბაიჯანი (კავკასიაში) და
ალბანეთი (ბალკანეთში) მიიღებენ სტაბილურ და ძლიერ პოზიციას რეგიონში,
შეუძლებელი იქნება იქ თურქეთისთვის მისი (თურქეთის) წონის გაზრდა“. 152

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, რომელსაც დავუთოღლუ უწოდებს "გარდაუვალ


ჰინტერლენდს". 153
იგი განიხილავს ტერიტორიის ისტორიულ მნიშვნელობას; მათ
შორის, როგორც „მსოფლიოს ნავთობის მთავარი რეზერვისა და ისლამური
ცივილიზაციის სამშობლოს“.154 ის ამტკიცებს, რომ თურქეთმა უნდა გადახედოს
პოლიტიკას ამ რეგიონის მიმართაც: „ახალი საერთაშორისო კონტექსტის
გათვალისწინებით, თურქეთის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა გადასინჯვას
საჭიროებს. თურქეთმა, რომელმაც საუკუნის პირველ მეოთხედში დაკარგა შუა
აღმოსავლეთის ყველაზე სტრატეგიული ნაწილები, საუკუნის მეორე და მესამე
კვარტალებში მათ გაუუცხოვდა და მეოთხე კვარტალში რეგიონთან არასტაბილური
ურთიერთობა ჰქონდა. რადიკალურად უნდა შეფასდეს თურქეთის ახლო
აღმოსავლური პოლიტიკა. კერძოდ, ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობები,
რაც შეუძლებელს ხდის წევრობის პროცესის განხორციელებას, საჭიროებს ახლო
აღმოსავლეთის ყოვლისმომცველ სტრატეგიას. ამავე დროს, თურქეთი, რომელმაც

151
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 14.
152
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 127.
153
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 129.
154
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 14.

57
გაწყვიტა კავშირი ევროპასთან და ახლო აღმოსავლეთთან, ვერ იქნება წარმატებული
რეგიონალური და კონტინენტური პოლიტიკის სფეროში“.155

საბოლოოდ დავუთოღლუ ამბობს, რომ „თურქეთს სჭირდება ყოვლისმომცველი


სამშვიდობო გეგმა, ამ სფეროებთან ეკონომიკური და კულტურული
ურთიერთობების განვითარების გეგმასთან ერთად“.156 იგი აცხადებს, რომ „ამ
ბალანსის დაცვა და რაციონალური საგარეო პოლიტიკის შერწყმა თურქეთს
მომავალი საუკუნის მზარდ ძალად გახდის“.157

საზღვაო სტრატეგიასთან დაკავშირებით დავუთოღლუ ირწმუნება, რომ „ეს


თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ელემენტი
უნდა იყოს რომელიც მას გავლენიანს გახდის მის ახლო საზღვაო აუზში“. 158 შემდეგ
ის დასძენს: „ცივი ომის დროს, თურქეთის ადგილმდებარეობამ შეუძლებელი გახადა
კოორდინირებული საზღვაო სტრატეგიის განხორციელება ნატოს ფარგლებში
პასუხისმგებლობის ცალკეული მიდგომისა და მისი ეროვნული ინტერესების გამო.
ამან განაპირობა ის, რომ თურქეთმა დაინახა მისი მიმდებარე საზღვაო აუზები და
საზღვაო გზები, როგორც განსხვავებული პრობლემური ადგილები ბლოკთაშორისი
შეჯიბრებების საფუძველზე. მაგალითად, სრუტეები და შავი ზღვა განიხილებოდა,
როგორც ბლოკთაშორისი საკითხების გაგრძელება ნატოსა და ვარშავის პაქტს შორის;
ხოლო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეგეოსთან და კვიპროსთან
დაკავშირებული საკითხები შეფასდა საბერძნეთთან შიდა ბლოკის კონკურენციის
ფარგლებში“.159 ამიტომ, ცივი ომის თავდაცვითი სტრატეგიები უნდა შეიცვალოს
აქტიური და შეურაცხმყოფელი განწყობით. თურქეთისთვის ამას კოორდინირებული
საზღვაო სტრატეგია სჭირდებოდა მის მიმდებარე ზღვებსა და წყლის გზებში.

155
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 142.
156
იქვე. გვ. 145.
157
იქვე. გვ. 149.
158
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 15.
159
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 157.

58
თუმცა, „ცივი ომის დასრულებისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ, თურქეთმა
შეძლო ორმხრივი ურთიერთობების განვითარება თითოეულ სხვა სანაპირო
სახელმწიფოსთან საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ ორი ახალი სახელმწიფო - საქართველო და უკრაინა გახდნენ სანაპირო
ქვეყნები შავიზღვისპირეთში და მათმა კონფლიქტმა რუსეთთან დიპლომატიური
უპირატესობა შეუქმნა თურქეთს, რაც ხელს შეუწყობდა თურქეთის ორმხრივ
ურთიერთობებს მათთან“.160

დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ „შავი ზღვა ასევე ფლობს ეკონომიკურ


შესაძლებლობებს, განსაკუთრებით საზღვაო ტრანსპორტირების მხრივ. ამისათვის
საჭიროა კარგი ურთიერთობების განვითარება შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე
სახელმწიფოებთან და ბერკეტის მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) და ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაცია (ECO)“.161

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს დავუთოღლუ მოიხსენიებს, როგორც


„ევრაზიის სტრატეგიულ კვანძს“,162 როგორც ხიდს, რომელიც აზიას აკავშირებს
ევროპასთან და შავ ზღვას ხმელთაშუა ზღვასთან. ცივი ომის დასრულების შემდეგ,
დავუთოღლუს აზრით, „სრუტეები თურქეთს აძლევს ახალ სტრატეგიულ
უპირატესობას გეოეკონომიკური (კასპიის ნავთობის გადატანის სტრატეგიული
ადგილმდებარეობა) და გეო-კულტურული (აღმოსავლეთისა და დასავლეთის
კულტურათა გადაკვეთა) მიმართულებით. თურქეთმა უნდა გამოიყენოს სრული
სარგებელი მოქნილი და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებით“.163

საბერძნეთისა და ეგეოსის შესახებ, იგი აღნიშნავს, რომ „თურქეთის ყველაზე დიდი


დაბრკოლება საზღვაო აუზთან დაკავშირებული პოლიტიკისთვის არის საბერძნეთის

160
იქვე. გვ. 160.
161
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 15.
162
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 161.
163
იქვე. გვ. 168.

59
კუთვნილი ეგეოსის კუნძულები. ეს კუნძულები იმდენად ახლოს არის თურქეთთან,
რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ანატოლიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის
საფუძველი; ისინი ასევე გარს არტყავენ თურქეთის საზღვაო გზებს, რომლებიც
მარმარილოს ზღვიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში გადასვლის შესაძლებლობას
იძლევა, რაც სერიოზულ საშიშროებას ქმნის თურქეთისთვის“.164 იმავდროულად,
„კვიპროსს სტრატეგიული პოზიცია უკავია სრუტეებისა (აზიისა და ევროპის
დასაკავშირებლად) და სუეცის არხს (აზიისა და აფრიკის დამაკავშირებელი) შორის
მდებარეობის გამო. ცივი ომის დასრულების შემდეგ კვიპროსის საკითხი თურქეთსა
და საბერძნეთს შორის არსებული საკითხიდან გადავიდა უფრო ფართო ევრაზია-
ახლო აღმოსავლეთი-ბალკანეთის პლატფორმაზე, რამაც თურქეთს ამ ახალი
პლატფორმის საფუძველზე ახალი სტრატეგიის შემუშავება მოსთხოვა“.165 ასევე,
დავუთოღლუ ამბობს, რომ „თურქეთმა ასევე უნდა შეცვალოს შეცდომა, რომელიც
მან დაუშვა ცივი ომის დროს, ყურის ან კასპიისპირეთის პრიორიტეტად არ არჩევა“.166

დავუთოღლუ თურქეთის უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე ასკვნის:


„თურქეთს სჭირდება სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმა ხუთი ძირითადი
მიმართულებით, რაც შეეხება მის ახლო კონტინენტურ აუზს: (i) ევროპა, (ii) აზიის
სიღრმე, (iii) ატლანტიკური ფაქტორი, (iv) აფრიკის გახსნა და (v)
ინტერკონტინენტური ურთიერთქმედების ადგილები: სტეპები, ჩრდილოეთ აფრიკა,
დასავლეთ აზია“.167

ევროპასთან დაკავშირებით, დავუთოღლუს მტკიცებით, “თურქეთის


ურთიერთობები ევროპასთან ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ თურქეთ-
ევროკავშირის ურთიერთობები, რაც მოითხოვს, რომ თურქეთს უფრო ფართო
სტრატეგია ჰქონდეს ევროპასთან ურთიერთობისთვის, ვიდრე მხოლოდ
ევროკავშირი (მოიცავს მექანიზმებს, როგორიცაა ნატო, ეუთო და შავი ზღვა

164
იქვე. გვ. 171.
165
იქვე. გვ. 178.
166
იქვე. გვ. 181.
167
იქვე. გვ. 198.

60
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია)”.168 აზიასთან დაკავშირებით, „ცივი
ომის დასრულებამ გამოიწვია ძალაუფლების ახალი ბალანსების გაჩენა, როგორც
გლობალური იერარქიის სათავეში მყოფ ძალებს შორის (რუსეთი, ჩინეთი, იაპონია),
ასევე კონტინენტურ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ირანი და
ინდონეზია. გარდა ამისა, მათ დაემატა რეგიონალური სახელმწიფოები, როგორიცაა
ყაზახეთი და უზბეკეთი, რაც ართულებს აზიის დინამიკას“. 169 „თურქეთმა ასევე
სერიოზულად დააიგნორა აფრიკა ცივი ომის დროს, მიუხედავად იმისა, რომ
ოსმალეთის იმპერია მოიცავდა ლიბიას, ტუნისსა და ალჟირს და ღრმა რელიგიური,
კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა საჰარას სამხრეთით მდებარე
ქვეყნებთან. ორპოლუსიანმა სამყარომ თურქეთს უბიძგა აფრიკასთან ურთიერთობის
განხილვა საბჭოთა კავშირის საფრთხის კონტექსტში, რის შედეგადაც თურქეთი
დისტანცირებას ახდენდა აფრიკასთან. თურქეთმა უნდა შეცვალოს ეს, და
მოახდინოს კულტურული და ეკონომიკური გახსნა აფრიკაში“.170

თურქეთის სტრატეგიულ კავშირებზე საუბრისას დავუთოღლუ განიხილავს, რომ


„ცივი ომის პერიოდში თურქეთს ჰქონდა სამი ძირითადი სტრატეგიული
ინსტრუმენტი, რომლებიც დაფუძნებული იყო სამ მთავარ კავშირზე: თურქეთის
ატლანტიკური კავშირი (რომელიც პრიორიტეტს ანიჭებდა აშშ-სთან ურთიერთობას)
ემყარებოდა ნატოს; თურქეთის ევროპული კავშირი, ევროკავშირთან
(ევროკავშირთან) ურთიერთობების საფუძველზე; ისლამური კონფერენციის
ორგანიზაცია (OIC), აზიისა და აფრიკის ურთიერთობებზე დაყრდნობით“. 171 ცივი
ომის შემდგომ პერიოდში თურქეთი ცდილობდა ამ ურთიერთობების
დივერსიფიკაციას და გაფართოებას, რათა მოერგო ახალ დინამიკას, მაგრამ ვერ
შეძლო სრულყოფილი და თანმიმდევრული სტრატეგიის შემუშავება.

168
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 17.
169
იქვე. გვ. 17.
170
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 208.
171
იქვე. გვ. 222.

61
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე საუბრისას დავუთოღლუ აღნიშნავს: „ვარშავის
პაქტის დაშლამ წარმოშვა ნატო-ს განახლებული იდენტობისა და მისიის საჭიროება,
რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ამ პაქტის ევროპული გაფართოების თავიდან
ასაცილებლად. თუმცა, ბოსნიის კრიზისმა გამოავლინა ევროპის თავდაცვის
მექანიზმების სისუსტე და დაადასტურა, რომ მხოლოდ ნატოს შეეძლო
გაეკონტროლებინა ასეთი კრიზისი, რაც არ გადაზრდილიყო მასშტაბურ ომში“. 172
ამასთან, „თურქეთის მიერ ნატოს ახალი მისიის როლის შესრულება შეიძლება
საჭირო იყოს ცივი ომის შემდგომ პერიოდში, რაც ეწინააღმდეგება თურქეთის
ინტერესებს, განავითაროს სტრატეგიული კავშირები საზღვარგარეთთან და
შესაბამისად საფრთხეს უქმნის თურქეთს“:173 „თუ თურქეთი ნატოს სახელით აქტიურ
როლს შეასრულებს რეგიონალურ ოპერაციებში ამან შეიძლება გამოიწვიოს
თურქეთის გაუცხოება საკუთარ აუზთან; ხოლო თურქეთმა, რომელიც პრიორიტეტს
ანიჭებს რეგიონალურ გათვლებს, შეიძლება გამოიწვიოს დისკუსია თურქეთის
სტრატეგიული სანდოობის შესახებ ნატოში და ახალი ზეწოლა. ინჯირლიკის ბაზის
გამოყენების საკითხი ყურის ომის დროს და მის შემდეგ მუდმივად ამყოფებდა დღის
წესრიგში ამ დიპლომატიურ მდგომარეობას“174.

„ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია (OIC) დაარსდა 1969 წელს ალ-აქსას


მეჩეთზე თავდასხმის შემდეგ და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არაბული
სამყაროსთვის. თუმცა, მიუხედავად ყველა ისლამური სახელმწიფოს ერთ ჭერ ქვეშ
ყოფნისა, ორგანიზაციამ ვერ შეძლო ერთობლივი პოლიტიკის შემუშავება.
დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ ისლამური სამყარო ცივი ომის შემდეგ განიცდის გეო-
კულტურულ გაღვიძებას, რაც თურქეთის სტრატეგიულ უპირატესობას ქმნის“. 175 ის
წერს: „ისლამური სამყარო აღარ არის აფრო-აზიური (აფრიკა-აზია) ფენომენი. უნდა
გავაცნობიეროთ, რომ ის ასევე არის ევრაზიული (ევროპა-აზია). გეო-კულტურული
172
იქვე. გვ. 230.
173
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 233.
174
იქვე. გვ. 233.
175
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 18.

62
გამოღვიძება გეოგრაფიაში, ალბანეთიდან ყაზანამდე, ბოსნიიდან ჩეჩნეთამდე,
ყირიმიდან ტაჯიკეთამდე მიმდინარეობს“.176 „ისლამური იდენტურობის ევრაზიული
ასპექტის მზარდი მნიშვნელობა ძალზე მნიშვნელოვანია თურქეთის საერთაშორისო
პოზიციის გეო-კულტურული სიღრმისთვის. ევრაზიის სიღრმეში ისლამური
იდენტურობის განმტკიცება თურქეთისთვის სტრატეგიულ შესაძლებლობას ქმნის.
ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც შეუძლია ამ ადგილებში სლავურ და
რუსულ გავლენას შეეჭიდოს, არის ისლამური იდენტურობის კულტურული
წინააღმდეგობა. თუ ამ ადგილებში თურქული მუსლიმური ელემენტები
გააქტიურდებიან ისლამურ სამყაროში, ეს ნიშნავს ინსტიტუციური და პოლიტიკური
გავლენის ზრდას თურქეთისთვის“.177

ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულებამ ისლამის ახალი უარყოფითი
აღქმაც მოიტანა, ამ სიტყვასთან ერთად ნახსენები იყო სიტყვები: ”ტერორიზმი”,
”ფუნდამენტალიზმი”, ”ბომბები” და ”რადიკალიზმი”, ისლამური ცივილიზაციის
გეოპოლიტიკური გამორიცხვა. დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ ეს არის უსამართლო
დახასიათება:

„მიუხედავად იმისა, რომ ყურის ომის დროს სადამის საწინააღმდეგო კოალიციაში


უამრავი მუსლიმური ქვეყანა იყო, სადამის საწინააღმდეგო კამპანია გადაიქცა
ანტიმუსლიმურ კამპანიად; ხოლო IRA178– ს ტერორისტული აქტები არ არის
აღწერილი, როგორც "კათოლიკური ტერორიზმი", ისლამურ სამყაროში
ინდივიდუალური ტერორისტული აქტები შეფასებულია, როგორც "ისლამური
ტერორი"; მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის ატომური ბომბი არ იყო აღწერილი,
როგორც "ინდუისტური ბომბი", პაკისტანის ბომბი იყო აღწერილი, როგორც
"ისლამური ბომბი" და ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა დედამიწაზე, რომელსაც
კავშირი ჰქონდა ისლამთან, განისაზღვრა ფუნდამენტალიზმით“.179

176
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 250.
177
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 250-251.
178
„ირლანდიური რესპუბლიკური არმია“
179
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 253

63
დავუთოღლუს მტკიცებით, ისლამის დახასიათება აშკარა იყო იმ დროის ორ დიდ
თეორიაში - ფრენსის ფუკუიამას "ისტორიის დასასრული" და სამუელ ჰანტინგტონის
"ცივილიზაციათა შეჯახება". იგი ირწმუნება, რომ ფუკუიამამ ისლამური
ფასეულობები დასავლეთის ღირებულებების საწინააღმდეგოდ აღწერა, ხოლო
ჰანტინგტონი ირწმუნებოდა, რომ ისლამური ცივილიზაციის საზღვრები სისხლით
იყო გამოკვეთილი და ისლამი ომობდა ყველა ცივილიზაციასთან, კერძოდ,
დასავლეთთან. იგი აცხადებს, რომ ეს დახასიათება მიზანმიმართული სტრატეგია
იყო, რათა "ამ გეოგრაფიაში საერთაშორისო ოპერაციების ლეგიტიმაცია
განხორციელებულიყო".180

დავუთოღლუ დასძენს, რომ „ თურქეთის პოზიცია, როგორც ერთადერთი


მუსლიმური ქვეყანა დასავლეთის ბლოკში, იწვევს მისი პრესტიჟის შემცირებას
ისლამურ სამყაროში. ცივი ომის შემდგომი მსოფლიო თურქეთს საშუალებას
აძლევდა გაეუმჯობესებინა თავისი პროფილი ისლამურ სამყაროში; მაგრამ ეს
სწრაფად დაიშალა, რადგან თურქეთმა ისრაელთან ურთიერთობა განავითარა. დღეს
თურქეთს ისლამური სამყაროს მიმართ ახალი მიდგომა სჭირდება“.181

დავუთოღლუ ასევე საუბრობს ძირითადი გეოგრაფიული და ისტორიული ბალანსის


მექანიზმზე ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტე-თურქეთი-ირანის სამმხრივი
ურთიერთობების განვითარებაზე დაყრდნობით. „ამ სამ ქვეყანას შორის
თანამშრომლობა აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისთვის.
რეგიონში ასევე არის მცირე მასშტაბის სამმხრივი ბალანსი, მაგალითად ერაყი-
სირია-საუდის არაბეთი; და იორდანია-პალესტინა-ლიბანი (და ჩრდილოეთ ერაყი,
ყურის ომის შემდეგ). ეს სამი სამმხრივი მექანიზმი ჰგავს „გადახლართულ და

180
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 19.
181
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 261.

64
დინამიურ ჭადრაკის დაფას“.182 ხოლო „არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი კიდევ უფრო
სირთულეს უმატებს ამ ჭადრაკის დაფას“.183

ახლო აღმოსავლეთს ასევე აქვს უნიკალური საზღვაო მნიშვნელობა: სირიასთან


დაკავშირებით, დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარი გრძელი
საზღვარია თითოეული მხარისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი
სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტირებისთვის თურქეთსა და სირიას
შორის წყლის კონფლიქტის მიუხედავად, მდინარეები ევფრატისა და ტიგროსის
წყლების განაწილებასთან დაკავშირებით. დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ თურქეთმა
უნდა განავითაროს ეკონომიკური ურთიერთობები სირიასთან, რათა პოლიტიკური
დაძაბულობის განმუხტვის გზა გაიხსნას.184

არაბულ სამყაროსთან დაკავშირებით, „თურქეთის სწრაფად განვითარებულმა


ურთიერთობებმა ისრაელთან გამოიწვია არაბულ სამყაროში იმის აღქმა, რომ
თურქეთი სტრატეგიულ კავშირშია ისრაელთან. ამან, ცივი ომის პერიოდში
(თურქეთის პოზიციამ დასავლეთ ბლოკში) გამოიწვია არაბულ სამყაროსთან
პრობლემური ურთიერთობების დამყარება, რაც ორმხრივი ურთიერთობებით უნდა
შეიცვალოს“.185

ისრაელთან დაკავშირებით დავუთოღლუ წერს, რომ „თურქეთ-ისრაელის


ურთიერთობა ემყარება იმ ფაქტს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთი
დასავლეთის ბლოკის მხარეს იყო, რაც იგივე ბლოკია, რომელიც მხარს უჭერდა
ისრაელის დაბადებას“.186 ამან თურქეთი ისრაელის გარდაუვალ პარტნიორად აქცია;
მაგრამ ასევე აიძულა თურქეთი, ყურადღება მიექცია ისრაელის გლობალურ
კავშირებს, განსაკუთრებით მის გავლენას აშშ – ს შიგნით. 187 „თურქეთ-აშშ-ისრაელის

182
იქვე. გვ. 355.
183
იქვე. გვ. 361.
184
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 20.
185
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 414.
186
იქვე. გვ. 417.

65
სამკუთხედის გამოჩენამ ასევე უარყოფითად იმოქმედა თურქეთის ურთიერთობებზე
ჩინეთთან, რუსეთთან და OIC– ის ქვეყნებთან“.188

ირანთან დაკავშირებით დავუთოღლუ წერს, რომ „თურქეთისა და ირანის ბედი


ყოველთვის იქნება დაკავშირებული, მათი ისტორიისა და გეოგრაფიის
გათვალისწინებით. ამ თვალსაზრისით, ის მათ ადარებს საფრანგეთსა და გერმანიას -
ისინი იზიარებენ მსგავს კულტურასა და გეოგრაფიას. ერთადერთი განსხვავება
იმაშია, რომ თურქეთი და ირანი ისლამის სხვადასხვა მიმართულებაა (ირანი
ძირითადად შიიტია, თურქეთი კი ძირითადად სუნიტი). იგი აღნიშნავს, რომ
ოსმალეთ-ირანის საზღვარი ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მდგრადი
საზღვარია რეგიონში, რომელიც შედგა ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა
დინასტიას შორის ომის ბოლოს, 1639 წელს ყასრ-ი შირინის ხელშეკრულებაში. ეს
საზღვრები დღემდე გრძელდება და ქმნის თურქეთ-ირანის საზღვარს. მე -20
საუკუნეში ირანის რევოლუციის ანტიამერიკული ხასიათი და შემდგომ აშშ-სთან
კრიზისი ართულებდა თურქეთს ირანთან კარგი ურთიერთობების დამყარებას; ამის
მიუხედავად, ორივე მხარე ცდილობდა თავი აერილებინა დაძაბულობისგან
მეზობლების პოზიციის გათვალისწინებით. ცივი ომის დასრულებისთანავე,
თურქეთმა ირანთან ურთიერთობების დამყარება უნდა მოახდინოს ახლო
აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის უფრო მეტ
კონტექსტში“.189

დავდუთოღლუ ქურთულ საკითხთან დაკავშირებით წერს, რომ „ქურთული


გეოპოლიტიკა“ დანაწევრებულია და უფრო მეტად განიცდის ბოროტად გამოყენებას
მათი რეგიონული ინტერესების გამო, რაც ქმნის კონფლიქტის რისკს. ერთადერთი
გზა, რომლის გამონახვაც შეიძლება, არის თურქეთის ქურთებთან საერთო
იდენტობის შექმნა. იგი აცხადებს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს ქურთებთან

187
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 21.
188
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 420.
189
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 436.

66
თურქეთის საერთო ისტორიის, კულტურისა და გეოგრაფიის ხაზგასმით. ქურთებს
უნდა ჰქონდეთ გარანტირებული თანაბარი მოქალაქეობა და მიაკუთვნებდნენ თავს
თურქეთს“.190

დავუთოღლუ ამ ნაწილს ხურავს წიგნის ერთ – ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი


პოლიტიკური დანიშნულებით რომ თურქეთი მიზნად ისახავს იყოს
”მშვიდობისმყოფელი” ახლო აღმოსავლეთში: „თურქეთმა თავიდან უნდა აიცილოს
გახდეს მოკლევადიანი ან ტაქტიკური მხარე ეთნიკურ კონფლიქტებში, რომლებიც
შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში დაიწყოს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთმა თავი უნდა
შეიკავოს პოლარიზებული პოლიტიკურ-კულტურული დამოკიდებულებისგან და
მიიღოს გამაერთიანებლისა და რეგიონალური მშვიდობისმყოფელის როლი ახლო
აღმოსავლეთში“.191

თურქეთის ცენტრალური აზიის პოლიტიკასთან დაკავშირებით დავუთოღლუ


ამბობს, რომ „ცივი ომის დასრულებამ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუქმნა
შესაძლებლობა რეგიონში საკუთარი უნიკალური დინამიკით. მათ ასევე გაიარეს
რთული გარდაქმნები, რადგან მათ მიიღეს დამოუკიდებლობა. გეო-ეკონომიკურად,
უზბეკეთის ოქროს, ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მარაგი, გარდა ამისა, მისი
ვერცხლისა და ბამბის წარმოება მას მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. აზერბაიჯანის
ნავთობის, ბუნებრივი გაზის, კობალტისა და რკინის პირიტის რეზერვები კიდევ
უფრო მატებს რეგიონის გეო-ეკონომიკურ მნიშვნელობას“.192

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნა, რომელიც მოხდა შუა აზიაში


საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, დაკავშირებულია ადგილობრივ
იდენტობებთან. „საბჭოთა კავშირის 70-წლიანმა პოლიტიკამ საბჭოთა იდენტობის
შექმნისას გაანადგურა რეგიონის გამაერთიანებელი თურქული იდენტობა (და
მასთან დაკავშირებული საერთო ენობრივი ბაზა), რომელიც მოიცავდა

190
იქვე. გვ. 449.
191
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 452.
192
იქვე. გვ. 455-465.

67
სუბკულტურულ იდენტობებს, როგორიცაა უზბეკური, თურქმენული, ყირგიზული,
ყაზახური და უიღურული. ათეისტური განათლების პოლიტიკამ ასევე წაშალა მათი
ისლამური იდენტობა. საბჭოთა კავშირის დაშლამ საშუალება მისცა აყვავებულიყო
მათი თურქული და ისლამური იდენტობა“.193 დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ „თუ
თურქეთს შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ისტორიული და გეო-კულტურული
იდენტობის აღორძინებას, დააკავშიროთ რაციონალურ სტრატეგიას და გახსნას
გავლენის არეალი“.194

ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას ის მოკლედ მიმოიხილავს წარსულს:


„თურქეთმა შეიტანა განცხადება ევროკავშირის წევრობაზე 1959 წელს და
დიპლომატიური პროცესი დაიწყო 1964 წლის 1 დეკემბრის ანკარის
ხელშეკრულებით. ეს პროცესი შეჩერდა 1980 წლის 12 სექტემბრის თურქეთის
სამხედრო გადატრიალებით. ურთიერთობა აღორძინდა 80-იანი წლების შუა
პერიოდში, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისისთვის თურქეთის გაურკვეველმა
სტატუსმა გაურკვეველი "მოსაცდელი დარბაზის" პირობებში გამოიწვია ქვეყნის
განადგურება. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლის საბაჟო კავშირის შეთანხმებამ
იმედები გააჩინა, ეს შეიცვალა 1997 წლის ლუქსემბურგის სამიტზე სადაც თურქეთის
კანდიდატურა ოფიციალურად უარყოფილი იქნა. ამ სამიტზე სპეციალური
სტატუსის ქვეშ შეჩერდა თურქეთის კანდიდატურა, რამაც გამოიწვია
ანტიევროპული განწყობის ზრდა თურქეთში. აღქმა იმის შესახებ, რომ ევროპა
აბდულა ოჯალანს იფარებდა - ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ლიდერს
ცეცხლზე ნავთი დაასხა. 1999 წლის ჰელსინკის სამიტზე თურქეთი ოფიციალურად
გამოცხადდა კანდიდატ ქვეყნად, რამაც ქვეყანაში ეიფორია გამოიწვია. დავუთოღლუ
ამტკიცებს, რომ ევროკავშირთან ამ ფსიქოლოგიური გორგოლაჭებით ურთიერთობა
ართულებს თურქეთს ევროპის მიმართ რაციონალური საგარეო პოლიტიკის

193
იქვე. გვ. 466.
194
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 22.

68
შემუშავებას“.195 არსებობს სხვა ასპექტები, რომლებიც ამ რთულ ურთიერთობას
ქმნის. დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ „ ევროკავშირი თითოეულ წევრ სახელმწიფოს
სთხოვს უარი თქვას თავისი სუვერენიტეტის ნაწილზე უფრო მაღალ სტრუქტურაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროინტეგრაციის აუცილებელი ნაწილია, ის პირდაპირ
ეწინააღმდეგება თურქეთის პოლიტიკურ ფსიქოლოგიას, მისი ისტორიიდან და
ნაციონალური სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაგებიდან გამომდინარე“.196

„სხვა წევრი და კანდიდატი სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ის ფაქტი, რომ


თურქეთის რესპუბლიკა შეიქმნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის
შედეგად ანატოლიის გაყოფის ევროპული ძალების გეგმების წინააღმდეგ, იწვევს
რეფლექსს, რომელიც ემყარება ისტორიულ ქვეცნობიერს, რაც ფსიქოლოგიურად
ახდენს გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. როდესაც ერთმანეთს ურევთ
უმცირესობათა უფლებებს მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე დაყრდნობით და
ეროვნული სახელმწიფოს სუვერენიტეტს ეს რეფლექსი გადაიქცევა „სევრის
სინდრომად“ , რომელსაც ხშირად ახსენებენ ხელისუფლების უმაღლესი დონის
წარმომადგენლები“. 197

გარდა ამისა, დავუთოღლუ ირწმუნება, რომ ევროკავშირის ძირითადი პრინციპების


მიმართ ევროკავშირის გულწრფელობაში მნიშვნელოვანი ეჭვები არსებობს:
„რასისტული ტენდენციებისა და ანტიისლამური ფსიქოლოგიის ზრდამ გამოიწვია
(ევროკავშირის) დამოკიდებულება, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს მის
პლურალისტულ იდეოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნიის კრიზისმა კიდევ
ერთხელ გამოიკვეთა ისლამური ცივილიზაციის ევროპული იდენტურობა, ამ
კრიზისის დროს (ევროკავშირის) დამოკიდებულებამ სერიოზული ეჭვები გამოიწვია
მისი გულწრფელობის შესახებ მის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით“.198

195
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 504.
196
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy
Doctrine. 2020. January. //Foreign Military Studies Office. გვ. 23.
197
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 515.
198
იქვე. გვ. 542.

69
ამ ჩარჩოებში ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, „რა განასხვავებს თურქეთს
ევროკავშირის სხვა წევრებისგან ან კანდიდატებისგან? მაგალითად, რატომ არ ხდება
სლოვაკეთის, ესტონეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის წევრობის პროცესები
ევროპული ელიტებისა და პოლიტიკის შემქმნელთა შორის ცივილიზაციის
დებატების დასაწყებად; მაგრამ თურქეთის წევრობამ, რომელიც ცივი ომის დროს
ევროკავშირის ცენტრალურ ქვეყნებთან იგივე სტრატეგიულ ბედს იზიარებდა,
ცივილიზაციურ პრობლემას აჩენს? სინამდვილეში, რატომ შეიძლება ევროკავშირსა
და იაპონიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობების სრული რაციონალური
წარმართვა, ხოლო თურქეთთან ურთიერთობა - ევროკავშირის კანდიდატი წევრი
ქვეყანა - წამოჭრის ცივილიზაციური და კულტურული განსხვავებების საკითხს,
როგორც იზოლირების წერტილს, ვიდრე პოზიტიურ ურთიერთქმედებას?“199

ამ კითხვების დასმის შემდეგ დავუთოღლუ ასრულებს წიგნს სამუელ ჰანტინგტონის


"ცივილიზაციათა შეჯახების" თეორიის კრიტიკული და შეთქმულების
თვალსაზრისით. ამ თეორიამ აღწერა თურქეთი, როგორც „გახლეჩილი“ ქვეყანა ორ
ცივილიზაციას შორის (დანარჩენი ორი „გახლეჩილი“ ქვეყანაა მექსიკა და
რუსეთი)“.200 დავუთოღლუ ამტკიცებს, რომ ეს არის მიზანმიმართული და სახიფათო
სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს არადასავლური სამყაროს კულტურული
გამოღვიძების საფრთხედ წარმოდგენას: „ჰანტინგტონის ”ცივილიზაციათა
შეჯახების” თეორია და მასთან დაკავშირებული წარმოდგენა თურქეთის შესახებ,
როგორც „გახლეჩილი“ ორ ცივილიზაციას შორის, არის ნათელი და საშიში
მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცივილიზაციური
ურთიერთქმედების გრძელვადიანი პროცესი სტრატეგიული მიზნებისათვის.
ჰანტინგტონის მიდგომამ, რომელიც წარმოადგენს არადასავლური ცივილიზაციური
აუზების კულტურულ გაღვიძებას, როგორც საფრთხეს და დასავლეთის სტრატეგებს

199
იქვე. გვ. 542.
200
სემუელ ჰანგთინგტონი. ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა. 2017. გვ. 16
https://e-learning.tsu.ge/pluginfile.php/291510/mod_resource/content/1/Hantington-2017.pdf

70
ურჩევს (რომ მათ) მოახდინონ კონფლიქტების მანიპულირება ამ ცივილიზაციურ
აუზებს შორის. ამან სერიოზული ეჭვები აღძრა პოლიტიკის შემქმნელებსა და
დასავლურ ელიტებში, რომლებმაც გაითვალისწინეს ის რისკები, რომლებმაც
შეიძლება წარმოშვან განხეთქილებები. ის მიდგომა, რომელსაც ჩინეთს მიმართავს -
მოიცავს მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს; ისლამური სამყარო, რომელიც
მოიცავს მსოფლიოს გეოპოლიტიკის ყველაზე მგრძნობიარე ტალღას და მის
გადასასვლელებს - როგორც სხვა ცივილიზაციურ პოლუსს, აშკარად გამოიწვევს
სარისკო შედეგებს მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში“. 201 დავუთოღლუს
აზრით, „ასპექტები, რასაც ჰანტინგტონის „გახლეჩილი“ ქვეყნის განმარტება აქვს -
განსხვავებული და მრავალფეროვანი ცივილიზაციური გამოცდილების მქონე -
რისკის ნაცვლად წარმოადგენს მნიშვნელოვან სიმდიდრეს გრძელვადიან
პერსპექტივაში“.202

როგორც აჰმეთ დავუთოღლუს ნაშრომის განხილვისას გამოჩნდა მისი


დამოკიდებულება აღმატებულია ოსმალეთის იმპერიის მიმართ განსაკუთრებით
გეო-პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში, თუმცა ის კრიტიკულია რესპუბლიკის
დაარსებიდან არსებული თურქეთის პოლიტიკის მიმართ, ასევე მას კრიტიკული
არგუმენტები მოჰყავს საერთაშორისო ორგანიზაციათა საქმიანობასთან
დაკავშირებით. მის წიგნში არსებულ იდეოლოგიას ამავდროულად „ნეო-
ოსმალურსაც“ უწოდებენ. საინტერესოა, რა აზრი აქვთ ამ საკითხით დაინტერესებულ
მკვლევრებს. იოანის გრიგორიადისის აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ
დავუთოღლუს მოძღვრებას ხშირად უწოდებენ "ნეო-ოსმალიზმს", ამ ტერმინის
გამოყენება საკმაოდ მცდარია. ოსმალიზმი იყო მეცხრამეტე საუკუნის ლიბერალური
პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანი იყო ოსმალეთის ეროვნული იდენტობის
ჩამოყალიბება, რომელიც ეთნიკურ, ენობრივ და რელიგიურ იდენტობებს მოიცავს.
ტერმინი მოკლედ აღადგინეს, როგორც ”ნეო-ოსმალიზმი”, რომ ახასიათებდეს

201
Ahmet Davutoğlu. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre Yayınları, 2001, გვ. 543
202
იქვე. გვ. 543.

71
თურგუთ ოზალის 1980-იანი წლების ბოლოს არსებულ საგარეო პოლიტიკის
მცდელობებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლო აღმოსავლეთის მიმართ ინტერესს
იწვევდა, ისინი დავუთოღლუს ხედვის კონცეპტუალურ შინაარსს ნაკლებად
იზიარებენ. ეს კვლევა მიზნად ისახავს დავუთოღლუს საგარეო პოლიტიკის
დოქტრინის გამოკვეთას მისი შესაბამისობის შეფასებას ამჟამინდელი თურქეთის
საგარეო პოლიტიკის მიმართ და ასევე გამოკვეთს მის შეზღუდულობებს“.203

მარმარას უნივერსიტეტის ანალიტიკოსის დოქტორ ზუჰალ მერთ უზუნერი თავის


ინტერვიუში ამბობს, „დავუთოღლუს მიხედვით, საჭიროა თურქეთმა მიიღოს
ცვლილებები ახალი მსოფლიო პოლიტიკის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის. ერთის
მხრივ, იგი ხაზს უსვამს ოსმალეთის წარსულს და თურქეთის მემკვიდრეობას
თურქეთის ახალი როლის განსაზღვრისას, მეორე მხრივ, იგი გულისხმობს ახალი
მსოფლიო პოლიტიკის მზარდ ღირებულებებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს
პერსპექტივა არის ნეო-ოსმალეთის არგუმენტაციის პასუხი. ის არ ცდილობს
აღადგინოს ოსმალეთის იმპერია. იგი გულისხმობს იმპერიას მხოლოდ იმისთვის,
რომ ახსნას საზოგადოების სოციალური და იდეალური საჭიროებები მსოფლიო
პოლიტიკაში უფრო მეტი როლისთვის. იმპერიის მემკვიდრეობა სოციალურ-
პოლიტიკურ კულტურაში განიხილება, როგორც იდეური ძალა, რომელიც
განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების კრიტიკული ფაქტორი“.204

2.3 თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები

203
Ioannis Grigoriadis. The Davutoğlu Doctrine and Turkish Foreign Policy. Bilkent University. Working Paper No.
8. April 2010. გვ. 4.
https://www.researchgate.net/publication/318298808_The_Davutoglu_Doctrine_and_Turkish_Foreign_Policy
204
George Protopapas. INTERVIEW: Dr. ZUHAL MERT UZUNER, MARMARA UNIVERSITY. (RIEAS Media Analyst). 11
January. 2014. Last seen 27. June. გვ. 2.
https://rieas.gr/images/zuhal14.pdf

72
საინტერესოა, როგორ განვითარდა თურქეთის საგარეო პოლიტიკა
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
2007 წელს აჰმეთ დავუთოღლუს მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით,
თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკა ხუთ პრინციპს ემყარება.

პირველი პრინციპი „ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და დემოკრატიას შორის ბალანსის


დამყარების მნიშვნელობას“.205 დავუთოღლუს თქმით: „თუ ქვეყანაში არ არსებობს
ბალანსი უსაფრთხოებასა და დემოკრატიას შორის, მას შეიძლება არ ჰქონდეს შანსი
შექმნას გავლენის არეალი მის შემოგარენში. ნებისმიერი პოლიტიკური რეჟიმის
ლეგიტიმურობა გამომდინარეობს მისი შესაძლებლობით უზრუნველყოს მისი
მოქალაქეების უსაფრთხოება; ეს უსაფრთხოება არ უნდა იყოს ქვეყანაში
თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების ხარჯზე“.206

დავუთოღლუს "სტრატეგიული სიღრმის" ფორმულირების მეორე პრინციპი


მეზობლებთან "ნულოვანი პრობლემების" პოლიტიკაა. “ნულოვანი პრობლემები”
გულისხმობს ”მეზობელი ქვეყნებისადმი არაკონფლიქტურ მიდგომას და არსებულ
განსხვავებებსა თუ კონფლიქტებთან მშვიდობიანი გზით გადაჭრის სერიოზულ
ძალისხმევას ხელახალი შერიგების და მოგების პოლიტიკის ხაზგასმით”. 207
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ”ნულოვანი პრობლემების” პოლიტიკამ აშშ-ში
საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-სა და თურქეთის საგარეო
პოლიტიკაში არსებული ხარვეზების გამო, ზოგ მკვლევარს უფრო პოზიტიური ხედვა
აქვს, მაგალითად, სტეფან კინზერს, რომელიც ამტკიცებს, რომ თურქეთის მზარდმა
საგარეო პოლიტიკურმა აქტივობამ „გამოიწვია ახალ ჩარჩოში შეერთებული
შტატებისა და თურქეთის ურთიერთობათა აღდგენა“.208

205
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. გვ. 79.
206
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. გვ. 81. გვ. 79.
207
იქვე. გვ. 80.
208
Jordan Steckler, Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. 2011. გვ. 22.

73
საგარეო პოლიტიკის მესამე პრინციპია „ურთიერთობათა განვითარება მეზობელ
რეგიონებთან და მის ფარგლებს გარეთ. თურქეთის რეგიონალური გავლენა
ვრცელდება ბალკანეთზე, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში“.209 შესაბამისად, „თურქეთის წარმატება გახდეს ძირითადი ენერგეტიკული
კვანძი და სატრანზიტო გზა დამოკიდებულია მის წარმატებულ მოლაპარაკებებზე
ბალკანეთთან, კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთთან და
ევროპასთან. ასევე, ეს პრინციპი ფოკუსირებულია ურთიერთობათა შექმნაზე
მეზობელ საზოგადოებებში, ჯგუფებთან და ფრაქციებთან, რაც ქმნის
შესაძლებლობას თურქეთი გახდეს შუამავალი როგორც შიდა, ისე საგარეო
კონფლიქტებში“.210

მეოთხე პრინციპია „მრავალგანზომილებიანი პოლიტიკის ერთგულება“.211


„თურქეთის მრავალგანზომილებიანი საგარეო პოლიტიკა ხაზს უსვამს თურქეთის
აქტიურობას ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ბალკანეთის
რეგიონსა და საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში“.212 ამასთანავე,
„მრავალგანზომილებიანი ცვლა არ გულისხმობს ჩვეულებრივი დასავლური
ორიენტაციის საგარეო პოლიტიკის შეცვლას, როგორც ამას კრიტიკოსები
ვარაუდობენ, არამედ ამყარებს თურქეთის სტრატეგიული სიღრმის ახალ
სტრატეგიას“.213 პირიქით, „თურქეთი სულ უფრო მეტ კაპიტალიზაციას უწევს თავის
აღმოსავლურ იდენტობას, დასავლეთში თავისი ადგილის უზრუნველსაყოფად“.214

მეხუთე პრინციპს წარმოადგენს „რიტმული დიპლომატია“.215 „თურქეთის


უნიკალური გეოპოლიტიკური პოზიცია საშუალებას აძლევს მას როგორც შუამავალი

209
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. გვ. 81.
210
Jordan Steckler, Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. 2011. გვ. 23.
211
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. გვ. 82.
212
Jordan Steckler, Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. 2011. გვ. 23.
213
იქვე. გვ. 23.
214
იქვე. გვ. 23.
215
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. გვ. 82.

74
ჩაერთოს გლობალურ კონფლიქტებში, ჩაატაროს ორგანიზაციათა მაღალი დონის
შეხვედრები, დაწყებული ნატოდან დასრულებული ისლამური თანამშრომლობის
ორგანიზაციით (OIC); ასევე, მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირში (როგორც
ასოცირებულმა წევრმა), აფრიკის კავშირსა და არაბულ ლიგაში. 2002–2007 წლებში
თურქეთის რიტმული დიპლომატიისა და ინტენსიური დიპლომატიური
საქმიანობის წარმატებულმა სტრატეგიამ აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ თურქეთის
იმიჯი ასახავს პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს
რეგიონის წესრიგსა და უსაფრთხოებას, არამედ იმას, რომ ის არის საერთაშორისო
ასპარეზზე მთავარი მოთამაშე“.216

აუცილებელია განვიხილოთ თურქეთის მიერ გადადგმული პრაქტიკული საგარეო


პოლიტიკური ნაბიჯები: „AKP- მ ყურადღება გაამახვილა ოსმალეთის იმპერიის
ხასიათზე _ ყოფილიყო გამაერთიანებელი და თურქეთის რესპუბლიკაში
მემკვიდრეობით მიღებულ მუსლიმურ ღირებულებებზე. თურქეთმა შეიმუშავა
ახალი პოლიტიკური ხედვა, რომელიც არ არის დამოკიდებული დასავლეთზე, იგი
აქტიურად ეძებს გზებს დააბალანსოს თავისი ურთიერთობები და ალიანსები“.217

ერთ-ერთი მათგანი იყო თურქეთის ძალისხმევა ლიბანის კრიზისის მოსაგვარებლად:


2006 წლის ივლის-აგვისტოს ომის დროს, ლიბანსა და ისრაელს შორის, თურქეთმა
აქტიური როლი შეასრულა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თურქეთმა ასევე
მონაწილეობა მიიღო 2006 წელს ლიბანში მომხდარ პოლიტიკურ კრიზისებზე
გამოსავლის ძიებაში, რომელიც დასრულდა დოჰას შეთანხმების ხელმოწერით 2008

216
Jordan Steckler, Darrin Altman. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending with Turkey’s
Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East Studies. 2011. გვ. 24.
217
Joshua W. Walker. Turkey's global strategy: introduction: the sources of Turkish grand strategy - ‘strategic
depth’ and ‘zero-problems’ in context. LSE. May 2012. გვ. 8.
https://core.ac.uk/download/pdf/2800247.pdf

75
წელს218. ასევე, თურქეთის ძალისხმევა სირიასა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების
დაწყების მიზნით 2008 წელს219.

ავღანეთი / პაკისტანი / თურქეთი სამმხრივი სამიტები: 2006-2007 წლებში თურქეთმა


გამოიყენა მჭიდრო კავშირები როგორც ავღანეთის, ისე პაკისტანის მთავრობებთან
სამმხრივი მექანიზმის დასაწყებად, სახელწოდებით თურქეთი_ავღანეთი_პაკისტანი
სამმხრივი სამიტი. ამ ინიციატივის მიზანი იყო ქვეყნებს შორის ურთიერთობების
გაუმჯობესება, რომელთა ურთიერთობები გამწვავებული იყო. პირველი სამიტი,
რომელიც პაკისტანისა და ავღანეთის ლიდერებს თურქეთში აერთიანებდა, ჩატარდა
2007 წელს220. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება სამიტები საპრეზიდენტო
დონეზე221.

თურქეთის ”აფრიკის გახსნა”: 2002 წლიდან დაიწყო თურქეთმა მომხიბვლელი შეტევა


აფრიკაში. თურქეთმა გააღრმავა ორმხრივი ურთიერთობები აფრიკის
სახელმწიფოებთან ეკონომიკის, პოლიტიკის, განსაკუთრებით თავდაცვისა და
უსაფრთხოების საკითხებში. 2003 წელს თურქეთის საგარეო ვაჭრობის
დეპარტამენტმა შეიმუშავა „აფრიკის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების
განვითარების სტრატეგია”. თურქეთმა ასევე დაიწყო მონაწილეობა აფრიკის
კავშირის სამიტებზე, როგორც მიწვეული ქვეყანა 2002 წლის შემდეგ. ამ მოვლენებმა
კულმინაციას მიაღწია 2005 წელს, რომელიც თურქეთის მთავრობამ „აფრიკის წლად”
გამოაცხადა, როდესაც მან დიპლომატიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო
218
NO:83 - 21 Mayıs 2008, Lübnan'da Sağlanan Uzlaşı hakkında.
https://www.mfa.gov.tr/no_83---21-mayis-2008_-lubnan_da-saglanan-uzlasi-hk_.tr.mfa

219
NO-81 - 21 Mayıs 2008, İsrail ile Suriye arasında aracılı barış görüşmeleri hakkında.
https://www.mfa.gov.tr/no-81---21-mayis-2008_-israil-ile-suriye-arasinda-aracili-baris-gorusmeleri-hk_.tr.mfa

220
Rahat Shah. Pakistan-Afghanistan-Turkey Trilateral Summits and its implication for the region. 24 February.
2020.
https://moderndiplomacy.eu/2020/02/24/pakistan-afghanistan-turkey-trilateral-summits-and-its-implication-
for-the-region/

221
Turkey-Afghanistan-Pakistan Trilateral Summit was held in Ankara.
https://www.mfa.gov.tr/turkey_afghanistan_pakistan-trilateral-summit-was-held-in-ankara.en.mfa

76
ასპარეზებში მონაწილეობა უფრო მაღალ დონეზე მიიყვანა. 2005 წლის მარტში
პრემიერ-მინისტრ ერდოღანის ვიზიტები ეთიოპიასა და სამხრეთ აფრიკაში
პირველად აღინიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრის საჰარის სამხრეთით მდებარე
აფრიკაში თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ. 2005 წელს ასევე თურქეთმა
მიიღო „დამკვირვებლის სტატუსი“ აფრიკის კავშირში, ხოლო ადის აბებაში
თურქეთის საელჩო გახდა ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული, როგორც
თურქეთის წარმომადგენლობა. 2008 წელს თურქეთი გახდა კავშირის "სტრატეგიული
პარტნიორი" და მოიპოვა წევრობა აფრიკის განვითარების ბანკში. იმავე წლის
აგვისტოში, თურქეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა აბდულაჰ გულმა მოაწყო
”თურქეთ-აფრიკის თანამშრომლობის სამიტი” სტამბოლში, რომელსაც
მასპინძლობდნენ აფრიკის 49 ქვეყნის მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრის დროს
თურქეთმა მოითხოვა მხარდაჭერა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არა მუდმივი
სტატუსის მისაღებად, რაც საბოლოოდ მოიპოვა, ნაწილობრივ აფრიკის მხარდაჭერის
წყალობით. მას შემდეგ მრავალი სხვა შეხვედრა და თანამშრომლობის
ხელშეკრულება შედგა. თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობა აფრიკაში
თითქმის გასამმაგდა, 2012 წლის 12 საელჩოდან 42 – მდე გაიზარდა 2020 წლის
მონაცემებით222.

თურქეთი ასევე შეეცადა ახალი ერა დაეწყო თურქეთ-ირანის ურთიერთობებში: 2008


წელს ირანის ისლამური რევოლუციური დაცვის კორპუსმა (IRGC) და თურქეთის
სამხედროებმა დაიწყეს ძალის გაერთიანება ჩრდილოეთ ერაყში ქურთების
წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე ეძებდა ირანთან სავაჭრო
ურთიერთობების განვითარების გზებს. 2007 წელს ხელი მოაწერეს ბუნებრივი აირის
გარიგებას, როდესაც ორი ქვეყანა შეთანხმდა ირანიდან და თურქმენეთიდან
ევროპაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებაზე. AKP- მ ისლამური რესპუბლიკა
თავდაპირველად მეგობრად მიიჩნია. 2009 წელს ერდოღანმა პირველმა მიულოცა

222
TÜRKİYE-AFRİKA İLİŞKİLERİ. T.C. Dışişleri Bakanlığı
https://www.mfa.gov.tr/turkiye-afrika-iliskileri.tr.mfa

77
პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს გამარჯვება. თურქეთმა ასევე უარი თქვა ირანის
მიმართ მწვანე სანქციების მიღებასთან დაკავშირებით და არაერთხელ აღნიშნა, რომ
მას არ სურს ჩარევა ირანის საშინაო საქმეებში. 2010 წელს თურქეთი (და ბრაზილია)
შეეცადა (მაგრამ ვერ მოხერხდა) ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გარიგების
შუამავლობას. თურქეთმა 2010 წლის ივნისში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს
სხდომაზე ირანის მიმართ შემდგომი სანქციების მიღებას მხარი არ დაუჭირა. 2012
წლისთვის თურქეთი კვლავ ცდილობდა მოლაპარაკებების დაწყებას ირანსა და P5 +
1– ს შორის ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამასთან დაკავშირებით 2012
წლის აპრილში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებით. 2012 წლის იანვრის
დასაწყისში ირანის მთავარმა მედიატორმა ბირთვულ საკითხებზე, საიდ ჯალილიმ
თქვა, რომ ირანს სურს განაახლონ მოლაპარაკებები P5 + 1– თან და რომ თურქეთი
იქნება იდეალური ადგილი ამ მოლაპარაკებებისთვის. თუმცა, არაბულმა
გაზაფხულმა და სირიის კრიზისმა გაართულა მოლაპარაკებათა გაგრძელება.223

ამავდროულად, გაიზარდა თურქეთის მკაცრი კრიტიკა ისრაელის მიმართ და


პალესტინის საკითხისადმი მგრძნობელობა: სტრატეგიული სიღრმისეული
მოწოდება ისლამზე, თურქეთის პოზიციიდან, როგორც რეგიონალური ლიდერისგან,
საჭიროებდა ისრაელის უფრო მკაცრ კრიტიკას და პალესტინის საკითხისადმი უფრო
მგრძნობიარე ელფერს. თურქეთის ისტორიული და რელიგიური კავშირის გამო
პალესტინელებთან, ისრაელსა და პალესტინელებს შორის არსებული დაძაბულობა
თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებს ეჭვქვეშ აყენებს. ისრაელის შეტევამ ღაზაში
ჰამასის წინააღმდეგ 2008 წლის ბოლოს 2009 წლის დასაწყისამდე მნიშვნელოვნად
დააზიანა ურთიერთობა თურქეთთან. თურქეთის მხარემ ძალიან მკაცრი რეაგირება
მოახდინა და ისრაელის ქმედებებს უწოდა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაული“ და მოითხოვა ისრაელის გარიცხვა გაეროდან ღაზაში ბრძოლის
შეჩერების მოწოდების უგულებელყოფის გამო. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის

223
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 28.

78
დროს, 2009 წლის იანვარში, თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ერდოღანი
დავოსში ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესთან დებატებში შევიდა. მისმა
მოქმედებებმა და თურქეთის უფრო მკაცრმა კრიტიკამ ისრაელისადმი ის გმირი
გახადა ღაზელების, ირანელებისა და სირიელების თვალში. 224 ურთიერთობებმა
კრიტიკულად დაიძაბა 2010 წლის მაისის "ფლოტილიის კრიზისის" (Mavi Marmara)
დროს, როდესაც ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაციის მეთაურობით, რომელიც
ეწინააღმდეგებოდა ისრაელის მიერ ღაზას დაბლოკვას შეეცადა არ დამორჩილებოდა
ისრაელ მებრძოლებს, რასაც ათი თურქი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა 225.
თურქეთის ურთიერთობები ისრაელთან დიდი ხნის განმავლობაში გაყინული იყო
და მას შემდეგ სრულად არ გამოსწორებულა.

მნიშვნელოვანია თურქეთის ახალი რბილი ძალა: თურქეთმა ასევე შექმნა საკუთარი


თავისთვის ახალი იმიჯი საერთაშორისო საქმეებსა და საერთაშორისო
ორგანიზაციებში. 2008 წლისთვის გაეროს განვითარების პროგრამის დირექტორი იყო
თურქი, OIC- ის გენერალური მდივანი იყო თურქი, ხოლო ნატოს სამოქალაქო
ადმინისტრატორი ავღანეთში იყო თურქი. თურქეთი იყო G-20- ში, გაეროს
უსაფრთხოების საბჭოს წევრი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ყველა ამ
ინიციატივამ თურქეთის, როგორც დამოუკიდებელი, მზარდი რეგიონული ლიდერის
რბილი ძალაუფლების ახალი სურათი შექმნა.226

თუმცა, საინტერესოა განვიხილოთ რამდენად წარმატებული გამოდგა თურქეთის


მიერ გატარებული პოლიტიკა.

არაბული გაზაფხულის დაწყებამ 2011 წელს განიხილა დისკუსიები "თურქული


მოდელის" შესახებ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელთაც აქვთ
კონსერვატიული სოციალური და კულტურული შეხედულებები უყურებდნენ
224
იქვე. გვ. 29.
225
Mavi Marmara. Insani Yardım Vakfı.
https://www.ihh.org.tr/mavi-marmara

226
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 29.

79
თურქეთს, როგორც ისლამური ლიბერალიზმის მოდელს, რომელიც გამოირჩეოდა
ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამით. თურქეთის მკაცრმა
რიტორიკამ ისრაელის წინააღმდეგ, მისმა გაზრდილმა თავდაჯერებულობამ და
დამოუკიდებლობამ დასავლეთისგან, დემოკრატიამ და წარმატებულმა ეკონომიკამ
ბევრ მუსლიმურ ქვეყანაში იმდროიმდელი პრემიერ-მინისტრი ერდოღანი გმირად
აქცია.227

არაბულმა გაზაფხულმა ბევრი რამ გამოავლინა თურქეთის, როგორც მოდელის


პოტენციალი. მანამდე არაბულ სამყაროში ბევრი აღფრთოვანებული იყო თურქეთის
შესაძლებლობით წინ აღდგომოდა დასავლეთს კარგი ურთიერთობების დამყარებით
ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა სირია, ირანი და ლიბია, ხოლო გაეკრიტიკებდა
ისრაელი დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად. არაბული გაზაფხულის
შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა. არაბულმა გაზაფხულმა თურქეთი გააფრთხილა,
ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა. ტუნისისა და ეგვიპტის შემთხვევაში, სადაც
მომიტინგეები ითხოვდნენ ავტორიტარული პოლიტიკის შეწყვეტას, AKP- ს შეეძლო
მხარი დაეჭირა დემოკრატიული მოძრაობებისთვის, რადგან ეს იყო საპროტესტო
ტალღა, რომელიც იყო მსგავსი იმ დროისა, როცა AKP მოვიდა ხელისუფლებაში228.

ყველაზე დიდი გამოწვევა და სასიკვდილო დარტყმა "სტრატეგიულ სიღრმემ"


სირიაში მიიღო. თავდაპირველად, თურქეთმა სირიასთან დივიდენტების გადაცემის
შესაძლებლობა ნახა. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა ასადი პოლიტიკური
რეფორმების გატარებაში თავისი რეგიონალური სიძლიერის დემონსტრირების
მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა მოუწოდა ასადს, რეფორმები
გაეტარებინა, ასადმა უარი თქვა კომპრომისის გაკეთებაზე. ამ ეტაპზე თურქეთმა
შეცვალა პოზიცია და სამაგიეროდ მხარი დაუჭირა შეიარაღებულ ოპოზიციას და

227
Rania Abouzeid. Why Turkey’s Erdogan is Greeted like a Rock Star in Egypt. Cairo. 13 Sept. 2011.
http://content.time.com/time/world/article/0,8599,2093090,00.html

228
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 29.

80
სირიაში რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდა. რადგან სირიის რეჟიმის საბოლოოდ
დაშლის მოლოდინი არ განხორციელდა, თურქეთის პოზიციამ მხარი დაუჭირა და
შეიარაღება მისცა ოპოზიციას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა სირიაში229.

იმავდროულად, სირიაში თურქეთის პოზიციამ დააზიანა ურთიერთობა ირანთან და


კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა "სტრატეგიული სიღრმე". ირანმა თურქეთი
გააფრთხილა, რომ თუ თურქეთის ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვდნენ
ოპოზიციის მხარდაჭერას და განაგრძობდნენ თავიანთ ამჟამინდელ გზას, ირანი
სირიის მხარეს იქნებოდა თურქეთის გამო. მოკლედ, არაბულმა გაზაფხულმა
გამოავლინა წინააღმდეგობა ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობის ქონასთან
დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა ქვეყნებს, როგორიცაა სირია და ირანი. როდესაც
ამ დილემის წინაშე აღმოჩნდა, თურქეთი მიხვდა, რომ მისი ღირებულებები
შეუსაბამო იყო სირიასთან და ირანთან მეგობრობის პოლიტიკასთან. ორივე ქვეყანა
იყო ორი დაპირისპირებული ბანაკის ნაწილი. სირია ახლოს იყო ირანთან, ხოლო
თურქეთი ისტორიულად იყო დასავლეთის ბანაკში, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყანა.
თურქეთს აღარ შეეძლო იმ "მიუკერძოებელი შუამავლის" როლის შესრულება,
რომელსაც შეეძლო ყველა მხარესთან საუბარი230.

არაბული გაზაფხულისა და სირიის კრიზისის შედეგად სტრატეგიული სიღრმის


პრობლემები გამოიკვეთა, ცხადი გახდა, რომ ახლო ურთიერთობა მეზობელ
რეჟიმებთან აღარ შეიძლებოდა. ამ ეტაპზე, AKP- მ მიზნად დაისახა ახალი
პოლიტიკური მოძრაობების მხარდაჭერა, რომლებიც წარმოიშვა მასთან
დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენებით. მოკავშირეები, რომლებიც მან აირჩია,
იყვნენ იდეური ძმები: სუნიტი მუსლიმთა საძმო და მისი მომხრეები. ეს
მნიშვნელოვანი გადახვევა იყო თურქეთის ტრადიციული მრავალმხრივი საგარეო
პოლიტიკისაგან და წარმოადგენდა პოლიტიკური ისლამის საგარეო პოლიტიკისკენ

229
იქვე. გვ. 29.
230
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 29.

81
გადაადგილებას, რომელსაც თურქეთი აქამდე არასდროს ასრულებდა. ეს აღმოჩნდა
დიდი სტრატეგიული შეცდომა231.

თურქეთის დამოკიდებულება მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებით აშკარა გახდა


სირიის კრიზისამდე. ერდოღანი მტკიცედ უჭერდა მხარს მათ ეგვიპტეში 2011-2012
წლებში. როდესაც ძალები, რომლებმაც ეგვიპტეში მუსლიმთა საძმო სათავეში
მოიყვანეს მათი ბუნებრივი ლიდერი გახდა ერდოღანი. მაგრამ, როდესაც ეგვიპტის
მუსლიმთა საძმოსთან დაკავშირებული ლიდერი ჩამოაგდეს თურქეთის მთავრობამ
ამ ქმედებას გადატრიალება უწოდა. ამის შემდეგ მალევე თურქეთის ელჩი გააძევეს
კაიროდან. როდესაც თურქეთმა უარი თქვა შემდგომი მთავრობის აღიარებაზე, ის
ასევე დაშორდა GCC– ის ძლიერ წევრებს - განსაკუთრებით საუდის არაბეთსა და
არაბეთის გაერთიანებული საემიროებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ალ-სისის და
ღრმად იყვნენ შეშფოთებულები საძმოს და სხვა პოლიტიკური ისლამისტების
როლის გამო. 2014 წლის ბოლოს თურქეთის ამბიციები ჩაიშალა, კერძოდ, თურქეთის
ფსონი მუსლიმთა საძმოზე არაბულ სამყაროში წარმატების მისაღწევად არასწორი
აღმოჩნდა. თურქეთის ამჟამინდელი ურთიერთობა ეგვიპტესთან კიდევ უფრო
გართულებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კონკურენტული
ინტერესებიდან გამომდინარე232.

ამავე დროს, თურქეთის ლიდერებმა არაერთხელ გააკრიტიკეს დასავლეთი იმის


გამო, რომ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ უფრო გადამწყვეტად არ ერეოდა და არ
ეხმარებოდა თურქეთს სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით. ურთიერთობები
აშშ-სთან გაუარესდა. აქ უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ პირველი ყურის ომის
შედეგად (1990-1991წწ.) მიუხედავად კოალიციური ჯარის (მათ შორის თურქეთი)
გამარჯვებისა თურქეთი საგრძნობლად დაზარალდა. მას შემდეგ, რაც სადამ ჰუსეინმა
დაიწყო ჩრდილოეთ ერაყში ქურთულ მოსახლეობაზე თავდასხმა დიდი
რაოდენობით ქურთი ლტოლვილი მოეძალა ირანსა და თურქეთს. ამან გამოიწვია
231
იქვე. გვ. 29.
232
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 30.

82
არამხოლოდ საზღვრის, არამედ ქვეყნის საშინაო მდგომარეობის დაუცველობა,
რადგან მოსახლეობის გარდა ქვეყანაში შესვლა დაიწყეს ტერორისტულმა
დაჯგუფებებმაც, რამაც გამოიწვია თურქეთში ტერორისტული აქტების ზრდა
„ქურთული საკითხის“ წინა პლანზე გადმოწევა. ხოლო 1991 წელს ქურთებით
დასახლებულმა ტერიტორიამ მოიპოვა დე-დაქტო ავტონომიის აღიარება.
უსაფრთხოების საკითხს თან დაერთო ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა:
თურქეთი იყო პირველი, რომელიც გაეროს მიერ მიღებული სანქციები აამოქმედა და
შეწყვიტა ერაყიდან ნავთობის შესყიდვა233. შესაბამისად, გამოცდილებიდან
გამომდინარე, 2003 წლის ყურის მეორე ომის დროს თურქეთის პარლამენტართა
უმეტესმა ნაწილმა უარი განუცხადა ამერიკელთა ჯარის მიერ ინჯირლიქის
სამხედრო ბაზის გამოყენებას ერაყში შესასვლელად.234 სადამ ჰუსეინის დამხობის
შედეგად ქურთისტანის ავტონომიურმა ერთეულმა დე-იურე აღიარება მოიპოვა,
რითაც კიდევ უფრო გამწვავდა თურქეთში „ქურთული საკითხი“ და გაიზარდა
ამერიკელთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება235. თურქეთსა და ამერიკის
შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია 2014 წლის ბოლოს,
როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო სირიის ქურთთა მხარდაჭერა და მათი
შეიარაღება. ამერიკელები სირიელ ქურთებს განიხილავდნენ, როგორც მოკავშირეებს
ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში.
საბოლოოდ, თურქეთის პოლიტიკა „ნულოვანი პრობლემები მეზობლებთან
გადაიქცა „ნული მეზობლები უპრობლემოდ236“ .

თურქეთის ურთიერთობა დასავლეთთან კვლავ გაუარესდა და თითქმის


სასიკვდილო დარტყმა მიიღო 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების
233
Tekin Önal. Abdullah Özdağ. Körfez savaşı ve Türk Dış Politikasına Etkileri. International Periodical for the
Languages, Literature and History of Turkish or Turkic. Volume 11/16 Ankara. Turkey. 2016. გვ. 67-68.
https://turkishstudies.net/DergiTamDetay.aspx?ID=9950
234
Giuli Alasania. Some Tendencies of the Foreign Policy of Turkey. „აღმოსავლეთმცოდნეობა. #5. 2016. გვ.
323.
235
გიული ალასანია. სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკაში.
„აღმოსავლეთმცოდნეობა. #2. 2013. გვ.209.
236
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 30.

83
წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. თურქეთის ლიდერებმა მიიჩნიეს, რომ აშშ და
ევროპის ნაბიჯები არაგულწრფელი და ცნობისმოყვარე იყო, განსხვავებით რუსეთის
პრეზიდენტის პუტინის სწრაფი რეაგირებისა და მხარდაჭერის შეთავაზებისა.
შფოთვა, რომლის შესახებაც დავუთოღლუ მიანიშნებდა თავის წიგნში -
გადატრიალების შემდეგ, სავსებით გამოიკვეთა დასავლეთის შიში, რომ ერმა ვერ
შეძლო შინაგანი განხეთქილების გამოყენება. დასავლელი მოკავშირეების მიერ
მიტოვების შეგრძნების შედეგად თურქებს ეჭვი შეექმნათ ნატოს პარტნიორობის
საიმედოობაზე. თურქეთის რეაქციამ მასზე მხოლოდ სიტუაცია გააუარესა. საგანგებო
ვითარებამ, რომელმაც შეაჩერა დემოკრატიული და იურიდიული უფლებების
უმეტესი ნაწილი გამოიწვია ათიათასობით ადამიანის დაპატიმრება ან სამსახურიდან
გათავისუფლება და პრესის დარბევა. ამ ქმედებებმა ასევე გააძლიერა შეხედულება,
რომ გადატრიალება გამოიყენებოდა საბაბად, თურქეთში გაზრდილიყო
ავტორიტარიზი. ანკარა ჩიოდა, რომ მისი დასავლელი პარტნიორები არ არიან
მგრძნობიარე ეგზისტენციალური უსაფრთხოების პრობლემების მიმართ, რომელსაც
თურქეთი აწყდება. ასეთ ვითარებაში თურქეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას
რუსეთთან რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების ორი ბატარეის შესაძენად.
S-400– ების მიწოდება დაიწყო სიმბოლურად, 2019 წლის 15 ივლისს, წარუმატებელი
გადატრიალების მესამე წლისთავზე237.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ძვრები მოხდა თურქეთის საშინაო პოლიტიკაში


მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად. ერდოღანის პოლიტიკური
ისლამური საგარეო პოლიტიკა გაჩნდა დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მან
თურქეთის ჯარი დაიმორჩილა და დაიწყო დისიდენტებისა და მოწინააღმდეგეების
დაპატიმრების პროცესი. თურქული დემოკრატია თავს დაესხა თავისუფალ პრესას.
გეზი პარკის 2013 წლის საპროტესტო გამოსვლები და მთავრობის მხრიდან

237
Karen Kaya. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth” Foreign Policy Doctrine.
2020. January. Foreign Military Studies Office. გვ. 30.

84
მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა აღმოჩნდა ამ ფაქტის გამოაშკარავების
გარდამტეხი მომენტი.

თავი III. თურქეთის კონკურენტები სამხრეთ კავკასიაში

სამხრეთი კავკასიით თურქეთის გარდა განსაკუთრებით დაინტრესებულნი არიან


რუსეთი, ირანი, დასავლეთი, ჩინეთი და ცენტრალური აზრია.

85
3.1 რუსეთის ფედერაცია

თურქეთს სამხრეთ კავკასიაში ჰყავს კონკურენტები, რომლებიც ხელს უშლიან მის


პოლიტიკურ აქტიურობას. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითი არის რუსეთის
ფედერაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიას მიიჩნევს „ახლო საზღვარგარეთად“ და
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით „რბილი ძალით“ ცდილობს რეგიონში თურქეთის
ნეიტრალიზებას. რუსული „რბილი ძალის“ ელემენტები არის რელიგია,
საინფორმაციო ომი, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე
და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები თუ ორგანიზაციები238. რუსეთი თურქეთში
საფრთხეს ხედავს არამხოლოდ რელიგიის ფაქტორიდან გამომდინარე არამედ მისი
„ნატო“-ს წევრობიდან და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილიდან
გამომდინარე. რუსეთი ცდილობს არ გაუმეზობლდეს „ნატოს“ და ე.წ. ბუფერულ
ზონად გამოიყენოს სამხრეთი კავკასია.

ანალოგიურად, რუსული მანევრირება კავკასიაში (ამიერკავკასიაში და ჩრდილოეთ


კავკასიაში) რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი დესტაბილიზაციის ფაქტორია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში გავლენის შენარჩუნების მიზნით
მოსკოვმა ყარაბაღის კონფლიქტში მხარი სომხეთს დაუჭირა. შესაბამისად, სომხეთის
დამოკიდებულებამ რუსეთის მხარდაჭერაზე მოსკოვს საშუალება მისცა ზეწოლა
მოეხდინა ერევანზე239. ხოლო. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა აფხაზეთისა
238
პოლიტიკის დოკუმენტი. რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში. European
Initiative Liberal Academy Tbilisi. 2016.
https://ei-lat.ge/wp-content/uploads/
2020/09/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-
%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE
%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%
E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf
239
Mustafa Aydin. New Geopolitics of Central Asia and the Caucasus; Causes of Instability and Predicament.
SAM Papers. N.2. 2000. გვ. 13.
https://www.academia.edu/715903/
New_Geopolitics_of_Central_Asia_and_the_Caucasus_Causes_of_Instability_and_Predicament

86
და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკათა შექმნა და მოუწოდა სხვადასხვა ქვეყნებს
მათი აღიარებისკენ.

გეოსტრატეგიული მოსაზრებების გარდა, რუსეთს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში


ჩართვის ორი ძირითადი მიზეზი აქვს. ერთი არის რეგიონში ეთნიკური რუსების
დაცვა და მეორე მნიშვნელოვან რესურსებთან ხელმისაწვდომობის შენარჩუნება.240

3.2 ირანის ისლამური რესპუბლიკა

თურქეთის მეორე კონკურენტს რეგიონში წარმოადგენს ირანი. საუკუნეთა


განმავლობაში ისინი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ. თუმცა, იქიდან
გამომდინარე, რომ ირანს აშშ-ს მხრიდან დაკისრებული აქვს სანქციები და ირანის
ისლამური რესპუბლიკა არის თეოკრატიული სახელმწიფო მისი მმართველობის
ხასიათი მიუღებელია სამხრეთი კავკასიის სეკულარული მმართველებისთვის,
შესაბამისად, მისი გავლენა რეგიონში მოისუსტებს241. ირანმა თავისი რეგიონული
პოლიტიკის ფარგლებში დაამყარა „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა სამხრეთ
კავკასიის ქვეყნებთან. ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხრეთ კავკასიის
ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: თანამშრომლობა
ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში; ასევე
თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში, ტრანსპორტის სფეროში, საერთაშორისო
ორგანიზაციების ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში და სხვ 242.
აზერბაიჯანთან მიმართებაში ის სიფრთხილეს იჩენს, რადგან ირანის ჩრდილოეთ
ნაწილში დაახლოებით 20-25 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს და
240
იქვე. გვ. 15.
241
იქვე. გვ. 17-18.
242
ზაზა ბერიძე. თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობები XX საუკუნის 90-იან
წლებში. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 2019. გვ. 43.
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13531_1.pdf

87
სეპარატიზმის წახალისებას ერიდება. ამავდროულად, აზერბაიჯანი წარმოადგენს
კონკურენტს ირანისთვის ბუნებრივი აირის სფეროში. აზერბაიჯანმა გაზის
დასავლეთში ესქპორტისთვის აირჩია საქართველოს გავლით თურქეთში გადატანა.
აზერბაიჯანი-თურქეთის ბლოკადის პირობებში სომხეთი არის რუსეთი-სომხეთი-
ირანის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც აქვს ეკონომიკური ურთიერთობა ირანთან 243.
ირანის საგარეო პოლიტიკური მიდგომა სამხრეთ კავკასიისადმი შემდეგნაირია: „არ
დაუშვას რომელიმე ძალის სრული კონტროლი რეგიონზე და შეინარჩუნოს ბალანსი,
რათა არ მოხდეს ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც შეიძლება აშშ-ის,
თურქეთის ან რუსეთის პოზიციები გააძლიეროს. გამომდინარე იქიდან, რომ სამხრეთ
კავკასიაში თურქეთის გავლენა დასავლეთის მხარდაჭერით საკმაოდ ძლიერია,
თეირანი მხარს უჭერს მოსკოვის გავლენის შენარჩუნებას ამ რეგიონში, რათა დაცულ
იქნას ძალთა ბალანსი“.244

3.3 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

ახალი საუკუნის დასაწყისიდან განაკუთრებულად გაიზარდა ჩინეთის ინტერესი


სამხრეთი კავკასიის მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისტორილი „აბრეშუმის
გზის“ კონტექსტში საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ჯერ კიდევ 20 საუკუნის 90-
იანი წლების დასაწყისიდან განიხილება. ამ იდეის რეალიზაცია მმოხდა
ევროკავშირის მიერ 1993 წელს ინიცირებული პროექტ TRACECA-ს, 1996 წელს
დაწყებული INOGATE-ისა და მოგვიანებით აშშ-ის კონგრესის მიერ 1999 წელს
მიღებული „აბრეშუმის გზის სტრატეგიული აქტის“ მხარდაჭერით. კერძოდ,
დღეისათვის პრაქტიკულად იყველა ის პროექტი, რომელიც ჩაფიქრებული იყო

243
Mustafa Aydin. New Geopolitics of Central Asia and the Caucasus; Causes of Instability and Predicament.
SAM Papers. N.2. 2000. გვ. 18.
https://www.academia.edu/715903/New_Geopolitics_of_Central_Asia_and_the_Caucasus_Causes_of_Instability
_and_Predicament
244
ზაზა ბერიძე. თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობები XX საუკუნის 90-იან
წლებში. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 2019. გვ. 42.

88
„აბრეშუმის გზის“ სატრანსპორტო პროექტში, წარმატებით ფუნქციონირებს 245.
მოგვიანებით, 2013 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ წამოაყენა ექვსი სატრანსპორტო
დერეფნის განვითარების ინიციატივა, სახელწოდებით „ერთი სარტყელი და ერთი
გზა“, რომელიც მოიცავს, სულ მცირე, სამ კონტინენტს. პროექტის მიხედვით,
ჩინეთის ეკონომიკას უნდა განევითარებინა კარგი გლობალური კავშირები
საერთაშორისო ბაზრებზე მარტივი და სწრაფი წვდომით. აღმოსავლეთ-დასავლეთის
დერეფნის ფარგლებში შემუშავებული ყველაზე ამბიციური თანამშრომლობის
პროექტი - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ერთმანეთთან აკავშირებს აზიას, ევროპასა
და აფრიკას.246

მეგაპროექტი წარმოადგენს „დიდი აბრეშუმის გზის“ თანამედროვე ვერსიას,


რომელიც მიზნად ისახავს პორტების, ლოჯისტიკური საშუალებების, სარკინიგზო
და ენერგოგადამცემი ხაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების
განვითარებას. მარშრუტები მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩინეთიდან ევროპულ და
გლობალურ ბაზრებზე პროდუქტების გადაზიდვის დროსა და ღირებულებას. 247
ჩინეთი ცდილობს განავითაროს სატრანსპორტო დერეფნები, მზად არის გადალახოს
ბარიერები და ჩაერთოს ინტენსიურ საერთაშორისო დიალოგსა და დისკუსიებში ამ
დერეფნების გასწვრივ მდებარე ქვეყნების მთავრობებთან. შესაბამისად,
ეკონომიკური პროექტი გადაიზარდა საგარეო-პოლიტიკურ პროექტში, რამელიც
მოითხოვს უზარმაზარ ძალისხმევას ჩინეთის საგარეო პოლიტიკური
ინსტიტუტებისგან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა აბრეშუმის გზის პროექტთან
დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია შეძლო. აშკარაა, რომ
ჩინეთის მიზანია მიიღოს არა მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, არამედ უფრო მეტი -
245
ვლადიმერ პაპავა. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ და საქართველო. Georgian
Founndation for Strategic and International Studies. #93. 2017. გვ. 6.
https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/93-expert-opinion-geo.pdf
246
კახა გოგოლაშვილი. ახალი აბრეშუმის გზა: ევროკავშირისა და ჩ ინეთის თანამშრომლობის ეტაპი.
Georgian Founndation for Strategic and International Studies. #86. 2017. გვ. 3.
https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/86-expert-opinion-geo.pdf გვ. 3
247
კახა გოგოლაშვილი. ახალი აბრეშუმის გზა: ევროკავშირისა და ჩ ინეთის თანამშრომლობის ეტაპი.
Georgian Founndation for Strategic and International Studies. #86. 2017. გვ. 3.
https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/86-expert-opinion-geo.pdf

89
იმ ქვეყნების მხრიდან გამოვლენილი სოლიდარობა და ინიციატივის გათავისება,
რომელთაც ეს პროექტი ეხებათ.

რაც შეეხება კავკასიის შუა დერეფანს, ის „კვეთს ყაზახეთს, რათა მიაღწიოს აკტაუს
ყაზახურ-კასპიის პორტს. საზღვაო კავშირის გამოყენებით აღწევს ახლად აშენებულ
ალატას აზერბაიჯანულ პორტს, შემდეგ გაივლის სამხრეთ კავკასიას და უკავშირდება
ევროპას თურქეთის გავლით. დიდი მოთამაშეებისგადაწყვეტილება, რომ
განავითარონ ეს დერეფანი, როგორც ახალიაბრეშუმის გზის მეგაპროექტის ნაწილი,
დამოკიდებულია სტაბილურობაზე, კარგ თანამშრომლობასა და „ერთი ჯაჭვის
სახელმწიფოებს“ _ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთო
ხედვის არსებობაზე248.

კავკასიის რეგიონის მდებარეობა თანაბრად არის მისი დადებითი და უარყოფითი


თავისებურებების მიზეზი. ის ტერიტორიას აქცევს რეგიონული და გარერეგიონული
ძალების გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად, ხოლო მეორე მხრივ, მისი
სტრატეგიული მნიშვნელობა გლობალიზებულ მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრანსპორტირებისა და ენერგოპროექტების გამო249.

3.4 აშშ და ევროკავშირი

რეგიონში, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და თურქმენეთში, არსებობს


დასავლური ინვესტიციების სხვადასხვა შესაძლებლობა და, შესაბამისად, ინტერესთა
შეჯახების ალბათობა. ასევე, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ შედეგად
მიღებულმა ეკონომიკურმა სარგებლობამ ასევე შეცვალოს კავკასიის მოქალაქეთა
248
იქვე. გვ. 13.
249
კახა გოგოლაშვილი. ახალი აბრეშუმის გზა: ევროკავშირისა და ჩ ინეთის თანამშრომლობის ეტაპი.
Georgian Founndation for Strategic and International Studies. #86. 2017. გვ. 14.
https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/86-expert-opinion-geo.pdf

90
ტრადიციული ორიენტაცია რუსეთის მიმართ. ამასთან, რუსეთი, არ მიესალმება
დასავლეთის ეკონომიკურ მონაწილეობას კავკასიაში არსებული რესურსების
გამოყენებაში, რომელთაგან რომელიმე შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის
ინტერესებს. ამ შემთხვევაში, რუსეთი მზად არის იმოქმედოს აგრესიულად რათა
თავიდან აიცილოს რეგიონში მისი პოზიციის შეცვლის მცდელობა.250

რუსეთი შეშფოთებულია რადგან თვლის, რომ ამერიკის გავლენა კავკასიაში


ფართოვდება პროპორციულად რუსეთის წონისა და გავლენის შემცირების
შესაბამისად. რუსეთი განსაკუთრებით ეჭვის თვალით უყურებს შეერთებული
შტატების პოზიციას მთიანი ყარაბაღის მიმართ, რადგან თვლის, რომ ამერიკული
ნავთობის ინტერესები ახლა აზერბაიჯანის პოზიციის გაძლიერებისკენ მიდის
რეგიონში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია თურქეთის პოზიციას, როგორც
დასავლეთის არაოფიციალური აგენტს რეგიონში, რომლის მიზანია რუსული
გავლენის გაუვნებელყოფა.251

ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატები გააქტიურდა ცენტრალურ


აზიასა და კავკასიაში. ღიად გამოხატული შეერთებული შტატების ინტერესი
რეგიონში მოიცავს რეგიონალური ეკონომიკური (და პოლიტიკური) მექანიზმების
გაძლიერებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული და სატრანსპორტო
პროცესების განვითარებას და კონფლიქტის მოგვარების მცდელობების მხარდაჭერას.
ამასთან, არსებობს სხვა გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური პრიორიტეტები,
კერძოდ, ამერიკული მონაწილეობა, როგორიცაა "რეგიონში ირანის გავლენის

250
Mustafa Aydin. New Geopolitics of Central Asia and the Caucasus; Causes of Instability and Predicament.
SAM Papers. N.2. 2000. გვ. 19.
https://www.academia.edu/715903/New_Geopolitics_of_Central_Asia_and_the_Caucasus_Causes_of_Instability
_and_Predicament
251
Mustafa Aydin. New Geopolitics of Central Asia and the Caucasus; Causes of Instability and Predicament.
SAM Papers. N.2. 2000. გვ. 19.
https://www.academia.edu/715903/New_Geopolitics_of_Central_Asia_and_the_Caucasus_Causes_of_Instability
_and_Predicament

91
შეკავება" და "ამერიკული ბიზნეს ინტერესებისა და სტრატეგიული გეგმების
პოპულარიზაცია".252

ამავდროულად, თურქეთი განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს სამხრეთ


კავკასიის ქვეყნებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც
წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სურვილებთან. თუ სხვადასხვა საკითხებზე
ნატოსა და ევროკავშირს განსხვავებული ხედვა აქვთ ეს ხედვები ემთხვევა სამხრეთ
კავკასიასთან მიმართებაში. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგეტიკაა. იქიდან
გამომდინარე, რომ ევროკავშირიცა და თურქეთიც ღარიბები არიან ბუნებრივი აირისა
და ნავთობის მარაგით ისინი წლებია დამოკიდებულნი არიან რუსეთის
ფედერაციაზე. შესაბამისად, მიმწოდებლებლის გამრავალფეროვნების კუთხით
დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანს და ამავდროულად უსაფრთხო მარშრუტს.
სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა არის ინიციატივა „შავი ზღვის სინერგიის 253“
ნაწილი, რომელიც აძლიერებს ორმხრივ ნდობას პარტნიორებს შორის რეგიონული
თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გარკვეულ სფეროებში, მათ შორის
ტრანსსასაზღვრო პროგრამებით ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას
ევროკავშირისთვის254.

252
იქვე. გვ. 19.
253
„შავი ზღვის სინერგია“ – 2007წ. ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა რიგი
პრობლემების მოგვარებას რეგიონის ყველა მოთამაშესთან უფრო აქტიური და მიზანმიმართული
ჩართულობით.
254
European Parliament resolution of 20 May 2010 on the need for an EU strategy for the South Caucasus
(2009/2216(INI)). Official Journal of the European Union. 31.5.2011. გვ. 144.
https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:C:2011:161E:0136:0147:EN:PDF

92
თავი IV. თურქეთის სამხრეთ კავკასიური პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიას თურქეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მუსტაფა


აიდინის მიხედვით, „თურქეთში არსებობს გაგება, რომ ამ ქვეყნებში არსებული
სტაბილურობა, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, გავლენას მოახდენს თურქეთის
უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. თურქეთს კარგად აქვთ გაცნობიერებული,
რომ თუ კავკასიის რომელიმე ქვეყანაში არასტაბილური სიტუაცია შეიქმნება ის
თურქეთში გადავა და ადვილად აისახება აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებთან მის
სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებზე“.255

„სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საბჭოთა რუსეთისგან გათავისუფლების შემდეგ,


თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა კავკასიაში დაბრუ-
ნებოდა რეგიონალური ლიდერის როლს და მოეხდინა რუსეთის პოლიტიკური თუ
255
Mustafa Aydin. Turkey’s Caucasus Policies. UNISCI Discussion Papers. N.23 May. 2010. გვ. 4.
https://www.redalyc.org/pdf/767/76715004011.pdf

93
ეკონომიკური გავლენის შესუსტება, რაშიც თურქეთს აშკარად თუ ფარულად დახ-
მარებას უწევდა დასავლეთ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები. რამეთუ
ანკარა ამერიკისათვის წარმოადგენდა საიმედო პლაცდარმს, რითაც აშშ კავკასიაში
მიმდინარე პროცესებს გააკონტროლებდა და რუსეთის გავლენას შეასუსტებდა
არსებულ რეგიონზე“.256

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური გვერდზე ვკითხულობთ


„სამხრეთ კავკასიის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია რეგიონის
ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება, რეგიონის
პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვა, რეგიონული
თანამშრომლობის მხარდაჭერა და ქვეყნების ინტეგრაციის ხელშეწყობა
ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან. სამხრეთ კავკასია, სადაც ჩვენ გვაქვს
ისტორიული და კულტურული კავშირები, წარმოადგენს ხიდს, რომელიც აკავშირებს
ჩვენს ქვეყანას ცენტრალურ აზიასთან“. 257 „შესაბამისად, საჭიროა რეგიონის
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა“.258

საბჭოთა კავშირის (სსრკ) დაშლის შემდეგ, თურქეთი ერთ – ერთი პირველი ქვეყანა
იყო, რომელმაც ცნო აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დამოუკიდებლობა.
ამ პერიოდის მომდევნო წლებში „თურქეთმა კარგი ურთიერთობა დაამყარა
აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. ამასთან, მსგავსი იმპულსი ვერ დაფიქსირდა
სომხეთთან ჩვენს ურთიერთობებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და სომხეთის
ნეგატიური დამოკიდებულების გამო თურქეთის მიმართ“. 259 ორ ქვეყანას შორის

256
რევაზ გაჩეჩილაძე. ახლო აღმოსავლეთი (სივრცე, ხალხი და პოლიტიკა). თბილისი, ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა. 2003. გვ. 87.
257
Güney Kafkasya Ülkeleri İle İlişkiler. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye_nin-guney-kafkasya-ulkeleriyle-iliskileri.tr.mfa

258
Mustafa Aydin. Turkey’s Caucasus Policies. UNISCI Discussion Papers. N.23 May. 2010. გვ. 4.
https://www.redalyc.org/pdf/767/76715004011.pdf
259
Güney Kafkasya Ülkeleri İle İlişkiler. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye_nin-guney-kafkasya-ulkeleriyle-iliskileri.tr.mfa

94
საზღვარი დაიხურა მას შემდეგ, რაც 1993 წელს სომხეთმა დაიპყრო აზერბაიჯანის
ქელბაჯარის მხარე.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 27 წლის განმავლობაში, თურქეთის ურთიერთობა


აზერბაიჯანთან და საქართველოსთან სწრაფად განვითარდა და მიაღწია თავის
თანამედროვე პოზიციას. თურქეთმა აზერბაიჯანთან და საქართველოსთან მჭიდრო
ურთიერთობების შედეგად დაამყარა მაღალი დონის სტრატეგიული
თანამშრომლობის საბჭო (YDSK) და ხორციელდება ხშირი მაღალი დონის ორმხრივი
ვიზიტები. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან, რეგიონული ქვეყნების მონაწილეობით,
განხორციელდა სამმხრივი და ოთხმხრივი თანამშრომლობის მექანიზმები.

თურქეთი „სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობის საერთო სივრცის შექმნის მიზნით


მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონული თანამშრომლობისა და განვითარების
პროექტების განვითარებას“.260 ამ ჩარჩოებში პრაქტიკაში იქნა გამოყენებული ბაქო-
თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი (BTC) და ბაქო-თბილისი-ერზრუმი ბუნებრივი
გაზსადენი (BTE), ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი (BTK) და TANAP.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონში (ზემო ყარაბაღში,


აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში) არსებული კონფლიქტების მშვიდობიანად
მოგვარებას აზერბაიჯანისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში მუდმივად მშვიდობისა და
სტაბილურობის დამყარების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროს გებგვერდზე
ასევე მითითებულია, რომ „შენარჩუნებულია ჩვენი ნება სომხეთთან
ურთიერთობების ნორმალიზებისკენ“.261

260
იქვე.
261
Güney Kafkasya Ülkeleri İle İlişkiler. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye_nin-guney-kafkasya-ulkeleriyle-iliskileri.tr.mfa

95
4.1 თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები

თურქეთმა 1991 წლის 16 დეკემბერს სომხეთის დამოუკიდებლობა ცნო და


ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებლობის
შემდეგ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნა; თურქეთი შეეცადა
სომხეთის რეგიონალურ ინსტიტუტებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან და
დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას. ამ ჩარჩოში, თურქეთმა სომხეთი მიიწვია
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (BSEC), როგორც
დამფუძნებელი წევრი. თუმცა, მას შემდეგ, რაც 1993 წელს სომხეთმა მოახდინა
აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია თურქეთმა ოფიციალურად გაწყვიტა
ურთიერთობა სომხეთის რესპუბლიკასთან262.

„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად


დღის წესრიგში დადგა პროექტი „ნულოვანი პრობლემები“ მეზობლებთან.
შესაბამისად, იმდროინდელმა თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გულმა და საგარეო
საქმეთა მინისტრმა - აჰმეთ დავუთოღლუმ წარმოადგინეს პოლიტიკური პროექტი,
სახელწოდებით „საფეხბურთო დიპლომატია“, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო ორ
ქვეყანას შორის ურთიერთობის დათბობის წინაპირობა.

ჯერ კიდევ 2007 წლის 22 აპრილს მიღწეულ იქნა შეთანხმება შვეიცარიაში „საგზაო
რუკის“ მომზადების შესახებ. ამის შემდგომ პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო
თბილისში თურქ და სომეხ დიპლომატთა მივლინება ხოლო შემდეგ - ქვეყნის
დედაქალაქებში (ანკარა, ერევანი) დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა.263

262
Ermenistan. T.C. Dışişleri Bakanlığı
https://www.mfa.gov.tr/sub.tr.mfa?154f9f6d-10d8-444a-b81c-3d28e6f3a92f
263
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
96.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf

96
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აბდულაჰ გულს შესთავაზა სომხეთში
პირისპირი მოლაპარაკებები და თან სომხეთისა და თურქეთის საფეხბურთო
გუნდების მატჩზე მიიწვია. მატჩი 2008 წლის 6 სექტემბერს შედგა, რომელიც
დასრულდა 2:0 თურქეთის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით. ეს ფაქტი ორ
ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო,
რადგანაც, გაჩნდა მოლოდინი ორ ქვეყანას შორის წლობით გაჩერებული
ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების საბოლოო აღდგენისა. მატჩის
შემდეგ სამუშაო ჯგუფებმა ხელი მოაწერეს სპეციალურ ოქმებს ხოლო 2009 წლის 10
ოქტომბერს ქ. ციურიხში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ედუარდ
ნალბანდიანმა და აჰმეთ დავუთოღლუმ - ხელი მოაწერეს ზემოთაღნიშნულ
პროტოკოლებს. ამ ოქმების რატიფიცირება ორივე ქვეყნის პარლამენტს უნდა
მოეხდინა, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა საზღვრის გახსნა და დიპლომატიური
ურთიერთობების აღდგენა. ციურიხის პროტოკოლების ხელმოწერის ცერემონიას
ესწრებოდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი, რაც იმის
დასტური იყო, რომ დიდი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი იყო ამ
პროცესით დაინტერესება. მოლაპარაკების პირობათა მიხედვით, პროტოკოლების
რატიფიცირებიდან ორი თვის ვადაში უნდა გახსნილიყო საზღვარი.264

2009 წლის დასაწყისისათვის მომზადდა ე.წ. „საგზაო რუკა“, რომელიც


წარმოადგენდა ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების კონკრეტულ გეგმას:

1. სომხეთის მიერ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრის


ურღვევობის აღიარება.
2. ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნის ოფიციალური დოკუმენტის შედგენა.

264
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
96-97.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf

97
3. ორივე ქვეყნის დედაქალაქში საელჩოთა გახსნა.
4. ორივე ქვეყნის პარლამენტის მიერ ხელშეკრულებების რატიფიცირება.
5. ნეიტრალური/საერთაშორისო კომისიის შექმნა 1915 წლის მოვლენების
შესწავლისა და საბოლოო დასკვნის ორმხრივი აღიარების მიზნით.265

თუმცა, ორივე ქვეყნის პარლამენტში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც


ეწინააღმდეგებოდნენ პროტოკოლების დამტკიცებას, რადგანაც ისინი არ მოდიოდნენ
მათ ეროვნულ ინტერესებთან და პირველი ნაბიჯების გადადგმას ერთმანეთისგან
ითხოვდნენ. ამას თან დაემატა აზერბაიჯანის ფაქტორი, კერძოდ, 2008 წლის 14
ოქტომბერს ქ. ბურსაში გამართულ სომხეთ-თურქეთის მატჩზე აიკრძალა
აზერბაიჯაბული დროშების გამოყენება, ხოლო აზერბაიჯანულმა მედიამ ეთერში ის
ჩანაწერები გაუშვა, სადაც თურქეთის პოლიცია უდიერად მოეპყრო აზერბაიჯანის
დროშებს. გარდა ამისა აზერბაიჯანის საზოგადოება იმ ცნობამაც აღაშფოთა, რომ
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მატჩის დროს გულთბილად გადაეხვია
პრეზიდენტ გულსა და მის მეუღლეს266. ამას შედეგად ბაქოში ანტი-თურქული
განწყობების აფეთქება მოჰყვა. თურქეთმა, რომელიც აზერბაიჯანისთვის
ტრადიციულად მოკავშირე, მოძმე სახელმწიფო და ბოლო იმედი იყო, ახლა ბაქოს
ნდობა დაკარგა. „ანკარას, როგორც ჩანს, კიდევ ერთი მეგობრულად განწყობილი
მეზობლის შეძენის მცდელობის დროს ზედმეტი მოუვიდა და აზერბაიჯანთან მისი
სტრატეგიული ურთიერთობები ფაქტოვრივად დაანგრია.“267 ბაქოში დაიწყო
განხილვა, რომ თუ ანკარა მოძმე ერს გაწირავდა, გადაიხედებოდა თურქეთისთვის
შეღავათიან ფასებში ენერგორესურსების მიწოდების საკითხი და არა მხოლოდ ეს.
მალევე, 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მინისტრთა კაბინეტს
სხდომაზე აზერბაიჯანის მიერ ბუნებრივი გაზის ალტერნატიული ვარიანტების
265
იქვე. გვ. 97.
266
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
100.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf
267
იქვე. გვ. 100.

98
განხილვის შესახებ განუცხადა. პრეზიდენტის ნათქვამში ჩანდა უკმაყოფილება იმის
შესახებ, რომ თურქეთი აბრკოლებდა შეთანხმებების მიღწევას და აზერბაიჯანულ
მხარეს მისთვის მიუღებლად დაბალ ფასებს სთავაზობდა. გარდა ამისა, ილჰამ
ალიევმა გამოსვლისას ახსენა რუსეთი, ირანი და შავი ზღვა, როგორც
აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტები. უცნაური
დამთხვევაა, მაგრამ იმავე კვირას ბაქოში აზერბაიჯანულმა სახელმწიფო
ნაბთობკომპანია SOCAR-მა და „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში
500 მილიონი კუბურიმეტრი გაზის ექსპორტზე ისეთ ფასად, რომელსაც
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „ურთიერთსასარგებლო“ უწოდა268.

მიუხედავად იმ ვარაუდისა, რომ თურქეთ-სომხეთის მოლაპარაკებებში აზერბაიჯანს


არ ექნებოდა გავლენა, მალევე დადასტურდა, რომ „ბაქოსთან კონსულტაციების
გარეშე შეუძლებელი იყო პროცესის წარმოება.269“

მოგვიანებით, 2013 წელს შვეიცარიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ


დავუთოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი სომხეთთან
ურთიერთობების ნორმალიზებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ მიუხედავად
ამისა პირველ რიგში უნდა აღკვეთილიყო აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია.270“

საბოლოოდ, სომხეთმა თბილისში საქართველოს საელჩოს 2010 წლის 23 აპრილის


ნოტით შეატყობინა, რომ მან შეაჩერა ოქმების რატიფიცირების პროცესი. სომხეთის
პრეზიდენტმა სარქისიანმა ეს პროტოკოლები სომხეთის პარლამენტიდან 2015 წლის
თებერვალში გააუქმა, (გამოითხოვა ეს დოკუმენტები გაუქმებისთვის) ხოლო ოქმები
ძალადაკარგულად გამოაცხადა 2018 წლის 1 მარტს.

268
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
100-101.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf
269
იქვე. გვ. 101.
270
იქვე. გვ. 108.

99
ფაქტია, სანამ აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში პროგრესი არ
შეიქმნება, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა განვითარება თავისთავად არ იქნება
საკმარისი და მუდმივი.

მაია მანჩხაშვილის მიხედვით, „საფეხბურთო დიპლომატია“ საბოლოოდ


წარუმატებლად დასრულდა, რომელსაც რამდენიმე მიზეზი აქვს.

1. მხარეებმა მთავარი აქცენტი არ გააკეთეს მხოლოდ ორ ქვეყანას შორის


საზღვრის გახსნის თემატიკაზე, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი.
2. ორივე ქვეყნის წარმომადგენელთა მხრიდან ისმოდა განცხადებები, რომ
მთიანი ყარაბაღის საკითხში მეორე მხარე უნდა წასულიყო დათმობაზე.
მსგავსი შინაარსის ორმხრივმა ბრალდებებმა ძალიან უარყოფითად იმოქმედა
მოლაპარაკებებზე.
3. სომეხთა გენოციდის საკითხი: საერთაშორისო ნეიტრალური კომისიის შექმნის
მცდელობის მიუხედავად, რომლის დასკვნაც ორივე ქვეყანას უნდა
გაეზიარებინა, ორივე მხარის წარმომადგენლები აკეთებდნენ კომენტარებს,
რომ ისტორიული სიმართლე მათ მხარესაა. რაც უნდობლობას იწვევდა და
ეჭვებს აღძრავდა, რომ თითოეული მხარე ნეიტრალურ კომისიაზე გავლენის
მოხდენას შეეცდებოდა.
4. აზერბაიჯანის ფაქტორი: აზერბაიჯანი მტკივნეულად შეხვდა თურქეთის
მხრიდან სომხეთთან ურთიერთობის დალაგებას, რადგან შესაძლოა თურქეთს
სომხეთის მხარე დაეკავებინა მთიანი ყარაბაღის საკითხში. გაჩნდა საფრთხე
იმისა, რომ თურქეთს სამხრეთი კავკასიის ერთ სახელმწიფოსთან
ურთიერთობა გაეუმჯობესებინა ხოლო მეორესთან გაეფუჭებინა.
თურქეთისთვის ეს დიდი რისკების შემცველი იყო და მან პირველ რიგში
იმისათვის, რომ სტრატეგიული ინტერესებისათვის ზიანი არ მიეყენებინა
თავი შეიკავა პროტოკოლების რატიფიცირებისგან.

100
5. რუსეთის ფაქტორი: რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა სამხრეთ კავკასიის
რეგიონში ჩაკეტილი საზღვრების გახსნა და ახალ სტრატეგიულ კავშირთა
შექმნა. მის ინტერესებში არ იყო სომხეთის გახსნა და ახალი ურთიერთობების
წყალობით მისი ეკონომიკური დაწინაურება, რაც გამოიწვევდა სომხეთის
რუსეთზე დამოკიდებულების მოხსნის შესაძლებლობას. თუმცა,
ის“საფეხბურთო დიპლომატიის“ პროცესში აქტიურად იყო ჩართული, რათა ეს
მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულებულიყო.271

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის არარსებული დიპლომატიური


ურთიერთობების მიუხედავად მაინც არსებობს ეკონომიკური ურთიერთობები
საქართველოს ტერიტორიის გავლით. კერძოდ, „თურქული პრესისა და სომხური
წყაროების ცნობით, თვეში დაახლოებით 400 სატვირთო მანქანა, რომელიც
საქართველოში გადის, რეალურად არის განკუთვნილი სომხეთისთვის ასევე
დაახლოებით 40,000 სომეხი მუშაობს თურქეთში, ძირითადად უკანონოდ და
სომხეთში ფულად გზავნილებს აგზავნის“.272

4.2 თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები

თურქეთმა 1991 წლის 16 დეკემბერს ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ოქმი


დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელი მოეწერა 1992 წლის 21
მაისს და საელჩოები გაიხსნა ორმხრივად. ამავდროულად 1992 წლის 30 ივლისს
ხელი მოეწერა „ხელშეკრულებას საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის
რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური

271
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
123-125.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf
272
Mustafa Aydin. Turkey’s Caucasus Policies. UNISCI Discussion Papers. N.23 May. 2010. გვ. 4-5.
https://www.redalyc.org/pdf/767/76715004011.pdf

101
ურთიერთობების შესახებ“,273რომლის მიხედვითაც მხარეები აცხადებენ, რომ
„დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული
1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით“ და „ამ შეთანხმებით საბოლოოდ
274

დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის“. 275თურქეთს აქვს გენერალური


საკონსულოს ბათუმში და საქართველოს აქვს გენერალური საკონსულო სტამბოლსა
და ტრაპიზონში.

თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის


დონეზეა აყვანილი. ორი ქვეყანა თანამშრომლობს სავაჭრო-ეკონომიკურ,
ენერგეტიკულ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში. 2007 წელს ხელი
მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომლის შემდეგაც
თურქეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ამავე წელს
გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი და ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მიეცათ
უფლება 90 დღის განმავლობაში იმოგზაურონ ვიზის გარეშე. ორ ქვეყანას შორის
2011 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ოქმის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2011
წლის 10 დეკემბერს, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ერთმანეთის ქვეყნებში
გამგზავრება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებით. 2015 წლის 8
ივნისს მიღებული განკარგულებით, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში
უვიზოდ დარჩენა ერთ წლამდე შეუძლიათ276.

აჰმეთ დავუთოღლუს 2007 წლის შეფასებით, „რეგიონში თურქეთის წარმატების


ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ურთიერთობები სირიასთან და
273
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის,
თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1207454?publication=0
274
იქვე.
275
ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის,
თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1207454?publication=0
276
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/349430

102
საქართველოსთან. ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებაა ამ
ქვეყნებთან“.277 საქართველოსთან მიმართებაში „განვითარებულია ისეთი პროექტები,
როგორიცაა ბათუმის აეროპორტის შიდა აეროპორტად გამოყენება და ბაქო-
თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ზრდა, რაც განვითარებულ იქნა იმპერიული
საფრთხის (თურქეთის მხრიდან) ზრდის გარეშე“.278

ორ ქვეყანას შორის რეგულარულად ტარდება მაღალი დონის ვიზიტები. თურქეთსა


და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, 2014
წლის 9 დეკემბერს შეიქმნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს
(YDSK) მექანიზმი; და პირველი შეხვედრა ჩატარდა 2016 წლის 19 ივლისს ანკარაში,
ხოლო მეორე შეხვედრა ჩატარდა 2017 წლის 23 მაისს თბილისში.279 „თურქეთი-
საქართველო-აზერბაიჯანი და თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანი-ირანი
სამმხრივი და ოთხმხრივი შეხვედრების პროცესი მნიშვნელოვანი მექანიზმებია,
რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონულ სტაბილურობას, მშვიდობასა და
კეთილდღეობას“. აღნიშულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ
გვერდზე280.

ასევე გრძელდება ვიზიტები ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის. საქართველოს


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეწვია თურქეთს 2014 წლის 20-21 იანვარს,
ხოლო თურქეთის მე -11 პრეზიდენტი აბდულაჰ გიული ეწვია საქართველოს 2014
წლის 5-7 მაისს. ამ ვიზიტის დროს, 6 მაისს თბილისში გაიმართა პირველი სამმხრივი

277
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. Vol. 10. No. 1. 2008. გვ. 80.
http://file.setav.org/Files/Pdf/ahmet-davutoglu-turkeys-foreign-policy-vision-an-assessment-of-2007.pdf
278
Ahmet Davutoğlu. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. Vol. 10. No. 1. 2008. გვ. 80.
http://file.setav.org/Files/Pdf/ahmet-davutoglu-turkeys-foreign-policy-vision-an-assessment-of-2007.pdf
279
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/349430
280
Türkiye - Gürcistan Siyasi İlişkileri. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye-gurcistan-siyasi-iliskileri.tr.mfa

103
სამიტის შეხვედრა თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს
შორის281.

თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ


ცნობს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სურს ამ
კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში. თურქეთი ასევე მხარს უჭერს
საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ282.

თურქეთს საქართველოში დაახლოებით 2000 კომპანია ჰყავს, რომლებსაც ჰყავთ


თურქი მფლობელები ან პარტნიორები. 2020 წლის მარტის მონაცემებით, თურქეთში
327 ქართული კომპანია მუშაობს. დღეისათვის თურქული კონტრაქტორი
კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებულია 258 პროექტი, რომელთა
ღირებულება 4,8 მილიარდი დოლარია. თურქული კომპანიების მიერ საქართველოში
განხორციელებულ პროექტებს შორის ელექტროსადგურის მონტაჟი პირველ
ადგილზეა 34% -იანი წილით. 2013 წელს დასრულდა და ფუნქციონირებს ახალციხე-
ბორჩქას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალ შესაძლებლობას
ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის თვალსაზრისით283. ამ კუთხით, შეიძლება
განხილულ იქნეს თურქეთის თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს (TIKA)
საქმიანობა საქართველოში, რომელიც 1994 წელს თბილისში გაიხსნა. ამ დღიდან ამ
ოფისმა განახორციელა 700 – ზე მეტი პროექტი საქართველოში განათლების,
მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის, სოფლის მეურნეობის და სხვა
სფეროებში. ამ პროექტებს შორის შეიძლება აღინიშნოს 100 მუდმივი საცხოვრებელი
281
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
282
Türkiye - Gürcistan Siyasi İlişkileri. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye-gurcistan-siyasi-iliskileri.tr.mfa
283
ურთიერთობები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო.
https://mfa.gov.ge/MainNav/ForeignPolicy/BilateralRelations/
%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90.aspx

104
პროექტი გორში, სოფელ საქვაშეთში, ქართველი იძულებით გადაადგილებულ
პირთათვის 2009 წელს, სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ცენტრი,
რომლებიც განახლდა და კეთილმოეწყო თბილისში, ბათუმსა და ბოლნისში, და
სასმელი წყლის პროექტები 8 სოფელში.284 თურქული კომპანიები დიდ ინტერესს
გამოხატავენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ. თურქული
კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტებია: თბილისის და ბათუმის
აეროპორტები, ფარავნის ჰიდროელექტროსადგური და გარდაბნის
თბოელექტროსადგურები, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო საავადმყოფო,
ნატახტარის ლუდისა და გამაგრილებელი სასმელების ქარხანა თბილისის
მახლობლად, ბოთლების ქარხანა თბილისთან (ქსანი) და ბათუმში
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები285.

თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტი არის თურქეთის,


საქართველოსა და აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში,
პირველ რიგში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ბაქო-თბილისი-
ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის გაზსადენი და
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი სამი ქვეყნის თანამშრომლობის
ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული მაგალითებია. ამ პროექტებს დაემატა ტრანს-
ანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის პროექტი (TANAP), რომელიც გადის
თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. პროექტს ხელი 2014 წელს მოეწერა 286
და შემდგომი წლიდან დაიწყო მისი განხორციელება.

ავღანეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი სატრანზიტო


სატრანსპორტო დერეფანი „ლაპის ლაზული“ (Lapis Lazuli) პროექტის მიხედვით, შავი
284
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/349430
285
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/349430
286
About TANAP. Official Page.
https://www.tanap.com/corporate/about-us/

105
ზღვის პორტების გამოყენებით ავღანეთი-თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-
საქართველო ან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ბოსფორის ხიდები და
„მარმარაი“ მიზნად ისახავს შექმნას სატრანზიტო დერეფნის შექმნას აზიიდან
ევროპამდე287.

ურთიერთობა თურქეთსა და საქართველოს შორის განათლებისა და კულტურის


სფეროში ასევე მოწინავე დონეზეა. განათლების სფეროში, ყოველწლიურად
რამდენიმე ასეული სტუდენტი სწავლობს საქართვლოს უნივერსიტეტებში.
თურქეთი აფინანსებს ქართველ სტუდენტებს თურქეთში არსებულ
უნივერსიტეტებში სწავლისათვის. არსებობს „თურქეთის სტიპენდიები“, რომლის
მიხედვითაც ყოველწლიურად რამდენიმე ასეული სტუდენტი მიემგზავრება
თურქეთში სასწავლებლად. საქართველოს უნივერსიტეტებშ არსებობს
თურქოლოგიის დეპარტამენტები, ასევე, თურქეთის ენის სწავლება ხდება უცხო ენის
არჩევით კურსზე თბილისის ხუთ დაწყებით სკოლაში. თურქული ენის კურსები
ტარდება თურქეთის საელჩოში, ბათუმის გენერალურ საკონსულოში, იუნუს ემრეს
სახელობის თურქეთის კულტურის ცენტრში თბილისში და უცხო ენების ცენტრში
ბათუმში. ამ კურსებზე დაახლოებით 500 სტუდენტი დადის ყოველწლიურად.288

იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრი თბილისში 2012 წელს


გაიხსნა, მისი მიზანია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული კულტურული
ურთიერთობების განვითარება და საქართველოში თურქეთის პოპულარიზაცია.
აღნიშნული ცენტრი, თურქული კურსების გარდა, აწყობს სხვადასხვა კულტურულ
და მხატვრულ ღონისძიებებს289.

ასევე, აუცილებელი აღვნიშნოთ თურქეთის ინიციატივა 2008 წლის აგვისტოს ომის


შემდეგ სიტუაციის დარეგულირების მიზნით ახალი ფორმატის შექმნა. კერძოდ, 2008
287
Gürcistan'ın Ekonomisi. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/gurcistan-ekonomisi.tr.mfa
288
TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ BİLGİ NOTU, 13.9.2018. TÜRKİYE – GÜRCİSTAN İLİŞKİLERİ
BİLGİ NOTU. TÜRKİYE CUMHURİYETİ TİFLİS BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/349430
289
იქვე.

106
წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თურქეთმა 13 აგვისტოს თანამშრომლობა
შესთავაზა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებსა და რუსეთს 3+2 -ის ფორმატში
თანამშრომლობისათვის. ამ მოდელის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის რეგიონული
უსაფრთხოების გარკვეული საკითხები ე.წ. ხუთეულის ფორმატში უნდა
განხილულიყო ანუ მაგიდასთან რეგიონის სამ სახელმწიფოსთან (საქართველო,
აზერბაიჯანი, სომხეთი) ერთად, რუსეთი და თურქეთი უნდა დამჯდარიყო 290.
თურქული მხარის მიხედვით, რეგიონული პრობლემები უნდა მოგვარებულიყო
მხოლოდ რეგიონის სახელმწიფოთა მონაწილეობითა და ძალისხმევით. თურქეთი
გამორიცხავდა ამ დიალოგში დასავლეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის
პირდაპირ ჩართვას.291

ქართულმა მხარემ საბოლოოდ უარი განაცხადა ამ პლატფორმაში მონაწილეობის


მიღებაზე, რადგან რუსეთს საქართველოს 20% ჰქონდა ოკუპირებული, თუმცა
სთხოვა ანკარას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის
მცდელობების გაგრძელება. სომხეთისა და აზერბაიჯანი მხარეები დადებითად
შეხვდნენ ამგვარ ინიციატივას თუმცა აზერბაიჯანი მხარემ აღნიშნა, რიგი
საკითხების დეტალური განხილვის საჭირობა პლატფორმის შემდგომი სრულყოფის
მიზნით. სომხეთის მხარის მიხედვით ირანის არ მიღება კავკასიური პლატფორმის ამ
ფორმატში შენელებული მოქმედების ნაღმის ჩადებას ნიშნავდა რეგიონში, რომელსაც
ნებისმიერ დროს უსაფრთხოების არსებული სისტემის აფეთქება შეეძლო. 292 2008
წლის 7 ოქტომბრის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ინტერვიუს
მიხედვით, „ახლა საქმე გვაქვს სრულიად სხვა კავკასიასთან. რეგიონში უკვე
არსებობს ხუთი სახელმწიფო, ოთხ მათგანთან ჩვენ გვაქვს დიპლომატიური

290
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
82.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf
291
იქვე. გვ. 82.
292
იქვე. გვ. 87.

107
ურთიერთობა, საქართველოსთან კი ეს დროებით შეჩერებულია“. 293 რეგიონული
უსაფრთხოების თურქულ ინიციატივას ცივად შეხვდა ვაშინგტონი. უნდა აღინიშნოს,
რომ ამერიკულ მხარეს არ ჰქონდა ინფორმაცია თურქული ინიციატივის შესახებ.
თურქეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა აბდულაჰ გულმა 2008 წლის 18 აგვისტოს
„Guardian”-თან ინტერვიუში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება
გააკეთა: „საქართველოში არსებულმა კონფლიქტმა ცხადყო, რომ აშშ გლობალურ
პოლიტიკას ვეღარ განსაზღვრავს და ძალაუფლების გადანაწილება სხვა ქვეყნებთან
უნდა დაიწყოს“294. ამით გამოჩნდა თურქეთის სურვილი - კავკასიაში ეწარმოებინა
დამოუკიდებელი პოლიტიკა და არ ჩათვალა საჭიროდ მისი ახალი წამოწყების
შესახებ ვაშინგტონის ინფორმირება.295

თუ პლატფორმა ისე განხორციელდებოდა, მოხდებოდა რეგიონში რუსეთისა და


თურქეთის განსაკუთრებული როლის აღიარება, რაც თამაშკარე მდგომარეობაში
ტოვებდა ირანს და აშშ-ს.296 ერთი წლის შემდეგ დღის წესრიგში დადგა
პლატფორმაში ირანის ჩართვაც, თუმცა ეს ნაბიჯი არ განხორციელდა, რისი მთავარი
მიზეზიც იყო რუსეთი. რუსეთს არ სურს ე.წ. სტრატეგიული ინტერესების არეალში
სხვა სახელმწიფოს ჩარევა, მას ურჩევნია ორმხრივი ურთიერთობები ჰქონდეს
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან და რუსეთის მხრიდან ორი ე.წ. რესპუბლიკის
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკათა აღიარება, რომელიც ცვლიდან
რეგიონში არსებულ სურათს. ასევე, დასავლეთის ფაქტორი, კერძოდ აშშ არ იყო

293
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
89.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf
294
US must share power in new world order, says Turkey's controversial president. 16 August 2008.
https://www.theguardian.com/world/2008/aug/16/turkey.usforeignpolicy
295
იქვე. გვ. 90.
296
მაია მანჩხაშვილი. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხი“
(სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები), პოლიტიკის მეცნიერების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018. გვ.
90.
https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf

108
გათვალისწინებული. სწორედ, დასავლეთის ძალისხმევით მოხდა არაერთი ენეგო და
ეკონომიკური პროექტის სტიმულირება, რათა სამხრეთ კავკასიის რეგიონის
სახელმწიფოებს დასავლური გზით ევლოთ და უფრო მეტად დამოუკიდებლები
ყოფილიყვნენ. მესამე - თავად თურქეთის არასაკმარისი მზაობა: თურქული
დიპლომატიის უფრო მიზანმიმართული მუშაობის შემთხვევაში მის მიერ
წამოწყებული ინიციატივის შედეგი შესაძლოა არა რადიკალურად განსხვავებული,
თუმცა, სხვა ყოფილიყო297.

4.3 თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები

„ჩვენ პირველ რიგში ვართ თურქები და შემდეგ მუსლიმები“298

აზერბაიჯანი და თურქეთი ორი ქვეყანაა, რომელთაც უფრო მეტი რამ აკავშირებს


ერთმანეთთან ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი
წარმოადგენს თურქულენოვან სახელმწიფოს და აღიარებს ისლამის შიიტურ
მიმდინარეობას. ორი ქვეყანა ერთმანეთისთვის ხიდს აშენებს: მაშინ, როდესაც
აზერბაიჯანი წარმოადგენს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კარს თურქეთისთვის;
თურქეთი აზერბაიჯანს უკვალავს გზას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ეგეოსისა
და ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე. საჯაროდ ცნობილია აზერბაიჯანის
პრეზიდენტების, აბულფაზ ელჩიბეისა და ჰეიდარ ალიევის მიერ წამოყენებული
ლოზუნგი „ერთი ერი და ორი სახელმწიფო”, რომელიც დასაბამს აზერბაიჯანის მიერ
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან იწყებს და კიდევ უფრო აზურტებს ორ ქვეყანას

297
იქვე. გვ. 92-94.
298
აბულფაზ ელჩიბეი

109
შორის ურთიერთობებს.299 აღსანიშნავია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,
1993 წლის 1 იანვრიდან აზერბაიჯანმა ანბანი კირილიცადან გადაიყვანა ლათინური
ალფავიტის თურქულ ვარიანტზე300.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი დღეს ცდილობს გააფართოოს


ურთიერთობები თურქეთთან ეკონომიკურად, მაგრამ არა ელჩიბეის ფორმით,
რომელსაც სურდა დიპლომატიური მოქმედება თურქეთთან რუსული წრის მიღმა.
დღეს, თურქეთისთვის ცნობილია ეს რეალური პოლიტიკა, მან ვერ გადალახა ან
ცდილობს არ გადალახოს რეგიონალური რუსული ჰეგემონია და იგი
ითვალისწინებს კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსის კონცეფციას.301

თურქეთ302ი იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა აზერბაიჯანის


რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 ნოემბერს. დიპლომატიური
ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 14 იანვარს და თურქეთის წარმომადგენლობა,
რომელიც ბაქოში გენერალური კონსულოს მოვალეობას ასრულებდა, საელჩოს
დონეზე იქნა აყვანილი. მოქმედებს თურქეთის გენერალური საკონსულო ნახჭევანსა

299
Bülend Aydin Ertekin. Turkey and Azerbaijan: the Dream Versus the Reality or the Reality Versus the
Dream for “Two States and One Nation”. Mustafa Kemal University Journal of Social Sciences Institute. #9.
2021. გვ. 160.
https://www.academia.edu/43147364/
TURKEY_AND_AZERBAIJAN_THE_DREAM_VERSUS_THE_REALITY_OR_THE_REALITY_VERSUS_THE
_DREAM_FOR_TWO_STATES_AND_ONE_NATION_T%C3%BCrkiye_Ve_Azerbaycan_
%C4%B0ki_Devlet_Bir_Millet_Ger%C3%A7e%C4%9Fine_Kar%C5%9F
%C4%B1_Bir_Hayal_Veya_O_Hayale_Kar%C5%9F%C4%B1_Bir_Ger%C3%A7ek_
300
ზაზა ბერიძე. თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობები XX საუკუნის 90-იან
წლებში. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 2019. გვ. 80.
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13531_1.pdf
301
Bülend Aydin Ertekin. Turkey and Azerbaijan: the Dream Versus the Reality or the Reality Versus the
Dream for “Two States and One Nation”. Mustafa Kemal University Journal of Social Sciences Institute. #9.
2021. გვ. 161.
https://www.academia.edu/43147364/
TURKEY_AND_AZERBAIJAN_THE_DREAM_VERSUS_THE_REALITY_OR_THE_REALITY_VERSUS_THE
_DREAM_FOR_TWO_STATES_AND_ONE_NATION_T%C3%BCrkiye_Ve_Azerbaycan_
%C4%B0ki_Devlet_Bir_Millet_Ger%C3%A7e%C4%9Fine_Kar%C5%9F
%C4%B1_Bir_Hayal_Veya_O_Hayale_Kar%C5%9F%C4%B1_Bir_Ger%C3%A7ek
302
Türkiye - Azerbaycan Siyasi İlişkileri. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye-azerbaycan-siyasi-iliskileri.tr.mfa

110
და განჯაში. აზერბაიჯანს აქვს გენერალური საკონსულო გენერალი სტამბოლსა და
ყარსში, ასევე აქვს საელჩო ანკარაში. აზერბაიჯანთან თურქეთის ურთიერთობები
მრავალგანზომილებიანი და სტრატეგიულია. მაღალი დონის ინტენსიური ვიზიტები
ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა.

ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით, 2010 წელს


პრეზიდენტის დონეზე შეიქმნა მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის
საბჭოს (YDSK) მექანიზმი. აზერბაიჯანთან დაარსებული სამმხრივი და ოთხმხრივი
მექანიზმების შეხვედრები მნიშვნელოვანი მექანიზმებია, რომლებიც ხელს უწყობენ
რეგიონულ სტაბილურობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. ესენია თურქეთი-
აზერბაიჯანი-საქართველო, თურქეთი-აზერბაიჯანი-ირანი, თურქეთი-აზერბაიჯანი-
პაკისტანი, თურქეთი-აზერბაიჯანი-თურქმენეთი და თურქეთი-აზერბაიჯანი-
უკრაინა სამმხრივი მექანიზმები და აზერბაიჯანთან დამყარებული ოთხმხრივი
მექანიზმები თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-ირანი303.

ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ


სახმელეთო კავშირს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, განსაკუთრებული ადგილი
უკავია თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების
თვალსაზრისით და წარმოადგენს თურქეთის უშუალო კავშირს აზერბაიჯანელ
ხალხთან304.

თურქეთი ცდილობს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და


სუვერენიტეტის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად
მოგვარებას. ამ ჩარჩოში ის აგრძელებს ინიციატივებს, როგორც ეუთოს მინსკის
ჯგუფის წევრი305.

303
Türkiye - Azerbaycan Siyasi İlişkileri, 13.7.2018. TÜRKİYE CUMHURİYETİ BAKÜ BÜYÜKELÇİLİĞİ.
http://baku.emb.mfa.gov.tr/Mission/ShowInfoNote/170188
304
Türkiye - Azerbaycan Siyasi İlişkileri. T.C. Dışişleri Bakanlığı.
https://www.mfa.gov.tr/turkiye-azerbaycan-siyasi-iliskileri.tr.mfa
305
იქვე.

111
მნიშვნელოვანია ნატო-თურქეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობები თავდაცვის
სფეროში. ზერბაიჯანსა და ნატოს შორის ურთიერთობის დასაწყისი 1992 წელია. 1992
წელს აზერბაიჯანი გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი.
ამასთან, 1994 წლის 4 მაისს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PfP) პროგრამის ჩარჩო
ხელშეკრულების ხელმოწერით, აზერბაიჯან-ნატოს თანამშრომლობა ახალ ფაზაში
შევიდა.306 აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ 2002 წლის ნოემბერში მიღებული
კანონის თანახმად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები გაიგზავნებიან ქაბულში
თურქეთის კონტინგენტის ქვეშ მსახურებისთვის307. აზერბაიჯანის არმიის მაღალი
დონის თავდაცვისუნარიანობა წარმოადგენს თურქეთის სამხედრო უსაფრთხოების
პოლიტიკის ნაწილს და ამ პოლიტიკის ფარგლებში, თურქეთი მაქსიმალურად
ცდილობს ნატოს სისტემაში აზერბაიჯანის შეყვანას პოლიტიკური და სამხედრო
თვალსაზრისით. ამ მიმართულებით გეგმების განხორციელების ფარგლებში,
თურქეთი ქმნის სხვადასხვა შესაძლებლობებს, რათა აზერბაიჯანმა მაქსიმალურად
ისარგებლოს ნატოს შესაძლებლობებით. ამ მხრივ, თურქეთმა აზერბაიჯანს საჭირო
დახმარება გაუწია, რათა 2001 წელს აზერბაიჯანში ნატოს წვრთნა "Cooperative
Determination 2001" ჩაეტარებინა.308

ამ პროცესებში თურქეთის მხრიდან მხარდაჭერის მიღება აზერბაიჯანის ეროვნულ


პოლიტიკას შეესაბამება. რადგანაც, აზერბაიჯანი მიზნად ისახავს პოლიტიკურად და
ეკონომიკურად ევროპულ და ევროატლანტიკურ სისტემაში შესვლას ამ კონტექსტში
აზერბაიჯანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისა და
ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია, რომელიც შეესაბამება ნატოს უსაფრთხოების
სტანდარტებს. ამასთან, აზერბაიჯანი საკუთარი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის
306
Ali Burak Darıcılı. TÜRKİYE ve AZERBAYCAN ARASINDAKİ ASKERİ İŞBİRLİĞİ SÜREÇLERİNİN
ANALİZ. TESAM. Ekin Yayıncılık. Türkiye -Türk Dünyası İlişkileri Politik ve Ekonomik Boyut. გვ. 50.
https://www.researchgate.net/publication/
330080974_TURKIYE_ve_AZERBAYCAN_ARASINDAKI_ASKERI_ISBIRLIGI_SURECLERININ_ANALIZ
307
Ali Burak Darıcılı. TÜRKİYE ve AZERBAYCAN ARASINDAKİ ASKERİ İŞBİRLİĞİ SÜREÇLERİNİN
ANALİZ. TESAM. Ekin Yayıncılık. Türkiye -Türk Dünyası İlişkileri Politik ve Ekonomik Boyut. გვ. 51.
https://www.researchgate.net/publication/330080974_TURKIYE_ve_AZERBAYCAN_ARASINDAKI_ASKERI_
ISBIRLIGI_SURECLERININ_ANALIZ
308
იქვე. გვ. 51.

112
შემუშავებისას მნიშვნელობას ანიჭებს მნიშვნელოვან საერთაშორისო
ორგანიზაციებთან და ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებიც ამ ორგანიზაციების
წევრები არიან. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან კონფლიქტშია, მას
აიძულებს გააფართოოს საერთაშორისო კავშირები. თურქეთის შეიარაღებული
ძალები ასევე ეხმარება აზერბაიჯანს საგანმანათლებლო სისტემის დამკვიდრებასა და
განათლებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიღებაში. აზერბაიჯანის მოქალაქე
ოფიცრებს ამზადებენ თურქეთის სხვადასხვა სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში,
სკოლებსა და აკადემიებში309.

ამასთან, აღსანიშნავია თურქეთის დახმარება აზერბაიჯანის თავდაცვის


სამინისტროსთვის თანამედროვე სატრანსპორტო აღჭურვილობითა და სამხედრო
ტექნოლოგიით. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილი,
განსაკუთრებით ნახჭევანის ყველა სამხედრო ელემენტი, იყენებს თურქეთის მიერ
წარმოებულ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებს. თურქეთის სამხედრო
სწავლების ფარგლებში, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს
შესაძლებლობა გამოიყენოს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა310.

მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის 2010 წელს ხელმოწერილი სტრატეგიული


თანამშრომლობის ხელშეკრულების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, რომელიმე
მათგანზე სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნები ერთმანეთს
მხარდაჭერას უცხადებდნენ.311 ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს
რეგიონში ირანისა და რუსეთის ფედერაციას სამხედრო მისწრაფებებს. ამ
კონტექსტში შეიძლება ითქვას, რომ ანკარისა და ბაქოს ადმინისტრაციები, რომლებიც

309
Ali Burak Darıcılı. TÜRKİYE ve AZERBAYCAN ARASINDAKİ ASKERİ İŞBİRLİĞİ SÜREÇLERİNİN
ANALİZ. TESAM. Ekin Yayıncılık. Türkiye -Türk Dünyası İlişkileri Politik ve Ekonomik Boyut. გვ. 52.
https://www.researchgate.net/publication/330080974_TURKIYE_ve_AZERBAYCAN_ARASINDAKI_ASKERI_
ISBIRLIGI_SURECLERININ_ANALIZ
310
იქვე. გვ. 53.
311
იქვე. გვ. 56-57.

113
ერთმანეთთან უახლოვდებიან პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში, ასევე მიზნად
ისახავს ირანთან და რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობების შენარჩუნებას312.

თურქეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის კიდევ ერთ სფეროს წარმოადგენს


ენერგეტიკა. თურქეთის ახალი საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს თურქეთის
გადაქცევას „ენერგეტიკულ ჰაბად“, ამ იდეას დიდი მხარდაჭერა მოჰყვა და
თურქეთმა აიღო პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა კასპიის რესურსებთან
კავშირის განმტკიცებას საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით313. ამავე დროს
შემუშავდა კიდევ ერთი პროექტი და ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთს,
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო სარკინიგზო კავშირის
მშენებლობის შესახებ. სომხეთის გვერდის ავლით და თურქეთის ამ ქვეყნებთან და
ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სარკინიგზო დერეფანი, რომელიც ევროპას აზიასთან


აკავშირებდა, უკვე არსებობდა თურქეთისა და სომხეთის გავლით თუმცა, ეს
სარკინიგზო კავშირი გათიშულ იქნა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის საზღვარი
დაიკეტა. შესაბამისად სარკინიგზო კავშირი ხორციელდებოდა ირანის გავლით,
რამაც მრავალი ლოჯისტიკური და პოლიტიკური პრობლემა შექმნა. ამრიგად, ყარსსა
და თბილისს შორის სარკინიგზო კავშირის დამყარება ალტერნატივად იქნა
შემოთავაზებული 1993 წლის ივლისში ანკარაში თურქეთ-საქართველოს
სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე. აზერბაიჯანი შეუერთდა კომისიის სხდომებს
2004 წლიდან და პროექტი გაფართოვდა და გახდა ბაქო-თბილისი-ყარსის
სარკინიგზო კავშირი314.

იმავდროულად, ბაქო-თბილისი-ერზურუმის (BTE) გაზსადენი ექსპლუატაციაში


შევიდა 2007 წლის მარტში, აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან გაზის
მიწოდებით, რამაც საბოლოოდ შეწყვიტა საქართველოს გაზზე დამოკიდებულება
312
იქვე. გვ. 57.
313
Mustafa Aydin. Turkey’s Caucasus Policies. UNISCI Discussion Papers. N.23 May. 2010. გვ. 5.
https://www.redalyc.org/pdf/767/76715004011.pdf
314
იქვე. გვ. 6.

114
რუსეთზე, ხოლო თურქეთისთვის გახდა ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყარო.
ამ პროექტმა უპირატესობა მიანიჭა სამი ქვეყნის ურთიერთობებს და მათ
სტრატეგიულ მნიშვნელობას ერთმანეთისთვის, მან ასევე აჩვენა ევროპისთვის
ალტერნატიული გზის მნიშვნელობა გაზის ტრანსპორტირებისთვის და თურქეთს
საშუალება მისცა ენერგეტიკული დერეფანი გამხდარიყო. სამი ქვეყნის
დამაკავშირებელი პროექტი არის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენი,
რომელიც ექსპლუატაციაში 2006 წლიდან შევიდა. ეს პროექტი ამერიკის
შეერთებული შტატების მიერ იყო მხარდაჭერილი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს
ამერიკისთვის სამხრეთი კავკასიის მნიშვნელობას. ეს პროექტი უზრუნველყოფს
ალტერნატიულ მარშრუტს კასპიის ნავთობისთვის რუსეთის გვერდის ავლით და
ასევე ზრდის თურქეთის რეგიონულ მნიშვნელობას მსოფლიოს მასშტაბით315.

გაზსადენის კიდევ ერთ პროექტს წარმოადგენდა „ნაბუკო“, რომელსაც კასპიისპირა


გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროკავშირისთვის უნდა მიეწოდებინა,
რაც შეამცირებდა ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე. საბოლოოდ, ეს
პროექტი ჩაანაცვლა „სამხრეთის გაზის დერეფანმა“ (TANAP). თურქეთი ჩაერთო
ევროკავშირის ამ ახალ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს შაჰ დენიზის
ბუნებრივი აირის საბადოში აღმოჩენილი ახალი გაზის რესურსების ევროკავშირში
გადატანას. ეს პროექტი „შაჰ დენიზ 2“-ის სახელით არის ცნობილი და რამდენიმე
ფაზას მოიცავს: სამხრეთ კავკასიური გაზსადენი(SCP), ტრანს-ანატოლიური
გაზსადენი (TANAP), ტრანს-ადრიატიკული გაზსადენი(TAP)316.

პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნით“ გადაწყდა წელიწადში 16 მლრდ მ3


ბუნებრივი აირის გადატანა. კომპანიათა შორის წილები შემდეგნაირად არის
გადანაწილებული: BP (20%), SOCAR (20%), Statoil (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და

315
მარიამ ხაბულიანი. რუსეთ-თურქეთის ენერგოურთიერთობა: პარტნიორობა თუ კონკურენცია.
„აღმოსავლეთი“ #3. 2020. გვ. 74.
316
იქვე. გვ. 74.

115
Axpo (5%). ხოლო პროექტის სრული ღირებულება 40 მლრს დოლარს შეადგენს,
ხოლო სიგრძე დაახლოებით 3500 კმ-ია317.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენი 692 კმ სიგრძისაა და დაპროექტდა საქართველო -


თურქეთის საზღვრამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის. 2011 წლის 25 ოქტომბერს
აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის
მიხედვითაც 2018 წლიდან 6 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივ აირს
იყიდდა თურქეთი ყოველწლიურად. ასევე 2012 წლის 26 ივნისს ხელი მოეწერა
ხელშეკრულებას ტრანს - ანატოლიური მილსადენის პროექტის შექმნასთან
დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ამ მილსადენით ყოველწლიურად 10
მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ევროპაში გაიყიდებოდა. თურქეთში
სამხრეთ კავკასიური გაზსადენი ტრანს-ანატოლიურ გაზსადენს ყარსში შეუერთდა
და 1850 კმ სიგრძისაა318.

რაც შეეხება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს, მან უნდა გადაკვეთოს საბერძნეთი და


ალბანეთი, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით
სამხრეთ იტალიისაკენ გადავა. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის სრული სიგრძეა 870
კმ თაა განსაზღვრული. 30 ნოემბერს ისპალაში (თურქეთი) საზეიმოდ გაიხსნა TANAP
- ევროპის დამაკავშირებელი რგოლი, რომელსაც ესწრებოდნენ თურქეთისა და
აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, თურქეთის ენერგეტიკისა და
ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და სხვანი. გახსნის
ცერემონიალზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სიტყვით წარსდგა, სადაც
მან საუბრისას რამდენჯერმე მიმართა თურქეთის პრემიერ მინისტრს, როგორც ძმას.
მან თქვა: „დღეს არის ისტორიული დღე. TANAP- მა, რომელსაც ოთხი წლის
განმავლობაში ვაშენებდით დღეს საბოლოოდ მიაღწია ევროპის საზღვარს.
დღევანდელ დღეს ყველას გულწრფელად გილოცავთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ
317
იქვე. გვ. 74.
318
მარიამ ხაბულიანი. რუსეთ-თურქეთის ენერგოურთიერთობა: პარტნიორობა თუ კონკურენცია.
„აღმოსავლეთი“ #3. 2020. გვ. 74.

116
TANAP-ის სიცოცხლე ხანგრძლივი იქნება, სარგებელს და განვითარებას მოუტანს
როგორც აზერბაიჯანელ და თურქ, ასევე მეზობელ ხალხებს“. საუბრის განმავლობაში
მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მანამდე განხორციელებული პროექტების
მნიშვნელობას და საუბრის დასასრულს დასძინა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა
ის საერთო პროექტი, რომელსაც ჩვენ მომავალში განვახორციელებთ, იქნება ისეთივე
წარმატებული, როგორიც TANAP, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-
ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი. თურქეთი და აზერბაიჯანი თავდაჯერებულად წინ
მიდიან მომავლისკენ. გაუმარჯოს თურქულ-აზერბაიჯანულ მეგობრობასა და
ძმობას.“319

მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც არამხოლოდ


სამ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ხელს უწყობს ევროპისა და აზიის
ერთმანეთთან დაკავშირებას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დაიწყო
ჯერ კიდევ 2008 წელს. ერთი წლით ადრე აზერბაიჯანისა და საქართველოს
პრეზიდენტებმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს ხელი სამმხრივ
ხელშეკრულებას ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ. ბაქო-თბილისი-ყარსის
რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრით განისაზღვრა, საიდანაც 254 კილომეტრი
საქართველოს ტერიტორიაზე გაივლიდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის
საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის იანვარში
გაიარა, ხოლო პირველი მატარებელი ყარსიდან საქართველოს საზღვრამდე 2017
წლის ივლისში მივიდა. რკინიგზის ოფიციალურად გახსნისას ყაზახეთის ქალაქ
კორსტანაიდან თურქეთის ქალაქ მერსიანისკენ ხორბლით დატვირთული
შემადგენლობა დაიძრა. ცნობილია ის, რომ სამ ქვეყანაზე გამავალი რკინიგზით,

319
მარიამ ხაბულიანი. რუსეთ-თურქეთის ენერგოურთიერთობა: პარტნიორობა თუ კონკურენცია.
„აღმოსავლეთი“ #3. 2020. გვ. 74. file:///C:/Users/xabul/Downloads/3.%20%E2%80%9E
%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E2%80%9C.
%20%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%202020.pdf

117
შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად, ყოველწლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთის
გადაზიდვა და მილიონამდე მგზავრის გადაყვანა.320

მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ურთიერთობა განათლებისა და კულტურის სფეროში.


განათლების სფეროში პირველი შეთანხმება არის "ხელშეკრულება სამხედრო
განათლებაში თანამშრომლობის შესახებ", რომელიც ანკარაში 1992 წლის 11 აგვისტოს
დაიდო თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამის შემდეგ, იმავე წელს დაიდო
„ხელშეკრულება განათლების, სწავლების, სასპეციალიზაციო სერვისის, ტექნიკური
და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ“, რომლის მიზანია აღნიშნულ სფეროებში
თანამშრომლობის გამყარება. დროთა განმავლობაში ურთიერთობები გაღრმავდა და
2005 წლის 20 ივლისს ბაქოში ხელმოწერილ იქნა „ შეთანხმება კარტოგრაფიის
სფეროში განათლების, ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.“
შედარებით მოგვიანებით, ბაქოში 2017 წლის 31 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის
სარკინიგზო ხაზის ცერემონიალზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ
ერდოღანმა ხელი მოაწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს უმაღლესი განათლების
სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც უნდა შეივსოს
განათლების სფეროში არსებული ხარვეზი.321

აზერბაიჯანში ასევე ფუნქციონირებს Yunus Emre-ს სახელობის თურქული


კულტურის ცენტრი, რომელშიც თურქული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას
ეწევა ქვეყანაში, ასევე თურქეთის მთავრობის სტიპენდიები, რითაც აზერბაიჯანელ
ახალგაზრდებს აქვთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა თურქეთის უმაღლეს
სასწავლებლებში.

320
ნონა მჭედლიშვილი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. ოქტომბერი 30.
2017.
https://www.radiotavisupleba.ge/a/baqo-tbilisi-karsis-rkinigza-oficialurad-gaikhsna/28824412.html
321
Ferruh Tuzcuoğlu. Azerbaycan-Türkiye Eğitim İlişkileri ve TÜDİFAK Örneği. Azərbaycan və Türkiyə
Universitetlərinin Əməkdaşlıq İstiqamətləri Mövcud Vəziyyət və Perspektivlər. Chapter: 6. Publisher:
AZƏRBAYCAN DÖVLƏT İQTİSAD UNİVERSİTETİ (UNEC) Baku. გვ. 102-105. .
https://www.researchgate.net/publication/338826225_Azerbaycan-
Turkiye_Egitim_Iliskileri_ve_TUDIFAK_Orneg

118
დღევანდელი დღის მონაცემებით, აზერბაიჯანში თურქული წარმოშობის
საგანმანათლებლო დაწესებულებები: თურქული სამყაროს კვლევითი ფონდის ბაქოს
ათათურქის სახელობის საშუალო სკოლა, დიანეტის ფონდის ბაქოს საშუალო სკოლა,
ბაქოს ანატოლიის თურქული საშუალო სკოლა-ბაქოს თურქული საშუალო სკოლა,
ბაქოს თურქული დაწყებითი სკოლა, ანადოლუს უნივერსიტეტი და თურქული
სამყაროს ეკონომიკის ფაკულტეტი322.

დასკვნა:

322
იქვე. გვ. 105.

119
იმისათვის, რომ ნათელი გამხდარიყო „სამართლიანობისა და განვითარების
პარტიის“ დროს არსებული ახალი საგარეო პოლიტიკური კურსის მნიშვნელობა
აუცილებელი გახდა ოსმალეთის იმპერიის, ქემალისტური თურქეთისა და
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის განხილვა. ყოფილი საგარეო საქმეთა
მინისტრის აჰმეთ დავუთოღლუს წიგნი „სტრატეგიული სიღრმე“ სწორედ ამ საგარეო
პოლიტიკური კურსის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს, რომლის ცხოვრებაში
გატარებამაც 2000-იან წლებში შეცვალა თურქეთის რესპუბლიკის მიდგომა მის
მეზობელ ქვეყნებთან და გაუცხოებული მეზობლები ერთმანეთს დაუახლოვა.
თუმცა, 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში არაბულ ქვეყნებში დაწყებულმა სახალხო
აჯანყებებმა, განსაკუთრებით სირიის სამოქალაქო ომმა და თურქეთის მთავრობის
მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა აჩვენა პროექტი „ნულოვანი პრობლემები
მეზობლებთან“-ის სუსტი მხარეები და მცირე ხნით დალაგებული ურთიერთობები
ომის ზღვარზე გადაიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ თურქეთის ინიციატივები:


„საფეხბურთო დიპლომატია“ და „კავკასიის უსაფრთხოების პლატფორმა“ არ გახდა
წარმატებული პროექტები თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს მის
სურვილს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გახდეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების
ერთ-ერთი გარანტორი მხარე, ასევე შეასრულოს მედიატორის როლი
დაპირისპირებულ მხარეთა შორის და ამით აიმაღლოს, როგორც მნიშვნელობა
რეგიონში, ისე პრესტიჟი საერთაშორისო მასშტაბით. თუმცა რეგიონის სპეციფიკიდან
გამომდინარე მას მოუწევს როგორც რეგიონის ქვეყნების ისე რუსეთის, ირანის,
ევროკავშირისა და აშშ-ს როლის გათვალისწინება.

სავაჭრო-ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტები საკმაოდ წარმატებული


გამოდგა საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში. სამ ქვეყანას შორის არის
მჭიდრო ეკონომიკური, ენერგეტიკული და პოლიტიკური კავშირები, რისი
გამოხატულებაც არის ისეთი მაღალბიუჯეტური პროექტების მშენებლობა

120
როგორებიცაა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „ბაქო-თბილისი-ერზურუმი“, „ბაქო-
თბილისი-ყარსი“ და TANAP. ამ პროექტებმა რეგიონის სახელმწიფოები კიდევ უფრო
დააახლოვა და საფუძველი ჩაუყარა მათი ურთიერთობების გადასვლას სამხრივ
ფორმატში. და ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზა
„აბრეშუმის გზის“ პროექტის ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენს, რომელიც ერთმანეთს
აკავშირებს აზიასა და ევროპას კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ურთიერთობათა
გაფართოების მნიშვნელობაზე და ზრდის რეგიონში სხვადასხვა აქტორთა
დაინტერესებას. ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით თურქეთმა
გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი თავისი მიზნისკენ გახდეს ენერგო „ჰაბი“ და
ენერგომომარაგების კუთხით უსაფრთხო მარშრუტის მქონე ქვეყანა რეგიონში, რაც
შეუწყობს მისი, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის როლის ზრდას.
ყოველივე ამით, თურქეთის რესპუბლიკა შესაძლოა შეეცადოს ევროკავშირის
ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დროდადრო შეახსენოს საკუთარი
რეგიონული ძალა.

საქართველოსა და აზერბაიჯანში შეინიშნება თურქული „რბილი ძალის“ ცენტრების


აქტიურობა, რომლებიც აფინანსებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და ეკონომიკურ
პროექტებს და ცდილობენ თურქეთის პოპულარიზაციას რეგიონში. შეიძლება
ითქვას, რომ თურქული „რბილი ძალის“ პროექტიც წარმატებულია.

ასევე, ხაზი უნდა გავუსვათ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში საქართველოს


ოკუპირებულ ტერიტორიათა დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას და
ევროკავშირსა და ნატოში თურქეთის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
ცალკე საქართველოს საკითხი: სამ ქვეყანას (თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო)
შორის განხორციელებული ერთობლივი პროექტებით კიდევ უფრო გაიზარდა
საქართველოს, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა და მან
გაიმყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლი.
საქართველო მნიშვნელოვანი სატრანზიტო რგოლია არამხოლოდ თურქეთ-

121
აზერბაიჯანის არამედ თურქეთ-სომხეთსა და აზერბაიჯან-სომხეთს შორის
ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით.

თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული „გენოციდის საკითხი“, სომხეთსა და


აზერბაიჯანს შორის დაძაბული ურთიერთობა და ორივე ქვეყნის მოსახლეობის
ცნობიერებაში არსებული წარსული არ აძლევს თურქეთს საშუალებას გააღრმავოს
თურქეთთან ურთიერთობა, თუმცა საქართველოს გავლით თურქეთს აქვს საშუალება
შევიდეს სომხეთის ბაზარზე და დაამყაროს ეკონომიკური ურთიერთობა მესამე
ქვეყნის გამოყენებით.

თურქეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობებს სხვანაირად „ერთი ერი ორი


სახელმწიფო“დაც მოიხსენიებენ. თურქეთი რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად
ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, კულტურულ-რელიგიური თვალსაზრისით
დაკავშირებულია სწორედ აზერბაიჯანთან, შეიძლება ითქვას განხორციელდა
დავუოღლუს მისწრაფება ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა თურქეთს ჰქონოდა
აზერბაიჯანთან. ყოველ შემთხვევაში, განხორციელებული პროექტები, 2020 წლის
ყარაბაღის ომი და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტები
ბაქოში ნათელი გამოხატულებაა თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობისა. ასევე,
მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში კვლავ დაბრუნდნენ ე.წ. რუსი
მშვიდობისმყოფელები თურქეთის, კერძოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანის როლი საკმაოდ
გაიზარდა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

ბიბლიოგრაფია:

122
წყაროები:

1. Договор между Россией и Турцией. 16 марта 1921 г.

http://iccn.ge/files/treaty_of_ru_-_turkey_16_march_1921_full_1.pdf

2. Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской


ССР, с одной стороны, и Турцией - с другой, заключенный при участии РСФСР в
Карсе.

http://iccn.ge/files/treaty_kars_13_october_1921_from_archives_full_1.pdf

3. Erim, Nihat. Devletlerarası Hukuki ve Siyasi Tarih Metinleri. Cilt.1., Türk Tarih
Kurumu Basımevi., Ankara. 1953.

https://www.ttk.gov.tr/wp-content/uploads/2016/11/7-Mondros.pdf

4. Mızrak, Gürbüz. Misak-ı Milli’nin Orijinal El Yazması.

https://istihbaratveanaliz.files.wordpress.com/2016/04/misakc4b1_milli.pdf

5. MÜTTEFİK VE ORTAK DEVLETLERLE TÜRKİYE ARASINDA 10 AĞUSTOS


1920'DE SEVRES'DE İMZALANAN BARIŞ ANTLAŞMASI.

http://sam.baskent.edu.tr/belge/Sevr_TR.pdf

6. European Parliament resolution of 20 May 2010 on the need for an EU strategy for
the South Caucasus (2009/2216(INI)). Official Journal of the European Union. 31.5.2011.

https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:C:2011:161E:0136:0147:EN:PDF

7. Harry S. Truman. Truman Doctrine (1947).

https://liberalarts.utexas.edu/coretexts/_files/resources/texts/1947%20Truman
%20Doctrine.pdf

8. Lend Lease Act, 11 March 1941.

https://loveman.sdsu.edu/docs/1941LendLeaseAct.pdf

9. Treaty of Alexandropol: December 2, 1920.

https://antlasmalar.com/wp-content/uploads/2017/07/gumru-antlasmasi-tam-metni.pdf

123
10. TREATY OF PEACE WITH TURKEY SIGNED AT LAUSANNE, JULY 24, 1923.

https://wwi.lib.byu.edu/index.php/Treaty_of_Lausanne

მონოგრაფიები:
11. გაჩეჩილაძე, რევაზ. ახლო აღმოსავლეთი გეოგრაფიული და ისტორიული
ნიშანსვეტები. ტ1., თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2018.

12. გაჩეჩილაძე, რევაზ. ახლო აღმოსავლეთი გეოპოლიტიკა. ტ2., თბ., „ბაკურ


სულაკაურის გამომცემლობა“, 2019.

13. გაჩეჩილაძე რევაზ. ახლო აღმოსავლეთი (სივრცე, ხალხი და პოლიტიკა). თბ.,


ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2003.

14. გაჩეჩილაძე, რევაზ. საქართველო მსოფლიო კონტექსტში. თბ., „ბაკურ


სულაკაურის გამომცემლობა“, 2017.

15. გიგინეიშვილი, ოთარ. თურქიზმი და ოსმალეთის საგარეო პოლიტიკა. თბ.,


გამომცემლობა „ცოდნა“, 1963.

16. თურქეთის საგარეო პოლიტიკა 1990-2008 წლებში. თბილისის უნივერსიტეტის


გამომცემლობა, 2013.

17. კინროსი, ლორდი. ათათურქი, ერის მეორედ დაბადება. თბ., „ქართული


ბიოგრაფიული ცენტრი. ტ.11, 2011.

18. მაკარაძე, ემზარ. თურქეთის ისტორია 1918-2017 წლებში. სალექციო


ჩანაწერები, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“, 2019.

19. მაკარაძე, ემზარ. თურქეთის საშინაო პოლიტიკა 2000-2015 წლებშ. თბ.,


გამომცემლობა „უნივერსალი“, 2016.

20. მანჩხაშვილი, მაია. თურქეთი XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის


დამდეგს. თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“. 2014.

21. სანიკიძე, გიორგი. ალასანია, გიული. გელოვანი, ნანი. ახლო აღმოსავლეთის


ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIXს.- XXIს.-ის
დასაწყისი). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011.

22. სვანიძე, მიხეილ. თურქეთის ისტორია (1299-2000). თბ., გამომცემლობა


„არტანუჯი“, 2007.

124
23. ჰანგთინგტონი, სემუელ. ცივილიზაციათა შეჯახება და მსოფლიო წესრიგის
გარდაქმნა. 2017.

https://e-learning.tsu.ge/pluginfile.php/291510/mod_resource/content/1/Hantington-
2017.pdf

24. Itzkowitz, Norman. Ottoman Empire and Islamic Tradition. Chicago., The University
of Chicago Press, 1972.

25. Kia, Mehrdad. Daily Life in the Ottoman Empire. Oxford., “GREENWOOD”, 2011.

26. Darıcılı, Ali Burak. TÜRKİYE ve AZERBAYCAN ARASINDAKİ ASKERİ İŞBİRLİĞİ


SÜREÇLERİNİN ANALİZ. TESAM. Ekin Yayıncılık. Türkiye -Türk Dünyası İlişkileri Politik
ve Ekonomik Boyut. გვ. 49-61.

https://www.researchgate.net/publication/
330080974_TURKIYE_ve_AZERBAYCAN_ARASINDAKI_ASKERI_ISBIRLIGI_SURECLER
ININ_ANALIZ

27. Davutoğlu, Ahmet. Stratejik Derinlik Türkiye'nin Uluslararası Konumu. Küre


Yayınları, 2001.

28. Özdemir, Biltekin. Osmanlı Devleti Dış Borçları. T.C. Maliye Bakanlığı., Ankara,
Şubat 2010. ბოლო ნახვა 20 ივნისი. 2021.

https://ms.hmb.gov.tr/uploads/2019/09/Osmanl%C4%B1-Devleti-D%C4%B1%C5%9F-Bor
%C3%A7lar%C4%B1.pdf

29. Aydin, Mustafa. Kafkasya'da Değişim Dönüşüm, 1989-2012 (Avrasya Üçlemesi III).
Ankara. Nobel yayınevi. Kasım. 2012. ბოლო ნახვა 25 ივნისი. 2021.

https://www.academia.edu/2465790/Kafkasyada_De%C4%9Fi%C5%9Fim_D%C3%B6n
%C3%BC%C5%9F%C3%BCm_1989_2012_Avrasya_%C3%9C%C3%A7lemesi_III_

სტატიები:
30. ალასანია, გიული. თურქეთის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის ახალი
გამოწვევების წინაშე (ისტორიოგრაფიული მიმოხილვა) – „აღმოსავლეთმცოდნეობა“.
#2. 2013. გვ.121-140.

31. ალასანია, გიული. სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობა თურქეთის


სახელმწიფოში(ისლამის როლი სეკულარულ თურქეტში). „აღმოსავლეთმცოდნეობა“.
#4. 2015 გვ. 203-228.

125
32. ბაკურაძე, სანდრო. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირები
ცივი ომის შემდგომ პერიოდში. თბ., კავკასიური სახლი. 2020.

http://regional-dialogue.com/wp-content/uploads/2020/03/Turkey-FP-after-CW.pdf

33. ბატაშვილი, დავით. როგორ ახორციელებს თურქეთი თავის ახალ


გეოსტრატეგიას: მონახაზი. Rondeli Foundation. #85. 2017.

https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/85-expert-opinion-geo.pdf

34. ბატიაშვილი, ზურაბ. ერაყის ქურთისტანის საკითხი რეგიონული


უსაფრთხოების კონტექსტში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო
ურთიერთობების კვლევის ცენტრი. 6 ნოემბერი, 2017. ბოლო ნახვა 30 ივნისი, 2021,
ვებ. გვერდზე:

https://www.gfsis.org/ge/blog/view/764

35. ბატიაშვილი, ზურაბ. კაცი, რომელმაც შექმნა თანამედროვე თურქეთი. „ჩემი


სამყარო“ #7. 2015.

https://www.gfsis.org/files/my-world/7/turkey.pdf

36. ბატიაშვილი, ზურაბ. ყარსის ხელშეკრულება - მითები და რეალობა. Georgian


Founndation for Strategic and International Studies. 2021.

https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian--2957.pdf

37. გოგოლაშვილი, კახა. ახალი აბრეშუმის გზა: ევროკავშირისა და ჩ ინეთის


თანამშრომლობის ეტაპი. Georgian Founndation for Strategic and International Studies.
#86. 2017.

https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/86-expert-opinion-geo.pdf

38. კომახია, მამუკა. თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობა. საქართველოს


სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. ბიულეტენი #41. აგვისტო.
2000. 2-36.

http://library.fes.de/pdf-files/bueros/vifaost/c01-01533.pdf

39. პაპავა, ვლადიმერ. „ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა“ და


საქართველო. Georgian Founndation for Strategic and International Studies. #93. 2017.

https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/93-expert-opinion-geo.pdf

126
40. პოლიტიკის დოკუმენტი. რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები
საქართველოში. European Initiative Liberal Academy Tbilisi. 2016. Tbilisi, Georgia.

https://ei-lat.ge/wp-content/uploads/
2020/09/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%
E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-
%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A
%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE
%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%
95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf

41. ხაბულიანი, მარიამ. მაჰმუდ II და განათლების რეფორმა ოსმალეთის


იმპერიაში. „აღმოსავლეთი“. #2. 2018.

https://www.tsu.ge/data/file_db/faculty_humanities/jurnalAgmosavlet.pdf

42. ხაბულიანი, მარიამ. რუსეთ-თურქეთის ენერგოურთიერთობა: პარტნიორობა


თუ კონკურენცია. „აღმოსავლეთი“ #3. 2020.

file:///C:/Users/xabul/Downloads/3.%20%E2%80%9E
%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E2%80%9C.
%20%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%
83%9D%202020.pdf

43. Başaran, Doğacan. ATATÜRK DÖNEMİ TÜRK DIŞ POLİTİKASINDA SAVUNMACI


REALİZM ANLAYIŞI VE ÜÇÜNCÜ DÜNYACILIK. Hacettepe Üniversitesi Sosyal Bilimler
Dergisi, Cilt 2/Sayı 1/2020. გვ. 83-99.

https://dergipark.org.tr/en/download/article-file/985735

43. Kösebalaban, Hasan. Ahmet Davutoğlu Stratejik Derinlik: Türkiye’nin Uluslararası


Konumu (kitap değerlendirmesi). DÎVÂN İlmî Araştırmalar. #14. Ocak. 2003. Küre yayınları.
i̇stanbul. გვ. 213-215.

127
https://www.academia.edu/4482561/Ahmet_Davuto%C4%9Flu_Stratejik_Derinlik_Hasan_K
%C3%96SEBALABAN

44. Önal, Tekin. Özdağ, Abdullah. Körfez savaşı ve Türk Dış Politikasına Etkileri.
International Periodical for the Languages, Literature and History of Turkish or Turkic.
Volume 11/16 Ankara. Turkey. 2016, p. 53-70.

https://turkishstudies.net/DergiTamDetay.aspx?ID=9950

45. Subaşı, Turgut. Lale Devri’ne Ait Bir Islahat Takriri. Lale devri'nde Osmanlı Devleti
ve Nevşehir. Kömen. Kasım. 2018. გვ. 886-900.

https://www.academia.edu/37955151/L%C3%82LE_DEVR%C4%B0_NE_A%C4%B0T_B
%C4%B0R_ISLAHAT_TAKR%C4%B0R%C4%B0

46. Alasania, Giuli. Some Tendencies of the Foreign Policy of Turkey.


„აღმოსავლეთმცოდნეობა. 2016. 283-305.

47. Aydin, Bülend. Turkey and Azerbaijan: the Dream Versus the Reality or the Reality
Versus the Dream for “Two States and One Nation”. Mustafa Kemal University Journal of
Social Sciences Institute. #9. 2021. გვ. 159-176.

https://www.academia.edu/43147364/
TURKEY_AND_AZERBAIJAN_THE_DREAM_VERSUS_THE_REALITY_OR_THE_REALI
TY_VERSUS_THE_DREAM_FOR_TWO_STATES_AND_ONE_NATION_T
%C3%BCrkiye_Ve_Azerbaycan_%C4%B0ki_Devlet_Bir_Millet_Ger%C3%A7e
%C4%9Fine_Kar%C5%9F%C4%B1_Bir_Hayal_Veya_O_Hayale_Kar%C5%9F
%C4%B1_Bir_Ger%C3%A7ek

48. Aydin, Mustafa. Grand Strategizing in and for Turkish Foreign Policy: Lessons
Learned from History, Geography and Practice. PERCEPTIONS. Autumn-Winter 2020.
Volume XXV. Number 2. Pp. 203-226.

https://www.researchgate.net/publication/
348448594_Grand_Strategizing_in_and_for_Turkish_Foreign_Policy_Lessons_Learned_from
_History_Geography_and_Practice

49. Aydin, Mustafa. Turkey’s Caucasus Policies. UNISCI Discussion Papers. N.23 May.
2010.

https://www.redalyc.org/pdf/767/76715004011.pdf

50. Aydin, Mustafa. New Geopolitics of Central Asia and the Caucasus; Causes of
Instability and Predicament. SAM Papers. N.2. 2000. Pp. 1-40.

128
https://www.academia.edu/715903/
New_Geopolitics_of_Central_Asia_and_the_Caucasus_Causes_of_Instability_and_Predicame
nt

51. Aydin, Mustafa. Turkish Foreign Policy Framework and Analysis. SAM Papers. N.1.
Ankara, December 2004.

https://www.researchgate.net/profile/Mustafa-Aydin-11/publication/
45666576_Turkish_Foreign_Policy_Framework_and_Analysis/links/
556d930c08aeccd7773c1881/Turkish-Foreign-Policy-Framework-and-Analysis.pdf

52. Balla, Evanthia. Turkish and Iranian interests and policies in the South Caucasus.
NOREF. April 2013. Pp. 1-4.

https://www.files.ethz.ch/isn/163461/gf_nahost_1211.pdf

53. Çelikpala, Mitat. Veliyev, Cavid. Azerbaijan-Georgia-Turkey: An Example of a


Successful Regional Cooperation. CIES. #4. November 2015. 1-25.

https://www.khas.edu.tr/cms/cies/dosyalar/files/CIES%20Policy%20Brief%2004.pdf

54. Davutoğlu, Ahmet. Turkey’s Foreign Policy Vision: An Assessment of 2007. Vol. 10.
No. 1. 2008. pp. 77-96.

http://file.setav.org/Files/Pdf/ahmet-davutoglu-turkeys-foreign-policy-vision-an-assessment-
of-2007.pdf

55. Garibov, Azad. Azerbaijan, Georgia, Turkey: Advancing the Military Dimension of
the Trilateral Partnership. CIFE. #3. November 2018. 1-9.

https://www.cife.eu/Ressources/FCK/EUCACIS%20Online%20Paper%20No.%203%20-
%20Azad%20Garibov_final.pdf

56. Grigoriadis, Loannis. The Davutoğlu Doctrine and Turkish Foreign Policy. Bilkent
University. Working Paper No. 8. April 2010.

https://www.researchgate.net/publication/
318298808_The_Davutoglu_Doctrine_and_Turkish_Foreign_Policy

57. J. Psomiades, Harry. Eastern Thrace and the Armistice of Mudanya, October 3-11,
1922. Journal of Modern Hellenism. No 17-18. 2000-2001. Pp. 1-67.

file:///C:/Users/xabul/Downloads/194-Article%20Text-612-1-10-20160524.pdf

129
58. Kaya, Karen. Book Review: A Look Back and Forward at Turkey’s “Strategic Depth”
Foreign Policy Doctrine. Foreign Military Studies Office. January. 2020.

https://community.apan.org/wg/tradoc-g2/fmso/m/fmso-monographs/309386

59. Murinson, Alexander. The Strategic Depth Doctrine of Turkish Foreign Policy.
Routledge. November. 1006. Vol. 42. No. 6, 945–964.

https://www.academia.edu/449496/
The_Strategic_Depth_Doctrine_of_Turkish_Foreign_Policy

60. Protopapas, George. INTERVIEW: Dr. ZUHAL MERT UZUNER, MARMARA


UNIVERSITY. (RIEAS Media Analyst). 11 January. 2014. Last seen 27. June.

https://rieas.gr/images/zuhal14.pdf

61. Shiriyev, Zaur. Tkeshelashvili, Eka. Çelikpala Mitat. Institutionalizaing a Trilateral


Strategic Partnership: Azerbaijan, Georgia, Turkey. Konrad Adenauer Stiftung. 2016. Pp. 1-
30.

https://www.kas.de/c/document_library/get_file?uuid=cd257d1b-df92-5184-9ad4-
2a5dd95c0886&groupId=252038

62. Steckler, Jordan. Altman, Darrin. Atrategic Depth or Strategic Drift?: Contending
with Turkey’s Rapprochement with Syria and the Middle East. The Institute for Middle East
Studies. May. 2011.

https://cpb-us-e1.wpmucdn.com/blogs.gwu.edu/dist/6/1613/files/2018/11/Altman-Steckler-
1kd94v6.pdf

63. Svanidze, Mikheil. The Amasya Peace Treaty between the Ottoman Empire and Iran
(June 1, 1555) and Georgia. თბ., საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
მოამბე. ტ.3. N1. 2009.

http://science.org.ge/old/3-1/Svanidze.pdf

64. Tarnoff, Curt. The Marshall Plan: Design, Accomplishments, and Significance.
Congressional Research Service. January 18, 2018.

https://fas.org/sgp/crs/row/R45079.pdf

65. T. Evered, Kyle. The Truman Doctrine in Greece and Turkey: America's Cold War
Fusion of Development and Security. Vol. 13. No. 1. AWG Publishing. Toronto, Canada.
2010. Pp.50-66.

130
https://www.researchgate.net/publication/
260192194_The_Truman_Doctrine_in_Greece_and_Turkey_America's_Cold_War_fusion_of
_development_and_security

66. The Marshall Plan for Rebuilding Western Europe. Constitutional Rights Foundation.
Los Angeles. USA.

https://www.crf-usa.org/images/pdf/gates/Marshall_Plan.pdf

67. Tuzcuoğlu, Ferruh. Azerbaycan-Türkiye Eğitim İlişkileri ve TÜDİFAK Örneği.


Azərbaycan və Türkiyə Universitetlərinin Əməkdaşlıq İstiqamətləri Mövcud Vəziyyət və
Perspektivlər. Chapter: 6. Publisher: AZƏRBAYCAN DÖVLƏT İQTİSAD UNİVERSİTETİ
(UNEC) Baku. 93-123.

https://www.researchgate.net/publication/338826225_Azerbaycan-
Turkiye_Egitim_Iliskileri_ve_TUDIFAK_Ornegi

68. W. Walker, Joshua. Turkey's global strategy: introduction: the sources of Turkish
grand strategy - ‘strategic depth’ and ‘zero-problems’ in context. LSE. May 2012.

https://core.ac.uk/download/pdf/2800247.pdf

69. Yenigun, Cuneyt. The Review Article: Strategic Depth (Stratejik Derinlik). A Frank
Cass Journal. Volume: 2. Number: 2. Winter 2002. Pp. 121-126.

https://www.researchgate.net/publication/281279497_Review_Article_Strategic_Depth

დისერტაციები:

70. აფხაზავა, თეონა. ნაციონალიზმი თურქულ ისტორიოგრაფიაში. ისტორიის


მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. საქართველოს
მეცნიერებათა აკადემია, 2006.

71. ბერიძე, ზაზა თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ურთიერთობები XX


საუკუნის 90-იან წლებში. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2019.

https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13531_1.pdf

72. ბერიძე, ჯემალ. საქართველო-თურქეთის სოციალურ-პოლიტიკური და


კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე (1992-2012 წწ.),
ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, 2019.

131
https://www.bsu.edu.ge/text_files/ge_file_13399_1.pdf

73. მანჩხაშვილი, მაია. „თურქეთი და სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების


საკითხი“ (სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების თურქული მოდელები),
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018.

https://www.tsu.ge/assets/media/files/48/disertaciebi4/Maia_Manchkhashvili.pdf

74. მაჩიტიძე, ელისაბედ. თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარება და


არმია 70-80-იანი წლების დასაწყისში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის
სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996.

75. ჭიღვარია, გიორგი. თურქეთის გეოპოლიტიკა XX საუკუნის 90 -იანი წლებიდან.


ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2010.

http://doc.atsu.edu.ge/geo/sadoqtoro%20disertacia/disertacia_chigvaria.pdf

ვებ. გვერდები

https://gelecekpartisi.org.tr/

https://www.biyografi.info/

https://www.mfa.gov.tr/

https://moderndiplomacy.eu

https://www.ihh.org.tr/

http://content.time.com/

https://europa.eu/european-union/index_en

https://1tv.ge/

https://www.tccb.gov.tr/

http://www.turkey.mfa.gov.ge/

http://tbilisi.emb.mfa.gov.tr/

http://baku.emb.mfa.gov.tr/

132
https://www.theguardian.com

დანართი 1
Ivane Javakhishvili Tbilisi State University
Faculty of Humanities

MA program in Modern and Contemporary History

Mariam Khabuliani

Turkey's South Caucasian Policy in 2002-2016

The thesis is prepared for obtaining MA degree in History

Research Supervisor Giuli Alasania,

Ph.D. in History, Professor

133
Tbilisi

2021

134

You might also like