You are on page 1of 4

იოანე რომანაძე

ნუცა თვაური
გიორგი სტეფნაძე

მარკეტინგული
კამპანიები

ლექტორი: გიორგი კენჭუაშვილი

კურსი: ციფრული მარკეტინგი


1. წარუმატებელი: Airbnb

2015 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი კომპანია “Airbnb”


მომხმარებლებს მცურავი სახლის სერვისს სთავაზობს, იდეა არის
რამდენიმე ქვეყანაში ზღვის, ტბისა თუ მდინარის წყალზე განთავსებული
მოტივტივე სახლები/ოთახები, რომელიც, კომპანიის განცხადებით,
ქალაქებში მაღალ დატვირთულობასა და საცხოვრებლით
უზრუნველყოფის სიძვირისკენაა მიმართული.

2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტექსასის შტატში მდებარე


ქალაქ ჰიუსტონს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმძლავრესი ქარიშხალი
“ჰარვი” დაატყდა თავს, რომელმაც შტატს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა.

ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ქარიშხლის გავლენით ჰიუსტონი


დაიტბორა და ბევრი ამერიკელი უსახლკაროდ დარჩა, Airbnb-მ ისევ
გაავრცელა “მცურავი მსოფლიოს” კამპანია, ხოლო მომხმარებლებს
შორის აღმოჩნდნენ ჰიუსტონში მცხოვრებლებიც, კამპანიის მთავარი ხაზი
კი ელექტრონული ფოსტა იყო.

კამპანია მოიცავდა შემდეგ სლოგანებს: “როგორ გაატარო დღე ისე, რომ


არ ეხებოდე მიწას”, “დარჩი წყლის ზემოთ” და “იცხოვრე აკვატორული
ცხოვრებით მცურავი სახლების საშუალებით”.
კამპანიის მიზანი, რა თქმა უნდა, პროდუქტის პრომოცია იყო, რომელსაც
სხვადახვა პერიოდში ახდენდნენ და აღნიშნული პირველად არ
მომხდარა, თუმცა ამ შემთხვევაში დრო ასრასწორად შეიარჩიეს.

რაც შეეხება მომდევნო გადაწყვეტას, ამაზე კომპანიამ


არაჩვეულებრივად იზრუნა:
რა თქმა უნდა, Airbnb-მ გააკეთა განცხადება აღნიშნულთან მიმართებით,
მიმართა მოსახლეობას, რომ “მარკეტინგული კამპანიისთვის არასწორი
დრო შეირჩა” და ძალიან წუხდნენ. საპასუხოდ Airbnb-მ მომხმარებლებს
ახალი სერვისი შესთავაზა, რომელიც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ
მოსახლეობას აკავშირებს იმ მომხმარებლებთან, რომელთაც
საცხოვრებლით უზრუნველყოფის რესურსი აქვთ.

2. წარმატებული: Misereor

მიზერიო გერმანიაში, აახენში არსბეული არაკომერციული


საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მიზერულ
შემოწირულობებზეა ორიენტირებული, ხოლო დონაციებს
განუვითარებელ ქვეყნებში არსებულ სიღარიბესთან, ძალადობასა და
სხვა სოციალურ საკითხებთან მიმართებით გასცემს.

2014 წელს ორგანიზაციამ დონაციების გაზრდის მიზნით ახალი კამპანია


ჩაუშვა, რომელიც დონაციის გაკეთების საშუალებას ბარათის ერთი
გატარებით იძლეოდა. “Social Swipe”-ის ამ კამპანიამ ინტერნეტ სივრცეში
ძალიან დიდი გამომხაურება გამოიწვია. კამპანიამ ცხადყო თუ რამდენად
დიდი გავლენა აქვს ერთ ტრანზაქციასაც კი საზოგადოების გარკვეულ
ნაწილზე.
საზოგადოების დადებითი დამოკიდებულება გამოიხატა არაერთ
საერთაშორისო ჯილდოში, რომელიც “Social Swipe”-მა დაიმსახურა, მათ
შორის - “კანის კინოფესტივალის” ჯილდო 2014 წელს.

აღნიშნული კამპანია მოიცავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში


განთავსებულ ბილბორდებს, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგსა და
სოციალურ ქსელებს, “Social Swipe” სოციალურ სივრცეში დღემდე დიდი
პოპულარობით სარგებლობს.

You might also like