You are on page 1of 44

თეოდორ დოსტოევსკი

პატარა გმირი

(უცნობი მემუარებიდან)

მაშინ თერთმეტი წლისა ნამდვილად ვიქნებოდი. ივლისში მოსკოვის განაპირა


სოფელში გამამგზავრეს ნათესავთან, ტ-სთან, იმ დროისთვის იქ ორმოცდაათამდე
ადამიანი შეგროვებულიყო, შეიძლება მეტიც. ხმაურიანი და ხალისიანი დრო იყო.
გეგონებოდა, დღესასწაულზე აღმოჩნდი, რომელიც დაიწყო და არასდროს
დასრულდება. იმასაც იფიქრებდი, მასპინძელმა თავის თავს პირობა მისცა, რომ
უზარმაზარი ქონება რაც შეიძლება მალე გაენიავებინა, სხვათა შორის ეს ვარაუდი
ამასწინათ სრულიად გამართლდა, ანუ მოხდა ყველაფრის, პირწმინდად, სუფთად,
უკანასკნელ ნაფოტამდე განიავება . ახალი სტუმრები ყოველწუთიერად მოდიოდნენ,
მოსკოვი ძალიან ახლოს იყო, ჩანდა კიდეც, ამიტომ სტუმრები ისე მიდი-მოდიოდნენ
და უთმობდნენ ერთმანეთს ადგილს, რომ დღესასწაული თავისი რიგით
მიმდინარეობდა. გასართობი არ ილეოდა და სანახაობები ისე ცვლიდა ერთმანეთს,
რომ ბოლო არ უჩანდა. შემოგარენში ცხენით გასეირნებას ისურვებდი, მთელს
პარტიებად, ფიჭვნარში, მდინარეზე; პიკნიკები, სადილები ბუნებაში; ვახშამი, სახლის
დიდებულ ტერასაზე, სამ რიგად ჩამორიგებულ უძვირფასეს ყვავილებს შორის,
რომლებიც თავინთი არომატით ავსებდნენ ღამის გამჭვირვალე ჰაერს, დიდებული
განათებები ქალბატონებს, რომელთაგან თითქმის ყველა ისედაც ძალიან კოხტა და
ლამაზი გახლდათ, მთელი დღის შთაბეჭდილებებით გაცოცხლებულ სახეებს და მათ
მბრწყინავ თვალებს, მკვირცხლ საუბრებს, ზარების მსგავს კისკისში ჩასხმულს, კიდევ
უფრო მომხლიბლველს ხდიდა; ცეკვები, მუსიკა სიმღერა; ცა თუ მოიქუფრებოდა,
იქმნებოდა ახალი ტილოები, შარადები, ანდაზები; ეწყობოდა საოჯახო თეატრი;
ჩნდებოდნენ ენაწყლიანები, მთხრობელები, ბონმოტისტები.

1
რამდენიმე სახე განსაკუთრებით იყო პირველ რიგში გამოხატული. რა თქმა უნდა,
ბოროტსიტყვაობა და ჭორები თავისი დინებით მოედინებოდნენ, მათ გარეშე
სამყაროც არ დგას, და მილიონი ადამიანი, ბუზებივით
დაიხოცებოდამოწყენილობისგან. იმის გამო, რომ თერთმეტი წლის ვიყავი, ვერ
ვამჩნევდი ამ არსებებს, ჩემი გონება სხვა რამეებით იყო გატაცებული და თუკი
ვამჩნევდი, რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ. მოგვიანებით ერთი რამის გახსენება
მომიწია. მხოლოდ ერთი კაშკაშა ნაწილი მთელი სურათისა შეიძლებოდა
მოხვედრილიყო ჩემს ბავშვურ თვალებში, საყოველთაო აღმაფრენა, ბრწყინვალება,
ხმაური-ამ ყველაფერმა ჯერ არნახულმა და არ გაგონილმა ჩემ მიერ, ისეთი
შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პირველ დღეებში სრულიად დავიბენი და პატარა
თავი უაზროდ მიტრიალებდა.

ყველაფერს, რასაც ჩემი თერთმეტი წლის ასაკთან დაკავშირებით ვამბობ, არის ის,
რომ ბავშვი ვიყავი, არაფერი მეტი, უბრალოდ ბავშვი. ბევრი იმ ულამაზეს
ქალბატონთაგან, რომლებიც მაშინ მეფერებოდნენ, რა თქმა უნდა არ ფიქრობდნენ ჩემს
ასაკს მოფრთხილებოდნენ. უცნაური კი იყო!- რაღაც ჩემთვის გაუგებარი შეგრძნება
მეუფლებოდა; ჩემს გულში უკვე შრიალებდა, ჯერ უცნობი რამ; გაუგონარი; რატომ
მედებოდა ალი და შეშინებულივით ვთრთოდი, მოულოდნელი სიწითლე
მეღვრებოდა სახეზე. ხანდახან მრცხვენოდა და მწყინდა კიდეც ჩემი ბავშვური
პრივილეგიების გამო. სხვა დროს კი განცვიფრება მიპყრობდა, და ისეთ ადგილას
მივდიოდი, სადაც ვიცოდი, რომ ვერავინ დამინახავდა, თითქოს იმიტომ, რომ სული
მომეთქვა და რაიმე გამეხსენებინა, რაიმე ისეთი, რაც ამ დრომდე მეგონა, რომ კარგად
მახსოვდა და უცებ გადამავიწყდა, და მის გარეშე კი ვერსად გამოვჩნდებოდი და
არსად ყოფნაც არ შემეძლებოდა.

2
საბოლოოდ კი მეჩვენებოდა, რომ იყო რაღაც რაც ყველას დავუმალე, და არავითარ
შემთხვევაში არავის გავანდობდი, იმის გამო, რომ პატარა ადამიანს, ცრემლებამდე
მცხვენოდა. მალევე გრიგალის შუაგულში აღმოჩენილმა, უცნაური სიმარტოვე
ვიგრძენი. მართალია, აქ სხვა ბავშვებიც იყვნენ, მაგრამ ან ჩემზე პატარები ან ბევრად
უფროსები; და ისედაც, მათზე ფიქრისთვის არ მეცალა. რა თქმა უნდა, არაფერიც
არშემემთხვეოდა,ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩენილიყავი. ამ
ულამაზესი ქალბატონების თვალში მე ჯერ კიდევ პატარა, გამრკვეველი არსება ვიყავი,
რომელიც შეეძლოთ უცებ ყვარებოდათ, მოფერებოდნენ და თოჯინასავით ეთამაშათ.
განსაკუთრებით ერთმა მათგანმა, მომხიბვლელმა ქერათმიანმა, ფაფუკი, სქელი
თმებით, რომლის მსგავსიც მას შემდეგ არასდროს მინახავსდა ნამდვილად ვერასდროს
ვნახავ, მეგონა, რომ პირობა დადო, არ მოვესვენებინე. მე ვწუხდებოდი, მას კი, ჩვენ
გარშემო ატეხილი სიცილი ართობდა, რომელსაც თავად იწვევდა თავისი მკვეთრი და
ახირებული გამოხდომებით ჩემს მიმართ, და, როგორც ჩანს, ეს უდიდეს სიამოვნებას
ანიჭებდა. პანსიონში მეგობრებს შორის, ალბათ ქცევის გამო, სკოლის მოწაფედ
მოიხსენიებდნენ. ის საოცრად კარგი იყო, და მის სილამაზეში იყო რაღაც, რაც პირველი
შეხედვისთანავე თვალში გხვდებოდა. რა თქმა უნდა, ის არ ჰგავდა იმ მორცხვ
ქერათმიან გოგონებს, ბამბასავით თეთრებს, თეთრი თაგვებივით ან მღვდლის
შვილებივით, ნაზებს. მაღალი არ იყო, ცოტა სავსეც გახლდათ, სახის ნაზი და თხელი,
ულამაზესად დახატული ხაზებით. ამ სახეში იყო რაღაც ელვასავით მბრწყინავი, ის კი
როგორც ცეცხლი, ცოცხალი სწრაფი და მსუბუქი. მისი დიდრონი ღია თვალებიდან
თითქოს ნაპერწკლები იფრქვეოდა. ისინი ალმასებივით ელავდნენ, ვერასდროს
გავცვლი მის ულურჯეს, ნაპერკლების მრფქვეველ თვალებს, ვერანაირ შავში, თუნდაც
ისინი შავ ანდალუზიურ გამოხედვაზე უშავესიც იყოს, დიახ ეს ჩემი ქერათმიანი,
ღირდა ნამდვილად იმ შავგვრემანად, რომელსაც ძალიან ცნობილმა და საოცარმა
პოეტმა ხოტბა შეასხა და რომელმაც თავის შესანიშნავ ლექსებში მთელი კასტილია
დაიფიცა, რომ მზად იყო საკუთარი ძვლები დაემსხვრია, თუკი უფლებას მისცემდნენ,
თითით მაინც შეხებოდა მის ამ საოცრებას. დავამატებ, რომ ჩემი მზეთუნახავი

3
ყველაზე მხიარული იყო ყველა ლამაზთაგან სამყაროში, და ყველაზე ახირებულად
მოცინარი, ბავშვივით მკვირცხლი, მიუხედავად იმისა რომ ხუთი წელი გასულიყო მას
შემდეგ რაც გათხოვდა. სიცილი არ შორდებოდა მის ბაგეებს, დილის ვარდივით
ნორჩს, თითქოს იმ წამს რომ მოასწრო გაშლა, მზის პირველ სხივთან ერთად, გამოაჩინა
თავისი ალისფერი, სურნელოვანი კვირტი, ცივი ცვრის დიდრონი წვეთები, ჯერაც
რომ არ შეშრობია,

მახსოვს, რომ ჩემი ჩასვლის მეორე დღეს, საშინაო თეატრი მოაწყვეს. დარბაზი,
როგორც იტყვიან, გამოჭედილი იყო ხალხით. ერთი თავისუფალი ადგილიც კი არ იყო;
მეც რატომღაც დაგვიანება მომიწია, და სპექტაკლით ტკბობა მხოლოდ ფეხზე
დამდგარს შემეძლო. მხიარული წარმოდგენა კი სულ უფრო და უფრო მიზიდავდა წინ
და შეუმჩნევლად გავძვერი, წინა რიგებისკენ, იქ კი ერთი სავარძლის საზურგეს
დავეყდენი, რომელშიც ვიღაც ქალბატონი იჯდა. ის იყო ჩემი ქერათმიანი. მაშინ მას
ჯერ კიდევ არ ვიცნობდი. უცაბედად, თითქოს უნებლიეთ, მისმა საოცრად
მომრგვალებულმა, მაცდუნებელმა , სავსე, რძის ქაფივით თეთრმა მხრებმა წამართვეს
მზერა. სიმართლე რომ ითქვას, იმ წამს ნამდვილად სულ ერთი იყო, რას მივაპყრობდი
მზერას; ქალის საოცარ მხრებს თუოქროსფერლენტებიან ჩაჩს, ერთ ხანში შესულ
პატივსაცემ ქალბატონს პირველი რიგიდან, ჭაღარას რომ უფარავდა. ქერათმიანთან
ახლოს ერთი გადამწიფებული ქალბატონი იჯდა, რომელიც, შემდგომმა ჩემმა
დაკვირვებებმა მიჩვენა, რომ იმ კასტას განეკუთვნებოდა, ყოველთვის რომ
ცდილობენ, ახალგაზრდა, კარგი გოგონების გარემოცვაში იყვნენ, ისეთების,
ყმაწვილებს რომ არ დასდევენ. თუმცა საქმე ამაში არ არის, მთავარია, რომ როგორც კი
ამ ქალბატონმა ჩემი დაკვირვება შეამჩნია, დაიხარა მეზობლისკენ და ხითხითით
უჩურჩულა ყურში რაღაც. მეზობელი უცებ შემობრუნდა და მახსოვს, რომ ნახევრად
სიბნელეში, მისმა ცეცხლოვანმა თვალებმა ისე გაიელვეს, რომ მე ამ შეხვედრისთვის
სრულიად მოუმზადებელი, შევკრთი, თითქოს ვიწვოდი. მზეთუნახვმა გაიღიმა.

4
-მოგწონთ, რასაც თამაშობენ?- მკითხა, ეშმაკური და დამცინავი მზერით ჩამხედა
თვალებში.

-დიახ-ვუპასუხე მე, და ჯერ კიდევ გაკვირვებული ვუყურებდი, რაც ვგონებ, თავის


მხრივ სიამოვნებდა კიდეც.

-ასე რატომ დგახართ? ასე დაიღლებით; ნუთუ ადგილი არ გაქვთ?

-დიახ სწორედ ამაშია საქმე, რომ არ არის- ვპასუხობდი მე უფრო საზრუნავით


დაკავებული, ვიდრე, სილამაზის ნაპერწკლებით სავსე თვალებით, და სრული
სერიოზულობით გახარებული, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა კეთილი გული,
ვისაც საკუთარ ნაღველს გავანდობდი-ვეძებდი, მაგრამ ყველა სკამი დაკავებულია,-
დავამატე თითქოს შევჩივლე, დაკავებული სკამების გამო.

-მოდი აქ,-ცოცხლად მიპასუხა, ისეთვე სწრაფმა გადაწყვეტილებებში, როგორც


ნებისმიერი ახირებული იდეის განხორციელებაში, რაც კი ხუშტურიან თავში
გაუელვებდა- მოდი აქ, ჩემთან და კალთაში ჩამიჯექი.

-კალთაში?- გავიმეორე საგონებელში ჩავარდნილმა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემმა პრივილეგიებმა სერიოზულად დაიწყეს ჩემი


განაწყენება და ნამუსზე შეგდება. ეს ყველაფერი სასაცილოდ, მაგრამ სხვებისთვის
სამაგალითოდ საკმაოდ შორს შეტოპა. მე კი ამ ყველაფრის გარეშეც მორიდებული და
მორცხვი ბიჭი, უფრო მორიდებული გავხდი ქალების წინაშე და ამის გამო საშინლად
შემრცხვა.

-ჰო მუხლებზე! რატომ არ გინდა რომ მუხლებზე დამიჯდე?- დაიჟინა მან, და სულ
უფრო ძლიერად და ძლიერად იცინოდა, ისე რომ ბოლოს აკისკისდა, ღმერთმა იცის რა
აცინებდა, შეიძლება თავისივე ახირებაზე ან გაუხარდა რომ ძალიან შემრცხვა, თუმცა
მას ზუსტად ეს სჭირდებოდა.

5
გავწითლდი და აქეთ, იქეთ ყურება დავიწყე, ვეძებდი სად წავსულიყავი; თითქოს
მიმიხვდა და ჩემი ხელის დაჭერა მოასწრო, ზუსტად იმიტომ, რომ არსად
წავსულიყავი, თავისკენ მიმიზიდა და თავისი ცელქი, ცხელი თითები ისე მომიჭირა
რომ თითებმა მტვრევა დაიწყო, ისე ძლიერად, მთელი ძალების მოკრება მომიწია
იმისთვის, რომ არ მეყვირა, და ამასთან სასაცილოდ ვიმანჭებოდი. საშინლად
გაკვირვებულიც გახლდით, გაუგებრობაში და შეძრწუნებულიც კი, გავანობიერე რა,
რომ არსებობენ ასეთი სასაცილო და ბოროტი ქალები, რომლებიც ბიჭებს ესეთ
სისულელეებზე ელაპარაკებიან და ასე მტკივნეულად გამტვრევენ, ღმერთმა იცის
რატომ და ყველას წინაშე. ნათელია, რომ ჩემი უბედური სახე, სრულად ირეკლავდა ამ
გაუგებრობას, იმიტომ რომ ცელქი ქალბატონი, პირდაპირ თვალებში მიყურებდა და
შეშლილივით იცინოდა, და ამასობაში სულ უფრო მწარედ მიჭერდა და ამტვრევდა
ჩემს საწყალ თითებს. აღფრთოვანებისგან ჭკუაზე არ იყო, იმის გამო, რომ სკოლის
მოწაფესავით მოქცევის საშუალება მიეცა, შეაძრწუნა პატარა ბიჭი და
მისტიფიკაციამდე გააცამტვერა. სრულიად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში
გახლდით. პირველ რიგში, სირცხვილით ვიწვოდი, იმიტომ რომ გარშემო უკვე ყველა
ჩვენ გვიყურებდა, ერთნი გაურკვევლობაში იყნენ , მეორენი იცინოდნენ, მაშინვე
მიხვდნენ, რომ მზეთუნახავმა რაღაც ანცობა მოიგონა. ამას გარდა ისე მინდოდა, რომ
მეყვირა, ისეთი ძალით და გაცხარებით მიჭერდა ხელს, თითქოს ზუსტად იმიტომ რომ
არ ვყვიროდი; მე კი გადავწყვიტე, სპარტანელივით გამეძლო ტკივილისთვის, რათა
ჩემი ყვირილით არეულობა არ გამომეწვია, რასაც წარმოდგენა არ მქონდა, რა
შეიძლებოდა ჩემთვის მოჰყოლოდა. სრულიად სასოწარკვეთილმა, საბოლოდ ბრძოლა
დავიწყე, მთელი ძალით ვექაჩებოდი, რომ ჩემი საკუთარი ხელი დამებრუნებინა,
თუმცა მწვალებელი ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ბოლოს ვეღარ გავუძელი და
წამოვიყვირე,-ისიც სწორედ ამას ელოდა! იმწამს მომიშორა და შეტრიალდა, თითქოს
არაფერი მომხდარა, თითქოს მან კი არ იცელქა, არამედ ვიღაც სხვამ, ერთი-ერთში
მოსწავლესავით, რომელსაც მასწავლებლის ოდნავ შეტრიალებისთანავე, უკვე
მოსწრებული აქვს იქვე ახლო მახლო რაიმე მავნეს ჩადენა, მაგალითად პატარა სუსტი

6
ბიჭის ბწკენა, წკიპურტის ჩარტყმა, პანღურის ამორტყმა, მუჯლუგუნის გაკვრა და
მყისვე მობრუნება, მოწესრიგება და წიგნში თავის ჩარგვა, გაკვეთილის ზუთხვა და
ხმაურზე შევარდენივით მსგავსად მივარდნილი, განრისხებული ბატონი
მასწავლებლის პირში ჩალაგამოვლებულის დატოვება.

ჩემდა საბედნიეროდ, საერთო ყურადღება, ამ დროს, მიმართული იყო,


მასპინძლის ოსტატური თამაშისაკენ, რომელიც, რაღაც სკრიბის კომედიურ პიესაში
მთავარ როლს თამაშობდა. აპლოდისმენტების ხმაურში, გავძვერი რიგიდან და
დარბაზის მეორე ბოლოში გავიქეცი სადაც სვეტის უკან დამალული, შიშით
ვიყურებოდი წინ სადაც ვერაგი მზეთუნხავი იჯდა. ის ჯერ კიდევ იცინოდა, ტუჩებს
კი ცხვირსახოცით იფარავდა და ყველა კუთხეში დამეძებდა თუმცა კიდევ დიდხანს არ
მოუხედავს უკან-ალბათ ნანობდა რომ ჩვენი გიჟური შერკინება ასე მალე დასრულდა,
და იმ ფიქრით, კიდევ რა ეცელქა.

ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, იმ საღამოს შემდეგ კი ნაბიჯითაც კი არ


მცილდებოდა. ყოველმხრივ ზღვარგადასული და უსინდისო იყო მის მიერ ჩემი დევნა,
ის ჩემს პირად ტირანად იქცა. მისი საქციელების მთელი კომიზმი იმაში
მდგომარეობდა, რომ გეგონებოდათ ყურებამდე შეყვარებული იყო ჩემზე და ყველას
წინაშე ჭრილობას მაყენებდა.რა თქმა უნდა, მე, ველურს, ძლიერ მიმძიმდა ეს
ყველაფერი და ცრემლებამდე მწყინდა. რამდენჯერმე ისეთ სერიოზულად კრიტიკულ
მდგომარეობაში ვიყავი, რომ მზად ვიყავი, მეჩხუბა ჩემს მზაკვარ გამაღმერთებელთან.

ჩემი გულუბრყვილო უხერხულობა და სასოწარკვეთილი სევდა თითქოს ფრთებს


ასხამდა მას, რომ ბოლომდე ვედევნე. მან სიბრალული არ უწყოდა, მე კი _ სად
დავმალულიყავი მისგან. სიცილი, რომელსაც ის ჩვენ გარშემო იწვევდა, მხოლოდ
ახალი სიცელქეებისკენ აქეზებდა. საბოლოოდ მისი ხუმრობები ცოტა შორს წასულად
ეჩვენათ. და მართლაც როგორც ვიხსენებ, ნამდვილად ბევრის უფლებას აძლევდა
თავის თავს ჩემნაირ ბავშვთან.

7
რას ვიზამთ, ის მთელი არსებით ასეთი ანცი იყო. როგორც შემდეგ გავიგე, ყველაზე
მეტად საკუთარმა ქმარმა გაანებივრა, ის კი ძალიან მსუქანი, ძალიან არატანმაღალი
და ძალიან წითელი კაცი იყო, ძალიან მდიდარი და საქმიანი, ყოველ შემთხვევაში
გარეგნულად. მუდამ მოძრავი და დაკავებული, ერთ ადგილას ორ საათსაც ვერ
ჩერდებოდა. ყოველდღე მოსკოვში ჩადიოდა, ხანდახან დღეში ორჯერაც, როგორც
თვითონ ირწმუნებოდა, საქმეებზე. უფრო მხიარულს და უბრალოს, ასეთი კომიკური
და ამავდროულად მოწესრიგებული ფიზიონომიით, ძნელად თუ იპოვიდით.
სისუსტემდე და საცოდაობამდე უყვარდა ცოლი, ის უბრალოდ, როგორც კერპს
ეთაყვანებოდა მას.

ეს მას არაფრით ზღუდავდა. მეგობრები, ბიჭებიც და გოგონებიც, მრავლად ჰყავდა.


პირველ რიგში, იშვიათად იპოვიდით ვინმეს, ვისაც არ უყვარდა, მეორე მხრივ კი
თავად ქარაფშუტა, არც ისე დაკვირვებით ირჩევდა მეგობრებს, თუმცა მისი ხასიათის
საფუძველი მეტად სერიოზული გახლდათ, ვიდრე თქვენ ჩემი მონაყოლიდან
გამომდინარე წარმოიდგენთ. ყველა მის მეგობარს შორის ერთი ახალგაზრდა
ქალბატონი განსაკუთრებით უყვარდა და გამოარჩევდა. ის მისი შორეული ნათესავი
იყო და ამჟამად ჩვენს საზოგადოებაში იმყოფებოდა. მათ შორისნაზი, დახვეწილი
კავშირი იგრძნობოდა, ეს იმ კავშირის მსგავსი გახლდათ, რომელიც ხანდახან ორი
ხასიათის შეხვედრისას იბადება, რომლებიც ხშირად ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებულია, თუმცა ერთ-ერთი უფრო მკაცრი, ღრმა და მეორეზე სუფთაა, ამ
დროს მეორე კი ამაღლებული მორჩლებითა და ღირსეული თვითშეფასების
უნარითგამოირჩევა,სიყვარულით ემორჩილება პირველს, აცნობიერებს რა მის
უპირატესობას, და მათ მეგობრობას ბედნიერების მსგავსად ინახავს გულში. სწორედ
ამ დროს იწყება ასეთი ნაზი და კეთილშობილურად დახვეწილი ურთიერთობა ასეთ
ხასიათებს შორის: ერთის მხრივ სიყვარული და ბოლომდე დათმობა, და სიყვარული
და პატივისცემა - მეორე მხრივ, თითქმის შიშამდე დასული პატივისცემა, საკუთარი
თავის მიმართ შიში, იმ ადამიანის თვალებში, ვისაც ასე ძლიერ უფრთხილდები,
ეჭვამდე და დაუკმაყოფილებელ სურვილამდე მისული სწრაფვა, რომ სულ უფრო და

8
უფრო მეტად დაუახლოვდე მის გულს. ორივე მეგობარი ერთი ასაკის იყო, თუმცა მათ
შორის ყველაფერში უდიდესი სხვაობა იყო, დაწყებული სილამაზით. M-me M ასევე
კარგი გოგონა იყო, მის სილამაზეში იყო რაღაც განსაკუთრებული, რაც მკაფიოდ
გამოარჩევდა კარგი გოგონების ბრბოსაგან; მის სახეში იყო ისეთი განსაკუთრებული
რამ, რაც იმწამს მისკენ მიგიზიდავდა და ყველანაირ სიმპატიას გაგრძნობინებდა, ან
უკეთ რომ ითქვას, კეთილშობილურ, ამაღლებულ სიმპათიას აღვიძებდა მასში ვინც
მას შეხვდებოდა. არსებობს ასეთი ბედნიერი სახეები, მის სიახლოვეს ყველა უკეთესი,
მეტად თავისუფალი, უფრო თბილი ხდება, და მართალია მისი დიდრონი , ცეცხლით
და ძალით სავსე თვალები მორცხვად და მოუსვენრად იყურებოდნენ, თითქოს
ყოველწუთიერ შიშში, ბრაზის და რაიმე მტრულის წინაშე, ეს უცნაური სიმორცხვე ,
უწყინარი, მშვიდი ნაკვთები, იტალიელი მადონების ნათელ სახეებს მოგაგონებდათ,
მისი ცქერისას მალევე მასავით სევდიანი გახდებოდით საკუთარი და, ასევე, საერთო
ყოვლისმომცველი სევდით. ეს ფერმკრთალი და გამხდარი სახე, მისი სილამაზის
უზადო სუფთა, სწორი ხაზები, მოწყენილობა, დამალული სევდა, მის პირველყოფილ
ბავშვურ ნათელ გარეგნობას სინათლით, მიმნდობი - არც ისე შორს დარჩენილი
წლების და შესაძლოა გულუბრყვილო ბედნიერების ხატებით ავსებდა. მისი ჩუმი,
მორცხვი, მერყევი ღიმილი სულის სიღრმდემდე შეგძრავდათ, თანამოზიარეს
გაგხდიდათ, გულებში უნებურად იბადებოდა, ტკბილი, მხურვალე ზრუნვა, ეს
შეგრძნება მის ნაცვლად საუბრობდა და ჯერ კიდევ შორეულსა და სრულიად უცხოს,
მონათესავე სულად გაგხდიდათ. ეს ლამაზი ქმნილება ჩუმი, იდუმალი, და, ამავე
დროს, არ არსებობდა ქმნილება, უფრო ყურადღებიანი და მოსიყვარულე, თუკი ვინმეს
თანაგრძნობა სჭირდებოდა. ცხოვრებაში არსებობენ მოწყალების დების მსგავსი
ქალები . მათ წინაშე შეგიძლიათ, არაფერი დამალოთ, ყოველ შემთხვევაში ის მაინც,
რაც სულს სტკივა და აწყლულებს. ვისაც გტკივათ და იტანჯებით, უშიშრად მიდით
მათთან, იმედით და ნუ შეგეშინდებათ, რომ დაამძიმებთ, იმიტომ რომ მხოლოდ
მცირედმა ჩვენგანმა იცის, რამდენის დამტევი და დამთმენი სიყვარული გააჩნიათ,
რამდენი თანაგრძნობა და მიმტევებლობა იმალება ასეთი ქალის გულში. სიმპათიის

9
მთელი საგანძური, ნუგეში, იმედი ინახება ამ სუფთა გულებში, ხშირად
დაწყლულებულში, იმის გამო, რომ ვის გულსაც ძლიერად უყვარს, ძლიერადვე
მოწყენილია, იქ, სადაც წყლული ცნობისმოყვარე თვალთაგან დამალულია, სევდა
უფრო ღრმა, ჩუმი და გარინდულია. მათ არ აშინებთ ჭრილობის სიღრმე, არც მისი
ხრწინლება და არც სიმყრალე; ვინც მათ მიუახლოვდება, ეს ნიშნავს, რომ ღირსია;
ისინი კი თითქოს გმირობისთვის არიან დაბადებულნი. M-me M მაღალი იყო,
მოქნილი და ტანადი, თუმცა უფრო თხელი. არათანაბრად მოძრაობდა თითქოს,
ხანდახან ნელი, ნარნარი და ამასთან მნიშვნელოვანი, ხანდახან ბავშვურად სწრაფი,
მის მოძრაობებში მორცხვი მორჩლება გამოსჭვიოდა, რაღაც მთრთოლვარე და
დაუცველი, მაგრამ არავის სთხოვდა და ემუდარებოდა დაცვას.

უკვე ვთქვი, რომ, მზაკვარი ქერათმიანის არც თუ საქებარი საქციელები


მარცხვენდა, ჭრილობას მაყენებდა და სისხლამდე მაწყლულებდა. ამას კი ერთი
საიდუმლო მიზეზიც ჰქონდა, უცნაური, სულელური, რომელსაც ვმალავდი, კაშჩეის
მსგავსად ვუფრთხილდებოდი და მასზე ერთი გაფიქრებაც საკუთარ თავთან პირისპირ
დარჩენილს სადმე გასაიდუმლოებულ, ბნელ ადგილას, სადაც ვერ მწვდებოდა, , ვინმე
ლურჯთვალება გაიძვერა ინკვიზიტორის დამცინავი მზერა, ამ საგანზე ერთი
გაფიქრებაც კი უხერხულობისგან სუნთქვას მიკრავდა, სირცხვილი და შიში- ერთი
სიტყვით, შეყვარებული ვიყავი, დავუშვათ, რომ სისულელეს ვჩმახავ: არა
შეუძლებელია, და ყველა იმ ადამიანისგან ვინც გარს მეხვია, ერთადერთი სახეს რატომ
პოულობდა ჩემი ყურადღება? რატომ მიყვარდა მხოლოდ მისთვის მზერის დადევნება,
თუმცა მტკიცედ შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი მესაქმებოდა იმისთვის რომ
ქალებისთვის მეცქირა და ნაცნობობა ჩამომეგდო. უფრო ხშირად ეს საღამოობით
ხდებოდა, როცა ავდარი ყველას ოთახებში გამოკეტავდა მე კი დარბაზის რომელიმე
კუთხეში ვიმალებოდი, უაზროდ ვიყურებოდი აქეთ-იქით, ვერანაირ სხვა გასართობს
ვერ ვპოულობდი, იმიტომ, რომ ჩემი მდევნელების გარდა დიდად არავინ
მესაუბრებოდა, ასეთი საღამოები კი გაუსაძლისად მაწყენდა. მაშინ ვიწყებდი
ახლომახლო მყოფ სახეებზე დაკვირვებას, ვუსმენდი მათ საუბრებს, საიდანაც ხშირად

10
არაფერი მესმოდა, ამ დროს კი M-me M-ს ჩუმ გამოხედვას, უწყინარ ღიმილს და
ულამაზეს სახეს(იმიტომ რომ ის იყო) ღმერთმა იცის რატომ, ჩემი მონუსხული,
(მოჯადოებული) ყურადღება იჭერდა და აღარ წაიშლებოდა ეს უცნაური,
გაურკვეველი, მიუწვდომლად ტკბილი, ჩემი შთაბეჭდილება. ხშირად ასე ვიჯექი
საათობით და ვერ ვწყდებოდი მას. შევისწავლე მისი ყველა ჟესტი, ყველა მოძრაობა,
ყურადღებით ვისმენდი მის ღრმა, ვერცხლისფერ და ოდნავ ყრუ ხმას და უცნაური რამ
მოხდა!-ყველა დაკვირვებიდან მორცხვ და ტკბილ შთაბეჭდილებებთან ერთად
მიუწვდომელი ცნობისმოყვარეობა გამოვიტანე. იცით რას გავდა, თითქოს
ვცდილობდი რაიმე საიდუმლომდე მიმეღწია...

ყველაზე მტანჯველი იყო, თუკი M-me M-ს თანდასწრებით დამცინებდნენ.


დაცინვა და კომიკური დევნა, ჩემი გაგებით, მამცირებდა კიდეც და როდესაც საერთო
სიცილი ჩემსკენ იყო მომართული, რომელშიც ხანდახან, M-me M-ც უნებლიედ
იღებდა მონაწილეობას, სასოწარკვეთილი და ტკივილისგან გონდაკარგული,
გავურბოდი ტირანებს და ზემოთ ავრბოდი, სადაც დარჩენილ დღეს ვატარებდი
კიდეც, ისე რომ დარბაზში მყოფთაგანს არავის ენახა ჩემი სახე. აღსანიშნავია, რომ
თავად არ მესმოდა ჩემი სირცხვილის და არც მღელვარების. ჩემში მთელი პროცესის
გადატანა გაუცნობიერებლად ხდებოდა; M-me M-სთვის ჯერ ორი სიტყვაც კი არ
მქონდა ნათქვამი, ვერ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. ერთ საღამოს კი, ჩემთვის გაუსაძლისი
დღის შემდეგ, სეირნობისას სხვებს ჩამოვრჩი, დაღლილი ვიყავი და სახლში ბაღის
გავლით ვბრუნდებოდი. ამ დროს ერთ ერთ განმარტოებულ ხეივანში სკამზე
მარტოდმარტო მჯდომი M-me M შევნიშნე, თითქოს სპეციალურად შეერჩია ასეთი
განცალკევებული ადგილი, თავი მკერდისკენ ჰქონდა დახრილი და ხელით
ცხვირსახოცს აწვალებდა. ისეთი ჩაფიქრებული იყო, რომ ვერც შეამჩნია, როგორ
გავუსწორდი.

დამინახა თუ არა, სწრაფად წამოდგა და შეტრიალდა, დავინახე რომ სწრაფად


მოიწმინდა თვალები. ის ტიროდა. შეიშრო რა ცრემლები, ჩემთან ერთად გამოემართა

11
სახლისკენ. არ მახსოვს რაზე ვსაუბრობდით, თუმცა ყოველწუთიერად ცდილობდა
სხვადასხვა მიზეზით ისევ მარტო დარჩენილიყო, ხან ყვავილის მოსაწყვეტად
მაგზავნიდა, ხან სანახავად გვერდითა ხეივანში ცხენზე ვინ იყო ამხედრებული,
როგორც კი მოვშორდებოდი ცხვირსახოცით ისევ ჯიუტ ცრემლებს იწმენდდა,
რომლებიც არაფრისდიდებით არ ტოვებდნენ, ისევ და ისევ გულში ადუღებულნი
მისი საწყალი თვალებიდან ცვიოდნენ. ვხვდებოდი, რომ ახლა მისთვის ზედმეტი
ტვირთი ვიყავი, იმის გამო, რომ ასე ხშირ-ხშირად მგზავნიდა სადმე და თვითონაც კი
ხედავდა, რომ ყველაფერი შევამჩნიე, მაგრამ თავის შეკავება არ შეეძლო და მეც გული
მიკვდებოდა მის გამო. სასოწარკვეთილებამდე გამწარებული ვიყავი საკუთარ თავზე,
ვწყევლიდი მიუხვედრელობის და მოუსაზრებლობის გამო, ვერაფრით მოვიფიქრე,
მოხერხებული გზა იმისათვის, რომ ჩამოვრჩენოდი, არ ვიმჩნევდი, რომ მის ტკივილს
ვხედავდი, მაგრამ სევდიანი გაურკვევლობით აღვსილი, გვერდით მივყვებოდი,
მეშინოდა კიდეც, სრულიად დავიკარგე, ერთი სიტყვაც კი ვერ მოვძებნე,
გასამხნევებლად და ჩვენი გაღატაკებული საუბრის გასაგრძელებლად.

ამ შეხვედრამ იმდენად შემძრა, რომ მთელი საღამო ხარბი ცნობისმოყვარეობით,


ფრთხილად ვადევნებდი თვალს M-me M-ს , სიმართლე რომ ითქვას, თვალი არ
მომიშორებია. ისე მოხდა, რომ ჩემი დაკვირვებისას ორჯერ მოულოდნელად
გამომიჭირეს, და მეორე ჯერზე, შემიმჩნია და გაიღიმა. ეს მისი ერთადერთი ღიმილი
იყო მთელი საღამოს განმავლობაში. სევდა ჯერ კიდევ არ ტოვებდა მის სახეს,
რომელიც ძალიან ფერმკრთალი იყო. მთელი ამ დროის მანძილზე ჩუმად
ესაუბრებოდა ხანში შესულ ქალბატონს, ბოროტს და კაპასს, რომელიც არავის უყვარდა
მისი ჯაშუშობისა და ჭორების გავრცელების გამო, მაგრამ მისი ყველას ეშინოდა, და
ნებსით თუ უნებლიეთ, უწევდათ, ყველანაირად ეამებინათ..

ათი საათისთვის M-me M-ს ქმარი დაბრუნდა, მანამდე დაჟინებით ვადევნებდი


თვალს, ისე რომ არც მომიშორებია მისი სევდიანი სახისთვის; ახლა კი ქმრის
მოულოდნელად გამოჩენისთანავე, დავინახე, რომ მისი სახე შეკრთა, და ისედაც

12
ფერმკრთალი, ცხვირსახოცზე თეთრი შეიქნა. ეს იმდენად აშკარა იყო, რომ ყველამ
შეამჩნია. იქვე საუბრის ნაწყვეტები მომესმა, აღნიშნავდნენ რომ საწყალი M-me M ,
კარგად არ იყო. ამბობდნენ რომ მისი ქმარი ეჭვიანია როგორც ოტელო, მაგრამ არა
სიყვარულის არამედ, თავმოყვარეობის გამო. პირველ რიგში ის იყო ევროპელი
თანამედროვე, ახალი იდეების წარმომადგენელი, და მათით ამაყი. გარეგნულად
შავგვრემანი, მაღალი და განსაკუთრებით მკვრივი ბატონი, ევროპული
ბაკენბარდებით, თვითკმაყოფილი ღაჟღაჟა სახით, შაქარივით თეთრი კბილებით და
უზადოდ ჯენტლმენურად წარმოსადეგი. მას ჭკვიან ადამიანად იხსენიებდნენ.
სხვადასხვა წრეებში ერთ განსაკუთრებულ სახეობას, სხვის ხარჯზე ჩასუქებული
ადამიანებისა, რომელიც საერთოდ არაფერს აკეთებს, რომელსაც საერთოდ არაფრის
კეთება არ უნდა, და რომელსაც მუდმივი სიზარმაცის და არაფრისკეთების გამო,
გულის მაგივრად ცხიმის ნაჭერი აქვს. მათგან კი მუდმივად ისმენ, რომ სრულიად
ჩახლართული, მტრული გარემოებების გამო, საქმე არ აქვთ, და მათ „გენიას ახშობენ“
და ამის გამო „მათი ცქერა წუხილს იწვევს“. ეს მათი მოგონილი გაბუქებული
გამოთქმაა, მათი mot d'ordre, მათი საიდუმლო სიტყვა და ლოზუნგი, ფრაზა,
რომელსაც ჩემი მაძღარი მსუქნები, ყოველწუთიერად ფლანგავენ, რაც უკვე დიდი
ხანია, საკმაოდ მომაბეზრებელია, როგორც გამოცხადებული ტარტიუფობა და
ცარიელი სიტყვა. თუმცა, ამ სახალისო არსებათაგან ზოგიერთი, ვერასდროს რომ ვერ
პოულობს, რა აკეთოს - რაც სხვათა შორის არასდროს უძებნიათ,- სწორედ იმას
უმიზნებენ, რომ ყველამ ის კი არ იფიქროს, რომ გულის ნაცლად ცხიმის ნაჭერი აქვთ,
არამედ პირიქით, ამბობდნენ , რომ მათში უდიდესი სიღრმეა, თუმცა კერძოდ რა,- ამის
შესახებ წინდახედულობის გამო, ყველაზე მოწინავე ქირურგიც კი არაფერს
გეტყოდათ. ეს ბატონები სამყაროში იმიტომ არსებობენ, რომ ყველა მათი ინსტინქტი
უხეში კბილების ალესვაა ცინიზმისკენ, ყველაზე მდაბიო განსჯისკენ და
ზღვარგადასული სიამაყისკენ იყოს მიმართული. მათ სხვა საქმე არ აქვთ, გარდა იმისა
, რომ ხაზი გაუსვან და სხვისი შეცდომებსა და სისუსტეებს მუდმივად ხაზი გაუსვან,
იქედან გამომდინარე, რომ მათში იმდენი სიკეთეა, რამდენიც ერთი ხამანწკის

13
ხვედრია, მათ არ უჭირთ თავდაცვით მდგომერეობაში მყოფობა და ადამიანებთან
საკმაოდ წინდახედულად თანაცხოვრება. ამით გადამეტებულად ამაყობენ კიდეც.
ისინი, მაგალითად, თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ლამის მთელი სამყარო
ბეგარის ქვეშ ჰყავთ, თითქოს ხამანწკაა, რომელსაც იმარაგებენ; რომ მათ გარდა ყველა
სულელია; რომ ყველა სხვა ფორთოხალია ან ღრუბელი, რომელსაც ისინი ნელ-ნელა
გამოწურავენ, სანამ წვენი დასჭირდებათ; რომ ისინი არიან ყველას ბატონ-პატრონნი,
და ეს საქებარი წესრიგი, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ ისინი ასეთი
ჭკვიანები და ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანები არიან. მათი ზღვარგადასული
სიამაყე არ უშვებს მათში ნაკლოვანებების არსებობას. ისინი, ცხოვრებისეული
თაღლითების ისეთ სახეობას განეკუთვნებიან, თანდაყოლილ ტარტიუფებს და
ფალსტაფებს, რომლებიც იქამდე გათაღლითდნენ, რომ ბოლოს თავად ირწმუნეს, რომ
ასეც უნდა იყოს, ანუ, რომ უნდა იცხოვრონ და ითაღლითონ; ისეთი ზღვარგადასული
სიხშირით არწმუნებდნენ ყველას თავიანთ პატიოსნებაში, რომ ბოლოს თავად
დაიჯერეს, რომ მართლაც ასეა, და რომ მათი თაღლითობა პატიოსანი საქმეა.
საკუთარი შინაგანი სამსჯავროსათვის, კეთილშობილი თვითშეფასებისთვის არ
გამოდგებიან, სხვა ყველაფრისთვის კი ძალიან მსუქნები არიან. პირველ პლანზე
მათთვის, ყოველთვის და ყველაფერში თავიანთი ოქროს არსებაა, მათი მოლოქი და
ბაალი, მათი დიდებული მე. მთელი სამყარო და ბუნება მათთვის ერთი დიდებული
სარკეა, რომელიც იმისთვისაა შექმნილი, რომ ჩემი კერპი, მუდამ მასში უცქერდეს
თავს, და ვერაფერს და ვერავის ამჩნევდეს სხვას. ამის შემდეგ ადვილია, რომ
დედამიწის ზურგზე ყველაფერს ასე დამახინჯებულად აღიქვამდე. ყველა
შემთხვევისთვის აქვთ მზა ფრაზა, და რაც მათი მხრიდან ზემოხერხებულობაზე
მიუთითებს,-ყველაზე მოდური ფრაზა. ისინი ხელს უწყობენ ამ მოდას, ლიტონი
სიტყვებით ავრცელებენ , ყველა გზაჯვარედინზე იმ აზრს, რომლის წარმატების
სუნსაც იგრძნობენ. სწორედ მათ აქვთ ეს გეში, რომ სწორად იყნოსონ მოდური ფრაზა
და სხვებზე ადრე დაისაკუთრონ, თითქოს მათგან წამოვიდა. ყველაზე მეტად ისეთ
ფრაზებს იმარაგებენ, რომლებიც მათ სიღრმისეულ სიმპათიას გამოხატავს

14
კაცობრიობისადმი, იმ განსაზღვრებით, რომ ეს ყველაზე სწორი და გონებით
გამართლებული ფორმაა ფილანტროპიისა, და ბოლოს, განუწყვეტლივ სჯიან
რომანტიზმს, ანუ, ყოველივე ულამაზესსა და ჭეშმარიტს, რომლის თითოეული ატომი
განუსაზღვრელად ძვირფასია მთელ მათ უხერხემლო მოდგმასთან შედარებით.
ყველაზე უხეში ფორმით უარყოფენ ჭეშმარიტებას, რომელიც ჯერ კიდევ
არაპირდაპირი, გარდამავალი, არასრული ფორმით არსებობს, ხელს კრავენ
ყველაფერს, რაც არ მომწიფებულა, არ დაღვინებულა და ჯერ კიდევ დუღს. მაძღარმა
ადამიანმა, მთელი ცხოვრება ხალისით განვლო, მზამზარეულზე, თავად არაფერი
გაუკეთებია, და არ იცის, რა რთულია თითოეული საქმის აღსრულება, და ამიტომაც
ნამდვილი უბედურებაა, რაიმე უხეშით შეეხო მათ ცხიმიან გრძნობებს. ამას ისინი
არასდროს გაპატიებენ, ყოველთვის ემახსოვრებათ და სიამოვნებით გადაგიხდიან
სამაგიეროს. ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ჩემი გმირი, არც მეტი
არც ნაკლები, ვეებერთელა, შეუძლებლობამდე გაბერილი ტომარაა, სენტენციებით,
ყველა წარმოშობის და სახეობის იარლიყებითა და მოდური ფრაზებით აღსავსე.

თუმცა უნდა ითქვას, რომ M-r M ქონდა გარკვეული განსაკუთრებულობა და


აღსანიშნავი ადამიანიც გახლდათ. მახვილი ენის პატრონი, მოლაყბე და მთხრობელი,
სასტუმრო ოთახებში მის გარშემო ყოველთვის იკვრებოდა წრე. იმ საღამოს
განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა შეძლო. საუბარი ხელთ იგდო.
მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ, მხიარული, რაღაცით გახარებული და ყველა
აიძულა, მისთვის ეცქირათ. ამ დროს კი m-me M სნეულივით გამოიყურებოდა; ისეთი
სევდიანი სახე ჰქონდა, რომ წამით მომეჩვენა, რომ მის გრძელ წამწამებზე, ისევ
ათრთოლდებოდნენ წეღანდელი ცრემლები. ამ ყველაფერმა, როგორც უკვე
მოგახსენეთ, სულის სიღმემდე შემძრა და გამაკვირვა. უცნაური ცნობისმოყვარეობით
აღვსილი წავედი, და მთელი ღამე m-r M მესიზმრებოდა. მას შემდეგ და მანამდეც
იშვიათად მინახავს უაზრო სიზმრები.

15
მეორე დღეს, ადრიანად, დამიძახეს ცოცხალი სურათების რეპეტიციაზე, სადაც
საკუთარი როლი მქონდა. ცოცხალი სურათები, თეატრი და შემდეგ წვეულება- ეს
ყველაფერი, ხუთი დღის შემდეგ, ერთ საღამოს დაინიშნა, საოჯახო დღესასწაულის
მიზეზით- ჩვენი მასპინძლის უმცროსი ქალიშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად.
ამ თითქმის იმპროვიზებულ დღესასწაულზე მოსკოვიდან და ახლომდებარე
აგარაკებიდან დამატებით ასი ადამიანი მოიწვიეს, დიდი ფუსფუსი, შფოთვა, და
ალიაქოთი იდგა. რეპეტიცია, ან უკეთ რომ ვთქვათ კოსტუმების მორგება, უდროო
დროს, დილით დანიშნეს. იმის გამო, რომ ჩვენი რეჟისორი, ცნობილი მხატვარი Р,
ჩვენი მასპინძლის მეგობარი და სტუმარი, რომელიც მასთან მეგობრობის გამო
დათანხმდა თავის თავზე აეღო თხზულების შექმნაც და სურათების დადგმაც, ასევე,
ჩვენი მომზადება, ქალაქისკენ მიიჩქაროდა დღესასწაულის საბოლოო
სამზადისისათვის და ბუტაფორიული ნაწილის შესაძენად, ამიტომაც დროის
დაკარგვა არ შეიძლებოდა. ჩვენ ორნი, მე და m-me M ერთ ნახატში ვმონაწილეობდით.
ნახატი შუასაუკუნეების სცენას ასახავდა და „ციხესიმაგრის ქალბატონი და მისი პაჟი“
ერქვა.

გამოუთქმელი უხერხულობა ვიგრძენი, როდესაც m-me M-სთან ერთად


რეპეტიციაზე აღმოვჩნდი. სულ მეჩვენებოდა, რომ ის ჩემი თვალებიდან გუშინდელის
შემდეგ ჩემს გონებაში ჩასახულ ყველა ფიქრს, ეჭვს, დასკვნას, ამოიკითხავდა, . მე კი
სულ მეჩვენებოდა, რომ თითქოს მის წინაშე დამნაშავე ვიყავი, როდესაც
აცრემლებულს თავს წავადექი და მის დარდს ხელი შევუშალე, უნებურად ალმაცერად
უნდა ეცქირა ჩემთვის, როგორც უსიამოვნო მოწმისა და მისი საიდუმლოს
დაუპეტიჟებელი მონაწილესათვის. მადლობა ღმერთს, ყოველივე დიდი თავის
ტკივილის გარეშე წარიმართა. მე უბრალოდ ვერ შემამჩნიეს. მას არც ჩემთვის
სცხელოდა და არც რეპეტიციისთვის; გაფანტული, მოწყენილი, მოქუფრული და
ჩაფიქრებული იყო; ეტყობოდა, რომ ძალიან დიდი საზრუნავი სტანჯავდა. ჩემი როლი
ჩავამთავრე, გავიქეცი, გამოვიცვალე და ათ წუთში ბაღის ტერასაზე გავედი. ზუტად
ამ დროს სხვა კარიდან m-me M გამოვიდა, და ზუსტად ჩვენს საწინააღმდეგო მხარეს,

16
მისი თვითკმაყოფილი მეუღლე გამოჩნდა, რომელიც ბაღიდან ბრუნდებოდა, სადაც
ქალბატონების მთელი ჯგუფი მიაცილა და რომელიღაც მოცლილ cavalier servant
პირდაპირ ხელიდან ხელში გადაულოცა. ცოლ-ქმრის შეხვედრა, როგორც ჩანს,
მოულოდნელი აღმოჩნდა. M-me M რატომღაც, მოულოდნელად შეცბა, და მის
მოუთმენელ მოძრაობაში მსუბუქი წყენა გამოკრთა. ქმარი ურადელად უსტვენდა
რაღაც არიას და მთელი გზა, ღრმა ფიქრით მოცული ისწორებდა ბაკენბარდებს, ახლა
კი ცოლთან შეხვედრისას, მოიღუშა და, როგორც ახლა მახსენდება, მტკიცედ
ინკვიზიტორული მზერით შეათვალიერა.

-თქვენ ბაღისკენ?-ჰკითხა მან, შეამჩნია რა მის ხელში მომცრო ქოლგა და წიგნი.

-არა, კორომში-უპასუხა და ონდავ გაწითლდა.

-მარტო?

-მასთან ერთად.. ჩაილაპარაკა m-me M, და ჩემზე მიუთითა.-დილიდან მარტო


ვსეირნობ-დაამატა თითქოს ოდნავ მერყევად, გაურკვეველი ხმით, ზუსტად ისეთით
ცხოვრებაში პირველად რომ ცრუობენ.

-ჰმ, არადა სწორედ ახლა მივაცილე იქ მთელი კამპანია. ყველა ყვავივლებიან


ფანჩატურში იკრიბება Н-ს გასაცილებლად. მიემგზავრება, გაიგებდით, როგორი
უბედურება შეემთხვა ოდესაში.. თქვენი ბიძაშვილი (ქერათმიან ქალიშვილზე
ამბობდა) თან იცინის და თან ტირის, ერთდროულად, ვერ გაიგებ მისას. სხვათაშორის
მან მითხრა, რომ თქვენ Н-ზე გაბრაზებული ხართ და ამიტომაც არ მიხვედით
გასაცილებლად. რა თქმა უნდა უაზრობაა არა?

-ის ხუმრობს -პასუხობდა m-me M, და ტერასის კიბეებზე ეშვებოდა.

-მაშ, ეს არის თქვენი ყოველდღიური cavalier servant?-დაამატა m-r M-მ , პირი


მოეღრიცა და თავისი ლორნეტი ჩემსკენ მომართა.

17
-პაჟი!-დავიყვირე ლორნეტის და დამცინავი ხმის გამო გაბრაზებულმა, პირდაპირ
სახეში დავცინე და ტერასის სამ საფეხურს ერთიანად გადავახტი.

-ბედნიერი გზა!- ჩაილუღლუღა m-r M-მ და თავის გზაზე წავიდა.

მე, როგორც კი ქმარს ჩემზე მიუთითა, m-me M-ს მივუახლოვდი, და ისე


ვიყურებოდი, თითქოს მთელი საათის წინ მომიპატიჟა სასეირნოდ და უკვე მთელი
თვე მასთან ერთად ვსეირნობდი დილაობით. თუმცა ვერაფრით მივხვდი ასე რატომ
შეცბა, დაიმორცხვა და რა ხდებოდა მის გონებაში, როცა ამ პატარა სიცრუისთვის
გადაწყვიტა მიემართა? რატომ არ თქვა, რომ უბრალოდ მარტო მიდიოდა? ახლა აღარ
ვიცოდი, როგორ მეცქირა მისთვის; თუმცა გაკვირვებისგან მოცელილი, უკიდურესი
გულუბრყვილობით ფრთხილად, მის სახეს გავხედავდი; მაგრამ ზუსტად ისე,
როგორც ერთი საათის წინ, რეპეტიციაზე, არც ჩემს მზერას იმჩნევდა და არც ჩემს უხმო
კითხვებს. მის სახეზე მღელვარებაში, სიარულში ზუსტად იგივე მტაჯველი
საფიქრალი ირეკლებოდა, თუმცა უფრო ღრმა, ვიდრე მაშინ.

სადღაც მიიჩქაროდა, სულ უფრო და უფრო უმატებდა სვლას მოუსვენრად


იხედებოდა,ყველა ხეივანში, ყველა გამჭოლ კორომში, ბაღის მხარეს ტრიალდებოდა.
მეც რაღაცას მოველოდი. მოულოდნელად ჩვენს უკან ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა.
ეს იყო, Н-ს, რომელსაც ასე მოულოდნელად მოუხდა ჩვენი საზოგადოების დატოვება,
გამცილებელი ქალი და კაცი მხედრების მთელი კავალკადა .

ქალბატონებს შორის ჩემი ქერათმიანიც იყო ვის შესახებაც m-r M, ყვებოდა, უფრო
სწორედ მის ცრემლებზე. ის ჩვეულებისამებრ ბავშვივით იცინოდა, და მარდად
აჭენებდა, უმშვენიერეს წაბლა ცხენს. როდესაც გაგვისწორდნენ, Н-მ ქუდი მოიხადა,
თუმცა არ გაჩერებულა და m-me M სთვის სიტყვაც არ უთქვამს. მალევე მთელი ჯგრო
თვალს მიეფარა. მე m-me M-ს შევხედე და გაოგნებისგან კინაღამ წამოვიყვირე: ის
ცხვირსახოცივით თეთრი იდგა და დიდრონი ცრემლები ცვიოდა თვალებიდან. ჩვენი
მზერა შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს; m-me M უცებ გაწითლდა, წამით შეტრიალდა,

18
წუხილი და წყენა ნათლად გამოისახა მის სახეზე. უფრო მეტადადაც ზედმეტი ვიყავი
ვიდრე გუშინ-ეს დღეზე ნათელია, მაგრამ სად გადავიკარგო?

უცებ m-me M, თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდა, წიგნი რომელიც ხელში ეჭირა,
გადაშალა; გაწითლებულმა, ისე, რომ ცდილობდა ჩემთვის არ შემოეხედა, და თითქოს
ახლახანს მოაგონდა და მითხრა:

-აჰ, ეს ხომ მეორე ნაწილია, შემეშალა; გთხოვ პირველი მომიტანე.

როგორ არ უნდა გამეგო! ჩემი როლი დასრულდა და უბრალოდ შეუძლებელი იყო


უფრო სწორ გზაზე ჩემი გაყენება.

მე მის წიგნთან ერთად გავიქეცი და არ დავბრუნებულვარ. პირველი ნაწილი ამ


დილით, მშვიდად იდო მაგიდაზე...

თუმცა მე ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი; გული განუწყვეტელი შიშით მიცემდა.


მთელი ძალით ვცდილობდი m-me M-სთან შეხვედრა თავიდან ამეცილებინა.
სამაგიეროდ ველური ცნობისმოყვარეობით ვუცქერდი თვითკმაყოფილი m-r M-ს
პიროვნებას, თითქოს ამ დროს მასში აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაღაც
განსაკუთრებული. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რა იმალებოდა ამ ჩემი კომიკური
ცნობისმოყვარეობის მიღმა; მახსოვს მხოლოდ ის, რომ რაღაც უცნაურ
გაურკვევლობაში ვიყავი იმისა გამო, რის ხილვაც მომიწია ამ დილით . თუმცა ჩემი
დღე მხოლოდ ახლა იწყებოდა და უკვე დახუნძლული იყო სხვადასხვა შემთხვევებით.

ამჯერად ადრე ვისადილეთ. საღამოს, მეზობელ დაბაში, იქ გამართულ სოფლის


დღესასწაულთან დაკავშირებით გასართობი მსვლელობა იყო დანიშნული, , ამიტომაც
მოსამზადებლად დრო იყო საჭირო. მე უკვე მესამე დღე იყო, რაც ამ მგზავრობას
ველოდი, ვფიქრობდი, რომ უკიდეგანოდ გავერთობოდი. ყავის დასალევად თითქმის
ყველა ტერასაზე შეიკრიბა. ფრთხილად გავძვერი და სხვებთან ერთად სამ რიგად
განთავსებული სავარძლების უკან დავიმალე. ცნობისმოყვარეობა მიპყრობდა და
ამასთანავე არ მინდოდა m-me M-ს თვალში მოვხვედროდი. თუმცა შემთხვევითობას

19
ეწადა, რომ ჩემს მდევნელ ქერათმიანთან სიახლოვეს აღმოვჩენილიყავი. ამჯერად
სასაწაული შეემთხვა, სრულიად შეუძლებელი: ის ორჯერ უფრო კარგი გახდა. არ ვიცი
ეს როგორ ხდება, თუმცა ქალებს მსგავსი სასწაულები არც თუ იშვიათად ემართებათ.
ჩვენს შორის ამწუთას ახალი სტუმარი გახლდათ, მაღალი, ფერმკრთალი ახალგაზრდა
კაცი, ქერათმიანის თავგამოდებული თაყვანისმცემელი, რომელიც ახლახანს ჩამოვიდა
მოსკოვიდან, თითქოს სპეციალურად იმისათვის, რომ დილით გამგზავრებული Н
ჩაენაცვლებინა, რომელზეც ამბობდნენ, რომ სასოწარკვეთილებამდე შეყვარებული
იყო ჩვენს მზეთუნახავზე. რაც შეეხება ჩამობრძანებულს, ის ზუსტად ისეთ
ურთიერთობაში იყო მასთან, როგორც ბენედიქტი ბეატრიჩესთან შექსპირის პიესაში
„აურზაური არაფრის გამო“. მოკლედ ჩვენი მზეთუნახავი იმ დღეს განსაკუთრებულად
წარმატებული გახლდათ. მისი ხუმრობები და ლაყბობა კი გრაციოზული,
გულუბრყვილოდ მიმნდობი, საპატიოდ არაფრთხილი; ის იმ დონეზე
გრაციოზულადთავდაჯერებული იყო საყოველთაო აღტაცებაში, რომ მართლაც
განსაკუთრებული თაყვანისცემის, ობიექტი შეიქნა. მის გარშემო არ
წყდებოდაგაოგნებულ, მისით დამტკბარ, მსმენელთა ვიწრო წრე. აქამდე არასდროს
ყოფილა ასეთი მაცდური. მისი ყოველი სიტყვა პირველყოფილი ცდუნების მსგავსად
იფრქვეოდა, იჭირებოდა, წრეზე ტრიალებდა და მისი არცერთი ხუმრობა, არც ერთი
გამოხდომა, ტყუილუბრალოდ არ გამქრალა. მისგან არავინ ელოდა გემოვნებას,
ბრწყინვალებას, გონებას. მისი საუკეთესო თვისებები სამუდაამოდ იყო ჩამარხული
მის ყველაზე თავნება ახირებებში, ყველაზე ჯიუტ, სკოლის მოწაფის მსგავს,თითქმის
მასხარაობამდე დასულ ქცევებში ; ამას იშვიათად თუ ვინმე შეამჩნევდა, და თუკი
ამჩნევდა, არ ეჯერა. მის ამ არაჩვეულებრივ წარმატებას მგზებნარე, გაოგნებული
საყოველთაო ჩურჩულით შეხვდნენ.
უნდა ითქვას, რომ ამ წარმატებას, ერთი განსაკუთრებული, საკმაოდ საჩოთირო
გარემოება უწყობდა ხელს, უკიდურეს შემთხვევაში იმ როლის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ, რომელსაც ამავე დროს m-me M- ქმარი თამაშობდა; უნდა დავამატოთ,
რომ ცელქმა გოგონამ -თითქმის საყოველთაო- ,, ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდების

20
სიამოვნებისათვის მაინც - გადაწყვიტა, სასტიკად დასხმოდა მას თავს, სავარაუდოდ
მრავალი მიზეზით, დიდი ალბათობით, მის თვალში ძალიან მნიშვნელოვანით. მან
დაცხრილა ის, მახვილსიტყვაობით, დაცინვით, სარკაზმით, ყველაზე აუღებელით და
ორაზროვანით, ყველაზე ვერაგით, ყველაზე ჩახვეულით და ყველა მხრიდან
გლუვით,) ისეთით, რომელიც პირდაპირ მიზანში ხვდება და ვერცერთი მხრიდან
მოეჭიდები, რომ აიცილო და რომელიც, უბრალოდ ფიტავს მსხვერპლს თავის
უნაყოფო მცდელობებში, მიჰყავს რა იგი სიცოფემდე და ყველაზე კომიკურ
სასოწარკვეთილებამდე.
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ეს გამოხდომა სრულიად
გამიზნული იყო და არა იმპროვიზებული. ჯერ კიდევ სადილის ჟამს დაიწყო ეს
სასოწარკვეთილი შეტაკება. „სასოწარკვეთილს“ იმიტომ ვამბობ, რომ, m-r M -მ არც ისე
სწრაფად დაყარა იარაღი. მას მთელი სულიერი ძალები უნდა მოეკრიბა, მთელი
მახვილგონიერება, მთელი თავისი იშვიათი გამჭრიახობა, რომ მტვრად არ ქცეულიყო,
და სახელის საბოლოოდ გატეხვით არ დასრულებულიყო. ყველაფერი ბრძოლის
დამსწრეთა და მონაწილეთა შეუჩერებელი და თავშეუკავებელი სიცილის თანხლებით
მიმდინარეობდა. დანამდვილებით უნდა ითქვას, რომ მისი დღევანდელი დღე
გუშინდელს არ ჰგავდა. შესამჩნევი იყო, რომ m-me M რამდენჯერმე ლამობდა
თავისიგაუფრთხილებელი მეგობრის შეჩერებას, რომელსაც, თავის მხრივ, უთუოდ
სურდა, რომ ეჭვიანი ქმარი მასხარის ყველაზე სასაცილო კოსტუმით შეემოსა,
სავარაუდოდ, ლურჯწვერას კოსტუმში. ყველა გარემოების გათვალისწინებით, რაც
ჩემს მეხსიერებაში დარჩა და ბოლოს იმ როლის გამო, რისი თამაშიც მომიწია ამ
შეტაკებაში.
ეს მოხდა უცბად, ყველაზე სასაცილო გზით, სრულიად მოულოდნელად, და
თითქოს განგებ, იმ წუთს გამოსაჩენ ადგილას ვიდექი, ეჭვგარეშე რომ რაიმე სიბოროტე
მოხდებოდა და ჩემი სიფრთხილეც სრულიად მქონდა დავიწყებული. უცებ წინა
პლანზე გადმმანაცვლეს, როგორც m-r M-ის დაუძინებელი მტერი და ბუნებრივი
მოწინააღმდეგე, ასე სასოწარკვეთით, უკიდურესობამდე შეყვარებული მის ცოლზე,

21
რაზეც ჩემმა ტირანმა ქერათმიანმა იქვე დაიფიცა, თქვა, რომ აქვს ამის მტკიცებულება
და მაგალითად, დღევანდელი დილა მოიყვანა, როგორ დაინახა, რომ დღეს ტყეში...
მაგრამ მან ვერ მოასწრო დასრულება, ჩემთვის ყველაზე სასოწარკვეთილ წამს
შევაწყვეტინე. ეს წუთი ასე უღმერთოდ იყო გათვლილი, მოღალატეობრივად
მომზადებული დასასრულს, დამცინავ კვანძის გახსნაში, და ისე მწარედ სასაცილოდ
განთავსებულმა იქ, რომ ბოლო გამოხდომა სტიქიურად შეუჩერებელი სიცილის
ფოიერვერკით დასრულდა, მართალია მაშინვე მივხვდი, რომ ყველაზე დასანანი ჩემი
როლი არ იყო და მიუხედავად ამისა, იმ დონეზე შეწუხებული, გაღიზიანებული და
შეშინებული ვიყავი, რომ ცრემლებით, წუხილით და სასოწარკვეთილებით აღვსილს,
სირცხვილისგან სუნთქვა მეკვროდა, სავარძლების ორი რიგი გადავლახე მის წინ
დავდექი და ჩემს ტირანს, ცრემლებისგან გაწყვეტილი, გაურკვეველი ხმით ვუყვირე:

-არც კი გრცხვენიათ.. ხმამაღლა... ქალბატონების თანდასწრებით, რომ ამბობთ... ამ


წმინდა წყლის სიცრუეს?! თქვენ, პატარა ბავშვივით... კაცების თვალწინ....რას
იტყვიან?... თქვენ- ამხელა.. გათხოვილი!

ვერ დავასრულე, გამაყრუებელი აპლოდისმენტები გაისმა. ჩემმა გამოხტომამ


ნამდვილი furore მოახდინა. ჩემი გულუბრყვილო ჟესტი, ცრემლები და მთავარია ის,
რომ თითქოს m-r M-ს გამოვექომაგე,- ამ ყველაფერმა ისეთი ჯოჯოხეთური სიცილი
გამოიწვია, რომ ახლაც კი, გახსენებისას, საშინლად მეცინება... გავშეშდი,
საშინელებისგან კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, დენთივით აფეთქებულმა, სახეზე
ხელები ავიფარე, კარებში შემომავალ ლაქიას სინი , დავაგდებინე და ზემოთ, ჩემს
ოთახში ავირბინე. კარიდან გასაღები გამოვგლიჯე, რომელიც გარედან ეკეთა, და
შიგნიდან ჩავიკეტე. კარგად მოვიფიქრე, იმიტომ რომ ფეხდაფეხ მომყვებოდნენ
მდევრები. წუთიც არ იყო გასული რომ ჩემს კართან საუკეთესო ქალბატონების მთელი
ჯგრო შეგროვდა. მესმოდა მათი ზარივით სიცილი, ხშირი საუბარი, მათი მჩქეფარე
ხმები;მერცხლების მსგავსად ყველა ერთხმად ჟღურტულებდა, ყველა, სულ ყველა,
მეხვეწებოდნენ კარი გამეღო, წუთით მაინც; მეფიცებოდნენ, რომ არანაირ ზიანს არ

22
მომაყნებდნენ, არამედ თავიდან ბოლომდე ჩამკოცნიდნენ. მაგრამ... რა უნდა
ყოფილიყო ამ ახალ მუქარაზე საშინელი? მე უბრალოდ კარს უკან სირცხვილით
ვიწვოდი, სახე ბალიშში მქონდა ჩარგული, კარი არ გამიღია, არც ხმა გამიცია. კიდევ
დიდხანს მიკაკუნებდნენ და მთხოვდნენ, რომ კარი გამეღო, თუმცა მე ვიყავი
უგრძნობი და ყრუ, როგორც თერთმეტი წლის მოზარდი.

კარგი, და ახლა რა უნდა ვქნა? ყველაფერი გამოაშკარავდა, ყველაფერი გაირკვა,


ყველაფერი რასაც ასე გულმოდგინედ ვუფრთხილდებოდი და ვმალავდი...სამუდამო
სირცხვილი მელოდა! სიმართლე, რომ ითქვას,მეთვითონაც არ შემეძლო
დამესახელებინა ის, რასაც ასე ვუფრთხოდი და დამალვას ვლამობდი; თუმცა ხომ
დანამდვილებით იყო ის, რისიც მეშინოდა და რისი გამორკვევაც ამ დრომდე
ფოთოლივით მათრთოლებდა. ამ წუთამდე მხოლოდ მე არ ვიცოდი ეს რა იყო:
გამოსადეგი თუ გამოუსადეგარი, სასახელო თუ სამარცხვინო, საქებარი თუ გასაკიცხი?
ძალადობრივად აღოჩენილი ამ სევდიან სატანჯველში, მივხვდი რომ ეს
ერთდროულად სასაცილო და სამარცხვინოა! ამავე დროს ინსტინქტით ვგრძნობდი,
ასეთი განაჩენი ცრუა, არაადამიანური და უხეში. მაგრამ გატეხილი ვიყავი,
განადგურებული; გაცნობიერების პროცესი შეჩერდა და ჩემში გაიხლართა; ამ განაჩენს
ვერც ვეწინააღმდეგებოდი, და კარგად განხილვაც არ შემეძლო; ნისლში აღმოვჩნდი;
მესმოდა მხოლოდ, თუ როგორ არაადამიანურად, უსირცვხილოდ მატკინეს გული და
უძლურების ცრემლებად ვიღვრებოდი. განადგურებული ვიყავი. ჩემში
გაურკვევლობა და სიძულვილი დუღდა, ის რაც აქამდე არ ვიცოდი, ეს ჩემი პირველი
ნამდვილი გასაჭირი იყო ცხოვრებაში, შეურაცხყოფა, დამცირება; და ეს ყველაფერი
ნამდვილად ასე იყო ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ჩემში, ჯერ კიდევ ბავშვში,
უხეშად შეეხნენ პირველს, ჯერ უმწიფარ გრძნობას, ძალიან ადრე გააშიშვლეს და
დაამცირეს ჩემი პირველი, კეთილსურნელოვანი, ქალწულებრივი სიმორცხვე და
სასაცილოდ გამოიტანეს, პირველი და, შესაძლოა, ძალიან სერიოზული ესთეტიკური
შთაბეჭდილება. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც დამცინოდნენ, ბევრს ვერაფერს
ხვდებოდნენ და გრძნობდნენ ჩემს ამ ტანჯვაში. ერთი იდუმალი გარემოება მხოლოდ

23
ნახევრად აღწევდა ჩემში, რომელიც ჯერ ვერ მოვასწარი და მაშინებდა კიდეც, რომ
გამერჩია. დამწუხრებული და სასოწარკვეთილი ვიწექი საწოლზე ბალიშში
თავჩაგრული; და ციება და ცხელება ცვლიდნენ ერთმანეთს. ორი კითხვა მაწამებდა:
რა დაინახა, ან ზუსტად რა შეიძლებოდა, დღეს დაენახა ქერათმიანს, ჩემსა და m-me
M-ს შორის კორომში სეირნობისას? და ბოლოს და ბოლოს მეორე შეკითხვა: რა
თვალებით, რა საშუალებით უნდა შემეხედა m-me M-თვის ისე, რომ იმავ წამს არ
მოვმკვდარიყავი, სირცხვილისა და სასოწარკვეთილეგისაგან.

ეზოში უჩვეულო ხმაურმა გამომიყვანა ნახევრად უგონო მდგომარეობიდან,


რომელშიც ვიმყოფებოდი. ავდექი და ფანჯარასთან მივედი. მთელი ეზო, ეკიპაჟებით
ცხენებით და მოფუსფუსე მსახურებით იყო გადავსებული. ეტყობოდა ყველა
მიემგზავრებოდა; რამდენიმე მხედარი ცხენზე ამხედრებულიყო; დანარჩენი
ეკიპაჟებში ნაწილდებოდნენ..გამახსენდა მოსალოდნელი გამგზავრება, და აი ნელ-
ნელა მოუსვენრობა მოიწევდა ჩემი გულისკენ. დაჟინებით ვიყურებოდი ჩემი კლეპერს
ის ეზოში; თუმცა კლეპერი არსად არ ჩანდა-ყველას გადავავიწყდი. ვერ მოვითმინე და
თავქუდმოგლეჯილი დავეშვი ქვემოთ, უსიამოვნო შეხვედრაზე და ამასწინანდელ
სირცხვილზე აღარც მეფიქრებოდა.

განმგმირავი სიახლე მელოდა. არც ცხენი შემხვდა და არც ადგილი ეკიპაჟში,


ყველაფერი დაინაწილეს, და დაიკავეს, მე კი იძულებული ვარ სხვებს დავუთმო.

ახალი სატკივარით განგმირული, ტერასაზეშევჩერდი და მოწყენილი გავყურებდი


ეტლების, კაბრიოლეტების, კარეტების გრძელ რიგს (12) , რომლებშიც ჩემთვის
ადგილი არ იყო, პატარა კუთხეც კი. გამოწყობილ მხედარ ქალბატონებს ვუცქერდი,
რომელთა უნაგირქვეშაც მოუთმენელი ცხენებიცქმუტავდნენ.

ერთი-ერთი მხედარი შეყოვნდა. მხოლოდ მას ელოდნენ, რომ


გამგზავრებულიყვნენ. სადარბაზოსთან მისი ცხენი იდგა, უნაგირს ღეჭავდა,
ფლოქვებით მიწას თხრიდა, ყოველწუთერად კრთოდა და ყალყზედგებოდა შიშისგან.

24
ორი მეჯინიბე, ფრთხილად იჭერდა უზანგებით და ყველა ფრთხილად იდგა
მოკრძალებულ მანძილზე.

ნამდვილად ძალზე სამწუხარო, რამ მოხდა, რის გამოც წასვლა არ შემეძლო. იმის
გამო, რომ ახალმა სტუმრებმა დაინაწილეს ყველა ადგილი და ცხენი, ორი ცხენი ავად
გახდა, რომელთაგან ერთი ჩემი კლეპერი იყო. ამ გარემოების გამო მხოლოდ მე არ
დავზარალებულვარ. აღმოჩნდა, რომ იმ მკრთალ სახიან ახალგაზრდას, რომელზეც
დღეს გიამბეთ, ასევე არ შეხვდა ცხენი. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად
მასპინძელი იძულებული გახდა უკიდურესი გამოსავლისათვის მიემართა და თავისი
გარეული, მოუთვინიერებელი ცხენი გამოეყვანა და სინდისის დასამშვიდებლად
დასძინა, რომ მასზე ჯდომა არაფრით არ შეიძლებოდა და მისი ველური ხასიათის გამო
დიდი ხანია გაყიდვა გადაწყვიტა, თუ, რა თქმა უნდა, მყიდველი გამოჩნდებოდა.
გაფრთხილებულმა სტუმარმა აღნიშნა, რომ საკმაოდ კარგი მხედარია და მზად არის
ნებისმიერზე ამხედრდეს,მთავარია, წავიდეს. მასპინძელი გაჩუმდა, თუმცა მეჩვენა,
რომ მას ტუჩებზე ორაზროვანი, ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. მხედრის
მოლოდინში საკუთარი დახელოვნებით თავის მაქებარი, თავად ჯერ კიდევ არ
მჯდარიყო თავისივე ცხენზე. მოუთმენლად იფშვნეტდა ხელებს და ყოველწუთიერად
კარისკენ იცქირებოდა. ის კი არა, რაღაც შეატყობინა კიდეც მეჯინიბეებს, ვისაც ულაყი
ეჭირა და სიმაყისგან სუნთქვაშეკრული, მთელი პუბლიკის წინაშე ტკბებოდა
საკუთარი თავით ასეთ ცხენთან ერთად, რომელიც, სრულიად არაფრის გამო, ცოტაც
და კაცს მოჰკლავდა. მათი ბატონის ცბიერი ღიმილის მსგავსი კრთებოდა მათ კარისკენ
მოცქირალ დაჭყეტილ თვალებში, საიდანაც უნდა გამოჩენილიყო ჩამობრძანებული
გულადი. საბოლოოდ ცხენიც ისე იქცეოდა, თითქოს მოლაპარაკებული იყო
პატრონთან და გამყოლებთან; ისე ამაყად და გამომწვევად იქცეოდა, თითქოს
გრძნობდა, რომ რამდენიმე ათეული ცნობისმოყვარე თვალი უცქერდა, და
გეგონებოდათ ამაყობდა თავისი გასაკიცხი რეპუტაციით, ზუსტად ისე, როგორც
გამოუსწორებელი ქარაფშუტა, თავისი სასაცილო ოინებით. იფიქრებდით რომ თავად
გამოიწვია, მამაცი, რომელიც მისი თავისუფლების ხელყოფას შეეცდებოდა.

25
მამაცი გულიც გამოჩნდა. დარცხვენილი, რომ ყველა ალოდინა, სასწრაფოდ
შეუდგა ხელთათმანების ჩაცმას, ისე მოდიოდა რომ წინ არც იყურებოდა, ტერასაზე
დაეშვა და მხოლოდ მაშინ აიხედა, როცა უზანგის დასაჭერად ხელი გაიშვირა, თუმცა
ამ დროს შეცბა, ცხენი ველური სისწრაფით დადგა ყალყზე, და ბრბოს
გამაფრთხილებელი ყვირილიც გაისმა.ახალგაზრდა კაცმა უკან დაიხია და დაბნეული
უყურებდა ველურ ცხენს, რომელიც ფოთოლივით თრთოდა, სიბრაზისგან ქშინავდა,
და ველურივით აცეცებდა ჩასისხლიანებულ თვალებს, წამდუწუმ ჩაიმუხლებდა
უკანა ფეხებზე, წინას კი ისე აღმართავდა, თითქოს აფრენას და დამჭერების ცაში
ატაცებას აპირებსო. დაახლოებით ერთ წუთს ასე იდგა, საგონებელში ჩავარდნილი,
შემდეგ მცირედი დაბნეულობისგან, ოდნავ გაწითლდა თვალები აწია, ირგლივ
მიმოიხედა და შეშინებულ ქალბატონებზე შეაჩერა მზერა.

-ძალიან კარგი ცხენია!-თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა- და თუკი ნანახით


ვიმსჯელებ ძალიან სასიამოვნო იქნება მისი მხედრობა, თუმცა რა არის იცით? მგონი
არ წამოვალ,-დაასკვნა მან, მანსპინძლისაკენ განიერი, გულუბრყვილო ღიმილით,
მიბრუნებულმა, რომელიც ასე უხდებოდა მის კეთილ და ჭკვიან სახეს.

-მე მაინც ძალიან კარგ მხედრად მიგიჩნევთ, ვფიცავ-ამბობდა მიუწვდომელი


ცხენის პატრონი და მხურვალედ მადლიერებითაც კი ართმევდა სტუმარს ხელს,-
ზუსტად იმის გამო რომ თქვენ პირველივე შეხედვისთანავე მიხვდით რა მხეცთან
გქონდათ საქმე,-ღირსეულად დაამატა მან. დამიჯერეთ ჰუსარად ოცდასამწლიანი
სამსახურის მანძილზე, უკვე სამჯერ მქონდა სიამოვნება მიწაზე ვწოლილიყავი მისი
წყალობით, ანუ ზუსტად იმდენჯერ რამდენჯერაც ამ მუქთახორაზე დავჯექი.
ტანკრედ, ჩემო მეგობარი, აქ საშენო ხალხი არ არის; აშკარაა, რომ შენი მხედარი ვინმე
ილია მურომეცი და გაშეშებულია სოფელ კარაჩაროვოში და გელოდება, რომ კბილები
დაგცვივდეს. წაიყვანეთ! საკმარისია, რაც აშინა ხალხი! ტყუილად გამოვიყვანეთ,-
დაასკვნა მან და თვითკმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა.

26
უნდა დავძინოთ, რომ ტანკრედს არანაირი სარგებელი არ მოქონდა, მხოლოდ
სამადლოდ პურს მიირთმევდა; ამას გარდა, მოხუცმა ჰუსარმა, მთელი თავისი
რემონტერული დიდება მასზე დაასამარა. გამოუსადეგარ მუქთახორაში, საარაკო
თანხა გადაიხადა, რომელიც მხოლოდ საკუთარ სილამაზეს დაატარებდა. ყოველ
შემთხვევაში, ახლა აღფრთოვანებული იყო იმით, რომ მისმა ტანკრედმა ღირსება
დაიცვა, კიდევ ერთი მხედარი დააქვეითა და ამით ახალი სულელური დაფნის
გვირგვინი მოიხვეჭა.

-როგორ, თქვენ არ მოდიხართ?-დაიყვირა ქერათმიანმა, რომელსაც აუცილებლად


ესაჭიროებოდა, რომ მისი cavalier servant ამჯერად მის გვერდით ყოფილიყო.-ნუთუ
შეშინდით?

-ღმერთმანი ასეა!-უპასუხა ახალგაზრდა კაცმა

-და ამას სერიოზულად ამბობთ?

-მისმინეთ, ნუთუ გსურთ, რომ კისერი მოვიტეხო?

-მაშინ ახლავე ჩემს ცხენზე დაჯექით: არ შეგეშინდეთ ის ძალზე თვინიერია. არ


შეგაყოვნებთ, მყისვე გამოცვლიან უნაგირს! მე ვეცდები თქვენი ავიყვანო;
შეუძლებელია, რომ ტანკრედი ყოველთვის ასეთ თავკერძა იყოს.

თქმა და შესრულება! ცელქი ქალი ჩამოხტა უნაგირიდან და ბოლო ფრაზის


დასრულებისას, უკვე ჩვენს წინ იდგა.

-თქვენ ცუდად იცნობთ ტანკრედს, თუკი ფიქრობთ რომ ამ გამოუსადეგარი


უნაგირით, მოგცემთ მისი მოთვინიერების უფლებას! თქვენც არ მოგცემთ საშუალებას
კისერი მოიტეხოთ; ეს ნამდვილად დასანანი იქნებოდა!-ჩაილაპარაკა ჩვენმა
მასპინძელმა, აფექტურად, შინაგანი კმაყოფილების შეგრძნებასთან ერთად,
რომლითაც იმ მომენტში ტკბებოდა, მისი მუდმივი ჩვევის შესაბამისად, და ისედაც
უკვე აფექტში მყოფ და კარგად შესწავლილ სიმკვეთრეს და მისი სიტყვების უხეშობას,
რაც მისი აზრით,ნამსახურალი მოხუცის სიკეთეს წარმოაჩენდა(14), და

27
განსაკუთრებით ქალბატონებს უნდა მოსწონებოდათ. ეს ერთ ერთი მისი საყვარელი
ფანტაზია გახლდათ, ჩვენთვის ნაცნობი კოზირი.

-შენ, მტირალა არ გინდა, რომ ცადო? ხომ ძალიან გინდოდა წამოსვლა-შემამჩნია


და თქვა მამაცმა მხედარმა, და გასაბრაზებლად ტანკრედისკენ თავი დაიქნია-ალბათ
იმიტომ, რომ უარაფროდ არ წასულიყო და რახან ცხენიდან ჩამოხტა, ტყუილად ხომ
არა, ერთი ეკლიანი სიტყვა, ხომ უნდა ეთქვა, და მეც ხომ თავად მოვიქეცი
წინდაუხედავად, თვალებში რომ შევეჩხირე.

-შენ ალბათ არ ხარ ასეთი... რა უნდა ითქვას, ცნობილი გმირი და შიშის შერცხვა;
მითმეტეს, როდესაც, მომხიბვლელი პაჟი გიყურებთ,-დაამატა და უცებ m-me M-ს
გადახედა, რომლის ეკიპაჟიც ყველაზე ახლოს იდგა ტერასასთან.

სიძულვილით და სამაგიეროს გადახდის სურვილით მევსებოდა გული, როდესაც


მომხიბვლელი ამორძალი მოგვიახლოვდა ტანკრედზე ასამხედრებლად...თუმცა
ვერაფრით მოვყვები, თუ რა ვიგრძენი „მოწაფე გოგოს“ ამ გამოწვევაზე. თითქოს
სინათლე ჩამიქრა, როდესაც m-me M-სკენ მიმართული მისი მზერა დავინახე.
წამიერად თავში იდეა ამენთო..ეს არამხოლოდ წამი იყო, წამზე უფრო ხანმოკლე,
დენთს გაელვების მსგავსი, ან უბრალოდ მოთმინების ფიალა გადამევსო, და მთელი
ჩემი აღმდგარი სულით აღვშფოთდი, უცებ მომინდა რომ ჩემი ყველა მტერი
ერთდროულად მომეცელა, და ყველას თვალწინ გადამეხადა სამაგიერო, და
ყველასთვის მეჩვენებინა, როგორი ადამიანი ვარ; ან ბოლოს და ბოლოს
სასწაულებრივად მასწავლა ვიღაცამ შუა საუკუნეების ისტორია, რომლის ანიბანიც არ
ვიცოდი ამ დრომდე, და თავბრუდახვეულ გონებაში აციმციმდნენ, ტურნირები,
პალადინები, გმირები, მომხიბვლელი მანდილოსნები, დიდება და გამარჯვებები,
გაისმა ჰეროლდების საყვირები, დაშნების ხმები, ბრბოს ყვირილი და დქაფუნი და
ყველა ამ ხმაურსა და ყვირილს შორის, ერთი მორცხვი წამოყვირება, ერთი
შეშინებული გულის, რომელიც ამაყ სულს, სათუთს ხდის, და ყველა დიდებაზე და
გამარჯვებაზე ტკბილია-უკვე არ ვიცი, ეს მაშინ ჩემს თავში მოხდა, თუ გონივრული

28
იქნება, რომ მოსალოდნელი და გარდაუვალი სისულელის წინათგრძნობა იყო, თუმცა
ჩამესმა, რომ ჩემი დრო მოვიდა. გული ახტა, შეფრთხიალდა და მეთვითონაც არ
მახსოვს როგორ გადავხტი ვერანდიდან და პირდაპირ ტანკრედის გვერდით
აღმოვჩნდი.

-თქვენ გეგონათ, რომ შემეშინდებოდა?-წამოვიყვირე კადნიერად და ამაყად, ისე


რომ ცხელებისგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავდი სინათლეს, მღელვარებისგან სუნთქვა
მეკვროდა, იმ დონეზე, რომ ლოყები ცრემლებით დამეწვა-მაშინ უცქირეთ!-ტანკრედს
ფაფარში ჩავეჭიდე და სანამ ვინმე ჩემს დასაჭერად განძრევას მოახერხებდა, უზანგში
ფეხი შევყავი. ტანკრედი უკანა ფეხებზე, წამოიმართა, თავი ძლიერად დაიქნია, ერთი
ძლიერი ნახტომით გაქვავებულ მეჯინიბეებს ხელიდან დაუსხლტა და გრიგალივით
გაფრინდა, ყველამ ამოიოხრა და წამოიყვირა.

მხოლოდ ღმერთმა იცის , როგორ მოვახერხე მთელი სისწრაფით ფრენისას, მეორე


ფეხის გადადება; ვერც იმას ვხვდები როგორ მოხდა, რომ სადავე არ დამიკარგავს.
ტანკრედმა გისოსებიან ალაყაფს გამაცდინა, მკვეთრად მოუხვია მარჯვნივ და ღობის
გასწვრივ გაიქცა, სულ ტყუილად არ უყურებდა გზას. მხოლოდ ამ დროს გავიგონე
ორმოცდაათამდე ხმა, როგორ ყვიროდა ჩემს ზურგსუკან, და ამ ხმებმა ჩემს
გაშეშებული გული, კმაყოფილებით და სიამაყით შეავსო, ისე რომ ეს ყველაზე გიჟური
წუთი ჩემი ბავშვური ცხოვრებისა არასდროს დამავიწყდება. მთელმა სისხლმა თავში
ამასხა, დამაყრუა, შიში ჩააქრო და გასრისა. თავი არ მახსოვდა. ახლა, როდესაც
ვიხსენებ, დანამდვილებით, იყო ამ ყველაფერში რაღაც ჭეშმარიტად რაინდული.

უნდა ითქვას, რომ ჩემი ეს მთელი რაინდობა თვალის დახამხამებაში დაიწყო და


დასრულდა, თორემ რაინდს კარგი დღე არ დაადგებოდა. აქაც ნამდვილად არ ვიცი,
როგორ გადავრჩი. ცხენით ჯირითი არ ვიცოდი; მასწავლიდნენ. თუმცა ჩემი კლეპერი
უფრო ცხვარს მოგაგონებდათ ვიდრე საჯირითო ცხენს. რა თქმა უნდა ტანკრედიდან
გავფრინდებოდი, თუკი ჩემი გადმოგდების დრო ექნებოდა; მაგრამ ორმოცდაათი
ნაბიჯის გარბენის შემდეგ, უცებ ძირს დაგდებული ქვის შეეშინდა, რომელიც იქვე

29
გზაზე ეგდო, და უკან დაიხია. გაფრენილი შემოტრიალდა და ისე მკვეთრად, რომ
იტყვიან, დაუფიქრებლად, რომ ჩემთვის ახლაც გამოცანაა; როგორ მოხდა, რომ
უნაგირიდან ბურთივით არ გავფრინდი, სამი საჟენით და ნამსხვრევებად არ ვიქეცი,
ტანკრედს კი ასეთი მკვეთრი ბრუნის შემდეგ ფეხები აებლანდა. უკან კარიბჭისკენ
გაიქცა, აქეთ იქეთ ხტებოდა, სიგიჟით მთვრალი, ფეხებს ჰაერს უქნევდა და
თითოეული ნახტომით, ზურგიდან მფერთხავდა, თითქოს ვეფხვი შეახტა და ხორცში
ჩააფრინდა კბილებით და კლანჭებით. კიდევ წამიც და-გავფრინდებოდი; უკვე
ვვარდებოდი; ამ დროს რამდენიმე მხედარი ჩემს გადასარჩენად უკვე მოქროდა. ორმა
მინდორზე გზა გადაუკეტა; კიდევ ორი ისე ახლოს მოვიდა, რომ კინაღამ ფეხები
დამამტვრიეს, ტანკრედი ორივე მხრიდან ცხენებით შეავიწროვეს და უნაგირი
დაუჭირეს. რამდენიმე წამში ტერასასთან ვიდექით.

გაფითრებული და ძლივს მსუნთქავი ცხენიდან ჩამომიღეს. ქარში, ბალახის


ღეროსავით ვკანკალებდი, ისევე როგორც ტანკრედი, რომელიც იდგა და მთელი
სხეულით უკან იწევდა, გაუნძრევლად, ფლოქვებით მიწაში ჩარჭობილი, მძმედ
უშვებდა ცეცხლოვან ჰაერს, გაწითლებული ოხშივარავარდნილი ნესტოებიდან,
პატარა ფოთლის მსგავსად კრთოდა, გაქვავებული დამცირებისა და სიბრაზისაგან,
ასეთი სითავხედისათვის დაუსჯელად დაჩენილი ბავშვის გამო. ჩემს გარშემო
შეშფოთების, გაოცების და შიშის ყვირილი ისმოდა.

იმ მომენტში ჩემი გაფანტული მზერა m-me M-სას შეხვდა, აღელვებული,


ფერმკრთალი-ვერასდროს დავივიწყებ ამ წამს-მას სახე შეუფაკლდა, გაუწითლდა,
ცეცხლივით აალდა; არ ვიცი რა დამემართა, საკუთარი შეგრძნებისგან შეცბუნებულმა
და შეშინებულმა, მორცხვად დავხარე თვალები, თუმცა ჩემი მზერა დაჭერილი და
მოპარული იქნა ჩემგან. ყველას მზერა m-me M-საკენ მიემართა, საყოველთაო
ყურადღებით დაჭერილი, თვითონაც ბავშვივით გაწითლდა, უნებლიე და
გულუბრყვილო გრძნობის გამო, მთელი ძალა მოეკრიბა, და მაინც საკმაოდ
წარუმატებლად ცდილობდა ალმური სიცილით ჩაეკლა...

30
ამ ყველაფერს გვერდიდან თუ შეხედავდით, რა თქმა უნდა ძალიან სასაცილო იყო;
თუმცა ამ დროს ერთმა სრულიად გულუბრყვილო და მოულოდნელმა გამოხდომამ
საყოველთაო სიცილისგან მიხსნა და თავგადასავალს განსაკუთრებული კოლორიტი
შესძინა. მთელს ამ არეულობაში დამნაშავე, ის, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი
დაუძნებელი მტერი გახლდათ, მშვენიერი ტირანი, უცებ მეცა, მეხუტებოდა და
მკოცნიდა. ის თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მისი გამოწვევა მივიღე, და ის
ხელთათმანი ავიღე, რომელიც გადმომიგდო, m-me M-ს შეხედა, ის კინაღამ მოკვდა ჩემ
გამო შიშით და სინდისისგან გაკიცხული, როდესაც ტანკრედით მივფრინავდი; ახლა
კი, ყველაფერი დასრულებულიყო და განსაკუთრებით ახლა, მან ყველასთან ერთად
დაიჭირა, წამიერად m-me M-საკენ ნასროლი ჩემი მზერა, შეცბუნება, ჩემი უცაბედი
სიწითლე, და საბოლოოდ, შეძლო, რომ ამ წამისათვის, თავისი რომანტიული
განწყობით და აზრის სიმჩატით, რაღაც ახალი, საიდუმლო, გამოუთქმელი აზრი
მიენიჭებინა,-ახლა ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი „ რაინდული“ საქციელით ისეთ
აღფრთოვანებაში მოვიდა, რომ მომვარდა, მკერდზე მიმიკრა, გულაჩუყებული, ჩემით
ამაყი და ბედნიერი. წუთის შემდეგ, ჩვენ ორის გარშემო შეკრებილებს ყველაზე
გულუბრყვილო მკაცრი სახე მოავლო, ამ სახეზე კი ორი ბროლივით ცრემლი
კიაფობდა, და სერიოზული და მნიშვნელოვანი ხმით, რომელიც მისგან ჯერ არავის
მოესმინა, თქვა და ჩემზე მიუთითა: «Mais s'est trés sèrieux, messieurs, ne riez pas“(მაგრამ
ეს ძალიან სერიოზულია ბატონებო, არ იცინოთ) ვერც კი ამჩნევდა ჩემს წინაშე როგორ
იდგნენ მოჯადოებულნი, და მისი ნათელი აღტაცებით ტკბებოდნენ. ყოველივე ეს
მოულოდნელი და სწრაფი მისი მოძრაობა, სერიოზული სახე, უბრალოებით
გულუბრყვილობა, აქამდე გაუგონარი, მის მუდამ მოცინარ თვალებში ადუღებული
წრფელი ცრემლები, ისეთი მოულოდნელი სასწაული გახლდათ, რომ ყველანი მისი
მზერით სწრაფი, ცეცხლოვანი სიტყვით და ქმედებით მონუსხულები იდგნენ მის
წინაშე. გეგონებოდათ, არ შეეძლოთ თვალი მოეშორებინათ, ეშინოდათ, არ გაებნიათ
ეს იშვიათი წუთი მის შთაგონებულ სახეზე. ჩვენი მასპინძელიც კი ტიტასავით
გაწითლდა, ამტკიცებენ, რომ როგორც გაიგეს, მოგვიანებოთ ყვებოდა, რომ „თავისდა

31
სამარცხვნოდ“ თითქმის მთელი წუთის მანძილზე შეყვარებული იყო მის უმშვენიერეს
სტუმარზე. და, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შემდეგ მე ვიყავი რაინდი, გმირი.

-დელორჟ! ტოგენბურგ!-იფრქვეოდა გარშემო

ტაშის ხმაც გაისმა.

-აი, მომავალი თაობა! - დაუმატა მასპინძელმა - ის ჩვენთან ერთად წამოვა,


აუცილებლად წამოვა!- დაიძახა მზეთუნახავმა. -ჩვენ ვიპოვით და უნდა ვუპოვოთ
კიდეც ადგილი. ჩემს გვერდით დაჯდება, მუხლებზე, თუმცა არა, არა! შემეშალა!..
გაასწორა მანდ და გადაიკისკისა, რადგან ჩვენი ნაცნობობის გახსენების გამო, მეტად
სიცილის შეკავება მის ძალებს აღემატებოდა. თუმცა იცინოდა და ამ დროს ნაზად
მეფერებოდა ხელზე, მთელი ძალით ცდილობდა იმდენად გავეთბე ალერსით , რომ არ
ეწყენინებინა.

უსათუოდ! უსათუოდ!-აიტაცა რამდენიმე ხმამ.-ის უნდა წამოვიდეს, მან მოიპოვა


ადგილი.

წამში გადაწყდა ყველაფერი. სწორედ ის შინაბერა, ვინც ჩემი თავი ქერათმიანს


გააცნო, თხოვნებით აავსეს, რომ სახლში დარჩენილიყო და მისი ადგილი ჩემთვის
დაეთმო, ისიც, მისთვის დიდად სამწუხაროდ, ღიმილს უკან დამალური ბოროტი
სისინით, იძულებული შეიქნა დათანხმებოდა. მისი პროტექტორი, ვისაც თავს
დასტრიალებდა, ჩემი ყოფილი მტერი, სულ ახლახანს მეგობრად ქცეული, უკვე
დაოთხილი მკვირცლი ცხენიდან ბავშვური სიცილით უყვიროდა, რომ შურს მისი და
თვადაც დიდად მოხარული იქნებოდა მასთან დარჩენით, რადგან ცოტა ხანში
იწვიმებდა და ყველას დაგვასველებდა.

წვიმა კი ზუსტად იწინასწარმეტყველა. ერთი საათის შემდეგ ნამდვილი წარღვნა


დაიწყო, და ჩვენი სეირნობაც ჩაიშალა. რამდენიმე საათი სოფლის ქოხებში
გადავატარეთ და ათისკენ სახლში დავბრუნდით, ნაწვიმარ ნესტიან დროს. მცირე
ცხელება დამეწყო. ზუსტად იმ დროს, როდესაც უნდა დავმსხდარიყავით და

32
წავსულიყავით m-me M მომიახლოვდა და გაუკვირდა, რომ მხოლოდ ქურთუკი მეცვა
და ყელიც მოშიშვლებული მქონდა. ვპასუხობდი, რომ მოსასხამის წამოღება ვერ
მოვასწარი. მან ქინძისთავი აიღო, საყელო ამიწია და დამიმაგრა. გაზის ალისფერი
ყელასხვევი მოიხსნა და მომახვია, ყელი რომ არ გამციებოდა. ისე ჩქარობდა, რომ
მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარი.

თუმცა სახლში დაბრუნებისთანავე პატარა სასტუმრო ოთახში მოვძებნე, სადაც


ქერათმიანთან და მკრთალ სახიან ახალგაზრდასთან ერთად იყო, რომელმაც დღეს
გამოცდილი მხედრის დიდება იმით მოიხვეჭა, რომ ტანკრედზე ამხედრების
შეეშინდა. მივუახლოვდი მადლიერება გამოვხატე და ყელსახვევი დავუბრუნე. ახლა
კი, მთელი ამ ჩემი თავგადასავლების შემდეგ, სინდისი მაწუხებდა. მინდოდა
დროულად ავსულიყავი ზემოთ და წყნარად დავფიქრებულიყავი და განმესაჯა.
შთაბეჭდილებებით გახლდით აღვსილი. ყელსახვევის დაბრუნებისას კი
ჩვეულებისამებრ ყურებამდე გავწითლდი.

-ფსონს ჩამოვდივარ,, რომ ყელსახვევის თავისთვის დატოვება უნდოდა ,-


სიცილით აღნიშნა ახალგაზრდა კაცმა,-თვალებში ეტყობა, რომ უჭირს თქვენს
ყელსახვევთან განშორება.

-ზუსტად, ზუსტად ასეა!-აიტაცა ქერათმიანმა- ხედავ! ოხ!..-შესამჩნევი წუხილით


ჩაილაპარაკა და თავი გააქნია, თუმცა დროულად შეჩერდა გადააწყდა რა m-me M-ს
მზერას, რომელსაც არ სურდა ღრმად შეეტოპათ თავიანთ ხუმრობებში.

მე სასწრაფოდ გავეცალე.

-როგორი ხარ რა!-წამოიწყო სკოლის მოწაფემ, დამეწია რა მეორე ოთახში გასულს


და მეგობრულად ჩამჭიდა ორივე ხელზე.

-უბრალოდ არ უნდა მიგეცა ყელსახვევი თუკი ასე გსურდა, რომ გქონოდა.


უბრალოდ უნდა გეთქვა, რომ სადღაც დადე და დამთავრდა. როგორი ხარ! როგორ ვერ
მოიფიქრე! სასაცილო!

33
და ამ დროს შუბლზე მსუბუქად მომარტყა ხელი, ამასთან გაეცინა იმიტომ, რომ
ყაყაჩოსავით გავწითლდი:

-ჩვენ ხომ ახლა მეგობრები ვართ- ასეა? დასრულდა ჩვენი მტრობა? კი თუ არა?

გამეცინა და ჩუმად მოვუჭირე თითებზე.

-უი, უი, რა გჭირს რატომ ხარ ასეთი ფერმკრთალი და კანკალებ? ციება გაქვს?

-ჰო, არ ვარ ჯანმრთელად.

-საწყალი! ძლიერი შთაბეჭდილებებისგან გჭირს! იცი რა? სჯობს წადი, დაიძინე არ


დაელოდო სადილს, და დილამდე გაგივლის. წამოდი.

ზემოთ ამიყვანა, უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ზრუნვას დასასრული არ ექნებოდა.


გასახდელად დამტოვა, ქვემოთ ჩაირბინა, ჩაი მოამზადა და უკვე ჩაწოლილს, თავად
ამომიტანა. თბილი საბანიც თავად მომართვა. მისმა ასეთმა ზრუნვამ ჩემს მიმართ,
განმაცვიფრა და გული ამიჩუყა, ან უბრალოდ მთელი დღე ასე ვიყავი განწყობილი,
მგზავრობით და ციებითურთ. დამშვიდობებისას, ძლიერ მხურვალედ ჩავეხუტე,
როგროც ყველაზე ნაზ და ახლობელ მეგობარს, და ყველა შთაბეჭდილება ერთად
მოაწყდა ჩემს დასუსტებულ გულს; ლამის ვიტირე მის მკერდზე მიკრულმა. შეამჩნია,
ჩემი მგრძნობიარობა და მგონი, ჩემი ცელქი, თავადაც ცოტათი გულაჩუყებული
გახლდათ.

-შენ ძალიან კეთილი ბიჭი ხარ,- ჩაიჩურჩულა მან, ჩუმი თვალებით მიცქერდა,-
გთხოვ არ გამიბრაზდე? ხომ არ გამიბრაზდები?

ერთი სიტყვით, ჩვენ ყველაზე ნაზი, ყველაზე ერთგული მეგობრები გავხდით.

საკმაოდ ადრე იყო, რომ გამეღვიძა, თუმცა მზე უკვე კაშკაშა შუქით ანათებდა
ოთახს. საწოლიდან, სრულიად ჯანმრთელი და მხნე წამოვხტი, თითქოს გუშინდელი
ციება საერთოდ არ არსებობდა, მის მაგივრად კი შიგნიდან ენით აუწერელ სიხარულს
ვგრძნობდი. გუშინდელს ვიხსენებდი და ვიგრძენი, რომ მთელს ბედნიერებას

34
გავიღებდი, ოღონდ ისევ ჩავხუტებოდი, ჩემს ახალ, ქერაკულულებიან უმშვენიერეს
მეგობარს . თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო და ყველას ეძინა. უცბად ჩავიცვი და
ბაღისკენ დავეშვი, შემდეგ კორომში. იქეთ მივიწევდი სადაც უფრო უღრანი სიმწვანე
იყო, სადაც ხეების ფისის სუნი მეტად იგრძნობოდა და მხიარულად აღწევდნენ მზის
სხივები, ვხარობდი, აქა-იქ ხშირ ფოთლებს შორის რომ ვძვრებოდი. საოცარი დილა
იდგა.

შეუმჩნევლად სულ უფრო და უფრო წინ მივიწევდი, საბოლოოდ კორომის მეორე


ბოლოში გავედი, მდინარე მოსკოვთან. ის ორასიოდე ნაბიჯის სიგრძეზე მიედინებოდა
გორაკქვეშ. მოპირდაპირე ნაპირზე თიბავდნენ. შევაცქერდი, როგორ იცელებოდა
სქელი თივის ნაწნავები ნამგლის ყოველი მოძრაობით. უცებ როგორ მოეფინებოდათ
შუქი და მერე ისევ ქრებოდნენ, ცეცხლოვანი გველების მსგავსად, თითქოს სადღაც
იმალებოდნენ. ფესვიდან მოჭრილი ბალახი, მსუქან ძნებად ცვიოდა გარშემო და სწორ
გრძელ კვლებად ეწყობოდა. არც კი მახსოვს, რამდენი ხანი გავატარე დაკვირვებაში,
უცებ კორომში, ჩემგან დაახლოებით ოც ნაბიჯში, ბილიკზე, რომელიც მთავარ გზას
ბატონის სახლთან აკავშირებდა, ცხენის მოუთმენელი თქარუნის ხმამ გამომარკვია. არ
ვიცი , იმ წამს გავიგე ცხენის მოძრაობა, როგორც კი მომიახლოვდა, თუ უკვე როდესაც
მხედარი მომიახლოვდა და შედგა, მაგრამ ტყუილად კი მიღიტინებდა ყურში,
უძლური იყო, ჩემი ოცნებებისგან გამოვერკვიე. ცნობისმოყვარეობამ კორომში
შემაბრუნა, რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, სწრაფი, თუმცა ჩუმად მოსაუბრე
ხმები გავიგონე. კიდევ უფრო მივუახლოვდი, ფრთხილად გავწიე გზამდე ბოლო
ბუჩქების ბოლო ტოტებიც, რომლებიც ბილიკს გარშემო აკრავდა და გაოცებისაგან
უკან გადავხტი. თვალწინ თეთრმა ნაცნობმა კაბამ გამიელვა და ქალის ჩუმი ხმა გულში
მუსიკის მსგავსად ჩამესმა. ეს m-me M იყო. იგი მხედრის სიახლოვეს იდგა, რომელიც
ცხენიდანვე სიჩქარეში ესაუბრებოდა. ჩემდა გასაკვირად, მასში Н ამოვიცანი, ის
ახალგაზრდა, რომელიც ჩვენგან გუშინ დილით გაემგზავრა და ვის გამოც m-r M, ასეთი
შეწუხებული გახლდათ. მაშინ ამბობდნენ, რომ ის შორს, რუსეთის სამხრეთით

35
მიემგზავრებოდა, ამიტომაც ძლიერ გავოცდი ასე ადრიანად m-me M-სთან ერთად
მარტოდმარტო კვლავ მისი ხილვით.

m-me M აღფრთოვანებული და აღელვებული იყო, ასეთი არასდროს მინახავს,


ლოყებზე კი ცრემლები უკიაფობდა. ახალგაზრდა კაცს მისი ხელი ეჭირა, უნაგირიდან
იხრებოდა და ხელზე ჰკოცნიდა. მე დამშვიდობებას შევესწარი. როგორც ჩანს,
ჩქარობდნენ. ბოლოს ჯიბიდან დალუქული პაკეტი ამოიღო, m-me M-ს გაუწოდა,
ცალი ხელით მოეხვია, როგორც მანამდე, ცხენიდან ჩამოუსვლელად, ძლიერად და
დიდხანს აკოცა. ბოლოს კი ცხენს ჰკრა და ჩემს წინ ისარივით ჩაიქროლა. M-me M
რამდენიმე წამი ცრემლებით აცილებდა, შემდეგ ჩაფიქრებული და დასევდიანებული
სახლისკენ გაემართა, თუმცა ბილიკზე რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ თითქოს
გამოერკვა, ბუჩქები გადაწია და კორომის გავლით განაგრძო სვლა.

მე, აღელვებული და გაოგნებული, ფეხდაფეხ მივყვებოდი. ნანახი გამო გული


ძლიერ მიცემდა, ისე, როგორც შიშის დროს. გაშეშებული, და თითქოს დაბინდული
ვიყავი. ფიქრები დამსხვრეული და გაბნეული მქონდა. მახსოვს, რომ რატომღაც
საშინლად დავსევდიანდი. იშვიათად მისი თეთრი კაბაც გაიელვებდა სიმწვანეში.
მექანიკურად მივყვებოდი, თვალთახედვიდან არ ვუშვებდი, თუმცა ძალიან
ფრთხილად, რომ არ შევემჩნიე. საბოლოოდ გზაზე გავიდა, რომელსაც ბაღისკენ
მიჰყავდა. ნახევარი წუთი მოვიცადე და მეც გამოვედი. ვერ წარმოიდგენთ ჩემს
გაკვირვებას, როდესაც დალუქული პაკეტი წითელ ქვიშაზე დაგდებული შევნიშნე, რა
თქმა უნდა, ერთი ნახვით ვიცანი, ის სულ ათიოდე წუთის წინ გადასცეს m-me M-ს.

ავიღე; ყველა მხრიდან თეთრი ქაღალდი, არანაირი წარწერა; ერთი შეხედვით-არც


ისე დიდი, თუმცა მკვრივი და მძიმე, თითქოს მასში სამი ან მეტი საფოსტო ქაღალდი
იდო.

რას ნიშნავს ეს პაკეტი? ეჭვგარეშეა, ის ნათელს ფენდა მთელ ამ საიდუმლოს. იქნებ


მასში ახსნილი იყო ის, რის თავად გამოთქმის იმედიც Н—ს არ ქონდა საჩქარო პაემნის

36
უდროობის გამო. ის ცხენიდანაც არ ჩამოსულა...ჩქარობდა თუ დამშვიდობებისას
თავისთვის რომ არ ეღალატა იმის შიშით,-ღმერთმა იცის.

გავჩერდი, ბილიკზე არ გავსულვარ, შეკვრა ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დავაგდე


და თვალს არ ვაშორებდი, ვფიქრობდი, რომ m-me M, შეამჩნევდა დანაკარგს და
საძებნელად დაბრუნდებოდა. თუმცა, ოთხიოდე წუთის გასვლის შემდეგ ვერ
მოვითმინე, მონაპოვარი ავიღე, ჯიბეში ჩავიდე და m-me M-ს დავედევნე. ბაღში
დავეწიე, დიდ ხეივანში; ის სწრაფი, აჩქარებული ნაბიჯით პირდაპირ სახლისკენ
მიიწევდა, თუმცა ჩაფიქრებული და მიწას ჩაშტერებული. არ ვიცოდი, რა მექნა.
მივიდე, მივცე? ეს იმის თქმას ნიშნავდა, რომ მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერი
დავინახე. პირველივე სიტყვაში გავცემდი თავს. როგორღა შევხედავ? თვითონ როგორ
შემომხედავს?.. ველოდი, რომ გამოერკვეოდა, დანაკარგის საძებნად თავისივე კვალს
გაყვებოდა. მაშინ შევძლებდი, რომ შეკვრა შეუმჩნევლად დამეგდო გზაზე, ის კი
იპოვიდა. მაგრამ არა! უკვე სახლს მივუახლოვდით და ის შეამჩნიეს.

დღევანდელ დილას კი თითქოს ყველამ განზრახ ადრე გაიღვიძა, იმიტომ, რომ


ჯერ კიდევ გუშინ საღამოს არშემდგარი გამგზავრების გამო, ახალი ჩაიფიქრეს,
რომლის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. ყველა ემზადებოდა, და ტერასაზე
საუზმობდა. ათიოდე წუთი მოვიცადე,
m-me M-სთან ერთად, რომ არავის შევემჩნიე, ბაღს შემოვუარე და სახლთან სხვა
მხრიდან მივედი. ის ტერასაზე წინ და უკან დადიოდა, ფერმკრთალი და
აღელვებული, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა, ყოველივე მიანიშნებდა, რომ
თავს იმაგრებდა და ცდილობდა თავის თავში მტაჯველი, სასოწარკვეთილი სევდა
დაეთრგუნა, რომელიც მის თვალებში, მოძრაობაში, ყოველ ქმედებაში გამოსჭვიოდა.
შიგადაშიგ კიბეზე ჩამოდიოდა, ყვავილებს შორის ბაღის მიმართულებით რამდენიმე
ნაბიჯს გადადგამდა. მისი თვალები ხარბად და, შეიძლება ითქვას,
გაუფრთხილებლადაც კი, რაღაცას ეძებდნენ ქვიშაზე დატერასაზე. ეჭვგარეშეა:

37
დაკარგულს დაუწყო ძებნა, ალბათ ფიქრობს, რომ სადმე აქვე დაუვარდა, სახლთან-
დიახ ასეა, ამაში დარწმუნებულია!
ვიღაცამ, და შემდეგ უკვე ყველამ, შეამჩნია, რომ ფერმკრთალი და აღელვებულია.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კითხვებიც დააყარეს, დასანანი ჭმუნვა; იგი
იძულებული იყო, ხუმრობით აეცილებინა ნიაღვარი, ეცინა და მხიარულად
მოჩვენებოდა. შიგადაშიგ ქმარს გამოხედავდა, რომელიცტერასის ბოლოში იდგა და
ორ ქალბატონს ესაუბრებოდა, იგივე თრთოლა, იგივე უხერხულობა იპყრობდა, რაც
მაშინ, მისი ჩამოსვლის პირველ საღამოს. ხელი ჯიბეში მედო და შეკვრა მქონდა
ჩაბღუჯული, ყველასგან მოშორებით ვიდექი, ბედს ვევედრებოდი, რომ m-me M-ს
შევემჩნიე. მინდოდა გამემხნევებინა და დამემშვიდებინა, თუნდაც მზერით.
შეუმჩნევლად, ფარულად მეთქვა რაიმე. თუმცა, როცა შემთხვევით შემომხედა, შევცბი
და თვალები დავხარე.
მე მის ტანჯვას ვხედავდი და არ შევმცდარვარ. ახლაც არ ვიცი ის საიდუმლო, არაფერი
ვიცი, მხოლოდ ის, რაც ჩემი თვალით ვნახე და მოგიყევით. ეს კავშირი იქნებ სულაც
არ იყოს ისეთი, როგორიც შესაძლოა,ერთი შეხედვით ივარაუდოს ადამიანმა. ეგებ ეს
გამოსამშვიდობებელი კოცნა იყო ან ეს უკანასკნელი, მკრთალი ჯილდოა იმ
მსხვერპლისათვის, რაც მის სიმშვიდეს და ღირსებას შეწირეს. Н მიემგზავრებოდა;
ტოვებდა, მას, იქნებ - სამუდამოდ. ბოლოს და ბოლოს, ეს წერილი, რომელიც ხელში
მეჭირა,ვინ იცის, რას შეიცავს. ვინ განსჯის, ვინ განიკითხავს? ამასობაში კი ამ
საიდუმლოს მოულოდნელად გამჟღავნება ნამდვილი საშინელება და მეხის დაცემა
იქნებოდა მისი ცხოვრებისათვის. ახლაც მახსოვს, მაშინდელი მისი სახე. მეტად წამება
წარმოუდგენელია, გრძნობდე, იცოდე, დარწმუნებული იყო და ელოდე, სასიკვდილო
განაჩენის მსგავსად, რომ შესაძლოა,თხუთმეტ წუთში, ან წამიერადაც ყველაფერი
გამოაშკარავდეს, შეკვრა ვინმემ იპოვოს, აიღოს; წარწერის არარსებობის გამო გახსნას,
და მაშინ.. რა მოხდება მაშინ?რომელი სასჯელი შეიძლება იყოს იმაზე საშინელი, რაც
მას მოელის? ის თავის მომავალ მსაჯულთა შორის დადის. მათი მომღიმარი, პირფერი
სახეები მრისხანენი და ულმობელნი გახდებიან.ის დაცინვას, ბოროტებას და

38
ყინულივით ცივ ზიზღს წაიკითხავს ამ სახეებზე, შემდეგ კი სამუდამო, უმზისსხივებო
ღამე დადგება მის ცხოვრებაში... დიახ, მაშინ ეს ყველაფერი ასეთი მკაფიო არ იყო, ისე,
როგორც ახლა ვფიქრობ ამაზე. მხოლოდ წინათგრძნობა და გულის ტკივილი
შეიძლებოდა მეგრძნო, საფრთხეზე, რომელსაც ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი. რაც
არ უნდა იმალებოდეს მისი საიდუმლოს უკან,-იმ გლოვის წუთებში, რომლის
მომსწრეც შევიქენი და რომელთაც ვერასდროს დავივიწყებ, მრავალი გამოსყიდვაც
იდო, თუკი გამოსასყიდი იყო რამ.

გამგზავრების მხიარული მოწოდებაც გაისმა; ყველა სიხარულით აფუსფუსდა;


მკვირცხლი საუბარი და სიცილი ისმოდა ყველა მხრიდან. ორიოდ წუთშიტერასა
დაცარიელდა. M-me M-მ წასვლაზე უარი განაცხადა, ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ
შეუძლოდ იყო. მადლობა ღმერთს, ყველა მიდიოდა, ყველა ჩქარობდა, წუხილით
თავის მობეზრების, კითხვების და რჩევებისთვის არავის ეცალა. სახლში ცოტანი
დარჩნენ. ქმარმა რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა; ის პასუხობდა, რომ დღესვე უკეთ
იქნებოდა, რომ ღელვად არ ღირდა, დაწოლა საჭირო არ იყო, ბაღში ისეირნებდა,
მარტო.. ჩემთან ერთად.. და შემომხედა. უფრო დიდი ბედნიერება, ვერ იარსებებდა!
სიხარულისგან გავწითლდი; ერთ წუთის შემდეგ ბილიკს მივუყვებოდით.

იმავე ხეივნებით მიდიოდა იმ ადგილამდე, სადაც წერილი ავიღე და ბილიკიც იქვე


მთავრდებოდა, უცებ m-me M შეჩერდა და სუსტი, სევდისგან ჩაკლული ხმით თქვა,
რომ უფრო ცუდადაა და სახლში უნდა დაბრუნდეს. ბაღის ცხაურთან მისული, ისევ
შეჩერდა და ერთი წუთით დაფიქრდა. სასოწარკვეთილი ღიმილი გაუჩნდა ტუჩებზე,
ძალაგამოცლილი, ნატანჯი, მტკიცედ, მორჩილად, ჩუმად დაუბრუნდა პირველ გზას,
ისე, რომ ამჯერად არც გამაფრთხილა.

სევდა მფლეთდა და არ ვიცოდი რა უნდა მომემოქმედებინა.

წავედით, უფრო სწორად, იმ ადგილას მივიყვანე, საიდანაც ერთი საათის წინ,


ცხენის ფლოქვების თქარუნი მომესმა. იქვე, სქელ ბუჩქნართან დიდ მთლიან ქვაში
გამოკვეთილი სკამი იყო. გარშემო ეკლები, მინდვრის ჟასმინი და ასკილი შემოხვეოდა.

39
(მთელი ეს კორომი იყო ხიდებით, ფანჩატურებით, გამოქვაბულებით და მსგავსი
სიურპრიზებით სავსე). M-me M სკამზე ჩამოჯდა, გაუცნობიერებლად ჩვენს წინ
გადაშლილ, თვალწარმტაც პეიზაჟს გაუწორა თვალი. ერთი წუთის შემდეგ წიგნი
გაშალა, უმოძრაოდ მიეყინა მას, უბრალოდ გვერდებს შლიდა, ისე, რომ არ
კითხულობდა და ვერ აცნობიერებდა, რას აკეთებდა. ათის ნახევარი იყო. მზე ამოვიდა
და დიდებულად ცურავდა ლურჯი ცის თაღზე, მოგეჩვენებოდა, თითქოს საკუთარ
ცეცხლში დნებოდა. მთიბავები უკვე შორს იყვნენ, ძლივსღა ჩანდნენ. მათ უკან
უწყვეტად მიიკლაკნებოდნენ, მოთიბული ბალახის კვლები, ოდნავ მქროლი ნიავი
თავის საოცარ სურნელს გვაფრქვევდა. გარშემო საოცარი კონცერტი ისმოდა მათი,
ვინც „არა თესვენ და არცა მკიან“, არამედ იმ ჰაერივით თავისუფალნი არიან, მათი
მკვირცხლი ფრთების ქვეშ რომ იჭრება. მეგონა, რომ ამ დროს ყველა ყვავილი,
თითოეული ბალახის ღერო, სამსხვერპლო ალის სურნელით აალებული, შემქმნელს
ეუბნებოდა: „მამა! ნეტარი ვარ და ბედნიერი!“

საწყალ ქალს შევხედე, რომელიც, ერთადერთი იყო ამ ბედნიერ სიცოცხლეში, ვინც


მიცვალებულს მოგაგონებდათ, მის წამწამებზე, გულიდან აუტანელი
ტკივილითამოკვეთილი ორი მსხვილი ცრემლი უმოძრაოდ გაყინულიყო. ჩემს ხელში
იყო, მისი დამზრალი გულის გაცოცხლება და გაბედნიერება, მხოლოდ არ ვიცოდი,
როგორ დამეწყო, როგორ გადამედგა პირველი ნაბიჯი. ვიტანჯებოდი. ასჯერ გავიწიე,
რომ მასთან მივსულიყავი, ყოველ ჯერზე აკრძალული გრძნობა ადგილზე მაქვავებდა,
და ყოველ ჯერზე ცეცხლივით მეწვოდა სახე.

უცებ ერთი ნათელი აზრი გამიკრთა. ვიპოვე გზა: აღვდექი.

-გნებავთ, თაიგულს შეგიკრავთ!-ისეთი სახარულით სავსე ხმით წარმოვთქვი, რომ


m-me M უცბად თავი ასწია და დაჟინებით ჩამაცქერდა.

-მომიტანე,-ჩაილაპარაკა ბოლოს სუსტი ხმით, ონდავ გაიღიმა და ისევ წიგნს


ჩააჩერდა.

40
-მგონი აქაც თიბავენ ბალახს და არ იქნება ყვავილები!-დავიყვირე, და მხიარულად
გავემართე დასალაშქრად.

მალევე შევაგროვე თაიგული, უბრალო, ღარიბი. სირცხვილიც კი იქნებოდა,


ოთახში რომ შეეტანა; თუმცა გული მხიარულად მიცემდა, სანამ ვაგროვებდი და
ავიღე! ასკილი და მინდვრის ჟასმინი ადგილზევე მოვკრიფე. ვიცოდი, რომ
შორიახლოს მწიფე ჭვავის ყანა იყო.
იქ ღიღილოებისთვის წავედი. გრძელი ჭვავის ღეროები შევურიე. ყველაზე
ოქროსფერები და ბარაქიანები შევარჩიე. იქვე, ახლო-მახლო, კესანების მთელ ბუდეს
მივადექი, ჩემი თაიგული ივსებოდა. მოშორებით მინდორში, ცისფერი ზანზალაკები
და მინდვრის მიხაკები მოვიპოვე, ხოლო წყლის ყვითელი შროშანებისთვის მდინარის
პირამდე ჩავირბინე. დაბრუნებისას, წამით კორომში შევედი, მომაფიქრდა, რომ
მომეპოვებინა ნეკერჩხლის რამდენიმე ღია მწვანე , ფართო ფოთოლი და თაიგულზე
შემომეხვია .ამ დროს შემთხვევით იაჟუჟუნების მთელ ოჯახს მივადექი, მათ
სიახლოვეს კი, ჩემდა საბედნიეროდ, სქელ წვნიან ბალახში, მიმალული ია საოცარ
სურნელს აფრქვევდა, ჯერ კიდევ ცვრის მბრწყინავი წვეთებით დაფარული. თაიგული
მზად იყო, გრძელი წვრილი ბალახით შევკარი, , რომელიც თოკივით დავგრიხე,
შიგნით წერილი ჩავდე, ყვავილებით დავფარე,ისე, რომ ძალიანაც შესამჩნევი იყო,
თუკი ჩემს თაიგულს ოდნავ მაინც უბოძებდნენ ყურადღებას
m-me M-ს მივართვი.
გზად უცებ მომეჩვენა, რომ წერილი ძალიან გამოსაჩენად იდო: მეტად დავფარე,
რომ მივუახლოვდი კიდევ უფრო ღრმად ჩავმალე ყვავილებში და როცა ადგილზე
მივედი, ისე ღრმად ჩავჩარე, რომ გარედან არაფერი ეტყობოდა. ლოყებზე ალი მქონდა
მოდებული. მინდოდა, სახე ხელებით დამეფარა და იმწამსვე გავქცეულიყავი, მან ჩემს
ყვავილებს ისე შეხედა, თითქოს სრულიად დავიწყებოდა, რომ შესაგროვებლად
წავედი. მექანიკურად, ისე, რომ თითქმის არ შემოუხედავს, ხელი გამოიწოდა,
საჩუქარი ჩამომართვა, და იმწამს სკამზე დადო, თითქოს ამისთვის მივაწოდე, და
თვალები ისევ წიგნში ჩააბრუნა, თითქოს თავდავიწყებას მიეცა. მზად ვიყავი,

41
წარუმატებლობისგან მეტირა. „ოღონდაც ჩემი თაიგული სულ მის სიახლოვეს იყოს,-
ვფიქრობდი მე,-ოღონდ არ დაავიწყდეს!“ იქვე შორიახლო ბალახზე წამოვწექი,
მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოვიდე და თვალები დავხუჭე, ვითომ ძილი მერეოდა,
თუმცა თვალს არ ვაშორებდი და ველოდი...
ათიოდე წუთი გავიდა; მეჩვენა, რომ სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდებოდა... ამ
დროს საშველად დალოცვილი შემთხვევა მოვიდა.
ეს ოქროსფერი დიდი ფუტკარი გახლდათ, კეთილმა ნიავმა მომიტანა ჩემდა
საბედნიეროდ. ჯერ ჩემს თავთან აზუზუნდა და შემდეგ m-me M-სთან მიფრინდა. მან
ერთხელ აუქნია ხელი, მეორედ, ფუტკარი კი, თითქოს განგებ, სულ უფრო ჯიუტად არ
ეშვებოდა. ბოლოს და ბოლოს m-me M -მ ჩემი ნაჩუქარი თაიგული მოუქნია,
ყვავილებიდან შეკვრა გადმოვარდა და პირდაპირ გადაშლილ წიგნში ჩავარდა.
შევკრთი.

რამდენიმე ხანს გაოგნებისგან დამუნჯებულს, m-me M -ს, მზერა შეკვრიდან


ყვავილებზე გადაჰქონდა, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. ნამდვილად თვალებს
არ უჯერებდა.. უცებ გაწითლდა, აენთო და ჩემკენ გამოიხედა, თუმცა მისი მზერის
დაჭერა მოვასწარი და თვალები მაგრად დავხუჭე, ვითომ მეძინა; არაფრის დიდებით
არ შევხედავდი პირდაპირ სახეში. ჩემი გული ხუჭუჭა სოფლელი ბიჭუნას თათებში
აღმოჩენილი ჩიტივით იტრუნებოდა და ცემდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიწექი ასე
თვალდახუჭული: ალბათ ორი-სამი წუთი. ბოლოს და ბოლოს გახელა გავბედე. M-me
M ხარბად კითხულობდა წერილს, მისი აწითლებული ლოყებით, მოკიაფე,
აცრემლებული გამოხედვით, განათებული სახით, რომლის თითოეული ნაკვთიც
ბედნიერების შეგრძნებით კრთოდა, მივხვდი, რომ ამ წერილში ბედნიერება
იმალებოდა და მისი სევდა ღრუბელივით გაიფანტა. მტანჯველად ტკბილი შეგრძნება
დაეუფლა ჩემს გულს, მიმძიმდა თავის მოჩვენება...
ეს წუთი არასოდეს დამავიწყდება!
მოულოდნელად, ჯერ კიდევ ჩვენგან შორს, ხმები გაისმა:
- Madame M! Natalie! Natalie!

42
M-me M არ პასუხობდა, სწრაფად წამოდგა, მომიახლოვდა და ჩემს თავთან
დაიხარა. ვგრძნობდი, რომ პირდაპირ სახეში მიყურებდა. წამწამები ამიკანკალდა,
თუმცა თავი შევიკავე და თვალები არ გამიხელია, ვცდილობდი უფრო სწორად და
მშვიდად მესუნთქა, გული კი თავისი მღელვარე დარტყმებით, მახრჩობდა. მისი
ცხელი სუნთქვა ლოყებს მიწვავდა; ის სულ ახლოს დაიხარა ჩემს სახესთან, თითქოს
სცდიდა. საბოლოოდ, მისი კოცნა და ცრემლები ხელზე დამეცა, რომელიც მკერდზე
მედო, ორჯერ აკოცა.
- Natalie! Natalie!-ისევ გაისმა, ამჯერად ჩვენგან ძალიან ახლოს.
-ახლავე!-ჩაილაპარაკა m-me M-მ თავისი დაბალი, მოვერცხლილი ხმით, თუმცა
ცრემლებისგან ყრუდ და მთრთოლვარედ, ისე რომ მხოლოდ მე მესმოდა-ახლავე!
ამ დროს კი გულმა საბოლოოდ მიღალატა და მთელი სისხლი სახისკენ
გადმოისროლა. იმავე წამს სწრაფმა, ცხელმა კოცნამ ტუჩები დამიწვა. სუსტად
წამოვიყვირე, თვალები გავახილე, მყის გუშინდელი გაზის ყელსახვევი დამეცა
სახეზე-თითქოს უნდოდა მზისგან დავეფარე. კიდევ წამიც და ის უკვე არ იყო.
მხოლოდ სწრაფად მიმავალი ნაბიჯების შრიალი ჩამესმა. მარტო ვიყავი.
სახიდან ყელსახვევი მოვიგლიჯე და აღტაცებისგან თავდაკარგული ვკოცნიდი;
ძლივს ვსუნთქავდი, ბალახზე დაყდნობილი უგონოდ და გაუნძრევლად გავცქეროდი
ჩემ წინ აღმართულ ბორცვებს, ყანებით აჭრელებულს, მდინარეს, მათ გარშემო რომ
მიიკლაკნებოდა და სადამდეც თვალი წვდებოდა, ახალ ბორცვებზე და სოფლებზე
შემოხვეულს, მთელს სიშორეში დაღვრილ სინათლეს, ლურჯ წერტილებად გამკრთალ
ტყეებს, თითქოსზეცის გავარვარებულ თაღზე ოხშივარავარდნილს, და უცნაურ,
ტკბილ მდუმარებას, ამ სადღესასწაულო სურათის სიჩუმით მობერილსთ, ფრთხილად
ანებებდა ჩემს აღელვებულ გულს. სიმსუბუქე ვიგრძენი, თავისუფლად
ამოვისუნთქე...ჩემი სული კი, რაღაც გაურკვეველი წინათგრძობის ჭვრეტით, ყრუდ
და ტკბილად იტანჯებოდა. შეშინებული გული, გაუბედავად და სიხარულით ხსნიდა
საიდუმლოს და მოლოდინით კრთოდა.. და აი, მოულოდნელად, მკერდი შეირყა, ყრუ
ტკივილით აივსო, თითქოს რაღაცამ განგმირა და ცრემლები, ტკბილი ცრემლები

43
წამომცვივდა თვალებიდან. ხელები სახეზე ავიფარე, ბალახის ღეროსავით ვთრთოდი,
დავიწყებით პირველად მივეცი თავი გულის გაცნობიერებულ სიწრფელეს ,
საკუთარი ბუნების პირველ, ჯერ კიდევ ბუნდოვან განჭვრეტას...ჩემი პირველი
ბავშვობაც ამ წამთან ერთად დასრულდა.
ორ საათში, როცა სახლში დავბრუნდი, m-me M იქ აღარ დამხვდა, რაღაც
გადაუდებელი გარემოების გამო, ქმართან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მე ის
არასდროს აღარ მინახავს.

44

You might also like