You are on page 1of 720

1 მკითხველთა ლიგა

დენ ბრაუნი

ინფერნო

ინგლისურიდან თარგმნა: გიორგი რაზმაძემ

2 მკითხველთა ლიგა
ვუძღვნი ჩემს მშობლებს

3 მკითხველთა ლიგა
ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი
განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური
კრიზისის დროს ნეიტრალური პოზიციაზე დგას.

4 მკითხველთა ლიგა
ფაქტები:

წიგნში ნახსენები ლიტერატურისა და ხელოვნების ნიმუშები,


სამეცნიერო მონაცემები თუ ისტორიული მოვლენები ნამდვი-
ლია.

„კონსორციუმი“ კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც ფილია-


ლები მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში აქვს. მისი ნამდვილი სახელი,
უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით,
წიგნში შეცვლილია.

„ინფერნო“ – მიცვალებულთა სამეფო, აღწერილი დანტე


ალიგიერის ეპიკურ პოემა „ღვთაებრივ კომედიაში“ – რთულად
ორგანიზებული მიწისქვეშა სამყაროა, რომელშიც ე. წ. აჩრდი-
ლები, ანუ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დარჩენილი უსხეუ-
ლო სულები ბინადრობენ.

5 მკითხველთა ლიგა
პროლოგი

მე აჩრდილი ვარ.
ტანჯვისა და ცრემლის ქალაქიდან გავრბივარ.
გაქცევით ვაღწევ თავს უსაზღვრო სევდას.
მდინარე არნოს ნაპირებზე მივექანები და სული მეხუთე-
ბა.…მარცხნივ, კასტელანის ქუჩაზე ვუხვევ და ჩრდილოეთით მი-
ვიჩქარი, უფიცის პორტიკთა ჩრდილით დაფარული.
მაგრამ ისინი მაინც მომდევენ.
ჩემს კვალს შეუვალი სიმტკიცით მოჰყვებიან და მათი ნაბიჯე-
ბის ხმა სულ უფრო გარკვევით მესმის.
უკვე რამდენიმე წელია, ეს დევნა გრძელდება. მათ მაიძულეს,
იატაკქვეშეთისთვის შემეფარებინა თავი,… მეცხოვრა განსაწმენ-
დელში... შრომის ოფლი მეღვარა მიწისქვეშ, ხთონური ურჩხუ-
ლივით.
მე აჩრდილი ვარ.
აქ, ცისქვეშეთში, ჩემი მზერა ჩრდილოეთსაა მიპყრობილი,
მაგრამ ხსნისაკენ პირდაპირი გზა ვერ მიპოვია, რადგან აპენინის
მთები განთიადის პირველ სხივებს მიფარავენ.
უკან ვტოვებ ეშვისმაგვარი კოშკითა და ერთადერთისრიანი
საათით შემკულ სასახლეს. პიაცა დი სან-ფირენცეზე დილაადრი-
ან გამოშლილ ქუჩის მოვაჭრეებს შორის, მათი უხეში ხმის, ლამ-
პრედეტოსა1 და ზეითუნის ზეთის არომატით გაჯერებული სუნ-
თქვის თანხლებით, მოხერხებულად მივძვრები. ბარჯელოს მო-
პირდაპირე მხარეს მოედანს ვკვეთ, დასავლეთით, ბადიისკენ
ვუხვევ და კიბის ძირში რკინის გისოსებს ინერციით ვეკრობი.
აქ ახლა სულის სიმტკიცეა საჭირო.2

1
ძროხის ღვიძლით, ბოსტნეულითა და სუნელებით შზავებული ტრადიციული
ფლორენციული კერძი.
2
ციტატა დანტე ალიგიერის პოემიდან „ღთაებრივი კომედია’’
6 მკითხველთა ლიგა
გისოსებიან კარს ვაღებ და ვიწრო დერეფანში გავდივარ. კარ-
გად მესმის, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი მაქვს.
ტყვიასავით დამძიმებულ ფეხებს ძლივსღა ვადგამ ძველ, მარმა-
რილოს აქა-იქ ჩამტვრეულ საფეხურებზე, რომლებიც ზევით სპი-
რალისებურად მიემართებიან.
ქვემოდან ადამიანთა ხმების ექო მესმის. ისინი მიხმობენ.
ჩემი მდევრები თავს არ მანებებენ. უკვე ძალიან ახლოს
არიან.
არ ესმით, რა მოელით... და რა გავაკეთე მათთვის!
უმადურო მიწავ!3
ზევით ავდივარ. ისევ გარს მეხვევიან მომაბეზრებელი ხილვე-
ბი... ცეცხლოვან წვიმაში ტკივილისგან დაკლაკნილი ვნებათ-
მოყვარეთა სხეულები... უწმინდურებაში ჩაძირული გემოთმოყ-
ვარეთა სულები. სატანის ყინულოვან სუსხში გახევებული ამაზ-
რზენი მოღალატეები.
კიბის უკანასკნელ საფეხურებს ცოცხალ-მკვდარი ავდივარ და
სახურავზე ასულს სახეზე ნოტიო დილის სუსხი მხვდება. ადამია-
ნის სიმაღლის პარაპეტთან მივდივარ და კბილანებს შორის არ-
სებულ ღრიჭოში ვიყურები. ქვემოთ, ძალიან შორს გაშლილია
კურთხეული ქალაქი – ქალაქი, რომელმაც გაძევებული ლტოლ-
ვილი შემიფარა.
მათი ხმა მიახლოვდება და თავისკენ მიხმობს. „ის, რაც შენ ჩა-
იდინე, სიგიჟეა“.
სიგიჟე ბადებს სიგიჟეს.
„ღვთის გულისთვის! – ყვირიან ისინი, – გვითხარი, სად გადა-
მალე ის!“
სწორედაც რომ ღვთის სიყვარულის გამო არ ვეტყვი მათ.

3
სიტყვები დანტესადმი მიძღვნილი მიქელანჯელოს სონეტიდან.
7 მკითხველთა ლიგა
და მე ვდგავარ, კუთხეში მიმწყვდეული, ქვის ცივ კედელს ზურ-
გით მიყრდნობილი. ისინი ჩემს ნათელ მწვანე თვალთა სიღრმე-
ში იცქირებიან და მათი სახეები სულ უფრო მუქდება. მათი თხოვ-
ნა მუქარით იცვლება. „კარგად იცი, რომ ჩვენ საკუთარი მეთო-
დები გვაქვს. იძულებით გათქმევინებთ მის ადგილსამყოფელს“.
აქ სწორედ ამის გამო ვარ, ცალი ფეხით სამარეში მყოფი.
გაფრთხილების გარეშე უკან ვტრიალდები და პარაპეტის მა-
ღალ კიდეს ხელებით ვეკიდები, ზემოთ ავდივარ, ჯერ მუხლებზე
და შემდგომ ფეხზე ვდგები. უფსკრულის პირას წონასწორობის
დაცვას ვცდილობ. გზა მიჩვენე უფსკრულისკენ, ჩემო ვერგილი-
უს!
ისინი დაბნეულები მოიწევენ ჩემკენ, ცდილობენ, ფეხებზე
მომწვდნენ, მაგრამ ეშინიათ, წონასწორობა არ დავკარგო და არ
გადავვარდე. ახლა კვლავ მევედრებიან, მაგრამ მე მათ ზურგს
ვაქცევ. მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.
ჩემ ქვემოთ, თავბრუდამხვევი სიღრმიდან ამოზრდილა წითე-
ლი აგურის სახურავები. ცეცხლოვან ზღვას ჰგვანან, რომელიც ამ
საოცარ ქვეყანას სინათლის ნათელს ჰფენს; ქვეყანა, სადაც ერთ
დროს გიგანტები დააბიჯებდნენ: ჯოტო, დონატელო, ბრუნელეს-
კი, მიქელანჯელო, ბოტიჩელი.
კიდესთან უფრო ახლოს მივიწევ.
„ჩამოდი! – ყვირიან ისინი, – ჯერ კიდევ არ არის გვიან!“
ოჰ, თქვე უზნეო უჯიათებო! ნუთუ მომავალს ვერ ხედავთ? ნუ-
თუ მართლა არ გესმით, რაოდენ ბრწყინვალეა ჩემი ქმნილება?
როგორი აუცილებელი და საჭიროა?
მე სიხარულით შევწირავ ამ უკანასკნელ მსხვერპლს… და
იმავდროულად, მოგისპობთ მისი პოვნის უკანასკნელ იმედს.
თქვენ მას ვერასდროს მიაგნებთ.
ჩემგან ასობით მეტრით ქვემოთ გაშლილი, რიყის ქვით მო-
პირკეთებული მოედანი მაცდურად გამოიყურება, მშვიდი ნავსა-
8 მკითხველთა ლიგა
ყუდელივით. ნეტა ცოტაოდენი დრო მაინც მქონდეს, მაგრამ
დრო ერთადერთი რამაა, რასაც ჩემი აურაცხელი სიმდიდრის მი-
უხედავად ვერ ვიყიდი.
ამ უკანასკნელ წამებში ქვემოთ მდებარე მოედანს დავცქერი
და უეცრად გაოგნებული ვშეშდები.
მე იქ შენს სახეს ვხედავ.
შენ ჩრდილიდან მაკვირდები. შენი მზერა სევდიანია, და მა-
ინც, ამ მზერაში ჩემი მიღწევების გამო ჩემდამი თაყვანისცემა
იკითხება. იცი, რომ არჩევანი არ მაქვს. კაცობრიობის სიყვარუ-
ლის სახელით უნდა დავიცვა ჩემი შედევრი.
აი, ახლაც კი, ის იზრდება,… ელის,… წყნარად ბუყბუყებს სის-
ხლისფერ წითელ წყლებში – იქ, სადაც ვერ აღწევს სხივი მნათო-
ბის.
და მე თვალს გარიდებ, მზერას ჰორიზონტს მივაპყრობ. ვდგა-
ვარ ამ ნატანჯი სამყაროს თავზე და ჩემს უკანასკნელ ლოცვას აღ-
ვავლენ:
უფალო, დაე, სამყაროს ვახსოვდე არა როგორც საძაგელი
ცოდვილი, არამედ როგორც ღირსეული მხსნელი, რადგან შენ
იცი, რომ ჩემი ჭეშმარიტი მისია სწორედ ესაა. გევედრები, დაე,
კაცობრიობამ გააცნობიეროს იმ ძღვენის არსი, რომელსაც მე
მას ვუტოვებ.
ჩემი ძღვენი – მომავალია.
ჩემი ძღვენი – ხსნაა.
ჩემი ძღვენი – ინფერნოა.
„ამინ“ – ვჩურჩულებ შემდგომ და უკანასკნელ ნაბიჯს ვდგამ
უფსკრულისაკენ.

9 მკითხველთა ლიგა
თავი 1

მოგონებები ნელ-ნელა ამოტივტივდა... როგორც ჰაერის ბუშ-


ტუკები უძირო ჭის წყვდიადიდან.
იდუმალი უცნობი ქალი.
რობერტ ლენგდონი უცნობ ქალს მდინარის მეორე ნაპირი-
დან უყურებდა. მშფოთვარე ტალღები სისხლისგან წითლად იყო
შეღებილი. მეორე ნაპირზე ქალი სახით მისკენ იდგა – უძრავი,
დიდებული. სახეს ვუალი უფარავდა. ლურჯი ლენტი, რომელიც
ხელში ეკავა, მის ფეხებთან მიმოყრილი უამრავი მიცვალებულის
პატივსაცემად უეცრად მაღლა ასწია. ჰაერში სიკვდილის სურნე-
ლი დატრიალდა.
ეძიებდეთ, – დაიჩურჩულა ქალმა, – და ჰპოვებდეთ.
მისი სიტყვები თითქოს ლენგდონის გონებაში გაისმა. ვინ
ხართ? – დაიყვირა ლენგდონმა, მაგრამ საკუთარი ხმა ვერ გა-
იგონა.
დრო თითქმის ამოიწურა, – დაიჩურჩულა ქალმა, – ეძიებდეთ
და ჰპოვებდეთ.
ლენგდონმა მდინარის მიმართულებით ნაბიჯი გადადგა, მაგ-
რამ მიხვდა, ფონს ვერ გავიდოდა: სისხლისფრად შეღებილი წყა-
ლი საკმაოდ ღრმა იყო. როდესაც ლენგდონმა უცნობ ქალს
კვლავ შეხედა, მის ფეხებთან დაყრილი გვამების რიცხვი გაცი-
ლებით გაზრდილი მოეჩვენა. ახლა ისინი ასობით, ანდა შესაძ-
ლოა ათასობითაც კი იყვნენ, ზოგი მათგანი, ჯერ კიდევ ცოცხალი,
იკრუნჩხებოდა და აუტანელ ტანჯვაში ღაფავდა სულს. ადამიანე-
ბი ცეცხლის ალში იკლაკნებოდნენ, ექსკრემენტებში იხრჩობოდ-
ნენ და თან ერთმანეთს გლეჯდნენ. ცოდვილთა გაწამებული ხმე-
ბის ექო მდინარეს ეხლებოდა.
უცნობი ქალი მისკენ წამოვიდა, ხელები მოხდენილად გაიწ-
ვდინა, თითქოს ლენგდონისგან დახმარებას ითხოვდა.
10 მკითხველთა ლიგა
„ვინ ხართ?“ – კვლავ ამოიგმინა ლენგდონმა.
პასუხად ქალმა ხელი სახესთან მიიტანა და ვუალი ფრთხი-
ლად მოიცილა. დამაბრმავებლად ლამაზი ქალი იმაზე ასაკოვანი
აღმოჩნდა, ვიდრე ლენგდონი მოელოდა, ალბათ სამოცის ან უფ-
რო მეტის, დიადი და მტკიცე, როგორიც დროის მდინარებაზე გა-
მარჯვებული სკულპტურა. ქალს გამოკვეთილი ყბები და ღრმა,
გამჭოლი მზერა ჰქონდა; გრძელი, მოვერცხლისფრო თმა მხრებ-
ზე ჩამოშლოდა, კისერზე კი ლილაქვის ავგაროზი – კვერთხზე
შემოხვეული გველი ეკეთა.
ლენგდონმა იგრძნო, რომ იცნობდა ამ ქალს …და ენდობოდა
კიდეც მას. კი, მაგრამ როგორ? რატომ?
ქალი მის წინ მიწიდან ამოშვერილი გვამის ფეხებზე რაღაცას
ანიშნებდა. ცხადია, ეს ფეხები ვიღაც საცოდავს ეკუთვნოდა, რო-
მელიც წელსზემოთ დაემარხათ. მის ფერმკრთალ თეძოზე ერთა-
დერთი ასო „ღ“ იყო გამოსახული.
ეს რას უნდა ნიშნავდეს? – გაიფიქრა ლენგდონმა, – შესაძ-
ლოა... რობერტს? ნუთუ ეს მე ვარ?
ქალის სახის გამომეტყველებით ვერაფერს მიხვდებოდა ადა-
მიანი. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, – გაიმეორა ქალმა.
უეცრად ქალის ირგვლივ ნათებამ იფეთქა, რომელიც თანდა-
თან უფრო ბრწყინვალე გახდა. მთელი მისი სხეული ძლიერმა
ჟრჟოლამ მოიცვა, შემდეგ გამაყრუებელი აფეთქების ხმა გაისმა
და იქიდან, სადაც ორი წამის წინ ქალი იდგა, ყოველ მხარეს ათა-
სობით მანათობელი ნაწილაკი გაიფანტა.
ლენგდონი ყვირილით გამოფხიზლდა ხილვიდან.
ოთახში შუქი ენთო. გარშემო არავინ იყო. ჰაერში სპირტის
მკვეთრი სურნელი ტრიალებდა და სადღაც ახლოს რომელიღაც
სამედიცინო აპარატი ლენგდონის გულის რიტმს იმეორებდა. კა-
ცი მარჯვენა ხელის ამოძრავებას შეეცადა, მაგრამ მწვავე ტკი-

11 მკითხველთა ლიგა
ვილმა შეაჩერა. ქვემოთ დაიხედა და დაინახა, რომ იდაყვზე წვე-
თოვანის რეზინის მილი ჰქონდა მიერთებული.
გული აუჩქარდა... და აპარატმაც მოუმატა წრიპინს.
„სად ვარ? რა მომივიდა?“ – გაიფიქრა ლენგდონმა
ლენგდონის კეფას ყრუ ტკივილი ღრღნიდა. თავისუფალი ხე-
ლი ასწია და მტკივანი ადგილის პოვნას შეეცადა. აბლანდულ
თმებში მისი თითები შედედებული სისხლით გაჟღენთილ ნაკე-
რებს წააწყდა. ასეთი ათეულობით ნაკერი ედო.
ლენგდონმა თვალები დახუჭა და ეცადა გაეხსენებინა, თუ რა
ხათაბალაში გაყო თავი.
ვერაფერი გაიხსენა. მის თავში სრული სიცარიელე იყო.
იფიქრე!
მეხსიერების აქტიურობის არანაირი ნიშანწყალი.
პალატაში ექიმის ხალათში ჩაცმული მამაკაცი ნაჩქარევი ნა-
ბიჯით შემოვიდა, ალბათ სამედიცინო აპარატურის საგანგაშო
სიგნალების გამო. მოკლე წვერი, ხშირი ულვაში და ხშირი წარ-
ბებიდან მომზირალი სათნო თვალები ჰქონდა, რომლებიც
მზრუნველ სითბოს ასხივებდა.
– რა მოხდა? – დიდი წვალებით წარმოთქვა ლენგდონმა, –
ავარიაში მოვყევი?
ექიმმა ტუჩებთან თითი მიიტანა, შემდეგ დერეფანში გავიდა
და ვიღაცას ხმამაღლა მოუხმო.
როგორც კი ლენგდონმა თავი მოატრიალა, კისრის არეში
მკვეთრი ტკივილი იგრძნო. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა და
ამოისუნთქა, დაიცადა, სანამ ტკივილი გაივლიდა. შემდეგ ძალი-
ან ნელა და ფრთხილად მოათვალიერა ასკეტური უბრალოებით
მოწყობილი პალატა. ოთახში მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, ანუ
ის, რომელზეც თავად იწვა. ტუმბაზე არც ყვავილები ეწყო და არც
სავიზიტო ბარათები. ოდნავ მოშორებით ლენგდონმა გამჭვირვა-

12 მკითხველთა ლიგა
ლე პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული საკუთარი ტანსაცმე-
ლი შენიშნა. ტანსაცმელი სისხლით იყო დასვრილი.
„ღმერთო ჩემო! როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა“.
ლენგდონმა დიდი სიფრთხილით, ალმაცერად გახედა ფანჯა-
რას საწოლთან ახლოს. მის მიღმა სიბნელე იდგა. ღამე. ფანჯრის
მინაში მხოლოდ მისი გამოსახულება ირეკლებოდა – დაღლი-
ლი, მომაკვდინებლად უფერული უცნობი, ათასნაირი მილითა
და სადენით დახუნძლული, სამედიცინო აპარატურის გარემოც-
ვაში.
დერეფანში ხმები გაისმა და ლენგდონმა მზერა კვლავ კარზე
გადაიტანა. ექიმი დაბრუნდა, ამჯერად მანდილოსანთან ერთად.
ოცდაათიოდე წლის ქალსექთნის ლურჯი ფორმა ეცვა და ქერა
თმა უკან კუდად ჰქონდა შეკრული.
– მე დოქტორი სიენა ბრუკსი ვარ, – ზღურბლიდან ღიმილით
მიესალმა ლენგდონს, – დღეს დოქტორ მარკონისთან ერთად
ვმუშაობ.
ლენგდონმა თავი სუსტად დაუქნია.
მაღალი და დახვეწილი სხეულის მქონე დოქტორი ბრუკსი პა-
ლატაში სპორტსმენის მტკიცე ნაბიჯებით შემოვიდა. თავისუფალ,
ფართო ტანსაცმელსაც კი არ შეეძლო მისი უნაკლო ფიგურის და-
ფარვა. ლენგდონის აზრით, ქალი საერთოდ არ იყენებდა კოსმე-
ტიკას, მიუხედავად იმისა, რომ სახის კანი გასაოცრად გლუვი და
სუფთა ჰქონდა. მისი სახის იდეალურ ნაკვთებს მხოლოდ პაწაწი-
ნა ხალი არღვევდა ზედა ტუჩის ზემოთ. ღია თაფლისფერი თვა-
ლები იშვიათი, გამჭრიახი მზერით აკვირდებოდნენ ლენგდონს,
ეს თვალები აშკარად მომსწრენი იყვნენ იმისა, რასაც მისი ასა-
კის ადამიანები იშვითად თუ იხილავენ.
– დოქტორმა მარკონიმ არცთუ ისე კარგად იცის ინგლისური,
– აუხსნა ლენგდონს და მის ახლოს ჩამოჯდა, – სწორედ ამიტომ
მთხოვა, თქვენი ავადმყოფობის ბლანკი შემევსო.
13 მკითხველთა ლიგა
მორიგი ღიმილი.
– მადლობა, – ამოიხვნეშა ლენგდონმა.
– მაშ, ასე, – საქმიანი ტონით განაგრძო ქალმა, – თქვენი სა-
ხელი?
პასუხის გასაცემად ლენგდონს გონების მოკრება დასჭირდა.
– რობერტ …ლენგდონი.
ქალმა ლენგდონს პატარა სამედიცინო ფანრით თვალები შე-
უმოწმა.
– სად მუშაობთ?
ლენგდონისთვის მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრად
რთული აღმოჩნდა.
– პროფესორი ვარ. ხელოვნების ისტორიასა და სიმბოლოგი-
ას ვასწავლი… ჰარვარდის უნივერსიტეტში.
გაოცებულმა დოქტორმა ბრუკსმა ფანარი დაუშვა. მისი წვე-
რებიანი კოლეგა არანაკლებ გაოცებული ჩანდა.
– ამერიკელი ხართ?
ლენგდონმა მორიდებით მხრები აიჩეჩა.
– მაგრამ ეს... – ქალი შეყოვნდა, – გუშინ ჩვენთან დოკუმენ-
ტების გარეშე მოხვედით. ტვიდის ქურთუკი და „სომერსეტის“
ფირმის ფეხსაცმელი გეცვათ; ინგლისელი გვეგონეთ.
– ამერიკელი ვარ, – დაარწმუნა ლენგდონმა და იგრძნო, რომ
სულაც არ ჰქონდა იმის ახსნის ძალა, თუ რატომ ანიჭებს მაღალი
ხარისხის ტანისამოსს უპირატესობას.
– რაიმე ხომ არ გტკივათ?
– თავი, – გამოტყდა ლენგდონი. სამედიცინო ფანრის შუქმა
კეფის არეში პულსირებადი ტკივილი უფრო გაუმძაფრა. რო-
გორც იქნა, დოქტორმა ბრუკსმა ფანარი ჯიბეში ჩაიდო და ლენ-
გდონის ხელი პულსის შესამოწმებლად დაიკავა.
– თქვენ ყვირილით გამოგეღვიძათ, – აღნიშნა ქალმა, – თუ
გახსოვთ, რამ შეგაშინათ?
14 მკითხველთა ლიგა
ლენგდონის გონებაში კვლავ გაიელვა იმ უცნაურმა სურათმა;
უცნობი
ქალი, ვუალით დაფარული სახით და მის გარშემო დაყრილი
უამრავი გვამით. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.
– კოშმარი მესიზმრა.
– უფრო კონკრეტულად?
ლენგდონმა ყველაფერი უამბო.
დოქტორმა ბრუკსმა საკმაოდ უშფოთველი გამომეტყველე-
ბით ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა.
– თქვენი აზრით, რას უნდა წარმოექმნა ესოდენ შემაშფოთე-
ბელი ხილვა?
ლენგდონი მოგონებებში იყო ჩაძირული, თუმცა მალევე და-
უქნია თავი. მომენტალურად მტანჯველმა ტკივილმა დაუარა.
– კარგი, მისტერ ლენგდონ, – წარმოთქვა ქალმა ისე, რომ წე-
რა არ შეუწყვეტია, – კიდევ რამდენიმე სტანდარტულ კითხვას
დაგისვამთ და დავასრულებ. დღეს კვირის რომელი დღეა?
ლენგდონი დაფიქრდა.
– შაბათი. მახსოვს, დღისით კამპუსში მივდიოდი,… საღამოს
ლექციები უნდა წამეკითხა... და შემდეგ... როგორც ჩანს, ეს უკა-
ნასკნელია, რაც მახსოვს. მე რა, ძირს დავეცი?
– მანდამდეც მივალთ. იცით თუ არა, ახლა სად იმყოფებით?
ლენგდონი შეეცადა, გამოეცნო.
– მასაჩუსეტსის ცენტრალურ ჰოსპიტალში?
დოქტორმა ბრუკსმა ბლოკნოტში კვლავ რაღაც ჩაინიშნა.
– შეგვიძლია თქვენს ახლობლებს დავუკავშირდეთ? ცოლს?
შვილებს?
– არავის, – მექანიკურად უპასუხა ლენგდონმა. ის ყოველ-
თვის აფასებდა მარტოობასა და დამოუკიდებლობას, რომლებ-
საც გაცნობიერებულად არჩეული მარტოსულის ცხოვრება ანი-
ჭებდა, თუმცა ახლა გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ მოცემულ
15 მკითხველთა ლიგა
სიტუაციაში დიდი სიამოვნებით იხილავდა ნაცნობ სახეს. შეიძ-
ლებოდა მისი რომელიმე კოლეგისთვის შეტყობინება გაეგზავ-
ნათ, მაგრამ ამის დიდი საჭიროება სულაც არ იყო.
დოქტორმა ბრუკსმა ბლოკნოტი შეინახა; ლენგდონის სა-
წოლთან უფროსი ექიმი მივიდა. წვერზე ხელი ჩამოისვა, ჯიბიდან
მომცრო ზომის დიქტოფონი ამოიღო და დოქტორ ბრუკსს აჩვენა.
დოქტორმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კვლავ პაციენტს
მიუბრუნდა.
– მისტერ ლენგდონ, როდესაც ჩვენთან მოხვედით, გამუდმე-
ბით ერთსა და იმავეს იმეორებდით, – ქალმა დოქტორ მარკონის
შეხედა, მანაც ხელი ასწია და თითი დიქტოფონის ჩამრთველ ღი-
ლაკს დააჭირა.
ჩანაწერი ჩაირთო და ლენგდონს თავისი გაურკვეველი ხმა
მოესმა, რომელიც ერთსა და იმავე ფრაზას ლუღლუღებდა, რა-
ღაც ამის მსგავსს: „ვაი... ზარი... ვაი... ზარი...“
– ჩემი აზრით, თქვენ ამბობთ შემდეგს: „ვაიმე ზარი, ვაიმე ზა-
რი“.
ლენგდონი დაეთანხმა, მაგრამ ვერაფრის დამატება ვეღარ
შეძლო. ახალგაზრდა ექიმის დაჟინებული მზერის გამო თავს
უხერხულად გრძნობდა.
– იქნებ მაინც, რამენაირად გაიხსენოთ, ამ ფრაზას რატომ
იმეორებდით? სატელეფონო ზარი ხომ არ მიიღეთ?
მოგონებათა ყველაზე ბნელ სიღრმეებში ჩაძირულს თვალწინ
კვლავ ამოუცნობი, ვუალიანი ქალი წარმოუდგა, რომელიც მიც-
ვალებულთა გვამების გარემოცვაში სისხლიანი მდინარის ნა-
პირზე იდგა. მას კვლავ ხრწნისმიერი სიმყრალე ასდიოდა.
და უეცრად ლენგდონი სასიკვდილო საშიშროების მოულოდ-
ნელმა, ინსტინქტურმა შეგრძნებამ მოიცვა, რომელიც არა მხო-
ლოდ მას, არამედ ყველა ადამიანს ემუქრებოდა. კარდიომონი-

16 მკითხველთა ლიგა
ტორის წრიპინი უფრო ინტენსიური გახდა. კუნთები უნებურად
დაეძაბა. წამოჯდომას შეეცადა.
დოქტორმა ბრუკსმა ლენგდონს გულმკერდზე ხელი დაადო
და აიძულა, დაწოლილიყო. შემდეგ წვერებიან ექიმს შეხედა, ის
კი უახლოეს მაგიდასთან მივიდა და რაღაცის მომზადება დაიწყო.
ამ დროს დოქტორი ბრუკსი ლენგდონს მიუტრიალდა და ჩუმად
უთხრა:
– მისტერ ლენგდონ, შფოთიანობა ტვინის ტრავმის მიღების
შემდგომ ჩვეულებრივი სიმპტომია, მაგრამ ახლა თქვენი ნერ-
ვიულობა არ შეიძლება. არ იმოძრაოთ. გულის რიტმი უნდა და-
რეგულირდეს. უბრალოდ, იწექით მშვიდად და დაისვენეთ. ყვე-
ლაფერი კარგად იქნება. მეხსიერება თანდათან აღგიდგებათ.
წვერებიანი ექიმი დაბრუნდა და ქალს შპრიცი გაუწოდა. მან
წამალი ლენგდონის ვენაზე მიერთებულ წვეთოვანში შეიყვანა.
– მსუბუქი დამამშვიდებელია, განგაშის შეგრძნებას მოგიხ-
სნით, – განუმარტა ლენგდონს, – და ამავდროულად თავის ტკი-
ვილიც გაგივლით. ქალი წასასვლელად წამოდგა, – მალე გამო-
კეთდებით, მისტერ ლენგდონ. ახლა კი ძილი გჭირდებათ. თუ რა-
იმე მოგინდებათ, საწოლის ღილაკს დააჭირეთ.
დოქტორმა ბრუკსმა სინათლე ჩააქრო და წვეროსან ექიმთან
ერთად პალატიდან გავიდა.
სიბნელეში დარჩენილმა ლენგდონმა თითქმის მაშინვე იგ-
რძნო, რომ ახალი წამალი მოქმედებას იწყებდა და კვლავ იმ
ღრმა ხვრელში ექაჩებოდა, რომლიდანაც სულ ცოტა ხნის წინ
ამოაღწია. ამ გრძნობას გამეტებით ებრძოდა, მთელი ძალებით
ცდილობდა, თვალები გახელილი ჰქონოდა. წამოჯდომასაც კი
შეეცადა, მაგრამ მთელი სხეული ცემენტის ტომარასავით დამძი-
მებოდა.
საწოლზე ტანით ოდნავ შებრუნებული, ფანჯრის პირისპირ აღ-
მოჩნდა. იმის გამო, რომ პალატაში სიბნელე იყო, ფანჯარაში მი-
17 მკითხველთა ლიგა
სი გამოსახულება აღარ ჩანდა, სამაგიეროდ, მის მიღმა არსებულ
სივრცეში ქალაქის შენობების განათებული კონტურები იხატე-
ბოდა. გუმბათებსა და კოშკურებს შორის ერთი დიდებული შენო-
ბა გამოირჩეოდა. ეს იყო დიადი ციხესიმაგრე ეშვისმაგვარი პა-
რაპეტით, რომლის თავზეც მასიური ქვისგან აგებული ასმეტრია-
ნი კოშკი აღმართულიყო.
ლენგდონი საწოლში შეხტა და აუტანელმა თავის ტკივილმაც
არ დააყოვნა. მიუხედავად თავის მიდამოში მტანჯველი კაკუნისა,
ის ფანჯრის მიღმა მდებარე კოშკს თვალს არ აცილებდა.
ლენგდონი ბრწყინვალედ იცნობდა შუა საუკუნეების ამ ნაგე-
ბობას.
გამორიცხულია, ეს შენობა რომელიმე სხვაში აგერიოს...
უბედურება ის იყო, რომ ეს ნაგებობა მასაჩუსეტსიდან ექვსნა-
ხევარი ათასი კილომეტრით გახლდათ დაშორებული.

საავადმყოფოს კედლებს მიღმა, ნისლით დაფარულ ტორეგა-


ლის ქუჩაზე, ძლიერი აღნაგობის ქალი მარდად გადმოხტა
„BMW“-ს მარკის მოტოციკლიდან და იაგუარის მტაცებლური იე-
რით განაგრძო გზა. გამჭოლი მზერა ჰქონდა, შავი ტყავის ქურ-
თუკის ამოწეულ საყელოზე მოკლედ შეჭრილი თმის წვეტიანი
ბოლოები მოუჩანდა. ქალმა მაყუჩიანი პისტოლეტი საგულდაგუ-
ლოდ შეამოწმა და ფანჯარას ახედა, რომელშიც ახლახან ჩააქ-
რეს შუქი ლენგდონის პალატიდან გასულმა ექიმებმა.
რამდენიმე საათის წინ მასზე დაკისრებული მისია გაუთვა-
ლისწინებელი ხარვეზის გამო ჩავარდა.
ერთმა უბედურმა მტრედმა ზედმეტი იღუღუნა და ყველაფერი
წყალში ჩაიყარა.
მაგრამ ახლა იგი დაბრუნდა, რათა საქმე ბოლომდე მიეყვანა.

18 მკითხველთა ლიგა
თავი 2

„ ფლორენციაში ვარ?!“
რობერტ ლენგდონს თითქოს თავში უკაკუნებდნენ. საავად-
მყოფოს საწოლზე წამომჯდარი, ექიმის გამოძახების ღილაკზე
განუწყვეტლივ აჭერდა. მიუხედავად დამაწყნარებელი წამლის
საკმარისი დოზისა, გული მაინც გამალებით უცემდა.
სულ მალე პალატაში დოქტორი ბრუკსი შემოვარდა თავს უკან
მოქანავე თმის კუდით.
– რა მოხდა?
ლენგდონმა გაოცებული სახით გადააქნია თავი.
– მე... იტალიაში ვარ?!
– შესანიშნავია! – წამოიძახა დოქტორმა, – ესე იგი, გაგახსენ-
დათ!
– არა! – ლენგდონმა მოშორებით მდებარე შთამბეჭდავ სი-
ლუეტზე მიანიშნა, – პალაცო ვეკიო ვიცანი.
დოქტორმა ბრუკსმა სინათლის ჩამრთველი გაატკაცუნა და
ფანჯრის მიღმა არსებული ქალაქის პეიზაჟი მომენტალურად გაქ-
რა. შემდეგ საწოლთან მივიდა და ხმადაბალი, მშვიდი ხმით მი-
მართა ლენგდონს:
– ნუ ღელავთ, მისტერ ლენგდონ. ამის არანაირი მიზეზი არ
არსებობს. მსუბუქი ამნეზია გაქვთ, თუმცა დოქტორი მარკონი უკ-
ვე დარწმუნდა იმაში, რომ თქვენი ტვინი აბსოლუტურად ნორმა-
ლურად ფუნქციონირებს.
ამასობაში ზარის ხმაზე წვერულვაშიანი ექიმიც ნაჩქარევი ნა-
ბიჯით შემოვიდა პალატაში და მონიტორის მაჩვენებლები შე-
ამოწმა. დოქტორმა ბრუკსმა მას იტალიურად ძალიან სწრაფად
აუხსნა რაღაც, რაშიც ლენგდონმა მხოლოდ სიტყვა აგიტატო გა-
არჩია და რაც აშკარად თავად მას ეხებოდა.

19 მკითხველთა ლიგა
„აღელვებული? – გულნატკენმა გაიფიქრა ლენგდონმა, – უფ-
რო ზუსტად, აღშფოთებული!“ მის სისხლში წარმოქმნილი ადრე-
ნალინი წამლის ზემოქმედებას ებრძოდა.
– რა დამემართა? – იკითხა მომთხოვნი ტონით, – რა დღეა
დღეს?
– ყველაფერი კარგადაა, – უპასუხა დოქტორმა ბრუკსმა, –
დღეს თვრამეტი მარტია, ორშაბათის ადრიანი დილა.
ორშაბათი. ლენგდონმა დიდი ძალისხმევით აიძულა თავი,
რათა ცნობიერების ცივ და ბნელ სიღრმეებში შემონახული უკა-
ნასკნელი მოგონებები აღედგინა; კვლავ დაინახა, შაბათ დღეს
როგორ მიემართება ჰარვარდის კამპუსში, საღამოს ლექციის წა-
საკითხად. „ეს ორი დღის წინ იყო?“ შეეცადა გაეხსენებინა უშუა-
ლოდ ლექციასთან ან მას შემდეგ მომხდარ მოვლენებთან დაკავ-
შირებული თუნდაც ყველაზე მცირე დეტალი, მაგრამ პანიკა უძ-
ლიერდებოდა. სრულიად არაფერი. კარდიომონიტორის ხმამ
კვლავ უმატა სისწრაფეს.
უფროსმა ექიმმა წვერი მოიქექა და აპარატურის გასასწორებ-
ლად გაემართა, დოქტორი ბრუკსი კი ისევ ლენგდონს მიუჯდა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – ანუგეშა, – რეტროგრადული
ამნეზია დაგიდგინეთ. ეს საკმაოდ ხშირად ვლინდება თავის
ტრავმის დროს. ბოლო რამდენიმე დღის მოგონებები შესაძლოა
ბუნდოვანი, ანდა საერთოდ გამქრალი იყოს, თუმცა შეუქცევადი
დაზიანებები არ შეინიშნება, – ექიმი შეჩერდა, – ჩემი სახელი
გახსოვთ? შემოსვლისას გითხარით...
ლენგდონი წამით ჩაფიქრდა.
– სიენა.
სიენა ბრუკსი.
ქალს გაეღიმა:
– ხედავთ? ახალი მოგონებები უკვე იძენენ ფორმას.

20 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს თავის აუტანელი ტკივილი ტანჯავდა. ახლოს მდე-
ბარე ყველა საგანი ბუნდოვანი ეჩვენებოდა.
– რა მოხდა? აქ როგორ აღმოვჩნდი?
– ვფიქრობ, დასვენება გჭირდებათ, შემდეგ კი...
– აქ როგორ მოვხვდი?! – დაიყვირა ლენგდონმა და მონი-
ტორმაც წრიპინს უმატა.
– კეთილი, როგორც გენებოთ. ღრმად ისუნთქეთ, – თქვა
ბრუკსმა და აღელვებულმა კოლეგებმა ერთმანეთს გადახედეს,
– ახლავე გიამბობთ, – დასერიოზულდა ექიმი, – მისტერ ლენ-
გდონ, სამი საათის წინ ჩვენს მისაღებში შემოხვედით თავის არე-
ში ძლიერი სისხლდენით და მაშინვე ძირს უგონოდ დაეცით. არა-
ვინ იცოდა, ვინ იყავით და საიდან მოხვედით. რაღაცას ინგლისუ-
რად ლუღლუღებდით, ამიტომ დოქტორმა მარკონიმ დახმარება
მთხოვა. მე ინგლისიდან ვარ, აქ დროებით ვმუშაობ.
ლენგდონს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მაქს ერნსტის
ნახატში გააღვიძეს. „რა ჯანდაბამ მაიძულა იტალიაში ჩამოს-
ვლა?“ ლენგდონი აქ წელიწადში ორჯერ ხელოვნებათმცოდნეო-
ბის კონფერენციაზე ჩამოდიოდა, მაგრამ ის ივნისში იმართებო-
და, ახლა კი მარტი იყო.
სისხლში შეყვანილი დამამშვიდებლის მოქმედება თანდათან
ძლიერდებოდა. ეჩვენებოდა, რომ დედამიწის მიზიდულობის ძა-
ლა ყოველწამიერად იზრდებოდა და პირდაპირ ლეიბზე მის გას-
რესას ცდილობდა. ლენგდონი ეწინააღმდეგებოდა, თავს ზემოთ
სწევდა და ყველა ღონეს ხმარობდა, არ ჩასძინებოდა.
დოქტორი ბრუკსი მისკენ გადაიხარა. ახლა ის უკვე ანგელო-
ზივით ლივლივებდა მის თავზე.
– გთხოვთ, მისტერ ლენგდონ, – ჩურჩულით თქვა ქალმა, –
თავის ტრავმის დროს პირველი ოცდაოთხი საათის მანძილზე
განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა აუცილებელი. უნდა

21 მკითხველთა ლიგა
დაისვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავს სერიოზულ
ზიანს მიაყენებთ.
უეცრად რაღაცამ გაიტკაცუნა და შიდა კავშირის აპარატში ხმა
გაისმა:
– დოქტორო მარკონი!
წვერულვაშიანმა ექიმმა კედელზე მიმაგრებულ აპარატს თი-
თი დააჭირა და უპასუხა:
– ში?
გადამცემი მოწყობილობიდან სწრაფი იტალიური ლაპარაკი
გაისმა. ლენგდონმა აზრი ვერ გამოიტანა, თუმცა შეამჩნია, რომ
ექიმებმა ერთმანეთს უნებურად გადახედეს. იქნებ აღელვებუ-
ლებმა?
– მომენტო, – მოსაუბრეს ლაპარაკი შეაწყვეტინა მარკონიმ.
– რა ხდება? – იკითხა ლენგდონმა.
დოქტორ ბრუკსს თვალები ოდნავ დაუვიწროვდა.
– მორიგე ადმინისტრატორია. ამბობს, რომ თქვენთან მნახვე-
ლია მოსული.
ლენგდონის ბუნდოვანების ფარდით დაფარულ გონებაში იმე-
დის სხივი აკიაფდა.
– დროულიც კი იყო! იქნებ იმ ადამიანმა იცოდეს კიდეც, რა-
დამემართა!
დოქტორ ბრუკსს სახიდან ეჭვი არ სცილდებოდა.
– ძალიან უცნაურია, რომ ნაცნობები ასე მალე მოვიდნენ
თქვენ სანახავად. სულ ახლახან გავიგეთ თქვენი სახელი, ჯერ
დარეგისტრირებაც კი ვერ მოვასწარით.
დამამშვიდებლის მოქმედების მიუხედავად, ლენგდონი მო-
უხერხებლად წამოიწია და საწოლზე წამოჯდა.
– თუ ვინმემ იცის, რომ აქ ვიმყოფები, შესაძლოა ისიც იცის,
რა მომივიდა!

22 მკითხველთა ლიგა
დოქტორმა ბრუკსმა დოქტორ მარკონის შეხედა. მანაც თავი
დაუქნია და მაჯის საათზე დააკაკუნა. შემდეგ კვლავ ლენგდონს
მიუბრუნდა.
– ჩვენ ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ვართ, – განუ-
მარტა, – აქ შემოსვლა სულ მცირე დილის ცხრა საათამდე შეზ-
ღუდულია. ახლა დოქტორი მარკონი გავა და გაარკვევს, ვინ
არის თქვენი მნახველი და რა უნდა.
– და მე რა მსურს, არავის აინტერესებს? – აღშფოთდა ლენ-
გდონი.
დოქტორმა ბრუკსმა მოთმინებით გაიღიმა, მიუახლოვდა და
ხმადაბლა უთხრა:
– მისტერ ლენგდონ, თქვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ იცით
წუხანდელი საღამოს შესახებ... იმის შესახებ, თუ რა დაგემარ-
თათ. და სანამ ვინმესთან რამეს იტყოდეთ, ყველა გარემოება უნ-
და შეიტყოთ. ჩემი აზრით, ეს იქნება სამართლიანი. სამწუხაროდ,
თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ისე გამოკეთებული, რომ...
– რომელ გარემოებებზე ლაპარაკობთ?! – ლენგდონი შეეცა-
და, სწორად დამჯდარიყო. წვეთოვანის მილი უშლიდა, სხეული
კი თითქოს ორას კილოგრამს იწონიდა, – მხოლოდ ის ვიცი, რომ
ფლორენციაში ვარ, საავადმყოფოში და აქ რაღაც ზარის შესახებ
ბოდვით მოვედი...
უეცრად გონებაში საშინელმა აზრმა გაუელვა.
– იქნებ საზარელი რამ ჩავიდინე? – შეშფოთებულმა იკითხა,
– მითხარით, ჩემ გამო ვინმე ხომ არ დაიღუპა?
– არა, არა, – უპასუხა დოქტორმა ბრუკსმა, – სანერვიულო
არაფერი გაქვთ.
– მაშინ რა ხდება? – დაჟინებით მოითხოვა ლენგდონმა, თან
განუწყვეტლივ ერთი ექიმიდან მეორეზე გადაჰქონდა მზერა, –
უფლება მაქვს, ვიცოდე რა ხდება!

23 მკითხველთა ლიგა
დიდი ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს დოქტორმა მარკონიმ
თანხმობის ნიშნად ახალგაზრდა მომხიბვლელ კოლეგას თავი
დაუქნია. მანაც ღრმად ამოისუნთქა და ლენგდონის საწოლს მიუ-
ახლოვდა.
– კეთილი, ყველაფერს გიამბობთ, რაც ვიცი... თქვენ კი მშვი-
დად მომისმენთ, შევთანხმდით?
ლენგდონმა თანხმობა თავის დაქნევით გამოხატა. ამასთან
ერთად, თავის არეში კვლავ გამჭოლი ტკივილი იგრძნო, მაგრამ
ისე ძლიერ სურდა ყველაფრის გარკვევა, რომ ტკივილს ყურად-
ღებაც კი არ მიაქცია.
– დავიწყებ იქიდან, რომ... თქვენი ჭრილობა ავარიის შედეგი
სულაც არ არის.
– მიხარია.
– ნაადრევად ნუ გაგიხარდებათ. საქმე ისაა, რომ ჭრილობა
ცეცხლსასროლი იარაღით მოგაყენეს.
ლენგდონის პულსის რეგისტრატორი კვლავ აჩქარდა.
– რა თქვით?
დოქტორი ბრუკსი თანაბრად, მაგრამ სწრაფად ალაპარაკდა:
– ტყვიამ კეფა დაგიზიანათ და, სავარაუდოდ, სწორედ ამან გა-
მოიწვია ტვინის შერყევა. ბედმა გაგიღიმათ, რომ ცოცხალი გა-
დარჩით. მილიმეტრით უფრო ღრმად რომ მოგხვედროდათ... –
თავი სინანულით გააქნია.
ლენგდონი გაოგნებული მიაჩერდა. „ვიღაცამ მესროლა?“
გარედან უკმაყოფილო ხმები მოისმა, აშკარად კამათობდნენ.
ეტყობოდა, ლენგდონის მნახველს მოცდა არ სურდა. თითქმის
მაშინვე გაიგონა ვესტიბიულიდან შემოსასვლელი მძიმე კარის
ტკაცუნით გაღების ხმა. შემდეგ დერეფანში ვიღაცის სილუეტი გა-
მოჩნდა.
ეს იყო თავიდან ფეხებამდე ტყავით შემოსილი ქალი, ძლიერი
და მტკიცე აღნაგობის, უკან შეკრული გაფშეკილი თმით. მსუბუ-
24 მკითხველთა ლიგა
ქად მოძრაობდა, თითქოს სხეულით იატაკს არც კი ეხებაო. ლენ-
გდონის პალატისკენ მოემართებოდა.
დოქტორი მარკონი პალატის ღია კარის ზღურბლთან თვა-
ლისდახამხამებაში გაჩნდა და გზა გადაუღობა მოხდენილ მნახ-
ველს.
– Fermal!4 – დაიძახა და უცნობის შესაჩერებლად პოლიციე-
ლივით გაშლილი ხელისგული წინ გაიშვირა.
ნაბიჯის შეუნელებლად უცნობმა ქურთუკის ჯიბიდან მაყუჩიანი
პისტოლეტი ამოიღო. ექიმს პირდაპირ გულში დაუმიზნა და გაის-
როლა.
გაისმა ხმადაბალი ჩხაკუნი.
შიშით დაზაფრული ლენგდონის თვალწინ დოქტორმა მარკო-
ნიმ უკან დაიხია და გულზე ხელმიჭერილი ძირს დაეცა. მის თეთრ
ხალათზე წითელი ლაქა გაჩნდა.

4
დაკეტილია.(იტალ.)
25 მკითხველთა ლიგა
თავი 3

იტალიის სანაპიროდან ცხრა კილომეტრის დაშორებით სა-


მოცდათორმეტი მეტრის სიგრძის იახტა-ლუქსი „მენდაციუმი“
მსუბუქად მიაპობდა დილის ბურუსით მოცულ ადრიატიკის ზღვის
ტალღებს. იახტის დახვეწილი კორპუსი მოლურჯო-მონაცრის-
ფროდ იყო შეღებილი, რის გამოც სამხედრო ხომალდის შთაბეჭ-
დილებას ტოვებდა.
სამასი მილიონი დოლარის ღირებულების, მდიდართა ეს ყო-
ფილი სათამაშო სრული კომფორტისთვის საჭირო ყველა ატრი-
ბუტით იყო აღჭურვილი: სპასალონით, აუზით, კინოდარბაზით,
მცირე ზომის სუბმარინითა და ვერტმფრენის მოედნით. თუმცაღა
იახტის ახლანდელ მფლობელს, რომელმაც ხომალდი ხუთი
წლის წინ შეიძინა, ნაკლებად იზიდავდა ყველა ეს ფუფუნება და
შეძენისთანავე გაათავისუფლა მისგან ხომალდის უდიდესი ნაწი-
ლი. სამაგიეროდ, მასში თანამედროვე ელექტრონული ტექნიკა
და ტყვიით დაფარული გადატიხრული მართვის ცენტრი განათავ-
სა.
თანამგზავრული კავშირებითა და სახმელეთო რეტრანსლა-
ციური ქსელის სადგურებით აღჭურვილი „მენდაციუმის“ ცენტრა-
ლური სადისპეტჩერო ოცამდე თანამშრომელს აერთიანებდა:
ტექნიკოსებს, ანალიტიკოსებსა და კოორდინატორებს, რომლე-
ბიც ხომალდის ბორტზე ცხოვრობდნენ და ორგანიზაციის ხმე-
ლეთზე მდებარე ყველა ოპერატიულ ცენტრთან უწყვეტ კავშირს
უზრუნველყოფდნენ.
ხომალდის უსაფრთხოების სამსახური სამხედრო მომზადების
მქონე სპეციალისტების პატარა ჯგუფისგან შედგებოდა. მას გააჩ-
ნდა რაკეტების აღმოჩენის ორი სისტემა და ყველაზე თანამედ-
როვე იარაღის მთელი არსენალი.

26 მკითხველთა ლიგა
მზარეულებთან, დამლაგებლებსა და სხვა სახის მომსახურე
პერსონალთან ერთად ხომალდის ბორტზე სულ ორმოცი ადამია-
ნი თუ იქნებოდა.
ფაქტობრივად, „მენდაციუმი“ მოძრავ საოფისე შენობას წარ-
მოადგენდა, საიდანაც იახტის მფლობელი საკუთარ იმპერიას
მართავდა.
ხელქვეითებისთვის „ბოსის“ სახელით ცნობილი ხელმძღვა-
ნელი ტანმორჩილი, გამხდარი მამაკაცი იყო, გვარიანად გარუ-
ჯული, ღრმად ჩამჯდარი თვალებით. უბრალო გარეგნობა და
მტკიცე ხასიათი ზუსტად ესადაგებოდა იმ ბიზნესმენის სახეს, რო-
მელმაც უზარმაზარი კაპიტალი სხვადასხვა რანგის ადამიანების-
თვის განსაკუთრებული სახის საიდუმლო მომსახურების გაწევის
გზით დააგროვა, რომელთა შორისაც საკმაოდ საშიში პოროვნე-
ბებიც გახლდნენ.
„ბოსს“ სხვადასხვა მეტსახელს უწოდებდნენ: უსულგულო და-
ქირავებულს, ცოდვის მთესველს, ეშმაკის თანამზრახველს, თუმ-
ცა ის არც ერთი იყო, არც მეორე და არც მესამე. ბოსი თავის კლი-
ენტებს მხოლოდ და მხოლოდ საშუალებას აძლევდა, დაეკმაყო-
ფილებინათ თავიანთი ამბიციები და სასურველისთვის მიეღწიათ
ყოველგვარი გართულებისა და უსიამოვნო შედეგის გარეშე. ის,
რომ კაცობრიობა ბუნებით ცოდვილია, მას არ ანაღვლებდა.
მიუხედავად არაკეთილმოსურნეთა და მოწინააღმდეგეთა
მხრიდან დაცინვებისა, ბოსის მორალური კრედო კლდესავით
მტკიცე რჩებოდა. საკუთარი რეპუტაცია და მთელი კონსორციუმი
მან ორ ოქროს წესზე ააგო:
1. არასდროს დაჰპირდე იმას, რის შესრულებაც არ ძალგიძს.
2. არასდროს მოატყუო კლიენტი.
არასდროს.
მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე ბოსს ერ-
თხელაც არ დაურღვევია დაპირება და არ გამოუმჟღავნებია სიმ-
27 მკითხველთა ლიგა
ხდალე. მისი სიტყვა იყო საიმედო, აბსოლუტური გარანტია, და
მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ნანობდა კიდეც ზოგიერთ კლი-
ენტთან კონტრაქტის გაფორმებას, არ ყოფილა შემთხვევა, შე-
თანხმება გაეუქმებინა, დღის წესრიგშიც კი არასდროს დამდგა-
რა ეს საკითხი.
ამ დილით საკუთარი კაიუტის აივანზე მდგარმა ბოსმა აღელ-
ვებულ ზღვას გახედა და შეეცადა, თავიდან მოეცილებინა ცუდი
წინათგრძნობა.
„წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს მომავალს
განსაზღვრავენ“.
გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ბოსი წარსულში იღებდა,
არაერთხელ მიუყვანია იგი კრიტიკულ ზღვართან, თუმცა გამო-
სავალს ყოველთვის პოულობდა და უვნებელი რჩებოდა. მაგრამ
დღეს, როდესაც იტალიის სანაპიროს შორეულ სინათლეებს უყუ-
რებდა, უჩვეულო შფოთის შეგრძნება აწუხებდა.
ერთი წლის წინ ამ იახტაზე მიღებული გადაწყვეტილების შე-
დეგები ახლა მთელ მის იმპერიას განადგურებით ემუქრებოდა.
„მომსახურებაზე სახიფათო ადამიანს დავთანხმდი“. მაშინ მას ამ
ყველაფრის გათვლა არ შეეძლო, მაგრამ ახლა მისმა ადრინ-
დელმა შეცდომამ გაუთვალისწინებელ საშიშროებათა ჯაჭვური
რეაქცია გამოიწვია და აიძულა ბოსი, კონსორციუმის საუკეთესო
აგენტები აემოქმედებინა, რათა ნებისმიერი საშუალებით მისი
ძლევამოსილი ფლოტილია განადგურებისგან ეხსნა.
ახლა ბოსი განსაკუთრებული მღელვარებით ერთ-ერთი აგენ-
ტისგან პატაკს ელოდა.
ვაიენტა. ბოსს თვალწინ დაუდგა ეს ძლიერი აღნაგობის ოპერ-
მუშაკი ზღარბის ეკლებივით ვარცხნილობით. ვაიენტამ, რომე-
ლიც აქამდე უშეცდომოდ ემსახურებოდა კონსორციუმს, გასულ
საღამოს უკიდურესად სერიოზული შეცდომა დაუშვა. ამის გამო
ბოლო ექვსი საათი სიტუაციაზე კონტროლის დასაბრუნებლად
28 მკითხველთა ლიგა
გამართულ ნამდვილ ქაოსსა და სასოწარკვეთილ ბრძოლას და-
ემსგავსა.
„ვაიენტამ მომახსენა, რომ უბრალოდ არ გაუმართლა. რომ
მისი შეცდომის მთავარი მიზეზი მტრედია, რომელიც უდროოდ
აღუღუნდა“.
ბოსს იღბლის არსებობისა არ სწამდა. მისი ყველა ქმედება
აგებული იყო ყოველგვარი შემთხვევითობისა და რისკის გამო-
რიცხვაზე. კარგად ეხერხებოდა მიმდინარე მოვლენების კონ-
ტროლი – ყველა შესაძლო ვარიანტის წინასწარ გათვალისწინე-
ბა, ნებისმიერი რეაქციის გათვლა და მოვლენების თავისი სურ-
ვილისამებრ წარმართვა. მის ანგარიშზე წარმატებითა და გამარ-
ჯვებით ჩატარებული საიდუმლო ოპერაციები მრავლად იყო.
სწორედ ეს განაპირობებდა ბრწყინვალე კლიენტურას, რომელ-
თა შორის იყვნენ მილიარდერები, ცნობილი პოლიტიკოსები, შე-
იხები და მთელი სახელმწიფოებიც კი.
აღმოსავლეთის ჰორიზონტზე დაკიდებული ვარსკვლავები
განთიადის პირველი სხივების გამოჩენისთანავე ნელ-ნელა გაქ-
რა. ბოსი გემბანზე იდგა და მოთმინებით ელოდა ვაიენტასგან
ცნობებს იმის შესახებ, რომ მან მისია მთელი სიზუსტით შეასრუ-
ლა.

29 მკითხველთა ლიგა
თავი 4

რაღაც მომენტში ლენგდონს მოეჩვენა, თითქოს დრო შეჩერ-


და.
დოქტორი მარკონი პალატის იატაკზე გაუნძრევლად იწვა.
მკერდიდან სისხლი სდიოდა. დამამშვიდებელი წამლის ძლიერი
მოქმედების მიუხედავად, ლენგდონმა დიდი გაჭირვებით ახედა
სპორტული აღნაგობის მკვლელის ფიგურას, რომელიც კვლავ
მოაბიჯებდა დერეფანში. პალატის ღია კარისგან რამდენიმე ნა-
ბიჯიღა აშორებდა. ზღურბლთან მოახლოებულმა მკვლელმა
სწრაფად შემართა პისტოლეტი და ლენგდონს თავში დაუმიზნა.
„ახლა მოვკვდები, – გაიფიქრა ლენგდონმა, – სწორედ აქ,
სულ რამდენიმე წამში“.
უეცრად, ჭახანის გამაყრუებელმა ხმამ შეაზანზარა პატარა პა-
ლატა. ლენგდონი ერთიანად დაიძაბა, დარწმუნებული იყო, რომ
მას ესროლეს, თუმცა ეს ხმა უცნობი თავდამსხმელის იარაღს არ
ეკუთვნოდა. როგორც აღმოჩნდა, ეს საზარელი ხმა პალატის მძი-
მე რკინის კარის მიჯახუნებამ გამოიწვია. დოქტორი ბრუკსი მთე-
ლი სხეულით დაეტაკა კარს, დახურა და მაშინვე გადაატრიალა
საკეტი. შემდეგ შიშისგან გაფართოებული თვალებით ლენგდო-
ნისკენ მოტრიალდა, სისხლით დასვრილი კოლეგის გვერდით
მუხლებზე დაეშვა და პულსის სინჯვას შეუდგა. დოქტორმა მარ-
კონიმ დაახველა და ნახველს სისხლიც ამოაყოლა, რომელიც პი-
რიდან ხშირ წვერზე ჩამოუვიდა. შემდეგ ის დადუმდა.
– enrico, no! Ti prego!5 – წამოიყვირა ბრუკსმა.
რკინის კარი გარედან ნასროლი ტყვიების ნაკადმა შეაზანზა-
რა... დერეფანში შეშინებული ხმები გაისმა.

5
ენრიკო, აარ მოკვდე! გთხოვ.(იტალ.)
30 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა როგორღაც შეძლო ამოძრავება, ალბათ პანიკამ
და თვითგადარჩენის ინსტინქტმა დამამშვიდებლის მოქმედებაზე
იმარჯვა.
ლენგდონი მოუხერხებლად დგებოდა საწოლიდან, რომ იდაყ-
ვის არეში მკვეთრმა ტკივილმა გაჰკრა. ისიც კი მოეჩვენა, რომ
უცნობი ქალის ნასროლმა ტყვიამ რკინის კარი გახვრიტა და მას
მოხვდა, მაგრამ როდესაც ხელზე დაიხედა, დაინახა, წვეთოვანის
მილი იყო გაწყვეტილი. მილის მეორე ნაწილი ხელზე ეკიდა და
იქიდან თბილი სისხლი გამოდიოდა.
აქ კი ლენგდონი საბოლოოდ გამოფხიზლდა.
დოქტორი ბრუკსი დოქტორი მარკონის სხეულთან ჩამჯდარი-
ყო, პულსს უსინჯავდა და თვალები ცრემლებით ავსებოდა. შემ-
დეგ თითქოს გადართესო – სწრაფად წამოდგა და ლენგდონს
მოუტრიალდა. სახის გამომეტყველება ერთ გაელვებაში შეეცვა-
ლა და ლენგდონმა მასში „სასწრაფო დახმარების“ გამოცდილი
ექიმის მშვიდი თავდაჯერებულობა ამოიკითხა, რომელიც, მიუხე-
დავად ახალგაზრდობისა, მიჩვეული იყო განსაკუთრებულ სი-
ტუაციებში მოქმედებას.
– მომყევით! – უბრძანა ლენგდონს.
დოქტორმა ბრუკსმა ლენგდონს ხელი მოჰკიდა და ოთახის მე-
ორე ბოლოსკენ წაიყვანა. სროლის ხმისა და დერეფანში დატ-
რიალებული სიგიჟის ფონზე ლენგდონი ბარბაცით მიჰყვებოდა
თავის თანამგზავრს. მიუხედავად იმისა, რომ გონება ყველაფერს
ცხადად აღიქვამდა, დამამშვიდებელი წამლის მოქმედების შედე-
გად სხეულს ძლივს იმორჩილებდა. „მიდი, გაინძერი!“ ფეხქვეშ
ცივ, ფილაქნებიან იატაკს გრძნობდა, პაციენტის ხალათი მუხლე-
ბამდე სწვდებოდა. ალბათ საავადმყოფოში არ მოიძებნა მეტრი
და ოთხმოცი სანტიმეტრის სიმაღლის პაციენტის შესაფერისი ხა-
ლათი. ლენგდონი გრძნობდა, გახვრეტილი ვენიდან სისხლი ხე-
ლისგულზე როგორ წვეთავდა.
31 მკითხველთა ლიგა
ტყვიები განუწყვეტლივ უტევდა რკინის კარს. დოქტორმა
ბრუკსმა ლენგდონი მოურიდებლად შეაგდო პატარა საპირფარე-
შოში. იმის მაგივრად, რომ ისიც შესულიყო, უეცრად შეჩერდა,
უკან გაიქცა და ტუმბადან ლენგდონის სისხლით დასვრილი ტვი-
დის ქურთუკი აიღო.
„თავი დაანებეთ ამ წყეულ ქურთუკს!“
ქურთუკით ხელში დაბრუნებულმა დოქტორმა სწრაფად დაკე-
ტა საპირფარეშოს კარი. ზუსტად იმ წუთში პალატის მთავარი კა-
რი ხმაურით გაიღო.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა დოქტორს თვითკონტროლი
არ დაუკარგავს. მან სწრაფად გადაკვეთა პატარა საპირფარეშო,
მაშინვე გააღო მომცრო კარი და ლენგდონი მეზობელ პალატაში
გაიყვანა. სროლის ხმა ზურგს უკან ესმოდათ, როდესაც დოქ-
ტორმა ბრუკსმა გარეთ გაიხედა, ლენგდონს ხელი მოკიდა და
დერეფნის გავლით კიბესთან მიიყვანა. ამ უეცარი დატვირთვის-
გან ლენგდონს თავბრუ დაეხვა. გრძნობდა, რომ ნებისმიერ მო-
მენტში შეიძლებოდა გონება დაეკარგა.
მომდევნო თხუთმეტმა წამმა ბუნდოვნად გაიარა. ლენგდონი
კიბეზე ქვემოთ ჩარბოდა... ფეხი უსხლტოდა... ეცემოდა... თავში
თითქოს უროს ურტყამდნენ. გარშემო ყველაფერი კიდევ უფრო
ბუნდოვანი გახდა, მოდუნებული კუნთები ტვინის ბრძანებებზე
დაგვიანებით რეაგირებდნენ. შემდეგ სახეზე სიცივე შეეჯახა.
„ქუჩაში ვარ“.
დოქტორი ბრუკსი ცდილობდა, ლენგდონი ბნელი ჩიხით სა-
ავადმყოფოს შენობიდან რაც შეიძლება შორს წაეყვანა. პაციენ-
ტმა რაღაც ბასრს დაადგა ფეხი და ტროტუარზე მტკივნეულად და-
ეცა. ქალმა წამოაყენა და ერთი შეუკურთხა დამამშვიდებელ წა-
მალს.
ქუჩის შესახვევთან მისული ლენგდონი კვლავ დავარდა. ამჯე-
რად აღარ წამოაყენეს. დოქტორი ბრუკსი მთავარ ქუჩაზე გავიდა
32 მკითხველთა ლიგა
და ხმამაღლა მოუხმო ვიღაცას. ლენგდონმა საავადმყოფოს შე-
სასვლელთან ტაქსის მკრთალი მწვანე სინათლე შენიშნა. ავტო-
მობილი ადგილიდან არ იძვროდა. მძღოლს აშკარად ეძინა.
დოქტორი ბრუკსი კვლავ აგრძელებდა სასოწარკვეთილ ყვი-
რილსა და ხელების ქნევას. საბოლოოდ ფარები აინთო და ავტო-
მობილი მათკენ ზანტად დაიძრა.
ლენგდონის ზურგს უკან, ჩიხში, ხმაურით გაიღო კარი და
სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა. მან უკან მიიხედა და მათკენ სირ-
ბილით მომავალი შავი ფიგურა დაინახა. წამოდგომა სცადა, მაგ-
რამ დოქტორ ბრუკსს უკვე იღლიებში ჩაევლო ხელი და ახლოს
მოსულ „ფიატში“ მის ჩასმას ცდილობდა. როგორღაც მოათავსა.
ახლა ლენგდონი უკანა სავარძელზე ნახევრად იჯდა და ნახევ-
რად ძირს იწვა. დოქტორი ბრუკსიც მას მიუჯდაგვერდით და კარი
დახურა.
მძღოლი ნამძინარევი თვალებით მოტრიალდა და გაოცებუ-
ლი სახით შეაჩერდა უცნაურ წყვილს – სამედიცინო ფორმაში გა-
მოწყობილ ქერათმიან ახალგაზრდა ქალს და საავადმყოფოს შე-
მოხეულ ხალათში გახვეულ მამაკაცს, რომელსაც ხელიდან სის-
ხლი სდიოდა. უკვე აპირებდა, ორივე გაეყარა, რომ ამ დროს
გვერდითი ხედვის მინა წვრილ ნამტვრევებად იქცა. ქუჩის კუთ-
ხიდან შავი ტყავით შემოსილი ქალი გამოვარდა და პისტოლეტი
მათ დაუმიზნა.
გაისმა ჩუმი ტკაცანი, დოქტორმა ბრუკსმა მოასწრო და ლენ-
გდონს თავი დაბლა დააწევინა; ავტომობილის უკანა მინა ზანზა-
რით ჩამოიმსხვრა.
მძღოლისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. გაზის პედალს ფე-
ხი დაადგა და ავტომობილიც ადგილს მოსწყდა.
ლენგდონი გონს კარგავდა. ვიღაც ჩემს მოკვლას ცდილობს?

33 მკითხველთა ლიგა
როდესაც კუთხეში შეუხვიეს, დოქტორი ბრუკსი წელში გა-
იმართა და ლენგდონის სისხლიანი ხელი ხელში აიღო. წვეთოვა-
ნის მილი პირდაპირ იდაყვის ჭრილობიდან იყო გამოშვერილი.
– ფანჯარაში გაიხედეთ, – უთხრა ლენგდონს.
ლენგდონმა გარეთ გაიხედა. მის თვალწინ ერთმანეთს მიჰ-
ყვებოდა სასაფლაოს ძეგლები. რატომღაც ლოგიკურად ეჩვენე-
ბოდა, რომ სწორედ სასაფლაოს გვერდით მიქროდნენ. ლენ-
გდონმა იგრძნო, როგორი სიფრთხილით სინჯავდნენ დოქტორის
თითები გაწყვეტილ მილს. უეცრად, გაფრთხილების გარეშე,
დოქტორმა მკვეთრად ამოაძრო მილი ნემსთან ერთად.
ლენგდონს იდაყვიდან კისრამდე მწვავე ტკივილმა დაუარა.
იგრძნო, როგორ დაეხუჭა თვალები და შემდეგ ყველაფერი
ბნელში გაეხვია.

34 მკითხველთა ლიგა
თავი 5

ყურისწამღებმა სატელეფონო ზარმა ბოსი აიძულა, თვალი


მოეწყვიტა ადრიატიკის ზღვაზე ჩამოწოლილი მშვიდი ბურუსის-
თვის და სწრაფად დაჰბრუნებოდა თავის სამუშაო კაბინეტს.
„ნამდვილად დროულია“, – კარგი ამბების მოლოდინით გა-
იფიქრა ბოსმა. მაგიდაზე მოთავსებული კომპიუტერის ეკრანის
ციმციმმა ბოსს აუწყა, რომ შეტყობინება იყო მოსული ადამიანის
ხმის ციფრირების სისტემით აღჭურვილი შვედური ტელეფონი-
დან – „სექტრა ტაიგერ ექს-ეს“. სანამ
სიგნალი ხომალდზე მოაღწევდა, ის გადამისამართებულ იქნა
ოთხი გაუშიფრავი კომუტატორის გავლით.
მან ყურსასმენები მოირგო.
– ბოსი გისმენთ, – ნელა და გარკვევით წარმოთქვა, – ილაპა-
რაკეთ.
– ვაიენტა ვარ, – უპასუხეს ხაზის მეორე მხრიდან.
მის ხმას ბოსმა უჩვეულო აღელვება შეატყო. ოპერმუშაკები
იშვიათად უკავშირდებოდნენ პირდაპირი კავშირით და კიდევ
უფრო იშვიათად რჩებოდნენ სამუშაო ადგილზე ისეთი სერიოზუ-
ლი ჩავარდნების შემთხვევაში, როგორიც გასულ საღამოს მოხ-
და. მიუხედავად ამისა, მისიის ადგილზე ბოსს აგენტის ყოფნა
სჭირდებოდა და ვაიენტაზე უკეთესს მაინც ვერსად მონახავდა.
– ახალი ამბები მაქვს, – უთხრა ვაიენტამ.
ბოსი დუმდა და გაგრძელებას ელოდა.
როცა კვლავ დაილაპარაკა, მის ტონში ემოცია აღარ ისმოდა,
რაც მის პროფესიონალიზმზე უფრო მეტყველებდა, ვიდრე თავის
მართლებაზე.
– ლენგდონი გაიქცა. ობიექტი მას აქვს.
ბოსი მაგიდასთან მდგარ სავარძელზე დაეშვა და დიდი ხნით
არ დაურღვევია მდუმარება.
35 მკითხველთა ლიგა
– გასაგებია, – თქვა ბოლოს, – ვფიქრობ, პირველივე ხელ-
საყრელ შემთხვევაში ხელისუფლებას მიმართავს.

ბოსის კაბინეტიდან ორი სართულით ქვემოთ, იზოლირებულ


მართვის ცენტრში, ცალკე გამოყოფილ ჯიხურში მჯდარმა უფ-
როსმა კოორდინატორმა ლოურენს ნოლტონმა შეამჩნია, რომ
დაშიფრულ ხაზზე ბოსის საუბარი დასრულდა. იმედოვნებდა,
რომ კარგ ამბებს გაიგებდა. უკანასკნელი ორი დღის მანძილზე
ბოსს აშკარად დარღვეოდა სიმშვიდე და ყველა მისი ხელქვეითი
გრძნობდა, რომ მეტად მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია ტარდე-
ბოდა, რომელზეც საკმაოდ მაღალი ფსონები იდო.
„ამჯერად ვაიენტას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს“.
ნოლტონი მიჩვეული იყო მახვილგონივრული და სარისკო
პროექტების ხელმძღვანელობას, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა-
ფერი უკუღმა წარიმართა და ხელმძღვანელის ფუნქცია თავად
ბოსმა იკისრა.
„ჩვენ უცნობ ტერიტორიაზე შევიჭერით“.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი-
დევ ხუთამდე მისია სრულდებოდა, ყველა მათგანს უშუალოდ
სპეცოპერაციის ადგილზე მყოფი კონსორციუმის უფროსი ოპერ-
მუშაკები აკონტროლებდნენ. ასე რომ, „მენდაციუმის“ ბორტზე
მყოფ ბოსსა და მის ხელქვეითებს თავისუფლად შეეძლოთ მთე-
ლი ყურადღება ამ პრობლემურ პროექტზე გადაეტანათ.
რამდენიმე დღის წინ მათი კლიენტი ფლორენციის ყველაზე
მაღალი კოშკიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა, თუმცა მასთან გაფორმებული ხელშეკრულება მთე-
ლი რიგი უცნაური მომსახურების გაწევას მოიცავდა. კლიენტმა
რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა, რომელთა შესრულებასაც, ნე-

36 მკითხველთა ლიგა
ბისმიერი ვითარების მიუხედავად, კონსორციუმი თავის თავზე
იღებდა. ახლა კი, დაკმაყოფილება აუცილებელი იყო.
„მე ბრძანება მაქვს მიღებული, – გაიფიქრა ნოლტონმა, – და
მე მას შევასრულებ“. ის თავისი ხმაგაუმტარი მინის ჯიხურიდან
გამოვიდა და მეზობლად მდებარე რამდენიმე ასეთივე ნაგებობას
ჩაუარა. ზოგი მათგანის კედლები გამჭვირვალე იყო, ზოგის არა.
ჯიხურებში მისი კოლეგები ამავე პრობლემის მოგვარებას სხვა-
დასხვა საშუალებით ცდილობდნენ. გზად ტექმომსახურების სპე-
ციალისტებს მისალმების ნიშნად თავი დაუქნია, კონდიციონე-
რით გაგრილებული მთავარი სადისპეტჩერო გადაკვეთა და შე-
ვიდა საცავში, რომელშიც ათობით სეიფი იყო განთავსებული.
ერთ-ერთი მათგანი გააღო და იქიდან ღია წითელი ფერის მეხ-
სიერების ბარათი ამოიღო. მიმაგრებული ინსტრუქციის თანახ-
მად, ბარათზე დიდი ზომის ვიდეოფაილი იყო ჩაწერილი. კლიენ-
ტის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ვიდეოფაილი მომდევნო დი-
ლას, მკაცრად განსაზღვრულ დროს, ყველა მთავარი საინფორ-
მაციო საშუალებისათვის უნდა გაეგზავნათ. ამგვარი ანონიმური
გზავნილის განხორციელება სირთულეს არ წარმოადგენდა,
თუმცა ყველანაირ ციფრულ მონაცემთან მოპყრობის პროტოკო-
ლი მოითხოვდა, რომ ფაილის წინასწარი ჩვენება დღეს მომხდა-
რიყო – ფაილის გაგზავნამდე ოცდაოთხი საათით ადრე. ამგვარი
უსაფრთხოების ზომების მეშვეობით კონსორციუმს საჭიროების
შემთხვევაში შეეძლო მოეხდინა ფაილის დეკოდირება ან მასში
სხვა სახის ტექნიკური ცვლილებების შეტანა.
„ყოველგვარი შემთხვევითობა უნდა გამოირიცხოს“.
ნოლტონი თავის გამჭვირვალე ჯიხურში დაბრუნდა, მძიმე მი-
ნის კარი დახურა და დანარჩენ სამყაროს მთლიანად გამოეთიშა.
შემდეგ გადამრთველზე დააწკაპუნა. მისი ოფისის კედლები და-
იბინდა. „მენდაციუმის“ ბორტზე, კონფიდენციალურობის დასა-
ცავად, სამუშაო ოთახებს შორის არსებული ტიხრები „ცვლადი
37 მკითხველთა ლიგა
ნაწილაკების“ ტექნოლოგიით დამზადებული განსაკუთრებული
თვისებების მქონე მინით იყო შეკრული. ასეთი მინის გამჭვირვა-
ლობა ადვილად იცვლებოდა ელექტრომუხტის მიწოდებით,
რომლის დროსაც პანელის შიგნით არსებული მოგრძო ფორმის
უმცირესი ნაწილაკები ან ერთიმეორესთან პარალელურად დგე-
ბოდნენ, ან ისევ ქაოტურად გაბნეულ მდგომარეობაში ბრუნდე-
ბოდნენ.
კონსორციუმის მთელი საქმიანობა პერსონალს შორის მკაც-
რად განსაზღვრულ მოვალეობებზე იყო აგებული.
შეასრულე მხოლოდ შენი სამუშაო. არავის არაფერი უამბო.
ახლა, როცა პირად მყუდრო კუთხეში აღმოჩნდა, ნოლტონმა
მეხსიერების ბარათი კომპიუტერს მიუერთა და ფაილის გასახ-
სნელად საჭირო ღილაკს დააწვა. ეკრანი მაშინვე ჩამუქდა და დი-
ნამიკებიდან წყლის მსუბუქი ჩხრიალის ხმა მოისმა. შემდეგ ეკ-
რანზე ნელ-ნელა გამოჩნდა გამოსახულება– გაურკვეველი, გაგ-
ლესილი. სიბნელიდან კონტურებმა ნელ-ნელა სიმკვეთრე შე-
იძინა და ნოლტონი თითქოს გამოქვაბულში თუ უზარმაზარ აკ-
ლდამაში აღმოჩნდა... ამ გამოქვაბულში იატაკის მაგივრად წყა-
ლი იდგა, რაღაც მიწისქვეშა ტბის მსგავსი. ის სუსტად ანათებდა,
თითქოსდა შიგნიდან. ნოლტონს თავის ცხოვრებაში მსგავსი
არაფერი ენახა. მთელ მღვიმეს რაღაც ზებუნებრივი მოწითალო
ნათება ასხივებდა, ფერმკრთალ კედლებზე კი წყლის ანარეკლი
თამაშობდა.
„ეს რა ადგილია?“
წყლის ჩუმი და მუდმივი ხმაურის ფონზე უცნობი ოპერატორის
კამერა დაიხარა და ვერტიკალურად დაიწყო ქვემოთ დაშვება,
პირდაპირ წყლის მიმართულებით. მალევე გადაკვეთა მისი გა-
ნათებული ზედაპირი. დინამიკებიდან მომავალი ხმები შემაძ-
რწუნებელმა წყალქვეშა მდუმარებამ შეცვალა. კამერა ქვემოთ
დაშვებას განაგრძობდა, სანამ ერთი მეტრის სიღრმეზე არ გა-
38 მკითხველთა ლიგა
ჩერდა, მღვიმის ტალახით დაფარული ფსკერისკენ ობიექტივით
მიმართული.
ფსკერზე მიმაგრებული იყო ტიტანიუმისგან დამზადებული
პრიალა მართკუთხა დაფა.
დაფაზე წარწერა იყო ამოკვეთილი:

ამ ადგილას და ამ დღეს
მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა

დაფის ქვედა ნაწილზე სახელი და თარიღი ეწერა.


სახელი კონსორციუმის გარდაცვლილ კლიენტს ეკუთვნოდა,
ხოლო თარიღად ხვალინდელი დღე იყო მიწერილი.

39 მკითხველთა ლიგა
თავი 6

ლენგდონმა იგრძნო, ვიღაცის ძლიერი ხელები როგორ ეწე-


ოდნენ ზემოთ... ამოჰყავდათ სიბნელიდან, ტაქსიდან გადმოს-
ვლაში ეხმარებოდნენ. სამანქანო გზა შიშველ ფეხებზე ცივად მო-
ედო.
ლენგდონი ცდილობდა, ქალის სუსტი აღნაგობის სხეულს მძი-
მე ტვირთად არ დასწოლოდა და ორ საცხოვრებელ კორპუსს შო-
რის უკაცრიელი ხეივანი ბარბაცით გაიარა. სახეზე დილის ნიავი
მოხვდა, ხალათი აუფრიალა. ლენგდონმა სხეულის იმ ნაწილებ-
ში იგრძნო სიცივე, სადაც წესით ნიავს ვერ უნდა შეეღწია.
რეანიმაციაში მიღებული დამამშვიდებლის ზემოქმედების გა-
მო ბუნდოვნად ხედავდა და აღიქვამდა გარემომცველ სამყაროს.
თითქოს წყალქვეშ მოძრაობდა, წინ მიიწევდა ბლანტ, გაურკვე-
ველ სამყაროში. სიენა ბრუკსს გასაოცარი ძალისხმევით მიჰყავ-
და წინ.
– წინ საფეხურებია, – უკარნახა მან და ლენგდონი მიხვდა,
რომ შენობის გვერდით შესასვლელს მიაღწიეს. მოაჯირს მოეჭი-
და და ნაბიჯ-ნაბიჯ ზემოთ ასვლა დაიწყო. საკუთარი სხეული მე-
ტად მძიმე ეჩვენებოდა. დოქტორი ბრუკსი დაუღალავად აწვებო-
და ზურგიდან. როდესაც კიბე აათავეს, ქალმა კარზე მიმაგრებულ
ჟანგიან კოდირებულ საკეტზე ციფრები აკრიფა და კარიც ზუზუ-
ნით გაიხსნა.
სადარბაზოში გაცილებით თბილოდა, ვიდრე ქუჩაში. უხეში
მოკირწყლული გზის შემდეგ ფეხშიშველ ლენგდონს ფილაქნე-
ბიანი იატაკი რბილ ხალიჩად მოეჩვენა. დოქტორმა ბრუკსმა
ლენგდონი მომცრო ზომის ლიფტთან მიიყვანა, კარი ერთი მოძ-
რაობით გააღო და ლენგდონი სატელეფონო ჯიხურის ზომის კა-
ბინაში შეიყვანა. ლიფტი სიგარეტ „მშ“-ის სუნად ყარდა. იტალია-
ში ამ სიგარეტის მოტკბო-მომწარო არომატი ისევე ბუნებრივია,
40 მკითხველთა ლიგა
როგორც ცხელ-ცხელი ყავა ესპრესოს სურნელი. მის სუნზე ლენ-
გდონი ოდნავ გამოფხიზლდა. დოქტორი ბრუკსი ღილაკს დააწვა.
სადღაც მათ ზემოთ მოძველებული მექანიზმი ახმაურდა და ლიფ-
ტი ზანტად დაიძრა.
ლიფტის აჭრიალებული ჯიხური ძაგძაგებდა და ირხეოდა. მი-
სი კედლები მხოლოდ და მხოლოდ ლითონის ბადეებისგან შედ-
გებოდა. ლენგდონი ხედავდა, ახლოს მდებარე შახტის კედლები
როგორ თანაბრად მისრიალებდა ქვემოთ. ნახევრად უგონო
მდგომარეობის მიუხედავად, ქრონიკული კლაუსტროფობია არ
გაქრობოდა.
ნუ უყურებ.
კედელს მიეყრდნო და შეეცადა, სული მოეთქვა. ხელი სტკი-
ოდა. როდესაც ზედ დაიხედა, შეამჩნია, რომ ჭრილობა მისივე
ტვიდის ქურთუკის სახელოებით უხეიროდ გადაეხვიათ. თავად
ქურთუკი, დასვრილი და გაცვეთილი, დაბლა დასთრევდა.
საფეთქლებში მოწოლილმა მტანჯველმა ტკივილმა ლენგდო-
ნი აიძულა, თვალები დაეხუჭა. კვლავ წყვდიადში გადაეშვა, სა-
იდანაც ნაცნობი ხილვა ეწვია. ის ძალიან ჰგავდა ვუალით სახე-
დაფარული ქალის ქანდაკებას, კისერზე დაკიდებული ავგაროზი-
თა და ვერცხლისფერი, ოდნავ გადაწეული თმებით. ადრინდელი-
ვით, სისხლისფერი მდინარის ნაპირზე იდგა დაკლაკნილ სხეუ-
ლებს შორის. მან ლენგდონს მიმართა. მის ხმაში ვედრება ისმო-
და. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ!
– ვინ ხართ? – უხმოდ იყვირა ლენგდონმა, – რა გინდათ ჩემ-
გან?!
ქალის მდიდრული ვერცხლისფერი თმა ცხელი ქარის დაბერ-
ვაზე შეირხა. ჩვენი წამები დათვლილია, – დაიჩურჩულა მან და
ავგაროზიან ყელსაბამს შეეხო. შემდეგ კვლავ დამაბრმავებელ
ცეცხლოვან სინათლედ იფეთქა, რომელმაც მდინარეს დიდ ტალ-
ღად გადაუარა და ორივე შთანთქა.
41 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა წამოიყვირა და თვალები ფართოდ გაახილა.
მას შეშინებული დოქტორი ბრუკსი დაჰყურებდა.
– რა მოხდა?
– ისევ ჰალუცინაციები მჭირს! – წამოიყვირა ლენგდონმა, –
იგივე ხილვა მქონდა!
– ვერცხლისფერთმიანი ქალი? და გარშემო მკვდარი სხე-
ულები?
ლენგდონმა თავი დაუქნია. შუბლზე ოფლის წვეთები წამოუვი-
და.
– ეს გაივლის, – დაამშვიდა დოქტორმა ბრუკსმა, თუმცა ხმა
ოდნავ უკანკალებდა, – აკვიატებული ხილვები ამნეზიის დროს
ჩვეულებრივი მოვლენაა. ტვინის ის ფუნქცია, რომელიც თქვენს
მოგონებებს ახარისხებს და აწესრიგებს, დროებით დარღვე-
ულია, ასე რომ, ყველა მოგონება ერთ მთლიანობად იყრის თავს.
– არცთუ ისე სასიამოვნოა, – შენიშნა ლენგდონმა.
– მესმის, მაგრამ სანამ არ გამოკეთდებით, თქვენი მოგონე-
ბები დაულაგებელი და არეული იქნება: წარსული, აწმყო და წარ-
მოსახვითი ერთად მოიყრის თავს. იგივე ხდება ძილის დროსაც.
ლიფტი მოწყვეტით გაჩერდა და დოქტორმა ბრუკსმა ხელის-
კვრით გააღო გასაწევი კარი. ისინი ვიწრო ბნელი დერეფნისკენ
დაიძრნენ. უკან მოიტოვეს ფანჯარა, რომელშიც კარგად ჩანდა
ბუნდოვნად ფლორენციის სახურავებზე არეკლილი განთიადის
პირველი სხივები. დერეფნის ბოლოში დოქტორი დაიხარა, გა-
მომშრალი დეკორატიული მცენარის ძირიდან ბინის გასაღები
ამოიღო და კარს მოარგო.
ბინა პატარა იყო. თუ სუნით ვიმსჯელებდით, ეს პატარა საც-
ხოვრებელი ფართი ვანილის არომატიანი სანთლისა და ძველი
ხალიჩების მრავალწლიანი ბრძოლის ველს წარმოადგენდა.
თეთრეული და კედლებზე დაკიდებული სურათები იმდენად სა-
შინლად გამოიყურებოდა, შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს
42 მკითხველთა ლიგა
პატრონს ჩამოფასებული სახლი შეეძინა. დოქტორმა ბრუკსმა
თერმოსტატის რეგულატორი გადაატრიალა და გამოცოცხლებუ-
ლი რადიატორები აგუგუნდა.
ბრუკსი რამდენიმე წამით შეჩერდა, თვალები დახუჭა და
ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს გონზე მოსვლას ცდილობდა. შემდეგ
შებრუნდა და ლენგდონს მოკრძალებულ სამზარეულოში შეს-
ვლაში დაეხმარა, სადაც პლასტმასის მაგიდა და ორი მორყეული
სკამი იდგა.
ლენგდონმა დასაჯდომად სკამისკენ გაიწია, მაგრამ დოქტორ-
მა ბრუკსმა ერთი ხელით ლენგდონი დაიჭირა და მეორით კარა-
დის კარი გამოაღო. ის თითქმის ცარიელი აღმოჩნდა. მხოლოდ
კრეკერები, მაკარონის რამდენიმე პაკეტი, კოკა-კოლას ქილა და
ფლაკონიწარწერით „ნოდოზ“ ეწყო.
ფლაკონი აიღო და ლენგდონს ხელისგულზე ექვსი ცალი აბი
დაუყარა.
– ეს კოფეინია, – აუხსნა მან, – ამას ვსვამ, როდესაც ღამის
ცვლაში ვმუშაობ, როგორც დღეს.
ლენგდონმა აბები პირში ჩაიყარა და დასაყოლებლის ძებნაში
ირგვლივ მიმოიხედა.
– დაღეჭეთ, – უთხრა სიენამ, – ასე უფრო მალე იმოქმედებს
და დამამშვიდებლის მოქმედებას გაანეიტრალებს.
ლენგდონმა ღეჭვა დაიწყო და მაშინვე სახე დაემანჭა. აბები
მჟავე იყო, ისინი აშკარად უნდა გადაგეყლაპა და არა დაგეღეჭა.
ბრუკსმა მაცივარი გააღო და ლენგდონს მინერალური წყლის გა-
უხსნელი ქილა მიაწოდა. კაცმა მადლიერი სახით მოიყუდა სას-
მელი. როდესაც წყურვილი მოიკლა, სიენამ ხელიდან მოხსნა იმ-
პროვიზებული სახვევი და გასვრილი ქურთუკი მაგიდაზე დადო.
ამის შემდეგ ყურადღებით დაუთვალიერა ჭრილობა. როდესაც
სიენას მისი ხელი ეჭირა, ლენგდონი გრძნობდა, როგორ კანკა-
ლებდა ქალის უნაკლოდ გამოკვეთილი თითები.
43 მკითხველთა ლიგა
– მალე გამოკეთდებით, – დაასკვნა ბოლოს.
ლენგდონი იმედოვნებდა, რომ მის თანამგზავრსაც ყველაფე-
რი კარგად ექნებოდა. იმაზე ფიქრიც კი უჭირდა, რა რთული დღე
ჰქონდათ.
– დოქტორო ბრუკს, – მიმართა, – სადმე მაინც უნდა დავრე-
კოთ. საკონსულოში... პოლიციაში. სადმე მაინც.
ქალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– და კიდევ, დოქტორ ბრუკსს ნუ დამიძახებთ. მე სიენა მქვია.
ლენგდონმა თავი დააქნია:
– გმადლობთ. მე რობერტი მქვია, – ოფიციალურიდან არაო-
ფიციალური მიმართვის ფორმაზე გადასვლა სავსებით ბუნებრი-
ვი ჩანდა, – თქვენ თქვით, რომ ინგლისელი ხართ?
– დიახ, წარმოშობით.
– უაქცენტოდ რომ ლაპარაკობთ?!
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, – უპასუხა ქალმა, – მის თავიდან
მოშორებას დიდი ხანი მოვუნდი.
ლენგდონს სურდა ეკითხა, რამ აიძულა ამის გაკეთება, მაგ-
რამ სიენამ ხელით ანიშნა, მომყევიო. მან ლენგდონი ვიწრო დე-
რეფნის გავლით პატარა სააბაზანოში შეიყვანა. წყლის ნიჟარის
თავზე დაკიდებულ სარკეში ლენგდონმა საკუთარი თავი პირვე-
ლად შენიშნა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოს ფანჯარაში დაინა-
ხა.
„ცუდადაა საქმე“ – ლენგდონს მუქი ხშირი თმა გასჩეჩოდა,
დაღლილი თვალები ჩასისხლიანებოდა, ნიკაპი კი ხშირ უხეშ
წვერს დაეფარა.
სიენამ ონკანი გადაატრიალა და ლენგდონის ხელი იდაყვია-
ნად ყინულივით ცივ წყალს შეაგება. ლენგდონს მწვავე ტკივილ-
მა დაუარა, თუმცა, ტკივილისგან გამოწვეული კანკალის მიუხე-
დავად, სიენას წყლის ნაკადის ქვეშ მაგრად ეჭირა მისი ხელი.

44 მკითხველთა ლიგა
სუფთა პირსახოცი აიღო და ლენგდონს ჭრილობაზე ანტიბაქ-
ტერიული ხსნარი მიასხურა.
– ხომ არ შებრუნდებოდით?
– არა უშავს. სანახაობა სულაც არ მაშინებს...
სიენა გულმოდგინედ შეუდგა ჭრილობის ჩამობანას და ლენ-
გდონს ხელში კვლავ აუტანელმა ტკივილმა დაუარა. კბილები
ერთმანეთს დააჭირა, რომ არ წამოეყვირა.
– ინფექცია ნამდვილად არაფერში გჭირდებათ, – თქვა სიენამ
და უფრო ენერგიულად განაგრძო საქმე, – გარდა ამისა, თუ
გსურთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურეკოთ, ცხადი
აღქმის უნარია საჭირო. ადრენალინის გამომუშავებისთვის ტკი-
ვილზე უკეთესი საშუალება არ არსებობს.
ლენგდონი ამ წამებას სრული ათი წუთის განმავლობაში ით-
მენდა, შემდეგ კი ხელი გაითავისუფლა. საკმარისია! ახლა მარ-
თლაც რომ მხნედ გრძნობდა თავს და როგორც იქნა, საბოლოოდ
დააღწია თავი ძილ-ბურანის მდგომარეობას. ხელის ტკივილმა
თავის ტკივილი საერთოდ დაავიწყა.
– შესანიშნავია, – თქვა სიენამ, წყალი დაკეტა და ხელი სუფთა
პირსახოცით შეუმშრალა. შემდეგ ხელახლა გადაუხვია იდაყვი.
მაგრამ სანამ ის სახვევების დადებით იყო გართული, ლენგდონ-
მა უეცრად მისთვის ერთობ უსიამოვნო გარემოება შეამჩნია.
აგერ უკვე თითქმის ორმოცი წელი იყო, რაც ლენგდონი მიკი
მაუსის გამოსახულებიან ძველ საკოლექციო მაჯის საათს ატა-
რებდა, რომელიც მას მშობლებმა აჩუქეს. მიკის მხიარული სახე
და სასაცილოდ გაშლილი ხელები ლენგდონს ყოველდღიურად
იმას ახსენებდა, რომ ხშირად უნდა გაიღიმო და ცხოვრებას ზედ-
მეტად სერიოზული თვალით არ უნდა შეხედო.
– ჩემი... საათი... – ამოილუღლუღა ლენგდონმა, – დამეკარ-
გა! – მის გარეშე უეცრად არასრულფასოვნების გრძნობა დაეუფ-
ლა, – როდესაც საავადმყოფოში მოვედი, მეკეთა?
45 მკითხველთა ლიგა
სიენა გაოცებული უყურებდა, აშკარად ვერ მიმხვდარიყო,
ასეთი წვრილმანის გამო რატომ ღელავდა.
– არავითარი საათი არ მახსენდება. კარგი, თავი მოიწესრი-
გეთ. რამდენიმე წუთში დავბრუნდები და მოვიფიქროთ, დახმა-
რებისთვის ვის მივმართოთ, – მან ნაბიჯი გადადგა, მაგრამ სარ-
კეში საკუთარი გამოსახულების დანახვისას ზღურბლთან შეჩერ-
და, – სანამ გასული ვიქნები, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ,
თქვენი მოკვლა ასე ძალიან ვის სურს. როგორც ვიცი, სწორედ ამ
კითხვას დაგისვამენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლე-
ბი.
– მოითმინეთ. სად მიდიხართ?
– არ შეიძლება პოლიციასთან ნახევრად შიშველ მდგომა-
რეობაში ისაუბროთ. ვეცდები, ტანსაცმელი მოგიძებნოთ. ჩემი
მეზობელი დაახლოებით თქვენსიმაღლეა. ახლა ის შვებულება-
შია, მე კი მის კატას ვუვლი. ჩემთან ვალშია.
ეს თქვა და გავიდა.
ლენგდონი კვლავ ნიჟარის თავზე დაკიდებული პატარა სარ-
კისკენ შებრუნდა და ძლივს ამოიცნო ადამიანი, რომელიც იქი-
დან უცქერდა. „ვიღაცას ჩემი მოკვლა სურს“. გონებაში ისევ ჩა-
ესმა აუდიოფირზე ჩაწერილი საკუთარი ბუტბუტი: ვაი... ზარი...
ვაი... ზარი...
ლენგდონი მოგონებებში მინიშნებას ეძებდა... რაიმენაირს
მაინც. მაგრამ იქ სიცარიელის მეტი არაფერი ხვდებოდა. ახლა
მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ნატყვიარი ჭრილობით ფლორენ-
ციაში იმყოფებოდა.
თავის დაღლილ თვალებს უყურებდა. გაიფიქრა, რამდენიმე
წამის შემდეგ ხომ არ გამომეღვიძება, სხვა, ჩემს საყვარელ სა-
ვარძელში, ერთ ხელში ჯინის ცარიელი ბოკალითა და მეორეში
„მკვდარი სულებით“, და საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ „ბომ-

46 მკითხველთა ლიგა
ბეის საფირონისა“ და გოგოლის ურთიერთშერწყმა არაფრით შე-
იძლებაო.

47 მკითხველთა ლიგა
თავი 7

ლენგდონმა საავადმყოფოს ხალათი გაიხადა და წელზე პირ-


სახოცი შემოიხვია. სახეზე წყალი შეისხა და ფრთხილად მოისინ-
ჯა თავზე დამაგრებული სახვევები. კანი შეშუპებული ჰქონდა,
მაგრამ როდესაც აბლანდული თმები გაისწორა, ჭრილობა თით-
ქმის დაიფარა. კოფეინის აბები უკვე მოქმედებდნენ და მის ცნო-
ბიერებაში არსებული ბურუსი ნელ-ნელა გაიფანტა.
„იფიქრე, რობერტ! გაიხსენე“.
უეცრად ამ უფანჯრო სააბაზანოში კლაუსტროფობიის უსია-
მოვნო შეგრძნება დაეუფლა და დერეფანში გასვლისთანავე მო-
პირდაპირე ოთახის კარიდან გამომავალი დღის სინათლის მი-
მართულებით ინსტინქტურად დაიძრა. კარს მიღმა არსებული
ოთახი ნაჩქარევად მოწყობილ სამუშაო კაბინეტს ჰგავდა: იაფფა-
სიანი მაგიდით, გაცვეთილი მბრუნავი სკამით, იატაკზე დაყრილი
წიგნების დასტითა და, მადლობა ღმერთს – ფანჯრით.
ლენგდონმა დღის სინათლისკენ გასწია.
ტოსკანის მზე ახლახან ამოსულიყო და ახალგაღვიძებული ქა-
ლაქის ყველაზე მაღალ კოშკებს აბრჭყვიალებდა: ჯოტოს კოშკს,
ბადიას, ბარჯელოს. ლენგდონი შუბლით მიეყრდნო ცივ მინას.
მარტის სუფთა და გრილი ჰაერი თითქოსდა მთებიდან წამოსულ
მზის სინათლეს აძლიერებდა. იტალიელები ამას „მხატვრის სი-
ნათლეს“ უწოდებენ.
ქალაქის პეიზაჟის ცენტრში აღმართულიყო წითელი კრამი-
ტით მოპირკეთებული და მოოქრული, სპილენძის ბურთით დაგ-
ვირგვინებული გიგანტური გუმბათი, რომელიც შუქურასავით
ანათებდა. Il Duomo. ფლორენციის მთავარი ტაძრისთვის გან-
კუთვნილი ამ დიდებული გუმბათის დაპროექტებისთვის ბრუნე-
ლესკის სახელი არქიტექტურის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერა.

48 მკითხველთა ლიგა
ხუთასი წლის შემდეგაც 114 მეტრის სიმაღლის მისი ქმნილება
დღემდე ამშვენებს ქალაქის ცენტრალურ მოედანს.
„რატომ ჩამოვედი ფლორენციაში?“
იტალიური ხელოვნების უდიდესი თაყვანისმცემელი ლენ-
გდონისთვის ეს ქალაქი ევროპის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგი-
ლი იყო. მის ქუჩებში ბავშვობაში მიქელანჯელო თამაშობდა და
ამ ქალაქის სამხატვრო სახელოსნოებში ჩაისახა იტალიური რე-
ნესანსი. ფლორენციის მუზეუმისკენ მილიონობით ტურისტის ნა-
კადი მიედინებოდა, რათა ბოტიჩელის „ვენერას დაბადების“,
ლეონარდოს „ღვთისმშობლის ხარებისა“ და ფლორენციელთა
უმთავრესი სიამაყისა და სიხარულის ობიექტის – დავითის ქან-
დაკების ცქერით დამტკბარიყო.
მიქელანჯელოს „დავითმა“ პირველივე ნახვით მოაჯადოვა
ლენგდონი. ერთხელ პატარა რობერტი სახვითი ხელოვნების
აკადემიას ესტუმრა... ნელა ჩაუარა მიქელანჯელოს დაუმთავრე-
ბელი პირქუში „მონების“ მწკრივებს... და უეცრად იგრძნო, რომ
უნებურად მზერას ვერ წყვეტდა ხუთი მეტრის სიმაღლის ამ შე-
დევრს. დავითის სკულპტურის სიდიადესა და მის რელიეფურ
მუსკულატურას აღტაცებაში მოჰყავდა ყველა, ვინც პირველად
ნახულობდა ამ მითიურ გმირს, თუმცა ლენგდონი ყველაზე მეტად
მისი გენიალური პოზით მოიხიბლა: მიქელანჯელომ გამოიყენა
კლასიკური ხერხი სახელწოდებით „კონტრაპოსტი“ და შექმნა
იმის ილუზია, რომ ოდნავ მარჯვნივ დახრილი დავითი პრაქტიკუ-
ლად არ ეყრდნობოდა მარცხენა ფეხს, მაშინ როდესაც სწორედ
ამ ფეხისთვის რამდენიმე ტონა მარმარილო იყო გამოყენებული.
„დავითის“ წყალობით ლენგდონს სწორი წარმოდგენა შეექ-
მნა სკულპტურათა დიდებულ ნიმუშებში ჩადებული უმძლავრესი
მუხტის შესახებ. ახლა კი საკუთარ თავს ეკითხებოდა, ბოლო
რამდენიმე დღის განმავლობაში თავისი საყვარელი სკულპტურა
ხომ არ ნახა სადმე. მაგრამ ერთადერთი ხელმისაწვდომი მოგო-
49 მკითხველთა ლიგა
ნება უტრიალებდა გონებაში – როგორ გაეღვიძა საავადმყოფო-
ში და როგორ გახდა სავსებით უდანაშაულო ექიმის მკვლელო-
ბის მოწმე. სრულიად მოულოდნელად გულისამრევი დანაშაუ-
ლის გრძნობა დაეუფლა. „ეს რა ჩავიდინე?“
ფანჯარასთან მდგარმა თვალის კუთხით მაგიდაზე დადებული
ნოუთბუქი შენიშნა. უეცრად გონება გაუნათდა: რაც უნდა მოს-
ვლოდა წუხელ საღამოს, ამის შესახებ ალბათ უკვე იტყოდნენ სა-
ინფორმაციო გამოშვებებში.
„თუ ინტერნეტში შესვლას მოვახერხებ, ყველაფერს ნათელი
მოეფინება“.
ლენგდონი კარისკენ მიტრიალდა და სიენას მოუხმო.
სრული სიჩუმე იდგა. ეტყობა, დოქტორი ბრუკსი მისთვის შე-
საფერისი ტანისამოსის ძებნაში იყო გართული.
სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ სიენა სულაც არ იქნე-
ბოდა ამის წინააღმდეგი, კომპიუტერი გახსნა და ჩართო.
მონიტორი აინთო, მასზე გამოჩნდა ცისფერი ცა და ღრუბლე-
ბი – ოპერაციული სისტემა „Windows“-ის სტანდარტული ფონი.
ლენგდონმა „გუგლი“ მაშინვე იტალიურ ენაზე გადაიყვანა და სა-
ძიებო ფანჯარაში საკუთარი სახელი აკრიფა.
„ახლა ჩემი სტუდენტები რომ მხედავდნენ...“ – გაიფიქრა და
ძიების ღილაკს დააწვა. ლენგდონი გამუდმებით უჩიჩინებდა მათ,
საკუთარი სახელები არ „დაეგუგლათ“. ამ საერთო გართობის
ახალი სენი სახელის მოხვეჭის ძლიერი სურვილისგან მომდინა-
რეობდა, რომელიც ამ ბოლო დროს ლამის მთელ ამერიკელ
ახალგაზრდობას მოსდებოდა.
მონიტორზე ძიების შედეგები გამოჩნდა: ლენგდონის შესახებ
ასობით ბმული, მისი წიგნები და ლექციები. „არა, ეს არ მჭირდე-
ბა“. ლენგდონმა ძიება ახალი ამბების რუბრიკის მითითებით სცა-
და. ამჯერად ახალი გვერდი გაჩნდა: ახალი ამბები „რობერტ
ლენგდონის“ შესახებ.
50 მკითხველთა ლიგა
რობერტ ლენგდონი თავის წიგნებზე ავტოგრაფს დატოვებს...
რობერტ ლენგდონის სიტყვით გამოსვლა დიპლომების გადა-
ცემის ცერემონიალზე...
რობერტ ლენგდონი გამოსცემს სიმბოლოგიის სახელმძღვა-
ნელოს...
ძიების შედეგების სია რამდენიმე გვერდს მოიცავდა, თუმცა
ლენგდონი მათ შორის ვერც ისეთ სიახლეს ხედავდა, რომელიც
ბოლო დღეებში მის თავს დამტყდარ მოვლენებს ახსნიდა და
ვერც ისეთს, რომელიც მოცემულ სიტუაციაში გაარკვევდა. რა
მოხდა წუხელ საღამოს? გადაწყვიტა, ძიება გაეგრძელებინა და
ფლორენციის ინგლისურენოვანი გაზეთის, „ფლორენტაინის“
ვებგვერდზე შევიდა. დაათვალიერა სათაურები, ცხელ-ცხელი
ახალი ამბების განყოფილება და პოლიციის ბლოგიც კი, საიდა-
ნაც ვიღაცის ბინაში გაჩენილიხანძრის, ხელისუფლებაში მომ-
ხდარი კორუფციული სკანდალისა და მთელ რიგ წვრილ-წვრილ
დანაშაულთა შესახებ შეიტყო.
„ნუთუ საერთოდ არაფერს წერენ?!“
მისი ყურადღება ქალაქის ჩინოსნის შესახებ ერთმა ჩანართმა
მიიპყრო, რომელიც წუხელ საღამოს გულის შეტევით დაღუპუ-
ლიყო ტაძრის მოედანზე. ჩინოსნის სახელს ჯერჯერობით არ აც-
ხადებდნენ და ეტყობოდა, არც რაიმე კრიმინალურ შემთხვევას
ჰქონდა ადგილი.
ბოლოს, როდესაც აღარ იცოდა, რა ხერხისათვის მიემართა,
ჰარვარდის პირად ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა იმედით, რომ
მოსულ შეტყობინებებში მაინც იპოვიდა რაიმე სასარგებლოს. იქ
მხოლოდ კოლეგების, მეგობრებისა და სტუდენტების მიერ მოწე-
რილი ჩვეულებრივი წერილები დახვდა, რომლებიც მომავალ
კვირაში დაგეგმილ შეხვედრებს ეხებოდა.
„როგორც ჩანს, ეჭვიც არავის აქვს, რომ წამოსული ვარ“.

51 მკითხველთა ლიგა
ამ გაურკვევლობით დაბნეულმა ლენგდონმა კომპიუტერი გა-
მორთო და დახურა. ადგომა დააპირა, რომ მისი მზერა უეცრად
მაგიდის კუთხეში გაჩერდა. სამედიცინო ჟურნალებისა და სხვა-
დასხვა დოკუმენტის დასტაზე „პოლაროიდის“ ფოტოსურათი
იდო, რომელზეც სიენა ბრუკსი და მისი წვერულვაშიანი კოლეგა
მხიარულად იცინოდნენ საავადმყოფოს დერეფანში.
ლენგდონმა ფოტოსურათი აიღო, რათა უკეთ შეეთვალიერე-
ბინა. „დოქტორი მარკონი“, მწარე დანაშაულის გრძნობით გა-
იფიქრა მან. როდესაც ფოტოსურათს ისევ დასტის თავზე დებდა,
გაყვითლებული ბუკლეტი შენიშნა. ეს იყო ლონდონის თეატრ
„გლობუსის“ ძველი პროგრამა. გარეკანის მიხედვით, შექსპირის
„ზაფხულის ღამის სიზმარს“ დგამდნენ... თითქმის ოცდახუთი
წლის წინ. პროგრამაზე ფლომასტრით იყო მიწერილი: „ძვირფა-
სო, არასდროს დაივიწყო, რომ საოცრება ხარ“.
ლენგდონმა პროგრამა ასწია. იქიდან გაზეთიდან ამოჭრილი
რამდენიმე სტატია ჩამოვარდა. ლენგდონი სტატიების უკან ჩაბ-
რუნებას აპირებდა, მაგრამ როგორც კი ბუკლეტი საჭირო გვერ-
დზე გადაშალა, გაოგნებული გაშეშდა.
ფოტოსურათიდან იყურებოდა მსახიობი გოგონა, რომელიც
ანცი ელფი პაკის როლს ასრულებდა. გარეგნობის მიხედვით, ხუ-
თიოდე წლის თუ იქნებოდა, მის ქერა თმას უკვე ნაცნობი კუდი
ამშვენებდა. ფოტოსურათს მეორე მხარეს ეწერა: „ვარსკვლავი
დაიბადა“. გვერდით მსახიობის მოკლე ბიოგრაფია იყო დაბეჭ-
დილი. ეს იყო აღფრთოვანებული სტატია თეატრალური ნიჭით
დაჯილდოებულ საოცარ ბავშვზე, რომელსაც საკმაოდ მაღალი
ინტელექტუალური მაჩვენებელი ჰქონდა. ერთი საღამოს მან-
ძილზე ამ გოგონას პიესის ყველა მოქმედი პერსონაჟის სიტყვები
დაუმახსოვრებია და პირველივე რეპეტიციებზე სიტყვასიტყვით
კარნახობდა მეგობრებს თავიანთსავე რეპლიკებს. ხუთი წლის
ვუნდერკინდის ინტერესთა სფეროში შედიოდა აგრეთვე ვიოლი-
52 მკითხველთა ლიგა
ნო, ჭადრაკი, ქიმია და ბიოლოგია. ლონდონის გარეუბან ბლექ-
ჰეტში მცხოვრებ მდიდარი მშობლების შვილს უკვე მოესწრო სა-
ხელის მოხვეჭა: ოთხი წლის ასაკში ჭადრაკის გამოჩენილი ოს-
ტატი დაემარცხებინა; გარდა ამისა, სამ ენაზე შეეძლო კითხვა.
„ღმერთო ჩემო, – გაიფიქრა ლენგდონმა, – სიენა! ახლა კი
ყველაფერი გასაგებია“.
ლენგდონს გაახსენდა, რომ ჰარვარდის ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი კურსდამთავრებული ვუნდერკინდი სოლ კრიპკე იყო,
რომელმაც ექვსი წლის ასაკში დამოუკიდებლად შეისწავლა ებ-
რაული ენა. თორმეტი წლისას კი დეკარტის ყველა ნაშრომი წა-
კითხული ჰქონდა. სულ ახლახან ლენგდონმა შეიტყო ფენომენა-
ლური ნიჭის მქონე ახალგაზრდის შესახებ. მოშე კაი კავალინიმ
თერთმეტი წლისამ დაამთავრა კოლეჯი საშუალო შეფასებით 4.0
და ქვეყნის ჩემპიონი გახდა საბრძოლო ხელოვნებაში, თოთ-
ხმეტი წლის ასაკში კი დაწერა წიგნი სახელწოდებით „ჩვენ შეგ-
ვიძლია“.
ლენგდონი ახლა სხვა ფურცელს დასწვდა. ეს იყო საგაზეთო
სტატია, რომელზეც შვიდი წლის სიენას ფოტოსურათი გამოესა-
ხათ წარწერით: გენიალური ბავშვის ინტელექტუალური კოეფი-
ციენტი6 208-ს უდრის. ლენგდონს არ ეგონა, თუ ინტელექტის კო-
ეფიციენტის ასეთი მაღალი მაჩვენებელიც არსებობდა. თუ ამ
სტატიას დავუჯერებდით, სიენა ვირტუოზულად უკრავდა ვიოლი-
ნოზე, ერთ თვეში ეუფლებოდა უცხო ენას და დამოუკიდებლად
სწავლობდა ანატომიასა და ფიზიოლოგიას. ლენგდონმა მომ-
დევნო სამედიცინო ჟურნალიდან ამოჭრილ მორიგ სტატიას და-
ხედა: ფიქრის მომავალი – ყველა ტვინი ერთნაირი არ არის. აქაც
სიენას ფოტოსურათი იყო. ქერათმიანი სიენა სოლიდური ზომის
სამედიცინო აპარატთან იდგა. სტატიაში მოცემული იყო ინტერ-

6
IQ
53 მკითხველთა ლიგა
ვიუ ექიმთან, რომელიც განმარტავდა, რომ სიენას ტვინის ნათხე-
მის პეტ-სკანირებამ7 გამოავლინა სხვა ნათხემებისგან ფიზიკური
განსხვავება. მის შემთხვევაში ეს ბევრად დიდი და მეტად დახვე-
წილი ფორმის ორგანო იყო, რომელსაც შესწევდა უნარი ვიზუ-
ალურ-სივრცობრივი მასალის იმგვარი მეთოდით დამუშავებისა,
რომლის შესახებაც სხვა ადამიანებს მიახლოებითი წარმოდგე-
ნაც კი არ ჰქონდათ. ექიმის აზრით, სიენას ეს ფიზიოლოგიური
უპირატესობა განპირობებული იყო მის ტვინში მიმდინარე უჩვეუ-
ლოდ სწრაფი უჯრედული ზრდით, რომელიც ძალიან წააგავდა
კიბოს, იმ განსხვავებით, რომ იზრდებოდა ტვინის კეთილთვისე-
ბიანი ქსოვილი და არა – ავთვისებიანი სიმსივნე.
ლენგდონმა რომელიღაც პატარა ქალაქის გაზეთიდან ამოჭ-
რილი სტატიაც იპოვა:

გენიალურობის წყეული ხვედრი

სტატიაში ფოტოსურათი არ იყო, თუმცა წერდნენ გენიალური


გოგონას, სიენა ბრუკსის შესახებ, რომელმაც ჩვეულებრივ სკო-
ლაში სიარული შეწყვიტა, რადგან ხშირად დასცინოდნენ: იგი
სხვა მოსწავლეებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სტატი-
ის ავტორი წერდა, რომ ნიჭიერი ბავშვები ხშირად იზოლაციაში
ექცევიან, რადგან მათი სოციალური უნარები მათივე ინტელექ-
ტის განვითარებას ჩამორჩება. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი
თანატოლებისგან მხრიდან გარიყულნი არიან.
სტატიაში ისიც ეწერა, რომ სიენა რვა წლის ასაკში სახლიდან
გაქცეულა და მთელი ათი დღის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ.
მოგვიანებით ლონდონის მდიდრულ სასტუმროში უპოვიათ: ის
სასტუმროს ერთ-ერთი ბინადრის ქალიშვილად ასაღებდა თავს,

7
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია.
54 მკითხველთა ლიგა
გასაღები მოეპარა და სხვის ანგარიშზე ნომერში ვახშამიც კი შე-
ეკვეთა. როგორც გაირკვა, გასული ერთი კვირის განმავლობაში
1600-გვერდიანი „გრეის ანატომია“ წაეკითხა. პოლიციელის შე-
კითხვაზე, რატომ კითხულობდა სამედიცინო წიგნებს, უპასუხა,
მსურს, გავერკვე საკუთარი ტვინის პრობლემებში, რომელსაც
რაღაც ემართებაო.
ლენგდონს ძალიან შეეცოდა უბედური გოგონა. რთულად
წარმოედგინა, თუ რას გრძნობს მარტოდმარტო დარჩენილი, თა-
ნატოლებისგან ასე განსხვავებული ბავშვი. მან კვლავ ერთად
დააწყო საგაზეთო სტატიები და ოდნავ შეყოვნდა, რომ ბოლოჯერ
შეეხედა ელფი პაკის როლის შემსრულებელი ხუთი წლის სიენას-
თვის. იმის გათვალისწინებით, როგორ სიურრეალისტურ ვითა-
რებაში შეხვდნენ ერთმანეთს წუხელ, არ შეეძლო არ ეღიარები-
ნა, რომ სიზმრების მომფენი ტბის სულის როლი სავსებით უხდე-
ბოდა მის ახალ ნაცნობს. შექსპირის პიესის პერსონაჟების ბედს
შენატროდა და ოცნებობდა, მათსავით გამოჰღვიძებოდა და აღ-
მოეჩინა, რომ ყველა ეს თავგადასავალი კოშმარული სიზმარი
იყო და მეტი არაფერი.
გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები თავის ადგილზე დააბრუნა,
ბუკლეტი დახურა და თვალში მოხვერილმა მინაწერმა – „ძვირ-
ფასო, არასდროს დაივიწყო, რომ საოცრება ხარ“ – უჩვეულო
სევდა გაუღვიძა. შემდეგ მზერა წარწერის გვერდით არსებულ
სიმბოლოზე გადაიტანა. ეს სწორედ ის ძველბერძნული პიქტოგ-
რამა იყო, რომელიც დღესაც ამშვენებს მსოფლიოს თეატრალუ-
რი პროგრამის ბუკლეტების უმრავლესობას. 2500-წლიანი ის-
ტორიის მქონე სიმბოლო თავის თავში დრამატული თეატრის
მთელ არსს მოიცავდა.
Le maschere.8

8
ნიღბები.(იტალ.)
55 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი მუყაოზე დახატულ, კომიკოსისა და ტრაგიკოსის
ჩვეულ სახეებს შესცქეროდა, რომ უეცრად ყურებში უჩვეულო გუ-
გუნი იგრძნო, თითქოს მისი თავის შიგნით ნელ-ნელა იჭიმებოდა
ლითონის სიმი. თავის არეში მწვავე ტკივილმა იფეთქა. ბუკლეტ-
ზე მიხატული ნიღბები გაიდღაბნა. ლენგდონმა მძიმედ ამოისუნ-
თქა, სკამზე დაეშვა, თან დახუჭული თვალებით საფეთქლებზე ხე-
ლი მიიჭირა. წყვდიადში ჩაძირულს კვლავ ეჩვენა ადრინდელი
ხილვა... საშინელი და კაშკაშა. ვერცხლისფერთმიანი ქალი
კვლავ სისხლისფერ-წითელი მდინარის მოპირდაპირე ნაპირი-
დან უხმობდა. მისი სასოწარკვეთილი კივილი მყრალ ჰაერს
კვეთდა, ფარავდა იმ ადამიანთა გოდებას, რომლებიც სადაც
თვალი წვდებოდა, ყველგან მიმოფანტულიყვნენ და აგონიაში
იხოცებოდნენ. ლენგდონმა კვლავ დაინახა მიწიდან ამოშვერი-
ლი ფეხები და მათზე წარწერილი ასო „ღ“. წელამდე მიწაში ჩაფ-
ლული კაცი ფეხებს გამალებით იქნევდა და მთელი ძალით ცდი-
ლობდა გათავისუფლებას.
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ! – უყვიროდა უცნობი ქალი ლენ-
გდონს. წამები დათვლილია!
ლენგდონი კვლავ მისი დახმარების გადაულახავმა სურვილ-
მა შეიპყრო... ყველას დახმარების. ძლიერი განგაშის გრძნობით
მოცულმა იდუმალი უცნობი ქალის ძახილს ყვირილით უპასუხა:
ვინ ხართ?!
ქალმა კვლავ მაღლა ასწია ხელი, სახიდან ვუალი მოიცილა
და თავისი გასაოცარი სილამაზის სახე გამოაჩინა, რომელიც
ლენგდონს უკვე ენახა.
მე სიცოცხლე ვარ, – უპასუხა ქალმა.
სრულიად მოულოდნელად, ქალის თავზე ცაში გიგანტური
ზომის სახე გამოჩნდა – საზარელი ნიღაბი მოგრძო, ნისკარტი-
სებრი ცხვირითა და მწვანედ ანთებული თვალებით, რომლებიც
ლენგდონს თავისი უძრავი მზერით ჩააფრინდნენ.
56 მკითხველთა ლიგა
მე კი სიკვდილი ვარ, – გაისმა გრგვინვასავით ხმა.

57 მკითხველთა ლიგა
თავი 8

ლენგდონმა თვალები გაახილა და დაზაფრულმა შვებით


ამოისუნთქა. ის კვლავ სიენას ბინაში მაგიდასთან იჯდა, ხელები
თავზე მოეჭირა, გულს კი ბაგაბუგი გაუდიოდა.
„რა ჯანდაბა მემართება?“
ვერცხლისფერთმიანი ქალისა და ნისკარტისმაგვარი ნიღბის
სახეები ჯერ კიდევ თვალწინ ედგა. მე სიცოცხლე ვარ. მე კი – სიკ-
ვდილი. შეეცადა, თავიდან მოეცილებინა ეს ხილვები, თუმცა ისი-
ნი მტკიცედ ჩაბეჭდოდნენ გონებაში და მის ტვინში სამუდამოდ
ამოეშანთათ თავიანთი ხატებანი. მაგიდაზე დადებული ბუკლე-
ტიდან ლენგდონს კვლავ ის ორი ნიღაბი შემოსცქეროდა.
„მოგონებები არეული და დაულაგებელი იქნება, – უთხრა სი-
ენამ, – წარსული, აწმყო და წარმოსახული ერთად მოიყრის
თავს“.
ლენგდონმა კი თავი ვერა და ვერ მოუყარა აზრებს. ბინაში ტე-
ლეფონმა დარეკა. ძველმოდური, წკრიალა ზარის ხმა სამზარეუ-
ლოდან მოდიოდა.
– სიენა! – დაიყვირა ლენგდონმა და სკამიდან წამოდგა.
სრული სიჩუმე იდგა. სიენა ჯერ არ დაბრუნებულიყო. ორი ზა-
რის შემდგომ ავტომოპასუხე ჩაირთო.
– Ciao, sono io! – მხიარულად გამოაცხადა სიენას ხმამ, –
Lasciatemi un messaggio e vi richiamero.9
გაისმა ხმოვანი სიგნალი და დინამიკიდან აღმოსავლეთევ-
როპული აქცენტის მქონე ქალის შეშფოთებული ხმა მოისმა. მისი
ხმა დერეფანში ექოდ ისმოდა.
– სიენა, დანიკოვა ვარ! სად დაიკარგე?! აქ საშინელება ტრია-
ლებს! შენი მეგობარი დოქტორი მარკონი მკვდარია! მთელ სა-

9
გამარჯობა, ეს მე ვარ! დატოვეთ შეტყობინება და გადმოგირეკავთ.(იტალ.)
58 მკითხველთა ლიგა
ავადმყოფოში არეულობაა! პოლიცია მოვიდა! ხალხმა უთხრა,
რომ პაციენტთან ერთად გაიქეცი, რათა ის გადაგერჩინა! ეს რა-
ტომ ჩაიდინე?! ის ხომ შენთვის არავინაა! პოლიციას შენთან გა-
საუბრება უნდა! შენი ანკეტა ნახეს! ანკეტა ხომ მოწესრიგებული
არაა – არასწორი მისამართია, ტელეფონის ნომერი საერთოდ
არ წერია, გაყალბებული სამუშაო ვიზა გაქვს, ასე რომ, დღეს ვერ
გიპოვიან! მინდოდა, გამეფრთხილებინე. ძალიან ვწუხვარ, სი-
ენა!
ქალმა ყურმილი დაკიდა.
ლენგდონს სინდისის ქენჯნის ახალმა ტალღამ გადაუარა. სა-
ტელეფონო ზარის მიხედვით დაასკვნა, რომ დოქტორმა მარკო-
ნიმ სიენას საავადმყოფოში მუშაობის ნება დართო. ლენგდონის
გამოჩენა მარკონის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. კეთილშობი-
ლურ სურვილს აყოლილმა სიენამ კი ლენგდონი გადაარჩინა და
თავს სერიოზული უსიამოვნებები დაიტეხა.
სწორედ ამ დროს ბინის ბოლოში ხმაურით გაიღო შემოსას-
ვლელი კარი.
„სიენა დაბრუნდა“.
რამდენიმე წუთის შემდეგ ავტომოპასუხიდან ისევ გაისმა ხმე-
ბი. „სიენა, დანიკოვა ვარ. სად დაიკარგე?!“
ლენგდონი შეკრთა როდესაც წარმოიდგინა, რა ამბების გაგე-
ბა ელოდა წინ სიენას. სანამ ჩანაწერი მეორდებოდა, ლენგდონ-
მა სწრაფად დააბრუნა თავის ადგილზე თეატრის ბუკლეტი, თით-
ქოს ამ ქმედებით გარეშე ჩარევის კვალის წაშლა სურდა. შემდეგ
დერეფნის გავლით ჩუმად გავიდა სააბაზანოში, თან თავბედს იწ-
ყევლიდა, რომ სიენას წარსულში ჩაყო ცხვირი. ათი წუთის შემ-
დეგ სააბაზანოს კარზე ფრთხილად მოაკაკუნეს.
– ტანსაცმელი მოგიტანეთ, – უთხრა სიენამ. ხმა აღელვების-
გან უთრთოდა, – ყველაფერს სახელურზე ვკიდებ.
– მადლობელი ვარ! – გაეპასუხა ლენგდონი.
59 მკითხველთა ლიგა
– როცა მზად იქნებით, სამზარეულოში გამოდით, – დაამატა
სიენამ, – სანამ სადმე დავრეკავთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა
გაჩვენოთ.

სიენამ დაღლილი ნაბიჯებით გაიარა დერეფანი და პატარა სა-


ძინებელში შევიდა. კარადიდან ლურჯი ჯინსის შარვალი და სვი-
ტერი გამოიღო და საძინებელშივე მდებარე საშხაპისკენ გაემარ-
თა.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეხედა, ხელები ასწია,
უკან შეკრული თმის კუდს ხელი მოჰკიდა, დაბლა ჩამოსწია და
თავიდან პარიკი მოიხსნა.
სარკიდან ოცდათორმეტი წლის აბსოლუტურად მელოტი ქა-
ლი უცქერდა.
სიენას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ყოველდღიურ გაჭირვებას-
თან ბრძოლაში თავის უბადლო ინტელექტს ეყრდნობოდა. მაგ-
რამ იმ გაუგებრობამ, რაშიც ახლა გაყო თავი, სულის სიღრმემდე
შეძრა მისი არსება.
პარიკი გვერდით გადადო და ხელ-პირი დაიბანა. შემდეგ გა-
იმშრალა, ტანსაცმელი ჩაიცვა, კვლავ გაიკეთა პარიკი და დარ-
წმუნდა, რომ იდეალურად ჰქონდა მორგებული. სიენას ყოველ-
თვის მიაჩნდა, რომ საკუთარი თავის სიბრალული ყველაზე არა-
სასურველი საქციელი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც სადღაც შიგ-
ნით უდუღდა ცრემლები, იცოდა, რომ ჯობდა ეტირა.
სიენა ატირდა.
გლოვობდა, რომ თავისივე ცხოვრების სადავეები ხელიდან
გაექცა.
გლოვობდა თავის თვალწინ მოკლულ მასწავლებელს.
გლოვობდა მუდმივ მარტოობას, რომელმაც სულიც სიცარიე-
ლით ამოუვსო.
60 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ყველაზე მეტად თავის მომავალს გლოვობდა... რომე-
ლიც ასე უცბად გაურკვევლობის ბურუსში გაეხვა.

61 მკითხველთა ლიგა
თავი 9

კოორდინატორი ლოურენს ნოლტონი რესპექტაბელურ იახტა


„მენდაციუმის“ სამუშაო სართულზე, თავის ჰერმეტულად დახუ-
რულ ჯიხურში იჯდა და საგონებელში ჩავარდნილი მისჩერებოდა
კომპიუტერის მონიტორს, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ დას-
რულდა კლიენტის მოწოდებული ვიდეოჩანაწერი.
„და ეს ხვალ დილით საინფორმაციო საშუალებებს უნდა გა-
ვუგზავნო?“
კონსორციუმში ათწლიანი მუშაობის განმავლობაში ნოლ-
ტონს ყველაზე მრავალფეროვანი და ზოგჯერ ძალიან უჩვეულო
დავალებების შესრულება უწევდა, რომელთა შორის ბევრი, მარ-
ტივად რომ ვთქვათ, უკანონო იყო, ზოგი, საზოგადოებაში მიღე-
ბული მორალის თვალსაზრისით, მიუღებელიც კი. კონსორციუ-
მის თითქმის ყველა ოპერაცია სწორედ ამ ბნელ ზონაში სრულ-
დებოდა. ორგანიზაციის უმთავრეს და ერთადერთ ეთიკურ ცნე-
ბას კლიენტისთვის მიცემული პირობის პირნათლად შესრულე-
ბისთვის მზადყოფნა წარმოადგენდა.
ჩვენ ჩვენს ვალდებულებებს ვასრულებთ. ყველანაირი ზედმე-
ტი კითხვების გარეშე. რაც უნდა მოხდეს.
თუმცაღა, ნოლტონს ამ ვიდეოჩანაწერის ინტერნეტში გავ-
რცელების საკითხი მეტად აშფოთებდა. როგორი ექსცენტრული
დავალებებიც უნდა შეესრულებინა წარსულში, მას ყოველთვის
ესმოდა, ესა თუ ის მისია რა მიზეზით იყო განპირობებული... წარ-
მოდგენა ჰქონდა მოტივზეც... და წინასწარ ხვდებოდა, როგორ
შედეგს მიიღებდნენ.
მაგრამ ამ ვიდეოჩანაწერის ნახვის შემდეგ მოსვენება დაკარ-
გა.
მასში რაღაც უჩვეულო იყო.
ზედმეტად უჩვეულოც კი.
62 მკითხველთა ლიგა
ნოლტონი კვლავ კომპიუტერს მიუჯდა და ვიდეოფაილი მე-
ორედ გახსნა. იმედოვნებდა, რომ ჩანაწერის ხელმეორედ ყურე-
ბისას რაიმე ახალს აღმოაჩენდა. ხმას აუწია და სკამზე უკეთესად
მოეწყო, რათა ცხრაწუთიანი ფილმისთვის მშვიდად და ყურად-
ღებით ესმინა.
როგორც უწინ, ჩანაწერი ახლაც უცნობ გამოქვაბულში წყლის
მსუბუქი შრიალით დაიწყო, რომელიც მთლიანად დაფარული
იყო ავისმომასწავებელი მოწითალო ნათებით. კამერა ისევ განა-
თებულ წყალში ჩაიძირა, რათა გამოქვაბულის ტალახიანი ფსკე-
რი ეჩვენებინა ზედ მიმაგრებული დაფით. ნოლტონმა კვლავ წა-
იკითხა დაფაზე არსებული წარწერა:

ამ ადგილსა და ამ დღეს
მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა.

ის ფაქტი, რომ ამ წარწერის ქვეშ მათი კლიენტის სახელი ეწე-


რა, განგაშის შეგრძნებას იწვევდა, ხოლო დათქმული თარიღი
მომდევნო დღეს რომ თენდებოდა, ნოლტონს სერიოზულად აშ-
ფოთებდა.
კამერა მარცხნივ შებრუნდა და ფოკუსში მოაქცია გასაოცარი
საგანი, რომელიც დაფასთან ახლოს, თითქოს წყლის ზედაპირ-
ზე, ჰაერში ლივლივებდა.
ეს იყო თხელი პლასტმასისგან დამზადებული მოზრდილი
სფერო, რომელიც წყლის ფსკერზე წვრილი ძაფით იყო მიმაგრე-
ბული. ის საპნის ბუშტივით აქეთ-იქეთ ირწეოდა და ძალიან წა-
აგავდა წყალში ჩაძირულ საჰაერო ბურთს... ოღონდ არა ჰელი-
უმით, არამედ რაღაც ჟელესმაგვარი მოყვითალო-მოყავისფრო
სუბსტანციით სავსეს. ეს ამორფული, გაბერილი კონტეინერი დი-
ამეტრით ოცდაათი სანტიმეტრი თუ იქნებოდა, ხოლო მის შიგნით

63 მკითხველთა ლიგა
არსებული გაურკვეველი სითხის ბნელი ღრუბელი მშვიდად ტრი-
ალებდა, როგორც ავისმომასწავებელი შტორმის ჩანასახი.
„ღმერთო დიდებულო“, – გაიფიქრა ნოლტონმა. ჟრუანტელმა
დაუარა. ვიდეოს განმეორებით გაშვებისას ეს წყალქვეშა ბუშტი
გაცილებით საშიში შესახედი მოეჩვენა, ვიდრე პირველად.
გამოსახულება ნელ-ნელა ჩაქრა.
სამაგიეროდ, გამოჩნდა გამოქვაბულის ნაცრისფერი კედე-
ლი, რომელსაც განათებული წყლის რეზერვუარის ათინათები
დასთამაშებდა. კედელზე ჩრდილი გაჩნდა... ეს ადამიანის ჩრდი-
ლი იყო... ის გამოქვაბულში იდგა.
საზარელი, დამახინჯებული თავის ფორმა ჰქონდა.
ცხვირის მაგივრად მოგრძო ნისკარტი გამოზრდოდა... თით-
ქოს ნახევრად ფრინველი იყო.
როდესაც ალაპარაკდა, მისი ხმა ყრუდ გაისმა... ლაპარაკობ-
და სიბოროტით სავსე ხმით... გარკვევით და ზომიერად... კლასი-
კური დრამის მთხრობელივით.
ნოლტონი გაუნძრევლად იჯდა, ძლივს სუნთქავდა და ნისკარ-
ტიან აჩრდილს უსმენდა:

მე აჩრდილი ვარ.
თუ თქვენ ამას უყურებთ, ესე იგი ჩემმა სულმა საბოლოოდ პო-
ვა სიმშვიდე.
მიწის ქვეშ ჩაგდებული, იძულებული ვარ, მსოფლიოს ამ სიღ-
რმეებიდან მივმართო, ამ პირქუში მღვიმიდან, სადაც სისხლის-
ფერ-წითელი წყლები შრიალებენ, რომელთაც არასდროს უხი-
ლავთ მნათობის სხივი.
მაგრამ ეს ჩემი სამოთხეა... ჩემი სუსტი ნაშიერის იდეალური
წიაღი...
ეს ინფერნოა.
სულ მალე შეიტყობთ, რას წარმოადგენს ჩემი მემკვიდრე.
64 მკითხველთა ლიგა
აქაც კი მესმის ჩემი უგუნური მდევრების ფეხის ხმა... მათ ვე-
რავითარი დაბრკოლება შეაჩერებს, ოღონდაც ჩემი გეგმები ჩა-
შალონ.
გონებაში უნებურად იბადება სიტყვები: „მიუტევე მათ, რადგან
არ უწყიან, რას სჩადიან“. მაგრამ ისტორიაში არის მომენტები,
როდესაც უმეცრება უპატიებელი ცოდვაა... როდესაც მიტევება
მხოლოდ სიბრძნეს ძალუძს.
მე სუფთა სინდისით გიტოვებთ თქვენ ყველას ანდერძად სა-
სოებისა და ხსნის საჩუქარს, ხვალინდელი დღის იმედს.
მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთები, რომლებიც მეძებარი
ძაღლებივით დამდევენ, დაბრმავებულნი ცრურწმენით, რომ მე
შეშლილი ვარ. ერთ-ერთი მათგანია ლამაზმანი ვერცხლისფერი
თმით, რომელიც ბედავს და ურჩხულს მიწოდებს – ეკლესიის
მთვლემარე მსახურების მსგავსად, რომელთაც სიკვდილით და-
საჯეს კოპერნიკი. მათ მე დემონი ვგონივარ, და ის, რომ მე ჭეშმა-
რიტება შევიცანი, შიშის ძრწოლას ჰგვრის მათ.
თუმცა მე წინასწარმეტყველი არ ვარ.
მე თქვენი ხსნა ვარ.
მე აჩრდილი ვარ.

65 მკითხველთა ლიგა
თავი 10

-ჩამოჯექით, – თქვა სიენამ, – რაღაც უნდა გკითხოთ.


სამზარეულოში შესვლისას ლენგდონი ბევრად უკეთ გრძნობ-
და თავს. მეზობლისგან გამოტანილი „ბრიონის“ ფირმის კოსტიუ-
მი ეცვა, რომელიც ბედად სწორედ მისი ზომისა აღმოჩნდა. მსუ-
ბუქი ფეხსაცმელიც არ უჭერდა. ლენგდონი საკუთარ თავს შეჰ-
პირდა, რომ შინ დაბრუნებისთანავე იტალიური ფეხსაცმლის
მომხმარებელი გახდებოდა.
„თუკი შევძელი დაბრუნება...“
სიენაც შეცვლილიყო. ტანზე მომდგარი ჯინსის შარვალი და
ვარდისფერი სვიტერი ჩაეცვა. ეს ტანისამოსი მის ბუნებრივ სი-
ლამაზესა და უნაკლო ფიგურას უსვამდა ხაზს. თმა კვლავ უკან
ჰქონდა კუდად შეკრული და მედიცინის მუშაკის მკაცრი, ოფიცია-
ლური სამოსის გარეშე ბევრად დაუცველი ჩანდა. ლენგდონმა
შენიშნა მისი ჩაწითლებული, თითქოსდა ნამტირალევი თვალები
და სინდისის ქენჯნამ კვლავ შემოუტია.
– ძალიან ვწუხვარ, სიენა. ავტომოპასუხის ჩანაწერი მოვისმი-
ნე. არც კი ვიცი, რა ვთქვა.
– მადლობა, მაგრამ ახლა ყურადღება თქვენზე უნდა გადმო-
ვიტანოთ. თუ შეიძლება, დაჯექით.
ტონი ბევრად მტკიცე გაუხდა და ლენგდონს გაახსენდა საგა-
ზეთო სტატიები, რომლებშიც ბევრს საუბრობდნენ სიენას ნაად-
რევ განვითარებასა და უბადლო ინტელექტზე.
– მინდა, დაფიქრდეთ, – სიენამ ხელის მსუბუქი ჟესტით სკამი
შესთავაზა ლენგდონს, – გახსოვთ, ამ ბინაში როგორ მოვედით?
ლენგდონი გაოცდა – ეს აქ რა შუაშიაო.
– ტაქსით, – უპასუხა და სკამზე დაჯდა, – ჩვენ გვესროდნენ.
– ჩვენ კი არა, თქვენ გესროდნენ, პროფესორო. ნუ ავურევთ
ერთმანეთში.
66 მკითხველთა ლიგა
– დიახ, მომიტევეთ.
– თუ გახსოვთ, რამდენჯერ გაისროლეს, როდესაც მანქანაში
ვისხედით?
„უცნაური შეკითხვაა“, გაიფიქრა ლენგდონმა.
– მახსოვს – ორჯერ. პირველი ტყვია გვერდითა სარკეს მოხ-
ვდა, მეორემ უკანა მინა ჩაამსხვრია.
– კარგი. ახლა თვალები დახუჭეთ.
ლენგდონი მიხვდა, რომ სიენა მისი მეხსიერების მუშაობას
ამოწმებდა და თვალები დახუჭა.
– რა მაცვია?
ლენგდონი ფიქრშიც შესანიშნავად ხედავდა მას.
– გაცვიათ უქუსლო შავი ფეხსაცმელი, ცისფერი ჯინსი და კი-
სერთან სამკუთხად ამოჭრილი ვარდისფერი სვიტერი. ქერა თმა
მხრებთან კუდად შეკრული. თვალები ყავისფერი გაქვთ.
ლენგდონმა თვალები გაახილა და სიენას შეხედა იმით კმაყო-
ფილმა, რომ მისი მხედველობითი მეხსიერება სავსებით ნორმა-
ლურად ფუნქციონირებდა.
– შესანიშნავია. თქვენი ვიზუალურ-კოგნიტიური იმპრინტინ-
გი სრულ წესრიგშია, რაც იმას ადასტურებს, რომ თქვენი ამნეზია
მთლიანად რეტროგრადულია და დამახსოვრების პროცესებზე
პასუხისმგებელ მექანიზმს შეუქცევადი დაზიანება არ განუცდია.
ბოლო რამდენიმე დღის შესახებ რაიმე ხომ არ გაგახსენდათ?
– სამწუხაროდ, არა. მაგრამ, სანამ თქვენ ტანსაცმელზე იყა-
ვით გასული, ისევ მქონდა ხილვა.
ლენგდონმა უამბო, როგორ განუმეორდა ჰალუცინაცია: ქა-
ლი ვუალით, გვამების გროვა და მიწიდან ამოწვდილი ადამიანის
ფეხები ზედ წარწერილი ლათინური ასო „ღ“-ით. შემდეგ ისიც უთ-
ხრა, როგორ გამოისახა ცაში უცნაური ნისკარტისმაგვარი ნიღა-
ბი.
– „მე სიკვდილი ვარ“? – ხმის კანკალით ჰკითხა სიენამ.
67 მკითხველთა ლიგა
– დიახ. სწორედ ასე თქვა.
– კარგი... იმედია, ეს იმაზე მსუბუქი შემთხვევაა, ვიდრე – „მე
ვარ ვიშნუ, სამყაროთა მმუსრავი“ – ეს იყო რობერტ ოპენჰაიმე-
რის სიტყვები, რომლებიც მან პირველი ატომური ბომბის გამოც-
დის დროს წარმოთქვა... და ეს ნიღაბი... ნისკარტითა და მწვანე
თვალებით? – შემკრთალი სახით განაგრძობდა სიენა, – საიდან
უნდა გაჩენილიყო თქვენს ცნობიერებაში ასეთი გამოსახულება?
– წარმოდგენაც არ მაქვს, თუმცა ასეთი ნიღბები შუა საუკუნე-
ებში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, – ლენგდონი შე-
ყოვნდა, – ამას „ქოლერის ნიღაბი“ ეწოდება.
სიენა თითქოს ოდნავ დაიბნა.
– ქოლერის ნიღაბი?
ლენგდონმა სწრაფად აუხსნა, რომ სიმბოლოთა სამყაროში,
უჩვეულო ნისკარტიანი ნიღაბი შავი სიკვდილის სინონიმია – სა-
შინელი შავი ჭირის ეპიდემიის, რომელმაც მეთოთხმეტე საუკუ-
ნეში ევროპას გადაუარა და მის ცალკეულ რეგიონებში მოსახ-
ლეობის მესამედი გაწყვიტა. ბევრს მიაჩნია, რომ სიტყვა „შავი“
სახელწოდებაში „შავი სიკვდილი“ აღნიშნავს შავი ჭირით დაავა-
დებულთა სხეულებზე იმ შავ ლაქებს, რომლებიც განგრენისა და
კანქვეშა სისხლჩაქცევების შედეგად წარმოიქმნება, მაგრამ, სი-
ნამდვილეში, ის იმ პანიკის სიმბოლოა, რომელიც ხალხში ეპი-
დემიამ გამოიწვია.
– ამ ნიღბებს ნისკარტისმაგვარი ცხვირებით შუა საუკუნის
ექიმბაშები, შავ ჭირთან მებრძოლები, ატარებდნენ, – თქვა ლენ-
გდონმა, – ამგვარ ხერხს იმიტომ მიმართავდნენ, რომ სასუნთქი
ორგანოები ავადმყოფების მოვლის დროს გადამდები დაავადე-
ბისგან დაეცვათ. დღესდღეობით კი ასეთ ნიღბებს მხოლოდ ვენე-
ციის კარნავალებზე თუ შეხვდებით. ის იტალიის ისტორიაში ყვე-
ლაზე საზარელი დროის სამახსოვრო სიმბოლოა.

68 მკითხველთა ლიგა
– დარწმუნებული ხართ რომ ჰალუცინაციის დროს სწორედ ეს
ნიღაბი დაინახეთ? – კვლავ შემკრთალი ხმით იკითხა სიენამ, –
შუა საუკუნეების ქოლერის ექიმბაშის?
ლენგდონმა თავი დაუქნია. ნისკარტიანი ნიღაბი სხვა არა-
ფერში აგერევა.
სიენა მოიღუშა და ლენგდონი მიხვდა, რომ ის ყველაზე ცუდი
ამბის სათქმელად ემზადებოდა.
– ის ქალი გამუდმებით იმეორებდა ერთსა და იმავე ფრაზას:
„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ“?
– დიახ. ზუსტად ისე, როგორც ადრე. მაგრამ პრობლემა ისაა,
რომ არც კი ვიცი, რა უნდა ვეძებო!
სიენამ მძიმედ ამოისუნთქა.
– მგონი, ვხვდები. მეტიც... ვფიქრობ, მე ის უკვე ვიპოვე.
ლენგდონი გაოგნებული მიაჩერდა.
– რაზე ამბობთ?!
– რობერტ, გუშინ საღამოს, როდესაც საავადმყოფოში მოხვე-
დით, ქურთუკის ჯიბით ერთობ უცნაური ნივთი მოიტანეთ. გახ-
სოვთ ის ნივთი?
ლენგდონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ეს იყო... სავსებით მოულოდნელი საგანი. მე ის შემთხვევით
აღმოვაჩინე, როდესაც ტანსაცმელს გიცვლიდით, – სიენამ თა-
ვით ანიშნა მაგიდაზე დადებულ სისხლით დასვრილ ტვიდის ქურ-
თუკზე – ის ისევ იქ არის. გნებავთ, შეხედოთ?
ლენგდონმა გაუბედავად გახედა ქურთუკს. „ახლა კი გასაგე-
ბია, რატომ დაბრუნდა მის წამოსაღებად“. ქურთუკი აიღო და სა-
თითაოდ შეამოწმა ჯიბეები. ყველა ცარიელი აღმოჩნდა. კიდევ
ერთხელ შეამოწმა. შემდეგ
მხრები აიჩეჩა და სიენასკენ მიტრიალდა.
– ჯიბეებში არაფერი მიდევს.
– საიდუმლო ჯიბეც შეამოწმეთ?
69 მკითხველთა ლიგა
– რაო? ჩემს ქურთუკში არავითარი საიდუმლო ჯიბე არაა!
– მართლა? – შეშფოთებით იკითხა სიენამ, – გამოდის, რომ...
ეს სხვისი ქურთუკია?
ლენგდონმა იგრძნო, რომ აზრები ისევ ერთმანეთში ერეოდა.
– არა, ჩემია.
– დარწმუნებული ხართ?
„რა თქმა უნდა, – გაიფიქრა ლენგდონმა, – სულ ცოტა ხნის
წინ ეს ჩემი „ქემბერლი“ იყო!“
ლენგდონმა ქურთუკის სარჩული ამოატრიალა და სიენას
მსოფლიო მოდის სამყაროში მისთვის ყველაზე საყვარელი
ბრენდის ლოგო – ცამეტი ძვირფასი ქვით გაწყობილი სახელგან-
თქმული „ჰარის სფერო“ უჩვენა, რომელიც ძალიან ჰგავდა ღილს
და დაგვირგვინებული იყო მალტური ჯვრით.
ქრისტეს მეომართა ნიშნების ნაჭერზე მიწებება – დაე, ეს შოტ-
ლანდიელების სინდისზე იყოს.
– აქ შეხედეთ, – შენიშნა ლენგდონმა და ხელით ამოქარგულ
ინიციალებზე მიუთითა – „R.L.“. ხელით შეკერილ ტვიდის ქურ-
თუკებში არასდროს ენანებოდა ფულის გადახდა; ყოველთვის
დამატებით იხდიდა იმაშიც, რომ საფირმო ემბლემაზე თავისი
ინიციალები ამოექარგათ. ჰარვარდის უნივერსიტეტის სასადი-
ლოებსა და აუდიტორიებში გამუდმებით იხდიდნენ და იცვამდნენ
ასობით ტვიდის ქურთუკს და ლენგდონს ნამდვილად არ სურდა,
შემთხვევით არასასურველი გაცვლა მომხდარიყო.
– თქვენი მჯერა, – თქვა სიენამ და ლენგდონს ქურთუკი გამო-
ართვა, – ახლა კი ნახეთ.
სიენამ ქურთუკი ისე ამოაბრუნა, რომ საყელომდე გამოჩნდა
სარჩული, მასში ჩაკერებული დიდი საიდუმლო ჯიბით.
„ეს რა სასწაულია?“
ლენგდონი დარწმუნებული იყო, რომ აქამდე ეს ჯიბე თვალი-
თაც არ ენახა.
70 მკითხველთა ლიგა
ჭრილი იდეალურად თანაბარ ზომაზე გამოკერილ საიდუმლო
ჯიბეს წარმოადგენდა.
– ადრე ის აქ არ იყო! – გაოცებულმა წამოიძახა ლენგდონმა.
– ესე იგი, მგონი, თქვენ არც არასდროს გინახავთ ეს, – სიენამ
ხელი ჩაყო ჯიბეში, იქიდან გლუვი ლითონის ნივთი გამოიღო და
ლენგდონს ხელებში ჩაუდო.
ლენგდონი ნივთს განცვიფრებული დააჩერდა.
– იცით, ეს ნივთი რას წარმოადგენს?
– არა, – აღმოხდა ლენგდონს, – მსგავსი რამ არასდროს მი-
ნახავს.
– მე კი, სამწუხაროდ, მინახავს. და აბსოლუტურად დარწმუნე-
ბული ვარ, სწორედ ეს არის თქვენი მკვლელობის მცდელობის
მიზეზი.

„მენდაციუმის“ ბორტზე კოორდინატორი ნოლტონი თავის სა-


მუშაო ჯიხურში ნერვული ნაბიჯით მიმოდიოდა და თან იმ ვიდეო-
ჩანაწერზე ფიქრობდა, რომლის გამომჟღავნება მომდევნო დღეს
მოუწევდა.
აჩრდილი ვარ?
ჭორები დადიოდა, რომ კონსორციუმის ეს კლიენტი სიკვდი-
ლამდე ბოლო რამდენიმე თვეს მწვავე ფსიქიკური აშლილობით
იტანჯებოდა და მისი ვიდეო ამასვე ადასტურებდა.
ნოლტონი ხვდებოდა, რომ მოქმედების ორად ორი ვარიანტი
ჰქონდა: ან უნდა მოემზადებინა მასალა გასაგზავნად, როგორც
იყო კიდეც დაგეგმილი, ან არადა, ზევით აეტანა, ბოსთან, დამა-
ტებითი განხილვისთვის.
„მაგრამ უკვე ვიცი, რასაც მიპასუხებს, – გაიფიქრა ნოლტონ-
მა. მას არ ახსენდებოდა არც ერთი შემთხვევა, როცა ბოსს კლი-
ენტისთვის მიცემული პირობა არ შეესრულებინა – ის ვიდეოჩა-
71 მკითხველთა ლიგა
ნაწერის ინტერნეტში განთავსებას მიბრძანებს ყოველგვარი
ზედმეტი კითხვის გარეშე... გაბრაზდება კიდეც, თუ კითხვებს და-
ვუსვამ“.
ნოლტონი კომპიუტერთან დაბრუნდა და ვიდეოჩანაწერი ყვე-
ლაზე შემაშფოთებელ ადგილზე გადაახვია. შემდეგ ჩართო და
მონიტორზე კვლავ ბლანტი სინათლით განათებული გამოქვაბუ-
ლი გამოჩნდა, რომელშიც წყლის შრიალი ისმოდა.
წყლის წვეთებით დაწინწკლულ ქვის კედელზე მოგრძონის-
კარტიანი მაღალი ადამიანის საზარელი ჩრდილი ეცემოდა.
შემდეგ აჩრდილი მოგუდული ხმით ალაპარაკდა:

ჩვენ ახალ შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ.


რამდენიმე ასწლეულის წინ ევროპა ღრმა კრიზისს განიცდი-
და. ცოდვასა და უიმედობაში ჩაძირული მოსახლეობა სივიწრო-
ვითა და შიმშილით იტანჯებოდა. ქვეყნიერება დაბურულ ტყეს
ჰგავდა. სიმშრალით სულშეხუთული ტყე თითქოსდა ღვთისგან
მოელის მეხის დარტყმას, ცეცხლის გამომწვევი ნაპერწკლის გა-
ჩენას, რომელიც მთელ ტყეს გადაუვლის და განწმედს მას, რათა
ჯანსაღმა ფესვებმა კვლავ მიიღონ მაცოცხლებელი სინათლე.
გადარჩევა საგანთა ბუნებრივი კანონზომიერების ელემენ-
ტია, რომელიც თავად შემოქმედის მიერ არის დადგენილი.
საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა მოჰყვა შედეგად შავ სიკვდილს.
ყველამ ვიცით ამის პასუხი.
ეს პასუხია – რენესანსი.
აღორძინება.
ასე იყო ყოველთვის. სიკვდილს მოჰყვება დაბადება.
ადამიანმა სამოთხე რომმოიპოვოს, ამისთვის მან ჯერ ჯოჯო-
ხეთი უნდა გაიაროს.
ასე გვასწავლიდა ჩვენი უდიდესი მასწავლებელი.

72 მკითხველთა ლიგა
და მაინც, ვერცხლისფერთმიანი უმეცარი ბედავს, ურჩხული
მიწოდოს! ნუთუ მან ჯერ კიდევ ვერ შეიცნო მათემატიკურად გათ-
ვლილი მომავალი! ის საშინელებები, რომლებიც მას მოაქვს?
მე აჩრდილი ვარ.
მე თქვენი ხსნა ვარ.
და მე ღრმად, მიწისქვეშ ვდგავარ, ვუცქერ სისხლისფერ
წყლებს, რომელთაც მზის სინათლე არ უხილავთ.
აქ, ამ მიწისქვეშა სასახლეში, მშვიდად ღვივდება ინფერნო.
სულ მალე ის მრისხანე ცეცხლის ალით იფეთქებს.
და როდესაც ეს მოხდება, მთელ დედამიწაზე არავინ იქნება
მისი შემჩერებელი.

73 მკითხველთა ლიგა
თავი 11

ლენგდონს ხელში ეკავა ნივთი, რომელიც, მცირე ზომის მი-


უხედავად, საოცრად მძიმე იყო. ეს იყო თხუთმეტი სანტიმეტრის
სიგრძის წვრილი ლითონის ცილინდრი, გლუვად დამუშავებუ-
ლი, მომრგვალებული ბოლოებით, თითქოს მინიატურული ტორ-
პედოაო.
– სანამ უბედურება მომხდარა, გირჩევთ, სხვა მხრიდან შეხე-
დოთ, – ურჩია სიენამ ნაძალადევი ღიმილით, – თორემ შეიძლე-
ბა ხელიდან გაგივარდეთ. თქვენ ხომ სიმბოლოგიის პროფესორი
ხართ, ასეა?
ლენგდონმა ცილინდრი ამოაბრუნა და თვალში მის ძირზე და-
ბეჭდილი წითელი პიქტორამა მოხვდა.
დაიძაბა.
იგი საკმაოდ კარგად ერკვეოდა პიქტოგრამებში და იცოდა,
რომ ძალიან ცოტა სიმბოლოს თუ შეეძლო ადამიანში შიშის მყი-
სიერად გამოწვევა... მაგრამ ემბლემა, რომელსაც ახლა ხედავ-
და, აშკარად მათ რიცხვს ეკუთვნოდა. მისი რეაქცია დაუყოვნებ-
ლივი და ინსტინქტური იყო: ცილინდრი მაშინვე მაგიდაზე დადო
და სკამიანად უკან დაიხია.
– მეც შემეშინდა, – თავი დაუქნია სიენამ.
გამოსახულება სამი, ბოლომდე შეუერთებელი სიმეტრიული
რგოლისგან შედგებოდა:
ლენგდონს სადღაც წაეკითხა, რომ ეს ავის მომასწავებელი
სიმბოლო 1960-იან წლებში კომპანია „დოუ ქემიქალმა“ შექმნა.
მათ ამ სიმბოლოთი შეცვალეს ბევრი არაეფექტური გამაფრთხი-
ლებელი ნიშანი, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა. სხვა წარ-
მატებული ემბლემების მსგავსად, ეს იყო უბრალო, სწრაფად და-
სამახსოვრებელი და საგნებზე იოლად გამოისახებოდა. სულ მა-
ლე ბიოლოგიური საფრთხის გამომხატველი ეს სიმბოლო მთელ
74 მკითხველთა ლიგა
მსოფლიოში გავრცელდა. ის სავსებით შესაბამის ასოციაციებს
იწვევდა კიბოს მარწუხებთან, ნინძების სატყორცნ დანებსა და
სხვა ნაკლებად სასიამოვნო საგნებთან. გლობალურ ბრენდად
ქცეული ემბლემის მნიშვნელობა ნებისმიერი ერის წარმომად-
გენლისთვის გასაგები გახდა.
– ეს პატარა კონტეინერი, ე. წ. ბიოკაფსულა, – აღნიშნა სი-
ენამ, – საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის გამოიყე-
ნება. ხანდახან ჩვენ, მედიცინის მუშაკებსაც გვაქვს საქმე მსგავს
კონტეინერებთან. მას შიგნით აქვს პენოპლასტის მილი, რომელ-
შიც მაგრდება ჩვეულებრივი ზღვის ქაფი და შეგიძლია მასში მო-
თავსებული ნებისმიერი ობიექტი დაუზიანებლად წაიღო სასურ-
ველი მიმართულებით. ჩვენს შემთხვევაში კი, – სიენამ ბიოლო-
გიური საფრთხის ნიშანზე მიუთითა, – ვფიქრობ, მასში მომაკ-
ვდინებლად შხამიანი ქიმიკატია... ან ვირუსი... – სიენამ პაუზა გა-
აკეთა, – „ებოლას“ ვირუსის პირველი ნიმუშები აფრიკიდან და-
ახლოებით ასეთი კაფსულებით ჩამოიტანეს.
ეს ის სიტყვები არ იყო, რომელთა მოსმენაც ლენგდონს სურ-
და.
– ჩემს ქურთუკში რა ესაქმება? მე ხელოვნების ისტორიის
ლექტორი ვარ, რა ჯანდაბად მინდა ეს ნივთი?
თავში კვლავ გაუელვა უკვე ნაცნობმა სურათმა: ტანჯვით დაკ-
ლაკნილი სხეულები, მათ ზემოთ კი ჰაერში მოლივლივე ქოლე-
რის ნიღაბი.
– არ ვიცი, საიდან გაჩნდა, – უპასუხა სიენამ, – მაგრამ ეს მი-
ლი ძალიან მაღალტექნოლოგიური პროდუქტია – ტიტანისგან
დამზადებული და ტყვიით მოპირკეთებული. თვით რადიაციაც კი
ვერ აღწევს მასში. ჩემი აზრით, ამგვარ ნივთებს ხელისუფლების
საგანგებო დაკვეთით ამზადებენ.

75 მკითხველთა ლიგა
ბიოლოგიური საფრთხის სიმბოლოს გვერდით საფოსტო მარ-
კის ზომის შავი კვადრატი იყო დატანებული და სიენამ სწორედ
მასზე მიუთითა.
– აქ საჩვენებელი თითი უნდა მიადოთ. დაკარგვის ან მოპარ-
ვის შემთხვევისთვის გათვალისწინებული დაცვის ზომებია. ასე-
თი კაფსულის გახსნა ერთადერთ ადამიანს შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ ლენგდონი გრძნობდა, ტვინი ნორმა-
ლური ტემპით უმუშავებდა, გაგონილის გაცნობიერება ძალზე გა-
უჭირდა. „თან დალუქულ ბიომეტრულ კონტეინერს ვატარებდი!“
– როდესაც ქურთუკში ეს ნივთი აღმოგიჩინეთ, სხვებისგან ფა-
რულად მინდოდა, დოქტორი მარკონისთვის მეჩვენებინა, მაგ-
რამ თქვენ იმაზე ადრე გამოგეღვიძათ, ვიდრე ამას გავაკეთებდი.
ისიც კი ვიფიქრე, სანამ უგონოდ იწექით, თქვენივე თითი მიმედო
საიდენტიფიკაციო ღილაკზე, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო შიგნით,
ამიტომაც...
– ჩემი თითი?! – ლენგდონმა თავი გააქნია, – გგონიათ ჩემზეა
დაპროგრამებული? გამორიცხულია! ბიოქიმიისა საერთოდ არა-
ფერი მესმის და ცხოვრებაში არასდროს მსგავსს არაფერს გავკა-
რებივარ.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახაც! – ლენგდონმა ხელი გაიწოდა და შავ კვადრატს შე-
ეხო. არაფერი მომხდარა.
– აი, ხომ ხედავთ? ხომ ვამბობდი...
უეცრად ტიტანის მილმა ხმამაღლა გაიჩხაკუნა და ლენგდონ-
მა მაშინვე მოაშორა ხელი. „ეს რა უბედურებაა!“კაფსულას ისე
შეხედა, თითქოს მოელოდა, რომ თავისით გაიხსნებოდა და მომ-
წამვლელ გაზს შეაფრქვევდა. სამი წამის შემდეგ კვლავ გაიჩხა-
კუნა – ალბათ გამხსნელი მექანიზმი უკუმიმართულებით ამოქ-
მედდა.

76 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ხმაამოუღებლივ გადახედა სიენას. აღელვებულ-
მა ქალმა შვებით ამოისუნთქა.
– ახლა კი გასაგებია, რომ კაფსულა ნამდვილად თქვენთვი-
საა განკუთვნილი.
მთელი ეს ამბავი ლენგდონს ერთ დიდ უაზრობად ეჩვენებო-
და.
– რა სისულელეა. უპირველეს ყოვლისა, თქვენი აზრით, რო-
გორ გადმოვიტანე ეს ნივთი აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე?
– იქნებ კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდით? ანდა კაფსუ-
ლა აქ, იტალიაში გადმოგცეს?
– სიენა, საკონსულოში უნდა დავრეკო. თანაც ახლავე.
– იქნებ ჯობდეს, მანამდე კაფსულა გახსნათ?
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ლენგდონს მრავალი
დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ შემთხვევითი ნაცნო-
ბის
სამზარეულოში უკიდურესად საშიში შიგთავსის მქონე კონ-
ტეინერის გახსნა მისი მხრიდან ნამდვილი სისულელე იქნებოდა.
– მე ამ ნივთსხელისუფლების წარმომადგენლებს გადავცემ.
თანაც დაუყოვნებლივ.
სიენამ ტუჩები მოკუმა და შესაძლო ვარიანტებზე დაფიქრდა.
– კი, ბატონო, მაგრამ როგორც კი მათ დაუკავშირდებით, თა-
მაშიდან გავდივარ. აღარ ჩავერევი. ყოველ შემთხვევაში, აქ მათ-
თან შეხვედრა არ შეიძლება. ჩემი ემიგრაციული სტატუსი იტალი-
აში... ყალბია.
ლენგდონმა სიენას პირდაპირ თვალებში შეხედა.
– ემე მხოლოდ ის ვიცი, სიენა, რომ თქვენ მე სიკვდილს გადა-
მარჩინეთ. და ამ სიტუაციიდან გამოსავალს ისე ვიპოვი, როგორც
თქვენ ჩათვლით საჭიროდ.
ქალმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია, ფანჯარასთან მივი-
და და ქუჩაში გაიხედა.
77 მკითხველთა ლიგა
– კარგი. მაშინ ასე მოვიქცეთ...
მან მალევე დასახა მოქმედების გეგმა – ეს იყო მარტივი, გო-
ნივრული და უსაფრთხო.
ლენგდონმა დაიცადა, სანამ სიენა თავის მობილურ ტელე-
ფონზე ნომრის ამომცნობის ბლოკირებას ჩართავდა და საჭირო
ციფრებს აკრეფდა. მისი უნაკლო თითები მსუბუქად და მიზანმი-
მართულად მოძრაობდნენ.
– Informazioni abbonati?10 – შეუდარებელი იტალიური აქცენ-
ტით იკითხა სიენამ, – Per favore, puo darmi il numero del
Consolato americano di Firenze?11
ცოტა ხნით შეიცადა, შემდეგ სწრაფად ჩაიწერა ტელეფონის
ნომერი.
– Grazie milk,12 – თქვა და გათიშა. შემდეგ ლენგდონს ფურ-
ცელზე დაწერილი ნომერი და თავისი მობილური გაუწოდა, – გა-
მომართვით და იმოქმედეთ. ხომ გახსოვთ, რაც უნდა თქვათ?
– მეხსიერება სრულ წესრიგში მაქვს, – ღიმილით უპასუხა
ლენგდონმა და ნომერი აკრიფა. ყურმილში ზუმერის ხმა გაისმა.
„როგორც ჩანს, არავინაა“.
ლენგდონი ხმამაღალი საუბრის ღილაკს დააწვა და ტელეფო-
ნი მაგიდაზე დადო, რათა სიენასაც გაეგონა. ჩაირთო ავტომოპა-
სუხე, რომელიც საკონსულოს მთელი რიგი მომსახურებებისა და
მისი მუშაობის შესახებ იუწყებოდა – აღმოჩნდა, რომ საკონსუ-
ლოში სამუშაო დღე ათის ნახევარზე იწყებოდა.
ლენგდონმა მობილურზე გამოსახულ დროს შეხედა. ეკრანი
დილის ექვს საათს აჩვენებდა.

10
ცნობათა ბიუროა?(იტალ.)
11
თუ შეიძლება, ამერიკის საკონსულოს ტელეფონის ნომერი
მომეცით.(იტალ.)
12
დიდი მადლობა.(იტალ.)
78 მკითხველთა ლიგა
– ექსტრემალურ შემთხვევაში, – წარმოთქვა ავტომოპასუხის
ხმამ, – ღამის მორიგე ადმინისტრატორთან დასაკავშირებლად
აკრიფეთ ორი შვიდიანი.
ლენგდონი დაუყოვნებლივ მიჰყვა ინსტრუქციას. ყურმილში
კვლავ ზუმერის ხმები გაისმა. შემდეგ ვიღაცამ დაღლილი ხმით
დაილაპარაკა:
– Consolato americano. Sono il funzionario di turno.13
– Lei parla inglese?14 – ჰკითხა ლენგდონმა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მორიგემ ამერიკული აქცენტით.
ეტყობოდა, არ ესიამოვნა, რომ გააღვიძეს, – რით შემიძლია გემ-
სახუროთ?
– მე ამერიკის მოქალაქე ვარ. ფლორენციაში თავს დამეს-
ხნენ. რობერტ ლენგდონი მქვია.
– პასპორტის ნომერი, თუ შეიძლება, – ყურმილში გარკვევით
მოისმა მთქნარების ხმა.
– პასპორტი დამეკარგა. ალბათ მომპარეს. თავში ვარ დაჭრი-
ლი ცეცხლსასროლი იარაღით. საავადმყოფოში ვიწექი. დახმა-
რება მჭირდება.
უეცრად მორიგე გამოფხიზლდა.
– სერ! ცეცხლსასროლი იარაღი თქვით? თუ შეიძლება, თქვე-
ნი სრული სახელი გამიმეორეთ!
– რობერტ ლენგდონი.
ყურმილში შრიალი გაისმა, შემდეგ ლენგდონმა კლავიატუ-
რის ღილაკებზე წკაპუნის ხმა გაიგონა. კომპიუტერმა დაიწრიპი-
ნა. მცირე პაუზის შემდეგ ღილაკების ხმა განმეორდა. კომპიუტე-
რის მორიგ სიგნალს სამი ხმამაღალი მოკლე სიგნალი მოჰყვა.
ყველაფერი მიჩუმდა.

13
ამერიკის საკონსულო. მორიგე გისმენთ.(იტალ.)
14
ინგლისურად ლაპარაკობთ?(იტალ.)
79 მკითხველთა ლიგა
– სერ? – გაიმეორა მორიგემ, – თქვენ რობერტ ლენგდონი
გქვიათ?
– დიახ, ასეა. უბედურება შემემთხვა.
– გასაგებია, სერ. თქვენი სახელი სპეციალური ალმით გვაქვს
მონიშნული. ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებული ვარ, დაუყოვნებ-
ლივ დაგაკავშიროთ გენერალური კონსულის მთავარ ადმინის-
ტრატორს, – მორიგე შეჩერდა, თითქოს საკუთარ თვალებს არ
უჯერებსო, – თუ შეიძლება, ყურმილს ნუ დაკიდებთ.
– მოითმინეთ! შეგიძლიათ მითხრათ...
მაგრამ ხაზი უკვე გადართული იყო. ოთხი ზუმერის შემდეგ
ყურმილში ხრინწიანი ხმა გაისმა:
– კოლინზი გისმენთ.
ლენგდონმა ღრმად ჩაისუნთქა და ალაპარაკდა, თან ცდი-
ლობდა მშვიდად და გარკვევით ესაუბრა:
– მისტერ კოლინზ, მე რობერტ ლენგდონი მქვია. ამერიკის
მოქალაქე... ფლორენციაში საქმეზე ვარ ჩამოსული. მესროლეს.
დახმარება მჭირდება. მინდა, ახლავე ამერიკის შეერთებული
შტატების საკონსულოში მოვხვდე. შეგიძლიათ დამეხმაროთ?
დაბალი ხმა მომენტალურად გამოეხმაურა:
– მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხართ, მისტერ ლენგდონ! ჩვენ
უკვე დიდი ხანია გეძებთ.

80 მკითხველთა ლიგა
თავი 12

„ საკონსულოში იციან, რომ ფლორენციაში ვარ?“


ამ სიახლემ ლენგდონს მაშინვე დიდი შვება მოჰგვარა. მიუხე-
დავად იმისა, რომ მისტერ კოლინზის (მან საკუთარი თავი კონსუ-
ლის მთავარ ადმინისტრატორად წარუდგინა) ხმაში უცნაური და-
ჟინება შეიმჩნეოდა.
– მისტერ ლენგდონ, დაუყოვნებლივ უნდა შევხვდეთ ერთმა-
ნეთს. ალბათ გესმით, რომ პირისპირ.
ლენგდონს ახლა ძალიან ცოტა რამ თუ ესმოდა, მაგრამ სიტ-
ყვა არ გააწყვეტინა მოსაუბრეს.
– დაუყოვნებლივ გამოვგზავნი თქვენთან ვინმე ჩვენიანს, –
აგრძელებდა კოლინზი, – სად ხართ?
სიენა, რომელიც მათ საუბარს უსმენდა, შესამჩნევად აღელ-
და. ლენგდონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია – სიენას გეგ-
მას მთელი სიზუსტით მიჰყვებოდა.
– პატარა სასტუმროში ვარ. მას „პენსიონე ლა ფიორენტინა“
ეწოდება, – უპასუხა ლენგდონმა და ფანჯარაში გახედა გზის მო-
პირდაპირე მხარეს მდგარ უღიმღამო ფერის სასტუმროს, რომე-
ლიც იმწუთას უჩვენა სიენამ. შემდეგ კოლინზს მისამართი უკარ-
ნახა.
– გასაგებია, – უპასუხა მოსაუბრემ, – არსად წახვიდეთ.
თქვენს ოთახში დარჩით. მალე მოგაკითხავენ. რომელ ნომერში
ხართ?
ლენგდონმა ის უთხრა, რაც პირველად თავში მოუვიდა:
– ოცდამეცხრამეტე.
– კარგი. სულ ოცი წუთი დაგვჭირდება, – კოლინზმა ხმას და-
უწია, – და კიდევ ერთი რამ, მისტერ ლენგდონ... მესმის, რომ
დაჭრილი ხართ და ალბათ დაბნეულიც, მაგრამ ვალდებული
ვარ, ვიცოდე... ის ისევ თქვენ გაქვთ?
81 მკითხველთა ლიგა
ის.
მიუხედავად იმისა, რომ შეკითხვა უცნაურად ჟღერდა, ლენ-
გდონი მაშინვე მიხვდა, რაზეც იყო საუბარი. თვალი მაგიდაზე და-
დებული ბიოკაფსულისკენ გააპარა.
– დიახ, სერ. მე მაქვს.
ლენგდონმა გაიგონა, როგორ ამოისუნთქა კოლინზმა.
– როდესაც გაქრით, ჩვენ გვეგონა... სიმართლე გითხრათ, უა-
რესს ველოდით. პირდაპირ ლოდი მომეხსნა გულიდან. კეთილი,
დარჩით ადგილზე. დაგველოდეთ. ოცი წუთი, და კარზე ჩვენი
ხალხი მოგიკაკუნებთ.
კოლინზმა ყურმილი დაკიდა.
ლენგდონს პირველად მოეშვა გულზე მას შემდეგ, რაც სა-
ავადმყოფოში გაახილა თვალი. „საკონსულოში იციან, რაც ხდე-
ბა და მალე ყველაფერს ამიხსნიან“. თვალები დახუჭა და ნელა
ჩაისუნთქა. თავს ისევ ადამიანად გრძნობდა. თავის ტკივილმაც
თითქმის გაუარა.
– თითქმის ისეთივე იყო, როგორც ჯაშუშურ დეტექტივში, – ნა-
ხევრად
ხუმრობით თქვა სიენამ, – შემთხვევით, საიდუმლო აგენტი
ხომ არ ხართ?
ლენგდონმა უკვე აღარ იცოდა, სინამდვილეში ვინ იყო.
მთლიანად დაეკარგა ბოლო ორი დღის მოგონებები და სრული-
ად აუხსნელ სიტუაციაში აღმოჩნდა... ეს დაუჯერებელი იყო, მაგ-
რამ, აი, ფაქტი – სულ რაღაც ოცი წუთი აშორებდა ამერიკის შე-
ერთებული შტატების საკონსულოს ოფიციალურ წარმომადგენ-
ლებთან შეხვედრას ამ საშინელ იტალიურ სასტუმროში.
ნეტა სინამდვილეში რა ხდება?
სიენას შეხედა. თან იმაზე ფიქრობდა, რომ სულ მალე მათი
გზები გაიყრებოდა; გრძნობდა, მათ შორის რაღაც კიდევ უთქმე-

82 მკითხველთა ლიგა
ლი დარჩა. წვერულვაშიანი ექიმი გაახსენდა, პირდაპირ მათ
თვალწინ საავადმყოფოს პალატის იატაკზე რომ დალია სული...
– სიენა... – დაიჩურჩულა, – თქვენი მეგობარი, დოქტორი
მარკონი... რა საშინელებაა...
სიენამ ნელა დაუქნია თავი.
– საშინლად ვწუხვარ, ამ ამბავში რომ ჩაგითრიეთ. ვიცი, რომ
საავადმყოფოში თქვენი მდგომარეობა ისედაც არამყარია, და
თუ გამოძიებას ჩაატარებენ... – ფრაზა არ დაასრულა.
– არა უშავს, – თქვა სიენამ, – მივეჩვიე ადგილიდან ადგილზე
გადასვლას.
სიენას გაფანტული მზერით ლენგდონი მიხვდა, რომ ამ დი-
ლით მის ცხოვრებაში ყველაფერი ძირფესვიანად შეიცვალა. თა-
ვად ლენგდონის ცხოვრებაშიც სრული ქაოსი იყო, თუმცა უეც-
რად ამ ქალისადმი თანაგრძნობა გაუჩნდა.
„მან სიკვდილს გადამარჩინა... მე კი ის დავღუპე“.
ერთი წუთის განმავლობაში არც ერთს ხმა არ ამოუღია. მათ
შორის სივრცე დაიმუხტა – თითქოს ორივეს რაღაცის თქმა სურ-
და, მაგრამ ვერ ამბობდნენ. ბოლო-ბოლო ერთმანეთისთვის
სრულიად უცხონი იყვნენ. მათ ხომ უბრალოდ მოკლე და უცნაუ-
რი გზა გამოიარეს ერთად, ახლა კი გზაგასაყართან იდგნენ, სა-
იდანაც თითოეულს თავისი მიმართულებით მოუწევდა წასვლა.
– სიენა, – ბოლოს სიჩუმე ლენგდონმა დაარღვია, – როდესაც
საკონსულოსთან ერთად ყველაფერს გავარკვევთ... თუ მე შემიძ-
ლია რამით დაგეხმაროთ... მითხარით.
– მადლობა, – დაიჩურჩულა ქალმა და სევდიანად გახედა
ფანჯარას.

წუთი წუთს მიჰყვებოდა, სიენა ბრუკსი დაბნეულად იყურებო-


და სამზარეულოს ფანჯრიდან და ფიქრობდა, საით უბიძგებდა მას
83 მკითხველთა ლიგა
დღევანდელი დღე. როგორიც უნდა ყოფილიყო მისი ახლანდე-
ლი ადგილი, დარწმუნებული იყო, დღის ბოლოს მისი სამყარო
ბევრად უკეთესი გახდებოდა.
კარგად ესმოდა, შესაძლოა ადრენალინის ბრალიც ყოფილი-
ყო, რატომღაც ამ ამერიკელი პროფესორისკენ გული რომ მი-
უწევდა. ეტყობოდა, რომ მომხიბვლელი გარეგნობის გარდა
პროფესორს იშვიათად კეთილი გულიც ჰქონდა. რომელიღაც
სხვა, პარალელურ ცხოვრებაში შესაძლოა რობერტ ლენგდონ-
თან ძალიან ახლოსაც ყოფილიყო.
„მაგრამ ჩემნაირი რაში სჭირდება, – გაიფიქრა, – მე ხომ და-
სახიჩრებული ვარ“.
როდესაც როგორღაც მოახერხა მოწოლილი გრძნობების
დათრგუნვა, მისი ყურადღება ფანჯრის მიღმა გამოჩენილმა სუ-
რათმა მიიპყრო. ფეხზე წამოხტა და ფანჯარას სახით მიეკრო.
– რობერტ! შეხედეთ!
როდესაც გარეთ გაიხედა, ლენგდონმა „BMW“-ს მარკის შავი
ფერის მოტოციკლი დაინახა, რომელიც სასტუმრო „პენსიონე ლა
ფიორენტინას“ წინ გაჩერდა. გამხდარი და მოსული აღნაგობის
მოტოციკლისტი შავი ფერის ტყავის ტანსაცმლითა და შავი ჩაფ-
ხუტით მარდად გადმოხტა მოტოციკლიდან და თავიდან პრიალა
ჩაფხუტი მოიხადა. სიენამ შენიშნა, რომ მის გვერდით მდგარ
ლენგდონს სუნთქვა შეეკრა.
ეს შეკრული ზღარბისებური თმა... შეცდომა გამორიცხული
იყო.
ქალმა მათთვის კარგად ნაცნობი პისტოლეტი ამოიღო, მაყუ-
ჩი შეამოწმა და ისევ უკან, ტყავის ქურთუკის შიდა ჯიბეში დამა-
ლა. შემდეგ მომაკვდინებელი გრაციოზულობით შესხლტა სას-
ტუმროში.

84 მკითხველთა ლიგა
– რობერტ! – უჩურჩულა შიშით ხმაჩამწყდარმა ქალმა, – ამე-
რიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან თქვენი ლიკვიდაციის
განკარგულება გასცა.

85 მკითხველთა ლიგა
თავი 13

ლენგდონი ფანჯარასთან იდგა, ქუჩის მოპირდაპირე სასტუმ-


როს თვალს არ აცილებდა და ცდილობდა, პანიკის შემოტევა და-
ეცხრო. ვერაფრით მიმხვდარიყო, როგორ მოაგნო მოტოციკ-
ლისტმა ქალმა, რომელიც სულ ახლახან გაუჩინარდა სასტუმ-
როს შენობაში. სისხლში მომატებული ადრენალინი აზროვნება-
ში ხელს უშლიდა.
– ნუთუ ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ ჩემი მოკვლა განიზრა-
ხა?
სიენა არანაკლებ გაოგნებული იყო.
– რობერტ... ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოში თქვენზე გან-
ხორციელებული პირველი თავდასხმის განკარგულებაც ხელი-
სუფლებამ გასცა, – სიენა ადგა და ბინაში შემოსასვლელი კარის
საკეტი შეამოწმა, – თუ შეერთებული შტატების საკონსულომ
თქვენი მოკვლის ბრძანება მიიღო, მაშინ... – არ დაასრულა ფრა-
ზა, მაგრამ ამის საჭიროება არც იყო. ორივეს ისედაც კარგად ეს-
მოდა, რა საშინელი დასკვნების გამოტანა შეიძლებოდა.
„ნეტა ასეთი რა ჩავიდინე? რატომ ნადირობს ჩემზე ჩემივე ხე-
ლისუფლება?!“
ლენგდონის ტვინში კვლავ ნაცნობი სიტყვები გაისმა, რო-
მელსაც საავადმყოფოში მისვლისას ამბობდა:
„ვაი... ზარი... ვაი... ზარი...“
– აქ დარჩენა თქვენთვის სახიფათოა, – თქვა სიენამ, – უფრო
ზუსტად, ჩვენთვის, – ხელი ფანჯრის მიმართულებით გაიქნია, –
იმ მკვლელმა დაგვინახა, ერთად რომ გამოვიქეცით საავადმყო-
ფოდან და ვშიშობ, თქვენი მთავრობა და პოლიცია უკვე აქტიუ-
რად მეძებენ. ეს ბინა ჩემს სახელზე არ არის ნაქირავები, მაგრამ
ადრე თუ გვიან მაინც მიპოვიან, – ბიოკაფსულას შეხედა, რომე-

86 მკითხველთა ლიგა
ლიც კვლავინდებურად მაგიდაზე იდო, – უნდა გახსნათ. თანაც,
ახლავე!
ლენგდონი დაჟინებით მიაცქერდა ტიტანისგან დამზადებულ
ცილინდრს. ბიოსაშიშროების სიმბოლოს გარდა გარშემო ვეღა-
რაფერს ამჩნევდა.
– რაც უნდა იდოს შიგნით, – განაგრძობდა სიენა, – შესაძლოა
რაიმე საიდენტიფიკაციო კოდი ანდა სააგენტოს ლოგოტიპი
იყოს, ან სულაც, ტელეფონის ნომერი, ან კიდევ რაიმე სხვა. მოკ-
ლედ, ინფორმაცია გვჭირდება. თქვენი სახელმწიფოს სინდისზეა
ჩემი მეგობრის სიკვდილი!
სიენას აღელვებულმა ხმამ ლენგდონი აიძულა, ფიქრებიდან
გამორკვეულიყო და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
– დიახ, მე... ძალიან ვწუხვარ, – ლენგდონი მოიღუშა. მიხვდა,
რა პათეტიკურად ჟღერდა მისი ეს სიტყვები. მაგიდაზე დადებული
კონტეინერისკენ შებრუნდა, გამალებით ფიქრობდა, რა სახის პა-
სუხები შეიძლებოდა ყოფილიყო შიგნით, – ამის გახსნა ძალიან
სახიფათოა.
სიენა ცოტა ხნით ჩაფიქრდა.
– რაც მასშია მოთავსებული, ალბათ კარგად იქნება დაცული.
სავარაუდოდ, ზეგამძლე პლექსიგლასის მილში დევს. ეს ბი-
ოკაფსულა კი მხოლოდ მისი გარსია, გარეკორპუსი, რომელიც
ტრანსპორტირებისას დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველ-
ყოფს.
ლენგდონმა სასტუმროს წინ გაჩერებულ შავ მოტოციკლს გა-
ხედა. მათი მდევარი გარეთ ჯერ არ გამოსულიყო, მაგრამ ალბათ
სულ მალე აღმოაჩენდა, რომ ლენგდონი სასტუმროში არ იმყო-
ფებოდა. საინტერესოა, რა იქნება მისი მომდევნო ნაბიჯი... და რა
დრო გავა, სანამ მათი ბინის კარის შემომტვრევას დაიწყებს?
ბოლოს ლენგდონმა გადაწყვიტილება მიიღო. აიღო ტიტანის-
გან დამზადებული მილი და ცერა თითი ბიომეტრულ სენსორს მი-
87 მკითხველთა ლიგა
ადო. რამდენიმე წამში კაფსულამ დაიწრიპინა და შემდეგ ხმა-
მაღლა გაჩხაკუნდა.
სანამ ისევ დაიკეტებოდა, ლენგდონმა მისი ორივე ნახევარი
ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით შეატრიალა. დატ-
რიალებიდან რამდენიმე წამში კაფსულამ კვლავ დაიწრიპინა და
ლენგდონი მიხვდა, რომ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა.
გაოფლიანებული ხელებით განაგრძობდა მილის ტრიალს.
ორივე ნაწილი რბილად ბრუნავდა იდეალურად დამუშავებულ
ხრახნზე. ლენგდონს ეჩვენებოდა, თითქოს ძვირფას „მატრიოშ-
კას“ შლიდა, თუმცა ამ შემთხვევაში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა
იმალებოდა მის სიღრმეში.
ხუთი ბრუნის შემდეგ ნახევრები განცალკევდა. ლენგდონმა
ღრმად ჩაისუნთქა და ფრთხილად დააშორა ისინი. მათ შორის
არსებული სივრცე ნელ-ნელა გაიზარდა და სულ მალე პენოპ-
ლასტის შიგთავსიც გამოჩნდა. ლენგდონმა ის მაგიდაზე დადო.
პენოპლასტისგან დამზადებული შიდა მილი ძალიან წააგავდა
ამერიკული ფეხბურთის ბურთს.
„ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა“.
ლენგდონმა ფრთხილად გახსნა პენოპლასტის გარსი და რო-
გორც იქნა, კაფსულის უმთავრესი შიგთავსი დაინახეს. სიენა
ნივთს დააკვირდა. სახეზე გაოცება ეხატა.
– საინტერესოა, – წაიბუტბუტა მან.
ლენგდონი ელოდა, რომ შიგნით რაიმე ულტრათანამედროვე
საგანი აღმოჩნდებოდა, თუმცა ბიოკაფსულის შიგთავსი საერ-
თოდ არ შეესაბამებოდა მის წარმოდგენას – ჩვეულებრივი შო-
კოლადის ფილისოდენა ცილინდრული ნივთი სპილოს ძვლის
მსგავსი მასალისგან იყო დამზადებული და იდეალურად დამუშა-
ვებული ამობურცული ორნამენტები ფარავდა.
– თითქოსდა ძველებურია, – დაიჩურჩულა სიენამ, – შესაძ-
ლოა, ეს...
88 მკითხველთა ლიგა
– ცილინდრისებურად დალუქული საბეჭდურია, – თქვა ლენ-
გდონმა და შვებით ამოისუნთქა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წლის შუახანებში, შუმერების
მიერ გამოგონილი ცილინდრისებური დალუქული პლომბები
ჩვენს დროში კარგად ცნობილი „ინტაგლიოს“ პრინციპით მუშა-
ობენ. დეკორატიულად გაფორმებულ თითოეულ ასეთ პლომბზე
დატანებული იყო სპეციალური გრძივი ნახვრეტი, რომელშიც
ღერძს ათავსებდნენ და მისი წყალობით ცილინდრს თავისუფ-
ლად გადაატარებდნენ ხოლმე სველ თიხაზე, როგორც თანამედ-
როვე მღებავი ღებავს რაიმეს გორგოლაჭიანი ფუნჯით; შედეგად,
რბილ მასალაზე რჩებოდა მის ზედაპირზე ამოკვეთილი სიმბო-
ლოების, სურათებისა თუ ტექსტების კვალი.
საბეჭდური, რომელიც ლენგდონს ეჭირა, საკმაოდ ძველსა და
ღირებულს ჰგავდა, მაგრამ პროფესორი ვერ ხვდებოდა, რატომ-
მოათავსეს ბიოლოგიური იარაღივით ტიტანიუმის კაფსულაში.
ლენგდონმა ფრთხილად დაატრიალა დეკორატიული ცილინ-
დრი და მისი გულდასმით შესწავლა დაიწყო. მაშინვე შეამჩნია,
რომ პლომბზე გამოსახული იყო საზარელი სახის მქონე სამთა-
ვიანი რქიანი ეშმაკი, რომელიც ერთდროულად სამ ადამიანს
ჭამდა. თითო პირით – თითოს.
„საზარელია!“
ლენგდონმა მზერა ამ საშინელი სურათის ქვეშ მიწერილ წარ-
წერაზე შეაჩერა. როგორც ნებისმიერ საბეჭდ საშუალებაზე, აქაც
სარკული წარწერა იყო გაკეთებული, თუმცა ლენგდონმა სულ
ადვილად წაიკითხა ნატიფად გამოყვანილი ასოები: შალIგIა.
სიენამ თვალმოჭუტულმა ხმამაღლა წაიკითხა წარწერა.
– Saligia?
ლენგდონს სიცივემ დაუარა და თავი დაუქნია.
– ჰო, ეს ლათინური აკრონიმია, რომელიც შუა საუკუნეებში
ვატიკანის სასულიერო პირებმა მოიგონეს, რათა მორწმუნეების-
89 მკითხველთა ლიგა
თვის ამ ერთი სიტყვით შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა შეეხსენე-
ბინათ. ის შედგება ცოდვების ლათინური დასახელებების პირვე-
ლი ასოებისგან, ესენია: Superbia, Avaritia, Invidia, Gula, Ira და
Acedia.
სიენა მოიღუშა:
– ამპარტავნება, სიძვა, ანგარება, შური, ნაყროვანება, მრის-
ხანება და სასოწარკვეთილება.
ლენგდონი ამას არ ელოდა.
– თქვენ ლათინური იცით?!
– კათოლიკეებთან ვიზრდებოდი. კარგად ვიცი, რა არის ცოდ-
ვა.
ლენგდონი სერიზოული სახით საბეჭდურს მიუბრუნდა. „რა-
ტომ ჩაკეტეს ბიოკაფსულაში? რა საშიშროებას უნდა წარმოად-
გენდეს?“
– სპილოს ძვალი მეგონა, – შენიშნა სიენამ, – მაგრამ შევცდი,
უბრალო მასალისგანაა დამზადებული, – მან საბეჭდური იმგვა-
რად დადო, რომ მასზე მზის სხივები დაცემულიყო, და მიუთითა
იმ ნაპრალზე, რომელიც მის ზედაპირს გასდევდა, – სპილოს
ძვალზე ნახევრად გამჭვირვალე განტოტებების ქსელი წარმოიქ-
მნება, ხოლო ჩვეულებრივ მასალაზე – პარალელური ხაზები შა-
ვი ბუგრებით.
ლენგდონმა ფრთხილად აიღო ნივთი და მასზე გამოსახულ ნა-
ხატს გულმოდგინეთ დააკვირდა. ნამდვილ შუმერულ საბეჭდუ-
რებზე უმარტივესი გამოსახულებები და ლურსმული ნიშნები იხა-
ტებოდა. აქ კი ხრახნიც გაცილებით რთული კონსტრუქციისა იყო;
როგორც ჩანს, შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნისო, ივარაუდა
ლენგდონმა. გარდა ამისა, ამ ნახატებსა და თავის ჰალუცინაცი-
ებს შორის სახიფათო კავშირს ამჩნევდა.
სიენა აშკარად აღელვებული აკვირდებოდა მას.
– რამე ნახეთ?
90 მკითხველთა ლიგა
– ნაცნობი სიუჟეტი, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლენ-
გდონმა, – ხედავთ, სამთავიანი ეშმაკი ადამიანებს ჭამს – ეს შუა
საუკუნეებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი გამოსახუ-
ლებაა, სურათი, რომელიც შავ სიკვდილთან ასოცირდებოდა. სა-
მი გაუმაძღარი პირი, რომელიც თავის მსხვერპლს გლეჯს, ისე-
თივე დაუნდობელია, როგორც შავი ჭირი, ევროპის მოსახლეო-
ბას რომ უსწორდებოდა.
ქალმა შიშით დახედა ბიოსაფრთხის ემბლემას. ლენგდონს
ძალიან არ სიამოვნებდა შავი ჭირის თემის ასე ხშირად წინ წამო-
წევა, ამიტომაც შეიშმუშნა და უკმაყოფილო ტონით განაგრძო:
– შალიგია მთელი კაცობრიობის ერთობლივი ცოდვების აღ-
მნიშვნელია, რომელმაც, შუა საუკუნეების რელიგიური სწავლე-
ბით...
– ...კაცობრიობა მიიყვანა იქამდე, რომ ღმერთმა მას სასჯე-
ლად შავი ჭირი მოუვლინა, – დაასრულა მისი აზრი სიენამ.
– დიახ... – ლენგდონს აზრი გაუწყდა. მან ახლაღა შენიშნა ცი-
ლინდრის ერთი თავისებურება, რომელიც უცნაურად მოეჩვენა –
საერთოდ, ცილინდრისებური საბეჭდურის შუაში გაჭვრეტა შეიძ-
ლებოდა, როგორც ჭოგრიტში, თუმცა ამ შემთხვევაში მას არაფე-
რი გამოუვიდა. „ამ ცილინდრში რაღაც დევს“.
ცილინდრის ძირმა მასზე დაცემული მზის სხივი აირეკლა.
– ამაში რაღაც დევს, – თქვა ლენგდონმა, – თითქოს მინი-
საა... – მეორე ბოლოს სანახავად ცილინდრი გადააბრუნა და გა-
იგონა, მთელ სიგრძეზე როგორ აგორდა რაღაც. შიგნით აშკა-
რად ბურთულა იყო დამალული.
ლენგდონი გაჩერდა. გაიგონა, როგორ ამოისუნთქა გვერდით
სიენამ.
„ეს რაღა ჯანდაბაა?!“
– გაიგონეთ ხმა? – ჩურჩულით იკითხა სიენამ.

91 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა თავი დაუქნია და ცილინდრის ძირში ფრთხილად
შეიჭვრიტა.
– ხვრელი ამოქოლილია... როგორც ჩანს, რაღაც ლითონის
სამაგრით. „იქნებ შიგნით სულაც შიგთავსის თავსახურია?“
სიენა ნივთისკენ დაიხარა.
– შემთხვევით რამე ხომ არ გავტეხეთ?
– არა, არა მგონია.
ლენგდონმა მინის ძირის შესამოწმებლად კიდევ ერთხელ
ფრთხილად დახარა საბეჭდური და შიგნით ისევ გაგორდა რა-
ღაც. უეცრად მინის ძირს სრულიად მოულოდნელი რამ დაემარ-
თა:
ის ოდნავ განათდა.
სიენას თვალები შიშისგან გაუფართოვდა.
– მოიცადეთ, რობერტ! არ გაინძრეთ!

92 მკითხველთა ლიგა
თავი 14

ლენგდონი გაუნძრევლად იდგა. ხელში ცილინდრი ეკავა და


ცდილობდა, ოდნავადაც არ შერხეულიყო. ეჭვგარეშე იყო ის
ფაქტი, რომ ძირზე არსებული მინა ანათებდა... თითქოს შიგნით
მყოფ არსებას მყუდროება დაურღვიესო.
თუმცა ნათება მალევე ჩაქრა.
სიენა ლენგდონს მიუახლოვდა, მღელვარებისგან სწრაფად
სუნთქავდა. ძვლის მილთან დაიხარა და ყურადღებით დააკვირ-
და მინის შავ რგოლს.
– გადაატრიალეთ, – უჩურჩულა მან, – ოღონდ ნელა.
ლენგდონმა მილი ფრთხილად ამოაბრუნა. შიგნით არსებული
პატარა ნივთი კვლავ გაგორდა ერთი ბოლოდან მეორისკენ და
გაჩერდა.
– კიდევ ერთხელ, – სთხოვა სიენამ, – ფრთხილად.
ლენგდონმა თხოვნა შეუსრულა და მათ კვლავ მოესმათ უც-
ნაური ხმა.
მაგრამ ამ შემთხვევაში მინა ოდნავ შესამჩნევად განათდა და
ერთი წამის შემდეგ ჩაქრა.
– აშკარად რაღაც შიგთავსია, – დაასკვნა სიენამ, – მის შიგ-
ნით კი ასარევი ბურთულაა.
ლენგდონმა იცოდა, რომ საღებავის სპრეი-ქილებში ხანდახან
პატარა ბურთულებს დებენ – თუ ასეთ ქილას შეანჯღრევთ, მასში
არსებული სუბსტანცია უკეთ აირევა.
– შესაძლოა ფოსფორირებული ქიმიური შენაერთია, – განაგ-
რძო სიენამ, – ანდა ბიოლუმინესცენციური ორგანიზმი, რომე-
ლიც მაშინ ანათებს, როდესაც მასზე ზემოქმედებენ.
ლენგდონი სხვაგვარად ფიქრობდა – მას ქიმიურ ფანრებთან
ადრეც ჰქონდა საქმე. უფრო მეტიც, ბიოლუმინესცენციური
პლანქტონის ნათებასაც კი აკვირდებოდა მღელვარე ზღვაში ხო-
93 მკითხველთა ლიგა
მალდიდან, მაგრამ ახლა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ამ
ცილინდრს ზემოჩამოთვლილ ორ ფენომენთან არავითარი კავ-
შირი ჰქონდა. მან კიდევ რამდენჯერმე ფრთხილად შემოაბრუნა
მილი და როცა შიგთავსი ისევ აელვარდა, მისი ძირი ხელის გულ-
ზე დაინათა. მოლოდინი გამართლდა – ლენგდონს ხელზესუსტი
მოწითალო სინათლე დაეცა.
„სასიამოვნოა იმაში დარწმუნება, რომ ხანდახან მაღალი ინ-
ტელექტუალური მონაცემების მქონე ადამიანებიც ცდებიან“.
– შეხედეთ, – თქვა ლენგდონმა და მილი ენერგიულად შეან-
ჯღრია... შიგნით არსებული ნივთი ახმაურდა და უფრო და უფრო
სწრაფად ამოძრავდა.
სიენა უკან გადახტა.
– რას აკეთებთ?!
ისე, რომ მილის ჯანჯღარი არ შეუწყვეტია, ლენგდონი სინათ-
ლის გადამრთველთან მივიდა და შუქი ჩააქრო. სამზარეულო
სიბნელემ მოიცვა.
– არავითარი შიგთავსი მასში არ არის, – თქვა ლენგდონმა,
მილს კვლავ მთელი ძალით ანჯღრევდა, – ეს „ფარადეის მაჩვე-
ნებელია“.
ერთხელ ერთ-ერთმა სტუდენტმა აჩუქა ლენგდონს მსგავსი
ნივთი, – მასწავლებელთათვის განკუთვნილი ლაზერული მანიშ-
ნებელი. თუ ვინმეს წამდაუწუმ მასში ელემენტების ცვლა ეზარე-
ბა, შეუძლია კარგად შეანჯღრიოს ეს მოწყობილობა და საკუთა-
რი კინეტიკური ენერგია საჭირო ელექტროენერგიის გარკვეულ
დოზად გარდაქმნას. როდესაც ასეთ „მაჩვენებელს“ ამოძრავე-
ბენ, მასში მოქცეული ლითონის ბურთულა პატარა ლითონის პი-
რებს შორის აქეთ-იქით დაგორავს და უმცირესი ზომის გენერა-
ტორს კვებავს. როგორც ჩანს, „ფარადეის მაჩვენებელი“ ხრახნის
ზედაპირით დაფარულ ცარიელ მილში მოუთავსებიათ – სხვა

94 მკითხველთა ლიგა
სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე ელექტრონული სათამა-
შო ძველებური საჭურველით შემოსეს.
ლენგდონის ხელში მოქცეული მაჩვენებლის ბოლომ საჭირო
ინტენსივობის ნათების დონეს მიაღწია. კაცმა სიენას დაძაბულმა
გაუღიმა:
– კინო იწყება!
ძვლისგან დამზადებული მაჩვენებელი ლენგდონმა სამზა-
რეულოს ცარიელ კედელს მიუშვირა. როდესაც კედელი განათ-
და, სიენამ ამოიოხრა. ნანახმა ლენგდონზეც არანაკლები შთა-
ბეჭდილება მოახდინა, იმდენად დიდი, რომ მან უნებურად უკან
დაიხია.
კედელზე არა ლაზერის სხივის პატარა წითელი წერტილი,
არამედ მაღალი გარჩევადობის მკვეთრი ფოტოსურათი გამოი-
სახა. გეგონება, ლენგდონს ხელში ძვლისგან დამზადებული მი-
ლის მაგივრად ძველებური დიაპროექტორი უჭირავსო.
„ღმერთო დიდებულო! – ლენგდონი მის თვალწინ კედელზე
გაჩენილ საზარელ სცენას შესცქეროდა და ტანში ჟრუანტელი უვ-
ლიდა, – ახლა კი გასაგებია, რატომაც მეჩვენებოდა გვამების
მთები!
მის გვერდით მდგარმა სიენამ პირზე ხელი აიფარა და გაოგ-
ნებულმა ნაბიჯი წინ გადადგა.
ძვლის მილმა მათ თვალწინ კედელზე გამოსახა ზეთის საღე-
ბავებით შესრულებული ნახატი, რომელზეც კაცობრიობის ტან-
ჯვა იყო ასახული – ათასობით სული, რომლებიც ჯოჯოხეთის
სხვადასხვა საფეხურზე საშინლად იტანჯებოდნენ. ჯოჯოხეთი გი-
განტური ზომის უფსკრულის სახით იყო გამოსახული ვერტიკა-
ლურ ჭრილში, რომელიც თვალუწვდენ სიღრმეზე ეშვებოდა მი-
წისქვეშ. ეს ჯოჯოხეთური ჭა წრიულ ტერასებად იყო დაყოფილი.

95 მკითხველთა ლიგა
რაც უფრო ღრმად ეშვებოდა, მით მეტად საშინელი იყო და ამ
ქვედაღმავალ საფეხურებზე ყველა შესაძლო სახის ცოდვილები
იტანჯებოდნენ.
ლენგდონმა მაშინვე იცნო ეს ნახატი.
მათ წინ გამოსახული ფერწერის შედევრი, „La Mappa
dell´inferno“, იტალიური აღორძინების ხანის ერთ-ერთ გიგანტს
– სანდრო ბოტიჩელის ფუნჯს ეკუთვნოდა. უხვი დეტალით დატ-
ვირთული „ჯოჯოხეთის რუკა“ კაცობრიობის ისტორიაში იმქვეყ-
ნიური ცხოვრების ყველაზე შემაძრწუნებელ სურათს წარმოად-
გენდა. დღესაც უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ამ საზარელი სა-
ხეებით მოხატული პირქუში ტილო. ნათელი და სიცოცხლით სავ-
სე ნამუშევრების, „გაზაფხულისა“ და „ვენერას დაბადების“ ავ-
ტორი „ჯოჯოხეთის რუკის“ შექმნისას ფერთა მხოლოდ პირქუში
პალიტრით – წითლით, ყავისფრითა და სეპიათი შემოიფარგლა.
ლენგდონმა უეცრად თავის არეში ნაცნობი მწველი ტკივილი
იგრძნო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უცნობ საავადმყოფოში გაიღ-
ვიძა, პირველად მიხვდა, რომ თავსატეხისთუნდაც მცირე ნაწილი
თავის ადგილს მოერგო. ცხადი იყო, რომ მისი ჰალუცინაციური
ხილვები ამ საზარელი სურათის ცქერის შედეგად წარმოიშვა.
„ალბათ ძალიან დიდხანს ვათვალიერებდი ბოტიჩელის „ჯო-
ჯოხეთის რუკას, – გაიფიქრა ლენგდონმა, – მაგრამ რაში დამ-
ჭირდა ეს?“
გარდა იმისა, რომ სურათი თავისთავად დამთრგუნველი სანა-
ხავი იყო, უფრო დიდ შფოთს ლენგდონში მისი წარმომავლობა
იწვევდა. მან კარგად იცოდა, რომ ნახატზე გამოსახული საზარე-
ლი სცენები ბოტიჩელის ფანტაზიის ნაყოფს არ წარმოადგენდა.
ეს სცენები სულ სხვა გენიოსის შექმნილი იყო – გენიოსის, რომე-
ლიც მხატვარზე ორასი წლით ადრე ცხოვრობდა.
ხელოვნების ერთმა დიდებულმა ნიმუშმა წარმოშვა მეორე.

96 მკითხველთა ლიგა
„ჯოჯოხეთის რუკის“ შთაგონება ბოტიჩელიმ მეთოთხმეტე სა-
უკუნის პოეტური შედევრისგან, ერთ-ერთი ყველაზე სახელგან-
თქმული ლიტერატურული ნაწარმოებისგან მიიღო; პირქუში და
დიდებული ხილვისგან, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს ადა-
მიანთა სულებში ღრმა მღელვარების გამოწვევის უნარი.
ეს არის დანტეს „ჯოჯოხეთი“.

ქუჩის მოპირდაპირე მხარეს კი ვაიენტა ფრთხილად აუყვა სა-


თადარიგო კიბეს, სანამ პატარა ნაცრისფერი სასტუმროს, „პენ-
სიონე ლა ფიორენტინას“ ბრტყელ სახურავზე არ აღმოჩნდა.
ლენგდონი საკონსულოს წარმომადგენელს სასტუმროს არარსე-
ბულ ნომერში შეხვედრაზე შეუთანხმდა. ამ ხერხს ჯაშუშთა ლექ-
სიკონით „სარკისებური შეხვედრა“ ეწოდებოდა და საიდუმლო
აგენტების ჩვეული ხრიკი იყო, რომლის წყალობითაც არსებული
სიტუაციის შეფასება და იმავდროულად უსაფრთხო სამალავში
ყოფნა შეეძლოთ. გარდა ამისა, ყალბი ანუ „სარკისებური“ შეხ-
ვედრის ადგილის შერჩევა იმგვარად ხდებოდა, რომ დამალული
აგენტისთვის ადვილი სათვალთვალო ყოფილიყო შეხვედრის
ადგილი.
ვაიენტამ სახურავზე მოფარებული ადგილი მოძებნა, საიდა-
ნაც გარშემო ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. სულ მალე
მისი გამოცდილი მზერა ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ
კორპუსზე შეჩერდა.
„თქვენი სვლის დროა, მისტერ ლენგდონ“.

სწორედ ამ მომენტში „მენდაციუმის“ ბორტზე ბოსმა წითელი


ხით მოპირკეთებულ გემბანზე შედგა ფეხი და ღრმად ჩაისუნთქა.
ადრიატიკის მლაშე ჰაერის სურნელით ტკბებოდა. ეს ხომალდი
97 მკითხველთა ლიგა
მრავალი წლის მანძილზე მისთვის სახლს წარმოადგენდა, მაგ-
რამ ახლა ფლორენციაში განვითარებული მოულოდნელი მოვ-
ლენების ჯაჭვმა მთელს მის ბიზნესს შეუქმნა საფრთხე.
ვაიენტამ – მისმა საუკეთესო ოპერატიულმა აგენტმა – მთელი
მისი იმპერია დააზარალა და მიუხედავად იმისა, რომ დავალების
შესრულების შემდგომ დაუდევრობის გამო დაისჯებოდა, მოცე-
მულ მომენტში ბოსს ის ჯერ კიდევ სჭირდებოდა.
„ამ ჩაფლავების მიუხედავად, ურჩევნია, სიტუაციაზე კონტრო-
ლი დროზე აღადგინოს“.
უეცრად ბოსს ზურგს უკან სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა, შე-
მობრუნდა და დაინახა, რომ მისკენ ერთ-ერთი მისი ანალიტიკო-
სი ქალი მოიჩქაროდა.
– სერ! – გულამოვარდნილმა ამოიხვნეშა, – ახალი ინფორმა-
ცია
მივიღეთ, – მისი მკაფიო ხმა დილის ჰაერში ზარივით რეკ-
და, – რობერტ ლენგდონი ჰარვარდის პირად ელექტრონულ
ფოსტაზე შევიდა ამ Iპ-მისამართით, – ქალი გაჩუმდა და ბოსს
პირდაპირ თვალებში შეხედა, – ამის წყალობით ობიექტის ზუსტი
ადგილმდებარეობა დავადგინეთ.
ბოსი გაოგნებული დარჩა ლენგდონის ამგვარი წინდაუხედა-
ობით. „ეს საგრძნობლად ცვლის საქმის ვითარებას“. თითები ერ-
თმანეთზე გადააჭდო და ჩაფიქრებული სახით გახედა სანაპი-
როს.
– იცით, ახლა სად არის „დრს“-ის ჯგუფი?
– დიახ, სერ. ლენგდონისგან სამ კილომეტრზე ნაკლებ მან-
ძილზე.
ბოსმა სულ რამდენიმე წამში მიიღო გადაწყვეტილება.

98 მკითხველთა ლიგა
თავი 15

- Inferno di Dante15 – დაიჩურჩულა სიენამ. მექანიკურად უახ-


ლოვდებოდა სამზარეულოს კედელზე გამოსახულ ჯოჯოხეთის
საზარელ სურათს.
„დანტეს წარმოდგენები ჯოჯოხეთზე გასაოცარი სიცხადითაა
ხორცშესხმული“, გაიფიქრა ლენგდონმა.
ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ლიტერატურულ შედევრად
აღიარებული „ჯოჯოხეთი“ დანტე ალიგიერის ტრილოგიის –
„ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ტომია. ეპიკური პოემა 14 233
სტროფისგან შედგება და მასში მოთხრობილია, თუ როგორ ჩა-
ვიდა წიგნის ავტორი იმქვეყნიურ პირქუშ სამყაროში, გაიარა
განსაწმენდელი და ბოლოს სამოთხეში ავიდა. ტრილოგიის სამი
ნაწილიდან: „ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“ და „სამოთხე“,
მსოფლიოში ყველაზე მეტად კითხულობდენ და ყველაზე უკეთ
იცნობდნენ პირველ მათგანს, რომლის სახელწოდება იტალიუ-
რად ასე ჟღერს: „ინფერნო“.
მეთოთხმეტე საუკუნის ადრეულ ხანებში დანტეს მიერ შექ-
მნილმა „ჯოჯოხეთმა“ ფაქტობრივად სრულიად გარდაქმნა შუა
საუკუნეებში გამეფებული წარმოდგენები სიკვდილის შემდგომი
ტანჯვის შესახებ. მანამდე არასდროს დაუპყრია ამ რაოდენობის
ხალხის გონება ჯოჯოხეთის სატანჯველის თემას. დანტეს ქმნი-
ლებამ ერთი დარტყმით შეცვალა ჯოჯოხეთის აბსტრაქტულობის
იდეა მკვეთრი და საზარელი სურათით – თვალხილული, მომნუს-
ხველი და დაუვიწყარი სცენებით. გასაკვირი არც არის, რომ პო-
ემის გამოქვეყნების შემდეგ კათოლიკურ ეკლესიას დაზაფრულ
მორწმუნეთა ნაკადი მიაწყდა, რომლებიც იმ საზარელი სასჯე-

15
დანტეს ჯოჯოხეთი.(იტალ.)
99 მკითხველთა ლიგა
ლისგან ხსნას ეძებდნენ, რომელთაც მათ ქვესკნელის ახლებური
სურათი უქადდა.
ბოტიჩელიმ დანტესეული ჯოჯოხეთი ღრმა ძაბრისებური
ფორმით გამოსახა. იქ დაწყევლილი სულები იტანჯებოდნენ. ეს
იყო გიგანტური ზომის მიწისქვეშა ღრუ ცეცხლით, გოგირდით,
უწმინდურობით, ურჩხულებითა და თავად მრისხანე სატანით,
რომელიც თავის მსხვერპლთ ფსკერზე მყოფი მოელოდა. ამ
ღრმულს ცხადად გამოკვეთილი ცხრა საფეხური ჰქონდა და
ცოდვილნიც თავიანთი ცოდვების სიმძიმის შესაბამისად იყვნენ
განაწილებულნი ამ საფეხურებზე. ყველაზე მაღლა იყვნენ სიძ-
ვით დაცემულნი ანუ ისინი, „ვინც საკუთარი გონება ავხორცობას
დაუმორჩილა“. ისინი მარადიულად მქროლავ ქარს დაჰქონდა
აქეთ-იქით. დაუცხრომელი ქარი მათი დაუოკებელი ვნებების
სიმბოლო იყო. მათ ქვემოთ ნაყროვანებით დაცემულნი ეყარნენ
პირქვე – უწმინდურობასა და თავიანთი გაუმაძღრობის ნარჩე-
ნებში. უფრო ქვემოთ – ერეტიკოსები გავარვარებულ სამარხებ-
ში მარადიული ტანჯვისთვის იყვნენ განწირულნი. და ასე გრძელ-
დებოდა... ყოველი მომდევნო საფეხური წინაზე უარესი იყო.
ამ პოემის შექმნიდან შვიდი საუკუნის მანძილზე დანტეს ჯოჯო-
ხეთის ამსახველი ეს გრანდიოზული სურათი უამრავ ხელოვანს
შთააგონებდა. მისით აღფრთოვანებულნი იტალიურ დედანს
სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ და მის თემაზე აურაცხელ ვა-
რიაციას ქმნიდნენ. ლონგფელო, ჩოსერი, მარქსი, მილტონი,
ბალზაკი, ბორხესი და, თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე პაპიც
კი. თითოეულ ზემოჩამოთვლილს აქვს დაწერილი დანტეს „ჯო-
ჯოხეთის“ თემაზე აგებული ნაწარმოებები. მონტევერდიმ, ლის-
ტმა, ვაგნერმა, ჩაიკოვსკიმ და პუჩინიმ დანტეს ეს შედევრი თავი-
ანთი მუსიკალური ნაწარმოებების შესაქმნელად გამოიყენეს. და
თუ ჩვენს დროსაც შევეხებით, ასევე მოიქცა ლენგდონის ერთ-
ერთი საყვარელი შემსრულებელი – ლორინა მაკკენითი.
100 მკითხველთა ლიგა
თანამედროვე ვიდეოთამაშებისა და „აიპადის“ აპლიკაციების
შემქმნელებიც კი დაუღალავად იყენებენ დანტეს მემკვიდრე-
ობას.
ლენგდონი ცდილობდა, თავისი სტუდენტებისთვის გაეცნო
დანტეს შემოქმედება – მდიდარი მკვეთრი ფერებითა და დაუვიწ-
ყარი სიმბოლოებით. ის ხანდახან ცალკე ლექციებსაც კი კითხუ-
ლობდა გენიალური იტალიური ხელოვნების ნიმუშების შესახებ,
რომლებიც არაერთხელ გვხვდება დანტეს შემოქმედებით შთა-
გონებულთა ნაწარმოებებში.
– რობერტ! – იყვირა უცებ სიენამ, თან კედელზე გამოსახულ
პროექციას უახლოვდებოდა, – აბა, ამას შეხედეთ! – და ძაბრის-
მაგვარი ჯოჯოხეთის ქვედა ნაწილზე მიუთითა.
ადგილს, რომელზეც ის მიუთითებდა, „დასჯილთა საფლავე-
ბი“ ერქვა. ეს ბოლოს წინა, ჯოჯოხეთის მერვე წრე, გაყოფილი
იყო ათი საფლავით – თითოეული გარკვეული რანგის თაღლი-
თებისთვის იყო განკუთვნილი.
სიენა სულ უფრო მეტად აღელვებული ლაპარაკობდა:
– შეხედეთ! ნუთუ ეს არ ნახეთ თქვენს ჰალუცინაციებში?
ლენგდონი კარგად დააკვირდა სიენას მითითებულ ადგილს,
მაგრამ ვერაფერი გაარჩია. პატარა პროექტორმა მთელი თავისი
ენერგიის მარაგი ამოწურა და გამოსახულებამ ჩაქრობა დაიწყო.
ლენგდონმა კვლავ აანჯღრია ძვლის მილი და როცა მინის ბურ-
თულა საკმაოდ განათდა, ფრთხილად მოარგო მაგიდის კუთხეს
და სამზარეულოს სხვა კედლისკენ მიმართა ისე, რომ გამოსახუ-
ლება ბევრად გაიზარდა. სიენასთან მივიდა, კედელზე პროეცი-
რებული გამოსახულების გვერდით დადგა და ნახატს დააკვირ-
და.
სიენამ კვლავ მიუთითა ჯოჯოხეთის მერვე წრეზე.

101 მკითხველთა ლიგა


– აი, აქ! თქვენ არ ამბობდით, რომ მიწიდან ამოშვერილი ფე-
ხები იხილეთ ლათინური ასო „ღ“-ით? – ხელი კედელს შეახო, –
ეს ხომ არაა?
ლენგდონს კარგად ჰქონდა შესწავლილი ეს ნახატი და მშვე-
ნივრად იცოდა, რომ მეათე, დასჯილთა საფლავები, სავსე იყო
ცოდვილებით, რომლებიც წელამდე თავდაყირა იყვნენ დაფლუ-
ლები. მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ნახატის ამ ვერსიაში მიწი-
დან ამოშვერილ ერთ-ერთ წყვილ ფეხს სიბინძურისგან მარ-
თლაც ლათინური ასო „ღ“ ჰქონდა გამოსახული – ზუსტად ისე,
როგორც მის ხილვებში.
„ღმერთო ჩემო!“
ლენგდონი უფრო კარგად დააკვირდა ამ უმცირეს დეტალს.
– აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ბოტიჩელის ორი-
გინალ ნახატზე ეს ასო არ არის!
– და აი, კიდევ რა, – მიუთითა სიენამ.
ლენგდონმა თვალი გააყოლა მის თითს იმავე ჯოჯოხეთის
წრეში და დაინახა, რომ ცრუწინასწარმეტყველის მოგრეხილ კი-
სერზე ლათინური ასო „ე“ ამოეკაწრათ.
„ეს რა საოცრებაა? სურათი ვიღაცამ შეცვალა!“
ლენგდონმა უცნაური კანონზომიერება შეამჩნია – ასოები ყო-
ველი მომდევნო ათი რიგის გამოტოვებით ეწერათ ცოდვილებს.
მაგალითად: ლათინური ასო „ჩ“ გამოსახული იყო მრუშ ქალზე,
რომელსაც ეშმაკები ამათრახებდნენ... კიდევ ერთი ლათინური
ასო „ღ“ ქურდს ეწერა, რომელსაც გველები გესლავდნენ... „ა“
ასო გამოსახული იყო მექრთამე პოლიტიკოსის სხეულზე, რომე-
ლიც ადუღებული კუპრის ტბაში იხარშებოდა...
– ამ ასოთაგან ნახატის დედანზე არც ერთია გამოსახული, –
მტკიცედ განაცხადა ლენგდონმა, – ამ ასლში ცვლილებები შე-
უტანიათ, – ვფიქრობ, ეს ციფრული მონტაჟით გააკეთეს.

102 მკითხველთა ლიგა


ლენგდონი კვლავ დაუბრუნდა ყველაზე მაღლა მდებარე დას-
ჯილთა საფლავებს და ლათინური ასოები მიყოლებით, ზემოდან
ქვემოთ წაიკითხა.
C…A…T…R…O…V…A…C…E…R
– Catrovacer, – თქვა ლენგდონმა, – ეს იტალიური სიტყვაა?
სიენამ უარის ნიშნად თავი გააქნია:
– არც ლათინურია. აარ ვიცი ეს ენა.
– იქნებ... ხელმოწერაა?
– Catrovacer? – დაეჭვებულმა გაიმეორა სიენამ, – რაღაც არ
ჰგავს სახელს. მაგრამ აქ შეხედეთ... – თითი რიგით მესამე საფ-
ლავში მყოფი მრავალი ფიგურიდან ერთ-ერთს დაადო.
ლენგდონს ამ ფიგურის დანახვაზე ცივმა ოფლმა დაასხა.
ცოდვილებს შორის, გადაჭედილ მესამე საფლავში გამოირჩეო-
და შუა საუკუნეების კლასიკური პერსონაჟი – მანტიაში გახვეუ-
ლი ნიღბიანი ადამიანი ფრინველის
მოგრძო ნისკარტითა და უსიცოცხლო თვალებით.
ქოლერის ნიღაბი.
– ქოლერის ექიმბაში ბოტიჩელის ორიგინალ ნახატზე თუ
არის? – ჰკითხა სიენამ.
– ზუსტად ვიცი, რომ არ არის. ეს ფიგურაც აშკარად ჩამატებუ-
ლია.
– და კიდევ ერთი: ბოტიჩელიმ საკუთარ ნახატზე ხელმოწერა
თუ დატოვა?
ეს ლენგდონს ნამდვილად არ ახსოვდა, მაგრამ როცა ნახატის
ქვედა მარჯვენა კუთხეს შეხედა, სადაც წესით ავტორისეული
ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, მაშინვე მიხვდა სიენას კითხვის
მიზეზს – ავტოგრაფი არ იყო, სამაგიეროდ, მის გასწვრივ „ჯოჯო-
ხეთის რუკის“ მუქყავისფერ ნაპირს პაწაწინა ბეჭდური ასოებით
გამოყვანილი წარწერა გასდევდა: „la verita e visibile solo
attraverso gli occh della morte“.
103 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა საიმისო იტალიური კი იცოდა, რომ ამ წარწერი-
დან აზრი გამოეტანა.
– „ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით
შეიძლება“?
სიენა დაეთანხმა.
– უცნაურია.
ერთხანს გაჩუმდნენ, გვერდიგვერდ იდგნენ და უყურებდნენ,
როგორ გაფერმკრთალდა მათ თვალწინ ავის მომასწავებელი
ნახატი.
„დანტეს ჯოჯოხეთი“ – გაიფიქრა ლენგდონმა – 1330 წლიდან
მხატვრებს პირქუშ წინასწარმეტყველებებს შთააგონებდა“.
დანტესადმი მიძღვნილ ლექციებზე ლენგდონი ჰყვებოდა ხე-
ლოვნების მთელ რიგ ბრწყინვალე შედევრებზე, რომლებიც დან-
ტეს „ჯოჯოხეთის“ მოტივებზე შეიქმნა.
ბოტიჩელის სახელგანთქმული ნახატის გარდა არსებობდა
როდენის უკვდავი სკულპტურა „სამი აჩრდილი“ სერიიდან „ჯო-
ჯოხეთის კარიბჭე“... ასევე სტრადანუსის ილუსტრაცია, რომელ-
ზეც ფლეგიუსის ნავი კვეთს სტიქსის ჭაობებს, რომელშიც ცოდვი-
ლები იძირებიან. ასევე უილიამ ბლეიკის „ვნებათმოყვარენი“,
რომლებიც მარადიულ გრიგალში მოხვედრილები იტანჯებოდ-
ნენ. ბუგეროს სრულიად უცნაური ეროტიკული ხილვა, რომელ-
შიც დანტე და ვერგილიუსი ორ შიშველ მებრძოლს აკვირდები-
ან... ბაიროსის ცოდვილი სულები, რომლებიც გავარვარებული
ქვების წვიმასა და ცეცხლოვანი სეტყვის ქვეშ იტანჯებიან... სალ-
ვადორ დალის ხეზე ამოკვეთილი და აკვარელში შესრულებული
უცნაური გრავიურების სერია... დაბოლოს, დორეს გრავიურების
უდიდესი კოლექცია, რომლებზეც გამოსახულია ყველაფერი,
დაწყებული ჯოჯოხეთში მიმავალი გვირაბითა და თავად ფრთო-
სანი სატანით დამთავრებული.

104 მკითხველთა ლიგა


ახლა კი აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ დანტეს ჯოჯოხეთის პო-
ეტურმა სახემ გავლენა იქონია კაცობრიობის მიერ აღიარებულ
ხელოვანთა ნამუშევრებზე, მან სხვებთან ერთად შთააგონა კი-
დევ ერთი პიროვნება – გადაგვარებული ფსიქიკის მქონე უცნო-
ბი, რომელმაც ბოტიჩელის სახელგანთქმული ტილო ციფრული
მეთოდებით შეცვალა და დაამატა ათობით ლათინური ასო, ქო-
ლერის ექიმბაში და შემაძრწუნებელი ფრაზა, რომ ჭეშმარიტების
დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებითაა შესაძლებელი. შემ-
დეგ ამ მხატვარმა მიღებული გამოსახულება უახლესი თაობის
პროექტორში შეინახა და იგი უცნაური ფორმის ცილინდრის ბუ-
დეში დამალა.
ლენგდონს ვერაფრით წარმოედგინა, ვის შეეძლო ამგვარი
არტეფაქტის შექმნა, თუმცა მოცემულ მომენტში ეს საკითხი მე-
ორეხარისხოვანი იყო, უფრო მეტად სხვა კითხვა აწუხებდა:
„ღმერთმა დასწყევლოს, რატომ აღმოჩნდა ეს რაღაც ჩემს ჯი-
ბეში?“

სამზარეულოში, ლენგდონის გვერდით მდგარი სიენა უკვე


ფიქრობდა, რა უნდა ყოფილიყო მათი მომდევნო ნაბიჯი, რომ
უეცრად ძრავის მძლავრი ხმა გაისმა. შემდეგ ასფალტზე საბურა-
ვების წივილისა და კარების მოჯახუნების ხმაც გაიგონეს.
შეშფოთებულმა სიენამ ფანჯარასთან მიირბინა და ქუჩაში გა-
იხედა.
მისი სახლის წინ შავი უნომრო ფურგონი გაჩერდა. ავტომან-
ქანიდან შავ, მხრებზე ამოქარგულ წრიულ მწვანეემბლემიან
ფორმებში გამოწყობილი ადამიანები გადმოვიდნენ. ავტომატე-
ბით იყვნენ შეიარაღებულები და დაპროგრამებული მებრძოლი
რობოტებივით მოძრაობდნენ. ოთხი მათგანი მაშინვე ეცა საერ-
თო საცხოვრებლის შესასვლელს.
105 მკითხველთა ლიგა
სიენას ძარღვებში სისხლი გაეყინა.
– რობერტ! – უყვირა მან, – არ ვიცი, საიდან გაიგეს, მაგრამ
მოგვაგნეს!

აგენტი კრისტოფ ბრიუდერი საცხოვრებელში შევარდნილ


თავის ქვეშევრდომებსქუჩიდან ხმამაღლა აძლევდა ბრძანებებს.
ამ ახოვანი ტანის მამაკაცს სამხედრო წარსულმა ასწავლა, სამ-
შობლოს წინაშე უემოციოდ მოეხადა თავისი ვალი და ზემდგომე-
ბისთვის სათანადო პატივი ეცა. მან შესანიშნავად იცოდა თავისი
მოვალეობები და ისიც მოეხსენებოდა, რამდენად მაღალი იყო
ფსონები.
ორგანიზაციას, რომელშიც ის მუშაობდა, მრავალი ქვეგანყო-
ფილება გააჩნდა, მაგრამ ბრიუდერის დანაყოფი – „დაზვერვისა
და რეაგირების სამსახური“ ანდა უბრალოდ „დრს“, – მოქმედე-
ბას მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყებდა, როცა სიტუაცია კრიტი-
კულ ზღვარს აღწევდა.
როდესაც მისი სპეცჯგუფი სადარბაზოში მიიმალა, ბრიუდერი
კარებში დადგა, რაცია ამოიღო და ხელმძღვანელს დაუკავშირ-
და.
– ბრიუდერი ვარ, – თქვა მან, – Iპ-მისამართის მეშვეობით
ლენგდონს მივაგენით. ჩემი ჯგუფი დაკავების ოპერაციას შეუდ-
გა. როგორც კი ავიყვანთ, შეგატყობინებთ.

სასტუმრო „პენსიონე ლა ფიორენტინას“ ბრტყელ სახურავზე


ჩასაფრებული ვაიენტა საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. გაოგნე-
ბული აკვირდებოდა, როგორ შეცვივდნენ აგენტები მის მოპირ-
დაპირე საცხოვრებელ კორპუსში.
„ესენი აქ რა ჯანდაბას აკეთებენ?!“
106 მკითხველთა ლიგა
გაფშეკილ თმაზე ხელი გადაისვა და უეცრად გაიაზრა, რა სა-
ზარელი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მის გუშინდელ უიღ-
ბლობას. ერთი მტრედის უდროო ღუღუნმა კინაღამ მთელი საქმე
წყალში ჩაუყარა. არადა, თავიდან სრულიად ჩვეულებრივ მისი-
ად ეჩვენა, უეცრად კი ნამდვილ კოშმარად ექცა.
„თუ „დრს“ აქაა, ესე იგი ჩემთვის ყველაფერი დასრულდა“.
სასოწარკვეთილმა ვაიენტამ აიღო ტელეფონი და ბოსს და-
ურეკა.
– სერ! – იყვირა ნერვიულობისგან აცახცახებულმა, – აქ
„დრს“-ის ხალხია მოსული! ბრიუდერის ჯგუფი მოპირდაპირე შე-
ნობაში შეიჭრა!
ის პასუხს ელოდა, მაგრამ ყურმილში მხოლოდ სატელეფონო
ხარვეზების ხმა ისმოდა. შემდეგ ელექტროხმამ მშვიდად გამოაც-
ხადა: „ჩამოცილების პროტოკოლი ამოქმედებულია“.
ვაიენტამ ტელეფონი მაშინღა დაუშვა, როდესაც ეკრანზე კავ-
შირის გაწყვეტის შეტყობინება გამოისახა. საფეთქლები გაეყინა,
მაგრამ თავი აიძულა, მომხდარი აღექვა – ეს-ესაა კონსორციუმ-
მა მასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
არანაირი კავშირები. არანაირი კვალი.
„სამსახურიდან გამათავისუფლეს“.
გაოგნება მხოლოდ ერთ წამს გაგრძელდა.
შემდეგ ის შიშმა შეცვალა.

107 მკითხველთა ლიგა


თავი 16

-სწრაფად რობერტ! – აჩქარებდა სიენა, – მომყევით!


როდესაც ლენგდონი ბინიდან საერთო საცხოვრებლის დერე-
ფანში აღმოჩნდა, მისი აზრები კვლავ დანტესეული ჯოჯოხეთის
ბნელ გამოსახულებებს უტრიალებდა. ამ წუთამდე სიენა მათ
თავზე დამტყდარ საფრთხეს რაღაცნაირი სიმშვიდით უმკლავდე-
ბოდა, მაგრამ ახლა მის ხმაში დაძაბულობამ იმატა, რაც იმაზე
მეტყველებდა, რომ მასაც შეეძლო რეალურად განეცადა შიში.
სიენა დერეფანში პირდაპირ გაიქცა – ლიფტისკენ, რომელიც
ქვემოდან უკვე გამოეძახათ და დაბლა ეშვებოდა (აშკარა იყო,
ლიფტი მათ გამოიძახეს, ვინც ახლახან შემოვარდა საცხოვრებ-
ლის მისაღებში). როგორც კი სიენამ დერეფნის ბოლოს მიაღწია,
კიბეზე ჩაირბინა.
ლენგდონი მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა და მეზობლისგან ნათ-
ხოვარი ფეხსაცმლის პრიალა ძირზე ფეხი უცურავდა. „ბრიონის“
ფირმის ქურთუკის
გულისჯიბეში პატარა პროექტორი დახტოდა. ლენგდონს გო-
ნებაში ჯოჯოხეთის მერვე წრეში ნანახი უცნაური ლათინური
ასოები უტრიალებდა: Catrovacer. გაახსენდა ქოლერის ნიღაბი
და იდუმალი წარწერა: „ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდი-
ლის თვალებით შეიძლება“.
ლენგდონი ცდილობდა, ეს სხვადასხვა ფაქტი ერთმანეთთან
დაეკავშირებინა, თუმცა ჯერჯერობით არაფერი დამაჯერებელი
გონებაში არ მოსდიოდა... როდესაც მან ბოლოს და ბოლოს კი-
ბის ბაქანზე ჩასვლა მოახერხა, სიენა იქ დახვდა – შეშინებული
რაღაცას აყურადებდა. ქვემოდან გარკვევით ისმოდა ფეხის ხმა.
– არის სხვა გასასვლელი? – უჩურჩულა ლენგდონმა.
– წავედით, – უეცრად უთხრა სიენამ.

108 მკითხველთა ლიგა


დღეს მან ლენგდონის სიცოცხლე ერთხელ უკვე იხსნა. ახლაც
სხვა აღარაფერი დარჩენოდა – კვლავ ყთავის მხსნელს უნდა
მინდობოდა. სული მოითქვა და სიენას კიბეებზე სირბილით ჩაჰ-
ყვა.
ისინი ერთი სართულით ქვევით გაჩერდნენ. ქვემოთ ფეხის
ხმა უფრო გარკვევით ისმოდა, – სპეცფორმიანებთან ახლა უკვე
სამი-ოთხი ათეული კიბე თუ აშორებდათ.
„მაინცდამაინც მათკენ რატომ მირბის?“
სანამ ლენგდონი უკმაყოფილების გამოხატვას მოასწრებდა,
სიენამ ხელი ჩაავლო და კიბიდან ორივე მხარეს განლაგებული
დახურული კარების მწკრივის გრძელ ცარიელ დერეფანში გაიყ-
ვანა.
„აქ ხომ ვერსად დაიმალები!“
სიენამ სინათლის ჩამრთველებს დააჭირა. რამდენიმე ნათუ-
რა ჩაქრა, მაგრამ ეს ისეთს არაფერს იძლეოდა: გაქცეულები
სუსტი ბუნებრივი განათების შუქზეც კარგად ჩანდნენ. ფეხის ხმა
უკვე ძალიან ახლოს მოისმა და ლენგდონი მიხვდა, რომ მათი
მდევრები მალე კიბის ბაქანზე გამოჩნდებოდნენ, საიდანაც ხე-
ლიგულივით მოჩანდა მთელი დერეფანი.
– თქვენი ქურთუკი მომეცით, – დაიჩურჩულა სიენამ და ლენ-
გდონს სასწრაფოდ გახადა ქურთუკი. შემდეგ მან ლენგდონი
გვერდითა დახურული კარის წინ დასვა, – წყნარად იჯექით!
„რას აკეთებს? პირდაპირ ჩანს!“
კიბეზე სპეცფორმიანი ხალხი გამოჩნდა – ზემოთ მირბოდნენ,
მაგრამ ნახევრად ბნელ დერეფანში ქალის დანახვაზე გაჩერ-
დნენ.
– Per l´amore di Dio! – უხეშად უყვირა მათ სიენამ, – Cos´e
questa confusione?16

16
ღვთის გულისათვის! ასე რატომ ხმაურობთ?(იტალ.)
109 მკითხველთა ლიგა
ჯგუფის ორი წევრი გაჩერდა, აშკარად ვერ გაეგოთ, ვინ იყო
და რა უნდოდა. სიენამ გაბრაზებულმა უყვირა: Tanto chiasso a
questa´oral!17
ლენგდონმა ახლაღა შეამჩნია, რომ სიენას მისი შავი ქურთუ-
კი თავსა და მხრებზე შალივით მოეგდო და ის ისე დახრილიყო,
რომ ლენგდონის ჩრდილს ფარავდა. სიენამ მათკენ აკანკალებუ-
ლი ფეხები გადადგა, თან ჭკუასუსტი მოხუცივით ჩხუბს განაგ-
რძობდა.
ერთ-ერთმა აგენტმა ხელი მაღლა ასწია და ანიშნა, ბინაში
დაბრუნდითო:
– Avente svegliato mio marito, che e malato!
ლენგდონი გაოცებული უსმენდა სიენას. „თქვენმა ხმაურმა
ჩემი ავადმყოფი ქმარი შეაწუხაო?“
მეორე აგენტმა იარაღი მომართა და სიენას მიუშვირა.
– Ferma o sparo!18
სიენა გაჩერდა, შემდეგ წყევლა-კრულვითა და ბარბაცით უკან
დაიხია.
„მართალია, მთლად შექსპირისეული დადგმა არ ყოფილა,
თუმცა მაინც შთამბეჭდავია. ეტყობა, თეატრალური წარსული
ადამიანს ცხოვრებაში კარგად ადგება“.
სიენამ ქურთუკი თავიდან მოიხსნა და ლენგდონს დაუბრუნა.
– კარგი, წავედით.
ამჯერად ლენგდონი ულაპარაკოდ დაემორჩილა.
ისინი მისაღების ქვემოთ მდებარე ბაქანზე ჩავიდნენ და ლიფ-
ტში შემავალი კიდევ ორი აგენტი დაინახეს. ქუჩაში კიდევ ერთი
აგენტი იდგა ფურგონთან – შავი ვიწრო უნიფორმა მისი სხეულის
მუსკულატურას ხაზს უსვამდა. სიენამ და ლენგდონმა ხმაამოუ-
ღებლივ, სწრაფად განაგრძეს გზა და სარდაფისკენ დაეშვნენ.

17
რა უბედურებაა ასეთი ხმაური ამ დილაადრიან.(იტალ.)
18
შეჩერდი თორემ გესვრი!(იტალ.)
110 მკითხველთა ლიგა
მიწისქვეშა ავტოსადგომში ბნელოდა და იქაურობა შარდის
სუნად ყარდა. სიენა მოწყვეტით გაქანდა მოტოციკლებითა და
მოტოროლერებით სავსე
კუთხისკენ. ის ვერცხლისფერ „ტრაიკთან“ – სამბორბლიან
მოპედთან გაჩერდა, რომელიც იტალიური „ვესპისა“ და დიდი
სამბორბლიანი ველოსიპედის უხეირო ჰიბრიდს წააგავდა. საბუ-
რავის წინა ფრთის ქვეშ თავისი ნატიფი ხელი შეყო და ქალმა პა-
ტარა მაგნიტური კარკასი გამოიღო. მასში გასაღები იდო. გასა-
ღები „ტრაიკს“ მოარგო, გადაატრიალა და დაქოქა.
რამდენიმე წამის შემდეგ ლენგდონი სიენას უკან „ტრაიკზე“
იჯდა. პატარა დასაჯდომზე ძლივს ეტეოდა და აქეთ-იქით აცეცებ-
და ხელებს, რომ რაიმეს მოსჭიდებოდა.
– ფორმალობების დრო არაა, – თქვა სიენამ, მის ხელებს ჩა-
აფრინდა და თავის უნაკლო წელზე შემოიხვია, – კარგად მომე-
ჭიდეთ!
ლენგდონმა მისი რჩევა გაითვალისწინა დასწორედ დრო-
ულად, რადგან „ტრაიკი“ ადგილს მოსწყდა და პანდუსზე გაქან-
და. იმაზე ძლიერი ძრავა აღმოაჩნდა, ვიდრე ლენგდონი მოელო-
და. როდესაც ავტოსადგომიდან დილის ნისლში გამოვარდნენ,
სამბორბალა მიწას ოდნავ ასცდა. შენობის მთავარი შესასვლე-
ლი ორმოცდაათი მეტრის დაშორებით იყო. ხმაურზე ფურგონ-
თან მოდარაჯე დაკუნთული აგენტი მაშინვე მოტრიალდა და გაქ-
ცეულები დაინახა. სიენამ სიჩქარეს უმატა. ძრავის ღმუილი წი-
ვილმა შეცვალა.
სიენას ზურგს უკან მჯდარმა ლენგდონმა აგენტს გახედა – ია-
რაღი მოემარჯვებინა და სახელდახელოდ უმიზნებდა მათ. ლენ-
გდონი უნებურად მოიხარა. გაისმა გასროლა. ტყვია „ტრაიკის“
უკანა საბურავის ფრთაზე ასხლტა და სულ ოდნავ ასცდა ლენ-
გდონის თეძოს.
„ღმერთო ჩემო!“
111 მკითხველთა ლიგა
გზაჯვარედინზე სიენამ მკვეთრად მარცხნივ გაუხვია და ლენ-
გდონი კინაღამ სკამიდან გადმოსრიალდა. უკანასკნელ მომენ-
ტში დროულად შეიმაგრა თავი.
– კარგად მომეკარით! – იყვირა სიენამ.
ლენგდონი წინ გადაიხარა და გასწორდა. კვლავაც მთელი
სისწრაფით მიქროდნენ, ამჯერად უკვე ფართო ტრასაზე. მხო-
ლოდ მთელი კვარტლის გავლის შემდგომ მოუკლეს სიჩქარეს.
„საომარი ფილმია, ეშმაკმა წაიღოს?!..“
სიენას მთელი ყურადღება გზისკენ მიეპყრო; დილის ტრასა
თითქმის ცარიელი იყო, თუმცა შემთხვევით შეხვედრილი მანქა-
ნებისთვის გვერდის ავლა მაინც უწევდა. კანტიკუნტად მოსიარუ-
ლე გამვლელები გაკვირვებით აყოლებდნენ თვალს. გრაციოზუ-
ლი გოგონას უკან მჯდარი ბრიონის კოსტიუმში გამოწყობილი
ზრდასრული მამაკაცის დანახვა მართლაც უცნაური იყო.
ლენგდონმა და სიენამ სამი კვარტალი გაიარეს და ფართო
გზაჯვარედინს მიუახლოვდნენ. უეცრად მათ წინ სირენა ახმაურ-
და. ქუჩის კუთხიდან ორ ბორბალზე გადახრილი ვიწრო ფურგო-
ნი გამოვარდა; ძლივს მოუხვია, სიჩქარეს უმატა და მათი მიმარ-
თულებით გამოქანდა. ეს იმ ფურგონს ჰგავდა, მათ ბინასთან
სპეცსამსახურის ჯგუფი რომ მიიყვანა.
სიენამ მარჯვნივ გაუხვია, მუხრუჭებს დააწვა და მკვეთრად გა-
ჩერდა. ტროტუართან გაჩერებულ სატვირთოს ამოეფარა. ლენ-
გდონი სიენას ზურგზე მკერდით მიეჯახა. სიენამ „ტრაიკი“ ლამის
სატვირთო ავტომანქანის უკანა საბურავის ფრთაზე მიაყენა და
ძრავა ჩააქრო.
„ხომ არ შეგვამჩნიეს?“
გაჩუმდნენ და გაშეშდნენ... სუნთქვაც კი შეიკრეს.
ფურგონმა ისე ჩაუქროლა გვერდით, სიჩქარე არ შეუნელე-
ბია. ვერ შეამჩნიეს. თუმცა ლენგდონმა თვალი გააყოლა, ფურ-
გონის მგზავრები შეათვალიერა.
112 მკითხველთა ლიგა
უკანა სავარძელზე, ორ ახმახს შორის, შუახნის, თუმცა ძალი-
ან ლამაზი ქალი იჯდა. თვალები დახუჭული ჰქონდა, თავი –
მკერდზე ჩამოგდებული, თითქოს ცუდადაა ან რაიმე საშუალე-
ბით არის გაბრუებულიო. მკერდზე ავგაროზი ეკიდა, გრძელი
ვერცხლისფერი თმები ხვეულებად ეშვებოდა მხრებზე.
ლენგდონს წამით სუნთქვა შეეკრა, თითქოს მოჩვენება დაინა-
ხაო.
ეს მისი ხილვების უცნობი ქალი იყო.

113 მკითხველთა ლიგა


თავი 17

ბოსი მართვის ცენტრიდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა და


„მენდაციუმის“ მარჯვენა ბორტს გაუყვა. სიმშვიდის შენარჩუნე-
ბას ცდილობდა. ის, რაც ახლახან ფლორენციის ერთ-ერთი საც-
ხოვრებელი კორპუსის ბინაში აღმოაჩინეს, უბრალოდ, წარმო-
უდგენელი იყო.
მან თავისი უზარმაზარი ხომალდი ორჯერ შემოიარა, შემდეგ
კაბინეტში დაბრუნდა და პატარა კარადიდან ორმოცდაათი წლის
ალაოს ვისკის, „ჰაილენდ პარკის“ ბოთლი გამოიღო.
გაუხსნელი სასმელი მაგიდაზე დადო და ზურგი შეაქცია – ეს
იყო იმის შემოწმების საუკეთესო საშუალება, რომ ასეთ მდგომა-
რეობაშიც კი საკუთარ თავს სრულად აკონტროლებდა.
მისი მზერა ინსტინქტურად თაროზე მოთავსებული ერთ-ერთი
გაცვეთილი წიგნისკენ გასრიალდა. ეს კლიენტის საჩუქარი გახ-
ლდათ... იმ კლიენტისა, რომელთან შეხვედრაც, ჯობდა, საერ-
თოდ არ შემდგარიყო.
„სულ რაღაც ერთი წლის წინათ... მაგრამ საიდან უნდა მცოდ-
ნოდა?“
როგორც ყოველთვის, ბოსი პოტენციურ კლიენტებთან უშუა-
ლო კონტაქტს ერიდებოდა, თუმცა ამ ადამიანის შესახებ ცნობები
საკმაოდ საიმედო წყაროდან მიეწოდა და ბოსმაც სპეციალურად
მისთვის გამონაკლისი დაუშვა.
როდესაც კლიენტი საკუთარი ვერტმფრენით „მენდაციუმის“
ბორტზე პირველად დაჯდა, ზღვაზე სრული სიმშვიდე სუფევდა.
თავის სფეროში უზარმაზარი ავტორიტეტის მქონე სტუმარს სულ
ცოტა ხნის წინ ორმოცდაექვსი წელი შეუსრულდა. მკვეთრი
ფორმების მქონე უჩვეულოდ მაღალი სხეული და გამჭოლი მწვა-
ნე თვალები ჰქონდა.

114 მკითხველთა ლიგა


– როგორც თქვენთვის ცნობილია, – დაიწყო მან, – თქვენი
მომსახურებით სარგებლობა ჩვენმა საერთო მეგობარმა მირჩია,
– სტუმარმა გრძელი ფეხები გაჭიმა, თითქოს ბოსის კაბინეტში
ისე გრძნობდა თავს, როგორც საკუთარ სახლში, – თქვენივე ნე-
ბართვით, გეტყვით, რაც მჭირდება.
– ამის ნებას ნამდვილად ვერ მოგცემთ, – ბოსმა სტუმარს სიტ-
ყვა გააწყვეტინა, რითაც აშკარად აგრძნობინა, ვინ იყო მასპინძე-
ლი და ვინ სტუმარი, – ჩვენი წესების თანახმად, თქვენ არაფერიც
არ უნდა მითხრათ. თვითონ აგიხსნით, რა მომსახურებას ვთავა-
ზობთ კლიენტებს, თქვენ კი გადაწყვეტთ, ხელს გაძლევთ ეს თუ
არა.
სტუმარი ერთხანს დაიბნა, თუმცა უკმაყოფილება არ გამოუთ-
ქვამს და ყველაფერი ყურადღებით მოისმინა. საბოლოოდ გამო-
ირკვა, რომ ამ აყლაყუდას შეკვეთა კონსორციუმისთვის სირთუ-
ლეს არ წარმოადგენდა: კლიენტს სურდა, გარკვეული დროით
გარეშე თვალთათვის „უხილავი გამხდარიყო“, რათა ცნობის-
მოყვარეთაგან დაფარული ყოფილიყო მისი საქმეები.
ბავშვური თამაშები.
კონსორციუმმა კლიენტის სურვილი შეასრულა: მიაწოდა მას
გაყალბებული დოკუმენტები და სრულიად საიმედო, უსაფრთხო
თავშესაფარი მოუწყო, სადაც მას თავისუფლად შეეძლო, ეკეთე-
ბინა თავისი საქმე, – რა სახისაც უნდა ყოფილიყო ის – აბსოლუ-
ტურად გასაიდუმლოებულ ვითარებაში. კონსორციუმი არას-
დროს ცდილობდა, თავისი კლიენტების მიზნების დადგენას. ამის
გაგებას კონსორციუმი მაქსიმალურად ერიდებოდა.
საკმაოდ სოლიდური გასამრჯელოს სანაცვლოდ, ბოსი თავი-
სი მწვანეთვალება სტუმრისთვის (რომელიც იდეალური კლიენ-
ტი აღმოჩნდა), მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა
მშვიდ ნავსაყუდელს. ბოსს მასთან არავითარი კავშირი არ ჰქონ-

115 მკითხველთა ლიგა


და; კონსორციუმის მიერ დადგენილ ყველა გადასახადს კლიენ-
ტი დროულად ფარავდა.
მაგრამ ორი კვირის წინ ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მოულოდნელად, კლიენტი თვითონ დაუკავშირდა მათ და
ბოსთან პირადად შეხვედრა მოითხოვა. იმის გათვალისწინებით,
თუ რა რაოდენობის თანხებს რიცხავდა კლიენტი, უარის თქმა
უხერხულიც კი იყო.
თმაგაწეწილ ადამიანში, ხომალდის ბორტზე მეორედ რომ გა-
მოჩნდა, რთული იყო, ამოგეცნოთ ის მოწესრიგებული და წელში
გამართული სტუმარი, რომელთანაც გასულ წელს ბოსმა საქმია-
ნი გარიგება დადო. ერთ დროს გამჭოლ მწვანე თვალებში ახლა
ველური მზერა ჩასდგომოდა. ავადმყოფს ჰგავდა.
„რა დაემართა? რას საქმიანობდა?“
ბოსმა შეშფოთებით მომზირალი სტუმარი თავის კაბინეტში
შეიპატიჟა.
– ეს ვერცხლისფერთმიანი ალქაჯი, – ჩაილუღლუღა მან, –
ყოველდღიურად მიახლოვდება.
ბოსმა კლიენტის საქმის საქაღალდე გახსნა და მზერა ვერ-
ცხლისფერთმიანი მიმზიდველი ქალის ფოტოზე შეაჩერა.
– დიახ, დიახ, – თქვა ბოსმა, – ვერცხლისფერთმიანი ალქაჯი.
ჩვენ შესანიშნავად ვიცნობთ თქვენს ყველა მტერს. მისი უზარმა-
ზარი ძალაუფლების მიუხედავად, ჩვენ მთელი წლის მანძილზე
არ ვუშვებდით ქალს თქვენთან და მომავალშიც ასე გაგრძელდე-
ბა.
მწვანეთვალება კლიენტი თავისი გრძელი თმების ბოლოებს
თითებზე ნერვიულად იხვევდა.
– ოღონდ ეცადეთ, არ გაგაცუროთ. მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან ლამაზია, საკმაოდ საშიში მტერია.
„ვიცი“, გაიფიქრა ბოსმა. კვლავ უკმაყოფილებამ შეიპყრო –
მისმა კლიენტმა ხომ ძალზე გავლენიანი პერსონის ყურადღება
116 მკითხველთა ლიგა
მიიპყრო. ვერცხლისფერთმიანი ქალი უზარმაზარ რესურსს
ფლობდა და ფაქტობრივად ყველგან მიუწვდებოდა ხელი, ხოლო
ასეთ მოწინააღმდეგესთან იძულებითი ბრძოლა ბოსს არ სი-
ამოვნებდა.
– თუ ის ან მისი დემონები მიპოვიან... – დაიწყო კლიენტმა.
– ვერ გიპოვიან, – დაარწმუნა ბოსმა, – ნუთუ აქამდე ვერ გმა-
ლავდით და ვერ უზრუნველგყოფდით ყველაფრით, რაც გჭირდე-
ბოდათ?
– დიახ, ასეა, – აღიარა სტუმარმა, – თუმცა უკეთესად ვიქნები,
თუ... – შეყოვნდა, აზრებს ალაგებდა გონებაში, – მითხარით, თუ
მე რაიმე დამემართება, ჩემს უკანასკნელ სურვილს შეასრუ-
ლებთ?
– უფრო ზუსტად?
კლიენტმა ჩანთაში ხელი ჩაყო და იქიდან დაბეჭდილი კონ-
ვერტი ამოიღო.
– ამ კონვერტში ფლორენციის ერთ-ერთბანკში არსებული სა-
დეპოზიტო სეიფის ნომერი და კოდია. იქ ერთ პატარა ნივთს იპო-
ვით. თუ რაიმე მომივა, ამ ნივთს დანიშნულების ადგილზე მიი-
ტანთ. ერთგვარი საჩუქარია.
– კეთილი, – ბოსმა ჩასანიშნად კალამი მოიმარჯვა, – და ვის
უნდა მივუტანოთ?
– ვერცხლისფერთმიან ალქაჯს.
ბოსმა მახვილი მზერა ესროლა მას.
– საჩუქარი თქვენს მტანჯველს?
– უფრო ზუსტად, ეს ეკლის გვირგვინი იქნება, – კლიენტის
თვალებში მრისხანება გაკრთა, – დახვეწილი პატარა ეკალი,
ძვლისგან გამოთლილი. იგი მასში რუკას აღმოაჩენს... თავის პი-
რად ვერგილიუსს... და მასთან ერთად თავისივე ჯოჯოხეთის ეპი-
ცენტრში წავა.
ბოსი ყურადღებით დააკვირდა კლიენტს.
117 მკითხველთა ლიგა
– როგორც გენებოთ, – დიდი პაუზის შემდეგ თქვა მან, – ჩათ-
ვალეთ, რომ შევთანხმდით.
– მთავარია, ყველაფერი დროულად შეასრულოთ, – ნერვუ-
ლი ხმით თქვა სტუმარმა, – ამ საჩუქრის ნაადრევად გაგზავნა არ
შეიძლება. უნდა შეინახოთ... მანამ, სანამ... – უეცრად რაღაცაზე
ჩაფიქრებული გაჩუმდა.
– მანამ, სანამ?...
მოულოდნელად კლიენტი წამოხტა, ბოსის მაგიდას შემოუ-
არა, წითელი მარკერი აიღო და გაშმაგებულმა მაგიდის კალენ-
დარზე თარიღი მოხაზა.
– მანამ, სანამ ეს დღე არ დადგება.
ბოსმა ტუჩები მოკუმა, ჰაერი შეისუნთქა და გაღიზიანებულმა
სტუმრის უცერემონიო საქციელი ჩაყლაპა.
– გასაგებია. ვინარჩუნებ უმოქმედობას მონიშნულ თარიღამ-
დე, რის შემდეგაც ბანკის სეიფში დაცულ ნივთს ვუგზავნი ამ ვერ-
ცხლისფერთმიან ქალს. შეგიძლიათ მენდოთ, – შემდეგ კალენ-
დარზე დღეები მარკერით უხეიროდ მონიშნულ თარიღამდე გა-
დაითვალა, – შევასრულებ თქვენს სურვილს დღევანდელი დღის
ჩათვლით ზუსტად თოთხმეტი დღის შემდეგ.
– ერთი დღით ადრე არ მოგივიდეთ! – ისტერიკულად აღმოხ-
და მწვანეთვალებას.
– გასაგებია, – დაამშვიდა ბოსმა, – ერთი დღით ადრე არ ვი-
ზამთ.
ბოსმა აიღო კონვერტი, საქაღალდეში ჩადო და ბლოკნოტში
ჩაინიშნა მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც კლიენტის მი-
თითებების ზუსტ
აღსრულებას განაპირობებდა. სავსებით აკმაყოფილებდა ის
გარემოება, რომ კლიენტმა არც კი აუხსნა, კონკრეტულად რა
ნივთი ინახებოდა ბანკში. არასაჭირო დეტალებისადმი უინტერე-
სობა კონსორციუმის პრაქტიკული ფილოსოფიის ქვაკუთხედი
118 მკითხველთა ლიგა
გახლდათ. შეასრულე დანაპირები. არ დასვა ზედმეტი კითხვები.
და რაც მთავარია – არავინ განსაჯო.
სტუმარმა მხრები ჩამოუშვა და მძიმედ ამოისუნთქა.
– გმადლობთ.
– კიდევ რაიმე ხომ არ გსურდათ? – ჰკითხა ბოსმა. ერთი სული
ჰქონდა, მალე გათავისუფლებულიყო ამ იერშეცვლილი კლიენ-
ტისგან.
– მართალი გითხრათ, კი, – მან ჯიბიდან პატარა, წითელი მეხ-
სიერების ბარათი ამოიღო, – აქ ვიდეოფაილია ჩაწერილი, – მან
ბარათი ბოსის წინ მაგიდაზე დადო, – ვისურვებდი, ეს მთელი
მსოფლიოს საინფორმაციო არხებისთვის გაგეგზავნათ.
ბოსმა ცნობისმოყვარე მზერით შეათვალიერა მოსაუბრე.
კონსორციუმი არცთუ იშვიათად ავრცელებდა კლიენტის მოწო-
დებულ ინფორმაციას, თუმცა ამ ადამიანის თხოვნაში იყო რაღაც
შემაშფოთებელი.
– იმავე დღეს? – იკითხა ბოსმა და კალენდარზე მონიშნულ
თარიღზე ანიშნა.
– დიახ, ზუსტად მაგ დღეს. ერთი წუთით ადრეც კი არა.
– გასაგებია, – ბოსმა მეხსიერების ბარათს იარლიყი და შესა-
ბამისი ინსტრუქციები მიამაგრა, – მაშ ასე, სულ ესაა?
ბოსი შეხვედრის დასრულების იმედით წამოდგა, მაგრამ კლი-
ენტი ადგილზე დარჩა.
– არა. არის კიდევ ერთი, უკანასკნელი რამ.
ბოსი კვლავ სავარძელზე დაეშვა.
კლიენტს მწვანე თვალები ავად აენთო.
– მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს გაასაჯაროებთ, მე უკვე ძალიან
ცნობილი ადამიანი ვიქნები.
„მე მგონი, უკვე ხარ ძალიან ცნობილი“, გაიფიქრა ბოსმა და
თვალწინ თავისი სტუმრის შთამბეჭდავი მიღწევები დაუდგა.

119 მკითხველთა ლიგა


– ეს თქვენი დამსახურებაცაა, – აგრძელებდა სტუმარი, –
თქვენი შემწეობით შედევრის შექმნა შევძელი... რომელიც მთელ
მსოფლიოს შეცვლის. შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით ამ
საქმეში.
– როგორიც უნდა იყოს თქვენი შედევრი, – უპასუხა ბოსმა,
მოთმინება აღარ ჰყოფნიდა, – მიხარია, რომ მოგეცათ შესაძ-
ლებლობა, შეუფერხებლად გემუშავათ მასზე.
– მადლიერების ნიშნად მინდა გამოსამშვიდობებელი საჩუქა-
რი გადმოგცეთ... – სტუმარი კვლავ ჩანთაში ჩაძვრა და იქიდან
სქელი წიგნი ამოიღო, – ინებეთ.
„საინტერესოა, – გაიფიქრა ბოსმა, – ნეტავ ამის დასაწერად
ხომ არ ირჯებოდი უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე?“
– თქვენ დაწერეთ?
– არა, – სტუმარმა წიგნის მძიმე ტომი მაგიდაზე დადო, – პი-
რიქით – ის ჩემთვის დაიწერა.
ბოსმა შეშფოთებით შეხედა წიგნს. „მაშ, მიაჩნია, რომ მეთოთ-
ხმეტე საუკუნის კლასიკური ნაწარმოები მისთვისაა დაწერი-
ლი?!“
– აუცილებლად წაიკითხეთ, – საზარელი ღიმილით ჩაილაპა-
რაკა სტუმარმა, – მისი წყალობით ჩემი ქმნილების არსს ჩას-
წვდებით.
ამ სიტყვების შემდეგ სტუმარი ადგა, ბოსს დაემშვიდობა და
მოულოდნელად სწრაფად წავიდა. კაბინეტის ფანჯრიდან ბოსი
უყურებდა, როგორ აფრინდა კლიენტის ვერტმფრენი ხომალდი-
დან და კვლავ იტალიის სანაპიროსკენ აიღო გეზი.
ბოსმა ყურადღება კვლავ ტყავისყდიან სქელ წიგნზე გადაიტა-
ნა. ყოყმანით გადაშალა და ტექსტის დასაწყისი მოძებნა:
ჯოჯოხეთი
უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე
ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული,
120 მკითხველთა ლიგა
ენა ვერ იტყვის თუ რამდენად იყო ტყე იგი,
უკაცრიელი, უდაბური და გაუვალი.

მეორე ფურცელზე კლიენტს წარწერა დაეტოვებინა:

ძვირფასო მეგობარო! დიდი მადლობა დახმარებისთვის -


რომ მართებული გზა მაპოვნინეთ!
მთელი მსოფლიო თქვენი მადლიერია.

ბოსს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ უკვე


მეტისმეტი იყო. წიგნი დახურა და თაროზე შემოდო. ღმერთს მად-
ლობას უხდიდა, რომ ამ უცნაურ ტიპთან საქმიან ურთიერთობას
მალე დაასრულებდა. „კიდევ თოთხმეტი დღე“, გაიფიქრა და მზე-
რა კალენდარზე ნაუცბათევად შემოხაზულ თარიღზე გადაიტანა.
მომდევნო დღეებში ბოსი მწვანეთვალება კლიენტს მისთვის
უჩვეულო შფოთით იხსენებდა. ამ ახალგაზრდას აშკარად ფსიქი-
კა ჰქონდა შერყეული. თუმცა, მიუხედავად მისი ცუდი წინათ-
გრძნობისა, არაფერი ექსტრაორდინარული არ ხდებოდა.
კალენდარზე მონიშნული თარიღის წინა დღეს ფლორენციაში
ერთდროულად რამდენიმე ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ბოსი
ცდილობდა, კრიზისს გამკლავებოდა, მაგრამ სიტუაცია მაინც
კონტროლიდან გამოვიდა. დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია,
როდესაც მისი კლიენტი ბადიის კოშკის მწვერვალზე ავარდა.
„და იქიდან სიკვდილთან შესახვედრად გადმოხტა...“
კლიენტის დაკარგვა – განსაკუთრებით, ამ ფორმით – საშინე-
ლება იყო, მაგრამ ბოსი კლიენტისთვის მიცემული პირობის ერ-
თგული დარჩა. მაშინვე დაიწყო მზადება უკანასკნელი სურვილის
შესასრულებლად – გაეგზავნა ვერცხლისფერთმიანი ქალის-
თვის ფლორენციის ბანკის სადეპოზიტო სეიფში დაცული ნივთი
და ეზრუნა, რომ მას ეს ნივთი ზუსტად დათქმულ დროს მიეღო.
121 მკითხველთა ლიგა
„არავითარ შემთხვევაში იმ თარიღზე ადრე არ შეიძლება ნივ-
თის გაგზავნა“.
ბოსმა კონვერტში მოთავსებული სეიფის კოდი ვაიენტას გა-
დასცა და ისიც ფლორენციაში წავიდა, რათა საჭირო ნივთი აეღო
– სწორედ ის „გასაოცარი პატარა ეკალი“. თუმცაღა, ვაიენტასგან
შემოსული პირველივე ზარიდან ბოსმა მოულოდნელი და შემაშ-
ფოთებელი ამბები შეიტყო: სეიფიდან უკვე გამოეტანათ ნივთი და
ვაიენტას ძლივს დაეღწია თავი პოლიციისთვის... რაღაც მანქანე-
ბით ვერცხლისფერთმიან ქალს საჭირო კოდისთვის მიეგნო და
მთელი თავისი გავლენა გამოეყენებინა, რათა სადეპოზიტო სე-
იფზე ხელი მიეწვდინა. ორდერიც კი მოეპოვებინა იმათ დასაპა-
ტიმრებლად, ვინც სეიფის გახსნას გაბედავდა.
ეს სამი დღის წინ მოხდა.
კლიენტს აშკარად სურდა, მოპარული ნივთით უკანასკნელად
მიეყენებინა შეურაცხყოფა თავისი ვერცხლისფერთმიანი მოწი-
ნააღმდეგისთვის – ეს გესლიანი დაცინვა იქნებოდა პირდაპირ
საფლავიდან.
„თუმცა, ეს დაცინვა რამდენადმე ადრე გაისმა“.
მას შემდეგ კონსორციუმში ატმოსფერო დაიძაბა: კლიენტის
უკანასკნელი ნება რომ შეესრულებინათ და თავად ორგანიზაცი-
აც უსიამოვნებათაგან დაეცვათ, ყველა რესურსი აამოქმედეს.
გარდა ამისა, კონსორციუმის საქმემ რამდენიმე სახიფათო ზღვა-
რი გადაკვეთა და ბოსს ესმოდა, რომ ჩვეულ მდგომარეობაში
დაბრუნება არც ისე ადვილი იქნებოდა. ახლა, როდესაც ფლო-
რენციაში კვანძის გახსნა მოსალოდნელი იყო, ის საკუთარ მაგი-
დას ჩაჩერებული იჯდა და ვარაუდობდა, რა ელოდათ მომავალ-
ში.
კალენდრიდან კი თარიღი უმზერდა – დაუდევრად, შეშლილი
ხელით მოხაზული წითელი ხვეული, გარდაცვლილისთვის რა-
ღაც მნიშვნელოვანი თარიღის გამომხატველი.
122 მკითხველთა ლიგა
ხვალ.
ბოსის თვალები მაგიდაზე დადგმულ ვისკის ბოთლს წააწყდა.
თოთხმეტი წლის მანძილზე პირველად პირთამდე გაავსო ჭიქა
და ერთი გადაკვრით დაცალა.

ქვემოთ, ხომალდის საქმიან სიღრმეებში, უფროსმა კოორდი-


ნატორმა ლოურენს ნოლტონმა პატარა წითელი მეხსიერების ბა-
რათი კომპიუტერიდან გამოაძრო და წინ დაიდო. ასეთი უცნაური
ვიდეოჩანაწერი თავის სიცოცხლეში არ ენახა.
ვიდეოფაილის ხანგრძლივობა სულ ცხრა წუთი იყო... წამების
სიზუსტით.
უჩვეულოდ აღელვებული კოორდინატორი წამოდგა და მომ-
ცრო ჯიხურში ბოლთის ცემას მოჰყვა. კვლავ და კვლავ ეკითხე-
ბოდა თავს: ღირდა თუ არა ამ უცნაური ვიდეოს ბოსისთვის ჩვე-
ნება?
„აკეთე შენი საქმე, – საკუთარ თავს შეუძახა ნოლტონმა –
კითხვებს ნუ დასვამ. ნუ განსჯი“.
თავიდან ამოიგდო ყველა ეჭვი და ბლოკნოტში საჭირო ჩანა-
წერი გააკეთა. ხვალ, კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, ეს ვი-
დეოფაილი ყველა წამყვან საინფორმაციო საშუალებას დაეგზავ-
ნება.

123 მკითხველთა ლიგა


თავი 18

ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფლორენციულ ქუჩას ნიკოლო მა-


კიაველის ბულვარი ეწოდება. გამწვანებულ რაიონში განთავსე-
ბული, ცოცხალი ღობეებითა და ფოთლოვანი ხეებით გარემოცუ-
ლი ეს ქუჩა უკვე დიდი ხანია ველოსიპედისტებისა და „ფერარის“
თაყვანისმცემლების საყვარელი თავშეყრის ადგილია.
სიენა მიხვეულ-მოხვეულ გზებზე „ტრაიკს“ მოხერხებულად
მართავდა. გაქცეულებმა უკან მოიტოვეს ღარიბთა საცხოვრებე-
ლი კვარტლები და ახლა ფეშენებელური დასავლეთი სანაპიროს
გაზაფხულის არომატით გაჟღენთილ სუფთა ჰაერს სუნთქავდნენ.
უკან მოიტოვეს მცირე ზომის ტაძარი, რომლის საათზეც ახლახან
შესრულდა რვა.
ლენგდონს კვლავ თავისი თანამგზავრის წელზე შემოეხვია
ხელები, თუმცა მისი ფიქრები დანტეს ჯოჯოხეთის ნახატის გამო-
უცნობ ზმანებებსა და ულამაზესი ვერცხლისფერთმიანი უცნობი
ქალის იდუმალ სახეს დასტრიალებდა – ქალის, რომელიც ორ
წარმოსადეგ მამაკაცს შორის ფურგონის უკანა სავარძელზე
მჯდარი დაინახა.
„ვინც უნდა იყოს, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ახლა იგი უკვე
მათ ხელშია“.
– ფურგონში, – სიენამ ხმას აუწია, რათა ძრავის ხმაური გა-
დაეფარა, – დარწმუნებული ხართ, ჰალუცინაციების ქალი იხი-
ლეთ?
– აბსოლუტურად.
– მაშინ, შესაძლოა, ბოლო ორი დღის მანძილზე მას ერთხელ
მაინც შეხვედრიხართ. საკითხავია, მაინცდამაინც ის რატომ გე-
ლანდებათ ყოველთვის. და რატომ იმეორებს სიტყვებს: „ეძიებ-
დეთ და ჰპოვებდეთ“?
თანხმობის ნიშნად ლენგდონმა თავი დაუქნია.
124 მკითხველთა ლიგა
– არ ვიცი... არ მახსოვს, სადმე შევხვედროდი, მაგრამ ყო-
ველთვის, როდესაც მის სახეს ვხედავ, რატომღაც მეჩვენება,
რომ აუცილებლად უნდა დავეხმარო.
ვაი... ზარი... ვაი... ზარი...
უეცრად გონებაში ხილვისეულმა დამაბრმავებელმა სინათ-
ლემ იფეთქა და ლენგდონმა გაიფიქრა, რაიმე კავშირი ხომ არ
იყო უცნობ ვერცხლისფერთმიან ქალსა და იმ უცნაურ სიტყვას
შორის, რომელსაც საავადმყოფოში ბოდვისას იმეორებდა. „ნე-
ტავ რაიმე ზიანი ხომ არ მივაყენე მას?“ ამ აზრთან ერთად ყელში
თითქოს რაღაცამ წაუჭირა.
ლენგდონს ეჩვენებოდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
იარაღის გარეშე დატოვეს. „არაფერი მახსოვს...“ ბავშვობიდან
მხედველობითი მეხსიერებით იყო დაჯილდოებული და ყოველ-
თვის მისი, როგორც უმთავრესი ინტელექტუალური მემკვიდ-
რეობის იმედი ჰქონდა. მას, როგორც ადამიანს, რომელიც მიჩ-
ვეული იყო უმცირეს დეტალებამდე დაემახსოვრებინა ნებისმიე-
რი რამ, რასაც გარშემო ხედავდა, ამ უნარის გარეშე ცხოვრება
ისეთივე რთული ეჩვენებოდა, როგორც თვითმფრინავის სიბნე-
ლეში დასმა დისპეტჩერის დაუხმარებლად.
– როგორც ჩანს, კითხვებზე პასუხების გაცემის ერთადერთი
შანსი „ჯოჯოხეთის რუკის“ გაშიფვრაა, – თქვა სიენამ, – ალბათ
სწორედ მასშია დამალული თქვენზე გამოცხადებული ნადირო-
ბის მიზეზი.
ლენგდონმა კვლავ დაუქნია თავი და გაახსენდა დანტეს ჯოჯო-
ხეთის რუკაზე არსებულ სხეულებზე გამოსახული სიტყვა
„Catrovacer“.
უეცრად გონება გაუნათდა.
„მე ხომ ფლორენციაში მოვედი გონს“.
ქვეყანაზე არ მოიძებნებოდა ქალაქი, რომელიც ასე ახლოს
იქნებოდა დანტესთან დაკავშირებული. დიდი პოეტი სწორედ
125 მკითხველთა ლიგა
ფლორენციაში დაიბადა, ფლორენციაში გაიზარდა, და თუ ლე-
გენდას ვერწმუნებით, ფლორენციაშივე შეუყვარდა ბეატრიჩე,
შემდეგ კი საშინელი დევნის მსხვერპლი გახდა, რომელმაც აიძუ-
ლა, წლობით ეხეტიალა ფლორენციის პროვინციებში და
საკუთარი მშობლიური ქალაქისადმი ნოსტალგიას გაეტანჯა.
„დასთმობ ყველაფერს იძულებით, რაც კი ოდესმე შენ გყვა-
რებია – სწორედ ამის შესახებ დაწერა დანტემ – და მოგხვდება
გულზე ისარი ამ გზით, პირველი გაძევების მშვილდით ნატყორ-
ცნი“.
ლენგდონს გაახსენდა „სამოთხის“ ქების მეჩვიდმეტე მუხლის
ეს სიტყვები და მარჯვნივ, მდინარე არნოსკენ გაიხედა, – იქით,
საითაც ძველი ფლორენციის კოშკები მოჩანდა.
წარმოიდგინა ძველი ქალაქი – ტურისტებით გადატვირთუ-
ლი; ავტომანქანების ნაკადი, რომელიც ცნობილი ფლორენციუ-
ლი ტაძრების, მუზეუმების, ეკლესიებისა და სავაჭრო ცენტრების
ვიწრო მოსახვევებს გასდევდა. იფიქრა, „ტრაიკიდან“ თუ ჩამო-
ვალთ, უფრო ადვილად შევერევით ტურისტების ნაკადსო.
– ძველ ქალაქში უნდა წავიდეთ, – გამოაცხადა, – თუ პასუხე-
ბის მოძებნა გვსურს, სწორედ იქ უნდა წავიდეთ. ძველი ფლორენ-
ცია დანტესთვის მთელი სამყარო იყო.
სიენამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მხარს ზემოდან
გადმოსძახა:
– იქ უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, ბევრი ისეთი ადგილია, სა-
დაც დამალვას შევძლებთ. რომანას პორტით წავალთ, შემდეგ კი
მდინარეს გადავკვეთთ.
მდინარე... ლენგდონს გული აუჩქარდა – დანტეს სახელგან-
თქმული მოგზაურობა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მან მდი-
ნარე გადაკვეთა.
სიენამ სიჩქარეს უმატა და სანამ მათ ახლოს ხეები და სახლე-
ბი მიქროდნენ, ლენგდონმა გონებაში კვლავ იმქვეყნიური ზმანე-
126 მკითხველთა ლიგა
ბების ჩხრეკა დაიწყო – მკვდრებისა და მომაკვდავების, დასჯილ-
თა საფლავების, ქოლერის ექიმბაშებისა და ამოუცნობი სიტყვა
„catrovacer“-ის... ფიქრობდა ბოტიჩელისეული რუკის ბნელ სენ-
ტენციაზეც – ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვა-
ლებით შეიძლება. ფიქრობდა, ეს ციტატა დანტეს ნაწარმოებიდან
ხომ არ არისო.
„ასეთი რამ არ მახსენდება“.
ლენგდონს ყურადღებით შეესწავლა დანტეს შემოქმედება და
რადგან ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი გახლდათ იკო-
ნოგრაფიის განხრით, მას ხშირად მიმართავდნენ თხოვნით, გა-
ეშიფრა მრავალგვარი სიმბოლოები, რომლებითაც დიდებული
იტალიელის შრომები იყო შემკობილი. უბრალო შემთხვევითო-
ბისა თუ ბედისწერის წყალობით, დაახლოებით ორი წლის წინ
დანტეს „ჯოჯოხეთისადმი“ მიძღვნილ ლექციას კითხულობდა, სა-
ხელწოდებით: „ღვთაებრივი დანტე – ჯოჯოხეთის სიმბოლოები“.
დანტე ალიგიერი დიდი ხნის წინათ იქცა ერთ-ერთ ყველაზე
თვალსაჩინო ისტორიულ ფიგურად, ხოლო მისი შემოქმედების
თაყვანისმცემლები მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებულნი. დან-
ტეს მოყვარულთა ყველაზე ძირძველი ამერიკული საზოგადოება
1881 წელს გაჩნდა მასაჩუსეტსის კემბრიჯში. ის ჰენრი უოდ-
სვორთ ლონგფელომ დააარსა. ეს ცნობილი პოეტი, წარმოშო-
ბით ახალი ინგლისიდან, „ღვთაებრივი კომედიის“ პირველი ამე-
რიკელი მთარგმნელი იყო. მისი თარგმანი ჩვენს დრომდე რჩება
ყველაზე პოპულარულ და ღირებულ ნამუშევრად.
როგორც დანტეს მემკვიდრეობის სახელგანთქმული მცოდნე,
ლენგდონი დიდ ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსასვლელად
მიიწვიეს, შეხვედრა დანტეს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე
უძველესი, ვენის განყოფილების ეგიდით ტარდებოდა და ავ-
სტრიის მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით იმართებოდა.
ღონისძიების მთავარ სპონსორს, მდიდარ მეცნიერსა და დანტეს
127 მკითხველთა ლიგა
საზოგადოების წევრს ორიათასკაციანი საკონფერენციო დარბა-
ზი დაექირავებინა.
აკადემიის კართან ლენგდონს კონფერენციის მდივანი შეხ-
ვდა. როდესაც ისინი მისაღებში მიდიოდნენ, ლენგდონს თვალში
მოხვდა უკანა კედელზე გიგანტური ასოებით გამოსახული სიტ-
ყვები: „დავუშვათ და, ღმერთი შეცდა?..“
– ეს ლუკას ტრობერგის სიტყვებია, – აუხსნა მდივანმა, – ჩვე-
ნი ახალი მხატვრული ინსტალაციაა, როგორ მოგწონთ?
ლენგდონი შეჩერდა და გიგანტურ ნაწერს დააკვირდა.
– ჰმ... საკმაოდ დამაჯერებელი მოხაზულობა აქვს, თუმცა
პუნქტუაციასთან პრობლემა ჰქონია.
მდივანი ოდნავ დაიბნა. ლენგდონს ისღა დარჩენოდა, იმედი
ჰქონოდა,
რომ აუდიტორიასთან უფრო უკეთესად წარდგებოდა.
სცენაზე გამოსულ ლენგდონს მქუხარე აპლოდისმენტებით
შეხვდნენ. ყველა ადგილი დაკავებული იყო, გასასვლელებშიც კი
იდგა ხალხი.
– Meine Damen undd Herren,19 – წამოიწყო ლენგდონმა და
დინამიკებით გაძლიერებული მისი ხმა მთელ დარბაზს მოედო, –
willkommen,20 bienvenue,21 welcome!22
ცნობილი „კაბარედან“ ციტატას პუბლიკამ მხიარული სიცი-
ლით უპასუხა.
– გამაფრთხილეს, რომ დღეს აქ შეკრებილთა შორის არიან
არა მხოლოდ დანტეს საზოგადოების წევრები, არამედ მრავალი
სტუდენტი და მკვლევარი, რომლებიც შესაძლოა სერიოზულად
პირველად დაინტერესდნენ მისი შემოქმედებით. ამიტომაც მათ-

19
ქალბატონებო და ბატონებო!(გერმ.)
20
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!(გერმ.)
21
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!(ფრანგ.)
22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!(ინგლ.)
128 მკითხველთა ლიგა
თვის, რომელთაც დაძაბული სამეცნიერო საქმიანობის გამო
დრო არ გქონდათ, წაგეკითხათ შუა საუკუნეების იტალიური პო-
ემები, ორი სიტყვით მოგითხრობთ დანტეს, მისი ცხოვრების, ნაშ-
რომებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ მიიჩნევენ მას ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ჩვენს ისტორიაში.
კვლავ აპლოდისმენტებმა იქუხა.
მომცრო ზომის დისტანციური პულტის ღილაკებზე თითის და-
ჭერით ეკრანზე ლენგდონმა დანტეს პორტრეტები გამოიტანა.
პირველ მათგანზე, რომელიც ანდრეა დელ კასტანიოს ფუნჯს
ეკუთვნოდა, პოეტი სრული სიმაღლით იყო გამოსახული – ღია
კარის ზღურბლზე იდგა და ხელში ფილოსოფიური ტრაქტატი ეკა-
ვა.
– მაშ ასე, დანტე ალიგიერი, – დაიწყო ლენგდონმა, – ამ
ფლორენციელი მწერლისა და ფილოსოფოსის ცხოვრების წლე-
ბი 1265-დან 1321 წლამდე გრძელდება. ამ პორტრეტზე, ისევე
როგორც ყველა დანარჩენზე, დანტე გამოსახულია წითელი კა-
პუჩოთი – ესაა თავზე მჭიდროდ მომჯდარი ქუდი, რომელიც ჟო-
ლოსფერ ლაბადასთან ერთად (ქალაქ ლუკადან), ჩვენთვის მისი
ტანისამოსის ჩვეულ დეტალად იქცა.
ლენგდონმა იპოვა სლაიდი ბოტიჩელისეული დანტეს პორ-
ტრეტისა უფიცის გალერეიდან, რომელიც მისი სახის ყველაზე
დამახასიათებელ შტრიხებს გამოხატავდა – მძიმე ნიკაპსა და კე-
ხიან ცხვირს.
– აქ ჩვენ ისევ ვხედავთ დანტეს უჩვეულო სახეს წითელი კაპუ-
ჩოს თანხლებით, თუმცაღა ბოტიჩელიმ ამ ქუდს შემატა დაფნის
გვირგვინი – უმაღლესი მიღწევის სიმბოლო – მოცემულ შემ-
თხვევაში, პოეტური ხელოვნების სფეროში. ეს ტრადიციული სიმ-
ბოლო კაცობრიობამ მემკვიდრეობით მიიღო ძველი ბერძნების-
გან. როგორც იცით, ასეთი გვირგვინებით დღესაც ამკობენ პოეტ-
ლაურეატებსა და ნობელის პრემიის ლაურეატებს.
129 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა სწრაფად გაუშვა კიდევ რამდენიმე სლაიდი –
ყველა მათგანი დანტეს არწივისმაგვარი პროფილით. ყველა ფო-
ტოზე პოეტს თავისი განუმეორებელი წითელი ქუდი, წითელი
ლაბადა და დაფნის გვირგვინი ამკობდა.
– დაბოლოს, რათა დანტეს გარეგნობაზე სრული წარმოდგენა
შეგექმნათ, ეს არის სანტა-კროჩეს მოედანზე მდებარე მისი ძეგ-
ლი... და, რაღა თქმა უნდა, სახელგანთქმული ფრესკა ბარჯელო-
დან, რომელიც ჯოტოს ფუნჯს მიეწერება.
ლენგდონმა ეკრანზე გააჩერა სლაიდი ჯოტოს ფრესკის გამო-
სახულებით და სცენის ცენტრში დადგა.
– როგორც იცით, დანტეს სახელი გაუთქვა, უპირველეს ყოვ-
ლისა, მისმა მონუმენტურმა ლიტერატურულმა შედევრმა –
„ღვთაებრივმა კომედიამ“, რომელშიც ბუნებრივი სიცხადითაა
მოთხრობილი იმის შესახებ, თუ როგორ ჩავიდა ავტორი ჯოჯო-
ხეთში, გაიარა განსაწმენდელი და ავიდა სამოთხეში, თავად
ღმერთთან შესახვედრად. არსებული შეხედულებით, „ღვთაებ-
რივ კომედიაში“ არაფერია კომიკური. მას კომედია სრულიად
სხვა მიზეზის გამო ეწოდება: მეთოთხმეტე საუკუნეში მთელი იტა-
ლიური ლიტერატურა ორ მკვეთრად განსაზღვრულ კატეგორიე-
ბად იყოფოდა. ტრაგედიები მიიჩნეოდა მაღალი დონის ლიტერა-
ტურად და იწერებოდა „ოფიციალურ“ იტალიურ ენაზე, ხოლო
კომედიებს მიაკუთვნებდნენ მდარე ხარისხის ლიტერატურას და
წერდნენ ჩვეულებრივ, უბრალო მოსახლეობისთვის განკუთ-
ვნილ სასაუბრო ენაზე.
ლენგდონმა პულტის ღილაკს რამდენჯერმე დააჭირა და მიქე-
ლინოს კლასიკური ფრესკა მოძებნა – ის ფრესკა, რომელზეც
დანტე ფლორენციის კედლების ქვეშ „ღვთაებრივი კომედიით“
ხელში იდგა... უკანა ფონზე
შვერილებად აღმართულიყო განსაწმენდელის მთა, მის უკან
კი ჯოჯოხეთის კარიბჭე მოჩანდა. ეს სურათი ამჟამად ფლორენ-
130 მკითხველთა ლიგა
ციის სანტა მარია დელფიორეს ტაძარს ამშვენებს, რომელსაც
„დუომოსაც“ უწოდებენ.
– როგორც სახელწოდებითაც მიხვდებოდით, – აგრძელებდა
ლენგდონი, – „ღვთაებრივი კომედია“ სალაპარაკო იტალიურ
ენაზე, ანუ უბრალო ხალხის, გლეხების ენაზე დაიწერა... ეს ნა-
წარმოები რელიგიის, პოლიტიკის, ფილოსოფიისა და პუბლი-
ცისტიკის გენიალური, ლიტერატურული ფორმით გამოხატული
ნაზავია, რომელიც თავისი არსით მეტად დამღლელი იყო. მიუხე-
დავად ამისა, ის სავსებით ხელმისაწვდომი გახლდათ ფართო მა-
სებისთვის. ეს ნაშრომი იტალიური კულტურის ჭეშმარიტ ბურჯად
იქცა და შემთხვევით არ მიაჩნიათ, რომ სწორედ მან ჩაუყარა სა-
ფუძველი თანამედროვე იტალიურ ენას.
ლენგდონმა ეფექტური პაუზა გააკეთა, შემდეგ კი ხმადაბლა
დაამატა:
– მეგობრებო, დანტეს შემოქმედების ზეგავლენის უბრალოდ
შეფასება შეუძლებელია. გამონაკლისი მხოლოდ წმინდა წერი-
ლია. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვერ მოიძებნება უფრო
შთამბეჭდავი ხელოვნების ნიმუში (თუნდაც იყოს სამუსიკო ხე-
ლოვნება, ფერწერა ან ლიტერატურა), რომელსაც ესოდენ მრა-
ვალი აღტაცებული გამოხმაურება, ვარიაცია, მიბაძვა და კომენ-
ტარი მოჰყვებოდა, ვიდრე „ღვთაებრივ კომედიას“.
ლენგდონმა ჩამოთვალა უამრავი ცნობილი კომპოზიტორი,
მხატვარი და ლიტერატურული მოღვაწე, რომლებმაც თავიანთი
ქმნილებები დანტეს ეპიკური პოემის საფუძველზე შექმნეს, და
აუდიტორიას თვალი გადაავლო.
– მითხარით, დღეს ჩვენ შორის მწერლები თუ არიან?
დამსწრეთა თითქმის მესამედმა ასწია ხელი. ლენგდონი თვა-
ლებს არ უჯერებდა: „საინტერესოა! ან ყველაზე თანამედროვე
პუბლიკა მყავს მთელ მსოფლიოში, ანდა ელექტრონულმა გამო-
ცემებმა მართლაც შეცვალა მსოფლიო“.
131 მკითხველთა ლიგა
– რა გაეწყობა, როგორც თითოეულ მწერალს კარგად მოეხ-
სენება, მწერლისთვის ყველაზე ღირებული სარეკლამო ანოტა-
ციაა, ანუ მოკლე ხასიათის გამოხმაურება რომელიმე ცნობილი
პიროვნების მხრიდან, რომელიც წიგნის უკანა ყდაზე იბეჭდება
და გაყიდვების რიცხვს ზრდის. ასეთი სახის რეკლამა შუა საუკუ-
ნეებშიც არსებობდა. დანტემ არაერთი მსგავსი ანოტაცია შეაგ-
როვა, – ლენგდონმა სლაიდები შეცვალა, – როგორ მოგეწონე-
ბოდათ თქვენს წიგნზე ამგვარი რამ რომ მიეწერათ?
„ის დედამიწის ყველა შვილზე უფრო აღმატებულია“.
მიქელანჯელო.
დარბაზს გაოცებულმა ჩურჩულმა გადაუარა.
– დიახ, – თქვა ლენგდონმა, – ეს სწორედ ის მიქელანჯელოა,
რომელიც თქვენთვის სიქსტის კაპელითა და „დავითის“ სკულ-
პტურითაა ცნობილი. ის არა მხოლოდ შესანიშნავი სკულპტორი
და ფერმწერი, ამასთან, დიდებული პოეტიც გახლდათ. მის კა-
ლამს სამასამდე ლექსი ეკუთვნის. ერთ-ერთ მათგანს „დანტე“
ეწოდება და ეძღვნება გენიას, რომელმაც ისე ხატოვნად აღწერა
ჯოჯოხეთი, რომ მიქელანჯელო შთააგონა, შეექმნა ტილო: „საში-
ნელი სამსჯავრო“. თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ „დანტეს „ჯო-
ჯოხეთის“ მესამე ქება“, შემდეგ კი მიბრძანდით სიქსტის კაპელა-
ში და იქ, პირდაპირ საკურთხევლის თავზე ნახავთ, აი, ამ ნაცნობ
სახეს, – ლენგდონმა სლაიდები დაატრიალა და შეჩერდა მძვინ-
ვარე გიგანტის გამოსახულებაზე, რომელიც ნიჩბით სცემდა შე-
შინებულ ხალხს, – სურათის ამ ფრაგმენტზე ჯოჯოხეთში ადამი-
ანთა სულების ნავით გადამყვანი ქარონი ჩამორჩენილ მგზავ-
რებს ნიჩბით სცემს.
ლენგდონმა გადაინაცვლა მომდევნო სლაიდზე, რომელზეც
„საშინელი სამსჯავროს“ სხვა ფრაგმენტი იყო გამოსახული. სუ-
რათზე ვიღაც კაცს ჯვარზე აკრავდნენ.

132 მკითხველთა ლიგა


– ეს გახლავთ ამან აგაგიტი. წმინდა წერილის თანახმად, ის
ჩამოახრჩვეს, თუმცაღა დანტეს პოემაში ის კი არ ჩამოახრჩვეს,
არამედ ჯვარზე გააკრეს. როგორც ხედავთ, მიქელანჯელომ დან-
ტესეული ვერსია ამჯობინა ბიბლიურს, – ლენგდონს ჩაეღიმა და
ხმას დაუწია, – ოღონდ რომის პაპს არ უთხრათ.
მსმენელებს გაეცინათ.
– თავის „ჯოჯოხეთში“ დანტემ შექმნა ტკივილისა და ტანჯვის
სამყარო, რომელმაც ბევრად გაუსწრო კაცობრიობის მანამდელ
წარმოდგენებს. მისმა პოემამ, პირდაპირი გაგებით, ამ მიწისქვე-
შა სამყაროზე თანამედროვე წარმოდგენების შექმნა განაპირო-
ბა, – ლენგდონმა შეისვენა, – და,
მერწმუნეთ, კათოლიკურ ეკლესიას მადლობის მეტი არაფერი
ეთქმის დიადი იტალიელის მისამართით. მრავალი საუკუნის მან-
ძილზე მისი „ჯოჯოხეთი“ მორწმუნეებს შიშს ჰგვრიდა, რის შედე-
გადაც ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიებში სამჯერ უფრო მე-
ტი ადამიანი მიდიოდა.
ლენგდონმა სლაიდი შეცვალა.
– ახლა კი გადავდივართ ჩვენი საუბრის უმთავრეს თემაზე.
ეკრანზე გამოჩნდა ლექციის სახელწოდება:
„ღვთაებრივი დანტე – ჯოჯოხეთის სიმბოლოები“
– დანტეს „ჯოჯოხეთი“, ანდა იტალიურად, „ინფერნო“ – იმდე-
ნად სავსეა სიმბოლოებითა და მრავალსახოვნებით, რომ ხში-
რად მას მთელ სემესტრს ვუძღვნი. დღეს ჩვენ დაჩქარებული წე-
სით უნდა გავეცნოთ მის სიმბოლიკას, ხოლო ამისთვის, მგონი,
უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებ, თუ არა მათთან პირისპირ შეხ-
ვედრას... ჯოჯოხეთის კარიბჭეებთან, – ლენგდონი სცენის კიდეს-
თან მივიდა და პუბლიკას თვალი მოავლო, – და თუ ჩვენ ჯოჯო-
ხეთში გასეირნებას ვაპირებთ, ჯობია, რუკაც წავიღოთ. დედამი-
წაზე არ მოიპოვება დანტეს ჯოჯოხეთის უფრო დეტალურად აღ-
მწერი რუკა, ვიდრე სანდრო ბოტიჩელის ნამუშევარი.
133 მკითხველთა ლიგა
ის პულტს შეეხო და მსმენელთა წინაშე საზარელი „Laa
Mappa dell´lnferno“ გამოისახა. დარბაზს გაოცებული ხმა აღმოხ-
და: დამსწრენი აშკარად გააოცა სატანჯველთა მრავალფეროვნე-
ბამ, რომლებითაც იტანჯებოდნენ ცოდვილნი უზარმაზარ, ძაბ-
რისმაგვარ ღრმულში.
– დანტეს ნაწარმოების მრავალი ილუსტრატორისგან გან-
სხვავებით, ბოტიჩელი დედნისეული ვერსიიდან ნებისმიერ გა-
დახვევას ერიდებოდა. „ღვთაებრივ კომედიას“ ის უდიდესი აღ-
ფრთოვანებით კითხულობდა. ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემ-
დებლის, ჯორჯო ვაზარის თქმით, ბოტიჩელი იმდენად გადაეშვა
დანტესშემოქმედებაში, რომ „მან მის ცხოვრებაში ძალიან დიდი
უწესრიგობა შეიტანა“. დანტეს ქმნილებების მოტივებზე ბოტიჩე-
ლიმ უამრავი ნამუშევარი შეასრულა, თუმცა ეს ნახატი ყველაზე
ცნობილია.
ლენგდონი ეკრანისკენ შებრუნდა და ზედა მარცხენა კუთხეზე
მიუთითა.
– ჩვენი მოგზაურობა, აი, აქ დაიწყება, დედამიწის ზედაპირზე.
აი, თავად დანტე – წითელ სამოსში გამოწყობილი, მის გვერდით
კი მისივე მეგზური ვერგილიუსი დგას. როგორც ხედავთ, ისინი
ჯოჯოხეთის კარიბჭეებთან დგანან. აქედან ჩვენ გავემართებით
ქვემოთ, ჯოჯოხეთის ცხრა წრის გავლით და საბოლოოდ აღმოვ-
ჩნდებით პირისპირ...
ლენგდონმა ახალ სლაიდზე გადართო – ეს იყო სატანის გაზ-
რდილი უზარმაზარი, გამოსახულება ბოტიჩელის იმავე ნახატი-
დან. საზარელი სამთავიანი ლუციფერი, რომელიც სამ ადამიანს
ღეჭავდა, თითოს – თითო პირით.
პუბლიკას შიშნარევი შეძახილი აღმოხდა.
– აი, ვინ გველოდება ფინიშთან, – განაცხადა ლენგდონმა, –
ამ მომხიბვლელი პერსონაჟის კამპანიაში დავასრულებთ დღე-
ვანდელ ექსკურსიას. ეს მოხდება ჯოჯოხეთის მეცხრე წრეში, სა-
134 მკითხველთა ლიგა
დაც თავად სატანა ბინადრობს. თუმცა... – ლენგდონი შეჩერდა,
– გზადაგზა ბევრ საინტერესო რამეს გადავეყრებით, ასე რომ,
მოდი უკან დავბრუნდეთ... ჯოჯოხეთის კარიბჭეებთან.
ლენგდონმა მორიგი სლაიდი გამოაჩინა, ეს იყო გუსტავ დო-
რეს გრავიურა. მხატვარმა ტილოზე გამოსახა ბნელი გვირაბი,
რომელიც კლდის სიღრმისკენ მიემართებოდა. გვირაბის თავზე
არსებული წარწერა იტყობინებოდა: „თქვენ, აქ მოსულნო, იმე-
დები დასტოვეთ ყველა“.
– მაშ, ასე... – ღიმილით თქვა ლენგდონმა, – შევიდეთ?..

სადღაც შორს ხმამაღლა დაიწივლა საბურავებმა და დარბაზი


ლენგდონის თვალწინ გაქრა. წინ მკვეთრად გადაქანდა და სი-
ენას ზურგს მიეჯახა. „ტრაიკმა“ მაკიაველის ბულვარის წინ
მკვეთრად დაამუხრუჭა.
ლენგდონი მაშინვე ვერ გამოერკვა: თვალწინ ისევ ჯოჯოხე-
თის კარიბჭე ედგა. მაგრამ გარშემო რომ მიმოიხედა, გაახსენდა,
სადაც იყო.
– რა მოხდა? – იკითხა მან.
სიენამ წინ მიანიშნა – რომანას პორტზე. იმ უძველესი ქვის კა-
რიბჭემდე, ადრე ფლორენციაში შესასვლელს რომ წარმოადგენ-
და, სამასი მეტრიღა რჩებოდა.
– შეხედეთ, რობერტ. როგორც ჩანს, მახეში გავებით.

135 მკითხველთა ლიგა


თავი 19

აგენტი ბრიუდერი პატარა ბინაში იდგა და ცდილობდა, გაე-


ანალიზებინა ყოველივე, რასაც გარშემო ხედავდა. „ეშმაკმა და-
ლახვროს, ნეტა აქ ვინ ცხოვრობს?“ ბინაში არსებული ყოველ-
გვარი თეთრეული იაფფასიანი და უხარისხო იყო, გეგონება,
სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, სტუდენტების მიერვე ჩა-
ლის ფასად არის შეძენილიო.
– აგენტო ბრიუდერ! – მოისმა დერეფნიდან მისი ხელქვეითის
ხმა, – ამას შეხედეთ, ნამდვილად დაგაინტერესებთ!
ოთახიდან გამოსვლისას ბრიუდერმა გაიფიქრა, ლენგდონი,
წესით, ადგილობრივ პოლიციას უკვე აყვანილი უნდა ჰყავდესო.
მიაჩნდა, რომ კრიზისიდან გამოსავალი საკუთარი ძალებით უნ-
და ეპოვა, მაგრამ ლენგდონის გაქცევამ არჩევანი აღარ დაუტო-
ვა. იგი იძულებული გახდა, საქმეში ადგილობრივი სამართალ-
დამცავი ორგანოები ჩაერთო და გზების გადაკეტვა ებრძანებინა.
ფლორენციის ქუჩების ლაბირინთში ვიწრო „ტრაიკს“ ადვილად
შეეძლო ხელიდან დასხლტომოდა ბრიუდერის ფურგონს. მძიმე
პოლიკარბონატის ფანჯრის მინები და მტკიცე, ტყვიაგაუმტარი
საბურავები ავტომანქანას შეუვალსა და უსაფრთხოს ხდიდა,
თუმცა, ამავე დროს, სიტლანქესაც ანიჭებდა. იტალიურ პოლიცი-
ას არ უყვარდა უცხოელებთან თანამშრომლობა, თუმცა ბრიუდე-
რის ორგანიზაციას სამართალდამცავ ორგანოებზე, საკონსუ-
ლოსა და საელჩოზე ზეგავლენის საკმარისი ბერკეტები გააჩ-
ნდა... „როცა ჩვენ მოვითხოვთ, ვერავინ გაბედავს უარის თქმას“.
ბრიუდერი შევიდა პატარა კაბინეტში, სადაც მისი აგენტი გახ-
სნილი ნოუთბუქის წინ იდგა და ლატექსის ხელთათმანიანი ხე-
ლებით კლავიატურის ღილაკებს აწვებოდა.

136 მკითხველთა ლიგა


– აი, ამ კომპიუტერით სარგებლობდა, – თქვა აგენტმა, – თა-
ვისი ელექტრონული ფოსტა შეამოწმა და ინტერნეტში რაღაცას
ეძებდა. ეს ყველაფერი კომპიუტერის ისტორიაში ჩანს.
ბრიუდერმა მაგიდისკენ გადადგა ნაბიჯი.
– ნოუთბუქი ლენგდონს არ ეკუთვნის, – განაგრძობდა მოხსე-
ნებას ოპერმუშაკი, – ის დარეგისტრირებულია პიროვნებაზე,
ინიციალებით ს.კ. სრულ სახელს ახლავე გავარკვევ.
სანამ შემოწმების შედეგებს ელოდა, ბრიუდერის ყურადღება
ქაღალდების დასტამ მიიპყრო. აიღო და ყურადღებით დაათვა-
ლიერა ეს უცნაური კოლექცია – ლონდონის თეატრ „გლობუსის“
ბუკლეტი და გაზეთიდან ამონაჭრები. რაც მეტს კითხულობდა,
გაოცებისგან მით უფრო უფართოვდებოდა თვალები.
ბრიუდერმა ფურცლები აიღო, უკან, დერეფანში გავარდა და
თავის უფროსს დაურეკა.
– ბრიუდერი გაწუხებთ, – თქვა მან, – როგორც ჩანს, დავად-
გინეთ იმ პიროვნების ვინაობა, ვინც ლენგდონს ეხმარება.
– და ვინ არის? – იკითხა უფროსმა.
ბრიუდერმა ამოისუნთქა.
– ვერ დაიჯერებთ...

მათგან სამ კილომეტრში ვაიენტა „BMW“-ის საჭეს ჩააფრინ-


და. თანდათან შორდებოდა სახლს, რომელშიც ლენგდონი იმა-
ლებოდა. მის კვალდაკვალ სირენებით მიქროდნენ პოლიციის
მანქანები.
„სამსახურიდან დამითხოვეს“, ფიქრობდა ის.
როგორც წესი, მოტოციკლის ოთხტაქტიანი ძრავის მსუბუქი
რახრახი ნერვებს უმშვიდებდა. აქამდე ყოველთვის ასე იყო, მაგ-
რამ ახლა აღარ სიამოვნებდა.

137 მკითხველთა ლიგა


ვაიენტა თორმეტი წელი ემსახურა კონსორციუმს, კარიერა
მხარდაჭერის ჯგუფიდან დაიწყო, შემდეგ კოორდინატორამდე
დაწინაურდა და საბოლოოდ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე
ოპერმუშაკის რანგს მიაღწია. კარიერის გარდა, არაფერი გამაჩ-
ნია. ოპერმუშაკის სამუშაო მკაცრად გასაიდუმლოებულ მოქმე-
დებას გულისხმობდა, ამასთან, მოგზაურობასა და გრძელვადიან
მისიებს. პირადი ცხოვრების შესაძლებლობასა და ნორმალურ
ადამიანურ ურთიერთობებს სამსახურის გარეთ სრულიად გამო-
რიცხავდა.
„ამ დავალებას მთელი წელი შევალიე“, ფიქრობდა ვაიენტა
და ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ბოსმა ასე უგულოდ მოიცილა
თავიდან.
ზედიზედ თორმეტი თვის განმავლობაში ხელშეკრულების წე-
სების ბრწყინვალე დაცვით ადევნებდა თვალყურს ვაიენტა კონ-
სორციუმის კლიენტს – ექსცენტრულ მწვანეთვალება გენიოსს,
რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული დროით სურდა
„გაქრობა“, რათა მტრებისა და მოწინააღმდეგეების მიერ შეფერ-
ხების გარეშე ემუშავა. ვაიენტას წარმოდგენაც არ ჰქონდა კლი-
ენტის სამუშაოს რაობაზე, ევალებოდა, უბრალოდ დახმარებოდა
მას, რათა დაფარული ყოფილიყო ძლიერი გავლენის მქონე ადა-
მიანთა თვალთაგან, რომლებიც მის პოვნას ცდილობდნენ.
ვაიენტამ თავისი მოვალეობები პირნათლად შეასრულა, რო-
გორც ნამდვილმა პროფესიონალმა, და წუხანდელ საღამომდე
ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა.
ამის შემდეგ ვაიენტას მთელი კარიერა უკუღმა წავიდა. სულაც
არ იყო გასაკვირი, რომ ემოციურ აფეთქებას აღარაფერი უკ-
ლდა.
„გამომაგდეს!“
გათავისუფლების პროცედურის ამოქმედება ნიშნავდა, რომ
აგენტს მოცემულ მომენტში არსებული დავალების შესრულება
138 მკითხველთა ლიგა
უნდა შეეწყვიტა და „ოპერატიული მოქმედების ზონა“ დაეტოვე-
ბინა. თუ გათავისუფლებული აგენტი ხელისუფლებას ჩაუვარდე-
ბოდა ხელში, კონსორციუმი განაცხადებდა, რომ არც ერთი მისი
თანამშრომელი არ იცნობდა ამ ადამიანს. აგენტებს ესმოდათ,
რომ ამ ორგანიზაციასთან სიფრთხილე იყო საჭირო – მათ ხომ
საკუთარი გამოცდილებით იცოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ,
როგორ შეეძლო კონსორციუმს თავისი მიზნების მიხედვით შეეც-
ვალა რეალობა.
ვაიენტამ აგენტების გათავისუფლების მხოლოდ ორი შემ-
თხვევა იცოდა. ორივე გათავისუფლებული აგენტი მას შემდეგ
აღარ უნახავს. ადრე ეგონა, რომ ისინი ფორმალური პატაკის ჩა-
საბარებლად მიიწვიეს, შემდეგ დაითხოვეს და აღთქმა დაადები-
ნეს, არასდროს დაემყარებინათ კონტაქტი ყოფილ კოლეგებთან.
ახლა კი ვაიენტას რწმენა შეერყა.
„უბრალოდ პანიკაში ხარ, – იმშვიდებდა თავს, – კონსორციუ-
მი არასდროს დაეცემა ისეთ ბანალურ ქმედებამდე, როგორიც
ცივსისხლიანი მკვლელობაა“.
და მაინც, სხეულში შიშის ცივმა ტალღამ დაუარა.
ინსტინქტმა აიძულა, ზედმეტი ხმაურის გარეშე დაეტოვებინა
სასტუმროს სახურავი მას შემდეგ, რაც მოპირდაპირე საცხოვრე-
ბელ სახლში ბრიუდერის ჯგუფი შეიჭრა და ახლა ვარაუდობდა:
იქნებ სწორედ ამ ინსტინქტმა იხსნა?!
„ახლა არავინ იცის, სად ვარ“.
სიჩქარეს უმატა და ისარივით გაქანდა პირდაპირ პოჯო-იმპე-
რიალეს ჩრდილოეთით, თან აანალიზებდა, რა მნიშვნელობა
ჰქონდა უკანასკნელ საათებს მისთვის. გასულ საღამოს სამსა-
ხურზე ნერვიულობდა. ახლა კი – საკუთარ სიცოცხლეზე.

139 მკითხველთა ლიგა


თავი 20

ოდესღაც ფლორენციას გარშემო კედელი ერტყა და ქალაქში


უმთავრესი შესასვლელის ფუნქციას 1326 წელს აგებული რომა-
ნას პორტის კარიბჭე ასრულებდა. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა
და ქალაქის კედლის უმეტესი ნაწილი დაინგრა, თუმცა ეს კარიბ-
ჭე ნგრევას გადაურჩა და ტრანსპორტის ნაკადი ქალაქისკენ
დღემდე მიედინება დიადი ქვის სიმაგრეში ღრმა თაღოვანი გვი-
რაბის გავლით.
რომანას პორტის კორპუსი წარმოადგენს აგურისა და ქვისგან
ნაშენ უძველეს თხუთმეტმეტრიან კედელს, ხოლო პირველადი
თაღიდან ჩვენამდე მასიური ხის ურდულიანი კარია მოღწეული.
ამჟამად ის დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ღიაა და მოძრაო-
ბას ხელს არ უშლის. ამ კარიბჭის წინ ერთმანეთს ექვსი ფართო
გზა კვეთს, ხოლო გზების გადაკვეთის ცენტრში დგას პისტოლე-
ტოს მიერ დამზადებული დიდი ქანდაკება, ქალი, რომელიც ქა-
ლაქს ტოვებს თავზე შემოდებული უზარმაზარი ფუთით.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს ადგილი სავსეა
მოგრუხუნე ავტომობილებით, ძველ დროში აქ, ფლორენციის კა-
რიბჭესთან, ერთგვარი პატარძლების ბაზრობა – „ფიერა-დეი-
კონტრატი“ იმართებოდა, რომლის დროსაც მამები ქალიშვი-
ლებს ათხოვებდნენ, ხანდახან კი აიძულებდნენ, ვნებიანი ცეკვე-
ბი შეესრულებინათ იმ იმედით, რომ მათ მომავალ ქმართან
ბევრად მომგებიან საქორწინო კონტრაქტს გააფორმებდნენ.
დევნილებს კარიბჭემდე სულ რამდენიმე მეტრი აშორებდათ,
როცა სიენამ „ტრაიკი“ გააჩერა და შეშფოთებულმა წინ მიუთითა.
ლენგდონმა მის ზურგს უკნიდან გამოიხედა და მაშინვე მიხვდა
სიენას შიშის მიზეზს: მათგან არც ისე მოშორებით მანქანების
გრძელი რიგი იდგა, რომელთა ძრავებიც ნეიტრალურ სიჩქარე-
ში გადაყვანილი მუშაობდა. კარიბჭის წინ, გზების გადაკვეთაზე,
140 მკითხველთა ლიგა
პოლიციას მოძრაობა შეეჩერებინა. მათ სულ ახალი და ახალი
საპატრულო ავტომანქანები უერთდებოდა. შეიარაღებული პო-
ლიციელები თითოეულ მანქანასთან ჩერდებოდნენ და მძღო-
ლებს რაღაცას ეკითხებოდნენ.
„ნუთუ ეს ყველაფერი ჩვენ გამო ხდება? – გაიფიქრა ლენ-
გდონმა. შეუძლებელია!“
წინ მაკიაველის ბულვარიდან მათი მიმართულებით მომავა-
ლი ოფლისგან გახვითქული ველოსიპედისტი გამოჩნდა. ის და-
ბალ ველოსიპედს მართავდა და თითქმის მწოლიარე, პედლებს
შიშველი ფეხებით პირდაპირ თავის ცხვირწინ ატრიალებდა. სი-
ენამ დაუძახა:
– Cos e successo?23
– Chi lo sal!24 – უპასუხა მან გაოგნებული გამომეტყველებით,
– Carabinieri, – და გაშორდა. ცდილობდა რაც შეიძლება სწრა-
ფად გასცლოდა იქაურობას, თითქოსდა ცოდვას გაურბოდა.
სიენა მოღუშული სახით მოტრიალდა ლენგდონისკენ.
– სამხედრო პოლიციამ ყველაფერი გადაკეტა.
სადღაც მათ ზურგს უკან სირენების ხმა გაისმა, ანერვიულე-
ბულმა სიენამ მაკიაველის ბულვარს გახედა. სახეზე შიშის ნიღა-
ბი შეჰყინვოდა.
„ხაფანგში მოგვიმწყვდიეს“, გაიფიქრა ლენგდონმა. თვალე-
ბით რაიმენაირ გასაძრომს ეძებდა – გადამკვეთ გზაზე, პარკში,
ხეივანში, მაგრამ მარცხნივ მთელი სივრცე კერძო სახლებს ეჭი-
რა, მარჯვნივ კი ქვის კედელი აღმართულიყო.
სირენების წივილი სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა.
– იქით წავიდეთ, – ლენგდონმა წინ, მათგან ოცდაათიოდე ნა-
ბიჯზე არსებული ცარიელი სამშენებლო მოედნისკენ მიუთითა –

23
რა მოხდა?(იტალ.)
24
საიდან უნდა ვიცოდე.(იტალ.)
141 მკითხველთა ლიგა
მოძრავი ბეტონგადამზიდის მიღმა ასე თუ ისე მოახერხებდა კაცი
დამალვას.
„ტრაიკი“ ადგილს მოსწყდა, ტროტუარზე ავიდა და გზის ცარი-
ელ ნაწილზე გადავიდა. ბეტონმზიდთან დაამუხრუჭეს და უეცრად
მიხვდნენ, რომ „ტრაიკის“ დამალვას კი შეძლებდნენ, მაგრამ თა-
ვად მათთვის ადგილი აღარ დარჩებოდა.
– მომყევი, – ბრძანა სიენამ და ბუჩქებს შორის, კედელზე მი-
შენებული პატარა სათავსოსკენ გაქანდა.
„არა, ეს სათავსო არ არის, – რამდენიმე წამში მიხვდა ლენ-
გდონი და უნებურად ცხვირი მოიქავა, – ქუჩის ტუალეტია“.
როდესაც მშენებელი მუშებისთვის განკუთვნილ ბიოტუალეტ-
თან მიირბინეს, საპატრულო მანქანების სირენების ხმაური უკვე
ძალიან ახლოს ისმოდა. სიენამ სახელურს მოქაჩა, მაგრამ კარი
დაკეტილი აღმოჩნდა, – ბოქლომიანი მძიმე ჯაჭვი ედო. უეცრად
ლენგდონმა სიენას ხელი მოჰკიდა, ტუალეტს შემოატარა და კე-
დელსა და ტუალეტის ჯიხურს შორის არსებულ ვიწრო ადგილას
შეაძვრინა. ისინი ამ სივიწროვეში დიდი გაჭირვებით მოთავ-
სდნენ. სიმყრალის გამო აქ სუნთქვაც კი ჭირდა.
ის იყო ლენგდონი მეწყვილესთან ერთად მიიმალა, რომ მათ
კვალდაკვალ ხედვის არეალში გამოჩნდა შავი „სუბარუ-ფორეს-
ტერი“, რომელსაც გვერდზე დიდი ასოებით ეწერა
„CARABINIERI“. ავტომანქანამ ნელა გაიარა იმ ადგილზე, სა-
დაც ისინი იმალებოდნენ.
„იტალიური სამხედრო პოლიცია!“ ლენგდონი თვალებს ვე-
ღარ უჯერებდა. საინტერესოა, მათაც თუ დართეს სასიკვდილო
სროლის ნება?
– ვიღაცას ძალიან სჭირდება ჩვენი მოძებნა, – დაიჩურჩულა
სიენამ, – და იციან, რომ სადღაც აქვე ვართ.
– ჯი-პი-ესი? – ივარაუდა ლენგდონმა, – იქნებ პროექტორშია
გადამცემი?
142 მკითხველთა ლიგა
სიენამ უარის ნიშნად თავი გააქნია:
– არა მგონია. თუ ამ ნივთის ასე ადვილად პოვნა იყო შესაძ-
ლებელი, გაცილებით ადრე მოგვაგნებდნენ.
ლენგდონი ოდნავ შებრუნდა, რომ საკუთარი გაბარიტების
გათვალისწინებით უკეთესად მოთავსებულიყო ამ ვიწრო კუთხე-
ში. იქვე,
ცხვირწინ დაინახა ტუალეტის უკანა კედელზე გამოსახული
არაჩვეულებრივი გრაფიტი.
„ოჰ, ეს იტალიელები!“
ამერიკაში თითქმის ყველა ტუალეტში უხეიროდაა მიჯღაბნი-
ლი უზარმაზარი მკერდისა და პენისის გამოსახულებები. თუმცა
ამ ბიოტუალეტის უკანა კედელი დამწყები მხატვრის ალბომს უფ-
რო ჰგავდა: ეხატა ადამიანის თვალი, კარგად მოხაზული ხელი,
მამაკაცისპროფილი და ზღაპრული დრაკონი.
– ნუ გეგონებათ, რომ მთელ იტალიაში ასე გემოვნებით აფუ-
ჭებენ სხვის ქონებას, – თქვა სიენამ, თითქოს ლენგდონის აზ-
რებს მიხვდაო, – საქმე ის გახლავთ, რომ ზუსტად ამ ქვის კედ-
ლის მიღმა ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტი მდებარეობს.
თითქოს მისი სიტყვების დასტურად, იქვე ესკიზებისთვის გან-
კუთვნილი დიდი საქაღალდეებით შეიარაღებული სტუდენტების
ჯგუფი გამოჩნდა. ისინი ნელა მოემართებოდნენ მათკენ, თან სა-
უბრობდნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და გაოცებული მზერით იყურე-
ბოდნენ პირდაპირ, რომანას პორტის მხარეს.
სტუდენტებს რომ არ შეემჩნიათ, ლენგდონი და სიენა დაიხარ-
ნენ. ამასობაში ლენგდონს ბრწყინვალე აზრმა გაუელვა:
წელს ზემოთ თავით მიწაში ჩაფლული ცოდვილები!
შესაძლოა, ამაში დამნაშავე ფეკალიების სუნი ანდა ჩავლილი
ველოსიპედისტის ლაპლაპა ფეხები იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფი-
ლიყო, ლენგდონმა შინაგანი მზერით კვლავ დაინახა გულისამ-

143 მკითხველთა ლიგა


რევი სამყარო დასჯილთა საფლავებითა და მიწიდან ამოშვერი-
ლი შიშველი ფეხებით.
ლენგდონი უეცრად სიენასკენ შებრუნდა:
– სიენა! „La Mappa“-ს ჩვენეულ ვერსიაში იმ საცოდავის ფე-
ხები, რომელიც თავით მიწაში ჩაფლეს, მეათე საფლავში იყო,
ხომ ასეა? დასჯილთა საფლავების ყველაზე ქვედა ნაწილში?
სიენამ შეწუხებული სახით შეხედა ლენგდონს, თითქოს უკ-
ვირდა, რომ მაინცდამაინც ახლა მოუნდა ამაზე საუბარი.
– კი, ყველაზე დაბლა.
რამდენიმე წამით ლენგდონმა ფიქრებით ვენის აკადემიის
სცენაზე გადაინაცვლა. მისი ლექციის ეფექტურ ფინალამდე სულ
ცოტა დრო რჩებოდა. მან ახლახან უჩვენა მსმენელებს დორეს
გრავიურა „ჰერიონის“ გამოსახულებით. ეს გახლდათ ფრთოსა-
ნი ურჩხული შხამიანი კუდით, რომელიც სწორედ დასჯილთა
საფლავების მახლობლად ბინადრობდა.
„...მანამ, სანამ სატანას შევხვდებით, – მქუხარე ხმით განაც-
ხადა ლენგდონმა, რომლის ხმას კიდევ უფრო აძლიერებდა დი-
ნამიკები, – ჩვენ მოგვიწევს გადავკვეთოთ დასჯილთა ათი საფ-
ლავი, სადაც თაღლითებს სჯიან – მათ, რომლებიც სიბოროტეს
განზრახ სჩადიოდნენ.
ლენგდონმა საფლავების გადიდებული გამოსახულება იპოვა
სლაიდებში, შემდეგ ისინი სათითაოდ ჩამოთვალა:
– მაშ ასე, თუ ზემოდან ქვემოთ ვიმოძრავებთ, შევხვდებით
მაცდუნებლებს, რომლებსაც დემონები შოლტებით ამათრახე-
ბენ... უწმინდურებაში ამოვლებულ პირფერებს... მლიქვნელებს,
რომლებიც წელს ზემოთ მიწაში არიან ჩამარხულნი... ცრუწინას-
წარმეტყველებს, რომელთა კისრები ას ოთხმოცი გრადუსითაა
მოგრეხილი... მექრთამეებს, ადუღებულ კუპრში რომ იხარშები-
ან. ორგულთ სპილენძის მანტიებში, ქურდებს, რომლებსაც
გველნი გესლავენ... ცბიერ მრჩევლებს, ცეცხლის ალში გახვე-
144 მკითხველთა ლიგა
ულთ... უთანხმოების წამქეზებლებს, რომლებსაც ეშმაკნი უმოწ-
ყალოდ ასახიჩრებენ... დაბოლოს, მატყუარები, იგივე გამყალ-
ბებლები, რომლებიც საშინელი დაავადებებით იტანჯებიან, –
ლენგდონი კვლავ დარბაზს მიუტრიალდა, – დანტემ ეს ბოლო
საფლავი გამყალბებლებისთვის იმ მიზეზით შემოინახა, რომ
სწორედ დანტესთვის სახელის გატეხის კამპანია იქცა ფლორენ-
ციიდან პოეტის გაძევების მიზეზად...“

– რობერტ! – გაისმა სიენას ხმა.


ლენგდონი მოგონებებიდან გამოერკვა. სიენა მას პასუხის
მომლოდინე სახით უყურებდა:
– რას გჭირთ?
– „ჯოჯოხეთის რუკა“, – აღელვებით უპასუხა ლენგდონმა, –
ჩვენეულ ვერსიაში ის სხვანაირია! – მან ქურთუკის ჯიბეები მო-
იქექა, ამოიღო პროექტორი და რამდენადაც იქ არსებულმა სი-
ვიწროვემ ამის საშუალება მისცა, მისი ნჯღრევა დაიწყო. შიგნით
ჩაგდებული ბურთულა ხმაურობდა,
თუმცა ეს საშიში სულაც არ იყო, რადგან ქუჩაში სირენების გა-
მაყრუებელი ხმა გაისმოდა, – ამ სურათის შემქმნელმა დასჯილ-
თა საფლავების თანმიმდევრობა შეცვალა!
ბოლოს და ბოლოს პროექტორი აინთო და ლენგდონმა მისი
სხივი მათ წინ მდებარე ბიოტუალეტის ბრტყელი ზედაპირისკენ
მიმართა. გამოჩნდა „ლა მაპპა დელლ’Iნფერნო“. პროექტორი
ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეს მკვეთრად ანათებდა.
„ბოტიჩელი ბიოტუალეტში!“ საეჭვო იყო, დიდებული ფერმწე-
რის ნამუშევარი ოდესღაც ასეთ „შესაფერის“ ადგილზე გამოეფი-
ნათ. ლენგდონმა თვალი გადაავლო ათივე საფლავს და აღელვე-
ბულმა თავი გაიქნია.

145 მკითხველთა ლიგა


– დიახ! – აღმოხდა მას, – აქ ყველაფერი სხვაგვარადაა! უკა-
ნასკნელ საფლავში უნდა იყვნენ ავადმყოფობით ტანჯულნი და
არა თავით მიწაში ჩამარხულნი. ის ხომ ცრუწინასწარმეტყველ-
თათვის არის განკუთვნილი!
სიენა ინტერესით აკვირდებოდა.
– მაგრამ... რატომ უნდა შეეცვალათ?
– Catrovacer, – დაიჩურჩულა ლენგდონმა, თან შესცქეროდა
იმ პატარა ლათინურ ასოებს, რომლებიც სურათს თითოეულ
წრეზე ჰქონდა დამატებული, – ვფიქრობ, ეს სულ სხვა რამეს ნიშ-
ნავს.
მიუხედავად იმ ტრავმისა, რომლის წყალობითაც უკანასკნე-
ლი ორი დღის მოგონებები დავიწყებული ჰქონდა, მისი ტვინი მო-
ცემულ მომენტში საკმაოდ კარგად მუშაობდა. წუთით თვალები
დახუჭა და გონებაში წარმოიდგინა „ჯოჯოხეთის რუკის“ ორი
სხვადასხვა ვარიანტი, რათა მათ შორის განსხვავება გაერკვია.
უშუალოდ დასჯილთა საფლავებში განსხვავება არც ისეთი მნიშ-
ვნელოვანი იყო, ვიდრე თავიდან მოეჩვენა... თუმცაღა თვალები-
დან აშკარად გადაეცალა გაურკვევლობის ლიბრი.
და უეცრად ყველაფერს ნათელი მოეფინა.
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ!
– აბა? –ვერ ითმენდა სიენა.
ლენგდონს პირი გაუშრა.
– მგონი ვიცი, რატომაც აღმოვჩნდი ფლორენციაში.
– მართლა?
– ჰო. და ისიც ვიცი, სად უნდა წავიდეთ.
სიენა ხელში ჩააფრინდა.
– სად?!
საავადმყოფოში გამოღვიძების შემდეგ პირველად ლენგდონ-
მა ფეხქვეშ მიწა მყარად იგრძნო.

146 მკითხველთა ლიგა


– ეს ათი ასო, – ჩურჩულით თქვა, – მიუთითებს ძველ ფლო-
რენციაში არსებულ კონკრეტულ ადგილზე. სწორედ იქ იმალება
პასუხები.
– რომელ ადგილზე?! ამიხსენით!
ტუალეტთან, რომლის მიღმაც იმალებოდნენ, სიცილის ხმები
აღწევდა. ახლოს სხვა სტუდენტებიც სეირნობდნენ, ისინი სხვა-
დასხვა ენაზე საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. ლენგდონმა
ფრთხილად გაიხედა და სტუნდეტები მოათვალიერა. შემდეგ პო-
ლიციას დაუწყო ძებნა.
– წავიდეთ, – თქვა მან, – გზაში აგიხსნით.
– გზაში?! – სიენამ თავი გააქნია, – ჩვენ ხომ რომანას პორტს
ვერც კი გავცდებით!
– ზუსტად ნახევარი წუთით მოიცადეთ აქ. შემდეგ კი გამომყე-
ვით.
ამ სიტყვებთან ერთად ლენგდონი საფარიდან გასხლტა და
თავისი მეწყვილე მარტო დატოვა.

147 მკითხველთა ლიგა


თავი 21

– Scusi!25 – რობერტი ცდილობდა, სტუდენტების ჯგუფს დას-


წეოდა, – Scusate!
სტუდენტები ერთდროულად მოტრიალდნენ. ლენგდონმა ირ-
გვლივ დააცეცა თვალები, თითქოს გზააბნეული ტურისტი ყოფი-
ლიყოს.
– Dov’e l’lstituto statale d’arte?26 – დამტვრეული იტალიურით
იკითხა.
სვირინგებით მოხატულმა ბიჭმა სიგარეტი გააბოლა და დამ-
ცინავად უპასუხა:
– Non parliamo italiano.27
სტუდენტს ფრანგული აქცენტი ჰქონდა.
ერთ-ერთმა გოგონამ საყვედურით შეხედა ტატუირებულ მე-
გობარს და ლენგდონს თავაზიანად მიუთითა რომანას პორტის
მიმართულებით, გრძელ კედელზე.
– Piu avanti, sempre dritto.
„პირდაპირ, სულ პირდაპირ იარეთ“, – თარგმნა გულში ლენ-
გდონმა.
– Grazie.
ამასობაში სიენა შეუმჩნევლად გამოძვრა ბიოტუალეტის სა-
მალავიდან და მათკენ გაემართა. სტუდენტები ინტერესით უყუ-
რებდნენ მათკენ მომავალ ოცდაათიოდე წლის მოხდენილ ქალს.
როდესაც ის ლენგდონთან მივიდა, მან მისალმების ნიშნად
მხარზე ხელი დაადო.
– ეს ჩემი და სიენაა. სამხატვრო კოლეჯში ასწავლის.

25
უკაცრავად!(იტალ.)
26
სად მდებარეობს სახელმწიფო ხელოვნების ისტიტუტი?(იტალ.)
27
ჩვენ იტალიურად არ ვლაპარაკობთ.(იტალ.)
148 მკითხველთა ლიგა
– არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, – ჩაიბურტყუნა სვირინგებიან-
მა ბიჭმა და სიენას შეხედა. მის მეგობარ ბიჭებს გაეცინათ. ლენ-
გდონმა წაუყრუა.
– თითოეულმა მასწავლებელმა ერთი წლის მანძილზე სამუ-
შაო გამოცდილება უნდა დააგროვოს საზღვარგარეთ და ჩვენ
ფლორენციაში ჩამოვედით, რათა ამისთვის შესაფერისი ადგილი
გვეპოვა. შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდეთ?
– Ma certo,28 – ღიმილით უპასუხა გოგონამ.
ისინი აუჩქარებლად გაემართნენ პოლიციელებით გადაჭე-
დილ რომანას პორტისკენ. გზაში სიენამ სტუდენტებთან გააბა სა-
უბარი, ხოლო ლენგდონი ჯგუფის შუაში ჩადგა და ეცადა, რაც შე-
იძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო.
„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ“, ფიქრობდა, თან თვალწინ დას-
ჯილთა საფლავები ედგა და გრძნობდა, როგორ უფეთქავდა
აღელვებისგან გული.
Catrovacer. ლენგდონს გაახსენდა, რომ ამ ათ ასოს უკავშირ-
დებოდა ხელოვნების სამყაროში ყველაზე დამაინტრიგებელი
საიდუმლო, მრავალსაუკუნოვანი გამოცანა, რომლის ამოხსნაც
ვერავინ შეძლო. ამ ათი ასოსგან შედგენილი მითითება 1563
წელს გამოჩნდა სახელგანთქმული ფლორენციული „პალაცო ვე-
კიოს“ შიდა კედელზე – იატაკიდან ათი მეტრის სიმაღლეზე. წარ-
წერის გარჩევა დღემდე შეუძლებელია ბინოკლის გარეშე. საუკუ-
ნეების განმავლობაში ამ მინაწერს ვერავინ ამჩნევდა, მხოლოდ
1970 წელს შენიშნა ერთმა ხელოვნებათმცოდნემ მანამდე ყვე-
ლასთვის უცნობი დეტალი. რამდენიმე ათწლეულის განმავლო-
ბაში ის და სხვა სწავლულები ამ მითითების აზრის გაგებას ცდი-
ლობდნენ, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო, თუმცა კი მრავალი ჰიპო-
თეზა გამოითქვა.

28
რა თქმა უნდა.(იტალ.)
149 მკითხველთა ლიგა
ამ ამბის გახსენებამ ლენგდონი თითქოს აღელვებული უცნო-
ბი ზღვიდან მშვიდ ნავსაყუდელში დააბრუნა. ბოლოს და ბოლოს,
ხელოვნების ისტორია და უძველესი საიდუმლოებები მის საქმია-
ნობასთან უფრო ახლოს იდგა, ვიდრე ცოცხალი სამიზნეების-
თვის ტყვიის სროლა და ბიოლოგიური საფრთხე.
რომანას პორტში მათ თვალწინ ირეოდა უამრავი ახალთახა-
ლი საპატრულო მანქანა.
– ერთი ამას შეხედე, – თქვა ტატუებიანმა ბიჭმა, – ნეტა ასეთი
რა ჩაიდინა, ვისაც ეძებენ?
გზის მარჯვენა მხარეს მოსიარულე ჯგუფი ხელოვნების ინსტი-
ტუტის მთავარ შესასვლელს მიადგა. იქ უამრავ სტუდენტს მოეყა-
რა თავი, ყველა რომანას პორტთან დატრიალებულ ამბავს უყუ-
რებდა. დაცვის წევრი ცალი თვალით აკვირდებოდა შენობაში შე-
მავალი სტუდენტების საშვებს, ის ამ საქმით არცთუ მაღალ ანაზ-
ღაურებას გამოიმუშავებდა. პოლიციელთა ფუსფუსი მასში უფრო
დიდ ინტერესს იწვევდა.
მოედნიდან მუხრუჭების ხმამაღალი ღრჭიალის ხმა გაისმა და
რომანას პორტის მკვეთრ მოსახვევში ლენგდონისა და სიენას-
თვის უკვე კარგად ნაცნობი შავი ფურგონი შეფრინდა.
ლენგდონი იმწუთასვე შეტრიალდა იმის შიშით, რომ არ შეემ-
ჩნიათ. მომენტი გამოიყენა და მან და სიენამ თავიანთ ახალ მე-
გობრებთან ერთად ხმაამოუღებლივ შეაღწიეს ინსტიტუტის ტე-
რიტორიაზე.
ინსტიტუტისკენ მიმავალი ფართო გზა არაჩვეულებრივად
ლამაზი იყო – ნებისმიერი დიდებული სასახლის მფლობელსაც
კი შეშურდებოდა.
გზის ორივე მხარეს უზარმაზარი მუხები იმგვარად ჩაემწკრი-
ვებინათ, რომ ზემოთ მათი გადახლართული ტოტები მთელ სას-
წავლო კორპუსს ლამაზ ჩარჩოში აქცევდა. ეს იყო უზარმაზარი
ძველი ყვითელი შენობა, შუაში თაღითა და შესასვლელის წინ
150 მკითხველთა ლიგა
ფართო, ოვალური კორდით. ლენგდონმა იცოდა, რომ ეს, ისევე
როგორც ქალაქის კიდევ მრავალი შენობა, ააშენეს ერთი
ბრწყინვალე დინასტიის დაკვეთით, რომელიც ფლორენციას სა-
მი – მეთხუთმეტე, მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნის განმავ-
ლობაში მართავდა.
მედიჩები.
თვით ეს გვარი ფლორენციის სიმბოლოდ იქცა. სამსაუკუნო-
ვანი მმართველობის განმავლობაში მედიჩების ძლევამოსილმა
კლანმა წარმოუდგენელი სიმდიდრე დააგროვა და გასაოცარი
მასშტაბის გავლენა მოიპოვა. მსოფლიოს მისი წყალობით მოევ-
ლინა ოთხი პაპი, საფრანგეთის ორი დედოფალი და ევროპაში
უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია. თანამედროვე ბანკები
დღემდე იყენებენ მედიჩების მიერ შემუშავებულ საბუღალტრო
სისტემას, რომელიც აგებულია ორმაგი შემოსავლის – დებეტისა
და კრედიტის სისტემაზე.
მაგრამ მედიჩების უმთავრესი მემკვიდრეობა არა ფინანსებს
ან პოლიტიკას, არამედ სამხატვრო ხელოვნებას უკავშირდება.
ხელოვნების სამყაროს ყველაზე გულუხვი მბრძანებლები ფულს
არ იშურებდნენ შეკვეთებზე, რომელთა შედეგადაც რენესანსის
ყველაზე დიდებული ყვავილები აყვავდა. იმ ცნობილ ადამიანთა
სახელებს შორის, რომლებიც აღნიშნული ოჯახის მფარველო-
ბით სარგებლობდნენ, არიან გიგანტებიც – ლეონარდო და ვინ-
ჩი, გალილეი, ბოტიჩელი... ამ უკანასკნელის ყველაზე სახელ-
განთქმული ტილო „ვენერას დაბადება“,ლორენცო მედიჩის შეკ-
ვეთით დაიხატა – მან გადაწყვიტა, თავისი ნახევარძმისთვის სა-
ქორწინო საჩუქრად ეროტიკული ნახატი მიეძღვნა, რათა მას იგი
თავისი საქორწინო სარეცლის თავთან დაეკიდა.
თავისი გულუხვობის წყალობით ლორენცო მედიჩიმ ზეწოდე-
ბა „დიდებული“ დაიმსახურა, თავადაც არ ყოფილა ცუდი პოეტი
და მხატვარი – უდიდესი ნიჭის პატრონი იყო. 1489 წელს ის ერთი
151 მკითხველთა ლიგა
დამწყები მოქანდაკის ნამუშევრებმა დააინტერესა და ახალგაზ-
რდა ტალანტი მედიჩების სასახლეში საცხოვრებლად მიიწვია,
სადაც შემოქმედს თავისი ოსტატობის გამოვლენა თვალწარმტა-
ცი შედევრების გარემოცვაში, დახვეწილი პოეზიისა და მაღალი
კულტურის ატმოსფეროში შეეძლო. მედიჩის მეურვეობის ქვეშ
მყოფმა ხელოვანმა მალე დაიპყრო დიდების მწვერვალები და
საბოლოოდ შექმნა ორი ყველაზე ცნობილი სკულპტურა ისტო-
რიაში: „პიეტა“ და „დავითი“. ჩვენ დღესდღეობით ამ ადამიანს მი-
ქელანჯელოს სახელით ვიცნობთ. ამ გენიალურ შემოქმედს ხან-
დახან უწოდებენ უდიადეს საჩუქარს, რომელიც კაცობრიობამ მე-
დიჩებისგან მიიღო.
„მედიჩების ხელოვნებისადმი ვნებას თუ გავითვალისწი-
ნებთ, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ამ ოჯახის წევრები სულაც არ
გაბრაზდებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ მათ წინ მდებარე შენო-
ბა, თავდაპირველად ამავე ოჯახის თავლას რომ წარმოადგენდა,
შემდეგ ცხოველი შემოქმედებითი ენერგიის ხელოვნების ინსტი-
ტუტად იქცა. ეს მშვიდი კუთხე, ახალგაზრდა მხატვართა ეს თავ-
შესაფარი ოდესღაც თავლის ასაშენებლად მთელ ფლორენციაში
გამორჩეულ ადგილზე ცხენით ჯირითისთვის შესაფერისი საუკე-
თესო მიწის ნაკვეთის გამო აარჩია სადამ ბობოლიმ.
ბობოლის ბაღები.
ლენგდონმა თვალი მოავლო მარცხნივ, საითაც ზემოთ აზი-
დული კედლიდან ხეთა კენწეროები მოჩანდა. ბობოლის ბაღებში
ტურისტებს ძალიან უყვარდათ სეირნობა. ლენგდონს ეჭვი თით-
ქმის არ ეპარებოდა, რომ თუ ის და სიენა ამ ზღუდის მიღმა გაღ-
წევას მოახერხებდნენ, მთელ პარკს შეუმჩნევლად გადაკვეთ-
დნენ და ამგვარად რომანას პორტს უკან მოიტოვებდნენ. ყოველ
შემთხვევაში, ამ ფართო პარკში დასამალი ადგილებიც საკმარი-
სად მოიძებნებოდა: ტყეები, ლაბირინთები, მღვიმეები, ნიშები...
ამასთან, ბობოლის ბაღების გადაკვეთით აღმოჩნდებოდნენ პა-
152 მკითხველთა ლიგა
ლაცე პიტიში, ქვის ციტადელთან, საიდანაც მედიჩები მართავ-
დნენ მთელ თავიანთ საჰერცოგოს. ამჟამად ეს ასორმოცდარბა-
ზიანი სასახლე ფლორენციის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ
ღირსშესანიშნაობადაა ქცეული.
„თუ პალაცო პიტიმდე მივაღწიეთ, – გაიფიქრა ლენგდონმა, –
ძველი ქალაქის იმ საჭირო ადგილამდე ხელის გაწვდენაზე ვიქ-
ნებით“.
ლენგდონმა პარკის კედელზე მოჩვენებითი გულგრილობით
მიანიშნა და იკითხა:
– როგორ მოვხვდეთ ბაღებში? მინდა ჩემს დას ვუჩვენო. ინ-
სტიტუტში შესვლას ისედაც მოვასწრებთ.
სვირინგებიანმა ბიჭმა თავი გააქნია:
– აქედან ვერ მოხვდებით. შესასვლელი მოშორებითაა, პა-
ლაცე პიტისთან. მოგიწევთ რომანას პორტის გავლით წახვიდეთ
და პარკს შემოუაროთ.
– რა სისულელეა! – წამოიძახა სიენამ.
ლენგდონის ჩათვლით ყველა შეტრიალდა და სიენას მიაშ-
ტერდა.
– კარგი, რა! – ეშმაკურად გაუღიმა სტუდენტებს სიენამ, თან
თავის ქერა თმის კუდს აწვალებდა, – გინდათ მითხრათ, რომ
არასდროს გადადიხართ კედლის მიღმა მოსაწევად ან გასართო-
ბად?
სტუდენტებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ერთხმად გა-
დაიხარხარეს. ტატუებიანი ბიჭი სრულიად დააკმაყოფილა ამ შე-
ნიშვნამ.
– ქალბატონო, თქვენ ვალდებულიც კი ხართ, აქ ასწავ-
ლოთ, – განაცხადა მან. შემდეგ შენობის კუთხესთან მიიყვანა სი-
ენა და მის იქით მდებარე საავტომობილო სადგომი აჩვენა, – ხე-
დავთ იმ ავტოფარეხს ხელმარცხნივ? იმის იქით ხარაჩოები დგას,

153 მკითხველთა ლიგა


მათი დახმარებით სახურავზე აძვერით და კედლის მეორე მხარეს
მოხვდებით.
სიენა უკვე იქით მიაბიჯებდა. მობრუნდა და ლენგდონს დამცი-
ნავი ღიმილით გამოსძახა.
– წამოდი, ძმაო, ბობ. თუ უკვე იმდენად დაბერდი, რომ ღობე-
ებზე ძრომიალი აღარ შეგიძლია?

154 მკითხველთა ლიგა


თავი 22

ვერცხლისფერთმიანმა ქალმა ფურგონის ტყვიაგაუმტარ ფან-


ჯარას თავი მიაყრდნო და თვალები დახუჭა. მის გარშემო ყველა-
ფერი ირეოდა. იძულებით მიღებული პრეპარატებისგან გული
ერეოდა.
„ექიმი მჭირდება“, გაიფიქრა.
თუმცაღა, მის შეიარაღებულ გამყოლს მკაცრი ბრძანება
ჰქონდა მიღებული – ქალის არც ერთი სურვილისათვის ყურად-
ღება არ მიექცია, სანამ დავალება წარმატებით არ შესრულდებო-
და. იმ ხმების მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, რომლებიც მათ ეს-
მოდათ, გარშემო ნამდვილი ქაოსი იდგა და დავალების შესრუ-
ლებას კიდევ ბევრი აკლდა.
ქალს თავბრუსხვევა გაუძლიერდა. სუნთქვაც უჭირდა. გუ-
ლისრევის მორიგი შემოტევის მოლოდინში საკუთარ თავს კიდევ
ერთხელ ჰკითხა, თუ როგორ ჩააგდო ცხოვრებამ ამ სიურრეა-
ლისტურ სიტუაციაში. პასუხი საკმაოდ რთული საპოვნი იყო, მით
უმეტეს, ასეთ ავადმყოფურ მდგომარეობაში, მაგრამ ის კი ზუს-
ტად იცოდა, ეს ყველაფერი საიდანაც დაიწყო.
ნიუ-იორკში.
ორი წლის წინ.
ის ჟენევიდან, სადაც ათი წლის განმავლობაში საკმაოდ პრეს-
ტიჟული და შესაშური, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დი-
რექტორის თანამდებობა ეკავა, – მანჰეტენში ჩაფრინდა. რო-
გორც ეპიდემიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების სპეცია-
ლისტი, იგი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ“ მიიწვია,
რათა ლექცია წაეკითხა „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნებში პანდემი-
ის შეჩერების თემაზე. დაავადების ადრეულ სტადიაში აღმოჩენის
მეთოდებსა და განკურნების გეგმის შესახებ საუბრისას (რომე-

155 მკითხველთა ლიგა


ლიც ჯანდაცვის მსოფლიო და სხვა ორგანიზაციებში შეიმუშავეს),
იგი ოპტიმიზმსა და თვითრწმენას ასხივებდა.
ლექციის შემდეგ ის მისაღებში შეჩერდა, რათა რამდენიმე
მეცნიერს გასაუბრებოდა. უეცრად მათ მუსაიფი გააწყვეტინა გა-
ეროს წარმომადგენელმა, რომელსაც მაღალი დიპლომატიური
რანგის დამადასტურებელი საშვი ეკეთა.
– დოქტორო სინსკი, ჩვენ სულ ახლახან დაგვიკავშირდნენ სა-
ერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოდან. ერთ ადამიანს თქვენ-
თან საუბარი სურს. ავტომანქანა უკვე გელოდებათ.
აღელვებულმა და ოდნავ შემკრთალმა, დოქტორმა ელიზა-
ბეთ სინსკიმ მოსაუბრეებს მოუბოდიშა და თავისი პატარა ჩანთა
აიღო. სანამ ლიმუზინი, რომელშიც ის ჩაჯდა, პირველ ავენიუს მი-
უყვებოდა, დოქტორი უფრო და უფრო ღელავდა.
საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო?
ისევე როგორც ყველას, ელიზაბეთ სინსკისაც სმენოდა ამ საბ-
ჭოს შესახებ.
„საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო“ 1920 წელს დაარ-
სდა, როგორც ერთგვარი კერძო „მართვის ცენტრი“ და მას შემ-
დეგ თითქმის ყველა სახელმწიფო მდივანი, ასობით პრეზიდენ-
ტი, ჩ.I.ა-ის დირექტორთა უმრავლესობა, სენატორები და მოსა-
მართლეები ამ საბჭოს წევრები ხდებოდნენ. ცნობილი ფინანსუ-
რი დინასტიების წარმომადგენლები: მორგანები, როტშილდები
და როკფელერებიც ამ კლუბში იყვნენ. ინტელექტის, კაპიტალი-
სა და პოლიტიკური გავლენის ამგვარი უნიკალური შერწყმით სა-
ერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ „მსოფლიოში ყველაზე
გავლენიანი კერძო კლუბის“ რეპუტაცია მოიპოვა.
ელიზაბეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტო-
რობამდეც მიჩვეული იყო მაღალი რანგის ადამიანებთან მუშა-
ობას. ამ ორგანიზაციაში დიდი ხნის სამუშაო სტაჟმა მას აღიარე-

156 მკითხველთა ლიგა


ბა მოუტანა: ახლახან მსხვილმა საინფორმაციო ჟურნალმა პლა-
ნეტის ოცი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ნუსხაში შეიყვანა.
„მსოფლიო ჯანდაცვის სახე“ – ასე ეწერა ჟურნალში დაბეჭ-
დილ მის ფოტოს. ამაზე ელიზაბეთს გაეღიმა, რადგან ბავშვობაში
გამუდმებით ავადმყოფობდა.
ბავშვობაში ასთმა ტანჯავდა და ექვსი წლის ასაკში ახალი იმე-
დისმომცემი წამლის მაღალი დოზებით გაიარა კურსი. ეს იყო გა-
ყიდვაში შემოსული პირველი გლუკოკორტიკოსტეროიდები ანუ
სტეროიდული ჰორმონები, რომლის მიღების შემდეგ ასთმის
სიმპტომები უკვალოდ გაქრა. სამწუხაროდ, ამ საოცარ წამალს
გვერდითი მოვლენებიც გააჩნდა, რომლებიც მხოლოდ წლების
შემდეგ გამოვლინდა – როდესაც სინსკი სქესობრივი მომწიფე-
ბის ზღვარს გადასცდა... მას მენსტრუალური ციკლი არ ჰქონია.
გონებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა ის მძიმე წუთი, როდესაც ცხრა-
მეტი წლისას ექიმმა აცნობა, რომ მის რეპროდუქციულ სისტემას
შეუქცევადი ზიანი მისდგომოდა.
ელიზაბეთ სინსკის შვილი არასდროს ეყოლებოდა.
„დროთა განმავლობაში ჭრილობა შეხორცდება“ – უთხრა
ექიმმა, თუმცა სევდა და სიცარიელე მის სულში არ ქრებოდა, პი-
რიქით, იზრდებოდა. უბედურება ისიც იყო, რომ წამალმა, რო-
მელმაც ელიზაბეთს შვილის გაჩენის შანსი წაართვა, ვერავითა-
რი გავლენა ვერ მოახდინა მასში ბუნებრივად არსებულ დედობ-
რივ ინსტინქტზე. ათწლეულების განმავლობაში ებრძოდა ამ აუხ-
დენელ ოცნებას და ახლაც კი, სამოცდაერთი წლის ასაკში, ბავ-
შვისა და დედის დანახვაზე გული ეკუმშებოდა.
– თითქმის მივედით ადგილზე, დოქტორო სინსკი, – მოახსენა
ლიმუზინის მძღოლმა.
ელიზაბეთმა თავის გრძელ ვერცხლისფერ კულულებზე ხელი
ჩამოისვა და ფანჯარაში გაიხედა. გონზე მოსვლაც კი ვერ მოას-
წრო, რომ ავტომანქანა გაჩერდა და მძღოლმა კარი გაუღო, შემ-
157 მკითხველთა ლიგა
დეგ ტროტუარზე გადმოსვლაში მიეხმარა. ფეშენებელურ რაიონ-
ში, მანჰეტენზე იმყოფებოდნენ...
– მე აქ მოგიცდით, – უთხრა მძღოლმა, – როდესაც დაასრუ-
ლებთ, აეროპორტში წაგიყვანთ.
საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს შტაბბინა ნიუ-იორ-
კში, ნეოკლასიკური სტილის მოკრძალებული ზომის შენობაში
იყო განთავსებული – პარკ-ავენიუსა და სამოცდამერვე ქუჩის
კუთხეში. ოდესღაც აქ „სტანდარტ ოილის“ ნავთობის მაგნატი
ცხოვრობდა. შენობა მშვენივრად ერწყმოდა დიდებულ გარემო
ლანდშაფტს და სრულიად არაფერი მეტყველებდა მის უნიკა-
ლურ, ნამდვილ სტატუსზე.
– დოქტორო სინსკი! – მიესალმა წარმოსადეგი ადმინისტრა-
ტორი ქალი, – აქეთ მობრძანდით. ის უკვე გელოდებათ.
„კეთილი, მაგრამ ვინ „ის“?“ ადმინისტრატორის კვალდაკვალ
მან მდიდრული დერეფანი გაიარა და დახურულ კართან მივიდა.
ქალმა მოკლედ დააკაკუნა, შემდეგ ფართოდ გააღო კარი და
დოქტორი დახვეწილი ჟესტით შეიპატიჟა.
ელიზაბეთმა ზღურბლი გადაკვეთა თუ არა, მის ზურგს უკან კა-
რი მყისიერად დაიხურა.
თათბირისთვის განკუთვნილ პატარა ოთახში ბნელოდა. სი-
ნათლის ერთადერთი წყარო ჩართული ვიდეოეკრანი იყო. მის
ფონზე მაღალი, გამხდარი ადამიანის სილუეტი აღიმართა. ელი-
ზაბეთი მის სახეს ვერ ხედავდა, თუმცა ფიგურის მიხედვით ძლი-
ერი გავლენის მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
– დოქტორო სინსკი, – გაისმა უცნობის გამორჩეული ხმა, –
მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით, – თითქმის გაურკვეველმა
აქცენტმა ელიზაბეთს აფიქრებინა, რომ მის წინ ეროვნებით შვე-
იცარიელი იდგა, ანდა, შესაძლოა, გერმანელი, – გთხოვთ დაბ-
რძანდეთ, – შესთავაზა უცნობმა, თან იმ სკამზე მიუთითა, რომე-
ლიც ოთახის თითქმის ცენტრში იდგა.
158 მკითხველთა ლიგა
„არ უნდა გამეცნოს?“ ელიზაბეთი დაჯდა. ეკრანზე გამოჩე-
ნილმა უცნაურმა გამოსახულებამ იოტისოდენადაც ვერ გაუქრო
ნერვიულობა. „ეს რა ჯანდაბაა?“
– მე დღეს თქვენს გამოსვლას დავესწარი, – განაცხადა უც-
ნობმა, – დიდი გზის გამოვლა დამჭირდა, რათა თქვენთვის მო-
მესმინა. არ დაგიმალავთ და, ძალიან შთამბეჭდავი იყო.
– გმადლობთ.
– თქვენის ნებართვით, დავამატებ, რომ გაცილებით ლამაზი
ბრძანდებით, ვიდრე წარმომედგინა... მიუხედავად თქვენი ასაკი-
სა და გლობალური ჯანდაცვის პრობლემებისადმი განსაკუთრე-
ბული მიდგომისა.
ელიზაბეთი დაიბნა. უცნობის საუბარი ნამდვილად თავხედუ-
რად ჟღერდა – ორმაგად და სამმაგადაც კი.
– უკაცრავად, – შენიშნა მან, თან სიბნელეში იყურებოდა, –
ვინ ხართ? და აქ რატომ მომიყვანეთ?
– მომიტევეთ ხუმრობის ეს უხეირო მცდელობა, – თქვა აჩ-
რდილმა, – და თუ რატომ ხართ აქ, ამას ეს სურათი აგიხსნით.
სინსკიმ მზერა ეკრანზე გადაიტანა. მის თვალწინ მრავალი
ადამიანი გამოჩნდა, ტანჯულთა ნამდვილი ზღვა, რომლებიც ერ-
თმანეთს ეკიდებოდნენ და ერთმანეთზე გადახლართული სხე-
ულების უზარმაზარ მასას ქმნიდნენ.
– დიდებული ფერმწერია დორე, – განაცხადა უცნობმა, – სწო-
რედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ უშუალოდ ვუცქერთ იმ საში-
ნელებებს, რომლებიც აღწერა ჯოჯოხეთში ჩასულმა დანტე ალი-
გიერიმ. აბა, როგორია, მოგწონთ? იმედი მაქვს, რომ – კი... იმი-
ტომ, რომ ყველა ჩვენგანს ეს მოგველის, – იგი შეჩერდა და ნელ-
ნელა მიუახლოვდა ქალს, – და ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, ეს რო-
გორ მოხდება.
ის კვლავ მისკენ მოიწევდა, თითქოსდა ყოველ ნაბიჯზე სულ
უფრო მაღალი ხდებოდა.
159 მკითხველთა ლიგა
– თუ მე ავიღებ ამ ფურცელს და ორად გავხევ... – მაგიდასთან
გაჩერდა, ხელში აიღო ფურცელი და ხმაურით გაფხრიწა შუაზე. –
შემდეგ ორივე ნახევარს ერთმანეთზე დავაწყობ... – თქვა და შე-
ასრულა კიდეც, – შემდეგ იმავეს გავიმეორებ... – მან კვლავ შუ-
აზე გახია ფურცელი და ერთი ნაწილი მეორეს დაადო, – ოთხჯერ
სქელი ფურცლების ნაკრები გამომივა, ვიდრე ის ერთი ფურცე-
ლია, რომლიდანაც დახევა დავიწყე, ხომ ასეა? – მისი თვალები
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში უცნაურად ელვარებდნენ.
ელიზაბეთს არ სიამოვნებდა მისი ხმის მოკრძალებული ტონი
და საუბრის აგრესიული მანერა. არაფერი უპასუხა.
– თეორიულად რომ ვთქვათ, – აგრძელებდა უცნობი და უფ-
რო უახლოვდებოდა ქალს, – თუ საწყისი ფურცლის სისქე მხო-
ლოდ ერთ მეათედ მილიმეტრს შეადგენს, მე კი, თუ დახევას გან-
ვაგრძობ, ვთქვათ, ორმოცდაათჯერ გავხევ, იცით, რა სისქის გახ-
დება დასტა?
ელიზაბეთმა იფეთქა.
– ვიცი, – წამოისროლა ბრაზმორეულმა, – მისი სისქე გა-
უტოლდება ერთ მეათედ მილიმეტრს, გამრავლებულს ორზე და
აყვანილს ორმოცდამეათე ხარისხში. ამას გეომეტრიული პროგ-
რესია ეწოდება. შემიძლია გკითხოთ, აქ რისთვის მომიყვანეთ?
უცნობმა გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია:
– სწორია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამის საბოლოო შედე-
გი რა იქნება? თუ ერთ მეათედ მილიმეტრს გავამრავლებთ ორზე
ორმოცდამეათე ხარისხში? იცით, როგორი სისქის იქნება ეს დას-
ტა? – ის ერთი წამით დადუმდა, – სულ რაღაც ორმოცდაათჯერ
გაორმაგების შემთხვევაში ჩვენი დასტა თითქმის მზემდე მიაღ-
წევს.
ელიზაბეთისათვის ამაში ახალი არაფერი იყო. გეომეტრიული
პროგრესიის წარმოუდგენელ ძალას ის გამუდმებით აწყდებოდა

160 მკითხველთა ლიგა


თავის სამსახურში. ინფექციის სწრაფი გავრცელება... ინფიცირე-
ბული უჯრედების რეპლიკაცია... სავარაუდო სიკვდილიანობა...
– მომიტევეთ მიუხვედრელობა, – უკვე აღარც ცდილობდა გა-
ღიზიანების დაფარვას, – მაგრამ არ მესმის, რას გულისხმობთ.
– რას ვგულისხმობ? – მშრალად ჩაიცინა უცნობმა, – იმას,
რომ ჩვენს პლანეტაზე ხალხის რაოდენობა ძალიან სწრაფად იზ-
რდება. ამ ფურცლების დასტის მსგავსად, ყველაფერი თითქმის
ნულიდან დაიწყო... მაგრამ ახლა პროცესი სახიფათოდ აჩქარდა.
უცნობმა კვლავ მისკენ გადადგა ნაბიჯი.
– თავად განსაჯეთ: დედამიწის მოსახლეობას ათასი წელი
დასჭირდა – დაწყებული ჩვენი უშორესი წინაპრებიდან, მეცხრა-
მეტე საუკუნის დასაწყისით დასრულებული, – რათა ერთი მილი-
არდისთვის მიეღწია. სულ რაღაც ასი წლის შემდეგ კი... საოცა-
რია, არა? – მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდა და 1920
წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ორი მილიარდი გახდა. ამის
შემდეგ კაცობრიობას ორმოცდაათიოდე წელი დასჭირდა, რათა-
კიდევ გაორმაგებულიყო – ახლა უკვე ოთხ მილიარდამდე. რო-
გორც თავადაც უწყით, მალე რვა მილიარდის ნიშნულს მივაღ-
წევთ. მხოლოდ დღეს პლანეტას ორას ორმოცდაათი ათასი ახა-
ლი ბინადარი მოევლინა! და ასე ხდება ყოველდღიურად. დღეს-
დღეობით, ყოველწლიურად, ჩვენ კაცობრიობას ვუმატებთ იმდენ
ადამიანს, რამდენიც მთელ გერმანიაში ცხოვრობს.
უცნობის მაღალი ფიგურა ელიზაბეთს თავზე წამოადგა.
– რამდენი წლის ხართ?
მორიგი დამამცირებელი შეკითხვა... თუმცა, ჯანდაცვის მსოფ-
ლიო ორგანიზაციის დირექტორად მუშაობამ უტაქტო გამოხტო-
მებზე დიპლომატიური რეაგირება ასწავლა.
– სამოცდაერთის.
– იცით თუ არა, რომ, თუ შეძლებთ იცოცხლოთ კიდევ ცხრა-
მეტ წელიწადს, ანუ ოთხმოც წლამდე, დედამიწის მოსახლეობის
161 მკითხველთა ლიგა
რაოდენობა მხოლოდ თქვენი სიცოცხლის განმავლობაში გასამ-
მაგდება? ერთი სიცოცხლე და – ხალხი სამჯერ ბევრია. დაფიქ-
რდით შედეგებზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციამ კვლავ შეცვალა თავისი პროგნოზები
მოსახლეობის ზრდის თაობაზე და გამოთქვა ვარაუდი, რომ მიმ-
დინარე ასწლეულის შუაში დედამიწაზე მოსახლეობის რაოდე-
ნობა ათ მილიარდს მიაღწევს. სხვადასხვა სახეობის ცხოველები
თვალსა და ხელს შუა გადაშენების პირას არიან მისულნი. ამო-
წურვად ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.
სუფთა წყლის მოპოვება სულ უფრო რთული ხდება. ყველა ბი-
ოლოგიური კანონის გათვალისწინებით, ჩვენი რასის რაოდენო-
ბამ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. და ამ კატასტროფის წინაშე
მდგომი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ორგანო, რომე-
ლიც ჯანდაცვის გუშაგია პლანეტაზე – გართულია დიაბეტის წამ-
ლის ძიებით, ავსებს კონსერვირებული სისხლის მარაგს, ებ-
რძვის კიბოს... – მან თვალებში შეხედა ქალს, – ასე და ამგვა-
რად, აქ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ პირდაპირ გკითხოთ: რატომ
არ ჰყოფნის ნებისყოფა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ
პრობლემის სერიოზულად გადასაჭრელად?
ელიზაბეთი დაიძაბა.
– ვინც უნდა იყოთ, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯან-
დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დედამიწის მოსახლეობის კა-
ტასტროფულ ზრდას უკიდურესად სერიოზულად ეკიდება! სულ
ახლახან მილიონობით დოლარი დავხარჯეთ აფრიკაში ექიმების
გასაგზავნად, სადაც ისინი მოსახლეობას უფასოდ ურიგებდნენ
პრეზერვატივებსა და ადგილობრივებს შობადობის კონტროლს
ასწავლიდნენ.
– ჰო, რა თქმა უნდა! – დამცინავად წამოიძახა თანამოსაუბ-
რემ, – და მათ კვალდაკვალ გაიგზავნა უფრო მრავალრიცხოვა-
ნი არმია კათოლიკე მისიონერებისა, რომლებიც აფრიკელებს
162 მკითხველთა ლიგა
მოძღვრავენ, რომ, თუ პრეზერვატივებს გამოიყენებენ, პირდა-
პირ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ახლა კი აფრიკას ახალი უბედურე-
ბა სჭირს – გარემოს გამოუყენებელი პრეზერვატივებით დაბინ-
ძურება!
ელიზაბეთმა ენაზე იკბინა. უცნობი მართალს ამბობდა, თუმცა
კათოლიკე მისიონერები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ჩა-
სახვასთან დაკავშირებულ პრობლემებში მათი ჩარევის გამო. ამ
საკითხში ყველაზე მკაფიოდ ჩანდა მელინდა გეითსის საქციელი:
ეჭვიანი კათოლიკე ეკლესიის რისხვას არ შეუშინდა და შობადო-
ბის კონტროლის უფრო ეფექტური საშუალების შემოღებისთვის
560 მილიონი დოლარი გაიღო. ელიზაბეთ სინსკის არაერთხელ
უთქვამს ჟურნალისტებისთვის, რომ ბილ და მელინდა
გეითსებმა დიდი ხანია დაიმსახურეს კანონიზება, იმდენად
ბევრი სიკეთე გააკეთეს თავიანთი ფონდის მეშვეობით ჯანდაც-
ვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის. სამწუხაროდ, ერთადერთ
ორგანიზაციას, რომელსაც უფლება ჰქონდა ადამიანების წმინ-
დანებად შერაცხვისა, რატომღაც არ სურდა ეღიარებინა, რომ ეს
ორი ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანებივით იქცეოდნენ.
– დოქტორო სინსკი, – აგრძელებდა აჩრდილი, – ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაცია მთელი მონდომებით ხუჭავს თვალს
იმაზე, რომ ჩვენ წინაშე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ერ-
თადერთი გლობალური პრობლემა დგას, – უცნობმა კვლავ ეკ-
რანზე მიუთითა, სადაც ადამიანთა სხეულებისგან წარმოქმნილი
უზარმაზარი მასა ირეოდა, – აი, ისიც, – ცოტა ხნით შეჩერდა, –
ვინაიდან თქვენ, მეცნიერს, რომელიც არცთუ ისე კარგად ერკვე-
ვით კლასიკურ ლიტერატურასა და გასაოცარი ხელოვნების ნი-
მუშებში, სხვა სურათს შემოგთავაზებთ, ვფიქრობ, მისი ენა
თქვენთვის ბევრად გასაგები იქნება.
ოთახი სიბნელეში ჩაიძირა, მაგრამ იმავწამს ეკრანი კვლავ
განათდა.
163 მკითხველთა ლიგა
ეს გამოსახულება ელიზაბეთს რამდენჯერმე ენახა... და ის
მასში ყოველთვის სასოწარკვეთის საშინელ შეგრძნებას იწვევ-
და.
ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
– დიახ, – თქვა უცნობმა, წუთიერი დუმილის შემდეგ, – მდუ-
მარე საშინელება – ბუნებრივი რეაქციაა მოცემული გრაფიკის
ხილვისას. მისი ცქერა იგივეა, უყურებდე ლოკომოტივს, რომე-
ლიც პირდაპირ შენკენ მოქრის, – ის ნელა შეტრიალდა ელიზა-
ბეთისკენ და უხეში, ქედმაღლური ღიმილით გადახედა, – შეკით-
ხვები გაქვთ დოქტორო სინსკი?
– მხოლოდ ერთი, – თქვა მან, – რისთვის მომიყვანეთ აქ:
ლექციის წასაკითხად თუ დასამცირებლად?
– არც ერთისთვის და არც მეორისთვის, – უცნობის ხმაში პირ-
ფერული ბგერები გამოკრთა, რომელთა გაგონებისთანავე ქალს
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, – აქ ერთობლივი მუშაო-
ბისთვის მოგიწვიეთ. თქვენ, რაღა თქმა უნდა, გესმით, რომ მო-
სახლეობის ზრდის პრობლემა უახლოეს კავშირშია ჯანდაცვას-
თან. მაგრამ ერთი რაღაც არ გესმით: ეს პრობლემა ადამიანის
სულზე მოქმედებს. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის სტრესულ
პირობებში, ისინი, რომელთაც თავში არასდროს მოსვლიათ რა-
იმეს მოპარვა, დაიწყებენ ქურდობას, რათა თავიანთი ოჯახი გა-
მოკვებონ. ისინი, რომლებსაც თავში არასდროს მოუვიდოდათ
ვინმე მოეკლათ, გახდებიან მკვლელები, რათა დაიცვან თავიან-
თი შთამომავლობა. დანტეს მიერ აღწერილი ყველა მომაკვდინე-
ბელი ცოდვა: ანგარება, მრისხანება, სასოწარკვეთილება, ამ-
პარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური – კონცენტრირებას,
მოგროვებას და ზედაპირზე ამოსვლას დაიწყებს. ისინი ჩვენი
ცხოვრებისეული ხარისხის გაუარესებასთან ერთად გაძლიერ-
დებიან. მოგვიწევს ვაწარმოოთ ბრძოლა, რომლის ცენტრშიც
ადამიანის სული იქნება მოქცეული.
164 მკითხველთა ლიგა
– მე ბიოლოგი ვარ. სიცოცხლის გადარჩენისთვის ვიბრძვი...
და არა სულის.
– რა გაეწყობა, გარწმუნებთ, რომ წლების გასვლასთან ერ-
თად სიცოცხლის გადარჩენა სულ უფრო და უფრო გართულდება.
მოსახლეობის გადამეტებული ზრდა არა მხოლოდ სულიერ და-
უკმაყოფილებლობას ბადებს. მაკიაველის სიტყვებით...
– დიახ, – შეაწყვეტინა ელიზაბეთმა, რადგან გაახსენდა ეს სა-
ხელგანთქმული ადგილი, – „როდესაც ყოველი ალაგი მოსახ-
ლეობით გადაივსება ისე, რომ მათ არც არსად წასასვლელი ექ-
ნებათ და არც დასატევი ადგილი... დადგება მსოფლიოს გაწმენ-
დის აუცილებლობა“,29 – მან მზერა მიაპყრო უცნობს, – ყველას,
ვინც მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, კარგად მო-
ეხსენება ეს ციტატა.
– დიდებულია. მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ ამის შემდეგ მა-
კიაველი მსოფლიოს გაწმენდის სხვადასხვა საშუალებას ჩამოთ-
ვლის და ერთ-ერთ მათგანად ასახელებს შავ ჭირს.
– ვიცი, და ჩემს გამოსვლაშიც აღვნიშნე, რომ შესანიშნავად
ვაცნობიერებთ პირდაპირ კავშირს მოსახლეობის სიჭარბესა და
ფართომასშტაბიან ეპიდემიებს შორის, მაგრამ მუდმივად ვამუ-
შავებთ ახალ მეთოდებს დაავადების დროულად აღმოჩენისა და
მკურნალობის სფეროში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ
კარგავს რწმენას, რომ პანდემიის შეჩერებას ვისწავლით.
– რაც ძალიან სამწუხაროა.
ელიზაბეთი გაოცებული დააკვირდა უცნობს.
– რა ბრძანეთ?!
– დოქტორო სინსკი, – გამხდარ უცნობს სახიდან უცნაური ღი-
მილი მოულოდნელად გაუქრა, – თქვენ ისე ლაპარაკობთ, თით-
ქოს ეპიდემიის შეჩერება კარგი იყოს.

29
„ტიტუსი ლავიუსის მსჯელობანი პირველ დეკადაზე’’
165 მკითხველთა ლიგა
ელიზაბეთი კვლავ გაოგნებული უცქერდა.
– მაშ, ასე, აი, რა გვაქვს ხელთ! – განაცხადა მან სასამარ-
თლოს წინაშე ბოლო სიტყვით გამომსვლელი ადვოკატივით, –
ჩემ წინაშე დგას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვა-
ნელი, თავის სფეროში საუკეთესო სპეციალისტი. ვინ იფიქრებ-
და! მე მომავალი ტანჯვების სურათი გაჩვენეთ, – მან პროექტორი
გადართო და ეკრანზე ისევ დააბრუნა ერთმანეთში გადახლარ-
თული სხეულების მთა, – მე თქვენ შეგახსენეთ, რა კოლოსალურ
საშიშროებას წარმოადგენს მოსახლეობის არაკონტროლირება-
დი ზრდა, – მან თავით მიანიშნა ფურცლების პატარა დასტაზე, –
მე თქვენ აგიხსენით, რომ ჩვენ სულიერი დეგრადაციის ზღვარზე
ვიმყოფებით, – შეჩერდა და ქალისკენ შებრუნდა, – და რა მიპა-
სუხეთ? უფასო პრეზერვატივები აფრიკას! – გადაიხარხარა უც-
ნობმა, – ეს ხომ იგივეა, რაც გიგანტური მეტეორიტისგან ბუზის
საკლავით დაიცვათ თავი! ეს ბომბი კი აღარ წიკწიკებს, უკვე
აფეთქდა და თუ გადამწყვეტი ზომები არ იქნება მიღებული, ეს
მრუდი იქცევა თქვენს ახალ ღმერთად... ის კი საკმაოდ შურის-
მგებელი ღმერთია! ის თქვენ პირდაპირ აქ მოგიწყობთ დანტეს
ჯოჯოხეთს, პარკ ავენიუზე... საკუთარ ექსკრემენტებში ჩაფლულ
ხალხს სივიწროვისგან სუნთქვა შეეკვრება. თვით ბუნება დაიწ-
ყებს კაცობრიობის რიგების შეთხელებას.
– მართლა? – მიახალა ელიზაბეთმა, – მაშინ მითხარით,
თქვენეული ვერსიით სამომავლოდ რამდენი ადამიანი უნდა
დარჩეს დედამიწაზე? მაინც როგორ გამოიყურება იდეალური
რიცხვი, რომლის ფარგლებშიც კაცობრიობა შეძლებს მარადიუ-
ლად ბედნიერი და კომფორტული ცხოვრება უზრუნველყოს?
მისმა თანამოსაუბრემ გაიღიმა, აშკარად მოეწონა ეს შეკით-
ხვა.
– ნებისმიერი ეკოლოგი ანდა სტატისტიკოსი გეტყვით, რომ
კაცობრიობას გრძელვადიანი არსებობის ყველაზე მეტი შანსი
166 მკითხველთა ლიგა
ექნება იმ შემთხვევაში, თუ მისი საერთო რაოდენობა დაახლოე-
ბით ოთხი მილიარდი იქნება.
– ოთხი? – აღშფოთებით წამოიძახა ელიზაბეთმა, – ჩვენ უკვე
შვიდი გვყავს, მგონი, ცოტა დააგვიანეთ!
უცნობი მაღალი კაცის მწვანე თვალებმა სიბნელეში გაიელვა.
– ნუთუ?..

167 მკითხველთა ლიგა


თავი 23

რობერტ ლენგდონი ბობოლის ბაღების კედლიდან მძიმედ


დაეშვა ნასვრეტებიან ნიადაგზე, ბაღის ტყიან სამხრეთ ნაწილში.
სიენაც მის გვერდით ჩამოხტა და მაშინვე ფეხზე დადგა, თან გა-
რემოს ათვალიერებდა.
ისინი ხავსმოდებულ და გვიმრებით დაფარულ კორდზე, პატა-
რა ჭალაში აღმოჩნდნენ. აქედან პალაცო პიტი საერთოდ არ ჩან-
და. ლენგდონმა იფიქრა, რომ მისგან საკმაო მანძილით მოცი-
ლებული ბაღის ნაწილში იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ამ დი-
ლაადრიან ბაღში არც ტურისტები და არც ბაღის მომვლელები არ
ჩანდნენ.
ლენგდონმა იქვე მოკირწყლული ბილიკი დაინახა. ბილიკი
ლამაზად მიუყვებოდა ფერდობს და ტყეში შედიოდა. იქ, სადაც
ბილიკი ხეებს შორის იკარგებოდა, მარმარილოს ქანდაკება იდ-
გა – იდეალურად შერჩეულ ადგილზე. ლენგდონს ეს სულაც არ
აკვირვებდა – ბობოლის ბაღების დაგეგმარებაში ხომ სახელგან-
თქმული ოსტატები მონაწილეობდნენ: ნიკოლო ტრიბოლო, ჯორ-
ჯო ვაზარი და ბერნარდო ბუონტალენტი. მათი მხატვრული გე-
მოვნების წყალობით ოთხნახევარი ჰექტარის მანძილზე გადაჭი-
მული ეს მიდამო ხელოვნების ნამდვილ შედევრად იქცა.
– სასახლე იმ მხარესაა, ჩრდილო-დასავლეთით, – თქვა ლენ-
გდონმა და ბილიკზე ანიშნა, – კარიბჭესთან ტურისტების ნაკადს
შევუერთდებით და შეუმჩნევლად გავალთ გარეთ. თუ არ ვცდები,
პარკს ათ საათზე ხსნიან.
ლენგდონს მაჯის საათისთვის უნდა დაეხედა, მაგრამ მხო-
ლოდ ცარიელი
მაჯა დახვდა. შესაძლოა საავადმყოფოში დარჩა დანარჩენ ტა-
ნისამოსთან ერთად. თუ ასეა, სხვა დროს წამოიღებს.
სიენა გამომწვევად გასწორდა მხრებში.
168 მკითხველთა ლიგა
– სანამ მომდევნო ნაბიჯს გადავდგამდეთ, რობერტ, მინდა ვი-
ცოდე: საით მივდივართ? დასჯილთა საფლავების თაობაზე ასეთს
რას მიხვდით? თქვენი თქმით, ისინი არასწორი მიმდევრობითაა
განლაგებულნი?
ლენგდონმა ტყეზე მიუთითა.
– მოდი, მანამდე დავიმალოთ, კარგი?
ის პირველი დაეშვა ქვევით, სიენა უკან მიჰყვა. სულ მალე
გზამ ყოველი მხრიდან დახურულ კორდთან მიიყვანა. ლანდშაფ-
ტური არქიტექტურის ენაზე – „ოთახთან“, რომელშიც სკამები და
პატარა შადრევანი იყო განლაგებული. აქ, ხეების ქვეშ გრილო-
და.
ლენგდონმა ჯიბიდან პროექტორი ამოიღო და შეანჯღრია.
– მან, ვინც ეს ციფრული გამოსახულება შექმნა, არა მხოლოდ
ლათინური ასოები დააწერა ცოდვილებს, არამედ სასჯელთა მიმ-
დევრობაც შეცვალა, – ლენგდონი სკამზე ავიდა და პროექტორის
შუქი ქვემოთ მიმართა. სიენას გვერდით, რბილ დასაჯდომზე სუს-
ტად აინთო ბოტიჩელის „La Mappa dell´lnferno“. ლენგდონმა
ღრმულის ქვედა ნაწილზე, მრავალიარუსიან მიდამოზე მიუთი-
თა, – ხედავთ ასოებს დასჯილთა საფლავებში?
სიენამ მოძებნა ასოები და ზემოდან ქვემოთ წაიკითხა:
– Catrovacer.
– სწორია. სავსებით უაზრო სიტყვაა, ხომ ასეა?
– მაგრამ ხომ მიხვდით, რომ საფლავები გადაადგილებულია?
– უფრო მეტიც. თუ ამ ტერასებს შევადარებთ ათი ბანქოსგან შემ-
დგარ პატარა დასტას, შეიძლება ითქვას, რომ ის კი არ აურიეს,
არამედ უბრალოდ ერთხელ გაჭრეს. ამის შემდგომ მიმდევრობა
შენარჩუნდა, თუმცა დასტა პირველი ბანქოდან აღარ იწყება, –
ლენგდონმა კვლავ ანიშნა საფლავებზე, – დანტეს ვერსიაში ზედა
ტერასა მაცდუნებლებს უკავიათ, რომელთაც ეშმაკები შოლტა-

169 მკითხველთა ლიგა


ვენ... მაგრამ ამ ვერსიაში მაცდუნებლები გაცილებით ღრმად
არიან, უფრო ზუსტად... მერვე საფლავში.
სიენამ სუსტ გამოსახულებას შეხედა და თავი დააქნია:
– კი, ვხედავ – პირველი საფლავი მერვედ იქცა.
ლენგდონმა პროექტორი ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ ტოტი აიღო
და მიწაზე ათი ლათინური ასო მოხაზა.
C
A
T
R
O
V
A
C
E
R
– Catrovacer, – წაიკითხა სიენამ.
– დიახ. და აი, სად გაყვეს ბანქოს დასტა.
ლენგდონმა ზღვარი მეშვიდე ასოს ქვეშ გაავლო და შეიცადა,
რათა სიენასთვის ნაწერში გარკვევის დრო მიეცა.
C
A
T
R
O
V
A

C
E
170 მკითხველთა ლიგა
R
– მაშასადამე, – სწრაფად თქვა სიენამ, – Catrova. Cer.
– დიახ. და ბანქოს უწინდებური თანმიმდევრობა რომ დავუბ-
რუნოთ, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავაწყობთ დასტას და ქვემოთა
ნაწილს ზემოთ
გადავიტანთ.
სიენა გულდასმით აკვირდებოდა ასოებს.
– Cer. Catrova, – ქალმა მხრები აიჩეჩა. სახეზე კვლავ გაურ-
კვევლობა ეხატა, – მაინც უაზრობაა.
– Cer. Catrova, – გაიმეორა ლენგდონმა. შემდეგ ეს ორი გა-
ურკვეველი სიტყვა ერთად წარმოთქვა, – Cercatrova, – დაბო-
ლოს, წაიკითხა ისე, რომ მათ შორის პაუზა გააკეთა: – Cerca…
Trova.
სიენამ ხმამაღლა ამოისუნთქა, ზემოთ აიხედა და ლენგდონის
მზერას გადააწყდა.
– დიახ, – ღიმილით დაუდასტურა ლენგდონმა, – Cerca trova.
იტალიური სიტყვები cerca და trova ნიშნავს „ეძიე“ და „ჰპოვე“.
მათი შეერთებით ვიღებთ ბიბლიურ ფრაზას: „ეძიებდეთ და ჰპო-
ვებდეთ“.
– თქვენი ჰალუცინაციები! – წამოიყვირა აღელვებისგან აცახ-
ცახებულმა სიენამ, – უცნობი ქალი ვუალში! ის სულ ერთსა და
იმავეს გიმეორებდათ: „ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ“! – ქალი ფეხზე
წამოხტა, – თქვენ გესმით, ეს რას ნიშნავს, რობერტ? ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ სიტყვები cerca და trova თქვენს ქვეცნობიერში უკვე
არსებობდა! გამოდის, რომ თქვენ ესფრაზა მანამდეც გაგიშიფ-
რავთ, სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდით! და პროექტორის
გამოსახულება თქვენ ადრეც გინახავთ... უბრალოდ დაგავიწ-
ყდათ!

171 მკითხველთა ლიგა


„მართალია“, მიხვდა ლენგდონი. ის იმდენად გაიტაცა თავად
შიფრზე ფიქრებმა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ შესაძლოა
პირველად სულაც არ ხედავდა მათ.
– რობერტ! მაკიაველის ბულვართან თქვენ მითხარით, რომ
„La Mappa“ ძველ ქალაქში არსებულ კონკრეტულ ადგილზე მიგ-
ვითითებს. მაგრამ აქამდე ვერ ვხვდები, მაინც რომელზე.
– სიტყვებზე „cerca trova“ არაფერი გახსენდებათ?
ქალმა მხრები აიჩეჩა.
ლენგდონმა ღიმილი ძლივს შეიკავა. „როგორ ჩანს, თავად
სიენამაც არ იცის ყველაფერი“.
– საქმე ისაა, რომ ეს ფრაზა პირდაპირ მიუთითებს პალაცო
ვეკიოში არსებულ სახელგანთქმულ ფრესკაზე, – უფრო კონკრე-
ტულად კი – ხუთასთა დარბაზში განთავსებულ ჯორჯო ვაზარის
ნახატზე „ბრძოლა მარჩიანოს მახლობლად“. ნახატის ზედა ნა-
წილში მხატვარმა მინიატურული ზომის ასოებით გამოიყვანა
სიტყვები „cerca trova“. ამ სიტყვების ასახსნელად მრავალი ჰი-
პოთეზა გამოითქვა, მაგრამ არც ერთი არგუმენტი, რომელიც
რომელიმე ჰიპოთეზას დაამტკიცებდა, დღემდე არაა ნაპოვნი.
უეცრად სუსტი ზუზუნი მოესმათ: სწორედ მათ თავს ზემოთ, ცა-
ში თითქოს არსაიდან გაჩნდა მომცრო ზომის საფრენი აპარატი.
ხმის მიხედვით ძალიან ახლოს იყო. ლენგდონი და სიენა ფოთ-
ლოვანი საფარის ქვეშ გაისუსნენ.
როდესაც ხმა ნელ-ნელა მიწყნარდა, ლენგდონმა სამალავი-
დან ფრთხილად გაიხედა.
– სათამაშო ვერტმფრენია, – შვებით ამოისუნთქა და თვალი
გააყოლა სულ რაღაც ნახევარი მეტრის სიგრძის ვერტმფრენს,
რომელიც გიგანტურ კოღოს ჰგავდა.
თუმცა ამან სიენა ვერ დაამშვიდა.
– ცხვირი არ გაყოთ გარეთ, – უბრძანა ლენგდონს. და მართა-
ლიც აღმოჩნდა: მათგან მოშორებით მყოფი ვერტმფრენი მოტ-
172 მკითხველთა ლიგა
რიალდა და უკან დაბრუნდა. ამჯერად მან სულ ახლოს ჩაიფრინა,
დაბალ სიმაღლეზე, ხეების კენწეროებთან, მაგრამ ოდნავ მარ-
ცხნივ, მათ მეზობლად მდებარე კორდებისკენ.
– სულაც არ არის სათამაშო, – დაიჩურჩულა სიენამ. ეს მზვე-
რავი ვერტმფრენია. მასში ვიდეოკამერაც იქნება ჩამონტაჟებუ-
ლი და ყველაფერს პირდაპირ გადასცემს მას, ვინც ის გამოგზავ-
ნა.
ლენგდონს უნებურად კრიჭა შეეკრა. თვალს არ აცილებდა
მზვერავ ვერტმფრენს, რომელიც ახლა იმ მიმართულებით მიფ-
რინავდა, საიდანაც ისინი მოვიდნენ – რომანას პორტისა და ხე-
ლოვნების ინსტიტუტისკენ.
– არ ვიცი, ასეთი რა ჩაიდინეთ, – განაგრძო სიენამ, – მაგრამ
საკმაოდ გავლენიან ხალხს ძალიან უნდა თქვენი პოვნა.
ვერტმფრენი ისევ შებრუნდა და პარკის კედელთან – იქ, სა-
იდანაც ისინი სულ რამდენიმე წუთის წინ გადმოძვრნენ – ჰაერში
გაჩერდა.
– იქნებ ინსტიტუტის სიახლოვეს ვინმემ შეგვნიშნა და პოლი-
ციას შეატყობინა? – ივარაუდა სიენამ, – აქედან უნდა წავიდეთ.
ახლავე.
უპილოტო საფრენი აპარატი ზუზუნით გაემართა პარკის ბო-
ლოსკენ. ლენგდონმა ფეხით წაშალა გზის პირზე გაკეთებული
წარწერა და სიენას გაეკიდა. გონებაში უტრიალებდა „cerca
trova“, ჯორჯო ვაზარის ფრესკა და სიენას ვარაუდი, რომ მან
პროექტორში დამალული მითითება მანამ გაშიფრა, სანამ ამნე-
ზია დაემართებოდა. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.
ისინი მეზობლად მდებარე მდელოზე გავიდნენ და ლენგდონს
გონება ისევ გაუნათდა. ბილიკზე მონუსხულივით გაშეშდა და გა-
იღიმა.
სიენაც გაჩერდა.
– რობერტ! რა მოხდა?!
173 მკითხველთა ლიგა
– მე არ ვარ დამნაშავე! – გამოაცხადა ხმამაღლა.
– რას გულისხმობთ?
– ისინი მომდევენ... ვშიშობდი, რამე საშინელი ხომ არ ჩავი-
დინე.
– მესმის თქვენი, თქვენ ხომ საავადმყოფოში გამუდმებით
იმეორებდით: „ვაი...ზარი... ვაი... ზარი“.
– ვიცი. მაგრამ მეგონა, ამას ჩემს ენაზე ვამბობდი.
სიენამ გაოცებით შეხედა.
– თქვენ თქვენსავე ენაზე ლაპარაკობდით!
ლენგდონის ცისფერი თვალებიდან მღელვარება გამოკრთო-
და.
– სიენა, როდესაც მე ვიმეორებდი სიტყვებს „ვაი... ზარი, ვაი...
ზარი“, სატელეფონო ზარს ან თავზარს კი არ ვგულისხმობდი,
არამედ პალაცო ვეკიოში დაცულ ფრესკაზე არსებულ საიდუმლო
შეტყობინებას! ყურებში ახლაც ჩაესმა ის აუდიოჩანაწერი თავისი
ლუღლუღა ხმით: ვაი... ზარი, ვაი... ზარი, ვაი... ზარი.
სიენა მთლად დაიბნა.
– ნუთუ ვერ ხვდებით? – ლენგდონმა ფართოდ გაიღიმა, – მე
„ვაი... ზარი, ვაი... ზარის“ კი არ ვიმეორებდი, არამედ მხატვრის
გვარს – ვაზარი, ვაზარი!

174 მკითხველთა ლიგა


თავი 24

ვაიენტამ მკვეთრად დაამუხრუჭა. მოტოციკლი წინ გადაიხა-


რა, საბურავების ხმამაღალი წივილით ასფალტზე გრძელი კვა-
ლი დატოვა და პირდაპირ ავტომანქანების გრძელი რიგის ბო-
ლოში გაჩერდა... პოჯო იმპერიალეს ბულვარზე სრული სიმშვი-
დე იდგა.
„აქ არაფერი მესაქმება!“
ვაიენტამ კისერი წაიგრძელა იმის გასარკვევად, თუ რამ გამო-
იწვია საცობი. მერე დიდი წრე მოხაზა, „დრს“-ისა და ლენგდონის
სამალავზე შექმნილი აურზაურისთვის თავი რომ აერიდებინა.
ახლა რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესულიყო ძველ ქალაქში და
ამოწერილიყო სასტუმროდან, რომელშიც ბოლო რამდენიმე
დღის განმავლობაში იყო დაბინავებული.
„გამათავისუფლეს, ე. ი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავეცა-
ლო ქალაქს!“
თუმცა, ბედის უკუღმართობა არა და არ სრულდებოდა – ძველ
ქალაქში მიმავალი გზა გადაეკეტათ. ვაიენტამ მოუთმენლობა
შეიკავა, ძრავა დაქოქა და გზის პირას ავტომანქანების რიგს გა-
უყვა. სულ მალე დაინახა ტრანსპორტით გადაჭედილი ადგილი,
სადაც ავტომანქანების ნაკადი ექვსი მსხვილი ავტობანის გზაჯვა-
რედინს წარმოადგენდა. რომანას პორტის კარიბჭესთან, რომე-
ლიც ძველ ქალაქში შესასვლელის ფუნქციას ასრულებდა, ყო-
ველთვის აქტიური მოძრაობა იყო, მაგრამ ახლა...
„ეშმაკმა დალახვროს, აქ რაღა მოხდა?!“
ვაიენტამ ახლაღა შეამჩნია, რომ მთელი მოედანი პოლიციე-
ლებს ეკავათ. ეტყობა, ავარია მოხდა. რამდენიმე წამში ამ აურ-
ზაურში მან ისიც შენიშნა, რასაც ნამდვილად არ მოელოდა –
კარგად ნაცნობი შავი ფერის ფურგონი, რომლის ირგვლივაც
შავფორმიანი აგენტები ტრიალებდნენ. ისინი ადგილობრივი სა-
175 მკითხველთა ლიგა
მართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ბრძანებებს
აძლევდნენ.
ეჭვგარეშეა, ეს ადამიანები „დრს“-იდან იყვნენ. მიუხედავად
ამისა, ვაიენტა მაინც ვერ ხვდებოდა, აქ რას აკეთებდნენ.
თუმცა...
ვაიენტამ ნერწყვი გადაყლაპა – ამის დაშვებაც კი ვერ წარმო-
ედგინა. „ნუთუ ლენგდონი თვით ბრიუდერსაც დაუსხლტა ხელი-
დან?“ ამის გაფიქრებაც კი რთული იყო. „დრს“-ისგან თავის დაღ-
წევის შანსები ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო. თუმცა ლენგდო-
ნი ხომ მარტო არ მოქმედებდა? ვაიენტამაც გამოსცადა საკუთარ
თავზე ლენგდონის ქერათმიანი მეგზურის საზრიანობის შედეგე-
ბი.
მისგან მოშორებით პოლიციის ოფიცერი გამოჩნდა. ის მანქა-
ნებს შორის დადიოდა და მძღოლებს საშუალო ასაკისა და გრუ-
ზათმიანი მამაკაცის ფოტოსურათს უჩვენებდა. ვაიენტამ ამოიც-
ნო ფოტოზე გამოსახული წარმოსადეგი გარეგნობის რობერტ
ლენგდონი და გული სიხარულით აევსო.
ბრიუდერმა ის ხელიდან გაუშვა!
ლენგდონი კვლავ საქმეშია!
გამოცდილმა სტრატეგმა მაშინვე გაიაზრა, რა გავლენას იქო-
ნიებდა მის გეგმებზე შექმნილი ვითარება.
პირველი ვარიანტი: გაქცევით ეშველა თავისთვის, როგორც
დაგეგმილი ჰქონდა.
ვაიენტამ უფროსის უმნიშვნელოვანესი დავალება ჩააგდო და
შედეგად ის საქმეს ჩამოაშორეს. თუ ბედი გაუღიმებს, ხელმძღვა-
ნელობა ოფიციალურ გამოძიებას ჩაატარებს და ამით მისი კა-
რიერა დასრულდება. თუ არ გაუმართლებს, ანუ თუ მან სათანა-
დოდ ვერ შეაფასა დამსაქმებლების მთელი სერიოზულობა, მა-
შინ მან, შესაძლოა, მთელი ცხოვრება კონსორციუმის მხრიდან
შურისძიების შიშით გაატაროს...
176 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ახლა მეორე ვარიანტი გაჩნდა.
დავალების შესრულების შანსი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს წესების პირდაპირი დარღვევა
იყო, მაინც – რახან ლენგდონი ჯერ ვერ მოეხელთებინათ, ვაიენ-
ტას რჩებოდა შესაძლებლობა, დაკისრებული მოვალეობა შეეს-
რულებინა.
„დავუშვათ, ბრიუდერმა ლენგდონი ვერ დაიჭირა, – გაიფიქრა
და გული აუჩქროლდა, – მე კი – შევძლებ...“
ვაიენტამ იცოდა, რომ ძალიან მცირე შანსი ჰქონდა, მაგრამ
მიუხედავად ამისა, თუ ლენგდონი ნამდვილად დაუსხლტა ბრიუ-
დერს, ის კი ამ საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებს, ეს იმის მა-
ნიშნებელი იქნება, რომ მხოლოდ მან იხსნა კონსორციუმი ფიას-
კოსგან. და ამგვარად, ბოსს სხვა გზა აღარ დარჩება და თანამდე-
ბობაზე აღადგენს მას.
„ადგილს შევინარჩუნებ, – გაიფიქრა, – შესაძლოა დამაწი-
ნაურონ კიდეც“.
ისიც კარგად გაიაზრა, რომ რისკის გამო მთელ თავის მომა-
ვალს ბეწვზე კიდებდა. „ლენგდონი ბრიუდერზე ადრე უნდა ვიპო-
ვო“.
ეს ადვილი არ იქნება. ბრიუდერს არა მხოლოდ შეუზღუდავი
ცოცხალი რესურსი გააჩნია, არამედ ყველაზე თანამედროვე სა-
დაზვერვო ტექნოლოგიებსაც ფლობს. ვაიენტა კი მარტო მოქმე-
დებს. თუმცა მან ის იცის, რაზეც წარმოდგენა არ აქვს არც ბრიუ-
დერს, არც ბოსსა და არც პოლიციას.
„ვხვდები, საითაც გაემართებოდა ლენგდონი!“
ის მთელი ძალით დააწვა აქსელერატორს, „ბმჭ“-ს მარკის მო-
ტოციკლი ადგილზე მოასრიალა და იქით გაემართა, საიდანაც
მოვიდა. პონტე-ალე-გრაციე, გაიფიქრა ჩრდილოეთით მდებარე
ხიდზე მიმავალმა. ძველ ქალაქში მხოლოდ ერთი გზა არ მიგიყ-
ვანს.
177 მკითხველთა ლიგა
თავი 25

„არავითარი სატელეფონო ზარი, – თავისთვის იმეორებდა


ლენგდონი, – უბრალოდ მხატვრის გვარია“.
– ვაზარი, – ენის ბორძიკით თქვა სიენამ და ბილიკზე ერთი ნა-
ბიჯით უკან დაიხია, – მხატვარი, რომელმაც საკუთარ ფრესკაზე
დამალა სიტყვა „cerca trova“.
ლენგდონს ისევ უნებურად გაეღიმა. ვაზარი. ვაზარი. ეს ახა-
ლი აღმოჩენა ნათელს ჰფენდა არა მხოლოდ შექმნილ სიტუ-
აციას, რომელშიც ის მოხვდა, არამედ ამავდროულად ათავისუფ-
ლებდა იმ მტანჯველი მღელვარებისგან, რომელსაც იდუმალ სა-
ტელეფონო ზარზე ფიქრები უჩენდა, სავარაუდოდ, რაღაც
მსხვერპლი რომ მოჰყვა.
– სავსებით ცხადია, რობერტ, რომ პროექტორში დამალული
ბოტიჩელის ნახატი მანამდე გინახავთ, სანამ დაგჭრიდნენ. თქვენ
იცოდით, რომ მასში დამალული იყო შიფრი, რომელიც ვაზარის
ნახატზე მიუთითებდა. სწორედ ამიტომ იმეორებდით მის სახელს!
ლენგდონი შეეცადა ამ ყველაფრის მიზეზს მიმხვდარიყო.
ჯორჯო ვაზარის – მეთექვსმეტე საუკუნეში მოღვაწე მხატვრის,
არქიტექტორისა და მწერლის შესახებ თავადაც ხშირად საუბ-
რობდა სტუდენტებთან, როგორც „მსოფლიოში პირველ ხელოვ-
ნებათმცოდნეზე“. მიუხედავად იმისა, რომ ვაზარი ასობით ნახა-
ტისა და ათობით შენობის პროექტის ავტორი იყო, მისი უმთავრე-
სი შემოქმედებითი მემკვიდრეობა გახლდათ ეპოქალური წიგნი
– „ყველაზე სახელგანთქმულ ფერმწერთა, სკულპტორთა და არ-
ქიტექტორთა ცხოვრება“. ეს წიგნი წარმოადგენდა გამოჩენილი
მხატვრების ბიოგრაფიათა კრებულს, რომელიც დღემდე რჩება
ხელოვნების ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის უმ-
დიდრეს წყაროდ.

178 მკითხველთა ლიგა


სიტყვებმა „cerca trova“ ოცდაათიოდე წლის წინ ფართო სა-
ზოგადოებისთვის კვლავ აქტუალური გახადა ვაზარის სახელი,
როდესაც პალაცო ვეკიოში, ხუთასთა დარბაზში გამოფენილ მის
უზარმაზარ ფრესკაზე აღმოაჩინეს ეს „საიდუმლო გზავნილი“. მუ-
ქი მწვანე ფერის საომარ დროშაზე პატარა ასოებით მიწერილი ეს
სიტყვები ნახატზე ასახული ბატალური სცენების ქაოსში რთუ-
ლად შესამჩნევი იყო.
მკვლევრები ჯერ კიდევ ვერ მისულიყვნენ საერთო აზრამდე,
თუ რა მიზნით დააწერა ვაზარიმ ეს უცნაური ფრაზა საკუთარ
ფრესკას. ბევრი მასში მომავალი თაობებისთვის განკუთვნილ
მინიშნებასაც კი ხედავდა. ამ ხერხით თითქოსდა ვაზარი მიანიშ-
ნებდა, რომ სამი სანტიმეტრის სისქის ნახვრეტში, კედლის მიღ-
მა, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ფრესკა იმალებოდა.
სიენა შეშინებული იყურებოდა ზემოთ, კენწეროებისკენ.
– აი, კიდევ რა ვერ გამიგია: თუ თქვენ არაფერი დაგიშავები-
ათ, რატომ ცდილობენ თქვენს მოკვლას?
სწორედ ამას ეკითხებოდა საკუთარ თავს ლენგდონიც...
მზვერავი ვერტმფრენის მსუბუქი ზუზუნი სულ ახლოს გაისმა
და ლენგდონი მიხვდა, რომ დრო იყო, გადაწყვეტილება მიეღო.
მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რა კავშირში იყო ვაზარის „ბრძოლა
მარჩიანოს მახლობლად“ და დანტეს „ჯოჯოხეთი“, რატომ ესრო-
ლეს წუხელ საღამოს. მის წინ თითქოს გაუვალი ბილიკი იყო.
Cerca trova.
ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.
ლენგდონმა კვლავ დაინახა ვერცხლისფერკულულებიანი უც-
ნობი ქალი, რომელიც მას მდინარის გაღმა ნაპირიდან მოუხმობ-
და. წამები დათვლილია! ლენგდონი გრძნობდა, რომ ყველა კით-
ხვაზე პასუხი პალაცო ვეკიოში უნდა ეძებნა.
უეცრად გაახსენდა ბერძენი მეთევზეების ძველი თქმულება,
რომლებიც ეგეოსის კუნძულებთან მდებარე მარჯნის რიფებთან
179 მკითხველთა ლიგა
კიბორჩხალებს იჭერდნენ. თუ წყალქვეშა ბნელ გვირაბში შეცურ-
დები, ადრე თუ გვიან დადგება მომენტი, როდესაც უკან დასაბრუ-
ნებლად ჟანგბადი აღარ გეყოფა. და მაშინ ერთადერთი გამოსა-
ვალი გრჩება – უცნობ სივრცეში წინ ცურვა... და იმის იმედი, რომ
წინ გასასვლელი აღმოჩნდება.
„საინტერესოა“, – გაიფიქრა ლენგდონმა. ნეტავ მან და სიენამ
ეს კრიტიკული ზღვარი გადაკვეთეს თუ ჯერ ვერა?
მზერა წინ მდებარე პარკის ბილიკებზე შეაჩერა. ისინი ერთმა-
ნეთს ქაოტურად კვეთდნენ და სხვადასხვა მხარეს მიემართე-
ბოდნენ. თუ ის და სიენა პალაცო პიტიმდე მიღწევასა და ბობო-
ლის ბაღებიდან გასვლას შეძლებდნენ, ძველ ქალაქში მოსახ-
ვედრად მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე სახელგანთქმული ხი-
დის – პონტე ვეკიოს გადავლა დარჩებოდათ. იქ ყოველთვის
ხალხმრავლობა იყო, ასე რომ, საიმედო საფარი გარანტირებუ-
ლი ექნებოდათ. იქიდან კი პალაცო ვეკიომდე სულ რამდენიმე
კვარტლის გავლაღა მოუწევდათ...
ჯაშუში ვერტმფრენის ბზუილი საკმაოდ ახლოს ისმოდა. უეც-
რად ლენგდონს ძლიერი სისუსტე დაეუფლა. ახლა, როდესაც სა-
ბოლოოდ მიაგნო თავისი უდანაშაულობის არგუმენტს, საერ-
თოდ დაიბნა და აღარ ესმოდა, რატომ გაურბოდნენ პოლიციას.
– ბოლო-ბოლო მაინც დამიჭერენ, სიენა, – უთხრა ლენგდონ-
მა, – მგონი, ჯობს პირდაპირ ჩავბარდეთ.
სიენამ აფორიაქებული სახით შეხედა.
– როგორც კი ჩერდებით, მაშინვე გესვრიან! რობერტ, კარ-
გად გაერკვიეთ, რაში გაქვთ გაყოფილი თავი. უნდა ვნახოთ ვა-
ზარის ეს ფრესკა და დავრწმუნდეთ, ეს მეხსიერებას დაგიბრუ-
ნებთ თუ არა. იქნებ მაშინ მაინც გაგახსენდეთ, საიდან გაჩნდა ეს
პროექტორი და მაინცდამაინც თქვენს ჯიბეში როგორ აღმოჩნდა.
ლენგდონს კვლავ წარმოუდგა, როგორ კლავს დოქტორ მარ-
კონის აჯაგრულთმიანი ქალი... როგორ ესვრის შავფორმიანი
180 მკითხველთა ლიგა
ხალხი... თავს როგორ იყრის სამხედრო პოლიცია რომანას პორ-
ტთან... და ამასთან, როგორ დასრიალებს ბობოლის ბაღების
თავზე მზვერავი ვერტმფრენი, რომელიც მათ მოძებნას ცდი-
ლობს. გაჩუმდა, დაღლილი თვალები მოიფშვნიტა, თან შესაძ-
ლო ვარიანტებზე დაფიქრდა.
– რობერტ! – ხმას ოდნავ აუწია სიენამ, – კიდევ ერთიპრობ-
ლემა გვაქვს... ადრე უმნიშვნელოდ მივიჩნიე, მაგრამ ახლა ასე
აღარ ვფიქრობ.
მისი ხმის ტემბრით შეშფოთებულმა ლენგდონმა თვალები გა-
ახილა.
– ჯერ კიდევ ჩემს ბინაში მინდოდა ეს მეთქვა, – განაგრძობდა
ქალი, – მაგრამ...
– რა მოხდა?
სიენამ ტუჩები მოკუმა. დაბნეული სახე ჰქონდა.
– როდესაც საავადმყოფოში მოხვედით, მაღალი სიცხე გქონ-
დათ, თან რაღაცის ახსნას ცდილობდით.
– ჰო, – უპასუხა ლენგდონმა, – „ვაი... ზარი, ვაი... ზარის“
ვლუღლუღებდი.
– კი, მაგრამ მაგ სიტყვებამდე... სანამ მაგნიტოფონი მოვიტა-
ნეთ, თქვენი გამოჩენიდან პირველივე წუთებში სულ სხვა რამ
თქვით და მე ეს დავიმახსოვრე. ერთადერთხელ წარმოთქვით,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არაფერში ვურევ.
– რა ვთქვი?
სიენამ იმ მხარეს მიანიშნა, საიდანაც ვერტმფრენის ზუზუნი
ისმოდა, შემდეგ კვლავ ლენგდონს შეხედა.
– თქვენ თქვით: „მე გასაღები მაქვს... მე ის უნდა ვიპოვო, თუ
ვერ ვიპოვი, ყველანი დავიღუპებით“.
ლენგდონი დუმდა და არ იცოდა, რა ეპასუხა.
– მე მეგონა, იმ ნივთზე ლაპარაკობდით, რომელიც ჯიბეში გე-
დოთ, მაგრამ ახლა... – აგრძელებდა სიენა.
181 მკითხველთა ლიგა
თუ ვერ ვიპოვი, ყველანი დავიღუპებით? ამ სიტყვებმა ლენ-
გდონი გააოგნა. მის თვალწინ სიკვდილის ზმანებებმა გაიელვა...
დანტეს ჯოჯოხეთი, ბიოლოგიური საფრთხის ემბლემა, ქოლერის
ექიმბაში... კვლავ უცნობმა ქალმა მოიხმო ის სისხლისფერი მდი-
ნარის გაღმა ნაპირიდან. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ! წამები დათ-
ვლილია!
სიენას ხმამ ლენგდონი კვლავ რეალობას დაუბრუნა.
– რაზეც უნდა მიანიშნებდეს ეს პროექტორი... და რის მოძებ-
ნასაც უნდა ეცადოთ... ეს ალბათ უკიდურესად საშიში რამაა. თუ
ჩვენი დახოცვა უნდათ... – ხმა ოდნავ გაებზარა და შეჩერდა, სუ-
ლი რომ მოეთქვა, – თავად განსაჯეთ. თქვენ დღისით-მზისით
გესროლეს... და მარტო თქვენ კი არა, მეც მესროლეს – მე ხომ
საერთოდ არაფერში ვარ დამნაშავე. როგორც ჩანს, არავინ ცდი-
ლობს, ჩვენთან მოლაპარაკება აწარმოოს. თქვენ წინააღმდეგ
თქვენივე ხელისუფლებაა ამხედრებული... თქვენ მათ დახმარე-
ბა სთხოვეთ, მათ კი მკვლელი მოგიგზავნეს.
ლენგდონი დაღლილი მზერით დააჩერდა მიწას. ან ამერიკის
შეერთებული შტატების საკონსულომ შეატყობინა მკვლელს, სა-
დაც იმყოფებოდა, ან არადა, თავად გამოგზავნეს – რა მნიშვნე-
ლობა აქვს? შედეგი ხომ ერთი იქნება. „ჩემივე წინააღმდეგ მოქ-
მედი ჩემი ხელისუფლება“.
სიენას ნაცრისფერი თვალები გამბედაობასა და რწმენას გა-
მოხატავდა.
„რაში ჩავითრიე საბრალო ქალი?“
– კარგი იქნებოდა გაგვეგო, რას ვეძებთ. მაშინ რაიმე მაინც
გახდებოდა ცხადი.
სიენამ თავი დაუქნია.
– რაც უნდა იყოს, ეს რაღაც უნდა ვიპოვოთ. სხვა თუ არაფერი,
ხელში რაიმე კოზირი მაინც გვექნება.

182 მკითხველთა ლიგა


სიენას რკინის ლოგიკა ჰქონდა. და მაინც, ლენგდონი შფო-
თავდა: „თუ ვერ ვიპოვი, ყველანი დავიღუპებით?“ მთელი დილა
ტვინს იჭყლეტდა ბიოლოგიური საფრთხის საშინელ სიმბოლო-
ებზე, შავ ჭირსა და დანტეს ჯოჯოხეთზე. მართალია, არც კი იცო-
და, რას ეძებდა, თუმცა ვარაუდობდა, რომ საქმე სასიკვდილო
დაავადებასთან ან სრულმასშტაბიან ბიოლოგიურ საფრთხესთან
ჰქონდა. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ დასდევს ხელისუფლება მო-
საკლავად?
„ნუთუ ტერორისტი ვგონივარ?“
ეს სრული სისულელე იყო. არა, აქ სულ სხვა რამ იმალებოდა.
ლენგდონს კვლავ გაახსენდა იდუმალი უცნობი ქალი.
– ჩემი ხილვების ქალი რეალურად არსებობს. ვგრძნობ, რომ
უნდა ვიპოვო ის.
– მაშინ მიენდეთ გრძნობებს, – გაამხნევა სიენამ, – ასეთ
მდგომარეობაში მყოფი თქვენი მეხსიერება ნამდვილი კომპასია.
მიმართულების მაჩვენებელი. ეს ფსიქოლოგიის საფუძვლებია –
თუ ინტუიცია გკარნახობთ, მიენდოთ ამ ქალს, ე. ი. უნდა გააკე-
თოთ კიდეც ის, რასაც ქალი გეუბნებათ.
– ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, – ერთად თქვეს.
ლენგდონმა შვებით ამოისუნთქა. აქ ყველანაირი ეჭვი ზედმე-
ტი იყო.
„მხოლოდ ის დამრჩენია, გვირაბში ცურვა განვაგრძო“.
თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა გარშემო მიმოი-
ხედა. „საითაა პარკიდან გასასვლელი?“
ისინი ფართო, ეღია მოედნის საზღვართან, ხეებქვეშ იდგნენ,
სადაც რამდენიმე ბილიკი ერთმანეთს უერთდებოდა. ხელმარ-
ცხნივ, ოდნავ მოშორებით ლენგდონმა ოვალური ფორმის ტბო-
რი შეამჩნია, შუაში პატარა კუნძულით, რომელსაც ლიმონის ხე-
ები და გასაოცარი ქანდაკებები ამშვენებდა. „იზოლოტო“, გა-

183 მკითხველთა ლიგა


იფიქრა ლენგდონმა. იცნო ეს სახელგანთქმული სკულპტურა –
ნახევრად წყალში ჩაძირული, ცხენზე ამხედრებული პერსევსი.
– პალაცო პიტი იქითაა, აღმოსავლეთით, – ლენგდონმა იზო-
ლოტოს საპირისპირო მხარეს მიუთითა, – იქ, სადაც მთელ პარ-
კზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული სანაპიროს
მთავარი პარკი – ვიოტოლონე – მდებარეობს. ორზოლიანი
გზატკეცილის სიგანის ვიოტოლონეს ორივე მხარეს ოთხასწლო-
ვანი კიპარისები გასდევდა.
– კი მაგრამ, იქ ხომ ვერ დავიმალებით, – შეეპასუხა სიენა ღია
ხეივნის დანახვაზე, – მისვლისთანავე შეგვნიშნავენ!
– მართალი ხართ, – ჩაეღიმა ლენგდონს, – სწორედ ამიტომ,
აი, იმ გვირაბით წავალთ.
მან ხელი ვიოტოლონეს მახლობლად მდებარე ხშირი ბუჩქე-
ბის მწკრივისკენ გაიშვირა. ხშირ მწვანე ბუჩქნარში თაღი იყო გა-
მოჭრილი, მის მიღმა კი სწორი ბილიკი მიემართებოდა. მის ნაპი-
რებზე აღმართული, ქვისგან გამოკვეთილი მუხის ხეები მეჩვიდ-
მეტე საუკუნის საწყის პერიოდს ეკუთვნოდა. ბილიკის თავზე ერ-
თმანეთში გადახლართული ტოტები ორნამენტური ფოთლებით
ქმნიდნენ გასაოცარ გვირაბს, რომელიც მთავარი გზის პარალე-
ლურად მიემართებოდა. ამ ბილიკის სახელწოდება – ლა ჩერ-
ცჰიატა „მომრგვალებულს“ ნიშნავს, რადგან მის თავზე ტოტების-
გან წარმოქმნილი ოვალური ფორმა მოგაგონებდათ კასრის
სალტეს, რომელსაც იტალიურად ცერცჰი ეწოდება.
სიენამ თაღთან მიირბინა და ვიწრო გასასვლელს შეხედა.
შემდეგ ღიმილით მოუტრიალდა თავის მეგზურს:
– გამოდგება.
დრო აღარ დაუკარგავს, შევიდა და ბილიკს გაუყვა.
ლენგდონს La Cerchiata ფლორენციის ყველაზე მშვიდობიან
კუთხედ მიაჩნდა. ახლა კი, როდესაც ნახევრად ჩაბნელებულ ბი-
ლიკზე მიმავალ სიენას უყურებდა, კვლავ გაახსენდა ბერძენი მე-
184 მკითხველთა ლიგა
თევზე-მყვინთავები, რომლებიც მარჯნის წყალქვეშა გვირაბებში
ცურვისას ღმერთს ევედრებოდნენ, წინ ჩიხი არ დახვედროდათ.
ლენგდონმა მათ მსგავსად თავისთვის მოკლე ლოცვა წარ-
მოთქვა და სიენას მიჰყვა.

მათგან ერთ კილომეტრში, ხელოვნების ინსტიტუტის მახ-


ლობლად, სტუდენტებისა და პოლიციელების ნაკადში აგენტი
ბრიუდერი გზას მიიკვლევდა. ბრიუდერის ყინულივით ცივი მზე-
რის წინაშე ყველა განზე დგებოდა და გზას უთმობდა. ბოლოს,
როგორც იქნა, მიაღწია სახელდახელოდ გაკეთებულ მართვის
პუნქტთან, რომელიც დაზვერვის სპეციალისტს შავი ავტომობი-
ლის ძრავის სახურავზე მოეწყო.
– ეს მზვერავი ვერტმფრენის მიერ მოპოვებული მონაცემე-
ბია, – უთხრა სპეციალისტმა და ბრიუდერს პორტატული მონი-
ტორი გაუწოდა, – რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ.
ბრიუდერმა ვიდეოჩანაწერს თვალი გადაავლო და კადრები
გააჩერა დაბინდულ გადიდებულ სურათზე, რომელზეც ჩანდნენ
შავგვრემანი მამაკაცი და ქალი უკან შეკრული ქერა თმით. ისინი
ხეების ჩრდილში იმალებოდნენ ისე, რომ მხოლოდ მათი ბუნდო-
ვანი სახეები მოჩანდა.
რობერტ ლენგდონი.
სიენა ბრუკსი.
უეჭველად ისინი იყვნენ.
ბრიუდერმა ყურადღება ავტომანქანაზე გაშლილ ბობოლის
ბაღების რუკაზე გადაიტანა. „ცუდი არჩევანი გაუკეთებიათ“, ფიქ-
რობდა და თან პარკის გეგმას სწავლობდა. რა თქმა უნდა, იქ
ბლომად იყო ერთმანეთში გადახლართული ბილიკი და სამალა-
ვი და მთელი პარკი ზომითაც საკმაოდ მოზრდილი გახლდათ,
მაგრამ სამაგიეროდ ყოველი მხრიდან მაღალი კედლები ერტყა.
185 მკითხველთა ლიგა
ბობოლის ბაღების მსგავსი ხაფანგი მთელი თავისი ოპერატიუ-
ლი მოღვაწეობის მანძილზე არ ენახა.
„აქედან ვერ გააღწევენ“.
– ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოები ყველა გა-
სასვლელს კეტავენ, – აუწყა ბრიუდერს ხელქვეითმა, – ახლა
მთელი პარკის გაჩხრეკას დავიწყებთ.
– ყველაფერი შემატყობინეთ, – ბრძანა ბრიუდერმა.
მან ნელ-ნელა ასწია თავი და ფურგონს შეხედა. პოლიკარბო-
ნატის სქელი მინის მიღმა ავტომანქანის სავარძელზე მჯდარი
ვერცხლისფერთმიანი ქალი მოჩანდა.
წამლებმა, რომლითაც ქალი გააბრუეს, იმაზე ძლიერ მოუდუ-
ნა შეგრძნებები, ვიდრე ამას ბრიუდერი მოელოდა. გარდა ამისა,
მის თვალებში ჩამდგარი შიში იმაზე მეტყველებდა, რომ ყველა-
ფერი კარგად ესმოდა, რაც მის გარშემო ხდებოდა.
„არცთუ ისე ხალისიანი გამომეტყველება აქვს, – გაიფიქრა
ბრიუდერმა, – ანდა რა აქვს სამხიარულო...“

186 მკითხველთა ლიგა


თავი 26

ჭავლი ჰაერში შვიდი მეტრის სიმაღლემდე ადიოდა.


ლენგდონი უყურებდა წყალს, რომელიც ზემოდან ქვემოთ
მსუბუქად ეშვებოდა. კმაყოფილი იყო, რომ მიზანთან გაცილე-
ბით ახლოს იყვნენ. ახლახან უკან მოიტოვეს La Cerchiata-ს გვი-
რაბი და ვრცელ გაზონზე გადაირბინეს. ახლა დაფნის ხეების კო-
რომში იდგნენ და უცქერდნენ სახელგანთქმულ ბობოლის ცალ-
ნაკადიან შადრევანს – ბრინჯაოს ნეპტუნს ხელში სამკაპით. ლენ-
გდონმა იცოდა, რომ ეს ნამუშევარი სტოლდო ლორენცის ეკუთ-
ვნოდა, პარკის ცენტრში მდებარეობდა და მას ადგილობრივი
მოსახლეობა აგდებულად „ჩანგლიან შადრევანს“ უწოდებდა.
კორომის საზღვართან მდგარი სიენა ფოთლებს მიღმა, ზემოთ
იყურებოდა.
– რაღაც აღარ ჩანს ვერტმფრენი.
ლენგდონს მისი ხმა ძლივს ესმოდა. თუმცა წყლის ხმაურმა
სხვა ხმებიც გადაფარა.
– იქნებ საწვავის შესავსებად გაფრინდა? პატარა შანსი მოგ-
ვეცა. საით უნდა წავიდეთ? – იკითხა სიენამ.
ლენგდონმა ის მარცხენა მხარეს წაიყვანა, სადაც საკმაოდ ცი-
ცაბო დაღმართზე დაეშვნენ. მალე ხეების ფოთლებს შორის სა-
სახლე გამოჩნდა. სწორედ ეს იყო პალაცო პიტი.
– კოხტა პატარა სახლია, – აღნიშნა სიენამ.
– მედიჩების მიერ კულტურის სფეროში გაწეული ღვაწლის
ტიპური დაუფასებლობა, – აღმოხდა ლენგდონს.
მიუხედავად იმისა, რომ სასახლემდე ხუთასიოდე ნაბიჯი მა-
ინც რჩებოდა, მისი ქვის ფასადი ორივე მხარეზე საკმაოდ ფარ-
თოდ გაშლილ მთელ ლანდშაფტს ფარავდა.
უბრალო, უხეში, დაუმუშავებელი ქვები შენობას მიუწვდომე-
ლი სიმაგრის იერს ანიჭებდა. ამ შეგრძნებას ამძაფრებდა გისო-
187 მკითხველთა ლიგა
სებიანი ფანჯრები და გვირგვინებიანი, გუმბათისებური თაღები.
როგორც წესი, სახელმწიფო მნიშვნელობის სასახლეები შემაღ-
ლებულ ადგილებზე შენდებოდა, რათა გამვლელებს ქვევიდან
ზემოთ შეეხედათ. თუმცაღა პალაცო პიტი მდინარე არნოს ნაპი-
რებთან მდებარეობდა, ასე რომ, ბობოლის ბაღებიდან ამ შენო-
ბას ზემოდან გადმოხედავდი.
ამ რაკურსიდან სასახლე კიდევ უფრო მეტად გრანდიოზული
მოჩანდა. ერთ არქიტექტორს უთქვამს, ეს სასახლე თითქოს თა-
ვად ბუნებამ შექმნაო... თითქოსდა მთებში მეწყერი ჩამოწვა, გი-
განტური ქვები რბილ დაღმართზე დაგორდნენ და თავისით შე-
ერთდნენ დიდებულ და ძლიერ სიმაგრედ. მართალია, დაბლობი
ადგილი სტრატეგიულად წამგებიანია, მაგრამ მტკიცედ და საიმე-
დოდ ნაგები პალაცო პიტი ფლორენციაში ჩასულმა ნაპოლეონმა
თავის შტაბ-ბინად გამოიყენა.
– შეხედეთ, – უთხრა სიენამ და ბაღიდან გასასვლელ უახლო-
ეს კარიბჭეზე მიუთითა, – როგორც ჩანს, ბედი გვიღიმის.
ლენგდონს უკვე შემჩნეული ჰქონდა ის, რაზეც ქალი მიუთი-
თებდა. ამ უცნაურ დილას მზერა არა იმდენად ბაღის სილამაზემ
მოსტაცა, რამდენადაც ტურისტთა დაუსრულებელმა ნაკადმა,
რომელიც კარიბჭიდან შემოედინებოდა. პალაცო პიტი უკვე გა-
ეხსნათ და ეს იმას ნიშნავდა, რომ ლენგდონსა და სიენას ისღა
დარჩენოდათ, შესულიყვნენ შიგნით, გადაეკვეთათ და ამგვარად
გაეღწიათ ბაღებიდან. ლენგდონმა წინდაწინ იცოდა, რომ სასახ-
ლიდან გასვლისთანავე მარჯვნივ მდინარე არნოს დაინახავ-
დნენ, ხოლო მის მიღმა – ძველი ქალაქის კოშკებს.
ისინი სირბილით დაეშვნენ ციცაბო დაღმართზე. სირბილით
გადაკვეთეს ბობოლის ამფითეატრი, რომელიც ფერდობის ძი-
რას ნალისებურად დახვეულიყო – სწორედ აქ დაიდგა მსოფ-
ლიოში პირველი საოპერო სპექტაკლი. შემდეგ უკან მოიტოვეს
რამზეს II-ის ობელისკი, მის ძირში განთავსებული ნაკლებმიმ-
188 მკითხველთა ლიგა
ზიდველი შედევრით. გზამკვლევები მას „რომიდან ჩამოტანილ
კარაკალის აბაზანების გიგანტური ქვის აუზს“ უწოდებდნენ, თუმ-
ცა ლენგდონი მასში ხედავდა იმას, რაც ის სინამდვილეში იყო –
მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის აბაზანას. „აჯობებდა, ეს რა-
ღაც სულ სხვა ადგილას დაედგათ“.
როგორც იქნა, მიაღწიეს სასახლის მთავარ შესასვლელს და
ნელი ნაბიჯით განაგრძეს გზა. შეუმჩნევლად შეერივნენ ტურის-
ტების ნაკადს. ვიწრო შესასვლელით მოხვდნენ შიდა ეზოში, სა-
დაც პატარა საზაფხულო კაფე მოეწყოთ. აქ ტურისტები დილის
ესპრესოს აგემოვნებდნენ. ჰაერი ახლად დაფქული ყავის არომა-
ტით იყო გაჯერებული და ლენგდონს საშინლად მოუნდა მაგი-
დასთან დაჯდომა და ადამიანურად საუზმობა. არაფერია, მოით-
მენ, შეუძახა საკუთარ თავს და გაიარა თაღის ქვეშ, რომელიც პა-
ლაცო პიტის უმთავრესი კარიბჭისკენ მიემართებოდა.
კარიბჭესთან, პორტიკის ქვეშ უამრავი ტურისტი ირეოდა და
გაოგნებულები იყვნენ იმით, რაც კარიბჭის მიღმა ხდებოდა.
პალაცო პიტის მთავარი შესასვლელი, როგორც ყოველთვის,
მკაცრად და არასტუმართმოყვარედ გამოიყურებოდა. აქ ვერ ნა-
ხავდით თანაბრად შეკრეჭილ გაზონებს, ვერც ლანდშაფტური
დიზაინის საოცრებებს, – აქ მხოლოდ ცარიელი ფართო მოედანი
გადაჭიმულიყო მთელ ფერდობზე და მოკირწყლული გზით გვი-
ჩარდინის ქუჩას უერთდებოდა, შემდეგ მკვეთრ დაღმართად ეშ-
ვებოდა.
აქ კი ლენგდონმაც შეამჩნია ის, რამაც ამდენი ტურისტის ყუ-
რადღება მიიპყრო.
სასახლეს ათამდე პოლიციის ავტომობილი მოადგა. ფერ-
დობზე უკვე ამოდიოდა სამართალდამცავთა პატარა ჯგუფი. პო-
ლიციელები იარაღს იღებდნენ და თან სასახლის წინამდებარე
სივრცეს კეტავდნენ.

189 მკითხველთა ლიგა


თავი 27

როდესაც პოლიციელებმა პალაცო პიტი გადაკეტეს, ლენ-


გდონი და სიენა უკან მიბრუნდნენ – იმავე გზაზე, რომლითაც კა-
რიბჭესთან მოხვდნენ. მათ კვლავ გადაკვეთეს შიდა ეზო და უკან
მოიტოვეს ახმაურებული კაფე. ტურისტები კისერს იგრძელებ-
დნენ და ამ აურზაურის გამომწვევი მიზეზის დანახვას ცდილობ-
დნენ.
სიენა გაოცებული იყო, რომ სამართალდამცველებმა ასე მა-
ლე მიაგნეს მათ. „შესაძლოა ვერტმფრენი იმიტომაც გაქრა, რომ
თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა – გვიპოვა“.
მათ კვლავ ვიწრო გვირაბს მიაშურეს, რომლის გავლითაც ად-
რე პარკიდან ჩამოვიდნენ, შეუჩერებლივ შევიდნენ გვირაბში და
საფეხურებს ზემოთ შეუყვნენ. სულ ზემოთ კედლის დახრილ ჯე-
ბირთა კიბე მარცხნივ უხვევდა და გაქცეულები მის გასწვრივ გა-
უყვნენ გზას. კედელი ყოველ ნაბიჯზე სულ უფრო დაბლდებოდა
და სულ მალე მათ წინაშე ბობოლის ბაღების უზარმაზარი ტერი-
ტორია მთელი სიგრძე-სიგანით გადაიშალა.
ლენგდონმა სიენას ხელი ჩაავლო და უკან, ქვიანი ზღუდის
მიღმა გამოსწია. სიენამაც მოასწრო იმის შემჩნევა, რამაც ლენ-
გდონი შეაშინა.
ამფითეატრის ფერდობზე, მათგან სამასიოდე მეტრის დაშო-
რებით, პოლიციელთა ჯგუფი ეშვებოდა. ისინი კორდებს ჩხრეკ-
დნენ, ტურისტებს ესაუბრებოდნენ და ერთმანეთს რაციებით რა-
ღაცას გადასცემდნენ.
„მახეში გავებით!“
როდესაც სიენამ პირველად დაინახა ლენგდონი, ვერც კი
წარმოიდგენდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. „ეს იმაზე დიდი
სასჯელია, ვიდრე დავიმსახურე“. როდესაც სიენას ლენგდონი სა-
ავადმყოფოდან გამოჰყავდა, ფიქრობდა, რომ რკინის ეკლებიან
190 მკითხველთა ლიგა
მარტოხელა მკვლელს გაურბოდნენ, მაგრამ ახლა მათ კვალში
სამხედრო პოლიცია და იტალიის მთელი ძალოვანი სტრუქტურა
ედგა. მისთვის ცხადი გახდა, რომ გადარჩენის შანსი ნულის ტო-
ლი იყო.
– არის აქედან სხვა გასასვლელი? – იკითხა სიენამ, როდესაც
ცოტა სული მოითქვა.
– არ მგონია, – უპასუხა ლენგდონმა, – ეს პარკი ქალაქ-ციხე-
სიმაგრესავითაა. ძალიან ჰგავს... – უეცრად დადუმდა და აღმო-
სავლეთით შებრუნდა, – ძალიან ჰგავს ვატიკანს.
სიენას მოეჩვენა, რომ ამ სიტყვებზე ლენგდონის თვალებში
იმედის ნაპერწკალმა გაიელვა. არ ესმოდა, რა კავშირი შეიძლე-
ბოდა ჰქონოდა ვატიკანს მათ თავს დამტყდარ უბედურებასთან.
მაგრამ უეცრად თავი ასწია და სასახლის უკანა მხარეს, აღმოსავ-
ლეთით გაიხედა.
– მართალია, მცირე შანსი გვაქვს, – თქვა, თან სიენას ხელი
ჩაჰკიდა, – მაგრამ სხვა გასასვლელი შესაძლოა მართლაც არსე-
ბობდეს.
უეცრად მათ წინ ორი ფიგურა აღიმართა – ეტყობა, ამ ადამია-
ნებმა კედლის კუთხეს შემოუარეს და კინაღამ სიენასა და ლენ-
გდონს შეეჩეხნენ. ორივე უცნობს შავი სამოსი ეცვა და ერთ საში-
ნელ მომენტში სიენას სწორედ ის მებრძოლები ეგონა, რომელ-
თაც „ტრაიკით“ ძლივს დააღწიეს თავი. თუმცა მაშინვე მიხვდა,
რომ ესენი მხოლოდ და მხოლოდ გემოვნებით შერჩეულ ტყავის
პიჯაკებში გამოწკეპილი იტალიელი ტურისტები იყვნენ.
სიენა უეცარ იმპულსს მიენდო, ერთ-ერთ ტურისტს ხელზე შე-
ეხო და თბილად გაუღიმა.
– Puo dirci dov´e la Galleria del costume?30 – ჰკითხა მშვიდი
იტალიური ტონით. ყველამ იცოდა, რომ პალაცო პიტიში კოსტიუ-

30
შეგიძლიათ მითხრათ, სად არის კოსტიუმების გალერეა?(იტალ.)
191 მკითხველთა ლიგა
მების ცნობილი გალერეა იყო განთავსებული და სიენამაც თავი
ისე მოაჩვენა, თითქოსდა ამ ადგილს ეძებდა, – Io e mio fratello
siamo in ritardo per una visita privata.31
– ჩერტო! – ტურისტმა ორივეს გაუღიმა. ბედნიერი იყო, რომ
დახმარებას უწევდა მათ, – Proseguite ddritto per il sentiero!32 ის
შებრუნდა და დასავლეთით გაიქნია ხელი – ზუსტად იმის საპი-
რისპირო მიმართულებით, საითაც ლენგდონი აპირებდა წას-
ვლას.
– Molte grazie! – მადლობა გადაუხადა სიენამ და მიმავალი
წყვილი ღიმილით გააცილა.
ლენგდონმა აღფრთოვანებულმა დაუქნია თავი სიენას. ჩანა-
ფიქრს მიუხვდა – თუ პოლიციელები ამ ტურისტებსაც დაჰკითხა-
ვენ, გაიგებენ, რომ სიენა და ლენგდონი კოსტუმების გალერეის-
კენ წასულან, რომელიც, კედელზე დაკიდებული პარკის გეგმის
თანახმად, ბაღის დასავლეთ ნაწილში, ბოლოში მდებარეობს, ე.
ი. მათი ნამდვილი მიზნიდან მაქსიმალურად მოშორებულ ად-
გილზე.
– აი, იქით უნდა წავიდეთ, – თქვა ლენგდონმა და ანიშნა ფარ-
თო მოედანზე გაჭრილ ბილიკზე, რომელიც სასახლიდან შორს,
სხვა ფერდობისკენ მიემართებოდა. ფერდობის შემაღლებულ ნა-
წილთან ახლოს ბილიკს მიუყვებოდა ცოცხალი ღობე – შესანიშ-
ნავი სამალავი პოლიციელებისგან, რომლებიც უკვე მათგან
ასიოდე მეტრის მოშორებით ეშვებოდნენ ფერდობზე.
სიენამ უცბად გამოთვალა შანსები, რამდენად შეძლებდნენ
მოედნის შეუმჩნევლად გადავლას და სამალავამდე უსაფრთხოდ
მიღწევას. მხოლოდ სამწუხარო დასკვნა გამოიტანა – მოედანზე
უკვე შეკრებილყვნენ ტურისტები და ცნობისმოყვარე მზერით აკ-
ვირდებოდნენ პოლიციელებს. გარდა ამისა, შორიდან კვლავ

31
მე და ჩემი ძმა კერძო ექსკურსიაზე ვაგვიანებთ.(იტალ.)
32
ამ გზას პირდაპირ გაჰყევით.(იტალ.)
192 მკითხველთა ლიგა
მოისმა მზვერავი ვერტმფრენის სუსტი ზუზუნი. ის ახლოვდებო-
და.
– ან ახლა, ან არასდროს, – თქვა ლენგდონმა, სიენას ხელში
ხელი სტაცა და წაიყვანა. ხალხში გზა გაიკვლიეს. სიენა საკუთარ
თავს ებრძოდა, რომ არ გაქცეულიყო, თუმცა ლენგდონს მაგრად
ეჭირა. სწრაფად, მაგრამ მშვიდად მოძრაობდნენ ხალხის ნაკად-
ში.
როდესაც ბოლოს და ბოლოს ბოლიკზე გავიდნენ, სიენამ უკან
მიიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ვერავინ შეგვამჩნიაო. მაგრამ-
ყველა პოლიციელი მათგან ზურგით იდგა, თავაწეულები მზვე-
რავ-ვერტმფრენს ეძებდნენ.
სიენა მობრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა ლენგდონს.
ზუსტად მათ თვალწინ, ხეების კენწეროებთან ძველი ფლო-
რენციის შორეული მოხაზულობა გამოჩნდა. წითელი კრამიტით
გადახურული დუომოს გუმბათი და წითელი და მწვანე ზარებით
შემკული ჯოტოს თეთრი სამრეკლო. გარკვეული დროის მანძილ-
ზე სიენა პალაცო ვეკიოს წაწვეტებულ კოშკსაც ხედავდა, სადაც
ისინი ალბათ ვეღარც მოახერხებდნენ მოხვედრას, თუმცა მალე
პარკის მაღალმა კედლებმა ხედი დაფარა და დევნილები კვლავ
ქვის კედლებში გამოკეტილნი აღმოჩნდნენ.
როდესაც ფერდობის ძირს მიაღწიეს, სიენა მძიმედ სუნთქავ-
და და უკვე ეჭვი ეპარებოდა, იცოდა თუ არა ლენგდონმა, საით
მიდიოდნენ.
ბილიკს პირდაპირ ლაბირინთისკენ მიჰყავდა ისინი, მაგრამ
ლენგდონმა მკვეთრად გადაუხვია მარცხნივ, ხრეშით მოფენილი
ფართო მოედნისკენ. მოედანს გვერდი აუარეს და ხშირი ხეების
ჩრდილქვეშ მდებარე ცოცხალ ღობეს მოეფარნენ. მოედანი ცა-
რიელი იყო და სამსახურებრივი ავტომობილების სადგომს უფ-
რო ჰგავდა, ვიდრე ტურისტების დასასვენებელ ადგილს.
– სად მივდივართ? – იკითხა სიენამ და სული მოითქვა.
193 მკითხველთა ლიგა
– თითქმის მივედით.
მთელ მოედანს, უფრო ზუსტად კი შიდა ეზოს, სამი სართულის
სიმაღლის კედლები ერტყა. სიენამ მარცხნივ მხოლოდ ერთი გა-
სასვლელი შენიშნა – ავტომობილებისთვის განკუთვნილი, თუმ-
ცა ის თუჯის ცხაურით იყო გადაკეტილი. ძველებური იერი ჰქონ-
და – თითქოს თავად სასახლის თანადროული ყოფილიყო და მა-
შინ აღმართეს, როდესაც გარშემო მაროდიორების მთელი არ-
მიები დაძრწოდნენ. ამ ცხაურის მიღმა მოჩანდა პოლიციის კორ-
დონი, რომელსაც პაიტის მოედანი გადაეკეტა.
ბუჩქნარს მოფარებული ლენგდონი წინ თამამი ნაბიჯით მი-
ემართებოდა – პირდაპირ კედლის მიმართულებით. სიენამ თვა-
ლებით გასაძრომის მოძებნა სცადა, მაგრამ კედელში მხოლოდ
და მხოლოდ ნიში იყო, რომელსაც საზიზღარი შესახედაობის ქან-
დაკება „ამშვენებდა“.
„ღმერთო დიდებულო, მედიჩებს მსოფლიოში ნებისმიერი შე-
დევრის ყიდვა შეეძლოთ და მაინცდამაინც ეს შეარჩიეს?!“
ეს იყო გიგანტური ზომის კუზე გადამჯდარი მსუქანი შიშველი
ჯუჯა. ჯუჯის სათესლე კვერცხები კუს ბაკანზე იყო მიბრტყელებუ-
ლი, ხოლო პირიდან წყალი წვეთავდა. აშკარად ავად იყო.
– ვიცი, ვიცი, – ნაბიჯის შეუნელებლად ისროლა ლენგდონმა
სიტყვა, – ეს ბრაჩო დი ბარტოლოა – სასახლის სახელგანთქმუ-
ლი ხუმარა. კარგი იქნებოდა, იმ გიგანტურ სააბაზანოში ჩაესვათ.
უეცრად ხელმარცხნივ გაუხვია პატარა კიბისკენ, რომელსაც
სიენა აქამდე ვერ ხედავდა.
„ნუთუ ეს გასასვლელია?!“
ეს იმედი იმწუთშივე გაუქრა.
სიენა ხვდებოდა, რომ ჩიხისკენ მიდიოდნენ – ის ძალიან ჰგავ-
და ჭას და ორჯერ მაღალი კედლები ერტყა.

194 მკითხველთა ლიგა


უფრო მეტიც, სიენას გაუჩნდა გრძნობა, რომ მათი ხანგრძლი-
ვი მოგზაურობა სადაცაა დასრულდებოდა... უღრმესი მღვიმის
ზღვართან. „შეუძლებელია, რომ აქ გამიზნულად მოვეყვანე!“
მღვიმის შესასვლელთან ავისმომასწავებლად ეკიდა წვერწა-
მახული სტალაქტიტები. მის სიღრმეში მარყუჟისებრი წანაზარ-
დები ჩანდა, თითქოსდა კედელზე მცოცავი, თითქოს თავად ქვა
დნებოდა... იკვეთებოდა ფიგურები, რომლებიც შორიდან ადა-
მიანებს ჰგავდნენ, გეგონება, ქვის ერთიანი კედლიდან გამოღწე-
ვას ცდილობენო. ამ სანახაობამ სიენას იმწამსვე ბოტიჩელის
„ჯოჯოხეთის რუკა“ გაახსენა.
რაოდენ გასაოცარიც უნდა ყოფილიყო, ლენგდონი შეუნელე-
ბელი ნაბიჯით მიემართებოდა პირდაპირ მღვიმისკენ. ვატიკანი
კი ახსენა, მაგრამ სიენა დარწმუნებული იყო, რომ ამ ქალაქ-სა-
ხელმწიფოში ნამდვილად არ იყო მღვიმე, რომელშიც სულის
გამყინავი სიცივეა დაბუდებული.
როდესაც მღვიმეს მიუახლოვდნენ, სიენას ყურადღება შესას-
ვლელის თავზე გაკეთებულმა ერთგვარმა ანტაბლემენტმა მიიქ-
ცია. მასზე გამოსახული იყო სტალაქტიტებისა და უფორმო ქვის
შვერილებისგან შემდგარი მოჩვენებითი სინთეზი, რომელიც
თითქოსდა ყლაპავდა ძირს გაწოლილ ორ ქალს, მის გვერდით
კი გამოსახული იყო ფარი ზედ დატანებული ექვსი ბურთულით, ე.
წ. პალლე – მედიჩების სახელგანთქმული გერბი.
უეცრად ლენგდონი მარცხნივ, შესასვლელისგან მოშორებით
გაემართა და სიენამ დაინახა მანამდე შეუმჩნეველი პატარა ხის
კარი, მღვიმის შესასვლელიდან მარცხნივ. ნაცრისფერი მოძვე-
ლებული კარი დიდ ყურადღებას არ იქცევდა. ჩვეულებრივ, ასე-
თი კარების მიღმა დამლაგებლის ნივთები ან ბაღის მოსავლელი
ინვენტარი ინახება.

195 მკითხველთა ლიგა


ლენგდონი კართან მიიჭრა, მაგრამ გარეთა სახელური კარს
არ ჰქონდა; სამაგიეროდ, გაჩნდა გასაღების მოსარგები ხვრე-
ლი. აშკარად, მხოლოდ შიგნიდან იღებოდა.
– ჯანდაბა! – აღშფოთდა ლენგდონი. ოპტიმიზმი უკვალოდ გა-
უქრა, – მე კი იმედი მქონდა, რომ...
უეცრად ქვის მღვიმე გამჭოლი ზუზუნის მსუბუქმა ექომ გაავ-
სო. მობრუნებულმა სიენამ მზვერავი-ვერტმფრენი დაინახა – ის
სასახლის წინ აფრინდა და პირდაპირ მათი მიმართულებით აი-
ღო გეზი.
ლენგდონმაც შეამჩნია. სიენას ხელი სტაცა და მღვიმეში შე-
ვარდა. ისინი სტალაქტიტების ფარდის მიღმა თვალის დახამხა-
მებაში გაუჩინარდნენ.
„საკმაოდ ლოგიკური დასასრულია, – გაიფიქრა სიენამ, – თა-
ვი პირდაპირ ჯოჯოხეთის კარიბჭის მიღმა ამოვყავით“.

196 მკითხველთა ლიგა


თავი 28

მათგან ერთ კილომეტრში ვაიენტამ თავისი მოტოციკლი სად-


გომზე გააჩერა. ის ახლახან ჩამოვიდა ძველ ქალაქში პონტე-
ალე-გრაციეს ხიდის გავლით. მან წრე მოხაზა და დაბრუნდა პონ-
ტე ვეკიოსთან, რომელიც პალაცო პიტის საპირისპირო მხარეს
მდებარეობდა. ჩაფხუტი მოტოციკლის საჭეზე დაამაგრა, ხიდზე
გადავიდა და ტურისტებს შეერია. მიუხედავად ადრიანი დილისა,
ტურისტები მაინც მრავლად იყვნენ.
გრილი მარტის ნიავი ვაიენტას მოკლე, წვეტიან კიკინას უფ-
რიალებდა. გაახსენდა, რომ ლენგდონი მის გარეგნობას კარგად
ცნობდა. ის უამრავი დახლიდან ერთ მათგანთან შეჩერდა და კე-
პი იყიდა წარწერით „Amo Firenze“33 და ისე ჩამოიფხატა, რომ სა-
ხე დაფარული ჰქონოდა.
ტყავის ქურთუკი ხელით იმგვარად შეისწორა, რომ პისტოლე-
ტი არ გამოჩენილიყო. შემდეგ პოზიცია დაიკავა – ხიდის თით-
ქმის შუაგულში. მოწყენილი სახით ხიდის მოაჯირს დაეყრდნო და
პალაცო პიტის დაუწყო ცქერა. აქედან იდეალურად მოჩანდა
ხალხის ნაკადი, რომელიც მდინარეზე გადებული ხიდის გავლით
ფლორენციის ცენტრისკენ ისწრაფოდა.
„ლენგდონი ფეხით მოდის, – უთხრა საკუთარ თავს, – თუ მო-
ახერხებს რომანას პორტს გამოსცდეს, ყველაზე ლოგიკური გზა
ძველი ქალაქისკენ სწორედ ამ ხიდზე გადის“.
პალაცო პიტის დასავლეთით სირენები ახმაურდა. „ეს კარგის
ნიშანია თუ ცუდის? კვლავ ეძებენ თუ უკვე იპოვეს?“ ვაიენტა სმე-
ნად იყო გადაქცეული და ფიქრობდა, რა შეიძლებოდა მომხდა-
რიყო. ამასობაში კიდევ ერთი უცნაური ხმა მოესმა – ძალიან სუს-
ტი ზუზუნი ზემოდან. მექანიკურად აიხედა და მაშინვე შენიშნა პა-

33
„მე მიყვარს ფლორენცია“
197 მკითხველთა ლიგა
ტარა რადიომართვადი ვერტმფრენი, რომელიც ცაში აიჭრა და
ხეების კენწეროებს ბობოლის ბაღების ჩრდილო-აღმოსავლეთ
მიმართულებით გაუყვა.
„მზვერავი-ვერტმფრენი, – გაიფიქრა იმედმოცემულმა ვაიენ-
ტამ, – თუ ის ისევ ჰაერში დალივლივებს, ე. ი. ბრიუდერმა ჯერ კი-
დევ ვერ მოიხელთა ლენგდონი“.
ვერტმფრენი სწრაფად უახლოვდებოდა. ცხადია, პარკის
ჩრდილო-აღმოსავლეთ, პონტე ვეკიოს ხიდთან ახლოს მდებარე
ნაწილს ამოწმებდა. ეს ვაიენტას ოპტიმიზმს მატებდა.
თუ ლენგდონი ბრიუდერს ხელიდან დაუსხლტა, ის ალბათ
აქეთ მოდის.
ვაიენტას თვალწინ ვერტმფრენი მაღალი კედლის თავზე უეც-
რად ჰაერში გაჩერდა და გაქრა. ესმოდა, როგორ ზუზუნებდა ხე-
ებს შორის... ეტყობა, რაიმე საინტერესოს მიაგნო.

198 მკითხველთა ლიგა


თავი 29

„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, – ფიქრობდა ნახევრად ჩაბნელე-


ბულ მღვიმეში სიენას გვერდით მჯდარი ლენგდონი, – გასას-
ვლელს ვეძებდით... და ჩიხში აღმოვჩნდით“.
მღვიმის ცენტრში განთავსებული უფორმო შადრევანი კარგ
სამალავად გამოდგებოდა, მაგრამ როგორც კი მასში ჩაიხედა,
ლენგდონი მიხვდა, რომ დამალვა დააგვიანდათ.
ვერტმფრენი, რომელიც წუთის წინ ქვის ეზოში ჩაფრინდა,
ზუსტად მღვიმის თავზე დაეკიდა ჰაერში, მიწიდან სულ რაღაც სამ
მეტრზე. მღვიმის შესასვლელთან მიტრიალებული ხმამაღლა ზუ-
ზუნებდა, როგორც აბეზარი მწერი... რომელმაც მსხვერპლი შე-
ამჩნია.
ლენგდონმა უკან მიიხედა და სიენას გადაუჩურჩულა:
– მგონი, იციან, აქ რომ ვართ.
მღვიმის შიდა კედლებზე ექოდ არეკლილი ვერტმფრენის ზუ-
ზუნი გამაყრუებელ ზრიალში გადაიზარდა. დაუჯერებელი იყო,
რომ ისინი მძევლებად პატარა მზვერავმა უპილოტო ვერ-
ტმფრენმა აიყვანა, თუმცაღა ლენგდონს ესმოდა, რომ მისგან
გაქცევას აზრი არ ჰქონდა. „რაღა უნდა ვქნათ? უბრალოდ, ვის-
ხდეთ და ველოდოთ?“ მისი თავდაპირველი გეგმა – შეეღწიათ
პატარა ნაცრისფერ კარში, – სულაც არ იყო ცუდი, მაგრამ ვერ
გათვალა ის გარემოება, რომ კარი გარედან არ იღებოდა.
როდესაც ლენგდონმა თვალი სიბნელეს შეაჩვია, იქაურობა
მიმოათვალიერა, რომ რაიმე სხვა სახის გასასვლელი ეპოვა,
მაგრამ დამაიმედებელი ვერაფერი დაინახა. მღვიმეს ამშვენებდა
ადამიანებისა და ცხოველების სკულპტურები, რომლებიც უცნა-
ურ, თითქოსდა დამდნარ კედლებში სანახევროდ ჩაფლულიყ-
ვნენ. ლენგდონმა ზემოთ აიხედა, საიდანაც სახიფათოდ ჩამოშ-
ვერილიყო სტალაქტიტები.
199 მკითხველთა ლიგა
„სიკვდილისთვის ზედგამოჭრილი ადგილია“.
არქიტექტორ ბერნარდო ბუანტალენტის სახელობის მღვიმე
ალბათ ყველაზე უჩვეულო ადგილი იყო მთელ ფლორენციაში.
სამი გამოქვაბულისგან შემდგარი ეს ანფილადა ოდესღაც იმ
ახალგაზრდების გასართობი ადგილის ფუნქციას ასრულებდა,
რომლებიც პალაცო პიტის სტუმრობდნენ. მღვიმის შიდა დეკორი
ნატურალისტური ფანტაზიისა და გოთიკის ნაზავს წარმოადგენ-
და: ნოტიო ამობურცულ კედლებზე განლაგებული პემზის ქვები
ერთი მხრივ თითქოს შთანთქავდნენ, მეორე მხრივ კი წარმოა-
ჩენდნენ ქანდაკებების უმრავლესობას. მედიჩების დროს ამ კედ-
ლებიდან წყალი გადმოდიოდა – ის მღვიმეს ცხელი ტოსკანური
ზაფხულის პერიოდში აგრილებდა და ამ ნაგებობის ბუნებრიობის
ილუზიას ქმნიდა.
ლენგდონი და სიენა მღვიმის რიგით პირველ, სამიდან ყველა-
ზე დიდ გამოქვაბულში იმალებოდნენ, რომელიც ამორფული
ცენტრალური შადრევნის მიღმა მდებარეობდა. მათ გარშემო
განლაგებული იყო მწყემსების, გლეხების, მუსიკოსების, ცხოვე-
ლებისა და მიქელანჯელოს ნახატის – მონების, ასლიც კი. ყველა
ეს გამოსახულება თითქოსდა ქვის კედლებიდან გამოღწევას
ცდილობდა. ჭერზე გამოჭრილი წრიული ფორმის სარკმლიდან
დილის მზის სხივები იჭრებოდა. ადრე აქ, მზის სინათლეზე ჩამო-
კიდებული იყო წყლით სავსე უზარმაზარი მინის სფერო, რომელ-
შიც წითელი კობრი დაცურავდა.
„საინტერესოა, – გაიფიქრა ლენგდონმა, – რას იტყოდა უწინ-
დელი ხალხი, მღვიმის შესასვლელთან ჰაერში დაკიდებული
ვერტმფრენი რომ დაენახათ? მყისვე გაახსენდებოდათ მათი თა-
ნამედროვისა და თანამემამულის, ლეონარდო და ვინჩის ფან-
ტასტიკური ქმნილება, რომელიც უეცრად რეალობად იქცა.

200 მკითხველთა ლიგა


სწორედ ამ დროს უპილოტო აპარატის ზუზუნი მიწყდა. ხმა
თანდათან კი არ გაქრა, არამედ მკვეთრად, მოულოდნელად შეწ-
ყდა.
შეშფოთებულმა ლენგდონმა შადრევნის მიღმა გაიხედა და
დაინახა, რომ ვერტმფრენი დამჯდარიყო. ახლა ის ჩუმად იჯდა
ხრეშზე და საკმაოდ უვნებლად გამოიყურებოდა, თუ იმასაც მი-
ვათვლიდით, რომ მისი ნესტარივით წვეტიანი ვიდეოკამერა არა
მღვიმეს, არამედ პატარა ნაცრისფერ კარს უყურებდა.
თუმცა მათი შვება წამიერი აღმოჩნდა – ვერტმფრენიდან
ასიოდე მეტრში, კუზე გადამჯდარ ქანდაკებასთან, კბილებამდე
შეიარაღებული მებრძოლები გამოჩნდნენ. მათ შეუჩერებლად
ამოიარეს კიბეები და პირდაპირ მღვიმისკენ გამოემართნენ.
მებრძოლები მათთვის უკვე კარგად ნაცნობ შავ ფორმაში იყ-
ვნენ გამოწყობილები – მხრებზე მწვანე ლენტებით. მათი დაკუნ-
თული წინამძღოლის თვალები სიცივესა და გულგრილობას ას-
ხივებდა, როგორც ლენგდონის ხილვებში ნანახი ქოლერის ნი-
ღაბი.
მე სიკვდილი ვარ.
ახლომახლო არც შავი ფურგონი და არც ვერცხლისფერთმია-
ნი ქალი არ ჩანდა.
მე სიცოცხლე ვარ.
ერთ-ერთი მათგანი კიბესთან დარჩა და მათგან ზურგით დად-
გა, რათა უცხო ადამიანები მოედანზე არ შემოეშვა. დანარჩენმა
ორმა გზა განაგრძო.
ლენგდონმა და სიენამ შიში დაძლიეს და ოთხით გახოხდნენ
მეორე გამოქვაბულში, რომელიც წინამორბედთან შედარებით
ზომით უფრო პატარა, მეტად ღრმა და ბნელი იყო. მღვიმის ცენ-
ტრალური დეკორაცია იყო ერთმანეთს ჩახვეული შეყვარებული
წყვილის ქანდაკება. დევნილები მის უკან დაიმალნენ. სკულპტუ-
რის ჩრდილში დამალულმა ლენგდონმა ქანდაკების კვარ-
201 მკითხველთა ლიგა
ცხლბეკს იქით ფრთხილად გაიხედა. მებრძოლები უკვე ვერ-
ტმფრენთან მისულიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩაჯდა, ხელში აი-
ღო აპარატი და კამერას ჩახედა.
„ესე იგი, ამ რაღაცამ შეგვამჩნია?“ ლენგდონმა ამაზე პასუხი
უკვე იცოდა.
მესამე და ბოლო მებრძოლი – დაკუნთული და ცივსისხლიანი,
შეუჩერებლივ მოაბიჯებდა მათკენ. უკვე მღვიმის ზღურბლთან
იყო. „ახლა შემოვა“. ლენგდონს უნდოდა, კვლავ ქანდაკების
უკან დამალულიყო და სიენასთვის ეთქვა, რომ ყველაფერი დამ-
თავრდა, მაგრამ აქ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა.
მღვიმეში შესვლის მაგივრად, სპეცრაზმელმა მკვეთრად მარ-
ცხნივ შეუხვია და ხედვის არედან გაქრა.
„საით წავიდა?! ნუთუ არ იცის, აქ რომ ვართ?“
რამდენიმე წამის შემდეგ ლენგდონს კაკუნის ხმა მოესმა.
„პატარა ნაცრისფერი კარი... მან კარგად იცის, საითაც მიდის
ეს კარი“.

ერნესტო რუსო – პალაცო პიტის უსაფრთხოების სამსახურის


თანამშრომელი ყოველთვის ფეხბურთელობაზე ოცნებობდა,
მაგრამ ოცდაცხრა წლის ასაკში შესამჩნევად გასუქდა და ნელ-
ნელა იმ აზრთან შეგუება დაიწყო, რომ მისი ბავშვობის ოცნება
არასდროს ახდებოდა. უკვე სამი წელი სრულდებოდა, რაც ერ-
ნესტო პალაცო პიტის დაცვის სამსახურში მუშაობდა – საათო-
ბით იჯდა საკუჭნაოს ზომის ჯიხურში და წუხდა.
ერნესტო შეჩვეული იყო იმ გარემოებას, რომ ცნობისმოყვარე
ტურისტები გამუდმებით ცდილობდნენ მისი სხვენის ახლოს მდე-
ბარე ამ ნაცრისფერი კარის გაღებას, მაგრამ აქამდე მათ ყურად-
ღებას არ აქცევდა. ადრე თუ გვიან ისინი ტოვებდნენ ადგილს და

202 მკითხველთა ლიგა


მიდიოდნენ. მაგრამ ახლა ვიღაც ენერგიულად და თავდაჯერებუ-
ლად აბრახუნებდა.
იგი ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია მომაბეზრებელი კა-
კუნისთვის და ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორს თვალს არ აცი-
ლებდა. ტელევიზორში განმეორებით უჩვენებდნენ „ფიორენტი-
ნასა“ და „იუვენტუსს“ შორის გამართულ მატჩს. მაგრამ კაკუნი
არა და არ გაჩერდა. ბოლოს, ტურისტების წყევლა-კრულვით
ოთახიდან ვიწრო დერეფანში გავიდა და ხმაურის წყაროს მიაშუ-
რა. შუა გზაზე მასიური რკინის გისოსებიან კართან შეჩერდა, რო-
მელიც ყოველთვის დაკეტილი იყო, რაიმე განსაკუთრებული
შემთხვევების გარდა.
კოდირებულ საკეტზე საჭირო ციფრები აკრიფა, კარი გახსნა
და გამოაღო. შემდეგ წინ წავიდა და ინსტრუქციის შესაბამისად,
კარი ზურგს უკან მოიხურა. ათიოდე ნაბიჯი გადადგა და პატარა
ნაცრისფერ კართან
აღმოჩნდა.
– E chiuso! – დაიყვირა კართან, იმის იმედით, რომ გარეთ
მყოფები გაიგონებდნენ, – Non si puo entrare!34
კაკუნი გრძელდებოდა.
ერნესტომ კბილები გააღრჭიალა. „ალბათ ნიუ-იორკელები
არიან, – გაიფიქრა, – რაც უნდათ, უნდათ! მათ საყვარელ გუნდ
„რედ ბულსს“ მსოფლიო ასპარეზზე გასვლა არ ეღირსებოდა, ევ-
როპის საუკეთესო მწვრთნელი რომ არ გადაებირებინათ.
კარზე ატეხილი საშინელი კაკუნი არ წყდებოდა. ერნესტომ
უხალისოდ გადაატრიალა გასაღები და კარი სანახევროდ შე-
აღო.
– E chiuso!

34
დაკეტილია! შესვლა აკრძალულია!(იტალ.)
203 მკითხველთა ლიგა
კაკუნი უეცრად შეწყდა. ერნესტო შეიარაღებული უცნობის პი-
რისპირ აღმოჩნდა. მას ისეთი ცივი მზერა ჰქონდა, რომ ერნეს-
ტომ უნებლიეთ უკან დაიხია. უცნობმა გაშლილი წიგნაკი აჩვენა
გაუგებარი შემოკლებული ფრაზით.
– Cosa succede?!35 – აღელვებით ჰკითხა ერნესტომ.
უცნობის ზურგს უკან ჩაცუცქული სპეცრაზმელი სათამაშო
ვერტმფრენს ათვალიერებდა. მის უკან კი, კიბესთან, მესამე მებ-
რძოლი გუშაგად იდგა. ერნესტოს შორიდან პოლიციის სირენე-
ბის ხმაც მოესმა.
– ინგლისურად ლაპარაკობთ? – უცნობს აშკარად არ ჰქონდა
ნიუ-იორკელისათვის დამახასიათებელი აქცენტი. „ალბათ ევ-
როპის რომელიმე ქვეყნიდანაა...“
ერნესტომ თავი დაუქნია:
– მეტ-ნაკლებად.
– დილით ამ კარში ვინმე ხომ არ შემოსულა?
– No, signore. Nessuno.
– ძალიან კარგი. არავინ გაატაროთ. არც ერთი მხრიდან. გა-
საგებია?
ერნესტომ მხრები აიჩეჩა. სწორედ რომ ეს ევალებოდა მას.
– Si. Non debe entrare, ne uscire nessuno.36
– მითხარით, ეს კარი ერთადერთი შემოსასვლელია?
ერნესტომ პასუხი დააყოვნა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ახლა
ეს კარი გასასვლელი უფრო იყო, ვიდრე შემოსასვლელი. სწო-
რედ ამიტომაც მას ბაღის მხრიდან არ ჰქონდა სახელური, – მაგ-
რამ ერნესტო მიხვდა, რასაც გულისხმობდა უცნობი.
– ში. სხვა კარი არ არსებობს, – სასახლიდან ბაღებში თავდა-
პირველი შემოსასვლელი დიდი ხნის წინ დაკეტეს და დალუქეს.

35
რა მოხდა?(იტალ.)
36
გასაგებია. არავინ უნდა შემოვიდეს და არც გავიდეს.(იტალ.)
204 მკითხველთა ლიგა
– ბობოლის ბაღებიდან სხვა სათადარიგო გასასვლელი არსე-
ბობს მთავარი კარიბჭის გარდა?
– No, signore. ყველგან მაღალი კედლებია. ეს არის ერთა-
დერთი სათადარიგო გასასვლელი.
მებრძოლმა თავი დაუქნია:
– მადლობელი ვარ დახმარებისთვის.
დარაჯს ხელით ანიშნა, რომ კარი გადაერაზა.
აღელვებული ერნესტო ბრძანებას დაემორჩილა. კარი ჩაკე-
ტა, დერეფნით კვლავ უკან დაბრუნდა, რკინის გისოსებიანი კარი
გააღო, გაიარა, ისევ დაკეტა და კვლავ ფეხბურთის მატჩს დაუბ-
რუნდა.

205 მკითხველთა ლიგა


თავი 30

ლენგდონმა და სიენამ დრო იხელთეს და სანამ დაკუნთული


მებრძოლი კარზე აკაკუნებდა, რიგით მესამე მღვიმეში გადაი-
ნაცვლეს. ეს იყო ზომით ძალიან პატარა გამოქვაბული, კედლებ-
ზეც უხეშად გამოჩორკნილი სატირები და უჩვეულო ფორმის გა-
მოსახულებები მოჩანდა. მღვიმის ცენტრში „მობანავე ვენერას“
მთლიანი ქანდაკება იდგა. ის დამფრთხალი მზერით იყურებოდა
მხარს ზემოდან, რაც სავსებით შეესაბამებოდა მის მდგომარე-
ობას.
დევნილები როგორღაც ვენერას ქანდაკების უკან აიტუზნენ,
მიჩუმდნენ და მღვიმის ბოლოში ამოშვერილ სფეროსმაგვარ
მარტოსულ სტალაგმიტს დაუწყეს ცქერა.
– ყველა გასასვლელი ჩაკეტილია! – იყვირეს გარეთ. მთავა-
რი სპეცრაზმელი ინგლისურად ლაპარაკობდა მსუბუქი აქცენ-
ტით, რომლის წარმოშობაც ლენგდონმა ვერ ამოიცნო, – ვერ-
ტმფრენი უკან გაგზავნეთ.
მღვიმეს მე შევამოწმებ.
ლენგდონმა იგრძნო, როგორ დაიძაბა გვერდით მყოფი სიენა.
რამდენიმე წამის შემდეგ მღვიმის დარბაზებში მძიმე ნაბიჯე-
ბის ხმა გაისმა. სწრაფად ახლოვდებოდა. სპეცრაზმელმა პირვე-
ლი მღვიმე გაიარა, მეორეში შევიდა და პირდაპირ მათკენ გა-
მოემართა.
ლენგდონი და სიენა უფრო მეტად მოიკუნტნენ.
– ჰეი! – შორიდან სხვა ხმა მოისმა, – გაებნენ!..
მათკენ მომავალი მამაკაცი წამსვე გაჩერდა. მერე გაიგონეს,
როგორ მორბოდა ვიღაც მღვიმისკენ.
– ისინი შეამჩნიეს! – აღმოხდა აქოშინებულ აგენტს. ახლახან
ვესაუბრეთ ტურისტების წყვილს. რამდენიმე წუთის წინ მამაკაც-

206 მკითხველთა ლიგა


სა და გოგონას მათთვის კოსტიუმების გალერეის ადგილმდება-
რეობა უკითხავთ... პარკის დასავლეთ ნაწილშია. სულ ბოლოში.
ლენგდონმა სიენას გახედა. ქალს ჩაეღიმა.
– დასავლეთის კარიბჭე სულ პირველად ჩავკეტეთ, – ქოში-
ნით აგრძელებდა აგენტი, – ახლა უკვე ვიცით, რომ პარკში არიან
და ვერსად გაგვექცევიან.
– იმოქმედეთ, – უპასუხა უფროსმა აგენტმა, რომელიც დევნი-
ლებისგან ორ ნაბიჯზე იდგა. დაუყოვნებლივ მომახსენეთ, რო-
გორც კი დავალებას შეასრულებთ.
გაქცეული აგენტის ნაბიჯებმა მღვიმე კვლავ ააძაგძაგა, შემ-
დეგ ვერტმფრენიც აზუზუნდა და მადლობა ღმერთს... ყველაფე-
რი მიწყნარდა.
ლენგდონს უნდოდა, დაბლა დახრილიყო და ქანდაკების
კვარცხლბეკიდან გაეჭვრიტა, მაგრამ სიენამ დროულად მოჰკი-
და ხელი და შეაჩერა. მან ტუჩზე მიიდო თითი და ლენგდონს უკა-
ნა კედელზე დაცემული ადამიანის ჩრდილი დაანახვა. რეაგირე-
ბის ჯგუფის ხელმძღვანელი მღვიმის ზღურბლთან იდგა და წას-
ვლას სულაც არ ჩქარობდა.
„რას უცდის?!“
– ბრიუდერი ვარ, – უეცრად წარმოთქვა მან, – კუთხეში მივიმ-
წყვდიეთ. მალე ყველაფერი დასრულდება.
ის ტელეფონზე ლაპარაკობდა და მისი ხმა იმდენად ახლოს
ისმოდა, თითქოს მათ ცხვირწინ მდგარიყო. მღვიმე მის ხმას პა-
რაბოლური მიკროფონის პრინციპით გარდაქმნიდა – მთელ შე-
მომავალ ხმას მღვიმის ბოლოში უყრიდა თავს.
– და აი, კიდევ რა, – განაგრძო ბრიუდერმა, – ახლახან ვესა-
უბრე ექსპერტებს. როგორც გაირკვა, ამ ქალს სხვისი სახელით
ჰქონდა ბინა დაქირავებული. ბინა საშინლადაა მოწყობილი. ბი-
ოკაფსულა ვიპოვეთ, თუმცა მასში პროექტორი არ დევს. ვიმე-

207 მკითხველთა ლიგა


ორებ: მასში პროექტორი არ დევს. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ
ლენგდონის ხელთაა.
როდესაც ლენგდონმა აგენტის პირიდან თავისი სახელი გა-
იგონა, ჟრუანტელმა დაუარა.
კვლავ ფეხის ხმა გაისმა. აგენტი მღვიმის შუაში შევიდა. ახლა
ის მიზანმიმართულად კი აღარ მიაბიჯებდა, არამედ თითქოს სე-
ირნობდა, მღვიმეს ათვალიერებდა და თან ტელეფონზე საუბ-
რობდა.
– დიახ, ასეა, – თქვა მან, – ექსპერტებმაც დაადასტურეს: მხო-
ლოდ ერთი გამავალი ზარი განხორციელდა, ჩვენს მისვლამდე
რამდენიმე წუთით ადრე.
„მართალია. საკონსულოში“, გაიფიქრა ლენგდონმა, გაახ-
სენდა ადმინისტრატორთან საუბარი და მკვლელის უეცარი გა-
მოჩენა. შემდეგ მკვლელი სადღაც გაქრა და მის მაგივრად შეი-
არაღებული აგენტების ჯგუფი მოვარდა.
„გამუდმებით ასეთ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებით“.
ახლა უკვე ნაბიჯების ხმა მათგან ექვს-შვიდ მეტრში ისმოდა
და კიდევ უფრო ახლოვდებოდა. აგენტმა მეორე მღვიმის ზღურ-
ბლი გადმოკვეთა და სულ რამდენიმე წამში შეამჩნევდა კიდეც
„ვენერას“ ვიწრო ქანდაკებაზე აკრულ გაქცეულებს.
– სიენა ბრუკსი, – ეს სიტყვები ძალიან ახლოს გაისმა. სიენა
შეკრთა და თავი ასწია, თითქოსდა თავს წამომდგარ ფორმიან
ადამიანს მოელოდა. მაგრამ თავზე არავინ ედგა, – მის კომპიუ-
ტერს ახლა ამოწმებენ, – აგრძელებდა აგენტი საუბარს, – ჯერ არ
მოუხსენებიათ ჩემთვის, მაგრამ ეს ალბათ სწორედ ის კომპიუტე-
რია, რომლიდანაც ლენგდონი ჰარვარდის ელექტრონულ ფოს-
ტაზე შევიდა.
ამ სიტყვების გაგონებისთანავე სიენა ლენგდონს მიუბრუნდა
– სახეზე გაოცება, დაბნეულობა და სევდა ეხატა.

208 მკითხველთა ლიგა


გაგონილმა ლენგდონიც გააოგნა. „ახლა გასაგებია, რა გზე-
ბითაც მოგვაგნეს“. მაშინ კი აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ამ-
გვარად მიაკვლევდნენ. „მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა გამეგო,
რა დამემართა!“ ლენგდონს ის-ის იყო, მზერით მაინც უნდოდა
ბოდიშის მოხდა, რომ სიენამ ზურგი აქცია. მისი სახის გამომეტ-
ყველებით ვერ მიმხვდარიყო, რაზე ფიქრობდა სიენა.
– დიახ, ასეა, – აგენტმა მესამე მღვიმის ზღურბლს გადმოაბი-
ჯა. ახლა მათსა და აგენტს შორის დაშორება სულ რაღაც ორ
მეტრს შეადგენდა. ორი ნაბიჯიც და, შეამჩნევდა, – სრულებით
გეთანხმებით! – წამოიძახა მან და შემდეგი ნაბიჯი გადადგა. დაა-
ი, უეცრად გაჩერდა, – მოითმინეთ...
ლენგდონი გაირინდა – უკვე ელოდა, აგენტი შეამჩნევდა.
– მოითმინეთ, თქვენი ცუდად მესმის, – განაგრძო აგენტმა და
მეორე მღვიმეში გადაინაცვლა, – კავშირი წყდება. ახლა განაგ-
რძეთ... – ის გაჩუმდა, შემდეგ ისევ ალაპარაკდა: – დიახ, გეთან-
ხმებით, მაგრამ ჩვენ ის მაინც ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე.
ნაბიჯების ხმა ნელ-ნელა მიწყდა. აგენტმა მღვიმე დატოვა.
ხრეშიანი მოედანი გადაკვეთა და სულ მალე გაუჩინარდა.
ლენგდონი უცებ მოდუნდა და სიენასკენ შებრუნდა. ქალი
კვლავ შეშინებული იყო, სახეზე დაბნეულობა ეწერა.
– თქვენ ჩემი კომპიუტერი ჩართეთ? – ნაწყენი ხმით თქვა სი-
ენამ, – ფოსტა შეამოწმეთ?
– მაპატიეთ... მეგონა, არ იქნებოდით წინააღმდეგი. მხოლოდ
მინდოდა მენახა...
– აი, როგორ მოგვაგნეს! ახლა მათ უკვე ჩემი სახელიც იციან!
– მომიტევეთ, სიენა. მე ამის წინასწარ გათვლა ხომ არ შემეძ-
ლო... – ლენგდონს ძალიან რცხვენოდა.
ლენგდონისგან ზურგით მჯდარი სიენა თვალგაშტერებული
მისჩერებოდა მღვიმის უკანა კედელზე სფეროსებრ სტალაგმიტს.
ერთი წუთის განმავლობაში ორივე დუმდა. „თუ ახსოვს სიენას,
209 მკითხველთა ლიგა
მაგიდაზე რა ედო? ხვდება, რომ შექსპირის სპექტაკლის პროგ-
რამა და გაზეთებიდან ამონაჭრელი სტატიებიც ვნახე?“ ასეც რომ
იყოს, ქალს არაფერი უკითხავს და ლენგდონიც თავს შეიკავებდა
ამაზე საუბრისგან – უამისოდაც ჰყოფნიდა პრობლემები.
– მათ იციან, ვინც ვარ, – იმდენად ჩუმად წარმოთქვა სიენამ,
რომ ლენგდონმა ძლივს გაიგონა. შემდეგ რამდენჯერმე ღრმად
ჩაისუნთქა, თითქოს ახლად შექმნილ მდგომარეობას ეგუებოდა.
ლენგდონი გრძნობდა, რომ ქალს თავდაჯერება ემატებოდა.
უეცრად სიენა ფეხზე წამოხტა.
– უნდა წავიდეთ, – თქვა მან, – მალე გაარკვევენ, რომ კოს-
ტიუმების გალერეაში არ ვართ.
ლენგდონიც წამოდგა.
– წავიდეთ? რა თქმა უნდა... მაგრამ სად?
– ვატიკანი დაგავიწყდათ?
– უკაცრავად? – გაოცდა ლენგდონი.
– როგორც იქნა, მივხვდი, რასაც გულისხმობდით... რა აქვს
საერთო ბობოლის ბაღებთან ვატიკანს, – მან პატარა ნაცრისფე-
რი კარისკენ მიუთითა, – ის შემოსასვლელია. ხომ ასეა?
ლენგდონმა თავი დაუქნია, მაგრამ სახეზე კვლავ დაძაბულო-
ბა ეხატა.
– უფრო სწორად – გასასვლელი... ვიფიქრე... ცდად ნამდვი-
ლად ღირს. სამწუხაროდ, ჩვენ შიგნით ვერ მოვხვდებით...
აგენტისა და დარაჯის ლაპარაკის ნაწყვეტებიდანაც კი მიხვდა
ლენგდონი, რომ ისინი ვერანაირად ამ ნაცრისფერი კარიდან
ვერ გავიდოდნენ.
– და თუ იქ მაინც შევაღწევთ, – თქვა სიენამ, ლენგდონმა მის
ხმაში კვლავ შეამჩნია სიჯიუტე, – თქვენ როგორ ფიქრობთ, რისი
მანიშნებელი იქნება ეს? – მის ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი გაკ-
რთა, – ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ დღეს უკვე მეორედ
დაგვეხმარა აღორძინების ეპოქის სახელგანთქმული ფერმწერი.
210 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს უნებურად სიცილი აუვარდა: რამდენიმე წუთის
წინ ზუსტად ამ აზრმა გაუელვა თავში.
„ვაზარი, ვაზარი“.
სიენამ ფართოდ გაიღიმა და ლენგდონი მიხვდა, რომ ქალმა
შეცდომა აპატია, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში მა-
ინც.
– მგონი, ეს ნიშანია ზემოდან, – ნახევრად ხუმრობით განაც-
ხადა სიენამ, – ჩვენ ამ კარში უნდა შევიდეთ.
– და მდუმარედ ჩავუაროთ დარაჯს?
სიენამ თითები გაატკაცუნა და მღვიმის შესასვლელისკენ გა-
ემართა.
– სულაც არა. ცოტას გავესაუბრები, – მან ლენგდონს ეშმაკუ-
რად შეხედა, – მენდეთ, პროფესორო. საჭიროების შემთხვევაში
საკმაოდ დამაჯერებელი ვარ.

კარზე კვლავ კაკუნი გაისმა.


ხმამაღალი და მტკიცე.
გაღიზიანებულმა დარაჯმა ერნესტო რუსომ კინაღამ იღრი-
ალა. ალბათ ისევ ის უცნაური ტიპი დაბრუნდა, ცივი მზერითა და
იარაღით, მაგრამ ისეთი საშინელი მომენტი აირჩია, მეტი რომ
არ შეიძლებოდა – „ფიორენტინა“ ნახევარი შემადგენლობით
თამაშობდა და მისი ბედი ბეწვზე ეკიდა.
კაკუნი გრძელდებოდა.
ერნესტო სულელი კაცი არ იყო. ის ხვდებოდა, რომ დილით
პარკში რაღაც მოხდა, აბა, სირენები და პოლიცია რატომ მოვი-
დოდა? მაგრამ არ ახასიათებდა იმ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა,
რომლებიც პირადად მას არ ეხებოდა.

211 მკითხველთა ლიგა


Pazzo e colui che bada ai fatti altrui.37
თუმცა, ვინც ახლა მის კარზე აკაკუნებდა, ეტყობა, მნიშვნე-
ლოვანი ფიგურა იყო და მისი ნებისყოფის გამოცდა ნამდვილად
არ ღირდა. იტალიაში ყველაზე უბრალო სამუშაოს შოვნაც კი
დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ბოლოჯერ შეავლო ეკ-
რანს თვალი და კარისკენ გაემართა.
მას იმაში უხდიდნენ ხელფასს, რომ მთელი დღეები ვიწრო
ოთახში მჯდარიყო და ტელევიზორისთვის ეცქირა. ეს მას სულაც
არ აკვირვებდა. დღეში ორჯერ მის ზღურბლთან მოდიოდა VIპ-
ჯგუფი უფიცის გალერეიდან. ერნესტო სტუმრებს ესალმებოდა,
აღებდა რკინის გისოსებიან კარს და ექსკურსანტებს პატარა ნაც-
რისფერი კარით ბობოლის ბაღებში უშვებდა, სადაც მთავრდებო-
და კიდეც მათი მოგზაურობა.
სულ უფრო მზარდი კაკუნის ხმაში ერნესტომ რკინის გისოსე-
ბიანი კარი გამოაღო, გაიარა და ზურგს უკან მიიკეტა.
– Si? – იყვირა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ.
პასუხი არავინ გასცა, თუმცა კაკუნი გრძელდებოდა.
„ოხ, შენი!“ როგორც იქნა საკეტი გადასწია და კარი გამოაღო.
ისევ იმ უსიცოცხლო მზერას მოელოდა, რომელმაც სულ რამდე-
ნიმე წუთის წინ მასზე შემზარავი შთაბეჭდილება მოხდინა.
მაგრამ ახლა გაცილებით მიმზიდველი სურათი დაინახა.
– Ciao, – მომაჯადოებელი ხმით წარმოთქვა ქერა ლამაზმან-
მა და დაკეცილი ფურცელი მიაწოდა. ერნესტომაც ინსტინქტუ-
რად წაიღო მისკენ ხელი. როდესაც ფურცელს შეეხო, მაშინვე იგ-
რძნო მისი სინოტივე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფურცელი მიწი-
დან აიღეს. იმავე წამს ლამაზმანი ორივე ხელით მაჯაში სწვდა და
ცერა თითით მაგრად დააწვა ხელისგულის ოდნავ ზემოთ არსე-
ბულ რბილ ნაწილს.

37
სხვის საქმეში მხოლოდ გიჟი თუ ჩაერევა.(იტალ.)
212 მკითხველთა ლიგა
ერნესტოს მოეჩვენა, რომ მაჯაში დანა გაუყარეს. მწვავე ტკი-
ვილი მაშინვე დაბუჟებამ შეცვალა, როგორც დენის დარტყმის
დროს ხდება ხოლმე. უცნობმა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი და დაწო-
ლამაც იმატა, რომელმაც ტკივილის ახალი შეტევა გამოიწვია.
მან უკან გადადგა ნაბიჯი და ეცადა, ხელი გამოეგლიჯა უცნობის-
თვის, თუმცა ფეხებიც დაჰბუჟებოდა. ჩაიკეცა და მუხლებზე და-
ეცა.
დანარჩენი მოვლენები თვალის დახამხამებაში განვითარდა.
ღია კარის ზღურბლზე შავ პიჯაკში გამოწყობილი მაღალი მა-
მაკაცი გამოჩნდა. იგი შემოსხლტა და კარი სწრაფად მიხურა. ერ-
ნესტომ რაციისკენ გაიწია, მაგრამ კისერში რბილი ხელი უჭერ-
და. ხელი ერთ წერტილში დააწვა, დარაჯს კუნთები მოუდუნდა და
გული შეუღონდა. ქალმა აართვა რაცია და თანამგზავრს დაელო-
და, რომელიც, მისი სახის გამომეტყველების მიხედვით, ერნეს-
ტოზე არანაკლებ განცვიფრებული იყო ქალის მოქმედებით.
– დიმ-მაკი, – გულგრილად ისროლა სიენამ, – ჩინელების
საბრძოლო ხელოვნება. შემთხვევითი არაა, რომ მათი ცივილი-
ზაცია სამი ათასი
წლისაა.
მამაკაცმა მას გაოცებით შეხედა.
– Non vogliamo farti del male,38 – ერნესტოს უჩურჩულა ქე-
რათმიანმა და კისერზე მოჭერა შეასუსტა.
როგორც კი კისერზე მოჭერა შემსუბუქდა, ერნესტომ კვლავ
სცადა, ხელიდან დასხლტომოდა სიენას, მაგრამ მოჭერა წამსვე
გაძლიერდა. კაცს კუნთები კვლავ გაეთიშა და კინაღამ დაიხრჩო
ტკივილისგან.

38
არ გვინდა, ზიანი მოგაყენოთ.(იტალ.)
213 მკითხველთა ლიგა
– Dobbiamo passare,39 – თქვა ქალმა და თავით რკინის გი-
სოსებზე ანიშნა, რომელიც ერნესტოს საბედნიეროდ დაეკეტა, –
Dov´e la chiave?40
– Non ce i´ho,41 – გაჭირვებით წარმოთქვა მან.
მაღალმა მამაკაცმა გვერდით ჩაუარა მათ, რკინის გისოსები-
ან კართან მივიდა და ჩამკეტ მექანიზმს დააკვირდა.
– კოდირებული საკეტია! – გადასძახა თავის თანამეწყვილეს.
ამერიკელია, მიხვდა ერნესტო. ეროვნებითაც და საუბრითაც.
ქერათმიანმა ქალმა დარაჯის გვერდით ჩაიცუცქა. ყინულივით
ცივი თვალებით შეხედა და მკაცრად ჰკითხა.
– Qual´e la combinazione?42
– Non posso!43 – წამოიყვირა მან.
ერნესტოს ხერხემლის ზედა ნაწილს რაღაც დაემართა, მთე-
ლი სხეული უმალ მოდუნდა, წამის შემდეგ კი გონება დაკარგა...

როდესაც ერნესტო გონს მოეგო, რამდენიმე წუთის განმავ-


ლობაში ხან ითიშებოდა, ხან ისევ უბრუნდებოდა ცნობიერება.
რაღაც კამათი ახსენდებოდა... და კიდევ, სადღაც მიათრევდნენ?
ყველაფერი ბურუსით იყო მოცული.
როდესაც საბოლოოდ გამოფხიზლდა, უცნაური სანახაობის
მოწმე გახდა – მისი ფეხსაცმელები იატაკზე ეწყო უთასმებოდ. აქ-
ვე მიხვდა, რომ განძრევა თითქმის არ შეეძლო. გვერდულად იწ-
ვა იატაკზე და ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა – აშკარად თავისი
ფეხსაცმლის თასმებით. შეეცადა დაეყვირა, მაგრამ ვერ შეძლო.
პირში მისთვის საკუთარი წინდა ჩაეტენათ. თუმცა ნამდვილი

39
აქედან უნდა გავიდეთ.(იტალ.)
40
სად არის გასაღები?(იტალ.)
41
მე არ მაქვს.(იტალ.)
42
რა კომბინაციაა?(იტალ.)
43
არ შემიძლია.(იტალ.)
214 მკითხველთა ლიგა
კოშმარი რამდენიმე წამში დაატყდა თავს, როდესაც აიხედა და
ტელევიზორში მიმდინარე მატჩი დაინახა. „მე რა, ჩემს სამუშაო
ადგილზე ვარ... გისოსების მეორე მხარეს?“
ერნესტოს ნაბიჯების ხმა მოესმა, რომელიც დერეფნიდან გა-
სასვლელისკენ მიდიოდა... შემდეგ კი მიწყდა. „შეუძლებელია!“
რაღაც სასწაულით ქერათმიანმა ერნესტო აიძულა, ჩაედინა ერ-
თადერთი რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერ სიტუაციაში ეკრძა-
ლებოდა – დაესახელებინა კოდი, რომელიც სახელგანთქმული
შემოქმედის – ვაზარის სახელობის დერეფანში გასასვლელ კარს
ედო.

215 მკითხველთა ლიგა


თავი 31

დოქტორი ელიზაბეთ სინსკი პალაცო პიტის წინ გაჩერებული


შავი ფურგონის უკანა სავარძელზე იჯდა. გულისრევისა და თავ-
ბრუსხვევის შეგრძნებები სულ უფრო ხშირად აწუხებდა. მის
გვერდით მჯდომი შეიარაღებული აგენტი შესამჩნევი შეშფოთე-
ბით უყურებდა მას.
რამდენიმე წამის წინ აგენტის რაცია ჩაირთო – რაღაც გად-
მოსცეს კოსტიუმების გალერეის შესახებ და ამან ელიზაბეთი ნა-
ხევრად გათიშული მდგომარეობიდან გამოიყვანა (მას მწვანეთ-
ვალება მანიაკთან შეხვედრა ელანდებოდა).
ელიზაბეთი კვლავ იმ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში იმყო-
ფებოდა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს შენობაში –
და კვლავ უსმენდა იმ ამოუცნობი პიროვნების გულახდილ ბოდ-
ვას, რომელმაც ის აქ მოიწვია. აჩრდილის მსგავსი უცნობი მის
წინაშე აქეთ-იქით მიმოდიოდა და მისი მაღალი ფიგურა დანტეს
„ჯოჯოხეთის“ მოტივებზე შექმნილი, ეკრანზე გამოსახული საზა-
რელი სურათის ფონზე იკვეთებოდა. გროვად დაყრილი სხეულე-
ბი ერთმანეთში ახლართულიყვნენ.
– ვიღაც უნდა გაუძღვეს ამ ბრძოლას, – დაასკვნა უცნობმა, –
თუ არადა, ზუსტად ასეთი მომავალი გველის. მათემატიკა ამის
გარანტიას გვაძლევს. დღესდღეობით კაცობრიობა თითქოსდა
განსაწმენდელშია გაჩხერილი. ის გაუბედაობის მარწუხებსა და
სიხარბეშია გაჭედილი. თუმცა ჯოჯოხეთის წრეები პირდაპირ
ჩვენს ფეხებთანაა, ისინი მზად არიან, აბობოქრდნენ და ყველა
ჩვენგანი შთანთქონ.
ელიზაბეთი კვლავ საგონებელში იყო ჩავარდნილი და ეჭვები
ღრღნიდა. მოთმინება საბოლოოდ ამოეწურა და ფეხზე წამოიჭ-
რა:
– ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ...
216 მკითხველთა ლიგა
– ...ჩვენი ერთადერთი გამოსავალია, – სიტყვა შეაწყვეტინა
უცნობმა.
– მე კი მინდოდა მეთქვა, რომ – დანაშაული! – წამოიყვირა
მან.
უცნობმა მხრები აიჩეჩა:
– სამოთხისკენ მიმავალი გზა ჯოჯოხეთზე გადის. ეს გვასწავ-
ლა დანტემ.
– თქვენ შეშლილი ხართ!
– შეშლილი? – წყენით გაიმეორა უცნობმა, – მე? სულაც არა.
შეშლილები ისინი არიან, ვინც უფსკრულის პირას დგანან და
ამას ვერ ამჩნევენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სირაქლე-
მას ჰგავს, რომელიც თავს ქვიშაში მალავს, როდესაც ყოველი
მხრიდან აფთრები უახლოვდებიან.
ელიზაბეთმა საპასუხოდ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ
უცნობმა ეკრანზე გამოსახულება შეცვალა.
– რაც შეეხება აფთრებს, – დაამატა მან და ახალი სლაიდი
ჩართო, – აი, ისინიც – აფთრები, რომლებსაც ჩვენი სისხლი
სწყურიათ. მათი ალყა სულ უფრო ვიწროვდება.
ელიზაბეთმა კარგად ნაცნობ სურათს გაოცებით შეხედა. ჯან-
დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს გრაფიკი წინა წელს გამოაქ-
ვეყნა. მასზე ასახული იყო გარემოს ძირითადი მახასიათებლები,
რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობას განაპირობებდა.
სხვა დანარჩენთან ერთად გრაფიკის სიაში შედიოდა შემდეგი
მაჩვენებლები: სასმელი წყლის მოთხოვნილება, ატმოსფეროს
ყველაზე ქვედა ფენის ტემპერატურა, ოზონის ხვრელის დაზიანე-
ბები, ცხოველთა სახეობების გადაშენება, ნახშირბადის აირების
დაგროვება და ტყეების გაჩანაგება.
უკანასკნელი ასი წლის მანძილზე ყველა ეს ნეგატიური მაჩვე-
ნებელი განუხრელად იზრდებოდა, თუმცა ჩვენს დროში ყველა
კატასტროფულად გაიზარდა.
217 მკითხველთა ლიგა
ამ გრაფიკის შემხედვარე ელიზაბეთი უმწეობის ნაცნობმა
გრძნობამ შეიპყრო. ის მეცნიერი იყო და სტატისტიკის ობიექტუ-
რობისა სჯეროდა. ახლა მის წინ მდებარე ეს ციფრები საშინელ
სურათს უხატავდა არათუ შორეულ, არამედ სავსებით ახლო მო-
მავალზე.
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ელიზაბეთ სინსკი იტან-
ჯებოდა, რომ ვერასდროს შეძლებდა ბავშვის გაჩენას. მაგრამ ახ-
ლა, როდესაც ეკრანს უყურებდა, ერთგვარ შვებასაც კი განიცდი-
და.
„ასეთ მომავალს ვაჩუქებდი ჩემს შვილს?“
– ბოლო ორმოცდაათი წლის მანძილზე, – განაცხადა მაღალ-
მა უცნობმა, – დედაბუნების წინაშე ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვე-
ბი ექსპონენციალურად გაიზარდა, – პაუზა, – მე კაცობრიობის
სული მაღელვებს. როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცი-
ამ ეს გრაფიკი გამოაქვეყნა, უდიდესმა პოლიტიკოსებმა და გა-
რემოს დაცვისთვის მებრძოლმა ხალხმა მთელ მსოფლიოში მო-
იწვიეს სხდომა, რომ მათგან ამოერჩიათ ყველაზე უპირატესი
პრობლემები და გაერკვიათ, რომლებთან შეძლებდნენ გამკლა-
ვებას. შედეგად, რა მივიღეთ? საკუთარ სახლებში ჩაკეტილებს
თავები ხელებში ჰქონდათ ჩარგული და მოთქვამდნენ, ხოლო სა-
ზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ გამოსავალს ეძებდნენ. მაგრამ
პრობლემები, რომელთაც კაცობრიობა წააწყდა, საკმაოდ რთუ-
ლი გადასაჭრელია.
– მაგრამ ისინი ხომ მართლაც რთული გადასაჭრელია!
– სისულელეა! – იფეთქა უცნობმა, – ძალიან კარგად მოგეხ-
სენებათ, რომ ხაზები ჩვეულებრივ დამოკიდებულებას ასახა-
ვენ – ერთადერთი ცვალებადობის ფუნქციას! თითოეული ეს სი-
დიდე ერთი პარამეტრის შესაბამისად იზრდება. იმ პარამეტრისა,
რომლის განხილვისაც ყველას ეშინია – ეს არის მოსახლეობის
რაოდენობის ზრდა დედამიწაზე!
218 მკითხველთა ლიგა
– სიმართლე ითქვას, ვფიქრობ, რომ ეს მეტისმეტად...
– რთულია? სიმართლე ითქვას, სულაც არა! ეს ძალიან მარ-
ტივია, უმარტივესი! თუ გნებავთ, გქონდეთ მოსახლეობის სამყო-
ფი სასმელი წყალი, თქვენ უნდა შეამციროთ მოსახლეობის რა-
ოდენობა. თუ გსურთ, შეამციროთ მომწამლავი აირების გაფ-
რქვევა ატმოსფეროში, უნდა შეამციროთ მძღოლთა რაოდენობა.
თუ გსურთ, რომ მსოფლიო ოკეანეებში თევზის რესურსი
აღდგეს, უნდა შეამციროთ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომ-
ლებიც თევზს ჭამენ!
უცნობი მოელვარე თვალებით შეაცქერდა ქალს და ტონი უფ-
რო აგრესიული გაუხდა.
– გამოფხიზლდით! კაცობრიობა დაღუპვის პირას დგას.
მსოფლიო ლიდერები კი მზის ენერგიის გამოყენებისშესახებ
კვლევებს ზრდიან, თავდაუზოგავად მუშაობენ ნარჩენების უტი-
ლიზაციისა და ჰიბრიდული ავტომობილების შექმნაზე. თქვენ
ხომ განათლებული ქალბატონი ბრძანდებით. როგორ მოხდა,
რომ ამ ყველაფერს ვერ ამჩნევთ? ოზონის ხვრელის ზრდა, სას-
მელი წყლის არასაკმარისი რაოდენობა და გარემოს დაბინძურე-
ბა – ეს ჯერ კიდევ არ არის თავად დაავადება, ეს მხოლოდ სიმ-
პტომებია. თავად დაავადებას გადაჭარბებული მოსახლეობა
ეწოდება! და სანამ უარს ვამბობთ, ამ პრობლემას პირისპირ და-
ვუდგეთ, მანამ ყველა ჩვენი მცდელობა სიმსივნური წარმონაქ-
მნის წებოვანი ლენტით მკურნალობას ჰგავს.
– თქვენ კაცობრიობას სიმსივნურ წარმონაქმნად თვლით? –
აღშფოთდა ელიზაბეთი.
– კიბო – მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი უჯრედების ჯგუფია,
რომელიც შეუჩერებლივ იყოფა. მესმის, რომ ჩემი იდეები გულზე
არ გეხატებათ, მაგრამ მერწმუნეთ, სანამ თქვენ ალტერნატიულ
გზებს ეძებთ, გაცილებით ნაკლებად მოგეწონებათ, თუ ჩვენ თა-
მამ ნაბიჯებს არ გადავდგამთ...
219 მკითხველთა ლიგა
– თამამ ნაბიჯებს?! – ახლა სინსკიმ იფეთქა, – უკეთ რომ
ვთქვათ – შეშლილ ნაბიჯებს.
– დოქტორო სინსკი, – მშვიდად თქვა უცნობმა, – მე აქ იმის
იმედით მოგიწვიეთ, რომ თქვენ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანი-
ზაციის ყველაზე გონიერი წარმომადგენელი – თანამშრომლო-
ბაზე დამთანხმდებოდით, რათა ერთად გვეპოვა შესაძლო გამო-
სავალი შექმნილი სიტუაციიდან.
ელიზაბეთი გაოგნებული შეაჩერდა უცნობს.
– თქვენი აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა
ითანამშრომლოს ადამიანთან, რომელიც ამგვარ გამოსავალს
სთავაზობს?
– გულახდილად რომ გითხრათ, დიახ, უნდა ითანამშრომ-
ლოს. თქვენი ორგანიზაცია ექიმებისგან შედგება, როდესაც ექი-
მი აპირებს პაციენტის სიცოცხლე განგრენისგან იხსნას, ის უარს
არ იტყვის დაზიანებული ფეხის მოჭრაზე. ხანდახან ორი უბედუ-
რებიდან შედარებით მცირეს არჩევა გვიწევს.
– ეს სულ სხვა რამეა.
– არა. აბსოლუტურად იგივეა. განსხვავება მხოლოდ მასშტაბ-
შია.
ელიზაბეთს აღარ შეეძლო მეტის მოსმენა. სწრაფად წამოდგა.
– თვითმფრინავს უნდა მივუსწრო.
მაღალმა კაცმა ნაბიჯი გადადგა და კარისკენ გზა მოუჭრა.
– მინდა გაგაფრთხილოთ: თქვენი დახმარებით თუ თქვენ გა-
რეშე, მე მაინც განვახორციელებ ჩემს იდეებს.
– მეც გულწრფელად გაფრთხილებთ, – დასძინა ქალმა, –
თქვენი იდეები ტერორისტულ მუქარად მიმაჩნია და შესაბამისად
მოვიქცევი.
მან ტელეფონი ამოიღო. უცნობს გაეცინა.
– ამ საუბრის გამო პოლიციასთან დასმენას მიპირებთ? სამწუ-
ხაროდ, მოცდა მოგიწევთ. ამ ოთახში ვერ აღწევს ვერანაირი
220 მკითხველთა ლიგა
ელექტონული ქსელი, ასე რომ, ტელეფონით ვერავის დაუკავ-
შირდებით.
„ქსელი არც მჭირდება, შეშლილო“. ელიზაბეთმა ტელეფონი
ასწია და სანამ უცნობი რამეს მიხვდებოდა, პირდაპირ სახეზე გა-
დაუღო ფოტო. ნათება მის მწვანე თვალებზე აირეკლა, და რაღაც
მომენტში ქალს ისიც კი მოეჩვენა, რომ ეს სახე უკვე სადღაც ენა-
ხა.
– ვინც გინდა იყოთ, – თქვა ქალმა, – სულ ტყუილად მომიწვი-
ეთ. სანამ აეროპორტში მივალ, უკვე მეცოდინება თქვენი სახე-
ლი. ევროპისა თუ აფრიკის პროფილაქტიკისა და დაავადებათა
კონტროლის ყველა ცენტრს ეცოდინება თქვენი სახელი და შავ
სიაში შეგიყვანენ, როგორც პოტენციურ ბიოტერორისტს. დღისა
და ღამის განმავლობაში თქვენზე თვალთვალს დააწესებენ. თუ
თქვენ საკვლევ მასალებს შეიძენთ, ჩვენ ეს გვეცოდინება. თუ
ლაბორატორიას ააშენებთ, ამის შესახებაც გავიგებთ. ვერსად
დაგვემალებით.
დაძაბული დუმილი გამეფდა. ელიზაბეთს ეგონა, მამაკაცი
ეცემოდა და ტელეფონს წაართმევდა, მაგრამ უცნობმა ხელები
დაუშვა და განზე გადგა
სახეზე აღბეჭდილი საზარელი ღიმილით.
– კეთილი. დაე, ომი დაიწყოს.

221 მკითხველთა ლიგა


თავი 32

Il Corridoio Vasariano – ვაზარის დერეფანი – ჯორჯო ვაზარიმ


დიდი ჰერცოგის, მედიჩების შთამომავალის – კოზიმო პირველის
მითითებით ააგო 1565 წელს, რათა უზრუნველეყო გზავნილების
უსაფრთხოდ მიწოდება პალაცო პიტიში მდებარე მის აპარტამენ-
ტებსა და იმ შენობებს შორის, რომელშიც ის სახელმწიფო საქმე-
ებს აგვარებდა – მდინარე არნოს მეორე ნაპირზე, პალაცო ვეკი-
ოში.
ვატიკანში მდებარე სახელგანთქმული „პასეტოს“ მსგავსად,
ვაზარის დერეფანი ტიპური საიდუმლო გასასვლელი გახლდათ.
თითქმის ერთ კილომეტრზე გადაჭიმული ბობოლის ბაღების აღ-
მოსავლეთ კუთხიდან დაწყებული, ის გაივლიდა პონტე ვეკიოსა
და უფიცის გალერეას და პირდაპირ პალაცო ვეკიოს ცენტრში
მთავრდებოდა.
დღესაც ვაზარის დერეფანს უსაფრთხო თავშესაფრის ფუნ-
ქცია აქვს, მაგრამ არა მედიჩების კლანის წარმომადგენელი
არისტოკრატებისთვის, არამედ ხელოვნების ნიმუშთათვის: მისი
კედლები გადაჭედილია იშვიათი ნახატებით, რომელთათვისაც
უფიცის გალერეაში ადგილი არ დარჩა.
რამდენიმე წლის წინ ლენგდონს, როგორც პრივილეგირე-
ბულ სტუმარს, წილად ხვდა ამ დერეფანში სეირნობა. მაშინ ის
ტკბებოდა დიდებული ფერწერული ექსპოზიციით, რომელიც,
სხვათა შორის, ავტოპორტრეტების მსოფლიოში უმდიდრეს კო-
ლექციას წარმოადგენს. გარდა ამისა, იგი ხშირად ჩერდებოდა
სარკმლებთან, რათა დაენახა, რამდენად დიდი გზა გაიარეს ამ
საოცარი ნაგებობის წყალობით.
ამ დილით კი ლენგდონი და სიენა დერეფანში თითქმის მირ-
ბოდნენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოშორებოდნენ სახიფა-

222 მკითხველთა ლიგა


თო წერტილს. ლენგდონი იმედს იტოვებდა, რომ ხელფეხგაკო-
ჭილ დარაჯს არც ისე მალე აღმოაჩენდნენ.
გარბოდა დერეფანში და გრძნობდა, რომ მათი ძიების მიზანი
ყოველწუთიერად ახლოვდებოდა.
Cerca trova... სიკვდილის თვალები... და პასუხი კითხვაზე, ვინ
დამდევს.
რაც უფრო წინ მიიწევდნენ ვაზარის დერეფანში, მით უფრო
აღაფრთოვანებდა ამ აქიტექტურული ჩანაფიქრის ავტორის სი-
თამამე. ეს ძველი საიდუმლო გზა თითქმის მთელ ქალაქს გაივ-
ლიდა – ის უზარმაზარი გველივით დაცოცავდა შენობებს შორის.
კვეთდა ხიდს და ძველი ფლორენციის შუაგულში შედიოდა. ვიწ-
რო, შეთეთრებული კედლებით ეს დერეფანი უსასრულობის
ილუზიას ქმნიდა, ადგილ-ადგილ ხან მარცხნივ უხვევდა, ხანაც
მარჯვნივ, გადადიოდა ბარიერებზე, თუმცა ძირითადად მაინც
პირდაპირ, აღმოსავლეთით მიემართებოდა... მდინარე არნოს
გაღმა.
უეცრად წინ ექოთი გაძლიერებული ხმა მოისმა და სიენა ად-
გილზე გაშეშდა. ლენგდონიც გაჩერდა, მაგრამ შემდეგ ფრთხი-
ლად შეეხო ქალის მხრებს და უახლოეს სარკმელზე ანიშნა.
ქვევით ტურისტები არიან.
ლენგდონი და სიენა სარკმელთან მივიდნენ და გარეთ გაიხე-
დეს. ისინი პონტე ვეკიოს თავზე იდგნენ, შუა საუკუნეების ქვის
ხიდთან, რომელზეც ძველი ქალაქისკენ მიმავალი საფეხმავლო
გზა გადიოდა. აქ მდებარე მეთხუთმეტე საუკუნის დროინდელ პა-
ტარა ბაზარს უკვე სტუმრობდნენ პირველი ტურისტები. დღეს-
დღეობით პონტე ვეკიოსთან ძირითადად სამკაულებითა და სხვა-
დასხვაგვარი ძვირფასი ნივთებით ვაჭრობენ, მაგრამ ყოველ-
თვის ასე როდი იყო: ოდესღაც ხიდზე, პირდაპირ ღია ცის ქვეშ,
საზოგადო საყასბო რიგები იდგა, მაგრამ 1593 წელს ყასბები
განდევნეს, რადგან მათი აყროლებული საქონლის სუნი ვაზარის
223 მკითხველთა ლიგა
დერეფანში შედიოდა და დიდებული ჰერცოგის ნელსურნელებას
შეურაცხყოფდა.
ლენგდონს გაახსენდა, რომ სადღაც მათ ფეხქვეშ ფლორენ-
ციაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული მოხდა. 1216
წელს ერთმა ახალგაზრდა დიდგვაროვანმა, გვარად ბუონდელ-
მონტემ, უარი თქვა ქორწინებაზე, რომელზეც საქმროსა და საპა-
ტარძლოს ოჯახები უკვე შეთანხმებულნი იყვნენ. მან ეს თავისი
ნამდვილი სიყვარულის გამო ჩაიდინა
და ამგვარი თვითნებობისთვის ის სასტიკი სიკვდილით დასა-
ჯეს ზუსტად ამ ადგილზე.
მის სიკვდილს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე „ფლორენცი-
ის ყველაზე სისხლიან მკვლელობად“ ითვლებოდა, ამგვარი სა-
ხელი იმიტომ უწოდეს, რომ ორ ძლევამოსილ პოლიტიკურ პარ-
ტიას – გველფებსა და გიბელინებს – შორის განხეთქილების მი-
ზეზად იქცა, რის შემდეგაც ისინი არაერთი ასწლეულის მანძილ-
ზე ებრძოდნენ ერთმანეთს. მომდევნო პოლიტიკურმა პარტიამ
დანტე ალიგიერი ფლორენციიდან გააძევა. პოეტმა ადრინდელი
ტრაგიკული ამბავი სევდიანი სიტყვებით უკვდავყო; „ო, ბუონ-
დელმონტე, სხვა გზის არჩევით შენ უარყავი ქორწინების სარე-
ცელი და თავი ბოროტებას მიეცი!“
დღეს იმ ძველი მკვლელობის ადგილას ცალ-ცალკე დგას სა-
მი ფირფიტა, რომლებზეც დანტეს „სამოთხის“ მეთექვსმეტე ქე-
ბის სიტყვებია წაწერილი:

სჩანს ასე სურდა ქვას დამსხვრეულს ზედ ხიდის თავთან,


მსხვერპლად მიტანა ფლორენციის აგრე ბედითად,
ეგზომ უდრტვინველ, მყუდრო დღეთა განსაკითხავად.

224 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა ხიდიდან მზერა ამღვრეულ მდინარე არნოზე გა-
დაიტანა. აღმოსავლეთით პალაცო ვეკიოს ბნელი კოშკი მაცდუ-
რად გამოიყურებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლენგდონსა და სიენას ჯერ მდინარეც
არ გადაეკვეთათ, ლენგდონი დარწმუნებული იყო, უკან დასაბ-
რუნებელი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდათ.

მათგან ათი მეტრით ქვემოთ, პონტე ვეკიოს მოკირწყლულ


ხიდზე ვაიენტა გამვლელებს გულდასმით ათვალიერებდა და
წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ გადარჩენის უკანასკნელმა იმედ-
მა რამდენიმე წუთის წინ მის თავს ზემოთ გაიარა.

225 მკითხველთა ლიგა


თავი 33

ღუზაჩაშვებული „მენდაციუმის“ ბორტზე კოორდინატორი


ნოლტონი იზოლირებულ სამუშაო ჯიხურში იჯდა და ცდილობდა,
ყურადღება მოეკრიბა. განგაშის შეგრძნება ვერა და ვერ დაეც-
ხრო. მან უცნაური კლიენტის ვიდეოჩანაწერი რამდენჯერმე ნახა
და უკვე მერამდენე საათის განმავლობაში აანალიზებდა ცხრაწუ-
თიან მონოლოგს, რომელიც ან გენიალური იყო, ან – ნამდვილი
სიგიჟე.
ნოლტონმა ჩანაწერი სწრაფი ტემპის რეჟიმით ჩართო. ამით
ამოწმებდა, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამორჩა. ეკრანზე
წყალქვეშ, ფსკერზე მიმაგრებული დაფა გაკრთა... შემდეგ – მო-
ნაცრისფრო-მოყვითალო სითხით სავსე ამღვრეული სფერო...
დაბოლოს, გამოჩნდა ნისკარტიანი ჩრდილი – რბილი წითელი
ნათებით სავსე ნესტიანი მღვიმის კედელზე დაცემული სილუეტი.
ნოლტონმა ჩანაწერი ჩართო და ჯიხურში მისთვის უკვე კარ-
გად ნაცნობი დაგუდული ხმა გაისმა, რომელიც იგავურ, გაუგე-
ბარ ენაზე ლაპარაკობდა. მონოლოგის დაახლოებით შუა ნაწილ-
ში ჩრდილი ავის მომასწავებლად გაიზარდა და მისმა ხმამ მეტი
ძალა შეიძინა:

„დანტეს ჯოჯოხეთი გამონაგონი არ არის... ის წინასწარმეტ-


ყველებაა!
უიმედო მწუხარება. მწარე ტკივილი. აი ისიც – მომავლის პა-
ნორამა!
თუ კაცობრიობას არ გააკონტროლებ, კიბოსავით ან შავი ჭი-
რივით გამრავლდება... ყოველი შემდგომი თაობა უფრო და უფ-
რო მეტი იქნება, სანამ მიწიერი რესურსები, რომლებიც ჩვენს
ძმურ გრძნობებსა და სათნოებებს კვებავენ, არ განილევიან... არ

226 მკითხველთა ლიგა


გააღვიძებენ ჩვენში ურჩხულთ, რომლებიც დაიწყებენ ბრძოლას
შთამომავლობის გამოსაკვებად.
აი, რა მოგველის.
სწორედ ეს არის დანტეს ჯოჯოხეთის ცხრა წრე.
სანამ მომავალი მალთუსის გამოთვლების სისწრაფით გვიახ-
ლოვდება, ჩვენ პირველი წრის ზღვართან ვიმყოფებით... და სა-
შინელ უფსკრულში გადაჩეხის საფრთხის წინაშე ვდგავართ. იმ
უფსკარულიდან უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

ნოლტონმა ჩანაწერი დააპაუზა. მალთუსის გამოთვლები?


სწრაფად მოიძია ეს სიტყვები ინტერნეტში. აღმოჩნდა, რომ ჯერ
კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილმა ინგლისელმა მათემა-
ტიკოსმა და დემოგრაფმა თომას რობერტ მალთუსმა იწინასწარ-
მეტყველა, რომ მოსახლეობის ზრდა მალე კატასტროფამდე მი-
იყვანდა კაცობრიობას.
მალთუსის ბიოგრაფიაში მოყვანილი იყო პასაჟი მისივე ნაშ-
რომიდან „ნარკვევი პოპულაციის პრინციპზე“, რომლის წაკით-
ხვისას ნოლტონს ჟრუანტელმა დაუარა:
„ჩვენი გამრავლების უნარი იმდენად აჭარბებს დედამიწის
უნარს, გამოგვკვებოს, რომ ამა თუ იმ ფორმით დაღუპვა კაცობ-
რიობისთვის გარდაუვალ კანონზომიერებად იქცევა. მოსახლეო-
ბის შემცირების ყველაზე აქტიურ და მძლავრ ფაქტორებად ადა-
მიანური მანკიერებები გვევლინება, რომლებიც დამანგრეველ
ძალებს აღძრავენ და ხშირად თავადვე აღასრულებენ სასიკვდი-
ლო საქმეს. თუ ისინი ამ გამანადგურებელი ომის გამარჯვებამდე
მიყვანას ვერ ახერხებენ, საქმეში შემოდის ეპიდემიები, ტიფი და
შავი ჭირი, რომელთაც ათასობით და ასიათასობით სიცოცხლე
მიაქვთ თან. და თუ ესეც არ იკმარებს, მოდის შიმშილი და ერთი

227 მკითხველთა ლიგა


დარტყმით ამცირებს მოსახლეობას იმ რაოდენობამდე, რომლის
ფარგლებშიც მისი გამოკვებაა შესაძლებელი“.
ნოლტონმა ოფლიანი შუბლი მოიწმინდა და მზერა გადაიტანა
დაპაუზებულ ვიდეოკადრზე, რომელზეც ნისკარტიანი ადამიანის
ჩრდილი მოჩანდა.
თუ კაცობრიობა არ გააკონტროლე, იგი კიბოსავით გაიზრდე-
ბა.
„თუ არ გააკონტროლე“ – ნოლტონს არ მოსწონდა ამ სიტყვე-
ბის ჟღერადობა. ჩანაწერის ყურება განაგრძო.
მოგუდული ხმა კვლავ ალაპარაკდა:

თუ უმოქმედოდ გავჩერდებით, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ


ხელგაშლილი შევეგებებით დანტეს ჯოჯოხეთს, სადაც ჩვენ ყვე-
ლანი ჩავცვივდებით ცოდვებში, ვიშიმშილებთ და სივიწროვის-
გან გავწამდებით.
მე გავბედე ამ გამოწვევის მიღება.
ვიღაც შიშისგან უკან დაიხევს, თუმცა ხსნა ადამიანს საფასუ-
რის გარეშე არ ეძლევა. ადრე თუ გვიან მსოფლიო ჩემი მსხვერ-
პლის სიკეთეს დააფასებს.
რადგან მე ვარ თქვენი ხსნა.
მე აჩრდილი ვარ.
მე გავკვალავ გზას პოსტკაცობრიული ერისაკენ.

228 მკითხველთა ლიგა


თავი 34

პალაცო ვეკიო ძალიან ჰგავს ჭადრაკის ფიგურა ეტლს. შთამ-


ბეჭდავი მასიური ოთხკუთხა ნაგებობა ზემოთ დაკბილული მიჯ-
ნებითაა გაყოფილი. სენიორიის მოედნის სამხრეთ-აღმოსავ-
ლეთ კუთხეში სწორედ შესაფერისი ადგილი უჭირავს.
მისი უჩვეულო ფორმის კვადრატული ციხესიმაგრის შუაგულ-
ში წამომართული კოშკი ცის ფონზე ქმნის სახასიათო სილუეტს,
რომელიც უკვე დიდი ხანია ფლორენციის ცნობილ სიმბოლოდ
იქცა.
იტალიური მმართველობის მტკიცე ბურჯად ჩაფიქრებული სა-
სახლე თავის სტუმრებს ქვისგან ნაკვეთი ტიტანების მთელი არ-
მიით ეგებება. ოთხ ზღვის ცხენზე მდგომარე, ამანატის დაკუნ-
თულფეხებიანი „ნეპტუნი“ ზღვის სივრცეებზე ფლორენციის
მბრძანებლობის სიმბოლოა. შესასვლელის წინ მთელი თავისი
დიდებულებით ბრწყინავს მიქელანჯელოს „დავითი“ – მამაკაცის
შიშველი ბუნების ამსახველი, მსოფლიოში ყველაზე სახელგან-
თქმული სკულპტურა. დავითის გვერდით დგანან ჰერკულესი და
კაკუსი – კიდევ ორი შიშველი კოლოსი, რომლებსაც ნეპტუნის
სატირებთან ერთად, სასახლის დამთვალიერებლების წინაშე
თავიანთი გენიტალიები გამოუფენიათ.
როგორც ყოველთვის, ლენგდონის ვიზიტები პალაცო ვეკიო-
ში აქედან – სენიორიის მოედნიდან იწყებოდა. ფალოიდური სი-
ჭარბის მიუხედავად, ევროპაში ეს მისი ყველაზე საყვარელი მო-
ედანი იყო. ყოველი მისი ვიზიტი კაფე „რივუარში“ ჭიქა ესპრესო-
თი იწყებოდა და ღია ცის ქვეშ მდებარე სკულპტურების მუზეუმის
– ლოჯი ლანციში მდებარე მედიჩის ლომების მონახულებით
გრძელდებოდა.
დღეს კი ლენგდონი და მისი მეგზური ვაზარის დერეფნის გავ-
ლით პალაცო ვეკიოში მოხვედრას ცდილობდნენ, როგორც ამას
229 მკითხველთა ლიგა
ერთ დროს მედიჩების გვარის წარმომადგენელი ჰერცოგი ონო
აკეთებდა – გაივლიდა
სახელგანთქმულ უფიცის გალერეას, გადაივლიდა ხიდებსა
თუ ქუჩებზე, რათა პირდაპირ ძველი ქალაქის ცენტრში ამოეყო
თავი. დევნილებს ჯერ კიდევ არ ესმოდათ ზურგსუკან ნაბიჯების
ხმა, მაგრამ ლენგდონს სურდა, რაც შეიძლება მალე დაეტოვები-
ნათ დერეფანი.
„როგორც იქნა, მივაღწიეთ! – მძიმე ხის კარის დანახვაზე გა-
იფიქრა ლენგდონმა, – სწორედ ეს არის სასახლეში მოსახვედრი
საიდუმლო შესასვლელი“.
მიუხედავად იმისა, რომ კარი გარედან საიმედოდ ირაზებოდა,
შიდა მხრიდან ის მოგრძო სახელურზე ერთი ხელის ჩამოკვრით
იღებოდა. ეს შესაძლებლობას იძლეოდა, დერეფნიდან ექსტრე-
მალურ შემთხვევებში ადვილად გასულიყო ადამიანი, შიგნით შე-
მოსვლა კი ელექტრონული გასაღების გარეშე არავის შეეძლო.
ლენგდონმა კარს ყური მიადო და სმენად იქცა. გარედან საეჭ-
ვო არაფერი ისმოდა. მან ორივე ხელი მოკიდა საკეტს და რბი-
ლად ჩამოსწია.
საკეტმა გაიჩხაკუნა.
ლენგდონმა რამდენიმე სანტიმეტრით შეაღო ხის კარი და
ფრთხილად გაიხედა. კარს მიღმა პატარა ცარიელი დერეფანი
იყო. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა.
ლენგდონმა შვებით ამოისუნთქა, ზღურბლს გადააბიჯა და სი-
ენას ჟესტით მოუხმო.
„მივედით“.
პალაცო ვეკიოს უცნობ სიღრმეებში მდებარე დერეფანში
მდგარი ლენგდონი მიმართულების დადგენას ცდილობდა. მათ
წინ, ამ პატარა დერეფნის პერპენდიკულარულად, უმთავრესი
დერეფანი გადიოდა. ხელმარცხნივ, შორიდან მხიარული და
უდარდელი ჟრიამულის ექო მოისმოდა. კაპიტოლიუმის შენობის
230 მკითხველთა ლიგა
მსგავსად, პალაცო ვეკიო ერთდროულად ასრულებდა ტურისტე-
ბისთვის განკუთვნილი მუზეუმისა და სახელმწიფო დანიშნულე-
ბის მქონე შენობის ფუნქციას. დერეფნის ბოლოდან მომდინარე
ხმები, დროისა და საათის გათვალისწინებით, სახელმწიფო სამ-
სახურის თანამშრომლებს ეკუთვნოდა, რომლებიც ერთი კაბინე-
ტიდან მეორეში მიმოდიოდნენ, ახალი სამუშაო დღისათვის ემზა-
დებოდნენ.
ლენგდონი და სიენა მთავარ დერეფანში გასასვლელ კართან
მივიდნენ და კუთხიდან გაიჭვრიტეს. მართლაც, მთავარი დერე-
ფანი მარცხნივ მთავრდებოდა პატარა შიდა ეზოთი, სადაც ათამ-
დე ადამიანს მოეყარა თავი. ისინი სულაც არ ჩქარობდნენ თავი-
ანთი მოვალეობების შესრულებას, დილის ესპრესოს წრუპავ-
დნენ და ერთმანეთს ელაქლაქებოდნენ.
– ვაზარის ფრესკა, – დაიჩურჩულა სიენამ, – თქვით, რომ ხუ-
თასთა დარბაზშია, ხომ?
ლენგდონმა თავი დაუქნია და ხალხით სავსე ეზოს მოპირდა-
პირე მხარეს მდებარე პორტიკზე მიუთითა.
– სამწუხაროდ იქაა.
– ნამდვილად?
ლენგდონმა კვლავ დაუქნია თავი.
– იქ შეუმჩნევლად ვერაფრით მოვხვდებით.
– ჩვეულებრივი პერსონალია. სულაც არ ვაინტერესებთ. უბ-
რალოდ პირდაპირ იარეთ, თითქოს ერთ-ერთი თანამშრომელი
ხართ, – სიენა ლენგდონს მიუტრიალდა, მისი ქურთუკი შეათვა-
ლიერა, საყელო გაუსწორა, – საკმაოდ სოლიდურად გამოიყუ-
რებით, რობერტ.
შემდეგ ყალბი მოკრძალებით გაუღიმა, პერანგი ჩამოიქაჩა
და თავდაჯერებული იერით გაემართა დერეფნის ბოლოსკენ.
ლენგდონიც მას მიჰყვა. ორივე მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდა
შიდა ეზოსკენ. ეზოში შესვლისთანავე სიენამ სწრაფი იტალიუ-
231 მკითხველთა ლიგა
რით სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელ კრედიტებზე და-
უწყო საუბარი, თან სიტყვებს აქტიური ჟესტიკულაციით აფორ-
მებდა. ისინი ხალხისგან მოშორებით, კედლის გასწვრივ მოძრა-
ობდნენ. ლენგდონის გასაოცრად არც ერთ თანამშრომელს მათ-
კენ არც კი გამოუხედავს.
ეზო გაიარეს და ახალ დერეფანში საჩქაროდ შევიდნენ. ლენ-
გდონს შექსპირის თეატრის საპროგრამო ბუკლეტი გაახსენდა.
ანცი პაკი.
– ბრწყინვალე მსახიობი ხართ, – დაბალი ხმით აღნიშნა ლენ-
გდონმა.
– ცხოვრებამ მასწავლა, – უცნაური ტონით უპასუხა სიენამ.
ლენგდონი მიხვდა, რომ ამ ქალს ცხოვრებაში ბევრი რამ გა-
დაეტანა და კვლავ სინდისის ქენჯნა მოაწვა, – სწორედ მის გამო
დაატყდა თავს სიენას ეს რთული და სახიფათო განსაცდელი. სა-
კუთარ თავს შეახსენა, რომ ახლა ისღა დარჩენოდათ, მხოლოდ
წინ ევლოთ.
მიცურავდე გვირაბში... და იმედოვნებდე, რომმის ბოლოში
სინათლე აუცილებლად გამოჩნდება.
როდესაც პორტიკს მიუახლოვდნენ, ლენგდონი კმაყოფილი
დარჩა – მეხსიერებამ არ უღალატა. კუთხისკენ მანიშნებელი პა-
ტარა ისრის ქვემოთ ეწერა: „II SALONE DEI CINQUECENTE“.
„ხუთასთა დარბაზი, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ნეტავ რა პასუ-
ხებს ვიპოვით იქ? ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის
თვალებითაა შესაძლებელი – რას ნიშნავს ეს იდუმალი ფრაზა?“
– ალბათ დაკეტილი იქნება, – გააფრთხილა ლენგდონმა. ჩვე-
ულებრივ, ხუთასთა დარბაზი ბევრ ტურისტს იზიდავდა, მაგრამ
ახლა სასახლე დამთვალიერებლებისთვის აშკარად ჯერ კიდევ
დაკეტილი იყო.
უეცრად სიენა მკვეთრად შეჩერდა.
– გესმით?
232 მკითხველთა ლიგა
კუთხიდან ხმამაღალი დუდუნი ისმოდა. „ახლა არ მითხრათ,
რომ ეს მეორე მზვერავი-ვერტმფრენია“, გაიფიქრა ლენგდონმა.
შემდეგ ფრთხილად გაიხედა კუთხიდან.
მათგან ოცდაათიოდე ნაბიჯზე ხუთასთა დარბაზის უბრალო
ხის კარი მოჩანდა. მასთან მისასვლელ გზას კი უღობავდათ ტან-
მსხვილი თანამშრომელი, რომელიც იატაკს ელექტროსაპრია-
ლებლით წმენდდა.
კარის დარაჯი.
ლენგდონმა კარზე განთავსებულ პლასტიკატის დაფას გახე-
და. მასზე გამოსახულ სამ უნივერსალურ ნახატს ყველაზე გამო-
უცდელი სიმბოლოგიც კი იცნობდა: ეს იყო წითელი ჯვარედინი
ხაზით გადახაზული ვიდეოკამერა, ჭიქა და მამაკაცის და ქალის
ორი სტილიზებული გამოსახულება.
ლენგდონმა გადაწყვიტა, ინიციატივა ამჯერად საკუთარ თავ-
ზე აეღო – კუთხიდან გამოვარდა და პირდაპირ დარაჯისკენ გა-
ქანდა. სიენაც მას მიჰყვა.
დარაჯმა გაკვირვებით შეათვალიერა უცნობები.
– Signori?!
ხელები გაიწოდა, რომ ლენგდონი და სიენა შეეჩერებინა.
ლენგდონმა ნაძალადევად გაუღიმა, უფრო სწორად, სახე დამან-
ჭა და საჩქაროდ მიუთითა კარზე მიკრულ დაფაზე.
– Toilette, – სულშეხუთული ხმით წაიბუტბუტა მან. ეს არ იყო
შეკითხვა.
დარაჯი შეყოვნდა, თითქოს უნდოდა, პროტესტი გამოეთქვა,
მაგრამ როდესაც ლენგდონის ნატანჯ სახეს შეხედა, თანაგრძნო-
ბით დაუქნია თავი და ხელის აწევით დარბაზში შესვლის ნება
დართო.
ზღურბლზევე ლენგდონმა მხიარულად გადაულაპარაკა სი-
ენას.
– თანაგრძნობა უნივერსალური ენაა.
233 მკითხველთა ლიგა
თავი 35

ხუთასთა დარბაზი ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დიდი იყო.


ის საგანგებოდ ააგეს საერთო სახალხო კრების (რომელშიც ხუ-
თასი წევრი მონაწილეობდა) – Consiglio Maggiore-ისთვის 1494
წელს. სწორედ ამის გამო ეწოდა მას „ხუთასთა დარბაზი“. აგები-
დან რამდენიმე წლის შემდეგ კოზიმო პირველმა გადაწყვიტა გა-
ნეახლებინა და უფრო გაედიდებინა დარბაზი. იტალიაში ყველა-
ზე ძლევამოსილმა ადამიანმა პროექტის არქიტექტორად და
ხელმძღვანელად ჯორჯო ვაზარი დანიშნა.
ბრწყინვალე ინჟინერმა ჯორჯო ვაზარიმ შეძლო დარბაზის სა-
ხურავის თავდაპირველი მდგომარეობიდან ამაღლება. ამის შე-
დეგად დღის სინათლე უფრო ადვილად შემოდიოდა ჭერთან და-
ტანებული მოგრძო ფანჯრებიდან. ამ ცვლილებამ დარბაზი
ფლორენციული არქიტექტურის, სკულპტურისა და ფერწერის
უამრავი შედევრის საგამოფენო სივრცედ აქცია.
ამ დარბაზში ლენგდონის ყველაზე დიდ ყურადღებას იატაკი
იქცევდა. ერთი შეხედვაც კმაროდა, რომ მიმხვდარიყავით, რა
არაორდინარულ სივრცეში მოხვდით. მუქი ჟოლოსფერი კვად-
რატული პარკეტი სოლიდურობის, სიღრმისა და წონასწორობის
შთაბეჭდილებას ქმნიდა.
ლენგდონმა მზერა დარბაზის შორეული ბოლოსკენ მიმართა,
სადაც კედლის გასწვრივ ერთ ხაზზე ჩამწკრივებულიყო ჰერკუ-
ლესის გმირობების გამომსახველი ექვსი ქანდაკება. ის განზრახ
არ იყურებოდა მეორე მხარეს, სადაც ჰერკულესისა და დიომედე-
სის ქანდაკება იდგა, რომელთა შიშველი სხეულები უხერხულად
გადახლართულიყვნენ გახურებული ბრძოლის ასპარეზზე: საეჭ-
ვო ღირსების მქონე ამ ქანდაკების დამახასიათებელი ნიშანი იყო
„პენისის ეფექტური მოხელთება“, რომლის დანახვისას ლენ-
გდონს ყოველთვის უხერხულობა იპყრობდა.
234 მკითხველთა ლიგა
გაცილებით საამური სანახავი იყო მიქელანჯელოს საოცარი
ქმნილება „გამარჯვების გენიოსი“, რომელსაც მარჯვენა კედელ-
თან ცენტრალური ადგილი ეკავა. ამ ორმეტრნახევარზე მაღალი
სკულპტურის აღმართვა თავდაპირველად უკიდურესად კონსერ-
ვატორი პაპის, იულიუს მეორის („მრისხანეს“) საფლავზე უნდო-
დათ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რა დამოკიდებულება ჰქონდა
ვატიკანს ჰომოსექსუალიზმთან, ზემოაღნიშნული ჩანაფიქრი უც-
ნაურად ეჩვენებოდა: ქანდაკების მოდელად ხომ მიქელანჯელომ
ყმაწვილი ტომაზო კავალიერი გამოიყენა, რომელზეც წლების
მანძილზე იყო შეყვარებული და არაერთი ლექსიც მიუძღვნა.
– აქ რატომ არ ვარ ნამყოფი? – ჩაილაპარაკა მის გვერდით
მდგარმა სიენამ, – გასაოცარია!
ლენგდონმა თავი დაუქნია, თან გაახსენდა, როდის ნახა დარ-
ბაზი პირველად, მაშინ ის აქ სახელგანთქმული პიანისტის – მა-
რიელა კეიმელის მიერ შესრულებული კლასიკური მუსიკის მო-
სასმენად მოვიდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით დარბაზი პოლი-
ტიკური შეკრებებისა და დიდ ჰერცოგთან აუდიენციებისთვის იყო
განკუთვნილი, თუმცა ახლა აქ ხშირად გამოდიოდნენ გამოჩენი-
ლი მუსიკოსები და ლექტორები, როგორიც იყო, მაგალითად,
ცნობილი ხელოვნებათმცოდნე მაურიციო სერაჩინი. გარდა ამი-
სა, იმართებოდა ხმაურიანი წვეულებებიც, მაგალითად, გუჩის
მუზეუმის საზეიმო გახსნა, რომელსაც მრავალი ცნობილი ადა-
მიანი ესწრებოდა. ხანდახან ლენგდონი ფიქრობდა, რას მოიმოქ-
მედებდა კოზიმო პირველი, რომ ენახა აუდიენციებისთვის გან-
კუთვნილი მისი დარბაზი როგორ გადაიქცა მდიდარი მეწარმეე-
ბისა თუ მოდის სამყაროს ვარსკვლავების გასართობ მოედნად.
ლენგდონმა თავიდან მოიშორა ეს უადგილო მოგონებები და
მზერა გიგანტური ფრესკებით მოხატულ კედლებზე გადაიტანა.
ოდესღაც აქ ლეონარდო და ვინჩი ხატვის ექსპერიმენტულ მეთო-
დებს სცდიდა. მისი ერთი ჩავარდნილი ექსპერიმენტის შედეგად
235 მკითხველთა ლიგა
საღებავებმა დნობა იწყო და ნახატი თვალსა და ხელს შუა გაქრა.
სწორედ ამ დარბაზში შედგა ერთგვარი ფერწერული დუელი,
რომლის ორგანიზატორები იყვნენ პიერო სოდერინი და მაკიავე-
ლი: მათ ერთმანეთს შეაჯიბრეს აღორძინების ორი ტიტანი – მი-
ქელანჯელო და ლეონარდო, ფრესკები შეუკვეთეს ერთი და იმა-
ვე დარბაზის ორი მოპირდაპირე კედლისთვის.
დღეს კი ლენგდონს სულ სხვა ისტორიული კაზუსი აინტერე-
სებდა.
Cerca trova.
– რომელია ვაზარის ნამუშევარი? – სიენამ მზერა მოაცილა
კედელს.
– თითქმის ყველა, – უპასუხა ლენგდონმა. რესტავრაციის
დროს ვაზარიმ და მისმა თანაშემწეებმა დარბაზში თითქმის ყვე-
ლა ფერწერული ტილო აღადგინეს, დაწყებული კედლის ორიგი-
ნალური ფრესკებითა და დამთავრებული ჭერზე განთავსებული
ოცდაცხრამეტი ნახატით, – მაგრამ ჩვენ, აი, ის გვაინტერესებს...
ლენგდონმა მიუთითა შორეულ მარჯვენა კუთხეში განთავსებულ
ფრესკაზე, – სწორედ ეს არის „ბრძოლა მარჩიანოს მახლობ-
ლად“.
ვაზარის მიერ გამოსახული ბატალური სცენა სიგანეში ცამეტი
და სიმაღლეში რვა მეტრის გრანდიოზული ნახატი გახლდათ, გა-
ჯერებული მოყავისფრო-მომწვანო ფერთა გამით. მეომრები,
ცხენები, შუბები და ალმები ერთ ქაოტურ მასაში ირეოდა, ბორ-
ცვების იდილიური პეიზაჟის ფონზე.
– ვაზარი, ვაზარი, – ჩურჩულით თქვა სიენამ, – და სადღაც იქ
მისი საიდუმლო შეტყობინებაა დამალული?
ლენგდონმა თავი დაუქნია და თან ცდილობდა, უზარმაზარი
ფრესკის ზედა ნაწილზე მწვანე საბრძოლო დროშა ეპოვა, რო-
მელზეც ვაზარიმ თავისი ამოუცნობი გზავნილი – „CERCA
TROVA“ მიაწერა.
236 მკითხველთა ლიგა
– აქედან მისი შემჩნევა ბინოკლის გარეშე ფაქტობრივად შე-
უძლებელია, – თან ხელი გაიშვირა ლენგდონმა, – მაგრამ ზე-
მოთ, თითქმის შუაგულში, თუ ბორცვზე მდებარე ორ საცხოვრე-
ბელ სახლს დავძებნით, მათ შორის
აღმოვაჩენთ პატარა მწვანე ფერის ალამს და...
– ვხედავ! – წამოიძახა სიენამ, თან სურათის მარჯვენა მეოთ-
ხედ ნაწილზე, ზუსტად საჭირო ადგილზე მიუთითა.
ლენგდონმა ახალგაზრდის მახვილი მზერა ინატრა.
ისინი ნელ-ნელა მიუახლოვდნენ კოლოსალური ზომის ნა-
ხატს, რომელიც თავისი მასშტაბით აოცებდა მნახველს. „რო-
გორც იქნა, ადგილზე ვართ,– გაიფიქრა ლენგდონმა, – ისღა
დაგვრჩენია, ჩვენი აქ მოსვლის მიზეზს ჩავწვდეთ“. ის ვაზარის პა-
ნორამის თითოეული დეტალის შესწავლას შეუდგა. ორი წუთი
სრული სიჩუმე სუფევდა.
„თუ ვერ ვიპოვი... ყველანი დავიღუპებით“.
მათ ზურგს უკან კარი გაიღო და დარბაზში დარაჯმა შემოიხე-
და დაეჭვებული სახით. სიენამ მხიარულად დაუქნია ხელი. დარა-
ჯი კარგად დააკვირდა მათ, შემდეგ კარი გაიხურა.
– ცოტა დრო გვაქვს, რობერტ, – დააჩქარა სიენამ, – სწრაფად
იფიქრეთ. ეს სურათი რაიმეს მაინც არ გახსენებთ?
ლენგდონი ვაზარის მიერ ასახული ბრძოლის ქაოსს შესცქე-
როდა.
ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით შეიძ-
ლება.
ლენგდონმა გაიფიქრა, იქნებ სურათზე მიცვალებული უნდა
მოვძებნო, რომლის მზერაც ბრძოლის რაიმე სხვა ეპიზოდისკენ
არის მიმართულიო. შესაძლოა – თავად დარბაზის სხვა კუთხის-
კენ... სამწუხაროდ, ნახატზე მიმოფანტული ათობით გვამიდან
არც ერთი გამოირჩეოდა და არც ერთ მათგანს მზერა რომელიმე
კონკრეტული წერტილისკენ არ ჰქონდა მიმართული.
237 მკითხველთა ლიგა
ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით არის
შესაძლებელი?..
ლენგდონი შეეცადა, გვამები აზრობრივი ხაზებით შეეერთე-
ბინა და შეემოწმებინა, რაიმე აზრიანი სურათი ხომ არ გამოისა-
ხებოდა, მაგრამ აქაც გაუცრუვდა იმედი.
დაძაბულობისგან საფეთქლებში კვლავ ნაცნობი ტკივილი იგ-
რძნო. მისი ცნობიერების სიღრმეებში უცნობი, ვერცხლისფერ-
თმიანი ქალი კვლავ ჩურჩულებდა: „ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ“.
„და რას ვიპოვი?!“ – უნდოდა, მთელი ხმით დაეყვირა ლენ-
გდონს.
თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და ნელა ამოისუნთქა.
შემდეგ მხრებით რამდენიმე წრიული მოძრაობა გააკეთა და გო-
ნებიდან მოიცილა ყველა აზრი, რათა გზა ინტუიციისთვის გაეხ-
სნა.
ვაი... ზარი.
ვაზარი.
ჩერცა ტროვა.
ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით შეიძ-
ლება.
ინტუიციამ უკარნახა, რომ სწორედ იქ იყო მისული, სადაც სა-
ჭიროება მოითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ
იცოდა, რას ეძებდა, უეცრად მტკიცე რწმენა ჩაესახა, რომ უახ-
ლოეს დროში ეს ამოცანა ამოიხსნებოდა.

საგამოფენო სტენდთან, წითელი ხავერდის პანტალონებსა და


ჟილეტში გამოწყობილი აგენტი ბრიუდერი, გაბრაზებული, თა-
ვისთვის ბუტბუტებდა. მისმა ხალხმა კოსტიუმების მთელი გალე-
რეა გაჩხრიკა, მაგრამ ლენგდონი და ბრუკსი ვერსად ნახეს.

238 მკითხველთა ლიგა


„დაზვერვისა და რეაგირების სამსახური! – გაიფიქრა წყე-
ნით, – როდიდან ხდება, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ხელი-
დან უსხლტება დრს-ს? სად უნდა გამქრალიყვნენ, დასწყევლოს
ღმერთმა?
– ყველა გასასვლელი გადავკეტეთ, – მტკიცედ განაცხადა
ერთ-ერთმა მისმა აგენტმა, – მხოლოდ და მხოლოდ პარკის ტე-
რიტორიაზე თუ იქნებიან – ყველა დანარჩენი ვერსია გამორიც-
ხულია!
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად ჟღერდა,
თუმცა ბრიუდერს ინტუიცია კარნახობდა, რომ ლენგდონმა და
სიენამ სხვა გასასვლელის პოვნა მოახერხეს.
– ხელახლა გაუშვით ვერტმფრენი, – ისროლა გაღიზიანე-
ბულმა, – და ადგილობრივ სამართალდამცველებს უთხარით,
რომ არა მარტო პარკში, არამედ მის კედლებს მიღმაც ეძებონ.
„ეშმაკსაც წაუღია მაგათი თავი!“
მისი აგენტები ბრძანების შესრულებას შეუდგნენ, ამასობაში
ბრიუდერმა ტელეფონი ამოიღო და ხელმძღვანელს დაურეკა.
– ბრიუდერი ვარ, – თქვა მან, – ვშიშობ, რომ სერიოზული
პრობლემა გვაქვს. თან – არაერთი.

239 მკითხველთა ლიგა


თავი 36

ჭეშმარიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებით შეიძ-


ლება.
სიენა თავისთვის იმეორებდა ამ ფრაზას, ისევ და ისევ ყურად-
ღებით აკვირდებოდა საშინელი ბრძოლის ამსახველი ნახატის
ყოველ სანტიმეტრს, რათა როგორმე რაიმე საინტერესო შეემ-
ჩნია.
ყველგან იყო სიკვდილის თვალები.
„მაინც რომელი მათგანი გვჭირდება?!“
ისიც გაიფიქრა, რომ „სიკვდილის თვალები“ შეიძლება მი-
ეკუთვნებოდეს ყველა იმ გვამს, რომლითაც შავი ჭირის ეპიდემი-
ის დროს გავსებული იყო მთელი ევროპა.
ყოველ შემთხვევაში, ეს რამენაირად მაინც ახსნიდა ქოლე-
რის ნიღბის არსს...
სიენას უეცრად გონებაში საბავშვო წიგნიდან ერთი სტროფი
ამოუტივტივდა:

„ვარდის გარშემო რგოლია,


ჯიბე სავსე მაქვს, მგონია.
ფერფლად ქცეულა ყოველი,
ჩვენც დასასრული გვქონია!“

სკოლაში სწავლისას, ინგლისში, ის ხშირად იმეორებდა ხოლ-


მე ამ სტროფს. მერე გაიგო, რომ ლექსი 1665 წელს ლონდონში,
შავი ჭირის დროს დაწერილა. რგოლში მოქცეული ვარდი მეტა-
ფორულად აღნიშნავდა კანზე გაჩენილ წითელ წყლულს – დაავა-
დების პირველ სიმპტომს. დაავადებულები ჯიბით ყვავილების
თაიგულს ატარებდნენ, რათა ქუჩაში თავიანთი ხრწნადი სხე-
ულების საშინელი სიმყრალე გადაეფარათ, სადაც ყოველდღიუ-
240 მკითხველთა ლიგა
რად ამ სენისგან ასობით ადამიანი პირდაპირ ეცემოდა ძირს უსუ-
ლოდ. დაღუპულთა სხეულებს კი წვავდნენ. ფერფლად ქცეულა
ყოველი, ჩვენც დასასრული გვქონია!
– ღვთის სიყვარულისთვის! – უეცრად წარმოთქვა ლენგდონ-
მა და მოპირდაპირე კედლისკენ შებრუნდა.
სიენამ შეხედა.
– რა მოხდა?
– ასე ეწოდებოდა ხელოვნების ნიმუშს, რომელიც ოდესღაც აქ
იყო გამოფენილი. „ღვთის სიყვარულისთვის“.
სიენას გაოცებული მზერის თანხლებით ლენგდონმა აჩქარე-
ბით გადაკვეთა დარბაზი და კედელში მოთავსებული მცირე ზო-
მის მინის კარის გახსნას შეეცადა. ის დაკეტილი იყო. მაშინ კაცმა
ცხვირი მინას მიაჭყლიტა, ხელებით სახე ორივე მხრიდან მოიჩ-
რდილა, რომ ზედმეტ სინათლეს ხელი არ შეეშალა მისთვის, და
ისე გაიხედა მის მიღმა.
რის თვალიერებასაც უნდა მოჰყოლოდა ლენგდონი, სიენა
იმედოვნებდა, რომ ეს დიდ დროს არ წაიღებდა: დარაჯი ისევ გა-
მოჩნდა დარბაზის ზღურბლზე, როგორც ჩანს, სერიოზულმა ეჭ-
ვებმა შეაწუხა.
სიენამ კვლავ მხიარულად დაუქნია ხელი. დარაჯმა ცივი მზე-
რა ესროლა, თუმცა ბოლოს მაინც კარს მიღმა გაუჩინარდა.

Lo Studiolo.44
მინის კარის მიღმა, იდუმალი სიტყვების cerca trova-ს პირდა-
პირ, ხუთასთა დარბაზში დამალული იყო უფანჯრო მყუდრო ოთა-
ხი. ვაზარის მიერ ფრანჩესკო პირველისთვის ჩაფიქრებული სა-
იდუმლო კაბინეტი, მრგვალჭერიანი სწორკუთხოვანი ოთახი,

44
კაბინეტი.(იტალ.)
241 მკითხველთა ლიგა
მასში შემსვლელს აფიქრებინებდა, რომ უზარმაზარ განძით სავ-
სე ზარდახშაში მოხვდა.
განძი აქ მართლაც არ იყო ცოტა – კედლებს ოცდაათამდე
უიშვიათესი ფერწერული ტილო ამშვენებდა. ისინი ისე მჭიდროდ
დაეკიდებინათ, რომ მათ შორის თავისუფალი სივრცე თითქმის
არ დარჩენილიყო. „იკაროსის დაცემა“, „სიზმრის ალეგორია“,
„ბუნება, რომელიც პრომეთეს კვარცის კრისტალს აწვდის“...
ამ შედევრებით გამოტენილ ოთახს მინის ბარიერის მიღმიდან
აკვირდებოდა ლენგდონი. კიდევ დაიჩურჩულა: „სიკვდილის
თვალები“.
ლენგდონი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მოხვდა სტუდიო-
ლოში, სასახლის საიდუმლო გასასვლელების შესახებ კერძო ექ-
სკურსიის დროს. სწორედ მაშინ შეიტყო, რომ მთელი სასახლე
საიდუმლო გასასვლელებითა და კიბეებითაა დასერილი, მათ
შორის რამდენიმე სტუდიოლოში განთავსებული ნახატების მიღ-
მაცაა დამალული.
ახლა მას საიდუმლო გასასვლელები ნამდვილად არ აინტე-
რესებდა. ლენგდონს ამ ოთახში ნანახი თანამედროვე ხელოვნე-
ბის თამამი ნიმუში გაახსენდა. დემიენ ჰერსტის შედევრს –
„ღვთის სიყვარულისათვის“ – ადრეც სხვადასხვაგვარად აფასებ-
დნენ და როდესაც ცნობილ სტუდიოლოში გამოფინეს, პირდაპირ
აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია.
ჰერსტის ქმნილება პლატინისგან ჩამოსხმული ნატურალური
ზომის ადამიანის თავის ქალაა, მოპირკეთებული რვა ათასი
მბრწყინავი ბრილიანტით, რომლებიც მის ზედაპირს მთლიანად
ფარავს. ამით შემქმნელმა გამაოგნებელ ეფექტს მიაღწია. თავის
ქალის თვალის ცარიელი ღრმულები თითქოს სიცოცხლესა და
სინათლეს აფრქვევდა და ქმნიდა ურთიერთსაწინააღმდეგო სიმ-
ბოლოების – სიცოცხლისა და სიკვდილის, სილამაზისა და საში-
ნელების შემაშფოთებელ კონტრასტს. მიუხედავად იმისა, რომ
242 მკითხველთა ლიგა
სტუდიოლოდან ჰერსტის ეს ქმნილება დიდი ხნის წინ წაიღეს,
ლენგდონს მის შესახებ არსებულმა მოგონებებმა ერთი საინტე-
რესო იდეა უკარნახა.
სიკვდილის თვალები, გაიფიქრა ლენგდონმა. ეს ფრაზა თავის
ქალაზე ხომ არ მიანიშნებს?
დანტეს „ჯოჯოხეთი“ სავსეა ამგვარი თავის ქალებით. თუნდაც
გავიხსენოთ გრაფი უგოლინოს საშინელი სასჯელი ჯოჯოხეთის
ბოლო წრეში: ცოდვების გამო ის სამუდამოდაა განწირული, მო-
ღალატე არქიეპისკოპოსის თავის ქალა ღრღნას.
„იქნებ ჩვენ რომელიღაც თავის ქალა უნდა ვეძებოთ?“
ლენგდონმა იცოდა, რომ სტუდიოლო „იშვიათობათა კაბინე-
ტის“ პრინციპით იყო მოწყობილი. თითქმის ყველა ნახატი ანჯა-
მებზეა დამაგრებული და ტრიალებს, მათ მიღმა კი საიდუმლო სა-
თავსოებია, სადაც ჰერცოგი მისთვის ძვირფას ნივთებს ინახავ-
და, მაგალითად, ლამაზ ბუმბულებს, იშვიათი მინერალების ნიმუ-
შებს, ნაუტილუსის გაქვავებულ ნიჟარას და თუ ჭორებს ვენდო-
ბით – დაფხვნილი ვერცხლით მოპირკეთებულ, რომელიღაც ბე-
რის წვივის ძვალს.
ლენგდონი დარწმუნებული იყო, რომ ყველა სათავსო უკვე
დიდი ხნის წინ გამოაცარიელეს და სხვა თავის ქალის შესახებ,
გარდა ჰერსტის ნამუშევრისა, მას არც კი სმენოდა.
მისი ფიქრები მოულოდნელმა ხმაურმა დაარღვია: დარბაზის
ბოლოში ხმამაღლა გაჯახუნდა კარი. მის მიღმა სწრაფი ნაბიჯე-
ბის ხმა გაისმა, რომელიც სულ უფრო ძლიერდებოდა.
– Signore! – გაისმა ნაწყენი ხმა, – II salone non e aperto!45
ლენგდონი მიტრიალდა. მათკენ მოდიოდა ერთ-ერთი ზედამ-
ხედველი – ტანმორჩილი ქალი ყავისფრად შეღებილი მოკლე
თმით. ფეხმძიმედ იყო, თითქმის მეცხრე თვეში. ენერგიულად მო-

45
ბატონებო! დარბაზი დაკეტილია.(იტალ.)
243 მკითხველთა ლიგა
აბიჯებდა და თან მაჯის საათზე თითებს ათამაშებდა. ქალი მათ
მიუახლოვდა და მზერა ლენგდონს გაუსწორა, უეცრად გაჩერდა,
ხელი პირზე მიიდო.
– პროფესორო ლენგდონ! – წამოიძახა მან დაბნეული გამო-
მეტყველებით, – ღვთის გულისათვის, მომიტევეთ! ჩემთვის არ
უთქვამთ, რომ აქ ბრძანდებოდით. მიხარია, რომ კვლავ გვეს-
ტუმრეთ!
ლენგდონი შიშისგან გახევებული იდგა.
იგი სავსებით დარწმუნებული იყო, რომ ეს ქალი არასდროს
ენახა.

244 მკითხველთა ლიგა


თავი 37

-ისე შეცვლილხართ, ძლივს გიცანით, პროფესორო! – წამოი-


ძახა ზედამხედველმა. ინგლისურად ლაპარაკობდა, მაგრამ სა-
შინელი აქცენტით, – თქვენი ტანსაცმელი... – თბილად გაუღიმა
და ლენგდონის „ბრიონის“ ფირმის ქურთუკი კმაყოფილი სახით
აათვალიერ-ჩაათვალიერა, – ძალიან მოდურია. ახლა ნამდვილ
იტალიელს ჰგავხართ.
ლენგდონს აღელვებისგან პირი გაუშრა, მაგრამ თავი აიძუ-
ლა, ოდნავ მაინც გაეღიმა.
– დილა მშვიდობისა, – წაილუღლუღა მან, – როგორ ბრძან-
დებით?
ქალს გაეცინა, თან თავის მუცელს დახედა.
– ნორმალურად. პატარა კატალინა მთელი ღამე ბორგავდა,
– ქალმა შეშფოთებული მზერა მოავლო დარბაზს, – დუომინოს
არ გავუფრთხილებივარ, დღეს თუ დაბრუნდებოდით. ის თქვენ-
თან ერთადაა?
დუომინო? ლენგდონს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვისზე ლაპა-
რაკობდა ქალი.
ქალმა ლენგდონს დაბნეულობა შეამჩნია და სახიდან ღიმილი
გაუქრა.
– ნუ ღელავთ, მთელ ფლორენციაში ყველა ასე ეძახის, მაგ-
რამ მას ეს სულაც არ სწყინს, – ქალმა კვლავ მიმოიხედა, – მან
შემოგიშვათ?
– დიახ, სწორედ მან, – დაუდასტურა სიენამ, რომელიც დარ-
ბაზის სხვა მხრიდან შემოუერთდა ამ საუბარს. თქვა, რომ წინა-
აღმდეგი არ იქნებოდით, თუ ცოტას ვიბოდიალებდით აქ... – სი-
ენამ ზედამხედველს მეგობრულად გაუწოდა ხელი, – მე სიენა
ვარ, რობერტის და.
ზედამხედველმა ოფიციალურად ჩამოართვა ხელი.
245 მკითხველთა ლიგა
– მე კი მარტა ალვარესი ვარ. ბედმა გაგიღიმათ, რომ პირად
ექსკურსიამძღოლობას თავად რობერტ ლენგდონი გიწევთ.
– დიახ! – თვალები მილულა სიენამ, – რობერტი ძალიან
ჭკვიანია!
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ზედამხედველი ქალი სიენას
გულდასმით ათვალიერებდა.
– უცნაურია, – ბოლოს დაასკვნა, – ვერავითარ ნათესაურ
მსგავსებას ვერ ვამჩნევ თქვენში. მხოლოდ სიმაღლით ჰგავ-
ხართ.
ლენგდონი გრძნობდა, რომ კატასტროფა გარდაუვალი იქნე-
ბოდა, თუ რაიმეს არ მოიმოქმედებდა. ან ახლა, ან არასდროს.
– მარტა, – ჩაერია ლენგდონი, თან იმედოვნებდა, რომ სწო-
რად გაიგო მისი სახელი, – ძალიან მერიდება თქვენი შეწუხება,
მაგრამ... ვფიქრობ, თავადაც ხვდებით ჩემი აქ ყოფნის მიზეზს.
– მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, – მოიღუშა ქალი, – მომ-
კალით და, ვერ ვხვდები, აქ რატომ მოხვედით.
ლენგდონს გულისცემა აუჩქარდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა
და ლენგდონს შეეშინდა, რომ მას საბოლოოდ გამოიჭერდნენ.
თუმცა უეცრად მარტამ ფართოდ გაიღიმა და სიცილი აუვარდა.
– ვხუმრობ, პროფესორო! რა თქმა უნდა მივხვდი, რატომაც
მოხვედით! გულახდილად რომ ვთქვა, არ ვიცი, რითი მოგხიბ-
ლათ იმან, მაგრამ წუხელ საღამოს, როდესაც დუომოსთან ერ-
თად ზემოთ თითქმის მთელი საათი გაატარეთ, ლოგიკურია, ვი-
ვარაუდოთ, რომ მისი ჩვენება თქვენი დისთვისაც გადაწყვიტეთ!
– დიახ, დიახ... – წამოისროლა ლენგდონმა, – აბსოლუტუ-
რად მართალი ბრძანდებით. ძალიან მინდოდა მისი სიენასთვის
ჩვენება... თუ ეს რაიმე სირთულესთან არაა დაკავშირებული.
მარტამ მეორე სართულზე მდებარე აივანს გახედა და მხრები
აიჩეჩა;
– არანაირი პრობლემა არაა. მაინც იქით მივდიოდი.
246 მკითხველთა ლიგა
გულაჩქარებულმა ლენგდონმაც გახედა დარბაზის ბოლოში
მდებარე აივანს. „გუშინ საღამოს მე იქ ვიყავი?“ არ ახსოვდა.
თუმცა იცოდა, რომ აივანი (რომელიც, სხვათა შორის, იმავე სი-
მაღლეზე იყო განთავსებული, როგორზეც წარწერა „ცერცა ტრო-
ვა“), მუზეუმში შესასვლელს წარმოადგენდა. ლენგდონი იქ არა-
ერთხელ იყო ნამყოფი.
მარტა უკვე აპირებდა დარბაზის გავლით აივნისკენ წასული-
ყო, მაგრამ უეცრად შეჩერდა, თითქოს გონებაში მოულოდნელმა
აზრმა გაუელვაო.
– უკაცრავად, პროფესორო, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ
უკეთესი იქნებოდა, თქვენი მშვენიერი დაიკო სხვა რამით გაგერ-
თოთ?
ლენგდონი დაიბნა.
– რაიმე საშინელების სანახავად მივდივართ? – იკითხა სი-
ენამ, – ასეთი რა არის? ჩემთვის არაფერი უთქვამს.
მარტამ ეშმაკურად გაუღიმა ლენგდონს.
– რა ვქნა, პროფესორო, მე ვუთხრა თქვენს დას, თუ თავად
ეტყვით?
ლენგდონი მაშინვე ჩაეჭიდა გაჩენილ შესაძლებლობას.
– ცხადია, მარტა, შეგიძლიათ ყველაფერი აუხსნათ!
მარტა სიენას მიუბრუნდა და ნელა და გარკვევით დაიწყო:
– არ ვიცი, თქვენი ძმისგან რა გსმენიათ, მაგრამ ჩვენ ახლა
მივემართებით ზემოთ, მუზეუმში, რათა ერთობ უცნაური ნიღაბი
ვნახოთ.
სიენამ ფართოდ დააჭყიტა თვალები.
– მაინც რომელი? ერთ-ერთი იმ ნიღაბთაგანი ხომ არა, კარ-
ნავალებზე რომ ატარებენ?
– კარგი ვერსიაა, – თქვა მარტამ, – მაგრამ ვერ გამოიცანით.
საქმე ეხება არა ქოლერის ნიღაბს, არამედ სხვას – რომელსაც
თავად სიკვდილის ნიღაბს უწოდებენ.
247 მკითხველთა ლიგა
სიკვდილის ნიღაბი! ლენგდონმა თავი ვერ შეიკავა და შვებით
ამოისუნთქა. მარტამ კოპები შეკრა, ალბათ იფიქრა, რომ ლენ-
გდონი ცდილობდა, მოსალოდნელი სანახაობით შეეშინებინა
და.
– თქვენს ძმას ნუ აყვებით, – თქვა მან, – ოდესღაც სიკვდილის
ნიღბებს საკმაოდ ხშირად ამზადებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ,
ასეთი ნიღაბი ახლად გარდაცვლილი ადამიანის სახის ნაკვთე-
ბის ფორმის თაბაშირის ყალიბია.
სიკვდილის ნიღაბი. პირველად მას შემდეგ, რაც ლენგდონმა
ფლორენციაში გამოიღვიძა, მის გონებაში არსებულ ბინდში
მკვეთრმა სინათლემ გაიბრწყინა. დანტეს „ჯოჯოხეთი“... cerca
trova... დაინახოსიკვდილის თვალებით. სიკვდილის ნიღაბი!
– და ვისი სახისგან აიღეს ამ საინტერესო ნიღბის ფორმა? –
იკითხა სიენამ.
ლენგდონმა სიენას მხარზე ხელი დაადო და თავი ხელში აიყ-
ვანა, რომ რაც შეიძლება მშვიდად ეთქვა:
– ერთი ცნობილი იტალიელი პოეტისგან. მას დანტე ალიგიე-
რი ერქვა.

248 მკითხველთა ლიგა


თავი 38

ადრიატიკის ზღვის მშვიდ ტალღებზე მოდრეიფე „მენდაცი-


უმის“ გემბანი მზის კაშკაშა სხივებს გაენათებინა. დაღლილობის
მოსახსნელად ბოსმა ვისკის მეორე ბოთლი გამოცალა და კაბი-
ნეტის ფანჯარას გაფანტული მზერა მიაპყრო.
ფლორენციიდან კვლავ არასახარბიელო ამბები მოდიოდა.
შესაძლოა შფოთვის მიზეზი ის სპირტიანი სასმელიც იყო, რო-
მელსაც ბოსმა მრავალი წლის მანძილზე პირველად გაუსინჯა გე-
მო. უეცრად უსუსურობისა და მიუსაფრობის უცნაური შეგრძნება
დაეუფლა... თითქოს მის ხომალდს ძრავამ უმტყუნა და ისიც
უმიზნოდ აქეთ-იქით დაცურავდა, საითაც ქარი წაიყვანდა.
ბოსისთვის ეს სრულიად ახალი შეგრძნება იყო. მის სამყარო-
ში არსებობდა საიმედო კომპასი – პროტოკოლი – რომელიც გა-
ნუხრელად უჩვენებდა სწორ მიმართულებას. პროტოკოლი ბოსს
შესაძლებლობას აძლევდა, რომ ყველანაირი ყოყმანისა და უკან
მოხედვის გარეშე მიეღო რთული გადაწყვეტილებები.
სწორედ პროტოკოლმა მოითხოვა ვაიენტას გათავისუფლება
და ბოსმა დაუფიქრებლად გადადგა ეს ნაბიჯი. „როდესაც კრიზი-
სი გადაივლის, სათანადოდ მივხედავ“.
სწორედაც პროტოკოლი მოითხოვდა, რომ ბოსს თავისი კლი-
ენტის ნაბიჯების შესახებ რაც შეიძლება ცოტა რამ სცოდნოდა.
დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ კონსორციუმის ვალი სულაც არ
იყო, კლიენტურა მორალის თვალსაზრისით განესაჯა.
აკეთე ის, რასაც შენგან მოითხოვენ.
ენდე კლიენტს.
არ დასვა კითხვები.
მრავალი კომპანიის მმართველთა მსგავსად, ბოსი მსურვე-
ლებს წარუდგენდა მხოლოდ და მხოლოდ მომსახურებათა გან-
საზღვრულ რაოდენობას იმ პირობასთან ერთად, რომლის მი-
249 მკითხველთა ლიგა
ხედვითაც კლიენტებს კანონის ფარგლებში შეეძლოთ ესარგებ-
ლათ ამ მომსახურებით. ბოლოს და ბოლოს „ვოლვოს“ არ შეუძ-
ლია იმის გარანტია მოგცეს, რომ შვილზე გადამკვდარი დედები
სკოლების მახლობლად გადაჭარბებული სიჩქარით არ იმოძრა-
ვებენ, ანდა „დელი“ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მათზე, რომ-
ლებიც მისი კომპიუტერების გამოყენებით ტეხენ საბანკო ანგა-
რიშებს.
ახლა, როდესაც ყველაფერი თავზე ენგრეოდა, ბოსი გულში
აგინებდა იმ ადამიანს, რომელსაც ასე გულუბრყვილოდ მიენდო
და რომლის დახმარებითაც ბოლო კლიენტი დაუკავშირდა კონ-
სორციუმს.
„მისი მეშვეობით დიდძალ ფულს იშოვით, – დაარწმუნა ბოსი
იმ კაცმა, – იგი გენიოსია, ნამდვილი ვარსკვლავი თავის სფერო-
ში, და ამასთან – უჩვეულოდ მდიდარი. მხოლოდ ერთი წლით
სურს გაქრეს საზოგადოების თვალთახედვიდან. მას სურს, ასე
ვთქვათ, შეიძინოს ცოტაოდენი დრო, რათა ყველასგან საიდუმ-
ლოდ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს“.
მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ბოსმა თანხმობა განაცხადა. დიდი
დროით ხალხის დამალვა საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობა
იყო, ამასთან ერთად, თავისი ნაცნობის ინტუიციას ენდობოდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, დიდძალი ფული მართლაც
იშოვეს.
მაგრამ მხოლოდ წინა კვირამდე გასტანა კმაყოფილებამ.
ახლა, სწორედ ამ კლიენტის მიზეზით გაჩენილი არეულობის
ქარცეცხლში მოხვედრილი ბოსი გარს უვლიდა შოტლანდიური
ვისკის ბოთლს და წუთებს ითვლიდა იმ მომენტამდე, როდესაც
კლიენტის წინაშე ვალს პირნათლად მოიხდიდა.
მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა დარეკა. შემომავალი ზა-
რი შიდა ხაზიდან, ერთ-ერთი საუკეთესო კოორდინატორის,
ნოლტონისგან მოდიოდა.
250 მკითხველთა ლიგა
– გისმენ, – უპასუხა ბოსმა.
– სერ, – დაიწყო ნოლტონმა. მის ხმაში ბოსმა მსუბუქი დაბ-
ნეულობა იგრძნო, – მაპატიეთ, რომ ამ მიზეზით გაწუხებთ, მაგ-
რამ თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ავიღეთ ვალ-
დებულება, ხვალ ინტერნეტში განვათავსოთ კლიენტის მიერ და-
ტოვებული ვიდეოჩანაწერი.
– ვიცი, – უპასუხა ბოსმა, – უკვე მოამზადეთ?
– დიახ, მაგრამ ვიფიქრე, რომ შესაძლოა გაგზავნამდე მისი
ნახვა მოგესურვებინათ.
ბოსი შეყოვნდა – ამას ნამდვილად არ მოელოდა.
– განა ვიდეოს ავტორი პირდაპირ მიუთითებს ჩვენს ორგანი-
ზაციაზე ან მაკომპრომეტირებელ მასალებს წარადგენს ჩვენზე?
– არა, სერ, მაგრამ ვიდეოჩანაწერის შინაარსი მეტად უჩვე-
ულოა. კლიენტი ეკრანზე ჩნდება და ამბობს, რომ...
– მოითმინეთ, – შეაწყვეტინა ბოსმა. გააოგნა იმ ფაქტმა, რომ
უფროსი კოორდინატორი პროტოკოლის ასეთ უხეშ დარღვევას
სთავაზობდა, – ვიდეოჩანაწერის შინაარსს არავითარი მნიშვნე-
ლობა არ აქვს. რაც უნდა გადაეღო ჩვენს კლიენტს, მას უფლება
აქვს, თავისი ფილმი გაასაჯაროოს, ჩვენი მეშვეობით თუ ჩვენ გა-
რეშე. კლიენტს თავისუფლად შეეძლო ფაილის ავტომატურად
გაგზავნა, მაგრამ მან ჩვენ დაგვიქირავა. გადაგვიხადა. ის გვენ-
დო.
– დიახ, სერ, – დაეთანხმა ნოლტონი.
– თქვენ კი კინოკრიტიკოსად არავის მოუწვევიხართ, – გააფ-
რთხილა ბოსმა, – თქვენი მოვალეობაა, შეასრულოთ თქვენი სა-
მუშაო. ჰოდა, შეასრულეთ!
ვაიენტა პონტე ვეკიოზე იცდიდა და ასობით ტურისტს, ირ-
გვლივ რომ მიმოდიოდნენ და მდინარეს კვეთდნენ, მახვილი მზე-
რით აკვირდებოდა. ყურადღებას არ ადუნებდა, დარწმუნებული
იყო, ლენგდონს ჯერ კიდევ არ ჩაევლო მის სიახლოვეს. მაგრამ
251 მკითხველთა ლიგა
ვერტმფრენის ზუზუნი კარგა ხნის წინ შეწყდა, ეს კი შესაძლოა
იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ მზვერავმა მოვალეობა პირნათ-
ლად შეასრულა.
„ალბათ ბრიუდერმა ბოლოს და ბოლოს დააკავა ლენგდონი“.
ის ფიქრებში კვლავ გამოძიების პირქუშ პერსპექტივებს მიუბ-
რუნდა, რომელიც კონსორციუმს მის საქმეზე უნდა ჩაეტარებინა.
„თუ რაიმე უფრო უარესს არ მოიგონებენ“.
ვაიენტას კვლავ გაახსენდა სამსახურიდან გათავისუფლებუ-
ლი ის ორი აგენტი... აგენტები, რომელთა შესახებაც მას შემდეგ
არაფერი სმენოდა. ალბათ სხვა სამსახური იშოვესო, იმშვიდებ-
და თავს. თუმცა შინაგანი ხმა ჯიუტად უმეორებდა, რომ ამ სიტუ-
აციაში ყველაზე საიმედო ნაბიჯი იქნებოდა, აქედან აორთქლებუ-
ლიყო და სადმე ტოსკანის ბორცვებზე დაედო ბინა სრულიად ახა-
ლი ცხოვრების დასაწყებად. ყველანაირი უნარი გააჩნდა საამი-
სოდ.
„მაგრამ განა დიდი ხნით შევძლებ დავემალო?“
უამრავი ადამიანი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა,
რომ: თუ კონსორციუმმა მიზანში ამოგიღო, დამალობანას თა-
მაშს აზრი აღარ აქვს. ადრე თუ გვიან აუცილებლად გიპოვიან.
ვაიენტა ვერაფრით იჯერებდა, რომ თორმეტწლიანი ერთგუ-
ლი სამსახური სიზმარივით გაუქრა არასახარბიელო შემთხვევი-
თობათა ჯაჭვის გამო. „ნუთუ ჩემს კარიერას ასე უაზრო დასასრუ-
ლი უწერია?“ მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრო-
მობდა, რომ კონსორციუმის მწვანეთვალება კლიენტს სასურვე-
ლი სერვისი მიეღო. „განა მე ვარ დამნაშავე, რომ ის კოშკიდან
გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა? გამო-
დის, მან მეც თან წამიყოლა“.
ერთადერთი გზით შეეძლო პატიების მოპოვება – ბრიუდერის-
თვის ლენგდონის მოხელთება დაესწრო. მაგრამ ვაიენტას თავი-
დანვე კარგად ესმოდა, ეს რაოდენ მერყევი იმედი იყო.
252 მკითხველთა ლიგა
„წუხელ უკანასკნელი შანსი მომცეს, მაგრამ მე ის ვერ გამო-
ვიყენე“.
როდესაც ვაიენტა სევდიანი სახით მიუბრუნდა თავის მოტო-
ციკლს, ოდნავ გასაგონი ხმა მოესმა... უკვე კარგად ნაცნობი ზუ-
ზუნი. აღელვებულმა ზემოთ აიხედა – მისდა გასაოცრად, მზვერა-
ვი-ვერტმფრენი კვლავ ჰაერში იყო, ამჯერად მას პალაცო პიტის
შორეული კუთხისაკენ აეღო გეზი. ვაიენტას დაკვირვებულმა მზე-
რამ სასახლის მიდამო რამდენჯერმე მოიარა.
ეს ყველაფერი ერთს ნიშნავდა:
ჯერ კიდევ ვერ აეყვანათ ლენგდონი!
„ნეტა სად ჯანდაბაში იმალება?“
გამჭოლი ზუზუნის ხმამ კვლავ ამოიყვანა დოქტორი ელიზა-
ბეთ სინსკი ღრმა დავიწყების მორევიდან. „ისევ დაფრინავს? უკ-
ვე ვიფიქრე, რომ...“
ქალი შეირხა და ფურგონის უკანა სავარძელზე გასწორდა,
თავისი ახალგაზრდა გამყოლის გვერდით მჯდარი. შემდეგ
კვლავ დახუჭა თვალები. ცალკე ტკივილსა და ცალკე გულისრე-
ვის შეგრძნებას ებრძოდა. მაგრამ ყველაზე მეტად მას შიში ტან-
ჯავდა.
წამები დათვლილია!
მიუხედავად იმისა, რომ მტერმა კოშკიდან სასიკვდილო ნახ-
ტომი გააკეთა, ქალი მის ფიგურას სიზმრებში მაინც ხედავდა და
ესმოდა ხმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს
ნახევრად ჩაბნელებულ კაბინეტში მას ჭკუას არიგებდა.
ვინმემ უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯები, განაცხადა მწვანე
მოელვარეთვალებიანმა უცნობმა, თუ ჩვენ არ ვიზამთ, აბა, ვინ
გააკეთებს? თუ ახლა არ ვიზამთ, აბა როდისღა?
შეცდომა დაუშვა, პირველივე შესაძლებლობისთანავე რომ
არ გააჩერა ეს უცნობი! იმ სამახსოვრო შეხვედრის შემდეგ, მან-
ჰეტენის გავლით კენედის აეროპორტისკენ მიმავალი, სულ ცო-
253 მკითხველთა ლიგა
ფებს ყრიდა. ერთი სული ჰქონდა, ამ მოსულელო უცნობის ვი-
ნაობა გაერკვია. ტელეფონი ამოიღო, მისთვის გადაღებული ფო-
ტოსურათისთვის რომ დაეხედა.
როდესაც სურათი მონახა, თავი ვერ შეიკავა და გაოცებისგან
წამოიყვირა – დოქტორი ელიზაბეთ სინსკი ბრწყინვალედ იც-
ნობდა ამ ადამიანს. ამბის დადებითი მხარე ის იყო, რომ აღარაფ-
რის გამორკვევა აღარ სჭირდებოდა, ხოლო უარყოფითი მხარე
გახლდათ ის, რომ მწვანეთვალება უცნობს – თავის სფეროში
ნამდვილ გენიოსს სურვილის შემთხვევაში დიდი უბედურების
დატრიალებაც შეეძლო.
არ არსებობს უფრო მეტად ნაყოფიერი... და უფრო დამანგრე-
ველი რამ... ვიდრე ერთი მიზნისკენ მიმართული ბრწყინვალე
გონება...
ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ აეროპორტს მიაღწევ-
და, ელიზაბეთი თანამშრომლებს დაუკავშირდა. მან მოახერხა,
რომ ყველა შესაბამის ორგანიზაციას – დაწყებული „ჩIა“-თი და
დამთავრებული ევროპისა და ამერიკის დაავადებათა კონტრო-
ლისა და პრევენციის ცენტრის განკარგულებაში მყოფი მსოფ-
ლიოს ყველა ფილიალით – ეს ადამიანი პოტენციური ბიოტერო-
რისტების შავ სიაში შეეყვანათ.
„ეს უმცირესია, რისი გაკეთებაც ჟენევაში ჩასვლამდე შემიძ-
ლია“, გაიფიქრა მან.
აეროპორტში მისულმა დაქანცულმა ელიზაბეთმა რეგისტრა-
ტორს ფანჯარაში პასპორტი და ბილეთი მიაწოდა.
– აა, დოქტორო სინსკი, – ღიმილით მიესალმა რეგისტრატო-
რი,– სულ ახლახან ერთმა სიმპათიურმა ჯენტლმენმა წერილი
დაგიტოვათ.
– რა ბრძანეთ? – გაოცდა ქალი, რადგან რეისის ნომერი არა-
ვისთვის გაუმხელია.

254 მკითხველთა ლიგა


– მაღალი იყო, – აგრძელებდა რეგისტრატორი გოგონა, –
მწვანეთვალება.
გაოგნებულ ელიზაბეთს ხელჩანთა გაუვარდა. „აქ იყო? კი
მაგრამ, როგორ?!“
– უკვე წავიდა. მაგრამ მთხოვა, თქვენთვის ეს გადმომეცა,ა –
გოგონამ ელიზაბეთს გადაკეცილი ფურცელი მიაწოდა.
ელიზაბეთმა ხელის კანკალით გაშალა ფურცელი და გამოკ-
ვეთილი ხელწერით შესრულებული სტრიქონები წაიკითხა:
„ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათ-
თვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე
დგას!“

255 მკითხველთა ლიგა


თავი 39

მარტა ალვარესმა დაღლილი მზერით ახედა მაღალ კიბეს,


რომელიც ხუთასთა დარბაზიდან მეორე სართულზე მდებარე მუ-
ზეუმისაკენ მიემართებოდა.
– Posso farcela,46 – თავისთვის ჩაილაპარაკა.
მარტა პალაცო ვეკიოში პასუხისმგებელი პირი იყო ყველა-
ფერზე, რაც ხელოვნებასა და კულტურას ეხებოდა და ამიტომაც
ამ კიბეზე უამრავჯერ უხდებოდა ასვლა, მაგრამ ახლა, ფეხმძიმო-
ბის მეცხრე თვეში, კიბეზე ასვლა საკმაოდ უჭირდა.
– იქნებ ლიფტით გვესარგებლა? – შესთავაზა შეშფოთებულმა
ლენგდონმა და თავით ანიშნა იქვე მდებარე ლიფტზე, რომელიც
ახლახან დაემონტაჟებინათ შეზღუდული შესაძლებლობების
უნარშეზღუდული დამთვალიერებლებისთვის.
მარტამ მადლიერებით გაუღიმა და უარის ნიშნად თავი გააქ-
ნია.
– გუშინაც ხომ ვამბობდი: ექიმის აზრით, ზომიერი ფიზიკური
დატვირთვა ბავშვისთვის სასარგებლოა. გარდა ამისა, პროფე-
სორო, თქვენ ხომ კლაუსტროფობია გაქვთ.
ლენგდონი მისმა პასუხმა ოდნავ დააბნია.
– აა, დიახ, უკაცრავად. სულ გადამავიწყდა, რომ ამაზე გესა-
უბრეთ.
ახლა კი მარტა დაიბნა. „დაავიწყდა? თორმეტ საათზე ნაკლე-
ბი დროა გასული... ის შემთხვევაც კი განვიხილეთ დეტალურად,
რომელმაც თქვენი კლაუსტროფობია გამოიწვია!“
ლენგდონის გუშინდელმა მსუქანმა თანამგზავრმა, მეტსახე-
ლად დუომინომ, მუზეუმში ასვლა ლიფტით ამჯობინა, ხოლო
ლენგდონი და მარტა კიბეს აუყვნენ. ლენგდონმა გზაში უამბო

46
შევძლებ.(იტალ.)
256 მკითხველთა ლიგა
მარტას, ბავშვობისას როგორ ჩავარდა ჭაში და გამოტყდა, რომ
მას შემდეგ აუტანელი შიში ეუფლება ნებისმიერი სახის ვიწრო
შენობაში მოხვედრისას.
ლენგდონის უმცროსმა დამ მსუბუქად აირბინა კიბეები და მათ
მხოლოდ მის მოხტუნავე ქერა კუდს მოჰკრეს თვალი. ლენგდონი
და მარტა კი ნელ-ნელა ადიოდნენ და ხანდახან ჩერდებოდნენ,
რომ მარტას ცოტა სული მოეთქვა.
– უცნაურია, რომ კვლავ მოგინდათ ამ ნიღბის ნახვა, – თქვა
მარტამ, – ფლორენციის სხვა საინტერესო ექსპონატებისგან ეს
ნიღაბი არაფრით გამოირჩევა.
ლენგდონმა მხრები აიჩეჩა.
– მე მხოლოდ სიენასთვის მინდოდა მეჩვენებინა. კიდევ ერ-
თხელ უღრმესი მადლობა, რომ ამ ერთობ შეუფერებელ დროს
შემოგვიშვით.
– რას ბრძანებთ.
მხოლოდ ლენგდონის უდიდესი რეპუტაციაც კი საკმარისი იქ-
ნებოდა, მისთვის წუხელ საღამოს სპეციალურად რომ გაეღოთ
გალერეა. მაგრამ იმის გამო, რომ მასთან ერთად თავად დუომი-
ნო იმყოფებოდა, მარტას უბრალოდ სხვა არჩევანი არ რჩებოდა.
ინიაციო ბუზონი, მეტსახელად დუომინო, ფლორენციის კულ-
ტურულ წრეებში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა.
ინიაციო მრავალი წლის მანძილზე კურირებდა საკითხებს, და-
კავშირებულს ქალაქის უმთავრეს ისტორიულ ღირსშესანიშნაო-
ბასთან – წითელგუმბათიან უზარმაზარ ტაძართან, რომელიც
არა მარტო ქალაქის ბრწყინვალე პანორამის განუყოფელ ნა-
წილს, არამედ ფლორენციის ისტორიის უმთავრეს ნიშანსვეტს
წარმოადგენდა. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა ოპერა-დელ-
დუომოს მუზეუმს. თითქმის ას ოთხმოცი კილოგრამის წონისა და
ამასთან, მუდმივად წითელი პირისახის მქონე ამ პატივსაცემ პი-

257 მკითხველთა ლიგა


როვნებას მხურვალე სიყვარულის ნიშნად დუომინო შეარქვეს,
რაც თარგმანში „პატარა ტაძარს“ ნიშნავს.
მარტას წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ გაიცნო ლენგდონ-
მა დუომინო, თუმცა წუხელ საღამოს დუომინომ მას დაურეკა და
უთხრა, რომ აპირებდა
სასახლეში მოეყვანა სტუმარი, რათა მას მშვიდ და უსაფრთხო
ვითარებაში დაეთვალიერებინა დანტეს სიკვდილის ნიღაბი. ეს
იდუმალი სტუმარი სახელგანთქმული ამერიკელი სიმბოლოგი
და ხელოვნებათმცოდნე რობერტ ლენგდონი აღმოჩნდა. მარტა
სტუმრებს გალერეაში შეუძღვა, თან ამაყობდა, რომ ორ ესოდენ
ცნობილ ადამიანს უწევდა მასპინძლობას.
ახლა კი, როდესაც ყველა საფეხური აიარა, მარტამ დოინჯი
შემოირტყა და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. სიენა კი უკვე
მოაჯირთან იდგა და ხუთასთა დარბაზს ზემოდან გადასცქეროდა.
– ეს ჩემი საყვარელი გადმოსახედი წერტილია, – განაცხადა
მარტამ, როდესაც ცოტა სული მოითქვა – აქედან ფრესკები სულ
სხვაგვარად გამოიყურება. თქვენმა ძმამ ალბათ გითხრათ იმ სა-
იდუმლო მინიშნების შესახებ, რომელიც, აი, იქ მდებარეობს... –
მან ხელი გაიშვირა.
სიენამ ენერგიულად დაუქნია თავი:
– Cerca trova.
მარტა შეფარვით აკვირდებოდა მოაჯირთან ახლომდგომ
ლენგდონს. ანტრესოლიდან შემოსული სინათლის ფონზე ჩანდა,
რომ ლენგდონი გუშინდელივით მხნედ იყო. მარტას ლენგდონის
ახალი კოსტიუმი მოსწონდა, თუმცა მისი აზრით, პროფესორს
წვერის გაპარსვა არ აწყენდა. და საერთოდაც, რაღაც ფერ-
მკრთალი და დაღლილი ჩანდა. თმები ისე აბურდოდა, თითქოს
მის პატრონს გარეთ გამოსვლამდე მოწესრიგება ვერ მოესწრო.
ლენგდონს რომ მისი გამომცდელი მზერა არ შეემჩნია, მარტა
კვლავ ფრესკისკენ შებრუნდა.
258 მკითხველთა ლიგა
– ჩვენ იმ წარწერის მოპირდაპირე მხარეს ვდგავართ, – თქვა
მარტამ, – თუ მოინდომებთ, აქედან მისი დანახვა ბინოკლის გა-
რეშეც შეიძლება.
თუმცა ლენგდონის და ამან სულაც არ დააინტერესა.
– იქნებ დანტეს სიკვდილის ნიღაბზე მიამბოთ რამე. რატომ
არის აქ, პალაცო ვეკიოში?
„რაც ძმა, ის – და, – თავისთვის ამოიოხრა მარტამ, – რას გა-
დაეკიდნენ ამ ნიღაბს!“ მართლაც, დანტეს სიკვდილის ნიღაბს
ერთობ უცნაური ისტორია ჰქონდა და ლენგდონი სულაც არ იყო
პირველი, რომელმაც ამ ნიღბისადმი თითქმის მანიაკალური ინ-
ტერესი გამოავლინა.
– თქვენ ის მითხარით, რა იცით დანტეს შესახებ?
სიმპათიურმა ქერათმიანმა გოგონამ მხრები აიჩეჩა:
– მხოლოდ ის, რასაც სკოლებში ასწავლიან. დანტე იტალიე-
ლი პოეტია, რომელმაც სახელი გაითქვა, უპირველეს ყოვლისა,
თავისი წიგნით „ღვთაებრივი კომედია“, რომელშიც მან აღწერა
თავისი წარმოსახვითი მოგზაურობა ჯოჯოხეთში.
– ნაწილობრივ მართალი ხართ, – უპასუხა მარტამ, – თავის
პოემაში დანტე მშვიდობით ამოდის ჯოჯოხეთიდან, გადის გან-
საწმენდელს და ბოლოს ხვდება სამოთხეში. „ღვთაებრივი კომე-
დიის“ კითხვისას შეამჩნევთ, რომ მისი მოგზაურობა სამ ნაწი-
ლად იყოფა: მათი იტალიური სახელწოდებები ასე ჟღერს:
„Inferno“, „Purgatorio“ და „Paradiso“, – მარტამ სტუმრებს ხე-
ლით ანიშნა, მომყევითო, და მუზეუმში შეუძღვა, – მისი ნიღაბი
რომ პალაცო ვეკიოში ინახება, ეს ფაქტი აბსოლუტურად არ უკავ-
შირდება „ღვთაებრივ კომედიას“. აქ საქმე გვაქვს რეალურ ის-
ტორიულ მოვლენებთან. დანტე ფლორენციაში ცხოვრობდა და
იმდენად უყვარდა იგი, რამდენადაც საერთოდ შესაძლებელია
გიყვარდეს საკუთარი სამშობლო. ის ცნობილი და გავლენიანი

259 მკითხველთა ლიგა


ადამიანი იყო, მაგრამ პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, დან-
ტეს კი წაგებულთა მხარე ეჭირა და ამიტომაც გაძევებით დასაჯეს.
მუზეუმის შესასვლელთან მარტა შეჩერდა და სული მოითქვა.
ხელები წელზე დაიწყო, გასწორდა, თავი ოდნავ უკან გადააგდო
და საუბარი განაგრძო:
– მავანთ მიაჩნიათ, რომ დანტეს სიკვდილის ნიღბის სევდიანი
გამომეტყველების მიზეზს სწორედ მისი ფლორენციიდან გაძევე-
ბა წარმოადგენს. მაგრამ მე სულ სხვა თეორია მაქვს – ცოტა რო-
მანტიკოსი გახლავართ და მიმაჩნია, რომ მის ნიღაბზე ასახული
ნაღველი უფრო ქალთან, სახელად ბეატრიჩესთან, არის დაკავ-
შირებული. დანტეს მთელი ცხოვრების მანძილზე ძლიერ უყვარ-
და ქალი, სახელად ბეატრიჩე პორტინარი. მაგრამ, სამწუხაროდ,
ის სხვას გაჰყვა ცოლად და შედეგად დანტემ არა მხოლოდ მშობ-
ლიური ქალაქი დაკარგა, არამედ – შეყვარებულიც. ბეატრიჩეს
მიმართ მისი მგზნებარე სიყვარული „ღვთაებრივი
კომედიის“ ცენტრალურ თემად იქცა.
– საინტერესოა, – თქვა სიენამ, თუმცა მისი ხმის ტონი მეტყვე-
ლებდა, რომ საერთოდ ვერაფერი გაეგო, – და მაინც, ვერ გავიგე
ამ ნიღაბს აქ, სასახლეში რატომ ინახავენ?
ახალგაზრდა ქალის სიჯიუტე მარტას უცნაურად და უადგი-
ლოდ მოეჩვენა.
– საქმე ის გახლავთ, – გზა განაგრძო ქალმა, – რომ დანტეს
ფლორენციაში დაბრუნების აკრძალვა მისი სიკვდილის შემდე-
გაც ძალაში დარჩა, ამიტომ ის რავენაში დაკრძალეს. მაგრამ ვი-
ნაიდან მისი სიცოცხლის მთავარი სიყვარული ბეატრიჩე ფლო-
რენციაში იყო დაკრძალული და თავად დანტეს სიგიჟემდე უყ-
ვარდა ფლორენცია, აქ მისი სიკვდილის ნიღაბი ჩამოიტანეს, რაც
თავის მხრივ ამ უდიდესი ადამიანისთვის სათანადო პატივის მი-
გების თანასწორი ქმედებაა.

260 მკითხველთა ლიგა


– მესმის, – თქვა სიენამ, – და მაინცდამაინც ეს შენობა რატომ
ამოარჩიეს?
– პალაცო ვეკიო – ფლორენციის უძველესი სიმბოლოა. ხო-
ლო დანტეს ეპოქაში ეს შენობა საერთოდაც ქალაქის ცენტრი
გახლდათ. ჩვენს ტაძარში ერთი ცნობილი სურათია, რომელზეც
გამოსახულია ქალაქის კედლის წინ მდგარი გაძევებული დანტე,
უკანა ფონზე კი მისი საყვარელი სასახლის კოშკი მოჩანს. ერთი
სიტყვით, ამ შენობაში მისი სიკვდილის ნიღბის არსებობა მის-
თვის სამშობლოში დაბრუნების ნებართვის ტოლფასია.
– მშვენიერია, – თქვა სიენამ. როგორც ჩანს, ბოლომდე დაიკ-
მაყოფილა ინტერესი, – დიდი მადლობა ლექციისთვის!
მარტა მუზეუმის კართან მივიდა და სამჯერ დააკაკუნა.
– Sono io, Marta! Buongiorno!47
შიგნიდან გასაღებების ჩხრიალი გაისმა და კარი გაიღო.
ზღურბლზე ასაკოვანი დარაჯი გამოჩნდა – დაღლილმა მარტას
გაუღიმა და მაჯის საათს დახედა.
– Ė un po´presto,48 – თქვა მან.
ახსნა-განმარტების ნაცვლად მარტამ ლენგდონზე ანიშნა. და-
რაჯს მყისვე გამოუკეთდა გუნება.
– Signore! Bentornatol!49
– Grazie, – თავაზიანად უპასუხა ლენგდონმა და მუზეუმში შე-
აბიჯა.
მათ პატარა მისაღები გადაკვეთეს, რის შემდეგაც დარაჯმა
სიგნალიზაცია გათიშა და სხვა, მეტად მასიური კარი გაუღო მათ.
გვერდზე გადგა, ხელი აიქნია და გამოაცხადა:
– Ecco il museo!50

47
ეს მე ვარ მარტა, გამარჯობა!(იტალ.)
48
ჯერ კიდევ ადრეა.(იტალ.)
49
სენიორ! მობრძანდით!(იტალ.)
50
აი ჩემი მუზეუმიც.(იტალ.)
261 მკითხველთა ლიგა
მადლიერების ნიშნად მარტამ გაუღიმა და სტუმრებს მუზეუმში
შეუძღვა.
აქ ადრე სახელმწიფო დაწესებულება იყო, ასე რომ, ფართო
სამუზეუმო დარბაზების ნაცვლად აღმოჩნდნენ პატარა ზომის
ოთახებისა და დერეფნების ლაბირინთში, რომელსაც შენობის
ნახევარი ეკავა.
– დანტეს სიკვდილის ნიღაბი იმ კუთხეშია, – უთხრა სიენას
მარტამ, – ის განთავსებულია ვიწრო ოთახში, რომელსაც
l´andito ეწოდება, – სინამდვილეში ეს ორი დიდი ოთახის დამა-
კავშირებელი დერეფანია. ნიღაბი კედელზე მიმაგრებულ ძველე-
ბურ კარადაში დევს და მანამდე ვერ შეამჩნევთ, სანამ მის პირის-
პირ არ აღმოჩნდებით. სწორედ ამის გამო მრავალი დამთვალიე-
რებელი ისე ჩაუვლის ხოლმე გვერდით, ვერც კი ამჩნევს!
ლენგდონმა ნაბიჯს უმატა, მზერა პირდაპირ მიაპყრო, თით-
ქოს ნიღაბი რაღაც ჯადოსნური ძალით იზიდავდა თავისკენ. მარ-
ტამ სიენას მსუბუქად უბიძგა და გადაუჩურჩულა:
– როგორც ჩანს, თქვენს ძმას მხოლოდ ეს ნიღაბი აინტერე-
სებს, მაგრამ რახან აქ ხართ, აუცილებლად უნდა ნახოთ მაკიავე-
ლის ბიუსტი და Mappa mundii – გლობუსი, რუკების დარბაზში.
სიენამ თავაზიანად დაუქნია თავი, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელე-
ბია და ისიც სულ პირდაპირ იყურებოდა. მარტა ძლივს ეწეოდა
მათ. მესამე ოთახთან მისულებს, მარტა ოდნავ ჩამორჩათ, შემ-
დეგ კი საერთოდ გაჩერდა.
– პროფესორო! – დაუძახა ლენგდონს, თან მძიმედ სუნთქავ-
და, – ხომ არ გინდათ... თქვენს დას სხვა ექსპონატებიც აჩვე-
ნოთ... ნიღაბთან სანამ მივალთ?
ლენგდონმა დაბნეულად მიიხედა, თითქოს ფიქრებით შორს
მყოფი რეალურ დროში დაბრუნდაო.
– უკაცრავად?
მარტა ქოშინებდა, თან უახლოეს სტენდზე ანიშნებდა.
262 მკითხველთა ლიგა
– მაგალითად... ერთ-ერთი პირველი... „ღვთაებრივი კომედი-
ის“ ბეჭდური გამოცემა.
როგორც იქნა, ლენგდონმა შეამჩნია, რომ დაქანცული მარტა
შუბლიდან ოფლს იწმენდდა და სულს ძლივს ითქვამდა. საშინ-
ლად შერცხვა.
– მაპატიეთ, მარტა! რასაკვირველია, სიამოვნებით შევხე-
დავთ.
ლენგდონი სწრაფად დაბრუნდა უკან და მარტამ ისინი ძველე-
ბურ ვიტრინასთან მიიყვანა. მის მიღმა იდო გაცვეთილი, ტყავის-
ყდიანი წიგნი, რომელიც სატიტულო გვერდზე იყო გადაშლილი.
ულამაზესი მოხაზულობის ასოებით ეწერა: „La Divina
Commedia Dante Alighieri“.
– გასაოცარია, – აღმოხდა ლენგდონს, – მთავარი წარწერა
მეცნობა. არც კი ვიცოდი, რომ ნუმეისტერის გამოცემის დედანი
გქონდათ.
„შეუძლებელია არ გცოდნოდათ, – გაიფიქრა მარტამ, – მე
ხომ გუშინ საღამოს გაჩვენეთ!“
– ათას ოთხას სამოცდათორმეტ წელს, – სწრაფად აუხსნა
ლენგდონმა სიენას, – იოჰან ნუმეისტერმა ეს პოემა პირველად
დაბეჭდა. სულ რამდენიმე ასეული ეგზემპლარი დაბეჭდეს, მაგ-
რამ დღემდე მხოლოდ რამდენიმე ათეული შემორჩა. ძალიან იშ-
ვიათი ეგზემპლარია.
მარტამ იფიქრა, ალბათ ლენგდონს სურს, თავის დაზე განსა-
კუთრებული შთაბეჭდილება მოახდინოს და ამიტომაც მოაქვს
თავი, თითქოსდა ამ წიგნს პირველად ხედავსო. პროფესორის-
გან, რომელიც საერთო პატივისცემით სარგებლობდა არა მხო-
ლოდ სამეცნიერო დამსახურებების, არამედ იმავდროულად თა-
ვისი თავმდაბლობის გამოც, – ასეთი საქციელი საკმაოდ უცნაუ-
რად ჩანდა.

263 მკითხველთა ლიგა


– ეს ექსპონატი დროებით ვითხოვეთ ლაურენციანის ბიბ-
ლიოთეკიდან, – განმარტა მარტამ, – თუ თქვენ და რობერტი ჯერ
კიდევ არ ყოფილხართ ამ ბიბლიოთეკაში, აუცილებლად შეი-
არეთ. იქ საკმაოდ შთამბეჭდავი კიბეა, რომელიც თავად მიქე-
ლანჯელომ დააპროექტა, და ბიბლიოთეკას მსოფლიოში პირვე-
ლი საზოგადო სამკითხველო დარბაზი გააჩნია. თავდაპირვე-
ლად წიგნებს სავარძლებზე ამაგრებდნენ, რომ არ მოეპარათ. ამ
წიგნთა უმრავლესობა ერთადერთ ეგზემპლარს წარმოადგენდა
მთელ მსოფლიოში.
– გასაოცარია, – წამოიძახა სიენამ, – ნიღაბი იქით არის, ხომ?
„ნეტავ სად მიეჩქარება?“ მარტა ჯერ კიდევ დაღლილი იყო.
– დიახ, მაგრამ მანამდე კიდევ ერთი საინტერესო რამ გველო-
დება, – მარტამ ნიშის გასწვრივ პატარა, ჭერში ამავალ კიბეზე მი-
ანიშნა, – ამ კიბით ავდივართ სახურავის ქვეშ მდებარე გადმოსა-
ხედ მოედანზე, საიდანაც ვაზარის სახელგანთქმული დაკიდული
ჭერი ზემოდან ჩანს. შემიძლია აქ დაგელოდოთ, სანამ თქვენ...
– გთხოვთ, მარტა, – შეაწყვეტინა სიენამ, – ძალიან მინდა, ნი-
ღაბი ვნახო. სამწუხაროდ, ცოტა დრო გვაქვს.
მარტამ გაოგნებულმა შეხედა ახალგაზრდა ლამაზ ქალს. მას
ძალიან არ მოსწონდა თანამედროვეთა ფამილარობა, საკუთარი
სახელით რომ მიმართავდნენ ხოლმე ახალგაცნობილ ადამიანს.
„მე სენიორა ალვარესი ვარ და სხვათა შორის, ამას თქვენთვის
ვაკეთებ“. მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა:
– კარგი, სიენა. მომყევით.
მარტა ლენგდონსა და მის დას მუზეუმის შენობის დერეფანში
მიუძღოდა და შემეცნებითი ხასიათის კომენტარებისგან თავს
იკავებდა. წუხელ საღამოს ლენგდონი და დუომინო ნახევარი სა-
ათის განმავლობაში არ გამოსულან ვიწრო ანდიტოდან, სადაც
დანტეს ნიღაბი ინახებოდა. სტუმრების მხრიდან ამ ნიღბისადმი
ამგვარი საოცარი ინტერესით გაოცებულმა მარტამ მიზეზი ჰკით-
264 მკითხველთა ლიგა
ხა მათ – უკანასკნელი წლის მანძილზე ნიღბის გარშემო დატრია-
ლებული ამბების ბრალი ხომ არ იყო!? ლენგდონმა და დუომომ
პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავეს.
ანდიტოსკენ მიმავალმა ლენგდონმა სიენას იმის ახსნა დაუწ-
ყო, როგორ მზადდებოდა სიკვდილის ნიღბები. მარტამ გაიფიქ-
რა, ახლა ლენგდონი იმ სიყალბის გარეშე საუბრობს, რომელიც
რამდენიმე წუთის წინ შეეტყო, როდესაც თავის დას თავი მოაჩვე-
ნა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ხედავდა „ღვთაებრივი კო-
მედიის“ უიშვიათეს ეგზემპლარს.
– სიკვდილის შემდეგ, მალევე, – ჰყვებოდა ლენგდონი, –
გარდაცვლილს სახეზე ზეითუნის ზეთს უსვამენ. შემდეგ ადებენ
თაბაშირის თხელ ფენას, თმის
ზოლიდან კისრამდე – ამ დროს მიცვალებულს ყველაფერს,
პირს, ცხვირის ნესტოებს, თვალებს, წინასწარ უხურავენ. გამაგ-
რებული თაბაშირი სახიდან ადვილად შორდება და გამოიყენება
ყალიბად, რომელშიც თაბაშირის ხსნარს ასხამენ. გაშრობის
შემდეგ ის მიცვალებულის სახის ზუსტ გამოსახულებას ქმნის.
განსაკუთრებით ხშირად ამ მეთოდს ცნობილი ადამიანებისა თუ
გენიოსების სახის შესანახად იყენებდნენ. მაგალითად, დანტე,
შექსპირი, ვოლტერი, ტასო, კიტსი – ყველა ამ ადამიანს სიკვდი-
ლის ნიღაბი აუღეს.
– აი, მოვედით, – გამოაცხადა მარტამ ანდიტოს შესასვლელ-
თან. შემდეგ განზე გადგა და ლენგდონი და მისი და ოთახში პირ-
ველები შეუშვა, – კედელში მოთავსებულ კარადაში გამოფენი-
ლი ნიღაბი თქვენგან ხელმარცხნივაა. გთხოვთ, ამკრძალავ
ზოლს ნუ გადასცდებით.
– მადლობა, – სიენამ ვიწრო დერეფანში შეაბიჯა, მივიდა კა-
რადასთან და შიგნით შეიხედა.თვალები გაუფართოვდა და ძმის-
კენ მოტრიალდა. მისი სახე ნანახით შეძრწუნებას გამოხატავდა.

265 მკითხველთა ლიგა


მარტას ასეთი რეაქცია მრავალი დამთვალიერებლის სახეზე
ამოეკითხა – ნიღბის შეხედვისას ბევრი მათგანი უნებურად უკან
იხევდა. ნაოჭებით დაღარული დანტეს სახე კეხიანი ცხვირითა და
დახუჭული თვალებით მართლაც საზარელი სანახავი იყო.
ლენგდონი სიენას მიუახლოვდა და კარადაში შეიხედა. მასაც
გაოცება აღებეჭდა.
მარტა შეკრთა. Che esagerato.51 ის ანდიტოში ფეხდაფეხ მიჰ-
ყვა მათ. როგორც კი კარადაში შეიხედა, შიშით წამოიყვირა. Oh
mi dio!52
მარტა ალვარესი კარადაში გარდაცვლილი დანტეს ნაცნობი
სახის ხილვას ელოდა. მაგრამ იქ მხოლოდ ატლასის შიგთავსი
და საკიდი დაინახა, რომელზეც, ჩვეულებრივ, ნიღაბი ეკიდა
ხოლმე.
მარტამ პირზე ხელი აიფარა და ცარიელ კარადას მიაჩერდა.
ამოიხვნეშა და მექანიკურად ერთ-ერთ ამკრძალავ ბოძს მიეყ-
რდნო. ბოლოს როგორც იქნა მზერა მოსწყვიტა ცარიელ სტენდს
და მუზეუმის მთავარი გასასვლელისკენ გავარდა, სადაც ჯერ კი-
დევ უნდა ყოფილიყო ღამის დარაჯი.
– La maschera di Dante! – ყვიროდა გიჟივით, – La Maschera
di Dante e sparital!53

51
ეს უკვე მეტისმეტია.(იტალ.)
52
ო, ღმერტო ჩემო!(იტალ.)
53
დანტეს ნიღაბი! დანტეს ნიღაბი გაქრა!(იტალ.)
266 მკითხველთა ლიგა
თავი 40

მარტა ალვარესი ცარიელი კარადის წინ აცახცახებული იდგა.


იმედოვნებდა, რომ მუცლის გვრემა, რომელსაც გრძნობდა, პა-
ნიკის შეტევა იყო და არა – მშობიარობის დასაწყისი.
დანტეს სიკვდილის ნიღაბი დაიკარგა!
ანდიტოში ორი დარაჯი მოვარდა, დაინახეს თუ არა ცარიელი
კარადა, მაშინვე შეუდგნენ სათანადო ქმედებებს: ერთ-ერთმა მი-
აშურა სამორიგეოს, რათა გუშინდელი საღამოს ვიდეოჩანაწერე-
ბი ენახა, მეორემ კი რამდენიმე წამში დაასრულა პოლიციასთან
საუბარი.
– La polizia arrivera tra venti minuti!54 – შეატყობინა მარტას
და ყურმილი დაკიდა.
– Venti minuti?!55 – აღშფოთდა მარტა, – შეუფასებელი ხე-
ლოვნების ნიმუში მოგვპარეს!
დარაჯმა აუხსნა, რომ ამ დროისთვის ქალაქის მთელი პოლი-
ცია მობილიზებულ რეჟიმში მუშაობდა და თავისუფალი ადამია-
ნის გამოგზავნა (რომელიც მოსვლას და გამოძიების დაწყებას
შეძლებდა) არცთუ ისე ადვილი საქმე იყო.
– Che cosa prtrebbe esserci di piu grave?!56 – გაბრაზებით წა-
მოიძახა ქალმა.
ლენგდონმა და სიენამ ერთმანეთს შეშფოთებით გადახედეს.
მარტამ იფიქრა, ალბათ სტუმრები შთაბეჭდილებებით სავსენი
არიანო. ეს არც იყო გასაკვირი – მუზეუმში უბრალოდ ნიღბის სა-
ნახავად მოვიდნენ და არეულობის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ,
რომელიც სერიოზულმა ქურდობამ გამოიწვია.

54
პოლიცია ოც წუთში მოვა!(იტალ.)
55
ოცი წუთის შემდეგ?!(იტალ.)
56
ამაზე სერიოზული რა უნდა იყო.(იტალ.)
267 მკითხველთა ლიგა
მუზეუმში ამ ნიღაბზე გაცილებით ღირებული ექსპონატებიც
ინახებოდა და მარტა თავს არწმუნებდა, ცუდი კარგის გარეშე არ
არსებობსო. „ხომ შეიძლებოდა ისინიც მოეპარათ!“ თუმცაღა ეს
მუზეუმის ისტორიის მანძილზე ქურდობის პირველი შემთხვევა
იყო. „არც კი ვიცი, ასეთ შემთხვევებში როგორ უნდა მოვიქცე!“
ემოციებით დასუსტებული ქალი თოკმობმულ ბოძს მიეყ-
რდნო.
ორივე დარაჯმა დაბნეული გამომეტყველებით ჩამოუთვალა
მარტას წუხანდელი საღამოს მოვლენები და რას აკეთებდნენ ამ
დროს. მიახლოებით ათ საათზე მარტამ მუზეუმში ლენგდონი და
დუომინო მოიყვანა. ოდნავ მოგვიანებით სამივემ ერთად დატო-
ვა მუზეუმის შენობა. დარაჯებმა კვლავ დაკეტეს კარი, სიგნალი-
ზაცია ჩართეს და რამდენადაც მათთვის ცნობილი იყო, მუზეუმში
მეტი აღარავინ შესულა დილამდე.
– შეუძლებელია! – წყენით წამოიყვირა მარტამ, – როდესაც
წუხელ საღამოს მუზეუმიდან ჩვენ სამნი გამოვედით, ნიღაბი თა-
ვის ადგილზე იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალერეაში ჩვენ შემ-
დეგ ვიღაც შევიდა.
დარაჯები გაკვირვებულნი იჩეჩდნენ მხრებს.
– Noi non abbiamo visto nessuno!57
როცა დარწმუნდა, პოლიცია უკვე გაფრთხილებული იყო,
მარტა ისე სწრაფად გავარდა დაცვის სამორიგეო ოთახისკენ,
როგორც ამის საშუალებას ფეხმძიმობა აძლევდა. აღელვებული
ლენგდონი და სიენაც ფეხდაფეხ მიჰყვნენ მას.
„ვიდეოჩანაწერები მაინც გვიჩვენებენ, წუხელ საღამოს ვინ
შემოვიდა მუზეუმში!“
სასახლიდან სამი კვარტლის მოშორებით ვაიენტა ჩრდილს
მიეფარა პირდაპირ ორი პოლიციელის თვალწინ, რომლებიც

57
ჩვენ სხვა არავინ გვინახავს.(იტალ.)
268 მკითხველთა ლიგა
ხალხს მოარღვევდნენ და გამვლელებს ლენგდონის ფოტოსურა-
თებს უჩვენებდნენ.
როდესაც ამ არეულობის მონაწილეებმა ვაიენტასგან ახლოს
ჩაიარეს, ერთ-ერთის რაცია ახმაურდა. გადმოსცემდნენ სტან-
დარტულ საინფორმაციო ცნობებს. დისპეტჩერი მოკლედ საუბ-
რობდა იტალიურ ენაზე, მაგრამ ვაიენტამ სიტყვების აზრი გაიგო:
თუ პალაცო ვეკიოს რაიონში თავისუფალი პოლიციელები იყ-
ვნენ, უნდა დაკავშირებოდნენ, რადგან სასახლის მუზეუმში ქურ-
დობის შემთხვევა დაფიქსირდა.
ორმა პოლიციელმა გამოძახებას ყურადღება არ მიაქცია. ვაი-
ენტა დაიძაბა.
„პალაცო ვეკიოს მუზეუმში?“
გუშინდელი ფიასკო – ის, რის გამოც მისი კარიერა ახლა ბეწ-
ვზე ეკიდა, – სწორედ პალაცო ვეკიოსთან ახლოს მდებარე ქუჩის
კუთხეში მოხდა.
რაციიდან კვლავ ისმოდა ხმები. ძლიერი ხარვეზების გამო
ვაიენტას კარგად არ ესმოდა, რა ინფორმაციას გადმოსცემდნენ,
მაგრამ ორი სიტყვა გარკვევით გაისმა: დანტე ალიგიერი.
ვაიენტა უფრო დაიძაბა. „დანტე ალიგიერი?!“ შეუძლებელია,
ეს უბრალო დამთხვევა ყოფილიყო. ქალი მკვეთრად შებრუნდა
პალაცო ვეკიოსკენ და თვალი შეავლო მის დაკბილულ კოშკს.
„ნეტავ რა მოხდა მუზეუმში? და როდის?!“
ვაიენტამ საკმაოდ დიდხანს იმუშავა ანალიტიკოსად საველე
პირობებში და იცოდა, რომ ცხოვრებაში დამთხვევები იმაზე ნაკ-
ლებად ხდებოდა, ვიდრე ეს უმრავლესობას მიაჩნდა. „პალაცო
ვეკიოს მუზეუმი... და დანტე?“ ეს აუცილებლად იქნებოდა დაკავ-
შირებული ლენგდონთან.
ვაიენტა პირველივე წუთებიდან ფიქრობდა, რომ ლენგდონი
ძველ ქალაქში დაბრუნდებოდა. ლოგიკურიც იყო: პროფესორი

269 მკითხველთა ლიგა


სწორედ ძველ ქალაქში იმყოფებოდა გასულ საღამოს, როდესაც
ყველაფერი აირია.
ვაიენტა ჩაფიქრდა: შესაძლოა, ლენგდონმა მოახერხა პალა-
ცო ვეკიოს რაიონში შეღწევა, რასაც ეძებდა, იმის პოვნის იმე-
დით? ვაიენტა დარწმუნებული იყო, რომ ხიდზე, რომელზეც ის ახ-
ლა იდგა, ლენგდონს ნამდვილად არ გაევლო. ქალაქში სხვა ხი-
დებიც საკმარისად იყო, მაგრამ ნებისმიერი მათგანიდან ბობო-
ლის ბაღებამდე ფეხით მისასვლელად საკმაოდ დიდი დრო დაგ-
ჭირდებოდა.
ვაიენტამ ხიდის ქვეშ ოთხკაციან სარბოლო ნავს მოჰკრა თვა-
ლი, ბორტზე წარწერით: „SOCITA CANOTTIERI FIRENZE“ –
„ფლორენციის სანაოსნო კლუბი“. თვალშისაცემი მოწითალო-
თეთრი ნიჩბები ზემოთ-ქვემოთ იდეალურ სინქრონში მოძრაობ-
და.
„იქნებ ლენგდონმა ნავი გამოიყენა?“ საკმაოდ საეჭვო იყო,
თუმცა ინტუიცია ვაიენტას კარნახობდა, რომ პალაცო ვეკიოზე
გადმოცემული ცნობები პირდაპირ უკავშირდებოდა მის სადარ-
დებელს.
– ახლა კი ფოტოაპარატები მოიმარჯვეთ! Per favore! – ახლო-
დან გაისმა ქალის ხმა. ის ინგლისურად ლაპარაკობდა, თუმცა
იტალიურიაქცენტით.
ვაიენტა შემობრუნდა და ხელჯოხზე დამაგრებული კაშკაშა ნა-
რინჯისფერი პომპონი დაინახა. ეს იყო ექსკურსიამძღოლი გო-
გონას კვერთხი, რომელსაც ტურისტები პონტე ვეკიოზე გადაჰ-
ყავდა.
– პირდაპირ თქვენს თავზემოთ მდებარეობს ვაზარის ყველა-
ზე დიდი შედევრი! – დაიძახა გოგონამ პროფესიონალური ენთუ-
ზიაზმით და კვერთხი შემართა, რათა ყველა ტურისტს ზემოთ აე-
ხედა.

270 მკითხველთა ლიგა


ადრე ამას ვაიენტა ვერ ამჩნევდა – მეორე სართულის სიმაღ-
ლეზე, მაღაზიების თავზე, რაღაც ვიწრო ფარული გალერეის
მსგავსი მიემართებოდა.
– ვაზარის დერეფანი! – გამოაცხადა გოგონამ, – თითქმის ერ-
თი კილომეტრის სიგრძის ამ გალერეის მეშვეობით მედიჩების
ოჯახს შეეძლო ნებისმიერ დროს მშვიდობით გადასულიყო პალა-
ცო პიტიდან პალაცო ვეკიოში და პირიქით!
ვაიენტა გაოცებული ათვალიერებდა ზემოთ მდებარე გვირა-
ბისმაგვარ შენობას. სადღაც გაეგონა ამ დერეფნის შესახებ, მაგ-
რამ თითქმის არაფერი იცოდა მასზე.
„პალაცო ვეკიოში მიდის?“
– ზოგიერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პერსონას, – აგ-
რძელებდა გოგონა, – დღესაც შეუძლია იქ გასეირნება. დერე-
ფანში ულამაზესი არტგალერეა მდებარეობს – ის მთელ დერე-
ფანს მიუყვება პალაცო ვეკიოდან ბობოლის ბაღების ჩრდილო-
აღმოსავლეთ კუთხემდე...
გოგონას დანარჩენი სიტყვები ვაიენტას უკვე აღარ ესმოდა.
სასწრაფოდ მოახტა მოტოციკლს.

271 მკითხველთა ლიგა


თავი 41

როდესაც ლენგდონი და სიენა მარტასა და ორ დარაჯთან ერ-


თად სამორიგეო ოთახში შევიდნენ, ლენგდონმა თავის არეში
კვლავ იგრძნო ფეთქვითი ტკივილი. პატარა საგუშაგო ოთახი
ძველი სათავსო აღმოჩნდა, რომელშიც კომპიუტერები და მონი-
ტორები ედგა. ოთახში დახუთული და სიგარეტის კვამლით გაჟ-
ღენთილი ჰაერი იყო.
ვიწრო გარემოში ლენგდონს ეჩვენებოდა, თითქოს კედლები
მის გასრესას ლამობდნენ.
მარტა დაჯდა ეკრანის წინ, სადაც ანდიტოს შავ-თეთრი ჩანა-
წერი იყო ჩართული. სათვალთვალო კამერა ანდიტოს კარის
თავზე იყო დამაგრებული. კადრის კუთხეში არსებული ციფრები
უჩვენებდნენ, რომ ჩანაწერი გუშინდელ დილაზე იყო გადახვე-
ული, ანუ ზუსტად ოცდაოთხი საათის წინანდელ ვითარებას აჩვე-
ნებდა, – მაშინ ჯერ კიდევ არ გაეღოთ მუზეუმი, ხოლო ლენგდო-
ნისა და დუომინოს მოსვლამდე მთელი დღე რჩებოდა.
დარაჯმა ვიდეოჩანაწერი ჩართო. ანდიტოში ტურისტების ნა-
კადი შევარდა, რომელიც სწრაფი რეჟიმის გამო პატარა ბიძგე-
ბით მოძრაობდა. ამ რაკურსიდან თავად ნიღაბი არ ჩანდა, მაგ-
რამ აშკარად თავის ადგილზე იყო, რადგან დროდადრო ტურის-
ტები მის წინ ჩერდებოდნენ, ათვალიერებდნენ, ფოტოაპარატებს
აჩხაკუნებდნენ და გზას აგრძელებდნენ.
„გთხოვ, სწრაფად რა, – ფიქრობდა ლენგდონი, – პოლიცია
უკვე გზაშია“. ლენგდონს და სიენას ცხადია შეეძლოთ ბოდიშის
მოხდით მუზეუმი დაეტოვებინათ, მაგრამ ამ ჩანაწერის ნახვა აუ-
ცილებელი იყო მათთვის, რათა ბევრი რამისთვის ფარდა აეხადა.
კადრები ეკრანზე სულ უფრო სწრაფად, ციმციმით ცვლიდა
ერთმანეთს, ანდიტოში უკვე საღამოს ჩრდილებმა შემოაღწია.
ტურისტები აქეთ-იქით მიმოსვლას აგრძელებდნენ, მაგრამ უეც-
272 მკითხველთა ლიგა
რად ხალხის ტალღა შემცირდა და ბოლოს საერთოდ გაქრა. რო-
დესაც დროის მაჩვენებელმა 17.00 აჩვენა, მუზეუმში შუქი ჩაქრა
და სიჩუმე გამეფდა.
ხუთი საათი – დაკეტვის დრო.
– Aumenti la velocita,58 – ბრძანა მარტამ, წინ გადაიხარა და
მონიტორს დაკვირვებული მზერა მიაპყრო.
დარაჯი დაემორჩილა – დროის მაჩვენებლის ციფრების ცვლა
საგრძნობლად აჩქარდა და დაახლოებით საღამოს ათ საათზე
მუზეუმში უეცრად სინათლე ჩაირთო.
დარაჯმა ვიდეოჩანაწერი ჩვეულებრივი სიჩქარით ჩვენების
რეჟიმზე გადართო.
ცოტა ხანში ეკრანზე მარტა ალვარესის ჩამრგვალებული ფი-
გურა გამოჩნდა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა ჩვეულ ტანისამოსში
– „კემბერლის“ ფირმის ტვიდის ქურთუკში, კოხტად დაუთოებულ
ხაკისფერ შარვალსა და ტყავის ყავისფერ ფეხსაცმელში გამოწ-
ყობილი ლენგდონი. რაღაც მომენტში სახელოდან მაჯის საათ-
მაც გაიელვა... სწორედ იმან, მიკიმაუსიანმა.
„აი, მეც... სანამ მესროდნენ“.
როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ცხოვრების იმ მომენტების
ცქერა, რომელთა შესახებაც არაფერი გახსოვს, ძალიან შემაშ-
ფოთებელ და უსიამოვნო გრძნობებს ბადებს. „ესე იგი, წუხელ სა-
ღამოს აქ დანტეს სიკვდილის ნიღბის სანახავად მოვედი?“ და
დროის იმ მონაკვეთში, რომელიც ნანახსა და ახლანდელს შო-
რის იყო, მან ტანსაცმლის, მაჯის საათისა და ორი დღის სიცოც-
ხლის დაკარგვა მოახერხა.
რომ არაფერი გამორჩენოდათ, ლენგდონი და სიენა მარტას
და დარაჯებს მიუახლოვდნენ. მუნჯი ფილმის სეანსი გრძელდე-
ბოდა – ლენგდონისა და მარტას ორეულები კარადასთან მივიდ-

58
სისწრაფეს მოუმატეთ.(იტალ.)
273 მკითხველთა ლიგა
ნენ და ნიღბის თვალიერება დაიწყეს. შემდეგ შესასვლელი კარი
მათ გვერდით ვიღაცის ფართო ჩრდილმა დაფარა და კადრში სა-
შინლად მსუქანი ადამიანის ფიგურა გამოჩნდა, ღიაყავისფერ
კოსტიუმში გამოწყობილი, პორტფელით ხელში. ის ძლივს გა-
ეტია კარში და მათკენ გასწია, თან ფეხებს ძლივს ადგამდა. მას-
თან შედარებით ფეხმძიმე მარტაც კი ტანწერწეტას ჰგავდა.
ლენგდონმა მაშინვე იცნო მსუქანი კაცი. ინიაციო!
– ეს ინიაციო ბუზონია, – ყურში უჩურჩულა სიენას, – ოპერა-
დელ-დუომოს მუზეუმის დირექტორი. რამდენიმე წელია ერთმა-
ნეთს ვიცნობთ. ჩემამდე მისთვის დუომინო არავის უწოდებია.
– შესაფერისი მეტსახელია, – ჩურჩულითვე უპასუხა სიენამ.
ადრე ლენგდონს არაერთხელ მიუმართავს დუომინოსთვის
სანტა-მარია-დელ-ფიორეს ტაძართან და მასში დაცულ ხელოვ-
ნების ნიმუშებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაგრამ პალაცო
ვეკიოში ინიაციოს ვიზიტი ერთობ უცნაური ჩანდა – ეს არ იყო
მისთვის დამახასიათებელი საქციელი. ინიაციო ბუზონი არა მარ-
ტო გავლენიანი ადამიანი გახლდათ ფლორენციული ხელოვნე-
ბის სამყაროში, არამედ დანტეს დიდი თაყვანისმცემელი და მისი
ხელოვნების უბადლო მცოდნეც იყო.
„დანტეს სიკვდილის ნიღბის შესახებ მასზე მეტი ნამდვილად
არავინ იცოდა“.
როდესაც ლენგდონმა ყურადღება კვლავ ეკრანზე გადაიტანა,
დაინახა, რომ მარტა მოთმინებით ელოდა თავის სტუმრებს ანდი-
ტოს შორეულ კედელთან, ისინი კი ამკრძალავ ზღვართან მივიდ-
ნენ და ბოძებს შორის გაჭიმულ ლენტზე გადაიხარნენ, რათა რაც
შეიძლება კარგად დაეთვალიერებინათ ნიღაბი. ისინი მონდომე-
ბით განიხილავდნენ რაღაცას, დრო კი მიდიოდა და მათ ზურგს
უკან მდგარი მარტაც დროდადრო მაჯის საათს უყურებდა.
რა დასანანი იყო, რომ სათვალთვალო კამერა ხმას ვერ იწერ-
და!
274 მკითხველთა ლიგა
„ნეტავ რის შესახებ ვსაუბრობთ მე და ინიაციო? რას ვეძებთ?!“
ამ დროს ლენგდონის ორეულმა გადაკვეთა ამკრძალავი
ლენტი და კარადასთან ძალიან ახლოს მივიდა. მარტას ორეული
მაშინვე ჩაერია საქმეში და წესების დაცვისკენ მოუწოდა სტუ-
მარს. დამრღვევიც დამნაშავის სახით დაუბრუნდა ნებადართულ
ზღვარს.
– მომიტევეთ ასეთი სიმკაცრე, – ლენგდონს მხარზემოდან გა-
ხედა ნამდვილმა მარტამ, – მაგრამ მანამდეც გაგაფრთხილეთ,
რომ კარადა ანტიკვარული და ძალზე ფაქიზია. ნიღბის მფლო-
ბელმა მოითხოვა, მასთან ახლოს არავინ მიგვეშვა და კარადის
გაღება თავისი თანდასწრების გარეშე თავად მუზეუმის თანამ-
შრომლებსაც კი აუკრძალა.
ლენგდონი მაშინვე ვერ ჩასწვდა მისი სიტყვების არსს. „ნიღ-
ბის მფლობელი?“ ეგონა, ნიღბის მფლობელი თავად მუზეუმი
იყო.
გაოცებულმა სიენამ კი მაშინვე ამოიდგა ენა:
– ნიღაბი მუზეუმის საკუთრება არ არის?
მარტამ კვლავ მონიტორს შეხედა და თავი გააქნია.
– ერთმა მდიდარმა მეცენატმა დანტეს სიკვდილის ნიღბის
ჩვენგან შეძენა მოისურვა, მაგრამ დაგვპირდა, რომ გამოსაფე-
ნად დატოვებდა. მან მთელი ქონება შემოგვთავაზა და ჩვენც სი-
ხარულით დავთანხმდით.
– მოითმინეთ... მან ნიღაბში ფული გადაიხადა და აქ დატოვა?
– ეს მეცენატებისთვის დამახასიათებელი საქციელია, – ჩაერ-
თო ლენგდონი, – ამგვარად ისინი მუზეუმის ანგარიშზე სოლი-
დურ თანხას რიცხავენ, ოღონდ ეს შემოწირულობად უნდა ჩაით-
ვალოს.
– ეს მეცენატი უჩვეულო პიროვნება გახლდათ, – განაგრძო
მარტამ, – დანტეს შემოქმედების უბადლო მცოდნე, თუმცა ერ-
თგვარად... როგორ უნდა ვთქვა ინგლისურად... ფანატიკო?
275 მკითხველთა ლიგა
– და მაინც, ვინ არის? – სიენას ხმაში დაძაბულობამ იმატა.
– ვინ? – მარტა მოიღუშა, თან ეკრანს თვალს არ აცილებდა, –
მმ... სულ ახლახან საინფორმაციო გადაცემებში ნამდვილად
მოჰკრავდით ყურს შვეიცარიელი მილიარდერის – ბერტრან
ზობრისტის სახელს.
ლენგდონს ეს სახელი ყურმოკვრით გაეგონა, მაგრამ სიენა
იდაყვზე ჩააფრინდა, თითქოს მის თვალწინ მოჩვენება გაჩენი-
ლიყო.
– დიახ... დიახ... – ენის ბორძიკით წაილუღლუღა. სახეზე ფერ-
ფლისფერი დაედო, – ბერტრან ზობრისტი. სახელგანთქმული ბი-
ოქიმიკოსი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, თავისი ბიოლოგიური
ნამუშევრების დაპატენტების შემდეგ გამდიდრდა, – ქალმა ნერ-
წყვი ხმაურით გადაყლაპა. შემდეგ ლენგდონისკენ დაიხარა და
უჩურჩულა: – ფაქტობრივად, ზობრისტის მოგონილია ემბრიო-
ნული მანიპულირების მეთოდი.
ლენგდონი აზრზე არ იყო, რას ნიშნავდა ემბრიონული მანიპუ-
ლირების მეთოდი, მაგრამ რაღაც ავის მომასწავებლად კი ჟღერ-
და, თუ იმასაც გავითვალისწინებდით, შავ ჭირთან და სიკვდილ-
თან დაკავშირებული რაოდენ საზარელი ჰალუცინაციები სტან-
ჯავდა. „საინტერესოა, – გაიფიქრა მან, – საიდან იცის სიენამ მას-
ზე ამდენი რამ – იმიტომ ხომ არა, რომ მედიცინის სფეროში კარ-
გად ერკვევა, თუ იმიტომ, რომ ზობრისტი მასავით ვუნდერკინდი
იყო? შესაძლოა, უნიკუმებს ერთმანეთის თვალთვალი ახასიათე-
ბთ?“
– ზობრისტის შესახებ რამდენიმე წლის წინ გავიგე, – აუხსნა
სიენამ, – მაშინ ის საკმაოდ გამომწვევი საზოგადო განცხადებით
გამოვიდა, – სიენა გაჩუმდა. კოპები შეკრა, – საქმე ეხებოდა მო-
სახლეობის სიჭარბეს პლანეტაზე. ზობრისტი დარწმუნებული
იყო დემოგრაფიული აპოკალიფსის გამაწონასწორებელი პრო-
ცესის მართებულობაში.
276 მკითხველთა ლიგა
– უკაცრავად?
– ერთი სიტყვით, ეს იმის მათემატიკური აღიარებაა, რომ
პლანეტის მოსახლეობის რაოდენობა მატულობს, ჩვენ ვცოც-
ხლობთ დიდხანს, ბუნებრივი რესურსები კი იწურება. ამ თეორი-
ის მიხედვით, მომავალში ერთადერთი რამ გველის – საზოგა-
დოების აპოკალიფტური კოლაფსი. ზობრისტმა საჯაროდ განაც-
ხადა, რომ კაცობრიობა ამ ასწლეულს ვერ გადაიტანს, თუ რაიმე
სახის გლობალური კატასტროფა მოსახლეობას მასობრივად არ
გაანადგურებს, – სიენამ ჩაისუნთქა და ლენგდონს თვალი
თვალში გაუყარა, – მან ერთხელ ასეთი ფრაზაც წარმოთქვა: „ევ-
როპის ყველაზე დიდი მიღწევა შავი სიკვდილი იყო “.
ლენგდონი სიენას გაოგნებული მიაჩერდა. მეხსიერებაში
კვლავ ამოუტივტივდა ქოლერის ნიღბის გამოსახულება. მთელი
დილა ცდილობდა, თავიდან მოეცილებინა ის აზრი, რომ შარი,
რომელშიც გაება, რაღაცით სასიკვდილო დაავადებას უკავშირ-
დებოდა. მაგრამ ამ აზრის მოშორება სულ უფრო და უფრო უძ-
ნელდებოდა.
ზობრისტის განცხადება, რომ შავი სიკვდილი ევროპის ყვე-
ლაზე დიდი მიღწევა იყო, ცხადია ამორალურად ჟღერდა, თუმცა
ლენგდონმა იცოდა, რომ მრავალი ისტორიკოსის აზრით, მე-
თოთხმეტე საუკუნეში ევროპის მოსახლეობის გაწყვეტას დადე-
ბითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები მოჰყვა. შავი ჭირის
ეპიდემიამდე შუა საუკუნეების ევროპა მოსახლეობის სიჭარბეს,
შიმშილსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს განიცდიდა. მაგრამ უეც-
რად გამოჩნდა საზარელი შავი სიკვდილი და ეფექტურად „შეათ-
ხელა ადამიანთა ჯოგი“, განაპირობა საკვების სიუხვე და შესაძ-
ლებლობები, რაც, ისტორიკოსთა აზრით, რენესანსის განვითა-
რების უმთავრეს კატალიზატორად იქცა.
ლენგდონს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. გონებაში ამოუ-
ტივტივდა დანტეს ჯოჯოხეთის შეცვლილი რუკის შესანახ კაფსუ-
277 მკითხველთა ლიგა
ლაზე გამოსახული ბიოლოგიური საფრთხის ნიშანი. ეს საშინე-
ლი პროექტორი ხომ ვიღაცამ დაამზადა... ბერტრან ზობრისტი,
ბიოქიმიკოსი და უდავოდ დანტეს თაყვანისმცემელი ამ როლის-
თვის ყველაზე ლოგიკური პრეტენდენტი ჩანდა.
ემბრიონული მანიპულაციების შემქმნელი. ლენგდონის გო-
ნებაში თავსატეხის ნაწილები ნელ-ნელა მთლიან სურათს ქმნი-
და და ჯერ კიდევ ბოლომდე არშემდგარი გამოსახულების შინა-
არსი უფრო და უფრო მეტად აშფოთებდა.
– წინ გადაახვიეთ, – უბრძანა დარაჯს მარტამ: მოჰბეზრდა
ლენგდონისა და ინიაციო ბუზონის ორეულების საუბრის ყურება.
სურდა, მალე გამოერკვია, ვინ შეაღწია მუზეუმში და ვინ მოიპარა
ნიღაბი.
დარაჯი ვიდეოჩანაწერის გადახვევის ღილაკს დააწვა, წამ-
მზომი საგრძნობლად აჩქარდა.
სამი წუთი... ექვსი... რვა.
დარაჯების ზურგს უკან მდგარი მარტა წამდაუწუმ ფეხს ინაც-
ვლებდა და საათს დასცქეროდა.
– ბოდიშს გიხდით, რომამდენ ხანს მოგვიწია საუბარმა, –
წარმოთქვა ლენგდონმა, – ალბათ დაიღალეთ.
– თავად ვარ დამნაშავე, – გამოეპასუხა ქალი, – თქვენ დაჟი-
ნებით მთხოვდით შინ წასვლას, დაცვაც უპრობლემოდ გაგიშვებ-
დათ, მაგრამ ჩემი მხრიდან უპატივცემულო საქციელად მივიჩ-
ნიე.
უეცრად ეკრანიდან მარტა გაქრა. დარაჯმა ჩანაწერი შეანე-
ლა.
– ყველაფერი რიგზეა, – თქვა ნამდვილმა მარტამ, – მახსოვს,
ამ დროს საპირფარეშოში გავედი.
დარაჯმა თავი დაუქნია, უნდოდა ჩანაწერი გადაეხვია, მაგრამ
მარტა ხელზე ეცა.

278 მკითხველთა ლიგა


– Aspetti!59
ეკრანს ჩააშტერდა, სახეზე გაოგნება ეხატა.
ლენგდონიც დაიბნა. თვალებს არ უჯერებდა: მისმა ორეულმა
ხელთათმანიანი ხელი გაიწოდა და კარადის კარის კიდეს შე-
ეხო... შემდეგ თავისკენ მოსწია... კარი დაემორჩილა და ნელ-ნე-
ლა გაიღო... დანტეს სიკვდილის ნიღბისკენ გზა ხსნილი იყო.
მარტა ალვარესმა წამოიყვირა და პირზე ხელისგული მიიფა-
რა.
ლენგდონსაც იგივე გრძნობა დაუფლებოდა, უყურებდა თავის
ორეულს, რომელსაც ხელები კარადაში შეეყო, ორივე მხრიდან
ფაქიზად მოეკიდებინა ხელი დანტეს ნიღბისათვის და გარეთ გა-
მოჰქონდა.
– Dio mi salvi! – იფეთქა მარტამ, ფეხზე ძლივს წამოდგა და
ლენგდონს მიუტრიალდა, – Cos´ha fatto? Perche?60
ლენგდონმა პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ ამ დროს
ერთ-ერთმა დარაჯმა შავი „ბერეტა“ ამოიღო და ლენგდონს და-
უმიზნა.
„ღმერთო ჩემო!“
ლენგდონი პისტოლეტის შავ ლულას უყურებდა და გრძნობ-
და, ამ ვიწრო ოთახის კედლების მარწუხებში როგორ ექცეოდა
მისი არსება. მარტა ალვარესი თვალს არ აშორებდა – სახეზე
დაბნეულობა და წყენა ერთდროულად ეხატა. მის ზურგს უკან მო-
ნიტორზე ლენგდონის ორეული განათების შუქზე გულდასმით
ათვალიერებდა ნიღაბს.
– მხოლოდ ერთი წუთით ავიღე! – წამოიძახა ლენგდონმა.
ღმერთს ევედრებოდა, ეს სიმართლე ყოფილიყო, – ინიაციომ
მითხრა, რომ არ გაბრაზდებოდით!

59
მოიცადეთ.(იტალ.)
60
ღმერთო დედებულო! ეს რა ჩაიდინეთ? რატომ?(იტალ.)
279 მკითხველთა ლიგა
მარტამ არაფერი უპასუხა. მისი გაფითრებული სახე მეტყვე-
ლებდა, რომ აშკარად ვერ მიმხვდარიყო, რატომ მოატყუა ლენ-
გდონმა და რა ნამუსით იდგა ახლა მის გვერდით, თითქოს არც
არაფერი მომხდარიყოს და უყურებდა ჩანაწერს, რომელიც მის
დანაშაულს ცხადყოფდა.
„ფიქრადაც არ გამივლია, რომ კარადაში დავიწყებდი ხელის
ფათურს!“
– რობერტ, – დაიჩურჩულა სიენამ, – შეხედეთ! მგონი, რაღაც
იპოვეთ!
მიუხედავად სავალალო მდგომარეობისა, სიენა თვალს არ
აცილებდა ეკრანს და მზად იყო, ყველაფერი გაეწირა პასუხების
მისაღებად.
ამასობაში ლენგდონის ორეულმა მაღლა აწეული ნიღაბი ოდ-
ნავ დახარა – აშკარა იყო, რომ მისი ყურადღება ნიღბის კეფის
მხარემ მიიქცია.
სათვალთვალო კამერა იმგვარი რაკურსით იღებდა, რომ რა-
ღაც მომენტში ნიღაბმა მთლიანად დაფარა ლენგდონის სახე და
დანტეს ნიღბის თვალები ლენგდონის თვალებს გაუთანაბრდა.
ლენგდონს ავის მომასწავებელი შეგონება გაახსენდა: „ჭეშმა-
რიტების დანახვა მხოლოდ სიკვდილის თვალებითაა შესაძლე-
ბელი“, – მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას ათვალიერებდა ნიღბის
უკანა მხარეს, მაგრამ ამ დროს მისმა ორეულმა თავისი აღმოჩე-
ნა ინიაციოს გაანდო – მანაც სათვალე მოიმარჯვა და ნიღაბს
რამდენჯერმე შეხედა... შემდეგ ლენგდონს თავი დაუქნია და ან-
დიტოში აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
შემდეგ ორივე დაფრთხა. როგორც ჩანს, დერეფნიდან ხმები
გაისმა – სავარაუდოდ, მარტა დაბრუნდა. ლენგდონმა საჩქა-
როდ ამოიღო ელვაშესაკრავიანი პაკეტი, ნიღაბი ჩადო, ფრთხი-
ლად გადააწოდა ინიაციოს და მანაც უხალისოდ მოათავსა პორ-
280 მკითხველთა ლიგა
ტფელში. შემდეგ ლენგდონმა სწრაფად მიხურა გამოცარიელე-
ბული ანტიკვარული კარადის მინის კარი და ორივე სტუმარი
მარტას შესახვედრად გაემართა, რათა მას ნივთის დაკარგვა არ
შეემჩნია.
ახლა ლენგდონს უკვე ორივე დარაჯი უმიზნებდა იარაღს.
გაშეშებული მარტა მაგიდას ჩაშტერებოდა.
– არ მესმის! – იფეთქა ქალმა, – დანტეს სიკვდილის ნიღაბი
თქვენ და ინიაციო ბუზონიმ მოიპარეთ?!
– არა! – წამოიძახა ლენგდონმა, ფიქრობდა, ბარემ ბოლომ-
დე ვიცრუებო, – ნიღბის მფლობელმა უფლება მოგვცა, ერთი ღა-
მით გაგვეტანა.
– მფლობელმა? – ჩაეკითხა ქალი, – ბერტრან ზობრისტმა?!
– დიახ! ბატონმა ზობრისტმა გვთხოვა, ნიღბის მეორე მხარეს
არსებული აღნიშვნები შეგვესწავლა. ჩვენ გუშინ საღამოს შევ-
ხვდით ერთმანეთს!
მარტას თვალები ცეცხლს აფრქვევდა.
– პროფესორო, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გუ-
შინ საღამოს თქვენ და ბერტრან ზობრისტი ერთმანეთს არ შეხ-
ვედრიხართ.
– რას ჰქვია, არ შევხვედრივართ?
სიენა ლენგდონს მსუბუქად შეეხო იდაყვზე.
– რობერტ – თქვა სევდიანად, – ექვსი დღის წინ ბერტრან
ზობრისტი აქედან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ბადიის
კოშკიდან გადმოხტა.

281 მკითხველთა ლიგა


თავი 42

ვაიენტამ მოტოციკლი პალაცო ვეკიოს ჩრდილოეთით დატო-


ვა და სინიორიის მოედანს შემოუარა. ის გარეთ გამოფენილი
Loggia dei Lanzi-ის სკულპტურებს შორის მიაბიჯებდა და ამჩნევ-
და, რომ ყველა ეს ქანდაკება ერთსა და იმავეს – მამაკაცის ქალ-
ზე ძალადობას გამოხატავდა.
„საბინთა ქალის მოტაცება“.
„პოლიქსენას მოტაცება“.
„პერსევსი მედუზა გორგონას თავით“.
„შესანიშნავია“, გაიფიქრა ვაიენტამ, კეპი ჩამოიფხატა და სა-
სახლის შესასვლელთან (რომელიც დამთვალიერებლებისთვის
ახლახანს გაღებულიყო), თავმოყრილი ხალხის დილის ნაკადი
გაარღვია. ეტყობოდა, მოედანზე ჩვეული ცხოვრება მიმდინარე-
ობდა.
„პოლიციის არანაირი კვალი, – გაიფიქრა ვაიენტამ, – ყოველ
შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც“.
მან ქურთუკი ბოლომდე შეიკრა ელვით, დარწმუნდა, რომ ია-
რაღი საიმედოდ ჰქონდა შენახული, და სასახლეში შეაბიჯა. გა-
დახედა მუზეუმის მიმართულებების მანიშნებელს – „Il museo di
Palazzo“, ორი მდიდრულად მორთული შიდა ეზო გაიარა და საკ-
მაოდ შთამბეჭდავი დიზაინის კიბით მეორე სართულზე ავიდა.
ყურში კვლავ ესმოდა პოლიციის დისპეტჩერის ლაპარაკი.
პალაცო ვეკიოს მუზეუმი... დანტე ალიგიერი.
„ლენგდონი აქ უნდა იყოს“.
სულ მალე მიმართულების ნიშნულებმა ფართო, ფერად ხუ-
თასთა დარბაზში მიიყვანა. დარბაზში სულ რამდენიმე ტურისტი
მიმოდიოდა და უზარმაზარი ფრესკების ცქერით ტკბებოდა. ვაი-
ენტას ხელოვნება სრულებით არ აინტერესებდა. მან მზერა შო-
რეულ მარჯვენა კუთხეს მიაპყრო – მაღლა მიმავალ კიბეს, რო-
282 მკითხველთა ლიგა
მელზეც მიმაგრებული იყო კიდევ ერთი მიმართულების მაჩვენე-
ბელი თავად მუზეუმის სახელწოდებით.
დარბაზი გადაკვეთა და ერთ-ერთი სკულპტურის გარშემო
შეკრებილი სტუდენტები დაინახა – ისინი იცინოდნენ და ფოტოა-
პარატებს აჩხაკუნებდნენ.
სკულპტურის დაფაზე ეწერა: „ჰერკულესი და დიომედესი“,
ვაიენტამ თავად ქანდაკებას შეხედა და შეკრთა.
მის თვალწინ ბერძნული მითოლოგიის ორი გმირი აღმართუ-
ლიყო, სრულიად შიშვლები. ისინი გამწარებით ებრძოდნენ ერ-
თმანეთს. ჰერკულესს დიომედესი თავდაყირა ეკავა და მიწაზე
დანარცხებას უპირებდა, დიომედესს კი ამ უკანასკნელის პენისი
მაგრად ჩაებღუჯა ხელით, თითქოს ეუბნებოდა, სანამ ძირს და-
მაგდებ, კარგად დაფიქრდიო.
ვაიენტას გააჟრჟოლა. „ამ ილეთის შედეგად შესაძლოა ვიღაც
კვერცხების გარეშე დარჩეს“.
სტუდენტების ჯგუფს თვალი მოსწყვიტა, სწრაფად აუყვა კიბე-
ებს და საბოლოოდ აღმოჩნდა აივანზე, რომელიც დარბაზს გად-
მოჰყურებდა. ათობით ტურისტი აქ მუზეუმის გახსნას ელოდა.
– შეფერხებაა, – ერთ-ერთმა ტურისტმა წამით დაუშვა კამერა
და ცოცხლად აუწყა ვაიენტას.
– რატომ? – იკითხა ვაიენტამ.
– არ ვიცი, მაგრამ აქაურობაც საკმაოდ საინტერესო სანახა-
ვია! – მან ხელით მოხაზა ხუთასთა დარბაზის საერთო პანორამა.
ვაიენტა მოაჯირთან მივიდა და გიგანტური სივრცე მოათვა-
ლიერა. დარბაზში ერთადერთი პოლიციელი გამოჩნდა. იგი ცდი-
ლობდა, ყურადღება არ მიექცია და საკმაოდ მშვიდი, ნელი ნაბი-
ჯით მოემართებოდა კიბისკენ.
„ალბათ მოწმეების დასაკითხად მოვიდა“, გაიფიქრა ვაიენ-
ტამ. პოლიციელის დაღლილი და მომქანცველად ნელი ნაბიჯები
კიბეზე იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ რუტინულ გამოძახებას სა-
283 მკითხველთა ლიგა
ერთო არაფერი ჰქონდა რომანას პორტთან ლენგდონის ძებნით
გამოწვეულ ნამდვილ ქაოსთან.
„თუ ლენგდონი აქ არის, რატომ აქამდე არ დაიკავა პოლიციამ
სასახლის შენობა?“
ან ვაიენტა შეცდა, ანდა ბრიუდერმა და ადგილობრივმა პო-
ლიციამ ვერ გაარკვია, რა ხდება სინამდვილეში.
როდესაც პოლიციელმა ბოლომდე აიარა კიბე და მუზეუმის
შესასვლელისკენ დაიძრა, ვაიენტა შეტრიალდა და თავი ისე და-
იჭირა, თითქოს ფანჯრიდან იყურებოდა. არ დავიწყებოდა, რომ
სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომ ბოსს ყველგან მიუწვდებო-
და ხელი და ამიტომ მისი აქ ყოფნის აფიშირება არ ღირდა.
– Aspetta! – უეცრად ვიღაცის ხმა გაისმა.
ვაიენტას გული შეუქანდა. პოლიციელი ზუსტად მის ზურგს
უკან შეჩერდა. ვაიენტა მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ეს ხმა პოლი-
ციელის რაციიდან მოდიოდა.
– Attendi i rinforzi! – გაიმეორა ხმამ.
დახმარებას დაელოდეთო? როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვა-
ლა!
ქალმა ფანჯრის მიღმა, ცაში შავი წერტილი შენიშნა – ის ჯერ
კიდევ შორს იყო, თუმცა ბობოლის ბაღების მხრიდან პალაცო ვე-
კიოს სწრაფად უახლოვდებოდა.
„მზვერავი-ვერტმფრენი... ბრიუდერმაც გაიგო, სად არის
ლენგდონი და აქეთ მოემართება“.

კონსორციუმის უფროსი კოორდინატორი ლოურენს ნოლტო-


ნი ჯერ კიდევ კიცხავდა თავს ბოსთან განხორციელებული ზარის
გამო. სხვამ ვინ, თუ არა მან, კარგად იცოდა, რა რეაქცია ექნებო-
და ბოსს, კლიენტს მისთვის ვიდეოჩანაწერის ნახვა რომ შეეთა-

284 მკითხველთა ლიგა


ვაზებინა. იმ ჩანაწერისა, რომელიც წუთიწუთზე მსოფლიოს საინ-
ფორმაციო გადაცემებს გაეგზავნებოდა!
ჩანაწერის შინაარსს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
პროტოკოლი ჩვენი მეფე და ღმერთია.
ნოლტონს თავში უტრიალებდა შეგონება, რომელსაც ახალ-
გაზრდა კოორდინატორებს ტვინში უბეჭდავდნენ: ულაპარაკოდ
დაემორჩილე ბოსს.
ღრმად ჩაისუნთქა და მომცრო ზომის წითელი მეხსიერების
ბარათი კომპიუტერის წინ დადო. „საინტერესოა, ამ უცნაურ
ფილმს ჟურნალისტები როგორ აღიქვამენ? იქნებ არც კი უყუ-
რონ?..“
„არა, უეჭველად უყურებენ. ის ხომ თავად ბერტრან ზობრის-
ტმა გადაიღო!“
გარდა იმისა, რომ ზობრისტი ბიომედიცინის სფეროში გამო-
ჩენილი პირი გახლდათ, მისმა თვითმკვლელობამაც დიდი ხმა-
ური გამოიწვია. ამ ცხრაწუთიან ვიდეოს საიქიოდან გზავნილად
მიიღებენ, ხოლო ავისმომასწავებელი შინაარსის გამო ეკრანს
ვერავინ მოსწყდება.
„გაგზავნიდან სულ რამდენიმე წუთში ეს ფილმი ინტერნეტჰი-
ტად
იქცევა“.

285 მკითხველთა ლიგა


თავი 43

დაცვის ვიწრო ოთახიდან მარტა სრულიად გაოგნებული გა-


მოვიდა, ლენგდონი და მისი თავხედი დაიკო დარაჯების მეთვალ-
ყურეობის ქვეშ დატოვა. ფანჯარასთან მივიდა და შვებით ამოი-
სუნთქა, როდესაც სინიორიის მოედანზე პოლიციის ავტომანქანა
დაინახა.
როგორც იქნა!
მარტას ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ლენგდონმა, ცნობილ-
მა და პატივცემულმა პიროვნებამ, ასე უსინდისოდ ისარგებლა
მისი ნდობით და მუზეუმის შეუფასებელი ექსპონატი მოიპარა.
„და ამაში მას უბრალოდ ვინმე კი არა, არამედ თავად ინიაციო
ბუზონი დაეხმარა! პირდაპირ წარმოუდგენელია!“
მარტამ გადაწყვიტა, დუომინოსთვის ყველაფერი პირში მი-
ეხალა, ამოიღო მობილური ტელეფონი და ოპერა-დელ-დუომოს
დირექტორის კაბინეტის ნომერი აკრიფა.
ყურმილი თითქმის მაშინვე აიღეს.
– Ufficio di lgnazio Busonil!,61 – მოისმა ქალის ნაცნობი ხმა.
მარტა ინიაციოს მდივანთან მეგობრობდა, თუმცა ახლა საჭო-
რაოდ ნამდვილად არ ეცალა.
– Eugenia, sono Marta. Devo parlare con lgnazio.62
ყურმილში უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა და უეცრად მდივანს
ისტერიკული ტირილი წასკდა.
– Cosa succede?63 – ჰკითხა მარტამ.
ეუჯენიამ ტირილით აუხსნა, რომ ახლახან მივიდა სამსახურში
და გაიგო, რომ წუხელ საღამოს ინიაციოს ინფარქტი დაემართა.
ეს დუომოს მახლობელ გადასახვევთან მომხდარა. მან სასწრა-

61
ინიაციო ბუზონის ოფისი.(იტალ.)
62
ეუჯენია, მარტა ვარ. ინიციაციოს უნდა ველაპარაკო.(იტალ.)
63
რა მოხდა?(იტალ.)
286 მკითხველთა ლიგა
ფო დახმარება გამოიძახა დაახლოებით შუაღამისას, მაგრამ ექი-
მებმა დროულად მოსვლა ვერ მოასწრეს. ბუზონი გარდაიცვალა.
მარტას მუხლი მოეკვეთა. დილის ახალ ამბებში მოისმინა,
რომ წუხელ საღამოს ვიღაც ჩინოვნიკი მომკვდარიყო, მაგრამ
ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს სწორედ ინიაციო იქნებოდა.
– Eugenia, ascoltami,64 – სთხოვა მარტამ. შემდეგ ნებისყოფა
მოიკრიბა და მშვიდად უამბო, რა დააფიქსირა სასახლის ერთ-
ერთმა სათვალთვალო კამერამ: ინიაციომ რობერტ ლენგდონ-
თან ერთად დანტეს სიკვდილის ნიღაბი მოიპარა და ეს უკანას-
კნელი დაცვამ ეს-ესაა დააკავა.
მარტამ არ იცოდა, რა რეაქცია ექნებოდა ეუჯენიას ამ ამბავზე,
მაგრამ ასეთ პასუხს მართლაც არ მოელოდა.
– Roberto Langdo? – წამოიძახა მდივანმა, – Sei con Langdon
ora?!65
მარტამ იფიქრა, ქალმა სათქმელის არსი ვერ გაიგოო.
– Devo parlare con lui!66 – თითქმის იკივლა ეუჯენიამ.
ლენგდონი ვიწრო სამორიგეო ოთახში დამიზნებული პისტო-
ლეტების წინ იდგა და თავი უგუგუნებდა. უეცრად კარი გაიღო და
ზღურბლზე მარტა ალვარესი გამოჩნდა.
მის ზურგს უკან, სადღაც სასახლის კედლებს მიღმა, ვერ-
ტმფრენი ზუზუნებდა და ამ საშინელ ხმას აკომპანემენტს პოლი-
ციის სირენები უწევდა. „მიხვდნენ, სადაც ვართ“.
– E arrivata la polizia 67 – უთხრა დარაჯებს მარტამ და ერთ-
ერთი მათგანი პოლიციის მოსაყვანად გაგზავნა. მეორე ადგილ-
ზე დარჩა და ლენგდონისთვის პისტოლეტი არ მოუცილებია.
ლენგდონის გასაოცრად, მარტამ ტელეფონი გაუწოდა.

64
ეუჯენია, მომისმინე.(იტალ.)
65
შენ ახლა რობერტ ლენგდონთან ერთად ხარ?(იტალ.)
66
ახლავე უნდა დაველპარაკო.(იტალ.)
67
პოლიცია მოვიდა.(იტალ.)
287 მკითხველთა ლიგა
– თქვენთან საუბარი სურთ, – თქვა დაბნეულმა, – აქ არ იჭერს
კარგად, ასე რომ, გასვლა მოგიწევთ.
დახუთული ოთახიდან ფართო, მზით განათებულ გალერეაში
გამოვიდნენ. უზარმაზარი ფანჯრებიდან სინიორიის მოედანზე სა-
ოცარი ხედი იშლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლენგდონს ჯერ
კიდევ იარაღის ლულა ჰქონდა დამიზნებული, შვებით ამოისუნ-
თქა, რომ დახურული სივრციდან გამოვიდა.
მარტამ ხელით მიიხმო ფანჯარასთან და ტელეფონი გადასცა.
ლენგდონმა ყოყმანით გამოართვა და ყურზე მიიდო.
– ალო! რობერტ ლენგდონი გისმენთ.
– სენიორ, – გაისმა ყურმილში ქალის გაუბედავი ხმა. საშინე-
ლი იტალიური აქცენტით საუბრობდა ინგლისურად, – მე ეუჯენია
ანტონუჩი ვარ, ინიაციო ბუზონის მდივანი. ჩვენ წუხელ საღამოს
შევხვდით, როდესაც თქვენ ჩვენს კაბინეტში მოხვედით.
ლენგდონს არაფერი ახსოვდა.
– დიახ?
– ძალიან ვწუხვარ, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ წუხელის სა-
ღამოს ინიაციო გულის შეტევით გარდაიცვალა.
ლენგდონმა ტელეფონს ხელი მოუჭირა. „ინიაციო ბუზონი
მოკვდა?“
მდივანი ქალი ტიროდა.
– ინიაციომ სიკვდილის წინ დამირეკა, – გულამომჯდარი
ხმით აგრძელებდა ქალი, – მან ჩემთან დატოვა შეტყობინება,
რომელიც თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ. ახლავე ჩავრთავ.
ყურმილიდან შრიალის ხმა გაისმა, შემდეგ – ინიაციო ბუზო-
ნის სუსტი ხმა.
– ეუჯენია, – სულშეხუთული ლუღლუღებდა ინიაციო. ცხადი
იყო, რომ ტკივილს ებრძოდა, – გთხოვ, ყველაფერი გააკეთე,
რომ რობერტ ლენგდონმა ამ შეტყობინებას მოუსმინოს. უბედუ-
რება შემემთხვა. ალბათ ოფისამდე ვერ მოვაღწევ, – ინიაციომ
288 მკითხველთა ლიგა
ამოიკვნესა და სიჩუმე ჩამოვარდა. როდესაც კვლავ დაილაპარა-
კა, ხმა უფრო დასუსტებოდა: – რობერტ... იმედი მაქვს, თავი და-
აღწიე მათ. ისინი ისევ მომდევენ... მე... ცუდად ვარ. შევეცდები,
ექიმს დავუკავშირდე, მაგრამ... – დუომინო კვლავ დიდი ხნით გა-
ჩუმდა, თითქოს უკანასკნელ ძალებს იკრებსო... – ყურადღებით
მომისმინე, რობერტ. ის, რასაც შენ ეძებ, საიმედოდაა გადამა-
ლული. კარიბჭე შენთვის გახსნილია, მაგრამ უნდა იჩქარო. „სა-
მოთხე“, ოცდამეხუთე... – ისევ ვრცელი პაუზა. ბოლოს, ჩურჩუ-
ლი: – წარმატებები.
შეტყობინება დასრულდა.
ლენგდონის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მან მომაკვდავის უკა-
ნასკნელი სიტყვები მოისმინა. მისი მისამართით თქმული ეს სიტ-
ყვები საშინლად ამაღელვებელი იყო. „სამოთხე“, ოცდამეხუთე?
კარიბჭე ჩემთვის გახსნილია? – ვერაფერს ხვდებოდა. – რომელ
კარიბჭეებს გულისხმობს? ერთადერთი, რისგანაც აზრი გამოი-
ტანა, იყო ინიაციოს ნათქვამი, ნიღაბი საიმედოდაა დამალუ-
ლიო“.
ყურმილიდან ისევ მოისმა ეუჯენიას ხმა:
– გაიგეთ, პროფესორო?
– მხოლოდ ერთი რამ.
– ხომ არ შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
ლენგდონი პასუხს არ ჩქარობდა.
– მინდა გთხოვოთ, ეს შეტყობინება სხვას არავის მოასმენი-
ნოთ, – უპასუხა დიდი ფიქრის შემდეგ.
– არც პოლიციას? ახლა დეტექტივი მოსული არის, რომ დამ-
კითხოს.
ლენგდონი გაშეშდა. გახედა დარაჯს, რომელიც იარაღს არ
აშორებდა მას. შემდეგ ფანჯრისკენ შეტრიალდა და ხმადაბლა
უპასუხა:

289 მკითხველთა ლიგა


– ეუჯენია... ვიცი, რომ გაგიკვირდებათ, მაგრამ გთხოვთ,
ინიაციოს გულისთვის, შეტყობინება წაშალეთ და პოლიციას არ
უთხრათ, რომ მესაუბრეთ. გამიგეთ? სიტუაცია ძალიან ჩახლარ-
თულია და...
აქ ლენგდონმა იგრძნო, როგორ მიადეს გვერდზე იარაღის
ლულა, და შემოტრიალდა. ახლოს მოსულმა დარაჯმა ხელი გა-
უწოდა ტელეფონის გამოსართმევად.
ყურმილი ერთხანს დადუმდა და ბოლოს ეუჯენიამ თქვა;
– ჩემი ხელმძღვანელი გენდობოდათ, მისტერ ლენგდონ... და
მეც.
რამდენიმე ზუმერის შემდეგ, ლენგდონმა ტელეფონი დაცვას
მიაწოდა.
– ინიაციო ბუზონი მკვდარია, – უთხრა სიენას, – წუხელ საღა-
მოს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ამ მუზეუმი-
დან გავიდა, – ლენგდონი შეყოვნდა, – ნიღაბი მთელია. სიკვდი-
ლამდე ინიაციომ გადამალა და, როგორც ჩანს, მანიშნა, სადაც
უნდა ვეძებო.
„სამოთხე“, ოცდამეხუთე.
სიენას თვალებში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, მაგრამ
მარტასკენ შებრუნებულმა ქალის სახეზე ეჭვი შეამჩნია.
– მარტა, – მიმართა მას, – დანტეს ნიღაბს დაგიბრუნებთ, მაგ-
რამ მანამდე
უნდა გაგვიშვათ. თან დაუყოვნებლივ!
მარტამ გულიანად გაიცინა.
– რა სიგიჟეა! თქვენ ხომ ის მოიპარეთ! ახლა პოლიცია მოვა...
– Signora Alvarez, – მტკიცე ხმით გააწყვეტინა სიენამ, – Mi
displace, ma non le abbiamo detto la verita.
ლენგდონი დაიბნა. „რა ჩაიფიქრა?“ სიენას სიტყვები ასე გა-
იგო: „უკაცრავად, მისის ალვარეს, მაგრამ ჩვენ თქვენ მოგატყუ-
ეთ“.
290 მკითხველთა ლიგა
მარტა არანაკლებ გაოცდა – მაგრამ მისი გაოცება იმან გამო-
იწვია, რომ მოულოდნელად სიენა თავისუფლად ალაპარაკდა
უაქცენტო იტალიურით.
– Inanzitutto, non sono la sorella di Robert Langdon,68 – დამ-
ნაშავის ტონით თქვა სიენამ.

68
უპირველეს ყოვლისა მე რობერტ ლენგდონის და არ გახლავართ.(იტალ.)
291 მკითხველთა ლიგა
თავი 44

მარტა ალვარესმა განცვიფრებით დაიხია უკან და გულზე ხე-


ლები დაიკრიფა. მის წინ მდგარ ახალგაზრდა ქალს თვალს არ
აცილებდა.
– Mi displace, – აგრძელებდა სიენა ბრწყინვალე იტალი-
ურით, – Le abbiamo mentito su molte cose.69
დარაჯი მარტაზე არანაკლებ გაოცებული იყურებოდა. იარაღი
კვლავინდებურად შემართული ეკავა.
სიენამ მარტას სწრაფად უამბო, რომ ფლორენციის ერთ-ერთ
საავადმყოფოში მუშაობდა და რომ ლენგდონი წუხელ საღამოს
საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში დაჭრი-
ლი მივიდა. სიენამ ისიც აუხსნა, რომ თავად ლენგდონს არაფერი
ახსოვდა და სწორედ ამიტომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერის
ნახვა ლენგდონისთვისაც ისეთივე სიურპრიზი იყო, როგორიც
მარტასთვის.
– აჩვენეთ ჭრილობა, – უთხრა სიენამ.
ლენგდონის კეფაზე რომ სახვევები დაინახა, მარტა ალვარესი
ფანჯრის რაფაზე დაეშვა, ხელები სახეზე აიფარა და ასე იჯდა რამ-
დენიმე წუთი.
უკანასკნელი ათი წუთის წინ მარტამ არამხოლოდ აღმოაჩინა,
რომ მისი მორიგეობის დროს დანტეს სიკვდილის ნიღაბი მოიპა-
რეს, არამედ ისიც გამოარკვია, რომ ქურდები იყვნენ გამოჩენი-
ლი ამერიკელი პროფესორი და მისი ფლორენციელი კოლეგა,
რომელსაც ბოლომდე ენდობოდა და როგორც გაირკვა, ის წუ-
ხელ საღამოს გარდაცვლილა. გარდა ამისა, ახალგაზრდა სიენა
ბრუკსი – ეს თავხედი ამერიკელი, ვითომდა რობერტ ლენგდო-
ნის და, – აღმოჩნდა ექიმი და მის წინაშე აღიარა ტყუილი... ამას-

69
ძალიან ვწუხვარ. ჩვენი აზრები ბევრ რამეში ემთხვევა,(იტალ.)
292 მკითხველთა ლიგა
თან, არა ინგლისურად, არამედ სუფთა და დახვეწილ იტალიურ
ენაზე.
– მარტა, – ააღელვებით უთხრა ლენგდონმა, – მესმის, რომ
ამის დაჯერება რთულია, მაგრამ მე ნამდვილად არაფერი მახ-
სოვს წუხანდელი საღამოდან. წარმოდგენაც არ მაქვს, რაში დამ-
ჭირდა ინიაციოსთან ერთად ნიღბის მოპარვა!
მარტა მის თვალებში ხედავდა, რომ ლენგდონი სიმართლეს
ამბობდა:
– მე მას დავაბრუნებ, – განაგრძობდა ლენგდონი, – პირობას
გაძლევთ. მაგრამ მე ამას ვერ შევძლებ, თუ არ გაგვიშვებთ. ურ-
თულესი სიტუაციაა და დაუყოვნებლივ უნდა გაგვიშვათ!
მარტას, ცხადია, უნდოდა ნიღბის დაბრუნება, თუმცა არავის
გაშვებას არ აპირებდა. „სად არის პოლიცია?!“ ფანჯარაში გაიხე-
და – სინიორიის მოედანზე ისევ იდგა საპატრულო ავტომანქანა.
„უცნაურია, რომ აქამდე არავინ ამოვიდა“. მარტას შორიდან უც-
ნაური ზუზუნი მოესმა, თითქოს სადღაც შორს მოტოხერხი მუშა-
ობდა. ხმა თანდათან იზრდებოდა.
„ეს რაღაა?“
ლენგდონი შეევედრა:
– თქვენ ხომ იცნობთ ინიაციოს, მარტა! ის ნიღაბს განსაკუთ-
რებული საჭიროების გარეშე ხელს არ მოჰკიდებდა. ყველაფერი
ისეთი ჩახლართულია! ნიღბის მფლობელი, ბერტრან ზობრისტი,
საეჭვო ადამიანი იყო. ეჭვი გვაქვს, რომ ის რაღაც საზარელ საქ-
მეშია გარეული. ახლა ყველაფერს ვერ აგიხსნით, მაგრამ
გთხოვთ, გაგვიშვით.
მარტას ხმის ამოღება აღარ შეეძლო. ეს ყველაფერი სრულ
უაზრობად ეჩვენებოდა.
– მისის ალვარეს, – სიენამ მკაცრი მზერა მიაპყრო მარტას, –
თუ თქვენთვის სულერთი არ არის მომავალი – არა მარტო თქვე-
ნი საკუთარი,
293 მკითხველთა ლიგა
არამედ თქვენი ბავშვისაც, – ახლავე უნდა მოგვცეთ წასვლის
ნება.
მარტამ მუცელი ხელებით დაიფარა. არ მოეწონა ბავშვის მი-
მართ გამოთქმული ეს არაპირდაპირი მუქარა.
მსუბუქი ზუზუნი ფანჯრის მიღმა უკვე გაცილებით ხმამაღლა
ისმოდა. მარტამ ფანჯარაში გაიხედა; ხმაურის გამომწვევი მიზე-
ზი ვერ დაინახა, მაგრამ დაინახა რაღაც სხვა.
დარაჯის სახის გამომეტყველება მოწმობდა, რომ ნანახით
ისიც გაოგნებული იყო.
სინიორიის მოედანზე გაშლილი ხალხის ნაკადი შუაზე გაიყო
და გზა დაუთმო საპატრულო მანქანების დიდ კოლონას, რომ-
ლებსაც სირენები გამორთული ჰქონდათ. მათ წინ მოემართებო-
და ორი შავი ფურგონი, რომლებიც შემოსასვლელთან გაჩერ-
დნენ. ფურგონიდან გამოვარდნენ შეიარაღებული შავფორმიანი
აგენტები და სასახლის მიმართულებით გამოიქცნენ.
მარტას შეეშინდა.
დარაჯიც დაიძაბა.
გარედან შემომავალი ზუზუნი უეცრად ძაგძაგში გადაიზარდა
და შეშინებულმა მარტამ უკან დაიხია, როდესაც არსაიდან გაჩე-
ნილი პატარა ვერტმფრენი შენიშნა. ვერტმფრენი ფანჯრიდან
სულ რაღაც სამი მეტრის მანძილზე ჰაერში გამოკიდებულიყო და
ფანჯრის მიღმა მდგარ ადამიანებს აკვირდებოდა. ეს იყო მცირე
ზომის აპარატი, სულ ერთი მეტრის სიგრძის, ცხვირზე მოგრძო
მილაკით. მილაკი პირდაპირ მათ უმიზნებდა.
– ახლა გვესვრის! – დაიყვირა სიენამ, – la per sparare! Tutti
a terral!70
სიენა მუხლებზე დაეცა ფანჯარასთან ახლოს, შიშისგან გა-
ფითრებულმა მარტამაც მექანიკურად მიჰბაძა მას. დარაჯიც მათ

70
დაწექით.(იტალ.)
294 მკითხველთა ლიგა
მახლობლად დაეცა და პისტოლეტი ინსტინქტურად მფრინავ აპა-
რატს დაუმიზნა.
ფანჯრის რაფასთან უხერხულად ჩაჩოქილმა მარტამ შეამ-
ჩნია, რომ ლენგდონი ისევ იდგა და გაფანტული მზერით უყურებ-
და სიენას, თითქოს ვერც დაეჯერებინა, რომ რეალური საფრთხე
ემუქრებოდათ. სიენა წამში წამოხტა, ლენგდონს ხელი ჩაავლო
და ორივე დერეფანში გაიქცა. რამდენიმე წამში მთავარი გასას-
ვლელისკენ მირბოდნენ.
დარაჯი სწრაფად შემოტრიალდა, სნაიპერის პოზაში ჩაჯდა და
გაქცეულ წყვილს იარაღი დაუმიზნა.
– Non spari! – უბრძანა მარტამ, – Non possono scappare!71
ლენგდონმა და სიენამ კუთხეში შეუხვიეს და თვალს მიეფარ-
ნენ. მარტამ იცოდა, რომ ისინი მათკენ მომავალ პოლიციელებს
წააწყდებოდნენ.

– სწრაფად! – აჩქარებდა ლენგდონს სიენა და იმ გზით მირ-


ბოდა, რა გზითაც მოვიდნენ. იმედოვნებდა, სასახლიდან მანამ
გააღწევდნენ, სანამ პოლიცია შემოვიდოდა, თუმცა ხვდებოდა,
რომ ეს იმედი მოჩვენებითი იყო.
ეს ლენგდონმაც იცოდა. უეცრად კაცი მოცელილივით გაჩერ-
და ორი ფართო დერეფნის გადაკვეთის ადგილზე.
– ასე არაფერი გამოგვივა.
– გავიქცეთ, რობერტ! – სიენამ სასოწარკვეთით დაიქნია ხე-
ლი, თავისკენ უხმო, – აქ ხომ არ გავჩერდებით!
ლენგდონს თითქოს მისი ხმა არც ესმოდა. მარცხნივ, დაკვირ-
ვებული მზერით იყურებოდა მოკლე დერეფანში, რომელიც პატა-
რა ბნელი ოთახით მთავრდებოდა. მისი კედლები დაფარული

71
არ ესროლო! მაინც ვერსად გაიქცევიან.(იტალ.)
295 მკითხველთა ლიგა
იყო ძველებური რუკებით, ოთახის ცენტრში კი მოზრდილი რკი-
ნის გლობუსი იდგა. ლენგდონი რამდენიმე წამით ლითონის ამ
უზარმაზარ სფეროს დააცქერდა და უეცრად თავი დაიქნია – ჯერ
ნელა, შემდგომ – უფრო ენერგიულად.
– აქეთ! – დაიძახა და გლობუსისკენ გაიქცა.
„იქ ხომ ჩიხია!“ სიენა ძალისძალად გაჰყვა უკან. დერეფანი
აშკარად მუზეუმის სიღრმეში მიემართებოდა და არა გასასვლე-
ლისკენ.
– რობერტ! – შესძახა სიენამ, როდესაც დაეწია, – სად მიგყა-
ვართ?
– სომხეთში, – უპასუხა მან.
– რაო?!
– სომხეთში, – გაიმეორა ლენგდონმა, უკანმოუხედავად, –
მთავარია, – არ იღელვოთ.

ერთი სართულით ქვემოთ, ხუთასთა დარბაზის აივანზე, ვაი-


ენტა ცდილობდა, შეშინებულ ტურისტებში რაც შეიძლება შეუმ-
ჩნეველი დარჩენილიყო და ისე აკვირდებოდა, როგორ მირბოდ-
ნენ მუზეუმისკენ „დრს“-ის მუშაკები ბრიუდერის ხელმძღვანე-
ლობით. ქვევით ხმამაღლა ჯახუნობდა კარები – პოლიცია გასას-
ვლელებს კეტავდა.
თუ ლენგდონი მართლა იყო აქ, ახლა ნამდვილად მახეში გა-
ება.
სამწუხაროდ, თავად ვაიენტაც.

296 მკითხველთა ლიგა


თავი 45

ღია ყავისფერი მუხის ხით მოპირკეთებული და კესონირებუ-


ლი72 ჭერით, გეოგრაფიული რუკების დარბაზი პალაცო ვეკიოს
სხვა დარბაზებისგან (რომლებიც ძირითადად ქვითა და თაბაში-
რითაა გაწყობილი) მკვეთრად განსხვავდება. სასახლის ამ, ყო-
ფილ გარდერობში უამრავი კარადა და სათავსოა, რომელშიც
ოდესღაც დიდი ჰერცოგის მრავალფეროვანი ავლადიდება ინა-
ხებოდა. ახლა კი დარბაზის კედლები რუკებით არის დაფარული.
აქ სულ ორმოცდაცამეტი ფერადი, ტყავზე შესრულებული, ხელ-
ნაკეთი მსოფლიო რუკაა (როგორიც ის მეთექვსმეტე საუკუნეში
წარმოედგინათ).
სასახლის შთამბეჭდავ კარტოგრაფიულ კოლექციას ამშვე-
ნებს უზარმაზარი გლობუსი, ეგრეთ წოდებული Mappa mundi,
რომელიც ოთახის ცენტრში დგას. თითქმის ორი მეტრის დიამეტ-
რის ეს სფერო ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის
მბრუნავი გლობუსი გახლდათ. გარდა ამისა, იმ დროის ადამიან-
თა მოწმობით, მისი ამოძრავება თითის მსუბუქი შეხებითაც კი შე-
იძლებოდა. დღესდღეობით ის არის ბოლო ექსპონატი ტურისტე-
ბისთვის, რომლებიც მუზეუმის დარბაზის გრძელი დერეფნების
გავლის შემდეგ, როცა ამ ჩიხს მოაღწევენ, გაოცებულნი ათვა-
ლიერებენ მას და უკან ბრუნდებიან.
გულამოვარდნილი ლენგდონი და სიენა რუკების დარბაზში
შეცვივდნენ. მათ წინ ჰაერში ეკიდა დიდებული Mappa mundi,
მაგრამ ლენგდონს მისთვის წამითაც არ მიუქცევია ყურადღება.
კედლები მიმოათვალიერა.
– სომხეთი გვჭირდება! – წამოიძახა მან, – სომხეთის რუკა!

72
კესონი (არქიტ.) - მხატვრულად გაფორმებული კვადრატული ან
მრავალკუთხოვანი ჩაღმავება ჭერში.
297 მკითხველთა ლიგა
აღელვებულმა სიენამ მარჯვენა კედელს მიაშურა და სომხე-
თის რუკის ძებნა დაიწყო. ლენგდონმაც განაგრძო ძებნა მარცხე-
ნა კედელზე.
არაბეთი, ესპანეთი, საბერძნეთი...
ყოველი რუკა დეტალების სიუხვით გამოირჩეოდა, რაც დიდ
გაოცებას იწვევდა – ისინი ხომ ხუთასი წლის წინ დაამზადეს, რო-
დესაც მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ შეუსწავლელი
იყო.
„სად არის სომხეთი?“
მიუხედავად იმისა, რომ ლენგდონს მხედველობითი მეხსიე-
რება არასდროს ღალატობდა და ყოველთვის ცხადად ახსენებდა
წარსულის მოვლენებს, ახლა, რამდენიმე წლის წინანდელი პა-
ლაცო ვეკიოში საიდუმლო გასასვლელების თემაზე ექსკურსიის
მოგონებები ბუნდოვნადღა უტრიალებდა გონებაში. ეს სულაც არ
იყო გასეირნების წინ გადაკრული ორი ჭიქა „გაია ნებიოლოს“
ბრალი (სხვათა შორის, თავად სიტყვა „ნებიოლო“ „მსუბუქ
ნისლს“ აღნიშნავს). მიუხედავად ამისა, ლენგდონს ცხადად ახ-
სოვდა, როგორ აჩვენეს ექსკურსიის დროს ერთი რუკა, უფრო
ზუსტად – სომხეთის რუკა, რომელიც უნიკალური თვისებებით
გამოირჩეოდა.
„ვიცი, რომ აქ არის“, გაიფიქრა ლენგდონმა. რუკების წყება
უსასრულო ეჩვენებოდა.
– აი, ისიც! – წამოიყვირა სიენამ, – სომხეთი!
მისი ხმა ოთახის შორეული მარჯვენა კუთხიდან მოისმა. ლენ-
გდონი იმწამსვე მისკენ გაემართა და სიენამ ნაპოვნი რუკა აჩვე-
ნა. სიენას გამომეტყველება ეუბნებოდა: „აი, ვიპოვეთ სომხეთი –
ახლა რა ვქნათ?“
ლენგდონს ახსნის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ამიტომაც
მან პირდაპირ ჩაავლო ხელი მასიურ ჩარჩოს, თავისკენ მოსწია

298 მკითხველთა ლიგა


და მთელი რუკა კედლებზე გაკრული შპალერის ნაკუწებთან ერ-
თად შემოტრიალდა. მის შიგნით საიდუმლო გასასვლელი იყო.
– ოჰო! – აღმოხდა სიენას, – ესეც სომხეთი!
სიენას დრო აღარ დაუკარგავს და ნახევრად ბნელ ხვრელში
უყოყმანოდ შეძვრა. ლენგდონიც უკან მიჰყვა და სწრაფად მიიხუ-
რა საიდუმლო კარი.
მიუხედავად რამდენიმე წლის წინანდელი ექსკურსიის მოგო-
ნებათა ბუნდოვანებისა, ეს გასასვლელი ლენგდონს ცხადად ახ-
სოვდა. თითქოს სარკის მიღმა აღმოჩნდნენ – უხილავ სასახლე-
ში, რჩეულთა სამყაროში, რომელიც ჩვეულებრივი პალაცო ვე-
კიოს კედლებს მიღმა არსებობდა.
ოდესღაც აქ შემოსვლის უფლება მხოლოდ დიდებულ ჰერ-
ცოგსა და მასთან განსაკუთრებით დაახლოებულ პირებს ჰქონ-
დათ.
როგორც კი ლენგდონმა ზღურბლს გადააბიჯა, ახალი გარე-
მოს შესაფასებლად ოდნავ შეყოვნდა. მათ წინ მდებარე ქვის დე-
რეფანი მხოლოდ ბუნებრივი სინათლით იყო განათებული – სა-
შუალო ზომის სარკმლები მიუყვებოდა, დაბლა ეშვებოდა და ხის
კართან, შესასვლელიდან ორმოცდაათ მეტრში წყდებოდა.
ხელმარცხნივ ვიწრო კიბე ადიოდა, მაგრამ ასასვლელი ჯაჭ-
ვით იყო გადაღობილი. ტაბლოზე წარწერა გაეკეთებინათ:
„USCITA VIETAT“. და სწორედ იქით წავიდა ლენგდონიც.
– სად მიდიხართ? – წამოიძახა სიენამ, – აქ ხომ წერია, რომ
გასასვლელი არ არის?
– მადლობა, – ჩაიღიმა ლენგდონმა, – იტალიურად კითხვა
შემიძლია.
ჯაჭვი კაუჭებიდან მოხსნა, შემდეგ კვლავ უკან, საიდუმლო გა-
სასვლელის კართან დაბრუნდა, ჯაჭვი სახელურში გაუყარა, მო-
ქაჩა და კედლიდან ამოწეულ რკინის შვერილს შემოახვია. ახლა
ამ დერეფანში გარედან ვერავინ შემოაღწევდა.
299 მკითხველთა ლიგა
– აჰ, ახლა გასაგებია... – წაიბუტბუტა სიენამ, – კარგად მოგი-
ფიქრებიათ!
– დიდხანს ვერ შეაკავებს, – თქვა ლენგდონმა, – მაგრამ დი-
დი ხანი ჩვენ არც დაგვჭირდება. მომყევით.
როგორც კი სომხეთის რუკით შენიღბული კარის გაღება შეძ-
ლეს, აგენტი ბრიუდერი თავის აგენტებთან ერთად ვიწრო დერე-
ფანში შევარდა და მის ბოლოში მდებარე ხის კარისკენ გაიქცა.
და როდესაც ეს კარიც შეამტვრიეს, სიცივე შემოვარდა და წამით
ბრიუდერს მკვეთრმა მზის სინათლემ მოსჭრა თვალი.
ის აღმოჩნდა სამუშაო პლატფორმაზე, რომელიც სასახლის
სახურავის გასწვრივ იყო გადაჭიმული. ეს გზა მიდიოდა მათგან
ორმოცდაათ მეტრში მდებარე ასეთივე კართან, რომელიც
კვლავ შენობას უერთდებოდა.
ბრიუდერმამარცხნივ გაიხედა – ხუთასთა დარბაზის გუმბა-
თისმაგვარი სახურავისკენ – „აქ ვერ გაივლიან“. ახლა მარჯვნივ
გაიხედა – იქით ღრმა უფსკრულს დაეღო პირი, რომლიდანაც სი-
ნათლე ამოდიოდა. მყისიერი სიკვდილი.
მან კვლავ პირდაპირ გაიხედა.
– აქეთ!
მთელი ჯგუფი პლატფორმის გავლით მეორე კარისკენ გავარ-
და. აგენტთა ჯგუფს მზვერავი-ვერტმფრენი სვავივით დასტრია-
ლებდა თავზე.
მეორე კარის ზღურბლზე ბრიუდერი და ერთად შეჯგუფული
მისი ხალხი მკვეთრად შეჩერდა.
ისინი პატარა ოთახში აღმოჩნდნენ. გასასვლელი (იმ კარის
გარდა, რომელიც მათ უკვე გამოიარეს) არსად ჩანდა. კედელთან
ერთადერთი ხის მაგიდა იდგა, ხოლო თავად კედლებზე გამოსა-
ხული ფრესკები და უცნაური მახინჯი არსებები მოცინარი სახით
იყურებოდნენ.
ეს ჩიხი იყო.
300 მკითხველთა ლიგა
ბრიუდერის ერთ-ერთი აგენტი კედელზე დაკიდებულ საინ-
ფორმაციო პლაკატთან მივიდა.
– მოიცადეთ, – თქვა მან, – აქ წერია, რომ აქ finestra უნდა
იყოს. ეს რაღაც საიდუმლო სარკმლის მსგავსია, ხომ?
ბრიუდერმა მიმოიხედა, მაგრამ ვერანაირი საიდუმლო სარ-
კმელი ვერ შეამჩნია. და მაშინ თავადაც მივიდა პლაკატთან.
აღმოჩნდა, რომ ეს პატარა ოთახი ოდესღაც ჰერცოგის მეუღ-
ლის, ბიანკა კაპელოს პირადი კაბინეტი იყო და მართლაც მასში
იყო დატანებული საიდუმლო სარკმელი – una fiestra segrata,
რომლიდანაც ბიანკას შეეძლო ეთვალთვალა თავისი მეუღლის-
თვის, როცა იგი ხუთასთა დარბაზში სიტყვით გამოდიოდა.
ბრიუდერმა ოთახი კვლავ მოათვალიერა და გვერდითა კე-
დელზე პატარა, თითქმის შეუმჩნეველი გისოსებიანი სარკმელი
შენიშნა. „ნუთუ ამ სარკმლიდან გაიპარნენ?“
ბრიუდერი მიუახლოვდა, ყურადღებით შეისწავლა სათვალ-
თვალო სარკმელი და დარწმუნდა, რომ ლენგდონის ზომის ადა-
მიანი აქ ვერ გაეტეოდა. შემდეგ სახე მიადო გისოსებს, გარეთ გა-
იხედა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აქედან გაძრომა შეუძ-
ლებელი იყო: თუ ვინმე ამ ხვრელში გაძრომას მოახერხებდა,
დაბლა რამდენიმე სართულის სიმაღლიდან ჩავარდებოდა და
ხუთასთა დარბაზში დაენარცხებოდა.
„აბა, მაშინ სადღა გაქრნენ, დალახვროს ეშმაკმა!“
ბრიუდერი მოტრიალდა და უეცრად მთელი ამ მტანჯველი
დღის ყველა იმედგაცრუებამ ერთბაშად შემოუტია. აქ კი ბრიუ-
დერს ჩვეულმა თავშეკავებამ უმტყუნა, თავი დახარა და საშინე-
ლი ღრიალი აღმოხდა.
ვიწრო ოთახში მისი ხმა გამაყრუებლად გაისმა.
შორს, ქვემოდან, ხუთასთა დარბაზში, ტურისტები და პოლი-
ციელი შეკრთნენ და ჭერის გისოსებიან სარკმელს გახედეს. რო-

301 მკითხველთა ლიგა


გორც ჩანს, ჰერცოგის მეუღლის ყოფილი საიდუმლო კაბინეტი
ახლა ველური მხეცის გალიად ქცეულიყო.

სიენა ბრუკსი და რობერტ ლენგდონი უკუნ წყვდიადში იდგნენ.


ლენგდონმა რამდენიმე წუთის წინ სიენას თვალწინ ჯაჭვით
დაამაგრა სომხეთის რუკით შენიღბული საიდუმლო კარი, შემობ-
რუნდა და გზა განაგრძო.
მისდა გასაოცრად, ლენგდონი პირდაპირ კი არ გაემართა,
არამედ ავიდა ციცაბო კიბეზე, რომელზე მიმაგრებულ ტაბლოზეც
ეწერა: „USCITE VIETAT“.
– რობერტ! – მიმართა შეცბუნებულმა, – აწერია რომ „გასას-
ვლელი არ არის“! გარდა ამისა ვიფიქრე, ქვემოთ ხომ არ ჩავი-
დეთ-მეთქი!
– მართალი ბრძანდებით, – მხარსუკან გადმოსძახა ლენ-
გდონმა, – მაგრამ ხანდახან ზემოთ უნდა ახვიდეთ, რათა ქვემოთ
ჩახვიდეთ, – თვალი ჩაუკრა, – სატანის ჭიპი გახსოვთ?
„რაო?“ სიენა ლენგდონს უკან მიჰყვა.
– თქვენ რა, „ჯოჯოხეთი“ არ გაქვთ წაკითხული? – ჰკითხა
ლენგდონმა.
„წამიკითხავს... მაგრამ, მგონი, შვიდი წლის ასაკში“.
რამდენიმე წამში სიენა მიხვდა რასაც გულისხმობდა ლენ-
გდონი.
– აა, დიახ, სატანის ჭიპი! – წამოიძახა მან, – ახლა გამახსენ-
და!
სიენა მიხვდა, რომ ლენგდონი „ჯოჯოხეთის“ ბოლო ნაწილს
გულისხმობდა. ჯოჯოხეთის დასატოვებლად დანტე იძულებუ-
ლია, სატანის ბანჯგვლიან ღიპზე იხოხოს. როდესაც ის ჭიპამდე
(და ამასთან ერთად, დედამიწის ცენტრამდე) მიაღწევს, მიზიდუ-
ლობის ძალა მიმართულებას იცვლის და იმის მაგივრად, რომ
302 მკითხველთა ლიგა
დანტემ დაბლა, განსაწმენდელისკენ განაგრძოს სვლა, უეცრად
ის ზემოთ მიექანება.
სიენას ბევრი არაფერი ახსოვდა „ჯოჯოხეთიდან“, მაგრამ ის
ჩაებეჭდა, რომ გრავიტაციული ძალის ასეთმა უხეირო აღწერამ
გააბრაზა – აშკარა იყო, დანტეს გენიალურობა არ ეყო, ელემენ-
ტარული ფიზიკის კანონები გაეაზრებინა.
მათ ბოლომდე აიარეს კიბე და ლენგდონმა ერთადერთი კარი
გააღო. მასზე ეწერა: „SALA DEI MODELLI DI ARCHITETTURA“.
ლენგდონმა სიენა შეუშვა და თავადაც გადააბიჯა ზღურბლს, შემ-
დეგ კარი ურდულით გადაკეტა.
უბრალო პატარა ოთახში ვიტრინებიანი კარადები იდგა, რომ-
ლებშიც ვაზარის არქიტექტურული პროექტების – სასახლის ინ-
ტერიერის ხის მოდელები ეწყო. სიენამ ამ მოდელებს ყურადღება
არ მიაქცია. მაგრამ სამაგიეროდ დაინახა, რომ ოთახში არც სხვა
კარები იყო და არც ფანჯრები. როგორც გამაფრთხილებელ აბ-
რაზე ეწერა, აქ არავითარი გასასვლელი არ იყო.
– მეცამეტე საუკუნის შუა ხანებში, – ჩუმად დაიწყო ლენგდონ-
მა, – სასახლე ხელში ჩაიგდო ათენელმა ჰერცოგმა და სწორედ
მან გააკეთებინა საიდუმლო გასასვლელი, რომელსაც ათენელი
ჰერცოგის კიბე ეწოდება. ეს გასასვლელი მიემართება ქვემოთ
და პირდაპირ ქუჩაში გადის ერთი პატარა კარით. თუ იქამდე მი-
ვაღწევთ, ვერავინ შეამჩნევს, როგორ გავედით გარეთ, – ლენ-
გდონმა ერთ-ერთ მოდელზე ანიშნა, – ხედავთ? აი ისიც, გვერდი-
დან.
„აქ იმისთვის ამომათრია, რომ მოდელების ცქერით დამტკბა-
რიყო?“
სიენამ მოდელს შეშფოთებული მზერა შეავლო და შენიშნა კი-
ბე, რომელიც ქვემოთ ეშვებოდა. კიბე გონივრულად დაემალათ
შენობის შიდა და გარე კედლებს შორის.

303 მკითხველთა ლიგა


– საფეხურებს ვხედავ, რობერტ, – უღიმღამოდ თქვა სიენამ, –
მაგრამ ისინი სასახლის საპირისპირო მხარესაა. იქ ვერანაირად
ვერ მოვხვდებით!
– დასკვნები ნაადრევად ნუ გამოგაქვთ, – უპასუხა ლენგდონ-
მა ღიმილით.
უეცრად ქვემოთ ტკაცუნი გაისმა და დევნილები მიხვდნენ,
რომ მათი მდევრების მონდომებას სომხეთის რუკამ ვერ გაუძ-
ლო. სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ დერეფანში მორბენალი
აგენტების ფეხის ხმას. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, რომ აგენ-
ტები ზემოთ ამოვიდოდნენ – კიბეზე, რომელსაც ეწერა „გასას-
ვლელი არ არის“.
როდესაც ქვემოთ ხმაური შეწყდა, ლენგდონმა თავდაჯერე-
ბით გადაკვეთა ოთახი, გვერდი აუქცია მოდელებით სავსე ვიტ-
რინებს და შორეულ კუთხეში რაღაც კედლის კარადის მსგავსის-
კენ გაემართა. კარადა სიმაღლეში დაახლოებით ერთი მეტრი თუ
იქნებოდა და იატაკიდან ასევე ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო კე-
დელზე მიმაგრებული. ლენგდონმა არ დააყოვნა, ხელი შეავლო
სახელურს და კარი გამოაღო.
გაოგნებულმა სიენამ უკან დაიხია.
კარს მიღმა უსიგრძეგანო უფსკრული აღმოჩნდა... თითქოსდა
კარადა იმქვეყნიურ სამყაროში გადასასვლელი პორტალი ყო-
ფილიყოს. მის მიღმა უკუნი სიბნელე სუფევდა.
– მომყევით, – ბრძანა ლენგდონმა.
იქვე დაკიდული ფანარი აიღო, შემდეგ მოხერხებულად და
ძლიერად მოეჭიდა კარადას და კურდღლის სოროში გაუჩინარ-
და.

304 მკითხველთა ლიგა


თავი 46

La soffitta „მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი სხვენია“, გა-


იფიქრა ლენგდონმა.
კარის მიღმა სივრცე და ჰაერი ობისა და სიძველის სუნით იყო
გაჯერებული, თითქოს მრავალი საუკუნის მანძილზე სამშენებ-
ლო თაბაშირი იმდენად დაშლილიყო, რომ მტვრად ქცეული,
დაბლა ვეღარც კი აღწევდა და სახურავის ქვეშ მსუბუქი ღრუბე-
ლივით დამდგარიყო. გარშემო ყველაფერი ტკაცუნობდა და ჭრი-
ალებდა და ლენგდონს მოეჩვენა, რომ უზარმაზარი არსების მუ-
ცელში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც ლენგდონი ჭერზე ჰორიზონტალურად გადე-
ბული საყრდენების საიმედოობაში დარწმუნდა, ფანარი ასწია და
სიბნელე გაანათა.
მათ წინ უსასრულობაში მიმავალი გვირაბი გაშლილიყო, რო-
მელსაც სხვადასხვა კუთხითა და მიმართულებით კვეთდა სვეტე-
ბი, ძელაკები, საბჯენები და ხის კონსტრუქციის სხვა ნაწილები,
რომლებიც ხუთასთა დარბაზის უხილავ ჩონჩხს ქმნიდა.
ლენგდონმა ეს ვრცელი სხვენი რამდენიმე წლის წინ მოინახუ-
ლა, სწორედ იმ ექსკურსიის დროს, რომელსაც მსუბუქი „ნები-
ოლო“ უძღოდა წინ. დარბაზში გამოჭრილი ფანჯარა, რომელიც
არქიტექტურული მოდელებით სავსე ოთახში შედიოდა, იმის-
თვის გააკეთეს, რომ დამთვალიერებლებს ფანარი მიენათები-
ნათ და შემცირებული მოდელები რეალური ანალოგებისთვის
შეედარებინათ.
ახლა კი, როდესაც ამ სხვენში აღმოჩნდა, გაოცებულმა ლენ-
გდონმა აღმოაჩინა, რომ შიგნიდან ეს ოთახი ძალიან ჰგავდა ახა-
ლინგლისურ ბეღელს: სასახლის სახურავს ტრადიციული კონ-
სტრუქცია იჭერდა მძლავრი ვერტიკალური სვეტებითა და განივი
ძელებით.
305 მკითხველთა ლიგა
სიენაც ლენგდონის კვალდაკვალ შეძვრა კარადაში. ახლა მის
გვერდით ძელზე იდგა. ლენგდონმა ფანარი მოატარა, რომ ორი-
ენტაციაში დახმარებოდა.
ამ წერტილიდან სხვენის შიდა კარკასი გრძელი მართკუთხა
სამკუთხედების მწკრივს ჰგავდა, რომლებიც პერსპექტივაში
მცირდებოდა და შორეული უხილავი წერტილისკენ მიემართე-
ბოდა. იატაკის ფუნქციას ასრულებდა საყრდენი ბოძები, რომლე-
ბიც ძალიან ჰგავდა მასიურ სარკინიგზო ძელებს.
ლენგდონმა საკუთარ ფეხებზე ანიშნა და ჩუმად თქვა:
– ჩვენ ახლა სწორედ ხუთასთა დარბაზის თავზე ვართ. თუ მო-
პირდაპირე მხარეს გადასვლას შევძლებთ, აუცილებლად ვიპოვი
ათენის ჰერცოგის კიბეს.
სიენამ სკეპტიკური მზერა მიაპყრო მის წინ მდებარე ხის ლა-
ბირინთს. მისი გადალახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო შესაძ-
ლებელი, თუ პატარა ბავშვივით მწკრივებს გადაახტებოდი. თი-
თოეული ძელი რამდენიმე ფიცრისგან შედგებოდა და რკინის
ფართო კოჭებით იმგვარად იყო შეკრული, რომ საკმაოდ განიერ
ბილიკს ქმნიდა. სამწუხაროდ, ეს ბილიკები ერთმანეთისგან დი-
დი მანძილით იყვნენ დაცილებულნი.
– მე ვერ გადავხტები, – ჩურჩულით თქვა სიენამ.
„როგორც ჩანს, ვერც მე“, გაიფიქრა ლენგდონმა. ჩავარდნა
და სიკვდილი ერთი იყო. მან დაბლა, ძელებს შორის არსებულ
ცარიელ სივრცეს მიანათა ფანარი. მათ ქვემოთ ორ-სამ მეტრში
ჩანდა ლითონის ღეროებზე დაკიდებული მტვრიანი ზედაპირი –
ერთგვარი იატაკი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მტკიცე ჩან-
და, ლენგდონმა იცოდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მტვრით და-
ფარული, მაგრად დაჭიმული მასალა იყო. ეს გახლდათ ხუთასთა
დარბაზის დაკიდული ჭერის უკანა მხარე – გიგანტური ხის ჩარ-
ჩო, განკუთვნილი ვაზარის ოცდაცხრამეტი ნახატისთვის, რომ-

306 მკითხველთა ლიგა


ლებიც ერთად მაღალმხატვრულ დალიანდაგებულ გადასაფარე-
ბელს ქმნიდნენ.
სიენამ ქვემოთ მიუთითა:
– შეგვიძლია, დაბლა ჩავიდეთ და ისე გადავიდეთ მეორე მხა-
რეს?
„ამ შემთხვევაში ჩვენ ვაზარის ნახატის გავლით პირდაპირ ხუ-
თასთა დარბაზში ჩავცვივდებით“.
– უკეთეს ვარიანტს გეტყვი, – მშვიდად უპასუხა ლენგდონმა.
ამჯერად თავისი მეგზურის შეშინება არ სურდა. გაბრუნდა და
მთავარი გრძივი ძელისკენ გაემართა, რომელიც სხვენს გას-
წვრივ მიუყვებოდა, როგორც ერთგვარი ხერხემალი.
პირველი ვიზიტის დროს ლენგდონი არა მხოლოდ სხვენს ეს-
ტუმრა, არამედ გაისეირნა კიდეც იქ, როდესაც მოპირდაპირე კა-
რიდან შემოვიდა. თუ მეხსიერება არ ღალატობდა, ფართო გრძი-
ვი ძელის მეშვეობით სადამკვირვებლო მოედანზე შეიძლებოდა
გადასვლა. ძელი ზუსტად სხვენის ცენტრში მდებარეობდა.
თუმცა, როდესაც ლენგდონმა გრძივი ძელის შუა ნაწილამდე
მიაღწია, ისეთი არაფერი შეუმჩნევია, რაც ოდნავ მაინც წააგავდა
ტურისტებისთვის სპეციალურად მოწყობილ, კომფორტულ სა-
ვალ გზას, რომელიც მის მეხსიერებაში იყო შემონახული.
„ნეტა რამდენი ჭიქა „ნებიოლო“ დავლიე მაშინ?“
საიმედო და მტკიცე კონსტრუქციის ნაცვლად, გარდიგარდმო
მიყრილი საბჯენები და კოჭებზე გადებული ფიცრები დახვდა. ამ
არასაიმედო გადასასვლელებით სარგებლობას ეკვილიბრისტის
ნერვები სჭირდებოდა.
ლენგდონი მიხვდა, რომ ტურისტებისთვის მოწყობილი ბილი-
კი, რომელიც მეორე ბოლოდან იწყებოდა, მხოლოდ ცენტრა-
ლურ მოედნამდე აღწევდა და იქიდან დამთვალიერებლები უბ-
რალოდ უკან ბრუნდებოდნენ. ცალკეული ფიცრებისგან შეკრუ-
ლი ეს კონსტრუქცია, ჩანდა, მხოლოდ მომსახურე პერსონალის-
307 მკითხველთა ლიგა
თვის იყო განკუთვნილი, რომლებიც რამენაირად უნდა მოხვედ-
რილიყვნენ სხვენის მეორე ბოლოში.
– ვშიშობ, სასიკვდილო ნომრის შესრულება მოგვიწევს, – წა-
იბუტბუტა ლენგდონმა და შეშფოთებით შეხედა არამყარ ხიდს.
– ნუთუ! – სრულიად მშვიდად გამოეხმაურა სიენა, – ეს ხომ
ვენეციის წყალდიდობაზე უარესია.
ლენგდონს არ შეეძლო, არ ეღიარებინა, რომ სიენა თავისებუ-
რად მართალი იყო. ბოლოს, როდესაც ვენეციაში იმყოფებოდა,
მთელი სან-მარკოს მოედანი თითქმის ნახევარი მეტრის სიმაღ-
ლეზე დაიფარა წყლით და ლენგდონიც სასტუმრო „დანიელი-
დან“ ტაძარში გადაბრუნებულ ვედროებსა და ბეტონის ბლოკებ-
ზე გადებული ფიცრების მეშვეობით გადადიოდა. რა თქმა უნდა,
სულ სხვა საქმეა ფეხების დასველება და სულ სხვა – გვიანი რე-
ნესანსის ეპოქის შედევრის თავზე დაცემა და სასიკვდილოდ დამ-
ტვრევა...
ლენგდონმა თავიდან მოიცილა ეს უსიამოვნო აზრი და ვიწრო
ფიცარზე თამამად შედგა ფეხი. იმედოვნებდა, მისი გათამაშებუ-
ლი თავდაჯერებულობა სიენას ფარულ ეჭვებს გაუფანტავდა.
მაგრამ ამ გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, გული გამალებით
უცემდა. როდესაც შუა ნაწილს მიაღწია, მისი სიმძიმისგან ფიცარ-
მა ავის მომასწავებლად გაიტკაცუნა. ნაბიჯს აუჩქარა და სწრა-
ფად გადავიდა შემდგომ განივ, შედარებით საიმედო ფიცარზე.
ლენგდონმა სული მოითქვა, შემდეგ კი მობრუნდა, რომ სი-
ენასთვის გზა გაენათებინა და იმავდროულად გაემხნევებინა, თუ
ამის საჭიროება შეიქნებოდა. მაგრამ სიენა აშკარად არ საჭირო-
ებდა მის თანადგომას. სანამ ფანრის სინათლე ფიცრის ხიდს და-
ეცემოდა, სიენამ მკვირცხლად გადაირბინა მასზე. მისი უნაკლო
სხეულის წონისგან ფიცარი თითქმის არც ჩაზნექილა და სულ
რამდენიმე წამში ის უკვე ლენგდონის გვერდით იდგა.

308 მკითხველთა ლიგა


პირველი წარმატებით შთაგონებული ლენგდონი შებრუნდა
და შემდგომ ფიცარზე დადგა ფეხი. სიენამ მოიცადა, სანამ ლენ-
გდონი გადავიდოდა და ფანრით შემობრუნდებოდა; შემდეგ კი
ცოცხლად გაჰყვა უკან. ეს ქმედება რამდენჯერმე გაიმეორეს და
თითქოსდა ერთ რიტმში დაიწყეს ცეკვა – ერთმანეთის მიყოლე-
ბით ორი ფიგურა ერთადერთი ფანრის შუქზე მოძრაობდა. ქვე-
მოთ, თხელი ჭერის მიღმა, პოლიციელთა რაციების შიშინი ისმო-
და. ლენგდონმა თავს ჩაღიმების უფლებაც კი მისცა. „ხუთასთა
დარბაზის თავზე დავფარფატებთ – უწონადოები და უხილავები“.
– გამახსენეთ, რობერტ – ჩუმად მიმართა სიენამ, – თქვენ
თქვით, რომ ინიაციომ გითხრათ, სადაც უნდა ეძებოთ ნიღაბი?
– უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიმანიშნა, – უპასუხა ლენ-
გდონმა და აუხსნა, რომ ინიაციომ ავტომოპასუხისთვის ნიღბის
ადგილმდებარეობის საიდუმლოს განდობა არ ისურვა და ინ-
ფორმაცია დაშიფრულად მიაწოდა. მან სამოთხე ახსენა, – ვფიქ-
რობ, რომ ეს „ღვთაებრივი კომედიის“ მესამე ნაწილზეა მინიშნე-
ბა. ეს მისი სიტყვებია: „სამოთხე“, ოცდამეხუთე“.
სიენამ სწრაფად შეხედა მას.
– შესაძლოა, ოცდამეხუთე სიმღერას გულისხმობდა!
– გეთანხმებით, – უპასუხა ლენგდონმა. სიმღერა, რომელსაც
იტალიურად კანტო ეწოდება, სრულიად შეესაბამება ზემოხსენე-
ბულ თავს. თვით ეს სახელწოდება იმ ძველ დროს ეკუთვნის, რო-
დესაც ეპიკური პოემები ზეპირად გადაეცემოდა თაობებს, ანუ
„იმღერებოდა“ და არ იწერებოდა. „ღვთაებრივ კომედიაში“ ამ-
გვარი სულ ასი თავია, რომელიც სამ ნაწილადაა დაყოფილი:
„ჯოჯოხეთი“, 1-34
„განსაწმენდელი“, 1-33
„სამოთხე“, 1-33
„სამოთხე“, ოცდამეხუთე“, გაიფიქრა ლენგდონმა. ნანობდა,
რომ მისი შესაშური მხედველობითი მეხსიერებაც კი უძლური
309 მკითხველთა ლიგა
იყო დანტეს მთელი ტექსტის ზეპირად დასამახსოვრებლად.
„დანტეს თხზულების ტექსტის ასლი გვჭირდება“.
– და კიდევ ერთი, – განაგრძო ლენგდონმა, – ინიაციოს უკა-
ნასკნელი ფრაზა იყო: „შენთვის კარიბჭე გახსნილია, მაგრამ უნ-
და იჩქარო“, – შეყოვნდა და სიენას შეხედა, – ვფიქრობ, ოცდამე-
ხუთე სიმღერა ფლორენციაში არსებულ კონკრეტულ ადგილზე
მითითებას შეიცავს. სავარაუდოდ, კარიბჭის შესახებ.
– მაგრამ ამ ქალაქში ალბათ ასობით კარიბჭეა.
– ჰო. სწორედ ამიტომაც უნდა წავიკითხოთ „სამოთხის“ ოც-
დამეხუთე სიმღერა, – და მხიარულად გაუღიმა, – თქვენ, შემ-
თხვევით, „ღვთაებრივი კომედიის“ ტექსტი ზეპირად ხომ არ გახ-
სოვთ?
სიენამ ლენგდონს, როგორც გიჟს, ისე შეხედა.
– ბავშვობის დროს ძველიტალიურად წაკითხული თოთხმეტი
ათასი სტრიქონი? – თავი გააქნია, – პროფესორო, ეს თქვენ
გაქვთ ანომალიური მეხსიერება. მე კი ჩვეულებრივი ექიმი ვარ.
ლენგდონმა გზა განაგრძო, თან სწყინდა, რომ ყველაფერი
იმის შემდეგ, რაც მან და სიენამ ერთად გადაიტანეს, ქალი მაინც
მალავდა სიმართლეს თავისი ბრწყინვალე ინტელექტუალური
შესაძლებლობების შესახებ. „ჩვეულებრივი ექიმი? – ლენგდონს
ჩუმად ჩაეცინა, – რა გასაოცარი მოკრძალებაა!“
კარგად ახსოვდა გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები, რომლე-
ბიც სიენას უნიკალურ შესაძლებლობებს აქებდნენ. სამწუხაროდ,
სავსებით გასაგები მიზეზების გამო, არც ერთ მათგანს არ შეეძ-
ლო კლასიკური პოემების მთლიანი ტექსტის დაზეპირება.
სრულ მდუმარებაში გაიარეს რამდენიმე გადასასვლელი. ბო-
ლოს სიბნელეში რაღაც მასიური კონსტრუქციის მსგავსი კონტუ-
რები გამოიკვეთა. „ესეც სადამკვირვებლო მოედანი!“ არამყარი
ხიდი, რომელზეც ისინი დააბიჯებდნენ, გაცილებით საიმედო, მო-
აჯირებიანი კონსტრუქციისკენ მიემართებოდა. ისღა რჩებოდათ,
310 მკითხველთა ლიგა
იქამდე მიეღწიათ, გაევლოთ დამთვალიერებლებისთვის გან-
კუთვნილ კომფორტულ გზაზე და სხვენი კარის გავლით დაეტო-
ვებინათ – იქიდან კი, როგორც ლენგდონს ახსოვდა, ერთი ხე-
ლის გაწვდენაზე იყო ათენის ჰერცოგის კიბე.
როდესაც მოედანს უახლოვდებოდნენ, ლენგდონმა მათ ზე-
მოთ
ორნახევარი მეტრის სიმაღლეზე დაკიდულ ჭერს ახედა. მისი
კესონები კვლავ ერთი ზომისანი იყვნენ, თუმცა წინ გამოჩნდა ერ-
თი კესონი, რომელიც დანარჩენებს აღემატებოდა.
„კოზიმო პირველის აპოთეოზი“.
ხუთასთა დარბაზის ცენტრში, უზარმაზარ მრგვალ გუმბათში
ვაზარიმ თავისი ყველაზე საყვარელი ნახატი მოათავსა. ლენ-
გდონი თავის სტუდენტებს ხშირად აჩვენებდა სლაიდებში „კოზი-
მო პირველის აპოთეოზს“ და საუბრობდა მის მსგავსებაზე ნიუ-
იორკის კაპიტოლიუმში გამოფენილ „ვაშინგტონის აპოთეოზ-
თან“. ეს უკანასკნელი იყო იმის მოკრძალებული შეხსენება, რომ
ახალგაზრდა ამერიკამ იტალიისგან არა მხოლოდ რესპუბლიკუ-
რი სახელმწიფოს იდეა ისესხა.
ახლალენგდონს „აპოთეოზის“ შესწავლა კი არა, მასთან სას-
წრაფოდ ჩავლა სურდა. ნაბიჯს აუჩქარა და თავი ოდნავ შეაბრუ-
ნა, რათა სიენასთვის ჩურჩულით ეთქვა, რომ თითქმის სამშვი-
დობოს იყვნენ. ამ დროს მარჯვენა ფეხი დაუცდა და ფიცრის პირს
დაადგა. უცხო ფეხსაცმელში ფეხი გასრიალდა, კოჭი გადაუბ-
რუნდა. წონასწორობის შესანარჩუნებლად ლენგდონი ოდნავ
წინ გადაიხარა.
მაგრამ დააგვიანდა.
ლენგდონი მუხლებზე დაეცა, ფეხებში ტკივილმა დაუარა, ხე-
ლები წინ გაიშვირა, რათა მომდევნო ფიცარს მისწვდომოდა. ფა-
ნარი სადღაც სიბნელეში გაფრინდა და დარბაზის ჭერის გაჭი-
მულმა მასალამ, როგორც დამცავმა ბადემ, დაიჭირა. ლენგდონ-
311 მკითხველთა ლიგა
მა გადებულ ტიხარზე მაინც შეიმაგრა თავი, მაგრამ მის ქვემოთ
მდებარე ფიცარი გადაიხარა და ქვემოთ, კესონის ჭერს დაენარ-
ცხა – პირდაპირ ვაზარის „აპოთეოზის“ ჩარჩოს.
გაისმა გრუხუნი, რომელმაც ექოდ გადაუარა მთელ სხვენს.
გვარიანად შეშინებული ლენგდონი ფეხზე წამოხტა და სიენას-
კენ შეტრიალდა.
ფანრის სუსტ შუქზე ჩანდა, რომ სიენა უწინდელ ადგილზე იდ-
გა, ფიცარზე – მახეში მოქცეული და თავდახსნის ყველანაირ შან-
სდაკარგული.
მისი თვალები იმას ამბობდა, რასაც ლენგდონი ისედაც ხვდე-
ბოდა: ჩავარდნილი ფიცრის ხმამ მათი ადგილმდებარეობა გას-
ცა.

ვაიენტამ ჭერზე ხმაურის გაგონებისთანავე ზემოთ აიხედა.


– სხვენში ვირთხები არიან? – იხუმრა კამერიანმა ტურისტმა.
აღელვებული ხმა ჰქონდა.
„ძალიან დიდი ვირთხები ყოფილან“, გაიფიქრა ვაიენტამ, თან
თვალს არ აშორებდა ჭერის ცენტრში გამოსახულ ნახატს. ხის
საყრდენების ქვეშ მტვრის პატარა ღრუბელი გაჩნდა და ვაიენტას
შეეძლო დაეფიცა, რომ ერთ ადგილას სურათი გამოიბურცა... აშ-
კარად ვიღაცამ მეორე მხრიდან დააბიჯა მასზე.
– იქნებ რომელიმე პოლიციელს სადამკვირვებლო მოედანზე
პისტოლეტი დაუვარდა? – ივარაუდა მის გვერდით მდგარმა ტუ-
რისტმა, თან სურათზე გამობურცულ ადგილს შეჰყურებდა, –
თქვენი აზრით, რას უნდა ეძებდნენ იქ? საშინლად საინტერე-
სოა...
– სადამკვირვებლო მოედნიდან? – გამოფხიზლდა ვაიენტა, –
იქ რა, ნამდვილად შესაძლებელია ასვლა?

312 მკითხველთა ლიგა


– დიახ, – ტურისტმა მუზეუმში შემოსასვლელზე მიუთითა, –
აი, იმ კარის მიღმა კიდევ ერთი კარია, რომელიც სხვენზე ადის.
იქიდან შეიძლება დაათვალიეროთ, როგორ არის მოწყობილი
ჭერი და სახურავი. ვაზარი უბრალოდ გენიოსია!
უეცრად ხუთასთა დარბაზში ბრიუდერის ხმა გაისმა: „სად გაქ-
რნენ, ეშმაკმა დალახვროს?“
ეს ხმებიც, როგორც რამდენიმე წუთის წინ განწირული ღრი-
ალი ჭერთან, ვაიენტას მარცხნივ, კედელზე გამოჭრილი პატარა
გიგოსებიანი ფანჯრიდან მოისმა. ცხადი იყო, ბრიუდერი ამ ფან-
ჯრის მიღმა იყო... მოხატული ჭერიდან მთელი ერთი სართულით
ქვემოთ.
ვაიენტამ მზერა კვლავ ჭერზე ამობურცულ ნახატს მიაპყრო.
„სხვენის ვირთხები, – გაიფიქრა ვაიენტამ, – გაქცევას ცდი-
ლობენ“.
ვაიენტამ კამერიან ტურისტს მადლობა გადაუხადა და სწრა-
ფად, თუმცა შეუმჩნევლად გაძვრა მუზეუმის დახურული კარის-
კენ. „არა მგონია დაკეტილი იყოს – პოლიციელები ხომ აქეთ-
იქით დარბიან“.
როგორც ყოველთვის, ვაიენტას ინტუიციამ არ უღალატა.

313 მკითხველთა ლიგა


თავი 47

ამ დროისთვის გარეთ, Loggia dei Lanzi-ის პორტიკის


ჩრდილქვეშ შუახნის მამაკაცი იდგა და დიდი ინტერესით ადევ-
ნებდა თვალს პოლიციელებით სავსე მოედანზე დატრიალებულ
ქაოსს. მას Plume Paris-ის სათვალე და „კიტრებიანი“ ჰალსტუხი
ეკეთა, ყურზე კი პატარა ოქროს საყურე უბზინავდა.
სასახლის მოედანზე გამართული აყალმაყალის ცქერისას იგ-
რძნო, რომ კვლავ ექავებოდა კისერი. ერთ ღამეში გაუჩნდა კანზე
გამონაყარი, რომელიც სწრაფად მრავლდებოდა – პატარა მუწუ-
კებს უკვე მთელი კისერი, ნიკაპი, ლოყები და საფეთქლებიც კი
დაეფარათ.
როდესაც ხელებს დახედა, ფრჩხილებზე სისხლი შეამჩნია.
ცხვირსახოცი ამოიღო და მასთან ერთად კისერსა და საფეთ-
ქლებზეა დახეთქილი ბუშტუკებიც მოიწმინდა.
თავი მოიწესრიგა და კვლავ შეხედა პალაცო ვეკიოსთან
მდგარ ორ შავ ფურგონს. მასთან ახლოს მყოფი ერთ-ერთი ფურ-
გონის უკანა სავარძელზე ორი მგზავრი იჯდა.
პირველი მათგანი შავფორმიანი შეიარაღებული მამაკაცი
იყო.
მის გვერდით კი ასაკოვანი, მაგრამ ძალიან ლამაზი ქალი
ვერცხლისფერი თმითა და გულზე დაკიდებული ლურჯი ავგარო-
ზით.
მამაკაცი კანქვეშა ინიექციისთვის გამზადებულ შპრიცში წა-
მალს იღებდა.

დოქტორი ელიზაბეთ სინსკი ფურგონის ფანჯრიდან დაბინდუ-


ლი მზერით უყურებდა სასახლეს და ფიქრობდა, რომელ მომენ-
ტში გახდა სიტუაცია ესოდენ უკონტროლო.
314 მკითხველთა ლიგა
– ქალბატონო? – გვერდით გაისმა ხრინწიანი ხმა.
აღელვებული ქალი თანამგზავრს მიუბრუნდა. მამაკაცმა
იდაყვში მოჰკიდა ხელი და შპრიცი ასწია.
– გთხოვთ, არ გაინძრეთ.
ქალს ბასრი ნემსი ხელში შეესო.
– ახლა შეგიძლიათ ისევ წაუძინოთ, – უთხრა მეგზურმა და
წამლის შეყვანა დაასრულა.
ქალმა თვალები მილულა, მაგრამ მანამდე მოასწრო და პორ-
ტიკთა ჩრდილქვეშ მდგარი უცნობი მამაკაცი შეამჩნია – მოდური
სათვალითა და ჰალსტუხით. იგი გულდასმით აკვირდებოდა
ქალს. სახე წითელი ჰქონდა, მუწუკებით დაფარული. წამით ისიც
კი მოეჩვენა, თითქოს იცნობდა მას, მაგრამ როდესაც ამაში და-
სარწმუნებლად თვალები გაახილა, მამაკაცი იმ ადგილზე აღარ
დახვდა.

315 მკითხველთა ლიგა


თავი 48

სხვენში მყოფ ლენგდონსა და სიენას ერთმანეთთან ახლა უკ-


ვე ექვსი მეტრი ცარიელი სივრცე აშორებდათ. ჩავარდნილი ფი-
ცარი მათ ქვემოთ ორნახევარ მეტრში, ხის კარკასზე ეგდო, რო-
მელიც ვაზარის „აპოთეოზის“ ჩარჩოს წარმოადგენდა. პირდა-
პირ დარბაზის გაჭიმული ჭერის ტილოზე დაგდებული ფანარი
ისევ ენთო. ტილო მისი სიმძიმით გვარიანად ჩაზნექილიყო.
– შეგიძლიათ აქეთ გადმოათრიოთ ფიცარი, უკან რომ დევს?
– ჩუმად იკითხა ლენგდონმა.
სიენამ უკან მიიხედა.
– თუ გამოვწევ, მეორე ბოლო ქვემოთ, სურათს დაეცემა.
ლენგდონს სწორედ ამისი ეშინოდა. ყველაზე ნაკლებად ის
სურდა, რომ ვაზარის ნახატს მძიმე ფიცარი დასცემოდა.
– მოვიფიქრე! – სიენა ვერტიკალური ძელის გასწვრივ, გვერ-
დითა კედლისკენ წავიდა. ლენგდონიც მისი პარალელური მი-
მართულებით დაიძრა. რაც უფრო შორდებოდნენ ფანრის შუქს,
მომდევნო ნაბიჯისთვის ადგილის შერჩევა სულ უფრო რთული
ხდებოდა. კედელს როცა მიაღწიეს, ორივენი თითქმის სრულ
სიბნელეში აღმოჩნდნენ.
– აი, იქ, – დაიჩურჩულა სიენამ და დაბლა ანიშნა, – კარკასის
ზღვარია. კედელთან უნდა იყოს მიმაგრებული. ვფიქრობ, რომ
გამიძლებს.
სანამ ლენგდონი შეეწინააღმდეგებოდა, სიენა უკვე დაბლა
ჩამოდიოდა და ძელაკებსა თუ საბჯენებს კიბესავით ეყრდნობო-
და. სულ მალე ის უკვე ხის კესონის ნაპირზე იდგა. შემდეგ კედ-
ლის მიმართულებით დაიძრა და ნელი ნაბიჯებით განაგრძო გზა,
თითქოს მრავალსართულიანი შენობის სახურავზე ყოფილიყო.
ლენგდონისკენ გაემართა. კარკასი ავბედითად ჭრიალებდა.

316 მკითხველთა ლიგა


„თხელ ყინულზე სიარულისას, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ნა-
პირთან ახლოს უნდა იმოძრაო“.
როდესაც სიენამ ლენგდონსა და ფიცარს შორის არსებული
მანძილის ნახევარი დაფარა, მასში კვლავ გაცოცხლდა იმედი,
რომ აქედან გაღწევას დროულად შეძლებდნენ.
უეცრად სადღაც სიბნელეში კარი გაიღო და სწრაფი ნაბიჯების
ხმა გაისმა. დამთვალიერებლებისთვის განკუთვნილი გზიდან
მათ ვიღაც უახლოვდებოდა. შემდეგ ფანრის სინათლე შენიშნეს
– უცნობი სხვენში სივრცეს ფანრის წრიული მოძრაობით ათვა-
ლიერებდა. ლენგდონმა იგრძნო, როგორ ეცლებოდა ხელიდან
გადარჩენის იმედი – ვიღაც მათკენ მოდიოდა და ამით ხსნისკენ
მიმავალ გზას უკეტავდა.
– გზა განაგრძეთ, სიენა! – უჩურჩულა მან, – კედლის გაყო-
ლებით! სულ ბოლოში გასასვლელია. მე კი მათ ყურადღებას მი-
ვიქცევ!
– არა! – კინაღამ ხმამაღლა წამოიყვირა სიენამ, – რობერტ,
დაბრუნდით!
თუმცა ლენგდონმა კვლავ უკან, კონსტრუქციის დასაწყისის-
კენ გასწია და სიენა გვერდითა კედელთან სიბნელეში დატოვა.
როდესაც ლენგდონმა ცენტრალურ ბოძს მიაღწია, უცნობი
ადამიანის ფიგურამ სადამკვირვებლო მოედანზე შედგა ფეხი,
ქვედა საფეხურზე შეჩერდა და ფანარი ლენგდონს პირდაპირ
თვალებში მიანათა.
მკვეთრმა სინათლემ ლენგდონი წამით დააბრმავა და მაშინ-
ვე, დანებების ნიშნად ხელები ჰაერში ასწია. რთული იყო ამაზე
წამგებიან პოზიციაში აღმოჩენილიყო ადამიანი – ვიწრო ბილიკ-
ზე მდგარი, ხუთასთა დარბაზის ჭერში, თვალისმომჭრელი სი-
ნათლით დაბრმავებული.
ლენგდონი ან სროლას ელოდა, ან დანებების ბრძანებას, მაგ-
რამ ხმაც არავის ამოუღია. რაღაც დროით სახიდან სინათლე მო-
317 მკითხველთა ლიგა
შორდა და გარშემო არსებულ წყვდიადში მოძრაობა დაიწყო,
თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა... რადგან სინათლე სახეში
აღარ ანათებდა, ლენგდონმა თვალი შეავლო მომხდურის დაბინ-
დულ სილუეტს. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამ ადამიანის ბეისბო-
ლის ქურთუკი რკინის ეკლებით შეკრულ თმას მალავდა.
ლენგდონის მეხსიერებაში მაშინვე ამოტივტივდა დოქტორი
მარკონი, რომელიც საავადმყოფოს იატაკზე მის თვალწინ მოკ-
ვდა და მთელი სხეული დაეძაბა.
„მიპოვა. თავისი საქმის ბოლომდე მიყვანა სურს“.
ლენგდონმა წარმოიდგინა ბერძენი მყვინთავები, რომლებ-
მაც წყალქვეშა გვირაბში ღრმად შესცურეს, უკან დასაბრუნებე-
ლი გზა დიდი მანძილით მოიტოვეს უკან და უეცრად ყრუ ქვის კე-
დელს წააწყდნენ.
მკვლელმა კვლავ თვალებში მიანათა ფანარი.
– მისტერ ლენგდონ, – მშვიდად თქვა მან, – სად არის თქვენი
თანაშემწე?
ლენგდონს შიშისგან გააცივა. „ორივეს დახოცვა უნდა“.
მან სპეციალურად პირდაპირ გახედა სიბნელეს, საიდანაც
ისინი მოვიდნენ. იქით ნამდვილად არ იყო სიენა.
– ქალი აქ არაფერ შუაშია. თქვენ მე გჭირდებით.
გულში კი ლოცულობდა, სიენას კედლის გასწვრივ განეგრძო
სიარული. თუ ის სადამკვირვებლო მოედნის ჩუმად გავლას მო-
ახერხებდა, მაშინ მას შეუმჩნევლად შეეძლო დაქირავებული
მკვლელის ზურგს უკან ხიდზე მოხვედრა და კართან მისვლა.
მკვლელმა კვლავ ასწია ფანარი და ლენგდონის უკან სივრცე
მოათვალიერა. დამაბრმავებელი სინათლისგან ცოტა ხნით გა-
თავისუფლებულმა ლენგდონმა უეცრად მკვლელის ზურგსუკან
სხვა ფიგურა შენიშნა.
„ო, ღმერთო!“

318 მკითხველთა ლიგა


სიენა მართლაც მიიპარებოდა წინა მოაჯირიდან ცენტრალუ-
რისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი მხოლოდ ათიოდე ნაბიჯის მო-
შორებით იმყოფებოდა მკვლელისგან.
„ფრთხილად სიენა! ძალიან ახლოს ხარ! შენს ხმას გაიგო-
ნებს!“
სინათლის სხივი კვლავ სახეზე მოხვდა.
– ყურადღებით მომისმინეთ, პროფესორო, – ჩუმად თქვა
მკვლელმა, – თუ სიცოცხლე გინდათ, ჩემი რჩევა გაითვალისწი-
ნეთ – მომენდეთ. ჩემი დავალება გააუქმეს. თქვენთვის ზიანის
მოყენების მიზეზი აღარ მაქვს. ახლა ერთ გუნდში ვართ. იქნებ
შევძლო თქვენი დახმარება.
ლენგდონი მის სიტყვებს სანახევროდ უსმენდა. მთელი ყუ-
რადღება სიენაზეჰქონდა გადატანილი – ახლა მის ფიგურას
პროფილში ხედავდა. სიენა მარდად აძვრა გზაზე პლატფორმის
გადაღმა, მაგრამ ჯერ კიდევ ახლოს იმყოფებოდა მკვლელთან.
„გაიქეცი! – ფიქრებში უბრძანა ლენგდონმა, – გაიქეცი აქე-
დან, დროზე!“
ლენგდონის შფოთიანი ფიქრების მიუხედავად, სიენა ადგილ-
ზე დარჩა. დაიხარა და გაირინდა.

ვაიენტას მზერა ლენგდონის ზურგს უკან გამეფებულ სიბნე-


ლეს ათვალიერებდა. „სად ჯანდაბაშია, დასწყევლოს ეშმაკმა?
ნუთუ ცალ-ცალკე წავიდნენ?“
ვაიენტას ისიც უნდა მოეფიქრებინა, ბრიუდერის ცხვირწინ
როგორ გაეპარებინა ორივე გაქცეული. „ეს ჩემი ერთადერთი
შანსია“.
– სიენა! – გაბედა და ოდნავ ხმამაღლა დაიძახა, – თუ ჩემი ხმა
გესმით, ყურადღებით მომისმინეთ. არავითარ შემთხვევაში არ
უნდა ჩაუვარდეთ ხელში ქვემოთ მყოფ ხალხს. ისინი ნაზად ნამ-
319 მკითხველთა ლიგა
დვილად არ მოგეპყრობიან. მე ვიცი, აქედან როგორც უნდა გავი-
დეთ. დაგეხმარებით. მენდეთ.
– თქვენ გენდოთ? – წამოიყვირა ლენგდონმა ისე, რომ მისი
ხმა მთელ სხვენს მოედო, – თქვენ ხომ მკვლელი ხართ!
„სიენა ახლოსაა, – მიხვდა ვაიენტა, – ლენგდონი მას მიმარ-
თავს... მის გაფრთხილებას ცდილობს“.
გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი.
– სიენა, ძალიან რთული სიტუაციაა. მაგრამ მე შემიძლია და-
გეხმაროთ. თავად დაფიქრდით. მახეში ხართ. სხვა გზა უბრა-
ლოდ არ გაქვთ.
– მას აქვს სხვა გზა, – კვლავ ალაპარაკდა ლენგდონი, – და
ნამდვილად ეყოფა ჭკუა, რომ თქვენგან რაც შეიძლება შორს გა-
იქცეს.
– ყველაფერი შეიცვალა, – ჯიუტად გაიმეორა ვაიენტამ, –
აღარ მოგაყენებთ ზიანს, არც თქვენ და არც მას.
– თქვენ დოქტორი მარკონი მოკალით! და ვფიქრობ, სწორედ
თქვენ დამჭერით თავში.
ვაიენტამ იცოდა – პროფესორი ვერასდროს დაიჯერებდა,
რომ მისი მოკვლა არ სურდა.
„ლაპარაკის დრო გავიდა. ვერაფრით დავარწმუნებ“.
გადაწყვიტა, დრო აღარ დაეკარგა, ტყავის ქურთუკის შიდა ჯი-
ბეში ხელი შეყო და იქიდან მაყუჩიანი პოსტოლეტი გამოიღო.

სიენა მკვლელისგან ათიოდე მეტრის მოშორებით, ფიცარზე


ჩაცუცქული, გასუსული უცდიდა ადგილზე მიყინულ ლენგდონს.
სიბნელეშიც კი ამ ქალის სილუეტი ყველასგან გამოირჩეოდა.
მან სწორედ ის პისტოლეტი ამოიღო, რომლითაც დოქტორ მარ-
კონის ესროლა.

320 მკითხველთა ლიგა


„ახლა გაისვრის“ – შავი ფიგურის მოძრაობებით ცხადად მიხ-
ვდა ამას.
და მართლაც, მკვლელმა ლენგდონისკენ ორი ნაბიჯი გადად-
გა და ვაზარის „აპოთეოზის“ ზემოთ, მოედნის დაბალ მოაჯირთან
გაჩერდა. იმდენად ახლოს იყო ლენგდონთან, რამდენადაც შეეძ-
ლო. პისტოლეტი ასწია და პროფესორს პირდაპირ გულში და-
უმიზნა.
– ოდნავ გეტკინებათ, – თქვა მან, – მაგრამ სხვა არჩევანი არ
მაქვს.
სიენას რეაქცია მყისიერი და ინსტინქტური იყო.

ვაიენტას ფეხქვეშ უეცარი რყევა საკმარისი აღმოჩნდა, რომ


მას სასხლეტისთვის თითი გამოეკრა. ოდნავ შექანდა. გასრო-
ლის მომენტში კი მიხვდა, რომ პისტოლეტის ლულა ლენგდონის-
კენ აღარ იყო მიმართული.
ვიღაც მის ზურგს უკან მორბოდა.
მთელი სისწრაფით მორბოდა.
ვაიენტა იარაღჩაბღუჯული შემოტრიალდა მკვეთრად, ას ოთ-
ხმოცი გრადუსით. სიბნელეში წამით გაიელვა ქერა თმამ – ვიღაც
მისკენ უსწრაფესად მორბოდა. პისტოლეტმა კვლავ გაიჩხაკუნა,
მაგრამ მისკენ მორბენალი დაიხარა, რათა შეტაკების მომენტში
გამართულიყო და სწორედ ამიტომ ცეცხლის ხაზს ქვემოთ აღ-
მოჩნდა.
ვაიენტას საყრდენი გამოეცალა და მთელი სხეულით პლატ-
ფორმის ქვედა შვერილებზე დაეცა. მუცლის არეში დარტყმა იმ-
დენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მთელი სხეულით მოაჯირს მიღმა
გადავარდა. ხელები აიქნია, რომ რაიმეს მოსჭიდებოდა, მაგრამ
უკვე გვიანი იყო. ის ქვევით ჩავარდა.

321 მკითხველთა ლიგა


ვარდნისას ვაიენტამ ფეხები შეკრა და მოიკუნტა, რომ რბი-
ლად დავარდნილიყო პლატფორმიდან ორნახევარი მეტრით და-
შორებულ ზედაპირზე. მაგრამ დაცემა გაცილებით რბილი აღ-
მოჩნდა, ვიდრე ის ფიქრობდა... თითქოს ნაქსოვ ჰამაკზე დამხტა-
რიყოს.
ზურგზე მწოლიარემ დაბნეული მზერა მიაპყრო გადმომ-
გდებს. მოაჯირის მიღმიდან მას სიენა ბრუკსი უცქერდა. გაოგნე-
ბულმა ვაიენტამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ უეც-
რად მის ქვემოთ ხმამაღალი ტკაცანი გაისმა.
ქსოვილმა მის წონას ვერ გაუძლო და ვაიენტა უფრო ქვემოთ
ჩავარდა.
ამჯერად ვარდნა სამი უსასრულო წამის განმავლობაში
გრძელდებოდა და ვაიენტამ თავს ზემოთ, ჭერზე განლაგებული
ულამაზესი ნახატების დანახვა მოასწრო. ზუსტად მის ზემოთ მდე-
ბარე ნახატზე (ეს იყო დიდი მრგვალი ტილო კოზიმო პირველის
გამოსახულებით, რომელიც ღრუბლებზე ქერუბიმებთან ერთად
იჯდა) ტილოში შავი ხვრელი ჩანდა ჩამოხეული ნაპირებით.
ამას მოჰყვა საშინელი დაცემის ხმა და ვაიენტას მთელი სამ-
ყარო ჩაბნელდა, არარაობად იქცა.

სულ მაღლა, შიშისგან გახევებული რობერტ ლენგდონი გა-


მოხეული „აპოთეოზის“ მიღმა უფსკრულს გადაჰყურებდა. ხუ-
თასთა დარბაზის ქვის იატაკზე ქალის სხეული ეგდო და თავიდან
სისხლი სდიოდა. პისტოლეტი ხელში ისევ ჩაბღუჯული ჰქონდა.
ლენგდონმა მზერა სიენაზე გადაიტანა – ისიც ქვემოთ იყურე-
ბოდა საშინელი სანახაობით გაოგნებული. სახეზე ეტყობოდა,
თავზარდაცემული რომ იყო.
– არ მინდოდა...

322 მკითხველთა ლიგა


– დამნაშავე არ ხართ, – დაიჩურჩულა ლენგდონმა, – მომ-
კლავდა.
ქვემოდან შეშინებული ხმები გაისმა.
ლენგდონმა სიენას იდაყვზე მსუბუქად მოჰკიდა ხელიდა მოა-
ჯირს მოაცილა.
– უნდა წავიდეთ.

323 მკითხველთა ლიგა


თავი 49

ჰერცოგის მეუღლის, ბიანკა კაპელოს საიდუმლო კაბინეტში


მდგარმა აგენტმა ბრიუდერმა მძიმე საგნის ვარდნის შემზარავი
ხმა გაიგონა, რომელსაც დაფეთებული ხალხის მზარდი გუგუნი
მოჰყვა ხუთასთა დარბაზში. გისოსებიან სარკმელს ეცა და გაიხე-
და. რამდენიმე წამი დასჭირდა, რომ ნანახი სათანადოდ აღექვა.
მუზეუმის ფეხმძიმე ადმინისტრატორი მალევე გაჩნდა დავარ-
დნილი ქალის გვერდით და პირზე ხელი აიფარა – შეძრწუნებუ-
ლი ტურისტების შუაგულში დაგდებული ფიგურის დანახვისას
ძრწოლამ აიტანა, შემდეგ მისმა მზერამ დარბაზის ჭერისკენ გა-
დაინაცვლა და განწირული ხმა აღმოხდა. ბრიუდერმაც ახედა ჭე-
რის ცენტრალურ პანელს. მის ცენტრში გამოსახულ ნახატზე
უზარმაზარი ხვრელი გაჩენილიყო.
ის ადმინისტრატორს მიუბრუნდა.
– ზემოთ როგორ მოვხვდეთ?

შენობის მეორე ბოლოში კი გულამოვარდნილი ლენგდონი


და სიენა კარის გავლით სხვენიდან გაცვივდნენ. ლენგდონმა
რამდენიმე წამში მიაგნო პატარა ნიშს, რომელიც ეშმაკურად იყო
დამალული ჟოლოსფერი ფარდის მიღმა. წინა ექსკურსიიდან მი-
სი ადგილმდებარეობა კარგად ახსოვდა.
ათენელი ჰერცოგის კიბე.
ეჩვენებოდათ, რომ ყვირილი და ფეხის ხმა ყველა მხრიდან
ისმოდა. ისინი ახლოვდებოდნენ და ლენგდონი ხვდებოდა, რომ
დრო მათ წინააღმდეგ მუშაობდა. სასწრაფოდ ფარდა გადასწია
და ერთად გაძვრნენ პატარა კიბის ბაქანზე.
ხმაამოუღებლივ დაუყვნენ ქვის კიბეს, რომელიც მეტად ვიწ-
რო საფეხურებისა და თავბრუდამხვევი მოსახვევებისგან შედგე-
324 მკითხველთა ლიგა
ბოდა. რაც უფრო წინ მიიწევდნენ, მით მეტად ვიწროვდებოდა გა-
სასვლელი. ლენგდონს ნელ-ნელა ეჩვენებოდა, რომ სადაცაა
კედლები გასრესდნენ, მაგრამ ამ დროს კიბე გათავდა.
„მადლობა ღმერთს!“
გაქცეულები უეცრად ძალიან პატარა სენაკში აღმოჩნდნენ
და,
მიუხედავად იმისა, რომ აქედან გასასვლელი კარი მსოფ-
ლიოში ყველაზე პატარა გახლდათ, მისმა დანახვამ საოცრად გა-
ახარათ. სულ რაღაც ერთი მეტრის სიმაღლის რკინის მოქლონე-
ბიანი ხის კარი მძიმე რკინის ურდულით გადაეკეტათ, რათა სა-
სახლეში გარედან ვერავინ შესულიყო.
– ქუჩის ხმაური მესმის, – თქვა სიენამ, ემოციებისგან ჯერ
გონზე ვერ მოსულიყო, – რა არის გარეთ?
– ვია დელა ნინა, – ლენგდონს გაახსენდა ხალხით სავსე სა-
ფეხმავლო ქუჩა, – მაგრამ შესაძლოა აქ პოლიცია იყოს.
– ვერ გვიცნობენ. ისინი ქერა ქალსა და შავთმიან მამაკაცს
ეძებენ.
ლენგდონმა ქალს გაოცებით შეხედა.
– და ჩვენ ხომ ზუსტად...
სიენამ თავი გააქნია სევდიანი, მაგრამ მტკიცე გამომეტყვე-
ლებით.
– არ მინდოდა, ასეთი გენახეთ, რობერტ, მაგრამ, სამწუხა-
როდ, რეალურად ასეთი ვარ, – ხელები ასწია და პარიკი თავის-
კენ მოქაჩა – მთელი თმა ერთბაშად ჩამოუცურდა თავიდან.
ლენგდონმა ერთბაშად უკან დაიხია, არა იმდენად პარიკის,
რამდენადაც სიენას სრული სახეცვლილების გამო. სიენა ბრუკსი
სრულიად მელოტი აღმოჩნდა – უფერული და გლუვი თავი ჰქონ-
და – ძალიან ჰგავდა კიბოთი დაავადებულ პაციენტს ქიმიოთერა-
პიის კურსის შემდეგ. „ყველაფერთან ერთად ავადაც არის?“

325 მკითხველთა ლიგა


– ვიცი, ვიცი, – თქვა ქალმა, – გრძელი ისტორიაა. აბა, დაიხა-
რეთ, – პარიკი ასწია და სცადა, ლენგდონის თავზე მოერგო.
„სერიოზულად აპირებს ამას?“ ლენგდონი გაუბედავად დაიხა-
რა და სიენამ თავზე თავისი ქერა პარიკი დაახურა. ძლივს მოერ-
გო. როგორც შეეძლო, გაუსწორა; შემდეგ უკან დაიხია და თავის
ნამუშევარს კრიტიკული მზერა შეავლო. რაღაცით უკმაყოფილო,
ისევ მიუახლოვდა პროფესორს, ჰალსტუხი მოხსნა, თავზე შემო-
ახვია და ამავდროულად, ცუდად მორგებული პარიკიც დაამაგ-
რა.
შემდეგ საკუთარი თავის მოწესრიგებას შეუდგა: შარვალი
მუხლებამდე აიკეცა და წინდები კოჭებამდე ჩაიწია. როდესაც
წელში გასწორდა, ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებდა – ჩვეულებ-
რივი გარეგნობის სიენა ბრუკსი პანკ-როკის მსმენელ სკინჰედად
გადაიქცა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა იყო.
– დაიმახსოვრეთ, – თქვა მან, – ადამიანის ამოცნობა სხე-
ულის ენით ხდება, ასე რომ, ეცადეთ, ბებერ როკერს მიჰბაძოთ.
„ბებრის განსახიერებას შევძლებ, – გაიფიქრა ლენგდონმა, –
მაგრამ როკერობისა რა გითხრათ“.
ლენგდონმა სიტყვის შებრუნება ვერ მოასწრო, რომ სიენამ
პატარა კარს ურდული მოხსნა და ფართოდ გააღო. შემდეგ და-
იხარა და ხალხით სავსე ქვაფენილიან ხიდზე აღმოჩნდა. ლენ-
გდონიც უკან მიჰყვა და თითქმის ოთხზე დამდგარი გავიდა გა-
რეთ.
თუ არ ჩავთვლიდით რამდენიმე გაოცებულ მზერას, რომე-
ლიც გამვლელებმა პალაცო ვეკიოს ძირში დატანებული პატარა
კარიდან გამომძვრალ ამ უცნაურ წყვილს მიაპყრეს, სხვა მხრივ,
მათ გამოჩენას არანაირი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. რამდენიმე
წამში ხალხის ნაკადს შერეული ლენგდონი და სიენა აღმოსავ-
ლეთით მიაბიჯებდნენ.

326 მკითხველთა ლიგა


Plume Paris-ის ფირმის სათვალიანი მამაკაცი სისხლიანი მუ-
წუკების ფხანას განაგრძობდა, ხალხის ნაკადში გზას მიიკვლევ-
და და ლენგდონსა და სიენას უსაფრთხო მანძილის დაშორებით
მიჰყვებოდა უკან. მიუხედავად შენიღბული გარეგნობისა, მან
გაქცეულები მაშინვე შენიშნა, როდესაც პატარა კარიდან ვია
დელ ნინაზე გამოვიდნენ და მაშინვე იცნო ისინი.
რამდენიმე კვარტლის გავლის შემდეგ სუნთქვა გაუძნელდა –
გულის არეში მწვავე ტკივილი იგრძნო, რომელიც ღრმად სუნ-
თქვაში უშლიდა ხელს. თავს ისე გრძნობდა, თითქოს გულის ფი-
ცართან მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენეს.
ტკივილისგან კბილებს აღრჭიალებდა, თუმცა კვლავ ლენ-
გდონისა და სიენასკენ მიმართა ყურადღება. მთელი მონდომე-
ბით ცდილობდა, ფლორენციის ხალხით სავსე ქუჩებში მათი კვა-
ლი არ დაეკარგა.

327 მკითხველთა ლიგა


თავი 50

დილის მზე ჰორიზონტს საგრძნობლად ამოსცდა და ძველი ქა-


ლაქის ნაგებობათა ვიწრო ნაპრალებიდან გამოღწეულმა მისმა
სხივებმა მოგრძო ჩრდილები წარმოქმნა. ვაჭრებს უკვე დაეწყოთ
თავიანთი დახლებისა თუ ბარების რკინის ცხაურების გახსნა. ჰა-
ერში დილის ესპრესოსა და ახალგამომცხვარი იტალიური ღვე-
ზელის – კორნეტის სურნელი ტრიალებდა.
მწვავე შიმშილის მიუხედავად, ლენგდონი თავს აიძულებდა,
შეუჩერებლივ ევლო. „ნიღაბი უნდა ვიპოვო... და შევხედო, რა
აქვს მეორე მხარეს“.
ლენგდონს სიენა ლეონის ქუჩის ჩრდილოეთ მხარეს მიჰყავ-
და და თან ცდილობდა, მის ახალ იერს შეჰგუებოდა, მაგრამ ჯერ-
ჯერობით უჭირდა. მეგზურის გარეგნობის რადიკალურმა ცვლი-
ლებამ ისიც გაახსენა, რომ ამ ადამიანს კარგად სულაც არ იც-
ნობდა.
ისინი ტაძრის მოედნისკენ მიემართებოდნენ – სწორედ იმ მო-
ედნისკენ, რომელზეც ინიაციო ბუზონიმ დალია სული და სიკვდი-
ლამდე რამდენიმე წამით ადრე ტელეფონზე დარეკვა მოასწრო.
რობერტ... ის რასაც შენ ეძებ, საიმედოდაა დამალული. შენ-
თვის კარიბჭე გახსნილია, თუმცა უნდა იჩქარო. „სამოთხე“. ოც-
დამეხუთე. წარმატებები.
„სამოთხე“, ოცდამეხუთე“, თავისთვის გაიმეორა ლენგდონმა;
გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ ინიაციოს დანტეს ტექსტი ასე
კარგად ახსოვდა – კრიტიკულ მომენტში მან ტექსტის კონკრე-
ტულ სიმღერაზე მიუთითა. ცხადია, რომ ოპერა-დელ-დუომოს
დირექტორს კარგად ახსოვდა რომელიღაც კონკრეტული ეპიზო-
დი ამ სიმღერიდან. ლენგდონმა ზუსტად იცოდა, რომ სულ მალე
მიაგნებდა ამ ეპიზოდს. მთავარი იყო წიგნი ეშოვა, რომლის ეგ-
ზემპლარის ფლორენციაში შოვნა არც ისე რთული გახლდათ.
328 მკითხველთა ლიგა
მხრებამდე ხელოვნური თმის ქვეშ მთელი თავი ექავებოდა და
მიუხედავად იმისა, რომ ამ კომუფლაჟში არცთუ კარგად გრძნობ-
და თავს, არ შეეძლო, არ ეღიარებინა, რომ სიენას იმპროვიზებუ-
ლი შენიღბვა საკმაოდ ეფექტური გამოდგა. ყურადღებას არავინ
აქცევდათ – პალაცო ვეკიოს მიმართულებით მიმავალმა პოლი-
ციელებმაც კი (რომლებიც ალბათ თავიანთი თანამშრომლების
დასახმარებლად მიიჩქაროდნენ) უყურადღებოდ ჩაუარეს გვერ-
დით.
გარკვეული დროის განმავლობაში სიენა ლენგდონის გვერ-
დით ხმაამოუღებლად მიაბიჯებდა. ლენგდონი მისკენ გადაიხარა
იმაში დასარწმუნებლად, რომ კარგად იყო. სიენას სახის გამო-
მეტყველების მიხედვით, აშკარად ფიქრებით შორს დაფრინავდა
– ალბათ ვერაფრით შეჰგუებოდა იმას, რომ რამდენიმე წუთის
წინ დაქირავებული მკვლელი გამოასალმა სიცოცხლეს.
– რაზე ფიქრობთ? – შეჰბედა კითხვა იმედით, რომ მისი მეგ-
ზური სასახლის ქვის იატაკზე გართხმულ მკვდარ ქალზე ფიქრებს
მოსწყდებოდა.
სიენა ძლივს გამოერკვა.
– ზობრისტზე ვფიქრობდი, – თქვა აუჩქარებლად, – ვიხსენებ-
დი, მის შესახებ კიდევ რა ვიცი.
– მერე?
მან მხრები აიჩეჩა.
– მის შესახებ თითქმის ყველაფერი იმ სკანდალურ სტატიაში
ამოვიკითხე, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ დაწერა. ამ სტა-
ტიამ ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. სამედიცინო წრე-
ებში ის მყისიერად გავრცელდა, ვირუსივით, – სიენა შეკრთა, –
მაპატიეთ, სათანადო სიტყვებს ვერ ვარჩევ.
წარბშეკრულ ლენგდონს ჩაეცინა:
– განაგრძეთ.

329 მკითხველთა ლიგა


– ამ სტატიის მთელი არსი ის გახლავთ, რომ კაცობრიობა
საფრთხის პირას დგას თუ არ მოხდება კატასტროფა, რომელიც
დედამიწის მოსახლეობის რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს,
ჩვენი მოდგმა ას წელსაც ვეღარ იარსებებს.
ლენგდონი მისკენ გაოგნებული სახით შებრუნდა:
– მხოლოდ ერთი საუკუნე?
– რაღა თქმა უნდა, თამამი განაცხადია. კაცობრიობის დარჩე-
ნილი ვადის შესახებ მისი დასკვნა წინამორბედებისგან განსხვა-
ვებულია, თუმცა საკმაოდ დამაჯერებელი მეცნიერული მონაცე-
მებითაა გამყარებული. ზობრისტმა უამრავი მტერი გაიჩინა, რო-
ცა განაცხადა, ექიმებმა უნდა შეწყვიტონ ადამიანებზე ზრუნვა,
რადგანაც სიცოცხლის გახანგრძლივებით მოსახლეობის სიჭარ-
ბის პრობლემა უფრო და უფრო უარესდებაო.
ახლა კი ლენგდონი ხვდებოდა, რატომ გამოიწვია ამ სტატიამ
აჟიოტაჟი სამედიცინო წრეებში.
– გასაკვირიც არ არის, რომ ზობრისტს ერთდროულად ყველა
მხრიდან შეუტიეს, – აგრძელებდა სიენა, – პოლიტიკოსები, სა-
სულიერო პირები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – ყველა
დასცინოდა, როგორც შეშლილს, რომელიც სამყაროს აღსას-
რულს მხოლოდ იმიტომ წინასწარმეტყველებს, რომ პანიკა და-
თესოს. ისინი განსაკუთრებით გააცოფა იმის მტკიცებამ, რომ
დღევანდელი ახალგაზრდების შვილები, თუ ცხადია ისინი მათ
გაჩენას ინებებენ, კაცობრიობის დაღუპვის მოწმენი გახდებიან.
ზობრისტმა თავისი მოსაზრებების საილუსტრაციოდ გამოიყენა
„განკითხვის დღის საათი“ – მისი მიხედვით, თუ კაცობრიობის
მთელ ისტორიას ერთადერთ საათში მოვაქცევთ, აღმოჩნდება,
რომ ჩვენს უკანასკნელ დღეებს ვითვლით.
– ეს საათი ინტერნეტში მინახავს, – აღიარა ლენგდონმა.
– დიახ, მისი გამოგონილია. ამანაც საშინელი აღშფოთება გა-
მოიწვია. მაგრამ საზოგადოების მოწამვლა ზობრისტმა მაშინ და-
330 მკითხველთა ლიგა
იწყო, როდესაც განაცხადა, რომ გენურ ინჟინერიაში მისი აღმო-
ჩენა კაცობრიობას მეტ სარგებელს მოუტანს, თუ მას გამოიყენე-
ბენ არა დაავადებათა სამკურნალოდ, არამედ მათ შესაქმნელად.
– რაო?!
– დიახ, მიაჩნდა, რომ მისი აღმოჩენილი მეთოდები მოსახ-
ლეობის ზრდის საწინააღმდეგოდ უნდა მიემართათ, დაავადება-
თა ჰიბრიდული გამომწვევების შექმნის გზით, რასაც თანამედ-
როვე მედიცინა ვერ განკურნავდა.
ლენგდონს ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც წარმოიდგინა უც-
ნაური „დიზაინის“ ვირუსები – იმგვარნი, რომ საკმარისია, თავი-
სუფლად გამოუშვა, ვეღარასოდეს შეაჩერებ.
– სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, – განაგრძო სიენამ,–
სამეცნიერო მწვერვალებზე მდგომი ზობრისტი განდევნილად იქ-
ცა. ექიმებმა ანათემას გადასცეს, – სიენა გაჩუმდა, სახეზე თანაგ-
რძნობა გამოეხატა, – საერთოდაც, გასაკვირი სულაც არ არის,
რომ ის საბოლოოდ გატყდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით
დაასრულა. და ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, იმიტომ რომ, მისი
შეხედულებები შესაძლოა, სამართლიანია.
ლენგდონი კინაღამ წაიქცა.
– უკაცრავად... თქვენი აზრით, ის მართალია?!
სიენამ მხრები აიჩეჩა.
– იცით, რობერტ, თუ საქმეს სუფთა მეცნიერული თვალსაზრი-
სით შევხედავთ, – ცივი ლოგიკითა და უემოციოდ, – მაშინ ყვე-
ლანაირი ეჭვის გარეშე გეტყვით, რომ ჩვენი მოდგმის გადარჩენა
მხოლოდ რაიმე სახის რადიკალურ ცვლილებას შეუძლია. თუ ეს
ცვლილება არ მოხდება, გადაშენება გარდაუვალი იქნება. მე
ვგულისხმობ არა ცეცხლის ალს, გოგირდს, აპოკალიფსსა და
ატომურ ომს, არამედ პლანეტის მოსახლეობით გადავსებას. მა-
თემატიკასთან კამათს აზრი არ აქვს.
ლენგდონს გულ-მუცელი გაეყინა.
331 მკითხველთა ლიგა
– საკმაოდ კარგად მესმის ბიოლოგია, – აგრძელებდა სიენა,
– ჩვენ პირველი სახეობა როდი ვართ, რომლის სიჭარბეც დაშვე-
ბულ ზღვარს გადასცდა. წარმოიდგინეთ ტყეში, პატარა ტბის ზე-
დაპირზე მოტივტივე ლემნა – ეს წყალმცენარეების კოლონიაა,
რომლებიც წყლის სიღრმეში არსებული საკვები ნივთიერებების
ფართო არჩევანით ტკბებიან. თუ მათ არ გააკონტროლებთ, ისე
სწრაფად გამრავლდებიან, რომ მთელ ტბას დაფარავენ და წყალ-
ში მზის სხივიც ვეღარ ჩააღწევს. ეს ხელს შეუშლის საკვები ნივ-
თიერებების წარმოქმნას. შემდგომ წყალმცენარეები თავიანთი
საცხოვრებელი არეალიდან სწრაფად აითვისებენ უკანასკნელ
საკვებ ნივთიერებებს და უკვალოდ გადაშენდებიან, – ქალმა
მძიმედ ამოისუნთქა, – ამგვარი რამ თავისუფლად შეიძლება და-
ემართოს კაცობრიობას. გარდა ამისა, შესაძლოა ეს უფრო სწრა-
ფად მოხდეს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს წარმოუდგენია.
ლენგდონი მთლად დაბნეული ჩანდა.
– მაგრამ... ეს ხომ შეუძლებელია.
– არა, რობერტ, შეუძლებელი კი არა, უბრალოდ, წარმოუდ-
გენელია. ადამიანს გააჩნია პრიმიტიული დაცვითი მექანიზმი,
რომელიც არ იღებს და
უკუაგდებს ნებისმიერ რეალობას, რომელიც მის ტვინს გადა-
მეტებული სტრესით ემუქრება. ამას უარყოფა ეწოდება.
– მსმენია უარყოფის შესახებ, – შენიშნა ლენგდონმა, – მაგ-
რამ, ვფიქრობ რომ ის არ არსებობს.
სიენამ თვალები აღაპყრო.
– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ დამიჯერეთ, სავსებით რეალური
ცნებაა. უარყოფა – ეს ადამიანური ადაპტაციის მექანიზმის მნიშ-
ვნელოვანი ელემენტია. მის გარეშე ყოველდღიურად გაგვაღვი-
ძებდა საშინელი შიში, რომ სხვადასხვაგვარი ფორმით სიკვდი-
ლი მოგველის. ჩვენი ცნობიერება ამ ეგზისტენციალურ შიშებს
ბლოკავს და ჩვენს ყურადღებას იმ პრობლემებისკენ მიმართავს,
332 მკითხველთა ლიგა
რომელთა გადაჭრაც შეგვიძლია – მაგალითად, დროულად მი-
ვიდეთ სამსახურში ან არ დავაგვიანოთ გადასახადების გადახდა.
და თუ ცოტათი მაინც განვიცდით ამ გაურკვეველ ეგზისტენცია-
ლურ შიშს, მალევე ვთავისუფლდებით და კვლავ ყოფით პრობ-
ლემებსა თუ ჩვეულ საქმიანობაზე გადავერთვებით.
ლენგდონს სულ ცოტა ხნის წინანდელი ინტერნეტკვლევა გა-
ახსენდა. საკვლევი ობიექტების როლი სუროს ლიგაში შემავალი
რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოირგეს. კვლევის შე-
დეგებმა აჩვენა, რომ ინტელექტის მაღალი მაჩვენებლების მქო-
ნე ინტერნეტქსელის მომხმარებლებიც კი ავლენენ „უარყოფის-
კენ“ ინსტინქტურ მიდრეკილებას. გარდა ამისა, ისიც გაირკვა,
რომ სტუნდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც გადააწყდებიან
ხოლმე სტატიებს არქტიკული ყინულების დნობის ან ცხოველთა
სახეობების გადაშენების შესახებ, რაიმე უმნიშვნელოზე გადაერ-
თვებიან და ამით ათავისუფლებენ თავიანთ ცნობიერებას შიშის-
გან. მსგავსი „ტრანკვილიზატორის“ როლს ასრულებს სპორტუ-
ლი მიმოხილვები, სასაცილო ვიდეოჩანაწერები კატებზე და ჭო-
რები ცნობილ ადამიანებზე.
– უძველეს მითოლოგიაში, – შენიშნა ლენგდონმა, – „უარ-
მყოფელი“ გმირი ამპარტავნებისა და სიამაყის განსახიერებაა.
არ არსებობს იმაზე უფრო ამპარტავანი ადამიანი, ვიდრე ის, ვი-
საც მიაჩნია, რომ ამ ცხოვრების საშიშროებებისადმი შეუვალია.
დანტეც სწორედ ამ აზრს ეთანხმებოდა და ამპარტავნებას შვიდ
მომაკვდინებელ ცოდვათაგან ყველაზე უარესის სტატუსს ანიჭებ-
და... და სწორედ ამიტომ მოაქცია ამპარტავნები განსაწმენდე-
ლის პირველ წრეში.
სიენა ცოტა ხნით ჩაფიქრდა, შემდეგ კვლავ ალაპარაკდა:
– თავის სტატიაში ზობრისტი ბევრ სახელმწიფო ლიდერს ადა-
ნაშაულებდა რეალობის უარყოფაში... თავს ქვიშაში რგავენო.

333 მკითხველთა ლიგა


და განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდა ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციას.
– ალბათ ისინიც არ დარჩნენ ვალში.
– ამის საპასუხოდ მათ ზობრისტი შეადარეს რელიგიურ ფანა-
ტიკოსს, რომელიც გზაჯვარედინზე დგას პლაკატით ხელში: „სამ-
ყაროს აღსასრული ახლოა!“
– ჰარვარდ-სკვერში შეხვდებით რამდენიმე ასეთ ადამიანს.
– დიახ, და ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ, იმიტომ რომ
არც ერთ ჩვენგანს არ სურს წარმოიდგინოს, რომ ეს მართლაც
მოხდება. მაგრამ მერწმუნეთ: თუ ხალხს რაიმე მოვლენის წარ-
მოდგენა არ ძალუძს... ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ მოხდება.
– ისე საუბრობთ, თითქოს ზობრისტის თაყვანისმცემელი
იყოთ.
– მე სიმართლის თაყვანისმცემელი ვარ, – ეს სიტყვა მან გა-
მოკვეთილად წარმოთქვა, – მიუღებელიც რომ იყოს ის.
ლენგდონი გაჩუმდა – მას და მის მეგზურს შორის კვლავ უც-
ნაური გაუცხოება გაჩნდა. კაცი მიაბიჯებდა და თან ცდილობდა
გაეგო, როგორ იყრიდა თავს ამ ქალში ერთბაშად მგზნებარე
ემოციები და მეცნიერული სიცივე.
სიენამ შეხედა და სახეზე დაძაბულობა გაუქრა.
– მომისმინეთ, რობერტ, მე ხომ ზობრისტის მსგავსად არ
ვმსჯელობ, თითქოსდა მოსახლეობის სიჭარბის წამალი შავი ჭი-
რი იყოს, რომელიც დედამიწის მოსახლეობის ნახევარს ამოწ-
ყვეტს. არ ვფიქრობ, რომ ავადმყოფების მოვლა უნდა შევწყვი-
ტოთ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენი ახლანდელი გზა თვით-
განადგურების გზაა. მოსახლეობის რაოდენობა ექსპონენცია-
ლურად იმატებს მაშინ, როცა საცხოვრებელი ადგილი, რესურსე-
ბი შეზღუდულია. აღსასრული სულ მალე დადგება. ნუ იფიქრებთ,
რომ ნელ-ნელა გამოგველევა ბენზინი... – ჩვენი ავტომობი-
ლი პირდაპირ უფსკრულში გადაიჩეხება.
334 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ტუჩზე იკბინა.
– ამ ადამიანს რაც შეეხება, – სახემოღუშულმა დაამატა სი-
ენამ და სადღაც ზემოთ, ხელმარჯვნივ მიუთითა, – აი, მგონი იქი-
დან გადმოხტა ზობრისტი.
ლენგდონმა აიხედა და ახლაღა შეამჩნია, რომ უკვე ბარჯე-
ლოს მუზეუმის ქვის პირქუში ფასადის შორიახლოს იყვნენ. მის
მიღმა, ყველა შენობაზე მაღლა ასვეტილიყო ბადიის უზარმაზარი
კოშკი. ლენგდონი კოშკის წვერს შესცქეროდა და ფიქრობდა,
რამ აიძულა ზობრისტი, გადმომხტარიყო. იმედია იმან არა, რომ
რაღაც საშინელი ჩაიდინა და ვაჟკაცობა არ ეყო, შედეგებისთვის
თვალი გაესწორებინა?
– ზობრისტის კრიტიკოსებს, – თქვა სიენამ, – უყვართ იმ პა-
რადოქსული მომენტის აღნიშვნა, რომ მის მიერ გამოგონილი
გენური ინჟინერიის მეთოდი ადამიანის სიცოცხლის საშუალო
მაჩვენებლის საგრძნობლად გაზრდას უწყობს ხელს.
– ეს კი მოსახლეობის სიჭარბის პრობლემას ართულებს.
– ზუსტადაც. ერთხელ ზობრისტმა სახალხოდ განაცხადა, რომ
ბედნიერი იქნებოდა, ჯინი უკანვე, ლამპარში ჩაეკეტა და კაცობ-
რიობის დღეგრძელობის საქმეში გაწეული ღვაწლი გაექრო.
ვფიქრობ, იდეოლოგიური თვალსაზრისით ეს გონივრულია. რაც
უფრო დიდხანს ვცოცხლობთ, მით მეტი რესურსი იხარჯება მოხუ-
ცებისა და ავადმყოფების უზრუნველსაყოფად.
ლენგდონმა თავი დაუქნია.
– წამიკითხავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯანდაც-
ვის სისტემის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი მთელი დანა-
ხარჯის სამოცი პროცენტი იხარჯება იმ პაციენტებზე, რომლებიც
თავიანთი ცხოვრების უკანასკნელ ნახევარ წელიწადს საავად-
მყოფოებში ატარებენ.

335 მკითხველთა ლიგა


– მართალია, და მიუხედავად იმისა, რომ გონება გეუბნებათ:
„ეს სიგიჟეა“, გული მოითხოვს: „ბებია არ უნდა მოკვდეს – დაე,
დიდხანს იცოცხლოს“.
ლენგდონმა კვლავ თავი დაუქნია.
– ეს აპოლონსა და დიონისეს შორის არსებული კონფლიქ-
ტია – ცნობილი მითოლოგიური დილემა. გონებასა და გულს შო-
რის გამართული ოდინდელი ბრძოლა, რომელთაც იშვიათად თუ
უნდათ ერთი და იგივე რამ.
ლენგდონს ვიღაცამ უამბო, რომ ჩვენს დროში ამ მითოლოგი-
ურ მეტაფორას ხშირად მიმართავდნენ ანონიმური ალკოჰოლი-
კების საზოგადოების წევრები სასმლით სავსე ჭიქასთან მჯდომი
ლოთის მდგომარეობის განხილვისას: მას ტვინი ეუბნება, რომ
სპირტიანი სასმელი ავნებს, მაგრამ გულს შვება სწყურია, რომ-
ლის მიცემაც სასმელს შეუძლია. ამის მორალი, ცხადია, შემდეგ-
ნაირია: არ იფიქრო, რომ მხოლოდ შენ ერთს გერგო ეს ტანჯვა,
– თავად ღმერთებიც კი ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში.
– ვინ საჭიროებს აღატუსიას? – უეცრად იჩურჩულა სიენამ.
– რა?
სიენამ ზემოთ აიხედა.
– როგორც იქნა, გავიხსენე ზობრისტის სტატიის სათაური. მას
ეწოდებოდა „ვინ საჭიროებს აღატუსიას“.
ლენგდონს არასდროს გაეგო სიტყვა „აღატუსია“, მაგრამ მიხ-
ვდა, რომ ორი ბერძნული სიტყვის შეერთებით იყო მიღებული –
„აღატოს“ და „ტუსია“.
– აღატუსია... „სათნო მსხვერპლს“ ნიშნავს?
– დაახლოებით. უფრო ზუსტად, ის ნიშნავს „საერთო სარგებე-
ლისთვის თავის შეწირვას“, – სიენა გაჩუმდა, – სხვაგვარად რომ
ვთქვათ, საქველმოქმედო თვითმკვლელობა.
ლენგდონს ეს ტერმინი ადრეც რამდენჯერმე გაეგონა. ერთ
შემთხვევაში ეს შეეხებოდა გაკოტრებულ ადამიანს, რომელმაც
336 მკითხველთა ლიგა
თავი მოიკლა, რათა მის ოჯახს დაზღვევა მიეღო. სხვა შემთხვე-
ვაში, ეს იყო სერიული მკვლელი, რომელმაც თავი მოიკლა იმის
შიშით, რომ ვერასდროს შეძლებდა საკუთარ თავში მკვლელო-
ბის სურვილის ჩაკვლას.
თუმცაღა, ყველაზე ამაზრზენი მაგალითი, რომელიც ლენ-
გდონს გაახსენდა, უკავშირდებოდა 1967 წლის რომანს „ლოგა-
ნის გაქცევა“. ნაწარმოებში დახატული იყო მომავლის საზოგა-
დოება, რომელშიც თითოეული მოქალაქე ნებაყოფლობით თან-
ხმდებოდა, ოცდაერთი წლის ასაკში გამოსალმებოდა სიცოც-
ხლეს. ამის წყალობით ყველას შეეძლო, დამტკბარიყო ახალგაზ-
რდობით და პლანეტაც არ გადაიტვირთებოდა მოხუცებითა და
ჭარბი მოსახლეობით. თუ ზუსტად ახსოვდა, რომანის
ეკრანიზაციის ავტორებმა „ტერმინალური ასაკი“ ოცდაერთი-
დან ოცდაათამდე გაზარდეს – შესაძლოა იმის გამო, რომ უხერ-
ხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინათ ძირითადი მაყურებელი,
რომელიც თვრამეტიდან ოცდახუთ წლამდე ასაკის ახალგაზრდე-
ბისგან შედგებოდა.
– ზობრისტის სტატიას რაც შეეხება... – წამოიწყო ლენგდონ-
მა, – ბოლომდე ვერ გამიგია მისი სახელწოდება. „ვინ საჭიროებს
აღატუსიას“ – ეს რა, სარკაზმია? ვინ უნდა აღასრულოს აღატუ-
სია – ყოველმა ჩვენგანმა?
– სულაც არა – ეს კალამბურია და ზობრისტი კონკრეტულ
ადამიანს გულისხმობდა.
– ანუ?
– სახელწოდება შეგვიძლია ასეც წავიკითხოთ – „აღატუსიას
საჭიროებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“. თავის სტატიაში
ზობრისტი მიწასთან ასწორებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანი-
ზაციის დირექტორს, დოქტორ ელიზაბეთ სინსკის, რომელსაც ეს
თანამდებობა უკვე კარგა ხანია უკავია და, ზობრისტის აზრით,
მოსახლეობის რაოდენობისრეგულირებაზე მისი აზრები არასე-
337 მკითხველთა ლიგა
რიოზულია. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია საზოგადოებას მეტ სარგებელს მოუტანდა, მის დი-
რექტორ სინსკის თავი რომ მოეკლა.
– რა ქველმოქმედი ყოფილა ეს ზობრისტი!
– ვგონებ, ეპითეტი „გენიოსი“ უფრო შეესაბამება. განსაკუთ-
რებული წყობის ტვინის ადამიანებს ძალუძთ სხვებთან შედარე-
ბით უკეთესად მოიკრიბონ ყურადღება, მაგრამ ეს მათში ემოციუ-
რი განუვითარებლობით კომპენსირდება.
ლენგდონს გაახსენდა გაზეთიდან ამოჭრილი სტატიები გო-
გონა-ვუნდერკინდზე, ინტელექტუალური მაჩვენებლით – 208 და
ტვინის უჩვეულო ფუნქციონირების უნარით. „საინტერესოა. ზობ-
რისტზე საუბრისას იქნებ სიენა ქვეცნობიერად საკუთარ თავზეც
ლაპარაკობს?“ ლენგდონმა საკუთარ თავს კვლავ დაუსვა შეკით-
ხვა, დიდხანს აპირებსდა თუ არა სიენა თავისი საიდუმლოს შე-
ნახვასო.
წინ გამოჩნდა ორიენტირი, რომელსაც ლენგდონი შორიდან
დიდხანს აკვირდებოდა. მასზე დატანილი ნიშნულის მიხედვით,
ხიდი უკან მოეტოვებინათ. ლენგდონი სიენას გაუძღვა შესახვე-
ვისკენ, რომელიც საკმაოდ ვიწრო ქუჩის დასაწყისს წარმოად-
გენდა, უფრო მეტიც, ეს ქუჩაც კი არა, ხეივანი იყო. უახლოეს სახ-
ლზე მიკრულ აბრაზე ეწერა: „დანტე ალიგიერის ქუჩა“.
– როგორც ჩანს, ბევრი იცით ადამიანის ტვინის შესახებ, – გა-
ნაგრძო ლენგდონმა, – სამედიცინო კოლეჯში ეს თქვენი სპეცია-
ლობა იყო?
– არა, მაგრამ ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი. დაინტერე-
სებული ვიყავი ტვინის შემსწავლელი მეცნიერებით, რადგან სა-
ამისოდ გარკვეული სამედიცინო მიზეზები მქონდა.
ლენგდონმა ცნობისმოყვარე მზერა ესროლა, თან იმედოვ-
ნებდა, რომ სიენა თხრობას გააგრძელებდა.

338 მკითხველთა ლიგა


– ჩემი ტვინი... – დაბალი ხმით თქვა სიენამ, – დანარჩენი ბავ-
შვებისგან განსხვავებულად ვითარდებოდა და ამან გარკვეული
სახის სირთულეები შემიქმნა. დიდხანს ვცდილობდი, გამეგო, რა
მჭირდა და ამიტომ საკმაოდ კარგად შევისწავლე ნეირობიოლო-
გია, – სიენამ ლენგდონის მზერა დაიჭირა, – მართალი ხართ –
ჩემი სიმელოტეც ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.
ლენგდონმა თვალი მოარიდა.
– ნუ ღელავთ, – თქვა მან, – მივეჩვიე ასე ცხოვრებას.
დაჩრდილულ და გრილ კუთხეში შეუხვიეს. ლენგდონი შეეცა-
და, ყველაფერი გადაეხარშა გონებაში, რაც კი ზობრისტსა და მი-
სი სოციოლოგიური თეორიების შესახებ შეიტყო. ერთი კითხვა
უფორიაქებდა სულს.
– შავფორმიანი ხალხი ვინღაა, ჩვენი მოკვლა რომ უნდათ? –
თქვა ბოლოს, – სრული უაზრობაა. თუ ზობრისტმა ეპიდემიის პო-
ტენციური საფრთხე შექმნა, მაშინ ხომ ძალები ყველამ უნდა გაა-
ერთიანოს მის შესაჩერებლად?
– სულაც არ არის აუცილებელი. მიუხედავად იმისა, რომ ზობ-
რისტის რეპუტაცია სამედიცინო წრეებში დაკნინდა, მას შესაძ-
ლოა თანამოაზრეთა მთელი ლეგიონიც კი ჰყავდეს. ალბათ მა-
თაც მიაჩნიათ, რომ ერთადერთი საშუალება პლანეტის გადასარ-
ჩენად – მოსახლეობის რაოდენობის
შეთხელებაა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩვენს თავს
ხდება, შეიძლება დავასკვნათ, რომ შავსამოსიანი ხალხი აკე-
თებს ყველაფერს, რომ მისი ჩანაფიქრი განხორციელდეს.
ზობრისტის მოწაფეების პირადი არმია? ნეტავ შესაძლებელი
იყო ასეთი რამ? მართლაც, მსოფლიოს ისტორიაში არსებობ-
დნენ სხვადასხვაგვარი ჯურის ფანატიკოსები და სექტანტები,
რომლებიც თავებს ყველაზე უგუნური იდეების გამო იხოცავდნენ.
ზოგი მათგანი თავს იკლავდა იმ რწმენით, რომ მათ ხელს თავად
მესია წარმართავდა, ანდა იმის გამო, რომ სიკვდილის შემდგომ
339 მკითხველთა ლიგა
მთვარის ბნელ მხარეს კოსმოსური ხომალდი ელოდა, ან იმის გა-
მო, რომ განკითხვის დღე საცაა დადგებოდა. მოსახლეობის
ზრდის შეჩერების აუცილებლობის შესახებ მსჯელობას მეცნიე-
რული საფუძველი გააჩნდა, მაგრამ ლენგდონი გრძნობდა, რომ
შავფორმიანი აგენტების ამ ამბავში მონაწილეობა მაინც საეჭვო
იყო.
– უბრალოდ, არ მჯერა, რომ გაწვრთნილი ჯარისკაცების რაზ-
მი უდანაშაულო ხალხის მასობრივად ხოცვას დაიწყებს... და მით
უმეტეს, დაავადების გავრცელებას – ამ მოსახლეობასთან ერ-
თად სიკვდილის შანსის გათვალისწინებით.
სიენამ შეშფოთებული მზერა ესროლა.
– და თქვენი აზრით, რას აკეთებენ ჯარისკაცები ომში რომ მი-
დიან? საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხოცავენ უდანაშაუ-
ლო ხალხს. იდეის გამო ყველაფერზე შეიძლება წავიდეს ადამი-
ანი.
– იდეის გამო? შავ ჭირს გულისხმობთ?
სიენამ ლენგდონს ყავისფერი თვალები გამომცდელად მიაპ-
ყრო.
– რობერტ, იდეა ის არაა, რომ ხალხში დაავადება გაავრცე-
ლო... არამედ ის, რომ კაცობრიობა გადაარჩინო, – ის გაჩუმდა,
– თავის სტატიაში ზობრისტი სვამს ერთ, ასე ვთქვათ, წმინდად
თეორიულ, თუმცა საკმაოდ მწვავე შეკითხვას. მინდა, რომ თქვენ
ამაზე პასუხი გასცეთ.
– რა შეკითხვაა?
– რომ შეგძლებოდათ, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით გაგე-
ნადგურებინათ დედამიწის მოსახლეობის შემთხვევითი წესით
შერჩეული ნახევარი, გააკეთებდით ამას?
– რა თქმა უნდა, არა.
– კარგი. და თუ გეტყოდნენ, რომ, თუ ღილაკს არ დააჭერთ,
მთელი კაცობრიობა უახლოეს ასწლეულში გადაშენდებაო? მა-
340 მკითხველთა ლიგა
შინ დააჭერდით? გაითვალისწინეთ, რომ შანსი იყო, მოსახლეო-
ბის ნახევარში თქვენი მეგობრები, ახლობლები და თავად
თქვენც მოხვედრილიყავით?
– სიენა, მე არ შემიძლია ამ კითხვას ვუპასუხო...
– ეს მხოლოდ თეორიული შეკითხვაა, – დაიჟინა ქალმა, – და-
ხოცავდით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს, რათა ჩვენი
მოდგმა გადაშენებისგან გეხსნათ?
ლენგდონს არ სიამოვნებდა ასეთი პირქუში თემის განხილვა
და ძალიან გაუხარდა, როდესაც მათ წინ ქვით ნაშენი სახლის კე-
დელზე ნაცნობი წითელი დროშა შენიშნა.
– შეხედეთ, – თქვა და ხელი გაიშვირა, – მოვედით.
სიენამ თავი გააქნია.
– რის დამტკიცებაც მინდოდა: უარყოფის ნიმუში.

341 მკითხველთა ლიგა


თავი 51

დანტეს სახლი სანტა-მარგერიტას ქუჩაზე მდებარეობდა. მისი


ცნობა ადვილი იყო, რადგან დიდი ზომის დროშაზე ეწერა:
„MUSEO CASA DI DANT“.73
სიენამ ყოყმანით შეხედა დროშას.
– ეს ნამდვილად დანტეს სახლია?
– მთლად არა, – უპასუხა ლენგდონმა, – დანტე აი, იმ კუთხეში
ცხოვრობდა. ეს კი უფრო... დანტეს მუზეუმია.
ერთხელ ლენგდონი ამ მუზეუმში შევიდა დანტეს ფერწერული
კოლექცია რომ დაეთვალიერებინა. თუმცა იქ დანტეს სახელთან
დაკავშირებული, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შესრულებუ-
ლი ნამუშევრების ცნობილი რეპროდუქციები აღმოჩნდა. თავის-
თავად, ყველა ამ ნამუშევრის ერთ ჭერქვეშ ნახვა მართლაც სა-
ინტერესო იყო.
უეცრად სიენას თვალებში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა.
– ფიქრობთ, რომ ექსპოზიციებში „ღვთაებრივი კომედიის“
რომელიმე ძველ გამოცემას ვიპოვით?
ლენგდონს გაეცინა:
– არა, მაგრამ მათ სუვენირების მაღაზიაში იყიდება უზარმა-
ზარი პლაკატები, რომლებზეც „ღვთაებრივი კომედიის“ სრული
ტექსტი მიკროსკოპულად მცირე შრიფტითაა დაბეჭდილი.
სიენამ ლენგდონს შეცბუნებულმა შეხედა.
– ვიცი, ვიცი. მაგრამ ეს მაინც უკეთესია, ვიდრე საერთოდ
არაფერი. ერთი პრობლემაა: თვალი ისე აღარ მიჭრის, როგორც
ადრე, ასე რომ, ტექსტის წაკითხვა თქვენ მოგიწევთ.

73
„დანტეს სახლ-მუზეუმი’’(იტალ.)
342 მკითხველთა ლიგა
– E chiusa74 – შესძახა მათ მოხუცმა კაცმა, როდესაც შეამ-
ჩნია, რომ ისინი კარს უახლოვდებოდნენ, – E il giorno di riposo.
დასვენების დღეა? ლენგდონს კვლავ დაბნეულობა დაეუფლა.
მან სიენას შეხედა.
– დღეს ხომ ორშაბათია?
– ორშაბათია, – დაუდასტურა მან, – მაგრამ ფლორენციელე-
ბი სწორედ ამ დღეს ისვენებენ.
ლენგდონმა გაბრაზებით წამოიყვირა. ახლაღა გაახსენდა, რა
უცნაურად იყო მოწყობილი აქაური სამუშაო დღეების კალენდა-
რი. ვინაიდან დასვენების დღეებში ტურისტების დოლარები ბევ-
რად უხვი იყო, ბევრმა ფლორენციელმა დასვენების დღე შაბათი-
დან ორშაბათს გადაიტანა და ამით საკუთარი შემოსავლების
გაზრდას შეუწყო ხელი.
სწორედ ამ მიზეზის გამო ლენგდონს ხელიდან გამოეცალა კი-
დევ ერთი ადგილის იმედი – ეს იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი
მაღაზია სახელწოდებით: „წიგნების ბირჟა“, სადაც ალბათ მო-
იძებნებოდა „ღვთაებრივი კომედიის“ რამდენიმე ეგზემპლარი.
– სხვა რაიმე იდეა გაქვთ? – იკითხა სიენამ.
ლენგდონი ერთხანს ჩაფიქრა, შემდეგ კი თავი დაუქნია.
– აქვე ერთი ადგილი ვიცი, სადაც დანტეს თაყვანისმცემლები
იკრიბებიან. სავსებით შესაძლებელია, რომელიმე მათგანს თან
ჰქონდეს წიგნი. იქნებ რამდენიმე წუთით გვათხოვოს.
– და თუ იქაც დასვენებაა? – ეჭვნარევი ხმით იკითხა სიენამ, –
ამ ქალაქში ყველა ცდილობს, დასვენება კვირა დღეს არ დაამ-
თხვიოს.
– ისინი თავს ამის უფლებას ვერ მისცემენ, – დაარწმუნა ლენ-
გდონმა, – საქმე ისაა, რომ ეს მათი ტაძარია.

74
არ ვმუშაობთ.(იტალ.)
343 მკითხველთა ლიგა
მათგან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით, ხალხის ნაკადში,
კანდაწყლულებული და საყურიანი მამაკაცი კედელს მიეყრდნო
და იმით ბედნიერმა, რომ დასვენების შესაძლებლობა მიეცა, სუ-
ლი მოითქვა. მას კვლავ უჭირდა ღრმად სუნთქვა, ხოლო სახეზე
გამონაყარი – განსაკუთრებით, ლოყების ზედა მხარეზე, სადაც
კანი ყველაზე რბილია – სულ უფრო მეტად ექავებოდა. მოდური
სათვალე მოიხსნა და თვალებზე ხელი მოისვა, ძალიან ფრთხი-
ლად, რათა კანი არ გაეღიზიანებინა. როდესაც ისევ გაიკეთა, და-
ინახა, რომ მათ, ვისაც უთვალთვალებდა, გზა განაგრძეს. ძალე-
ბი მოიკრიბა და საკუთარი თავი აიძულა, უკან გაჰყოლოდა, თან
ცდილობდა, რაც შეიძლება თანაბრად ესუნთქა.

ლენგდონისა და სიენასგან რამდენიმე კვარტლის მოშორე-


ბით, ხუთასთა დარბაზში, აგენტი ბრიუდერი მისთვის კარგად
ნაცნობი ქალის დასახიჩრებულ სხეულთან იდგა. ბრიუდერი და-
იხარა, პისტოლეტი აიღო და სანამ ერთ-ერთ ხელქვეითს გადას-
ცემდა, მჭიდი საგულდაგულოდ ამოიღო და შეამოწმა.
მუზეუმის ფეხმძიმე ადმინისტრატორი მარტა ალვარესი მო-
შორებით იდგა. მან ახლახან ბრიუდერს მოუყვა ყველაფერი, რაც
კი რობერტ ლენგდონის საქმიანობის შესახებ იცოდა, დაწყებუ-
ლი წუხანდელი საღამოდან, დამთავრებული ერთი შეტყობინე-
ბით, რომლის სათანადოდ გააზრებასაც ბრიუდერი ჯერ კიდევ
ცდილობდა.
„ლენგდონი ამტკიცებს, რომ მას ამნეზია სჭირს“.
ბრიუდერმა ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა. მისმა
უფროსმა სამი ზუმერის შემდგომ უპასუხა ზარს. აქედან ცუდად
იჭერდა.
– აგენტო ბრიუდერ? მომახსენეთ.
344 მკითხველთა ლიგა
ბრიუდერი ნელა და მკაფიოდ ალაპარაკდა, რათა უფროსს მი-
სი ყოველი სიტყვა კარგად გაეგო.
– ჯერ კიდევ ვეძებთ ლენგდონს და გოგონას, მაგრამ ამ დრო-
ის განმავლობაში კიდევ რაღაც მოხდა, – ბრიუდერმა პაუზა გა-
აკეთა, – და თუ სიმართლეა... მაშინ ეს ყველაფერს ცვლის.
ბოსი კაბინეტში დააბიჯებდა და ებრძოდა ცდუნებას, რომ ჭიქა
ვისკის მორიგი ულუფით არ შეევსო. კარგად ესმოდა, რომ ამ სი-
ტუაციიდან თავის დასაღწევად ფხიზელი გონება სჭირდებოდა.
მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელაც არ უღალა-
ტია კლიენტისთვის, არ დაურღვევია შეთანხმება და არავითარი
სურვილი არ ჰქონდა, ახლა დაეშვა ასეთი გამონაკლისი. ამასთა-
ნავე, არ შეეძლო არ დაენახა, რომ მოვლენები გაუთვალისწინებ-
ლად ვითარდებოდა და ამის გამო მის ორგანიზაციას სერიოზუ-
ლი უსიამოვნებები არ ასცდებოდა.
ერთი წლის წინ ცნობილი გენეტიკოსი ბერტრან ზობრისტი მი-
სი ხომალდის ბორტზე ამოვიდადა სთხოვა, საიმედო თავშესაფა-
რი მოეძებნათ მისთვის. მაშინ ბოსს ეგონა, რომ ზობრისტს სურ-
და, თავის მორიგ სამეცნიერო პროექტზე მუშაობა საიდუმლო ვი-
თარებაში დაესრულებინა, დაეპატენტებინა და თავისი ისედაც
უზარმაზარი ქონება გაეზარდა. კონსორციუმს ადრეც ჰქონია საქ-
მე მეცნიერებსა და ინჟინრებთან, რომლებსაც ნამდვილი პარა-
ნოია სჭირდათ და სრული იზოლაციის პირობებში მუშაობას ით-
ხოვდნენ, რათა ვერავის შეძლებოდა მათი ღირებული იდეების
მოპარვა.
ამ ჰიპოთეზიდან გამომდინარე, ბოსმა ზობრისტს დახმარება
აღუთქვა, თუმცა გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ მის კლიენტს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეძებ-
დნენ. იმასაც დიდად არ შეუშფოთებია, როდესაც შეიტყო, რომ ამ
ძებნას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ელიზა-
ბეთ სინსკი ხელმძღვანელობდა.
345 მკითხველთა ლიგა
კონსორციუმი პირველად არ ეჯახებოდა ძლევამოსილ მოწი-
ნააღმდეგეებს.
დადებული შეთანხმების თანახმად, კონსორციუმი ასრულებ-
და კლიენტისთვის მიცემულ პირობას, არ სვამდა არანაირ კით-
ხვებს და დოქტორი სინსკის ნებისმიერ მცდელობას ეპოვა ზობ-
რისტი, მეცნიერთან დადებული შეთანხმების ვადის განმავლო-
ბაში შედეგი არ მოჰყოლია.
თითქმის მთელი ვადის განმავლობაში.
გადამწყვეტი თარიღის დადგომამდე ერთი კვირით ადრე სინ-
სკიმ რაღაც გზებით მიაგნო ზობრისტს ფლორენციაში და დევნის
შედეგად თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მთელი კარიერის მან-
ძილზე პირველად ბოსმა ვერ შეძლო შეთანხმების პირობის თა-
ნახმად კლიენტის დაცვა და ეს მას უდიდეს ტანჯვას აყენებდა...
რომ არაფერი ვთქვათ ზობრისტის უცნაურ გარემოებაში სიკვდი-
ლის ფაქტზე.
თავის მოკვლა ამჯობინა მათ ხელში ჩავარდნას?
ასეთს რა ჯანდაბას მალავდა?
მეცნიერის სიკვდილის შემდგომ სინსკიმ სადეპოზიტო სეიფი-
დან მოიპარა რაღაც ნივთი და კონსორციუმიც ფლორენციის ტე-
რიტორიაზე ნებით თუ უნებლიეთ მასთან სასოწარკვეთილ ბრძო-
ლაში ჩაება. არც ერთი მხარე ძალებს არ ზოგავდა, რომ ეპოვა...
ეპოვა რა?
ბოსმა თაროდან წიგნი გადმოიღო და მაგიდაზე დააგდო – ის
მძიმედ დაეცა. ოდნავ მოცახცახე თითებით წიგნი სატიტულო
გვერდზე გადაშალა და კვლავ ამოიკითხა მიწერილი ტექსტი:

ძვირფასო მეგობარო! დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ


მართებული გზის პოვნაში!
მთელი მსოფლიო თქვენი მადლიერია.

346 მკითხველთა ლიგა


„უპირველეს ყოვლისა, – გაიფიქრა ბოსმა, – ჩვენ არასდროს
ვყოფილვართ მეგობრები“.
ბოსმა კიდევ რამდენჯერმე გადაიკითხა ნაწერი. ბოლოს მისი
კლიენტის მიერ კალენდარზე წითლად მოხატულ თარიღზე გა-
დაიტანა მზერა.
მსოფლიოც მადლიერია?
ის მობრუნდა და დიდხანს უცქერდა ჰორიზონტს.
სრულ სიჩუმეში ზობრისტის მიერ დატოვებულ ვიდეოჩანა-
წერზე ფიქრობდა და ყურში კოორდინატორ ნოლტონის ხმა ჩაეს-
მოდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტელეფონზე დაურეკა. ვიფიქრე,
შესაძლოა, ჩანაწერის გადახედვა მოგესურვებინათ, სანამ გავ-
გზავნიდით... ამ ჩანაწერის შინაარსი მეტად უჩვეულოა.
ამ სატელეფონო ზარმა მეტად ააღელვა ბოსი. კოორდინატო-
რი ნოლტონი მისი ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი იყო
და მისგან ასეთი რამის მოსმენას არანაირად არ ელოდა. ვის, თუ
არა ნოლტონს, ბრწყინვალედ მოეხსენებოდა, რა მოჰყვებოდა
პროტოკოლის დარღვევას.
ბოსმა „ღვთაებრივი კომედია“ თაროზე დააბრუნა, შემდეგ
ბართან მივიდა, აიღო ბოთლი და ცოტა ვისკი ჩამოისხა.
ახლა მას საკმაოდ რთული გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

347 მკითხველთა ლიგა


თავი 52

დანტეს ეკლესიის სახელით ცნობილი Chiesa di Santa


Margherita dei Cerchi-ის ტაძარი უფრო სამლოცველო იყო, ვიდ-
რე ეკლესია. დანტეს თაყვანისმცემლები ამ პატარა ტაძარს წმინ-
და ადგილად მიიჩნევენ – იქ ხომ დიდი პოეტის ცხოვრებაში ორი
გადამწყვეტი მოვლენა მოხდა.
გადმოცემის თანახმად, დანტემ სწორედ ამ ეკლესიაში – მა-
შინ ის ათი წლის იყო – პირველად დაინახა ბეატრიჩე პორტინა-
რი, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა და რომელსაც მთელი
ცხოვრების განმავლობაში უიმედოდ ეტრფოდა. დანტეს ამ სიყ-
ვარულმა მხოლოდ ტანჯვა მოუტანა, რადგან ბეატრიჩე სხვას
გაჰყვა ცოლად, შემდეგ კი ძალიან ახალგაზრდა, ოცდაოთხი
წლისა გარდაიცვალა.
რამდენიმე წლის შემდეგ ამავე ეკლესიაში დანტე დაინიშნა
გოგონაზე, სახელად ჯემა დონატიზე. თუ სახელგანთქმული პო-
ეტისა და მწერლის, ჯოვანი ბოკაჩოს სიტყვებს ვენდობით, ეს არ-
ჩევანი დანტესთვის მცდარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ
ცოლ-ქმარს შვილები ჰყავდათ, ერთმანეთის მიმართ ნაზი
გრძნობები სულაც არ გააჩნდათ და დანტეს გაძევების შემდგომ
არც ერთ მათგანს კვლავ ერთად ყოფნის სურვილი არ გასჩენია.
დანტესთვის ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გარდაც-
ვლილი ბეატრიჩე პორტინარი გახლდათ. დანტე მას კარგად არც
კი იცნობდა, მაგრამ იმდენად ნათელი მოგონებები აკავშირებდა
ბეატრიჩესთან, რომ პოეტი უდიადესი თხზულების შესაქმნელად
შთააგონა.
დანტეს ცნობილ წიგნში „ახალი ცხოვრება“ უხვადაა ლექსები,
რომლებშიც „ნეტარი ბეატრიჩეს“ დიდება გაისმის. უფრო მჭევ-
რმეტყველურია ის ფაქტი, რომ „ღვთაებრივ კომედიაში“ არც მე-
ტი, არც ნაკლები, თავად ბეატრიჩე მიუძღვის დანტეს სამოთხეში.
348 მკითხველთა ლიგა
ორივე წიგნში დანტე უშურველად გამოხატავს ტკივილს მიუწ-
ვდომელი სიყვარულის გამო.
დღესდღეობით დანტეს ეკლესია ცალმხრივი სიყვარულით
დატანჯული ხალხის თავშესაფრადაა ქცეული. ამავე ეკლესიაშია
დაკრძალული თავად ბეატრიჩე და მისი უბრალო საფლავის სა-
ნახავად დანტეს თაყვანისმცემლებიც მიდიან და გულგატეხილი
შეყვარებულებიც.
ლენგდონი და სიენა ამ ეკლესიისკენ მიემართებოდნენ. სულ
უფრო ხშირად უწევდათ ძველი ფლორენციის ქუჩების კუთხეებში
მიხვევ-მოხვევა. ეს ქუჩები მათ საფეხმავლო გზებს უფრო აგო-
ნებდათ. ამ ვიწრო ლაბირინთში ავტომობლი თუ გამოჩნდებოდა
(ეს კი საკმაოდ იშვიათად ხდებოდა), ხალხი სახლების კედლებს
ეკვროდა, მანქანა რომ გაეტარებინათ.
– ეკლესია იმ მოსახვევშია, – აუწყა ლენგდონმა თავის მეგ-
ზურს. იმედოვნებდა, რომ რომელიმე ტურისტი მაინც დაეხმარე-
ბოდა მათ. მას შემდეგ, რაც სიენამ თავისი პარიკი გამოართვა და
სამაგიეროდ უკან მისცა პიჯაკი, თავიანთი ჩვეული იერი დაიბრუ-
ნეს. როკერისა და სკინჰედის წყვილიდან კვლავ უნივერსიტეტის
პროფესორად და ახალგაზრდა მიმზიდველ ქალად იქცნენ. ასეთ
ფორმაში კეთილი სამარიტელის პოვნის შანსები საგრძნობლად
გაიზარდა.
როცა ორივემ ნამდვილი გარეგნობა დაიბრუნა, ლენგდონმა
შვებით ამოისუნთქა.
ძალიან ვიწრო, პრესტოს ქუჩაზე შეუხვიეს. ლენგდონმა ყუ-
რადღებით მოათვალიერა იქაურობა. პატარა და შეკრული
Chiesa di Santa Margherita dei Cerchi ორ დიდ შენობას შორის
იყო მოქცეული, ამიტომ მასში შესასვლელი შეუმჩნეველიც კი
იყო. შემთხვევით რომ არ გასცდენოდი შესასვლელს, თვალს კი
არა, ყურს უნდა მინდობოდი. დანტეს ეკლესიის ეს უცნაურობა
იმით აიხსნებოდა, რომ იქ ხშირად იმართებოდა კონცერტები,
349 მკითხველთა ლიგა
შესვენებისას კი მომსახურე პერსონალი უკვე ჩატარებული კონ-
ცერტის ჩანაწერს რთავდა, რათა მათი სტუმრები ნებისმიერ
დროს დამტკბარიყვნენ მუსიკით.
მოსახვევში შესვლისთანავე ლენგდონის სმენას ჰანგები მის-
წვდა. ხმა ყოველ ნაბიჯზე მატულობდა და სულ მალე ლენგდონი
და სიენა ერთი უბრალო კარის წინ აღმოჩნდნენ. იმის ერთადერ-
თი ნიშანი, რომ სწორ მისამართზე მოხვდნენ, იყო მომცრო ზო-
მის აბრა წარწერით – დანტესა და ბეატრიჩეს ეკლესია.
როდესაც ლენგდონმა და სიენამ ჩაბნელებული ეკლესიის
ზღურბლს გადააბიჯეს, ჰაერი საგრძნობლად გაცივდა, მუსიკა კი
– ხმამაღლა გაისმა. სამლოცველოს ინტერიერი უბრალო და მო-
საწყენი იყო... იმაზე უფრო უბრალო, ვიდრე ეს ლენგდონს ახ-
სოვდა. ეკლესიაში დილის საათებში ცოტა ტურისტი იყო – ზოგი
მათგანი დარბაზში დასეირნობდა, ზოგი ბლოკნოტში რაღაცას
იწერდა, ზოგიც ჩუმად იჯდა სკამზე. ნაწილი მუსიკას უსმენდა, და-
ნარჩენები ფერწერული კოლექციის ექსპონატებს ათვალიერებ-
დნენ.
თუ საკურთხევლის კედელზე არსებულ მადონას გამოსახუ-
ლებას არ ჩავთვლიდით, რომელიც ნერი დი ბიჩის ფუნჯს ეკუთ-
ვნოდა, აქ ადრე გამოფენილი თითქმის ყველა ხელოვნების ნიმუ-
ში ჩაენაცვლებინათ დანტესა და ბეატრიჩეს თანამედროვე გამო-
სახულებებით, რომელთა სანახავადაც მნახველთა უმეტესობა
მოიჩქაროდა. ძალიან ბევრ ნახატზე გამოსახული იყო დანტე,
რომელიც ბეატრიჩეს მათი პირველი შეხვედრისას შესცქეროდა.
სურათები მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით დიდად
განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ლენგდონის აზრით, ზოგი-
ერთი მათგანი სავსებით ვულგარული და შეუსაბამო იყო ამ ად-
გილისთვის. ერთ-ერთ ასეთ საცოდავ შედევრზე დანტეს უცვლე-
ლი წითელი ქუდი იმგვარად გამოიყურებოდა, თითქოს სანტა-
კლაუსისთვის მოეპარა. მიუხედავად ამისა, ფერწერული ნამუ-
350 მკითხველთა ლიგა
შევრების უმთავრესი თემა – პოეტის სევდიანი მზერა მიმართუ-
ლი მისი მუზის – ბეატრიჩესკენ, გვაფიქრებინებდა, რომ ეს ეკლე-
სია მართლაც უბედური, გაუზიარებელი, დაუკმაყოფილებელი
და დაუცხრომელი სიყვარულის სიმბოლო იყო.
ლენგდონმა მექანიკურად მარცხნივ, ბეატრიჩე პორტინარის
მოკრძალებული საფლავისკენ გაუხვია. სწორედ აქეთ მიიჩქა-
როდნენ დანტეს ეკლესიის სტუმრები, მაგრამ მათარა თავად
საფლავი, არამედ მის გვერდით მდებარე ცნობილი საგნისადმი
ინტერესი ამოძრავებდათ.
დაწნული კალათა.
ამ დილითაც ეს კალათა თავის ჩვეულ ადგილზე იდგა საფლა-
ვის გვერდით. როგორც ყოველთვის, ის დღესაც ქაღალდებით
იყო სავსე. ეს გახლდათ წერილები, რომელსაც დამთვალიერებ-
ლები ბეატრიჩეს სწერდნენ.
ბეატრიჩე პორტინარი უიღბლო შეყვარებულთა ერთგვარ
მფარველადაც კი ქცეულიყო. ძველი ტრადიციის მიხედვით ისინი
წერდნენ და კალათაში დებდნენ ბეატრიჩესადმი თხოვნებს, და
იმედოვნებდნენ, რომ ბეატრიჩე როგორღაც მოახერხებდა, სიყ-
ვარულზე სიყვარულითვე ეპასუხათ, ან სულაც, ჭეშმარიტი სიყვა-
რულის პოვნაში დაეხმარებოდა, ანდა მისცემდა ძალებს, გარ-
დაცვლილი შეყვარებული დაევიწყებინათ.
მრავალი წლის წინ, სანამ ლენგდონი ხელოვნების ისტორიის
სახელმძღვანელოს დაწერის შრომატევად სამუშაოს შეუდგებო-
და, მანაც შემოიარა ამ ეკლესიაში და კალათაში წერილი ჩადო,
რომელშიც დანტეს სატრფოს არათუ ჭეშმარიტი სიყვარულის
პოვნა, არამედ ის სთხოვა, რომ მიეცა თუნდაც ნაპერწკალი იმი-
სა, რამაც დიდ ფლორენციელს ესოდენ შთამბეჭდავი შედევრი
დააწერინა. გულში სწამდა, რომ ბეატრიჩემ მართლაც მიიღო მი-
სი თხოვნა, რადგან შინ დაბრუნებისთანავე თავისი წიგნი გამა-
ოგნებლად ადვილად დაწერა.
351 მკითხველთა ლიგა
– Scusate! – უეცრად ლენგდონს სიენას ხმამაღალი შეძახი-
ლი მოესმა, – Potete ascoltarrni tutti!75
ლენგდონი შემოტრიალდა: სიენა დარბაზში გაშლილ ტურის-
ტებს მიმართავდა. ყველა ინტერესის გამომხატველი სახით მიბ-
რუნდა მისკენ.
სიენამ მომხიბლავად გაიღიმა და იტალიურად იკითხა, რომე-
ლიმე მათგანს თან ხომ არ ჰქონდა „ღვთაებრივი კომედია“. პა-
სუხად მხოლოდ რამდენიმე გაოცებული მზერა და უარის ნიშნად
გაქნეული თავები მიიღო. მან შეკითხვა ინგლისურადაც გა-
იმეორა, მაგრამ არც ამას გამოუღია შედეგი.
ასაკოვანმა ქალმა, რომელიც საკურთხეველს გვიდა, სიენა
ტუჩებთან მიტანილი თითით გააჩუმა.
კოპებშეკრული სიენა ლენგდონისკენ შებრუნდა, თითქოს
ეუბნებოდა, ახლა რაღა ვქნათო?
თუმცაღა, ლენგდონი თავისი გეგმის რეალიზებას სულ სხვაგ-
ვარად აპირებდა. ეს გეგმა ხმამაღალ განცხადებებს სულ არ ით-
ვალისწინებდა და შედარებით უკეთეს შედეგსაც მოელოდა. ად-
რე ამ ეკლესიაში შემოსული არაერთხელ ხვდებოდა ტურისტებს
დანტეს დიდებული პოემით ხელში – ისინი წიგნს აქ კითხულობ-
დნენ და დანტეს სამყაროში ნეტარებით იძირებოდნენ.
„ბედმა არ გაგვიღიმა“.
უცებ ლენგდონის ყურადღება მიიქცია საკურთხეველთან ახ-
ლოს მჯდომმა ასაკოვანმა წყვილმა. მამაკაცს მელოტი თავი მძი-
ნარესავით დაეხარა. მისი მეუღლე კი ფხიზლად გამოიყურებო-
და. ქალის ჭაღარა თმიდან ყურსასმენების თეთრი სადენები მო-
ჩანდა.
„აი, იმედის ნაპერწკალიც“, გაიფიქრა ლენგდონმა და მათკენ
გაემართა. როდესაც გაუსწორდა, დაინახა, რომ ასაკოვან მანდი-

75
უკაცრავად! გთხოვთ ყურადღებას.(იტალ.)
352 მკითხველთა ლიგა
ლოსანს ყურსასმენები მუხლებზე დადებულ აიფონში შეეერთე-
ბინა. როდესაც ქალმა შენიშნა, რომ უყურებდნენ, უცნობს ახედა
და ყურსასმენები მოიხსნა.
ლენგდონმა არ იცოდა, რა ენაზე ლაპარაკობდა ეს ქალბატო-
ნი, მაგრამ აიფონების, აიპადებისა და აიპოდების მსოფლიოში
გავრცელებამ წარმოშვა არანაკლებ უნივერსალური ჟარგონი,
ვიდრე სტილიზებული ფიგურებია საპირფარეშოებზე.
– აიფონი? – ჰკითხა მან აღფრთოვანებული ხმით.
ასაკოვან ქალს სახე გაუბრწყინდა და ამაყად დაუქნია თავი.
– ისეთი ჭკვიანი სათამაშოა, – ჩუმად უპასუხა ბრიტანული აქ-
ცენტით, – ჩემმა ბიჭმა მაჩუქა. წარმოგიდგენიათ – დაწერილის
მოსმენაც კი შემიძლია! ეს საოცრება ხმამაღლა მიკითხავს მათ.
ჩემნაირი სუსტი მხედველობის ადამიანისთვის ეს დიდი შეღავა-
თია!
– მეც ზუსტად ასეთი მქონდა, – ღიმილით უთხრა ლენგდონმა,
გვერდით მიუჯდა და თან ცდილობდა, მისი მეუღლე არ გაეღვიძე-
ბინა, – მაგრამ წუხელ საღამოს დავკარგე.
– ღმერთო, რა საშინელებაა! „იპოვე ჩემი აიფონის“ მომსახუ-
რებით სარგებლობა არ სცადეთ? ჩემი ბიჭი ამბობს, რომ...
– სამწუხაროდ, ეს მომსახურება არ მქონდა ჩართული. სულე-
ლურად დამემართა, – ლენგდონმა გაუბედავად შეხედა ქალს და
მორიდებით სთხოვა: ღვთის გულისათვის, მომიტევეთ ჩემი პირ-
დაპირობა, მაგრამ ხომ ვერ დამრთავთ ნებას თქვენი აიფონით
ვისარგებლო? რაღაც მინდა ვნახო ინტერნეტში. ამით ძალიან
დამეხმარებით!
– რასაკვირველია! – მან ყურსასმენები გამოაძრო და აპარა-
ტი ლენგდონს გაუწოდა, – ინებეთ, კარგად მესმის თქვენი!
ლენგდონმა მადლობა გადაუხადა და აიფონი აიღო. ქალი თა-
ნაგრძნობით ამბობდა, რა საშინელებაა ასეთი მოწყობილობის
დაკარგვაო, ამასობაში ლენგდონმა „გუგლის“ საძიებო ფანჯარა
353 მკითხველთა ლიგა
გახსნა და ხმოვანი ბრძანების ფუნქცია გაააქტიურა. სიგნალის
შემდგომ ლენგდონმა ნელა და გარკვევით წარმოთქვა საძიებო
სიტყვები:
– დანტე, „ღვთაებრივი კომედია“, „სამოთხე“, ოცდამეხუთე
სიმღერა.
ქალმა გაოცებული მზერით შეხედა ლენგდონს. როგორც
ჩანს, აიფონის ეს ფუნქცია პირველად აღმოაჩინა. როდესაც ეკ-
რანზე ძიების შედეგები გამოჩნდა, ლენგდონმა სიენას გახედა. ის
ბეატრიჩესადმი მიწერილი წერილების კალათის გვერდით იდგა
და რაღაც ბროშურებს ფურცლავდა.
სიენას სიახლოვეს, სიბნელეში, მუხლებზე ვიღაც ჰალსტუხია-
ნი კაცი იდგა. თავდახრილი გულმოდგინედ ლოცულობდა. ლენ-
გდონი მის სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ შეებრალა ეს მარტოხელა
ადამიანი, რომელმაც ალბათ გულისსწორი დაკარგა და აქ ნუგე-
შისთვის მოსულიყო.
შემდეგ ლენგდონი კვლავ აიფონზე გადაერთო. რამდენიმე
წამში „ღვთაებრივი კომედიის“ სრული ტექსტის ბმული იპოვა. ის
უფასოდ იყო ხელმისაწვდომი და წასაკითხად დამატებით გადა-
სახადს არ საჭიროებდა. ელექტრონული წიგნი საჭირო გვერდზე
გადაშალა და უნებურად აღაფრთოვანა თანამედროვე ტექნიკის
მიღწევებმა. „დროა, ელექტრონულ წიგნებთან დაკავშირებული
ჩემი სნობიზმი დავივიწყო, – უთხრა საკუთარ თავს, – აშკარად
აქვს პლუსები“.
ასაკოვანი ქალი გულდასმით აკვირდებოდა ლენგდონის მოქ-
მედებებს. შესამჩნევად აღელვებულმა მიუთითა, რა ძვირი ჯდება
ინტერნეტით სარგებლობა საზღვარგარეთ. ლენგდონი მიხვდა,
რომ დიდი დრო არ ჰქონდა და გახსნილ ვებგვერდზე გადაიტანა
მთელი ყურადღება.
ტექსტი ძალიან წვრილად ეწერა, თუმცა მანათობელ ეკრანზე
მისი წაკითხვა ჩაბნელებულ სამლოცველოშიც კი თავისუფლად
354 მკითხველთა ლიგა
შეიძლებოდა. ლენგდონმა განცვიფრებით აღნიშნა, რომ აწ გარ-
დაცვლილი პროფესორის, ალენ მანდელბაუმის მიერ შესრულე-
ბული ამ დიადი პოემის თანამედროვე თარგმანი იპოვა. ამ
ბრწყინვალე თარგმანისთვის მანდელბაუმმა იტალიის პრეზი-
დენტისგან ქვეყნის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა – იტალიური
სოლიდარობის ორდენის ვარსკვლავი. წმინდად პოეტური
თვალსაზრისით მანდელბაუმისეული თარგმანი, შესაძლოა,
ლონგფელოსას ჩამოუვარდებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევ-
რად გასაგები იყო.
„დღეს ჩემთვის სიცხადე სილამაზეზე მნიშვნელოვანია“, გა-
იფიქრა ლენგდონმა. იმედი ჰქონდა, მალე იპოვიდა ტექსტში მი-
თითებას ფლორენციის კონკრეტულ ადგილზე და ამგვარად გა-
იგებდა, სად დამალა ინიაციომ დანტეს სიკვდილის ნიღაბი.
აიფონის პატარა ეკრანზე ერთდროულად ტექსტის მხოლოდ
ექვსი სტრიქონი ეტეოდა და როდესაც ლენგდონმა კითხვა დაიწ-
ყო, გაახსენდა, რის შესახებაც იყო მოთხრობილი ამ ნაწყვეტში:
ოცდამეხუთე სიმღერის დასაწყისში დანტე თავად „ღვთაებრივი
კომედიის“ შესახებ საუბრობდა – კონკრეტულად იმის შესახებ,
ფიზიკურად როგორ უჭირდა მისი წერა და აგრეთვე თავის სანუკ-
ვარ იმედზე, რომ მისი პოემა ადრე თუ გვიან კვლავ დააბრუნებდა
მას საყვარელ ფლორენციაში, საიდანაც ის მგლური სიძულვი-
ლით გააძევეს.
სიმღერა XXV
ნეტავ ოდესმე თუ შევიძლებ, წმინდა პოემით,
რომელსაც ცის და დედამიწის ზედ აწევს ხელი,
მის გამო შრომამ მე დამადნო წლების მანძილზე,
დავძლიო მტერნი, ვინც ბოროტად დამიხშეს კარნი
იმა ფარეხის, სადაც ტკბილად მეძინა კრავსა,
მტერს იმ მგლებისა, ვინაც მბრძოდნენ დაუცხრომელად...

355 მკითხველთა ლიგა


მიუხედავად იმისა, რომ ამ სტრიქონებში პოეტი საუბრობს
მშვენიერ ფლორენციაზე, როგორც მონატრებულ სამშობლოზე,
ლენგდონმა მასში ფლორენციის რომელიმე კონკრეტულ ად-
გილზე მინიშნება ვერ აღმოაჩინა.
– იცით თუ არა, რა ჯდება ინტერნეტი? – ჩაერთო მის ფიქრებ-
ში ასაკოვანი ქალბატონი და თავის აიფონს აღელვებულმა შეხე-
და, – ჩემმა ბიჭმა გამაფრთხილა, რომ საზღვარგარეთ ყოფნის
დროს ინტერნეტით ნაკლებად მესარგებლა.
ლენგდონმა დაარწმუნა, ძალიან მალე დავამთავრებო და და-
ნახარჯის ანაზღაურება შესთავაზა, მაგრამ მისთვის ისედაც გასა-
გები იყო, რომ ქალი ოცდამეხუთე სიმღერის მთლიანად წაკით-
ხვას არ დააცდიდა.
მან ეკრანზე სასწრაფოდ გამოიტანა შემდგომი ექვსი სტრიქო-
ნი და კითხვა განაგრძო.

მივბრუნდებოდი უკვე სხვა ხმის და სხვა საწმისის


პოეტი, გვირგვინს დავიდგამდი იმავ საყდარში,
სადაც მომნათლეს, მირონცხება სადაც მარგუნეს.
იქ ვეზიარე მე უფლისა გზათა მართალთა,
რომელნიც ღვთისკენ წარმართავენ მოკვდავთა სულებს,
რისთვისაც პეტრემ ამ ნათელში დამიდო წილი.

ლენგდონს ბუნდოვნად ახსოვდა ეს პასაჟიც – მსუბუქი მინიშ-


ნება პოლიტიკურ გარიგებაზე, რომელიც დანტეს მტრებმა შეს-
თავაზეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, „მგლებმა“, რომ-
ლებმაც დანტე გააძევეს ფლორენციიდან, აუწყეს მას, რომ იმ
შემთხვევაში შეეძლო ფლორენციაში დაბრუნება, თუ საჯაროდ
დამცირებაზე დათანხმდებოდა – ის მთელი მრევლის წინაშე უნ-
და დამდგარიყო მოსანათლ ემბაზთან და თან ძონძები უნდა
სცმოდა, დანაშაულის აღიარების ნიშნად.
356 მკითხველთა ლიგა
ახლახან წაკითხულ პასაჟში, დანტე უარს ამბობდა ამ გარიგე-
ბაზე და აცხადებდა, რომ თუ ის ოდესმე დაბრუნდებოდა თავის
ემბაზთან, არათუ ძონძები, არამედ დაფნის გვირგვინი ექნებოდა
თავზე მორგებული, როგორც ეს პოეტს შეეფერება.
ლენგდონს შემდეგ სტრიქონებზე გადასვლა უნდოდა, რომ
ქალმა ხელი გაუწოდა აიფონის უკან დასაბრუნებლად, ალბათ,
წუთის წინ გამოვლენილი გულმოწყალება ინანა კიდეც.
ლენგდონს არც კი ესმოდა მისი უკმაყოფილო ხმა – მანამდე,
სანამ ეკრანს თითს შეახებდა, წაკითხულ ტექსტზე კიდევ ერ-
თხელ გადაურბინა მზერით.

პოეტი, გვირგვინს დავიდგამდი იმავ საყდარში,


სადაც მომნათლეს, მირონცხება სადაც მარგუნეს.

ლენგდონი გახევდა, თვალს არ აცილებდა ამ სიტყვებს. იმდე-


ნად ჩქარობდა, მალე ეპოვა მითითება რაიმე კონკრეტულ ად-
გილზე, რომ კინაღამ გამორჩა აშკარა მინიშნება.

სადაც მომნათლეს...

ამ ქალაქს შეეძლო ეამაყა მსოფლიოში ყველაზე სახელგან-


თქმული ემბაზებით – აგერ უკვე შვიდას წელზე მეტი იყო, მასში
განბანდნენ და ნათლავდნენ ახალგაზრდა ფლორენციელებს.
მათ რიცხვს ეკუთვნოდა დანტეც.
ლენგდონის მეხსიერებაში მყისვე ამოტივტივდა სახლი, რო-
მელშიც მდებარეობდა ეს ემბაზი – შთამბეჭდავი რვაწახნაგოვა-
ნი შენობა იყო, რომელსაც ბევრად მაღალი სულიერი სტატუსი
ჰქონდა, ვიდრე თვით დუომოს. ახლა კი ლენგდონი თითქმის
დარწმუნებული იყო, რომ საიდუმლო ამოხსნა.
„ესე იგი, სწორედ ამ ადგილზე მიმანიშნებდა ინიაციო?“
357 მკითხველთა ლიგა
ლენგდონის ცნობიერება კვლავ გაანათა სიცხადის სხივმა და
ნათელი მოჰფინა ბრწყინვალე სურათს – დილის მზის სხივებზე
აელვარებული შთამბეჭდავი ბრინჯაოს კარები.
„მივხვდი, ინიაციოს რის თქმაც უნდოდა ჩემთვის!“
მისი ბოლო ეჭვებიც გაქრა, როდესაც გაახსენდა, რომ ფლო-
რენციელთა შორისინიაციო ბუზონი იმ ერთეულთა რიცხვს ეკუთ-
ვნოდა, რომელსაც ამ კარების გახსნის უფლება ჰქონდა მინიჭე-
ბული.
რობერტ, შენთვის კარიბჭე გახსნილია, მაგრამ იჩქარე.
ლენგდონმა ასაკოვან მანდილოსანს აიფონი დაუბრუნა და
მთელი გულით გადაუხადა მადლობა.
სიენას სწრაფად მიუახლოვდა და აღელვებულმა წასჩურჩუ-
ლა:
– ვიცი, რომელ კარიბჭეებსაც გულისხმობდა ინიაციო! „სა-
მოთხის კარიბჭეს“!
სიენამ გაოცებით შეხედა.
– „სამოთხის კარიბჭე“? ზეცაში?
– სიმართლე ითქვას, – ღიმილით ყთქვა ლენგდონმა და გა-
სასვლელისკენ გაეშურა, – ფლორენცია ზეცას არაფრით ჩამოუ-
ვარდება, თუკი იცი, საით უნდა გაიხედო.

358 მკითხველთა ლიგა


თავი 53

პოეტი, გვირგვინს დავიდგამდი იმავ საყდარში... სადაც მომ-


ნათლეს, მირონცხება სადაც მარგუნეს...
დანტეს ეს სიტყვები ლენგდონს თავში უტრიალებდა. სიენას
მიუძღოდა ვიწრო ქუჩაში, რომელსაც სტუდიოს ქუჩა ერქვა. მათი
მიზანი სადღაც წინ იყო. ყოველ ნაბიჯთან ერთად თავდაჯერებაც
ემატებოდა, რომ სწორი მიმართულებით მიდიოდნენ და მდევ-
რებსაც თავი დააღწიეს.
კარიბჭე გახსნილია, მაგრამ იჩქარე.
სანამ ხეობის მსგავსი ხეივნის ბოლოში გავიდოდნენ, ლენ-
გდონს ხალხის გუგუნი მოესმა. უეცრად ხეობა გაქრა და მათ
თვალწინ ფართო მოედანი გადაიშალა.
Piazza del Duomo.
ნაგებობათა რთული კონსტრუქციით შემოზღუდული მოზრდი-
ლი მოედანი ოდესღაც ფლორენციის უძველეს რელიგიურ
ცენტრს წარმოადგენდა. ახლა კი მხოლოდ ტურისტული ადგი-
ლის ფუნქციას ასრულებდა: სახელგანთქმული ტაძრის წინ დამ-
თვალიერებლების ნაკადი ირეოდა და ტურისტული ავტობუსები
იდგა.
ლენგდონი და სიენა ტაძრის მწვანე, ვარდისფერი და თეთრი
მარმარილოთი მოპირკეთებული გვერდითა მხრიდან მოედნის
სამხრეთ ნაწილში გამოვიდნენ. ნაგებობის მასშტაბი გაოგნებას
იწვევდა, ისევე როგორც შემქმნელთა ოსტატობა. მისი სიგრძე
უჩვეულო ჩანდა: სიგრძეში ტაძარი, სავარაუდოდ, ვაშინგტონის
მემორიალის ტოლი თუ იქნებოდა (თუ, რა თქმა უნდა, ამ უკანას-
კნელს მიწაზე გართხმულს დავაზომებდით).
იმის მიუხედავად, რომ მშენებლებმა უარი თქვეს ტრადიციუ-
ლად ერთი

359 მკითხველთა ლიგა


ფერის ქვის დამუშავებაზე და კედლები ფერადი ქვით გააწ-
ყვეს, ნაგებობა წმინდა გოთიკური სტილისა გახლდათ – ფუძემა-
გარი, მდგრადი, მტკიცე. ფლორენციაში პირველი სტუმრობისას
ლენგდონს არქიტექტურა, თავისი მკაცრი სტილის გამო, საკმა-
ოდ უგემოვნო მოეჩვენა, მაგრამ შემდგომი ვიზიტებისას, მისი უჩ-
ვეულო ესთეტიკით მოხიბლული, საათობით ათვალიერებდა ტა-
ძარს და საბოლოოდ დარწმუნდა მის შთამბეჭდაობაში.
დუომო – ანდა, თუ ოფიციალურად ვიტყოდით, Santa Maria
del Flore-ის საკათედრო ტაძარი, რომლის მიხედვითაც ინიაციო
ბუზონის მეტსახელი შეარქვეს, – მრავალი საუკუნის მანძილზე
არა მხოლოდ ქალაქის სულიერ ცენტრს წარმოადგენდა, არა-
მედ, დრამისა და ინტრიგის მოწმეც გამხდარა. იმ ხმაურიან
დროს ტაძარში იმართებოდა გააფთრებული დებატები იმის თა-
ობაზე, რომ ბევრისთვის მიუღებელი იყო გუმბათში გამოსახული
ვაზარის ფრესკა – „საშინელი სამსჯავრო“, ასევე გაცხარებული
კამათი იყო თავად გუმბათის აგების კონკურსის თაობაზე.
საბოლოოდ გამარჯვებული გამოვიდა ფილიპო ბრუნელესკი,
რომელმაც ააგო კიდეც გუმბათი – იმ დროისთვის ზომით ყველა-
ზე დიდი – და ახლა მისი ქანდაკება პალაცო-დეი-კანონიჩის წინ
დგას და კმაყოფილი სახით შესცქერის თავისივე შედევრს.
ამ დილით, როდესაც ეპოქის უდიადეს არქიტექტურულ მიღ-
წევას, წითელი აგურებით ნაგებ გუმბათს შეჰყურებდა, ლენ-
გდონს თავისი დაუფიქრებელი საქციელი გაახსენდა: მან გადაწ-
ყვიტა ტურისტებისთვის გაკეთებული ვიწრო, დახვეული კიბით
ასულიყო გუმბათზე და კლაუსტროფობიის იმგვარი შეტევა და-
ემართა, როგორიც არასდროს განუცდია მთელი ცხოვრების მან-
ძილზე. მიუხედავად ამისა, პროფესორს არასდრის უნანია ეს გა-
მოცდილება – სწორედ ამან უბიძგა მას, წაეკითხა როუზ კინგის
სახალისო წიგნი „ბრუნელესკის გუმბათი“.
– რობერტ? – მოისმა სიენას ხმა, – მოდიხართ?
360 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა დაიხედა და ახლაღა მიხვდა, რომ ერთ ადგილზე
გაყინულიყო და არქიტექტურით ტკბებოდა.
– მომიტევეთ.
გზა განაგრძეს, თან ცდილობდნენ, შენობებთან ახლოს ევ-
ლოთ. ახლა ტაძარი ხელმარჯვნივ იყო. ლენგდონმა შენიშნა,
რომ ტურისტთა ჯგუფი უკვე ტოვებდა ტაძარს გვერდითა გამო-
სასვლელიდან.
მათ წინ აღიმართა სამრეკლო – სატაძრო კომპლექსის სამი
ნაგებობიდან რიგით მეორე. მას ჯოტოს სამრეკლო ეწოდებოდა.
ეჭვიც არ იყო, რომ ის და ტაძარი ერთ მთლიანობას ქმნიდა. თავ-
ბრუდამხვევი სიმაღლის ოთხკუთხა კოშკი, აგრეთვე თეთრი და
ფერადი მარმარილოთი მოპირკეთებული – ასიოდე მეტრის სი-
მაღლისა გახლდათ. ლენგდონს ყოველთვის აოცებდა, რომ ესო-
დენ დახვეწილმა შენობამ რამდენიმე საუკუნეს გაუძლო, მათ შო-
რის, მიწისძვრებს, მკაცრ მეტეოროლოგიურ პირობებსა და ზე-
მოდან დაწოლილი ამგვარი ტვირთის სიმძიმეს – მისი ზარები
თითქმის ათ ტონას იწონიდა.
გვერდით მომავალი სიენა კოშკის მიმდებარე საჰაერო სივ-
რცეს თვალებით ათვალიერებდა, თუმცა მზვერავი ვერტმფრენი
ცაში არ ჩანდა. მიუხედავად დილის საათებისა, ტურისტების დი-
დი ნაკადი მოდიოდა. ლენგდონი ცდილობდა, ხალხში გარეული-
ყო.
როდესაც სამრეკლოს მიუახლოვდნენ, უკან მოიტოვეს მხატ-
ვრების მწკრივი, რომლებიც ტურისტების უცნაურ შარჟებს
ქმნიდნენ – ჩხრიალა გველის ფორმის სკეიტზე მდგარი ბიჭუნა,
გოგონა ცხენის კბილებით, რომელიც ლაკროსისთვის76 განკუთ-
ვნილ ჯოხს იქნევდა, ახალგაზრდები, რომლებიც მარტორქაზე
გადამჯდარნი კოცნიდნენ ერთმანეთს. ლენგდონს გაუკვირდა,

76
ლაკროსი (ფრანგ. La crosse - კვერთხი.) გუნდური თამაში პეპლის
საჭერისმაგვარი ჩოგნებითა და ტყავის ბურთით.
361 მკითხველთა ლიგა
რომ მხატვრებს ამ საქმიანობის უფლებას სწორედ იმ ქვებზე აძ-
ლევდნენ, რომელზეც ახალგაზრდა მიქელანჯელო თავის სა-
ეტიუდო დაფასა და მოლბერტს დებდა.
ლენგდონმა და სიენამ სწრაფად შემოუარეს სამრეკლოს, მო-
ედანი გადაკვეთეს და მარჯვნივ გაუხვიეს, ტაძრის უმთავრესი შე-
სასვლელის წინ. აქ ყველაზე მეტი ხალხი ირეოდა, მთელი მსოფ-
ლიოდან ჩამოსულ ტურისტებს ვიდეო თუ ტელეფონის კამერების
ობიექტივები ჰქონდათ მიმართული ზემოთ, ტაძრის წითელი ფე-
რის უმთავრესი ფასადისკენ. ლენგდონმა რამდენიმე წამით აიხე-
და ზემოთ; მას სხვა ნაგებობა აინტერესებდა და ისიც მაშინვე გა-
მოჩნდა, ტაძრის მთავარი შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს
მდგარი. ეს იყო სატაძრო კომპლექსის რიგით მესამე ნაგებობა,
რომელიც ლენგდონს ძალიან უყვარდა.
სან-ჯოვანისბაპტისტერიუმი.
ეს შენობაც თეთრი და ფერადი ქვებით იყო ნაგები, ისეთივე
ზოლიანი პილასტრებით, როგორებითაც თავად ტაძარი გახ-
ლდათ გამშვენებული. თუმცა მას დანარჩენი ორი ნაგებობისგან
განასხვავებდა გასაოცარი, სწორი რვაკუთხა ფორმა. მას ხში-
რად ტორტს ადარებენ, რადგან სამ იარუსს დაქანებული თეთრი
სახურავი აგვირგვინებს.
რვაწახნაგოვანი ფორმა ამ შენობისთვის მხოლოდ სილამა-
ზის გამო არ მიუციათ – ქრისტიანულ სიმბოლიკას ეხმიანებოდა.
ქრისტიანობაში ციფრი რვა მეორედ დაბადების გამომხატველია.
რვაწახნაგა ფორმა ხილული მინიშნება იყო შესაქმის ექვს დღე-
ზე, მეშვიდე დღეზე, როდესაც ღმერთმა დაისვენა და მერვე დღე-
ზე, როდესაც ქრისტიანები მეორედ იბადებოდნენ ანუ ნათლო-
ბით ხელახლა „იშვებოდნენ“. რვაწახნაგოვნება იქცა მთელ
მსოფლიოში სანათლავებისა და ბაპტისტერიუმების ჩვეულ
ფორმად.

362 მკითხველთა ლიგა


ლენგდონს ბაპტისტერიუმი მთელ ფლორენციაში ყველაზე
დიდებულ ნაგებობად მიაჩნდა, თუმცა ფიქრობდა, რომ უსამარ-
თლოდ იყო შერჩეული მისი აგების ადგილი. ეს ბაპტისტერიუმი
ნებისმიერ სხვა ქალაქში გამუდმებით ყურადღების ცენტრში იქ-
ნებოდა, აქ კი, ორ გიგანტურ მეზობელს შორის, დაკნინებულად
გამოიყურებოდა, ოჯახში ყველაზე უმცროს შვილს ჰგავდა.
„ოღონდ სანამ შიგნით შეხვალ“, – გაიფიქრა ლენგდონმა და
წარმოიდგინა მისი შესანიშნავი მოზაიკური ინტერიერი. მისი
მოყვარულები ძველად ამბობდნენ, მოზაიკა თავად სამოთხეს
ჰგავსო, – თუ გეცოდინება, საით გაიხედო (როგორც სიენას უთ-
ხრა), ფლორენცია არაფრით ჩამოუვარდება სამოთხეს.
საუკუნეთა განმავლობაში ამ რვაწახნაგოვან სალოცავში
ნათლავდნენ ბავშვებს, რომლებიც მომავალში ღირსეული მოქა-
ლაქეები უნდა გამხდარიყვნენ. მათ შორის იყო დანტეც.
დავბრუნდებოდი... სადაც მომნათლეს, მირონცხება სადაც
მარგუნეს.
დანტე გააძევეს და ამ წმინდა ადგილზე დაბრუნების უფლება
არ მისცეს, თუმცა ლენგდონს ნელ-ნელა უძლიერდებოდა იმედი,
რომ წუხანდელი ღამის უჩვეულო და წარმოუდგენელი მოვლენე-
ბის შემდგომ პოეტის სიკვდილის ნიღაბი დანტეს მაგივრად დაბ-
რუნდა სანათლავში.
შესაძლოა ბაბტისტერიუმში ინიაციომ ნიღაბი სიკვდილამდე
გადამალა, გაახსენდა ინიაციოს სასოწარკვეთილი სატელეფო-
ნო ზარი და ძრწოლიყთ წარმოიდგინა, გულზე ხელმიჭერილი
მსუქანი კაცი როგორ კვეთს მოედანს შესახვევისკენ და თავის სი-
ცოცხლეში უკანასკნელი ზარით ტოვებს შეტყობინებას, რომ ნი-
ღაბი ბაპტისტერიუმში დამალა.
შენთვის კარიბჭე გახსნილია.
მთელი იმ დროის მანძილზე, სანამ ისინი ხალხის მჭიდრო ნა-
კადში გზას მიიკვლევდნენ, ლენგდონი ბაპტისტერიუმს თვალს
363 მკითხველთა ლიგა
არ აშორებდა. სიენა იმდენად სწრაფად მიაბიჯებდა, რომ ლენ-
გდონი იძულებული იყო, თითქმის სირბილით დასწეოდა მას. ჯერ
კიდევ შორიდან შეამჩნია მზის სხივებზე აბრჭყვიალებული ბაპ-
ტისტერიუმის კარიბჭე.
ხუთი მეტრის სიმაღლის და მოოქრული ბრინჯაოს კარიბჭის
გასამშვენიერებლად ლორენცო გიბერტის ოც წელზე მეტი დას-
ჭირდა. ბიბლიური სიუჟეტების გამომხატველი ათი ურთულესი
ბარელიეფი ისეთი ოსტატობითაა შესრულებული, რომ ჯორჯო
ვაზარიმ ამგვარად შეაფასა: „ყოველმხრივ, უდავოდ სრულყოფი-
ლი... ოდესმე შექმნილთა შორის ყველაზე უბრწყინვალესი“.
ხოლო მეტსახელი, რომელიც მას დღემდე შემორჩა, მიქე-
ლანჯელოს აღფრთოვანებული შეფასების გამო ეწოდა. იგი იმ-
დენად მოხიბლა ამ გრანდიოზულმა ნამუშევარმა, რომ თქვა,
სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო... სამოთხის კარიბჭე.

364 მკითხველთა ლიგა


თავი 54

ბიბლია ბრინჯაოში, ფიქრობდა ლენგდონი და თან ამ დიდე-


ბულ კარიბჭეს ათვალიერებდა.
გილბერტის „სამოთხის კარიბჭე“ შედგებოდა ათი კვადრატუ-
ლი ფორმის პანელისგან, რომლებიც კარზე ხუთ-ხუთად, ვერტი-
კალურად იყო განლაგებული. მასზე გამოესახათ ძველაღთქმი-
სეული სცენები, ადამ და ევადან მოყოლებული, მოსემდე და სო-
ლომონ მეფემდე.
ამ განსაცვიფრებელი ხელოვნების ნიმუშის გარშემო საუკუნე-
თა მანძილზე არ ცხრებოდა ცხარე კამათი ხელოვნების ისტორი-
კოსებსა და მხატვრებს შორის, დაწყებული ბოტიჩელიდან, დამ-
თავრებული თანამედროვე კრიტიკოსებით. ვერ თანხმდებოდ-
ნენ, რომელი პანელი იყო საუკეთესო. უმრავლესობის აზრით,
ყველაზე მშვენიერის სტატუსი მიენიჭა შუაში მდებარე მარცხენა
პანელს, რომელზეც იაკობი და ესავი იყო გამოსახული. მათი
განმარტებით, ეს პანელი მრავალფეროვანი ფერწერული ოსტა-
ტობის გამო იქნა უმშვენიერესად აღიარებული. თუმცა ლენგდო-
ნის აზრით პანელის უპირატესობა სულ სხვა რამემ განსაზღვრა –
თავად გილბერტის ხელმოწერამ, რომელიც მან სწორედ ამ პა-
ნელზე დატოვა.
როდესაც რამდენიმე წლის წინ ლენგდონს დიდი სიამაყით უჩ-
ვენა ეს კარიბჭე ინიაციო ბუზონიმ, იქვე სინანულით აღიარა, რომ
ვანდალების შემოსევების ხუთასწლოვან პერიოდსა და დაბინძუ-
რებულ ჰაერს რომ არ გაენადგურებინა, მოოქრული კარიბჭე მა-
თი ზუსტი ასლით შეცვალეს, ხოლო ნამდვილი კარიბჭე სარეს-
ტავრაციოდ ოპერა-დელ-დუომოს მუზეუმშია განთავსებული.
ლენგდონმა პატივისცემის ნიშნად აღარ გაამხილა, რომ მან ეს
კარგად იცოდა და სინამდვილეში ისინი ახლა ნამდვილი კარიბ-
ჭის ნაცვლად ფალსიფიცირებული ანალოგების წინ იდგნენ,
365 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს ამ კარიბჭის არაერთი ასლი ჰქონდა ნანახი. პირვე-
ლად ერთ-ერთ მათგანს მაშინ გადაეყარა, როდესაც სან-ფრან-
ცისკოში „უფლის მადლის“ საკათედრო ტაძრის ლაბირინთებს
იკვლევდა და გაიგო, რომ გილბერტის კარიბჭის ასლები მეთორ-
მეტე საუკუნის შუახანებიდან გამოიყენება ტაძრების ფასადების-
თვის.
მისმა მზერამ კარს გვერდით მიმაგრებულ განცხადებაზე გა-
დაინაცვლა. მასზე უბრალო იტალიური ფრაზა ეწერა: „La presta
nera“.77
„ღმერთო, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ის ყველგანაა, საითაც
გინდა გაიხედო!“ ამ მინაწერის ქვეტექსტი ის იყო, რომ კარიბჭე
„აღთქმად“ იქნა შეკვეთილი, ღვთისათვის მისატან მსხვერპლად
– ეს იყო შავჭირგადატანილი ფლორენციის მადლიერების გამო-
ხატულება.
მან კვლავ შეხედა „სამოთხის კარიბჭეს“ და გონებაში კვლავ
ჩაესმა ინიაციოს სიტყვები. კარიბჭე გახსნილია, მაგრამ იჩქარე.
ინიაციოს დაპირების მიუხედავად „სამოთხის კარიბჭე“ დაკე-
ტილი იყო, გარდა რელიგიური დღესასწაულებისა. ტურისტები
ჩვეულებრივ სხვა მხრიდან, ჩრდილოეთ კარიდან შედიოდნენ შე-
ნობის დასათვალიერებლად.
სიენა თითის წვერებზე იდგა და ცდილობდა, უცხო ადამიანე-
ბის თავზემოდან დაეთვალიერებინა კარები.
– სახელურები არ აქვს, – თქვა მან, – გასაღების ხვრელიც არ
აქვს. არაფერი.
„სწორია“, გაიფიქრა ლენგდონმა. გილბერტი ნამდვილად
ვერ გააფუჭებდა თავის შედევრს ისეთი ბანალური საგნით, რო-
გორიც კარის სახელურია.
– კარი შიგნიდან იღება. მას შიგნიდან კეტავენ.

77
შავი სიკვდილი.(იტალ.)
366 მკითხველთა ლიგა
სიენა წამით ჩაფიქრდა, ტუჩები მოკუმა.
– მაშინ აქედან... არ შეგვიძლია გავიგოთ, დაკეტილია თუ არა
კარი.
ლენგდონმა თავი დაუქნია:
– იმედი მაქვს, რომ ინიაციო სწორედ ამას გულისხმობდა.
მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გვერდით, შენობის ჩრდილო-
ეთ კედელს გახედა და ბევრად უსახური კარი დაინახა. ეს ტურის-
ტებისთვის განკუთვნილი შესასვლელი იყო. მოწყენილი მორიგე
დაინტერესებულ ტურისტებს აბრაზე მიუთითებდა, რომელსაც
ეწერა: APERTURA78 13.00 – 17.00.
ლენგდონი კმაყოფილი დარჩა. „კიდევ რამდენიმე საათის
განმავლობაში არ გააღებენ. შიგნით ჯერ კიდევ არავინ შესულა“.
ინსტინქტურად მაჯას დახედა, საათი რომ ენახა და გაახსენდა,
რომ მიკი-მაუსი მაჯაზე აღარ ჰყავდა.
როდესაც სიენასთან დაბრუნდა, მის გვერდით უკვე მოეყარა
თავი ტურისტების ჯგუფს. ისინი ფოტოებს უღებდნენ კარებს მის-
გან ორი ნაბიჯის დაშორებით მაგარი რკინის ზღუდეებიდან. ზღუ-
დე იმისთვის იყო საჭირო, რომ ხალხი ძალიან ახლოს არ მისუ-
ლიყო გილბერტის შედევრთან. გამოჭედილი რკინისგან დამზა-
დებული ზღუდე ოქროსფერი წვეტებით, ძალიან ჰგავდა ქალაქ-
გარე სახლების ბაღის ღობეებს. „სამოთხის კარიბჭის“ შესახებ
განმარტებითი ტექსტი სწორედ ამ ზღუდეზე მიეკერათ და არა თა-
ვად კარზე.
ლენგდონს ყური მოეკრა, რომ ხანდახან ამ ტექსტს ტურისტე-
ბი შეცდომაში შეჰყავდა. აი, ახლაც, „ჯუსი კუტიურის“ სპორტულ
კოსტიუმში გამოწყობილი ძლიერი აღნაგობის ქალი ხალხის ნა-
კადში გაძვრა, შეხედა ტექსტს, შემდეგ – რკინის ზღუდეს და წა-
იფრუტუნა:

78
ღიააა.(იტალ.)
367 მკითხველთა ლიგა
– „სამოთხის კარიბჭე“! ჰო, რა თქმა უნდა... ჩემი ფერმის ღო-
ბეს ჰგავს, – და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
სიენა ზღუდეს მოეჭიდა და გისოსებს მიღმა გაიხედა, საკეტი
რომ დაენახა.
– მომისმინეთ, – სიენა გაფართოებული თვალებით ლენგდო-
ნისკენ შებრუნდა, – კარს ბოქლომი ადევს, მაგრამ დაკეტილი
არაა.
ლენგდონმა გისოსებს მიღმა გაიხედა და დარწმუნდა, რომ სი-
ენა მართალს ამბობდა: ბოქლომი იმგვარად დაეკიდებინათ,
თითქოს დაკეტილი იყო, მაგრამ თუ დააკვირდებოდი, მიხვდებო-
დი, რომ გახსნილი ეკიდა.
კარიბჭე გახსნილია, მაგრამ იჩქარე.
ლენგდონმა „სამოთხის კარიბჭეს“ ახედა. თუ ინიაციომ მარ-
თლაც გააღო ეს გიგანტური კარები, მაშინ მხოლოდ მიწოლაც
საკმარისი იქნება. პრობლემა ის იყო, როგორ უნდა შესულიყ-
ვნენ შენობაში ხალხისგან შეუმჩნევლად, რომ აღარაფერი ეთ-
ქვათ თავად ტაძრის დარაჯებზე.
–შეხედეთ! – დაიყვირა უეცრად მათ ახლოს მყოფმა ქალმა
შიშნარევი ხმით, – ახლა გადმოხტება! სამრეკლოზეა!
ლენგდონი მოტრიალდა და დაინახა, რომ სიენა ყვიროდა...
ათიოდე ნაბიჯზე მდგარი, ჯოტოს სამრეკლოსკენ იშვერდა ხელს
და ყვიროდა:
– სულ ზემოთ! ნამდვილად გადმოხტება.
მყისვე ყველა თვალი ცისკენ, სამრეკლოს წვერისკენ აიჭრა.
აჩოჩქოლებული ხალხი ზემოთ იყურებოდა, ხელებს იშვერდნენ
და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
– ვიღაცას გადმოხტომა უნდა?
– ვის?
– ვერ ვხედავ.
– აი, იქ, მარცხნივ!
368 მკითხველთა ლიგა
სულ რამდენიმე წამში მოედანზე შეკრებილი ადამიანები
მღელვარებამ მოიცვა. ხალხი ერთმანეთის მიბაძვით სამრეკ-
ლოსკენ იყურებოდა. შიშმა ხანძრის სისწრაფით გადაუარა მათ
და ცოტა ხანში მთელი მოედანი ზემოთ იყურებოდა.
„ჯაჭვური რეაქცია“, გაიფიქრა ლენგდონმა, მიხვდა, რომ სა-
მოქმედოდ სულ რამდენიმე წამი ჰქონდა. როგორც კი სიენა მის
გვერდით გაჩნდა, ხელი ჩაავლო ზღუდეს, გახსნა და ისინი კარიბ-
ჭესა და ზღუდეს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში აღმოჩნდნენ.
ლენგდონმა გისოსები მოკეტა და ორივე ხუთმეტრიანი ბრინჯაოს
კარიბჭისკენ შებრუნდა. ლენგდონს იმედი ჰქონდა, რომ ინია-
ციოს სიტყვები სწორად გაიგო. შებრუნდა და მხრით მიაწვა კარს.
თავიდან მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. შემდეგ გიგან-
ტური კარი დიდი გაჭირვებით დაჰყვა ლენგდონის ნებას. კარიბჭე
გახსნილია! კარი ნახევარ მეტრზე ნაკლებ მანძილზე შეიღო, სი-
ენამაც დრო იხელთა და გვერდულად შესხლტა შიგნით. ლენ-
გდონიც ნელ-ნელა შეძვრა ბნელ შენობაში.
შიგნიდან ორივე მიაწვა შეღებულ კარს და ისიც ყრუ ხმაურით
მიიხურა. მოედნის ხმაური წამიერად გაქრა. სიენამ ლენგდონს
მოგრძო ხის პანელზე ანიშნა, რომლითაც, როგორც ჩანს, კარს
კეტავდნენ და გვერდებზე დამაგრებულ კავებში აქცევდნენ... ეს
კარიბჭის ურდული იყო.
– ალბათ ინიაციომ სპეციალურად თქვენ გამო ამოიღო.
ერთობლივი ძალებით ასწიეს ურდული, კავებში მოათავსეს
და საიმედოდ გადარაზეს „სამოთხის კარიბჭე“. ამ ქმედებით სა-
კუთარი თავიც გამოკეტეს ბაპტისტერიუმში.
კარგა ხანს იდგნენ სიენა და ლენგდონი კართან და სულს ით-
ქვამდნენ. მოედანზე ატეხილი ხმაურისა და შეძახილების შემდეგ
აქ მართლაც სიმშვიდე იყო, როგორც სამოთხეში.

369 მკითხველთა ლიგა


გარეთ კი „კიტრებიან“ ჰალსტუხსა და მოდურ სათვალეში გა-
მოწყობილი მამაკაცი ხალხის ნაკადში გზას მიიკვლევდა ბაპტის-
ტერიუმისკენ და ყურადღებას არ აქცევდა მისი წითელი გამონა-
ყარით გამოწვეულ ხალხის ალმაცერ გამოხედვას.
ის მიუახლოვდა ზღუდეს, რომლის მიღმაც მიიმალა რობერტ
ლენგდონი თავის ქერათმიან მეგზურთან ერთად, და კარის გა-
დარაზვით გამოწვეული ყრუ გრუხუნიც გაიგონა.
„აქედან ვერ შევალ“.
მოედანზე შეკრებილი ხალხის მღელვარება ნელ-ნელა დაც-
ხრა. ტურისტები, ერთხანს აღელვებულები იყურებოდნენ სამ-
რეკლოსაკენ, მერე, როცა მიხვდნენ, რომ ზემოთ არავინ იყო, ინ-
ტერესი დაკარგეს. მოედანზე ხალხი კვლავ ამოძრავდა.
მამაკაცმა კვლავ იგრძნო ქავილი. გამონაყარი სულ უფრო ამ-
წარებდა. ახლა უკვე თითებიც გაუსივდა და კანი უსკდებოდა. ხე-
ლები ჯიბეებში ჩაიწყო, რომ არ მოექავა და შენობის სხვა შესას-
ვლელისკენ გაემართა. გულმკერდის არეში უცნაური პულსაცია
არ წყდებოდა.
როდესაც კუთხეში შეუხვია, მწვავე ტკივილი იგრძნო ხორხის
არეში და კვლავ ქავილი დაეწყო.

370 მკითხველთა ლიგა


თავი 55

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც სან-ჯოვანის ბაპ-


ტისტერიუმში შესვლისას შეუძლებელია, არ ახედო ჭერს. ლენ-
გდონი აქ ბევრჯერ იყო ნამყოფი, მაგრამ ახლაც იგრძნო სივრცის
მისტიკური მიზიდულობის ძალა და ზემოთ აიხედა.
მის თავზე რვაწახნაგა გუმბათი კუთხიდან კუთხემდე ოცდახუ-
თი მეტრის დიამეტრზე განფენილიყო. ციმციმებდა და კიაფობდა,
თითქოსდა მბჟუტავი ნაკვერჩხლებისგან იყო აგებული. მისი
ქარვისფერ-ოქროსფერი ზედაპირი არათანაბრად ირეკლავდა
დაცემულ სინათლეს. ფერადი მინისგან ხელით გამოკვეთილი
მილიონზე მეტი ჭიქური ფირფიტა, რომლებზეც ბიბლიური სცენე-
ბი იყო გამოსახული, ექვს წრედ განელაგებინათ.
დარბაზის ზედა ნაწილს სინათლის ეფექტს აწვდიდა გუმბათში
დატანილი მრგვალი ფორმის სარკმელი, დაახლოებით ისეთი,
როგორიც რომის პანთეონშია. იქიდან შემომავალი სინათლის
სხივები თითქმის ხელშესახები იყო, რადგან ძალიან წააგავდა
ერთი კუთხიდან მეორეში გადებულ ჭერის ძელებს.
ლენგდონი და სიენა დარბაზის შუაგულისკენ დაიძრნენ. ლენ-
გდონმა თვალი შეავლო ლეგენდარულ მოზაიკას – სამოთხისა
და ჯოჯოხეთის მრავალიარუსიან გამოსახულებას, რომელიც ძა-
ლიან ჰგავდა „ღვთაებრივ კომედიაში“ აღწერილ სცენებს.
„დანტე ალიგიერიმ ეს ბავშვობაში ნახა, – გაიფიქრა ლენ-
გდონმა, – პირდაპირი გაგებით – ეს იყო შთაგონება ზეციდან“.
ლენგდონმა მზერა მოზაიკის წარმოსახვით ცენტრზე შეაჩერა.
მთავარი საკურთხევლის თავზე იესო ქრისტე იჯდა და ხსნილთა
და დაღუპულთა მსჯავრს განაგებდა. მისგან ხელმარჯვნივ მარ-
თალი სულები მარადიული სიცოცხლით ჯილდოვდებოდნენ.
ხელმარცხნივ კი ცოდვილებს წვავდნენ, ქვით ქოლავდნენ და

371 მკითხველთა ლიგა


მათ ხორცს სხვადასხვაგვარი ამაზრზენი არსებები მიირთმევ-
დნენ.
ადამიანთა გვემას აკვირდებოდა უზარმაზარი სატანა, რომე-
ლიც კაციჭამია მხეცის სახით გამოესახათ. ლენგდონს ყოველ-
თვის აჟრჟოლებდა ამ ურჩხულის შეხედვისას, რომელსაც შვიდი
საუკუნის წინ პატარა დანტე ალიგიერი შესცქეროდა და ალბათ
ისიც ძრწოდა; გამოსახულებამ საბოლოოდ შთააგონა კიდეც პო-
ეტი, რომ მკაფიოდ აღეწერა ჯოჯოხეთის სულ ბოლო წრის მდგო-
მარეობს.
მათ თავზემოთ მოზაიკით გამოსახული იყო რქიანი ეშმაკი,
რომელსაც ხელში ადამიანი ეჭირა და ჭამდა. ეშმაკის პირიდან
იმგვარად მოჩანდა ცოდვილის ფეხები, რომ დანტესეულ ჯოჯო-
ხეთში მყოფი, ნახევრად მიწაში ჩაფლული ადამიანების მდგომა-
რეობას იმეორებდა.
Lo´mperador del doloroso regno, თავისთვის ჩაილაპარაკა
ლენგდონმა. ტანჯვის სამყაროს მეუფე.
სატანის ყურებიდან ორი მსხვილი გველი მოძვრებოდა, რომ-
ლებიც ასევე ღეჭდნენ ცოდვილთა სხეულებს. ამგვარად, შესაძ-
ლოა მოგჩვენებოდათ, რომ სატანას თითქოს სამი თავი ჰქონდა,
როგორც დანტემ „ჯოჯოხეთის“ უკანასკნელ სიმღერაში აღწერა.
ლენგდონმა გონება დაძაბა და ეს სახე გაიხსენა:

როცა ვნახე მე ჩემის თვალით,


სამგვარი სახე გამოსხმული რომ ჰქონდა თავზე...
მდუღარე ცრემლი სისხლიან დუჟში არეული სამივ ნიკაპზე,
ნიაღვარივით დაუცხრომლად ჩამოსდიოდა.
ყოველ მათგანს გლეჯდა რკინის, ლომისებრ კბილით...

372 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა იცოდა, რომ სატანის ბოროტების რიცხვს სიმბო-
ლური მნიშვნელობა ჰქონდა: ისინი წმინდა სამების სიმეტრიული
ანტიპოდი იყო.
ლენგდონი შესცქეროდა ამ საშინელ ურჩხულს და ცდილობ-
და, წარმოედგინა, როგორ ზემოქმედებდა ეს მოზაიკა ახალგაზ-
რდა დანტეზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე დადიოდა აქ
მსახურებაზე და სატანის მზერის ქვეშ ლოცულობდა. დღეს მასაც
უსიამოვნო შეგრძნება ჰქონდა – თითქოს სატანა პირდაპირ მას
უცქერდა.
საჩქაროდ გადაიტანა მზერა ჯერ მეორე სართულის აივანსა
და გალერეაზე – ერთადერთ ადგილზე, საიდანაც უფლება ჰქონ-
დათ ქალებს, თვალყური ედევნებინათ ნათლობისათვის და შემ-
დეგ ოდნავ ქვემოთ, ანტიპაპის იოანე XXIII-ის სამარხზე: ბალდა-
ხინის ქვეშ მოთავსებულ ბრინჯაოს ფიგურაზე. ის კედლის გას-
წვრივ, მაღლა იჯდა და მოგაგონებდათ ილუზიონისტს, რომელიც
განასახიერებდა ჰაერში მოლივლივე ადამიანს თუ გამოქვაბუ-
ლის მცხოვრებს.
ბოლოს მზერა შეაჩერა იატაკის ლამაზ მოზაიკაზე, რომელიც,
ბევრის აზრით, შუა საუკუნეების ასტრონომიულ მონაცემებს გა-
მოხატავდა. მოათვალიერა შავ-თეთრი ორნამენტი და იატაკის
ცენტრს დააცქერდა.
ესაა ის ადგილი. სწორედ აქ მონათლეს დანტე მეცამეტე სა-
უკუნის მეორე ნახევარში.
– „დავბრუნდებოდი, პოეტი, გვირგვინს დავიდგამდი იმავ საყ-
დარში,
სადაც მომნათლეს, მირონცხება სადაც მარგუნეს“, – ხმამაღ-
ლა წარმოთქვა მან და ცარიელი სივრცე მოგუგუნე ექოდ გამო-
ეხმაურა, – ის აქ არის.
სიენამ შეშფოთებით დახედა იატაკის ცენტრს, ლენგდონი
რომ უჩვენებდა.
373 მკითხველთა ლიგა
– მაგრამ... აქ არაფერი არ არის.
– ახლა აღარ, – დაუდასტურა ლენგდონმა.
აქ მხოლოდ რვაკუთხოვანი მოწითალო-მოყავისფრო ფირფი-
ტა დარჩა. ერთი ფერის ეს ლაქა მთელი მოხატული იატაკის ფონ-
ზე თავდახურულ ხვრელს ჰგავდა – და, სინამდვილეში, იყო კი-
დეც.
ლენგდონმა სწრაფად აუხსნა სიენას, რომ თავდაპირველად
ბაპტისტერიუმის სანათლავს შენობის ცენტრში მოწყობილი რვა-
წახნაგოვანი აუზი წარმოადგენდა. თანამედროვე სანათლავები
იატაკის ზემოთაა მოწყობილი, ძველად კი ბუნებრივ წყაროს ან-
და სხვა წყალსაცავს უკავშირდებოდა – მოცემულ შემთხვევაში
ეს ღრმა აუზი იყო და ბავშვის შთაფვლა მასში სრულად ხდებოდა.
ლენგდონმა წარმოიდგინა, რა საშინელი ტირილის ხმა იდგა აქ
ადრე, როდესაც შეშინებულ პატარას ცივი წყლით სავსე ღრმულ-
ში უშვებდნენ.
– ნათლობა ცივი და საშიში პროცესი იყო, – თქვა მან, – ნა-
თელღების ჭეშმარიტი რიტუალი. საზარელიც კი. დანტემ ერ-
თხელ ამ აუზში ბავშვი დახრჩობასაც კი გადაარჩინა. მოკლედ,
მეთექვსმეტე საუკუნეში თავდაპირველი სანათლავი გააუქმეს.
სიენა შეცბუნებული სახით ათვალიერებდა ბაპტისტერიუმს.
– მაგრამ თუ სანათლავი, რომელშიც დანტე მონათლეს, აღარ
არსებობს, სადღა დამალა ინიაციომ ნიღაბი?
ლენგდონს ესმოდა მისი დაბნეულობა. აქ უამრავი სამალავი
იყო – სვეტების თავზე, ქანდაკებებში, სამარხებში, ნიშებში, სა-
კურთხეველში, სადმე ზემოთაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ამის მიუხედავად, ის სავსებით თავდაჯერებულად შებრუნდა
კარისკენ, რომლიდანაც ისინი შემოვიდნენ.
– აი, აქედან დავიწყებთ, – მან „სამოთხის კარიბჭის“ მარჯვენა
კედელზე მიუთითა.

374 მკითხველთა ლიგა


კედელთან, დეკორატიულ ზღუდესთან აღმართულიყო ძვირ-
ფასი მარმარილოსგან გამოკვეთილი მაღალი, ექვსკუთხოვანი
კვარცხლბეკი, რომელიც ძალიან ჰგავდა პატარა ზომის საკურ-
თხევლის ქვას ანდა პიუპიტრს. იმდენად სუფთად იყო დამუშავე-
ბული, პერლამუტრის კამეას მოგაგონებდათ. მარმარილოს ფუ-
ძეზე დაახლოებით ერთი მეტრის დიამეტრის ხის გაპრიალებული
დაფა მიემაგრებინათ.
სიენა ყოყმანით გაჰყვა ლენგდონს. როდესაც საფეხურები აი-
არეს და ზღუდესთან მივიდნენ, სიენა დაფას დააკვირდა და თვა-
ლები გაუფართოვდა.
ლენგდონს გაეღიმა. „სწორია – ეს არც საკურთხევლის ქვაა
და არც – კათედრა“. გაპრიალებული დაფა იატაკში გამოჭრილი
ღრმულის თავსახური იყო.
– სანათლავი? – თქვა სიენამ.
ლენგდონმა თავი დაუქნია.
– დღეს რომ მონათლულიყო დანტე, სწორედ აქ მოინათლე-
ბოდა, – ლენგდონმა ღრმად ჩაისუნთქა და მოუთმენლობისგან
გამოწვეული შინაგანი თრთოლვით ფიცარს ხელისგულები და-
აწყო.
შემდეგ მაგრად მოეჭიდა თავსახურის ნაპირებს, გვერდზე გა-
დასწია, ფრთხილად მოაცილა მარმარილოს სამაგრებს, იატაკზე
დაუშვა და ბნელ ვიწრო ჭას ჩახედა.
მოულოდნელობისა და შიშისგან სუნთქვა შეეკრა.
სიბნელიდან მას დანტე ალიგიერის მკვდარი სახე შემოსცქე-
როდა.

375 მკითხველთა ლიგა


თავი 56

ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.
ლენგდონი სანათლავთან იდგა და ზემოდან დასცქეროდა
სიკვდილის ნიღაბს. ღიაყვითელი სახეც მას უყურებდა უხილავი
თვალებით. კეხიანი ცხვირი და გამოწეული ნიკაპი უმალ მიახ-
ვედრებდა მნახველს მის ვინაობას.
დანტე ალიგიერი.
უსიცოცხლო სახის ცქერა არცთუ ისე სასიამოვნო იყო, მაგრამ
ნიღაბი რაღაც არაბუნებრივად გამოიყურებოდა. ლენგდონი მა-
შინვე ვერც მიხვდა, რა ხდებოდა.
„ნიღაბი... რა, დაცურავს?“
ლენგდონი დაიხარა და ყურადღებით დააკვირდა. ერთ მეტ-
რზე მეტი სიღრმის სანათლავი ჭას უფრო ჰგავდა, ვიდრე პატარა
აუზს. კედლები წყლით სავსე ექვსკუთხოვან აუზში ეშვებოდა.
თითქოს ნიღაბი ჭის შუაგულში დალივლივებდა, თუმცა, ბუნების
კანონის საწინააღმდეგოდ, წყლის ზედაპირზე ტივტივებდა.
ლენგდონმა მაშინვე ვერ გაიაზრა, თუ რით იყო გამოწვეული
ეს ილუზია – სანათლავი აუზის ცენტრში ბოძი იყო და მის წვერზე,
წყლის ზედაპირზე პატარა ლითონის ჭურჭელი დაემაგრებინათ,
რომელიც დეკორატიული შადრევნის იმიტაციას წააგავდა. თა-
ვად ჭურჭელზე ალბათ ბავშვს აწვენდნენ ნათლობის დროს. მაგ-
რამ ახლა, ამ კვარცხლბეკზე, დანტეს ნიღაბი იდო.
ლენგდონი და სიენა უხმოდ უცქერდნენ დანტე ალიგიერის
კუთხოვან სახეს, რომელიც გამჭვირვალე პოლიეთილენის საკე-
ტიან პაკეტში იყო მოთავსებული და ძალიან ჰგავდა პარკით მო-
გუდული ადამიანის სახეს. ამ სახის დანახვისას, ლენგდონს ბავ-
შვობაში გადატანილი საშინელი შემთხვევა გაახსენდა, როდესაც
ჭაში ჩავარდნილი, სასოწარკვეთილი იყურებოდა ზემოთ.

376 მკითხველთა ლიგა


მაშინვე თავიდან მოიცილა ეს მოგონება და ნიღაბს კიდეზე
მოჰკიდა ხელი, სადაც სავარაუდოდ დანტეს ყურების ადგილი
იყო. ნიღბის ფორმებით თუ ვიმსჯელებდით, დანტეს პატარა სახე
ჰქონდა, მაგრამ ძველი თაბაშირი უჩვეულოდ მძიმე აღმოჩნდა.
ლენგდონმა ნიღაბი ფრთხილად ამოიღო სანათლავიდან და იმ-
გვარად დაიკავა, რომ მასაც და სიენასაც კარგად დაენახათ. მი-
უხედავად იმისა, რომ ნიღაბი პაკეტში იყო მოთავსებული – ნამ-
დვილ, ცოცხალ სახეს ჰგავდა. თაბაშირი საოცრად იმეორებდა
მოხუცი პოეტის ყოველ ნაკვთსა თუ სახის ღარს. თუ არ ჩავთვლი-
დით შუაში გაჩენილ ბზარებს, ნიღაბი იდეალურად იყო შემონა-
ხული.
– გადააბრუნეთ, – უჩურჩულა სიენამ, – რა არის შიგნით?
ლენგდონი ნიღაბს უკვე ატრიალებდა. პალაცო ვეკიოს სათ-
ვალთვალო კამერის ჩანაწერში კარგად ჩანდა, რომ ლენგდონმა
და ინიაციომ რაღაც იპოვეს ნიღბის შიგნით – და იმდენად გამა-
ოგნებელი რაღაც, რომ ნიღაბი სასახლიდან მოიპარეს.
ლენგდონმა ფრთხილად გადააბრუნა ეს მყიფე ნივთი და სა-
ხით მარჯვენა ხელისგულზე დაიდო. ნიღბის შიდა მხარეზე მოხუ-
ცის სახე უკეთესად იყო შენარჩუნებული და სრულიად გლუვი ზე-
დაპირი ჰქონდა. ვინაიდან ნიღაბი სახეზე გასაკეთებლად არ იყო
განკუთვნილი, მისი შიდა მხარე თაბაშირით ამოევსოთ, რათა
სიმტკიცის ხარისხი გაეზარდათ. ამის გამო ის თანაბრად
ჩაზნექილი ზედაპირის მქონე წვნიანის ჯამს მოგაგონებდათ.
ლენგდონი რას აღარ წარმოიდგენდა ნიღბის მეორე მხარეს,
მაგრამ ახლა რასაც ხედავდა, ამას ნამდვილად არა.
არაფერი.
საერთოდ არაფერი.
მხოლოდ გლუვი, ცარიელი ზედაპირი.
სიენაც დაბნეული იყო.

377 მკითხველთა ლიგა


– მხოლოდ თაბაშირია, – იჩურჩულა მან, – თუ აქ არაფერია,
მაშინ თქვენ და ინიაციომ რაღა დაინახეთ?
„წარმოდგენაც არ მაქვს, – გაიფიქრა ლენგდონმა, თან გამ-
ჭვირვალე პაკეტს ათვალიერებდა, – არაფერიც არ არის!“ იმედ-
გაცრუებულმა ლენგდონმა ნიღაბი სინათლის სხივთან მიიტანა
და ყურადღებით დახედა. როდესაც ნიღაბი ოდნავ შეაბრუნა, მო-
ეჩვენა, თითქოს ზედა ნაწილში თაბაშირი სხვა ფერის იყო – გე-
გონებოდა, ლაქების ჯაჭვი გასდევდა ნიღაბს შუბლამდე.
„უსწორმასწორობები თაბაშირში? ან... იქნებ სხვა რამეა?“
მკვეთრად შემობრუნდა და მარმარილოს პანელზე მიუთითა,
რომელიც მათ უკან, ანჯამებზე იყო ჩამოდებული.
– აბა, ნახეთ, – უთხრა სიენას, – იქ პირსახოცი ხომ არ დევს?
სიენამ უნდობლად შეხედა, თუმცა დაუჯერა და რთულად შე-
სამჩნევი კარადა გამოაღო. კარადაში აღმოჩნდა სანათლავში
ჩასაშვები წყლის ონკანი, მის ზემოთ ფანრის ჩასართავი და პირ-
სახოცების შეკვრა.
სიენამ გაოცებით შეხედა ლენგდონს, თუმცა პროფესორი
მსოფლიოს უამრავ ეკლესიაში იყო ნამყოფი და იცოდა, რომ სა-
სულიერო პირს აუცილებლად ჰქონდა გადანახული პირსახოცე-
ბის გარკვეული მარაგი – იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევე-
ბისთვის, რომლებიც ბავშვის ნათლობას ხანდახან თან სდევდა.
– კეთილი, – თქვა მან და პირსახოცს შეხედა, – თქვენ მანამ-
დე ნიღაბი დაიკავეთ.
ნიღაბი ფრთხილად მიაწოდა სიენას და საქმეს შეუდგა. უპირ-
ველეს ყოვლისა, სანათლავს თავსახური დააფარა. შემდეგ რამ-
დენიმე პირსახოცი აიღო და ამ პატარა მაგიდას გადააფარა. ამის
შემდეგ კარადაში ჩამრთველს დააწვა და მათ გარშემო სივრცეს,
სანათლავსა და მასზე დაფარებულ პირსახოცებს სინათლე მო-
ეფინა.

378 მკითხველთა ლიგა


სიენამ ფრთხილად დაუშვა ნიღაბი პირსახოცებზე, ლენგდონ-
მა კიდევ რამდენიმე პირსახოცი აიღო და ქვაბის ასაღებივით მო-
ირგო ხელებზე, რათა ნიღაბს შიშველი ხელებით არ შეხებოდა,
და ნივთი პაკეტიდან ამოიღო. ახლა უკვე დანტეს სიკვდილის ნი-
ღაბი სახით ზემოთ სინათლის ნაკადის ქვეშ იდო, როგორც დაძი-
ნებული პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე.
მკვეთრ სინათლეზე ნიღბის ფაქტურა კიდევ უფრო მეტად უს-
წორმასწორო გამოჩნდა. ნაოჭებსა და ღარებს სიმკვეთრეს მა-
ტებდა სიძველისგან ჩაშავებული თაბაშირი.
შიდა მხარე გარეთასთან შედარებით გაცილებით ახალივით
გამოიყურებოდა. ის თეთრი და სუფთა იყო და არა – გახუნებული
ყვითელი.
სიენამ აღელვებულმა გადახარა თავი გვერდით.
– არ გეჩვენებათ, რომ შიდა მხრიდან ახალივითაა?
და მართლაც, საღებავის ფერებში აშკარად მკვეთრი განსხვა-
ვება იგრძნობოდა, თუმცა მისი უკანა მხარეც ალბათ იმდენად
ძველი იყო, რამდენადაც – წინა.
– არათანაბარი დაძველება, – უპასუხა ლენგდონმა, – ნიღბის
ამ მხარეს მზის სინათლე არასდროს დასცემია.
თავისთვის გაიფიქრა, გასარუჯი კრემი სჭირდება მზისგან
დაცვის ორმაგი მაჩვენებლითო.
– ერთი წამით... – სიენა ნიღბისკენ დაიხარა, – შეხედეთ! ალ-
ბათ, სწორედ ეს დაინახეთ თქვენ და ინიაციომ.
ლენგდონის მზერამ სწრაფად გადაირბინა ნიღბის გლუვ ზე-
დაპირზე და შეჩერდა იმ ლაქასთან, რომელიც მან ჯერ კიდევ გამ-
ჭვირვალე პაკეტში ჩადებულ ნიღაბში შეამჩნია – შუბლის არეში.
ახლა, როდესაც ნიღაბს მკვეთრი სინათლე ანათებდა, ცხადი გახ-
და, რომ ეს თაბაშირის დეფექტი სულაც არ იყო... არამედ ხელოვ-
ნურად გაკეთებული მინაწერი.

379 მკითხველთა ლიგა


– ეს... წარწერაა, – ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა სიენამ, –
მაგრამ...
ლენგდონი წარწერას ათვალიერებდა. ეს იყო გამოყვანილი
ხელით
ნაწერი ასოები – მკრთალი, მოყვითალო-მოყავისფრო.
– ეს არის მთელი ტექსტი? – თითქმის წყენით იკითხა სიენამ.
ლენგდონს მისი ხმა არ გაუგონია. „ვინ დააწერა?“ – ფიქრობ-
და თავისთვის.
ნუთუ დანტეს დროს დააწერეს? მაგრამ ეს ნაკლებ სავარაუდო
იყო. ეს რომ ასე ყოფილიყო, წარწერას დიდი ხნის წინ უკვე აღ-
მოაჩენდა რომელიმე ხელოვნებათმცოდნე უბრალო წმენდის ან
რესტავრაციის დროს და მინაწერს აუცილებლად შეიტანდნენ სა-
ხელმძღვანელოებში. ლენგდონს კი მსგავსი არაფერი სმენოდა.
თავში გაცილებით დამაჯერებელი ვერსია მოუვიდა.
ბერტრან ზობრისტი.
ნიღაბს ზობრისტი ფლობდა და ნებისმიერ დროს ხელმისაწ-
ვდომი იყო მისთვის. მას თავისუფლად შეეძლო ამ წარწერის გა-
კეთება, შემდეგ ალბათ თავის ადგილზე დააბრუნა ნიღაბი და
ამის შესახებ ვერავინ გაიგებდა. „ნიღბის მფლობელმა, – თქვა
მარტამ, – თავის აქ არყოფნის დროს თვით მუზეუმის თანამ-
შრომლებსაც კი აუკრძალა კარადის გაღება“.
ლენგდონმა მოკლედ წარმოადგინა თავისი თეორია.
მისმა ლოგიკამ თითქოს სიენა დაარწმუნა, თუმცა მას გული
მაინც ეთანაღრებოდა.
– ვერ ვხვდები. თუ დავიჯერებთ, რომ ზობრისტმა საიდუმლო
ვითარებაში დააწერა ეს ტექსტი ნიღბის შიდა მხარეს და ის პატა-
რა პროექტორიც დაამზადებინა, რათა მისი მეშვეობით ნიღააბზე
მიენიშნებინა... რატომ არ დააწერა ნიღაბს ბევრად აზრიანი ტექ-
სტი? ეს ხომ უაზრობაა. მე და თქვენ მთელი დღეა ამ ნიღაბს და-
ვეძებთ და საბოლოოდ ხელში რა შეგვრჩა?
380 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ნიღბის შიდა მხარეს გაკეთებულ წარწერას კიდევ
ერთხელ შეხედა. ის საკმაოდ მოკლე იყო – სულ რაღაც შვიდი
ასო – და მართლაც, აზრს სრულიად მოკლებული ჩანდა.
„სიენას იმედგაცრუება სავსებით გასაგებია“.
მიუხედავად ამისა, ლენგდონი მისთვის კარგად ნაცნობ
მღელვარებას გრძნობდა, რომელიც მას ყოველთვის მაშინ ეუფ-
ლებოდა, როდესაც რაიმე სახის გამოცანის წინაშე იდგა. მიხვდა:
ეს შვიდი ასო იმის მაუწყებელი იყო, რა ნაბიჯები უნდა გადაედ-
გათ შემდგომ.
გარდა ამისა, ნიღაბს მსუბუქი, რაღაც ნაცნობი სუნი ასდიოდა.
ცხადი გახდა, რატომ იყო ნიღბის შიდა მხარე გარე მხარეზე უფ-
რო თეთრი: ეს განსხვავება არანაირად არ უკავშირდებოდა არც
მზის სხივებს და არც – ნიღბის სიძველეს.
– არ მესმის, – გაიმეორა სიენამ, – ყველა ასო ერთნაირია.
ლენგდონმა მშვიდად დაუკრა თავი და კიდევ ერთხელ შეხედა
წარწერას – შვიდი გულდასმით გამოყვანილი ასო შუბლის შიდა
მხარეს.
PPPPPPP
– შვიდი „p“, – თქვა სიენამ, – ახლა რაღა ვქნათ?
ლენგდონმა გაიღიმა და მზერა სიენას მიაპყრო.
– ვფიქრობ, ის უნდა გავაკეთოთ, რასაც წერილი გვეუბნება.
სიენა განცვიფრებული შეაჩერდა.
– შვიდი „p“... ეს – წერილია?
– წერილია, – ღიმილით დაუდასტურა მან, – და თუ დანტე შეს-
წავლილი გაქვს – წერილი სავსებით გასაგები იქნება.

ტაძრის მოედანზე ჰალსტუხიანმა მამაკაცმა ფრჩხილები გაიწ-


მინდა და კისერზე გამონაყარს შეეხო. ცდილობდა, ყურადღება

381 მკითხველთა ლიგა


არ მიექცია თვალებში წვის შეგრძნებისთვის... შეუღწევად ბაპ-
ტისტერიუმს უცქერდა.
ტურისტებისთვის განკუთვნილ შესასვლელს.
კარის წინ მდგარი, ქურთუკში გამოწყობილი დაღლილი ექ-
სკურსიამძღოლი ტურისტებს ისევ და ისევ უხსნიდა:
APERTURA 13.00 - 17.00.
მამაკაცმა საათს დახედა. თერთმეტის ორი წუთი სრულდებო-
და. გახსნამდე კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა. ექსკურსიამ-
ძღოლს დააკვირდა და გადაწყვეტილება მიიღო. ოქროს საყურე
მოიხსნა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ საფულე ამოიღო და შეამოწმა.
სხვადასხვა საკრედიტო ბარათს შორის საფულეში იდო ევროე-
ბის პატარა შეკვრა და სამი ათასი ამერიკული დოლარი.
საბედნიეროდ, ვერცხლისმოყვარეობა საერთაშორისო ცოდ-
ვაა.

382 მკითხველთა ლიგა


თავი 57

Peccatum… Peccatum … Peccatum…


ნიღბის შიდა მხარეს დაწერილმა შვიდმა „პ“-მ ლენგდონის
ფიქრები დანტეს „ღვთაებრივი კომედიისკენ“ მიმართა. ფიქრე-
ბით ვენაში გადაინაცვლა, სადაც ლექციას ატარებდა სახელწო-
დებით „ღვთაებრივი დანტე: ჯოჯოხეთის სიმბოლოები“.
– ახლა ჩვენ უკვე გავიარეთ ჯოჯოხეთის ცხრა წრე, – დინამი-
კებით გაძლიერებული ხმა მთელ დარბაზში ისმოდა, – მივაღწი-
ეთ დედამიწის ცენტრს და პირისპირ შევხვდით თავად სატანას.
ლენგდონმა ეკრანზე გამოიტანა სამთავიანი სატანის გამოსა-
ხულება, რომელიც გამოსახული იყო ბოტიჩელის „La mappa“-
ზე, ასევე ანდრეა დი ჩონის მიერ ბაპტისტერიუმის მოზაიკაზე შეს-
რულებული საშინელი შავთმიანი დემონი, მსხვერპლთა სის-
ხლით მოსვრილი.
– დავეშვით სატანის ბალნიან მკერდზე, – აგრძელებდა იგი, –
და იმ წერტილში, სადაც მიზიდულობის ძალა იცვლება, დავიწ-
ყეთ ამოსვლა ბნელი ქვესკნელიდან... რათა კვლავ გვეხილა
დღის სინათლე.
ლენგდონი სლაიდებს მანამ ცვლიდა, სანამ ის სურათი არ გა-
მოჩნდა, რომელიც მანამდე უკვე ნაჩვენები ჰქონდა დამსწრე სა-
ზოგადოებისთვის – დომენიკო დი მიკელინოს ტაძარში შესრუ-
ლებული ფრესკა: ფლორენციის კედელთან მდგარი, წითელ სა-
მოსში გამოწყობილი დანტე.
– თუ დააკვირდებით... შენიშნავთ მნათობებს.
ლენგდონმა დანტეს თავთან ცაზე არსებულ ვარსკვლავებზე
მიუთითა.
– როგორც ხედავთ, ცა შედგება დედამიწას შემორტყმული
ცხრა წრისგან. სამოთხის ცხრატერასოვანი აგებულება ჯოჯოხე-

383 მკითხველთა ლიგა


თის ცხრა წრეს აწონასწორებს. ალბათ შეამჩნევდით, რომ ციფ-
რი ცხრა დანტესთან ხშირად მეორდება.
ლენგდონი გაჩუმდა, წყალი მოსვა და შეიცადა, სანამ აუდი-
ტორია სულს მოითქვამდა ქვესკნელში საშინელი დაშვებისა და
იქიდან კვლავ ამოღწევით მიღებული ემოციებისგან.
– და აი, როდესაც ჯოჯოხეთის საშინელებები გადაიტანეთ,
ალბათ მოუთმენლად ელით, როდის გაგეხსნებათ გზა სამოთხის-
კენ. სამწუხაროდ, დანტეს სამყაროში ყველაფერი მარტივად რო-
დია. – მან ჩაისუნთქა, – სამოთხეში მოსახვედრად, ყოველი
ჩვენგანი, ფიგურალურად თუ ფიზიკურად, უნდა ავიდეს მთაზე.
ლენგდონმა მიკელინოს ფრესკაზე მიუთითა. ჰორიზონტზე,
დანტეს უკან, კონუსისებური მთა მოჩანდა, რომლის მწვერვა-
ლიც ცას სწვდებოდა. მის გარშემო სპირალისებურად შემორკა-
ლულ ცხრა ვიწრო შვერილად მიემართებოდა გზა მწვერვალის-
კენ. ამ გზაზე ადიოდნენ სხვადასხვა სასჯელგადატანილი შიშვე-
ლი ფიგურები.
– თქვენ წინაშეა განსაწმენდელის მთა, – გამოაცხადა ლენ-
გდონმა, – ეს მარადიული ზეასვლაა – ერთადერთი გზა ჯოჯოხე-
თის სიღრმეებიდან მანათობელი სამოთხისკენ. თქვენ ხედავთ ამ
გზაზე მიმავალ მონანიე სულებს და თითოეული ჩადენილი ცოდ-
ვის შესაბამის სასჯელს იხდის. შურიანებმა ამოკერილი ქუთუ-
თოებით უნდა იარონ, რათა კვლავ არ აღეძრათ შური; ამაყებმა
– მორჩილად – მოხრილებმა, ზურგზე მოგდებული უზარმაზარი
ქვებით; გემოთმოყვარეებმა – საკვებისა და წყლის გარეშე, შიმ-
შილით გატანჯულებმა; ავხორცებმა – ცეცხლის ალშემორტყმუ-
ლებმა, რათა ხორციელი ვნებებისგან განიწმინდონ, – ლენგდო-
ნი შეყოვნდა, – მაგრამ სანამ მთაზე ასვლისა და ცოდვებისგან
განწმენდის უფლება მოგენიჭებათ, ამ არსებას უნდა გაესაუბ-
როთ.

384 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა სლაიდი შეცვალა და იმავე ფრესკის გადიდებუ-
ლი დეტალი აჩვენა – განსაწმენდელის მთის ძირში, ტახტზე
მჯდარი ფრთოსანი ანგელოზი. მის ფერხთით მონანიე სულების
რიგი იდგა და მთაზე ასვლის უფლებას ელოდა. მაგრამ უცნაური
იყო ერთი რამ: ანგელოზს გრძელი ხმალი რიგში მდგომი პირვე-
ლი ადამიანის სახისთვის მიეშვირა.
– ვინ იცის, – იკითხა ლენგდონმა, – რას აკეთებს ეს ანგელო-
ზი?
– ვინმესთვის თავის გახლეჩა სურს? – მოისმა პუბლიკიდან.
– არა.
ახლა სხვამ იყვირა:
– თვალში უნდა შეურჭოს?
ლენგდონმა თავი გააქნია.
– გაქვთ სხვა იდეები?
უკანა რიგებიდან ვიღაცის თავდაჯერებული პასუხი გაისმა:
– შუბლზე აწერს.
ლენგდონს გაეღიმა:
– როგორც ჩანს, ვიღაც საფუძვლიანად იცნობს დანტეს შე-
მოქმედებას, – მან კვლავ მიუთითა გამოსახულებაზე, – მარ-
თლაც ისე ჩანს, თითქოს ანგელოზს სურს, შუბლი გაუპოს ამ სა-
ცოდავ ადამიანს. სინამდვილეში ეს ასე არაა. დანტეს თანახმად,
განსაწმენდელის კარიბჭის მცველი ანგელოზი ხმლის ალესილი
პირით ცოდვილის შუბლზე წარწერას აკეთებს. „და რას აწერს?“
– იკითხავთ თქვენ.
ლენგდონმა ეფექტური პაუზა გააკეთა.
– რაც უნდა უცნაური იყოს, ის აწერს ერთადერთ ასოს, შვიდ-
ჯერ. იცის რომელიმე თქვენგანმა, რომელი ასო დააწერა ანგე-
ლოზმა დანტეს შუბლს შვიდჯერ?
– ასო „p“! – ვიღაცამ იყვირა დარბაზში.
ლენგდონმა გაიღიმა:
385 მკითხველთა ლიგა
– დიახ. სწორედ ასო „p“. ეს აღნიშნავს Peccatum-ს, ხოლო
მისი შვიდჯერ დაწერა გამოხატავს შემდეგს – Septem Peccatta
Mortalia, ანუ...
– „შვიდ მომაკვდინებელ ცოდვას“! – ისევ იყვირა ვიღაცამ
დარბაზიდან.
– სწორია. ასე რომ, როდესაც განსაწმენდელის მთაზე ცხრავე
წრეს აივლით, თქვენს ყველა ცოდვას გამოისყიდით. ყოველ წრე-
ზე ანგელოზი ერთ-ერთ ასოს შლის შუბლზე, დაბოლოს, როდე-
საც მწვერვალზე ააღწევთ, შვიდივე ასო „პ“ წაშლილი გექნებათ
და შვიდივე ცოდვისგან განწმენდილნი იქნებით, – მან თვალი ჩა-
უკრა აუდიტორიას, – სწორედ ამიტომ ეწოდება ამ მთას განსაწ-
მენდელი.
ლენგდონი მოგონებებიდან გამოერკვა. სანათლავიდან სიენა
უცქერდა.
– შვიდი „პ“? – თქვა მან და მოგონებებში ჩაძირული პროფე-
სორი რეალობას დაუბრუნა. დანტესნიღაბზე მიანიშნა, – თქვენ
ამბობთ, რომ ეს ასოები წერილია? და გვიხსნის, რა უნდა გავაკე-
თოთ?
ლენგდონმა აუხსნა, როგორი კანონებით იყო მოწყობილი
განსაწმენდელი, ასევე ის, რომ ასოები შვიდ მომაკვდინებელ
ცოდვას გამოსახავდა და ანგელოზები ამ ასოებს ცოდვილთა
შუბლებიდან შლიდნენ.
– უნდა ვივარაუდოთ, – დაასრულა ლენგდონმა, – რომ დან-
ტეს შემოქმედების თაყვანისმცემელმა ბერტრან ზობრისტმა
იცოდა ამ შვიდი „p“-ის მნიშვნელობა და ისიც, რომ სამოთხესთან
მიახლოების კვალდაკვალ მათ შლიან.
– ფიქრობთ, რომ ზობრისტმა ეს ასო „პ“-ები იმისთვის დააწე-
რა ნიღაბს, რომ ჩვენ... თვითონ წაგვეშალა ნიღბიდან? თქვენი
აზრით, ეს უნდა გავაკეთოთ?
– მე ის ვიცი, რომ...
386 მკითხველთა ლიგა
– რობერტ, დავუშვათ, წავშალეთ ასოები, რა სარგებელს მი-
ვიღებთ? ხელში უბრალოდ თეთრი ნიღაბი შეგვრჩება.
– შესაძლოა, ასეც იყოს, – ლენგდონმა მხნედ გაიღიმა, – თუმ-
ცა შეიძლება, სულაც არ იყოს ასე. ვფიქრობ, ნიღაბში უფრო დი-
დი რამ იმალება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, გახსოვთ, როცა
გითხარით, ნიღაბი შიგნიდან გაცილებით თეთრია არათანაბარი
აგებულების გამო-მეთქი?
– დიახ.
– მგონი, შევცდი. ფერში საკმაოდ დიდი კონტრასტია და, გარ-
და ამისა, შიდა ფაქტურა ხაოიანი აქვს.
– ხაოიანი?
ლენგდონმა აჩვენა, რომ ნიღბის შიდა მხარის ზედაპირი გაცი-
ლებით ხაოიანი იყო წინა მხარესთან შედარებით... უფრო მეტად
ხორკლიანი, ზუმფარის ზედაპირივით.
– მხატვრები უპირატესობას ანიჭებენ ხაოიან ხედაპირზე ხატ-
ვას, რადგან მასზე საღებავი გაცილებით მტკიცედ ჯდება.
– ვერ ვხვდები.
ლენგდონს გაეღიმა:
– იცით თუ არა, რა არის „გესსო“?
– რა თქმა უნდა, ეს არის თეთრი ქვიშა ტილოზე, და... – სიენა
გაჩუმდა, თითქოს მიხვდა, რის თქმაც სურდა ლენგდონს.
– აბსოლუტურად მართალი ხართ. ქვიშა თეთრ ხაოიან ზედა-
პირს ქმნის.
ტილოს გრუნტავენ, ანდა არასასურველ სურათს, როდესაც
მის ზემოდან ახლის გადახატვა უნდათ.
სიენა გამოცოცხლდა.
– ფიქრობთ, ზობრისტმა ნიღაბი შიდა მხრიდან გრუნტით და-
ფარა?
– ეს ერთადერთი ახსნაა იმისა, რომ ნიღაბს შიდა მხრიდან
ხაოიანი ზედაპირი აქვს და წინა მხარესთან შედარებით მისი ზე-
387 მკითხველთა ლიგა
დაპირი უფრო ღია ფერისაა. შესაძლოა, მას სურდა, ეს შვიდი ასო
წაგვეშალა.
– დაყნოსეთ, – უთხრა ლენგდონმა და ნიღაბი სახესთან მი-
უტანა, სასულიერო პირის მსგავსად, რომელსაც მორწმუნეების
სახესთან საზიარო პური მიაქვს.
სიენამ ცხვირი შეიჭმუხნა.
– გესოს ძაღლის სუნი აქვს?
– ყველას არა. ჩვეულებრივ გესოს საპნის სუნი ასდის. ძაღ-
ლის სუნი აკრილიან გესოს ასდის.
– და მერე...?
– მერე ის, რომ ის წყალში იხსნება.
სიენამ თავი დახარა; ლენგდონი გრძნობდა, რომ ქალის გო-
ნება დაძაბულად მუშაობდა; ქალმა მზერა ნელა გადაიტანა ნი-
ღაბზე და შემდეგ უეცრად კვლავ ლენგდონს შეხედა ფართოდ გა-
ხელილი თვალებით.
– ფიქრობთ, რომ გრუნტის ქვეშ რაღაც არის?
– ეს ყველაფერს ნათელს მოჰფენდა.
სიენა მაშინვე ეცა სანათლავის ექვსკუთხოვან თავსახურს და
გადასწია. პირსახოცი აიღო, სანათლავში ჩაუშვა და შემდეგ
ლენგდონს გაუწოდა.
– თქვენ სცადეთ.
ლენგდონმა მარცხენა ხელისგულზე სახით ქვემოთ დაიდო
ნიღაბი და წყლით გაჟღენთილი პირსახოცი აიღო. ხელი მოუჭი-
რა და ნიღაბს დაადო შუბლის არეშდი, სადაც ასოები იყო გამოყ-
ვანილი. საჩვენებელი თითი რამდენჯერმე დააჭირა პირსახოცს,
შემდეგ კვლავ სანათლავში ჩაყო და განაგრძო ნიღბის დასველე-
ბა. შავი მელანი ნელ-ნელა გაფერმკრთალდა.
– გრუნტი იშლება, – თქვა აღელვებულმა, – მელანიც შორდე-
ბა.

388 მკითხველთა ლიგა


როდესაც მესამედ დაასველა ნიღბის შიდა მხარე, ლენგდონი
კეთილმსახური ადამიანის იერით, საზეიმო სახით, მონოტონური
ხმით ალაპარაკდა. მისი ხმა ექოდ მოედო მთელ ბაპტისტერიუმს:
– წყლითა და სულიწმიდით ნათლობით უფალმა იესო ქრის-
ტემ გაგათავისუფლა შენ ცოდვებისგან და ახალი ცხოვრების-
თვის განგაახლა.
სიენამ ლენგდონს, როგორც გიჟს, ისე შეხედა. კაცმა მხრები
აიჩეჩა.
– ჩემი აზრით, ეს სავსებით შეეფერებოდა სიტუაციას.
ქალმა თვალები აღაპყრო, შემდეგ კვლავ ნიღაბს დააცქერდა.
ლენგდონი ასველებდა და გრუნტის ქვეშ თანდათან ჩნდებოდა
ნიღბის მოყვითალო თაბაშირი, როგორიც წესით და რიგით უნდა
ჰქონოდა ესოდენ ძველ ნაკეთობას. როდესაც უკანასკნელი ასო
„პ“-ც გაქრა, ლენგდონმა სხვა პირსახოცით გაამშრალა ნიღაბი
და სიენას უჩვენა.
სიენა გაოგნდა.
ლენგდონი სწორად მიხვდა – გრუნტის ქვეშ მართლაც იყო
დამალული წარწერების მეორე ფენა: მოყვითალო თაბაშირზე
რვა ასო ეწერა.
მაგრამ ამჯერად ამ ასოებისგან სიტყვები გამოდიოდა.

389 მკითხველთა ლიგა


თავი 58

ჰოი, თქვენ? – თქვა სიენამ, – ეს რაღაა?


არც მე მესმის. ლენგდონი ნიღბის შიდა მხარეზე შვიდი „პ“-ის
ქვეშ მიწერილ სიტყვას უყურებდა.

“ჰოი თქვენ„

– ვის ან რას ეხება ეს მიმართვა?


„ნუთუ ცოდვილებს?“ – ლენგდონმა თვალები აღაპყრო მო-
ზაიკისკენ, რომელზეც სატანა ნთქავდა სამ ცოდვილ ადამიანს,
რომელთაც განწმენდის უფლება ვერ მიიღეს. „არა მგონია, ამათ-
ზე იყოს მინიშნება“. ვერაფრით მიმხვდარიყო სიტყვების ფარულ
აზრს.
– აქ კიდევ უნდა იყოს რაღაც, – დარწმუნებით თქვა სიენამ,
ლენგდონს ნიღაბი გამოართვა და ყურადღებით დახედა. შემდეგ
რამდენჯერმე დააქნია თავი, – შეხედეთ სიტყვის თავსა და ბო-
ლოს... ორივე მხარეს კიდევ რაღაც ტექსტია.
ამჯერად ლენგდონმაც შეამჩნია გაცრეცილი ასოები, რომლე-
ბიც მოჰყვებოდა სიტყვას – „ჰოი, თქვენ“.
სიენამ მოუთმენლად სტაცა ხელი სველ პირსახოცს და წარწე-
რას დაადო. ახალი სიტყვები გარკვევით გამოჩნდა.

ჰოი, თქვენ, ვისაც გაგაჩნ...

ლენგდონმა დაუსტვინა.

ჰოი, თქვენ ვისაც გაგაჩნიათ საღი გონება,


ხამს, რომ შეიცნოთ იდუმალი ეგ შეგონება,
აქ, ამ უცნაურ სტრიქონებში საცნაურქმნილი...
390 მკითხველთა ლიგა
სიენა ტექსტს დაბნეული შეჰყურებდა.
– ეს რას ნიშნავს?
– ეს დანტეს „ჯოჯოხეთის“ ერთ-ერთი ყველაზე სახელგან-
თქმული სტროფია, – აღელვებულმა უპასუხა ლენგდონმა, –
დანტე შედარებით გონიერ მკითხველებს მოუწოდებს, დაფარუ-
ლი აზრი ეძიონ მის იდუმალ პოემაში.
ლიტერატურული სიმბოლიკის შესახებ ჩატარებულ ლექციებ-
ზე ლენგდონი ხშირად ახდენდა ამ სტროფის ციტირებას. მისი
უხეში თარგმანი შესაძლოა ასეთიც ყოფილიყო: ავტორი ხელებს
იქნევს და ყვირის – „ჰეი, თქვენ, მკითხველებო! ამ ტექსტში სხვა
აზრიც დევს – სიმბოლური!“
სიენა ნიღბის შიგთავსის ენერგიულ გასუფთავებას შეუდგა.
– ფრთხილად, – სთხოვა ლენგდონმა.
– მართალი ხართ, – ქალი ზედაპირს გულდასმით წმენდდა, –
აქ დანარჩენი სტროფიცაა – ზუსტად ის, რომლის ციტირებაც მო-
ახდინეთ, – სიენა გაჩუმდა, წყალში ჩაყო პირსახოცი და გაწურა.
ლენგდონმა განაწყენებული სახით ჩაიხედა სანათლავში:
წყალზე თეთრი გრუნტი ტივტივებდა. „მოგვიტევეთ, სან-ჯოვანი“,
გაიფიქრა მან – არ შეიძლება წმინდა სანათლავი სააბაზანოს
წყლის ნიჟარასავით გამოიყენოთ.
სიენამ წყლით გაჟღენთილი პირსახოცი ამოიღო, რომელიც
წვეთავდა. ოდნავ გაწურა და მთლიანი ნიღბის წმენდას წრიული
მოძრაობებით შეუდგა, თითქოს წვნიანის თეფშს რეცხავსო.
– სიენა, ეს ძველისძველი ნივთია, – მკაცრად შეახსენა ლენ-
გდონმა.
– ტექსტი მთელ ზედაპირზეა გაშლილი, – განაცხადა ქალმა,
თან ხეხვას განაგრძობდა, – და ძველისძველ ნივთზეა დაწერი-
ლი... – გაჩუმდა, მარცხნივ გადააგდო თავი, ნიღაბი კი მარჯვნივ
შეაბრუნა, თითქოს ცდილობდა, კუთხეში რაღაც წაეკითხა.
– რა წერია? – ლენგდონი ვერაფერს ხედავდა.
391 მკითხველთა ლიგა
სიენამ ბოლომდე გაწმინდა ნიღბის შიდა ზედაპირი, ახალი
პირსახოცით გაამშრალა და წინ დადო, რათა ორივეს შეეხედა
მისი ნაშრომის შედეგისთვის.
ლენგდონი თვალებს არ უჯერებდა: ჩაზნექილ ზედაპირს
მთლიანად ფარავდა ათობით სიტყვა. დაწყებული წინადადებით
„ჰოი, თქვენ, ვისაც გაგაჩნიათ საღი გონება“, სიტყვები ერთმანე-
თის მიყოლებით მარჯვნიდან მარცხნივ დახვეულად ეშვებოდნენ
ცენტრისკენ.
თავისი წყობით ტექსტი საოცრად წააგავდა განსაწმენდელის
მთაზე ამავალ სპირალურად დახვეულ გზას სამოთხისკენ. ლენ-
გდონში სიმბოლოგმა გაიღვიძა და მყისვე იცნო ეს ფიგურა. არ-
ქიმედეს მარცხენა სპირალი. მან აგრეთვე დაითვალა ხვეულების
რიცხვი პირველი ასო „ჰ“-დან ცენტრში მისულ უკანასკნელ ასომ-
დე.
ცხრა.
ლენგდონი სულს ძლივს ითქვამდა. მან წრეზე დაატრიალა ნი-
ღაბი და სპირალური ტექსტის კითხვას შეუდგა, რომელიც ცენ-
ტრისკენ ვრცელდებოდა.
– პირველი სტროფი დანტედანაა, სიტყვასიტყვით, – თქვა
ლენგდონმა, – „ჰოი, თქვენ, ვისაც გაგაჩნიათ საღი გონება, ხამს,
რომ შეიცნოთ იდუმალი ეგ შეგონება, აქ, ამ უცნაურ სტრიქონებ-
ში საცნაურქმნილი...“
– დანარჩენი ტექსტი? – იკითხა სიენამ.
ლენგდონმა თავი გააქნია:
– არ მგონია. აქ დანტეს ტექსტს ვერ ვცნობ. როგორც ჩანს, ვი-
ღაცამ თავისი ვერსიით შეავსო.
– ზობრისტმა, – იჩურჩულა სიენამ, – აბა, სხვა ვინ?
ლენგდონმა თავი დაუქნია. ვარაუდი სავსებით საფუძვლიანი
იყო. ზობრისტმა „Mappa dell´lnferno“-ში შეტანილი ცვლილებე-
ბით უკვე აჩვენა, რომ გენიოსებთან თანამშრომლობისკენ
392 მკითხველთა ლიგა
სწრაფვა და ხელოვნების უდიდესი ნიმუშების სათავისოდ გადა-
კეთება ახასიათებდა.
– ტექსტის დანარჩენი ნაწილი საკმაოდ უცნაურია, – ლენ-
გდონი ნიღაბს ატრიალებდა და ტექსტს კითხულობდა, – აქედან
ვიგებთ, რომ ქოფაკი ცხენებს თავებს სჭრიდა და ბრმის ძვალს
იპარავდა, – მან ცენტრში უკანასკნელი სიტყვაც წაიკითხა და გა-
ოგნებულმა ჩაისუნთქა, – რომელიღაც სისხლისფერ წყლებზე-
ცაა საუბარი.
სიენამ წარბები ასწია.
– იმ წყლებზე, რომლის მიღმაც თქვენს ჰალუცინაციებში ნა-
ნახი ვერცხლისფერთმიანი ქალი იდგა?
ლენგდონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და აღელვე-
ბულმა ტექსტს დახედა.
სისხლისფერი წყლები... სადაც მნათობის სხივი ვერ აღწევს?
– შეხედეთ, – ჩურჩულით თქვა სიენამ, მხარს ზემოდან ჩაჰყუ-
რებდა ტექსტს. მან წრიული ტექსტის შუაში გამოსახულ სიტყვაზე
მიუთითა, – კონკრეტული ადგილია დასახელებული.
ლენგდონმა მონახა სიტყვა, რომლისთვისაცთავიდან ყურად-
ღება არც მიუქცევია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საოცარ
ადგილზე მიუთითებდა. ლენგდონს გააჟრჟოლა: სწორედ ამ ქა-
ლაქში შეეყარა დანტეს მძიმე ავადმყოფობა და სულ მალე გარ-
დაიცვალა.
ვენეცია.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ლენგდონი და სიენა ჩუმად
კითხულობდნენ სტრიქონებს. პირქუშ ტექსტს, რომლის კითხვი-
სას აზრი იკარგებოდა, სიკვდილის სუნი ასდიოდა. სიტყვა „ვერა-
გი“ არაორაზროვნად ვენეციაზე მიანიშნებდა, არაჩვეულებრივ
ქალაქზე, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებული ასობით არ-
ხით იყო დასერილი და მის მეთაურს საუკუნეთა განმავლობაში
უწოდებდნენ ქოფაკს.
393 მკითხველთა ლიგა
ჯერ ვერ მიმხვდარიყო, ტექსტი ვენეციის რომელ კონკრეტულ
ადგილზე მიუთითებდა, მაგრამ ის აშკარად სთავაზობდა მკით-
ხველს, მიჰყოლოდა მის მითითებებს.

„მუხლი მოდრიკე, მიაპყარი ყური წყლის ჩუხჩუხს“

ლენგდონმა დაბნეულად გააქნია თავი და შემდეგი წინადადე-


ბა წაიკითხა:

„ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის,


გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი“

– რობერტ? – ჰკითხა სიენამ, – რომელ ურჩხულს?


– ხთონური, ანუ ის, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს.
ლენგდონს უნდოდა, კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ საკეტის გა-
ღების ხმამ შეაჩერა, ხმაური ექოდ გაისმა ბაპტისტერიუმში – ვი-
ღაცამ გარედან გააღო ტურისტებისთვის განკუთვნილი შემოსას-
ვლელი.

– Grazie mille,79 – თქვა გამონაყარიანმა კაცმა.


ექსკურსიამძღოლმა ხუთასი დოლარი ჯიბეში ჩაიდო, თან
ნერვიულად მიმოიხედა, ვინმე ხომ არ მიყურებსო.
– Cinque minuti,80 – შეახსენა ექსკურსიამძღოლმა და კარი
იმგვარად შეაღო, ძნელად თუ გაეტეოდა მასში კაცი. მან მაშინვე
მიიხურა ზურგს უკან კარი და ქუჩის ხმაური გაქრა.
თავდაპირველად ექსკურსიამძღოლს სულაც არ შესცოდებია
ადამიანი, რომელიც, მისივე სიტყვებით, სპეციალურად ამერიკი-

79
უღრმესი მადლობა.(იტალ.)
80
ხუთი წუთი.(იტალ.)
394 მკითხველთა ლიგა
დან ჩამოფრინდა, რათა ბაპტისტერიუმში ელოცა თავისი საშინე-
ლი კანის დაავადების მორჩენის იმედით. მაგრამ საბოლოოდ
მოლბა და თანაუგრძნო, რასაც ხელი ერთი მხრივ ხუთასმა დო-
ლარმა შეუწყო, ხუთი წუთით ბაპტისტერიუმში გატარების სანაც-
ვლოდ რომ მისცა უცნობმა... და მეორე მხრივ, დაავადებული
ადამიანის გვერდით სამი საათის გატარების საშინელმა მოლო-
დინმა.
უცნობი რვაწახნაგოვან სალოცავში შეძვრა და უნებურად ჭე-
რისკენ გაექცა თვალი. „წმინდაო ღვთისმშობელო!“ ცხოვრებაში
ამ ჭერის მსგავსი არაფერი ენახა. სამთავიანი ეშმაკი პირდაპირ
მას დასცქეროდა და მან სწრაფადვე დახარა თვალები.
შენობა ცარიელი ჩანდა.
„სად ჯანდაბაში წავიდნენ?“
უცნობმა გარშემო მიმოიხედა. საკურთხეველზე შეაჩერა მზე-
რა. ეს იყო ოთხკუთხა მარმარილოს ქვის ბლოკი ნიშში, რომე-
ლიც ბოძებზე გადებული თოკით შემოეზღუდათ. ცხადია, ეს იყო
ერთადერთი ადგილი, სადაც დამალვა შეიძლებოდა. გარდა ამი-
სა, ერთ ადგილას თოკი მსუბუქად ქანაობდა, თითქოსდა მას ცო-
ტა ხნის წინ ვიღაც შეეხო.

ლენგდონი და სიენა საკურთხევლის უკან გარინდებულიყ-


ვნენ. ძლივს მოასწრეს გადაემალათ დასვრილი პირსახოცები,
სანათლავზე თავსახური დაეფარებინათ და ნიღბიანად საკურ-
თხევლის მიღმა მიმალულიყვნენ. გეგმა ასეთი იყო: დალოდე-
ბოდნენ ტურისტების შემოსვლას, შემდეგ ხალხში გარეულიყვნენ
და შეუმჩნევლად გასულიყვნენ გარეთ.
ჩრდილოეთის კარს ახლა აღებდნენ, ყოველ შემთხვევაში,
რამდენიმე წამით მაინც გააღეს. გაიგონეს მოედნის ხმაური, რო-
მელიც თითქმის მაშინვე მიწყნარდა – კარი დაიხურა.
395 მკითხველთა ლიგა
და სიჩუმეში, ქვის იატაკზე ნაბიჯების ხმა გაისმა.
„ნუთუ ექსკურსიამძღოლია? გაღებამდე ამოწმებს შენობას?“
ლენგდონმა განათების გამორთვა სანათლავის თავზე ვერ
მოასწრო და გაიფიქრა, შემოსული ამას შენიშნავდაო. „იქნებ
ვერ შეამჩნია?..“ ნაბიჯები სწრაფად ახლოვდებოდა და იმ თოკის
მიღმა გაჩერდა, რომელიც რამდენიმე წამის წინ გადაკვეთეს
ლენგდონმა და სიენამ.
სიჩუმე ჩამოწვა.
– რობერტ, მე ვარ, – გაისმა ნაწყენი ხმა, – აქ ხართ, ვიცი. გა-
მოდით, დალახვროს ეშმაკმა, და ამიხსენით, რა ხდება.

396 მკითხველთა ლიგა


თავი 59

დამალვას აზრი აღარ აქვს.


ლენგდონმა სიენას ანიშნა, რომ საკურთხევლის უკან დარჩე-
ნილიყო დანტეს ნიღაბთან ერთად და არ გამოსულიყო. ნიღაბი
მან ჰერმეტულ პაკეტში ჩააბრუნა.
შემდეგ ნელა წამოდგა. საკურთხევლის უკან მღვდელივით
მდგარმა ლენგდონმა ერთკაციან მრევლს გადახედა. უცნობს ქე-
რა თმა ჰქონდა, ძვირფასი სათვალე ეკეთა; სახე და კისერი საში-
ნელი მუწუკებით დაჰფარვოდა. უცნობმა აცახცახებულმა მოიქე-
ქა კისერი. დასიებული თვალები ღვარძლით და დაბნეულად უე-
ლავდა.
– იქნებ ამიხსნათ, რობერტ, აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? – თქვა
მან, თოკს გადააბიჯა და ლენგდონს მიუახლოვდა. ამერიკული
აქცენტით საუბრობდა.
– დიდი სიამოვნებით, – თავაზიანად უპასუხა ლენგდონმა, –
მაგრამ, თავდაპირველად, იქნებ მითხრათ, ვინ ხართ?
უცნობი განცვიფრებისგან გაშეშდა და ლენგდონს მიაშტერ-
და.
– რა თქვით?
ლენგდონს უცნობის თვალები თითქოს ეცნო... ხმაც... „სად-
ღაც მინახავს... მაგრამ როდის?“ ლენგდონმა მშვიდად გაიმეორა
შეკითხვა:
– მითხარით, გეთაყვა, ვინ ხართ და რატომ უნდა გიცნობდეთ?
უცნობმა გაოგნებისგან ხელები გაშალა:
– ჯონათან ფერისი! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია! მე
ხომ სპეციალურად ჩამოვფრინდი თქვენთან, ჰარვარდში!
ლენგდონმა მისი ნათქვამის გააზრება სცადა.

397 მკითხველთა ლიგა


– რატომ არ გამოცხადდით? – წყრომით იკითხა უცნობმა, –
და ვინ არის ის ქალი, ეშმაკმაც დასწყევლოს? ახლა მასთან მუშა-
ობთ?
სიენა ლენგდონის გვერდით გამოვიდა და თავდაჯერებულად
ჩაერთო საუბარში:
– დოქტორო ფერის? მე სიენა ბრუკსი ვარ. მეც ექიმი გახლა-
ვართ. აქ, ფლორენციაში ვმუშაობ. წუხელ საღამოს პროფესორი
ლენგდონი თავში დაჭრეს. მას რეტროგრადული ამნეზია სჭირს;
არ ახსოვს, აქ როგორ აღმოჩნდა და რა დაემართა ბოლო ორი
დღის მანძილზე. ვცდილობ, დავეხმარო მას და სწორედ ამიტომ
ვარ აქ.
სიენას ხმა ცარიელ ბაპტისტერიუმში ექოდ გაისმა. ფერისი
დაბნეული უსმენდა, თითქოს მისი სიტყვების აზრს ვერ გებუ-
ლობდა. მცირე პაუზის შემდგომ ნაბიჯი უკან გადადგა და ბოძს
დაეყრდნო.
– ოო... ღმერთო ჩემო, – წაიბუტბუტა მან, – ახლა ყველაფერი
გასაგებია.
ლენგდონმა შეატყო, როგორ დაუწყნარდა სახე.
– რობერტ, – ჩუმად თქვა ფერისმა, – ჩვენ გვეგონა, რომ... –
მან თავი გაიქნია, თითქოს აზრების მოკრებას ცდილობდა, –
ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მათ მხარეს გადახვედით... რომ თქვენ მო-
გისყიდეს... ან დაგემუქრნენ... საერთოდ ვერაფერს ვხვდებო-
დით!
– მე ერთადერთი ვარ, ვისთანაც მან ისაუბრა, – თქვა სიენამ,
– მხოლოდ ის იცის, რომ წუხელ საღამოს ჩემთან, საავადმყოფო-
ში გამოეღვიძა და ის, რომ იქ მისი მოკვლა სცადეს. გარდა ამისა,
უცნაური ხილვებიც ჰქონდა – შავი ჭირით დახოცილთა გვამები,
ვიღაც ვერცხლისფერთმიანი და გველისავგაროზიანი ქალი... ის
უებნებოდა, რომ...

398 მკითხველთა ლიგა


– ელიზაბეთი! – წამოისროლა ფერისმა, – დოქტორი ელიზა-
ბეთ სინსკი! რობერტ, სწორედ მან მოგვიწვია ჩვენ ამ საქმის-
თვის!
– თუ მართლაც ეგაა, მაშინ, იმედი მაქვს, იცით, რომ ქალბა-
ტონი დიდ პრობლემებს გადააწყდა. ჩვენ ის ფურგონში მჯდარი
ვნახეთ, ვიღაც ჯარისკაცებით გარშემორტყმული... და საკმაოდ
მოთენთილად გამოიყურებოდა, თითქოს ნარკოტიკებით იყო
გაბრუებული.
ფერისმა თავი დახარა და თვალები დახუჭა. ქუთუთოები გას-
წითლებოდა და დასივებოდა.
– სახეზე რა დაგემართათ? – ჰკითხა სიენამ.
– უკაცრავად?
– კანზე. როგორც ჩანს, რაღაც შეგეყარათ? ავად ხართ?
ფერისი გაშეშდა და მიუხედავად იმისა, რომ სიენას შეკითხვა
უხეში უტაქტობით იყო დასმული, ლენგდონსაც იმავეს კითხვა
უნდოდა. იმის გათვალისწინებით, თუ ამ დღეს რამდენჯერ ახსე-
ნეს შავი ჭირი, მუწუკებიანი კანის შეხედვისას უასიამოვნო ფიქ-
რები ჩნდებოდა.
– ჯანმრთელი ვარ, – თქვა ფერისმა, – ყველაფერი იმ წყეული
სასტუმროს საპნის ბრალია. საშინელი ალერგია მაქვს სოიაზე,
ამ იტალიურ საშხაპე საპნებს კი სწორედ სოიის ზეთისგან ამზა-
დებენ. რა იდიოტი ვარ, მეკითხა მაინც.
სიენამ შვებით ამოისუნთქა და ოდნავ მოეშვა.
– მადლობა ღმერთს, რომ სოია არ ჭამეთ. კონტაქტური დერ-
მატიტი ანაფილაქტურ შოკზე უარესია.
სამივემ მორიდებით ჩაიცინა.
– მითხარით, – განაგრძო სიენამ, – ბერტრან ზობრისტის სა-
ხელი რამეს გეუბნებათ?
ფერისი ადგილს მიეყინა, თითქოს პირისპირ შეხვდა სამთავი-
ან ეშმაკსო.
399 მკითხველთა ლიგა
– ვფიქრობთ, რომ მისი გზავნილი ვიპოვეთ, ის, როგორც
ჩანს, ვენეციაში არსებულ რომელიღაც ადგილზე მიუთითებს.
თქვენი აზრით, ეს შესაძლებელია?
ფერისს თვალები გაუფართოვდა.
– დიახ, ეშმაკმა დალახვროს! რა თქმა უნდა! საით მიანიშ-
ნებს?
სიენამ ჩაისუნთქა, თითქოს ნიღაბში აღმოჩენილი სპირალუ-
რი ლექსის შესახებ მოსაყოლად მოემზადა, მაგრამ ლენგდონმა
მექანიკურად ხელისგული ხელზე დაადო და შეაჩერა. ეს ადამია-
ნი აშკარად მოკავშირე ჩანდა, მაგრამ დღევანდელი მოვლენების
შემდეგ ინსტინქტი კარნახობდა, რომ არავის ნდობა არ შეიძლე-
ბოდა. გარდა ამისა, ფერისის ჰალსტუხი ეცნო – სწორედ ამ კაცს
მოჰკრა თვალი ლენგდონმა სანტა-მარია-დე-ჩერკის პატარა ტა-
ძარში, სადაც დანტემ ჯვარი დაიწერა – გამალებით რომ ლოცუ-
ლობდა. „ჩვენ გვითვალთვალებდა!“
– აქ როგორ მოგვაგენით? – პირდაპირ ჰკითხა ლენგდონმა.
ფერისს კვლავ გაუკვირდა, რომ ლენგდონს არაფერი ახსოვ-
და.
– რობერტ, გუშინ საღამოს თქვენ დამირეკეთ და მითხარით,
რომ საღამოს შეხვედრა გქონდათ დაგეგმილი მუზეუმის დირექ-
ტორთან, ინიაციო ბუზონისთან. ამის შემდეგ გაქრით და აღარ
გამოჩენილხართ. გავიგე, რომ ბუზონი მკვდარი იპოვეს და გავ-
ნერვიულდი. მე მთელი დილაა დაგეძებთ. დავინახე, რომ პალა-
ცო ვეკიოსთან პოლიციელები იყვნენ შეკრებილნი და სანამ მი-
ზეზის გარკვევას ვცდილობდი, შევამჩნიე, როგორ გამოძვერით
პატარა კარიდან... – მან სიენას შეხედა, როგორც ჩანს, მისი სა-
ხელი აღარ ახსოვდა.
– სიენა ბრუკსთან ერთად, – უკარნახა სიენამ.
– მაპატიეთ... დოქტორ ბრუკსთან ერთად. და უკან გამოგყე-
ვით, რომ გამეგო, აქ რა ჯანდაბას აკეთებდით.
400 მკითხველთა ლიგა
– ეს თქვენ იყავით მლოცველის პოზაში ჩერკის ტაძარში?
– დიახ! მინდოდა გამერკვია, რა გქონდათ ჩაფიქრებული,
მაგრამ უშედეგოდ. ტაძრიდან ისე სწრაფად გახვედით, თითქოს
მნიშვნელოვან საქმეზე გაგვიანდებოდათ, მეც უკან გამოგყევით.
შემდეგ თქვენ ბაპტისტერიუმში შემოიპარეთ და ჩავთვალე, რომ
დრო იყო, ყველაფერი ამეხსნა თქვენთვის. მორიგე მოვქრთამე,
რომ რამდენიმე წუთით მარტო შემოვეშვი.
– დაუფიქრებელი ნაბიჯი გადაგიდგამთ, – შენიშნა ლენგდონ-
მა, – როგორ იფიქრეთ, რომ თქვენ წინააღმდეგ ვმოქმედებდი.
ფერისმა თავი გააქნია.
– ვგრძნობდი, რომ ასე მოქცევა არ შეგეძლოთ, პროფესორო
რობერტ ლენგდონ. მესმოდა: ამ ყველაფერს სხვაგვარი ახსნა
უნდა ჰქონოდა. მაგრამ ამნეზია? წარმოუდგენელია. ვერც კი მო-
ვიფიქრებდი.
მან კვლავ ნერვულად მოიქექა კისერი.
– მომისმინეთ, მე მხოლოდ ხუთი წუთი მაქვს. ახლავე უნდა
გავიდეთ. თუ მე შევძელი თქვენი პოვნა, მაშინ არც იმათ გაუჭირ-
დებათ, ვისაც თქვენი მოკვლა უნდა. აქ ისეთი ამბები ხდება, წარ-
მოდგენაც რომ არ გაქვთ. ვენეციაში უნდა წავიდეთ. დაუყოვნებ-
ლივ. მთავარი ისაა, როგორ გავაღწიოთ ფლორენციიდან შეუმ-
ჩნევლად. იმ ხალხს, რომელმაც დოქტორი სინსკი დაიჭირა... და
თქვენზე ნადირობს... ყველგან აქვს თვალები, – მან კარზე მი-
უთითა.
ლენგდონი არ ჩქარობდა დათანხმებას, თან გრძნობდა, რა-
ღაც-რაღაცეებზე პასუხების მიღება აქვე შეეძლო.
– ვინ არის ეს შავფორმიანი ხალხი? რატომ უნდათ ჩემი მოკ-
ვლა?
– გრძელი ისტორიაა, – თქვა ფერისმა, – გზაში აგიხსნით.
ლენგდონი მოიღუშა. პასუხი არ მოეწონა. მან სიენას ანიშნა,
გვერდით გაიყვანა და დაბალი ხმით ჰკითხა:
401 მკითხველთა ლიგა
– გჯერათ მისი? რას ფიქრობთ?
სიენამ მას ისეთი თვალებით შეხედა, თითქოს არანორმალუ-
რი ადამიანი უსვამდა ამ კითხვას.
– რას ვფიქრობ? ვფიქრობ, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორ-
განიზაციიდანაა და ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი შესაძლებლო-
ბაა, გავარკვიოთ, რა ხდება.
– და წყლულები?
სიენამ მხრები აიჩეჩა:
– ხომ გვითხრა – მძიმე კონტაქტური დერმატიტია.
– და თუ მოგვატყუა? – ჩურჩულით თქვა ლენგდონმა, – იქნებ
სხვა რამე სჭირს?
– სხვა რამე? – სიენამ გაოცებით შეხედა ლენგდონს, – რო-
ბერტ, შავი ჭირი არ სჭირს, თუ ამას გულისხმობთ. ღმერთო დი-
დებულო, ის ხომ ექიმია. სასიკვდილო დაავადება რომ ჰქონოდა
და სცოდნოდა, ეს გადამდები სენია, ჭკუა ეყოფოდა, შუა ქალაქში
არ ევლო და ამდენი ხალხისთვის დაავადება არ გადაედო.
– იქნებ ვერ ხვდება, რომ შავი ჭირი სჭირს?
სიენამ ტუჩები მოკუმა და წამით ჩაფიქრდა.
– მაშინ ვშიშობ, რომ მეც, თქვენცა და გარშემო ყველას დიდი
უბედურება დაგვატყდა თავს.
– პაციენტთან ცოტა რბილად მოპყრობა გმართებთ.
– უპირატესობას გულახდილობას ვანიჭებ, – სიენამ მას გამ-
ჭვირვალე პაკეტში მოთავსებული ნიღაბი მიაჩეჩა, – თქვენ ატა-
რეთ ჩვენი პატარა მეგობარი.
როდესაც დოქტორ ფერისთან დაბრუნდნენ, მან ტელეფონზე
ჩუმი საუბარი მაშინვე შეწყვიტა.
– ჩემს მძღოლს დავურეკე, – განაცხადა მან, – გარეთ დაგვიც-
დის... – ის გაჩუმდა და დააჩერდა დანტე ალიგიერის მკვდარ სა-
ხეს, ლენგდონს რომ ეჭირა, – ამის დედაც! – შეკრთა, – ეს რაღა
ჯანდაბაა?
402 მკითხველთა ლიგა
– გრძელი ისტორიაა, – უპასუხა ლენგდონმა, – გზაში აგიხ-
სნით.

403 მკითხველთა ლიგა


თავი 60

ნიუ-იორკელი გამომცემელი ჯონას ფოკმანი სახლში სამსახუ-


რის სატელეფონო ზარმა გამოაღვიძა. გვერდზე გადატრიალდა
და საათს შეხედა:
დილის 4.28 იყო.
საგამომცემლო სამყაროში მოულოდნელი ღამის განგაში
ისეთივე იშვიათია, როგორიც წიგნის უეცარი წარმატება. ძალა-
გამოცლილი წამოდგა საწოლიდან და დერეფნის გავლით კაბი-
ნეტისკენ გაემართა.
– ალო? – ყურმილში ნაცნობი დაბალი ბარიტონი გაისმა, –
ჯონას, მადლობა ღმერთს, სახლში ხართ. რობერტი ვარ. ხომ არ
გაგაღვიძეთ?
– ცხადია, გამაღვიძეთ! დილის ოთხი საათია!
– მაპატიეთ. ახლა ევროპაში ვარ.
„ჰარვარდში სასაათო სარტყლის შესახებ არაფერს ასწავლი-
ან?“
– ჯონას, პრობლემები მაქვს და დახმარება მჭირდება, – ლენ-
გდონს ხმაში მღელვარება ეტყობოდა, – საქმე ეხება თქვენს
კორპორატიულ ბარათს – Netjet-ს.
– Netjet-ს? – ფოკმანმა ირონიულად გაიცინა, – რობერტ, ჩვენ
გამომცემლები ვართ. კერძო ავიაკომპანიებში წილებს არ
ვფლობთ.
– ჩემო მეგობარო, ორივემ ვიცით, რომ ტყუით.
ფოკმანმა ამოისუნთქა.
– კარგი. სხვაგვარად გეტყვი. რელიგიის ისტორიაში მოღვაწე
პირისთვის არ გვაქვს გათვალისწინებული კერძო თვითმფრინა-
ვით მომსახურება. თუ „იკონოგრაფიის ორმოცდაათ ელფერს“
დაწერთ, მერე ვისაუბროთ.

404 მკითხველთა ლიგა


– ჯონას, რაც უნდა ჯდებოდეს ფრენა, აუცილებლად გაგისტუმ-
რებთ ვალს. სიტყვას გაძლევთ. ოდესმე დამირღვევია დაპირება?
„თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბოლო წიგნის ჩაბარება სამი
წლით დააგვიანე“. თუმცა ფოკმანმა ლენგდონის ხმაში ნამდვი-
ლი განგაში შენიშნა.
– მითხარით, რა მოხდა? ვეცდები, დაგეხმაროთ...
– ახსნის დრო არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მჭირდება ეს.
სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ფოკმანი დიდი ხანია ლენგდონთან თანამშრომლობდა და
კარგად ესმოდა მისი პირქუში იუმორი, მაგრამ ახლა ლენგდონს
აშკარად არ ეხუმრებოდა. „რაღაც სერიოზული ხდება იქ“. ფოკ-
მანმა ხმაურიანად ამოისუნთქა. „ფინანსური დირექტორი ჩამო-
მახრჩობს“. ნახევარ წუთში უკვე მზად იყო ლენგდონისთვის სა-
ჭირო თვითმფრინავის მარშრუტი.
– ხომ ყველაფერი კარგადაა? – იკითხა ლენგდონმა, როდე-
საც მოსაუბრეს მარშრუტის დასახელებისას შეცბუნება შეატყო.
– დიახ, ვიფიქრე, რომ შტატების ტერიტორიაზე იმყოფებო-
დით, – თქვა ფოკმანმა, – თქვენი იტალიაში ყოფნა მაოცებს.
– მეც არანაკლებ გაოცებული ვარ, – უთხრა ლენგდონმა, –
მადლობა, ჯონას. აეროპორტში მივდივარ.

ამერიკის ოპერატიული მართვის ცენტრი Netjet-ი ქალაქ კო-


ლუმბუსში, ოჰაიოს შტატში მდებარეობდა. მისი ფრენების უზ-
რუნველყოფის განყოფილება ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშა-
ობდა.
ფუნქციონირების სამსახურის თანამშრომელ დებ კირთან
კორპორაციის წილის თანამფლობელისგან შემოვიდა შეკვეთა.
– ერთი წუთით მოითმინეთ, სერ, – თქვა მან, ყურსასმენები
გაისწორა და მონაცემები აკრიფა კლავიატურაზე, – უნდა ით-
405 მკითხველთა ლიგა
ქვას, ეს Netjet-ევროპის შეკვეთაა, მაგრამ შემიძლია განვახორ-
ციელო.
ის სწრაფად შევიდა ევროპული კომპანიის ვებგვერდზე, რომ-
ლის ცენტრალური ოფისი პორტუგალიაში, ქალაქ პასუ დე არ-
კუშში იყო და იტალიასა და მის შემოგარენში თვითმფრინავების
ადგილსამყოფელი შეიტყო.
– შესანიშნავია, სერ. როგორც ჩანს, ჩვენ გვყავს Citation
Excel-ი მონაკოში და შეგვიძლია ფლორენციაში ერთ საათში
გავგზავნოთ. ეს ხელს აძლევს მისტერ ლენგდონს?
– იმედი ვიქონიოთ, – დაღლილად და ნერვულად უპასუხა სა-
გამომცემლო კომპანიის წარმომადგენელმა, – დიდად მადლო-
ბელი ვარ.
– არაფრის, – თქვა დებიმ, – მისტერ ლენგდონი ჟენევაში აპი-
რებს გაფრენას?
– როგორც ჩანს, ასეა.
დები ბეჭდვას აგრძელებდა.
– მზადაა, – ბოლოს თქვა მან, – მისტერ ლენგდონი ტასინი-
ანო-ლუკას აეროპორტიდან გაფრინდება, – ფლორენციიდან და-
სავლეთით, დაახლოებით ოთხმოც კილომეტრში მდებარეობს.
გაფრენა განხორციელდება ადგილობრივი დროით თერთმეტ სა-
ათსა და ოც წუთზე.
მისტერ ლენგდონი აფრენამდე ათი წუთით ადრე უნდა იყოს
ასაფრენ ბილიკზე. თქვენ არ შეგიკვეთავთ სახმელეთო ტრან-
სპორტი და ბორტკვება, საპასპორტო მონაცემები მოგვაწოდეს,
ასე რომ, ყველაფერი რიგზეა. კიდევ რაიმეს ხომ არ ინებებდით?
– ალბათ ახალ სამსახურს... – სიცილით თქვა ფოკმანმა, –
მადლობა. გადამარჩინეთ.
– არაფრის. ღამე მშვიდობისა.
დებიმ ყურმილი დაკიდა და კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა,
რათა რეისის გაფორმება დაესრულებინა. მან ლენგდონის პას-
406 მკითხველთა ლიგა
პორტის მონაცემები შეიყვანა და გაგრძელებას აპირებდა, რომ
უეცრად მონიტორის ფანჯარაში გამაფრთხილებელი წითელი
სიგნალი აციმციმდა. დებიმ ტექსტი წაიკითხა და თვალები გა-
უფართოვდა.
რაღაც შეცდომა იყო.
ის კვლავ შეეცადა ლენგდონის პასპორტის მონაცემების შეყ-
ვანას. კვლავ აციმციმდა გაფრთხილება. ეს გაფრთხილება
მსოფლიოს ნებისმიერი ავიაკომპანიის კომპიუტერში გამოჩნდე-
ბოდა, თუ ლენგდონი ბილეთების დაჯავშნას შეეცდებოდა.
დებ კირი მონიტორს უყურებდა და თვალებს არ უჯერებდა.
Netjet-ი კლიენტების პირად მონაცემებს მკაცრად უფრთხილდე-
ბოდა მაგრამ ეს გაფრთხილება თავდაყირა აყენებდა ყველა მის
განაწესს, კონფიდენციალობასთან დაკავშირებულ ყველა მითი-
თებას.
დებ კირი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ხელმძღვანელობას.

აგენტმა ბრიუდერმა მობილური ტელეფონი დაკეცა და თავის


აგენტებს ფურგონებში ჩასხდომა უბრძანა.
– ლენგდონი მიემგზავრება, – გამოაცხადა მან, – კერძო
თვითმფრინავით ჟენევაში მიფრინავს. აფრენა თითქმის ერთ სა-
ათში განხორციელდება აქედან ოთხმოც კილომეტრში, ლუკაში
მდებარე აეროპორტიდან. თუ არ დავაყოვნებთ, აფრენამდე მი-
ვასწრებთ.

სწორედ ამ დროს ნაქირავებმა სედანმა უკან მოიტოვა ტაძრის


მოედანი დაჩრდილოეთით პანზანის ქუჩით სანტა-მარია-ნოვე-
ლას სადგურისკენ გაემართა.

407 მკითხველთა ლიგა


მძღოლის გვერდით დოქტორი ფერისი იჯდა, უკანა სავარ-
ძელზე ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში – ლენგდონი და
სიენა. ნეტჟეტ-ის რეისის შეკვეთა სიენას იდეა იყო. მან მდევრები
ცრუ კვალზე დააყენა, რითაც საკმაო დროს მოიგებდნენ მატარე-
ბელში მშვიდობით ჩასასხდომად, წინააღმდეგ შემთხვევაში
იქაურობას პოლიციელების მთელი არმია არ ასცდებოდა. სა-
ბედნიეროდ, ვენეციამდე მხოლოდ ორი საათის სავალი გზა იყო,
ხოლო ადგილობრივ მატარებლებში პასპორტი საჭირო არაა.
ლენგდონი სიენასკენ შებრუნდა – სიენა დოქტორ ფერისს
უყურებდა ცოტა არ იყოს, შეშფოთებით. დოქტორი აშკარად ცუ-
დად იყო, რადგან მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ჩასუნთქვაც კი
დიდ ტკივილს აყენებდა.
„იმედია, ავადმყოფობის თაობაზე არ ცდება“. ლენგდონმა მის
წყლულებს შეხედა და წარმოიდგინა, რამდენი მიკრობი ირევა
„ფიატის“ ვიწრო სალონში. დოქტორს თითის წვერებიც კი გას-
წითლებოდა და დასივებოდა. ლენგდონმა თავიდან ამოიბერტყა
უსიამოვნო ფიქრები და ფანჯარაში გაიხედა.
სადგურისკენ მიმავალ გზაზე დიდ სასტუმრო „ბალიონის“ ჩაუ-
არეს, სადაც ხშირად ტარდებოდა კონფერენციები ხელოვნების
სფეროში. ლენგდონი მას ყოველწლიურად ესწრებოდა. მან სას-
ტუმროს შეხედა და უეცრად გააცნობიერა, რომ ახლა ის ჩაიდინა,
რაც აქამდე ცხოვრებაში არ გაეკეთებინა.
ფლორენციას ისე ტოვებს, რომ დავითის ქანდაკება არ უნა-
ხავს!
მდუმარედ მოუხადა ბოდიში მიქელანჯელოს და მათ წინ გა-
მოჩენილ სადგურს მიაპყრო მზერა... ფიქრებით უკვე ვენეციაში
იყო.

408 მკითხველთა ლიგა


თავი 61

ლენგდონი ჟენევაში მიფრინავს?..


მოჯაყჯაყე ფურგონის უკანა სავარძელზე მიჯაჭვული დოქტორ
ელიზაბეთ სინსკი თავს სულ უფრო ცუდად გრძნობდა. ავტომო-
ბილი ფლორენციის დასავლეთით, კერძო აეროპორტისკენ მიქ-
როდა.
– ჟენევა? სრული უაზრობაა, – თავისთვის ჩაილაპარაკა სინ-
სკიმ.
ერთადერთი მიზეზი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ჟენევაში
მდებარეობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა.
„ლენგდონი იქ მეძებს?“ რა უგუნურებაა. მან ხომ იცოდა, რომ
სინსკი აქ, ფლორენციაში იმყოფებოდა.
უეცრად სხვა აზრმა გაუელვა.
„ღმერთო... ნუთუ ზობრისტმა ჟენევა ამოიღო მიზანში?“
ზობრისტი სიმბოლიკის მიმართ გულგრილი როდი გახლდათ.
სრულებით შესაძლებელი იყო, დაავადების გავრცელების საწ-
ყის წერტილად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აერჩია, თუ
სინსკისთან გამართულ ხანგრძლივ დაპირისპირებასაც გავით-
ვალისწინებდით. თუმცა, თუ ზობრისტი შავი ჭირის აფეთქების
ყველაზე ეფექტურ ადგილს ეძებდა, ჟენევა არც ისე კარგი ვარი-
ანტი იყო. სხვა მეტროპოლისებთან შედარებით ეს ქალაქი გეოგ-
რაფიულად იზოლირებულია და დროის ამ პერიოდში იქ საკმაოდ
ცივა. ჩვეულებრივ, შავი ჭირი ჭარბი მოსახლეობისა და სითბოს
პირობებში ვრცელდებოდა. ჟენევა ზღვის დონიდან დაახლოე-
ბით სამასი მეტრის სიმაღლეზეა – პანდემიისთვის სავსებით შე-
უსაბამო ადგილი. მიუხედავად მთელი მისი სიძულვილისა ჩემ
მიმართ.
ასე რომ, კითხვა ჩნდებოდა: რატომ მიფრინავდა ლენგდონი
ჟენევაში? ამერიკელი პროფესორის ეს გაუგებარი მარშრუტი კი-
409 მკითხველთა ლიგა
დევ ერთი რგოლი იყო მისი უცნაური ქცევების ჯაჭვში, რომელიც
წუხელ საღამოდან დაიწყო და, ელიზაბეთი, მიუხედავად მრა-
ვალმხრივი მცდელობისა, მათ გონივრულ ახსნას ვერ უძებნიდა.
„ვის მხარეზეა?“
მიუხედავად იმისა, რომ სინსკიმ რამდენიმე დღის წინ გაიცნო
ლენგდონი, იგი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ადამიანებში და არ
შეეძლო დაეჯერებინა, რომ ასეთი ადამიანი მოქრთამეს. „და მა-
ინც, წუხელ საღამოს მან ჩვენთან ყოველგვარი კავშირი გაწყვი-
ტა“. ახლა კი ლენგდონი ქალაქებს შორის ისე მიმოდიოდა, თით-
ქოს ჯაშუში ყოფილიყო. „იქნებ ახლა ფიქრობს, რომ სიმართლე
ზობრისტის მხარეზეა?“
ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა.
„არა, – არწმუნებდა საკუთარ თავს, – კარგად ვიცი მისი რე-
პუტაცია, ის ამაზე წამსვლელი არ არის“.
სინსკიმ რობერტ ლენგდონი ოთხი დღის წინ გაიცნო სამგზავ-
რო თვითმფრინავ „С-130“-ში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მობილურ საკოორდინაციო ცენტრად გადაეკე-
თებინათ.
რვის წუთებზე თვითმფრინავი ჰენსკომფილდის აეროდრომზე
დაჯდა, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯიდან ოც
კილომეტრში მდებარეობდა. სინსკიმ არ იცოდა, როგორ გამოი-
ყურებოდა ცნობილი პროფესორი, რომელსაც ტელეფონით და-
უკავშირდა, და სასიამოვნოდ გაოცდა, როდესაც ლენგდონი
თვითმფრინავის კუდთან აღმართული ტრაპით თავდაჯერებუ-
ლად ამოვიდა სალონში და უდარდელი ღიმილით შემოაბიჯა.
– თქვენ ბრძანდებით დოქტორი სინსკი? – ლენგდონმა მაგ-
რად ჩამოართვა ხელი.
– პროფესორო, თქვენი მოსვლა ჩემთვის დიდი პატივია.
– ჩემთვის კი – თქვენგან მოწვევა.

410 მკითხველთა ლიგა


ლენგდონი მაღალი, სიმპათიური მამაკაცი აღმოჩნდა ინტე-
ლექტუალური იერითა და დაბალი, სასიამოვნო ხმით. ვინაიდან
პროფესორი პირდაპირ უნივერსიტეტიდან და თანაც, მოულოდ-
ნელად წამოიყვანეს, სამუშაო კოსტიუმში იყო გამოწყობილი –
ტვიდის ქურთუკში, ხაკისფერ შარვალსა და მოკასინებში. უფრო
ახალგაზრდულად და სპორტულად გამოიყურებოდა, ვიდრე სინ-
სკი მოელოდა. ამან საკუთარი ასაკი გაახსენა. „თითქმის დედად
ვეკუთვნი...“
– მადლობა, რომ მოსვლაზე დაგვთანხმდით, – დაღლილი სა-
ხით გაუღიმა.
ლენგდონმა მოღუშულ თანამგზავრზე ანიშნა, მის მოსაყვანად
რომ გაეგზავნათ:
– თქვენმა მეგობარმა არჩევანი არ დამიტოვა.
– ძალიან კარგი. სწორედ ამისთვის ვუხდით.
– ლამაზი ავგაროზია, – ლენგდონმა მის სამკაულს დახედა, –
ძვირფასი ქვაა?
სინსკიმ ლურჯი ფერის ავგაროზს შეავლო მზერა – კვერთხზე
შემოხვეულ გველს.
– მედიცინის უძველესი სიმბოლო. კადუცეია – მისი სახელი,
ცხადია, გეცოდინებათ.
პროფესორმა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა.
ქალი იცდიდა.
მაგრამ ლენგდონმა გადაიფიქრა, გაიღიმა და თავაზიანად
შეცვალა საუბრის თემა:
– მაშ, ასე: აქ რატომ ვარ?
ელიზაბეთმა ის უჟანგავი ლითონის მაგიდასთან მიიპატიჟა,
რომელთანაც, როგორც ჩანს, შეხვედრები იმართებოდა.
– დაბრძანდით. მინდა, რაღაც გაჩვენოთ.
ლენგდონი აუჩქარებლად მივიდა მაგიდასთან. ელიზაბეთმა
შენიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ამ მოულოდნელი მიწვევით
411 მკითხველთა ლიგა
პროფესორი აშკარად დაინტერესებული იყო, არავითარ შფოთ-
ვას არ გამოხატავდა. „აი, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან
ჰარმონიაში ცხოვრობს. ნუთუ ასეთივე სიმშვიდეს შეინარჩუნებს,
როდესაც გაიგებს, რისთვის მოიწვიეს?“ – გაიფიქრა ქალმა.
ლენგდონი დაჯდა და სინსკიმ ყოველგვარი შესავლის გარეშე
გადასცა ნივთი, რომელიც მან და მისმა თანამშრომლებმა დაახ-
ლოებით ოცი საათის წინ გამოიღეს ბანკის სადეპოზიტო სეიფი-
დან.
ლენგდონმა ყურადღებით შეათვალიერა პატარა, ნაჭედი ცი-
ლინდრი და მოკლედ დაახასიათა მისი დანიშნულება. ქალმა ეს
ყველაფერი ისედაც იცოდა. ეს ძველებური გორგოლაჭი ანაბეჭ-
დის დასატოვებლად გამოიყენებოდა. მასზე გამოსახული იყო
სამთავიანი საზარელი სატანა და ერთადერთი სიტყვა: სალიგია.
– სალიგია, – თქვა ლენგდონმა, – ეს ლათინური მნემონიკუ-
რი...
– შვიდი მომაკვდინებელი ცოდვისთვის, – დაასწრო ელიზა-
ბეთმა. – უკვე გაგვარკვიეს.
– ძალიან კარგი... – ლენგდონის ხმაში დაბნეულობა შეინიშ-
ნებოდა, – ეს ჩემთვის რაღაც მიზეზის გამო უნდა გეჩვენებინათ,
ხომ?
–დიახ... – სინსკიმ ცილინდრი გამოართვა და ენერგიულად
აანჯღრია. შიგნით პატარა ბურთულა განათდა.
ლენგდონი გაკვირვებული უყურებდა მას და უკვე იმის კით-
ხვაც სურდა, რას აკეთებთო, მაგრამ სწორედ ამ დროს გორგო-
ლაჭის ძირი განათდა და ქალმა ნათება თვითმფრინავის ფიუზე-
ლაჟის კედლისკენ მიმართა.
ლენგდონმა ჩუმად ჩაუსტვინა და კედელთან მივიდა.
– ბოტიჩელის „ჯოჯოხეთის რუკა“, – თქვა მან, – რომელიც
დანტეს „ჯოჯოხეთის“ სიუჟეტს წარმოადგენს. როგორც ვხვდები,
ესეც უკვე იცით.
412 მკითხველთა ლიგა
ელიზაბეთმა თავი დაუქნია. მან თავის ჯგუფთან ერთად ამ გა-
მოსახულებას ინტერნეტში მიაგნო. გაოგნდა, როდესაც გაიგო,
რომ ის ბოტიჩელის ფუნჯს ეკუთვნოდა. მხატვრისა, რომელიც
უპირველეს ყოვლისა ნათელი, იდეალიზებული ფორმების გამო-
სახვით იყო ცნობილი, მაგალითად, „გაზაფხულით“ და „ვენერას
დაბადებით“. სინსკი აღმერთებდა ამ ორ ნამუშევარს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ეს სურათები ნაყოფიერებასა და მაცოცხლებელ
ძალას ასხამდნენ ხოტბას და, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ შე-
ახსენებდნენ ქალს თავის უნაყოფობას. მის ცხოვრებაში ეს ერ-
თადერთი მწუხარება იყო, სხვა მხრივ, მეტად სავსე ცხოვრება
ჰქონდა.
– ვიმედოვნებდი, რომ თქვენ შეძლებდით ამ სურათის სიმბო-
ლიკის განმარტებას, – თქვა სინსკიმ.
ლენგდონს ხმაში მღელვარება დაეტყო.
– ამისთვის მომიყვანეთ? მეგონა, მართლა გადაუდებელი
საქმე გქონდათ.
– ბებერივით ნუ წუწუნებთ.
ლენგდონმა ამოიხვნეშა.
– დოქტორო სინსკი, ზოგადად, რომ იცოდეთ, თუ რომელიმე
ნახატის შესახებ გაინტერესებთ ინფორმაცია, უნდა მიმართოთ
მუზეუმს, რომელშიც ნამუუშევრის დედანი ინახება. ამ შემთხვე-
ვაში ეს გახლავთ ვატიკანის აპოსტოლარული ბიბლიოთეკა. ვა-
ტიკანში შესანიშნავი ხელოვნებათმცოდნეები არიან და ისინი...
– ვატიკანში ვერ მიტანენ.
ლენგდონი გაოგნდა:
– თქვენც? მეგონა, მხოლოდ მე ვერ მიტანდნენ.
ქალს სევდიანად გაეღიმა:
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კონ-
ტრაცეპტივების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა
პლანეტის სიჯანსაღის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა, რადგან
413 მკითხველთა ლიგა
ეს ხელს უშლის სქესობრივი გზით გადამდები ვენერიული დაავა-
დებების გავრცელებასა და ხელს უწყობს შობადობის კონ-
ტროლს.
– ვატიკანი კი სხვაგვარად ფიქრობს.
– დიახ. ვატიკანს არ დაუკლია არც ძალა და არც ფული, რათა
მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის ჩაეგონებინა, რამხელა ბო-
როტებაა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.
– დიახ, დიახ, – ღიმილით დაუდასტურა ლენგდონმა, – სხვა
ვინ დამოძღვროს მსოფლიო სექსის საკითხებში, თუ არა ოთხმო-
ცი წლის ბებრებმა, რომელთაც დაუქორწინებლობის აღთქმა
აქვთ დადებული.
ქალს ლენგდონი სულ უფრო მეტად მოსწონდა.
ქალმა კვლავ შეარხია პროექტორი, რომ დამუხტულიყო და
კვლავ კედელს მიანათა.
– პროფესორო, ყურადღებით დააკვირდით.
ლენგდონმა ნაბიჯი გადადგა, კედელზე გაჩენილ გამოსახუ-
ლებას კარგად დააკვირდა და უეცრად გაშეშდა.
– უცნაურია. მასში ცვლილებები შეუტანიათ.
„მალევე შენიშნა“.
– დიახ. და თუ შეიძლება ამიხსენით, რას ნიშნავს ეს ცვლილე-
ბები.
ლენგდონი მდუმარედ ათვალიერებდა სურათს, შეყოვნდა ათ
ასოზე, რომლისგანაც შეადგინა სიტყვა ცატროვაცერ. შემდეგ შე-
ჩერდა ქოლერის ნიღაბსა და ბოლოს, კიდეზე მიწერილ ორსიტ-
ყვიან ფრაზაზე – „სიკვდილის თვალები“.
– ეს ვინ გააკეთა? – იკითხა მან, – საიდან მოიტანეთ?
– რაც ნაკლები გეცოდინებათ, მით უკეთესია. ვფიქრობდი,
რომ შეძლებდით ამ ცვლილებების გაანალიზებას და მის აზრს
აგვიხსნიდით.
– აქ და ახლავე?
414 მკითხველთა ლიგა
– დიახ. მესმის, რომ ჩვენი მხრიდან უცერემონიო საქციელია,
მაგრამ ვერც კი გამოვხატავ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია. სრუ-
ლებით შესაძლებელია, საქმე ყოველი ჩვენგანის სიკვდილ-სი-
ცოცხლის საკითხს ეხებოდეს.
ლენგდონმა შეშფოთებული გამომეტყველებით შეხედა მას.
– გაშიფვრას განუსაზღვრელი დრო დასჭირდება, მაგრამ თუ
ასე ძალიან გსურთ...
– უღრმესი მადლობა, – შეაწყვეტინა სინსკიმ, სანამ პროფე-
სორი გადაიფიქრებდა, – ხომ არ გინდათ, ვინმეს დაურეკოთ და
გააფრთხილოთ, რომ მიფრინავთ?
ლენგდონმა თავი გააქნია და აუხსნა, რომ შვებულების გატა-
რებას სადმე მშვიდ გარემოში აპირებდა, თანაც მარტო.
„დიდებულია!“. სინსკიმ ლენგდონი ცალკე გამოყოფილ მაგი-
დასთან მიიყვანა და დასვა. მაგიდაზე პროექტორი, ფურცლები,
ფანქრები და თანამგზავრთან საიმედო კავშირით აღჭურვილი
ნოუთბუქი ეწყო. ლენგდონი საგონებელში იყო ჩავარდნილი –
რატომ დაინტერესდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოტი-
ჩელის გადაკეთებული ნახატით?.. თუმცა, მორჩილად შეუდგა
საქმეს.
დოქტორმა სინსკიმ ჩათვალა, რომ ლენგდონი სურათის შეს-
წავლას რამდენიმე საათს მოანდომებდა და თავის ქაღალდებს
მიუბრუნდა. ესმოდა, როგორ ანჯღრევდა დროდადრო ლენგდო-
ნი პროექტორს და ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავდა. ათი წუთიც
არ იყო გასული, რომ პროფესორმა ფანქარი დადო და განაცხა-
და:
– Cerca trova.
სინსკი მისკენ მიტრიალდა.
– რა ბრძანეთ?
– Cerca trova, – გაიმეორა მან, – ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ.
აი, რა არის ნახატზე დაშიფრული.
415 მკითხველთა ლიგა
სინსკიმ სწრაფად გასწია მისი მაგიდისკენ, გვერდით დაუჯდა
და მონუსხულივით უსმენდა ლენგდონის განმარტებებს, თუ რა
სახით იყო დანტეს ჯოჯოხეთის წრეები გადანაცვლებული და რა
სიტყვა გამოვიდოდა, თუ წრეებს სწორ თანმიმდევრობას დავუბ-
რუნებდით.
„ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ? – გაოცებული იყო სინსკი, – ამის
თქმა სურდა
ჩემთვის იმ მანიაკს?“ ესფრაზა პირდაპირი გამოწვევასავით
ჟღერდა. გაახსენდა შეშლილის მუქარით სავსე სიტყვები, რომ-
ლებითაც საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს შენობაში მა-
თი შეხვედრა დასრულდა... „მაშ, ასე... დავიწყოთ თამაში?“
– ფერი დაკარგეთ, – თქვა ლენგდონმა, თან ყურადღებით
უყურებდა, – ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სხვაგვარ
განმარტებას ელოდით?
სინსკიმ თავი ხელში აიყვანა და კისერზე დაკიდებული ავგა-
როზი შეისწორა.
– ამგვარს ნამდვილად არა... მითხარით, ჯოჯოხეთის ამ რუ-
კით რაიმეს მოძებნას მთავაზობენ?
– დიახ, ასე ვფიქრობ.
– და სად უნდა მოვძებნო, არ მიანიშნებენ?
მაგიდას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლე-
ბი მოუახლოვდნენ. ლენგდონმა ნიკაპზე მოისვა ხელი.
– პირდაპირ არა, თუმცა შემიძლია, საკმაოდ სარწმუნო თე-
ორია შემოგთავაზოთ.
– თქვით, – მოუთმენლად თქვა ქალმა.
– ფლორენციის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
სინსკიმ კრიჭა შეკრა და სცადა, რეაქცია დაემალა. თუმცა, მი-
სი თანამშრომლები თავის გაკონტროლებას ასე კარგად ვერ
ახერხებდნენ: მათ ერთმანეთს გაოგნებულებმა გადახედეს. ვი-

416 მკითხველთა ლიგა


ღაცამ ტელეფონი აიღო და დარეკა. ვიღაც სწრაფი ნაბიჯით გა-
უჩინარდა თვითმფრინავის წინა ნაწილში გამავალ კარში.
ლენგდონმა ვერაფერი გაიგო.
– ასეთი მნიშვნელოვანი რა ვთქვი?
„უმნიშვნელოვანესი“, გაიფიქრა სინსკიმ.
– რატომ ახსენეთ ფლორენცია?
– Cerca trova, – გაიმეორა ლენგდონმა და სწრაფად მოუყვა
იმ ძველ გამოცანაზე, რომელიც პალაცო ვეკიოში არსებულ
ფრესკაზე იყო გამოსახული.
ქალისთვის ესეც კმაროდა. „მაშ, ფლორენცია“. შეუძლებე-
ლია, უბრალო დამთხვევა ყოფილიყო, თუ იმასაც გავითვალის-
წინებდით, რომ შეშლილმა შურისმაძიებელმა პალაცო ვეკიო-
დან სულ რაღაც სამიოდე კვარტლის მოშორებით მოიკლა თავი.
– პროფესორო, როდესაც ჩემი ავგაროზი გაჩვენეთ და გითხა-
რით, რომ მას კადუცეია ერქვა, თქვენ გაჩუმდით – თითქოს
გსურდათ, შემკამათებოდით, მაგრამ გადაიფიქრეთ. რისი თქმა
გინდოდათ?
ლენგდონმა თავი გააქნია:
– არაფრის. სისულელეა. ხანდახან პროფესორისთვის დამა-
ხასიათებელი პედანტობა მძლევს ხოლმე.
სინსკიმ თვალებში შეხედა.
– იმიტომ გეკითხებით, რომ მინდა ვიცოდე, შემიძლია თუ არა
ბოლომდე გენდოთ. რის თქმა გინდოდათ?
ლენგდონმა ნერწყვი გადაყლაპა და ჩაახველა.
– დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თქვენი თქმით, ავგა-
როზი მედიცინის უძველესი სიმბოლოა. სწორია. მაგრამ როდე-
საც მას კადუცეია უწოდეთ – სავსებით ჩვეულებრივი შეცდომა
დაუშვით. კადუცეია ჰქვია სიმბოლოს ფრთოსან კვერთხზე შე-
მოხვეული ორი გველით. თქვენს ავგაროზზე კი მხოლოდ ერთი
გველია, ძელს კი ფრთები არ აქვს. თქვენს სიმბოლოს ეწოდება...
417 მკითხველთა ლიგა
– ასკლეპიოსის კვერთხი.
ლენგდონმა გაოცებით შეხედა.
– დიახ. მართალი ხართ.
– ვიცი. თქვენი გულწრფელობა შევამოწმე.
– ვერ მიგიხვდით?
– მაინტერესებდა, იტყოდით თუ არა სიმართლეს, მიუხედავად
ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებისა.
– როგორც ჩანს, გამოცდა ვერ ჩავაბარე.
– ასე აღარ მოიქცეთ. ერთად მუშაობა მხოლოდ სრული ნდო-
ბის პირობებში შეგვიძლია.
– თქვენთან მუშაობა? ჩვენ ხომ დავასრულეთ?
– არა, პროფესორო, არ დაგვიმთავრებია. მინდა, ჩვენთან ერ-
თად გამოფრინდეთ ფლორენციაში და რაღაცის პოვნაში დაგვეხ-
მაროთ.
ლენგდონმა ყურებს არ დაუჯერა.
– დღეს?
– სწორედ რომ დღეს. თქვენთვის ჯერ კიდევ არ მითქვამს, რა
სახიფათო სიტუაციაა შექმნილი.
– არ აქვს მნიშვნელობა, რას მეტყვით. არ მსურს ფლორენ-
ციაში გაფრენა.
– არც მე, – წარბი შეიკრა ქალმა, – მაგრამ, სამწუხაროდ,
დრო თითქმის აღარ გვაქვს.

418 მკითხველთა ლიგა


თავი 62

შუადღის მზის სხივები იტალიური სწრაფმავალი მატარებლის


„ფრეჩარჯენტოს“ გლუვ სახურავზე ირეკლებოდა და ტოსკანას
მსუბუქ რკალად ევლებოდა. აკრეფილი სიჩქარის (280 კმ/სთ-ში)
მიუხედავად, „ვერცხლისფერი ისარი“ თითქმის უხმოდ მისრია-
ლებდა. მისი ჩუმი რაკარუკი და ვაგონის მსუბუქი რწევა მგზავ-
რებს ძილს ჰგვრიდა.
რობერტ ლენგდონისთვის უკანასკნელი საათი ერთ გაურკვე-
ველ ლაქად ქცეულიყო.
ლენგდონი და დოქტორი ფერისი სწრაფმავალი მატარებლის
salottino-ში ისხდნენ – ცალკე გამოყოფილ ბიზნესკლასის კუპეში
ოთხი ტყავის სავარძლითა და ერთი დასაკეცი მაგიდით. ფერისმა
საკუთარი საკრედიტო ბარათით გადაიხადა კუპეს საფასური და
მინერალური წყალი და ბუტერბროდებიც აიღო. ლენგდონმა და
სიენამ კუპეს გვერდით მდებარე საპირფარეშოში თავები მოიწეს-
რიგეს და დამშეულები ბუტერბროდებს ეცნენ.
ვენეციამდე სულ ორი საათის სავალი იყო. როდესაც დას-
ხდნენ, დოქტორმა ფერისმა მაგიდაზე დადებულ გამჭვირვალე
პაკეტში მოთავსებულ ნიღაბს შეხედა და თქვა:
– უნდა დავადგინოთ, ვენეციის კონკრეტულად რა ადგილზე
მიგვითითებს ნიღაბი.
– ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ, – აღელვებით
დაამატა სიენამ, – შესაძლოა ეს ჩვენი უკანასკნელი შანსი იყოს,
რომ ზობრისტისგან მომავალი საფრთხე შევაჩეროთ.
– მოითმინეთ, – ლენგდონმა ხელისგული დააფარა ნიღაბს,
თითქოს მისი დაცვა სურსო, – თქვენ დამპირდით, რომ, როგორც
კი მატარებელში ჩავსხდებოდით, დღევანდელ დღესთან დაკავ-
შირებულ მოვლენებში გამარკვევდით. ახლა მხოლოდ ის ვიცი,
რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მთხოვა, „ჯოჯოხეთის
419 მკითხველთა ლიგა
რუკაზე“ ზობრისტის მიერ გაკეთებული ცვლილებები გამეშიფრა.
ჩემთვის სხვა არაფერი გითქვამთ.
დოქტორი ფერისი ნერვულად აწრიალდა, თან სახესა და კი-
სერზე გამონაყარი მოიქექა.
– მესმის, რომ გაღიზიანებული ხართ, – თქვა მან, – ცხადია,
საშინელებაა, როდესაც არ შეგიძლია გაიხსენო, რა დაგემარ-
თა... სამედიცინო კუთხით... – მან სიენას შეხედა, რათა დასტური
მიეღო, და განაგრძო: – ჩემი რჩევა იქნება, დავიწყებული დეტა-
ლების გასახსენებლად ძალები არ დახარჯოთ. ამნეზიის შემ-
თხვევაში, სჯობს, დავიწყებული დავიწყებულადვე დატოვოთ.
– დავტოვო? – გაბრაზდა ლენგდონი, – ნურას უკაცრავად! პა-
სუხები მჭირდება! თქვენმა ორგანიზაციამ იტალიაში ჩამომიყვა-
ნა, მესროლეს, ცხოვრების რამდენიმე დღე საერთოდ დავკარგე.
ვისურვებდი, ვიცოდე, რა ჯანდაბა ხდება აქ!
– რობერტ! – სიენამ მისი დამშვიდება სცადა, – დოქტორი ფე-
რისი მართალია. ნამდვილად არ გარგებთ, დიდი ინფორმაცია
რომ მოგაწყდეთ. იმ ნაწყვეტ მოგონებებზე იფიქრეთ, რაც გაგახ-
სენდათ: – ვერცხლისფერთმიანი ქალი, სიტყვები „ეძიებდეთ და
ჰპოვებდეთ“, დაკლაკნილი სხეულები „ჯოჯოხეთის რუკაზე“, – ეს
სახებები უწესრიგოდ და სპონტანურად ჩნდებოდნენ თქვენს
ტვინში და ამის გამო თანმიმდევრული ფიქრის უნარი კინაღამ
დაკარგეთ. თუ დოქტორი ფერისი ბოლო დღეებზე დეტალურად
მოგითხრობთ, სავარაუდოდ, ეს თქვენს სხვა მოგონებებსაც გახ-
სნის და შესაძლოა ამან ჰალუცინაციების ახალი ნაკადი გამოიწ-
ვიოს. რეტროგრადული ამნეზია სახიფათო მდგომარეობაა. უდ-
როოდ გახსენებულმა მოგონებებმა შესაძლოა ფსიქიკა დაგიზი-
ანოთ.
ასეთ რამეზე ლენგდონს არც უფიქრია.

420 მკითხველთა ლიგა


– ალბათ დაბნეული ხართ, – თქვა ფერისმა, – მაგრამ თქვენ
ახლა გონება უნდა მოიკრიბოთ, რათა ძიების საქმემ წინ წა-
იწიოს. აუცილებლად უნდა გავიგოთ, რას გვეუბნება ეს ნიღაბი.
სიენამ თავი დაუქნია.
„როგორც ჩანს, ექიმები ერთმანეთს ყველაფერში ეთანხმები-
ან...“
ლენგდონი დუმდა და ვერაფერი გადაეწყვიტა. უცნაური
გრძნობა ჰქონდა: უცნობ ადამიანს შეხვდა და თითქოს რამდენი-
მე დღის ნაცნობი ენახოს. „შემიძლია დავიფიცო, რომ მისი თვა-
ლები მეცნობა“.
– პროფესორო, – თანაგრძნობით წარმოთქვა ფერისმა, –
ვხვდები, რომ ბოლომდე არ მენდობით და ეს გასაგებიცაა იმის
გათვალისწინებით, რის გადატანაც მოგიხდათ. ამნეზიის ერთ-
ერთი გვერდითი მოვლენაა – მსუბუქი პარანოია და უნდობლო-
ბა.
„ნამდვილად ასეა, – გაიფიქრა ლენგდონმა, – თუ იმასაც გა-
ვითვალისწინებთ, რომ საკუთარ ინტელექტსაც კი არ შემიძლია
ვენდო“.
– რაც შეეხება პარანოიას, – ხუმრობით ჩაერთო სიენა, ის აშ-
კარად შექმნილი ატმოსფეროს განმუხტვას ცდილობდა, – რო-
ბერტმა თქვენი მუწუკები დაინახა და ეგონა, შავი ჭირით დაავად-
დით.
ფერისმა ფართოდ გაახილა დასივებული თვალები და გადაი-
ხარხარა.
– მუწუკები? მერწმუნეთ, პროფესორო, ეს რომ შავი ჭირი
იყოს, მისგან განკურნებას ანტიჰისტამინური მალამოთი არ ვეც-
დებოდი, რომელიც, სხვათა შორის, რეცეპტის გარეშე იყიდება, –
ჯიბიდან პატარა ფლაკონი ამოიღო და ლენგდონს გადაუგდო. ან-
ტიალერგიული მალამო სანახევროდ იყო დაცლილი.

421 მკითხველთა ლიგა


– მაპატიეთ, – ლენგდონმა თავი უხერხულად იგრძნო, – რთუ-
ლი დღე მქონდა.
– არაფერია, – მიუგო ფერისმა.
ლენგდონი შებრუნდა; ფანჯრის მიღმა ტოსკანის არაჩვეუ-
ლებრივად ლამაზი, ოდნავ გაცრეცილი პანორამა მიქროდა.
ფერმები და ვენახები სულ უფრო იშვიათად ჩანდა, სწორი მდე-
ლოები მთაგორიანმა აპენინმა შეცვალა, შემდეგ დადაბლდა და
კვლავ ადრიატიკის ზღვისკენ დაეშვა.
„რა საოცრებაა, ვენეციაში შავი ჭირის მოსაძებნად მივდი-
ვარ“, – ფიქრობდა ლენგდონი.
ეს უცნაური დღე იმგვარ შთაბეჭდილებას უტოვებდა, თითქოს
დაბურულ გარემოში დადიოდა. როგორც სიზმარში. საოცარია:
კოშმარების დროს ჩვეულებრივ, ადამიანი იღვიძებს, ლენგდონი
კი გრძნობდა, თითქოს გამოღვიძებული, ახალ კოშმარში იძირე-
ბოდა.
– ლირას ვიხდი თქვენს ფიქრებში, – უჩურჩულა გვერდიდან
სიენამ.
ლენგდონი მისკენ დაღლილი სახით შებრუნდა.
– სულ მგონია, რომ ახლა საკუთარ სახლში გამეღვიძება და
ყოველივე ეს ცუდი სიზმარი აღმოჩნდება.
სიენამ თავი გადახარა და მორიდებით ჰკითხა:
– როდესაც გამოგეღვიძებათ, გული არ დაგწყდებათ, რომ მე
სინამდვილეში არარსებული აღმოვჩნდები?
ლენგდონს გაეღიმა.
– დიახ, ცოტა დამწყდება.
ქალმა ლენგდონს მუხლზე ხელი დაუტყაპუნა.
– ოცნებას მოეშვით, პროფესორო. საქმეს მივხედოთ.
ლენგდონმა მუწუკებიან კაცზე გადაიტანა მზერა. იგი მაგიდის
მეორე მხრიდან ცარიელი თვალებით შემოსცქეროდა. პროფე-
სორმა ორივე ხელით ფრთხილად აიღო თაბაშირის ნიღაბი, გა-
422 მკითხველთა ლიგა
დააბრუნა და სპირალურად ჩახვეული ტექსტის დასაწყისი წა-
იკითხა:

ჰოი, თქვენ, ვისაც გაგაჩნიათ საღი გონება...

ლენგდონი გონიერებას ახლა ნამდვილად ვერ მიაწერდა სა-


კუთარ თავს.
ამის მიუხედავად, საქმეს გულმოდგინედ შეუდგა.

მატარებლიდან სამას კილომეტრში, ადრიატიკის ზღვაში,


კვლავ ღუზაჩაშვებული იდგა „მენდაციუმი“. ქვედა გემბანზე,
ლოურენს ნოლტონის მინის ჯიხურზე დააკაკუნეს. იგი მაგიდის
ქვემოთ მიმაგრებულ ღილაკს დააწვა, რათა დაბინდული კედე-
ლი გამჭვირვალე გამხდარიყო. მინის მიღმა ტანმორჩილი, გა-
რუჯული ფიგურა გამოიკვეთა.
„ბოსი...
საშინლად გამოიყურება“.
ბოსი ხმაამოუღებლივ შევიდა, კაბინეტის კარი დახურა, ღი-
ლაკს დააწვა და კედელი კვლავ გაუმჭვირვალე გახდა. სპირტის
სუნი ასდიოდა.
– ზობრისტმა ვიდეო დაგვიტოვა, – თქვა მან.
– დიახ, სერ?
– უნდა ვნახო. ახლავე.

423 მკითხველთა ლიგა


თავი 63

რობერტ ლენგდონმა სპირალური ტექსტი ქაღალდზე გადაწე-


რა, რათა უკეთესად დაჰკვირვებოდა.
სიენა და დოქტორი ფერისი გვერდით მიუსხდნენ; ლენგდონი
ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია დოქტორი ფერისის მძიმე
სუნთქვისა და გამუდმებული ქავილისათვის.
„ჯანმრთელია“ – საკუთარ თავს არწმუნებდა ლენგდონი და
ცდილობდა, ყურადღება ტექსტისკენ მიემართა.

ჰოი, თქვენ, ვისაც გაგაჩნიათ საღი გონება,


ხამს, რომ შეიცნოთ იდუმალი ეგ შეგონება,
აქ, ამ უცნაურ სტრიქონებში საცნაურქმნილი...

– როგორც ვამბობდი, – დაიწყო მან, – ზობრისტის ლექსის


პირველი სტროფი ზუსტად იმეორებს დანტეს „ჯოჯოხეთის“
ტექსტს – ის აფრთხილებს მკითხველს, რომ სიტყვების მიღმა
ბევრად ღრმა აზრი იმალება.
დანტეს ალეგორიული პოემა იმდენადაა გაჯერებული შეფა-
რული მითითებებით პოლიტიკაზე, რელიგიასა და ფილოსოფი-
აზე, რომ ლენგდონი სტუდენტებს ურჩევდა, დანტეს „ჯოჯოხეთი“
ისეთივე მეთოდით შეესწავლათ, როგორითაც ბიბლია – არა-
პირდაპირ აღექვათ სიტყვები და მათში შეფარული აზრი ეძებ-
ნათ.
შუა საუკუნეების ალეგორიული პოეზიის სპეციალისტები ტექ-
სტის ანალიზის დროს ორი კატეგორიით ხელმძღვანელობენ –
„ტექსტი“ და „სახე“. ტექსტი – ეს ნაწარმოების პირდაპირი შინა-
არსია; სახე – სიმბოლური შინაარსი.
– გასაგებია, – ენთუზიაზმით აღნიშნა ფერისმა, – თუ ლექსები
ამგვარი სტრიქონებით იწყება...
424 მკითხველთა ლიგა
– ეს იმას ნიშნავს, – გააწყვეტინა სიენამ, – რომ ზედაპირული
კითხვა ნაწარმოებისა აზრის მხოლოდ ნახევარში გაგვარკვევს.
მისი ნამდვილი არსი დაფარული დარჩება.
– დიახ, ასეა, – ლენგდონი ტექსტს მიუბრუნდა და კითხვა ხმა-
მაღლა განაგრძო:

ეძიე კაცი, ვენეციის ვერაგი დოჟი,


რაშების თავთა მომკვეთელი, ბრმისთვის ძვლების წამრთმე-
ვი.

– მაშ, ასე, თავმოკვეთილი რაშებისა და ბრმის ძვლისა ვერა-


ფერი გამიგია, მაგრამ, როგორც ჩანს, კონკრეტული დოჟი უნდა
ვეძებოთ.
– იქნებ... მისი სამარხი? – ივარაუდა სიენამ.
– ან ქანდაკება, ან პორტრეტი, – სიტყვა ჩამოართვა ლენ-
გდონმა, – დოჟები უკვე რამდენიმე საუკუნეა აღარ არსებობენ.
დოჟებს იგივე დანიშნულება ჰქონდათ ვენეციაში, რაც ჰერცო-
გებს იტალიის სხვა ქალაქ-სახელმწიფოებში, და ათასი წლის
მანძილზე, დაწყებული 697 წლიდან, ასზე მეტი დოჟი გამოიცვა-
ლა. მათი მმართველობა მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, ნა-
პოლეონის დაპყრობითი ომების დროს დასრულდა, მაგრამ
დოჟთა სიდიადე და ძლევამოსილება დღემდე რჩება ისტორი-
კოსთათვის საინტერესო თემად.
– როგორც მოგეხსენებათ, – აგრძელებდა ლენგდონი, – ვე-
ნეციის ორი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობა დოჟე-
ბის სასახლე და სან-მარკოს ტაძარია, რომელიც დოჟებმა ააგეს
თავად დოჟებისთვის. სწორედ იქ არის მრავალი მათგანი დაკ-
რძალული.
– იცით, რომელი დოჟი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სი-
ბოროტით? – იკითხა სიენამ.
425 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ამ კითხვის გამომწვევ სტროფს შეხედა: „ეძიე კა-
ცი, ვენეციის ვერაგი დოჟი...“
– ასეთი არ ვიცი, თუმცა ლექსში სიბოროტეზე კი არ არის სა-
უბარი, არამედ სივერაგეზე, ანუ ღალატზე. ეს სხვადასხვა რა-
მეა – განსაკუთრებით
დანტეს ეპოქისთვის. ღალატი – ერთ-ერთია შვიდ მომაკვდი-
ნებელ ცოდვათაგან – ყველაზე მძიმე, და სასჯელი ღალატისთვის
ჯოჯოხეთის უკანასკნელი წრეა.
დანტესთვის მოღალატე ის გახლდათ, ვინც გაყიდა ადამიანი,
რომელიც მას მიენდო. ყველაზე სახელგანთქმული და ბოროტე-
ბით აღვსილი ღალატი კაცობრიობის ისტორიაში იუდას მიერ
ქრისტეს გაყიდვაა. დანტეს ეს საქციელი იმდენად სამარცხვინოდ
მიაჩნდა, რომ იუდა ჯოჯოხეთის ცენტრში გაგზავნა – ადგილზე,
რომელსაც ერქვა თავად მისი ყველაზე საძაგელი ბინადარის სა-
ხელი – ჯუდეკა.
– მაშ, ასე, – თქვა ფერისმა, – გამოდის, რომ ჩვენ ვეძებთ
დოჟს, რომელმაც ვიღაცას უღალატა.
– ეს კი პრეტენდენტების წრეს შეამცირებს, – მხარი აუბა სი-
ენამ, – მაგრამ შემდეგი სტრიქონი... „ვინაც მოჰკვეთა რაშებს
თავნი“, – მზერა ლენგდონზე გადაიტანა, – არსებობდა ისეთი
დოჟი, რომელიც ცხენებს თავებს სჭრიდა?
ლენგდონს საზიზღარი სცენა გაახსენდა „ნათლიმამიდან“.
– ასეთი არაფერი მახსენდება... აქ ისიცაა ნათქვამი, რომ
ბრმის ძვლები მოიპარა... – ლენგდონმა ფერისს გადახედა, – ტე-
ლეფონში გაქვთ ინტერნეტი?
ფერისმა დასივებული წითელი თითებით მაშინვე ამოიღო ტე-
ლეფონი.
– აკრეფა მიჭირს.

426 მკითხველთა ლიგა


– მე ვიზამ, – სიენამ ტელეფონი გამოართვა, – ვეძებთ ვენე-
ციელ დოჟს, პლუს უთავო ცხენებს და ბრმის ძვლებს, – სიენას
თითებმა პატარა კლავიატურას გადაურბინა.
ლენგდონმა მომდევნო სტრიქონების კითხვა განაგრძო.

და წმინდა სიბრძნის ოქროცურვილ მუსეიონთან


მუხლი მოდრიკე, მიაპყარი ყური წყლის ჩუხჩუხს.

– მუსეიონი – ეს სიტყვა პირველად მესმის, – თქვა ფერისმა.


– ბერძნული სიტყვაა – ტაძარი, მიძღვნილი მუზებისთვის, –
ახსნა ლენგდონმა, – ძველ საბერძნეთში მუსეიონი იყო ადგილი,
სადაც იკრიბებოდნენ განათლებული ადამიანები, რათა ერთმა-
ნეთისთვის გაეზიარებინათ იდეები, განეხილათ ლიტერატურა,
მუსიკა, ხელოვნება. პირველი მუსეიონი პტოლემეოსმა ააშენა
ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ქრისტეს შობამდე დიდი ხნით
ადრე, შემდეგ კი მსოფლიოში ასობით ასეთი შენობა გაჩნდა.
– დოქტორო ბრუკს, – ფერისმა იმედით შეხედა სიენას, – შე-
გიძლიათ ნახოთ, ვენეციაში თუ არის მუსეიონი?
– სხვათა შორის, იქ ასეთი ათობით მუსეიონია, – ხალისიანი
ღიმილით გამოაცხადა ლენგდონმა, – ახლა მათ მუზეუმები ეწო-
დება.
– ააა... ვატყობ, ბადე უფრო შორს უნდა მოვისროლოთ.
– ესე იგი, ვეძებთ მუზეუმს, სადაც მივაკვლევთ დოჟს, რომე-
ლიც ცხენებს თავებს სჭრიდა და ბრმებს ძვლებს ჰპარავდა. რო-
ბერტ, არსებობს ვენეციაში მუზეუმი, რომელიც სულ პირველად
უნდა მოვინახულოთ?
ლენგდონმა ვენეციის ყველაზე ცნობილი მუზეუმები გაიხსე-
ნა – აკადემიის გალერეა, კა-რეცონიკო, პალაცო გრასი, პეგი გუ-
გენჰაიმის კრებული, კორერის მუზუმი... მაგრამ არც ერთი მათ-
განი არ ემთხვეოდა ლექსში აღწერილს.
427 მკითხველთა ლიგა
მან კიდევ ერთხელ დახედა ტექსტს.

და წმინდა სიბრძნის ოქროცურვილ მუსეიონთან


მუხლი მოდრიკე...

ლენგდონმა ოდნავ გაიღიმა:


– ვენეციაში არის მუზეუმი, რომელიც ზუსტად ემთხვევა ამ აღ-
წერას – „ოქროცურვილი“.
ფერისი და სიენა მოუთმენლად შესცქეროდნენ მას.
– სან-მარკოს ტაძარი. ქალაქში ყველაზე დიდი ეკლესია.
– ეკლესია მუზეუმია? – დაეჭვდა ფერისი.
– დიახ. ისევე, როგორც ვატიკანის მუზეუმი. უფრო მეტიც: სან-
მარკოს ტაძრის ინტერიერი იმითაცაა ცნობილი, რომ ოქროს ფი-
ლებით გახლავთ მოპირკეთებული.
– ოქროს მუსეიონი, – აღელდა სიენა.
ლენგდონმა თავი დაუქნია. ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ლექსში
ნახსენები ოქროთი გაბრწყინებული ტაძარი სან-მარკოს ეკლე-
სია იყო. ვენეციელები მას საუკუნეთა მანძილზე უწოდებდნენ La
Chiesa d´Oro-ს ანუ ოქროს ეკლესიას,
– და მისი შიდა სივრცე ლენგდონს მსოფლიოში ყველაზე გა-
მაოგნებელ სატაძრო ინტერიერად მიაჩნდა.
– ლექსში ნათქვამია: მუხლი მოდრიკე, – დაამატა ფერისმა, –
ამის გაკეთება ყველაზე ლოგიკური ხომ ეკლესიაშია?
სიენას თითებმა კლავიატურას გადაურბინა.
– ძიებაში ვამატებ სან-მარკოს ტაძარს. ალბათ, სწორედ იქ
უნდა ვეძებოთ ეს დოჟი.
ლენგდონმა იცოდა, რომ იქ უამრავ დოჟს იპოვიდნენ – ეს
სწორედაც რომ დოჟების ბაზილიკა იყო. იგრძნო, სწორი მიმარ-
თულებით მიდიოდნენ, და კვლავ გადახედა ტექსტს.

428 მკითხველთა ლიგა


მუხლი მოდრიკე, მიაპყარი ყური წყლის ჩუხჩუხს...

„მიწისქვეშა წყალი. სან-მარკოს ტაძრის ქვეშ არის წყალი? ეს


რა კითხვაა?“ – ფიქრობდა ლენგდონი. მთელი ქალაქის ქვეშ
წყალია. ვენეციის ყველა შენობა ნელ-ნელა წყალქვეშ ექცევა.
ლენგდონმა საკუთარი თავი ტაძრის შიგნით წარმოიდგინა და ჩა-
ფიქრდა – ტაძრის რომელ ნაწილში შეიძლებოდა გაეგო წყლის
ხმა იატაკიდან? „და როდესაც წყლის ხმას გავიგონებთ, როგორ
უნდა მოვიქცეთ?“
ლექსს მიუბრუნდა და ხმამაღლა წაიკითხა ბოლო სტრიქონე-
ბი:

ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის,


გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი,
გარემოცული სისხლისფერი წყლით და წყვდიადით
ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის.

საკმაოდ პირქუში სურათი დაიხატა.


– მაშ ასე, – თქვა ლენგდონმა, – როგორც ჩანს, ჩვენ გამდი-
ნარე წყლის ხმას უნდა გავყვეთ, რომელიც ქვესკნელის სასახ-
ლეში მიგვიყვანს.
ფერისმა კისერი მოიქექა და უკმაყოფილოდ იკითხა:
– ხთონური ურჩხული რაღაა?
– მიწისქვეშა, – უპასუხა სიენამ, თან ღილაკებს აწკაპუნებდა,
– „ხთონური“ ანუ მიწისქვეშეთის ბინადარი.
– დიახ, ასეა, – თქვა ლენგდონმა, – თუმცა ამ სიტყვას სხვა
მნიშვნელობაც აქვს და უკავშირდება მითოლოგიურ ურჩხუ-
ლებს. „ხთონური“ – ესაა ღმერთებისა და ურჩხულების განსა-
კუთრებული კატეგორია – მაგალითად: ერინიები, ჰეკატა და მე-
დუზა. მათ ხთონურებს უწოდებენ, რადგან მიწისქვეშ ბინადრო-
429 მკითხველთა ლიგა
ბენ და ჯოჯოხეთთან ასოცირდებიან... მაგრამ ისინი თავიანთ
ქვესკნელს ტოვებენ, რათა ადამიანებს უბედურება დააწიონ.
ყველანი დიდხანს დუმდნენ. ლენგდონი მიხვდა, რომ ყველა
მათგანი ერთსა და იმავე რამეზე ფიქრობდა: იქნებ ეს ხთონური
ურჩხული მხოლოდ და მხოლოდ ზობრისტის შავი ჭირი იყო.

ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის,


გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი,
გარემოცული სისხლისფერი წყლით და წყვდიადით
ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის.

– ყოველ შემთხვევაში, – საქმეს მიუბრუნდა ლენგდონი, –


ჩვენ კონკრეტული მიწისქვეშა ადგილი უნდა ვეძებოთ. სწორედ
ამ შემთხვევაში იქნება გასაგები უკანასკნელი სტრიქონი წყლის
შესახებ, რომელშიც ნათქვამია, არასოდეს არ აღწევს იქ დღის
სინათლეო.
– სინამდვილეში, – სიენამ ტელეფონს მზერა მოსწყვიტა, – თუ
წყალი მიწისქვეშაა, შეუძლებელია მასში ცა აირეკლოს. ვენეცია-
ში არის მიწისქვეშა ტბა?
– ასეთების შესახებ არაფერი მსმენია, – უპასუხა ლენგდონმა,
– მაგრამ წყალზე აშენებულ ქალაქში ყველაფერიც შეიძლება
იყოს.
– და თუ ტბა შენობის შიგნითაა? – იკითხა სიენამ და ხან ერთს
შეხედა და ხან მეორეს, – აქ მიწისქვეშა სასახლეზეა მინიშნება.
ერთხელ თქვით, რომ დოჟების სასახლე ტაძარს უკავშირდება,
ასეა? ამ შემთხვევაში სასახლესა და ტაძარზე მიუთითებს ყველა-
ფერი: წმინდა სიბრძნის მუსეიონი, სასახლე, კავშირი დოჟებთან
– და ეს ყველაფერი ვენეციის მთავარ ლაგუნაში, ზღვის დონის
სიმაღლეზეა განლაგებული.
ლენგდონი ჩაფიქრდა.
430 მკითხველთა ლიგა
– თქვენ ფიქრობთ, რომ „ქვესკნელის სასახლე“ რამით დოჟე-
ბის სასახლეს უკავშირდება?
– რატომაც არა? ტექსტი მიგვითითებს, რომ სან-მარკოს ტა-
ძარში მუხლებზე დავდგეთ, შემდეგ კი გამდინარე წყლის ხმას
გავყვეთ. შესაძლოა ამ ხმამ მის მეზობლად მდებარე დოჟების სა-
სახლეში მიგვიყვანოს. შეიძლება ამ უკანასკნელის ქვედა სარ-
თული წყალშია მოქცეული.
ლენგდონი დოჟების სასახლეს ბევრჯერ სწვეოდა და იცოდა,
რომ სასახლის არც ერთი ნაწილი არ იყო ჩაძირული. ნაგებობის
ეს ფართო კომპლექსი უმაღლესი კლასის მუზეუმს, ინსტიტუციუ-
რი ოთახების მთელ ლაბირინთსა და შიდა ეზოებს აერთიანებდა,
ასევე ციხეს – იმდენად დიდს, რომ მას რამდენიმე შენობაც კი
ეკავა.
– შეიძლება მართალიც ბრძანდებით, – თქვა ლენგდონმა, –
მაგრამ თუ შემთხვევითობის წესით დავიწყებთ მის ძებნას, არა-
ერთ დღეს მოვუნდებით. გთავაზობთ, ისე მოვიქცეთ, როგორც ეს
თავად ტექსტშია მოცემული. უპირველეს ყოვლისა, მივდივართ
ტაძარში, ვპოულობთ ვერაგი დოჟის საფლავს ანდა ქანდაკებას
და მუხლებს ვიდრეკთ.
– და მერე? – იკითხა სიენამ.
– მერე... – ლენგდონმა ჩაისუნთქა, – მთელი ძალით ვლოცუ-
ლობთ, წყლის ხმა გავიგონოთ და ამ ხმამ სადმე მიგვიყვანოს.
გამეფებულ სიჩუმეში ლენგდონს გაახსენდა ელიზაბეთ სინ-
სკის შეშფოთებული სახე, რომელიც მან ჰალუცინაციებში იხი-
ლა... თუ როგორ ეჩურჩულებოდა მდინარის გაღმა ნაპირიდან.
წუთები დათვლილია. ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ. ახლა სადაა?
ცოცხალია? შავფორმიანები, რა თქმა უნდა, მიხვდებოდნენ, რომ
ლენგდონი და სიენა მიიმალნენ. „და კვლავ დაგვედევნებიან, სა-
კითხავია – რამდენად მალე?“

431 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა უეცრად მოზღვავებული დაღლილობა მოიშორა
და ლექსს მიუბრუნდა. ბოლო სტრიქონის შეხედვისას ახალმა აზ-
რმა გაუელვა გონებაში. არ იცოდა, ღირდა თუ არა ამაზე ყურად-
ღების გამახვილება. „სადაც ვერ აღწევს მნათობის სხივი“. შესაძ-
ლოა, ამას საერთო არაფერი ჰქონდეს ძებნასთან, მაგრამ მაინც
გადაწყვიტა, აზრი გაეზიარებინა.
– რა მინდა გითხრათ...
სიენამ ეკრანს თვალი მოაშორა.
– დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ სამი ნაწილი, – თქვა ლენ-
გდონმა, – „ჯოჯოხეთი“, „განსაწმენდელი“ და „სამოთხე“ ერთი
და იმავე სიტყვით მთავრდება.
სიენა გაოცებული უყურებდა.
– რომელი სიტყვით? – იკითხა ფერისმა.
ლენგდონმა გადმოწერილი ტექსტის ბოლო სტრიქონზე მი-
უთითა.
– იმ სიტყვით, რა სიტყვითაც ეს ლექსი მთავრდება – „მნათო-
ბი“.
მან დანტეს სიკვდილის ნიღაბი აიღო და თითი დაადო სპირა-
ლური ტექსტის ცენტრს.

ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის...

– გარდა ამისა, – განაგრძო ლენგდონმა, – „ჯოჯოხეთის“ და-


სასრულს დანტეს მდინარის ხმაური ესმის, რომელსაც ლოდი გა-
ურღვევია და მის მიღმა მიემართება... მდინარე ჯოჯოხეთიდან
გამოდის.
ფერისი გაფითრდა.
– ჯანდაბა...

432 მკითხველთა ლიგა


ზუსტად ამ მომენტში ვაგონი გამაყრუებელმა გრიალმა შე-
აზანზარა – მატარებელი „ფრეჩარჯენტო“ მთის გვირაბში შეგრი-
ალდა.
სიბნელეში ლენგდონმა თვალები დახუჭა და გონებას დასვე-
ნების საშუალება მისცა. ზობრისტი, შესაძლოა, შეშლილი იყო,
მაგრამ დანტეს შემოქმედება საფუძვლიანად სცოდნიაო, გაიფიქ-
რა.

433 მკითხველთა ლიგა


თავი 64

ლოურენს ნოლტონმა შვებით ამოისუნთქა.


„მაინც გადაწყვიტა ზობრისტის ვიდეოს ნახვა“.
ნოლტონი სწრაფად დაიხარა, აიღო მეხსიერების წითელი ბა-
რათი და თავის კომპიუტერს მიუერთა, რათა ბოსისთვის ვიდეო-
ჩანაწერი ეჩვენებინა. ზობრისტის შიშის მომგვრელი ცხრაწუთია-
ნი გზავნილი მოსვენებას არ აძლევდა კოორდინატორს და საშინ-
ლად სურდა, ხელახლა უცხო თვალითაც ენახა.
„ეს ტვირთი მხრებიდან ჩამომეხსნება“.
სუნთქვაშეკრულმა ჩართო ჩანაწერი.
მონიტორი ჩაბნელდა და ჯიხური წყლის ჩუმმა შხაპუნმა აავ-
სო. კამერა მიწისქვეშა ღრმულის მოწითალო ბურუსში ამოძრავ-
და და, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არაფერს გამოხა-
ტავდა, ნოლტონი გრძნობდა, რომ ბოსი დაბნეული და აღელვე-
ბულიც კი იყო.
კამერამ შეწყვიტა წინ მოძრაობა და ობიექტივი ქვემოთ დაუშ-
ვა, წყლის ზედაპირისკენ, შემდეგ წყალში ერთი თუ ორი მეტრის
სიღრმეზე დაეშვა და გამოჩნდა ფსკერზე მიმაგრებული კრიალა,
ტიტანიუმისგან დამზადებული აბრა:

ამ ადგილსა და ამ დღეს
მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა.

ბოსი თითქმის შეუმჩნევლად შეკრთა.


– ხვალ, – ჩურჩულით თქვა მან და თარიღს შეხედა, – ვიცით,
სად არის ეს ადგილი?
ნოლტონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

434 მკითხველთა ლიგა


კამერა მარცხნივ შეტრიალდა და წყალში მოტივტივე პლას-
ტიკატის ტომარა აჩვენა შიგნით წელვადი მოყვითალო-მოყავის-
ფრო სითხით.
– ეს რა ჯანდაბაა? – ბოსმა სავარძელი მიაჩოჩა და ეკრანზე
გამოსახულ ოდნავ მოძრავ ნივთს დააკვირდა, ძალიან რომ ჰგავ-
და ფსკერზე მიმაგრებულ საჰაერო ბურთს.
ვიდეო გრძელდებოდა. ჯიხურში კვლავ დაძაბული სიჩუმე ჩა-
მოვარდა. სულ მალე ეკრანი ჩაბნელდა და გამოქვაბულის კე-
დელზე უცნაური, ნისკარტიანი ადამიანის ჩრდილი გაჩნდა და გა-
უგებარი სიტყვებით ალაპარაკდა:

„მე აჩრდილი ვარ...


მიწისქვეშ გაძევებული, იძულებული ვარ, მისი სიღმეებიდან
მივმართო მსოფლიოს – პირქუში მღვიმიდან, რომელშიც სის-
ხლისფერ-წითელი ტბის წყლები ხმაურობენ; რომელსაც მნათო-
ბის სხივი არასდროს დასცემია.
თუმცა ეს ჩემი სამოთხეა... ჩემი ჯერ კიდევ სუსტი ქმნილების
იდეალური თავშესაფარი.
ინფერნო...“

ბოსი ნოლტონს მიუბრუნდა:


– ინფერნო?
ნოლტონმა მხრები აიჩეჩა.
– ამის გამოა, რომ სულ ჟრუანტელი მივლის სხეულში.
ბოსი დაძაბული უყურებდა ეკრანს.
ნისკარტიანი ჩრდილი კიდევ რამდენიმე წუთს ლაპარაკობდა;
მონოლოგში ახსენა საშინელი წყლულები, მოსახლეობის წმენ-
დის აუცილებლობის საკითხი, თავისი მომავალი დიდება, უმე-
ცარ მტრებთან ბრძოლა, რომლებიც დაუსრულებელ დაბრკო-
ლებებს უქმნიდნენ, და ერთგული მიმდევრების სიმრავლე, რო-
435 მკითხველთა ლიგა
მელთააც ესმოდათ, რომ მხოლოდ მკვეთრი ზომების მიღებითაა
შესაძლებელი პლანეტის ხსნა.
ნოლტონმა არ იცოდა, რის გამო მიმდინარეობდა ომი, მაგრამ
დილიდანავე ეკითხებოდა საკუთარ თავს: ამ ომში მართებული
მხარე ეკავა თუ არა თავად კონსორციუმს?
მონოლოგი გრძელდებოდა:

მე გამოვჭედე ხსნის იარაღი, მაგრამ ჩემი შრომის ჯილდოდ


არც საყვირების აღფრთოვანებული ხმა და არც დაფნის გვირგვი-
ნი არ მიმიღია – მხოლოდ ჩემი მოკვლის მუქარა დავიმსახურე.
სიკვდილისა არ მეშინია... რადგან სიკვდილი მართალს მოწა-
მედ აქცევს... კეთილშობილურ იდეებს მძლავრ მოძრაობად გარ-
დაქმნის...
იესო, სოკრატე, მარტინ ლუთერ კინგი...
მალე მათ რიგს მეც შევუერთდები.
შედევრი, რომელიც მე შევქმენი, თავად ღვთის ქმნილებაა...
იმ ღვთისა, რომელმაც მომმადლა გონება, აღმჭურვა ცოდნით და
შთამაგონა გამბედაობა, აუცილებელი ამგვარი იარაღის დასამ-
ზადებლად.
და დღე უკვე ახლოსაა.
ინფერნოს ჩემ გვერდით სძინავს და სულ მალე წყლის ტყვე-
ობისგან თავს დაიხსნის... ხთონური ურჩხულისა და მთელი მისი
ფურიების მკაცრი მზერის ქვეშ მოქცეული...
მიუხედავად ჩემი სათნო საქმეებისა, ცოდვისგან თავისუფალი
არც მე ვარ, ისევე როგორც თქვენ. და მე დამნაშავე ვარ შვიდი-
დან ყველაზე ბნელ ცოდვაში – მარტოხელათა ამ საცდურში,
რომლისგან გაქცევაც მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს.
ამპარტავნება...

436 მკითხველთა ლიგა


როდესაც ეს გზავნილი ჩავწერე, მოვიცილე მისი ბნელი მიზი-
დულობის ძალა, ვნებიანი სურვილი, ჩემი ქმნილების შესახებ
მთელი მსოფლიოსთვის მემცნო.
დაე, ყველამ იცოდეს.
კაცობრიობამ უნდა იცოდეს, რა იხსნის... იცოდეს იმისი სახე-
ლი, რომელმაც სამუდამოდ დახურა ჯოჯოხეთის ფართოდ დაფ-
ჩენილი ხახა.
ყოველი საათის გასვლა სულ უფრო განსაზღვრულს ხდის შე-
დეგს. მათემატიკა, მსოფლიო მიზიდულობის კანონივით დაუ-
ოკებელი, გარიგებებს არ ცნობს. სიცოცხლის ექსპონენციალუ-
რად გამრავლება, რომელმაც კინაღამ დაღუპა კაცთა მოდგმა, –
ახლა მას გადაარჩენს. ცოცხალი ორგანიზმის სილამაზე იმაშია,
სათნო იქნება ის თუ ბოროტი, ემორჩილება თუ არა ერთი ღვთის
ბრძანებას.
ინაყოფიერეთ და იმრავლეთ.
და მე ცეცხლს... დავახვედრე ცეცხლი...

– საკმარისია.
ნოლტონმა ძლივს გაიგონა ბოსის ხმა.
– სერ.
– გააჩერეთ ვიდეო.
ნოლტონმა ჩანაწერი დააპაუზა.
– სერ, ყველაზე საზარელი ნაწილი ჩანაწერის ბოლოშია.
– საკმარისი ვნახე, – ბოსს ავადმყოფური იერი ჰქონდა, რამ-
დენიმე ნაბიჯი გადადგა ჯიხურში და უეცრად მოტრიალდა ნოლ-
ტონისკენ. – FS-2080-ს უნდა დავუკავშირდეთ.
ნოლტონი ჩაფიქრდა: აქ სირთულეს წააწყდებოდნენ.
FS-2080 გარე სამყაროში მოქმედი ბოსის ერთ-ერთი ყველა-
ზე საიმედო აგენტის კოდური სახელი იყო – სწორედ ამ აგენტმა
გაუწია ზობრისტს, როგორც კლიენტს, კონსორციუმში რეკომენ-
437 მკითხველთა ლიგა
დაცია. ამ წუთებში ბოსი საკუთარ თავს წყევლიდა, რომ FS-2080-
ის მოსაზრებას ენდო. ბერტრანზობრისტთან თანამშრომლობამ
კონსორციუმის სტრუქტურაში ქაოსი შემოიტანა.
„ამ კრიზისის პირველმიზეზი FS-2080-ია“.
ზობრისტთან დაკავშირებული მძიმე გართულებების სულ უფ-
რო მზარდი ჯაჭვი არა მხოლოდ კონსორციუმის, არამედ შესაძ-
ლოა... მთელი კაცობრიობის ბედის გადამწყვეტი ყოფილიყო.
– აუცილებელია ზობრისტის რეალური მიზნები გამოვარკვი-
ოთ, – თქვა ბოსმა, – მინდა ზუსტად ვიცოდე, კონკრეტულად რა
დაამზადა და ეს საფრთხე რეალურია თუ არა.
ნოლტონმა იცოდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეეძლო, სწორედ აგენტი FS-2080
გახლდათ. ბერტრან ზობრისტს მასზე კარგად არავინ იცნობდა.
კონსორციუმს კი მოუწევდა პროტოკოლის დარღვევა და იმის
გარკვევა, როგორი სახის შეშლილ წარმოებას უზრუნველყოფდა
ფარულად, მთელი წლის მანძილზე.
ნოლტონი აგენტისადმი პირდაპირი მიმართვით გამოწვეულ
სავარაუდო შედეგებზე ფიქრობდა. პირდაპირ გახსნილი კონტაქ-
ტის განხორციელება გარკვეულ რისკს უკავშირდებოდა.
– სერ, თუ FS-2080-ს დავუკავშირდებით, – თქვა მან, – გარ-
კვეულ საკითხებში სიფრთხილე დაგვჭირდება.
ბოსის თვალებში მრისხანების ალი აინთო. მობილური ტელე-
ფონი ამოიღო.
– ახლა დელიკატურობის დრო აღარაა.

„ფრეჩარჯენტოს“ კუპეში, კიტრებიან ჰალსტუხში გამოწყობი-


ლი და მოდურსათვალიანი, ორ თანამგზავრთან ერთად მჯდარი
კაცი მთელი ძალით ცდილობდა შეეკავებინა ქავილი, რომელიც

438 მკითხველთა ლიგა


სულ უფრო მეტად აწუხებდა. ტკივილი მკერდის არეში თითქოს
უფრო გაუძლიერდა.
როდესაც მატარებელმა ბოლოს და ბოლოს გვირაბიდან გა-
მოაღწია, მან ლენგდონს შეხედა – პროფესორი, როგორც ჩანს,
ღრმა ფიქრებში ჩაძირულიყო და სწორედ ახლა გაახილა თვა-
ლები. მის გვერდით მჯდარმა სიენამ მობილურ ტელეფონს დახე-
და, უქმად რომ იდო მაგიდაზე: გვირაბში, ბუნებრივია, სიგნალი
ვერ აღწევდა.
სიენას ინტერნეტში ძიება უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ტელე-
ფონის აღება ვერ მოასწრო, რომ აპარატი შეირხა და წყვეტილი
ზარით დარეკა.
ფერისს ზარი ეცნო და მაშინვე ხელი სტაცა ტელეფონს, ანთე-
ბულ ეკრანს დახედა და წამოდგა.
– უკაცრავად, – თქვა მან, თან ცდილობდა, გაოცება დაეფარა,
– დედა ცუდად გრძნობს თავს. უნდა ვუპასუხო...
სიენამ და ლენგდონმა თანაგრძნობით დაუქნიეს თავები, ის
კი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გასასვლელში და უახლოესი საპირ-
ფარეშოსკენ გასწია.
შიგნით შესულმა კარი ჩაკეტა და ტელეფონი ყურზე მიიდო:
– გისმენთ.
ტელეფონში პირქუში ხმა გაისმა.
– ბოსი ვარ.

439 მკითხველთა ლიგა


თავი 65

„ფრეჩარჯენტოს“ საპირფარეშო ავიალაინერის ტუალეტივით


ვიწრო იყო. ფერისმა ბოსთან საუბარი დაამთავრა და ტელეფონი
ჯიბეში ჩაიდო.
„ფეხქვეშ მიწა მეცლება“, ფიქრობდა ის. მთელი სურათი წა-
მიერად შეიცვალა. მიმართულების დადგენა სჭირდებოდა და სა-
ამისოდ გარკვეული დრო იყო აუცილებელი.
„ჩემი მეგობრები ახლა მტრები არიან“.
ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და სარკეში თავისი დამუწუკებული
სახე შეათვალიერა. იმაზე საშინლად გამოიყურებოდა, ვიდრე
წარმოედგინა, თუმცა გულმკერდის ტკივილთან შედარებით ეს
ნაკლებად აღელვებდა.
თავდაჯერებით შეიხსნა რამდენიმე ღილი და პერანგი მოიღე-
ღა. საკუთარი თავი აიძულა, სარკეში ჩაეხედა და შიშველი მკერ-
დი დაეთვალიერებინა.
„ღმერთო!“
შავი ლაქა გაზრდილიყო.
გულმკერდის ცენტრში გაჩენილი შავი ლაქა, რომელიც მა-
ნამდე გოლფის ბურთისოდენა იყო, ახლა ფორთოხლისხელა
გამხდარიყო. ფერისი ფრთხილად შეეხო მტკივან ადგილს და
შეკრთა.
აჩქარებით შეიკრა პერანგი. „ნეტა მეყოს ძალა, გავაკეთო ის,
რაც გასაკეთებელია. შემდეგი საათი გადამწყვეტი იქნება... მთე-
ლი რიგი ცრუ მანევრების შესრულება მომიწევს“.
თვალები დახუჭა, ყურადღება მოიკრიბა და გონების თვალით
კიდევ ერთხელ გადახედა გეგმებს.
„მეგობრები მტრებად მექცნენ...“

440 მკითხველთა ლიგა


ტკივილი გადალახა და დასამშვიდებლად რამდენჯერმე
ღრმად ჩაისუნთქა. „შენ წლობით ატყუებდი ხალხს... ეს ნამდვი-
ლად შეგიძლია“.
ლენგდონთან და სიენასთან გასასვლელად მზად იყო.
„ჩემი დამაგვირგვინებელი წარმოდგენაა“, გაიფიქრა მან.
კუპეში დაბრუნებამდე დაზღვევის მიზნით ტელეფონიდან აკუ-
მულატორი ამოიღო და დააზიანა.

„როგორი გაფითრებულია“, გაიფიქრა სიენამ, როდესაც ფე-


რისი კუპეში დაბრუნდა და თავის ადგილზე ქოშინით დაჯდა.
– თავს როგორ გრძნობთ? – გულწრფელი მღელვარებით
ჰკითხა ქალმა.
– ყველაფერი რიგზეა. მადლობა.
სიენამ შეატყო, რომ კაცს ამ თემაზე საუბარი არ სურდა და
პირდაპირ სათქმელზე გადავიდა.
– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ ტელეფონი მათხოვოთ.
მინდა კიდევ დავძებნო ის დოჟი. იქნებ მანამდე გავარკვიო რამე,
სანამ სან-მარკოში მივალთ.
– რასაკვირველია, – ფერისმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო
და ეკრანს შეხედა, – ჯანდაბა, ლაპარაკის დროს ელემენტი დაც-
ლილა. როგორც ჩანს, ბოლომდე, – შემდეგ საათს დახედა, – მა-
ლე ჩავალთ ვენეციაში, მოცდა მოგვიწევს.

იტალიის სანაპიროდან რვა კილომეტრში, „მენდაციუმის“


ბორტზე, კოორდინატორი ნოლტონი მდუმარედ ადევნებდა
თვალყურს, როგორც მოუსვენრად სცემდა ბოლთას ბოსი მის
ვიწრო სამუშაო ჯიხურში. ბოსი გალიაში გამომწყვდეულ მხეცს
ჰგავდა. ტელეფონზე საუბრის შემდეგ რაღაცაზე დაძაბული ფიქ-
441 მკითხველთა ლიგა
რობდა; ნოლტონმა იცოდა, რომ ასეთ წუთებში უფროსის შეწუხე-
ბა ნამდვილად არ ღირდა.
ბოლოს ბოსი ისეთი აღელვებული ტონით ალაპარაკდა,
მსგავსი ნოლტონს დიდი ხანია არ გაეგონა.
– სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ეს ვიდეო დოქტორ ელიზაბეთ
სინსკის უნდა ვაჩვენოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ემოციების გამოხატვა არ სურდა,
ნოლტონი თავის სავარძელს მაინც მიეყინა. „იმ ნაცრისფერ ალ-
ქაჯს? ვისგანაც მთელი წლის მანძილზე ვმალავდით ზობრისტს?“
– კეთილი, სერ. შევეცდები ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგ-
ზავნო.
– ღმერთო გვიხსენი! ინფორმაცია ინტერნეტში გაჟონავს და
მასობრივი ისტერია დაიწყება. მინდა, უმოკლეს დროში ხომალ-
დზე მოიყვანოთ დოქტორი სინსკი.
ნოლტონი გაოგნებული შესცქეროდა ბოსს. ნუთუ მართლა
სურს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი
„მენდაციუმზე“ მოიყვანოს?
– სერ, ჩვენი გასაიდუმლოებული რეჟიმის ამგვარი დარღვე-
ვა... საკუთარ თავს...
– შეასრულეთ, ნოლტონ! დ ა უ ყ ო ვ ნ ე ბ ლ ი ვ !

442 მკითხველთა ლიგა


თავი 66

FS-2080 გამალებით მქროლავი „ფრეჩარჯენტოს“ ფანჯრის-


კენ მიტრიალდა და მინაზე არეკლილ ლენგდონის გამოსახულე-
ბას შეხედა. პროფესორი კვლავ ბერტრან ზობრისტის მიერ სიკ-
ვდილის ნიღაბზე დატოვებულ გამოცანას უტრიალებდა ფიქრე-
ბით.
„ბერტრანის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო?“
დანაკარგით გამოწვეული ტკივილი იოტისოდენადაც არ დას-
ცხრობია. მათი პირველი შეხვედრის საღამო ჯერაც ჯადოსნურ
სიზმრად ესახებოდა.

ჩიკაგო, ქარბუქი...
ექვსი წლის წინანდელი იანვარი... თუმცა თითქოს წუხელ იყო.
დიდებულ მილზე81 მივაბიჯებ ქარბუქში და საყელოში თავჩარგუ-
ლი დამაბრმავებლად თეთრ თოვლს სახეს ვარიდებ. თავს ვირ-
წმუნებ, რომ სიცივე და ქარი ვერ შემაჩერებს. ამ საღამოს მე დი-
დებული ბერტრან ზობრისტის ხმას გავიგონებ... ცოცხალ ხმას.
ყველაფერს ვკითხულობ, რაც ამ ადამიანს დაუწერია და ერთ-
ერთი ვარ იმ ბედნიერი ხუთასიდან, რომელთაც მისი გამოსვლის
ბილეთების მოპოვება შეძლეს.
მაგრამ როდესაც ქარისგან გათოშილი დარბაზში შევდივარ,
თავზარი მეცემა: დარბაზი თითქმის ცარიელია. იქნებ გამოსვლა
გადადეს? ქალაქი ქარბუქის გამო პარალიზებულია... ნუთუ ამან
ზობრისტსაც შეუშალა ხელი მოსვლაში?
მაგრამ, აი, თავად ისიც.
სცენაზე მაღალი, გამხდარი ფიგურა ჩნდება.

81
დიდებული მილი - ჩიკაგოს ცენტრალური ქუჩის - მიჩიგან-ავენიუს ნაწილი.
443 მკითხველთა ლიგა
მაღალია... ძალიან მაღალი... ცოცხალი მწვანე თვალებით,
რომელთა სიღრმე თითქოს მსოფლიოს ყველა საიდუმლოს მა-
ლავს. ზობრისტი ათვალიერებს ცარიელ დარბაზს, რომელშიც
მხოლოდ ათამდე თაყვანისმცემელია და დარბაზის სიცარიელის
გამო მე მრცხვენია.
ეს ხომ ბერტრან ზობრისტია!
მდუმარების საზარელი გაელვება – იგი მკაცრი მზერით გვიც-
ქერის.
და უეცრად სიცილი უვარდება, თვალები უელავს. „ჯანდაბამ-
დეც გზა ჰქონია ცარიელ აუდიტორიას! – აცხადებს ის, – ჩემი სას-
ტუმრო აქვეა. წამოდით ბარში!“
ჩვენი პატარა კამპანია ოვაციებით ინაცვლებს მეზობლად
მდებარე სასტუმროს ბარში. ცალკე გამოყოფილ მაგიდასთან
ვსხდებით, სასმელებს ვუკვეთთ. ჩვენს სმენას ატკბობს ზობრის-
ტის თხრობა მისივე გამოკვლევებისა და სახელგანთქმული აღ-
მოჩენების შესახებ; გენური ინჟინერიის მომავალზე აზრს გვი-
ზიარებს. ცარიელ ჭიქებს სავსეები ცვლის, ზობრისტი საუბრის
თემას ცვლის და ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიით მისი დაინტე-
რესების შესახებ გვიყვება.
„დავრწმუნდი, რომ ტრანსჰუმანიზმში კაცობრიობის ერთა-
დერთი იმედი ხანგრძლივი დროით გადარჩენაა“, აცხადებს ის და
პერანგს იწევს, რათა მხარზე ამოსვირინგებული „ჰ+“-ების ჯაჭვი
გვაჩვენოს. „როგორც ხედავთ, მთლიანად მასზე ვარ დამოკიდე-
ბული...“
ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს როკვარსკვლავთან ვარ
სტუმრად. ვინ იფიქრებდა, რომ სახელგანთქმულ „გენეტიკის გე-
ნიას“ ასეთი ხიბლი და ქარიზმა ექნებოდა. როდესაც შემომხე-
დავს ხოლმე, მისი მწვანე თვალები სრულიად მოულოდნელ
გრძნობებს აღმიძრავენ... ძლიერ სექსუალურ ლტოლვას.

444 მკითხველთა ლიგა


საათი საათს მისდევს და ჩვენი ჯგუფი სულ უფრო თხელდება
– სტუმრები გვემშვიდობებიან და თავიანთ ყოველდღიურ რე-
ალობას უბრუნდებიან. შუაღამისას ბერტრან ზობრისტთან მხო-
ლოდ მე ვრჩები. თავბრუ ოდნავ მეხვევა სასმელისგან.
„მადლობა ამ საღამოსთვის, – ვეუბნები, – თქვენ გასაოცარი
მასწავლებელი ხართ“.
„პირფერობით... – გაღიმებული ზობრისტი ჩემკენ იხრება;
ჩვენი ფეხები ერთმანეთს ეხება, – ყველაფერს მიაღწევთ “.
ფლირტი აშკარად უადგილოა, მაგრამ ფანჯრების მიღმა თოვ-
ლიანი ღამე დგას და ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს მთელი
სამყარო ერთ ადგილზე გაჩერდა.
„რას იტყვით? – აგრძელებს ზობრისტი, – ჩემს ნომერში თი-
თო ჭიქაც ხომ არ დაგველია?“
მე ვშეშდები და ალბათ დამფრთხალი ირემივით ვიყურები.
ზობრისტის თვალები ელავენ.
„ნებას მომცემთ, გამოვიცნო? – ჩურჩულებს ის, – არასდროს
წოლილხართ ცნობილ მამაკაცთან“.
ვგრძნობ, რომ ვწითლდები და მოზღვავებული ემოციების, სი-
მორცხვის, მღელვარებისა და შიშის დამალვას ვცდილობ.
„სიმართლე გითხრათ, მამაკაცთან არც არასდროს ვწოლილ-
ვარ“.
ზობრისტი მიახლოვდება.
„არ ვიცი, რას ელოდით, მაგრამ ნება მომეცით, პირველი ვი-
ყო“.
სწორედ ამ მომენტში სექსუალური შიშების ყველა ბორკილი
და ბავშვობის ყველა იმედგაცრუება მშორდება... თოვლიან ღა-
მეში ლღვება.
ცხოვრებაში პირველად ვნებას სირცხვილის გრძნობა არ ახ-
ლავს.
მე ის მსურს.
445 მკითხველთა ლიგა
ათი წუთის შემდეგ უკვე ზობრისტის ნომერში ვართ, სრულიად
შიშვლები ერთმანეთს ვეხვევით. ზობრისტი არ ჩქარობს, მოთმი-
ნებით აღსავსე მისი ხელები ჩემს გამოუცდელ სხეულში ჯერ კი-
დევ უცნობ შეგრძნებებს აღძრავენ.
ეს ჩემი არჩევანია. მან არ მაიძულა.
ზობრისტის მკლავებში მოქცეულს მგონია, მსოფლიოში ყო-
ველივე მართებულადაა მოწყობილი. მის გვერდით ვწევარ, ფან-
ჯრის მიღმა თოვლიან ღამეს გავცქერი და ვიცი, ამ ადამიანს
ყველგან გავყვები.

მატარებელმა „ფრეჩარჯენტომ“ სვლა შეანელა და FS-2080


ნეტარი თავდავიწყების მოგონებებიდან უსიხარულო რეალობა-
ში დააბრუნა.
„ბერტრან... შენ ცოცხალი აღარ ხარ“.
მათი პირველი ღამე უჩვეულო მოგზაურობისკენ გადადგმუ-
ლი პირველი ნაბიჯი იყო.

ის არა მხოლოდ ჩემი საყვარელი გახდა, ჩემს მასწავლებლად


იქცა.

– ლიბერტას ხიდი, – თქვა ლენგდონმა, – თითქმის მივედით.


FS-2080 სევდიანი თვალებით გასცქერის ვენეციის ლაგუნას.
ერთხელ აქ ბერტრანთან ერთად ცურავდა... მაგრამ ამ სურათს
ერთი კვირის წინანდელი საზარელი მოგონება ცვლის.
მეც ხომ იქ ვიყავი, როდესაც ბადიის კოშკიდან გადმოხტა.
უკანასკნელი თვალები, რომლებშიც მან ჩაიხედა, ჩემი თვა-
ლები იყო.

446 მკითხველთა ლიგა


თავი 67

კომპანია Netjet-ის კუთვნილი თვითმფრინავი „Citation


Excel“ Tassignano-ს აეროდრომიდან აფრინდა, საჭირო სიმაღ-
ლე დაიჭირა, ძლიერი ტურბულენტური ზონა გაარღვია და კურსი
ვენეციისკენ აიღო. დოქტორ ელიზაბეთ სინსკის აფრენის მომენ-
ტში რყევა თითქმის არ უგრძნია. გაფანტული, ხელს მექანიკუ-
რად უსვამდა ავგაროზს და ილუმინატორის მიღმა ცარიელ სივ-
რცეს გადასცქეროდა.
როგორც იქნა, შეწყვიტეს ინიექციების კეთება და გონება გარ-
კვეულწილად გადაეწმინდა. აგენტი ბრიუდერი მის გვერდით
მდუმარედ იჯდა და ალბათ თავსდამტყდარ უეცარ ცვლილებებზე
ფიქრობდა.
„ყველაფერი წაღმა-უკუღმა ტრიალებს“, ფიქრობდა ქალი.
განვითარებულ მოვლენებს ახსნას ვერ უძებნიდა.
ოცდაათი წუთის წინ პატარა აეროდრომზე მიცვივდნენ, რათა
ლენგდონი დაეჭირათ, რომელიც წესით ამ დროს სპეციალურად
შეკვეთილ თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო. მაგრამ პროფესო-
რის მაგივრად ასაფრენად მდგარი „Citation Excel“-ი და საფრენ
ბილიკზე მოსეირნე ორი პილოტი შერჩათ, რომლებიც საათს
დასცქეროდნენ.
რობერტ ლენგდონი არ გამოჩენილა.
შემდეგ კი ტელეფონის ზარი გაისმა.
როდესაც ტელეფონმა დარეკა, სინსკი ისევ იქ იყო, სადაც
მთელი დღე გაატარა – შავი ფურგონის უკანა სავარძელზე. საუც-
ხოო დიზაინის ფურგონში აგენტი ბრიუდერი შევიდა და ქალს მო-
ბილური ტელეფონი გაუწოდა.
– სასწრაფოდ თქვენთან საუბარი სურს.
– ვის?

447 მკითხველთა ლიგა


– უნდა გითხრათ, რომ ბერტრან ზობრისტის შესახებ გადაუ-
დებელი შეტყობინება აქვს თქვენთვის.
სინსკიმ ტელეფონი გამოართვა.
– ელიზაბეთ სინსკი გისმენთ.
– დოქტორო სინსკი, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ
ჩემი ორგანიზაცია ბოლო წლის მანძილზე თქვენგან საგულდა-
გულოდ მალავდა ბერტრან ზობრისტს.
სინსკი წელში გასწორდა.
– ვინც უნდა იყოთ, თქვენ დამნაშავეს მალავდით.
– ჩვენ უკანონო არაფერი ჩაგვიდენია, მაგრამ სიტუაცია ახ-
ლა...
– იმას, რაც ჩაიდინეთ, დანაშაული ეწოდება!
უცნობმა მძიმედ ამოისუნთქა და უფრო ხმადაბლა ალაპარაკ-
და:
– ჩემი მოქმედებების მორალურ მხარეზე სასაუბროდ კიდევ
გვექნება დრო. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე თქვენ შესახებ
საკმაოდ ბევრი რამ მსმენია. მისტერ ზობრისტი კარგად მიხდი-
და, რომ მისთვის ვერ მიგეგნოთ. თქვენთან დარეკვით მე ვარ-
ღვევ უმკაცრეს განაწესს, რომელიც თავად შევიმუშავე. ვფიქ-
რობ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს გაერთიანებისა და ერთობლი-
ვი ძალებით ამოქმედების გარდა. ვშიშობ, ბერტრან ზობრისტმა
რაღაც საზარელი საქმე ჩაიდინა.
სინსკის წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილი-
ყო მასთან მოსაუბრე.
– მხოლოდ ახლა მიხვდით მაგას?
– სრულიად მართალი ხართ. სწორედ ამწუთას.
სინსკი ცდილობდა, გონებიდან გაურკვევლობის ბურუსი განე-
დევნა.
– ვინ ხართ?

448 მკითხველთა ლიგა


– ის ვარ, ვისაც თქვენი დახმარება სურს, სანამ ჯერ კიდევ გვი-
ანი არაა. ხელთ ბერტრან ზობრისტის ვიდეოგზავნილი მაქვს. მან
მთხოვა, ეს ხვალ გამესაჯაროებინა. ვფიქრობ, დაუყოვნებლივ
უნდა შევხვდეთ ერთმანეთს.
– რაზე საუბრობთ?
– ეს ტელეფონზე განსახილველი თემა არაა. შეხვედრისას
გაიგებთ.
– რატომ უნდა გენდოთ?
– იმიტომ, რომ მე გეტყვით, სად იმყოფება რობერტ ლენგდო-
ნი... და რატომ იქცევა ასე უცნაურად.
სიტყვა „ლენგდონის“ გაგონებაზე სინსკი კინაღამ შეხტა. რამ-
დენიმე წუთი გაოგნებული უსმენდა ლენგდონთან დაკავშირე-
ბულ ფანტასტიკურ განმარტებებს. მასთან მოსაუბრე თურმე მთე-
ლი წელი მის მტერთან შეკრული მოქმედებდა, თუმცა ქალს ინ-
ტუიცია კარნახობდა, რომ უცნობის სიტყვები სავსებით სარწმუნო
იყო.
„სხვა გზა არაა – უნდა დავთანხმდე“.
ერთობლივი ძალისხმევით მათ Citation Excel-ის დაქირავება
შეძლეს. სინსკი უკვე აგენტებთან ერთად ცდილობდა, მოეხელ-
თებინა ლენგდონი, რომელიც, უცნობის სიტყვებით, სწორედ ამ
წუთებში უახლოვდებოდა ორ თანამგზავრთან ერთად ვენეციას.
ადგილობრივ ძალოვნებთან დაკავშირება უკვე საკმაოდ გვიანი
იყო, თუმცა უცნობი მამაკაცი უმტკიცებდა, ვიცი, საითაც მიემარ-
თებაო.
„სან-მარკოს მოედანზე?“ სინსკის ხალხით გადაჭედილი მო-
ედნის – ვენეციის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილის
წარმოდგენაზე გააჟრჟოლა.
– საიდან იცით ეს ყველაფერი?
– ეს ტელეფონზე განსახილველი თემა არ გახლავთ, – გაისმა
ყურმილში, – მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რობერტ ლენ-
449 მკითხველთა ლიგა
გდონს წარმოდგენაც არ აქვს, რაოდენ სახიფათო ადამიანთან
ერთად მგზავრობს.
– ვინ არის? – შესძახა სინსკიმ.
– ზობრისტის ერთ-ერთი უახლოესი მიმდევარი, – უცნობმა
ამოიხვნეშა, – ადამიანი, რომელსაც ვენდობოდი და, როგორც
გაირკვა, ძალიან ვცდებოდი. ახლა დარწმუნებული ვარ, იგი უდი-
დეს საფრთხეს წარმოადგენს.
როდესაც თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ექვსი აგენტი
და დოქტორი სინსკი იმყოფებოდნენ, მარკო პოლოს სახელობის
ვენეციის აეროპორტისკენ აიღო გეზი, სინსკი ლენგდონზე ჩაფიქ-
რდა. „მაშ, მეხსიერება დაკარგა? არაფერი ახსოვს?..“ ამან ბევრ
რამეს მოჰფინა ნათელი, მაგრამ სინდისის ქენჯნამაც შეაწუხა –
სახელგანთქმული პროფესორი სწორედ მან გახვია შარში.
„არჩევანი არ დავუტოვე“.
თითქმის ორი დღის წინ, როდესაც სინსკიმ ლენგდონი მიიწ-
ვია, იმის საშუალებაც არ მისცა, შინ პასპორტის ასაღებად წასუ-
ლიყო. ამის მაგივრად ლენგდონი ფლორენციის აეროპორტში,
საზღვარზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური
მოკავშირის ამპლუაში გადააყვანინა.
როდესაც სატვირთო „С-130“ ჰაერში აიჭრა და ატლანტიკის
გავლით აღმოსავლეთისკენ გაფრინდა, სინსკიმ მის გვერდით
მჯდარ ლენგდონს შეხედა და შეამჩნია,რომ იგი თავს ცუდად
გრძნობდა. ფიუზელაჟის კედელს მიშტერებოდა.
– პროფესორო, ილუმინატორები არ გვაქვს. უწინ ეს სამხედ-
რო-სატრანსპორტო თვითმფრინავი იყო.
ლენგდონმა გაფითრებული სახე მიაბრუნა მისკენ.
– დიახ, ბორტზე ამოსვლისთანავე შევნიშნე... ცუდად ვეგუები
დახურულ სივრცეს.
– და თქვენც წარმოსახვით ფანჯარას უყურებთ?
დამნაშავესავით გაიღიმა.
450 მკითხველთა ლიგა
– დიახ, დაახლოებით.
– მაშინ ჯობს, ამას შეხედოთ, – ქალმა თავის მწვანეთვალება
მოწინააღმდეგის ფოტოსურათი ამოიღო და ლენგდონს წინ და-
უდო, – ეს ბერტრან ზობრისტია.
სინსკიმ ლენგდონს საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო-
ში ზობრისტის ვიზიტზე მოუთხრო, მის ახირებაზე – გამოესწორე-
ბინა დემოგრაფიული აპოკალიფსი, ასევე – ფართო საზოგადოე-
ბისთვის გაკეთებულ ხმაურიან განაცხადზე, „შავი სიკვდილის“
გლობალურ სიკეთეზე და, რაც ყველაზე ავისმომასწავებელია,
ერთი წლის წინ მის გაქრობაზე.
– როგორ უნდა მოახერხოს ასეთმა ცნობილმა სახემ ერთი
წლის განმავლობაში საზოგადოებისგან მალულად ცხოვრება?
– ეხმარებიან. საკმაოდ პროფესიონალურად. შესაძლოა, სა-
ერთოდაც რომელიმე უცხო სახელმწიფო.
– რომელი სახელმწიფო შეუწყობს ხელს სასიკვდილო ეპიდე-
მიის შექმნას?
– ის სახელმწიფო, რომელიც შავ ბაზარზე ატომური რაკეტე-
ბის ყიდვას ცდილობს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ყველაზე
მძლავრი ბიოლოგიური იარაღია და წარმოუდგენელი თანხა
ღირს. ზობრისტს თავისუფლად შეეძლო ეცრუა და იმაში დაერ-
წმუნებინა, რომ მის მიერ შემუშავებულ იარაღს მოქმედების შეზ-
ღუდული რადიუსი გააჩნია. ზობრისტი ერთადერთი ადამიანი
იყო, რომელსაც ცხადი წარმოდგენა ჰქონდა, რა შეუძლია მის
ქმნილებას.
ლენგდონი დუმდა.
– ყოველ შემთხვევაში, – განაგრძო სინსკიმ, – ისინი, ვინც
ზობრისტს ეხმარებოდნენ, არც ძალაუფლებისთვის და არც ფუ-
ლისთვის ედგნენ გვერდით, არამედ მის იდეოლოგიას იზიარებ-
დნენ. მას უნაკლო მიმდევრები ჰყავდა – მისთვის ყველაფერს გა-

451 მკითხველთა ლიგა


იღებდნენ. მართლაც სახელგანთქმული ადამიანი იყო. სხვათა
შორის, ახლახან თქვენს უნივერსიტეტშიც გამოდიოდა სიტყვით.
– ჰარვარდში?
სინსკიმ კალამი აიღო და ზობრისტის ფოტოსურათის კიდეზე
ასო „ჰ“ დააწერა გვერდით პლუსით.
– თქვენ სიმბოლოებში ერკვევით. ეს გეცნობათ?

H+

ლენგდონმა თავი დუნედ დაუკრა.


– რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ ასეთი აფიშები მთელ
კამპუსში იყო გამოკრული. ვიფიქრე ქიმიკოსთა კონფერენცია
იყო.
სინსკის ჩაეცინა:
– არა, ეს გახლდათ აფიშები „კაცობრიობას პლუს“ – ტრან-
სჰუმანისტების უმსხვილესი კრება. მათი მოძრაობის ემბლემაა.
ლენგდონმა თავი გადახარა და ამ სიტყვის მნიშვნელობის
გახსენება სცადა.
– ტრანსჰუმანიზმი, – განაგრძო სინსკიმ, – ინტელექტუალუ-
რი მოძრაობაა, თავისებური ფილოსოფია, რომელიც ძალიან
სწრაფად იპყრობს სამეცნიერო წრეების ყურადღებას. მისი არსი
ისაა, რომ კაცობრიობამ მეცნიერება უნდა გამოიყენოს ადამია-
ნის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი სისუსტეების გადასა-
ლახად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანის ევოლუციის შემ-
დგომი ეტაპი მიმართული უნდა იყოს ბიოინჟინერული მეთოდე-
ბით ჩვენივე სრულქმნისაკენ.
– ავისმომასწავებლად ჟღერს, – თქვა ლენგდონმა.
– როგორც ყველანაირ ცვლილებაში, აქაც საქმე ხარისხს ეხე-
ბა. ფაქტობრივად, ჩვენ ამით დიდი ხანია დაკავებულნი ვართ –
ვქმნით ვაქცინებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ბავშვო-
452 მკითხველთა ლიგა
ბიდანვე მდგრადი ხდება ისეთი დაავადებების მიმართ, როგორე-
ბიცაა: პოლიომიელიტი, ყვავილი, ტიფი. განსხვავება ის გახ-
ლავთ, რომ ახლა, გენურ თერაპიაში ზობრისტის ქმნილების წყა-
ლობით, ვსწავლობთ მემკვიდრეობითი იმუნიტეტის შექმნას ჩა-
ნასახოვან უჯრედებში, რომელიც უზრუნველყოფს მემკვიდრეო-
ბითი ხაზის იმგვარად შეცვლას, რომ ადამიანის მომდევნო თა-
ობები ამა თუ იმ დაავადების მიმართ შეუვალნი იქნებიან.
ლენგდონი განცვიფრდა:
– ესე იგი, ჩვენი მოდგმა იმგვარ ევოლუციას განიცდის, რომ
მდგრადი გახდება, მაგალითად, ტიფის მიმართ?
– ეს, ასე ვთქვათ, მართვადი ევოლუციაა, – დააზუსტა სინ-
სკიმ, – როგორც წესი, ევოლუციური პროცესი, იქნება ეს წყალ-
ხმელეთა თევზისთვის ფეხის ამოსვლა თუ ცერა თითის უკუმი-
მართულებით განვითარება მაიმუნებში, მრავალი ათასი წლის
მანძილზე გრძელდება. ახლა კი შეგვიძლია რადიკალური გენე-
ტიკური ცვლილებები შევიტანოთ მხოლოდ ერთ თაობაში. ამგვა-
რი ჩარევის მომხრეები ამას დარვინისტული პრინციპის – „ყვე-
ლაზე უკეთ შეგუებულთა გადარჩენის“ – უმაღლეს გამოვლინე-
ბად თვლიან და მიაჩნიათ, რომ კაცობრიობა იმგვარ მოდგმად
იქცევა, რომელსაც საკუთარი ევოლუციური პროცესის გაუმჯო-
ბესება შეეძლება.
– ანუ ღმერთის როლს ვირგებთ, ასეა?
– დიახ, სრულიად გეთანხმებით, – თქვა სინსკიმ, – მაგრამ
ზობრისტი, ისევე როგორც სხვა ტრანსჰუმანისტები, ამტკიცებდა,
რომ კაცობრიობის ევოლუციური ვალდებულებაა, სრულქმნას
ჩვენი მოდგმა და ამისთვის ყველა არსებული შესაძლებლობა უნ-
და გამოიყენოს – მათ შორის, ჩანასახოვანი უჯრედების მუტაცია.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენი გენეტიკური აგებულება ბანქოს
სახლს ჰგავს – თითოეული დეტალი სხვა უამრავ დეტალს უკავ-
შირდება და ამის წყალობითაა მყარი. ბოლომდე შეუძლებელია
453 მკითხველთა ლიგა
ამ კავშირის საიდუმლოს დადგენა. თუ რომელიმე დეტალის მო-
შორებას შევეცდებით, ამით ასობით სხვა დეტალი შეიცვლება,
რის გამოც შესაძლოა კატასტროფული შედეგები მივიღოთ.
ლენგდონმა თავი დაუქნია.
– შემთხვევითი არაა, რომ ევოლუცია თანდათანობითი პრო-
ცესია.
– სწორედაც, – სინსკი ყოველწუთიერად სულ უფრო მეტ სა-
ერთოს ხედავდა პროფესორში, – ჩვენ ვერევით პროცესში, რო-
მელიც მილიონობით წლის მანძილზე გრძელდება. ახლა საშიში
დროა. ადამიანებს შესაძლებლობა მოგვეცა, ზემოქმედება მო-
ვახდინოთ გენების გარკვეულ ნუკლეოტიდურ თანამიმდევრობა-
ზე იმგვარად, რომ ჩვენი შთამომავლობა იყოს იმდენად მოქნი-
ლი, ამტანუნარიანი, ძლიერი და თქვენ წარმოიდგინეთ, საოც-
რად განვითარებული ინტელექტის მქონე, რომ მას თავისუფლად
შეიძლება ვუწოდოთ უმაღლესი რასა. ტრანსჰუმანისტები ამ ჰი-
პოთეტურად გაუმჯობესებულ ჯიშს „პოსტკაცობრიობას“ უწოდე-
ბენ და მავანთ სწამთ, რომ სწორედ ასეთია ჩვენი მოდგმის მომა-
ვალი.
– საზარლად ჟღერს, როგორც ევგენიკა, – შენიშნა ლენგდონ-
მა.
ამ სიტყვის გაგონებისას სინსკის გააჟრჟოლა.
1940-იან წლებში ნაცისტი მეცნიერები ეგრეთ წოდებული ევ-
გენიკის შესწავლას შეუდგნენ. ისინი პრიმიტიული გენეტიკური
მეთოდებით ცდილობდნენ რეპროდუქციის უნარის აწევას ეთნი-
კური მახასიათებლებით „სასურველთათვის“ და ამავე უნარის
დაწევას „არასასურველთათვის“.
„ეთნიკური წმენდა გენეტიკურ დონეზე“.
– მსგავსება ნამდვილად არის, – დაეთანხმა სინსკი, – როგორ
„ავაგებთ“ ახალ ადამიანურ ჯიშს, ეს ჯერჯერობით წარმოუდგენე-
ლია, მაგრამ არსებობს უამრავი გონიერი ადამიანი, რომლებიც
454 მკითხველთა ლიგა
ფიქრობენ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია home
sapiens-ის გადასარჩენად. ტრანსჰუმანისტების ჟურნალის –
„Н+“-ის ერთ-ერთმა ავტორმა მემკვიდრეობით ხაზზე მანიპულა-
ციას „ბუნებრივი შემდგომი ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის
„ჩვენი მოდგმის ჭეშმარიტი პოტენციალის ხორცშესხმაა“, – სინ-
სკი წამით გაჩუმდა, – დისკუსიის კვალობაზე, თავიანთი პოზი-
ციების დასაცავად ჟურნალ „დისქავერიდან“ გადმობეჭდეს სტა-
ტია სახელწოდებით: „მსოფლიოში ყველაზე სახიფათო იდეა“.
– მე ამ უკანასკნელთა მხარეს დავიჭერდი, – თქვა ლენგდონ-
მა, – ყოველ შემთხვევაში, სოციალურ-კულტურული პოზიციები-
დან.
– ამიხსენით?
– თუ არ ვცდები, გენეტიკური გაუმჯობესება... ვთქვათ, რო-
გორც პლასტიკური ქირურგია – საკმაოდ ძვირი დაჯდება. ასეა?
– რასაკვირველია. ყველას როდი ექნება საკუთარი თავისა და
შვილების სრულქმნის საშუალება.
– ეს კი იმას ნიშნავს, რომ გენეტიკური გაუმჯობესების დაკა-
ნონება დაუყოვნებლივ წარმოქმნის ორ – მდიდართა და ღარიბ-
თა სამყაროს. ჩვენ ისედაც მშვენივრად ვხედავთ მდიდრებსა და
ღარიბებს შორის გაჩენილ მზარდ უფსკრულს, მაგრამ გენური ინ-
ჟინერია წარმოქმნიდა ერთ შემთხვევაში ზეადამიანთა რასას და
დანარჩენ შემთხვევაში მათ, ვისაც არაადამიანებად ჩათვლიდ-
ნენ. გგონიათ, ხალხს აღელვებს ის ფაქტი, რომ უმდიდრესი ადა-
მიანების ერთი პროცენტი მართავს მსოფლიოს? ახლა წარმოიდ-
გინეთ, რომ ეს ერთი პროცენტი, პირდაპირი გაგებით, უმაღლესი
რასაა – ბევრად გონიერი, ბევრად ძლიერი, ბევრად ჯანმრთელი.
სულ ესაა – მონობისთვის ანდა ეთნიკური წმენდისთვის საფუძ-
ველი ჩაყრილია.
სინსკიმ პროფესორს თანამზრახველივით გაუღიმა.

455 მკითხველთა ლიგა


– თქვენ საკმაოდ სწრაფად შეაფასეთ უმთავრესი საფრთხე,
რომელიც გენურ ინჟინერიაში იმალება.
– შეფასებით შესაძლოა შევაფასე, მაგრამ რაც შეეხება ზობ-
რისტს, ჯერ კიდევ დაბნეული ვარ. ტრანსჰუმანისტები ეძებენ ადა-
მიანის გაუკეთესების გენურ საშუალებას, რათა ის მეტად ჯან-
მრთელი, სასიკვდილო დაავადებებისადმი შეუვალი და ბევრად
დღეგრძელი გახადონ. ზობრისტის შეხედულება კი მოსახლეო-
ბის სიჭარბის თემაზე აშკარად ხალხის განადგურებისკენ მიმარ-
თული ქადაგებაა. ამისთან ერთად, იგი ტრანსჰუმანისტია. ერთი
მეორესთან შეუთავსებელია, ხომ ასეა?
სინსკიმ ამოიოხრა. ეს იყო არსებითი შეკითხვა, მაგრამ, სამ-
წუხაროდ, ბუნდოვანი პასუხი ჰქონდა, თან კარგს არაფერს მოას-
წავებდა.
– ზობრისტი მყარად იდგა ტრანსჰუმანიზმის იდეოლოგიაზე –
ბიოტექნოლოგიის მეშვეობით ადამიანთა მოდგმის გაუმჯობესე-
ბისა სწამდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ ჩვენი მოდგმა მანამ გადაშენ-
დება, სანამ ჩვენ განვითარების ამ საფეხურს მივაღწევთ. სწამდა,
რომ თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ, ჩვენივე სიმრავლე დაგ-
ვხოცავს. და ეს მანამ მოხდება, სანამ გენური ინჟინერიის შესაძ-
ლებლობებს განვახორციელებთ.
ლენგდონმა წარბები ასწია.
– ესე იგი მას ხალხის რაოდენობის შემცირება და ამით დრო-
ის მოგება სურდა?
– დიახ. ერთხელ მან დაწერა, თითქოს მოვხვდით ხომალდზე,
რომელზეც მგზავრების რაოდენობა ყოველ საათში ორმაგდება.
გამალებით ვაგებთ სამაშველო ნავს, რათა გაქცევა მოვასწროთ
მანამ, სანამ ხომალდს თავისივე სიმძიმე ჩაძირავდესო... – სინ-
სკი შეჩერდა, – იგი გვთავაზობს, მგზავრთა ნახევარი ხომალდი-
დან გადავყაროთ.
ლენგდონს გააჟრჟოლა.
456 მკითხველთა ლიგა
– საზარელი გეგმაა.
– უკიდურესად. დარწმუნებული იყავით – ზობრისტს მტკიცედ
სწამდა, რომ ხალხის რაოდენობის მკვეთრად შემცირება პლანე-
ტაზე ისტორიაში გმირობის
უმაღლეს აქტად ჩაიწერებოდა... მომენტად, როდესაც კაცობ-
რიობამ თვითდაცვის გზა აირჩია.
– დიახ, საშინელი იდეაა.
– მით უმეტეს, რომ ვიღაცეები ამას იზიარებენ. როდესაც ზობ-
რისტმა თავი მოიკლა, ბევრისთვის ის მოწამედ იქცა. წარმოდგე-
ნაც არ მაქვს, ვის შევეჯახებით ფლორენციაში ჩასულები. ძალიან
ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთადერთნი არ ვიქნებით, ვინც
მის „შავ ჭირს“ ეძებს და თქვენივე უსაფრთხოებისთვის, იტალია-
ში არც ერთმა კაცმა არ უნდა იცოდეს, რომ თქვენ მას ეძებთ.
ლენგდონმა სინსკის მას თავისი მეგობრის, ინიაციო ბუზონის
შესახებ უამბო. ბუზონი დანტეს შემოქმედების სპეციალისტი იყო
და ალბათ ლენგდონის დახურულ პალაცო ვეკიოში შეყვანას
შეძლებდა, რათა პროფესორს მშვიდად დაეთვალიერებინა
ფრესკა ზედ მიწერილი სიტყვებით: „ცერცა ტროვა“. იქნებ ლენ-
გდონისთვის უცნაური ფრაზის „სიკვდილის თვალების“ ახსნაც
შეძლებოდა.
სინსკიმ უკან გადაიყარა გრძელი მოვერცხლისფრო თმა და
ლენგდონს დაძაბულმა შეხედა.
– ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, პროფესორო. წუთები დათვლი-
ლია.
ისთვითმფრინავის სატვირთო ნაწილში გავიდა და უკან ყვე-
ლაზე საშიში მასალების ყველაზე საიმედო მილი-სეიფით – ჩამ-
კეტი შიფრის მქონე ბიომეტრიული კაფსულით დაბრუნდა.
– ცერა თითი მიბოძეთ, – თქვა მან და ლენგდონს მილაკი წინ
დაუდო.
ლენგდონს გაუკვირდა, თუმცა ხელი მაინც გაუწოდა.
457 მკითხველთა ლიგა
სინსკიმ იმგვარად დააპროგრამა მილაკი, რომ მხოლოდ
ლენგდონს შეეძლო მისი გახსნა. ქალმა მილში ზობრისტის პრო-
ექტორი მოათავსა.
– ეს თქვენი გადასატანი სეიფია, – გაიღიმა სინსკიმ.
– ბიოლოგიური საფრთხის ემბლემით? – ლენგდონი ყოყმა-
ნით უყურებდა მილაკს.
– მეტი უბრალოდ არ გვაქვს. სამაგიეროდ, მის ხელში ჩაგდე-
ბას არავინ მოინდომებს.
ლენგდონმა, ცოტა ფეხს გავშლიო, თქვა და საპირფარეშოში
გავიდა.
სინსკიმ ლენგდონის ქურთუკში მილაკის ჩადება სცადა, მაგ-
რამ კაფსულა ბოლომდე ვერ ჩაეტია.
„არ შეიძლება ყველას დასანახად ატაროს პროექტორი... სინ-
სკი წუთით ჩაფიქრდა, შემდეგ კვლავ სამგზავრო განყოფილება-
ში გავიდა სკალპელისა და ძაფების მოსატანად. მსუბუქი მოძ-
რაობით გასერა ქურთუკის სარჩული და ოსტატურად ამოკერა
მილაკის ზომის საიდუმლო ჯიბე.
როდესაც ლენგდონი დაბრუნდა, ქალი ის იყო კერვას ამთავ-
რებდა.
ლენგდონი შეჩერდა და ისე შეხედა, თითქოს ქალს „მონა ლი-
ზას“ სახე დაემახინჯებინოს.
– ჩემი საყვარელი ქურთუკი გაჭერით?
– ნუ ღელავთ, პროფესორო. გამოცდილი ქირურგი გახლა-
ვართ. ნაკერები პროფესიონალურადაა შესრულებული.

458 მკითხველთა ლიგა


თავი 68

ვენეციის სადგური სანტა-ლუჩია ნაცრისფერი ქვისა და ბეტო-


ნისგან ნაგები თანამედროვე, მინიმალისტური, დაბალი და კოხ-
ტა შენობაა. მის ფასადზე თითქმის არაა წარწერები, თუ არ ჩავ-
თვლით ფრთიან ასოებს – FS – სახელმწიფო სარკინიგზო ქსე-
ლის, Ferrovie dello Stato-ის ლოგოტიპს. სადგური ვენეციის და-
სავლეთით, დიდი არხის ბოლოში მდებარეობს და პირველი ნა-
ბიჯის გადადგმისთანავე მოგზაური უმალ აღმოჩნდება ვენეციის
განსაკუთრებული ბგერების, სურნელისა და სანახაობის გარე-
მოცვაში.
ლენგდონს უპირველესად ვენეციის მარილიანი ჰაერი – თეთ-
რი პიცის არომატით გაზავებული ნიავი უყვარდა. ამ პიცას გარე-
მოვაჭრეები ყიდიან სადგურის შესასვლელთან. დღეს ნიავი აღ-
მოსავლეთიდან უბერავდა და თან ფართო არხის მქრქალ წყალ-
ში მწკრივად ჩალაგებული წყლის ტაქსების დიზელის საწვავის
სუნი მოჰქონდა. ათობით შკიპერი ხელს გამალებით იქნევდა და
ტურისტებს ტაქსების, გონდოლების, მდინარის ტრამვაის – ვა-
პორეტოსა თუ სწრაფმავალი მოტორიანი ნავებისკენ უხმობდა.
„ქაოსი წყალზე“ – ლენგდონი მცურავი ტრანსპორტის საცობს
გაოცებით შეჰყურებდა. ამგვარი ალიაქოთი ბოსტონში გააღი-
ზიანებდა, მაგრამ აქ სასაცილოდ ეჩვენებოდა.
არხის მოპირდაპირე მხარეს San Simeone Piccolo-ს მწვანე
გუმბათი აღმართულიყო. ეს ტაძარი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე
ეკლექტური ნაგებობა გახლდაყთ. მისი უჩვეულოდ ციცაბო გუმ-
ბათი და საკურთხევლის მომრგვალებული ნაწილი ბიზანტიურ
სტილში იყო ნაგები; მარმარილოს შესასვლელი სვეტები რომის
პანთეონის კლასიკური ბერძნული პორტიკის ანალოგი იყო. შე-
სასვლელს ამშვენებდა მარმარილოს თვალისმომჭრელი ფრონ-
ტონი წმინდა მოწამეთა რელიეფური გამოსახულებებით.
459 მკითხველთა ლიგა
„ვენეცია – მუზეუმი ღია ცის ქვეშ, – ფიქრობდა ლენგდონი და
შესცქეროდა ტაძრის საფეხურებს, რომლებსაც არხის წყალი
ელამუნებოდა, – ეს მუზეუმი ნელ-ნელა იძირება“. თუმცა ჩაძირ-
ვის პერსპექტივაც კი უმნიშვნელო იყო იმ საფრთხესთან შედარე-
ბით, რომელიც სადღაც ქალაქის სიღრმეებში იმალებოდა.
„და ამას ვერც ვერავინ ხვდება...“
დანტეს სიკვდილის ნიღბის შიდა მხარეს წარწერილი სიტყვე-
ბი გამუდმებით თავში უტრიალებდა და გაუგებარი რჩებოდა, სა-
დამდე მიიყვანდა ეს ყველაფერი. გადაწერილი ტექსტი ჯიბეში
ედო, ხოლო თავად ნიღაბი, სიენას რჩევით გაზეთში გაახვია,
კვლავ გამჭვირვალე პაკეტში ჩაკეტა და სადგურის ავტომატურ
შემნახველ საკანში დატოვა. საკანი ამ უნიკალური ნივთის შესა-
ნახად საკმაოდ დამამცირებელი იყო, მაგრამ შეუფასებელ თაბა-
შირს წყალზე გაშენებულ ქალაქში ხომ არ ატარებდა?
– რობერტ, – მოტრიალდა სიენა, რომელიც ფერისთან ერ-
თად დაწინაურებული ტაქსისკენ მიემართებოდა, – დრო ცოტა
გვაქვს.
ლენგდონმა ნაბიჯს აუჩქარა, თუმცა, როგორც არქიტექტურის
დიდ მოყვარულს, არხის სწრაფი გადაკვეთა მკრეხელობად მიაჩ-
ნდა. ვენეციაში ცოტა რამ თუ განიჭებს ისეთ სიამოვნებას, ვიდრე
დიდ არხზე პირველად გასეირნება – სასურველია ღამით და
წყლის ღია ტრანსპორტით (განსაკუთრებით, ქალაქის მთავარი
ტრანსპორტით – ვაპორეტოთი), პროჟექტორებით განათებული
ტაძრებისა და სასახლეების ახლოს გავლით.
დღეს ეს ნამდვილად ვერ მოხერხდებოდა. ვაპორეტოებს, ჩვე-
ულებრივ, ნელა ატარებდნენ, ტაქსით კი უფრო სწრაფად მივი-
დოდნენ დანიშნულების ადგილამდე. მაგრამ ტაქსისთან უსასრუ-
ლო რიგი დამდგარიყო.
ფერისი მოცდას აშკარად არ აპირებდა და ხელმძღვანელის
ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო. კუპიურების მსხვილი შეკვრით
460 მკითხველთა ლიგა
წყლის ლიმუზინს უხმო – სამხრეთაფრიკული წითელი ხის კორ-
პუსიან, ლაპლაპა კატერს. ეს ტრანსპორტი, ცხადია, ფუფუნება
იყო და ხანმოკლე, სწრაფ მგზავრობას ჰპირდებოდა მათ – დიდი
არხის გავლით სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მიაღწევდა სან-მარ-
კოს.
ნავის მფლობელი არმანის ბრწყინვალე კოსტიუმში გამოწყო-
ბილი იშვიათი სილამაზის მამაკაცი აღმოჩნდა; კინოვარსკვლავს
უფრო ჰგავდა, ვიდრე შკიპერს. თუმცა ეს ხომ ვენეცია იყო – იტა-
ლიური ელეგანტურობის ცენტრი.
– მაურიციო პიმპონე, – თავი გააცნო შკიპერმა და სამივე გემ-
ბანზე მიიპატიჟა, სიენას კი თვალი ჩაუკრა, – Proscecco?
Limoncello?82 შამპანური?
– No, grazie, – უუპასუხა სიენამ და სწრაფი იტალიურით
სთხოვა, რაც შეიძლება ჩქარა მიეყვანა ისინი სან-მარკოს მო-
ედანზე.
– Ma certo,83 – მაურიციომ კვლავ თვალი ჩაუკრა, – ჩემი კა-
ტერი მთელ ვენეციაში უსწრაფესია.
როდესაც ღია გემბანზე მოთავსებულ ხავერდგადაკრულ სა-
ვარძლებში ჩასხდნენ, მაურიციომ თავისი „ვოლვო-პენტა“ დაქო-
ქა და ნავმისადგომს უკუსვლით დასცილდა. შემდეგ საჭე მარ-
ჯვნივ დაატრიალა, სიჩქარეს უმატა და თავისი დიდრონი ხომალ-
დით გაიარა გონდოლებს შორის, რომლებიც მისგან წამოსულ
ტალღებზე აქანავდნენ. გონდოლიერებმა მუქარით სავსე სახეე-
ბითა და მომუშტული ხელებით გააცილეს მძლავრი კატერი.
– Scusate! – ყვიროდა მაურიციო, – VIP სტუმრები!
რამდენიმე წამში მაურიციომ ნავი სანტა-ლუჩიას სადგურის
ვიწრო ყურიდან გამოიყვანა და დიდი არხის გავლით აღმოსავ-

82
პროსეკო ადგილობრივი შუშხუნა ღვინოსა. ლიმონჩელო - ლიმონის
ლიქიორი.
83
რა თქმა უნდა.(იტალ.)
461 მკითხველთა ლიგა
ლეთისკენ სწრაფად აიღო გეზი. სკალცის ხიდის დიდებული თა-
ღის ქვეშ გადიოდნენ, რომ ლენგდონმა სანაპიროს რესტორნები-
დან მომავალი seppie al nero-ს – საკუთარ წვენშივე მომზადებუ-
ლი კალმარების ნაცნობი არომატი შეიგრძნო. მოსახვევიდან
სან-ჯერემიას ეკლესიის მასიური გუმბათი გამოჩნდა.
– წმინდა ლუჩია, – ლენგდონმა გვერდითა ფასადზე სახელ-
წოდება ჩურჩულით ამოიკითხა, – ბრმის ძვლები...
– რა თქვით? – იკითხა სიენამ. იფიქრა, ლენგდონმა გაუგება-
რი ლექსიდან სტრიქონი ხომ არ გაშიფრაო.
– არა, არაფერი... უცნაური აზრია. სისულელეა... –ლენგდონ-
მა ეკლესიაზე მიანიშნა, – ხედავთ წარწერას? აქ დაკრძალულია
წმინდა ლუჩია. ხანდახან აგიოგრაფიულ ხელოვნებაზე ვკითხუ-
ლობ ხოლმე ლექციებს, უფრო სწორად, ქრისტიანი წმინდანების
გამოსახულებებზე და უეცრად გამახსენდა, რომ წმინდა ლუჩია
უსინათლოების მფარველია.
– Si, Santa Lucia,84 – მაშინვე აიტაცა მაურიციომ, მოხარულ-
მა, რომ რამეში მაინც გამოადგებოდა თავის სტუმრებს, – ბრმე-
ბის წმინდანი! იცით მისი ისტორია, არა? – მათკენ მობრუნდა და
ყვირილით ალაპარაკდა, რომ ძრავის ხმა გადაეფარა, – ლუჩია
იმდენად ლამაზი იყო, რომ ყველა მამაკაცს მისი დაუფლების
სურვილი კლავდა. ღვთის წინაშე რომ წმინდა ყოფილიყო და თა-
ვისი ქალწულობა დაეცვა, ლუჩიამ თვალები ამოითხარა.
– აი, მესმის ღვთისმოსაობა, – აღნიშნა სიენამ.
– გაღებული მსხვერპლის მაგივრად ღმერთმა მას სხვა თვა-
ლები მისცა, გაცილებით ლამაზი!
სიენამ ლენგდონს შეხედა.
– ხომ იცის, რომ ეს უაზრობაა?

84
დიახ, სანტა ლუჩია.(იტალ.)
462 მკითხველთა ლიგა
– შეუცნობელია გზანი უფლისანი... – ლენგდონმა ძველი ოს-
ტატების ოცამდე ნახატი გაიხსენა, რომლებზეც წმინდა ლუჩიას
თასი ეჭირა – ზედ საკუთარივე თვალებით.
წმინდა ლუჩიაზე განსხვავებული ლეგენდები არსებობდა,
მაგრამ ყველა მათგანში იგი გარშემომყოფებში ავხორცი ვნებე-
ბის აღმძრავ თვალებს ითხრიდა, თასზე აწყობდა და ვნებით აღ-
ძრულ თაყვანისმცემელს უწვდიდა სიტყვებით: „აჰა, აიღე ის, რაც
ასე ძლიერ გსურდა... და გევედრები, ახლა მაინც დამანებე თა-
ვი!“ ამ საშინელი საქციელისკენ მას წმინდა წერილმა უბიძგა,
ქრისტეს სწავლებამ: „თუ თვალი შენი გაცდუნებს შენ, ამოითხა-
რე და განაგდე შენგან...“

„ეძიე კაცი, ვენეციის ვერაგი დოჟი, რაშების თავთა მომკვეთე-


ლი, ბრმისთვის ძვლების წამრთმევი...“

წმინდა ლუჩია უსინათლო იყო... იქნებ ეს სტრიქონი სწორედ


მასზე მიუთითებდა?..
– მაურიციო! – დაიყვირა ლენგდონმა და სან-ჯერემიას ეკლე-
სიაზე მიუთითა, – წმინდა ლუჩიას წმინდა ნაწილები ამ ეკლესი-
აშია, არა?
– რამდენიმე, კი, – უპასუხა მაურიციომ, რომელსაც ცალი ხე-
ლით საჭე ეკავა და ისე უდარდელად მოტრიალდა მათკენ, თით-
ქოს წინ ნავები არ ყოფილიყო, – თუმცა მისი უდიდესი ნაწილი
არა. სანტა ლუჩია ისე უყვარდათ, რომ მისი წმინდა ნაწილები
მთელი მსოფლიოს ეკლესიებმა გაინაწილეს. ყველაზე მეტად მა-
ინც ვენეციელებს გვიყვარს და ვზეიმობთ...
– მაურიციო, – შესძაახა ფერისმა, – სანტა ლუჩია ბრმაა, მაგ-
რამ თქვენ არა. წინ იყურეთ!
მაურიციომ თავმომწონედ გაიცინა და დროულად შეაბრუნა
თავი, რათა პირდაპირ მომავალ ნავს არ შესჯახებოდა.
463 მკითხველთა ლიგა
სიენა ლენგდონს შესცქეროდა.
– თქვენ რაზე გაიფიქრეთ? ვერაგ დოჟზე, რომელმაც ბრმის
ძვლები მოიპარა?
ლენგდონმა წარბები შეჭმუხნა.
– არ ვიცი...
მან მოკლედ მოუთხრო სიენას და ფერისს აგიოგრაფიაში ამ
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური წმინდანის წმინდა ნაწილების ის-
ტორია. ლეგენდის თანახმად, როდესაც ლუჩიამ ერთ-ერთი გავ-
ლენიანი თაყვანისმცემელი გაისტუმრა უარით, მან ქალის კო-
ცონზე დაწვა ბრძანა. ამის შემდეგ ხალხმა დაასკვნა, რომ წმინდა
ლუჩიას ძვლებს მაგიური თვისებები ჰქონდა და ვინც მათ ხელში
ჩაიგდებდა, უჩვეულოდ დღეგრძელი ცხოვრება ექნებოდა.
– ჯადოსნური ძვლები? – თქვა სიენამ.
– დიახ, ამის სწამდათ და სწორედ ამიტომ მთელ მსოფლიოში
გაიფანტა მისი ნაწილები. ორი ათასი წლის მანძილზე ძლევამო-
სილი მმართველები, იმისათვის, რომ დაბერება და სიკვდილი
გადაევადებინათ, რას აღარ აკეთებდნენ წმინდანის ძვლების
ხელში ჩასაგდებად. ჩონჩხს ხან ერთნი იპარავდნენ, ხან მეორე-
ნი, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ, ანაწილებდნენ –
ასეთი რამ ისტორიის მანძილზე არც ერთი წმინდანის ნეშტს არ
დამართნია. მისმა წმინდა ნაწილებმა უამრავი ძლევამოსილი
ადამიანის ხელში გაიარა.
– ვერაგი დოჟის ჩათვლით? – ივარაუდა სიენამ.
– სრულებით შესაძლებელია, – ლენგდონს ისიც გაახსენდა,
რომ დანტემ „ჯოჯოხეთში“ წმინდა ლუჩიას განსაკუთრებული ად-
გილი მიუჩინა. ის იმ სამიდან ერთ-ერთი „კურთხეულ ასულთაგა-
ნია“ („tre donne benedette“), რომლებმაც ვერგილიუსს დანტეს
ჯოჯოხეთიდან გაყვანა დაავალეს. დანარჩენი ორი ქალწული –
მარიამი და დანტეს ცხოვრების სიყვარული ბეატრიჩეა. დანტემ

464 მკითხველთა ლიგა


წმინდა ლუჩია თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ თანამგზავ-
რად აქცია.
– ეს თუ ასეა, – აღელდა სიენა, – მაშინ ამ ვერაგ დოჟს... რო-
მელიც ცხენებს თავებს სჭრიდა...
– წმინდანის ძვლების მოპარვაც შეეძლო, – დაასრულა ლენ-
გდონმა.
– დიახ. და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ეჭვმიტანილთა სი-
ას, – ის ფერისს მიუბრუნდა, – დარწმუნებული ხართ, რომ თქვე-
ნი ტელეფონი არ მუშაობს? ინტერნეტში იქნებ მოგვეძებნა...
– სამწუხაროდ, გათიშულია. ახლახან შევამოწმე.
– ვუახლოვდებით, – თქვა ლენგდონმა, – სან-მარკო რამეში
მაინც გაგვარკვევს. დარწმუნებული ვარ.
სან-მარკოს ტაძარი ამ თავსატეხის ის ერთადერთი დეტალი
იყო, რომელშიც ლენგდონს ეჭვი არ ეპარებოდა. წმინდა სიბ-
რძნის ოქროცურვილ მუსეიონთან... ლენგდონი იმედოვნებდა,
რომ ტაძარი ამ გამოუცნობი დოჟის სახელს გაუმჟღავნებდა...
შემდეგ კი, თუ ბედი გაუღიმებდა, იმ ადგილსაც მიაგნებდა, სა-
იდანაც ზობრისტს შავი ჭირის გამოშვება ჰქონდა გადაწყვეტილი.
...ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის, გელის ურ-
ჩხული იქხთონური და საზარელი...
ლენგდონი ყოველმხრივ ცდილობდა, შავ ჭირზე ფიქრები თა-
ვიდან ამოეგდო, თუმცა არ გამოსდიოდა. ხშირად წარმოიდგენ-
და ხოლმე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გასაოცარი ქა-
ლაქი განვითარების მწვერვალზე – მანამ, სანამ ის ჯერ შავმა
ჭირმა არ დაასუსტა, შემდეგ კი ოსმალებმა და თავად ნაპოლეონ-
მაც კი არ დააზიანეს... როდესაც ვენეცია ამაყად მეფობდა ევრო-
პაში და სავაჭრო ცენტრის სტატუსით სარგებლობდა. ყველაფე-
რი იმას მოწმობს, რომ მსოფლიოში ვენეციაზე ლამაზი ქალაქი
არ არსებობდა. მის მცხოვრებთა სიმდიდრესა და კულტურას
ვერც ერთი სხვა სახელმწიფო ვერ შეედრებოდა.
465 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ასეთია ისტორიული ირონია: საზღვარგარეთული ფუ-
ფუნების საგნებისადმი ლტოლვა ვენეციისთვის დამღუპველი აღ-
მოჩნდა – შავი სიკვდილი ჩინეთიდან მოცურდა სავაჭრო გემების
ტრიუმებში მყოფ ვირთხებთან ერთად. შავმა ჭირმა, რომელმაც
ჩინეთის უთვალავი მოსახლეობის ერთი მესამედი გაანადგურა,
ევროპასაც მოაღწია და ყოველი მესამე ადამიანი გამოასალმა
სიცოცხლეს – ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარი-
ბები, განურჩევლად ყველა.
ლენგდონს წაეკითხა, როგორ ცხოვრობდა ვენეცია შავი ჭი-
რის ეპიდემიისას. გარდაცვლილების დასამარხად მიწა არ ჰყოფ-
ნიდათ, არხებში გარდაცვლილთა გასივებული გვამები დაცუ-
რავდა და რამდენიმე ადგილი იმდენად იყო გადაჭედილი, რომ
მუშები მეტივეების მსგავსად ზღვისკენ უბიძგებდნენ გვამებს. ვე-
რანაირი ლოცვა-ვედრება ვერ აჩერებდა შავ ჭირს. როდესაც ქა-
ლაქის ხელისუფლება მიხვდა, რომ შავი ჭირი ვირთხებმა შემოი-
ტანეს, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. გარდა ამისა, ვენეციამ დააწესა,
რომ ქალაქის წყლებში ყოველი შემოსული ხომალდი რეიდზე
სრული ორმოცი დღის მანძილზე უნდა მდგარიყო, სანამ ჩამოტ-
ვირთვის უფლებას მიიღებდა. და დღემდე რიცხვი ორმოცი, იტა-
ლიურად – quaranta – სიტყვა „კარანტინის“ წარმოშობის პირქუ-
ში მოგონებაა.
მათი კატერი არხის მორიგ შესახვევში შევიდა და ქარზე მოშ-
რიალე საზეიმო წითელმა ტენტმა ლენგდონი ბნელ ფიქრებს
მოსწყვიტა. მისი მზერა ხელმარცხნივ მდებარე ბრწყინვალე სა-
მიარუსიან ნაგებობაზე შეჩერდა.
CASINO DE VENEZIA – ემოციათა ზღვა.
ლენგდონი საერთოდ ვერ ხვდებოდა კაზინოს მიმართ გამოთ-
ქმული უკანასკნელი ორი სიტყვის მნიშვნელობას, თუმცა იცოდა,
რომ თავად შენობა, დიდებული რენესანსული სასახლე, ამ ქა-
ლაქს მეთექვსმეტე საუკუნიდან ამშვენებდა. წინათ კერძო საც-
466 მკითხველთა ლიგა
ხოვრებელი, ახლა უმაღლესი კლასის აზარტული სათამაშო სახ-
ლი გამხდარიყო. ის სახელგანთქმული იმით გახლდათ, რომ
1883 წელს სწორედ აქ გულის შეტევით გარდაიცვალა ცნობილი
კომპოზიტორი რიჰარდ ვაგნერი, რომელმაც სიკვდილამდე სულ
ცოტა ხნით ადრე დაასრულა მუშაობა ოპერაზე „პარსიფალი“.
კაზინოს მარჯვნივ, ბაროკოს სტილის დაჟანგულ ფასადზე
მოზრდილი ფორმის ლურჯი აბრა ეკიდა წარწერით:
CA´PESARO: GALLERIA INTERNAZIONALE
D´ARTE MODERNA85
რამდენიმე წლის წინ ლენგდონმა ამ გალერეაში იხილა გუს-
ტავ კლიმტის სახელგანთქმული „კოცნა“, რომელიც ვენიდან ჩა-
მოეტანათ. დამაბრმავებლად ბრწყინვალე ოქროსფერ-ჭრელ
ტანისამოსში გამოწყობილი, ერთმანეთს ჩახვეული წყვილის პა-
ნოზე ნახვის შემდეგ ლენგდონს სამუდამოდ შეუყვარდა მხატვა-
რი. ამის შემდეგ მიაჩნდა, რომ თანამედროვე ხელოვნებისადმი
მისი ინტერესი კა-პეზაროს დამსახურება იყო.
არხი გაფართოვდა და მაურიციომ სიჩქარეს უმატა.
წინ რიალტოს ხიდი გამოჩნდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სან-
მარკომდე ნახევარი მისასვლელი გზა გავლილი ჰქონდათ. ხი-
დის ქვეშ რომ გადიოდნენ, ლენგდონმა თავი ასწია და მიჯნის
მიღმა მარტოხელა უძრავი ფიგურა დაინახა.
ადამიანი პირქუშად დასცქეროდა მათ ზემოდან.
მას ნაცნობი და... საშინელი სახე ჰქონდა.
ნაცრისფერი, წაგრძელებული, შავი ჩამქრალი თვალებით და
მოგრძო, ფრინველის ნისკარტით.
ლენგდონი დაიძაბა.
ნავმა ხიდის ქვეშ გაიარა და ლენგდონმა ახლაღა გააცნობი-
ერა, რომ იგი მხოლოდ ტურისტი იყო, რომელმაც ქოლერის

85
კა-პეზარო: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.(იტალ.)
467 მკითხველთა ლიგა
ექიმბაშის ნიღაბი შეიძინა, რომლებიც რიალტოს ბაზარზე ასო-
ბით იყიდება.
თუმცაღა, ახლა ამ ნიღაბში საკარნავალო ვერაფერი დაინახა.

468 მკითხველთა ლიგა


თავი 69

სან-მარკოს მოედანი ვენეციის დიდი არხის სამხრეთ ბოლოში


მდებარეობს, ანუ იქ, სადაც ეს არტერია ღია ზღვას უერთდება.
საწყლოსნო გზების სახიფათო გადაკვეთაზე დგას ზღვის საბაჟო
Dogana Mar-ი, პირქუში სამკუთხა სიმაგრე, რომელსაც ზემოდან
ოდესღაც ედგა სათვალთვალო კოშკი, ვენეციას შემოტევებისგან
რომ იცავდა. ახლა კი კოშკის მაგივრად მასიური მოოქრული
სფეროა განთავსებული, რომელზეც გამარჯვების ქალღმერთის
ფორმის ფლუგერია მიმაგრებული. ქარზე მოძრავი ფლუგერი
შორ გზაზე მიმავალ მეზღვაურებს ბედისწერის არაპროგნოზირე-
ბად ხასიათს შეახსენებს.
არხის დასასრულთან, საითაც მაურიციოს თავისი ხომალდი
მიჰყავდა, მღელვარე ზღვა ავისმომასწავებლად ფართოვდებო-
და. რობერტ ლენგდონს ხშირად უწევდა ამ გზის გავლა, თუმცა
ყოველთვის ბევრად ფართო ვაპორეტოთი. როდესაც მათი „ლი-
მუზინი“ ზღვის მაღალ ტალღებზე ატორტმანდა, ლენგდონიც
აღელდა.
სან-მარკოს მოედანთან მდებარე ნავსადგურს რომ მისდგო-
მოდნენ, უნდა გადაეკვეთათ ლაგუნის ნაწილი, სადაც ასობით გე-
მი იდგა: მდიდრული იახტები, ტანკერები, კერძო იალქნიანი ნა-
ვები და დიდი საკრუიზო ლაინერები. ეს შარაგზიდან რვაზოლიან
სუპერმაგისტრალზე გადასვლას ჰგავდა.
მღელვარება ეტყობოდა სიენასაც, რომელიც პირდაპირ მათ
წინ სამასიოდე მეტრში მოძრავ, ათსართულიანი შენობის სიმაღ-
ლის უზარმაზარ საკრუიზო ლაინერს უყურებდა. ლაინერის გემ-
ბანები მგზავრებით იყო სავსე: ბორტზე გამოფენილები სან-მარ-
კოს მოედანს ზღვიდან სურათებს უღებდნენ. ლაინერის უკან, მის
მიერ დატოვებულ აქაფებულ კვალზე, სამი ასეთივე ლაინერი იც-
დიდა, რათა ვენეციის ყველაზე სახელგანთქმული ღირსშესანიშ-
469 მკითხველთა ლიგა
ნაობის მახლობლად ჩაევლო. ლენგდონს სადღაც გაეგო, რომ ამ
ბოლო პერიოდში ამგვარი ხომალდების რიცხვი იმდენად გაზ-
რდილიყო, ოცდაოთხი საათის განმავლობაში უწყვეტ ჯაჭვად მო-
ედინებოდნენ.
საჭესთან მჯდარმა მაურიციომ მოახლოებული ლაინერების
მწკრივს
გახედა; შემდეგ მარცხნივ – მათ შორიახლოს მდებარე ნავ-
სადგურს.
– „ჰარის-ბარუსთან“? – მან ცნობილ რესტორანზე მიუთითა,
სადაც შეიქმნა კოქტეილი „ბელინი“, – იქიდან სან-მარკოს მო-
ედანი ძალიან ახლოა.
– არა, პირდაპირ იქ მიგვიყვანეთ, – ბრძანა ფერისმა და ლა-
გუნის მიღმა სან-მარკოს მოედნის მისადგომებზე მიუთითა.
მაურიციომ თავმომწონედ აიჩეჩა მხრები:
– როგორც გენებოთ. მაგრად მოეჭიდეთ!
სიჩქარეს უმატა და ლიმუზინმა საკმაოდ მოზრდილი ტალღა
გადასერა, თან ტივტივებით მონიშნულ ერთ-ერთ სამოძრაო
ზოლში გადავიდა. გვერდით მიმავალი ლაინერები მცურავ მრა-
ვალსართულიან საცხოვრებლებს ჰგავდნენ, მათგან წარმოქ-
მნილ ტალღებზე დანარჩენი გემები საცობებივით ხტუნავდნენ.
ლენგდონის გასაოცრად, ათობით გონდოლა ლაგუნას იმავე
გზით კვეთდა, რომლითაც მათი „ლიმუზინი“. ეს ლამაზი თეთ-
რთმეტმეტრიანი ნავები, რომელთა წონაც დაახლოებით ექვსას
კილოგრამს შეადგენდა, გასაოცარი სიმსუბუქით ევლებოდნენ
ტალღებს. თითოეულ მათგანს შავ-თეთრზოლებიან ტრადიციულ
პერანგში გამოწყობილი გონდოლიერი მართავდა, რომელიც კი-
ჩოს მარცხენა ნაწილში შემაღლებულ ადგილას იდგა და ნავის
სამართავად ბორტის მარჯვენა მხარეს სპეციალურად ამოჭრილ
ნახვრეტში გაყოფილ მხოლოდ ერთ ნიჩაბს იყენებდა. ძლიერი
ღელვის დროსაც კი კარგად ჩანდა, რომ თითოეული გონდოლა
470 მკითხველთა ლიგა
რაღაც ამოუცნობი მიზეზით მარცხენა მხარეს იხრებოდა. ლენ-
გდონმა იცოდა, რომ ამ უცნაურობის მიზეზი ნავის ასიმეტრიული
აგებულება იყო: გონდოლის კორპუსი ოდნავ მარჯვნივაა გადახ-
რილი, გონდოლიერისგან საპირისპირო მხარეს, რათა გონდო-
ლიერის მიერ მარჯვენა მხრიდან ნიჩბის მოსმისას ნავი მარცხნივ
გადაიხაროს.
მაურიციომ სიამაყით მიუთითა ერთ-ერთ გონდოლაზე, რო-
მელსაც ისინი სრული სვლით უსწრებდნენ.
– ხედავთ წვეროზე ლითონის სავარცხელს? – მხარსუკნიდან
გამოსაძახა და თავით ნავის ცხვირზე მიმაგრებულ ორნამენტზე
ანიშნა, – მას ferro di prua ანუ ცხვირის რკინა ეწოდება. ამ დეტა-
ლის გარდა გონდოლაზე ლითონს ვერ ნახავთ. ორნამენტზე ვე-
ნეციაა გამოსახული.
მაურიციომ აუხსნა, რას ნიშნავს ნამგლის ფორმის მოსართა-
ვი ვენეციური გონდოლას ცხვირზე. დეტალი სიმბოლური მნიშ-
ვნელობისაა. ferro-ს მოღუნული ფორმა დიდ არხს გამოხატავს,
ექვსი კბილანა ექვსი sestieri, ანუ ვენეციის რაიონების რიცხვია.
წაგრძელებული მჭრელი პირი კი ვენეციელი დოჟის თავსაბუ-
რავს აღნიშნავს.
დოჟის ხსენებაზე ლენგდონი თავის საფიქრალს მიუბრუნდა.
იმ სანაპიროსკენ გაიხედა, საითაც მიემართებოდნენ – იქ
წყალს მცირე ზომის პარკი უერთდებოდა. ხეების კენწეროებს ზე-
მოთ, მოწმენდილი ცის ფონზე სან-მარკოს ტაძრის წითელი აგუ-
რით ნაგები სამრეკლო მოჩანდა. მისი თავბრუდამხვევი ასმეტ-
რიანი სიმაღლიდან დაბლა იცქირებოდა მოოქრული მთავარან-
გელოზი გაბრიელი.
ქალაქში, რომელშიც არამყარი ნიადაგის გამო მაღალი შენო-
ბები არ დგას, ეს მაღალი სამრეკლო ერთგვარ გზამკვლევს წარ-
მოადგენს ვენეციის არხებისა თუ ქუჩების ლაბირინთში მოგზაუ-
რობის მსურველთათვის. გზააბნეულმა ტურისტმა, საკმარისია,
471 მკითხველთა ლიგა
ზემოთ აიხედოს, რომ მაშინვე მიხვდება, საითაა სან-მარკოს მო-
ედანი. ლენგდონს ახლაც ვერ დაეჯერებინა, რომ ეს უზარმაზარი
ნაგებობა 1902 წელს ჩამოიშალა და მოედანზე ნანგრევების
გროვად იქცა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლი ერთადერთი იყო
და ისიც – კატა.
ვენეციაში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქის აურაცხელი მომაჯა-
დოებელი ადგილის განუმეორებელი ატმოსფეროთი შეუძლიათ
დატკბობა, თუმცა ლენგდონის საყვარელი ადგილი ყოველთვის
იყო ღივა დეგლი შცჰიავონი – ფართო, ქვის სანაპირო, რომე-
ლიც მეცხრე საუკუნეში ფსკერიდან ამოღებული შლამით ააგეს.
ის ძველი არსენალიდან სან-მარკოს მოედნისკენ მიემართებო-
და.
რივიერაზე ბევრი შესანიშნავი კაფე და ძვირფასი სასტუმრო
დგას, ასევე შემორჩენილია ეკლესია, რომელშიც ორკესტრს დი-
რიჟორობდა და ლექციებს კითხულობდა თავად ანტონიო ვი-
ვალდი. ეს ქუჩა იწყება არსენალიდან – ვენეციის ძველი გემთსა-
შენიდან, სადაც ოდესღაც ფიჭვის ხის ადუღებული სითხის სასია-
მოვნო სურნელი ტრიალებდა ჰაერში. გემთმშენებლები ამ სით-
ხით არასაიმედო გემებს ამუშავებდნენ. მიიჩნევენ, რომ ადუღე-
ბული კუპრის მდინარეები, რომლებშიც ცოდვილები იტანჯებიან
„ჯოჯოხეთში“, დანტე ალიგიერის მიერ სწორედ ამ გემთსაშენზე
მიღებული შთაბეჭდილებების წყალობით შეიქმნა.
ლენგდონის მზერამ მარცხნივ მდებარე სანაპიროსკენ გადაი-
ნაცვლა, კერძოდ – მისი შთამბეჭდავი ბოლოსკენ. იქ, სან-მარ-
კოს მოედნის სამხრეთ ნაპირზე, ხიდის დიდი ნაწილი ღია ზღვაში
გადის. ვენეციის ოქროს ხანაში ამ საზღვარს სიამაყით „ცივილი-
ზაციის კიდეს“ უწოდებდნენ.
დღესდღეობით ამ სამასიოდე მეტრის სიგრძის სანაპიროზე,
როგორც ყოველთვის, ასამდე შავი ფერის გონდოლა იდგა. ისინი
ტალღებზე ირწეოდნენ და ნავმისადგომის საბმელ ბოძებს ეხლე-
472 მკითხველთა ლიგა
ბოდნენ. მათი ცხვირების ნამგალა მოსართავი მოედნის თეთრი
მარმარილოს შენობების ფონზე ადი-ჩადიოდა.
ლენგდონს დღემდე უკვირდა და ვერაფრით მიმხვდარიყო,
როგორ მოახერხა ამ პატარა ქალაქმა, რომელიც ნიუ-იორკის
ცენტრალურ პარკს ალბათ მხოლოდ ორჯერ თუ აღემატებოდა,
ზღვიდან წამომართულიყო და დასავლეთის უმსხვილეს და უმ-
დიდრეს ცენტრად ქცეულიყო.
მაურიციო ნაპირისკენ მიემართებოდა. ლენგდონი უკვე კარ-
გად ხედავდა ხალხით გადაჭედილ მოედანს. ნაპოლეონმა ერ-
თხელ შეამჩნია, რომ სან-მარკოს მოედანი – ევროპის სასტუმრო
თავისივე სტუმრებით – გათვალისწინებულზე გაცილებით მეტს
უძლებდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მასის სიმძიმით
გადატვირთული მოედანი ფსკერისკენ წავიდოდა.
– ღმერთო, – დაიჩურჩულა სიენამ ამდენი ხალხის დანახვაზე.
ლენგდონი ვერ მიხვდა, რატომ აღმოხდა მას ეს სიტყვა მაინ-
ცდამაინც ახლა. ალბათ იმის შიშით, რომ ზობრისტს შეეძლო
სპეციალურად შეერჩია ასეთი ხალხმრავალი ადგილი შავი ჭი-
რის გამოსაშვებად... ანდა სულაც იგრძნო, რომ ზობრისტის ვა-
რაუდები მოსახლეობის გადაჭარბების შესახებ საფუძველს მოკ-
ლებული სულაც არ იყო.
ყოველწლიურად ვენეციას აურაცხელი რაოდენობის ტურის-
ტი სტუმრობს. კვლევების მიხედვით – მსოფლიოს მოსახლეობის
დაახლოებით 0,3 პროცენტი. 2000 წელს მათმა რიცხვმა ოც მი-
ლიონს მიაღწია. მას შემდეგ დედამიწაზე მოსახლეობის რაოდე-
ნობა ერთი მილიარდით გაიზარდა და ქალაქი ვეღარ აუდის მოზ-
ღვავებული ტურისტების ნაკადს, რომელთა რიცხვიც წელიწადში
სამი მილიონით გაიზარდა. ვენეციას, ისევე როგორც მთელ პლა-
ნეტას, თავისი ზღვარი გააჩნია და მოვა დრო, როდესაც მსურვე-
ლებს საკვებსა და თავშესაფარს ვეღარ მისცემს. ვეღარ გაწმენდს
მათ მიერ დატოვებულ ნარჩენებსაც.
473 მკითხველთა ლიგა
ფერისი მის გვერდით იდგა, მაგრამ სანაპირის ნაცვლად
ზღვას, მოახლოებულ ხომალდებს აკვირდებოდა.
– მოხდა რამე? – ცნობისმოყვარედ შეაცქერდა მას სიენა.
ფერისი სწრაფად მოტრიალდა.
– არა, ყველაფერი რიგზეა... უბრალოდ ჩავფიქრდი, – მერე
წინ გაიხედა და მაურიციოს უყვირა: – რაც უფრო ახლოს მივალთ
მოედანთან, მით უკეთესი!
– რა პრობლემაა, – მან უდარდელად დაიქნია ხელი, – ორ
წუთში!
„ლიმუზინი“ სან-მარკოს მოედანს გაუსწორდა და ხელმარ-
ჯვნივ, ნაპირზე, დოჟების დიდებული სასახლე წამოიმართა.
გოთიკური სტილის, ვენეციური არქიტექტურის შესანიშნავი
ნიმუში ზომიერი ბრწყინვალების კარგი მაგალითია. საფრანგე-
თისა და ინგლისის სასახლეებისგან კოშკები და გისოსები მას არ
გააჩნია. დაგეგმარებულია მასიურ, სწორკუთხოვან პარალელე-
პიპედად, რომელიც განაპირობებს შიდა მოედნის მაქსიმალურ
ტევადობას – მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციისა და დამხმა-
რე პერსონალისთვის.
კირქვისგან ნაგები ეს დიდებული თეთრი შენობა ზღვიდან
ალბათ უზარმაზარი გამოჩნდებოდა, მისი სიდიდე მწკრივად გაშ-
ლილ პორტიკს, დახურულ აივანსა და ოთხკუთხა ფოთლების
ფორმის ღრმულებს რომ არ შეემსუბუქებინა. ექსტერიერი გაწ-
ყობილია ვარდისფერი კირქვისგან გამოყვანილი გეომეტრიული
ორნამენტებით, რომლებიც ლენგდონს ესპანეთის ალჰამბრას
აგონებდა.
როდესაც სანაპიროს ბოძებს მიუახლოვდნენ, ფერისს სახეზე
მღელვარება დაეტყო – როგორც ჩანს, სასახლის წინ შეკრებილი
უამრავი

474 მკითხველთა ლიგა


ხალხის გამო. ხიდი ხალხით იყო გადაჭედილი. ერთმანეთს
მიუთითებდნენ ვიწრო არხისკენ, რომელიც დოჟების სასახლეს
ორ დიდ ნაწილად ყოფდა.
– რას უყურებენ, ასეთი რა დაინახეს? – ნერვიულად, თითქოს
პრეტენზიით იკითხა ფერისმა.
– Il Ponte dei Sospiri, – უპასუხა სიენამ, – სახელგანთქმული
ვენეციური ხიდი.
ლენგდონმა ვიწრო არხისკენ გაიხედა და ლამაზად მოჩუქურ-
თმებული ხიდი-გვირაბი დაინახა, რომელიც თაღივით გადებუ-
ლიყო ორ შენობას შორის. „სუნთქვათა ხიდი, – გაიფიქრა და თა-
ვისი სიყმაწვილის დროინდელი საყვარელი ფილმი გაახსენდა –
ლეგენდარულ მოტივებზე გადაღებული „პატარა რომანი“. ლე-
გენდის მიხედვით კი, თუ ახალგაზრდა შეყვარებულები ამ ხიდის
ქვეშ მზის ჩასვლისას სან-მარკოს ტაძრის ზარების რეკვის ხმაზე
აკოცებენ, ერთმანეთი მთელი ცხოვრება ეყვარებათ. ამ ღრმა
რომანტიკული ცრურწმენისა ლენგდონს დღემდე სჯეროდა, რის
მიზეზიც ფილმის მსახიობი გოგონა იყო – თოთხმეტი წლის დე-
ბიუტანტი დაიან ლეინი, რომელიც ლენგდონს მაშინვე, ყმაწვი-
ლურად შეუყვარდა... გრძნობა, რომელიც, სიმართლე რომ ით-
ქვას, დღემდე ცოცხლობდა.
მოგვიანებით ლენგდონმა შეიტყო, რომ სუნთქვათა ხიდმა,
რაც უნდა საშინელი ყოფილიყო ამის გაგება, სახელწოდება მი-
იღო არა ვნებიანი ამოსუნთქვისგან, არამედ დახურულ გადასას-
ვლელში გამოკეტილი პატიმრების ოხვრისგან. აღნიშნული გა-
სასვლელი, როგორც აღმოჩნდა, დოჟების სასახლეს აკავშირებ-
და ციხესთან, სადაც ტუსაღები საშინელპირობებში უძლურდე-
ბოდნენ და იხოცებოდნენ. სატუსაღოს გისოსებიანი სარკმლები-
დან სწორედ მათი კვნესის ხმა ეფინებოდა ვიწრო არხს.
ლენგდონი ერთხელ ნამყოფი იყო სასახლის სატუსაღოში და
მისდა გასაოცრად, შენიშნა, რომ ქვედა სართულის, ხშირად
475 მკითხველთა ლიგა
წყლით დაფარული საკნებიც კი არ იყო ისეთი საშინელი, როგო-
რიც ზედა სატუსაღოები, რომლებსაც piombi ეწოდებოდა სპი-
ლენძის სახურავის გამო და რომელთა ქვეშაც ზაფხულობით გა-
უსაძლისი სიცხე იდგა, ზამთარში კი – აუტანელი სიცივე. სახელ-
განთქმული მექალთანე კაზანოვა, რომელიც ინკვიზიციამ მრუ-
შობისა და ჯაშუშობისთვის გაასამართლა, თხუთმეტი თვის გან-
მავლობაში იჯდა piombi-ში, შემდეგ კი დარაჯი მოატყუა და გაიქ-
ცა.
– Sta’attento!86 – დაუძახა მაურიციომ გონდოლიერს და
წყლის ლიმუზინი სანაპიროს ერთ-ერთი სადგომისკენ მიმართა
– იქით, საიდანაც ეს-ესაა გონდოლა გამოსულიყო. ადგილი მო-
ათვალიერა სან-მარკოს მოედნიდან და დოჟების სასახლიდან
სულ რაღაც ასიოდე მეტრში მდებარე სასტუმრო „დანიელის“
გვერდით, შემდეგ სანაპირო ბოძს ბაგირი ჩამოაცვა და ნავმი-
სადგომზე იმგვარად გადახტა, თითქოს საბრძოლო კინოფილმის
სინჯებში მონაწილეობდა. როცა ხომალდი საიმედოდ მიამაგრა,
მგზავრებისკენ მოტრიალდა და ხელი გაუწოდა მათ.
– გმადლობთ, – უთხრა ლენგდონმა დაკუნთულ იტალიელს
მას შემდეგ, რაც იგი ნაპირზე გადასვლაში დაეხმარა.
მას ფერისი მიჰყვა – კვლავ ჩაფიქრებულიყო და ზღვას მიშტე-
რებოდა.
სიენა სულ ბოლოს გადმოვიდა. მაურიციომ ნაპირზე გადაყვა-
ნისას მომაჯადოებლად ლამაზი ქალი გულდასმით შეათვალიე-
რა – აშკარად ანიშნებდა, ნამდვილად არ ინანებ, თუ მეგობრებს
დაემშვიდობები და ჩემთან, ხომალდზე დარჩებიო. სიენამ მის
მზერას თვალი აარიდა.
– Grazie, მაურიციო, – გულგრილად დაემშვიდობა, თან
თვალს ვერ სწყვეტდა დოჟების სასახლეს.

86
ფრთხილად.(იტალ.)
476 მკითხველთა ლიგა
წამიც არ დაუკარგავს, ისე წაუძღვა წინ ლენგდონსა და ფე-
რისს ხალხით გადაჭედილი მოედნისკენ.

477 მკითხველთა ლიგა


თავი 70

მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმუ-


ლი მოგზაურის – მარკო პოლოს სახელობის საერთაშორისო აე-
როპორტი ვენეციის ლაგუნის სანაპიროზე, სან-მარკოს მოედნის
ჩრდილოეთით, ექვსნახევარი კილომეტრის მოშორებით მდება-
რეობს.
კერძო ავიარეისის უპირატესობის წყალობით, სულ რაღაც
ათიოდე წუთის წინ თვითმფრინავიდან ჩამოსული ელიზაბეთ
სინსკი ბრტყელძირიანი სუპერთანამედროვე კატერ Dubois
SR52 Blackbird-ით უკვე მიაპობდა ლაგუნის ტალღებს. კატერი
მას ზარის ანონიმურმა ავტორმა გაუგზავნა.
სინსკიზე, რომელიც მანამდე მთელ დღეს ფურგონში გაუნ-
ძრევლად იჯდა, ზღვის ჰაერმა მაცოცხლებლად იმოქმედა. მან
სახე მიუშვირა მარილიან ქარს, რომელმაც ვერცხლისფერი თმა
აუფრიალა. უკანასკნელი დოზა თითქმის ორი საათის წინ გაუკე-
თეს და, როგორც იქნა, გამოფხიზლდა. წუხანდელი საღამოდან
მოყოლებული, ელიზაბეთ სინსკიმ პირველად იგრძნო, რომ თა-
ვის თავს ეკუთვნოდა.
აგენტი ბრიუდერი თავის აგენტებთან ერთად გვერდით ეჯდა.
არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. მომავალი შეხვედრის გამო
რომც ეღელვათ, იცოდნენ, მათ აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
გადაწყვეტილება სულ სხვა სიმაღლიდან იყო მიღებული.
კატერი სულ უფრო წინ მიიწევდა. მათგან ხელმარჯვნივ დიდი
კუნძული გამოჩნდა აგურით ნაგები დაბალი შენობებითა და საკ-
ვამლე მილებით. ეს „მურანო“ იყო – სახელგანთქმული მინის სა-
ბერი ქარხნები.
„აი, კვლავ აქ ვარ. არც კი მჯერა, – სევდიანად გაიფიქრა მან,
– წრე შეიკრა“.

478 მკითხველთა ლიგა


მრავალი წლის წინ, სტუდენტობისას, ვენეციას საქმროსთან
ერთად ეწვია. ისინი სწორედ ამ, მინების მუზეუმის კუნძულზე იყ-
ვნენ, როდესაც საქმრომ იქ გასაოცარი ოსტატობით გაბერილი
მინისგან დამზადებული მორთულობები ნახა და მოუნდა, ოდეს-
მე თავიანთი შვილის ოთახშიც დაეკიდათ ამგვარი რამ. დანაშაუ-
ლის გრძნობა, რომ საქმროს უშვილობას უმალავდა, დროთა
განმავლობაში ელიზაბეთისთვის აუტანელი გახდა. საბოლოოდ
გაუმხილა მას ეს მტანჯველი საიდუმლო – მოუყვა ბავშვობაში გა-
დატანილი ასთმისა და გლუკოკორტიკოიდური პრეპარატის შე-
სახებ, რომელმაც შვილოსნობის უნარი დაუკარგა.
რამ უქცია ახალგაზრდა კაცს გული ქვად – საცოლის ტყუილმა
თუ მისმა უშვილობამ, ელიზაბეთმა ვერ გაიგო. საბოლოოდ, ვე-
ნეცია საქორწინო ბეჭდის გარეშე დატოვა.
ერთადერთი სუვენირი, რაც მას ამ სევდიანი მოგზაურობიდან
დარჩა, ლილაქვის ავგაროზი იყო. ასკლეპიოსის კვერთხი – მე-
დიცინის, წამლების სიმბოლო; და თუმცა მის შემთხვევაში წამ-
ლები მწარე იყო, იგი ავგაროზს მაინც არ იხსნიდა.
„ძვირფასი ავგაროზი... იმ ადამიანის გამოსამშვიდობებელი
საჩუქარი, რომელსაც უნდოდა, მისთვის შვილები გამეჩინა...“
რაც შეეხება სხვა ახლომდებარე კუნძულებს, მათში ახლა ქა-
ლი ვერაფერ რომანტიკულს ვერ ამჩნევდა: იზოლირებული ქა-
ლაქები სულაც არ ეჩვენებოდა სიყვარულის სიმბოლოდ. მის-
თვის ისინი მხოლოდ კარანტინში მყოფი დასახლებები იყო,
რომლებსაც შავი სიკვდილისგან თავდასაცავად ქმნიდნენ.
კატერი სან-პიეტროს კუნძულის გასწვრივ მიქროდა და ელი-
ზაბეთმა დაინახა, რომ მათ მიზანს – დიდ ნაცრისფერ იახტას,
რომელიც მათ ღრმა არხში უცდიდა, ღუზა უკვე ჩაეშვა.
სპილენძისფერი გემი რაღაცით „სტელსის“ – ამერიკული სამ-
ხედრო გონის უახლესი ქმნილების დიზაინს იმეორებდა. ხომალ-

479 მკითხველთა ლიგა


დის კიჩოზე წარწერილი სახელწოდება კი მის ხასიათს იოტისო-
დენადაც არ გამოხატავდა.
„მენდაციუმი?“
ისინი იახტას უახლოვდებოდნენ. სულ მალე სინსკიმ გემბანის
ბოლოში მდგარი ტანმორჩილი, გარუჯული მამაკაცის ფიგურა
შენიშნა, რომელიც მათ ბინოკლით აკვირდებოდა. როდესაც კა-
ტერი „მენდაციუმის“ კიჩოსთან მდებარე ფართო ნავმისადგომ
პლატფორმას მიუახლოვდა, უცნობი მამაკაცი მათთან შესახვედ-
რად კიბეებზე დაეშვა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ხომალდზე, დოქ-
ტორო სინსკი! – მზემოკიდებულმა მამაკაცმა ორივე ხელი მე-
გობრულად გაუწოდა სინსკის – ხელისგულები რბილი და გლუვი
ჰქონდა და არა მეზღვაურივით უხეში, – მადლობას მოგახსე-
ნებთ, რომ დამთანხმდით ამ შეხვედრაზე. მომყევით, თუ შეიძლე-
ბა.
გემბანის რამდენიმე სართული აიარეს; სინსკიმ თვალი მოჰ-
კრა ოფისებისმაგვარ ოთახებს, რომლებშიც ხალხი გამალებით
შრომობდა. ამ უცნაურ იახტაზე უამრავი ადამიანი აღმოჩნდა,
თუმცა არც ერთი მათგანი არ ისვენებდა – ყველა მუშაობდა.
„ნეტავ რას აკეთეებენ?“
ისინი კვლავ ზემოთ მიიწევდნენ; ხომალდის ძრავები უეცრად
მთელი სიმძლავრით ამუშავდა. იახტა ადგილიდან დაიძრა და კი-
ჩოს მიღმა აქაფებული კვალი დატოვა.
„სად მივდივართ?“ – ცოტათი შეშფოთდა სინსკი.
– მინდა, პირადად გავესაუბრო დოქტორ სინსკის, – თავის
ჯგუფს უთხრა გარუჯულმა წინამძღოლმა, შეჩერდა და ქალს შე-
ხედა, – თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
ელიზაბეთმა თავი დაუქნია.

480 მკითხველთა ლიგა


– სერ, – მტკიცე ხმით წარმოთქვა ბრიუდერმა, – ჩემი აზრით,
დოქტორი სინსკი გემის ექიმმა უნდა გასინჯოს. მას გარკვეული
სამედიცინო...
– გმადლობთ, თავს მშვენივრად ვგრძნობ, – გააწყვეტინა სინ-
სკიმ, – შეგიძლიათ მენდოთ.
ბოსმა ბრიუდერს მიაპყრო მზერა, შემდეგ მაგიდაზე გაწყო-
ბილ საჭმელ-სასმელზე ანიშნა, რომელსაც ის იყო გემბანზე
შლიდნენ.
– დაისვენეთ, მომაგრდით – ნამდვილად არ გაწყენთ. ძალიან
მალე კვლავ ნაპირზე მოგიწევთ გადასვლა.
შემდეგ ბოსმა აგენტს ზურგი შეაქცია, კაბინეტის მსგავს მდიდ-
რულ კაიუტაში შეუძღვა სტუმარს და ზურგს უკან კარი მიხურა.
– დალევთ რამეს? – ჰკითხა და ბარზე მიუთითა.
ქალმა უარის ნიშნად თავიგააქნია. უჩვეულო გარემოს ათვა-
ლიერებდა. „ვინ არის ეს ადამიანი? აქ რას საქმიანობს?“
კაიუტის მფლობელი ქალს გამომცდელი მზერით აკვირდებო-
და და თან თავის ნიკაპს მსუბუქად ეხებოდა თითებით.
– იცოდით, რომ ჩემი კლიენტი ბერტრან ზობრისტი ვერ-
ცხლისფერთმიან ალქაჯს გიწოდებდათ?
– მისთვის მეც მაქვს რამდენიმე მეტსახელი.
მამაკაცს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს. საწერ მაგიდას-
თან მივიდა და მოზრდილ წიგნზე მიუთითა:
– შეხედეთ, თუ შეიძლება.
ახლოს მისულმა სინსკიმ წიგნს დახედა. „დანტე. „ჯოჯოხეთი“.
უეცრად თვალწინ დაუდგა სიკვდილის შემაძრწუნებელი სახეები,
რომელიც ზობრისტმა მას საერთაშორისო ურთიერთობათა საბ-
ჭოში შეხვედრის დროს აჩვენა.
– ზობრისტმა ეს წიგნი ორი კვირის წინ მაჩუქა. აქ სამახსოვ-
რო ტექსტია.

481 მკითხველთა ლიგა


სინსკიმ წიგნის სატიტულო ფურცელზე ზობრისტის მიერ გაკე-
თებული წარწერა ყურადღებით წაიკითხა.

ძვირფასო მეგობარო! მადლობელი ვარ, რომ მართებული


გზის პოვნაში დამეხმარეთ.
მთელი მსოფლიოც თქვენი მადლიერია.

სინსკის ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.


– რომელი გზის პოვნაში დაეხმარეთ?
– წარმოდგენაც არ მაქვს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, რამდე-
ნიმე საათის წინ არ მქონდა.
– და ახლა?
– ახლა კი ჩემს პროტოკოლში იშვიათი გამონაკლისი დავუშ-
ვი და თქვენ მოგმართეთ.
სინსკის აქამდე დიდი გზა გამოევლო და ნამდვილად არ ჰქონ-
და გამოცანებით საუბრის თავი.
– ბატონო, არ ვიცი, ვინ ხართ და რა ჯანდაბას საქმიანობთ ამ
ხომალდზე, მაგრამ რაღაც-რაღაცეების ახსნა მოგიწევთ: რატომ
მალავდით ადამიანს, რომელსაც მთელი მონდომებით ეძებდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?
სინსკის ამ საკმაოდ ხმამაღლა დასმულ კითხვაზე მამაკაცმა
მშვიდად და ხმადაბლა უპასუხა:
– მესმის, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიზნებს
ვემსახურებოდით, მაგრამ ახლა გირჩევთ, დაივიწყოთ წარსული.
ის გაქრა. ჩვენს უშუალო ყურადღებას, ჩანს, მომავალი იმსახუ-
რებს.
ამ სიტყვებთან ერთად მეხსიერების წითელი ბარათი ამოიღო
და კომპიუტერს მიუერთა, თან სტუმარს ხელით ანიშნა, დამჯდა-
რიყო.

482 მკითხველთა ლიგა


– ეს ვიდეოსიუჟეტი ბერტრან ზობრისტმა დაგვიტოვა იმ იმე-
დით, რომ ამას ხვალ გავასაჯაროებდი.
სინსკიმ პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ ეკრანი ჩაბნელ-
და და წყლის ჩუმი შხაპუნის ხმა გაისმა. შემდეგ სიბნელე გაიფან-
ტა, გადაღების ადგილმა თანდათან სიმკვეთრე შეიძინა... წყლით
სავსე გამოქვაბულის ინტერიერი... რაღაც მიწისქვეშა ტბა... ყვე-
ლაზე უცნაური ის იყო, რომ წყალი თითქოს შიგნიდან ანათებ-
და... უჩვეულო მუქწითელ სინათლეს ასხივებდა.
წყლის შხაპუნის ხმაურის ფონზე კამერა დაიხარა და წყალში
ჩაეშვა, ობიექტივის ცენტრი შლამიანი ფსკერისკენ ჰქონდა მი-
მართული. ფსკერზე მიმაგრებული იყო პრიალა სწორკუთხოვანი
აბრა წარწერით, თარიღითა და სახელით.

ამ ადგილსა და ამ დღეს
მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა.

თარიღი – ხვალინდელი დღე. სახელი – ბერტრან ზობრისტი.


ელიზაბეთ სინსკის შეაჟრჟოლა.
– ეს რა ადგილია?! – დაჟინებით მოითხოვა პასუხი, – ეს სად
ხდება?!
ბოსმა ამ დროს პირველად გამოამჟღავნა ემოცია – იმედგაც-
რუებისა და მღელვარებისგან ღრმად ამოიოხრა.
– დოქტორო სინსკი... ამ კითხვაზე პასუხის მიღებას მე თქვენ-
გან მოველოდი.

მათგან კილომეტრ-ნახევარში, რივა დელი სკიავონის სანაპი-


როდან ზღვის ჰორიზონტი ოდნავ შეიცვალა. დაკვირვებული
თვალი ადვილად გაარჩევდა უზარმაზარ ნაცრისფერ იახტას,
რომელსაც ეს-ესაა აღმოსავლეთით მდებარე ხმელეთის მოგ-
483 მკითხველთა ლიგა
რძო ნაწილი გადმოეკვეთა. იახტა სან-მარკოს მოედნისკენ მო-
ემართებოდა.
„მენდაციუმი“ – გაიფიქრა ფშ-2080-მა და შიშმა აიტანა.
მისი ნაცრისფერი კორპუსი სხვაში არაფერში აგერევა.
ბოსი გვიახლოვდება... დრო თითქმის ამოიწურა.

484 მკითხველთა ლიგა


თავი 71

ლენგდონი, სიენა და ფერისი წყლის სიახლოვეს ხალხით სავ-


სე რივა დელი სკიავონიზე გზას მიიკვლევდნენ, რათა სან-მარ-
კოს მოედანზე სამხრეთიდან მისულიყვნენ, რა მხრიდანაც ის
ზღვას უერთდებოდა.
ტურისტების სიჭარბის გამო გადაადგილება თითქმის შეუძ-
ლებელი იყო. ეს სივიწროვე კლაუსტროფობიით შეპყრობილ
ლენგდონს აუტანელ გარემოს უქმნიდა. ხალხი ძლივძლივობით
მიემართებოდა ორი უდიდესი სვეტისკენ, რათა მისთვის ფოტო-
სურათები გადაეღო. სვეტებს მიღმა სან-მარკოს მოედანი იწყე-
ბოდა.
„ქალაქის ოფიციალური კარიბჭე“, ირონიულად ჩაეცინა ლენ-
გდონს. კარგად იცოდა, რომ ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში
ამ ადგილს, სხვა ყველაფერთან ერთად, საჯაროდ სიკვდილით
დასჯისთვისაც იყენებდნენ.
ერთ სვეტზე წმინდა თეოდორეს უცნაური ფიგურა მოჩანდა –
წმინდანი ამაყად იდგა დრაკონის მკვდარ სხეულთან, რომელიც,
ლენგდონის აზრით, ნიანგს უფრო ჰგავდა, ვიდრე მრისხანე ურ-
ჩხულს.
მეორე სვეტზე ვენეციის სახელგანთქმული სიმბოლო –
ფრთოსანი ლომი აღმართულიყო. ლომს თათი ედო გადაშლილ
წიგნზე, რომელზეც ლათინურად ეწერა: „Pax tibi Marce,
evangelista menus“87 – ამ ფიგურას მრავლად ნახავდით მთელ
ქალაქში. ლეგენდის მიხედვით, ეს სიტყვები ვენეციაში ჩამოსულ
მარკოზს ანგელოზმა უთხრა და აუწყა ისიც, რომ აქ მისი ნეშტი
დაიდებდა ბინას. ვენეციელებმა სათავისოდ გამოიყენეს ეს აპოკ-
რიფი – მახარებლის ნეშტი ალექსანდრიიდან მოიპარეს და სან-

87
„მშვიდობა შენდა, მარკოზ, ჩემო მახარებელო“
485 მკითხველთა ლიგა
მარკოს ბაზილიკაში მოათავსეს. ფრთოსანი ლომი დღემდე ქა-
ლაქის ემბლემად რჩება და მას ქალაქის თითქმის ყოველ კუთხე-
ში შეხვდებით.
ლენგდონმა მარჯვნივ, სან-მარკოს მოედანზე გამავალი სვე-
ტების გასწვრივ, გზაზე მიუთითა:
– თუ ერთმანეთს დავკარგავთ, ბაზილიკის შესასვლელთან
შევხვდეთ.
შეთანხმდნენ და ბრბოს შემოვლით, სწრაფად გაუყვნენ მოე-
დანს დოჟების სასახლის დასავლეთ კედლის გასწვრივ. საყო-
ველთაოდ ცნობილი ვენეციური მტრედები (რომლებსაც, მიუხე-
დავად აკრძალვისა, მაინც აჭმევენ და, როგორც ჩანს, ეს მათ
არავითარ ზიანს აყენებს) მშვიდად კენკავდნენ ტურისტების ფე-
ხებთან დაყრილ ნამცეცებს. დანარჩენები ღია ცის ქვეშ მოწყობი-
ლი კაფეების მაგიდებზე უყურადღებოდ დატოვებულ პურის კა-
ლათებს აფრინდებოდნენ და სმოკინგიან ოფიციანტებს აწუხებ-
დნენ.
ამ დიდებულ პიაცას სხვა ევროპული მოედნებისთვის დამახა-
სიათებელი კვადრატის ფორმა როდი აქვს – ის ლათინური ასო
ლ-ს წააგავს. მისი შედარებით მომცრო ნაწილი, რომელსაც პი-
აცეტას უწოდებენ, ზღვის სანაპიროდან სან-მარკოს ბაზილიკამ-
დე მიდის. შემდეგ მოედანი ოთხმოცდაათი გრადუსით მარცხნივ
უხვევს და იწყება მისი მოგრძო ნაწილი – გადაჭიმული ბაზილი-
კიდან კორერის მუზეუმამდე. რაც უნდა გასაოცარი იყოს, აქ მო-
ედანი სწორკუთხოვანი კი არაა, არამედ არასწორი ტრაპეციის
ფორმა აქვს, რომელიც ბოლოში ვიწროვდება. ამის წყალობით
იქმნება ილუზია (სიცილის ოთახის მსგავსად), რის შედეგადაც
მოედანი შედარებით გრძელი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. უფ-
რო მეტიც – ამ ეფექტს უფრო აძლიერებს ხიდის ფილაქნების მო-
ხატულობა, რომელიც ზუსტად იმეორებს მეთხუთმეტე საუკუნის
სავაჭრო რიგების განლაგებას.
486 მკითხველთა ლიგა
სამეული კვლავ მოედნის ორ ნაწილს შორის მოქცეული კუთ-
ხისკენ მიდიოდა. ლენგდონი პირდაპირ უყურებდა სან-მარკოს
ტაძრის სამრეკლოზე აელვარებული ასტრონომიული საათის მი-
ნის ციფერბლატს. სწორედ ამ ციფერბლატიდან აგდებს ჯეიმს
ბონდი ანტიგმირს მხატვრულ ფილმში „მთვარის მრბოლელი“.
როდესაც შენობებით გარშემორტყმულ მოედანზე შედგა ფე-
ხი, ლენგდონმა მხოლოდ მაშინ შეაფასა სრულად ამ ქალაქის გა-
ნუმეორებელი ღირებულება.
ხმა.
ვენეცია, სადაც არც ერთი ავტომობილი არ დადის, ჩვეულებ-
რივი საგზაო ტრანსპორტისა და მეტროს გარეშე სრულ ნეტარე-
ბაში ცხოვრობს. აქ ვერ გაიგონებ სირენების ხმაურს; ხმოვანი
სივრცე მთლიანად ცოცხალ, ადამიანურ ბგერებს, არამექანიკურ
ხმებს, მტრედების ღუღუნსა და ღია ცის ქვეშ გაშლილი კაფედან
გამომავალ მუსიკას უკავია – სერენადებს, რომლებსაც მევიო-
ლინეები დამსვენებლებისთვის უკრავენ. ვენეცია ხმებით არც
ერთ მსხვილ მსოფლიო ქალაქს არ ჰგავს.
ფილაქნებით მოპირკეთებულ სან-მარკოს მოედანს ჩამავალი
მზე მოგრძო ჩრდილებს ჰფენდა. ლენგდონმა მზერა გადაიტანა
მოედნის თავზე აღმართული სამრეკლოს წვერზე, რომელიც
თავბრუდამხვევი სიმაღლიდან მთელ ვენეციას გადმოჰყურებდა.
წვეროს ქვეშ, აივნებზე ხალხი ირეოდა. მასზე ასვლის ერთმა გა-
ფიქრებამაც კი შეაკრთო, მზერა სასწრაფოდ მოაშორა სამრეკ-
ლოს და ხალხის ზღვას გაჰყვა.

სიენას შეეძლო თავისუფლად დასწეოდა ლენგდონს, თუმცა


ვინაიდან ფერისი ფეხს ითრევდა, მანაც გადაწყვიტა, შუაში ევ-
ლო, რათა ერთიც დაენახა და მეორეც. თუმცა, ახლა მათ შორის
მანძილი გაცილებით გაზრდილიყო და ქალი მოუთმენლად შებ-
487 მკითხველთა ლიგა
რუნდა ფერისისკენ. კაცმა ანიშნა, რომ ცოტა ხნით შეჩერებას
აპირებდა, და ხელი აიქნია, გზა განაგრძეო.
სიენაც ლენგდონს მიჰყვა და ფერისი თვალთახედვიდან და-
კარგა. სიენა ხალხს შორის გზას მიიკვლევდა და თან ფერისის
შესახებ ეჭვი ღრღნიდა... ფიქრობდა, სპეციალურად ითრევს
ფეხს, რომ ჩამოგვრჩესო.
სიენა საკუთარ ინტუიციას ენდობოდა, ასე რომ, ნიშისკენ გა-
დაუხვია და ჩრდილში მოფარებულმა უკან მყოფი ხალხის თვა-
ლიერება დაიწყო.
„სად დაიკარგა?!“
ეტყობოდა, რომ ფერისი აღარც კი ცდილობდა, მათ დასწე-
ოდა. სიენა დიდხანს აკვირდებოდა ხალხის მასას და ბოლოს შე-
ამჩნია – მისდა გასაოცრად, ფერისი ერთ ადგილზე გაჩერებული-
ყო და წელში მოხრილი თავის ტელეფონზე ტექსტს კრეფდა.
„სწორედ იმ ტელეფონზე, რომელზეც მითხრა, ელემენტი და-
უჯდაო!“
მთელი სხეული გამჭოლმა შიშმა დაუსერა. სიენამ იცოდა,
რომ ამ გრძნობას უნდა მინდობოდა.
„მატარებელში მომატყუა“.
უყურებდა და ცდილობდა გამოეცნო, რას აკეთებდა ფერისი.
ფარულად სწერდა ვინმეს ტექსტურ შეტყობინებას? ჩუმად ეძებდა
რამეს ინტერნეტში? ზობრისტის ლექსის ამოხსნას ცდილობდა,
სანამ ამას სიენა და ლენგდონი მოახერხებდნენ?
რაც უნდა ყოფილიყო, ფერისი მათ ატყუებდა.
„ვეღარ ვენდობი“.
სიენამ ძლივს შეიკავა თავი, რომ არ მივარდნოდა და ფაქტზე
არ წაესწრო, თუმცა წამსვე გადაიფიქრა და გადაწყვიტა, კვლავ
ხალხს შერეოდა, სანამ ფერისი მის დანახვას მოასწრებდა. ქალ-
მა ბაზილიკისკენ განაგრძო

488 მკითხველთა ლიგა


გზა, თან თვალებით ლენგდონს ეძებდა. „უნდა გავაფრთხი-
ლო, ფერისს მეტი აღარაფერი უთხრას“.
ბაზილიკამდე ორმოცდაათიოდე ნაბიჯიღა რჩებოდა, როდე-
საც ვიღაცის ხელმა უკნიდან ძლიერად მოქაჩა.
ქალი სწრაფად მოტრიალდა და ფერისს შეეჩეხა.
სახეზე მუწუკებდაყრილი კაცი მძიმედ სუნთქავდა; როგორც
ჩანს, მთელი ძალით ცდილობდა, ხალხით გადაჭედილ მოედანზე
მას დასწეოდა. სასოწარკვეთა ეტყობოდა, რასაც სიენა მანამდე
ვერ ამჩნევდა.
– მაპატიეთ, – ქოშინით ამოთქვა, – ბრბოში დაგკარგეთ.
როდესაც წამით თვალებში შეხედა, სიენამ უკვე ზუსტად იცო-
და:
„რაღაცას მალავს“.
ბაზილიკას მიახლოებულმა ლენგდონმა აღმოაჩინა, რომ მი-
სი ორი თანამგზავრი არსად ჩანდა და გაოცდა. იმ გარემოებამაც
გააკვირვა, რომ ტაძრის შესასვლელთან ტურისტების რიგი არ
იდგა. თუმცა შემდეგ გააცნობიერა, რომ მოსაღამოებულიყო და
ვენეციაში ამ დროს სადილად მირთმეული მაკარონით შეზავებუ-
ლი მსუყე კერძითა და ღვინით გამაძღარ ტურისტთა უმრავლესო-
ბას ნამდვილად არ სურდა ისტორიულ ექსკურსიებზე სიარული,
უპირატესობას მოედნებზე სეირნობას ან ყავის სმას ანიჭებდნენ.
კაცმა იფიქრა, სიენა და ფერისი წუთი წუთზე დამეწევიანო და
მზერა მის წინ მდებარე ბაზილიკის კარებს მიაპყრო. მოჭარბებუ-
ლი სიდიადის წინაშე ერთგვარად დაბნეულ სტუმრებს გახსნილი
ხვდებოდა შენობის ქვედა ნაწილში განლაგებული ხუთი შესას-
ვლელი, ფართოდ გაღებული ბრინჯაოს კარები, სვეტების ჯგუ-
ფებში ჩასმული და კამაროვანი თაღები. სწორედ ამის გამო ბაზი-
ლიკას მეტად სტუმართმოყვარე იერი ჰქონდა.
სან-მარკოს ტაძარი, ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთი
ყველაზე უბრწყინვალესი ნიმუში ევროპაში, აშკარად გამოხატუ-
489 მკითხველთა ლიგა
ლი, ერთდროულად ნაზი და ახირებული ფორმით გამოირჩეოდა.
ნოტრ-დამისა და შარტრის ტაძრებისგან მკვეთრად განსხვავე-
ბულ, ნაცრისფერ, პირქუშ და ცად აზიდულ ვენეციურ ბაზილიკას
შთამაგონებელი და ბევრად მიწიერი იერი ჰქონდა. ის სიგანეში
მეტია, ვიდრე სიმაღლეში და აგვირგვინებს თეთრად შეღებილი
ხუთი ნახევარსფეროსებრი გუმბათი, რომლებიც ერთგვარ მსუ-
ბუქ საზეიმო განწყობას უქმნის მნახველს და რომლებიც გზამ-
კვლევების არაერთ ავტორს საქორწინო ბეზეს ტორტისთვის მი-
უმსგავსებია.
წმინდა მარკოზის ქანდაკება ტაძრის ცენტრალური შესასვლე-
ლის თავზე აღმართულიყო და მისივე სახელობის მოედანს გად-
მოსცქეროდა.
მის ფეხქვეშ მუქლურჯად შეღებილი, წაწვეტებული და ოქროს-
ფერი ვარსკვლავებით მოჭედილი თაღი იყო. ამ შესანიშნავ ფონ-
ზე იდგა ფრთოსანი ლომი – ვენეციის ბრწყინვალე თილისმა.
მათ ქვემოთ ლენგდონმა დაინახა ბაზილიკის ერთ-ერთი ყვე-
ლაზე ცნობილი განძი – ბრინჯაოს უზარმაზარი ცხენების ოთხე-
ული, რომლებსაც სწორედ იმ მომენტში საღამოს მზის სხივები
დასთამაშებდა.
სან-მარკოს ტაძრის ცხენები.
ცხენები თითქოს ყოველ წამს მზად იყვნენ, კვარცხლბეკიდან
მოედანზე გადმომხტარიყვნენ. ეს შეუფასებელი რაშები, ისევე
როგორც ვენეციის მრავალი სხვა საგანძური, კონსტანტინოპო-
ლიდან გამოიტანეს ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ჯვაროსა-
ნი-მძარცველების მიერ მითვისებული ხელოვნების კიდევ ერთი
ნიმუში – მუქი მეწამული ფერის სკულპტურა „ტეტრარქები“ –
ცხენების ქვემოთ, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდება-
რეობს. სხვა ყველაფერთან ერთად, ეს კომპოზიცია ცნობილია
იმითაც, რომ, როდესაც მეცამეტე საუკუნეში ის კონსტანტინოპო-
ლიდან მოჰქონდათ, ერთ-ერთი ტეტრარქის ფიგურას ფეხის ნა-
490 მკითხველთა ლიგა
წილი ჩამოსტყდა. 1960-იან წლებში რაღაც სასწაულით ეს ნატე-
ხი სტამბოლში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას იპო-
ვეს. ვენეციამ მოითხოვა, მისთვის გადაეცათ კომპოზიციის ჩამო-
ტეხილი ნაწილი, თუმცა თურქულმა მხარემ უბრალოდ უპასუხა,
თქვენ სკულპტურა მოიპარეთ – ფეხის ნატეხს კი ჩვენ შევინახავ-
თო.
– მისტერ, თქვენ ყიდვა? – გაისმა ქალის ხმა, რომელმაც ლენ-
გდონი აიძულა, დაბლა დაეხედა.
ბოშა გოგონას ხელში ვენეციური ნიღბებით დახუნძლული
მოგრძო ხელჯოხი ეკავა. მათი უმრავლესობა პოპულარულ
ვოლტო ინტერო-ს სტილის იყო: სტილიზებული, თეთრი სახეები,
რომლებსაც კარნავალების დროს ხშირად ატარებდნენ ქალები.
ასევე აქ იყო სახის ნახევრად დასაფარი მხიარული ნიღბები – კო-
ლომბინები, რამდენიმე ბაუტა – წაწვეტებული ნიკაპით, და მო-
რეტა, რომელსაც სამაგრი ლენტები არ ჰქონდა. თუმცა ლენგდო-
ნის ყურადღება მიიპყრო არა ფერადმა ნაკეთობებმა, არამედ მო-
შავო-მონაცრისფრო ნიღაბმა, რომელიც ზედ ჯოხის წვერზე ეკი-
და: მოგრძო ნისკარტის ზემოდან მკვდარი თვალები თითქოსდა
ავბედითად დაჰყურებდნენ პირდაპირ მას.
„ქოლერის ექიმბაში“. ლენგდონმა ნიღბებს თვალი მოარიდა,
რადგან ნამდვილად არ სჭირდებოდა იმის შეხსენება, რისთვის
იყო ვენეციაში ჩამოსული.
– თქვენ ყიდვა? – გაუმეორა ბოშამ.
ლენგდონმა ოდნავ გაიღიმა და თავი უარის ნიშნად გაიქნია:
– Sono molto belle, ma no, grazie.88
მოვაჭრემ გზა გააგრძელა. ლენგდონმა თვალი გააყოლა ქო-
ლერის მზაკვრულ ნიღაბს,რომელიც ხალხის თავს ზემოთ მიქა-

88
ძალიან ლამაზებია, მაგრამ არა, მადლობა.(იტალ.)
491 მკითხველთა ლიგა
ნაობდა. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და კვლავ ბრინჯაოს ცხენებს
ახედა შენობის მეორე სართულზე.
აქ კი მართლაც გაოგნდა.
უეცრად ყველა შემადგენელი ელემენტი – ტაძრის ცხენები,
ვენეციური ნიღბები, კონსტანტინოპოლიდან ყაჩაღურად გამო-
ტანილი ღირებული ნივთები – ერთმანეთს მიუახლოვდნენ და
ხმაურით შეერთდნენ.
– ღმერთო ჩემო, – დაიჩურჩულა, – მივხვდი!

492 მკითხველთა ლიგა


თავი 72

რობერტ ლენგდონი გაოგნებული იდგა.


სან-მარკოს ტაძრის ცხენები!
დეკორატიული სამაგრებით გაწყობილი, მეფურად თავაღე-
რილი ცხენების ამ დიდებულმა ოთხეულმა ლენგდონს უეცრად
სრულიად მოულოდნელი მოგონება გაუღვიძა და სწორედ ამ მო-
გონებამ განუმარტა მას დანტეს სიკვდილის ნიღაბზე წარწერილი
იდუმალი ლექსის საკვანძო ელემენტი.
ერთხელ ლენგდონი ერთმა ცნობილმა პიროვნებამ საქორწი-
ნო წვეულებაზე დაპატიჟა ერთ ისტორიულ ადგილას – ნიუ-ჰემ-
პშირში მდებარე რანიმედის ფერმაში, სადაც დაიბადა ცხენი დან-
სერზ იმიჯი – კენტუკის დერბიში გამარჯვებული. უხვ გასართობ
პროგრამაში ცხენოსანთა ცნობილი ჯგუფის „Behind the mask“-
ის გამოსვლაც შედიოდა – თვალისმომჭრელი სილამაზის ვენე-
ციურ კოსტიუმებსა და volto intero-ს სტილის ნიღბებში გამოწყო-
ბილი ცხენოსნების მიერ შესრულებული განსაცვიფრებელი
სპექტაკლი. მათი კუპრივით შავი ფრისლანდიური ცხენები ყვე-
ლაზე მოსული ტანისანი იყვნენ, მათ შორის რაც ლენგდონს
ოდესმე ენახა. გამაოგნებელი გიგანტები რელიეფური კუნთე-
ბით, გრძელ გრაციოზულ კისერზე დაფენილი ველურად გაშლი-
ლი ფაფრით მინდორზე დაქროდნენ.
ფრისლანდიური ცხენების სილამაზემ იმდენად მოხიბლა
ლენგდონი, რომ შინ დაბრუნებისთანავე ინტერნეტში მოიძია ინ-
ფორმაცია მათ შესახებ და გაიგო, რომ ეს ცხენები საუკეთესო
თვისებებს ავლენდნენ ომებში და სწორედ ამიტომ განსაკუთრე-
ბულ პატივში იყვნენ მეფეთა კარზე, რის გამოც გადაშენებაც კი
დაემუქრა ამ ჯიშს, თუმცა ახლა მათი რიცხვი კვლავ გაზრდილი-
ყო. თავდაპირველად ასეთ ცხენებს ლათინურად Equus
robustus-ს უწოდებდნენ, დღევანდელ სახელწოდებას კი ეს ჯიში
493 მკითხველთა ლიგა
თავის სამშობლოს, ფრისლანდიას უნდა უმადლოდეს. ფრის-
ლანდია ისტორიული მხარეა ნიდერლანდებში, სადაც დაიბადა
ბრწყინვალე მხატვარ-გრაფიკოსი მ.კ. ეშერი.
როგორც გაირკვა, სწორედ ფრისლანდიური ცხენების ძლი-
ერი წინაპრები იქცნენ შთაგონების წყაროდ იმ მოქანდაკისთვის,
რომელმაც ვენეციის ტაძრის ველური სილამაზის ბრინჯაოს ცხე-
ნები შექმნა. სწორედ ამ სკულპტურების მშვენიერების გამო (რო-
გორც ვებგვერდზე ეწერა) „ბევრი ცდილობდა მათი ავტორობის
მითვისებას“.
ლენგდონს ყოველთვის მიაჩნდა, რომ ეს საეჭვო პატივი გენ-
ტის საკურთხეველს ეკუთვნოდა და ამის დასაზუსტებლად „ხე-
ლოვნების ნიმუშთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კვლევი-
თი ასოციაციის“ ვებგვერდს ეწვია. მსგავს დანაშაულთა დეტალუ-
რად გაწერილ ცხრილს გვერდზე ვერ მიაგნო, თუმცა დაარქივე-
ბული სახით იყო განთავსებული ინფორმაცია იმ
ქანდაკებებზე, რომლებიც მოიპარეს ან გაძარცვეს.
ბრინჯაოს ცხენების ოთხეული მეოთხე საუკუნეში უცნობმა
ბერძენმა მოქანდაკემ კუნძულ ქიოსზე ჩამოასხა, სადაც იმ
დრომდე დარჩა, სანამ იმპერატორ თეოდოსი მეორის დროს
კონსტანტინოპოლში არ წაიღეს იპოდრომზე დასაყენებლად.
შემდეგ, მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც ვე-
ნეციელებმა კონსტანტინოპოლი გაძარცვეს, ვენეციის მმარ-
თველმა დოჟმა განკარგულება გასცა, ოთხი ძვირფასი ქანდაკება
საზღვაო გზით ვენეციაში ჩამოეტანათ: ბრძანების შესრულება
თითქმის შეუძლებელი იყო ქანდაკებების ზომისა და წონის გამო.
მიუხედავად ამისა, ცხენები მაინც ჩამოიტანეს ვენეციაში და 1254
წელს სან-მარკოს ტაძრის ფასადზე მოათავსეს.
ამ ამბიდან ხუთას წელზე მეტი გავიდა და 1797 წელს ნაპოლე-
ონმა ვენეცია დაიპყრო. მან ცხენები საფრანგეთში წაიღო და სა-
ზეიმოდ აღამართვინა ტრიუმფალურ თაღზე. 1815 წელს, ვატერ-
494 მკითხველთა ლიგა
ლოოს ბრძოლაში ნაპოლეონის დამარცხებისა და მისი გაძევე-
ბის შემდეგ ცხენები ტრიუმფალური თაღიდან ჩამოხსნეს და ბარ-
ჯით კვლავ ვენეციაში დააბრუნეს, სადაც ისინი სან-მარკოს ბაზი-
ლიკის წინა აივანზე განათავსეს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ამ ცხენების ისტორია იცო-
და, ლენგდონის ყურადღება ასოციაციის ვებგვერდზე ერთმა ერ-
თობ საინტერესო პასაჟმა მიიპყრო.
დეკორატიული სამაგრები ცხენებს ვენეციელებმა ჩამოჰკი-
დეს 1204 წელს, რათა ქანდაკებების კისრებზე გადანაჭერი ადგი-
ლები დაეფარათ. კონსტანტინოპოლიდან ვენეციაში ზღვით გა-
დატანა რომ გაადვილებოდათ, ცხენებს თავები დასჭრეს.
დოჟმა განკარგულება გასცა, რომ სან-მარკოს ცხენებისთვის
თავები დაეჭრათ? – ეს ლენგდონს წარმოუდგენლად ეჩვენებო-
და...

– რობერტ! – მოესმა სიენას ხმა.


ლენგდონი ფიქრებიდან გამოერკვა და მიტრიალდა. სიენა
მისკენ მოიწევდა, გვერდით ფერისი მოჰყვებოდა.
– ეს ცხენებია ლექსში ნახსენები! – აღელვებულმა შესძახა
ლენგდონმა, – ყველაფერს მივხვდი!
– რაო? – გაოცდა სიენა.
– ჩვენ ხომ ვერაგ დოჟს ვეძებთ, თავები რომ დასჭრა ცხენებს?
– დიახ. მერე?
– ცოცხალ ცხენებზე არაა, – ლენგდონმა ზემოთ, ტაძრის ფა-
სადზე მიუთითა, სადაც ბრინჯაოს ოთხეული თვალისმომჭრე-
ლად ირეკლავდა ჩამავალი მზის სინათლეს, – ის ამ ცხენებს გუ-
ლისხმობდა!

495 მკითხველთა ლიგა


თავი 73

„მენდაციუმის“ ბორტზე, ბოსის კაბინეტში ხელებაცახცახებუ-


ლი დოქტორი სინსკი ვიდეოსიუჟეტს უყურებდა. მას უამრავი სა-
შინელება ენახა ცხოვრებაში, მაგრამ ბერტრან ზობრისტის
თვითმკვლელობამდე გადაღებული ამ აუხსნელი ფილმის ცქე-
რამ და მოსალოდნელი სასიკვდილო საფრთხის გაცნობიერებამ
ქალი შეაძრწუნა.
ეკრანზე გამოსახული მიწისქვეშეთის სველ კედელზე ნისკარ-
ტიანი ადამიანის ჩრდილი იტალღებოდა. ჩრდილი ლაპარაკობ-
და და სიამაყით აღწერდა ინფერნოს – თავის უდიადეს ქმნილე-
ბას, რომელსაც მოსახლეობის შემცირების გზით მსოფლიო უნდა
გადაერჩინა.
„ღმერთო გვიხსენი!“ – გაიფიქრა სინსკიმ, ხოლო გაბზარული
ხმით ეს თქვა: – ჩვენ უნდა მოვნახოთ ეს მიწისქვეშა გამოქვაბუ-
ლი. იქნებ ჯერ კიდევ არაა გვიან.
– ცქერა განაგრძეთ, – თქვა ბოსმა, – უარესი წინ გელოდე-
ბათ.
უეცრად, მღვიმის სველ კედელზე დაცემული ნიღბის ჩრდილი
გაიზარდა, უზარმაზარი გახდა და მოულოდნელად კადრში ფიგუ-
რა გამოჩნდა.
სინსკიმ სრული სახით დაინახა ქოლერის ექიმბაში: შავი მო-
სასხამითა და შემაძრწუნებელი, ნისკარტიანი ნიღბით. ექიმბაში
პირდაპირ კამერისკენ მოდიოდა, ბოლოს მისმა საზარელმა გა-
მოსახულებამ მთელი ეკრანი დაიკავა.
– ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი, – წარმოთქვა მან
ჩურჩულით, – განკუთვნილია მათთვის, ვინც მორალური კრიზი-
სის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე დგას.

496 მკითხველთა ლიგა


სინსკის სიცივემ დაუარა. სწორედ ეს სიტყვები დაუტოვა ზობ-
რისტმა ნიუ-იორკის ავიაკომპანიის თაროზე, ერთი წლის წინ,
როდესაც შეხვედრიდან გამოექცა მას.

– მე ვიცი, – აგრძელებდა ქოლერის ექიმბაში, – მავანნი ურ-


ჩხულს მიწოდებენ, – აქ პაუზა გააკეთა და სინსკი მიხვდა, რომ
იგი მას მიმართავდა: – მე ვიცი – მავანს უგულო და უსინდისო,
მდაბალ მხეცად მივაჩნივარ, რომელიც სახეს ნიღაბში მალავს, –
კიდევ უფრო მიუახლოვდა კამერას, – მაგრამ მე უსახო ანონიმი
არ ვარ, არც – უგულო.

ამ სიტყვებით ზობრისტმა ნიღაბი მოიხსნა, კაპიუშონი თავი-


დან გადაიძრო და სახე გამოაჩინა. ნაცნობი მწვანე თვალების
დანახვაზე ქალი გაშეშდა. ბოლოს ეს თვალები საერთაშორისო
ურთიერთობათა საბჭოს ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ნახა.
ეკრანზე ეს თვალები ისეთივე ვნებით იყვნენ ანთებულნი, მაგრამ
ახლა მათში რაღაც ახალიც შეიმჩნეოდა – შეშლილის ფანატიზ-
მი.

– მე ბერტრან ზობრისტი მქვია, – განაგრძო მან კამერაზე


თვალმოუშორებლად, – და აი, ჩემი სახეც, რომელსაც არაფერი
ფარავს, – დაე, მთელმა მსოფლიომ ნახოს. ჩემი სული კი... რომ
შემეძლოს ამოვიღო ჩემი მხურვალე გული და ხელში დავიკავო,
როგორც ამორს ეკავა ბეატრიჩესთვის აძგერებული, დანტეს ალ-
მოდებული გული, – თქვენ დაინახავდით, რომ სიყვარულით ვარ
გაჟღენთილი. ძლიერი სიყვარულით... თითოეული თქვენთაგა-
ნის, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით – ერთადერთი ადა-
მიანის მიმართ.
ზობრისტმა ნაბიჯი წინ გადადგა, აღელვებული სახით შეხედა
ობიექტივს და ნაზი ხმით განაგრძო ლაპარაკი.
497 მკითხველთა ლიგა
– ჩემო ანგელოზო... ჩემო საგანძურო. შენ ჩემი ნეტარება და
ყველა ცოდვისგან ხსნა ხარ. შენით მტკიცდება ყველა ჩემი სათ-
ნოება, შენ ჩემი გადამრჩენელი ხარ. შენი სიშიშვლე ჩემს სარე-
ცელს ათბობდა, შენი უნებლიე ხელშეწყობით მოვახერხე უფ-
სკრულის გადალახვა, სამომავლო მიღწევებისთვის ძაალები
მოვიკრიბე.

სინსკი ზიზღით უყურებდა მას.

– მფარველო ანგელოზო, – აგრძელებდა ზობრისტი სევდიანი


ჩურჩულით, რომელიც მთელ მიწისქვეშეთს ექოდ ეფინებოდა, –
შენ ხარ ჩემი კეთილი გენიოსი და მიმართულების მომცემი, ერ-
თდროულად ვერგილიუსი და ბეატრიჩე, და ეს ქმნილება, რო-
გორც ჩემი, შენიცაა. და თუ ჩვენ იმ უიღბლო წყვილთა ბედს გა-
ვიზიარებთ, რომელთაც საუკუნოდ არ უწერიათ შეერთება, ჩემი
ნუგეში ისაა, რომ მომავალს შენს მზრუნველ ხელებში ვტოვებ.
ჩემი შრომები აქ, ქვემოთ, დასრულებულია. დადგა დრო, აღვიდე
მთიან სამყაროში... და კვლავ ვიხილო მნათობი.

ზობრისტი გაჩუმდა და სიტყვა „მნათობი“ გვირაბს ყრუ ექოდ


მოედო. შემდეგ, საკმაოდ მშვიდად, ზობრისტმა კამერისკენ ხე-
ლი გაიწოდა და გამორთო.
ეკრანი ჩაქრა.
– სად შეიძლება ეს მიწისქვეშეთი არსებობდეს, – ეკრანი გა-
მორთო ბოსმა, – წარმოდგენაც კი არ გვაქვს. თქვენ?
სინსკიმ თავი გააქნია. აქამდე მსგავსი არაფერი ენახა. რო-
ბერტ ლენგდონი გაახსენდა: იქნებ მან შეძლო ზობრისტის რებუ-
სებში გარკვევა?
– არ ვიცი, ეს რამეში დაგეხმარებათ თუ არა, – განაგრძო ბოს-
მა, – მაგრამ, ვფიქრობ, ვიცი, ვისთანაც ჰქონდა ზობრისტს გაბ-
498 მკითხველთა ლიგა
მული სასიყვარულო კავშირი. ამ ადამიანს კოდური სახელი აქვს:
„FS-2080“.
სინსკი ადგილზე შეხტა.
– FS-2080?!
ის განცვიფრებული შეაცქერდა არანაკლებ გაოგნებულ ბოსს.
– განა რამეს გეუბნებათ ეს სახელი?
სინსკიმ თავი დაუქნია, თან თითქოს არც სჯეროდა:
– ძალიან ბევრს.
გულს ბაგაბუგი გაუდიოდა. არ იცოდა, კონკრეტულად ვინ
იმალებოდა ამ შიფრის მიღმა, მაგრამ ის კი კარგად უწყოდა, რა-
საც აღნიშნავდა ეს კოდური სახელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-
ნიზაციას უკვე დიდი ხანია რაც აღრიცხვაზე ჰყავდა აყვანილი
მსგავსი სახელების მქონენი.
– ტრანსჰუმანისტების მოძრაობა... გსმენიათ რამე მათ შესა-
ხებ?
ბოსმა თავი გააქნია.
– მარტივად რომ ვთქვათ, – დაიწყო ახსნა სინსკიმ, – ტრან-
სჰუმანიზმიარის ფილოსოფია, რომელიც ამტკიცებს, რომ ხალ-
ხმა უნდა გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტექნო-
ლოგია, რათა ჩვენი მოდგმა გააძლიეროს. „გადარჩება ყველაზე
ძლიერი“.
ბოსმა მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა, მერე რაო.
– უმრავლეს შემთხვევაში, – განაგრძო სინსკიმ, – ტრანსჰუ-
მანისტების მოძრაობის წევრები შეგნებული ხალხია: ეთიკურად
მოაზროვნე მეცნიერები, ფუტუროლოგები, მეოცნებეები; მაგ-
რამ, როგორც ბევრ სხვა მოძრაობაში, აქაცაა პატარა, მაგრამ
მებრძოლი ფრაქცია, რომელსაც მიაჩნია, რომ მოვლენები უნდა
დაჩქარდეს. არიან აპოკალიფსურად მოაზროვნეები, რომლებიც
ფიქრობენ, რომ ახლოვდება კაცობრიობის აღსასრული და ვინ-

499 მკითხველთა ლიგა


მემ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს, რათა ჩვენი მოდგმის მო-
მავალი იხსნას.
– და ბერტრან ზობრისტი ამ ადამიანთაგან ერთ-ერთია?
– სწორედაც, – დაუდასტურა სინსკიმ, – ის მათი ლიდერი იყო.
განსაკუთრებული მახვილგონიერების გარდა, მას უზარმაზარი
პიროვნული მიზიდულობა გააჩნდა და თავისი აპოკალიფსური
ხასიათის სტატიების შედეგად ტრანსჰუმანისტების ყველაზე აქ-
ტიური წევრების კერპად იქცა. დღეს მისი ფანატიკოსი მიმდევრე-
ბი კოდურ სახელებს ირქმევენ. ძირითადად ერთი ყალიბია: ორი
ასო და ოთხი ციფრი. მაგალითად, DG-2064, BA-2105 ან თქვენ
მიერ ნათქვამი სახელი.
– FS-2080.
სინსკიმ თავი დაუქნია.
– ეს კოდური სახელი მხოლოდ ტრანსჰუმანისტს შეიძლება
ეკუთვნოდეს.
სინსკიმ კომპიუტერზე მიანიშნა:
– ჩართეთ ბრაუზერი და გაჩვენებთ.
ბოსი ეჭვნარევი სახით მიუახლოვდა კომპიუტერს და ეკრანზე
საძიებო ფანჯარა გახსნა.
– ჩაწერეთ FM-2030, – თქვა სინსკიმ და გვერდით მიუჯდა.
ბოსმა კლავიატურაზე FM-2030 აკრიფა და ეკრანზე ათასო-
ბით ვებგვერდი გამოჩნდა.
– ნებისმიერს დააწექით, – უკარნახა სინსკიმ.
ბოსმა ზემოდან პირველს დააჭირა და ვიკიპედიის გვერდი გა-
იხსნა. სტატიას სიმპათიური ირანელი მამაკაცის, სახელად – ფე-
რეიდუნ მ. ესფანდიარის ფოტოსურათი ახლდა. კაცს სტატიის ავ-
ტორი ახასიათებდა, როგორც მწერალს, ფილოსოფოსს, ფუტუ-
როლოგსა და ტრანსჰუმანიზმის მოძრაობის დამაარსებელს. ავ-
ტორის სიტყვებით, 1930 წელს დაბადებულმა ფერეიდუნმა ტრან-
სჰუმანიზმის ფილოსოფიის მიღწევები ფართო საზოგადოების-
500 მკითხველთა ლიგა
თვის ხელმისაწვდომი გახადა და შორსმჭვრეტელურად იწინას-
წარმეტყველა ხელოვნური განაყოფიერება, გენური ინჟინერიის
შექმნა და გლობალიზაცია.
ვიკიპედიის თანახმად, ესფანდიარის ყველაზე თამამი მტკიცე-
ბულება ის გახლდათ, რომ ახალი ტექნოლოგიები მას საშუალე-
ბას მისცემდა, მის თაობაში იშვიათ ასაკამდე – ას წლამდე ეცოც-
ხლა. თავისი ეს რწმენა იმით გამოხატა, რომ ნამდვილი სახელი
კოდური სახელით – FM-2030 შეიცვალა: საამისოდ მან თავისი
ორი სახელის ინიციალები აიღო და დაუმატა ის წელი, რომელ-
შიც მას საუკუნე უნდა შესრულებოდა. თუმცა მან თავის მიზანს
ვერ მიაღწია – სამოცდაათი წლის ასაკში პანკრეასის კიბოთი
გარდაიცვალა. თუმცა დღესაც, მის პატივსაცემად აქტიური ტრან-
სჰუმანისტები მსგავს კოდურ სახელებს ირქმევენ.
ბოსმა სტატია ბოლომდე ჩაიკითხა და წამოდგა, ფანჯარასთან
მივიდა და საკმაოდ დიდხანს უემოციო სახით გასცქეროდა
ზღვას.
– ესე იგი, – დაიჩურჩულა ბოლოს, თითქოს ხმამაღლა ფიქ-
რობსო, – ბერტრან ზობრისტსა და FS-2080-ის სიყვარული...
ტრანსჰუმანიზმის ნიადაგზე აღმოცენდა?
– ეჭვგარეშეა, – დაუდასტურა სინსკიმ, – სამწუხაროდ, არ ვი-
ცი ვინ დგას FS-2080-ის სახელის მიღმა, თუმცა...
– და აი, მთავარს მივაღწიეთ, – შეაწყვეტინა ბოსმა, თან
კვლავინდებურად შორეთს გასცქეროდა, – მე ვიცი მისი ვინაობა.
დანამდვილებით ვიცი, ამ სახელის მიღმა ვინც დგას.

501 მკითხველთა ლიგა


თავი 74

„აქ ჰაერიც კი ოქროსი გეჩვენება“.


ლენგდონი უამრავ დიდებულ ტაძარს სწვეოდა, თუმცა ვერა-
ფერი შეედრებოდა იმ განუმეორებელ ატმოსფეროს, რომელიც
Chiesa d´Oro-ში („ოქროს ტაძარი“ – ასე უწოდებდნენ სან-მარ-
კოს ტაძარს) სუფევდა. აქაურობა მას ყოველთვის განუმეორებ-
ლად ეჩვენებოდა. ასწლეულების მანძილზე სჯეროდათ, რომ
ადამიანს მხოლოდ ეს ჰაერიც რომ შეესუნთქა, გამდიდრდებო-
და. ამ სიტყვებში არა მხოლოდ მეტაფორულ, არამედ პირდაპირ
მნიშვნელობასაც დებდნენ.
ტაძრის შიდა მოპირკეთებაზე რამდენიმე მილიონი ძველებუ-
რი ოქროს ფირფიტაა გამოყენებული და ამიტომ მიაჩნდათ, რომ
ტაძარში მოციმციმე მტვერი სინამდვილეში ამ ოქროს მტვერია.
ამ მტვრით გაჯერებული ჰაერი დასავლეთით მდებარე ფანჯრი-
დან შემოსულ მზის მკვეთრ სინათლეზე ატმოსფეროს განსაკუთ-
რებულ სისავსეს ანიჭებდა, იმავდროულად, კეთილმსახურ ქრის-
ტიანებს სულიერი სიმდიდრის პოვნაშიც ეხმარებოდა. და თუ
ღრმად ჩაისუნთქავდნენ, სამყაროს სიმდიდრესაც შეიძენდნენ
შინაგანად ამსუბუქებულნი და ოქროსფერი სინათლით ავსებულ-
ნი.
დასავლეთ ფანჯრიდან შემოსული საღამოს მზის სხივები ლენ-
გდონის თავს ზემოთ თითქოს ფართო, მოკაშკაშე მარაოს ანდა
გაბრწყინებული აბრეშუმის ფარდულს ქმნიდა. გაკვირვებისგან
პირღია ლენგდონმა იგრძნო, რომ გვერდით მდგარ სიენასა და
ფერისსაც ასეთივე შთაბეჭდილება დაუტოვა ტაძარმა.
– ახლა საით? – ჩურჩულით ჰკითხა სიენამ.
ლენგდონმა ზევით მიმავალ კიბეზე ანიშნა. ტაძრის მეორე
სართულზე განთავსებულ სამუზეუმო ნაწილში სან-მარკოსადმი
მიძღვნილი ცხენები გამოეფინათ. ლენგდონი ფიქრობდა, რომ
502 მკითხველთა ლიგა
სწორედ ეს დაეხმარებოდათ ცხენებისთვის თავების დამჭრელი
დოჟის ვინაობის დადგენაში.
კიბეზე ასვლისას ლენგდონმა შეამჩნია, რომ ფერისს კვლავ
უჭირდა სუნთქვა. სიენამ კი, როგორც იქნა ლენგდონის მზერა
დაიჭირა, რასაც უკვე რამდენიმე წუთია ცდილობდა. გამაფრთხი-
ლებელი გამომეტყველებით ფარულად გაიქნია თავი ფერისის
მიმართულებით და ტუჩები აამოძრავა – უხმოდ წარმოთქვა სიტ-
ყვები, რომლებიც ლენგდონმა ვერ გაარჩია. და სანამ ლენგდონი
რაიმეს კითხვას მოასწრებდა, ფერისი მისკენ შებრუნდა. სიენამ
მზერა მოსწყვიტა ლენგდონს და ფერისს მიაცქერდა.
– ყველაფერი რიგზეა, დოქტორო? – ვითომც არაფერიო,
ჰკითხა სიენამ.
ფერისმა თავი დაუკრა და ნაბიჯს აუჩქარა.
„უნიჭიერესი მსახიობია, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ნეტავ
რის თქმა უნდოდა ჩემთვის?“
მეორე სართულიდან მთელი ბაზილიკა ხელისგულივით გა-
დაეშალათ. ბერძნული ჯვრის ფორმის მქონე ტაძარი დაგეგმარე-
ბით კვადრატს უფრო ჰგავდა, ვიდრე წმინდა პეტრეს წაგრძელე-
ბულ ტაძარს, ანდა ნოტრ-დამს. ნართექსსა89 და საკურთხეველს
შორის მანძილი აქ გაცილებით მოკლე იყო და ეს სან-მარკოს ტა-
ძარს პირქუშ და მტკიცე იერს აძლევდა. თითქოს საკურთხეველს
ხელით მისწვდებოდი. თუმცა არა აბსოლუტური ხელმისაწვდო-
მობის: ტაძრის საკურთხეველი განთავსებული იყო სვეტებიანი
მიჯნის მიღმა, რომლის თავზეც საკმაოდ შთამბეჭდავი ჯვარცმა
იყო დამაგრებული. საკურთხეველი ოქროსფრად ანათებდა სა-
კურთხეველზე დაბრძანებული გასაოცარი ბარძიმის წყალობით.

89
ნართექსი (გვიანდ. ლათ. Nathex) - ქრისტიანული ტაძრის შესასვლელი
სათავსი, რომელიც მას აკრავს, ჩვეულებრივ, დასავლეთის მხარეზე.
განკუთვნილი იყო მთთვის, ვისაც მლოცველთა მთავარ სადგომში შესვლის
უფლება არა ჰქონდა.
503 მკითხველთა ლიგა
ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გამოსახულებას სახელგანთქმული
– Pala d´Oro წარმოადგენს. ამ ფართო ზომის „ოქროს ქსო-
ვილს“, რომელიც მოოქრული ვერცხლისგან არის დამზადებული
– ქსოვილი მხოლოდ იმ გაგებით ეწოდება, რომ ხელოვნების ეს
ნიმუში „მოქსოვილია“ გასული საუკუნეების ოსტატების ნამუშევ-
რებისგან, უმთავრესად, ბიზანტიული მინანქრისგან და ერთიან
გოთიკურ კარკასადაა შეკრული. დაახლოებით სამასიოდე მარ-
გალიტით, ოთხასი ძოწის თვლით, სამასი საფირონით, ზურმუხ-
ტით, ამეთვისტოსა და ლალის ქვით მოკაზმული Pala d´Oro, სან-
მარკოს ცხენებთან ერთად ვენეციის ერთ-ერთ საოცრებად ით-
ვლება.
არქიტექტურული თვალსაზრისით, ბაზილიკა ევროპაში ან და-
სავლეთის სხვა ქვეყნებში აღმოსავლური, ბიზანტიური სტილით
აგებული ტაძარია. წმინდა მოციქულთა სახელობის იუსტინია-
ნელთა ბაზილიკის მიხედვით აგებული ვენეციური ტაძარი იმდე-
ნად აღმოსავლური სტილისაა, რომ არცთუ იშვიათად გზამკვლე-
ვებში მითითებულია, ამ ტაძრის მონახულება თურქული მეჩეთე-
ბის (რომელთა უმრავლესობა წარსულში ბიზანტიური ტაძრები
იყო და დღეს მუსლიმურ სალოცავებს წარმოადგენს) მონახულე-
ბის ტოლფასიაო.
ლენგდონი, ცხადია, ვერასდროს შეადარებდა სან-მარკოს ტა-
ძარს თურქეთის შთამბეჭდავ მეჩეთებს, მაგრამ მზად იყო, ეღია-
რებინა, რომ ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე დიდი მოყვარუ-
ლიც კი კმაყოფილი დარჩება, თუ ერთხელ მაინც მოხვდება ტაძ-
რის განძთსაცავში, რომელიც მარჯვენა ტრანსეპტის90 მიღმა
მდებარეობს და რომელშიც დაცულია 283 ნივთისგან შემდგარი
ბრწყინვალე კოლექცია: ხატები, ძვირფასეულობა, ზიარების

90
ტრანსეპტი - განივი ნავი(ცენტრალური ნაწილი) ბაზილიკისებური ან
ჯვრისებრი გეგმის მქონე ტაძრებში, ეკლესიებში.
504 მკითხველთა ლიგა
ბარძიმები – ეს ყველაფერი კონსტანტინოპოლის გაძარცვის შე-
დეგია.
ლენგდონმა შვება იგრძნო, რადგან ბაზილიკაში ახლა იმდენი
ხალხი არ იყო, რამდენიც ჩვეულებრივ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ტურისტები, ცხადია, ბევრნი იყვნენ, თუმცა გასავლელი ადგილი
მაინც რჩებოდა. ლენგდონი ხან ხალხის მასაში მიიკვლევდა
გზას, ხან გარს უვლიდა მათ და ასე მიუძღოდა სიენას და ფერისს
დასავლეთის ფანჯრისკენ, სადაც აივანზე გასვლას და ცხენების
შეთვალიერებას მოახერხებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლენ-
გდონს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ დოჟის ვინაობა დაადგინა, მა-
ინც ღელავდა: რა გზებით უნდა მიეღწია ამ დოჟთან? რა იგულის-
ხმებოდა მის ადგილსამყოფელში? მისი აკლდამა? ქანდაკება? აქ
ალბათ ვინმეს დახმარება დასჭირდებოდა: ტაძრის მთავარ სა-
თავსოში, მის ქვემოთ მდებარე საძვალესა და სარკოფაგებს ზე-
მოთ, ჩრდილოეთის ტრანსეპტში ასობით ქანდაკება ინახება.
ახალგაზრდა ექსკურსიამძღოლი ქალი შენიშნა, დაელოდა,
როდის მორჩებოდა საუბარს და თავაზიანად ჰკითხა:
– უკაცრავად, ეტორე ვიოს ნახვა შემიძლია?
– ეტორე ვიო? – ქალმა ლენგდონს უცნაურად შეხედა, – si,
certo, ma…91 – ის ჯგუფს გამოეყო და მზერა გაუნათდა, – Lei e
Robert Langdon, vero?!92
ლენგდონმა დიდსულოვნად გაიღიმა:
– Si, sono io.93 შეიძლება რომ ეტორეს გავესაუბრო?
– Si, si! – ქალმა ჯგუფს ხელით ანიშნა, წუთით დაიცადეთო და
ჩქარი ნაბიჯით თვალს მიეფარა.

91
დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ.(იტალ.)
92
თქვენ რობერტ ლენგდონი ხართ, რა?(იტალ.)
93
დიახ, მე გახლავართ.(იტალ.)
505 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი და ეტორე ვიო – მუზეუმის კურატორი – ერთხელ
ბაზილიკისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში ერთად გადა-
იღეს. მას შემდეგ ერთმანეთს ხშირად ეკონტაქტებოდნენ.
– ეტორემ ბაზილიკის შესახებ წიგნი დაწერა, – აუხსნა სიენას
ლენგდონმა, – თანაც, რამდენიმე წიგნი.
სანამ ლენგდონი ცხენების სანახავად ზედა სართულზე, და-
სავლეთის ფანჯრისკენ თანამგზავრებს მიუძღოდა, სიენას ფერი-
სის ამბავი არა და არ ასვენებდა. ფანჯარას მიაღწიეს და გაიხე-
დეს – ცხენების დაკუნთული გავები გამოჩნდა. აივანზე მოსეირნე
ტურისტები ცხენებს ახლოდან ათვალიერებდნენ და სან-მარკოს
მოედნის შთამბეჭდავი პანორამით ტკბებოდნენ.
– აი, ისინიც! – წამოიძახა სიენამ და აივნის კარისკენ დაიძრა.
– არც მთლად, – შენიშნა ლენგდონმა, – ეგ ცხენები მხოლოდ
და მხოლოდ ასლებია. სან-მარკოს ადმინისტრაცია ცხენებს
უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით შენობის შიგნით ინახავს.
ლენგდონი სიენას და ფერისს შენობის კარგად განათებული
ნაწილის დერეფანში გაუძღვა, სადაც აგურის თაღების ფონზე
ასეთივე ოთხი ცხენი თითქოსდა მათკენ მონავარდობდა.
– ესეც ორიგინალები, – ლენგდონმა თანამგზავრებს აღ-
ფრთოვანებულმა წარუდგინა ქანდაკებები.
ამ ცხენების ახლოდან დათვალიერებისას ზედაპირის ფაქტუ-
რისა და მუსკულატურის დეტალიზაციის შემხედვარე ლენგდონი
აღფრთოვანებას ვერასდროს მალავდა. შთაბეჭდილებას მხო-
ლოდ და მხოლოდ აძლიერებდა ოქროსფერ-მწვანე ნადები, რო-
მელიც სკულპტურის ბრინჯაოს ზედაპირს ფარავდა. მრავალ
ქარცეცხლგამოვლილი, თუმცა კარგად შენახული ცხენების
ხილვა ლენგდონს მუდამ ახსენებდა, რა აუცილებელია ხელოვ-
ნების დიდებულ ნიმუშებს ფრთხილად მოვეპყროთ.

506 მკითხველთა ლიგა


– საყელოები, – სიენამ ცხენების კისრებზე შემოხვეულ დეკო-
რატიულ სამაგრებზე მიანიშნა, – როგორ თქვით? ამით გადაჭ-
რის კვალი დაფარეს?
– დიახ, უეჭველად, – დაუდასტურა ლენგდონმა, თან იქვე და-
კიდებული საინფორმაციო აბრისკენ გაემართა.
– რობერტო! – მათ ზურგს უკან დასჭექა მეგობრულმა ხმამ, –
პირდაპირ შეურაცხყოფილი ვარ!
ლენგდონი მოტრიალდა – ხალხში მისკენ გზას მოიკვლევდა
ეტორე ვიო – მკვირცხლი ჭაღარა მამაკაცი, რომელსაც ნაცრის-
ფერი კოსტიუმი ეცვა და სათვალე ეკეთა გვერდით მიმაგრებული
ძეწკვით.
– როგორ გაბედეთ ჩემს ვენეციაში მოსვლა ისე, რომ არც კი
დამირეკეთ?
ლენგდონმა ხელი ღიმილით ჩამოართვა.
– სიურპრიზები მიყვარს, ეტორე. კარგად გამოიყურებით. ესე-
ნი ჩემი მეგობრები გახლავან: დოქტორი ბრუკსი და დოქტორი
ფერისი.
ეტორე მათ მიესალმა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, რათა
ლენგდონი კარგად შეეთვალიერებინა.
– ექიმებთან ერთად მოგზაურობთ? ავად ხომ არ ხართ? ასე
რატომ გაცვიათ? იტალიელდებით?
– არც სნეულება შემყრია და არც იტალიელობას ვიჩემებ, –
გაეცინა ლენგდონს, – ამ ცხენების შესახებ ინფორმაცია მჭირდე-
ბა.
– ნუთუ არსებობს რაიმე, რაც სახელგანთქმულმა პროფე-
სორმა არ იცის? – გაიკვირვა ეტორემ.
– ჯვაროსნული ლაშქრობისას ცხენების გადმოტანასა და თა-
ვების მოჭრის შესახებ მჭირდება ინფორმაცია.
ეტორე ვიოს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ლენ-
გდონმა ეს-ესაა გამოაცხადა, დედოფალს ბუასილი სჭირსო.
507 მკითხველთა ლიგა
– ღმერთო ჩემო, რობერტ, – დაიჩურჩულა, – ამის შესახებ
ხომ არასდროს ვლაპარაკობთ. თუ მოჭრილი თავები გაინტერე-
სებთ, შემიძლია გაჩვენოთ სახელგანთქმული თავმოჭრილი კარ-
მანიოლა,94 ანდა...
– ეტორე, უნდა მითხრათ, რომელმა ვენეციელმა დოჟმა ბრძა-
ნა მათთვის თავების დაჭრა.
– მსგავსი არაფერი მომხდარა, – თავს იცავდა ეტორე, – რა
თქმა უნდა, მეც გამიგია ეს ლეგენდა, მაგრამ ისტორიული მტკი-
ცებულება იმისა, რომ რომელიღაც დოჟმა...
– ეტორე, ძალიან გთხოვთ, შემისრულეთ ეს სურვილი, – თქვა
ლენგდონმა, – ეს ლეგენდა რომელ დოჟზეა?
ეტორემ სათვალეები მოირგო და ლენგდონს თვალებში შეხე-
და.
– კეთილი. ლეგენდის თანახმად, ჩვენი უძვირფასესი ცხენები
ვენეციელ დოჟთა შორის ყველაზე გონიერისა და მატყუარას
ბრძანებით გადმოაგზავნეს.
– მატყუარას?
– დიახ. დოჟი, რომელმაც ჯვაროსნულ ლაშქრობაში ყველა
ტყუილის შედეგად ჩართო, – ეტორე გამომცდელად უყურებდა
ლენგდონს, – დოჟმა, რომელმაც ფული სახელმწიფო ხაზინიდან
აიღო თითქოსდა ეგვიპტეში ჩასასვლელად... თუმცა მიზანი შეც-
ვალა და კონსტანტინოპოლი გაძარცვა.
„ნამდვილი სივერაგეა, მე თუ მკითხავთ“, თავისთვის დაას-
კვნა ლენგდონმა.
– და რა ერქვა მას?
ეტორე მოიღუშა.
– რობერტ. მე თქვენ მსოფლიო ისტორიის მცოდნე მეგონეთ.

94
ფრანჩესკო ბუსონე და კარმანიოლა (დაახლ. 1385 – 1432) იტალიელი
კონდოტიერი. ვენეციის ათთა საბჭოს მიერ გამოტანილი განაჩენის
საფუძველზე თავის მოკვეთით დაისაჯა.
508 მკითხველთა ლიგა
– დიახ, თუმცა მსოფლიო დიდია და ისტორია – მრავლისმომ-
ცველი საგანი. თქვენი დახმარება მჭირდება.
– კეთილი, მაშინ უკანასკნელ მინიშნებასაც მოგცემთ.
ლენგდონს უნდოდა შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იგრძნო,
რომ აზრი არ ჰქონდა.
– ამ დოჟმა თითქმის ასი წელი იცოცხლა. და ეს იმ დროის-
თვის ნამდვილი სასწაული იყო. ცრუმორწმუნე ხალხი მის დღეგ-
რძელობას იმით ხსნიდა, რომ მან გაბედა და კონსტანტინოპო-
ლიდან ვენეციაში წმინდა ლუჩიას წმინდა ნაწილები წამოიღო.
ხოლო წმინდა ლუჩიამ თვალისჩინი მაშინ დაკარგა, როდესაც...
– ბრმა კაცს მოჰპარა ძვლები! – წამოსცდა სიენას, თან ლენ-
გდონს შეხედა, რომელსაც აშკარად იმავე აზრმა გაუელვა თავში.
ეტორემ სიენას გაოცებული სახით შეხედა.
– დიახ. შესაძლოა, ასეც ითქვას.
უეცრად ფერისს სახე გაუფითრდა, თითქოს კიბეზე ამდენი სი-
არულისგან ჯერ კიდევ ვერ მოითქვა სულიო.
– ისიც უნდა დავამატო, – განაგრძო ეტორემ, – რომ დოჟს ასე
ძლიერ წმინდა ლუჩია იმიტომ უყვარდა, რომ თავად გახლდათ
ბრმა. ოთხმოცდაათი წლისა იდგა ამ მოედანზე, სრულიად ვერა-
ფერს ხედავდა და ხალხს ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწო-
დებდა.
– ვიცი, ვინც არის, – აღნიშნა ლენგდონმა.
– უცნაურიც კი იქნებოდა, რომ არ გცოდნოდათ! – ღიმილით
გამოეპასუხა ეტორე.
ლენგდონთან, რომლის მხედველობითი მეხსიერება რეალურ
საგნებთან მიმართებით გაცილებით უკეთ მუშაობდა, ვიდრე აბ-
სტარაქტულთან, მოგონება ხელოვნების ნიმუშის – გუსტავ დო-
რეს სახელგანთქმული გრავიურის, გამხდარი ბრმა მოხუცის სა-
ხით გაჩნდა, რომელსაც ხელები წინ ჰქონდა გაწვდილი და ხალ-
ხის მასას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდებდა. ამ გრავიუ-
509 მკითხველთა ლიგა
რის სახელი კარგად ახსოვდა: დანდოლო ჯვაროსნულ ლაშქრო-
ბას ქადაგებს.
– ენრიკო დანდოლო, – გამოაცხადა ლენგდონმა, – დოჟი,
რომელსაც სიკვდილი არაფრით სურდა.
– Finalmentel!95 – წამოიძახა ეტორემ, – შევშინდი კიდეც, ხომ
არ ბერდება-მეთქი.
– ბერდება, ბერდება... სხეულიც და გონებაც. აქ არის დაკრძა-
ლული?
– დანდოლო? – ეტორემ თავი გააქნია, – არა, აქ არა.
– აბა სად? – დაინტერესდა სიენა, – დოჟების სასახლეში?
ეტორემ სათვალე მოიხსნა და რამდენიმე წამით ჩაფიქრდა.
– მოითმინეთ... დოჟების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ
უცებ ვერ ვიხსენებ...
წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, რომ მათთან შეშინე-
ბულმა ექსკურსიამძღოლმა მოირბინა. ქალმა გვერდზე გაიხმო
ეტორე და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ეტორე აღელდა, აღელვე-
ბული მიიჭრა მოაჯირთან, გადაიხარა და ქვემოთ გადაიხედა,
ტაძრის მთავარ დარბაზში. შემდეგ ლენგდონისკენ მოტრიალდა.
– ახლავე დავბრუნდები! – დაიყვირა და სწრაფი ნაბიჯებით
გაეცალა მათ.
აღელვებული ლენგდონი მოაჯირებს მიუახლოვდა და გადაი-
ხედა.
თავიდან ვერაფერი გაარჩია აქეთ-იქით მოწრიალე ტურისტე-
ბის გარდა. შემდეგ შეამჩნია, რომ უმრავლესობას მთავარი კა-
რისკენ მიებრუნებინა თავი – იქიდან შთამბეჭდავ შავ ფორმებში
გამოწყობილი მამაკაცების ჯგუფი შემოდიოდა. ისინი ნართექ-
სთან განლაგდნენ და ყველა გასასვლელი გადაკეტეს.

95
როგორც იქნა.(იტალ.)
510 მკითხველთა ლიგა
მამაკაცები შავებში. ლენგდონმა იგრძნო, როგორ ჩააფრინ-
და მოაჯირს.
– რობერტ! – მოესმა უკნიდან სიენას ხმა.
ლენგდონი აგენტებს თვალს ვერ აცილებდა. „როგორ მოგ-
ვაგნეს?!“
– რობერტ! – უფრო კატეგორიულად დაუძახა სიენამ, – მო-
მეხმარეთ!
ლენგდონი გაოცებული შემობრუნდა.
სან-მარკოს ცხენების წინ იატაკზე დავარდნილ დოქტორ ფე-
რისს დაჩოქილი თავზე ედგა სიენა... გულზე ხელებდაკრებილი
ფერისი აგონიაში იყო.

511 მკითხველთა ლიგა


თავი 75

-გულის შეტევას ჰგავს! – იყვირა სიენამ.


ლენგდონი მათკენ ჩქარი ნაბიჯით გაემართა. იატაკზე გარ-
თხმული ფერისი იკრუნჩხებოდა და პირღია სუნთქავდა.
გარემო დაიძაბა. ქვემოთ შავფორმიანი აგენტები იყვნენ, აქ
კი იატაკზე ფერისი ღაფავდა სულს. ეს ყველაფერი ლენგდონს
შოკში აგდებდა, არ იცოდა, საით გაქცეულიყო.
სიენა ფერისთან ჩაცუცქდა, ჰალსტუხი მოუშვა და პერანგის
რამდენიმე ღილიც შეუხსნა, რათა ავადმყოფს უფრო ადვილად
ესუნთქა. მაგრამ როდესაც მკერდი გაუღეღა, წამოიყვირა, უკან
დაიხია, პირზე ხელისგული მიიფარა და უხერხულად შეიშმუშნა.
მწოლიარის შიშველ მკერდს თვალს არ აშორებდა.
ლენგდონმაც შეამჩნია.
ფერისის მკერდს არაბუნებრივი შეფერილობა ჰქონდა და ლა-
ვიწის ძვალთან გრეიპფრუტის ზომის წითელი ლაქა მოსდებოდა.
კაცი იფიქრებდა, ზარბაზნის ტყვია მოხვდაო.
– შინაგანი სისხლდენა აქვს, – სიენამ ლენგდონს განცვიფრე-
ბული მზერით ახედა, – გასაკვირი არაა, რომ მთელი დღე სუნ-
თქვა უჭირდა.
ფერისმა თავი გაამოძრავა: თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა,
თუმცა მხოლოდ სუსტ შიშინს გამოსცემდა. ტურისტები შემოეხ-
ვივნენ და ლენგდონი მიხვდა, რომ მალე აქ ნამდვილი ქაოსი და-
იწყებოდა.
– ქვემოთ ის აგენტები არიან, – გააფრთხილა სიენა, – არ ვი-
ცი, როგორ მოგვაგნეს.
ქალის სახეზე აღბეჭდილი გაოცება და შიში მყისვე მრისხანე-
ბამ შეცვალა. კვლავ ფერისს დახედა:
– თქვენ გვატყუებდით. გვატყუებდით, გამოტყდით!

512 მკითხველთა ლიგა


ფერისი კვლავ შეეცადა, რაღაც ეთქვა, მაგრამ ამაოდ. სიენამ
სწრაფად გაუჩხრიკა ჯიბეები, საფულე და ტელეფონი ამოაცალა
და ჯიბეში ჩაიწყო. შემდეგ ფერისს ბრალმდებლის მზერით დას-
ცქეროდა.
სწორედ ამ მომენტში ასაკოვანმა იტალიელმა ქალმა ტურის-
ტებში გზა გამოიკვლია და სიენას უყვირა:
– L´hai colpito al petto!
და მთელი ძალით დაირტყა ხელი მკერდზე.
– არა! – წამოიძახა სიენამ, – ხელოვნური სუნთქვა მოკლავს!
– ლენგდონისკენ შებრუნდა, – რობერტ, უნდა წავიდეთ. ახლავე.
ლენგდონმა ფერისს დახედა; ის სასოწარკვეთით ბორგავდა,
მართლაც რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა არ შეეძლო.
– ასე ხომ არ დავტოვებთ! – გააპროტესტა.
– დამიჯერეთ, – თქვა სიენამ, – გულის შეტევა არაა! მივდი-
ვართ, დაუყოვნებლივ.
სულ უფრო მეტი ტურისტი შეგროვდა მათ გარშემო. ზოგიერ-
თი მათგანი უკვე ყვირილით უხმობდა დახმარებას. სიენამ გა-
საოცარი ძალით სტაცა ხელი ლენგდონს და აივანზე გაიყვანა, იქ
მეტი სიხალვათე იყო.
აივანზე გასვლისთანავე ლენგდონს მზის მკვეთრმა სინათ-
ლემ წამით თვალი მოსჭრა. მოედნის დასავლეთ ნაპირისკენ გა-
დახრილი მზე პირდაპირ თვალებში ანათებდა მათ და მთელ აი-
ვანს ოქროსფერი შუქით ავსებდა. სიენამ ლენგდონი მარცხნივ
წაიყვანა – მეორე სართულის ტერასაზე გაიქცნენ, შენობიდან აი-
ვანზე გამოსულ, მოედნისა და სან-მარკოს ცხენების ასლების
ცქერით გატაცებულ ტურისტებს შორის მიძვრებოდნენ.
ბაზილიკის ფასადის მიღმა ლაგუნა სწორედ მათ პირდაპირ
იყო. ლენგდონის ყურადღება უცნაურმა სილუეტმა მიიპყრო –
წყალზე ულტრათანამედროვე იახტა ლივლივებდა, ძალიან ჰგავ-
და მომავლიდან მოსულ სამხედრო გემს.
513 მკითხველთა ლიგა
თუმცა იახტაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა: ბაზილიკის სამხრეთ-
დასავლეთ კუთხესთან მიაღწიეს თუ არა, მან და სიენამ კვლავ
მარცხნივ შეუხვიეს და გაემართნენ მიშენებისკენ, რომელიც ბა-
ზილიკას დოჟების სასახლესთან აკავშირებდა. მიშენებას „ქა-
ღალდის კარიბჭეებს“ უწოდებდნენ. ასე იმიტომ მონათლეს, რომ
კარებზე ყველას დასანახად აკრავდნენ დოჟების განკარგულე-
ბებს.
ფერისის შეწითლებული მკერდი ლენგდონს თავიდან არ
ამოსდიოდა. ძალიან ეშინოდა, სიენას ნამდვილი დიაგნოზი არ
ეთქვა. გარდა ამისა, როგორც ჩანდა, რაღაც შეცვლილიყო და
სიენა ფერისს აღარ ენდობოდა. „სწორედ ამიტომ ხომ არ მანიშ-
ნებდა რაღაცას კიბეზე?“
უეცრად სიენა მოწყვეტით გაჩერდა, ლამაზად მოჭედილ მო-
აჯირზე გადაიხარა და თავბრუდამხვევი სიმაღლიდან გადახედა
სან-მარკოს მოედნის მიყუჩებულ კუთხეს.
– ჯანდაბა! უფრო მაღალია, ვიდრე წარმომედგინა.
ლენგდონი მას მიაჩერდა. „ნუთუ გადახტომას აპირებდა?!“
ქალი შეშინებული ჩანდა.
– არაფრით არ შეიძლება, რომ დაგვიჭირონ, რობერტ.
ლენგდონი კვლავ ბაზილიკისკენ შებრუნდა და ცხვირწინ რკი-
ნისა და
მინისგან შეკრული მძიმე კარი დაინახა. ტურისტები ამ კარი-
დან გამოდიოდნენ და შედიოდნენ. როგორც ლენგდონს წარმო-
ედგინა, ამ კარის გავლით ის და სიენა კვლავ მუზეუმში უნდა მოხ-
ვედრილიყვნენ, ოღონდ ამჯერად – ტაძრის ღრმა ნაწილში.
– ალბათ ყველა გასასვლელი გადაკეტეს, – ივარაუდა სიენამ.
ლენგდონმა გაქცევის ყველა შესაძლო ვარიანტი გაივლო გო-
ნებაში და ყველა უარყო ერთის გარდა.
– მგონი, შიგნით ისეთი რამ დავინახე, რაც შეიძლება გამოგ-
ვადგეს.
514 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს გაქცევის ამ ვარიანტზე სათანადოდ დაფიქრების
დროც არ ჰქონდა. მან სიენა კვლავ ბაზილიკაში შეიყვანა. მუზე-
უმს ნაპირ-ნაპირ გაუყვნენ, თან ცდილობდნენ, ტურისტების ჯგუ-
ფებს შერეოდნენ, რომელთა უმრავლესობაც ცენტრალური ნა-
ვის ფართო, ცარიელ სივრცეში ფერისის გარშემო დატრიალე-
ბულ არეულობას მისჩერებოდა. ლენგდონმა სწორედ წეღანდე-
ლი, ასაკოვანი იტალიელი ქალი შეამჩნია, მკერდზე რომ ხელი
დაირტყა. ქალი ორ აგენტს მიუთითებდა, რომელი აივნიდან გა-
იქცნენ დამნაშავეები.
„უნდა ვიჩქაროთ“, გაიფიქრა ლენგდონმა და კედლები მოათ-
ვალიერა. ბოლოს იპოვა, რასაც ეძებდა – გობელენების დიდ ექ-
სპოზიციასთან.
კედელზე მიმაგრებული მოწყობილობა ღია ყვითელი ფერის
იყო. წითელ გამაფრთხილებელ აბრაზე ეწერა: ALLARME
ANTIINCENDIO.
– სახანძრო განგაში? – ჰკითხა სიენამ, – ასეთი გეგმა გაქვთ?
– ხალხმრავლობა უნდა გამოვიყენოთ.
ლენგდონმა ბერკეტს მოჰკიდა ხელი. „ახლა დაიწყება“. საკუ-
თარი თავი აიძულა, სწრაფად ემოქმედა, სანამ გადაიფიქრებდა.
ძლიერად დასწია ბერკეტი და დაინახა, როგორ ჩაამტვრია შიგ-
ნით მექანიზმმა მინის ცილინდრი.
მოლოდინი არ გამართლდა – არც სირენის ხმა და არც არეუ-
ლობა არ დაწყებულა.
სრული სიჩუმე იდგა.
კვლავ დასწია ბერკეტი.
არაფერი.
სიენა მას, როგორც გიჟს, ისე უყურებდა.
– რობერტ, ჩვენ ტურისტებით გატენილ, ქვისგან ნაშენებ ტა-
ძარში ვართ! ნუთუ მართლა გეგონათ, რომ ყველასთვის ხელმი-

515 მკითხველთა ლიგა


საწვდომ ადგილზე მიმაგრებული სიგნალები მუშა მდგომარეო-
ბაში იქნებოდნენ? ნებისმიერ ხუმარას შეუძლია, რომ...
– რა თქმა უნდა, მეგონა! ჩვენთან, ამერიკის შეერთებულ შტა-
ტებში სახანძრო დაცვის შესახებ კანონების...
– ახლა ევროპაში ხართ. ჩვენ აქ შედარებით ნაკლები იურის-
ტი გვყავს... და დროც ცოტა გვაქვს.
ლენგდონი მინის კარისკენ შებრუნდა და ორი აგენტი შეამ-
ჩნია; ისინი აივნიდან სწრაფი ნაბიჯით შემოვიდნენ შენობაში და
პირქუში სახეებით ზვერავდნენ გარემოს. ერთ-ერთში ლენგდონ-
მა სწორედ ის აგენტი ამოიცნო, რომელიც სიენას ბინიდან
„ტრაიკით“ გაქცეულებს ესროდა.
ფიქრის დრო არ იყო. ლენგდონი და სიენა პირველ სართულ-
ზე ჩამავალი სპირალური კიბის დახურული ჭისკენ გაძვრნენ.
როდესაც მიაღწიეს, კიბის ნახევრად ბნელ ბაქანზე გაჩერდნენ და
გადაიხედეს. ტაძარში გაფანტული რამდენიმე აგენტი გასასვლე-
ლებს იცავდა და ხალხს მზერას არ აშორებდა.
– თუ აქედან გავალთ, მაშინვე შეგვნიშნავენ, – თქვა ლენ-
გდონმა.
– კიბე უფრო ქვევით ეშვება, – დაიჩურჩულა სიენამ და თან
ქვევით ჩამავალ ნაწილთან გაბმულ ლენტზე ანიშნა. მასზე ეწერა:
ACCESSO VIETATO.96 კიბე ქვევით უფრო ვიწროვდებოდა და
სრულ წყვდიადში მიემართებოდა.
„ცუდი ვარიანტია, – გაიფიქრა ლენგდონმა, – მიწისქვეშა საძ-
ვალეში ჩავალთ და იქიდან ვეღარ ამოვაღწევთ“.
სანამ ლენგდონი ყოყმანობდა, სიენას უკვე გადაებიჯებინა
ლენტზე, ხელის ცეცებით ჩადიოდა სპირალურ შახტაში და ნელ-
ნელა წყვდიადში ქრებოდა.
– აქ ღიაა, – ხმადაბლა აუწყა ქვემოდან ლენგდონს.

96
შესვლა აკრძალულია.(იტალ.)
516 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს ეს არ გაჰკვირვებია. სან-მარკოს ტაძრის საძვალე
სხვა მრავალ საძვალეთაგან იმით განსხვავდებოდა, რომ აქ მოქ-
მედი მიწისქვეშა ტაძარი იყო: იქ რეგულარულად მიმდინარეობ-
და წირვა წმინდა მარკოზის წმინდა ნაწილების პატივსაცემად.
– მგონი, დღის სინათლეს ვხედავ! – ჩურჩულით თქვა სიენამ.
ნუთუ? ლენგდონი მთელი ძალით ცდილობდა, ამ მიწისქვეშა
ტაძარში თავისი წინა ვიზიტები გაეხსენებინა. ალბათ სიენამ lux
eterna – საძვალის შუაში მდებარე წმინდა მარკოზის სამარხის
თავზე მდებარე ელექტრონათება დაინახა. თუმცა ამის განხილ-
ვის დრო არ იყო: ზევით, კიბის თავზე ნაბიჯების ხმა გაისმა. ლენ-
გდონმა სწრაფად გადააბიჯა ლენტს, თან ცდილობდა, არ შეერ-
ხია, შემდეგ ხელისგული უხეში ქვის კედელს შეახო და სპირა-
ლურ კიბეს ქვემოთ შახტის სიბნელისკენ ჩაუყვა.
სიენა ბოლომდე ჩასულიყო და კიბის ძირში უცდიდა. მის უკან,
ჩაბნელებულ საძვალეში თითქმის არაფერი ჩანდა. მიწისქვეშე-
თის დაბალი სვეტებითა და აგურის თაღედებით გაწყობილი ქვის
ჭერი იმდენად დაბალი იყო, შეგეშინდებოდა. „მთელი ბაზილიკა
ამ სვეტებს ეყრდნობა“, გაიფიქრა ლენგდონმა და კლაუსტრო-
ფობიამ შეუტია.
– ხომ ვამბობდი, – უჩურჩულა სიენამ, რომლის სანდომიან
სახეზე საიდანღაც სინათლის სხივი ეცემოდა. მან ჭერთან ახ-
ლოს, კედელში დატანებულ მცირე, ნახევარწრიულ სარკმლებზე
მიუთითა.
„სინათლის შახტები“, მიხვდა ლენგდონი. სულ გადაავიწყდა
მათი არსებობა. ვიწრო საძვალეში სინათლისა და სუფთა ჰაერის
ამ ერთადერთი წყაროებით იწყებოდა ზემოთ, სან-მარკოს მო-
ედანზე ამავალი შახტები. მინები მოჭიქული იყო, გარდა ამისა,
თითოეულ მათგანზე რკინის გისოსი დაემაგრებინათ, რომლებ-
საც გადაკვეთებზე რკინისავე რგოლები ჰქონდა შემოხვეული. და
მიუხედავად ამისა, ლენგდონი მაინც განიხილავდა მათი შიგნი-
517 მკითხველთა ლიგა
დან გაღების შესაძლებლობას. შახტები მხრების სიმაღლიდან
იწყებოდა. ხვდებოდა, რომ გაძრომა არც ისე ადვილი იქნებოდა.
თუ ერთი რომელიმე ფანჯრიდან შახტაში მოხვედრას მოახერ-
ხებდნენ, გარეთ მაინც ვერ გააღწევდნენ: შახტის სიმაღლე სამი
მეტრია, ზემოდან კი მძიმე გისოსითაა თავდახურული.
სარკმლებში შემოღწეულ მკრთალ სინათლეზე სან-მარკოს
საძვალე მთვარის შუქით განათებულ ტყეს ჰგავდა. ხშირი სვეტე-
ბი, რომლებიც იარაღის ლულებს წაგავდნენ, იატაკს მოგრძო,
ფართო ჩრდილებს ჰფენდნენ. ლენგდონმა საძვალის ცენტრა-
ლურ ნაწილს შეხედა, სადაც წმინდა მარკოზის სამარხთან ენთო
ერთადერთი სანათური. მოციქული, რომლის სახელობისაც იყო
ბაზილიკა, საკურთხევლის მიღმა, ქვის სარკოფაგში განისვენებ-
და. იქვე ჩამწკრივებულიყო სკამები იმ ერთეული რჩეულების-
თვის, ვისაც ვენეციური ქრისტიანობის შუაგულში – აქ ლოცვის
შესაძლებლობა ეძლეოდა.
უეცრად მის გვერდით პატარა სინათლე აციმციმდა. ლენგდო-
ნი მოტრიალდა – ფერისის ტელეფონის ეკრანი ციმციმებდა სი-
ენას ხელში.
– ფერისმა ხომ თქვა, ტელეფონს ბატარეა დაუჯდაო...
– მოგვატყუა, – სიენა გამალებით კრეფდა ტექსტს, – ბევრ რა-
მეში მოგვატყუა... – ტელეფონს ახლოდან შეხედა და თავი გააქ-
ნია, – სიგნალს ვერ ვიჭერ. ვიფიქრე გავარკვევ, სად არის დაკ-
რძალული ენრიკო დანდოლო-მეთქი.
სიენა ჩქარი ნაბიჯით მივიდა სინათლის შახტასთან და ტელე-
ფონი შემინული ფანჯრისკენ ასწია, იმედოვნებდა, სიგნალს და-
ვიჭერო.
ენრიკო დანდოლო... ფერისის ამბის შემდეგ ლენგდონს მასზე
ფიქრის დრო არ მისცემია. ახლა ის და სიენა კრიტიკულ სიტუ-
აციაში იყვნენ, თუმცა ტაძარში მოსვლამ თავისი შედეგი გამო-

518 მკითხველთა ლიგა


იღო: გაარკვიეს, ვინ იყო ის ვერაგი დოჟი, რომელმაც თავები
დასჭრა ცხენებს და ბრმის ძვლები მოიპარა.
ლენგდონს წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად მდებარეობდა ენ-
რიკო დანდოლოს სამარხი. სავარაუდოდ, ეს არც ეტორე ვიომ
იცოდა. „მან ზეპირად იცის ამ ბაზილიკის ყოველი კუთხე-კუნჭუ-
ლი... და ალბათ დოჟების სასახლეც“. ის ფაქტი, რომ ეტორემ მა-
შინვე არ უთხრა დანდოლოს სამარხის ადგილმდებარეობა, მხო-
ლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ეს უკანასკნელი არც ისე ახლო-
საა სან-მარკოს ტაძართან და დოჟების სასახლესთან.
„აბა, სადღაა?“
ლენგდონმა სკამების მწკრივთან მდგარ სიენას შეხედა. ქალ-
მა ერთ-ერთი სკამი სინათლის შახტის სარკმელთან მიაჩოჩა,
სარქველი გახსნა, ფანჯარა გააღო და ფერისის ტელეფონი პირ-
დაპირ შახტაში ასწია.
ზემოდან სან-მარკოს მოედნის ხმები გაისმა. ლენგდონმა იმე-
დიანად გაიფიქრა, შესაძლოა აქედან მართლაც გავაღწიოთო.
სკამების რიგის ბოლოში რამდენიმე დასაკეცი მაგიდა იდო. იქ-
ნებ ერთ-ერთი მათგანი შახტაში აეყუდებინათ? „შესაძლოა ზემო-
თა გისოსებიც სარქველებით იკეტება
და ამ მხრიდან იხსნება“.
ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ლენგდონი ჩქარი ნაბიჯით
გაემართა სიენასკენ, თუმცა სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გა-
დადგმული, რომ შუბლში ძლიერმა დარტყმამ შეაჩერა. მუხლებ-
ზე დაცემულმა წამიერად იფიქრა, თავს დამესხნენო, არადა, ასე
სულაც არ ყოფილა: ლენგდონმა მაშინვე გააცნობიერა ეს და სა-
კუთარ თავზე გაბრაზდა, ასე მალე რომ დაივიწყა ელემენტარუ-
ლი რამ – მისი ექვსფუტიანი სიმაღლე ბევრად აღემატებოდა
ჭერში გაკეთებული თაღედებისას, რომელთა სიგრძეც საშუალო
სიმაღლის ადამიანებზე გათვალეს ათასზე მეტი წლის წინ.

519 მკითხველთა ლიგა


ტკივილისგან გაბრუებულმა და ჯერ კიდევ მუხლებზე მდგარმა
უეცრად შეამჩნია ქვის იატაკზე გაკეთებული წარწერა.
Sanctus Marcus.
საკმაოდ დიდხანს უყურებდა წარწერას. მისი ყურადღება არა
წმინდანის სახელმა, არამედ იმან მიიქცია, რა ენაზე იყო ეს წარ-
წერა გაკეთებული.
„ლათინური!“
მთელი დღის მანძილზე თანამედროვე იტალიურ ენაში გათ-
ქვეფილი ლენგდონი წმინდა მარკოზის სახელის ლათინურად
დანახვას არ მოელოდა. უეცრად გააცნობიერა, რომ დღეს მკვდა-
რი ენა მოციქულის სიცოცხლეში რომის იმპერიის საერთაშორი-
სო სამეტყველო ენა იყო.
და აქ გონებაში კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა:
მეცამეტე საუკუნის დასაწყისში – ენრიკო დანდოლოს გან-
მგებლობისა და მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში –
სახელმწიფო ენად უმრავლეს შემთხვევაში ლათინური რჩებო-
და.
ვენეციელ დოჟს, რომელმაც კონსტანტინოპოლის დაპყრო-
ბით რომის წმინდა იმპერიას დიდება მოუტანა, ენრიკო დანდო-
ლოს სახელით არავითარ შემთხვევაში არ დაკრძალავდნენ... სა-
ვარაუდოდ, მისი სახელის ლათინიზებულ ფორმას გამოიყენებ-
დნენ.
Henricus dandolo.
სწორედ ამ მომენტში ლენგდონის გონებაში დიდი ხნის წინ
დავიწყებულმა გამოსახულებამ გაიელვა. საკურთხეველთან
მუხლებზე მდგარს გაუნათდა გონება, თუმცა იმასაც მიხვდა, რომ
ეს ზეციდან მოცემული მინიშნება კი არა, მხოლოდ და მხოლოდ
ასოციაციური კავშირი იყო – მხედველობითი მეხსიერების სა-
ფუძველზე აღმოცენებული. ლენგდონის მოგონებათა სიღრმი-
დან ამოტივტივებული გამოსახულება დოჟის ლათინური სახელი
520 მკითხველთა ლიგა
იყო – გამოსახული ლამაზი ქვის იატაკში ჩასმულ მარმარილოს
გაცვეთილ ფირფიტაზე.
ლენგდონმა შინაგანი მზერით შეათვალიერა დოჟის უბრალო
სამარხი და სუნთქვა შეეკრა: „მე იქ ნამყოფი ვარ!“
ენრიკო დანდოლო, ლექსის შესაბამისად, დაკრძალული იყო
სწორედ „ოქროცურვილი წმინდა სიბრძნის მუსეიონთან“, მაგ-
რამ სან-მარკოს ბაზილიკაში – ნამდვილად არა.
ამ ჭეშმარიტების გააზრებისთანავე ლენგდონი ნელ-ნელა წა-
მოდგა ფეხზე.
– ვერ ვიჭერ სიგნალს, – თქვა სიენამ, იატაკზე ჩამოვიდა და
მისკენ გაემართა.
– არცაა საჭირო, – ძლივს წარმოთქვა ლენგდონმა, – წმინდა
სიბრძნესთან დაკავშირებული მუსეიონი... – ღრმად ჩაისუნთქა,
– მე შევცდი.
სიენა გაფითრდა.
– ახლა არ მითხრათ, რომ მუზეუმი შეგვეშალა...
– სიენა, – როგორც ექიმს პაციენტმა, ისე შესჩივლა ლენ-
გდონმა, – ჩვენ ქვეყანა შეგვეშალა.

521 მკითხველთა ლიგა


თავი 76

სან-მარკოს მოედანზე ნიღბებით მოვაჭრე ბოშა გოგონამ დას-


ვენება გადაწყვიტა და ბაზილიკის გარე კედელს მიეყრდნო. თა-
ვისი საყვარელი ადგილი აარჩია – ლითონის ორ გისოსს შორის
მოქცეული პატარა ნიში ხიდზე, სადაც იდეალურად მოათავსებდა
თავის სავაჭრო საქონლით დახუნძლულ წაგრძელებულ ხელ-
ჯოხს და ჩამავალი მზის ცქერითაც დატკბებოდა.
წლების მანძილზე მას რა არ ენახა სან-მარკოს მოედანზე,
მაგრამ უცნაურობა, რომელმაც ახლა მისი ყურადღება მიიპყრო,
სან-მარკოს მოედანზე კი არა... მის ქვეშ ხდებოდა. ფეხქვეშ ჭრა-
ჭუნივით მოესმა და დაბლა, სამი მეტრის სიღრმის ერთ-ერთ გი-
სოსებიან ვიწრო ჭაში ჩაიხედა. ფსკერზე სარქველი გაეხსნათ და
ვიღაც ცდილობდა, დასაკეცი სკამი გამოეძვრინა.
ბოშას გასაოცრად, სკამს კვალდაკვალ გამოჰყვა ქერათმიანი
ლამაზი ქალი, ცხენის კუდივით შეკრული თმით. ამოსვლაში აშ-
კარად ქვემოდან დაეხმარნენ. ხვრელით ვიწრო ჭაში მოძვრებო-
და.
ფეხზე დადგომა როცა შეძლო, ქერათმიანმა, უპირველეს ყოვ-
ლისა, ზემოთ აიხედა და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რო-
დესაც შენიშნა, გისოსების მიღმიდან ბოშა გოგონა ჩამოსცქერო-
და. ქერათმიანმა ტუჩებთან თითი მიიტანა და ნაძალადევად გა-
იღიმა. შემდგომ სკამი გაშალა, მასზე შედგა და ზემოთ, გისოსე-
ბისკენ გაიწვდინა ხელები.
„აშკარად სიმაღლე არ ჰყოფნის, – გაიფიქრა გოგონამ, – იქ
ნეტავ რას აკეთებს?“
ქერათმიანი სკამიდან ჩამოვიდა და მიწისქვეშ ვიღაცას და-
ელაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ ვიწრო ჭაში მარტოც ძლივს
ეტეოდა, კედელს აეკრა და უფრო მეტად შევიწროვდა – ბაზილი-

522 მკითხველთა ლიგა


კის სარდაფიდან ჭაში მეორე ადამიანი ამოძვრა – ელეგანტურ
პიჯაკში გამოწყობილი მაღალი შავთმიანი მამაკაცი.
მანაც ზემოთ ამოიხედა და გისოსებს მიღმა გოგონას მზერას
წააწყდა. შემდეგ უხერხულად დახრილმა ადგილი გაუცვალა ქე-
რათმიანს და მყიფე სკამზე აძვრა. მამაკაცი ქალზე მაღალი აღ-
მოჩნდა და სწორედ ამიტომ ჭის გისოსებიანი თავსახურის საკეტს
მისწვდა და გვერდით გადასწია. ამის შემდეგ, ფეხის წვერებზე
მდგარი, გისოსებს ხელებით დაეჯაჯგურა და ზემოთ უბიძგა. გი-
სოსებიანი თავსახური ოდნავ აიწია, თუმცა კაცს მისი ქვემოთ
დაშვება მოუხდა.
– Puo darci una mano? – დაუყვირა ქერათმიანმა ბოშას.
„ხელი მოგაშველო?“ – გაიფიქრა გოგონამ. ამ საეჭვო საქმე-
ში ჩარევის სურვილი სულაც არ ჰქონდა.
ქერათმიანმა მამაკაცის საფულე ამოიღო, იქიდან ასევროი-
ანი კუპიურა ამოაძვრინა და ჰაერში გააქნია. ამდენ ფულს ნიღბე-
ბით სამდღიანი ვაჭრობითაც კი ვერ იშოვიდა. მაგრამ ბოშა გო-
გონამ შევაჭრების შანსი გამოიყენა – თავი გააქნია და ორი თითი
უჩვენა. ქერათმიანმა მეორე კუპიურაც ამოიღო.
გოგონა თვალებს არ უჯერებდა. მან ეშმაკურად, თითქოს მის-
თვის სულერთი იყო, მხრები აიჩეჩა თანხმობის ნიშნად. ცდი-
ლობდა, გულგრილი იერი შეენარჩუნებინა. დაიხარა, გისოსების
კიდეს დასწვდა და მამაკაცს მზერა გაუსწორა, ერთდროულად
რომ ემოქმედათ.
როდესაც კაცმა კვლავ უბიძგა გისოსებს, მძიმე სავაჭრო სა-
ქონლის მრავალწლიანი ტარებისგგან გავარჯიშებული ხელებით
გოგონამ ის ამოსწია და ჭის გისოსებიანი ხუფიც სანახევროდ აი-
ხადა... ის იყო გაიფიქრა, საქმე მოგვარებულიაო, რომ უეცრად
ქვევიდან ხმამაღალი ტკაცანი გაისმა და მამაკაცი ჭაში ჩავარდა:
დასაკეცმა სკამმა წონას ვერ გაუძლო.

523 მკითხველთა ლიგა


გოგონას ხელებში შერჩენილი რკინის თავსახური უეცრად
დამძიმდა, ერთი გაიფიქრა, დავუშვებო, თუმცა ორას ევროზე
ფიქრმა ძალა შემატა და თავსახურის ბაზილიკის კედლისკენ გა-
დაწევა მოახერხა. ხუფი ხმამაღალი ზათქით მიეხეთქა ამ უკანას-
კნელს.
სიმძიმისგან ხელებდაღლილმა გოგომ ჭაში, სკამის ნამტვრე-
ვებთან მოფუსფუსე ადამიანებს ჩახედა. როდესაც მამაკაცი ფეხ-
ზე წამოდგა და თავი მოიწესრიგა, გოგონამ ხელი გაიწოდა ფუ-
ლის მისაღებად.
ქალმა მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და თავს ზემოთ ორი
კუპიურა ასწია. გოგონა დაიხარა, მაგრამ მაინც ვერ მისწვდა.
უეცრად ჭიდან ხმაური მოისმა: ქვემოთ, ბაზილიკის ქვეშ, ხმა-
მაღალი, გაღიზიანებული ხმები გაისმა. შეშინებული კაცი და ქა-
ლი ფანჯარას მოსცილდნენ.
შემდეგ ნამდვილი ქაოსი დატრიალდა:
შავთმიანმა საკუთარ თავზე აიღო ხელმძღვანელის ფუნქცია.
ჩაიცუცქა და ქალს უბრძანა, ფეხი დაედგა მისი შეერთებული ხე-
ლისგულებით გაკეთებული საფეხურისთვის. ქალიც დაემორჩი-
ლა და კაცმაც ზემოთ უბიძგა. ქერათმიანს კბილებით ეჭირა კუ-
პიურები, თავისუფალი ხელებით ჭის კედლებს ებღაუჭებოდა და
ცდილობდა, ზედა კიდეს მოსჭიდებოდა. მამაკაცი შეძლებისდაგ-
ვარად ზევით სწევდა ხელებს... ცოტაც და, ქალის თითები ზედა
კიდეს მოეჭიდნენ.
აუზიდან ამომავალი მოცურავის მსგავსად, მკლავების დიდი
დაძაბვის შედეგად ქალი ჭიდან ხიდზე ამოძვრა, ბოშა გოგონას
ფული მიაწოდა და უმალ მიტრიალდა ჭისკენ, მუხლებზე დადგა
და კაცს ხელები გაუწოდა.
მაგრამ უკვე გვიანი იყო.

524 მკითხველთა ლიგა


ჭაში, რომელიღაც მშიერი ურჩხულის ძლიერი საცეცების
მსგავსად, შავი ხელთათმანები შემოძვრნენ, კაცს ფეხებში ჩაავ-
ლეს და კვლავ ხვრელისკენ გაათრიეს.
– გაიქეცით, სიენა! – დაიყვირა კაცმა, თან ცდილობდა, ხელი-
დან დასხლტომოდა მათ, – გაიქეცით!
ბოშამ დაინახა, როგორი ტკივილითა და სინანულით სავსე
მზერა შეავლეს ერთმანეთს... თითქოს ყველაფერი დასრულებუ-
ლი იყო.
მამაკაცი უხეშად შეათრიეს ხვრელიდან ბაზილიკაში.
ქერათმიანი გაოგნებული, გაშტერებული იყურებოდა ქვე-
მოთ.
– მაპატიეთ, რობერტ, – დაიჩურჩულა მან.შემდეგ წამით გა-
ჩუმდა და დაამატა: – ყველაფერი მაპატიეთ.
ერთი წამის შემდეგ ის უკვე ხალხს შეერია. კუდად შეკრული
თმა აქეთ-იქით დახტოდა. ქალი მერჩერია დელ ოროლოჯოს ვიწ-
რო შესახვევში გარბოდა... ხალხით გატენილ ვენეციის ქუჩაზე
თვალს ნელ-ნელა მიეფარა.

525 მკითხველთა ლიგა


თავი 77

წყლის მსუბუქმა შხაპუნმა რობერტ ლენგდონი ნელ-ნელა


გონზე მოიყვანა. მან სამედიცინო ინვენტარის მკვეთრი სუნი შე-
იგრძნო; ზღვის მარილიან სურნელში შერეული ანტისეპტიკური
საშუალების სუნი ყველგან იდგა და თითქოს ყველაფერი მსუბუ-
ქად ირწეოდა.
მოეჩვენა, რომ წამის წინ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა
ჰქონდა გამართული ვიღაცის ძლიერ ხელებთან, რომლებიც სი-
ნათლის ჭიდან უკან, საძვალეში ექაჩებოდნენ. მაგრამ ახლა, რა-
ოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, ტაძრის ცივი იატაკის მაგივ-
რად რბილ ლეიბზე იწვა.
ლენგდონმა თვალები გაახილა და მიმოიხედა. ის პატარა
ოთახში იყო, რომელიც საავადმყოფოს პალატას ჰგავდა ერთა-
დერთი წრიული ფანჯრით. რწევა გრძელდებოდა.
„გემზე ხომ არ ვარ?“
უკანასკნელი, რაც ლენგდონს ახსოვდა, ის იყო, თუ როგორ
ეგდო საძვალის იატაკზე, ზემოდან შავფორმიანი მამაკაცი აწვე-
ბოდა და გაღიზიანებული ეჩურჩულებოდა: „გეყოფა წინააღმდე-
გობა!“
ლენგდონი მთელი ხმით ყვიროდა, შევლას ითხოვდა, თუმცა
აგენტები მისი ყვირილის დახშობას ცდილობდნენ.
– აქედან უნდა წავიყვანოთ, – გადაულაპარაკა ერთმა აგენ-
ტმა მეორეს. მეორემ თავი დაუქნია:
– იმოქმედე.
ლენგდონმა იგრძნო, როგორ მოძებნეს პროფესიონალის
ძლიერმა თითებმა მის კისერზე საძილე არტერია და უხეშად, მი-
ზანმიმართულად დააწვნენ მას. რამდენიმე წამში გარშემო სიბ-
ნელე ჩამოწვა და კაცმა იგრძნო, რომ ითიშებოდა: ტვინს ჟანგბა-
დი აღარ ჰყოფნიდა.
526 მკითხველთა ლიგა
„მკლავენ, – ერთი გაიფიქრა, – სწორედ აქ, წმინდა მარკოზის
სამარხთან...“
და წყვდიადი ჩამოწვა – თუმცა სრული წყვდიადი არა... სხვა-
დასხვა ნაცრისფერი ელფერები, მათ მიღმა კი – განცალკევებუ-
ლი და გაურკვეველი გამოსახულებები და ხმები.
ლენგდონმა არ იცოდა, რა დრო იყო გასული, თუმცა გარემოს
აღქმის უნარი ასე თუ ისე კვლავ უბრუნდებოდა. როგორც მიხ-
ვდა, რომელიღაც ხომალდის ლაზარეთში იმყოფებოდა. საავად-
მყოფოს პალატისმაგვარი ოთახი და იზოპროპილის სპირტის სუ-
ნი დეჟა-ვუს უცნაურ შეგრძნებას უჩენდა: თითქოს წრე მოიარა და
გამოეღვიძა – ისევე, როგორც წუხელ საღამოს უცნობი საავად-
მყოფოს საწოლში, ბოლო მოვლენების შესახებ არავითარი მო-
გონებებით.
მაშინვე სიენა და მისი უსაფრთხოება გაახსენდა. ახლაც ხე-
დავდა, როგორ დასცქეროდნენ თანაგრძნობით, სრული სინანუ-
ლითა და შიშით აღსავსე სიენას ყავისფერი თვალები. ლენგდონი
გულში ლოცულობდა, რომ სიენას საკუთარი თავისთვის ეშველა
და მშვიდობიანად გაეღწია ვენეციიდან.
„ჩვენ ქვეყანა შეგვეშალა“ – გაოგნებულმა ლენგდონმა ესღა
უთხრა მას საძვალეში, როდესაც გაახსენდა, სინამდვილეში სად
იყო დაკრძალული ენრიკო დანდოლო. იდუმალი „წმინდა სიბ-
რძნის მუსეიონი“, რომლის შესახებაც ლექსი იუწყებოდა, საერ-
თოდ არ იყო ვენეციაში... აქედან საკმაოდ შორს იყო. ტყუილად
კი არ აფრთხილებს დანტეს პოემის ტექსტი მკითხველს – ძალიან
უნდა მოინდომო, რომ უცნაურ სტრიქონთა შორის შეფარულ მი-
ნიშნებას ჩასწვდე.
ლენგდონი აპირებდა, როდესაც სამარხიდან გააღწევდნენ,
ყველაფერი აეხსნა ქალისთვის, თუმცა ამის საშუალება აღარ მი-
ეცა.
„ის იმ ფიქრით გაიქცა, რომ სასტიკად შევცდი“.
527 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს მთელი შიგნეულობა აეწვა.
„შავი ჭირი კვლავ იქაა... სხვა ქვეყანაში“.
ლაზარეთის კარს მიღმა მძიმე ნაბიჯების ხმა მოისმა და კაი-
უტაში შავფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. სწორედ ის იყო, რო-
მელმაც ლენგდონი საძვალის იატაკს დაანარცხა და ზემოდან და-
ახტა. გაყინული მზერა ჰქონდა. ლენგდონი ინსტინქტურად გა-
საქცევად მოემზადა, მაგრამ სად უნდა გაქცეულიყო? „რაც უნ-
დათ, ის მიქნან!“
– სად ვარ? – იკითხა ლენგდონმა და ხმაში მთელი თავისი
მბრძანებლობა და დაუმორჩილებლობა ჩააქსოვა.
– იახტაზე. ვენეციის მახლობლად გვაქვს ღუზა ჩაშვებული.
ლენგდონს თვალში მოხვდა აგენტის ფორმაზე გამოსახული
მრგვალი მწვანე ფერის ემბლემა: დედამიწა მის გარშემო წარწე-
რილი ასოებით – ECDC. ემბლემასაც და აბრევიატურასაც ლენ-
გდონი პირველად ხედავდა.
– თქვენგან ინფორმაცია გვჭირდება, – უთხრა ოპერმუშაკმა,
– დროს ნამდვილად ვერ დავკარგავთ.
– საიდან მოიტანეთ, რომ ინფორმაციას მოგაწვდით? – აღ-
შფოთდა ლენგდონი, – კინაღამ მომკალით.
– მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ „შიმე-ვაზა“ – ძიუდოს
ილეთი – დროებით გამთიშავი ტექნიკა გამოვიყენეთ. თქვენ-
თვის ზიანის მოყენება არც გვიფიქრია.
– აბა, ამ დილით ვინ მესროდა?! – გამწარდა ლენგდონი, კარ-
გად ახსოვდა ტრაიკის საბურავის ფრთაზე ასხლეტილი ტყვიები,
რომლებსაც მას და სიენას წვიმასავით აყრიდნენ, – თქვენგან
ნასროლმა ტყვიამ კინაღამ წელი გამიხვრიტა!
აგენტს თვალები დაუვიწროვდა.
– რომ მდომოდა, თქვენთვის წელი გამეხვრიტა, ასეც ვიზამ-
დი. მე მხოლოდ ერთხელ გავისროლე, რითაც თქვენი მოპედის
უკანა საბურავის გახვრეტა მსურდა, რათა არ გაგვქცეოდით.
528 მკითხველთა ლიგა
ბრძანება მივიღე, თქვენთან კონტაქტი დამემყარებინა და გამერ-
კვია, მთელი დღეა ასე უცნაურად რატომ იქცევით, ეშმაკმაც და-
ლახვროს!
ლენგდონმა მოსმენილის გადახარშვაც კი ვერ მოასწრო, რომ
კაიუტაში კიდევ ორი შავფორმიანი შემოვიდა და მისკენ აიღო გე-
ზი.
მათ შუაში ქალი მოდიოდა.
ქალი-მოჩვენება.
ეთერული და არამიწიერი.
ლენგდონმა მაშინვე იცნო თავისი ხილვისმიერი ჩვენება –
გრძელი ვერცხლისფერი თმები, ლამაზი სახე, ყელზე ლილაქვის
ავგაროზი... წინა შეხვედრისას იგი გვამებით მოფენილი საზარე-
ლი პეიზაჟის ფონზე იდგა; ლენგდონმა უეცრად ვერც კი გაიაზრა,
რომ ეს ქალი ნამდვილი, ხორცშესხმული სახით გამოეცხადა.
– პროფესორო ლენგდონ, – მის საწოლს მიუახლოვდა ქალი
რაღაც დაქანცული ღიმილით, – მიხარია, რომ სერიოზული არა-
ფერი გჭირთ, – გვერდით ჩამოუჯდა, კაცის მაჯა აიღო და პულსი
შეუმოწმა, – შემატყობინეს, რომ ამნეზია გაქვთ. გახსოვართ?
ლენგდონმა პასუხი შეაყოვნა, თან ქალს აკვირდებოდა.
– თქვენ... ჩემს ხილვებში ჩანდით, თუმცა ჩვენი შეხვედრა არ
მახსოვს.
ქალი მისკენ დაიხარა. სახეზე თანაგრძნობა ეხატა.
– მე ელიზაბეთ სინსკი მქვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანი-
ზაციის დირექტორი ვარ და თქვენ დახმარებისთვის მოგმართეთ,
რათა აღმოგვეჩინა...
– ახალი შავი ჭირი, – მიხვდა ლენგდონი, – რომელიც ბერ-
ტრან ზობრისტმა შექმნა.
სინსკიმ კმაყოფილებით დაუქნია თავი:
– გახსოვთ, ხომ?

529 მკითხველთა ლიგა


– არა... მე საავადმყოფოში მოვედი გონს პატარა პროექტო-
რით ჯიბეში და უცნაური ხილვებით, რომლებშიც თქვენ მეცხადე-
ბოდით და მოითხოვდით, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო. სწორედ
ამის გაკეთებას ვცდილობდი, მაგრამ მათ ჩემი მოკვლა უნდო-
დათ.
ლენგდონმა თავით მიანიშნა აგენტებზე. დაკუნთული აგენტი
შეირხა, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ელიზაბეთ სინ-
სკიმ ხელით ანიშნა, გაჩუმებულიყო.
– პროფესორო, – წყნარად დაიწყო, – ვხედავ, გაოგნებული,
დაბნეული ბრძანდებით. ამ ყველაფერში მე გაგხვიეთ, მომხდა-
რისგან შეძრწუნებული ვარ და მიხარია, რომ ამჯერად უსაფ-
რთხოდ ხართ.
– უსაფრთხოდ? გემზე ძალით მომიყვანეს! „ისევე როგორც
თქვენ!“ – დაამატა ფიქრში.
ვერცხლისფერთმიანმა ქალმა თანაგრძნობით დაუქნია თავი.
– თქვენმა ამნეზიამ ბევრი რამ შეცვალა... რასაც ახლა გიამ-
ბობთ, ნამდვილ სიგიჟედ მოგეჩვენებათ. თუმცა დრო თითქმის
აღარ გვაქვს, თქვენი დახმარება ბევრ ადამიანს სჭირდება.
სინსკი გაჩუმდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა, როგორ გაეგრძე-
ლებინა.
– უპირველეს ყოვლისა, მინდა გაიგოთ: აგენტი ბრიუდერი და
მისი ხალხი თქვენთვის ზიანის მოყენებას არ ცდილობდა. მათ
პირდაპირი ბრძანება ჰქონდათ – თქვენთან უშუალო კონტაქტი
აღედგინათ... ყველა შესაძლო საშუალებით.
– აღედგინათ? კი მაგრამ, მე ხომ...
– გთხოვთ, პროფესორო, უბრალოდ მომისმინეთ. ყველაფე-
რი გაირკვევა. გპირდებით.
ლენგდონი საწოლზე გადაწვა. რაც უფრო მეტს ლაპარაკობდა
დოქტორი სინსკი, მით უფრო ბობოქრობდნენ აზრები მის გონე-
ბაში.
530 მკითხველთა ლიგა
– აგენტი ბრიუდერი და მისი ხალხი დაზვერვისა და რეაგირე-
ბის სამსახურის, ანუ, შემოკლებით „დრს“-ის სპეცჯგუფია. ისინი
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის
ეგიდით მოქმედებენ.
ლენგდონმა აგენტების ფორმაზე ამოქარგულ ინგლისურ
ასოებს – ECDC – შეხედა. European Centre for Disease
Prevention and Control-ის აბრევიატურა იყო.
– ამ ორგანიზაციის ჯგუფის ამოცანა, – განაგრძო ქალმა, –
გადამდებ დაავადებათა რისკის ამოცნობა და ნეიტრალიზებაა.
უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის ხალხის ჯანმრთელობისადმი მი-
მართული ფართომასშტაბიანი საფრთხეების მინიმუმამდე დაყ-
ვანის ექსტრემალური მოქმედების სპეცნაზი. მე ვეძებ ზობრის-
ტის მიერ შექმნილი ინფექციის წყაროს; უმთავრესი იმედები
თქვენზე დავამყარე და როდესაც გაქრით, „დრს“-ის ჯგუფს თქვე-
ნი მოძებნა დავავალე... ისინი ფლორენციაში დასახმარებლად
მე გამოვიძახე.
ლენგდონი განცვიფრებული უსმენდა.
– ეს აგენტები თქვენთან მუშაობენ?
ქალმა თავი დაუქნია:
– ECDC-იდან დროებით გადმოისროლეს. წუხელ საღამოს,
როდესაც გაქრით და აღარ დაგვიკავშირდით, ვიფიქრეთ, რომ
რაღაც უბედურება დაგემართათ. მხოლოდ დღეს, დილაადრიან
აღმოაჩინა ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფმა, როგორ შეხვედით
თქვენს პირად, ჰარვარდის ელექტრონულ ფოსტაზე, მივხვდით,
რომ ცოცხალი იყავით. იმ წუთებში მოგვეჩვენა, რომ თქვენი უც-
ნაური საქციელი მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლით აიხსნე-
ბოდა... ვივარაუდეთ, რომ დაინტერესებულმა პირმა, რომელიც
ასევე ეძებდა ინფექციის წყაროს, დიდი ფულით მოგხიბლათ.
ლენგდონმა თავი გააქნია.
– სრული აბსურდია!
531 მკითხველთა ლიგა
– დიახ, ეს ნაკლებ სავარაუდო ჩანდა, მაგრამ ერთადერთი
ლოგიკური და მისაღები ახსნა გახლდათ. ფსონები საკმაოდ მა-
ღალია, ასე რომ, რისკი მინიმუმამდე უნდა დაგვეყვანა. რა თქმა
უნდა, ვერც კი წარმოვიდგენდით,
რომ ამნეზია გჭირდათ. როდესაც ტექნიკური მხარდაჭერის
ჯგუფმა თქვენი ელექტრონული ფოსტის მოულოდნელი გააქტიუ-
რება აღმოაჩინა, IP-მისამართით მაშინვე დავადგინეთ, ფლო-
რენციის რომელ ბინაშიც მდებარეობდა კომპიუტერი და ადგილ-
ზე მოგაკითხეთ. თუმცა თქვენ მოპედით ქალთან ერთად გაიქე-
ცით. სწორედ ამან გაგვიძლიერა ეჭვი, რომ სხვასთან მუშაობ-
დით.
– ახლოს რომ ჩაგიარეთ... – აღელვებისგან სული ეხუთებო-
და ლენგდონს, – შავი ფურგონის უკანა სავარძელზე ორ ოპერ-
მუშაკს შორის მჯდარი დაგინახეთ. მეგონა, მათი ტყვე იყავით.
მომეჩვენა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდით... რომ რაღაცით
გაგაბრუეს.
– დაგვინახეთ? – გაოცდა დოქტორი სინსკი, – რაც უნდა უც-
ნაური იყოს, არ შემცდარხართ... ისინი მართლაც მიკეთებდნენ
ნემსებს... – ქალი შეყოვნდა, – მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ
ასე ვუბრძანე.
ლენგდონი საბოლოოდ გაოგნდა. „უბრძანა, გაებრუები-
ნათ?!“
– თქვენ ეს, ცხადია, არ გემახსოვრებათ, მაგრამ როდესაც
ჩვენი „ჩ-130“ ფლორენციაში ჩაფრინდა, წნევა შეიცვალა და პო-
ზიციური პაროქსიზმული თავბრუსხვევის შეტევა დამემართა. ეს
მწვავე მდგომარეობა, რომელიც დროდადრო მაწუხებს, შიდა ყუ-
რის მოქმედების დარღვევითაა გამოწვეული. მდგომარეობა
გარდამავალია და ძალიან სერიოზული არ არის,თუმცა თავ-
ბრუსხვევა და გულისრევა ისეთი ძლიერია, თავის აწევაც კი მი-
ჭირს ხოლმე. ჩვეულებრივ, ვწვები და გულისრევის შეგრძნებას
532 მკითხველთა ლიგა
ვითმენ, მაგრამ ზობრისტთან დაკავშირებული საქმე გადაუდე-
ბელ მოქმედებას მოითხოვდა, ამიტომაც გავეცი განკარგულება,
ყოველ საათში „მეტაკლოპრამიდის“ თითო დოზა გაეკეთებინათ,
გული რომ არ ამრეოდა. ამ პრეპარატს სერიოზული გვერდითი
მოვლენები ახასიათებს: ის მოდუნებასა და ძილიანობას იწვევს.
ამის მიუხედავად, ფურგონის უკანა სავარძელში მჯდარი ტელე-
ფონით მაინც ვახერხებდი განკარგულებების გაცემას. „დრს“-ის
ჯგუფს ჩემი საავადმყოფოში წაყვანა სურდა, მაგრამ ამის ნება არ
დავრთე, სანამ არ გიპოვიდით და კვლავ ჩვენთან არ დაგაბრუ-
ნებდით. საბედნიეროდ, ვენეციაში გადმოფრენისას თავბრუს-
ხვევამ გადამიარა.
დათრგუნული ლენგდონი ღონემიხდილი იწვა. „მთელი დღე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გავურბოდი – სწორედ იმ
ხალხს, რომელთა დავალებებიც უნდა შემესრულებინა!“
– ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ, პროფესორო, – მომ-
თხოვნი ტონით განაგრძო სინსკიმ, – ზობრისტის ინფექციის წყა-
რო... წარმოდგენა თუ მაინც გაქვთ, სად შეიძლება მდებარეობ-
დეს? გარწმუნებთ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
„ის აქედან ძალიან შორსაა“ – უნდოდა ეთქვა, თუმცა თავი შე-
იკავა, ბრიუდერს მიაპყრო მზერა – ადამიანს, რომელიც დილით
ესროდა და შემდეგ კინაღამ გაგუდა იგი. ლენგდონს ისეთი სის-
წრაფით ეცლებოდა ფეხქვეშ ნიადაგი, აღარ იცოდა, ვის მინდო-
ბოდა.
სინსკი დაძაბული სახით დაიხარა მისკენ.
– ისეთი შთაბეჭდილება შეგვექმნა, რომ წყარო სწორედ აქ,
ვენეციაშია. ასეა? გვითხარით, კონკრეტულად სად არის და ნა-
პირზე ჯგუფს გავგზავნით.
ლენგდონი ყოყმანობდა.

533 მკითხველთა ლიგა


– სერ! – მოუთმენლად წამოიძახა ბრიუდერმა, – თქვენ აშკა-
რად რაღაც იცით... თქვით, სად არის! თქვენ რა, არ გესმით, რა
შეიძლება მოხდეს?
– აგენტო ბრიუდერ! – დაუყვირა სინსკიმ, – საკმარისია!
ის კვლავ ლენგდონს მოუტრიალდა და ხმადაბლა სთხოვა:
– იმის გათვალისწინებით, თუ რისი გამოვლა მოგიწიათ, სავ-
სებით გასაგებია, რომ დაბნეული ხართ და არ იცით, ვის ენდოთ,
– ქალი პირდაპირ თვალებში უყურებდა, – მაგრამ ვინაიდან
დრო აღარ გვაქვს, უმორჩილესად გთხოვთ, რომ მენდოთ.
– ლენგდონს წამოდგომა შეუძლია? – იკითხა სხვა ხმამ.
კარში ტანდაბალი, უკან თმაგადავარცხნილი, გარუჯული მა-
მაკაცი გამოჩნდა. მან პროფესორს დაკვირვებული, მშვიდი მზე-
რა მიაპყრო, თუმცა ლენგდონმა მის გამოხედვაში საშიშროება
უფრო დაინახა.
სინსკიმ ხელით ანიშნა, წამომჯდარიყო.
– პროფესორო, ამ ადამიანთან თანამშრომლობას არ ვისურ-
ვებდი, თუმცა შექმნილი სიტუაცია არჩევანს არ გვიტოვებს.
ლენგდონმა ყოყმანით ჩამოუშვა ფეხები საწოლიდან და ად-
გომისას წონასწორობა მაშინვე ვერ დაიცვა.
– მომყევით, – თქვა გარუჯულმა და კარისკენ გაემართა, – რა-
ღაც უნდა გიჩვენოთ.
ლენგდონი ერთ ადგილს მიეყინა.
– ვინ ხართ?!
კაცი შეყოვნდა და ნიკაპზე თითები ჩამოისვა.
– სახელს არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ ბოსი დამიძა-
ხოთ. მე ვხელმძღვანელობ ორგანიზაციას... რომელმაც შეცდო-
მა დაუშვა, როდესაც ბერტრან ზობრისტს თავისი მიზნების მიღ-
წევაში ხელი შეუწყო. ახლა კი ვცდილობ, ეს შეცდომა გამოვას-
წორო, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა.
– რა უნდა მაჩვენოთ? – ჰკითხა ლენგდონმა.
534 მკითხველთა ლიგა
მოსაუბრემ ლენგდონს მტკიცედ შეხედა.
– ის, რის შემდეგაც დარწმუნდებით, რომ ერთ მხარეზე ვიბ-
რძვით.

535 მკითხველთა ლიგა


თავი 78

ლენგდონი გარუჯულ კაცს ვიწრო, კლაუსტროფობიის გამომ-


წვევ გემბანქვეშა დერეფნებში მიჰყვებოდა. დოქტორი სინსკი და
ECDC-ის წარმომადგენლები მათ უკან მოდიოდნენ. როდესაც
კიბე გამოჩნდა, ლენგდონს იმედი ჩაესახა, იქნებ დღის სინათლე-
ზე ავდივართო, მაგრამ არა: ხომალდის სიღრმეში დაშვება მო-
უწია.
ბოსი მათ ქვედა სართულებზე – მინის ჯიხურებისგან შემდგარ
სამუშაო სივრცეში მიუძღოდა. ზოგ ჯიხურს გამჭვირვალე კედლე-
ბი ჰქონდა, დანარჩენებს – დაბურული. ყველა ამ ხმაგაუმტარ
განყოფილებაში თავიანთ საქმეებში თავჩარგული თანამშრომ-
ლები ისხდნენ: ზოგი მათგანი კომპიუტერზე ბეჭდავდა, ზოგიც ტე-
ლეფონზე ლაპარაკობდა. თუ რომელიმე მათგანი სამუშაო მაგი-
დიდან თავს აწევდა და იახტის ამ ნაწილში მიმავალ უცნობ ხალხს
დაინახავდა, სახეზე სერიოზული შეშფოთება ეხატებოდა. გარუ-
ჯული კაცი მათ თავის ოდნავი გაქნევით ამშვიდებდა და ენერგიუ-
ლად აგრძელებდა გზას.
„ეს სად მოვხვდი?“ – საკუთარ თავს ეკითხებოდა ლენგდონი
და კომპაქტურად დაგეგმარებულ სამუშაო ზონებს შორის მიაბი-
ჯებდა.
ბოლოს ბოსი ფართო საკონფერენციო დარბაზში შევიდა, და-
ნარჩენებიც ერთიმეორის მიყოლებიყთ უკან მიჰყვნენ. როდესაც
ყველა დაჯდა, ბოსმა ღილაკს დააჭირა, გაისმა სისინი და მინის
კედლები დაიბურა. ლენგდონს ცხოვრებაში მსგავსი არაფერი
ენახა, გაოცებული იყო.
– სად ვართ? – ვეღარ მოითმინა ბოლოს.
– ჩემს ხომალდზე – „მენდაციუმზე“.
– „მენდაციუმზე“? – ჩაეკითხა ლენგდონი, – რომელიც ლათი-
ნურად სიცრუეს ნიშნავს? სიცრუის ღმერთი ბერძნულ მითოლო-
536 მკითხველთა ლიგა
გიაში – ფსევდოლოგია; რომაელები მას მენდაციუმს უწოდებ-
დნენ.
ლენგდონის ერუდიციამ ბოსზე შთაბეჭდილება მოახდინა.
– ეს ცოტამ თუ იცის.
„არცთუ კეთილშობილური სახელწოდებაა, – თავის მხრივ გა-
იფიქრა ლენგდონმა, – პატარა ღმერთუნა, რომელიც სიცრუისა
და ფალსიფიკაციის სულებს მბრძანებლობს“.
ხომალდის მფლობელმა მეხსიერების წითელი ბარათი მო-
პირდაპირე კედლის მოწყობილობას მიუერთა – უზარმაზარი
ბრტყელი თხევადკრისტალური ეკრანი ჩაირთო, საერთო განა-
თება კი ჩაქრა.
რამდენიმე წამის შემდეგ ჩუმად მომლოდინე ლენგდონს
წყლის შხაპუნის ხმა მოესმა. თავიდან იფიქრა, ხმა ბორტის მიღ-
მიდან მოდისო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ შხაპუნი ეკრანის
დინამიკებიდან ისმოდა. ნელ-ნელა გამოსახულებაც გამოჩნდა:
გამოქვაბულის სველ კედელზე არეკლილი მოწითალო სინათ-
ლე.
– ეს ვიდეოსიუჟეტი ბერტრან ზობრისტმა გადაიღო, – აცნობა
ბოსმა, – და მთხოვა, ხვალ გამესაჯაროებინა.
ლენგდონი თვალებს არ უჯერებდა. უხმოდ შესცქეროდა უჩ-
ვეულო ფილმს... ტბა რომელიღაც მიწისქვეშეთში... წყლის რაკ-
რაკი... კამერა წყალში ეშვება... უახლოვდება ტალახით მოს-
ვრილ ფილაქნის ძირს, რომელზეც მიმაგრებულია აბრა წარწე-
რით: ამ ადგილას და ამ დღეს მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა.
ხელმოწერა: ბერტრან ზობრისტი.
თარიღი – ხვალ.
ღმერთო! ლენგდონი სიბნელეში სინსკის მიუტრიალდა, თუმ-
ცა ქალი თითქოს უხერხულად ჩასჩერებოდა იატაკს: მან ალბათ
უკვე ნახა ფილმი და ძალა არ ჰყოფნიდა, კიდევ ერთხელ ეცქირა.

537 მკითხველთა ლიგა


კამერის ობიექტივი მარცხნივ შებრუნდა და ლენგდონმა
წყალში მსუბუქად მოქანავე, სქელი მოყვითალო-მონაცრისფრო
სითხით სავსე გამჭვირვალე პაკეტი დაინახა. პაკეტი ზედაპირზე
არ ადიოდა: სავარაუდოდ, თხელი სფეროსებრი გარსი ფსკერზე
რაღაცით იყო მიმაგრებული.
ლენგდონი გაფართოებული თვალებით დააკვირდა პლასტი-
კატის გაბერილ ბუშტს. ეჩვენებოდა, რომ ბლანტი სითხე ნელა
ბრუნავდა, თითქოს იხარშებაო.
ლენგდონს სუნთქვა შეეკრა – „აი, ისიც, ზობრისტის ახალი შა-
ვი ჭირი“.
– გააჩერეთ ფილმი, – სიბნელეში გაისმა სინსკის ბრძანება.
გამოსახულება გაჩერდა – წყალში მოთავსებული პაკეტი,
რომელსაც სამაგრი არ აძლევდა საშუალებას, ზედაპირზე ამო-
ტივტივებულიყო... თხევადი, ჰერმეტულად გამოკეტილი ღრუბე-
ლი, სივრცეში გამოკიდებული.
– უკვე მიხვდებოდით, რა არის ეს, – ლენგდონს მიმართა სინ-
სკიმ, – პრობლემა ისაა, რამდენად მალე გამოაღწევს გარეთ! –
ეკრანს მიუახლოვდა და გამჭვირვალე პაკეტზე გაკეთებული პა-
ტარა წარწერა აჩვენა, – აქ წერია, რისგანაა დამზადებული პაკე-
ტი, შეგიძლიათ წაიკითხოთ?
აღელვებული ლენგდონი დააკვირდა წარწერას, რომელიც
აშკარად სავაჭრო ნიშანს წარმოადგენდა: Solublon®.
– „სოლუბლონი“ გახლავთ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი
კომპანია, რომელიც წყალში ხსნად პლასტმასს აწარმოებს, –
თქვა სინსკიმ.
ლენგდონს მუცლის კუნთები დაეჭიმა.
– ესე იგი, პაკეტი... ლღვება?
სინსკიმ ავისმომასწავებელი მზერით დაუქნია თავი.
– ჩვენ მწარმოებელ კომპანიას დავუკავშირდით და არცთუ
დამაიმედებელი ცნობები მივიღეთ: ისინი ათობით სხვადასხვა
538 მკითხველთა ლიგა
სახის პლასტმასს ამზადებენ, რომლებიც, სახეობისდა მიხედვით,
წყალში ათი წუთიდან ათ კვირამდე ლღვებიან – გააჩნია, რო-
მელს აირჩევს კლიენტი. ლღობის დრო დამოკიდებულია აგრეთ-
ვე წყლის ხარისხსა და ტემპერატურაზეც, მაგრამ ეჭვგარეშეა,
ზობრისტმა ეს ფაქტორები დეტალურად გაითვალისწინა... ეს პა-
კეტი, ჩვენი გათვლებით, გალღვება...
– ხვალისთვის, – სიტყვა გააწყვეტინა ბოსმა, – სწორედ ხვა-
ლინდელი თარიღი მოხაზა ზობრისტმა ჩემს კალენდარზე. გარდა
ამისა, ზუსტად ხვალინდელი თარიღია წყალქვეშა აბრაზეც გამო-
სახული.
სიბნელეში მჯდარ ლენგდონს სიტყვის წარმოთქმაც კი არ შე-
ეძლო.
– დანარჩენიც აჩვენეთ, – თქვა სინსკიმ.
ფილმი გაგრძელდა; ამჯერად კამერა განათებულ წყალსა და
დაბინდული გამოქვაბულის კედელთან მოძრაობდა. ლენგდონი
აღარ ეჭვობდა, რომ ლექსში სწორედ ამ ადგილზე იყო საუბარი –
„გარემოცული სისხლისფერი წყლით და წყვდიადით“. დანტეს
„ჯოჯოხეთი“... მდინარე კოციტი, ჯოჯოხეთის გვირაბებში რომ მი-
ედინება.
ამ ტბას, სადაც უნდა ყოფილიყო, გარს ეკრა ხავსიანი კედლე-
ბი – „ხელოვნური კედლები“, ფიქრობდა ლენგდონი. გარდა ამი-
სა, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ კამერამ ფართო შიდა სივ-
რცის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიღო. მაგალითად, ამაზე მეტ-
ყველებდა კედლებზე არსებული ფერმკრთალი ვერტიკალური
ჩრდილები. ისინი ფართო და ბოძისმაგვარნი იყვნენ და თანაბარ
სიმაღლეზე ადიოდნენ.
„სვეტებია“, მიხვდა ლენგდონი.
გამოქვაბულის ჭერს სვეტები ამაგრებს.
წყალსატევი გამოქვაბულში კი არა, დარბაზშია.
ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის...
539 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ლენგდონმა პირის გაღებაც კი ვერ მოასწრო, რომ მი-
სი ყურადღება კედელზე გამოსახულმა სულ სხვა ჩრდილმა მიიპ-
ყრო... ადამიანის ჩრდილმა, მოგრძო ცხვირ-ნისკარტით.
„ღმერთო დიდებულო!“
ჩრდილი ალაპარაკდა – სიტყვები ყრუდ ისმოდა. ეს იყო შე-
მაძრწუნებელი რიტმული ჩურჩული, რომელიც წყალსატევს ეფი-
ნებოდა:

მე თქვენი ხსნა ვარ.


მე აჩრდილი ვარ...

შემდგომი რამდენიმე წუთი ლენგდონი თავის ცხოვრებაში


ყველაზე საზარელ ფილმს უყურებდა. შეშლილი გენიოსის – ქო-
ლერის ექიმბაშის ფორმაში გამოწყობილი ბერტრან ზობრისტის
მხურვალე მონოლოგი აღსავსე იყო დანტეს „ჯოჯოხეთიდან“
მოყვანილი ციტატებით. მისი სიტყვების აზრი ლენგდონისთვის
სავსებით გასაგები იყო: კაცობრიობის რაოდენობა უკონტრო-
ლოდ იზრდება და ეს თავად მის არსებობას უქმნის საფრთხეს.
ეკრანიდან მომავალი ხმა ამბობდა:

უმოქმედოდ ჯდომა ნიშნავს, მივიღოთ დანტეს ჯოჯოხეთი, სა-


დაც ჩვენ ყველა ჩავეფლობით ცოდვებში, ვიშიმშილებთ და სი-
ვიწროვეში ამოვიხრჩობით. და მე გავბედე, გამოწვევა მიმეღო.
ვიღაც-ვიღაცეები შიშისგან შეძრწუნდებიან, მაგრამ მსხვერპლის
გარეშე ხსნა არ არსებობს. ოდესმე მსოფლიო დააფასებს ჩემ მი-
ერ გაღებული მსხვერპლის მშვენიერებას.

ეკრანზე ქოლერის ექიმბაშის ფორმაში გამოწყობილი ზობ-


რისტის დანახვაზე ლენგდონი შეკრთა. როდესაც ზობრისტმა ნი-
ღაბი მოიხსნა, მის გამხდარ სახესა და შეშლილ მწვანე თვალებს
540 მკითხველთა ლიგა
დააკვირდა და მიხვდა, სწორედ ეს იყო ადამიანი, რომელმაც
მთელი ეს არეულობა გამოიწვია. ზობრისტი ამჯერად სიყვარულ-
ზე ალაპარაკდა და ერთ ადამიანს მიმართა:

კაცობრიობის მომავალს შენს მზრუნველ ხელებს ვაბარებ. ჩე-


მი შრომა აქ, ქვემოთ დასრულებულია. და მოვიდა დრო, რომ
მთიან ზედაპირს ვეწვიო... და კვლავ ვიხილო მნათობი.

ფილმი დასრულდა. ზობრისტის უკანასკნელ სიტყვებში ლენ-


გდონმა დანტეს „ჯოჯოხეთის“ დამამთავრებელი ფრაზა ამოიც-
ნო.
ჩაბნელებულ საკონფერენციო დარბაზში მჯდომი ლენგდონი
მიხვდა, რომ ყველანაირი შიში, რომელიც მას დღეს განეცადა,
რაღაც განსაზღვრულ, ხელშესახებ და საზარელ რეალობად იქ-
ცა.
ბერტრან ზობრისტმა სახე... და ხმა შეიძინა.
დარბაზში შუქი აინთო და ლენგდონმა შეამჩნია, რომ ყველა
მას შესცქეროდა მომლოდინე მზერით.
ელიზაბეთ სინსკი გახევებული სახით ადგა, თან თავის ავგა-
როზს უსვამდა ხელს.
– პროფესორო, როგორც ხვდებით, დრო თითქმის ამოიწურა.
მოცემულ მომენტში ერთადერთი დამაიმედებელი სიახლე ისაა,
რომ ჯერ კიდევ არ მოსულა შეტყობინება პათოგენის აღმოჩენის
ან ინფექციის გავრცელების შესახებ, სწორედ ამის გამო შეიძლე-
ბა ვივარაუდოთ, რომ სოლუბლონის გარსი ჯერ კიდევ მთელია,
თუმცა არ ვიცით, სად უნდა ვეძებოთ. ჩვენი მიზანია საფრთხის
აღმოფხვრა მანამ, სანამ პაკეტი გალღვება. ამას კი იმ შემთხვე-
ვაში შევძლებთ, თუ დაუყოვნებლივ შევიტყობთ, სად არის ის.
ახლა კი აგენტი ბრიუდერიც წამოდგა, ლენგდონს მკაცრ მზე-
რას არ აშორებდა.
541 მკითხველთა ლიგა
– როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ვენეციაში იმისთვის ჩამოხვე-
დით, რომ ზობრისტის ახალი ჭირის წყაროს მიგნება გსურთ.
ლენგდონმა შეკრებილი ხალხის დაძაბულ სახეებს მოავლო
მზერა. ყველას შიში ეტყობოდა, ყველას სასწაულის იმედი ჰქონ-
და, მას კი არაფრით შეეძლო დაიმედება.
– ჩვენ სათაანადო ქვეყანაში არ ვართ, – თქვა მერე, – ის, რა-
საც ეძებთ, აქედან დაახლოებით ათას კილომეტრში მდებარე-
ობს.

როდესაც „მენდაციუმმა“ ფართო რკალი მოხაზა და გეზი ვენე-


ციის აეროპორტისკენ აიღო, სრული სიმძლავრით ამუშავებული
ძრავების ყრუ გრუხუნი ლენგდონს ექოდ ჩაესმა. ხომალდის
ბორტზე ნამდვილი ორომტრიალი იყო. ბოსი საკონფერენციო
დარბაზიდან გავარდა, თან ხმამაღლა გასცემდა ბრძანებებს.
ელიზაბეთ სინსკიმ ტელეფონს სტაცა ხელი და „ჩ-130“-ის პილო-
ტებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ მოემზადებინათ ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის სამგზავრო თვითმფრინავი ვენეციი-
დან ასაფრენად. აგენტი ბრიუდერი ნოუთბუქს ეცა, რათა დანიშ-
ნულების ადგილზე წინასწარ მოემზადებინა მოწინავე ჯგუფი.
ვენეციიდან ძალიან შორს.
ბოსი საკონფერენციო დარბაზში დაბრუნდა და ბრიუდერს
საქმიანი ტონით მიმართა:
– ვენეციის ძალოვანი სტრუქტურებისგან ისმის რამე?
ბრიუდერმა უარის ნიშნად თავი გააქნია:
– არაფერი. ეძებენ, თუმცა სიენა ბრუკსი უკვალოდ გაქრა.
ლენგდონმა ყურებს არ დაუჯერა. სიენას ეძებენ?
სინსკიმ ტელეფონზე საუბარი დაასრულა და ლენგდონს მიუბ-
რუნდა:

542 მკითხველთა ლიგა


– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-
ნიზაციამ, ვფიქრობ, მისი ძალით დაკავების სანქცია უნდა გას-
ცეს... თუ ამის საჭიროება იქნება.
ლენგდონი წამოხტა.
– რატომ? სიენა ბრუკსი საერთოდ არაფერ შუაშია.
ბოსმა შავი თვალები ლენგდონს მიაპყრო.
– პროფესორო, მის ბრუკსის შესახებ რაღაც გვაქვს სათქმე-
ლი.

543 მკითხველთა ლიგა


თავი 79

რიალტოს ხიდზე, ტურისტების სიმრავლეში ჩქარი ნაბიჯით


მიმავალი სიენა ბრუკსი კვლავ სირბილზე გადავიდა. გზა დასავ-
ლეთით განაგრძო, დიდი არხის გაყოლებით, ფონდამენტა ვინ
კასტელოს სანაპიროზე.
„რობერტი მათ ხელშია...“
მას ახლაც კი თვალწინ ედგა ლენგდონის სასოწარკვეთით
აღსავსე თვალები, სინათლის ჭიდან რომ შემოსცქეროდა, რო-
დესაც ოპერმუშაკები უკან, საძვალისკენ ექაჩებოდნენ. თითქმის
არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამა თუ იმ საშუალებით ლენგდონს ყვე-
ლაფერს ათქმევინებდნენ, რასაც კი პროფესორი მიხვდა.
„ჩვენ ქვეყანა აგვერია“.
უფრო მეტად ტრაგიკული კი იმის გააზრება იყო, რომ ეს ხალ-
ხი დროს არ დაკარგავდა და ლენგდონს საქმის რეალურ ვითა-
რებას აუხსნიდა.
„მაპატიეთ, რობერტ.
ყველაფერი მაპატიეთ.
გახსოვდეთ, არჩევანი არ მქონდა...“
უცნაური იყო, მაგრამ სიენას ლენგდონი უკვე ენატრებოდა.
ხალხით სავსე ვენეციაში გრძნობდა, ისევ მარტოობაში ინთქმე-
ბოდა.
ამ შეგრძნებაში ახალი არაფერი იყო.
სიენა ბრუკსი ბავშვობიდან მარტოდ გრძნობდა თავს. განსა-
კუთრებული ინტელექტით დაჯილდოებული, საკუთარ სამშობ-
ლოში უცხოელივით იზრდებოდა... როგორც უცხოპლანეტელი –
მისთვის უცნობ სამყაროში. ხალხთან დამეგობრებას ცდილობ-
და, მაგრამ მის თანატოლებს თავში ის უტრიალებდათ, რაც მას
საერთოდ არ აინტერესებდა. ის თავს აიძულებდა, პატივისცემით
მოჰქცეოდა უფროსებს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ისინი უბ-
544 მკითხველთა ლიგა
რალოდ დიდ ბავშვებად ეჩვენებოდა, რომლებსაც გარესამყა-
როს ელემენტარული საფუძვლები არ ესმოდათ და, რაც ყველაზე
უსიამოვნოა, მისდამი არავითარ ინტერესსა თუ შეშფოთებას არ
გამოხატავდნენ.
„თავს არარაობად ვგრძნობდი“.
სიენა ბრუკსმა ისწავლა, როგორ ყოფილიყო მოჩვენება. უჩი-
ნარი. ისწავლა ყოფილიყო ქამელეონი, იქცა მსახიობად და განა-
სახიერებდა მასისგან არაფრით გამორჩეულ ადამიანს. ეჭვიც არ
ეპარებოდა, რომ ბავშვობის ოცნება მსახიობობაზე მთელი მისი
ცხოვრების ოცნების გამოვლინება იყო, ოცნებისა – სულ სხვა
ადამიანი გამხდარიყო.
გამხდარიყო ნორმალური.
შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარში“ მონაწილეობა დაეხ-
მარა, საკუთარი თავი რაღაცის ნაწილად ეგრძნო, და უფროსი
მონაწილეებიც თანატოლივით მიმართავდნენ მას. ეს სიხარული
დიდხანს არ გაგრძელებულა – იმ წუთიდან გაქრა, როდესაც პრე-
მიერის შემდგომ სცენიდან ჩამოვიდა და რეპორტიორების ყუ-
რადღების ცენტრში აღმოჩნდა, დანარჩენი მსახიობებისგან გან-
სხვავებით, რომლებიც გვერდითა კარში ყველასგან შეუმჩნევ-
ლად გაუჩინარდნენ.
„უკვე მათაც შევძულდი...“
შვიდი წლის ასაკში სიენას უკვე საკმაო რაოდენობის სამედი-
ცინო ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული, რომ საკუთარი თავის-
თვის ღრმა დეპრესიის დიაგნოზი დაესვა. როცა მან ეს მშობლებს
უთხრა, ისინი შეშფოთდნენ – ეს მათი ჩვეულებრივი რეაქცია იყო
ქალიშვილის უცნაურობებზე. ასე და ამგვარად, ბავშვი ფსიქიატ-
რთან მიიყვანეს. ექიმმა სიენას უამრავი კითხვა დაუსვა – კით-
ხვები, რომლებსაც გოგონა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ეკითხებო-
და საკუთარ თავს. შემდეგ ამიტრიპტილინი გამოუწერა ქლორ-
დიაზეპოქსიდთან ერთად.
545 მკითხველთა ლიგა
ახსოვს, გაბრაზებული წამოიჭრა სკამიდან.
– ამიტრიპტილინი?! მე მინდა, მეტად ბედნიერი ვიყო და არა
– ზომბი!
ფსიქიატრმა მის ამ გამოხტომას ყურადღება არ მიაქცია და
პრობლემის გადაჭრის სხვა გზა შესთავაზა:
– კეთილი, სიენა, თუ პრეპარატის მიღება არ გსურთ, მაშინ
კომპლექსური მიდგომა ვცადოთ, – წუთით ჩაფიქრდა, – ისეთი
შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვერ გამოდიხართ მძიმე ფიქ-
რებიდან, რომლებიც მიმართულია თქვენივე თავისა და იმისკენ,
რომ გარემომცველ სამყაროს ვერ ერგებით.
– მართალია, – უპასუხა სიენამ, – მინდა, რომ ეს დამთავ-
რდეს, მაგრამ არ შემიძლია.
ექიმმა მშვიდად გაუღიმა.
– რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ. ადამიანის ტვინს ფიზიკურად
არ შეუძლია მოქმედების შეწყვეტა. სულს ემოციები სურს და ის
ამ ემოციებისთვის აუცილებელი – დადებითი ანდა უარყოფითი
საწვავის ძიებას განაგრძობს. თქვენი პრობლემა ისაა, რომ სულს
საწვავს არ აწვდით.
სიენას ადრე არასდროს გაეგო, სულიერი ცხოვრების შესახებ
ასე მექანიკურად ვინმეს ესაუბრა, და დაინტერესდა.
– როგორ მივაწოდო საჭირო საწვავი?
– თქვენი ინტელექტის სამიზნე უნდა შეცვალოთ, – უპასუხა
ფსიქიატრმა, – ახლა უმეტესად თავზე ფიქრობთ. დაუსვით თავს
შეკითხვა, რატომ ვერ ერგებით გარემოს; რა გჭირთ ასეთი.
– მართალია, – გაიმეორა სიენამ, – მაგრამ ძალიან ვცდი-
ლობ ამ პრობლემის გადაჭრას. ვცდილობ, სამყაროს მოვერგო.
როგორ გადავწყვეტ პრობლემას, თუ მასზე არ ვიფიქრებ?
ექიმს გაეცინა.
– ჩემი აზრით, პრობლემაზე ფიქრია თავად პრობლემა.

546 მკითხველთა ლიგა


ექიმმა მას შესთავაზა, ყურადღება საკუთარი თავიდან და
პრობლემიდან სხვა რამეზე გადაეტანა... მაგალითად, სამყარო-
ზე... ამ სამყაროს პრობლემებზე.
„აი, როდის შეიცვალა ყველაფერი“.
მთელი ენერგია საკუთარი თავის სიბრალულიდან სხვების შე-
ცოდებაზე მიმართა. მთლიანად გადაერთო საქველმოქმედო
საქმიანობაზე – უსახლკაროთა თავშესაფრებში წვნიანს არიგებ-
და, უსინათლოებს წიგნებს უკითხავდა. გასაოცარი იყო, მაგრამ,
ვისაც სიენა ეხმარებოდა, ვერც ერთი მათგანი ვერ ამჩნევდა,
რომ გოგონა სხვებისგან განსხვავდებოდა. უბრალოდ ბედნიერე-
ბი იყვნენ, რომ ეს ადამიანი მათთვის იცლიდა.
სიენა დღითი დღე სულ უფრო დაუღალავად შრომობდა, რად-
გან გრძნობდა, რამდენ ადამიანს სჭირდებოდა მისი დახმარება.
ღამღამობით თვალსაც ვერ ხუჭავდა.
„გეყოფა, სიენა, – ეუბნებოდნენ მას, – მთელი მსოფლიოს
ხსნას მაინც ვერ შეძლებ!“
„რა საზარელი სიტყვებია“.
საზოგადოებრივი საქმიანობის პერიოდში სიენამ ერთ-ერთი
ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენ-
ლები გაიცნო. შესთავაზეს, მათთან ერთად ერთი თვით ფილიპი-
ნებში წასულიყო და სიენამ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გა-
უშვა.
სიენას ეგონა, რომ ისინი ღარიბ მეთევზეებს ან სოფლებში
გლეხებს საკვებით მოამარაგებდნენ. ფილიპინებში – ბუნების
ნამდვილ საოცრებათა ქვეყანაში, იმის გათვალისწინებით, რა-
საც კითხულობდა: გასაოცარი ზღვის სანაპიროები, ულამაზესი
დაბლობები... ამიტომ, როდესაც ჯგუფი მსოფლიოში ყველაზე
მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ მანილას ხალხით სავსე ცენტრში
დაბანაკდა, სიენა საშინელების წინაშე დადგა – მას აქამდე არას-
დროს ენახა ასეთი მასობრივი გაჭირვება.
547 მკითხველთა ლიგა
„და რას შეცვლის ცალკეული ადამიანებისთვის გაწეული დახ-
მარება?“
თითო ადამიანზე, რომლის გამოკვებაც სიენას შეეძლო, ასი
ასეთივე ადამიანი მოდიოდა. ისინი უბედური თვალებით შესცქე-
როდნენ მას. მანილა – ესაა ქალაქი ექვსსაათიანი საავტომობი-
ლო საცობებით, სულის ხუთვამდე დაბინძურებული გარემოთი
და საზარელი სექსუალური ბაზრით, რომელიც ძირითადად
არასრულწლოვანი მოზარდებით ვაჭრობს. მშობლები თავიანთ
შვილებს სუტენიორებზე ყიდიან და იმითღა ინუგეშებენ თავს,
რომ შვილებს
შიმშილი მაინც არ მოუწევთ.
ამ ქაოსში – ბავშვთა პროსტიტუციით, მათხოვრებითა და ჯი-
ბის ქურდებით გარშემორტყმულმა სიენამ თავი პარალიზებუ-
ლად იგრძნო. გარშემო ყველგან ხედავდა, რომ ადამიანურ ბუნე-
ბას პირველყოფილი გადარჩენის ინსტინქტი ანაცვლებდა. „რო-
დესაც ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს, იგი ცხოველად იქცე-
ვა...“
დეპრესიამ ახალი ძალებით შემოუტია სიენას. უეცრად თვალ-
წინ დაუდგა კაცობრიობის ნამდვილი სახე, დაინახა და მიხვდა –
ჩვენ ვართ მოდგმა, რომელიც ზღვარზე იმყოფება.
„ვცდებოდი... მართლაც არ შემიძლია სამყარო ვიხსნა“.
შეშლილივით დაიწყო ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, ბრბოში
გზას მიიკვლევდა, გვერდს უქცევდა მათ და თავისუფალ სივრცეს
ეძებდა.
„ადამიანის სხეული მახრჩობს!“
როცა გარბოდა, ხალხის მზერას გრძნობდა – მაღალი, ქერა
ქალი უკან კუდივით შეკრული თმით... მამაკაცები ისე ხარბად
უყურებდნენ, თითქოს შიშველი ყოფილიყო.
როდესაც სირბილით ფეხები დაეღალა და გაჩერდა, მიხვდა,
წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად იყო. ცრემლები და მტვერი თვა-
548 მკითხველთა ლიგა
ლებიდან ამოიწმინდა და დაინახა, რომ ქოხმახების გარემოცვა-
ში იდგა – ეს იყო უკიდეგანო ქალაქი, სადაც სახლები დაჟანგუ-
ლი ლითონების ნაკუწებისგან და მუყაოს ფირფიტებისგან
აეგოთ. ყოველი მხრიდან ჩვილი ბავშვების ტირილის ხმა ისმო-
და, ჰაერში ექსკრემენტების სუნი იდგა.
„ჯოჯოხეთის კარიბჭეებთან აღმოვჩნდი“.
– Turista... – დამცინავად წარმოთქვა უკნიდან მამაკაცის და-
გუდულმა ხმამ, – Magkano?97
სიენა სწრაფად შეტრიალდა და სამი ბიჭი დაინახა – უახლოვ-
დებოდნენ, თან მგლებივით დუჟი მოსდგომოდათ პირზე. მიხვდა,
საშიში ხალხი იყო და გაქცევა დააპირა, თუმცა მათ მტაცებლები-
ვით წრე შემოარტყეს.
სიენამ ყვირილით ითხოვა დახმარება, თუმცა არავის მიუქცე-
ვია ყურადღება. მისგან რამდენიმე ნაბიჯში, ავტომობილის საბუ-
რავზე მოხუცი ქალი იჯდა და დაჟანგული დანით ხახვს დამპალ
ნაწილებს აშორებდა. თავიც კი არ ასწია.
სიენა შეიპყრეს და ფარდულისკენ წაათრიეს. ილუზიები არ
ჰქონია და ზუსტად მიხვდა, რაც მოელოდა. მთელი მისი არსება
სულისშემძვრელმა პანიკამ მოიცვა. მთელი ძალით ცდილობდა,
ხელიდან დასხლტომოდა მათ, თუმცა ბიჭები მასზე ძლიერები იყ-
ვნენ. ძველ, დასვრილ ლეიბზე დააგდეს, მაისური შემოახიეს და
ნაზი კანი დაუხოკეს. რომ არ ეყვირა, მისივე დაგლეჯილი მაისუ-
რი იმდენად ღრმად ჩასჩარეს პირში, სიენამ ისიც კი გაიფიქრა,
მორჩა, ახლა გავიგუდებიო. შემდეგ ის მუცელზე გადააბრუნეს და
სახე აყროლებულ საწოლზე დაადებინეს.
სიენა ბრუკსი ყოველთვის ამრეზით უყურებდა იმ საცოდავებს,
რომლებსაც ღმერთისა სწამდათ, მიუხედავად მსოფლიოში ამ-

97
ტურისტო... რამდენად?(ტაგალური)
549 მკითხველთა ლიგა
დენი ძალადობისა. მაგრამ ახლა ის ლოცულობდა... მთელი გუ-
ლით.
„გევედრები, ღმერთო, მიხსენი ამ სიბოროტისგან“.
მაგრამ ლოცვასთან ერთად ბიჭების ხარხარიც ესმოდა; თავი-
ანთი ბინძური ხელებით ფეხებიდან ჯინსის შარვალს აძრობდნენ.
მერე ერთ-ერთი ზურგზე დააწვა, გაოფლილი, მძიმე... მისმა ოფ-
ლმა სიენას სხეულზე დაიწყო დენა.
„აი, თურმე როგორ დავკარგავ ქალწულობას...“
უეცრად მოძალადე მისი ზურგიდან ჩაცურდა და გესლიანი
როხროხი მრისხანებისა და შიშის ყვირილმა შეცვალა. სიენას
ზურგზე თბილი ოფლის დენამ იმატა, ხოლო ლეიბი წითელი ლა-
ქებით დაიფარა.
გადაბრუნებულმა სიენამ მოხუცი ქალი დაინახა – ნახევრად
გათლილი ხახვითა და დაჟანგული დანით მოძალადეებს ადგა
თავზე. მთავარ მოძალადეს ზურგიდან სისხლი სდიოდა.
მოხუცი ქალი მანამ იქნევდა გასისხლიანებულ დანას, სანამ
ახალგაზრდებმა უკან არ დაიხეს და არ გაეცალნენ.
მოხუცი ხმაამოუღებლად მიეხმარა სიენას ჩაცმაში.
– Salamat, – ცრემლიანი თვალებით მადლობა გადაუხადა.
ქალმა ყურზე თითი მიიკაკუნა და სიენას ანიშნა, არაფერი მეს-
მისო. სიენამ ხელისგულები შეატყუპა, თვალები დახუჭა და მად-
ლიერების ნიშნად თავი დახარა. როდესაც თვალები გაახილა,
ქალი სადღაც გამქრალიყო.
მან დაუყოვნებლივ დატოვა ფილიპინები; თავისი ჯგუფის წევ-
რებს არც კი დამშვიდობებია. არავისთვის უთქვამს, რაც დაემარ-
თა. იმედოვნებდა, რომ თუ მომხდარზე აღარ იფიქრებდა, თავს
აიძულებდა, მძიმე მოგონებები გაფერმკრთალებულიყვნენ,
თუმცა უარესი დაემართა. თვეები გადიოდა. ყოველღამით კოშ-
მარებიტანჯავდა და თავს უსაფრთხოდ ვერსად გრძნობდა. საბ-
რძოლო ხელოვნების შესწავლა დაიწყო და, თუმცა მალევე აით-
550 მკითხველთა ლიგა
ვისა „დიმ-მაკის“ ილეთები, რომელიც მას მსოფლიოს ნებისმიერ
წერტილში ადამიანის მოსპობის შესაძლებლობას ანიჭებდა, მა-
ინც ყველგან საფრთხე ელანდებოდა.
კვლავ დეპრესიაში ჩავარდა; ის ათმაგად უტევდა მის ფსიქი-
კას და საბოლოოდ სიენას ორგანიზმმა საერთოდ უარი თქვა
ძილზე. ყოველთვის, როდესაც თმას ივარცხნიდა, ამჩნევდა, ბღუ-
ჯა-ბღუჯად სცვიოდა, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი. რამდე-
ნიმე კვირაში ნახევრად გამელოტდა. დიაგნოზი საკუთარ თავს
თვითონვე დაუსვა: ტელოგენური ალოპეცია – სტრესისგან გა-
მოწვეული თმის ცვენა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი სახის
მკურნალობა აჩერებს: თავად სტრესის დამარცხება. სარკეში სა-
კუთარი მელოტი თავის დანახვაზე გრძნობდა, როგორ უხშირდე-
ბოდა გულისცემა.
„მოხუცს ვემსგავსები!“
საბოლოოდ სხვა გამოსავალი ვერ ნახა და თავი გადაიპარსა.
ბოლოს და ბოლოს, ბებერ ქალს მაინც აღარ ჰგავდა. სამაგი-
ეროდ, ავადმყოფი გეგონებოდათ. ხალხს რომ არ ეფიქრა, კიბოს
მკურნალობის კურსს გადისო, ქერა პარიკი იყიდა და უკან კუდი-
ვით შეკრა. გარეგნულად სხვა ცვლილება არ დამჩნევია.
თუმცა სიენა ბრუკსი შინაგანად შეიცვალა.
„სამარცხვინო არსება ვარ...“
წარსულისგან გათავისუფლების სასოწარკვეთილმა სურვილ-
მა აიძულა, ამერიკაში ჩასულიყო და სამედიცინო კოლეჯში ჩა-
ებარებინა. ყოველთვის აინტერესებდა მედიცინა და იმედი ჰქონ-
და, რომ ექიმის ამპლუაში თავს საჭირო და სასარგებლო ადამია-
ნად იგრძნობდა... რაღაც საქმით მაინც გაერთობოდა, რომ გადა-
ტანილი ტკივილი აღარ ეგრძნო.
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მედიცინის შესწავ-
ლას თავს ადვილად ართმევდა და სანამ თანაკურსელები წიგ-
ნებს ჩაჰკირკიტებდნენ, სიენა მსახიობობით შოულობდა ცოტაო-
551 მკითხველთა ლიგა
დენ ფულს. ცხადია, შექსპირისგან შორს იდგა, მაგრამ დახვეწი-
ლი მეტყველებისა და ფენომენალური მეხსიერების წყალობით
მსახიობობას სამუშაოდ ვერც აღიქვამდა – თავშესაფრად უფრო
მიაჩნდა, ადგილად, სადაც შეეძლო დაევიწყებინა, ვინ იყო სინამ-
დვილეში... სხვა ადამიანის ნიღაბი მოერგო.
სულერთი იყო, ვისი.
საკუთარი თავისგან გაქცევას სიენა ადრეული ბავშვობიდან
ცდილობდა – მას შემდეგ, რაც ენა ამოიდგა. ჯერ კიდევ პატარა
იყო, როდესაც უარი თქვა თავის პირველ სახელზე: ფელისიტიზე
და მეორე დაიტოვა – სიენა. ფელისიტი „ბედნიერს“ ნიშნავდა და
გოგონამ იცოდა, ეს სახელი მას საერთოდ არ შეეფერებოდა.
„საკუთარი პრობლემებისგან ყურადღების გადატანა, – ახსე-
ნებდა თავს, – ყურადღების გამახვილება მსოფლიოს პრობლე-
მებზე“.
პანიკამ, რომელიც ხალხით გადაჭედილ ქუჩებში დაეუფლა,
სერიოზულად დააფიქრა პლანეტაზე გადაჭარბებული მოსახ-
ლეობის პრობლემაზე. სწორედ მაშინ გადააწყდა ბერტრან ზობ-
რისტის – გენური ინჟინერიის სპეციალისტის სტატიას, რომელ-
შიც ავტორმა საოცრად პროგრესული თეორიები წამოაყენა.
„ის გენიოსია!“ – დაასკვნა სიენამ მისი ნაშრომების წაკით-
ხვისთანავე. აქამდე არასდროს გასჩენია ამგვარი აზრი ადამიან-
ზე. რაც უფრო მეტს კითხულობდა ზობრისტის ნაშრომებს, მით
მეტად გრძნობდა, რომ მონათესავე სულში იხედებოდა. მისმა
სტატიამ სათაურით – „სამყაროს ხსნა თქვენ არ ძალგიძთ“ – სი-
ენას ის გაახსენა, რასაც მთელი ბავშვობა უჩიჩინებდნენ... თუმცა
ზობრისტის მოსაზრება საპირისპირო იყო.
თქვენ შეგიძლიათ იხსნათ სამყარო, – წერდა ზობრისტი, – თუ
თქვენ არა, აბა, სხვა ვინ? თუ ახლა არა, აბა, როდის?
სიენა გულდასმით სწავლობდა ზობრისტის მათემატიკურ გა-
მოთვლებს, ითვისებდა მის პროგნოზებს მალთუსიანური კატას-
552 მკითხველთა ლიგა
ტროფისა და კაცობრიობის მოახლოებული კრახის შესახებ. ამ-
გვარი დონის მსჯელობა ინტელექტუალურ
სიამოვნებას ანიჭებდა, თუმცა სტრესულ ფონსაც აძლიერებ-
და: კაცობრიობის მომავლის სრულ სურათს ხედავდა... მათემა-
ტიკურად გარანტირებულს... ცხადზე ცხადს... გარდაუვალს.
„სხვა რატომ ვერავინ ხედავს ამას?“
მიუხედავად იმისა, რომ ზობრისტის იდეები სიენას შიშს
ჰგვრიდა, მათ ქალის გული მაინც დაიპყრეს. ზობრისტის ვიდეოპ-
რეზენტაციებს უყურებდა, წაიკითხა ყველაფერი, რაც გამოქვეყ-
ნებული ჰქონდა. როდესაც გაიგო, რომ ზობრისტი სალექციო
ტურნეს ფარგლებში შეერთებულ შტატებს ეწვეოდა, მაშინვე მიხ-
ვდა, რომ აუცილებლად უნდა ენახა პირადად. და აი, დადგა სა-
ღამო, რომელმაც მთელი მისი სამყარო შეცვალა.
სიენას სახეს ღიმილი მოეფინა – თავისი ცხოვრების უბედნიე-
რესი წუთები გაახსენდა, ის ჯადოსნური საღამო... იგივე განცდა
ჰქონდა რამდენიმე საათის წინ – როცა ლენგდონსა და ფერის-
თან ერთად მატარებლით მგზავრობდა.

ჩიკაგო, ქარბუქი...
ექვსი წლის წინანდელი იანვარი... თუმცა თითქოს წუხელ იყო.
დიდებულ მილზე მივაბიჯებ ქარბუქში და საყელოში თავჩარგუ-
ლი დამაბრმავებლად თეთრ თოვლს სახეს ვარიდებ. თავს ვირ-
წმუნებ, რომ სიცივე და ქარი ვერ შემაჩერებს. ამ საღამოს მე დი-
დებული ბერტრან ზობრისტის ხმას გავიგონებ... ცოცხალ ხმას.
ყველაფერს ვკითხულობ, რაც ამ ადამიანს დაუწერია და ერთ-
ერთი ვარ იმ ბედნიერი ხუთასიდან, რომელთაც მისი გამოსვლის
ბილეთების მოპოვება შეძლეს.
მაგრამ როდესაც ქარისგან გათოშილი დარბაზში შევდივარ,
თავზარი მეცემა: დარბაზი თითქმის ცარიელია. იქნებ გამოსვლა

553 მკითხველთა ლიგა


გადადეს? ქალაქი ქარბუქის გამო პარალიზებულია... ნუთუ ამან
ზობრისტსაც შეუშალა ხელი მოსვლაში?
მაგრამ, აი, თავად ისიც.
სცენაზე მაღალი, გამხდარი ფიგურა ჩნდება.
მაღალია... ძალიან მაღალი... ცოცხალი მწვანე თვალებით,
რომელთა სიღრმე თითქოს მსოფლიოს ყველა საიდუმლოს მა-
ლავს. ზობრისტი ათვალიერებს ცარიელ დარბაზს, რომელშიც
მხოლოდ ათამდე თაყვანისმცემელია და დარბაზის სიცარიელის
გამო მე მრცხვენია.
ეს ხომ ბერტრან ზობრისტია!
მდუმარების საზარელი გაელვება – იგი მკაცრი მზერით გვიც-
ქერის.
და უეცრად სიცილი უვარდება, თვალები უელავს. „ჯანდაბამ-
დეც გზა ჰქონია ცარიელ აუდიტორიას! – აცხადებს ის, – ჩემი სას-
ტუმრო აქვეა. წამოდით ბარში!“
ჩვენი პატარა კამპანია ოვაციებით ინაცვლებს მეზობლად
მდებარე სასტუმროს ბარში. ცალკე გამოყოფილ მაგიდასთან
ვსხდებით, სასმელებს ვუკვეთთ. ჩვენს სმენას ატკბობს ზობრის-
ტის თხრობა მისივე გამოკვლევებისა და სახელგანთქმული აღ-
მოჩენების შესახებ; გენური ინჟინერიის მომავალზე აზრს გვი-
ზიარებს. ცარიელ ჭიქებს სავსეები ცვლის, ზობრისტი საუბრის
თემას ცვლის და ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიით მისი დაინტე-
რესების შესახებ გვიყვება.
„დავრწმუნდი, რომ ტრანსჰუმანიზმში კაცობრიობის ერთა-
დერთი იმედი ხანგრძლივი დროით გადარჩენაა, – აცხადებს ის
და პერანგს იწევს, რათა მხარზე ამოსვირინგებული „ჰ+“-ების
ჯაჭვი გვაჩვენოს, – როგორც ხედავთ, მთლიანად მასზე ვარ და-
მოკიდებული...“
ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს როკვარსკვლავთან ვარ
სტუმრად. ვინ იფიქრებდა, რომ სახელგანთქმულ „გენეტიკის გე-
554 მკითხველთა ლიგა
ნიას“ ასეთი ხიბლი და ქარიზმა ექნებოდა. როდესაც შემომხე-
დავს ხოლმე, მისი მწვანე თვალები სრულიად მოულოდნელ
გრძნობებს აღმიძრავენ... ძლიერ სექსუალურ ლტოლვას.
საათი საათს მისდევს და ჩვენი ჯგუფი სულ უფრო თხელდება –
სტუმრები გვემშვიდობებიან და თავიანთ ყოველდღიურ რეალო-
ბას უბრუნდებიან. შუაღამისას ბერტრან ზობრისტთან მხოლოდ
მე ვრჩები. თავბრუ ოდნავ მეხვევა სასმელისგან.
„მადლობა ამ საღამოსთვის, – ვეუბნები, – თქვენ გასაოცარი
მასწავლებელი ხართ“.
„პირფერობით... – გაღიმებული ზობრისტი ჩემკენ იხრება;
ჩვენი ფეხები ერთმანეთს ეხება, – ყველაფერს მიაღწევთ “.
ფლირტი აშკარად უადგილოა, მაგრამ ფანჯრების მიღმა თოვ-
ლიანი ღამე დგას და ისეთი გრძნობა მიპყრობს, თითქოს მთელი
სამყარო ერთ ადგილზე გაჩერდა.
„რას იტყვით? – აგრძელებს ზობრისტი, – ჩემს ნომერში თი-
თო ჭიქაც ხომ არ დაგველია?“
მე ვშეშდები და ალბათ დამფრთხალი ირემივით ვიყურები.
ზობრისტის თვალები ელავენ.
„ნებას მომცემთ, გამოვიცნო? – ჩურჩულებს ის, – არასდროს
წოლილხართ ცნობილ მამაკაცთან“.
ვგრძნობ, რომ ვწითლდები და მოზღვავებული ემოციების, სი-
მორცხვის, მღელვარებისა და შიშის დამალვას ვცდილობ.
„სიმართლე გითხრათ, მამაკაცთან არც არასდროს ვწოლილ-
ვარ“.
ზობრისტი მიახლოვდება.
„არ ვიცი, რას ელოდით, მაგრამ ნება მომეცით, პირველი ვი-
ყო“.
სწორედ ამ მომენტში სექსუალური შიშების ყველა ბორკილი
და ბავშვობის ყველა იმედგაცრუება მშორდება... თოვლიან ღა-
მეში ლღვება.
555 მკითხველთა ლიგა
ცხოვრებაში პირველად ვნებას სირცხვილის გრძნობა არ ახ-
ლავს.
მე ის მსურს.
...და აი, უკვე სრულიად შიშვლები ვართ და ერთმანეთს ვეხვე-
ვით. „მოდუნდი, სიენა“, – ჩურჩულებს და მოთმინებით აღსავსე
მისი ხელები ჩემს გამოუცდელ სხეულში ჯერ კიდევ უცნობ შეგ-
რძნებებს აღძრავენ.
ეს ჩემი არჩევანია. მან არ მაიძულა.
ზობრისტის მკლავებში მოქცეულს მგონია, მსოფლიოში ყო-
ველივე მართებულადაა მოწყობილი. და საბოლოოდ ვრწმუნდე-
ბი, რომ ჩემს ცხოვრებას მიზანი გააჩნია.
მე სიყვარული ვიპოვე.
მას ყველგან გავყვები.

556 მკითხველთა ლიგა


თავი 80

„მენდაციუმის“ გემბანზე, ტექტონის პოლირებულ მოაჯირს


დაყრდნობილი ლენგდონი დიდი გაჭირვებით წამოდგა, შეძლე-
ბისდაგვარად მყარად დადგა და სული მოითქვა. ზღვის ზედაპირ-
ზე გრილი ჰაერი ქროდა. დაბლა მფრენი ავიალაინერების გუგუ-
ნის ხმაზე ლენგდონი მიხვდა, რომ ვენეციის აეროპორტს უახ-
ლოვდებოდნენ.
მის ბრუკსის შესახებ რაღაც გვაქვს სათქმელი...
ლენგდონის გვერდით, მოაჯირთან მდგარი ბოსი და სინსკი
მას აკვირდებოდნენ, თუმცა დუმდნენ და გონზე მოსვლის საშუა-
ლებას აძლევდნენ. ამბავმა, რომელიც მას ქვემოთ, გემბანზე
ყოფნისას უამბეს, ლენგდონი იმდენად გააოგნა და გაანაწყენა,
რომ სინსკიმ ღია გემბანზე, სუფთა ჰაერზე ამოიყვანა.
ზღვის ჰაერმა კი გამოაცოცხლა, თუმცა ლენგდონის გონებაში
კვლავ ქაოსი იყო. ერთადერთი ისღა შეეძლო, ხომალდის მიერ
ზღვაში დატოვებული ხმაურიანი და აქაფებული კვალისთვის გა-
ყინული მზერით ეცქირა და ეცადა, მოსმენილ ამბავში ერთი მარ-
ცვალი ლოგიკა მაინც ეპოვა.
ბოსის თქმით, სიენა ბრუკსი და ბერტრან ზობრისტი დიდი ხნის
საყვარლები იყვნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ რომელი-
ღაც იატაკქვეშა ტრანსჰუმანისტური მოძრაობის საქმიანობაში.
მისი სრული სახელია ფელისიტი სიენა ბრუკსი, მაგრამ აგრეთვე
იყენებდა კოდურ სახელს: FS-2080 – სრული სახელის ინიცია-
ლები, პლუს წელი, როდესაც მას ასი წელი უნდა შეუსრულდეს.
დაუჯერებელია!
„მე სულ სხვა გარემოში გავიცანი სიენა ბრუკსი, – უთხრა ბოს-
მა ლენგდონს, – და ვენდობოდი. სწორედ ამიტომ, როდესაც გა-
სულ წელს ჩემთან მოვიდა და შემომთავაზა, მდიდარ პოტენციურ
კლიენტს შევხვედროდი, უარი არ მითქვამს. ეს კლიენტი კი ბერ-
557 მკითხველთა ლიგა
ტრან ზობრისტი აღმოჩნდა. მან დამიქირავა, რათა უზრუნველმე-
ყო მისთვის თავშესაფარი, საიდუმლოდ რომ ემუშავა რაღაც „შე-
დევრის“ შესაქმნელად. ვიფიქრე, რაიმე ახალ ტექნოლოგიაზე
მუშაობდა და მეკობრეობისგან დასაცავად უსაფრთხო გარემოს
ეძებდა... ან თანამედროვე გენეტიკურ კვლევებს ატარებდა,
რომლებიც შესაძლოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეთი-
კურ ნორმებს არღვევდნენ... მისთვის კითხვები არ დამისვამს,
მაგრამ დამიჯერეთ, წარმოდგენაც კი არ შემეძლო, ახალ შავ
ჭირს თუ ქმნიდა“.
ლენგდონს მხოლოდ შტერივით თავის ქნევა შეეძლო.
„ზობრისტი დანტეთი იყო შეპყრობილი, – აგრძელებდა ბოსი,
– და სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, ფლორენციაში მოგვეწყო
მისთვის სამალავი. ჩემმა ორგანიზაციამ ამ ქალაქში ზობრისტი
ყველაფრით მოამარაგა, რაც კი მას სჭირდებოდა: საიდუმლო
ლაბორატორია საცხოვრებელი ნაწილით, ყალბი სახელები და
კავშირის იატაკქვეშა საშუალებები... ჩვენ მიერ მიჩენილი პირა-
დი თანაშემწე მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და ყველანაირ მა-
სალას აწვდიდა, მათ შორის, საკვებსაც. ზობრისტი საკუთარი
საკრედიტო ბარათებით არ სარგებლობდა და საზოგადოებაში
აღარ ჩნდებოდა, ამიტომ მისი პოვნა შეუძლებელი იყო. აგრეთვე
მოვამარაგეთ გარეგნობის შესაცვლელი საშუალებებით, გაყალ-
ბებული სახელებითა და ალტერნატიული დოკუმენტებით, სა-
იდუმლოდ გადაადგილებას თუ მოისურვებდა... მან ამით ისარ-
გებლა და სასურველ ადგილას მოათავსა სოლუბლონით სავსე
პაკეტი“.
სინსკიმ ამოიოხრა. მწუხარება არც კი დაუმალავს. ბოსს სიტ-
ყვა ჩამოართვა:
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასული წლიდან ცდი-
ლობდა მასზე თვალთვალს, თუმცა ის თითქოსდა მიწამ ჩაყლაპა.

558 მკითხველთა ლიგა


– სიენამაც კი არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი, – შენიშნა
ბოსმა.
– უკაცრავად, რა ბრძანეთ? – ლენგდონმა ნერწყვი გადაყლა-
პა, რათა ყელში მომდგარი ბოღმისგან ცოტათი გათავისუფლე-
ბულიყო, – თქვენ, როგორც გავიგე, თქვით, რომ საყვარლები იყ-
ვნენ.
– დიახ, მაგრამ იატაკქვეშ გადანაცვლებისთანავე მოულოდ-
ნელად ყველასთან კავშირი გაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ
იგი სიენას დახმარებით მოხვდა ჩვენთან, შეთანხმება გულის-
ხმობდა იმას, რომ ჩვენი დახმარებით მსოფლიოში ყველას
თვალთაგან იქნებოდა დაფარული, სიენას ჩათვლით. წასვლისას
მან სიენას დასამშვიდობებელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც
სწერდა, რომ უკურნებელი სენი სჭირდა, სულ რაღაც ერთი წლის
სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი და არ სურდა, შეყვარებულს ეყუ-
რებინა, როგორ მოკვდებოდა“.
„ზობრისტმა სიენა მიატოვა?“
– სიენა ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას, რათა მის შესახებ
რაიმე ინფორმაცია მიეღო, – განაგრძო ბოსმა, – მაგრამ მე მის
ზარებს არ ვპასუხობდი. კლიენტის სურვილი ჩემთვის უმთავრე-
სია.
– ორი კვირის წინ, – ჩაერთო სინსკი, – ზობრისტი ფლორენ-
ციის ბანკში მოვიდა და ანონიმურად იქირავა სადეპოზიტო სე-
იფი. მისი წასვლის შემდგომ ინფორმაცია მოგვივიდა, რომ ბან-
კში დამონტაჟებულმა სახის ამომცნობმა სისტემამ მისი, რო-
გორც ბერტრან ზობრისტის, იდენტიფიკაცია მოახდინა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ გარეგნობა ჰქონდა შეცვლილი. ჩემი ხალხი
ფლორენციაში გაფრინდა და ერთ კვირაში მის თავშესაფარს მი-
აგნო. იქ არავინ დახვდათ, თუმცა იმის მტკიცებულება აღმოვაჩი-
ნეთ, რომ მან უკიდურესად სახიფათო გადამდები ხასიათის პა-
თოგენი შექმნა და სადღაც სხვა ადგილას დამალა.
559 მკითხველთა ლიგა
ქალი რამდენიმე წამი დუმდა.
– მთელი ჩვენი ძალები ავამოქმედეთ ზობრისტის საპოვნე-
ლად. მეორე დილით, გამთენიისას შევნიშნეთ არნოს სანაპირო-
ზე და მაშინვე დავედევნეთ. ზობრისტი ბადიის კოშკზე აძვრა,
გადმოხტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.
– შესაძლოა ამის გაკეთებას ისედაც აპირებდა, – დაამატა
ბოსმა. – ის დარწმუნებული იყო, რომ სულ ცოტა ხნის სიცოცხლე
ჰქონდა დარჩენილი.
– როგორც გაირკვა, სიენაც ეძებდა მას. როგორღაც გაიგო,
რომ ჩვენი ჯგუფი ფლორენციაში გაფრინდა და კვალში ჩაგვიდ-
გა. ალბათ ფიქრობდა, რომ ზობრისტს მივაგნებდით. სამწუხა-
როდ, სიენამ საკუთარი თვალით იხილა ზობრისტის ნახტომი, –
ამოისუნთქა სინსკიმ, – წარმომიდგენია, რამხელა ტრავმაა ეს
მისთვის: ხედავდე, როგორ იკლავს თავს შენი საყვარელი ადა-
მიანი და მასწავლებელი...“
თავზარდაცემულ ლენგდონს გაჭირვებით გამოჰქონდა აზრი
ამ საუბრიდან. მთელ ამ თავგადასავალში ერთადერთი ადამი-
ანი, რომელსაც ენდობოდა, სიენა იყო. ახლა კი მასზე რა ამბები
ესმოდა! მაშ, სიენა ისეთი არ იყო, როგორადაც მას თავს აჩვენებ-
და? არა, რაც უნდა ეთქვათ, ვერ დაიჯერებდა, რომ სიენა იზია-
რებდა ზობრისტის აზრს ახალი შავი ჭირის შექმნაზე!
ან შესაძლოა...
„დახოცავდით, – ჰკითხა მას სიენამ, – დედამიწის მოსახლეო-
ბის ნახევარს დღეს, რათა ხვალისთვის მთელი კაცობრიობა გა-
ნადგურებისგან გეხსნათ?“
ლენგდონს შეაჟრჟოლა.
– როდესაც ზობრისტი მოკვდა, – განაგრძობდა თხრობას სინ-
სკი, – ჩემი გავლენა გამოვიყენე, რათა ბანკი მისი სადეპოზიტო
სეიფის გახსნაზე დამეთანხმებინა. ზობრისტმა აბუჩად ამიგდო:

560 მკითხველთა ლიგა


სეიფში ჩემს სახელზე წერილი დატოვა... და უცნაური პატარა
მოწყობილობაც.
– პროექტორი, – მიხვდა ლენგდონი.
– სწორედაც. წერილში გამოთქვამდა სურვილს, მე პირველი
მივსულიყავი ეპიცენტრში, რომლის მოძებნაც მხოლოდ მისი
„ჯოჯოხეთის რუკის“ მეშვეობით შეიძლებოდა.
ლენგდონს თვალწინ დაუდგა ბოტიჩელის შეცვლილი ნახატი,
პატარა პროექტორით კედელზე მინათებული.
– ზობრისტმა, – დაამატა ბოსმა, – დამავალა, სეიფში რაც
იყო, დოქტორი სინსკისთვის გადამეცა, ოღონდ – მხოლოდ ხვა-
ლინდელი დილის შემდეგ. როდესაც შევიტყვეთ, რომ დოქტორ-
მა სინსკიმ სეიფის გახსნა ვადაზე ადრე მოახერხა, პანიკაში ჩავ-
ცვივდით და მოქმედებაზე გადავედით: ვცდილობდით, ხელში
ჩაგვედო ის, რაც ზობრისტმა დატოვა, რათა კლიენტის თხოვნა
ზედმიწევნით შეგვესრულებინა.
სინსკიმ ლენგდონს შეხედა.
– რუკაში დროულად გარკვევის იმედი არ მქონდა და სწორედ
ამის გამო ჩაგრთეთ ამ ამბავში. რაიმე მაინც თუ გახსენდებათ
ამაზე?
ლენგდონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ჩვენ ჩუმად ჩამოგიყვანეთ ფლორენციაში. იქ თქვენ შეხვედ-
რაზე მოელაპარაკეთ ადამიანს, რომლის დახმარების იმედიც
გქონდათ.
„ინიაციო ბუზონი“.
– თქვენ მას გუშინ საღამოს შეხვდით, – გააგრძელა სინსკიმ,
– შემდეგ კი გაქრით. ვიფიქრეთ, რომ უსიამოვნება შეგემთხვათ.
– და მართალიც აღმოჩნდით, – მიუბრუნდა სინსკის ბოსი, –
პროექტორის ხელში ჩაგდების მიზნით ჩვენს აგენტს, ვაიენტას
დავავალეთ, ფლორენციაში ჩამოფრენისთანავე კვალში ჩას-
დგომოდა ლენგდონს... – ბოსმა მოღუშულმა შეხედა ლენგდონს:
561 მკითხველთა ლიგა
– თუმცა ვაიენტამ სინიორიის მოედნის რაიონში თქვენი კვალი
დაკარგა. ეს კრიტიკული შეცდომა იყო, აგენტმა კი ყველაფერი
თავხედურად გადააბრალა ფრინველს.
– ფრინველს?
– კერძოდ, მტრედს. ვაიენტას თქმით, იდეალური პოზიცია
ეკავა. ის თქვენ ბნელი ნიშიდან გითვალთვალებდათ, მაგრამ ამ
დროს რამდენიმე ტურისტი მოგიახლოვდათ. უეცრად ფანჯრის
რაფაზე, ვაიენტას თავს ზემოთ ხმამაღლა დაიღუღუნა მტრედმა,
ტურისტები შეჩერდნენ და ვაიენტა ნიშში გამოკეტეს. როდესაც
მან კვლავ შეძლო ფარულად გამოსვლა ქუჩის კუთხეში, იქ უკვე
აღარ იყავით, – მან ამრეზით გააქნია თავი, – მოკლედ, რამდე-
ნიმე საათით დაკარგა თქვენი კვალი. შემდეგ კი კვლავ მოგაგ-
ნოთ – მაგრამ ამჯერად თქვენთან კიდევ ერთი კაცი იყო.
„ინიაციო... ალბათ იმ მომენტში პალაცო ვეკიოდან ნიღბით
ხელში გამოვდიოდით“.
– ვაიენტა წარმატებით მოგყვებოდათ კვალში დელა სი-
ნიორიის მოედნის მიმართულებით, თუმცა შემდეგ, სავარა-
უდოდ, თქვენ და მეორე ადამიანმა ის შენიშნეთ და გაიქეცით: ერ-
თი ერთ მხარეს, მეორე – სხვა მხარეს.
„სიმართლეს ჰგავს, – გაიფიქრა ლენგდონმა,– ინიაციომ წა-
იღო ნიღაბი და ბაპტისტერიუმში გადამალა, შემდეგ გულმა ვე-
ღარ გაუძლო...“
– და აქ ვაიენტამ კიდევ ერთი საზარელი შეცდომა დაუშვა...
– თავში მესროლა?
– არა, ნაადრევად გამოამჟღავნა თავი: დაკითხვაზე წაგიყვა-
ნათ მაშინ, როდესაც ნორმალურადაც არც იყავით ყველაფერში
გათვითცნობიერებული. გვჭირდებოდა იმის გაგება, გაშიფრეთ
თუ არა რუკა, აუწყეთ თუ არა დოქტორ სინკის ის, რაც მას აინტე-
რესებდა. თქვენ გადაჭრით უარი განაცხადეთ რაიმეს თქმაზე.
თქვით, რომ რამის თქმას სიკვდილს არჩევდით.
562 მკითხველთა ლიგა
„მე ხომ სასიკვდილო ინფექციის წყაროს ვეძებდი! სავარა-
უდოდ, ვიფიქრე, რომ თქვენ დაგიქირავეს, რათა ბიოლოგიური
იარაღი გეპოვათ!“
ხომალდის მძლავრი ძრავები უეცრად უკუსვლით ამუშავდა,
რათა
„მენდაციუმს“ სვლა შეენელებინა და აეროპორტს მიახლოე-
ბოდა. მოშორებით ლენგდონმა სამგზავრო თვითმფრინავის,
საწვავის ავზთან მდგარი „C-130“-ის კორპუსის ბუნდოვანი სი-
ლუეტი შენიშნა. ფიუზელაჟზე გაკეთებული წარწერა იტყობინე-
ბოდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

უეცრად ბრიუდერი გამოჩნდა პირქუში სახით.


– როგორც გაირკვა, სათანადოდ მომზადებული რეაგირების
ერთადერთი სპეცჯგუფი, რომელსაც ადგილზე ჩაფრენა შეუძლია
არა უგვიანეს ხუთი საათისა, ჩვენ ვართ. ე.ი. დახმარებას არსაი-
დან უნდა ველოდოთ.
– ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაცია? –
არ შეეპუა სინსკი.
ბრიუდერს სახეზე ეჭვი გამოეხატა.
– ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია. ამ ეტაპზე ზუსტი ადგილმდება-
რეობა არ ვიცით და ამიტომ – რისი გაკეთება შეუძლიათ? გარდა
ამისა,ინფექციის ლოკალიზების ოპერაცია პროფესიულ მომზა-
დებას მოითხოვს, რაც მათ არ გააჩნიათ, ასე რომ, სარგებლის მა-
გივრად მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლიათ.
– Primum non nocere, – სამედიცინო ეთიკის ლათინური სიტ-
ყვებით დაეთანხმა ქალი – „უპირველეს ყოვლისა, ზიანი არ მი-
აყენო“.

563 მკითხველთა ლიგა


– დაბოლოს, – დაამატა ბრიუდერმა, – სიენა ბრუკსზე ჯერ
არაფერი ისმის, – მზერა ბოსზე გადაიტანა, – თქვენ ხომ არ იცით,
ვენეციაში სიენას აქვს თუ არა კავშირი ვინმესთან, ვისაც მისი
დახმარება შეუძლია?
– არც გამიკვირდებოდა, – უპასუხა ბოსმა, – ზობრისტს ყველ-
გან ჰყავს მიმდევრები და რამდენადაც სიენას ვიცნობ, ყველა არ-
სებულ საშუალებას გამოიყენებს დასახული მიზნის მისაღწევად.
– მისი ვენეციიდან გაშვება არ შეიძლება, – თქვა სინსკიმ, –
წარმოდგენაც კი არ გვაქვს, სოლუბლონით სავსე პაკეტი ახლა
რა მდგომარეობაშია. თუ ვინმე აღმოაჩენს, მსუბუქი შეხებაც კი
საკმარისი იქნება, რათა პლასტიკატის გარსი გაირღვეს და ინ-
ფექციის გამომწვევი ნივთიერება წყალში მოხვდეს.
სიჩუმე ჩამოწვა: ყველა ნათლად აღიქვამდა შექმნილი სი-
ტუაციის სიმწვავეს.
– სამწუხაროდ, მეც ცუდი ამბები მაქვს, – თქვა ლენგდონმა, –
ეს მუსეიონი... სიენამ იცის მისი ადგილმდებარეობა. იცის, სა-
ითაც მივდივართ.
– ეს როგორ?! – წამოიძახა აღელვებულმა სინსკიმ, – თქვენ
ხომ გვითხარით, რომ ვერ მოასწარით მისთვის გეთქვათ, რასაც
მიხვდით! მას მხოლოდ ის უთხარით, რომ ქვეყანა აგერიათ!
– დიახ, – ჩაილაპარაკა ლენგდონმა, – მაგრამ იცოდა, რომ
ვეძებდით ადგილს, სადაც ენრიკო დანდოლოა დაკრძალული.
ამის გასარკვევად ინტერნეტში რამდენიმე წუთით შესვლაც საკ-
მარისია. როდესაც ის იმ ადგილს მიაღწევს, ლღობადი პაკეტი
არც ისე შორს იქნება. ლექსში ნათქვამია, რომ წყლის შხუილმა
უნდა მიგიყვანოს მიწისქვეშა სასახლეში.
– ჯანდაბა! – აღმოხდა ბრიუდერს და საჩქაროდ თვალს მი-
ეფარა.
– ის იქ ვერ მიგვასწრებს, – შენიშნა ბოსმა, – ჩვენ ადრე და-
ვიძვრებით.
564 მკითხველთა ლიგა
სინსკიმ ღრმად ამოისუნთქა.
– მე ამაში სულაც არ ვარ დარწმუნებული. ეს თვითმფრინავი
არც ისე სწრაფია, სიენას კი, როგორც ჩანს, ძალიან ბევრის გაკე-
თება შეუძლია.
როდესაც „მენდაციუმი“ ნაპირს მიადგა, ლენგდონმა იგრძნო,
რომ ასაფრენ ზოლზე მდგარი ტლანქი მოხაზულობის „C-130“-ის
მიმართ უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა. ის საფრენად ნაკლებ გა-
მოსადეგი ჩანდა. რაც მთავარია, ილუმინატორები არ ჰქონდა.
„ნუთუ ამით ჩამოვფრინდი?“ – ლენგდონს საერთოდ არ ახსოვდა
ეს ფაქტი.
ან ზღვისმიერი რწევის, ანაც მზარდი წინათგრძნობის გამო,
რომ თვითმფრინავში კლაუსტროფობიის შემოტევა ექნებოდა,
ლენგდონმა უეცრად გულისრევა იგრძნო. სინსკისკენ მიტრიალ-
და:
– არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრენას კარგად ავიტან.
– ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის, – დაარწმუნა მან, –
მართალია, რთული დღე გქონდათ... გარდა ამისა, ალბათ ორგა-
ნიზმში ტოქსინებიც გაქვთ.
– ტოქსინები? – ლენგდონმა უნებურად ნაბიჯი უკან გადადგა,
– რაზე ამბობთ?
სინსკიმ თვალი მოარიდა: აშკარად ზედმეტი წამოსცდა.
– მაპატიეთ, პროფესორო. სამწუხაროდ, თქვენი ორგანიზმის
მდგომარეობა, როგორც ახლახან შევიტყვე, უფრო მეტად
რთულია, ვიდრე – თავში მიყენებული ჭრილობა.
ლენგდონი შიშმა გამსჭვალა: თვალწინ ბაზილიკის იატაკზე
გართხმული ფერისის მკერდზე გაჩენილი შავი ლაქა დაუდგა.
– რა მჭირს? – დაბეჯითებით მოითხოვა პასუხი ლენგდონმა.
სინსკი ყოყმანობდა – არ იცოდა, შესაფერისი პასუხი როგორ
გაეცა.
– მოდი, ჯერ თვითმფრინავში ჩავსხდეთ.
565 მკითხველთა ლიგა
თავი 81

სანტა-მარია-დეი-ფრარის თვალწარმტაც ეკლესიასთან ახ-


ლოს, ოდნავ აღმოსავლეთით მდებარე ატელიე „პიეტრო ლონ-
გი“ ვენეციაში ისტორიული კოსტიუმების, პარიკებისა და სხვა სა-
ქონლის საუკეთესო მომწოდებლად ითვლებოდა. მის კლიენ-
ტებს შორის იყვნენ ექსტრავაგანტური მეჯლისებისა და საკარნა-
ვალო დღეებისთვის ტანისამოსის შემკვეთი კინოკომპანიები,
თეატრალური დასები და ასევე საზოგადოების ცნობილი სახე-
ები.
საღამო იყო და ატელიეს თანამშრომელი უკვე მის დაკეტვას
აპირებდა, როდესაც შემოსასვლელი კარის ზანზალაკი ხმამაღ-
ლა აჟღარუნდა და შენობაში მიმზიდველი ქერათმიანი გოგონა
შემოვარდა, უკან კუდივით შეკრული თმით. მძიმედ სუნთქავდა,
თითქოს რამდენიმე კილომეტრი გაერბინა. სასწრაფოდ მიიჭრა
დახლთან და ველური, სასოწარკვეთილი თვალებით შეაცქერდა
თანამშრომელს.
– ჯორჯო ვენჩის უნდა დაველაპარაკო.
„ეს ვის არ უნდა?! – გაიფიქრა თანამშრომელმა, – მაგრამ ჯა-
დოქრის ხილვა არავის ძალუძს“.
ჯორჯო ვენჩი, ატელიეს მთავარი მოდელიორი, თავის ჯადოქ-
რობას არავის აჩვენებდა, კლიენტებს ძალიან იშვიათად ხვდებო-
და, თანაც – ყოველთვის წინასწარი შეთანხმებით. უმდიდრეს და
გავლენიან ჯორჯოს ჰპატიობდნენ განსაზღვრული სახის ოინბა-
ზობებს, მათ შორის – განმარტოებისკენ სწრაფვას. იგი მარტო
ჭამდა, დაფრინავდა კერძო თვითმფრინავით და უკმაყოფილოდ
ბუზღუნებდა ვენეციაში ტურისტების მომრავლებაზე. ადამიანთა
შორის ყოფნა მაინცდამაინც არ უყვარდა.

566 მკითხველთა ლიგა


– ძალიან ვწუხვარ, – თქვა თანამშრომელმა ხელოვნური ღი-
მილით, – მაგრამ სენიორ ვენჩი აქ არ გახლავთ. კიდევ რამით
შემიძლია გემსახუროთ?
– ჯორჯო არ არის? – გაიოცა ქალმა, – მისი ბინა ზემოთაა.
ფანჯრებში შუქი შევნიშნე. ჩვენ მეგობრები ვართ, სასწრაფო საქ-
მე მაქვს.
გოგონა აღელვებისგან ალეწილიყო. „მეგობრები? საინტერე-
სოა“.
– შემიძლია ჯორჯოს თქვენი სახელი ვაუწყო?
მან დახლიდან ფურცლის ნაჭერი აიღო და ასოებითა და ციფ-
რებით სწრაფად შეადგინა მოკლე სტრიქონი.
– გადაეცით, – თანამშრომელს ფურცელი გაუწოდა, – და თუ
შეიძლება, იჩქარეთ. ძალიან ცოტა დრო გვაქვს.
თანამშრომელმა ყოყმანით გამოართვა ფურცელი, ზემოთ
ავიდა და ძველებურ, მოზრდილ მაგიდაზე, რომელთანაც საკე-
რავ მანქანაზე გულდასმით მომუშავე ჯორჯო იჯდა, ფურცელი და-
დო.
– Signore, – უჩურჩულა თანამშრომელმა, – თქვენი ნახვა
ერთ ქალს სურს. ამბობს, ძალიან სასწრაფო საქმეაო.
ჯორჯო სამუშაოს არ მოსცილებია, თავაუღებლად გამოართვა
ფურცელი და დახედა.
საკერავი მანქანა იმწამსვე გაჩერდა.
– სასწრაფოდ ამოვიდეს, – უბრძანა ჯორჯომ, თან ფურცელი
წვრილად დაანაკუწა.

567 მკითხველთა ლიგა


თავი 82

მოზრდილი სატრანსპორტო თვითმფრინავი „C-130“ ცაში


აიჭრა, ბორბლები შეიკეცა და ძრავების ბღუილით სამხრეთ-აღ-
მოსავლეთისკენ აიღო გეზი ადრიატიკის გავლით. ბორტზე მყოფ
ლენგდონს წნევის ზეწოლა აწუხებდა, თანაც თითქოს უმისამარ-
თოდ მიცურავდა საჭისა და ქარის გარეშე: ყველაზე მეტად ილუ-
მინატორების არარსებობა ტანჯავდა და გონებაში უპასუხოდ
დარჩენილი შეკითხვების მორევი უტრიალებდა.
„თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე
თავში მიყენებული ჭრილობა“.
რა შეიძლებოდა მდგარიყო ამ სიტყვების მიღმა? – ამის გა-
ფიქრებაზეც კი გული უჩქარდებოდა ლენგდონს, მაგრამ სინსკის-
თან ლაპარაკის საშუალება აღარ ეძლეოდა: ქალი „დრს“-ის
ჯგუფთან ერთად ინფექციის ლოკალიზების სტრატეგიისა და ტაქ-
ტიკის საკითხების განიხილვით იყო დაკავებული. აქვე ტელეფო-
ნით ხელში იჯდა აგენტი ბრიუდერი: სამართალდამცავ ორგანო-
ებს სიენა ბრუკსზე ცნობებს აწვდიდა, იგებდა, თუ რა ზომები უნდა
მიეღოთ მის დასაკავებლად.
სიენა...
ლენგდონი ჯერ კიდევ ცდილობდა იმ აზრთან შეგუებას, რომ
სიენა გაცილებით რთულად უკავშირდებოდა ამ ისტორიას, ვიდ-
რე მას წარმოედგინა. როდესაც თვითმფრინავმა სიმაღლე აიღო,
ტანმორჩილმა მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს ბოსს უწო-
დებდა, სალონი გადაკვეთა და ლენგდონის პირდაპირ დაჯდა.
თითები ნიკაპთან სამკუთხედად შეაერთა და ტუჩებმოკუმული
მიაცქერდა.
– დოქტორმა სინსკიმ მთხოვა, საქმის კურში ჩამეყენებინეთ...
მეცადა, ამეხსნა რა მდგომარეობაში ჩავარდით და რატომ.

568 მკითხველთა ლიგა


ლენგდონს ვერც კი წარმოედგინა, ეს ადამიანი ამ გაურკვე-
ველ მდგომარეობას ნათელს როგორ მოჰფენდა.
– როგორც უკვე გითხარით, – აგრძელებდა ბოსი, – არასწორ
მოვლენებს ბიძგი იმან მისცა, რომ ჩემმა აგენტმა ვაიენტამ ნაად-
რევად დაიწყო თქვენი დაკითხვა. წარმოდგენა არ გვქონდა, რამ-
დენად დაწინაურდით დოქტორი სინსკის დავალების შესრულე-
ბის გზაზე, არ ვიცოდით, რის თქმა მოასწარით მისთვის. ვშიშობ-
დით, რომ, თუ სინსკი ჩვენი კლიენტის „შემოქმედების ნაყოფის“
ადგილმდებარეობას შეიტყობდა, კონფისკაციას გაუკეთებდა ან
გაანადგურებდა. ჩვენ იმ ადგილზე მასზე ადრე უნდა მოვხვედრი-
ლიყავით, ეს ყველაფერი კი ისე უნდა მოგვეხერხებინა, რომ
თქვენ სინსკისთან კი არ გეთანამშრომლათ... არამედ ჩვენ-
თან, – ბოსი გაჩერდა. თითების ბოლოებს ერთმანეთზე უკაკუ-
ნებდა, – სამწუხაროდ, ყველა კოზირი დროზე ადრე გავხსენით
თქვენ წინაშე... და თქვენ, რასაკვირველია, საერთოდ არ გვენ-
დობოდით.
– და ამიტომაც თავში მესროლეთ? – გაბრაზებით ჰკითხა
ლენგდონმა.
– არა, შევიმუშავეთ გეგმა, რომლის მიზანიც თქვენი ნდობის
მოპოვება იყო.
ლენგდონი უკვე მერამდენედ დაიბნა.
– როგორ უნდა მოიპოვო ადამიანის ნდობა, რომელსაც იტა-
ცებ და დაკითხვის სკამზე სვამ?
ბოსმა ადგილი მოინაცვლა – თავს თითქოს უხერხულად
გრძნობდა.
– პროფესორო, თუ გაგიგიათ რამე ქიმიური ნივთიერებების
ასეთი ოჯახის: ბენზოდიაზეპინების შესახებ?
უარის ნიშნად ლენგდონმა თავი გააქნია.
– ეს ფარმაცევტული საშუალებები, სხვა დანარჩენთან ერ-
თად, პოსტტრავმატული სტრესის სამკურნალოდ გამოიყენება.
569 მკითხველთა ლიგა
როგორც მოგეხსენებათ, ადამიანს, რომელმაც საშინელი მოვ-
ლენები გადაიტანა – მაგალითად, ავტოკატასტროფა ანდა სექ-
სუალური ძალადობა, გრძელვადიან მეხსიერებაში შენახული
მოგონებები მრავალი წლის განმავლობაში ტანჯავს და ჯანმრთე-
ლი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. მაგრამ დღესდღეობით
ბენზოდიაზეპინი ნეიროსპეციალისტებს საშუალებას აძლევს, უმ-
კურნალონ პოსტტრავმატულ სტრესს, ასე ვთქვათ, მანამდე, სა-
ნამ სტრესი დაემართება ადამიანს.
ლენგდონი ხმაამოუღებლივ უსმენდა და ვერ ხვდებოდა, რის
თქმას ცდილობდა ბოსი.
– როდესაც მოგონებები ფორმირებას იწყებს ახლადმომ-
ხდარ მოვლენებზე, – აგრძელებდა ბოსი, – ისინი დაახლოებით
ორმოცდარვა საათის მანძილზე ინახება ჩვენს მოკლევადიან
მეხსიერებაში და შემდეგ გადადის გრძელვადიანში. ბენზოდია-
ზეპინის ახალი კომბინაცია საშუალებას იძლევა, უმარტივესად
გავასუფთავოთ მოკლევადიანი მეხსიერება... მასში არსებული
მოგონებები მანამ წაიშალოს, სანამ ისინი გრძელვადიანს გა-
დაეცემა. მაგალითად, თუ ძალადობის მსხვერპლს ბენზოდიაზე-
პინს მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში მივცემთ, იგი
სამუდამოდ გათავისუფლდება ამ მოგონებებისგან და ტრავმა მი-
სი პიროვნების ნაწილი აღარ გახდება. ერთადერთი მინუსი ისაა,
რომ ცხოვრების რამდენიმე დღე სამუდამოდ ამოკვეთილი იქნე-
ბა მისი მეხსიერებიდან.
ლენგდონი მამაკაცს მიშტერებოდა და ყურებს არ უჯერებდა.
– თქვენ სპეციალურად გამოიწვიეთ ჩემში ამნეზია?!
ბოსმა დამნაშავე სახით შეხედა:
– სამწუხაროდ, კი. ქიმიური გზით. უმცირესი რისკის გარეშე.
მაგრამ რაც იყო, იყო: ჩვენ გავწმინდეთ თქვენი მოკლევადიანი
მეხსიერება, სანამ უგონოდ იყავით და რაღაცას ბოდავდით შავი
ჭირის შესახებ, მაგრამ ჩვენ ვივარაუდეთ, რომ თქვენზე პროექ-
570 მკითხველთა ლიგა
ტორის მიერ ნაჩვენებმა გამოსახულებებმა იმოქმედა. ვერც კი
წარმოვიდგენდით, თუ ზობრისტმა ახალი შავი ჭირი შექმნა, –
ბოსი დადუმდა, – ამასაც ბოდავდით: „ვაი... ზარი, ვაი... ზარი“ –
ან რაღაც ამის მსგავსს.
ვაზარი. როგორც ჩანს, ეს იმ ინფორმაციის ნარჩენი იყო, რაც
იმ მომენტში პროექტორმა აუწყა. Cerca trova.
– მაგრამ... მე მეგონა, რომ ამნეზია თავში დაჭრამ გამოიწვია,
ვიღაცამ მესროლა.
ბოსმა თავი გააქნია:
– პროფესორო, თქვენთვის არავის უსვრია. თავზე ნატყვიარი
არ გაქვთ.
– რაა?! – ლენგდონის თითები უნებურად, თავისით აცოცდნენ
კეფის გამობურცულ და გაკერილ ნაწილზე, – მაშ, ეს რა ჯანდა-
ბაა?! გეკითხებით!
ლენგდონმა ჭრილობაზეთმა გადაიწია.
– ილუზიის შემადგენელი ნაწილი. თავის კანი ოდნავ გავკვე-
თეთ და მაშინვე გავკერეთ. უნდა დაგეჯერებინათ, რომ თავს და-
გესხნენ. გვინდოდა, რომ, როდესაც გაიღვიძებდით, გეფიქრათ,
თითქოს ვიღაცას თქვენი მოკვლა სურდა... რომ საფრთხეში იყა-
ვით.
– ჩემი მოკვლა მართლაც სურდათ! – ისე ხმამაღლა წამო-
იძაახა ლენგდონმა, რომ „C-130“-ის სალონის ყველა მგზავრი
მისკენ მოტრიალდა, – დოქტორი მარკონი, საავადმყოფოს ექი-
მი, ჩემ თვალწინ დაუნდობლად მოკლეს!
– მოგეჩვენათ, – აუღელვებლად თქვა ბოსმა, – ასე სულაც არ
ყოფილა. ვაიენტა ჩემთან მუშაობდა. მსგავსი საქმეების უნაკ-
ლოდ შესრულების კვალიფიკაცია მართლაც საკმარისად აქვს.
– რა საქმეების? მკვლელობის? – ვერ წყნარდებოდა ლენ-
გდონი.
– არა, – მშვიდად მიუგო ბოსმა, – მკვლელობის იმიტაციის.
571 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი თანამოსაუბრეს თვალს არ აცილებდა – ახსენდე-
ბოდა, როგორ დაეცა მის თვალწინ იატაკზე შევერცხლილწვერე-
ბიანი, ხშირწარბება ექიმი და მკერდიდან როგორ იფეთქა სის-
ხლმა.
– ვაიენტა პისტოლეტიდან ფუჭ ტყვიებს ისროდა, – თქვა ბოს-
მა, – მან რადიომართვადი დეტონატორი აამოქმედა, რის შედე-
გადაც დოქტორ მარკონის მკერდზე წითელი სითხით სავსე პაკე-
ტი აფეთქდა. ასე რომ, ის ცოცხალი და ჯანმრთელია.
გაგონილით შეძრწუნებულმა ლენგდონმა თვალები დახუჭა.
– და... საავადმყოფოს პალატა?
– ინტერიერი შეცვალეს, – განუმარტა ბოსმა, – პროფესორო,
მე მესმის, ამ ყველაფრის უეცრად აღქმა და მიღება საკმაოდ
რთულია. სწრაფად მოქმედება მოგვიწია, მაგრამ ცნობიერება
დაბინდული გქონდათ, ამიტომ მაინცდამაინც ზედმიწევნითი
მსგავსება არც იყო აუცილებელი. თქვენ გაგეღვიძათ და ნახეთ
სპექტაკლი, რომელიც თქვენ წინაშე გავათამაშეთ: თავდასხმის
სცენა ჩვენი მსახიობების შესრულებით, საავადმყოფოს დეკორა-
ციებში.
ლენგდონს თავბრუ ესხმოდა.
– სწორედ ამითაა ჩემი კომპანია ძლიერი – ჩვენ ოსტატურად
ვქმნით ილუზიებს.
– და სიენა? – თვალები მოიფშვნიტა ლენგდონმა.
– შექმნილ ვითარებაში სუბიექტური კუთხიდან უნდა მემოქმე-
და, ამიტომ გადავწყვიტე, ძალები მასთან გამეერთიანებინა. ჩემი
მთავარი მიზანი კლიენტის ქმნილების დაცვა იყო დოქტორი სინ-
სკისგან, სწორედ ეს სურვილი გვაერთიანებდა სიენასთან. თქვე-
ნი ნდობა რომ მოგვეპოვებინა, სიენამ „გარდაუვალ სიკვდილს“
გადაგარჩინათ და ქუჩის კუთხეში გაგიყვანათ. იქ მდგარი ტაქსი
ასევე ჩვენი იყო – უკანა საქარე მინაზე კიდევ ერთი რადიომარ-
თვადი დეტონატორი იყო მიმაგრებული სროლის ეფექტის შესაქ-
572 მკითხველთა ლიგა
მნელად. ტაქსიმ მიგიყვანათ ბინაში, რომელსაც ჩვენ მანამდე
სწრაფად მივეცით საჭირო იერსახე.
„სიენას არეული ბინა“, გაიფიქრა ლენგდონმა; ახლა კი მიხ-
ვდა, რატომ ჰგავდა სახლი ძველმანების ბაზრობაზე შეძენილს.
ისიც ცხადი გახდა, რატომ მოერგო მეზობლის ტანსაცმელი ასე
იდეალურად.
თავიდან ბოლომდე ყველაფერი დადგმული იყო.
საავადმყოფოდან სასოწარკვეთილი სატელეფონო ზარიც
მხოლოდ იმიტაცია იყო: „სიენა – დანიკოვა ვარ!..“
– როდესაც გეგონათ, ამერიკის საკონსულოში რეკავდით, –
აგრძელებდა ბოსი, – თქვენ აკრიფეთ ნომერი, რომელიც სიენამ
დაგიწერათ. თქვენ ლაპარაკობდით ადამიანთან, რომელიც
„მენდაციუმის“ ბორტზე იმყოფებოდა.
– ესე იგი, საკონსულოში არ დამირეკავს...
– არა, საკონსულოში არა.
„თქვენს ოთახში დარჩით“, – ურჩია „საკონსულოს თანამ-
შრომელმა“, – სულ მალე მოგაკითხავენ“. შემდეგ, როდესაც ვაი-
ენტა გამოჩნდა, სიენამაც „დროულად“ შენიშნა მოპირდაპირე
ქუჩაზე და ხმამაღლა გამოხატა თავისი ვარაუდი: „რობერტ,
თქვენი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები თქვენს მოკვლას ცდი-
ლობენ! არც ერთ ძალოვან სტრუქტურას არ უნდა მიმართოთ!
თქვენი ერთადერთი იმედი ისაა, გაიგოთ იმის აზრი, რასაც პრო-
ექტორი აჩვენებს...“
ბოსმა და მისმა საიდუმლო ორგანიზაციამ – ეშმაკმა უწყის,
რას წარმოადგენს – ჭკვიანურად იმოქმედეს, ლენგდონს ორიენ-
ტირის შეცვლა აიძულეს, რათა სინსკისთან აღარ ეთანამშრომ-
ლა, მხოლოდ მათთან. ყველაფერი სრული ილუზია იყო.
„სიენამ ოსტატურად გამაცურა“, გაიფიქრა ლენგდონმა, უფ-
რო სევდით, ვიდრე ბრაზით. იმ მცირე დროის განმავლობაში,
რომელიც მათ ერთად გაატარეს, ქალს საკმაოდ შეეჩვია. ყველა-
573 მკითხველთა ლიგა
ზე არასასიამოვნო და მძიმე საკითხავი ეს იყო: როგორ მოხდა,
რომ ამგვარი ნათელი, მგრძნობიარე სული სრულიად მოიცვა
ჭარბი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლის მანიაკალურმა გეგ-
მებმა, რომელსაც ზობრისტი აწყობდა?
„ყველანაირი ეჭვის გარეშე ვამბობ, – უთხრა სიენამ, – რომ
ჩვენი მოდგმის დაღუპვისგან ხსნა მხოლოდ რაიმე სახის რადი-
კალურ ცვლილებებს შეუძლია... მათემატიკასთან კამათი უაზ-
რობაა“.
– და სიენას შესახებ ის სტატიები? – გაახსენდა ლენგდონს
შექსპირის სპექტაკლის საპროგრამო ბუკლეტი, სტატიიდან ამო-
ნარიდი უჩვეულოდ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტის
მქონე ბავშვზე.
– ნამდვილია, – უპასუხა ბოსმა, – ყველაზე კარგად რეალო-
ბის მაქსიმუმის შემცველი ილუზიები მოქმედებს. მეტი დრო არ
გვქონდა, რომ ყალბი გარემო უკეთ მოგვეწყო და სწორედ ამი-
ტომ მხოლოდ სიენას კომპიუტერითა და სტატიების ამონაჭრე-
ბით დავკმაყოფილდით. საერთოდ არ გვეგონა, თუ მათ დაათვა-
ლიერებდით ან ეჭვი შეგეპარებოდათ მის პიროვნებაში.
– ვერც იმას იფიქრებდით, რომ მისი კომპიუტერით ვისარგებ-
ლებდი, – დაამატა ლენგდონმა.
– დიახ, სწორედ აქ შევცდით. სიენა ვერ წარმოიდგენდა, რომ
სინსკის ხალხი მის ბინას მიაგნებდა, ამიტომ, როდესაც „დრს“-ის
ჯგუფი გამოჩნდა, პანიკაში ჩავარდა და იძულებული გახდა, იმ-
პროვიზაციისთვის მიემართა – თქვენთან ერთად მოპედით გაიქ-
ცა და მთელი ძალით ცდილობდა, თქვენთვის შექმნილი ილუზია
შეენარჩუნებინა. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ ჩვენს ოპე-
რაციას გამჟღავნების საფრთხე ემუქრებოდა, სხვა გზა არ მრჩე-
ბოდა, გარდა იმისა, რომ ვაიენტა სპეცოპერაციისთვის ჩამომე-
ცილებინა და, ამავდროულად, სამსახურიდან გამეთავისუფლე-
ბინა, მაგრამ მან პროცედურა დაარღვია და კვალში ჩაგიდგათ.
574 მკითხველთა ლიგა
– კინაღამ მომკლა, – შენიშნა ლენგდონმა და ბოსს პალაცო
ვეკიოს სხვენში დაპირისპირების შესახებ უამბო. იმაზე, თუ რო-
გორ დაუმიზნა პისტოლეტი ვაიენტამ გულში. „ოდნავ მტკივნეუ-
ლი იქნება... თუმცა სხვა არჩევანი არ მაქვს“. ისიც უთხრა, რო-
გორ გაიქცა მისკენ სიენა და მოაჯირს მიღმა უბიძგა ვაიენტას,
რომელიც დაბლა ჩავარდა და დაიმტვრა.
ბოსმა ხმაურით ჩაისუნთქა, ნათქვამი გადახარშა.
– ეჭვი მეპარება, რომ ვაიენტას თქვენი მოკვლა სურდა... მისი
პისტოლეტი მხოლოდ ფუჭი ვაზნებით ისროდა. უბრალოდ, თქვე-
ნი დაჭერა უნდოდა: ესღა აძლევდა იმედს, რომ კვლავ მიიღებ-
დნენ სამსახურში. როგორც ჩანს, იფიქრა, რომ თუ ფუჭ ვაზნას
გესროდათ, მიხვდებოდით,
მკვლელი არ იყო და იმასაც გაიგებდით, რომ ყველაფერი და-
ნარჩენიც ინსცენირებული და დადგმული გახლდათ.
ბოსი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ განაგრძო:
– არ გავრისკავ, ვივარაუდო, რა სურდა სიენას: მოეკლა ვაი-
ენტა თუ უბრალოდ მისთვის სროლაში შეეშალა ხელი. ახლა
ვხვდები, რომ სიენა ბრუკსს არც ისე კარგად ვიცნობდი.
„არც მე“, – ფიქრით დაეთანხმა ლენგდონი, თუმცა როდესაც
გაიხსენა ქალის სახეზე გამოხატული სინანული და გაოგნება,
მიხვდა: სიენას არ სურდა ოპერმუშაკის მოკვლა, ეს ალბათ შეც-
დომის გამო დაემართა.
ლენგდონს ეჩვენებოდა, რომ სადღაც მიქროდა... რომ სრუ-
ლიად მარტო იყო. იმედით შეაბრუნა თავი, რომ ილუმინატორში
დედამიწა მაინც დაენახა, თუმცა მზერით ფიუზელაჟის კედელს
წააწყდა.
„აქ გაჩერება აღარ შემიძლია“.
– კარგად ხარყთ? – ბოსმა აღელვებული მზერით შეხედა ლენ-
გდონს.
– არა, – უპასუხა ლენგდონმა, – არცთუ ისე კარგად.
575 მკითხველთა ლიგა
„არაფერია, იცოცხლებს, – გაიფიქრა ბოსმა, – უბრალოდ,
ახალ რეალობას უნდა შეეჩვიოს.
ამერიკელ პროფესორს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს უეცრად
მოვარდნილმა ტორნადომ აიტაცა, სადღაც წაათრია, დაატრია-
ლა და უცხო ქვეყნის მიწაზე დაანარცხა.
კონსორციუმის სპეცოპერაციების ობიექტებისთვის იშვიათად
თუ გაცხადდებოდა ხოლმე მათ გარშემო გათამაშებული სპექ-
ტაკლის, ყალბი რეალობის დეტალები, და თუ ეს ხდებოდა, ბოსი,
ცხადია, ამ ყველაფერის შედეგს პირადად არ ესწრებოდა. ახლა
კი, გარდა დანაშაულის გრძნობისა, რომელსაც დაბნეული ლენ-
გდონის შემხედვარე განიცდიდა, მთელი ეს კრიზისი უმძიმეს
ტვირთად აწვა.
„საქმე დავიჭირე კლიენტთან, რომელთანაც არ ღირდა საქ-
მის დაჭერა... ბერტრან ზობრისტთან.
ვენდე ადამიანს, რომლის ნდობაც არ ღირდა... სიენა ბრუკსს“.
ახლა კი ბოსი მოვლენათა ეპიცენტრში იყო და ინფექციის
პირველწყაროსკენ მიფრინავდა, რომელსაც, თუ ვერავინ შეაჩე-
რებდა, შეიძლება მთელ პლანეტისთვის მოეტანა უბედურება. ეჭ-
ვობდა, რომ თუ ამ ყველაფერს ცოცხალი გადაურჩებოდა, კონ-
სორციუმი თავს დამტყდარ უსიამოვნებებს ვეღარ გადაიტანდა.
ბრალდებებსა და სასამართლო გარჩევებს ბოლო არ ექნებოდა.
„ასე დამთავრდება ჩემთვის, ყველაფერი, არა?“

576 მკითხველთა ლიგა


თავი 83

„ჰაერი მჭირდება, – ფიქრობდა ლენგდონი, – რაიმე ხედის


დანახვა მაინც... პანორამა...“
ეჩვენებოდა, რომ უფანჯრო ფიუზელაჟი ალყაში აქცევდა და
სულს უხუთავდა. საერთო მდგომარეობას იმის გაცნობიერებაც
ემატებოდა, თუ სინამდვილეში რა ხდებოდა მის თავს მთელი
დღის განმავლობაში. ტვინი უამრავი უპასუხო კითხვისგან უს-
კდებოდა... განსაკუთრებით, სიენას შესახებ.
რაოდენ უცნაურიც უნდა ყოფილიყო, სიენა ენატრებოდა.
„ის მხოლოდ როლს თამაშობდა, – შეახსენა საკუთარ თავს, –
ოსტატურად მიყენებდა“.
ლენგდონი ხმაამოუღებლივ წამოდგა, ბოსს გაეცალა და
თვითმფრინავის წინა ნაწილში გადაინაცვლა. პილოტის კაბინის
კარი ღია იყო და მასში შემოსული დღის სინათლე ლენგდონს,
როგორც გემს შუქურა, ისე იზიდავდა. პილოტებისგან შეუმჩნევ-
ლად ლენგდონი კაბინის კარში იდგა და სახე მზის თბილი სხივე-
ბისთვის მიეშვირა. ფანჯრებში დანახული სივრცე ციურ მანანად
ეჩვენებოდა. მოწმენდილი ცა ისე მშვიდად, ისე ხელშეუხებლად
გამოიყურებოდა...
„ამაზე ხელშეუხებელი არაფერია“, შეახსენა საკუთარ თავს.
ჯერ კიდევ მთელი ძალით ცდილობდა, მომავალი კატასტროფის
რეალურობა დაეშვა.
– პროფესორო, – გაისმა მის ზურგს უკან დაბალი ხმა. ლენ-
გდონი მიტრიალდა.
მიტრიალდა და განცვიფრებისგან ნაბიჯი უკან გადადგა – მის
წინაშე დოქტორი ფერისი იდგა. ლენგდონმა ბოლოს ის აგონია-
ში მყოფი ნახა, სან-მარკოს ბაზილიკის იატაკზე ტკივილისგან იკ-
რუნჩხებოდა, ახლა საღსალამათი გამოეცხადა თვითმფრინავის
ტიხარზე მიყრდნობილი, თავზე კეპით, თითქოს აფუებული, ვარ-
577 მკითხველთა ლიგა
დისფერი სახე კალამინის მალამოთი ჰქონდა შეღებილი. მკერდი
მჭიდროდ გადაეხვია და ხშირად, მოკლედ სუნთქავდა. თუ ფერი-
სი მართლა რაიმე ინფექციას ატარებდა, ჩანდა, არავის აღელ-
ვებდა, რომ შეეძლო ვინმესთვის დაავადება გადაედო.
– თქვენ... ცოცხალი ხართ? – გაოცებით დააცქერდა ლენ-
გდონი.
ფერისმა დაქანცული სახით დაუქნია თავი:
– მეტ-ნაკლებად.
ახლა სრულიად სხვაგვარად იქცეოდა: წინანდელი ნევროზუ-
ლი ხასიათი აღარ იგრძნობოდა.
– მეგონა, რომ... თუმცა ... თუმცა, აღარც კი ვიცი, საერთოდ
რაღა ვიფიქრო.
ფერისმა თანაგრძნობით გაუღიმა:
– მთელი დღის მანძილზე გატყუებდნენ, გატყუებდნენ და გატ-
ყუებდნენ... მინდა, ბოდიში მოგიხადოთ. ალბათ უკვე ხვდებით,
რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ ვმუშაობ და კემ-
ბრიჯიდან მე არ წამომიყვანიხართ.
ლენგდონმა თავი დაუქნია. ისე დაქანცა ამდენმა ახალმა ამ-
ბავმა, რომ აღარაფერი უკვირდა.
– თქვენ ბოსთან მუშაობთ.
– დიახ. მან ექსტრემალური თანამონაწილეობისთვის გამომ-
გზავნა თქვენთან და სიენასთან... რათა დაგხმარებოდით, რომ
„დრს“-ს დასხლტომოდით.
– გასაგებია... საქმეს ბრწყინვალედ გაართვით თავი, – ლენ-
გდონს გაახსენდა ფერისის გამოჩენა ბაპტისტერიუმში; როგორ
დაარწმუნა ფერისმა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
თანამშრომელი იყო და შემდეგ როგორ დაეხმარა მათ, გაჰქცე-
ოდნენ სინსკის მიერ გამოგზავნილ „დრს“-ის სპეცჯგუფს და
ფლორენციიდან გაეღწიათ, – გასაგებია, რომ ექიმი არ ხართ.
ფერისმა თავი გააქნია:
578 მკითხველთა ლიგა
– მე უბრალოდ ამ როლს ვთამაშობდი. ჩემი და სიენას ამოცა-
ნა იყო, თქვენთვის შექმნილი ილუზია შეგვენარჩუნებინა და რო-
გორმე მოგვეხერხებინა, რომ ჩვენთვის გაგეშიფრათ პროექ-
ტორში ჩაშიფრული ინფორმაცია. მოგეხსენებათ, ბოსისთვის
პრიორიტეტი იყო ზობრისტის ქმნილების მოძებნა და მისი სინ-
სკისგან დაცვა.
– არ იცოდით, რომ ეს შავი ჭირი იყო? – ფრთხილად ჰკითხა
ლენგდონმა. ჯერ კიდევ ვერ ამოეგდო თავიდან ფერისის გამონა-
ყარი და სისხლჩაქცევა.
– რა თქმა უნდა, არა! როდესაც შავი ჭირი ახსენეთ, ვიფიქრე,
რომ უბრალოდ გამონაგონი იყო, რომლითაც სიენამ თქვენი მო-
ტივირება გადაწყვიტა. მეც აგყევით. სამივენი ვენეციის მატარე-
ბელში ჩავსხედით... და მერე უეცრად ყველაფერი შეიცვალა.
– რატომ?
– ბოსმა ზობრისტის შემაძრწუნებელ ვიდეოს უყურა.
„ჰო, ფილმი მართლაც ძლიერმოქმედია“.
– და მიხვდა, რომ ზობრისტი შეშლილია?
– სწორედაც. უეცრად ბოსმა გააცნობიერა, რაში გაყო თავი
კონსორციუმმა და ძლიერ შეშინდა. გადაწყვიტა, სასწრაფოდ და-
ლაპარაკებოდა ადამიანს, რომელიც კარგად იცნობდა ზობ-
რისტს, ანუ FS-2080-ს, და გაეგო, იცოდა თუ არა მან, რა ჩაიდინა
ზობრისტმა.
– FS-2080-ს?
– უკაცრავად, სიენა ბრუკსს. FS-2080 მისი კოდური სახელია
სპეციალურად ამ ოპერაციისთვის აღებული. ტრანსჰუმანისტური
ოინები... სიენასთან დაკავშირება კი ბოსს მხოლოდ ჩემი მეშვეო-
ბით შეეძლო.
– სატელეფონო ზარი მატარებელში, – მიხვდა ლენგდონი, –
თქვენი „მომაკვდავი დედა“.

579 მკითხველთა ლიგა


– ბოსთან ლაპარაკი თქვენი თანდასწრებით არ შემეძლო და
სწორედ ამიტომ გავედი კუპედან. მან ვიდეოს შესახებ მითხრა და
თავზარი დამეცა. ბოსი იმედოვნებდა, რომ სიენა, ისევე როგორც
თავად ის, ბრმად მოქმედებდა, მაგრამ როდესაც ბოსს ვუთხარი,
როგორ გესაუბრებოდათ სიენა შავი ჭირის შესახებ და გარდა
ამისა, თამაშიდან გასვლის არავითარ ნიშანს არ იძლეოდა, ბოსი
მიხვდა, რომ სიენა ზობრისტის იდეებს სრულად იზიარებდა. სი-
ენა მოკავშირიდან მაშინვე გადაიქცა მოწინააღმდეგედ. ბოსმა
მიბრძანა, დეტალურად მომეხსენებინა, როგორ განვითარდებო-
და მოვლენები ვენეციაში... და ისიც მითხრა, რომ ჯგუფს გამოგ-
ზავნიდა სიენას დასაკავებლად. აგენტმა ბრიუდერმა და მისმა
ხალხმა თითქმის აიყვანა სიენა სან-მარკოს ბაზილიკაში, მაგრამ
მან გაქცევა მოახერხა.
ლენგდონი იატაკს დასცქეროდა. ახლაც კი თვალწინედგა სი-
ენას ყავისფერი, სათნო თვალები – თვალები, რომელთაც გაქ-
ცევის წინ ჭაში დარჩენილ ლენგდონს დახედეს.
„მაპატიეთ რობერტ. ყველაფერი მაპატიეთ...“
– ის კერკეტი კაკალია, – თქვა ფერისმა, – თქვენ ალბათ ვერ
დაინახეთ, როგორ დამესხა თავს ბაზილიკაში.
– თავს დაგესხათ?
– დიახ. როდესაც ოპერმუშაკები ტაძარში შემოცვივდნენ, მინ-
დოდა ყვირილით მეცნობებინა მათთვის სიენას ადგილსამყოფე-
ლი, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ამას მიხვდა და პირდაპირ გულ-
მკერდში ჩამარტყა ხელისგული.
– რაო?!
– ვერაფრის დანახვა მოვასწარი. როგორც ჩანს, რომელიღაც
საბრძოლო ხელოვნების არსენალიდან იყო ეს დარტყმა. გულ-
მკერდზე უკვე მქონდა ჩვეულებრივი სისხლჩაქცევა და სწორედ
ამიტომ დარტყმისგან მოყენებული ტკივილი ჯოჯოხეთურად აუ-
ტანელი იყო. ხუთიოდე წუთის შემდეგ მეტ-ნაკლებად აზრზე მო-
580 მკითხველთა ლიგა
ვედი. სიენამ აივანზე მანამდე გაგიყვანათ, სანამ თვითმხილვე-
ლები მოასწრებდნენ და გეტყოდნენ, რა ჩაიდინა.
განცვიფრებულ ლენგდონს გაახსენდა, როგორ უყვირა სი-
ენას ასაკოვანმა იტალიელმა ქალმა: L´hai colpito al petto! – და
გულზე როგორ მიირტყა მუშტი.
„არა! – პასუხად უყვირა სიენამ, – ხელოვნური სუნთქვა მას
მოკლავს! მის გულმკერდს შეხედეთ!“
როდესაც გონებაში ეს სცენა გააცოცხლა, ლენგდონი მიხვდა,
რაოდენ სწრაფი ფიქრის უნარი გააჩნდა სიენა ბრუკსს. რა ოსტა-
ტურად გააცურა ლენგდონი იტალიური სიტყვების გააზრებაში!
ასაკოვანი ქალი მას ფერისისთვის ხელოვნური სუნთქვის ჩატა-
რებას როდი სთავაზობდა – მან ბრაზმორეულმა უყვირა: შენ მას
გულმკერდში ჩაარტყი! მოვლენების ქაოსში კი ლენგდონმა ამას
ყურადღება ვერ მიაქცია...
– სინსკის ხალხმა „მენდაციუმზე“ მიმიყვანა და დაშავებული
ადგილი დამიმუშავა. ბოსმა მთხოვა, მასთან ერთად წამოვსული-
ყავი, ასე ვთქვათ, მრჩევლის რანგში: თქვენ გარდა ერთადერთი
ადამიანი ვარ, რომელსაც დღეს სიენასთან კავშირი ჰქონდა.
ლენგდონმა კვლავ თავი დაუქნია. ფერისის გამონაყარი მა-
ინც არ ასვენებდა.
– სახეზე რა გჭირთ? – იკითხა ლენგდონმა, – სისხლჩაქცევა
გულმკერდზე?..
– შავი ჭირი ხომ არაა? – გაეცინა ფერისს და თავი უარის ნიშ-
ნად გააქნია, – არ ვიცი, გითხრეს თუ არა, მაგრამ დღეს უკვე მე-
ორედ მომიწია ექიმის განსახიერება.
– უკაცრავად, რა თქვით?
– ბაპტისტერიუმში მითხარით, რომ ჩემი სახე საიდანღაც გეც-
ნობოდათ.
– დიახ. თითქოს მეცნობა. განსაკუთრებით თვალები... თქვენ
ეს იმით ახსენით, რომ კემბრიჯიდან თქვენ ჩამომიყვანეთ... –
581 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი გაჩუმდა, – თუმცა ახლა უკვე ვიცი, რომ ასე არაა...
მაშ?..
– ჩვენ მართლაც შევხვედრივართ. თუმცა კემბრიჯში არა, –
ფერისი თვალმოუცილებლად უყურებდა ლენგდონს, – ვერ
ხვდებით? მე ვიყავი პირველი, ვინც დაინახეთ, როდესაც საავად-
მყოფოს პალატაში თვალები გაახილეთ.
ლენგდონმა უფერული, პატარა პალატის გახსენება სცადა. მა-
შინ გონება ძალზე დაბინდული ჰქონდა, რაც ხელს უშლიდა მოვ-
ლენებისა თუ გარემოს სწორად აღქმაში, მაგრამ მეტ-ნაკლებად
მაინც დარწმუნებული იყო, ვინ დაინახა პირველად, როდესაც გა-
მოეღვიძა. ეს იყო ფერმკრთალი ახალგაზრდა ექიმი ხშირი წარ-
ბებითა და გაბურძგნილი შევერცხლილი წვერით, რომელიც
მხოლოდ იტალიურად საუბრობდა.
– არა, – თქვა ლენგდონმა, – პირველი, ვინც დავინახე, დოქ-
ტორი მარკონი იყო...
– Scusi, professore,98 – გააწყვეტინა ფერისმა უნაკლო იტა-
ლიურით, – Ma non si ricorda di mi?99 – ასაკოვანივით წელში მო-
იხარა, წარმოსახვითი გაბურძგნილი წარბები გადაივარცხნა და
ხელისგული დაისვა წარმოსახვით წვერზე, – Sono il dottor
Marconi.100
ლენგდონმა პირი დააღო.
– დოქტორი მარკონი... თქვენ იყავით?
– სწორედ ამიტომ გეცნოთ ჩემი თვალები. მანამდე არას-
დროს დამჭირვებია ხელოვნური წვერისა და წარბების მიკვრა
და, სამწუხაროდ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ძლიერი ალერგია
მექნებოდა ლატექსის წებოზე. კანი დამიდნა და კინაღამ აალდა.

98
უკაცრავად, პროფესორო.(იტალ.)
99
არ გახსოვართ?(იტალ.)
100
მე დოქტორი მარკონი ვარ.(იტალ.)
582 მკითხველთა ლიგა
ალბათ გული გაგისკდათ, როცა დამინახეთ – თქვენ ხომ გამუდ-
მებით შავ ჭირზე ფიქრობდით.
ლენგდონი თვალს არ აცილებდა. გაახსენდა, როგორ იქექავ-
და ლოყებს და ნიკაპს დოქტორი მარკონი, სანამ ვაიენტა გამოჩ-
ნდებოდა და ისიც გულზე გაჩენილი ყალბსისხლიანი ჭრილობით
იატაკზე დაეცემოდა.
– ყველა უბედურება კი იმან დააგვირგვინა, – განაგრძო ფე-
რისმა და სახვევებიან გულმკერდზე მიანიშნა, – როდესაც სპე-
ცოპერაციის პროცესში დეტონატორი ადგილიდან დაიძრა. მისი
გასწორების საშუალება არ მქონდა და როდესაც ამუშავდა, და-
უცველი ადგილი დამიზიანდა. ნეკნი მაქვს გატეხილი და სის-
ხლჩაქცევაც მანდედან დამრჩა. მთელი დღის განმავლობაში
სუნთქვა მიჭირდა.
„მე კი მეგონა, შავი ჭირი შეეყარა!“
ფერისმა ღრმად ჩაისუნთქა და ტკივილისგან შეაჟრჟოლა.
– დაჯდომა არ მაწყენდა... თქვენ კი, როგორც ვხედავ, არ მო-
იწყენთ აქ, – დაამატა, უკან დაიხია და ლენგდონს ზურგისკენ მი-
უთითა.
ლენგდონი შებრუნდა და მისკენ მომავალი დოქტორი სინსკი
დაინახა. გრძელი ვერცხლისფერი თმა მხრებზე ეყარა.
– აი, თურმე სად ხართ, პროფესორო!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი გარეგნუ-
ლად დაღლილი ჩანდა, მაგრამ ლენგდონმა, მისდა გასაოცრად,
სინსკის მზერაში იმედის ნაპერწკალი შენიშნა. „რაღაცას მიაგ-
ნო“.
– მომიტევეთ, რომ დაგტოვეთ, – ლენგდონს მიუახლოვდა
სინსკი, – სამუშაოს კოორდინირებასა და რაღაცის პოვნას ვცდი-
ლობდი, –როგორც ვხედავ, მზის სინათლე გიზიდავთ, – შენიშნა
მან და კაბინის ღია კარზე მიუთითა.
ლენგდონმა მხრები აიჩეჩა:
583 მკითხველთა ლიგა
– თქვენს თვითმფრინავში საერთოდ არაა ილუმინატორები.
სინსკიმ თანაგრძნობით გაუღიმა:
– ნათელს რაც შეეხება: იმედი მაქვს, ბოსმა ასე თუ ისე ნათე-
ლი მოჰფინა თქვენთვის უცნობ ბოლო მოვლენებს.
– დიახ; მაგრამ არაფერი სასიამოვნო არ გამიგია.
– არც მე, – დაეთანხმა სინსკი და მიმოიხედა, რათა დარწმუ-
ნებულიყო რომ მათ საუბარს არავინ ისმენდა, – ეჭვიც არ შეგე-
პაროთ, – ხმას დაუწია ქალმა, – მისთვის და მისი ორგანიზაცი-
ისთვის ამ ყველაფერს საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვება.
მე ვიზრუნებ ამაზე... მაგრამ ახლა ყველამ გონება უნდა მოვიკ-
რიბოთ და ინფექციის სათავსოს მანამ მივაგნოთ, სანამ პლასტი-
კატის გარსი გალღვება და ნივთიერება გარეთ გამოაღწევს.
„მანამ, სანამ სიენა მივა და პროცესს დააჩქარებს“.
– იმ შენობაზე მინდა დაგელაპარაკოთ, სადაც დანდოლოა
დაკრძალული.
ლენგდონი მას შემდეგ ხატავდა გონებაში ამ დიდებულ ნაგე-
ბობას, რაც მიხვდა, რომელი „წმინდა სიბრძნის მუსეიონი“ იყო
ნახსენები ლექსში.
– სწორედ ახლახან გავიგე ერთი ძალიან საინტერესო რამ, –
განაგრძო სინსკიმ, – ჩვენ ერთ ადგილობრივ ისტორიკოსს დავუ-
კავშირდით. ცხადია, არ ამიხსნია, რატომ დაგვჭირდა დანდო-
ლოს სამარხი, მაგრამ ვკითხე, იცოდა თუ არა, მის ქვეშ რა მდე-
ბარეობდა და აბა, გამოიცანით რა მიპასუხა: – ქალმა გაიღიმა, –
წყალი.
– მართლა? – გაკვირვებული ჩაეკითხა ლენგდონი.
– დიახ. როგორც ჩანს, შენობის ქვედა სართულები დატბორი-
ლია. მის ქვეშ ნიადაგის წყლის დონე ასწლეულების მანძილზე
სულ უფრო მატულობდა და სულ ცოტა ორი ქვედა სართული
წყლითაა დაფარული. მისი თქმით, იქ შესაძლოა იყოს მღვიმეები
და წყლით მთლიანად დაფარული ოთახები.
584 მკითხველთა ლიგა
ლენგდონს გაახსენდა ზობრისტის ფილმში პირქუშად განათე-
ბული
მიწისქვეშა გამოქვაბული, რომლის ნაცრისფერ კედლებზეც
ვერტიკალური სვეტების უფერული ჩრდილები ირეკლებოდა.
– ეს წყლით სავსე დარბაზია, – თქვა ლენგდონმა.
– სწორედაც.
– მაგრამ... იქ ზობრისტმა როგორ შეაღწია?
სინსკის თვალები გაუბრწყინდა.
– ყველაზე გასაოცარი სწორედ ეს არის. ვერც კი წარმოიდ-
გენთ, ახლა რა აღმოვაჩინეთ.

სწორედ ამ წუთებში ვენეციის სანაპიროდან ერთი კილომეტ-


რის დაშორებით, ვიწრო შვერილოვან კუნძულ ლიდოზე მდებარე
„ნიჩელოს“ აეროპორტის ასაფრენი ბილიკიდან საღამოს ჩაბნე-
ლებულ ცაში დახვეწილი ფორმის ზემსუბუქი თვითმფრინავი
„Cessna Citation Mustang“-ი აიჭრა.
თვითმფრინავის მფლობელი, ტანსაცმლის ცნობილი დიზაი-
ნერი ჯორჯო ვენჩი ბორტზე არ იყო, თუმცა პილოტებს უბრძანა,
მომხიბლავი ახალგაზრდა მგზავრი იქ ჩაეყვანათ, სადაც ისურ-
ვებდა.

585 მკითხველთა ლიგა


თავი 84

ძველი ბიზანტიის დედაქალაქი სიბნელემ მოიცვა.


მარმარილოს ზღვის სანაპიროს გასწვრივ პროჟექტორები ჩა-
ირთო, მეჩეთების ულამაზესი გუმბათები და სწორი მინარეთები
გაანათა. დადგა აქშამი (საღამო) და მთელ ქალაქში რუპორებით
გაძლიერებული, აკვიატებული სიმღერისმაგვარი აზანა – ლოც-
ვისთვის მოწოდება გაისმა.
ლა-ილაჰა-ილლა-ლლაჰ...
არ არსებობს ღმერთი თვინიერ ალაჰისა.
მაშინ, როდესაც მართლმორწმუნეები მეჩეთში მიიჩქაროდ-
ნენ, დანარჩენები ყურადღებას არ აქცევდნენ და ჩვეული რიტმით
ცხოვრებას განაგრძობდნენ: ხმაურიანი სტუდენტები ლუდს სვამ-
დნენ, ბიზნესმენები ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, ვაჭრები
გამვლელებს ხმამაღლა სთავაზობდნენ სანელებლებსა და ხა-
ლიჩებს, ტურისტები კი ამ ყველაფერს ინტერესით აკვირდებოდ-
ნენ.
მათ თვალწინ გადაშლილიყო შუაზე გაყოფილი სამყარო, ქა-
ლაქი, რომელშიც მოქმედებდნენ ურთიერთსაპირისპირო ძალე-
ბი: რელიგიური და საერო საწყისი; ანტიკურობა და თანამედრო-
ვეობა; აღმოსავლეთი და დასავლეთი. ევროპისა და აზიის საზ-
ღვართან მდებარე ეს მარადიული ქალაქი, პირდაპირი გაგებით,
ძველ სამყაროსა და კიდევ უფრო ძველ სამყაროს შორის გადე-
ბული ხიდი იყო.
სტამბოლი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალაქი უკვე აღარაა თურქეთის
დედაქალაქი, ის საუკუნეთა მანძილზე სამი იმპერიის ცენტრს
წარმოადგენდა: ბიზანტიის, რომისა და ოსმალეთის. სწორედ
ამიტომ სტამბოლს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ისტორიუ-
ლად პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი.
586 მკითხველთა ლიგა
თოფქაფის სასახლე, ლურჯი მეჩეთი, შვიდკოშკიანი ციხესიმაგ-
რე და სხვა უამრავი ძეგლი ბრძოლების, გამარჯვებებისა და და-
მარცხებების დასტურ უამრავ ლეგენდას უამბობს მნახველს.
ღრუბლებით შესქელებულ საღამოს მოქუფრულ ცაზე, ქალა-
ქის თავზე ათათურქის აეროპორტში დასაჯდომად ემზადებოდა
სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130. კაბინაში, პილოტების
უკან, გადასაწევ სავარძელში ღვედით იყო მიბმული რობერტ
ლენგდონი, რომელსაც უდიდეს შვებას ჰგვრიდა ის, რომ ფან-
ჯრიდან ცქერის საშუალება ჰქონდა.
ვახშმისა და თვითმფრინავის კუდში მისთვის აუცილებელი
ერთსაათიანი ძილის შემდეგ ძალების მოზღვავებას გრძნობდა.
ხელმარჯვნივ ლენგდონი განათებულ სტამბოლს ხედავდა:
მარმარილოს ზღვის სიშავეში მოციმციმე, რქისებური ნახევარ-
კუნძული მოჩანდა. ეს ევროპის ნაწილი იყო – შავი და დაკლაკ-
ნილი არხით აზიისგან გამოყოფილი.
ბოსფორის სრუტე.
ზემოდან დაჰყურებდა ფართო იარისმაგვარ ჭრილს, რომე-
ლიც სტამბოლს ორად ყოფდა. ლენგდონმა იცოდა, რომ ეს სრუ-
ტე სასიცოცხლოდ აუცილებელ არტერიას წარმოადგენდა ქალა-
ქის ბიზნესისთვის. ბოსფორი არაჩვეულებრივ სანაპიროს ქმნის,
თანაც – ორს (ის შავსა და ხმელთაშუა ზღვას ერთმანეთთან აკავ-
შირებს) და ამით სტამბოლს საშუალებას აძლევს, ორ სამყაროს
შორის გადებული ხიდის როლი ითამაშოს.
რაც უფრო დაბლა ეშვებოდა ნისლში გახვეული თვითმფრინა-
ვი, მით უფრო ყურადღებით აკვირდებოდა ლენგდონი ქალაქს და
ცდილობდა, დაენახა მასიური ნაგებობა, სადაც სამარხი უნდა
ეძებნათ.
ენრიკო დანდოლოს საფლავი.
როგორც აღმოჩნდა, ენრიკო დანდოლო – სწორედ ის ვერაგი
დოჟი – ვენეციაში არ იყო დაკრძალული. მისმა ნეშტმა სამუდამო
587 მკითხველთა ლიგა
განსასვენებელი იმ ციხესიმაგრის ცენტრში პოვა, რომელიც მან
1202 წელს აიღო... დანდოლო, როგორც მოსალოდნელი იყო,
ქალაქის ყველაზე ბრწყინვალე სასახლეში დაკრძალეს, შენობა-
ში, რომელიც დღემდე რჩება ქალაქის ნამდვილ მარგალიტად.
აია-სოფია.
360 წელს აშენებული აია-სოფია 1204 წლამდე მართლმადი-
დებლური ტაძარი იყო, სანამ ენრიკო დანდოლოს მეთაურობით
ქალაქის დამპყრობელი მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მო-
ნაწილეებმა ის კათოლიკურ ტაძრად არ გადააკეთეს. მოგვიანე-
ბით, მეთხუთმეტე საუკუნეში, სულთან მეჰმედ ფატიჰის მიერ კონ-
სტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთად გადააკეთეს და
1935 წლამდე რჩებოდა მუსულმანთა სალოცავ სახლად, სანამ
შენობაში მუზეუმს მოაწყობდნენ.
წმინდა სიბრძნის ოქროცურვილ მუსეიონთან მუხლი მოდრი-
კე... – გაახსენდა ლენგდონს.
აია-სოფია მოპირკეთებულია იმაზე მეტი რაოდენობის ოქროს
ფირფიტით, ვიდრე თვით სან-მარკოს ტაძარი. გარდა ამისა, „ჰა-
გია სოფია“ ბერძნულად „წმინდა სიბრძნეს“ ნიშნავს.
ლენგდონმა გუნებაში დახატა კოლოსალური ზომის ნაგებობა
და იმ ფაქტის გააზრებას ცდილობდა, რომ სადღაც მის ქვეშ მდე-
ბარეობდა შავი ტბა, რომლის სიღრმეშიც ნელ-ნელა ლღვებოდა
და შიგთავსის გამოსაშვებად ემზადებოდა პლასტიკატის პაკეტი.
ლოცულობდა, არ დაეგვიანათ.
– ქვედა დონეები დატბორილია, – შუა ფრენისას აცნობა სინ-
სკიმ და აღელვებულმა ხელით ანიშნა, თვითმფრინავში მოწყო-
ბილ სამუშაო ზონაში გაჰყოლოდა, – ვერც კი წარმოიდგენთ, ახ-
ლა რა შევიტყვეთ. გსმენიათ რაიმე გიოქსელ გიულენსოის კინო-
დოკუმენტალისტიკის შესახებ?
ლენგდონმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

588 მკითხველთა ლიგა


– როდესაც აია-სოფიას შესახებ ინფორმაციას ვეძებდი, გაირ-
კვა, რომ მასზე ფილმია გადაღებული. ფილმის ავტორი სწორედ
გიულენსოია, რამდენიმე წლის წინ გადაიღო.
– აია-სოფიას შესახებ ათობით ფილმია გადაღებული.
– მართალია, – სინსკი სამუშაო ზონას მიადგა, – მაგრამ ისე-
თი არა, როგორიც ეს არის, – ნოუთბუქი ლენგდონისკენ მოატ-
რიალა, – აი, წაიკითხეთ.
ლენგდონი დაჯდა. ეკრანზე გამოტანილი იყო სტატია – ნაკრე-
ბი სიახლეთა რამდენიმე წყაროდან, რომელთა შორისაც იყო გა-
ზეთი „ჰიურიეტ დეილი ნიუსი“, რომელიც ეძღვნებოდა გიულენ-
სოის უკანასკნელ ფილმს – „აია-სოფიას სიღრმეებში“.
დაწყებულიც არ ჰქონდა კითხვა, რომ ლენგდონი მიხვდა, ასე
რატომ აღელდა სინსკი. სტატიის პირველივე სიტყვებმა აიძულა
ლენგდონი, სინსკისკენ მიტრიალებულიყო. „აკვალანგით?“
– ვიცი, ვიცი, – თქვა სინსკიმ, – წაიკითხეთ.
ლენგდონი სტატიას ჩაუღრმავდა:

აკვალანგით აია-სოფიას ქვეშ

კინოდოკუმენტალისტმა გიოქსელ გიულენსოიმ აკვალან-


გისტ-მკვლევრების ჯგუფთან ერთად ტურისტთა შორის სახელ-
განთქმული სტამბოლის რელიგიური ნაგებობის ქვეშ მდებარე
რთულად მისაგნები, წყლით დაფარული ოთახები აღმოაჩინა.
მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა მრავალფეროვანი არქიტექ-
ტურული საოცრებები, მათ შორის ჩვილი მოწამეების წყალში ჩა-
ძირული სამარხები, რომლებიც რვაას წელს ითვლიან; აღმოაჩი-
ნეს წყლით სავსე გვირაბები, რომლებიც აია-სოფიას აკავშირებს
თოფქაფის სასახლესთან, თექფურის სასახლესთან და ანემასის
ციხის ლეგენდარულ მიწისქვეშეთთან.

589 მკითხველთა ლიგა


„დავრწმუნდი, რომ აია-სოფიას ქვეშ გაცილებით მეტია საინ-
ტერესო, ვიდრე მის ზემოთ“, – განაცხადა გიულენსოიმ. რეჟისო-
რი მოჰყვა, როგორ მოუვიდა აზრად ამ ფილმის გადაღების იდეა
მას შემდეგ, რაც ძველი ფოტოსურათი იხილა: მკვლევართა ჯგუ-
ფი ნავით მიცურავს აია-სოფიას ქვეშ ნახევრად ჩაძირულ დიდ
დარბაზში.

– თქვენ ზუსტად გამოიცანით შენობა! – წამოიძახა სინსკიმ, –


და როგორც ჩანს, ტაძრის ქვეშ გრანდიოზული მღვიმეებია, რომ-
ლებშიც შეღწევა შეიძლება და აკვალანგის გარეშეც გაჩერდები
იქ... ალბათ ასეთ ადგილას გადაიღო ზობრისტმა ვიდეო.
მათ ზურგს უკან აგენტი ბრიუდერი იდგა და ნოუთბუქს ჩასცქე-
როდა.
– და როგორც ჩანს, – წამოიწყო მან, – მიწისქვეშა გზები ტაძ-
რისქვეშეთიდან სხვადასხვა ადგილებისკენ მიემართებიან. თუ
„სოლუბლონი“ ჩვენს მისვლამდე გალღვება, შიგთავსის შეჩერე-
ბა უკვე შეუძლებელი იქნება.
– რაც შეეხება შიგთავსს... – გაბედა ლენგდონმა, – მის შესა-
ხებ რაიმე წარმოდგენა თუ გაქვთ? მისი ზუსტი შემადგენლობის
შესახებ?.. ეს პათოგენია, გასაგებია, მაგრამ...
– ჩვენ გავაანალიზეთ ვიდეოკადრები, – უპასუხა ბრიუდერ-
მა, – და მიგვაჩნია, რომ მასში მართლაც არის ბიოლოგიური და
არა ქიმიური ნივთიერება... ანუ რაღაც ცოცხალი. პაკეტის მომ-
ცრო ზომა გვაფიქრებინებს, რომ შიგთავსი გადამდებია და რეპ-
ლიკაციის უნარი გააჩნია. მისი გავრცელების მექანიზმი – ბაქტე-
რიული ინფექციის მსგავსად წყლის მეშვეობით თუ ვირუსივით
საჰაერო გზით – არ ვიცით, როგორია, თუმცა შესაძლოა ორივე-
ნაირიც კი იყოს.
– ჯერ მონაცემებს ვაგროვებთ ამ რაიონში ნიადაგის წყლის
ტემპერატურის შესახებ, – განაგრძო სინსკიმ, – ვცდილობთ, გა-
590 მკითხველთა ლიგა
მოვიკვლიოთ, როგორი სახის ინფექციებისთვისაა ხელსაყრელი
ეს მიწისქვეშა ზონები, მაგრამ საქმე ისაა, რომ ზობრისტი განსა-
კუთრებულად ნიჭიერი იყო – თავისუფლად შეეძლო შეექმნა რა-
ღაც სრულიად უჩვეულო თვისებების საშიშროება. ეჭვი მაქვს, ეს
ადგილი შემთხვევით არ აარჩია.
ბრიუდერმა თავი დაუქნია, თითქოს ამბობდა, რომ ბევრ რა-
მეს ახლა ბედი წყვეტდა და უდასტურებდა, ვაფასებ დაავადების
გავრცელების უჩვეულო მექანიზმს, რომელიც სოლუბლონის
გალღობაზეა დამოკიდებულიო. ამ მექანიზმის სრულყოფილება-
სა და სიმარტივესაც ყველა ნელ-ნელა აცნობიერებდა. მიწისქვე-
შა წყლებში პაკეტის მოთავსებით ზობრისტმა ის ზედმიწევნით
სტაბილურ ინკუბაციურ გარემოში მოაქცია: ხელსაყრელი ატ-
მოსფერო და წყლის მუდმივი ტემპერატურა, არანაირი მზის რა-
დიაცია, კინეტიკური ბუფერი და უკაცრიელი გარემო. როდესაც
ზობრისტმა მისთვის საჭირო დროს გასალღობი პაკეტი შეიძინა,
შეძლო ყურადღების გარეშე დაეტოვებინა პათოგენი მომწიფე-
ბის პერიოდამდე, რომლის შემდეგაც, სწორედ შესაფერის დროს
შავი ჭირი გარეთ გამოაღწევდა.
„საამისოდ ზობრისტს ამ ადგილზე მისვლაც კი არ სჭირდება“.
მსუბუქმა ტორტმანმა, რომელმაც მგზავრებს შეახსენა, რომ
ეშვებოდნენ, ლენგდონს პილოტების კაბინაში, გადასაწევ სავარ-
ძელში დაბრუნება აიძულა. პილოტებმა ძლიერი მუხრუჭები ჩარ-
თეს, შემდეგ კი შორეული ანგარისკენ აიღეს გეზი, რომლის სიახ-
ლოვესაც საბოლოოდ გაჩერდა მასიური თვითმფრინავი.
ლენგდონს იმედი ჰქონდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზა-
ციის თანამშრომლების მთელი არმია დახვდებოდათ – დამცავი
კოსტიუმებით, ბიოლოგიური საფრთხის თავიდან ასაცილებლად
მზად მყოფნი... რაც უნდა უცნაური ყოფილიყო, ერთადერთი ადა-
მიანი დახვდათ – წითელჯვრიანი დიდი თეთრი ფურგონის მძღო-
ლი.
591 მკითხველთა ლიგა
„წითელი ჯვარი? – გაუკვირდა ლენგდონს, მაგრამ როდესაც
კიდევ ერთხელ შეხედა, მიხვდა, ვინც გამოგზავნა ფურგონი. შვე-
იცარიის საელჩო“.
უსაფრთხოების ღვედი გაიხსნა და ჩასასვლელად გამზადე-
ბულ მგზავრებს შორის მზერით სინსკი მოძებნა.
– არავინაა? – დაუფიქრებლად ჰკითხა ლენგდონმა, – სად
არის ხალხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან? სად არიან
თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები? თუ ყველანი უკვე აია-სო-
ფიაში არიან?
ეს კითხვები სინსკის აშკარად არ ესიამოვნა.
– საქმე ისაა, – დაიწყო მან, – რომ ადგილობრივი ძალოვანე-
ბისთვის ჯერჯერობით არაფერი გვითქვამს. ჩვენს განკარგულე-
ბაშია „დრს“-ისა და ECDC-ის ყველაზე გამოცდილი ჯგუფი. მო-
ცემულ მომენტში საუკეთესო გადაწყვეტილებად ჩუმად მოქმედე-
ბა მივიჩნიეთ, პანიკის თავიდან ასაცილებლად.
ბრიუდერი და მისი ხალხი ამ დროისთვის დიდ, შავ ზურგჩან-
თებს იმაგრებდნენ, რომლებშიც ყველა სახის საჭირო აღჭურვი-
ლობა მოეთავსებინათ: ბიოდამცავი კოსტიუმები, რესპირატო-
რები, ელექტრონული სამძებრო მოწყობილობები. ბრიუდერმა
მხარზე გადაიკიდა თავისი ზურგჩანთა და ლენგდონს მიუახლოვ-
და.
– მისმინეთ, – თქვა მან, – შევდივართ შენობაში, ვპოულობთ
დანდოლოს სამარხს, ყურს ვუგდებთ წყლის ხმას, შემდეგ კი ბი-
ჭებთან ერთად ვფიქრობთ და ვწყვეტთ, ჩავრთოთ თუ არა დამ-
ხმარე ძალები.
ლენგდონმა მოსალოდნელი სირთულეები ცხადად გაიაზრა.
– აია-სოფია საღამოს იკეტება და ადგილობრივი ძალოვნების
გარეშე იქ ვერც შევალთ.
– ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, – დაარწმუნა სინსკიმ, მე და-
ვუკავშირდი შვეიცარიის საელჩოს, მათ დაურეკეს აია-სოფიას
592 მკითხველთა ლიგა
მუზეუმის მცველსდა ცნობილი პერსონისთვის კერძო ექსკურსი-
ის ჩატარება სთხოვეს. მცველი დათანხმდა.
ლენგდონმა ძლივს შეიკავა თავი, გულიანად რომ არ გადაე-
ხარხარა.
– კერძო ექსკურსია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დი-
რექტორისთვის, რომელსაც სპეცუსაფრთხოების აღჭურვილო-
ბაასხმული მთელი არმია ახლავს თან? ხომ არ გგონიათ, რომ ეს
კითხვებს წარმოშობს?
– „დრს“-ის ჯგუფი და მთელი აღჭურვილობა მანქანაში დარ-
ჩება, შენობაში კი სიტუაციის შესაფასებლად სამნი შევალთ: ბრი-
უდერი, თქვენ და მე, – უპასუხა სინსკიმ, – გარდა ამისა, მათ ჩემ-
თვის არ უთხოვიათ ექსკურსია. მნიშვნელოვანი ფიგურა თქვენ
ხართ.
– რა ბრძანეთ?!
– მუზეუმის თანამშრომლებს უთხრეს, რომ სტამბოლში ჩამო-
დის სახელგანთქმული ამერიკელი პროფესორი მკვლევართა
ჯგუფთან ერთად, რომ მას აია-სოფიას სიმბოლიკის შესახებ სურს
სტატიის დაწერა, რომ ფრენა ხუთი საათით გადაედო და ტაძრის
დახურვამდე ჩამოსვლას ვერ ასწრებს. და ვინაიდან ის და მისი
ჯგუფი დილით აუცილებლად უნდა გაფრინდნენ უკან, იქნებ შე-
საძლებელი იყოს...
– გასაგებია.
– მუზეუმი გვიგზავნის თანამშრომელს, რომელიც ადგილზე
დაგვხვდება. აღმოჩნდა, რომ ისლამური ხელოვნების შესახებ
გამოქვეყნებული თქვენი ნაშრომების დიდი თაყვანისმცემელია,
– სინსკიმ ლენგდონს გაუღიმა, ოპტიმისტური იერის შენარჩუნე-
ბას ცდილობდა, – გვითხრეს, რომ შენობის ყველა კუთხე-კუნჭუ-
ლი ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის.
– უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მთელი ტაძარი ჩვენს გან-
კარგულებაში იქნება, – დაამატა ბრიუდერმა.
593 მკითხველთა ლიგა
თავი 85

რობერტ ლენგდონი ათათურქის აეროპორტიდან სტამბოლის


ცენტრთან დამაკავშირებელ, ზღვის გასწვრივ მდებარე გზატკე-
ცილზე სწრაფად მიმავალი ფურგონის ფანჯრიდან უმისამართოდ
იყურებოდა. შვეიცარიელმა დიპლომატებმა საბაჟოს პროცედუ-
რები როგორღაც გაამარტივეს. შედეგად, ლენგდონმა სინსკიმ
და მათთან მყოფმა ხალხმა რამდენიმე წუთში გადაკვეთეს საზ-
ღვარი.
სინსკიმ როგორღაც ისიც მოახერხა, რომ ბოსი და ფერისი „C-
130“-ის ბორტზე დარჩენილიყვნენ „დრს“-ის რამდენიმე თანამ-
შრომელთან ერთად და სიენა ბრუკსის კვალის მისაგნებად ცდა
არ დაეკლოყთ.
მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად არავის ეგონა, სიენა
დროულად ჩავიდოდა სტამბოლში, იმის საფრთხე არსებობდა,
რომ ის ზობრისტის რომელიმე, თურქეთში მყოფ მიმდევარს და-
ურეკავდა და შეშლილი გეგმის განხორციელებაში დახმარებას
სთხოვდა, სანამ საქმეში სინსკის ხალხი ჩაერთვებოდა.
„ნუთუ სიენას მასობრივი მკვლელობის ჩადენა შეუძლია?“ –
ლენგდონი ჯერ კიდევ ვერ შეჰგუებოდა ბოლო ერთ დღეში განვი-
თარებულ მოვლენებს. რაოდენ სამწუხაროც უნდა ყოფილიყო
სიმართლე, იძულებული იყო, მისთვის თვალი გაესწორებინა.
„შენ მას სრულებით არ იცნობდი, რობერტ. სიენამ ოსტატურად
გაგაცურა“.
ქალაქში წვრილი წვიმა დაიწყო. საქარე მინის საწმენდების
რიტმული ხმა ლენგდონს ძილს ჰგვრიდა. მარჯვნივ, მარმარი-
ლოს ზღვაში მდიდრული იახტებისა და უზარმაზარი ტანკერების
განათებები კიაფობდა. მათი ნაწილი ან ქალაქის პორტისკენ მო-
ცურავდა – ფურგონის მოძრაობის მიმართულებით, ან საპირის-
პიროდ – პორტიდან ზღვაში გადიოდა. მთელი სანაპიროს გას-
594 მკითხველთა ლიგა
წვრივ, განათებული მეჩეთების თავებზე აღმართულიყო ვიწრო,
ნატიფი მინარეთები, რომლებიც მდუმარედ ამბობდნენ, რომ, მი-
უხედავად იმისა, სტამბოლი თანამედროვე ქალაქია, მისი ცენ-
ტრი რელიგიითაა მოცული.
თხუთმეტი კილომეტრის სიგრძის ეს გზატკეცილი ლენგდონს
ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო გზად მიაჩნდა – ძველი
და ახალი სტამბოლის გამყოფი და დამაკავშირებელი სრულყო-
ფილი ქმნილება, რომელიც ადგილ-ადგილ კონსტანტინეს კე-
დელს მიუყვებოდა. ეს კედელი თექვსმეტი საუკუნით ადრე აიგო
იმ ადამიანის დაბადებამდე, რომლის სახელსაც ახლა ატარებდა
– ჯ. ფ. კენედი. ამერიკის ეს პრეზიდენტი აღფრთოვანებული იყო
ქემალ ათათურქით, რომელმაც იმპერიის ნანგრევებზე თურქე-
თის რესპუბლიკა წამომართა.
კენედის პროსპექტი, საიდანაც ზღაპრული ხედი იშლება ზღვა-
ზე, ლამაზ კორომებსა და ძველებურ ბაღებს შორის მიემართება,
უკან მოიტოვებს ენიქაფის ნავსადგურს და საბოლოოდ, ქალაქის
კვარტლებისა და ბოსფორის სრუტის გავლით, ჩრდილოეთით
უხვევს, ოქროს რქისკენ. იქ, ქალაქის თავზე აღმართულია ოსმა-
ლური ციხესიმაგრე – თოფქაფის სასახლე, რომელიც სტრატე-
გიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს – ბოსფორთან და,
შესაბამისად, განსაკუთრებით საყვარელი ადგილია ტურისტე-
ბისთვის, რომელთაც ადგილობრივი ხედებიც აღაფრთოვანებთ
და ოსმალეთის გამაოგნებელი საგანძურიც, მათ შორის – მოსას-
ხამი და მახვილი, რომლებიც, ლეგენდის მიხედვით, თავად წი-
ნასწარმეტყველ მუჰამადს ეკუთვნოდა.
„როგორც ჩანს, სასახლემდე არ მივალთ“, – დაასკვნა ლენ-
გდონმა, ვინაიდან მშვენივრად ახსოვდა მიზანი – აია-სოფია,
რომელიც პირდაპირ, არც ისე შორს, ქალაქის ცენტრში აღმარ-
თულიყო.

595 მკითხველთა ლიგა


როდესაც კენედის პროსპექტიდან გადაუხვიეს და ხალხმრა-
ვალი ქალაქის გავლით, შემოვლითი გზით დაიძრნენ, ლენგდონ-
მა, გზებსა და ტროტუარებზე მოძრავ ადამიანებს რომ აკვირდე-
ბოდა, იგრძნო: იმან, რაზეც მთელი დღეა ლაპარაკობდნენ, სრუ-
ლი ძალითა და სიცხადით შემოუტია.
მოსახლეობის სიჭარბე.
შავი ჭირი.
ზობრისტის უკუღმართი მისწრაფებები.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში
ლენგდონს ბრწყინვალედ ესმოდა, რა ამოეღო მიზანში „დრს“-ის
ჯგუფს, მიმდინარე მოვლენებს რეალურად მხოლოდ ახლაღა
ჩასწვდა. „ჩვენ ეპიცენტრისკენ მივემართებით“. უეცრად წარმო-
იდგინა მოყვითალო-მოყავისფრო სითხით სავსე, ნელ-ნელა
ლღობადი პაკეტი და კიდევ ერთხელ გაოცდა, როგორ მოახერხა
თავის გაყოფა ამ ისტორიაში.
უცნაური შინაარსის ლექსმა, მან და სიენამ დანტე ალიგიერის
სიკვდილის ნიღაბზე რომ აღმოაჩინეს, საბოლოოდ აქ მოიყვანა,
სტამბოლში. ახლა კი ლენგდონი ხვდებოდა, აია-სოფიაში შესუ-
ლი „დრს“-ის ჯგუფი რა საქმიანობასაც შეუდგებოდა:

და წმინდა სიბრძნის ოქროცურვილ მუსეიონთან


მუხლი მოდრიკე, მიაპყარი ყური წყლის ჩუხჩუხს.
ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის,
გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი,
გარემოცული სისხლისფერი წყლით და წყვდიადით
ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის.

ლენგდონს გაუელვა, რომ თითქმის ასეთივე სცენით მთავ-


რდება დანტეს „ჯოჯოხეთის“ ფინალური სიმღერა. ჯოჯოხეთის
სიღრმეებში დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ დანტე და ვერგი-
596 მკითხველთა ლიგა
ლიუსი მის ფსკერს მიაღწევენ. იქიდან წასასვლელი აღარაა,
თუმცა მათ ესმით ქვებზე მოჩუხჩუხე წყლის ხმა და ამ ნაკადულის
კალაპოტს ნაპრალებსა და ქვაბულებს შორის მიუყვებიან... ჯო-
ჯოხეთიდან შორს:

არის ადგილი...
მხოლოდ თუ სმენით მიუხვდები სადაურობას,
კლდის ნაპრალიდან გამოჟონავს რუ მოჩხრიალე,
იდუმალ ბილიკს ავედევნეთ მე და მეგზური,
ნათელ სამყაროს სახილველად უკუქცეულნი.
ვიარეთ აღმა, მივყვებოდი უკან ჩემს ოსტატს.
ვიდრე სივრცეში გამოჭრილი თაღის გადაღმა
არ ვნახეთ ცისა მშვენებანი ნაირ-ნაირი.

ზობრისტმა თავისი ლექსი, რაღა თქმა უნდა, დანტეს პოემის


შთაგონებით დაწერა, მაგრამ, როგორც ჩანს, მასში ყველაფერი
თავდაყირა დააყენა. მართალია, ლენგდონსა და მის თანამგზავ-
რებს წყლის ჩუხჩუხის მიხედვით მოუწევთ ორიენტირება, თუმცა,
დანტესგან განსხვავებით, ისინი ზემოთ კი არ ავლენ დაჯოჯო-
ხეთს დაშორდებიან... პირიქით – პირდაპირ მის შუაგულში აღ-
მოჩნდებიან.
ფურგონი უფრო და უფრო დავიწროებულ ქუჩებში ოსტატუ-
რად მიიკვლევდა გზას. ხალხი სულ უფრო იმატებდა. ლენგდონმა
კიდევ ერთხელ გაიაზრა ზობრისტის გაუკუღმართებული ლოგიკა
და მიხვდა, ზობრისტმა ახალი შავი ჭირის გასავრცელებლად რა-
ტომ ამოარჩია მაინცდამაინც სტამბოლის ცენტრი.

აქ აღმოსავლეთი ერთვის დასავლეთს


აქ არის სამყაროს გზაჯვარედინი.

597 მკითხველთა ლიგა


სტამბოლი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ემსხვერპლა მო-
მაკვდინებელ ეპიდემიებს, რომელთაც მისი მოსახლეობის უზარ-
მაზარი ნაწილი შეიწირეს. შავი ჭირის უკანასკნელ სტადიაზე
მყოფ ამ ქალაქს სწორედ ოტომანთა იმპერიაში უწოდეს „ჭირის
ეპიცენტრი“. როგორც ამბობდნენ, ამ დაავადებას დღეში ათი
ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. იმ დროის რამდე-
ნიმე ცნობილ მინიატურაზე გამოსახულია სასოწარკვეთილი
ხალხი, რომელიც თაქსიმის ტერიტორიაზე მიმოფანტული აუ-
რაცხელი გვამისათვის საერთო საფლავებს თხრის.
ლენგდონს იმედი ჰქონდა, კარლ მარქსის წინასწარმეტყვე-
ლური სიტყვები: „ისტორია მეორდება“, აქ ნამდვილად არ ახდე-
ბოდა.
ირგვლივ, წვიმით დასველებულ ქუჩებში, საღამოს ჩვეული
საქმეებით გართული ხალხი არც კი ეჭვობდა რაიმე საშინელის
მოახლოებას. ლამაზი თურქი ქალი ბავშვებს შინ უხმობდა სავახ-
შმოდ. ღია ცის ქვეშ გაშლილ კაფეში მჯდარი ორი მოხუცი მაგი-
დაზე რაღაცას ჭიმავდა; კარგად ჩაცმული, ხელიხელჩაკიდებუ-
ლი ცოლ-ქმარი ქოლგის ქვეშ თავშეფარებული მიაბიჯებდა; სმო-
კინგში გამოწყობილი მამაკაცი ავტობუსიდან ჩამოხტა და თავზე
წაფარებული ვიოლინოს ბუდით ქუჩაზე გადაირბინა – აშკარად
კონცერტზე მიიჩქაროდა.
ლენგდონი ხალხს აკვირდებოდა და თან ცდილობდა, თითოე-
ულის ცხოვრება წარმოედგინა.
„მასები ცალკეული პიროვნებებისგან შედგება“.
მერე თვალები დახუჭა, ფანჯარას ზურგი შეაქცია და შეეცადა,
ბევრად ოპტიმისტურ ტალღაზე გადართულიყო. მაგრამ ამაოდ.
ცნობიერების წყვდიადიდან გამოჩნდა გამოსახულებები, რო-
მელთა ნახვა ყველაზე ნაკლებად სურდა: ზღვისპირა ქალაქის
პირქუში პანორამა, სადაც ეპიდემია, ტანჯვა-წამება და სასჯელი
მეფობდა. პიტერ ბრეიგელ უფროსი – „სიკვდილის ტრიუმფი“.
598 მკითხველთა ლიგა
ფურგონმა მარჯვნივ, თორუნის გამზირზე შეუხვია და წამით
ლენგდონს მოეჩვენა, რომ დანიშნულების ადგილს მიაღწიეს.
ხელმარცხნივ ბურუსში აღმართულიყო უზარმაზარი მეჩეთი.
თუმცა ეს არ იყო აია-სოფია.
„ლურჯი მეჩეთი“, უცებ გაიაზრა ცისკენ აღმართული ექვსი და-
ღარული, წამახულწვეროებიანი მინარეთ-ფანქრებისა და მრავა-
ლი აივნის, ე. წ. შერეფეების დანახვაზე. ლენგდონს ადრე წა-
ეკითხა, რომ ამ მინარეთების ეგზოტიკურმა, ზღაპრულმა იერმა
მოახდინა გავლენა Disney World-ის კონკიას ცნობილი სასახ-
ლის არქიტექტურაზე. ლურჯმა მეჩეთმა სახელწოდება მიიღო
ზღვა რაოდენობის ლურჯი კერამიკული ფირფიტისგან, რომლე-
ბითაც მისი ინტერიერია მოპირკეთებული.
„უკვე ახლოს ვართ“, გაიფიქრა ლენგდონმა, როდესაც ფურ-
გონმა კაბასაკალის ქუჩაზე გადაუხვია და გაუყვა აია-სოფიასა და
ლურჯ მეჩეთს შორის მდებარე სულთან აჰმედის ფართო მოე-
დანს, რომელიც იმით იყო ცნობილი, რომ აქედან ორივე შენობა
შესანიშნავად მოჩანდა.
მოღუშული პროფესორი სველი საქარე მინიდან იყურებოდა
და აია-სოფიას სილუეტს ეძებდა, მაგრამ წვიმა და ავტომობილის
ფარები ხელს უშლიდა. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ სატ-
რანსპორტო მოძრაობა შეჩერდა. ლენგდონი უკანა ფარების
მოგრძო სინათლეს ხედავდა.
– იქ რაღაც ღონისძიებაა, – თქვა მძღოლმა, – ეტყობა, კონ-
ცერტია. ფეხით გაცილებით სწრაფად მივალთ.
– შორსაა? – იკითხა სინსკიმ.
– არა, მოედნის გავლით სამი წუთის ამბავია. აქ უსაფრთხოდ
ვიქნებით.
სინსკიმ ბრიუდერს თავი დაუქნია და შემდეგ „დრს“-ის ჯგუფს
მიუბრუნდა.

599 მკითხველთა ლიგა


– მანქანაში დარჩით. ეცადეთ, შენობასთან რაც შეიძლება ახ-
ლოს მოხვიდეთ. აგენტი ბრიუდერი ძალიან მალე დაგიკავშირ-
დებათ.
ამის შემდეგ სინსკი, ბრიუდერი და ლენგდონი ფურგონიდან
გადავიდნენ და ჩარიგებული ხეებით შემკულ სულთან აჰმედის
მოედანს გაუყვნენ.
სულთან აჰმედის პარკის ფართოფოთლოვანი ხეები მომატე-
ბული წვიმისგან ბილიკებზე ლამის სირბილით მიმავალ სამეულს
ნაწილობრივ იფარავდნენ. აქა-იქ თვალში ხვდებოდათ მიმარ-
თულების მაჩვენებლები, რომლებიც ტურისტებს მოედნის უამ-
რავი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობისკენ მიუთითებდნენ: ლუქ-
სორის ეგვიპტური ობელისკისკენ; აპოლონის საკურთხევლის
გველის სვეტისკენ დელფოსში; სვეტისკენ, რომელიც ოდესღაც
„ნულოვან ნიშნულად“ ითვლებოდა და საიდანაც ბიზანტიის იმ-
პერიაში ყველა მიმართულებით იზომებოდა მანძილი.
ბოლოს და ბოლოს ხეებიდან მოედნის ცენტრში მდებარე წრი-
ულ აუზთან გამოვიდნენ. პანორამა თვალწინ გადაეშალათ. ლენ-
გდონმა თავაწეულმა გაიხედა აღმოსავლეთით.
აია-სოფია.
„შენობა კი არა... ნამდვილი მთაა“.
წვიმის წვეთებზე აბრჭყვიალებული უზარმაზარი ტაძარი დიდი
ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებდა. უჩვეულოდ ფართო ცენტრა-
ლური გუმბათი, ვერცხლისფერ-მონაცრისფრო და დაკბილული,
თითქოსდა მასზე ბევრად მცირე ზომის გუმბათოვანი შენობების-
გან იყო აგებული. ცენტრალური გუმბათისგან ბევრად მოშორე-
ბით, ნაგებობის კუთხეებში, აღმართულიყო ვერცხლისფერ-მო-
ნაცრისფრო მინარეთები, თითო-თითო აივნით, რის გამოც რთუ-
ლი იყო ამავე შენობის შემადგენელ ნაწილებად ჩაგეთვალა.
სწრაფად და მიზანმიმართულად მომავალი სინსკი და ბრი-
უდერი უეცრად შედგნენ. თვალებით შენობას უფრო და უფრო
600 მკითხველთა ლიგა
მაღლა აუყვნენ, ცდილობდნენ, მათ თვალწინ წამომართული ნა-
გებობის გრანდიოზულობა შესაბამისად აღექვათ.
– ო, ღმერთო, – ჩუმად ამოიკვნესა ბრიუდერმა, გეგონება,
თვალებს არ უჯერებსო, – ჩვენ რა, მთელი ეს შენობა უნდა შევა-
მოწმოთ?

601 მკითხველთა ლიგა


თავი 86

„ტყვედ ამიყვანეს“, ფიქრობდა ბოსი და ანგარის წინ გაჩერე-


ბული „C-130“-ის სალონში ბოლთას სცემდა. ის სტამბოლში ჩა-
მოფრენას სინსკის დახმარების მიზნით დათანხმდა. იმედოვნებ-
და, რომ სინსკისთან თანამშრომლობა იმ მდგომარეობას შეამ-
სუბუქებდა, რომელმაც, თვითონაც რომ არ ეჭვობდა, ისე გამო-
იწვია კრიზისი. „ასეა თუ ისე, ახლა მე მისი ძალაუფლების ქვეშ
ვარ“.
როგორც კი თვითმფრინავმა ათათურქის სახელობის აერო-
პორტში სახელმწიფო ანგარისკენ გადაუხვია, სინსკიმ და მისმა
ხალხმა ბორტი დატოვეს, ხოლო ბოსსა და კონსორციუმის რამ-
დენიმე თანამშრომელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
თავმჯდომარემ თვითმფრინავში დარჩენა უბრძანა.
ბოსს სუფთა ჰაერზე გასვლა სურდა, თუმცა გზა ორმა პილოტ-
მა გადაუღობა და დოქტორი სინსკის მითითება შეახსენა: ყველა
ბორტზე უნდა დარჩენილიყო.
„ცუდია“, გაიფიქრა ბოსმა და დაჯდა. გაურკვეველმა მომა-
ვალმა სერიოზულად ააღელვა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში ბოსი მიეჩვია
პირველობას, მარიონეტების თეატრის უფროსის როლს, რომე-
ლიც ძაფებით მანიპულირების ოსტატია... უეცრად მისი ძალაუფ-
ლება თითქოს გაქრა.
ზობრისტი, სიენა, სინსკი.
თითოეულმა მათგანმა თავისებურად გამოიწვია იგი... მეტიც,
ისინი მისით მანიპულირებდნენ.
ახლა კი იჯდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სატრან-
სპორტო თვითმფრინავში, რომელსაც ილუმინატორებიც კი არ
ჰქონდა – მოვლენების უცნაური განვითარების კვალობაზე ეს
ადგილი მის ციხედ იქცა. ფიქრობდა, იღბალმა ზურგი მაქციაო...
602 მკითხველთა ლიგა
იქნებ ახლანდელი მდგომარეობა მისი უსამართლო ცხოვრების
ერთგვარი საპასუხო სასჯელია?
„მე ფულს სიცრუით ვშოულობ.
დეზინფორმაციის მიმწოდებელი ვარ“.
თუმცა ბოსი ერთადერთი არ იყო მსოფლიოში, ვინც სიცრუით
ვაჭრობდა. მან საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ წყალსატევის
ყველაზე მსხვილი თევზი იყო. შედარებით წვრილ თევზებს –
სრულიად სხვა ჯიშისებს და უფრო მეტიც, ბევრად წვრილებს, ბო-
სი ვერ იტანდა.
ინტერნეტით ხელმისაწვდომი ფირმები, მსგავსი სახელწოდე-
ბებით, მაგალითად, Alibi Company ანდა Alibi Network მთელი
მსოფლიოს მასშტაბით დიდ ფულს შოულობენ – ისინი ცოლებსა
და ქმრებს ხელს უწყობენ, ერთმანეთს უჩუმრად უღალატონ. ამ
ორგანიზაციებმა, რომლებიც კლიენტებს ჰპირდებიან „დროებით
შეაჩერონ“ დრო, რათა ამ უკანასკნელებმა შეძლონ ოჯახისგან
შორს, დაუსჯელად გახდნენ მოღალატეები, ილუზიის შექმნის
უნაკლო ოსტატობას მიაღწიეს. მათ განკარგულებაშია ყალბი
საქმიანი შეთანხმებები, ექიმთან ტყუილი ვიზიტები, უფრო მე-
ტიც, ყალბი ქორწინებები – და ეს ყველაფერი ნელ-ნელა მეტად
მყარდება მოსაწვევების იმიტაციებით, ნაყალბევი ბროშურებით,
ავიაბილეთებით, სასტუმროებიდან ყალბი დასტურებითა და სპე-
ციალური საკონტაქტო ნომრებით (სინამდვილეში – Alibi
Company-ის სატელეფონო ცენტრის ნომრით, სადაც გამოცდი-
ლი პროფესიონალები განასახიერებენ სასტუმროების მოხელე-
ებს ან სხვებს, ვისი განსახიერებაც ილუზიის შექმნას სჭირდება).
თუმცაღა ბოსი ამგვარ წვრილმანებზე დროს არასდროს კარ-
გავდა. მისი სიცრუე ყოველთვის ბევრად ფართომასშტაბიანი
იყო; ბოსი მათ ემსახურებოდა, ვისაც უმაღლესი დონის მომსახუ-
რებაში მილიონობით დოლარის გადახდა შეეძლო.
მთავრობას.
603 მკითხველთა ლიგა
მსხვილ კორპორაციებს.
დროდადრო – რომელიმე მნიშვნელოვან ანდა უმდიდრეს
პერსონას.
ამ კლიენტებს თავიანთი მიზნების მისაღწევად კონსორციუმი
უზრუნველყოფდა ყველა საჭირო ტექნიკური საშუალებით, გა-
მოცდილი პერსონალითა და შემოქმედებითი რესურსით. გარდა
ამ ყველაფრისა, კლიენტებს ეძლეოდათ გარანტია, რომ ნებისმი-
ერ შემთხვევაში სპეციალურად მათთვის შექმნილი ნიღბის ჩა-
მოხსნის საფრთხე არასდროს იარსებებდა.
საფონდო ბირჟის ინდექსის ასაწევად, ომების გასამართლებ-
ლად, არჩევნებში გასამარჯვებლად ან სამალავიდან ტერორის-
ტების გამოსატყუებლად ძლიერნი ამა ქვეყნისანი იმედებს დე-
ზინფორმაციის მასშტაბურ სქემებზე ამყარებდნენ. ტყუილებზე,
რომლებიც ხალხებს ცრუ წარმოდგენას უქმნიდა.
ასე იყო ყოველთვის.
სამოციან წლებში რუსებმა შექმნეს მთელი ქსელი ცრუ სადაზ-
ვერვო სისტემისა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე სპეცია-
ლურად მუშაობდა, რათა ბრიტანელებს მათ მიერ გადაცემული
საიდუმლო მონაცემები მოეპოვებინათ (სინამდვილეში, ეს ცნო-
ბები მცდარი იყო). 1947 წელს, როსუელის მახლობლად, ამერი-
კის შეერთებულ შტატებში, ნიუ-მექსიკოს შტატში საიდუმლო
საფრენი აპარატის კატასტროფა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის
კატასტროფად გაასაღეს. სულ ახლახან კი მსოფლიოს დააჯერეს,
რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ინახება.
თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ბოსი ძალაუფლების
მქონე ადამიანებს თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნებასა და
დაცვაში უწყობდა ხელს. კლიენტებს ზედმიწევნით ფრთხილად
არჩევდა, ეჭვი არც შეჰპარვია, რომ ადრე თუ გვიან კლიენტის არ-
ჩევაში ოდესმე შეცდებოდა...
„და აი, ეს დღეც დადგა“.
604 მკითხველთა ლიგა
ბოსი დარწმუნებული იყო, გრანდიოზული კრახი ერთი უმცი-
რესი დეტალის უყურადღებოდ დატოვებასაც შეეძლო გამოეწვია:
იქნებოდა ეს შემთხვევითი შეხვედრა, არასწორი გადაწყვეტილე-
ბა თუ არაფრთხილი დაკვირვება.
მის შემთხვევაში კი, როგორც ბოსმა დაასკვნა, სააბედისწერო
მომენტი თორმეტი წლის წინ დადგა – მაშინ, როდესაც სამუშაოდ
აიყვანა სამედიცინო კოლეჯის ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა.
მახვილგონიერება, უზადო მეტყველება და იმპროვიზაციის არაჩ-
ვეულებრივი უნარი მას კონსორციუმის ყველა თანამშრომლის-
გან გამოარჩევდა.
„სიენა ბრუკსი თითქოსდა ამ საქმისთვის იყო დაბადებული“.
ბოსის საქმიანობის დეტალებს სიენა მაშინვე ჩასწვდა. ბოსი
ხვდებოდა, რომ თავად სიენაც მალავდა გარკვეულ საიდუმლო-
ებებს. სიენა მის დავალებებს თითქმის ორი წლის განმავლობაში
ასრულებდა, გამოიმუშავა უზარმაზარი თანხა, რომელმაც კო-
ლეჯში სწავლის გადასახადის პრობლემა მოუხსნა, შემდეგ კი მო-
ულოდნელად განაცხადა, რომ სამსახურს ტოვებდა. მსურს, სამ-
ყარო ვიხსნაო, განუმარტა მან ბოსს. კონსორციუმი კი ის ადგილი
არ იყო, სადაც ამას შეძლებდა.
რას იფიქრებდა,რომ სიენა ბრუკსი კვლავ გამოჩნდებოდა ათი
წლის შემდეგ, თანაც არა უბრალოდ, არამედ საჩუქრით; უმდიდ-
რესი კლიენტით – ბერტრან ზობრისტით.
ბოსი სიმწრისგან აცახცახდა.
„ყველაფერში სიენაა დამნაშავე.
თავიდანვე იცოდა ზობრისტის გეგმები“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების სა-
უბრებმა და იქვე კამათმა ტელეფონზე, თვითმფრინავის სალონ-
ში სახელდახელოდ დადგმულ თათბირის მაგიდასთან, საკმაოდ
მწვავე ფორმა მიიღო.

605 მკითხველთა ლიგა


– სიენა ბრუკსი?! – ჩასძახა ერთ-ერთმა მათგანმა ტელეფონს,
– დარწმუნებული ხართ? – გარკვეული დრო უსმენდა და იღუშე-
ბოდა, – გასაგებია, დეტალებს ველოდები. ხაზზე ვრჩები.
ტელეფონს ხელისგული დააფარა და კოლეგებისკენ მოტრი-
ალდა:
– როგორც ჩანს, სიენა ბრუკსმა ჩვენი წამოსვლიდან მალევე
დატოვა იტალია.
მაგიდასთან მდგარი თითოეული თანამშრომელი ადგილზე
გაშეშდა.
– ეს როგორ? – იკითხა ერთმა, – ვუთვალთვალებდით აერო-
პორტს, ხიდებს, რკინიგზის სადგურს...
– ნიჩელის აეროდრომი... ლიდოში.
– შეუძლებელია, – თავი გააქნია თანამოსაუბრემ, – ნიჩელი
ძალიან პატარაა. იქიდან რეისები არ სრულდება. მხოლოდ ად-
გილობრივი ფრენებისთვის იყენებენ ვერტმფრენებითა და...
– სიენა ბრუკსმა როგორღაც მოახერხა კერძო თვითმფრინავ-
ზე ასვლა, რომელიც იქ, ანგარში იდგა. დეტალებს ახლა არკვე-
ვენ, – მან კვლავ ყურთან მიიტანა ტელეფონი, – დიახ, გისმენთ.
რა ხდება?.. – მხრებში სულ უფრო იხრებოდა, ბოლოს დაჯდა, –
გასაგებია... მადლობა.
ყურმილი დაკიდა. კოლეგები კითხვის გამომხატველი მზე-
რით უცქერდნენ მას.
– თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სიენა ბრუკსი იმყოფება,
თურქეთისკენ გამოფრინდა, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის თანამშრომელმა და თვალები მოისრისა.
– საჰაერო შეტყობინებების მართვის ევროპულ ცენტრში უნ-
და დავრეკოთ! – განაცხადა ვიღაცამ, – უნდა აიძულონ, უკან გაბ-
რუნდეს!

606 მკითხველთა ლიგა


– უკვე გვიანია. თორმეტი წუთის წინ თვითმფრინავი ჰეზარფე-
ნის კერძო აეროდრომზე დაეშვა, აქედან სულ რაღაც ოც კილო-
მეტრში. სიენა ბრუკსმა თვითმფრინავი დატოვა.

607 მკითხველთა ლიგა


თავი 87

აია-სოფიას უძველეს გუმბათს მთელი ძალით ეხეთქებოდა


წვიმა. თითქმის ერთი ათასწლეულის მანძილზე ის ყველაზე დი-
დი ტაძარი იყო მსოფლიოში. ახლაც ამაზე ბევრად გრანდიოზუ-
ლი ტაძრის წარმოდგენაც კი ჭირდა. აია-სოფიას კვლავ დანახვი-
სას ლენგდონს გაახსენდა, რომ, როდესაც ტაძრის შენება დაას-
რულეს, იმპერატორმა იუსტინიანემ ამაყად განაცხადა: „სოლო-
მონ, მე შენ აღგემატე!“
სინსკი და ბრიუდერი მტკიცე ნაბიჯით უახლოვდებოდნენ კო-
ლოსალურ ნაგებობას, რომელიც მათი მიახლოების კვალდაკ-
ვალ თითქოს კიდევ უფრო მეტად იზრდებოდა. ბილიკების გას-
წვრივ დაეყენებინათ მაჰმუდ ამპყრობლის ძველებური ქვემეხე-
ბი, რომლებიც აია-სოფიას ძალადობით სავსე ისტორიის შეხსე-
ნება იყო: გამარჯვებული მხარე, რომელიც ქალაქს იკავებდა,
არაერთხელ გადააკეთებდა ხოლმე ტაძარს საკუთარი რელიგიუ-
რი ინტერესების შესაბამისად.
ტაძრის სამხრეთ ფასადზე ლენგდონმა შენიშნა სამი გუმბა-
თოვანი მიშენება, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ სასილოსე კოშ-
კებს. ესენი სულთნების მავზოლეუმები იყო. მათგან ერთ-ერთს –
მურად მესამეს – ამბობდნენ, ასი შვილი ჰყავდაო.
საღამოს მშვიდი ატმოსფერო მობილურის ხმამაღალმა სიგ-
ნალმა დაარღვია; ბრიუდერმა ტელეფონი ამოიღო, ეკრანს დახე-
და და სასხვათაშორისოდ ჰკითხა:
– რა ხდება?
უსმენდა და თავს აქნევდა, საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
– ეს როგორ უნდა მომხდარიყო? – აღმოხდა ბოლოს, – გასა-
გებია, არაფერი გამომაპაროთ, ჩვენ უკვე შენობასთან ვართ, –
ტელეფონი გათიშა.
– რა ხდება? – ჰკითხა სინსკიმ.
608 მკითხველთა ლიგა
– ყურადღებით უნდა ვიყოთ, – ბრიუდერმა ტაძრის მიდამო
მოათვალიერა, – როგორც ჩანს, აქ მარტონი არ ვიქნებით... მით-
ხრეს, რომ, სიენა ბრუკსი სტამბოლშია.
ლენგდონი ბრიუდერს მიაჩერდა – გასაოცარი იყო, რომ სი-
ენა ასე მალე აღმოჩნდა თურქეთში და ისიც, რომ ვენეციიდან
უსაფრთხოდ გამოღწეული, მზად იყო თავისუფლება სასწორზე
შეეგდო და უფრო მეტიც, საკუთარი სიცოცხლე გაერისკა ზობ-
რისტის გეგმის შესასრულებლად.
სინსკიც არანაკლებ შეშფოთდა; პირი გააღო, ალბათ ბრიუდე-
რისგან დეტალების გაგება უნდოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გა-
დაიფიქრა.
– ახლა საით? – მიუბრუნდა ლენგდონს.
პროფესორმა ხელით აჩვენა, მარცხნივო. ტაძრის სამხრეთ-
დასავლეთ კუთხეში უნდა შეეხვიათ.
– განსაბან შადრევანთან, – თქვა ლენგდონმა.
მუზეუმის თანამშრომელს მოჩუქურთმებული ღობით გარშე-
მოვლებულ ნაგებობასთან უნდა შეხვედროდნენ – ლოცვის წინ
განსაბან მუსლიმურ ძველებურ აუზთან.
– პროფესორო ლენგდონ! – შადრევანთან მიახლოებისთანა-
ვე მოესმათ მამაკაცის ხმა.
ზემოთ მდებარე რვაკუთხოვანი სახურავის ქვემოდან გამოჩ-
ნდა ადამიანი და მოღიმარი სახით ხელი დაუქნია მათ:
– აქეთ, პროფესორო, აქეთ!
ლენგდონი თანამგზავრებთან ერთად მისკენ გაემართა.
– მოგესალმებით, მე მირსატი ვარ, – თურქული აქცენტის
მქონე ინგლისურით გულითადად მიესალმა მოსულებს. სათვა-
ლიანი, ნაცრისფერ პიჯაკში ჩაცმული, გამხდარი, შემელოტებუ-
ლი თურქი მამაკაცი იყო, – პროფესორო, ჩემთვის უდიდესი პა-
ტივია თქვენი ხილვა!

609 მკითხველთა ლიგა


– ეს ჩვენთვისაა უდიდესი პატივი, – გამოეპასუხა ლენგდონი
და მირსატს ხელი ჩამოართვა, – მადლობელი ვარ თქვენი სტუ-
მართმოყვარეობისა და მზადყოფნისთვის, დახმარება გაგვიწი-
ოთ ექსტრემალურ სიტუაციაში.
– რას ბრძანებთ, სიამოვნებით!
– ელიზაბეთ სინსკი, – გაეცნო ქალი, მანაც ხელი ჩამოართვა
მირსატს და ბრიუდერზე ანიშნა, – ეს კი კრისტოფ ბრიუდერი გახ-
ლავთ. ჩვენ პროფესორ ლენგდონს ვეხმარებით. ვწუხვართ, გა-
მოფრენა დაგვიგვიანდა. ვაფასებთ იმ გულმოწყალებას, რო-
მელსაც ჩვენ მიმართ იჩენთ.
– არავითარი გულმოწყალება! მიხარია, რომ რაიმეში გამო-
გადგებით! – მხურვალე ღიმილით დაარწმუნა კაცმა, – პროფე-
სორი ლენგდონისთვის ექსკურსიის ჩატარებას ნებისმიერ დროს
დავთანხმდებოდი. მისი პატარა წიგნი – „ქრისტიანული სიმბო-
ლიკა მუსლიმურ სამყაროში“ – ჩვენი სუვენირების მაღაზიაში
ყველაზე პოპულარულია.
„ნუთუ? – გაიფიქრა ლენგდონმა. შესანიშნავია, როგორც იქ-
ნა, ვიცი მსოფლიოში ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემი წიგნი
იყიდება“.
– წავიდეთ? – იკითხა მირსატმა და ხელით ანიშნათ, წამომყე-
ვითო.
ჯგუფმა ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა პატარა ღია სივრცე, ტაძრის
ტერიტორიაზე შევიდა და იქით დაიძრა, სადაც თავის დროზე შე-
ნობის მთავარი შესასვლელი იყო – სამ ღრმად შეჭრილ თაღთან,
მასიური ბრინჯაოს ჭიშკრისკენ.
იქ მათ ორი შეიარაღებული დარაჯი ელოდა. როდესაც მირსა-
ტი შეამჩნიეს, ერთ-ერთი კარი ფართოდ გააღეს.
– შაğ ოლუნ, – წარმოთქვა მირსატმა ლენგდონისთვის ცნო-
ბილი ერთ-ერთი თურქული ფრაზა: მოკრძალებული „მადლო-
ბა“.
610 მკითხველთა ლიგა
ტაძარში შევიდნენ და დარაჯებმაც მათ ზურგს უკან მძიმე კა-
რები ხმაურით მიხურეს. ეს ხმა ექოდ მოედო ქვის კედლებს.
ლენგდონი და მისი თანამგზავრები აია-სოფიას ნართექსში
აღმოჩნდნენ – ქრისტიანული ტაძრებისთვის დამახასიათებელ
ვიწრო განყოფილებაში, რომელიც არქიტექტურულ ბუფერს
წარმოადგენდა ორ – ეკლესიურ და საერო სამყაროს შორის.
სულიერი თხრილები – ასე უწოდებდა მას ლენგდონი.
მოპირდაპირე მხარეს შემდეგი კარები იყო; მირსატმა ერთ-
ერთი მათგანი გააღო. მის მიღმა ლენგდონმა (როგორც ელოდა)
არა ტაძრის მთავარი განყოფილება, არამედ კიდევ ერთი ნარ-
თექსი დაინახა – ზომით წინამორბედზე ბევრად ფართო.
„ესონართექსი“, მიხვდა ლენგდონი. სულ გადაავიწყდა, რომ
აია-სოფია გარესამყაროსგან ორმაგი დამცავი ბარიერით იყო
გამოყოფილი. თითქოს ტაძრის სტუმარს მოსალოდნელი დიდე-
ბულებისთვის ამზადებსო, ესონართექსი ნართექსზე მდიდრუ-
ლად იყომოხატული. პოლირებული კედლები ულამაზესი ჭაღე-
ბის სინათლეს ირეკლავდა. მოპირდაპირე კედელზე მოჩანდა
ოთხი კარი, მათ ქვეშ კი – ხელით შესრულებული დიდებული მო-
ზაიკა, რომელმაც უმალვე მიიპყრო ლენგდონის ყურადღება.
მირსატი მათ შორის ყველაზე დიდრონ – ბრინჯაოს ფირფიტე-
ბით მოპირკეთებულ კართან მივიდა.
– საიმპერატორო კარიბჭე, – ჩუმად წარმოთქვა მირსატმა,
თუმცა მოზღვავებულ ემოციებს ვერ ფარავდა, – ბიზანტიურ ეპო-
ქაში აქ გავლის უფლება მხოლოდ იმპერატორს ჰქონდა. ჩვე-
ულებრივ, ტურისტებისთვის არ ვაღებთ, თუმცა დღეს განსაკუთ-
რებული შემთხვევაა.
მირსატმა კარიბჭისკენ გაიწია, თუმცა შეყოვნდა.
– სანამ შევალთ, – ხმადაბლა თქვა, – ნება მომეცით, გკით-
ხოთ: რაიმე ისეთი ხომ არ გეგულებათ ტაძრის შიგნით, რისი ნახ-
ვაც პირველად გსურთ?
611 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა, სინსკიმ და ბრიუდერმა ერთმანეთს გადახედეს.
– დიახ, არის, – უპასუხა ლენგდონმა, – რასაკვირველია, ბევ-
რი რამის ნახვას ვისურვებდი, მაგრამ თუ შესაძლებელია, ენრი-
კო დანდოლოს სამარხით დავიწყოთ.
მირსატმა თავი გაიქნია, თითქოს ვერ მიხვდაო.
– უკაცრავად... თქვენ თქვით, რომ გინდათ ნახოთ... დანდო-
ლოს სამარხი?
– დიახ.
მირსატი გულგატეხილი ჩანდა.
– მაგრამ, სერ... დანდოლოს ძალიან უბრალო სამარხი აქვს.
არანაირი სიმბოლიკა მასზე არ არის. არც ისე საინტერესო ექ-
სპონატია.
– ვიცი, – თავაზიანად უთხრა ლენგდონმა, – და მიუხედავად
ამისა, მადლიერები ვიქნებით, თუ უპირველესად მასთან მიგვიყ-
ვანთ.
მირსატი დიდხანს აკვირდებოდა ლენგდონს, შემდეგ კარიბ-
ჭის შემამკობელი მოზაიკისკენ გადაიტანა მზერა, რომლის სი-
ლამაზემ ასე დაატყვევა ლენგდონი: ეს იყო მეცხრე საუკუნეში
დამზადებული ქრისტე პანტოკრატონის მოზაიკური ხატი, მარ-
ცხენა ხელში ახალი აღთქმითა და მაკურთხებელი მარჯვენით.
და აქ თითქოს გონება გაუნათდა, სახეზე თანამზრახველის
ღიმილი გადაეფინა და ხუმრობით დაუქნია თითი ლენგდონს:
– ეშმაკო! ოხ, თქვე ეშმაკო!
– რა ბრძანეთ? – გაოგნდა ლენგდონი.
– ნუ იღელვებთ, პროფესორო, – შეთქმულივით გადაულაპა-
რაკა მირსატმა, – არავის ვეტყვი, სინამდვილეში რისთვისაც
მოხვედით აქ.
სინსკიმ და ბრიუდერმა შეშფოთებით გადახედეს ლენგდონს.
მას ისღა დარჩენოდა, მხრები აეჩეჩა; მირსატმა მძიმე კარი
გააღო და ყველანი შეიპატიჟა.
612 მკითხველთა ლიგა
თავი 88

მსოფლიოს მერვე საოცრება – ხანდახან ასეც ამბობდნენ ამ


დარბაზის მხილველები. აია-სოფიას მთავარ დარბაზში მდგარ
ლენგდონს ამ დახასიათების სხვა შეფასებით ჩანაცვლების სურ-
ვილი სულაც არ ჰქონდა.
როდესაც ჯგუფმა ზღურბლს გადააბიჯა და გრანდიოზულ სა-
ლოცავში აღმოჩნდა, ლენგდონი კიდევ ერთხელ დარწმუნდა,
რომ სულ რამდენიმე წამი კმარა, აია-სოფიამ თავისი გიგანტური
ზომებით ადამიანი გააოგნოს.
დარბაზი იმდენად დიდი იყო, რომ თავად სახელგანთქმული
ევროპული ტაძრებიც კი მასთან შედარებით ჯუჯებად ჩანდა. ტაძ-
რის ესოდენ გოლიათური ზომები ოპტიკური ილუზიის დამსახუ-
რება იყო, რომელიც ბიზანტიური დაგეგმარების პრინციპით მი-
იღწეოდა: ნაოსს – სალოცავს აქ არა ჯვრისმაგვარი (როგორც
გვიანდელ ტაძრებში), არამედ მართკუთხა ფორმა აქვს, მკვეთ-
რად გამოკვეთილი ცენტრით.
„ეს ნაგებობა ნოტრ-დამზე შვიდასი წლით უფროსია“, გაიფიქ-
რა ლენგდონმა.
იგი შეყოვნდა, რათა ტაძრის ზომები კარგად აღექვა, შემდეგ
ფართო ოქროს გუმბათისკენ აიხედა. მისი სიმაღლე ორმოცდაათ
მეტრს აჭარბებდა. მზის სხივების მსგავსი ორმოცი ხაზი მისი ზედა
წერტილიდან იღებდა სათავეს და ორმოცი თაღოვანი სარკმლით
დამშვენებული წრიული თაღედისკენ მიემართებოდა. დღისით ამ
სარკმელებში შემომავალი სინათლე აირეკლება და განმეორე-
ბით ირეკლება მინის ნაწილაკებში, რომლებიც გაბნეულია ოქ-
როს ფირფიტებით დაფარული გუმბათის ნაწილში. ასე წარმოიქ-
მნება „მისტიკური სინათლე“, რომლითაც სახელგანთქმულია
აია-სოფია.

613 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა გაიხსენა ერთადერთი შემთხვევა, როცა ოქრო-
ცურვილი შენობის დარბაზი ტილოზე გადაიტანეს. ჯონ სინგერ
სარჯენტი. საკვირველი სულაც არაა, რომ აია-სოფიას ინტერიე-
რის ამსახველი სახელგანთქმული ნამუშევრის შექმნისას ამერი-
კელმა მხატვარმა ფერების პალიტრა ერთ ფერში მოაქცია.
ოქროსფერში.
ბრწყინვალე ოქროსფერი გუმბათი, რომელსაც ხშირად ცას
ადარებდნენ, ოთხ უზარმაზარ თაღზე დგას. თითოეულ თაღს, თა-
ვის მხრივ, ამაგრებს ნახევარგუმბათები და ტიმპანები.101 ეს
ელემენტები შედარებით მცირე ზომის ნახევარგუმბათებისა და
თაღედების კიდევ ერთ იარუსს ეყრდნობა და ერთიანობაში ცი-
დან მიწამდე დაშვებული არქიტექტურული ფორმების მთელი
კასკადი იქმნება.
მიწამდე გრძელი ტროსებიც ეშვება, რომლებიც გუმბათზე მი-
მაგრებულ უამრავ ჭაღს იჭერს. ჭაღები იმდენად დაბლაა, რომ
გეჩვენება თითქოს მაღალი ადამიანისთვის საშიშიც კია მათ ქვეშ
გავლა. სინამდვილეში ეს სალოცავის გრანდიოზული ფორმების
წყალობით წარმოქმნილი კიდევ ერთი ილუზიაა: ჭაღებიდან ია-
ტაკამდე სამმეტრ-ნახევარზე ოდნავ მეტია.
აია-სოფიას, ისევე როგორც მრავალი დიდებული რელიგიუ-
რი ნაგებობის კოლოსალური სიდიდე ორ მიზანს ემსახურებოდა.
ერთი მხრივ, ეს იყო მოწმობა ღვთის წინაშე, თუ რა შეუძლია შექ-
მნას ადამიანმა მისდამი მადლიერების გამოსახატად; მეორე
მხრივ კი – მლოცველთა მიმართ გამოყენებული ერთგვარი შო-
კური თერაპია: ფიზიკური სივრცე, რომელშიც მორწმუნე ხვდე-
ბოდა, იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავს ქონდრისკაცად
გრძნობდა, მისი „მე“ იჩრდილებოდა, მისი ფიზიკური არსებობა
და კოსმიური მნიშვნელობა იმდენად მცირდებოდა, ღვთის წინა-

101
ტიმპანი - ფრონტონის სამკუთხედი ფორმის არე.
614 მკითხველთა ლიგა
შე მტვრის ნაწილაკად იქცეოდა... უბრალო ატომად შემოქმედის
ხელებში.
„სანამ კაცი თავს არ დაიმდაბლებს, მანამდე ვერ შექმნის მის-
გან რაიმეს შემოქმედი“ – ეს მეთექვსმეტე საუკუნეში წარმოთქვა
მარტინ ლუთერმა, თუმცა ამ სიტყვების მიღმა მდგარი იდეა რე-
ლიგიური არქიტექტურის დაბადებიდანვე იდო ხუროთმოძღვარ-
თა ცნობიერებაში.
ლენგდონმა ბრიუდერსა და სინსკის შეხედა – გარკვეული ხა-
ნი გუმბათს შესცქეროდნენ, ახლა კი გაშტერებულნი იყურებოდ-
ნენ.
– უფალი იესო! – აღმოხდა ბრიუდერს.
– დიახ! – დაეთანხმა მირსატი, – პლუს ალაჰი და მუჰამადი...
ლენგდონს ჩაეცინა, გიდმა კი ბრიუდერს ტაძრის საკურთხევ-
ლის ნაწილი აჩვენა: იატაკიდან საკმაოდ მაღლა, იესოს მოზაიკუ-
რი გამოსახულების აქეთ-იქით ორი ფირფიტა დაეკიდებინათ
არაბული კალიგრაფიული ხელწერით გამოყვანილი სიტყვებით
– „ალაჰი“ და „მუჰამადი“.
– ამ მუზეუმში, – ღიმილით განმარტა მირსატმა, – დამთვა-
ლიერებლებს ვუჩვენებთ, რომ ერთ საკურთხეველს სხვადასხვა
დროს ორი სხვადასხვა რელიგია იყენებდა და სწორედ ამიტომ
აია-სოფიას ქრისტიანული პერიოდის სიმბოლიკა ისლამური აი-
ა-სოფიას სიმბოლიკასთან მეზობლობს. როგორი უთანხმოებაც
უნდა ყოფილიყო ორ რელიგიას შორის რეალურ სამყაროში, მა-
თი სიმბოლოები არცთუ ცუდად თანაარსებობენ. ალბათ დამე-
თანხმებით, პროფესორო.
ლენგდონმა გულითადი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
მირსატს, თუმცაღა ახსოვდა, რომ, როდესაც შენობა მეჩეთად გა-
დააკეთეს, ყველა ქრისტიანული ხატი თეთრად გადაღებეს. აღ-
დგენილი ქრისტიანული სიმბოლიკის ისლამურ სიმბოლიკასთან
თანაარსებობა ჰიპნოზურ შთაბეჭდილებას ქმნიდა, მით უმეტეს,
615 მკითხველთა ლიგა
რომ მზერით გამოსახულებებსა და სტილისტიკასთან დამოკიდე-
ბულება ამ ორ რელიგიაში ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუ ქრის-
ტიანულ ტრადიციაში იესო ქრისტესა და წმინდანების გამოსახუ-
ლება მიღებულია, ისლამი ემხრობა კალიგრაფიასა და ორნამენ-
ტებს, რომლებშიც არეკლილია ღვთის სამყაროს სილამაზე. მუს-
ლიმური რელიგიური ტრადიცია ამბობს, რომ მხოლოდ ალაჰს
შეუძლია სიცოცხლის შექმნა, და აქედან გამომდინარე, ადამიანს
სიცოცხლის მსგავსის შექმნის უფლება არ აქვს – მან არ უნდა გა-
მოსახოს არც ღმერთები, არც ადამიანები და არც ცხოველები.
ლენგდონმა გაიხსენა, როგორ აუხსნა სტუდენტებს ეს პოსტუ-
ლატი: „მაგალითად, მუსლიმი მიქელანჯელო ღვთის სახეს არას-
დროს დახატავდა სიქსტის კაპელის ჭერზე; ის მხოლოდ ღვთის
სახელს დაწერდა. ნებისმიერს, ვინც ღვთის სახეს გამოსახავდა,
მუსულმანები მკრეხელად ჩათვლიდნენ“. შემდეგ ამ განსხვავე-
ბაზე ისაუბრა: „ქრისტიანობაც და ისლამიცლოგოცენტრული რე-
ლიგიებია – ანუ მათი ყურადღების ცენტრშია სიტყვა. ქრისტიანუ-
ლი ტრადიციის თანახმად, სიტყვა იქმნა ხორცად, როგორც ეს
ნათქვამია იოანეს სახარებაში: „და სიტყვა იქმნა ხორცად და
დამკვიდრდა ჩვენს შორის“. სწორედ ამის გამო დაშვებულია,
სიტყვა ადამიანის სახით გამოიხატოს. ისლამური ტრადიცია ამის
წინააღმდეგია, მისი აზრით, სიტყვა ხორცად არ ქცეულა და ამი-
ტომ სიტყვად უნდა დარჩეს... ხშირად ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ
იმ კალიგრაფიული ხერხით დაწერილი სიტყვა მუსლიმისთვის
წმიდათაწმიდა ფორმას იძენდა.
ლენგდონის ერთ-ერთმა სტუდენტმა ამ რელიგიურ სირთუ-
ლეებს საინტერესო და ზუსტი რეზიუმე გაუკეთა: „ქრისტიანს უყ-
ვარს სახე, მუსლიმს – სიტყვა“.
– აქ, ჩვენ წინაშე, – განაგრძო მირსატმა და სტუმრებს შენო-
ბის შორეული ბოლოსკენ მიუთითა, – ვხედავთ ისლამთან ქრის-
ტიანობის შეერთების უნიკალურ მაგალითს.
616 მკითხველთა ლიგა
და სტუმრებს ფართო აფსიდზე გამოსახული ორი რელიგიის
სიმბოლოები უჩვენა: ქალწული მარიამი ყრმა იესოთი, რომლე-
ბიც ჭერიდან დაჰყურებდნენ მიჰრაბს – ნახევარწრის ფორმის ნი-
შას, მიმართულს მექისაკენ. მახლობლად აღმართული შემაღ-
ლებული ტრიბუნა, რომელზეც კიბე ადიოდა, ქრისტიანი მქადა-
გებლის კათედრას მოგვაგონებდა, მაგრამ სინამდვილეში ეს
მიჰრაბი იყო, ადგილი, საიდანაც იმამი პარასკეობით მარ-
თლმორწმუნე მუსულმანებს მიმართავს ხოლმე სიტყვით. ხოლო
კონსტრუქცია, რომელიც ძალიან ჰგავდა ქრისტიან მგალობელ-
თა გუნდის სადგომს, მუეძინისთვის განკუთვნილი მახფილი იყო,
რომელზეც ის მუხლს იყრის და საერთო ლოცვის დროს წარმოთ-
ქვამს ღვთის სადიდებელ სიტყვებს.
– მეჩეთები და ტაძრები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, – აღნიშ-
ნა მირსატმა და დაამატა, – აღმოსავლური და დასავლური ტრა-
დიციები არც ისე განსხვავებულია, ვიდრე გვგონია!
– მირსატ, – მოუთმენლად მიმართა ბრიუდერმა, – ვისურვებ-
დით, რაც შეიძლება მალე გვენახა დანდოლოს საფლავი.
მირსატს სახეზე თითქმის შეუმჩნევლად გამოეხატა უკმაყო-
ფილება: როგორც ჩანს, მან სტუმრების მოუთმენლობა ნაგებო-
ბის მიმართ უპატივცემულობად მიიჩნია.
– დიახ, – მხარი აუბა ბრიუდერს ლენგდონმა, – მოგვიტევეთ,
რომ გაჩქარებთ, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაცრი გრაფიკი გვაქვს.
– როგორც გენებოთ, – უპასუხა მირსატმა და მარჯვნივ მდე-
ბარე მაღალ აივანზე მიუთითა, – მოდით, ავიდეთ და ვნახოთ სა-
მარხი.
– ზემოთ? – გაოცდა ლენგდონი, – ნუთუ ენრიკო დანდოლო
სამარხში არ
არის დაკრძალული?

617 მკითხველთა ლიგა


სამარხის იერი ახსოვდა, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდება-
რეობა ტაძარში – არა. არადა, რომელიღაც დაბურულ მიწისქვე-
შეთში წარმოედგინა.
ლენგდონის შეკითხვამ მირსატი აშკარად გააოცა.
– რას ბრძანებთ, პროფესორო, ენრიკო დანდოლოს საფლავი
ზემოთაა.

„რა ჯანდაბა ხდება?“ – ვერ მიმხვდარიყო მირსატი.


როდესაც ლენგდონმა დანდოლოს საფლავის ნახვა ითხოვა,
მირსატმა ეს ოინად ჩაუთვალა. დანდოლოს საფლავი ხომ არა-
ვის აინტერესებდა. მირსატს ეგონა, ლენგდონს სინამდვილეში
დანდოლოს საფლავის გვერდით მდებარე ძველი სამყაროს ამო-
უცნობი ძეგლის ნახვა სურდა – ეს გახლდათ მოზაიკური დეისუსი
ქრისტე პანტოკრატონით, რომელსაც სავსებით სამართლიანად
მიიჩნევენ მთელ აია-სოფიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ რე-
ლიგიური ხელოვნების ნიმუშად.
„ლენგდონს დეისუსის შესწავლა სურს, მაგრამ ამის აფიშირე-
ბას ერიდება“, დაასკვნა მირსატმა. პროფესორი ალბათ კოლეგე-
ბისგან ფარულად წერს ამ მოზაიკის შესახებ სტატიას.
მაგრამ ახლა სავსებით დაბნეული იყო: როგორ შეიძლებოდა
ლენგდონს არ სცოდნოდა, რომ დეისუსი მეორე სართულზე იყო?
რაში დასჭირდა ამ სპექტაკლის გათამაშება?
იქნებ მართლაც დანდოლოს საფლავი აინტერესებს?
აღელვებულმა მირსატმა სტუმრები წაიყვანა კიბისკენ, რომე-
ლიც აია-სოფიას ორი ცნობილი ბარძიმიდან ერთ-ერთთან ახ-
ლოს მდებარეობდა. მარმარილოს მთლიანი ნაჭრისგან ელინის-
ტურ ეპოქაში გამოკვეთილი უზარმაზარი ბარძიმი ათას ორას
ლიტრზე მეტ წყალს იტევდა.

618 მკითხველთა ლიგა


მირსატი უცნაურ სტუმრებთან ერთად კიბეზე ადიოდა და არ
იცოდა, რა ეფიქრა. ლენგდონის თანამგზავრები საერთოდ არ
ჰგავდნენ მეცნიერ-მუშაკებს. ერთი სამხედროს ჰგავდა: დაკუნ-
თული, გამართული, შავებში ჩაცმული... ვერცხლისფერთმიანი
ქალი კი... მირსატს ეჩვენებოდა, რომ სადღაც ენახა ის. „ნუთუ ტე-
ლევიზორში?“ ეჭვები გაუჩნდა, რომ ვიზიტის ნამდვილი მიზანი
ოფიციალურისგან განსხვავდებოდა.
– სულ ცოტაც და, ადგილზე ვიქნებით, – მხნედ განაცხადა კი-
ბის თავში ასულმა მირსატმა, – ზემოთ ჩვენ ვნახავთ ენრიკო დან-
დოლოს საფლავს და, რაღა თქმა უნდა... – პაუზა გააკეთა, თან
ლენგდონს აკვირდებოდა, – სახელგანთქმულ მოზაიკურ დეი-
სუსს.
არანაირი რეაქცია.
როგორც ჩანს, ლენგდონი აქ დეისუსის გამო სულაც არ ჩა-
მოფრენილა. რაც უნდა უცნაური იყოს, მას და მის თანამგზავ-
რებს მხოლოდ ენრიკო დანდოლოს საფლავი აინტერესებთ.

619 მკითხველთა ლიგა


თავი 89

სანამ მირსატი მეორე სართულზე მიუძღოდა სტუმრებს, ლენ-


გდონმა შეამჩნია, რა აღელვებულები იყვნენ სინსკი და ბრიუდე-
რი. ეს ასასვლელი თითქოს ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული...
გონებაში უტრიალებდა ზობრისტის ვიდეო... აია-სოფიას ჩაძი-
რული მიწისქვეშეთის შესახებ გადაღებულ ფილმზე ფიქრობდა.
„ჩვენ ხომ დაბლა უნდა დავშვებულიყავით!“
სადაც უნდა ყოფილიყო დანდოლოს საფლავი, სხვა გზა არ
რჩებოდათ, ზობრისტის მითითებებს უნდა მიჰყოლოდნენ. „და
წმინდა სიბრძნის ოქროცურვილ მუსეიონთან მუხლი მოდრიკე,
მიაპყარი ყური წყლის ჩუხჩუხს...“
მეორე სართულზე მირსატი მათ მარჯვნივ, აივნის გასწვრივ
გაუძღვა. აქედან ტაძრის მთავარი დარბაზი თავბრუდამხვევი სი-
ლამაზით მოჩანდა. მიუხედავად ამისა, ლენგდონი მხოლოდ
პირდაპირ იყურებოდა.
მირსატმა დაწვრილებით დაიწყო მოზაიკური დეისუსის აღწე-
რა, თუმცა ლენგდონი ცალი ყურით უსმენდა.
ის უკვე ხედავდა მიზანს.
დანდოლოს საფლავს.
ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ლენგდონს ახსოვდა –
მოპრიალებულ ქვის იატაკში ჩამაგრებული თეთრი მარმარი-
ლოსგან გამოჭრილი სწორკუთხოვანი ფილა, ჯაჭვებშებმული
ბოძებით შემოღობილი.
HENRICUS DANDOLO
სანამ დანარჩენები მოვიდოდნენ, ლენგდონი მოქმედებაზე
გადავიდა: გამყოფ ჯაჭვს გადააბიჯა და პირდაპირ ფილის წინ
დადგა.

620 მკითხველთა ლიგა


მირსატმა ხმამაღლა გააპროტესტა მისი საქციელი, თუმცა
ლენგდონმა ყურადღება არ მიაქცია, მუხლი მოიყარა, თითქოს
ვერაგი დოჟისადმი ლოცვა უნდა აღავლინოსო.
შემდეგ, მირსატის აღშფოთებული შეძახილის ფონზე ლენ-
გდონმა ფილას ხელიგული დაადო და თავი მისკენ დახარა. მიხ-
ვდა, რომ ამ დროს ძალიან ჰგავდა მუსულმანს, მექისადმი თავ-
მოდრეკილს. გაოგნებული მირსატი საერთოდ გაშეშდა და მთელ
შენობაში სამარისებური სიჩუმე გამეფდა.
ლენგდონმა ღრმად ჩაისუნთქა, თავი მარჯვნივ შეაბრუნა და
ფილას ფრთხილად დაადო მარცხენა ყური. ქვა საკმაოდ ცივი
იყო.
ფილის ქვემოდან მომავალი ხმა სავსებით გარკვევით ესმო-
და.
„ღმერთო, დიდებულო!“
ქვემოდან თითქოს დანტეს „ჯოჯოხეთის“ საფინალო აკორდე-
ბი ისმოდა.
ლენგდონმა ნელა მიიხედა ბრიუდერისა და სინსკისკენ.
– მესმის, – დაიჩურჩულა, – წყლის დინების ხმა მესმის.
ბრიუდერმაც გადააბიჯა ჯაჭვს და ლენგდონის გვერდით ფი-
ლაზე გაწვა. რამდენიმე წამის შემდეგ ენერგიულად დააქნია თა-
ვი.
ახლა, როდესაც წყლის ჩუხჩუხის ხმა გაიგეს, ერთი საკითხიღა
რჩებოდა: საით მიედინებოდა წყალი?
ლენგდონს ფილმიდან კადრები გაახსენდა: ნახევრად ჩაძი-
რული გამოქვაბული პირქუშად იყო განათებული, წითლად...
სადღაც მათ ქვემოთ.

ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის,


გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი,
გარემოცული სისხლისფერი წყლით და წყვდიადით
621 მკითხველთა ლიგა
ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის.

ლენგდონი წამოდგა და ჯაჭვის ბარიერს გადააბიჯა. მირსატმა


ბრაზნარევი მზერით ამოხედა – ლენგდონი თურქ გიდზე მთელი
თავით მაღალი იყო.
– მირსატ, – დაიწყო ლენგდონმა, – მაპატიეთ... როგორც ხე-
დავთ, სიტუაცია უჩვეულოა. ასახსნელად დრო არ მაქვს, მაგრამ
ამ შენობის შესახებ მეტად მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა და-
გისვათ.
მირსატმა ოდნავ დაუქნია თავი:
– გისმენთ...
– დანდოლოს საფლავის ფილიდან წყლის ჩუხჩუხი მოისმის,
წყალი სადღაც მიედინება. უნდა გავიგოთ – საით.
მირსატმა თავი გაიქნია:
– არ მესმის. წყლის ხმის გაგონება ხომ აია-სოფიაში ყველგან
შეგიძლიათ.
სამეული გაშეშდა.
– დიახ, – განაგრძო მირსატმა, – განსაკუთრებით მაშინ, რო-
დესაც წვიმს. აია სოფიას ათასობით კვადრატული მეტრის ფარ-
თობის სახურავები აქვს, იქიდან წყალი სადმე ხომ უნდა ჩაედინე-
ბოდეს? ხშირად ეს პროცესი რამდენიმე დღე გრძელდება და ხან-
დახან წყალი სრულად ვერც ასწრებს ჩამოდინებას მომდევნო
წვიმამდე. წყლის ჩუხჩუხი აქ ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა
იცით, რომ აია-სოფიას ქვეშ საკმაოდ მოზრდილი სიცარიელეა
წყლით სავსე. ამის შესახებ დოკუმენტური ფილმიც კი გადა-
იღეს...
– დიახ, გასაგებია, – შეაწყვეტინა ლენგდონმა, – მაგრამ ხომ
არ იცით, კონკრეტულად საით მიედინება წყალი, რომლის ხმაც
დანდოლოს სამარხიდან მოდის?

622 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, ვიცი, – მიუგო მირსატმა, – იქ, სადაც აია-სო-
ფიას სახურავის მთელი წყალი ჩადის – ქალაქის წყალსაცავში.
– არა, – ჩაერია ბრიუდერი და ჯაჭვები გადმოკვეთა, – ჩვენ
წყალსაცავს არ ვეძებთ. ჩვენ გვაინტერესებს მიწისქვეშა დიდი
დარბაზი და, სავარაუდოდ, სვეტებიანი.
– ზუსტადაც, – თქვა მირსატმა, – ქალაქის ძველისძველი
წყალსაცავი სწორედ თქვენ მიერ აღწერილს ემთხვევა: დიდი მი-
წისქვეშა სვეტებიანი დარბაზი გახლავთ. სხვათა შორის, მეტად
შთამბეჭდავია. ის მეექვსე საუკუნეში ჩააშენეს სასმელი წყლის
შესანახად. ახლა იქ მეტრზე ოდნავ მეტი
სიღრმის წყალი დგას, თუმცა...
– სად?! – დაიგრგვინა ბრიუდერმა; მისი ხმა ყრუ ექოდ დაირხა
შენობაში.
– თქვენ გულისხმობთ... წყალსაცავს? – ცოტა არ იყოს, დაფ-
რთხა მირსატი, – ის აქედან სულ რაღაც ერთი კვარტლის მოშო-
რებით მდებარეობს, ტაძრიდან ოდნავ აღმოსავლეთით, – მან ხე-
ლით მიმართულება მოხაზა ჰაერში, – მას ერებატან-სარაი ეწო-
დება.
„სარაი? – გაოცებით გაიფიქრა ლენგდონმა, – თოფქაფიც
ხომ სარაია?“ აეროპორტიდან მომავალთ ხშირად ხვდებოდათ ამ
დასახელების მიმართულების ნიშნულები.
– სარაი, როგორც ჩანს,სასახლეს ნიშნავს? – ჰკითხა ლენ-
გდონმა.
მირსატმა თავი დაუქნია:
– დიახ. ჩვენს ძველ წყალსაცავს თურქულად ერებატან-სარაი
ეწოდება, ანუ მიწისქვეშა სასახლე.

623 მკითხველთა ლიგა


თავი 90

როდესაც ელიზაბეთ სინსკი, ლენგდონი, ბრიუდერი და გაოგ-


ნებული გიდი აია-სოფიას ეზოში გამოვიდნენ, კოკისპირულად
წვიმდა.
ჩაჰყევი სიღრმეს სასახლემდე ბნელი ქვესკნელის, – თავის-
თვის იმეორებდა სინსკი.
ქალაქის წყალსაცავში – ერებატან-სარაიში მოსახვედრად
ლურჯი მეჩეთისკენ უნდა წასულიყავი და შემდეგ ოდნავ ჩრდი-
ლოეთით აგეღო გეზი.
მირსატი წინ მიდიოდა.
სინსკის სხვა გზა არ ჰქონდა და მირსატს გაუმხილა, ვინ იყ-
ვნენ ის და ბრიუდერი და ისიც სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად
მიგვიყვანე მიწისქვეშა სასახლეში, იქ ისეთი ქმნილება იმალება,
რაც უამრავ ადამიანს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნისო.
– აქეთ! – თქვა მირსატმა და ჩაბნელებული სკვერისკენ გაუძ-
ღვა მათ. უზარმაზარი აია-სოფია ზურგს უკან დარჩა, წინ კი სი-
ნათლის შუქზე ლურჯი მეჩეთის ზღაპრული კოშკურები ბრწყინავ-
და.
აგენტი ბრიუდერი სინსკის სწრაფი ნაბიჯით მიჰყვებოდა და
ტელეფონის ყურმილში გამალებით უპატაკებდა ვიღაცას: მომ-
ხდარის შესახებ „დრს“-ს ატყობინებდა, მითითებებს აძლევდა,
რომ წყალსაცავის შესასვლელთან მისულიყვნენ.
– როგორც ჩანს, ზობრისტმა ქალაქის წყალმომარაგების სის-
ტემაზე გადაწყვიტა იერიშის მიტანა, – ყურმილში ჩასძახოდა და
აჩქარებით სუნთქავდა, – აუცილებლად დამჭირდება წყალსა-
ცავში შემავალი და გამომავალი მილების ყველა სქემა. იზოლა-
ციისა და ლოკალიზაციის პროცესი სრული დატვირთვით უნდა
ავამოქმედოთ. აუცილებელია, შეიქმნას ფიზიკური და ქიმიური
ბარიერები, დაგვჭირდება ვაკუუმის...
624 მკითხველთა ლიგა
– მოიცადეთ, – შეაწყვეტინა მირსატმა, – ვერ გამიგეთ. წყალ-
საცავიდან ქალაქს აღარ მიეწოდება წყალი. უკვე დიდი ხანია!
ბრიუდერმა ტელეფონი დაუშვა და ექსკურსიამძღოლს მიაც-
ქერდა.
– რა თქვით?
– წყალსაცავში სასმელ წყალს მხოლოდ ძველ დროში ინახავ-
დნენ, – აუხსნა მირსატმა, – მაგრამ ახლა ასე აღარაა. ამჟამად
ჩვენც გაგვაჩნია მოდერნიზებული წყალგაყვანილობა.
ბრიუდერი წვიმისგან ოდნავ უკეთ დაცული ხის ქვეშ შეჩერდა.
სხვებიც გაჩერდნენ.
– მირსატ, – დაიწყო სინსკიმ, – დარწმუნებული ხართ, რომ ამ
წყალსაცავიდან წყალს არავინ სვამს?
– სრულებით დარწმუნებული ვარ, – მიუგო მირსატმა, – იქ
წყალი უბრალოდ დგას... მიწაში ჟონავს, მიწისქვეშ მიდის...
სინსკიმ, ლენგდონმა და ბრიუდერმა ეჭვნარევი მზერით გადა-
ხედეს ერთმანეთს. სინსკის ვეღარ გაეგო, აღელვებულიყო თუ
შვება ეგრძნო. თუ ამ წყალს დასალევად არავინ იყენებს, რაში
დასჭირდა ზობრისტს მისი დაბინძურება?!
– როდესაც ათწლეულების წინ ქვეყანაში წყალმომარაგების
სისტემა მთლიანად შეიცვალა, – განაგრძო მირსატმა, – ეს
წყალსაცავი მხოლოდ
მიწისქვეშა ტბად დარჩა, – მან მხრები აიჩეჩა, – ტურისტების-
თვის განკუთვნილი ღირსშესანიშნაობაა და მეტი არაფერი.
სინსკი მკვეთრად შებრუნდა მირსატისკენ – ტურისტებისთვის
განკუთვნილი ღირსშესანიშნაობაო?!
– ამ წყალსაცავში... ტურისტებს უშვებენ?
– რა თქმა უნდა, იქ დღეში ათასობით ადამიანი ჩადის. საკმა-
ოდ შთამბეჭდავი ადგილია. წყალზემოთ ხიდებიც კი გადეს... პა-
ტარა კაფეც ჩადგეს. ვენტილაცია მაინცდამაინც არ ვარგა და შე-

625 მკითხველთა ლიგა


დეგად საკმაოდ დახუთული და ნოტიო ჰაერია, მაგრამ ამის მი-
უხედავად ტურისტებს უყვართ იმ ადგილის მონახულება.
სინსკიმ ბრიუდერს შეხედა: ცხადი იყო, რომ „დრს“-ის გამოც-
დილი მუშაკი გონებაში იმავე სურათს ხატავდა, რასაც თავად
სინსკი: ბნელი ნოტიო მიწისქვეშეთი დამდგარი წყლით, რომელ-
შიც პათოგენი მწიფდება, ამ კოშმარის დასასრული კი – ტურის-
ტები, რომლებიც მთელი დღე წყალზე გადადებულ ხიდებზე სე-
ირნობენ.
– მან ბიოაეროზოლი შექმნა, – განაცხადა ბრიუდერმა.
სინსკიმ მწუხარე სახით დაუქნია თავი.
– ეს რას ნიშნავს? – იკითხა ლენგდონმა.
– ეს ნიშნავს, რომ ინფექციას ჰაერით შეუძლია გავრცელება,
– აუხსნა ბრიუდერმა.
ლენგდონი დადუმდა, სინსკი ხედავდა, როგორ აცნობიერებ-
და, რაოდენ დიდი მასშატაბებისთვის შეეძლო მიეღწია მოსა-
ლოდნელ კრიზისს.
სინსკის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები პათოგენის შესახებ
უკვე ეფიქრა, მაგრამ მცდარი შეხედულება, თითქოსდა ძველი
წყალსაცავი წყლით ისევ ამარაგებდა ქალაქს, იმედს აძლევდა,
რომ ზობრისტმა მხოლოდ წყალში გამძლე ბიოფორმა აარჩია.
წყლის ბაქტერიები სიცოცხლისუნარიანები არიან და ადვილად
ეგუებიან გარეგან ცვლილებებს, თუმცა ძალიან ნელა ვრცელდე-
ბიან, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყოდით პათოგენებზე, რომელ-
თა გავრცელების საშუალება ჰაერწვეთოვანია. ამ შემთხვევაში
ყველაფერი უსწრაფესად ვითარდება.
– თუ ის ჰაერით ვრცელდება, – თქვა ბრიუდერმა, – სავარა-
უდოდ, ვირუსია.
„ვირუსი, – გონებაში დაეთანხმა სინსკი, – ყველაზე სწრაფად
გავრცელებადი პათოგენი, რომლის შექმნაც ზობრისტს შეეძ-
ლო“.
626 მკითხველთა ლიგა
ჰაერით გადამდები ვირუსის წყალში გაშვება უცნაური გადაწ-
ყვეტილებაა, თუმცაღა მრავლადაა ცოცხალი ორგანიზმი, რო-
მელთა ინკუბაცია სითხეში მიმდინარეობს, მაგრამ მომწიფებუ-
ლები საჰაერო სივრცეში ცხოვრობენ: კოღოები, სოკოვანი ფო-
რები, ლეგიონელოზის გამომწვევი ბაქტერიები, მიკოტოქსინები,
დინოფლაგელატები და... თავად ადამიანები. სინსკის გონებაში
ესახებოდა პირქუში სურათი – როგორ იკრებს ვირუსი თავის
გარშემო წყალს მიწისქვეშა დარბაზში... და შემდგომ უწვრილესი
დაინფიცირებული წვეთები ნოტიო ჰაერში ორთქლდება.
მირსატი კი აღელვებული გასცქეროდა ტრანსპორტით გადა-
ჭედილ ქუჩას. სინსკიმ მის მზერას თვალი გააყოლა და დაბალი,
წითელი და თეთრი აგურით ნაგები შენობა დაინახა ერთადერთი
შეღებული კარით. მის მიღმა ჩამავალი კიბე მოჩანდა. გარეთ,
ქოლგების ქვეშ, ელეგანტურად ჩაცმული, მომლოდინე ხალხი
იდგა, შვეიცარი კი კიბეზე ჩამსვლელთა ნაკადს აკონტროლებდა.
„მიწისქვეშა საცეკვაო კლუბია?“
სინსკიმ შენობაზე მოოქრული ასოებით მიწერილი წარწერა
წაიკითხა და გულს შემოეყარა: კლუბს „ცისტერნა“ ერქვა. მის
დარბაზს 523 წელს აშენებული წყალსაცავი წარმოადგენდა...
იმასაც მიხვდა, თუ რატომ აღელდა ასე მირსატი.
– მიწისქვეშა სასახლეში, ეტყობა, დღეს კონცერტია, – წა-
ილუღლუღა მირსატმა.
სინსკის უჭირდა ამის დაჯერება.
– კონცერტი წყალსაცავში?!
– იქ დიდი სივრცეა, – უპასუხა მირსატმა, – და ხშირად იყენე-
ბენ, როგორც კულტურის ცენტრს.
ბრიუდერმა ჩათვალა, ლაპარაკი კმარაო, და შენობისკენ და-
იძრა. ალემდარის ქუჩაზე მოძრავი მანქანების ნაკადში ოსტატუ-
რად გაიკვლია გზა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ.

627 მკითხველთა ლიგა


წყალსაცავის შესასვლელთან რამდენიმე ადამიანი იდგა და
რიგს ელოდა. საწვიმრებში გამოწყობილი სამი ქალი, ორი ხე-
ლიხელჩაკიდებული ტურისტი და სმოკინგიანი მამაკაცი წვიმას
შესასვლელში შეყუჟულები ემალებოდნენ.
ქვემოდან სინსკის კლასიკური ევროპული მუსიკა შემოესმა.
„საორკესტრო შესრულების მიხედვით, უეჭველად ბერლიოზია“,
– გაიფიქრა მან, თუმცა რომელი შემსრულებელიც უნდა ყოფი-
ლიყო, აქ, სტამბოლში, ევროპული კლასიკის ჟღერადობა მაინც
არაბუნებრივი ეჩვენებოდა.
შესასვლელთან მიახლოებულს ღრმა, ჩაკეტილი მიწისქვეშე-
თიდან ტალღებად ამომავალი თბილი ჰაერი მოელამუნა სახეზე.
ამ ჰაერს თან არა მხოლოდ ვიოლინოს ბგერები, არამედ სინო-
ტივისა და მჭიდროდ შეკრებილი ხალხის სპეციფიკური სუნიც
მოჰყვებოდა.
ეს სუნიც უსიამოვნო შეგრძნებებით იყო გაჟღენთილი და ყო-
ველი შესუნთქვისას უფრო და უფრო აწუხებდა სინსკის.
კიბეზე მხიარულად მოქაქანე ტურისტების ჯგუფი ამოვიდა,
შვეიცარმა რამდენიმე რიგში მდგომს ჩასვლის უფლება მისცა.
ბრიუდერმა კიბისკენ გაიწია, თუმცა შვეიცარმა ხელის მსუბუ-
ქი მოძრაობით შეაჩერა.
– ერთი წუთით მოითმინეთ, სერ. დარბაზი გადაჭედილია. ცო-
ტა ხნით მოიცადეთ და ვინმე გამოვა. გმადლობთ გაგებისთვის.
ბრიუდერი მზად იყო, ყველაფრის მიუხედავად შტურმით აეღო
შესასვლელი, მაგრამ სინსკიმ მხარზე ხელი დაადო და აიძულა,
ერთი ნაბიჯით უკან დაეხია.
– მოიცადეთ, – უჩურჩულა სინსკიმ, – თქვენი ხალხი ჯერ არ
მოსულა, ჩხრეკას მარტო ვერ ჩაატარებთ, – კართან დაკიდებუ-
ლი აბრა უჩვენა, – წყალსაცავი საკმაოდ დიდია.
საინფორმაციო აბრაზე წარწერილი ტექსტი ტაძრისოდენა მი-
წისქვეშა დარბაზს აღწერდა: სიგრძით თითქმის ორი საფეხბურ-
628 მკითხველთა ლიგა
თო მოედნისხელა იყო, დარბაზის ფართობი ცხრა ათას კვადრა-
ტულ მეტრს აღემატებოდა და სამას ოცდაექვსი მარმარილოს
სვეტის ჯარით იყო გამაგრებული.
– ერთი ამას შეხედეთ, – წარმოთქვა რამდენიმე ნაბიჯის მო-
შორებით მდგარმა ლენგდონმა, – დაუჯერებელია...
სინსკი მიბრუნდა. ლენგდონმა კედელზე გაკრულ საკონცერ-
ტო აფიშაზე მიუთითა.
„ღმერთო!..“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი არ შემცდა-
რა, როცა გაგონილი მუსიკა ევროპული კლასიკური მუსიკის ნი-
მუშად შეაფასა, თუმცა ნაწარმოები რომელსაც ახლა ორკესტრი
ასრულებდა, როგორც აღმოჩნდა, არა ბერლიოზს, არამედ სხვა
რომანტიკოს კომპოზიტორს – ფერენც ლისტს ეკუთვნოდა.
ამ საღამოს ღრმა მიწისქვეშეთში სტამბოლის სახელმწიფო
სიმფონიური ორკესტრი ლისტის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნა-
წარმოებს – „დანტე-სიმფონიას“ ასრულებდა, რომლის შექმნაც
ავტორს დანტეს ჯოჯოხეთში შთასვლისა და მისგან ამოსვლის
სცენებმა შთააგონა.
– ამ სიმფონიას ასრულებენ ყოველ საღამოს, უკვე ერთი კვი-
რაა, – თქვა ლენგდონმა აფიშაზე თვალმოუშორებლად, – უფა-
სო კონცერტები ანონიმი სპონსორის დაფინანსებით.
ვინ იყო ეს ანონიმი სპონსორი, რთული მისახვედრი არ გახ-
ლდათ. ბერტრან ზობრისტის დრამატული სიყვარულის მორიგი
გამოვლინება და მეტიც – გულგრილი პრაქტიკული ანგარიშსწო-
რება. უფასო კონცერტების კვირეული – დამატებით ათასი დამ-
თვალიერებელი, ყველა მათგანი ქვემოთ – ვიწრო მიწისქვეშეთ-
ში ეშვება... დაინფიცირებულ ჰაერს სუნთქავს და შემდეგ ინფექ-
ციას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში ავრცე-
ლებს.

629 მკითხველთა ლიგა


– სერ, – შვეიცარმა მიმართა ბრიუდერს, – შესვლა მხოლოდ
ორ ადამიანს შეუძლია.
ბრიუდერი სინსკის მიუბრუნდა:
– დაუკავშირდით ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანო-
ებს. ქვემოთ რაც უნდა ვიპოვოთ, დახმარება აუცილებლად დაგ-
ვჭირდება. როდესაც ჩემი ხალხი გამოჩნდება, რაციით დამიკავ-
შირდნენ. მე ჩავალ და შევეცდები გამოვიცნო, ზობრისტმა სად
დატოვა საშიშროების შემცველი წყარო.
– რესპირატორის გარეშე? – ჩაეკითხა სინსკი, – დარწმუნებუ-
ლები ვერ
ვიქნებით, რომ სოლუბლონის პაკეტი ჯერ კიდევ მთელია.
ბრიუდერი მოიღუშა, ხელისგული კარიდან გამომავალ თბილ
ჰაერს მიუშვირა.
– მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ თუ ინფექციამ უკვე გამოაღ-
წია, მაშინ შესაძლოა მთელი ქალაქი უკვე დაინფიცირებული
იყოს.
სინსკიც იმავეს ფიქრობდა, მაგრამ ლენგდონისა და მირსატის
თანდასწრებით თქმას ერიდებოდა.
– გარდა ამისა, – დაამატა ბრიუდერმა, – ხშირად მინახავს, რა
ემართება ხალხს დამცავ კოსტიუმებში ჩაცმული ჩემი ჯგუფის გა-
მოჩენისას. ამ ყველაფერმა ხალხში უცებ შეიძლება პანიკა და
ჭყლეტა გამოიწვიოს.
სინსკი ბრიუდერს აღარ შეჰკამათებია: იგი, ასე თუ ისე, სპე-
ციალისტი იყო და მსგავსი სიტუაცია არაერთხელ გამოეცადა.
– მოქმედების გონივრული განვითარება ერთადერთია, – უთ-
ხრა ბრიუდერმა, – ვივარაუდოთ, რომ პაკეტი მთელია და ინფექ-
ციის ლოკალიზება ვცადოთ.
– კარგი, – დაეთანხმა სინსკი, – იმოქმედეთ.
– კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს, – ჩაერია ლენგდონი,– სი-
ენა...
630 მკითხველთა ლიგა
– ვერ მივხვდი? – იკითხა ბრიუდერმა.
– რა მიზნითაც უნდა ჩამოფრენილიყო სტამბოლში, იგი ძალი-
ან კარგად ფლობს ენებს, შესაძლოა ცოტაოდენი თურქულიც
იცოდეს.
– მერე?
– მან იცის, რომ ლექსში ნახსენებია „მიწისქვეშა სასახლე“. ამ
სიტყვების პირდაპირი თარგმანი კი... – შესასვლელის თავზე
წარწერილ თურქულ სიტყვებზე ანიშნა: – „ერებატან-სარაია“.
– დიახ, – დაეთანხმა სინსკი, – არ არის გამორიცხული, რომ
სიენა ამას მიხვდა და ამისთვის აია-სოფიაში მისვლა არც კი დას-
ჭირვებია.
ბრიუდერმა ერთადერთ კარს შეხედა და შეიკურთხა.
– თუ ის უკვე შიგნითაა და სურს, დროზე ადრე გაარღვიოს სო-
ლუბლონის პაკეტი, სანამ ჩვენ მას გავაუვნებელვყოფთ, ნებისმი-
ერ შემთხვევაში ცოტა ხნის მოსული იქნება. უზარმაზარი დარბა-
ზია და, სავარაუდოდ, წარმოდგენაც არ აქვს, სად ეძებოს პაკეტი.
მთელი ამ საზოგადოების წინაშე არა მგონია შეუმჩნევლად შეძ-
ლოს წყალში შესვლა.
– სერ! – კვლავ მიმართა ბრიუდერს შვეიცარმა, – გსურთ
დარბაზში შესვლა?
ბრიუდერმა დაინახა თუ არა, რომ ქუჩაზე მუსიკის მოყვარულ-
თა კიდევ ერთი ჯგუფი გადმოდიოდა, შვეიცარს თავით ანიშნა, ახ-
ლავე ჩავალო.
– თქვენთან ერთად მოვდივარ, – განაცხადა ლენგდონმა.
ბრიუდერი მობრუნდა და გზა გადაუღობა.
– არავითარ შემთხვევაში.
– აგენტო ბრიუდერ, – თავდაჯერებით თქვა ლენგდონმა, –
ჩვენ ამ მდგომარეობაში იმიტომ აღმოვჩნდით, რომ სიენა ბრუკ-
სი მთელი დღის მანძილზე მატყუებდა. და, როგორც ამწამს თა-

631 მკითხველთა ლიგა


ვად თქვით, შესაძლოა ყველანი უკვე დაინფიცირებულები ვართ.
მე თქვენ დაგეხმარებით, გინდათ ეს თუ არა.
ბრიუდერი რამდენიმე წამს უყურებდა, შემდეგ კი გზა დაუთმო.

ლენგდონი კარში შევიდა და ბრიუდერთან ერთად საკმაოდ


დამრეც კიბეზე დაეშვა, უძველესი წყალსაცავიდან ამომავალი
თბილი ჰაერი შეისუნთქა. ნოტიო ნიავს თან ლისტის „დანტე-სიმ-
ფონიის“ ჰანგები და მათთან ერთად – ნაცნობი, თუმცა რთულად
გასახსენებელი სურნელი მოჰქონდა... ეს ჩაკეტილ სივრცეში
მოქცეული ხალხის სუნი იყო.
შემდეგ იგრძნო, როგორ ეხვეოდა გარშემო რაღაც ღრუბლის-
მაგვარი: მიწიდან გამოწვდილი უხილავი ხელი, რომელიც მის
სხეულზე თითქოს მოგრძო თითებს დააცურებდა.
მუსიკა.
მძლავრი, თითქოს ასობით ხმისგან შემდგარი ქორო სიმფო-
ნიის სახელგანთქმულ ნაწილს ასრულებდა – დანტეს „ჯოჯოხე-
თის“ პირქუში ტექსტის ყოველ მარცვალს გამოთქვამდა.
– Lasciate ogne speranza, – მღეროდნენ ახლა, – voi
ch´entrate.
ეს დანტეს „ჯოჯოხეთის“ ყველაზე ცნობილი სიტყვებია.
კიბეზე ფეხით ჩადიოდნენ და თითქოს ლეშის სუნით გაჟღენ-
თილ ჰაერს სუნთქავდნენ.
აკომპანემენტის ფონზე გუნდი გამაფრთხილებელ ფრაზას
იმეორებდა:
– Lasciate ogne speranza voi ch´entrate!
„თქვენ, აქ მოსულნო, იმედები დასტოვეთ ყველა!“

632 მკითხველთა ლიგა


თავი 91

წითლად განათებულ მიწისქვეშეთს ჯოჯოხეთის ზმანებებით


შთაგონებული მუსიკის ჰანგები ავსებდა: გუნდის გალობა, სიმე-
ბიან საკრავთა ჟღრიალი, ლიტავრების გამაყრუებელი გუგუნი
მთელ დარბაზს ზანზარით ეფინებოდა.
ამ მიწისქვეშა სამყაროს იატაკი, რამდენადაც ლენგდონი ზე-
მოდან ხედავდა, გლუვ წყალს ჩაენაცვლებინა – შავი, უძრავი,
რომელიც მინას ან ახალ ინგლისში ზამთრის, ღამით ნანახი
წყალსატევის შავ ყინულს ჰგავდა.
ადგილზე, სადაც ვერ მისწვდება სხივი მნათობის...
ამ წყლებიდან თანაბარ უსასრულო რიგებად ამომართულიყო
ასობით მძლავრი დორიული, ცხრამეტრიანი სვეტი, რომელთაც
კამაროვანი ჭერი ეკავათ. თითოეულ სვეტს ქვემოდან თითო წი-
თელი პროჟექტორი ანათებდა და ეს ყველაფერი რაღაც სიურ-
რეალისტური ტყის ეფექტს ქმნიდა – ბნელ შორეთში ან ოპტიკურ
ილუზიაში დაკარგულ სიმრავლეს, რომლის მსგავსი ეფექტიც
სარკეებით მიიღწევა.
ლენგდონი და ბრიუდერი კიბის თავში შეჩერდნენ და თვალ-
წინ გადაშლილ სიზმრისეულ სანახაობას გაოცებით მიაჩერდნენ.
თითქოს ამ მოწითალო სინათლეს თავად მიწისქვეშეთი გამოს-
ცემდა; ლენგდონმა იქაურობა მოათვალიერა და იგრძნო, რომ
აღელვებისგან გული უჩქარდებოდა.
ჰაერი აქ ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ლენგდონი მოელო-
და.
მარცხნივ, კიბისგან მოშორებით, მსმენელთათვის გამოყო-
ფილი ადგილი იყო. კონცერტი მიწისქვეშა დარბაზის სიღრმეში
მიმდინარეობდა – შორეული კედლისგან დაცილებული, სადღა-
აც შუაგულში მოწყობილ ფართო შემაღლებულ სცენაზე. რამდე-
ნიმე ასეული მსმენელი ორკესტრის გარშემო რკალისებურად
633 მკითხველთა ლიგა
განლაგებულ სკამებზე იჯდა, დაახლოებით ასამდე ადამიანი კი
მათ უკან იდგა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მუსიკას ხიდზე
მდგარნი უსმენდნენ; ტლანქ მოაჯირებზე დაყრდნობილნი წყალს
შესცქეროდნენ.
ლენგდონმა ბუნდოვან სილუეტებს შორის უნებურად სიენას
ძებნა დაიწყო, მაგრამ ის არსად ჩანდა. მსმენელები სხვადას-
ხვაგვარად იყვნენ გამოწყობილები: სმოკინგებში, კაბებში, ბიშ-
ტებში,102 ჩადრებში, ზოგი მათგანიც – შორტებსა და სპორტულ
ქურთუკებში. მეწამული განათების შუქზე ლენგდონს ისიც კი მო-
ეჩვენა, რომ ხალხის ეს ჭრელი მასა თითქოსდა რაღაც რიტუა-
ლისთვის იყო აქ შეკრებილი.
„სიენა აქ რომც იყოს, მისი შემჩნევა შეუძლებელი იქნება“.
სწორედ ამ დროს მათ ხველებით ჩაუარა მოსული ტანის მამა-
კაცმა. ბრიუდერი მკვეთრად მობრუნდა და სანამ მამაკაცი გასას-
ვლელისკენ კიბით ადიოდა, თვალი არ მოუცილებია მისთვის.
ლენგდონს ყელში რაღაცამ მოუჭირა, მაგრამ საკუთარ თავს უთ-
ხრა, მხოლოდ წარმოსახვაა და მეტი არაფერიო.
ბრიუდერს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, როგორ
ემოქმედა, ხიდის განშტოებაზე შეედგა ფეხი. მის წინაშე მდებარე
დარბაზი მინოტავრის ლაბირინთს ჰგავდა. ვიწრო ძირი სამ მხა-
რეს იშლებოდა, თითოეული გზა თავის მხრივ კვლავ იყოფოდა
და ყოველივე ერთად ბნელ მიწისქვეშეთში სვეტებს შორის მდე-
ბარე, წყალზე გადებული ხიდების ურთულეს ქსელს წარმოად-
გენდა.
„ანაზდეულად გამოვფხიზლდი უსიერ ტყეში, – გაახსენდა
ლენგდონს „ღვთაებრივი კომედიის“ პირქუში დასაწყისი, – გზა-
დაკარგული მე აღმოვჩნდი დაბლობის ბნელში“.

102
ბიშტი - მუსულმანი მამაკაცის ზედა სამოსი, ჩვეულებრივ, ოქროსფერი
ძაფით უხვად მოქარგული.
634 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი მოაჯირზე გადაიხარა და წყალს დააცქერდა. სა-
ოცრად გამჭვირვალე წყალში გარკვევით ჩანდა ფილაქნებიანი
იატაკი. წყლის სიღრმე მეტრზე ოდნავ მეტი თუ იქნებოდა.
ბრიუდერმა ქვემოთ დაიხედა, მრავალმნიშვნელოვნად ჩაახ-
ველა, მზერა ზემოთ მიმართა და ძებნა განაგრძო.
– იმ ადგილის მსგავსს ხომ ვერ ამჩნევთ, ზობრისტის ფილმში
ნანახს რომ ჰგავდეს? – იკითხა ბრიუდერმა.
„აქ ყველაფერი იმ ადგილს ჰგავს“, გაიფიქრა ლენგდონმა და
მაღალ ნაცრისფერ კედლებს მიმოავლო თვალი. ბრიუდერს
ხელმარჯვნივ, სცენიდან და უამრავი ხალხისგან ყველაზე დაშო-
რებულ წერტილზე, მიწისქვეშეთის უშორეს ნაწილზე მიუთითა.
– ჩემი აზრით, სადღაც იქით უნდა იყოს.
ბრიუდერმა თავი დაუქნია:
– მეც ასე ვფიქრობ.
ისინი ჩქარი ნაბიჯებით გაუყვნენ ხიდებს, მათ გადაკვეთასთან
მისულებმა გზა მარჯვნივ, მიწისქვეშა სასახლის ყველაზე მიყ-
რუებული კუთხეებისკენ განაგრძეს.
სანამ მიდიოდნენ, ლენგდონმა დაასკვნა, სურვილის შემ-
თხვევაში აქ საკმაოდ ადვილად შეიძლება დაიმალოს ადამიანი
და ღამეც კი გაათიოსო. თავისი ვიდეოს გადასაღებად ზობრისტი,
შესაძლოა, ასეც მოიქცა. თუმცა, თუ კონცერტის კვირეულისთვის
გულუხვად გადაიხადა, უბრალოდ შეეძლო ადმინისტრაციის-
თვის ეთხოვა, რათა გარკვეული დროით მარტო დაეტოვებინათ.
„თუმცა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს?“
ბრიუდერმა ნაბიჯს უმატა, თითქოს მუსიკის აჩქარებულ ტემპს
უწყობს ფეხსო.
დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში ეშვებიან.
ლენგდონი ყურადღებით ათვალიერებდა მისგან მარჯვნივ,
მოშორებით აღმართულ ხავსმოკიდებულ კედლებს და ვიდეოში
ნანახს ადარებდა. ყოველთვის, როდესაც ხიდების განშტოებას-
635 მკითხველთა ლიგა
თან მიდიოდნენ, ხელმარჯვნივ უხვევდნენ, ამით ცდილობდნენ,
ხალხს დასცილებოდნენ და რაც შეიძლება ღრმად შესულიყვნენ
მღვიმეში. უკან მოხედვისას ლენგდონი გაოგნდა, იმხელა მანძი-
ლი გამოევლოთ.
უკვე თითქმის გარბოდნენ. გზად რამდენჯერმე მარტოხელა
მოხეტიალე ტურისტსაც გადააწყდნენ, მაგრამ მიწისქვეშეთის
ცენტრში საერთოდ არავინ იყო.
ბრიუდერი და ლენგდონი სრულიად მარტონი აღმოჩნდნენ.
– ყველგან ერთი და იგივეა, – სასოწარკვეთით აღმოხდა
ბრიუდერს, – საიდან დავიწყოთ?
ლენგდონმაც არ იცოდა, რა ექნა. ვიდეოში ნანახი საკმაოდ
ცხადად ახსოვდა, მაგრამ არც ერთი ადგილი მას არ ჰგავდა.
ლენგდონმა სუსტად განათებული საინფორმაციო აბრები შე-
ისწავლა, რომლებიც აქა-იქ ხიდების გასწვრივ დაემაგრებინათ.
ერთ-ერთზე ეწერა, წყალსატევის მოცულობა ოთხმოცი ათასი კუ-
ბური მეტრიაო. მეორე სხვებისგან განსხვავებულ სვეტზე უთი-
თებდა: დარბაზის მშენებლობის დროს ეს სვეტი სხვა, მეზობლად
მდებარე ბევრად ძველ ნაგებობას მოამტვრიეს – „ქათმის მტირა-
ლი თვალი“, რომელიც „ცისტერნის“ მშენებლობაზე დაღუპულ
მონებს ცრემლებს აფრქვევდა. ამავე აბრაზე კიდევ ეწერა ერთი
სიტყვა, რომლის დანახვაზე ლენგდონი გაშეშდა.
ბრიუდერიც გაჩერდა და შებრუნდა:
– რა მოხდა?
ლენგდონმა მიუთითა.
აბრაზე, მიმართულების მაჩვენებელ ისართან ქალისსახიანი
ურჩხულის, საზარელი გორგონას სახელი იყო მიწერილი:

მედუზა

ბრიუდერმა შეხედა და მხრები აიჩეჩა:


636 მკითხველთა ლიგა
– მერე რა?
ლენგდონს გული აუჩქროლდა – ძველი ბერძნების რწმენით
ხომ მედუზა არა უბრალოდ თმის ნაცვლად გველებით თავდაფა-
რული საზარელი არსება იყო, რომლის მზერაც ადამიანს ქვად
აქცევდა, არამედ – მიწისქვეშა მითიური არსებების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წარმომადგენელი... ურჩხულების, რომლებსაც
ხთონურს უწოდებდნენ.

გელის ურჩხული იქ ხთონური და საზარელი...

„აბრა მიმართულებას აჩვენებს“, მიხვდა ლენგდონი და ხიდზე


თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. სიბნელეში ზიგზაგებით გარბოდა
და მიმართულების ისრებს მიჰყვებოდა. ბოლოს ჩიხს წააწყდა:
წყალსატევის მარჯვენა კედელთან მდებარე, ტურისტებისთვის
განკუთვნილ პატარა მოედანს.
მის თვალწინ რაღაც არაჩვეულებრივი სანახაობა გადაიშა-
ლა.
წყლიდან ამომართულიყო უზარმაზარი თლილი მარმარი-
ლოს ნაჭერი, რომელზეც გველთმიანი მედუზა გორგონას სახე
ამოეკვეთათ. გორგონას კიდევ უფრო საზარელ ელფერს ის სძენ-
და, რომ თავდაყირა იდგა, კისერს კი სვეტი აგრძელდებდა.
„ყირამალაა, როგორც ის წყეულები“, გაიფიქრა ლენგდონმა
და ბოტიჩელის „ჯოჯოხეთის რუკაზე“ საფლავებში თავდაყირა
ჩაფლული დაკრუნჩხული ცოდვილები დაუდგა თვალწინ.
ბრიუდერი მის გვერდით მოაჯირთან იდგა, დაღლილობისგან
მძიმედ სუნთქავდა და თავგადაგრეხილ მედუზას წარბშეკრული
უცქერდა.
ლენგდონი ვარაუდობდა, რომ ეს მოჭრილი თავი, რომელიც
სვეტის ფუძეს წარმოადგენდა, სავარაუდოდ საიდანღაც უნდა მო-
ეპარათ როგორც სამშენებლო მასალა. ამგვარად, თავდაყირა
637 მკითხველთა ლიგა
დააყენეს, უეჭველად იმ ცრურწმენის საფუძველზე, რომ ასეთ
მდგომარეობაში ის თავისი გრძნეულებით ადამიანებს ვერავი-
თარ ზიანს ვეღარ მიაყენებდა. ლენგდონს თავიდან ვერ მოეცი-
ლებინა ავისმომასწავებელი ასოციაციები: დანტეს „ჯოჯოხეთი“.
მისი ფინალი – დედამიწის ცენტრი, სადაც მიზიდულობის ძალა
მიმართულებას იცვლის და ზედა მხარე ქვედად გარდაიქმნება.
უსიამოვნო წინათგრძნობამ დაუარა. მოწითალო ბურუსის
მიღმა მედუზას ქანდაკებას დააკვირდა. მისი გველთმის დიდი ნა-
წილი წყალქვეშ იყო მოქცეული, თვალები მიწისქვეშა ტბის ზედა-
პირზე მოუჩანდა, ისინი მარცხნივ იყურებოდნენ...
ლენგდონი მოაჯირის ძირთან დაიხარა და თვალი გააყოლა
მედუზას უსიცოცხლო მზერას, რომელიც მას მიწისქვეშეთის ცა-
რიელი კუთხისთვის მიეპყრო – კუთხისთვის, რომელიც ლენ-
გდონმა მაშინვე იცნო.
აი, ისიც – ზობრისტის მიერ არჩეული ადგილი.
აი, ისიც – ეპიცენტრი.

638 მკითხველთა ლიგა


თავი 92

აგენტი ბრიუდერი მოაჯირების ქვეშ ფრთხილად მიხოხავდა;


წყალში ჩავიდა, რომელიც მას მკერდამდე სწვდებოდა. ცივმა სი-
ნოტივემ ტანსაცმელში შეაღწია და კუნთები დაუჭიმა. წყალსაცა-
ვის ძირი სრიალა აღმოჩნდა, თუმცა ფეხზე მყარად დადგომის სა-
შუალებას მაინც იძლეოდა. ბრიუდერი ცოტა ხნით ერთ ადგილზე
გაჩერდა. წყალზე მის გარშემო წარმოქმნილ რგოლებს უყურებ-
და. მერე სუნთქვა შეიკავა. „ნელა, – გააფრთხილა საკუთარი თა-
ვი, – მკვეთრი მოძრაობის გარეშე“.
მის ზემოთ, მოაჯირთან მდგარი ლენგდონი გარშემო მდებარე
ხიდებს ზვერავდა.
– ყველაფერი რიგზეა, – ჩუმად ჩამოსძახა ლენგდონმა, – ვე-
რავინ გხედავთ.
ბრიუდერი წითელი პროჟექტორით განათებული მედუზას
ამოტრიალებული უზარმაზარი თავისკენ შებრუნდა. ურჩხულის
ქანდაკება სრული ზომით აღიმართა მის წინაშე და თავის სიდი-
დემ კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრიუდერზე.
– ზუსტად იქით წადით, სადაც ის იყურება, – ჩურჩულით ჩა-
მოსძახა, – ზობრისტს სიმბოლიკა და თეატრალურობა უყვარს...
არ გამიკვირდება, თუ მან თავისი შემოქმედების ნაყოფი მედუზას
მომაკვდინებელი მზერის გასწვრივ მოათავსა.
„გენიოსები ერთნაირად აზროვნებენ“, ბრიუდერს უხაროდა,
რომ ამერიკელმა პროფესორმა თავისი მაინც გაიტანა და მას
შეუერთდა. ლენგდონის ერუდიციამ თითქმის მაშინვე მიიყვანა
ისინი წყალსატევის ბოლოში.
შორიდან მომავალი „დანტე-სიმფონიის“ მელოდიის ფონზე
ბრიუდერმა „ტოვატეკის“ წყალგაუმტარი, პატარა ფანარი
ამოიღო, წყალქვეშ ჩაყო და ჩართო. „ფრთხილად, ღმერთმა არ
ქნას, რაიმეს გამოვედო...“
639 მკითხველთა ლიგა
უხმაუროდ, დიდი სიფრთხილით გადადგა ნაბიჯი, თან მეთო-
დურად ამოძრავებდა ფანარს, როგორც ნაღმოსანი – ნაღმის ძი-
ებისას.

მოაჯირთან მდგარ ლენგდონს თითქოს ყელში რაღაცამ წა-


უჭირა. მიწისქვეშეთის ნოტიო და სიძველით გაჯერებულ ჰაერში
ჟანგბადის ნაკლებობა იყო. უყურებდა ბრიუდერს, რომელიც
ფრთხილად მიიკვლევდა გზას წყალსაცავში და საკუთარ თავს
არწმუნებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.
„არ დაგვიგვიანია...
გარეთ არაფერი გამოსულა...
ბრიუდერი და მისი ხალხი საფრთხეს აღკვეთენ...“
მიუხედავად ამისა, ნერვები ძლიერ დაძაბული ჰქონდა. მთე-
ლი ცხოვრების განმავლობაში კლაუსტროფობიით გაწამებულს
ვერაფრით მოეხერხებინა ამგვარ პირობებში თავის ხელში აყვა-
ნა. „თავზემოთ ათასობით ტონა მიწა... მიწა, რომელსაც მხო-
ლოდ და მხოლოდ უძველესი სვეტები აკავებს...“
ლენგდონი ამ აზრის თავიდან მოშორებას შეეცადა. კიდევ ერ-
თხელ მიმოიხედა: მან და ბრიუდერმა ვინმეს ყურადღება ხომ არ
მიიქციეს?
არა.
რამდენიმე კაცი, რომელიც მათგან ოდნავ მოშორებით, ხი-
დებზე იდგა, სულ სხვა მხარეს იყურებოდა – იქით, სადაც ორკეს-
ტრი უკრავდა. ვერავინ ხედავდა, როგორ დატოპავდა ნახევრად
დატბორილი დარბაზის შორეულ კუთხეში ბრიუდერი.
ლენგდონმა კვლავ „დრს“-ის ხელმძღვანელზე გადაიტანა
მზერა, რომლის წინაც კვლავინდებურად ბუნდოვნად ლივლი-
ვებდა ჰალოგენური სინათლე.

640 მკითხველთა ლიგა


ბრიუდერს გვერდიდან უყურებდა. მარცხნივ რაღაც მოძრაო-
ბა შენიშნა. ბრიუდერის პირდაპირ წყლიდან რაღაც შავი, საზარე-
ლი ფიგურა ამოიმართა. ლენგდონი შავ ფიგურას დააკვირდა და
უცებ ეგონა, რომელიღაც წყალქვეშა ლევიათანი აღიმართა მათ
წინ...
ბრიუდერი ქანდაკებასავით გაშეშდა: ეტყობა, მანაც შეამჩნია
ეს.
მოცახცახე შავმა ჩრდილმა შორეული კუთხის მთელი ცხრა-
მეტრიანი კედელი დაფარა. მოჩვენებისმაგვარი სილუეტი ზობ-
რისტის ფილმში ნანახ ქოლერის ექიმბაშს ჰგავდა.
„ჩრდილია, – შვებით ამოისუნთქა ლენგდონმა, – ბრიუდერის
ჩრდილი“.
ჩრდილი ნელ-ნელა გაქრა, როდესაც ბრიუდერი წყალქვეშა
პროჟექტორს მიუახლოვდა; ახლა ჩრდილი ზუსტად ისე ეცემო-
და, როგორც ზობრისტის ვიდეოში.
– სწორედ ეს ადგილია, – უთხრა ლენგდონმა ბრიუდერს, –
მიზანთან ახლოს ხართ.
ბრიუდერმა თავი დაუქნია და პატარა ნაბიჯებით განაგრძო
სვლა. ლენგდონი ხიდით მიჰყვებოდა მას. ოპერმუშაკი წინ და
წინ მიიწევდა, ლენგდონმა კი წამით უკან გაიხედა, მსმენელთა
მხარეს, ვინმემ ხომ არ დაგვინახაო.
არა.
როდესაც ლენგდონმა კვლავ ბრიუდერს მიაპყრო ყურადღე-
ბა, უეცრად მოეჩვენა, რომ ხიდზე, მის ფეხქვეშ რაღაცა შუქზე
აელვარდა. დაიხედა და პატარა წითელი გუბე დაინახა.
„სისხლია?“
უცნაური სანახავი იყო: ლენგდონი პირდაპირ მასში იდგა.
„მე მომდის სისხლი?“
ლენგდონს არაფერი სტკიოდა, თუმცა შეშფოთებით შეიმოწმა
სხეული – რაიმე ჭრილობა ხომ არ ჰქონდა ან სხეულის რეაქცია
641 მკითხველთა ლიგა
ხომ არ იყო ჰაერში გავრცელებულ ტოქსინებზე. ცხვირიდან სის-
ხლი არ სდიოდა, არც ფრჩხილებიდან და არც ყურებიდან...
ვერ მიმხვდარიყო, საიდან უნდა გაჩენილიყო სისხლი. მიმოი-
ხედა და დარწმუნდა, რომ ხიდებზე კვლავ მარტოდმარტო იყო.
კიდევ ერთხელ დააკვირდა გუბეს და ამჯერად შეამჩნია, რომ
მას წვრილი ნაკადიც უერთდებოდა. ხიდები ოდნავ დაქანებული
იყო, ამიტომ წითელი სითხე საიდანღაც მოდიოდა და მის ფეხებ-
თან გროვდებოდა.
„იქით ვიღაცაა დაჭრილი“, – ლენგდონმა სწრაფად შეხედა
ბრიუდერს, რომელიც ამ დროს წყალსატევის ცენტრს უახლოვ-
დებოდა.
ლენგდონი სისხლის ნაკადს გაუყვა ხიდზე. მის წინ გასასვლე-
ლები ჩიხით მთავრდებოდა, ამასთანავე, ნაკადი გაფართოვდა,
უფრო თავისუფლად დაიწყო დენა. უკვე პაწია ნაკადულს ჰგავდა.
ლენგდონმა ფეხს აუჩქარა და მალე მიაღწია კედელს, სადაც ია-
ტაკი წყდებოდა.
ჩიხი.
პირქუშ, ნახევრად ჩაბნელებულ ხიდებზე მოზრდილი გუბე და-
ინახა, რომელიც წითლად ირეკლავდა სინათლეს. გეგონებოდა
ცოტა ხნის წინ ვიღაც მოუკლავთო. უეცრად ლენგდონი მიხვდა,
რომ სითხე, რომელიც ხიდებიდან წყალსაცავში იღვრებოდა,
სისხლი არ იყო. ისევ შეცდა.
მიწისქვეშა დარბაზის წითელმა განათებამ და ხიდების წი-
თელმა შეფერილობამ მისი მხედველობა მოატყუა: სინამდვილე-
ში გამჭვირვალე წვეთები იყო.
მხოლოდ და მხოლოდ წყალი.
მაგრამ ლენგდონი შვების მაგივრად ძრწოლამ აიტანა: გუბე
ხიდებზე... შხეფები მოაჯირებზე... ფეხსაცმლის კვალი...
„აქ ვიღაც წყლიდან ეს-ესაა ამოვიდა!“

642 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა დააპირა, ეს ყველაფერი ბრიუდერისთვის ეთქვა,
თუმცა ის საკმაოდ მოშორებულიყო, გარდა ამისა, ორკესტრმა
გამაყრუებლად ააჟღერა ფორტისიმო – უკვე სპილენძის სასულე
საკრავები და ლიტავრები დომინირებდნენ. უეცრად ლენგდონმა
იგრძნო, რომ მის გვერდით კიდევ იყო ვიღაც.
შემდგომი მოვლენები წამებში განვითარდა: ლენგდონი შებ-
რუნდა კედლისკენ, რომელსაც ხიდები უერთდებოდა. ბუნდოვან
განათებაში, მისგან სამი თუ ოთხი ნაბიჯის მოშორებით წრიული
ფიგურა მოჩანდა – შავ ტყავში გახვეულ დიდ ქვას ჰგავდა. ალ-
ბათ წყალიც სწორედ ამ გარსიდან გადმოვიდა. ფიგურა არ იძ-
ვროდა.
შემდეგ კი მოულოდნელად ამოძრავდა.
წელში გაიმართა, ჩადრში დამალული, სახის ნაკვთების არ-
მქონე თავი ასწია.
„შავი ფერის ჩადრში გახვეული ადამიანი“ – გაახსენდა ლენ-
გდონს.
მუსლიმი ქალის ტრადიციულ სამოსში სხეულის არც ერთი
ნაკვთი არ ჩანს, მაგრამ როდესაც ლენგდონმა პირბადის პატარა
ჭრილში ჩაიხედა, რომლის ქვეშ დამალული ორი თვალი გამჭო-
ლად უყურებდა მას, ყველაფერი გასაგები გახდა.
სიენა ბრუკსი სამალავიდან გამოვარდა, გასაოცარი სისწრა-
ფე აკრიფა, ლენგდონს დაეჯახა, ხიდზე დააგდო და შორს გაიქცა.

643 მკითხველთა ლიგა


თავი 93

მკერდამდე წყალში მდგარი აგენტი ბრიუდერი მობრუნდა.


წყალსაცავის ფსკერზე ფანრის ჰალოგენურ სინათლეზე ლითონ-
მა გაიბრწყინა.
სუნთქვაშეკრულმა ფრთხილად გადადგა ნაბიჯი წინ, თითქოს
ეშინია, მკვეთრი მოძრაობით წყალს სიმყუდროვე არ დაურღვი-
ოსო. გამჭვირვალე წყლის სიღრმეში ფსკერზე მიმაგრებულ პრი-
ალა ტიტანის მართკუთხედს ხედავდა.
ზობრისტის აბრა.
წყალი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ ეჩვენებოდა, კარგად
თუ დააკვირდებოდა, ხვალინდელ თარიღსა და ამ სიტყვებს თა-
ვისუფლად წაიკითხავდა:

ამ ადგილას და ამ დღეს
მსოფლიო სამუდამოდ შეიცვალა.

„არ იჩქარო, გააზრებულად იმოქმედე, – საკუთარ თავს ურჩია


და თავდაჯერებულობა იგრძნო: ამის შესაჩერებლად წინ მთელი
ღამე გვაქვს“.
ბრიუდერს კარგად ახსოვდა ზობრისტის ვიდეო, ამიტომ ფან-
რის შუქი აბრიდან მარცხნივ მიმართა – იქ სოლუბლონის პაკეტი
ეგულებოდა, წყალქვეშ, ფსკერზე მიმაგრებული. მზერა დაძაბა
და განათებულ წყალს გულდასმით დააკვირდა.
პაკეტი ადგილზე არ აღმოჩნდა.
სინათლე კიდევ უფრო მარცხნივ მიმართა. ახლა უკვე ზუსტად
იმ ადგილს ანათებდა, სადაც ზობრისტის ვიდეოში პაკეტი ფსკერ-
ზე იყო მიმაგრებული.
არაფერიც არ ჩანდა.

644 მკითხველთა ლიგა


ბრიუდერმა კბილი კბილს დააჭირა, კიდევ ერთი ფრთხილი
ნაბიჯი გადადგა აბრისკენ და ფანრის ნათება ფრთხილად მოატა-
რა მის გარშემო.
პაკეტი არ არის... მხოლოდ აბრა.
რაღაც მომენტში იმედმა გაუელვა: იქნებ ეს საფრთხე, ისევე
როგორც მრავალი სხვა რამ, რაც დღეს მოხდა, მხოლოდ და მხო-
ლოდ ილუზიაა?
იქნებ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო და ზობრისტს მხოლოდ
ჩვენი შეშინება სურდა?!
შემდეგ კი ფსკერზე დაგდებული გაწყვეტილი, დაგრეხილი ბა-
წარი შენიშნა აბრიდან მარცხნივ. უსიცოცხლოდ მიგდებული,
როგორც მკვდარი ჭიაყელა, ბოლოზე მომცრო ზომის პლასტიკა-
ტის რგოლითა და გამჭვირვალე სოლუბლონის ნაგლეჯით.
ბრიუდერი გაუნძრევლად მიაშტერდა პაკეტის ნარჩენებს,
რომლებიც გამსკდარი საჰაერო ბურთის ნაგლეჯებს ჰგავდა.
ნელ-ნელა ხვდებოდა სიმართლეს.
„დავაგვიანეთ!“
წარმოიდგინა, როგორ დნებოდა და სკდებოდა წყალქვეშ
მოქცეული პაკეტი... როგორ უშვებდა გარეთ დამღუპველ შიგ-
თავსს... როგორ ამოდიოდა ზედაპირზე...
აცახცახებული თითით ჩააქრო ფანარი და რამდენიმე წამს გა-
უნძრევლად იდგა. აზრების მოკრებას ცდილობდა.
აზრები თითქმის მაშინვე ლოცვად იქცეოდნენ.
„ღმერთო, შენ დაგვიფარე ყველა!“

– აგენტო ბრიუდერ, გაიმეორეთ! – რაციაში ჩაჰყვირა სინსკიმ


და კავშირის გასაუმჯობესებლად წყალსაცავის კიბეზე სანახევ-
როდ ჩავიდა, – კარგად ვერ გავიგე!

645 მკითხველთა ლიგა


ღია კარისკენ ამომავალი თბილი ჰაერი გარს ეხვეოდა სინ-
სკის. „დრს“-ის ჯგუფი უკვე ადგილზე იყო, მისი წევრებიც ბრიუდე-
რისგან შეტყობინებას ელოდნენ და სპეცოპერაციისთვის ემზა-
დებოდნენ. სრულ მზადყოფნაში შენობის უკან იცდიდნენ, რათა
მათი დამცავი კოსტიუმები თვალში ზედმეტად არავის მოხვედ-
როდა.
– ...პაკეტის ნაგლეჯები... – ბრიუდერის ხმა იკარგებოდა, – ...
და... გარეთ.
სინსკი ლოცულობდა, ნეტავ ყური მატყუებდესო, თან მთელი
სისწრაფით ეშვებოდა კიბეებზე.
– გაიმეორეთ! – მოითხოვა თითქმის კიბის ბოლოში ჩასულმა
სინსკიმ. ორკესტრი ხმამაღლა უკრავდა.
თუმცა ბრიუდერის ხმაც უკეთ ესმოდა.
– ...ვიმეორებ... ინფექცია წყალშია გაშვებული!
სინსკიმ წაიბორძიკა, ლამის გადაქანდა და დარბაზის შესას-
ვლელთან დაეცა. „ეს როგორ უნდა მომხდარიყო?!“
– პაკეტი გალღვა, – მკაფიოდ და ხმამაღლა გაისმა ბრიუდე-
რის ხმა, – ინფექცია წყალშია!
სინსკის ცივმა ოფლმა დაასხა, მზერა იატაკს მოაცილა და შე-
ეცადა, მის წინ გადაშლილი მიწისქვეშა სამყარო რაც შეიძლება
მალე აღექვა. მოწითალო ბინდში გაარჩია წყლის ვრცელი სივ-
რცე, საიდანაც ასობით სვეტი ამომართულიყო. მაგრამ ყველაზე
მთავარი მაინც ის იყო, რომ სინსკიმ ხალხი დაინახა.
ასობით ადამიანი.
მოათვალიერა მუსიკის მშვიდი მსმენელები, რომლებიც ზობ-
რისტმა სასიკვდილო ხაფანგში მოიმწყვდია და რაც ინსტინქტმა
უკარნახა, ის წამოიძახა:
– აგენტო ბრიუდერ, სასწრაფოდ აქ მოდით. ახლავე ვიწყებთ
ხალხის ევაკუაციას.
ბრიუდერი მყისვე გამოეხმაურა:
646 მკითხველთა ლიგა
– კატეგორიულად არა! გასასვლელი გადაკეტეთ! ყველა აქ
მყოფი აქვე უნდა დარჩეს!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ელიზაბეთ
სინსკი მიჩვეული იყო თავისი ბრძანებების შეუპასუხებლად შეს-
რულებას, ამიტომ იფიქრა, სმენამ მიღალატაო. „გასასვლელი
გადავკეტო?!“
– დოქტორო სინსკი! – მუსიკის ხმა გადაფარა ბრიუდერის
ხმამ, – გესმით ჩემი?! გადაკეტეთ ეგ დამპალი გასასვლელი!
ბრიუდერმა კიდევ გაიმეორა ბრძანება, მაგრამ უკვე ყველა-
ფერი ცხადი იყო. სინსკი მიხვდა, ბრიუდერი მართალს ამბობდა:
მოსალოდნელი პანდემიის საფრთხის ასარიდებლად ერთადერ-
თი გონივრული ქმედება ხალხის ლოკალიზება იყო.
სინსკიმ უნებურად თავის ავგაროზს შეავლო ხელი. უნდა შე-
ეწიროს უმცირესობა, რათა გადარჩეს უმრავლესობა. თავდაჯე-
რებით სავსემ მიიტანა პირთან რაცია.
– გასაგებია, აგენტო ბრიუდერ. გასასვლელის გადაკეტვის
ბრძანებას გავცემ.
მაგრამ სინსკიმ შემობრუნება და ბრძანების გაცემაც კი ვერ
მოასწრო – წყალსაცავიდან (რომლის ინტერიერიც კი საშინლად
აშფოთებდა)
ხალხისთვის გასვლის საშუალება არ მიეცათ – რომ უეცრად
შენიშნა: ხალხის ტალღა აჩოჩქოლდა.
მოშორებით შავ ჩადრში შემოსილი ქალი გამოჩნდა – გასას-
ვლელისკენ თავქუდმოგლეჯილი მორბოდა, გზად შეხვედრილ
ხალხს კი მარჯვნივ და მარცხნივ უბიძგებდა, გზას მოიკვლევდა.
როგორც ჩანდა, პირდაპირ სინსკისკენ მოდიოდა.
„ვიღაც მოსდევს“, მიხვდა სინსკი და ამდროს მდევარიც შენიშ-
ნა.
და გაშეშდა. მდევარი ლენგდონი იყო.

647 მკითხველთა ლიგა


სინსკიმ კვლავ ჩადრში გახვეულ ქალს შეხედა – ის ძალიან
სწრაფად ახლოვდებოდა და გარშემომყოფებს რაღაცას უყვირო-
და თურქულად. სინსკიმ თურქული არ იცოდა, მაგრამ ხალხის
რეაქციის მიხედვით მიხვდა, რომ ჩადროსანი ეუბნებოდა, ხანძა-
რიაო, ან რაღაც ამის მსგავსს. მიწისქვეშა დარბაზს პანიკის ტალ-
ღამ გადაუარა და უეცრად აღმოჩნდა, რომ კიბისკენ არა მხო-
ლოდ შავებში ჩაცმული ქალი და ლენგდონი, არამედ ყველა და-
ნარჩენი ერთად გამორბოდაა.
ელიზაბეთ სინსკიმ ზურგი აქცია მდინარესავით მომწყდარ მა-
სას და სასოწარკვეთილმა ზემოთ ასძახა:
– ჩაკეტეთ კარი! წყალსაცავიდან გასასვლელი გადაკეტეთ!
ახლავე!

იმ მომენტისთვის, როცა ლენგდონმა კუთხეში შეუხვია და კი-


ბეზე ავარდა, სინსკი კიბეზე უკვე სანახევროდ ასულიყო. მთელი
ხმით ყვიროდა, კარი ჩაკეტეთო. სიენა ბრუკსი, რომელსაც სირ-
ბილს სველი ჩადრი უშლიდა, კვალში მიჰყვებოდა სინსკის.
ლენგდონს ესმოდა, როგორ მატულობდა უკან პანიკა და მა-
ლე კონცერტის მსმენელთა უზარმაზარი ტალღა მოაწყდებოდა
ასასვლელს.
– გადაკეტეთ გასასვლელი! – კვლავ ბრძანა სინსკიმ.
გრძელფეხებიანი ლენგდონი სამ-სამ საფეხურს ახტებოდა და
სიენას ეწეოდა. ისიც დაინახა, რომ ზემოთ მძიმე კარმა წყალსა-
ტევის შიდა მხრიდან დაკეტვა დაიწყო.
„ძალიან ნელა იკეტება“.
სიენა სინსკის დაეწია, მხრებში ჩააფრინდა, ფარივით გამოი-
ყენა და გზა გასასვლელისკენ განაგრძო. სინსკიმ წაიბორძიკა,
მუხლებზე დაეცა. მისი საყვარელი ავგაროზი ბეტონის საფეხურს
მოხვდა და შუაზე გადატყდა.
648 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა დაცემული სინსკის წამოყენების სურვილი გადა-
ლახა, გვერდით ჩაურბინა და კიბის ზედა ნაწილისკენ სირბილი
განაგრძო.
ის იყო დაეწია სიენას, თითქმის ხელითაც კი შეეხო მას, მაგ-
რამ სიენა ბაქანზე ახტა და ვინაიდან გასასვლელი ძაალიან ნელა
იხურებოდა, მოხერხებულად გადაიხარა და მისი კოხტა ტანი
გვერდულად გასხლტა თითქმის დაკეტილ კარში.
გარეთ თითქმის გასული იყო, რომ უეცრად ჩადრი კარის სა-
ხელურს გამოედო. სიენა იგრიხებოდა და ცდილობდა, თავი და-
ეღწია, ამასობაში ლენგდონმა ხელი გაყო და ჩადრში ჩაავლო.
მაგრად ეჭირა და თავისკენ ექაჩებოდა, ხელზე იხვევდა ქსო-
ვილს, ცდილობდა ქალი უკანვე შემოეთრია, მაგრამ ის თავდაუ-
ზოგავად იბრძოდა და უეცრად ლენგდონს ხელში სველი ჩადრის
ნაკუწიღა შერჩა.
კარი თითქმის დაიკეტა, ნაჭერი ჩაიყოლა და ლენგდონს ხელი
კინაღამ მოაგლიჯა. საკეტებს შორის მოქცეული ჩადრი კარის
ბოლომდე დაკეტვის მოსურნეებს ხელს უშლიდა.
ლენგდონმა ვიწრო ნაპრალის მიღმა დაინახა, როგორ გარ-
ბოდა სიენა ბრუკსი ხალხით სავსე ქუჩაზე. გადაპარსულ თავს ქუ-
ჩის ლამპიონები უნათებდა. ისევ იგივე სვიტერი და ჯინსი ეცვა,
რაც დილით, და ლენგდონს გული ღალატის შეგრძნებამ დაუსე-
რა.
ეს გრძნობა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ლენგდონს
მძლავრი ძალა დაეტაკა და კარს მიანარცხა.
ეს მიწისქვეშეთის დარბაზიდან ამოვარდნილი ბრბო იყო.
კიბეზე სასოწარკვეთილი ღრიანცელი გამეფებულიყო; სიმ-
ფონიური ორკესტრის მუსიკა აჩოჩქოლებული ხალხის კაკაფო-
ნიამ შეცვალა. კარზე მიკრულ ლენგდონს ისეთი ძალით აწვე-
ბოდნენ, კინაღამ გული ცუდად გაუხდა.

649 მკითხველთა ლიგა


კარმა ვერ გაუძლო, ხმაურით გაიღო და ლენგდონი ბნელ ქუ-
ჩაზე შამპანურის ბოთლიდან ამოვარდნილი საცობივით გაისრო-
ლა. მან წაიბორძიკა და ძლივს შეიმაგრა თავი, რომ გზის სავალ
ნაწილზე არ დაცემულიყო. მის უკან მიწისქვეშეთი ხალხის ნა-
კადს აფრქვევდა – ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ჭიანჭველების
ლავას, რომლებიც მოწამლული ბუდიდან ფუთფუთით გარბიან.
შენობიდან ხმაურის გაგონებისთანავე როგორც იქნა გამოჩ-
ნდა „დრს“-ის ჯგუფი სრული დაცვითი ამუნიციითა და რესპირა-
ტორებით. მათმა გამოჩენამ პანიკა უფრო გააძლიერა.
ლენგდონმა მათ ზურგი აქცია და თვალით სიენა მოძებნა. ირ-
გვლივ მხოლოდ ტრანსპორტს, ქუჩის განათებასა და ქაოსს ხე-
დავდა. უეცრად მარცხნივ, კუთხეში, საკმაოდ შორს, ქუჩაში მო-
სეირნე გამვლელთა შორის წამით გაიელვა გადაპარსულმა თავ-
მა და მაშინვე მიიმალა. ლენგდონმა სასოწარკვეთილმა გაიხედა
უკან, იმ იმედით, რომ სინსკის ან პოლიციელებს დაინახავდა, ან
სულაც „დრს“-ის ისეთ წარმომადგენელს მაინც მოჰკრავდა
თვალს, რომელიც სპეცკოსტიუმში არ იქნებოდა გამოწყობილი.
ვერავინ შეამჩნია.
მიხვდა, მარტოს უნდა ემოქმედა.
და ყოველგვარი დაეჭვების გარეშე სიენას გაეკიდა.

ქვემოთ, კვლავ წელამდე წყალში სრულიად მარტო მდგარ


აგენტ ბრიუდერს სიბნელეში ექოდ მოესმოდა შიშით შეპყრობი-
ლი ტურისტებისა და მუსიკოსების ღრიანცელი. სასოწარკვეთი-
ლი ხმა გასასვლელს აწყდებოდა და კიბის გისოსებს მიღმა იკარ-
გებოდა.
„კარის დაკეტვა ვერ მოასწრეს, – მიხვდა შეშფოთებული ბრი-
უდერი, – ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა“.

650 მკითხველთა ლიგა


თავი 94

სირბილის განსაკუთრებული ნიჭი რობერტ ლენგდონს ნამ-


დვილად არ ჰქონდა, თუმცა მრავალი წლის მანძილზე აუზზე
ცურვამ ფეხების კუნთები არაჩვეულებრივად განუვითარა; გარ-
და ამისა, გრძელ ნაბიჯებს ადგამდა. ამის წყალობით რამდენიმე
წამში მიირბინა კუთხესთან, მოუხვია და ბევრად ფართო ქუჩაზე
აღმოჩნდა. ორივე ტროტუარი მზერით მოათვალიერა.
„სადღაც აქ უნდა იყოს!“
წვიმამ გადაიღო და განათებული ქუჩა ლენგდონს თვალწინ
ხელისგულივით გადაეშალა. ვერსად დაიმალებოდა ადამიანი,
თუმცა სიენა სადღაც გამქრალიყო. ლენგდონმა შეისვენა, შემ-
დეგ წელში გაიმართა და სველი ქუჩა ხელახლა მოათვალიერა.
ერთადერთი მოძრავი საგანი ლენგდონისგან ორმოცდაათიოდე
მეტრში მდებარე გაჩერებიდან ახლახან დაძრული ქალაქის ავ-
ტობუსი იყო.
„ნუთუ ავტობუსში ჩაჯდა?“
ეს საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებად ეჩვენა. შეძვრე ხა-
ფანგში, რომელშიც ძებნას დაგიწყებენ? სხვა მხრივ, თუ სიენა
იფიქრებდა, რომ ვერავინ დაინახა, რომელ კუთხეში შეუხვია და
ავტობუსიც შემთხვევით იდგა გაჩერებაზე, ამ შესაძლებლობას
რატომ არ გამოიყენებდა?..
მოციმციმე ტაბლო ავტობუსის მარშრუტს აჩვენებდა. მასზე
ერთადერთი სიტყვა ეწერა: გალათა.
ლენგდონმა რესტორანთან ახლოს, ტენტის ქვეშ მდგარ ლა-
მაზად ჩაცმულ ხანში შესულ მამაკაცთან მიირბინა. კაცი მოქარ-
გულ გრძელ ლაბადასა და თეთრ თავსახვევში გამოწყობილიყო.
– უკაცრავად, – მიმართა სირბილისგან გულამოვარდნილმა
ლენგდონმა, – ინგლისური გესმით?

651 მკითხველთა ლიგა


– რა თქმა უნდა, – უპასუხა მამაკაცმა. ლენგდონის მომთხოვ-
ნმა ტონმა თითქოს შეაშფოთა.
– გალათა – ასეთი ადგილი არსებობს?
– გალათა? – ჩაეკითხა უცნობი, – გალათას ხიდი? გალათას
კოშკი? გალათას ნავსადგური?
ლენგდონმა დაძრულ ავტობუსზე ანიშნა.
– საითაც ის მიდის, მეც სწორედ იქ მინდა წასვლა!
– გალათას ხიდი... ეს ხიდი ძველი ქალაქიდან იწყება და ყუ-
რეზეა გადებული.
ლენგდონმა ამოიკვნესა. უნუგეშო მზერა ქუჩის ბოლოს მიაპ-
ყრო, მაგრამ სიენა არსად ჩანდა. ამასობაში სირენები ახმაურდა,
წყალსაცავთან სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ავტომან-
ქანები მიიჭრნენ.
– რამე მოხდა? – ჰკითხა უცნობმა.
ლენგდონმა კვლავ ავტობუსს გახედა. იცოდა, რომ ბედზე მინ-
დობილი მოქმედებდა, მაგრამ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ
არსებობდა.
– დიახ, სერ, – უპასუხა ლენგდონმა, – მოხდა, და მე თქვენი
დახმარება მჭირდება, – გლუვ, მოვერცხლისფრო „ბენტლიზე“
მიუთითა, რომელიც ის-ის იყო რესტორნის თანამშრომელს ავ-
ტოსადგომიდან გამოეყვანა, – თქვენი მანქანაა?
– დიახ, მაგრამ...
– წამიყვანეთ, – შდეეხვეწა ლენგდონი, – მესმის, პირველად
მხედავთ, მაგრამ კატასტროფა ხდება. სიკვდილ-სიცოცხლის საქ-
მეა.
თავშებურულმა მამაკაცმა პროფესორს კარგახანს უცქირა
თვალებში, გეგონება, მის სულს იკვლევსო, ბოლოს თავი დაუქ-
ნია:
– ჩაჯექით.

652 მკითხველთა ლიგა


„ბენტლი“ ისე სწრაფად მოსწყდა ადგილს, ლენგდონი სავარ-
ძელს ჩააფრინდა. მანქანის პატრონი აშკარად გამოცდილი
მძღოლი იყო, ისე ოსტატურად მართავდა სწრაფად მიმავალ მან-
ქანას. აშკარად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა ავტობუსის დევნა.
სამი კვარტალიც არ გაევლოთ, რომ მანქანა ავტობუსს კვალ-
ში ჩაუდგა. წინ გადახრილი ლენგდონი ავტობუსის უკანა მინაში
იყურებოდა. ცუდი განათების გამო ლენგდონი მგზავრების მხო-
ლოდ გაურკვეველ სილუეტებს ხედავდა.
– თუ შეიძლება ავტობუსის უკან იარეთ, – თქვა ლენგდონმა,
– ტელეფონი გაქვთ?
„ბენტლის“ პატრონმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოი-
ღო და მგზავრს გაუწოდა. ლენგდონმა მხურვალე მადლობა გა-
დაუხადა, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა,
ვის ურეკავდა. სინსკისა და ბრიუდერის საკონტაქტო ნომრები არ
ჰქონდა, შვეიცარიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და-
საკავშირებლად კი მთელი საუკუნე დასჭირდებოდა
– როგორ დავრეკო ადგილობრივ პოლიციაში? – იკითხა
ლენგდონმა.
– ერთი, ხუთი, ხუთი, – უპასუხა მძღოლმა, – სტამბოლის ნე-
ბისმიერი წერტილიდან.
ლენგდონმა ნომერი აკრიფა. საკმაოდ დიდხანს უსმენდა ზუ-
მერს. ბოლოს ავტომოპასუხემ თურქულად და ინგლისურად მო-
ახსენა, რიგის გამო მოცდა მოგიწევთო. ალბათ წყალსაცავში
მომხდარის გამო ატყდა პოლიციაში რეკვაო, დაასკვნა ლენ-
გდონმა.
მიწისქვეშა სასახლეში ამ წუთებში ალბათ ნამდვილი ქაოსი
ტრიალებდა. თვალწინ დაუდგა ბრიუდერი და ივარაუდა, რომ
აგენტიც მიხვდა, რომ სიენამ პაკეტთან მისვლა დაასწრო.
წინ მუხრუჭის მანიშნებელი წითელი ფარები აინთო და ავტო-
ბუსი გაჩერებაზე გაჩერდა. „ბენტლის“ მძღოლმაც ავტობუსიდან
653 მკითხველთა ლიგა
თხუთმეტ მეტრში დაამუხრუჭა. ლენგდონი მშვენივრად ხედავდა,
ვინ ჩამოდიოდა ავტობუსიდან და ვინ ადიოდა. მხოლოდ სამნი
ჩამოვიდნენ, სამივე მამაკაცი, მაგრამ ლენგდონმა სიენას გარ-
დასახვის უნარი უკვე კარგად იცოდა და ყურადღებით აკვირდე-
ბოდა თითოეულ მათგანს.
შემდეგ კვლავ ავტობუსის უკანა მინას დააკვირდა. მინა და-
ბინდული იყო, მაგრამ სალონის ნათურები მკაფიოდ ანათებდა
და ლენგდონიც ბევრად უკეთ არჩევდა მგზავრებს. წინ გადაიხა-
რა, კისერი წაიგრძელა და სიენას დანახვის იმედით ლამის სახით
აეკრა „ბენტლის“ წინა საქარე მინას.
„ბედის ანაბარა მოქმედება გადავწყვიტე და... ნუთუ დავმარ-
ცხდი?!“
სწორედ ამ დროს შეამჩნია სიენა.
ავტობუსის ბოლოში. გამხდარი მხრები... გაპარსული თავი...
ეს მხოლოდ სიენა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ავტობუსი დაიძრა და სალონი კვლავ ჩაბნელდა. სანამ უთმო
თავს ბინდი დაფარავდა, სიენამ უკანა მინაში გამოიხედა.
ლენგდონი დაიხარა. ამასობაში „ბენტლის“ მძღოლმაც დაძ-
რა მანქანა, ავტობუსს რომ არ ჩამორჩენოდა.
ქუჩა სანაპიროსკენ დაეშვა და ლენგდონმა ხიდის განათება
დაინახა: ძლიერ ქვემოთ, ლამის წყალსზემოთ დაკიდული. ხიდი
აშკარად ტრანსპორტით იყო გადაჭედილი. მათ წინ მთელი გზა
მანქანებს გაევსო.
– სუნელების ბაზარი, – აუხსნა „ბენტლის“ პატრონმა, – წვი-
მიანი საღამოებისას საკმაოდ პოპულარულია.
ლენგდონს სანაპიროზე მდებარე მოგრძო შენობისკენ მიუთი-
თა, რომლის
თავზეც სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მეჩეთი აღ-
მართულიყო. „ახალი მეჩეთი“ – მიხვდა ლენგდონი შენობის ორი
სახელგანთქმული მაღალი მინარეთის დანახვაზე. სუნელების
654 მკითხველთა ლიგა
ბაზარი ამერიკის სავაჭრო ცენტრზე დიდი იყო. ხალხის უშველე-
ბელი ნაკადი ბაზარში უზარმაზარი თაღის გავლით შედიოდა და
გამოდიოდა.
– Alo! – დაბალ ხმაზე გაისმა მანქანაში, – Acil Durum! Alo!103
ლენგდონმა მზერა ხელებში მოქცეულ ტელეფონზე გადაიტა-
ნა. პოლიცია იყო.
– ალო! – ტელეფონი ყურთან მიიტანა და იყვირა ლენგდონმა,
– მე რობერტ ლენგდონი მქვია; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზა-
ციის დავალებით ვმოქმედებ. მიწისქვეშა წყალსაცავში საგანგე-
ბო მდგომარეობაა შექმნილი... მივდევ ქალს, რომელსაც ამ შემ-
თხვევაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. ის სუნელების ბაზრის
რაიონისკენ ავტობუსით მიემართება...
– მოითმინეთ თუ შეიძლება, – უთხრა მორიგემ, – დისპეტჩერ-
თან დაგაკავშირებთ.
– არა, მოიცადეთ!...
მაგრამ ლენგდონი კვლავ ლოდინის რეჟიმზე გადართეს.
„ბენტლის“ პატრონი შეშინებული მიუბრუნდა ლენგდონს:
– მიწისქვეშა წყალსაცავში საგანგებო მდგომარეობაა?
ლენგდონს ის იყო მომხდარის შესახებ ყველაფრის ახსნა უნ-
და დაეწყო, რომ მძღოლს სახე მეწამულმა სინათლემ გაუნათა და
დემონს დაამსგავსა.
თავშებურული მძღოლი შექანდა და „ბენტლიმ“ მკვეთრად
დაამუხრუჭა ავტობუსთან. ავტობუსის სალონში კაშკაშა სინათ-
ლე აინთო და ლენგდონმა სიენა მკაფიოდ დაინახა: ქალი უკანა
კართან იდგა და სასწრაფო გაჩერების კაბელს ქაჩავდა, კარზე
აბრახუნებდა და გარეთ გაშვებას ითხოვდა.

103
ალო, სასწრაფო დახმარების სამსახური, ალო.(თურქ.)
655 მკითხველთა ლიგა
„შემნიშნა“, მიხვდა ლენგდონი. გარდა ამისა, გალათას ხიდზე
საცობი სიენამაც შენიშნა და მიხვდა, საკუთარ თავს საცობში
მოხვედრის უფლებას ვერ მისცემდა.
ლენგდონმა დაუყოვნებლივ გააღო მანქანის კარი, მაგრამ სი-
ენას უკვე მოესწრო ავტობუსიდან ჩამოხტომა. სიბნელეში მირ-
ბოდა. ლენგდონმა მობილური ტელეფონი პატრონს გადაუგდო.
– პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინეთ! უთხარით,
რაიონი გადაკეტონ!
მამაკაცმა შეშინებულმა დაუქნია თავი.
– და დიდი მადლობა! Tesek-kurler!104 – იყვირა ლენგდონმა
და დამრეც ქუჩაზე, პირდაპირ სანელებლების ბაზართან შეკრე-
ბილი ხალხისკენ გაქცეულ სიენას დაედევნა.

104
მადლობა.(თურქ.)
656 მკითხველთა ლიგა
თავი 95

სტამბოლის სამასწლოვანი სანელებლების ბაზარი მსოფ-


ლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დახურული სავაჭრო სივრცეა.
ლათინური ასო „L“-ის ფორმის ბაზარი – ფართო კომპლექსი,
ოთხმოცდარვა კამაროვანი დარბაზისა და ასობით სავაჭრო წერ-
ტილისგან შედგება, სადაც რიგებში მდგარ კლიენტებს ადგი-
ლობრივი მოვაჭრეები მყიდველებს დედამიწის სხვადასხვა კუთ-
ხიდან ჩამოტანილ სურნელოვან საქონელს ხმამაღლა უქებენ.
ადგილობრივ მრავალფეროვნებას აღფრთოვანებაში მოჰყავ-
ხართ: აქ ნახავთ ათასგვარ სანელებელს, ხილს, ბალახეულსა
და, რაღა თქმა უნდა, რაჰათლუხუმს. ბაზრის შენობაში შესას-
ვლელი – გრანდიოზული გოთიკური სტილის ქვის თაღი ჩიჩეკ-
პაზარისა და თაჰმისის ქუჩების კუთხეში მდებარეობს. როგორც
ამბობენ, დღის განმავლობაში ამ თაღის ქვეშ სამასი ათასზე მეტი
ადამიანი გაივლის.
უამრავი ხალხით გატენილ ქუჩაზე ლენგდონი ბაზრისკენ მირ-
ბოდა და ეჩვენებოდა, სამასივე ათასი ადამიანი ერთდროულად
შეგროვილიყო ამ ადგილზე. თვალს არ აშორებდა სიენას და
მთელი ძალით ცდილობდა, დასწეოდა. მათ შორის ოციოდე ნა-
ბიჯიღა რჩებოდა; პირდაპირ ბაზრის შესასვლელისკენ მირბოდ-
ნენ.
თაღთან მიღწეული ხალხის მასამ კინაღამ გაჭყლიტა, ძლივ-
ძლივობით მიიკვლევდა გზას. ზღურბლთან მისულმა სიენამ უკან
გამოიხედა. ლენგდონმა მისი სასოწარკვეთილი თვალები შეამ-
ჩნია. შიშისგან თავგზააბნეული...
– სიენა! – დაიყვირა ლენგდონმა.
მაგრამ სიენა ადამიანთა ზღვას შეერია და გაქრა.

657 მკითხველთა ლიგა


ლენგდონიც მაშინვე უკან მიჰყვა. ხალხს ეხეთქებოდა, ძლივს
მიიწევდა წინ, კისერს იგრძელებდა... ბოლოს დაინახა, როგორ
შეუხვია ქალმა მარცხნივ – შენობის დასავლეთი ფრთისკენ.
ეგზოტიკური სავაჭრო საქონლის მთებით – ინდური კარით,
ირანული ზაფრანით, ჩინური ყვავილის ჩაით გარშემორტყმული
ლენგდონი კაშკაშა ფერებით სავსე დერეფანში მირბოდა. ყვითე-
ლი და ყავისფერი ელფერი ჭარბობდა. ყოველ ახალ ნაბიჯს ახა-
ლი სურნელი მოჰქონდა. პიკანტური სოკოების, ცხარე ფესვების,
მუშკის ზეთების არომატით გაჯერებულ ჰაერში გამაყრუებელი
გუგუნი იდგა. სანელებლების მრავალფეროვან სურნელს სხვა-
დასხვა ენაზე ლაქლაქი ერთვოდა.
კლაუსტროფობიის მტანჯველი შეტევა იგრძნო, თუმცა ნების-
ყოფა დაძაბა და თავი აიძულა, ბაზრის შუაგულში სიენას დევნა
განეგრძო. ხედავდა, რომ არც ისე შორს იყო, მაგრამ თავდაუზო-
გავი მონდომებით წინ მიიკვლევდა გზას. ეტყობა, გადაწყვეტილი
ჰქონდა ბოლომდე ებრძოლა... ლენგდონიც ამასვე ფიქრობდა,
სადაც უნდა მიეყვანა ამ დევნას. ერთ მომენტში ლენგდონი ყოყ-
მანმა შეიპყრო: რატომ მისდევს სიენას?
სამართლიანობის გამო? მაგრამ როდესაც დაფიქრდა, რა ჩა-
იდინა სიენამ, შეეშინდა კიდეც იმის გაფიქრების, რა მწარედ დას-
ჯიდნენ, თუ დაიჭერდნენ.
პანდემიის თავიდან ასაცილებლად? მაგრამ რაც მოხდა, მოხ-
და – დროს უკან ვეღარ დააბრუნებ.
ადამიანთა ზღვაში ჩაკარგული ლენგდონი უეცრად მიხვდა,
რატომ მისდევდა სიენას.
„პასუხები მჭირდება“.
ათიოდე ნაბიჯით დაშორებული სიენა დასავლეთ ფრთის ბო-
ლოში, გასასვლელისკენ მირბოდა. კიდევ ერთხელ მოიხედა, მის
თვალებში კვლავ შიში იკითხებოდა – ლენგდონი ხომ ასე ახლოს
იყო. უეცრად რაღაცას ფეხი წამოჰკრა და წონასწორობა დაკარ-
658 მკითხველთა ლიგა
გა. წინ მიმავალ მამაკაცს შეეჯახა, კაცი წაბორძიკდა, სიენამ კი
ხელები აასავსავა, რამეს რომ მოსჭიდებოდა. წაბლით სავსე კას-
რის კიდე მოხვდა ხელში, სასოწარკვეთილი ჩაეჭიდა, თავისკენ
მოზიდა და მთელი წაბლი ძირს მოფანტა.
სამი ნაბიჯი და, ლენგდონიც იქ გაჩნდა. ძირს მხოლოდ გადა-
ყირავებული კასრი და გარშემო მიმობნეული წაბლი დაინახა. სი-
ენა სადღაც გამქრალიყო. გაცოფებული გამყიდველი ყვიროდა.
„სად გაქრა?!“
მიმოიხედა. სიენა თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. როდესაც თხუთ-
მეტიოდე ნაბიჯში მდებარე დასავლეთ გასასვლელს გახედა, მიხ-
ვდა – სიენას თეატრალური ვარდნა შემთხვევითი არ ყოფილა.
სასწრაფოდ გასასვლელში გავარდა და უზარმაზარ მოედანზე
აღმოჩნდა. იქაც უამრავი ხალხი ირეოდა. თვალებს აცეცებდა,
რომ სიენა დაენახა, თუმცა ამაოდ.
მის პირდაპირ, მრავალზოლიანი ქალაქის გზატკეცილის გა-
დაღმა მდებარე გალათას ხიდი ოქროს რქის ფართო ყურეს კვეთ-
და. მარჯვნივ, მოედნის თავზე ახალი მეჩეთის ორი მინარეთი
კაშკაშებდა. მარცხნივ მხოლოდ მოედანი იყო... ხალხით გაძეძ-
გილი.
ავტომობილის სიგნალმა ლენგდონი აიძულა, კვლავ წინ გა-
ეხედა – იქით, სადაც მოედანსა და წყალს გზატკეცილი ყოფდა.
და აი, კვლავ დაინახა სიენა, რომელსაც უკვე ასიოდე ნაბიჯით გა-
ესწრო, გზაზე გადადიოდა და სწრაფად მოძრავი ავტომობილე-
ბის ნაკადში ოსტატურად მიძვრებოდა. ორმა სატვირთო ავტომო-
ბილმა კინაღამ ლავაშივით გააბრტყელა. ზღვისკენ მიდიოდა.
მარცხნივ, ოქროს რქის სანაპიროზე ნამდვილი სატრანსპორ-
ტო ცხოვრება დუღდა: ავტობუსები, ტაქსები, ბორნები, სასეირნო
კატერები...
ლენგდონი მოედნის გავლით გაიქცა გზატკეცილისკენ. ბარი-
ერთან მოახლოებული ავტომობილის ფარებს შეხედა, ზუსტად
659 მკითხველთა ლიგა
გამოთვალა ნახტომი და წარმატებით გადალახა რამდენიმეზო-
ლიანი ტრასის პირველი ზოლი. თხუთმეტიოდე წამის განმავლო-
ბაში ფარების დამაბრმავებელი შუქისა და მანქანების გამაყრუე-
ბელი გრუხუნის ფონზე ლენგდონი არ გაჩერებულა – ერთი გამ-
ყოფი ხაზიდან მეორე გამყოფ ხაზამდე გარბოდა, ჩერდებოდა,
მანქანებს თავს არიდებდა და საბოლოოდ, როდესაც უკანას-
კნელ ბარიერს გადაახტა, ბალახიან ზღვის სანაპიროზე დაეშვა.
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ხედავდა სიენას, ქალს უკვე
საკმაო მანძილით გაესწრო. ლენგდონმა უკან მოიტოვა ავტო-
სადგომები და ავტობუსები, პირდაპირ ნავსაყუდელისკენ გაქან-
და – იქით, სადაც ნაპირთან მოდიოდნენ და კვლავ შორდებოდ-
ნენ ნაირ-ნაირი ხომალდები: საექსკურსიო ბარჟები, წყლის ტაქ-
სები,კერძო თევზმჭერი კატერები, სწრაფმავალი მოტორიანი ნა-
ვები. ოქროს რქის მოპირდაპირე სანაპიროზე ქალაქის განათება
ბრდღვიალებდა და ლენგდონს ეჭვიც არ ეპარებოდა: თუ სიენა
ყურეს გადაკვეთდა, მისი დაჭერის იმედი საერთოდ გაქრებოდა.
დევნილი გადაიკარგებოდა. სავარაუდოდ, სამუდამოდ.
ლენგდონი წყალთან აღმოჩნდა, მაშინვე მარცხნივ გაუხვია
და ხიდებისკენ გაიქცა. მან ნაპირზე მოახლოებული გემი-რეს-
ტორნის მომლოდინე ტურისტების ყურადღება მიიქცია; მასვე
შესცქეროდა უგემოვნოდ შეღებილი ფარდულიანი გემების მთე-
ლი ფლოტილია, რომლებიც მეჩეთის გუმბათის ფორმებს იმეო-
რებდნენ, ბორტზე ოქროსფერი ხვეულებითა და ნეონის მოციმ-
ციმე განათებით.
„ლას-ვეგასი ბოსფორზე“, ამოიხვნეშა ლენგდონმა და გვერ-
დით ჩაურბინა გემებს.
შორს სიენა შეამჩნია – აღარ მირბოდა, ნავმისადგომის იმ ად-
გილას შეჩერებულიყო, სადაც კერძო კატერები იდგა, და ერთ-
ერთი მათგანის მფლობელს ელაპარაკებოდა.
„არ აუშვა ბორტზე!“
660 მკითხველთა ლიგა
ახლოს მისულმა დაინახა, რომ სიენა მოხდენილი კატერის სა-
ჭესთან მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს ესაუბრებოდა. ის, რო-
გორც ჩანდა, ახლავე აპირებდა ნაპირის დატოვებას. კატერის
მფლობელი თავაზიანად იღიმებოდა, თუმცა უარის ნიშნად თავს
აქნევდა. სიენა მთელ თავის ჟესტიკულაციას იყენებდა და რაღა-
ცას გამალებით უმტკიცებდა, თუმცა კატერის პატრონი საჭისკენ
მიტრიალდა, აშკარად უარი უთხრა. ლენგდონი სულ უფრო უახ-
ლოვდებოდა მათ, სიენა რაღაც მომენტში მისკენ შემობრუნდა,
სახეზე სრული სასოწარკვეთა ეხატა. ამასობაში ორი დაკიდული
ძრავა ამუშავდა, წყალი ააქაფა და კატერი ნაპირს მოსცილდა.
სრულიად მოულოდნელად სიენა ჰაერში აიჭრა, ნავმისადგო-
მიდან ისკუპა და კატერის მინაბოჭკოვან კიჩოზე ხმაურით დახტა.
ახალგაზრდა მესაჭემ რყევაზე გაოცებულმა მიიხედა უკან. შემ-
დეგ ნაპირიდან უკვე ოციოდე მეტრით დაშორებული კატერის
ძრავები ნეიტრალურ სიჩქარეზე დააყენა და აღშფოთებული ძა-
ახილით გაემართა კიჩოზე დამხტარი დაუპატიჟებელი სტუმრის-
კენ.
სიენა მსუბუქად გახტა გვერდზე, მაჯაში ჩააფრინდა, მოწინა-
აღმდეგის გაქანების ძალა გამოიყენა და კატერის პატრონი კი-
ჩოდან ბორტს მიღმა მოისროლა. კაცი თავით ჩაენარცხა წყალ-
ში, რამდენიმე წამში ამოყვინთა, ხელებს წყალში აფართხალებ-
და და თურქულად რაღაცას ყვიროდა – ცხადია, ილანძღებოდა.
სიენამ გულგრილი იერით გადაუგდო სამაშველო რგოლი,
შემდეგ საჭესთან მივიდა და ორივე ძრავის გადაცემა ჩართო.
ძრავები აღრიალდა და კატერიც წინ გაიჭრა.
დაღლილობისგან აქოშინებული ლენგდონი ნავმისადგომ-
თან იდგა და უყურებდა, თუ როგორ მისრიალებდა წყალზე უზა-
დო თეთრი კატერი, როგორ ემსგავსებოდა სიბნელეში მოარულ
სილუეტს. ჰორიზონტს მიაპყრო მზერა და გააცნობიერა, რომ ახ-
ლა სიენასთვის არა მხოლოდ მოპირდაპირე სანაპირო, არამედ
661 მკითხველთა ლიგა
შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის მდებარე ყველა საზღვაოსნო
გზა ხსნილი იყო.
„წავიდა...“
კატერის პატრონმა ნაპირზე გამოცურა, წამოდგა და პოლი-
ციაში დაიწყო რეკვა.
თანდათან მიმქრალი კატერის ნათების შემხედვარე ლენ-
გდონმა სრული მარტოობა იგრძნო. მძლავრი ძრავების ხმაური
შორეთში ნელ-ნელა იკარგებოდა.
მალე ხმაც მიწყდა.
ლენგდონმა ჩაბნელებულ სრუტეს გახედა. ძრავები გამორ-
თო?
კატერის განათება ერთ ადგილზე გაჩერდა. ხომალდი მსუბუ-
ქად ირწეოდა ოქროს რქის მოლივლივე ტალღებზე. სიენა ბრუკ-
სმა რატომღაც ხომალდი გააჩერა.
„ბენზინი გაუთავდა?“
ხელისგულები ყურებზე მიიდო, მიაყურადა და ახლაღა გაიგო-
ნა ნეიტრალურ სიჩქარეში გადართული ძრავების მსუბუქი ბზუ-
ილი.
„ბენზინი არ გამოლევია. ნეტავ რა ხდება?“
ლენგდონი იცდიდა.
ათი წამი. თხუთმეტი წამი. ოცდაათი წამი...
შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ძრავები კვლავ ახმაურ-
და, თავიდან რაღაც ყოყმანით, შემდგომ მძლავრად. ლენგდონის
გასაოცრად, კატერის წინა განათება გამოჩნდა და სანაპირო
რკალისკენ დაიძრა – აგერ, ხომალდის ცხვირი უკვე მისკენაა
მომართული.
„უკან ბრუნდება!“
კატერი ახლოვდებოდა და ლენგდონი უკვე კარგად არჩევდა
საჭესთან მდგარ სიენას, რომელიც არაფრისმთქმელი მზერით
იყურებოდა წინ. ნავმისადგომიდან ოცდაათიოდე მეტრში სვლას
662 მკითხველთა ლიგა
უკლო და კატერი მშვიდობიანად მიაყენა იმ ადგილზე, სადაც გას-
ვლამდე იდგა. ძრავები ჩააქრო.
სრული სიჩუმე ჩამოწვა.
ლენგდონი თვალებს არ უჯერებდა. ზემოდან დასცქეროდა.
სიენას თვალები დაბლა დაეხარა.
შემდეგ უეცრად სახე ხელებში ჩარგო, ჩაიკეცა და აცახცახდა.
როდესაც ბოლოს და ბოლოს ლენგდონს შეხედა, თვალები
ცრემლით ჰქონდა სავსე.
– რობერტ! – ქვითინით თქვა მან, – აღარ შემიძლია გაქცევა.
წასასვლელი აღარსად მაქვს.

663 მკითხველთა ლიგა


თავი 96

„ინფექცია გაშვებულია“.
ელიზაბეთ სინსკი წყალსაცავში ჩამავალი კიბის ძირში იდგა
და ხალხისგან დაცარიელებულ დარბაზს ათვალიერებდა. რეს-
პირატორი სუნთქვას ურთულებდა. ინფექცია, რომელიც სავა-
რაუდოდ აქ იყო გაშვებული, ალბათ მასზე უკვე ზემოქმედებდა,
თუმცა როდესაც „დრს“-ის ჯგუფთან ერთად დაცლილ შენობაში
შევიდა, სინსკიმ გარკვეული შვება მაინც იგრძნო, რადგან დამ-
ცავი კოსტიუმი ეცვა. ამჯერად იგი, აგენტების მსგავსად, გაბე-
რილ, ჰაერგაუმტარ სკაფანდრებიან კომბინიზონებში გამოწყო-
ბილიყო. ამ კოსტიუმით ჯგუფი უცხოპლანეტელების კოსმოსურ
ხომალდზე შეჭრილ ასტრონავტების გუნდს ჰგავდა.
გარეთ, ქუჩაში ასობით შეძრწუნებული მსმენელი და ათობით
მუსიკოსი შიშისგან ერთმანეთს ეკვროდა, ბევრმა მათგანმა
ჭყლეტისას ტრავმა მიიღო და ახლა მათ სამედიცინო დახმარებას
უწევდნენ. მათ შორის ალბათ ისეთებიც ერივნენ, რომლებმაც
მოვლენების ეპიცენტრი უპრობლემოდ დატოვეს. სინსკიც ბეწვზე
იყო გადარჩენილი: სულ რაღაც მსუბუქად დაზიანებული მუხლი
და გატეხილი ავგაროზი.
„ვირუსზე სწრაფად მხოლოდ შიში ვრცელდება“, ფიქრობდა
ის.
დარბაზში შემოსასვლელი კარი ახლა უკვე მაგრად იყო დაკე-
ტილი და მას თურქეთის პოლიცია იცავდა. პოლიციის მოსვლამ-
დე სინსკი ვარაუდობდა, რომ შემთხვევის ადგილზე მოსვლისთა-
ნავე დაიწყებოდა გარკვევა, ვინ იყო უფროსი, მაგრამ პოლიციამ
ბიოუსაფრთხოების კოსტიუმები შენიშნა და სინსკის გაფრთხი-
ლება გაიგონა თუ არა, ყველანაირი პოტენციური კონფლიქტი
თავიდანვე აღმოიფხვრა.

664 მკითხველთა ლიგა


„მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს, – ფიქრობ-
და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი და წყალზე
არეკლილი სვეტების ტყეს შესცქეროდა, – აქ ჩამოსვლა ისედაც
არავის სურს“.
მის ზურგს უკან ორი ოპერმუშაკი კიბეზე ასასვლელის პირდა-
პირ ჭიმავდა პოლიურეთანის უზარმაზარ ზეწარს და კედელზე
სითბური პისტოლეტით აჭედებდა. სხვა ორ აგენტს ხიდებზე შესა-
ფერისი ადგილები შეერჩიათ და ელექტრონულ მოწყობილო-
ბებს ამონტაჟებდნენ – კრიმინალისტებივით, რომლებიც მზად
იყვნენ დანაშაულის ადგილის გამოსაკვლევად.
„სწორედაც რომ ასეა, – გაიფიქრა სინსკიმ, – დანაშაულის
ადგილი“.
კიდევ ერთხელ დაუდგა თვალწინ სველჩადრიანი ქალი, რო-
მელიც წყალსაცავიდან გარბოდა. აშკარა იყო, რომ ბრუკსმა სა-
კუთარი სიცოცხლის ფასად განზრახ ჩაშალა ჯანდაცვის მსოფ-
ლიო ორგანიზაციის მიერ ინფექციის ლოკალიზების სპეცოპერა-
ცია, რათა ზობრისტის გარყვნილი ნება აღესრულებინა. „ჩამოვი-
და და სოლუბლონის პაკეტი გაარღვია...“
ლენგდონი სიენას გაეკიდა ბნელ ქუჩებში და სინსკის ამ
დრომდე არც
ერთი მათგანის შესახებ არავითარი ცნობა არ ჰქონდა.
„იმედია, პროფესორი ლენგდონი კარგად არის“.

წყლისგან სამოსგალუმპული აგენტი ბრიუდერი ხიდზე იდგა,


მედუზას ამოყირავებულ თავს შესცქეროდა და საგონებელში
იყო, რა მოემოქმედებინა.
„დრს“-ის სამსახურის გამოცდილი თანამშრომელი ვიწრო
პრობლემებზე ფიქრს იყო შეჩვეული, ამით იგი თავისუფლდებო-
და ნაკლებ მნიშვნელოვანი მორალური თუ პერსონალური და-
665 მკითხველთა ლიგა
კონკრეტებისგან – ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ რაც
შეიძლება მეტი სიცოცხლე არა მხოლოდ ახლა, მოცემულ მომენ-
ტში, არამედ შემდგომ, სამომავლო პერსპექტივაშიც გადაერჩი-
ნა. ამ დრომდე საკუთარი ჯანმრთელობის დარღვევის მოსა-
ლოდნელი საფრთხე ნაკლებად აღელვებდა. „პირდაპირ ინფექ-
ციის ეპიცენტრში მოვხვდი“, ფიქრობდა და სარისკო ქმედებების
გამო თავს კიცხავდა. ისიც კარგად უწყოდა, რომ არჩევანი არ
ჰქონდა. „სწრაფად უნდა გვემოქმედა“.
ნებისყოფა დაძაბა და არსებულ დავალებაზე გადაერთო: გეგ-
მა „B“-ზე. როდესაც ინფექციის ლოკალიზება ვერ ხდება, გეგმა
„B“ ყოველთვის ერთია – რადიუსის გაზრდა. ინფექციასთან
ბრძოლა ძალიან ჰგავს ტყის ხანძართან ბრძოლას: ზოგ შემთხვე-
ვაში უკან დახევა ხდება საჭირო, ბრძოლის განზრახ წაგება იმის
იმედით, რომ ომში გაიმარჯვებ.
ბრიუდერი იმ აზრსაც კი უშვებდა, რომ შესაძლოა ამ დრო-
ისათვის უკვე სრული ლოკალიზაციაც ყოფილიყო საჭირო. სავა-
რაუდოდ, საყოველთაო პანიკამდე და გაქცევამდე რამდენიმე წუ-
თით ადრე გახია სიენა ბრუკსმა პაკეტი. ამ შემთხვევაში ასობით
ადამიანმა შესაძლოა ვერც მოასწრო დაინფიცირება, რადგან ინ-
ფექციის ეპიცენტრიდან საკმაოდ შორს იყვნენ.
„ლენგდონისა და სიენას გარდა, – გაიფიქრა ბრიუდერმა, –
ორივე ეპიცენტრში იყო, ახლა კი სადღაც ქალაქში არიან“.
ბრიუდერს კიდევ ერთი შეუსაბამობა აფიქრებდა – მან წყალ-
ში ვერ იპოვა დაზიანებული პაკეტი. თუ ფეხის დარტყმით ან
სხვაგვარად სიენამ პაკეტიდან შიგთავსი გამოუშვა, მაშინ სო-
ლუბლონის გარსი ხომ სადმე ახლომახლო უნდა ცურავდეს?
თუმცა ბრიუდერმა მას ვერსად მიაგნო. პაკეტის ნაგლეჯებს უეჭ-
ველად სადღაც ახლოს უნდა ეცურა. ბრიუდერს ეჭვი ეპარებოდა,
რომ სიენა თან წაიღებდა წელვადი სითხით სავსე პაკეტს.
„მაშ, სად ჯანდაბაშია ეს პაკეტი?“
666 მკითხველთა ლიგა
აწუხებდა შეგრძნება, თითქოს რაღაც არ იცოდა. მაგრამ რო-
გორც უნდა ყოფილიყო, ყურადღება პრობლემის ლოკალიზაცია-
ზე გადაიტანა, მის სტრატეგიასა და ახალ გარემოებებზე, რაც ერ-
თადერთ გადამწყვეტ კითხვაზე ითხოვდა პასუხს:
როგორია ინფექციის გავრცელების ამჟამინდელი რადიუსი?
იცოდა, რომ პასუხებს რამდენიმე წუთში მიიღებდა. მისმა
ჯგუფმა ეპიცენტრიდან სხვადასხვა დაშორებით, ხიდებზე უკვე
დაამონტაჟა მობილური მოწყობილობები ვირუსის აღმოსაჩე-
ნად. ეს მოწყობილობები – PCR ხელსაწყოები – ეგრეთ წოდე-
ბულ პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზეა დაფუძნებული.
აგენტი იმედს არ კარგავდა – ვინაიდან მიწისქვეშა ტბაში წყა-
ლი გაჩერებულია და არსად მიედინება, გარდა ამისა, არცყთუ
ბევრი დრო გავიდა. სავარაუდო იყო, რომ PCR ხელსაწყოები და-
აფიქსირებდნენ დაინფიცირების პატარა ზონას და შემდეგ ქიმი-
კატებითა თუ წყლის გამწოვი მოწყობილობებით დეზინფიცირე-
ბას მოახერხებდნენ.
– მზად ხართ? – მეგაფონით იკითხა ტექნიკოსმა.
წყალსაცავის სხვადასხვა ადგილას მობილიზებულმა აგენ-
ტებმა თანხმობის ნიშნად ცერა თითები ასწიეს ჰაერში.
– შეამოწმეთ ნიმუშები, – ხარვეზებით ბრძანა მეგაფონმა.
მთელ დარბაზში გაშლილმა ანალიტიკოსებმა პჩღ ხელსაწ-
ყოები მომართეს. თითოეული ხელსაწყო წყლის ნიმუშის ანა-
ლიზს შეუდგა. ნიმუში ზობრისტის მიერ ფსკერზე მიმაგრებული
აბრის გარშემო მდებარე კონცენტრული ბორცვებიდან იყო აღე-
ბული.
ყველა მოლოდინით გაირინდა. გულში ლოცულობდნენ, მხო-
ლოდ მწვანე ფერის ნათურები ანთებულიყო.
შემდეგ კი დაიწყო.
ბრიუდერთან ყველაზე ახლოს მდებარე მოწყობილობაზე წი-
თელი ნათურა აინთო, რაც ვირუსის აღმოჩენას იუწყებოდა. ბრი-
667 მკითხველთა ლიგა
უდერი ერთიანად დაიჭიმა და მომდევნო მოწყობილობაზე გა-
დაიტანა მზერა.
ისიც წითლად აინთო.
მიწისქვეშეთში შეშფოთებული ხმები გაისმა. ბრიუდერი შეძ-
რწუნებული უყურებდა, გასასვლელისკენ დადგმული მოწყობი-
ლობის ჩათვლით, ერთიმეორის მიყოლებით როგორ ინთებოდა
წითლად პჩღ ხელსაწყოები.
„ღმერთო...“ – ფიქრობდა ბრიუდერი. მთავარ კითხვას ცხად-
ზე უცხადესად პასუხობდა წითლად მოციმციმე ნათურების ჯარი.
დაინფიცირების რადიუსი ნამდვილად უზარმაზარია.
ვირუსი მთელ წყალსაცავშია მოდებული.

668 მკითხველთა ლიგა


თავი 97

რობერტ ლენგდონი ზემოდან დასცქეროდა კატერის საჭეს-


თან დახრილ სიენა ბრუკსს და მონდომებით ცდილობდა მომხდა-
რის გააზრებას.
– ვიცი, რომ გძულვართ, – ამოიგმინა ქალმა და ცრემლიანი
თვალებით ახედა ლენგდონს.
– მძულხართ?! – წამოიძახა ლენგდონმა, – მე წარმოდგენაც
არ მაქვს, ვინ ხართ საერთოდ! თქვენ ჩემი მოტყუების მეტი არა-
ფერი გიკეთებიათ!
– ვიცი, – ხმადაბლა დაეთანხმა სიენა, – მაპატიეთ. იმის გაკე-
თებას ვცდილობდი, რაც მართებულად მიმაჩნდა.
– შავი ჭირის გავრცელებას?
– არა, რობერტ, თქვენ არ გესმით...
– ყველაფერი ბრწყინვალედ მესმის! – გაცეცხლდა ლენგდო-
ნი, – წყალსაცავში შეგვასწარით, რომ სოლუბლონის პაკეტი და-
გეზიანებინათ! ცდილობდით, ზობრისტის ვირუსი მანამდე გამო-
გეშვათ, სანამ ლოკალიზაციის ზომებს მივიღებდით.
– რა სოლუბლონის პაკეტი? – დაბნეული შეაცქერდა სიენა
ლენგდონს, – არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ, რობერტ. წყალსაცავ-
ში იმიტომ ჩავედი, რომ ზობრისტის ვირუსისთვის სწორედაც
რომ გავრცელების საშუალება არ მიმეცა... რომ მომეპარა ის და
სამუდამოდ გამენადგურებინა... რომ არავის, მათ შორის, დოქ-
ტორ სინსკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მისი შეს-
წავლის საშუალება არ მისცემოდა.
– მოგეპარათ? კი მაგრამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცი-
ას რისი ჩადენა შეეძლო?
სიენამ ღრმად ამოისუნთქა.
– თქვენ ბევრი რამ არ იცით, რობერტ, მაგრამ ამ ყველაფერს
უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. არანაირი შანსი არ გვქონდა.
669 მკითხველთა ლიგა
– როგორ თუ შანსი არ გვქონდა?! ვირუსი ხვალ უნდა გამოსუ-
ლიყო პაკეტიდან! ზობრისტმა ეს თარიღი აირჩია და თქვენ რომ
წყალში არ შესულიყავით...
– რობერტ, მე ვირუსი არ გამომიშვია! – იყვირა სიენამ, –
წყალში იმისთვის შევედი, რომ პაკეტი მომეძებნა, მაგრამ დავაგ-
ვიანე. ის იქ აღარ დამხვდა.
– ტყუით, – თქვა ლენგდონმა.
– ვიცი, რომ არ გჯერათ... და ამაში არ გადანაშაულებთ, – ხე-
ლი ჯიბეში მოაფათურა და სველი ბუკლეტი ამოიღო, – მაგრამ იქ-
ნებ ამან დაგარწმუნოთ, – ბუკლეტი ლენგდონს გადაუგდო, – ეს
წყალში ჩასვლამდე ვიპოვე.
ლენგდონმა ბუკლეტი დაიჭირა და გახსნა. ეს „დანტე-სიმფო-
ნიის“ შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღიურად შესრულების
პროგრამა იყო.
– შეხედეთ თარიღებს, – თქვა სიენამ.
ლენგდონმა თარიღები წაიკითხა, შემდეგ გაკვირვებულმა
ხელმეორედ გადაავლო თვალი. რატომღაც დარწმუნებული იყო,
დღევანდელი კონცერტი შვიდიდან პირველი იყო, იმგვარად ორ-
განიზებული, რომ მთელი კვირის განმავლობაში ხალხი დაინფი-
ცირებულ დარბაზში შესულიყო. თუმცა პროგრამა სხვას ამბობ-
და.
– დღეს დასკვნითი კონცერტი იყო? – ლენგდონმა სიენას შე-
ხედა, – ორკესტრი უკვე ერთი კვირაა, უკრავს?
სიენამ თავი დაუქნია.
– მეც ისევე გამიკვირდა, როგორც თქვენ, – ის გაჩუმდა და
დაღვრემილი შეაცქერდა ლენგდონს, – ვირუსი უკვე გაშვებუ-
ლია რობერტ. ერთი კვირის წინ გამოვიდა გარეთ.
– ეს შეუძლებელია, – აღშფოთდა ლენგდონი, – დათქმული
თარიღი ხომ ხვალ არის. ზობრისტმა აბრაზე ხვალინდელი რიც-
ხვი მიუთითა.
670 მკითხველთა ლიგა
– კი, წყალში მოვკარი მაგ დაფას თვალი.
– ესე იგი, თქვენ იცოდით, რომ მას ხვალინდელი დღე ჰქონდა
ჩაფიქრებული.
სიენამ ამოიოხრა.
– რობერტ, მე თქვენ იმას გიმალავდით, თუ რა კარგად ვიც-
ნობდი ბერტრანს. ის მეცნიერი იყო და, შესაბამისად, შედეგზე
ორიენტირებული. ახლა კი ვხვდები, რომ აბრაზე ამოტვიფრული
თარიღი, ვირუსის გაშვების თარიღი არ არის. საქმე სხვაგვარა-
დაა – მისი მიზნისათვის უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა.
– უფრო ზუსტად?
სიენას პირქუში და, ამავდროულად, საზეიმო იერი დაედო.
– ეს გლობალური გაჯერების თარიღია. მათემატიკურად ნაწი-
ნასწარმეტყველები მომენტი, რომლის შემდეგაც ვირუსით მთე-
ლი მსოფლიო იქნება დაინფიცირებული...
ლენგდონს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა – ბოლომდე
მაინც არ ტოვებდა ეჭვი, რომ სიენა ატყუებდა. სიენას ვერსიაში
უზუსტობას ამჩნევდა, გარდა ამისა, ქალი არანაირ ნდობას არ
იმსახურებდა.
– ერთი პრობლემაა სიენა, – თქვა და თვალებში შეხედა, – თუ
ეს შავი ჭირი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რატომ არ
ავადდება ხალხი?
სიენამ თვალი მოარიდა, არ შეეძლო ლენგდონის მზერის-
თვის თვალი გაესწორებინა.
– თუ ეს შავი ჭირი მთელი კვირაა თავისუფლად ნავარდობს,
– უკან არ იხევდა ლენგდონი, – ხალხი რატომ არ იხოცება?
სიენამ ოდნავ შემოატრიალა თავი ლენგდონისკენ.
– იმიტომ, რომ... – დაიწყო მან, სიტყვები თითქოს ყელში ეჩ-
ხირებაო, – ბერტრანს შავი ჭირი არ შეუქმნია, – თვალები კვლავ
ცრემლებით აევსო, – ბევრად სახიფათო რამ შექმნა.

671 მკითხველთა ლიგა


თავი 98

მიუხედავად იმისა, რომ რესპირატორიდან სწორად მიეწოდე-


ბოდა ჟანგბადი, ელიზაბეთ სინსკის თითქოს მაინც სული ეხუთე-
ბოდა. მას შემდეგ, რაც PCR ხელსაწყოებმა საზარელი ჭეშმარი-
ტება დაადასტურეს, მხოლოდ ხუთი წუთი გასულიყო.
„ჩვენი შესაძლებლობები კარგა ხანია ამოიწურა“.
სოლუბლონის პაკეტი, როგორც გაირკვა, წყალში ჯერ კიდევ
წინა კვირას, სავარაუდოდ, კონცერტის პირველ დღეს გალღვა.
სინსკიმ უკვე იცოდა, რომ ორკესტრი მიყოლებით შვიდი დღის
მანძილზე ატარებდა კონცერტებს. სოლუბლონის რამდენიმე ნა-
კუწი მხოლოდ იმის გამო შემორჩა წყალში, რომ პაკეტის ამ ნა-
წილზე წებო იყო გადასმული, რათა სამაგრთან მყარად ყოფილი-
ყო შეერთებული.
„ინფექცია უკვე ერთი კვირაა თავისუფლად გადაადგილდე-
ბა“.
ვინაიდან „დრს“-ის ჯგუფს პათოგენის იზოლირების საშუალე-
ბა არ მიეცა, მან დაშალა იმპროვიზებული ლაბორატორია მიწის-
ქვეშა დარბაზში და ყურადღება აღებულ ნიმუშებზე გადაიტანა:
ანალიზი, კლასიფიკაცია, საშიშროების შეფასება. ასეთი იყო
არახელსაყრელ შემთხვევებში მათი მოქმედების ჩვეულებრივი
პროცედურა. მოცემულ მომენტში PCR ხელსაწყოებმა დანამ-
დვილებით დაადგინეს ვირუსთან დაკავშირებული მხოლოდ ერ-
თი ფაქტი, თუმცა ამ ფაქტს არავინ გაუკვირვებია.
ვირუსი საჰაერო გზითაც ვრცელდებოდა.
პაკეტის შიგთავსმა, ყველაფრის გათვალისწინებით, წყლის
ზედაპირზე ამოცურა და ჰაერში ინფიცირებული აეროზოლი გა-
იფრქვა. სინსკიმ კარგად უწყოდა, რომ ვირუსის არც ისე დიდი
რაოდენობა იყო საჭირო, მით უმეტეს, ასეთ ჩაკეტილ სივრცეში.

672 მკითხველთა ლიგა


ხალხით დასახლებულ რაიონებში გაცილებით სწრაფად
ვრცელდება ვირუსები, ვიდრე ბაქტერიები ან ქიმიური პათოგე-
ნები, და მათ მიერ ორგანიზმში შეღწევის უნარი ბევრად დიდია.
ვირუსები იგივე პარაზიტებია – ისინი ორგანიზმში შედიან და მის
უჯრედებს აინფიცირებენ ე. წ. აბსორბციის საშუალებით. შემდეგ
ამ უჯრედში საკუთარი დნმ ანდა რნმ შეჰყავთ, იმორჩილებენ მას
და აიძულებენ ვირუსის რეპლიკაციას ანუ მრავალ ეგზემპლარად
დაკოპირებას. როდესაც საკმარისი რაოდენობის ეგზემპლარი
გროვდება, ახალი ვირუსები უჯრედის გარსს ხვრეტენ, კლავენ
მას და ეძებენ სხვა უჯრედებს, რომლებზე თავდასხმაც შესაძლე-
ბელია; პროცესი უსასრულოდ მეორდება.
როდესაც ვირუსით დაავადებული ადამიანი ახველებს ან აცე-
მინებს, ანაც უბრალოდ სუნთქავს, გარშემო უმცირეს ნაწილა-
კებს ავრცელებს; ისინი გარკვეული დროით ჰაერში დალივლი-
ვებენ და თუ მათ სხვა ადამიანი შეისუნთქავს, იგივე პროცესი იწ-
ყება მის ორგანიზმშიც.
„ექსპონენციალური ზრდა, – ფიქრობდა სინსკი და ახსენდე-
ბოდა გრაფიკი, რომლითაც ზობრისტი დედამიწის მოსახლეობის
კატასტროფული ზრდის ილუსტრირებას ახდენდა, – ზობრისტი
ვირუსის ექსპონენციალური ზრდის უნარს კაცობრიობის ექსპო-
ნენციალური ზრდის წინააღმდეგ იყენებს“.
მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად აშფოთებ-
და, იყო – როგორ იმოქმედებდა ეს ვირუსი.
უფრო ზუსტად: როგორ შეუტევდა ორგანიზმს.
ვირუსი ებოლა სისხლის შედედების უნარზე ზემოქმედებს და
იწვევს შეუჩერებელ სისხლდენას. ჰანტავირუსი ფილტვების მუ-
შაობას აფერხებს. ონკოვირუსები სიმსივნის განვითარებას უწ-
ყობენ ხელს. IV ვირუსს იმუნურ სისტემაზე მიაქვს იერიში და
შიდსს იწვევს. მედიკოსებისთვის კარგადაა ცნობილი, IV ვირუსი

673 მკითხველთა ლიგა


რომ ჰაერით გადამდები ყოფილიყო, კაცობრიობას გაანადგუ-
რებდა.
„და რას უშვრება ხალხს ზობრისტის ვირუსი, ეშმაკმაც წაიღოს
მისი თავი?!“
რა თვისებებიც უნდა ჰქონოდა, აშკარად სწრაფმოქმედი არ
იყო... ქალაქის საავადმყოფოებში უცნაური სიმპტომების მქონე
პაციენტები ჯერჯერობით არ ჩანდნენ.
სინსკი მოუთმენლად ელოდა პასუხებს და ლაბორატორიის-
კენ დაიძრა. ბრიუდერს მოჰკრა თვალი – კიბის ძირში იდგა (სა-
დაც მისი მობილური ტელეფონი გაჭირვებით იჭერდა სიგნალს)
და ვიღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა.
ქალი სწრაფი ნაბიჯით გაემართა ბრიუდერისკენ; როდესაც
მიუახლოვდა, აგენტი უკვე ამთავრებდა საუბარს.
– გასაგებია... – სახეზე გაოცება და ძრწოლა ეხატა, – და კი-
დევ ერთხელ ვაზუსტებ: მკაცრი კონფიდენციალურობა. არავი-
თარი გარეშე მზერა მოცემულ მომენტში, მხოლოდ თქვენი. და-
მირეკეთ, თუ კიდევ რაიმეს გაიგებთ. მადლობა.
ტელეფონი გათიშა.
– რა ხდება? – მკაცრად ჰკითხა სინსკიმ.
ბრიუდერმა სული მოითქვა.
– ძველ ნაცნობს ველაპარაკე დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრში... ატლანტაში.
სინსკი აფეთქდა:
– ჩემი სანქციის გარეშე ჩააყენეთ საქმის კურსში?
– პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, – უპასუხა ბრი-
უდერმა, – მის მდუმარებაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ. ამ
იმპროვიზებული ლაბორატორიებიდან მიღებულ ცნობებზე ბევ-
რად მასშტაბური მონაცემები გვჭირდება.

674 მკითხველთა ლიგა


სინსკიმ „დრს“-ის ოპერმუშაკებს გადახედა – კვლავ წყლის
ნიმუშებს იღებდნენ და პორტატული მოწყობილობების მაჩვენებ-
ლებს იწერდნენ. ბრიუდერი მართალი იყო.
– ჩემი ნაცნობი, – განაგრძო ბრიუდერმა, – ამჟამად საუკეთე-
სოდ აღჭურვილ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშია და სწო-
რედ ახლა დამიდასტურა აქამდე ჯერ კიდევ უცნობი გადამდები
პათოგენური ვირუსის არსებობა.
– მოითმინეთ! – გააწყვეტინა სინსკიმ, – ასე სწრაფად როგორ
შეძლო ნიმუშების აღება?
– ძალიან მარტივად, – დაძაბული ხმით უპასუხა ბრიუდერმა,
– მან საკუთარი სისხლის ანალიზი აიღო.
გაგონილის აზრს სინსკი მაშინვე ჩასწვდა.
„ვირუსი უკვე მთელ მსოფლიოს მოედო!“

675 მკითხველთა ლიგა


თავი 99

ლენგდონი ნელა მიდოდა და თავს თითქოს დემობილიზებუ-


ლად გრძნობდა. გეგონება, უჩვეულოდ რეალისტურ კოშმარულ
სიზმარს ხედავსო. „რა შეიძლება შავ ჭირზე სახიფათო იყოს?“
კატერიდან გადმოსვლის შემდეგ სიენას აღარაფერი უთქვამს.
მან ლენგდონი უკაცრიელ, ხრეშით მოფენილ გზაზე გაიტყუა,
რომელიც ნავსადგურისა და ხალხისგან გვარიანად მოშორებუ-
ლი იყო.
მართალია სიენამ ტირილი შეწყვიტა, მაგრამ ლენგდონი
გრძნობდა, რომ ქალი ემოციებით იყო სავსე. შორეული სირენე-
ბის ხმა ისმოდა, თუმცა სიენა ამაზე არავითარ რეაქციას არ გა-
მოხატავდა. საკუთარ ფეხებს დაჰყურებდა არაფრისმთქმელი
მზერით, თითქოსდა ხრეშის რიტმული ხრაშუნით დაჰიპნოზებუ-
ლი.
პატარა პარკში შევიდნენ. სიენამ ლენგდონი ხშირ კორომში
შეიყვანა. გარეშე თვალი ვერ შეამჩნევდათ. სკამზე ჩამოსხდნენ
და ხელისგულივით გადაშლილ ყურეს გახედეს. პირდაპირ, საც-
ხოვრებელი სახლების ბორცვზე გალათას უძველესი კოშკი წა-
მომართულიყო. აქედან ქალაქი, რაც უნდა გასაკვირი ყოფილი-
ყო, მშვიდად და უდარდელად გამოიყურებოდა, საერთო არაფე-
რი ჰქონდა წყალსაცავში დატრიალებულ უბედურებასთან. ლენ-
გდონი ფიქრობდა, ალბათ სინსკიმ და „დრს“-ის ჯგუფმა უკვე გა-
აცნობიერეს, რომ დააგვიანეს და შავი ჭირის შეჩერება აღარ შე-
ეძლოთ.
გვერდით მჯდარი სიენაც ყურეს გასცქეროდა.
– არც ისე ბევრი დრო მაქვს, რობერტ, – დაიწყო სიენამ, – ად-
რე თუ გვიან ხელისუფლება მიპოვის, მაგრამ მანამდე სიმარ-
თლეს გიამბობთ... მთელ სიმართლეს.

676 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა უხმოდ დაუქნია თავი. სიენამ თვალები ამოიწმინ-
და და, სკამზე მჯდარი, სახით მისკენ შებრუნდა.
– ბერტრან ზობრისტი... ჩემი პირველი საყვარელი და მასწავ-
ლებელი იყო.
– ეს უკვე მითხრეს, სიენა.
ქალმა გაოცებით შეხედა ლენგდონს, მაგრამ ლაპარაკი გა-
ნაგრძო, თითქოსდა შიშობს, აზრი არ გაუწყდესო:
– ის საკმაოდ რთულ ასაკში გავიცანი და მისმა იდეებმა და ინ-
ტელექტმა მთლიანად დამიპყრო. ბერტრანს მიაჩნდა და მეც ვე-
თანხმები, რომ ჩვენი მოდგმა კატასტროფის ზღვარზე დგას...
რომ საზარელი აღსასრული გველოდება და ის იმაზე სწრაფად
ახლოვდება, ვიდრე ამას ვინმე შეძლებს და აღიარებს.
ლენგდონი არ პასუხობდა.
– მთელი ბავშვობა, – განაგრძო სიენამ, – მსოფლიოს გადარ-
ჩენა მსურდა. ყველა ერთსა და იმავეს მიმეორებდა: „მსოფლიოს
ხსნა შენს ძალებს აღემატება, ასე რომ, არც კი ეცადო, საკუთარ
ბედნიერებას ნუ გაწირავ...“ – წამით გაჩუმდა, დაჭიმულ სახეზე
ეტყობოდა, ცრემლებს ძლივს იკავებდა, – შემდეგ ბერტრანს შევ-
ხვდი – სიმპათიურ, არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელმაც მით-
ხრა, სწორედაც რომ შეგვიძლია მსოფლიოს გადარჩენა, უფრო
მეტიც – ეს ჩვენი მორალური ვალდებულებაც კი არისო. მან თა-
ვის თანამოაზრეთა – გასაოცარი ნიჭითა და ინტელექტით და-
ჯილდოებული ხალხის წრეში შემიყვანა... ადამიანებისა, რომ-
ლებსაც მართლაც შეეძლოთ შეეცვალათ მომავალი. რობერტ,
ცხოვრებაში პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი.
ლენგდონმა მსუბუქად გაუღიმა იმის ნიშნად, რომ ხვდებოდა,
ამ სიტყვების მიღმა რაოდენ დიდი ტკივილი იმალებოდა.
– მაგრამ მანამდე რაღაც საშინელების გადატანა მომიხდა, –
წყვეტილი ხმით განაგრძობდა სიენა, – იშვითად ახერხებს ადა-
მიანი, მსგავსი რამეები წარსულში დატოვოს... – ლენგდონს თვა-
677 მკითხველთა ლიგა
ლი მოარიდა და ხელისგულით დაბნეულად შეეხო საკუთარ გა-
დაპარსულ თავს, შემდეგ კვლავ მისკენ შეტრიალდა, – იქნებ
სწორედ ამიტომაც, ერთადერთი რამ, რაც დაცემის საშუალებას
არ მაძლევს, იმის რწმენაა, რომ ადამიანებს შეგვიძლია უკეთეს-
ნი გავხდეთ, უფრო კარგები, ვიდრე ახლა ვართ... რწმენა იმისა,
რომ გვაქვს უნარი საერთო-საკაცობრიო კატასტროფისგან თა-
ვის არიდებისა.
– ბერტრანსაც სწამდა ამის?
– გულწრფელად სწამდა. ბერტრანი კოლოსალურ იმედებს
ამყარებდა კაცობრიობაზე. ის ტრანსჰუმანისტი იყო და სჯეროდა,
რომ ჩვენ უდიადესი, გარდამავალი ეპოქის ზღურბლზე ვდგა-
ვართ, სადაც ადამიანი სხვაგვარ ინდივიდად გადაიქცევა. მისი
გონება მომავლისკენ იყო მიმართული, მომავალში იხედებოდა
და იმას ხედავდა, რაც მრავალს ვერც კი წარმოუდგენია. ესმოდა
ტექნოლოგიების გასაოცარი შესაძლებლობებისა და სჯეროდა,
რომ ადამიანი, როგორც ბიოლოგიური მოდგმა, რამდენიმე თა-
ობაში რადიკალურად შეიცვლებოდა; რომ გენეტიკას შეუძლია
ბევრად ჯანმრთელები, ჭკვიანები, ძლიერები და ბევრად თანამ-
გრძნობი არსებები გაგვხადოს... მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი
ბარიერი იყო – ის ფიქრობდა, რომ ამ შესაძლებლობების განსა-
ხორციელებლად საჭირო დრო არ გვქონდა.
– მოსახლეობის სიჭარბე... – აღნიშნა ლენგდონმა.
სიენამ თავი დაუქნია:
– მალთუსიანური კატასტროფა. ბერტრანს ჩემთვის არაერ-
თხელ უთქვამს, რომ ხთონურ ურჩხულთან მებრძოლ წმინდა გი-
ორგივით გრძნობდა თავს.
ლენგდონი ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა სიენა.
– მედუზასთან?
– ჰო... მეტაფორულად. მედუზა, ისევე როგორც ყველა და-
ნარჩენი ხთონური ღვთაება, იმიტომ ცხოვრობს მიწისქვეშ, რომ
678 მკითხველთა ლიგა
დედამიწასთან პირდაპირი კავშირი აქვს. ხთონური ურჩხულები
ყოველთვის ითვლებოდნენ...
– ნაყოფიერების სიმბოლოებად, – გამოიცნო ლენგდონმა
თან უკვირდა, ამას აქამდე როგორ ვერ მიხვდა. ნაშიერთა შობა
– ხალხმრავლობა.
– დიახ, ნაყოფიერების, – დაუდასტურა სიენამ, – ბერტრანი
ხთონურ ურჩხულს ადარებდა უკონტროლო გამრავლებისადმი
ჩვენს თვითგამანადგურებელ მიდრეკილებას. ის ჭარბ შთამო-
მავლობას ჰორიზონტზე მომდგარ ურჩხულად განიხილავდა...
ძალასთან, რომელთანაც ბრძოლა დაუყოვნებლივ უნდა დავიწ-
ყოთ, სანამყველას არ გადაგვსანსლავს.
„ჩვენი სექსუალური ენერგია ჩვენსავე წინააღმდეგ მოქმე-
დებს, – გაიფიქრა ლენგდონმა, – ხთონური ურჩხული...“
– და ბერტრანმა გადაწყვიტა, შეჰბრძოლებოდა ამ ურ-
ჩხულს... მაგრამ რა სახის იარაღით?
– გთხოვთ, გამიგოთ, – თავის მართლებით თქვა სიენამ, – ამ
მდგომარეობიდან მარტივი გამოსავალი არ არსებობს. მსხვერ-
პლად უმცირესი უნდა გაიღო, რათა გადარჩეს უმრავლესი, ეს კი
ყოველთვის მძიმე და უსიამოვნო საქმეა. ადამიანი, რომელიც
სამი წლის ბავშვს ფეხს აჭრის, საშინელი დამნაშავეა... თუ, რა-
საკვირველია, ის ექიმი არაა და ბავშვს განგრენისგან არ იცავს.
ხანდახან ორი ბოროტებიდან ნაკლები ბოროტების არჩევა გი-
წევს, – ქალს თვალებზე ისევ ცრემლები მოადგა, – ბერტრანს
ღირსეული მიზანი ჰქონდა, ამაში დარწმუნებული ვარ... მაგრამ
საშუალებები...
შეტრიალდა. აფეთქების ზღვარზე იდგა.
– სიენა, – ხმადაბლა, ნაზად მიმართა ლენგდონმა, – უნდა გა-
ვიგო, რა მოხდა. ამიხსენით, რა შექმნა ბერტრანმა. რა შეჰყარა
მსოფლიოს?

679 მკითხველთა ლიგა


სიენამ შეხედა – თბილ ყავისფერ თვალებში მტანჯველი შიში
ჩასდგომოდა.
– მან ვირუსი გაუშვა, – თქვა ძლივძლივობით, – განსაკუთრე-
ბული ტიპის ვირუსი.
ლენგდონს სუნთქვა შეეკრა.
– როგორი?
– ბერტრანმა შექმნა ეგრეთ წოდებული ვირუსული ვექტორი.
ესაა სპეციალურად კონსტრუირებული ვირუსი, რომელსაც შეუძ-
ლია უჯრედში შეღწევისას ამ უკანასკნელში გენეტიკური ინფორ-
მაცია შეიყვანოს... – სიენამ პაუზა გააკეთა, რათა ლენგდონის-
თვის ნათქვამის გააზრების საშუალება მიეცა, – ვირუსული ვექ-
ტორი უჯრედს არ კლავს... არამედ მასში შეჰყავს დნმ-ის გარ-
კვეული ელემენტი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მის გენურ მო-
დიფიცირებას ახდენს.
ლენგდონისთვის ამის გააზრება ადვილი სულაც არ იყო. „ვი-
რუსი ჩვენს დნმ-ს ცვლის?“
– ვირუსის მთელი სივერაგე ისაა, რომ ორგანიზმში მის არსე-
ბობას
ვერავითარი ნიშნით გაიგებ. ადამიანი თავს კარგად გრძნობს.
ვირუსს არ ახასიათებს აშკარა სიმპტომები, რაც იმის მაუწყებე-
ლი იქნებოდა, რომ ჩვენს გენებში რაიმე იცვლება.
ლენგდონმა მაჯებზე სისხლის პულსირება იგრძნო.
– და რას ცვლის უჯრედებში?
სიენამ წამით თვალები დახუჭა და დაიჩურჩულა:
– რობერტ... როგორც კი ვირუსი წყალსაცავში გამოვიდა, მას
მაშინვე ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა. მიწისქვეშეთის ყველა სტუმა-
რი, რომელმაც ვირუსით გაჯერებული ჰაერი შეისუნთქა, დაინფი-
ცირდა. ვირუსის მატარებელი გახდა, ვირუსის გავრცელების უნე-
ბურ თანამონაწილედ იქცა. ინფექციამ ექსპონენციალური გავ-
რცელება დაიწყო, მთელი პლანეტა მოიცვა, როგორც ტყე – ხან-
680 მკითხველთა ლიგა
ძარმა. უკვე დედამიწის მთელი მოსახლეობაა დავადებული,
თქვენ, მე... ყველა მათგანი.
ლენგდონი სკამიდან წამოხტა, წინ და უკან სიარულს მოჰყვა.
– რას გვიშვრება ბოლოს და ბოლოს?
სიენა კარგა ხანს არ პასუხობდა.
– ამ ინფექციას შეუძლია... ადამიანი შთამომავლობის გარეშე
დატოვოს, – ქალი აწრიალდა, თავს უხერხულად გრძნობდა, –
ბერტრანმა უშვილობის ვირუსი შექმნა.
ლენგდონი გაოგნდა. იცოდა, რომ ზოგიერთი სახის ვირუსი
უშვილობას იწვევდა, მაგრამ განსაკუთრებულად გადამდები, სა-
ჰაერო გზით გავრცელებადი პათოგენი, რომელიც ბავშვის გაჩე-
ნის უნარს გენეტიკურ დონეზე გვართმევს... ეჩვენებოდა, თით-
ქოს ეს ყველაფერი სრულიად სხვა, ორუელის მსგავსი ანტიუტო-
პიური სამყაროდან იყო მოსული.105
– ბერტრანი ხშირად მსჯელობდა ასეთ ვირუსზე თეორიულად,
– ჩუმად წარმოთქვა სიენამ, – მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი,
რომ მის შექმნას შეეცდებოდა... და მით უმეტეს, არასდროს მი-
ფიქრია, თუ ამას წარმატებით დააგვირგვინებდა. როდესაც ბერ-
ტრანის წერილიდან შევიტყვე ამის შესახებ, შევძრწუნდი. გადავ-
წყვიტე მომეძებნა იგი, შევხვეწნოდი, რომ გაენადგურებინა თა-
ვისი ქმნილება, მაგრამ დავაგვიანე.
– მოიცადეთ... – როგორც იქნა, ხმა ამოიღო ლენგდონმა, –
თუ ვირუსი მსოფლიოში ყველა ადამიანს უშვილობას შეჰყრის,
ესე იგი, არ იქნება ახალი თაობები და კაცობრიობა დაუყოვნებ-
ლივ გადაშენების პირას დადგება.
– დიახ, – უპასუხა სიენამ სუსტი ხმით, – მაგრამ ბერტრანს სუ-
ლაც არ უნდოდა კაცობრიობის გადაშენება, პირიქით... და სწო-
რედ ამიტომაც შექმნა ვირუსი, რომელიც შემთხვევითი წესით აქ-

105
იგულისხმება ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის (1903 – 1950)
რომანი „1984’’
681 მკითხველთა ლიგა
ტიურდება. დიახ, ახლა ინფერნო ყოველი ადამიანის დნმ-შია,
ყოველ მომდევნო თაობას გადაეცემა, თუმცა მხოლოდ კაცობ-
რიობის გარკვეულ პროცენტულ რაოდენობაში გამოვლინდება.
ვირუსი ყველას აქვს, მაგრამ უშვილო აღმოჩნდება მოსახლეო-
ბის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. ამ პროცენტში ადამიანის მოხ-
ვედრა-არმოხვედრა მხოლოდ შემთხვევითი იქნება.
– რა?.. ნაწილი? – საკუთარი შეკითხვა ყრუდ ჩაესმა ლენ-
გდონს, თუნდაც ის ფაქტიც გასაოცარი იყო, რომ ამგვარი სიტყვე-
ბი ხმამაღლა ითქმებოდა.
– ბერტრანს, როგორც მოგეხსენება, გამუდმებით თავში უტ-
რიალებდა შავი სიკვდილი – ჭირი, რომელმაც განურჩევლად გა-
ანადგურა ევროპის მოსახლეობის მეოთხედი. ის დარწმუნებული
იყო, რომ ბუნებას თვითგამოხშირვის მექანიზმი გააჩნდა. მათე-
მატიკურად გამოთვალა მოსახლეობის გამრავლება და გასაოცა-
რი პასუხი მიიღო: სამიდან ერთი – სწორედ ის თანაფარდობა,
რომელიც საჭიროა, რათა კაცობრიობის რიცხვმა ზომიერი სის-
წრაფით დაიწყოს შემცირება.
„რა საშინელებაა“ – გაიფიქრა ლენგდონმა.
– შავმა სიკვდილმა შეამცირა ევროპის მოსახლეობა და გზა
გაუხსნა რენესანსს, – დააყოლა სიენამ, – ახლა კი ბერტრანმა
შექმნა ინფერნო – მსოფლიოს განახლების თანამედროვე კატა-
ლიზატორი, ტრანსჰუმანისტური შავი სიკვდილი. განსხვავება
ისაა, რომ დაავადებულები არ დაიხოცებიან, უბრალოდ, შვილე-
ბი არ ეყოლებათ. ვინაიდან ბერტრანის ვირუსით მთელი მსოფ-
ლიო დაავადდა, ყოველი მესამე ადამიანი უნაყოფოა... და ასე იქ-
ნება ყოველთვის. ძალიან ჰგავს რეცესიულ გენს – მთელ შთამო-
მავლობას რომ გადაეცემა, თუმცა მის მხოლოდ უმნიშვნელო ნა-
წილში ვლინდება.
სიენას ხელები უკანკალებდა, მაგრამ არ ჩერდებოდა:

682 მკითხველთა ლიგა


– ბერტრანმა მომწერა წერილი, რომელშიც ამაყად მიმტკი-
ცებდა, რომ ინფერნო ზოგადსაკაცობრიო პრობლემის მეტად
მომხიბვლელი და ჰუმანური გადაწყვეტაა... ეს საშუალება ბევ-
რად მსუბუქია, ვიდრე შავი სიკვდილი. არ გვექნება მომაკვდავი
ადამიანებით გადაჭედილი საავადმყოფოები, გახრწნილი გვამე-
ბით სავსე ქუჩები, ახლობელი ადამიანების ნაადრევად დაკარ-
გვით გამოწვეული ტკივილი... არა! ჭირი მხოლოდ ისაა, რომ ამ-
ქვეყნად გაცილებით ნაკლები ბავშვი დაიბადება. მთელ პლანე-
ტაზე შობადობა განუხრელად დაიწყებს კლებას და რაღაც მომენ-
ტში მოსახლეობის ზრდა შემცირებით შეიცვლება... ამას შავ ჭირ-
ზე გაცილებით ძლიერი ეფექტი ექნება, ვინაიდან მან მხოლოდ
დროებით შეამცირა ადამიანთა რაოდენობა, მხოლოდ ლოკა-
ლური ორმო წარმოშვა ზრდის გრაფიკში. ბერტრანის ინფერნო
კი გრძელვადიანი გამოსავალია, პრობლემის სამუდამო... ტრან-
სჰუმანისტური გადაწყვეტა. ბერტრანი გენური ინჟინერიის გენია
იყო, ჩანასახოვანი ხაზით მუშაობდა. ის პრობლემებს მათ საწ-
ყისშივე წყვეტდა.
– ეს გენეტიკური ტერორიზმია... – ხმადაბლა წარმოთქვა
ლენგდონმა, – თავად ადამიანის ბუნებას ცვლის; ყოველთვის
რაც ვიყავით, იმას გვიცვლის, ფუნდამენტურად სხვა ადამიანე-
ბად გვაქცევს...
– ბერტრანი სხვაგვარად ფიქრობდა. ის ადამიანის ევოლუცი-
ის საბედისწერო ხარვეზის გამოსწორებაზე ოცნებობდა... ამ ხარ-
ვეზად კი მას ჩვენი ზედმეტი ნაყოფიერება მიაჩნდა. კაცობრიობა
ორგანიზმია, რომელსაც, თავისი შეუდარებელი ინტელექტის მი-
უხედავად, საკუთარივე მრავალრიცხოვნების შეკავების უნარი
არ აღმოაჩნდა. ვერც უფასო კონტრაცეპციამ, ვერც განათლებამ,
ვერც სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელმა ღონისძიებებმა
– ვერაფერმა შეგვაჩერა. გამუდმებით გვიჩნდება შვილები...
გვინდა თუ არ გვინდა ეს. იცით თუ არა, რომ დაავადებათა კონ-
683 მკითხველთა ლიგა
ტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა ახლახან გამოაქვეყნა
განახლებული სტატისტიკა? ამერიკის შეერთებულ შტატებში
ორსულთა თითქმის ნახევარი დაუგეგმავად დაფეხმძიმდა! ხო-
ლო ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში ეს ციფრი სამოცდაათ
პროცენტზე მეტია.
ლენგდონი იცნობდა ამ მონაცემებს, მაგრამ ახლაღა ხვდებო-
და მათ მნიშვნელობას: ადამიანი – ეს ბიოლოგიური მოდგმა
წყნარი ოკეანის კუნძულებზე ჩაყვანილი კურდღლებივით იქცე-
ვა. კურდღლები იმდენად უკონტროლოდ გამრავლდნენ და იქა-
ურ ეკოსისტემას იმგვარი ზარალი მიაყენეს, რომ გადაშენდნენ.
„კაცობრიობის გადარჩენის სურვილით ანთებულმა ბერტრან
ზობრისტმა მთელი მოდგმა გადაგვაკეთა... ნაკლებნაყოფიერ
არსებებად გვაქცია“.
ლენგდონმა ღრმად ჩაისუნთქა და ბოსფორში მცურავ გემებს
გახედა: თავად ისიც თითქოს ზღვის ტალღებს სადღაც მიჰყავდა.
სირენების ხმა მოახლოვდა, მათი კივილი უკვე ნავსადგურიდან
ისმოდა და ლენგდონმა იგრძნო, რომ დრო იწურებოდა.
– ყველაზე საზარელი, – განაგრძო სიენამ, – ის კი არაა, რომ
ინფერნო უშვილობას იწვევს, არამედ ის, თუ როგორი შესაძლებ-
ლობების წინაშე აყენებს კაცობრიობას ეს ვირუსი. ჰაერწვეთო-
ვანი გზით გადამდები ვირუსული ვექტორი ნამდვილი კვანტური
ნახტომია, მიღწევა, დროისთვის გასწრება. ბერტრანმა გენური
ინჟინერიის ბნელეთიდან უეცრად ამოგვიყვანა და პირდაპირ მო-
მავლისკენ წაგვიძღვა. მან კაცობრიობას ევოლუციის პროცესის-
კენ სვლის უფლება მიანიჭა; მისცა საშუალება, თავის ბუნებრივ
შესაძლებლობებზე ემუშავა, ასე ვთქვათ, ფართო ნაბიჯებით ევ-
ლო. ამით მან პანდორას ყუთს ახადა თავი. ბერტრანმა ჩვენი ბუ-
ნების შემცვლელი გასაღები შექმნა... და თუ ეს გასაღები საეჭვო
რეპუტაციის მქონე ხალხს ჩაუვარდება ხელში, წარმოდგენაც არ
მინდა, რა შეიძლება მოხდეს. ამ ტექნოლოგიის შემუშავება თით-
684 მკითხველთა ლიგა
ქმის შეუძლებელი იყო. როგორც კი მისი წერილი წავიკითხე
(რომელშიც ბერტრანი განმიმარტავდა, როგორ მიაღწია თავის
მიზანს), მაშინვე დავწვი. მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე: მეპო-
ვა ეს ვირუსი და მთლიანად, სამუდამოდ გამენადგურებინა.
– არაფერი მესმის! – ლენგდონი თავს ძლივს იკავებდა, – თუ
ვირუსის განადგურება გინდოდათ, რატომ არ თანამშრომლობ-
დით დოქტორ სინსკისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას-
თან? რატომ არ მიმართეთ ამერიკის საკონტროლო ცენტრებს?
ან რომელიმე ოფიციალურ ინსტანციას?
– თქვენ რა, ხუმრობთ? ამგვარ ტექნოლოგიებთან სახელმწი-
ფო ორგანიზაციების დაშვება არაფრით შეიძლება! თავად განსა-
ჯეთ, რობერტ: მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველანაირი
მოწინავე ტექნოლოგია, რაც კი ადამიანურმა გენიამ შექმნა, უბ-
რალო ცეცხლიდან ატომური ენერგიის ჩათვლით, სამხედრო
მიზნებისთვის გამოიყენებოდა და ამას თითქმის ყოველთვის სა-
ხელმწიფო სტრუქტურები უწყობდა ხელს. თქვენი აზრით, საიდან
გაჩნდა ბიოლოგიური იარაღი? მისი წყარო ის კვლევებია, რომ-
ლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საკონტროლო
ცენტრების მსგავს ადგილებში ტარდებოდა. ბერტრანის ტექნო-
ლოგია – გენეტიკური ვირუსული ვექტორი, რომელიც ხალხთა
უზარმაზარ მასებს აინფიცირებს – ოდესმე შექმნილთა შორის
უმძლავრესი იარაღია. ის იმგვარი საშინელებებისკენ კაფავს
გზას, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია, მათ შორის
კონკრეტული მიზნისკენ მიმართული ბიოლოგიური იარაღიც უნ-
და მოვიაზროთ. წარმოიდგინეთ პათოგენი, რომელიც თავს ეს-
ხმის მხოლოდ მათ, რომელთა გენეტიკურ კოდს გარკვეული ეთ-
ნიკური ნიშანი გააჩნია. ეს ხომ გენეტიკურ დონეზე მოცემული
ფართომასშტაბიანიეთნიკური წმენდა იქნება!
– მესმის თქვენი ნერვიულობის მიზეზი, სიენა. მშვენივრად
მესმის, მაგრამ ამ ტექნოლოგიას ხალხის სასარგებლოდ მუშაო-
685 მკითხველთა ლიგა
ბაც ხომ შეუძლია. განა ეს აღმოჩენა გენეტიკური მედიცინისთვის
ზეციური საჩუქარი არ არის? გამორიცხული არაა, რომ მისი მეშ-
ვეობით პლანეტის მთელი მოსახლეობის ერთგვარი აცრაა შე-
საძლებელი.
– თეორიულად – კი, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოცდილება
მკარნახობს, რომ ხელისუფლებისგან მხოლოდ ცუდს უნდა ვე-
ლოდოთ.
ლენგდონის სმენას ვერტმფრენის შორეული გუგუნი მისწვდა.
მან ტოტებს შორის გაიჭვრიტა და სანელებლების ბაზრის თავზე
ცას გახედა. სინათლეები ახლოვდებოდა – ვერტმფრენი წრეს
არტყამდა ბორცვს და ნავმისადგომს სწრაფად უახლოვდებოდა.
სიენა დაიძაბა.
– უნდა წავიდე, – წამოდგა და დასავლეთისკენ, ათათურქის
ხიდის მიმართულებით გაიხედა, – ფეხით გადავალ ხიდზე და უკ-
ვე იმ ნაპირზე...
– თქვენ აქ დარჩებით, სიენა! – გააწყვეტინა ლენგდონმა.
– რობერტ, იმიტომ დავბრუნდი, რომ ვალდებული ვიყავი,
თქვენთვის ყველაფერი ამეხსნა. მე ეს შევძელი...
– არა, სიენა... თქვენ იმიტომ დაბრუნდით, რომ მთელი ცხოვ-
რება ვიღაცას ან რაღაცას გაურბოდით, ახლა კი მიხვდით, რომ
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
– ნუთუ მაქვს არჩევანი? – გაღიზიანებით იკითხა სიენამ, თან
აკვირდებოდა, როგორ ამოწმებდა ყურეს პროჟექტორით ვერ-
ტმფრენი, – მიპოვიან და მაშინვე ციხეში ჩამსვამენ.
– ცუდი არაფერი ჩაგიდენიათ. თქვენ ხომ არ შეგიქმნიათ ეს
ვირუსი... და არ გაგიშვიათ ის.
– მაგრამ ყოველმხრივ ხელს ვუშლიდი მის პოვნაში ჯანდაც-
ვის მსოფლიო ორგანიზაციას. თურქულ ციხეს რომც გადავურჩე,
რომელიღაც საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე მაინც მომი-
წევს წარდგენა ბიოტერორიზმის ბრალდებით.
686 მკითხველთა ლიგა
გუგუნი გარკვევით გაისმა; ლენგდონმა ნავმისადგომისკენ
გაიხედა – ვერტმფრენი ჰაერში ერთ ადგილზე ეკიდა, პროპელე-
რი ჰაერს ჭრიდა, პროჟექტორი კი წყალზე დარბოდა.
სიენა ყოველ წამს გასაქცევად მზად იყო.
– გთხოვთ, მომისმინეთ, – რბილად წარმოთქვა ლენგდონმა,
– მესმის, რომ ძალიან ბევრი რამ გადაიტანეთ, შეშინებული
ხართ, მაგრამ ეცადეთ, მოვლენებს ფართოდ შეხედოთ. ეს ვირუ-
სი ბერტრანმა შექმნა, თქვენ ცდილობდით, არ გავრცელებული-
ყო.
– მაგრამ არ გამომივიდა.
– დიახ, და ახლა როდესაც ყველა დაინფიცირებულია, ბი-
ოლოგებმა და მედიცინის მუშაკებმა უნდა გაიგონ, ზუსტად რას
წარმოადგენს ეს ვირუსი. თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ,
რომელსაც მასზე გარკვეული წარმოდგენა მაინც აქვს. შესაძ-
ლოა მისი ნეიტრალიზების საშუალება არსებობს... ან რაიმენაი-
რი პროაქტიური ზომების შემუშავება იყოს საჭირო... – ლენგდო-
ნი თვალს არ აცილებდა ქალს, – სიენა, ყველამ უნდა გაიგოს ის,
რაც თქვენ იცით. არ გაქვთ უფლება, აიღოთ და უბრალოდ გაქ-
რეთ.
სიენა კანკალებდა – მთელი ძალებით ცდილობდა დაეოკები-
ნა განგაში და მონატრება, რომლებიც წამიც და, ვეღარ შეაჩე-
რებდა.
– რობერტ მე... არ ვიცი რა ვქნა. აღარც კი ვიცი, სინამდვილე-
ში ვინ ვარ. შემომხედეთ, – უთმო თავზე ხელი გადაისვა, – მე ურ-
ჩხულად ვიქეცი. როგორ შევძლებ, ხალხს თვალებში ჩავხედო?..
ლენგდონმა მისკენ ნაბიჯი გადადგა და მოეხვია. გრძნობდა,
როგორ ცახცახებდა ქალი, გრძნობდა, რა სუსტი იყო იგი. ყურში
ნაზად ჩასჩურჩულა:
– სიენა, ვიცი, რომ გაქცევა გსურთ, მაგრამ ამის უფლებას ვერ
მოგცემთ. ადრე თუ გვიან უნდა ისწავლოთ ვინმეს ნდობა.
687 მკითხველთა ლიგა
– არ შემიძლია... – იცრემლებოდა სიენა, – არ ვიცი, ეს რო-
გორ ვისწავლო...
ლენგდონი უფრო მაგრად ჩაეხუტა.
– დაიწყეთ მცირედან. პირველი პატარა ნაბიჯი გადადგით –
მე მენდეთ.

688 მკითხველთა ლიგა


თავი 100

უფანჯრო სატრანსპორტო თვითმფრინავში, „C-130“-ში მჯდა-


რი ბოსი ფიუზელაჟზე რაღაც ლითონის დარტყმით გამოწვეული
მკვეთრი გაჯახუნებისგან შეირყა. გარედან ვიღაც პისტოლეტის
ტარით აბრახუნებდა ლუქზე და შემოშვებას ითხოვდა.
– ყველანი ადგილებზე დარჩით, – ბრძანება გასცა „C-130“-ის
პილოტმა და ლუქისკენ გასწია, – თურქეთის პოლიციაა. ამწუთას
მოვიდნენ.
ბოსმა და ფერისმა ერთმანეთს სწრაფად გადახედეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ
თვითმფრინავის ბორტზე ატეხილი პანიკური გნიასის მიხედვით
ბოსი მიხვდა, რომ ლოკალიზება ვერ მოხერხდა. „ზობრისტმა თა-
ვისი გეგმა განახორციელა... და ამ საქმეში მას ჩემმა კომპანიამ
შეუწყო ხელი“.
ლუქის მიღმიდან მბრძანებლური შეძახილი გაისმა, რაღაცას
თურქულად ყვიროდნენ.
ბოსი წამოხტა.
– არ გაუღოთ! – მოითხოვა მან.
პილოტი გაჩერდა და ბოსს მიაჩერდა.
– და ვითომ რატომ?
– ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გახლავთ დაწესებულე-
ბა, რომელიც საერთაშორისო დახმარებაზე მუშაობს, – უპასუხა
ბოსმა, – ეს თვითმფრინავი კი სუვერენული ტერიტორიაა!
პილოტმა თავი გააქნია:
– არა, სერ, ეს თვითმფრინავი დგას თურქეთის აეროპორტში
და სანამ ის თურქეთის საჰაერო სივრცეს არ დატოვებს, მასზე
თურქეთის კანონები მოქმედებს.
პილოტი გასასვლელისკენ გაემართა და ლუქი გადმოსწია.
თვითმფრინავში ორმა ფორმიანმა ადამიანმა შემოიხედა. მზერა,
689 მკითხველთა ლიგა
რომლითაც მათ სალონი მოათვალიერეს, ცივი და დაუნდობელი
იყო.
– ვინ არის ამ საჰაერო ხომალდის უფროსი? – იკითხა ერთ-
ერთმა საშინელი თურქული აქცენტით.
– მე, – გამოეხმაურა პილოტი.
პოლიციელმა მას ორი ფურცელი გაუწოდა.
– დაპატიმრების ორდერები. ეს ორი მგზავრი ჩვენთან ერთად
უნდა წამოვიდეს.
– დოქტორ სინსკის დაურეკეთ, – უთხრა ბოსმა ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის პილოტს, – ჩვენ საერთაშორისო სპე-
ცოპერაციის მონაწილეები ვართ.
ერთ-ერთმა პოლიციელმა დაუფარავი ღიმილით გადახედა
ბოსს:
– დოქტორ ელიზაბეთ სინსკის? ჯანდაცვის მსოფლიო ორგა-
ნიზაციის დირექტორს? სწორედ მისი განკარგულებით გაპატიმ-
რებთ.
– ეს შეუძლებელია, – გააპროტესტა ბოსმა, – მე და მისტერ
ფერისი თურქეთში მის დასახმარებლად ჩამოვფრინდით.
– გამოდის, რომ ცუდად ეხმარებოდით, – თქვა მეორე პოლი-
ციელმა, – დოქტორი სინსკი დაგვიკავშირდა და თქვენ თურქე-
თის ტერიტორიაზე განხორციელებული ორი ბიოტერორიზმის
მონაწილეებად დაგასახელათ, – მან ხელბორკილები ამოიღო, –
დაკითხვაზე უნდა წამოხვიდეთ.
– ადვოკატს ვითხოვ! – დაიყვირა ბოსმა.
რამდენიმე წამში მას და ფერისს უკვე ხელბორკილები ედოთ.
თვითმფრინავიდან ძალით გაიყვანეს და შავი სედანის სალონში
შეტენეს.
მანქანა ადგილს მოსწყდა, ანგარის წინა მოედანი გადაკვეთა
და გეზი აიღო აეროპორტის შორეული კუთხისკენ, სადაც ლითო-
ნის ღობეში წინასწარ დაეტოვებინათ მანქანის გასასვლელი.
690 მკითხველთა ლიგა
ღობის მიღმა სედანი ცოტა ხანს დაწუნებული საავიაციო ტექნი-
კის ნაგავს შორის, ორმოებში მიხტოდა და საბოლოოდ ძველ სა-
წარმო ნაგებობასთან გაჩერდა.
ფორმიანი მამაკაცები სედანიდან გადმოვიდნენ და ირგვლივ
მიმოიხედეს. კმაყოფილებმა იმით, რომ მდევარი არ ჩანდა, პო-
ლიციის ფორმები გაიხადეს და შორს მოისროლეს, შემდეგ ფე-
რისსა და ბოსს დაეხმარნენ მანქანიდან გადმოსვლაში და ხელ-
ბორკილები შეუხსნეს.
ბოსმა მაჯებზე ხელი მოისვა – იმ ადამიანთა რიგს არ ეკუთ-
ვნოდა, რომლებიც ადვილად ეგუებიან თავისუფლების დაკარ-
გვას.
– გასაღები საფენის ქვეშაა, – უთხრა ერთ-ერთმა აგენტმა და
შორიახლოს, სადგომზე გაჩერებულ თეთრ ფურგონზე ანიშნა, –
უკანა სავარძელზე ჩანთა დევს, მასში ყველაფერია, რაც გინდო-
დათ: პასპორტები, ფული, ტელეფონები, ტანსაცმელი და კიდევ
რამდენიმე წვრილმანი, რაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
– გმადლობთ, – თქვა ბოსმა, – ყოჩაღ!
– ჩვენ პროფესიონალები ვართ, სერ.
ამ სიტყვების შემდეგ თურქები კვლავ შავ სედანში ჩასხდნენ
და იქაურობა დატოვეს.
„სინსკი არაფრის დიდებით არ მომცემდა წასვლის საშუალე-
ბას“, თავის თავს შეახსენა ბოსმა. საკუთარი მდგომარეობა სტამ-
ბოლისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეაფასა,
შემდეგ ელექტრონული ფოსტით კონსორციუმის ადგილობრივ
განყოფილებას დაუკავშირდა და თავის ხალხს გააგებინა, რომ
მას და ფერისს ევაკუაცია დასჭირდებოდათ.
– თქვენი აზრით, თავს არ დაგვანებებდა? – ჰკითხა ფერისმა.
– სინსკი? – ბოსმა თავი გააქნია, – რა თქმა უნდა, არა. თუმცა
ახლა, ვეჭვობ, სულ სხვა პრობლემები აქვს.

691 მკითხველთა ლიგა


ის და ფერისი თეთრ ფურგონში ჩასხდნენ. ბოსმა ჩანთა შე-
ამოწმა და დარწმუნდა, რომ დოკუმენტები ადგილზე იყო. ქურთუ-
კიც იპოვა და მაშინვე ჩაიცვა. ჩანთაში ვისკის – „ჰაილენდ პარ-
კის“ ერთი ბოთლიც აღმოჩნდა.
„ნამდვილი პროფესიონალები არიან!“
ბოსმა ქარვისფერ სითხეს შეხედა და თავისთვის ჩაილაპარა-
კა, ხვალამდე უნდა მოვიცადოთო. მაგრამ იმავე წამს სოლუბ-
ლონის პაკეტი წარმოიდგინა... საერთოდ, როგორი იქნებოდა
ხვალინდელი დღე?
„ჩემი უმთავრესი წესი დავარღვიე... კლიენტს ვუღალატე“.
ბოსი უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდა; იცოდა, რომ ხვალიდან
მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა იმ კატასტროფის შესახებ, რო-
მელშიც მან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. „მე რომ
არა, ეს არ მოხდებოდა“.
ცხოვრებაში პირველად იგი ვერ აღიარებდა, რომ არცოდნა
ამართლებდა. თითებმა თავისით ამოხრახნეს ბოთლის თავსახუ-
რი.
„მიიღე სიამოვნება, – უთხრა საკუთარ თავს, – რაც უნდა
იყოს, შენი დღეები დათვლილია“.
ბოსმა ერთი ყლუპი გადაკრა და ყელში ჩაღვრილი სითბოთი
დატკბა.
უეცრად სიბნელე ყველა მხრიდან მოახლოებული პროჟექტო-
რების მკვეთრმა შუქმა და პოლიციის ავტომანქანების ლურჯმა
სინათლეებმა დაარღვია. შეშფოთებული ბოსი ჯერ ერთ, შემდეგ
მეორე მხარეს შებრუნდა... და ადგილზე გაქვავდა.
გაქცევა შეუძლებელი იყო.
თურქეთის პოლიცია ფურგონზე მიშვერილი იარაღებით ნელ-
ნელა უახლოვდებოდა მათ. ბოსმა ბოლოჯერ მოსვა ვისკი და
მდუმარედ ასწია ხელები თავს ზემოთ.

692 მკითხველთა ლიგა


ამჯერად მან ზუსტად იცოდა, რომ ისინი ნამდვილი პოლიციე-
ლები იყვნენ.

693 მკითხველთა ლიგა


თავი 101

შვეიცარიის საკონსულო სტამბოლში სუპერთანამედროვე


ბრწყინვალე ცათამბჯენში, „ლოვენტ-პლაზაშია“ განთავსებული.
ლურჯი მინით მოპირკეთებული ჩაზნექილი ფასადის მქონე კოშ-
კი უძველესი ქალაქის პანორამის შუაგულში ჩადგმულ ფუტურის-
ტულ მონოლითს ჰგავს.
მას შემდეგ, რაც სინსკიმ მიწისქვეშა დარბაზი დატოვა და სა-
კონსულოში
დროებითი მართვის პუნქტი მოაწყო, ერთი საათი გავიდა. ად-
გილობრივი საინფორმაციო საშუალებები ლისტის „დანტე-სიმ-
ფონიდან“ ხალხის პანიკური გაქცევის შესახებ ახალ ამბებს გად-
მოსცემდნენ. დეტალებს ჯერ არ ამბობდნენ, თუმცა შემთხვევის
ადგილზე დამცავ კოსტიუმებში გამოწყობილი საერთაშორისო
სამედიცინო-ოპერატიული ჯგუფის გამოჩენამ შიში და უამრავი
ვარაუდი წარმოშვა.
ფანჯარაში გაბრდღვიალებული სტამბოლის შემხედვარე სინ-
სკი სრულმა მარტოობამ შეიპყრო. ინსტინქტურად ხელი მკერ-
დისკენ, ავგაროზისაკენ წაიღო, მაგრამ თილისმაც აღარ ჰქონდა.
ასკლეპიოსის კვერთხი ორ ნაწილად გადატეხილი ედო წინ, მა-
გიდაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ცოტა ხნის
წინ მოიწვია სასწრაფო თათბირი, რომელიც რამდენიმე საათში
უნდა ჩატარებულიყო ჟენევაში. სხვადასხვა სფეროს სპეციალის-
ტები უკვე გზაში იყვნენ და თავად სინსკისაც გადაწყვეტილი
ჰქონდა, მალე გაფრენილიყო, რათა ყველანი საქმის კურსში ჩა-
ეყენებინა. საბედნიეროდ, საკონსულოს ღამის ცვლის ერთ-ერ-
თმა თანამშრომელმა ნამდვილი, ცხელი თურქული ყავა მოუტა-
ნა, რომელიც სინსკიმ მალევე გამოცალა.
ღია კარში საკონსულოს ახალგაზრდა მოხელე გამოჩნდა.
694 მკითხველთა ლიგა
– მადამ! თქვენი ნახვა რობერტ ლენგდონს სურს.
– გმადლობთ. სთხოვეთ, შემოვიდეს.
ოციოდე წუთის წინ ლენგდონი ტელეფონით დაუკავშირდა მას
და უთხრა, რომ სიენა ბრუკსს ვერ დაეწია, ქალმა კატერი გაიტა-
ცა და ღია ზღვაში გავიდა. ამის შესახებ სინსკიმ უკვე იცოდა ძა-
ლოვნებისგან, რომლებიც რაიონის ჩხრეკას განაგრძობდნენ,
მაგრამ უშედეგოდ.
კარში ასვეტილი ლენგდონი სინსკიმ ძლივს იცნო: პროფე-
სორს კოსტიუმი დასვროდა, შავი თმები ასჩეჩოდა, ჩაცვენილი
და გატანჯული თვალებით იყურებოდა. სინსკი წამოდგა.
– პროფესორო, რა შეგემთხვათ?
ლენგდონმა დაქანცული სახით გაუღიმა:
– რთული საღამო მქონდა.
– გთხოვთ, დაბრძანდით, – სკამზე მიუთითა ქალმა.
– ზობრისტის ინფექციამ... – დაჯდა თუ არა, ყოველგვარი შე-
სავლის გარეშე დაიწყო ლენგდონმა, – როგორც ჩანს, ერთი კვი-
რის წინ დაიწყო გავრცელება.
სინსკიმ თავი დაუქნია, ცდილობდა, შფოთი არ დასტყობოდა.
– დიახ, ჩვენც იმავე დასკვნამდე მივედით. სიმპტომების შესა-
ხებ არავითარი შეტყობინება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ ნიმუშები
ავიღეთ და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი კვლევა. სამწუხა-
როდ, გაივლის დღეები, შესაძლოა კვირებიც, სანამ რეალურად
გავიგებთ, რა ვირუსთან გვაქვს საქმე... და რა შეუძლია მას.
– ეს ვირუსული ვექტორია, – წამოისროლა ლენგდონმა.
სინსკის თვალები გაუფართოვდა – გააოცა ფაქტმა, რომ პრო-
ფესორმა ეს ტერმინი იცოდა.
– რა ბრძანეთ?
– ზობრისტმა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული
ვექტორი შექმნა, რომელსაც ადამიანის დნმ-ის შეცვლა შეუძ-
ლია.
695 მკითხველთა ლიგა
სინსკი ისე უეცრად წამოხტა, სკამი გადააყირავა. ყურებს არ
უჯერებდა.
– ამას რის საფუძველზე ამტკიცებთ?
– სიენამ მითხრა, – ჩაილაპარაკა ლენგდონმა, – ნახევარი სა-
ათის წინ...
სინსკი მაგიდას ჩააფრინდა და ლენგდონს უნდობლად შეხე-
და.
– ესე იგი, არ გაქცეულა?
– გაიქცა... თავისუფალი იყო, მოპარული კატერით გავიდა
ზღვაში, თავისუფლად შეეძლო სამუდამოდ გამქრალიყო... თუმ-
ცა მერე გადაიფიქრა და საკუთარი ნებით დაბრუნდა ჩემთან... სი-
ენას მათი დახმარება სურს, ვინც ამ კრიზისს ებრძვის.
სინსკის სიცილი აუვარდა:
– გაგიკვირდებათ, მაგრამ მის ბრუკსს არ ვენდობი. მით უმე-
ტეს, ასეთ შორსმიმავალ განცხადებებში.
– მე კი მისი მჯერა, – მტკიცედ თქვა ლენგდონმა, – და თუ იგი
ამბობს, რომ ეს ვირუსული ვექტორია, გირჩევთ, მის სიტყვებს სე-
რიოზულად მოეკიდოთ.
სინსკის უეცრად სისუსტემ შემოუტია; ახლახან გაგონილის
გააზრებას ცდილობდა. ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.
„ვირუსული ვექტორია, რომელიც დნმ-ს ცვლის?“ როგორი არაჩ-
ვეულებრივი და შემაძრწუნებელიც უნდა ყოფილიყო ეს იდეა,
სინსკის უნდა ეღიარებინა: ამაში ასე თუ ისე იდო თავისებური ვე-
რაგი ლოგიკა. გენური ინჟინერიის სპეციალისტ ზობრისტს ძა-
ლიან კარგად ესმოდა, რომ გენში მცირეოდენ მუტაციასაც კი შე-
ეძლო მთელ ორგანიზმში კატასტროფა გამოეწვია – კიბო, ორგა-
ნოების მუშაობის დარღვევა, სისხლის დაავადება. მაგალითად,
უმძიმეს დაავადებას – მუკავისციდოზს (რომლით დასნებოვნე-
ბულ ადამიანსაც, პირდაპირი გაგებით, ცრემლები ახრჩობს) მეშ-

696 მკითხველთა ლიგა


ვიდე ქრომოსომაში რეგულარული გენის უმცირესი დეფექტი
წარმოშობს.
ჩვენს დროში მედიცინის სპეციალისტებმა მსგავსი გენეტიკუ-
რი დაავადებების განკურნება უმარტივესი ვექტორული ვირუსე-
ბის მეშვეობით დაიწყეს, რომლებიც პირდაპირ პაციენტის ორგა-
ნიზმში შეჰყავთ. ეს არაინფექციური ვირუსები იმგვარადაა დაპ-
როგრამებული, რომ პაციენტის სხეულში გავრცელების შემდეგ
დნმ-ის დაზიანებულ ნაწილებს ანაცვლებს. ამ ახალ მეცნიერე-
ბას, ისევე როგორც ყველა მეცნიერებას, თავისი ნაკლოვანებები
აქვს. ვირუსულმა ვექტორმა შეიძლება სარგებელი ან ზიანი მო-
უტანოს ადამიანს... შემქმნელის მიზნიდან გამომდინარე. თუ ვი-
რუსი წინასწარგანზრახვით იმგვარადაა დაპროგრამებული, რომ
მან ჯანსაღი უჯრედები დნმ-ის დაზიანებული ფრაგმენტებით ჩა-
ანაცვლოს, შედეგი შესაძლოა დამღუპველი იყოს. გარდა ამისა,
თუ ლაბორატორიაში შექმნილი პათოგენური ვირუსი ჰაერწვე-
თოვანი გზით გადამდებია...
შედეგის გააზრებისას სინსკის გააჟრჟოლა. „რა გენეტიკური
საშინელებაჩაიფიქრა ზობრისტმა? როგორი საშუალებით გა-
დაწყვიტა მან კაცობრიობის მოდგმის შემცირება?!“
კარგად იცოდა, რომ პასუხების ძიებას შესაძლოა არაერთი
კვირა დასჭირვებოდა. ადამიანის გენეტიკური კოდი უსასრულო
ქიმიური ლაბირინთია. მისი გამოკვლევა ზობრისტის ვირუსის
მიერ გამოწვეული სპეციფიკური ცვლილების პოვნის იმედით თი-
ვის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს.
– ელიზაბეთ?.. – ფიქრებში წასულ სინსკის ლენგდონის ხმა
მოგუდულად ჩაესმა.
სინსკი გამოერკვა და მისკენ მიტრიალდა.
– გესმით ჩემი? – მშვიდად ჰკითხა ლენგდონმა, – სიენასაც
ისევე ძლიერ სურდა ამ ვირუსის განადგურება, როგორც თქვენ.
– ამაში მთელი სულითა და გულით მეპარება ეჭვი.
697 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ღრმად ამოისუნთქა და წამოდგა.
– უნდა მომისმინოთ: სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე
ზობრისტმა სიენას წერილი მისწერა და ვირუსის არსი განუმარ-
ტა. მთელი სიზუსტით აღუწერა ვირუსის მოქმედება... ის, თუ რო-
გორ შემოგვიტევდა... როგორ მიაღწევდა ზობრისტი დასახულ
მიზანს...
სინსკი ადგილზე გაქვავდა. „არსებობს წერილი?!“
– გაიგო თუ არა, რა შექმნა ზობრისტმა, სიენა შეძრწუნდა. მი-
სი შეჩერება სცადა. მიაჩნდა, რომ არავის, მათ შორის ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციას, არ უნდა ჩავარდნოდა ხელში ეს ვირუ-
სი, იმდენად სახიფათოა ის. ახლა გესმით? სიენა ვირუსის განად-
გურებას ცდილობდა... და არა მის გამოშვებას.
– არსებობს წერილი? – მბრძანებლური ტონით იკითხა სინ-
სკიმ, მთელი მისი ყურადღება ახლა ამისკენ იყო მიმართული, –
ვირუსის კონკრეტული დახასიათება?
– სიენამ მითხრა, რომ წერილი მიიღო.
– ძალიან გვჭირდება წერილი! კონკრეტული მონაცემების
ქონის პირობებში თვეებს დავზოგავთ და გაცილებით ადრევე გა-
ვიგებთ ვირუსის რაობას... რა შეგვიძლია მას მოვუხერხოთ.
ლენგდონმა თავი გააქნია:
– თქვენ არ მომისმინეთ: როდესაც სიენამ ზობრისტის წერი-
ლი წაიკითხა, შეძრწუნდა და დაუყოვნებლივ დაწვა წერილი. მას
არ უნდოდა, რომ ვინმეს...
სასოწარკვეთილმა სინსკიმ მაგიდას მუშტი დაჰკრა:
– გაანადგურა ის ერთადერთი რამ, რასაც ჩვენი დახმარება
შეეძლო? და თქვენ გსურთ, მე მას ვენდობოდე?
– მესმის, რომ ძალიან ბევრს ვითხოვ თქვენგან; რომ სიენას
საქციელი მის სასარგებლოდ სულაც არ მეტყველებს, მაგრამ სი-
ენაზე რისხვის გადმოფრქვევას არ აჯობებს, ყურადღება მიაქცი-
ოთ, რა გონებისა და გასაოცარი მეხსიერების პატრონია იგი? –
698 მკითხველთა ლიგა
ლენგდონი შეყოვნდა, – იქნებ ზობრისტის წერილიდან ბევრი
რამ ახსოვდეს – ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რამეები?
სინსკის თვალები დაუვიწროვდა, ოდნავ შესამჩნევად დააქნია
თავი.
– თუ ასეა, პროფესორო, რას მთავაზობთ, როგორ მოვიქცე?
ლენგდონმა ყავის ცარიელ ჭიქაზე ანიშნა.
– გირჩევთ, კიდევ ერთი ჭიქა ყავა მოატანინოთ... და სიენას
მიერ წამოყენებული ერთადერთი პირობა მოისმინოთ.
სინსკის გულმა რეჩხი უყო, ტელეფონს გახედა.
– მასთან კავშირი გაქვთ?
– დიახ.
– მითხარით, რას მოითხოვს.
ლენგდონმა ყველაფერი აუხსნა. სინსკი ფიქრებში ჩაიძირა.
– ჩემი აზრით, ამაზე უნდა დავთანხმდეთ, – დაამატა ლენ-
გდონმა, – რას კარგავთ?
– თუ ყველაფერი, რაც მითხარით, სიმართლეა, მაშინ თანახ-
მა ვარ, – ტელეფონი მისკენ გასწია, – დაურეკეთ...
სინსკის გასაოცრად, ლენგდონმა ტელეფონი არ აიღო. ადგა
და კარისკენ გაემართა, თან გამოსძახა, რამდენიმე წუთში დავ-
ბრუნდებიო. შეშფოთებული სინსკი უკან გაჰყვა და დაინახა, რო-
გორ გავიდა საკონსულოს მისაღებში ლენგდონი, მიწოლით გა-
აღო მინის კარი და ლიფტების წინ მდებარე ბაქანზე აღმოჩნდა.
თავიდან ეგონა, პროფესორი შენობის დატოვებას აპირებსო,
მაგრამ კაცი ლიფტის გამოძახების მაგივრად ფრთხილად შეძ-
ვრა ქალების საპირფარეშოში.
რამდენიმე წამში ოცდაათიოდე წლის ქალთან ერთად გამოჩ-
ნდა. სინსკის იმ ფაქტთან შეგუება მოუწევდა, რომ სწორედ ეს იყო
სიენა ბრუკსი – ფლორენციაში ნანახი მიმზიდველი ქერა, ცხენის
კუდივით თმაშეკრული ქალი გარდასახულიყო. თავზე ღერი თმა
არ ჰქონდა. როგორც ჩანს, გადაეპარსა.
699 მკითხველთა ლიგა
ის და ლენგდონი სინსკის კაბინეტში შევიდნენ და მაგიდას უხ-
მოდ მიუსხდნენ.
– უკაცრავად, – წამოიწყო სიენამ, – ვიცი, ძალიან ბევრი რამ
უნდა განვიხილოთ, მაგრამ ნება მომეცით, თავიდანვე გითხრათ
ის, რაც აუცილებლად მიმაჩნია.
თავისებური, სიმწარენარევი ხმა ჰქონდა.
– კი ბატონო, გისმენთ.
– მადამ, – ხმადაბალი, აკანკალებული ხმით განაგრძო, –
თქვენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ბრძან-
დებით. სხვებთან შედარებით, უკეთ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ,
როგორც ბიოლოგიური სახეობა, კოლაფსის წინაშე მართლა
ვდგავართ... რომ კაცობრიობის რაოდენობა უკონტროლოდ იმა-
ტებს. წლების განმავლობაში ბერტრან ზობრისტი გავლენიან
ადამიანებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, ისეთებთან, როგო-
რიც, მაგალითად თქვენ ხართ. მას მომავლის შესახებ სურდა
მსჯელობა, სტუმრობდა უამრავ ორგანიზაციას, რომლებსაც, მი-
სი აზრით, რაიმეს გაკეთება მაინც შეეძლოთ: მსოფლიო სადამ-
კვირვებლო ინსტიტუტი, რომის კლუბი, „პოპულეიშენ-მეტერსი“,
საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო – მაგრამ ვერც ერთმა
მათგანმა ვერ გაბედა რეალური გადაწყვეტილების შესახებ მას-
თან აქტიურ საუბარში ჩართულიყო. საბოლოოდ დიალოგი და-
იყვანებოდა კონტრაცეპციის კუთხით განათლების გეგმებზე,
მცირერიცხოვანი ოჯახებისთვის გადასახადების შემცირებაზე,
მთვარის კოლონიზაციაზეც კი! გასაკვირი არაა, რომ ბერტრანმა
საღი აზრი დაკარგა.
სინსკი ყურადღებით შესცქეროდა სიენას. გარეგნულად არა-
ფერს იმჩნევდა. სიენამ ღრმად ჩაისუნთქა:
– დოქტორო სინსკი, ბერტრანი თქვენ პირადად გესაუბრათ.
გემუდარებოდათ, გეღიარებინათ, რომ ზღვარზე ვდგავართ... გე-
მუდარებოდათ, ამა თუ იმ ფორმით განგეხილათ ეს პრობლემა.
700 მკითხველთა ლიგა
მაგრამ თქვენ, მისი წინადადებების მოსმენის ნაცვლად, შეშლი-
ლი უწოდეთ, პოტენციური ბიოტერორისტების შავ სიაში შეიყვა-
ნეთ, მასზე თვალთვალი დააწესეთ და იატაკქვეშეთში გაისტუმ-
რეთ, – სიენას ხმას შფოთი და დაძააბულობა შეემატა, – ბერ-
ტრანს მარტოობაში ამოხდა სული და ეს იმიტომ, რომ თქვენნაირ
მნიშვნელოვან ადამიანებს სურვილიც არ აქვთ, ოდნავ მაინც
გახსნან გონება, არ უშვებენ უმცირეს შესაძლებლობასაც კი,
რომ არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაში ნაკლებ სასია-
მოვნო გადაწყვეტილება მიიღონ. რასაც ბერტრანი ამბობდა, სი-
მართლე იყო... და ამისათვის მას დევნა დაუწყეს, – სიენამ მოწო-
ლილი ცრემლები შეიმშრალა და სინსკის თვალი თვალში გაუყა-
რა, – დამიჯერეთ, კარგად ვიცი, რას ნიშნავს სრულ მარტოობაში
ყოფნა... და ქვეყნად ყველაზე მძიმე მარტოობას განიცდის ადა-
მიანი, რომელსაც ვერ გაუგეს. ამ მარტოობას შეუძლია ადამიანს
რეალობასთან კავშირიც დააკარგვინოს.
სიენა გაჩუმდა, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
– ესაა ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, – დაიჩურჩულა მე-
რე.
სინსკი დიდხანს ყურადღებით აკვირდებოდა მას, შემდეგ ჩა-
მოჯდა.
– მის ბრუკს, – დაიწყო ბოლოს. ეტყობოდა, მთელი ძალით
ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, – ვაღიარებ თქვენს სი-
მართლეს. დიახ, ადრე მე არ ვუსმენდი მას... – ხელები მაგიდაზე
დააწყო, თითები გადააჯვარედინა და სიენას თვალებში შეხედა,
– მაგრამ ახლა გისმენთ.

701 მკითხველთა ლიგა


თავი 102

შვეიცარიის საკონსულოს მისაღებში საათმა თორმეტი კარგა


ხანია ჩამოკრა.
სინსკის მაგიდაზე მოთავსებული ბლოკნოტი სავსე იყო მოკ-
ლე შენიშვნებით, კითხვებით, გრაფიკებით... ჯანდაცვის მსოფ-
ლიო ორგანიზაციის დირექტორი ხუთ წუთზე მეტი იყო, ხმას არ
იღებდა, გაუნძრევლად იდგა ფანჯარასთან და ღამეს გაჰყურებ-
და.
მის ზურგს უკან სიენა და ლენგდონი იცდიდნენ, თურქულ ყა-
ვას სვამდნენ; ღია მწვანე ყავის მარცვლების განსაკუთრებულად
ძლიერი არომატი მთელ კაბინეტში იდგა.
სიჩუმეს მხოლოდ ჭერზე მიმაგრებული ნათურების სუსტი ზუ-
ზუნი არღვევდა.
სიენას გული უთრთოდა – არ ასვენებდა შეკითხვა, რაზე ფიქ-
რობდა სინსკი მას შემდეგ, რაც სიენასგან სრული სიმართლე შე-
იტყო. „ბერტრანმა უშვილობის ვირუსი შექმნა. ამიერიდან ყო-
ველ მესამეს შვილი არ ეყოლება“.
როცა ჰყვებოდა, ატყობდა, როგორ ეცვლებოდა ემოციები სა-
ხეზე სინსკის: თავშეკავების მიუხედავად, სახეზე ღელვა ეწერა.
უპირველეს ყოვლისა, გაოგნებული იყო იმ ფაქტით, რომ ზობ-
რისტმა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ვექტორი
შექმნა. შემდეგ იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა, როდესაც გაიგო,
რომ ვირუსი ადამიანს არ კლავდა. ბოლოს ნამდვილი პანიკა
დაეუფლა, როდესაც მისთვის ცხადი გახდა, რომ დედამიწის მო-
სახლეობის უზარმაზარ ნაწილს უშვილობა ეწერა. იმის გაგებამ,
რომ ვირუსი ადამიანის რეპროდუქციულ უნარზე იქონიებდა გავ-
ლენას, სინსკიზე ძლიერ იმოქმედა.

702 მკითხველთა ლიგა


თავად სიენა უდიდეს შვებას განიცდიდა – მან ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს უამბო ყველაფერი, რაც
ბერტრანის წერილში ეწერა. საიდუმლოებები აღარ გააჩნდა.
– ელიზაბეთ! – შესძახა ლენგდონმა.
სინსკი როგორც იქნა გამოერკვა და ღონემიხდილი სახით მი-
უბრუნდა მათ.
– სიენა, – წამოიწყო მან ნელა, – თქვენ მიერ მოწოდებული
მონაცემები ძალიან გამოგვადგება სტრატეგიის შესამუშავებ-
ლად ამ უმძიმეს სიტუაციაში. თქვენს გულწრფელობას ვაფასებ.
გეცოდინებათ, რომ პანდემიური ვირუსული ვექტორები ხალხის
დიდ მასებში იმუნიზაციის შესაძლო საშუალებად თეორიულად
განიხილებოდა, მაგრამ ყველას მიაჩნდა, რომ ეს ტექნოლოგია
შორი მომავლის საქმე იყო.
სინსკი თავის მაგიდასთან დაბრუნდა და მიუჯდა.
– მაპატიეთ... – მან თავი გააქნია, – ახლაც კი ეს ყველაფერი
სამეცნიერო ფანტასტიკად მეჩვენება.
„რა გასაკვირია“, გაიფიქრა სიენამ. ამგვარად აღიქმებოდა
ყოველი დიდი ნახტომი მედიცინის სფეროში: პენიცილინი, ანეს-
თეზია, რენტგენის სხივები, მიკროსკოპით პირველი დაკვირვება
უჯრედების გაყოფაზე.
დოქტორმა სინსკიმ თავის ბლოკნოტზე დახარა თავი.
– რამდენიმე საათში ჟენევაში ვიქნები. იქ მე შეკითხვების
ზღვა მელის. ეჭვი არ მეპარება, რომ პირველი შეკითხვა ის იქნე-
ბა, შესაძლებელია თუ არა ვირუსისთვის წინააღმდეგობის გაწე-
ვა.
სიენაც იმავეს ფიქრობდა.
– ცხადია, – განაგრძო სინსკიმ, – უპირველესად ბერტრანის
ვირუსის გაანალიზებას შემომთავაზებენ, რათა შეძლებისდაგვა-
რად უკეთ გავერკვეთ მასში, შემდეგ კი ვეცდებით ანტივირუსის –
შტამის შემუშავებას, რომელსაც იმგვარად დავაპროგრამებთ,
703 მკითხველთა ლიგა
რომ ადამიანის დნმ-ს თავდაპირველი მდგომარეობა დაუბრუ-
ნოს, – სინსკის, ამ სიტყვების მიუხედავად, არცთუ იმედიანი გა-
მოხედვა ჰქონდა, – შესაძლებელია თუ არა საერთოდ ამგვარი
კონტრვირუსის შექმნა, არ ვიცი, მაგრამ მოდით, ჰიპოთეტურ
დონეზე ვიმსჯელოთ. თქვენი აზრის მოსმენა მინდა.
„ჩემი აზრის?“ სიენამ ყოყმანით შეხედა ლენგდონს. პროფე-
სორმა თავი დაუქნია და ამით სავსებით ცხადი ნიშანი მისცა: „თუ
ასე ღრმად შეტოპეთ, მაშ, თქვით ყველაფერი, რაც თავში მოგი-
ვათ“.
სიენამ ჩაახველა, სინსკისკენ მიბრუნდა და თავდაჯერებული
ხმით ალაპარაკდა:
– მადამ, გენური ინჟინერიის სამყაროში ბერტრანთან ერთად
მრავალი წელი გავატარე. როგორც იცით, ადამიანის გენომი
განსაკუთრებით ფაქიზი წყობისა გახლავთ... ბანქოსგან აგებულ
სახლს ჰგავს. რაც უფრო მეტი ცვლილება შეგვაქვს მასში, მით მე-
ტია შანსი, რომ მთელი ნაგებობა დაინგრევა. ჩემი აზრით, იმის
შემდეგ, რაც მოხდა, ყველაფრის კვლავ თავის ადგილზე დაბრუ-
ნების მცდელობა მეტად სახიფათოა. ბერტრანი განსაკუთრებით
ნიჭიერი და მეოცნებე გენური ინჟინერი იყო. დანარჩენები მან სა-
უკუნით ჩამოიტოვა. სრულებით არ ვარ დარწმუნებული, რომ
ღირს ადამიანის გენომში ხელის ფათური გარეშე პირს მიანდოთ,
თუნდაც იმ იმედით, რომ ყველაფერს გამოასწორებს. მაშინაც კი,
თუ რაიმე ისეთს შექმნით, რაც საჭიროებისამებრ იმოქმედებს,
მისი გამოყენების მცდელობა მთელი მოსახლეობის ხელახალი
დაინფიცირების აქტი იქნება.
– სავსებით გეთანხმებით, – სინსკი თითქოს სიენას ნათქვამს
არც კი გაუოცებია, – მაგრამ როგორ გითხრათ... შესაძლოა არც
არაფრის შესწორება არ მოგვინდეს.
მისმა სიტყვებმა სიენა დააბნია.
– რა თქვით?
704 მკითხველთა ლიგა
– მის ბრუკს, მე შესაძლოა არ ვეთანხმები ბერტრანის მეთო-
დებს, მაგრამ კაცობრიობის მდგომარეობის მისეული შეფასება
აბსოლუტურად მართებულია. პლანეტა მოსახლეობის სიჭარბის
სერიოზულ პრობლემას გადააწყდა. თუ ბერტრანის ვირუსის ნე-
იტრალიზებას მოვახდენთ და ამავდროულად არ გვექნება ალ-
ტერნატიული გეგმა... უბრალოდ, ყველაფერს კვლავინდებურ კა-
ლაპოტს დავუბრუნებთ.
სიენა გაოცებული შესცქეროდა ელიზაბეთს. სინსკიმ გაუღიმა:
– ჩემგან ამის მოსმენას არ მოელოდით, ხომ?
სიენამ თავი გააქნია:
– უკვე აღარ ვიცი, საერთოდ ვისგან რას ველოდო.
– მაშინ კიდევ ერთხელ გაგაოცებთ – როგორც გითხარით,
უახლოეს საათებში ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე მსოფლიოს
წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები კრიზისის განსა-
ხილველად და მოქმედების გეგმის მოსამზადებლად ჟენევაში შე-
იკრიბებიან. ამაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ორგანიზაციაში მუ-
შაობის მრავალი წლის მანძილზე ჯერ არ მქონია, – სინსკიმ
ახალგაზრდა ექიმს თვალებში შეხედა, – სიენა, ვისურვებდი,
რომ ამ შეხვედრაში თქვენც მიგეღოთ მონაწილეობა.
– მე? – შეკრთა სიენა, – მაგრამ მე ხომ გენური ინჟინერი არ
ვარ. ყველაფერი, რაც ვიცი, უკვე გიამბეთ, – სინსკის ბლოკნოტ-
ზე მიუთითა, – ყველაფერი, რის შემოთავაზებაც შემეძლო, გიწე-
რიათ.
– მთლად ყველაფერიც არ წერია, – ჩაერია ლენგდონი, – ამ
ვირუსის შესახებ ნებისმიერი გააზრებული საუბარი კონტექსტსაც
მოითხოვს. მომხდარის შესახებ პასუხის გასაცემად დოქტორ
სინსკისა და მის კოლეგებს მორალური საფუძველი დასჭირდე-
ბათ. მადამ სინსკის აშკარად მიაჩნია, რომ სწორედ თქვენ შეგიძ-
ლიათ შეიტანოთ ფასდაუდებელი წვლილი ამ საკითხის გაცნო-
ბიერებაში.
705 მკითხველთა ლიგა
– დიდი ეჭვი მაქვს, ჩემი მორალური შეხედულებები ორგანი-
ზაციისთვის მიუღებელი იქნება.
– სავარაუდოდ, მიუღებელი იქნება, – დაეთანხმა ლენგდო-
ნი, – მაგრამ სწორედ ეს გავალდებულებთ, რომ იქ იყოთ. თქვენ
ახლებურად მოაზროვნე ადამიანთა რიცხვს ეკუთვნით, კონ-
ტრარგუმენტები მოგყავთ. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ
ადამიანებს, გაითავისონ მომავლის ხედვა, აზროვნების ისეთი
სტილი, როგორიც ბერტრანს ჰქონდა; ბრწყინვალე პიროვნებე-
ბის შეხედულებები, რომელთა თავდაჯერებაც მათ აიძულებს,
საქმეს თავად მოჰკიდონ ხელი.
– ბერტრანი პირველი არ ყოფილა.
– მართალი ხართ, – დაუდასტურა სინსკიმ, – არც უკანასკნე-
ლი იქნება. თვეც არ გავა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზა-
ციამ არ აღმოაჩინოს ლაბორატორია, რომელშიც მეცნიერები
ბიოლოგიის ფარულ ზონებში აფათურებენ ხელებს: ექსპერიმენ-
ტებს ატარებენ ადამიანის ღეროვან უჯრედებზე, გამოჰყავთ ქიმე-
რები – ბუნებაში არარსებული შერეული გენის სახეობები. ეს მე-
ტად საგანგაშოა. მეცნიერება იმდენად სწრაფად მიიწევს წინ, უკ-
ვე აღარავინ იცის, სად გადის დაშვებული საზღვრები.
სიენა დაეთანხმა. აი, თუნდაც სულ ახლახან ორმა ცნობილმა
ვირუსოლოგმა – ფუშემ და კავაოკამ – განსაკუთრებით საშიში
პათოგენური ვირუსი-მუტანტი H5N1 შექმნა. მკვლევრებს სუფთა
მეცნიერული მოტივი ამოძრავებდათ, მაგრამ მათი ქმნილების
ზოგიერთმა უნარმა მეტად შეაშფოთა ბიოუსაფრთხოების სპე-
ციალისტები და ეს ინტერნეტში მღელვარე კამათის საგანიც კი
გახდა.
– რაც მეტს გაიგებ, მით უარესი იქნება, – თქვა სინსკიმ, – ჩვენ
იმგვარი უახლესი ტექნოლოგიების ზღვარზე ვიმყოფებით, რო-
მელთა წარმოდგენაც კი არ ძალგვიძს.

706 მკითხველთა ლიგა


– უახლესი ფილოსოფიური მიმდინარეობებისაც, – დაამატა
სიენამ, – ტრანსჰუმანისტების მოძრაობა სადაცაა პერიფერიი-
დან მეინსტრიმში გადმოინაცვლებს. მისი ერთ-ერთი ფუნდამენ-
ტური დებულება კი იმას გვეუბნება, რომ ჩვენ, ადამიანები, ვალ-
დებულნი ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ჩვენივე ევოლუციაში...
ტექნოლოგიები ჩვენი მოდგმის სრულქმნისთვის, სრულყოფილი
– ბევრად ჯანმრთელი, ბევრად ძლიერი, ბევრად გონიერი ადა-
მიანის შესაქმნელად უნდა გამოვიყენოთ. სულ მალე ეს შესაძ-
ლებელი გახდება.
– ხომ არ გეჩვენებათ, რომ ამგვარი შეხედულება ევოლუციურ
გაგებას ეწინააღმდეგება?
– არა, – მტკიცედ უპასუხა სიენამ, – ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ვი-
თარდებოდა ათასწლეულების მანძილზე და გზადაგზა ახალ ტექ-
ნოლოგიებს იგონებდა: ისწავლეს გათბობა ხახუნის ძალით და
მოიპოვეს ცეცხლი, კვებისთვის შექმნეს სოფლის მეურნეობა, გა-
მოიგონეს ვაქცინები დაავადებებთან საბრძოლველად. ახლა კი
რიგში გენეტიკური ინსტრუმენტები დგას, რომელთა მეშვეობი-
თაც ჩვენ ცვალებადი სამყაროსადმი ჩვენი სხეულების ადაპტი-
რებას შევძლებთ... მიმაჩნია, რომ გენური ინჟინერია კაცობრიო-
ბის ხანგრძლივი პროგრესის მხოლოდ ერთი ეტაპია.
ღრმა ფიქრებში წასულ სინსკის მაშინვე არ უპასუხია.
– ესე იგი, თქვენი აზრით, ამ სიახლეებს გაშლილი ხელებით
უნდა შევეგებოთ.
– თუ ჩვენ მათ უარვყოფთ, ისევე არ ვიქნებით სიცოცხლის
ღირსები, როგორც გამოქვაბულის ადამიანი, რომელიც სიცივის-
გან იყინება, რადგან ცეცხლის ანთებისა ეშინია.
ჩამოწოლილი სიჩუმე პირველმა ლენგდონმა დაარღვია.
– არ მინდა რეტროგრადად ჩამთვალოთ, – აღნიშნა მან, –
მაგრამ მე დარვინის თეორიაზე გავიზარდე და არ შემიძლია არ

707 მკითხველთა ლიგა


დავეჭვდე ბუნებრივი ევოლუციის პროცესის დაჩქარების გონივ-
რულობაში.
– რობერტ, – ცხარედ შეეკამათა სიენა, – გენური ინჟინერია
არ არის ევოლუციური პროცესის დაჩქარება. ეს მოვლენათა ბუ-
ნებრივი მსვლელობაა! გავიწყდებათ, რომ ბერტრან ზობრისტი
თავად ევოლუციამ შექმნა. მისი შეუდარებელი ინტელექტი სწო-
რედ იმ პროცესის პროდუქტია, რომელიც დარვინმა აღწერა...
ევოლუცია დროთა განმავლობაში... მისი, როგორც გენეტიკო-
სის უიშვიათესი ნიჭი სულაც არაა ზეციური გამოცხადების შედე-
გი... ეს კაცობრიობის მრავალწლიანი ინტელექტუალური პროგ-
რესის ნაყოფია.
ლენგდონი ჩუმად იაზრებდა გაგონილს.
– თუ დარვინს დავუჯერებთ, – აგრძელებდა სიენა, – დედაბუ-
ნება ყოველთვის ნახულობდა კაცობრიობის რაოდენობის სი-
ჭარბის შესაკავებელ საშუალებებს: ეპიდემიები, შიმშილი, წყალ-
დიდობა... მაგრამ ნება მომეცით, გკითხოთ: იქნებ ჩვენს დროში
მან სხვა საშუალება გამონახა? იმის მაგივრად, რომ თავს საში-
ნელი უბედურებები დაგვატეხოს... იქნებ ევოლუციის პროცესში
შექმნა ტვინი, რომელმაც დროთა განმავლობაში ჩვენი რაოდე-
ნობის შემცირების სხვა გზა მონახა? შავი ჭირის გარეშე... სიკ-
ვდილის გარეშე... უბრალოდ, მეტი თანხმობა ბიოლოგიურ სა-
ხეობასა და მის საბინადრო გარემოს შორის...
–სიენა, – შეაწყვეტინა სინსკიმ, – გვაგვიანდება. წასვლის
დროა. მაგრამ წასვლამდე მინდა რაღაც დავაზუსტო: დღეს თქვენ
არაერთხელ მითხარით, რომ ბერტრანი ბოროტმოქმედი არ
იყო... რომ მას უყვარდა კაცობრიობა, უბრალოდ, მისი მისწრა-
ფება ჩვენი მოდგმის გადასარჩენად იმდენად ძლიერი იყო, რომ
მეტად თამამი ნაბიჯებიც კი გამართლებულად ჩათვალა.
სიენამ თავი დაუქნია:

708 მკითხველთა ლიგა


– მიზანი ამართლებს საშუალებას, – წარმოთქვა ფლორენ-
ციელი პოლიტიკური მოაზროვნის, მაკიაველის ფრაზა.
– მაშ, მითხარით, – იკითხა სინსკიმ, – გწამთ, რომ მიზანი
ამართლებს საშუალებას? მიგაჩნიათ, რომ ბერტრანს მსოფლი-
ოს გადარჩენის ღირსეული სურვილი აძლევდა ვირუსის გამოშ-
ვების უფლებას?
ოთახში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა.
სიენა მაგიდაზე გადაიხარა, თვალებში სიმტკიცე ეწერა.
– დოქტორო სინსკი, მე უკვე გითხარით, რომ ბერტრანის მოქ-
მედებები უპასუხისმგებლო და უკიდურესად სახიფათო საქციე-
ლად მიმაჩნია. მისი შეჩერება რომ შემძლებოდა, დაუფიქრებ-
ლად გავაკეთებდი ამას. ძალიან გთხოვთ, მერწმუნოთ.
ელიზაბეთ სინსკიც გადაიხარა სიენასკენ და მისი ხელები ნა-
ზად მოიქცია ხელებში.
– მე მჯერა თქვენი, სიენა. თქვენი ყოველი სიტყვისა მჯერა.

709 მკითხველთა ლიგა


თავი 103

განთიადის წინ ათათურქის სახელობის აეროპორტში ჰაერი


ცივი და ტენიანი იყო. კერძო ტერმინალთან ასაფრენი ბილიკის
თავზე მსუბუქი ნისლი იდგა.
ლენგდონს, სიენასა და სინსკის ავტომობილიდან გადმოს-
ვლაში შენობის წინ მდგარი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
თანამშრომელი დაეხმარა.
– გასაფრენად ყველაფერი მზადაა, მადამ, – მოახსენა სინ-
სკის, როდესაც სამივე ტერმინალის უბრალო შენობაში შეჰყავ-
და.
– და რაც შეეხება მისტერ ლენგდონს? – ჰკითხა სინსკიმ.
– კერძო რეისი ფლორენციაში... მისი დროებითი პასპორტი
უკვე ბორტზეა.
სინსკიმ კმაყოფილმა დაუქნია თავი.
– სხვა დავალება?
– უკვე სრულდება. გზავნილი უახლოეს დროში გაიგზავნება.
სინსკიმ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და ისიც თვით-
მფრინავისკენ გაემართა. ქალი ლენგდონს მიუბრუნდა, დაღლი-
ლი გამომეტყველებით გაუღიმა და გრძელი მოვერცხლისფრო
თმა უკან გადაიყარა:
– დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენთან ერთად არ გსურთ გა-
მოფრენა?
– ამ შემთხვევაში ხელოვნების სფეროს სპეციალისტისგან
სარგებელი ნაკლები იქნება, – ხუმრობანარევი ტონით მიუგო
ლენგდონმა.
– თქვენ უკვე ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთეთ, – არ და-
ეთანხმა სინსკი, – იმაზე მეტი, ვიდრე გგონიათ. და ეს სულაც
არაა უკანასკნელი... – ხელი სიენასკენ გაიწვდინა, თუმცა სიენა
მათ გვერდით აღარ მოჰყვებოდა: ოციოდე ნაბიჯით ჩამორჩენო-
710 მკითხველთა ლიგა
და მათ. ფიქრებში ჩაძირული ქალი აეროპორტის დიდ ფანჯარას-
თან იდგა და ასაფრენად გამზადებულ „ჩ-130“-ს მიშტერებოდა.
– მადლობელი ვარ, რომ სიენას მიმართ ნდობა გამოიჩინეთ,
– ხმადაბლა თქვა ლენგდონმა, – როგორც ჩანს, მას ხშირად სუ-
ლაც არ ენდობოდნენ.
– ვფიქრობ, მე და სიენა ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვისწავ-
ლით, – სინსკიმ ხელი გაუწოდა, – მშვიდობიანი მგზავრობა,
პროფესორო.
– თქვენც აგრეთვე, – სიტყვა დაუბრუნა და ხელი ჩამოართვა,
– წარმატებები ჟენევაში.
– წარმატება ძალიან გვჭირდება, – თავი დაუქნია სინსკიმ და
სიენაზე ანიშნა, – დასამშვიდობებლად რამდენიმე წუთს გაძ-
ლევთ. თვითმფრინავში დაველოდები.
ტერმინალში გასვლისას სინსკიმ უნებურად ჯიბეში ჩაიყო ხე-
ლი, ავგაროზის ორი ნატეხი მოხვდა ხელში, ამოიღო და დახედა.
– ნუ გეწყინებათ ასკლეპიოსის კვერთხის გატეხა, – სიტყვა
დააწია ლენგდონმა, – შეწებება შეიძლება. ეს პრობლემა ადვი-
ლად მოგვარდება.
– მადლობა! – ხელი დაუქნია სინსკიმ, – იმედი მაქვს, არა
მხოლოდ ეს პრობლემა მოგვარდება...

სიენა ბრუკსი მარტოდმარტო იდგა ფანჯარასთან და ასაფრე-


ნი ბილიკის გასწვრივ ჩამწკრივებულ ნათურებს შესცქეროდა,
დაბლა ჩამოწოლილი ნისლისა და სქელი ღრუბლების გამო
თითქოს მოჩვენებებს რომ ჰგავდნენ. მოშორებით, სადისპეტჩე-
რო კოშკურაზე ამაყად ფრიალებდა თურქეთის დროშა: წითელ
ფონზე გამოსახული ნახევარმთვარე და ვარსკვლავი, ოსმალე-
თის წარსული იმპერიის ძველი სიმბოლოები.
– რაზე ჩაფიქრებულხართ, სიენა? – გაისმა მის ზურგს უკან.
711 მკითხველთა ლიგა
– ქარიშხალი იქნება, – უკან მიუხედავად უპასუხა ქალმა.
– ვხედავ... – ხმადაბლა დაეთანხმა ლენგდონი.
ცოტა ხანში სიენა მისკენ შებრუნდა.
– კარგი იქნებოდა, ჟენევაში გამოფრენილიყავით.
– ძალიან მსიამოვნებს ამას რომ მეუბნებით, მაგრამ იქ თქვენ
მომავლის შესახებ მსჯელობას აპირებთ – მითხარით, რაში
გჭირდებათ ბალასტი ასაკოვანი, კონსერვატიულად მოაზროვნე
პროფესორის სახით?
სიენამ შეშფოთებით შეათვალიერა.
– მიგაჩნიათ, რომ ჩემთვის მეტად ასაკოვანი ხართ?
ლენგდონს გაეცინა.
– რა თქმა უნდა, სიენა, მე თქვენთვის მეტად ასაკოვანი ვარ!
სიენა მოუსვენრად შეირხა.
– რა გაეწყობა... თუმცა იცით, როგორ მიპოვოთ... – პატარა
გოგოსავით აიჩეჩა მხრები, – ანუ... თუ ჩემი ნახვა მოგინდებათ.
ლენგდონმა გაუღიმა:
– რა თქმა უნდა, მომინდება.
სიენას თითქოს გულზე მოეშვა და მაინც, გრძელი სიჩუმე ჩა-
მოწვა: არც ერთმა იცოდა, როგორ დამშვიდობებოდა მეორეს.
სიენა ამერიკელ პროფესორს შესცქეროდა, უეცრად გრძნო-
ბები ვეღარ შეიკავა – ფეხის წვერებზე აიწია და ტუჩებში აკოცა
ლენგდონს. როდესაც სახე მოაცილა, თვალები ცრემლით ჰქონ-
და სავსე.
– მომენატრები, – დაიჩურჩულა.
ლენგდონმა ნაზად გაუღიმა და გულში ჩაიკრა.
– მეც მომენატრები.
ასე იდგნენ კარგა ხანს, ორივეს სურდა, ამ მდგომარეობაში
რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო. ბოლოს ლენგდონმა
თქვა:

712 მკითხველთა ლიგა


– არსებობს ძველი გამონათქვამი... ხშირად მას თავად დან-
ტეს მიაწერენ... „გახსოვდეს დღევანდელი დღე... რადგან მისგან
იწყება მარადისობა“.
– მადლობა, რობერტ, – თქვა სიენამ, რომელსაც ცრემლები
უკვე ლოყებზე ჩამოსდიოდა, – როგორც იქნა, ვგრძნობ, რომ მი-
ზანი გამაჩნია.
ლენგდონმა უფრო ძლიერად მიიკრა მკერდზე.
– ყოველთვის ამბობდი, რომ მსოფლიოს გადარჩენა გსურდა.
ახლა ეს შანსი გაგაჩნია, სიენა.
სიენამ სიყვარულით გაუღიმა და უკან დაიხია, თვითმფრინა-
ვისკენ მარტო მიმავალი კი ფიქრობდა ყველაფერზე, რაც მოხ-
და... ყველაფერზე, რაც შესაძლოა მომხდარიყო... მომავლის
ყველა შესაძლო ვარიანტზე.
„გახსოვდეს დღევანდელი დღე, – იმეორებდა თავისთვის, –
რადგან მისგან იწყება მარადისობა“.
ტრაპზე ასვლისას სიენა გულში ლოცულობდა, დანტე მართა-
ლი აღმოჩენილიყო.

713 მკითხველთა ლიგა


თავი 104

ფერგადასული ნაშუადღევის მზე ფლორენციის ტაძრის მოე-


დანს ზემოდან დაჰყურებდა, ჯოტოს სამრეკლოს თეთრ მარმარი-
ლოზე ირეკლებოდა და წარმოქმნიდა მოგრძო ჩრდილებს, რომ-
ლებიც სანტა მარია დელ ფიორეს დიდებულ ტაძარზე ეცემოდა.
ინიაციო ბუზონის დაკრძალვის ცერემონიალი უკვე დაწყებუ-
ლიყო, როდესაც ტაძარში რობერტ ლენგდონი შევიდა, ადგილი
მოძებნა და დაჯდა. „ნამდვილად მართებულია, რომ უკანასკნელ
პატივს ინიაციოს სწორედ ამ უძველეს ტაძარში მიაგებენ. ტაძარ-
ში, რომელსაც ცხოვრების უამრავი წელი მიუძღვნა“, გაიფიქრა
მან.
ულამაზესი ფასადის მიუხედავად, ტაძრის ინტერიერი მკაცრი
და ასკეტურია. მაგრამ ამ დღეს, რაც უნდა უცნაური ყოფილიყო,
მის კედლებში ამაღლებული განწყობა სუფევდა. მთელი იტა-
ლიიდან თავი მოეყარათ სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, მე-
გობრებსა და კოლეგებს ხელოვნების სფეროდან, რათა უკანას-
კნელი პატივი მიეგოთ სიცოცხლით სავსე მსუქანი მამაკაცის-
თვის, რომელსაც მეგობრები ხუმრობით დუომინოს ეძახდნენ.
პრესაში წერდნენ, რომ ბუზონი გვიან ღამით, დუომოს გარშე-
მო სეირნობის დროს გარდაიცვალა; რომ ამგვარი სეირნობა მი-
სი საყვარელი დროსტარება იყო.
სიტყვით გამომსვლელთა ტონი საოცრად მაჟორული იყო: მე-
გობრები და ნათესავები გარდაცვლილს იუმორით იხსენებდნენ.
ერთმა კოლეგამ აღნიშნა, აღორძინების ეპოქის ხელოვნებისად-
მი ტრფობას ბუზონი, მისივე აღიარებით, მხოლოდ სპაგეტი-ბო-
ლონეზისა და კარამელის ბუდინოს სიყვარულს თუ შეადარებ-
დაო.
მსახურების შემდგომ, როდესაც ხალხი ჯგუფებად მიდი-მო-
დიოდა ერთმანეთთან და ინიაციოსადმი სიყვარულით მისი
714 მკითხველთა ლიგა
ცხოვრების ეპიზოდებს იხსენებდნენ, ლენგდონმა ტაძარში გა-
ისეირნა. აოცებდა ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ინიაციოს
აგრერიგად უყვარდა... ვაზარის „საშინელი სამსჯავრო“ გუმბათ-
ზე, დონატელოსა და გილბერტის ვიტრაჟები, უჩელოს საათი. მო-
ზაიკური იატაკი, რომელსაც ბევრი ყურადღებას არც აქცევს.
შემდეგ ნაცნობი სახის წინ შეჩერდა – დანტე ალიგიერის გა-
მოსახულება იყო. მიკელინოს ლეგენდარულ ფრესკაზე უდიდესი
პოეტი განსაწმენდელის მთის ფონზე დგას და ხელში შესაწირი-
ვით უკავია თავისი შედევრი – „ღვთაებრივი კომედია“.
უნებურად ჩაფიქრდა: რას იფიქრებდა დანტე, თუ შეიტყობდა,
როგორი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე მისმა ეპიკურმა ნაშ-
რომმა საუკუნეების შემდეგ, ეპოქაში, რომლის წარმოდგენა თა-
ვად მას, გენიოსსაც კი არ შეეძლო?
„მან მარადიული ცხოვრება მოიპოვა“, გაიფიქრა ლენგდონ-
მა, რადგან გაახსენდა ძველბერძენი ფილოსოფოსების შეხედუ-
ლება სახელსა და დიდებაზე – სანამ ხალხი შენს სახელს ჯერ კი-
დევ ახსენებს, ესე იგი მკვდარი არ ხარ.
ჯერ არ მოსაღამოებულიყო, როდესაც ლენგდონმა წმინდა
ელიზაბეთის მოედანი გადაკვეთა და კომფორტულ სასტუმრო
„ბრუნელესკიში“ დაბრუნდა. ნომერში ასულმა, მისდა სასიხარუ-
ლოდ, დიდი ამანათი აღმოაჩინა.
როგორც იქნა, მოიტანეს.
„სინსკიმ თხოვნა შემისრულა და გამომიგზავნა“.
ლენგდონმა ნაჩქარევად გაჭრა წებოვანი ლენტი, რომლითაც
ყუთი იყო დალუქული, და უძვირფასესი ნივთი ამოიღო. კმაყოფი-
ლი დარჩა, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ იყო შეფუთული
და ჰაერბუშტუკებიან პარკში მოთავსებული.
ლენგდონის გასაოცრად, ყუთში კიდევ რაღაც იდო. ჩანს,
ელიზაბეთ სინსკიმ თავისი სახელი და გავლენა გამოიყენა, იმის
დასაბრუნებლად, რაც ლენგდონს არც მოუთხოვია – მას თავისი
715 მკითხველთა ლიგა
ტანსაცმელი გამოუგზავნეს: პერანგი საყელოზე კვლავ მიკერე-
ბული ღილებით, ხაკისფერი შარვალი და ჰარისის ტვიდის გაცვე-
თილი ქურთუკი; თითოეული მათგანი საგულდაგულოდ გაწმენ-
დილი და გაუთოებული. დაუბრუნდა გულდასმით გაპრიალებუ-
ლი საკუთარი ფეხსაცმელებიც. ყუთში აღმოაჩინა თავისი საფუ-
ლეც, რამაც ასევე ძალიან გაახარა. ყუთიდან ამოღებულმა სულ
ბოლო ნივთმა ლენგდონს ღიმილი მოჰგვარა, შვებაც კი იგ-
რძნო... თუმცა, უცნაურად ეჩვენებოდა, აგრერიგად რატომ უფ-
რთხილდებოდა ამ ნივთს.
მიკი მაუსიანი საათი.
ლენგდონმა მაშინვე მაჯაზე გაიკეთა საკოლექციო საათი, გა-
ქუცული
სამაჯურის შეხებისთანავე შვებით ამოისუნთქა და თავი უსაფ-
რთხოდ იგრძნო. საკუთარი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მორ-
გების შემდეგ კი, მიუხედავად თავს გადამხდარი დაუჯერებელი
ამბებისა, მიხვდა, კვლავ თავის კალაპოტში ჩადგა.
ლენგდონი სასტუმროდან გამოვიდა ხელში ჩანთით, რომელ-
შიც ფაქიზად შეფუთული მყიფე ნივთი ედო. „ბრუნელესკის“ სას-
ტუმროს სიმბოლიკიანი ჩანთა შვეიცარს გამოართვა. უჩვეულოდ
თბილი საღამო იყო, ამიტომ მარტოხელა კოშკურით დამშვენე-
ბული პალაცო ვეკიოს მხრიდან კალციუოლის ქუჩაზე გასეირნე-
ბა ზღაპრულ სიზმარს წააგავდა.
სასახლესთან მისულმა ლენგდონმა დაცვის სამსახურს მი-
მართა – მისი სახელი სტუმრების სიის ჟურნალში იყო შეტანილი.
ხუთასთა დარბაზში გაგზავნეს, სადაც ახლაც უამრავი ტურისტი
ირეოდა. ლენგდონი ზუსტად დათქმულ დროზე მივიდა, ელოდა,
რომ დარბაზის შესასვლელში მარტა ალვარესი დახვდებოდა,
მაგრამ ქალი არსად ჩანდა.
იქვე ჩავლილ თანამშრომელს მიმართა:

716 მკითხველთა ლიგა


– Scusi? Dove passo trovare Marta Alvarez?106
თანამშრომელმა ქალმა ფართოდ გაუღიმა:
– სენიორა ალვარესი?! ის აქ არ არის! გოგონა გააჩინა! კატა-
ლინა! Molto bella! ულამაზესი!
ლენგდონი ამ სიახლემ გაახარა.
– Ahh… che bello, – უპასუხა, – Stupendo!107
თანამშრომელი ქალი სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ლენგდონმა
კი საკუთარ თავს ჰკითხა, რა ექნა ჩანთაში მოთავსებული ნივ-
თისთვის.
სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება: ვაზარის მიერ მოხატული
ჭერით დამშვენებული ხუთასთა დარბაზი გადაკვეთა და სასახ-
ლის მუზეუმისკენ გაემართა. ცდილობდა, დაცვის თანამშრომ-
ლებს თვალში არ მოხვედროდა.
ბოლოს მიაღწია კიდეც ანდიტოსთან – დარბაზებს შორის
მდებარე ვიწრო გასასვლელთან. შესასვლელში ბნელოდა, გზას
ლენტი უღობავდა წარწერით CHIUSO.108
ლენგდონმა ყურადღებით მიმოიხედა, ლენტი ასწია, ქვეშ გაძ-
ვრა და ბნელ გასასვლელში აღმოჩნდა. ჩანთაში ხელი სწრაფად
ჩაყო, მყიფე ნივთი ამოიღო და ჰაერბუშტუკებიანი პარკი მოაშო-
რა.
მას კვლავ შემოსცქეროდა დანტესსახიანი თაბაშირის ნიღაბი
– მისი სიკვდილის ნიღაბი, რომელიც კვლავინდებურად გამ-
ჭვირვალე პაკეტში იდო. ძვირფასი ნივთი ლენგდონის თხოვნით
წამოიღეს ვენეციის სადგურის ავტომატური შემნახველი საკნი-
დან. ნიღაბი ბრწყინვალე მდგომარეობაში იყო ერთი პატარა გა-
მონაკლისის გარდა: შიდა მხარეს დახვეწილი სპირალი გასდევ-
და – ლექსად წარწერილი სიტყვები.

106
უკაცრავად, სად შეიძლება ვნახო მარტა ალვარესი.(იტალ.)
107
რა... კარგია. შესანიშნავია.(იტალ.)
108
დაკეტილია.
717 მკითხველთა ლიგა
ლენგდონმა ანტიკვარიატის შესანახ ცარიელ კარადას შეხე-
და. „დანტეს ნიღაბი სახით წინაა მოთავსებული... ვერავინ შეამ-
ჩნევს“.
ფრთხილად ამოიღო ნიღაბი პაკეტიდან და ფრთხილი მოძ-
რაობით კვლავ კარადაში, ხის კაუჭზე ჩამოკიდა. ნიღაბი თავის
ადგილს დაუბრუნდა და ნაცნობ წითელ ფონს შეერწყა.
ლენგდონმა კარადა დახურა და ცოტა ხანს მის წინ გაჩერდა.
სიბნელეში მდგარი, მოჩვენებისმაგვარ თეთრ სახეს შეჰყურებ-
და: „როგორც იქნა, შინაა“.
გასვლისას ლენგდონმა ფრთხილად გასწია ლენტიანი ბოძე-
ბი, შემდეგ ერთ-ერთ დარბაზში ახალგაზრდა თანამშრომელ
ქალს მიმართა:
– სენიორინა! კარგი იქნებოდა, დანტეს სიკვდილის ნიღაბთან
შუქს თუ აანთებდით – ძნელია, სიბნელეში კარგად დაათვალი-
ერო.
– ვწუხვარ, მაგრამ ეს ექსპონატი იქ გამოფენილი აღარაა.
დანტეს სიკვდილის ნიღაბს აქ ვეღარ იხილავთ.
– როგორ თუ ვერა? – მოჩვენებითად გაოცდა ლენგდონი, –
სულ ახლახან ვნახე.
ახალგაზრდა ქალი გაშტერდა.
შემდეგ ანდიტოსკენ გაიქცა, ლენგდონი კი ჩუმად გაძვრა მუ-
ზეუმიდან.

718 მკითხველთა ლიგა


ეპილოგი

ბისკაის ყურის თავზე ათი კილომეტრის სიმაღლეზე ასული


კომპანია „ალიტალიას“ თვითმფრინავი მთვარიანი ღამის ბნელ
სივრცეში მიიკვლევდა გზას დასავლეთისკენ. გვიანი რეისი ბოს-
ტონში მიფრინავდა.
თვითმფრინავის ბორტზე რობერტ ლენგდონი რბილყდიან
„ღვთაებრივ კომედიას“ კითხულობდა. დანტესეული ტერციების
რიტმულმა სიმღერებმა და თვითმფრინავის რეაქტიული ძრავე-
ბის რიტმულმა გუგუნმა ლენგდონი ლამის ჰიპნოზში ჩააგდო.
დანტეს სიტყვები წიგნის ფურცლებიდან თითქოს პირდაპირ
გულში იღვრებოდა, თავში ჟღერდა, თითქოს ახლა დაეწეროთ –
მხოლოდ მისთვის, ლენგდონისთვის.
კითხულობდა და კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ დანტე
პოემაში არა იმდენად ჯოჯოხეთის საშინელებებს, არამედ ადა-
მიანის სულის ძალას აღწერდა. ძაალას, რომელსაც გააჩნია შე-
საძლებლობა, ადამიანს ნებისმიერი სახის გამოცდა გადაატანი-
ნოს, თუნდაც ყველაზე მძიმე.
გარეთ სავსე მთვარე ვარსკვლავების შუქს ფარავდა. ლენ-
გდონმა მზერა მოსწყვიტა წიგნს, ზეცას შეხედა და მომხდარზე
ფიქრებმა კიდევ ერთხელ წაიღო.
„ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელი ადგილი განკუთვნილია მათ-
თვის, ვინც მორალური კრიზისის დროს ნეიტრალურ პოზიციაზე
დგას“ – ამ სიტყვების აზრი ლენგდონისთვის არასდროს ყოფილა
ისეთი ცხადი, როგორც ახლა. „სახიფათო დროებაში უმოქმედო-
ბაზე მძიმე ცოდვა არ არსებობს“.
იცოდა, რომ თვითონ, ისევე როგორც მილიონი სხვა ადამი-
ანი, დამნაშავე იყო ამ ცოდვაში. საყოველთაო პრობლემებისად-
მი უინტერესობა პანდემიად იქცა და მთელი პლანეტა მოიცვა.

719 მკითხველთა ლიგა


ლენგდონმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ამას არასდროს
დაივიწყებდა.
დასავლეთისკენ მიმავალი ლენგდონი ჟენევაში მყოფ ორ გა-
ბედულ ქალზე ფიქრობდა, რომლებიც მომავალს პირისპირ
ხვდებოდნენ და ცვალებადი სამყაროს სირთულეებს ებრძოდნენ.
ილუმინატორში ჰორიზონტზე ღრუბლების ქარავანი გამოჩ-
ნდა, ცაზე ნელ-ნელა გაცურა და მთვარე დაფარა, მისი მკვეთრი
სინათლე ჩააქრო.
რობერტ ლენგდონი სავარძელზე გადაწვა, მიხვდა, რომ ძი-
ლის დრო იყო. თავს ზემოთ ნათურა გამორთო და ბოლოჯერ გა-
იხედა ილუმინატორში – უმთვარო გარესამყარო სრულიად
სხვაგვარი ჩანდა, ახლა ცა ვარსკვლავების მოკაშკაშე მოზაიკად
ქცეულიყო.

720 მკითხველთა ლიგა

You might also like