You are on page 1of 69

See discussions, stats, and author profiles for this publication at: https://www.researchgate.

net/publication/361651029

რელაფსის პრევენციაზე მიმართული ფსიქოკონსულტირება. სახელმძღვანელო


ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტისთვის

Book · June 2022

CITATIONS READS

0 125

1 author:

Darejan Javakhishvili
Ilia State University
92 PUBLICATIONS   592 CITATIONS   

SEE PROFILE

Some of the authors of this publication are also working on these related projects:

Mental Health and Human Rights. The project is implemented by the Foundation Global Initiative on Psychiatry with the support form the side of the EU. View project

Developing Resilience Among LGBTQ Community Representatives View project

All content following this page was uploaded by Darejan Javakhishvili on 30 June 2022.

The user has requested enhancement of the downloaded file.


რელაფსის
პრევენციაზე მიმართული
ფსიქოკონსულტირება
relafsis prevenciis moduli

wamyvanis
saxelmZRvanelo
რელაფსის პრევენციაზე მიმართული
ფსიქოკონსულტირება
რელაფსის პრევენციის მოდული

წამყვანის
სახელმძღვანელო

შემდგენელი: ჯანა ჯავახიშვილი


ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი,
ადიქციის კვლევების
ინსტიტუტის დირექტორი

ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“


კლუბი „სინერგია“

თბილისი, 2022
რელაფსის პრევენციაზე მიმართული ფსიქოკონსულტირება
წამყვანის სახელმძღვანელო

შემდგენელი: ჯანა ჯავახიშვილი


ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი,
ადიქციის კვლევების
ინსტიტუტის დირექტორი

წამყვანის სახელმძღვანელო მომზადებულია ამერიკის საელჩოს ანტინარკოტიკული და


სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური ხელშეწყობით
და დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს მხარდაჭერით

ყდის დიზაინი და დაკაბადონება:


ნინო კუნჭულია

დაიბეჭდა:
შპს „არტ ქოლორსი“
ქ.თბილისი, ც. დადიანის ქ. 134

ISBN 978-9941-8-1620-8

© ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“

© კლუბი „სინერგია“
„ადიქცია არ არის დანაშაული, ის მართვას ექვემდებარება და მისი მკურნალობა შედეგიანია.
ადიქციის მქონე ადამიანები არ არიან კრიმინალები, ვისაც ესაჭიროება დასჯა, ისინი არიან
ადამიანები, რომელთაც აწუხებთ აშლილობა და ესაჭიროებათ გამოჯანმრთელება.“
ტერენს გორსკი

„ადიქციის შემთხვევაში რელაფსი (რეციდივი) წესი უფროა, ვიდრე გამონაკლისი“


ანნეტ ლუისი

„სიტყვათა შეხამებას „რელაფსის პრევენცია“ აქვს მრავლობითი მნიშვნელობა. ეს არის ქცევის


ცვლილების მცდელობების თეორია, სპეციფიკური სამკურნალო მიდგომა, და ჩარევის სტრატეგიების
ნაკრები. რელაფსის პრევენციის თეორია აღიარებს, რომ ქცევის ცვლილება არის რთული, და რომ
კოგნიტურ-ბიჰევიორული სტრატეგიები შესაძლოა სასარგებლო იყოს ქცევის წარმატებული
ცვლილებების შესანარჩუნებლად. რელაფსის პრევენციის მკურნალობა შესაძლოა განვსაზღვროთ
როგორც სამკურნალო პროგრამა, ან როგორც ჩარევის სტრატეგიების ნაკრები, რომელსაც ორი
სპეციფიკური მიზანი აქვს:
(1) პირველადი „წაცდენის“ პრევენცია, მკურნალობის დადებითი შედეგების შესანარჩუნებლად
(2) „წაცდენის“ მართვის უზრუნველყოფა - თუ „წაცდენა“ მოხდა, შემდგომი რელაფსის საპრევენციოდ.“
ქეით ვიტკევიჩი და მეგან კიროუაკი

3
სარჩევი
შესავალი 6
1. თავი პირველი: წამალდამოკიდებულების (ადიქციის) გაგება და მოდელები 7
2. თავი მეორე: რელაფსის პრევენციის თეორიული საფუძვლები 10
2.1. რა არის რელაფსის პრევენცია 10
2.2. რელაფსის პრევენციის სამიზნეები 14
3. თავი მესამე: რელაფსის პრევენციაზე მუშაობის მოდული 17
3.1. სესია პირველი 17
3.2. სესია მეორე 23
3.3. სესია მესამე 25
3.4. სესია მეოთხე 27
3.5. სესია მეხუთე 30
3.6. სესია მეექვსე 33
3.7. სესია მეშვიდე 36
3.8. სესია მერვე 38
4. თავი მეოთხე: მონაწილის პროგრესის შესაფასებელი კითხვარი 40
გამოყენებული ლიტერატურა 41
დანართი 1: მასალა პირველი სესიისთვის 42
1.1. სამოტივაციო ცხრილები 42
1.2. ქცევის ცვლილების ციკლის დიაგრამა 42
1.3. კითხვარი ქცევის ცვლილების ციკლის ფაზის სადიაგნოსტიკოდ 43
1.4. ფუნქციური ანალიზის შევსებული ცხრილის მაგალითი 44
1.5. სხეულის სკანირების სცენარი 44
1.6. სუნთქვითი სავარჯიშო „4-2-4“ 45
დანართი 2: მასალა მეორე სესიისთვის 46
2.1. თორმეტთვიანი გეგმის ცხრილი 46
2.2. ხელის შემშლელი აზრების შევსებული ცხრილის ნიმუში 47
დანართი 3: მასალა მესამე სესიისთვის 48
3.1. ხელის შემშლელი აზრების ცხრილი 48
3.2. პროგრესული კუნთური რელაქსაცია ჯეიკობსონის მიხედვით 48
3.3. საყრდენის სავარჯიშო 50
დანართი 4: მასალა მეოთხე სესიისთვის 52
4.1. ხელმისწავდომობის შემცირებაზე მუშაობის ცხრილის შევსების მაგალითი 52

4
4.2. სოციალური ზეწოლის გამკლავების ცხრილის შევსების ნიმუშები 52
დანართი 5: მასალა მეხუთე სესიისთვის 53
5.1. თვალსაჩინოდ არასწორ გადაწყვეტილებებზე მუშაობის ცხრილის ნიმუში 53
დანართი 6: მასალა მეექვსე სესიისთვის 54
6.1. ფსიქოგანათლება ემოციებზე/გრძნობებზე/განცდებზე 54
6.2. გამკლავების სტრატეგიების შევსებული ცხრილის ნიმუში 56
დანართი 7: მასალა მეშვიდე სესიისთვის 57
7.1. შევსებული პრობლემის მართვის სავარჯიშოს ნიმუში 57
დანართი 8: მასალა მერვე სესიისთვის 58
8.1. გზავნილები პროგრამის დასასრულს 58
8.2. უკუკავშირის ფორმა 58
დანართი 9: მონაწილის პროგრესის შესაფასებელი კითხვარი 59

5
შესავალი
დღეისათვის, წამალდამოკიდებულების მკურნალობის დინამიკისა და შედეგების მიმართ მოლო-
დინები გადაისინჯა. თუ წარსულში წამალდამოკიდებულების მკურნალობის პროცესში რეციდივი (ე.წ.
რელაფსი) განიხილებოდა, როგორც მკურნალობის მარცხი, ან პაციენტის პირადი მარცხი, ან კატას-
ტროფა, დღეს ის განიხილება, როგორც ქცევის ცვლილების პროცესში გავრცელებული, და ამდენად -
ბუნებრივი მოვლენა. კერძოდ, მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში, სხვადასხვა მტკიცებულებით,
ის ვარირებს 80-დან 91%-მდე (Hendershot et al, 2011; ლუისი და სხვ., 2017). აქედან გამომდინარე,
რელაფსის პრევენციას, როგორც მეთოდს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წამალდამოკიდე-
ბულების მკურნალობის საქმეში.
მოცემული მოდული გთავაზობთ რელაფსის პრევენციის მიზნით, უნარებისა და გამკლავების სტრა-
ტეგიების განვითარებაზე მიმართული საკონსულტაციო მუშაობის სტრუქტურასა და შინაარსს. მო-
დულის პირველ ნაწილში განხილული იქნება რელაფსის პრევენციის თეორიული საფუძვლები, ხოლო
მეორე ნაწილი დაეთმობა რელაფსის პრევენციაზე მიმართული კონკრეტული სესიების აღწერას.
მოდული განკუთვნილია იმ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის, ვისაც აქვს ფსიქოლო-
გიური კონსულტირების ჩატარების, სულ მცირე, 3-წლიანი გამოცდილება, წამალდამოკიდებულების
კონსულტირების გამოცდილება და შესაბამისი განათლება. ასევე, საბაზო განათლება მოტივაციურ
ინტერვიუირებასა და კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში.
პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებია: მოსარგებლეები, რომელთაც აქვთ წამალდამოკიდებულების
აშლილობა, არიან რემისიაში, ან არიან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში, და აქვთ რემისიის
შენარჩუნების სურვილი.
მოდული შედგება წამყვანის სახელმძღვანელოსგან და მოსარგებლის სამუშაო რვეულისგან. წამყვანის
სახელმძღვანელო შედგება რელაფსის პრევენციის თეორიული ნაწილისგან (ა), სესიების აღწერისგან
(ბ), კონკრეტული სესიების ჩასატარებლად საჭირო დანართებისგან (გ).
მოდულში აღწერილი 8 სესიიდან, თითოეული არის ხანგრძლივობით 90 წუთი და მიჰყვება შემდეგ
სტრუქტურას: კლიენტის მდგომარეობისა და მის მიერ საშინაო დავალების შესრულების განხილვა,
სესიის თემასთან დაკავშირებული აქტივობები, ახალი საშინაო დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს
ერთი კვირის მანძილზე, და წარდგენილ იქნას მომდევნო სესიაზე. სესიების ოპტიმალური სიხშირეა
კვირაში ერთი სესია. მოსარგებლის სამუშაო რვეულში აღწერილია სავარჯიშოები, რომელიც მან
დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს და ასევე, საშინაო დავალებების მოცემულობა.

6
წამალდამოკიდებულების (ადიქციის)
გაგება და მოდელები
თავი 1
როცა ვსაუბრობთ წამალდამოკიდებულებაზე, ანუ ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებულ აშ-
ლილობაზე (Substance Use Disorder) - როგორც ეს შესულია დაავადებათა საერთაშორისო კლასიფი-
კაციებში, ვგულისხმობთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას ფსიქოაქტიურ საშუალებებზე.
ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს იმას, რომ ნივთიერებ(ებ)ის მოხმარების გამო ორგანიზმის
ყველა სისტემა გადაწყობილია ფუნქციობის შესაბამის რეჟიმზე და თავის დანებების შემთხვევაში
ადამიანი განიცდის ე.წ. ფიზიკური აბსტინენციის მდგომარეობას (ყოფითად, „ლომკას“), რის სამარ-
თავადაც საჭიროა ფარმაკოლოგიური მკურნალობა.
ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს ამა თუ იმ ნივთიერებ(ებ)ის მოხმარების აკვიატებულ
ლტოლვას და ამასთან დაკავშირებით, მოხმარების ქცევის კონტროლის სირთულეს ან სრულ უკონ-
ტროლობას. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ფიზიკურ დამოკიდებულებაზე უფრო ადრე ვითარდება,
უფრო რთული დასაძლევია და მის დაძლევას და საკუთარ ქცევაზე კონტროლის დაბრუნებას უფრო
ხანგრძლივი ძალისხმევა სჭირდება.
ქვემოთ გთავაზობთ DSM5-ში შესულ დაავადების გაგებასა და დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს (American
Psychiatric Association, 2013):
ნივთიერებათა მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობა გულისხმობს სიმპტომების ნაკრებს, რო-
მელიც გამოწვეულია ნივთიერების მოხმარებით, რომელსაც ინდივიდი განაგრძობს მიუხედავად იმისა,
რომ მოხმარებას მოაქვს უარყოფითი შედეგები.
ქვემოთ ჩამოთვლილი 11 დიაგნოსტიკური კრიტერიუმი შეესაბამება ოთხ საბაზო კატეგორიას: კონტ-
როლის დაქვეითება, ფიზიკური დამოკიდებულება, სოციალური პრობლემები და სარისკო მოხმარება.
კრიტერიუმები:
1. ნივთიერების მოხმარება უფრო დიდი რაოდენობით, ან უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე,
ვიდრე განზრახული გქონდა
2. წარუმატებელი მცდელობები შეამცირო ან შეწყვიტო ნივთიერების მოხმარება
3. ნივთიერების მოხმარების ინტენსიური ლტოლვის შეტევების განცდა
4. უფრო მეტი ოდენობის ნივთიერების საჭიროება სასურველი ეფექტის მისაღწევად (რასაც,
აგრეთვე, ნივთიერების მიმართ ტოლერანტობას უწოდებენ)
5. ნივთიერების არ მოხმარების შემთხვევაში, აბსტინენციის სიმპტომების განვითარება
6. მეტი დროის დახარჯვა ნივთიერების მოძიებასა და მოხმარებაზე, და თრობიდან გამოსასვ-
ლელად
7. სახლში, სამსახურსა თუ სასწავლებელში პასუხისმგებლობების უგულებელყოფა ნივთიერების
მოხმარების გამო
8. მოხმარების გაგრძელება მაშინაც კი, როცა ეს იწვევს პრობლემებს ურთიერთობებში
9. ნივთიერებების მოხმარების გამო მნიშვნელოვანი ან სასურველი სოციალური, ან რეკრეაციული
აქტივობებისთვის თავის დანებება
10. ნივთიერებების მოხმარება სარისკო სიტუაციებში, რომლებიც საკუთარი თავისთვის საფრთხეს
შეიცავს
11. მოხმარების გაგრძელება იმის მიუხედავად, რომ ნივთიერება იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემებს.

7
სიმძიმის თვალსაზრისით - იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რამდენი სიმპტომი ახასიათებს
ადამიანს - DSM5-ში განასხვავებენ აშლილობის შემდეგ დონეებს:
• ერთი სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანი რისკის ქვეშაა
• ორი ან სამი სიმპტომის ქონა შესაძლოა მიუთითებდეს მსუბუქ აშლილობაზე
• ოთხი ან ხუთი სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს საშუალო დონის აშლილობაზე
• ექვსი და მეტი სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს მძიმე აშლილობაზე.
მდგომარეობის სირთულის განსაზღვრა მნიშვნელოვანია აშლილობის მართვის სტრატეგიის დასა-
გეგმად. როდესაც ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი ატარებენ რელაფსის პრევენციის მოდულს, მათ
კომპეტენციაში არ შედის (და ვერც შევა) დიაგნოზის დასმა. აქ მხოლოდ პრობლემის სიმძიმე ფასდება.
უკანასკნელ ათწლეულებში, წამალდამოკიდებულების, როგორც აშლილობის გაგებამ ტრანსფორმაცია
განიცადა. დღეისათვის ბევრი რამ, რაც წარსულში ითვლებოდა ჭეშმარიტებად, უკუგდებულია,
როგორც მასტიგმატიზებელი მიდგომები, რომელიც არ უწყობს ხელს ადიქციის მართვას. ერთ-ერთი
ამგვარი მოძველებული მიდგომაა ე.წ. დაავადების მოდელი (Jellinek, 1960). ამ მოდელის თანახმად,
წამალდამოკიდებულება არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომლის მკურნალობაც
გულისხმობს სრულ აბსტინენციას (სრულ სიფხიზლეს), ხოლო ნებისმიერი წაცდენა, ერთხელობრივი
მოხმარებაც კი, წარმოადგენს სრულმასშტაბიან რეციდივს, მკურნალობის სრულ მარცხს, რის შემდეგაც
პაციენტმა „ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს“.
წამალდამოკიდებულების გაგებისთვის უფრო პროგრესულ მოდელს გვთავაზობს ტერენს გორსკი,
რომლის თანახმადაც ადიქციის ძირითადი მიზეზი ტვინის დისფუნქციაა, თუმცა მას მოჰყვება
დისფუნქცია ფსქიოლოგიურ და სოციალურ სფეროებშიც (Gorski, 2009). ანუ, იგი კვლავ პათოლოგიასა
და დაავადებაზე აგებს თავის ხედვას, თუმცა ხაზს უსვამს ფსიქოლოგიური და სოციალური სფეროების
მნიშვნელობას როგორც დაავადების მიმდინარეობაში, ასევე, გამოჯანმრთელების პროცესში.
გორსკი გამოყოფს წამალდამოკიდებული ადამიანების ცხოვრების 6 მნიშვნელოვან სფეროს, რომელზე
ზემოქმედებაც აუცილებელია გამოჯანმრთელების გზაზე. ამ სფეროებში ადამიანის ეფექტურად
(გამართულად) ფუნქციონირების ხელშეწყობა გამოჯანმრთელების პროცესის საკვანძო ამოცანები.
ესენია:
- სამი ფსიქოლოგიური სფერო: ფიქრები, ემოციები/გრძნობები და ქმედებები/ქცევა
- სამი სოციალური სფერო: სამსახური, მეგობრები/სოციალური ურთიერთობები და ინტიმური
ურთიერთობები/ოჯახი.
გორსკის თანახმად, გამოჯანმრთელების პროცესი (და შესაბამისად, წამალდამოკიდებულების
მკურნალობა) მოიცავს ექვს განსხვავებულ ფაზას:
• პირველი ფაზა - ეს არის ე.წ. გარდამავალი ფაზა, როდესაც კლიენტი იწყებს იმის გაცნობიერებას,
რომ ნივთიერებების მოხმარებას ცუდი გავლენა აქვს მის ცხოვრებაზე და იღებს ცვლილების
გადაწყვეტილებას
• მეორე ფაზა - ეს მკურნალობის დაწყებისა და კრიზისის შეჩერების, სტაბილიზაციის ფაზაა. ამის
შემდგომ მოდის აღდგენა-გამოჯანმრთელების სამი შემდეგი ფაზა:
• მკურნალობის ადრეული ფაზა (Early recovery), რომლის დროსაც პაციენტი იწყებს ნარკოტიკების
გარეშე ცხოვრების სწავლას
• მკურნალობის შუალედური ფაზა (Middle recovery), რომელიც მიმართულია დაბალანსებული
ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე
• გვიანდელი ფაზა (Late recovery), რომლის დროსაც ხდება მუშაობა გრძელვადიანი ფსიქოლო-
გიური და სოციალური, ოჯახური და სხვა სოციალური ურთიერთობების პრობლემების მო-
გვარებაზე (მათ შორის, დასაქმებაზე) ზრუნვა
• შენარჩუნების ფაზა, რომელიც მიმართულია რელაფსის პრევენციაზე.

8
წამალდამოკიდებულების თანამედროვე გაგებაში განსაკუთრებული როლი აქვს ე.წ. დასწავლის
თეორიებს, რომელთა თანახმადაც, ადიქციური ქცევა განიხილება, როგორც დასწავლილი, არა-
ადაპტური (ისეთი, რომელიც გარემოსთან შეგუებაში ხელს გვიშლის) ქცევა, რომლის „გადასწავლაც“
(მილევა, „ჩაქრობა“) შესაძლებელია. ადიქციის ამხსნელი, დასწავლის მრავალი სხვადასხვა თეორია
არსებობს, რომლებიც განსხვავდებიან ადიქციის ფსიქოლოგიური მექანიზმების გააზრების ნიუანსებით.
მათ შორის საერთოა ხედვა, რომლის თანახმადაც დასწავლა ხდება ე.წ. განმტკიცების შედეგად. ანუ,
ესა თუ ის არაადაპტური ქცევა, განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა განმტკიცდეს იმ პირობითი
სარგებლით, რაც მას განხორციელების მომენტში მოაქვს (Marlatt, Witkiewitz, 2009; ლუისი და სხვ., 2017).
მაგალითად, თუ მორცხვი ადამიანი მიდის თავყრილობაზე, სადაც არავის იცნობს და ამის გამო მაღალ
შფოთვას და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდის, დალევს ალკოჰოლურ სასმელს და ამით
შფოთვისგან გათავისუფლდება. ამ ფსიქოლოგიურმა სარგებელმა შესაძლოა ალკოჰოლის მიღების
ქცევის განმამტკიცებლის როლი შეასრულოს, და მომავალში ალკოჰოლის მიღების ალბათობა
გაზარდოს, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ქმნის.
დასწავლის თეორიების თანახმად, წამალდამოკიდებულების მკურნალობა გულისხმობს მოხმარე-
ბასთან დაკავშირებული დასწავლილი არაადაპტური ქცევების „გადასწავლას“ და ახალი ადაპტური
ქცევების დასწავლას. რელაფსის პრევენციის თვალსაზრისით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
მოხმარების ქცევის ე.წ. ტრიგერების (ჩამრთველი ბერკეტების) ამოცნობა, და ისეთი ქცევების (და
შესაბამისი უნარ-ჩევების) დასწავლა, რომელიც ტრიგერების გავლენას შეასუსტებს (მაგალითად, უარის
თქმა არასასურველ შემოთავაზებაზე, საკუთარი ემოციების მართვა, და ა.შ.).
დღევანდელ დღეს ადიქციური ქცევის ასახსნელად ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩევა ბიო-
ფსიქოსოციალური მოდელი, რომლის თანახმადაც, ადიქცია და წამალდამოკიდებულება ქცევის კომ-
პლექსური პატერნია (სტერეოტიპი) და მის შექმნასა და შენარჩუნებაში მონაწილეობას იღებენ სამი
დონის ფაქტორების მთელი რიგი. ესენია: ბიოლოგიური ფაქტორები (მაგალითად, გენეტიკური გან-
წყობა), ფსიქოლოგიური ფაქტორები (მაგალითად, ემოციური რეგულაციის სირთულეები) და სოცია-
ლური ფაქტორები (მაგალითად, სოციალური ზეწოლა) (Marlatt, Witkiewitz, 2009; ლუისი და სხვ., 2017).
რელაფსის პრევენციის ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

9
რელაფსის პრევენციის
თეორიული საფუძვლები

2.1. რა არის რელაფსის პრევენცია


2
თ ავი

რელაფსის პრევენცია მესამეული პრევენციის სტრატეგიაა. მისი სპეციფიკის წარმოსაჩენად ქვემოთ


განვმარტავთ პრევენციის პირველად, მეორეულ და მესამეულ სტრატეგიებს ადიქციის დარგში:
• პირველადი პრევენცია - როდესაც ადამიანი/ჯგუფი არ მოიხმარს, და მუშაობა მიმართულია
იმაზე, რომ არც დაიწყოს
• მეორეული პრევენცია - როდესაც ადამიანი/ჯგუფი მოიხმარს (ექსპერიმენტულად, სარეკრეა-
ციოდ, სოციალურად), მაგრამ დამოკიდებულების სინდრომი ჩამოყალიბებული არ არის; ამ დროს
მუშაობა მიმართულია მოხმარების თავის დანებებაზე, რათა დამოკიდებულების სინდრომის
ჩამოყალიბება თავიდან ავიცილოთ
• მესამეული პრევენცია - როდესაც ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს დამოკიდებულების სინდრომი
(დაავადება წამალდამოკიდებულება, რომელსაც ქრონიკული მიმდინარეობა აქვს), იმკურნალა
შედეგიანად (ქცევა შეიცვალა, აღარ მოიხმარს, ან ნაკლებად საზიანოდ მოიხმარს) და ჩვენი
მიზანია განვამტკიცოთ ეს შედეგი, გავხადოთ ქცევის ცვლილება დროში მდგრადი, და თავიდან
ავიცილოთ რეციდივი.
დღეს დარგის ექსპერტებში არსებობს კონსენსუსი (და უკვე აღარ არის საკამათო) იმის თაობაზე, რომ
ადიქციის შემთხვევაში რეციდივი წესი უფროა, ვიდრე გამონაკლისი (Prochaska et al., 1992; Kern, 2009;
ლუისი და სხვ., 2017 და ა.შ.). ადიქციური ქცევის ცვლილების მკვლევარებმა - პროხასკამ, დეკლიმენტემ
და ნორკროსმა, ეს ხედვა მათ მიერ შემოთავაზებულ, ქცევის ცვლილების ამსახველ უაღრესად პო-
პულარულ მოდელში ასახეს, როგორც ქცევის ცვლილების ციკლში ერთ-ერთი ფაზა (იხ. დიაგრამა 1):

დიაგრამა 1: ქცევის ცვლილების ციკლი, ცვლილებათა ფაზების მოდელი (Prochaska et al.,


1992; Kern, 2009)
http://www.addictioninfo.org/articles/11/1/Stages-of-Change-Model/Page1.html

მდგრადი
შედეგი
ცვლილების
გადაწყვეტილება
და მოქმედება

შენარჩუნება/
რელაფსის
მზადება პრევენცია

რელაფსი
მსჯელობა

მსჯელობის
წინარე ფაზა

10
როგორც ხედავთ, ეს მოდელი გამოყოფს ქცევის ცვლილების შემდეგ ფაზებს:
• მსჯელობის წინარე ფაზა - როდესაც ადამიანი არ ფიქრობს ქცევის ცვლილებას და არ მუშაობს
ამაზე, მაგრამ თუ დაეჭვდა ქცევის სარგებლიანობაში, შესაძლოა ეს იყოს სწორედ „შესასვლელი“
ქცევის ცვლილების ციკლში
• მსჯელობის (ფიქრის) ფაზა - როდესაც ადამიანი აწონ-დაწონის ქცევის ცვლილებისა თუ გაგრ-
ძელების პლუსებს და მინუსებს
• გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ფაზა - როდესაც ადამიანი მსჯელობის ფაზის
საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ქცევის ცვლილების შესახებ, და მოქმედებს ამის შესა-
ბამისად
• ცვლილების შენარჩუნების ფაზა - როდესაც ადამიანი ინარჩუნებს მიღწეულ ცვლილებას და ეს
შესაძლოა იქცეს ადიქციური ქცევის ციკლიდან გასვლის წერტილად
• რეციდივის (რელაფსის) ფაზა - რომელსაც, სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად, მაღალი
გავრცელება აქვს, და რომელიც შესაძლოა გახდეს კვლავ ფიქრის ფაზაში გადასასვლელი ხიდი.
შესაბამისად, განსხვავდება საკონსულტაციო სტრატეგიის ამოცანები ცვლილებათა ციკლის სხვადა-
სხვა ფაზაზე (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1: კონსულტირების ამოცანები ცვლილებათა ციკლის სხვადასხვა ფაზაზე (Fields,


2010; ლუისი და სხვ, 2017)

ცვლილების ფაზები კონსულტირების ამოცანები

მსჯელობის წინარე დაეხმარო კლიენტს დაეჭვდეს ქცევის კურსის გაგრძელების თაობაზე –


გაამძაფრო მოხმარების ამჟამინდელ პატერნთან დაკავშირებული რისკების
და პრობლემების აღქმა. დაამყარო რაპორტი, აღიარო კლიენტის გრძნობე-
ბი, და შეამზადო ინსაიტებისა და ცვლილებებისთვის.

მსჯელობის დაეხმარო კლიენტს წონასწორობის შერყევაში (ჰომეოსტაზიდან გამოსვლა-


ში) – ცვლილების მიზეზის აღძვრაში, მოხმარების გაგრძელებასთან დაკავ-
შირებული რისკების ხაზგასმაში, თვითეფექტურობის გაძლიერებაში.
ყოველივე ამის საფუძველზე - ცვლილების პირადი გადაწყვეტილების
გაღრმავებაში.

გადაწყვეტილების დაეხმარო კლიენტს სასურველი ცვლილების მისაღწევი საუკეთესო მიდგო-


მიღებისა და მოქმედების მის არჩევაში, შესაბამისი გეგმის შემუშავებაში, გეგმის განხორციელებაზე
კონცენტრაციაში, ცვლილების გზაზე აღმართული დაბრკოლებების გადა-
ლახვაზე მუშაობაში.

შენარჩუნების / რელაფსის დაეხმარო კლიენტს რეციდივის ჩამრთველი მექანიზმების (ე.წ. ტრიგერების)


პრევენციის და სარისკო სიტუაციების გამოვლენაში და რეციდივის თავიდან აცილების
სტრატეგიების დამუშავება-სრულყოფა-ათვისება-განხორციელებაში.

რელაფსის პრევენციის, როგორც ჩარევის, მიზანია, რომ ადამიანს, რომელმაც მიაღწია წარმატებას
ქცევის ცვლილების თვალსაზრისით - სრულად დაანება თავი მოხმარებას ან ნაკლებ საზიანოდ
მოიხმარს, დავეხმაროთ ამ შედეგის განმტკიცებაში. ამდენად, რელაფსის პრევენცია ცვლილებების
შენარჩუნების ფაზაზე ხორციელდება. მოსალოდნელი შედეგი აქ ან ადიქციის ქცევის ციკლიდან გასვ-
ლაა (დიაგრამა # 1) და მდგრადი ცვლილების შენარჩუნება, ან, შემდგომი რეციდივის სიმძიმის, სიხ-
შირისა და ხანგრძლივობის შემცირება. მტკიცებულების თანახმად, მდგრადი შედეგის (გრძელვადიანი
სიფხიზლის) მიღწევამდე ადამიანი ქცევის ცვლილების ციკლს (და შესაბამისად, რეციდივს) რამ-
დენჯერმე გადის; აქედან გამომდინარე, რელაფსის პრევენციაზე მუშაობა წამალდამოკიდებულების

11
კონსულტირების განუყოფელი ნაწილი გახდა (ლუისი და სხვ., 2017).
მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ ე.წ. წაცდენა (lapse) - როცა ერთხელობრივი ან
ხანმოკლე პერიოდით მოხმარება ხდება რემისიის დროს, და რელაფსი (relapse) ანუ რეციდივი, როდესაც
ადამიანი უბრუნდება მკურნალობამდელ პრობლემურ ქცევას. წინათ სპეციალისტები ახდენდნენ
წაცდენის კატასტროფიზაციას („ყველაფერი წყალში ჩაიყარა“ ტიპის მიდგომა), რაც კლიენტში მაღალი
ალბათობით იწვევს მარცხის განცდას და ე.წ. აბსტინენციის დარღვევის სიმპტომს (ბრალეულობის,
სირცხვილის, ცვლილების შეუძლებლობის და სხვა ნეგატიურ განცდებს), რომელთა გამო წაცდენის
შემდგომი რეციდივის ალბათობა იზრდება.
დღევანდელ დღეს, წაცდენის მიმართ უფრო მშვიდი (ნაკლებად ემოციური თუ მორალისტური) და-
მოკიდებულებაა და ის განხილულია, როგორც უკუკავშირი, გამოცდილება, ინფორმაცია - რომელიც
გვატყობინებს, რომ საჭიროა ძალისხმევა, ე.წ. „წაცდენის მართვა“, რათა ის არ გადაიზარდოს სრულ-
მასშტაბიან რეციდივში. ამ შემთხვევაში ხდება სიტუაციური ცვლადებისა და თერაპიის ხარვეზების
გაანალიზება, შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა და ამის გათვალისწინებით, სიფხიზლის შენარ-
ჩუნებაზე შემდგომი მიზანმიმართული ზრუნვა. ამდენად, კატასტროფიზაციის ნაცვლად, წაცდენა გან-
ხილულია, როგორც გაკვეთილების გამოტანის და შემდგომი სასარგებლო ცვლილებების (როგორც
კლიენტის ცხოვრებაში, ასევე თერაპიულ კურსში) განხორციელების საშუალება.
რელაფსის პრევენციის საქმეში მნიშვნელოვანია, რომ კლიენტის გამოცდილება განხილულ იქნას არა
ფრაგმენტულად, არამედ მთლიანობაში: მაგალითად, თუ კლიენტს, 6 თვიანი სიფხიზლის შემდგომ,
ერთკვირიანი მოხმარების ეპიზოდი აქვს, ეს უნდა განხილულ იქნას არა როგორც ერთკვირიანი
მოხმარება (რელაფსი), არამედ როგორც <სიფხიზლის 180 დღე + მოხმარების 7 დღე>. ეს მთლიანობითი
აღქმა, და აღქმული რაოდენობრივი კონტრასტი (180 დღე 7 დღის წინააღმდეგ) ეხმარება კლიენტს,
რომ სიფხიზლის შენარჩუნებაზე მუშაობა განაგრძოს.
მეთოდოლოგიურად, რელაფსის პრევენცია ემყარება კოგნიტურ-ბიჰევიორულ მიდგომას, რომელიც
მიმართულია შესაბამისი უნარების განვითარებასა და სტრესთან გამკლავების სტრატეგიების ათ-
ვისებაზე. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან, ასევე, გამოიყენება მაინდფულნესზე დაფუძნებული
რელაფსის პრევენცია.
რელაფსის პრევენციის პირვანდელი მოდელი შემოთავაზებულია ალან მარლატისა და მისი კოლე-
გების მიერ, და ეყრდნობა დაშვებას, რომ რელაფსს წინ უსწრებს მაღალი რისკის სიტუაციები. ამ მო-
დელის თანახმად, თუ პაციენტს დავეხმარებით მაღალი რისკის სიტუაციების პროგნოზირებასა და
გამკლავების სტრატეგიების დასახვა-ათვისებაში, რელაფსის ალბათობა მცირდება. ეს სქემა, ასევე,
ნათლად აჩვენებს, რომ თუ რელაფსს ვუყურებთ, როგორც კატასტროფას, ეს იწვევს ე.წ. „აბსტინენციის
დარღვევის ეფექტს“ - ბრალეულობის განცდასა და ცვლილებების შეუძლებლობის განცდას, რაც
მოხმარების ქცევის გაგრძელების მიზეზი ხდება. ამავე დროს, მაღალი რისკის სიტუაციასთან ყოველი
შედეგიანი გამკლავება ზრდის თვითეფექტურობასა და ამცირებს რეციდივის რისკს (იხ. დიაგრამა 2).

12
დიაგრამა 2: მარლატისა და გორდონის რელაფსის პრევენციის თავდაპირველი
კოგნიტურ-ბიჰევიორული მოდელი (Marlatt & Gordon, 1985)

დადებითი გაზრდილი რელაფსის


გამკლავება თვითეფექტურობა შემცირებული
ალბათობა

მაღალი რისკის რელაფსის


სიტუაცია წაცდენა
გაზრდილი
(ე.წ. „ლაფსი“)
ალბათობა

უარყოფითი
გამკლავება
შემცირებული აბსტინენციის
თვითეფექტურობა; დარღვევის ეფექტი
დადებითი შედეგის (AVE): ბრალეულობის
მოლოდინი განცდა, და ა.შ.

ოცდამეერთე საუკუნეში რელაფსის ზევით აღწერილი მოდელი გადაისინჯა, დაიხვეწა და ამის


საფუძველზე, შემუშავებულ იქნა რელაფსის პრევენციის ე.წ. დინამიური მოდელი (იხ. დიაგრამა 3),
რომელიც აჩვენებს, რომ რელაფსში ბევრი ცვლადია ჩართული და, ამ ცვლადებს შორის არა წრფივი,
არამედ კომპლექსური ურთიერთქმედებაა, რაც გავლენას ახდენს რელაფსის დროსა და სიმძიმეზე.
რელაფსის დინამიურ მოდელში გავლენები იყოფა ე.წ. მდგრად (სტაბილურ, დისტალურ) გავლენე-
ბად/პროცესებად და ფაზურ (დროებით/გარდამავალ) გავლენებად/პროცესებად. თითოეულ ამ ქვე-
ტიპში მოქმედებს ფაქტორების მთელი რიგი:
მდგრადი გავლენები/პროცესები: დისტალური რისკები (ოჯახის ისტორია, პიროვნული მახასიათებ-
ლები, ზარხოშის მდგომარეობის სომატური სპეციფიკა და სხვ.); კოგნიტური პროცესები (თვითეფექ-
ტურობა, შედეგის მოლოდინი, ლტოლვა, მოტივაცია და სხვ.); აბსტინენცია;
ფაზური (გარდამავალი) გავლენები/პროცესები: აფექტური მდგომარეობები, გამკლავება (ბიჰევიორულ-
კოგნიტური, თვითრეგულაცია და სხვ.), მოხმარების ქცევა (რაოდენობა ან სიხშირე), აღქმული ეფექტი
(თრობის ეფექტი, თრობის მდგომარეობის ბიჰევიორული განმტკიცება, აბსტინენციის დარღვევის
ეფექტი და სხვ.) და ა.შ.

13
დიაგრამა 3: რელაფსის პრევენციის დინამიური მოდელი (Witkiewitz & Marlatt,
2004; Hendershot et al, 2011)

მაღალი

(კონტექსტუალური ფაქტორები)
რისკის სიტუაციები

ფაზური (გარდამავალი)
გავლენები/პროცესები

აღქმული ეფექტი
მოხმარების ქცევა (თრობის ეფექტი, თრობის მდგომარეობის
მდგრადი (რაოდენობა ან სიხშირე) ბიჰევიორული განმტკიცება, აბსტინენციის
დარღვევის ეფექტი და სხვ.))
გავლენები/პროცესები
გამკლავება
(ბიჰევიორულ-კოგნიტური,
თვითრეგულაცია და სხვ.)

დისტალური რისკები
(ოჯახის ისტორია, კოგნიტური პროცესები
აფექტური მდგომარეობები
პიროვნული მახასია- თვითეფექტურობა, შედეგის
თებლები, ზარხოშის მოლოდინი, ლტოლვა,
მდგომარეობა და სხვ. მოტივაცია და სხვ.

ზარხოშის ფიზიკური
სიმპტომები

დინამიური მოდელი, ფაქტობრივად, ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას და გვიჩვენებს, რომ


გავლენის (ანუ, რისკისა და დამცავი) ფაქტორები ამ სამივე დონეზე არსებობს და მათი გათვალისწი-
ნებაა საჭირო. მაგალითად, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ფიზიკური დამოკიდებულება და ზარხოშის
სომატური გამოვლინებები - ბიოლოგიურია; ისეთი, როგორიცაა ნეგატიური აფექტები, რწმენები და მო-
ლოდინები ნივთიერებათა მოხმარების ეფექტების თაობაზე, აბსტინენციის დარღვევის ეფექტი -
ფსიქოლოგიურია; ხოლო ისეთი, როგორიცაა სოციალური მხარდაჭერა, თანატოლთა ზეწოლა,
სოციოეკონომიკური სიდუხჭირე - სოციალურია. ამგვარად, დინამიური მოდელი ეფუძნება ადამიანის
ჰოლისტურ ხედვას და ცდილობს სამივე დონეზე არსებული ფაქტორების გათვალისწინებას და რე-
ლაფსის პრევენციაზე მუშაობის სამიზნეებად განხილვას (Marlatt & Donovan, 2005; ლუისი და სხვ., 2017).

2.2. რელაფსის პრევენციის სამიზნეები

რამდენადაც რელაფსის პრევენცია უნარებისა და გამკლავების სტრატეგიების განვითარებაზეა მი-


მართული, მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომ მტკიცებულებაზე დაფუძნებულად, ზუსტად განისაზღვროს
ჩარევის სამიზნეები. მტკიცებულების თანახმად, ზევით მოყვანილი დინამიური მოდელიდან, გან-
საკუთრებით მნიშვნელოვანია (ანუ, კვლევების თანახმად, სტატისტიკურად მნიშვნელოვან კავშირშია
რეციდივთან) ისეთი ცვლადები, როგორიცაა (Hendershot et al, 2011):
• თვითეფექტურობა
• შედეგის მოლოდინი, ანუ ის, თუ რა შედეგს ელის ადამიანი მოხმარებისგან
• ზარხოშის ფიზიკური მდგომარეობა
• ნეგატიური აფექტები (გრძნობები, ემოციები)
• თვითკონტროლი და გამკლავების სტრატეგიები

14
ინდივიდისთვის დამახასიათებელი ეს ცვლადები შედიან ინტერაქციაში გარემოს ცვლადებთან და
შესაძლოა შექმნან ე.წ. „რეციდივის/რელაფსის ჯაჭვი“, რაც იმას ნიშნავს, რომ რეციდივს არა ერთი
რომელიმე განაპირობებს, არამედ ყველა ამ ცვლადის ურთიერთქმედება (Washton, 2008).
რელაფსის პრევენციის მიზნით, ამ ცვლადების ზეგავლენის გასაკონტროლებლად, მნიშვნელოვანია
მუშაობის შემდეგი სამიზნეების დასახვა:
ტრიგერების ამოცნობის უნარი. რელაფსის პრევენციაზე მუშაობისას მნიშვნელოვანია მოხმარების
ქცევის ჩამრთველი მექანიზმების (ე.წ. „ტრიგერების“) გაცნობიერება. ყველა ადამიანს ინდივიდუალური
ტრიგერები გააჩნია, თუმცა არსებობს, ასევე, ფართოდ გავრცელებული ტრიგერები, რომელთა ამოც-
ნობა მნიშვნელოვანია. ესენია, მაგალითად: შფოთვა, დაწეული გუნება-განწყობილება, მოწყენილობა,
სტრესი, ბრაზი, ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები, ფულთან დაკავშირებული პრობ-
ლემები, გარკვეული ადგილები, სუნი, ადამიანები, ზეწოლა (მოხმარების სოციალური წნეხი - დაძალება,
შეთავაზება), საინექციო ინსტრუმენტის დანახვა და ა.შ. მაგალითად, აკვიატებული ლტოლვის მიღმა,
ძალიან ხშირად, ისეთი გაუცნობიერებელი უარყოფითი განცდები დგას, როგორიცაა ბრაზი, მარტოობის
განცდა, დაღლილობის განცდა, შიმშილი და ა.შ. როცა ადამიანი გრძნობს მოხმარების ლტოლვას, მას
შეუძლია დაუსვას თავის თავს შეკითხვა - ხომ არ განცდის რომელიმეს ამ ნეგატიური განცდებიდან და
ამგვარად, ამოიცნოს იმ მომენტში აკვიატებული ლტოლვის ტრიგერი. ამდენად, მნიშვნელოვანია
საკუთარი ტრიგერების „რუკის“ შედგენა და მათი თავიდან არიდების ან მათთან გამკლავების
ინდივიდუალური გეგმის შედგენა.
პრობლემების მართვის უნარი. ძალიან ხშირად რელაფსის მიზეზი იმგვარი პრობლემებია, რომელთა
მართვაც ადამიანს უჭირს (სამსახურთან, სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, სოციალურ წრესთან
თუ პირადულ ურთიერთობებთან დაკავშირებული), და რომელთა უმართაობის გამოც მას უქვეითდება
თვითეფექტურობის განცდა და უჩნდება ნეგატიური ემოციები. ეს უკანასკნელები კი, მოხმარების
ტრიგერების როლში გამოდიან. აქედან გამომდინარე, პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გან-
ვითარება და ზოგადად, პრობლემებთან გამკლავებაში დახმარება რელაფსის პრევენციის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მიმართულება და სამიზნეა. ამისთვის მნიშვნელოვანია მოსარგებლის დახმარება
საკუთარი გამკლავების სტრატეგიების გაცნობიერება-გადასინჯვაში, გამკლავების ნეგატიური სტრა-
ტეგიების უკუგდებაში და პოზიტიური სტრატეგიების აქტივიზებაში.
თვითცნობიერება და თვითეფექტურობა. საკუთარი განცდების ამოცნობა, ზოგადად საკუთარ განც-
დებში გარკვევაში გავარჯიშება, სახელების დარქმევა და მათი მართვა - კრიტიკულად მნიშვნელო-
ვანია რელაფსის პრევენციისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი გამკლავების სტრატეგიების
გაცნობიერება, იმის გააზრება, თუ რამდენად კონსტრუქციული (პოზიტიურია) ეს გამკლავების სტრა-
ტეგიები, როგორ შეიძლება ჩაანაცვლო დესტრუქციული (ნეგატიური) გამკლავების სტრატეგიები პო-
ზიტიურით. საკუთარ გრძნობებში, განცდებში, სააზროვნო დაშვებებში, გამკლავების სტრატეგიებში
გარკვევა, მათი გადასინჯვა, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების გაცნობიერება, სუსტი მხარეების
გაძლიერების გზებზე დაფიქრება და მუშაობა - ეს ყველაფერი თვითეფექტურობის განცდის განვი-
თარებას ეხმარება. თვითეფექტურობა - ეს არის აზრი და განცდა იმის თაობაზე, რომ შენ შეგიძლია
იმის განხორციელება, რასაც ისახავ მიზნად. კვლევების თანახმად, ეს ფსიქოლოგიური მახასიათებელი
მნიშვნელოვან კავშირშია ქცევის ცვლილებებში წარმატებს მიღწევასთან და ამ წარმატების მდგრა-
დობასთან.
ემოციების თვითრეგულაციის უნარი. რელაფსის მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს ნეგატიური ემოციები
და მათ მიღმა მდებარე არაადაპტური აზრები წარმოადგენს. არაადაპტურია აზრი, თუ ის არ გვეხ-
მარება ადაპტაციაში, იწვევს ნეგატიურ განცდებს და ისეთ ქცევას, რომელიც პრობლემებს გვიქმნის.
მაგალითად, აზრი „თუ უარს ვეტყვი დალევის შემოთავაზებაზე, აღარავინ მოინდომებს ჩემთან ურ-
თიერთობას“ არაადაპტურია და რელაფსის თვალსაზრისით რისკის შემცველია. ან, ისეთი აზრები,
როგორიცაა „არავის ვაინტერესებ, არაფერი გამომივა, მაინც ვერაფერს გავხდები, ვერაფერს შევცვ-
ლი“ - ასევე, ნეგატიური განცდების აღმძვრელი და რელაფსის თვალსაზრისით მაღალი რისკის შემც-
ველია. ემოციების თვითრეგულაციის უნარის განვითარება, არაადაპტური აზრების გადასინჯვაზე

15
მუშაობა, აზრების, ემოციებისა და ქცევის ბმის გაცნობიერება აქ უაღრესად მნიშვნელოვანია. ემოციური
თვითრეგულაციის უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, ერთი მხრივ, არსებობს სავარჯიშოების მთელი
რიგი, დაწყებული უაღრესად მარტივი სუნთქვითი სავარჯიშოებიდან, დამთავრებული შედარებით
უფრო კომპლექსური სამედიტაციო ტექნიკებით. მეორე მხრივ, ემოციების რეგულაციაზე მუშაობა უნდა
მოხდეს არაადაპტური აზრების გაცნობიერებისა და გადასინჯვის გზით.
საკუთარ თავზე ზრუნვის უნარ-ჩვევები და ცხოვრების ნირი. ხშირად, ქცევის ცვლილებაზე მუშაობის
დროს, მოხმარების თავის დანებებას თან ახლავს ძილის სირთულეები, გამოფიტვის განცდა, სომატური
პრობლემები - ეს ყველაფერი კი კვლავ მოხმარების აკვიატებული ლტოლვის ტრიგერი შეიძლება გახ-
დეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსარგებლეს დავეხმაროთ როგორც ფიზიკური, ასევე
ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენაში, ძილის გაუმჯობესებაში, საკუთარი ცხოვრების ნირის
ცვლილებაში, ყოველივე ამის ფონზე კი - თვითშეგრძნების გაუმჯობესებაში. ეს შესაძლოა მოხდეს,
ერთი მხრივ, სომატური პრობლემების მართვით (და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამედიცინო
სერვისებში გადამისამართებით). მეორე მხრივ, იქ, სადაც ფიზიკურ დისკომფორტს სომატური მიზეზები
არა აქვს, მის მოგვარებაზე ზრუნვა უნდა მოხდეს ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დანერგვის ხელ-
შეწყობით. აქ ჯანსაღ კვებას, ვარჯიშს, დროულად დაძინებას, ზოგადად ჯანსაღი რეჟიმით ცხოვრებაზე
გადასვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
რელაფსის პრევენციაზე მუშაობისას, ზემოთ აღწერილ სამიზნეებზე მუშაობის სინერგიული ამოცანებია:
აბსტინენციის მოტივაციის გაძლიერება, სტრესთან და პრობლემებთან გამკლავების უნარების
განვითარება (მაღალი რისკის სიტუაციების მართვა), ახალი პოზიტიური აქტივობებით მოხმარების
აქტივობების ჩანაცვლება, მტკივნეული აფექტების (დეპრესია, შფოთვა) მართვა და როგორც ზევით
მივუთითეთ - ზოგადად ემოციური თვითრეგულაცია, ინტერპერსონალური ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესება და ახალ (მოხმარების გარეშე) სოციალურ ურთიერთობებში ჩართვა.

16
რელაფსის პრევენციაზე
მუშაობის მოდული

3.1. სესია პირველი


3
თ ავი

სესიის მიზანი: რაპორტის დამყარება, ინფორმაციის აკრეფა, ინფორმაციის მიწოდება მუშაობის სპე-
ციფიკაზე (რელაფსზე და ადიქციაზე ფსიქოგანათლება), სიფხიზლის მოტივაციის გაძლიერება, მუშა-
ობის მიზანზე შეთანხმება და კონტრაქტის დადება, მუშაობის წესებზე შეთანხმება, სტაბილიზაციის
დაწყება

ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.1.1. პირველადი საუბარი - 30 წთ

- ინფორმაციის გაგება მოსარგებლეზე: რატომ უნდა რელაფსის პრევენციაზე მუშაობა სწორედ


ახლა, რა გამოცდილება აქვს მკურნალობის/მოხმარების თავის დანებების, მოხმარებისა რა
ისტორია აქვს; რა რისკისა და დაცვითი ფაქტორებია მის სოციალურ სინამდვილეში; რამდენად
პრობლემურია მისი მდგომარეობა მოხმარების თვალსაზრისით.
- პრობლემის აღიარება და გაცნობიერება: აქ კონსულტანტმა უნდა აუხსნას მოსარგებლეს, რომ
მუშაობის დასაწყებად მნიშვნელოვანია დამოკიდებულების პრობლემის აღიარება. პრობლემის
სიმძიმის გაცნობიერებისა და პრობლემის აღიარებისთვის (და არა დიაგნოზის დასასმელად),
კონსულტანტს შეუძლია მოსარგებლეს წარმოუდგინოს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები და
სთხოვოს ყოველ პუნქტზე „კი“ ან „არა“ პასუხი გასცეს (Daley & Douaihy, 2019):

17
კრიტერიუმები კი არა

ნივთიერების მოხმარება უფრო დიდი რაოდენობით, ან უფრო ხანგრძლივი დროის


მანძილზე, ვიდრე განზრახული გქონდა

წარუმატებელი მცდელობები შეამცირო ან შეწყვიტო ნივთიერების მოხმარება

ნივთიერების მოხმარების ინტენსიური ლტოლვის შეტევების განცდა

უფრო მეტი ოდენობის ნივთიერების საჭიროება სასურველი ეფექტის მიღწევისთვის


(რასაც, აგრეთვე, ნივთიერების მიმართ ტოლერანტობას უწოდებენ)

ნივთიერების არ მოხმარების შემთხვევაში, აბსტინენციის სიმპტომების


განვითარება

მეტი დროის დახარჯვა ნივთიერების მოძიებასა და მოხმარებაზე, და თრობიდან


გამოსასვლელად

სახლში, სამსახურსა თუ სასწავლებელში პასუხისმგებლობების უგულებელყოფა


ნივთიერების მოხმარების გამო

მოხმარების გაგრძელება მაშინაც კი, როცა ეს იწვევს პრობლემებს


ურთიერთობებში

ნივთიერებების მოხმარების გამო მნიშვნელოვანი ან სასურველი სოციალური, ან


რეკრეაციული აქტივობებისთვის თავის დანებება

ნივთიერებების მოხმარება სარისკო სიტუაციებში, რომლებიც საკუთარი თავისთვის


საფრთხეს შეიცავს

მოხმარების გაგრძელება იმის მიუხედავად, რომ ნივთიერება იწვევს ფიზიკური და


ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს

- მოხმარების პრობლემის მოსარგებლის ცხოვრებაზე გავლენის გაცნობიერებაზე მუშაობა: აქ კონ-


სულტანტი მოსარგებლეს სთავაზობს იმაზე დაფიქრებას, თუ რა გავლენას ახდენს მოხმარების ქცევა
მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. ეს მსჯელობა შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი ცხრილის
შევსების საფუძველზე:

გავლენის/ზემოქმედების სფეროები გავლენა

ფიზიკური ჯანმრთელობა/სამედიცინო პრობლემები (სტომატოლოგიურის


ჩათვლით)
ფსიქოლოგიური/ემოციური კეთილდღეობა
სწავლა/სამსახური
ოჯახი
ინტერპერსონალური ურთიერთობები
რეკრეაციული აქტივობები (დასვენება)
სამართლებრივი
ეკონომიკური/ფინანსური
სხვა

18
- ცვლილების მოტივაციის გარკვევა/გაძლიერება: ამ საუბრის დროს კონსულტანტი უნდა იყენებდეს
მოტივაციური ინტერვიუირების ტექნიკებს, კერძოდ: თვითმამოტივირებელი ფორმულირებების ხაზ-
გასმას, აზრებისა და გრძნობების შეჯამებას, არათანმიმდევრულობების ხაზგასმას და ა.შ. საუბარი
მიმდინარეობს შემდეგზე:
• რამდენად მოტივირებულია მოსარგებლე რომ იმუშაოს ცვლილებებზე;
• რაში უშლის ხელს მოხმარება;
• მოხმარება რომ განაგრძოს, ამას რა მოჰყვება და რომ შეწყვიტოს - რა. აქ, კონსულტანტმა უნდა
გამოიყენოს ორი ცხრილი. პირველში ივსება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თავის
დანებების შემთხვევაში დადებითი და უარყოფითი, ხოლო მეორეში ივსება ინფორმაცია იმის
თაობაზე, თუ რა მოხდება დადებითი და უარყოფითი თუ თავს არ დაანებებს (იხ. დანართი 1.1).
ცხრილების შევსება მოსარგებლეს მკაფიო სურათის დანახვისა და მსჯელობის შესაძლებლობას
შეუქმნის;
• რა ცვლილების შენარჩუნებაზე უნდა (მოსარგებლეს) მუშაობა (ან რაოდენობის დაკლება, ან
სარისკო მოხმარებიდან ნაკლებად სარისკო მოხმარებაზე გადასვლა - მაგ, ინექციურიდან
არაინექციურზე, ან სრული თავის დანებება);
• კონსულტანტის მხრიდან ხდება სხვა პრობლემების მოგვარების თაობაზე შეკვეთის დაზუსტება.
ყოველივე ამის საფუძველზე, კონსულტანტსა და მოსარგებლეს შორის ხდება შეთანხმება მუშაობის
მიზნებზე და შესაბამისად - წესებზეც.
- მუშაობის წესების დათქმა:
• სესიების რეგულარობა -კვირაში ერთხელ, ხანგრძლივობა - 90 წთ,
• სესიებს შორის საშინაო დავალებების შესრულების აუცილებლობა - ახალი უნარ-ჩვევების
ასათვისებლად,
• სესიებზე ფხიზელი დასწრება (აქ იგულისხმება ფსიქოაქტიური საშუალებების არასამედიცინო
მიზნით მოხმარება),
• თუ მოსარგებლე სესიას ამა თუ იმ მიზეზით აცდენს - კონსულტანტის წინასწარ გაფრთხილება.

3.1.2. ფსიქოგანათლება რელაფსსა და ადიქციაზე - 30 წთ

- ინფორმაციის მიწოდება რელაფსის პრევენციის ფილოსოფიაზე და მეთოდოლოგიაზე: კონსულტანტი


ატარებს ფსიქოგანათლებას რელაფსზე:
• რომ რელაფსი არის მკურნალობის/თავის დანებების პროცესის ბუნებრივი ეტაპი, რომ სრულ
თავის დანებებამდე შესაძლოა ადამიანმა რამდენიმე რელაფსი გაიაროს;
• კონსულტანტი მოსარგებლეს აცნობს ქცევის ცვლილების ციკლის დიაგრამას და ისინი ერთად
მსჯელობენ, თუ რომელ ფაზაში იმყოფება მოსარგებლე (იხ. დანართი 1.2). აქვე მოსარგებლე
ავსებს კითხვარს, რომლის საშუალებითაც კონსულტანტთან ერთად არკვევენ, თუ რომელ
ფაზაშია მოსარგებლე (იხ. დანართი 1.3);
• რომ რელაფსი განსხვავდება დონეების მიხედვით - არსებობს „წაცდენა“ (ლაფსი) რაც არის
მნიშვნელოვანი უკუკავშირი იმაზე, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს;
• მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ რელაფსის პრევენციის მიზანია ლაფსის თავიდან აცილება,
მაგრამ ლაფსი თუ მოხდა - ამ გამოცდილებიდან გაკვეთილების გამოტანა და შესაბამისი ცვლი-
ლებების განხორციელება, ანუ, ლაფსის მართვა, რათა რელაფსი თავიდან ავიცილოთ.
- ფსიქოგანათლება ადიქციაზე: კონსულტანტი საუბრობს, რომ
• მოხმარება არის დასწავლილი ქცევა, რომლის „გადასწავლაც“ შესაძლებელია,
• ამ ქცევას აქვს თავისი „ჩამრთველი მექანიზმები (ტრიგერები),

19
• ტრიგერების ამოცნობა და მათთან გამკლავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია რელაფსის პრე-
ვენციის თვალსაზრისით,
• ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ახალი სასარგებლო ქცევებისა და მათი შესაბამისი უნარ-
ჩვევების დასწავლა იქნება საჭირო,
• ეს უნარ-ჩვევები, უპირველეს ყოვლისა, ეხება საკუთარი თავის უკეთ შეცნობას, ემოციების
მართვას (რეგულაციას); ამისთვის - გაცნობიერებას და ცვლილებას ისეთი საკუთარი აზრებისა,
რაც მათ არ ეხმარებათ ცხოვრებაში და ა.შ.

3.1.3. ლტოლვის გამკლავებაზე მუშაობა - 30 წთ.:

- ლტოლვის თაობაზე ინფორმაციის გამოკითხვა: კონსულტანტი კრებს ინფორმაციას მოსარგებლისგან


იმის თაობაზე, თუ
• რამდენად ხშირად უჩნდება მას აკვიატებული ლტოლვა, რამდენად ინტენსიურია და რა ხან-
გრძლივობისაა ის,
• რას აკეთებს ხოლმე თავის გასართმევად, რა მუშაობს და რა არ მუშაობს,
• რა სიტუაციებში უჩნდება, რა უსწრებს ხოლმე წინ (რა „ატრიგერებს“): რა შინაგანი მდგომარე-
ობები, რა ფიზიკური თუ სოციალური სიტუაციები.
- ლტოლვის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეფრეიმინგი: კონსულტანტი აწოდებს
ინფორმაციას მოსარგებლეს იმის თაობაზე, რომ
• ლტოლვა, თავის დანებების პროცესში, ბუნებრივი, დროში შეზღუდული რეაქციაა. აქ, მნიშვ-
ნელოვანია დროში შეზღუდულობის ხაზგასმა - ლტოლვა გარდამავალი მოვლენაა (ტალღა-
სავით), მოდის და მიდის,
• რამდენადაც ლტოლვას ტალღისებური ხასიათი აქვს, მას მრუდის ფორმა აქვს: დასაწყისი,
აღმავალი სვლა, პიკი/კულმინაცია, დაღმავალი სვლა, დასასრული:

ლტოლვის თემაზე საუბრის პროცესში კონსულტანტის მხრიდან მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ
ლტოლვას ასტიმულირებს ტრიგერი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ტრიგერების ამოცნობა.
- ფუნქციური ანალიზის გაცნობა: კონსულტანტი მოსარგებლეს უხსნის იმას, თუ რა არის ტრიგერი
(შესაძლოა, პავლოვის ძაღლებთან ექსპერიმენტების მაგალითზე), და აცნობს ფუნქციური ანალიზის
ცხრილს (რათა ის მოამზადოს საშინაო დავალებისთვის). ცხრილს ავსებენ კონსულტანტის მიერ
მოყვანილი მაგალითის და/ან მოსარგებლის გამოცდილებიდან მოტანილი მაგალითის საფუძველზე
(შევსებული ცხრილის მაგალითისთვის იხ. დანართი 1.4):

20
ტრიგერი აზრები გრძნობები ქცევა დადებითი უარყოფითი
შედეგი შედეგი

ფუნქციური ანალიზი გულისხმობს მოსარგებლის რეფლექსიას იმაზე, თუ რამ აღძრა ლტოლვა (რამ
შეასრულა ტრიგერის როლი), რა აზრები გაუჩნდა ამ პროცესში, რა გრძნობებს განიცდიდა, როგორ
მოიქცა, რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგი მოყვა მისთვის მის ქცევას.
აქ მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ტრიგერის როლი შესაძლოა შეასრულოს სხვადასხვა მოვლენამ:
• შინაგანმა მდგომარეობებმა: შიშმა, შფოთვამ, სევდამ, სიხარულმა, გაბრაზებამ და ა.შ.,
• სოციალურმა სიტუაციებმა: სახლში მარტო დარჩენამ, იმ ადამიანების დანახვამ ვისთანაც
ერთად მოიხმარდი, ხელფასის აღებამ თანამშრომლების თანდასწრებით და სხვ.,
• ფიზიკურმა სიტუაციებმა: იმ ადგილებში გავლამ სადაც მოიხმარდი, გარკვეულმა სუნმა და ა.შ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა ასრულებს ტრიგერის როლს (და შესაძლოა, ეს სია კიდევ
უფრო შეივსოს), მაშინ შესაფასებლად და ფუნქციური ანალიზისთვის საშინაო დავალების სახით უნდა
ავარჩიოთ კვირის მანძილზე ყველაზე რთულად დასაძლევი ტრიგერები. ასევე, საჭიროა საუბარი
იმაზე, რომ უნდა შემუშავებულ იქნას ტრიგერების არიდების ეფექტური სტრატეგიები.
- მუშაობა ტრიგერებთან გამკლავებაზე: უნდა მოხდეს მოსარგებლესთან ერთად ტრიგერებთან გამ-
კლავების „ყულაბის“ შექმნა, ისეთი სტრატეგიების მოაზრება-მონიშვნა, როგორიცაა:
• ყურადღების გადატანა სხვა აქტივობაზე,
• მხარდამჭერ პირთან საუბარი ტრიგერის მიერ აღძრულ ლტოლვაზე,
• საკუთარ თავთან საუბარი,
• მოხმარების ცუდი შედეგის გახსენება და ა.შ.
აქ კონსულტანტმა უნდა აუხსნას მოსარგებლეს „სერფინგის“ სავარჯიშო, როგორც ტრიგერის მიერ
აღძრული ლტოლვის დაძლევის ერთ-ერთი შედეგიანი საშუალება:
სავარჯიშო „სერფინგი“ მდგომარეობს იმაში, რომ მოსარგებლე ცდილობს ლტოლვის მრუდის (ანუ,
ინტენსივობის) დაქვეითებას თვითდაკვირვების გზით. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ თვითდაკვირ-
ვება აქვეითებს გრძნობათა ინტენსივობას. ამიტომ, მოსარგებლეს ეძლევა ინსტრუქცია, როგორც კი
იგრძნობს ლტოლვის საწყის ეტაპს (აღმავალ სვლას), დაიწყოს თვითდაკვირვება ე.წ. „სხეულის სკა-
ნირების“ მეთოდით. სხეულის სკანირება გულისხმობს სხეულის ყველა ნაწილში, დაწყებული
ფეხებიდან, დამთავრებული თავით, თანმიმდევრულად, შეგრძნებებზე დაკვირვებას (სხეულის
სკანირების სცენარისთვის იხ. დანართ 1.5). სკანირების შესრულების შედეგად, ლტოლვის ინტენსივობა
დაიკლებს, და შესაბამისად, მრუდის პიკი იქნება ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე სხეულის სკანირების
გარეშე იქნებოდა, და მისი გადატანა („ლტოლვის ტალღის“ გადატანა) მოსარგებლეს ნაკლებად
მტკივნეულად გამოუვა.
რეკომენდებულია, მოსარგებლემ, სანამ დაიწყებს „სერფინგის“ განხორციელებას, და მის შემდგომ,
შეაფასოს სუბიექტური დისტრესის დონე (სუდ-ი) სკალაზე 0-დან (სრულიად მშვიდი) 10-მდე
(უკიდურესად დისტრესირებული) და შეამჩნიოს/აღნიშნოს განსხვავება.
- ემოციური თვითრეგულაციის სავარჯიშო: სხეულის სკანირებასთან ერთად, კონსულტანტი მოსარ-
გებლეს ამ ეტაპზე ასწავლის ემოციური თვითრეგულაციის ყველაზე მარტივ სუნთქვით სავარჯიშოს „4-
2-4“, რომელიც მოსარგებლემ რეგულარულად უნდა გამოიყენოს (ივარჯიშოს როდესაც მშვიდ

21
მდგომარეობაშია და ლტოლვა არ აწუხებს, რათა ლტოლვის ტალღის დაწყების შემთხვევაში ადვილად
გამოიყენოს). ეს სავარჯიშო გულისხმობს ღრმა დიაფრაგმულ სუნთქვას (წინააღმდეგ ზედაპირული
მკერდისმიერი სუნთქვისა), 4 თვლაზე ჩასუნთქვას, 2 თვალზე ჰაერის გაჩერებას ფილტვებში და კვლავ
4 თვლაზე ამოსუნთქვას. სავარჯიშო შესაძლოა შესრულდეს დამჯდარ მდგომარეობაში, ასევე ფეხზე
დგომისას, და წოლისას. სავარჯიშოს სცენარი იხ. დანართში 1.6. შესრულებამდე და მერე მოსარგებლემ
უნდა შეაფასოს სუბიექტური დისტრესის დონე (სუდ-ი) სკალაზე 0-დან (სრულიად მშვიდი) 10-მდე
(უკიდურესად დისტრესირებული). სუბიექტური დისტრესის დონის განსხვავება მოსარგებლეს გაუმ-
ყარებს აზრს სავარჯიშოს შედეგიანობაზე.
- საშინაო დავალება ლტოლვის მონიტორინგზე: მოსარგებლეს, შეხვედრის ბოლოს, ვუხსნით საშინაო
დავალებას და ხელზე ვატანთ ლტოლვის მონიტორინგის/კონტროლის ცხრილს, კვირის მანძილზე
შესავსებად, როგორც საშინაო დავალებას:

თარიღი ტრიგერი (სიტუაცია, ლტოლვის ლტოლვის რა გავაკეთე


ფიქრი, გრძნობა) ინტენსივობა ხანგრძლივობა დასაძლევად
(1-დან 100-მდე)

საშინაო დავალების ნაწილს შეადგენს, აგრეთვე, სესიაზე ნასწავლი ემოციური რეგულაციის სავარ-
ჯიშოების რეგულარული შესრულება სახლში (დილა-საღამოს, და ასევე - ლტოლვის აქტუალიზაციის
შემთხვევაში).
საჭირო მასალა: დანართ 1-ში მოცემული კითხვარი, დიაგრამები და ცხრილები. კონსულტანტს, თუ ეს
მის სტილს შეესაბამება, მუშაობაში შესაძლოა დაეხმაროს ფლიპჩარტი და მარკერი. მას შეუძლია
ფლიპჩარტზე შეასრულოს საჭირო სქემები სესიის მსვლელობაში, ამა თუ იმ საკითხის ახსნის პროცესში,
ან წინდაწინ გამზადებული გამოიყენოს.
რჩევები კონსულტანტს: მოცემულ სესიაზე მნიშვნელოვანია:
• მოსარგებლესთან რაპორტის დასამყარებლად და ცვლილების მოტივაციის გასაძლიერებლად,
კონსულტანტის მხრიდან მოტივაციური ინტერვიუს უნარ-ჩვევების (ტექნიკების) გამოყენება;
• რელაფსის პრევენციის ფილოსოფიისაა და რაობის, ადიქციის როგორც დასწავლილი ქცევის
გაგების, ლტოლვის როგორც ტალღისებური გარდამავალი მოვლენის ახსნა ძალიან მარტივი,
გასაგები ენით, სპეციალური ტერმინების გამოყენების გარეშე. გამოყენების შემთხვევაში, ყველა
ტერმინი უნდა განიმარტოს;
• ახსნის პარალელურად, იმის გადამოწმება, თუ რამდენად გაიგო მოსარგებლემ ის, რისი გადა-
ცემაც მისთვის გვინდოდა;
• საშინაო დავალების შესრულების მოტივაციის შექმნა და იმის ჩვენება, რომ სასურველი ცვლი-
ლების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სესიებს შორის ერთკვირიან შუალედებში მუშაობის
გაგრძელების საფუძველზე;
• უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ემოციური რეგულაციის სავარჯიშოებს, რომლებსაც კონსულ-
ტანტი აცნობს მოსარგებლეს, თავად სრულყოფილად ფლობდეს და იყენებდეს საკუთარი ემო-
ციების სამართავად. სხვანაირად მას ვერ ექნება ამ საქმეში დამაჯერებლობა.

22
3.2. სესია მეორე

სესიის მიზანი: ცვლილების მოტივაციის გამყარება და ცვლილებების გეგმის დასახვა

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.2.1. საშინაო დავალების მიმოხილვა - 30 წთ:

- შევსებული ცხრილის მიმოხილვა: ტრიგერების სიის განხილვა, გამკლავების სტრატეგიების განხილვა,


თვითეფექტურობის წახალისება; იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა წაცდენას - კატასტროფიზაციის
გარეშე ფოკუსირება იმაზე, თუ რა გაკვეთილების გამოტანა შეიძლება ამ წაცდენიდან იმისთვის, რომ
მომავალში უფრო დაზღვეული იყოს მოსარგებლე წაცდენისგან. აქ მნიშვნელოვანია იმის გაცნო-
ბიერება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარება ესაჭიროება მოსარგებლეს, რომ შედარებით უფრო დაზ-
ღვეული იყოს ტრიგერების ზემოქმედებასთან გამკლავების თვალსაზრისით.

3.2.2. უახლოესი და შედარებით გრძელვადიანი მომავლის დაგეგმვა - 40 წთ:

- 8-კვირიანი გეგმის შედგენა: კონსულტანტი მოსარგებლეს სთავაზობს 8-კვირიანი გეგმის შედგენას,


იმის გამოყოფას, თუ რას უნდა, რომ მიაღწიოს მომდევნო 8 კვირის (ორი თვის) თავზე მკურნალობის
შედეგების თვალსაზრისით და ასევე, ცხოვრებისეულად. მუშაობა მიდის შემდეგი სქემით:
- რას მინდა რომ მივაღწიო ამ ორ თვეში (მაგალითად, გავიძლიერო ფხიზლად ცხოვრების მონდო-
მება/მოტივაცია, უფრო მეტი გავიგო ნარკოდამოკიდებულებაზე, ვისწავლო ჩემი ემოციების მართვა,
გავიუმჯობესო პრობლემების გადაჭრის უნარი, და ა.შ.)
- რატომ მინდა მივაღწიო ამ ცვლილებებს (მაგალითად, მინდა შვილს აღარ ვაჩვენებდე ცუდ მა-
გალითს, მინდა გავიუმჯობესო ოჯახური ურთიერთობები, მინდა სამსახური დავიწყო, და ა.შ.)
- რა ნაბიჯები უნდა გადავდგა ამისთვის, რა უნარ-ჩვევები მჭირდება ამისთვის (მაგალითად, საკუთარ
ემოციებთან გამკლავება, სოციალური წნეხის გაძლება და სხვ.)
- ვინ შეიძლება და როგორ დამეხმაროს ამაში (მაგალითად, კონსულტანტი, ოჯახის წევრები, მეგობარი
და სხვ.)
- რამ შეიძლება შემიშალოს ხელი ამ მიზნების მიღწევაში (მაგალითად, თუ გავუწიე წინააღმდეგობა
ცვლილებების პროცესს, გავუწიე „საბოტაჟი“ რელაფსის პრევენციაზე მუშაობას, თუ არ შევიცვალე
ცხოვრების ნირი და ა.შ.)
- როგორ შემიძლია გავუმკლავდე ამ ბარიერებს (მაგალითად, თავს შევუძახო ხოლმე, ოჯახის წევრებს
მხარდაჭერა ვთხოვო, გავაქტიურდე და სხვ.).
ეს შესაძლოა განხორციელდეს ფლიპჩარტისა და მარკერის გამოყენებით, და თითოეულ შეკითხვაზე
მოხდეს მსჯელობა, მოტივაციური ინტერვიუს სასაუბრო ტექნიკების გამოყენებით (პერიფრაზი, აზრე-
ბისა და გრძნობების დაჯამება, არათანმიმდევრულობის გამოკვეთა, თვითმამოტივირებელი გამო-
ნათქვამების ხაზგასმა და ა.შ.).
მსჯელობის დროს, მნიშვნელოვანია კონსულტანტმა მონიშნოს კლიენტის საჭიროებები და განიხილოს
ეს საჭიროებები კლიენტთან ერთად - მაგალითად, ეს შესაძლოა იყოს ამა თუ იმ უნარ-ჩვევების გან-
ვითარების საჭიროება, ან სოციალური (პირადი, თუ სხვა) ურთიერთობების დარეგულირების საჭი-
როება, ამა თუ იმ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების საჭიროება. უნდა მოხდეს ამ საჭიროებების
დაკმაყოფილების გეგმის დასახვაც.
- 12 თვიანი გეგმის შედგენა: მომდევნო 12 თვის (ანუ, ერთწლიანი) გეგმის თაობაზე აზროვნება/მსჯე-
ლობა უნდა მოხდეს იგივე სქემით, კონსულტანტის სტრატეგია და მუშაობის ტექნიკა აქაც იგივეა და
ემსახურება ცვლილებების განხორციელების მოტივაციის გაძლიერებას. მუშაობა აქ უკვე მიდის მოსარ-

23
გებლის ცხოვრების ცვლილებასთან დაკავშირებულ გეგმებზე - ფოკუსით სწავლის, სამსახურის, პირადი
ცხოვრების პრობლემების მოგვარებაზე. თუ პირველ შემთხვევაში საუბარია მკურნალობის მიზნებზე, აქ
საუბარია ოჯახური ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, სოციალური ურთიერთობების გაჯანსაღებაზე,
ცხოვრების წესის გაჯანსაღებაზე, ფიზიკური ჯანმრთელობის გაჯანსაღებაზე (თუნდაც, ნარკოტიკების
მოხმარების გამო დაზიანებული კბილების მკურნალობაზე), სოციალური მხარდაჭერის მოპოვებაზე.
თორმეტი თვის გეგმას შესაძლოა მიეცეს ცხრილის სახე (იხ. დანართი 2.1).

3.2.3. არაადაპტურ/ხელის შემშლელ აზრებზე ინფორმაციის მიწოდება და საშინაო დავა -


ლების მიცემა - 20 წთ:

- ხელის შემშლელი აზრების (არაადაპტური კოგნიციების) ყურადღების ფოკუსში მოქცევა: გეგმებზე


მსჯელობის დროს, კონსულტანტმა უნდა შეამჩნიოს ხელის შემშლელი აზრები, რომლებიც შესაძლოა
რისკის ქვეშ აყენებდნენ მოსარგებლის თვითეფექტურობის განცდას და მოახდინოს მათზე რეაგირება,
და გააცნოს მოსარგებლეს ხელის შემშლელი აზრების ცნება, აუხსნას ამ აზრების გავლენა გრძნობებზე
და ქცევაზე - აუხსნას აზრი-გრძნობა-ქცევა სამკუთხედი:

აზრი

ქცევა გრძნობა

ამის საფუძველზე, დაუსაბუთოს ხელის შემშლელი აზრების დაძლევაზე მუშაობის მნიშვნელობა.


- საშინაო დავალება ხელის შემშლელი აზრების მონიტორინგზე: კონსულტანტი მოსარგებლეს სესიის
ბოლოს აძლევს ხელის შემშლელი აზრების მონიტორინგსა და დაძლევაზე სამუშაო ცხრილს:

ხელის 0-დან 10-მდე სრულიად არგუმენტები კვლავ შეფასება


შემშლელი აზრი სკალაზე საპირისპირო სრულიად ხელის
შეფა სე ბა იმისა, აზრი საპირისპირო შემშლელი
თუ რამდენად აზრის აზრისა და
სჯერა სასარგებლოდ განსხვავების
შემჩნევა

ცხრილის ადვილად გასაგებად, კონსულტანტს შეუძლია აჩვენოს მოსარგებლეს შევსებული ცხრილის


მაგალითი (იხ. დანართი 2.2). მოსარგებლეს მომდევნო სესიამდე ერთი კვირის მანძილზე ევალება
შეავსოს ეს ცხრილი - „დაიჭიროს“ (შეამჩნიოს) ხელის შემშლელი აზრი, შეაფასოს რამდენად სჯერა ამ
აზრის, ჩამოაყალიბოს და ჩაწეროს ცხრილში საწინააღმდეგო აზრი, მოიყვანოს საწინააღმდეგო აზრის
დასასაბუთებელი არგუმენტები და შეამოწმოს, თუ რამდენად შემცირდა 0-დან 10-მდე არაადაპტური
რწმენა.
არაადაპტური აზრების მონიტორინგის დავალების პარალელურად, მოსარგებლეს კვლავ ეძლევა
ლტოლვის მონიტორინგის საშინაო დავალება, და ასევე - რეკომენდაცია, ლტოლვის ტალღის ინტენ-
სივობის მართვის მიზნით, განაგრძოს სუნთქვითი სავარჯიშოს და სხეულის სკანირების რეგულარული
შესრულება.

24
საჭირო მასალა: ფლიპჩარტის დაფა, ფლიპჩარტები და მარკერები; ან, კონსულტანტის სტილის და
სამუშაო პირობების შესაბამისად - ფურცლები და საწერი კალმები; ყოველ სესიაზე მოსარგებლეს უნდა
თან ჰქონდეს სამუშაო რვეული, და თუ კონსულტანტი ფლიპჩარტს და ფურცლებს არ გამოიყენებს,
მოსარგებლეს შეეძლება მუშაობა სამუშაო რვეულში.
რჩევები კონსულტანტს: მოცემულ სესიაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:
• საშინაო დავალების განხილვისას, მნიშვნელოვანია თვითეფექტურობის წახალისება;
• წაცდენის შემთხვევაში - კატასტროფიზაციის გარეშე მიღებული გამოცდილების გაანალიზება
და იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება ეს გამოცდილება შემდგომ პერიოდში წაცდენის
თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს მოსარგებლემ;
• გეგმებზე მსჯელობის დროს მნიშვნელოვანია კონსულტანტმა შეაფასოს ცვლილებების მოტი-
ვაციის დონე (თავისთვის შენიშნოს), იმუშაოს მოტივაციური ინტერვიურების ტექნიკით ცვლი-
ლებების მოტივაციის ამაღლებაზე;
• გეგმებზე მსჯელობის დროს, კონსულტანტის ამოცანებია აგრეთვე:
- გამოყოს მოსარგებლის საჭიროებები და განიხილოს მასთან ერთად (გახადოს ამ საჭიროე-
ბების მოგვარება გეგმის ნაწილად),
- დაუკვირდეს და გაამახვილოს ყურადღება ხელის შემშლელ აზრებზე, რომლებიც მოსარ-
გებლემ შესაძლოა გამოამჟღავნოს გეგმებზე მსჯელობისას და გამოიყენოს ეს ხელის შემ-
შლელი აზრების ცნების გასაცნობად და შესაბამისი საშინაო დავალების მისაცემად.

3.3. სესია მესამე

სესიის მიზანი: სტაბილიზაცია და ემოციური თვითრეგულაციის უნარ-ჩვევების განვითარება

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.3.1. საშინაო დავალების მიმოხილვა - 30 წთ:

საშინაო დავალების განხილვისას დრო ეთმობა შემდეგს:


• მოსარგებლე აცნობს კონსულტანტს როგორც ლტოლვის მონიტორინგის შედეგებს განვლილი
კვირის მანძილზე;
• ასევე, ხელის შემშლელი აზრების მონიტორინგისა და გამკლავების ცხრილს. აქ მიმდინარეობს
მსჯელობა იმაზე, თუ რა იყო ადვილი, რა იყო რთული, რა გამოუვიდა მოსარგებლეს, რა ვერ
გამოუვიდა;
• ასევე, უნდა შედგეს საუბარი იმ თემაზე, თუ გასულ სესიაზე შემუშავებული გეგმებიდან რომლის
განხორციელება დაიწყო მოსარგებლემ.

3.3.2. არაადაპტური კოგნიციების ამოცნობასა და გამკლავებაზე მუშაობა - 30 წთ

კონსულტანტი აცნობს მოსარგებლეს ხელის შემშლელი აზრების ცხრილს ხელის შემშლელი აზრების
კატეგორიებისა და მათ მიღმა მდგომი კოგნიტური პროცესების საილუსტრაციოდ (იხ. დანართი 3.1),
და სთავაზობს მოსარგებლეს რეფლექსიას იმაზე, თუ რა როლს თამაშობენ ამგვარი აზრები რეციდივის
რისკის თვალსაზრისით. ხდება ერთობლივი რეფლექსია მოსარგებლისთვის აქტუალურ ხელის
შემშლელ აზრებზე და მათი დაძლევის გზებზე. ამასთან დაკავშირებით, კონსულტანტი აჯამებს
მოსარგებლის გაზიარებულ ინფორმაციას და ამავე დროს, წარუდგენს მას რელაფსის მაღალი რისკის
მქონე არაადაპტური აზრების მაგალითებს და სთხოვს კონტრ-თეზის ჩამოყალიბებას:

25
რელაფსის მაღალი რისკის შემცველი საწინააღმდეგო აზრი
ხელის შემშლელი აზრი

1. უკვე დავძლიე პრობლემა, შანსი არ არის,


აღარასდროს მოვიხმარ!

2. რამდენიმე ყლუპი (სიგარეტი, გაკეთება)


ვერაფერს დამაკლებს

3. ვერ გავერთობი, ვერ ვისიამოვნებ, თუ არ


მოვიხმარ

4. რაღაცა მჭირდება, რომ მოვწყდე


რეალობას და ვრელაქსირდე

5. ცხოვრება რთულია, გაქცევის რაღაცა


საშუალება უნდა მქონდეს ხოლმე

6. სხვებს ვერ შევეწყობი, თუ ისინი


მოიხმარენ და მე არა

7. კარგი რა არის ფხიზლად დარჩენაში? ვერ


ვხედავ აზრს!

8. თავი უნდა გამოვცადო - შევამოწმო,


მხოლოდ ერთხელ გაკეთებას (და არ
გაგრძელებას) თუ შევძლებ

9. როგორ შევძლებ სადმე ერთად წასვლას


X-თან ერთად, თუ არ დავლევ?

10. ვალებს ვერასდროს გავისტუმრებ, ჯობია


გული გადავაყოლო რამეს

11. შემიძლია ისე მოვიხმარო, რომ


ვერავინაც ვერასდროს ვერ გაიგებს

ამ ცხრილის წარდგენასთან ერთად მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა არის თითოეული ამ


მაღალი რისკის აზრის საწინააღმდეგო აზრი, ანტითეზა.

3.3.3. ემოციური თვითრეგულაციის სავარჯიშოები და შესაბამისი საშინაო დავალება - 30 წთ

შემდგომი 20 წუთის მანძილზე კონსულტანტი ატარებს ფსიქოგანათლებას ემოციური თვითრეგულაციის


როლზე რელაფსის თავიდან აცილებაში და აცნობს მოსარგებლეს ემოციური თვითრეგულაციის ამაღ-
ლებაზე მიმართულ შემდეგ სავარჯიშოებს:
- პროგრესული კუნთური რელაქსაცია ჯეიკობსონის მიხედვით: ეს არის სავარჯიშო, რომელიც გულისხ-
მობს სხეულის ყველა კუნთების ჯგუფის თანმიმდევრულად მაქსიმალურად დაძაბვას (ჩასუნთქვასთან
ერთად) და დაძაბულობისგან განტვირთვას (ამოსუნთქვასთან ერთად). რამდენადაც სხეულის და-
ძაბულობა შესაძლოა ლტოლვის ერთ-ერთი ტრიგერის როლს ასრულებდეს, ამ სავარჯიშოს შესრულება
და ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია მოსარგებლისთვის. დაწვრილებითი სცენარი იხ. დანართში
3.2. სავარჯიშოს შესრულებამდე და შესრულების შემდგომ მოსარგებლემ უნდა გაზომოს თავისი სუდ-ი
და შეადაროს, რათა გამოვლინდეს და შეფასდეს სავარჯიშოს შედეგი.
- საყრდენის სავარჯიშოები: საყრდენის სავარჯიშოები მოდის სტრესის შემცირებაზე მიმართული

26
მაინდფულნესის (Kabat-Zinn, 2011; Kabat-Zinn, 2012) პრაქტიკიდან, რაც ერთ-ერთი მტკიცებულებითი
მიდგომაა რელაფსის პრევენციაში (Bowen, 2015).
საყრდენის სავარჯიშოები არის აწმყო მომენტზე ცნობიერების შეჩერება, მიმდინარე შეგრძნებებზე
(მხედველობა, შეხება/კინესთეტიკა, სმენა, ყნოსვა, გემო) კონცენტრაციის გზით, შეფასებითი
დამოკიდებულების გარეშე.
აწმყოში მიმდინარე შეგრძნებებზე ფოკუსირება ადამიანს ათავისუფლებს მომავალზე შფოთვისა და
წარსულზე ნოსტალგიისგან (<აქ და ამჟამად> პრინციპის წყალობით), აქვეითებს სტრესთან
დაკავშირებულ ემოციებს და ასევე, წარმოადგენს ყურადღების გადართვის ეფექტურ საშუალებას.
დაწვრილებითი სცენარი იხ. დანართში 3.3. სავარჯიშოს შესრულებამდე და შესრულების შემდგომ
მოსარგებლემ უნდა გაზომოს თავისი სუდ-ი, რათა შეაფასოს სავარჯიშოს შედეგი.
საშინაო დავალებად მოსარგებლე იღებს მოცემულ მომენტამდე ათვისებული ემოციური რეგულაციის
ყველა სავარჯიშოს („4-2-4“, სხეულის სკანირება, პროგრესიული კუნთური რელაქსაცია და საყრდენის
სავარჯიშოები) რეგულარულად შესრულებას - დილა-საღამოს და, საჭიროების (ლტოლვის აღმოცე-
ნების) შემთხვევაში. ასევე, ლტოლვისა და არაადაპტური აზრების მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს.
საჭირო მასალა: სესიის პირველ ნაწილში - არაადაპტური აზრების ცხრილი და ემოციური თვითრე-
გულაციის სავარჯიშოების სცენარები, რომელიც დანართების სახითაა ჩართული მოცემულ მოდულში.
რჩევები კონსულტანტს: მოცემული სესიის შედეგიანად ჩატარებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი:
• იმისთვის, რათა კონსულტანტმა სავარჯიშოები დამაჯერებლად გადასცეს მოსარგებლეს, იგი
თავად უნდა ვარჯიშობდეს და ჰქონდეს ამ სავარჯიშოების შესრულებისა და საკუთარი
ემოციების რეგულირებისთვის მათი შედეგიანი გამოყენების გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტი მუშაობდეს საკუთარი თავის გაცნობიერების მიმართუ-
ლებით, შეეძლოს საკუთარი არაადაპტური კოგნიციების გაცნობიერება და ჰქონდეს მათ
გადალახვაზე მუშაობის გამოცდილება.

3.4. სესია მეოთხე

სესიის მიზანი: ასერტიულობის ტრენინგი და სოციალურ ზეწოლას შეწინააღმდეგებისა და უარის თქმის


უნარ-ჩვევის განვითარება

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.4.1. საშინაო დავალების მიმოხილვა - 15 წთ:

- აქ მოსარგებლე უზიარებს კონსულტანტს ემოციური თვითრეგულაციის სავარჯიშოების შესრულების


გამოცდილებას და იმას, თუ რამდენად დაეხმარა ეს სავარჯიშოები ლტოლვის ტალღის/მრუდის
დაქვეითებასა და მართვაში. ასევე, ხდება არაადაპტური აზრების მონიტორინგისა და მართვის
გამოცდილების განხილვა.

3.4.2. ხელმისაწვდომობის შემცირებაზე დაფიქრება - 15 წთ:

კონსულტანტი და მოსარგებლე მსჯელობენ ფსიქოაქტიური საშუალებების ხელმისაწვდომობაზე და


ხელმისაწვდომობის შემცირების შესაძლო სტრატეგიებზე. მაგალითად:
• ფსიქოაქტიური საშუალების პირად მარაგზე - როგორც მოხმარების რისკზე და მასთან „დამ-
შვიდობების“ მნიშვნელობაზე;
• შეძენის შესაძლებლობაზე და მისგან თავის არიდების სტრატეგიაზე.

27
3.4.3. მუშაობა სოციალური ზეწოლის გაცნობიერებასა და გამკლავებაზე - 25 წთ

კონსულტანტი მოსარგებლეს აცნობს სოციალური ზეწოლის ფენომენს, მის სხვადასხვა სახეს -


დაწყებული შენიღბული ზეწოლიდან, დამთავრებული ღია დაძალებით. აქ ხდება ამგვარ სიტუაციებზე
მოსარგებლის ჩვეული პასუხების გახსენება და მათზე რეფლექსია - იმის ანალიზი, თუ რა ხერხებით
უმკლავდება ის სოციალურ ზეწოლას, რომელი ხერხი/გზა მუშაობს კარგად, რომელი არ არის
საკმარისად შედეგიანი.
აქვე, კონსულტანტი აცნობს მოსარგებლეს სოციალურ ზეწოლასთან მუშაობის ალგორითმს:
1) გაცნობიერება სოციალური ზეწოლის, პირდაპირისა და ირიბის. აქ განხილული უნდა იყოს ხალხი
და ადგილები; მოვლენები და აქტივობები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ სოციალურ ზეწოლას
მოიცავს.
2) გაცნობიერება სოციალური ზეწოლის გავლენებისა: საკუთარ აზრებზე, გრძნობებზე/ემოციებზე
და ქცევაზე
3) გამკლავების სტრატეგიების გადასინჯვა: სოციალური ზეწოლის გავლენებთან გამკლავების
საკუთარი სტრატეგიების გაცნობიერება, მათი ეფექტურობის შეფასება [აქ გამოიყოფა სხვა-
დასხვა ტიპის გამკლავების სტრატეგია: თავის არიდება, კოგნიტური სტრატეგიები, ვერბალური
სტრატეგიები, ქცევითი სტრატეგიები, სოციალური სტრატეგიები]
4) დაგეგმვა გამკლავების ეფექტური სტრატეგიების: სოციალური ზეწოლის გავლენებთან გამკ-
ლავების ეფექტური სტრატეგიების დაგეგმვა:
- ზეწოლის აღქმა-გაცნობიერება, მგრძნობიარობის გაზრდა მის მიმართ
- მიღება ცხოვრებისა იმ სახით როგორიც ის არის, აღიარება ზეწოლის და მასთან გამკლავების
გარდაუვალობისა და აუცილებლობის
- თავის არიდება, სადაც შესაძლებელია: „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“
- ვერბალური გამკლავება: მაგალითად, საუბარი საკუთარ თავთან - „მე შემიძლია ამას
გავუმკლავდე, მე ყოჩაღი ვარ, უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამოვსულვარ“ და ა.შ.
- კოგნიტური სტრატეგიები: მაგალითად, საკუთარი გეგმების გახსენება და მათი საზრისის
ხაზგასმა (რომ მათთვის ღირს ამ დისკომფორტთან გამკლავება და სიფხიზლის შენარჩუნება);
ან, კრიზისული სიტუაციების მართვის დაგეგმვა, იმის გააზრება, თუ რას გააკეთებ (ა, ბ და გ
ნაბიჯები) კრიზისთან გასამკლავებლად
- ქცევითი სტრატეგიები: მაგალითად, პროგრესული კუნთური რელაქსაციის ჩატარება, ან
გასვლა და ცივი წყლით ხელებისა და სახის გაგრილება და ა.შ.
- სოციალური სტრატეგიები: დახმარების ძიება - მაგალითად, სოციალურ ზეწოლასთან დაკავ-
შირებული ემოციების გაზიარება სხვა ადამიანისთვის
- და ა.შ.
5) შეფასება სოციალურ ზეწოლასთან გამკლავების სტრატეგიების შედეგიანობისა.

3.4.4. ასერტიული კომუნიკაცია და უარის თქმის ტრენინგი - 25 წთ

სესიის ამ მონაკვეთში, კონსულტანტი აცნობს მოსარგებლეს პასიური, აგრესიული და ასერტიული პა-


სუხების ცნებებს, და შემდგომ, მოსარგებლის ცხოვრებისეული სიტუაციის გათვალისწინებით, სთა-
ვაზობს უარის თქმის როლურ გათამაშებას. თამაშში თერაპევტი ასრულებს „შემთავაზებლის“ როლს,
ხოლო მოსარგებლე ხვეწს ასერტიულ პასუხს შეთავაზებაზე - როგორც ვერბალურად, ასევე სხეულის
ენით (სწრაფი პასუხი, თვალით კონტაქტი, ხმის დარწმუნებული ტონი).

28
3.4.5. საშინაო დავალება - 10 წთ:

კონსულტანტი მოსარგებლეს უხსნის ორ ცხრილს, როგორც საშინაო დავალებას.


პირველ ცხრილში მოსარგებლემ უნდა იფიქროს ფსიქოაქტიური საშუალებების შეძენის (ან ქონის)
წყაროებზე მის გარემოცვაში და მათი შემცირების სტრატეგიებზე. მაგალითისთვის შევსებული ცხრილი
იხ. დანართში 4.1. ერთი კვირის მანძილზე მან უნდა შეავსოს ცხრილი იმის მიხედვით, თუ ხელმი-
საწვდომობის შემცირების რა სტრატეგია გამოიყენა:

ხელმისაწვდომობის (შეძენის/ქონის) წყარო ხელმისაწვდომობის შემცირების სტრატეგია

მეორე ცხრილი გულისხმობს სოციალური ზეწოლისა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევის მონი-


ტორინგს (მაგალითისთვის, შევსებული ცხრილი იხ. დანართში 4.2). აქ მოსარგებლემ უნდა შეავსოს, თუ
კვირის მანძილზე რამდენჯერ იგრძნო სოციალური ზეწოლა, რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს
ზეწოლები (ანუ, რამდენად შეიცავდა წაცდენის რისკს) და, როგორ გაუმკლავდა ის ამ ზეწოლებს:

სოციალური ზეწოლის 0-დან 5-მდე სკალაზე საფრთხის გამკლავების რა


ტიპი შეფასება, სადაც: სტრატეგია გამოვიყენე
0 = სულ არ არის საფრთხის შემცველი
3 = ზომიერად საფრთხის შემცველია
5 = ძალიან საფრთხის შემცველია

საჭირო მასალა: კონსულტანტის მუშაობის სტილის შესაბამისად, შესაძლოა მას დაეხმაროს ფლიპ-
ჩარტის დაფა და მარკერები - რათა საშინაო დავალების ცხრილები მოხაზოს და საილუსტრაციოდ
შეავსოს.
რჩევები კონსულტანტს: მოცემულ სესიაზე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:
• საშინაო დავალების შესრულებაზე მსჯელობისას შესაძლოა გამომჟღავნდეს, რომ კლიენტი არ
ასრულებს რეგულარულად ემოციური თვითრეგულაციის სავარჯიშოებს. სასურველია, მოხდეს
მისი მოტივაციის ამაღლება მათ შესასრულებლად. აქ შესაძლოა გამოვიყენოთ მეტაფორა:
„ცურვის სწავლა გვიანია აბობოქრებულ ზღვაში - ანუ, თუ არ ივარჯიშებთ ემოციების მართვაში
როდესაც შედარებით მშვიდ მდგომარეობაში ხართ, საჭირო დროს მათი ეფექტური გამოყენება
ვერ მოხერხდება, იმისთვის, რათა ლტოლვის მრუდის დასაქვეითებლად ეს სავარჯიშოები
გამოიყენოთ, მათი რეგულარული გამოყენების გამოცდილება უნდა დააგროვოთ“;
• როლური გათამაშების დროს მნიშვნელოვანია მოსარგებლის მიერ გამოვლენილი ქცევის ასერ-
ტიული პატერნის დადებითი განმტკიცება კონსულტანტის მიერ.

29
3.5. სესია მეხუთე

სესიის მიზანი: ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობის გაცნობიერება და „თვალსაჩინოდ არასწორი


გადაწყვეტილებების“ მიღების თავიდან არიდება

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.5.1. საშინაო დავალების მიმოხილვა - 20 წთ:

კონსულტანტი და მოსარგებლე იხილავენ იმას, თუ როგორ და რამდენად მოახერხა მოსარგებლემ


ხელმისაწვდომობის შემცირება და რამდენად ჰქონდა სოციალური ზეწოლის ინციდენტები გასულ
კვირაში და როგორ გაართვა მათ თავი. წარმატებების შემთხვევაში კონსულტანტი დადებითად
განუმტკიცებს მოსარგებლეს მიღწევებს. წარუმატებლობის შემთხვევაში, მიდის მსჯელობა იმაზე, თუ
რა გაკვეთილების გამოტანა შეიძლება ამ წარუმატებლობიდან და როგორ შეიძლება ეს გამოიყენოს
მოსარგებლემ შემდეგში, წაცდენის რისკების შესამცირებლად.

3.5.2. ცვლილებებისა და პროგრამაში მონაწილეობის მიმართ წინააღმდეგობის


გაცნობიერება - 20 წთ:

აქ კონსულტანტი უზიარებს მოსარგებლეს, რომ წინააღმდეგობის გაწევა გამოჯანმრთელების პრო-


ცესში კონსულტანტისთვის, კლიენტის (მოსარგებლის) მხრიდან - გავრცელებული მოვლენაა, რასაც
სპეციალურ ლიტერატურაში „მკურნალობის საბოტაჟს“ უწოდებენ (Daley & Douaihy, 2019). კლიენტის წი-
ნააღმდეგობის სტილის გასაცნობიერებლად, კონსულტანტი წარმოუდგენს მას ცხრილს, სადაც
„მკურნალობის საბოტაჟის“ კონკრეტული ფორმებია ჩამოთვლილი, და საკუთარი მკურნალობის
გამოცდილების საფუძველზე, მოსარგებლემ უნდა აღნიშნოს „√“ ნიშნით ის ფორმები, რაც მას ნებსით
თუ უნებლიეთ გამოუყენებია:

30
„მკურნალობის საბოტაჟის“ ფორმები გამომიყენებია
სესიაზე დროულად მიუსვლელობა
სესიის გამოტოვება
სესიების გამოტოვება იმის გამო, რომ კონსულტანტზე გაბრაზებული
ვიყავი
რამდენიმე სესიის მერე კონსულტირების მიტოვება
სესიებს შორის შეთანხმებული საშინაო დავალებების არშესრულება
კონსულტანტის დადანაშაულება, რომ ვერ მეხმარება
სესიებზე საუბარი იმაზე, თუ როგორ გინდა რომ შეცვალო შენი
ცხოვრება, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მცდელობის დაკლება
საკუთარი პრობლემების გადაჭრას რომ კონსულტანტისგან ელი
კონსულტანტისგან რომ ელოდები გითხრას, თუ რაზე ილაპარაკო
სესიების დროს
როცა არ იხსნები და არ უმჟღავნებ კონსულტანტს თუ რას ფიქრობ ან
გრძნობ
როცა არ უმჟღავნებ კონსულტანტს რომ მოხმარება გინდა, ან მოიხმარე
სესიებს შორის შუალედში
მუდმივად რეკვა კონსულტანტთან ან სატელეფონო მესიჯების
დატოვება
არარეალისტური მოთხოვნების წაყენება კონსულტანტისთვის
დანიშნულების არშესრულება (იმ შემთხვევაში თუ დანიშნული გაქვს
ფსიქიატრის მიერ მედიკამენტური მკურნალობა)
სხვების დადანაშაულება საკუთარი ქცევითი არჩევანის გამო
იმ რაღაცებზე პასუხისმგებლობის არაღება, რაც შენი
გავლენის/კონტროლის ქვეშაა
სარისკო სიტუაციებისთვის გვერდის აუვლელობა

ამ ცხრილის განხილვა/შევსების შემდეგ მოსარგებლემ უნდა აირჩიოს „მკურნალობის საბოტაჟის“ ორი


მისთვის ჩვეული და ამჟამად აქტუალური ფორმა და იმსჯელოს იმაზე, თუ როგორ შეუძლია, რომ
გადალახოს ეს ფორმები და სრულფასოვნად ჩაერთოს რელაფსის პრევენციის პროგრამაში.

3.5.3. „თვალსაჩინოდ არასწორი გადაწყვეტილებების“ გაცნობიერება - 40 წთ:

სესიის ამ ნაწილში კონსულტანტი და მოსარგებლე მსჯელობენ წარსული რეციდივების გამოცდი-


ლებაზე და კონსულტანტი ცდილობს მოსარგებლეს დაანახვოს არასწორი გადაწყვეტილებების როლი
რეციდივში; უხსნის „თვალსაჩინოდ არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვის“ ცნებას. იმის მიხედვით,
თუ როგორი დინამიკა აქვს მოსარგებლეს, შესაძლოა ეს მოხდეს არა მოსარგებლეს წარსული
რეციდივების ანალიზის გზით, არამედ კონსულტანტის მიერ გარკვეული შემთხვევის მოყოლის გზით.
• „თვალსაჩინოდ არასწორი გადაწყვეტილების“ მაგალითი: ადამიანმა რომელიც თავს ანებებს
ფსიქოაქტიურ საშუალებას (პირობითად, დათომ) იცის, რომ ამა თუ იმ წვეულებაზე წასვლა
დაკავშირებულია მაღალ სოციალურ ზეწოლასთან მიიღოს ფსიქოაქტიური საშუალება. თვალ-
საჩინოა, რომ ამ წვეულებაზე წასვლის გადაწყვეტილება - ის არასწორი გადაწყვეტილებაა,

31
რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს რელაფსი. ამავე წვეულებაზე მეორე არასწორი გადაწყვეტილება
შესაძლოა იყოს, მაგალითად, დათო გაყვეს აივანზე რამდენიმე მეგობარს, რომლებიც ფსი-
ქოაქტიური საშუალების მისაღებად გავიდნენ. მესამე არასწორი გადაწყვეტილება ამ არასწორი
გადაწყვეტილებების ჯაჭვში შესაძლოა იყოს „რახან აქა ვარ, ბარეღამ მივიღებ, ეს ერთხელ
მიღება არაფერს მიზამს“.
ძალიან ხშირად ასეთ არასწორ გადაწყვეტილებების ჯაჭვს ხელშემშლელი - ამ შემთხვევაში, თავის
მოტყუებითი აზრები უდევს საფუძვლად. მაგალითად, „მოწყენილი ვარ და უბრალოდ მივალ მეგობრე-
ბის სანახავად, არაფერს გავეკარები“ - უკვე არარეალისტურად ჟღერს; ანდა - „არ მივიღებ, უბრალოდ
გავყვები აივანზე და დაველაპარაკები, მომენატრა მათთან საუბარი“ - ესეც არ ჟღერს დამაჯერებლად;
„რახან აქ ვარ, ბარეღამ მივიღებ, ეს ერთხელ არაფერს მიზამს“ - უკვე ღია თავის მოტყუებაა.
რისთვის არის მნიშვნელოვანი არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვის გაცნობიერება: როდესაც ფსი-
ქოაქტიური საშუალება უკვე დათოს წინაა, მაშინ უფრო რთულია არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვის
გაწყვეტა და შეჩერება, ვიდრე ჯაჭვის საწყის ეტაპზე.
ამდენად, კონსულტირების პროცესში კონსულტანტმა მოსარგებლეს უნდა ასწავლოს არასწორი გადა-
წყვეტილებების ამოცნობა უკვე საწყის ეტაპზე - შესაძლოა სხვა შემთხვევის მაგალითზე - რამდენადაც,
გვერდიდან უკეთ ჩანს დათოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სიმცდარე. ამ „ნეიტრალური“
მაგალითის განხილვის შემდგომ, კონსულტანტს შეუძლია სთხოვოს მოსარგებლეს, გაიხსენოს თვალ-
საჩინოდ არასწორი გადაწყვეტილებების (ან გადაწყვეტილებათა ჯაჭვის) მაგალითები პირადი გამოც-
დილებიდან და ერთობლივად განიხილონ ეს მაგალითები.
აქ კონსულტანტი მოსარგებლეს აცნობს თვალსაჩინოდ არასწორი გადაწყვეტილებების ტიპურ
ვერსიებს:
• ფსიქოაქტიური საშუალების ან საინექციო ინსტრუმენტების სახლში შენახვა,
• ისეთ წვეულებებზე წასვლა სადაც წინდაწინ იცი, რომ მოხმარება ხელმისაწვდომია,
• ურთიერთობის შენარჩუნება მომხმარებლებთან,
• ოჯახის წვერებისთვის არგამხელა რომ თავს ანებებ/თავი დაანებე,
• ყოფილ თანამომხმარებლებისთვის ართქმა იმისა, რომ თავი დაანებე,
• თავისუფალი დროის არ დაგეგმვა და შესაბამისად - მოწყენილად ყოფნა, გადაღლა და
გამოფიტვა (ეს სამივე შესაძლოა ტრიგერის როლს ასრულებდეს) და ა.შ.

3.5.4. საშინაო დავალება - 10 წთ:

აქ კონსულტანტი მოსარგებლეს აცნობს ცხრილს, რომელიც მან უნდა შეავსოს მომდევნო სესიამდე
ერთი კვირის განმავლობაში (შევსებული ცხრილის მაგალითი იხ. დანართში 5):

გადასაწყვეტი საკითხი უსაფრთხო ალტერნატივა საფრთხის შემცველი


ალტერნატივა (თვალსაჩინოდ
არასწორი გადაწყვეტილება)

ანუ, მოსარგებლემ ერთი კვირის მანძილზე, ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა შეაფასოს
კონკრეტულ ალტერნატივასთან დაკავშირებული კონკრეტული რისკები, და განახორციელოს ყველაზე
უსაფრთხო ალტერნატივა.

32
საჭირო მასალა: კონსულტანტის სტილის შესაბამისად, შესაძლოა დაიხმაროს ფლიპჩარტი და
მარკერები გადაწყვეტილებათა ჯაჭვის ასახსნელად, საშინაო დავალების განსამარტად.
რჩევები: მნიშვნელოვანია, რომ ავარიდოთ თავი დიდაქტიკას, რათა მოსარგებლეს დავუტოვოთ ინ-
საიტების გაკეთების საშუალება - როგორც თავისი გამოცდილებიდან, ასევე კონსულტანტის მიერ
მოყვანილი მაგალითიდან. „თვალსაჩინოდ არასწორი გადაწყვეტილების“ ცნება, თავისთავად, შეი-
ცავს დიდაქტიკის მახეს, მნიშვნელოვანია ამ რისკის გაცნობიერება, რათა მას თავი ავარიდოთ.

3.6. სესია მეექვსე

სესიის მიზანი: სტრესთან და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების სტრატეგიების გაცნობიერება და


შემუშავება

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.6.1. საშინაო დავალების მიმოხილვა - 20 წთ:

კონსულტანტი და მოსარგებლე მიმოიხილავენ განვლილ კვირაში მიღებულ გადაწყვეტილებებს,


მსჯელობენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების უსაფრთხოების ხარისხზე და, თანხმდებიან, რომ მომავალში
გადაწყვეტილებების მიღებისას მოსარგებლე შეაფასებს ამ გადაწყვეტილებებს რელაფსის საფრთხის
ხარისხის (და შესაბამისად - უსაფრთხოების) თვალსაზრისით.
ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ლტოლვის დინამიკაზე, არაადაპტური აზრების მონიტორინგსა და
გადალახვაზე, და დასახული მკურნალობის და ცხოვრებისეული გეგმების შესრულების დინამიკაზე. ეს
ყველაფერი განიხილება სტრესთან გამკლავების ჭრილში.

3.6.2. ნეგატიური ემოციების/განცდების გავლენისა და მათთან გამკლავების სტრატეგიების


გაცნობა - 30 წთ:

კონსულტანტი ატარებს ფსიქოგანათლებას ნეგატიურ ემოციებზე/გრძნობებზე/განცდებზე (ფსიქო-


განათლების სცენარი იხ. დანართში 6.1) და საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა გააცნობიეროს ადა-
მიანმა ესა თუ ის ემოცია (იმაზე, რომ ხშირად ადამიანი ვერ აცნობიერებს თუ მისი დისკომფორტული
მდგომარეობის მიღმა რა ნეგატიური ემოცია დგას) და გაუმკლავდეს მას. ემოციებზე ფსიქოგანათ-
ლებისას, რეკომენდებულია ყურადღების გამახვილება შემდეგ ემოციებზე (Daley & Douaihy, 2019): ბრაზი,
შფოთვა, დაწეული გუნება-განწყობილება, მოწყენილობა და სიცარიელის განცდა, ბრალეულობა,
სირცხვილი და მარტოობის განცდა.
ფსიქოგანათლების შემდგომ, კონსულტანტმა მოსარგებლეს უნდა გააცნოს ამ სხვადასხვა უარყოფით
განცდასთან გამკლავების ზოგადი სტრატეგიები:
• ამოცნობა, აღიარება
• მიღება ამ განცდის - „მე მაქვს უფლება რომ ამას ვგრძნობდე, ასევე მაქვს უფლება რომ ვიმუშაო
იმაზე, რომ ამას აღარ ვგრძნობდე“
• მოცემული განცდის მიზეზების გაცნობიერება (მაგ, დეპრესიას შესაძლოა ჰქონდეს ფიზიოლო-
გიური მიზეზი; მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს სოციალური მიზეზი - მაგალითად, ჩართულობა
არაჯანსაღ პირადულ ურთიერთობაში, საიდანაც გამოსვლაა საჭირო, და დეპრესია ამის
„სიგნალს იძლევა“)
• იმ აზრების გაცნობიერება და გადასინჯვა, რაც ნეგატიურ განცდებს „კვებავს“. მაგალითად, თუ
შფოთვას კვებავს აზრი „მე ვერ შევძლებ ლტოლვასთან გამკლავებას, ვერ მოვახერხებ!“, საჭი-
როა ამის საწინააღმდეგო აზრის ფორმულირება და ამ საწინააღმდეგო აზრით დაპირისპირება -

33
„მე შევძლებ, გადავლახავ, მე ყოჩაღი ვარ, მე ეს შემიძლია!“
• გრძნობების/ემოციების/განცდების გაზიარება ვინმესთვის, ვისაც შეუძლია გაგება, პრინციპით -
„გაზიარებული მწუხარება განახევრებული მწუხარებაა, გაზიარებული სიხარული გაორმაგებული
სიხარულია“
• ფოკუსირება დადებით განცდებზე - მაგალითად, სიყვარულზე, მადლიერებაზე და ა.შ.
• დროის სტრუქტურირება - განსაკუთრებით, სიცარიელისა და მოწყენილობის გადასალახავად -
ყოველდღიურობის მეტ-ნაკლები დაგეგმვა
• ფიზიკური აქტივობების (მაგალითად, გასეირნება, ვარჯიში) და შემოქმედებითი აქტივობები
(მაგალითად, ხატვა, საჭმლის მომზადება, ცეკვა, სიმღერა)
• მედიტაცია, ლოცვა
• პროფესიული დახმარების მოძიება პერსისტენტული ნეგატიური განცდების შემთხვევაში
ამის შემდგომ, კონსულტანტმა მოსარგებლეს უნდა შესთავაზოს სავარჯიშო ნეგატიური განცდების
გამოხატულების ხარისხის შესაფასებლად და გამკლავების სტრატეგიების დასაგეგმად. მოსარგებლეს
ეძლევა ცხრილი, რომელშიც ჩამოწერილია ის განცდები, რაზეც ჩატარდა ფსიქოგანათლება და მან
უნდა აღნიშნოს, თუ რამდენად პრობლემურია ეს განცდები მისთვის 5-ქულიანი სისტემით (0 - საერთოდ
არ არის პრობლემური, 3 - საშუალოდ გამოხატულად, 5 - უკიდურესად პრობლემური):

უარყოფითი განცდა/მდგომარეობა რამდენად რთულია მასთან გამკლავება


(შესაბამისი ქულა)

ბრაზი

შფოთვა

დეპრესია

მოწყენილობა და სიცარიელე

ბრალეულობა

სირცხვილი

მარტოობა

ამის შემდგომ, მოსარგებლემ უნდა აირჩიოს ორი ყველაზე რთულად გასამკლავებელი განცდა, და
კონსულტანტის მიერ დასახული გამკლავების სტრატეგიებზე დაყრდნობით, შეიმუშაოს ამ განცდასთან
გამკლავების სტრატეგია.

3.6.3. სტრესთან გამკლავების სტრატეგიების გაცნობიერება - 30 წთ:

კონსულტანტი უხსნის კლიენტს სტრესთან გამკლავების სხვადასხვა სტრატეგიას შემდეგი ცხრილის


საფუძველზე (Lahad et al., 2013):

34
გამკლავების რწმენითი აფექტური სოციალური წარმოსახვითი კოგნიტური ფიზიკური
სტრატეგიები

დადებითი საზრისის, ემოციური დახმარების მედიტაცია, ინფორმაციის ცეკვა, ცურვა,


მიზნის მხრადაჭერა, გაწევა, ხატვა, შეგროვება ფიზიკური
განცდა, ემოციების დახმარების ფანტაზირება, სწორი ვარჯიში,
ლოცვა, ... ვენტილაცია, ძიება და კითხვა, ... წყაროებიდან, სიარული, ...
... მიღება, ... ანალიზი,
რეფლექსია,
...

უარყოფითი ფანატიზმი, გრძნობებით სრული და - ესკაპიზმი, არასწორი ალკოჰოლის


ცრურწმენები, წალეკვა, მოკიდებუ - გაქცევა წყაროდან და სხვა
... დეპრესია, ... ლე ბა ლი - სინამდვილიდ ინფორმაციის ნივთიერებები
დერზე, ... ან, ... ნდობა, ს მოხმარება,
უნაყოფო ჭარბად ჭამა,
ტვინის ...
ჭყლეტა, ...

მოსარგებლე აკეთებს რეფლექსიას იმაზე, თუ რა არის მისი უპირატესი გამკლავების სტრატეგია


სტრესთან, აფასებს, თუ რამდენად ადაპტური ან არაადაპტურია ეს სტრატეგია, და ავსებს ცხრილის
საკუთარ ვერსიას (ნიმუშისთვის გთხოვთ იხ. დანართი 6.2). მიმდინარეობს მსჯელობს იმაზე, თუ როგორ
შეუძლია ჩაანაცვლოს არაადაპტური სტრატეგია ადაპტური სტრატეგიით, რამდენად შეუძლია
მიზანმიმართულად აითვისოს ადაპტური სტრატეგიები.
ამის შემდეგ, კონსულტანტი და მოსარგებლე ერთად განიხილავენ რელაფსის თვალსაზრისით მაღალი
რისკის სიტუაციებს მომავალში. აფასებენ თითოეული სიტუაციის რისკის ხარისხს და მსჯელობენ
გამკლავების ოპტიმალურ სტრატეგიაზე ამა თუ იმ სიტუაციაში. ამგვარი სტრატეგიები, მაგალითად,
შესაძლოა იყოს:
• დახმარების მოძიება („ზარი ახლობელთან“ და დალაპარაკება პრობლემაზე),
• ფიზიკური ვარჯიში და დაძაბულობისგან განთავისუფლება,
• ემოციური რეგულაციის სავარჯიშოების განხორციელება,
• ყურადღების გადატანა სხვა აქტივობაზე,
• საკუთარი მიზნის (სიფხიზლის) გახსენება, და იმ ფასეულობების გახსენება, რაც ცხოვრების წესის
ცვლილების მასტიმულირებელი გახდა.

3.6.4. საშინაო დავალება - 10 წთ:

კონსულტანტი მოსარგებლეს აძლევს საშინაო დავალებას, რომ მან დაასრულოს დაუმთავრებელი


წინადადებების შემდეგი ნუსხა:
„თუ მაღალი რისკის სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაშინ:
1. წავალ უსაფრთხო ადგილას. უსაფრთხო ადგილები სადაც წავალ, არის: ... (მოსარგებლემ უნდა
გააკეთოს ჩამონათვალი)
2. გადავდებ მოხმარების ქცევას: ჩემი ლტოლვა გრძელდება, ჩვეულებრივ... წუთი, ზუსტად ამდენი
წუთით გადავდებ მოხმარების ქცევას. დროს გავიყვან შემდეგი ხერხებით: ... (ჩამონათვალი)
3. გადავიტან ყურადღებას. ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალებები ჩემთვის არის: ...
(ჩამონათვალი)
4. დავრეკავ ადამიან(ებ)თან (დაწესებულებაში), რომელიც/რომლებიც შესაძლოა დამეხმა-
როს/დამეხმარონ, ეს ტელეფონის ნომრებია: ... (ჩამონათვალი)
5. თავს შევახსენებ ჩემს აქამდე მიღწეულ წარმატებებს. ეს წარმატებებია: ... (ჩამონათვალი)

35
6. ხელის შემშლელ აზრებს შევცვლი პოზიტიური აზრებით. ეს აზრებია: ... (ჩამონათვალი).“
საჭირო მასალა: წინასწარ გამზადებული გამკლავების ცხრილი, ან ფლიპჩარტი და მარკერები
რომლებითაც ცხრილი შესრულდება სესიის დროს (დამოკიდებულია კონსულტანტის სტილზე).
რჩევები კონსულტანტს: აქ მნიშვნელოვანია შემდეგი:
• ემოციებზე ფსიქოგანათლებისას ვისაუბროთ ძალიან მარტივი ენით, პროფესიული ლექსიკის
გამოყენების გარეშე და ხშირად გადავამოწმოთ მოსარგებლესთან, თუ რამდენად გასაგებად
ვსაუბრობთ;
• სასურველია, გამკლავების ცხრილის პრეზენტაციისას მოსარგებლე აქტიურად ჩავრთოთ და
ვთხოვოთ, რომ ამა თუ იმ გამკლავების სტრატეგიის მაგალითები მოიძიოს თავის გამოცდი-
ლებაში და გაგვიზიაროს;
• მნიშვნელოვანია, მოსარგებლემ გააცნობიეროს, რომ არ არსებობს ერთადერთი ეფექტური
გამკლავების სტრატეგია (ე.წ. პანაცეა), რომ სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა გამკლავების
სტრატეგიის გამოყენება შეიძლება, რომ ამ მხრივ მოქნილობა მნიშვნელოვანია;
• ასევე, მნიშვნელოვანია მოსარგებლეს დავეხმაროთ იმის გააზრებაში, თუ რაოდენ მნიშვნე-
ლოვანია საკუთარ თავზე ცნობიერების დონის ამაღლება; რომ ეს აუცილებელი პირობაა
საკუთარი გამკლავების სტრატეგიების გასაცნობიერებლად და გადასასინჯად.

3.7. სესია მეშვიდე

სესიის მიზანი: პრობლემების მართვის უნარ-ჩვევების განვითარება

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.7.1. საშინაო დავალება - 20 წთ:

მოსარგებლე და კონსულტანტი განიხილავენ მოსარგებლის ნამუშევარს, მის სტრესთან გამკლავების


სტრატეგიებს მაღალი რისკის სიტუაციების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგიები მწირია,
მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ გაამრავალფეროვნონ, რა უნარ-ჩვევებია საჭირო
ამისთვის.

3.7.2. პრობლემის გადაჭრის საფეხურებრივი მოდელი - 15 წთ:

აქ კონსულტანტი აცნობს მოსარგებლეს პრობლემების მართვის საფეხურებრივ სქემას. ასევე, მსოფლ-


მხედველობით კომპონენტს:
პრობლემა/პრობლემები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია; ცხოვრება, ფაქტობრივად, შედგება პრობ-
ლემების გადაჭრის პროცესისგან. პრობლემა არ უდრის მაღალი რისკის სიტუაციას, მაგრამ შესაძლოა
იქცეს ასეთად, თუ გადაჭრის იმპულსის ნაცვლად აღძრავს შფოთვას, დეპრესიას, არაადაპტურ აზრებსა
და შესაბამის უსიამოვნო გრძნობებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრაში დახელოვნება.
ეს შესაძლებელია პრობლემის საფეხურებრივი გადაჭრის ათვისების გზით. პრობლემის გადაჭრას არ
უხდება სპონტანური დაუგეგმავი ემოციური მოქმედება. ამის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, უპირველეს
ყოვლისა, ჯერ მისი ანალიზი და მხოლოდ შემდგომ - მოქმედების კურსის დაგეგმვა. ამისთვის კი,
აუცილებელია შემდეგი საფეხურების გავლა:
• პრობლემის აღიარება. ხშირად პრობლემა „შეუმჩნეველია“ და მისი აღიარების ნაცვლად
ვგრძნობთ უარყოფით ემოციებს (შიში, ბრაზი, სევდა, მოწყენილობა და ა.შ.). მნიშვნელოვანია,
როცა ამ ემოციებს განვიცდით, შევეკითხოთ საკუთარ თავს - სინამდვილეში რაშია საქმე?

36
კონკრეტულად, რაში მდგომარეობს ჩემი პრობლემა? საკუთარი პრობლემის თაობაზე ინფორ-
მაცია შესაძლოა, ასევე, სხვა წყაროებიდან გავიგოთ (მაგალითად, სხვა ადამიანმა მიგვანიშნოს
ამაზე). პრობლემის აღიარება - მის გადაჭრაზე მუშაობის საწყისი და აუცილებელი პირობაა;
• ინფორმაციის მოძიება პრობლემის გარშემო. მნიშვნელოვანია პრობლემის გარშემო სანდო
წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, ამისთვის - სწორი შეკითხვების ფორმულირება პრობ-
ლემის გარშემო - რა ინფორმაცია გვაკლია, რომ გავიაზროთ, თუ რაშია საქმე;
• პრობლემის ანალიზი. როდესაც ინფორმაცია მოძიებულია, უკვე შესაძლებელია პრობლემის
სპეციფიკაცია, მისი კონცეპტუალიზაცია (ინტერპრეტაცია, იმის გააზრება, თუ სინამდვილეში
რაში მდგომარეობს პრობლემა) და შესაბამისად, სახელის დარქმევა. ამავე დროს, თუ
პრობლემა ძალიან გლობალურად გვესახება, შესაძლებელია მისი დანაწევრება პატარა
ქვეპრობლემებად, ისე, რომ ის მართვადი გავხადოთ და არ დავითრგუნოთ მისი მასშტაბით;
• გადაჭრის ალტერნატივების მოძიება. აქ გონებრივი იერიშის მეთოდით რაც შეიძლება მეტი
ალტერნატივა უნდა იქნას მოძიებული, რომელიც შემდგომ საფეხურზე განხილვის საგანი
გახდება. გონებრივი იერიში გულისხმობს კრიტიკის გარეშე შესაძლო ალტერნატივების გენე-
რირებას. აქ რაოდენობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი (იდეებისა). მას მერე რაც
ბევრი იდეა „ჩამოიყრება“, უკვე შესაძლებელია თითოეული ალტერნატივის შეფასება. გადა-
წყვეტილების მისაღებად, მინიმუმ სამი ასეთი ალტერნატივა იყოს მოძიებული;
• გადაწყვეტილების მიღება. უნდა განიხილოს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა ალტერნატივა,
შეფასდეს თითოეული ალტერნატივის ძლიერი და სუსტი მხარეები, პლუსები და მინუსები -
იმისთვის, რომ მართებული, ინფორმირებული, დასაბუთებული არჩევანი გაკეთდეს;
• პრობლემის გადაჭრის გამოცდილების შეფასება. გადაწყვეტილების განხორციელების შემდგომ,
უნდა შეფასდეს მისი მართებულობა, გამოტანილ იქნას შესაბამისი გაკვეთილები, რათა
გათვალისწინებულ იქნას მომავალში.

3.7.3. პრობლემების მართვის ტრენინგი - 45 წთ:

მას მერე, რაც კონსულტანტი აცნობს მოსარგებლეს პრობლემის გადაჭრის ამ საფეხურებრივ მოდელს,
მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა, ამ მოდელის მოშველიებით, იმუშაოს საკუთარი აქტუალური
პრობლემის გადაჭრაზე, კონსულტანტის დახმარებით. მოსარგებლემ უნდა შეარჩიოს, თავისი ცხოვ-
რებიდან (თავის მიერ დასახული ცვლილებების გეგმიდან, რაც მეორე სესიაზე განახორციელა) კონკ-
რეტული პრობლემა, რომლის გადაჭრაც სურს და დაიწყოს მისი დამუშავება წარდგენილი მოდელის
საფუძველზე.

3.7.4. საშინაო დავალება - 10 წთ:

კონსულტანტი მოსარგებლეს აძლევს საშინაო დავალებას, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ერთი
კვირის მანძილზე რომელიმე გადაჭრილი პრობლემა მოსარგებლემ წარმოადგინოს წერილობით,
შემდეგი სქემით (შევსებული სქემის ნიმუშისთვის იხ. დანართი 7):
- პრობლემის ამოცნობა (საიდან ამოიცანი რომ პრობლემაა)
- რაში მდგომარეობს პრობლემა (ანალიზი და სახელის დარქმევა); თუ ზედმეტად დიდია -
დანაწევრება ქვეპრობლემებად
- რა ალტერნატივები მოვიძიე მის გადასაჭრელად (ჩამონათვალი პრიორიტეტულობის მი-
ხედვით)
- რომელი ალტერნატივა შევარჩიე განსახორციელებლად (დასახელება)
- რა შედეგი მივიღე.
საჭირო მასალა: ფლიპჩარტი და მარკერები, ან ფურცლები და კალმისტრები.
რჩევები კონსულტანტს: აქ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:

37
• სასურველია, რომ პრობლემებიდან, რომელსაც თავისი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან შეარ-
ჩევს მოსარგებლე, ერთი ეხებოდეს მისი სიფხიზლის შენარჩუნებას და მეორე კი იყოს ამ თვალ-
საზრისით „ნეიტრალური“;
• შესაძლებელია, ალტერნატივების მოძიების ეტაპზე, მოსარგებლეს არ ჰქონდეს ბევრი ალტერ-
ნატივა და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გონებრივი იერიშის არსის კარგად განმარტება -
რომ საწყის ეტაპზე იდეების ხარისხს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, და მნიშვნელობა აქვს მათ
რაოდენობას.

3.8. სესია მერვე

სესიის მიზანი: განვლილი სამუშაოს შეჯამება, მიღწეულის გაცნობიერება, მომავალი სარისკო სიტუა-
ციების გაცნობიერება და მათ საპასუხო უსაფრთხოების სტრატეგიის დაგეგმვა

სესიის ხანგრძლივობა: 90 წთ

აქტივობები და პროცედურა:

3.8.1. საშინაო დავალების განხილვა - 20 წთ:

კონსულტანტი და მოსარგებლე განიხილავენ მოსარგებლის მიერ შესრულებულ სამუშაო დავალებას


პრობლემის გადაჭრის თაობაზე, და განიხილავენ იმ ცვლილებებს, რაც პრობლემის გადაჭრის დაწ-
ყებით განახორციელა მოსარგებლემ.

3.8.2. რელაფსის პრევენციის პროგრამაში მიღებული გამოცდილების დაჯამება - 30 წთ:

აქ, კონსულტანტი და მოსარგებლე დაწვრილებით მსჯელობენ პროგრამის განვლილ კურსზე, იმაზე,


თუ რა განსხვავებაა მოსარგებლის დღევანდელ მდგომარეობასა და კურსის დაწყების წინ მდგო-
მარეობას შორის; იმაზე, თუ რა მიიღო მოსარგებლემ თითოეული სესიიდან, როგორ გამოიყენებს ამას
ცხოვრებაში, რა ინსაიტები ჰქონდა კურსის მსვლელობაში, რა ასწავლა კურსმა, მომავალში რისი
სწავლის/გაკეთების სტიმული მისცა. კონსულტანტი და მოსარგებლე კიდევ ერთხელ გადახედავენ
მოსარგებლის მიერ დასახულ 12 კვირისა და 12 თვის გეგმებს, იმსჯელებენ იმაზე, თუ რამდენად წაიწია
ამ გეგმების შესრულების გზაზე მოსარგებლემ.

3.8.3. მომავალი სარისკო სიტუაციების იდენტიფიცირება და გაჯანსაღების მხარდამჭერი


სისტემის დაგეგმვა - 30 წთ:

სესიის ამ ნაწილში მოსარგებლე და კონსულტანტი მსჯელობენ მომავალ სარისკო სიტუაციებზე,


გამოადიფერენცირებენ კონკრეტულ, მაღალი რისკის სიტუაციებს სხვადასხვა სფეროდან (ოჯახი,
სწავლა/სამსახური, ინტერპერსონალური ურთიერთობები), და ყოველი სიტუაციისთვის იმსჯელებენ
იმაზე, თუ ვინ (ადამიანი, ორგანიზაცია, პროექტი) შეძლებს მხარდაჭერის გაწევას ამ კონკრეტულ
სარისკო სიტუაციასთან გამკლავების საქმეში.
ამის შემდეგ, კონსულტანტი ხაზგასმით არქმევს სახელს - „გაჯანსაღების მხარდამჭერი სისტემა“ იმას,
თუ რის შექმნაზეც უნდა იზრუნოს მოსარგებლემ უახლოეს მომავალში. აქ კონსულტანტმა შესაძლოა
მოსარგებლეს მისცეს შემდეგი რჩევები (Daley & Douaihy, 2019):
• იფიქრე ადამიანებზე, ვინც შენი მხარდამჭერია, ვისაც არ გერიდება რომ დახმარება სთხოვო.
მოიფიქრე, თუ როგორ შეიძლება რომ მათი დახმარება გამოიყენო, წარმოიდგინე რომ ეს
ურთიერთობები შენი „სოციალური კაპიტალია“, შენი გაჯანსაღების მხარდამჭერი სისტემაა;
• გაუზიარე შენი სიფხიზლეზე მუშაობის გამოცდილება და პირდაპირ სთხოვე მხარდაჭერა ამ
საქმეში. მხარდაჭერას როცა სთხოვ, იყავი სპეციფიკური - კონკრეტულად გამოუხატე, თუ რაში
გჭირდება მისი დახმარება, რომ ის არ დაიბნეს და იცოდეს, თუ რა მოლოდინი გაქვს მის მიმართ.

38
3.8.4. მადლიერების გამოხატვა - 10 წთ:

კონსულტანტი მოსარგებლეს გამოუხატავს მადლიერებას რელაფსის პრევენციის პროგრამაში გულ-


წრფელი და მონდომებული მონაწილეობისთვის და თავის მხრივ, სთავაზობს მოსარგებლეს, გა-
დახედოს მუშაობის კურსს და გამოხატოს მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ 2 თვის
მანძილზე მას ეხმარებოდა ქცევის ცვლილების გზაზე.
საჭირო მასალა: მოცემულ დამაჯამებელ სესიას არ სჭირდება რაიმე მასალა, კვლავ, კონსულტანტის
მუშაობის სტილიდან გამომდინარე, შესაძლოა მას დაეხმაროს ფლიპჩარტები, ფლიპჩარტების დაფა
და მარკერები.
პროცედურა: ინტერაქტიური საუბარი, რეფლექსია
რჩევები კონსულტანტს: ამ დასკვნით სესიაზე, მნიშვნელოვანია:
• მიღწეული წარმატების გასიგრძეგანება, ხაზგასმა/აღნიშვნა, და ამით მოსარგებლის თვით-
ეფექტურობის განმტკიცება,
• მომავალი რისკების გაცნობიერება, შეფასება და მათი დაქვეითების რეალისტური სტრატეგიების
დასახვა; მომავალ რისკებზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია მოსარგებლის თვითეფექტურობის
წახალისება, და ამავე დროს - სოციალური მხარდაჭერის მნიშვნელობის ხაზგასმა,
• ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონსულტანტმა შეასრულოს მადლიერების განცდის როლური
მოდელის ფუნქცია - სესიის (და შესაბამისად, პროგრამის) ბოლოს, მან უნდა მისცეს მაგალითი
მოსარგებლეს ურთიერთთანამშრომლობისთვის მადლიერების გამოხატვის. ამავე დროს, მნიშვ-
ნელოვანია ყველა იმ ადამიანის აღნიშვნა (ოჯახის წევრები, და სხვა სოციალური მხარ-
დამჭერნი), ვინც მოსარგებლეს მხარში ამოუდგა ცვლილებების პროცესში. მათ მიმართ
მადლიერების განცდა მოსარგებლის მხრიდან პროგრამის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი
დაცვითი ფაქტორის როლს შეასრულებს მიღწეული შედეგების შენარჩუნების თვალსაზრისით.

39
მონაწილის
პროგრესის შეფასება

პროგრამას თან ერთვის კითხვარი (დანართი 9), რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც
მონაწილის საჭიროებების, ასევე პროგრამის ეფექტიანობის შეფასების მიზნით.
4
თ ავი

კითხვარი შედგება 15 დებულებისაგან და აფასებს მოხმარების ქცევასთან დაკავშირებულ 5 სფეროს:


1) ტრიგერების ამოცნობა და მართვა
2) ემოციური რეგულაცია
3) პრობლემების გადაჭრა
4) თვითეფექტურობა
5) საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა
მონაწილეს მოეთხოვება თითოეული დებულება შეაფასოს ლიკერტის 5 ქულიან სკალაზე, მათი საკუთარ
გამოცდილებასთან შესაბამისობის მიხედვით [1 - საერთოდ არ მომესადაგება, 5 - ზედმიწევნით
მომესადაგება].
უნარები, რომლებიც ფასდება 1, 2 და 3 ქულით [საერთოდ არ მომესადაგება, არ მომესადაგება, ხან კი
ხან არა], შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც ცვლილების სამიზნეები.
პროგრამის ეფექტიანობა შესაძლოა შეფასდეს პროგრამის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ
შეფასებების შედარების საფუძველზე. ეფექტიანობის რაოდენობრივ მაჩვენებლად შეიძლება
გამოყენებულ იქნას ჯამურ ქულებს შორის განსხვავება.
კითხვარი შედეგენილია სპეციალურად რელაფსის პრევენციის მოდულისათვის. დებულებები შერ-
ჩეულია პროგრამის სამიზნე უნარების შესაფასებლად და ვალიდიზებულია ექსპერტთა შეფასების
საფუძველზე. დებულებების ვალიდობის შეფასებით მიზნით, კითხვარის აღწერა და დებულებების
ჩამონათვალი გადაეგზავნა 15 ექსპერტს, რომლებსაც მოეთხოვებოდათ თითოეული დებულების
შეფასება იმის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტად ზომავს შესაბამის სამიზნე სფეროს. კითხვარისათვის
შეირჩა დებულებები, რომლებიც ექსპერტთა უმრავლესობის მიერ შეფასდა, როგორც შესაფერისი და
ვალიდური (ზუსტად ზომავს, ზედმიწევნით ზომავს).
კითხვარი პილოტურია და საჭიროებს სანდოობისა და ვალიდობის შემდგომ განსაზღვრას, რაც
შესაძლებელია გარკვეული რაოდენობრივი მონაცემების დაგროვების შემდეგ; შესაბამისად
მნიშვნელოვანია შედეგების ინტერპრეტაციისას გათვალისწინებულ იქნას არა მხოლოდ
რაოდენობრივი მონაცემები, არამედ თითოეული მონაწილის გამოცდილება და გაზომვის შესაძლო
შეცდომები.

40
გამოყენებული ლიტერატურა:

ლუისი, ჯ., დანა, რ. და ბლევინსი, (2011/2017). კონსულტირება ნივთიერებათა


ავადმოხმარებისას. მეოთხე გამოცემა (ქართულ ენაზე), გამოიცა TEMPUS ADDIGE
პროექტის ფარგლებში. Judith A. Lewis, Robert Q. Dana, Gregory A. Blevins (2011). Substance
Abuse Counseling. Fourth edition
ჯავახიშვილი, ჯ. (2020). მედია, ადამიანის უფლებები და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
თბილისი, ნეკერი
American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders
(DSM-5). American Psychiatric Pub.
Berne, E. (1964; 1978 - reprint). Games People Play: the Psychology of Human Relations. Grove
Press
Bowen, S. (2015). Mindfulness Based Relapse Prevention for Addictive Behaviours. Guilford
Press. ISBN: 1606239880
Daley, D.C., Douaihy, A. (2019). Managing your Substance Use Disorder. Client Workbook. Third
Edition. Oxford University Press
R. Fields (2010, in press). Drugs in Perspective. McGraw Hill, NY
Gorski, T. (2009). The CENAPS model of relapse prevention. Retreived on April 23, 2009, from
http://www.tgorski.com/
Hendershot, Ch., Witkiewitz, K., George, W., Marlatt, G.A. (2011). Relapse prevention for
addictive behaviors. Substance Abuse Treatment, Prevention, and Policy 2011 6:17
Jellinek, E. M. (1960). The disease concept of alcoholism. New Brunswick, NJ: Millhouse Press
Kabat-Zinn, J. (2011). Some reflections on the origins of MBSR, skillful means, and the trouble
with maps. Contemporary Buddhism. 12 (1): 281–306. doi:10.1080/14639947.2011.56484
Kabat-Zinn, Jon (2012). Mindfulness for Beginners: reclaiming the present moment--and your
life. Boulder, Colorado: Sounds True
Kern, M. (2009). Stages of Change Model. Retreived on April 23, 2009, from http://www.
addictioninfo.org/articles/11/1/Stages-of-Change-Model/Page 1.html
Lahad, M., Shacham, M., Ayalon, O. (2013). Basic PH Strategies of Coping and Resiliency. Jessic
Kingsly Publishing. London & Philadelphia
Marlatt, G. A. (1985). Relapse prevention: Theoretical rationale and overview of the model. In G.
A. Marlatt & J. R. Gordon (Eds.), Relapse prevention. New York: Guilford Press
Marlatt, G., & Donovan, D. (2005). Relapse prevention: Maintainence strategies in the treatment
of addictive behaviors. New York: Guilford Press
Marlatt, G., & Witkiewitz, K. (Eds.). (2009). Addictive behaviors. Washington, DC: American
Psychological Association
Prochaska, J. 0., DiClemente, C. C., & Norcross, J.C. (1992). In search of how people change:
Applications to addictive behaviors. American Psychologist, 47, 1102-1114
Washton, A. M. (2008). Quitting cocaine. St. Paul, MN: Hazelden
Witkiewitz K, Marlatt GA: Relapse prevention for alcohol and drug problems: That was Zen, this
is Tao. Am Psychol 2004, 59:224-235
Witkiewitz, K. & Kirouac, M. (2015). Relapse Prevention. In: Nezu, Ch.M. & Nezu, A.M. (eds)
(2015). The Oxford Handbook for Cognitive and Behavioral Therapies. Oxford Library of
Psychology, Oxford University Press

41
დანართი 1: მასალა პირველი სესიისთვის

1.1. სამოტივაციო ცხრილები

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თავს დავანებებ და სიფხიზლეს შევინარჩუნებ

მოკლევადიან პერიოდში გრძელვადიან პერსპექტივაში

დადებითი უარყოფითი დადებითი უარყოფითი

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თავს არ დავანებებ

მოკლევადიან პერიოდში გრძელვადიან პერსპექტივაში

დადებითი უარყოფითი დადებითი უარყოფითი

1.2. ქცევის ცვლილების ციკლის დიაგრამა

ქცევის ცვლილების ციკლი, ცვლილებათა ფაზების მოდელი (Prochaska et al., 1992; Kern, 2009)
http://www.addictioninfo.org/articles/11/1/Stages-of-Change-Model/Page1.html

მდგრადი
შედეგი
ცვლილების
გადაწყვეტილება
და მოქმედება

შენარჩუნება/
რელაფსის
მზადება პრევენცია

რელაფსი
მსჯელობა

მსჯელობის
წინარე ფაზა

42
1.3. კითხვარი ქცევის ცვლილების ციკლის ფაზის სადიაგნოსტიკოდ

საერთოდ
ნამდვილად შესაძლოა ნაკლებად
არა

მსჯელობისწინარე/მსჯელობის ფაზა

1. მიგაჩნია, რომ გაქვს პრობლემა ალკოჰოლთან,


თამბაქოსთან და/ან სხვა ნარკოტიკთან დაკავშირებით?

2. მკაფიოდ იცი, თუ რატომ გინდა თავის დანებება?

მოსამზადებელი ფაზა

3. მზად ხარ მიიღო მტკიცე გადაწყვეტილება მომდევნო თვის


მანძილზე თავის დანებებაში?

4. იცი, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგა, თავი რომ დაანებო?

5. გჭირდება დეტოქსიკაცია, რომ თავი დაანებო?

6. თუ უთხარი სხვებს (ოჯახს, მეგობრებს და ა.შ.) რომ გინდა


შეცვალო შენი ქცევა მოხმარებასთან დაკავშირებით?

ცვლილების/მოქმედების ფაზა

7. გაქვს თუ არა მიღებული მტკიცე გადაწყვეტილება თავის


დანებებისა და სიფხიზლის შენარჩუნების თაობაზე?

8. გჭირდება თუ არა გამოიცვალო ადამიანები (ვისათანაც


ურთიერთობ), ადგილები და სხვა რარაცეები რომ სიფხიზლე
შეინარჩუნო?

9. გჭირდება თუ არა რომ ისწავლო ნარკოტიკების შესახებ


შენი აზრებისა და მათ მიმართ ლტოლვის კონტროლი?

10. გჭირდება თუ არა იმუშაო ნივთიერებების მოხმარების შე-


დეგების გამოსწორებაზე შენს ოჯახში ან სხვა
ადამიანებთან?

11. გჭირდება თუ არა ისწავლო ახალი გზები შენს


დისკომფორტულ გრძნობებთან/განცდებთან გამკლავების?

12. მზად ხარ თუ არა სპეციალურ პროგრამაში მიიღო


მონაწილეობა?

შენარჩუნების ფაზა

13. ცნობ თუ არა რეციდივის (რელაფსის) ნიშნებს შენს თავში


და გაქვს თუ არა სტრატეგიები მათთან გამკლავებისა
მანამდე სანამ წაგიცდება ხელი მოხმარებაზე?

14. იცნობ თუ არა შენს პერსონალურ მაღალი რისკის ფაქტო-


რებს, რომლებიც მოწყვლადს გხდის მოხმარების თვალსაზ-
რისით, და, გაქვს თუ არა მათთან გამკლავების
სტრატეგიები?

15. იცი თუ არა თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგა იმ


შემთხვევაში, თუ თავის შეკავების (თავის დანებების)
პერიოდის მერე კვლავ დაიწყე მოხმარება?

16. ზოგადად, რამდენად დაბალანსებულია შენი ცხოვრება?

43
1.4. ფუნქციური ანალიზის შევსებული ცხრილის მაგალითი

ტრიგერი აზრები გრძნობები ქცევა დადებითი უარყოფითი


შედეგი შედეგი

ქუჩაში იმ მე გობრის რას იფიქრებს სირცხვილი ნაძალადევად რომ გავერიდე შეიძლება ცოტა
შეხ ვედ რა, ახლა, რომ გან- გავუღიმე და დავმშვიდდი და გაკვირვებული
ვისთანაც ერთად ზე გავიწევი მეჩქარება-თქო გამეხარდა რომ დამირჩა - რა
მოიხ მარდა ხოლმე ვუთხარი არ გავყევი მოუვიდაო
არსად

საინექციო ხელ საწ - ერთხელაც ხომ ბრაზი კანკალი დამა წყე - ამოვისუნთქე, არც არაფერი
ყო ამოვიღე რომ არ გამეკე თე - ბინა, მაინც მო ვე - რომ არ ავყევი
გადამეგდო ბინა?! რიე თავს და წამიერ
გა დავუძახე სისუსტეს!
ნაგავში და ნა გა -
ვი სასწრაფოდ
გავიტანე და ბუნ-
კერში გადავყარე

წვეულებაზე წავე - რა დრო იყო!! სევდა ცოლს ვთხოვე - რომ არ წამიცდა მეგობრები სახ -
დით თანამშრო - ადრე გავიდეთ ხელი, გამე ხარ - ტად დამირჩნენ -
მელ თან და გა მახ- აქედან-თქო და - ესე იგი, ეტყობა ჩვენთან
სენდა ყველაფერი - შემძლებია ჯერ ყოფნა არ უნ -
როგორ „ვერ თო - კიდევ რაღაც დაო, ალბათ
ბოდით“ ხოლმე... იფიიქრეს

1.5. სხეულის სკანირების სცენარი

(ტექსტი გადმოტანილია ჯ.ჯავახიშვილის წიგნიდან „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის


უფლებები“, ნეკერი, 2020)
სხეულის სკანირება შესაძლოა გაკეთდეს როგორ მჯდომარე, ასევე დაწოლილ მდგომარეობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი შეძლებისდაგვარად კომფორტულად მოეწყოს, უსაფრთხო ადგილას,
შეუძლია დახუჭოს თვალები. ინსტრუქცია შემდეგნაირია:
- გადაიტანეთ ყურადღება თქვენს სხეულზე
- გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა, იგრძენით როგორ შემოდის სხეულში ჟანგბადი,
ამოსუნთქვასთან ერთად როგორ რელაქსირდება სხეული
- შეგიძლიათ, დაუკვირდეთ თქვენს ფეხებს, შეგრძნებებს, რომელიც გამოწვეულია მათი შეხებით
იატაკთან (ან, თუ წევხართ - საწოლის ზედაპირთან), მათი წონა - სიმსუბუქე ან სიმძიმე,
ტემპერატურა, შესაძლოა პულსაციაც
- შეგიძლიათ, დაუკვირდეთ თქვენს ზურგს - როგორ ეხება სავარძლის (ან, საწოლის) ზედაპირს,
შეიგრძნოთ ტემპერატურა
- დაუკვირდით თქვენს მუცელს; თუ დაძაბულია - შეარბილეთ
- დაუკვირდით ხელებს, რას გრძნობთ - ტემპერატურას, პულსაციას... თუ დაძაბულია - შეარბილეთ
- დაუკვირდით თქვენს მკლავებსა და მხრებს, რას გრძნობთ. მიეცით მიეცით მკლავებს
შერბილების და მხრებს - მოშვების საშუალება
- დაუკვირდით თქვენს კისერსა და ყელს, რას გრძნობთ, რამდენად მოშვებულია. თუ დაძაბულია,
მიეცით მოშვების საშუალება
- დააკვირდით თქვენს სახეს, ქვედა ყბას, სახის კუნთებს - მიეცით ომდუნების საშუალება
- შეიგრძენით მთელი სხეული
- როცა მზად იქნებით - გაახილეთ თვალი.

44
1.6. სუნთქვითი სავარჯიშო „4-2-4“

როდესაც ადამიანი შფოთავს და დაძაბულია, მისი სუნთქვა ზედაპირული ხდება, მკერდისმიერი.


აქედან გამომდინარე, მუცლისმიერ ღრმა სუნთქვაზე გადასვლის ჩვევა შფოთვისა და დაძაბულობის
შემცირების სწრაფი ეფექტური საშუალებაა. სუნთქვითი ვარჯიშის ტექნიკა უმარტივესია: უნდა
დავჯდეთ, ან დავდგეთ, ან დავწვეთ კომფორტულად, დაცულ გარემოში, სასურველია მარტო ვიყოთ,
დავხუჭოთ თვალები, დავიდოთ ხელი მუცელზე, რათა სუნთქვისას მუცლის მოძრაობა ვაკონტორლოთ
და მივყვეთ შემდეგ ინსტრუქციას:
- სუბიექტურად შევაფასოთ ჩვენი სიმშვიდის (რელაქსირებულობის) ხარისხი სკალაზე 1-დან 10-
მდე და დავიმახსოვროთ რა ნიშნულზე ვართ
- ჩავისუნთქოთ ცხვირით ღრმად, მუცლისმიერად, ისე, რომ გულში ოთხამდე დავითვალოთ. რამ-
დენადაც ხელი მუცელზე გვიდევს, უნდა ვიგრძნოთ, თუ როგორ გამოიბურცა მუცელი ჩასუნთ-
ქვასთან ერთად
- ორ თვლაზე გავაჩეროთ ჰაერი ჩვენს ორგანიზმში
- ოთხ თვლაზე, კვლავ აუჩქარებლად, ნელა ამოვისუნთქოთ ჰაერი უკან, და მუცელზე დადებულმა
ხელმა უნდა იგრძნოს, თუ როგორ შეიწია უკან მუცელი
- ასე გავიმეოროთ რამდენჯერმე
- დავაკვირდეთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას და სუბიექტურად კვლავ შევაფასოთ ჩვენი
სიმშვიდის ხარისხი.

45
დანართი 2: მასალა მეორე სესიისთვის

2.1. თორმეტთვიანი გეგმის ცხრილი

ცვლილება მიზანი რა ნაბიჯები უნდა გადავდგა

ფიზიკური გაჯანსაღება:
-
-
-
ემოციური და ფსიქოლოგიური
გაჯანსაღება:
-
-
-

ოჯახური ურთიერთობების
გაჯანსაღება:
-
-
-

ინტერპერსონალური
ურთიერთობების გაჯანსაღება
-
-
-

სამსახურებრივი
მდგომარეობის გაჯანსაღება
-
-
-

46
2.2. ხელის შემშლელი აზრების შევსებული ცხრილის ნიმუში

ხელის 0-დან სრულიად არგუმენტები საპირისპირო აზრის ამის მერე


შემშლელი 10-მდე საპირისპირო სასარგებლოდ რამდე -
აზრი სკალაზე აზრი ნად სჯე -
შეფასება რა ხელის
იმისა, თუ შემშლე -
რამდენად ლი აზრის
სჯერა

ჩავფლავდები! 8 მე შევძლებ 1) რასაც სერიოზულად ვისახავ 3


მოხმარების მიზნად - ჩვეულებრივ, ვაღწევ
თავის ხოლმე;
დანებებას 2) ჩემები მხარში მიდგანან;
3) ჩემმა მეგობარმა ხომ
მოახერხა!
რომ არ 10 გამაგრდი, 1) ლტოლვა დროებითია, ეგეც 4
მივიღო, ბიჭო, არაფერი გაივლის;
მოვკვდები! მოგივა, 2) ღრმად ვისუნთქებ, დროს
ეგეთები გავიყვან და ამასობაში
გადაგვიტანია! გადაივლის;
3) უამრავჯერ განმიცდია და
უამრავჯერ არაფერი
დამმართნია.
უარს თუ 7 ჩემი მეგობრე - 1) ვიცი რომ ჩემთვის კარგი 2
ვეტყვი და ლე - ბი არიან, უნდათ, ამიტომ არ გამრიყავენ
ვაზე, აღარ გამიგებენ და ამ სისულელის გამო;
დამ პა ტიჟებენ პატივს სცემენ 2) ბოროტები არ არიან და არ
შემ დეგში, ჩემს გადა წყვ - შემიშლიან დანებებაში ხელს;
აღარ მემე გობ - ეტილებას. 3) ჩემზე ნაკლებად შეგნებულები
რე ბიან არ არიან.

47
დანართი 3: მასალა მესამე სესიისთვის

3.1. ხელის შემშლელი აზრების ცხრილი

აზრის კატეგორია კატეგორიის განმარტება და შესაბამისი აზრის მაგალითი

„დედამიწა ჩემს იმის გულისხმობა რომ რაც გარშემო ხდება ყველაფერი შენგან
გარშემო ტრიალებს“ გამომდინარეობს, მაგ.: „საქმე იმიტომ არ გამოვიდა, რომ ეს მე მივედი ცუდ
ფეხზე” ან „რატომ უნდა დამემართოს ყველაფერი მაინცა და მაინც მე!’’

ბუზიდან სპილო ყველაზე ცუდის მოლოდინი, მაგ.: „გუშინ წაცდენა მქონდა, ყველაფერი
წყალში ჩამეყარა, გათავდა, ყველაფერი დამთვარდა!“

ერთიდან ათასზე ერთი გამოცდილების გაზოგადება, მაგ.: „მე თავი ვერ შევიკავე გუშინწინ, ესე
იგი უსუსური ვარ!”

შავ-თეთრი შავ-თეთრი აზროვნება, მაგ.: „თუ დღეს ისევ ისე ვიშფოთებ, როგორც გუშინ,
არარაობა ვიქნები!”

დასკვნებზე ერთი შემთხვევიდან არალოგიკური დასკვნის გამოტანა: „დილით თავის


„გადახტომა“ ტკივილით გამეღვიძა, ესე იგი მთელი დღე ჩაშხამებული მექნება“

აზრების კითხვა იმის გულისხმობა, რომ იცი თუ რას ფიქრობენ სხვები, მაგ.: „არ მომესალმა,
ესე იგი არაფრად მაგდებს!“

უარყოფითის იმის მაგვირად, რომ შენი ერთი კონკრეტული შეცდომა აღნიშნო, უარყოფით
სულისხმობა „იარლიყს იწებებ“, მაგ.: „არ გამომივიდა, დებილი ვარ!“

„მე ვალდებული გაქვს მოუქნელი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცე შენ და როგორ
ვარ“, „მე უნდა“ უნდა მოიქცნენ სხვები. თუ შენ შესაბამისად არ იქცევი, გიჩნდება
ბრალეულობის განცდა. თუ სხვები არ იქცევიან შენი წარმოდგენების
შესაბამისად - ბრაზდები მათზე.

3.2. პროგრესული კუნთური რელაქსაცია ჯეიკობსონის მიხედვით

(ტექსტი გადმოტანილია ჯანა ჯავახიშვილის წიგნიდან: „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და


ადამიანის უფლებები“, თბილისი, ნეკერი)
სანამ ამ სავარჯიშოს გამოყენებას დავიწყებთ, მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს რაიმე
სამედიცინო პრობლემა, რომელიც კუნთების დაძაბვის ინსტრუქციის შემთხვევაში გაგვიმწვავდება.
მნიშვნელოვანია, ასევე, გვახსოვდეს, რომ მიუხედავად კუნთების დაძაბვის ინსტრუქციისა, ტკივი-
ლამდე და თავის დაზიანებამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ. ვიმოქმედოთ ზომიერების დაცვით.
სავარჯიშოს შესრულებას სჭირდება, დაახლოებით, 15 წუთი. მის გასაკეთებლად სასურველია მოვ-
ნახოთ დაცული ადგილი, ვიყოთ მარტო, დავჯდეთ ან წამოვწვეთ მოხერხებულად, და მივყვეთ შემდეგ
ინსტრუქციას (AnxietyCanada, 2020):
- დავიწყოთ მარჯვენა ხელით (თუ ცაცია ხართ - მარცხენა ხელით): ჩასუნთქვასთან ერთად
მაქსიმალურად დავძაბოთ მარჯვენა ხელის მტევანი (მხოლოდ მტევანი), 5 წამის მანძილზე
გავაჩეროთ ჰაერი ჩვენს ფილტვებში და ამავე დროს ვიგრძნოთ მარჯვენა ხელის მტევნის
ძლიერი დაძაბულობა; ამოსუნთქვასთან ერთად მყისიერად მოვადუნოთ მარჯვენა ხელის
მტევანი და 15 წამის მანძილზე შევეცადოთ, გავისიგრძეგანოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ მთელი მარჯვენა ხელის კუნთები (ბიცეფ-
სებიც გამოვბეროთ, ამ დროს შესაძლოა კანკალამდეც კი დავძაბოთ ხელი), 5 წამის მანძილზე

48
გავაჩეროთ ჰაერი ჩვენს ფილტვებში და ამავე დროს ვიგრძნოთ მარჯვენა ხელის ძლიერი
დაძაბულობა; ამოსუნთქვასთან ერთად მყისიერად მოვადუნოთ მარჯვენა ხელი და 15 წამის
მანძილზე შევეცადოთ, გავისიგრძეგანოთ განსხვავება
- იგივე ორი ნაბიჯი გავიმეოროთ მარცხენა ხელისთვის
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ მარჯვენა ფეხისგული (მხოლოდ ფეხისგული;
თითები ამ დროს მოიკაკვება ფეხისგულისკენ), 5 წამის მანძილზე გავაჩეროთ ჰაერი ჩვენს
ფილტვებში და ამავე დროს ვიგრძნოთ მარჯვენა ფეხისგულის ძლიერი დაძებულობა; ამო-
სუნთქვასთან ერთად მყისიერად მოვადუნოთ მარჯვენა ფეხისგული და 15 წამის მანძილზე
შევეცადოთ, გავისიგრძეგანოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ მთელი მარჯვენა ფეხის კუნთები, 5 წამი
გავაჩეროთ ასე, ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და შევიგრძნოთ განსხვავება 15 წამის
მანძილზე
- გავიმეოროთ იგივე ორი ნაბიჯი მარცხენა ფეხისთვის
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ (შევწიოთ შიგნით) მუცელი, გავაჩეროთ 5 წამი,
ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის მანძილზე შევიგრძნოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ (გამოვბურცოთ) მკერდი, გავაჩეროთ 5 წამი,
ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის მანძილზე შევიგრძნოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ მხრები და კისერი (მხრები ავწიოთ იმდენად,
რომ მივწვდეთ ყურებს), გავაჩეროთ 5 წამი, ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის
მანძილზე შევიგრძნოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ პირი (დააღეთ ფართოდ, რომ ყვრიმალები
დაიძაბოს), გავაჩეროთ ასე 5 წამი, ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის მანძილზე
შევიგრძნოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ ქუთუთოები (ძლიერად დავხუჭოთ/შევჭმუხ-
ნოთ), გავაჩეროთ ასე 5 წამი, ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის მანძილზე
შევიგრძნოთ განსხვავება
- ჩასუნთქვასთან ერთად მაქსიმალურად დავძაბოთ შუბლი (მაქსიმალურად ავწიოთ წარბები),
გავაჩეროთ ასე 5 წამი, ამოსუნთქვასთან ერთად მოვადუნოთ და 15 წამის მანძილზე შევიგრძნოთ
განსხვავება.
პროგრესული კუნთური რელაქსაციის უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად პირველი ორი კვირის მანძილზე
სასურველია დღეში ორჯერ შეასრულოთ ეს სავარჯიშო. როდესაც ისე აითვისებთ, რომ ადვილად შეამ-
ჩნევთ განსხვავებას დაძაბვასა და მოდუნებას შორის და იგრძნობთ, რომ ამ სავარჯიშოს შესრულებით
უკვე ადვილად აღწევთ რელაქსაციას, შეგიძლიათ „გაამსხვილოთ“ ეს სავარჯიშო და კუნთების შემდეგი
დაჯგუფებით შეასრულოთ: ქვედა კიდურები - ერთად; მუცლის კუნთები და მკერდი - ერთად, კისერი და
ზედა კიდურები - ერთად, დაბოლოს - სახე. როცა ამაშიც დახელოვნდებით, შეგიძლიათ მთელი სხეულის
დაძაბვა შესუნთქვასთან ერთად და ამოსუნთქვასთან ერთად - სრული რელაქსაცია. როდესაც ამ ეტაპზე
გადახვალთ (დაახლოებით ერთთვიანი ვარჯიშის საფუძველზე), უკვე მზად იქნებით ამ უნარ-ჩვევის
ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში გამოსაყენებლად, მაგალითად, განვმარტოვდეთ აბაზანაში და
დავძაბოთ და მოვადუნოთ სხეულის კუნთები დაძაბულობის მოსახსნელად.

49
3.3. საყრდენის სავარჯიშო

(ტექსტი გადმოტანილია ჯანა ჯავახიშვილის წიგნიდან „მედია, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამია-


ნის უფლებები“, თბილისი, ნეკერი, 2020)
შფოთვას, ისევე როგორ დეპრესიას, დროის სპეციფიკური ვექტორი ახასიათებს. შფოთვა მომავლზე
არის ორიენტირებული („კარგს არაფერს ელის მომავლისგან“), ხოლო დეპრესია წარსულზე ნოს-
ტალგიაშია წასული. აქედან გამომდინარე, „აქ და ამჟამად“ ვითარებაში დაბრუნება ფსიქიკური
ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი და უნარ-ჩვევაა. საყრდენის
სავარჯიშო სწორედ ამაში ეხმარება ადამიანს. ის მიმართულია „აქ და ამჟამად“ რეალობის შემჩნევაზე
და მასზე ყურადღების გამახვილებაზე, მაგრამ შეფასებითი/განსჯითი დამოკიდებულების გარეშე,
უბრალოდ - გაცნობიერებაზე. ამისთვის, საყრდენის სავარჯიშო იყენებს სენსორულ არხებს:
მხედველობას, სმენას, ყნოსვას, გემოს, შეხებასა და კინესთეტიკას. მიუხედავად წარმოუდგენელი
სიმარტივისა, საყრდენის სავარჯიშოც, იმისთვის რომ ადამიანმა მისი გამოყენება შფოთვის დროს
შეძლოს, რეგულარულ ვარჯიშს საჭიროებს. თუ ადამიანი გავარჯიშებულია, ის საყრდენის სავარჯიშოს
გამოყენებას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეძლებს, და ეს მას ისე დაეხმარება, რომ ვერავინ
შეამჩნევს. სწორედ ამითაა საყრდენის სავარჯიშო კომფორტული.
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საყრდენის სავარჯიშო მდგომარეობს შემდეგში:
- მოეწყვეთ (დაჯექით) მოხერხებულად
- მიმოიხედეთ ოთახში და შეეცადეთ, გამოყოთ 5 გასნხვავებული ფერი, რომელიც თქვენ გარშემოა
(შეგიძლიათ ფერის ნაცვლად ყურადღება გაამახვილოთ გეომეტრიულ ფორმებზე, ავეჯის
სახეობაზე, ნახატებზე - თუ კედლებზე ჰკიდია, და ა.შ.); უბრალოდ, შეამჩნიეთ - შეფასებისა და
განსჯის გარეშე
- შეეცადეთ, გამოყოთ 4 განსხვავებული ხმა, რომელიც ისმის თქვენ გარშემო
- შეეცადეთ, გამოყოთ 3 განსხვავებული შეხება, რომელსაც გრძნობთ (მაგალითად, ზურგის შეხება
სკამის საზურგესთან, ფეხების შეხება იატაკთან, მკლავის შეხება სხეულთან)
- შეეცადეთ, გამოყოთ 2 განსხვავებული სუნი თქვენ გარშემო
- შეეცადეთ, შეიგრძნოთ გემო - ამისთვის შეგიძლიათ ქიშმიში იქონიოთ და გაღეჭოთ.
გთავაზობთ უფრო ვრცელ სიას „აქ და ამჟამად“ საყრდენის გავარჯიშებისთვის:

მხედველობა
- ჩამოთვალეთ ყველაფერი, რასაც ხედავთ ქუჩაში თქვენ გარშემო: ცა, მზე, ხე, კატა, და ა.შ.
- ჩამოთვალეთ ავტომობილები და მათი ფერები
- ჩამოთვალეთ მაღაზიები, რომელთაც ხედავთ
- და ა.შ.

სმენა
- წაიღიღინეთ მელოდია და მოუსმინეთ თქვენს ხმას
- გაატკაცუნეთ თითები და მოისმინეთ ტკაცუნი
- დაილაპარაკეთ ხმამაღლა და მოუსმინეთ
- და ა.შ.

50
სუნი
- დაყნოსეთ სუნამო
- დაყნოსეთ სუნელი
- აანთეთ და ჩააქრეთ ასანთი და დაყონსეთ
- და ა.შ.

გემო
- გასინჯეთ რამე ტკბილი და დააკვირდით გემოს და თქვენს შეგრძნებებს
- გასინჯეთ რამე მარიალიანი და დააკვირდით გემოს და შეგრძნებებს
- გასინჯეთ რამე მჟავე და დააკვირდით გემოს და შეგრძნებებს
- და ა.შ.

შეხება
- შეუშვირეთ ხელი ცივ წყალს და დააკვირდით შეგრძნებებს
- შეეხეთ გარშემო მდებარე ნივთებს და დააკვირდით მასალას
- გაიკეთეთ რეზინის სამაჯური, ოდნავ გამოწიეთ, გაატკაცუნეთ და დააკვირდით შეგრძნებას
- და ა.შ.

კინესთეტიკა
- დაჭიმეთ ხელები
- შეხტით ადგილზე
- გაიზმორეთ/გაიჭიმეთ
- და ა.შ.

რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ იყოთ კრეატიული და თავად მონახოთ ის შეგრძნებები და სენსო-
რული შთაბეჭდილებები, რაც „აქ და ამჟამად“ დაგაღუზებთ, ხოლო შფოთვის სიტუაციაში კი - საყრდენს
მოგცემთ.

51
დანართი 4: მასალა მეოთხე სესიისთვის

4.1. ხელმისწავდომობის შემცირებაზე მუშაობის ცხრილის შევსების მაგალითი

შეძენის/ქონის წყარო ხელმისაწვდომობის შემცირების სტრატეგია

სახლში მქონდა საინექციო ხელსაწყოები გადავაგდე ნაგავში.

სახლში მქონდა მინი-ბარი ალკოჰოლური დავუძახე ბიძაშვილს და ვთხოვე რომ წაეღო


სასმელებით (გავაჩუქე).

სამსახურში დავდიოდი იმ ქუჩის გავლით, დავიწყე სხვა მარშრუტით სიარული.


სადაც ვყიდულობდი ხოლმე ნარკოტიკს

4.2. სოციალური ზეწოლის გამკლავების ცხრილის შევსების ნიმუშები

სოციალური ზეწოლის 0-დან 5-მდე სკალაზე საფრთხის გამკლავების რა


ტიპი შეფასება, სადაც: სტრატეგია გამოვიყენე
0 = სულ არ არის საფრთხის შემცველი
3 = ზომიერად საფრთხის შემცველია
5 = ძალიან საფრთხის შემცველია

უბნის ბიჭებმა გაკე თე - 5 ვუპასუხე, რომ ისეთი საქ -


ბა შემომთავაზეს. მეები მაქვს მოსაგვა რე -
ბელი, რომ ფხიზლად უნ-
და ვიყო ეს დღეები;
სახლში რომ ავედი, გა ვა-
კეთე სუნთქვითი სავარ -
ჯიშო და სხეულის სკა ნი-
რება, მერე ცოლთან
ერთად ფილმს ვუყურე.

მეგობარმა გოგონამ, 5 თავი ავარიდე, ვუთხარი,


რომელიც მომწონს, რომ სამეცადინო მაქვს;
კლუბში დამპატიჟა. სინამდვილეში წავედი
სპორტულ დარბაზში და
ვიბოქსავე.

სამსახურში ვიყავი და 3 ვთქვი, რომ მეჩქარება და


თანამშრომელმა წამოვედი სახლში. ჩემს
დაბადების დღის ცოლთან მოვყევი ეგ
აღსანიშნავად ამბავი და გავედით
ნამცხვრები და „გასანიავებლად“, მთელი
სასმელი მოიტანა, საღამო ვისეირნეთ.
დღის ბოლოს ყველა
სვამდა და ჭამდა.

52
დანართი 5: მასალა მეხუთე სესიისთვის

5.1. თვალსაჩინოდ არასწორ გადაწყვეტილებებზე მუშაობის ცხრილის ნიმუში:

გადასაწყვეტი საკითხი უსაფრთხო ალტერნატივა საფრთხის შემცველი


ალტერნატივა (თვალსაჩინოდ
არასწორი გადაწყვეტილება)

მისასვლელი ვარ ჩემს ძველ მივიდე, მივიკითხო- შევიარო სუპერმარკეტში,


სამსახურში ჩემი ნივთების მოვიკითხო თანამშრომ - ვიყიდო არაყი და მივიდე
წამოსაღებად. ლები, ავიღო ნივთები და „ხელდამშვენებული“ ოფისში,
წამოვიდე. ვუთხრა - მოდით, აღვნიშნოთ
ჩემი გადასვლა-თქო.

დაპატიჟებული ვარ ქორ წი - თავი შევიკავო ამ ეტაპზე წავიდე ქორწილში.


ლში, ვიცი რომ იქ იქნებიან ქორწილში წასვლისგან.
ჩემი მეგობრები ვისთანაც,
ერთად როცა ვხვდებით,
მოვიხმართ ხოლმე.

ჩემს ეზოში იკრიბებიან ამ საქმეზე მივიდე მასთან ამ საქმეზე მივიდე მასთან ან


უბნის ბიჭები, რაც, ჩვეუ ლებ - სახლში საღამოს - ისეთ დილით, როცა ის მარტოა
რივ, მოხმარებით მთავრ დე - დორს, როცა ის მარტო არ სახლში, ან ჩავიდე საღამოს
ბა ხოლმე. მე ერთ-ერთთან არის სახლში. ეზოში, როცა მომხმარებლების
საქმე მაქვს. კამპანია ერთად ბჭობს, თუ
სად მოიხმარონ.

53
დანართი 6: მასალა მეექვსე სესიისთვის

6.1. ფსიქოგანათლება ემოციებზე/გრძნობებზე/განცდებზე

ემოციებზე ფსიქოგანათლებისას, რეკომენდებულია ყურადღების გამახვილება შემდეგზე ემოციებზე,


და ამ ემოციებთან დაკავშირებულ შემდეგ გზავნილებზე (Daley & Douaihy, 2019):
√ ბრაზი. ბრაზის როლი რელაფსში მაღალია. აქ, უფრო ხშირად, ორი პრობლემა გვხვდება: ბრაზის
გამოხატვა აგრესიულად ან პასიურ-აგრესიულად (საბოტაჟი), რაც ვნებს ურთიერთობებს გარემომცველ
ადამიანებთან და რელაფსის რისკ-ფაქტორი ხდება (1), ან - „ბრაზის ჩაბრუნება“ საკუთარ თავში, მასში
„მოხარშვა“, რაც ბრაზის ემოციით წალეკვას და რელაფსის მაღალ რისკს იწვევს (2). ბრაზის ემოციის
მიღმა ხშირად უსუსურობისა და/ან სასოწარკვეთილების განცდაა. მნიშვნელოვანია ბრაზის „ტრიგე-
რების“ ჩამრთველი ბერკეტების) გაცნობიერება - ამან, შესაძლოა, ჩვენი ბრაზის თაობაზე (და მის მიღმა
მდებარე განცდების თაობაზე) ინფორმაცია მოგვაწოდოს და მართვაში დაგვეხმაროს. ასევე, მნიშვ-
ნელოვანია ბრაზის ე.წ. „პრედიქტორების“ - წინასწარმეტყველი ფაქტორების გაცნობიერება. მაგალი-
თად, ბრაზს შესაძლოა წინ უძღოდეს დაძაბულობა სხეულის ამა თუ იმ ნაწილში, ან საფეთქლებში „ცემის
შეგრძნება“, ან გარკვეული აზრები (მაგალითად, „ყველა მე მაბრიყვებს!“), და ა.შ. პრედიქტორების
გაცნობიერება ბრაზის აღმოცენების ადრეულ ეტაპზე შემჩნევის და გამკლავების სტრატეგიების
დროულად გამოყენების საშუალებას იძლევა. ბრაზსაც, ისევე, როგორც მოხმარების ლტლოვას -
შეტევითი ხასიათი და მრუდის ფორმა აქვს და შესაძლებელია „ბრაზის მურდის დაწევაზე“ მუშაობა
იგივე ტექნიკებით, როგორც ლტოლვაზე ვმუშაობთ - მაგალითად, სხეულების სკანირებით, სუნთქვითი
სავარჯიშოთი „4-2-4“ და ა.შ.
√ შფოთვა. შფოთვის აწევა ხშირია სიფხიზლის საწყის ეტაპზე, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის, ის
ბევრად უფრო დიდხანს (თვეების მანძილზე) გრძელდება და რელაფსის რისკის ერთ-ერთი
მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აქ ისეთი სიმპტომები იჩენს თავს, როგორიცაა: ადვილი
შეკრთომა, გაღიზიანებადობა, ხელების ოფლიანობა, კიდურების გაყინვა, მომატებული გულისცემა,
და ა.შ. შფოთვას მომავლის ინდექსი აქვს - ის როგორც წესი, ეხება ხოლმე მომავალ სიტუაციებს და
უარესის მოლოდინს გულისხმობს - მაგალითად, სამსახურებრივ გასაუბრებაზე მისვლამდე ნერვიუ-
ლობას იმაზე რომ ჩაფლავდები, სიყვარულის ახსნამდე ნერვიულობას იმაზე რომ შენს გრძნობებს არ
უპასუხებენ და უარგყოფენ და ა.შ. ამან შესაძლოა ადამიანის ცხოვრება შეზღუდოს და ცხოვრების
ხარისხი დაწიოს. შფოთვით გამოწვეული დისკომფორტი რელაფსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკის
ფაქტორს წარმოადგენს, რადგანაც ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ნივთიერების მოხ-
მარებით შფოთვას დაიქვეითებს და დაისვენებს მუდმივი დაძაბულობისგან. მყისიერი შედეგი შეიძ-
ლება ასეთიც იყოს, მაგრამ მოხმარებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები ბევრად მეტ მიზეზს
შეუქმნის ადამიანს შფოთვისთვის. თუ შფოთვა, მიუხედავად სიფხიზლისა, პერსისტირებს (არ გადის),
შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შფოთვით აშლილობას, რასაც ფსიქოლოგიური თერაპია ესაჭიროება - ამ
შემთხვევაში საჭიროა პროფესიული დახმარების ძიება.
√ მოწყენილობა და სიცარიელის განცდა. როდესაც ადამიანი ფსიქოაქტიურ საშუალებებს რეგულა-
რულად მოიხმარს, ეს მის დროს (ზოგჯერ სრულად) ასტრუქტურებს - ის დაკავებულია საშუალების
მოპოვებით, მოხმარებით, თრობით. ხშირად ეს სოციალურ სიტუაციებში ხდება და გართობის საშუა-
ლებასაც წარმოადგენს. თავის დანებების შემდგომ, ამ „დაკავებული“ ცხოვრების ფონზე, სანამ კვლავ
ისწავლის ადამიანი დროის სტრუქტურირებას კონსტრუქციული აქტივობებით, მას შესაძლოა მოწყე-
ნილობისა და სიცარიელის განცდები აღეძრას. ეს რელაფსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის
ფაქტორია. არც თუ ისე იშვიათად, სიცარიელის განცდა თავის დანებებიდან რამდენიმე თვის მერე
იჩენს თავს - როცა ძირითადი სირთულეები თითქოს გადალახულია, ადამიანს აქვს განცდა, რომ მიაღ-
წია საწადელს - სიფხიზლეს, და უეცრად აღმოაჩენს, რომ „ამაში არაფერია საინტერესო და მნიშვნე-
ლოვანი“. ამგვარი განცდა და აზრებიც რელაფსის მაღალი რისკის ფაქტორია. თუ სიცარიელის განცდა
პერსისტირებს, ეს შესაძლოა იყოს დეპრესიის, ან მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის სიმპტომი, რასაც
შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება და აქ მნიშვნელოვანია პროფესიული დახმარების მოძიება.

54
√ დეპრესია. დეპრესია ნივთიერებების მოხმარების (და ადამიანის ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის)
გავრცელებული შედეგია. თავის დანებების შემთხვევაში მას შესაძლოა ფიზიოლოგიური მიზეზი
ჰქონდეს (და დაკავშირებული იყოს აბსტინენციის მდგომარეობასთან). ეს იმით აიხსნება, რომ ადა-
მიანი გარედან იღებს „სიამოვნების აგენტს“ (ქიმიურ ნივთიერებას) და მისი „შინაგანი აფთიაქი“ - რო-
მელმაც უნდა გამოიმუშაოს „სიამოვნების ნაწილაკები“ - ზარმაცდება. ამიტომ, თავის დანებების
შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება გარკვეული დრო, რომ აღდგეს მისი ორგანიზმის
ნორმალური ცხოველქმედება და სიამოვნების მომგვრელი შინაგანი ნივთიერებების (ე.წ. ენდორ-
ფინების და სხვ.) ცვლა აღდგეს. თავის დანებებისას, დეპრესიას შესაძლოა ფსიქოლოგიური მიზეზიც
ჰქონდეს. მაგალითად, ის შეიძლება განვითარდეს მოხმარებასთან, როგორც ცხოვრების მნიშვნელო-
ვან და ჩვეულ ასპექტთან, დამშვიდობების გამო, ან, როგორც რეაქცია იმის გაცნობიერებაზე, თუ
რამდენი რამ დააზიანა მოხმარებამ ადამიანის ცხოვრებაში. დეპრესია რელაფსის ერთ-ერთი მნიშვ-
ნელოვანი რისკის ფაქტორია, რამდენადაც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: უხასიათობა,
უმადობა, სიამოვნების მიღების უუნარობა, პასიურობა, კონტაქტებისგან თავის არიდება, უიმედობა,
აპათია, თვითმკვლელობის ფიქრები და ა.შ. თუ დეპრესია არ არის მისული აშლილობის მდგომარეო-
ბამდე, იგი, ჩვეულებრივ, გადის თავის დანებებიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში. მაგრამ, თუ ის
პერსისტირებს, ეს იმის ნიშანია, რომ ადგილი აქვს დეპრესიულ აშლილობას და საჭიროა სპეცია-
ლისტთან მიმართვა. აქ მნიშვნელოვანია პროფესიული დამხარების მოძიება და მიღება.
√ ბრალეულობის და სირცხვილის განცდები. მნიშვნელოვანია კლიენტისთვის იმის ახსნა, რომ ეს ორი
ნეგატიური განცდა ძალიან ადვილად მოდის თავის დანებებასთან ერთად (და მანამდეც). ზოგიერთი
ავტორის (მაგ, ერიკ ბერნის) მიხედვით - ბრალეულობის განცდა და თვითდასჯის მისწრაფება ადიქ-
ციური ქცევის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორია (Berne, 1964). ამავე დროს, თავის
დანებებამდე, ბრალეულობის განცდამ და სირცხვილმა შესაძლოა თავის დანებების მოტივაციის
ჩამოყალიბებაში შეიტანონ წვლილი. თავის დანებების მერე, თუ მძლავრობენ, ეს ორივე სოციალური
ემოცია რელაფსის რისკს ზრდის. ბრალეულობის განცდას ადამიანი შესაძლოა განიცდიდეს თავისი
გარშემომყოფი ადამიანების წინაშე, მოხმარების ქცევით მიყენებული ზარალის გამო (ოჯახში,
სამსახურში, სამეზობლოში და ა.შ.). თუ ადამიანი არ მუშაობს ამ ურთიერთობების გამოსწორებაზე
(შესაბამისი სპეციალისტის დახმარებით ამგვარი მუშაობა უფრო ეფექტურია), მაშინ ბრალეულობის
განცდა რელაფსის რისკის ფაქტორი ხდება. დანებების შემდგომ სირცხვილის განცდა ეხება საკუთარი
თავის როგორც სუსტის, უსუსურის, პატივისცემას რომ არ იმსახურებს - ისეთად აღქმას. თუ არ მიდის
მუშაობა ამ განცდის გადალახვაზე, ის სასოწარკვეთისა და რელაფსისკენ უბიძგებს ადამიანს. ამ
განცდებთან გამკლავებაში მნიშვნელოვანია პროფესიული დახმარების მოძიება და მიღება.
√ მარტოობის განცდა. მარტოობის განცდა უბიძგებს ადამიანს როგორც დეპრესიისკენ, ასევე შფოთ-
ვისკენ, სიცარიელის შეგრძნებისკენ და ფაქტობრივად, ყველა ზევით აღწერილი უარყოფითი განც-
დისკენ. ამდენად, ის რელაფსის ერთ-ერთი სერიოზული რისკის ფაქტორია. რეკომენდაცია მის
გადასალახავად არის მაქსიმალური მცდელობები ახალი სოციალური წრის შექმნის - მაგალითად, იმ
ადამიანებთან დაახლოება, ვინც მოსარგებლესავით ქცევის ცვლილების პროცესშია, ან უკვე მიაღწია
წარმატებას ქცევის ცვლილების გზაზე და შეუძლია და აქვს სურვილი რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს,
ვინც ამ გზას დაადგნენ. დასავლეთში ამის მდიდარი გამოცდილებაა - მაგალითად, ანონიმური
ალკოჰოლიკების, ანონიმური ნარკომანების და სხვა „თანატოლთა გაერთიანებები“, საქართველოში
ჯერჯერობით ამის ტრადიცია და კულტურა ჩანასახოვან მდგომარეობაშია და ალბათ ყოველმა
პროგრამამ, რელაფსის პრევენციის პროგრამის ჩართვით, მის შექმნაზე უნდა იზრუნოს.

55
6.2. გამკლავების სტრატეგიების შევსებული ცხრილის ნიმუში

გამკლავების რწმენითი აფექტური სოციალური წარმოსახვითი კოგნიტური ფიზიკური


სტრატეგიები

ადაპტური ვლოცულობ შევხედავ დახმარებას ვაკეთებ მაინდ- ვკითხულობ ვბოქსაობ,


ხოლმე, ხოლმე ცოლს, ვითხოვ ფულნესის ბევრს - ვცურავ,
ეკლესიაშიც ვამბობ გულში: ხოლმე - ჩემი მედიტაციებს სიფხიზლეს ვძუნძულებ
და სახლშიც მიყვარს! და ცოლისგან, ვინ როგორ
სალოცავი მომეშვება ძირითადად მიაღწია,
კუთხე მაქვს ინტერნეტში

არაადაპტური რა ვიცი, ძალიან რასაც მოძღ- კინოებს ვუყუ- რა ვიცი, ვჭამ ზედმეტს.
მგონია რომ ვბრაზდები ვარი მეტყვის რებ - ღამეებს რასაც ახლა, თავი
ვიღაცამ ხოლმე, ჩემს ხოლმე, ბო- ვათევ ხოლმე მოვკრავ რომ დავანებე,
დამთარსა ასე თავზე, ოჯახის ლომდე ვუ- ყურებაში ხოლმე ყურს, ალკოჰოლზეც
რომ ვწვალობ წევრებზე, ჯერებ, ცუდს ყველაფერს წამიცდება
ყველაზე არაფერს მეტ- ვიჯერებ ხოლმე ხელი
ყვის

56
დანართი 7: მასალა მეშვიდე სესიისთვის

7.1. შევსებული პრობლემის მართვის სავარჯიშოს ნიმუში:

- პრობლემის ამოცნობა (საიდან ამოიცანი რომ პრობლემაა): ძალიან დაძაბული და გაბრაზებული


ვიყავი და დავჯექი საკუთარი გრძნობებისა და ფიქრების „საქექად“. შევეკითხე ჩემს თავს ის
„ჯადოსნური შეკითხვა“, აქ რომ ვისწავლე: „სინამდვილეში რა მაბრაზებს?“ და მივხვდი, რომ აღარ
შემიძლია ასე, მეუღლის კმა-ყოფაზე ყოფნა. მეუღლე შრომობს, წვალობს და მე სულ რაღაცა
გამართლება მაქვს - რომ მოვიხმარ და სად შეიძლია მუშაობა, ახლა - ვანებებ და სად შემიძლია
მუშაობა. ხოდა, გავბრაზდი ჩემ თავზე.
- რაში მდგომარეობს პრობლემა (ანალიზი და სახელის დარქმევა); თუ ზემდეტად დიდია - დანაწევრება
ქვეპრობლემებად: ბოლო სამსახურში რომ ვიყავი, მანქანის გასამართ სადგურში, ძალიან უაზრო სამ-
სახური იყო, დამღლელი და უაზრო, უარესად ვღიზიანდებოდი. პრობლემა იმაშია, ხელობა რომ არა
მაქვს.
- რა ალტერნატივები მოივძიე მის გადასაჭრელად (ჩამონათვალი პრიორიტეტულობის მიხედვით):
ბევრი რამე ვიფიქრე: ტაქსაობა (მაგრამ მანქანაზე ჯდომა ახლა არ შემიძლია, არც მანქანა მაქვს), პრო-
ფილაქტიკაში ვიფიქრე მისვლა და სწავლა ხელობის - ბიძაშვილს აქვს პროფილაქტიკა, რესტორანშიც
კი ვიფიქრე მიმტანად მაგრამ სარისკოა დალევის ამბავში და არა მარტო, მომარაგებაშიც ვიფიქრე -
დეიდაშილის ქმარს მაღაზია აქვს, სოფელში ვიფიქრე წასვლა და ფერმერობა მაგრამ მეუღლე არ
გამომყვება - აქ ურჩევნია.
- რომელი ალტერნატივა შევარჩიე განსახორციელებლად (დასახელება): ისევ ბიძაშვილთან მისვლა
და თხოვნა ვარჩიე - პროფილაქტიკაში შეგირდად მამუშაოს, იცის ჩემი მდგომარეობა და დამთანხმდა.
- რა შედეგი მივიღე: დავდივარ ახლა ყოველდღე, ვმუშაობ, დრო შევსებული მაქვს. ჯერ შემოსავლი არ
არის - მაგრამ ხომ ვსწავლობ, ხომ იქნება.

57
დანართი 8: მასალა მერვე სესიისთვის

8.1. გზავნილები პროგრამის დასასრულს:

• მადლობას გიხდით აქტიური მონაწილეობისთვის


• გილოცავთ პროგრამის დამთავრებას და მიღებულ შედეგებს!
• გირჩევთ, რომ არ შეწყვიტოთ მუშაობა ემოციების რეგულაციაზე, ლტოლვის მართვაზე, პრობ-
ლემების გადაჭრაზე, რათა მიაღწიოთ თქვენს მიერ დასახულ მიზნებს
• გირჩევთ, რომ განაგრძოთ მუშაობა თქვენი გაჯანსაღების მხარდამჭერი სისტემის განვითა-
რებაზე
• გახსოვდეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ რჩევისა და მხარდა-
ჭერისთვის!

8.2. უკუკავშირის ფორმა

გთხოვთ, დაამთავროთ წინადადებები:

„რელაფსის პრევენციის პროგრამამ მე მომცა...“


„რელაფსის პრევენციის პროგრამამ მე მასწავლა...“
„რელაფსის პრევენციის პროგრამა ჩემთვის სასარგებლო იყო...“
„რელაფსის პრევენციის პროგრამა მე დამეხმარა...“
„რელაფსის პრევენციის პროგრამის დახმარებით მე შევცვალე...“
„რელაფსის პრევენციის პროგრამას ვურჩევდი...“

58
დანართი 9. მონაწილის პროგრესის შესაფასებელი კითხვარი

(კითხვარი შემუშავებულია ქეთევან ფილაურისა და დარეჯან ჯავახიშვილის მიერ)

ინსტრუქცია: გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული დებულებები და თითოეული შეა-


ფასოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ასახავს თქვენს გამოცდილებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

დებულებები შეაფასეთ სკალაზე 1-დან 5-მდე იმის მიხედვით, თუ რამდენად მოგესადაგებათ:

1 - საერთოდ არ მომესადაგება
2 - არ მომესადაგება
3 - არც კი, არც არა
4 - მომესადაგება
5 - ზედმიწევნით მომესადაგება

1. ძირითადად, ვიცი, როდის და რა შემთხვევაში მიჩნდება მოხმარების სურვილი

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

2. შემიძლია ჩემი ემოციების ამოცნობა და მათთვის სახელის დარქმევა

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

3. პრობლემის დასაძლევად ვცდილობ, სხვადასხვა გზა განვიხილო და მერე მივიღო


გადაწყვეტილება

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

4. ძირითადად, ვახერხებ გავუმკლავდე მოხმარების სურვილს

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

59
5. ვზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

6. როცა მოხმარების სურვილი მიჩნდება, ვიცი რა უნდა გავაკეთო, რომ თავი ავარიდო
მოხმარებას

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

7. შემიძლია იმ ფიქრების და აზრების შემჩნევა, რომელიც მოქმედებს ჩემს გუნება-


განწყობილებაზე

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

8. ვფიქრობ, რომ წარუმატებლობა გამოცდილებაა, რომლიდანაც შემიძლია რაღაც


ახალი ვისწავლო

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

9. ძირითადად, ვახერხებ ჩემი ემოციების მართვას

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

10. ვცდილობ, ზედმეტად არ გადავიღალო, არ დავიმშე და არ დავისტრესო - ვზრუნავ


დღის რეჟიმის დაცვაზე

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

60
11. როცა მოხმარების სურვილი მიჩნდება, შემიძლია ყურადღება სხვა რამეზე
გადავიტანო

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

12. ვიცი, როგორ ვიმუშაო ხელისშემშლელი აზრების ამოცნობასა და ცვლილებაზე

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

13. ვიცი, ვისგან შემიძლია მხარდაჭერის მიღება, როცა რთული პერიოდი მაქვს

1 2 3 4 5
საერთოდ არ სრულიად
არ ვეთანხმები არც კი, არც არა ვეთანხმები
ვეთანხმები ვეთანხმები

14. ზოგადად, მჯერა, რომ საკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში შემიძლია დასახული


მიზნების მიღწევა

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

15. ვცდილობ ზედმეტი თავისუფალი დრო არ დავიტოვო და საინტერესო საქმეებით


შევავსო

1 2 3 4 5
საერთოდ არ არ ზედმიწევნით
არც კი, არც არა მომესადაგება
მომესადაგება მომესადაგება მომესადაგება

61
გასაღები

უნარი/სკალა დებულების #

ტრიგერების ამოცნობა და მართვა 1,6,11

ემოციური რეგულაცია 2,7,12

პრობლემების მართვა 3,8,13

თვითეფექტურობა 4,9,14

საჭიროებებზე ზრუნვა 5,10,15

62
შენიშვნები

63
შენიშვნები

64
View publication stats

You might also like