You are on page 1of 3

7 კონსპექტი, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

ხელშეკრულების მოშლა უნდა გაიმიჯნოს შეცილებისაგან. ორივე მათგანი ცალმხრივი


მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტისკენ არის
მიმართული. განსხვავებულია მათი განხორციელების საფუძვლები, კერძოდ,

გარიგების შეცილება შესაძლებელია თუ არსებობს შეცილების კანონით გათვალისწინებული


საფუძვლები: შეცდომა, მოტყუება, იძულება.

სშკ-46-ე მუხლიდან

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები:

გაფიცვა - დასაქმებულისათვის კანონით მინიჭებული უფლება,რ აც ქმნის დამსაქმებელზე


ზემოქმედების და დასაქამებუალის ინტერესების დაცვის ბერკეტს, გაფიცვის
წინაპირობები უნდა არსებობდეს რომ ეს უფლება წარმოიშვას - ეს არის შრომითი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროებით შეუსრულებლობა

ლოკაუტი- გაფიცვის მსგავსი დამსაქმებლისთვის არსებული უფლება და შესაძლებლობა


უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, დროებით. მაგალითად,
სამუშაოთი უზრუნველყოფის ვალდებულება, ანაზღაურების ვალდებულება

ეს უფლებები წარმოიშვება მხარეებს შორის დავის არსებობის შემთხვევაში, ეს შეიძლება


წარმოიშვას ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების
დაცვის კუთხით, რაიმე არსებით პირობებზე შეუთანხმებლობის გამო.

დავა არის ფორმალიიზებული პროცესი, როდესაც ერთერთი მხარე მიმართავს მეორეს


წერილობით და მიუთითებს თუ რა საკითხზეა დავა.

დავა არის ორი სახის : ინდივიდუალური და კოლეტიური

ინდივიდუალური, როდესაც გვყავს ერთი დასაქმებული და დამსაქმებელი

კოლექტტიური, როდესაც უთანხმოება წარმოშობილია დამსაქმებულსა და დასაქმებულებს


შორის(პროფ.ავშირები) , მინ.20 კაციანი დასქმებულთა ჯგუფი-კოლეტიური
დავა(მედიაციიის ინსტიტუტის ჩართვა, მისი დანიშვნის უფლება მოსილება აქვს
შრომის მინისტრს. )

გაფიცვის და ლოკაუტის უფლება წრმოიშვება წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის


მომენტიდან 21 დღის გასვლის შემდეგ

ლოკაუტის მაქსიმალური ხანგრძლივობა 90 დღე.

გაფიცვის უფლება ეზღუდებათ სამართალდამცავებს, ჯარისკაცებს


შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია შვებულება, სავალდებულო სამხედრო
სამსახური, ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის მოთავსება დროებით
თავშესაფარში, საიდანაც მას მუშაობის საშუალება არ აქვს( არ უნდა აღემატებოდეს ეს
გარიდება 30 დღეს)

როდესაც გვაქვს ურთიერთობის შეჩერება, მაშინ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის


აკრძალული!!!!

შრომითი ურთიერთობის შეჩერების კიდევ ერთი საფუძველია დროებითი შრომის


უუნარობა - ავადმყოფობისგამო (მაქსიმუმ 40 დღის განმავლობაში) აღნიშნული უნდა
დასტურდებოდეს შესაბამისი სამედიცინო ცნობით. შესაძლოა 6 თვის განმავლობაში
მასიმუმ 60 დღე

შრომითი ურთიერთობის კიდევ ერთი საფუძველია სწავლის შესაძლებლობის მიცემა


დასაქმებულისათვის - წლის განმავლობაში მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიეცეს 30
კალენდარული დღე

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია მაგალიტად საგამოძიებო ორგანოში


დაკითხვბის გამო

თუ არსბობბს რომელიმე საფუძველი დასაქმებული მიმართავს დამსაქმებელს წერილობით,


რაც სავალდებულოდ დასაკმაყოფილებელია და ამ შემთხვევასი შრომითი
ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება. აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრი
შემდეგ აღდგება შრომითი ურთიერთობა.

შრომითი ურთიერთობების შეჩერების დროს დასაქმებულისთვის ანაზღაურების გადახდის


ვალდებულება არ გვაქვს, გარდა შვებულების დროს

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა - სშკ47

შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს როგორც დამსაქმებლის მიერ ასევე სხვა


საფუძვლებით(47მუხლი, პირველი პუნტი)

ავტომატურად შრომითი ხელშეკრულების შსეწყვეტის საფუძვლებია:

1.ვადის გასვლა ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ პირობით თუ ვადა კანონის


შესაბამისად არის დადგენილი. თუდადგენილია 1 წლამდე ვადა თუმცა არანაირი
ობიექტური საფუძველი არ არსებობს, ასეთი ხელშეკრულება ვერ შეწყდება
ავტომატურად.

2. ხელშერულებით გათვალისწინებული კონკრეტული სამუშაოს შესრულება, ამ


შემთხვევაში შრომის ხელშეკრულება კიდევ უფრო ემსაგვსება ნარდობის
ხელშეკრულებას.
3. დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება.

ნებაზე დამოკიდებული შეწყვეტის საფუძველი

1. დასაქმებულის სურვილი. მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოავლინოს ნება


წერილობით დამსაქმებლის წინაშე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მინ.
30 კალენდარული დღით ადრე.
2. მხარეების მიერ ურთიერთშეთანხმებით შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულება.
(წერილობითი ფორმით)

არასრულწლოვანის შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულს ზიანს აყენებს


ამ შემთხვევაში მესამე პირს, მეურვეს, მშობელს წარმომადგენელს აქვს უფლება
წერილობითი მიმართვით მოითხოვოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

You might also like