You are on page 1of 2

მომსახურების ხელშეკრულება

ქ.თბილისი 01/01/2023

ერთი მხრივ, ანა შალამბერიძე (პ.ნ. 60001077867), შემდგომში „დამკვეთი“, ხოლო მეორე მხრივ მოქალაქე
ქრისტინე მაღლაკელიძე (პ.ნ. 60001148595) მისამართი: ქ.ქუთაისი მუსხელიშვილის ქ. N3/21, საბანკო ანგარიში
GE18TB7936245061100018 შემდგომში “შემსრულებელი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით, შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ,
შემსრულებლის მიერ შემდეგი სახის მომსახურების გაწევა:
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში
უკრაინელი და ქართველი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე და
პრეზენტაციის მომზადება 2023 წლის 25 იანვრის შეხვედრაზე.

2. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი


3.1. „დამკვეთი“ „შემსრულებელს“ გაწეული მომსახურების საფასურს უხდის ლარებში. მომსახურების საფასური
განისაზღვრება 250 ევროს ექვივალენტით ლარებში (დარიცხული თანხა).
3.2. ანაზღაურება მოხდება მომსახურების გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების ხელმოწერიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო
დღეში.

3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები


3.1. შემსრულებელი ვალდებულია:
3.1.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
3.2. შემსრულებელი უფლებამოსილია:
3.2.1. დამკვეთის ინტერესების დასაცავად გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის
კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით;
3.2.2. მომსახურების გაწევის ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც
დროულად უნდა აცნობოს დამკვეთს.
3.3. დამკვეთი ვალდებულია:
3.3.1. არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის შემსრულებელს წინამდებარე
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში;
3.3.2. დროულად მიაწოდოს შემსრულებელს ყველა საჭირო ინფორმაცია, მასალა, დოკუმენტაცია, რაც
აუცილებელია მომსახურების სათანადო დროში და ხარისხით შესრულებისათვის;

მხარეთა ხელმოწერები

„დამკვეთი“ „შემსრულებელი“
ანა შალამბერიძე ქრისტინე მაღლაკელიძე

1/2

You might also like