You are on page 1of 1

მთავარი მომსახურებები გუნდი ანალიტიკა FAQ გვენდობიან კონტაქტი GE კონსულტაცია

თინათინ გაბისონია
სიახლეები
ასოცირებული პარტნიორი
(ბუღალტერიის დეპარტამენტი)

ინდივიდუალური მეწარმის
დრო ფასი

რეგისტრაცია და მისთვის ანგარიშის


1 სთ € 200
გახსნა კონსულტაციის
დაჯავშნა
10.03.2022 6 9492 ARTICLES.VIEWS

პოპულარულ პოსტები

1 ინდივიდუალური მეწარმის
რეგისტრაცია და მისთვის
ანგარიშის გახსნა

2 საბანკო ანგარიშის გახსნა


საქართველოში.
ურთიერთობა საქართველოს
ბანკებთან

3 საქართველოს
მოქალაქეობის მიღება

ამ საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და დათქმას.

ქვემოთ იხილეთ ხშირად დასმული კითხვები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე


ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ
კითხვებს მოსდევს სრული სტატია სადაც გაწერილი გვაქვს დეტალური
ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციასთან და საბანკო
ანგარიშებთან დაკავშირებით.    

ხშირად დასმული კითხვები

ვარ ვებ-დეველოპერი და მსურს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია


საქართველოში, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება. რა არის ამისთვის
საჭირო?

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც


დისტანციურად, ასევე პირადად თქვენი ვიზიტის საფუძველზე. დისტანციური
რეგისტრაციისას დაგვჭირდება მხოლოდ მინდობილობა (რომლის ტექსტს
გამოგიგზავნით) ნოტარიზებული და გამოგზავნილი ფიზიკურად.
გაითვალისწინეთ, რომ სასურველია ასეთ დროს გეგმავდეთ საქართველოში
ცხოვრებას ან საქართველოში სხვა მნიშვნელოვანი ხარჯების ქონას.

შემიძლია თუ არა საქართველოში გავხსნა საბანკო ანგარიში პირადი /


ინდივიდუალური მეწარმის?
Პირადი ანგარიშის გახსნა სტანდარტულად ყოველთვის იყო მარტივი 15-
წუთიანი პროცედურა ბანკში. Თუმცა, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე
რუსეთის მოქალაქეებს და ბელარუსის მოქალაქეებს ზოგ ბანკში
დამატებით თხოვენ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერს და შრომითი
ხელშეკრულების ასლს.

რაც შეეხება პირადი ანგარიშის დისტანციურ გახსნას - ის ძალაშია და


შესაძლებელია, თუმცა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ძალიან
მაღალი რისკია არ გახსნის.

ინდივიდუალური მეწარმის ანგარიშის გახსნა დისტანციურად შეუძლებელია.


აუცილებელია თქვენი ვიზიტი ბანკში, თუმცა გაითვალისწინეთ ბოლო ხანებში
დიდი ოდენობით კონკრეტულად რუსეთიდან და ბელარუსიდან მომავალი
კლიენტების გამო ბანკები იჩენენ სიფრთხილეს და დამატებით ითხოვენ
გადარიცხვების კანონიერების დამადასტრურებელ დოკუმენტაციას, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ანგარიში შეიძლება დაიხუროს.

ამომწურავი პასუხების მისაღებად გაეცანით ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სტატიას.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია და მისთვის


ანგარიშის გახსნა

საქართველოში ამჟამად არსებობს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების 6


სამართლებრივი ფორმა, რომელთაგან 5 არის იურიდიული პირი, ხოლო ერთი
ფიზიკური პირი - ინდივიდუალური მეწარმე. მოცემულ სტატიაში საუბარი
გვექნება ინდივიდუალურ მეწარმეზე, მის მახასიათებლებსა და საგაგადასახადო
შეღავათებზე.

საქართველოს კანონი “მეწარმეთა შესახებ”ამბობს, რომ მეწარმედ მიიჩნევა


ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო და
ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი, არამედ ფიზიკური პირი,
რომელიც თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური
პირი. 

ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი


ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი
თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის
შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული
ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

მეწარმის საფირმო სახელწოდება

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგიტრაციისას თქვენ აუცილებლად მოგიწევთ


სახელის მოფიქრება, რომლითაც შემდგომში თქვენ სამეწარმეო საქმიანობას
განახორციელებთ. მეწარმის საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ
იქნეს ინდივიდუალური მეწარმის სახელი ან/და გვარი. ასევე მნიშვნელოვანია,
რომ სახელის რეგისტრაციისას ის შეიცავდეს სამართლებრივი ფორმის
აღმნიშვნელ დამატებას ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში −
„ინდივიდუალური მეწარმე“ ან „ინდმეწარმე“.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისთვის ფიზიკურმა პირმა


მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგენოს წერილობითი განცხადება
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მოთხოვნით და საქართველოს
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ
განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო
სახელმწიფოს მოქალაქე − პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(მაგალითად, პასპორტი).

ზემოთაღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს, რომლებიც


საქართველოს კანონის “მეწარმეთა შესახე” მე-11 მუხლშია ჩამოთვლილი,
კერძოდ:
განმცხადებლის სახელს;
განმცხადებლის იურიდიულ მისამართს;
განმცხადებლის პირად ნომერს, ხოლო თუ განმცხადებელი არის საქართველოს
მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო სახელმწიფოს მოქალაქე − მის მიერ
წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საიდენტიფიკაციო
მონაცემებს;
განმცხადებლის ხელმოწერას;
ქართულ ტელეფონის ნომერს.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია არ არის სირთულესთან


დაკავშირებული თუკი დაიცავთ კანონის ყველა მოთხოვნას, თქვენ არ
გჭირდებათ წესდება ან რაიმე სხვა იურიდიული დოკუმენტის შედგენა.

მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვება

მცირე ბიზნესი არის სპეციალური რეჟიმი, რომლის სტატუსის მიღების შემდეგაც


თქვენ გეკუთვნით საგადასახადო შეღავათი. ამ სტატუსის მიღება შესაძლებელია
ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრაციის შემდეგ.

არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი


უცხოელი შემოდის საქართველოში, რომლებიც ითხოვენ ინდივიდუალურ
მეწარმედ რეგისტრაციასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მოპოვებას, შესაბამისად
სტატუსის მოპოვების ვადები გახანრძლივდა 30 დღემდე, მათ შორის შპს–ების
რეგისტრაციისას.

რა განაკვეთით იბეგრება მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი?

ინდივიდუალური მეწარმე იხდის 500,000-ის მხოლოდ 1%-ს წელიწადში


ბრუნვიდან, მაგრამ თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
აჭარბებს 500,000 ლარს იბეგრება ბრუნვის 3%.

Საგადასახადო კოდექსის თანახმად თუ ეკონომიკური საქმიანობიდან


მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის
მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000
ლარს გადააჭარბა მაშინ მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება. 

ბევრი უცხოელი იყენებს ამ სტატუსს ვაჭრობისთვის, პროგრამირებისთვის ან სხვა


ნებადართული აქტივობის განსახორციელებლად. თუმცა, საქართველოს
საგადასახადო კოდექსი აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური მეწარმის შემოსავალი
უნდა შედგებოდეს ქართული წყაროდან მიღებული შემოსავლისგან.

იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი არ მიიღება ქართული წყაროდან (შემოსავლების


სამსახურის უახლესი აგრესიული მიდგომის საფუძველზე) ჩვენ ველით, რომ
ასეთი შემოსავალი შეიძლება ჩაითვალოს ინდივიდუალური მეწარმის მიერ მცირე
ბიზნესის სტატუსის გარეშე მიღებულ შემოსავლად, რაც წესით უნდა ჩაითვალოს
უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავლად და სრულად გათავისუფლდეს
საშემოსავლო გადასახადისგან საქართველოში, თუმცა არ გამოვრიცხავთ, მასზე
მოითხოვონ ჩვეულებრივი (20%) დაბეგვრა.

თუ რა ითვლება საქართველოში არსებულ წყაროდან მიღებულ შემოსავლად


განსაზღვრავს საქართველოს საგდასახადო კოდექსი.

საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს მათ შორის


განეკუთვნება:
საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი (ხელფასი);
საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი ან
სარგებელი;
საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. თუ რა შეიძლება
ჩაითვალოს საქართველოში მომსახურების გაწევად რამოდენიმე მაგალითს
შემოგთავაზებთ:

შესაძლოა მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა


სახელმწიფოში იმყოფებოდნენ და მომსახურების გამწევი იყოს საქართველოს
რეზიდენტი, მაშინ ეს ჩაითვლება რომ თქვენ მომსახურება საქართელოს
ტერიტორიიდან გასწიეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების
გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება სხვა ქვეყანაში მისი მუდმივი
დაწესებულების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ მომსახურების გამწევმა
სხვა ქვეყანაში (გარდა საქართველოსი) გასწია მომსახურება;

მომსახურების გამწევი და მომსახურების მიმღები სხვადასხვა სახელმწიფოში


არიან და მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება
საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების, დაქირავებულის მეშვეობით ან
სხვაგვარად (მათ შორის, მომსახურების გამწევის მიერ მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებული ხარჯი გაწეულია საქართველოში, მიუხედავად მისი
ფაქტობრივად გადახდის ადგილისა), რაც ადასტურებს, რომ მომსახურების
გამწევმა საქართველოში გასწია მომსახურება.

საუკეთესო ვარიანტია, თუ ინდივიდუალური მეწარმე ფიზიკური პირი ცხოვრობს


საქართველოში, სულ მცირე 183 დღის განმავლობაში ან მომსახურების გაწევისას.
მეორე ყველაზე აქტუალური უცხოელებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები
არიან როგორც ინდივიდუალური მეწარმეები რომლებიც იღებენ სახსრებს
საზღვარგარეთიდან, შეიძლება იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული
ხარჯები (როგორიცაა ქართველი თანამშრომლის ყოლა, ოფისი, აღჭურვილობა,
რომელიც საჭიროა მომსახურების გაწევისთვის და ა.შ).

აკრძალული საქმიანობები

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური მეწარმეს, რომელსაც აქვს მცირე ბიზნესის


სტატუსი არ აქვს უფლება გაწიოს შემდეგი სახის მომსახურებები:

1. საქმიანობა, რომელიც მოითხოვს ლიცენზირებას ან ნებართვას.

2. საქმიანობა, რომლის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციას


(აქციზური საქონლის წარმოება).

3. უცხოური სავალუტო ოპერაციების განხორციელება.

4. სამედიცინო, არქიტექტურული, სამართლებრივი ან სანოტარო, აუდიტორული,


საკონსულტაციო (საგადასახადო კონსულტანტების ჩათვლით) საქმიანობა.

5. აზარტული თამაშების ბიზნესი.

6. კადრების უზრუნვლყოფა

7. აქციზური საქონლის წარმოება.

შემოსავლის სახეები, რომლებიც არ იბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით


და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ
ერთობლივ შემოსავალში
 
1. ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
 
2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
 
3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
 
4. ჩუქება.
 
5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზაციით:
 
ა) უძრავი ქონება;
 
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება;
 
გ) ფასიანი ქაღალდები.
 
6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი.
 
7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
 
8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.
 
9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი.
 
10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი.
 
11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.
 

საბანკო ანგარიშის გახსნა

საბანკო ანგარიშზე განაცხადის პროცედურა და მისი გახსნის წარმატებულობის


შანსი სხვადასხვაა, იგი დამოკიდებულია განმცხადებლის რეზიდენტობაზე,
საბანკო ანგარიშის ტიპზე (პირადი თუ კორპორატიული), თავად ბიზნესის ტიპზე
და პროცესის განხორციელების გზაზე - მინდობილობით / პირადად.

პრაქტიკიდან გამომდინარე ჩანს, რომ ყველა ქართული ბანკი უხსნის საბანკო


ანგარიშს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს, თუ პირი პირადად მიმართავს ბანკს
(არა მინდობილობით). მისამართის მტკიცებულება არ არის საჭირო, საკმარისია
მხოლოდ თქვენი პასპორტი. ამ შემთხვევაში ძირითადად kyc (იცნობდე შენს
კლიენტს) – ის მარტივი ფორმა ივსება, რომელსაც ავსებთ თავად ან მას ავსებს
ბანკის თანამშრომელი. ინტერნეტ ბანკი, დიჯიპასი (ტოკენი), (visa, mastercard)
ბარათები - ამ ყველაფრის მიღება საკმაოდ მარტივია და პირადი მიმართვისას
უპრობლემოდ განხორციელებადი.

ამავდროულად ბოლო ხანებში დიდი ოდენობით კონკრეტულად რუსეთიდან და


ბელარუსიდან მომავალი კლიენტების გამო ბანკები იჩენენ სიფრთხილეს და
დამატებით ითხოვენ ბოლო 6 თვის საბანკო ამონაწერს და შრომითი
ხელშეკრულების ასლს.

ინდივიდუალური მეწარმისთვის ანგარიშის გახსნა არის შედარებით რთული


პროცედურაა, განსაკუთრებით დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, თუკი
თქვენ არარეზიდენტი ხართ. აუცილებელია თქვენი ვიზიტი ბანკში თუმცა,
გაითვალისწინეთ „საქართველოში ყოფნის“ პოლიტიკა (ცხოვრება საქართველოში
/ ქართველი თანამშრომლების ყოლა / ოფისის ქონა) და გადარიცხვების
კანონიერების დამადასტრურებელი დოკუმენტაციის აუცილებლობა, წინააღმდეგ
შემთხვევაში, ანგარიში შეიძლება დაიხუროს.

ინდივიდუალური მეწარმისთვის ანგარიშის გახსნა დისტანციურად


პრაქტიკულად შეუძლებელია.

ქართული ანგარიშის გახსნის ალტერნატივად ინდივიდუალური მეწარმისთვის


წარმოადგენს საგადახდო სისტემაში ანგარიშის გახსნა, როგორიცაა wise.com /
bilderlings. ამავდროულად, არ გამოვრიცხავთ რომ ამ საგადახდო სისტემებმა
უარი თქვან ქართული კომპანიების / ინდივიდუალური მეწარმეებზე
მომსახურების გაწევაზე როცა მათი ბენეფიციარი რუსეთის / ბელაურის
მოქალაქეა. 

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების რამდენიმე საფუძველი


არსებობს, ესენია:

პირადი განცხადება;
ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება
(წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
შედგენილი და დამოწმებული გარდაცვალების მოწმობა), სასამართლოს მიერ
მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება,
აგრეთვე მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა (მოცემულ შემთხვევაში
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია უქმდება ნებისმიერი პირის
მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით, წარმოდგენილ უნდა
იქნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული
სასამართლოს გადაწყვეტილება.)

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი


უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

ნებისმიერ ზემოაღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით ჩვენი იურიდიული


ფირმა გაგიწევთ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას. დაგვიკავშირდით
დღეს https://lta.ge.

პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან


საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი
სასამართლო ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია
შეიცავს რისკებს.

სტატიის გაზიარება:

საბანკო საკითხები საქართველო საგადასახადო სამართალი კონსულტაცია, რჩევები

ჩვენი ბლოგიდან

სახელფასო აუთსორსინგის ინვესტირება განახლებად საქართველოს საგადასახადო


და ნომინალური ენერგიებში: სამართლებრივი რეზიდენტობის მოპოვება
დამსაქმებლის სერვისები ასპექტები
5
საქართველოში
10

თემა* პერსონალური
გვიამბეთ ინფორმაცია
თქვენი აირჩიეთ კატეგორია

არ არის არჩეული ტელეფონი

საჭიროებების აირჩიეთ ქვეკატეგორია


+995 123 45 67

შესახებ არ არის არჩეული სახელი

სახელი გვარი
გააზიარეთ თქვენი მონაცემები
პროექტის შეფასების მისაღებად ან
შეტყობინება ელ-ფოსტა
შეეხეთ ნებისმიერ მესინჯერს
დაწერეთ აქ... example@mail.com

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ფორმის დადასტურება

"ფორმის დადასტურების" დაწკაპუნებისას თქვენ


ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და
დისქლეიმერს.

სერვისები შესახებ დახმარება გამოიწერეთ სიახლეები


იურიდიული გუნდი FAQ თქვენი ელ-ფოსტა
მომსახურებები
შეფასებები კონტაქტი yourmail@gmail.com
საგადასახადო
ანალიტიკა ონლაინ დაჯავშნა
მომსახურებები
დადასტურება
ბუღალტრული
მომსახურებები

©2023 LTA. ყველა უფლება დაცულია. შემქმნელი KeyTech Privacy Policy Disclaimer ENGLISH

TSAGU LLC, ID - 402040064, Legal Address - Apt. 48, 13 Samtredia st., Tbilisi, Georgia

You might also like