You are on page 1of 4

პოლიტიკური რეალიზმი და მისი კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები

პოლიტიკური რეალიზმის ფილოსოფია და მისი კვლევის ეპისტომოლოგიურ-


მეთოდოლოგირი საფუძვლები ხანგრძლივ ისტორიას მოიცავს და ძველბერძნულ ეპოქას
უკავშირდება. თანამედროვე რეალისტები პოლიტიკური რეალიზმის ფუძემდებლად ძველი
ბერძენ ისტორიკოსს თუკიდიდეს მიიჩნევენ. ის ,,პელეპონესის ომების ისტორიაში“,
სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების თეორიას ანვითარებს და ომების მიზეზების ახსნას
ცდილობდა. თუკიდიდეს ვარაუდით, სხვადასხვა ფაქტორების - გეოგრაფიულის,
ეკონომიკურის, ტექნოლოგიურის, პოლიტიკურის, აგრეთვე ფსიქოლოგიურის
ერთობლიობა, ზრდის სახელმწიფოს ძლიერებას, რითაც სხვა სახელმწიფოების არსებობასა
და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს [6]. დ. ბაუჩერი აღნიშნავს, რომ: ,,თუკიდიდე
გარკვეულწილად აშკარად "რეალისტია“, რომელიც პოლიტიკის, განსაკუთრებით
საერთაშორისო ურთიერთობების სამყაროში მორალის გამოყენებას სკეპტიკურად უყურებს.
ასე რომ, ის გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მორალი ილუზიაა და მეტი
არაფერი“ [7].
შუა საუკუნეების ფლორენციელი დიპლომატი ნიკოლო მაკიაველი ითვლება
პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელად. მისი
წიგნი ,,მთავარი“ (Principe), რომელიც მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ, 1532 წელს
გამოიცა, წარმოადგენს საკუთარი გამოცდილების და მის მიერ
უძველესი ისტორიის შესწავლის ნაყოფს. მაკიაველი ამ ნაშრომში გვაძლევს რეალიზმის ერთ-
ერთ დრომოუჭმელ ნორმას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკის წარმოება, რომელიც
გულისხმობს ხალხისადმი პასუხისმგებლობას, არ შეიძლება ეფუძნებოდეს მორალს,
როგორც ეს კერძო ურთიერთობს შეეფერება. მაკიაველის სჯეროდა, რომ გრძნობების გარეშე,
მორალზე დაუფუძნებლად მოქმედება არის წარმატების საწინდარი. ეს გაკვეთილი მან მისი
ბატონის, ცეზარე ბორჯიას ქმედებების შესაწვლისას შეიძინა. [8].
მაკიაველიზმი პოლიტიკური რეალიზმის რადიკალურ ფორმას გულისხმობს, რომელიც
საშინაო და საგარეო პოლიტიკაში გამოიყენება. ამ დოქტრინის ძირითად პრინციპად
დასახული პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამორალური, არა ზნეობრივი ხერხების
გამოყენების გამართლება ითვლება. სწორედ ამიტომ, მან პრაგმატული და ცინიკური
თეორეტიკოსის, მორალის მტრის რეპუტაცია დაიმსახურა. მაკიაველმა აჩვენა, უმრავლეს
შემთხვევაში პოლიტიკისა და მორალის შეუთავსებლობა და მიუთითა ,,წამიერი
შთაბეჭდილებებისა და ილუზიების ნაკლოვანებებზე“ [7].
თანამედროვე პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება
ინგლისელი მეცნიერი ედუარდ ჰარლეტ ქარი (1892-1982). მის ნაშრომს ,,ოცწლიანი კრიზისი:
1919-1939. შესავალი საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლაში“ რეალიზმის ბევრი
წარმომადგენელი დღესაც კლასიკურად თვლის. წიგნში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის
პერიოდში გამოიცა, ის აანალიზებს კრიზისის გამომწვევ მიზეზებს. ქარის
სიტყვებით: ,,წიგნი ,,ოცწლიანი კრიზისი“ შეიქმნა საერთაშორისო პოლიტიკის შეფასების
საყოველთაო და უკიდურესად სახიფათო ტენდენციის წინააღმდეგ“ [10].
ქარის აზრით, მოცემული ტენდენცია (პოლიტიკური იდეალიზმი - ვ. ფ.) - საერთაშორისო
პოლიტიკაში სიძლიერის ფაქტორის იგნორირება, ინგლისურენოვანი ქვეყნების აკადემიურ
წრეებში და ფართო საზოგადოებაში გავრცელდა. როგორც ქარი მიიჩნევს: უტოპიისა და
რეალობის დაპირისპირება, ნების თავისუფლებისა და დეტრმინიზმის
დაპირისპირებულობის ტოლფასია. უტოპისტი დარწმუნებულია, არსებული რეალობის მეტ-
ნაკლებად რადიკალურად უარყოფისა და ძალადობრივი გზით, მისი უტოპიით ჩანაცვლების
შესაძლებლობაში. რეალისტი წინასწარ აანალიზებს სიტუაციის განვითარების იმ
პერსპექტივებს, რომლების შეცლაც მას არ ეხელწიფება. უტოპისტი მომავალში იყურება და
სპონტანური შემოქმედების კატეგორიებით აზროვნებს; რეალისტი წარსულში იყურება და
მიზეზ-შედეგობრივი კატეგორიებით აზროვნებს [10].
ქარის აზრით, პოლიტიკური რეალიზმი სამ ძირითად პრინციპზე იგება: 1) ისტორია -
მიზეზებისა და შედეგების თანმიმდევრობა, მისი მსვლელობის გაანალიზება და გაგება
შეიძლება, მაგრამ არა საკუთარი წარმოსახვებისა და ფანტაზიების საფუძველზე (როგორც
უტოპისტები მიიჩნევენ); 2) პრაქტიკას თეორია არ ქმნის (როგორც უტოპისტები მიიჩნევენ),
პირიქით, პრაქტიკა - თეორიას; 3) პოლიტიკა არ წარმოიშვება მორალიდან (უტოპისტების
შეხედულებით), არამედ მორალს პოლიტიკურად დომინანტური ჯგუფები ნერგავენ.
ფაქტობრივად - მორალი ძალაუფლების პროდუქტია [9]. ამგვარი მდგომარეობაა
საერთაშორისო არენაზე. საერთაშორისო მორალი იმ დომინირებული ჯგუფის
პრიორიტეტია, რომელიც საკუთარ თავს მთელ საზოგადოებასთან აიგივებს და მას საკუთარ
შეხედულებებს თავს ახვევს. დღესაც, XXI საუკუნეში აქტუალურია ქარის შემდეგი
პოსტულატი: ,,უკანასკნელი ასწლეულის განმავლობაში და განსაკუთრებით, 1918 წლის
შემდეგ, ინგლისურენოვანმა ხალხებმა მსოფლიოში დომინანტური ჯგუფები ჩამოაყალიბეს.
თანამედროვე საერთაშორისო მორალი შექმნილია მათი უპირატესობის უკვდავსაყოფად და
ფორმულირებულია ამ ხალხებისთვის დამახასითებელ ენაზე“ [9]. ქარი ამ დებულებას
საყოველთაო მშვიდობისკენ მისწრაფების აუცილებლობით ხსნის.
ქარი სხვა რეალისტების მსგავსად ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო სისტემა უპირატესად
სუვერენული სახელმწიფოებისაგან შედგება, რომლებიც საკუთარი ინტერესების
შესაბამისად მოქმედებენ. დიდ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის შენარჩუნება
საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა პროცესით ანუ კანონების გაზრდის საფუძველზე
შეუძლებელია. საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოები მოქმედებენ ძალის ბალანსზე
დაყრდნობით [11].
გერმანული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი ჰანს მორგენთაუს ნაშრომი „ქვეყნების
პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ მიჩნეულია პოლიტიკური
ნაშრომების მწვერვალად. ამ ნაშრომმა დიდი ხნით განსაზაღვრა საერთაშორისო
ურთიერთობების თეორიული და პრაქტიკული ინტერესები და მთელი ამ დარგის
განვითარების შემდგომი ხასიათი. მორგენთაუს ქვეყნების პოლიტიკა არის თუკიდიდეს,
მაკიაველის და ჰობსის იდეების გაგრძელება, თუმცა უფრო თანამედროვე ენით დაწერილი
და გაჯერებული დაგროვილი ისტორიული გამოცდილებით და პოლიტიკური სიბრძნით.
თავის საფუძველში ეს წიგნი იგივე ფუნდამენტზეა დაარსებული როგორც ზემოთ
განხილული ნაშრომები, კერძოდ ის, რომ ადამიანის ბუნება არის მტაცებლური, ბუნებრივად
მზაკვარი და ბნელი, და რომ ეს ფაქტი აისახება პოლიტიკურ ურთიერთობებზე. პოლიტიკა
და ეთიკა ერთმანეთისგან შორს დგანან და, რომ პოლიტიკური ძალა და ძლიერება არის
მშვიდობის ერთადერთი გარანტი. ამიტომ არის, რომ მორგენთაუს რეალიზმს უწოდებენ
ნეოკლასიკურ რეალიზმს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი რეალიზმი არის მეოცე საუკუნის
განახლებული კლასიკური ტრადიცია საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში. [12: გვ.
20-21]
მორგენტაუ მიუთითებს, რომ საერთაშორისო არენაზე ძალადობის შემაკავებელი ორი
ინსტრუმენტი მოქმედებს: პირველს მიეკუთვნება ძალთა ბალანსის კონცეფცია, ხოლო
მეორეს - საერთაშორისო ორგანიზაციები და ალიანსები, თუმცა არც ერთი მათგანია
სრულყოფილი: ,,ძალის ბალანსის ძიება წარმოადგენს სახელმწიფოების მხრიდან
ძალაუფლების მოპოვების შეუკავებელი სურვილის გარდაუვალ შედეგს. ძალაუფლება - ეს
ის სწრაფვაა რომელიც პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებულობას ზრდის, ხოლო
ძალაუფლების განაწილება ,,ძალის ბალანსზეა“ დამოკიდებული [4].
მორგენთაუ აყალიბებს პოლიტიკური რეალიზმის იმ ექვს პრინციპს, რომლის
დებულებებიც საერთაშორისო არენაზე დღესაც აქტუალურია: 1. პოლიტიკა ფესვგადგმულია
ადამიანის პერმანენტულად უცვლელ ბუნებაში, რომელიც არის ეგოისტური და
ეგოცენტრული. 2. პოლიტიკა არის ავტონომიური სფერო და არ შეიძლება მისი
დაყვანა ეკონომიკამდე (როგორც ამას მარქსიზმის მიმდევრები აკეთებენ), ან მორალამდე
(როგორც ამას კანტის ლიბერალური თეორიის მიმდევრები აკეთებენ ხოლმე). სახელმწიფო
მეთაურებმა უნდა იმოქმედონ პოლიტიკური სიბრძნის დიქტატის მიხედვით. მათთვის გზის
გაგნების მთავარი საშუალება ეროვნული ინტერესების კონცეფციაა. 3. პირადი ინტერესები
არის ადამიანური არსების გამომხატველი ფაქტი. ყველა ადამიანის პირადი ინტერესების
მინიმუმი არის თვითგადარჩენა და უსაფრთხოება. პოლიტიკა არის არენა, სადაც ეს
ინტერესები გამოიხატება და ეს ინტერესები აუცილებლად ერთმანეთს შეეჯახება რაც ადრე
თუ გვიან გამოიწვევს კონფლიქტს. საერთაშორსიო პოლიტიკაც ასევე არის სახელმწიფოთა
ინტერესების შეჯახების არენა. სახელმწიფოთა ინტერესები კი იცვლება დროში და გარემოში.
რეალიზმი არის დოქტრინა, რომელიც რეაგირებას ახდენს ცვალებად პოლიტიკურ
რეალობაზე. 4. საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა არის პოლიტიკური და სიტუაციური
ეთიკა, რაც ძალზედ განსხვავდება პირადი მორალისაგან. პოლიტიკურ ლიდერს არ აქვს
თავისუფლება მოიქცეს მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით რიგითი მოქალაქისგან
განსხვავებით, რადგან იგი პასუხისმგებელია ხალხის წინაშე და მის ხელშია მათი
უსაფრთხოება და კეთილდღეობა. შესაძლებელი შედეგებიდან ყველაზე მომგებიანის შერჩევა
პოლიტიკოსის უმაღლესი მიღწევაა. 5. რეალიზმი მიიჩნევს, რომ არც ერთი ერის და
სახელმწიფოს ზნეობრივი მიზნები არ შეიძლება მივიჩნიოთ საყოველთაო ზნეობრივ
კანონებად (თვით ისეთი დემოკრატიული ერისაც კი, როგორიც არის აშშ) და არ შეიძლება
ისინი ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოსთვის თავზე მოხვევა. რეალისტები გამოდიან
ამის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას.
შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში ძალით დაკისრებულმა იდეოლოგიამ საპირისპირო
შედეგი გამოიღოს და თვით „ჯვაროსან“ ქვეყანას საფრთხე შეექმნას. 6. პოლიტიკოსის
უმაღლესი ზნეობა და მორალი არის მისი ქვეყნის ინტერესები [12: გვ. 21].
როგორც ჯეფრი თალიაფერო წერს: ,,მოცემული ნაშრომიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ
ბალანსის მიზანს გლობალური სტაბილურობის დამკვიდრება წარმოადგენს. საკუთრივ
გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფა იმ სახელმწიფოების ჯგუფებად
სტრატიფიკაციის გზით ხდება, რომლებიც დიდ სახელმწიფოებად, საშუალო
სახელმწიფოებად, ღარიბ და სუსტ სახელმწიფოებად იყოფიან. მსოფლიოს სტაბილურობა
დამოკიდებულია ასეთი, თუნდაც უსამართლო სტრუქტურის შენარჩუნებაში“ [13].
ამრიგად, ძირითად თეზას, რომელზედაც პოლიტიკური რეალიზმი იგება, საერთაშორისო
ურთიერთობების ანარქიული ბუნების - სახელმწიფოებზე უმაღლესი ხელისუფლების არ
ქონის შესახებ დებულება წარმოადგენს. რეალიზმის ძირითად ცნებებად შეიძლება
ჩაითვალოს ,,მორგენტაუს ტრიადა“: ძლიერება (power), ძალთა ბალანსი (balance of power) და
ეროვნული ინტერესი (national interest). რეალისტების აზრით, ძალის თნადათანობითი
გაზრდა და გამოყენება, საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად იდეას, სახელმწიფოს
მიზანს და მისი მოქმედებების მიზეზს წარმოადგენს: ,,ყველა პოლიტიკური აქტი
მიმართულია ძალის ან შენარჩუნებაზე, ან გაზრდაზე, ან დემონსტრაციაზე. მოქცევის ამ
პრინციპებს შეესაბამება status-qou-ს შენარჩუნების სტარტეგია, იმპერიალიზმი და
პრესტიჟზე ზრუნვა. პირველი მოდელის მიზანია - ძალთა ბალანსის შენარჩუნება, მეორე -
უფრო მეტად გაძლიერება, მესამე - ძლიერების დემონსტრაცია’’ [14].
აღსანიშნავია, რომ აპრიორისა და აპოსტერიორის თანამედროვე ეპისტომოლოგიურ
გაგებებს უკავშირებენ. სწორედ ეს მოსაზრებბა საინტერესო იმ კუთხითაც, რომ ბევრი
მეცნიერი თავის კვლევებში, პოლიტიკურ რეალიზმს აპრიორად მიიჩნევენ, როგორც
საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ და აპრიორულ კონცეპტად:,, გარდა ამისა ამ
მკვლევარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტივიზმის მეცნიერული თეორია,
რომელიც ორგანულად უკავშირდება ეპისტომოლოგიუ კვლევა ძიებებს და ითვლება
საერთაშორისო ურთიერთობების მეთოდოლოგიის, მეთოდების ერთ-ერთ საბაზისო
ელემენტად“.[15].
თუ ვისაუბრებთ საერთაშორისო ურთიერთობების კვლევებში პოზიტივიზმის
პრიორიტეტულობაზე, დაახლოებით მივიღებთ შემდეგ ჩამონათვალს: 1. პოზიტივიზმი
ავითარებს ცნობილ კონცეფციას: ,,რომ არსებობდე უნდა იყო აღქმული“ შედეგად,
პოზიტივისტები
პოლიტიკურ რეალიზმში ტერმინი ,,ძალთა ბალანსი“, სხვადასხვა კონტექსტში
გამოიყენება. ასე მაგალითად, ის შეიძლება საერთაშორისო არენაზე ძალების წონასწორობას
აღნიშნავდეს (XIX საუკუნე ,,ევროპული კონცერტი“). მეორეს მხრივ, ძალის წონასწორობა
შეიძლება დაერქვას, საერთაშორისო არენაზე საკუთარი უპირატესობის შენარჩუნებისაკენ
მიმართულ პოლიტიკას: ,,ორივე შემთხვევაში ძალთა ბალანსი სიძლიერისთვის მიმდინარე
ბრძოლაში, იმ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებულობის შედეგია, სადაც ერთ ნაწილი
საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს, ხოლო მეორე ნაწილი არსებული status quo-ს
შენარჩუნებაზე ზრუნავს“ [16].
პოლიტიკური რეალიზმის სხვადასხვა თეორიები, საერთაშორისო ურთიერთობებს
საკუთარი ხედვის კუთხით განიხილავს. შეიძლება ითქვა, რომ რეალიზმი სახელმწიფოების
საგარეო პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე გავლენას ახდენს და საერთაშორისო სისტემის
მდგომარეობას ახასიათებს. პოლიტიკური რეალიზმის იდეებს პოლიტიკოსების დიდი
ნაწილი მათი ქვეყნების სხვა ქვეყნებთან ურთიერთქმედების ასახსნელად იყენებს. ამ
პოლიტიკოსებისათვის ცნება ,,ეროვნული ინტერესი“ დიდ დატვირთვას იძენს და
საერთაშორისო ურთიერთობების ევოლუცია აჩვენებს სახელმწიფოს პოლიტიკურ
სტრატეგიაში პოლიტიკური რეალიზმის ამ და სხვა პრინციპების აქტიური გამოყენების
პროცესს.

You might also like