You are on page 1of 6

2008. რუსეთ-საქართველოს ომი.

ორიათასოცდაორ წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ცამეტი წელი გავიდა. ამ


დროის განმავლობაში რუსეთი პროპაგანდას აქტიურად ავრცელებდა და
არწმუნებდა, როგორც რუსულ ისე ქართულ და უცხოურ მოსახლეობას, რომ ომი
საქართველოს მხრიდან დაიწყო ეთნიკური ოსების წინააღმდეგ, რომელთა
მხარეც რუსეთმა დაიჭირა და „დაიცვა“, რის გამოც რუსეთს „მოუწია“
საქართველოში სამხედრო აღჭურვილობით შემოსვლა. რეალურად, ამ საშინელი
ამბის უკან, დიდი ისტორია დგას, რაც ამტკიცებს იმას, რომ საქართველოს სულაც
არ დაუწყია ეს ომი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მართალია რუსეთმა საქართველო


დამოუკიდებელ სუვენერულ ერთეულად აღიარა, პოლიტიკური ურთიერთობა
წლებთან ერთად მაინც უარესდებოდა. ოთხმოცდაათიანი წლებიდან რუსეთი
არაოფიციალურად მხარს უჭერდა სეპარატისტულ მოძრაობებს (სამხრეთ ოსეთსა
და აფხაზეთში).ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება და თბილისის მიერ
არაკონტროლირებადი რეგიონების გაჩენა ეხმარებოდა რუსეთს, მედიატორის
როლის მორგებაში. ორიათას წელს ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტებამ და
ვარდების რევოლუციამ დიდი სარგებელი არ მოუტანა ჩვენი იმ დროინდელ
მდგომრეობას.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნების დასავლეთისკენ გადახრა რუსეთს არ აწყობდა, რადგან


ეს ნიშნავდა მისი გავლენის ტერიტორიების შემცირებას. ამ მოვლენებთან ერთად,
რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა.
ორიათას ექვსი წლიდან, დაიწყო თბილისის მიერ არაკონტროლირებად
ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების დაარსება და სეპარატისტების ომისთვის
წრთვნა-შეიარაღება.

ორიათას რვა წლის მოვლენებმა დაიწყეს განვითარება, როდესაც თებერვალში


კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც დასავლეთ სახელმწიფოების
დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა. 6 მარტს, რუსეთი გამოვიდა დსთ(დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობა) 1996 წლის შეთანხმებიდან, რომლის
მიხედვითაც თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს ეკრძალებოდათ ეკონომიკური და
სამხედრო კავშირები აფხაზ სეპარატისტებთან. 3 აპრილს გაგზავნილ წერილში კი,
პუტინი ოსებს პრაქტიკულ „დახმარებას “სთავაზობდა. ორიდან ოთხი აპრილის
ჩათვლით ბუქარესტში გამართულ NATO-ს შეხვედრაზე საქართველოსა და
უკრაინას შეპირდნენ ორგანიზაციაში გაწევრიანებას, რამაც გამძაფრებული
რეაქცია გამოიწვია კრემლიდან. მოსკოვი ამ რეაქციას არც კი მალავდა.

რვა აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა


განაცხადა: „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ უკრაინისა და
საქართველოს გაწევრიანება NATO-ში და ამასთან გარდაუვალად დაკავშირებული
ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ალიანსთან, მის წამყვან წევრებთან და ჩვენს
მეზობლებთან“.

თექვსმეტ აპრილს პუტინმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც , რუსეთის


ფედერაცია იწყებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო
რეჟიმებთან პირდაპირი სამართლებრივი კავშირების დამყარებას. ამავე
ბრძანებით, მოხდა სეპარატისტული რეგიონების დოკუმენტებისა და უწყებების
ოფიციალური აღიარება. ამ ბრძანებიდან მეორე დღეს, გაძლიერდა სამხედრო
შეიარაღება და მზადება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე სამხედრო
პროვოკაციები, როგორიც არის საქართველოს დრონის ჩამოგდება, რუსული
თვითმფრინავების შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. მასშტაბური სამხედრო
სწავლების „კავკაზ-2008“-ის დაწყება, სადაც ჯარისკაცებში ვრცელდებოდა
წარწერები „მეომარო, იცოდე სავარაუდო მოწინააღმდეგე“, ასევე აფეთქებები ,
რომლის შედეგადაც დაიჭრნენ ქართველი პოლიციელები და ასე შემდეგ.
რუსეთმა აფხაზეთში გაგზავნა სარკინიგზო ჯარები, რომელთა მოვალეობაც იყო,
სოხუმი-ოჩამჩირის რკინიგზის აღდგენა რითაც რუსეთმა სამშვიდობო
ხელშეკრულება დაარღვია. პირველი აგვისტოდან კი სიტუაციამ მალევე საიწყო
განვითარება.

1-ლი აგვისტო:
ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, სატვირთო ავტომობილთან დისტანციურად
მართვადი ორი ნაღმი ააფეთქეს, რამაც მძიმედ დაჭრა ხუთი ქართველი
პოლიციელი.
ამავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის შეიარაღებულმა ძალებმა
ცეცხლი გახსნეს ქართული სოფლების მიმართულებით, რამაც იმსხვერპლა ექვსი
მოქალაქე და ერთი პოლიციელი.
ორი აგვისტო:
საპასუხო ცეცხლი საქართველომაც გახსნა, მაგრამ ბრძანების გამო მალევე
შეწყდა.
იმავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა დაიწყო მოსახლეობის
ევაკუაცია, რაც გაგრძელდა ექვს აგვისტომდე

სამი აგვისტო:
მოსკოვმა დაიწყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველომ
ცხინვალში ჯარი შეიყვანა.
პარალელურად, ღამით როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა
საქართველოს ორმოცდამეთვრამეტე არმიის მეცხრამეტე მოტომსროლელთა
დივიზიის სადაზვერვო ბატალიონი.

4აგვისტო:
ღამით, რუსეთიდან საქართველოში შემოვიდა ათი ერთეული ჯავშანტექნიკა და
გაუნაწილდა დე ფატქო რეჟიმში შეირაღებულ დაჯგუფებებს.

5აგვისტო:
ქართული სოფლების დაბომბვა კვლავ განაგრძო რუსეთმა.
რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ ცხინვალში ჩავიდა ას ორმოცდაათამდე
დაქირავებული მებრძოლი ჩრდილოკავკასიიდან.
ამავე დღეს, როკის გვირაბიდან გადმოვიდა რუსეთის არმიის თვითმავალი
არტილერიის ორმოცმა ერთეულმა და ბოტლიხის ოცდა მეცამეტე
მოტომსროლელთა ბრიგადის სადაზვერვო ბატალიონი.
პარალელურად, რუსეთის ტერიტორიაზე, როკის გვირაბთან ჩასაფრებული და
მომზადებული იყო ორმცდა მეთვრამეტე არმიის ნაწილი.
6აგვისტო:
გრძელდება ქართული სოფლების დაბომბვა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითმა უარი
განაცხადა შვიდ აგვისტოს დაგეგმილ შერეულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში
მონაწილეობაზე.

7აგვისტო:
საქართველოში შემოვიდნენ რუსეთის რეგულარული არასამშვიდობო ჯარები,
რაც დღეს დღეისობით მოწმდება მრავალი წყაროთი:

 სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც ეკუთვნოს ცხინვალის რეჟიმის ე.წ


მესაზღვრეებს.
 რუსულ მედიაში გასული ინფორმაცია, რომელიც გადაურჩა რუსულ
სამთავრებო გაფილტვრას(მაგალითად, ორიათასრვა წლის სამ სექტემბერს
ჟურნალმა „კრასნაია ზვეზდა“ დაბეჭდა სტატია, რომელშიც ერთ-ერთი
პოლკის კაპიტანი აცხადებს, რომ შვიდ აგვისტოს მიიღო ბრძანება
ცხინვალში გადასვლის თაობაზე),
 რუსული სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც გაასაჯაროა ფონდმა
„დედის უფლება“ (ვლადიმირ სელიპტოვი იყო რუსი ჯარისკაცი, რომელმაც
თავი მოიკლა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ ინფორმაციის ოჯახს არ
სჯეროდა, ამიტომაც დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება)
 ორი ათას რვა წლის შვიდ აგვისტოს სერგეი ბაღაფშის აღიარება
ტელევიზიაში, რომ საქართველოში რუსული ჯარი შემოვიდა.
 იმის შემდეგ, რაც საქართველომ გაიგო რუსეთის ჯარის შემოსვლა როკის
გვირაბით, გაიცა ბრძანება რუსული კოლონების შესაჩერებლად სამხედრო
ოპერაციის დაწყებისა და სამოქალაქო მსხვერპლის მინუსამდე დაყვანის
თაობაზე, რის შედეგადაც ცხინვალის რეგიონში, ქართველმა სამხედროებმა
დაიწყეს მოქმედება.
 სამხედრო მოქმედება სულ გაგრძელდა ხუთი დღე და დასრულდა თორმეტ
აგვისტოს. მხარეებს შორის გაფორმებული ექვს ნაწილიანი შეთანხმებით,
რომელსაც რუსეთს ფედერაცია დრემდე არ ასრულებს და განაგრძობს
საქართველოს მცოცავ ოკუპაციას. ექვს პუნქტიანი შეთანხება მოიცავდა
შემდეგ ნაწილებს:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა
2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი
დისლოკაციის ადგილებში
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების
დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის
სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ

სამხედრო მოვლენების დასრულებიდან მალევე, ორი ათას რვა წლის ოცდახუთ


აგვისტოს, რუსეთის დუმის უკლებლივ ყველა დეპუტატმა მხარი დაუჭირა
რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ ეღიარებინა
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ოცდაექვს აგვისტოს, მედვედევმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, როგორც


დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ამით რუსეთმა განახორციელა გეგმები,
რომლის სათავეც უკვე ორიათასრვა წლის მარტაში ჩანდა.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გარდა, არის სხვა ფაქტებიც რომელიც ამტკიცებს,


რომ საქართველოს ორი ათას რვა წლის ომი არ დაუწყია:

 ორი ათას თორმეტ წელს, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ საქართველოს


წინააღმდეგ საომარი გეგმა ჯერ კიდევ ორი ათას ექვს წელს შეიქმნა-მაშინ
როდესაც ის საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს აშენებდა და
ქვეყანას ემბარგოს უწესებდა.
 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადმოცემით, გეგმა შედგა ორი ათას
ექვსი წლის მიწურულს, ხოლო მის მიერ დამტკიცდა ორი ათას შვიდი წლის
დასაწყისში.
 ასევე საინტერესოა, ისიც, რომ როდესაც ჟურნალისტებმა ინტერვიუ
ჩამოართვეს ორი ათას რვა წლის მოვლენებში მონაწილეობის მიღებაზე,
პუტინმა უპასუხა, რომ იგი რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს, დიმიტრი
მედვედევსა და თავდაცვის მინისტრს ესაუბრა ორჯერ, შვიდ და რვა
აგვისტოს და „განიხილეს პრობლემა“, რაც თვითონ მედვედევის
განცხადებას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საქართველოს
წინააღმდეგ საომარი მოქმედებების თაობაზე გადაწყვეტილება
ერთპიროვნულად მიიღო:  „გულწრფელად გეტყვით, არავის არავისთვის არ
დაურეკავს. მე მას [ვლადიმირ პუტინს] ერთი დღე-ღამის შემდეგ
დავუკავშირდი. ყველა ბრძანება უკვე მქონდა გაცემული. იქ უკვე
ყველაფერი იწვოდა.“
 ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ორი ათს რვა წლის ომამდე
არაერთი ქვეყნის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი
საქართველოს წინააღმდეგ ომს გეგმავდა. მაგალითად, შვედეთის ერთ-
ერთი სადაზვერვო უწყება - Sweden's National Defence Radio Establishment (FRA)
2008 წლის აგვისტომდე პროგნოზირებდა, რომ რუსეთი საქართველოსთან
ომს გეგმავდა.
 ორი ათას რვა წელს, რუსეთის აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს
ოთხასრვა მოქალაქე. აქედან, ას ორმოცი თავდაცვის სამინისტროს
მომსახურე, თოთხმეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და
ორასოცდაოთხი სამოქალაქო პირი.
 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი
ათას რვა წელს რუსული აგრესიის შედეგად, დაჭრილ/დაშავებულ
სამოქალაქო და სამხედრო პირთა საერთო რაოდენობას შეადგენს ორი
ათას ორას ოცდა თორმეტი ადამიანი. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს
მონაცემებით, სამხედრო მომსახურეობათა რაოდენობაა ათას ორმოცდა
ხუთი. ამასთანავე, ორიათას რვა წლის აგვისტოს ომმა საქართველოს
ოცდაექვსი ათასი დევნილი შემატა. საერთო ჯამში, დღე საქართველოში
სულ ორას სამოცდა სამი ათასს ხუთას ოთხმოცდა თვრამეტი დევნილია.

რუსეთი დღესაც განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და განსაკუთრებით უშუალოდ


ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დაუცველია. ორიათას თერთმეტი
წლიდან მოყოლებული ორიათას ცხრამეტი წლის ჩათვლით ბორდერიზაციის ას
ორმოცდათხუთმეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვუსამძიმრებ მომხდარი ამბების მიერ შეწირული ადამიანების ოჯახებსა და


ნაცნობებს.

გამოყენებული დამხმარე წყარო:

12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები


(idfi.ge)

You might also like