You are on page 1of 8

სოციალური და კულტურული ცხოვრება

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

1918 წლის 26 მაისს , სასახლის დიდ დარბაზში 5 საათსა და 10


წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
სწორედ აქედან დაიწყო არეული გრძნობებისა და ემოციების
წლები. საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის ამ
მოკლე პერიოდის განმავლობაში ქართველი ერი
ერთდროულად განიცდიდა სიხარულს , ბედნიერებას , შიშს ,
ტკივილსა და თავისუფლებას. ეს იყო მოკლე
პერიოდი ,რომლის განმავლობაშიც საქართველომ მოახერხა
მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად კულტურული
განვიტარების პიკს მიეღწია. აქ როცა რეგიონებში ბავშვებს
დღეში მაქსიმუმ 42 კაპიკის გამო საშინელ პირობებში
ქარხნებში უწევდათ მუშაობა და როცა ქვეყანა იქცეოდა
„ტბილისი იყო ერთადერთი ქალაქი რომელიც ამ ქცევას
პოეტური მღერით ხვდებოდა“ (გრიგოლ რობაქიძე) .
საქართველო გახდა ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო
ევროპაში რომელმაც ხმის მიცემის უფლება ორივე სქესის
ადამიანებს მიანიჭა, არჩევნებში 26 ქალი მონაწილეობდა და
აქედან 5 იქნა არჩეული საკანონმდებლო ორგანოში. აქ
საქართველოში , როცა ეკონომიკა რღვევას განიცდიდა
თავისუფლების განცდამ ბევრი გამორჩეული პიროვნება
ჩამოაყალიბა.
1918-1921 წლებში საქართველოში კულტურის სამინისტრო არ
არსებობდა , კულტურის საკითხებს განათლების სამინისტრო
განიხილავდა. ამ ფაქტს სახელოვნებო სფეროს
წარმომადგენლები არაერთგვაროვნად აფასებდნენ,
მაგალითად ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ მე-12
ნომერში იოსებ არიმათელი ფიქრობს , რომ კულტურის
დარგს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და
მოითხოვს , რომ ხელოვნების ცალკე სამინისტრო შეიქმნას.
მიუხედვად კრიტიკისა და კულტურის სამინისტროს არ
არსებობისა საქართველოს მტავრობამ მაინც დიდი წვრილი
შეიტანა კულტურის განვითარებაში.
დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებობდა არაერთი
მხატვრული დალიტელატურული გაერთიანება. ამ პერიოდს
ემთხვევა ქუთაისში ჩამოყალიბებული სიმბოლისტური ჯგუფის
„ცისფერ ყანწელების“ დედაქალაქში გადმოსვლაც.
დემოკრატიულ საქართველოს უძღვნიდნენ ლექსებს :
გალაქტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე , ალექსანდრე
აბაშელი, იოსებ გრიშაშვილი,გიორგი ქუჩიშვილი და სხვები.
ხელისუფლების დაფინანსებით იმართებოდა შეხვედრები და
საღამოები, გამოდიოდა სახელოვნებო ჟურნალ-გაზეთები ,
იხატებოდა არტისტული კაფეები და მრავალი სხვა. სწორედ ,
რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
არსებობის დროს გაიმართა პირველი მოდერნისტული
პანტომიმის დადგმა. 1919 წლის 28 დეკემბერს არტისტული
საზოგადოების სარდაფში გაიხსნა კაფე „ქიმერიონი“ ,
რომელიც ყველა მიმდინარეობსა თუ დარგის არტისტთა
თავშეყრის ადგილად იქცა.
ფინანსური პრობლემების მიუხედავად მთავრობა
ცდილობდა წაეხალისებინა ქართველი მხატვრების ყველა
ინიციატივა და დავით კაკაბაძე , ლადო გუდიაშვილი და
შალვა ქიქოძე სასჭავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნა. 1918
წლის 7 ივლისს , ჟურნალის ARS ინიციატივითა და
ორგანიზებით , ლადო გუდიაშვილისა და ალექსანდრე
ბაჟბეუქ-მელიქოვის გამოფენა გაიხსნა. 1919 წლის 4 მაისიდან
4 ივნისამდე დიდების ტაძარში ქართველ მხატვართა
საზოგადოებამ პირველი გამოფენა „ თანამედროვე
ქართული მხატვრობა და ქანდაკება“ წარადგინეს.
იმდროინდელი პრესის უწყებით გამოფენას 2000
დამთვალიერებელი ესტუმრა. მტავრობამ გამოფენის
ორგანიზებისთვის 10 000 , გამორჩეული ნახატების შესაძენად
კი 100 000 ლარი გამოყო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი
იყო 1919 რლის 12 დეკემბერს ,საქართველოში მცხოვრები,
სხვადასხვა ეროვნების 39 მხატვრის გამოფენა , რომელიც
ქართველ მხატვართა საზოგადოების ხელშეწყობით , შალვა
ქიქოძისა და დიმიტრი შევარდნაძის ორგანიზებით მოეწყო.
1919 წელს მოსე თოიძის ინიციატივით მხატვართ მოძრავი
გამოფენა ჩამოყალიბდა. გარდა ამისა სახელმწიფოს 10 000
მანეთი დაფინანსებით დამთვალიერებლებმა შეძლეს ენახათ
ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძისა და
სხვათა ნამუშევრები. ოსკარ შმერლინგის , მიხეილ
ჭიაურელის, ალექსანდრე ზალცმანის , შალვა ქიქოძისა და
სხვათა ჩანახატები მთავრობის წევრთა პორტრეტების
სოციალურ ყოფას, პოლიტიკურ და კულტურულ ვითარებას
ეხმაურებოდნენ.
საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ყველაზე
მეტად სამუსიკო ხელოვნება განვითარდა. ეს განპირობებული
იყო იმ დროს მოღვაწე კლასიკოსების დიმიტრი არაყიშვილი ,
მელიტონ ბალანჩივაძის , ზაქარია ფალიაშვილის , ნიკო
სულხანიშვილის, ვანო სარაჯიშვილის და სხვათა
საქმიანობით. ჩამოყალიბდა „ქართული სამუსიკო და
საქველმოქმედო საზოგადოება“ , რომლის მიზანი ქართული
ხალხური სიმღერების გადარჩენა , სამუსიკო სასწავლებლის
დაარსება , ეროვნული ოპერების დადგმა , რუსული
კონსერვატორიის გაქართულება ქართული მუსიკის
განვითარებაზე ზრუნვა იყო. ამ პერიოდის სამუსიკო გუნდები
იყო : „ქართველ მუსიკოს-მომღერალთა კავშირი“ ,
„დასავლეთ საქართველოს ხალხურ სიმღერათა გუნდი“ ,
„ ქართულ ეროვნული გუნდი“ , „ქალ-ვაჟთა სამხედრო გუნდი
„ და სხვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ჰიმნი „დიდება“ კომპოსიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა
შექმნა.
განსაკუთრებით საოპერო ხელოვნება განვითარდა. 1918
წლის 21, 23 და 25 მაისს „ ქართული კლუბის“ სცენაზე
პირველი ოპერა რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“ დაიდგა.
1919 წლის 5 თებერვალს კი სახელმწიფო თეატრის სცენაზე
წარადგინეს ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ ,
რომლის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ ,
მხატვარი ალექსანდრე ზალცმანი , დირიჟორი კი სამუელ
სტოლერმანი. მალევე 21 თებერვალს გაიმართა პრემიერა
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა „ აბესალომ და ეთერი“ ,
რომლის დირიჟორი თავად ავტორი იყო. 1919 წლის 11
დეკემბერს დაიდგა პირველი ქართული კომიკური ოპერა
„ქეთო და კოტე“ , ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით.
პირველი ქართული ბალეტიც დემოკრატიული
რესპუბლიკის დროს შეიქმნა. პირველი ქართველი
კომპოზიტორი ქალის თამარ ვახვახიშვილის ავტორობით
თბილისის სახელმწიფო სცენაზე დაიდგა : „ბახუსის
დღესასწაული“ (1919წ.) და „სიყვარულის ნექტარი“ (1920წ.)
საქართველოში კინოსადმი ინტერესი დემოკრატიული
რესპუბლიკიდან იწყება. 1918 წელს ეგნატე ნინოშვილის
ნაწარმოების მიხედვით გადაღებული , პირველი ქართული
მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის გადაღება
1916-1917 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით
მიმდინარეობდა , სცენარის ავტორი და რეჟისორი კი
ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ. გერმანე გოგოიტიძეს
გადაღებულია დოკუმენტური ფილმებიც : „სახალხო
გვარდიის დღე საქართველოს დედაქალაქში , 12 დეკემბერი
1918 წლისა“ , „ დღესასწაული დამფუძნებელი კრების გახსნის
დღეს“ , მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი
დოკუმენტური სიუჟეტებიც : „აზერბაიჯანის ფრონტი“ ,
„ბათუმის გადმოცემა საქართველოსთვის“, „ბათუმის
სიმაგრეები“ , „1919 წლის 26 მაისი“ , „გორის მიწისძვრა“,
„ბატუმის პროტესტი“ და მრავალი სხვა.
1918-1921 წლების საქართველოში , ოცზე მეტი კინოთეატრი
ფუნციონირებდა : „აპოლო“, „პალასი“ , „კინოტიტანიკი“,
„ამირანი“, „ჩერქეზიშვილის სახალხო თეატრი“ და სხვა.
კინოთეატრში აჩვენებდნენ ამერიკულ , იტალიურ ,
ფრანგულ , გერმანულ და რუსულ ფილმებს. 1918 წელს,
პირველმა კავკასიურმა კინემატოგრაფიულმა „კინოსაიუზმა“
კინომექანიკოსის სამთვიანი კურსებიც კი გამოაცხადა ,
რომლის დამთავრების შემდეგ გაიცემოდა ცნობა.
სამწუხაროდ საბჭოთა ოკუპაციის გამო განადგურდა
ქართული კინოს არქივი , სწორედ ამიტომ საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დროს გადაღებული მხოლოდ
რამდენიმე კადრი შემოგვრჩა.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადგილი
ჰქონდა ფინანსურ პრობლემებს , უბინაობას და თაობათა
შორის დაპირისპირებას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებდა
ქართული თეატრის განვითარებას. 1918 წელს , თბილისში
დაარსდა სასცენო ხლოვნების სტუდია , რომლის მთავარი
რეჟისორი და დამფუძნებელი პარიზის თეატრალური
სტუდიის კურსდამთვრებული გიორგი ჯაბადარი გახლდათ.
სტუდიაში რეჟისორებად მიიწვიეს : აკაკი ფაღავა , ზაქარია
ბერიშვილი და კონსტანტინე შათირიშვილი. დასის წევრები კი
იყვნენ : იუზა ზარდალიშვილი, ცაცა ამირეჯიბი , მიხეილ
ჭიაურიელი , ვერიკო ანჯაფარიძე , აკაკი ვასაძე , ვასილ
არაბიძე, უშანგი ჩხეიძე , შალვა ღამბაშიძე და სხვები. სტუდიის
ახალგაზრდა დასმა 1918 წლის 18 ნოემბერს ბრიეს
პიესა“სარწმუნოება“ წარუდგინა. სამწუხაროტ დასმა არსბობა
მხოლოდ 1920 წლამდე შეძლო. დემოკრატიულ
რესპუბლიკაში მრავალი თეატრალური საზოგადოება
სახელმწიფოს პრესაში გამოქვეყნილი წერილებით
აკრიტიკებდა, ზოგიც თეატრის გასახელმწიფოებრიობას
ითხოვდა. 1919 წლის 24 სე ქტემბერს კრება გაიმართა სადაც
მონაწილეთა უმრავლესობამ თეატრის
გასახელმწიფოებრიობას მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა
თეატრის სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფა.
1920 წლის მარტში დამფუძნებელი კრების ხელოვნების
სექციამ , მთავრობის დადგენილებით „არტისტული
საზოგადოების თეატრი“ (დღევანდელი რუსთაველის
თეატრი)სადაც რუსული დრამის თეატრი „ტარტო იყო ,
რუსულ დასს ჩამოართვა და ქართულ დრამატულ
საზოგადოებას გადასცა. 1920 წელს ქართულმა დრამატულმა
საზოგადოებამ თბილისში ,მეორე დასი შექმნა. დასმა
რეპეტიციები სურამში დაიწყო და სეზონისთვის ათი
სპექტაკლი მოამზადა მათ შორის იყო : შალვა დადიანის
„გუშინდელნი“ , დავით კლდიაშვილის „დარისპანის
გასაჭირი“ , შექსპირის „ოტელო“ და სხვა. თბილისში
არსებული დასების პარალელურად , აქტიურ სათეატრო
ცხოვრებას ეწეოდა ქუთაისის დასიც , რომელსაც მიხეილ
ქორელი და იოსებ იმედაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 1918-
1920 წლებში ქუთაისში 150-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა.
1920წლიდან მსახიობების უმრავლესობა საცხოვრებლად და
სამუშაპდ გადავიდა და ქუთაისის დასის საქმეებიც ცუდათ
წავიდა. დემოკრატიულ საქართველოში თეატრები
არსებობდა ბათუმში, ოზურგეთში , გორში , ხაშურში, დუშეთსა
და საგარეჯოში. თეატრების მშენებლობა დაიწყო
ხარაგაულში, სენაკში , ჭიათურაში და ლეჩხუთში.
რაც შეეხება 1918-1921 წლების საქართველოს სოციალურ
ცხოვრებას : 1919 წელს გაზეთ „ ერთობაში“ გამოქვეყნებული
სტატიიდან ვიგებთ , რომ რკინიგზის სადგურებში მომუშავე
მუშები დაბალ ხელფას ღებულობდნენ და , რომ 1200 მანეთის
ანაზღაურებით ცხოვრება შეუძლებელი იყო.
„საქართველოს რესპუბლიკის“ 284 ნომერში ვგებულობთ ,
რომ გორში არსებობდა ასანთის ქარანა , სადაც ბავშვებს
გაუსაძლის პირპბებში ამუშავებდნენ , შრომის ხარჯზე კი
თითო ასანთის ყუთის დამზადებაში 6 კაპიკს იღებდნენ ,
დღეში კი 7 ყუთს აკეთებდნენ, ანუ მათი დღიური შემოსავალი
42 კაპიკს შედაგენდა. ამავე სტატიიდან ვგებულობთ , რომ
ქვეყანაში საშინელი სიძვირე იყო და , რომ ასეთი მიზერული
ხელფასით ცხოვრება შეუძლებელი იყო.
სრულიად საწინააღმდეგოზე მეტყველებს 1919 წელს
მთავრობის ჩართულობით შექმნილი სპეციალური უწყება -
სატარიფო პალატა, რომელიც პასუხისმგებელი იყო შრომითი
დავების განხილვაზე და არბიტრაჟზე , მუშათა შრომითი
პირობების რევიზიაზე და კონტროლზე და მუშათა ხელფასთა
მარჟების განსაზღვრაზე. 1920 წლის 14 აგვისტოს „შრომის
ხელშეკრულების“ შესახებ კანონი დამტკიცდა , რომელიც
განსაზღვრავდა კერძო დამქირავებელთა და მუშათა
სამართლებრივ პასუხისმგებლობებს და მკაფიოდ იცავდა
მუშათა უფლებებს. 1919 წლის 28 იანვარს პარლამენტის მიერ
მიღებული იქნა აგრარული რეფორმის კანონი , რის
საფუძველზეც მსხვილ მემამულეებს ჩამოერთვათ გარკვეულ
ნორმაზე მეტი ფართობი და გადაეცა მიწის ფონდს,
რომლიდანაც შემდგომში გლეხებს მცირედი საფასურის
გადახდის შემთხვევაში საკუთრებად უმტკიცდებოდა. ცხადია
მთავრობის მიერ გატარებული ეს სოციალური რეფორმებს
კარგი შედეგი უნდა გამოეღოტ , მაგრამ პირველი მსოფლიო
ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშალა, რამაც
გამოიწვია ფასების ზრდა , სიღარიბე და უსახლკარობა .
მიუხედავად რთული სოციალური და ეკონომიკური
მდგომარეობისა , საქართველოს დამოუკიდებელი
რესპუბლიკის მთავრობა ცდილობდა კარგი სოციალური
რეფორმები გაეტარებინა , იგი ხელს უწყობდა საქართველოს
კულტურულ განვითარებასაც. მიუხედავად დიდი კრიტიკისა
ფაქტია , რომ მთავრობის მხარდაჭერის შედეგად კულტურის
ყველა სფერომ არნახული განვითარება განიცადა და რაც
მთავარია თავისუფლებამ განაპირობა ადამიანებში აღეძრა
სურვილი თავისი კვალი დაეტოვებიმათ სახელოვნებო
დარგში . სწორედ თავისუფლებამ გვაჩუქა მაშინდელი
გამორჩეული მწერლების , პოეტების , მხატვრების ,
მუსიკოსების , კომპოზიტორბის ,რეჟისორების თუ
მსახიობების შემოქმედება.

თემა მოამზადა მე-10გ კლასის მოსწავლე: ნინო


ბასიალაიამ
ინფორმაცია მოძიებულ იქნა შმედეგი რესურსებიდან :
http://droa.ge/wp-content/uploads/
2018/05/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%
A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D
%E1%83%A1-
%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D
%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D
%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-1918-
1921-%E1%83%AC%E1%83%9A
%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98.pdf

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Fka
%2Farchives%2F269700%2Famp%3Ffbclid
%3DIwAR3h0gkBrkhZWoqbomRPlW4Rx2KndHGZxhu8wMcNiZcTbhrPZ
UH0jJ4qFbI&h=AT2UUJCkeoepX-
0xEn3pUJD7Jo0tO0Yf_Mvg2HuZGNL_xaNc3A3OoM5xp-
euwBAqoTtfyChGONMXvVZLMlJQZtXYDVL2LtwBC33MQ8I5DUnReg-
MTom3UYnb-r0XvTM-k8Plvg

https://ge.boell.org/ka/2021/05/26/sakartvelos-demokratiuli-
respublika-represirebuli-da-mivicqebuli-politikuri-modeli

You might also like