You are on page 1of 3

ევროპული სასამართლოს განჩინებების/გადაწყვეტილებების აღსრულების

გაჭიანურების/აღუსრულებლობის შედეგები

წინამდებარე თავი ეხება იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებით, ევროპის საბჭოს


მინისტრთა კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა და ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო ახდენენ რეაგირებას სახელმწიფოთა მიერ
გადაწყვეტილებათა აღსრულების გაჭიანურების/აღუსრულებლობის შემთხვევაში.

1. სამართლიანი დაკმაყოფილების დადგენილ ვადაში გადაუხდელობა:

ა) საჯარიმო პროცენტის დარიცხვა ყოველ გადაცილებულ დღეზე;


ბ) ზეწოლის განხორციელება განსაჯაროების გზით - მინისტრთა კომიტეტის დღის
წესრიგში, სგანგებოდ ხდება იმ სახელმწიფოთა აღნიშვნა, რომლებმაც დადგენილ
ვადაში არ განახორციელეს სამართლიანი დაკმაყოფილების თანხის გადახდა;
გ) კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ასევე არსებობს სპეციალური რუბრიკა,
რომელშიც მითითებულია კონკრეტულ სახელმწიფოში, სამართლიანი
დაკმაყოფილების თანხის გადაუხდელობის გამომწვევი მიზეზები. ზოგიერთ
შემთხვევაში შესაძლოა, საქმე ეხებოდეს სისტემურ პრობლემას, რომელიც
განაპირობები დამატებითი ზოგადი ღონისძიების გატარების აუცილებლობას;
დ) აღსრულების დეპარტამენტის დახმარება - ორმხრივი კონსულტაციები გადახდის
სირთულეების აღმოფხვრის მიზნით.

2. ინდივიდუალურ ან/და ზოგად ღონისძიებათა განხორციელების


გაჭიანურება/განუხორციელებლობა

ა) ორმხრივი (აღსრულების დეპარტამენტთან) და მრავალმხრივი (მინისტრთა


კომიტეტის სხდომის ფარგლებში, წევრს სახელმწიფოთა დელეგაციებთან)
კონსულტაციები;
ბ) ტექნიკური თანამშრომლობა (აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა
ვიზიტი შესამაბის სახელმწიფოში, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზება
და ა.შ.);
გ) ზეწოლის განხორციელება მინისტრთა კომიტეტის სხდომების ფარგლებში:

i) კომიტეტის სხდომაზე საქმის დებატის წესით განხილვა (ერთჯერადად ან აუცილებლობის


შემთხვევაში, გარკვეული პერიოდულობით), რა დროსაც სხვა დელეგაციების მხრიდან ხორციელდება
ზეწოლა და ოფიციალურად ხდება ღონისძიებათა გატარების მოთხოვნა;

ii) კომიტეტის სხდომებზე საქმის გაზრდილი სიხშირით (რეგულარულად) განხილვა;

iii) დებატების გამართვა მსგავს საქმეთა მთლიან ჯგუფთან მიმართებაში;


iv) დებატების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოს
აძლევს შესაბამის მითითებებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;

v) შუალედური რეზოლუციის დაანონსება და შემდეგ მიღება (რომელიც სიტუაციის შესაბამისად,


შესაძლოა შეიცავდეს მოწოდებას (პოზიტიურ კონტექსტში) რეფორმების გატარებისკენ ან
დაუყოვნებლივ მოითხოვდეს (ნეგატიურ კონტექსტში) კონკრეტული ღონისძიებების გატარებას);

vi) მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნით, შეიძლება მოხდეს მისი გადაწყვეტილების ან შუალედური


რეზოლუციის თარგმნა და ეროვნულ დონეზე კონკრეტული ადრესატისთვის მიწოდება;

vii) შესაბამისი საქმის შეტანა არა მხოლოდ კომიტეტის DH სხდომების (იმართება წელიწადში
ოთხჯერ) არამედ მისი ორდინალური (იმართება ყოველკვირეულად) სხდომების დღის წესრიგშიც.

დ) ზეწოლის განხორციელება მაღალ დონეზე

i) მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მოპასუხე სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის


(ელჩი) საგანგებო წერილის გაგზავნა და/ან მასთან შეხვედრა;

ii) მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარის მიერ მოპასუხე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა


მინისტრისთვის საგანგებო წერილის გაგზავნა ან მასთან შეხვედრა;

iii) პრობლემის წამოწევა მაღალი დონის (მოპასუხე სახელმწიფოს მინისტრებთან, პრემიერ-


მინისტრთან, პრეზიდენტთან) შეხვედრებზე.

ე) საკითხის განსაჯაროება

მინისტრთა კომიტეტის მიერ შეშფოთების საჯაროდ გამოხატვა მოპასუხე სახელმწიფოზე


ზეწოლის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. სიტუაციის შესაბამისად, ამან შეიძლება
სხვადასხვა ფორმა მიიღოს:

i) მინითრთა კომიტეტის უკმაყოფილების ოფიციალურად დაფიქსირება სხდომის დღის წესრიგში,


რომელიც კომიტეტის ვებგვერდზე ქვეყნდება და საჯაროა;

ii) უკმაყოფილების დაფიქსირება კომიტეტის გადაწყვეტილებსა და შუალედურ რეზოლუციაში;

iii) პრეს-რელიზის გამოქვეყნება;

iv) მინისტრთა კომიტეტის სახელით, კომიტეტის თავმჯომარის მიერ საჯარო განცხადების გაკეთება;

v) უკმაყოფილების (წერილობით ან სიტყვიერად) დაფიქსირება მაღალი დონის შეხვედრებზე.

ვ) ევროპის საბჭოს საპარლამენტი ასამბლეა უფლებამოსილია:

i) მიიღოს რეკომენდაციები მოპასუხე სახელმწიფოსთან მიმართებით;

ii) საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო წესით გამართოს დებატები;

iii) მოიწვიოს მოპასუხე სახელმწიფოს საპარლამენტო დელეგაცია;


iv) მოიწვიოს მოპასუხე სახელმწიფოს შესაბამისი მინისტრი (პრემიერ-მინისტრი), რათა მან პირადად
განმარტოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ან აღსრულების გაჭიანურების მიზეზები.

ზ) მე-14 დამატებითი ოქმით დადგენილი ახალი მექნიზმები - კონვენციის 46-ე მუხლი:

3. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება


ფერხდება გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მას შეუძლია
სასამართლოს განმარტებისათვის მიმართოს;

4. თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს


დაემორჩილოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, კომიტეტს შეუძლია მიმართოს
სასამართლოს იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა ამ ხელშემკვრელმა მხარემ 1-ლი პუნქტით
გათვალისწინებული ვალდებულება;

5. თუ სასამართლო დაადგენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს


მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. თუ სასამართლო ასეთ დარღვევას ვერ დაადგენს, იგი საქმეს
გადასცემს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც წყვეტს საქმესთან დაკავშირებულ პროცედურას.

თ) მინისტრთა კომიტეტის მიერ მოპასუხე სახელმწიფოსთვის ოფიციალური გაფრთხილების


მიცემა, მაგალითად, შუალედური რეზოლუციის მეშვეობით, იმის თაობაზე, რომ
გამოყენებული იქნება ევროპის საბჭოს წესდების მე-8 მუხლი (ხმის უფლების ჩამორთმევა
ან/და ევროპის საბჭოდან გარიცხვა).

You might also like