You are on page 1of 3

მინისტრთა კომიტეტის (2008)2 რეზოლუცია ადამიანის უფლებათა ევროპული

სასამართლოს გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულებისათვის ეფექტიანი


შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების შესახებ

(მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2008 წლის 6 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების 1017-ე
შეხვედრაზე)

მინისტრთა კომიტეტი, ევროპის საბჭოს წესდების მე-15 (ბ) მუხლის თანახმად,

ა) ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული


კონვენციის (შემდგომში „კონვენცია“) 46-ე მუხლის თანახმად, მაღალი ხელშემკვრელი
მხარეების სამართლებრივ ვალდებულებას, დაემორჩილონ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს (შემდგომში „სასამართლო“) ყველა საბოლოო გადაწყვეტილებას იმ საქმეებზე,
სადაც ისინი არიან მხარეები;
ბ) იმეორებს, რომ გადაწყვეტილებები სადაც სასამართლო ადგენს დარღვევას, მაღალ
ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს:
- გადაიხადონ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა სამართლიანი
დაკმაყოფილების სახით;
- სადაც აუცილებელია გაატარონ ინდივიდუალური ზომები, იმისათვის, რომ
აღკვეთონ დარღვევა, რომელიც დაადგინა სასამართლომ და გამოასწორონ მისი
შედეგები რამდენადაც ეს შესაძლებელია;
- სადაც აუცილებელია, მიიღონ ზოგადი ღონისძიებები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ
აღკვეთონ მსგავსი სახის დარღვევები ან მოახდინონ მათი პრევენცია.
გ) ითვალისწინებს რა, რომ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, მოპასუხე
სახელმწიფო თავისუფალია იმ საშუალების არჩევაში, რომლითაც კონვენციის 46-ე
მუხლიდან გამომდინარეის ის შეასრულებს სამართლებრივი ვალდებულებას;
დ) დარწმუნებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტიანი
აღსრულება ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას წევრ სახელმწიფოებში და
ადამიანის უფლებათა ევროპული დაცვის სისტემის გრძელვადიან ეფექტიანობას;
ე) აღნიშნავს, რომ თანმიმდევრული ზომების ყოვლისმომცველი პაკეტის სრულად
განხორციელება, რომელიც მოხსენიებულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის
ეროვნულ და ევროპულ დონეზე ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფის შესახებ“
დეკლარაციაში, რომელიც მიიღო მინისტრთა კომიტეტმა 114-ე სესიაზე (2014 წლის 12
მაისი), სხვებს შორის, მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების
ხელშეწყობას;
ვ) ითვალისწინებს იმას, რომ ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა და მთავრობის
მეთაურებმა 2005 წლის მაისში, ვარშავაში ხაზი გაუსვეს სასამართლოს გადაწყვეტილებების
სრულყოფილი და სწრაფი აღსრულების აუცილებლობას;
ზ) ამასთანავე აღნიშნავს, რომ აუცილებელია შიდასახელმწიფოებრივი საშუალებების
გაძლიერება სასამართლო გადაწყვეტილებების სრულფასოვანი აღსრულებისათვის;
თ) ხაზს უსვამს, ინფორმაციის დროულად მიღებისა და აღსრულების პროცესში
ჩართული ყველა სახელმწიფო სუბიექტის ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობასა და
ასევე ეროვნულ სისტემებში, მათ შორის, უმაღლეს დონეზე აღსრულების ეფექტიანობის
უზრუნველყოფის საჭიროებას;
ი) აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ასამბლეამ რეკომენდაცია მისცა მინისტრთა კომიტეტს
დაარწმუნოს წევრი სახელმწიფოები გააუმჯობესონ და სადაც აუცილებელია შექმნან შიდა
მექანიზმები და პროცედურები - როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე - რათა
უზრუნველყონ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური იმპლემენტაცია
ყველა სახელმწიფო სუბიექტის კოორდინირებული ქმედებით და მაღალ პოლიტიკურ
დონეზე აუცილებელი მხარდაჭერით;1
კ) აღნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციის დებულებები ეხება, mutatis mutandis, ნებისმიერი
განჩინების2 ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელიც შეიცავს ჩანაწერს
ნებისმიერი მეგობრული მორიგების პირობების შესახებ ან საქმის დახურვას სახელმწიფოს
მიერ ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე;

რეკომენდაციით მიმართავს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა:


1. განსაზღვრონ კოორდინატორი - პირი ან ორგანო - სასამართლო გადაწყვეტილებების
ეროვნულ დონეზე აღსასრულებლად. ეს კოორდინატორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი
შესაბამისი კონტაქტებით ეროვნული ხელისუფლების იმ ორგანოებთან, რომლებიც
ჩართულნი არიან აღსრულების პროცესში. ამ კოორდინატორს უნდა ჰქონდეს საჭირო
უფლებამოსილება და ძალაუფლება იმისათვის რომ:
- მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
- კავშირი დაამყაროს იმ პირებთან ან ორგანოებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი
არიან ეროვნულ დონეზე მიიღონ აუცილებელი ზომები სასამართლო
გადაწყვეტილების აღსასრულებლად; და
- თუ საჭიროება იქნება, მიიღოს ან წამოიწყოს შესაბამისი ზომები აღსრულების
პროცესის დასაჩქარებლად;
2. უზრუნველყონ მუდმივი წარმომადგენლობის გზით ან სხვა მხრივ, საჭირო
მექანიზმების არსებობა კოორდინატორსა და მინისტრთა კომიტეტს შორის ეფექტური
დიალოგისა და ინფორმაციის მიწოდებისათვის;
3. მიიღონ საჭირო ზომები, ყველა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე აღსრულების პროცესში ამ გადაწყვეტილებებთან მიმართებით

1
საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია 1764 (2006) – „ ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპემენტაცია“
2
როცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 დამატებითი ოქმი შევიდა ძალაში
მინისტრთა კომიტეტის შესაბამისი გადაწყვეტილებების და რეზოლუციების სათანადო
სუბიექტებისათვის სწრაფად და სათანადოდ გავრცელებისათვის და სადაც საჭიროა
უზრუნველყონ მათი თარგმნა;
4. რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდინონ იდენტიფიცირება იმ ზომების, რომლებიც
შეიძლება საჭირო გახდეს სწრაფი აღსრულების უზრუნველსაყოფად;
5. ხელი შეუწყონ საჭირო ზომების მიღებას შესაბამის სუბიექტებს შორის აღსრულების
პროცესში ეფექტური, ერთობლივი ძალისხმევის განვითარებისათვის, როგორც ეროვნულ
დონეზე, ისე ზოგადად ან შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების პასუხად და
მოახდინონ მათი კომპეტენციების იდენტიფიცირება;
6. სადაც აუცილებელია, სწრაფად მოამზადონ სამოქმედო გეგმა იმ ღონისძიებების
შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილებების
აღსასრულებლად, თუ შესაძლებელია სათანადო ვადებთან ერთად;
7. მიიღონ საჭირო ზომები იმისათვის, რომ აღსრულების პროცესში ჩართული
სუბიექტები საკმარისად გაეცნონ შესაბამისი სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს,
აგრეთვე მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებსა და პრაქტიკას;
8. შესაბამის სუბიექტებს შორის გაავრცელონ ევროპის საბჭოს მიერ მომზადებული
სახელმძღვანელო აღსრულების პროცესის შესახებ და ხელი შეუწყონ მის გამოყენებას.
აგრეთვე ხელი შეუწყონ ევროპის საბჭოს მონაცემთა ბაზის გამოყენებას, სადაც მოცემულია
ინფორმაცია აღსრულების მდგომარეობაზე, მინისტრთა კომიტეტის წარმოებაში მყოფ ყველა
საქმესთან მიმართებით;
9. აუცილებლობის მიხედვით, ინფორმაცია მიაწოდონ პარლამენტს აღსასრულებელი
სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ და იმ ღონისძიებებზე, რაც ამ მხრივ გატარდა;
10. სადაც აუცილებელია, აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი პრობლემის
არსებობისას, უზრუნველყონ ყველა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის, პოლიტიკურ
დონეზე.

You might also like