Professional Documents
Culture Documents
ფრიდრიხ ნიცშე -ხილვისა და გამოცანის შესახებ (ასე იტყოდა ზარატუსტრა)
ფრიდრიხ ნიცშე -ხილვისა და გამოცანის შესახებ (ასე იტყოდა ზარატუსტრა)
– რადგან არა გსურთ მხდალი ხელით ძაფის მოსინჯვა; და იქ, სადაც გამოცნობა
შეგიძლიათ, უკადრისობთ გამორკვევას –
1
Gesicht, რომელიც დღევანდელ გერმანულში სახეს ნიშნავს, შუასაუკუნეებში სწორედ ხილვას ან
ჩვენებას აღნიშნავდა (ინგ. Vision).
2
Gesicht des Einsamsten – შეიძლება ასევე ითარგმნოს როგორც „უმარტოვესის/უმარტოსულესის სახე“.
პირქუშად მივაბიჯებდი ამას წინედ ცხედრისფერ ბინდში, – პირქუშად და ცივად,
მოკუმული ტუჩებით. არა ერთი მზე ჩავიდა ჩემზედ.
„ო, ზარათუსტრა, შენ სიბრძნის ქვაო, შენ შურდულის ქვაო, შენ ვარკვლავთა
ცამტვერად მქცევო! ასე მაღლა ისროდი საკუთარ თავს, – მაგრამ ყოველი ასროლილი
ქვა, – უნდა დაეცეს!“
3
ტატიშვილის თარგმანში გამოყენებული „ჰე, ზარათუსტრა“ უფრო მოხდენილად და ქართულად
ჟღერს, მაგრამ „ო, ზარათუსტრა“ უფრო ირონიული და დამცინავია, რაც სცენასაც შეესაბამება.
4
Stein der Weisheit – იგივე ფილოსოფიური ქვა.
5
Steinigung – იგივე ქვებით ჩაქოლვა.
ავდიოდი, ავდიოდი, მეზმანებოდა, ვფიქრობდი, – მაგრამ ყოველივე მაწვებოდა მე.
სნეულს ვგავდი, რომელსაც თვისი უგვანი ტანჯვა ღლის და რომელსაც ძილიდან
კვლავ კიდევ უფრო უგვანი სიზმარი აღვიძებს.
მაგრამ არის ჩემში რაღაც, რასაც გულადობას ვუწოდებ: რომელიც ბოლოს უღებდა
აქამდე ჩემს ყოველ გულგატეხილობას. ამ გულადობამ მიკარნახა ბოლოს შედგომა და
თქმა: „ჯუჯავ! შენ! ან მე!“
6
Klingendes Spiel – იგივე სამხედრო მუსიკა/მარში.
2
„შესდექი! ჯუჯავ! ვთქვი მე. მე! ან შენ! ჩვენ ორს შორის კი მე ვარ უძლიერესი – : შენ
არ იცნობ ჩემს უფსკრულისებრ აზრს! შენ – მას ვერა ზიდავდი!“ –
„შეხედე ამ კარიბჭეს! ჯუჯავ! განვაგრძე თქმა: მას ორი სახე აქვს. აქ ორი გზა შეეყრება
ერთმანეთს: რომელნიც ბოლომდე არავის გაუვლია.
ეს გრძელი გზა უკან: იგი მთელი მარადისობა გრძელდება. და ის გრძელი გზა წინ –
იგი მეორე მარადისობაა.
შეხედე, განვაგრძე მე, ამ წამს! ამ კარიბჭე-წამიდან გრძელი, მარადი გზა რბის უკუ:
ჩვენს უკან მარადისობა ძევს.
განა ყოველივეს, რასაც ვლა ძალუძს, უკვე ერთხელ გავლილი არ უნდა ქონდეს ეს გზა?
განა ყოველივე, რასაც მოხდენა ძალუძს, უკვე ერთხელ მომხდარი, გაკეთებული,
ჩავლილი არ უნდა იყოს?
და თუ ყოველივე უკვე ნამყოფია: რას ფიქრობ, ჯუჯავ, ამ წამზე? განა ეს ჭიშკარიც უკვე
– ნამყოფი არ უნდა იყოს?
რამეთუ, ყოველივე რასაც ვლა ძალუძს: ამ გრძელ წინმავალ გზაზე – უნდა კვლავ
გაიაროს! –
– და განა კვლავ არ უნდა დავბრუნდეთ და იმ სხვა გზით გავიაროთ, ჩვენ წინ რომაა,
იმ გრძელი, საშინელი გზით – განა ჩვენ მარადიულად არ უნდა დავბრუნდეთ? –„
ასე ვამბობდი და უფრო და უფრო ჩუმად: რამეთუ მეშინოდა ჩემი საკუთარი აზრების
და ფარულ-აზრების. უცებ ახლოს მომესმა ძაღლის ყმუილი.
მსმენია მე ოდესმე ძაღლის ასე ყმუილი? ფიქრით უკუვიქეცი. კი! როდესაც ბავშვი
ვიყავი, შორეულ ბავშვობაში:
– მაშინ გავიგონე ერთხელ ძაღლის ასე ყმუილი. და ვნახე კიდევაც იგი, ბალან აყრილი,
ზევით აწეული თავით, მოცახცახე, უჩუმეს შუაღამეში, როდესაც ძაღლებსაც სჯერათ
მოჩვენებების:
ჩემი ხელი გლეჯდა და გლეჯდა გველს: – ამაოდ! ვერ ამოგლიჯა გველი სასიდან. მაშინ
დაიძახა ჩემიდან: „მოკვნიტე! მოკვნიტე!
მაშ ამოიცანით გამოცანა, მე რომ მაშინ ვნახე; მაშ განმარტეთ ხილვა უმარტოვესისა.
რამეთუ ხილვა იყო იგი და წინათგრძნობა: – რა ვნახე მე მაშინ იგავურად? და ვინ არის,
ვინც კიდევ ერთხელ უნდა მოვიდეს?
ვინ არის მწყემსი, რომელსაც გველი სასაში შეუძვრა? ვინ არის ადამიანი, რომელსაც
ყოველი უმძიმესი და უშავესი სასაში შეუძვრება?
ჰე, ძმებო, მესმა სიცილი, რომელიც არა ადამიანისა იყო სიცილი, – – და აწ მაწვალებს
წყურვილი, ლტოლვა, რომელიც არასოდეს განელდება.
ჩემი წყურვილი ამ სიცილისა მაწვალებს მე: ო, როგორ ავიტანო, რომ დავრჩე ცოცხალი!
და როგორ ავიტანდი მე აწ სიკვდილს!7 –
7
შდრ. ვაგნერის „ტრისტანი და იზოლდა“-ს მესამე მოქმედებიდან: „Sehnen! Sehnen!
Im Sterben mich zu sehnen,
vor Sehnsucht nicht zu sterben!“
„ლტოლვა! ლტოლვა!
რომ ვილტვოდე სიკვდილში,
რომ ლტოლვისგან არ ვკვდებოდე!“