You are on page 1of 9

შვეიცარია - საპყრობილე

ავტორი: დიურენმატი ფრიდრიხ


ფრიდრიხ დიურენმატის სიტყვა, თქმული 1990 წლის 22 ნოემბერს, ვაცლავ ჰაველის გოტლიბ დუტვეილერის
პრემიით დაჯილდოების დროს.

ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის პაქტის ჯარების შემოსვლის წინააღმდეგ გამართულ იმ


საპროტესტო ღონისძიებაში, რომელიც 1968 წელს ბაზელის სახელმწიფო თეატრში
ჩატარდა, მეც მივიღე მონაწილეობა და ჩემი მიმართვა შემდეგი სიტყვებით
დავასრულე: ჩეხოსლოვაკიაში ადამიანურმა თავისუფლებამ სამართლიანი
მსოფლიოსათვის დაპირისპირებაში წააგო მხოლოდ ერთი ბრძოლა და ჯერ კიდევ
არა მთელი ომი. ხელისუფლების დოგმატიკების წინააღმდეგ ომი კვლავაც
გრძელდება, თუნდაც ისინი მხოლოდ კომუნიზმის, ულტრაკომუნიზმის ან
რომელიმე დემოკრატიის ნიღაბსაც კი ატარებდნენ. ტექნიკურად განვითარებულ
ქვეყანაში საშიშ შემთხვევაში თუ როგორ უნდა აწარმოო ბრძოლა ისე, რომ
ჯუნგლებისკენ არ გადაუხვიო, ამას გვიჩვენებს ჩეხოსლოვაკიელი ხალხი, რათა ეს
გადაიტანოს, თავის ჯარს ბრძოლაში არ რთავს, ნიბელუნგებს არ თამაშობს და
თავისი არაძალადობრივი წინააღმდეგობით ხელისუფლების სისტემას არყევს, იქნებ
უფრო სასიკვდილოდაც, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია.
ოც წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ,რაც შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში წააგო
არა მარტო ომი, არამედ დაკარგა თავისი ღირსებაც.

დოგმატიკების ხელისუფლება აღმოსავლეთ ევროპაში დაინგრა, ორივე მხარეს


კბილებამდე შეიარღებული სამხედრო ბლოკი უსარგებლო გახდა, მისი ორმხრივი
მტრის ხატი გაქრა. ორივე ზესახელმწიფო მზარდი ტემპით არა ერთმანეთს, არამედ
საკუთარ თავს დაუპირისპირდნენ.

ჩეხოსლოვაკიამ თავისი არაძალადობრივი წინააღმდეგობა თქვენში, ძვირფასო


ჰაველ, მის წარმომადგენელში, სახელმწიფო პრეზიდენტში ჰპოვა. თქვენ აქ მიიღეთ
გოტლიბ დუტვეილერის პრემია, პრემია კაცისა, რომლის პიროვნებაც შვეიცარიაში,
როგორც პოპულარული, ასევე საკამათოც იყო, რომელმაც თავისი მსხვილი სწარმო
კოოპერატივად გადააქცია და დაარსა პარტია, რომელიც იმ მცირერიცხოვან
პარტიების რიგშია, რომლიც შვეიცარიაში, შეიძლება, ჯერ კიდევ ოპოზიციას
მიეკუთვნება; ამასთნ ერთად, ჩვენ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამ
ქვეყანაში ხომ თავისუფლების პარტიაც არსებობს, რომელიც თავისუფლებაში
თავისუფლების წმინდა სიმბოლოს ხედავს და თავის თავს ოპოზიციად განიხილავს.
როგორც მოტივაციაშია ნათქვამი, თქვენ, ძვირფასო ჰაველ, ეს პრემია მიიღეთ
იმისათვის, რომ სამოქალაქო ვაჟკაცობის, პატიოსნების და ტოლერანტობის
გამომხატველი თქვენი სახელი დემოკრატიულ სახელმწიფოში ინდივიდის
თავისუფალი განვითარების აუცილებელი საფუძვლებისათვის სხვა შეხედულებებს
უპირისპირდება.
შესანიშნავი პრემია,შვეიცარიული პრემია, მაგრამ, რამდენადაც შესაძლებელია,
შეუქცევადი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თქვენ სამსახურეობრივ მოვალეობის
შესრულებაზე უარის მთქმელ შვეიცარიელს სამოქლაქო ვაჟკაცობისა და
პატიოსნებისათვის ვაცლავ ჰაველის პრემიას მიანიჭებდით. და, - მე ახლა უკვე
გაოგნებული ვარ, რამდენად იყავით თქვენ რეჟიმის მიმართ, რომელსაც
აპროტესტებდით, - ტოლერანტი? მართლაც, იმ დროს, როცა თქვენ უარი თქვით
შესაძლებლობაზე, საზღვარგარეთ წასულიყავით, საკუთარ თავზე აიღეთ
დანაშაული და ციხეში წახვედით. ამის შედეგად თქვენ მიაღწიეთ რეჟიმის
დამხობას; იმ დროს, როცა ჩვენი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე
უარის მთქმელი შვეიცარიელები…- ჩვენ, შვეიცარიელები, მხოლოდ ერთხელ
ვიყავით მეომარი ხალხი, ვისაც თითქმის ორასი წელია არავინ დასხმია თავს, მაგრამ
თავს რომ დასხმოდნენ, თავს დაიცავდა და დასტურად იმისა, რომ დაიცავდა,
ციხეში აგზავნის იმათ, რომელთაც სამოქალაქო ვაჟკაცობა და პატიოსნება აქვთ
ასაღიარებელი; რადგან თავს რომ დასხმოდნენ, არავითარ გარემოებაში არ
ისურვებდნენ თავის დაცვას. სასჯელის შემსუბუქებას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი,
თუ სამხედრო სასამართლოს აზრით, რელიგიური მიდრეკილებაა თამაშში
გარეული, მაგრამ თუ პოლოტიკური რწმენა მტკიცეა - როგორც თქვენი იყო,
ძვირფასო ჰაველ, მაშინ სამსახურეობრივ მოვალეობაზე უარის მთქმელ
პოლიტიკოსზე სასამართლოს მთელი სიმკაცრით გამოაქვს განაჩენი, როგორც ეს
თქვენს შემთხვევაში ჩეხოსლოვაკიაში მოხდა.

ასე არიან მაინც ჩვენი სამსახურეობრივ მოვალეობაზე უარის მთქმელი


შვეიცარიელები დისიდენტები. მათ აქამდე ვერაფრს მიაღწიეს.
ამგვარად, მე როგორც შვეიცარიელს, არ მსურს სამხედრო ხაზით მკვეთრად
გამოვიდე ვიღაცის წინააღმდეგ. ჰუსისტების ომმა ბრმა მთავარსარდლის, ციცკას
მეთაურობით თავზარი დასცა ევროპას, მან აღიარა დანაშული, მაგრამ ას წელზე
მეტი გავიდა, სანამ ჰუსი გოტლიბენში საპყრობილეში იჯდა და კოცონზე
დაწვავდნენ, 1278 წლის 28 აგვისტოს აარგაუს ჰაბსბურგელების დინასტიის
წარმომადგენელმა რუდოლფმა დიურუკრუტთან მარხის ბრძოლის ველზე თავის
შვეიცარელ მეფის მეთაურობით ბომენის მეფე ოტოკარ II დაამარცხა, რომელიც 1526
წელს, საბოლოოდ, თითქმის ოთხასი წელი ჰაბსბურგერების ყველაზე წარმატებულ
საზღვაგარეთ მყოფ შვეიცარიული ოჯახის მმართველობის ქვეშ მოექცა, ხოლო
სამშობლოში მათ დაბრუნებას ჩვენ, გამარჯვებებით აღსავსენი შევეწინაღმდეგეთ –
რადგან ვფიქრობთ მხოლოდ მორგატენზე და ზემპაჩზე. ძველი კონფედერაციის
მსხვრევამ გამოიწვია ახალი კონფედერაციის შექმნა, 1918 წელს ასე გამოვიდა
პირველ მსოფლიო ომიდან თანამედროვე ჩეხოსლოვაკია. ორივე ქვეყანა
სახელმწიფო მარცხის შედეგია. ჩვენ - საკუთარის, ჩეხოსლოვაკია კი ავსტრია-
უნგრეთის. შემდეგ მოვიდა ჰიტლერი. ბერნის საკათედრო ტაძარში სამადლობელი
პარაკლისი ჩატარდა, როცა დიდმა სახელმწიფოებმა ჩეხოსლოვაკია ბედის ანაბარა
გასაჭირში მიატოვეს, მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ზუდეტენლანდი
ოკუპირებული იქნა და ცოტა მოგვიანებით ჩეხოსლოვაკია პროტექტორად და
სლოვაკეთი კი ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ისმის კითხვა: მსგავს სიტუაციაში
გაუწევდა თუ არა შვეიცარია წინააღმდეგობას. შეკითხვა უპასუხოა. ის ასეთ
სიტუაციაში არასოდეს ყოფილა.

ჩეხებისათვის კი ეს მდგომარეობა კატასტროფული იყო. მხოლოდ ლიდიცეზე


ფიქრობ - მათ ჰიტლერისათვის უნდა ემუშავათ და ებრაელები გაზით მოწამლეს.
ჩვენ თავს არ დაგვსხმიან, მაგრამ მაინც ჰიტლერისათვის უნდა გვემუშავა და
ებრაელები, რომლებიც ჩვენ საზღვარზე არ გადმოვუშვით და უკან გავაბრუნეთ,
გაზით მოწამლეს.
ომის შემდგომ ჩეხოსლოვაკია სტალინისა და მისი მემკვიდრეების პოლიტიკის
მსხვერპლი გახდა. გდრ-ისა და უნგრეთის შემდეგ, აგრეთვე ამ ქვეყანაში იმის
მცდელობას, რომ კომუნიზმი ადამიანური გაეხადათ და გარდაექმნათ,
ძალისმიერად შეუშალეს ხელი.
თქვენ, ვაცლავ ჰაველ, მოვლენებზე და ერთიანობაზე წერდით თქვენს ესეებში.
ორმოცდაათიან წლებში ჩვენს ქვეყანაში უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკები და
მასში მოთავსებული ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი იყო. ამასთან ერთად,
ახალგაზრდულ სამშენებლო მოედანზე წინ გამოვიდნენ ათიათასობით ახალი
რწმენით აღფრთოვანებულები და მღეროდნენ აღმშენებლობის სიმღერებს,
აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. დრამატიზმით აღსავსენი საზღვრებისკენ
გარბოდნენ, შეთქმულებას აწყობდნენ და იმავდროულად საზეიმო ლექსებს
თხზავდნენ მთავარ დიქტატორზე.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავისი მეგობრების სასიკვდილო
განაჩენს, რამდენადაც უცნაური უნდა იყოს, მაინც შესაძლებელი იყო, რომ მას აქა-იქ
კვლავ ქუჩაში შეხვედროდით.
იდეალისტებისა და ფანატიკოსების სიმღერა, პოლიტიკური დამნაშავეების
ბობოქრობა და გმირების ტანჯვა-წამება უხსოვარი დროიდან ისტორიას
მიეკუთვნება.
ორმოცდაათიანი წლები თუმც ცუდი დრო იყო, მაგრამ მაინც ასეთი დროები
კაცობრიობის ისტორიაში ხშირად იყო. ყოველთვის შეიძლებოდა მისი ამ
დროებისათვის დაქვემდებარება და მეტ-ნაკლებად მასთან შედარება. როგორც კი
შესაძლებლობა იქნებოდა, მუდამ იგონებდნენ ისინი რამენაირად ამ ისტორიას.
მე ვერ გავბედავ იმის მტკიცებას, რომ ამ დროში არაფერი მომხდარა და ან ეს
მოვლენა მისთვის უცნობი იყო. პოლიტიკური ხელისუფლების ძირითად
ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში საბჭოეთის დავდასხმის
დროს დადგინდა, ერქვა “რჩევა-დარიგება კრიზისის დროიდან”. მასში იყო რაღაც
სიმბოლური. ამ ხელისუფლებამ, მართლაც ისწავლა რაღაც. მან აღნიშნა, საითკენ
შეიძლება წავიდეთ, შეხედულებებისა და ინტერესების პლურალიზმს კარს ცოტათი
თუ გაუღებთ: თავისი ტოტალიტარული არსის საშიშროებისკენ. ასეთი
ინსტრუქტაჟით მან ყველაფერზე უარი თქვა, გარდა საკუთარი თავის მხარდაჭერისა.
ცხოვრების პირდაპირი და არაპირდაპირი მანიპულაციების ყველა მექანიზმებმა
დაიწყეს საკუთარი დინამიკის სახეობის აქამდე უცნობ ფორმებში გადაზრდა. უკვე
არაფრის დათმობა არ შეიძლებოდა შემთხვევისათვის. უკანასკნელ ცხრამეტ წელს,
როგორც თვალსაჩინო მაგალითს, შეუძლია ჩეხოსლოვაკიაში მომწიფებულ და
ყავლგადასულ ტოტალიტარულ სისტემას ემსახუროს. რევოლუციური ეთოსი და
ტერორი განთავისუფლდა დამყაყებული უმოძრაობისაგან, ალიბისტური
სიფრთხილისაგან, ბიუროკრატიული ანონიმურობისაგან, უშინაარსო
სტერეოტიპისაგან, რომლის ერთადერთი აზრი იმაში მდგომარეობს, მუდამ
სრულყოფილი გახდეს, ვიდრე ისინი არიან. აღფრთოვანებულთა სიმღერა და
წამებულთ ჩივილი შეწყდა. უსამართლობამ აბრეშუმის ხელთათმანები ჩაიცვა და
ყბადაღებული საწამებელი კამერებიდან ბიოუროკრატების რბილი ავეჯით მორთულ
ბიუროებში გადაინაცვლა. რესპუბლიკის პრეზიდენტი, შეიძლება, მაქსიმუმ ერთხელ
თავისი მანქანის ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა შენიშნო, როცა პოლოციის კორდონის
თანხმლებით აეროდრომისკენ მიქრის, რათა პოლკოვნიკ სადაფს მიესალმოს.
დრომოჭმული სისტემა ეყრდნობა ისეთ რაფინირებულ, კომპლექსურ და მძლავრ
ძლევამოსილ სამანიპულაციო ინსტრუმენტებს, რომ მკვლელები და მოკლულები
აღარ სჭირდება. უფრო ნაკლები სჭირდება უტოპიის გულმოდგინე აღმშენებლები,
რომლებიც თავიანთი ოცნებებით უკეთესი მომავლისათვის უწესრიგობას იწვევენ.
ცნება “რეალურად არსებული სოციალიზმი”, რომელიც ამ ეპოქამ თავისთვის
გამოიგონა, იმას მიუთითებს, თუ ვისთვის არ არის იქ ადგილი - მეოცნებეთათვის.
და, როცა თქვენ, ვაცლავ ჰაველ, ამგვარად, როგორც სახელმწიფო პრეზიდენტმა 1990
წელს თვენს საახალწლო გამოსვლაში თქვენი ოცნებები უფრო ახლოს
გაითვალისწინეთ და ჩამოაყალიბეთ, იქნებ, იკითხოთ, როგორ რესპუბლიკაზე
ვოცნებობ მე.
მე გიპასუხებთ: დამოუკიდებელ, თავისუფალ, დემოკრატიულ, ეკონომიკურად
აყვავებულ და ამავდროულად სოციალურ, სამართლიან რესპუბლიკაზე, მოკლედ
რომ ვთქვა, ადამიანურ რესპუბლიკაზე, რომელიც ადამიანებს ემსახურება და
ამიტომაც იმედი აქვს, რომ ადამიანებიც მოემსახურებიან. ყოველმხრივ
განათლებულ ადამიანების რესპუბლიკაზე, რადგან მათ გარეშე, არცერთი ჩვენი
პრობლემის გადაჭრა არ შეიძლება, იქნება ეს ადამიანური, ეკონომიკური,
ეკოლოგიურ, სოციალური და პოლიტიკური. ასევე ფიქრობს ბევრი შეიცარიელი
ძირითადად ოცნებებში, რომ ისინიც იმ რესპუბლიკაში იცხოვრებენ, რომელზედაც
თქვენ, ვაცლავ ჰაველ, ოცნებობთ. მაგრამ სინამდვილე, რომელზედაც
შვეიცარიელები ოცნებობენ სხვაგვარია.
ძვირფასო, ვაცლავ ჰაველ, თქვენ, როგორც დრამატურგმა, სინამდვილე, რომელშიც
ცხოვრობდით, სანამ პოლიტიკური დოგმატიზმი მარცხს განიცდიდა, პიესაში
ასახეთ, რომელსაც კრიტიკოსები აბსურდის თეატრად მიიჩნევენ. ჩემთვის ეს
პიესები არ არის აბსურდი, უაზრო, არამედ ტრაგიკული გროტესკებია. გროტესკი
ხომ მაინც პარადოქსის, აბსურდის გამოხატვაა, რომელიც წარმოიშობა, როცა ვინმეს
მისთვის გონივრულ იდეაზე, თუ როგორ ასახვს მას კომუნიზმი - საზოგადოებრივ
სამართლიან წესრიგზე აფიქრებინებს? - სინამდვილში დანერგავს - აგრეთვე
უძველესი ქრისტიანობაც, ბოლოს და ბოლოს, კომუნისტური იყო და რა გამოვიდა
ქრისტიანობიდან?
ადამიანის მეშვეობით ყველაფერი პარადოქსული ხდება, აზრი უაზროდ იქცევა,
სამართლიანობა - უსამართლობად, თავისუფლება - მონობად, რადგან ადამიანი
თვითონაა პარადოქსი, არაციონალური რაციონალისტი.
ასე უპირისპირდება თქვენს ტრაგიკულ გროტესკებს აგრეთვე შვეიცარიაც, როგორც
გროტესკი: როგორც საპყრობილე, მაგრამ მაინც თითქმის სხვა, ვიდრე ის
საპყრობილეები იყვნენ, რომელშიც თქვენ მოგათავსეს, ძვირფასო ჰაველ; როგორც
საპყრობილე, საითკენაც შვეიცარიელები გაიქცეოდნენ. რადგანაც საპყრობილეს
გარეთ ყველაფერი ერთმანეთს დაეჯახა და რადგანაც ისინი მხოლოდ საპყრობილში
გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რომ თავს არ დაესხმებიან.
შვეიცარიელები თავს თავისუფლდ გრძნობენ, ვიდრე ყველ სხვა დანარჩენი ხალხი;
თავისუფლად, ვიდრე პატიმრები, თავიანთი ნეიტრალიტეტის საპყრობილეში.
მხოლოდ ერთი სიძნელე არსებობს ამ საპყრობილესათვის, სახელდობრ, იმის
მტკიცება, რომ ეს საპყრობილე კი არ არის, არამედ თავისუფლების ბურჯია.
გარედან დანახული ეს საპყრობილე - საპყრობილეა და იქ მყოფი ადამიანები -
პატიმრები და ვინც დაჭერილია, ის თავისუფალი არაა.

გარე სამყაროსათვის თავისუფალი მხოლოდ ციხის ზედამხედველია, ისინი რომ


თავისუფლები არ იყვნენ, მაშინ პატიმრები იქნებოდნენ. ეს წინააღმდეგობა რომ
გადაეწყვიტათ, პატიმრებმა ზედამხედველის საყოველთაო მოვალეობები შემოიღეს.
ყოველი პატიმარი, რომელიც ამვე დროს საკუთარი თავის დარაჯია, ამტკიცებს, რომ
ის თავისუფალია.შვეიცარიელს ამით დიალექტური უპირატესობა აქვს, რომ ის
ერთდროულად თავისუფალი, პატიმარი და დარაჯია. ციხეს არ სჭირდება გალავანი,
რადგან მისი პატიმრები ზედამხედველებიც არიან და საკუთარ თავს თავადვე
სდარაჯობენ და რადგანაც ზედამხედველები თავისუფალი ადამიანები არიან და
ისინიც აგრეთვე მთელ მსოფლიოსთან ხელსაყრელ გარიგებებს დებენ და თან
როგორ! და რადგანაც ისინი მაინც პატიმრები არიან, არ შეუძლიათ გაერო-ში
შევიდნენ და ევროპის ეკონომიკური გაერთიანება მათ ძალიან აწუხებთ.
ვინც დიალექტურად ცხოვრობს, ის სიძნელეებს აწყდება.
რადგანაც ზედამხედველებიც პატიმრები არიან, შეიძლება მათ შორის ეჭვიც
წარმოიქმნას, ისინი არიან პატიმრები და არა ზედამხედველები, ან სრულიად
თავისუფლები, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ, ვინც ეჭვმიტანილად მიაჩნდა,
საქმე აღძრა მათზე. ის თავს დაჭერილად გრძნობს და არა თავისუფლად, რადგანაც
ის ბევრში ეჭვს იწვევდა, საქმეების გროვა შექმნა, რომელთაც, რაც უფრო მეტს
იკვლევდა, როცა მთლიანი საქმეების გროვა აღმოჩნდა, ყოველი ახალი საქმის უკან
ახალი ამოტივტივდებოდა. მაგრამ რადგანაც ამ საქმეების დასტა მხოლოდ იმ
შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ, როცა ციხეს თავს დაესხმებოდნენ და რადგანაც
არასოდეს დასხმიან თავს და, როცა ამ საქმეებიდან შეიტყვეს, რომლებიც
პატიმრებზე იყო შედგენილი, და ზედამხედველებმა თავი იგრძნეს მოულოდნელად
პატიმრებად და არა თავისუფლებად, ისინი თავს გრძნობდნენ ისე, როგორც ეს
ციხის ადმინისტრაციას არ სურდა, რომ მათ თავი ასე ეგრძნოთ. რათა თავი კვლავ
თავისუფლებად, ზედამხედველად და არა პატიმრებად ეგრძნოთ, პატიმრებმა ციხის
ადმინისტრაციას მოსთხოვეს ახსნა-განმარტება იმაზე, ვინ დაიწყო საქმეები. მაგრამ
დოსიეები იმდენად მძლავრი იყო, ციხის ადმინისტრაცია იმ გადაწყვეტილებამდე
მივიდა, რომ საქმეები თავისთვის შედგა.
იქ, სადაც ყველა პასუხისმგებელია, არავინ არ არის პასუხისმგებელი.
შიშმა, რომ დაცული არა ხარ, გამოაშკარავა ეს საქმეები. შიში უსაფუძვლო არ არის.
ვის სურს ციხეში, სადაც თავისუფალი ხარ, არ იყო პატიმარი და ასე გახდა
საპყრობილე მსოფლიოს ატრაქციონი; ბევრი ცდილობს გახდეს პატიმარი, რისი
ნებაც მათ აქვთ, როცა მათ ხელში საჭირო საშუალებებია, თავისუფლება, ბოლოს და
ბოლოს, ცოტათი ძვირფასია იმ დროს, როცა გაკოტრებულს ციხეში
შეძლებისდაგვარად იმ უსაფრთხოების ძებნა შეეძლოთ, რომელიც მხოლოდ
თავისუფალ პატიმარს აქვს და კვლავაც ბევრს უარი უთხრეს.
ციხის ადმინისტრაციის არ უნდა შეგშურდეს.
ერთი მხრივ, ცოტა პატიმარია იმისათვის, რომ საპყრობილეში სისუფთავე დაიცვას,
მდიდრად მორთული საკნები, დერეფნები და გისოსები გაწმინდოს. ასე რომ,
გარედან ასეთი ციხეში ისეთები უნდა დატოვო, რომლებიც ფულის საშოვნელად
ციხეს შეაკეთებენ, გადააკეთებენ და ციხის აქტიურ მდგომარეობას მხრს დაუჭერენ.
თავის მხრივ, პატიმრებს, რომლებიც თუმც ფულს გამოიმუშავებენ, ისევ დაჰყურებენ
ზემოდან, რადგან თავისუფლები არ არიან.
სხვა მხრივ, ყველა საპყრობილემ რაღაცას უნდა უდარაჯოს, მაგრამ როცა პატიმრები,
როგორც ზედამხედველები საკუთარ თავს თავად სდარაჯობენ, არსებობს ეჭვი, რომ
დარაჯები კიდევ სხვა რაღაცას დარაჯობენ, ვიდრე საკუთარ თავს, რის გამოც კიდევ
უფრო ძლიერდება ის აზრი, რომ ციხის პირდაპირი, უშუალო არსი იმაში კი არ
მდგომარეობს, რომ პატიმრების თავისუფლება, არამედ ბანკის საიდუმლეობა
დაიცვას.
ასეა თუ ისეა, ეს ციხე იფურჩქნება და მისი ბიზნესი გარდა საკუთარისა, ისე გადაება
მაფიოზურ სტრუქტურებს, რომ უფრო და უფრო ძლიერდება ეჭვი, არსებობს თუ
არა, საერთოდ, კვლავ საპყრობილე, თუ ის მოჩვენებითი ციხე გახდა. იმისთვის, რომ
თავისი ნამდვილობა დაამტკიცოს, ციხის ადმინისტრაცია ყოველთვის ხარჯავს იმ
ზედმხედველებისათვის, რომლებიც მათი საკუთარი პატიმარია, მილიარდობით
შვეიცარიულ ფრანკს თანამედროვე იარაღზე, რომელიც მუდამ ძველდება, და კვლავ
ახლის შეძენის საჭიროებას ქმნის, მიუხედავად იმის დამაჯერებლობისა, რომ ომი
იმის მარცხს ნიშნავს, რის დაცვასაც ცდილობს. ის თავდებობს უტოპიას,
ნიბელუნგების სტრატეგია ტექნიკურ სამყაროში მზარდ კატასტროფებისადმი
მიდრეკილებას აბსოლუტურ უსაფრთხოების უფლებას ანიჭებს, ნაცვლად იმისა,
რომ გამოიკვლიოს, სწორედ შვეიცარიის საპყრობილეს შეუძლია მამაცობა,
გამბედაობა გამოიჩინოს, მისი ზედამხედველები გააუქმოს იმ ნდობის
მოსაპოვებლად, რომ მისი პატიმრები არ არიან პატიმრები, არამედ თავისუფლები,
რაც, რა თქმა უნდა, იმას აღნიშნავდა, რომ შვეიცარია არ არის საპყრობილე, არამედ
ევროპის ნაწილი, ერთი მისი რეგიონთაგანი, როგორც, დიახ, საერთოდ, ევროპა,
მიუხედავად გერმანიის გაერთიანების შოკისა, რეგიონებად რღვევას იწყებს.
ასე გაიტეხა სახელი საპყრობილემ. მას საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ციხის
ადმინისტრაცია, რომელიც ყველაფრის კანონიერად მოწესრიგებას ცდილობს,
ამტკიცებს, რომ საპყრობილე არ იმყოფება კრიზისში, პატიმრები თავისუფლები
არიან, რამდენადაც ისინი ციხის ადმინისტრაციის ნამდვილი პატიმრები არიან, იმ
დროს, როცა ბევრი პატიმარი იმ აზრისაა, რომ ციხე იმყოფება კრიზისში, რადგანაც
პატიმრები თავისუფლები კი არა, არამედ პატიმრებია. საპატიმროს შიდა დისკუსია,
რომელიც მხოლოდ უწესრიგობას ამყარებს, რადგან ციხის ადმინისტრაციას
განზრახული აქვს Aშვიდასი წლის წინ მოჩვენებითი, სავარაუდო ციხის დაარსება
იზეიმოს, როცა მაშინაც კი საპყრობილე აგრეთვე ციხე არ იყო, არამედ შეშინებული
მტაცებლების ბუდე.
ამგვარად, ჩვენ არ ვიცით, რა უნდა ვიზეიმოთ, ჩვენი ციხე თუ თავისუფლება. თუ
ვიზეიმებთ ციხის დაბრუნებას, მაშინ პატიმრები თავს დაკავებულად იგრძნობენ და
თუ ვიზეიმებთ თავისუფლებას, ციხე საჭირო აღარ იქნება. და რადგანაც
საპყრობილეს გარეშე ცხოვრებას ვერ ვბედავთ, კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩვენს
დამოუკიდებლობას, რადგანაც ჩვენი ნეიტრალიტეტის დამოუკიდებელ ციხეში
გარედან ვერავის მოელაპარაკები, დაჭერილები ვართ თუ თავისუფლები.
ომების და ოკუპაციების გადატანა, შეიძლება დიდი მსხვერპლის შედეგად,
რომელსაც, არავის ვუსურვებ, მაგრამ თქვენმა ქვეყანამ და არა უკანასკნელად თქვენ,
ძვირფასო ვაცლავ ჰაველ, ეს დაამტკიცეთ იმ დროს, როცა ჩვენ, შვეიცარიელები
წინააღმდეგობით, რომელიც არ შემოწმებულა, ვერაფერს დავამტკიცებდით და ვერც
ვამტკიცებთ.
ეს არის უცნაური გრძნობა, ძვირფასო ჰაველ, რომელიც მე დამეუფლა, როცა ამ
სიტყვას ვწერდი და ახლა მეუფლება, როცა ვკითხულობ.
ძალიან ბევრი უხერხულობაა ამ გრძნობაში, რადგან მეტისმეტად ადვილად
შეგიძლიათ, როგორც მტკიცებულება არაკეთილგანწყობილებით გამოიყენოთ, რომ
ჩვენი დასვლეთი სამყარო წესრიგშია და რომ იმაზე დიდი არაფერია, ვიდრე
თავისუფლება. ხალისით ვმალავთ იმას, რასაც თქვენ ესეებში ცდილობთ აღწეროთ,
რომ სიმართლით გვეცხოვრა; ეს ისე არ გამოიყურება, რომ ტრადიციულ
პარლამენტალურ დემოკრატიებს რეცეპტი ჰქონდეთ შესათავაზებელი, თუ როგორ
შეიძლება პრინციპული ტექნიკური ცივილიზაციის, ინდუსტრიისა და
სამომხმარებლო კომპანიის ,,საკუთრ მოძრაობას” შეეწინაღმდეგო. თქვენც
იმყოფებით ბუქსირზე, გსურთ დაეხმაროთ სხვას და მათ მიმართ უმწეო ხართ.
არსებობს მხოლოდ მეთოდი, თუ როგორ მანიპულირებენ ისინი ადამიანებზე,
უსასრულოდ დახვეწილებზე და რაფინირებულებზე, ვიდრე პოსტოტალიტარული
სისტემის მკაცრი მეთოდია. მაგრამ ეს მთლიანი სტატიკური კომპლექსი
დამყაყებული და უკონცეფციო და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით
განპირებობებული პოლიტიკური მასების პარტიებისა, რომლებიც
პროფესიონალური აპარატის გავლენის ქვეშ არიან და მოქალაქეებს ყოველგვარი
კონკრეტული და პირადი პასუხისმგებლობისაგან ანთავისუფლებენ, ეს მთლიანი
კომპლიცირებული სტრუქტურა, ფარულად მანიპულირებული და გაფართოებული
ცენტრები კაპიტალის დაგროვებისა, სამომხმარებლო საზოგადოების, პროდუქტის,
რეკლამის, კომერციის, სამომხმარებლო კულტურის ეს ყველგან მსუფევი დიქტატი,
ეს მთლიანი საინფორმაციო ზვირთი - ყველაფერ ამას, უკვე ასე ხშირად
გაანალიზირებულს და აღწერილს, შეიძლება ნამდვილად მხოლოდ ძნელად
დავაკვირდეთ, ვიდრე პერსპექტივას, ან გზას, რომელზედაც თვითონ ადამიანი
კვლავ იმყოფება. კარგია, რომ ეს წინადადებები ჩვენი დასავლური თავისუფლების
შესახებ მეხსიერებაში აისახა, უფრო მეტად, ვიდრე ეს დოგმატურად რეალურად
არსებულ სოციალიზმის ციხიდან მოდის. რა თქმა უნდა, უეჭველია, ჩვენ თავს
ვიქებთ ჩვენი პირდაპირი დემოკრატიის გამო; რა თქმა უნდა, ჩვენ მოხუცებულობისა
და მარჩენალის დაკარგვის დაზღვევა და ქალთა ამომრჩევლობის უფლებაც კი
მსოფლიოს გასაოცებლად მაინც უკვე შემოვიღეთ და, კერძოდ, ჩვენ ვართ
დაზღვეული სიკვდილისაგან, ავადმყოფობისაგან, უბედური შემთხვევისაგან,
ხანძრისაგან; რა თქმა უნდა, ვიდრე ვინმეს სახლი დაიწვება.
ჩვენთან პოლიტიკამ იდეოლოგიიდან ეკონომიკაში გადაინაცვლა, მისი საკითხები
ეკონომიკური საკითხებია. სად შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს, სად არა, სად
მოახდინოს სუბსიდირება და სად არა, რა დაბეგროს გადსახადებით და რა არა?
გამომუშავებული ხელფასი, თავისუფალი დრო, მოლაპარაკებებით განისაზღვრება.
მშვიდობას უფრო საშიშროება ემუქრება, ვიდრე ომს.
მკაცრი, მაგრამ არა ცინიკური სიტყვაა. ჩვენი ქუჩები ბრძოლის ველია, ჩვენი
ატმოსფერო მომწამვლავი გაზის საფრთხის ქვეშაა, ჩვენი ოკეანეები ნავთობის გუბეა,
ჩვენი მიწის ნაკვეთები პესტიციდებითაა მოწამლული. მესამე სამყარო
გაძარცვულია, გაჩანაგებულია უარესად, ვიდრე აღმოსავლეთი ჯვაროსნებისაგან. არ
არის გასაკვირი, რომ ის ჩვენ გვბოჭავს. არა ომი, არამედ მშვიდობაა ყველა საქმის
მამამთავარი. ომი წარმოიქმნება გადაულახავი მშვიდობისაგან.
მშვიდობა არის პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გადავჭრათ.
მშვიდობას ის ფატალური თვისება აქვს, რომ ის ომს აერთიანებს.
თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის მამოძრავებელი ძალა არის კონკურენცია,
ეკონომიკური ომი, ომი გასაღების ბაზრისთვის. კაცობრიობა აფეთქდება, როგორც
მსოფლიო ტალღა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ის,
როცა ათი მილიარდი ადამიანი იცხოვრებს დედამიწაზე. თავისუფალი
ეკონომიკური ბაზრობა ფუნქციონირებს თავისუფლების ბატონობის ქვეშ, იქნებ,
შემდგომ გეგმიურმა ეკონომიკამ სამართლიანობის ხელმძღვანელობით იარსებოს.
იქნებ, მარქსიზმის ექსპერიმენტისათვის ჯერ ადრე იყო, რა შეუძლია გააკეთოს
თითოეულმა? მაშასადამე, ამგვარად რა გამოდის? თქვენც იკითხავთ აგრეთვე,
ვაცლავ ჰაველ. ცალკეული - ეს არის ექსისტენციალური ცნება, სახელმწიფო
დაწესებულებები, ეკონომიკური ფორმები, საყოველთაო ცნებები. პოლიტიკას
საყოველთაოსთან და არა ექსისტენციალურთან აქვს საქმე, მაგრამ უნდა
მიუბრუნდეს ცალკეულს, რათა უფრო ეფექტური გახდეს. ადამიანი უფრო მეტად
არარაციონალურია, ვიდრე რაციონალური. ემოციები მასზე უფრო ძლიერ
მოქმედებს, ვიდრე ლოგიკური აზროვნება. ამას იყენებს პოლიტიკა. მხოლოდ ასე
აიხსნება ჩვენს საუკუნეში იდეოლოგების ტრიუმფალური სვლა, მოწოდება
გონიერებისაკენ უშედეგოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტოტალიტარული
იდეოლოგია აზროვნების ნიღაბს ატარებს. თითოეულმა ადამიანის შესაძლებლობასა
და შეუძლებლობას შორის განსხვავება უნდა გააკეთოს. საზოგადოება არასდროს
შეიძლება იყოს სამართლიანი, თავისუფალი, არამედ მხოლოდ უფრო სამართლიანი,
თავისუფალი, სოციალური უნდა გახდეს. ამის მოთხოვნის უფლება ცალკეულს აქვს
და არა მარტო ნება აქვს, არამედ ვალდებულია, მოითხოვოს – ეს არის ის, რაც თქვენ
მოითხოვეთ, ვაცლავ ჰაველ. ადამიანის უფლებები, თითოეულისათვის
ყოველდღიური ლუკმა-პური, თანასწორობა კანონის წინაშე, აზრის გამოხატვის
თვისუფლება, შეკრების თავისუფლება, გამჭირვალობა, წამების გაუქმება და ასე
შემდეგ. ეს ყველაფერი არ არის უტოპია, არამედ დამოუკიდებლობა, ადამიანის
თვისება, მისი ღირსების ნიშან-თვისება, უფლებები, როგორც ტოლერანტობის
გამოხატულება, უხეშად რომ ვთქვათ, მოძრაობის წესები. მარტოკა ადამიანის
უფლებები არის ექსისტენციალური უფლებები, ყოველი იდეოლოგიური
რევოლუცია მიმართულია მის გაუქმებისაკენ და ახალ ადამიანს ითხოვს. ვის არ
მოუთხოვია ახალი ადამიანი.ძვირფასო ვაცლავ ჰაველ, თქვენი ამოცანა, როგორც
სახელმწიფოს პრეზიდენტისა ემთხვევა როგორც დისიდენტის ამოცანას.
ღრმად პტივცემულო სახელმწიფოს პრეზიდენტო, თქვენ აქ ბრძანდებით
შვეიცარიელთა შორის, შვეიცარიელები თქვენ მოგესალმენ, შვეიცარიის
ფედერალურმა მინისტრმა თქვენ მიგიღოთ, შვეიცარიის ძველმა ბუნდესტაგმა
სახოტბო სიტყვა წაიკითხა და მე, როგორც შვეიცარიელი, გამოვედი აგრეთვე
სიტყვით, რადგან შვეიცარიაში ბევრს ლაპარაკობენ.
როგორი ადამიანები ვართ ჩვენ შვეიცარიელები?
იყო ბედისაგან დანდობილი, - ეს არც სირცხვილია და არც დიდება, არამედ ეს არის
გაფრთხილება ავის მომასწავებელი საფრთხის შესახებ. პლატონი მისი “პოლიტეას”
დასასრულს ჰყვება, რომ სიკვდილის შემდგომ თითოეულის სულმა ახალი
ცხოვრების ხვედრი უნდა აირჩიოს. მაგრამ შემთხვევით ოდისევსის სულს ყველაზე
უარესი ბედი ერგო და ოდისევსის სული მივიდა ამ თავის ყველაზე უარეს ბედთან,
რათა ეს ხვედრი აერჩია. რადგანაც მან თავის ადრეულ მძიმე ცხოვრებისეულ
მოგონებებისას ყოველგვარ პატივმოყვარეობაზე უარი თქვა, სული დიდხანს
დახეტიალობდა, ბოლოს მშვიდი, განმარტოებული კაცის ცხოვრება მოძებნა და
სწორედ ის იპოვა, რომელიც სხვებმა შეუმჩნევლად მიატოვეს, და როცა ის სული
აღმოაჩინა, თქვა, რომ სწორედ ისევე მოიქცეოდა, პირველი ხვედრი რომ რგებოდა და
მას სიხარულით აირჩევდა. დარწმუნებული ვარ, ოდისევსმა აირჩია ბედი – იყოს
შვეიცარიელი.

You might also like