You are on page 1of 364

– -

ქვით ნაგებ სოფელ კასტელამარე დელ გოლფოში, ხმელ-


თაშუა ზღვის მუქ წყლებს რომ გადაჰყურებდა, მაფიის ერთი დი-
დი დონი კვდებოდა. ვინჩენცო ზენო ღირსეული კაცი გახლდათ,
მთელი ცხოვრების მანძილზე მიუკერძოებელი განსჯითა და სა-
მართლიანობით იყო ცნობილი, ასევე იმით, რომ განსაცდელში
მყოფთ მუდამ ეხმარებოდა, ურჩებს კი სჯიდა.
ამ წუთებში მის სარეცელთან იყო სამი მისი მიმდევარი, რომ-
ლებსაც თავ-თავიანთი ძალაუფლება და დიდება უკვე მოეხვეჭათ:
რაიმონდე აპრილე ნიუ-იორკიდან, ოკტავიუს ბიანკო პალერმო-
დან და ბენიტო კრაქსი ჩიკაგოდან. სამივენი დონის წინაშე უკა-
ნასკნელი ვალის მოსახდელად ჩამოსულიყვნენ.
დონ ზენო ძველი ყაიდის უკანასკნელი მაფიოზი იყო და მუ-
დამ სათუთად იცავდა ძველ ტრადიციებს. ყოველგვარ ბიზნესს
აკონტროლებდა, გარდა ნარკოტიკებით ვაჭრობისა და პროსტი-
ტუციისა. არასოდეს მომხდარა, ღარიბი კაცი მის კარს მისდგო-
მოდა და უკან ხელცარიელი გაბრუნებულიყო. კანონის უსამარ-
თლობას აწონასწორებდა: რა განაჩენიც უნდა გამოეტანა უზენა-
ეს სასამართლოს, თუკი ის ზნეობრივად უსამართლო იყო, დონ
ზენო მას თავისი ნებითა და ძალით აუქმებდა.
ვერც ერთი მექალთანე ყმაწვილი ვერ შეაცდენდა გაჭირვე-
ბული გლეხის ქალიშვილს, რომ დონ ზენოს ზეწოლით, ბოლოს
და ბოლოს, იძულებული არ გამხდარიყო, მასზე ჯვარი დაეწერა.
ვერც ერთი ბანკი ვერ გააკოტრებდა გლეხს ისე, რომ დონ ზენო
არ ჩარეულიყო და სამართალი არ აღედგინა. თუკი რომელიმე
ახალგაზრდა უნივერსიტეტში სწავლის გულისთვის შიმშილობდა
და ყველაფერს იკლებდა, დონ ზენო მას ყოველმხრივ უწყობდა
ხელს. ხოლო ვინც მისი „კოსჩას“, ანუ მისი კლანის წევრი იყო,
ყველა ოცნება უსრულდებოდა. რომის მიერ დაწესებული კანონი
სიცილიაზე არასოდეს მოქმედებდა; ყოველ შემთხვევაში, დონ
ზენო მუდამ პოულობდა მისთვის თავის არიდების საშუალებას.
უკანასკნელ წლებში მისმა ძალაუფლებამ იკლო, თანაც სი-
სუსტემ სძლია და ცოლად ულამაზესი ქალიშვილი შეირთო, რო-
მელმაც ვაჟი გაუჩინა, თვითონ კი მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვი
ახლა ორი წლის იყო. მაფიის უფროსმა იცოდა, რომ მის გარეშე
მის „კოსჩას“ სხვა, უფრო ძლიერი კლანები, კორლეონესა და
კლერიკუციოს ოჯახები გააცამტვერებდნენ, ამიტომაც ვაჟის მო-
მავალი აფიქრებდა.
სამი მეგობარი თავის სარეცელთან მნიშვნელოვანი საქმი-
სათვის მოიხმო, მაგრამ პირველ რიგში მადლობა გადაუხადა
იმისათვის, რომ პატივი დასდეს და მის გამო შორი მანძილი გად-
მოლახეს. ამის შემდეგ დონმა აუხსნა, რომ სურდა, მისი მცირეწ-
ლოვანი ვაჟი ასტორე უსაფრთხო ადგილას წაეყვანათ და სულ
სხვა ვითარებაში გაეზარდათ. ძალიან უნდოდა, მისი შვილი
„ღირსეული კაცი“ დამდგარიყო.
– სუფთა სინდისით შევხვდები სიკვდილს, – წარმოთქვა სნე-
ულმა, თუმცა მისმა მეგობრებმა კარგად იცოდნენ, რომ მის სინ-
დისზე ასობით ადამიანის სიკვდილი იყო, – თუკი მეცოდინება,
რომ ჩემი შვილი უსაფრთხოდაა. თან ამ ორი წლის ბავშვში უკვე
ვხედავ ნამდვილი მაფიოზის უიშვიათეს თვისებებს.
შემდეგ უთხრა, რომ მათგან ერთ-ერთს აირჩევდა შვილის
აღმზრდელად და ამ მოვალეობის შესრულებას შესაბამისადაც
აუნაზღაურებდა.
– უცნაურია, – დაბინდული თვალებით ახედა დონმა მეგობ-
რებს, – ტრადიციის თანახმად, ნამდვილი მაფიოზი უფროსი ვაჟი
უნდა გამოდგეს, მაგრამ მე ამ ბედნიერებას მხოლოდ ოთხმოცი
წლის ასაკში მოვესწარი. ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ამ ბავშვს
რომ ვუყურებ, ასე მგონია, ის თვით სიცილიის ნიადაგმა შვა. თვა-
ლები ისეთი მწვანე აქვს, როგორიც ჩემს საუკეთესო ხეებზე მო-
წეული ზეთისხილის ნაყოფია, ხასიათიც ჭეშმარიტად სიცილიური
აქვს: რომანტიკული, მგრძნობიარე, მუსიკალური, მაგრამ თუ ვინ-
მემ განარისხა, წყენას იოლად არ ივიწყებს, თუმცა ჯერ ძალიან
პატარაა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგი წვრთნა სჭირდება.
– მაშ, რას ითხოვთ ჩვენგან, დონ ზენო? – იკითხა დონ კრაქ-
სიმ, – მე დიდი სიხარულით ვიშვილებ თქვენს ვაჟს და, როგორც
საკუთარს, ისე გავზრდი.
ბიანკომ წყენით შეხედა კრაქსის.
– ბავშვს დაბადებიდან ვიცნობ და მეც მსურს, ისე გავზარდო,
თითქოს ჩემი ვაჟი ყოფილიყოს.
რაიმონდე აპრილემ მდუმარედ შეხედა დონ ზენოს.
– შენ რაღას იტყვი, რაიმონდე? – ჰკითხა დონ ზენომ.
– თუკი არჩევანი ჩემზე შეაჩერეთ, თქვენი ვაჟი ჩემი ვაჟი გახ-
დება.
დონი დაფიქრდა. სამივე სანდო იყო. კრაქსის ყველაზე უფ-
რო გონიერად თვლიდა. ბიანკო სხვებზე უფრო ამბიციური და
ძლიერი იყო, მაგრამ აპრილე სხვებზე უფრო ახლობლად მიაჩ-
ნდა, თავშეკავებული იყო, მაგრამ უმოწყალო.
მომაკვდავმა იცოდა, რომ ბავშვი ყველაზე მეტად რაიმონდე
აპრილეს გაახარებდა, მისგან მთელ შესაძლო სიყვარულსა და
მზრუნველობას მიიღებდა და ამ ვერაგ სამყაროში თავის გატანა-
საც ისწავლიდა.
დონ ზენო დადუმდა, ბოლოს კი განაცხადა:
– რაიმონდე, მისი მამა შენ იქნები. მე კი მშვიდად მივიძინებ.
დონს იმპერატორის საკადრისი დაკრძალვა გაუმართეს, რო-
მელსაც „კოსჩას“ მთელი სიცილიიდან ჩამოსული უფროსების
გარდა რომის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მსხვილი მემამუ-
ლეები და მისი მაფიოზური იმპერიის ურიცხვი ქვეშევრდომი და-
ესწრო.
შავცხენებიან კატაფალკაზე ორი წლის ასტორე ზენო იჯდა,
შავი კაბა ეცვა, შავი ქუდის ქვეშ ცეცხლოვანი თვალები უელავდა
და პატარა იმპერატორს ჰგავდა.
პარაკლისი თვით პალერმოს კარდინალმა გადაიხადა და
დასასრულს საზეიმოდ განაცხადა:
– დონ ზენო ჭირსა და ლხინში მუდამ რჩებოდა ყოველი
ჩვენგანის ერთგულ მეგობრად. მისი უკანასკნელი სიტყვები ასე-
თი იყო: „ჩემს სულს უფალს ვაბარებ და მწამს, რომ ცოდვებს შე-
მინდობს, რადგან ყოველდღიურად ვცდილობდი, სიმართლის
გზით მევლო“.
ისე მოხდა, რომ რაიმონდე აპრილემ ასტორე ზენო თავის-
თან ამერიკაში წაიყვანა და თავისი ოჯახის წევრად აქცია.
როცა ტყუპმა სტურზოებმა, ფრენკიმ და სტეისმა, ჰისქაუს
ეზოში შეუხვიეს, სახლის წინ მოლზე ოთხი ძალზე ტანმაღალი
მოზარდი შენიშნეს, რომლებიც კალათბურთს თამაშობდნენ.
ფრენკი და სტეისი თავიანთი ვეებერთელა „ბიუიკიდან“ გადმო-
ვიდნენ. ჯონ ჰისქაუ შეეგება მათ. მაღალი კაცი იყო, ტანი მსხალს
მიუგავდა. შეთხელებული თმა მელოტი კინკრიხოს გარშემო
მრგვლად ეზრდებოდა, ცისფერი თვალები უბრწყინავდა.
კალათბურთელებმა თამაში შეწყვიტეს. ჰისქაუმ ამაყად წარ-
მოთქვა:
– ეს ჩემი ვაჟია, ჯოკო, – ამ სიტყვებზე ყველაზე მაღალი მო-
ზარდი ვეება ტორის აწევით მიესალმა ფრენკის.
– გაუმარჯოს! – გასძახა ფრენკიმ, – ცოტა ხომ არ გვეთამა-
შა?
ჯოკომ სტუმრებს თვალი შეავლო. ორივე ექვსი ფუტის სი-
მაღლის იყო და ორივეს რალფ ლორენის პოლოს მაისურები
ეცვა – ერთს წითელი, მეორეს მწვანე, ხაკისფერი შარვლები და
რეზინისძირიანი ფეხსაცმელები. სიმპათიური, მოხდენილი მამა-
კაცები იყვნენ, გამოკვეთილი ყვრიმალებითა და მკვეთრი ნაკ-
ვთებით. ჯოკო ვერ მიხვდა, რომ მის წინ ტყუპი იდგა, თუმცა ძმე-
ბი რომ იყვნენ, ეს აშკარად ჩანდა. ორმოცზე სულ ოდნავ მეტისა
უნდა ყოფილიყვნენ.
– აბა, რა, – უპასუხა ჯოკომ ბავშვური კეთილგანწყობით.
– მაგარია! – გაიღიმა სტეისმა, – მანქანით სამი ათასი მილი
გამოვიარეთ და ცოტაოდენი განძრევა არ გვაწყენდა.
ჯოკო თავის ექვსფუტიან მეგობრებს მიუბრუნდა:
– ესენი ჩემს მხარეს იქნებიან თქვენ სამის წინააღმდეგ, – რა-
კი თვითონ სხვებზე ბევრად უკეთ თამაშობდა, იფიქრა, ამით მა-
მაჩემის მეგობრებს დამატებით შანსს მივცემო.
– მეტისმეტად ნუ შეუტევთ, – უთხრა ჯონ ჰისქაუმ ბიჭებს, –
ბებრები არიან, ბევრის თავი აღარ აქვთ.
დეკემბრის შუადღე იყო, სუსხიანი შუადღე. ლონგაილენდის
ცივი მზის სხივები ჰისქაუს სათბურების სახურავებზე ლაპლაპებ-
და, სადაც მასპინძელი ყვავილებს აშენებდა. ეს მის ძირითად შე-
მოსავალს წარმოადგენდა.
ჯოკოს მეგობრები თავს ძალას არ ატანდნენ, რათა კაცები
არ დაღლილიყვნენ. მაგრამ ფრენკი და სტეისი დროდადრო
სრულიად მოულოდნელ უსწრაფეს დარტყმებს აყენებდნენ. ჯო-
კო გაოცებით ადევნებდა თვალს მათ სისწრაფეს. ზოგჯერ კი, პი-
რიქით, სროლაზე უარს ამბობდნენ და ბურთს ჯოკოს გადასცემ-
დნენ.
მოწინააღმდეგე გუნდმა შეტევის განსახორციელებლად თა-
ვიანთი სიმაღლის გამოყენება დაიწყო, მაგრამ დიდ წარმატებას
მაინც ვერ მიაღწია. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთმა ბიჭმა მოთ-
მინება დაკარგა და ფრენკის სახეში ძლიერად ჰკრა იდაყვი. უეც-
რად ბიჭი ძირს აღმოჩნდა. ჯოკოს ამ სცენისთვის თვალი არ
მოუცილებია, მაგრამ მაინც ვერ გაეგო, თუ როგორ მოხდა ყვე-
ლაფერი. მეორე წუთს სტეისმა ძმას თავში ბურთი მოახვედრა და
უთხრა:
– გეყო! თუ თამაშობ, ითამაშე, შე ნაბიჭვარო!
ფრენკი გონს მოეგო, ბიჭი ფეხზე წამოაყენა და უკანალზე
რბილად მიუტყაპუნა:
– ძმაო, მაპატიე.
კიდევ ხუთიოდე წუთი ითამაშეს. აშკარა იყო, რომ მამაკაცებს
ძალა გამოსცლოდათ, ბიჭები კი მათ გარშემო წრეებს არტყამ-
დნენ. ბოლოს თამაშის შეწყვეტა მოითხოვეს.
ჰისქაუმ ეზოში გაზიანი სასმელი გამოიტანა. ბიჭები არ შორ-
დებოდნენ ფრენკის, რომელიც განსაკუთრებული პიროვნული
ხიბლით გამოირჩეოდა და, გარდა ამისა, თამაშისას საგანგებო
ილეთებიც გამოიყენა, რითაც საბოლოოდ მიიჯაჭვა მათი ინტე-
რესი. მან ის ბიჭი ჩაიკრა გულში, წეღან რომ წააქცია; კუთხოვან
სახეზე ამ ცხოვრების მცოდნე კაცის ღიმილი დასთამაშებდა.
– ღლაპებს ერთი ბრძნული რჩევა უნდა მოგცეთ, – უთხრა
გაფაციცებულ ბიჭებს, – არასოდეს ატაროთ ბურთი, როცა პასის
გადაწოდება შეგიძლიათ, არასოდეს შეწყვიტოთ თამაში, როცა
ისედაც აგებთ და არასოდეს გაიაროთ ისეთ ქალთან, რომელსაც
ერთ კატაზე მეტი აბადია.
ყველას გაეცინა.
ფრენკიმ და სტეისმა ბიჭებს ხელი ჩამოართვეს, თამაშისთვის
მადლობა გადაუხადეს და ჰისქაუს მწვანედ შეღებილ კოხტა სახ-
ლში შეჰყვნენ. ჯოკომ მიაძახა:
– ჰეი, მომეწონა, კარგად თამაშობთ!
ჰისქაუმ ძმები მეორე სართულზე, მათთვის განკუთვნილ
ოთახში აიყვანა. სტუმრებმა შენიშნეს, რომ ოთახს ძალზე მძიმე
და მყარი კარი ება. მასპინძელმა ძმები შიგნით შეუშვა, თავადაც
შევიდა და კარი შიგნიდან გადაკეტა.
უზარმაზარი ოთახი იყო, ოთახი კი არა, აპარტამენტები. თა-
ვისი სააბაზანოთი და ორი ცალ-ცალკე საწოლით: ჰისქაუმ იცო-
და, რომ ძმებს ერთ ოთახში უყვარდათ ძილი. კუთხეში რკინით
აჭედილი ვეება სკივრი იდგა. ჰისქაუ სკივრთან მივიდა, გასაღე-
ბით გააღო და მძიმე თავსახური გადასწია. შიგნით თოფები, ავ-
ტომატები და კოლოფებით ტყვიები ეწყო.
– ეს გამოდგება? – იკითხა მან.
– მაყუჩები არ გქონია, – უთხრა ფრენკიმ.
– ამ საქმისთვის მაყუჩები არ დაგჭირდებათ.
– შესანიშნავია, – ჩაერთო სტეისი, – ვერ ვიტან მაყუჩებს. მა-
ყუჩით ვერაფერს ვარტყამ.
– მაშ, კარგი. შხაპი მიიღეთ, დაბინავდით, მე კი ბავშვებს თა-
ვიდან მოვიცილებ და ვახშამს მოვამზადებ. ჩემს შვილზე რას იტ-
ყვით?
– ძალიან კარგი ბიჭია, – უპასუხა ფრენკიმ.
– კალათბურთს როგორ თამაშობს? – გაიბღინძა ჰისქაუ და
ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაემსგავსა მსხლის მწიფე ნაყოფს.
– არაჩვეულებრივად, – მიუგო ფრენკიმ.
– სტეის, შენ რას ფიქრობ? – არ მოეშვა ჰისქაუ.
– საუცხოოდ, – უპასუხა სტეისმა.
– ვილანოვაში სტიპენდია დაუნიშნეს, – თქვა ჰისქაუმ, – ენ--
ბი-ეის წევრია.
როცა ტყუპი მოგვიანებით სასტუმრო ოთახში ჩავიდა, ჰისქაუ
უკვე ელოდა მათ. ხბოს ჩაშუშული ხორცი სოკოთი და დიდი ჯა-
მით სალათა მოემზადებინა. მაგიდაზე წითელი ღვინოც იდგა.
სამივენი სუფრას მიუსხდნენ. ძველი მეგობრები იყვნენ და
ერთმანეთის ამბავი იცოდნენ. ჰისქაუ აგერ უკვე ცამეტი წელი
იყო, რაც ცოლს გაეყარა. მისი ცოლყოფილი ჯოკოსთან ერთად
ერთი-ორი მილის მოშორებით, ბაბილონში ცხოვრობდა, მაგრამ
ჯოკო მასთან ძალიან ბევრ დროს ატარებდა. ჰისქაუ ერთგული
და მზრუნველი მამა გახლდათ.
– წესით, ხვალ დილით უნდა ჩამოსულიყავით, – უთხრა მან
სტუმრებს, – რომ მცოდნოდა, დღეს მოდიოდით, ბიჭს შინ გავუშ-
ვებდი. როცა დარეკეთ, უკვე გვიანი იყო, მეგობრებთან ერთად
გარეთ ვერ გავაგდებდი.
– არაფერია, ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა ფრენკიმ.
– ბიჭებს მართლაც შესანიშნავად ეთამაშეთ. არასოდეს გიც-
დიათ პროფესიონალური თამაში? – იკითხა ჰისქაუმ.
– არა, – უპასუხა სტეისმა, – სიმაღლე გვაკლია. მხოლოდ ექ-
ვსი ფუტი სიმაღლის ვართ. „ბადრიჯნები“ ჩვენზე ბევრად მაღლე-
ბი არიან.
– ეგ ბიჭთან არ წამოგცდეთ, – შეშფოთდა ჰისქაუ, – სწორედ
მათთან მოუწევს თამაში.
– არა, ნუ დარდობ, – გაეღიმა სტეისს.
ჰისქაუ მოდუნდა და ღვინო მოსვა. ტყუპ სტურზოებთან მუ-
შაობა მუდამ სიამოვნებდა, რადგან თავი მსუბუქად და აუღელ-
ვებლად ეჭირათ, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ერთმანეთს შესანიშ-
ნავად ეწყობოდნენ. თანაც, მათი პროფესიის სხვა ნაძირალების-
გან განსხვავებით, სიტლანქე და უზნეობა არ სჩვეოდათ.
ნელა და გულიანად შეექცეოდნენ სადილს. მასპინძელმა
სტუმრებს პირდაპირ ტაფიდან დაუმატა თეფშებზე კერძი.
– სულ მინდოდა მეკითხა, გვარი რატომ შეიცვალე, – მიმარ-
თა ფრენკიმ ჰისქაუს.
– ეს დიდი ხნის ამბავია, – დაიწყო ჰისქაუმ, – იტალიელობის
კი არ მრცხვენოდა, მაგრამ მეტისმეტად გერმანული გარეგნობა
მქონდა. ქერა თმა, ცისფერი თვალები, ეს ცხვირი! ჩემი იტა-
ლიური გვარი მართლაც სასაცილოდ ჟღერდა.
ტყუპმა გაიცინა. მიუხვდნენ, რისი თქმაც სურდა. იცოდნენ,
რამდენ რამეშიც იყო გასვრილი, მაგრამ ეს არ ადარდებდათ.
როცა სალათა ბოლომდე მიირთვეს, ჰისქაუმ ორმაგი ესპრე-
სო და იტალიური ნამცხვრები მიართვა. მერე სიგარებიც შესთა-
ვაზა, მაგრამ ძმები „მარლბოროს“ ეწეოდნენ, მათ დასავლურ
იერს ასე კარგად რომ შეეფერებოდა.
– ახლა საქმეზე გადავიდეთ, – წამოიწყო სტეისმა, – დიდი
საქმე უნდა იყოს, აბა, სხვანაირად სამი ათას მილს მანქანით არ
გავივლიდით. თვითმფრინავით ბევრად სწრაფად მოვაღწევდით.
– არა, ურიგო სულაც არ ყოფილა, – შენიშნა ფრენკიმ, – მო-
მეწონა კიდეც. ამერიკა დავათვალიერეთ. პატარა ქალაქებში
მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ.
– ჰო, ურიგო არ ყოფილა, – დაეთანხმა სტეისი, – მაგრამ მა-
ინც მეტისმეტად ხანგრძლივი მგზავრობა იყო.
– არ მსურდა რომელიმე აეროპორტში დაგეტოვებინათ კვა-
ლი, – უთხრა ჰისქაუმ, – პირველ რიგში, იქ ამოწმებენ. გარწმუ-
ნებთ, დიდი ალიაქოთი ატყდება. ეს ხომ არ გაშინებთ?
– სულაც არა, – უპასუხა სტეისმა, – ბოლოს და ბოლოს, არ
გვეტყვი, რა ჯანდაბაა?
– დონ რაიმონდე აპრილე, – ამ სახელის წარმოთქმისას ჰის-
ქაუს ლამის ყავა გადასცდა.
სამივე დუმდა და ჯონ ჰისქაუმ ის მომაკვდინებელი სიძულვი-
ლი იგრძნო, რომელსაც ძმები ასხივებდნენ. მერე ფრენკიმ ძალ-
ზე მშვიდი კილოთი ჰკითხა:
– სამი ათასი მილი იმიტომ გვატარე, რომ ეს საქმე შემოგე-
თავაზებინა?
სტეისმა ჰისქაუს გაუღიმა:
– ჯონ, შენთან ურთიერთობა ძალზე სასიამოვნოა, მაგრამ
ახლა სჯობს, კომპენსაცია გადაგვიხადო და ჩვენს გზაზე გაგვიშ-
ვა.
ტყუპს ამ ხუმრობაზე გაეცინა, ჰისქაუ კი მის აზრს ვერ ჩას-
წვდა.
ფრენკის ერთმა ლოსანჯელესელმა მეგობარმა, თავისუ-
ფალმა მწერალმა, ძმებს აუხსნა, რომ, როცა ესა თუ ის ჟურნალი
წერილს უკვეთს, მან შესაძლოა, ის არც იყიდოს და მხოლოდ
მცირედი კომპენსაცია გადაიხადოს. ძმებს ეს პრაქტიკა მოეწო-
ნათ და მისი ათვისება გადაწყვიტეს. საქმიანი წინადადების მოს-
მენისთვისაც კი გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. ამ შემთხვევაში
გავლილი მანძილისა და იმის გამო, რომ ორივენი იყვნენ ჩარე-
ულნი, კომპენსაციის სახით ორი ათასს ითხოვდნენ.
მაგრამ ჰისქაუს მოვალეობებში ძმების დარწმუნება შედიოდა,
რომ ეს შემოთავაზება მიეღოთ.
– დონი უკვე სამი წელიწადია, რაც საქმეებს ჩამოშორდა, მი-
სი გარემოცვა ციხეშია. ძალაუფლება სრულებით დაკარგული
აქვს. ერთადერთი, ვინც შეიძლება ხმა ამოიღოს, ტიმონა პორტე-
ლაა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ არაფერს აგიტეხთ.
თქვენი გასამრჯელო მილიონი დოლარია, ნახევარს საქმის შეს-
რულებისთანავე მიიღებთ, ნახევარს – ერთ წელიწადში. ოღონ-
დაც ამ ერთი წლის განმავლობაში არსად არ უნდა გამოჩნდეთ.
ყველაფერი წინასწარ არის შემზადებული, თქვენ მხოლოდ სრო-
ლა მოგიწევთ.
– მილიონი დოლარი დიდი ფულია, – თქვა სტეისმა.
– ჩემმა კლიენტმა იცის, რომ დონ აპრილეს მოკვლა რთუ-
ლი ნაბიჯია და საუკეთესო სპეციალისტები სჭირდება. გულგრი-
ლი მსროლელები და დინჯი, მდუმარე პარტნიორები. თქვენზე
უკეთესს ვერავის იპოვის.
– ასეთ რისკზე სხვა არც არავინ წავა, – დასძინა ფრენკიმ.
– ჰო, – დაეთანხმა სტეისი, – სიკვდილამდე ამ ტვირთის ტა-
რება მოგიწევს და ვინმე აუცილებლად გამოგეკიდება, პლუს პო-
ლიციისა და ფედერალური გამოძიების ხალხი.
– გეფიცებით, – უპასუხა ჰისქაუმ, – არც პოლიცია და არც ეფ-
ბი-აი ამაში არ ჩაერევა.
– დონის ძველი მეგობრები? – იკითხა სტეისმა.
– როდის იყო, მკვდარს მეგობარი ჰყავდა? – ჰისქაუ წამით
დადუმდა და განაგრძო, – როცა საქმეს ჩამოშორდა, დონმა ყვე-
ლა კავშირი გაწყვიტა. სანერვიულო არაფერია.
– სასაცილოა, – მიუბრუნდა ფრენკი სტეისს, – ყველა შეთან-
ხმებისას გვარწმუნებენ, სანერვიულო არაფერიაო.
– იმიტომ, რომ თვითონ არ უწევთ სროლა, – გაეცინა სტე-
ისს, – ჯონ, შენ ჩვენი ძველი მეგობარი ხარ და გენდობით, მაგ-
რამ რომ ცდებოდე? შეცდომა ყველას მოსდის. დონს შეიძლება
შერჩენოდა ძველი მეგობრები. ჩვენზე უკეთ იცი, როგორი უმოწ-
ყალოა. უბრალოდ კი არ დაგვხოცავენ, დაგვფლეთენ. მანამდე
კი ერთ-ორ საათს ჯოჯოხეთში გვამყოფებენ. გარდა ამისა, არც
ჩვენს ოჯახებს დაადგებათ კარგი დღე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი
ვაჟი ენ-ბი-ეის ლიგაში ვეღარ ითამაშებს. იქნებ ის მაინც გაგვაგე-
ბინო, თუ ვინ არის დამკვეთი?
ჰისქაუ წინ გადაიზნიქა და ფერმკრთალი სახე ერთბაშად
აეჭარხლა.
– ამას ვერ გეტყვი. ხომ იცი, მე მხოლოდ შუამავალი ვარ.
გგონია, ამ ყველაფერზე არ მიფიქრია? ასეთი ბრიყვი არ ვარ.
ვინ არ იცის დონის ამბავი, მაგრამ ახლა სრულიად დაუცველია.
პოლიცია საქმეს ფორმალურად გამოიძიებს, ფედერალურ სამ-
სახურს ჩარევა არ სურს და არც მაფიის უფროსობა შეგვიშლის
ხელს. ყველაფერი გადამოწმებულია.
– რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დონ აპრილეს მიზანში
ამოვიღებდი, – ჩაილაპარაკა ფრენკიმ. მის პატივმოყვარეობას
სიამოვნებდა ისეთი კაცის მოკვლა, ვისაც ყველა შიშითა და მო-
წიწებით შეჰყურებდა.
– ფრენკი, ეს კალათბურთის თამაში ხომ არ გგონია? თუ წა-
ვაგებთ, მოწინააღმდეგეს ხელს ვერ ჩამოვართმევთ და მოედანს
მშვიდობით ვერ დავტოვებთ, – გააფრთხილა სტეისმა.
– სტეის, საქმე მილიონ დოლარს ეხება, ჯონი კი ჯერ არასო-
დეს შემცდარა. მოდი, ამჯერადაც ვენდოთ.
სტეისმა მღელვარება დაიოკა და ყველაფერი აწონ-დაწონა.
ის და ფრენკი თავს არავის დააჩაგვრინებდნენ და, საქმე საქმეზე
თუ მიდგა, იგი ფრენკიზე უფრო პრაგმატულიც კი იყო და მი-
ლიონი დოლარი მას უფრო მეტადაც კი ხიბლავდა.
– კარგი, დავთანხმდეთ, მაგრამ თუკი შევცდით, ჩვენ ღმერ-
თიც კი ვეღარ დაგვიფარავს, – თქვა სტეისმა, რომელსაც ეტყო-
ბოდა, რომ ოდესღაც სტიქაროსნად მსახურობდა.
– დონს ხომ ფედერალური სამსახური უთვალთვალებს, – შე-
ნიშნა ფრენკიმ, – ეს ჩვენ არ უნდა გვაღელვებდეს?
– არა, – უპასუხა ჰისქაუმ, – როცა დონის ყველა მეგობარი
ციხეში მოხვდა, ის ნამდვილი ჯენტლმენივით გადადგა. ფედერა-
ლურმა სამსახურმა ეს დააფასა და თავი დაანება. ამის გარანტი-
ას გაძლევთ. ახლა კი ყველაფერს აგიხსნით.
გეგმის დაწვრილებით გადმოცემას ნახევარ საათს მოუნდა.
– როდის? – იკითხა ბოლოს სტეისმა.
– კვირა დილით, – უთხრა ჰისქაუმ, – პირველ ორ დღეს აქ
დარჩებით, მერე კერძო თვითმფრინავით გაფრინდებით ნიუ--
იორკიდან.
– განსაკუთრებულად კარგი მძღოლი დაგვჭირდება, – თქვა
სტეისმა.
– მძღოლი მე ვიქნები, – უპასუხა ჰისქაუმ და თითქოს მოუბო-
დიშა კიდეც, – ისედაც ბევრი ხარჯი იქნება.
მომდევნო დღეებში ჰისქაუ ძიძასავით უვლიდა ტყუპ სტურზო-
ებს: საკუთარი ხელით უმზადებდა საჭმელს და მათ დავალებებ-
საც თვითონ ასრულებდა. მეტისმეტად ემოციური კაცი არ იყო,
მაგრამ სტურზოები დროდადრო ძრწოლას ჰგვრიდნენ. ისინი
კობრებივით გაფაციცებულნი ყოველწამს საბრძოლველად გამ-
ზადებულნი იყვნენ, მეორე მხრივ, ყველაფერში ნიჭი ემჩნეოდათ,
ბაღის ყვავილების მოვლაშიც კი სასარგებლო რჩევები მისცეს.
ვახშმის წინ ძმები ერთმანეთში კალათბურთს რომ თამაშობ-
დნენ, ჰისქაუ გაოცებით აკვირდებოდა მათი გველივით მოქნილი
სხეულების მოძრაობას. ფრენკი ამ ორში უფრო სწრაფი იყო და
მიზანს არასოდეს აცილებდა. სტეისი სიმარჯვეში ჩამოუვარდებო-
და, სამაგიეროდ, უფრო გამჭრიახი იყო. ჰისქაუ დარწმუნებული
იყო, რომ ფრენკი ენ-ბი-ეიში სულ ადვილად მიაღწევდა წარმა-
ტებას. ყველაფერში, გარდა კალათბურთისა, ბოლო სიტყვა სტე-
ისს უნდა ეთქვა.
მაფიასთან იმ ბლიც-ომს, რომელიც 90-იან წლებში ჩაატარა
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, მხოლოდ ორი პიროვნება
გადაურჩა. უდიდესი და ყველაზე საშიში ბოსი, დონ რაიმონდე
აპრილე უვნებელი დარჩა; მეორე, დონ ტიმონა პორტელა ძა-
ლაუფლებით თითქმის აპრილეს უტოლდებოდა, მაგრამ პიროვ-
ნული თვისებებით მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა და, როგორც
ჩანდა, უბრალოდ გაუმართლა.
თუმცა მომავლის განჭვრეტა რთული სულაც არ იყო. 70--
იანებში მიღებულმა არადემოკრატიულმა საშემოსავლო კანონმა,
ფედერალური ბიუროს ცალკეული საგამოძიებო ჯგუფების სიბე-
ჯითემ და ასევე რიგით ამერიკელ მაფიოზებს შორის „ომერტას“
წესის არაერთგზისმა დარღვევამ აიძულა დონი, მშვიდად და
აუღელვებლად ჩამოსულიყო სცენიდან.
დონი უკვე ოცდაათი წელიწადი მართავდა თავის კლანს და
უკვე ლეგენდად იქცა. სიცილიაზე გაიზარდა და ამერიკელ მაფი-
ოზთა ყალბ იდეებსა და მედიდურობას არასოდეს იზიარებდა. სი-
მართლე თუ გნებავთ, ის მეცხრამეტე საუკუნის იმ ჭეშმარიტ სიცი-
ლიელებს ჰგავდა, ქალაქებსა და სოფლებს თავიანთი პიროვნუ-
ლი ხიბლის, ღირსებისა და ულმობელი სიმკაცრის ხარჯზე რომ
განაგებდნენ. იმ ძველი გმირების მსგავსად, დონს არაჩვეულებ-
რივი სტრატეგიული ნიჭიც ჰქონდა.
სამოცდაორი წლის ასაკში ყველა საქმე დაეგვირგვინებინა
და ყველა ვალი მოეხადა: მტრები გაანადგურა, მეგობრებისა და
შვილების წინაშეც ვალმოხდილი იყო. სრული უფლება ჰქონდა,
სიბერით დამტკბარიყო, თავის რისკიან სამყაროს ჩამოშორებო-
და და ბანკირისა და საზოგადოების ბურჯის მშვიდი როლი ეტ-
ვირთა.
მისი სამივე შვილი საიმედოდ იყო დაბინავებული და შესაშუ-
რი კარიერაც გაეკეთებინათ. უფროსი ვაჟი ვალერიუსი ახლა ოც-
დაჩვიდმეტი წლის, ცოლშვილიანი, აშშ-ის ჯარის პოლკოვნიკი
გახლდათ და უესტ-პოინტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხუ-
ლობდა. მისი პროფესიის შერჩევა ბავშვობაში მისმა თვინიერე-
ბამ და გაუბედაობამ განაპირობა. შვილის ხასიათის გამოსასწო-
რებლად დონმა თადარიგი დაიჭირა და ადრევე დაუჯავშნა ადგი-
ლი უესტ-პოინტის კადეტთა სასწავლებელში.
მეორე ვაჟი, მარკანტონიო, ოცდათხუთმეტი წლისა, გენების
უცნაური კომბინაციის წყალობით ეროვნული სატელევიზიო ქსე-
ლის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ბავშვობაში
ხშირად ეცვლებოდა გუნება, ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობ-
და და დონმა განსაჯა, რომ მას ნებისმიერ სერიოზულ დარგში
მოეცარებოდა ხელი. ბოლო დროს მისი სახელი სულ უფრო
ხშირად ფიგურირებდა გაზეთებში, რომლებიც ვიზუალურ შემოქ-
მედებაში მის აღმოჩენებს აქებდნენ. ეს დონს ახარებდა, თუმცა
დიდად არ სწამდა: სხვა თუ არაფერი, მამაზე უკეთ შვილს ვინ იც-
ნობს?
მის ქალიშვილ ნიკოლს პატარაობაში მოფერებით ნიკის
ეძახდნენ, მაგრამ ექვსი წლის ასაკიდან მან მბრძანებლურად მო-
ითხოვა, მისთვის სრული სახელით მიემართათ. ოცდაცხრა წლი-
სა უკვე გამოჩენილი ადვოკატი და ფემინისტი იყო და უსასყიდ-
ლოდ უწევდა პროფესიულ მხარდაჭერას იმ ღარიბ და თავზე ხე-
ლაღებულ დამნაშავეებს, ვისაც მის გარდა არც ერთი ადვოკატი
არ ეკარებოდა. დიდად დაოსტატდა ელექტრული სავარძლისგან
მკვლელების გადარჩენაში, ქმრის მკვლელ ცოლებს საპატიმ-
როსგან იხსნიდა, სერიული გაუპატიურებების ჩამდენთ კი – სამუ-
დამო პატიმრობისგან; კატეგორიული წინააღმდეგი იყო სიკვდი-
ლით დასჯისა, რადგან სჯეროდა, რომ ნებისმიერი დამნაშავის
გამოსწორებაა შესაძლებელი; სასტიკად აკრიტიკებდა ამერიკის
ეკონომიკურ სისტემას და თვლიდა, რომ ასეთმა მდიდარმა ქვე-
ყანამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს გაჭირვებულებს, იმის
მიუხედავად, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი. ამასთან, კორ-
პორაციულ სფეროში გაქნილი და შეუპოვარი კომერსანტი იყო,
ძალაუფლების მოყვარული და კაპასი ქალი. დონი მას გამუდმე-
ბით ეკამათებოდა და მის არც ერთ შეხედულებას არ იზიარებდა.
რაც შეეხება ასტორეს, ის დონის დისშვილი იყო და კლანის
უფროსს მასთან ყველაზე მეტი ურთიერთგაგება აკავშირებდა.
ცოცხალი და თბილი ხასიათის წყალობით დანარჩენ ბავშვებს
ღვიძლ ძმასავით შეეწყო; სამიდან თექვსმეტ წლამდე განუყრე-
ლად მათთან იყო და სხვებზე უმცროსს, ყველანი ხელისგულზე
დაატარებდნენ, ვიდრე თერთმეტი წლის წინ სიცილიაზე არ მო-
უნდა გაქცევა.
დონმა საგულდაგულოდ დაგეგმა მაფიის სამყაროდან თავი-
სი წასვლა. იმპერიის პოტენციური მტრები მიზანში ამოიღო, მაგ-
რამ, უპირველეს ყოვლისა, ერთგულ მეგობრებს მოექცა ჯერო-
ვანი ყურადღებით. იცოდა, რომ მადლიერება ყველაზე ხანმოკ-
ლე სათნოებაა და ხშირ-ხშირად ითხოვს გადახალისებას. განსა-
კუთრებულად ეცადა ტიმონა პორტელას მომადლიერებას, რად-
გან პორტელა საშიში კაცი იყო: ახირებული ხასიათი ჰქონდა და
ისეთი ჟინით სჩადიოდა მკვლელობას, ხშირად აუცილებლობას-
თან საერთო რომ არაფერი ჰქონდა.
თუ როგორ გადაურჩა პორტელა 90-იანებში ფედერალური
ბიუროს მიერ წარმოებულ ბლიც-ომს, ყველასთვის საიდუმლოდ
დარჩა. მით უმეტეს, რომ ის ამერიკაში დაბადებული მაფიოზი
გახლდათ და თავშეკავება, სიფრთხილე და წინდახედულობა
სრულებით არ ახასიათებდა. ზონზროხა ტანზე ჭრელაჭრულა აბ-
რეშუმის სამოსს იცვამდა, რითაც პალერმოელ „პიჩოტოს“,
მკვლელის შეგირდს, წააგავდა. ძალაუფლება ნარკოტიკებით
არალეგალური ვაჭრობით მოიხვეჭა. ორმოცდაათი წლის ასაკში
ჯერ ცოლი არ ჰყავდა და დარდიმანდი მექალთანე გახლდათ.
ერთადერთი, ვინც გულით უყვარდა, უმცროსი ძმა ბრუნო იყო,
რომელიც ერთგვარი სიჩლუნგის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმ-
ცა ძმასავით დაუნდობელი და ფეთქებადი იყო.
დონ აპრილე პორტელას არასოდეს ენდობოდა და მასთან
საერთო საქმე თითქმის არასოდეს ჰქონია. ეს კაცი თავისი სისუს-
ტის გამო იყო საშიში და მისი განეიტრალება დონს აუცილებ-
ლად მიაჩნდა, ამიტომაც ახლა თავისთან შეხვედრაზე დაიბარა.
პორტელა ძმასთან ერთად ეახლა. დონ აპრილე ჩვეული
თავაზიანობით დახვდა, თუმცა დაუყოვნებლივ გადავიდა საქმეზე.
– ძვირფასო ტიმონა, გადავწყვიტე, ყველა საქმეს ჩამოვშო-
რებოდი, გარდა ჩემი ბანკებისა. საზოგადოებრივი ყურადღების
ცენტრში მოექცევი და დიდი სიფრთხილე გმართებს. თუკი ოდეს-
მე ჩემი რჩევა დაგჭირდეს, მომმართე, რადგან მოვლენებს ძვე-
ლებურად გავადევნებ თვალს.
ბრუნოს გაეღიმა. ესიამოვნა თავისი უფროსი ძმისადმი ასეთი
პატივისცემა. მაგრამ ტიმონამ უკეთ გაიგო დონის სათქმელი,
მიხვდა, რომ ეს გაფრთხილება იყო. მასპინძელს მოწიწებით და-
უკრა თავი:
– ჩვენ შორის თქვენ მუდამ სხვებზე უკეთ ერკვეოდით ვითა-
რებაში. პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას და გთხოვთ, ნე-
ბისმიერ ვითარებაში გვერდით მიგულოთ.
– ძალიან კარგი, ძალიან კარგი, – მიუგო დონმა, – ახლა კი
საჩუქრის სახით ჩემგან ეს გაფრთხილება მიიღე: ფედერალური
ბიუროს თანამშრომელი სილკე ძალზე საშიშ კაცად მიმაჩნია. ნუ-
რაფერში ენდობი. წარმატება თავში აუვარდა და, მგონი, მორიგ
მსხვერპლად სწორედ შენ შეგარჩია.
– მე და თქვენ მუდამ ვახერხებდით მისგან თავის დაღწევას,
თუმცა ჩვენი არაერთი მეგობარი დაღუპა, – უპასუხა ტიმონამ, –
მისი არ მეშინია, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ.
ერთად დალიეს, შემდეგ კი ძმები დონს გამოემშვიდობნენ.
მანქანაში ბრუნომ შენიშნა:
– რა დიდებული კაცია.
– ჰო, ოდესღაც მართლაც დიდებული კაცი იყო, – უპასუხა
ტიმონამ.
დონი კმაყოფილი იყო. ტიმონას თვალებში განგაში შენიშნა
და მიხვდა, რომ მისი მხრიდან თავდასხმა აღარ იყო მოსალოდ-
ნელი.
დონ აპრილე პირადად შეხვდა კურტ სილკეს, ნიუ-იორკ-
სითის ფედერალური საგამომძიებლო ბიუროს ხელმძღვანელს.
დონს თავადაც აკვირვებდა ის აღფრთოვანება, რასაც სილკეს
მიმართ განიცდიდა. ამ ადამიანმა აღმოსავლეთის სანაპიროს მა-
ფიის ყველა უფროსი ციხეში დაამწყვდია და თითქმის მთლიანად
მოახერხა მათი ძალაუფლების განადგურება.
დონ რაიმონდე აპრილე მას იმიტომ გადაურჩა, რომ იცოდა,
თუ ვინ იყო მისი საიდუმლო ინფორმატორი, ვისზეც სილკემ თა-
ვისი წარმატება დაამყარა.
განსაკუთრებით დონი იმის გამო სცემდა პატივს ამ ადამიანს,
რომ სილკე მუდამ ღიად უპირისპირდებოდა, მზაკვრული თამაში
არ უყვარდა და მისი შვილების კარიერას არასოდეს უშლიდა
ხელს. ამიტომაც დონმა თავი მოვალედ ჩათვალა, სილკე გაეფ-
რთხილებინა.
მათი შეხვედრა მონტაუკში, დონის სააგარაკო სახლში უნდა
შემდგარიყო. სილკე მარტო უნდა მისულიყო, რაც ბიუროს განა-
წესს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ეფ-ბი-აის დირექტორმა მას ამის
უფლება მისცა, სამაგიეროდ, სპეციალური ჩამწერი ხელსაწყოს
გამოყენება სთხოვა. ეს დანადგარი მას სხეულშივე ჰქონდა ჩად-
გმული, ნეკნებს შორის, გარედან კი სრულებით არ ჩანდა. ხელ-
საწყოს არსებობა გასაიდუმლოებული იყო, მისი წარმოება – შეზ-
ღუდული. სილკეს კარგად ესმოდა, რომ ჩანაწერის უმთავრესი
მიზანი იმის დადგენა იყო, თუ თვითონ რას ეტყოდა დონს.
ოქტომბრის ოქროსფერ დღეს დონის ვერანდაზე ისხდნენ.
სილკემ წლების განმავლობაში ვერასოდეს შეაღწია ამ სახლში
სასმენი აპარატურით და დონთან მის საუბრებსაც მუდამ დაცვა
ესწრებოდა. დღეს კი იმან გააკვირვა, რომ არავის გაუჩხრეკია.
ჩანდა, დონ რაიმონდე აპრილე არ აპირებდა მისთვის უკანონო
შემოთავაზებით მიემართა.
როგორც ყოველთვის, სილკეს ახლაც აოცებდა და აშფო-
თებდა ის გრძნობა, რასაც ამ ადამიანთან ურთიერთობა აღუძ-
რავდა. მიუხედავად იმისა, რომ სილკემ იცოდა მის მიერ დაგეგ-
მილი ასობით მკვლელობის ამბავი, ეს კაცი მაინც არ სძულდა.
არადა, სხვა ვითარებაში ასეთი ადამიანები ეზიზღებოდა, რადგან
ისინი ცივილიზაციის სტრუქტურას ანადგურებდნენ.
დონ აპრილეს მუქი პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა და მუქი
ჰალსტუხი ეკეთა. ისეთი სათნო და მართალი კაცის სახე ჰქონდა,
რომ სილკემ უკვე მერამდენედ გაიკვირვა, როგორ შეიძლებოდა
ასეთ სასტიკ კაცს ასეთი სახე ჰქონოდა.
დონი ტაქტიანად მოიქცა და სილკეს ხელის ჩამორთმევა არ
შესთავაზა, ნაცვლად ამისა, სალმის ნიშნად თავი დაუკრა და
სკამზე მიუთითა.
– გადავწყვიტე, საკუთარი თავი და ჩემი ოჯახი თქვენს მფარ-
ველობას მივაბარო, უფრო სწორად, საზოგადოების მფარველო-
ბას, – განუცხადა დონმა.
სილკე ვერ მიხვდა, თუ რას გულისხმობდა ხნიერი დონი.
– უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩემი მტერი იყავით.
განუწყვეტლივ მდევნიდით, მაგრამ მადლობელი ვარ იმისათვის,
რომ პატიოსნად თამაშობდით, არასოდეს გამოგიყენებიათ ჩემ
წინააღმდეგ ცრუ მოწმეები, არც ხაფანგი დაგიგიათ. ჩემი მეგობ-
რების უმრავლესობა ციხეში ჩასვით და ყველაფერი გააკეთეთ
საიმისოდ, რომ მეც ციხეში დაგემწყვდიეთ.
სილკეს გაეღიმა:
– ამას ახლაც ვცდილობ.
დონმა კეთილგანწყობის ნიშნად თავი დაუკრა.
– ამჟამად ყველა საქმისგან გავთავისუფლდი, გარდა ჩემი
ბანკებისა. ეს ხომ უეჭველად კანონიერი ბიზნესია. მთლიანად
თქვენი საზოგადოების მფარველობის ქვეშ მოვექეცი. საქმეს ბევ-
რად უფრო გაიადვილებთ, თუკი ჩემს დევნას თავს დაანებებთ,
რადგან ამის აუცილებლობა აღარ არსებობს.
– ამას მე კი არა, ბიურო წყვეტს, – მხრები აიჩეჩა სილკემ, –
ამდენ ხანს გდიეთ, ახლა რატომ უნდა შევჩერდე? ვინ იცის, იქნებ
გამიმართლოს?
დონის სერიოზულ სახეზე დაღლილობა აღიბეჭდა.
– მსურს, გაცვლა შემოგთავაზოთ. ჩემს გადაწყვეტილებაზე
თქვენმა ბოლოდროინდელმა წარმატებამ იმოქმედა. მაგრამ
საქმე ის გახლავთ, რომ თქვენი ჯაშუშის ვინაობა ვიცი და ეს არა-
ვისთვის გამიმხელია.
– ასეთი ჯაშუში არ მყავს, – უპასუხა სილკემ, – თანაც, გი-
მეორებთ, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. აასე რომ, ტყუილად
მომიწვიეთ.
– არა, თქვენგან დათმობას კი რა, მხოლოდ კომპრომისს
ვითხოვ. ნება მომეცით, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ჩემი გამოც-
დილება გაგიზიაროთ. ნურასოდეს გამოიყენებთ ძალაუფლებას
მხოლოდ იმის გამო, რომ ეს გიადვილდებათ. ნუ აგიტაცებთ გა-
მარჯვების გარდაუვალობა მაშინ, როცა გონება მოსალოდნელ
ტრაგედიაზე მიგითითებთ. გარწმუნებთ, რომ ახლა მეგობრად
გთვლით და არა მტრად და თქვენვე განსაჯეთ, თუ რას შეიძენთ,
ან რას დაკარგავთ, თუკი ჩემს შემოთავაზებაზე უარს იტყვით.
– თუკი საქმეს სრულებით ჩამოსცილდით, მაშ, თქვენი მე-
გობრობა რაში გამომადგება? – ღიმილით ჰკითხა სილკემ.
– ჩემი კეთილი ნება გექნებათ, – მშვიდად უთხრა დონმა, –
ეს კი თუნდაც უმცირესი ადამიანისგანაც კი ძალზე ბევრია.
მოგვიანებით სილკემ ამ საუბრის ჩანაწერი თავის თანაშემ-
წეს, ბილ ბოქსტონს მოასმენინა, რომელმაც იკითხა:
– ეს ყველაფერი რა ჯანდაბას ნიშნავდა?
– თავის ენაზე იმის თქმა სურდა, რომ მთლად უმწეო მაინც
არ არის და ფხიზლად მადევნებს თვალს.
– სისულელეა, – თქვა ბოქსტონმა, – ფედერალურ აგენტს
ვერაფერს დააკლებენ.
– მართალია. ჰოდა, ამიტომაც განვაგრძე მისი თვალთვალი,
მიუხედავად იმისა, რომ გადადგა. ვინ იცის, რა შეიძლება, მოხ-
დეს...
დონ აპრილემ გულდაგულ შეისწავლა იმ ამერიკელი კრიმი-
ნალი ბარონების ცხოვრების ისტორია, რომელთაც თავიანთი იმ-
პერია საზოგადოების კანონებისა და ზნეობის დარღვევის ხარჯზე
ააგეს. მათსავით ქველმოქმედი შეიქნა; მსოფლიოს ათ უდიდეს
ქალაქში კერძო ბანკს ფლობდა. დიდი თანხა გაიღო საავადმყო-
ფოების ასაშენებლად. ხელოვნებასაც მფარველობდა. კოლუმბი-
ის უნივერსიტეტში რენესანსის კვლევის კათედრა დააარსა.
მართალია იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებმა კი უარი
თქვეს მისგან თორმეტი ათასი დოლარის მიღებაზე, რადგან ამ
ფულით ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის კორპუსის აშენებას
ითხოვდა. კოლუმბი იმხანად ინტელექტუალურ წრეებში არაპო-
პულარული გახლდათ. ამის ნაცვლად დონს შესთავაზეს, მის მი-
ერ დაფინანსებული კორპუსისათვის „საკოსა და ვანცეტის“ სახე-
ლი მიენიჭებინათ, მაგრამ დონი ამაზე არ დათანხმდა, რადგან
მოწამეები სძულდა.
მის ადგილას სხვა თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა და
შურსაც იძიებდა, მაგრამ რაიმონდე აპრილე ასეთი არ გახ-
ლდათ. მან ის თორმეტი ათასი კათოლიკურ ეკლესიას შესწირა
ოცდახუთი წლის წინათ გარდაცვლილი ცოლის სულის მოსახსე-
ნებლად.
ერთი მილიონი დოლარი შესწირა ნიუ-იორკის პოლიციის
საქველმოქმედო განყოფილებას. კიდევ ერთი მილიონი – არა-
ლეგალური ემიგრანტების მხარდაჭერის საზოგადოებას. მისი გა-
დადგომიდან სამი წელი იყო გასული და ამ დროის განმავლობა-
ში მან თავისი დიდსულოვნების კალთა მთელ ქვეყანას გადააფ-
რქვია. ყველა წამოწყებას გულუხვად აფინანსებდა, გარდა ერთი-
სა: არაფრით სურდა, მხარი დაეჭირა სიკვდილით დასჯის გაუქმე-
ბის მოთხოვნისათვის, რის მიღწევასაც ასე დაჟინებით ცდილობ-
და ნიკოლი.
გასაოცარია, მაგრამ სამწლიან ქველმოქმედებას მართლაც
შესძლებია ოცდაათწლიანი დანაშაულებრივი საქმიანობის გაბა-
თილება, მაგრამ დიდი ადამიანები წარსულის უმოწყალო ქმედე-
ბების დავიწყებასა და მშვიდ ძილს დიდი ფულით ყიდულობენ და
დიდ დონ აპრილესაც აღმოაჩნდა ამგვარი სისუსტე.
დონ რაიმონდე აპრილე საკუთარი მორალის უმკაცრესი კა-
ნონებით ცხოვრობდა. მისი კოდექსის უმთავრესი პუნქტი აბსო-
ლუტური უმოწყალობა გახლდათ, რამაც დონი შემზარავი შარა-
ვანდედით შემოსა.
ამის მიზეზი თანდაყოლილი სისასტიკე არ გახლდათ, არც
ტკივილის მიყენების პათოლოგიური მოთხოვნილება, არამედ
იმის მტკიცე რწმენა, რომ ადამიანებს დაუმორჩილებლობა ბუნებ-
რივად ახასიათებთ. თვით მთავარანგელოზი ლუციფერიც კი
აუჯანყდა უფალს, რისთვისაც ციდან ჩამოემხო.
აქედან გამომდინარე, დონის აზრით, ძალაუფლება სისასტი-
კის გარეშე არ მოიპოვება, თუმცა არსებობს ადამიანის დაინტე-
რესების საშუალებები, მაგრამ თუ ბოლოს და ბოლოს არაფერმა
გაჭრა, სიკვდილით დასჯა გამოსავალია. სხვა, უფრო რბილი
სასჯელი თავის დაძვრენის შესაძლებლობებს ტოვებს, ამიტომ
დამნაშავე უბრალოდ სამუდამოდ უნდა ჩაემხოს ამქვეყნიური
სფეროდან ქვესკნელში.
უდიდეს შეურაცხყოფად ღალატი მიაჩნდა. მოღალატის ოჯა-
ხის გარდა მისი მეგობრების წრეც იმსახურებდა განადგურებას.
ეს იმით იყო გამართლებული, რომ უამრავი უშიშარი და თავზე
ხელაღებული ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს სულ ადვილად გა-
რისკავდა, მაგრამ თავის ახლობლებს ვერავინ გაიმეტებდა. ამ-
გვარად დონ აპრილემ თავის გარშემო შიშის სანდო და შეუვალი
წრე შექმნა. ხოლო ადამიანთა სიყვარულის მოსახვეჭად, რაც
ერთგულებაზე ბევრად უფრო უმნიშვნელოდ მიაჩნდა, მისთვის ის
მატერიალური ფასეულობები კმაროდა, რომელსაც უხვად გას-
ცემდა.
უნდა ითქვას, რომ საკუთარი თავის მიმართაც უმოწყალო
იყო. რაოდენ დიდ ძალაუფლებას ფლობდა, მაინც ვერაფერი უშ-
ველა თავის ახალგაზრდა ცოლს, რომელიც მას შემდეგ გარდა-
იცვალა, რაც სამი შვილი გაუჩინა. დონი ექვსი თვის განმავლო-
ბაში ადევნებდა თვალს იმას, თუ როგორი ტანჯვით კლავდა
ქალს სიმსივნე. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მისმა
ცოლმა მისი დანაშაული იტვირთა და ყველა იმ მომაკვდინებელი
ცოდვის გამო დაისაჯა, თავად რომ ჩაიდინა. ამიტომაც აღთქმა
დადო, რომ მეორედ აღარ იქორწინებდა, შვილებს კი საკუთარი
დანაშაულებრივი სამყაროსგან მოშორებით გაზრდიდა და კანო-
ნით დაშვებულ პროფესიებს შეასწავლიდა, გზის გაკვლევაში
ხელს შეუწყობდა, მაგრამ არასოდეს ჩარევდა თავის კრიმინა-
ლურ საქმეებში. დიდი გულისტკივილით განჭვრიტა, რომ მამო-
ბას სრულყოფილად ვერასოდეს გამოცდიდა.
ამგვარად, დონმა ნიკოლი, ვალერიუსი და მარკანტონიო
კერძო სკოლა-პანსიონატებში გაამწესა და თავისი პირადი ცხოვ-
რებიდან გამორიცხა. როცა არდადეგებზე შინ ბრუნდებოდნენ,
მოსიყვარულე, მაგრამ ერთგვარად განზე მდგომი მამის როლს
ასრულებდა, საკუთარ სამყაროში არასოდეს ახედებდა მათ.
შვილებს მამის რეპუტაციის შესახებ გაგონილი ჰქონდათ,
ამის მიუხედავად, მამა უყვარდათ. ამის შესახებ ერთმანეთში არა-
სოდეს უსაუბრიათ. ეს ის ოჯახური საიდუმლოება გახლდათ,
რომლის შესახებ ყველამ იცოდა.
დონს სენტიმენტალურს ნამდვილად ვერ უწოდებდით. მე-
გობრები თითქმის არ ჰყავდა, არც შინაურ ცხოველებს სწყალობ-
და, წვეულებებსა და ხალხმრავალ შეკრებებს შეძლებისდაგვა-
რად ერიდებოდა. თუმცა, ერთხელ მაინც მოულბა გული, რამაც
მისი ამერიკელი კოლეგები დიდად გააკვირვა.
როდესაც დონ აპრილე სიცილიიდან დაბრუნდა მცირეწლო-
ვან ასტორესთან ერთად, ცოლი სიკვდილის პირას დახვდა, შვი-
ლები სასოწარკვეთილებაში იყვნენ ჩავარდნილი. დონი შეშინდა,
ვაითუ, ამ ვითარებამ ბავშვზე უარყოფითი გავლენა იქონიოსო
და ის მოსავლელად თავის უახლოეს მრჩეველ ფრენკ ვაიოლა-
სა და მის მეუღლეს ჩააბარა. ეს გონივრული ნაბიჯი არ გამოდგა,
რადგან სწორედ იმ პერიოდში ფრენკ ვაიოლა დონის მემკვიდ-
რედ გახდომაზე ოცნებობდა.
თუმცა დონის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სულ ცოტა
ხანში სამი წლის ასტორე ვაიოლა დონის ოჯახის წევრი და მისი
პირადი ცხოვრების ნაწილი გახდა; მანამდე მისმა „მამამ“ სრუ-
ლიად მოულოდნელად და ყველას გასაოცრად საკუთარ მანქა-
ნაში მოიკლა თავი, „დედა“ კი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდა-
იცვალა. დონმა, შეიძლება ითქვას, იშვილა ასტორე, თუმცა საჯა-
როდ თავი მის ბიძად გამოაცხადა.
როცა ასტორე იმდენად გაიზარდა, რომ მშობლების ბედით
დაინტერესებულიყო, დონმა აუხსნა, რომ ის ადრეულ ასაკშივე
დაობლდა, მაგრამ გამჭრიახი და ცქვიტი ბავშვი ამ პასუხმა არ
დააკმაყოფილა. მაშინ დონმა ამ თემის ერთხელ და სამუდამოდ
ამოწურვა გადაწყვიტა და უთხრა, რომ მისი მშობლები ღარიბი
გლეხები იყვნენ, რომლებსაც შვილის გამოკვება გაუჭირდათ და,
მას შემდეგ, რაც ის დონმა იშვილა, გარდაიცვალნენ. ამ
ტყუილის გამო ბიჭის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, მაგრამ
არ სურდა, ვიდრე წამოიზრდებოდა, თავისი მაფიოზური ფესვე-
ბის შესახებ რაიმე სცოდნოდა. ეს ასტორეს და მისი საკუთარი
შვილების უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.
დონ რაიმონდე წინდახედული კაცი იყო და კარგად იცოდა,
რომ ამ ვერაგ სამყაროში მისი ძალაუფლება სამუდამოდ ვერ
გასტანდა. თავიდანვე განიზრახა, სიმძიმე თანაბრად გაენაწილე-
ბინა და თავისი საქმიანობა ნაწილობრივ კანონიერ სფეროებში
ეწარმოებინა. ამას თითქმის უმიზნოდ, გაუაზრებლად სჩადიოდა,
რადგან დიდ ადამიანებს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ინსტინქტი კარ-
ნახობს. თანაც, ამ შემთხვევაში, ფრიად ადამიანური მზრუნველო-
ბა ამოძრავებდა: პატარა ასტორეს არ უნდა სცოდნოდა, სინამ-
დვილეში რას საქმიანობდა მისი ბიძა და რა სამომავლო კა-
რიერა ელოდა თავად.
დონმა კარგად იცოდა, რომ ამერიკის დიდება იმ ადამიანთა
ძალისხმევაზე იყო დაფუძნებული, ვინც წარსულში საზოგა-
დოებას მძიმე დანაშაულით შესცოდეს. ქვეყნის საუკეთესო მოქა-
ლაქეები დღესაც მათ საქმეს აგრძელებენ, ვინც ოდესღაც საკუ-
თარი ცოდვები ძველ კონტინენტზე მიატოვა და ახალი ცხოვრე-
ბის ასაშენებლად ოკეანე გადალახა. დიახაც, სამართლიანი გახ-
ლდათ ის, რომ მათ ამერიკის უკიდეგანო სივრცეები ინდიელებს
წაართვეს, რომლებსაც სამსართულიანი შენობის აგებაც კი არ
შეეძლოთ; კალიფორნია კი მექსიკელებს წაჰგლიჯეს, რომელ-
თაც ტექნიკაში არაფერი გაეგებოდათ და არც ის ესმოდათ, რომ
სარწყავი სისტემის მოწყობით მილიონობით ადამიანის დაპურება
შეიძლებოდა. ამერიკა არაჩვეულებრივი მაგნეტიზმით იზიდავდა
მთელი მსოფლიოდან დაუღალავ მშრომელებს, რომლებიც
რკინიგზებს, კაშხლებს, ხიდებსა და ცათამბჯენებს აგებდნენ. თა-
ვისუფლების ქანდაკებაც ამ გენიალური მაგნეტიზმის სიმბოლო
გახლდათ. განა ამან მთელ მსოფლიოს არ მოუტანა სარგებე-
ლი? ისტორიას არ ახსოვს ამერიკის მსგავსი უხვი და ბარაქიანი
ქვეყანა და განა ეს არ ღირდა კანონის დარღვევად? ინდივიდუმს
მუდამ უწევდა საკუთარი ინტერესების საზოგადოებისა და ცივი-
ლიზაციის წინსვლისათვის შეწირვა.
დიდი ადამიანი კიდევ იმით ამოიცნობა, რომ მასზე ეს კანონი
არ მოქმედებს: ის დანაშაულის თუ გამჭრიახობის ხარჯზე ახერ-
ხებს, უმსხვერპლოდ ავიდეს კაცობრიობის წინსვლის მწვერვალ-
ზე.
სწორედ ასეთი კაცი გახლდათ დონ რაიმონდე აპრილე:
ჭკუითა და უმოწყალობით შეუზღუდავი ძალაუფლება დააგროვა,
ხალხს შიში ჩაუნერგა და სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. თუმცა,
როცა მისი შვილები წამოიზარდნენ, მათ არ სჯეროდათ იმ სუ-
ლისშემძვრელი ამბებისა, რასაც მამის შესახებ ისმენდნენ.
ერთ-ერთი ლეგენდა ოჯახის უფროსად მის დანიშვნას გად-
მოგვცემს. დონი ერთ საინჟინრო კომპანიას აკონტროლებდა,
რომლის მენეჯერი, ტომი ლაიოტი, თვითონვე გაამდიდრა სა-
ხარბიელო სამშენებლო კონტრაქტების ხარჯზე. ეს ადამიანი
ძალზე სანდომიანი, მოხდენილი და ხიბლიანი იყო და დონს მას-
თან ურთიერთობა სიამოვნებდა. თუმცა ერთი ნაკლი ჰქონდა –
სასმელს ეტანებოდა.
ტომიმ ცოლად შეირთო დონის მეუღლის საუკეთესო მეგობა-
რი ლაიზა, ძველი ტრადიციების გამზიარებელი ლამაზი ქალი,
რომელიც თავის მოვალეობად თვლიდა ქმრის მიდრეკილებების
დაოკებას. როცა ფხიზელი იყო, ცოლს ხმას არ სცემდა, მაგრამ
სიმთვრალეში შეეძლო ძალიან ძლიერად ეცემა.
უბედურება კიდევ ის იყო, რომ ქმარი დიდი ფიზიკური ძალის
პატრონი გახლდათ, ახალგაზრდობაში მშენებლობაზე მუშაობდა
და იმ დროიდან შერჩენოდა უსახელო მაისურებისადმი სიყვარუ-
ლი, რომელიც მის მკვრივ კუნთებს აჩენდა.
სამწუხაროდ, ტლანქი ოჯახური სცენები ორ წელიწადს გაგ-
რძელდა. ერთხელ ტომიმ ლაიზას ცხვირი გაუტეხა და რამდენი-
მე კბილი ჩაუმტვრია. ქალს ძვირად ღირებული ქირურგიული
მკურნალობა დასჭირდა. ლაიზამ დონ აპრილესთან დაჩივლება
ვერ გაბედა, რადგან შედეგად შეიძლება სულაც დაქვრივებული-
ყო, მას კი, მიუხედავად ყველაფრისა, ქმარი უყვარდა.
დონ აპრილეს თავის ხელქვეითთა ოჯახურ საქმეებში ჩარევა
არ სჩვეოდა. ქმარს რომ ცოლი მოეკლა, არ ჩაერეოდა. მაგრამ
ოჯახური სკანდალები მის საქმეს უქმნიდა საფრთხეს. განაწყენე-
ბულ ცოლს შეეძლო რაიმე მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია
გაემჟღავნებინა. მით უმეტეს, რომ ქმარი შინ ნაღდი ფულის დიდ
ოდენობას ინახავდა.
დონ აპრილემ ქმარი დაიბარა და თავაზიანად აუხსნა, რომ
მის პირად ცხოვრებაში მხოლოდ იმიტომ ჩაერია, რომ საქმე
ფუჭდებოდა და არჩევანის წინაშე დააყენა: ან ცოლი მოეკლა, ან
გაშორებოდა, ან აღარასოდეს მიეყენებინა მისთვის ფიზიკური
შეურაცხყოფა. ქმარი დაჰპირდა, რომ ეს მეტად არ გამეორდე-
ბოდა, მაგრამ დონი არ ენდო. ტომის თვალებში ჯიბრიანი ნა-
პერწკლები შენიშნა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ თავისუფ-
ლებას არაფრის ფასად არ დათმობდა და რაც მოეპრიანებოდა,
იმას გააკეთებდა. დონმა იცოდა, რომ ყველა თავზე ხელაღებუ-
ლი კაცი საკუთარი წარწყმედის ფასად ემხრობა მეამბოხე ანგე-
ლოზებს და ჯოჯოხეთსაც კი არ უფრთხის.
ტომი ლაიოტიმაც ეს გზა აირჩია. დრო გადიოდა, მის ცოლს
ენა არ უცვდებოდა და, მიუხედავად ცოლ-შვილისადმი სიყვარუ-
ლისა, ტომი მაინც ყოვლად უმოწყალოდ სცემდა ცოლს. საბო-
ლოოდ ქალი ჩამტვრეული ნეკნებითა და დაზიანებული ფილ-
ტვით საავადმყოფოში მოხვდა.
თავისი პოლიტიკური კავშირებისა და დიდი ქრთამის წყა-
ლობით ტომიმ მოსამართლე მოისყიდა და ცოლი დაარწმუნა,
ისევ მასთან დაბრუნებულიყო.
დონ აპრილე ამგვარმა ვითარებამ გააბრაზა და მან, ბოლოს
და ბოლოს, ჩარევა გადაწყვიტა. თავიდან საქმის პრაქტიკული
მხარე შეისწავლა: ქმრის ანდერძი შეამოწმა და იმაში დარწმუნ-
და, რომ ის, როგორც პატიოსან ადამიანს შეეფერება, მთელ თა-
ვის ქონებას ცოლ-შვილს უტოვებდა. ქალი სულ მალე მდიდარი
ქვრივი გახდებოდა. ამის შემდგომ დონმა საგანგებო ჯგუფს მითი-
თებები მისცა და მისიის შესასრულებლად გაუშვა. ერთი კვირის
შემდეგ მოსამართლემ ამანათით ლენტებშემოხვეული მოგრძო
კოლოფი მიიღო, რომელშიც, წყვილი გრძელი ხელთათმანი-
ვით, ტომის დაკუნთული მკლავები ესვენა, მაჯაზე ჯერაც დონის
ნაჩუქარი ძვირფასი საათი ეკეთა. მეორე დღეს გვამის დანარჩენი
ნაწილი ვერაზანოს ხიდის ქვეშ წყალში იპოვეს.
მეორე ლეგენდა არანაკლებ სულისშემძვრელია და თავისი
იდუმალებით ბავშვურ საშინელებათა ამბავს მოგაგონებთ. როცა
დონის შვილები სკოლა-პანსიონატში სწავლობდნენ, ერთი ნი-
ჭიერი და ავანტიურისტი ჟურნალისტი ბავშვებს სრულიად უწყი-
ნარ ზოგად თემებზე გაესაუბრა და ჩანდა, დიდად იხალისა მათი
უშუალოებით, მათი საუცხოო ჩაცმულობითა და მსოფლიოს გაუმ-
ჯობესების იდეალისტური გეგმებით. თავის მასალაში ჟურნალის-
ტმა ბავშვების ნალაპარაკევი მათი მამის საეჭვო რეპუტაციას
დაუპირისპირა, თუმცა ისიც დასძინა, რომ დონ აპრილეს ვერც
ერთი დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.
მისმა ტექსტმა წამსვე მოიპოვა პოპულარობა და გამოქვეყნე-
ბამდეც კი ხელიდან ხელში გადადიოდა ჟურნალისტურ წრეებში.
საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. ასეთ წარმატებაზე ნების-
მიერი ავტორი იოცნებებდა.
ჟურნალისტი ბუნების მოყვარული გახლდათ და ყოველ-
წლიურად ცოლ-შვილი ნიუ-იორკის შტატის შორეულ კუთხეში,
ტყის ქოხში მიჰყავდა, სადაც ოჯახი ნადირობით, თევზაობითა და
ცხოვრების პირველყოფილი სისადავით ტკბებოდა. იმ წელს
მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეებიც იქ
გაატარეს. შაბათს ქოხს ცეცხლი მოეკიდა. უახლოეს ქალაქამდე
ათი მილი აშორებდათ. დახმარებამ ორი საათით დაიგვიანა და
ამ დროისათვის მთელი ოჯახი ქოხთან ერთად ჩაიფერფლა. ამ
მოვლენამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თუმცა გამოძიებამ ვე-
რაფერზე აიღო ეჭვი. საბოლოო დასკვნის თანახმად, ვიდრე გა-
რეთ გამოსვლას მოასწრებდა, ოჯახი კვამლისაგან გაიგუდა.
შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ტრაგედიიდან რამდენიმე თვის
შემდეგ ხმა გავარდა მისი ნამდვილი მიზეზის შესახებ. გამოძიების
ფედერალურ ბიუროს, პოლიციასა და მასმედიას ანონიმური ინ-
ფორმაცია მიუვიდა, თითქოს ჟურნალისტის დაღუპვა მზაკვარი
დონ აპრილეს შურისძიება ყოფილიყო. სენსაციაზე დახარბებულ-
მა პრესამ გამოძიების განახლება მოითხოვა. თუმცა, ვერც განახ-
ლებულმა გამოძიებამ აღმოაჩინა დამადასტურებელი საბუთი, ამ
ამბავმა მაინც წარუშლელი კვალი დატოვა დონის სასტიკი ლე-
გენდის ფურცლებზე.
ეს რაც შეეხება საზოგადოებას. სამართალდამცავები და
მთავრობა კი კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ დონი ეჭვგარეშე
დარჩა. ჟურნალისტებს, აბა, რა უნდა მოსთხოვო? თუ შურისძიება
გადაწყვიტე, მაშინ ხომ მათი ათასობით ამოხოცვა მოგიწევს.
დონს ასეთი რისკიანი საქმისათვის მეტისმეტად ჭკვიანი კაცის სა-
ხელი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მისი ლეგენდა ახალი შემზარა-
ვი დეტალებით მდიდრდებოდა. ფედერალურ ბიუროში არც იმას
გამორიცხავდნენ, რომ დონმა თავად დაყარა ეს ხმები.
მაგრამ დონს მეორე მხარეც ჰქონდა: სიუხვე და დიდსულოვ-
ნება. ვინც მას ერთგულად მსახურობდა, მდიდრდებოდა კიდეც
და საიმედო მფარველიც ჰყავდა. მის მიერ გაცემული ჯილდო მუ-
დამ საოცრად მდიდრული იყო, სასჯელი კი – მუდამ უმოწყალო
და შემზარავი. ესეც მისი ლეგენდის ნაწილი გახლდათ.
პორტელასა და სილკესთან შეხვედრის შემდეგ დონ აპრი-
ლეს კიდევ რამდენიმე დეტალი დარჩა მოსაგვარებელი. ის თერ-
თმეტწლიანი დევნილობის შემდეგ ასტორე ვაიოლას შინ დაბრუ-
ნებაზე ზრუნვას შეუდგა.
ასტორე სჭირდებოდა, მეტიც: დონმა ის ამ მომენტისთვის სა-
განგებოდ მოამზადა. ასტორე ლამის საკუთარ შვილებზე მეტად
უყვარდა, ის მუდამ მათზე ახლოს იყო დონთან. ეს ბავშვი პატა-
რაობიდანვე ლიდერობის ნიშნებს ამჟღავნებდა, სხვათა დაყო-
ლიების ნიჭს ფლობდა. მას დონის არ ეშინოდა მაშინ, როდესაც
ღვიძლ შვილებსაც კი ზოგჯერ ჰქონდათ მამის შიში. მიუხედავად
იმისა, რომ ვალერიუსი და მარკანტონიო ოცი და თვრამეტი
წლისანი იყვნენ, როცა ასტორე ჯერ კიდევ ათის იყო, მან მათგან
დამოუკიდებლობა მოიპოვა, ვალერიუსის მიერ მხედრული წეს-
რიგის დამყარების მცდელობებს არ ეპუებოდა და ხელსაც უბრუ-
ნებდა. მარკანტონიო უფრო თბილად ეპყრობოდა: მუსიკით და-
ინტერესების გასაღვივებლად პირველი ბანჯოც უყიდა. ასტორემ
ეს საჩუქარი ისე მიიღო, როგორც თანატოლისგან მიღებული
ძღვენი.
ერთადერთი, ვის ბრძანებებსაც ასტორე უხმოდ ემორჩილე-
ბოდა, ნიკოლი გახლდათ. თუმცა გოგონა ორი წლით იყო მასზე
უფროსი, ასტორე მაინც პატარაობიდანვე კავალერივით ექ-
ცეოდა. ნიკოლიც ამგვარ მოპყრობას იფერებდა, დავალებებს
აძლევდა და საათობით ისმენდა ასტორეს შესრულებით იტალი-
ურ ბალადებს. თუ ბიჭი კოცნას დაუპირებდა, სახეში ულაწუნებდა.
ასტორე თავიდანვე უაღრესად მგრძნობიარე იყო ქალის სილა-
მაზის მიმართ.
ნიკოლი კი მართლაც ლამაზი იყო. დიდრონი შავი თვალები
და ვნებიანი ღიმილი ჰქონდა; რასაც განიცდიდა, ყველა გრძნობა
სახეზე აღებეჭდებოდა. წარმოუდგენლად ბრაზობდა, თუკი ვინმე
იმის მტკიცებას შეეცდებოდა, რომ ქალი მამაკაცზე რამით ნაკ-
ლებია. გული სწყდებოდა, რომ თავისი ძმებსა და ასტორესავით
ღონიერი არ იყო და თავის მიზანს ძალით კი არა, მხოლოდ სი-
ლამაზით მიაღწევდა. ამ ყველაფრის გამო გოგონა ძალზე თამა-
მი და უშიშარი იყო და ოჯახში ყველას თავნებურად ეპყრობოდა,
მამასაც კი, მიუხედავად მისი შემზარავი რეპუტაციისა.
ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ვიდრე ბავშვები წამოიზ-
რდებოდნენ, დონ აპრილეს ჩვეულებად ჰქონდა ზაფხულის ერ-
თი თვის სიცილიაზე გატარება. უყვარდა ქალაქ მონტელეპრეს
მახლობლად მდებარე თავისი მშობლიური სოფელი, სადაც
სააგარაკო სახლიც ჰქონდა, ოდესღაც ვიღაც გრაფის სასახლე,
რომელსაც ვილა გრაცია ერქვა.
რამდენიმე წლის შემდეგ დიასახლისად ადგილობრივი ქვრი-
ვი, სახელად კატარინა აიყვანა, ძალზე ლამაზი ქალი, გლეხუ-
რად მკვრივი, ღონიერი და ყოჩაღი, რომელიც სახლსაც შესანიშ-
ნავად უვლიდა და სოფლელებისგანაც შეძლო პატივისცემა და-
ემსახურებინა. ეს ქალი მალევე დონის საყვარელი გახდა, რასაც
დონი თავისი ოჯახისა და მეგობრებისგან საიდუმლოდ ინახავდა,
მიუხედავად იმისა, რომ თავისი წრის მეფე და მბრძანებელი იყო.
ასტორე ვაიოლა მხოლოდ ათი წლის იყო, როცა პირველად
გაჰყვა დონ რაიმონდე აპრილეს სიცილიაზე. დონს ორ მოქიშპე
კლანს, კორლეონეებსა და კლერიკუციოს შორის შუამავლობა
დაეკისრა. გარდა ამისა, ვილა გრაციაზე ერთთვიან დასვენებას
ეშურებოდა.
ათი წლის ასტორე მუდამ ხალისიან გუნებაზე იყო. მისი ლა-
მაზი მრგვალი გარუჯული პირისახე მზის სინათლესა და სითბოს
ასხივებდა, გამუდმებით რაღაცას მღეროდა თავისი ტკბილი ტე-
ნორით. საუბარშიც ხალისსა და ენერგიას აფრქვევდა, თუმცა,
ამავდროულად, ფეთქებადი და მეამბოხე ხასიათი ჰქონდა და
გარშემო ყველა თანატოლ ბიჭს ჩაგრავდა.
დონმა ასტორე სიცილიაზე იმიტომ წაიყოლა, რომ თავისი
ასაკის მამაკაცისთვის სწორედ ის ჩათვალა საუკეთესო თანამ-
გზავრად, რაც, თავისთავად, მათი ურთიერთობის მაჩვენებლა-
დაც გამოდგებოდა და იმაზეც მეტყველებდა, რომ დონს საკუთა-
რი შვილებისგან ერთგვარი დისტანცია ყოფდა.
საკუთარი საქმეები რომ მოაგვარა, დონმა მტრულად გან-
წყობილ კლანებსაც მიხედა და დროებითი მშვიდობა დაამყარა.
ამის შემდეგ მშობლიური სოფლის ცხოვრებით ტკბებოდა და ბავ-
შვობას იხსენებდა. ის ურიკებიდანვე შეექცეოდა ლიმონის, ფორ-
თოხლისა და ზეთისხილის ნაყოფს და ასტორესთან ერთად
დიდხანს სეირნობდა სიცილიის მცხუნვარე მზეზე, რომელიც თა-
ვის სიმხურვალეს სახლის კედლებს, კლდეებსა და ლოდებს გა-
დასცემდა. ბიჭს სიცილიელი რობინ ჰუდების ამბებს უყვებოდა,
დიდი ხნის წინათ რომ ებრძოდნენ მავრებს, ფრანგებს, ესპანე-
ლებს, თვით რომის პაპსაც კი. ძველი დროის გმირებთან ერთად
უფრო თანამედროვე გმირის, დონ ზენოს, შესახებაც უამბობდა.
საღამოობით ვილა გრაციას ტერასაზე ერთად აკვირდებოდ-
ნენ ვარსკვლავთა ცვენას და მთების თავზე ელვის გაკვესებას.
ასტორემ უსწრაფესად აითვისა სიცილიური დიალექტი და შავ ზე-
თისხილსაც ისე შეექცეოდა, როგორც შოკოლადის ტკბილეულს.
სულ რამდენიმე დღეში დაიმკვიდრა თავი სოფლელი ბიჭე-
ბის წრეში, რამაც დონი გააოცა, რადგან იცოდა, რომ სიცი-
ლიელი ბავშვები უცხოს თავს არ უხრიდნენ და არავისი ეშინო-
დათ. ამ ათი წლის ღლაპების უმრავლესობა უკვე გაშინაურებუ-
ლი იყო ლუპარასთან, სიცილიურ თოფთან, რომელიც თითქმის
ყოველ ოჯახში ინახებოდა.
დონ აპრილე, ასტორე და კატარინა ზაფხულის გრძელ სა-
ღამოებს უხვად გაფურჩქნილ ბაღში ატარებდნენ, ვახშმობდნენ,
ალფრესკოს სვამდნენ და ციტრუსის გამაბრუებელ სურნელს
ყნოსავდნენ. ზოგჯერ დონი ბავშვობის მეგობრებს ჭიქა სასმელსა
და ბანქოზე პატიჟებდა. ასტორე კატარინას მათ გამასპინძლება-
ში ეხმარებოდა.
დონი და კატარინა თავიანთ კავშირს საჯაროდ არ ამჟღავ-
ნებდნენ, თუმცა ამას მთელი სოფელი ხვდებოდა და ვერავინ ბე-
დავდა კატარინასთან არშიყს. ადგილობრივები მას ოჯახის სრუ-
ლუფლებიანი დიასახლისისათვის შესაფერისი პატივით ეპყრო-
ბოდნენ. დონს აქ გატარებული დრო ცხოვრებაში უბედნიერესად
მიაჩნდა.
ამერიკაში გამგზავრებამდე სულ რაღაც სამი დღე რჩებო-
დათ, როცა სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა: სოფლის ქუ-
ჩებში სეირნობისას დონ აპრილე გაიტაცეს.
მეზობელი პროვინცია, ჩინესე, განსაკუთრებულად კრიმინა-
ლური რეპუტაციით სარგებლობდა. სოფლის „კოსკა“, ანუ კლა-
ნის უფროსი ერთი უმოწყალო და თავზე ხელაღებული ბანდიტი
იყო, გვარად ფიზოლინი. თავის ტერიტორიაზე შეუზღუდავი ძა-
ლაუფლება ჰქონდა და კუნძულის სხვა მაფიოზურ კლანებთან
თითქმის არავითარი შეხება არ ჰქონდა. ამიტომაც წარმოდგენა
არ ჰქონდა დონ აპრილეს ვინაობასა და მის უკიდეგანო ძალა-
უფლებაზე, არც იმის ეშინოდა, რომ ვინმე მისი დახშული სამყა-
როს ფარგლებს გადალახავდა. გადაწყვიტა, ამერიკელისაგან
დიდი გამოსასყიდი მოეთხოვა. ასე ეგონა, რომ ერთადერთი კა-
ნონი, რასაც არღვევდა, სხვა კლანის ტერიტორიაზე შეღწევა
იყო და დიდ დანაშაულად არც ეს მიაჩნდა.
„კოსკა“, ანუ კლანი სისხლით ნათესავთა მაფიოზური გაერ-
თიანებაა, რომელსაც კანონმორჩილი მოქალაქეები, იურისტები
თუ ექიმები, მფარველობისათვის მიმართავენ. თითოეული „კოს-
კა“ დამოუკიდებელი და თვითკმარი ორგანიზაციაა, მაგრამ ის შე-
იძლება სხვა, უფრო მსხვილ გაერთიანებაში შევიდეს. მაფია სწო-
რედ კლანების ამ კომბინაციათა სისტემაა, რომელსაც ერთი სა-
ერთო უფროსი არ გააჩნია.
თითოეული კლანი განსაზღვრულ ტერიტორიასა და ბიზნე-
სის განსაზღვრულ სფეროს აკონტროლებს. ერთ-ერთი კლანი
წყალზე ფასს აწესებს და ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალე-
ბას არ აძლევს, ხელოვნური წყალსაცავები ააშენოს, რათა
წყლის ფასი არ დაეცეს და ამგვარად ხელისუფლების მონოპო-
ლიას ებრძვის. სხვა კლანი საკვები პროდუქტების წარმოებას
აკონტროლებს. იმ დროს სიცილიის უძლიერესი კლანები გახ-
ლდათ პალერმოელ კლერიკუციოთა ოჯახი (რომელიც მთელი
სიცილიის მასშტაბით მშენებლობებს აკონტროლებდა) და კორ-
ლეონეს „კოსკა“, რომელსაც ხელთ ჰყავდა იტალიის მთავრობა
და, გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ნარკობიზნესით იყო დაკა-
ვებული. არსებობდა კლანები, რომლებიც რომანტიკულად გან-
წყობილი ახალგაზრდებისგან სატრფოს აივნის ქვეშ სერენადე-
ბის შესრულებისათვის გასამრჯელოს ითხოვდნენ. უკლებლივ
ყველა კლანის მოვალეობაში დანაშაულის დარეგულირება შე-
დიოდა: მაფია უფლებას არ აძლევდა უქნარა მძარცველებს
შეეწუხებინათ მოქალაქეები, რომლებიც მას მფარველობისათვის
გადასახადს უხდიდნენ. თუ ვინმე გამვლელს საფულის გამო და-
ნას დაარტყამდნენ, ან ქალს გააუპატიურებდნენ, ულაპარაკოდ
ისჯებოდნენ სიკვდილით. კლანის შიგნით აღვირახსნილობაც
ცალსახად ისჯებოდა როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
ფიზოლინის კლანს საქმე ცუდად მისდიოდა. ის ჯვრებითა და
ხატებით ვაჭრობას აკონტროლებდა, ფერმერების პირუტყვის
დაცვისათვის იღებდა გასამრჯელოს და უდარდელი მდიდრები
აჰყავდა მძევლად.
ამგვარად მოხდა, რომ დონ აპრილე და პატარა ასტორე თა-
ვიანთი სოფლის ქუჩებში სეირნობისას ფიზოლინის ხალხმა აიყ-
ვანა და ამერიკული სამხედრო მანქანის საბარგულში ჩასვა.
ღია საბარგულში გლეხურად გამოწყობილი ათი თოფიანი
კაცი იჯდა. დონ აპრილე მიწას უხეშად მოსწყვიტეს და საბარ-
გულში შეაგდეს. ასტორე მაშინვე თავისით შეახტა მანქანას და,
თუმცა ბანდიტები მის გადაგდებას შეეცადნენ, ხის ბორდიურს
მოეჭიდა და ბიძასთან ერთად გამგზავრება არჩია. სატვირთო
ერთი საათის შემდეგ მონტელეპრეს შორიახლოს აღმართული
მთების ფერდობებს მიადგა. იქ ყველანი ცხენებსა და ვირებს შე-
მოასხდნენ და კლდოვან ტერასებს აუყვნენ. გზაში ბიჭი დიდრონ
მწვანე თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
მზის ჩასვლისას მიადგნენ მთებში ღრმად განლაგებულ
მღვიმეს, სადაც ცეცხლზე შემწვარი ბატკნის ხორცით, პურითა და
ღვინით გაუმასპინძლდნენ. ყაჩაღების ბანაკის გვერდით ხელით
გამოჭრილ ხის ნიშში ღვთისმშობლის დიდი ქანდაკება იდგა. ფი-
ზოლინი, თავისი სისასტიკის მიუხედავად, ღვთისმოსავი იყო.
გლეხისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი თავაზიანობითაც გა-
მოირჩეოდა და დონსა და ბიჭს თავი წარუდგინა. აშკარად ჩანდა,
რომ ბანდის მეთაური სწორედ ის იყო. დაბალი და ჯმუხი გახ-
ლდათ, გორილას მსგავსი სხეული ჰქონდა და ქამარზე ორი თო-
ფი ეკიდა. სახე სიცილიის კლდოვან მიწასავით ჰქონდა გადამ-
ხმარი, თუმცა თვალებში ხალისიანი ნაპერწკლები უკრთოდა.
ცხოვრებით ტკბებოდა და მის მცირე ხუმრობებს აგემოვნებდა,
ახლა კი ის ახალისებდა, რომ ხელში ამერიკელი ჩაიგდო, რომე-
ლიც თავის წონა ოქროდ ღირდა...
– ჩემო ბატონო, – მიმართა მან დონს, – არ მსურს, ამ ბიჭის
გამო იდარდოთ. მას ხვალ ქალაქში ბარათს გავატან, რომელ-
შიც გამოსასყიდს მოვითხოვ.
აასტორე მადიანად შეექცეოდა საჭმელს. ამ შემწვარ ბატკან-
ზე უფრო გემრიელი ჯერ არაფერი გაესინჯა. ლუკმა გადაყლაპა
და მხნე და გამბედავი კილოთი წამოიძახა:
– მე ბიძაჩემ რაიმონდესთან ერთად დავრჩები.
– კარგი სადილი გამბედაობას გვმატებს, – გულიანად გაეცი-
ნა ფიზოლინის, – თქვენ პატივსაცემად, ჩემო ბატონო, ეს კერძი
საკუთარი ხელით მოვამზადე. დედაჩემის საგანგებო საკაზმები
გამოვიყენე.
– ბიძასთან დავრჩები, – კვლავ უშიშრად გაიმეორა ასტო-
რემ.
დონ აპრილემ სერიოზული, თუმცა კეთილი კილოთი მიმარ-
თა ყაჩაღს:
– შესანიშნავი საღამო გავატარეთ: კერძიც კარგი იყო, მთის
ჰაერიც და თქვენთან საუბარიც. დილაადრიან მთის ნამსაც
სიამოვნებით ვნახავ, მერე კი შინ უნდა დაგვაბრუნოთ.
ფიზოლინიმ მოწიწებით დაუკრა თავი.
– ვიცი, რომ მდიდარი ბრძანდებით. მაგრამ ნუთუ გავლენაც
ასეთივე დიდი გაქვთ? მე მხოლოდ ასი ათას ამერიკულ დო-
ლარს გთხოვთ.
– ამით ჩემს სახელს შეურაცხყოფას მიაყენებთ, – უპასუხა
დონმა, – გთხოვთ, თანხა გააორმაგოთ და კიდევ ორმოცდაათი
ბიჭისათვის დააწესოთ. ამ ფულს მიიღებთ, ოღონდ იცოდეთ, იმ
წუთიდან თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა!.. – ამის შემდეგ
წამით დადუმდა და განაგრძო: – მიკვირს, ასე წინდაუხედავად
რომ იქცევით.
– უნდა გამიგოთ, ჩემო ბატონო, – ამოიოხრა ფიზოლინიმ, –
მე ღარიბი კაცი ვარ. ცხადია, ჩემს პროვინციაში რასაც მინდა,
იმას ავიღებ, მაგრამ ჩვენთან მდიდარიც ისეთი გაჭირვებულია,
რომ ჩემნაირ კაცს ვერაფრით დაეხმარება. თქვენი სახით გამ-
დიდრების შანსი მომეცა.
– თუკი ასეა, ჩემთან უნდა მოსულიყავით და სამსახური გეთ-
ხოვათ, – მიუგო დონმა, – ნიჭიერი კაცის დასაქმება არასოდეს
გამიჭირდება.
– ამას ახლა იმიტომ ამბობთ, რომ უსუსური და სუსტი ხართ,
– უთხრა ყაჩაღმა, – სუსტი მუდამ დიდსულოვანია. მაგრამ თქვენს
რჩევას გავითვალისწინებ და თანხას გავაორმაგებ, თუმცა ამის
გამო, ცოტა არ იყოს, სინდისი მქენჯნის. ასე ძვირად არც ერთი
ადამიანი არ ფასობს. გარდა ამისა, ბიჭს მაინც გავუშვებ. ბავშვე-
ბის მიმართ განსაკუთრებული სისუსტე მახასიათებს – თავად ოთ-
ხი მყავს გამოსაკვები.
დონ აპრილე ასტორეს მიუბრუნდა:
– წახვალ?
– არა, – თავი დახარა ასტორემ, მერე ბიძას ახედა, – შენთან
მინდა დარჩენა.
– აქ დატოვეთ, – მიმართა დონმა ყაჩაღს.
– არა, უნდა წავიდეს, – თავი გააქნია ფიზოლინიმ, – ჩემს
რეპუტაციაზე უნდა ვიზრუნო... არ მსურს, ბავშვების გამტაცებლის
სახელი გამივარდეს. ხომ იცით, ჩემო ბატონო, თუ თქვენი ახ-
ლობლები არ გადამიხდიან, ნაკუწ-ნაკუწ მომიწევს თქვენი შინ
გაგზავნა. ხოლო თუ გადამიხდიან, პიერო ფიზოლინის პატიოსან
სიტყვას გაძლევთ, ულვაშის ერთი ღერიც კი არ ჩამოგცილდე-
ბათ.
– ფულს მიიღებთ, – მშვიდად უთხრა დონმა, – ახლა კი
საუკეთესო რამ გავაკეთოთ... შვილო, ამ ბატონებს შენი რომე-
ლიმე სიმღერა უმღერე.
ასტორემ ყაჩაღებს უმღერა. ყველამ ტაში დაუკრა და შეაქო
ბიჭი, ზოგიერთები ახლოსაც მივიდნენ და ალერსიანად აუჩეჩეს
თმა. ყველამ ჯადოსნური წუთები განიცადა, როცა ბავშვის ტკბი-
ლი ხმა მთების სიჩუმეში ახმიანდა.
შორიახლოს მდებარე გამოქვაბულიდან საბნები და საძილე
ტომრები მოიტანეს.
– ჩემო ბატონო, – ჰკითხა დონს ფიზოლინიმ, – ხვალ დი-
ლით საუზმედ რა მოგიმზადოთ? იქნებ ახალდაჭერილი თევზი
გესიამოვნოთ? მეორე საუზმედ კი – სპაგეტი და ხბოს ხორცი?
გთხოვთ, გვიმსახურეთ.
– გმადლობთ, – უპასუხა დონმა, – ცოტაოდენი ყველი და ხი-
ლი სრულიად საკმარისი იქნება.
– მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, – უთხრა ფიზოლინიმ და
უეცრად ბიჭის დამფრთხალ სახეს რომ მოჰკრა თვალი, გული
მოულბა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, – ხვალ შენს საწოლ-
ში დაიძინებ.
ასტორემ თვალები დახუჭა და იმწამსვე ჩაეძინა დონის გვერ-
დით, მიწაზე. დონმა ბიჭს მკლავი გადახვია და ჩასჩურჩულა:
– ჩემ გვერდით იყავი.
ასტორეს ისე ღრმად ეძინა, რომ წითელი მუგუზალივით მზე
უკვე თავს დასდგომოდა, როცა გაეღვიძა. ბიჭი ზეზე წამოხტა და
კლდეებს შორის ხევში ორმოცდაათიოდე შეიარაღებულ კაცს
მოჰკრა თვალი. დონ აპრილე, მშვიდი და ღირსებით აღვსილი,
დიდ ლოდზე იჯდა და დიდი ჭიქიდან ყავას სვამდა.
ბიჭი რომ დაინახა, ხელით მოუხმო და უთხრა:
– ასტორე, ყავა გინდა? – თავის წინ მდგომ კაცზე მიუთითა
და განაგრძო, – ასტორე, ეს ჩემი კარგი მეგობარია, ბიანკო. მან
გაგვათავისუფლა.
ასტორემ ვეებერთელა, ქონში ჩამჯდარი კაცი დაინახა, რო-
მელსაც კოსტიუმისა და ჰალსტუხის მიუხედავად, ფიზოლინიზე
ბევრად უფრო შემზარავი იერი ჰქონდა. მისი თეთრი ხვეული
თმა და დიდრონი, მოვარდისფრო თვალები რაღაც შინაგან ძა-
ლას ასხივებდა. კაცი ოდნავი რბილი კილოთი ალაპარაკდა, ამ
ხმით თითქოს რაღაცის შენიღბვას ცდილობდა.
– დონ აპრილე, – თქვა ოკტავიუს ბიანკომ, – ბოდიშს ვიხდი,
ჩემი დაგვიანების გამო გლეხივით მიწაზე რომ მოგიწიათ ღამის
გატარებამ. როგორც კი ამბავი მომაწვდინეს, მაშინვე მოვედი.
ვიცოდი, ფიზოლინი ბრიყვი რომ იყო, მაგრამ ასეთ სიბრიყვეს
მისგან მაინც არ მოველოდი.
გაისმა ჩაქუჩების ხმა და ასტორემ დაინახა ორი ახალგაზ-
რდა ბიჭი ხის ჯვარს ლურსმნებით როგორ აჭედებდა. ხევის შო-
რეულ ბოლოში ხელფეხგაკოჭილი ფიზოლინი და მისი ათი
ხელქვეითიც შენიშნა – ზოგი ძირს იწვა, ზოგიც ხეზე იყო მიბმუ-
ლი. მავთულისა და თოკის ქსელში იყვნენ გახლართულნი და მა-
ხეში გაბმულ ბუზებს ჰგავდნენ.
– დონ აპრილე, – მიმართა ბიანკომ, – ამ ნაძირალებიდან
პირველი რომელი გავასამართლოთ?
– ფიზოლინი, – უპასუხა დონმა, – ის მათი უფროსია.
ბიანკომ ფიზოლინი დონთან მიათრია – მუმიასავით იყო თო-
კებით გადახლართული. ბიანკომ ფიზოლინის უთხრა:
– ფიზოლინი, ასეთი სისულელე როგორ ჩაიდინე? ვერ მიხ-
ვდი, რომ დონი ჩემი მფარველობის ქვეშ რომ არ ყოფილიყო,
მე თვითონვე მოვიტაცებდი? განა მე ოდესმე გადმოვსულვარ
შენს ტერიტორიაზე? მაინც რას ფიქრობდი? გეგონა, ერთ ბოთლ
ზეთს ან ძმარს იღებდი ნისიად? ყოველთვის ჯიუტი იყავი და ბო-
ლოს და ბოლოს, ამისთვის დაისჯები კიდეც. რაკი ახლა იესო
ქრისტესავით ჯვარზე უნდა გაგაკრათ, გიჯობს ბოდიში მოუხადო
დონ აპრილესა და ამ პატარა ბიჭუნას. თუ ამას გააკეთებ, შეგიბ-
რალებ და იქამდე გესვრი ტყვიას, ვიდრე ხელ-ფეხში ლურსმნებს
ჩაგაჭედებენ.
– ამიხსენი, რა მიზეზით მომაყენე შეურაცხყოფა, – იკითხა
დონმა.
– ეს პირადად თქვენი შეურაცხყოფა არ ყოფილა, ჩემო ბა-
ტონო, – ამაყად და უშიშრად უპასუხა ფიზოლინიმ, – არ ვიცოდი,
ჩემი მეგობრები ასე თუ გაფასებდნენ. ამ ბრიყვ ბიანკოს წინასწარ
უნდა გავეფრთხილებინე... ჩემო ბატონო, შეცდომა დავუშვი და
ამისთვის უნდა დავისაჯო კიდეც.
ფიზოლინი დადუმდა, მერე კი ბიანკოს გასძახა:
– შენი ხალხი გააჩერე, ჩაქუჩების ბრაგაბრუგით ლამის გა-
მაყრუონ. შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ მაინც ვერ შემაშინებთ!
– მერე ისევ დონს მიმართა, – მე დამსაჯეთ, მაგრამ ჩემს ხალხს
ხელს ნუ ახლებთ. ისინი ჩემს ბრძანებას ასრულებდნენ. ყველას
ოჯახი ჰყავს. ამათ თუ დახოცავთ, მთელი სოფელი განადგურდე-
ბა.
– ესენი ხომ ზრდასრული მამაკაცები არიან და საკუთარ ქმე-
დებებზე თავად აგებენ პასუხს, – დამცინავად მიუგო დონმა, – მა-
თი დანდობა მათივე კაცობის შეურაცხყოფა იქნება.
იმწამს ასტორემ ბავშვური გონებით უცხადესად გაიაზრა,
რომ ლაპარაკი სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდა და ბიძას ჩასჩურ-
ჩულა:
– არაფერი ავნო!
დონს პასუხი არ გაუცია მისთვის და ფიზოლინის მიმართა,
განაგრძეო.
– ჩემს დანდობას არ გთხოვთ, მაგრამ ამ ათი კაციდან ყვე-
ლა ჩემი სანათესავოს წევრია. თუ მათ დახოცავთ, მათ ცოლ--
შვილსაც დაღუპავთ. მათგან სამი ჩემი სიძეა, ისინი მენდობიან და
ჩემი გადაწყვეტილება უსიტყვოდ მიიღეს. ჩემს ხალხს თუ გაუშ-
ვებთ, სიკვდილის წინ ფიცს ჩამოვართმევ, რომ სამუდამოდ თქვე-
ნი ერთგულნი დარჩნენ. ათი ერთგული მეგობარი სულაც არ
არის ცოტა, ეს ძალზე ბევრია... როგორც მითხრეს, დიდი კაცი
ბრძანდებით, მაგრამ ნამდვილად დიდი ვერ იქნებით, თუ მოწყა-
ლების გაღება არ შეგიძლიათ. მუდამ მოწყალება უადგილოა,
მაგრამ ამ ერთხელ გთხოვთ, ეს ღირსება გამოიჩინოთ, – ამ სიტ-
ყვებით ყაჩაღმა ასტორეს გაუღიმა.
დონ რაიმონდე აპრილე იმ წუთებში თავის ჩვეულ ამპლუაში
იყო. მოწყალებას არ ცნობდა, არც მადლიერების სჯეროდა.
მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანს მხოლოდ სიკვდილი დაუშლიდა
თავნებობას. ფიზოლინის სიტყვებს თავის გაქნევით უპასუხა. ბი-
ანკო პატიმარს მიუახლოვდა.
ასტორე ყველაფერს მიხვდა, ბიძასთან მიირბინა და თვა-
ლებში ჩახედა.
– მას ხომ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, მხოლოდ ჩვენი
ფული უნდოდა.
– მერე, განა ეს არაფერია? – ღიმილით უპასუხა დონმა.
– ფული ოჯახის გამოსაკვებად სჭირდებოდა, ეს საპატიო მი-
ზეზია. ეს კაცი მომწონს, ბიძია. გთხოვ!..
– ბრავო! – კვლავ გაეღიმა დონს და შემდეგ ჩაფიქრდა.
ვერც კი ამჩნევდა, ბიჭი მკლავზე რომ ეკიდებოდა. სიცოცხლეში
პირველად დონ აპრილეს მოწყალების გაღება მოუნდა.
ბიანკოს ხელქვეითებმა ამასობაში მოკლე სიგარები გააბო-
ლეს და მათი სურნელოვანი კვამლი მთის ნიავს შეერია. ერთ--
ერთი დონს ეახლა და სიგარა მასაც შესთავაზა. მის ქცევაში სა-
განგებო მოწიწება იგრძნობოდა. ასტორემ ეს ცხადად დაინახა.
დონმა სიგარა ამოიღო, კაცმა ხელისგულები მიაფარა და ასანთი
მოუკიდა.
დონი დიდხანს ეწეოდა, მერე პატიმარს მიმართა:
– არ მსურს, მოწყალებით შეურაცხყოფა მოგაყენო, მაგრამ
საქმიან შეთანხმებას გთავაზობ. მეც და ბიჭსაც კეთილად და პა-
ტივისცემით მოგვეპყარი, ამიტომაც შევთანხმდეთ: შენც და შენი
ამხანაგებიც ცოცხლები დარჩებით, მაგრამ სიცოცხლის ბოლომ-
დე მე მომემსახურებით.
ასტორემ უდიდესი შვება იგრძნო და ფიზოლინის ღიმილით
შეხედა. ყაჩაღი მუხლებზე დაემხო და დონს ხელზე აკოცა. ბიჭმა
შენიშნა, გარშემო მდგარი კაცები რა გამალებით აბოლებდნენ
სიგარებს და ზორბა ბიანკოც კი სიხარულისგან ცახცახებდა.
– ღმერთმა დაგლოცოთ, ჩემო ბატონო, – ჩურჩულით წარ-
მოთქვა ფიზოლინიმ.
– გმადლობ ამ სიტყვებისათვის, – უთხრა დონმა და სიგარა
იქვე, ლოდზე დადო, – მინდა, რომ გესმოდეს: ბიანკო აქ ჩემს
დასაცავად მოვიდა და ამიერიდან ეს შენს მოვალეობაშიც შედის.
ყოველწლიურად გადაგიხდი გასამრჯელოს, მაგრამ თუ ერთხელ
მაინც მიღალატებ, შენც, შენი ოჯახიც და სანათესავოც უკლებ-
ლივ განადგურდებით.
ფიზოლინი წამოდგა, დონს გადაეხვია და ატირდა.
ამ შემთხვევამ დონი და მისი „დისშვილი“ ძალზე დააახლო-
ვა. დონს ბიჭი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა, ბიჭს კი ის ახარებ-
და, რომ ბიძამ მას ფიზოლინისა და მისი ხალხის სიცოცხლე აჩუ-
ქა. ამით მათ შორის სამუდამოდ გამყარდა ურთიერთობა.
ვილა გრაციაზე გატარებულ უკანასკნელ საღამოს დონი ვე-
რანდაზე ყავას მიირთმევდა, ასტორე კი დიდი ჯამიდან ზეთის-
ხილს შეექცეოდა. ბიჭი უჩვეულოდ ჩუმი და ჩაფიქრებული იყო.
– ასტორე, გული გწყდება, სიცილიას რომ ტოვებ? – ჰკითხა
დონმა.
– ჩემი ნება რომ იყოს, აქ დავსახლდებოდი, – თქვა ბიჭმა და
ზეთისხილის კურკები ჯიბეში ჩაიდო.
– ყოველ წელს ჩამოვალთ ერთად, – უთხრა ბიძამ.
ასტორემ ოდნავ შეშფოთებული, ზრდასრული კაცის მზერით
შეხედა.
– კატარინა შენი საყვარელია?
– კატარინა ჩემი საყვარელი მეგობარია, – გაეცინა დონს.
– ჩემმა ბიძაშვილებმა ეს იციან?
– არა, ჩემმა შვილებმა არაფერი იციან, – უთხრა გახალისე-
ბულმა დონმა და დიდი ცნობისმოყვარეობით დაელოდა შემდეგ
შეკითხვას.
– ის თუ იციან, რომ ბიანკოსნაირი ძლიერი მეგობრები
გყავს, რომლებიც შენ გამო ყველაფერზე წავლენ? – სერიოზუ-
ლად ჰკითხა ასტორემ.
– არა.
– მე არაფერს ვეტყვი. არც ჩვენი მოტაცების შესახებ ვუამ-
ბობ.
დონმა სიამაყე იგრძნო. ბიჭს „ომერტას“ განცდა სისხლში
ჰქონდა.
გვიან ღამით ასტორე მარტო წავიდა ბაღის ბოლოში და შიშ-
ველი ხელებით ჩაფლა მიწაში ის კურკები, აქამდე ჯიბეში რომ
ჰქონდა შენახული. მერე სიცილიის ლურჯ, ღამეულ ცას ახედა და
საკუთარი თავი ბიძასავით ხნიერ კაცად წარმოიდგინა, ასეთივე
ღამეში ბაღში რომ ნებივრობდა თავისი ზეთისხილის ხეების
ჩრდილში.
ამის შემდეგ, როგორც დონი თვლიდა, ყველაფერი ბედისწე-
რამ განკარგა. დონი და ასტორე ყოველ წელს ჩადიოდნენ სიცი-
ლიაზე, ვიდრე ბიჭს თექვსმეტი წელი არ შეუსრულდა. დონი წარ-
მოსახვაში უკვე ხატავდა ბიჭის მომავალსა და დანიშნულებას.
ამ დანიშნულების გზაზე ასტორეს დონის ქალიშვილმა უბიძ-
გა. თვრამეტი წლის იყო, როცა სიგიჟემდე შეუყვარდა თავისზე
ორი წლით უმცროსი ასტორე და თავისი მჩქეფარე ტემპერამენ-
ტის წყალობით გრძნობების დამალვა არც უცდია, ვნებიანი ბიჭიც
ჭკუიდან შეშალა და ისინი მთელი ახალგაზრდული თავდავიწყე-
ბით დაუახლოვდნენ ერთმანეთს.
დონი ამას ვერ მოითმენდა, მაგრამ ტაქტი გამოიჩინა და თა-
ვი ისე დაიჭირა, აქაოდა, არაფერი ვიციო.
ერთ საღამოს მან ასტორე თავისთან გამოიძახა და უთხრა,
რომ სასწავლებლად ინგლისში გზავნიდა. ლონდონში, ვინმე
მისტერ ფრაიორთან უნდა გაევლო პრაქტიკა საბანკო საქმეში.
არაფერი აუხსნია, იცოდა, ბიჭი ისედაც მიხვდებოდა, რომ ბიძას
მისი სასიყვარულო ისტორიის შეწყვეტა სურდა, მაგრამ თავისი
ქალიშვილის ხასიათი არ გაუთვალისწინებია. ქალიშვილი კარ-
თან იდგა, ყველაფერი მოისმინა და აღშფოთებული შევარდა
ოთახში. ვნებისა და ბრაზისგან კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა.
– არსადაც არ გაუშვებ, – უყვირა მამას, – ჩვენ ერთად გავიქ-
ცევით!
– ორივემ უნდა განაგრძოთ სწავლა, – მშვიდად, დამარ-
ცვლით მიუგო დონმა.
ნიკოლი მღელვარებისგან აჭარხლულ ასტორეს მიუბრუნდა:
– ასტორე, ხომ არ წახვალ?!
ბიჭმა არაფერი უპასუხა და ნიკოლი მწარედ ატირდა.
ამ სცენას სხვა მამა გულგრილად ვერ შეხედავდა, დონ აპ-
რილე კი ხალისობდა. მისი ქალიშვილი მართლაც დიდებული
ქალი გახლდათ, სულით ნამდვილი მაფიოზი. იმ დღის მერე
რამდენიმე კვირის განმავლობაში მამას არ ელაპარაკებოდა და
თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა, თუმცა დონი ამას სულაც არ
დარდობდა, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ნიკოლს გულის იარა მა-
ლევე მოუშუშდებოდა.
კიდევ უფრო მეტად ახალისებდა დონს გარდატეხის ასაკის
ცდუნებებთან მორკინალი ასტორეს ქცევა. აშკარა იყო, რომ ბიჭს
ნიკოლი უყვარდა. ცხადია, გოგონას ვნება და თავდავიწყება მის
ახალგაზრდულ თავმოწონებას აასმაგებდა. მის ასაკში ნების-
მიერი ადამიანი დაჰყვებოდა ამგვარ ცდუნებას, მაგრამ დონი
იმასაც აშკარად ხედავდა, რომ ასტორე ისეთ გამართლებას
ეძებდა, რაც შემაფერხებელი ცდუნებებისგან გაათავისუფლებდა
და მომავალი დიდებისკენ გაუკვალავდა გზას. დონი ამას ღიმი-
ლით უცქერდა. ბიჭს ყველა აუცილებელი ინსტინქტი და ალღო
ჰქონდა და დრო იყო, დონს მისი საფუძვლიანი წვრთნა დაეწყო.
...სამი წელიწადი იყო გასული მას მერე, რაც დონი საქმეებს
ჩამოშორდა და იმ კაცის მშვიდი ყოფით ტკბებოდა, ვინც ცხოვრე-
ბაში ყველაფერი სწორად გააკეთა. თავს იმდენად საიმედოდ
გრძნობდა, რომ შვილებს უწინდელზე მეტად დაუახლოვდა.
ვალერიუსმა ცხოვრების დიდი ნაწილი უცხოეთის სამხედრო
ბაზებზე გაატარა და მამასთან თითქმის არ ურთიერთობდა. ახ-
ლა ბიჭი უესტ-პოინტში მსახურობდა და მამა-შვილი ერთმანეთს
უფრო ხშირად ხვდებოდა, ბევრსაც საუბრობდნენ, თუმცა ერთმა-
ნეთის გაგება უჭირდათ.
მარკანტონიოსთან მამამ სხვაგვარი დამოკიდებულება და
ერთგვარი თანხმობაც კი დაამყარა. შვილი თავისი სატელევიზიო
საქმიანობის, დრამატურგიული პროცესის, მაყურებლის წინაშე
პასუხისმგებლობისა და შოუს მეშვეობით სამყაროს გაკეთილშო-
ბილების შესახებ უამბობდა. დონს მისი აღტაცება აჯადოებდა,
დრამატული პერსონაჟები ზღაპრის გმირებად წარმოუდგებოდ-
ნენ, თუმცა საოჯახო სუფრებზე მამა-შვილი ერთმანეთს ხშირად
ეპაექრებოდა, უფრო სხვათა გასართობად, ვიდრე სერიოზულად.
დონი ხშირად ეუბნებოდა მას:
– შენი დრამების გმირებივით აბსოლუტურად კეთილი ან აბ-
სოლუტურად ბოროტი ადამიანები ცხოვრებაში არასოდეს შემ-
ხვედრია.
– მაგრამ მაყურებელი სწორედ ამას ითხოვს, – პასუხობდა
მარკანტონიო, – რადგან ამის სჯერა.
ერთ-ერთი საოჯახო შეკრებისას ვალერიუსი სპარსეთის ყუ-
რეში მიმდინარე ომის შესახებ მსჯელობდა და კონფლიქტის
მოგვარების ის რაციონალური გზა ახსენა, რომელიც ეკონომიკუ-
რი და ჰუმანური თვალსაზრისითაც იყო მისაღები და, გარდა ამი-
სა, მარკანტონიოს სატელევიზიო ქსელსაც წარმოუდგენლად
აუმაღლებდა რეიტინგს. დონი კი უსმენდა და მხრებს იჩეჩდა, ძა-
ლაუფლებისათვის ბრძოლაში ამგვარი სინატიფეები ინტერესს
არ უღვივებდა.
– მაინც როგორ მოიპოვებს ერთი ერი მეორეზე გამარჯვე-
ბას? – ჰკითხა მან ვალერიუსს, – რა არის გადამწყვეტი ფაქტო-
რი?
– ომის მსვლელობას ჯარის წვრთნა და მხედართმთავართა
გამჭრიახობა წყვეტს, – უპასუხა ვალერიუსმა, – ასევე დიდი
ბრძოლებიც. როდესაც სამხედრო ისტორიის გაანალიზებაზე ვმუ-
შაობდი, ერთ მარტივ დასკვნამდე მივედი: ომს ის ქვეყანა იგებს,
რომელიც უფრო მეტ ფოლადს აწარმოებს.
დონმა თავი დაუქნია. როგორც იქნა, შვილის პასუხმა დააკ-
მაყოფილა.
მამას ყველაზე თბილი და ახლობლური გრძნობები მაინც
ნიკოლთან აკავშირებდა. დონი ქალიშვილის სილამაზით, მისი
მიღწევებით, მისი მგზნებარე ხასიათით ამაყობდა. ოცდათორმე-
ტი წლისა უკვე ძლიერი და პერსპექტიული იურისტი იყო, პოლი-
ტიკური კავშირებიც ჰქონდა და არაფრის ეშინოდა.
დონი ფარულად უჭერდა მხარს. ნიკოლის იურიდიული ფირ-
მა დიდწილად დონის წყალობით არსებობდა. ძმები დას ერ-
თგვარი ეჭვით უმზერდნენ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გაუთხოვარი
იყო და მეორეც, ძალზე ბევრ საქველმოქმედო საქმიანობას
ეწეოდა. თვით მამაც, მთელი სიყვარულის მიუხედავად, ნიკოლს
მთლად სერიოზულად არ აღიქვამდა: მაინც ქალი იყო, თანაც
მამაკაცებთან მიმართებაში ფრიად უცნაურ გემოვნებას ამჟღავ-
ნებდა.
საოჯახო სუფრებზე დონი და მისი ქალიშვილი ორ ვეებერ-
თელა საშიშ კატასავით ჩხუბობდნენ, გეგონებოდათ, ეს-ეს არის
ერთმანეთს ბრდღვნას გაადენენო. მთავარ საკამათო თემად ეს
ჰქონდათ: ნიკოლი თვლიდა, რომ ადამიანის სიცოცხლე წმინდაა
და სიკვდილით დასჯის სასტიკი წინააღმდეგი იყო. სიკვდილით
დასჯის წინააღმდეგ ოფიციალური კამპანიაც კი წამოიწყო. საკმა-
რისი იყო, დონს ეკითხა, ეგ რად გინდოდაო, რომ ნიკოლი
ცხარდებოდა და ცეცხლს აფრქვევდა, რადგან, მისი რწმენით,
სიკვდილით დასჯა კაცობრიობას განადგურებას უქადდა; თუკი
მკვლელობა ამა თუ იმ გარემოებებში იქნა დაშვებული, მაშინ მას
სხვა გარემოებებშიც მოეძებნება გამართლება, რაც ცივილიზაცი-
ის წინსვლას აფერხებს. ამ ნიადაგზე ნიკოლი მუდმივად ეკამათე-
ბოდა ვალერიუსს. ბოლოს და ბოლოს, ჯარიც ხომ პროფესიად
ქცეული მკვლელობაა? მიზეზებს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ასე
გაგრძელდა, კანიბალიზმს დავუბრუნდებით. როცა კი ამის შესაძ-
ლებლობა მიეცემოდა, ნიკოლი მთელი ქვეყნის მასშტაბით იბ-
რძოდა სასამართლო პროცესებზე სიკვდილმისჯილი მკვლელე-
ბის გასამართლებლად. თუმცა დონს ეს სასაცილოდაც კი არ
ჰყოფნიდა, ქალიშვილის მორიგი გამარჯვების აღსანიშნავად ჭი-
ქის აწევა მაინც არ ავიწყდებოდა. ნიკოლმა საუკუნის ერთ-ერთი
ყველაზე გახმაურებული მკვლელისთვის სასჯელის შემსუბუქებას
მიაღწია: ეს გახლდათ კაცი, რომელმაც საუკეთესო მეგობარი
მოკლა და მისი ქვრივი შეაცდინა. საპატიმროდან გაქცევის შემ-
დეგ გაზის კანტორის ორი თანამშრომელი მოკლა და გაძარცვა.
შემდეგ ათი წლის გოგონა გააუპატიურა და მოკლა. მხოლოდ
მაშინ დააკავეს, როცა ორი პოლიციელის მოკვლა სცადა. ნი-
კოლმა სასამართლო პროცესი იმის ხარჯზე მოიგო, რომ მსჯავ-
რდადებულის ფსიქიკური ავადმყოფობა დაამტკიცა. დამნაშავე
სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულად საშიში პაციენტების-
თვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოათავსეს.
ოჯახის მომდევნო შეკრებაზე ყველანი ნიკოლის კიდევ ერთ
გამარჯვებას აღნიშნავდნენ: ამჯერად მან პროცესი მოიგო. წინა
პროცესზე მან საკუთარი კარიერა რისკის ქვეშ დააყენა, როცა
საკამათო იურიდიული პრინციპი გამოიყენა. ამის გამო ადვოკატ-
თა კოლეგიის წინაშე წარდგა და გაამართლეს. ნიკოლი მეცხრე
ცაზე იყო.
დონიც კარგ გუნებაზე იყო და ამიტომ ნიკოლის ამ გამარჯვე-
ბით განსაკუთრებულად დაინტერესდა, რაც სხვა დროს ჩვევად
არ ჰქონდა. ქალიშვილს მიულოცა, მაგრამ სთხოვა, პროცესის
დეტალები განემარტა.
ნიკოლის კლიენტი ამჯერად ოცდაათი წლის მამაკაცი იყო,
რომელმაც გააუპატიურა და წამებით მოკლა თორმეტი წლის
გოგონა, მისი გვამი კი გადამალა. მის წინააღმდეგ ძლიერი სამ-
ხილები არსებობდა, მაგრამ რაკი გვამი ვერ აღმოაჩინეს, სასიკ-
ვდილო განაჩენის გამოტანა არ შეიძლებოდა. მსხვერპლის
მშობლებიც დაჟინებით ითხოვდნენ გვამის პოვნას.
მკვლელმა ნიკოლს გვამის ადგილმდებარეობა გაანდო და
სასამართლოსთან გარიგება დაავალა: გვამს იმის სანაცვლოდ
აპოვნინებდა, თუკი სიკვდილის ნაცვლად სამუდამო პატიმრობას
მიუსჯიდნენ. ნიკოლმა პროკურორთან მოლაპარაკებები დაიწყო,
მაგრამ თვითონაც ბრალდება დაემუქრა, თუ დაუყოვნებლივ არ
მიაწვდიდა სასამართლოს გვამის შესახებ ინფორმაციას. ნიკოლ-
მა ამაზე უარი განაცხადა იმ მოსაზრებით, რომ ამგვარად ადვო-
კატსა და მის კლიენტს შორის კონფიდენციურობის წესი ირ-
ღვეოდა.
პროკურორი მსხვერპლის მშობლებს მოეთათბირა და საბო-
ლოოდ დათანხმდა.
მაშინ მკვლელმა აღიარა, რომ მან გვამი დაანაწევრა და ყი-
ნულით სავსე კოლოფში მოათავსა, კოლოფი კი ნიუ-ჯერსიში
ერთ ჭაობიან ადგილას ჩაფლო. გვამი იპოვეს, მკვლელს კი სა-
მუდამო პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ამის შემდეგ ადვოკატთა
ასოციაციამ ნიკოლს არაეთიკური გარიგების ბრალდება წაუყენა,
დღეს კი მას ეს ბრალდება მოეხსნა.
დონმა შვილების სადღეგრძელო შესვა და შემდეგ კვლავ ნი-
კოლს მიუბრუნდა:
– და შენ ფიქრობ, რომ ამ ამბავში პატიოსნად მოიქეცი?
– ეს პრინციპის ამბავი იყო, – აღშფოთდა ნიკოლი, – მთავ-
რობას არც ერთ შემთხვევაში არა აქვს უფლება, ადვოკატისა და
კლიენტის ურთიერთობაში ჩაერიოს.
– კი, მაგრამ მსხვერპლის მშობლები არ შეგებრალნენ? – არ
მოეშვა დონი.
– რასაკვირველია, მაგრამ რა კავშირშია ეს კანონის ძირე-
ულ პრინციპთან? ეს ყველაფერი მართლაც მტკივნეულად განვი-
ცადე, მაგრამ კანონის სამომავლო დახვეწას მსხვერპლი სჭირ-
დება.
– თუ მართალი იყავი, ადვოკატთა კოლეგიამ რატომღა დაგ-
დო ბრალი? – ჰკითხა დონმა.
– პოლიტიკური პრესტიჟის შესანარჩუნებლად. რიგით, უსწავ-
ლელ ხალხს კანონის ნიუანსები არ ესმის, ამიტომ ჩემმა საქცი-
ელმა აღშფოთება გამოიწვია. ერთ უაღრესად კომპეტენტურ მო-
სამართლეს საზოგადოებისათვის იმის განმარტებამ მოუწია, რომ
კონსტიტუციის თანახმად, სრული უფლება მქონდა, მსჯავრდადე-
ბულისაგან მიღებული ინფორმაცია არ გამეხმაურებინა.
– ბრავო! – საზეიმოდ წარმოთქვა დონმა, – კანონი
მოულოდნელობებითაა აღსავსე, თუმცა მხოლოდ იურისტების-
თვის.
ნიკოლი ხედავდა, რომ მამა მასხრად იგდებდა და მკვახედ
უპასუხა:
– კანონის გარეშე ცივილიზაცია ვერ იარსებებს.
– მართალია, – დაეთანხმა დონი, – მაგრამ მაინც უსამარ-
თლოდ მიმაჩნია, ასეთი დანაშაულის ჩამდენი სიკვდილს რომ გა-
დაურჩა.
– რას იზამ, ასეა, – მიუგო ნიკოლმა, – სინამდვილეში ყოვე-
ლი დამნაშავე იმაზე უფრო რბილად ისჯება, ვიდრე იმსახურებს,
მაგრამ ეს გამართლებულიცაა, რადგან მიტევებას სულის გან-
კურნება შეუძლია. მომავალში ის, ვინც ჩვენი საზოგადოების წი-
ნააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, უფრო ადვილად შეძლებს გამოს-
წორებას.
– მართლაც გჯერა, რომ ეს კაცი შეშლილი იყო? – ჰკითხა
მამამ, – ის ხომ თავისუფალი ნებით მოქმედებდა.
ვალერიუსმა ნიკოლს ცივი მზერა მიაპყრო. ორმოცი წლის
მაღალ კაცს მოკლე ულვაში და უკვე შეჭაღარავებული თმა
ჰქონდა. როგორც სამხედრო ექსპერტს, თვითონაც მიუღია ისე-
თი გადაწყვეტილებები, ზნეობას რომ ეწინააღმდეგება, ამიტომ
ახლა ნიკოლის მსჯელობა აინტერესებდა.
მარკანტონიოს ესმოდა, რომ მისი და გარკვეულწილად იმის
გამო იბრძოდა კანონისა და სამართლიანობისთვის, რომ მამის
უკანონო ქმედების გამოსწორება სურდა. იმდენად ნიკოლის მოს-
მენა არ უნდოდა, რამდენადაც შიშობდა, ვაითუ, ქალს ისეთი რამ
წამოსცდენოდა, რასაც მამა არ აპატიებდა.
ასტორე მონუსხული შესცქეროდა ნიკოლს, მისი ანთებული
თვალები, მღელვარე საუბარი და ენერგია ახალგაზრდა კაცს
აჯადოებდა. მოაგონდა მათი მოზარდობის დროინდელი სიყვა-
რული და იგრძნო, რომ ნიკოლი ისევ ძველებურად ელტვოდა,
მაგრამ თავად სრულიად შეცვლილიყო. გაიფიქრა, ნეტავ ძმებმა
თუ იციან ამ დიდი ხნის წინანდელი სიყვარულის შესახებო. დიდი
იმედი ჰქონდა, რომ ამ ოჯახში, რომელიც მისთვის ერთადერთ
თავშესაფარს წარმოადგენდა, არ მოხდებოდა ჩხუბი და რომ ნი-
კოლი თავს შეიკავებდა, მის შეხედულებებს კი სრულებით არ
იზიარებდა. სიცილიაზე გატარებულმა წლებმა ცხოვრება სულ
სხვანაირად დაანახვა. ახლა ის აოცებდა, როგორ შეიძლებოდა
მისთვის უძვირფასეს ორ ადამიანს სრულიად განსხვავებული მო-
საზრებები ჰქონოდა. იმასაც მიხვდა, რომ ნიკოლი მართალიც
რომ ყოფილიყო, თვითონ ვერასოდეს დაიჭერდა მის მხარეს და
დონს ვერ დაუპირისპირდებოდა.
ნიკოლმა მამას თამამად გაუსწორა თვალი.
– არა, ის თავისუფალი ნებით არ მოქმედებდა. გარემოებებ-
მა აიძულეს: საკუთარმა დაზიანებულმა ფსიქიკამ, გენეტიკურმა
მემკვიდრეობამ, ორგანიზმის ბიოქიმიურმა მდგომარეობამ, მე-
დიცინის არცოდნამ... რა თქმა უნდა, შეშლილი იყო.
– მაშინ ესეც მითხარი, – არ მოეშვა დონი, – შენთვის რომ
ეთქვა, მთელი ეს გამართლებები მტკნარი სიცრუეაო, მაშინაც
დაიცავდი?
– დიახ, მაშინაც დავიცავდი, რადგან თითოეული ადამიანის
სიცოცხლე წმინდაა და სახელმწიფოს მისი ხელყოფის უფლება
არა აქვს.
– შენში იტალიური სისხლი ლაპარაკობს, – გაეცინა დონს, –
იცი, ბოლო საუკუნეების განმავლობაში იტალიაში არასოდეს
ჰქონიათ სიკვდილით დასჯა. წარმოგიდგენია, რამდენი სიცოც-
ხლე დაზოგეს? – მისი ვაჟები და ასტორე ამ სიტყვების სარკაზ-
მმა შეძრა, ნიკოლი კი არ შეცბუნებულა.
– სახელმწიფოს მხრიდან ბარბაროსობაა სამართლიანობის
სახელით განზრახ მკვლელობის განხორციელება, – უთხრა მან
მამას სერიოზული კილოთი, – ამაში შენ მაინც უნდა დამეთან-
ხმო.
დონის რეპუტაციაზე მინიშნებამ თვით ნიკოლიც გააცინა, მაგ-
რამ კვლავ სერიოზულად განაგრძო: – ხომ გვაქვს ალტერნატი-
ვა? დამნაშავე სიცოცხლის ბოლომდე საპატიმროში ან კლინიკა-
ში მოვათავსოთ. ამ შემთხვევაში ის საზოგადოებისათვის საფ-
რთხეს არ წარმოადგენს.
– მოიცადე, მოიცადე, – ცივად შეხედა დონმა ქალიშვილს.
სახელმწიფოს მიერ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ძალიანაც
მივესალმები. რაც შეეხება მუდმივ პატიმრობას, ეს ხომ სასაცი-
ლოა. გავა ოცი წელიწადი და, შესაძლოა, საქმის ახალი დეტა-
ლები გაირკვეს. მკვლელს ათავისუფლებენ და გამოდის, რომ ის
ბოროტად სარგებლობს სახელმწიფოს გულკეთილობით. მკვდა-
რი კი ყველას ფეხებზე ჰკიდია...
– მამა, მე იმას არ ვამბობ, რომ მსხვერპლი ფეხებზე მკიდია,
მაგრამ მკვლელის სიცოცხლის ხელყოფით მას მაინც ვერ
გააცოცხლებ. რაც მეტად განვაგრძობთ ამა თუ იმ მოსაზრებით
მკვლელობის განხორციელებას, მით მეტი მკვლელობა მოხდება
დედამიწაზე.
დონმა ღვინო მოსვა და ახალგაზრდებს გადახედა. მერე
ისევ ქალიშვილს მიუბრუნდა და უჩვეულო გზნებით წარმოთქვა:
– რეალობა ასეთია. რატომ გგონია, რომ ადამიანის სიცოც-
ხლე წმინდაა? რის საფუძველზე? გადახედე ისტორიას. ყველა
ხელისუფლება და ყველა რელიგია სისხლისმღვრელ ომებს
ამართლებდა. ეკონომიკურმა თუ პოლიტიკურმა ინტერესებმა
რამდენი სიცოცხლე შეიწირა? კაცობრიობისათვის ფული მუდამ
უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე. შენი
კლიენტების დაცვით შენვე ამართლებ სიცოცხლის ხელყოფას.
– მე ჩემი კლიენტების საქციელს არ ვამართლებ. უბრალოდ,
არ მსურს, მკვლელობას მკვლელობა შეემატოს!
– მთავარი კი ის არის, – უფრო დამშვიდებით განაგრძო
დონმა, – რომ მსხვერპლი მაინც მიწაშია, მის სახეს ვეღარასო-
დეს ვიხილავთ, მის ხმას ვერ გავიგონებთ, ის მკვდარია. სამუდა-
მო წყვდიადშია.
დონმა კვლავ მოსვა ღვინო. ყველანი მას მისჩერებოდნენ და
გაფაციცებით ელოდნენ, თუ რას იტყოდა.
– ახლა კი, ჩემო ნიკოლ, მომისმინე. მკვლელს სამუდამო პა-
ტიმრობას მიუსჯიან. ის გისოსებს მიღმაა, ციხეში თუ კლინიკაში,
როგორც შენ ამბობ, მაგრამ ის ყოველ დილით დაინახავს მზის
ამოსვლას, მიირთმევს ცხელ კერძს, მოუსმენს მუსიკას, მის ძარ-
ღვებში ძველებურად იდენს სისხლი და ახლობლები კვლავაც
შეძლებენ მის გულში ჩაკვრას. წიგნების კითხვასაც კი შეძლებს,
სადურგლო საქმის შესწავლას და, თუნდაც მაგიდის დამზადებას.
ერთი სიტყვით, ის იცოცხლებს. ეს კი უსამართლობაა.
ნიკოლი არ შემცბარა და არ დაბნეულა.
– მამა, შინაურ ცხოველებს უმ ხორცს ხომ არ ასინჯებენ, რა-
თა გემო არ გაუგონ და არ შეეჩვიონ. ჩვენც ასე ვართ. რაც მეტს
ვკლავთ, მით უფრო გვიადვილდება მკვლელობა. ეს როგორ არ
გესმის? – რაკი მამა არ პასუხობდა, განაგრძო, – ან რა უფლე-
ბით წყვეტ, რა არის სამართლიანი და რა უსამართლო? მაინც
სად გადის გამყოფი ზღვარი?
ქალიშვილის ეს სიტყვები თითქოს მუდარა იყო, მამას ბო-
ლოს და ბოლოს ის ეჭვი გაეფანტა, მის საქმიანობას რომ უკავ-
შირდებოდა.
ყველანი დონის განრისხებას ელოდნენ, მაგრამ ის ძველებუ-
რად შესანიშნავ გუნებაზე იყო.
– ეჭვისა და სისუსტის წუთები მეც მქონია, მაგრამ არასოდეს
მივცემ უფლებას შვილს, მამის ავ-კარგი განსაჯოს. მით უმეტეს,
რომ მამის ვალი უნაკლოდ შევასრულე, სამი შვილი საზოგა-
დოების ნამდვილ ბურჯებად აღვზარდე, სამივეს ნიჭიც საკმაოდ
გაქვთ, განათლებაც და წარმატებაც. ბედისწერის წინაშე უძლურ-
ნი არ ხართ. მაშ, რას მსაყვედურობთ?
– არაფერს, – ერთბაშად მოლბა ნიკოლი, – როგორც მშო-
ბელს, არაფერი გჭირს სასაყვედურო, მაგრამ შენ რაღაც გამოგ-
რჩა. როგორც წესი, ღარიბი და დაჩაგრული ისჯება, მდიდარი კი
ადვილად გაურბის სამართლიან სასჯელს.
– მაშინ რად არ ცდილობ, კანონები ისე შეცვალო, რომ მდი-
დარიც ღარიბთან ერთად დაისაჯოს. ეს უფრო ჭკვიანური იქნე-
ბოდა.
ასტორემ ჩურჩულით ჩაურთო:
– ეს თუ მოხდა, ჩვენგან თითქმის აღარავინ დარჩება, – ამ
შენიშვნამ დაძაბულობა განმუხტა.
– კაცობრიობის უდიდეს სათნოებას მოწყალება წარმოად-
გენს, – თქვა ნიკოლმა, – კულტურული საზოგადოება ადამიანს
სიკვდილით არ სჯის და სასჯელს გონივრულად და სამარ-
თლიანად აღასრულებს.
დონს მხოლოდ ახლა გაუფუჭდა გუნება.
– სად აკრიფე ეს იდეები? ეს ლაჩრული და ქედმაღლური,
მეტიც, მკრეხელურია. ვინ არის ღმერთზე უფრო უმოწყალო და
მრისხანე? განა ის პატიობს? განა ის არ სჯის? განა სამოთხე და
ჯოჯოხეთი მისი განწესებული არ არის? მოწყალე რომ იყოს,
სამყაროდან ტკივილსა და მწუხარებას ალაგმავდა. ის მხოლოდ
ზომიერ ფარგლებშია მოწყალე. მაშ, შენ ვიღა ხარ, ღმერთზე
უფრო მეტ დიდსულოვნებას რომ იჩემებ?.. რა ქედმაღლობაა!
გგონია, წმინდანი ხარ და ღმერთზე უკეთეს სამყაროს შექმნი?
დაიხსომე, წმინდანები ღმერთთან სიახლოვეს საკუთარი ტანჯვის
ფასად ყიდულობენ. ჩვენი მოვალეობა კი ჩვენი თანამოძმეების
დასჯაა, რათა ათასჯერ უფრო დიდი ბოროტება არ ჩაიდინონ და
ეს სამყარო საბოლოოდ ეშმაკს არ ჩაუგდონ ხელში.
აღშფოთებისგან სახტად დარჩენილი ნიკოლი დუმდა, ვალე-
რიუსი და მარკანტონიო იღიმებოდნენ. ასტორემ თავი დახარა,
თითქოს ლოცულობსო.
– მამა, შენი სიტყვები მეტისმეტად უმოწყალოა, – საბოლო-
ოდ დაასკვნა ნიკოლმა, – თანაც არ მგონია, შენ მისაბაძი მაგა-
ლითი იყო.
სუფრაზე დუმილი ჩამოწვა. ყველანი დონთან თავიანთ უცნა-
ურ და გამოუთქმელ დამოკიდებულებაზე ფიქრობდნენ. ნიკოლს
ბოლომდე არასოდეს სწამდა ის, რასაც მამამისზე ამბობდნენ და,
მეორე მხრივ, ძლიერ ეშინოდა, ეს ყველაფერი მართალი არ
ყოფილიყო. მარკანტონიოს აგონდებოდა, ტელევიზიაზე ერთმა
კოლეგამ შეპარვით როგორ ჰკითხა, მამაშენი შენ და შენს და--
ძმას როგორ გექცევათო. მიხვდა, რომ შეკითხვა მამის რეპუტა-
ციას ეხებოდა და უპასუხა, ძალზე თბილადო.
ვალერიუსი იმაზე ფიქრობდა, რომ მამამისი იმ გენერლებს
ჰგავდა, რომლებთანაც მას მოუწია სამსახურმა. ისინი ბრძანებას
იღებდნენ და მის სამართლიანობას თუ ზნეობრიობას არ აკვირ-
დებოდნენ, არასოდეს ეჭვობდნენ, არამედ უბრალოდ ასრულებ-
დნენ მოვალეობას.
ასტორეს მდგომარეობა სხვაგვარი იყო. დონი მას მუდამ
ნდობითა და სიყვარულით ეპყრობოდა, მაგრამ ის ერთადერთი
იყო ამ სუფრაზე, ვინც დანამდვილებით იცოდა, რომ ყველაფე-
რი, რასაც დონზე ამბობდნენ, სიმართლე იყო. მოაგონდა სამი
წლის წინათ, სიცილიიდან დაბრუნების შემდეგ დონისგან მიღებუ-
ლი მითითებები.
– ჩემი ასაკის კაცი ყველაფერმა შეიძლება მოკლას, – უთხრა
მაშინ დონმა, – კარს უხერხულად რომ მიარტყას ფეხი, ანდა გუ-
ლი წამით რომ გაუჩერდეს, ან ათასი სხვა მიზეზით. საერთოდ,
საკვირველია, ადამიანი ყოველ წამს რატომ არ აცნობიერებს,
რომ მოკვდავია. თუმცა მთავარია, მტრები არ ჰყავდეს. სამომავ-
ლო გეგმების დაწყობა კი არავის აწყენს. შენ ჩემი საბანკო სის-
ტემის მთავარ მემკვიდრედ დაგასახელე; შენ მას გააკონტრო-
ლებ, შემოსავალს კი ჩემს შვილებთან გაინაწილებ. რამდენიმე
კომპანიას ჩემი ბანკების შეძენა სურს, ერთ-ერთს პერუს გენერა-
ლური კონსული მართავს. ფედერალური ხელისუფლება თვალ-
ყურს მადევნებს და ჩემი ბანკების მოხელთება სურს. ეს მისთვის
მართლაც მშვენიერი ლუკმა იქნებოდა, მაგრამ ვერაფერში შე-
მომედავება. ჩემი ინსტრუქცია დაიხსომე: ბანკები არასოდეს გა-
ყიდო. რაც დრო გავა, მით მეტ მოგებას მოიტანს, წარსული კი
ყველას მალევე მიავიწყდება. რაიმე მოულოდნელი სირთულის
შემთხვევაში მისტერ ფრაიორს დაუკავშირდი. შენ მას კარგად იც-
ნობ. თავისი საქმის უბადლო მცოდნეს და თვითონაც აქვს წილი
ჩემს ბანკებში. გარდა ამისა, გაგაცნობ ბენიტო კრაქსის ჩიკაგო-
დან. მასაც შეგიძლია, ბოლომდე ენდო. მანამდე კი მაკარონის
ბიზნესს მოგცემ, რათა უბრალოდ კარგი შემოსავალი გქონდეს.
სანაცვლოდ გთხოვ, ჩემი შვილების უსაფრთხოებაზე იზრუნო. ეს
სამყარო ულმობელია, მე კი ისინი უცოდველ კრავებად აღვზარ-
დე.
სამი წლის შემდეგ ასტორეს ეს სიტყვები მოაგონდა და
გაიფიქრა, ოჯახს ჩემი დახმარება ალბათ არასოდეს დასჭირდე-
ბაო, რადგან დონის იმპერია კვლავაც მედგარი და დროგამძლე
ჩანდა.
ნიკოლმა კი თავისი არგუმენტები ვერ ამოწურა:
– ნუთუ მოწყალებას სრულებით უარყოფ? განა არ იცი,
ქრისტიანები რას ქადაგებენ?
დონმა დაუყოვნებლივ გასცა პასუხი:
– მოწყალება მანკიერებაა, პრეტენზიაა იმ ძალაუფლებაზე,
რომელსაც სინამდვილეში არ ვფლობთ. ის, ვინც წყალობას ავ-
ლენს, მსხვერპლს დიდ შეურაცხყოფას აყენებს. ამქვეყნად სულ
სხვა მოვალეობები გვაკისრია.
– ესე იგი, არც ის გსურს, შენ თავად რომ შეგიწყალონ? –
ჰკითხა ნიკოლმა.
– არა, – მტკიცედ მიუგო დონმა, – არ მსურს და არასოდეს
ვითხოვ მოწყალებას. თუ საქმე საქმეზე მიდგა, დაე, ყველა ჩემი
ცოდვისათვის დამსახურებული სასჯელი მივიღო.
სწორედ ამ სადილის დროს პოლკოვნიკმა ვალერიუს აპრი-
ლემ ოჯახის წევრები თავისი თორმეტი წლის ვაჟის პირველი
ზიარებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მიიპატიჟა, რომელიც
ორი თვის შემდეგ ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო. მის მეუღ-
ლეს სურდა, ეს მოვლენა ძალზე საზეიმოდ აღენიშნათ მისი ოჯა-
ხის ძველისძველ ეკლესიაში. დონმა ზნე-ჩვეულებები მთლიანად
შეიცვალა, ამიტომაც დათანხმდა ამ ზეიმზე დასწრებას.
ამგვარად, დეკემბრის ერთ სუსხიან კვირადღეს აპრილეების
ოჯახი მეხუთე ავენიუზე წმინდა პატრიკის ეკლესიაში იმყოფებო-
და, რომლის დიდებულ ფასადსა და მიმდებარე ქუჩებს შუადღის
მზე აცისკროვნებდა. დონ რაიმონდე აპრილე, ვალერიუსი და მი-
სი მეუღლე, მარკანტონიო, რომელსაც ერთი სული ჰქონდა,
იქაურობას გასცლოდა, და ულამაზეს შავ კაბაში გამოწყობილი
ნიკოლი ზიარების ცერემონიას ესწრებოდნენ, რომელსაც თვით
კარდინალი ატარებდა.
რაღაც გულის ამაჩუყებელი და იდუმალი იყო ამ სურათში:
წამოჩიტული გოგო-ბიჭები თეთრ ქათქათა პერანგებსა და კაბებ-
ში, წითელი ქამრებით მწყობრად მოაბიჯებდნენ ქვის ანგელო-
ზებსა და წმინდანებს შორის. როცა საზეიმოდ წარმოთქვამდნენ,
სიკვდილამდე უფალს ვემსახურებითო, ნიკოლს უნებურად თვა-
ლებზე ცრემლი მოადგა, თუმცა არც ერთი სიტყვისა არ სწამდა
და საკუთარ განცდებზე გაეცინა.
გარეთ, ტაძრის კიბეზე, ბავშვები ერთურთს საზეიმო ტანისა-
მოსით აწონებდნენ თავს: გოგონები კაბის კალთებს იწევდნენ და
ობობას ქსელივით სიფრიფანა ქვედაბოლოებს აჩენდნენ, ბიჭები
წითელ ჰალსტუხებს იხსნიდნენ, რომლის ტრადიციული დანიშნუ-
ლებაც ეშმაკის განდევნა გახლდათ.
დონ აპრილე ეკლესიიდან გამოვიდა, ერთ მხარეს ასტორე
ედგა გვერდში, მეორე მხარეს მარკანტონიო. ბავშვები გარს შე-
მოეხვივნენ, ვალერიუსი და მისი მეუღლე შვილის უკან დადგნენ
და გაიღიმეს, როცა ფოტოგრაფი ყველას სამახსოვრო სურათს
უღებდა. დონ აპრილე დაწინაურდა და კიბეზე მარტო ჩასვლას
შეუდგა. ჰაერი ღრმად შეისუნთქა. დიდებული დღე იყო, სიცოც-
ხლეს განსაკუთრებული ინტენსივობით შეიგრძნობდა. როცა
ახალნაზიარები შვილიშვილი მიუახლოვდა და გადაეხვია, დონმა
ჯიბიდან საგანგებოდ მომზადებული ოქროს დიდი მონეტა
ამოიღო და ბიჭს ხელში ჩაუდო. სხვა ბავშვებს ოდნავ უფრო მომ-
ცრო, ასევე ოქროს მონეტები ჩამოურიგა. ესიამოვნა მათი გახა-
რებული შეძახილები და, საერთოდაც, ქალაქის ცენტრში ყოფნა,
ქვის მაღალი შენობებისა და ხეების ცქერა სიამოვნებდა. სულ
მარტო იდგა, მის უკან მხოლოდ ასტორე იყო რამდენიმე ნაბიჯის
მოშორებით. ქვედა საფეხურებს დახედა და შეჩერდა, როცა მის
წინ დიდმა შავმა მანქანამ ისე დაამუხრუჭა, თითქოს წასაყვანად
მოაკითხა.
იმ კვირა დილით ჰისქაუ ფუნთუშებისა და გაზეთების საყიდ-
ლად გავიდა. გატაცებული მანქანა გარაჟში იდგა. ეეს იყო თო-
ფებითა და ტყვია-წამლით დატვირთული დიდი „სედანი“. ჰისქაუმ
მისი ძრავა შეამოწმა. ყველაფერი რიგზე იყო. მერე სახლში დაბ-
რუნდა ფრენკისა და სტეისის გასაღვიძებლად, მაგრამ, რა თქმა
უნდა, ისინი უკვე ამდგარიყვნენ და სტეისს ყავაც კი მოედუღები-
ნა.
უხმოდ ისაუზმეს, გაზეთებსაც გადახედეს. ფრენკიმ კოლეჯის
საკალათბურთო შეჯიბრებათა ანგარიშები შეამოწმა.
ათ საათზე სტეისმა ჰისქაუს ჰკითხა, მანქანა მზად თუ არისო
და იმანაც უპასუხა, ყველაფერი წესრიგშიაო.
მანქანაში ჩასხდნენ, ფრენკი წინ, ჰისქაუს გვერდით ჩაჯდა,
სტეისი კი უკან. ქალაქამდე ერთი საათი იყო სავალი, კიდევ ერთ
საათს მოცდა მოუწევდათ, მაგრამ მთავარი იყო, არ დაეგვიანათ.
გზაში ფრენკიმ თოფები შეამოწმა. სტეისმა ნიღაბი მოიზომა
და, ვიდრე ადგილზე მივიდოდნენ, ყელზე ჩამოიწია.
რადიოთი საოპერო მუსიკას უსმენდნენ, ჰისქაუ საუცხოო
მძღოლი იყო, ძველმოდურად, აუჩქარებლად ატარებდა. სხვა
მანქანებთან მუდამ დისტანციას ინარჩუნებდა, რითაც სტეისის მო-
წონება დაიმსახურა. დაძაბულობა ოდნავ მოეხსნათ...
ჰისქაუ ქუჩებში ნელა მიიკვლევდა გზას. ყველგან, თითქოს
განგებ, წითელი შუქნიშანი ხვდებოდა. ბოლოს მეხუთე ავენიუზე
შეუხვია და ტაძრისგან ნახევარი კვარტალის მოშორებით გაჩერ-
და. ცათამბჯენების კედლები საეკლესიო ზარების ხმას უცნაურად
ისხლეტდა და აასმაგებდა. ჰისქაუმ მანქანა დაქოქა. ქუჩაში გა-
მოცვენილი ბავშვების დანახვაზე ძმები შეშფოთდნენ.
– ფრენკ, თავში დაუმიზნე, – ჩაიჩურჩულა სტეისმა. დაინახეს,
დონი გარეთ როგორ გამოვიდა, დანარჩენებს გამოეყო და კიბე-
ზე ჩამოსვლა დაიწყო. თითქოს პირდაპირ მათ უყურებდა.
– ნიღბები, – თქვა ჰისქაუმ. მანქანა ნელა დაძრა. ფრენკის
ერთ ხელში თოფი ეკავა, მეორე კარის სახელურზე ედო.
მანქანა სწორედ მაშინ გაჩერდა ტაძრის წინ, როცა დონი
ქვედა საფეხურზე ჩამოვიდა. სტეისი უკანა სავარძლიდან ტროტუ-
არზე გადავიდა. კიბისგან ახლა მანქანა ყოფდა. თოფი მანქანის
სახურავზე დადო და ორჯერ გაისროლა.
პირველი ტყვია დონს შუბლში მოხვდა, მეორემ ყელი დაუფ-
ლითა. სისხლმა ტროტუარი დაფარა, მზის სხივებში შხეფებმა
ვარდისფრად გაიელვა.
იმავდროულად ფრენკიმ ავტომატის ჯერი ხალხის თავს ზე-
მოთ გადაატარა.
მანქანებში ჩასხდნენ და ჰისქაუმ გაზს მიაჭირა. ორიოდე წუთ-
ში გვირაბი გაიარეს, შემდეგ პატარა აეროპორტს მიადგნენ და
მალე კერძო თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდნენ.
პირველივე გასროლაზე ვალერიუსმა ცოლ-შვილი ძირს და-
აწვინა და ზედ გადაეფარა. ამიტომ არც მას დაუნახავს არაფერი
და არც ნიკოლს, რომელიც მამას მისჩერებოდა. მარკანტონიო
გაოცებული დაჰყურებდა მომხდარს – სინამდვილე მის სატელე-
ვიზიო დრამებს სულაც არ ჰგავდა. შუბლში მოხვედრილმა ტყვი-
ამ დონს თავი ნესვივით შუაზე გაუპო, ისე, რომ ტვინისა და სის-
ხლის შემზარავი ფაფა მოჩანდა. ყელში ნასროლმა ხორცი ამოჰ-
გლიჯა, გეგონებოდათ, ყასბის დანა დაარტყესო. მის გარშემო
ტროტუარზე სისხლის იმხელა გუბე იდგა, რომ წარმოუდგენელიც
კი იყო, ადამიანს სხეულში ამდენი სისხლი თუ ჰქონდა. მარკან-
ტონიომ ორი ნიღბიანი კაცი დაინახა, ხელში თოფებით, მაგრამ
ყველაფერი ისე არარეალურად ეჩვენა, რომ ვერც მათ ტანისა-
მოსზე, ვერც თმაზე თუ სიმაღლეზე ვერაფერს გეტყოდათ. დამ-
ბლადაცემულივით იდგა. ისიც კი ვერ შენიშნა, თეთრკანიანები
იყვნენ თუ შავკანიანები.
სამაგიეროდ, ასტორე იმ წამიდან მოყოლებული გაფაციცე-
ბული აკვირდებოდა მოვლენებს, როგორც კი „სედანი“ მათ წინ
გაჩერდა. როცა სტეისმა გაისროლა, გაიფიქრა, მგონი მარცხენა
ხელით იყოო ნასროლი, ხოლო როცა ფრენკიმ გააბა ავტომა-
ტის ჯერი, აშკარად დაინახა, რომ ისიც მარცხენით ისროდა. გაკ-
ვრით შეხედა მძღოლსაც და დაიხსომა, რომ წითური, ზონზროხა
კაცი იყო. მსროლელები ათლეტებივით მოქნილად და მარჯვედ
მოძრაობდნენ. ასტორე ტროტუარზე გაწვა და უნდოდა, დონიც
თან ჩაეთრია, მაგრამ წამის მეასედით დაიგვიანა. ახლა კი მთელ
სხეულს დონის სისხლი უფარავდა.
მერე დაინახა, ბავშვები თავზარდაცემული წივილით როგორ
გაიფანტნენ. მათ შუაში დიდ წითელ წერტილად მოჩანდა სის-
ხლში მწოლიარე გვამი, იმდენად დაფლეთილი, თითქოს ძვლე-
ბიდან ხორცი ჩამოათალესო. ერთბაშად შიშით გაიაზრა, რომ ის,
რაც მოხდა, შემზარავ გავლენას მოახდენდა მის და მისთვის
ძვირფასი ადამიანების ცხოვრებაზე.
ნიკოლი მამის სხეულს მიუახლოვდა. უნებლიეთ მუხლები
მოეკვეთა და მის გვერდით ჩაიჩოქა. მამის გადახსნილი ყელის-
კენ ხელი გაიწვდინა და ისე სულისშემძვრელად აქვითინდა,
თითქოს ვეღარასოდეს გაჩერდებოდა.
დონ რაიმონდე აპრილეს მკვლელობამ იმ წრის წარმომად-
გენლები შეძრა, რომელსაც ცოტა ხნის წინათ დონიც ეკუთვნო-
და. ვინ გარისკა ასეთი კაცის მოკვლა, ან რა მიზნით? მან საკუ-
თარი იმპერია დათმო, მოსატაცებელი აღარაფერი შერჩა და,
ამგვარად, მისი სიკვდილით ვერავინ იხეირებდა, ბევრი კი დაზა-
რალდა – ახლა ვეღარავის დაასაჩუქრებდა და კანონის თუ უბე-
დობისგანაც ვეღარავის იხსნიდა.
იქნებ ეს მკვლელობა დიდი ხნის წინანდელი მტრობის გამო-
ძახილი იყო? ან რაღაც ანგარება ჰქონდა მიზნად, რომელიც მე-
რე და მერე გამომჟღავნდებოდა? შესაძლოა, მიზეზი ქალიც ყო-
ფილიყო, თუმცა დონი ოცდაათი წლის წინ დაქვრივდა და ამ
ხნის განმავლობაში ქალთან ერთად არავის უნახავს. ქალური სი-
ლამაზის ტრფიალს ვერავინ უწოდებდა. მისი შვილები ეჭვგარეშე
იყვნენ და, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის,
ამისთვის საჭირო კონტაქტები არ გააჩნდათ.
ამგვარად, დონის მკვლელობა არა მხოლოდ იდუმალებით
იყო მოსილი, არამედ მისტიკური ელფერიც კი დაჰკრავდა. განა
ხუმრობა იყო ასეთი კაცის მოკვლა, ოცდაათ წელიწადზე მეტხანს
უძლეველ იმპერიას რომ მართავდა და არაფრად აგდებდა კა-
ნონს? თანაც რა ირონიაა, რომ მას მერე, რაც ძალაუფლებაზე
უარი თქვა და საზოგადოების წინაშე ქედი მოიხარა, მას მხო-
ლოდ სამი წელიღა დასცალდა სიცოცხლე!
კიდევ უფრო საკვირველი ის გახლდათ, რომ მკვლელობის
გარშემო ხმაური მეტისმეტად სწრაფად მიჩუმდა, პრესაც მალე
დადუმდა, პოლიციამ და ფედერალურმა სამსახურმაც თითქოს
მიივიწყეს. გეგონებოდათ, დიდი დონ აპრილეს მთელ ძალაუფ-
ლებას სამწლიანმა უმოქმედობამ მთლიანად გადაუსვა ხაზიო.
კრიმინალური სამყაროც დუმდა. საპასუხო მკვლელობები არ
მომხდარა. დონის ძველ ნაცნობ-მეგობრებს მისი სიკვდილი, რო-
გორც ჩანს, სრულებით არ ადარდებდათ. მისმა საკუთარმა შვი-
ლებმაც კი თითქოსდა უკან მოიტოვეს ეს ტრაგედია და მამის
უსასტიკეს მკვლელობას შეეგუვნენ.
ეს მკვლელობა ერთადერთ ადამიანს აღელვებდა. ეს კურტ
სილკე გახლდათ.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტმა კურტ სილკემ
გადაწყვიტა, ეს საქმე საკუთარ თავზე აეღო, მიუხედავად იმისა,
რომ ის თითქოს ნიუ-იორკის პოლიციის განყოფილების კომპე-
ტენციას არ სცილდებოდა. ის აპრილეების ოჯახის წევრების და-
კითხვას შეუდგა.
დონის დაკრძალვიდან ერთი თვის თავზე სილკე თავის თა-
ნაშემწე ბილ ბოქსტონთან ერთად მარკანტონიო აპრილესთან
მივიდა. მასთან სიფრთხილე მართებდათ, რადგან წამყვანი სატე-
ლევიზიო ქსელის პროგრამების მენეჯერი იყო და ვაშინგტონში
არაერთ გავლენიან პირს იცნობდა. მდივნის შუამდგომლობით
შეხვედრის დრო და ადგილი დათქვეს.
მარკანტონიომ ისინი ქალაქის ცენტრში, ტელევიზიის მდიდ-
რულ ოფისში მიიღო. თავაზიანად შესთავაზა ყავა, რაზეც სტუმ-
რებმა უარი თქვეს. სილკე მაღალი შავტუხა კაცი იყო, ძვირფასი
შავი პიჯაკი ეცვა და მოდური დიზაინერის დამზადებული ორიგი-
ნალური ფერადი ჰალსტუხი ეკეთა.
– მამათქვენის მკვლელობას ვიძიებთ, – მიმართა სილკემ, –
ხომ არ გეგულებათ ვინმე, ვინც მისდამი მტრულად იყო განწყო-
ბილი?
– ნამდვილად ვერ გეტყვით, – უპასუხა მარკანტონიომ, – მა-
მაჩემი ოჯახის წევრებთან ერთგვარ დისტანციას იცავდა, შვილიშ-
ვილებთანაც კი. ჩვენ ისე ვიზრდებოდით, რომ მისი ბიზნესის შე-
სახებ არაფერი ვიცოდით.
ეს რომ თქვა, ხელი აიქნია, თითქოს ბოდიშს იხდისო.
სილკეს ეს ჟესტი არ მოეწონა.
– როგორ გგონიათ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზე-
ზი? – ჩაეკითხა ის.
– მისი ამბები ჩემზე უკეთ თქვენ გეცოდინებათ, – სერიოზუ-
ლად უპასუხა მარკანტონიომ, – თავის საქმეებში შვილების ჩათ-
რევა არ უყვარდა. შორეულ სკოლებსა და კოლეჯებში იმიტომ
გაგვამწესა, რომ სურდა, ჩვენით გაგვეკვალა გზა ცხოვრებაში.
არასოდეს მოვუნახულებივართ. სასწავლებლის დამამთავრებელ
ცერემონიებზე დადიოდა, ეს იყო და ეს. ცხადია, როდესაც ყვე-
ლაფერს მივხვდით, მისი მადლობელი ვიყავით.
– თქვენი კარიერა შესამჩნევად სწრაფად წარიმართა. მამა
წინსვლაში არ გეხმარებოდათ?
– არა, არასოდეს, – უკმეხად უპასუხა მარკანტონიომ, – ჩემს
პროფესიაში არცთუ იშვიათია, რომ ახალგაზრდამ ერთბაშად
დიდ წარმატებას მიაღწიოს. მამაჩემი საუკეთესო სასწავლებლებ-
ში მგზავნიდა და არაფერს მაკლებდა. დრამატურგიაში ჩემი
იდეების განსახორციელებლად საკმაო სახსრები მქონდა და
სწორ არჩევანსაც ვაკეთებდი.
– მამას უხაროდა თქვენი წარმატება? – ჰკითხა სილკემ და
თან მარკანტონიოს სახის გამომეტყველებას გაფაციცებით აკ-
ვირდებოდა.
– არა მგონია, ბოლომდე ჩასწვდომოდა იმას, რასაც ვაკე-
თებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უხაროდა.
– იცით, მამათქვენს ოცი წლის განმავლობაში ვუთვალთვა-
ლებდი და ვერაფერი დავუმტკიცე. ძალზე ჭკვიანი კაცი იყო.
– რა გასაკვირია, – ჩაიცინა მარკანტონიომ, – ეს ვერც ჩვენ
მოვახერხეთ, ვერც მე, ვერც ჩემმა ძმამ და ვერც ჩემმა დამ.
– სიცილიური შურისძიების ჟინს არ გრძნობთ? – თითქოს
ხუმრობითვე ჰკითხა სილკემ, – არ ისურვებდით მისი მკვლელი-
სათვის სამაგიერო გადაგეხადათ?
– არა, მამაჩემმა სულ სხვაგვარად აღგვზარდა, თუმცა დიდი
იმედი მაქვს, რომ მკვლელს დაიჭერთ.
– მისი ანდერძის შესახებ რას იტყვით? სიკვდილის მომენტში
მამათქვენი უაღრესად შეძლებული კაცი იყო.
– ეს ჩემს დას ჰკითხეთ, ისაა იურისტი.
– მაგრამ ანდერძის შინაარსი თქვენთვისაც ხომ ცნობილია?
– რა თქმა უნდა, – ფოლადივით ცივი და მტკიცე ხმით უპასუ-
ხა მარკანტონიომ.
– მართლაც არავინ გაგონდებათ ისეთი, ვისაც მისთვის რა-
მის დაშავება მოუნდებოდა? – ჩაერია ბოქსტონი.
– არა, თორემ გეტყოდით.
– კარგი, – დაასკვნა სილკემ, – ყოველი შემთხვევისათვის,
ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებთ.
ვიდრე დონის დანარჩენ შვილებს გაესაუბრებოდა, სილკე ქა-
ლაქის მთავარ გამომძიებელს, პოლ დი ბენედეტოს შეხვდა. რა-
კი არ სურდა, მათი საუბარი ოფიციალურად დაფიქსირებულიყო,
გამომძიებელი ისტ-საიდის ერთ ძვირად ღირებულ რესტორანში
დაპატიჟა. დი ბენედეტოს მდიდრული ცხოვრება უყვარდა, მით
უმეტეს, თუკი თავად არ უწევდა ხარჯის გაღება.
ადრეც უწევდათ თანამშრომლობა და სილკეს ამ ადამიანთან
ურთიერთობა სიამოვნებდა. სადილის შემდეგ პოლმა ჰკითხა:
– ფედერალები ასე იშვიათად იხარჯებით. გამოტყდი, რა
გინდა ჩემგან?
– ხომ მშვენიერი სადილი იყო?
დი ბენედეტომ ფართო მხრები აიჩეჩა, სასაცილოდ და ეშმა-
კურად გაიღიმა და ისეთი სახე მიიღო, დისნეის მულტფილმის
რომელიღაც პერსონაჟს რომ მიამსგავსებდით.
– კურტ, აქაურობა ყარს. გეგონება, საჭმელს უცხოპლანეტე-
ლები ამზადებენო. კერძები ვითომდა იტალიურია, შესახედაობი-
თაც და სულითაც, მაგრამ გემო ისეთი აქვს, თითქოს მარსზე და-
ამზადესო.
– ღვინო ხომ კარგია? – არ დაიბნა სილკე.
– გაზიან წყალში გაზავებული წითელი ღვინის გარდა ჩემ-
თვის ყველას წამლის გემო აქვს.
– პრეტენზიული ყოფილხარ, – გაეცინა სილკეს.
– არა, საქმეც ისაა, რომ სრულებით არ ვარ პრეტენზიული, –
თავი იმართლა დი ბენედეტომ.
– ესე იგი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორასი დოლარი სულ
ტყუილად გავანიავე, – ამოიხვნეშა აგენტმა.
– არა, რას ამბობ, დიდად ვაფასებ ამ ჟესტს, ახლა კი მითხა-
რი, რა გაგჭირვებია.
სილკემ ესპრესო შეუკვეთა და წამოიწყო:
– დონ აპრილეს მკვლელობას ვიძიებ. სხვათა შორის, ეს
საქმე უშუალოდ შენს მოვალეობებში შედის. ჩვენ მას წლების
მანძილზე ვუთვალთვალებდით, ვერაფერში შევედავეთ, ბოლო
წლებში კი მაფიოზურ საქმიანობას სრულიად ჩამოსცილდა. ვის
უნდა დასჭირვებოდა მისი მოკვლა? ეს ძალზე სარისკო ქმედება
იყო.
– უაღრესად პროფესიონალურად, დიდოსტატურად განხორ-
ციელებული მკვლელობაა.
– მერე რა?
– ვერანაირ მოტივს ვერ ვხედავ. თქვენმა სამსახურმა მაფიის
ყველა ბობოლა გამოიჭირა, მართლაც იყოჩაღეთ, ქედს ვიხრი
თქვენ წინაშე. იქნებ დონს პენსიაზე გასვლაც სწორედ თქვენ
აიძულეთ. შექმნილ ვითარებაში, წარმოდგენა არ მაქვს, ვის უნდა
მოეკლა.
– მისი ბანკების ქსელზე რას იტყვი? – ჰკითხა სილკემ გამომ-
ძიებელს.
– ეს თქვენი სფეროა, – სიგარა ჰაერში გააქნია დი ბენედე-
ტომ, – ჩვენ მხოლოდ კრიმინალი გვეხება.
– მისი ოჯახის წევრები? რამეში ხომ არ არიან შემჩნეულნი?
ნარკოტიკები, ქალები, რაიმე მსგავსი...
– მსგავსი არაფერი. მისი შვილები თვალსაჩინო მოქალა-
ქეები არიან და ყველამ დიდი პროფესიული კარიერა გაიკეთა.
დონმა ყველაფერი სწორედ ისე დაგეგმა, რომ მის შვილებს პა-
ტიოსანი ცხოვრებით ეცხოვრათ, – დი ბენედეტოს ახლა სრული-
ად სერიოზული სახე ჰქონდა, – შურისძიება გამორიცხულია – მან
ყველა ვალი მოიხადა და ყველას შეურიგდა. არც ის ჩანს, თუ მი-
სი სიკვდილით ვინმეს რაიმე გამორჩენა ჰქონდეს. ახლა სწორედ
ამაზე ვმუშაობთ.
– ანდერძი?
– მისი ქალიშვილი მას ხვალ გაასაჯაროებს. ცხადია, მანამ-
დეც ვკითხე ამის შესახებ, მაგრამ მითხრა, მოცდა მოგიწევთო.
– და შენც შეეშვი? – გაიკვირვა სილკემ.
– აბა, რა მექნა? ეს ქალი წამყვანი იურისტია, ძლიერი მფარ-
ველებიც ჰყავს, მისი იურიდიული ფირმა პოლიტიკურ ძალას
წარმოადგენს. ვერ დავუპირისპირდებოდი.
– იქნებ მე დავიყოლიო, – თქვა სილკემ.
– ეჭვი არ მეპარება, რომ ჩემზე მეტს შეძლებ.
მთავარი გამომძიებლის თანაშემწეს, ასპინელა უოშინგტონს
სილკე ათი წელი იყო, რაც იცნობდა. მაღალი შავკანიანი ქალი
გახლდათ მოკლედ შეჭრილი თმითა და სახის ნატიფი ნაკვთე-
ბით, კოლეგებსა და ხელქვეითებს შიშის ზარს რომ სცემდა. მუ-
დამ მკაცრი და უკომპრომისო იყო და სილკე და ფედერალური
ბიურო მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა.
ახლაც ტლანქი შენიშვნით შეეგება მის კაბინეტში შემოსულ
სილკეს.
– კურტ, აქ ჩემი რომელიმე აფრიკელი ნათესავის გასამდიდ-
რებლად ხომ არ მოსულხარ?
– არა, ასპინელა, ინფორმაცია მჭირდება.
– უფასო ინფორმაცია? იცი, რომ ქალაქს შენი სამსახურის
შენახვა ხუთი მილიონი დოლარი უჯდება?
ქალს საფარის ქურთუკი და შორტი ეცვა, ქურთუკის ქვეშ თო-
ფი მოუჩანდა. თითზე ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა, ისეთი წაწვეტე-
ბული თვლით, გეგონებოდათ, ხელის სულ ოდნავი მოსმით ვინ-
მეს სახეს დაუსერავსო.
სილკესთვის ჯერაც ვერ ეპატიებინა ერთი შემთხვევა, როცა
ფედერალურმა ბიურომ პოლიციას დაკავებულისადმი უხეშად
მოპყრობა და ადამიანის უფლებათა დარღვევა დასდო ბრალად.
დამნაშავე, მსხვილი ნარკოდილერი, ასპინელამ ერთხელ საკუ-
თარი ხელითაც კი გალახა, მაგრამ მან პროცესი მოიგო და გვა-
რიანი კომპენსაციაც მიიღო, ხოლო ორი გამომძიებელი ციხეში
ჩაჯდა. ასპინელა შავკანიანთა საარჩევნო უფლებებისთვის იბ-
რძოდა, მაგრამ მის საკუთარ პროფესიას რაც შეეხება, შავკანიან
დამნაშავეებს განსაკუთრებულად ემტერებოდა.
– უდანაშაულო ადამიანების ცემას როცა შეეშვები, მეც თავს
დაგანებებ, – უთხრა სილკემ.
– უდანაშაულო ჯერ არავინ გამილახავს, – გაიკრიჭა ასპინე-
ლა.
– დონ აპრილეს მკვლელობასთან დაკავშირებით მოვედი.
– ეგ რა შენი საქმეა? ისევ ადამიანთა უფლებების დარღვევა-
ზე ხომ არ უნდა მელაპარაკო?
– ეს მკვლელობა, შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობას უკავ-
შირდებოდეს.
– რატომ გგონია?
– ჩვენი ინფორმატორები გვყავს.
ასპინელა ერთბაშად გაცხარდა:
– შე ნაბიჭვარო ფედერალო! შენ და შენი კოლეგები აქ ინ-
ფორმაციისთვის მოდიხართ, ჩვენ კი არაფერს გვიმხელთ! პა-
ტიოსანი ძაღლებიც კი არა ხართ, ბინძურ საქმეში ცხვირი არასო-
დეს ჩაგიყვიათ და არც კი იცით, დანაშაულთან ბრძოლა რას ნიშ-
ნავს. აბა, ახლავე გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან!
სილკე ორივე გასაუბრებით დიდად კმაყოფილი დარჩა. სუ-
რათი მისთვის ნათელი იყო და მისი ეჭვიც გამართლდა – დი ბე-
ნედეტოც და ასპინელაც მკვლელობის გამოძიებას მხოლოდ
ფორმალურად მისდევდნენ, ერთი სიტყვით, მოსყიდულნი იყვნენ.
ამ მოსაზრებას საფუძვლად ის ედო, რომ სილკემ კარგად
იცოდა, ნარკობიზნესი პოლიციასთან შეთანხმების გარეშე ვერ
იარსებებდა. თანაც, საიმედო წყაროდან იცოდა. თუმცა ის ცოდნა
სასამართლოში არ გამოადგებოდა, რომ ორივე გამომძიებელი
უშუალოდ ნარკობარონისგან იღებდა გასამრჯელოს.

***

ვიდრე დონის ქალიშვილს დაელაპარაკებოდა, სილკემ გა-


დაწყვიტა, მის მეორე ვაჟთან, ვალერიუსთან ეცადა ბედი. ის და
ბოქსტონი უესტ-ფოინტში გაემგზავრნენ, სადაც ვალერიუს აპრი-
ლე პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა და ახალწვეულებს სამ-
ხედრო ტაქტიკას ასწავლიდა (სილკეს ძალზე ბუნდოვანი წარ-
მოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ ეს საგანი რას წარმოადგენდა).
ვალერიუსმა ისინი თავის კაბინეტში მიიღო, რომლის ფან-
ჯრებთან ჯარისკაცები სამხედრო სწავლებას გადიოდნენ. ფედე-
რალებისადმი სითბო არ გამოუმჟღავნებია, თუმცა მაინც თავა-
ზიანად საუბრობდა. სილკემ ჰკითხა, ხომ არ იცით, მამათქვენს
მტრები თუ ჰყავდაო.
– ვერაფერს გეტყვით, – უპასუხა ვალერიუსმა, – უკანასკნელი
ოცი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ვმსახურობდი. როცა
შემეძლო, ოჯახურ დღესასწაულებს ვესწრებოდი. მამაჩემზე მხო-
ლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სურდა, გენერალი გავმხდა-
რიყავი. ბრიგადირობაზეც თანახმა იქნებოდა. ჩემს მკერდზე ვარ-
სკვლავს თუ დაინახავდა, ნამდვილად ბედნიერად იგრძნობდა
თავს.
– ესე იგი, პატრიოტი იყო? – იკითხა სილკემ.
– ეს ქვეყანა უყვარდა, – თავაზიანად მიუგო ვალერიუსმა.
– კადეტთა სასწავლებელში მან მოგაწყოთ?
– შეიძლება ითქვას. თუმცა გენერლად ვერასოდეს გამხდი-
და. რამდენადაც ვიცი, პენტაგონში ნაცნობები არ ჰყავდა... ან, შე-
საძლოა, მე არ ვივარგე. თუმცა ჩემი საქმე მაინც მიყვარს, ცხოვ-
რებაში ჩემი ადგილი ვიპოვე.
– ნამდვილად არ გაქვთ არანაირი წარმოდგენა იმაზე, თუ
ვის სურდა მამათქვენის სიკვდილი?
– არა, მტრები არ ჰყოლია. მამაჩემისგან შესანიშნავი გენე-
რალი გამოვიდოდა. როცა საქმეებს ჩამოსცილდა, ყველაფერი
ისე მოაგვარა, რომ განაწყენებული არავინ დაუტოვებია.
– ვხედავ, დიდად არ გაღელვებთ მამათქვენის მკვლელობის
გამოძიება. შურისძიების სურვილი არ გაგჩენიათ?
– ისევე მაღელვებს, როგორც ჩემი ნებისმიერი თანამებრძო-
ლის დაღუპვა. ცხადია, დაინტერესებული ვარ, ეს საქმე გამოიძი-
ონ. მამის მკვლელობა არავისთვისაა სასიხარულო.
– მისი ანდერძის შესახებ რას გვეტყვით?
– სჯობს, ეს ჩემს დას ჰკითხოთ.
იმავე ნაშუადღევს სილკე და ბოქსტონი ნიკოლ აპრილეს
ოფისში იყვნენ, სადაც მათ სრულიად განსხვავებულად დახვდნენ.
ოფისში მოსახვედრად სამი სამდივნო ბარიერის გადალახვა
დასჭირდათ და საბოლოოდ პირადი დაცვის თანამშრომელ
ქალსაც შეეფეთნენ, რომელიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს
წამში ორივეს შუაზე გახლეჩა შეეძლო – მოძრაობაზე ემჩნეოდა,
რომ ისეთნაირად იყო ნავარჯიშები, ფიზიკური ძალით მამაკაცს
არ ჩამოუვარდებოდა. კუნთები სვიტერისა და შარვლის ქვეშ
მოუჩანდა, მკერდი კი ბრტყელი ჰქონდა.
ნიკოლს დახვეწილი მუქი იასამნისფერი პიჯაკი ეცვა და შე-
მოსულებს ცივად მიესალმა, თუმცა ყურადღებით შეათვალიერა.
ყურებზე დიდი ოქროს რგოლები ეკეთა, გრძელი შავი თმა უბზი-
ნავდა. ლამაზი, თუმცა მკაცრი ნაკვთები და რბილი, დიდრონი
რუხი თვალები ჰქონდა.
– ბატონებო, შემიძლია მხოლოდ ოცი წუთი დაგითმოთ, –
განაცხადა მან.
პიჯაკის ქვეშ მაქმანებიანი ბლუზა ეცვა. როცა სილკეს პირა-
დობის მოწმობა გამოართვა, თითები სულ ოდნავ გამოუჩნდა
მანჟეტის მაქმანებიდან. გულდასმით წაიკითხა და უთხრა:
– სპეციალური პასუხისმგებელი აგენტი? რიგითი საქმისთვის
რატომ შეწუხდით? – ეს იმ კილოთი წარმოთქვა, რომელიც სილ-
კესთვის კარგად იყო ნაცნობი და რომელიც სძულდა. სწორედ ამ
კილოთი მიმართავდნენ ფედერალური ადვოკატები დაქვემდება-
რებულ გამომძიებლებს.
– მამათქვენი ძალზე მნიშვნელოვანი კაცი იყო, – თქვა სილ-
კემ.
– დიახ, ვიდრე ყველა საქმეს თავი არ დაანება და კანონის
მფარველობას არ მიმართა, – გულისტკივილით უპასუხა ნიკოლ-
მა.
– ეს მის მკვლელობას მით უფრო იდუმალს ხდის. იმედი
მქონდა, რომ თქვენ ვინმეს დაგვისახელებდით, ვისაც მამათქვენ-
თან რაიმე უთანხმოება ჰქონდა.
– ეს მკვლელობა არც ისეთი იდუმალია. მის ცხოვრებას ჩემ-
ზე უკეთ თქვენ იცნობთ. მამაჩემს უამრავი მტერი ჰყავდა, თქვენი
ჩათვლით.
– ყველაზე ულმობელი კრიტიკოსიც კი ვერ დააბრალებს ფე-
დერალურ ბიუროს ტაძრის კიბეზე ჩადენილ მკვლელობას, – ცი-
ვად უპასუხა ქალს სილკემ, – თანაც, მე მისი მტერი არ ვყოფილ-
ვარ, კანონს ვიცავდი. პენსიაზე რაც გავიდა, ყველა მტერი ფუ-
ლით შემოირიგა.
სილკე წამით დადუმდა და განაგრძო: – მაკვირვებს, რომ
არც თქვენ და არც თქვენი ძმები არ ხართ დაინტერესებული,
რომ მამათქვენის მკვლელი მოიძებნოს.
– იმიტომ, რომ თვალთმაქცები არ ვართ. მამაჩემი კი წმინ-
დანი არ ყოფილა. რასაც სჩადიოდა, იმის საკადრისიც მიიღო.
თანაც, ცდებით. გამოძიებით დაინტერესებული ვარ და მეტიც!
ფედერალურ ბიუროში პეტიცია შემაქვს, რათა ინფორმაციის თა-
ვისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე მამაჩემის საქმე გა-
მაცნონ და იმედი მაქვს, ამაში ხელს არ შემიშლით, თორემ მე და
თქვენ მტრები გავხდებით.
– ეს თქვენი უფლებაა, – უპასუხა სილკემ, – მაგრამ იქნებ
იმით დამეხმაროთ, რომ მამათქვენის ანდერძის შინაარსი შემატ-
ყობინოთ?
– ანდერძს ხვალ გავასაჯაროებთ.
– ახლა ვერაფერს მეტყვით? – ჩაეკითხა სილკე.
– მხოლოდ იმას, რომ ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ.
– რატომ არ გსურთ, ერთი დღით ადრე გაამხილოთ, თუ რა
წერია ანდერძში?
– იმიტომ, რომ მოვალე არ ვარ, რაიმე გითხრათ, – უკვე ცი-
ვად უპასუხა ქალმა.
– მერწმუნეთ, მამათქვენს კარგად ვიცნობდი, – შეეცადა სილ-
კე მის დარწმუნებას, – ის ამაზე უფრო გონივრულად მოიქცეოდა.
ნიკოლმა პირველად შეხედა სილკეს პატივისცემით, რაკი
ირწმუნა, რომ ის მართლაც კარგად იცნობდა მამამისს.
– მაშ, კარგი. მამაჩემმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე
ძალზე ბევრი ფული დახარჯა. მხოლოდ ბანკები დაგვიტოვა. მე
და ჩემი ძმები მოგების ორმოცდაცხრა პროცენტს ვიღებთ, და-
ნარჩენი ორმოცდათერთმეტი კი ჩვენს მამიდაშვილ ასტორე
ვაიოლას ერგება.
– რა შეგიძლიათ გვიამბოთ ამ ადამიანის შესახებ? – ჰკითხა
სილკემ.
– ასტორე ჩემზე უმცროსია. მამის ბიზნესში არასოდეს უმუშა-
ვია, ყველას გვიყვარს, რადგან გადარეული და ძალზე საყვარე-
ლია. თუმცა წინათ ის ახლანდელზე უფრო მეტად მიყვარდა.
სილკემ გონება დაძაბა, მაგრამ ასტორე ვაიოლას დოსიე
ვერ გაიხსენა, არადა, შეუძლებელი იყო, ფედერალურ გამო-
ძიებას ის არ ჰქონოდა.
– შეგიძლიათ მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი მომ-
ცეთ? – ჰკითხა მან ნიკოლს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დროს ტყუილად
დაკარგავთ.
– რას ვიზამთ, ყველა დეტალი უნდა მოვსინჯო, – თითქოს
ბოდიშის მოხდით აუხსნა სილკემ.
– ფედერალურ ბიუროს ამ საქმეში რა ინტერესი აქვს? ეს უბ-
რალო ადგილობრივი მკვლელობაა.
– ის ათი ბანკი, რომლებსაც მამათქვენი ფლობდა, ინტერნა-
ციონალური ბანკებია. საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით შე-
იძლება რაიმე სირთულე შეიქმნას.
– მართლა? მაშინ სჯობს, ახლავე მოვითხოვო მამას დოსიე.
ახლა ხომ მეც ამ ბანკების მოწილე ვარ, – თქვა ქალმა და
აგენტს იჭვნეული მზერა ესროლა. სილკემ გადაწყვიტა, მასზე
თვალი სჭეროდა.
მეორე დღეს სილკე და ბოქსტონი ასტორე ვაიოლასთან სა-
ლაპარაკოდ უესტჩესტერის პროვინციაში გაემგზავრნენ. ის ნაწი-
ლობრივ ტყით დაფარულ ნაკვეთში ცხოვრობდა, სახლის შორი-
ახლოს ფიცრით გადაღობილ მდელოზე ექვსი ცხენი ბალახობ-
და. ეზოში ოთხი მსუბუქი მანქანა და ერთი ფურგონი იდგა. სილ-
კემ ორი მათგანის ნომერი დაიმახსოვრა.
სამოცდაათიოდე წლის ქალი გამოეგებათ და ხმის ჩამწერი
აპარატურით გავსებულ, მდიდრულად გაწყობილ ოთახში შეუძ-
ღვა მათ. იქ ოთხ ახალგაზრდა კაცს ინსტრუმენტები ეჭირა და სა-
ნოტო ფურცლიდან რაღაცას უკრავდნენ, მეხუთე პიანინოსთან
იჯდა. ჯგუფი საქსოფონის, ორი გიტარისა და დასარტყმელების
კლასიკურ ნაერთს შეადგენდა.
კარის პირდაპირ მიკროფონთან ასტორე იდგა და ხრინწიანი
ხმით მღეროდა. სილკეც კი პირველივე წამში მიხვდა, რომ ასე-
თი მუსიკა პოპულარული ვერასოდეს გახდებოდა.
ასტორემ სიმღერა შეწყვიტა და სტუმრებს მიმართა:
– შეგიძლიათ ხუთი წუთი მოიცადოთ, ვიდრე ჩაწერას დავას-
რულებდეთ? მერე ჩემი მეგობრები წავლენ და რამდენიც გსურთ,
იმდენ დროს დაგითმობთ.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა სილკემ.
– ყავა მოუტანე, – გასძახა მასპინძელმა მოსამსახურეს. ეს
შემოთავაზება კი არა, ბრძანება იყო, რამაც სილკე გაახალისა.
ხუთ წუთზე მეტხანს მოუწიათ მოცდამ. ასტორე იტალიურ
ხალხურ სიმღერას იწერდა, თან ბანჯოზე უკრავდა. ისეთ
დიალექტზე მღეროდა, სილკეს რომ არ ესმოდა. მისი ხმა ისეთი-
ვე სახალისო მოსასმენი იყო, როგორც შხაპის ქვეშ საკუთარი
ღიღინით ტკბობა.
როგორც იქნა, მარტონი დარჩნენ. ასტორემ სახე შეიმშრა-
ლა.
– არც ისე ცუდი იყო. რას იტყვით? – სიცილით მიუბრუნდა ის
სტუმრებს.
სილკეს ეს ადამიანი თავიდანვე მოეწონა. ოცდათიოდე წლის
იყო, ბიჭურად მოძრავი და ცოცხალი, და ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებდა, თითქოს საკუთარ თავს სერიოზულად არ აღიქვამსო.
მაღალი იყო, მოკრივესავით მკვრივად ასხმული და მკვირცხლი.
ლამაზი, შავტუხა სახის ნაკვთები მთლად პროპორციული არ
ჰქონდა, მაგრამ მკაფიოდ გამოკვეთილი, როგორც მეთხუთმეტე
საუკუნის პორტრეტებზეა ასახული. თუმცა ამპარტავანი არ ჩანდა,
ყელზე ორი დიუმის სიმსხო ოქროს ყელსაბამი ეკეთა, ღვთის-
მშობლის გამოსახულებიანი მედალიონით.
– შესანიშნავი იყო. ჩანაწერის გავრცელებას აპირებთ? –
ჰკითხა სილკემ.
– ნეტავ შემეძლოს. საამისოდ არ ვვარგივარ, მაგრამ ეს სიმ-
ღერები მიყვარს და ჩანაწერებს მეგობრებს ვჩუქნი.
სილკე საქმეზე გადავიდა.
– აუცილებელი შეკითხვები უნდა დაგისვათ. ვინმეს თუ იც-
ნობთ, ვისთანაც ბიძათქვენს რაიმე უთანხმოება ჰქონდა?
– აბსოლუტურად არავის, – პატიოსანი სახით უპასუხა ასტო-
რემ. სილკე ერთი და იმავეს მოსმენამ დაღალა. მტრები ყველას
ჰყავდა და როგორ შეიძლებოდა, რაიმონდე აპრილეს არ ჰყო-
ლოდა?
– ბანკების ძირითადი ინტერესების მემკვიდრე თქვენ ხართ.
ბიძასთან ასე ახლო ურთიერთობა გქონდათ?
– მართალი რომ გითხრათ, ეს ჩემთვისაც გაუგებარია. ბავ-
შვობაში განსაკუთრებით ვუყვარდი. მერე ბიზნესი მომცა და თით-
ქოს სულმთლად გადავავიწყდი.
– რა ბიზნესი?
– იტალიიდან უმაღლესი ხარისხის მაკარონის მთელი იმ-
პორტი მე მეკუთვნის.
– მაკარონის? – სკეპტიკურად ჩაეკითხა სილკე.
ასტორეს გაეღიმა, ასეთ რეაქციას შეჩვეული იყო, რადგან ეს
მაინცდამაინც პრესტიჟულ ბიზნესად არ ითვლებოდა.
– ხომ იცით, ლი აიკოკა არასოდეს ამბობს „ავტომობილები“,
არამედ მუდამ სიტყვა „მანქანებს“ იყენებს. ჩვენს ბიზნესშიც ასეა:
„სპაგეტის“ ნაცვლად მუდამ „მაკარონს“ ვამბობთ.
– ახლა კი ბანკირობას აპირებთ?
– დედას ვუტირებ, – ღიმილით უპასუხა ასტორემ.
უკანა გზაზე სილკემ ბოქსტონს ჰკითხა, რა აზრის ხარო. ბოქ-
სტონის აზრს ძალიან აფასებდა. ამ ადამიანს მტკიცედ სწამდა,
რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო ძალოვან სტრუქტურებს
შორის ყველაზე უფრო ეფექტური და ჰუმანურია. ეს გასაუბრებე-
ბი სილკემ გარკვეულწილად ბოქსტონის გამოც მოაწყო.
– ყველანი გულწრფელები ჩანდნენ, – უპასუხა ბოქსტონმა, –
მაგრამ განა ყოველთვის ასე არ არის? სიმართლის გამხელა
არავის უნდა.
მართალია, სიმართლის გამხელა არავის სურდა. უეცრად
სილკე შეკრთა, რაღაც უცნაურობა მოაგონდა. ასტორეს ოქროს
ყელსაბამზე ჩამოკიდებული მედალიონი მათი საუბრისას ერთხე-
ლაც კი არ შერხეულა.
უკანასკნელი გასაუბრება სილკეს ყველაზე უფრო მნიშვნე-
ლოვნად მიაჩნდა. ახლა ტიმონა პორტელას, ნიუ-იორკის მაფიის
მოქმედ ბოსს უნდა შეხვედროდა. ის ერთადერთი იყო, დონის
გარდა, ვინც სილკეს მიერ ჩატარებულ გამოძიებას გადაურჩა.
პორტელა უესტ-საიდზე, უზარმაზარ შენობაში განთავსებული
„პენტჰაუზის“ ტიპის აპარტამენტებიდან განაგებდა თავის საქმე-
ებს. შენობის დანარჩენი ფართობი იმ ფირმებს ეკავათ, რომლებ-
საც პორტელა აკონტროლებდა. დაცვა ისეთი ჰქონდა, როგო-
რიც ფორტ-ნოკსში. სახლის ბანზე ვერტმფრენის ასაფრენი
მოედანი იყო მოწყობილი და პორტელა ამ სატრანსპორტო სა-
შუალებით მოძრაობდა თავის ბინასა და ნიუ-ჯერსიში სააგარაკო
სახლს შორის. ნიუ-იორკის ქუჩებში კი იშვიათად თუ გაივლიდა.
პორტელა სილკესა და ბოქსტონს ვეებასავარძლებიან კაბი-
ნეტში შეუძღვა. ტყვიაგაუმტარი მინის კედლიდან ქალაქის ულა-
მაზესი ხედი იშლებოდა. მასპინძელი ზორბა კაცი იყო და უნაკ-
ლო თეთრი პერანგი და შავი პიჯაკი ეცვა.
სილკემ პორტელას მსუქანი ხელი ჩამოართვა და მის ძვირ-
ფას ჰალსტუხს შეავლო თვალი.
– კურტ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? – პორტელას ხმამ
მთელი ოთახი შეაზანზარა. ბოქსტონისთვის ყურადღება არ მიუქ-
ცევია.
– აპრილეს საქმეზე ვმუშაობ. მეგონა, ისეთ ინფორმაციას
მოგვაწოდებდით, გამოძიებას რომ დაეხმარებოდა.
– მისმა სიკვდილმა თავზარი დაგვცა, – დაიწყო პორტელამ,
– რაიმონდე აპრილე ყველას უყვარდა. ჩემთვის სრულიად
გაუგებარია, ვის უნდა ჩაედინა ამგვარი რამ. ბოლო წლებში აპ-
რილე შესანიშნავი ადამიანი გახდა. წმინდანი, ნამდვილი წმინდა-
ნი. როკფელერივით არიგებდა ფულებს. როდესაც უფალმა მისი
სული მიიბარა, ყველა ცოდვისგან სრულიად განწმენდილი იყო.
– ის უფალმა კი არ მიიბარა, ძალზე პროფესიონალურად
მოკლეს, – მშრალად უპასუხა სილკემ, – ამ მკვლელობას მოტი-
ვი უნდა ჰქონდეს.
პორტელას თვალებში ნაპერწკლებმა გაიელვა, მაგრამ ხმა
არ ამოუღია და სილკემ განაგრძო: – თქვენ მრავალი წლის გან-
მავლობაში მისი კოლეგა ბრძანდებოდით და რამე კი უნდა იცო-
დეთ. რას გვეტყვით მისი დისწულის შესახებ, რომელიც მისი სა-
ბანკო საქმის ძირითადი მემკვიდრეა?
– დონ აპრილესთან ერთად წლების წინ ვაწარმოებდი ერთ
საქმეს, მაგრამ შემდეგ ის ყველაფერს ჩამოშორდა. მე და ის
მტრები რომ ვყოფილიყავით, ახლა ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.
მისი დისწულის შესახებ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ
მუსიკოსია. მღერის ქორწილებზე, წვეულებებზე, პატარა ღამის
კლუბებშიც კი. სწორედ ისეთი ახალგაზრდაა, ჩემისთანა ხნიერ
ხალხს რომ უყვარს. თანაც, იტალიიდან კარგი მაკარონი შემო-
აქვს. ჩემი რესტორნები მის ნაწარმს იყენებენ, – პორტელამ
ამოიოხრა, – დიდი კაცის მკვლელობა მუდამ საიდუმლოდ რჩე-
ბა.
– თუკი დაგვეხმარებით, ამას დიდად დავაფასებთ.
– ეფ-ბი-აი მუდამ პატიოსნად იქცევა. ვიცი, დახმარება დამი-
ფასდება, – გაიღიმა მასპინძელმა და სწორი, თითქმის კვადრა-
ტული კბილების რიგი გამოაჩინა.
უკანა გზაზე ბოქსტონმა სილკეს უთხრა:
– მისი დოსიე გადავიკითხე, ნარკოტიკებსა და პორნობიზნეს-
შია ჩაფლული, თანაც მკვლელია. როგორ მოხდა, რომ აქამდე
ვერ გამოვიჭირეთ?
– უმეტესობა მასზე ბევრად უარესია. არ იდარდო, დღეს თუ
არა, ხვალ გამოვიჭერთ.

***

კურტ სილკემ ნიკოლ აპრილესა და ასტორე ვაიოლას საც-


ხოვრებელ ბინებზე ელექტრონული მეთვალყურეობის წარმოება
მოითხოვა. ფედერალურმა მოსამართლემ ამის აუცილებლობის
დამადასტურებელი საბუთები წარმოადგენინა, იმიტომ არა, რომ
სილკეს არ ენდობოდა, მაგრამ ნიკოლი სკანდალისტად იყო
ცნობილი, ასტორე კი იმდენად უწყინარი ჩანდა, რომ ვერაფერში
შეედავებოდი. ვალერიუსის თვალთვალი სრულიად გამორიცხუ-
ლი იყო, რადგან მისი ბინა უესტ-პოინტის სამხედრო ბაზის ტერი-
ტორიაზე მდებარეობდა.
სილკემ გაიგო, რომ ასტორე ცხენებით იყო გატაცებული.
ერთ-ერთს ყოველ დილით საკუთარი ხელით წმენდდა და ვარ-
ცხნიდა, შემდეგ კი საჯირითოდ გაჰყავდა. ამაში უცნაური არაფე-
რი იყო, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ცხენზე ინგლისელი ჟოკეის
ფორმით იჯდა ხოლმე, წითელი ქურთუკი ეცვა და თავზეც კი შავი
ტყავის კეპი ეხურა.
სილკეს დიდად საეჭვოდ ეჩვენებოდა გაზეთებში გაშუქებული
ინფორმაცია, თითქოს ასტორეს ცენტრალურ პარკში სამი მძარ-
ცველი დაესხა თავს. მუსიკოსი ასეთი უმწეო კაცის შთაბეჭდილე-
ბას არ ტოვებდა. თუმცა, პრესის თანახმად, ის მათ გაექცა, მაგ-
რამ თვით მძარცველების ბედი ბუნდოვანი რჩებოდა.
ორი კვირის შემდეგ სილკეს და ბოქსტონს საშუალება
მიეცათ, ასტორე ვაიოლას სახლში დამონტაჟებული აპარატუ-
რით ჩაწერილი საუბრები მოესმინათ. ნიკოლი, ვალერიუსი, მარ-
კანტონიო და ასტორე ლაპარაკობდნენ. ჩანაწერში უფრო ადა-
მიანურად მეტყველებდნენ, რადგან სილკესთვის აფარებული
ნიღბები მოეხსნათ.
– რაში დასჭირდათ მისი მოკვლა? – თითქმის ქვითინებდა
ნიკოლი, რომელსაც სილკესთან ლაპარაკში ცივი და უგრძნობი
კილო ჰქონდა.
– რაღაც მიზეზი უნდა არსებობდეს, – მშვიდად უპასუხა ვა-
ლერიუსმა. ოჯახის წევრებთან რბილი და ალერსიანი კილოთი
ლაპარაკობდა, – მოხუცის ბიზნესთან არანაირი შეხება არ მქო-
ნია, ჩემი თავი არ მადარდებს, მაგრამ შენ რა გეშველება?
მარკანტონიო გამომწვევად ალაპარაკდა. ვალერიუსი აშკა-
რად არ უყვარდა.
– ვალ, მოხუცმა უესტ-პოინტში იმიტომ მოგაწყო, რომ მშიშა-
რა და არაფრის მაქნისი იყავი. შენი გაყოჩაღება უნდოდა. მერე
ევროპაში პედაგოგიურ საქმიანობაში შეგიწყო ხელი, ასე რომ,
შენც ამ საქმეში ხარ გარეული. სურდა, მხედართმთავარი გამო-
სულიყავი. გენერალი აპრილე! ხომ კარგად ჟღერს? კაცმა არ
იცის, ამ ოცნების ასახდენად რა ღილაკებს აჭერდა!
ჩანაწერში მისი ხმა უფრო ემოციურად ჟღერდა, ვიდრე
ცხოვრებაში.
– რა თქმა უნდა, მეც მამამ წამიკრა ხელი, – ხანგრძლივი
პაუზის შემდეგ წამოიწყო მარკანტონიომ, – ჩემს საპროდიუსერო
კომპანიაში საწყისი თანხა მან ჩადო. ჩვენ მის ცხოვრებაში მონა-
წილეობა არ მიგვიღია, ის კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში
იღებდა მონაწილეობას. ნიკოლ, მოხუცმა ათ წელიწადს გადასა-
ხადების გადახდისაგან გადაგარჩინა, როცა მაგ იურიდიულ ფირ-
მაში მოგაწყო სამუშაოდ. ასტორე, შენ კი რა გგონია, ვინ გაუხსნა
გზა შენს მაკარონებს სუპერმარკეტების დახლებისაკენ?
ნიკოლი უეცრად გაცხარდა:
– მამამ შეიძლება გეზი მომცა, მაგრამ ჩემი წარმატება მხო-
ლოდ ჩემი დამსახურებაა. ფირმაში იმ ზვიგენებთან ყოველ-
დღიური ბრძოლა მიწევდა, – ნიკოლი დადუმდა და შემდეგ, რო-
გორც ჩანს, ასტორეს მიუბრუნდა, – მე უფრო ის მაინტერესებს,
მამამ მაინცდამაინც შენ რატომ მოგაბარა ბანკები და, საერთოდ,
რა შუაში ხარ?
– ნიკოლ, აზრზე არ ვარ, – უმწეოდ მოუბოდიშა ასტორემ, –
ჩემი ბიზნესი მაქვს, მიყვარს სიმღერა და ჯირითი, მაგრამ თქვენ
ამით მხოლოდ იხეირებთ. საქმეს მე გავაკეთებ, მოგებას კი თა-
ნაბრად გავინაწილებთ.
– ჰო, მაგრამ ამ საქმეს მთლიანად გააკონტროლებ, არადა,
მხოლოდ ჩვენი მამიდაშვილი ხარ! – შეჰყვირა ნიკოლმა და დამ-
ცინავად დაუმატა, – ეტყობა, შენი სიმღერა მოსწონდა.
– შენ თვითონ აპირებ ბანკების მართვას? – ჰკითხა ასტორეს
ვალერიუსმა.
– არა, რას ამბობ! – უპასუხა ასტორემ, – ნიკოლი მირჩევს
ვინმეს, ვისაც გენერალურ დირექტორად დავსვამ.
– მაინც არ მესმის, – სასოწარკვეთით იმეორებდა ნიკოლი, –
მამამ მე რატომ არ დამიტოვა ბანკები? რატომ?
– იმიტომ, რომ არც ერთი თავისი შვილისთვის არ სურდა
დანარჩენებთან ფორა მიეცა, – თქვა მარკანტონიომ.
– იქნებ თქვენი საფრთხეში ჩაგდება არ სურდა? – იკითხა ას-
ტორემ.
– როგორ მოგწონთ, ეს ფედერალი რომ გამოგვეცხადა,
აქაოდა, მამათქვენის დიდი მეგობარი ვიყავიო? – აღშფოთებით
თქვა ნიკოლმა, – მამას წლების მანძილზე არ ასვენებდა და ახ-
ლა ჰგონია, ჩვენი ოჯახის საიდუმლოებებს ჩავუკაკლავთ. თავხე-
დი!
ამის გაგონებაზე სილკეს სახეზე ალმური მოედო. ასეთ სიტ-
ყვებს არ იმსახურებდა.
– თავის მოვალეობას ასრულებს და საკმაოდ ჭკვიანი კაცი
ჩანს, – უპასუხა ვალერიუსმა, – მოხუცის ყველა მეგობარი ციხეში
ჩასვა, ეს კი ადვილი არ უნდა ყოფილიყო.
– მოღალატეები, ჯაშუშები, – სისინებდა ნიკოლი, – ამ საშე-
მოსავლო კანონსაც როგორც უნდათ, ისე იყენებენ. მის საფუძ-
ველზე შეეძლოთ პოლიტიკურ ლიდერთა ნახევარზე მეტი დაეპა-
ტიმრებინათ, მაგრამ მხოლოდ ვინც თვითონ აწყობთ, იმათ აპა-
ტიმრებენ.
– ნიკოლ, შენ კორპორაციული იურისტი ხარ, მორჩი მაგ სი-
სულელეებს! – უთხრა მარკანტონიომ.
– ეს ფედერალური აგენტები სად შოულობენ ასეთ მაგარ
კოსტიუმებს? – ჩაფიქრდა ასტორე, – ნუთუ ფედერალებს თავიან-
თი მკერავი ჰყავთ?
– ჩვეულებრივი კოსტიუმია, უბრალოდ, სხვანაირად იციან
ტანსაცმლის ხმარება, ამაშია მთელი საიდუმლო, – უპასუხა მარ-
კანტონიომ, – მაგრამ ტელევიზიაზე სილკესნაირ ტიპებს ვერასო-
დეს აალაპარაკებ, თითქოს გულწრფელია, მაგრამ მისი სიტყვე-
ბის მაინც არ გჯერა.
– მარკ, ჯანდაბას შენი ტელევიზია, – გააწყვეტინა ვალერიუს-
მა, – ახლა საჩოთირო მდგომარეობაში ვართ და ორი ასპექტი
გვაქვს დასადგენი. პირველი – რატომ? და მეორე – ვინ? ვის და
რატომ დასჭირდა მამას მოკვლა? ყველა იმას ამბობს, მტრები
აღარ ჰყავდაო.
– ფედერალურ ბიუროში პეტიცია შევიტანე, მინდა მამას დო-
სიე გამაცნონ, – თქვა ნიკოლმა, – შეიძლება იქ რამე ამოვიკით-
ხო.
– რა აზრი აქვს? მამაც ალბათ იმას გვეტყოდა, თავი დაანე-
ბეთ და დაივიწყეთო, – შეედავა მარკანტონიო, – ეს პოლიციის
საქმეა.
– ესე იგი, მამაჩვენის მკვლელობა ფეხებზე დავიკიდოთ და
მკვლელის მოძებნას არ შევეცადოთ? – გაცხარდა ნიკოლი, –
შენ რას იტყვი, ასტორე? შენც ასე ფიქრობ?
– რა შეგვიძლია? – რბილი და საღი კილოთი წარმოთქვა
ასტორემ, – მამათქვენი ძალიან მიყვარდა. მისი მადლობელი
ვარ, ასეთი მემკვიდრეობა რომ დამიტოვა. მოდით, მოვიცადოთ
და ვნახოთ. სილკეს ვენდობი და თუ რამეა გასარკვევი, ის უსათუ-
ოდ გაარკვევს. ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს მოწყობილი
და რად გვინდა აუტკივარი თავის ატკივება? ახლა ერთ კოლე-
გასთან მაქვს დასარეკი და უნდა წავიდე, თქვენ კი დარჩით,
საუბარი განაგრძეთ.
ჩანაწერზე ხანგრძლივი პაუზა ჩამოწვა. სილკე უნებურად სიმ-
პათიით განეწყო ასტორეს მიმართ, თუმცა დანარჩენებზე იმავეს
ვერ იტყოდა. ჩანაწერმა მაინც დაამშვიდა, საშიში ადამიანები არ
ჩანდნენ და პრობლემებს არ შეუქმნიდნენ.
– მიყვარს ასტორე, – რამდენიმე წუთის შემდეგ თქვა ნიკოლ-
მა, – მამასთან ჩვენზე უფრო ახლოს ის იყო, მაგრამ ძალიან შე-
რეკილია. მარკ, როგორ ფიქრობ, მისი სიმღერიდან რაიმე თუ
გამოვა?
– ჩვენს ბიზნესში ათასობით მისნაირი ბიჭი ტრიალებს, –
გაიცინა მარკანტონიომ, – ის პატარა სკოლის საფეხბურთო გუნ-
დის ვარსკვლავივითაა: კარგი ტიპია, მაგრამ აუცილებელი მონა-
ცემები არ გააჩნია. თუმცა, თავის ბიზნესში წარმატებულია, სიმ-
ღერაც სიამოვნებს და რაღას ერჩი?
– მულტიმილიარდიანი საბანკო ბიზნესის კონტროლი ჩააბა-
რეს, ეს ყველაფერია, რაც ჩვენ გვაბადია, თვითონ კი სიმღერისა
და ცხენით ჯირითის გარდა არაფერი აინტერესებს, – თქვა ნი-
კოლმა.
– ჩაცმულობა კი კარგი აქვს, მაგრამ ცხენზე ჯდომა არ უვარ-
გა, – სიცილით შენიშნა ვალერიუსმა.
– მამა ასე რატომ მოიქცა? – უკვე მერამდენედ იკითხა ნი-
კოლმა.
– მაკარონის ბიზნესი კი ააყვავა, – უკვე სერიოზულად განაგ-
რძობდა მსჯელობას ვალერიუსი.
– ასტორეს ჩვენი დახმარება დასჭირდება, – თქვა ნიკოლმა,
– ის მეტისმეტად გულუბრყვილოა საბანკო საქმისათვის და სილ-
კესთანაც მეტისმეტად გულღიაა.
ჩანაწერი რომ დასრულდა, სილკე ბოქსტონს მიუბრუნდა:
– რას ფიქრობ?
– ასტორესი არ იყოს, მეც ვფიქრობ, რომ შესანიშნავი ვინმე
ხარ, – უთხრა ბოქსტონმა.
სილკეს გაეცინა.
– მე იმას გეკითხები, რომელიმე მათგანს მკვლელობის ჩა-
დენა თუ შეეძლო.
– არა, – თქვა ბოქსტონმა, – ჯერ ერთი, მისი შვილები არიან
და მეორეც, საამისოდ გაწაფულნი არ ჩანან.
– ჰო, მაგრამ ჭკუა არ აკლიათ. სწორ შეკითხვას სვამენ, თუ
რატომ მოკლეს.
– ეს ადგილობრივი საქმეა და არა ფედერალური, – თქვა
ბოქსტონმა, – ჩვენ ეს საქმე არ გვეხება. შენ ხედავ რამე კავ-
შირს?
– საქმე საერთაშორისო ბანკებს ეხება, მაგრამ მართალი
ხარ. აღარ ღირს ტყუილად ბიუროს ბიუჯეტის ხარჯვა. გააუქმე
ყველა მოსმენა.
კურტ სილკეს ძაღლები იმიტომ უყვარდა, რომ მათ მზაკ-
ვრობა არ შეუძლიათ, ღამღამობით სხვა ძაღლების გაძარცვასა
და მოკვლას არ გეგმავენ, არ იციან, რა არის ღალატი. მის
სახლს ორი გერმანული ნაგაზი დარაჯობდა და მათთან ერთად
ყოველ საღამოს უდარდელად სეირნობდა ახლომახლო ტყეში.
იმ საღამოს შინ გულდამშვიდებული დაბრუნდა, რადგან
დარწმუნდა, რომ დონის ოჯახის წევრები სისხლიან ვენდეტას არ
წამოიწყებდნენ და ვითარება საშიში არ ჩანდა.
სილკე ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა ცოლთან და ქალიშვილთან
ერთად, რომლებიც მთელი გულით უყვარდა. მისი სახლი ეკ-
ლიანი გისოსითა და სიგნალიზაციის სისტემით იყო დაცული,
გარდა ამისა, ძაღლების იმედიც ჰქონდა. მის პირად უსაფ-
რთხოებას ხელისუფლება აფინანსებდა. მისმა ცოლმა უარი თქვა
ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების შესწავლაზე და სილკე ძი-
რითად იმედს ანონიმურობაზე ამყარებდა. მეზობლებსაც და მის
ქალიშვილსაც ეგონათ, რომ იგი იურისტი იყო. განათლებით
მართლაც იურისტი იყო. შინ მისვლისთანავე სილკე მუდამ უჯრა-
ში კეტავდა თავის იარაღს, ტყვიებსა და საიდენტიფიკაციო ბა-
რათს.
მანქანას რკინიგზის სადგურზე არასოდეს ტოვებდა, რადგან
ქურდებს შეეძლოთ სალონიდან რადიო მოეპარათ. ნიუ-ჯერსიში
დაბრუნებისთანავე მობილური ტელეფონით დაურეკა ცოლს,
რომელიც მის შინ წამოსაყვანად მანქანით წამოვიდა. სადგური-
დან მათ სახლამდე სულ ხუთი წუთი იქნებოდა სავალი.
ჯორჯეტამ თბილად აკოცა და მოეხვია. მისი გოგონაც, ვანე-
სა, სიხარულით ეძგერა და კისერზე ჩამოეკონწიალა. ძაღლები
კუნტრუშით შეეგებნენ, თუმცა დისტანცია დაიცვეს. ყველანი დიდ
„ბიუიკში“ ჩასხდნენ.
ცხოვრების ეს მხარე სილკეს უსასრულოდ ეძვირფასებოდა.
თავის ოჯახთან ერთად თავს ლაღად და უსაფრთხოდ გრძნობ-
და. ცოლის სიყვარულში ეჭვი არ ეპარებოდა. იცოდა, ჯორჯეტა
აფასებდა იმას, რომ თავის საქმეში პატიოსნად მოქმედებდა და
ყველაზე გაქნილ დამნაშავეებსაც კი ადამიანურად ეპყრობოდა.
თვითონ კი ცოლის გონიერებას აფასებდა და იმდენად ენდობო-
და, რომ თავისი საქმიანობის შესახებ ელაპარაკებოდა. თუმცა,
ცხადია, ყველაფერს ვერ უმხელდა. თანაც, ქალს საკუთარი საქ-
მეც ჰქონდა: მსოფლიო ისტორიის გამოჩენილი ქალების შესახებ
წერდა, კოლეჯში ეთიკას ასწავლიდა და სოციალურ აქტივობაშიც
იყო ჩაბმული.
სილკე თვალს ადევნებდა ცოლს, რომელიც ახლა სადილის
მომზადებით იყო დაკავებული. მისი სილამაზე დღემდე აჯადოებ-
და. ვანესა სუფრას შლიდა და მიხრა-მოხრაში დედას ჰბაძავდა.
ჯორჯეტას შინამოსამსახურის ყოლა არ სურდა და ქალიშვილი
თავიდანვე მიაჩვია საოჯახო საქმეს. ექვსი წლის ვანესა უკვე სა-
კუთარ საწოლს ასწორებდა, ოთახს ასუფთავებდა და დედას საჭ-
მლის მომზადებაში ეხმარებოდა. სილკე დღემდე გაოცებით ფიქ-
რობდა, ნეტავ ასეთმა ქალმა როგორ შემიყვარაო და ამის გამო
თავს უბედნიერეს კაცად თვლიდა.
გვიან საღამოს, როცა ვანესა დააწვინეს (სილკემ შეამოწმა
მის ოთახში ზარი, რომლითაც ქალიშვილს მშობლების გამოძა-
ხება შეეძლო, თუკი რაიმე დასჭირდებოდა), ცოლ-ქმარი თავი-
ანთ საძინებელში შევიდა. სილკემ, როგორც ყოველთვის, ახლაც
თითქმის რელიგიური კრთომა იგრძნო ცოლის სიშიშვლის და-
ნახვაზე. ქალის დიდრონი რუხი თვალები, მუდამ გონიერი და
ფხიზელი, ახლა სიყვარულისგან დაიბინდა. შემდეგ, როცა ორი-
ვენი უკვე იძინებდნენ, ქალმა ქმარს ხელი ჩასჭიდა და სიზმრების
სამყაროში შეიყვანა.
სილკემ ის მაშინ გაიცნო, როდესაც კოლეჯებში რადიკალურ
პოლიტიკურ ორგანიზაციებს შეისწავლიდა, რომლებსაც ბრა-
ლად ედებოდა წვრილი ტერორისტული აქტების ჩადენა. ჯორჯე-
ტა ნიუ-ჯერსის კოლეჯში ისტორიას ასწავლიდა და პოლიტიკური
აქტივისტი იყო. როგორც გამოძიებამ აჩვენა, ის მხოლოდ და
მხოლოდ ლიბერალი იყო და რადიკალურ ექსტრემისტებთან
კავშირი არ ჰქონია. სილკემ სწორედ ასე ჩაწერა ანგარიშში.
ქალის დაკითხვა მის მოვალეობებში შედიოდა და მაშინ
სილკე იმან გააოცა, რომ ჯორჯეტას არანაირი ანტიპათია თუ ეჭ-
ვი არ ჰქონია მისდამი იმის გამო, რომ ეფ-ბი-აის აგენტი იყო. პი-
რიქით, მისი სამუშაოთი დაინტერესდა და ჰკითხა, თუ რა განწყო-
ბით მუშაობდა. თვითონაც გაუკვირდა, სრულიად გულწრფელად
რომ უპასუხა: უბრალოდ, თვალი მიჭირავს საზოგადოებაზე, რო-
მელიც წესრიგის დაცვის გარეშე ვერ იარსებებსო. სანახევროდ
ხუმრობით დაუმატა, ბარიერს ვქმნი შენისთანა ადამიანებსა და
მათ შორის, ვინც თავიანთი გამორჩენისათვის მზადაა, გადაგსან-
სლონო.
ერთმანეთს ძალზე მოკლე ხანს ხვდებოდნენ და მალევე
იქორწინეს, თითქოს შიშობდნენ, საღ გონებას მათ სიყვარულზე
არ გაემარჯვა, რადგან სულ ყველაფერში ერთმანეთის საპირის-
პირონი აღმოჩნდნენ. მამაკაცი ქალის მრწამსს არ იზიარებდა,
ქალი კი სრულიად გამოუცდელი იყო იმ სამყაროში, სადაც მამა-
კაცს უწევდა ცხოვრება. ქალი ფედერალური ბიუროს საქმიანო-
ბით მის აღტაცებას არ იზიარებდა, თუმცა თანაგრძნობით უგდებ-
და ყურს, როცა სილკე ეფ-ბი-აის ლეგენდად ქცეული ედგარ ჰუ-
ვერის მკვლელობის შესახებ უამბობდა.
– განგებ დასწამეს ცილი, ჰომოსექსუალიზმი და რეაქციონე-
რობა დააბრალეს, არადა სინამდვილეში საქმისადმი თავდადე-
ბული კაცი იყო, რომელმაც ლიბერალური მსოფლმხედველობა
ვერ გაითავისა, – ეუბნებოდა სილკე, – მწერლებს ეფ-ბი-აი ისე-
თივე შემზარავი ორგანიზაცია გამოჰყავთ, როგორც გესტაპო თუ
სუკია, მაგრამ ჩვენ არასოდეს არავინ გვიწამებია და არც ცილი
დაგვიწამებია ვინმესთვის, როგორიც ამას პოლიცია სჩადის. არც
ცრუ მოწმეებს ვიშველიებთ. ჩვენ რომ არა, თქვენი კოლეჯის მო-
წაფეებს დააპატიმრებდნენ. მემარჯვენეები განადგურდებოდნენ,
რადგან პოლიტიკურად უსუსურნი არიან.
ქალი მისმა აღელვებულმა კილომ გააცინა.
– იმას ნუ ელოდები, რომ შევიცვლები, თუკი რასაც ამბობ,
ყველაფერი მართალია, მაშინ საკამათო არაფერი გვაქვს.
– სულაც არ მსურს, რომ შეიცვალო, – უპასუხა სილკემ, – და,
თუკი ეფ-ბი-აი ჩვენს ურთიერთობას ხელს შეუშლის, მაშინ სხვა
სამსახურს მოვძებნი!
ის აღარ უთქვამს, თუ ეს მისთვის რამხელა მსხვერპლი იქნე-
ბოდა.
რამდენ ადამიანს შეუძლია იმის თქმა, რომ სრულიად ბედ-
ნიერია და ერთი ადამიანი მაინც ჰყავს ისეთი, ვისაც ბოლომდე
ენდობა? სილკეს განუზომელ ბედნიერებას ანიჭებდა იმის შეგ-
რძნება, რომ საყვარელი ადამიანის სიმშვიდისა და უსაფ-
რთხოების სადარაჯოზე იდგა.
როცა ტრენინგებზე უწევდა გამგზავრება, ცოლი საშინლად
ენატრებოდა. სხვა ქალები არასოდეს იზიდავდნენ, რადგან არ
სურდა, ცოლთან რაიმე ჰქონოდა დასამალი. ერთი სული ჰქონ-
და, როდის დაუბრუნდებოდა ცოლის მინდობილ ღიმილს, მის
თბილ სხეულს, მის ამაღელვებელ სიშიშვლეს, მის მიმტევებლო-
ბასა და გაგებას – ჭეშმარიტ ნეტარებას.
მის ბედნიერებას მხოლოდ ის ჩრდილავდა, რომ ცოლისგან
თავისი სამუშაოს არსის დამალვა უწევდა, მთელი იმ ბოროტები-
სა და მზაკვრობისა, ჩირქივით რომ წამლავდა ადამიანთა სუ-
ლებს. საყვარელი ადამიანის გარეშე ასეთ სამყაროში ცხოვრე-
ბას აზრი არ ჰქონდა.
ერთხელ, სულ თავიდან, ჯერ კიდევ რომ შიშობდა ბედნიერე-
ბის დაკარგვას, სილკემ ისეთი რამ ჩაიდინა, რისაც შემდგომში
რცხვენოდა. საკუთარ სახლში დააყენა მოსასმენი აპარატურა და
თავის არყოფნაში ცოლის თითოეულ სიტყვას იწერდა. მთელ ჩა-
ნაწერებს საგულდაგულოდ ისმენდა. ქალმა გამოცდა ღირ-
სეულად ჩააბარა, არც ერთხელ არ უთვალთმაქცია, მუდამ გულ-
წრფელი და მართალი იყო. ეს მოსმენა ერთ წელიწადს გაგ-
რძელდა.
სილკეს სასწაულად მიაჩნდა ის, რომ ცოლს ის უყვარდა,
მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა და იმის გამო, რომ ადა-
მიანთა თვალთვალი უწევდა; წუთითაც არ ტოვებდა იმის შიში,
რომ ადრე თუ გვიან, ქალი მის სიბოროტეს ჩასწვდებოდა და
შეიძულებდა. ამიტომაც თავის საქმეში, როგორც კი შესაძლებე-
ლი იყო, სიფრთხილესა და ტაქტს იჩენდა და უაღრესად პა-
ტიოსანი კაცის სახელი დაიმკვიდრა.
ჯორჯეტას მასში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. ეს იმ საღამოს
დაუმტკიცა, როცა ორივენი დირექტორის სახლში ნახევრად
ოფიციალურ და ძალზე საპატიო სადილზე იყვნენ მიწვეულნი.
დირექტორმა ერთი წუთი გამონახა, რათა სილკესა და მის
ცოლთან პირისპირ დარჩენილიყო. მან ჯორჯეტას მიმართა:
– როგორც ვიცი, ლიბერალურ პოლიტიკაში ხართ ჩაბმული.
თქვენს მოსაზრებებს პატივს ვცემ, მაგრამ იქნებ თქვენ უბრა-
ლოდ არ გესმით, რომ თქვენმა საქმიანობამ შეიძლება ფედერა-
ლურ ბიუროში კურტის კარიერას შეუშალოს ხელი?
ჯორჯეტამ დირექტორს გაუღიმა და სერიოზულად უპასუხა:
– ვიცი და მიმაჩნია, რომ ეს ბიუროს მხრიდან დიდი შეცდომა
და წარუმატებლობა იქნება. ცხადია, თუკი საქმე გართულდა, ჩე-
მი მეუღლე სამსახურს დატოვებს.
დირექტორი გაოცებით მიუბრუნდა სილკეს:
– ეს მართალია? მზად ხართ, სამსახური დატოვოთ?
– დიახ, თუ საჭიროა, ხვალვე დავწერ განცხადებას, –
დაუყოვნებლივ უპასუხა სილკემ.
– რას ამბობთ, თქვენნაირ თანამშრომლებს სხვაგან სად ვნა-
ხავთ? – გაიცინა დირექტორმა. შემდეგ ჯორჯეტას გამჭოლი მზე-
რა ესროლა და თქვა, – ცოლისადმი ერთგულება პატიოსანი მა-
მაკაცის უკანასკნელი თავშესაფარია.
ამ ნაძალადევ ხუმრობაზე სამივემ გაიცინა და დაძაბულობაც
მოიხსნა.
დონის სიკვდილის შემდეგ, ხუთი თვის განმავლობაში, ასტო-
რე თავისი ბიძის ძველ მეგობრებს ეთათბირებოდა; ბიძაშვილე-
ბის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დონის მკვლელის დად-
გენა სურდა. თუმცა ლამის ვინაობაზე მეტად ამ თავზარდამცემი
მკვლელობის მიზეზი აინტერესებდა – ვის რაში უნდა დასჭირვე-
ბოდა დიდი დონ აპრილეს მკვლელობის შეკვეთა? ასტორემ
იცოდა, რომ ძალზე ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
პირველად ჩიკაგოში გაემგზავრა ბენიტო კრაქსისთან შესახ-
ვედრად.
კრაქსი ყველა არალეგალურ ქმედებას დონზე ათი წლით
ადრე ჩამოშორდა. თავის დროზე „მაფიის ეროვნული კომისიის“
მრჩეველი იყო და ამერიკის ყველა მაფიოზურ საოჯახო სტრუქ-
ტურას იცნობდა. ამიტომაც პირველად სწორედ მან იყნოსა დიდი
ოჯახების ძალაუფლების შესუსტება და გონივრულად მოიქცა, –
გადადგა. იქ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდა – აღმოაჩინა, რომ
იმდენივე ფულის მოპარვა შეეძლო, რასაც წინათ იპარავდა, თა-
ნაც ყოველგვარი რისკის გარეშე. დონმა ასტორეს ეს ადამიანი
იმათ სიაში დაუსახელა, ვინც სანდო იყო და ვისთვისაც შეეძლო
გასაჭირში მიემართა.
კრაქსი სამოცდაათი წლის იყო და გაორმაგებულ დაცვასა
და მძღოლთან ერთად ცხოვრობდა. მასთან ერთად ასევე ცხოვ-
რობდა ახალგაზრდა იტალიელი ქალი, რომელიც მზარეულის,
დიასახლისისა და, როგორც ამბობენ, მისი საყვარლის როლსაც
ასრულებდა. ჯანმრთელობას არ უჩიოდა, რადგან ცხოვრება ზო-
მიერად გაატარა: ბევრს არ ჭამდა და სასმელსაც იშვიათად თუ
გაეკარებოდა. საუზმედ – ხილი და ყველი; ლანჩზე – ომლეტი ან
ბოსტნეულის წვნიანი, ბარდა და ესკაროლე; სადილად – შეუკაზ-
მავი საქონლის ან ხბოს ხორცი და უზარმაზარი ჯამით ხახვი, პო-
მიდორი და სალათის ფოთლები; დღეში ერთადერთ სიგარას
ეწეოდა, ისიც სადილის შემდეგ, ყავასთან ერთად. ფულს გულუხ-
ვად, თუმცა ბრძნულად ხარჯავდა, რჩევის მიცემისას კი დიდ სიფ-
რთხილეს იჩენდა, რადგან ცუდი მრჩეველი მტერზე საძულვე-
ლია.
ასტორესთვის რჩევა არ დაუშურებია, რადგან დონ აპრი-
ლესგან დიდად იყო დავალებული. დონი მფარველობდა კრაქ-
სის მისი გადადგომის შემდეგ, რადგან მათ ბიზნესში ასეთი ნაბი-
ჯის გადადგმა მუდამ ძალზე სახიფათოა.
კრაქსიმ ის საუზმეზე მიიპატიჟა. სუფრაზე ვეებერთელა ლარ-
ნაკებით ეწყო ნაირ-ნაირი ხილი: ყვითელი მსხლები, ღაჟღაჟა
ვაშლები, ლამის ლიმონისხელა მარწყვები, თეთრი ყურძენი და
მუქი სისხლისფერი ალუბალი. ხის სინზე ყველის უზარმაზარი ჩა-
მონაჭერი თეთრ კლდესავით იდო. დიასახლისმა ყავა და ამისე-
ტი მიართვა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
– მაშ, ასე, ახალგაზრდავ, – წამოიწყო კრაქსიმ, – დონ აპრი-
ლემ თავისი საქმის ზედამხედველად შენ აგირჩია.
– დიახ.
– ვიცი, რომ ამ საქმისთვის სათანადოდ მოგამზადა კიდეც.
ჩემი ძველი მეგობარი მუდამ წინდახედულად იქცეოდა. მასთან
ამის შესახებ მქონდა საუბარი. ეჭვი არ მეპარება, რომ შეძლებ,
მაგრამ სურვილი თუ გაქვს, მისი საქმე განაგრძო?
ასტორემ გულწრფელი და სანდომიანი სახით გაუღიმა:
– ბიძაჩემმა სიცოცხლე შემინარჩუნა და ყველაფერი მომცა,
რაც მაბადია. შეიძლება ითქვას, მთლიანად მისი შექმნილი ვარ.
თანაც, პირობა მივეცი, რომ მის ოჯახს დავიცავდი. იმ შემთხვევა-
ში, თუ ნიკოლს იურიდიული ფირმის პარტნიორად არ აიყვანენ,
თუ მარკანტონიოს სატელევიზიო ქსელი გაკოტრდა, ან თუ ვა-
ლერიუსს შეემთხვა რამე, ეს ბანკები მაინც შერჩებათ. აქამდე
უდარდელი ცხოვრება მქონდა და გული მწყდება, რომ ახლა ეს
საქმე უნდა ვიტვირთო, მაგრამ პირობას ვერ დავარღვევ.
ახალგაზრდა კაცს გონებაში თავისი ბავშვობის იმ წუთებმა
გაუელვა, რომლის გამოც უსაზღვრო მადლიერებას განიცდიდა
– პატარაობაში დონთან ერთად სიცილიის მთებში სეირნობა და
მისი ნაამბობის მოსმენა. ბიჭი მაშინ იმ მშვენიერ მომავალზე ოც-
ნებობდა, როცა სამართლიანობა გაიმარჯვებდა, ერთგულება და-
ფასდებოდა და მსოფლიოს ძლიერი და დიდსულოვანი ხელისუ-
ფალნი ეყოლებოდა. ამწუთას ძლიერ მოენატრა დონიც და სიცი-
ლიაც.
– კარგი, – კრაქსიმ ასტორეს ოცნება შეაწყვეტინა და კვლავ
აწმყოს დაუბრუნა, – შენ მკვლელობას შეესწარი. ყველაფერი
დაწვრილებით ამიწერე.
ასტორემ, რაც ნახა, ყველაფერი უამბო.
– დარწმუნებული ხარ, რომ ორივე მსროლელი ცაცია იყო?
– ჩაეკითხა კრაქსი.
– ერთი ნამდვილად, მგონი, მეორეც, – უპასუხა ასტორემ.
კრაქსიმ ნელა დაუქნია თავი და ფიქრში წავიდა. კარგა ხნის
დუმილის შემდეგ ასტორეს თვალი გაუსწორა და თქვა:
– მგონი, ვიცი, ვინც ესროლა, მაგრამ სიჩქარე მხოლოდ
ხელს შეგვიშლის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმის დადგენა,
თუ ვინ და რატომ დაიქირავა. ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
ყველაზე დიდი ეჭვი ტიმონა პორტელაზე მაქვს, მაგრამ რაში
დასჭირდა მას დონის მოკვლა, მაინც გაუგებარია. ტიმონა მუდამ
ფიცხი იყო, მაგრამ დონ აპრილეს მოკვლა მაინც მეტისმეტად სა-
რისკო ნაბიჯია. დონის მასაც კი ეშინოდა, მიუხედავად იმისა,
რომ ის ჩვენს საქმეს ჩამოშორდა. მსროლელებს რაც შეეხება,
ლოსანჯელესელი ძმები არიან. თავიანთი საქმის საუკეთესო სპე-
ციალისტები. ლაპარაკი არ უყვართ. ისიც კი ძალზე ცოტა ვინმემ
იცის, რომ ტყუპი არიან და ორივე ცაციაა. ბუნებით მებრძოლები
არიან. როგორც ჩანს, ამ დავალების რისკმა მიიზიდა, თანაც გა-
სამრჯელოც კარგი იქნებოდა. გარდა ამისა, დამკვეთი იმის გა-
რანტიასაც მისცემდა, რომ ოფიციალური სამსახურები სირთუ-
ლეს არ შეუქმნიდნენ. უცნაურად მეჩვენება ის ამბავი, რომ ზიარე-
ბის საზეიმო ცერემონიაზე პოლიციის წარმომადგენლები არ ჩან-
დნენ. იცოდე, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ვარაუდია. საფუძ-
ვლიანი გამოძიება მოგიწევს და, თუკი მართალი აღმოვჩნდი,
მკვლელს მთელი ძალით უნდა მიაყენო დარტყმა.
– კიდევ ერთი რამ, – იკითხა ასტორემ, – დონის შვილებს თუ
ემუქრებათ საფრთხე?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა კრაქსიმ და ოქროსფერი მსხლის
გაფცქვნას შეუდგა, – ერთს გეტყვი, ნუ გაკადნიერდები და, თუ სა-
ჭირო გახდა, ამ საქმეში ისინიც მოიშველიე. შენ თავად უეჭვე-
ლად გარკვეულ საფრთხეში ხარ... კიდევ ეს მინდა გირჩიო,
ლონდონიდან შენი მისტერ ფრაიორი ჩამოიყვანე, ბანკებს ის გა-
უძღვეს. მასზე უკეთესს ვერავის მონახავ.
– ბიანკოზე რას მეტყვით?
– ბიანკო სიცილიაზე დარჩეს. როცა რაიმეს გაიგებ, დამიკავ-
შირდი, – უთხრა კრაქსიმ და ასტორეს ყავაში ანისეტი ჩაუმატა.
– რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე დიდი დონ აპრილეს
მკვლელებს დავედევნებოდი, – ამოიხვნეშა ასტორემ.
– რას იზამ, – ანუგეშა კრაქსიმ, – ცხოვრება სასტიკია.
ვალერიუსი ოცი წლის განმავლობაში მსახურობდა ჯარში
და, თავისი ძმისგან განსხვავებით, არა მოჩვენებით, არამედ
რეალურ გარემოებებთან ჰქონდა საქმე. ამიტომაც ასტორეს
ნათქვამი არ გაჰკვირვებია, პირიქით: ამას მოელოდა კიდეც.
– შენი დახმარება დამჭირდება, – უთხრა ასტორემ, – და
ამისთვის შეიძლება შენი ზოგიერთი პრინციპის დარღვევაც მო-
გიხდეს.
– როგორც იქნა, შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე, – ცივად
უთხრა ვალერიუსმა, – ამას დიდი ხანია, ველოდებოდი.
– არ მესმის, რას გულისხმობ, – გაიკვირვა ასტორემ, – მე
ვფიქრობ, მამაშენის მკვლელობა ნიუ-იორკის პოლიციისა და
ეფ-ბი-აის ერთობლივი ჩანაფიქრი იყო. ეს შეიძლება ფანტაზიად
გეჩვენოს, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
– გამორიცხული სულაც არ არის, მაგრამ სამსახურში
საიდუმლო დოკუმენტებზე ხელი არ მიმიწვდება.
– ექსპერტთა სააგენტოში მეგობრები ხომ გყავს. შეგიძლია,
გამოჰკითხო.
– გამოკითხვა არც მომიწევს, ისედაც დღე და ღამე დედაკა-
ცებივით ჭორაობენ, მაგრამ ის მაინც თუ იცი, რას ეძებ?
– მამაშენის მკვლელებთან დაკავშირებულ რაიმე ინფორმა-
ციას.
ვალერიუსი საზურგეს მიეყრდნო და სიგარა გააბოლა. ეს მი-
სი ერთადერთი მანკიერება გახლდათ.
– ზღაპრებს ნუ მიყვები, ასტორე. სჯობს, მომისმინო. ბევრი
რამ გავაანალიზე. მისი მკვლელობა სასჯელის ან შურისძიების
აქტი უნდა ყოფილიყო. მამაჩემმა ბანკები შენ მოგანდო, რაც
იმას ნიშნავს, რომ ოჯახზე პასუხისმგებლად დაგნიშნა. აქედან კი
მხოლოდ ის შეიძლება დავასკვნათ, რომ საგანგებოდ მოგამზადა
იმისთვის, რომ კრიტიკულ მომენტში ამოქმედდე. მამას ყოველ-
თვის მზად ჰქონდა გეგმები საგანგებო შემთხვევებისათვის. შენს
ცხოვრებაში თერთმეტწლიანი თეთრი ლაქაა. რას აკეთებდი ამ
პერიოდში? შენი გარეგნული სახე იმდენად ლამაზი და უწყინა-
რია, რომ ძნელი დასაჯერებელიც კია, მის მიღმა არაფერი იმა-
ლებოდეს: მოყვარული მუსიკოსი, ცხენოსანი... შენი ოქროს საყე-
ლურიც, რომელსაც არასოდეს იხსნი, ეჭვს აღმიძრავს. რას იტ-
ყვი, სწორი ანალიზი გავაკეთე?
– ურიგო სულაც არ არის. იმედი მაქვს, ამ მოსაზრებებს შენ-
თვის შეინახავ.
– რასაკვირველია, მაგრამ აქედან გამომდინარეობს დას-
კვნა: საშიში ადამიანი ხარ და უსათუოდ რაღაც ექსტრემალურს
მოიმოქმედებ. ერთ რჩევას მოგცემ, შენი ნიღაბი მეტისმეტად
თხელია და დიდხანს არ გამოგადგება. რაც შეეხება ჩემი მხრი-
დან შენს დახმარებას, შესანიშნავი ცხოვრება მაქვს, იმისგან სრუ-
ლიად საპირისპირო, რასაც, ჩემი ვარაუდით, წარმოიდგენ. ამი-
ტომ მოცემულ ეტაპზე უარი უნდა გითხრა. თუ რაიმე შეიცვალა,
გაცნობებ.
ნიკოლის ოფისიდან ქალი გამოვიდა და ასტორე შიგნით
შეაცილა. ნიკოლი გადაეხვია და გადაკოცნა. მამიდაშვილი ჯერ
კიდევ უყვარდა; მათ ახალგაზრდულ გატაცებას მძიმე ტრავმა არ
დაუტოვებია.
– პირადად უნდა დაგელაპარაკო, – უთხრა ასტორემ.
– ელენ, თუ შეიძლება, დაგვტოვე, – მიუბრუნდა ნიკოლი თა-
ვის დაცვას, – მასთან უსაფრთხოდ ვარ.
ელენმა ასტორე გამჭოლი მზერით შეამოწმა. სილკეს მსგავ-
სად, ახალგაზრდა კაცმაც შენიშნა ამ ქალში განსაკუთრებული ში-
ნაგანი ძალა და თავდაჯერებულობა. ნეტავ იარაღს სად ინახავ-
სო, გაიფიქრა ასტორემ და ქალის მძლავრი ტანი შეათვალიერა:
მოტკეცილი შარვლისა და ჯემპრის ქვეშ ვერაფერს დამალავდა.
ბოლოს კოჭზე შეამჩნია თოფის ბუდე, რაც დიდი ვერაფერი გამ-
ჭრიახობა იყო. ვიდრე ქალი გავიდოდა, ასტორემ მომხიბვლე-
ლად გაუღიმა, მაგრამ ქალმა უგრძნობი მზერა შეავლო.
– ეს ქალი ვინ დაიქირვა? – ჰკითხა ასტორემ ნიკოლს.
– მამაჩემმა. კარგად მუშაობს. გაოცდები, რომ ნახო, მძარ-
ცველებს და მექალთანეებს რას უშვება.
– წარმომიდგენია, – თქვა ასტორემ, – ეფ-ბი-აიდან მოხუცის
დოსიე გამოგატანეს?
– ჰო. მსგავსი საშინელება არასოდეს წამიკითხავს. უბრა-
ლოდ, არ მჯერა ამ ყველაფრის და ვერც ეფ-ბი-აი დაამტკიცებს
ოდესმე იმას, რომ ეს მართალია.
ასტორემ იცოდა: დონი არ მოინდომებდა, რომ მას სიმარ-
თლე გაემხილა.
– შეგიძლია ეფ-ბი-აის საქაღალდე ერთი დღით მათხოვო?
ნიკოლმა იურისტის გაქვავებული სახე მიაპყრო:
– ამწუთას ვერ მოგცემ. უნდა დავამუშაო, მნიშვნელოვანი მო-
მენტები გამოვყო. იქ შენთვის საინტერესო მაინც არაფერია და
მგონია, შენ და ჩემმა ძმებმა, სჯობს, ეს მასალები სულაც არ ნა-
ხოთ.
– ნუთუ საქმე ასე ცუდადაა? – შეწუხდა ასტორე, მერე კი
გაეღიმა.
– კარგად უნდა შევისწავლო. ეფ-ბი-აიში საზიზღარი ხალხი
მუშაობს.
– როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე მოიქეცი, ოღონდ ნუ და-
გავიწყდება, რომ ეს საშიში საქმეა. თავს გაუფრთხილდი.
– ნუ შიშობ, ელენი მყავს.
– მეც შენ გვერდით ვარ, როცა კი დაგჭირდები, – უთხრა ას-
ტორემ და მკლავზე ხელი დაადო. ნიკოლმა ისეთი მონატრებით
შეხედა, რომ ასტორე შეცბა.
– დამირეკე.
– კარგი. მაგრამ ჩემზე არ იდარდო, კარგად ვარ, – ნიკოლი
მართლაც მოუთმენლად ელოდა საღამოს, რადგან პაემანი
ჰქონდა დანიშნული წარმოსადეგ და მიმზიდველ დიპლომატთან.
მარკანტონიო აპრილე თავის ტელეეკრანებიან კაბინეტში
ნიუ-იორკის ყველაზე გავლენიან სარეკლამო სააგენტოს ხელ-
მძღვანელს შეხვდა. რიჩარდ ჰარისონი მაღალი, კეთილშობილი,
ნატიფად ასხმული კაცი იყო, რითაც ყოფილ მოდელს წააგავდა,
მაგრამ, ამავდროულად, სპეცრაზმელის გაფაციცებული მზად-
ყოფნა ემჩნეოდა.
ჰარისონს ვიდეოჩანაწერებით სავსე მომცრო კეისი ედო
კალთაში. ნებართვა არ უთხოვია, სავსებით თავდაჯერებულად
მივიდა ტელემოწყობილობასთან და ერთ-ერთი ფირი ჩართო.
– ეს ნახეთ. ჩემი კლიენტის არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, გა-
მაოგნებელია.
სარეკლამო ჩანაწერზე საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზი-
დენტი მიხეილ გორბაჩოვი ამერიკულ პიცას ყიდდა, ამას მშვიდი
ღირსებით და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე აკეთებდა და ვიდრე
მყიდველები მადლობას უხდიდნენ, თავის შვილიშვილებს უმას-
პინძლდებოდა პიცით.
– თავისუფლებამ გაიმარჯვა, – გაიღიმა მარკანტონიომ, – მე-
რედა, რა?
– კაცი საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი იყო, ახლა კი თავს
იმასხარავებს და ამერიკული პიცის რეკლამაში მონაწილეობს,
განა ეს სასწაული არ არის? თანაც, როგორც მითხრეს, მხო-
ლოდ ნახევარი მილიონი გადაუხადეს.
– ჰო, მაგრამ, ეს რატომ გააკეთა?
– რატომ აკეთებენ ადამიანები ასეთ დამამცირებელ რამე-
ებს? ცხადია, ფულის გამო.
უეცრად მარკანტონიოს მამა მოაგონდა. დონი უეჭველად
უგუნურად ჩათვლიდა ისეთ კაცს, რომელმაც უზარმაზარი ქვეყნის
პრეზიდენტობის მიუხედავად, ოჯახის რჩენა ვერ მოახერხა.
– კარგი გაკვეთილია ისტორიასა და ადამიანის ფსიქოლო-
გიაში, – შენიშნა მარკანტონიომ, – მაგრამ მაინც რისი თქმა გინ-
დათ ამით?
ჰარისონმა კეისს თითებით მიუკაკუნა.
– ასეთი და ამაზე უფრო მძაფრი ვიდეოები კიდევ ბევრი
მაქვს და ვეჭვობ, ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგობას გამოიწ-
ვევს, მაგრამ მე და თქვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ
და მინდა იმაში დავრწმუნდე, რომ ამ რეკლამებს თქვენს ქსელში
გაუშვებთ.
– არ ვიცი, არც კი წარმომიდგენია, – თავი გააქნია მარკან-
ტონიომ.
– ჩვენ უფლება მოვითხოვეთ, რეკლამებში გარდაცვლილი
ვარსკვლავებისა და ცნობილი ადამიანების კადრები გამოგვეყე-
ნებინა. სიკვდილის შემდეგ მათ ჩვენი საზოგადოება ივიწყებს,
ჩვენ კი გვსურს, ძველი ბრწყინვალება აღვუდგინოთ.
მეორე ჩანაწერი ჩაირთო და ეკრანზე გამოჩნდა დედა ტერე-
ზა, კალკუტის ჰოსპიტალში მომაკვდავ ავადმყოფებს რომ უვლი-
და. მომდევნო კადრში მას ნობელის პრემიას გადასცემდნენ, სა-
ხე თვინიერებითა და სიხარულით განათებოდა. მომდევნო კად-
რში კი ის ქუჩაში დიდ ქვაბთან იდგა და გაჭირვებულებს ჯამებში
წვნიანს უსხამდა.
ერთბაშად ეკრანი ფერებით გაცისკროვნდა. გამოჩნდა სანი-
მუშოდ ჩაცმული მამაკაცი, რომელიც ცარიელი ჯამით ხელში
დიდ ქვაბს მიუახლოვდა და მშვენიერ ახალგაზრდა ქალს მიმარ-
თა: „ცოტაოდენ წვნიანს ხომ ვერ დამისხამდით, ამბობენ, შესა-
ნიშნავია.“ ქალმა ბრწყინვალე ღიმილით დაუსხა წვნიანი, კაცმა
მოსვა და კამერას აღფრთოვანებული თვალებით მიაშტერდა.
შემდეგ კადრში გამოჩნდა სუპერმარკეტის დახლი, რომლის
თავზეც დიდი ასოებით ეწერა „კალკუტა“. დიქტორის ხმამ განაც-
ხადა: „წვნიანი „კალკუტა“ – სიცოცხლის წყარო მდიდრებისა და
ღარიბებისთვის. უგემრიელესი წვნიანის ოცი სხვადასხვა ვარიან-
ტი დედა ტერეზას რეცეპტით.“
– ვფიქრობ, საუცხოო გემოვნებითაა გაკეთებული, – თქვა ჰა-
რისონმა.
მარკანტონიომ მხოლოდ წარბები ასწია.
ჰარისონმა მომდევნო ვიდეო ჩართო. კადრში საქორწინო
კაბაში გამოწყობილი პრინცესა დაიანა გამოჩნდა, მომდევნო
კადრებში ის ბუკინგემის სასახლეში იყო და სამეფო ოთახის გა-
რემოცვაში პრინც ჩარლზს ეცეკვებოდა.
კადრს მიღმა გაისმა სლოგანი: „თითოეული პრინცესა იმსა-
ხურებს პრინცს, მაგრამ ამ პრინცესას თავისი საიდუმლო აქვს.“
გამოჩნდა ახალგაზრდა მოდელი, ხელში სუნამოს ფლაკონით.
სლოგანი გაგრძელდა: „სუნამო „პრინცესას“ ერთადერთი შესხუ-
რებით თქვენც შეგიძლიათ მოხიბლოთ პრინცი და აღარასოდეს
იდარდოთ ვაგინალური სუნის გამო.“
მარკანტონიომ თავის წინ პულტის ღილაკს დააჭირა და ეკ-
რანი ჩაქრა.
– მოიცადეთ, კიდევ მაქვს, – უთხრა ჰარისონმა.
მარკანტონიომ თავი გააქნია.
– რიჩარდ, თქვენ მდიდარი წარმოსახვა გაქვთ, მაგრამ არა-
ნაირი ტაქტი არ გაგაჩნიათ. ეს ვიდეორგოლები ჩემს ტელევი-
ზიაში არასოდეს გავა.
– მაგრამ ზოგიერთი საქველმოქმედო ხასიათისაა, მეგონა
გაგიხარდებოდათ, თუკი ამ რეკლამებს სხვა კომპანიებზე ადრე
გაუშვებდით. ჩვენ ხომ დიდი ხნის მეგობრები ვართ.
– ასეა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც უარი უნდა გით-
ხრათ.
ჰარისონმა თავი გააქნია და ფირები კეისში ჩააწყო. მარკან-
ტონიომ ღიმილით ჰკითხა:
– ჰო, მართლა, გორბაჩოვის პიცერიას რა ბედი ეწია?
– იმ დოყლაპიამ პიცის გაყიდვაც კი ვერ მოახერხა წე-
სიერად.
მარკანტონიო დანარჩენ საქმეს მორჩა და საღამოსთვის მო-
ემზადა. ამ დღეს „ემის“ ცერემონიას უნდა დასწრებოდა. მისი ქსე-
ლი ფართოდ აშუქებდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა
დაჯილდოებას. ცერემონიაზე ცნობილ ტელეწამყვან მატილდა
ჯონსონთან ერთად მიდიოდა.
ოფისთან საძინებელიც ჰქონდა აბაზანითა და გარდერობით
და როცა გვიანობამდე მუშაობდა, ღამით იქ რჩებოდა ხოლმე.
ცერემონიის განმავლობაში რამდენიმე გამარჯვებულმა გა-
ნაცხადა, რომ თავის წარმატებას მარკანტონიოს უნდა უმადლო-
დეს. ეს, რა თქმა უნდა, მუდამ სასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ
ვიდრე ტაშს უკრავდა და დაჯილდოებულებს კოცნიდა, გონებაში
მთელი ის უსასრულო ცერემონიები უტრიალებდა, რასაც წლის
განმავლობაში ესწრებოდა: „ოსკარები“, მაყურებელთა გამოკით-
ხვის შედეგად გამარჯვებულთა დაჯილდოებები, დამსახურებული
მსახიობების თუ პროდიუსერების ბენეფისები და იუბილეები. ეს
ყოველივე ისევე მოჰბეზრდა, როგორც მასწავლებელს ჰბეზრდე-
ბა მოწაფეებისათვის წლიდან წლამდე შინნაკეთი ვარსკვლავების
დარიგება, რომლებსაც ისინი გაცისკროვნებული სახეებით დე-
დებს უჩვენებენ. მეორე წუთში საკუთარი ბოღმის შერცხვა: ეს
ადამიანები მთელ ამ ჯილდოებს იმსახურებდნენ და მათ ისინი
ფულზე არანაკლებ ესაჭიროებოდათ.
ცერემონიის დასრულების შემდეგ ერთხანს იმის ცქერით იქ-
ცევდა თავს, თუ როგორ ცდილობდნენ საშუალო ასაკს მიღ-
წეული მსახიობები მისი მსგავსი გავლენიანი ადამიანების მოხიბ-
ვლას; მის თვალწინ წარმატებული ჟურნალის მთავარ რედაქ-
ტორ ქალს რამდენიმე მწერალი გარს ეხვეოდა და „ეარშიყებო-
და“, ის კი მათ შორის ოდნავი ზრდილობიანი ღიმილითა და პე-
ნელოპას შეუვალი იერით იდგა, აქაოდა, თქვენზე უფრო დიდე-
ბულ ვაჟკაცს ველოდებიო.
იქვე სხვა ტიპის ადამიანებიც ტრიალებდნენ: პიროვნული
ხიბლითა და გამჭრიახობით შეიარაღებული ჟურნალისტები, სა-
სურველი ვარსკვლავის ინტერვიუზე დაყოლიებისა და სხვათა
მოგერიების ნიჭით რომ გამოირჩეოდნენ.
წარმატებული მსახიობები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა
დიდების მომდევნო საფეხურზე ასულიყვნენ: ტელევიზიიდან კი-
ნოში გადაედგათ ნაბიჯი და გულუბრყვილოდ სწამდათ, რომ
აღარასოდეს მოუწევდათ ტელევიზიაში დაბრუნება.
ბოლოს და ბოლოს, დაიქანცა. ამდენ ხანს ღიმილი, ხელმო-
ცარულთა მანუგეშებელი გამხნევება და გამარჯვებულთა აღტა-
ცებული წაქეზება ძალზე დამღლელია. მატილდამ ჩასჩურჩულა:
– ამაღამ... გვიან... ჩემთან წამოხვალ?
– ძალიან დავიღალე, – უპასუხა მარკანტონიომ, – მძიმე დღე
მქონდა.
– არაფერია, – გაუღიმა მატილდამ, – კიდევ ერთ კვირას
დავრჩები ქალაქში.
ორივეს სულმუდამ დაძაბული გრაფიკი ჰქონდა. ერთმანეთს
შესანიშნავად ეწყობოდნენ, რადგან მატილდა მას არაფერს
ავალდებულებდა, არც მრჩეველი სჭირდებოდა და არც მფარვე-
ლი. ქალმა კომპანიის ბიზნესის მრავალი ისეთი საქმე ითავა,
რისთვისაც მარკანტონიოს არ ეცალა. ასეთი თანაცხოვრება და-
ქორწინებით ვერ დასრულდებოდა – მატილდა გამუდმებით მოგ-
ზაურობდა; მარკანტონიო დღე-ღამეში თხუთმეტ საათს მუშაობ-
და. კარგი მეგობრები იყვნენ, უბრალოდ, დროდადრო ღამეს
ერთად ატარებდნენ, საქმეზე ჭორაობდნენ და წვეულებებზე ერ-
თად დადიოდნენ. შეთანხმებულები იყვნენ იმაზე, რომ მათი ურ-
თიერთობა, ასე ვთქვათ, მეორეხარისხოვანი იყო. როდესაც მა-
ტილდას ცხოვრებაში სხვა მამაკაცი ჩნდებოდა, ღამეებს ერთად
აღარ ატარებდნენ. მარკანტონიოს არასოდეს არავინ უყვარდე-
ბოდა და ამგვარი ურთიერთობა სრულიად აკმაყოფილებდა.
ამ საღამოს იგრძნო, რომ თავისი პროფესიული წრე ყელში
ამოუვიდა, ამიტომ გაუხარდა კიდეც თავის სადარბაზოსთან ას-
ტორეს დანახვა.
– გაუმარჯოს! მიხარია შენი ნახვა, – უთხრა მარკანტონიომ, –
სად იყავი?
– საქმეებზე, – უპასუხა ასტორემ, – შეიძლება შემოვიდე და
შენთან ერთად რამე დავლიო?
– რა თქმა უნდა, ოღონდ ასე გაუფრთხილებლად რატომ
მომადექი? შეიძლებოდა, ასე ხვალამდეც მოგეცადა, რადგან, წე-
სით, ახლა წვეულებაზე უნდა წავსულიყავი.
– არაფერია, – მშვიდად მიუგო ასტორემ. ის მთელი საღა-
მოს განმავლობაში უთვალთვალებდა მარკანტონიოს.
ოთახში რომ შევიდნენ, მარკანტონიომ ჭიქებში სასმელი ჩა-
მოასხა.
ასტორე აღტყინებული ჩანდა.
– შენ ტელევიზიაში ხომ შეგიძლია ახალი პროექტი წამოიწ-
ყო?
– სულ ამას არ ვაკეთებ?
– ერთი იდეა უნდა მოგაწოდო. მამაშენის მკვლელობას ეხე-
ბა.
– არა, – დაუყოვნებლივ უპასუხა მარკანტონიომ იმ თავისი
კილოთი, რომელსაც ყველა კოლეგა იცნობდა და რომელსაც
ვეღარავინ შეეკამათებოდა.
– ასე უცებ უარს ნუ მეტყვი, მე ხომ არ ვცდილობ, რაიმე მო-
გასაღო. ეს შენს, შენი ძმისა და შენი დის უსაფრთხოებას ეხება, –
ასტორე წამით დადუმდა და დაუმატა, – და ჩემსასაც.
– კარგი, ამიხსენი, – უთხრა მარკანტონიომ. მამიდაშვილი
ახლა ერთბაშად სულ სხვა თვალით დაინახა. ნუთუ ეს უწყინარი
დარდიმანდი რამის გამკეთებელი იყო?
– მინდა ეფ-ბი-აის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, –
დაიწყო ასტორემ, – კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ მოახერხა
კურტ სილკემ მაფიის უდიდესი უფროსების განადგურება. ეს ხომ
დიდ ინტერესს გამოიწვევს?
– ჰო, – თავი დაუქნია მარკანტონიომ, – მაგრამ ეს ყველაფე-
რი რისთვის გჭირდება?
– სილკეზე მონაცემებს ვერ ვპოულობ. რამის არალეგალუ-
რად გაგება ძალზე სახიფათოა, მაგრამ თუ დოკუმენტურ ფილ-
მზე დაიწყებ მუშაობას, ხელს ვერ შეგიშლიან. შენ ადვილად შე-
გიძლია გაიგო, თუ სად ცხოვრობს, რა პირობებში, როგორ მუშა-
ობს და რამდენად დიდია ეფ-ბი-აიში მისი გავლენა. მთელი ეს
მონაცემები მჭირდება.
– არა მგონია, ეფ-ბი-აიმ ამგვარი ფილმის გადაღებაზე თან-
ხმობა მოგვცეს. ახლა ყველაფერი შეიცვალა. წინათ, ჰუვერის
დირექტორობის დროს, სხვა ვითარება იყო. ახლანდელებს ინ-
ფორმაციის გასაჯაროება არ სურთ.
– შენ ეს არ გაგიჭირდება, – არ ეშვებოდა ასტორე, – პრო-
დიუსერებისა და კორესპონდენტების მთელი ჯარი გყავს, მე კი ეს
ძალიან დამეხმარება. ამ ადამიანის შესახებ ყველაფერი უნდა ვი-
ცოდე... იმიტომ, რომ, ჩემი ვარაუდით, ის მამაშენისა და მთელი
ოჯახის წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილეა.
– რა აბსურდული აზრია, – შეძრწუნდა მარკანტონიო.
– მართალია, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ შენც ხომ გესმის,
რომ ეს უბრალო განგსტერული თავდასხმა არ ყოფილა. თანაც
ეს სილკე დადის და უცნაურ გამოძიებას აწარმოებს: გეგონება,
სიმართლის გამოვლენის ნაცვლად მისი ჩაფარცხვა უნდოდეს.
– თუკი ინფორმაციას მოვიპოვებ, მერე რაღას მოიმოქმე-
დებ?
– რა შემიძლია, მარკ? – ღიმილით გაშალა მკლავები ასტო-
რემ, – ჯერჯერობით მხოლოდ სიმართლის გაგება მინდა, მერე
კი იქნებ რაიმე გარიგება გამომივიდეს. დოკუმენტაციას უნდა გა-
ვეცნო, მაგრამ ასლს არ გადავიღებ, ამის შიში ნუ გაქვს. შენ არა-
ვინ მოგთხოვს პასუხს.
მარკანტონიო მამიდაშვილს გაოცებით აკვირდებოდა და
ცდილობდა ლაღი და უწყინარი ბიჭი იმ ყველაფერთან დაეკავში-
რებინა, რაზეც ახლა უნებლიეთ დაფიქრდა.
– ასტორე, შენ მაკვირვებ. მოხუცმა ბანკები შენ დაგიტოვა.
მაინც რატომ? შენ მხოლოდ მაკარონის იმპორტიორი ხარ. შენი
წითელი საცხენოსნო ქურთუკისა და მუსიკალური ჯგუფის გამო
მუდამ სიმპათიურ შერეკილად გთვლიდი, მაგრამ მოხუცი არასო-
დეს ანდობდა თავის საქმეს ისეთ ადამიანს, როგორადაც თავს
გვაჩვენებ.
– მე აღარ ვმღერი, – ღიმილით უთხრა ასტორემ, – თითქმის
აღარც ვჯირითობ. დონი არასოდეს ცდებოდა. ის მე მენდობოდა
და შენც უნდა მენდო, – შეჩერდა და შემდეგ სრული გულწრფე-
ლობით თქვა, – დონმა მე იმიტომ ამირჩია, რომ საკუთარი შვი-
ლებისათვის აეცილებინა დარტყმა. ამირჩია და გამწვრთნა კი-
დეც. მართალია, ვუყვარდი, მაგრამ ჩემი გაწირვა მაინც უფრო
უადვილდებოდა. ხომ გესმის?
– შეგიძლია ბრძოლაში საპასუხო დარტყმის მიყენება?
– ეჭვი არ შეგეპაროს, – უპასუხა ასტორემ ბიძაშვილს და ისე
გაუღიმა, როგორც მსახიობი იღიმის, როცა მზაკვარ პერსონაჟს
ასახიერებს, მაგრამ ამავე დროს, ეს ღიმილი ამგვარ პერსონაჟ-
თა პაროდიადაც გამოდგებოდა და მარკანტონიოს გულიანად
გაეცინა.
– ჩემგან მეტს არაფერს ითხოვ? – იკითხა ბოლოს, – სხვა
არაფერში ჩამრევ?
– სხვა ყველაფერს საგანგებო მონაცემები სჭირდება, რომე-
ლიც შენ არ გაქვს, – უთხრა ასტორემ.
– შემიძლია რამდენიმე დღე ვიფიქრო და პასუხი მერე გით-
ხრა?
– არა, თუ ახლა უარს მეტყვი, მათ წინააღმდეგ მარტო მომი-
წევს ბრძოლა.
– ასტორე, მთელი გულით შენთან ვარ, მაგრამ ეს ჩემთვის
მეტისმეტად სარისკოა.
ნიკოლის ოფისში კურტ სილკე თუ დახვდებოდა, ამას ასტო-
რე არ მოელოდა. აგენტს ბილ ბოქსტონიც თან ჰყავდა და ნი-
კოლს სთხოვა, ასტორესთან საუბარს დასწრებოდა. ის ღიად,
დაუფარავად ლაპარაკობდა.
– ჩემი ინფორმაციით, ტომონა პორტელა თქვენს ბანკში მი-
ლიარდდოლარიანი ფონდის შეტანას აპირებს, ეს მართალია?
– ეს კერძო ინფორმაციაა, – იმწამსვე ჩაერთო ნიკოლი, –
რატომ უნდა გიპასუხოთ?
– ვიცი, რომ მამათქვენსაც იმავე შემოთავაზებით მიმართა, –
არ დაიბნა სილკე, – და მამათქვენმა უარით გაისტუმრა.
– რაში აინტერესებს ეს ყველაფერი ეფ-ბი-აის? – ისე გამომ-
წვევად მიაყარა ნიკოლმა, თითქოს ეუბნებოდა, წადი, საქმე ნა-
ხეო.
სილკემ მისი გამოწვევა არ შეიმჩნია და აუღელვებლად უპა-
სუხა:
– ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ნარკობიზნესით ნაშოვნ ფულს
ათეთრებს. გვინდა, მასთან ითანამშრომლოთ, რათა მისი მოქმე-
დებების გაკონტროლება შევძლოთ. ამ მიზნით გვსურს, ფედერა-
ლური ბიუროს რამდენიმე აგენტი თქვენს ბანკში სამუშაოდ
მიიღოთ. აი, ამ საბუთზე ხელს თუ მომიწერთ, არც ერთს საფ-
რთხე არ დაგემუქრებათ.
ნიკოლმა ორგვერდიანი დოკუმენტი გამოართვა და ძალზე
სწრაფად გადაიკითხა.
– ხელი არ მოაწერო, – გააფრთხილა მან ასტორე, – ბანკის
კლიენტებს უფლება აქვთ, თავიანთი პირადი მონაცემების კონ-
ფიდენციურობა მოითხოვონ. თუ ეფ-ბი-აის დღეს პორტელას
თვალთვალი დასჭირდა, ხვალ შესაძლოა კიდევ ვინმეს საქმეში
ჩაიხედოს.
ასტორემ ფურცლები აიღო, წაიკითხა და სილკეს გაუღიმა.
– გენდობით, – უთხრა, საბუთს ხელი მოაწერა და სილკეს
გაუწოდა.
– თქვენთან თანამშრომლობის სანაცვლოდ რა სარგებელს
ვიღებთ? – იკითხა ნიკოლმა.
– მოქალაქეობრივი ვალის შესრულება თავისთავად სარგე-
ბელია, – დაიწყო სილკემ, – გარდა ამისა, პრეზიდენტისგან შექე-
ბის სიგელს მიიღებთ და თქვენს ბანკებს აუდიტის კონტროლი შე-
უწყდება, რამაც შეიძლება დიდი პრობლემები შეგიქმნათ, თუკი
ყველაფერი წესრიგში არ გაქვთ.
– ბიძაჩემის მკვლელობასთან დაკავშირებით მცირე ინფორ-
მაცია რომ გთხოვოთ? – ჰკითხა ასტორემ.
– პრობლემა არ არის, მკითხეთ.
– პოლიცია რატომ არ იცავდა ზიარების ცერემონიალს?
– ეს გადაწყვეტილება უფროსმა დეტექტივმა პოლ დი ბენე-
დეტომ მიიღო. მასთან ერთად, მისმა მარჯვენა ხელმა, ასპინელა
უოშინგტონმა.
– და როგორ მოხდა, რომ იქაურობას არც ეფ-ბი-აის თანამ-
შრომლები აკონტროლებდნენ?
– ვწუხვარ, მაგრამ ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, –
თქვა სილკემ, – ეს საჭიროდ არ მივიჩნიე.
ასტორემ თავი გააქნია.
– არა მგონია, თქვენი თხოვნის შესრულება შევძლო. რამდე-
ნიმე კვირა დამჭირდება იმის გადასაწყვეტად, ღირს თუ არა
თქვენთან თანამშრომლობა.
– თქვენ უკვე მოაწერეთ ხელი ჩვენს შეთანხმებას, – უპასუხა
სილკემ, – ამ წუთიდან ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და
ჩვენი საუბრის შინაარსს ვინმეს თუ გაუმხელთ, შეიძლება პასუხის-
მგებლობაში გადაგცენ.
– არაფრის გამჟღავნებას არ ვაპირებ, უბრალოდ, არც ეფ--
ბი-აისთან მსურს თანამშრომლობა და არც პორტელასთან.
– დაფიქრდით ამაზე, – უთხრა სილკემ.
როცა ფედერალები წავიდნენ, ნიკოლმა მთელი ბოღმა ას-
ტორეს გადაანთხია.
– როგორ გაბედე ჩემი რჩევის უგულებელყოფა და ამ საბუთ-
ზე ხელის მოწერა? ეს რა სისულელე ჩაიდინე!
ასტორემ ცეცხლოვანი მზერა ესროლა; ქალმა პირველად
ნახა მამიდაშვილი ასე განრისხებული.
– რაკი ამ ქაღალდს ხელი მოვაწერე, სილკე თავს საიმედოდ
გრძნობს და ჩემში ეჭვი აღარ ეპარება. ჰოდა, მეც სწორედ ეგ
მჭირდება.
მარიანო რუვიოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ათივე თითი
სხვადასხვა ნამცხვარში ჰქონდა ჩაყოფილი და ათივე ნამცხვარს
ოქროს გული ჰქონდა. პერუს გენერალური კონსულის თანამდე-
ბობა ეკავა, თუმცა თითქმის მთელ დროს ნიუ-იორკში ატარებდა.
ასევე საერთაშორისო ბაზარზე წარმოადგენდა სამხრეთ ამერი-
კის მრავალი ქვეყნისა და კომუნისტური ჩინეთის დიდი ბიზნესის
ინტერესებს და იყო კოლუმბიაში უდიდესი ნარკოდილერის, ინ-
ციო ტულიპას ახლო მეგობარი.
რუვიოს პირად ცხოვრებაშიც ისევე სწყალობდა ბედი, რო-
გორც ბიზნესში. ორმოცდახუთი წლის იყო, უცოლო და ქალებ-
თან ურთიერთობაში არაფერი ეშლებოდა. ერთ საყვარელზე მე-
ტი არასოდეს ჰყოლია და, მას შემდეგ, რაც ქალს უფრო ახალ-
გაზრდა შემცვლელს გამოუნახავდა, მუდამ ისე დიდსულოვნად
ასაჩუქრებდა, სიცოცხლის ბოლომდე რომ ჰყოფნიდა თავის სარ-
ჩენად. რუვიო წარმოსადეგი მამაკაცი იყო, არაჩვეულებრივად
მჭევრმეტყველი, შესანიშნავად ცეკვავდა. დახვეწილი ღვინის
მარნის მფლობელი გახლდათ, მის მთავარ მზარეულს კი სამ-
ვარსკვლავიანი კვალიფიკაცია ჰქონდა.
მრავალი იღბლიანი ადამიანის მსგავსად, რუვიოსაც უყვარ-
და ბედის გამოწვევა და თავის გამჭრიახობას საშიში ხალხის წი-
ნააღმდეგ იყენებდა. ცხოვრებას მისთვის გემო არ ჰქონდა, თუ
რისკით არ იყო შეკაზმული. ჩინეთში კონტრაბანდული ტექნიკის
შეტანაში მონაწილეობდა და ნარკობარონებს უმაღლეს დონეზე
ბიზნესშეხვედრებს უწყობდა. ამერიკელ მეცნიერებს სამხრეთ ამე-
რიკაში ემიგრაციას უფინანსებდა. ტიმონა პორტელასთანაც კი
თანამშრომლობდა, არადა, ეს ადამიანი თითქმის ინციო ტული-
პას მსგავსად საშიში გახლდათ.
ყველა აზარტული მოთამაშის მსგავსად, რუვიოც სახელოში
გადამალული კოზირით ამაყობდა. ოფიციალურ დონეზე არა-
ფერს უფრთხოდა, რადგან დიპლომატის სტატუსი ანიჭებდა ხელ-
შეუხებლობას, მაგრამ სხვა საფრთხესაც კარგად იცნობდა და
უაღრეს სიფრთხილესაც იჩენდა.
უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდა და ბევრსაც ხარჯავდა. ძა-
ლაუფლების შეუდარებელი განცდით ტკბებოდა, რაკი, რაც სურ-
და, ყველაფრის დაუფლება შეეძლო, მათ შორის ქალის სიყვა-
რულისაც. ყოფილი საყვარლების ფულიან ადგილზე მოწყობაც
სიხარულს ანიჭებდა, დახმარებაზე უარს არასოდეს ეუბნებოდა,
რადგან კარგად ესმოდა მასზე დამოკიდებული ადამიანების მად-
ლიერების ფასი.
ამჟამად თავის ნიუ-იორკის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც
პერუს საკონსულოს შენობაშივე ჰქონდა მოწყობილი და ნიკოლ
აპრილესთან ერთად რომანტიკული სადილისთვის ემზადებოდა.
ეს ურთიერთობა მისთვის საქმიან ინტერესსაც წარმოადგენდა და
სასიამოვნოც იყო. ნიკოლი ვაშინგტონში გაიცნო, მის ერთ-ერთ
მაღალჩინოსან კლიენტთან სადილობისას. რუვიო ერთი შეხედ-
ვით მოიხიბლა ქალის თავისებური სილამაზით, გამოკვეთილი,
ჭკვიანი თვალებითა და მოხდენლი ტანით, ამასთან კი იმითაც,
რომ დიდი მაფიოზის, დონ რაიმონდე აპრილეს ქალიშვილი
იყო.
ქალიც მოიხიბლა რუვიოთი, თუმცა თავდავიწყებით არ შეჰ-
ყვარებია და ამითაც მამაკაცის მოწონება დაიმსახურა. რუვიო
ქალში თავშეკავებასა და ჭკუას აფასებდა და იცოდა, რომ ნიკო-
ლის გულს სიტყვებით კი არა, საქმით დაიპყრობდა. დაუყოვნებ-
ლივ შეუდგა კიდეც საქმეს და ქალს ერთ-ერთი თავისი კლიენტის
ინტერესების დაცვა სთხოვა ერთ მომგებიან ბიზნესში. ისიც შეიტ-
ყო, რომ ნიკოლი სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის იბრძოდა
და არაერთი ცნობილი დამნაშავეც გადაურჩენია. რუვიო მასში
თანამედროვე ქალის იდეალს ხედავდა: ლამაზიც იყო, უაღრე-
სად წარმატებულიც, ენერგიულიც და გულისხმიერიც. ეს ქალი
ერთი წლით გაულამაზებდა ცხოვრებას, ვიდრე ახალს არ გამო-
ნახავდა.
ეს ჯერ კიდევ დონ აპრილეს მკვლელობამდე მოხდა.
ამჟამად მათი სასიყვარულო ურთიერთობა მნიშვნელოვან
საქმიან მიზანს ემსახურებოდა: რუვიოს იმის დადგენა სურდა,
აპირებდნენ თუ არა ნიკოლი და მისი ძმები პორტელასა და ტუ-
ლიპასთვის საბანკო მომსახურების გაწევას. თუკი ეს არ მოხდე-
ბოდა, მაშინ ასტორე ვაიოლას მოკვლასაც აზრი ეკარგებოდა.
ინციო ტულიპას მოთმინების ფიალა ამოეწურა. დონის
მკვლელობიდან უკვე ცხრა თვე გასულიყო, მან კი ჯერაც ვერ მი-
აღწია მის მემკვიდრეებთან შეთანხმებას. აუარება ფული დახარ-
ჯა: ტიმონა პორტელას მილიონები მისცა ეფ-ბი-აისა და ნიუ--
იორკის პოლიციის მოსასყიდად და ძმები სტურზოების დასაქირა-
ვებლად, მაგრამ სასურველ შედეგს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.
ტულიპა არ გახლდათ ტიპური ნარკოდილერი. შეძლებული
და პატივცემული ოჯახის შვილი იყო, პოლოც კი უთამაშია მშობ-
ლიური არგენტინის გუნდში. ამჟამად კოსტა-რიკაში ცხოვრობდა,
დიპლომატიური პასპორტიც ჰქონდა, რაც ნებისმიერ უცხო ქვეყა-
ნაში ხელშეუხებლობას ანიჭებდა. ურთიერთობდა კოლუმბიელ,
თურქ და იტალიელ ნარკომწარმოებლებთან, საქონლის ტრან-
სპორტირებას ხელმძღვანელობდა, ყველა ოფიციალური ინ-
სტანციის მოსყიდვას ახერხებდა და აშშ-ში დიდი რაოდენობით
შემოჰქონდა კონტრაბანდა. ასევე მხარს უჭერდა ამერიკელ მეც-
ნიერებს, სამხრეთ ამერიკაში გადასულიყვნენ და იქ ატომურ გა-
მოგონებებზე ემუშავათ. დიდი სიფრთხილით მოქმედებდა და
გვარიანი სიმდიდრეც დააგროვა.
მაგრამ ამასთან ერთად, რევოლუციონერიც იყო და მგზნება-
რედ იბრძოდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისათვის. მისი მტკიცე-
ბით, ნარკოტიკები ადამიანის სულის ერთადერთი ხსნაა, ისინი
სასოწარკვეთილებისგან იცავს გაჭირვებულთ, სულით ავადმყო-
ფებს თუ სიყვარულში ხელმოცარულთ. როცა აღარც ღმერთის
გწამს, აღარც საზოგადოების თუ საკუთარი თავის, რაღა საშვე-
ლი უნდა გამონახო? თავი მოიკლა?! ნარკოტიკები ადამიანს სი-
ცოცხლეს უნარჩუნებს, ოცნებისა და იმედის სამყაროში ამყო-
ფებს. უბრალოდ, ზომიერებაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს, განა
ნარკოტიკებმა იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,
რაც სიგარეტმა, ალკოჰოლმა, გაჭირვებამ და უიმედობამ? არა.
ზნეობის სფეროში ტულიპა თავს სრულიად მართლად თვლიდა.
ინციო ტულიპა მთელ მსოფლიოში „ვაქცინატორის“ მეტსახე-
ლით იყო ცნობილი. სამხრეთ ამერიკაში მნიშვნელოვანი ინვეს-
ტიციების მქონე მწარმოებლებს ნავთობის სფეროში, მანქანათ-
მშენებლობასა თუ სოფლის მეურნეობაში გარდაუვალად უწევ-
დათ ამ რეგიონში საკუთარი აღმასრულებელი წარმომადგენლე-
ბის გაგზავნა. მთავარ პრობლემას კი ის წარმოადგენდა, რომ მა-
თი წარმომადგენლები გამუდმებით აჰყავდათ მძევლად და მი-
ლიონიან გამოსასყიდს ითხოვდნენ.
ინციო ტულიპამ ჩამოაყალიბა სადაზღვევო კომპანია, რომე-
ლიც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს გამომძალველების-
გან იცავდა და ყოველწლიურად ჩამოდიოდა ნიუ-იორკში აქაურ
კორპორაციებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამას არა
იმდენად შემოსავლის გამო აკეთებდა, არამედ იმიტომ, რომ ამ
კორპორაციების ინდუსტრიული და სამეცნიერო რესურსები
სჭირდებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ვაქცინაციას აწარმოებდა,
რაც მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ.
ამ ადამიანს კიდევ ერთი საშიში ახირებაც სჭირდა: ნარკოინ-
დუსტრიასთან საერთაშორისო ბრძოლა პირადად თავის წინააღ-
მდეგ გალაშქრებად მიაჩნდა და საკუთარ იმპერიას ხმალამოწ-
ვდილი იცავდა. ამის საფუძველზე აბსურდული ამბიციები აწუხებ-
და. სურდა, ატომურ იარაღზე მისწვდომოდა ხელი; საფრთხის
შემთხვევაში მას ალბათ არ გამოიყენებდა, მაგრამ შანტაჟისა და
ვაჭრობისათვის ეს ხელსაყრელ კოზირად ესახებოდა. მისი ეს
ახირება ალბათ ყველას სასაცილოდ მოეჩვენებოდა ერთი ადა-
მიანის, ეფ-ბი-აის ნიუიორკელი აგენტის, კურტ სილკეს გარდა.
კარიერის ერთ-ერთ ეტაპზე კურტ სილკე ეფ-ბი-აის ანტიტე-
რორისტულ სკოლაში გაგზავნეს. ამ ექვსთვიანი კურსისათვის მი-
სი შერჩევა დირექტორის განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნი-
შანი გახლდათ. სწავლის პერიოდში სილკეს ხელი მიუწვდებოდა
(მთლიანად თუ ნაწილობრივ, ეს მისთვის ცნობილი არ იყო) მცი-
რე სახელმწიფოთა ტერორისტების ხელთ არსებული ატომური
იარაღის შესახებ ინფორმაციასა და მისი გამოყენების შესაძლო
გეგმებზე. ამ მასალებში დასახელებული იყო ის ქვეყნები, რომ-
ლებიც ატომურ პოტენციალს ფლობდნენ. საყოველთაოდ ცნო-
ბილი იყო, რომ მათ რიცხვს ეკუთვნის რუსეთი, საფრანგეთი და
ინგლისი, შესაძლოა, ინდოეთი და პაკისტანიც. არ გამორიცხავ-
დნენ ისრაელსაც. კურტმა გაოცებით წაიკითხა ისრაელის მიერ
ატომური იარაღის გამოყენების გეგმა, რომელიც იმ შემთხვევაში
ამუშავდებოდა, თუკი არაბული ბლოკი შეუტევდა.
ამ შემთხვევაში აშშ-ს ორი გამოსავალი ექნებოდა. პირველი
– ისრაელს მანამდე მიმხრობოდა, ვიდრე ის ატომურ იარაღს გა-
მოიყენებდა, მეორე – უკიდურეს შემთხვევაში, თუკი ისრაელის
გადარჩენა შეუძლებელი გახდებოდა, აშშ ისრაელს ატომურ პო-
ტენციალთან ერთად გაანადგურებდა.
ინგლისი და საფრანგეთი აშშ-ისთვის პრობლემას არ წარმო-
ადგენდნენ, ისინი ატომური ომის წამოწყებას ვერასოდეს გაბე-
დავდნენ. ინდოეთს ამბიციები არ აწუხებდა, პაკისტანის სწრაფი
განადგურება კი ძალზე იოლი იყო. ვერც ჩინეთი გაბედავდა,
საამისოდ ინდუსტრიული საშუალება აკლდა.
ყველაზე დიდ საფრთხეს ისეთი მცირე ქვეყნები წარმოად-
გენდნენ, როგორებიცაა ერაყი, ირანი და ლიბია, რომელთა ლი-
დერებიც, ამ მასალებს თუ დავუჯერებთ, ყველაფერზე წამსვლე-
ლები იყვნენ. მათზე ყველა ექსპერტი თითქმის ერთხმად აცხა-
დებდა, რომ ერთადერთი გამოსავალი ურთიერთობათა გამწვა-
ვების შემთხვევაში ამ ქვეყნების დაუყოვნებელი დაბომბვაა.
კიდევ ერთ დიდ და გაუთვალისწინებელ საფრთხეს წარმო-
ადგენდა ტერორისტული ორგანიზაციები, რომლებსაც შეეძლოთ
კონტრაბანდული წესით შემოეტანათ აშშ-ში ატომური იარაღი და
დიდ ქალაქებში, ვაშინგტონში ან ნიუ-იორკში გამოეყენებინათ.
ამის წინააღმდეგ ერთადერთ საშუალებას საგანგებო ჯგუფები
წარმოადგენდა, რომლებიც ტერორისტებსა და მათ უკან მდგომ
ძალებს გამოავლენდნენ და სადამსჯელო ზომებს განახორ-
ციელებდნენ, მაგრამ ეს ისეთი კანონების შემოღებას ითვალის-
წინებდა, მნიშვნელოვნად რომ შეზღუდავდა ამერიკის მოქალა-
ქეთა უფლებებს. მასალებიდან სილკემ ნათლად დაინახა, რომ
ამ კანონების შემოღება ყოვლად შეუძლებელი იყო, ვიდრე ვინმე
მართლაც არ ააფეთქებდა ამერიკული მეტროპოლისის მნიშვნე-
ლოვან ნაწილს.
მასალებში ძალზე ცოტა რამ ეწერა ატომური ბაზების კრიმი-
ნალური გამოყენების შესახებ. ამგვარ შესაძლებლობას თითქმის
არავინ უშვებდა იმის გამო, რომ ეს ისეთ მასშტაბურ ტექნიკურ
დატვირთვასა და მასალის შესყიდვას ითხოვდა, თანაც ამაში იმ-
დენი ადამიანი იქნებოდა ჩარეული, რომ გახმაურება გარდაუვა-
ლი იყო. ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის ერთ-ერთ შესაძ-
ლებლობად უზენაესი სასამართლოს ინიციატორების დაუყოვნებ-
ლივ სიკვდილით დასჯას სთავაზობდა, მაგრამ კურტ სილკე მა-
შინვე მიხვდა, რომ ეს აბსურდი იყო. ვიდრე კატასტროფა არ
მოხდებოდა, ქვეყანაში რადიკალურ ზომებს არ მიიღებდნენ.
ახლა კი, მრავალი წლის შემდეგ, სილკემ უეცრად გააცნო-
ბიერა, რომ კატასტროფა დღე-დღეზე შეიძლებოდა მომხდარი-
ყო: ინციო ტულიპა საკუთარ პატარა ატომურ ბომბზე ოცნებობ-
და. მას მეთოდურად გადაჰყავდა შტატებიდან მეცნიერები სამ-
ხრეთ ამერიკაში, იქ ლაბორატორიებში ამუშავებდა და ურთულეს
კვლევებს უფინანსებდა. სწორედ ტულიპა ცდილობდა დონ აპრი-
ლეს ბანკების მოხელთებას, რათა საკუთარი სამხედრო ფონდი
შეექმნა და შეიარაღება ეწარმოებინა, – ასეთი დასკვნა გამოიტა-
ნა სილკემ საკუთარი გამოძიების საფუძველზე. მაშ, რა უნდა
მოემოქმედა ამის წინააღმდეგ?
ვაშინგტონში ეფ-ბი-აის სათავო ოფისში აპირებდა ამ პრობ-
ლემით მისვლას და დირექტორთან მოთათბირებას, მაგრამ ეჭვი
ეპარებოდა იმაში, რომ დირექტორს რაიმე გამოსავალი მოენა-
ხა. თანაც, ინციო ტულიპას მსგავსი კაცი უკან არასოდეს დაიხევ-
და.
ინციო ტულიპა აშშ-ში იმისთვის ჩამოვიდა, რათა ტიმონა
პორტელას შეხვედროდა და დონ აპრილეს ბანკები ხელში ჩაეგ-
დო. ამავდროულად, ნიუ-იორკში სიცილიიდან ჩამოვიდა კორ-
ლეონეს კლანის უფროსი, მაიკლ გრაციელა; ის ტულიპასა და
პორტელასთან მსოფლიო მასშტაბის არალეგალური ნარკობიზ-
ნესის დეტალებზე მოლაპარაკებას აპირებდა. ამ ორი ადამიანის
ჩამოსვლა სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მოხდა.
ტულიპა ორმოცდაათ თანმხლებ პირთან ერთად პირადი
თვითმფრინავით ჩამოფრინდა. მის დაცვას გამორჩეული უნი-
ფორმა ეცვა: თეთრი კოსტიუმები, ცისფერი პერანგები, ვარდის-
ფერი ჰალსტუხები და ყვითელი პანამები. ამ ჭრელი სამოსით
რუმბას მუსიკოსებს წააგავდნენ. ყველას კოსტარიკული პასპორ-
ტები ჰქონდა. ტულიპას, ცხადია, დიპლომატის საბუთიც ჰქონდა
თან.
კერძო სასტუმროში დაბინავდნენ, რომელიც ტულიპას პერუს
საკონსულოს სახელით ჰქონდა შესყიდული. ის რომელიმე წვრი-
ლი ნარკოდილერივით არ იმალებოდა: ხუმრობა ხომ არ გგონი-
ათ? ნიუ-იორკს თვით „ვაქცინატორი“ ეწვია და მსხვილი ამერიკუ-
ლი კომპანიების მფლობელები თავს ევლებოდნენ. ის ბროდ-
ვეიზე პრემიერებს ესწრებოდა, ლინკოლნის ცენტრსა და
მეტროპოლიტენ-ოპერაში წარმოდგენებზე დადიოდა, არც ცნო-
ბილი ლათინურამერიკელი მუსიკოსების კონცერტებს ტოვებდა.
ტელეგადაცემებშიც კი იღებდა მონაწილეობას, როგორც სამ-
ხრეთამერიკელ ფერმერთა კონფედერაციის პრეზიდენტი და ამ
ფორუმებს ნარკოტიკების ლეგალიზების სააგიტაციოდ იყენებდა.
ერთ-ერთმა მისმა ინტერვიუმ, რომელიც ტელეწამყვანმა ჩარლი
როუზმა ჩამოართვა, სკანდალიც გამოიწვია.
ტულიპა ამტკიცებდა, რომ მსოფლიოში კოკაინის, ჰეროინისა
და მარიხუანას გავრცელებასთან ბრძოლით აშშ აღმაშფოთებელ
კოლონიურ პოლიტიკას ეწეოდა, მაშინ, როდესაც სამხრეთამე-
რიკელი მშრომელები ლუკმაპურს მხოლოდ და მხოლოდ ნარ-
კოტიკების წარმოების ხარჯზე შოულობდნენ. ვინ გაამტყუნებდა
გაჭირვებულ კაცს, თუკი ის ნარკოტიკს მოიხმარდა და ორიოდე
საათით საკუთარ პრობლემებს მიივიწყებდა? ეს არაადამიანური
განაჩენია. თამბაქო და ალკოჰოლი ამაზე ბევრად უფრო დიდ
ზიანს აყენებს კაცობრიობას.
სტუდიაში მსხდომი მისი მიმდევრები, კალთაში ყვითელი პა-
ნამები რომ ედოთ, მის სიტყვას მხურვალე ტაშით შეეგებნენ. რო-
ცა ჩარლი როუზმა ჰკითხა, განა ნარკოტიკებს ზიანი არ მოაქვსო,
ტულიპამ გულწრფელი პასუხი გასცა. მისი თქმით, მისი ორგანი-
ზაცია უამრავ ფულს ახარჯავს მეცნიერულ გამოკვლევებს, რომ-
ლის მიზანი უსაფრთხო ნარკოტიკების მიღებაა. გამოკვლევები
ითვალისწინებს ნარკოტიკის ოპტიმალურ დოზირებას და რეცეპ-
ტით, შეზღუდული რაოდენობით გაცემას. ამ პროგრამებს მსოფ-
ლიოში აღიარებული ექიმები, საუკეთესო სპეციალისტები გაუძ-
ღვებიან და არა ამერიკული მედიცინის ლაჩარი წარმომადგენ-
ლები, აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს გარეშე ნა-
ბიჯსაც რომ ვერ დგამენ. ჭეშმარიტად, ნარკოტიკები კაცობ-
რიობას ახალ ხსნად მოევლინება. ორმოცდაათი ყვითელი პანა-
მა აღტაცების ნიშნად ჰაერში ავარდა.
ამასობაში სიცილიელი მაიკლ გრაციელა აშშ-ის ტერიტო-
რიაზე სრულიად გასაიდუმლოებულად, ორი დამცველის თან-
ხლებით შემოვიდა. გამხდარი, გალეული კაცი იყო, პირზე დანის
ნაიარევი ემჩნეოდა. სიარულისას ჯოხს ეყრდნობოდა, რადგან
ახალგაზრდობაში, როცა პალერმოში რომელიღაც მაფიოზის
„პიჩოტოდ“, ანუ ასისტენტად დაჰყვებოდა, ფეხში ტყვია მოახვედ-
რეს. მასზე ამბობდნენ, სატანასავით ცბიერიაო და სიცილიაზე მა-
ფიასთან მებრძოლი ორი მაგისტრის მკვლელობას მიაწერდნენ.
გრაციელა პორტელას სახლში სტუმრობდა. იქ საფრთხისა
არ ეშინოდა, რადგან პორტელას მთელი ნარკობიზნესი მასზე
იყო დამოკიდებული.
დაინიშნა საქმიანი შეხვედრა, რომელზედაც აპრილეს ბან-
კებზე კონტროლის მოპოვების გეგმა უნდა შეემუშავებინათ. ეს
უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო შავ ბაზარზე გამომუშავებული
ფულის გასათეთრებლად და აგრეთვე ნიუ-იორკის ფინანსურ
სამყაროში გავლენის მოსაპოვებლად. ტულიპასთვის ეს არა
მხოლოდ ნარკობიზნესს, არამედ მის ატომურ ინდუსტრიასაც
უკავშირდებოდა. ასე უფრო უსაფრთხოდ შეასრულებდა „ვაქცინა-
ტორის“ როლს.
ყველანი პერუს საკონსულოში შეიკრიბნენ, რადგან აქ დაც-
ვის გარდა დიპლომატიური ხელშეუხებლობაც იცავდათ. გენერა-
ლური კონსული მარიანო რუვიო სტუმრებს გულთბილად შეხვდა,
რადგან თვითონაც დაინტერესებული იყო საქმის წარმატებით.
მათი მოგებიდან წილი მასაც ეკუთვნოდა და ის აშშ-ში მათი ინტე-
რესების დამცველი გახლდათ.
მომცრო ზომის ოვალური მაგიდის გარშემო შეკრებილნი
ფრიად უცნაურ სანახაობას წარმოადგენდნენ.
გრაციელა მესაფლავეს მოგაგონებდათ. შავი მბზინავი პიჯა-
კი, თეთრი პერანგი და ვიწრო შავი ჰალსტუხი სამგლოვიარო სა-
მოსი გახლდათ, რომელსაც ექვსი თვის წინ გარდაცვლილი დე-
დის პატივის მისაგებად ატარებდა. დაბალი ხმით, დინჯი კილო-
თი, მკვეთრი აქცენტით, თუმცა გასაგებად საუბრობდა და ისეთი
თავმდაბალი და მორიდებული ჩანდა, ვერც კი იტყოდით, რომ ამ
კაცმა ასამდე სიცილიელი სამართალდამცავი სიცოცხლეს გა-
მოასალმა.
ტიმონა პორტელა ერთადერთი იყო მათ შორის, ვისთვისაც
ინგლისური მშობლიური ენა გახლდათ. კი არ ლაპარაკობდა,
ყეფდა, თითქოს დანარჩენები ყრუები ყოფილიყვნენ. ტანისამო-
სიც მყვირალა ეცვა: რუხი პიჯაკის ქვეშ სალათისფერი პერანგი
და პრიალა აბრეშუმის ცისფერი ჰალსტუხი ეკეთა. საუცხოოდ შე-
კერილი პიჯაკი ალბათ ვეება მუცელს დაუფარავდა, მაგრამ პორ-
ტელას ღილები შეეხსნა და პიჯაკის ქვეშ ლურჯი აჭიმები მოუჩან-
და.
ინციო ტულიპა კი კლასიკურ სამხრეთამერიკულ მოდაზე იყო
გამოწყობილი: აბრეშუმის თეთრი, მოშვებულად დატალღული
პერანგი ეცვა და ყელზე წითელი ცხვირსახოცი ჰქონდა მოხ-
ვეული. ყვითელი პანამა ხელში მოწიწებით ეკავა. ინგლისურად
აქცენტით ლაპარაკობდა და ხმა ბულბულივით საამო ჰქონდა,
მაგრამ დღეს ყვრიმალებიანი სახე ინდიელის მკაცრ ნიღაბს
მიუგავდა. მთელი სამყაროთი უკმაყოფილო ჩანდა.
მარიანო რუვიო ერთადერთი იყო, ვისაც კმაყოფილი კაცის
გამომეტყველება ჰქონდა, თავაზიანობითა და კარგი ინგლისუ-
რით ყველანი მოხიბლა, ტანთ ეცვა იმ სტილში, რასაც თვითონ
en pantoufle-ს1 უწოდებდა: მწვანე აბრეშუმის პიჟამა და უფრო მუ-
ქი მწვანე ხალათი. ფეხზე თეთრი ფაფუკი ბეწვით გაწყობილი სა-
შინაო ჩუსტები ეცვა. ბოლოს და ბოლოს, საკუთარ სახლში იყო
და სრული უფლება ჰქონდა, გაელაღა.
საუბარი ტულიპამ დაიწყო. პორტელას გამანადგურებლად
თავაზიანი კილოთი მიმართა:
– ტიმონა, ჩემო მეგობარო, დონ აპრილეს გზიდან ჩამოსა-
შორებლად უზარმაზარი თანხა გადავიხადე და, მიუხედავად ამი-
სა, საქმე მაინც არ იძვრის. უკვე ერთი წელიწადია, ველოდებით
ბანკების ხელში ჩაგდებას. მაინც რა გვაფერხებს?
გენერალური კონსული ჩვეული შეპარვითი, დამამშვიდებე-
ლი კილოთი ალაპარაკდა:
– ჩემო კარგო ინციო, ბანკების შეძენა ვცადე. ეს პორტელა-
მაც სცადა, მაგრამ გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას წავაწ-
ყდით. ეს ასტორე ვაიოლა, დონის დისშვილი, ბანკების მემკვიდ-
რეა. ის გაყიდვაზე უარს აცხადებს.
– მერე? აქამდე ცოცხალი რატომაა? – იკითხა ინციომ.
პორტელამ ყურისწამღებად გადაიხარხარა.
– იმიტომ, რომ ისე ადვილი მოსაკლავი არ არის, როგორც
გგონია. მის სახლზე სათვალთვალოდ ოთხკაციანი ჯგუფი გავ-
გზავნე და ოთხივე უკვალოდ გაქრა. აზრზე არ ვარ, ამჟამად სა-
დაა და სადაც კი ჩნდება, ყველგან აუარება დაცვა დაჰყვება.
– ნებისმიერი ადამიანის მოკვლაა შესაძლებელი, – მელო-
დიური აქცენტით წაიმღერა ტულიპამ.
– ასტორე დიდი ხნის წინათ სიცილიაზე გავიცანი, – პირვე-
ლად ჩაერთო ლაპარაკში გრაციელა, – გარდა იმისა, რომ გან-
საკუთრებული იღბალი დაჰყვება, ძალზე გაწაფულიცაა. მაშინ

1 en pantoufle (ფრანგ.) – ფლოსტებით.


ვესროლეთ და მკვდარი გვეგონა, მაგრამ გადარჩა. თუ კიდევ
ერთხელ დავუპირებთ მოკვლას, შეცდომა აღარ უნდა მოგვივი-
დეს, რადგან ის ძალზე საშიში კაცია.
– ხომ მეუბნებოდი, ეფ-ბი-აის თანამშრომელი გვყავს მოსყი-
დულიო? – მიუბრუნდა ტულიპა პორტელას, – თუ ღმერთი
გწამთ, აამოქმედეთ.
– ამდენად არ გვემორჩილება, რომ რაიმე უკანონო ჩაიდი-
ნოს, – უპასუხა პორტელამ, – ეფ-ბი-აი პოლიციაზე უფრო მოწეს-
რიგებული ორგანიზაციაა.
– მაშ, კარგი, – თქვა ტულიპამ, – მაშინ დონის რომელიმე
შვილი ავიყვანოთ მძევლად და ასტორე ვაიძულოთ, დაგვთან-
ხმდეს. მარიანო, შენ ხომ დონის ქალიშვილს იცნობ, ამით ვისარ-
გებლოთ.
რუვიო ამ წინადადებით არ აღფრთოვანებულა. თხელი სიგა-
რა მოქაჩა და გაღიზიანებით წარმოთქვა:
– არა, ეს გოგო მიყვარს და არ მსურს, უსიამოვნება მივაყე-
ნო. თქვენც გიკრძალავთ მსგავსი რამის გაკეთებას.
ამის გაგონებაზე დანარჩენებმა წარბები აქაჩეს. გენერალუ-
რი კონსული მათ ყველას ძალაუფლებით ჩამოუვარდებოდა. მა-
თი რეაქცია რომ შენიშნა, კვლავ ძველებური თავაზიანობით
ალაპარაკდა.
– ვიცი, რომ ეს სისუსტე მახასიათებს. სიყვარულს ავყვები
ხოლმე. ეს ახირება უნდა მაპატიოთ. ვიცი, ინციო, მძევლების აყ-
ვანა შენი ხელობაა, მაგრამ ამერიკაში ეს არ ჭრის. ქალის მძევ-
ლად აყვანა ხომ მით უმეტეს, მაგრამ რომელიმე ძმას თუ აიყვან
და ასტორესთან მოლაპარაკებას ცდი, იქნებ რამეს მიაღწიო.
– ვალერიუსის აყვანა არ გამოგვივა. სამხედრო სამსახურშია
და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში მეგობრები ჰყავს, –
თქვა პორტელამ.
– მაშინ მარკანტონიო გვრჩება. ასტორეს მე მოველაპარაკე-
ბი, – თქვა კონსულმა.
– გვიჯობს, ბანკებისათვის უფრო დიდი თანხა შევთავაზოთ, –
თქვა გრაციელამ, – ძალადობისგან თავი შევიკავოთ. დამიჯე-
რეთ, ასეთი რამ გამოცდილი მაქვს. როცა ფულის ნაცვლად
იარაღი გამოვიყენე, საბოლოოდ მაინც დავზარალდი.
ყველამ გაოცებით შეხედა. გრაციელას სასტიკი მოძალადის
სახელი ჰქონდა.
– მაიკლ, – მიუბრუნდა გენერალური კონსული, – შენ მილი-
არდობით დოლარზე გველაპარაკები, ასტორე კი მაინც უარს
გვეტყვის.
– თუკი სხვა გზა არ გვრჩება, ვიმოქმედოთ, – მხრები აიჩეჩა
გრაციელამ, – ოღონდ ფრთხილად იყავით. თუკი მოლაპარაკე-
ბების დროს მოახერხებთ ღია ცის ქვეშ გამოიყვანოთ, იქ უფრო
ადვილად მოვიშორებთ.
ტულიპამ ყველას გაუღიმა.
– აი, ეს მომწონს. შენ კი იცი, რას გეტყვი, მარიანო?! სიყვა-
რულს ნუ აჰყვები, ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეს.
მარიანო რუვიომ, როგორც იქნა, დაითანხმა ნიკოლი, რომ
მისი ძმები მის სინდიკატს შეხვედროდნენ და ბანკების გაყიდვის
შესახებ ესაუბრათ. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრას ასტორე
ვაიოლაც უნდა დასწრებოდა, თუმცა ნიკოლმა წინასწარ ვერ მის-
ცა ამის გარანტია.
მაფიოზებთან შეხვედრამდე ასტორემ ზედმიწევნით დაარიგა
ნიკოლი და მისი ძმები, თუ რა უნდა ეთქვათ და როგორ უნდა
მოქცეულიყვნენ. მისი სტრატეგია იმაში მდგომარეობდა, რომ
ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, თითქოს მხოლოდ თვითო-
ნაა გაყიდვის წინააღმდეგი, დანარჩენები კი თანახმანი არიან.
შეხვედრა პერუს საკონსულოს საკონფერენციო ოთახში გან-
ხორციელდა. რუვიომ საკუთარი ხელით ჩამოუსხა სტუმრებს ღვი-
ნო.
შესავალი სიტყვა რუვიომ წარმოთქვა და მანვე გაუწოდა ნი-
კოლს საქაღალდე.
– ეს ჩვენი საქმიანი შემოთავაზების დეტალებია. მოკლედ
რომ მოგახსენოთ, საბაზრო ფასზე ორმოცდაათი პროცენტით
უფრო მეტს გთავაზობთ. თუმცა კონტროლი მთლიანად ჩვენი იქ-
ნება, აპრილეს ოჯახი უახლოესი ოცი წლის განმავლობაში მთე-
ლი შემოსავლის ათ პროცენტს მიიღებს. ამგვარად, ისე გამდიდ-
რდებით, რომ საქმის სირთულე და დაძაბულობა არ შეგეხებათ.
ვიდრე ნიკოლი საბუთებს გაეცნო, ყველანი მდუმარედ ელო-
დებოდნენ. ბოლოს და ბოლოს ქალმა თქვა:
– ეს ძალზე მიმზიდველია, მაგრამ თქვენი ასეთი გულუხვობა
რას უნდა მივაწეროთ?
რუვიომ სიყვარულით გაუღიმა.
– სინერგია. დღეს მთელი ბიზნესი ამაზეა დამყარებული.
კომპიუტერების, ავიაციის, გამომცემლობების, მუსიკის, ნარკოტი-
კების, სპორტის თუ ტელევიზიის სფეროში ყველაფერს სინერგია
წყვეტს. აპრილეს ბანკებით საერთაშორისო ბიზნესის სინერგიას
მოვიპოვებთ, ქალაქების მშენებლობასა და სამთავრობო არჩევ-
ნების გაკონტროლებას შევძლებთ. ჩვენი სინდიკატი გლობალუ-
რია და თქვენი ბანკები ძალიან გვჭირდება, ამიტომაც გულუხვად
გადაგიხდით.
– ბატონებო, ყველანი თანასწორუფლებიანი პარტნიორები
ბრძანდებით? – მიმართა ნიკოლმა სინდიკატის დანარჩენ წევ-
რებს.
ტულიპა ნიკოლის სილამაზითა და საქმიანი კილოთი
მოიხიბლა, ამიტომაც უაღრესად თავაზიანად ალაპარაკდა:
– ოფიციალურად ყველანი თანასწორუფლებიანი ვართ, მაგ-
რამ, გარწმუნებთ, პირადად ჩემთვის უდიდესი პატივია აპრილეს
ოჯახთან პარტნიორობა. ჩემზე მეტად მამათქვენს არავინ სცემდა
პატივს.
ვალერიუსი გაქვავებული სახით მიუბრუნდა ტულიპას:
– სწორად გამიგეთ, გაყიდვა თავადაც მინდა, მაგრამ წილის
გარეშე. პირადად მე არ მსურს მომავალში ამ საქმესთან რაიმე
საერთო მქონდეს.
– მაშ, თანახმა ბრძანდებით?
– რა თქმა უნდა. ერთი სული მაქვს, ბანკებს როდის მოვიცი-
ლებ.
პორტელას რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ რუვიომ არ აცა-
ლა და მეორე ძმას მიუბრუნდა.
– მარკანტონიო, თქვენ რა აზრის ხართ ჩვენს შემოთავაზება-
ზე?
– ვალს ვეთანხმები, – მტკიცედ უპასუხა მარკანტონიომ, –
სჯობს გაყიდვა პროცენტების გარეშე მოხდეს, რათა ერთმანეთს
ერთხელ და სამუდამოდ გამოვემშვიდობოთ.
– შესანიშნავია, – უთხრა რუვიომ, – თუკი გსურთ, ასე მოვიქ-
ცეთ.
– მაგრამ ამ შემთხვევაში, ცხადია, ფასის მომატება მოგი-
წევთ, – ჩაერთო ნიკოლი, – ეს შესაძლებელია?
– რასაკვირველია, – მომხიბლავი ღიმილით უპასუხა ტული-
პამ.
გრაციელამ სერიოზული სახითა და თავაზიანი კილოთი მი-
მართა ასტორეს:
– ჩვენი ძვირფასი მეგობარი ასტორე ვაიოლა რაღას გვეტ-
ყვის? თანახმა ბრძანდებით?
ასტორემ უხერხულად ჩაიცინა.
– იცით, საბანკო საქმეს გემო გავუგე და ძალიანაც მომეწონა.
თანაც, დონმა პირობა ჩამომართვა, რომ ბანკებს არასოდეს გავ-
ყიდდი. მიჭირს ჩემი ოჯახის წევრებისთვის წინააღმდეგობის გაწე-
ვა, მაგრამ უარი უნდა გითხრათ. ამ საქმეში კი გადამწყვეტი ხმა
მე მეკუთვნის.
– მაგრამ დონის შვილები ბანკებში დიდ წილს ფლობენ, მათ
შეუძლიათ სასამართლოში გიჩივლონ, – უთხრა გენერალურმა
კონსულმა.
– ჩვენ ამას არასოდეს გავაკეთებთ, – გადაჭრით მიუგო ნი-
კოლმა.
ვალერიუსმა მკვახე გამომეტყველება მიიღო, მარკანტონიომ
კი ჩაიცინა.
– ჯანდაბა, – გამოცრა პორტელამ და წამოდგა.
– მოთმინება იქონიეთ, ბატონებო, – ანუგეშა ასტორემ, –
ერთ-ორ თვეში შეგვიძლია კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს. ამასო-
ბაში იქნებ მომბეზრდეს ბანკირობა.
– ცხადია, – უთხრა რუვიომ, – მაგრამ ამდენ ხანს ფინანსურ
პაკეტს ვერ შემოვინახავთ და მომავალში შეიძლება უფრო დაბა-
ლი ფასი შემოგთავაზოთ.
ერთმანეთს ხელის ჩამორთმევის გარეშე დასცილდნენ.
აპრილეებისა და ასტორეს წასვლის შემდეგ მაიკლ გრა-
ციელამ თქვა:
– უბრალოდ, დროის გაწელვა სურს. გაყიდვაზე არასოდეს
დათანხმდება.
– არადა, რა სიმპათიური კაცია, – ამოიოხრა ტულიპამ, –
სულ ადვილად შეიძლებოდა, დავმეგობრებოდით. იქნებ კოსტა--
რიკაში, ჩემს პლანტაციებზე დამეპატიჟა? იქ შესანიშნავ დროს
გავატარებინებდი.
დანარჩენებმა გაიცინეს.
– ინციო, ის შენთან ერთად თაფლობის თვის გატარებას არ
ისურვებს, – უკმეხად უთხრა პორტელამ, – ამ ვაჟბატონს აქვე უნ-
და მივხედოთ.
– იმედი მაქვს, უწინდელზე უფრო მეტად გაგიმართლებს, –
უთხრა ტულიპამ.
– სათანადოდ ვერ შევაფასე, – უთხრა პორტელამ, – ან რა
გასაკვირია? ახალგაზრდა კაცია, ქორწილებში მღერის... დონ-
თან დაკავშირებით საქმე უნაკლოდ შევასრულე, ვერავინ შემედა-
ვება.
გენერალურმა კონსულმა აღტაცებული გამომეტყველება
მიიღო:
– მართლაც საუცხოო ნამუშევარი იყო. ყოველნაირად გენ-
დობით, ოღონდაც ეს ახალი საქმე რაც შეიძლება სწრაფად უნდა
გაკეთდეს.
საქმიანი შეხვედრის შემდეგ აპრილეს ოჯახის წევრები სადი-
ლად დონის ახლო მეგობრის რესტორან „პარტინიკოში“ მივიდ-
ნენ, სადაც განცალკევებულ ოთახში მიუსხდნენ სუფრას.
– მე მგონია, ყველანი სწორედ ისე მოიქეცით, როგორც სა-
ჭიროა, – უთხრა დანარჩენებს ასტორემ, – დაიჯერეს, რომ ჩემ
წინააღმდეგ ხართ განწყობილნი.
– მართლაც, შენ წინააღმდეგ ვართ, – უპასუხა ვალერიუსმა.
– ვერ გამიგია, რად გვჭირდება ეს თამაში? – იკითხა ნიკოლ-
მა, – ეს სულაც არ მომწონს.
– შესაძლოა, მამათქვენის სიკვდილი სწორედ ამათი ნახე-
ლავია, – უთხრა ასტორემ, – არ მინდა, იფიქრონ, რომ, თუ რო-
მელიმე თქვენგანს რამეს დაუშავებენ, ამით სასურველ შედეგს
მიაღწევენ.
– რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ თავად შეძლებ მათი
ყველა დარტყმის აცილებას? – ჰკითხა მარკანტონიომ.
– დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შემიძლია ადვილად დავე-
მალო. ბოლოს და ბოლოს, დაკოტებთან წავალ და იქ ვერასო-
დეს მიპოვიან, – ამ სიტყვებთან ერთად ისეთი გაცისკროვნებული
და დამაჯერებელი ღიმილი შეაგება, დონ აპრილეს შვილების
გარდა ნებისმიერს რომ დაარწმუნებდა.
– თუ რომელიმე თქვენგანს ცალკე დაუკავშირდებიან, მაშინ-
ვე შემატყობინეთ.
– დეტექტივმა დი ბენედეტომ უკვე რამდენჯერმე დამირეკა, –
უთხრა ვალერიუსმა.
– ეგ რაღატომ გირეკავს? – გაიკვირვა ასტორემ.
– როცა სამხედრო დაზვერვაში ვმსახურობდი, წესად გვქონ-
და, ერთმანეთისთვის დაგვერეკა და ინფორმაცია გაგვეცვალა, –
ღიმილით აუხსნა ვალერიუსმა, – როგორც წესი, ვიღაც მხოლოდ
იმიტომ გთავაზობს ინფორმაციას, რომ სანაცვლოდ შენგან
მიიღოს მნიშვნელოვანი ცნობები. ეს დეტექტივიც ვითომდა გამო-
ძიების საქმის კურსში მამყოფებს, სინამდვილეში კი ცდილობს,
შენ შესახებ რაიმე დამტყუოს. შენით ძალიან არის დაინტერესე-
ბული, ასტორე.
– სასიხარულოა, – გაიკრიჭა ასტორე, – ეტყობა, ჩემი სიმღე-
რა მოისმინა.
– ტყუილად ოცნებობ, – ჩაერთო მარკანტონიო, – ეს დი ბე-
ნედეტო მეც მირეკავს და პოლიციელების შესახებ ახალი ტელე-
სერიალის იდეებს მაწვდის. პოლიციის სერიალები ყოველთვის
პოპულარულია, ამიტომ უარს არ ვეუბნები, მაგრამ რასაც მიგ-
ზავნის, სრული ნაგავია. არასერიოზული ამბავია. უბრალოდ,
ყველა ღონეს ხმარობს, რათა ჩვენთან კონტაქტში დარჩეს.
– კარგია, – თქვა ასტორემ.
– ასტორე, გინდა, რომ ჩვენ ნაცვლად შენ ამოგიღონ მიზან-
ში? – იკითხა ნიკოლმა, – ეს ხომ საშიშია. ამ გრაციელას რომ
ვუყურებდი, ჟრუანტელი მივლიდა.
– არ იდარდო, კარგად ვიცნობ, – მიუგო ასტორემ, – მასთან
მოლაპარაკება შეიძლება. შენი კონსულიც ნამდვილი დიპლომა-
ტია და ტულიპასაც შეაკავებს. ახლა მხოლოდ პორტელა მადარ-
დებს. აი, ვისგან შეიძლება პრობლემებს მოველოდეთ.
ეს ყველაფერი ისე წარმოთქვა, თითქოს ჩვეულ ყოველდღი-
ურ საქმეზე მსჯელობსო.
– რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? – ჰკითხა ნიკოლმა.
– კიდევ რამდენიმე თვე მაცადეთ და გპირდებით, იმ დროის-
თვის შევუთანხმდები.
– ასტორე, შენ მუდამ ოპტიმისტი იყავი, – დამცინავი ზიზღით
გადახედა ვალერიუსმა, – ჩემს დაქვემდებარებაში რომ მსახუ-
რობდე, დაგაქვეითებდი. იქნებ მაშინ მოსულიყავი გონს.
სადილმა უსიამოდ ჩაიარა. ნიკოლი გამუდმებით აკვირდებო-
და ასტორეს, თითქოს რაღაც საიდუმლოს ამოცნობას ცდილობ-
და. ვალერიუსი იმის დამალვას არ შეეცადა, რომ ასტორეს არ
ენდობოდა. მარკანტონიო თავს იკავებდა. ბოლოს ასტორემ ჭიქა
ასწია და მხნედ წარმოთქვა:
– ძალიან მოსაწყენი ხალხი კი ხართ, მაგრამ ეს არ მადარ-
დებს. წინ შესანიშნავი თავგადასავალი გველის. მამათქვენის
ხსოვნისა იყოს!
– დიდი დონ აპრილეს ხსოვნის იყოს, – უხალისოდ თქვა ნი-
კოლმა.
– ჰო, დიდ დონს გაუმარჯოს! – გაუღიმა ქალს ასტორემ.
შუადღისას ასტორე მუდამ ჯირითობდა. ეს ამშვიდებდა და
მადასაც უმატებდა. როდესაც რომელიმე ქალს ეარშიყებოდა,
აუცილებლად მასთან ერთად ჯირითობდა. თუ ქალი უნაგირზე
არასოდეს მჯდარა, ასწავლიდა, ხოლო თუ ცხენები საერთოდ არ
უყვარდა, ასეთ ქალს თავს ანებებდა.
საკუთარ ნაკვეთში, ტყეში, ცხენით სასეირნო ბილიკი გაკვა-
ლა. უყვარდა ტოტებზე შემომსხდარი ჩიტების ჭიკჭიკი, ბუჩქნარში
პატარა ცხოველების შარიშური და დროდადრო ირმის ყვირი-
ლიც. ყველაზე მეტად კი საჯირითო კოსტიუმის ჩაცმა უყვარდა –
წითელი ქურთუკი, მაღალი ყავისფერი ჩექმები და ხელში მათრა-
ხი, რომელსაც არასოდეს იყენებდა. ტყავის შავ კეპს რომ იხუ-
რავდა, სარკეში საკუთარ თავს თვითკმაყოფილად უღიმოდა და
თავი ინგლისელი ლორდი ეგონა.
საჯინიბოსთან გავიდა, სადაც ექვსი ცხენი ჰყავდა. ესიამოვნა,
როდესაც მწვრთნელმა ოლდო მონზამ ერთ-ერთი ცხენი უკვე შე-
კაზმული დაახვედრა. მაშინვე ამხედრდა და ნელა გაუყვა ტყის
ბილიკს. თანდათან სიჩქარეს უმატა, სიამოვნებდა წითელ--
ყვითელი ფოთლების ჩამავალი მზის სინათლე. ბილიკს თხელი
ოქროსფერი სხივები კვეთდა და ნოტიო ფოთლების სუნი ას-
დიოდა. გზის პირას ნაკელის გროვა შენიშნა და ცხენი ააჩქარა,
შემდეგ ბილიკი ორად გაიყო და შინისკენ გაუხვია. ოქროსფერი
სხივები ბილიკს მოსცილდა.
სადავეს მოქაჩა. ამ დროს გზაზე ორი კაცი გადაეღობა, ფერ-
მის მუშაკების სამოსი ეცვათ, მაგრამ სახეზე ნიღბები ჰქონდათ
აფარებული, ხელში კი ლითონი ულაპლაპებდათ. ასტორემ
ცხენს დეზები ჰკრა და თავი დახარა. ტყეში სროლის ხმა გაისმა
და სინათლემ გაიელვა. მდევრები ძალზე ახლოს იყვნენ, ასტო-
რემ იგრძნო, რომ ფერდში და ზურგში ტყვიები მოხვდა. დამ-
ფრთხალი ცხენი გაქანდა, მხედარი კი ყველა ღონეს ხმარობდა,
რათა წონასწორობა შეეკავებინა. ბილიკის ბოლოში კიდევ ორი,
ამჯერად უნიღბო და უიარაღო კაცი გამოჩნდა. ასტორემ გონება
დაკარგა და დამხვდურთ მკლავებში ჩაუვარდა.
ერთი საათის შემდეგ კურტ სილკეს სადაზვერვო ჯგუფმა ას-
ტორე ვაიოლას გადარჩენის შესახებ შეატყობინა. აგენტი ყველა-
ზე მეტად იმან გააოცა, რომ ასტორეს საჯირითო კოსტიუმის ქვეშ
დამცავი ჟილეტი სცმია, თანაც არა ჩვეულებრივი, ქარხნული,
არამედ საგანგებოდ ხელით შეკერილი. საკითხავია, ისეთს რას
აკეთებდა ასტორე? რაში სჭირდებოდა დამცავი ჟილეტი მაკარო-
ნის იმპორტიორს, მოყვარულ მუსიკოსსა და ახირებულ ცხენო-
სანს? ცხადია, ტყვიებმა ნეკნები დაუბეჟა, მაგრამ ჭრილობები არ
მიუყენებია. ასტორემ თითქმის მაშინვე დატოვა საავადმყოფო.
სილკე ასტორეს ცხოვრების დეტალურ შესწავლას შეუდგა
ბავშვობიდან მოყოლებული. ეს ადამიანი ყველა საიდუმლოს პა-
სუხად ესახებოდა. ერთ რამეში კი ეჭვი არ ეპარებოდა. ნამდვი-
ლად იცოდა, თუ ვინ სცადა ასტორე ვაიოლას მოკვლა.
ასტორე ბიძაშვილებს ვალერიუსის სახლში შეხვდა და უამ-
ბო, თუ როგორ დაესხნენ თავს.
– დახმარება გთხოვეთ და უარი მითხარით, – მიმართა ბო-
ლოს ყველას ერთად, – მე არ გამტყუნებთ, მაგრამ ვფიქრობ,
დრო მოვიდა, თქვენი გადაწყვეტილება გადასინჯოთ. გარკვეულ-
წილად თქვენც გემუქრებათ საფრთხე. ამის საშველი იქნებოდა
ბანკების გაყიდვა, მაშინ ორივე მხარე გამარჯვებული დარჩება
და ყველა იმას მიიღებს, რაც სურს, მაგრამ შეგვიძლია ის გზა
ავირჩიოთ, როცა მხოლოდ ერთი მხარე დარჩება მოგებული.
ბანკები დავიტოვოთ და მტრებს შევებრძოლოთ, ვინც უნდა იყ-
ვნენ ისინი. არსებობს კიდევ ის სიტუაცია, როცა ორივე მხარე და-
მარცხებული რჩება და უნდა ვეცადოთ, ეს არ დაგვემართოს –
მტრებზე გამარჯვების შემთხვევაში მთავრობამ არ გამოგვიჭი-
როს.
– მარტივი არჩევანის წინაშე ვდგავართ, – უპასუხა ვალერი-
უსმა, – გავყიდოთ ბანკები და ყველა კმაყოფილი დარჩება.
– სიცილიელები არ ვართ, – დაეთანხმა მარკანტონიო, – შუ-
რისძიების გამო ყველაფერს რისკის ქვეშ ნუ დავაყენებთ.
– იცოდეთ, ბანკების გაყიდვით უარს ვიტყვით უდიდეს სიმ-
დიდრეზე, – აუღელვებლად წამოიწყო ნიკოლმა, – მარკ, ოდეს-
მე ინანებ, რომ საკუთარი საბანკო ქსელი აღარ გაქვს. ვალ, მას-
შტაბური პოლიტიკური შენატანების ხარჯზე ერთ მშვენიერ დღეს
შეძლებ ელჩის ან თავდაცვის სამინისტროს მდივნად დაინიშნო.
ასტორე, შენ კი „როლინგ სტოუნზებთან“ ერთად შეძლებ სიმღე-
რას.
შემდეგ შეცვლილი კილოთი განაგრძო: – ცხადია, ვამეტებ,
მაგრამ განა მამაჩვენის მკვლელობა ჩვენთვის არაფერს ნიშ-
ნავს? ნუთუ მკვლელები კიდეც უნდა დავასაჩუქროთ? მე ვფიქ-
რობ, ასტორეს რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ.
– გესმის, ახლა რას ამბობ? – ჰკითხა ვალერიუსმა.
– მესმის, – მშვიდად უპასუხა ქალმა.
ასტორემ რბილად უთხრა:
– იცით, მამათქვენმა მასწავლა: თუკი სხვებს ნებას დართავ
თავიანთი სურვილი თავს მოგახვიონ, მაშინ ცხოვრებას აზრი არა
აქვს. ვალ, ომშიც ასე არ არის?
– ომი ის სიტუაციაა, როცა ორივე მხარეა წაგებული, – მკაც-
რად მოუჭრა ნიკოლმა.
– არ მაინტერესებს, რას ამბობენ ლიბერალები, – აღშფოთ-
და ვალერიუსი, – მაგრამ ომში მუდამ ვიღაც იგებს, მეორე კი
აგებს და დამერწმუნე, მოგება ბევრად სჯობს.
– დროა, ყოველმა თქვენგანმა გაიაზროს მამათქვენის წარ-
სული, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ დახმარებას. გახსოვდეთ,
მამათქვენმა ოჯახის უსაფრთხოება მე ჩამაბარა, ეს კი იმას ნიშ-
ნავს, რომ ბანკები არ უნდა დავთმოთ.
– ერთ თვეში მოგაწვდი საჭირო ინფორმაციას, – უთხრა ვა-
ლერიუსმა.
– შენ რას იტყვი, მარკ? – ჰკითხა მეორე ძმას ასტორემ.
– ახლავე დავიწყებ იმ პროგრამაზე მუშაობას. ორი თვე მა-
ცადე, – უპასუხა მარკანტონიომ.
– ნიკოლ, შენ თუ დაასრულე მამაშენის ეფ-ბი-აის მონაცემე-
ბის დამუშავება?
– ჯერ არა, – გაუღიმა ნიკოლმა, – იქნებ სილკეც დავიხმა-
როთ?
– სილკეზე ყველაზე მეტად მაქვს ეჭვი, – უთხრა ასტორემ, –
როცა მთელი ინფორმაცია ხელთ მექნება, მაშინ გადავწყვეტთ,
თუ როგორ ვიმოქმედოთ.

***

ერთ თვეში ვალერიუსი ფრიად მოულოდნელი და უსიამო


ინფორმაციით დაბრუნდა. სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით ინ-
ციო ტულიპას შესახებ ცნობები მოიპოვა. მას ჰქონდა კონტაქტები
სიცილიაზე, თურქეთში, ინდოეთში, პაკისტანსა და ლათინური
ამერიკის მრავალ ქვეყანაში. კორლეონეს სიცილიურ კლანთა-
ნაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა და მაფიის სამყაროში მათ თა-
ნასწორად ითვლებოდა.
ვალერიუსის მონაცემების თანახმად, სწორედ ტულიპა აფი-
ნანსებდა სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე განლაგებულ ატო-
მურ ლაბორატორიებს. ტულიპა ძვირად ღირებული აღჭურვი-
ლობისა და მასალების შესასყიდად ამერიკაში ფინანსური ბაზის
შექმნას აპირებდა. განდიდების მანიით შეპყრობილი, თურმე
გრანდიოზული ატომური იარაღის ფლობასა და უკიდურეს შემ-
თხვევაში მის გამოყენებაზე ოცნებობდა. გამოდიოდა, რომ ტიმო-
ნა პორტელას უკან ტულიპა იყო ამოფარებული. ასტორესთვის
ეს მართლაც ღირსშესანიშნავი სიახლე იყო. ეს კიდევ ერთ მო-
თამაშეს და დამატებით ფრონტზე ბრძოლას ნიშნავდა.
– საერთოდ თუა შესაძლებელი ის, რასაც ტულიპა გეგმავს?
– იკითხა ასტორემ.
– თავად დარწმუნებულია ამაში, – აუხსნა ვალერიუსმა, – თა-
ნაც, სადაც ლაბორატორიები აქვს განლაგებული, იმ ქვეყნის
მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს.
– გმადლობ, ვალ, – ასტორემ ბიძაშვილს მადლიერების ნიშ-
ნად მხარზე ხელი დაუტყაპუნა.
– არაფერს, – უპასუხა ვალერიუსმა, – ამაზე მეტით ვერაფ-
რით დაგეხმარები.
მარკანტონიოს ექვსი თვე დასჭირდა კურტ სილკეს შესახებ
დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად. საბოლოოდ, მან ასტორეს
ძალზე ვრცელი ინფორმაცია გადასცა ხელიდან ხელში. ასტო-
რემ ეს მასალა ოცდაოთხი საათის შემდეგ ისევ დაუბრუნა.
ახლა მხოლოდ ნიკოლი აფიქრებდა. მან ასტორეს თავისი
მამის ეფ-ბი-აის საქაღალდე უჩვენა, მაგრამ მასში ჩანაწერების
მნიშვნელოვან ნაწილს შავი მელანი ჰქონდა გადასმული. როდე-
საც ამის შესახებ ჰკითხა, ქალმა უპასუხა, ამ სახით გადმომცესო.
ასტორემ საბუთები გულდაგულ შეისწავლა. მელნით ამოშ-
ლილი ნაწილი, როგორც ჩანს, იმ პერიოდს ეხებოდა, როცა თა-
ვად ორი წლის იყო.
– არაფერია, – უთხრა ნიკოლს, – ეს იმდენად დიდი ხნის წინ
იყო, რომ მნიშვნელობა აღარ აქვს.
ასტორე უკვე საკმაო ინფორმაცის ფლობდა საიმისოდ, რათა
ომი დაეწყო.
მარიანო რუვიოს არშიყმა ნიკოლს თავბრუ დაახვია. ქალი
დღემდე ვერ მოსულიყო გონს იმ იმედგაცრუების შემდეგ, რაც
სიყმაწვილეში ასტორეს ღალატმა მიაყენა, როდესაც ბიჭი მამა-
მისს დაემორჩილა და სასწავლებლად გაემგზავრა. ქალს მას
შემდეგაც ჰქონია გავლენიან მამაკაცებთან ხანმოკლე და
ფრთხილი კავშირები და იცოდა, რომ ეს მამაკაცები თავიანთ
საქმეს ნებისმიერ ქალზე უფრო მაღლა აყენებდნენ.
რუვიო სხვებს არ ჰგავდა. არასოდეს უბრაზდებოდა, როდე-
საც ნიკოლის სამუშაო განრიგი მათ ერთად ყოფნას უშლიდა
ხელს. ესმოდა, რომ კარიერა ქალისთვის უმნიშვნელოვანესი
იყო. თავს არასოდეს აძლევდა ემოციების გამომჟღავნების უფ-
ლებას, იმ მამაკაცებისაგან განსხვავებით, ვინც ეჭვიანობას სიყვა-
რულის დასტურად ასაღებდა.
საჩუქრებსაც გულუხვად ჩუქნიდა, თუმცა ქალს ამაზე მეტად
ის ხიბლავდა, რომ საინტერესო თანამოსაუბრე იყო და ლიტერა-
ტურისა და თეატრის შესახებ შეეძლო ლაპარაკი. მთავარ ღირ-
სებად კი იმას უთვლიდა, რომ მგზნებარე და გაწაფული საყვარე-
ლი იყო და, ამასთან, ბევრ დროს არ ართმევდა.
ერთ საღამოს რუვიომ ნიკოლი „ლე სირკში“ წაიყვანა სადი-
ლად მსოფლიოში სახელგანთქმულ სამხრეთამერიკელ მწე-
რალთან ერთად, რომელმაც ნიკოლი დახვეწილი იუმორითა და
მისტიკური ამბების თხრობით მოხიბლა; სუფრასთან ოპერის
ცნობილი მომღერალიც იჯდა, თითოეულ კერძს აღტაცებული
არიით რომ ხვდებოდა და ისე მადიანად მიირთმევდა, თითქოს
ეს მისი უკანასკნელი სადილი ყოფილიყო და ელექტრულ სკამზე
უნდა დაესვათ; იქვე იყო კონსერვატიულად განწყობილი ჟურნა-
ლისტი, „ნიუ-იორკ თაიმსის“ წამყვანი ავტორი, რომელიც იმით
ამაყობდა, რომ ლიბერალებსაც და კონსერვატორებსაც ერ-
თნაირად სძულდათ.
სადილის შემდეგ წყვილი რუვიოს აპარტამენტებში მივიდა.
მამაკაცი ვნებიანად ეალერსა და არც ფიზიკური გზნება დაიშურა,
არც ნაზი სიტყვები. როცა ალერსს მორჩა, საწოლიდან შიშველი
წამოაყენა და ეცეკვა, თან ესპანურ ლექსებს უკითხავდა. ნიკოლი
მეცხრე ცაზე იყო. განსაკუთრებით ბოლოს, როდესაც გრძნობა-
მოოხებულნი მშვიდად ისხდნენ, რუვიომ შამპანური დაუსხა და
უთხრა:
– მართლა მიყვარხარ.
მოხდენილ სახეზე მას გულწრფელობა ეწერა. მაინც რა თავ-
ხედები არიან მამაკაცები! ნიკოლი კმაყოფილებასაც კი გრძნობ-
და იმის გამო, რომ მოატყუა. მამა უთუოდ იამაყებდა ქალიშვი-
ლით. ნამდვილი მაფიოზივით მოიქცა.
როგორც ეფ-ბი-აის ნიუ-იორკის ფილიალის ხელმძღვანელს,
კურტ სილკეს, დონ აპრილეს მკვლელობაზე ბევრად მნიშვნე-
ლოვანი საქმეებიც ებარა. ერთ-ერთი გახლდათ ექვსი მსხვილი
კორპორაციის ფარული გეგმა, კომუნისტურ ჩინეთში კომპიუტე-
რული ტექნიკის შეტანას რომ გულისხმობდა. მეორე თამბაქოს
წამყვანი კომპანიების არალეგალურ საქმიანობას ეხებოდა. მესა-
მე იყო საშუალო დონის მეცნიერთა მასობრივი ემიგრაცია სამ-
ხრეთ ამერიკის ქვეყნებში, პირველ რიგში, ბრაზილიაში, პერუსა
და კოლუმბიაში. დირექტორი ყველა ამ საქმესთან დაკავშირე-
ბით ანგარიშს ითხოვდა.
ვაშინგტონში რომ მიფრინავდნენ, ბოქსტონმა თქვა:
– თამბაქოს მოვაჭრეები გამოვიჭირეთ; ჩინეთთან კონტაქ-
ტებსაც მივაკვლიეთ, ერთადერთი, რაც ამოუხსნელი გვრჩება,
მეცნიერთა ამბავია, მაგრამ მთელი ამ ინფორმაციის მიწოდები-
სათვის უსათუოდ დირექტორის თანაშემწედ დაგნიშნავენ.
– ვნახოთ, დირექტორი რას იტყვის, – მშვიდად უპასუხა სილ-
კემ. თვითონ კარგად იცოდა, თუ რატომ მიემგზავრებოდნენ მეც-
ნიერები სამხრეთ ამერიკაში, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ჰუვერის შენობაში ბოქსტონი არ შეუშვეს. სილკე მარტო შე-
ვიდა ანგარიშის ჩასაბარებლად.
დონ აპრილეს მკვლელობიდან თერთმეტი თვე იყო გასული.
სილკემ თავის ჩანაწერებს გადახედა. აპრილეს საქმე წინ არ იძ-
ვროდა, მაგრამ სილკემ უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებზე
მოიპოვა ინფორმაცია და ამჯერად მართლაც იმედოვნებდა, რომ
დირექტორის ერთ-ერთ პასუხისმგებელ თანაშემწედ დანიშნავ-
დნენ, რადგან თავისი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრუ-
ლა.
დირექტორი მაღალი, კეთილშობილური გარეგნობის კაცი
იყო, ამერიკის პირველი კოლონისტების შთამომავალი, ძალზე
შეძლებული. პოლიტიკის სფერო იმიტომ აირჩია, რომ საზოგა-
დოების წინაშე პასუხისმგებლობას განიცდიდა და თანამდებობა-
ზე დანიშვნისთანავე სისტემაში ახალი წესები შემოიღო.
– არავითარი მაიმუნობა, ყველაფერი კანონიერად უნდა ხდე-
ბოდეს. ადამიანის უფლებებს ნუ დავარღვევთ. ეფბი-აის აგენტი
მუდამ კორექტული და სამართლიანი უნდა იყოს აარა მხოლოდ
საქმეში, არამედ პირად ცხოვრებაშიც.
მცირედი უწესობა, ოჯახური ძალადობა, ლოთობა, ადგი-
ლობრივ პოლიციასთან ზედმეტად ახლო ურთიერთობა კმარო-
და ბიუროს თანამშრომლის სამსახურიდან დასათხოვად, თუნდაც
სენატორი ბიძა ჰყოლოდა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობა-
ში ეს წესები მკაცრად სრულდებოდა. კიდევ ერთი წესის თანახ-
მად, თუ თანამშრომელი მეტისმეტად ხშირად ფიგურირებდა პრე-
საში, თუნდაც დადებითად, მას დიდი შანსი ჰქონდა, ალიასკაზე
ესკიმოსების ზედამხედველად გაემწესებინათ.
დირექტორმა სილკეს თავისი მუხის მაგიდის პირდაპირ ძალ-
ზე მოუხერხებელ სკამზე დაჯდომა შესთავაზა.
– აგენტო კურტ, – მიმართა მან, – აქ რამდენიმე მიზეზით მო-
გიწვიეთ. პირველი: პირად საქმეში საგანგებოდ ჩაგიწერეთ მად-
ლობა ნიუ-იორკში მაფიასთან ბრძოლისათვის. მას სწორედ
თქვენი წყალობით მოვუგრიხეთ კისერი. გილოცავთ! – დირექ-
ტორი წინ გადმოიხარა და სილკეს ხელი ჩამოართვა. – ჩვენ
ამას იმიტომ არ ვახმაურებთ, რომ საფრთხეში არ ჩაგაგდოთ.
– კრიმინალურ ორგანიზაციებს კარგად ესმით, რომ აგენტს
არაფერი უნდა ავნონ, – უპასუხა სილკემ, – ამას მხოლოდ გიჟი
თუ ჩაიდენს.
– იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ ბიურო პირად ვენდეტას
აწარმოებს? – ჰკითხა დირექტორმა.
– არა, უბრალოდ, მეტი სიფრთხილე გვმართებს, – უპასუხა
სილკემ.
დირექტორმა ამ შენიშვნას ყურადღება არ მიაქცია. პატიოს-
ნებას მუდამ უწევდა ვიწრო და სახიფათო გზით სიარული.
– გადავწყვიტე, მეტად აღარ გამყოფოთ საფრთხეში და ჯერ
ჩემს თანაშემწედ არ დაგნიშნავთ მხოლოდ ამ მიზეზის გამო.
თქვენ განსაკუთრებით გეხერხებათ მოძრავი საქმე, ამიტომაც არ
მსურს, ხალხთან მუშაობას მოგწყვიტოთ, რადგან მაფია დღემდე,
ასე ვთქვათ, მოქმედია. ოფიციალურად თქვენ გყავთ ინფორმა-
ტორი, რომელსაც არ გვისახელებთ, თუმცა არაოფიციალურად
მაინც გაგვიმხილეთ მისი სახელი, ასე რომ, არაოფიციალურად
თქვენთან პრობლემა არ გვაქვს. კიდევ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ
მთავარ გამომძიებელთან თქვენი ურთიერთობა მეტისმეტად პი-
რადული მგონია.
ამას გარდა სხვა საკითხებიც ჰქონდათ მოსალაპარაკებელი.
– როგორ მიმდინარეობს ჩვენი ოპერაცია „ომერტა“? –
იკითხა დირექტორმა, – ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა
ოპერაციისათვის ლეგალური ნებართვა უნდა მოვიპოვოთ.
– რა თქმა უნდა, – გულწრფელი გამომეტყველებით უპასუხა
სილკემ, თუმცა იცოდა, რომ დირექტორსაც ხშირად უწევდა კომ-
პრომისებზე წასვლა, – ერთ-ორ სირთულეს შევხვდით. რაიმონ-
დე აპრილემ თანამშრომლობაზე უარი გვითხრა. თუმცა დაბრკო-
ლება ახლა აღარ არსებობს.
– მისტერ აპრილე, თუ შეიძლება ასე ითქვას, კარგ დროს
მოკლეს, – ირონიულად თქვა დირექტორმა, – არ მსურს შეურაც-
ხყოფა მოგაყენოთ, ამიტომაც არ გეკითხებით, წინასწარ თუ იცო-
დით რაიმე ამის შესახებ. თქვენი მეგობარი პორტელა ხომ არ
გააკეთებდა ამას?
– ჯერჯერობით არაფერი ვიცით, იტალიელები დასახმარებ-
ლად პოლიციას არასოდეს მიმართავენ. ჩვენ ისღა გვრჩება, გვა-
მები აღმოვაჩინოთ და საქმე გამოვიძიოთ. სხვათა შორის, რო-
გორც მითხარით, ასტორე ვაიოლას დაველაპარაკე. ხელშეკრუ-
ლებაზე ხელი მოგვიწერა, მაგრამ თანამშრომლობაზე უარი
თქვა. არც პორტელასთან თანამშრომლობა სურს და არც ბანკე-
ბის გაყიდვა.
– მაშ, ახლა რა უნდა მოვიმოქმედოთ? – ჰკითხა დირექტორ-
მა, – თქვენც ხომ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ
ბანკირს საშემოსავლო კანონის თანახმად დავაჯარიმებთ, მაშინ
ბანკები მთავრობის მფლობელობაში გადავა და მთელი სიმდიდ-
რე დანაშაულთან ბრძოლას მოხმარდება. ეს ბიუროს ძალზე წა-
ადგებოდა. ამის შემდეგ კი პორტელასთან თქვენს მეგობრობა-
საც ბოლოს მოვუღებდით. აღარ გვჭირდება. კურტ, ძალზე საჩო-
თირო მდგომარეობაში ვართ. პორტელასთან თქვენი თანამ-
შრომლობის შესახებ ჩემი და ჩემი თანაშემწეების გარდა არავინ
იცის. თუკი ცნობილი გახდა, რომ მისგან ანაზღაურებას იღებთ
და რომ ის თავის მომხრედ გთვლით, თქვენს სიცოცხლეს საფ-
რთხე დაემუქრება.
– ის ფედერალურ აგენტს არაფერს დაუშავებს, – უპასუხა
სილკემ, – მართალია, შეშლილია, მაგრამ ამდენს მაინც ვერ გა-
ბედავს.
– ასეა თუ ისე, ამ ოპერაციაში პორტელა უნდა დაიღუპოს, –
თქვა დირექტორმა, – რა გეგმები გაქვთ?
– ეს ვაჟბატონი, ასტორე ვაიოლა, სულაც არაა ისეთი უდანა-
შაულო, როგორადაც მიიჩნევენ. მის წარსულს გულდაგულ შე-
ვისწავლი. ამასობაში მოვსინჯავ, იქნებ აპრილეს შვილები დავი-
თანხმო, რომ ასტორეს გვერდი აუარონ, მაგრამ ვშიშობ, საგადა-
სახადო კანონი ათი წლის წინანდელ დანაშაულთან დაკავშირე-
ბით დღეს თუ იმოქმედებს.
– ეს ჩვენი გენერალური ადვოკატის საქმეა, – ჩვენ მხოლოდ
გზა უნდა გავკვალოთ და ათასობით იურისტი ჩვენს კვალს გა-
მოჰყვება. მთავარია, ისეთი რამ მონახოთ, რასაც სასამართლო
ჩაეჭიდება.
– რაც შეეხება ჩემს საიდუმლო ანგარიშს, რომელზედაც
პორტელა ანაზღაურებას მირიცხავს, – წამოიწყო სილკემ, –
ვფიქრობ, სჯობს, თანხის ნაწილი მოხსნათ, რათა პორტელამ
იფიქროს, რომ ამ ფულს ვხარჯავ.
– ამაზე ვიზრუნებ, – უთხრა დირექტორმა, – ეგ ტიმონა პორ-
ტელა ძალზე გულუხვი კაცი ჩანს.
– დარწმუნებულია, რომ მოსყიდული ვყავარ.
– ფრთხილად იყავით, ისეთ სფეროში არ ჩაახედოთ, რაც
მართლა გაგხდით დანაშაულის მონაწილეს.
– მესმის, – თავი დაუქნია სილკემ, გულში კი იფიქრა, სათ-
ქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი – რთულიო.
– ზედმეტ რისკზე ნუ წახვალთ. გახსოვდეთ, სამხრეთამერი-
კელი ნარკოდილერები პორტელასთან არიან შეკრულნი და
ყოვლად თავზე ხელაღებული ხალხია.
– ინფორმაცია ყოველდღიურად მოგაწოდოთ? ზეპირად თუ
წერილობით?
– ეს საჭირო არ არის, სრულებით გენდობით და თანაც არ
მინდა, ზემდგომ პირებს ტყუილი ვუთხრა. ვიდრე ჩემი თანაშემწე
გახდებით, ყველაფერი უნდა მოაგვაროთ და ორმაგი თამაში და-
ასრულოთ, – ეს რომ თქვა, სილკეს რეაქციას დაელოდა.
დირექტორის თანდასწრებით სილკე ფიქრსაც კი ერიდებო-
და, თითქოს ამ ადამიანს აზრების ამოკითხვაც კი შეეძლო და მა-
ინც ახლა სახეზე მრისხანებამ გაუელვა. დირექტორს თავი სამო-
ქალაქო უფლებათა კავშირის თავმჯდომარე ხომ არ ეგონა?
ბრტყელ-ბრტყელი შტამპებით აზროვნებდა: აქაოდა, მაფიას იტა-
ლიელებთან ნუ აიგივებთო, ყველა მუსლიმი ტერორისტი არ
არისო, შავკანიანები ბუნებით კრიმინალები არ არიანო... მაშ, ნე-
ტავ, მისი აზრით, ვინ სჩადიოდა ქუჩებში დანაშაულს?
– სერ, თუ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება გსურთ, საკმა-
რისი სახსრები მაქვს საიმისოდ, რომ პენსიაზე ნაადრევად გავი-
დე, – მშვიდად წარმოთქვა სილკემ.
– არა, გირჩევნიათ ჩემს შეკითხვას უპასუხოთ, – უთხრა დი-
რექტორმა, – შეგიძლიათ თუ არა, არალეგალური კავშირები
შეწყვიტოთ?
– ბიუროს ყველა ინფორმატორის ვინაობა შევატყობინე. და-
ნარჩენი თქვენი საქმეა. ადგილობრივ პოლიციასთან სიახლო-
ვით კი ბიუროს ვუკეთებ პოპულარიზაციას.
– თქვენი წარმატებები მთლიანად ამართლებს თქვენს მეთო-
დებს. კიდევ ერთი წელიც მოვიცადოთ და შემდეგ ვნახოთ, – დი-
რექტორი დადუმდა, ამოიოხრა და მერე მოუთმენლად იკითხა, –
თამბაქოს კომპანიებთან დაკავშირებით თუ გვაქვს საკმარისი ინ-
ფორმაცია, რომ მათი ცრუ მოწმობა ვამხილოთ?
– რა თქმა უნდა, – სილკემ გულში გაიკვირვა, ნეტავ რატომ
მეკითხება, მთელი მონაცემები ხომ თავად აქვსო.
– მაგრამ ჩვენი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დიდი
ნაწილი მათ შეხედულებებს იზიარებს, – განაგრძო მსჯელობა
დირექტორმა.
– ეს ერთი და იგივე არ არის, – არ დაეთანხმა სილკე, – გა-
მოკითხვის მონაწილეებს სასამართლოზე ცრუ განცხადებები არ
გაუკეთებიათ. ჩვენ კი იმის უამრავი საბუთი გვაქვს ხელთ, რომ
თამბაქოს მწარმოებლებმა შეგნებულად თქვეს ტყუილი, რადგან
კრიმინალებთან იყვნენ შეკრულნი.
– მართალი ხართ, – ამოიოხრა დირექტორმა, – მაგრამ გე-
ნერალური ადვოკატი მათ შემოთავაზებაზე დათანხმდა, არც საბ-
რალდებო დასკვნას გამოიტანს, არც პატიმრობას მიუსჯის, სამა-
გიეროდ კი მწარმოებლები მილიარდობით დოლარს გადაუხდი-
ან. ასე რომ, ამ საქმის დახურვა მოგიწევთ. ის ჩვენს კომპეტენ-
ციაში აღარ შედის.
– ძალიანაც კარგი, სერ. სხვა საქმეებში მაკლია თანამშრომ-
ლები.
– მაშ, კიდევ უფრო გაგახარებთ, ჩინეთში არალეგალური
ტექნოლოგიის საკითხი მაღალ დონეზე წყდება.
– ხელის მოსაჭიდი უკვე გვაქვს, ამ კომპანიებმა ფედერალუ-
რი საშემოსავლო კანონი დაარღვიეს, მათი მეპატრონეები კრი-
მინალებს შეეკვრნენ.
– ამის დამამტკიცებელი საბუთები კი გვაქვს, მაგრამ ეს ჯაჭ-
ვურ რეაქციას გამოიწვევს, – მიუგო დირექტორმა, – სადაც გაიხე-
დავ, ყველა კრიმინალურ დაჯგუფებებთანაა შეკრული. მოკლედ,
ეს საქმეც დახურეთ და დამატებითი დამხმარე ძალები გაგითავი-
სუფლდებათ.
– იმის თქმა გსურთ, რომ ამ საქმეზეც დამნაშავეებთან მოგი-
წიათ შეთანხმებამ? – ეჭვით იკითხა სილკემ.
– სილკე, თქვენ საუკეთესო აგენტი ხართ, მაგრამ პოლიტი-
კური ალღო გაკლიათ, – თვალი გაუსწორა დირექტორმა, – კარ-
გად მომისმინეთ და დაიმახსოვრეთ: ექვს მილიარდერს ციხეში
ვერ ჩასვამთ. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
– სულ ეს არის? – არ დაუთმო სილკემ.
– ამას უმკაცრესი ფინანსური სანქციები მოჰყვება. ახლა
საიდუმლო ინფორმაცია უნდა გაგანდოთ: ერთ-ერთი ფედერა-
ლური პატიმარი ჩვენს ინფორმატორზე უნდა გავცვალოთ, რო-
მელიც კოლუმბიაში მძევლად აიყვანეს. ის ძალზე დიდ სამსა-
ხურს გვიწევს ნარკომოვაჭრეებთან ბრძოლაში. თქვენ ამ საქმეს
კარგად იცნობთ, – დირექტორი იმას გულისხმობდა, რომ ამერი-
კის ტერიტორიაზე ერთ-ერთმა ნარკოდილერმა ხუთი მძევალი –
ქალი და ოთხი ბავშვი აიყვანა. ყველანი დახოცა და ასეთივე
ბიუროს ერთი აგენტიც მოკლა. – მას სამუდამო პატიმრობა
მიესაჯა გასაჩივრების უფლების გარეშე. მახსოვს, თქვენ მისთვის
სასიკვდილო განაჩენს ითხოვდით. ახლა კი მის გადაცვლას ვაპი-
რებთ, რაც ვიცი, დიდად არ მოგეწონებათ. გახსოვდეთ, ამას არ
ვახმაურებთ, მაგრამ თუ პრესამ ამის შესახებ რამე შეიტყო, დიდ
ალიაქოთს ატეხს. გთხოვთ, ამაზე არანაირი კომენტარი არ
გააკეთოთ. გესმით?
– ჩვენი აგენტის მკვლელი დაუსჯელი არ უნდა წავიდეს, –
მტკიცედ თქვა სილკემ.
– ფედერალურ ოფიცერს ასეთი განწყობა არ ეკადრება, –
უსაყვედურა დირექტორმა.
სილკე ბრაზის შეკავებას შეეცადა.
– კი, მაგრამ, მაშინ ყველა ჩვენი აგენტი უდიდესი საფრთხის
წინაშე აღმოჩნდება. ის აგენტი მძევლების გადარჩენას ცდილობ-
და და უსასტიკესად მოკლეს. მკვლელის განთავისუფლება პირ-
ველ რიგში დაღუპულის შეურაცხყოფაა.
– იმედია, გესმით, რომ ბიუროში შურისძიება დაუშვებელია, –
შეაჩერა დირექტორმა, – თორემ არაფრით ვიქნებით ამ დამნაშა-
ვეებზე უკეთესები. ახლა მითხარით, ემიგრანტ მეცნიერებზე რა
იცით?
ამწუთას სილკე მიხვდა, რომ დირექტორის ნდობა აღარ შე-
ეძლო, ამიტომ იცრუა, ახალი არაფერიო. გადაწყვიტა, იმ დღი-
დან სააგენტოს პოლიტიკურ კომპრომისებში მონაწილეობა
აღარ მიეღო და დამოუკიდებლად ემოქმედა.
– მაშ, რაკი სხვა საქმეებს დახურავთ, თანამშრომლების დი-
დი ნაწილი ამ საქმეს მიუჩინეთ და სერიოზულად მიხედეთ, რო-
დესაც ტიმონა პორტელას ბოლოს მოუღებთ, დიდი სიამოვნებით
გადმოგიყვანთ აქ და ჩემს თანაშემწედ დაგნიშნავთ.
– გმადლობთ, – უპასუხა დირექტორს სილკემ, – მაგრამ გა-
დავწყვიტე, პორტელას საქმეს რომ მოვამთავრებ, პენსიაზე გავი-
დე.
– კარგად დაფიქრდით, – ღრმად ამოისუნთქა დირექტორმა,
– მესმის, რამდენად გაღიზიანებთ მთელი ეს გარიგებები, მაგრამ
გახსოვდეთ: ჩვენი ბიურო არა მხოლოდ იცავს საზოგადოებას
დამნაშავეებისაგან, არამედ ვალდებულია, ის გზები აირჩიოს, სა-
ზოგადოებას საბოლოო ჯამში კეთილდღეობისკენ რომ მიიყვანს.
– ეს ჯერ კიდევ სკოლიდან მახსოვს: მიზანი ამართლებს სა-
შუალებას, – უპასუხა სილკემ.
– ზოგჯერ მართლაც ასეა, – მხრები აიჩეჩა დირექტორმა, –
ვიმეორებ, კარგად დაფიქრდით. თქვენს პირად საქმეში სარეკო-
მენდაციო წერილს ჩავდებ. რაც უნდა გადაწყვიტოთ, პრეზიდენტი
მედლით დაგაჯილდოებთ.
– გმადლობთ, სერ, – უთხრა სილკემ. დირექტორმა ხელი
ჩამოართვა და კარამდე მიაცილა, სულ ბოლოს კიდევ ერთი შე-
კითხვა დაუსვა.
– აპრილეს საქმეზე რა ისმის? რამდენიმე თვეა გასული და
შედეგი არ ჩანს.
– ეს ნიუ-იორკის საპოლიციო განყოფილების კომპეტენციაში
შედის და ჩვენ არ გვეხება. ცხადია, საქმეს მეც გადავხედე. მაგ-
რამ არც მოტივები ვიცით, არც რაიმე ვარაუდი გვაქვს. ჩანს, ეს
საქმე ამოუხსნელი დარჩება.
იმავე საღამოს სილკე ბილ ბოქსტონთან ერთად სადილობ-
და.
– კარგი ამბებია: თამბაქოსა და ჩინეთში ტექნიკის ექსპორ-
ტის საქმეები დაიხურა. გენერალური ადვოკატი ფინანსურ სან-
ქციებს ექვემდებარება. აასე რომ, მეტი თავისუფალი ხალხი გვე-
ყოლება და ახალ დავალებებსაც მივცემთ.
– შესანიშნავია, – შენიშნა ბოქსტონმა, – ყოველთვის მეგონა,
რომ დირექტორი პატიოსნად და სწორხაზოვნად მოქმედებდა.
– ზოგიერთი სწორხაზოვანი ადამიანი ადრე თუ გვიან
მიხვეულ-მოხვეული გზებით იწყებს სიარულს, – უპასუხა სილკემ.
– კიდევ რა გითხრა?
– კიდევ ის, რომ... როდესაც პორტელას ბოლოს მოვუღებ,
დირექტორის თანაშემწის ადგილი გარანტირებული მაქვს, მაგ-
რამ ამ დროისათვის უკვე პენსიაზე ვიქნები გასული.
– მაშ, დირექტორთან სიტყვა შემაწიე, იქნებ შენს ადგილას
დამნიშნოს.
– არაფერი გამოგივა, – გაეცინა სილკეს, – დირექტორმა
იცის, რომ საუბარში უცენზურო სიტყვებს ხმარობ.
– ამის დედაც! – შესძახა ვითომდა იმედგაცრუებულმა ბოქ-
სტონმა.

***

მომდევნო საღამოს სილკეს რკინიგზის სადგურიდან სახლამ-


დე ფეხით მისვლამ მოუწია. ჯორჯეტა და ვანესა ერთი კვირით
ფლორიდაში ჯორჯეტას მშობლებს სტუმრობდნენ. სილკეს ტაქ-
სით მგზავრობა არ უყვარდა. გაუკვირდა, როცა ჭიშკართან მი-
სულს ძაღლების ყეფა არ შემოესმა, მაგრამ იფიქრა, მეზობელ
ნაკვეთებზე ან ტყეში იქნებიან გაქცეულებიო.
ოჯახის მონატრება განსაკუთრებით ვახშმობისას მოეძალა.
ამერიკის მთელ ტერიტორიაზე უამრავ ქალაქში უსადილია მარ-
ტოს ან სხვა აგენტებთან ერთად, ამ დროს მუდამ დაძაბული და
ნებისმიერი საფრთხისათვის მომზადებული იყო. უბრალო ვახშა-
მი მოამზადა, როგორც ცოლმა ასწავლა: რაიმე ბოსტნეული, სა-
ლათა, შემწვარი ხორცის ნაჭერი. ყავის ნაცვლად ციცქნა ჭიქაში
ბრენდი ჩამოისხა. შემდეგ მეორე სართულზე ავიდა შხაპის მისა-
ღებად და ცოლთან დასარეკად. დაძინებამდე კითხვას აპირებდა.
კითხვა უყვარდა, თუმცა დეტექტიურ რომანებში მუდამ აღი-
ზიანებდა ის, რომ ეფ-ბი-აის თანამშრომლები გაქნილ და ბო-
როტ ადამიანებად იყვნენ წარმოდგენილი. საიდან უნდა სცოდ-
ნოდათ ამ მწერლებს რაიმე ბიუროს შესახებ?
როგორც კი საძინებლის კარი გამოაღო, იმწამსვე სისხლის
სუნი ეცა და გონება აემღვრა. ცხოვრების ყველა ფარული შიში
ერთბაშად წამოტივტივდა.
ორივე ნაგაზი საწოლზე იწვა, რუხი და თეთრი ბეწვი სის-
ხლით ჰქონდათ მოთხვრილი, თათები გაკოჭილი, ყბები მავთუ-
ლით შეკრული, მკერდიდან ამოჭრილი გულები მუცლებზე
ედოთ.
სილკემ ძლივს მოიკრიბა გონება, ცოლს დაურეკა და დარ-
წმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. მომხდარის შესახებ არა-
ფერი უთქვამს. შემდეგ ეფ-ბი-აის ოფისში დარეკა და საგანგებო
ჯგუფი გამოიძახა, რათა ოთახი მოესუფთავებინათ და საწოლები-
დან ყველაფერი მოეცილებინათ ლეიბების ჩათვლით. ადგი-
ლობრივი პოლიციისთვის არ დაურეკავს.
ექვსი საათის შემდეგ, ეფ-ბი-აის ჯგუფი რომ წავიდა, სილკემ
დირექტორს შეტყობინება მისწერა, დიდ ჭიქაში ჩაისხა ბრენდი
და ვითარების გაანალიზებას შეეცადა.
წამით გადაწყვიტა, ჯორჯეტასთვის ეთქვა, ძაღლები გაიქცნე-
ნო, მაგრამ საკუთარი ტყუილის თვითონვე შერცხვა. თანაც
ლეიბებისა და თეთრეულის გაქრობაც ხომ უნდა აეხსნა. რაც
მთავარია, ეს ქალის მიმართ უსამართლობა იქნებოდა, მას არჩე-
ვანის საშუალება უნდა ჰქონოდა. ამიტომაც გადაწყვიტა, სიმარ-
თლე ეთქვა.
მეორე დღეს სილკე ჯერ ვაშინგტონში გაემგზავრა დირექ-
ტორთან მოსათათბირებლად, შემდეგ კი ფლორიდაში, სადაც
მისი ცოლ-შვილი ისვენებდა.
ოჯახთან ერთად ისაუზმა, შემდეგ კი ჯორჯეტა სანაპიროზე
წაიყვანა სასეირნოდ. ლურჯ მოკამკამე წყალს გაჰყურებდნენ.
სილკემ უამბო ცოლს ძაღლების დახოცვის შესახებ და აუხსნა,
რომ ეს სიცილიური ტრადიციის თანახმად, მტრის გაფრთხილე-
ბას ნიშნავდა.
– გაზეთებს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში მაფიის ყველა წარ-
მომადგენელი გაანადგურე, – ჩაფიქრებული სახით თქვა ჯორჯე-
ტამ.
– მეტ-ნაკლებად, – უპასუხა ქმარმა, – ორიოდე ნარკოტიკე-
ბით მოვაჭრე დარჩა და ამის გამკეთებელი ვინ უნდა იყოს, ისიც
კარგად ვიცი.
– საწყალი ძაღლები. მაინც რა სასტიკია ადამიანი! დირექ-
ტორს ელაპარაკე?
სილკემ ოდნავი გაღიზიანება იგრძნო იმის გამო, რომ
ცოლს, როგორც ჩანდა, ყველაზე მეტად ძაღლები ადარდებდა.
– დირექტორმა სამი ვარიანტი შემომთავაზა. ბიუროდან და-
ვეთხოვო და საცხოვრებელი ადგილი შევიცვალო. ამ ვარიანტზე
უარი ვუთხარი. მეორე: ვიდრე ამ საქმეს დავასრულებ, ოჯახი
გავხიზნო და ბიუროს მეთვალყურეობას მივანდო. მესამე: შინ
დარჩებით ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ბიურო ოცდა-
ოთხსაათიან დაცვას გვთავაზობს. თქვენთან ერთად სახლში
აგენტი ქალი იცხოვრებს და შენ და ვანესას ყველგან დაცვის
ორი მუშაკი გაგყვებათ. სახლის გარშემო სიგნალიზაციის უახლეს
სისტემას დაამონტაჟებენ. რას იტყვი? ექვს თვეში ეს ყველაფერი
დამთავრდება.
– შენი აზრით, ბლეფია?
– ჰო, ასე ვფიქრობ. ფედერალურ აგენტსა და მის ოჯახს ვე-
რაფერს დაუშავებენ. ეს მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი
იქნება.
ჯორჯეტამ ლურჯ წყალს გახედა და ქმარს კიდევ უფრო
ძლიერად ჩასჭიდა ხელი.
– შენთან დავრჩები, – თქვა ბოლოს, – უშენოდ ვერ გავძლებ
და ისიც ვიცი, რომ ამ საქმეს თავს არ დაანებებ. ასე ზუსტად
საიდან იცი, რომ ექვს თვეში ყველაფერი დასრულდება?
– დარწმუნებული ვარ, – უპასუხა სილკემ.
– არ მომწონს შენი ასეთი თავდაჯერებულობა. გთხოვ, რაიმე
საშინელება არ მოიმოქმედო. დამპირდი, რომ ამ საქმეს რომ
მოათავებ, ბიუროში სამსახურს მიატოვებ. საკუთარი იურიდიული
პრაქტიკა წამოიწყე, ან პედაგოგად დაიწყე მუშაობა. სულ ასე
ვერ ვიცხოვრებ, – ეს მშვიდი და სერიოზული კილოთი უთხრა
ცოლმა.
სილკეს გონებაში ყველაზე მყარად ცოლის ის ფრაზა ჩარჩა,
რომ მის გარეშე ვერ გაძლებდა. უკვე მერამდენედ გაიკვირვა,
ნეტავ, ასეთ ქალს ჩემისთანა კაცი როგორ შეუყვარდაო. იცოდა,
რომ ადრე თუ გვიან ამ მოთხოვნას წაუყენებდა. ამოიოხრა და
უპასუხა, გპირდებიო.
ნაპირზე სეირნობა განაგრძეს, შემდეგ კი პატარა პარკში,
ხეების ჩრდილში ჩამოსხდნენ. ზღვიდან მონაბერი გრილი ნიავი
ქალს თმას უფრიალებდა. ამ წუთში ის ძალზე ახალგაზრდა და
ბედნიერი ჩანდა. სილკემ იცოდა, რომ მისთვის მიცემულ პირო-
ბას ვერასოდეს დაარღვევდა და სიამაყითაც კი გაიფიქრა, რომ
ცოლმა იმარჯვა და ამ მოთხოვნისათვის საუკეთესო მომენტი შე-
არჩია. ცოლს ქმართან ყოფნა საფრთხეს უქმნიდა. სულელი ქა-
ლის სიყვარული არც სჭირდებოდა. მეორე მხრივ იცოდა, ცოლს
მისი ფიქრები რომ ამოეკითხა, შეძრწუნდებოდა. მისი სიმარჯვე
და გამჭრიახობა შესაძლოა გამიზნული კი არა, ალალი ყოფი-
ლიყო. სილკეს ის არც უნდა განესაჯა, რადგან არც ცოლს განუს-
ჯია ოდესმე მისი საქციელი და არც მისი სიცბიერე შეუნიშნავს.
ფრენკი და სტეის სტურზოები ლოს-ანჯელესში უზარმაზარ
სპორტულ მაღაზიას ფლობდნენ, სახლი სანტა-მონიკაში ჰქონ-
დათ, მალიბუს სანაპიროდან სულ რაღაც ხუთი წუთის სავალზე.
ორივემ ოდესღაც იქორწინა, მაგრამ ოჯახის შექმნაში არც ერთს
არ გაუმართლა, ასე რომ, ამჟამად ერთად ცხოვრობდნენ.
მეგობრებს არ უმხელდნენ, რომ ტყუპი იყვნენ, თუმცა ურთი-
ერთობების სიმსუბუქე და განსაკუთრებული ათლეტიზმი ორივეს
ერთნაირად ახასიათებდა. ფრენკი ძმასთან შედარებით უფრო
ხიბლიანი და ფეთქებადი იყო, სტეისი კი – უფრო გონიერი, თუმ-
ცა თანამოსაუბრეების მოხიბვლა ორივეს ერთნაირად შეეძლო.
ლოს-ანჯელესში ტანვარჯიშის ერთ-ერთ უდიდეს კლუბში და-
დიოდნენ, რომლის დარბაზებიც დიგიტალური ტრენაჟორებით
იყო სავსე, კედლებზე ფართო ტელეეკრანები იყო დამონტაჟებუ-
ლი, რათა ვარჯიშისას დრო უქმად არ დაგეკარგა და სიახლეები-
სათვის გეცქირა. იქვე კალათბურთის მოედანი, საცურაო აუზი და
კრივის რინგიც კი იყო. მწვრთნელები და პერსონალი მოხდენი-
ლი, სპორტული აღნაგობის მამაკაცები და ლამაზი, გარუჯული
ქალები იყვნენ. ძმები ამ კლუბში სავარჯიშოდ და ქალებთან შე-
სახვედრად დადიოდნენ. მათნაირი მამაკაცებისათვის აქაურობა
იდეალურ სანადირო სივრცეს წარმოადგენდა, რადგან აქ ფორ-
მის შესანარჩუნებლად მსახიობი ქალები დადიოდნენ და კინემა-
ტოგრაფისტთა უყურადღებოდ დარჩენილი ცოლებიც აქ იქარ-
ვებდნენ მოწყენილობას.
ძმებს ყველაზე მეტად მაინც კალათბურთის თამაში უყვარ-
დათ. კლუბში კარგი მოთამაშეები დადიოდნენ, ზოგჯერ აქ ლოს--
ანჯელესის გუნდის რეზერვსაც ნახავდით. ფრენკი და სტეისი მათ
სიყოჩაღეში არ ჩამოუვარდებოდნენ. აქაური წარმატებები სიყ-
მაწვილის ტკბილ მოგონებებს უღვივებდათ, როდესაც კოლეჯის
ჩემპიონები იყვნენ, თუმცა ილუზიებს არ იქმნიდნენ. იცოდნენ,
ნამდვილ სპორტში განსაკუთრებულად არ გაუმართლებდათ. ეს
თამაში კი გართობა გახლდათ მათთვისაც და აქ მოსული პრო-
ფესიონალებისთვისაც.
კლუბის რესტორანში მწვრთნელ ქალებს, კლუბის კლიენ-
ტებსა და ზოგჯერ კინოვარსკვლავებსაც კი ხვდებოდნენ. აქ მუ-
დამ კარგ დროს ატარებდნენ, თუმცა ეს მათი ცხოვრების მხო-
ლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა. ფრენკი ადგილობრივი
სკოლის საკალათბურთო გუნდს წვრთნიდა და ამ სამუშაოს დიდი
სერიოზულობით ეკიდებოდა. მუდამ იმედოვნებდა, რომ სპორ-
ტის მომავალ ვარსკვლავს აღმოაჩენდა და ისეთ პიროვნულ
ხიბლს აფრქვევდა, რომ ბავშვები მასზე ჭკუას კარგავდნენ.
ფრენკის წვრთნის თავისებური მეთოდი ჰქონდა. „მაშ, ასე, ოცი
ქულით ხარ ჩამორჩენილი. ახლა პირველი ათი ბურთი კალათში
ჩააგდე. ამას თუ შეძლებ, გაიმარჯვებ კიდეც. ამისთვის შეუპოვ-
რობა და თავდაჯერებაა საჭირო. ჯერ ათი ქულით უკან იქნები,
მერე ხუთით, მერე ანგარიშს გაასწორებ და ბოლოს მოიგებ კი-
დეც. ბოლომდე მიაწექი!“
ცხადია, ეს მეთოდი არ ამართლებდა. ბავშვები არც ფიზიკუ-
რად იყვნენ სათანადოდ მომზადებული, არც შინაგანად, მაგრამ
ფრენკი იმის იმედს იტოვებდა, რომ ნამდვილად ნიჭიერი ბავშვი
მის რჩევას არასოდეს დაივიწყებდა და ეს მომავალში წაადგებო-
და კიდეც.
სტეისი მთელ ყურადღებას მაღაზიას უთმობდა და, გარდა
ამისა, როდესაც ძმებს ნამდვილ სამუშაოს უკვეთდნენ, გადაწყვე-
ტილებებს სწორედ ის იღებდა. რისკი მინიმალური უნდა ყოფი-
ლიყო, ფასი – მაქსიმალური. ყველაფერს ცივი გონებით წონიდა.
ძმებს ის უპირატესობა ჰქონდათ, რომ უთანხმოება იშვიათად
მოსდიოდათ, ერთმანეთს სრულიად ენდობოდნენ და ფიზიკური
მონაცემებითაც მსგავსნი იყვნენ.
ორმოცდასამი შეუსრულდათ, თავიანთი ცხოვრებით კმაყო-
ფილნი იყვნენ, მაგრამ ხშირად ლაპარაკობდნენ იმაზე, კვლავ
ხომ არ ექორწინათ და თავი ოჯახებისთვის დაეთმოთ. ფრენკს
სან-ფრანცისკოში საყვარელი ჰყავდა, სტეისი კი ვეგასელ შოუს
მსახიობს ხვდებოდა, მაგრამ არც ერთმა ქალმა დაქორწინება არ
ისურვა და ძმები მიხვდნენ, რომ ამ მიმართულებით სულ
ტყუილად ელოდნენ შედეგს.
თავიანთი ხიბლისა და ნიჭის წყალობით ურთიერთობებს ად-
ვილად ამყარებდნენ და ბევრ დროს ატარებდნენ ხალხში, თუმცა
დონის მკვლელობის შემდგომი წელიწადი კარჩაკეტილად
გაატარეს. დონისთანა კაცის მოკვლა უსაფრთხო საქმე ნამდვი-
ლად არ გახლდათ.
ნოემბერში სტეისმა, შეთანხმების თანახმად, ჰისქაუს დაურეკა
გასამრჯელოს მეორე ნაწილის გადახდასთან დაკავშირებით.
ხანმოკლედ და შეფარულად ისაუბრეს.
– გაუმარჯოს. დაახლოებით ერთ თვეში ჩამოვალთ. ყველა-
ფერი რიგზეა? – იკითხა სტეისმა.
– ყველაფერი შესანიშნავადაა, – ჰისქაუს ხმაზე ეტყობოდა,
რომ მისმა ზარმა გაახარა, – ყველაფერი მზად მაქვს. უფრო
ზუსტ დროს ხომ ვერ მეტყვი? არ მინდა, მოხვიდეთ და ქალაქი-
დან გასული დაგხვდეთ.
– არ იდარდო, მოგძებნით, – ირონიულად ჩაიცინა სტეისმა,
– ერთი თვე იანგარიშე, – თქვა ეს და ტელეფონი გათიშა.
მათ საქმეში გადახდის მომენტი ხშირად ყველაზე სახიფათო
იყო, რადგან არცთუ იშვიათად, ადამიანებს აღარ სურდათ ფუ-
ლის გაცემა იმისათვის, რაც უკვე გაინაღდეს. ამგვარი რამ ყვე-
ლა საქმეში ხდებოდა. ზოგს მედიდური ამბიციები აწუხებდა და
ფიქრობდა, რით ვარ პროფესიონალზე უარესიო. ჰისქაუს შემ-
თხვევაში ასეთი საფრთხე თითქმის არ არსებობდა, ის მუდამ
საიმედო შუამავალი იყო, მაგრამ დონის მკვლელობა ისეთსავე
განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენდა, როგორსაც მისი სა-
ფასური დოლარებში. ამიტომაც ძმებს არ სურდათ ჰისქაუს მათი
გეგმები ზუსტად სცოდნოდა.
შარშან ძმებმა ჩოგბურთის თამაში დაიწყეს, მაგრამ სპორტის
ამ სახეობაში წარმატება ვერ მოიპოვეს. თავიანთი ათლეტური
ნიჭის პატრონებს, ამ მარცხთან შეგუება გაუჭირდათ, თუმცა აუხ-
სნეს, რომ ჩოგბურთს, უცხო ენასავით, საგანგებოდ და ადრეულ
ასაკში სჭირდება შესწავლა და ის განსაზღვრულ ტექნიკას ემყა-
რება. ძმებმა სამი კვირის განმავლობაში არიზონაში, სკოტსდე-
ილში, რანჩოზე ჩოგბურთის კურსის გავლა გადაწყვიტეს. სწო-
რედ იქიდან გაემგზავრებოდნენ ნიუ-იორკში ჰისქაუსთან. ამ სამი
კვირის განმავლობაში რამდენიმე საღამოს ვეგასში გაატარებ-
დნენ, რომელიც სკოტსდეილიდან მხოლოდ ერთი საათის სა-
ვალზე იყო.
ჩოგბურთის რანჩო საუცხოოდ იყო მოწყობილი. ფრენკი და
სტეისი კონდიციონერით აღჭურვილ ორსაძინებლიან კოტეჯში
დასახლდნენ, რომელსაც ჩუქურთმებით გაწყობილი სასადილო
ოთახი ჰქონდა, აივნიანი სასტუმრო ოთახი და პატარა სამზა-
რეულო. კოტეჯიდან მთებზე ულამაზესი ხედი იშლებოდა, ჰქონ-
დათ კედელში ჩაშენებული ბარი და უზარმაზარი ტელევიზორი.
სწავლის პირველი დღეები მძიმე აღმოჩნდა. მწვრთნელმა
ფრენკის ცხელი დღე აყარა. ტყუპისცალი დამწყებთა ჯგუფში
საუკეთესო იყო და თავისი მძლავრი და არატრადიციული ჩაწო-
დებით დიდად ამაყობდა, მაგრამ მწვრთნელს, რომელსაც სახე-
ლად ლესლი ერქვა, სწორედ ეს მისი გაუწვრთნელი მიწოდება
აღიზიანებდა.
ერთ დილას ფრენკიმ მოწინააღმდეგეს ბურთი ჩააწოდა, მან
ვერ დაიჭირა და საკუთარი თავით კმაყოფილმა ლესლის გადას-
ძახა:
– ხომ მაგარი დარტყმა იყო?
– არა, – მოუჭრა ლესლიმ, – ფეხით ზღვარს გადახვედით.
კიდევ ერთხელ სცადეთ სწორი ჩაწოდება. რასაც თქვენ აკეთებთ,
იმას ჩაწოდება არ ჰქვია.
ფრენკიმ კიდევ ერთხელ გულდაგულ ჩააწოდა.
– ახლა როგორი იყო?
– არაფრად ვარგა. ისევ წინ გამოხვედით, ჩაწოდებაც ყოვ-
ლად უვარგისია. დამწყებისთვის კარგად თამაშობთ, მაგრამ თუ
წესები არ აითვისეთ, არაფერი გამოგივათ.
ფრენკი შინაგანად დუღდა, მაგრამ თავის შეკავებას ცდი-
ლობდა.
– გამოცდილ მოთამაშეს შემაჯიბრეთ და გამომცადეთ, ან,
სჯობს, თვითონვე მეთამაშოთ.
– მე დამწყებებს არ ვეთამაშები, – აგდებით გადახედა ლეს-
ლიმ, მერე იქვე მდგომ ოცდახუთიოდე წლის ქალს მიუბრუნდა
და უთხრა, – როუზი, ეთამაშე მისტერ სტურზოს.
გოგონას მოკლე თეთრი შორტი ეცვა და მოხდენილი გარუ-
ჯული ფეხები ჰქონდა. ვარდისფერ მაისურზე რანჩოს ლოგო
ჰქონდა გამოსახული. ლამაზ სახეზე თამამი გამომეტყველება
აღბეჭდოდა, თმა უკან კუდად შეეკრა.
– ფორა უნდა მომცეთ, – ქათინაურის კილოთი მიმართა მას
ფრენკიმ, – ძლიერი მოთამაშე ჩანხართ. მწვრთნელი ხართ?
– არა, – უპასუხა როუზიმ, – უბრალოდ, პრაქტიკული გაკვე-
თილების ჩატარება მევალება. მწვრთნელი აქ ლესლია.
– მიეცი ფორა, – უთხრა გოგონას ლესლიმ, – შენზე ბევრად
დაბალ დონეზეა.
– ოთხთამაშიან სეტში ორი თამაში რომ დამითმოთ? – უთ-
ხრა ფრენკიმ.
როუზიმ ხალისიანად გაუღიმა.
– არა, ეს არაფერს გარგებთ. ყოველ თამაშში თითო ქულა
უნდა მოითხოვოთ. აი, მაშინ გაქვთ შანსი, თუ ოთხით ორი მოგი-
გეთ, ფრედ ჩაითვლება.
– დავიწყოთ, – ხელი ჩამოართვა ფრენკიმ. ახლოდან გოგო-
ნას სხეულის სურნელი იგრძნო.
– დაგითმოთ? – უეცრად ჩასჩურჩულა როუზიმ.
– არა, – უპასუხა გაოგნებულმა ფრენკიმ, – ამ ფორით ვერ
მომიგებთ.
ლესლი მათ თამაშს თვალს ადევნებდა, ოღონდ შენიშვნები
აღარ მიუცია. ფრენკიმ პირველი ორი თამაში მოიგო, მაგრამ მე-
რე როუზიმ აჯობა. შესანიშნავად „ამიწებდა“ ბურთს და არც
ფრენკის ჩაწოდების აღება უჭირდა. მუდამ სწორედ იქ ჩნდებო-
და, საითაც ფრენკი აწოდებდა და, თუმცა რამდენჯერმე ფრედ
დაასრულეს, საბოლოოდ როუზიმ მაინც 6:2 მოუგო.
– დამწყებისთვის კარგი შედეგი გაქვთ, – უთხრა როუზიმ, –
მაგრამ თამაშის სწავლა გვიან დაიწყეთ, ასე არ არის?
– ასეა, – ფრენკიმ იგრძნო, რომ სიტყვა „დამწყები“ უკვე შეს-
ძულდა.
– პროფესიონალური ჩაწოდება ბავშვობიდან უნდა ისწავლო,
– უთხრა ქალმა.
– ნუთუ? – გაეხუმრა ფრენკი, – აი, ნახავთ, ვიდრე აქედან წა-
ვალ, მოგიგებთ.
როუზის გაეცინა. პატარა სახეზე თვალში საცემად დიდი პირი
გამოუჩნდა.
– ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თქვენს ცხოვრე-
ბაში ყველაზე იღბლიანი დღე ჩემს ყველაზე უიღბლოს დაემ-
თხვა.
ფრენკიმ გადაიხარხარა.
მათ სტეისი მიუახლოვდა, ქალს გაეცნო და უთხრა:
– გთხოვთ, ამ საღამოს ჩვენთან ერთად ივახშმოთ. ვიცი,
ფრენკი არ დაგპატიჟებთ, რადგანაც დაამარცხეთ, მაგრამ ვახ-
შამს ისიც დაესწრება.
– არაფერიც, – გაიპრანჭა როუზი, – სწორედ ახლა აპირებ-
და ჩემს დაპატიჟებას. რვა საათი გაწყობთ?
– შესანიშნავია, – უპასუხა სტეისმა და ფრენკის უკანალზე ჩო-
განი მიარტყა.
– დავესწრები, აბა, რას ვიზამ, – თქვა ფრენკიმ.
რანჩოს რესტორანში ივახშმეს. უზარმაზარ დარბაზს მინის
კედლები ჰქონდა და ყოველი მხრიდან უდაბნოთი და მთებით
იყო შემორკალული. როგორც ფრენკიმ მოგვიანებით გაანდო
სტეისს, როუზი იღბლიანი აღმოჩენა იყო. ორივე ძმას ეპრანჭე-
ბოდა, შესანიშნავად საუბრობდა სპორტზე, იცოდა ყველაფერი
ჩემპიონატებისა და ცნობილი სპორტსმენების შესახებ. კარგი
მსმენელიც იყო და ძმები გულახდილობის ხასიათზეც კი მოიყვა-
ნა. ფრენკიმ ისიც კი უამბო, რომ სკოლის გუნდს წვრთნის და სა-
კუთარი მაღაზიის საუკეთესო სპორტული აღჭურვილობით სარ-
გებლობს. როუზიმ არაჩვეულებრივი კეთილგანწყობით წარმოთ-
ქვა:
– ეს შესანიშნავია, შესანიშნავი.
ძმებმა უამბეს, რომ უმაღლესი სასწავლებლის ჩემპიონები
იყვნენ კალათბურთში.
როუზის მადაც შესანიშნავი ჰქონდა, ძმები კი ქალში ამ თვი-
სებას აფასებდნენ. აუჩქარებლად, კოხტად შეექცეოდა. საკუთარ
თავზე ლაპარაკისას ოდნავ დამცინავად და თან მორცხვად
სჩვეოდა თავის დახრა და ქვემოდან ირიბად ამოხედვა. ნიუ--
იორკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა. საშუალო
შეძლების ოჯახში დაიბადა, თუმცა ევროპა უკვე მოვლილი ჰქონ-
და. კოლეჯში ჩოგბურთის ჩემპიონი ყოფილა, მაგრამ ამ ყველა-
ფერზე რაღაცნაირად, თვითკრიტიკულად საუბრობდა, რამაც
ორივე ძმას აუჩუყა გული. საუბრისას ხან ერთს, ხან მეორეს ხე-
ლისგულით ეხებოდა, თითქოს ფიზიკური კონტაქტი გულახდი-
ლობას უადვილებდა.
– დღემდე არ ვიცი, სწავლას რომ დავამთავრებ, რა უნდა გა-
ვაკეთო, – ამბობდა როუზი, – წიგნიერი ცოდნა კი დავიგროვე,
მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ადამიანების არაფერი გამეგება.
თქვენ საკუთარი თავის შესახებ მიამბობთ, შესანიშნავი ბიჭები
ჩანხართ, მაგრამ მაინც ვერ გამიგია, რას ფიქრობთ, რით ცოც-
ხლობთ...
– ამაზე თავს ნუ იმტვრევთ, – უთხრა სტეისმა, – რასაც ხე-
დავთ, ის ვართ.
– ნურც მე მკითხავთ, – ჩაერთო ფრენკი, – ახლა ერთადერ-
თი საფიქრალი მაქვს – როგორმე კორტზე დაგამარცხოთ.
ვახშმის შემდეგ ძმებმა როუზი მოწითალო თიხის ბილიკით
მის კოტეჯამდე მიაცილეს. გოგომ ორივეს ნაჩქარევად აკოცა
ლოყაზე, მისმა სახემ მთვარის შუქზე უკანასკნელად გაიელვა და
წყვდიადში გაუჩინარდა.
– იშვიათი ვინმეა, – ჩაილაპარაკა სტეისმა.
– იშვიათზე უკეთესი, – უპასუხა ფრენკიმ.

***

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როუზი და ძმები რან-


ჩოზე განუყრელად ატარებდნენ დროს. ჩოგბურთის ვარჯიშის
შემდეგ ერთად თამაშობდნენ გოლფს. გოგონა კარგად თამაშობ-
და, მაგრამ ძმები მაინც სჯობნიდნენ. ბურთს ძალზე შორს ის-
როდნენ ორმოში და, რაკი ფოლადის ნერვები ჰქონდათ, უშეც-
დომოდ უმიზნებდნენ კიდეც. ჩოგბურთის კურსებიდან ერთი შუახ-
ნის მამაკაცი დაჰყვებოდათ გოლფის მინდორზე და, როდესაც
ოთხნი თამაშობდნენ, მუდამ როუზისთან წყვილში ყოფნას ცდი-
ლობდა. ფსონი ერთ ჩაგდებაზე ათი დოლარი იყო. მამაკაცი
კარგად თამაშობდა, მაგრამ მაინც წააგო. ამ თამაშის შემდეგ უნ-
დოდა, საღამოს მათთან ერთად ესადილა, მაგრამ როუზიმ თავა-
ზიანად უთხრა უარი, რამაც ტყუპი არნახულად გაახარა.
– ერთ-ერთი ძმა, სადაცაა ცოლობას მთხოვს და, გთხოვთ,
ხელს ნუ შეგვიშლით, – უთხრა ქალმა დაუპატიჟებელ თაყვანის-
მცემელს.
პირველი კვირის მიწურულს სტეისმა როუზი სექსზე დაიყო-
ლია. იმ საღამოს ფრენკი ვეგასში გაემგზავრა სათამაშოდ და
სტეისისთვის საქმე გაადვილდა. შუაღამისას რანჩოზე რომ დაბ-
რუნდა, სტეისი ოთახში არ დახვდა. დილით ფრენკიმ ჰკითხა:
– როგორი იყო?
– გამორჩეული, – უპასუხა ძმამ.
– გეწყინება, მეც რომ ვცადო ბედი? – ჰკითხა ფრენკიმ.
შემთხვევა განსაკუთრებული გახლდათ. ძმებს მანამდე არა-
სოდეს ჰყოლიათ საზიარო ქალი. სტეისი ჩაფიქრდა. როუზი
ორივე მათგანს იდეალურად ეწყობოდა. სამნი შესანიშნავ დროს
ატარებდნენ, მაგრამ თუ ფრენკი როუზის ვერ მოიხელთებდა, ეს
იდილია გარდაუვალად დაირღვეოდა. ფრენკის შეეძლო მათ
კომპანიაში სხვა გოგო შემოეყვანა, მაგრამ ესეც გააფუჭებდა საქ-
მეს.
– წინააღმდეგი არ ვარ, – უპასუხა სტეისმა ფრენკის.
მომდევნო საღამოს სტეისი გაემგზავრა ვეგასში, ხოლო
ფრენკი როუზისთან დარჩა. როუზის წინააღმდეგობა არ გაუწე-
ვია, საწოლში ვნებიანი და ხალისიანი იყო. სიტუაცია, როგორც
ჩანს, უხერხული სულაც არ ეჩვენებოდა.
მეორე დილით, როცა სამივე ერთად საუზმობდა, ძმები
როუზის თვალს ვერ უსწორებდნენ. მომეტებულად ფორმალუ-
რად და თავაზიანად იქცეოდნენ. იდილია დაირღვა. როუზიმ ერ-
თხანს ლორიანი ერბოკვერცხი მდუმარედ ჩიჩქნა ჩანგლით, ბო-
ლოს საზურგეს მიეყრდნო და ღიმილით უთხრა:
– ბიჭებო, ნუთუ თქვენთან სირთულეები მექნება? მეგონა, მე-
გობრები ვიყავით...
– ორივენი შენზე ჭკუას ვკარგავთ, – გულახდილად მიუგო
სტეისმა, – და არ ვიცით, ამას რა მოვუხერხოთ.
– მე ვიცი, ამას რაც უნდა მოვუხერხოთ, – გაეცინა როუზის, –
მეც ორივე მომწონხართ ძალიან. ერთად მაგარ დროს ვატა-
რებთ. დაქორწინებას არ ვაპირებთ და აქაურობას რომ დავტო-
ვებთ, შეიძლება ერთმანეთი აღარასოდეს ვნახოთ. მე ნიუ--
იორკში დავბრუნდები, თქვენ კი – ლოს-ანჯელესში. მოდით, ნუ
ჩავიმწარებთ სიამოვნებას, თუკი რომელიმე თქვენგანი ბუნებით
ეჭვიანი არ არის. თუ ასეა, მაშინ სექსზე უარი ვთქვათ და ეგ იქნე-
ბა.
ძმებს ერთბაშად მოეხსნათ დაძაბულობა.
– არა, ეჭვიანები არ ვართ და ვიდრე აქაურობას დავტოვებთ,
რადაც უნდა დამიჯდეს, ჩოგბურთში მოგიგებ.
– არაფერი გამოგივა, – მტკიცედ უპასუხა როუზიმ, მაგრამ
ამას რომ ამბობდა, წინ გადმოიხარა და ორივეს ხელები ჩასჭი-
და.
– ამასაც ვნახავთ, – არ დაუთმო ფრენკიმ.
– თითო თამაშში სამ ქულას მოგცემ ფორად, მაგრამ თუ
წააგებ, იცოდე, ეგ ყოყოჩობა აღარ დამანახვო, – უთხრა
როუზიმ.
– ას დოლარს ვდებ როუზიზე, – თქვა სტეისმა.
ფრენკიმ ორივეს მგლურად გაუღიმა. ეჭვი არ ეპარებოდა,
რომ სამქულიანი ფორით მოიგებდა. სტეისს უთხრა:
– ფული გაამზადე.
როუზის ტუჩები ეშმაკური ღიმილით მოერკალა:
– თუ მე მოვიგებ, სტეისი ამაღამ ჩემთან დარჩება.
ძმებმა ხმამაღლა გადაიხარხარეს. ორივეს სიამოვნებდა,
რომ როუზი მთლად უნაკლო არ იყო, ეშმაკობის ოდნავი ელფე-
რი რომ დაჰკრავდა.
კორტზე ფრენკის ვერაფერმა უშველა, ვერც ელვისებურმა
ჩაწოდებამ, ვერც ფორამ. როუზიმ ისეთი ილეთი გამოიყენა,
ფრენკის მანამდე არასოდეს რომ არ ენახა, თამაში 6:0-ით დამ-
თავრდა. დასასრულს როუზიმ ფრენკის ლოყაზე აკოცა და ჩას-
ჩურჩულა:
– ხვალ ღამით ამ დამარცხებას დაგავიწყებ.
სამივემ ერთად ივახშმა, მერე კი როუზიმ, დაპირებისამებრ,
სტეისთან ერთად გაატარა ღამე. მომდევნო კვირა ასე გაგრძელ-
და.
ბოლო დღეს ტყუპმა როუზი აეროპორტში გააცილა.
– გახსოვდეთ, ნიუ-იორკში როცა მოხვდებით, აუცილებლად
დამირეკეთ, – უთხრა როუზიმ. ძმებმა მანამდე უკვე შესთავაზეს,
ნებისმიერ დროს, როცა მოესურვებოდა, ლოს-ანჯელესში
სწვეოდათ. სულ ბოლოს გოგონამ სიურპრიზი მოუწყო. სათითა-
ოდ გაუწოდა პატარა, ლამაზად შეფუთული კოლოფები და ბედ-
ნიერი ღიმილით უთხრა:
– ეს თქვენ, სახსოვრად.
კოლოფებში „ნავახოს“ ორი ერთნაირი ლურჯთვლიანი ბეჭე-
დი იდო.
როცა ძმებმა მოგვიანებით ქალაქის მაღაზიები დაიარეს, ზუს-
ტად ასეთი ბეჭედი სამას დოლარად ნახეს.
– ხომ შეეძლო, უბრალოდ ჰალსტუხები ეჩუქებინა, ან ის სა-
საცილო, ორმოცდაათდოლარიანი კოვბოის ქამრები, – თქვა
ფრენკიმ. ორივე ძალიან ნასიამოვნები დარჩა.
რანჩოზე კიდევ ერთი კვირა რჩებოდათ გასატარებელი, მაგ-
რამ ჩოგბურთი თითქმის აღარ უთამაშიათ. უფრო გოლფით იყ-
ვნენ დაკავებულნი, ან ვეგასში დადიოდნენ, მაგრამ იქ დილამდე
არასოდეს რჩებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ძალზე დიდი იყო წაგე-
ბის ალბათობა გამთენიისას, როცა ყურადღება მოდუნებული
გაქვს და გონებას სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.
სადილის დრო როუზის შესახებ საუბრობდნენ. გოგონაზე ცუ-
დი არც ერთს უთქვამს, თუმცა გულის სიღრმეში ოდნავი ზიზღით
უყურებდნენ, რაკი ორივე მათგანთან ჰქონდა კავშირი.
– სექსისგან სიამოვნებას იღებდა, – შენიშნა ფრენკიმ, – არა-
სოდეს იბუტებოდა, არც უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
– ჰო, განსაკუთრებული გოგოა, – დაეთანხმა სტეისი, – მგო-
ნი, იდეალური ვარიანტი მოვძებნეთ.
– ხომ იცი, ქალები დროთა განმავლობაში ზნეს იცვლიან, –
გააფრთხილა ფრენკიმ.
– რა ვქნათ, ნიუ-იორკში რომ ჩავალთ, დავურეკოთ? – ჰკით-
ხა სტეისმა.
– შენი არ ვიცი, მე კი დავურეკავ, – უთხრა ფრენკიმ.
სკოტსდეილიდან წამოსვლის შემდეგ ერთი კვირა გავიდა,
ძმები რომ მანჰეტენზე, სასტუმრო „შერი-ნეთერლენდში“ დაბი-
ნავდნენ. მეორე დილით მანქანა იქირავეს და ჯონ ჰისქაუს
ლონგ-აილენდზე ესტუმრნენ. მისი სახლის წინ რომ გაჩერდნენ,
ჰისქაუ კალათბურთის მოედანს თოვლისაგან ასუფთავებდა. მას-
პინძელმა სალმის ნიშნად ხელი აუწია და ანიშნა, მანქანა გარაჟ-
ში შეეყვანათ. თავად გარეთ ეყენა მანქანა. ფრენკი მაშინვე გად-
მოხტა და ვიდრე სტეისს მანქანა შეჰყავდა, ჰისქაუს ხელი ჩამო-
ართვა, სინამდვილეში კი რაიმე საფრთხის შემთხვევაში სახლის
პატრონის გვერდით დგომა უნდოდა.
ჰისქაუმ სახლის კარი შეაღო და სტუმრები შეიპატიჟა.
– ყველაფერი მზად მაქვს, – უთხრა ჰისქაუმ და მეორე სარ-
თულზე საძინებელში აიყვანა. იქ ვეებერთელა ჩემოდანი გახსნა
და ექვსი დუიმის სისქის რეზინით გადაჭერილი ფულის შეკვრები
უჩვენა. სტეისმა ისინი სათითაოდ გადმოყარა საწოლზე. შემდეგ
ძმებმა ყოველი შეკვრა გულდაგულ გადასინჯეს, რათა იმაში
დარწმუნებულიყვნენ, რომ არც ერთი კუპიურა არ იყო ყალბი და
რომ ყველა ასდოლარიანი იყო. მხოლოდ ერთ შეკვრაში დაით-
ვალეს კუპიურები და ასზე გადაამრავლეს. მერე ფული ტყავის
ჩანთაში ჩააწყვეს და საქმეს რომ მორჩნენ, ჰისქაუს ახედეს. ის
ღიმილით ადევნებდა თვალს.
– ვიდრე წახვიდოდეთ, ყავა მიირთვით.
– გმადლობ, – უთხრა სტეისმა, – რამე ამბავი ხომ არ გაქვს
მოსაყოლი? ყველაფერი რიგზეა?
– აბსოლუტურად ყველაფერი რიგზეა, – დაამშვიდა ჰისქაუმ,
– ოღონდაც მაინცდამაინც თვალში საცემად ნუ შეუდგებით ფუ-
ლის ხარჯვას.
– რას ამბობ, სიბერისთვის შემოვინახავთ, – უპასუხა ფრენკიმ
და ორივე ძმას გაეცინა.
– მის შვილებს ხმაური არ აუტეხავთ? – იკითხა ფრენკიმ.
– დონმა ისინი პატიოსან ადამიანებად გაზარდა. სიცი-
ლიელებისა არაფერი სცხიათ. გამორჩეულად წარმატებული, თა-
ნაც კანონმორჩილი პროფესიონალები არიან. ის უხარიათ, რომ
მამის მკვლელობას მათ არავინ აბრალებს.
ძმებმა გადაიხარხარეს და ჰისქაუმაც გაიღიმა. ხუმრობა გა-
მოუვიდა.
– მიკვირს კიდეც, – თქვა სტეისმა, – ასეთი დიდი კაცის
მკვლელობამ ასე უხმაუროდ როგორ ჩაიარა.
– ასეა თუ ისე, წელიწადია გასული და ყველაფერი რიგზეა, –
თქვა ჰისქაუმ.
ძმებმა ყავა მოამთავრეს და ჰისქაუს ხელი ჩამოართვეს.
– აბა, თქვენ იცით, – დაემშვიდობა ჰისქაუ, – ოდესმე კიდევ
დაგირეკავთ.
– აუცილებლად, – უთხრა ფრენკიმ.
ქალაქში დაბრუნებისთანავე ძმებმა ფული საზიარო სადეპო-
ზიტო ყუთში შეინახეს, სახარჯოდაც კი არაფერი დაიტოვეს. ამის
შემდეგ სასტუმროში დაბრუნდნენ და როუზის დაურეკეს.
გოგონა გაოცდა და გაუხარდა კიდეც, ასე მალე რომ შეეხ-
მიანენ. ხმაში მღელვარება ემჩნეოდა, როცა უთხრა, ახლავე ჩემ-
თან მოდით, ნიუ-იორკს გიჩვენებთო. იმავე საღამოს ბინაში
მიაკითხეს, როუზი სასმლით გაუმასპინძლდა, ამის შემდეგ კი
რესტორანი და თეატრი ელოდათ.
როუზიმ ძმები „ლე სირკში“ წაიყვანა და გამოუცხადა, ეს ნიუ--
იორკში საუკეთესო რესტორანიაო. აქ მართლაც შესანიშნავი
საჭმელი დახვდათ და ფრენკის თხოვნით უგემრიელესი სპაგეტიც
კი მოუხარშეს, თუმცა ის მენიუში შეტანილი არ ყოფილა. ძმებს
ვერც კი წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა მათი საყვარელი
კერძები რესტორანშიც ისევე გემრიელი ყოფილიყო, როგორც
შინ. ისიც შენიშნეს, რომ მეტრდოტელი როუზის განსაკუთრებუ-
ლი პატივისცემით ეპყრობოდა და ეს ძალიან ესიამოვნათ. რო-
გორც ყოველთვის, არაჩვეულებრივი დრო ატარეს, როუზი გა-
მუდმებით სთხოვდა, თავიანთი ამბები მოეთხროთ. ძმებს ის ძა-
ლიან ლამაზი მოეჩვენათ, ალბათ იმიტომაც, რომ გამოსასვლე-
ლი ტანისამოსით პირველად ნახეს.
ყავას რომ სვამდნენ, ძმებმა როუზის საგანგებოდ შერჩეული
საჩუქარი მიართვეს, რომელიც იმ დილით „ტიფანიში“ იყიდეს და
ხავერდისსარჩულიან კოლოფში შეაფუთვინეს. საჩუქარი ოქროს
სადა ძეწკვი იყო, ბრილიანტებით გაწყობილი თეთრი პლატინის
მედალიონით.
– მე და სტეისმა ხარჯები გავიყავით და ეს ერთობლივად გი-
ყიდეთ, – უთხრა ფრენკიმ.
როუზი გაოგნდა. სიხარულისგან თვალები დაენამა და გაუბ-
რწყინდა. ძეწკვი თავზე ჩამოიცვა, ისე, რომ მედალიონი მკერდის
ღარში ჩაუცურდა. მერე სათითაოდ ორივეს აკოცა. ტუჩებზე ოდ-
ნავ შეახო ტუჩები, რომლებსაც თაფლის სურნელი ასდიოდა.
ძმებმა ერთხელ როუზის უთხრეს, რომ არასოდეს უნახავთ
ბროდვეიზე მუსიკალური სპექტაკლი, ამიტომაც შემდეგ საღამოს
გოგონამ ისინი „განკიცხულებზე“ წაიყვანა. წინასწარ დაჰპირდა,
ძალიან მოგეწონებათო. მართლაც მოეწონათ, რამდენიმე
ნიუანსს თუ არ ჩავთვლით. სპექტაკლის შემდეგ როუზის ბინაში
ფრენკიმ თქვა:
– ვერ დავიჯერებ, რომ გმირმა პირველივე შანსი არ გა-
მოიყენა იმ პოლიციელის, ჟავერის მოსაკლავად.
– ეს ხომ მიუზიკლია, ძმაო, – აუხსნა სტეისმა, – მიუზიკლი
ფილმშიც კი არ ჰგავს ცხოვრებას. ეს მისი დანიშნულება სულაც
არ არის.
– ეგ არაფერ შუაშია, – შეეკამათა როუზი, – უბრალოდ, აქ
ნაჩვენებია, რომ ჟან ვალჟანი პატიოსან გზაზე დადგა. ეს ადა-
მიანის გამოსწორების ამბავია. ცოდვა ჩაიდინა, მოიპარა, მაგრამ
ბოლოს და ბოლოს კვლავ შეურიგდა საზოგადოებას.
– მოიცა, მოიცა, – აღშფოთდა მუდამ დინჯი სტეისი, – ამ ტიპ-
მა ქურდობით დაიწყო, ხოლო ერთხელ თუ იქურდე, სამუდამოდ
ქურდად დარჩები. ასე არ არის, ფრენკ?
ახლა როუზიც გაცხარდა:
– ჟან ვალჟანისთანა კაცზე არც ერთს არანაირი წარმოდგენა
არ გაქვთ! ძმებმა უკან დაიხიეს, როუზიმ კი ჩვეული ხალისიანი
ღიმილი შეანათა და ჰკითხა: – ამაღამ რომელი რჩებით?
პასუხი რომ დააყოვნეს, მოუთმენლად ჩაეკითხა:
– გადაწყვიტეთ, რომელი? ორივეს ვერ დაგტოვებთ, რიგრი-
გობით მოგიწევთ ჩემთან ყოფნა.
– შენ რომელი გინდა? – ჰკითხა ფრენკიმ.
– ორივე მიყვარხართ.
– ამაღამ შინ მე წავალ, – საბოლოოდ თქვა ფრენკიმ, რად-
გან გოგონასთვის უნდოდა ეჩვენებინა, რომ მისით მოჯადოებუ-
ლი არ იყო.
როუზიმ ფრენკი გადაკოცნა და კარამდე მიაცილა. სულ ბო-
ლოს ჩასჩურჩულა:
– ხვალ განსაკუთრებულად გასიამოვნებ.
ექვსი დღე გაატარეს ერთად. დღის საათებში როუზი თავის
დისერტაციაზე მუშაობდა, მაგრამ საღამოობით მუდამ ეცალა.
ერთხელ ძმებმა გოგონა საღამოს საკალათბურთო თამაშის
სანახავად წაიყვანეს, რომელშიც ლოს-ანჯელესის კლუბი მონა-
წილეობდა და დიდად გაიხარეს, როდესაც შეატყვეს, რომ
როუზი ამ სპორტის ყველა ნიუანსს სათანადოდ აფასებდა. შემ-
დეგ დელიკატესების რესტორანში ივახშმეს, სადაც როუზიმ ამ-
ცნო, რომ ხვალ, შობის წინადღეს, ერთი კვირით ტოვებდა ქა-
ლაქს. ძმებმა ივარაუდეს, რომ ის შობას თავის ოჯახთან ერთად
ხვდებოდა, მაგრამ მათი ნაცნობობის მანძილზე პირველად შეატ-
ყვეს გოგონას დაღონება.
– არა, შობას მარტო შევხვდები, ქალაქგარეთ, ჩემი ოჯახის
სახლში. ასე დავგეგმე – მთელი ამ სულელური საშობაო ტრადი-
ციების ნაცვლად მემეცადინა და ჩემი ცხოვრება მომეწესრიგები-
ნა.
– კი, მაგრამ რა გიშლის ხელს, გეგმა შეცვალო და შობა
ჩვენთან ერთად გაატარო? ლოს-ანჯელესში დასაბრუნებელ ბი-
ლეთებს გადავცვლით, – უთხრა ფრენკიმ.
– არ შემიძლია, – უპასუხა როუზიმ, – სამეცადინო მაქვს, იქ
კი საამისოდ ყველაზე მოსახერხებელი ადგილია. იქ ახლა არა-
ვინ იქნება.
– როგორ, სულ მარტო უნდა იყო? – გაიკვირვა სტეისმა.
– ჰო. აი, ასეთი ბაიყუში ვარ, – თავი დახარა როუზიმ.
– რა იქნება, ჩვენ რომ ორი დღით წაგყვეთ? – შესთავაზა
ფრენკიმ, – შობის მეორე დღესვე უკან დავბრუნდებით.
– ჰო, – აჰყვა სტეისი, – ცოტაოდენი სიმშვიდე და განმარ-
ტოება არც ჩვენ გვაწყენს.
– მართლა?! – როუზის სიხარულისგან სახე გაუცისკროვნდა,
– რა მაგარია! საშობაოდ შეგვიძლია თხილამურებით ვის-
რიალოთ. ჩემი სახლიდან ნახევარი საათის სავალზე სათხილა-
მურო ტრასაა. საშობაო სადილს მოვამზადებ, – წამით დადუმდა
და მერე არცთუ თავდაჯერებულად წარმოთქვა, – მაგრამ დამ-
პირდით, რომ შობის მერე წახვალთ. მართლა მაქვს სამეცადი-
ნო.
– ჩვენც ლოს-ანჯელესში გვეჩქარება, – დაამშვიდა სტეისმა,
– იქ ბიზნესი გველოდება.
– ღმერთო! როგორ მიყვარს ეს ბიჭები! – შესძახა როუზიმ.
სტეისმა ვითომ სხვათა შორის თქვა:
– ამას წინათ მე და ფრენკი იმაზე ვლაპარაკობდით, რომ ევ-
როპაში არასოდეს ვყოფილვართ. ვიფიქრეთ, ამ ზაფხულს სწავ-
ლას რომ მორჩები, სამივენი ერთად წავსულიყავით. სულ ერთი--
ორი კვირით. შენ ექსკურსიამძღოლობას გაგვიწევდი, ყველა-
ფერს საუკეთესოდ აგვიხსნიდი. შენთან ერთად მაგარ დროს გა-
ვატარებთ.
– ჰო, უშენოდ ვერ წავალთ, გამორიცხულია, – კვერი დაუკრა
ფრენკიმ და სამივეს გაეცინა.
– ეს მართლაც შესანიშნავი იდეაა, – გაუხარდა როუზის, –
ლონდონს, პარიზსა და რომს გაჩვენებთ. ვენეცია ჭკუიდან შეგ-
შლით! იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათ. მაგრამ, ბიჭებო,
ზაფხულამდე ჯერ ძალიან დიდი დროა. ვიცი, იმ დროისთვის
სხვა ქალებს გამოეკიდებით.
– შენ გარდა სხვა არავინ გვინდა, – მრისხანედ გამოცრა
ფრენკიმ.
– როცა დამირეკავთ, მზად ვიქნები, – უპასუხა როუზიმ.
23 დეკემბრის დილით როუზიმ ტყუპს სასტუმროში გაუარა და
ვეებერთელა „კადილაკით“ წაიყვანა. საბარგულში მისი უზარმა-
ზარი ჩემოდნები და ჭრელი ქაღალდით შეფუთული საჩუქრები
ეწყო, რასაც ძმების შედარებით მომცრო ზომის ბარგიც დაემატა.
სტეისი უკანა სავარძელში მოთავსდა, როუზის გვერდით ად-
გილი ფრენკის დაუთმო. რადიოში მუსიკა უკრავდა და ერთი
საათის განმავლობაში არც ერთს ხმა არ ამოუღია.
საუზმისას, ვიდრე როუზის ელოდებოდნენ, ძმებს გულახდი-
ლი საუბარი ჰქონდათ. სტეისმა შენიშნა ფრენკის რაღაც რომ
აწუხებდა, უთქმელობა კი ტყუპს არ ახასიათებდა.
– ამოღერღე, – უთხრა ძმას სტეისმა.
– სწორად გამიგე. კი არ ვეჭვიანობ, მაგრამ შეგიძლია, ვიდ-
რე იქ ვიქნებით, როუზის ხელი არ ახლო? – უხერხულად ამოთ-
ქვა ფრენკიმ.
– კარგი, – დაუთმო სტეისმა, – ვეტყვი, ვეგასში ტრიპერი
ამკიდეს-მეთქი.
ფრენკის გაეღიმა.
– ეგ ცოტათი ზედმეტიცაა. უბრალოდ, მინდა ვცადო, რა გა-
მოვა, მხოლოდ ჩემი თუ იქნება. ან, თუ გინდა, მე შევეშვები და
შენი იყოს.
– ფეთიანი ხარ. ყველაფერს გააფუჭებ, – გააფრთხილა სტე-
ისმა, – დაფიქრდი, მისთვის ძალა არ დაგვიტანებია, ეს ვითარე-
ბა თვითონვე აირჩია, ესე იგი, ასე უნდა. მგონი, ასე ჩვენთვისაც
უკეთესია.
– მაინც ცოტა ხნით მინდა მხოლოდ მე ვცადო, – არ დაუთმო
ფრენკიმ.
– რა გაეწყობა, მე ხომ უფროსი ძმა ვარ და შენზე ზრუნვა მი-
წევს.
ეს მათი საყვარელი ხუმრობა გახლდათ. მართლაც, ისეთი
შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს სტეისი ათი წუთით კი არა,
რამდენიმე წლით იყო ფრენკიზე უფროსი.
– ხომ იცი, ორ წუთში მიგიხვდება, – განაგრძო სტეისმა, –
როუზი ძალიან ჭკვიანი გოგოა და არ გამოეპარება, რომ შეგიყ-
ვარდა.
ფრენკი გაოგნებით მიაშტერდა ძმას.
– შემიყვარდა? აი, თურმე რა მჭირს! ამის დედაც!
ორივეს გაეცინა.
მანქანა ქალაქს გასცდა და უკვე უესტჩესტერის ველზე მიგო-
რავდა. დუმილი ფრენკიმ დაარღვია.
– ამდენი თოვლი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ნეტავ აქ
ხალხი როგორ ცხოვრობს.
– სამაგიეროდ, აქ ცხოვრება იაფია, – უთხრა როუზიმ.
– კიდევ რამდენი ხანი დაგვრჩა? – იკითხა სტეისმა.
– დაახლოებით, საათ-ნახევარი, – უპასუხა როუზიმ, – ხომ არ
გაგიჩეროთ, ბიჭებო?
– არა, ბარემ მივიდეთ, – უპასუხა ფრენკიმ.
– მოვითმენთ. შენ თვითონ თუ არ გიჭირს, – უთხრა სტეისმა
როუზის.
როუზიმ თავი გააქნია. დიდი შემართებით იჯდა საჭესთან და
დათოვლილ მიდამოს წამდაუწუმ ავლებდა გამჭოლ მზერას.
ერთი საათის შემდეგ პატარა ქალაქში შევიდნენ.
– თხუთმეტიოდე წუთიც და შინ ვართ.
მანქანა ციცაბო აღმართს აუყვა და სპილოსავით რუხ დიდ
შენობასთან გაჩერდა. სახლის გარშემო თოვლით დაფარული
მინდვრები გაშლილიყო, რომელსაც არც ადამიანის, არც მანქა-
ნის ნაკვალევი არ ემჩნეოდა.
როუზიმ მანქანა პარმაღთან გააჩერა, ძმები გადმოვიდნენ.
ქალმა ბარგი და საჩუქრები აჰკიდა და უთხრა:
– შედით, კარი დაკეტილი არ არის. აქ არასოდეს ვიკეტებით.
ფრენკი და სტეისი კიბეზე ავიდნენ და ბარგით დატვირთუ-
ლებმა კარი გაჭირვებით გააღეს. უზარმაზარ დარბაზში აღმოჩ-
ნდნენ, რომლის კედლებიც ნადირის თავებით იყო მორთული,
გამოქვაბულისხელა ბუხარში კი ცეცხლი ენთო.
უეცრად „კადილაკის“ ძრავის ღრიალი მოესმათ და დარბა-
ზის ორ შესასვლელ კარში ექვსი მამაკაცი გამოჩნდა. ყველას
თოფები ეკავა, მათმა მეთაურმა კი, ულვაშიანმა ზორბა კაცმა
ოდნავი აქცენტით წარმოთქვა:
– არ გაინძრეთ. ბარგი ძირს არ დაყაროთ.
იმავე წუთს ძმებმა ტანზე თოფის ლულების შეხება იგრძნეს.
სტეისი მაშინვე ყველაფერს მიხვდა, ხოლო ფრენკი პირველ
წამს როუზის გამო აღელდა. ოცდაათიოდე წამი დასჭირდა, რა-
თა „კადილაკის“ ძრავის ხმა და დარბაზში მომხდარი ერთმანეთ-
თან დაეკავშირებინა და მიმხვდარიყო, რომ როუზი იქ აღარ
იყო. სიმართლის გააზრება ალბათ ყველაზე უსიამო წუთი გახ-
ლდათ მის ცხოვრებაში. როუზი სატყუარა ყოფილა.
შობის წინა საღამოს ასტორე ნიკოლის ბინაში წვეულებას
დაესწრო, რომელზეც ნიკოლს კოლეგები და საქველმოქმედო
ორგანიზაციების წევრები ჰყავდა მიწვეული, მათ შორის, თავისი
უძვირფასესი პირმშოს, სიკვდილით დასჯასთან ბრძოლის საზო-
გადოების წევრებიც.
ასტორეს უყვარდა წვეულებები. სიამოვნებით ებაასებოდა იმ
ადამიანებს, რომლებსაც, იცოდა, ვეღარასოდეს ნახავდა და
რომლებიც მისგან საკმაოდ განსხვავდებოდნენ. ზოგჯერ საინტე-
რესო ქალებს გაიცნობდა ხოლმე და მათთან ხანმოკლე კავშირს
ამყარებდა. იმის იმედს არ კარგავდა, რომ ვინმე ნამდვილად შე-
უყვარდებოდა, მაგრამ ეს არა და არ ხდებოდა. ამ საღამოს ნი-
კოლმა მათი ძველი, ბავშვური სიყვარული მოაგონა, დამცინავად
კი არა, კეთილი ღიმილით.
– გული ჩამწყდა, როცა მამაჩემს დაემორჩილე და ევროპაში
წახვედი, – გამოუტყდა ნიკოლი.
– მაგრამ ამან სხვა ბიჭებთან შეხვედრაში ხელი არ შეგიშა-
ლა, – შენიშნა ასტორემ.
გაუგებარი მიზეზით ნიკოლი დღეს რაღაც განსაკუთრებუ-
ლად ეალერსებოდა. ხან პატარა გოგონასავით ჩასჭიდებდა
ხელს, ხან ტუჩებში კოცნიდა, ხანაც ისე ეკვროდა, თითქოს შიშობ-
და, კვლავაც არ მიმატოვოსო.
ასტორე შეშფოთდა. ძველი სინაზე და ვნება წამოეშალა,
მაგრამ ესმოდა, ახლანდელ ვითარებაში ნიკოლთან ურთიერ-
თობის განახლება საბედისწერო შეცდომა იქნებოდა, რადგან
სწორედ ახლა მოუწევდა რთული გადაწყვეტილებების მიღება.
ბოლოს ნიკოლმა სტუმრების ერთ ჯგუფთან მიიყვანა და გააცნო.
ამ საღამოს ცოცხალი ჯგუფი უკრავდა და ნიკოლმა ასტორეს
სთხოვა, ემღერა. ასტორე სიმღერაზე უარს არასოდეს ამბობდა.
ერთად შეასრულეს იტალიური სასიყვარულო ბალადა.
ნიკოლი ტანზე მიეკრო, გამჭოლი მზერა ესროლა, თითქოს
სულში ჩახედვას ლამობს და იქ რაღაცის ამოცნობას ცდილობ-
სო. მერე აკოცა და მოსცილდა.
საღამოს ბოლოსთვის ნიკოლს მისთვის სიურპრიზი მოემზა-
დებინა. ერთ-ერთ სტუმართან, ლამაზ, რუხთვალება ქალთან მი-
იყვანა.
– ასტორე, ეს ჯორჯეტ სილკეა, სიკვდილით დასჯის საწინა-
აღმდეგო საზოგადოების თავმჯდომარე. მასთან ხშირად მიწევს
თანამშრომლობა.
ჯორჯეტმა ხელი ჩამოართვა და სიმღერა შეუქო.
– ახალგაზრდა დინ მარტინს მაგონებთ.
– გმადლობთ, – უთხრა ნასიამოვნებმა ასტორემ, – მარტინს
ვეთაყვანები, მისი სიმღერები სულ ზეპირად ვიცი.
– ის ჩემს მეუღლესაც ძალიან უყვარს, – უთხრა ჯორჯეტმა, –
მისი მუსიკა მიყვარს, მაგრამ ის კი არ მომწონს, ქალებს როგორ
ეპყრობა.
ასტორემ ამოიოხრა. იცოდა, რაც უნდა ეპასუხა, კამათიდან
დამარცხებული გამოვიდოდა. გამოცდილი მეომარივით მაინც
შეუტია:
– მართალს ბრძანებთ, მაგრამ ხელოვანი ადამიანისგან უნდა
გავმიჯნოთ.
ჯორჯეტი ასტორეს თავაზიანობამ გაახალისა.
– რატომ უნდა გავმიჯნოთ? – ცალყბად გაიღიმა ქალმა, –
არა მგონია, ამგვარი საქციელის წაქეზება ღირდეს.
ასტორემ იგრძნო, რომ ჯორჯეტი ამ საკითხში დათმობაზე
წასვლას არ აპირებდა, ამიტომაც კამათის ნაცვლად დინის ერთ--
ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბალადა წაიმღერა. მელო-
დიას ტანის რხევაც ააყოლა, ქალს თვალებში ჩახედა და ქალსაც
უნებლიეთ გაეღიმა.
– კარგი, ვაღიარებ, რომ შესანიშნავი სიმღერები აქვს, მაგ-
რამ დანაშაულს ასე იოლად მაინც არ შევარჩენ.
შემდეგ ასტორეს მხარზე რბილად შეეხო და სხვებთან გა-
დაინაცვლა. ახალგაზრდა კაცი საღამოს ბოლომდე ამ ქალს
ადევნებდა თვალს. შენიშნა, რომ ის საკუთარი სილამაზის ხაზ-
გასმას არ ცდილობდა, ამასთან, ბუნებრივი მოხდენილობა და
ისეთი უსაზღვრო სიკეთე ახასიათებდა, სილამაზის ყველა საც-
დურს რომ აბათილებდა. დარბაზში მყოფი ყველა მამაკაცის
მგავსად, ასტორეც სულ ცოტათი გამიჯნურდა. თუმცა, ქალს ეტ-
ყობოდა, რომ აზრადაც არ მოსდიოდა, თუ რა შთაბეჭდილებას
ტოვებდა ადამიანებზე. კეკლუცობის მისხალიც კი არ გააჩნდა.
ამ დროისათვის ასტორეს უკვე წაეკითხა მარკანტონიოს დო-
კუმენტური ჩანაწერები სილკეს შესახებ. იცოდა, რომ ეს ადამიანი
საქმეში დაუღალავი და შეუპოვარი იყო და ისიც იცოდა, რომ
ცოლს მთელი გულით უყვარდა. მთელი საიდუმლოც სწორედ ეს
გახლდათ.
წვეულება გრძელდებოდა, როცა ნიკოლმა ყურში ჩასჩურჩუ-
ლა, მისაღებ ოთახში ოლდო მონზა გელოდებაო.
– ვწუხვარ, ნიკოლ, უნდა წავიდე, – უთხრა ასტორემ.
– კარგი. არადა, იმედი მქონდა, ჯორჯეტს უკეთ გაიცნობდი.
ის უჭკვიანესი და უპატიოსნესი ქალია, ვისაც კი ვიცნობ.
– ჰო, ლამაზია, – ჩაილაპარაკა ასტორემ და საკუთარმა გუ-
ლუბრყვილობამ გააკვირვა. ერთადერთი შეხვედრის შემდეგ უკვე
ფანტაზიებს აჰყოლოდა.
მისაღებ ოთახში ოლდო მონზა მოუხერხებლად იჯდა ნიკო-
ლის ციცქნა, მეტისმეტად ნატიფ ანტიკვარულ სკამზე. ასტორეს
შემოსვლისთანავე წამოხტა და ჩასჩურჩულა:
– ტყუპი დავიჭირეთ. შენღა გელოდებიან.
ასტორეს გული ჩასწყდა. ახლა იწყებოდა კიდევ ერთი გა-
მოცდა.
– იქამდე რამდენი ხნის სავალია?
– სამ საათს მაინც მოვუნდებით.
ასტორემ მაჯის საათს დახედა. თერთმეტის ნახევარი იყო.
– წავიდეთ.
გარეთ გავიდნენ და სუსხიანი ჰაერი შეისუნთქეს. ქუჩა და მან-
ქანები თოვლის ქულებს დაეფარა. მონზა ვეებერთელა „ბიუიკით“
მოსულიყო.
მონზა საჭეს მიუჯდა, ასტორე მის გვერდით ჩაჯდა. ციოდა.
მონზამ სალონის გამათბობელი ჩართო. მანქანა თანდათან თამ-
ბაქოსა და ღვინის სუნით სავსე ღუმლად გადაიქცა.
– დაიძინე, – ურჩია მონზამ ასტორეს, – წინ შორი გზა და
მძიმე ღამე გველოდება.
ასტორემ სხეული მოადუნა და გონება ზმანებებს მიანდო.
გზაზე ფანტელები ეცემოდა. მოაგონდა სიცილიის მზიანი ხვატი
და ის თერთმეტი წელიწადი, რომლის განმავლობაშიც დონი მას
ამ უკანასკნელი მოვალეობისათვის ამზადებდა. იცოდა, ბედისწე-
რას ვერ დაუსხლტებოდა.
ასტორე ვაიოლა თექვსმეტი წლის იყო, როცა ბიძამ ლონ-
დონში გაუშვა სასწავლებლად. ეს არავის გაჰკვირვებია. დონმა
თავისი შვილებიც კერძო სკოლებსა და კოლეჯებში გაამწესა,
არა მხოლოდ იმიტომ, რომ მტკიცედ სწამდა განათლებისა, არა-
მედ სურდა, ისინი თავისი საქმიანობისგან სრულიად გაემიჯნა.
ლონდონში ასტორე სიცილიიდან კარგა ხნის წინ წამოსულ
შეძლებულ წყვილთან ცხოვრობდა. მათ ეტყობოდათ, რომ შესა-
ნიშნავად მორგებოდნენ ინგლისში ცხოვრებას. შუახნის უშვილო
ცოლ-ქმარს თავიანთი გვარი პრიოლა ბრიტანული პრაიორით
შეეცვალათ. აბსოლუტურად დამსგავსებოდნენ ინგლისელებს,
სახეები უამინდობისგან გაფერმკრთალებოდათ, ტანისამოსი და
ქცევაც სრულებით არასიცილიური ჰქონდათ. მისტერ პრაიორი
სამსახურში შავი „ქვაბისებრი“ ქუდითა და ქოლგით დადიოდა, მი-
სის პრაიორი, ინგლისელი მანდილოსნების მსგავსად, ყვავილე-
ბიან კაბებსა და ფუშფუშა ქუდებს ატარებდა.
მმიუხედავად ამისა, ოჯახში მაინც მშობლიურ ტრადიციებს
ინარჩუნებდნენ. მისტერ პრაიორს შინ ფართხუნა შარვალი და
უსაყელო შავი პერანგი ეცვა, მის მეუღლეს – უფორმო შავი კაბა.
კერძებსაც იტალიურს ამზადებდა. ერთმანეთს მარისას და ზუს
ეძახდნენ.
მისტერ პრაიორი აღმასრულებელ დირექტორად მსახურობ-
და კერძო ბანკში, რომელიც პალერმოს ერთ-ერთ დიდ ბანკს ექ-
ვემდებარებოდა. ასტორეს ისე ეპყრობოდა, როგორც საყვარელ
ნათესავს, თუმცა მასთან დისტანციას ინარჩუნებდა. მისის
პრაიორი კეთილი ბებიის მსგავსად გულითადად აპურებდა.
მისტერ პრაიორმა ასტორეს სოლიდური ყოველთვიური სტი-
პენდია დაუნიშნა. მისი განათლების თაობაზე ლონდონთან ახ-
ლოს ერთ მცირე უნივერსიტეტს შეუთანხმდა, რომლის პრო-
ფილს საბანკო საქმის გარდა ხელოვნებაც წარმოადგენდა. ას-
ტორე სწავლის პროცესში ჩაერთო, თუმცა სიამოვნებას მხო-
ლოდ დრამატული ხელოვნებისა და სიმღერის კურსებზე იღებ-
და. ცხრილი ისეთნაირად შეადგინა, რომ ძირითადად მუსიკისა
და ისტორიის შესწავლით იყო დაკავებული. სწორედ იქ, ლონ-
დონში, აღმოაჩინა მელიებზე ნადირობის ეშხი და სილამაზე. იმ-
დენად ნადირის დევნამ კი არ გაიტაცა, რამდენადაც წარმტაცმა
სანახაობამ, ფერთა შეხამებამ; მელიის წითურმა ბეწვმა, ძაღლე-
ბის სიყავისფრემ და ცხენების სიშავემ.
დრამატულ კურსზე თანატოლი გოგონა, როუზი კონერი გა-
იცნო. განსაკუთრებული სილამაზის პატრონი იყო – ახალგაზ-
რდებისთვის მომაკვდინებელი რომაა, ხნიერი მამაკაცებისთვის
კი – სახიფათო. ნიჭიერიც იყო და ჯგუფის დადგმებში წამყვან
როლებს ასრულებდა. ასტორე, პირიქით, მცირე როლებზე გაამ-
წესეს. ლამაზი ჭაბუკი იყო, მაგრამ ხასიათის რაღაც თავისებურე-
ბა მაყურებლისათვის გულის გახსნაში უშლიდა ხელს. როუზის
მსგავსი პრობლემა არ ჰქონდა. თავი ისე ეჭირა, რომ ყველასათ-
ვის გახსნილი და ხელმისაწვდომი ჩანდა.
სიმღერის კლასშიც ერთად დადიოდნენ და როუზი ასტორეს
სიმღერით მოიხიბლა. თუმცა მასწავლებელი როუზის აღფრთო-
ვანებას არ იზიარებდა და ურჩია კიდეც ასტორეს, მუსიკისთვის
თავი დაენებებინა. მისი ხმა სასიამოვნო ტემბრის გარდა არაფ-
რით გამოირჩეოდა, მაგრამ ყველაზე უარესი ის იყო, რომ სრუ-
ლებით არ გააჩნდა მუსიკალური სმენა და ალღო.
ორი კვირაც არ იყო გასული, რომ უკვე საყვარლები გახ-
დნენ. პირველი ნაბიჯი როუზიმ გადადგა, თუმცა ამ დროისთვის
ასტორე უკვე თავდავიწყებით იყო შეყვარებული მასზე. ისე, რო-
გორც მხოლოდ თექვსმეტი წლის ბიჭს შეუძლია სიყვარული. ნი-
კოლი სრულებით გადაავიწყდა. როუზი იმდენად ვნებიანი არ
ჩანდა, რამდენადაც ხალისიანი, სიცოცხლით სავსე; ასტორეს აღ-
მერთებდა, საწოლში უშრეტ ენერგიას აფრქვევდა და გულუხვიც
იყო. მათი ურთიერთობის დაწყებიდან ერთი კვირა იყო გასული,
როცა ძვირფასი საჩუქარი მიართვა: წითელი სანადირო კოს-
ტიუმი, ჟოკეის შავი ქუდი და მათრახი. ეს ყველაფერი თითქოსდა
ხუმრობით მიართვა.
როგორც ახალგაზრდა შეყვარებულებს სჩვევიათ, ერთმა-
ნეთს თავიანთი ცხოვრების შესახებ ყველაფერი უამბეს. როუზიმ
უთხრა, რომ ბავშვობა სამხრეთ დაკოტაში გაატარა, სადაც მამა-
მისს დიდი რანჩო აქვს. გამოაცხადა, ინგლისში დრამატული ხე-
ლოვნების შესწავლა მსურსო და ასე დააღწია თავი პატარა ქა-
ლაქის მოსაწყენ ცხოვრებას. თუმცა ბავშვობის წლებს უშედეგოდ
მაინც არ ჩაუვლია. გოგონამ ჯირითი, ნადირობა, თხილამურებზე
სრიალი ისწავლა და ახლა სასწავლებელში სცენის გარდა ჩოგ-
ბურთის კორტებზეც დიდი წარმატებით სარგებლობდა.
ასტორემაც გული გადაუშალა ქალს. უთხრა, რომ სიმღერაზე
ოცნებობდა, ინგლისური ცხოვრება წარმოუდგენლად ხიბლავდა,
მოსწონდა შუა საუკუნეებიდან შემონახული ადათები, სამეფო ცე-
რემონიები, მელიებზე ნადირობა და პოლოს თამაში. თუმცა არა-
ფერი უთქვამს თავისი ბიძის, დონ რაიმონდე აპრილესა და სიცი-
ლიაზე მოგზაურობის შესახებ.
გოგონამ საჯირითო კოსტიუმის ჩაცმა სთხოვა, მერე თვი-
თონვე გახადა და უთხრა:
– რა ლამაზი ხარ! ვინ იცის, იქნებ წინა ცხოვრებაში ინგლი-
სელი ლორდი იყავი?
ეს ერთადერთი რამ იყო, რაც ასტორეს მასში აღიზიანებდა.
როუზის სერიოზულად სწამდა რეინკარნაციის, მაგრამ ამის შემ-
დეგ ალერსს მიეცნენ და ასტორეს ყველაფერი გადაავიწყდა. მო-
ეჩვენა, რომ ასეთი ბედნიერი ჯერ არასოდეს ყოფილა, თუ სიცი-
ლიაზე ყოფნას არ ჩავთვლით.
წელიწადი რომ მიიწურა, მისტერ პრაიორმა ბიჭი თავის სამუ-
შაო კაბინეტში იხმო და უსიამო ამბავი ამცნო. ფართხუნა შარ-
ვალსა და გლეხურ ქურთუკში გამოწყობილ პრაიორს თავზე კუ-
ბოკრული კეპი ეხურა, რომელიც სახეს უჩრდილავდა.
– შენი სტუმრობა ძალზე გვესიამოვნა, ჩემი ცოლი შენს სიმ-
ღერაზე გიჟდება, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა დაგვტოვო. დონ აპ-
რილემ განკარგულება გასცა, რომ სიცილიაზე გაემგზავრო და
მის მეგობარ ბიანკოსთან იცხოვრო. იქ საგანგებო სწავლება უნ-
და გაიარო. დონს სურს, ნამდვილ სიცილიელად გაგზარდოს.
ხომ იცი, ეს რასაც ნიშნავს.
ასტორეს თავზარი დაეცა, მაგრამ დონის ბრძანების
დაუმორჩილებლობა აზრადაც არ მოსვლია. სიცილია ძალზე
ენატრებოდა, მაგრამ როუზისთან განშორება აუტანლად ეჩვენე-
ბოდა. მისტერ პრაიორს ჰკითხა:
– თვეში ერთხელ თუ ვესტუმრე ლონდონს, შეიძლება ამ
დროს თქვენთან გავჩერდე?
– რა თქმა უნდა, ძალიან გაგვიხარდება, მაგრამ რა მიზე-
ზით?
ასტორემ როუზისადმი სიყვარულის შესახებ უამბო.
– ო, ნამდვილად არ გაგიმართლა, რომ საყვარელ ქალთან
განშორება მოგელის, – უთხრა მისტერ პრაიორმა, – ეს სრული
თავდავიწყებაა. საბრალო გოგონაც იდარდებს, მაგრამ არაფე-
რია, მშვიდად გაემგზავრე. მისი სახელი და მისამართი დამიტოვე
და მივხედავ.
ასტორე და როუზი ერთმანეთს ტირილით დაშორდნენ. ბიჭი
დაჰპირდა, თვეში ერთხელ მის მოსანახულებლად ლონდონში
ჩამოვიდოდა. გოგონამ კი შეჰფიცა, რომ სხვა მამაკაცს ზედაც არ
შეხედავდა. ორივე ალალად ტკბებოდა განშორების სევდით. ას-
ტორე ღელავდა. გოგონას სილამაზე, ხალისიანი ხასიათი ყველა
შემხვედრს ხიბლავდა. ბიჭს როუზის სწორედ ის თვისებები მიაჩ-
ნდა ყველაზე სახიფათოდ, რომლის გამოც თავად უყვარდა.
ძალზე ხშირად განუცდია ის, რასაც მსოფლიოს ყველა მიჯნური
განიცდის: მუდამ ეჩვენებოდა, რომ მისი სატრფო უკლებლივ ყვე-
ლა მამაკაცს ხიბლავს, რომ შეუძლებელია ისინი მისმა სილამა-
ზემ, გონიერებამ და სათნოებამ არ აღაფრთოვანოს.
მეორე დღეს ასტორე პალერმოში გაფრინდა. აეროპორტში
სრულიად სახეცვლილი ბიანკო დახვდა. ზორბა კაცს ახლა აბრე-
შუმის ელეგანტური კოსტიუმი ეცვა და ფართოფარფლიანი თეთ-
რი ქუდი ეხურა. თავისი ახალი სტატუსის შესაბამისად შეიმოსა,
რადგან მისი კლანი ამჟამად ომისგან დაზარალებულ პალერმო-
ში ყველა მნიშვნელოვან სამშენებლო ფირმას ფლობდა. უწინ-
დელზე უფრო სარფიანი საქმე ჰქონდა, მაგრამ სადარდებელიც
მოემატა. ახლა ქალაქის ოფიციალური პირებისა და რომის
მთავრობისათვის უწევდა ქრთამების მიცემა და კორლეონეს მე-
ტოქე კლანისგან საკუთარი ტერიტორიის დაცვა.
ოკტავიუს ბიანკომ ასტორე გულში ჩაიკრა, დიდი ხნის წინან-
დელი გატაცების ამბავი გაახსენა და შემდეგ დონ რაიმონდეს მი-
თითებები ამცნო. ასტორეს ბიანკოს პირად დაცვად უნდა ემუშავა
და მისი ბიზნესი შეესწავლა. ამას, სულ ცოტა, ხუთი წელიწადი მა-
ინც დასჭირდებოდა. სამაგიეროდ, დასასრულს ასტორე ნამდვი-
ლი სიცილიელი გახდებოდა და თავისი ბიძის ნდობას დაიმსახუ-
რებდა. უპირატესობაც ჰქონდა. რაკი სიცილიაში ბავშვობაშიც უც-
ხოვრია, სიცილიურ დიალექტს ადგილობრივივით ფლობდა.
ბიანკო უზარმაზარ ვილაში ცხოვრობდა, რომელიც მსახურე-
ბით იყო სავსე და დაცვის ოცდაოთხსაათიანი გრაფიკი ჰქონდა.
თავისი სიმდიდრისა და გავლენის წყალობით ბიანკო პალერმოს
მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა. დღის განმავლობაში ას-
ტორეს სროლაში, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და თოკის გა-
მოყენებაში წვრთნიდნენ. საღამოობით კი ბიანკოს სტუმრად ან
ბარებში მეგობრებთან სასაუბროდ დაჰყავდა. ზოგჯერ მაღალი
საზოგადოების საცეკვაო საღამოებსაც ესწრებოდნენ, სადაც ბი-
ანკო ასაკოვანი კონსერვატიული ქალბატონების ყურადღებით
სარგებლობდა, ასტორე კი მათ ქალიშვილებს უნაზესი სიმღერე-
ბით ატკბობდა.
ასტორე ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ რომაული მთავ-
რობის მაღალჩინოსნები სრულიად ღიად იღებდნენ ქრთამებს.
ერთ კვირას ბიანკოს მშენებლობის მინისტრი ეწვია, სრული-
ად მოურიდებლად გამოართვა ფულით სავსე კეისი და მადლო-
ბაც გადაუხადა. იქვე მოუბოდიშა, ნახევარი თვით იტალიის
პრემიერ-მინისტრს უნდა გადავცეო. როცა პირისპირ დარჩნენ,
ასტორემ ბიანკოს ჰკითხა, ნუთუ ეს მართლაც შესაძლებელიაო.
– არა მგონია, ნახევარი გაიმეტოს, ნაწილს კი გადასცემს.
ჩემთვის დიდი პატივია, მისი აღმატებულება პრემიერ-მინისტრი
ჯიბის ფულით მოვამარაგო, – უთხრა ბიანკომ.
მომდევნო წელიწადის განმავლობაში ასტორე ხშირად დაფ-
რინავდა ლონდონში როუზის მოსანახულებლად. მხოლოდ თი-
თო დღე-ღამით რჩებოდა. ეს ღამეები ნამდვილ ნეტარებად ექცა.
იმავე წელს მოუწია საბრძოლო ნათლობის გავლამ. ბიანკო-
სა და კორლეონეს კლანს შორის ზავი დამყარდა. კორლეონეს
კლანის თავკაცს ტოსკი ლიმონა ერქვა, ტანდაბალი კაცი იყო,
ძლიერი ხველა აწუხებდა, ქორის ნისკარტისებური კაუჭა ცხვირი
და ღრმად ჩაცვენილი თვალები ჰქონდა. თვით ბიანკოც კი
აღიარებდა, რომ ამ კაცის, ცოტა არ იყოს, ეშინოდა.
ორი კლანის ლიდერთა შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტო-
რიაზე, სიცილიის უზენაესი მოსამართლის თანხლებით უნდა
მომხდარიყო.
მოსამართლე „პალერმოს ლომის“ სახელით იყო ცნობილი
და მაფიასთან კავშირით დიდად ამაყობდა. მკვლელობაში მსჯავ-
რმიტანილებს სასჯელს უმსუბუქებდა და ყველანაირად აფერხებ-
და მაფიის საქმეების გამოძიებას. კორლეონესა და ბიანკოს
კლანებთან თავის მეგობრობას არც მალავდა. პალერმოსგან
ათი მილის მოშორებით მამული ჰქონდა და მხარეთა შეხვედრა
სწორედ იქ დაიგეგმა.
ლიდერებს ოთხ-ოთხკაციანი დაცვის წამოყვანის უფლება
მიეცათ. შეხვედრის მოწყობისათვის გასამრჯელოს „პალერმოს
ლომს“ ორივე მხარე თანაბრად გადაუხდიდა.
მართლაც რომ ლომისებრი ჭაღარა ფაფრით სახედაბურუ-
ლი მოსამართლე მართლმსაჯულების ალეგორიას ჰგავდა.
ბიანკოს დაცვას ასტორე მეთაურობდა. მხარეთა გულითადმა
შეხვედრამ ახალგაზრდა გააოცა. ბიანკო და ლიმონა ერთი-
მეორეს გადაეხვივნენ, ხელი ჩამოართვეს და ლოყები დაუკოც-
ნეს. ლომის მიერ მოწყობილი დიდებული სადილის განმავლო-
ბაში ისინი ერთურთს გამუდმებით უცინოდნენ და ეჩურჩულებოდ-
ნენ.
კიდევ უფრო გაოცდა სადილის შემდეგ, როცა ის და ბიანკო
მარტონი დარჩნენ. ბიანკომ ბიჭი გააფრთხილა:
– ფხიზლად უნდა ვიყოთ. ეს ნაბიჭვარი ლიმონა ყველას და-
ხოცვას გვიპირებს.
ბიანკო მართალი აღმოჩნდა.
ერთი კვირის შემდეგ ბიანკოს დაქვემდებარებაში მყოფი პო-
ლიციის ინსპექტორი ქუჩაში მოკლეს, როცა საყვარლისგან შინ
ბრუნდებოდა. ორი კვირის შემდეგ კი ბიანკოს სამშენებლო საქ-
მის პარტნიორი, მაღალი საზოგადოების ბრწყინვალე წარმო-
მადგენელი მისივე სახლის წინ ნიღბიანი კაცების ჯგუფმა დაც-
ხრილა.
საპასუხოდ ბიანკომ დაცვა გააძლიერა და თავისი მანქანები
უსაფრთხოების დამატებითი საშუალებებით აღჭურვა. კორ-
ლეონეს კლანს აფეთქებების დიდოსტატთა სახელი ჰქონდა. ბი-
ანკო ცდილობდა, საკუთარი ვილა რაც შეიძლება იშვიათად
დაეტოვებინა.
დადგა ის დღე, როცა ბიანკოს პალერმოში მოუწია გამგზავ-
რებამ. ორი იქაური მაღალჩინოსნისთვის გასამრჯელო უნდა გა-
დაეხადა და თავის საყვარელ რესტორანში შევლაც გადაწყვიტა.
თავისი მანქანებიდან „მერსედესი“ შეარჩია და საუკეთესო
მძღოლი იხმო. ასტორე უკანა სავარძელზე დაჯდა. წინ და უკან
თითო მანქანა ახლდათ, თითოეულში მძღოლის გარდა ორი
შეიარაღებული კაცი იჯდა.
ფართო ბულვარს მიუყვებოდნენ, როცა უეცრად შესახვევი-
დან მოტოციკლეტი გამოვარდა, რომელზეც ორი ადამიანი იჯდა.
წინ მჯდომმა მანქანას კალაშნიკოვის ავტომატი დაუმიზნა და
რამდენიმე ტყვია ესროლა, მაგრამ ასტორემ ბიანკო მკლავით
გასწია და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. მოტოციკლეტი მეორე შე-
სახვევში გაუჩინარდა.
სამი კვირის შემდეგ ბნელი ღამით ბიანკოს ხალხმა ხუთი
ადამიანი შეიპყრო და ბიანკოს ვილის სარდაფში დაამწყვდია. ბი-
ანკომ უთხრა ასტორეს:
– ეს კორლეონეს ხალხია. სარდაფში წამომყევი.
პატიმრები ძველებური ადგილობრივი წესით გაეკოჭათ,
ხელ-ფეხი ერთმანეთზე მიემაგრებინათ. მათ შეიარაღებული გუ-
შაგები იცავდნენ. ბიანკომ ერთ-ერთ გუშაგს შაშხანა გამოართვა
და ხმის ამოუღებლად დაცხრილა ხუთივე ტყვე.
– გვამები პალერმოს ქუჩებში დაყარეთ, – უბრძანა თავის
ხალხს. მერე ასტორეს მიუბრუნდა, – კაცის მოკვლას როგორც კი
გადაწყვეტ, აღარ გამოელაპარაკო. ეს ორივეს გაგირთულებთ
საქმეს.
– მოტოციკლეტზე ესენი ისხდნენ? – იკითხა ასტორემ.
– არა, მაგრამ ესენიც გამოდგებიან.
ბიანკო მართალი აღმოჩნდა. მას მერე კლანებს შორის მშვი-
დობა დამყარდა.
ასტორე ორი თვის მანძილზე არ ჩასულა ლონდონში
როუზისთან შესახვედრად. ერთ დღეს როუზიმ დილას ადრე
დაურეკა. ასტორემ მას თავისი ნომერი მისცა და გააფრთხილა,
მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაერეკა.
– ასტორე, – უთხრა გოგონამ ხაზგასმით მშვიდი ხმით, – შე-
გიძლია ახლავე ჩამოფრინდე? საშინელ გასაჭირში ვარ.
– მითხარი, რა მოხდა, – სთხოვა ასტორემ.
– ტელეფონით ვერ გეტყვი, მაგრამ ვიცი, თუკი ნამდვილად
გიყვარვარ, ჩამოხვალ.
ასტორე ბიანკოს დაეთხოვა. ბიანკომ უთხრა, ფული წაიღეო
და ინგლისური ფუნტების სქელი დასტა გაატანა.
როცა ასტორემ როუზის კარზე დარეკა, გოგონამ სწრაფად
შეუშვა და საგულდაგულოდ გადაკეტა კარი. სახეზე მკვდრისფე-
რი ედო და სქელ საბანაო ხალათში იყო გახვეული, რომელიც
ასტორეს მანამდე არ ენახა. გოგონა გადაეხვია და აკოცა. ეტყო-
ბოდა, ჩამოსვლისთვის ემადლიერებოდა.
– ვიცი, გამიბრაზდები, – უთხრა ნაღვლიანად.
– ძვირფასო, რაც უნდა გააკეთო, მაინც არასოდეს გაგიბრაზ-
დები, – უთხრა ასტორემ და წამიერად გაიფიქრა, ფეხმძიმედ ხომ
არ არისო.
– უკვე ერთი წელიწადია, რაც წახვედი, – უთხრა გოგონამ და
კვლავ ჩაეხუტა, – ვცდილობდი, შენი ერთგული დავრჩენილიყა-
ვი, მაგრამ ერთი წელიწადი ძალზე დიდი დროა.
ასტორეს ერთბაშად გაუნათდა გონება, გული კი გაეყინა.
ისევ ღალატი! მაგრამ რაღაც სხვაც უნდა ყოფილიყო. სასწრა-
ფოდ ჩამოსვლა რატომღა სთხოვა?
– გასაგებია, – გამოცრა მან, – მაშინ აქ რაღა მინდა?
– უნდა დამეხმარო, – უთხრა გოგონამ და საძინებელში გაიყ-
ვანა.
საწოლში რაღაც იდო. ასტორემ საბანი გადასწია და შუახნის
სრულიად შიშველი მამაკაცი დაინახა, რომელიც, მიუხედავად სი-
შიშვლისა, ღირსეულ და წარმოსადეგ იერს ინარჩუნებდა შევერ-
ცხლილი მოვლილი წვერის სახით და კეთილშობილი ნაკვთების
წყალობით. ტანხმელი იყო, მკერდს ხშირი თმა უფარავდა. ყვე-
ლაზე საკვირველი კი ის იყო, რომ თვალები გახელილი ჰქონდა
და ოქროს სათვალე ეკეთა. ტანთან შედარებით თავი შესამჩნე-
ვად დიდი ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ლამაზი კაცი
იყო. მკვდარი რომ იყო, ამაში ასტორეს წუთითაც არ შეჰპარვია
ეჭვი, თუმცა არსად ჭრილობის მსგავსი არაფერი ემჩნეოდა. სათ-
ვალე გვერდზე მოქცეოდა. ასტორე დაიხარა და გაუსწორა.
– ერთმანეთს ვეალერსებოდით და უეცრად საშინელი სპაზმი
დაეწყო, – ჩურჩულით უამბო როუზიმ, – ეტყობა, გულის შეტევა
დაემართა.
– ეს როდის მოხდა? – ჰკითხა ასტორემ.
– წუხელ.
– კი, მაგრამ სასწრაფოს რატომ არ გამოუძახე? მისი სიკვდი-
ლი ხომ შენი ბრალი არ არის?
– ცოლიანია, თანაც, შესაძლოა, ეს ჩემი ბრალიც იყოს. ამი-
ლის ნიტრატს ვიყენებდით, რადგან ეაკულაცია უჭირდა.
ასტორე გოგონას თავდაჯერებულობამ გააოცა. უნებლიეთ
გაუჩნდა სურვილი, ეს კაცი შეემოსა და მისთვის სათვალე ჩამო-
ეხსნა. ასეთ ხნიერ მამაკაცს სიშიშვლე არ შეეფერებოდა, ორ-
მოცდაათის მაინც იქნებოდა!
– მაინც რით მოგხიბლა? – ჰკითხა მან როუზის ღვარძლის
გარეშე, ალალი ახალგაზრდული გაოცებით.
– ჩემი ისტორიის პროფესორია, ძალზე კეთილი და გული-
თადი იყო. წუთიერი გატაცებაა, ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო.
თავს ძალზე მარტოდ ვგრძნობდი, – წუთით დადუმდა, მერე კი
თვალებში შეაცქერდა, – უნდა დამეხმარო!
– ვინმემ თუ იცის თქვენი ურთიერთობის შესახებ?
– არავინ.
– სჯობს პოლიციას გამოვუძახოთ.
– არა, – მოუჭრა როუზიმ, – თუ გეშინია, ყველაფერს თავად-
ვე მოვაგვარებ.
– ჩაიცვი, – მკაცრად უბრძანა ასტორემ და მიცვალებულს ზე-
წარი გადააფარა.
ერთი საათის შემდეგ ორივე მისტერ პრაიორთან იყვნენ. მან
თავის კაბინეტში შეიყვანა და მათი ამბავი მოისმინა. როუზი ანუ-
გეშა, ხელზე ხელიც კი გადაუსვა. ასეთი ალერსიანი მოპყრობით
გულაჩუყებულ გოგონას ცრემლები წასკდა.
– თქვენი ბინის გასაღები მომეცით, – უთხრა პრაიორმა, –
ამაღამ აქ დარჩით. დილით შინ დაბრუნებას შეძლებთ. ყველა-
ფერი წესრიგში დაგხვდებათ. თქვენი მეგობარი უკვალოდ გაქრე-
ბა. აქ ერთი კვირა მოგიწევთ დარჩენა, შემდეგ კი შეგიძლიათ
ამერიკაში დაბრუნდეთ.
მისტერ პრაიორმა ახალგაზრდებს საერთო საძინებელი გა-
უმზადა, თითქოს ვერ მიმხვდარიყო, რომ მათ სიყვარულს ბზარი
გაუჩნდა, თვითონ კი საქმის მოსაგვარებლად წავიდა.
ასტორეს ის ღამე სამუდამოდ დაამახსოვრდა. ის როუზის
გვერდით იწვა, ამშვიდებდა და ცრემლებს წმენდდა.
– მხოლოდ მეორედ იყო, – იმეორებდა გოგონა, – სერიოზუ-
ლი არაფერი გვქონია, ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ძალიან
მენატრებოდი. მისი სიბრძნე ჩემში მუდამ აღფრთოვანებას იწვევ-
და და ერთხელაც ეს თავისთავად მოხდა. გათავება უჭირდა. ამის
თქმა მეუხერხულება, მაგრამ წესიერად არც უდგებოდა, ამიტო-
მაც მიიღო წამალი.
ჩანდა, თავსდატეხილმა ტრაგედიამ შეძრა და გაანადგურა.
ასტორეს თავში ერთი აზრი უტრიალებდა, ვიდრე ის სიცი-
ლიიდან ჩამოაღწევდა, როუზიმ გვამთან ერთად ბინაში ოცდა-
ოთხი საათი გაატარა. ეს მისთვის საიდუმლოდ რჩებოდა, მაშასა-
დამე, ამ ამბავში შეიძლებოდა კიდევ სხვა საიდუმლოც ყოფილი-
ყო. მიუხედავად ამისა, ის გოგონას ნაზად კოცნიდა და ცრემ-
ლებს უშრობდა.
– ოდესმე კიდევ თუ მოინდომებ ჩემთან შეხვედრას? – ჰკით-
ხა გოგონამ. თავი ასტორეს მხარზე ედო და რბილი სხეულით
ეკვროდა.
– რა თქმა უნდა, მოვინდომებ, – უპასუხა ჭაბუკმა, თუმცა გუ-
ლის სიღრმეში სულაც არ იყო ამაში დარწმუნებული.
დილით დაბრუნებულმა მისტერ პრაიორმა როუზის ამცნო,
რომ მას თავის ბინაში დაბრუნება შეეძლო. როუზი მადლიერების
ნიშნად გადაეხვია და მისტერ პრაიორმაც გულთბილად ჩაიკრა
გულში. გოგონასთვის მანქანა ჰქონდა გამზადებული.
მისი წასვლის შემდეგ პრაიორმა ინგლისური ქუდი დაიხურა
და ასტორე აეროპორტში გააცილა.
– გოგონაზე არ იდარდო, მივხედავ, – დაამშვიდა ბოლოს.
– შემატყობინეთ, როგორ იქნება.
– ნუ ღელავ. არაჩვეულებრივი გოგოა, ნამდვილი მაფიოზი
ქალი. ეს პატარა ღალატი უნდა აპატიო.
სიცილიაზე ასტორემ უმაღლესი დონის წვრთნა გაიარა. გა-
მოცდის ნაცვლად ბიანკოს კლანის ექვსკაციანი რაზმის მე-
თაურობამ მოუწია ქალაქ კორლეონეზე თავდასხმისას. მან მოწი-
ნააღმდეგის მთავარი ბომბარდირი გაანადგურა; ადამიანი, რო-
მელმაც თავის დროზე იტალიის ჯარის გენერალი ააფეთქა და
მაფიის მოწინააღმდეგე ორ ყველაზე გაწაფულ მოსამართლესაც
გაუსწორდა. ამ სახიფათო ლაშქრობაში წარმატებით ასტორემ
ბიანკოს ხალხთან და, ზოგადად, პალერმოში კარგი რეპუტაცია
დაიმკვიდრა.
ასტორე ბევრ დროს ატარებდა პალერმოს კაფეებსა და ღა-
მის კლუბებში, ყველას იცნობდა, მეტწილად კი ქალებთან ურთი-
ერთობდა. ქალაქი სავსე იყო სხვადასხვა კლანის წარმომადგე-
ნელი ახალგაზრდა „პიჩოტოებით“, ანუ მაფიის რიგითი ჯარისკა-
ცებით. ყველანი ყოყოჩობდნენ, ელეგანტურ კოსტიუმებს იცვამ-
დნენ, ფრჩხილებს საგანგებოდ უვლიდნენ და თმას ბრიოლინით
ისწორებდნენ. ყველას ერთი სურვილი ამოძრავებდა: სურდათ,
რომ ხალხი მათ მიმართ სიყვარულითა და ძრწოლით გამსჭვა-
ლულიყო. უმეტესობა თინეიჯერი იყო, თუმცა მარჯნისფერ ტუჩებს
ზემოთ უკვე მოზრდოდათ ულვაში. სხვა მამაკაცს ერთ გოჯსაც კი
არ დაუთმობდნენ. ასტორე მათ თავს არიდებდა, იცოდა, რომ
თავზე ხელაღებულნი იყვნენ და მაფიის წრეში მათზე აღმატებუ-
ლი კაცის მოკვლაც კი არ გაუჭირდებოდათ, თუმცა იცოდნენ,
რომ ამისათვის სიკვდილს ვერ ასცდებოდნენ. მაფიის წევრის
მოკვლა ან მისი ცოლის შეცდენა სიკვდილით ისჯებოდა. ასტო-
რემ ამ ახალგაზრდების გულის მოგება მოახერხა, რადგან მუდამ
კეთილგანწყობით ეპყრობოდა. გაუმართლა და კლუბის მოცეკვა-
ვე ქალი შეუყვარდა, სახელად ბუჯი, ამიტომაც ისინი მას სასიყვა-
რულო სფეროში კონკურენტად აღარ თვლიდნენ.
ასტორე რამდენიმე წლის განმავლობაში ბიანკოს მარჯვენა
ხელი იყო კორლეონეს კლანთან ბრძოლაში. დროდადრო მი-
თითებებს იღებდა დონ აპრილესგანაც, რომელიც სიცილიაზე
აღარ ჩამოდიოდა.
ბიანკოსა და კორლეონეს კლანებს შორის განხეთქილების
ვაშლს გრძელვადიანი სტრატეგია წარმოადგენდა. კორლეონე-
ლებმა ხელისუფლებასთან მიმართებაში მუდმივი ტერორის გზა
აირჩიეს. ისინი სიცილიაზე მაფიასთან საბრძოლველად მივლე-
ნილ გამომძიებლებსა და გენერლებს მეთოდურად ხოცავდნენ.
ხოლო ბიანკო თვლიდა, რომ წუთიერი უპირატესობის გვერდით
ასეთ სტრატეგიას საბოლოოდ მხოლოდ ზიანი მოაქვს. როცა მე-
ზობელი კლანისათვის ხელის შეშლა უცდია, ამას მისი მეგობრე-
ბის სიცოცხლე ეწირებოდა. ბიანკოც საპასუხო დარტყმებს აყე-
ნებდა და მაინც ბოლოს ორივე კლანი კვლავ დაზავებას ცდი-
ლობდა.
სიცილიაზე ცხოვრების წლებში ასტორემ ერთი ახლო მეგო-
ბარი გაიჩინა. ნელო სპარა მასზე ხუთი წლით უფროსი იყო და
პალერმოს ერთ-ერთ ღამის კლუბში უკრავდა, სადაც მიმტანები
განსაკუთრებულად ლამაზები იყვნენ, ზოგიერთი კი შეთავსებით
მაღალკვალიფიციური მეძავიც გახლდათ.
ნელოს ფული არ აკლდა. როგორც ჩანდა, სტაბილური შე-
მოსავალი ჰქონდა. მუდამ ძვირფასი ტანისამოსი ეცვა, პალერ-
მოელი მაფიოზების სტილი უყვარდა. ხალისიანი იყო და თავგა-
დასავალს არასოდეს ერიდებოდა. კლუბის გოგონებს იმის გამო
უყვარდათ, რომ ნელო მათ დაბადების დღეებსა და დღესას-
წაულებზე მცირე საჩუქრებს ურიგებდა. გარდა ამისა, ვარაუდობ-
დნენ, რომ ის კლუბის ერთ-ერთი საიდუმლო მფლობელი იყო,
რაც მშვენიერ შემოსავალს გულისხმობდა და პალერმოს კლანის
მფარველობის წყალობით, უსაფრთხო არსებობასაც ნიშნავდა.
გოგონები სიხარულით დაჰყვებოდნენ ნელოსა და ასტორეს ქა-
ლაქგარეთ პიკნიკებზე.
ბუჯიც ნელო სპარას ღამის კლუბში ცეკვავდა. ის მაღალი,
შავტუხა, ვნებიანი ქალი იყო, ფიცხი და თავნება ხასიათით ცნო-
ბილი და საყვარლებს მხოლოდ საკუთარი გემოვნებით ირჩევდა.
„პიჩოტოებს“ არ სწყალობდა. მამაკაცში სიმდიდრესა და ძალა-
უფლებას აფასებდა. საკუთარი ანგარების დამალვას არ ცდი-
ლობდა, რაც მაფიოზურ მენტალიტეტს სრულიად შეესაბამებო-
და. ძვირფას საჩუქრებს ითხოვდა, მაგრამ თავისი სილამაზისა
და ვნების წყალობით პალერმოს შეძლებულ მამაკაცებს შორის
თაყვანისმცემლები არ ელეოდა.
წლების მანძილზე ასტორესა და ბუჯის შორის ვნებიანი კავ-
შირი გრძელდებოდა, ჭეშმარიტი სიყვარულის ზღვარზე რომ
მერყეობდა. ასტორე მოცეკვავე ქალის ფავორიტი გახლდათ,
თუმცა სახარბიელო თაყვანისმცემლის გამოჩენისთანავე ის ბიჭს
დაუფიქრებლად ტოვებდა. პირველი მსგავსი შემთხვევისას ასტო-
რემ უკმაყოფილება გამოხატა, მაგრამ ბუჯიმ თავისი საქციელი
პრაქტიკული ინტერესებით ახსნა და სატრფო დააშოშმინა.
– ოცდაერთი წლის ვარ. ჩემი სილამაზე ჩემი კაპიტალია.
როცა ოცდაათის გავხდები, შემიძლია დავოჯახდე, დიასახლისად
ვიქცე და შვილები გავაჩინო, ან პატარა მაღაზია გავხსნა და და-
მოუკიდებლად ვიარსებო. მე და შენ ერთად კარგად ვართ, მაგ-
რამ შენ უეჭველად დაბრუნდები ამერიკაში, სადაც მე არ მსურს
წასვლა და, ვიცი, არც წამიყვან. მოდი, უბრალოდ ერთმანეთით
დავტკბეთ. გპირდები, ვიდრე მომბეზრდები, ჩემგან ყველაფერ
საუკეთესოს მიიღებ, რაც კი გამაჩნია. ამ სისულელეს კი მოეშვი,
ჩემი ბიზნესი მაქვს. თანაც, – ეშმაკურად დაუმატა ბოლოს, – იმ-
დენად სახიფათო პროფესია აირჩიე, რომ შენს იმედზე ვერ ვიქ-
ნები.
ნელოს პალერმოს შორიახლოს, ზღვის პირას, უზარმაზარი
ვილა ჰქონდა. იქ ათი საძინებელი იყო, რაც მათ სიამტკბილობას
მთლიანად აკმაყოფილებდა. ნაკვეთზე კუნძულ სიცილიის მოყვა-
ნილობის საცურაო აუზი და ჩოგბურთის ორი კორტი იყო, თუმცა
ამ უკანასკნელს იშვიათად თუ იყენებდა ვინმე.
შაბათ-კვირას ვილა ნელოს მრავალრიცხოვანი ნათესავებით
ივსებოდა. ის ბავშვები, რომლებმაც ცურვა არ იცოდნენ, მათ სა-
თამაშოებიანად კორტებზე გამოჰყავდათ და გასართობად ჩოგ-
ნებსაც აძლევდნენ. პატარები ძველ ყვითელ ბურთებს ფეხბურ-
თის ბურთებივით დააგორებდნენ აქეთ-იქით და ტალახში სრეს-
დნენ.
ასტორე დიდი სითბოთი და ხალისით მიიღეს სანათესავოში
და ისე ეპყრობოდნენ, როგორც საყვარელ მამიდაშვილს. ნელო
და ის ძმებივით იყვნენ. ღამით კლუბში დაკვრისას ნელო მას სცე-
ნაზე ეპატიჟებოდა და ერთად მღეროდნენ, რასაც სტუმრები და
გოგონები სიხარულით ეგებებოდნენ.
მაფიის მიერ მოსყიდულმა მოსამართლემ, პალერმოს ლომ-
მა, კვლავაც მოლაპარაკებებისათვის დაუთმო საკუთარი საცხოვ-
რისი მოქიშპე კლანებს. მხარეებს უწინდებურად ოთხ-ოთხი თან-
მხლების წამოყვანის უფლება მიეცათ. ბიანკო მზად იყო თავისი
სამშენებლო იმპერიის ნაწილიც კი დაეთმო, ოღონდაც სანატრე-
ლი მშვიდობა დამკვიდრებულიყო.
ასტორე იღბალს არ მინდობია. ისიც და მისი სამი ამხანაგიც
კბილებამდე იყვნენ შეიარაღებულნი.
როცა ბიანკო, ასტორე და დანარჩენი მცველები მოსამარ-
თლის სახლს მიადგნენ, ლიმონა უკვე ელოდათ. მდიდრული
სუფრა გაიშალა, რომელსაც მხოლოდ ბიანკო, ლიმონა და მო-
სამართლე მიუსხდნენ. ამ უკანასკნელს თავისი ფაფარი ვარდის-
ფერი ზონრით ჰქონდა შეკრული. დაცვის წევრებიდან არც ერთი
არ დამჯდარა. ლიმონას თითქმის არაფერი უჭამია, თუმცა უაღ-
რესად კეთილგანწყობილი ჩანდა და ბიანკოს ქათინაურებს მად-
ლიერად იღებდა. პირობა მისცა, რომ ხელისუფლების წევრებს
აღარ დახოცავდა, განსაკუთრებით მათ, ვინც ბიანკოსგან იღებდა
გასამრჯელოს.
სადილის დასასრულს, როცა საბოლოო მოლაპარაკებისათ-
ვის სასტუმრო ოთახში გადანაცვლება დააპირეს, ლომმა მოუბო-
დიშა და უთხრა, ხუთ წუთში დაგიბრუნდებითო. ეს ისეთი უხერხუ-
ლი ღიმილით წარმოთქვა, რომ ორი აზრი არ რჩებოდა, ბუნებ-
რივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად მიდიოდა.
ლიმონამ ღვინის ახალი ბოთლი გახსნა და ბიანკოს ჩამოუს-
ხა. ასტორე ფანჯარასთან მივიდა და ფართო ეზოს გადახედა.
ეზოში ერთადერთი მანქანა იცდიდა და, ვიდრე ის ფანჯრიდან
მიდამოს ზვერავდა, ეზოში პალერმოს ლომი გამოვიდა, მანქანა-
ში ჩაჯდა და სწრაფად დაიძრა ადგილიდან.
ასტორე წამითაც არ შეყოვნებულა. გონებით უსწრაფესად
დაუკავშირა მოვლენები ერთიმეორეს და თვითონაც კი ვერ შე-
ნიშნა, ისე აღმოაჩნდა ხელში თოფი. ლიმონას და ბიანკოს ერ-
თმანეთისათვის ხელი ჩაეჭიდათ და ღვინოს სვამდნენ. ასტორემ
მათკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ლიმონას სახეში ესრო-
ლა. ვიდრე პირში მოხვდებოდა, ტყვიამ ჭიქაში გაიარა და მინის
ნამსხვრევები ბრილიანტებივით აბდღვრიალდა. ასტორე შეუჩე-
რებლად მიუბრუნდა ლიმონას მცველებს და მათაც ტყვიები
დაახალა. მისმა ამხანაგებმაც იგივე გააკეთეს. მკვდრები ძირს
დაეცნენ.
ბიანკო გაოგნებით შესცქეროდა ასტორეს.
– ლომმა ვილა დატოვა, – აუხსნა ასტორემ და ბიანკო იმწამ-
სვე მიხვდა, რომ ხაფანგი დაუგეს.
– ფრთხილად იყავი, – უთხრა მან ასტორეს და ლიმონას
გვამზე მიუთითა, – მისი მეგობრები ამას არ შეგარჩენენ.
ჯიუტ კაცს ერთგულება არ ეძნელება, მაგრამ შარისგან თავის
არიდება ძალიან უჭირს. პიეტრო ფიზოლინისაც ასე დაემართა.
მას შემდეგ, რაც დონ რაიმონდემ მის მიმართ იშვიათი წყალობა
გაიღო, ფიზოლინი სამუდამოდ მისი ერთგული დარჩა, მაგრამ,
სამაგიეროდ, საკუთარ ოჯახს უღალატა, თავისი დისწულის, ოლ-
დო მონზას ცოლი შეაცდინა. დონთან მისი შეხვედრიდან მრავა-
ლი წელი გასულიყო, თვითონ კი სამოცს იყო მიტანებული.
ეს ძალზე უგუნური საქციელი გახლდათ. ნათესავის ცოლთან
საქმის დაჭერით ფიზოლინიმ კლანში ავტორიტეტი შეირყია,
რადგან მაფიისათვის ოჯახი ყველაზე უფრო მაღლა დგას. კიდევ
უფრო საშიში ის გახლდათ, რომ ქალი ბიანკოს ძმისშვილი იყო.
ქმარი თუ ცოლზე შურს იძიებდა, ამას ბიანკო ვერასგზით შეურიგ-
დებოდა. სხვა გზა არ იყო, ქმარს ფიზოლინი უნდა მოეკლა,
მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ბიძა და კლანის უფროსი იყო. ეს
გარდაუვალად გამოიწვევდა ორი პროვინციის გადამტერებასა
და აურზაურს. ასტორემ დონს ეს ამბავი ამცნო და რჩევა სთხო-
ვა. პასუხად მიიღო: „ეს კაცი ერთხელ უკვე გადაარჩინე. ახლაც
თავად მოგიწევს გადაწყვეტილების მიღება.“
ოლდო მონზა კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წევრი გახ-
ლდათ. ისიც მათ შორის იყო, ვისაც დონმა წლების წინ სიცოც-
ხლე აჩუქა. ამიტომაც, როცა ასტორემ ის დონის სოფელში
დაიბარა, მონზა მაშინვე ეახლა. ასტორემ ბიანკო დაარწმუნა,
რომ ქალს საფრთხისგან დაიცავდა და მონზას მის გარეშე
დაელაპარაკა.
მონზა თითქმის ექვსი ფუტი სიმაღლის იყო, რაც სიცი-
ლიელისთვის უჩვეულო სიმაღლეა. მძლავრი აღნაგობის მონზა
ფიზიკურ შრომას ბავშვობიდან იყო მიჩვეული, მაგრამ თვალები
ღრმად ჰქონდა ჩაცვენილი და სახეზეც კანი ისე მჭიდროდ გა-
დაჰკვროდა, რომ ჩონჩხს ჰგავდა. ეს მის გარეგნობას განსაკუთ-
რებულ შემზარაობასა და ტრაგიზმსაც კი ანიჭებდა. ფიზოლინის
ჯგუფიდან მონზა ყველაზე უფრო გონიერი და განათლებული
იყო. პალერმოში ვეტერინარის კურსები დაამთავრა და ყველგან
თან დაატარებდა თავის საექიმო ჩანთას. ცხოველები ძალიან უყ-
ვარდა. ყველა სიცილიელი გლეხივით ერთგულად იცავდა ქცე-
ვის ადგილობრივ კოდექსს და ფიზოლინის შემდეგ კლანში ყვე-
ლაზე გავლენიან კაცად ითვლებოდა.
ასტორემ მიიღო გადაწყვეტილება.
– იმის გამო არ შეგხვედრივართ, რომ ფიზოლინისთვის შეწ-
ყალება გთხოვოთ. მესმის, რომ თქვენმა კლანმა შურისძიების
ნებართვა მოგცათ. თქვენი დარდიც კარგად მესმის. მაგრამ
გთხოვთ, თქვენი შვილების დედა შეიბრალოთ.
– ის მოღალატეა. მეც მიღალატა და ჩვენს შვილებსაც. მას
ცოცხალს ვერ დავტოვებ, – მრისხანედ უპასუხა მონზამ.
– მომისმინეთ, – უთხრა ასტორემ, – ფიზოლინის სიკვდილის
გამო არავინ შეგედავებათ, მაგრამ ქალი ბიანკოს ძმისშვილია
და მისი სიკვდილის შემთხვევაში ბიანკო შურს იძიებს. მისი კლა-
ნი თქვენსაზე უფრო ძლიერია. საშინელი სისხლის ღვრა ატყდე-
ბა. შვილები შეიბრალეთ.
მონზამ აგდებით აიქნია ხელი.
– საიდან უნდა ვიცოდე, ჩემები არიან თუ არა. ის ბოზია და
ბოზივით ჩავაძაღლებ, – სახეზე ცივი რისხვა გამოესახა. მზად
იყო, მთელი მსოფლიო გაენადგურებინა.
ასტორემ წარმოიდგინა, თუ რას დაემსგავსებოდა ამ კაცის
ცხოვრება მისი თანასოფლელების თვალში! ცოლი აღარ ჰყავ-
და, მამაკაცური ღირსება საკუთარმა ბიძამ შეუბღალა.
– ყურადღებით მომისმინეთ, – უთხრა ასტორემ, – წლების
წინ დონ აპრილემ შეგიწყალათ და სიცოცხლე გიბოძათ. ახლა
ის საპასუხო თხოვნით მოგმართავთ. შეიბრალეთ ცოლი და შური
იძიეთ ფიზოლინიზე, სამაგიეროდ, ბიანკო თქვენს ცოლ-შვილს
ნათესავებთან ბრაზილიაში გაუშვებს საცხოვრებლად. რაც შეგე-
ხებათ თქვენ, დონის თანხმობით, ჩემი პირადი თანაშემწის ად-
გილს გთავაზობთ. თუ დამთანხმდებით, მდიდარი და საინტერე-
სო ცხოვრება გელოდებათ. თქვენი სოფლიდანაც შეძლებთ წა-
მოსვლას და სირცხვილს ასცდებით. გარდა ამისა, ფიზოლინის
მეგობრების შურისძიებისგანაც მე დაგიცავთ.
ასტორეს ესიამოვნა ის, რომ მონზას არც გაკვირვება გა-
მოუხატავს, არც გაბრაზება. მთელი ხუთი წუთი ხმა არ ამოუღია
და შეთავაზებაზე ფიქრობდა. ბოლოს ჰკითხა:
– ჩემს ოჯახს ძველებურად გადაუხდით გასამრჯელოს? მას
ჩემი ძმა გაუძღვება.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ასტორე, – მათი დახმარება
ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
– მაშინ ჯერ ფიზოლინის მოვკლავ, მერე კი თქვენთან ერ-
თად წამოვალ. ამაში ვერც თქვენ შემიშლით ხელს, ვერც ბიანკო.
ჩემი ცოლი მანამ ვერ წავა ბრაზილიაში, ვიდრე საკუთარი თვა-
ლით არ ნახავს ჩემი ბიძის გვამს.
– შევთანხმდით, – უთხრა ასტორემ, მერე ფიზოლინის ხალი-
სიანი, მოღიმარი სახე მოაგონდა და გული მოეწურა, – ეს რო-
დის მოხდება?
– კვირას, – ორშაბათს შემოგიერთდებით და ეშმაკსაც
წაუღია სიცილიაც და ჩემი ცოლიც!
– თქვენს სოფელში წამოგყვებით და თქვენს ცოლს მფარვე-
ლობას გავუწევ. ვშიშობ, თავის შეკავება რომ ვერ შეძლოთ...
– არა, ჩემს ბედს იმას ვერ გადავაყოლებ, რასაც ქალი ფე-
ხებს შორის იდებს.
ფიზოლინის კლანი კვირა დილით ადრიანად შეიკრიბა იმის
გადასაწყვეტად, მოეკლათ თუ არა ფიზოლინისთან ერთად მისი
უმცროსი ძმაც, რათა თავი დაეზღვიათ მისი შურისძიებისგან. ძმამ
უეჭველად იცოდა მრუშობის ამბავი და, რაკი არ გაამხილა, ისიც
დამნაშავე იყო. ასტორეს კამათში მონაწილეობა არ მიუღია,
მხოლოდ მტკიცედ განაცხადა, რომ ქალი და ბავშვები არ უნდა
დაშავებულიყვნენ. ძარღვებში სისხლი ეყინებოდა ამ ადამიანების
მოსმენისას, აოცებდა მათი სისასტიკე იმის გამო, რაც თვითონ
არცთუ ისე დიდ შეურაცხყოფად მიაჩნდა. მხოლოდ ახლა გაიაზ-
რა, თუ რა მოწყალედ მოიქცა დონი.
იმასაც მიხვდა, რომ საქმე მხოლოდ სქესობრივ ღალატში
როდი იყო. როდესაც ცოლი ქმარს ღალატობდა, ამით ის კლა-
ნის შიგნით ტროას ცხენს აპარებდა. მისი წყალობით შეიძლებო-
და საიდუმლოებები გამჟღავნებულიყო და თავდაცვა შესუსტებუ-
ლიყო; ის თავის საყვარელს ქმრის ოჯახზე ძალაუფლებას ანი-
ჭებდა და ომში ჯაშუშის როლს ასრულებდა. ამგვარ ღალატს
სიყვარულიც კი ვერ ამართლებდა.
ამგვარად, კვირას მთელი ოჯახი ოლდო მონზას სახლში
შეგროვდა სასაუზმოდ. შემდეგ ქალები ბავშვების მისახედად წა-
ვიდნენ, ოჯახის სამმა წევრმა კი ფიზოლინის ძმა მინდორში მო-
საკლავად გაიყვანეს. დანარჩენები ფიზოლინის გარშემო შეიკ-
რიბნენ და მის ოხუნჯობებს უგდებდნენ ყურს. ოლდო მონზას
გარდა ყველა იცინოდა. ასტორეს ფიზოლინის გვერდით საპა-
ტიო ადგილი ეკავა.
– ოლდო, დღეს რაღაც ჩვეულებრივზე უფრო დაღვრემილი
ჩანხარ! – გადასძახა ფიზოლინიმ ძმისშვილს თავხედური ღიმი-
ლით.
– შენსავით ვერ ვიხალისებ, ბიძავ, – მიუგო მონზამ, – შენგან
განსხვავებით, სხვის ცოლზე ხელი არ მიმიწვდება.
იმავე წამს სამი კაცი ფიზოლინის ეცა და სკამზე მიაჯაჭვა.
მონზა სამზარეულოში გავიდა და იქიდან ვეტერინარის ინსტრუ-
მენტები მოიტანა.
– ბიძაჩემო, მომიწევს შენთვის იმის სწავლება, რაც დაგავიწ-
ყდა.
ასტორემ თავი გვერდზე მიაბრუნა.
კვირა დღის კაშკაშა მზის ქვეშ, ღვთისმშობლის ეკლესიისკენ
მიმავალ ტალახიან გზაზე დიდი თეთრი ცხენი გამოჩნდა. ცხენზე
რკინის მავთულით იყო მიმაგრებული ფიზოლინის გვამი, ზურ-
გით უზარმაზარ ჯვარცმას ეყრდნობოდა. ერთი შეხედვით ცოცხა-
ლი გეგონებოდათ, მაგრამ თავზე ბალახის გროვა ედო, ფორ-
მით საფლავის ბორცვს რომ მოგაგონებდათ, ზემოდან კი მისი
სასქესო ასო იყო მიმაგრებული. გვამის შუბლზე ჩამოღვენთილი
სისხლის რუები ობობას საცეცებს წააგავდა.
ოლდო მონზა ამ სანახაობას ეკლესიის კიბიდან თავის
ახალგაზრდა, ლამაზ ცოლთან ერთად გასცქეროდა. ქალმა პირ-
ჯვრის გადაწერა დააპირა, მაგრამ მონზამ მკლავში მიარტყა და
ნიკაპი აუწია, რათა უკეთ შეეხედა. მერე ხელის კვრით აიძულა,
გვამს გაჰყოლოდა.
ასტორე ქალს უკან გაჰყვა, შემდეგ მანქანაში ჩაისვა, რათა
ხიფათისთვის აერიდებინა და პალერმოში წაეყვანა.
მონზამ მათკენ წაიწია, მაგრამ ასტორემ მშვიდად შეხედა და
თითის აწევით შეაჩერა.
ლიმონას მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ ნელომ ასტო-
რე თავის ვილაზე დაპატიჟა. ჩოგბურთის თამაშსა და ზღვაში ბა-
ნაობას აპირებდნენ, უგემრიელეს ადგილობრივ თევზს დააგე-
მოვნებდნენ და ორი ულამაზესი მოცეკვავის, ბუჯისა და სტელას
საზოგადოებით დატკბებოდნენ. ნათესავები სოფელში საქორწი-
ნო წვეულებას ესწრებოდნენ და ვილა ცარიელი დახვდებოდათ.
ის მშვენიერი სიცილიური დარი იდგა, როცა სიცხე გაუსაძ-
ლისი კი არა, საამოა, სიფრიფანა ღრუბლები საამო სიგრილეს
აფრქვევს. ასტორე და ნელო ერთხანს ეთამაშნენ ჩოგბურთს გო-
გონებს, რომლებმაც ჩოგნის ხელში დაჭერა არ იცოდნენ, მაგ-
რამ ბურთს მაინც მარჯვედ უშვებდნენ ბადის იქით. ბოლოს ნე-
ლომ საცურაოდ წასვლა შესთავაზა.
ხუთი მცველი ვერანდის ჩრდილში ნებივრობდა, მსახურებს
მათთვის სასმელები და წასახემსებელი მიჰქონდათ. თუმცა ეს
მათ ხელს არ უშლიდა, მოვლენებისთვის ფხიზლად ედევნებინათ
თვალი. ყველაზე მეტად კი საბანაო კოსტიუმებში გამოწყობილი
გოგონების სალუქი სხეულების ცქერა სიამოვნებდათ, ერთმანეთ-
ში ნაძლევს დებდნენ, თუ რომელი მათგანია საწოლში უკეთესი,
საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ბუჯი მაინც საუკეთესოა. მისი თა-
მამი სიცილი და ხალისიანი საუბარი განსაკუთრებულ ემოციურო-
ბაზე მეტყველებდა. ახლა პლაჟზე სეირნობისთვის მოემზადნენ,
შარვლის ტოტებიც კი აიკაპიწეს, მაგრამ ასტორემ ხელი დაუქნია
და გასძახა:
– თვალს არ მოვეფარებით. სასმლით ისიამოვნეთ.
ოთხნი გაუყვნენ ნაპირს, ასტორე და ნელო წინ მიდიოდნენ,
გოგონები მისდევდნენ. ქალები ვილას ორმოცდაათი იარდით
ჩამოშორდნენ და საბანაო კოსტიუმების გახდა დაიწყეს. ბუჯიმ
ბრეტელები ჩამოუშვა, შიშველი ძუძუები ხელის მტევნებში მოიქ-
ცია და მზეს მიუშვირა.
ყველანი თბილ და მონანავე ტალღებში გადაეშვნენ. ნელო
საუკეთესო მოცურავე იყო. მან ჩაყვინთა და სტელას ფეხებს შო-
რის ამოყვინთა, როდესაც ფეხზე წამოდგა, გოგონა მის მხრებზე
აღმოჩნდა ამხედრებული. ნელომ ასტორეს დაუძახა, შემოცუ-
რეო. ასტორე წყალში შევიდა, ბუჯის მის მხრებზე ჩაეჭიდა ხელე-
ბი. ბიჭმა ის წყლის ქვეშ ჩაითრია, მაგრამ ბუჯის არ შეშინებია,
შორტზე მოქაჩა და უკანალი გაუშიშვლა. წყლის ქვეშ ასტორემ
ყურებში სისხლის პულსაცია იგრძნო, თვალწინ ჯერ ბუჯის ქათქა-
თა შიშველმა ძუძუებმა გაუელვა, მერე კი მისმა მოღიმარე სახემ.
პულსაცია ხმაურში გადაიზარდა, ასტორემ ზედაპირისკენ წაიწია,
ბუჯი კი ისევ მის შიშველ ბარძაყებს ეკვროდა.
პირველივე წამში თავისკენ გამოქანებული მოტორიანი ნავი
დაინახა, რომლის გუგუნიც წყალსა და ჰაერს ერთიანად მსჭვა-
ლავდა. ნელო და სტელა ნაპირზე იყვნენ. ასე სწრაფად იქ რო-
გორ გაჩნდნენ? ნაპირზე ასტორემ დაინახა თავისი დაცვის ბიჭე-
ბი, შარვლის ტოტები რომ აეკაპიწებინათ და ზღვისკენ მორბოდ-
ნენ. ბუჯი წყალქვეშ ჩაუშვა, ხელი ჰკრა, რომ, რაც შეიძლებოდა
დაშორებოდა, შემდეგ ნაპირისკენ გაცურა, მაგრამ უკვე გვიანი
იყო. ნავი სწრაფად უახლოვდებოდა, ბორტზე კაცი იჯდა და შაშ-
ხანას უმიზნებდა. სროლის ხმა ძრავის გუგუნმა დაფარა.
პირველმა ტყვიამ ასტორე ნავისკენ ისე მიაბრუნა, რომ ის
მსროლელისთვის საუკეთესო მიზნად იქცა. მისდა უნებურად მისი
სხეული ხან წყლიდან ხტებოდა, ხან სიღრმეში ეშვებოდა. შემდეგ
გაიგონა, ნავი როგორ გაშორდა იქაურობას და იგრძნო, რომ
ბუჯიმ მკლავები შემოხვია და ნაპირისკენ ექაჩებოდა.
დაცვამ რომ მიირბინა, ასტორე სახით ქვიშაში იყო ჩაფლუ-
ლი, ყელში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ბუჯი ეხვეოდა და ქვი-
თინებდა.
ასტორეს ჭრილობების მოსაშუშებლად ოთხი თვე დასჭირდა.
ბიანკომ ის პალერმოში, ერთ კერძო კლინიკში გადამალა, სადაც
მას საგულდაგულოდ იცავდნენ და საუკეთესო მკურნალობას
უწევდნენ. ბიანკო ყოველდღე აკითხავდა და ბუჯიც მიდიოდა მის
მოსანახულებლად, როცა გამოსასვლელი დღე ჰქონდა.
საავადმყოფოდან გამოწერამდე ცოტა ხნით ადრე ბუჯიმ ორი
დუიმი სიგანის ოქროს საყელური აჩუქა, რომელსაც შუაში
ღვთისმშობლის გამოსახულებიანი მრგვალი ფირფიტა ეკიდა,
თვითონ ჩამოჰკიდა ყელზე და მედალიონით ჭრილობა დაუფა-
რა. ვერცხლის დოლარისხელა დისკო უკანა მხრიდან წებოთი
იყო დამუშავებული და კანს მჭიდროდ მიეკრო.
– აი, ასე, – ალერსიანად უთხრა გოგონამ და ნაზად აკოცა, –
თორემ საშინელი შესახედავი იყო.
– წებოს დღეში ერთხელ მოიბან, სულ ეს არის, – დაუმატა
ბიანკომ.
– განა არ სჯობს, ეს ოქრო პლასტიკურ ოპერაციაში გადავუ-
ხადო? – იკითხა ასტორემ.
– არა, – მიუგო ბიანკომ, – ღირსეული კაცი მტრების მიერ
მიყენებულ ნაიარევს ღირსეულადვე ატარებს, მაგრამ ბუჯი მარ-
თალია, შესახედავად შემზარავია.
ამ საუბრიდან ასტორესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის
იყო, რომ ბიანკომ ღირსეული კაცი უწოდა. დიდი მაფიოზის, ბი-
ანკოსგან ეს სიტყვები განსაკუთრებულ პატივს ნიშნავდა. ასტო-
რეს ეს ესიამოვნა.
როდესაც ბუჯი პალერმოს უმდიდრეს მეღვინესთან ერთად
შაბათ-კვირის გასატარებლად გაემგზავრა, ბიანკომ ასტორეს
სარკე გაუწოდა. ოქროს საყელური ძალიან ლამაზი ნაკეთობა
იყო. ასტორეს თავში გაუელვა, რომ მადონას გამოსახულება სი-
ცილიის ყოველ კუნჭულში, ყოველ ნაბიჯზე გეცემა თვალში:
გზისპირა სალოცავებში, მანქანებსა და სახლებში, ბავშვის სათა-
მაშოებზეც კი.
– რატომაა, რომ სიცილიელები ღვთისმშობელს ქრისტეზე
უფრო მეტად სცემენ თაყვანს? – ჰკითხა მან ბიანკოს.
– ქრისტე, ბოლოს და ბოლოს, მაინც კაცი იყო და ბოლომ-
დე სანდოდ ვერ ჩაითვლება, – მხრები აიჩეჩა ბიანკომ, – მაგრამ
ამას თავი დავანებოთ. ვიდრე ამერიკაში დაბრუნდები, ბიძაშენს
სურს, კიდევ ერთი წელიწადი გაატარო ლონდონში და მისტერ
პრაიორთან საბანკო საქმე შეისწავლო, და კიდევ ერთი რამ, ნე-
ლო უნდა მოკვდეს.
ასტორემ გონებაში უკვე არაერთხელ გადასინჯა მომხდარი.
რა თქმა უნდა, ნელო დამნაშავე იყო, მაგრამ რა მიზეზით? დიდი
ხნის განმავლობაში კარგი, გულწრფელი მეგობრები იყვნენ. მე-
რე კი ასტორეს კორლეონეს კლანის ამოხოცვამ მოუწია. რო-
გორც ჩანს, ნელო კორლეონელებთან რაღაცნაირად იყო დანა-
თესავებული და არჩევანიც არ ჰქონდა.
ნელოს ის ამ ხნის განმავლობაში საავადმყოფოში არ მოუნა-
ხულებია. ის საერთოდ გადაიხვეწა პალერმოდან. აღარც კლუბში
უკრავდა, მაგრამ ასტორე მაინც იმედოვნებდა, რომ მისი ეჭვი
ტყუილი გამოდგებოდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ ეს ნელოს ნახელავია? – ჰკითხა
მან ბიანკოს, – ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.
– აბა, შენს მოსისხლე მტერს ხომ არ გამოიყენებდნენ? რა
თქმა უნდა, მეგობრის გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა. ასე თუ
ისე, როგორც ღირსეულმა კაცმა, ის შენი ხელით უნდა დასაჯო...
ამიტომაც მალე უნდა გამოჯანმრთელდე.
ბიანკოს მომდევნო სტუმრობისას ასტორემ უთხრა:
– ნელოს წინააღმდეგ სამხილი არ გაგვაჩნია. მოდი, ეს საქმე
ასე დავტოვოთ და კორლეონეს ხალხსაც შევურიგდეთ. ხმა გაავ-
რცელე, თითქოს ჭრილობებისგან მოვკვდი.
ბიანკო ჯერ შეეწინააღმდეგა, მერე კი დაფიქრდა და ასტო-
რეს ბრძნული გადაწყვეტილება დააფასა. კორლეონეს კლანთან
შერიგება ახლა მართლაც უფრო აწყობდა. ნელო კი მხოლოდ
პაიკი იყო და მისი სიკვდილით ჯერჯერობით ვერაფერს მოიგებ-
დნენ.
ყველაფრის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდა. ასტორე
ჯერ ლონდონში გაემგზავრებოდა სწავლის დასასრულებლად,
შემდეგ კი ამერიკაში დაბრუნდებოდა. ბიანკომ ასტორეს უთხრა,
რომ ოლდო მონზას ნიუ-იორკში, დონ აპრილესთან გაგზავნიდა.
ასტორემ ერთი წელიწადი მისტერ პრაიორთან გაატარა და
სული მოითქვა.
მისტერ პრაიორმა ის ჩამოსვლისთანავე თავის კაბინეტში
მიიპატიჟა, ლიმონიანი ღვინით გაუმასპინძლდა და ამცნო, რომ
დონს მასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმები აქვს და
სიცილიაზე მისი ყოფნაც ამ გეგმის ნაწილი იყო, რადგან დონი
მას მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად ამზადებდა.
ასტორემ როუზის ამბავი ჰკითხა. დღემდე ახსოვდა და ენატ-
რებოდა ეს მოხდენილი, ხალისიანი გოგონა, ყველაფერში დიდ-
სულოვნებას რომ ამჟღავნებდა, მათ შორის ვნებაშიც.
– ის მაფიოზი გოგო? – წარბები აქაჩა მისტერ პრაიორმა, –
ვიცოდი, რომ არ დაივიწყებდი.
– იცით, სად არის ახლა?
– რა თქმა უნდა, ვიცი. ნიუ-იორკშია.
– მასზე ბევრი ვიფიქრე, – გაუბედავად წარმოთქვა ასტორემ,
– ძალზე ახალგაზრდა იყო, მე კი დიდი ხნით ვიყავი წასული. ის,
რაც მოხდა, სრულიად ბუნებრივი იყო. იმედი მქონდა, კიდევ ვნა-
ხავდი.
– რატომაც არ უნდა ნახო, – დაუდასტურა მისტერ პრაიორ-
მა, – სადილის შემდეგ მოგაწვდი მის შესახებ ინფორმაციას.
გვიან საღამოს მისტერ პრაიორმა ასტორეს როუზის შესახებ
ყველაფერი უამბო. მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები
მოასმენინა, რომელიც ცხადყოფდა, რომ როუზის ბინაზე მამაკა-
ცები სტუმრობდნენ. ბევრი მათგანი მას ფულს და ძვირფას საჩუქ-
რებს ჩუქნიდა. ასტორეს თავზარი დასცა მისი ხმის გაგონებამ,
მისმა ისეთმა ტემბრმა, რომელიც, როგორც ასტორეს ეგონა,
მხოლოდ მისთვის იყო განკუთვნილი, კრიალა ბგერები და თბი-
ლი იუმორით გამსჭვალული სიტყვები. ის არც ერთ სიტუაციაში
არ იყო ვულგარული, მუდამ ისეთი კილო ჰქონდა, თითქოს სკო-
ლის მოსწავლე ყოფილიყო და პირველი პაემნისთვის ემზადე-
ბოდა. მისი უმანკო იერი როუზის განსაკუთრებულ ნიჭს შეადგენ-
და.
მისტერ პრაიორს თავისი კეპიანი ქუდი თვალებზე ჩამოეფხა-
ტა, მაგრამ ასტორეს აკვირდებოდა.
– შესანიშნავია, არა? – იკითხა ასტორემ.
– თანდაყოლილი ნიჭი აქვს, – შენიშნა მისტერ პრაიორმა.
– ეს ჩანაწერები იმ პერიოდშია გაკეთებული, როცა მას
ვხვდებოდი?
– ვალდებული ვიყავი შენს უსაფრთხოებაზე მეზრუნა. ჰო,
სწორედ მაშინ.
– რატომ არაფერი მითხარით?
– მართლა შეყვარებული იყავი, – უპასუხა მისტერ პრაიორ-
მა, – არ მსურდა შენთვის სიამოვნების ჩაშხამება. ბოლოს და ბო-
ლოს, ხარბი არ ყოფილა, კარგად გეპყრობოდა. მეც ვყოფილ-
ვარ ახალგაზრდა და ვიცი, რომ სიყვარულში სიმართლის ცოდნა
სულაც არ არის აუცილებელი. ყველაფრის მიუხედავად, ის მარ-
თლაც შესანიშნავი გოგონაა.
– უმაღლესი დონის მეძავია, – მწარედ გამოსცრა ასტორემ.
– არა, – შეუსწორა მისტერ პრაიორმა, – უბრალოდ, მუდამ
საკუთარი ჭკუით უწევდა თავის გატანა. თოთხმეტი წლის იყო,
სახლიდან რომ გაიქცა, მაგრამ ნიჭიერი იყო და განათლების მი-
ღება უნდოდა. ამასთანავე, შეძლებულ ცხოვრებაზე ოცნებობდა,
რაც ბუნებრივია. მამაკაცების გაბედნიერება შეეძლო, ეს კი იშ-
ვიათი ნიჭია. რატომაც არ უნდა გადაეხადათ მათ ამის საფასუ-
რი?
– ნამდვილი სიცილიელი ხართ, – გაეცინა ასტორეს, – იმაზე
რაღას იტყვით, ოცდაოთხი საათი თავისი საყვარლის გვამთან
ერთად რომ გაატარა?
– ეს ხომ მისი ხასიათის საუკეთესო მხარეა! – გადაიხარხარა
მისტერ პრაიორმა, – გოგონა ნამდვილი მაფიოზია. ცხელი გული
და ცივი გონება აქვს. იდეალური კომბინაციაა. მართლაც დიდე-
ბული. ერთი კი მართალია, მასთან მუდამ სიფრთხილე გმარ-
თებს. ასეთი ადამიანები საშიშები არიან.
– ამილის ნიტრატზე რა აზრის ხართ?
– ამაში მას ბრალი არ მიუძღვის. პედაგოგთან მისი რომანი
მაშინ დაიწყო, ვიდრე შენ გაგიცნობდა და წამლის მიღება მამაკა-
ცის იდეა იყო. საქმე ისეთ გოგოსთან გვაქვს, საკუთარ ბედნიერე-
ბას ყველაფერზე მაღლა რომ აყენებს. მისთვის სოციალური აკ-
რძალვები არ არსებობს. ჩემი რჩევაა, მასთან ურთიერთობა არ
გაწყვიტო. შეიძლება ოდესმე საქმისთვის გამოგადგეს.
– გეთანხმებით, – თვითონაც უკვირდა ის, რომ როუზის მი-
მართ ბრაზს არ განიცდიდა. გოგონას მომხიბვლელობა კმარო-
და საიმისოდ, რომ მისთვის ყველაფერი ეპატიებინა.
– ძალიან კარგი, – დაასკვნა მისტერ პრაიორმა, – აქ ერთ
წელიწადს გაატარებ, შემდეგ კი დონ აპრილეს დაუბრუნდები.
– ბიანკოს რა ბედი ეწევა? – იკითხა ასტორემ.
მისტერ პრაიორმა ამოიოხრა და თავი გააქნია.
– ბიანკოს უკან დახევა მოუწევს. კორლეონეს კლანი მეტის-
მეტად ძლიერია. ისინი შენზე შურისძიებას აღარ შეეცდებიან.
დონი ამის თაობაზე მოურიგდა. საქმე ისაა, რომ ბიანკო მისმა
წარმატებამ მეტისმეტად ცივილიზებული გახადა.
ასტორემ როუზის კვალს მისდია. ნაწილობრივ, საქმის გამო,
ნაწილობრივ კი თავისი ცხოვრების უდიდესი სიყვარულის ხსოვ-
ნის გამო. გაიგო, რომ გოგონამ ასპირანტურაში განაგრძო სწავ-
ლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და კარგ ბინაში ცხოვრობდა; სა-
ვარაუდოდ, ახლა უფრო ასაკოვან და შეძლებულ მამაკაცებთან
ჰქონდა კავშირი.
ძალზე ჭკვიანი და მარჯვე იყო. ერთდროულად სამ კაცთან
ურთიერთობდა და თითოეულისგან გასამრჯელოს იღებდა ფუ-
ლის, სამკაულისა და ფეშენებელურ კურორტებზე დასვენების სა-
ხით, სადაც ახალ-ახალ კონტაქტებს ამყარებდა. პროფესიულ მე-
ძავს ვერავინ უწოდებდა, რადგან ის არასოდეს არავისგან ით-
ხოვდა რაიმეს, მაგრამ, ამასთან, საჩუქარზე არასოდეს ამბობდა
უარს.
ცხადი იყო, რომ ამ მამაკაცებს როუზი გულწრფელად უყვარ-
დათ, მაგრამ საქორწინო წინადადებებს გოგონა მუდამ უარით
პასუხობდა. ეუბნებოდა, მეგობრები ვართ და ჩვენი დაქორწინება
კარგს არაფერს მოიტანსო. მამაკაცების უმრავლესობა ასეთ პა-
სუხს შვებითა და მადლიერებით ხვდებოდა. ხარბი და ანგარე-
ბიანი არ ჩანდა, არასოდეს ითხოვდა ფულს. მხოლოდ მდიდრუ-
ლად ცხოვრება სურდა, არაფერს იკლებდა, მაგრამ, ამასთან, შა-
ვი დღისთვისაც სჩვეოდა ფულის გადანახვა. ხუთი სხვადასხვა სა-
ბანკო ანგარიში და ორი სადეპოზიტო ყუთი ჰქონდა.
როუზის ნახვა ასტორემ დონის მკვლელობიდან ხუთი თვის
შემდეგ გადაწყვიტა. თავს ირწმუნებდა, რომ ეს მხოლოდ საქმის-
თვის სჭირდებოდა, რომ გოგონას ყველა საიდუმლო იცოდა და
მისი ხიბლის ქვეშ აღარ მოექცეოდა. თანაც, როუზი მისი მოვალე
იყო. ასტორემ მისი საბედისწერო საიდუმლო იცოდა.
ასტორემ ისიც იცოდა, რომ როუზი თავისებურად უზნეო იყო.
საკუთარი თავი და საკუთარი სიამოვნება უმაღლეს ფასეულო-
ბად, თითქმის რელიგიად ჰქონდა ქცეული. მთელი გულით სწამ-
და, რომ სრული უფლება აქვს, ბედნიერი იყოს და ამ მიზანს ყვე-
ლაფერზე წინ აყენებდა.
სიმართლე ის გახლდათ, რომ კიდევ ერთხელ სურდა მისი
ნახვა. როგორც ეს მამაკაცებს მოსდით, დრომ უარყოფითი მო-
გონებები შეასუსტა და მხოლოდ გოგონას მომხიბლავი მხარეები
დატოვა. ახლა მისი ცოდვები უკვე ახალგაზრდულ ქარაფშუტო-
ბად ეჩვენებოდა და ლამის ისევ სჯეროდა, რომ როუზის უყვარ-
და. მოაგონდა, ალერსის დროს მისი კერტები ვარდისფრად რო-
გორ იფურჩქნებოდა; თავს გვერდზე მორცხვად როგორ ხრიდა;
რა გადამდები სიხალისე ჰქონდა და რა მშვიდი და კეთილი იყო.
მისი მაღალი, სწორი ფეხები, მიხრა-მოხრა და ცხელი ტუჩები...
ამ ყოველივეს მიუხედავად, ასტორემ საკუთარ თავს შთააგონა,
რომ ამ ქალს მხოლოდ საქმის გამო აკითხავდა. მისთვის საქ-
მიანი შეთავაზება ჰქონდა.
როუზი თავის სადარბაზოში შედიოდა, როცა ასტორემ
დაუძახა, მოახედა და ღიმილით მიესალმა. გოგონას ხელში წიგ-
ნები ეკავა. ასტორეს დანახვაზე ისინი ქვაფენილზე დაყარა და
სიხარულისგან სახე აუწითლდა. თვალები გაუნათდა. შემოეხვია
და ტუჩებზე აკოცა.
– ვიცოდი, რომ კიდევ გნახავდი, – უთხრა როუზიმ, – ვიცო-
დი, რომ მაპატიებდი.
მერე სადარბაზოში შეუძღვა და მეორე სართულზე, თავის ბი-
ნაში შეიყვანა.
სასმელი ჩამოასხა ჭიქებში, თავისთვის ღვინო, ასტორესთვის
კი ბრენდი და მის გვერდით ტახტზე ჩამოჯდა. ბინა საუცხოოდ
იყო გაწყობილი და ბიჭმა შესანიშნავად იცოდა, თუ საიდან ჰქონ-
და ამის ფული.
– აქამდე რატომ არ მოხვედი? – ჰკითხა როუზიმ. საუბრისას
თითებიდან ბეჭდებს იხსნიდა, საყურეებიც მაგიდაზე დააწყო. მარ-
ცხენა მაჯა სამი ძვირფასი სამაჯურიდან გამოაძვრინა.
– არ მეცალა, თანაც დიდხანს მოვუნდი შენს ძებნას, – უთხრა
ასტორემ.
როუზიმ ალერსიანი მზერა ესროლა.
– კიდევ მღერი? კიდევ ჯირითობ იმ სასაცილო წითელი კოს-
ტიუმით? – ისევ აკოცა და ასტორემ წამით ისევ ძველი სითბო შე-
იგრძნო, თუმცა ამ უნებლიე გამოძახილს ახლა შედეგი ვერ ექნე-
ბოდა.
– არა, როუზი, ძველ დროს ვერ დავაბრუნებთ.
როუზიმ ხელი ჩასჭიდა და ტახტიდან წამოაყენა.
– ეს ჩემი ცხოვრების უბედნიერესი დრო იყო, – უთხრა გო-
გონამ. მეორე წუთში უკვე საძინებელში იყვნენ, შიშვლები.
როუზიმ ღამის მაგიდიდან სუნამო აიღო, ჯერ თვითონ იპკუ-
რა, მერე ბიჭსაც აპკურა.
– შხაპის მიღების დრო არ არის, – სიცილით თქვა ქალმა.
საწოლში ჩაწვნენ და ასტორემ როუზის ვარდისფრად გაფურ-
ჩქნილი კერტები დაინახა.
ამ განცდას გაუცნობიერებლად დაჰყვა. სექსით ისიამოვნა,
მაგრამ როუზიზე ფიქრი არ სურდა. თვალწინ ედგა პროფესო-
რის გვამის გვერდით მჯდომი როუზი. იქნებ შეიძლებოდა მისი
შველა? რას აკეთებდა ცოცხალი როუზი მკვდარი პროფესორის
გვერდით?
გოგონა ზურგზე იწვა და ასტორეს ლოყაზე ეფერებოდა, მე-
რე ჩუმად ჩაიკრუტუნა:
– ის ძველი ჯადოქრობა აღარ ჭრის... – ასტორეს ყელზე ჩა-
მოკიდებულ მედალიონს გაეთამაშა, აუწია და მის ქვეშ მეწამულ
ნაიარევს შეეხო ტუჩებით.
– არა, კარგი იყო, – უპასუხა ბიჭმა.
როუზი წამოჯდა, ასტორე ახლა ქვემოდან ხედავდა მის შიშ-
ველ მკერდს.
– ვერ გიპატიებია, პროფესორთან რომ დავწექი და ვერც
იმას ივიწყებ, რომ ხელში ჩამაკვდა და მთელი ღამე მის გვერ-
დით რომ გავატარე, ასე არ არის?
ასტორემ არაფერი უპასუხა. არ აპირებდა როუზისთვის იმის
გამხელას, თუ რამდენი რამ იცოდა ახლა მის შესახებ.
როუზი საწოლიდან ადგა და ჩაცმას შეუდგა. ასტორეც ასე
მოიქცა.
– შენ ჩემზე ბევრად უარესი ხარ, დონ აპრილეს ნაშვილებო
დისშვილო, – მწარედ უთხრა როუზიმ, – შენ და შენი ლონდონე-
ლი მეგობარიც, ბინის დალაგებაში რომ დამეხმარა. ინგლისელი
ბანკირისთვის შეუფერებლად ამ საქმეს ძალზე პროფესიულად
გაართვა თავი, თუმცა რა გასაკვირია, თუკი იცი, რომ წარმოშო-
ბით იტალიელია.
სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ. როუზიმ ისევ შეავსო ჭიქები
და ასტორეს თვალი გაუსწორა.
– ვიცი, ვინც ხარ, მაგრამ ეს არ მაღელვებს. შენთან სულიერ
სიახლოვეს ვგრძნობ, განა ეს შესანიშნავი არ არის?
– სულიერი სიახლოვე ნამდვილად არ მაინტერესებს, –
გაეცინა ასტორეს, – მაგრამ შენთან სერიოზულ საქმეზე მოვედი.
როუზის სახე გაეყინა, უწინდელი ხიბლი და ალერსი ერთბა-
შად გაუქრა. ისევ დაიწყო თითებზე ბეჭდების ასხმა.
– სწრაფი სექსისთვის ხუთას დოლარს ვიღებ, ჩეკიც შეიძლე-
ბა, – იქედნური ღიმილით თქვა როუზიმ. ასტორემ იცოდა, რომ
ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. გოგონა ფულის ნაცვლად საჩუქრებს
იღებდა, თანაც ბევრად უფრო ძვირად ღირებულს.
– სერიოზულად გეუბნები, – უთხრა ასტორემ და სტურზოების
ამბავი მოუთხრო. უთხრა, მისგან რასაც ითხოვდა და კონკრეტუ-
ლი პირობებიც დაუყენა, – სახარჯოდ ახლავე მოგცემ ოცი
ათასს, ხოლო საქმეს რომ დაასრულებ, ასი ათასს დაგიმატებ.
როუზი სახეში ჩააშტერდა ბიჭს და შემდეგ ჰკითხა:
– მერე რაღა მოხდება?
– ამაზე შენ აღარ იდარდო.
– გასაგებია. უარი რომ გითხრა, რას იზამ?
– არაფერს, – მხრები აიჩეჩა ასტორემ. ამაზე ფიქრი არ სურ-
და.
– ჩემს თავს ინგლისის მთავრობას ხომ არ გადასცემ?
– ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებ, – გულწრფელად უპასუ-
ხა ასტორემ. გოგონა დამშვიდდა.
– კარგი, თანახმა ვარ, – თქვა როუზიმ და ასტორემ მის თვა-
ლებში ნაპერწკლები შენიშნა, – ახალი თავგადასავალი...
უესტჩესტერისკენ მანქანით მგზავრობამ ასტორე მოგონებე-
ბიდან გამოაფხიზლა.
– ნახევარ საათში ადგილზე ვიქნებით. სტურზოებთან შესახ-
ვედრად უნდა მოემზადო.
ასტორემ ფანჯარაში მქროლავ ფიფქებს გახედა. გარშემო
უდაბური მიდამო იყო, დათოვლილი ხეები გრძელმოსასხამიან
ჯადოქრებს ჰგავდნენ. ქვები კი ქათქათა საფარქვეშ ვარსკვლავე-
ბივით ბზინავდა. იმ წამს ასტორემ გულში უსაშველო სიცარიელე
და უსასოობა იგრძნო. იცოდა, რომ ეს ღამე მას სრულიად შეც-
ვლიდა და რაღაც გაუგებარი მიზეზით ისიც იცოდა, რომ მისი
ნამდვილი ცხოვრება ახლა იწყებოდა.
ასტორემ გაუკვალავ თოვლში გამოიარა და მარტოხელა
სახლს მიადგა. მიდამო თეთრად ქათქათებდა.
ძმები სტურზოები გაკოჭილები დახვდნენ, ხელები ზურგს
უკან ჰქონდათ შეკრული და ფეხებიც – ბორკილებში ჩასმული.
ერთ-ერთი საძინებლის იატაკზე იწვნენ და თავზე ორი მცველი
ადგათ.
ასტორემ ტყვეებს სიმპათიით შეხედა.
– ამგვარი მოპყრობით თქვენდამი პატივისცემას გამოვხა-
ტავთ. ვაფასებთ იმას, თუ რაოდენ საშიშები ხართ, – უთხრა მან.
ძმებს ერთმანეთისგან სრულიად საპირისპიროდ ეჭირათ თა-
ვი. სტეისი გარეგნულ სიმშვიდეს ინაჩუნებდა, ხოლო ფრენკი
მრისხანებისგან ბრდღვინავდა და მტრებს ისეთი სიძულვილით
უმზერდა, რომ სხვა დროს სანდომიანი სახე უგვანოდ დამანჭო-
და.
– ბიჭებო, ვფიქრობ, ვითარებაში გაერკვიეთ, – უთხრა ასტო-
რემ და საწოლზე ჩამოჯდა.
– როუზიმ სატყუარას როლი შეასრულა, – მშვიდად უპასუხა
სტეისმა, – ძალიან კარგი კი იყო ეგ კახპა, არა, ფრენკ?
– საუცხოო, – გამოცრა ფრენკიმ, თან ცდილობდა, ხმა ისტე-
რიულ კივილში არ გადასვლოდა.
– იმიტომ, რომ ორივე გულწრფელად მოსწონდით, – უპასუ-
ხა ასტორემ, – თქვენზე ჭკუას კარგავდა, განსაკუთრებით ფრენ-
კიზე. ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება, ძალიან.
– მაშ, რაღატომ გააკეთა? – ჯიბრიანად იკითხა ფრენკიმ.
– იმიტომ, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ფული მივეცი, – უპასუ-
ხა ასტორემ, – შენ ეს კარგად უნდა გესმოდეს, ფრენკ.
– არა, არ მესმის.
– ჩემი ვარაუდით, თქვენნაირ მაგარ ბიჭებს დონის მოკვლი-
სათვის დიდი ფული უნდა აეღოთ, – განაგრძო ასტორემ, – მი-
ლიონი? ორი მილიონი?
– არასწორი ინფორმაცია გაქვთ, – უთხრა სტეისმა, – ჩვენ ამ
საქმესთან საერთო არაფერი გვაქვს. ასეთი ბრიყვები კი არ
ვართ.
– ვიცი, რომ თქვენ ისროლეთ. თავზე ხელაღებული ადა-
მიანების რეპუტაცია გაქვთ. მივხვდი, რომ თქვენ გარდა ამ საქმე-
ზე ვერავინ წავიდოდა. თქვენგან ახლა დამკვეთის სახელს ვე-
ლოდები.
– ცდები, – არ დანებდა სტეისი, – ვერანაირად ვერ დაამტკი-
ცებ, რომ ამ საქმეში ხელი გვირევია. თანაც ვინ ჯანდაბა ხარ?
– დონის დისშვილი ვარ, – უპასუხა ასტორემ, – და მისი საქ-
მის გამგრძელებელი. ექვსი თვეა, დაგეძებთ. მკვლელობის
დღეს ლოს-ანჯელესში არ ყოფილხართ. ორი კვირის განმავ-
ლობაში არ ჩანდით. ფრენკ, შენ იმ სასკოლო გუნდის ორი თამა-
ში გამოტოვე, რომელსაც წვრთნი. სტეის, შენ მაღაზიაში არ გა-
მოჩენილხარ, არც დაგირეკავს. სად იყავით?
– ვეგასში ვთამაშობდი, – უპასუხა ფრენკიმ, – და, თუ ამ ბორ-
კილებს მოგვხსნი, ბევრად უკეთ ვილაპარაკებთ. ექსტრემალები
კი არ ვართ.
– გარკვეულწილად ხართ კიდეც, – თბილი ღიმილით უპასუ-
ხა ასტორემ, – სტეის, შენ რაღას იტყვი?
– ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ტახოში ვიყავი, მაგრამ
ამდენი ხნის შემდეგ ვიღას რა ეხსომება? – უპასუხა სტეისმა.
– იქნებ ცალ-ცალკე რომ გაგესაუბროთ, უფრო გამიმარ-
თლოს, – თქვა ასტორემ და საძინებლიდან სამზარეულოში ჩავი-
და, სადაც მონზას მისთვის ყავა გაემზადებინა. ასტორემ დაავა-
ლა, ძმები სხვადასხვა საძინებელში მოეთავსებინა და თი-
თოეულისთვის ორ-ორი გუშაგი მიეჩინა. მონზას თან ექვსკაციანი
ჯგუფი ჰყავდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ მკვლელები მართლაც ესენი
არიან? – ჰკითხა მონზამ.
– მგონი, ჰო, – უპასუხა ასტორემ, – თუ არა და, ეგეც მათი
ბედი. ეს ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ მათ ასალაპარაკებ-
ლად შეიძლება შენი დახმარება დამჭირდეს, ოლდო.
– ხომ იცი, ზოგჯერ, რაც უნდა ტანჯო, მაინც არ ლაპარაკო-
ბენ, – უთხრა მონზამ, – ზოგიერთი ადამიანი ძალზე ჯიუტია. ესე-
ნი კი, ჩემი ვარაუდით, სწორედ ჯიუტების რიცხვს ეკუთვნიან.
– არ მინდა ამ დონემდე დაცემა, მაგრამ ალბათ მომიწევს.
ერთი საათი მოიცადა და შემდეგ ფრენკისთან ავიდა. დაღამ-
და, მაგრამ გარეთ ნათურის შუქზე ფიფქების ნელი ვარდნა მო-
ჩანდა. ფრენკი ისევ ძირს დახვდა გაკოჭილი.
– ყველაფერი მარტივადაა, – დაიწყო ასტორემ, – დამკვეთის
სახელი მითხარი და აქედან შეიძლება ცოცხალმაც გააღწიო.
– ნაბიჭვარო, არაფერს გეტყვი! – სიძულვილით ახედა ფრენ-
კიმ, – დიდი შეცდომა დაუშვი. შენ სახესაც დავიხსომებ და
როუზისაც აუცილებლად მოვძებნით.
– ეს ნამდვილად არ უნდა გეთქვა, – უთხრა ასტორემ.
– მითხარი, შენც ხმარობდი, არა? სუტენიორი ხარ? – მრის-
ხანედ ამოიღრინა ფრენკიმ.
ასტორე მიხვდა, რომ ფრენკი არასოდეს აპატიებდა როუზის
ამ ღალატს. გაუკვირდა კიდეც, ასეთ სერიოზულ ვითარებაში
გრძნობებს როგორ აჰყვაო.
– ვფიქრობ, ძალზე სულელურად იქცევი, – უთხრა მან პატი-
მარს, – არადა, ორივეს ძალზე ჭკვიანი ხალხის სახელი გაქვთ.
– ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობ. თუ ვერაფერს დამიმტკიცებ,
თითსაც ვერ დამაკარებ.
– მართლა? ესე იგი, შენთან დროს ტყუილუბრალოდ ვკარ-
გავ. მაშ, სტეისთან წავალ, – მშვიდად უთხრა ასტორემ.
ვიდრე სტეისს მიაკითხავდა, კიდევ ერთი ჭიქა ყავა დალია.
თან იმაზე ფიქრობდა, რა ჯიუტად და შეუპოვრად იქცეოდა
ფრენკი გამოუვალ მდგომარეობაში. სტეისთან მეტი სიცბიერით
უნდა ემოქმედა. პატიმარი უხერხულ პოზაში დახვდა საწოლზე
წამომჯდარი.
– ქურთუკი გახადეთ, – გასცა ასტორემ განკარგულება, – მაგ-
რამ მანჟეტები და საყელო შეუმოწმეთ.
– რაღაც მოვიფიქრე, – აუღელვებლად უთხრა სტეისმა, –
ალბათ ისედაც იცი, რომ დიდი დანაზოგი გვაქვს გადანახული.
მის ადგილსამყოფელს გეტყვი და ეს აბსურდი ამით დავასრუ-
ლოთ.
– ახლახან ველაპარაკე ფრენკის, – თქვა ასტორემ, – მან
იმედი გამიცრუა. არადა, შენ და შენი ძმა არაჩვეულებრივად გო-
ნიერ ტიპებად ითვლებით. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ფულზე ლაპა-
რაკით მხოლოდ ადასტურებ, რომ დამნაშავე ხარ.
– სწორად ვერ გამიგე, – უპასუხა სტეისმა.
– ვიცი, რომ არც შენ ყოფილხარ ტახოში, არც შენი ძმა ვე-
გასში. სპეციალისტებიდან მხოლოდ თქვენ ორს ეყოფოდა გამბე-
დაობა, ასეთ საქმეზე რომ წასულიყო. თანაც, ჩემი თვალით ვნა-
ხე, რომ ორივე მსროლელი ცაცია იყო. ახლა იმის გაგებაღა
მსურს, თუ ვინ იყო დამკვეთი.
– რატომ უნდა გითხრა? – არ დაუთმო სტეისმა, – ვიცი, ჩვენი
საქმე მაინც წასულია. არც ერთს ნიღბები არ გიკეთიათ, როუზიც
არ დაგიზოგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აქედან ცოცხლებს არ
გაგვიშვებთ. თუნდაც ამას გვპირდებოდეთ.
– არ შეგეკამათები, – მძიმედ ამოიოხრა ასტორემ, – მაგრამ
მოსალაპარაკებელი მაინც გვაქვს. გააჩნია, როგორ დაიღუპე-
ბით, ტანჯვით თუ უტანჯველად. აქ ერთი უაღრესად გაწაფული
კაცი მყავს და ნუ მაიძულებ, მისი ოსტატობა ფრენკიზე გამოვცა-
დო.
ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, მუცელში უსიამო კრუნჩხვა იგ-
რძნო. მოაგონდა, ოლდო მონზა ფიზოლინის თავს როგორ დას-
ტრიალებდა.
– დროს ტყუილად დაკარგავ, ფრენკი არაფერს იტყვის, –
უპასუხა სტეისმა.
– შეიძლება ასეც იყოს. მაგრამ მას ნაკუწებად დაჭრიან და
ყოველ ნაკუწს შენ მოგიტანენ სანახავად. ეს იმისთვის მჭირდება,
შენ რომ აგალაპარაკო, მაგრამ, სტეის, გვიღირს კი საერთოდ ამ
გზაზე შედგომა? რისთვის აფარებ ხელს დამკვეთს? მას, წესით,
თქვენი უსაფრთხოება უნდა დაეცვა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.
პასუხის ნაცვლად სტეისმა ჰკითხა:
– იქნებ გაუშვა ფრენკი?
– ეს შენზეა დამოკიდებული.
– საიდან გაიგებ, რომ მართალს ვამბობ?
– რა ჯანდაბად უნდა მომატყუო? ამით რას მოიგებ? სტეის,
მინდა კარგად შეიგნო, არჩევანს გაძლევ, ფრენკი ძალზე შემზა-
რავი ტანჯვისაგან იხსნა.
– ჩვენ მხოლოდ ვისროლეთ, დაკვეთა შევასრულეთ. შენ ამ
მკვლელობის ნამდვილ დამნაშავეს ეძებ. გაგვიშვი, ჩვენ რაში
გჭირდებით? – შეევედრა სტეისი.
– სტეის, შენ და შენმა ძმამ დიდებული კაცის მოკვლა იტვირ-
თეთ, – მოთმინებით აუხსნა ასტორემ, – გასამრჯელოც მაღალი
აიღეთ და ამბიციაც დაიკმაყოფილეთ. გამოტყდი, რომ ეს გამოწ-
ვევა გიზიდავდა. თქვენი საქმე შეასრულეთ კიდეც. ისროლეთ,
ისროლეთ და წააგეთ. დამარცხებას ღირსეულად უნდა შეხვდეთ
და უნდა დაისაჯოთ კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყანა
ჩალით ყოფილა დახურული. ეს არ აგცდებათ და ერთადერთი
არჩევანიღა გრჩებათ: ტანჯვით თუ იოლად მოკვდეთ. ერთ საათ-
ში, შესაძლებელია, შენ წინ ამ მაგიდაზე ფრენკის ძალზე მნიშვნე-
ლოვანი ნაწილი იდოს, მაგრამ დამიჯერე, ამის გაკეთება არ
მსურს, ნამდვილად არ მსურს.
– საიდან უნდა ვიცოდე, რომ არ მაბოლებ? – ჰკითხა სტეის-
მა.
– სტეის, დაფიქრდი. როუზის მეშვეობით თქვენი აქ მოტყუება
რამდენ დროდ და ენერგიად დამიჯდა, ან რა ხარჯად. აქ მოგიყ-
ვანეთ და თავზე შვიდი შეიარაღებული კაცი დაგაყენეთ და ეს
ყველაფერი შობა ღამით. ამ ყველაფრის საფუძველზე უნდა
დაიჯერო, რომ ძალზე სერიოზული ვინმე ვარ, სტეის. მოსაფიქ-
რებლად ერთ საათს გაძლევ. გპირდები, თუ ყველაფერს მეტყვი,
ფრენკი ვერც კი გაიგებს, რას გადაურჩა.
ასტორე სამზარეულოში დაბრუნდა, სადაც მონზა ელოდებო-
და.
– რა ამბავია? – ჰკითხა მონზამ.
– ჯერ არ ვიცი, – უპასუხა ასტორემ, – მაგრამ ხვალ ნიკოლის
საშობაო წვეულებაზე უნდა ვიყო და ეს საქმე ამაღამ უნდა მოვა-
თავოთ.
– საათზე მეტი არ დამჭირდება, – დაამშვიდა მონზამ, – ან
ხმას ამოიღებს, ან მოკვდება.
ასტორემ მოკლე ხნით აგუზგუზებულ ბუხართან მოისვენა, მე-
რე ისევ სტეისთან ავიდა. პატიმარი დაქანცული და უიმედო ჩან-
და. იცოდა, რომ ფრენკი ხმას არასოდეს ამოიღებდა. ფრენკის
ჯერ კიდევ გადარჩენის იმედი ჰქონდა. სტეისი კი დარწმუნებული
იყო, რომ ასტორემ ყველა კოზირი გაუხსნა. ახლა ცხადად წარ-
მოიდგინა ყველა იმ ადამიანის შიში, ვისმა მოკვლამაც მოუწია,
მათი სასოწარკვეთილი მცდელობები და გადარჩენის ყოვლად
აბსურდული იმედები. არ სურდა, ფრენკის ასეთ უსასოობაში,
ნაკუწ-ნაკუწ დაჭრილს ამოხდომოდა სული. ასტორეს სახეზე და-
აკვირდა. ახალგაზრდობის მიუხედავად, სერიოზული, შეუვალი
და მოუსყიდველი მოსამართლის სახე ჰქონდა.
თოვლი მძიმედ ბარდნიდა და ფანჯრის რაფებს თეთრი ბეწ-
ვის ქურქით მოსავდა. ფრენკი თავის ოთახში როუზისთან ერთად
ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზის დათოვლილ ბულვარებსა და
ვენეციის არხებზე, ჯადოსნურ თოვლსა და ჯადოსნურ რომზე ოც-
ნებობდა.
სტეისი საწოლზე იწვა და ფრენკიზე ფიქრობდა. მათ გაის-
როლეს და წააგეს. მათი ამბავი აქ დასრულდებოდა, მაგრამ
სტეისს შეეძლო ფრენკი იმაში დაერწმუნებინა, რომ მხოლოდ
ოცი ქულა დაკარგეს.
– თანახმა ვარ, ფრენკიმ არ უნდა გაიგოს ის, რაც ხდება, –
უთხრა მან ასტორეს.
– ამას გპირდები. მაგრამ ტყუილს თუ იტყვი, ამასაც გავიგებ.
– ტყუილი რაში გამომადგება. ეს საქმე ერთმა კაცმა, გვარად
ჰისქაუმ დაგვიკვეთა, ბაბილონის მახლობლად, ქალაქ
ბრაითუოტერზში ცხოვრობს. ცოლთან გაშორებულია, მარტო
ცხოვრობს და თექვსმეტი წლის აყლაყუდა ბიჭი ჰყავს, კალათ-
ბურთის დიდი მოტრფიალე. ჰისქაუს ჩვენთვის ადრეც მოუცია
დაკვეთები. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. მილიონი შემოგ-
ვთავაზა, მაგრამ მე და ფრენკი მაინც დიდხანს არ ვთანხმდებო-
დით. მეტისმეტად სარისკო საქმე გვეჩვენა. იმიტომ დავთან-
ხმდით, რომ დაგვპირდა, არც ეფ-ბი-აი და არც პოლიცია ხელს
არ გახლებთო. დაგვარწმუნა იმაში, რომ დონმა ყველა ძველი
კავშირი გაწყვიტა, მაგრამ, რაკი აქ ხარ, შემცდარა. მოკლედ,
ასეთი დიდი საქმისგან თავი ვეღარ შევიკავეთ.
– ეს მართლაც მდიდარი ინფორმაციაა. როგორც ჩანს,
აღარ გგონია, რომ გატყუებ.
– მინდა დარწმუნდე, რომ სიმართლეს ვამბობ. ფრენკიმ არა-
ფერი არ უნდა გაიგოს.
– ნუ ნერვიულობ, გენდობი, – დაამშვიდა ასტორემ.
სამზარეულოში ჩავიდა და მონზას განკარგულებები მისცა.
ორივესთვის პირადობის მოწმობები, ლიცენზიები, საკრედიტო
ბარათები და სხვა საბუთები უნდა ამოეღო. პირობა პირობა იყო.
ფრენკი გაფრთხილების გარეშე ზურგში ტყვიით უნდა მოეკლათ.
არც სტეისს უნდა ეგრძნო ტკივილი.
ასტორემ იქაურობა მიატოვა და ნიუ-იორკში გაემგზავრა.
თოვა წვიმაში გადაიზარდა, წვიმის წყალმა თოვლი ჩამორეცხა.
მონზა იშვიათად არღვევდა ბრძანებებს, მაგრამ, როგორც
შემსრულებელმა, საჭიროდ ჩათვალა, საკუთარი თავისა და დაქ-
ვემდებარებულებისაგან რისკი აეცილებინა. თოფები გამორიცხა.
ნაცვლად ამისა ბაწარი გამოიყენა.
ჯერ ოთხ კაცთან ერთად სტეისი მიახრჩო. მას არც კი უცდია
წინააღმდეგობის გაწევა. ფრენკის შემთხვევაში კი ყველაფერი
სხვაგვარად მოხდა. ის ოცი წუთის განმავლობაში იბრძოდა. ოცი
შემზარავი წუთის მანძილზე ფრენკ სტურზომ იცოდა, რომ მოკ-
ვლას უპირებდნენ.
მერე გვამები საბნებში გაახვიეს და წვიმითა და დამდნარი
თოვლით გაჟღენთილ მინდორში გაიტანეს. სახლის უკან ტყე იწ-
ყებოდა და სწორედ იქ გადამალეს. თუკი მათ ოდესმე იპოვიდ-
ნენ, ეს გაზაფხულამდე არ მოხდებოდა. იმ დროისათვის სტიქია
მათ გარეგნულად შეცვლიდა და მათი სიკვდილის მიზეზს ვერა-
ვინ ამოიცნობდა.
ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას სხვა მიზეზიც ჰქონდა.
დონ აპრილეს მსგავსად, მონზაც თვლიდა, რომ მოწყალება
მხოლოდ ღვთისგანაა მოსალოდნელი. თვითონ კი არ იცნობდა
მოწყალებას იმ ადამიანთა მიმართ, ვინც სხვათა მოკვლაში გა-
სამრჯელოს იღებდა. ადამიანთა შორის მიტევებას გამორიცხავ-
და. ესეც მხოლოდ ღვთის უპირატესობად მიაჩნდა. ამგვარი მოწ-
ყალების გამღები, მისი აზრით, პატივმოყვარე და უზნეო ადა-
მიანი იყო. ღრმად სწამდა, რომ არც თვითონ იმსახურებდა ამ-
გვარ წყალობას.
კურტ სილკეს სწამდა კანონი, რომელიც ადამიანების მიერ
მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად გამოიგონეს. მუდამ
ცდილობდა იმ კომპრომისებისათვის თავის არიდებას, კანონს
გვერდს რომ უქცევდა და სახელმწიფოს მტრებისადმი არავითარ
სიბრალულს არ განიცდიდა. თუმცა ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ
მან ამ თავისი რწმენის დიდი ნაწილი დაკარგა.
ერთადერთი ადამიანი, ვინც მისი მოლოდინი გაამართლა,
მისი ცოლი იყო. პოლიტიკოსები ტყუოდნენ, მდიდრები სიხარბის
დაკმაყოფილებისას უმოწყალონი იყვნენ, გაჭირვებულები კი
ცბიერებას და ბოღმას ავლენდნენ. იყვნენ ბუნებით დამნაშა-
ვეებიც: თაღლითები, მოძალადეები, მკვლელები. სამართალ-
დამცავები მათ სულ ოდნავ თუ სჯობდნენ, თუმცა სილკეს გულით
სურდა იმის დაჯერება, რომ ბიურო ყველაზე უფრო პატიოსანი
ორგანიზაციაა.
უკანასკნელ წელიწადს გამუდმებით ხედავდა ერთსა და იმავე
სიზმარს. თითქოს თორმეტი წლის ასაკში გადამწყვეტი სასკოლო
გამოცდის ჩაბარებამ მოუწია, რომელიც მთელ დღეს გაგრძელ-
და. იმ დღეს დედამ სახლიდან აცრემლებულმა გააცილა და
სილკემ სიზმარში ასე მოიაზრა ამ ცრემლების მიზეზი: თუ გამოც-
დას ვერ ჩააბარებდა, დედას ვეღარასოდეს ნახავდა.
სიზმარში ასე გამოდიოდა, მკვლელობები ისე გახშირდა,
რომ ფსიქოლოგებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებ-
ლად სპეციალური ტესტები შეიმუშავეს, რომლის საფუძველზეც
შეიძლებოდა იმის გამოვლენა, თორმეტი წლის მოზარდებიდან
მომავალში რომელი ჩამოყალიბდებოდა მკვლელად. ვინც
ტესტს ვერ აბარებდა, უბრალოდ, უკვალოდ ქრებოდა. მეცნიერე-
ბამ დაადგინა, რომ მკვლელისთვის მთავარი მოტივი მკვლელო-
ბით მოგვრილი სიამოვნებაა; ხოლო პოლიტიკა, ამბოხი, ტერო-
რიზმი, ეჭვიანობა თუ ძარცვა მკვლელობის გასამართლებლად
მოგონილი საბაბი გახლდათ. მხოლოდ ისღა რჩებოდა, მკვლე-
ლებად დაბადებულები ბავშვობის ასაკშივე გამოევლინათ...
სიზმარმა მისი შინ დაბრუნების მომენტზე გადაინაცვლა. დე-
და სიხარულით იკრავდა გულში, ნათესავებს კი დიდი ზეიმი მო-
ეწყოთ. მერე თავის საძინებელში მარტო დაჯდა და შიშით კანკა-
ლებდა, რადგან იცოდა, რომ შეცდომა მოხდა. წესით, გამოცდა
არ უნდა გაევლო და ახლა მისგან აუცილებლად მკვლელი გაიზ-
რდებოდა.
სიზმარი ორჯერ განმეორდა. სილკეს ის ცოლისთვის არ
მოუყოლია, რადგან იცოდა, ან ეგონა, რომ იცოდა, თუ რას ნიშ-
ნავდა ეს სიზმარი.
ტიმონა პორტელასთან სილკეს ნაცნობობა ექვსი წლის წინ
იმით დაიწყო, რომ რაღაცით განრისხებულ პორტელას თავისი
ხელქვეითი შემოაკვდა. სილკემ მაშინვე განჭვრიტა ამ შემთხვე-
ვის ყველა უპირატესობა. პორტელას იმაზე შეუთანხმდა, რომ
მკვლელობის გამო პასუხს არ აგებინებდნენ, თუკი მაფიის საქმე-
ებზე ინფორმატორობაზე დათანხმდებოდა. დირექტორს ეს გეგ-
მა მოეწონა, დანარჩენი მხოლოდ დროზე იყო დამოკიდებული.
სილკემ ნიუ-იორკის მაფიას მუსრი გაავლო, სამაგიეროდ, იძუ-
ლებული იყო, პორტელას მაქინაციებზე, მათ შორის ნარკოტიკე-
ბით ვაჭრობაზე, თვალი მოეხუჭა.
ამჟამად სილკე, დირექტორის ნებართვით, პორტელას გამო-
ჭერას აპირებდა. პორტელას სურდა, აპრილეს ბანკებს დაჰპატ-
რონებოდა და მათი მეშვეობით ნარკობიზნესით მოგებული ფუ-
ლი გაეთეთრებინა, მაგრამ დონ აპრილე წინააღმდეგობას უწევ-
და. ერთი საბედისწერო შეხვედრისას პორტელამ ჰკითხა სილ-
კეს:
– ეფ-ბი-აი თუ გაუწევს დონ აპრილეს მეთვალყურეობას ეკ-
ლესიაში, სადაც ის შვილიშვილის ზიარების ცერემონიას დაეს-
წრება?
სილკე იმწამსვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ პასუხი წუ-
თით დააყოვნა. ბოლოს წარმოთქვა:
– გარანტიას გაძლევთ, რომ არ გაუწევს. ნიუ-იორკის პოლი-
ციაზე კი ვერაფერს გეტყვით.
– ამაზე უკვე ვიზრუნე, – უპასუხა პორტელამ.
სილკემ უკვე იცოდა, რომ მკვლელობის თანამონაწილე გახ-
დებოდა, მაგრამ დონი ამას არ იმსახურებდა? თითქმის მთელი
ცხოვრების მანძილზე ის ხომ გაქნილი დამნაშავე იყო. დიდძალი
სიმდიდრე დააგროვა და თავის საქმიანობას ისე ჩამოშორდა,
რომ დამსახურებულად არ დასჯილა. მისი მკვლელობა კი დიდ
სარგებელს მოიტანდა. პორტელა აპრილეს ბანკებს ხელში ჩაიგ-
დებდა და პირდაპირ ხაფანგში გაიხლართებოდა. სილკემ იცო-
და, რომ, თუ გაუმართლებდა, ამ ყველა საქმეს ერთად მოუყრი-
და თავს, ყველას ჩაავლებდა და სახელმწიფო ათ მილიარდ დო-
ლარს მოიგებდა. ეს, საშემოსავლო კანონის თანახმად, აპრილეს
ბანკების ღირებულება გახლდათ. უეჭველი იყო, რომ დონის მემ-
კვიდრეები პორტელას მიერ საიდუმლოდ მოგზავნილ პირებს
შეუთანხმდებოდნენ და ბანკებს გაყიდდნენ. ათი-თერთმეტი მი-
ლიარდი დოლარი დანაშაულთან ბრძოლაში მძლავრ იარაღს
წარმოადგენდა.
ამის გამო ჯორჯეტას პატივისცემას დაკარგავდა. ქალს ამ
გეგმის შესახებ არაფერი არ უნდა სცოდნოდა. ის ხომ ისედაც
სხვა სამყაროში ცხოვრობდა.
ჯერჯერობით სილკეს ისევ უწევდა პორტელასთან შეხვედრა.
გერმანელი მწყემსების დახოცვის საქმესთან დაკავშირებით,
უპირველეს ყოვლისა, პორტელას უნდა დალაპარაკებოდა.
***

ტიმონა პორტელა წარმატებულ იტალიელებს შორის გამო-


ნაკლისს წარმოადგენდა. ის ორმოცდაათს გადაცილებული ბერ-
ბიჭა გახლდათ, თუმცა ასკეტიზმით ნამდვილად არ გამოირ-
ჩეოდა. ყოველ პარასკევ საღამოს რომელიმე საესკორტო სამსა-
ხურის ლამაზ ქალთან დროს ატარებდა, რომელსაც მისი ერთ--
ერთი ხელქვეითი აკონტროლებდა. საგანგებო ინსტრუქციები
ჰქონდა მიცემული იმის თაობაზე, რომ გოგონა აუცილებლად
ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილი უნდა ყოფილიყო, მოხ-
დენილი და ნატიფი ნაკვთები უნდა ჰქონოდა. მხიარული და ხა-
ლისიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ჭკუის კოლოფი. ზედმეტი
ახირებები არ უნდა სჩვეოდა. თვითონ პედანტი იყო სექსში, გარ-
ყვნილობებს არ ცნობდა, მცირე თავისებურებები ახასიათებდა,
მაგრამ ყოველი მათგანი სავსებით უწყინარი გახლდათ. ერთ--
ერთი იმაში მდგომარეობდა, რომ ქალს არავითარ შემთხვევაში
არ უნდა რქმეოდა ჩვეულებრივი ანგლოსაქსური სახელი,
ვთქვათ, ჯეინი ან სიუზენი. თანახმა იყო ისეთ უჩვეულო სახელებ-
ზე, როგორიცაა ტიფანი ან მერლი, ეთნიკურად გამოკვეთილ სა-
ხელებს კი ვერ იტანდა. ორჯერ იშვიათად იყო ერთსა და იმავე
ქალთან.
მისი სასიყვარულო შეხვედრები ისტ-საიდის ერთ მცირე სას-
ტუმროში იმართებოდა, რომელსაც მისივე კომპანია ფლობდა.
იქ ერთი მთლიანი სართული პორტელას განკარგულებაში იყო,
ორი ურთიერთდაკავშირებული ნომერ-ლუქსით. ერთში სრულად
აღჭურვილი სამზარეულოც კი იყო, რადგან პორტელა დიდოს-
ტატი მზარეული გახლდათ და ძალზე უყვარდა ქურასთან ფუსფუ-
სი, რაც ჩრდილოელი იტალიელისათვის საკვირველია, თუმცა
მშობლები წარმოშობით სიცილიელები ჰყავდა.
იმ საღამოსაც ესკორტის სამსახურის უფროსმა ქალი მოუყვა-
ნა, თვითონაც ერთი ჭიქის დასალევად დარჩა, შემდეგ კი წავიდა.
პორტელამ ორისთვის ვახშამი მოამზადა, ვიდრე ქალს ესაუბრე-
ბოდა. თანდათან გაიცნო. ჯენიტი ერქვა. პორტელა სწრაფად და
ოსტატურად მოქმედებდა. ამ საღამოს თავისი საფირმო კერძი
მოამზადა, ხბოს ხორცი მილანურად, სპაგეტი სოუსითა და
გრიერის სახეობის ყველით, გარნირად – ჩაშუშული ბადრიჯანი,
სალათის ფოთლები და პომიდორი. დესერტად ახლომახლო
განლაგებული ცნობილი ფრანგული საკონდიტროდან მოტანი-
ლი ნამცხვრები ელოდათ.
სუფრასთან ჯენიტს ისეთი გალანტურობით ემსახურებოდა,
მის გარეგნობას სრულებით რომ არ შეეფერებოდა. პორტელა
მაღალი, ბანჯგვლიანი კაცი იყო, დიდი თავითა და უხეში კანით,
თუმცა სუფრასთან თეთრი პერანგის, ჰალსტუხისა და პიჯაკის გა-
რეშე არასოდეს ჯდებოდა. ვიდრე ვახშმობდნენ, ჯენიტს გულდა-
გულ გამოჰკითხა მისი ცხოვრების ამბები ისეთი თანაგრძნობით,
რასაც გოგონა ამ ზორბა კაცისაგან არ მოელოდა. სიამოვნებდა
კიდეც მისი ჭირ-ვარამის შესახებ ყურის დაგდება. ქალი მოუყვა,
თუ რა ცუდად მოექცნენ ჯენიტს ჯერ მამა, მერე კი ძმები, საყვარ-
ლები და ის გავლენიანი მამაკაცები, რომლებთანაც იძულებული
იყო, სექსუალური კავშირები ჰქონოდა. არაერთხელ მოუწია არა-
სასურველი ფეხმძიმობის შეწყვეტამაც და ამ ყველაფერზე თავი-
სი გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად მიდიოდა. პორტელა
გაოცებული დარჩა ჯენიტის პარტნიორი მამაკაცების სიუხეშითა
და უზნეობით. მერე დაარწმუნა, რომ თვითონ უაღრესად ფაქი-
ზად და დიდსულოვნად ეპყრობა ქალებს. ეს მართალიც იყო,
რადგან მათ მუდამ დიდი თანხით ასაჩუქრებდა.
სადილის შემდეგ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს, სადაც
ღვინოს შეექცეოდნენ. პორტელამ გოგონას ექვსი მომცრო კო-
ლოფი უჩვენა, რომლებშიც სხვადასხვა სამკაული იდო: ოქროს
საათი, ლალისთვლიანი ბეჭედი, ბრილიანტის საყურეები, ნეფრი-
ტის კოლიე, ძვირფასი თვლებით გაწყობილი სამაჯური და მარ-
გალიტის მძივი. შესთავაზა, ერთ-ერთი აერჩია და საჩუქრად
მიეღო. თითოეული ეს ნივთი რამდენიმე ათასი დოლარი ღირდა
და ქალები მათ, როგორც წესი, აღტაცებით ათვალიერებდნენ.
რამდენიმე წლის წინ მისმა ერთ-ერთმა ბანდამ საიუველირო
ნაწარმით სავსე ფურგონი გაიტაცა, ეს ნივთები პორტელას სწო-
რედ მსგავსი შემთხვევებისთვის ჰქონდა მომარაგებული, ასე
რომ, საჩუქრებზე არ იხარჯებოდა. ვიდრე ჯენიტი საჩუქარს ირ-
ჩევდა (საბოლოოდ საათი აირჩია), პორტელამ აბაზანა გაუმზა-
და, გულდაგულ შეამოწმა წყლის ტემპერატურა, საუკეთესო სუნა-
მო და ესენციაც ჩაუმატა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გოგონამ
აბაზანა მიიღო, ორივე საწოლში ჩაწვა და ისეთი სექსი ჰქონდათ,
პატიოსან ცოლ-ქმარს რომ შეეფერება.
თუ ქალით განსაკუთრებულად მოიხიბლებოდა, დილის ოთხ-
ხუთ საათამდე თავისთან ტოვებდა, მაგრამ ვიდრე ის ნომერში
იყო, არასოდეს იძინებდა. ამ საღამოს ჯენიტი ადრე გაუშვა.
ეს შეხვედრები ჯანმრთელობისთვის ესაჭიროებოდა. იცოდა,
რომ ფიცხი იყო და ყოველკვირეული განტვირთვა ამშვიდებდა.
საერთოდ, ქალების საზოგადოება მასზე დამამშვიდებლად მოქ-
მედებდა და ამ მარგებელ ეფექტს შაბათობით ამოწმებდა. ექი-
მებს ესინჯებოდა და სიამოვნებით რწმუნდებოდა, რომ წნევა
დაურეგულირდა. როცა პორტელამ ექიმს ამის მიზეზი აუხსნა,
ექიმმა ჩაიბურტყუნა, ძალიან საინტერესოაო, რითაც პორტელას
იმედი გაუცრუა.
ამ ჩვეულებას ის სახარბიელო მხარეც ჰქონდა, რომ ქალებ-
თან შეხვედრების დროს მისი დაცვა ნომრის გარეთ იმყოფებო-
და. მეორე ნომრიდან შიდა კარით შეიძლებოდა შესვლა და სწო-
რედ ასე ხვდებოდა პორტელა ეფ-ბი-აის აგენტს. მაფიის ბოსს ამ-
გვარი კავშირებისათვის ინფორმატორობას დააბრალებდნენ,
ამიტომ არ სურდა, ეს მის თანაშემწეებს სცოდნოდათ.
პორტელა სილკეს იმ ტელეფონის ნომრებს ატყობინებდა,
რომლებიც ეფ-ბი-აის უნდა მოესმინა, უსახელებდა მაფიის იმ წევ-
რებს, ვინც ზეწოლის ქვეშ საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდა,
მკვლელობების გასახსნელად აუცილებელ სამხილებსაც ატყობი-
ნებდა. პორტელა ასევე ასრულებდა ისეთ ბინძურ სამუშაოს, რა-
საც ეფ-ბი-აი ლეგალურად ვერ გააკეთებდა.
წლების მანძილზე ეს შეხვედრები ზუსტად ჰქონდათ დაგეგმი-
ლი. სილკეს გვერდითა ნომრის გასაღები ჰქონდა და შიგნით იმ
დერეფნიდან კი არ შედიოდა, სადაც დაცვა იდგა, არამედ
მეორიდან. ის ცარიელ, უფრო მცირე ნომერში ელოდებოდა
პორტელას და როცა ეს უკანასკნელი თავის ქალს გაისტუმრებ-
და, მათი შეხვედრაც მაშინ იწყებოდა. ამ საღამოს პირიქით მოხ-
და: პორტელა ელოდებოდა სილკეს.
ამ შეხვედრების წინ სილკე მუდამ ნერვიულობდა. მართა-
ლია, იცოდა, რომ ეფ-ბი-აის აგენტს პორტელასნაირი კაციც კი
არაფერს დაუშავებდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მაფიის ბოსის
სიფიცხე ზოგჯერ შეშლილობის ზღვარს აღწევდა. სილკე შეიარა-
ღებული იყო, მაგრამ ინფორმატორის ვინაობის გასაიდუმ-
ლოების მიზნით დაცვა თან არ ახლდა.
პორტელას ხელში ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა და სილკეს
ჩვეული ფრაზით მიესალმა, აბა, ამჯერად რაღა ჯანდაბა მოხ-
დაო. თუმცა მხარზე ხელი გადახვია და კარგ გუნებაზე ჩანდა.
ვეება ფაშვს თეთრი პიჟამა და ძვირფასი ჩინური ხალათი უფა-
რავდა.
სილკემ სასმელზე უარი უთხრა, ტახტზე ჩამოჯდა და მშვი-
დად დაიწყო:
– ორიოდე კვირის წინ სამსახურიდან შინ დავბრუნდი და ჩემი
ორი ძაღლი დახოცილი დამხვდა, გულები ჰქონდათ ამოჭრილი.
მეგონა, ამის შესახებ რაიმე გეცოდინებოდა, – ეს რომ თქვა,
პორტელას დაჟინებით ჩააკვირდა სახეში.
პორტელას გაოცება ფრიად გულწრფელი ჩანდა. სავარძელ-
ში იჯდა და ამ სიტყვების გაგონებაზე ლამის ჰაერში შეხტა. სახე-
ზე განრისხება აღებეჭდა, თუმცა ამას სილკეზე შთაბეჭდილება
არ მოუხდენია. პორტელას გამოცდილების დამნაშავეს შეეძლო
ისეთი ბუნებრივი გაოცება გამოეხატა, თითქოს მომხდარის შესა-
ხებ არაფერი იცოდა. ამიტომაც თქვა:
– თუკი რამის გამო ჩემი გაფრთხილება გსურთ, სჯობს, პირ-
დაპირ მითხრათ.
პორტელა ლამის ატირდა.
– კურტ, შენ აქ შეიარაღებული მოდიხარ. ვხვდები, ქამარზე
თოფი რომ გკიდია. მე კი უიარაღო ვარ. თავისუფლად შეგიძლია
მომკლა და მერე განაცხადო, რომ დაპატიმრებისას წინააღმდე-
გობა გაგიწიე, მაგრამ მე შენ გენდობი, ჩვენ ხომ პარტნიორები
ვართ. ეს გაცვეთილი სიცილიური ხრიკი რაში უნდა დამჭირვებო-
და? ვიღაც ჩვენს წაჩხუბებას ცდილობს, აი, რა უნდა გაარკვიო.
– ამის მსურველი ვინ უნდა იყოს?
– ვფიქრობ, ის ღლაპი, ასტორე, მეტი ვინ იქნება. განდიდე-
ბის მანია აწუხებს, ერთხელ დამისხლტა ხელიდან და თავი ყოვ-
ლისშემძლე ჰგონია. გადაამოწმე, მე კი ამასობაში მასთან კონ-
ტრაქტს დავდებ.
– კარგი, ოღონდ ფრთხილად იყავით, ხელწამოსაკრავი ვინ-
მე არ ჩანს, – სილკე თითქოს დარწმუნდა პორტელას გულწრფე-
ლობაში.
– არ იდარდო, – დაამშვიდა პორტელამ, – ჰო, მართლა, ნა-
ჭამი თუ ხარ? ხბოს ხორცი მაქვს, სპაგეტი, სალათა და კარგი
ღვინო.
– თქვენი მჯერა, – გაეცინა სილკეს, – მაგრამ ჭამისთვის არ
მცალია.
სიმართლე ის გახლდათ, რომ არ სურდა იმ კაცთან ერთად
გაეტეხა პური, ვისაც სულ მალე ციხეში გაუშვებდა.
ასტორემ უკვე საკმარისი ინფორმაცია დააგროვა საბრძო-
ლო გეგმის შესამუშავებლად. დარწმუნდა, რომ დონის სიკვდილ-
ში ეფ-ბი-აის ხელი ერია. ისიც იცოდა, რომ ოპერაციაში სილკე
მონაწილეობდა და შუამავალი დამკვეთის ვინაობაც იცოდა. იცო-
და, რომ ტიმონა პორტელამ კონტრაქტი დადო. სულ ორიოდე
საიდუმლოს გარკვევაღა რჩებოდა. ელჩმა ნიკოლის პირით უთ-
ხრა, ბანკები უცხოელი ინვესტორების დახმარებით გაეყიდა.
სილკემ გარიგება შესთავაზა, რათა პორტელა კრიმინალურ ვი-
თარებაში გახვეულიყო და მისი დაპატიმრება გაადვილებულიყო.
ეს ყოველივე ძალზე საშიში და ჩახლართული გარემოებები გახ-
ლდათ და ასტორემ გადაწყვიტა, ჩიკაგოში კრაქსისთვის ეთხოვა
რჩევა და, გარდა ამისა, ლონდონიდან მისტერ პრაიორი გა-
მოეძახა.
ასტორეს ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა, მისტერ პრაიორის-
თვის აპრილეს ბანკების მართვა ჩაებარებინა. მისტერ პრაიორი
მაშინვე დათანხმდა და დაუჯერებლად სწრაფად გარდაისახა ინ-
გლისელი ჯენტლმენიდან ამერიკელ ბანკირად. ახლა მრგვალი
ქუდის ნაცვლად ფეტრის ფარფლიანი ქუდი ეხურა, ქოლგის ნაც-
ვლად ხელში ორად მოკეცილი გაზეთი ეკავა. თან ცოლი და
ორი ძმისშვილი ახლდა. მისმა ცოლმაც ინგლისელი გათხოვილი
ქალის სტილი მიატოვა და ძალზე ელეგანტური კაბით შეიმოსა.
ძმისშვილები სიცილიიდან იყვნენ, თუმცა ინგლისურს უნაკლოდ
ფლობდნენ და ეკონომისტის დიპლომები ჰქონდათ. ორივე ნა-
დირობით იყო გატაცებული, სანადირო აღჭურვილობა კი ლიმუ-
ზინის საბარგულში ეწყოთ, რომელსაც ერთ-ერთი მათგანი ატა-
რებდა. სინამდვილეში ორივენი მისტერ პრაიორის პირად დაც-
ვას წარმოადგენდნენ.
პრაიორები ზემო უესტ-საიდში დასახლდნენ, დიდ სახლში,
რომელსაც პირადი სააგენტოდან მიწვეული დაცვა იცავდა. ნიკო-
ლი, რომელიც თავიდან ამ კანდიდატურას არ ეთანხმებოდა, მა-
ლევე მოიხიბლა მისტერ პრაიორით, მით უმეტეს, როცა შეიტყო,
რომ შორეული ნათესავები ყოფილან. პრაიორს უდავოდ ეხერ-
ხებოდა ქალების მამობრივი მზრუნველობით მოხიბვლა, მისი
გავლენის ქვეშ როუზიც კი მოექცა. ისიც უდავო გახლდათ, რომ
ბანკის მართვაშიც არ ჰყავდა ბადალი. ინტერნაციონალური სა-
ბანკო საქმის მისეული ცოდნით ნიკოლიც კი აღტაცებული დარ-
ჩა. საბანკო ანგარიშებით მანიპულირების ხარჯზე მან მნიშვნე-
ლოვნად გაზარდა საერთო მოგება. გარდა ამისა, ასტორემ იცო-
და, რომ მისტერ პრაიორი დონ აპრილეს საქმეებში იყო ჩახედუ-
ლი. სწორედ მისტერ პრაიორმა დაარწმუნა დონი, თავისი ბანკე-
ბი ინგლისისა და იტალიის საბანკო სისტემასთან დაეკავშირები-
ნა. მან ასტორეს აუხსნა ამ კავშირის ფუნქციები.
– ბიძაშენს ვუთხარი, რომ ბანკებისგან მეტი მოგება ექნებო-
და, ვიდრე დანარჩენი ბიზნესისგან. დრო შეიცვალა, ხელისუფ-
ლება ძალიან გაძლიერდა და ახლა უკვე მეტისმეტ სიფრთხილეს
იჩენს ჩვენს თანამემამულეებთან. ამ საქმის მიტოვების დრო
დადგა. ფულის კეთების საუკეთესო გზად ბანკები იქცა, თუკი საკ-
მარისი გამოცდილება, პერსონალი და პოლიტიკური კავშირები
გაქვს. ჩემი მხრიდან, შემიძლია, იტალიელი შეძლებული პოლი-
ტიკოსების მხარდაჭერა უზრუნველვყო. ამგვარად, ყველა გამ-
დიდრდება და არც ციხეში მოხვდება ვინმე. ღმერთმანი, უნივერ-
სიტეტში შემიძლია იმის სწავლება, თუ როგორ უნდა გამდიდრდე
ისე, რომ კანონი არ დაარღვიო. მხოლოდ იმაზე გიწევს ზრუნვა,
რომ შენთვის ხელსაყრელი კანონები იქნას შემოღებული. განათ-
ლება ერთადერთი გზაა მაღალი ცივილიზაციისაკენ.
მისტერ პრაიორი ხუმრობდა, მაგრამ, გარკვეულწილად,
მართალსაც ამბობდა. ასტორე მას მთლიანად ენდო, ისევე, რო-
გორც დონ კრაქსის. მეგობრობის გარდა ამას ის ფაქტიც განაპი-
რობებდა, რომ ორივე მათგანი დონ აპრილეს ბანკების მეშ-
ვეობით გამდიდრდა.
ასტორე და მისტერ პრაიორი ჩიკაგოში დონ კრაქსისთან ჩა-
ვიდნენ. ასტორეს გაუკვირდა, როდესაც მამაკაცები ერთმანეთს
თბილად გადაეხვივნენ. თურმე მათ დიდი ხნის ნაცნობობა აკავ-
შირებდათ.
კრაქსი მათ ხილითა და ყველით გაუმასპინძლდა და თან
მისტერ პრაიორს ებაასებოდა. ასტორე გაფაციცებით უგდებდა
ყურს, უყვარდა უფროსების მიერ მონათხრობი ამბების მოსმენა.
კრაქსი და პრაიორი ერთმანეთს იმაში დაეთანხმნენ, რომ წინათ
ბიზნესი დიდ რისკსა და დაძაბულობას უკავშირდებოდა.
– ყველას წნევა და გული აწუხებდა, – ამბობდა კრაქსი, – ამ
ახლებს კი სინდისი სრულებით არ ქენჯნით. მიხარია კიდეც, რომ
დამარცხდნენ.
– რას იზამ, – შენიშნა პრაიორმა, – ვინც დავრჩით, რაღაცით
ხომ უნდა გავიტანოთ თავი.
ამ საუბარში ასტორემ იმ საქმეზე ვეღარ წამოიწყო ლაპარა-
კი, რისთვისაც მოვიდა და კიდეც გაიფიქრა, ნეტავ, რას ფიქრო-
ბენო. მისტერ პრაიორმა ასტორეს აზრები მის სახეზე ამოიკითხა.
– ასტორე, ნუ დარდობ. წმინდანები არ ვართ. ეს ვითარება
ჩვენც გვეხება, ამიტომ შეგიძლია, თამამად გვითხრა შენი სათ-
ქმელი. საქმისათვის მზად ვართ.
– მხოლოდ თქვენი რჩევა მჭირდება, დანარჩენი მე ვიცი.
– თუ მხოლოდ შურისძიება გაღელვებს, გირჩევ ისევ სიმღე-
რას დაუბრუნდე. მე ვფიქრობ და, იმედი მაქვს, ამას შენც ხვდები,
რომ საქმე შენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას ეხება.
– ორივე მიზეზი მაქვს, – უპასუხა ასტორემ, – თუმცა ერთ--
ერთიც საკმარისი იქნებოდა. ბიძაჩემმა სწორედ ამ ვითარების-
თვის გამწვრთნა და ვერ ვუღალატებ.
– კარგი, – უთხრა მისტერ პრაიორმა, – ოღონდ ნუ დაგავიწ-
ყდება, რომ ის, რასაც აკეთებ, სისხლში გაქვს. გრძნობებს ნუ აჰ-
ყვები და გონებას მიმართე.
– რით შემიძლია, დაგეხმარო? – თვინიერად ჰკითხა ბიჭს
დონ კრაქსიმ.
– მართალი აღმოჩნდით, ძმებმა სტურზოებმა დანაშაული
აღიარეს. დამკვეთად ვინმე ჯონ ჰისქაუ დამისახელეს, რომლის
შესახებაც არაფერი მსმენია. ახლა მისი მოძებნა მომიწევს.
– სტურზოებს რაღას უპირებ? – ჰკითხა კრაქსიმ.
– მათ უკვე გავუსწორდი.
ორივე ხნიერი კაცი დადუმდა. ბოლოს კრაქსი ალაპარაკდა.
– ჰისქაუს ვიცნობ. ოც წელიწადზე მეტია ამგვარ დაკვეთებს
შუამავლობს. ლაპარაკობენ, რომ რამდენიმე პოლიტიკურ
მკვლელობაშიც ურევია ხელი, მაგრამ არ მჯერა. იცოდე, სტურ-
ზოების ასალაპარაკებლად რა მეთოდიც გამოიყენე, ის ჰისქაუს-
თან არ გამოგადგება. კომერციის გენიოსია და იცის, სიკვდილს
როგორ მოურიგდეს. იმასაც მიხვდება, რომ შენთვის საჭირო ინ-
ფორმაციას მის გარდა არავინ ფლობს.
– საყვარელი ვაჟი ჰყავს, – შენიშნა ასტორემ, – კალათბურ-
თელი. ჰისქაუს მასზე მზე და მთვარე ამოსდის.
– ეს ძველისძველი კოზირი მასთან არ გაგივა, – გააფრთხი-
ლა პრაიორმა, – მთავარ ინფორმაციას დაგიმალავს და მეორე-
ხარისხოვანს შემოგტენის. ჰისქაუ მთელი ცხოვრებაა სიკვდილს
ეთამაშება. სხვა მხრიდან უნდა მიუდგე.
– ვიდრე განვაგრძობ, ბევრი რამ მინდა ვიცოდე. პირველ
რიგში, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან და რატომ? მხოლოდ ერ-
თი მიზეზი მომაფიქრდა: ბანკები. ვიღაცას ჩვენი ბანკები სჭირდე-
ბა.
– ამის შესახებ ჰისქაუმ შეიძლება რაიმე იცოდეს, – თქვა
კრაქსიმ.
– ის მაწუხებს, რომ მკვლელობის ადგილას არც ეფბი-აი ყო-
ფილა, არც პოლიცია. სტურზოების თქმით, მათ იმის გარანტია
მისცეს, რომ დანიშნულ დღეს ადგილზე არც ერთი თანამშრომე-
ლი არ იქნებოდა. ნუთუ ის უნდა დავიჯერო, რომ ეფ-ბი-აიმაც და
პოლიციამაც წინასწარ იცოდა დაგეგმილი მკვლელობის შესა-
ხებ?
– ეს სავსებით შესაძლებელია, – უთხრა დონ კრაქსიმ, – და
თუ ასეა, ჰისქაუსთან ასმაგი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო.
– ასტორე, შენი უპირველესი მიზანი ბანკების დაცვა და დონ
აპრილეს შვილებისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, –
აუღელვებლად თქვა პრაიორმა, – შურისძიება ნაკლებმნიშვნე-
ლოვანია და გიჯობს, ის სულაც დაივიწყო.
– არ ვიცი, ამაზე კიდევ ვიფიქრებ, – უპასუხა ასტორემ, მერე
კი ორივეს კეთილად გაუღიმა, – ვნახოთ, რა გამომივა.
უფროსმა მამაკაცებმა ეს სიწრფელე არ დაიჯერეს. ცხოვრე-
ბაში ორივეს მრავლად უნახავს ასტორესთანა ახალგაზრდები. ის
ძველი დროის მაფიის ბოსებს ჰგავდა, მათ, ვისაც თვითონ ვერ
დაემსგავსნენ, რადგან პიროვნული ეშხი და ქარიზმა აკლდათ,
რაც მხოლოდ დიდ ადამიანებს ახასიათებთ. ვერ დაემსგავსნენ
მათ, ვინც პროვინციებს მართავდნენ, ხელისუფლებას ბრძოლაში
იწვევდნენ და ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიოდნენ. გა-
მოცდილი თვალით ხედავდნენ ამ ბიჭში იმ თავაშვებულობას, ნე-
ბისყოფასა და ხიბლს, რასაც თვითონ ჯერაც ვერ აცნობიერებდა.
თვით სიმღერით, ჯირითითა და სხვა სისულელეებით გატაცება
ვერ ასუსტებდა. ეს მხოლოდ ახალგაზრდული ახირებები გახ-
ლდათ, მის სიკეთეზე რომ მეტყველებდა.
ასტორემ უამბო, რომ გენერალურ კონსულ მარიანო რუ-
ვიოსა და ინციო ტულიპას ბანკების შესყიდვა სურდათ. ისიც უთ-
ხრა, რომ სილკეს მისი გამოყენება უნდოდა პორტელას გამოსა-
ჭერად. უფროსები გულდასმით უგდებდნენ ყურს.
– თუკი შემდეგში მოგმართავენ, ჩემთან გამოგზავნე, – უთხრა
მისტერ პრაიორმა, – რამდენადაც ვიცი, რუვიო ნარკოსამყაროს
მთავარი ფინანსისტია.
– რაც უნდა იყოს, ბანკებს არ გავყიდი, – მტკიცედ თქვა ას-
ტორემ, – დონმა ასე დამიბარა.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა კრაქსი, – ბანკები შენი მომავა-
ლია და უსაფრთხოებასაც გპირდება.
მერე წუთით დადუმდა და განაგრძო: – ერთ ამბავს მოგიყვე-
ბი. ვიდრე საქმეებს ჩამოვშორდებოდი, ერთი პარტნიორი მყავ-
და, პატიოსანი ბიზნესმენი. ერთხელ თავის საოფისე შენობაში,
პირად სასადილო ოთახში ლანჩზე დამპატიჟა. შემდეგ ექსკურსია
მომიწყო და უზარმაზარი დარბაზი მომატარა, სადაც კომპიუტე-
რებთან ათასობით ქალი და მამაკაცი მუშაობდა.
მითხრა, ამ დარბაზს ჩემთვის ყოველწლიურად მილიარდი
დოლარი მოაქვს, ქვეყანაში დაახლოებით სამასი მილიონი ადა-
მიანი ცხოვრობს და ვცდილობთ, მათ ჩვენი პროდუქცია მივყი-
დოთო. მისი კომპანია საგანგებო გათამაშებებს მართავს, პრი-
ზებსა და ბონუსებს აწესებს, ყველაფერი ეს ლეგალურადაა იმაზე
მიმართული, რომ ხალხმა მის სასარგებლოდ ფული დახარჯოს.
და იცი, რა არის გადამწყვეტი? მათ ბანკები ესაჭიროებათ, რათა
ეს სამასი მილიონი ადამიანი კრედიტით უზრუნველყონ იმ ფუ-
ლის დასახარჯავად, რომელიც მათ არ გააჩნიათ. ბანკები თამა-
შის მთავარ კოზირს წარმოადგენს.
– მართალია, – დაეთანხმა პრაიორი, – თანაც, ორივე მხარე
მოგებული რჩება. მართალია, კრედიტები მაღალი პროცენტე-
ბით გაიცემა, მაგრამ ეს ხალხს სტიმულს აძლევს, უფრო ენერ-
გიულად იმოქმედოს და მეტი ფული გამოიმუშაოს.
– მიხარია, რომ ბანკების ფლობა ასეთი სახარბიელო საქ-
მეა, – გაეცინა ასტორეს, – მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა
არ აქვს. დონმა მათი გაყიდვა ამიკრძალა და ეს ჩემთვის საკმა-
რისია. მე მისი მკვლელობა უფრო მაღელვებს.
– იცოდე, სილკეს ვერაფერს დაუშავებ. ხელისუფლება ახლა
იმდენად გაძლიერდა, რომ ასეთ რადიკალურ ქმედებას არავის
აპატიებს. თუმცა იმაში გეთანხმები, რომ ეს ადამიანი საშიშია. ძა-
ლიან ჭკვიანურად უნდა იმოქმედო.
– შენი შემდგომი ნაბიჯი ჰისქაუსთან ანგარიშსწორებაა, – გა-
ნაგრძო პრაიორმა, – აქაც ძალზე ფრთხილად უნდა იყო. გახ-
სოვდეს, დონ კრაქსის შეგიძლია დახმარებისათვის მიმართო.
ასევე მეც. ჯერ საბოლოოდ არ გავსულვართ პენსიაზე. თანაც,
შენს ბანკებში წილს ჩვენც ვფლობთ, რომ აღარაფერი ვთქვათ
დონ აპრილესადმი ჩვენი სიმპათიის შესახებ, ღმერთმა აცხონოს
მისი სული.
– მაშ, კარგი, – დაასკვნა ასტორემ, – ჰისქაუს ვნახავ და შემ-
დეგ ისევ შევხვდეთ სალაპარაკოდ.
ასტორე სრულად აცნობიერებდა თავისი მდგომარეობის
რისკს. იცოდა, რომ ჯერჯერობით წარმატებებით ვერ დაიკვეხნი-
და, თუმცა მკვლელების დასჯა მოახერხა. დონ აპრილეს მკვლე-
ლობის მთელი საიდუმლოს ფარგლებში ეს მხოლოდ ზღვაში
წვეთი იყო. ახლა იმ თანდაყოლილ პარანოიას უნდა მინდობო-
და, რაც მრავალსაუკუნოვანი სიცილიური მზაკვრობების შედეგად
სისხლში ჰქონდა გამჯდარი. ფრთხილად უნდა ყოფილიყო: ჰის-
ქაუ იოლ სამიზნეს ჰგავდა, მაგრამ შესაძლებელი იყო, მისთვის
მახეც დაეგო.
ერთი რამ აკვირვებდა. მუდამ ბედნიერი ეგონა თავი, მცირე
ბიზნესმენისა და მოყვარული მუსიკოსის ცხოვრება სავსებით აკ-
მაყოფილებდა. ახლა ჯერარნახულ სიმხნევეს განიცდიდა, თით-
ქოს იმ სამყაროს დაუბრუნდაო, რომელსაც მუდამ ეკუთვნოდა.
გრძნობდა, რომ მნიშვნელოვანი მისია დაეკისრა: დონის შვილე-
ბის დაცვა და ახლობლის მკვლელზე შურისძიება. ამისათვის
მტერი მორალურად უნდა გაენადგურებინა. ოლდო მონზამ თა-
ვისი სოფლიდან ათი ძლიერი ახალგაზრდა ჩამოიყვანა. ასტო-
რეს მითითებით, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ბედი
ეწეოდათ, მონზამ მათ ოჯახებს სიცოცხლის ბოლომდე დაუნიშნა
დაფინანსება.
ასტორეს დონის ეს სიტყვები აგონდებოდა: „იმ სიკეთის
იმედზე ნუ იქნები, რაც ადამიანებს წარსულში გაუკეთე. სამომავ-
ლოდაც უნდა აღუთქვა რაღაც, რათა მუდამ შენი მადლიერნი იყ-
ვნენ“.
ბანკები აპრილეს ოჯახის, ასტორესა და მისი მზარდი ლაშ-
ქრის მომავალს წარმოადგენდა, თანაც ისეთ მომავალს, რომ-
ლისთვისაც ნებისმიერ ფასად ღირდა ბრძოლა.
დონ კრაქსიმ კიდევ ექვსი სანდო კაცი მიუგზავნა. მათი და
უსაფრთხოების უახლესი ტექნიკის მეშვეობით ასტორემ თავისი
სახლი ციხესიმაგრედ აქცია. გარდა ამისა, კიდევ ერთი საიდუმ-
ლო ბინა მოიმზადა, სადაც იმ შემთხვევაში დაიმალებოდა, თუკი
სამართალდამცავებს მისი დაკავება მოუნდებოდათ.
პირად დაცვას არ ცნობდა. მხოლოდ საკუთარ სიმარდეს ენ-
დობოდა, თავის ხალხს კი მიდამოს დასაზვერად იყენებდა.
ჰისქაუს გარკვეულ დროს მისცემდა. აინტერესებდა სილკეს
პატიოსნების შემოწმება, რომელსაც დონ აპრილეც კი დიდად
აფასებდა.
პრაორმა კი ერთხელ ასე უთხრა:
– არსებობენ ისეთი პატიოსანი ადამიანები, მთელი სიცოც-
ხლის განმავლობაში ხელსაყრელ მომენტს რომ ელოდებიან,
რათა დიდი ვირიშვილობა ჩაიდინონ.
მაგრამ ასტორე დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ საკუ-
თარ სიცოცხლეზე უნდა ეზრუნა და თვალი ედევნებინა, რებუსის
ნაწილები თანდათან თავისით როგორ აეწყობოდა.
ჰისქაუსთან, პორტელასთან, ტულიპასთან და სილკესთან და-
პირისპირებისას მისი გამძლეობა გამოიცდებოდა. იცოდა, რომ
არაერთხელ მოუწევდა ხელების სისხლში გასვრა.
ასტორეს ერთი თვე დასჭირდა ჰისქაუს შესასწავლად. ეს კა-
ცი ადვილი მოსაკლავი ჩანდა, მაგრამ ინფორმაციას ადვილად
ვერ გამოსძალავდი. მისი შვილის გამოყენებაც საშიში იყო. ამ
შემთხვევაში ჰისქაუს შეეძლო სიტყვიერად დახმარებას დაჰპირე-
ბოდა, სინამდვილეში კი ასტორეს წინააღმდეგ ემოქმედა. გადაწ-
ყვიტა, რათა ჰისქაუ არ დაეფრთხო, მისთვის არ გაემხილა, რომ
სტურზოებისგან იცოდა, მკვლელობის დღეს საჭესთან რომ ის
იჯდა.
თანდათან ამ კაცის ყოველდღიური ჩვეულებების შესახებ
ცნობები შეაგროვა. ყოველმხრივ ზომიერი კაცი ჩანდა, მისი მთა-
ვარი გატაცება ყვავილების მოყვანა და მათი მეყვავილეებისთვის
ჩაბარება იყო, ხანდახან თვითონაც კი ყიდდა მათ ჰემპტონში,
გზისპირა დახლთან. ერთადერთი გართობა, რის უფლებასაც
თავს აძლევდა, შვილის საკალათბურთო თამაშებზე დასწრება
გახლდათ, რომლებსაც თითქმის არასოდეს ტოვებდა.
ერთ შაბათ საღამოს ჰისქაუ ნიუ-იორკში ვილანოვას საკა-
ლათბურთო თამაშზე დასასწრებად მიდიოდა. სახლიდან გას-
ვლის წინ საიმედო სიგნალიზაციის სისტემა ჩართო. საერთოდ,
მუდამ აქცევდა ყურადღებას ყოველ წვრილმანს და გულდაგულ
ამოწმებდა, ხომ არ დაავიწყდა უსაფრთხოების რომელიმე ზომის
მიღება. ასტორეს სურდა, მოწინააღმდეგესთან პირველივე შეხ-
ვედრისას სწორედ უსაფრთხოების ეს განცდა დაემსხვრია.
ჯონ ჰისქაუ მანქანით გაემგზავრა ქალაქში და განმარ-
ტოებით ისადილა ჩინურ რესტორანში. სახლის გარეთ მუდამ ჩი-
ნურ კერძებს მიირთმევდა, რადგან ეს ერთადერთი იყო, რასაც
შინ იმაზე უკეთ ვერ ამზადებდა, როგორც რესტორანში ამზადებ-
დნენ. უყვარდა თითოეულ კერძს ვერცხლისფერი ხუფი რომ ეფა-
რა, თითქოს რაღაც საამო საიდუმლოს იტევსო. უყვარდა ჩინე-
ლებიც. ისინი თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი, არასოდეს
ლაყბობდნენ და არც ფამილარობას იჩენდნენ. მუდამ რამდენიმე
კერძს უკვეთდა და ანგარიშს საგულდაგულოდ ამოწმებდა, მაგ-
რამ არასოდეს შეუნიშნავს რაიმე უზუსტობა.
ამ საღამოს განსაკუთრებულად მოულხინა. ძალზე უყვარდა
იხვი პეკინურად ლობსტერის სოუსით. მისაყოლებლად ბრინჯი
და ცომის გუფთა შეარჩია. ამ ყველაფერს დააყოლა ნაყინი მწვა-
ნე ჩაით, უჩვეულო შეხამება, რომელიც მას აღმოსავლური სამზა-
რეულოს ნამდვილ გურმანად წარმოაჩენდა.
სქუეარ გარდენის სტადიონი ჯერ მხოლოდ სანახევროდ
დახვდა გავსებული, ჰისქაუმ შვილის მიერ მისთვის შერჩეული
ადგილი დაიკავა, ქვედა რიგში, მსაჯების სავარძლების პირის-
პირ. ჯოუკოს არჩევანის გამო სიამაყე განიცადა.
თამაში მაინცდამაინც კარგი ვერ გამოდგა. მოწინააღმდეგემ
ვილანოვას გუნდი დაამარცხა, თუმცა ჯოუკომ მაინც მოახერხა
რამდენიმე კარგი ბურთის ჩაგდება. დასასრულს ჰისქაუ გასახ-
დელში შევიდა.
შვილმა მხარზე ხელი გადახვია.
– მამა, კარგია, რომ მოხვედი. წამოხვალ ჩვენთან ერთად
საჭმელად?
ჰისქაუს ეს შემოთავაზება ძალიან ესიამოვნა. მისი ვაჟი ნამ-
დვილი ჯენტლმენი იყო. რა თქმა უნდა, მის მეგობრებს სულაც
არ ეხალისებოდათ ბებერ ჰისქაუსთან ერთად ქალაქში გასვლა.
მათ ახლა დალევა, მხიარულება და, შესაძლოა, ქალებთან ურ-
თიერთობა უნდოდათ.
– გმადლობ, – უპასუხა მან ბიჭს, – უკვე ვისადილე, თანაც
სახლამდე შორი გზა მაქვს გასავლელი. დღეს შესანიშნავად ითა-
მაშე. შენით ვამაყობ. ახლა კი წადით, გაერთეთ.
შვილს აკოცა და გულში გაიკვირვა, ასე როგორ გამიმარ-
თლაო. მერე კი გაიფიქრა, ბიჭს კარგი დედა შეხვდა, თუმცა ცო-
ლად არ ივარგაო.
შინ, ბრაითუოტერზში სულ რაღაც ერთ საათში დაბრუნდა:
ლონგ-აილენდის ქუჩები ამ დროს თითქმის ცარიელი იყო. დაღ-
ლილი დაბრუნდა, მაგრამ ვიდრე სახლში შევიდოდა, ყვავილე-
ბის სათბურებში ტემპერატურა და სინოტივე შეამოწმა.
სათბურის მინის სახურავში მთვარის შუქი აღწევდა და ყვავი-
ლებს რაღაც ველურ, არაამქვეყნიურ სილამაზეს ანიჭებდა. წითე-
ლი შავად მოჩანდა, თეთრი კი მისტიკურ ნათელს აფრქვევდა.
უყვარდა ძილის წინ თავისი ყვავილების ცქერა.
სახლამდე ქვიშით მოფენილი ბილიკი გაიარა და კარი
გააღო. როგორც კი შიგნით შევიდა, სიგნალიზაციის პანელზე
სწრაფად აკრიფა კოდი, მერე კი ოთახში შევიდა.
გული ლამის საგულედან ამოუხტა. ოთახში ორი მამაკაცი
ელოდა. ჰისქაუმ მაშინვე იცნო ასტორე. სიკვდილს საკმაოდ კარ-
გად იცნობდა, რათა წამში ამოეცნო. სიკვდილის მაცნეებმა უკვე
მოაკითხეს.
თავდაცვის მექანიზმი სრულად აამოქმედა.
– აქ როგორ შემოაღწიეთ და რა ჯანდაბა გინდათ?
– დაშოშმინდი, – უთხრა ასტორემ, თავი წარუდგინა და ისიც
დაუმატა, გარდაცვლილი დონ აპრილეს დისშვილი ვარო.
ჰისქაუმ თავი დაიმშვიდა. გამოუვალ მდგომარეობაში ადრეც
ყოფილა და ადრენალინის პირველი მოზღვავების შემდეგ მუდამ
ახერხებდა თავის ხელში აყვანას. ტახტზე ჩამოჯდა და ხელი ხის
სამკლავურზე ჩამოდო, სადაც თოფი ჰქონდა დამალული.
– რა გინდათ?
ასტორეს სახეზე ხალისიანი ღიმილი დასთამაშებდა. ჰისქაუ
ამ ღიმილმა გააღიზიანა. მან სამკლავური გადასწია, მაგრამ სა-
მალავი ცარიელი დახვდა.
იმავე წამს ეზოში სამი მანქანა შემოვიდა და ფარებმა ფანჯა-
რაში შემოანათა. სახლში კიდევ ორი კაცი შემოვიდა.
– გაფასებთ, როგორც სერიოზულ კაცს, ჯონ, – კეთილგან-
წყობილად უთხრა ასტორემ, – სწორედ ამიტომ გავჩხრიკეთ სახ-
ლი. ერთ თოფს ყავის კოლოფში მივაგენით, ერთი მწებავი ლენ-
ტით იყო მიკრული შენი საწოლის ქვეშ, კიდევ ერთი ყალბ სა-
ფოსტო ყუთში ვიპოვეთ, ერთიც – აბაზანაში. რაიმე ხომ არ გა-
მოგვრჩა?
ჰისქაუმ არ უპასუხა. გული ისევ ყელში მოებჯინა და გამალე-
ბით უცემდა.
– მაინც რა გაქვს მაგ სათბურებში? ბრილიანტები თუ კო-
კაინი? – სიცილით ჰკითხა ასტორემ, – რა გინდოდა იქ ამდენ
ხანს? ისე, მართლა, იმ კაცისთვის, ვისაც იელი მოჰყავს, შინ მე-
ტისმეტად ბევრი ტყვია-წამალი გაქვს.
– მორჩი მასხარაობას, – მშვიდად უთხრა ჰისქაუმ.
ასტორე ჰისქაუს პირისპირ სავარძელში ჩაჯდა, ჯიბიდან „გუ-
ჩის“ ფირმის ორი საფულე ამოიღო, ერთი – ოქროსფერი,
მეორე – ყავისფერი და ყავის მაგიდაზე დააწყო.
– ჩაიხედე, – უთხრა მან ჰისქაუს. ჰისქაუმ ერთ-ერთი გახსნა
და პირველი, რაც დაინახა, სტურზოების მართვის მოწმობები
იყო, მათი ფოტოსურათებით. ამჯერად ყელში ისე ძლიერად მო-
ებჯინა გორგალი, რომ ლამის გული აერია.
– ძმებმა გაგცეს, – უთხრა ასტორემ, – აღიარეს, რომ მკვლე-
ლობა შენ შეუკვეთე და იმასაც დაჰპირდი, რომ ადგილზე არც
ერთი სამართალდამცავი არ იქნებოდა.
ჰისქაუ ვითარების გაანალიზებას შეეცადა. შემოსვლისთანავე
არ მოკლეს, თუმცა სტურზოები უეჭველად უკვე მკვდრები იქნე-
ბოდნენ. მათი ღალატის გამო იმედგაცრუების ოდნავი ჩხვლეტა
იგრძნო, მაგრამ, როგორც ჩანს, ასტორემ არ იცოდა, რომ ჰის-
ქაუ თვითონ იჯდა საჭესთან. ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო გა-
რიგება მოელოდა. ჰისქაუმ მხრები აიჩეჩა:
– არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ.
ოლდო მონზა ყურადღებით უსმენდა და ჰისქაუს თვალს არ
აშორებდა. სამზარეულოში გავიდა და ორი ჭიქა ყავა შემოიტანა
ასტორესა და ჰისქაუსთვის. ჰისქაუს უთხრა:
– იტალიური ყავა გქონია... რა მაგარია.
ჰისქაუმ ზიზღით სავსე მზერა ესროლა.
ასტორემ ყავა მოსვა, მერე კი ნელა, ხაზგასმით წარმოთქვა:
– როგორც გავიგე, უაღრესად ჭკვიანი კაცი ყოფილხარ და
დღემდე მხოლოდ ამის ხარჯზე გადაურჩი სიკვდილს. მაშ, ყური
დამიგდე და კარგად დაფიქრდი. მე დონ აპრილეს მემკვიდრე
ვარ. ყველა იმ რესურსს ვფლობ, რაც მას ჰქონდა, ვიდრე საქმე-
ებს ჩამოშორდებოდა. შენ მას იცნობდი და იცი, ეს რასაც ნიშ-
ნავს. მას რომ ძველებური ძალა ჰქონოდა, ალბათ ამ საქმეს
არასოდეს იტვირთებდი, არა?
ჰისქაუმ არაფერი უპასუხა, ასტორეს აკვირდებოდა და მის
განჭვრეტას ცდილობდა.
– სტურზოები დაიხოცნენ, – განაგრძო ასტორემ, – შეგიძლია
მათ შეუერთდე, მაგრამ შენთვის ერთი წინადადება მაქვს, რო-
მელსაც სჯობს, ძალზე ყურადღებით მოუსმინო. უახლოესი ათი
წუთის განმავლობაში იმაში უნდა დამარწმუნო, რომ ჩემს მხარეს
ხარ და მზად ხარ, იმოქმედო, როგორც ჩემმა აგენტმა. თუ ამას
არ გააკეთებ, შენს ყვავილებში დაგმარხავთ. ახლა კარგ ამბავს
გეტყვი. შენს შვილს ამ საქმეში არ გავხვევ. მსგავს რამეს არასო-
დეს ვაკეთებ და, თანაც, ეს ჩემდამი მტრულად განგაწყობს. არ
უნდა დაგავიწყდეს, რომ შენი შვილი სწორედ ჩემი წყალობით
იცოცხლებს. ჩემს მტრებს ჩემი მოკვლა სწყურიათ. თუკი მათ ეს
გამოუვათ, იცოდე, ჩემი მეგობრები შენს შვილს არ დაზოგავენ.
მისი და ჩემი ბედი ერთმანეთთან არის გადახლართული.
– რა გინდა? – ჰკითხა ჰისქაუმ.
– ინფორმაცია მჭირდება, – უპასუხა ასტორემ, – თუ შენი
ნათქვამი დამაკმაყოფილებს, მოვრიგდებით. თუ არა, მოკვდები.
აასე რომ, შენი უშუალო ამოცანაა ამაღამ ცოცხალი დარჩე. და-
იწყე.
ჰისქაუს ხუთიოდე წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ას-
ტორეს აკვირდებოდა. სიმპათიური ახალგაზრდა იყო, არც აგრე-
სიას იჩენდა, არც მის დაშინებას ცდილობდა, მაგრამ სტურზოები
მან მოკლა და მის დაცულ სახლშიც შეაღწია. ყველაზე სულის-
შემძვრელი კი ის იყო, თუ როგორ ელოდებოდა ასტორე, რო-
დის დასწვდებოდა ჰისქაუ თოფს, რომელიც თავის ადგილას
აღარ იდო. ეს ნამდვილად არ იყო ბლეფი. ბოლოს და ბოლოს,
ჰისქაუმ ყავა დაცალა და გადაწყვეტილება მიიღო.
– მომიწევს შენთან თანამშრომლობა. ეს მკვლელობა ტიმო-
ნა პორტელამ შემიკვეთა. პოლიციის ნეიტრალიტეტი მოვისყიდე.
ტიმონას დავალებით მთავარ გამომძიებელ ბენედეტოს ორმოც-
დაათი ათასი მივეცი, მის თანაშემწე ასპინელა უოშინგტონს კი –
ოცდახუთი. ეფ-ბი-აის რაც შეეხება, მისი ჩაურევლობის გარან-
ტიაზე თვით პორტელამ იზრუნა. როცა დაზუსტება მოვთხოვე,
მითხრა, რომ ნიუ-იორკის ბიუროს უფროსი, სილკე, მისი კაცია.
სწორედ სილკემ მისცა დონის მოკვლის ნებართვა.
– ადრე თუ გიმუშავია პორტელასთან?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ჰისქაუმ, – ის ნიუ-იორკში ნარკო-
ბიზნესს აკონტროლებს და არაერთ საქმეზე მოუმართავს ჩემ-
თვის. თუმცა დონთან მანამდე არასოდეს მქონია შეხება. სულ ეს
არის.
– კარგი, – გულწრფელი სახით უთხრა ასტორემ, – ახლა
მინდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინო, – ეს შენს ინ-
ტერესებშია. კიდევ თუ არის რაიმე, რაც შეგიძლია მითხრა?
ჰისქაუმ უეცრად გაიაზრა, რომ სიკვდილისაგან ორიოდე წა-
მი აშორებდა, რადგან ასტორეს დარწმუნება ვერ მოახერხა. სა-
კუთარ ინსტინქტებს ის მუდამ ენდობოდა, ამიტომაც ასტორეს უმ-
წეოდ გაუღიმა და ძალზე ნელა წარმოთქვა:
– მხოლოდ ერთი რამ. ამჟამად პორტელასთან ახალი კონ-
ტრაქტი მაქვს დადებული. ის შენ გეხება. მისი დავალებით ორ
დეტექტივს უნდა გადავუხადო შენი ჩაძირვისთვის. შენს დაპატიმ-
რებას შეეცდებიან, შენ წინააღმდეგობას გაუწევ და ადგილზე
მოგკლავენ.
ასტორემ ჩაიცინა.
– ასე რთული და ძვირად ღირებული გეგმა რაში დასჭირდა?
უუბრალოდ, მკვლელი რატომ არ დაიქირავა?
– ამას არ გაკადრებდა, – თავი გააქნია ჰისქაუმ, – თანაც დო-
ნის მკვლელობის შემდეგ ეს საეჭვოდ გამოჩნდებოდა, შენ ხომ
მისი დისშვილი ხარ. პრესა ერთ ამბავს ატეხდა. ასე კი ეს ამბავი
თვალში არავის მოხვდება.
– უკვე გადაუხადე? – ჰკითხა ასტორემ.
– არა, ჯერ არ შევხვედრივარ.
– კარგი. შეხვედრა უკაცრიელ ადგილას დაუთქვი, ყველა
დეტალი წინასწარ შემატყობინე და შეხვედრის შემდეგ ადგილი-
დან მათთან ერთად არ წახვიდე.
– ამის დედაც! ეს აუცილებელია? – შეცბა ჰისქაუ, – ეს ძალი-
ან ძნელი იქნება.
– აუცილებელია, – ასტორე საზურგეს მიეყუდა. მერე ფეხზე
წამოდგა და ჰისქაუს მხრებზე მეგობრულად გადახვია ხელი, – ნუ
დაგავიწყდება, რომ მე და შენ ერთმანეთის სიცოცხლე გვაბარია.
– ფული უნდა მივცე?
– არა, მთელი ეშხი ამაშია. პოლიცია თუ დააკავებს, როგორ
უნდა ახსნან ნახევარი მილიონის წარმომავლობა?
– მხოლოდ ოცი ათასის, – შეუსწორა ჰისქაუმ.
– მაშ, კარგი, ოღონდ მეტს ნუ მისცემ, – გულკეთილად და-
უთმო ასტორემ.
ახლა ასტორეს დონ კრაქსისა და მისტერ პრაიორთან
კვლავ ესაჭიროებოდა შეხვედრა, რათა გეგმასთან დაკავშირე-
ბით ეთათბირათ.
მაგრამ ამასობაში ვითარება შეიცვალა. მისტერ პრაიორმა
დაიჟინა, ჩემი ძმისშვილები ჩიკაგოში უნდა ჩამოვიყვანოო. რო-
დესაც ჩიკაგოს გარეუბანში ჩავიდნენ, დონ კრაქსის მოკრძალე-
ბული სახლი სამხედრო ბანაკად ქცეული დახვდათ. ეზო სავსე
იყო ძალზე საშიში გარეგნობის ახალგაზრდებით, რომლებსაც
იქვე ხაკისფერი კარვები გაეშალათ. ხეხილის ბაღში სამხედრო
ფურგონი იდგა. სამი ახალგაზრდა სატელეფონო ზარებს პასუ-
ხობდა და მოსულების პირადობის მოწმობებს ამოწმებდა.
მისტერ პრაიორის ძმისშვილები მოქნილი, ათლეტური აღნა-
გობის ახალგაზრდები იყვნენ, ცეცხლსასროლ იარაღში საუკეთე-
სოდ ერკვეოდნენ და თავიანთ ბიძას აღმერთებდნენ. როგორც
ჩანს, ასტორეს სიცილიური თავგადასავლებიც იცოდნენ, რადგან
დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და ცდილობდნენ, მისთვის ყვე-
ლანაირი წვრილმანი სამსახური გაეწიათ. მისი ბარგი შეიტანეს,
სადილის დროს ღვინოს უსხამდნენ, პიჯაკიდან ხელსახოცით ნამ-
ცეცებს წმენდდნენ, ოთახიდან გასვლისას კარს უღებდნენ და
სხვა მხრივაც უჩვენებდნენ, რომ პატივსაცემ კაცად მიაჩნდათ. ას-
ტორე ეცადა, იუმორით ეპასუხა და ახალგაზრდებს, როგორც
თავის სწორებს, ისე მოპყრობოდა, მაგრამ ისინი თავისას არ იშ-
ლიდნენ.
დონ კრაქსის დაცვა მსგავსი თავაზიანობით არ გამოირ-
ჩეოდა. ისინი ორმოცდაათიოდე წლის თავშეკავებული მამაკაცე-
ბი იყვნენ, მთელი გულისყური საქმეზე რომ მიეპყროთ. ყველანი
შეიარაღებულნი იყვნენ.
იმავე საღამოს, როცა სადილის შემდეგ ხილს შეექცეოდნენ,
ასტორემ დონ კრაქსს ჰკითხა:
– რა საჭიროა მთელი ეს უსაფრთხოების ზომები?
– სიფრთხილე გამოვიჩინე, – უპასუხა მან, – შემაშფოთებელი
ამბავი გავიგე. ჩემი ძველისძველი მტერი ინციო ტულიპა ამერი-
კაში ჩამოსულა. ძალზე ფიცხი და ხარბი კაცია და ვარჩიე, ყოვე-
ლი შემთხვევისათვის, თადარიგი დამეჭირა. აქ ტიმონა პორტე-
ლას უნდა შეხვდეს. ნარკობიზნესის შემოსავლის გაყოფასა და
მტრებთან დაკავშირებით გეგმების დაწყობას აპირებენ, ამიტო-
მაც მინდა, მზად დავხვდე. ახლა ის მითხარი, რას აპირებ, ჩემო
ასტორე?
ასტორემ უამბო, თუ როგორ ეწვია ჰისქაუს და რა გაიგო მის-
გან. პორტელას, სილკესა და ორი გამომძიებლის შესახებაც უთ-
ხრა ყველაფერი.
– ახლა კონკრეტულ საქმეს უნდა მივხედო. ორი კაცი მჭირ-
დება, ვინც ასაფეთქებელ ნივთიერებებში ერკვევა, და გარდა
ამისა, სულ ცოტა, ათი ძლიერი კაცი. თქვენ შეგიძლიათ ამ ხალ-
ხით მომამარაგოთ, დონის ძველ მეგობრებსაც დაუკავშირდით, –
ეს რომ თქვა, გულდაგულ გათალა მომწვანო მსხალი, – ალბათ
გესმით, ეს რამდენად საშიშიცაა და არ გსურთ, ამ საქმესთან ახ-
ლო შეხება გქონდეთ.
– სისულელეა, – მოუთმენლად გააწყვეტინა მისტერ
პრაიორმა, – რასაც წარმოვადგენთ, ყველაფერს დონ აპრილეს
ვუმადლით. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. მაგრამ გახსოვდეს, ეს
არ იქნება შურისძიება. ეს თავდაცვაა. ამიტომ სილკეს არაფერი
არ უნდა დაუშავო, თორემ ფედერალური სამსახური ცხოვრებას
ჯოჯოხეთად გვიქცევს.
– მაგრამ ის როგორმე უნდა გავანეიტრალოთ, – ჩაერთო
დონ კრაქსი, – ის მუდამ საშიში იქნება ჩვენთვის. ასე თუ ისე, გა-
ითვალისწინე, თუ ბანკებს გაყიდი, ყველა კმაყოფილი დარჩება.
– ყველა, ჩემსა და ჩემი ბიძაშვილების გარდა, – უპასუხა ას-
ტორემ.
– ეს სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, – თქვა მისტერ
პრაიორმა, – ჩემი მხრივ, მზად ვარ, ბანკებში ჩემი წილი გავწი-
რო, თუმცა ვიცი, რომ მომავალში ის ახლანდელზე ბევრად უფ-
რო დიდ მოგებას მოიტანს, მაგრამ მშვიდ ცხოვრებას მაინც ვე-
რაფერი შეედრება.
– ბანკების გაყიდვას არ ვაპირებ, – მტკიცედ თქვა ასტორემ,
– მათ ბიძაჩემი მოკლეს და თავისას არ გავატანინებ. ისინი უნდა
დაისაჯონ. ვერც იმ სამყაროში ვიცხოვრებ, სადაც ჩემი სიცოც-
ხლე მათ წყალობაზე იქნება დამოკიდებული. ეს დონმა მასწავ-
ლა.
ასტორემ გაკვირვებით შენიშნა, რომ დონ კრაქსიც და მის-
ტერ პრაიორიც ამ განცხადებას შვებით და სიხარულით შეხ-
ვდნენ, თუმცა ღიმილის დამალვას ცდილობდნენ. მიხვდა, რომ
ეს ხნიერი კაცები მის მიმართ პატივისცემით განეწყვნენ და ის
გამბედაობა დაუფასეს, რაც თვითონ არ გააჩნდათ.
– ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ განსვენებული დონ აპრილეს წი-
ნაშე ვალი გვაკისრია, – თქვა კრაქსიმ, – შენ წინაშეც გვაქვს
ვალდებულებები. ოღონდ უნდა გაგაფრთხილოთ, თუ მეტისმე-
ტად იჩქარებ და რაიმე შეგემთხვევა, ჩვენ იძულებულები გავხდე-
ბით, ბანკები გავყიდოთ.
– ჰო, – დაეთანხმა პრაიორიც, – გონივრულად მოიქეცი.
– არ იდარდოთ, – გაეცინა ასტორეს, – თუ დავიღუპები, არც
სხვები დარჩებიან ცოცხლები.
ხილის ჭამა განაგრძეს. დონ კრაქსი ჩაფიქრებული ჩანდა.
მერე თქვა:
– ტულიპა ნარკოსამყაროში უძლიერესი კაცია. პორტელა
მისი ამერიკელი პარტნიორია. როგორც ჩანს, ბანკები ნარკობიზ-
ნესით მოგებული ფულის გასათეთრებლად სჭირდებათ.
– სილკეს რაღა უნდა მათთან? – იკითხა ასტორემ.
– არ ვიცი, – უპასუხა კრაქსიმ, – რაც უნდა იყოს, სილკეს ნუ
შეეხები.
– ეს დიდ უსიამოვნებებს მოიტანს, – კვერი დაუკრა მისტერ
პრაიორმა.
– დავიხსომებ, – უპასუხა ასტორემ.
მაგრამ სილკე დამნაშავე იყო. მაშ, რა უნდა ექნა?
დეტექტივმა ასპინელა ვაშინგტონმა თავის რვა წლის ქალიშ-
ვილს ვახშამი აჭამა, დავალებები მოამზადებინა, გადაამოწმა, სა-
ღამოს ლოცვები თქვა, და შემდეგ საწოლში ჩააწვინა.
გოგონა სიგიჟემდე უყვარდა, მისი მამა კი წლების წინ სამუ-
დამოდ გააძევა თავისი ცხოვრებიდან. ბავშვის ძიძა, ერთი პოლი-
ციელის თინეიჯერი ქალიშვილი, დილის რვა საათზე მოვიდა. ას-
პინელამ აუხსნა, თუ რა წამლები უნდა მიეცა ბავშვისთვის და უთ-
ხრა, სამუშაოდან შუაღამისას დავბრუნდებიო.
მალე სადარბაზოს კარზე ზარი დარეკეს და ასპინელამ კიბე-
ზე ჩაირბინა. ლიფტში არასოდეს შედიოდა. პოლ დი ბენედეტო
თავისი „შევროლეთი“ ელოდებოდა. ასპინელა გვერდით მიუჯდა
და ღვედი შეიკრა. გამომძიებელი არცთუ კარგი მძღოლი იყო.
დი ბენედეტო გრძელ სიგარას ეწეოდა, ამიტომ ასპინელამ
ფანჯრის მინა ჩასწია.
– ერთი საათი მაინც მოგვიწევს მგზავრობა და ყველაფერი
მანამდე უნდა მოვიფიქროთ, – უთხრა პოლმა. იცოდა, ეს ორი-
ვესთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ერთია ქრთამების და ნარ-
კოტიკებით გამომუშავებული ფულის აღება და სულ სხვაა დაკვე-
თილ მკვლელობაში მონაწილეობა.
– რაღაა მოსაფიქრებელი? – გაიკვირვა ასპინელამ, – ნახე-
ვარ მილიონს გვაძლევენ იმ ტიპის მოკვლაში, რომელიც უკვე
დიდი ხანია, მკვდარი უნდა იყოს. იცი, მეოთხედი მილიონით რას
დავატრიალებ?
– არ ვიცი, – უთხრა დი ბენედეტომ, – მე კი ვიცი, რასაც ვი-
ზამ. პენსიაზე გასვლის შემდეგ მაიამიში სახლს ვიყიდი, მაგრამ
ნუ დაგავიწყდება, რომ ამით ცხოვრება მოგვიწევს.
– ნარკოტიკების წილში ჯდომა ისედაც უკვე სცილდება
ზღვარს, – უთხრა ასპინელამ, – მაგათი დედაც!
– ჰო, – დაეთანხმა დი ბენედეტო, – ოღონდ იმაში უნდა დავ-
რწმუნდეთ, რომ ჰისქაუ არ გვატყუებს და ფულს ახლავე მოგ-
ვცემს.
– ყოველთვის სანდო იყო. ნამდვილი სანტა კლაუსია. უტომ-
როდ თუ გამოგვეცხადა, სანტას დავბრიდავთ.
– ჩემი გოგო ხარ! – გაეცინა ბენედეტოს, – უთვალთვალებდი
მაგ ასტორეს? შევძლებთ დაუყოვნებლივ მის მოშორებას?
– ჰო, მეთვალყურეობის ქვეშ მყავს. ვიცი, სადაც უნდა დავ-
ხვდეთ, როცა თავისი მაკარონის მაღაზიიდან გამოვა. მეტწილად
გვიან საღამომდე მუშაობს.
– ერთჯერადი თოფი გაქვს?
– აბა რა! ერთჯერადის გარეშე არასოდეს გავდივარ სამუშა-
ოდ.
ათი წუთი უხმოდ იმგზავრეს. მერე დი ბენედეტომ ნელა და
ხაზგასმით იკითხა:
– გასროლას ვინ აწარმოებს?
ასპინელამ გაოცებით გადახედა.
– პოლ, შენ ხომ ბოლო ათი წელიწადია, საწერ მაგიდას უზი-
ხარ. ცხოვრებაში სისხლზე მეტი ტომატის საწებელი გინახავს. მე
გავისვრი!
ასპინელამ დაინახა, ბენედეტო ერთბაშად როგორ მოეშვა.
მაინც რა არაფრის მაქნისები არიან მამაკაცები!
ისევ დადუმდნენ, ორივე იმაზე ჩაფიქრდა, თუ ცხოვრების ამ
ეტაპამდე რამ მიიყვანათ. დი ბენედეტომ სამართალდამცავად
მუშაობა ახალგაზრდობაში, ოცდაათი წლის წინ დაიწყო. თანდა-
თან განიცადა კორუფციის გავლენა. დასაწყისში კი განდიდების
მანია ამოძრავებდა. ფიქრობდა, სხვებისთვის რისკზე წასვლა მას
ადამიანების პატივისცემასა და დაფასებას მოუტანდა. წლების
განმავლობაში ეს შემართება გაუქრა. თავიდან ქუჩის წვრილი
ვაჭრებისა და მაღაზიის მეპატრონეებისაგან დაიწყო ქრთამის მი-
ღება. ყალბი ჩვენებების მიცემამაც მოუწია. ნარკოდილერებისგან
ფულის აღება ამის შემდეგ არცთუ დიდი ნაბიჯი ჩანდა. საბოლო-
ოდ, ჰისქაუსგან აიღო ფული, ვინც, კარგად იცოდა, ნიუ-იორკის
მაფიის უდიდესი შემორჩენილი ბოსის, პორტელას დავალებით
მოქმედებდა.
თავის გასამართლებელი, ცხადია, ყოველთვის ჰქონდა. თა-
ვის მოტყუება მუდამ შეიძლება. მის თვალწინ ზემდგომი ოფიცრე-
ბი ნარკობიზნესის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, რიგითები კი მათზე
უფრო კორუმპირებულები იყვნენ. გარდა ამისა, სამი შვილი ჰყავ-
და, რომლებსაც კოლეჯში უნდა ესწავლათ. უდიდესი მიზეზი კი
იმ ადამიანთა უმადურობა იყო, ვის უსაფრთხოებასაც იცავდა.
საკმარისი იყო, შავკანიანი თაღლითისთვის გაგელაწუნებინა,
რომ სამოქალაქო უფლებების დამცველები მაშინვე ერთ ამბავს
ტეხდნენ. მედია პოლიციის თავზე ლაფის დასასხმელად შანსს
არ უშვებდა ხელიდან. მოქალაქეები პოლიციელებს სასამარ-
თლოში უჩიოდნენ. არაერთი პოლიციელი მრავალწლიანი მუ-
შაობის შემდეგ კარგავდა სამსახურსა და პენსიას, ციხეშიც კი
ხვდებოდა. ერთხელ თვითონაც მიიღო საყვედური იმის გამო,
თითქოს შავკანიან დამნაშავეებს მიკერძოებით ექცეოდა, არადა,
იცოდა, რომ რასობრივი ანტიპათია არ ახასიათებდა. განა მისი
ბრალია, რომ ნიუ-იორკის კრიმინალების უმრავლესობა შავკა-
ნიანია? რას ელოდნენ მისგან? ქურდებისათვის ლიცენზიების და-
რიგებას? ის განსაკუთრებულად უჭერდა მხარს შავკანიან პოლი-
ციელებს. ერთი სიტყვით, საზოგადოება ზიზღით უმზერდა პოლი-
ციას, რომელიც მისი უსაფრთხოების დასაცავად იყო მოწოდებუ-
ლი. ცხადია, თუკი პოლიციელი მოვალეობის შესრულებისას
დაიღუპებოდა, მაშინ სიბრალულს გამოხატავდნენ. აი, მაშინ კი
ისმოდა ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. სიმართლე გინდათ? პა-
ტიოსან პოლიციელად ყოფნა არ ღირდა. მაგრამ მაინც... მაინც,
ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ოდესმე მკვლელობამდეც მივიდო-
და. ბოლოს და ბოლოს, ის ხელშეუხებელი იყო, ვერავინ ვერა-
ფერს დაუმტკიცებდა, ფულს ძალზე ბევრს აძლევდნენ, მსხვერ-
პლი კი მკვლელი გახლდათ. და მაინც, მაინც...
ასპინელასაც ვერ გაეგო, მისმა ცხოვრებამ ამ ზღურბლს რო-
გორ მიაღწია. ღმერთია მოწმე, კრიმინალურ სამყაროს ისეთი
შემართებით ებრძოდა, რომ მეტსახელად ნიუ-იორკის ლეგენდა
უწოდეს. ცხადია, ქრთამებიც აუღია. უკვე დაწყებულ თამაშს
შეუერთდა, როცა დი ბენედეტომ პირველად ურჩია ნარკოდილე-
რებისგან ფულის აღება. ის მისი მასწავლებელი და რამდენიმე
თვის განმავლობაში საყვარელი იყო. უვარგისი სულაც არ ყოფი-
ლა, იმ დათვს ჰგავდა, რომლისთვისაც სექსი ზამთრის ძილქუშის
ერთ-ერთ იმპულსს წარმოადგენს.
მისი ნამდვილი კორუფცია პირველივე დღეს დაიწყო, რო-
გორც კი გამომძიებლად დაინიშნა. სარეკრუტო კომისიის ერთ--
ერთმა წევრმა, ტლანქმა თეთრკანიანმა, გვარად გენჯიმ, ხუმრო-
ბით უთხრა:
– ასპინელა, შენი საშოსა და ჩემი კუნთების წყალობით
მთელ ცივილიზებულ სამყაროში ამოვძირკვავთ დანაშაულს.
პოლიციელებს, მათ შორის, ზოგიერთ შავკანიანს, გაეცინათ.
ასპინელამ მზერით აზომა და ცივად უთხრა:
– ჩემი პარტნიორი ვერასოდეს გახდები. კაცი, რომელიც
ქალს შეურაცხყოფს, მოუხერხებელი ლაჩარია.
გენჯი შეეცადა, სიტლანქე შეერბილებინა:
– ჩემი მოუხერხებლობა ფათერაკებისგან დაგიცავს. თანაც,
ხომ შეიძლება, აზრი შეიცვალო.
– შენნაირ ნაგავს შავკანიანი სჯობს, – ისევე ცივად უთხრა ას-
პინელამ.
ყველანი გაშრნენ. გენჯი ბრაზისგან გაწითლდა. ასეთ
შეურაცხყოფას ვერ შეარჩენდა. ადგა და ასპინელასკენ წაიწია.
ასპინელას უნიფორმა ეცვა. თოფი ამოიღო, თუმცა არ
დაუმიზნებია.
– თუ მომეკარები, წელს ქვემოთ დაგცხრილავ, – უთხრა და
ოთახში მყოფთაგან არც ერთს შეჰპარვია იმაში ეჭვი, რომ დანა-
პირებს აასრულებდა. გენჯი შეჩერდა, მერე ზიზღით გააქნია თა-
ვი.
ცხადია, ინციდენტი უფროსებს შეატყობინეს. ასპინელას
მხრიდან ეს სერიოზული შეურაცხყოფა იყო, თუმცა ბენედეტომ
სწორად განსაჯა. პოლიციას სასამართლო და საჯარო სკანდალი
არ სჭირდებოდა. მისი წყალობით ეს საქმე ჩაიფარცხა, ასპინე-
ლამ კი მასზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ უშუალო მო-
წაფედ აიყვანა.
ასპინელას კი ყველაზე მეტად ის ენიშნა, რომ ოთახში მყოფი
ოთხი პოლიციელიდან არც ერთი არ გამოესარჩლა. პირიქით,
თეთრკანიანი პოლიციელის ხუმრობებზე იცინოდნენ. სქესობრი-
ვი სოლიდარობა რასობრივს ჭარბობდა.
მას შემდეგ განყოფილების საუკეთესო თანამშრომლის სახე-
ლი დაიმკვიდრა. მკვლელებს, ნარკოდილერებს, მძარცველებს,
კანის ფერის განურჩევლად, უმოწყალოდ ეპყრობოდა. ესროდა,
სცემდა, ამცირებდა. უჩიოდნენ კიდეც, მაგრამ დანაშაულს ვერა-
სოდეს უმტკიცებდნენ, თანაც მისი პროფესიული მიღწევები ყვე-
ლაფერს ამართლებდა. ეს საჩივრები მას საზოგადოების მიმართ
ბოღმას უღვივებდა. როგორ ბედავდნენ მის დადანაშაულებას,
როცა ის მათვე იცავდა ყველაზე უარესი სენისგან? დი ბენედეტო
მუდამ უმაგრებდა ზურგს.
ერთხელ საჩოთირო სიტუაციაში აღმოჩნდა. ორი თინეიჯერი
მძარცველი შემოაკვდა, როცა ჰარლემის განათებულ ქუჩაში,
მისსავე ბინის წინ მის გაძარცვას შეეცადნენ. ერთი ბიჭი სახეში
ეცა, მეორემ მის ჩანთას წაავლო ხელი. ასპინელამ თოფი
ამოიღო. ბიჭები ადგილზე გაქვავდნენ. ქალმა ორივეს შეგნებუ-
ლად ესროლა, არა მხოლოდ სახეში გარტყმის გამო, არამედ
იმისათვის, რომ სხვებს გაეთვალისწინებინათ და მის უბანში
აღარ ეყაჩაღათ. მოქალაქეთა უფლებების დაცვის ჯგუფმა პრო-
ტესტი განაცხადა, მაგრამ ხელისუფლებამ დაადგინა, რომ პო-
ლიციელმა დაშვებულ ფარგლებში იმოქმედა. თუმცა თვითონ ას-
პინელა თავის დანაშაულს აცნობიერებდა.
ძალზე მნიშვნელოვან ნარკომორიგებასთან დაკავშირებით
პირველი დიდი ქრთამის აღება დი ბენედეტომ ურჩია. მზრუნველ
ბიძასავით არიგებდა:
– ასპინელა, დღესდღეობით პოლიციელის უდიდეს საზრუ-
ნავს ტყვიები კი არა, სამოქალაქო უფლებათა დამცველები და
თვით მოქალაქეები შეადგენენ. ასევე ბობოლა პოლიტიკოსები,
რომლებიც მზად არიან ელექტორატის გულის მოსაგებად ციხეში
ჩაგსვან. მით უმეტეს, როცა საქმე შენნაირ პოლიციელს ეხება.
შენ მათი პოტენციური მსხვერპლი ხარ. რას აპირებ? დანებდები
მათსავით, ვისაც ქუჩებში ძარცვავენ და აუპატიურებენ? თუ თავის
დაცვას შეეცდები? თუკი იმ კოლეგებს მიემხრობი, ვინც უკვე ნაყი-
დია, მხარდაჭერასაც მოიპოვებ და პენსიაზეც სოლიდური დანა-
ზოგით გახვალ. თანაც იმის გამო არ მოგიწევს კანკალი, რომ ვი-
ღაც მძარცველს თმა აუჩეჩე. თითსაც კი ვეღარავინ დაგაკარებს.
ასპინელამაც დაუჯერა. თანდათან მოეწონა კიდეც ის, რომ
საიდუმლო ანგარიშებზე ფული უგროვდებოდა. თუმცა კრიმინა-
ლებს ძველებურად ავლებდა მუსრს.
ეს საქმე მაინც სულ სხვა იყო. ეს წინასწარ განზრახული
მკვლელობა გახლდათ, თუმცა ასტორე პირწავარდნილი მა-
ფიოზი გახლდათ და, ცხადია, სასჯელს იმსახურებდა. სასაცი-
ლოც კია, მაგრამ ახლა სწორედაც რომ პოლიციელის მოვა-
ლეობის შესრულება მოუწევდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ მი-
ნიმალურ რისკთან ერთად ძალზე დიდ ფულს აიღებდა.
დი ბენედეტომ სამხრეთ შარაგზაზე გაუხვია და მანქანა მალე
ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის წინ პარკინგზე გააჩერა. ყვე-
ლა მაღაზია დაკეტილი იყო, პიცერიაც კი. მანქანიდან გადმო-
ვიდნენ.
– პირველად ვხედავ, პიცერია ასე ადრე დაკეტილიყოს, –
თქვა ბენედეტომ. ჯერ მხოლოდ საღამოს ათი საათი იყო.
ასპინელასთან ერთად პიცერიას შემოუარეს და უკანა კარი-
დან შევიდნენ, რომელიც ღია იყო. მეორე სართულზე ავიდნენ,
იქ მარცხენა მხარეს ოროთახიანი ნომერი დახვდათ, მარჯვენა
მხარეს – ერთი ოთახი. ასპინელამ ნომერი შეამოწმა, ვიდრე ბე-
ნედეტო დერეფანში დარაჯობდა. მარჯვენა ოთახში შევიდნენ. იქ
ჰისქაუ ელოდებოდათ.
ის ხის გრძელი მაგიდის ბოლოში იჯდა, რომლის გასწვრი-
ვაც ხის სკამები იდგა. მაგიდაზე დიდი ტყავის ჩანთა იდო და კარ-
გად გატენილი ჩანდა. ჰისქაუმ დი ბენედეტოს ხელი ჩამოართვა,
ასპინელას კი თავი დაუკრა. ქალმა გაიფიქრა, ასეთი თეთრი
თეთრკანიანი ჯერ არ მინახავსო. ამ კაცის სახე და კისერი სრუ-
ლიად უფერული ჩანდა.
ოთახს ფანჯრები არ ჰქონდა და მხოლოდ მკრთალი ნათურა
ენთო. შემოსულები მაგიდას მიუსხდნენ. ბენედეტომ ჩანთას
დაადო ხელი.
– სულ შიგნითაა? – იკითხა მან.
– ჰო, აბა რა, – აღელვებით თქვა ჰისქაუმ. ასპინელამ
გაიფიქრა, კაცს რომ 500 000 დოლარი ჩანთით დააქვს, ინერ-
ვიულებს, აბა, რა იქნებაო. მაინც თვალი შეავლო ოთახს.
– ჩავხედოთ, – თქვა ბენედეტომ.
ჰისქაუმ ჩანთა გახსნა და მაგიდაზე რეზინით შეკრული კუ-
პიურების ოცამდე დასტა გადმოიყარა. უმეტესობა ასდოლა-
რიანები იყო, ზოგიერთ შეკვრაში კი – ოციანები.
– უჰ, შენი, ოციანები! – შეიგინა ბენედეტომ, – კარგი, უკან ჩა-
აწყვე.
ჰისქაუმ შეკვრები ისევ ჩანთაში ჩააწყო და ჩანთა დახურა.
– ჩემი კლიენტი ითხოვს, საქმე რაც შეიძლება მალე გაკეთ-
დეს, – თქვა მან.
– ორი კვირა, – უთხრა დი ბენედეტომ.
– კარგი.
ასპინელამ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და გაიფიქრა, სულაც
არ არის მძიმეო. ნახევარი მილიონი სულაც არ იყო ისე მძიმე.
დი ბენედეტომ ჰისქაუს ხელი ჩამოართვა. ასპინელამ მოუთ-
მენლობა იგრძნო. რაც შეიძლება სწრაფად მოუნდა, ამ ადგილს
გასცლოდა. კიბეზე ჩასვლა დაიწყო, ცალი ხელი ჩანთაზე ედო,
მეორით მზად იყო, თოფი ამოეღო. ზურგს უკან ბენედეტოს ნაბი-
ჯების ხმა ესმოდა.
მერე ღამის სიგრილეში გავიდნენ. ორივენი ოფლში იწურე-
ბოდნენ.
– ჩანთა საბარგულში ჩადე, – უთხრა ბენედეტომ, საჭეს მიუჯ-
და და სიგარას მოუკიდა. ასპინელა მის გვერდით დაჯდა.
– ფული სად გავინაწილოთ? – ჰკითხა დი ბენედეტომ.
– ჩემთან არ გამოვა, ძიძა მყავს, – უთხრა ასპინელამ.
– არც ჩემთან, შინ ცოლი მყავს, – უთხრა დი ბენედეტომ, –
მოტელში ოთახი რომ ვიქირაოთ?
ასპინელა დაიჭყანა და ბენედეტომ ბოლო ვარიანტი შესთა-
ვაზა:
– კარგი, ჩემს კაბინეტში იყოს. კარი დავკეტოთ, – ორივეს
გაეცინა, – საბარგული გადაამოწმე, დაკეტილი თუა.
ასპინელა მორჩილად გადმოვიდა მანქანიდან, საბარგული
გააღო და ჩანთა ამოიღო. დი ბენედეტომ ძრავა ჩართო.
უუეცარმა აფეთქებამ სავაჭრო ცენტრის ვიტრინებში მინები
შეამსხვრია. მინის ნამსხვრევების წვიმა წამოვიდა. თვით მანქანა
ჰაერში აიტყორცნა და ძირს ლითონის ნამსხვრევებად ჩამოცვივ-
და. პოლ დი ბენედეტოს სხეული ნაკუწებად დაფლითა. ასპინე-
ლა აფეთქების ძალამ ათი ფუტით გადაისროლა, ხელი და ფეხი
მოტეხა, გონება კი კივილისგან დაკარგა, როცა თვალი ამოუვარ-
და.
პიცერიის კედელთან განაბული ჰისქაუ ჰაერის ტალღამ შე-
ნობის კედელს მიახალა. ის სწრაფად ჩაჯდა თავის მანქანაში და
ოცი წუთის შემდეგ ბრაითუოტერზში, თავის სახლში იყო. სწრა-
ფად მოიმზადა სასმელი და მერე ასდოლარიანების ის ორი დას-
ტა გადაითვალა, რომლებიც ჩანთიდან გადამალა. ორმოცი ათა-
სი არცთუ ურიგო ბონუსია. გადაწყვიტა შვილისთვის სახარჯოდ
ერთი-ორი ათასი ეჩუქებინა. მერე გადაიფიქრა, ერთსაც იკმარებ-
და, დანარჩენს გადადებდა.
გვიან ღამით ტელევიზიით ახალი ამბები მოისმინა, სადაც
უპირველეს ყოვლისა აფეთქების შესახებ იყო საუბარი. ერთი დე-
ტექტივი ადგილზე დაიღუპა, მეორე მძიმედ დაშავდაო. იქვე კუ-
პიურებით სავსე ჩანთა იპოვეს. დიქტორს არ დაუზუსტებია, თუ რა
თანხა იდო ჩანთაში.

***

როდესაც ორი დღის შემდეგ ასპინელა უოშინგტონი საავად-


მყოფოში გონს მოვიდა, ის არ გაჰკვირებია, რომ შეკითხვები და-
უსვეს ფულის წარმომავლობისა და იმის შესახებ, თუ რატომ აკ-
ლდა ნახევარ მილიონს ორმოცი ათასი. განაცხადა, ფულის შესა-
ხებ არაფერი ვიციო. მაშინ ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა მთავარი
გამომძიებელი და მისი თანაშემწე ქუჩაში ასე გვიან. ასპინელამ
პასუხის გაცემაზე უარი თქვა, რადგან ეს, მისი სიტყვებით, პირადი
საქმე იყო. გააღიზიანა იმან, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში
ასე დაჟინებით დაჰკითხეს. მისი განყოფილება მისთვის თავს არ
იწუხებდა, თუმცა ყველაფერი მაინც მშვიდობით დასრულდა. ფუ-
ლის ამბავი მეტად აღარ გამოუკვლევიათ.
ასპინელა კიდევ ერთ კვირას მოუნდა ყველაფრის აწონ--
დაწონას. მათ ხაფანგი დაუგეს და ჰისქაუ ერთადერთი იყო, ვინც
ამის შესახებ რაიმე იცოდა. ის ფაქტი, რომ ნახევარ მილიონს
ორმოცი ათასი აკლდა, მის იშვიათ სიხარბეს მოწმობდა. ასპინე-
ლამ მტკიცედ გადაწყვიტა, როცა მომჯობინდებოდა, ჰისქაუს შეხ-
ვედროდა.
ასტორე ახლა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა გადა-
ადგილებისას. არა მხოლოდ მოგზავნილი მკვლელების შიშით,
არამედ, რაიმე მიზეზით რომ არ დაეპატიმრებინათ. აუცილებ-
ლობის გარეშე არ შორდებოდა თავის საიმედოდ დაცულ სახლს,
რომლის ჭიშკართანაც დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხუთი კაცი
დარაჯობდა. სახლის შორიახლოს, ტყეში სენსორები ჰქონდა
დაფლული და ღამის საათებში მეთვალყურეობისათვის ინფრა-
წითელი ნათურებიც ეყენა. მანქანით როცა გადიოდა, თან ორ--
ორად დაყოფილი ექვსკაციანი ჯგუფი ახლდა. თუმცა ზოგჯერ
მარტოც გადიოდა, საკუთარი რეაქციის სისწრაფეს ენდობოდა.
ორი გამომძიებლის აფეთქება აუცილებელი იყო, თუმცა ამის შე-
დეგად ვითარება ძალიან დაიძაბა. როდესაც ასპინელა უოშინ-
გტონი გამოკეთდებოდა, უსათუოდ მიხვდებოდა, რომ ჰისქაუმ
გასცა. თუკი ჰისქაუს ალაპარაკებას მოახერხებდა, ასტორესაც
მისწვდებოდა.
უკვე თავიდან ბოლომდე გაიაზრა, თუ რამხელა პრობლემის
წინაშე იდგა. იცოდა ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც დონის
მკვლელობაში იყო ჩარეული და იმ ამოცანის გრანდიოზული
მასშტაბებიც შეაფასა, რაც მის წინაშე იდგა. კურტ სილკე ხელ-
შეუხებელი იყო; ტიმონა პორტელამ მკვლელობა შეუკვეთა; გარ-
და ამისა, იყვნენ ინციო ტულიპა და მაიკლ გრაციელა. მან კი
ჯერ მხოლოდ სტურზოების, ანუ მხოლოდ შემსრულებლების
დასჯა მოახერხა.
მთელი ინფორმაცია ჯონ ჰისქაუსგან, მისტერ პრიორისგან,
დონ კრაქსისა და ოკტავიუს ბიანკოსგან მიიღო. თუკი შეძლებდა,
ასტორეს ყველა თავისი მტერი ერთად უნდა მოეგროვებინა. მა-
თი ცალ-ცალკე მოკვლა წარმოუდგენელი იყო. თანაც, პრაიორ-
მა და კრაქსმა უკვე გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ სილკეს-
თვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა.
გარდა ამისა, იყო კიდეც პერუს გენერალური კონსული მა-
რიანო რუვიო, ნიკოლის მეგობარი. მაინც სადამდე ვრცელდებო-
და ამ კაცის მიმართ ქალის ერთგულება? რა აღმოაჩინა ნიკოლ-
მა დონის ეფ-ბი-აის საქაღალდეში? იყო იქ რაიმე ისეთი, რასაც
ის ასტორეს უმალავდა?
თავისუფალ დროს ასტორე იმ ქალებზე ოცნებობდა, რომ-
ლებიც წინათ უყვარდა. ადრინდელი ნიკოლი, ნორჩი და თავნე-
ბა, ისეთი ნაზი და ვნებიანი სხეულით, რომელმაც ბიჭს ძალით
შეაყვარა თავი, ახლა კი როგორ შეცვლილა, მისი ვნება
მთლიანად პოლიტიკისა და კარიერისკენაა მიმართული.
აგონდებოდა სიცილიელი ბუჯიც, რომელსაც მთლად მეძავ-
საც ვერ უწოდებდით, მაგრამ ბევრიც არაფერი უკლდა. იმპულსუ-
რი სიკეთე ახასიათებდა, სულ ადვილად რომ გადასდიოდა რის-
ხვაში. აგონდებოდა მისი უკიდეგანო საწოლი და საამო ღამეები,
როცა ერთად დაცურავდნენ ზღვაში, მერე კი დიდი ჯამებიდან ზე-
თისხილს შეექცეოდნენ. ყველაზე მეტად მასში ასტორე გულ-
წრფელობას აფასებდა. გოგონა არასოდეს ტყუოდა თავისი
ცხოვრებისა და სხვა მამაკაცების შესახებ. როგორ უერთგულა,
როცა ასტორე დაიჭრა, როგორ ამოათრია წყლიდან, სხეული
ასტორეს სისხლით როგორ მოეთხვარა... მერე კი ნაიარევის და-
საფარად მედალიონიანი ოქროს საყელური აჩუქა.
მერე კი როუზიზე დაფიქრდა, თავის ორგულ, ტკბილ, მშვენი-
ერ, სენტიმენტალურ როუზიზე, ასე მზაკვრულად რომ ღალატობ-
და და თან ცხარედ არწმუნებდა, მართლა მიყვარხარო. მიუხედა-
ვად ამისა, მასთან ასტორე მუდამ ბედნიერი იყო. მისდამი სიყვა-
რულის ჩასახშობად გამოიყენა სტურზოების გასანადგურებლად
თემა და გაოცებით აღნიშნა, რომ როუზიმ თავისი როლი
სიამოვნებით შეასრულა.
სულ ბოლოს კი მის გონებაში აჩრდილივით შემოფარფატდა
სილკეს ცოლი, ჯორჯეტა. სრული სიბრიყვე! ერთადერთი საღა-
მო გაატარა მასთან ერთად, ისმენდა მის სულელურ იდეებს იმის
შესახებ, რომ თითოეული ადამიანის სული უნიკალურია... მაინც
ვერ ივიწყებდა. როგორ მოხდა, ეს ქალი სილკესნაირ კაცს რომ
გაჰყვა ცოლად?..
დროდადრო ასტორე საღამოობით როუზის ბინის შორიახ-
ლოს ჩერდებოდა და მანქანიდან ურეკავდა მას. მისდა გასაკვი-
რად, გოგონა მუდამ შინ იყო, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამ დროს
მეცადინეობდა და გასასვლელად არ ეცალა. ასტორეს ეს აწყობ-
და კიდეც, რადგან სიფრთხილის გამო არც კინოში, არც რესტო-
რანში წასვლა არ სურდა. ნაცვლად ამისა, უესტ-საიდის „ზაბარის“
მაღაზიაში დელიკატესებს ყიდულობდა და როუზისთან აჰქონდა,
რასაც გოგონა სიამოვნებისგან გაბადრული სახით ხვდებოდა.
ვიდრე მასთან იყო, მონზა მანქანაში ელოდებოდა.
როუზი სუფრას შლიდა და ღვინოს ასხამდა. ვიდრე სვამ-
დნენ, ასტორეს კალთაში ფეხებს უდებდა, ეტყობოდა, რომ მას-
თან ყოფნა სიამოვნებდა. მის თითოეულ სიტყვას ღიმილით ეგე-
ბებოდა. ეს საჩუქარი იყო, რომელსაც ყველა მამაკაცს განურჩევ-
ლად ჩუქნიდა. ასტორემ ეს იცოდა, მაგრამ ამის გამო აღარ
დარდობდა.
საწოლში ვნებიანიც იყო და ნაზიც, ალერსიანიც. ასტორეს
სახეზე ეფერებოდა, კოცნიდა და უმეორებდა, სულიერი სიახლო-
ვე გვაკავშირებსო. ბიჭს ეს სიტყვები უსიამო ჟრუანტელს ჰგვრი-
და, როუზისთან სულიერი სიახლოვე არ სურდა. ასეთ წუთებში
უმწიკვლოება ენატრებოდა, მაგრამ ამ ქალთან შეხვედრაზე მა-
ინც ვერ ამბობდა უარს.
მასთან ოთხ-ხუთ საათს რჩებოდა. დილის სამ საათზე მი-
დიოდა. ზოგჯერ მძინარე როუზის მოდუნებულ სახეზე უმწეობასა
და შინაგან ბრძოლას ამჩნევდა, თითქოს მასში ჩასახლებული
დემონები გარეთ გამოღწევას ლამობდნენ.
ერთ საღამოს როუზისგან ადრე წამოვიდა და როგორც კი
მანქანაში ჩაჯდა, მონზამ ამცნო, მისტერ ჯუსისგან სასწრაფო შეტ-
ყობინება მოვიდა, გთხოვს, დაურეკოო. ეს ჰისქაუს კოდური სახე-
ლი იყო, ამიტომ ასტორე დაუყოვნებლივ დასწვდა ტელეფონის
ყურმილს. ჰისქაუს შეწუხებული ხმა ჰქონდა.
– ტელეფონით ვერ გესაუბრები, ახლავე უნდა შევხვდეთ.
– სად? – ჰკითხა ასტორემ.
– ერთ საათში მედისონ სქუერ გარდენის შესასვლელთან
ვიდგები, გამომიარე.
ასტორემ გარდენთან ჩაიარა და ტროტუარზე ჰისქაუ შენიშნა.
მონზამ მანქანა ზედ მის წინ გააჩერა. კალთაში თოფი ედო. ას-
ტორემ წინა კარი გააღო და ჰისქაუ სწრაფად შეხტა სალონში.
სიცივისგან გაცრეცილი ჩანდა. ასტორეს მიუბრუნდა.
– სერიოზული პრობლემები გაქვს.
– ბიძაშვილები? – ასტორეს გააჟრჟოლა.
– პორტელამ მარკანტონიო გაიტაცა და სადღაც ჰყავს დამ-
წყვდეული, – თავი დაუკრა ჰისქაუმ, – არ ვიცი, სად. ხვალ შეხ-
ვედრას გინიშნავს. შენთან მორიგება სურს, მაგრამ თუ ფრთხი-
ლად არ იქნები... თან ოთხი კაცი ეყოლება, რომლებიც ადგილ-
ზე გაგანადგურებენ. თავის ხალხს იყენებს. ჩემი დასაქმებაც უნ-
დოდა, მაგრამ უარი ვუთხარი.
– გმადლობ, – უთხრა ასტორემ, – სად ჩამოგსვა.
– აქვე, – უპასუხა ჰისქაუმ. ბნელ ქუჩაზე მიდიოდნენ, – მანქა-
ნა აქედან ერთ კვარტალში მიდგას.
ასტორე მიხვდა, რომ ჰისქაუს არ სურდა, მასთან ერთად
დაენახათ.
– კიდევ ერთი რამ, – დაუმატა ჰისქაუმ, – ხომ იცი, პორტე-
ლას თავის სასტუმროში ნომერი რომ აქვს? ამაღამ მას მისი ძმა
ბრუნო იყენებს, დაცვა თან არ ჰყავს.
– ამისთვისაც გმადლობ, – უთხრა ასტორემ და ჰისქაუ ჩაბნე-
ლებულ ქუჩაში გაუშვა.
მარკანტონიო აპრილეს იმ დღეს უკანასკნელი შეხვედრაღა
რჩებოდა და მის სწრაფად დასრულებას აპირებდა, რადგან ცხრა
საათზე ვახშამზე იყო შეთანხმებული.
ახლა თავის კარგ მეგობარსა და პროდიუსერს, სტივ ბრო-
უდს უნდა შეხვედროდა. ამ ადამიანს იმის გამო აფასებდა, რომ
ფილმის ბიუჯეტს არასოდეს აჭარბებდა, დრამატული სიუჟეტები
უყვარდა და ხშირად აცნობდა მარკანტონიოს ახალგაზრდა მსა-
ხიობ ქალებს, რომლებსაც პროტექცია ესაჭიროებოდათ.
ამჯერად ის და მარკანტონიო საწინააღმდეგო ბანაკებში აღ-
მოჩნდნენ. ბროუდის თან ახლდა შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველა-
ზე გავლენიანი აგენტი, მეთ გლეიზერი, რომელიც მუდამ კბილე-
ბით იცავდა თავისი კლიენტების ინტერესებს. ამჯერად ერთი
მწერლის გამო მოსულიყო, ვისი რომანიც რვასაათიან ეპიკურ
ტელეფილმად აქცია. ამის შემდეგ გლეიზერს ავტორის სამი წი-
ნამორბედი წიგნის გაყიდვა სურდა.
– მარკანტონიო, ეს სამი წიგნი შესანიშნავია, მაგრამ ისინი
არ გაიყიდა. ხომ იცი გამომცემლების ამბავი – ერთი ქილა ხიზი-
ლალის გაყიდვა არ შეუძლიათ. ბროუდი თანახმაა, ეკრანიზაციას
პროდიუსერობა გაუწიოს. მან უკვე სოლიდური მოგება მოგიტა-
ნა... ასე რომ, ახლა დიდსულოვნება გამოიჩინე.
– არ მესმის, რატომ, – არ ნებდებოდა მარკანტონიო, – რა-
ღაც ძველ წიგნებზე მელაპარაკები, რომლებიც არც თავის დრო-
ზე ყოფილა ბესტსელერი, ახლა კი ბეჭდვიდანაც ამოღებულია.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს, – აგენტის თავდაჯერებით უმ-
ტკიცებდა გლეიზერი, – როგორც კი ჩვენს პროექტს დავიწყებთ,
გამომცემლები მათ ხელახლა გამოუშვებენ.
მარკანტონიოს ეს არგუმენტი ათასჯერ ჰქონდა მოსმენილი.
მართალია, გამომცემლები ნაწარმოებებს ხელახლა გამოსცემ-
დნენ, მაგრამ სატელევიზიო წარმატებისათვის ეს არ კმაროდა.
ამ შემთხვევაში ტელევიზია მხოლოდ გამომცემლებს გაამდიდ-
რებდა, ასე რომ, ეს არგუმენტი არაფრად ვარგოდა.
– გარდა ამისა, – განაგრძო მარკანტონიომ, – ეს წიგნები წა-
კითხული მაქვს. ჩვენ ისინი არ გამოგვადგება. მათში მთავარი
ენაა და არა სიუჟეტი. სიამოვნებით წავიკითხე. არ ვამბობ, რომ
უვარგისია, მაგრამ რისკად არ მიღირს.
– რას მაბოლებ, გამომცემლის ანოტაციას წაიკითხავდი, –
შეეკამათა გლეიზერი, – ტელეპროგრამების უფროს მენეჯერს
წიგნების წასაკითხად სად გცალია?!
– ცდები, – გაიცინა მარკანტონიომ, – კითხვა მიყვარს და ეს
წიგნებიც მომეწონა, მაგრამ ტელევიზიისათვის არ ივარგებს, –
მერე თბილად განაგრძო, – მაპატიე, მაგრამ ამაზე საუბარს მოვ-
რჩით. თუმცა ნუ დაგვივიწყებ... შენთან თანამშრომლობა სა-
სიამოვნოა და მომავალში შენგან ახალ იდეებს დაველოდებით.
როგორც კი წავიდნენ, მარკანტონიომ შხაპი მიიღო და ვახ-
შმისათვის სამოსი გამოიცვალა. დაემშვიდობა მდივანს, რომე-
ლიც მუდამ რჩებოდა სამუშაო ადგილზე მანამდე, ვიდრე უფრო-
სი არ წავიდოდა და ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდა.
იქვე, „ოთხ სეზონში“ უნდა ევახშმა, იქამდე ფეხით აპირებდა
მისვლას. სხვა აღმასრულებელი მენეჯერებისგან განსხვავებით,
მუდმივად არ იყენებდა მძღოლიან მანქანას, მხოლოდ აუცილებ-
ლობის შემთხვევაში იძახებდა. თავისი მომჭირნეობით ამაყობდა,
აცნობიერებდა, რომ ეს თვისება მამისგან გამოჰყვა, რომელსაც
სასტიკად არ უყვარდა სისულეების გამო ფულის ფლანგვა.
ქუჩაში ცივი ქარი ქროდა. გააკანკალა. მის გვერდით შავი
ლიმუზინი გაჩერდა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და კარი
გაუღო. მდივანმა ხომ არ შეუკვეთა მანქანა? მძღოლი მძლავრი
აღნაგობის მაღალი კაცი იყო, უცნაურად ეხურა თავზე კეპი, რო-
მელიც შესამჩნევად პატარა ჰქონდა. თავი დაუკრა და ჰკითხა:
– მისტერ აპრილე?
– დიახ, – უპასუხა მარკანტონიომ, – ამ საღამოს არ დამჭირ-
დებით.
– როგორ არა. მანქანაში ჩაჯექით, თორემ გესვრით, – ხა-
ლისიანი ღიმილით უპასუხა მძღოლმა.
მარკანტონიოს ზურგს უკან სამი კაცი იდგა. ბიჭი რომ შეყოვ-
ნდა, მძღოლმა გაამხნევა:
– სანერვიულო არაფერია, უბრალოდ ერთ მეგობარს თქვენ-
თან გასაუბრება სურს.
მარკანტონიო ლიმუზინის უკანა სავარძელში მოკალათდა,
სამივე კაცი აქეთ-იქიდან მიუჯდა.
რამდენიმე კვარტალი გაიარეს. ერთ-ერთმა კაცმა მარკან-
ტონიოს შავი სათვალე გაუწოდა და უთხრა, გაიკეთეო. სათვა-
ლის მინები იმდენად მუქი იყო, რომ სინათლეს სრულებით არ
უშვებდა და მარკანტონიო დაბრმავდა. ეს ჭკვიანურად ჩათვალა
და გადაწყვიტა, მსგავსი ეპიზოდი სცენარში გამოეყენებინა. ამან
დააიმედა კიდეც. თუკი არ სურდათ, ენახა, თუ საით მიჰყავდათ,
ესე იგი, მოკვლას არ უპირებდნენ. ეს ყველაფერი თავისი ტელე-
ფილმებივით არარეალურად ეჩვენებოდა. უეცრად მამა მოაგონ-
და. გაიფიქრა, როგორც იქნა, მოვხვდი მამაჩემის სამყაროში,
რომლის არსებობა ბოლომდე არასოდეს მჯეროდაო.
ორიოდე საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა და ორნი გადას-
ვლაში მიეხმარნენ. ფეხქვეშ ქვაფენილი იგრძნო, მერე კი სახ-
ლის კიბეზე აიყვანეს. კიდევ ერთი კიბე უკვე სახლის შიგნით
აიარეს და ზურგს უკან ოთახის კარის დახურვის ხმა გაიგონა.
მხოლოდ ამის შემდეგ მოხსნეს სათვალე. მცირე ზომის საძინე-
ბელში იმყოფებოდა, რომლის ფანჯრებსაც მკვრივი ფარდები
ეფარა. ერთ-ერთი დაცვა საწოლის წინ სკამზე ჩამოჯდა.
– დაწექი და ცოტა წაუძინე, წინ მძიმე დღე გელის, – უთხრა
დაცვამ მარკანტონიოს. პატიმარმა საათს დახედა. შუაღამე იყო.
დილის ოთხ საათზე, ოდნავ განათებული ცის ფონზე, აჩრდი-
ლებად აღმართულიყო ცათამბჯენები. ასტორე და მონზა სასტუმ-
რო „ლიცეუმს“ მიადგნენ. პორტელას ნომრისკენ რომ ადიოდნენ,
მონზა ხელში გასაღებების ასხმას აჩხრიალებდა.
მონზამ კარი გააღო და ნომერში შევიდნენ. მაგიდაზე ჩინური
რესტორნის მუყაოს უამრავი ცარიელი პარკი, ჭიქები, ღვინისა და
ვისკის ბოთლები დახვდათ. იქვე იდგა სანახევროდ შეჭმული
კრემიანი ტორტი, რომელსაც ზედ დაჭყლეტილი სიგარეტი დაბა-
დების დღის სანთელივით ამშვენებდა. საძინებელში შევიდნენ და
ასტორემ კედელზე სინათლის ჩასართველს დააჭირა თითი. სა-
წოლში საცვლისამარა ბრუნო პორტელა იწვა.
ჰაერი სუნამოს მძიმე სუნით იყო გაჟღენთილი, მაგრამ სა-
წოლში ბრუნოს გარდა არავინ იყო. სასიამოვნო შესახედავი ნამ-
დვილად არ ეთქმოდა. დასივებულ სახეზე ოფლის წვეთები ეტ-
ყობოდა, პირიდან ზღვის კერძების სუნი ამოსდიოდა. ბალნიანი
ფართო მკერდის გამო დათვს ჰგავდა და ასტორემ იფიქრა, სა-
თამაშო დათუნიასავით ბუნჩულააო. საწოლთან იატაკზე წითელი
ღვინის ბოთლი იდგა, გარშემო მძაფრი სუნის აურას რომ ქმნი-
და. ნამდვილად აფსუსი იყო მისი გაღვიძება, ამიტომ ასტორემ
შუბლზე ფრთხილად მოუთათუნა.
ბრუნომ ჯერ ცალი თვალი გაახილა, შემდეგ მეორე. არც
გაკვირვებული ჩანდა, არც დამფრთხალი.
– აქ რა ჯანდაბას აკეთებთ? – ნამძინარევი ხმით იკითხა მან.
– ბრუნო, მისმინე, – უთხრა ასტორემ, – სანერვიულო არაფე-
რი გაქვს. გოგო სად არის?
ბრუნო საწოლზე წამოჯდა და გადაიხარხარა.
– ადრე წავიდა, შვილი ჰყავდა სკოლიდან გამოსაყვანი. უკვე
სამჯერ ვიხმარე, ჰოდა, ავდექი და გავუშვი, – ეს სიტყვები ამაყად
წარმოთქვა. თავისი მამაკაცური ძალაც ეამაყებოდა და ის გაგე-
ბაც, რომლითაც მეძავი ქალის პრობლემებს ეკიდებოდა. დაბ-
ნეულად დასწვდა ღამის მაგიდის უჯრას, მაგრამ ასტორემ რბი-
ლად დაუჭირა ხელი. მონზამ უჯრა გამოსწია და იქიდან პისტო-
ლეტი ამოიღო.
– ბრუნო, ცუდი არაფერი დაგემართება, – განაგრძო ასტო-
რემ, – ვიცი, შენი ძმა თავის საქმეებში არ გახედებს, მაგრამ მან
ამ ღამით ჩემი ბიძაშვილი მარკი გაიტაცა. ჰოდა, მომიწევს მასზე
გადაგცვალო. შენს ძმას უყვარხარ, ბრუნო, აუცილებლად დამ-
თანხმდება. ხომ გჯერა ჩემი?
– ჰო, – უპასუხა ბრუნომ. ეტყობოდა, რომ გულზე მოეშვა.
– ახლა მთავარია, რაიმე სისულელე არ ჩაიდინო. ჩაიცვი.
ბრუნომ ტანზე ჩაიცვა, მაგრამ ფეხსაცმლის თასმების შეკვრა
გაუჭირდა.
– რაშია საქმე? – ჰკითხა ასტორემ.
– ეს ფეხსაცმელი დღეს პირველად მეცვა, – აუხსნა ბრუნომ,
სხვა დროს უთასმო მაცვია ხოლმე.
– შენ რა, თასმების შეკვრა არ იცი?
– ეს ჩემი პირველი თასმიანი ფეხსაცმელია.
– ღმერთო ჩემო, – გადაიხარხარა ასტორემ, – კარგი, მე შე-
გიკრავ!
ასტორემ ბრუნოს ტერფი კალთაში დაიდო.
როცა შეკვრას მორჩა, ბრუნოს ტელეფონი გაუწოდა.
– შენს ძმას დაურეკე.
– დილის ხუთ საათზე? – შეძრწუნდა ბრუნო, – ტიმონა მომ-
კლავს!
ასტორე, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ბრუნო ძილისგან გაბ-
რუებული კი არა, დაბადებიდან ჭკუასუსტი იყო.
– მხოლოდ ის უთხარი, რომ ჩემთან ხარ, – უთხრა ასტორემ,
– მერე მე დაველაპარაკები.
ბრუნომ ნომერი აკრიფა და ჭირვეული ბავშვის კილოთი
თქვა:
– ტიმონა, შენ გამო ცუდ ამბავში მოვხვდი, ამიტომ გირეკავ
ასე ადრე.
ასტორეს ყურმილიდან მრისხანე ღრიალი მოესმა. ბრუნომ
სწრაფად ჩაჰყვირა ყურმილში:
– ასტორე ვაიოლამ დამიჭირა და შენთან ლაპარაკი უნდა, –
და ყურმილი ასტორეს შეაჩეჩა.
– ტიმონა, ვწუხვარ, რომ გაგაღვიძეთ, – დაიწყო ასტორემ, –
მაგრამ, რაკი ჩემი ბიძაშვილი შენთანაა, მომიწია ბრუნო ამეყვა-
ნა.
– ამის შესახებ არაფერი ვიცი, – კვლავაც გაისმა ყურმილში
პორტელას ღრიალი, – რა ჯანდაბა გინდა?
– ტიმონა, – აუღელვებლად უთხრა ასტორემ, – ეს გაცვლა
ვაწარმოოთ და მერე იმ გარიგებაზეც ვისაუბროთ, რაც შენ გაინ-
ტერესებს. ვიცი, ჯიუტი გგონივარ, მაგრამ როდესაც ერთმანეთს
შევხვდებით, ყველაფერს აგიხსნი და მიხვდები, რომ შენთვისაც
ასე სჯობს.
– კარგი, – უწინდელზე უფრო მშვიდად თქვა პორტელამ, –
სად შევხვდეთ ერთმანეთს?
– შუადღისას რესტორან „პალადინში“ შეგხვდები, – უთხრა
ასტორემ, – იქ კერძო ოთახი მაქვს. ბრუნოს თან წამოვიყვან, შენ
კი მარკი წამოიყვანე. თუ მაინცდამაინც გეშინია, შეგიძლია დაცვა
წამოიყოლო, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას
სისხლის ღვრა არც ერთს არ გვჭირდება, ხომ ასეა? მშვიდად ვი-
საუბროთ და მძევლები გავცვალოთ.
ხანგრძლივი დუმილის შემდეგ პორტელამ უპასუხა:
– მოვალ, ოღონდ არ იმაიმუნო.
– უდარდელად იყავი, – გაამხნევა ასტორემ, – ამ შეხვედრის
შემდეგ ერთმანეთს დავუძმაკაცდებით.
ასტორემ და მონზამ ბრუნო შუაში ჩაიყენეს, ასტორემ მეგობ-
რული ხელკავი გაუყარა. კიბეს ჩაუყვნენ და ქუჩაში გავიდნენ.
ორი მანქანა ელოდებოდათ.
– ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯექი და ბრუნო თან წაიყვანე, – უთ-
ხრა ასტორემ მონზას, – შუადღეზე „პალადინში“ მოიყვანე. იქ
შეგხვდები.
– ამდენ ხანს რა უნდა ვუყო? იქამდე რამდენიმე საათია, –
შეშფოთდა მონზა.
– რა და, ასაუზმე. ჭამა უყვარს. ეს ერთ-ორ საათს დაიკავებს.
მერე სენტრალ-პარკში გაასეირნე, ზოოპარკში შეიყვანე. მე მხო-
ლოდ ერთი მანქანა და მძღოლი მჭირდება. თუ გაქცევა დააპი-
რა, არ მოკლა, უბრალოდ დაიჭირე.
– შენ რომ დაცვის გარეშე დარჩები? – უთხრა მონზამ.
– მე არაფერი მიჭირს, – დაამშვიდა ასტორემ.
მანქანაში ფიჭური ტელეფონით ნიკოლს ბინაზე დაურეკა.
თითქმის დილის ექვსი საათი იყო და რიჟრაჟმა ქალაქი შუქ--
ჩრდილების გრძელი ზოლებით დასერა.
ნიკოლმა ნამძინარევი ხმით უპასუხა. ასტორეს მოაგონდა,
რომ ასეთივე ხმა ჰქონდა, როცა ბავშვები იყვნენ და ერთმანეთი
უყვარდათ.
– ნიკოლ, გაიღვიძე. მიხვდი, ვინც გირეკავს?
– რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც რეკავს. აბა, სხვა ვინ დარეკავს
ასეთ დროს?
– ყურადღებით მომისმინე, შეკითხვებს ნუ დამისვამ. ის საბუ-
თი ხომ გახსოვს, რომლის შენახვაც გთხოვე? სილკეს ხელი რომ
მოვუწერე, შენ რომ მირჩიე, არ მოაწეროო?
– როგორ არ მახსოვს.
– სად გაქვს, ბინაზე თუ ოფისში?
– რა თქმა უნდა, ოფისში.
– კარგი, ნახევარ საათში შენს სახლთან ვიქნები. კარზე ზარს
დავრეკავ. მზად დამხვდი და მაშინვე ჩამოდი. ყველა გასაღები
წამოიღე. შენს ოფისში წავალთ.
როგორც კი ასტორემ კარზე დარეკა, ნიკოლი მაშინვე ჩამო-
ვიდა. ტყავის ლურჯი ქურთუკი ეცვა და დიდი ჩანთა ეკავა. ასტო-
რეს ლოყაზე აკოცა, მაგრამ ხმის ამოღება მანამ ვერ გაბედა,
ვიდრე მანქანაში არ ჩასხდნენ და მძღოლისთვის მითითებების
მიცემამ არ მოუწია. გზაშიც დუმდა და, როცა ოფისს მიუახლოვ-
დნენ, მხოლოდ მაშინ ჰკითხა:
– ახლა მითხარი, ეს საბუთი რისთვის დაგჭირდა.
– არ არის აუცილებელი, ეს იცოდე, – უპასუხა ასტორემ.
ნიკოლი ამ პასუხმა გააღიზიანა, მაგრამ მაინც მივიდა სეიფ-
თან და საქაღალდე ამოიღო.
– სეიფს ნუ დაკეტავ, – სთხოვა ასტორემ, – სილკესთან შეხ-
ვედრის ჩანაწერიც მჭირდება.
ნიკოლმა საბუთი გაუწოდა.
– ამ საბუთის აღების უფლება გაქვს, მაგრამ არანაირი უფ-
ლება არ გაქვს მოითხოვო ჩანაწერი, მით უმეტეს, რომ ის არ
არსებობს.
– დიდი ხნის წინათ მითხარი, ჩემს ოფისში ყველა შეხვედრის
ჩანაწერს ვაკეთებო, ნიკოლ. ამ შეხვედრისას გაკვირდებოდი.
ცოტა არ იყოს, თვითკმაყოფილი მეჩვენე.
– ძალიან გამოიცვალე, – ჯიბრიანად გაეცინა ნიკოლს, თუმ-
ცა ასტორეს მიმართ ძველი სიმპათია მაინც ეტყობოდა, – წინათ
სხვა ნაბიჭვრებივით არ იყავი იმაში დარწმუნებული, რომ ადამი-
ანთა ფიქრების კითხვა შეგიძლია.
ასტორემ მოჩვენებითი სინანულით გაუღიმა.
– მეგონა, ძველებურად გიყვარდი, ნიკოლ. ამიტომაც არასო-
დეს მიკითხავს, რა ამოშალე მამაშენის საქაღალდიდან, რომე-
ლიც მაჩვენე.
– არაფერი ამომიშლია და არც ჩანაწერს მოგცემ მანამდე,
ვიდრე არ მეტყვი, ეს ყველაფერი რას ნიშნავს.
ასტორე დუმდა, მერე კი უთხრა:
– მაშ, კარგი. უკვე დიდი გოგო ხარ, – გაეცინა, როდესაც შე-
ნიშნა, როგორ ბრაზობდა ნიკოლი. ის თვალებიდან ცეცხლს აფ-
რქვევდა, ტუჩები ზიზღით მორკალოდა. მოაგონდა მისი დიდი
ხნის წინანდელი ბრაზი, როცა მას და მამამისს დაუპირისპირდა.
– ყოველთვის გიყვარდა შენზე უფროს ბიჭებთან თამაში და
ახლაც ამას განაგრძობ. წარმატებითაც. შენი პროფესიული საქ-
მიანობით ლამის იმდენივე ადამიანი შეაშინე, რამდენიც მამაშენ-
მა.
– მამა ისეთი საშინელი არ ყოფილა, როგორც მას პრესა და
ეფ-ბი-აი წარმოაჩენს, – ცხარედ ამოთქვა ნიკოლმა.
– ჰო, კარგი. წუხელ ღამით ტიმონა პორტელამ მარკი გაიტა-
ცა, მაგრამ არ ინერვიულო. სანაცვლოდ მისი ძმა ბრუნო ავიყვა-
ნე, მოვურიგდები.
– შენ ადამიანი გაიტაცე? – აღშფოთდა ნიკოლი.
– ისინიც ასე მოიქცნენ. დაუჟინიათ, რომ ბანკები მივყიდოთ.
– ჰოდა, მიაშავე ეგ დაწყევლილი ბანკები! – აყვირდა ნიკო-
ლი.
– შენ არაფერი გესმის, – უთხრა ასტორემ, – არაფერსაც არ
მივცემთ. ბრუნო მე მყავს. მარკს თუ რამეს დაუშავებენ, ბრუნოს
იგივე დაემართება.
ნიკოლი დაზაფრული შესცქეროდა, ბიჭი კი მშვიდად უსწო-
რებდა თვალს, თან ხელით თავის ყელზე ოქროს კულონს ათა-
მაშებდა.
– ჰო, თუ საჭირო გახდა, მოვკლავ კიდეც, – თქვა ბოლოს.
ქალს დაძაბული სახე დარდით დაეღარა.
– არა, ასტორე, ამას ნუ იზამ!
– ახლა ხომ იცი, – განაგრძო ასტორემ, – ის ადამიანი არ
ვარ, ვინც ბანკებს ბიძაჩემისა და მამაშენის მკვლელს მიჰყიდის.
მაგრამ ახლა საბუთი და ჩანაწერი მჭირდება, რათა მოვურიგდე
და მარკი უვნებელი დაგვიბრუნდეს.
– უბრალოდ მიჰყიდე ბანკები, – ჩასჩურჩულა ნიკოლმა, –
გავმდიდრდებით. მეტი რაღა გინდა?
– მეტი მინდა, – უთხრა ასტორემ, – დონსაც მეტი ენდომებო-
და.
ნიკოლი უხმოდ მიუბრუნდა სეიფს და მცირე ზომის შეკრულა
ამოიღო, რომელიც საქაღალდეზე დადო.
– მომასმენინე, – სთხოვა ასტორემ.
ნიკოლმა მაგიდიდან პატარა მაგნიტოფონი ამოიღო და ფი-
რი ჩართო. სილკეს საუბარი მოისმინეს იმის შესახებ, თუ როგორ
აპირებდა პორტელას გამოჭერას. მერე ასტორემ ფირი ჯიბეში
ჩაიდო და უთხრა:
– ყველაფერს ხვალვე დაგიბრუნებ მარკთან ერთად. არ
იდარდო, ცუდი არაფერი მოხდება და თუ მოხდება, ჩვენზე მეტად
ისინი იზარალებენ.
შუადღე იყო, როცა ასტორე, მონზა და ბრუნო პორტელა სა-
მოციანი ქუჩების აღმოსავლეთში მდებარე რესტორან „პალადი-
ნის“ კერძო ოთახში ისხდნენ.
ბრუნოს, როგორც ჩანს, სულ არ აწუხებდა მძევლად ყოფნა,
ის ასტორეს ხალისიანად ებაასებოდა:
– იცი, მთელი ცხოვრება ნიუ-იორკში გავატარე და არ ვიცო-
დი, რომ სენტრალ-პარკში ზოოპარკი არსებობდა. ეს ყველამ უნ-
და გაიგოს და იქ ხშირ-ხშირად უნდა იარონ.
– მაშ, კარგად გაერთე? – გულთბილად მიუგო ასტორემ და
გაიფიქრა, თუ ყველაფერი ცუდად დამთავრდა, ბრუნოს სიკვდი-
ლის წინ სასიამოვნო განცდები მაინც შერჩებაო. ოთახის კარი
გაიღო და რესტორნის მეპატრონემ ტიმონა პორტელა და მარ-
კანტონიო შემოიყვანა. მარკანტონიო ლამის არც კი ჩანდა კარ-
გად შეკერილ პიჯაკში გამოწყობილი პორტელას განიერი ფიგუ-
რის უკან. ბრუნო ტიმონას კისერზე ჩამოეკონწიალა და ორივე
ლოყაზე აკოცა. ასტორემ გაკვირვებით შენიშნა პორტელას სახე-
ზე ძმისადმი სიყვარული და შვება.
– რა ძმა მყავს! – ხმამაღლა იმეორებდა ბრუნო, – რა ძმა
მყავს!
მათგან განსხვავებით ასტორემ და მარკანტონიომ ერთმა-
ნეთს ძალზე კორექტულად ჩამოართვეს ხელი. ასტორე წამით
მხარზე მოეხვია და უთხრა:
– ყველაფერი კარგადაა, მარკ.
მარკანტონიომ ასტორეს თვალი აარიდა და მაგიდასთან ჩა-
მოჯდა. ფეხები ჩაეკეცა, ერთი მხრივ, შვებისაგან და, მეორე
მხრივ, იმიტომ, რომ ასტორე ასეთი ჯერ არასოდეს ენახა. სიმღე-
რით გატაცებული ეს სანდომიანი და მხიარული ახალგაზრდა ახ-
ლა სიკვდილის ანგელოზად ეჩვენა და მიხვდა, რომ მისი ჭეშმა-
რიტი სახე სწორედ ეს იყო. ასტორე ისეთ პიროვნულ ძალას ას-
ხივებდა, რომ მის წინაშე თვით პორტელა შემცბარი და დაბ-
ნეული ჩანდა.
ასტორე მარკანტონიოს გვერდით მიუჯდა და ფეხები ლაღად
გაშალა. ისე უდარდელად იღიმებოდა, თითქოს მეგობრებთან
ერთად სადილად დამჯდარიყო.
– როგორ ხარ? – ჰკითხა მან ბიძაშვილს.
მარკანტონიომ ასტორეს თვალებში ჩახედა. წინათ არასო-
დეს შეუმჩნევია მის მზერაში ასეთი ცივი, უმოწყალო ციალი. მე-
რე ბრუნოს გადახედა. ეს ის ადამიანი იყო, მისი სიცოცხლის სა-
ნაცვლოდ საკუთარი სიცოცხლის დათმობა რომ მოუწევდა. ბრუ-
ნო სენტრალ-პარკის ზოოპარკზე რაღაც აბდაუბდას ლაყბობდა.
– ბევრ რამეზე უნდა მოვილაპარაკოთ, – უთხრა ასტორემ
პორტელას.
– კარგი, – თავი დაუკრა პორტელამ, – ბრუნო, აქედან დამე-
კარგე. გარეთ მანქანა გელოდება. შინ რომ დავბრუნდები, მაშინ
ვილაპარაკოთ.
– მარკანტონიო თავის ბინაში მიიყვანე, – უთხრა ასტორემ
ოთახში შემოსულ მონზას, – მარკ, შენს ბინაში დამელოდე.
პორტელა და ასტორე ახლა ერთმანეთის პირისპირ უსხდნენ
მაგიდას. პორტელა ღვინის ბოთლს დასწვდა და ჭიქა აავსო. ას-
ტორესთვის ღვინო არ შეუთავაზებია.
ასტორემ უბიდან საქაღალდე ამოიღო და მაგიდაზე საიდუმ-
ლო შეთანხმების საბუთი დადო, რომლითაც მას სილკე პორტე-
ლას წინააღმდეგ თანადგომას სთხოვდა.
ამოიღო პატარა მაგნიტოფონიც კასეტით.
პორტელამ ეფ-ბი-აის ბლანკზე დაბეჭდილ დოკუმენტს გადა-
ხედა და გვერდზე გადადო.
– სავსებით შესაძლებელია, ეს ყალბი საბუთი იყოს. თანაც
ასეთ სისულელეს როგორ ჩაიდენდი? ნამდვილი რომ იყოს,
ხელს არ მოაწერდი.
პასუხად ასტორემ მაგნიტოფონის ღილაკს თითი დააჭირა და
გაისმა სილკეს ხმა, რომელიც ასტორესგან თანამშრომლობას
ითხოვდა პორტელას ხელში ჩასაგდებად. ამას რომ ისმენდა,
პორტელა გაოცებისა და ბრაზის დამალვას ცდილობდა, მაგრამ
სახე ჭარხლისფერი გაუხდა და ტუჩები აუკანკალდა. ასტორემ
ფირი გამორთო.
– ვიცი, რომ სილკესთან უკანასკნელი ექვსი წლის განმავ-
ლობაში თანამშრომლობდი, – თქვა ასტორემ, – შენი წყალობით
ნიუ-იორკის ყველა ღირსეული ოჯახი გაანადგურა. ახლა შენი ჯე-
რიც დადგა. ხომ იცი, ეს ეფ-ბი-აელები მიღწეულზე არასოდეს
ჩერდებიან. ყველაფერი სურთ. გეგონა, შენი მეგობარი იყო. მის-
თვის ომერტა დაარღვიე. შენს ხარჯზე კარიერა გაიკეთა, ახლა
კი ციხეში განუზრახავს შენი ჩაყუდება, რადგან აღარაფერში
სჭირდები. როგორც კი ბანკებს იყიდი, ხელს ჩაგავლებს. ამიტო-
მაცაა, ამ შეთანხმებაზე რომ არ დაგთანხმდი. მე ომერტას ვერ
დავარღვევ.
პორტელა უხმოდ უგდებდა ყურს, მერე კი, როგორც ჩანს,
ერთბაშად მიიღო გადაწყვეტილება.
– თუკი სილკეს პრობლემას მოვაგვარებ, რას გადაწყვეტ
ბანკებთან დაკავშირებით?
– უყოყმანოდ გავყიდი, – უპასუხა ასტორემ და საბუთი ისევ
საქაღალდეში ჩადო, – ოღონდ ხუთი პროცენტი ჩემი დარჩება.
– კარგი. პრობლემის მოგვარების შემდეგ ყველაფერზე შევ-
თანხმდებით.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და პორტელა გავიდა. ასტო-
რემ ერთბაშად საშინელი შიმშილი იგრძნო და სადილად შემწვა-
რი ღორის ხორცის დიდი ულუფა შეუკვეთა. ერთი პრობლემა გა-
დაწყდა.
შუაღამეს პორტელა პერუს საკონსულოში მარიანო რუვიოს,
ინციო ტულიპასა და მაიკლ გრაციელას შეხვდა.
რუვიომ ტულიპასა და გრაციელას შესანიშნავად უმასპინძლა.
თეატრი, ოპერა და ბალეტი მოატარა და საუკეთესო ქალებით
მოამარაგა. სტუმრები ნიუ-იორკში შესანიშნავ დროს ატარებდნენ
და შინ, ნაკლებსახალისო ვითარებაში დაბრუნებას არ ჩქარობ-
დნენ. თავს ყოვლისშემძლე იმპერატორის სტუმრებად გრძნობ-
დნენ, რომელიც ცდილობდა ვითომც მეფეებსა და მის ერთგულ
ვასალებს არაფერი მოჰკლებოდათ.
გენერალურმა კონსულმა საკუთარ თავსაც გადააჭარბა. სუფ-
რა ეგზოტიკური კერძებით, ხილით, ყველითა და შოკოლადით
იყო დახუნძლული, ყველა სკამის გვერდით ყინულიან სათლში
ჩაცივებული შამპანურის ბოთლი იდგა. მრავალსართულიან კა-
ლათებში ჰაეროვანი საკონდიტრო ნაწარმი ელაგა, ყავის ვეება
ვერცხლისფერ მადუღარას ოხშივარი ასდიოდა, ხოლო ძვირფა-
სი ჰავანური სიგარის კოლოფები დაუდევრად იყო სუფრაზე მი-
მოფანტული.
მასპინძელმა პორტელას მიმართა:
– მაინც რა მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი, რის გამოც ჩვენი
გეგმების შეცვლამ მოგვიწია? – უაღრესი თავაზიანობის მიუხედა-
ვად ხმაში ოდნავი მედიდურობა ემჩნეოდა, რამაც პორტელა გა-
ნარისხა. თანაც იცოდა, რომ ამ ადამიანთა თვალში ავტორიტეტს
დაკარგავდა, როცა სილკეს ღალატის შესახებ შეიტყობდნენ.
ტულიპამ კანფეტის ღეჭვით უთხრა:
– იმის თქმა გინდა, რომ მარკანტონიო აპრილე ხელში გყავ-
და და შენს ძმაზე ისე გაცვალე, რომ ჩვენთვის არაფერი გით-
ქვამს? – ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
– ჩემს ძმას ვერ გავწირავდი. გარდა ამისა, ასტორეს რომ არ
მოვრიგებოდი, ყველანი სილკეს დაგებულ ხაფანგში ჩავცვივდე-
ბოდით.
– მართალი კი ხარ, – უთხრა ტულიპამ, – მაგრამ ეს მაინც
არ იყო შენი გადასაწყვეტი.
– ჰო, მაშ ვისი?..
– ყველა ჩვენგანის! – დაიღრიალა ტულიპამ, – ჩვენ შენი
პარტნიორები ვართ.
პორტელამ შეხედა და გაიფიქრა, ნეტავ ამ ნაბიჭვარს რატომ
არ გავაფრთხობინებ სულსო, მაგრამ მერე ჰაერში აგდებული
ორმოცდაათი პანამა მოაგონდა...
გენერალურმა კონსულმა, როგორც ჩანს, მისი აზრები
ამოიკითხა, რადგან მისი დამშვიდება სცადა:
– ყველანი განსხვავებული კულტურის შვილები ვართ და
განსხვავებული ფასეულობები გვაქვს. ერთმანეთს გაგებით უნდა
მოვეკიდოთ. ტიმონა ამერიკელია და სენტიმენტალობა ახა-
სიათებს.
– მისი ძმა ერთი გონებაჩლუნგი არარაობაა, – შენიშნა ტუ-
ლიპამ.
– ასე ნუ ხუმრობ, – თითი დაუქნია რუვიომ, – ჩვენს პირად
საქმეებში გადაწყვეტილების მიღების უფლება ყველას გვაქვს.
– მართალია, – ნატიფად გაიღიმა გრაციელამ, – ინციო, შენ
არასოდეს გაგინდვია ჩვენთვის შენი საიდუმლო ლაბორატო-
რიების მუშაობა და ის გეგმები, რაც შენს პირად შეიარაღებას
უკავშირდება. გაგონილა ასეთი სიბრიყვე? გგონია, ხელისუფლე-
ბა ასეთ მუქარას შეეგუება? ყველა კანონს შეცვლის, რაც კი გვი-
ცავს, ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, ოღონდაც დაგვამარ-
ცხოს!
ტულიპას გაეცინა. ეს შეხვედრა სიამოვნებას ჰგვრიდა.
– მე პატრიოტი ვარ. მსურს, სამხრეთ ამერიკას შეეძლოს
ისეთი ქვეყნებისგან თავის დაცვა, როგორიც ისრაელი, ინდოეთი
და ერაყია.
– არ მეგონა, ნაციონალისტი თუ იყავი, – გულთბილად
გაუღიმა რუვიომ.
პორტელა გაღიზიანებული ჩანდა.
– დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. სილკე ჩემი მომხრე
მეგონა, დიდძალი ფულიც მივახარჯე. ახლა კი ჩემ და თქვენ წი-
ნააღმდეგ შემობრუნდა.
გრაციელა ხაზგასმით და გულწრფელად ალაპარაკდა:
– მთელი ეს პროექტი უნდა მივატოვოთ და მცირედს დავ-
ჯერდეთ. დავივიწყოთ კურტ სილკე, ასტორე ვაიოლა და სხვა გა-
მოსავალი ვეძებოთ. მათი გადამტერება მეტისმეტად საშიშია.
ისეთი რამ არ უნდა წამოვიწყოთ, რასაც ყველანი შევეწირებით.
– ეს ჩემს პრობლემას ვერ გადაწყვეტს, – უთხრა პორტელამ,
– სილკე მაინც არ შემეშვება.
ტულიპამაც მოიხსნა თავაზიანობის ნიღაბი და გრაციელას
მიმართა:
– შენგან გამკვირებია, ასეთ მშვიდობიან გადაწყვეტილებას
რომ გვთავაზობ. სიცილიაზე არაერთი პოლიციელი და მოსა-
მართლე მოგიკლავს. გუბერნატორი და მისი ცოლიც გამოასალ-
მე სიცოცხლეს. შენმა კლანმა შენი ორგანიზაციის შესამუსრავად
გამოგზავნილი სამხედრო გენერალი მოკლა. ახლა კი იმ პრო-
ექტის მიტოვებას გვირჩევ, რომელიც მილიარდ დოლარს მოგ-
ვიტანს. ამასთანავე, ჩვენი მეგობრის, პორტელას გასაჭირში მი-
ტოვება გსურს.
– სულერთია, რას იტყვით, მე მაინც სილკეს მოვიშორებ, –
განაცხადა პორტელამ.
– ეს ძალზე სარისკო ქმედებაა, – უთხრა გენერალურმა კონ-
სულმა, – ეფ-ბი-აი ნამდვილ ვენდეტას გამოგიცხადებს. მისი
მკვლელის დასაჭერად ყველა რესურსს გამოიყენებს.
– მე ვეთანხმები ტიმონას, – თქვა ტულიპამ, – ეფ-ბი-აი ლე-
გალურად მოქმედებს და ჩვენ შეგვიძლია მას გავუმკლავდეთ. მე
თვითონ შევარჩევ საბრძოლო ჯგუფს, რომელიც ოპერაციის შემ-
დეგ თვითმფრინავში ჩაჯდება და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავ-
რება.
– ვიცი, რომ ეს საშიშია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, –
დაეთანხმა პორტელა.
– მართალია, – თქვა ტულიპამ, – მილიარდობით დოლარის-
თვის რისკზე წასვლაც ღირს. აბა, მაშ, რისთვის ვაწარმოებთ
ჩვენს ბიზნესს?
– მე და შენ მინიმალურად ვრისკავთ, – უთხრა რუვიომ ინცი-
ოს, – რადგან დიპლომატის სტატუსი გვაქვს. მაიკლ, შენ შეგიძ-
ლია სამუდამოდ დაბრუნდე სიცილიაზე. შენ კი, ტიმონა, მთელი
მოსალოდნელი შედეგის საკუთარ თავზე აღება მოგიწევს.
– უკიდურეს შემთხვევაში, სამხრეთ ამერიკაში გადაგმალავ, –
უთხრა ტულიპამ.
პორტელამ მუდარით გაშალა ხელები.
– არჩევანი ჩემზეა, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება. მა-
იკლ, რას იტყვი?
– გეთანხმები, – უდრტვინველი სახით უპასუხა გრაციელამ, –
მაგრამ შენ ადგილას სილკეზე მეტად ასტორე ვაიოლას გამო ვი-
დარდებდი.
როგორც კი ასტორემ ჰისქაუსგან დაშიფრული შეტყობინება
მიიღო, რომლითაც ის შეხვედრას სთხოვდა, მაშინვე უსაფ-
რთხოების ზომები მიიღო. მუდამ რჩებოდა იმის საფრთხე, რომ
ჰისქაუ მის წინააღმდეგ იმოქმედებდა, ამიტომ პასუხის ნაცვლად
შუაღამისას თავად მიადგა ჰისქაუს ბრაითუოტერზში. თან ოლდო
მონზა და ცალკე მანქანით კიდევ ოთხი კაცი წამოიყვანა. არც ეს
იკმარა და ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ჩაიცვა. ჰისქაუს მხოლოდ მა-
შინ დაურეკა, როცა მანქანა ჭიშკართან იდგა.
მასპინძელს გაკვირვება არ გამოუხატავს, ყავა მოადუღა, ას-
ტორესაც დაუსხა და თვითონაც დაისხა. მერე კი ღიმილით უთ-
ხრა:
– კარგი ამბავიც მაქვს და ცუდიც. რომლით დავიწყო?
– უბრალოდ მითხარი, რაშია საქმე.
– ცუდი ამბავი ისაა, რომ სამუდამოდ მომიწევს ქვეყნის და-
ტოვება, ამის მიზეზი კი კარგ ამბავს უკავშირდება. მინდა შენი და-
პირება შეგახსენო. მართალია, ვეღარ დაგეხმარები, მაგრამ
გთხოვ, ჩემს ბიჭს მაინც ადევნო თვალი, არაფერი დაუშავდეს.
– გპირდები, – უთხრა ასტორემ, – ახლა მითხარი, რატომ უნ-
და დატოვო ქვეყანა?
ჰისქაუმ მოჩვენებითი სინანულით გააქნია თავი.
– იმიტომ, რომ ეს გადარეული პორტელა ზღვარს გადავიდა.
ეფ-ბი-აის აგენტის, სილკეს მოკვლას აპირებს. ჰოდა, ამ საქმის
ორგანიზატორად ვჭირდები.
– შენც უარი უთხარი, – ურჩია ასტორემ.
– არ შემიძლია, ეს მთელი მისი სინდიკატის გადაწყვეტილე-
ბაა და თუ უარს ვიტყვი, საპირფარეშოში ჩამრეცხავენ და შეიძ-
ლება ჩემი შვილიც ზედ მიმაყოლონ. ასე რომ, მომიწევს ყვე-
ლაფრის მოგვარება, მაგრამ დამრტყმელ ჯგუფში არ ვიქნები. იმ
დროისათვის უკვე საზღვარს გადავლახავ. როდესაც სილკეს
მოკლავენ, ეფ-ბი-აი ქალაქს თავისი ხალხით აავსებს. ამის შესა-
ხებ გავაფრთხილე, მაგრამ თავისას არ იშლიან. სილკე ორმაგ
თამაშს თამაშობს თუ რაღაც ამგვარი. ფიქრობენ, რომ იმდენად
შეძლებენ მის ამოსვრას, რომ მის მკვლელობას დიდ ამბად აღა-
რავინ ჩათვლის.
ასტორე შეეცადა სიხარული არ გაემჟღავნებინა. საქმე ისე
წავიდა, როგორც მას აწყობდა. სილკე სხვების ხელით მოკვდება,
თვითონ კი რისკზე წასვლა არ მოუწევს. თუ მთლად გაუმარ-
თლებდა, პორტელაც ეფ-ბი-აის კლანჭებში აღმოჩნდებოდა მომ-
წყვდეული.
– შენს მისამართს შემატყობინებ? – ჰკითხა ჰისქაუს.
ჰისქაუმ დამცინავად გაუღიმა.
– არა მგონია. განა არ გენდობი, მაგრამ რა საჭიროა? თუ
დამჭირდა, ნებისმიერ დროს შევძლებ შენთან დაკავშირებას.
– მაშ, კარგი. გმადლობ, რომ შემატყობინე, – უთხრა ასტო-
რემ, – მაინც ვისი გადაწყვეტილება იყო ეს?
– ტიმონა პორტელასი, თუმცა ინციო ტულიპამ და გენერა-
ლურმა კონსულმა მხარი დაუჭირეს. იმ ტიპმა კორლეონეს კლა-
ნიდან, გრაციელამ, ხელები დაიბანა. ამ ოპერაციაში მონაწი-
ლეობის მიღებას არ აპირებს, ნაცვლად ამისა, სიცილიაზე ბრუნ-
დება, რაც ჩემთვის გაუგებარია, რადგან მან იქ, ვინც კი შეიძლე-
ბოდა, ყველა მიხოც-მოხოცა. ეს ხალხი რეალურად ვერ აცნო-
ბიერებს ამერიკის გარემოებებს, პორტელა კი უბრალოდ
ჭკუიდან შეიშალა. სულ იმას იმეორებს, სილკე ჩემი მეგობარი მე-
გონაო.
– ვერც შენ იქცევი ჭკვიანურად, თუკი ამ მკვლელობის ხელ-
მძღვანელობას აპირებ, – შენიშნა ასტორემ.
– არ ვაპირებ-მეთქი, ხომ გითხარი. იმ დროისათვის, როცა
სახლს თავს დაესხმებიან, უკვე შორს ვიქნები.
– სახლს? – ჩაეკითხა ასტორე და საკუთარი ფიქრებისგან გა-
აჟრჟოლა.
– ჰო, – განაგრძო ჰისქაუმ, – დიდი საბრძოლო ჯგუფი ოპე-
რაციის შესრულების შემდეგ სამხრეთ ამერიკაში გადაფრინდება
და უკვალოდ გაქრება.
– ფრიად პროფესიონალური გეგმაა, – შენიშნა ასტორემ, –
ეს როდის უნდა განხორციელდეს?
– ხვალ დაღამების შემდეგ. შენ ისღა დაგრჩება, განზე გადგე
და ყველა შენს პრობლემას ისინი გადაწყვეტენ. ეს არის კარგი
ამბავი, რომელიც საუბრის დაწყებისას გითხარი.
– ეგრეა, – დაეთანხმა ასტორე. ცდილობდა, სახეზე არაფე-
რი შემჩნეოდა, თვალწინ კი ჯორჯეტა სილკე ედგა, მისი სილამა-
ზე და სათნოება.
– ვიფიქრე, ამის შესახებ დეტალურად უნდა გცოდნოდა, რა-
თა ალიბზე გეზრუნა, – უთხრა სილკემ, – ასე რომ, ჩემი ვალი
გაქვს და გთხოვ, ბიჭს მიმიხედე.
– აბა, რას ვიზამ, არ იდარდო, – უპასუხა ასტორემ. ჰისქაუს
ხელი ჩამოართვა და ბოლოს უთხრა, – ვფიქრობ, მართალი
ხარ, ქვეყნიდან წასვლა რომ გადაწყვიტე. აქ საშინელება დატრი-
ალდება.
– ჰო, – უპასუხა ჰისქაუმ.
ასტორე წამით დაფიქრდა, ჰისქაუსთან როგორ მოქცეული-
ყო. ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი ბიძამისის მკვლელების მანქანა-
ში საჭესთან იჯდა. მიუხედავად გაწეული დახმარებისა, ის მაინც
უნდა დასჯილიყო. ასტორეს უცნაური სისუსტე მოეძალა მას მე-
რე, რაც გაიგო, რომ სილკეს ცოლ-შვილი მასთან ერთად უნდა
დახოცილიყო, ამიტომაც ამ კაცის გაშვება გადაწყვიტა. მომავალ-
ში შეიძლება გამომადგესო. მისი მოკვლის დრო ჯერ არ დამდგა-
რიყო. ეს რომ გაიფიქრა, ჰისქაუს თვალი გაუსწორა და მის ღი-
მილს ღიმილითვე უპასუხა.
– ძალზე ჭკვიანი ვინმე ხარ, – უთხრა ჰისქაუმ.
– ვიცი, ამიტომაცაა, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ვარ, – უთხრა
ასტორემ და სიამოვნებისგან სახე შეუვარდისფრდა.
მეორე დღეს, 11 საათზე, ასტორე ნიკოლ აპრილესთან ერ-
თად ეფ-ბი-აის მთავარ ოფისს მიადგა. ნიკოლმა წინასწარ
მოილაპარაკა შეხვედრაზე.
ღამე თეთრად გაატარა და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ
მოქცეულიყო. ყველაფერი იმ მიზნით დაგეგმა, რომ პორტელას
სილკე მოეკლა, მაგრამ იგრძნო, რომ ვერ დაუშვებდა, ჯორჯეტა
და მისი ქალიშვილი მასთან ერთად დახოცილიყვნენ. ისიც კარ-
გად ესმოდა, რომ მსგავს ვითარებაში დონ აპრილე არასოდეს
ეცდებოდა ბედისწერასთან შერკინებას. მერე დონის ცხოვრები-
დან ერთი შემთხვევა მოაგონდა, რომელმაც გადაწყვეტილება
მიაღებინა.
ერთ საღამოს, როცა ასტორე თორმეტი წლის იყო და დონ-
თან ერთად სიცილიაზე იმყოფებოდა, კატერინამ ბაღის ვერან-
დაზე სადილი გაუმზადა. ასტორემ უმწიკვლო გულუბრყვილობით
დაუსვა შეკითხვა:
– ერთმანეთი როგორ გაიცანით? ბავშვობიდან ერთად იზ-
რდებოდით?
დონმა და კატერინამ ერთმანეთს დაგახედეს, მერე კი ბიჭის
სერიოზულ ინტერესზე გულიანად გაიცინეს.
დონმა ტუჩებზე თითი აიფარა და ხუმრობით უთხრა:
– ომერტა. ეს საიდუმლოა.
კატერინამ კი ასტორეს ხელზე ხის ჩამჩა მიარტყა და უთხრა:
– ეგ შენი საქმე არ არის, შე ჭინკავ! თანაც ამ ამბავში ჩემ-
თვის საამაყო არაფერია.
დონ აპრილემ სიყვარულით შეხედა ასტორეს.
– რატომ არ უნდა იცოდეს? თხემით ტერფამდე სიცი-
ლიელია. უთხარი.
– მე არ ვეტყვი, შენ კი, თუ გინდა, უთხარი, – უპასუხა ქალმა.
სადილის შემდეგ დონ აპრილემ ჭიქაში ანისეტი ჩაისხა, სიგა-
რას მოუკიდა და ამბავს მოჰყვა.
– ათი წლის წინ ამ ქალაქში ყველაზე გავლენიანი კაცი ვინმე
მამა სიგიზმუნდო იყო, ძალზე საშიში, თუმცა გულკეთილი ადა-
მიანი. როცა სიცილიაზე ჩამოვდიოდი, მუდამ მსტუმრობდა და
ჩემს მეგობრებთან ერთად ბანქოს ვთამაშობდით. მაშინ სხვა
დიასახლისი მყავდა.
მამა სიგიზმუნდო მგზნებარე და კეთილი მღვდელი იყო. ადა-
მიანებს დღემუდამ უჩიჩინებდა, წირვას დასწრებოდნენ და ერ-
თხელ ერთ ათეისტთან მუშტი-კრივიც კი გამართა. ყველამ იცო-
და, რომ მაფიის არც ერთ მომაკვდავ მსხვერპლთან სტუმრობასა
და მისთვის წესის აგებას არ შეუშინდებოდა. ამის გამო პატივს
სცემდნენ, მაგრამ როცა ეს მეტისმეტად ხშირად გამეორდა, ხალ-
ხში მითქმა-მოთქმა დაიწყო, მუდამ ამ ადამიანთა სიახლოვეს
იმიტომაა, რომ თვითონაც ჯალათების რიცხვს მიეკუთვნებაო.
იმასაც ამბობდნენ, რომ აღსარების საიდუმლოს არღვევდა და
მაფიას გადასცემდა ცნობებს.
კატერინას ქმარი კი სწორედ იმ დროს მაფიასთან მებრძო-
ლი ძლიერი პოლიციელი იყო. ერთი მკვლელობის გამოძიება
მას მერეც განაგრძო, რაც მაფიის ადგილობრივი ბოსისგან გაფ-
რთხილება მიიღო, ეს კი იმხანად არნახულ სითამამეს ნიშნავდა.
მუქარის შემდეგ ერთი კვირა გავიდა. კატერინას ქმარი პალერ-
მოს ერთ მიყრუებულ ქუჩაზე ეგდო სასიკვდილოდ დაჭრილი და
ისე მოხდა, რომ მაინცდამაინც იმ დროს მამა სიგიზმუნდო იქ აღ-
მოჩნდა და სიკვდილის წინ წესი აუგო. ამ მკვლელობის გახსნა
პოლიციამ ვერ შეძლო.
მგლოვიარე ქვრივმა, კატერინამ, ერთი წელიწადი იარა ეკ-
ლესიაში და ერთ შაბათს მამა სიგიზმუნდოსთან აღსარების სათ-
ქმელად მივიდა. როცა მღვდელი სააღსარებო ჯიხურიდან გამო-
ვიდა, ქალმა ყველას თვალწინ თავისი ქმრის ხანჯალი ჩასცა
გულში.
პოლიციამ ციხეში გამოამწყვდია, მაგრამ ყველაზე უარესი ეს
როდი იყო. მაფიის ბოსმა კატერინას სასიკვდილო განაჩენი გა-
მოუტანა.
ასტორე ქალს გაოცებით შეაცქერდა.
– ეს მართლა გააკეთე, დეიდა კატერინა?
კატერინა ბიჭის გაოცებამ გაახალისა. შიშის მისხალიც კი არ
ეტყობოდა, მხოლოდ ცნობისმოყვარეობით იყო აღვსილი.
– კარგად უნდა შეიგნო, ეს რატომაც ჩავიდინე. იმიტომ არა,
რომ ქმარი მომიკლა. აქ, სიცილიაზე, კაცები გამუდმებით ხოცა-
ვენ ერთიმეორეს. მამა სიგიზმუნდო ყალბი და ორგული მღვდე-
ლი იყო, მას უფლება არ ჰქონდა, წმინდა წესი აღესრულებინა.
ღმერთი მას არ მოუსმენდა. ამგვარად გამოდის, რომ ჩემი ქმარი
არა მხოლოდ მოკლეს, არამედ ვერც ცის სასუფეველი ეღირსა
და ჯოჯოხეთში მოხვდა. მამაკაცებმა არაფერში იციან ზომა. აი,
ამიტომ მოვკალი მღვდელი.
– მაშ, აქ როგორღა ხარ? – ჰკითხა ასტორემ.
– იმიტომ, რომ ამ საქმეში დონ აპრილე ჩაერია და, რასაკ-
ვირველია, ყველაფერი მოგვარდა.
– ქალაქში გარკვეული წონა მქონდა, პატივს მცემდნენ, –
აუხსნა ბიჭს დონ აპრილემ, – პოლიციის დაშოშმინება ადვილად
შევძელი, ეკლესიას კი არ აწყობდა დამნაშავე მღვდლის ამბის
გახმაურება. მაფიის ბოსი ნაკლებად თვინიერი აღმოჩნდა, მან
განაჩენის გაუქმებაზე უარი განაცხადა. მაგრამ ის ყელგამოჭრი-
ლი იპოვეს იმ სასაფლაოზე, სადაც კატერინას ქმარი იყო დაკ-
რძალული, მისი კლანი კი დასუსტდა და განადგურდა. იმ
დროისათვის კატერინას მიმართ სიმპათიით განვიმსჭვალე და
დიასახლისობა ვთხოვე. მას მერე, უკანასკნელი ცხრა წლის გან-
მავლობაში სიცილიაზე გატარებული თვეები საუკეთესოდ მახსენ-
დება.
ასტორეს ეს ყველაფერი საიდუმლოდ ეჩვენა. ბიჭმა პეშვი ზე-
თისხილით გაივსო, პირში ჩაიყარა და კურკები გადააფურთხა.
– კატერინა შენი შეყვარებულია? – იკითხა ბოლოს.
– აბა რა, – უპასუხა კატერინამ, – უკვე თორმეტი წლის ბიჭი
ხარ და ეს უნდა გესმოდეს. მისი მფარველობის ქვეშ ვცხოვრობ,
ისე, თითქოს მისი ცოლი ვიყო და ცოლის ყველა მოვალეობასაც
ვასრულებ.
ამ სიტყვების გამგონე დონ აპრილე ოდნავ შეცბუნებული
ჩანდა, რაც ასტორეს მანამდე არასოდეს შეუნიშნავს.
– მაშინ, რატომ არ ქორწინდებით? – იკითხა ბიჭმა.
– სიცილიას ვერასოდეს მივატოვებ, – უპასუხა კატერინამ, –
ბიძაშენის გულუხვობის ხარჯზე აქ დედოფალივით ვცხოვრობ. აქ
მეგობრები, ნათესავები, და-ძმები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები
მყავს. ბიძაშენი კი სიცილიაზე სამუდამოდ ვერ დარჩება. რო-
გორც გამოგვდის, ისე ვცხოვრობთ.
– ბიძია, დარჩი სიცილიაზე, კატერინა ცოლად შეირთე და
მეც თქვენთან დავრჩები. სიცილიიდან წასვლა არ მინდა, – თქვა
ბიჭმა. ამ სიტყვებს უფროსები სიცილით შეხვდნენ.
– მომისმინე, – უთხრა დონმა, – კატერინას წინააღმდეგ ვენ-
დეტას შეწყვეტა დიდ ძალისხმევად დამიჯდა. ახლა რომ ვიქორ-
წინოთ, მტრობა და უკმაყოფილება განახლდება. ჩემი საყვარე-
ლი რომაა, ამას ეგუებიან, მაგრამ ცოლად თუ შევირთავ, ამას
აღარ შეეგუებიან. დღევანდელი ვითარებით ორივენი კმაყოფი-
ლები და თავისუფლები ვართ. თანაც, ისეთი ცოლი არ მჭირდე-
ბა, ვინც ჩემი გადაწყვეტილებების აღიარებას არ ისურვებს. ვიდ-
რე ის სიცილიიდან წასვლაზე უარს აცხადებს, მისი ქმარი ვერ
ვიქნები.
– თანაც, ეს თავის მოჭრა იქნება, – დაუმატა ქალმა, მერე კი
ღამის ცას ახედა და ატირდა.
ბიჭი შეძრწუნდა. ვერაფერი გაეგო.
– კი, მაგრამ რატომ?.. რატომ?..
დონ აპრილემ ამოიოხრა. მერე სიგარას მოქაჩა და სასმელი
მოსვა.
– ერთი რამ უნდა გაიგო, – განაგრძო შემდეგ, – მამა სიგიზ-
მუნდო ჩემი ძმა იყო.
ასტორეს ახლა მოაგონდა, რომ მაშინ, პატარაობაში, ამ ახ-
სნამ მაინც არ დააკმაყოფილა. რომანტიკულად განწყობილ
ბავშვს ჯიუტად სწამდა, რომ ორ მოსიყვარულე ადამიანს წინ ვე-
რაფერი დაუდგებოდა და მხოლოდ ახლა გაიაზრა თავისი ბიძის
გადაწყვეტილების ტრაგიზმი. მას რომ კატერინა შეერთო, მთე-
ლი ნათესაობა გადაემტერებოდა. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა,
რომ მამა სიგიზმუნდო ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ ძმა მაინც
ძმაა. სისხლით ნათესაობა ყველა ცოდვას ამართლებს. დონის-
ნაირი კაცი თავისი ძმის მკვლელს ცოლად ვერ შეირთავდა. კა-
ტერინა მისგან ამგვარ მსხვერპლს ვერ მოითხოვდა. იქნებ კატე-
რინა იმასაც ფიქრობდა, რომ დონს, ასე თუ ისე, მისი ქმრის
მკვლელობაში ერია ხელი? მაინც რა მზაკვრული დარტყმა მო-
უწყო ორივეს ბედისწერამ! მათ იმ ყველაფრის ღალატი უწევ-
დათ, რისიც ბავშვობიდან სწამდათ.
ეს კი ამერიკა იყო და არა სიცილია. გრძელი უძილო ღამე
გაატარა ასტორემ, ბოლოს გადაწყვეტილება მიიღო და დილით
ნიკოლს დაურეკა.
– გამოგივლი და ერთად ვისაუზმოთ, – უთხრა ტელეფონით,
– მერე მე და შენ ეფ-ბი-აის ოფისში სილკეს ვესტუმრებით.
– სერიოზული ამბავია? – ჰკითხა ნიკოლმა.
– ჰო, საუზმისას მოგიყვები.
– შეხვედრა თუ დაუნიშნე?
– არა, ეს შენი გასაკეთებელია.
ერთი საათის შემდეგ ბიძაშვილ-მამიდაშვილი კაფეში საუზ-
მობდნენ, სადაც მაგიდები ერთმანეთისგან შორიშორს იდგა, რა-
თა საუბრის კონფიდენციურობა არ დარღვეულიყო.
ნიკოლს ბარაქიანი საუზმე უყვარდა, რადგან თითქმის ოცდა-
ოთხი საათის განმავლობაში ენერგიული მუშაობა უწევდა. ასტო-
რემ ყავა და ფორთოხლის წვენი შეუკვეთა, რაც ერთ კალათა
ფუნთუშებთან ერთად ოცი დოლარი დაუჯდებოდა.
– მაინც რა თაღლითები არიან, – გაეცინა ბიჭს.
– რა მოგივიდა, – გაღიზიანდა ნიკოლი, – ეშენ აქაური გარე-
მოს, ძვირფასი ქსოვილისა და ჭურჭლის საფასურს იხდი. ამიხსე-
ნი, ახლა რაღა მოხდა?
– მოქალაქეობრივი ვალის შესრულებას ვაპირებ, – უპასუხა
ასტორემ, – გასაიდუმლოებული წყაროდან მივიღე ინფორმაცია,
რომ კურტ სილკესა და მის ოჯახს ხვალ ღამით დახოცავენ. მინ-
და გავაფრთხილო და ამით მოვიმადლიერო, მაგრამ ამ ინფორ-
მაციის წყაროს ვერ დავუსახელებ.
ნიკოლმა თეფში გვერდზე გასწია და საზურგეს მიეყუდა.
– ვინ აღმოჩნდა ასეთი ბრიყვი? ღმერთო, ასტორე, ოღონ-
დაც ნუ მეტყვი, რომ ამ საქმეში შენც ხარ ჩარეული!
– რატომ გგონია?
– არ ვიცი, უბრალოდ ვიფიქრე. ანონიმურად რომ შეატყობი-
ნო?
– არა, ჩემი სიკეთისათვის ჯილდო მინდა. ბოლო დროს ისე-
თი შეგრძნება მაქვს, თითქოს არავის ვუყვარვარ, – გაიღიმა ას-
ტორემ.
– მე მიყვარხარ, – ნიკოლი მისკენ გადაიხრა, – კარგი. ასეთ
ისტორიას გთავაზობ. რესტორანში რომ შემოვედით, უცხო მამა-
კაცი მოგვიახლოვდა და ეს ამბავი ყურში ჩაგვჩურჩულა. რუხი
ზოლიანი პიჯაკი და თეთრი პერანგი ეცვა, შავი ჰალსტუხი ეკეთა.
საშუალო სიმაღლის, შავტუხა კაცი იყო, სავარაუდოდ, იტა-
ლიელი ან ესპანელი. მოწმედ დაგიდგები. სილკემ იცის, რომ
ჩემთან ხუმრობა არ გაუვა.
ასტორეს გაეცინა. მის სიცილს მუდამ განმაიარაღებელი გავ-
ლენა ჰქონდა, რადგან ბავშვურად უშუალო და ლაღი იყო.
– ესე იგი, შენი უფრო ეშინია, ვიდრე ჩემი.
– თანაც ეფ-ბი-აის დირექტორს ვიცნობ, ნამდვილი პოლიტი-
კური მტაცებელია. სილკეს დავურეკავ და ვეტყვი, დაგველოდოს,
– ჩანთიდან მაშინვე ამოიღო ტელეფონი და ნომერი აკრიფა.
– მისტერ სილკე, ნიკოლ აპრილე ვარ. ჩემს მამიდაშვილ ას-
ტორე ვაიოლასთან ერთად ვარ, მას თქვენთვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია აქვს, – მოკლე შუალედის შემდეგ ნიკოლმა თქვა, –
არა, ეს ჩვენთვის გვიანია. ერთ საათში თქვენთან ვიქნებით!
ვიდრე სილკე პასუხის გაცემას მოასწრებდა, ნიკოლმა კავში-
რი გათიშა.
ერთი საათის შემდეგ ასტორე და ნიკოლი სილკეს ოფისში
ისხდნენ. ფანჯრებში „პოლაროიდის“ ტყვიაგაუმტარი მინები იყო
ჩასმული, რომელიც გარეთ გახედვის საშუალებას არ იძლეოდა.
სილკე დიდი საწერი მაგიდის უკან იდგა და ელოდებოდა. მა-
გიდის პირისპირ შავი ტყავის სამი სავარძელი იდგა. რაოდენ
საკვირველიც უნდა იყოს, მაგიდის უკან კედელზე სასკოლო და-
ფა ეკიდა. ერთ-ერთ სავარძელში მჯდომს, ბილ ბოქსტონს, შემო-
სულებისთვის ხელი არ ჩამოურთმევია.
– ჩვენი საუბრის ფირზე ჩაწერას აპირებთ? – ჰკითხა ნიკოლ-
მა.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა სილკემ.
– ყველაფერს ვიწერთ, – დაამშვიდა ბოქსტონმა, – ყავასა და
მიწის თხილს რომ ვუკვეთთ, იმასაც კი ვიწერთ. აგრეთვე ყველა
იმ პირთან საუბარს ვიწერთ, ვინც, შესაძლოა, ახლო მომავალში
დავაპატიმროთ.
– სასაცილო ვინმე ჩანხართ, – ცივად მიუგო ნიკოლმა, – სას-
წაულიც რომ მოხდეს, ჩემს დაპატიმრებას მაინც ვერასოდეს
ეღირსებით. ჩემი კლიენტი ასტორე ვაიოლა საკუთარი ნებით
მოვიდა, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეგატყობინოთ. მე
თან ვახლავარ, რათა ამ ვითარებაში ამა თუ იმ ბრალდებისაგან
დავიცვა.
კურტ სილკე ამჯერად წინა შეხვედრასთან შედარებით ნაკ-
ლებად თავაზიანად შეხვდა. ხელით სავარძლებზე ანიშნა, თვი-
თონ კი მაგიდას მიუჯდა.
– მითხარით, რაშია საქმე.
ასტორემ მისგან წამოსული მტრული იმპულსი იგრძნო. თით-
ქოს აქ, საკუთარ ტერიტორიაზე, სილკეს ჩვეული, საქმიანად მე-
გობრული კილო მიეტოვებინა. ნეტავ როგორ შეხვდებოდა ამ ამ-
ბავს? ასტორემ სილკეს თვალი გაუსწორა და დაიწყო:
– შევიტყვე, რომ ხვალ, გვიან ღამით, თქვენს სახლზე
შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდება. მიზანი ჩემთვის
უცნობი მიზეზით თქვენი მოკვლაა.
სილკეს პასუხი არ გაუცია. სახე გაუქვავდა. ბოქსტონი ფეხზე
წამოხტა და ასტორეს სავარძლის უკან დადგა, სილკეს კი უთხრა:
– კურტ, დამშვიდდი.
სილკე წამოდგა. განრისხებისგან მთელი სხეული უცახცახებ-
და.
– ეს მაფიის ძველისძველი ილეთია. ოპერაცია თვითონ და-
გეგმეთ და თვითონვე ჩაშალეთ. გგონიათ, მადლობელი დაგ-
რჩებით? საიდან მიიღეთ ასეთი ინფორმაცია?
ასტორემ ნიკოლის მიერ წინასწარ გამოგონილი ამბავი მო-
უთხრო. სილკე ნიკოლს მიუბრუნდა:
– თქვენ ამ შემთხვევის მომსწრე ხართ?
– დიახ, – უპასუხა ნიკოლმა, – მაგრამ იმ კაცის სიტყვები არ
მესმოდა.
– დაპატიმრებული ხართ, – უთხრა სილკემ ასტორეს.
– რისთვის? – იკითხა ნიკოლმა.
– იმისთვის, რომ ფედერალურ აგენტს ემუქრებოდი.
– ვფიქრობ, სჯობს, თქვენს დირექტორს დაურეკოთ, – უთ-
ხრა ნიკოლმა.
– აქ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, – უპასუხა სილკემ.
ნიკოლმა მაჯის საათს დახედა.
– პრეზიდენტის საგანგებო ბრძანების თანახმად, – რბილად
უთხრა სილკემ, – უფლებამოსილი ვარ, ოცდარვა საათის განმავ-
ლობაში ადვოკატის გარეშე გაგაჩეროთ, თუკი ეს სახელმწიფო
უსაფრთხოებას ეხება.
– მართლა ასეა? – ბავშვური გაოგნებით იკითხა თვალებდაჭ-
ყეტილმა ასტორემ, – ეს მართლაც შეგიძლიათ?
აგენტის ამგვარმა ყოვლისშემძლეობამ მასზე დიდი შთაბეჭ-
დილება მოახდინა. ის ნიკოლს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა:
– ჰეი, ეს უკვე სიცილიას ჰგავს.
– ამ ნაბიჯს თუ გადადგამთ, ეფ-ბი-აის მომდევნო ათი წლის
მანძილზე გამუდმებული სასამართლო პროცესები ექნება, თქვე-
ნი კარიერა კი ამით დასრულდება, – უთხრა ნიკოლმა, – ჯერ კი-
დევ დრო გაქვთ, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადა-
იყვანოთ და თავდამსხმელებს მომზადებული დახვდეთ. მათ არ
ეცოდინებათ, რომ გაფრთხილებული ხართ. თუკი რომელიმეს
ხელში ჩაიგდებთ, შეგიძლიათ დაჰკითხოთ. ჩვენ არაფერს გეტ-
ყვით, მაგრამ არც მათ გავაფრთხილებთ.
სილკე დაფიქრდა. მერე ზიზღით უთხრა ასტორეს:
– თქვენს ბიძას, რაც უნდა ყოფილიყო, მაინც პატივს ვცემდი.
ის თავისიანებს არასოდეს გასცემდა.
– მაშინ სხვა დრო იყო, – შეცბუნებული ღიმილით უპასუხა ას-
ტორემ, – ქვეყანაც სხვა იყო. თანაც, როგორც ვხედავ, ჩვენგან
დიდად არ განსხვავდებით. თქვენც საიდუმლო ბრძანებებს
იღებთ.
ასტორემ იფიქრა, ნეტავ სილკემ ნამდვილი მიზეზი რომ
გაიგოს, რას იტყვისო. კაცი მხოლოდ იმის გამო შეიბრალა, რომ
მისი ცოლის საზოგადოებაში ერთადერთი საღამო გაატარა და
ეს ქალი რომანტიკულად და ყოვლად უიმედოდ შეუყვარდა.
– თქვენი მონაჩმახის არ მჯერა, მაგრამ ამას იმ შემთხვევაში
დავუბრუნდებით, თუკი ხვალ ღამით მართლა განხორციელდა
თავდასხმა, – უთხრა სილკემ, – თუ რაიმე მსგავსი არ მოხდა,
თქვენც დაგაპატიმრებთ და თქვენს ადვოკატსაც. მაინც რატომ
გამაფრთხილეთ?
– იმიტომ, რომ მომწონხართ, – გაუღიმა ასტორემ.
– აქედან დამეკარგეთ, – სილკე ბოქსტონს მიუბრუნდა, – სა-
განგებო ტაქტიკური ნაწილის უფროსი გამომიძახე და მდივანს
უთხარი, დირექტორს დამაკავშიროს.
ორივენი კიდევ ორი საათით გააჩერეს. ისინი სილკეს კოლე-
გებმა დაჰკითხეს. ამასობაში სილკე ვაშინგტონში მყოფ დირექ-
ტორს ტელეფონით ესაუბრებოდა.
– არც ერთ შემთხვევაში არ დააპატიმროთ, – უთხრა დირექ-
ტორმა, – პრესა ყველაფერს გააშუქებს და ქვეყნის სალაპარაკო
შევიქნებით. ნიკოლ აპრილეს ნუ ეხუმრებით, თუ მის წინააღმდეგ
სერიოზული ბრალდება არ გაქვთ. ეს ამბავი არ გაახმაუროთ და
ვნახოთ, ხვალ ღამით რა მოხდება. თქვენს სახლს უკვე იცავენ,
თქვენი ოჯახი კი სწორედ ამ წუთებში უსაფრთხო ადგილისკენ
მიემართება. ახლა კი ყურმილი ბილს გადაეცით. საბრძოლო
ოპერაციას ის უხელმძღვანელებს.
– სერ, რატომ მე არა? – ჰკითხა სილკემ.
– თქვენ დაგეგმვაში მიიღებთ მონაწილეობას, – უპასუხა დი-
რექტორმა, – ტაქტიკურ ოპერაციაში კი არავითარ შემთხვევაში
არ ჩაერთვებით. ბიურო ძალზე მკაცრი კანონებით მოქმედებს.
არასასურველი ძალადობის თავიდან ასაცილებლად მიკერძოება
უნდა გამოირიცხოს. თუკი საქმე ცუდად შეტრიალდა, ბრალდებას
წაგიყენებენ. ხომ გესმით ჩემი?
– დიახ, სერ, – უპასუხა სილკემ.
ასპინელა უოშინგტონი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ
საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ კიდევ გარკვეული დრო
დასჭირდებოდა ჭრილობის მორჩენას, რის შემდეგაც შესაძლებე-
ლი გახდებოდა თვალის პროთეზის ჩადგმა. მისი საოცრად ჯან-
საღი ორგანიზმი ადვილად მოერია ტრავმებს, თუმცა ფეხს ცოტა-
თი ითრევდა და ამოგდებული თვალის ადგილას დარჩენილი
ღრმული შემზარავად გამოიყურებოდა. თვალს, ნაცვლად შავისა,
მუქი მწვანე ნაჭრით იხვევდა, ეს ფერი კი მის ყავისფერ კანს ლა-
მაზად ეხამებოდა. სამსახურში ტყავის შავი შარვლით, მწვანე პუ-
ლოვერითა და მწვანე ტყავის ქურთუკით დაბრუნდა. სარკეში
რომ იყურებოდა, საკუთარი თავი შთამბეჭდავად ეჩვენებოდა.
ჯერ კიდევ შვებულებაში იყო, თუმცა დროდადრო დადიოდა
დეტექტივთა ბიუროში და დაკითხვებს ესწრებოდა. ტრავმამ თა-
ვისუფლების ერთგვარი განცდა მიანიჭა. თითქოს ახლა ყველაფ-
რის უფლება ჰქონდა და სიხარულით იფართოებდა ასპარეზს.
პირველ ასეთ დაკითხვაზე კაბინეტში ორი ეჭვმიტანილი შე-
მოიყვანეს. უცნაური წყვილი იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ,
რომ ერთი თეთრკანიანი იყო, მეორე – ზანგი. ოცდაათიოდე
წლის თეთრკანიანი ასპინელას დანახვისთანავე დაფრთხა, შავ-
კანიანმა კი პირიქით, გაიხარა, მწვანე ნაჭრით თვალახვეული,
მკაცრი, ლამაზი ქალი რომ დაინახა. ის ამ ძლიერ ქალს ძვირ-
ფას დაიკოდ აღიქვამდა.
– შენი ჭირიმე! – შესძახა და სახე გაუცისკროვნდა. პირვე-
ლად იყო დაპატიმრებული, მანამდე პოლიციასთან შეხება არ
ჰქონია და ვერ აცნობიერებდა, რამდენად სერიოზულ გასაჭირში
ჩავარდნილიყო. თავის მეწყვილესთან ერთად სახლში შეჭრილა,
ცოლ-ქმარი გაუკოჭავს და ბინა გაუძარცვავს. ეს საქმე, ვინც მიას-
წავლა, მანვე გასცა. ბიჭს ახლაც ეკეთა მაჯაზე „როლექსის“ მო-
პარული საათი. მან ასპინელას ხალისიანი კილოთი, არა დამცი-
ნავად, არამედ აღფრთოვანებით მიმართა:
– ჰეი, კაპიტანო კიდ, რას გვიპირებ? ფიცრიდან ზღვაში გა-
დაგვახტუნებ?
ამ სულელურმა ხუმრობამ დანარჩენი გამომძიებლები გააცი-
ნა. ასპინელას ხმა არ ამოუღია. შავკანიან ბიჭს ხელბორკილები
ეკეთა და მის დარტყმას ვერ აიცილებდა. ელვის სისწრაფით და-
არტყა სახეში ხელკეტი, ცხვირი გაუტეხა და ყვრიმალი ჩაუნგრია.
ბიჭმა ქალს გაოგნებული მზერა მიაპყრო. სახე სისხლიან ნიღაბს
მიუგავდა. მერე მუხლები მოეკვეთა და ძირს დაეცა. მომდევნო
ათი წუთის განმავლობაში ასპინელა შეუჩერებლად ურტყამდა.
ბიჭს ყურებიდან სისხლი სდიოდა.
– ღმერთო! – შესძახა ერთ-ერთმა გამომძიებელმა, – ახლა
როგორღა უნდა დავკითხოთ?
– ამასთან ლაპარაკს არც ვაპირებდი, – გამოსცრა ასპინე-
ლამ, – აი, ამას უნდა დაველაპარაკო, – მიუბრუნდა თეთრკანიან
ბიჭს, – ზეკე გქვია, ხომ? ზეკე, უნდა დაგელაპარაკო!
მხარში უხეშად ჩაავლო ხელი და თავისი მაგიდის წინ სკამზე
დააგდო. ბიჭი თავზარდაცემული მიაშტერდა. ასპინელამ მერეღა
იგრძნო, რომ თვალის სახვევი ჩამოსძრობოდა და ბიჭი მისი
თვალის შემზარავ ცარიელ ფოსოს ხედავდა.
– ზეკე, ყურადღებით მომისმინე. დროს ნუღარ გავწელავთ.
მინდა ვიცოდე, ეს ბიჭი ამ საქმეში როგორ ჩაითრიე და თვითონ
როგორ აღმოჩნდი მასში ჩათრეული. გესმის ჩემი? აპირებ ჩვენ-
თან თანამშრომლობას?
ზეკე საშინლად გაფითრდა. აღარ შეყოვნებულა, საჩქაროდ
უპასუხა:
– დიახ, მემ, ყველაფერს გიამბობთ.
– კარგი, – ასპინელა მეორე გამომძიებელს მიუბრუნდა, – ეს
ბიჭი სამედიცინო განყოფილებაში მიიყვანეთ და კინოოპერა-
ტორს დაუძახეთ, რომელიც ზეკეს ნებაყოფლობით აღიარებას
ფირზე გადაიღებს.
ვიდრე კამერებს აყენებდნენ, ასპინელა დაჟინებით ეუბნებო-
და ზეკეს:
– ვინ მიგასწავლათ ეს ბინა გასაძარცვად? ვინ ჩაიბარა ნა-
დავლი? ძარცვის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მჭირდება. შენი
პარტნიორი კარგი ბიჭი ჩანს, მასზე დოსიე არ გვაქვს, ეშმაკობით
არ უნდა გამოირჩეოდეს, ამიტომ იოლად გადამირჩა. შენს დო-
სიეში კი ძალიან ცუდი ჩანაწერები გვაქვს. ამიტომაც ამ საქმის
თაოსანი შენ მგონიხარ. ასე რომ, ვიდეოსათვის მოემზადე.
პოლიციის განყოფილებიდან გამოსული ასპინელა მანქანაში
ჩაჯდა და სამხრეთ შარაგზას ლონგაილენდისკენ, ბრაითუოტერ-
ზის მიმართულებით გაუყვა.
საკვირველია, მაგრამ ცალი თვალით მანქანის მართვა
არამცთუ არ უჭირდა, არამედ მოსწონდა კიდეც. მიდამოს სურათი
ფოკუსირებულად, გვერდებზე კი, სიურრეალისტური ნახატივით,
გათხაპნილად მოჩანდა. საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება შეჰ-
ქმნოდა, რომ სამყარო ორად გაიპო და ის ნახევარი, რასაც თვი-
თონ ხედავდა, უხილავზე ბევრად უფრო წარმტაცი იყო.
ბრაითუოტერზში ჯონ ჰისქაუს სახლს ჩაუარა. ეზოში მისი მან-
ქანა დაინახა და ვიღაც კაცს მოჰკრა თვალი, იელის დიდი ყვავი-
ლი სათბურიდან სახლში რომ შეჰქონდა. კიდევ ერთმა კაცმა დი-
დი ყუთით ყვითელი ყვავილები გამოიტანა. საინტერესოაო,
გაიფიქრა ასპინელამ. ესე იგი, სათბურს ცლიდნენ.
საავადმყოფოშივე მოაგროვა ინფორმაცია ჯონ ჰისქაუს შესა-
ხებ. ნიუ-იორკის ავტომანქანების მფლობელთა სიიდან მისი მისა-
მართი გაიგო. მერე კრიმინალური ჩანაწერები გადაათვალიერა
და შეიტყო, რომ ჯონ ჰისქაუს სინამდვილეში ლუის რიჩი ერქვა;
მაშ, ეს ნაბიჭვარი იტალიელი ყოფილა, თუმცა გარეგნულად სქე-
ლუკანალიან გერმანელს ჰგავდა. კრიმინალური დოსიე სუფთა
ჰქონდა, რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული გამომძალველობი-
სა და თავდასხმისათვის, მაგრამ ციხეში არასოდეს მჯდარა. ყვა-
ვილების სათბური ნამდვილად ვერ უზრუნველყოფდა იმ თანხით,
რაც მისი ცხოვრების სტილს სჭირდებოდა.
ეს კვლევა ასპინელამ იმიტომ აწარმოა, დარწმუნებულიყო
იმაში, რომ მას და დი ბენედეტოს ჰისქაუს გარდა ვერავინ გას-
ცემდა. ერთადერთი, რაც გამომძიებელს აკვირვებდა, ის იყო, თუ
რატომ მისცა მათ ჰისქაუმ დაპირებული თანხა. შინაგან საქმეთა
ბიურომ ამ ფულის გამო ასპინელაზე ეჭვი მიიტანა, მაგრამ მალე-
ვე თავი დაანება, რადგან მის მუშაკებს ამ ფულის ხელში ჩაგდე-
ბის პერსპექტივა მეტისმეტად ახარებდათ. ასპინელა ჰისქაუს მო-
შორებისათვის ემზადებოდა.
სილკეს სახლზე დაგეგმილ თავდასხმამდე ოცდაოთხი
საათით ადრე ჰისქაუ კენედის აეროპორტში მიემგზავრებოდა,
საიდანაც ქალაქ მექსიკოში აპირებდა გადაფრენას. იქ სამუდა-
მოდ გაქრებოდა ცივილიზებული სამყაროს თვალსაწიერიდან.
ყალბი საბუთები წლების წინ ჰქონდა მომზადებული.
ყველა დეტალი მოაგვარა. სათბურები დააცლევინა. ყოფი-
ლი ცოლის სახლის გაყიდვაზე იზრუნებდა და გამორჩენილ
ფულს საბანკო ანგარიშზე შვილის სწავლის გადასახადისათვის
შეიტანდა. ჰისქაუმ ცოლს უთხრა, რომ ორი წლით მიემგზავრე-
ბოდა. შვილსაც იგივე უთხრა, როცა გამოთხოვებისას „შან ლის“
რესტორანში ერთად სადილობდნენ.
აეროპორტს ადრე დილით მიადგა. ბარგში ორი ჩემოდანი
ჩააბარა, რომლებშიც მთელი მისი ავლადიდება ეწყო, თუ არ
ჩავთვლით მის სხეულზე მცირე ზომის საფულეებით ჩამოკიდე-
ბულ ასი ათას დოლარს. ეს შპალერივით აკრული კუპიურები და-
საწყისისთვის ეყოფოდა სახარჯოდ, გარდა ამისა, კეიმანში
საიდუმლო ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ხუთ მი-
ლიონამდე ედო. კიდევ კარგი, რომ კეთილგონივრულად იცხოვ-
რა და ნაშოვნი ფული არც აზარტულ თამაშებზე, არც ქალებზე,
არც მსგავს სისულელეებზე დაუხარჯავს. ჰისქაუმ რეისზე რეგის-
ტრაცია გაიარა და ბორტის ბილეთი მიიღო. ხელში მხოლოდ სა-
ქაღალდე ეკავა, რომელშიც ყალბი საბუთები ეწყო. მანქანა
გრძელვადიან პარკინგზე დატოვა, ცოლი მას მოგვიანებით წაიყ-
ვანდა და შეუნახავდა.
ფრენამდე კიდევ ერთი საათი რჩებოდა. უიარაღოდ ყოფნას
უჩვეულოდ განიცდიდა, თუმცა სხვა გზა არ იყო. თვითმფრინავზე
ასვლის წინ კონტროლი უნდა გაევლო, ხოლო მექსიკოში ჩას-
ვლისთანავე ნაცნობები იარაღით მოამარაგებდნენ.
დროის გასაყვანად ჯიხურში გაზეთები იყიდა და ტერმინალის
კაფესკენ გაემართა. სინზე ყავა და დესერტი დაილაგა და პატა-
რა მაგიდას მიუჯდა. ჟურნალების თვალიერებას შეუდგა, თან უხა-
ლისოდ ღეჭავდა დესერტს – ყალბი მარწყვის ტორტს ვითომ ად-
ღვებილი ნაღების კრემით. უეცრად იგრძნო, რომ მის მაგიდას
ვიღაც მიუჯდა. თავი ასწია და გამომძიებელი ასპინელა უოშინ-
გტონი დაინახა. მისმა მწვანე თვალის სახვევმა ჰისქაუზეც ისეთი-
ვე შემზარავი ეფექტი მოახდინა, როგორიც სხვებზე. პანიკური
ცახცახი აუტყდა, მაგრამ, ამასთან, ეს ქალი ახლა ბევრად უფრო
ლამაზი ეჩვენა, ვიდრე ახსოვდა.
– გაუმარჯოს, ჯონ, – უთხრა ასპინელამ, – საავადმყოფოში
რატომ არ მომინახულე?
ჰისქაუ მეტად დაბნეულად გამოიყურებოდა. ბოლოს თქვა:
– ხომ იცით, ამას ვერ გავაკეთებდი, დეტექტივო, მაგრამ ძა-
ლიან მეწყინა, რომ დაშავდით.
ასპინელამ ფართოდ გაუღიმა.
– გეხუმრე, ჯონ, მაგრამ მართლა მინდოდა, ვიდრე გაფრინ-
დებოდი, გვესაუბრა.
ჰისქაუ ვარაუდობდა, რომ გამომძიებელი ფულს მოსთხოვდა
და ამგვარი შემთხვევისთვის საფულეში ათი ათასი ჰქონდა გადა-
ნახული.
– მიხარია, ასე კარგად რომ გამოიყურებით. თქვენ გამო
ვწუხდი.
– დედა მიტირეს, მაგრამ გამოვძვერი, – ასპინელამ ერთა-
დერთი თვალი ქორივით ააბრიალა, – მაგრამ პოლი დაიბრიდა.
ხომ იცი, მე და ის კარგი მეგობრები ვიყავით, თანაც, ის ჩემი უფ-
როსი იყო.
– საშინელებაა, – დაეთანხმა ჰისქაუ და ერთი ამოისლუკუნა
კიდეც, რაზეც ასპინელას გაეღიმა.
– პოლიციელის მოწმობას ხომ არ მომთხოვ? წამომყევი,
ვიდრე თვითმფრინავში ჩაჯდომის დრო მოვა, მინდა ტერმინა-
ლის დაკითხვის ოთახში სულ მცირე ხნით გაგესაუბრო. შენგან
კარგ, საინტერესო პასუხებს ველოდები.
– კარგი, – ჰისქაუ ფეხზე წამოდგა, საბუთებს ხელში ნერ-
ვიულად სრესდა.
– მაიმუნობა არ გაბედო, თორემ, იცოდე, გაგაგორებ. სასა-
ცილოა, მაგრამ ცალი თვალით უწინდელზე უკეთაც კი ვისვრი, –
ქალიც წამოდგა, ჰისქაუს მკლავში ჩაავლო თითები და კიბით და-
შენებულ მეზონინში აიყვანა, სადაც აეროპორტის საადმინისტრა-
ციო სამსახური იყო განლაგებული. გრძელ დერეფანში წინ
გაიყოლა და ერთ-ერთი კაბინეტის კარი გასაღებით გააღო. ჰის-
ქაუ ოთახის სიდიდის გარდა იმანაც გააკვირვა, რომ მასში მთე-
ლი კედლის გასწვრივ უამრავი ტელემონიტორი ეკიდა. მათ წინ
ორი მამაკაცი რბილ სავარძლებში იჯდა, ეკრანებს აკვირდებო-
და, თან სენდვიჩებსა და ყავას შეექცეოდა. ერთ-ერთი ფეხზე წა-
მოხტა და თქვა:
– ჰეი, ასპინელა, რა ამბავია?
– ამ ადამიანს დაკითხვის ოთახში პირისპირ უნდა დაველაპა-
რაკო. გარედან ჩაგვკეტე.
– კარგი. ერთ-ერთი შიგნით შემოგყვეთ?
– არა, ეს მხოლოდ მეგობრული საუბარია.
– ვიცით შენი მეგობრული საუბრები, – გაეცინა კაცს. მერე კი
ჰისქაუს დააკვირდა, – ეკრანზე დაგინახეთ, ქვემოთ ტერმინალში
მარწყვის ტორტს მიირთმევდით, ხომ ასეა?
მერე ორივე ოთახის ბოლოს კართან მიიყვანა და კარი გასა-
ღებით გახსნა. ჰისქაუ და ასპინელა შიგნით შევიდნენ, პოლიცი-
ელმა კი გარედან ჩაკეტა კარი.
რაკი ნახა, რომ ახლომახლო სხვა ადამიანებიც იმყოფებოდ-
ნენ, ჰისქაუ შედარებით დამშვიდდა. დაკითხვის ოთახის ინტე-
რიერიც დამამშვიდებლად მოქმედებდა. იქ ტახტი იდგა, საწერი
მაგიდა და სამი მყუდრო სკამი. კუთხეში ერთჯერადი ჭიქებით აღ-
ჭურვილი წყლის გამაგრილებელი იდგა. ვარდისფერი კედლები
ფოტოსურათებითა და ნახატებით იყო მორთული, რომლებზეც
საფრენი აპარატები იყო გამოსახული.
ასპინელამ ჰისქაუ საწერი მაგიდის წინ სკამზე დასვა, თვი-
თონ მაგიდაზე ჩამოჯდა და ზემოდან დააცქერდა.
– გთხოვთ, სწრაფად მოვამთავროთ, თორემ თვითმფრინავ-
ზე დამაგვიანდება, – სთხოვა ჰისქაუმ.
ასპინელამ არ უპასუხა. საქაღალდე გამოართვა და ყალბი
საბუთები და დოლარის კუპიურები გადაათვალიერა. ჰისქაუ შეკ-
რთა. ქალმა ყველაფერი ისევ საქაღალდეში ჩააწყო და ისევ
ჰისქაუს გაუწოდა.
– ჭკვიანი ვირიშვილი ხარ, – უთხრა ასპინელამ, – მიხვდი,
რომ გაქცევის დრო მოვიდა, არა? ვინ გითხრა, რომ გეძებდი?
– რისთვის უნდა მოგეძებნეთ? – ჰკითხა ჰისქაუმ, იმით დამ-
შვიდებულმა, რომ საბუთები კვლავ ხელში ეკავა.
ასპინელამ თვალის სახვევი მოიცილა და ჰისქაუს საზარელი
ხვრელი უჩვენა; თუმცა ჰისქაუ არ შეძრწუნებულა, რადგან თავის
დროზე ამაზე ბევრად უარესიც უნახავს.
– შენი წყალობით თვალი დავკარგე, – უთხრა ქალმა, – შენ
გარდა მე და პოლს სხვა ვერავინ ჩაგვიშვებდა.
ჰისქაუმ თავის პროფესიაში საუკეთესო იარაღი, აბსოლუტუ-
რი გულწრფელობა გამოიყენა:
– ცდებით, ასე არ არის. მე რომ ეს გამეკეთებინა, ფულს და-
ვიტოვებდი. დაფიქრდით. მომისმინეთ, ამ რეისზე დაგვიანება
მართლა არ მინდა, – გულზე პერანგი შეიხსნა და კანზე სკოჩით
მიმაგრებული ფულის ორი დასტა აიძრო, – ესეც თქვენია და სა-
ქაღალდეში რომ ფულია, ისიც. ოცდაათი ათასია.
– შესანიშნავია. მაშ, ჩემი თვალი ოცდაათ ათასად შეაფასე?
კარგი. ოღონდ ის უნდა დამისახელო, ვინც ჩვენს გაცემაში ფული
გადაგიხადა.
ჰისქაუმ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნიდან გაფრენის სხვა
შანსი აღარ მიეცემოდა. ხედავდა, რომ გამომძიებელი ყველა-
ფერზე იყო წამსვლელი. საკმარისად ბევრი მანიაკი მკვლელი
უნახავს და მსგავსი რამ აღარ ეშლებოდა.
– დამიჯერეთ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ეს ტიპი ორი
მაღალჩინოსანი პოლიციელის მოკვლას გაბედავდა. უბრალოდ,
მოველაპარაკე ასტორე ვაიოლას, საშუალება მივეცი, ფათერაკი-
სათვის თავი აერიდებინა. რას წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს
მოიმოქმედებდა?
– ჰო, კარგი. მისი მოკვლისთვის ვინ გადაგიხადა?
– პოლს თქვენთვის არ უთქვამს? – გაიკვირვა ჰისქაუმ, – ტი-
მონა პორტელამ.
ასპინელა ბრაზისგან ლამის გადაირია. მისი გასივებული
პარტნიორი მხოლოდ ზარმაცი კი არა, მატყუარაც ყოფილა.
– ადექი! – დაუღრიალა მან ჰისქაუს. კაცმა მის ხელში პისტო-
ლეტი შეამჩნია.
ჰისქაუ შიშმა აიტაცა. ეს გამომეტყველება ხშირად უნახავს,
ოღონდაც თვითონ არასოდეს ყოფილა მსხვერპლი. გონებაში
წამით გაუელვა, რომ მის მიერ გადანახული ხუთი მილიონი უქ-
მად დაიკარგებოდა, რადგან არავინ მიაკითხავდა. ეს ხუთი მი-
ლიონი ცოცხალ არსებად მოეჩვენა და გაიფიქრა, რა ტრაგე-
დიააო. არაო, შეჰყვირა და შეეცადა, სკამის სიღრმეში შეყუჟული-
ყო. ასპინელამ თმაში ხელი ჩაავლო და ფეხზე წამოაყენა. რე-
ვოლვერი მის ყელთან მიიტანა და გაისროლა. დარტყმამ ჰისქაუ
ხელიდან გააგდებინა და იატაკზე დაანარცხა. ასპინელა დაიხარა
და დახედა. კისრის ნახევარი ამოგლეჯილი ჰქონდა. ქალმა ჯიბი-
დან სათადარიგო თოფი ამოიღო და ჰისქაუს ხელში ჩაუდო. კა-
რის გაღების ხმა გაიგონა და შემდეგ წუთს ორივე პოლიციელი
თოფებით შემოვარდა ოთახში.
– იძულებული გავხდი, მომეკლა, – აუხსნა ასპინელამ, – ჯერ
ჩემს მოქრთამვას შეეცადა, მერე კი თოფი ამოიღო. ტერმინალის
სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ, პოლიციას მე თვითონ შევატ-
ყობინებ. ხელს ნურაფერს ახლებთ და ეცადეთ, თქვენი ხედვის
არეში დავრჩე.
მომდევნო ღამით პორტელამ თავდასხმა განახორციელა.
სილკეს ცოლ-შვილი უკვე კალიფორნიაში, ეფ-ბი-აის საიმედოდ
დაცულ სადგურზე იმყოფებოდა. თვითონ სილკე ნიუ-იორკში, დი-
რექტორის ოფისში იყო, სადაც მთელი სამუშაო პერსონალი მო-
ბილიზებული იყო. ბილ ბოქსტონს სამხედრო ოპერაციის ხელ-
მძღვანელობა დაევალა. ის სილკეს სახლში უნდა ჩასაფრებოდა
მოწინააღმდეგეებს. წესები ზუსტად უნდა დაეცვა, ბიუროს სის-
ხლის ღვრა არ სურდა, რადგან მსგავს შემთხვევაში ლიბერალუ-
რი ჯგუფები პროტესტს განაცხადებდნენ. ეფ-ბი-აის ჯგუფი მანამ-
დე არ გახსნიდა ცეცხლს, სანამ მას არ ესროდნენ. ყველა ღონე
უნდა ეხმარა, რათა თავდამსხმელებს იარაღის დაყრის საშუალე-
ბა მისცემოდათ.
საბრძოლო გეგმის შესამუშავებლად სილკე შეხვდა ბილ
ბოქსტონსა და სპეციალური ჯგუფის მეთაურს, ოცდათხუთმეტი
წლის კაცს, რომელსაც სახე სამხედრო დისციპლინის მკაცრი ღა-
რებით ჰქონდა დასერილი. სახეზე რუხი ფერი ედო და ნიკაპზე
სინანულის ნაოჭი დამჩნეოდა. გვარად სესტაკი გახლდათ და
წმინდა ჰარვარდული აქცენტით მეტყველებდა. ერთმანეთს სილ-
კეს ოფისში შეხვდნენ.
– გთხოვთ, მთელი ოპერაციის განმავლობაში ჩემთან კავში-
რი არ გაწყვიტოთ. წესები ზუსტად დაიცავით.
– არ იდარდო, – დააიმედა ბოქსტონმა, – ასკაციანი შეიარა-
ღებული ჯგუფი გვყავს, ეს მათ ძალებს აღემატება. უსათუოდ ჩაგ-
ვბარდებიან.
– კიდევ ას კაცს პერიმეტრზე განვათავსებ, – თვინიერი ხმით
წარმოთქვა სესტაკმა, – შიგნით შევუშვებთ, გარეთ კი აღარ გა-
მოვუშვებთ.
– კარგი, – უთხრა სილკემ, – როგორც კი დააკავებთ, ნიუ--
იორკის გამოძიების ცენტრში მოიყვანეთ. უფლება არ მაქვს, პი-
რადად დავესწრო დაკითხვას, მაგრამ მინდა, რაც შეიძლება
სწრაფად მომაწოდოთ ინფორმაცია.
– თუ საქმე ცუდად წავიდა და მათმა დახოცვამ მოგვიწია? –
იკითხა სესტაკმა.
– დირექტორი ძალზე უკმაყოფილო იქნება. რეალური სურა-
თი ასეთია: თუკი მათ დააკავებთ, შეიარაღებული თავდასხმისათ-
ვის ციხეში ჩასხდებიან, მაგრამ მათ მალევე თავდებით გაათავი-
სუფლებენ, კიდევ ცოტა ხნის შემდეგ ყველანი სამხრეთ ამერიკა-
ში გაიქცევიან და უკვალოდ გაქრებიან. ასე რომ, მათ დასაკით-
ხად სულ ორიოდე დღე გვექნება.
ბოქსტონმა სილკეს ღიმილით შეხედა, სესტაკმა კი თავა-
ზიანი კილოთი უთხრა:
– ვფიქრობ, თქვენ ამით ძალზე უკმაყოფილო იქნებით.
– რა თქმა უნდა, ეს არ მესიამოვნება, – დაეთანხმა სილკე, –
მაგრამ დირექტორს პოლიტიკური ვითარების გათვალისწინება
უწევს. კონსპირაციის ბრალდება ყოველთვის შარია.
– გასაგებია, – უთხრა სესტაკმა, – ესე იგი, ხელ-ფეხი შეკრუ-
ლი გაქვთ.
– ეგრეა.
– სამარცხვინოა, რომ ფედერალურ აგენტზე თავდასხმის
შემდეგ ადამიანი დაუსჯელი რჩება, – შენიშნა ბოქსტონმა.
სესტაკი ორივეს გაკვირვებული ღიმილით აკვირდებოდა.
მორუხო სახე ოდნავ შეუვარდისფრდა.
– ეს ხომ თავისთავად ცხადია, – უთხრა მან ბოქსტონს და სა-
ბოლოოდ დაასკვნა, – ასე თუ ისე, მსგავსი ოპერაციებისას თით-
ქმის მუდამ გაუთვალისწინებელი რამ ხდება. იარაღასხმულ კა-
ცებს ყოველთვის სწამთ, რომ მათ ვერავინ მოკლავს. ეს ადა-
მიანის ფსიქიკის უცნაური თვისებაა.
იმავე ღამით ბოქსტონი სესტაკთან ერთად სამხედრო ოპე-
რაციის ზონაში, სილკეს ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლის მიდამოებ-
ში გაემგზავრა. სახლში სინათლე ენთო, რათა ილუზია შექმნი-
ლიყო, თითქოს შიგნით ვინმე იყო. ეზოში სამი მანქანა იდგა,
აქაოდა, სახლის დაცვაც ადგილზე იმყოფებაო. მანქანებში ყუმბა-
რები დაემონტაჟებინათ და ძრავის ჩართვისთანავე აფეთქდე-
ბოდნენ. ბოქსტონმა საბრძოლო მზადყოფნის ვერანაირი ნიშანი
ვერ შეამჩნია.
– სად არის თქვენი ასი კაცი? – ჰკითხა მან სესტაკს.
სესტაკი გაიბადრა.
– ხომ კარგად ვმუშაობთ? ისინი თქვენ გარშემო არიან, მაგ-
რამ ვერ ამჩნევთ. ცეცხლის ხაზი უკვე შეკრეს. როგორც კი თავ-
დამსხმელები მოახლოვდებიან, მათ უკან დასახევი გზა გადაეკე-
ტებათ. ვირთხები ხაფანგში მოემწყვდევიან.
ბოქსტონი სესტაკთან ერთად დარჩა სახელმძღვანელო პუნ-
ქტზე, სახლისგან ორმოცდაათი იარდის მოშორებით. მათთანვე
იყო ოთხკაციანი საკომუნიკაციო ჯგუფი, მათ კამუფლიაჟი ეცვათ,
რათა ტყის საფარში არ გამოჩენილიყვნენ. სესტაკი და მისი ჯგუ-
ფი შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი, ბოქსტონს კი მხოლოდ
რევოლვერი ჰქონდა თან.
– სჯობს, ბრძოლაში არ ჩაერიოთ, – უთხრა მას სესტაკმა, –
თანაც თქვენი იარაღით აქ ვერაფერს გახდებით.
– კი, მაგრამ, რატომ? მთელი კარიერის მანძილზე იმ წამს
ველოდი, როცა ცუდი ბიჭების დახოცვის საშუალება მომეცემოდა.
– დღეს საამისოდ ცუდი დღეა, – გაეცინა სესტაკს, – მე და ჩე-
მი ჯგუფი საგანგებო ბრძანებით ყოველგვარი ბრალდებისგან
ვართ გათავისუფლებული, თქვენ კი – არა.
– მაგრამ ხელმძღვანელი ხომ მე ვარ?
– უშუალოდ ჩვენი ოპერაციის დროს აღარ ხართ. მთელი პა-
სუხისმგებლობა ჩემზე გადმოდის, – გულგრილად ახსნა სესტაკ-
მა, – ჩემს გადაწყვეტილებებს დირექტორიც კი ვერ შეაჩერებს.
ერთად იცდიდნენ სიბნელეში. ბოქსტონმა საათს დახედა.
შუაღამეს ათი წუთი აკლდა. საკომუნიკაციო ჯგუფიდან ერთ--
ერთმა სესტაკს ჩასჩურჩულა:
– ხალხით სავსე ხუთი მანქანა სახლს უახლოვდება. მათ უკან
გზა უკვე ჩაიკეტა. სავარაუდოდ, ხუთ წუთში მოაღწევენ.
სესტაკს ინფრაწითელი სათვალე ეკეთა, რომლითაც სიბნე-
ლეში ხედავდა.
– კარგი. გადაეცით, ცეცხლი არ გახსნან, ვიდრე მოწინააღ-
მდეგე არ ისვრის ან ვიდრე ბრძანებას არ გავცემ.
რამდენიმე წუთში ეზოს წინ ხუთი მანქანა გაჩერდა და იქიდან
შეიარაღებული ხალხი გადმოვიდა. ერთ-ერთმა მაშინვე ესროლა
ყუმბარა სილკეს სახლს, მინა ჩაიმსხვრა და ოთახი წითელი
ალით განათდა.
ერთბაშად მთელი მიდამო პროჟექტორის სხივებმა დასერა
და თავდამსხმელთა ოცკაციანი ჯგუფი ადგილზე გაქვავდა. ამავ-
დროულად მათ თავზე ვერტმფრენი აგუგუნდა და შუქი მიანათა.
მიკროფონებში გაისმა ხმა:
– ეს ეფ-ბი-აია. იარაღი დაყარეთ და მიწაზე დაწექით.
შუქებითა და ხმაურით თავგზააბნეული მოწინააღმდეგეები
გაშეშებულნი იდგნენ. ბოქსტონმა შენიშნა, რომ მათ ბრძოლის
ნება და უნარი დაეკარგათ.
ძალზე გაუკვირდა, როცა სესტაკმა შაშხანა მომართა და თავ-
დამსხმელებს ესროდა. მათი მხრიდან იმწამსვე გაისმა საპასუხო
ცეცხლი. შემდეგ წამებში ბოქსტონი სროლის ხმამ გააყრუა. თავ-
დამსხმელები ძირს ჩაიკეცნენ. ერთ-ერთი დანაღმული მანქანა
აფეთქდა. ჭიშკარი და ეზო თითქოს ქარიშხალმა გააცამტვერაო.
მინის ნამსხვრევები ვერცხლის წვიმად ცვიოდა. სხვა მანქანები
მიწაზე დაეშვა და ტყვიებით ისე დაიცხრილა, რომ საღებავის ფე-
რი აღარ ემჩნეოდა. ეზოში სისხლის გუბეები იდგა. ათივე თავ-
დამსხმელი სისხლიან ნაფლეთებად იქცა, ადამიანების ნაცვლად
გასარეცხი თეთრეულის ფუთებს ჰგავდნენ.
– ვიდრე დანებებას მოასწრებდნენ, მანამდე ესროლეთ, –
უსაყვედურა აღშფოთებულმა ბოქსტონმა სესტაკს, – ამას დირექ-
ტორს მოვახსენებ.
– არ გეთანხმებით, – თავდაჯერებული ღიმილით უპასუხა
სესტაკმა, – მათ პირველებმა ესროლეს სახლს ყუმბარა. ეს
მკვლელობის მცდელობა იყო. ჩემი ხალხის სიცოცხლეს რისკის
ქვეშ ვერ ჩავაყენებდი. ჩემი ანგარიში ასეთი იქნება.
– ჩემი კი – სხვანაირი, – მტკიცედ მიუგო ბოქსტონმა.
– არ გადამრიოთ, – დასცინა სესტაკმა, – გგონიათ, დირექ-
ტორს თქვენი ანგარიში სჭირდება? ასეთი ანგარიშისთვის სამუ-
დამოდ შავ სიაში ჩაგწერთ.
– გგონიათ, თქვენ კარგ დღეს დაგაწევთ ბრძანების დარღვე-
ვისათვის? – გაცხარდა ბოქსტონი, – არც მე დამადგება კარგი
დღე და არც თქვენ.
– ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ მე ტაქტიკური მეთაური
ვარ. როგორც კი ჩემი მოვალეობის შესრულებას ვიწყებ, აღარა-
ვის აქვს უფლება, რამე მიბრძანოს. ფედერალურ აგენტზე თავ-
დასხმას ვერავის შევარჩენ. კისერი გიტეხიათ თქვენც და თქვენს
დირექტორსაც.
– ოცი ადამიანია მოკლული!
– ეგრე მოუხდებათ! – არ შემცბარა სესტაკი, – სინამდვილეში
თქვენც და სილკეც იმაზე ოცნებობდით, რომ მათთვის ბოლო
მომეღო, უბრალოდ ამაში საკუთარ თავსაც ვერ უტყდებოდით,
იმიტომ, რომ ლაჩრები ხართ.
ბოქსტონი ერთბაშად მიხვდა, რომ ეს კაცი სიმართლეს ამ-
ბობდა.
კურტ სილკე დირექტორთან შესახვედრად საგანგებოდ მო-
ემზადა. თავის სახლზე თავდასხმის ყველა დეტალი ჩაინიშნა,
რაც დირექტორისთვის უნდა მოეხსენებინა.
ბილ ბოქსტონი, როგორც ყოველთვის, თან ახლდა, ოღონ-
დაც ამჯერად ეს დირექტორის განკარგულებით ხდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ სილკე და ბოქსტონი კვლავაც დირექტო-
რის კაბინეტში იმყოფებოდნენ, სადაც ტელემონიტორებზე ეფ-ბი-
აის ადგილობრივი სამსახურის საქმიანობის ამსახველი კადრები
ჩანდა. დირექტორმა, როგორც ყოველთვის, თავაზიანად ჩამო-
ართვა ხელი, თანაც, ამჯერად ორივეს, თუმცა ბოქსტონს ცივი,
არაფრისმთქმელი მზერა ესროლა. შეხვედრას მისი ორი თანა-
შემწე ესწრებოდა.
– ბატონებო, – მიმართა დირექტორმა ყველა დამსწრეს, – ამ
საქმეს მიხედვა უნდა. ამგვარ თავზე ხელაღებულ ბოროტმოქმე-
დებას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. სილკე, აპირებთ თა-
ნამდებობაზე დარჩენას თუ სამსახურის დატოვება გსურთ?
– ვრჩები, – უპასუხა სილკემ.
დირექტორმა არისტოკრატიულად ნატიფი სახე ბოქსტონის-
კენ მიაბრუნა და მკაცრად მიმართა:
– თქვენ ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყავით. რატომ მოხდა
ისე, რომ ყველა თავდამსხმელი მკვდარია და დასაკითხი არავინ
დაგვრჩა? ვინ გასცა სროლის ბრძანება? თქვენ? რის საფუძველ-
ზე?
– სერ, – ბოქსტონი სკამზე წამოიმართა, – თავდამსხმელებმა
სახლს ყუმბარა ესროლეს და ცეცხლი გახსნეს. სხვა გამოსავალი
არ გვრჩებოდა.
დირექტორმა ამოიოხრა. ერთ-ერთმა თანაშემწემ ირო-
ნიულად ჩაიცინა.
– კაპიტანი სესტაკი ჩვენი ერთ-ერთი თვალსაჩინო ხელ-
მძღვანელია, – თქვა დირექტორმა, – ერთ-ერთი ტყვედ მაინც უნ-
და აეყვანა!
– სერ, ყველაფერი ორ წუთში დასრულდა, – უპასუხა ბოქ-
სტონმა, – სესტაკი ძალზე მარჯვე ტაქტიკოსია.
– მაშ, კარგი, მედიას და საზოგადოებას ხმაური არ აუტეხავს,
– შენიშნა დირექტორმა, – მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ნამდვილი
სისხლის აბაზანა უნდა ყოფილიყო.
– ასეც იყო, სერ, – დაეთანხმა ერთ-ერთი თანაშემწე.
– რას იზამ, ვეღარაფერი ეშველება, – თქვა დირექტორმა, –
სილკე, შემდგომი სამოქმედო გეგმა თუ შეიმუშავეთ?
სილკეს ბოღმა ახრჩობდა ამ ადამიანთა ცინიზმის გამო.
მიუხედავად ამისა, მშვიდად თქვა:
– ჩემი ოფისისთვის ასი ახალი თანამშრომელი მესაჭიროება.
გარდა ამისა, ვითხოვ, აპრილეს ბანკებს აუდიტი ჩაუტარდეს. სა-
ფუძვლიანად უნდა შევისწავლო ყველა, ვინც კი ამ საქმესთან
რაიმე კავშირშია.
– ასტორე ვაიოლას წინაშე თავს მოვალედ არ გრძნობთ?
მან ხომ თქვენი და თქვენი ოჯახის სიცოცხლე იხსნა, – ჰკითხა
დირექტორმა.
– არა, – უპასუხა სილკემ, – თქვენ მსგავს ადამიანებს არ იც-
ნობთ. ჯერ პრობლემებს შეგიქმნიან, მერე კი თვითონვე გეხმა-
რებიან.
– გახსოვდეთ, ჩვენი უდიდესი ინტერესი აპრილეს ბანკების
დასაკუთრებაა, – უთხრა დირექტორმა, – რადგან ეს არა მხო-
ლოდ დიდ მოგებასთანაა დაკავშირებული, არამედ იმიტომაც,
რომ სხვაგვარად ამ ბანკებს ნარკობიზნესით ნაშოვნი ფულის გა-
თეთრების საშუალებად აქცევენ. მათი მეშვეობით პორტელასა
და ტულიპას შევწვდებით. გლობალურად შევხედოთ ამ ამბავს.
ასტორე ვაიოლა ბანკების გაყიდვაზე უარს აცხადებს და სინდიკა-
ტი მის მოშორებას ცდილობს. ჯერჯერობით ეს არ გამოუვიდათ.
როგორც გავიგეთ, ის ორი დაქირავებული მკვლელი, რომლებ-
მაც დონს ესროლეს, უკვალოდ გაქრნენ, ხოლო ნიუ-იორკის
ორი პოლიციელი აფეთქების მსხვერპლი გახდა.
– ასტორე გონიერი და ფრთხილია, – თქვა სილკემ, – ატო-
მურ იარაღთანაც არავითარი შეხება არა აქვს, ამიტომაც მას ვე-
რაფერზე შევედავებით, მაგრამ ადრე თუ გვიან სინდიკატმა შეიძ-
ლება მისი მოკვლა მოახერხოს და მაშინ დონის შვილები ბან-
კებს გაყიდიან. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, სინდიკატი
ორიოდე წელიწადში ყოველგვარ ზღვარს გადავა.
სამთავრობო სამართალდამცავ სამსახურებს წინათაც უწევ-
დათ გრძელვადიანი თამაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ნარ-
კოდილერებს ეხებოდათ, მაგრამ ეს მუდამ ახალ-ახალ დანაშა-
ულზე თვალის დახუჭვას ნიშნავდა.
– მათ უკვე დიდი ხანია ვეთამაშებით, – თქვა დირექტორმა, –
მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ პორტელას კარტ-ბლანში
უნდა მისცეთ.
– რა თქმა უნდა, ასეა, – დაეთანხმა სილკე. იცოდა, რომ დი-
რექტორი ამას იმიტომ ამბობდა, რომ საუბარი ფირზე იწერებო-
და.
– ორმოცდაათ კაცს გამოვყოფ, – დაჰპირდა დირექტორი, –
და ბანკებს შევამოწმებ.
– წინათაც შევამოწმეთ და ვერაფერი აღმოვაჩინეთ, – ჩაერ-
თო ერთ-ერთი თანაშემწე.
– იქნებ ამჯერად გაგვიმართლოს, – უთხრა სილკემ, – ასტო-
რე ბანკირი არ არის და, შესაძლოა, რაიმე შეცდომა დაეშვა.
– ჰო, – დაეთანხმა დირექტორი, – ერთი პატარა მარცხი გე-
ნერალური ადვოკატისთვის საკმარისი იქნება.
ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ სილკე კვლავ შეხვდა ბოქ-
სტონსა და სესტაკს საბრძოლო გეგმის შესამუშავებლად.
– ჩემს სახლზე თავდასხმის გამოსაძიებლად ორმოცდაათი
თანამშრომელი შემოგვემატება, – შეატყობინა მათ სილკემ, –
ძალზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. მინდა, ასტორე ვაიოლას შესა-
ხებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ. მინდა ასევე
გამოვიძიოთ გამომძიებლების აფეთქებისა და ძმებ სტურზოების
გაქრობის ამბავი, ასევე შეგროვდეს მთელი ინფორმაცია სინდი-
კატის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცნენ
ასტორე და დეტექტივი უოშინგტონი. ამ უკანასკნელს მექრთამი-
სა და მოძალადის რეპუტაცია აქვს. აფეთქების ადგილას ფულის
დიდი რაოდენობის აღმოჩენაც ძალზე საეჭვოა.
– ტულიპას რა ვუყოთ? – იკითხა ბოქსტონმა, – მას ნებისმი-
ერ დროს შეუძლია ქვეყნის დატოვება.
– ამჟამად ტულიპა ქვეყანაში ტურნეს მართავს, ნარკოტიკე-
ბის ლეგალიზაციის პროპაგანდას ეწევა და დიდი კომპანიებისა-
გან უკანონო გადასახადს კრებს.
– ნუთუ არ შეიძლება ამაში გამოვიჭიროთ? – ჰკითხა სესტაკ-
მა.
– არა, სესტაკ, – უპასუხა სილკემ, – ოფიციალურად ის სა-
დაზღვევო კომპანიის უფროსია და დაზღვევის გადასახადს
იღებს. შეიძლება მასზე საქმე აღვძრათ, მაგრამ ბიზნესმენები წი-
ნააღმდეგობას გაგვიწევენ, რადგან პორტელა სამხრეთ ამერიკა-
ში მათი თანამშრომლების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
– მაშ, რა შეზღუდვები გვეკისრება? – ცივად გაუღიმა სესტაკ-
მა.
– დირექტორმა გვთხოვა, სისხლის ღვრა აღარ განმეორდეს,
თუმცა საკუთარი სიცოცხლე უნდა დავიცვათ. პირველ რიგში, ას-
ტორესთან მიმართებაში.
– ესე იგი, თუ სიკვდილი დაემუქრა, შეიძლება გავწიროთ, –
ცბიერად თქვა სესტაკმა.
– თუ აუცილებელი გახდა, ჰო, – წუთიერი დაბნეულობის შემ-
დეგ უპასუხა სილკემ.
ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ ფედერალური აუდიტო-
რები აპრილეს ბანკებს შეესივნენ, ხოლო სილკე პირადად მივი-
და მისტერ პრაიორთან სასაუბროდ.
ხელი რომ ჩამოართვა, ხალისიანად უთხრა:
– მუდამ ვცდილობ, პირადად გავიცნო ის ადამიანები, რომ-
ლებიც, შესაძლოა, მომავალში დავაპატიმრო. იქნებ დროულად
დაგვეხმაროთ და პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლდებით.
პრაიორმა ახალგაზრდა კაცს კეთილგანწყობილი თანაგ-
რძნობით შეხედა.
– მართლა ასე ფიქრობთ? მაშინ გარწმუნებთ, რომ აბსოლუ-
ტურად ცდებით. ამ ბანკებს ყველა ეროვნული და საერთაშორი-
სო კანონის შესაბამისად ვმართავ.
– მე მხოლოდ მსურს, საქმის კურსში ჩაგაყენოთ. ყველას
საქმიანობას საფუძვლიანად ვიკვლევ, მათ შორის თქვენსას და
თქვენთვის უმჯობესი იქნება, თუკი ხელმოსაჭიდს ვერაფერს აღ-
მოვაჩენ.
– ამაში თავად დარწმუნდებით, – მიუგო მისტერ პრაიორმა.
სილკეს წასვლის შემდეგ პრაიორი სავარძელში გადაწვა და
ამოიოხრა. ვითარება საგანგაშო ხდებოდა. როუზის ხომ არ მიაგ-
ნეს? დასანანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გოგო მოსაცილებე-
ლია.
როცა სილკემ ნიკოლს შეატყობინა, მომდევნო დღეს ასტო-
რესთან ერთად მის ოფისში გამოცხადებულიყო, ბოლომდე ჯე-
რაც არ იცნობდა ასტორეს ხასიათს და მის ახლო გაცნობას არც
ესწრაფოდა. უბრალოდ, კანონის ყველა დამრღვევის მიმართ
ზიზღს განიცდიდა. ნამდვილი მაფიოზის შეუპოვრობაზე წარმოდ-
გენა არ ჰქონდა.
ასტორე ძველი ტრადიციის მომხრე იყო. მისიანები მხოლოდ
პიროვნული ხიბლის გამო კი არ აფასებდნენ, არამედ იმიტომაც,
რომ ღირსებას ყველაფერზე მაღლა აყენებდა.
ჭეშმარიტი მაფიოზი ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებდა
მათზე შურისძიებას, ვინც მას ან მის კლანს შეურაცხყოფა მიაყე-
ნა. ის, უბრალოდ, ვერ დაემორჩილებოდა ვერც სხვის ნებას და
ვერც ხელისუფლებას. მისი ძალაც სწორედ ამაში მდგომარეობ-
და. ყველაფერი მისი ნებით წყდებოდა და სამართალსაც თავად
აწესებდა. სილკეს და მისი ოჯახის გადარჩენა წამიერი სისუსტის
გამოვლენა გახლდათ. და მაინც, სილკესთან რომ მიდიოდა, მის-
გან ოდნავ მადლიერებასა და მისი სიმკაცრის შერბილებას
მოელოდა.
თავიდანვე ცხადი გახდა, რომ მათ დასახვედრად საგულდა-
გულოდ მიეღოთ ზომები. დაცვის ორმა თანამშრომელმა ნიკო-
ლი და ასტორე კაბინეტის შესასვლელში გაჩხრიკა. სილკე თავი-
სი მაგიდის უკან იდგა და თვალებს უბრიალებდა. თავაზიანობის
ნასახიც არ ემჩნეოდა, როცა ხელით ანიშნა, სავარძლებში ჩამ-
სხდარიყვნენ. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კაბინეტი გარედან ჩა-
კეტა და კართან დადგა.
– ჩვენი შეხვედრა იწერება? – იკითხა ნიკოლმა.
– დიახ, – უპასუხა სილკემ, – აუდიოზეც და ვიდეოზეც. ამ შეხ-
ვედრასთან დაკავშირებით გაუგებრობები არ მჭირდება!
სილკე რამდენიმე წამით დადუმდა.
– მინდა გაიგოთ, რომ არაფერი შეცვლილა. კვლავაც იმ ნა-
ძირალებად მიმაჩნიხართ, ვისაც ამ ქვეყანაში ცხოვრების ღირ-
სად არ ვთვლი. ინფორმატორის შესახებ თქვენი მონაჩმახი არ
მჯერა. ვფიქრობ, ეს თავდასხმა მასთან ერთად დაგეგმეთ, მერე
კი გაეცით, რადგან ჩემგან უფრო მეტ ლოიალურობას მოელო-
დით. მძულს თქვენი ორგულობა.
ასტორე იმან გააოცა, რომ სილკე სინამდვილეს ასე მიუახ-
ლოვდა. ამ კაცს ახლა მოწიწებით შეხედა. თუმცა, ამავე დროს,
თავმოყვარეობა მძიმედ შეელახა. ეს კაცი უმადური აღმოჩნდა,
ოდნავადაც არ ემადლიერებოდა თავისი ოჯახის გადარჩენისათ-
ვის.
– ვხედავ, ეს ძალზე სახალისოდ მიგაჩნიათ, – შენიშნა სილ-
კემ, – ეს თქვენი მორიგი მაფიოზური ხუმრობაა. ჰოდა, იცოდეთ,
მაგ ღიმილს ახლავე დაგავიწყებთ.
მერე ნიკოლს მიუბრუნდა.
– პირველ რიგში, ბიურო ითხოვს თქვენგან ზუსტ ცნობებს
იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა თქვენს ხელთ ეს ინფორმა-
ცია. ოღონდაც, ის სისულელე აღარ გაიმეოროთ, თქვენმა მამი-
დაშვილმა რომ გვიამბო. მინდა გითხრათ, რომ მაკვირვებთ, ად-
ვოკატო. ვფიქრობ, თქვენც უნდა დაგაკავოთ, როგორც თანამ-
ზრახველი.
– შეგიძლიათ სცადოთ, – ცივად უთხრა ნიკოლმა, – მაგრამ
გირჩევთ, თქვენი განზრახვა ჯერ თქვენს დირექტორს
გაუზიაროთ.
– ვინ შეგატყობინათ ჩემს სახლზე თავდასხმის შესახებ? –
ჰკითხა სილკემ, – ნამდვილი ინფორმატორი დამისახელეთ.
– გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მართალი გითხარით, – მხრები
აიჩეჩა ასტორემ.
– ასე საქმე წინ არ წავა, – ცივად უპასუხა სილკემ, – პირდა-
პირ ვილაპარაკოთ. თქვენ ერთი ვიგინდარა და მკვლელი ხართ.
ვიცი, რომ დი ბენედეტო და უოშინგტონი თქვენ ააფეთქეთ. ამჟა-
მად ვიკვლევთ ლოს-ანჯელესში ძმებ სტურზოების გაუჩინარების
ფაქტს. თქვენ პორტელას სამი კაცი მოკალით და ადამიანის გა-
ტაცებაში მიიღეთ მონაწილეობა. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს
დაგიმტკიცებთ და რასაც იმსახურებთ, ის მოგესჯებათ.
ასტორემ პირველად იგრძნო, რომ ხალხში თავშეკავებას
კარგავდა. კეთილგანწყობის ნიღაბი ერთბაშად ჩამოშორდა. შე-
ნიშნა, რომ ნიკოლი ერთგვარი დამფრთხალი სიბრალულით
უყურებდა, ამიტომ თავს უფლება მისცა და რისხვა გამოამჟღავნა.
– თქვენგან წყალობას არ ველოდები, – უთხრა სილკეს, –
პატიოსანი კაცი მეგონეთ. მე რომ არა, თქვენი ცოლ-შვილი ახ-
ლა მიწაში იწვებოდა. მხოლოდ ჩემი წყალობით არიან ცოცხლე-
ბი. სამაგიეროდ არაფერს ვითხოვ, მაგრამ თქვენგან ცოტაოდენი
პატივისცემა მაინც მეკუთვნის.
– ამას ჩემგან ვერ ეღირსებით, – მრისხანედ მიაშტერდა
სილკე ასტორეს. ერთბაშად საშინელი ბრაზი იგრძნო იმის გამო,
რომ ასტორეს ვალი ჰქონდა. ასტორე წამოდგა და ოთახის და-
ტოვება სურდა, მაგრამ დაცვამ უხეშად ჰკრა ხელი და ისევ სკამ-
ზე დააგდო.
– სიცოცხლეს გაგიმწარებთ, – გამოსცრა სილკემ.
– როგორც გნებავთ, ისე მოიქეცით, – მხრები აიჩეჩა ასტო-
რემ, – ერთი რამ იცოდეთ, ჩემთვის ცნობილია, რომ დონ აპრი-
ლეს მკვლელობას ხელი შეუწყვეთ, რადგან ბიუროს ბანკების
ხელში ჩაგდება გსურთ.
დაცვამ კვლავ მისკენ წაიწია, მაგრამ სილკემ ანიშნა, გვერ-
დზე გამდგარიყო.
– მე კი ვიცი, რომ ჩემს ოჯახზე თავდასხმების შეჩერება შე-
გიძლიათ და ამიტომაც მათ გამო სწორედ თქვენ გადაგცემთ პა-
სუხისმგებლობაში.
ოთახის მეორე ბოლოდან ბოქსტონმა ასტორეს განსაკუთრე-
ბული ხაზგასმით მიმართა:
– თქვენ რა, ფედერალურ ოფიცერს ემუქრებით?
– რა თქმა უნდა, არა, – ჩაერთო ნიკოლი, – მხოლოდ მის
დახმარებას ითხოვს.
– ყველაფერი ეს თქვენი ძვირფასი დონის გამო ხდება, – უფ-
რო მშვიდი ხმით წარმოთქვა სილკემ, – როგორც ჩანს, ის საბუ-
თები არ წაგიკითხავთ, ნიკოლს რომ გადავეცი. დონი ის ადა-
მიანია, ვინც მამათქვენი მოკლა, როდესაც თქვენ ორი წლის იყა-
ვით.
– ეს ისაა, რასაც მელანი აქვს გადასმული? – ჰკითხა ასტო-
რემ ნიკოლს.
ქალმა თავი დაუკრა.
– მართალი არ მეგონა და მართალიც რომ ყოფილიყო, არ
მსურდა ეს გცოდნოდა. ეს ზიანის მეტს არაფერს მოგიტანდა.
ასტორეს გარშემო ოთახმა თითქოს ბრუნვა დაიწყო, მაგრამ
მან ძალა მოიკრიბა და დამშვიდდა.
– ეს არაფერს ცვლის.
– ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, შეგვიძლია წავიდეთ? –
ჰკითხა ნიკოლმა სილკეს.
სილკე თვითონ ვერ მიხვდა, იმ წუთებში რა ემართებოდა.
სრულიად გაუცნობიერებლად გარს შემოუარა საწერ მაგიდას,
ასტორეს მიუახლოვდა და მსუბუქად, ხუმრობით წაუთაქა თავში.
ამ ჟესტმა ასტორეზე მეტად თვით სილკე გააოცა, რადგან მსგავ-
სი რამ არასოდეს გაუკეთებია. ამ დარტყმამ დაცინვითა და ზიზ-
ღით შენიღბული სიძულვილი გამოხატა. ასტორესთვის ვერ ეპა-
ტიებინა, რომ მისი ოჯახის გადამრჩენელი აღმოჩნდა. ასტორე
დაჟინებით ჩააცქერდა სახეში სილკეს. ზუსტად ხვდებოდა ყველა-
ფერს, რასაც ის გრძნობდა.
ნიკოლი და ასტორე ნიკოლის ბინაში დაბრუნდნენ. ქალი
ეცადა, დამცირებული მამიდაშვილისთვის თანაგრძნობა გამოეხა-
ტა, მაგრამ ასტორე ამან კიდევ უფრო განარისხა. ქალმა საუზმე
მოამზადა, მერე კი დაარწმუნა, ცოტა ხნით მაინც მის ლოგინზე
მიწოლილიყო და მოესვენა. ასტორემ ჩათვლიმა და ძილ--
ბურანში იგრძნო, რომ ნიკოლი მის გვერდით იწვა და გულში იკ-
რავდა. ასტორემ ქალს ხელი ჰკრა და მოიშორა.
– ხომ გაიგე, სილკემ რაც თქვა ჩემზე? – უთხრა მან ნიკოლს,
– ჩემს ცხოვრებაში ჩარევა კარგს არაფერს მოგიტანს.
– მისი არ მჯერა, – უპასუხა ნიკოლმა, – ასტორე, მგონი, ჯერ
ისევ მიყვარხარ.
– ბავშვობას ვეღარ დავიბრუნებთ, – თქვა ასტორემ, – მე ახ-
ლა სულ სხვა ადამიანი ვარ. შენც შეიცვალე. უუბრალოდ, ის
დრო გენატრება.
ერთმანეთს ჩახვეულები იწვნენ. მერე ასტორემ ნამძინარევი
ხმით იკითხა:
– როგორ ფიქრობ, მართალია, რომ დონმა მამაჩემი მოკ-
ლა?
მეორე დღეს ასტორე ჩიკაგოში გაფრინდა მისტერ პრაიორ-
სა და ბენიტო კრაქსისთან მოსათათბირებლად. დანიშნული შეხ-
ვედრის დასაწყისშივე დასვა შეკითხვა:
– მართალია, რომ დონ აპრილემ მამაჩემი მოკლა?
კრაქსის თითქოს არაფერი გაუგონიაო, შეკითხვითვე უპასუ-
ხა:
– სილკეს სახლზე თავდასხმასთან რაიმე გაქვს საერთო?
– არა, – მოიტყუა ასტორემ, რადგან არ სურდა, მეგობრებს
მისი გეგმები სრულად სცოდნოდათ. იცოდა, რომ ამას არ
მოიწონებდნენ.
– რაღატომ გააფრთხილე? – ჰკითხა დონ კრაქსმა.
ამჯერადაც ტყუილის თქმამ მოუწია, რადგან არც თავისი სენ-
ტიმენტალობის გამჟღავნება სურდა.
– სწორად მოიქეცი, – უთხრა კრაქსმა.
– ჩემს შეკითხვას არ უპასუხეთ, – შეახსენა ასტორემ.
– მასზე პასუხის გაცემა ძალზე რთულია, – მიუგო კრაქსმა, –
მამაშენი სიცილიის ერთ-ერთი უძლიერესი მაფიოზი იყო, გავლე-
ნიანი კლანის თავკაცი. ოთხმოცი წლის იყო, შენ რომ გაჩნდი.
დედაშენი ძალზე ახალგაზრდა იყო, მშობიარობას გადაჰყვა.
ხნიერი დონი მძიმე მდგომარეობაში იყო, თავის სარეცელთან
დონ აპრილე, ბიანკო და მე რომ მოგვიხმო. პირობა ჩამოგვარ-
თვა, რომ შენზე ვიზრუნებდით, დონ აპრილეს კი შენი ამერიკაში
წაყვანა და გაზრდა დაავალა. რაკი დონ აპრილეს ცოლი სიკ-
ვდილის პირას იყო და დონმა არ ისურვა, დამატებითი ტრავმა
მიგეღო, ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მან ვაიოლას ოჯახში გა-
გამწესა, რაც მისი მხრიდან შეცდომა იყო, რადგან ვაიოლა გამ-
ცემი აღმოჩნდა და დონი იძულებული გახდა, დაესაჯა. როგორც
კი ოჯახში მდგომარეობა გამოუსწორდა, დონ აპრილემ თავის-
თან წაგიყვანა. დონს თავისებური იუმორის გრძნობა ჰქონდა და
ვაიოლას სიკვდილი ისე გააფორმა, თითქოს მას სატვირთოს სა-
ბარგულში თავი მოეკლა. რაც უფრო იზრდებოდი, მით უფრო ემ-
სგავსებოდი ღვიძლ მამას, დიდ დონ ზენოს. ამიტომაც დონ აპ-
რილემ გადაწყვეტილება მიიღო, ოჯახის დამცველად შენ აღე-
ზარდე. სიცილიაზეც ამ მიზნით გაგგზავნა.
ასტორე გაოცდა, მაგრამ მეხსიერების სიღრმიდან უცნაურად
ამოუტივტივდა მოხუცი კაცის პორტრეტი და სამგლოვიარო კატა-
ფალკით მგზავრობა.
– ჰო, – ნელა წარმოთქვა ასტორემ, – საგანგებოდ გამ-
წვრთნეს. თავის დაცვაც მეხერხება და სამაგიეროს გადახდაც.
მაგრამ პორტელა და ტულიპა მაინც საიმედოდ არიან დაცულნი.
გრაციელაც მადარდებს. ერთადერთი, ვისი მოკვლაც არ გამი-
ჭირდება, გენერალური კონსული მარიანო რუვიოა. ამასობაში
სილკე მიტევს. არც კი ვიცი, რით დავიწყო.
– სილკეს არასოდეს, არაფრის დიდებით თავს არ უნდა და-
ესხა, – უთხრა დონ კრაქსმა.
– ჰო, ეს ძალზე საშიშია, – დაეთანხმა მისტერ პრაიორი.
ასტორემ დამაიმედებლად გაუღიმა.
– შევთანხმდით.
– ერთი კარგი ამბავიც მაქვს, – უთხრა კრაქსმა, – გრაციელა
კორლეონედან ბიანკოს დაუკავშირდა და უთხრა, რომ პალერ-
მოში შენთან შეხვედრა სურს. ბიანკო ყველაფერს მოამზადებს
და დაახლოებით ერთ თვეში შეგატყობინებს, ზუსტად როდის
ჩახვიდე. იქნებ ამით შენი პრობლემები გადაიჭრას.
ტულიპა, პორტელა და რუვიო ერთმანეთს პერუს საკონსუ-
ლოს საკონფერენციო ოთახში შეხვდნენ. მაიკლ გრაციელამ სი-
ცილიიდან სინანულით შეუთვალა, რომ ჩამოსვლას ვერ ახერ-
ხებდა.
ინციომ შეხვედრა ჩვეული სამხრეთამერიკული ხიბლის გა-
რეშე გახსნა, მოუთმენლობა ემჩნეოდა.
– ეს საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი. ბოლოს და ბოლოს, მი-
ვიღებთ თუ არა ბანკებს? ამ საქმეში მილიონობით დოლარი ჩავ-
დე და შედეგით ძალზე უკმაყოფილო ვარ.
– ასტორე მოჩვენებასავით მიმოდის, – უპასუხა პორტელამ, –
ვერაფრით ჩავავლეთ. ფასის მომატებაზე არ გვთანხმდება. მისი
მოკვლა მოგვიწევს. ამის შემდეგ დანარჩენები ბანკებს უპრობ-
ლემოდ მოგვყიდიან.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენი ტურფა დაგვთანხმდება? –
მიუბრუნდა ინციო რუვიოს.
– დავითანხმებ, – უპასუხა რუვიომ.
– ძმები რას იტყვიან? – იკითხა ინციომ.
– მათ ვენდეტა არ იზიდავთ, – თქვა რუვიომ, – ამაში ნიკოლ-
მა დამარწმუნა.
– ერთადერთი გამოსავალია, ნიკოლი მძევლად ავიყვანოთ
და ასტორე იძულებული გავხადოთ, მის გადასარჩენად მოვიდეს,
– თქვა პორტელამ.
– რატომ ნიკოლი და არა ერთ-ერთი ძმა? – შეეწინააღმდეგა
რუვიო.
– იმიტომ, რომ მარკანტონიოს ახლა საგულდაგულოდ იცა-
ვენ, – აუხსნა პორტელამ, – ვალერიუსთან კი მაიმუნობა არ გა-
მოგვივა. დაზვერვის ხალხს დაგვაყენებს თავზე.
ტულიპა რუვიოს მიუბრუნდა:
– ეს სისულელე აღარ გამაგონო. რატომ უნდა დავკარგოთ
მილიარდობით დოლარი იმის გამო, რომ შენს სატრფოსთან
ლოიალობა გადაწყვიტე?
– იმიტომ, რომ ვიცი, შენი გეგმის მიხედვით თუ ვიმოქმე-
დებთ, ვერაფერს მოვიგებთ. ნიკოლს პირადი დაცვა ჰყავს, – უპა-
სუხა რუვიომ. ცდილობდა, თავშეკავება შეენარჩუნებინა, რადგან
იცოდა, მასთან უთანხმოება ტულიპას ძვირად დაუჯდებოდა.
– დაცვა პრობლემას არ წარმოადგენს, – შენიშნა პორტე-
ლამ.
– დაიხსომეთ, თქვენთან ერთად იქამდე ვიმოქმედებ, ვიდრე
ნიკოლს არაფერი დაუშავდება, – თქვა რუვიომ.
მარიანო რუვიომ ნიადაგი შეამზადა. ნიკოლი პერუს საკონსუ-
ლოში ყოველწლიურ მეჯლისზე დაპატიჟა. იმავე დღის ნაშუად-
ღევს ასტორემ ნიკოლთან შეიარა და შეატყობინა, რომ მოკლე
ხნით სიცილიაზე აპირებდა გამგზავრებას. ვიდრე ნიკოლი აბაზა-
ნას იღებდა და იცვამდა, ასტორემ გიტარა მოძებნა, რომელსაც
ნიკოლი მისთვის ინახავდა და თავისი ხრინწიანი, მაგრამ სა-
სიამოვნო ხმით იტალიური სიმღერების ღიღინს მოჰყვა.
ნიკოლი სააბაზანოდან სრულიად შიშველი გამოვიდა,
მკლავზე პირსახოცის თეთრი ხალათი ჰქონდა გადაკიდებული.
მისმა სილამაზემ, ჩვეულებრივ კაბის ქვეშ რომ იმალებოდა, ას-
ტორეს ლამის ჭკუა დააკარგვინა, მაგრამ როცა ქალი მიუახ-
ლოვდა, ხალათი გამოართვა და ტანზე შემოახვია.
ნიკოლი ჩაეხუტა და ამოიოხრა:
– აღარ გიყვარვარ...
– შენ არ იცი, სინამდვილეში ვინ ვარ, – სიცილით უთხრა ას-
ტორემ, – ჩვენ ბავშვები აღარ ვართ.
– ვიცი, რომ კეთილი ხარ, – არ დაუთმო ნიკოლმა, – შენ
ხომ სილკე და მისი ოჯახი გადაარჩინე. ვინ არის შენი ინფორმა-
ტორი?
– ეგ შენი საქმე არ არის, – ისევ გაიცინა ასტორემ, მერე კი
შემდგომი კითხვების თავიდან ასაცილებლად სასტუმრო ოთახში
გავიდა.
იმ საღამოს ნიკოლს მეჯლისზე პირადი მცველი ელენი ახ-
ლდა, რომელიც მასზე ბევრად უკეთ გაერთო. ნიკოლს ესმოდა,
რომ რუვიო სტუმრებს მასპინძლობდა და მას საგანგებო ყურად-
ღებას ვერ მიაქცევდა. თუმცა მეჯლისის შემდეგ შინ ლიმუზინით
გაუშვა.
ლიმუზინმა ქალები ნიკოლის ბინამდე მიიყვანა. მანქანიდან
პირველი ელენი გადმოვიდა. ვიდრე შენობაში შევიდოდნენ, ოთ-
ხმა მამაკაცმა შემოარტყა ალყა. ელენი კოჭთან მიმაგრებული
რევოლვერის ამოსაღებად დაიხარა, მაგრამ დაიგვიანა. ერთ--
ერთმა კაცმა თავში ესროლა და მეჯლისიდან გამოყოლილი ყვა-
ვილების გვირგვინი სისხლით შეეღება.
ამ დროს სიბნელიდან კიდევ რამდენიმე კაცი გამოვიდა. სამი
თავდამსხმელი გაიქცა, ხოლო ასტორე, რომელიც ფარულად
გაჰყვა ნიკოლს მეჯლისზე, ქალს წინ აეფარა. ელენის მკვლელს
იარაღი ჩამოართვეს. ასტორემ მისი თოფი აიღო და ჰკითხა:
– ვინ გამოგგზავნა?
მკვლელი არ შეშინებულა, ასტორეს შეხედა და ბოღმიანად
გამოცრა:
– შენი დედაც!
ნიკოლმა დაინახა, ასტორეს სახე როგორ გაუქვავდა. მეორე
წამში მან მკვლელს მკერდში ტყვია დაახალა, მერე თმაში ჩაავ-
ლო ხელი და მეორე ტყვია თავში ესროლა. ქალმა ახლა ცხა-
დად წარმოიდგინა, თუ რა დაემართა მამამისს, თვალებში დაუბ-
ნელდა და ელენის გვამის შემხედვარეს გული აერია. ასტორე
სინანულით სავსე ღიმილით მიუბრუნდა, მაგრამ ნიკოლმა ვერ
გაბედა მისთვის თვალებში ჩაეხედა.
ასტორემ ქალი ბინაში ააცილა და დაარიგა, თუ რა უნდა ეთ-
ქვა პოლიციისათვის. როგორც კი ელენი მოკლეს, გული წაუვიდა
და აღარაფერი უნახავს. როცა ასტორე წავიდა, ნიკოლმა პოლი-
ციას გამოუძახა.
მეორე დღეს ასტორემ ნიკოლს ოცდაოთხსაათიანი დაცვა
დაუწესა და ამის შემდეგ სიცილიაზე გაემგზავრა გრაციელასა და
ბიანკოსთან შესახვედრად. ჩვეული მარშრუტით იმგზავრა. ჯერ
მექსიკოში ჩაფრინდა, იქიდან კი კერძო ბოინგით პალერმოში გა-
ემგზავრა. ამგვარად მის მოგზაურობას ოფიციალური სამსახურე-
ბი თვალს ვერ გაადევნებდნენ.
თვითმფრინავის ტრაპთან ოქტავიო ბიანკო დახვდა. ისეთი
მოვლილი იყო და პალერმოში შეკერილი საუკეთესო სტილის
სამოსი იმდენად უხდებოდა, რომ მასში წვერიან და ველურ ბან-
დიტს ძნელად თუ ამოიცნობდით. ასტორეს დიდი სიხარულით
შეხვდა, თბილად ჩაიკრა გულში და თავის ზღვისპირა ვილაზე
წაიყვანა.
– გავიგე, ამერიკაში პრობლემები შეგექმნა, – უთხრა ბიან-
კომ თავისი ვილის ეზოში, რომელიც ძველრომაული ქანდაკებე-
ბით იყო მორთული, – მაგრამ შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ჰო,
მართლა, ჭრილობა როგორ გაქვს? ხომ არ გაწუხებს?
– არა, – ასტორემ ოქროს ყელსაბამზე მოიკიდა ხელი, – ეგ
არის, რომ ხმა სიმღერისათვის აღარ მივარგა. ტენორის ნაც-
ვლად ახლა ხრინწიანი ხმა მაქვს.
– ეგ არაფერია, სოპრანოს ბარიტონი სჯობს, – სიცილით უთ-
ხრა ბიანკომ, – იტალიას ისედაც ბევრი ტენორი ჰყავს. დიდი ამ-
ბავი, ერთით ნაკლები თუ ეყოლება. შენ ნამდვილი მაფიოზი ხარ
და სწორედ ეს გვჭირდება.
ასტორეს გაეღიმა. ის დღე გაიხსენა, დიდი ხნის წინათ, რო-
დესაც ზღვაში საცურაოდ შევიდა. ღალატის მწარე ჩხვლეტის
ნაცვლად ახლა მხოლოდ ის განცდა მოაგონდა, რომლითაც
გონს მოვიდა. ყელზე ავგაროზი მოისინჯა და იკითხა:
– კარგი ამბავი რა არის?
– კორლეონეს კლანსა და გრაციელასთან ზავი დავდე, –
უთხრა ბიანკომ, – გრაციელა დონ აპრილეს მკვლელობაში ჩა-
რეული არ ყოფილა. სინდიკატში მოგვიანებით მოხვდა. ახლა უკ-
მაყოფილოა პორტელასა და ტულიპას ქმედებით. თვლის, რომ
ბედოვლათები არიან და მეტისმეტად ნაჩქარევ გადაწყვეტილე-
ბებს იღებენ. ფედერალურ აგენტზე თავდასხმის სასტიკი წინააღ-
მდეგი იყო. გარდა ამისა, დიდ პატივს გცემს. იმ დროიდან მოყო-
ლებული გიცნობს, ჩემთან რომ მუშაობდი. ახლა სურს, შენთან
ყველა ძველი უთანხმოება დაივიწყოს და მხარში ამოგიდგეს.
ასტორემ შვება იგრძნო. გრაციელას პრობლემა თუ მოეხსნე-
ბოდა, ეს საქმეს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებდა.
– ხვალ მე და ის აქ, ჩემს ვილაზე შეგხვდებით, – უთხრა ბი-
ანკომ.
– ასე გენდობათ? – გაიკვირვა ასტორემ.
– სხვა რა გზა აქვს? უჩემოდ სიცილიაზე ძალაუფლებას ვერ
შეინარჩუნებს. თანაც, მას შემდეგ, რაც აქ უკანასკნელად იყავი,
უფრო ცივილიზებული გავხდით.
მეორე დღეს მაიკლ გრაციელა ვილას ეწვია. ასტორემ შე-
ნიშნა, რომ მას რომაელი პოლიტიკოსივით უაღრესად ოფი-
ციალურად და საზეიმოდ ეცვა. მუქი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი
ჰალსტუხი ამშვენებდა. თან ახლდა პირადი დაცვის ორი წევრი,
ზუსტად მის მსგავსად ჩაცმული. გრაციელა ტანდაბალი კაცი აღ-
მოჩნდა, ძალზე თავაზიანი და რბილი ხმით ლაპარაკობდა. ვე-
რაფრით იფიქრებდით, რომ მის სინდისზე მაფიასთან მებრძოლი
არაერთი მოსამართლის სიცოცხლე იყო ჩამწარებული. ასტორეს
ხელი ჩასჭირდა და უთხრა:
– აქ იმისთვის მოვედი, რათა ჩემი მეგობარი ბიანკოსადმი
ერთგულების ნიშნად დახმარება გაგიწიოთ. გთხოვთ, წარსული
დავივიწყოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.
– გმადლობთ, – უპასუხა ასტორემ, – ეს ჩემთვის დიდი პატი-
ვია.
გრაციელამ დაცვას ხელით ნიშანი მისცა და საუბარი განაგ-
რძო. ნება-ნება გაუყვნენ სანაპირო ზოლს.
– მაიკლ, მაშ, როგორ შეგიძლია დაეხმარო ასტორეს? –
ჰკითხა ბიანკომ.
გრაციელამ ასტორეს გადახედა და თქვა:
– პორტელა და ტულიპა მეტისმეტად თავზე ხელაღებულად
იქცევიან. მარიანო რუვიო კი თაღლითია. თქვენ გონიერ და გა-
მოცდილ ადამიანად მიმაჩნიხართ. გარდა ამისა, ნელო ჩემი ნა-
თესავია და დიდად ვაფასებ იმას, რომ, დანაშაულის მიუხედავად,
შეიწყალეთ. აი, ის მოტივები, რომელიც მამოძრავებს.
ასტორემ თავი დაუქნია. გრაციელას ზურგს უკან სიცილიური
ზღვის მწვანე ტალღებს ხედავდა, მზის თეთრ სხივებს რომ ირეკ-
ლავდა. ერთბაშად იგრძნო ნოსტალგიის მწვავე ტკივილი და სი-
ნანული იმის გამო, რომ აქაურობის დატოვება მოუწევდა. აქ ყვე-
ლასა და ყველაფერთან ისეთ ახლობლობას განიცდიდა, რაც
ამერიკაში არასოდეს უგრძნია. ენატრებოდა პალერმოს ქუჩებში
სიარული, იტალიური სიტყვების გაგონება, რომლებიც მისთვის
ინგლისურზე უფრო ბუნებრივი და მშობლიური იყო. ასტორე
ფიქრებიდან გამოერკვა და კვლავ გრაციელას მიუბრუნდა:
– მაშ, რას მეტყვით?
– სინდიკატი ამერიკაში შეხვედრას მინიშნავს, – უთხრა გრა-
ციელამ, – შემიძლია დრო, ადგილი და დაცვის რაოდენობა შე-
გატყობინოთ. თუკი ვითარება კრიტიკული გახდება, შემიძლია სი-
ცილიაზე თავშესაფარი შემოგთავაზოთ, და თუ ამერიკელი სა-
მართალდამცავები თქვენს დეპორტაციას მოითხოვენ, რომში
გავლენიანი ნაცნობები მყავს, ვისაც ამის შეჩერება ძალუძს.
– მართლაც გაქვთ ასეთი ძალაუფლება? – ჰკითხა ასტორემ.
– რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა გრაციელამ, – აბა, სხვაგ-
ვარად როგორ ვიარსებებდით? მაგრამ გაფრთხილებთ, ნუ აჩ-
ქარდებით.
ასტორე მიხვდა, რომ ამ გაფრთხილებით უპირველესად
სილკე იგულისხმებოდა.
– ნაჩქარევს არაფერს მოვიმოქმედებ, – ღიმილით დაამშვი-
და გრაციელა. მან კი თავაზიანად გაუღიმა და უთხრა:
– თქვენი მტრები ჩემი მტრები არიან და თქვენს საქმეს მთე-
ლი გულით ვქომაგობ.
– თუ სწორად მიგიხვდით, ამ შეხვედრას არ დაესწრებით, –
დააზუსტა ასტორემ.
– უკანასკნელ მომენტში შემეცვლება გეგმები და არ გამოვ-
ცხადდები, – კვლავ ღიმილით უპასუხა გრაციელამ.
– ეს როდის მოხდება?
– ერთ თვეში.
– სინამდვილეში რატომ აკეთებს ამას? – ჰკითხა ასტორემ
ბიანკოს მას მერე, რაც გრაციელა წავიდა.
– რა კარგად იცნობ სიცილიას, – აღფრთოვანებული ღიმი-
ლით დაუქნია თავი ბიანკომ, – ყველა ის მიზეზი, რაც მან დაასა-
ხელა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი, მთავარი მოტივი არ უხსე-
ნებია!
ბიანკო წუთით ჩაფიქრდა და მერე განაგრძო:
– ტულიპა და პორტელა უკვე დიდი ხანია ატყუებენ. ნარკო-
ტიკების ნავაჭრი თანხის ნაწილს უმალავენ. ამის გამო მათთვის,
ადრე თუ გვიან, ისედაც მოუწევდა ომის გამოცხადება. მისთვის
საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი შენი ხელით თავის მტრებს
გაანადგურებს და შენი მოკავშირე გახდება. დიდად გაფასებს.
გრაციელა ნამდვილად ძალზე ჭკვიანი კაცია.
იმ საღამოს ასტორე ნაპირზე დადიოდა და იმაზე ფიქრობდა,
თუ როგორ მოქცეულიყო.
მისტერ პრაიორს აპრილეს ბანკების გაკონტროლება და
ოფიციალური სამსახურებისათვის ანგარიშის ჩაბარება არ უძ-
ნელდებოდა, მაგრამ როცა სილკეზე თავდასხმის შემდეგ ეფ-ბი-
აიმ შემოწმება მოუწყო, საკმაოდ აღელდა, აქაოდა, რაიმე უკანო-
ნო არ შენიშნონო. განსაკუთრებით სილკეს პირადმა ვიზიტმა შე-
აშფოთა.
ადრეულ ახალგაზრდობაში მისტერ პრაიორი პალერმოს მა-
ფიის ერთ-ერთი ყველაზე გაწაფული მკვლელი იყო. მერე კი
ჭკუა იხმარა და საბანკო სფეროში გადავიდა, სადაც თანდა-
ყოლილმა ხიბლმა, გამჭრიახობამ და კრიმინალურ სამყაროს-
თან კავშირმა წარმატება მოუტანა. საბოლოო ჯამში, მსოფლიო
მასშტაბის მაფიოზი ბანკირი გახდა. საუკეთესოდ ფლობდა საბან-
კო ანგარიშებით მანიპულირებისა და შავი ფულის გათეთრების
ხრიკებს. ასევე ეხერხებოდა ხელსაყრელ ფასად კანონიერი ბიზ-
ნესის შესყიდვა. ინგლისში იმიტომ გადავიდა საცხოვრებლად,
რომ ბრიტანული სისტემის პატიოსნება მას ბევრად მეტ ფინან-
სურ უსაფრთხოებას სთავაზობდა, ვიდრე კორუმპირებული იტა-
ლია.
თუმცა საკმარისად გრძელი მკლავი ჰქონდა, რომ ინგლისი-
დან პალერმოსაც შესწვდომოდა და ამერიკასაც. ბიანკოს კლა-
ნის სამშენებლო პროექტებსაც ის უგვარებდა ფინანსურ მხარეს.
გარდა ამისა, აპრილეს ბანკებს შუამდგომლობდა ევროპელ
პარტნიორებთან.
ახლა, როდესაც პოლიცია გააქტიურდა, მისტერ პრაიორს
ერთი სარისკო მომენტი მოაგონდა, ეს გახლდათ როუზი.
მხოლოდ მას შეეძლო სტურზოების გაუჩინარებასთან ასტორეს
კავშირის დამოწმება. პრაიორმა იცოდა, რომ ასტორესათვის
როუზის ქალური ხიბლი სუსტ წერტილს წარმოადგენდა. ეს ას-
ტორეს მის თვალში არანაირად არ ამცირებდა. მამაკაცის ეს სი-
სუსტე სამყაროს დასაბამიდანაა ცნობილი. როუზი კი ნამდვილი
მაფიოზი იყო. მის ხიბლს, აბა, ვინ არ დაჰყვებოდა. გოგო მასში
აღფრთოვანებასაც კი იწვევდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა,
რომ მისი ცოცხლად გაშვება სარისკო არ იყო.
გადაწყვიტა, ამ საქმეს საკუთარი ინიციატივით გამკლავებო-
და, მით უმეტეს, ასტორეს ხასიათსა და მის სიფიცხეს კარგად იც-
ნობდა. დარწმუნებული იყო, რომ ის ამ გეგმას არ მოუწონებდა,
მაგრამ ასტორეს გონიერების იმედი ჰქონდა და სჯეროდა, რომ
პოსტფაქტუმ შეძლებდა მის დარწმუნებას.
ეს რომ გასაკეთებელი იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობდა.
ერთ საღამოს მისტერ პრაიორმა როუზის დაურეკა. გოგონას მი-
სი ხმის გაგონება აშკარად გაუხარდა, მით უმეტეს, როცა
პრაიორმა უთხრა, შენთვის კარგი ამბავი მაქვსო. ყურმილი რომ
დადო, ბანკირს სინანულის ოხვრა აღმოხდა.
ორივე ძმისშვილი თან წამოიყვანა. ისინი, როგორც ყოველ-
თვის, მძღოლისა და პირადი დაცვის როლს ასრულებდნენ.
ერთ-ერთი მანქანაში დატოვა, მეორესთან ერთად როუზის ბინა-
ში ავიდა.
როუზი მისტერ პრაიორს კარშივე ჩამოეკონწიალა კისერზე,
რითაც მისი ძმისშვილი შეაშფოთა. მან ინსტინქტურად მოისინჯა
ჯიბეში იარაღი.
დიასახლისმა ყავა მოადუღა და მაგიდაზე ნამცხვრები და-
აწყო, რომლებიც, მისი თქმით, ნეაპოლიდან იყო იმ-
პორტირებული. მისტერ პრაიორმა, რომელიც თავს ნატიფი კერ-
ძების ექსპერტად თვლიდა, ნამცხვარს ნეაპოლური ვერაფერი
შეატყო.
– რა საყვარელი გოგონა ხარ! – ტკბილად გაუღიმა პრაიორ-
მა როუზის და ძმისშვილს შესთავაზა, – მოდი, გასინჯე!
ახალგაზრდამ იუარა, კუთხეში ჩამოჯდა და ბიძის მიერ გათა-
მაშებულ სპექტაკლს დაუწყო ცქერა.
როუზი ხელით შეეხო მისტერ პრაიორის ფარფლიან ქუდს
და შენიშნა:
– თქვენი ბრიტანული მრგვალი ქუდი უფრო მომწონდა. მა-
შინ ასე თავმომწონე იერი არ გქონდათ.
– რას იზამ, – გულკეთილად ჩაიცინა პრაიორმა, – ხომ იცი,
სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ჩემო კარგო როუზი,
შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.
როუზის წამიერი ყოყმანი შეეტყო, მაგრამ მაშინვე შესძახა:
– რაც გნებავთ, ის მთხოვეთ, თქვენი მოვალე ვარ!
მისტერ პრაიორს როუზის ეს პასუხი ესიამოვნა და ისევ სინა-
ნული იგრძნო, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა.
– როუზი, მინდა შენი საქმეები ისეთნაირად დაგეგმო, რომ
ხვალ სიცილიაზე გამგზავრება შეძლო. ძალზე მცირე ხნით. იქ
ასტორე დაგელოდება. ჩემგან საიდუმლოდ უნდა გადასცე რაღაც
საბუთები. ძალზე ენატრები და სურს, სიცილია გაჩვენოს.
– მართლა სურს ჩემი ნახვა? – სიამოვნებისგან გაწითლდა
როუზი.
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მისტერ პრაიორმა.
სინამდვილეში სწორედ ამ დროს ასტორე გზაში იყო და
მომდევნო საღამოს უკვე ნიუ-იორკში უნდა ყოფილიყო. როუზი
და ასტორე ერთმანეთს ატლანტის ოკეანის თავზე სხვადასხვა
თვითმფრინავებით ასცდებოდნენ.
– ასე სწრაფად ვერ გავემგზავრები, – მოჩვენებითი სიმორ-
ცხვით დაიწყო როუზიმ, – ბილეთი უნდა დავჯავშნო, ბანკში წავი-
დე და ათასი სხვა წვრილმანი მოვაგვარო.
– თავხედობად ნუ ჩამითვლი, მაგრამ უკვე ყველაფერზე ვიზ-
რუნე, – უთხრა მისტერ პრაიორმა. უბიდან თეთრი მოგრძო კონ-
ვერტი ამოიღო, – ეს შენი თვითმფრინავის ბილეთია. პირველი
კლასის. ათი ათასი ამერიკული დოლარი სასწრაფო საყიდლები-
სა და სამგზავრო ხარჯების დასაფარად. ჩემი ძმისშვილი, აგერ,
რეტდასხმულივით კუთხეში რომ ჩამომჯდარა, ხვალ დილით ლი-
მუზინით გამოგივლის. პალერმოში ასტორე ან მისი რომელიმე
მეგობარი დაგხვდება.
– ერთ კვირაში უკან უნდა დავბრუნდე, – გააფრთხილა
როუზიმ, – საასპირანტურო გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი.
– არაფერზე იდარდო, – უპასუხა პრაიორმა, – მერწმუნე, გა-
მოცდებზე არგამოცხადების გამო პრობლემები არ შეგექმნება.
ოდესმე მომიტყუებიხარ?
ეს უტკბესი ხმით წარმოთქვა, გულში კი გაიფიქრა, რა დასა-
ნანია, რომ როუზი ამერიკას ვეღარასოდეს ნახავსო.
როუზიმ კიდევ დაუსხა ყავა. ახალგაზრდა კაცს კვლავ ძალზე
მომხიბლავად შესთავაზა ნამცხვარი, მაგრამ მან ისევ უარით უპა-
სუხა. შუა საუბარში ტელეფონმა დარეკა.
– ო, ასტორე! – შესძახა როუზიმ, – სიცილიიდან რეკავ? მის-
ტერ პრაიორმა ყველაფერი მითხრა. აგერ, ჩემ გვერდით ზის და
ყავას მიირთმევს.
მისტერ პრაიორმა წარბშეუხრელად განაგრძო ყავის სმა. მი-
სი ძმისშვილი სკამიდან წამოდგა, მაგრამ ბიძამ ანიშნა, დამჯდა-
რიყო.
როუზი დადუმდა და მისტერ პრაიორს შეხედა, იმან კი თავის
დაკვრით გაამხნევა.
– ჰო, ჩემს გამგზავრებას აპირებდა შენთან სიცილიაზე, –
როუზი დადუმდა, ერთხანს უსმინა, – რა თქმა უნდა, მეწყინა. ცუ-
დია, რომ ასე მოულოდნელად მოგიწია დაბრუნებამ. მისტერ
პრაიორს არ გადავცე ყურმილი? კარგი, ვეტყვი!
როუზიმ ყურმილი დადო.
– რა დასანანია, – მიუბრუნდა გოგონა მისტერ პრაიორს, –
დაგეგმილზე უფრო ადრე მოუწია ჩამოსვლამ. გთხოვათ, აქ
დაელოდოთ. ნახევარ საათში აქ იქნება.
– დაველოდები, – თქვა მისტერ პრაიორმა და კიდევ ერთი
ნამცხვარი აიღო.
– როცა მოვა, ყველაფერს აგვიხსნის, – თქვა როუზიმ, – გნე-
ბავთ კიდევ ყავა?
მისტერ პრაიორმა თავი დაუკრა და ამოიოხრა:
– მართლაც გულდასაწყვეტია. სიცილიაზე არაჩვეულებრივ
დროს გაატარებდი, – წარმოიდგინა ნაღვლიანი სურათი, როუზის
სიცილიურ სასაფლაოზე როგორ დამარხავდნენ.
– ჩადი, მანქანაში დამელოდე, – უთხრა პრაიორმა თავის
ძმისშვილს.
ახალგაზრდა კაცი უხალისოდ წამოდგა, პრაიორმა ხელის
აქნევით დააჩქარა. როუზიმ კარამდე გააცილა და მისტერ
პრაიორთან დაბრუნდა. პრაიორმა ღიმილით ჰკითხა ქალს:
– ამ უკანასკნელ წლებში ბედნიერი იყავი?

***

ასტორე ერთი დღით ადრე დაბრუნდა. ოლდო მონზა ნიუ--


ჯერსიში, პატარა აეროპორტში დახვდა. ცხადია, კერძო ბოინგით
იმგზავრა და პასპორტიც ყალბი ჰქონდა. უეცრად გადაწყვიტა,
როუზისთვის დაერეკა და, დასვენებისა და გონს მოსვლის მიზ-
ნით ღამე მასთან გაეტარებინა. როგორც კი როუზიმ ამცნო, მის-
ტერ პრაიორი ჩემთან არისო, ასტორეს გონებაში მაშინვე განგა-
შის სიგნალი გაისმა. სიცილიაზე როუზის გამგზავრების გეგმამ
მაშინვე პრაიორის მთელი მზაკვრობა დაანახვა. ბრაზის დაოკე-
ბას შეეცადა. მისტერ პრაიორმა თავისი გამოცდილებიდან გა-
მომდინარე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ასტორეს
თავისი უსაფრთხოება ასეთ ფასად არ უღირდა.
როუზიმ კარი გაუღო და მოეხვია. მისტერ პრაიორი წამოდგა
და ასტორემ ისიც ჩაიკრა გულში, რითაც ბანკირი გააკვირვა,
რადგან ასეთი სითბო წინათ არ გამოუმჟღავნებია. მის გასაოც-
რად, ასტორემ როუზის მიმართა:
– ნურაფერს შეცვლი, ხვალ სიცილიაზე გაფრინდი და ერთ--
ორ დღეში შემოგიერთდები. შესანიშნავ დროს გავატარებთ.
– მაგარია, – გაიხარა როუზიმ, – სიცილიაზე არასოდეს ვყო-
ფილვარ.
– გმადლობთ, ყველაფერზე წინდაწინ რომ იზრუნეთ, – უთ-
ხრა ასტორემ მისტერ პრაიორს.
მერე ისევ როუზის მიუბრუნდა: – შენთან დღეს ვერ დავრჩე-
ბი. სიცილიაზე გნახავ. დღეს მე და მისტერ პრაიორს ძალზე
მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. აასე რომ, მოგზაურობისათვის მო-
ემზადე. ბევრი ტანისამოსი არ წამოიღო, პალერმოში ერთად წა-
ვიდეთ საყიდლებზე.
– კარგი, – უპასუხა როუზიმ, მისტერ პრაიორს ლოყაზე აკო-
ცა, ასტორეს კი მაგრად მოეხვია და დიდხანს, გაბმით კოცნა.
მამაკაცები ქუჩაში გავიდნენ. ასტორემ მისტერ პრაიორს მი-
მართა:
– ჩემს მანქანაში ჩაჯექით. თქვენი ძმისშვილი დაითხოვეთ, ამ
საღამოს მისი დახმარება არ დაგჭირდებათ.
მისტერ პრაიორმა მაშინღა იგრძნო ოდნავი შიში და ასტო-
რეს უთხრა:
– ამას შენი უსაფრთხოებისათვის ვაკეთებდი.
მონზა საჭესთან იჯდა. უკანა სავარძელზე ასტორე გვერდით
მჯდომ მისტერ პრაიორს მიუბრუნდა:
– მერწმუნეთ, ჩემზე მეტად არავინ გაფასებთ. მაგრამ უფრო-
სი ხომ მე ვარ?
– რა თქმა უნდა, შენ ხარ, – დაუდასტურა მისტერ პრაიორმა.
– რეალური საფრთხე მართლაც არსებობს და მადლობელი
ვარ იმისათვის, რომ მოქმედებისკენ მიბიძგეთ, მაგრამ ეს გოგო
მჭირდება. ცოტაოდენ რისკზე წასვლა არ გვაწყენს. ამიტომაც
ასეთ ინსტრუქციებს გაძლევთ: სიცილიაზე საუკეთესო სახლი
მოუძებნეთ და მსახურები უქირავეთ. შეუძლია პალერმოს უნი-
ვერსიტეტში ჩააბაროს. კარგი ანაზღაურება დაუნიშნეთ. ბიანკო
კეთილშობილ საზოგადოებას გააცნობს. იქ თავს ბედნიერად იგ-
რძნობს. ნებისმიერ პრობლემას ბიანკო მოაგვარებს. ვიცი, ამ
გოგოსადმი ჩემს ვნებას არ ამართლებთ, მაგრამ თავს ვერ
ვიოკებ. მის ნაკლოვანებებს რომ ვიცნობ, ამიტომაც არ მეპარება
იმაში ეჭვი, რომ სიცილიაზე ბედნიერად იცხოვრებს. ფული და
სიამოვნება მისი სისუსტეა, მაგრამ განა ამაში ყველანი არ ვცო-
დავთ? აასე რომ, დღეიდან მის უსაფრთხოებაზე აგებთ პასუხს.
ყველანაირი უბედური შემთხვევა გამოირიცხოს.
– ეს გოგო მე თავადაც გულით მიყვარს, – დაარწმუნა მის-
ტერ პრაიორმა, – ბუნებით მაფიოზია. მართლა ბრუნდები სიცი-
ლიაზე?
– არა, აქ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გველოდება.
ნიკოლმა ოფიციანტს შეკვეთა მისცა და ამის შემდეგ მთელი
გულისყური მარიანო რუვიოზე გადაიტანა. ამ დღეს ორი მნიშვნე-
ლოვანი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი და სურდა დარწმუნებუ-
ლიყო, რომ ინფორმაცია უზუსტესად გადასცა.
რესტორანი რუვიომ შეარჩია. ეს მაღალი დონის ფრანგული
ბისტრო იყო, სადაც ოფიციანტებს პილპილის მაღალი საფქვავე-
ბი და კოხტა კალათებით ახალგამომცხვარი ხრაშუნა პური დაჰ-
ქონდათ. რუვიოს აქაური სასმელი არ მოსწონდა, მაგრამ მეტ-
რდოტელს კარგად იცნობდა, ამიტომაც მუდამ მყუდრო მაგიდას
უთმობდნენ. თავისი ქალები აქ ხშირად დაჰყავდა.
– ამ საღამოს ჩვეულებრივზე უფრო ჩუმი ხარ, – უთხრა მან
ნიკოლს და ხელზე ხელი დაადო. ქალს მთელ ტანში ჟრუანტელ-
მა დაუარა. იგრძნო, რომ რუვიო იმის გამო სძულდა, რომ მისი
გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ნიკოლმა ხელი გასწია.
– მძიმე დღე მქონდა.
– ასეა, როცა გველებთან გიწევს მუშაობა, – რუვიოს სძულდა
ნიკოლის იურიდიული ფირმა, – არ მესმის, რისთვის ეგუები.
დაანებე თავი და მე ვიზრუნებ შენზე.
ამ სიტყვებზე ნიკოლმა გაიფიქრა, ნეტავ რამდენი ქალი მოქ-
ცეულა მისი ხიბლის ქვეშ და კარიერა მიუტოვებიაო.
– ნუ მაცდუნებ, – კეკლუცად უთხრა მან რუვიოს.
კაცს ეს გაუკვირდა, რადგან იცოდა, როგორ ეძვირფასებოდა
ნიკოლს თავისი პროფესიული საქმიანობა. ცხადია, გაუხარდა კი-
დეც.
– არაფერს მოგაკლებ. დაანებე თავი კორპორაციებთან
ბრძოლას.
ოფიციანტმა თეთრი ღვინის ბოთლი გახსნა, საცობი რუვიოს
გაუწოდა და ცოტაოდენი სასმელი მოხდენილ ჭიქაში ჩამოასხა.
რუვიომ გასინჯა და თავი დაუქნია. მერე კი კვლავ ნიკოლს მიუბ-
რუნდა.
– ახლავე სიამოვნებით დავანებებდი ყველაფერს თავს, თუმ-
ცა რამდენიმე საზოგადოებრივი საქმეა, რომელსაც ბოლომდე
მინდა გავყვე, – უთხრა ქალმა და ღვინო მოსვა, – ბოლო დროს
საბანკო საქმე მიზიდავს.
– ჰმ, – რუვიომ თვალები მოჭუტა, – გაგიმართლა, რაკი შენი
ოჯახი ბანკებს ფლობს.
– ჰო, მაგრამ საუბედუროდ მამაჩემი თვლიდა, რომ ქალს
ფინანსებში არაფერი გაეგება. სხვა რა დამრჩენია, გვერდზე უნ-
და გავდგე და თვალი ვადევნო, ჩემი გადარეული მამიდაშვილი
რას მოიმოქმედებს, – თავი ასწია, რუვიოს დააკვირდა და განაგ-
რძო, – სხვათა შორის, ასტორე დარწმუნებულია, რომ მისი მოკ-
ვლა გსურს.
– მართლა? – გახალისდა რუვიო, – ნეტავ, როგორ ვაპირებ
ამის გაკეთებას?
– ოჰ, რა ვიცი, – ხელი აიქნია ნიკოლმა, – ნუ დაგავიწყდება,
რომ ეს ადამიანი თავს მაკარონის გაყიდვით ირჩენს. მგონი,
ტვინშიც ფქვილი აქვს. მას თუ დავუჯერებთ, ბანკების ხელში ჩაგ-
დება ფულის გასათეთრებლად გჭირდება. რა ვიცი, კიდევ რამ-
დენ სისულელეს ამბობს. იმასაც კი მიმტკიცებდა, თითქოს შენ
ჩემს გატაცებას შეეცადე.
ნიკოლს კარგად ესმოდა, რომ აქ დიდი სიფრთხილე მარ-
თებდა და დაამატა:
– ამას როგორ დავიჯერებ? ყველაფერი თვითონ ასტორეს
მოწყობილი მგონია. რაკი იცის, რომ მე და ჩემს ძმებს ბანკების
გაკონტროლება გვინდა, ჩვენს დაშინებას ცდილობს. მისი მოსმე-
ნით ყველანი დავიღალეთ.
– რამდენად დაიღალეთ? – დააზუსტა რუვიომ.
– უკვე ვეღარ ვუძლებთ.
მაგიდას რამდენიმე ოფიციანტი შემოეხვია, რამდენიმე წუთის
განმავლობაში მთავარი კერძის გაწყობით იყვნენ დაკავებულნი.
როდესაც, როგორც იქნა, იქაურობა დატოვეს, ნიკოლი მაგიდაზე
გადმოიხარა და რუვიოს განდობილად ჩასჩურჩულა:
– ასტორე თითქმის ყოველ საღამოს თავის მაღაზიაშია.
– რას მთავაზობ? – გაფაციცდა რუვიო.
ნიკოლმა დანა აიღო და მთავარ კერძს, იხვის ხორცის ნა-
რინჯისფერ სოუსმოსხმულ მედალიონებს დაჭრა დაუწყო.
– არაფერს გთავაზობ. უბრალოდ, ვერ გამიგია, საერთაშო-
რისო ბანკის მთავარ მეპატრონეს მაკარონის მაღაზიაში რა ესაქ-
მება. მე რომ ბანკებს ვაკონტროლებდე, მთელ დროს ბანკში გა-
ვატარებდი და იმაზე ვიზრუნებდი, რომ ჩემმა პარტნიორებმა თა-
ვიანთი ინვესტიციებით კარგი მოგება ნახონ, – ეს რომ თქვა, ნი-
კოლმა იხვის ნაჭერი დააგემოვნა და რუვიოს გაუღიმა, – უგემ-
რიელესია.

***

სხვა სათნოებათა გვერდით ჯორჯეტ სილკე უნაკლო დისციპ-


ლინით გამოირჩეოდა. ყოველ სამშაბათს თავისი დროის ზუსტად
ორ საათს უთმობდა სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე საზოგა-
დოების საქმიანობას. ამ საათებს ორგანიზაციის ოფისში ატარებ-
და, ცხელი ხაზის ზარებს პასუხობდა და სიკვდილმისჯილთა ად-
ვოკატების განცხადებებს ეცნობოდა. ამიტომაც ნიკოლს ეჭვი არ
შეჰპარვია იმაში, თუ სად უნდა მისულიყო მეორე მნიშვნელოვანი
შეტყობინების გადასაცემად.
ნიკოლი ოფისში რომ შემოვიდა, ჯორჯეტა სიხარულით
შეეგება და გადაეხვია.
– მადლობა ღმერთს! დღეს მძიმე დღეა. კარგია, რომ მოხ-
ვედი. მორალური მხარდაჭერა მჭირდება.
– არ ვიცი, დღეს რამდენად გამოგადგები, – უთხრა ნიკოლ-
მა, – საგანგაშო ამბავი გავიგე და ამის შესახებ უნდა მოგეთათბი-
რო.
მრავალწლიანი თანამშრომლობის მანძილზე ნიკოლი არა-
სოდეს ყოფილა ჯორჯეტთან გულახდილი, თუმცა თბილი პრო-
ფესიული მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. ჯორჯეტი არავის უამ-
ბობდა თავისი ქმრის საქმიანობის შესახებ, ხოლო ნიკოლი გათ-
ხოვილ ქალებს თავის საყვარლებზე არ ესაუბრებოდა. მათ მუ-
დამ თავი ვალდებულად მიაჩნდათ, ბრძნული რჩევა მიეცათ, თუ
როგორ მოეხელთებინა მამაკაცი და მისთვის ქორწინების უღე-
ლი ჩამოეცვა, ეს კი ნიკოლის მიზნებში არ შედიოდა. მას უხეში
სექსის შესახებ ლაპარაკი ერჩივნა, მაგრამ შემჩნეული ჰქონდა,
რომ გათხოვილი ქალების უმრავლესობა ასეთი საუბრისას თავს
უხერხულად გრძნობდა. ნიკოლის ვარაუდით, არ სურდათ იმის
მოსმენა, რასაც თავად მოკლებულნი იყვნენ.
ჯორჯეტმა ჰკითხა, მასთან პირისპირ თუ სურდა ლაპარაკი.
ნიკოლმა თავი დაუქნია. მაშინ მთავარი დარბაზის გვერდით პა-
ტარა ცარიელი კაბინეტი მოძებნეს.
– ამაზე არავისთან მისაუბრია, – წამოიწყო ნიკოლმა, – მაგ-
რამ მინდა იცოდე, რომ მამაჩემი რაიმონდე აპრილე იყო, უფრო
დონ აპრილედ ცნობილი. მასზე რაიმე თუ გსმენია?
ჯორჯეტი ფეხზე წამოდგა.
– არა მგონია, რომ ამის შესახებ ღირდეს ლაპარაკი.
– ძალიან გთხოვ, დაჯექი. ეს უნდა მოისმინო, – სთხოვა ნი-
კოლმა.
ჯორჯეტს მოუსვენრობა დაეტყო, მაგრამ მაინც დაჰყვა ნიკო-
ლის თხოვნას და დაჯდა. მართლაც დიდი ხანია, ნიკოლის ოჯა-
ხის ამბები აინტერესებდა, მაგრამ ვერასოდეს გაბედავდა ამის
შესახებ შეკითხვის დასმას. ჯორჯეტს სხვებივით მიაჩნდა, რომ ნი-
კოლი საზოგადოებრივი საქმიანობით მამის ცოდვების გამოს-
ყიდვას ცდილობდა. რა მძიმე უნდა ყოფილიყო ნიკოლისთვის
დანაშაულებრივი სამყაროს ჩრდილში გატარებული ბავშვობის
წლები. რა უხერხულად უნდა ეგრძნო თავი პატარა გოგონას!
ჯორჯეტს საკუთარი ქალიშვილი მოაგონდა, რომელსაც თავის
მშობლებთან ერთად ხალხში გასვლა ეუხერხულებოდა. გაიკვირ-
ვა, ნეტავ ნიკოლმა იმ წლებს როგორ გაუძლოო.
ნიკოლმა იცოდა, რომ ჯორჯეტი თავის მეუღლეს არასოდეს
გასცემდა, მაგრამ ასევე იცნობდა ამ ქალის თანამგრძნობ და
გახსნილ ხასიათს. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანი თავისუფალ
დროს დაპატიმრებული მკვლელების მდგომარეობის შემსუბუქე-
ბას უთმობდა. ნიკოლმა დაჟინებით შეხედა თვალებში და უთხრა:
– მამაჩემი იმ ადამიანებმა მოკლეს, ვისაც შენს მეუღლესთან
ახლო ურთიერთობა აქვთ. მე და ჩემს ძმებს შეგვიძლია დავასა-
ბუთოთ, რომ შენი მეუღლე ამ ადამიანებისგან ქრთამს იღებდა.
ჯორჯეტს თავიდან თავზარი დაეცა. გონს რომ მოვიდა, არ
დაიჯერა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ იგრძნო ბრაზის
მოზღვავება.
– როგორ ბედავ? – ჩურჩულით მიმართა ნიკოლს და მრის-
ხანედ შეაცქერდა, – ჩემს ქმარს კანონის დარღვევას სიკვდილი
ურჩევნია.
ჯორჯეტის სიმტკიცემ ნიკოლი გააოცა. მიხვდა, რომ ეს ქალი
თავის მეუღლეს აბსოლუტურად ენდობოდა. ნიკოლმა განაგრძო:
– შენი მეუღლე სულ სხვა ადამიანია, ვიდრე ის, რადაც თავს
წარმოაჩენს. ვიცი, ახლა რასაც გრძნობ. მამაჩემის ეფ-ბი-აის სა-
ქაღალდე რომ გადავათვალიერე, მეც ეს ვიგრძენი. მე ის მიყ-
ვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრ რამეს ისევე მიმალავდა,
როგორც კურტი გიმალავს.
ამის შემდეგ ნიკოლმა იმ მილიონი დოლარის შესახებ უამ-
ბო, რომელიც პორტელამ სილკეს საბანკო ანგარიშზე გა-
დაურიცხა, ასევე უამბო პორტელას კავშირზე დაქირავებულ
მკვლელებთან, რომელთა საქმიანობა სილკეს ნებართვის გარე-
შე შეუძლებელი იქნებოდა.
– იმის იმედი არ მაქვს, რომ დამიჯერებ, – უთხრა მან ჯორ-
ჯეტს, – ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს ესაა: შენს მეუღლესთან
მიხვალ და ჰკითხავ, ეს ყველაფერი მართალია თუ არა. თუკი
მართლა ის ადამიანია, შენ როგორიც გგონია, ტყუილს არ გეტ-
ყვის.
– რატომ მიყვები ყველაფერ ამას? – ჰკითხა ჯორჯეტამ ისე,
რომ იმ თავგზააბნეულობის ნასახიც არ გამოუმჟღავნებია, რასაც
ამ წუთებში განიცდიდა.
– იმიტომ, რომ შენმა ქმარმა ჩემს ოჯახს ვენდეტა გამოუცხა-
და. აპირებს, თავის თანამზრახველებს ასტორე მოაკვლევინოს,
რათა ბანკებს დაეპატრონოს. გავიგე, რომ ეს ხვალ საღამოს, ჩე-
მი მამიდაშვილის მაკარონის მაღაზიაში უნდა მოხდეს.
მაკარონის ხსენებაზე ჯორჯეტს გაეცინა.
– შენი არ მჯერა, – თქვა და წასვლა დააპირა, – ვწუხვარ, ნი-
კოლ, ვხედავ, რომ აღელვებული ხარ, მაგრამ ერთმანეთისთვის
აღარაფერი გვაქვს სათქმელი.

***

იმ საღამოს, ქალაქგარეთ რანჩოზე, სადაც სილკეს ოჯახი


გადავიდა, სილკე პირისპირ შეხვდა თავის დიდი ხნის წინანდელ
კოშმარს. ცოლთან ერთად სადილს მორჩა, მერე კი ერთმანეთის
პირისპირ ისხდნენ და კითხულობდნენ. უეცრად ჯორჯეტამ წიგნი
გვერდზე გადადო და უთხრა:
– ნიკოლ აპრილეს შესახებ უნდა დაგელაპარაკო.
თანაცხოვრების ამ წლების მანძილზე ჯორჯეტას არასოდეს
უკითხავს ქმრისთვის მისი სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ.
არ სურდა ფედერალური საიდუმლოებების ცოდნა, რადგან პასუ-
ხისმგებლობას უფრთხოდა. თანაც იცოდა, რომ თავისი ცხოვრე-
ბის ამ მხარეს სილკე არავის უზიარებდა. ზოგჯერ, როცა ღამით
მის გვერდით იწვა, ჯორჯეტი იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ ასრუ-
ლებდა კურტი თავის მოვალეობებს, როგორ აიძულებდა ინ-
ფორმატორებს ცნობების მოწოდებას, როგორ ახდენდა ზეწო-
ლას ეჭვმიტანილებზე. ის ქმარს მუდამ წუნდაუდებელ ფედერა-
ლურ აგენტად ხედავდა, რომელსაც შარვლის უკანა ჯიბეში დაფ-
ლეთილი კონსტიტუცია უდევს. რა თქმა უნდა, იმდენად გონიერი
იყო, რომ გულის სიღრმეში სცოდნოდა, ეს ფანტაზია სინამდვი-
ლეს რომ არ შეესაბამებოდა. მისი ქმარი გამბედავი კაცი იყო და
მტრების დასამარცხებლად შორს წავიდოდა. მაგრამ ჯორჯეტს
არ სურდა, მის კვალს ამ გზაზე გაჰყოლოდა.
სილკე მძაფრსიუჟეტიან რომანს კითხულობდა. ეს მესამე
წიგნი იყო მრავალტომეულიდან, რომლის პერსონაჟი, სერიული
მკვლელი, თავის ვაჟს სასულიერო კარიერისათვის ამზადებდა.
როგორც კი ჯორჯეტამ მიმართა, მაშინვე დახურა წიგნი და უთ-
ხრა, გისმენო.
– ნიკოლმა დღეს ბევრი რამ მიამბო იმ საქმის შესახებ, რო-
მელზედაც ახლა მუშაობ. ვიცი, შენი სამუშაოს შესახებ ლაპარაკი
არ გიყვარს, მაგრამ მან ძალზე სერიოზული ბრალდებები წაგი-
ყენა.
სილკეს ისეთი ბრაზი მოეძალა, მოეჩვენა, რომ ჭკუიდან იშ-
ლებოდა. ჯერ ძაღლები დაუხოცეს, მერე სახლი გაუნადგურეს,
ახლა სურთ, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე წმინდა გრძნობაც
წაუბილწონ. როცა იგრძნო, რომ გული ისე ძლიერ აღარ უცემ-
და, რაც შეეძლო მშვიდი ხმით სთხოვა ჯორჯეტას, რაც ნიკოლმა
უთხრა, ყველაფერი ეთქვა.
ჯორჯეტამ ნიკოლთან საუბარი დაწვრილებით გადასცა და
სილკეს რეაქციას დააკვირდა. ცოლმა ვერც გაკვირვება შეამჩნია
და ვერც ბრაზი. ბოლოს სილკემ უთხრა:
– გმადლობ, ძვირფასო. ვიცი, ამ ყველაფრის მოყოლა რო-
გორ გაგიჭირდებოდა. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მოგიხდა, –
ეს თქვა და კარისკენ გაემართა.
– სად მიდიხარ? – ჰკითხა ჯორჯეტამ.
– ჰაერი მინდა შევისუნთქო. გონს მოვიდე, – უთხრა სილკემ.
– კურტ, საყვარელო! – ჯორჯეტას ხმაში შეკითხვა ჟღერდა,
აშკარა იყო, რომ დაიმედება და გამხნევება სჭირდებოდა.
სილკემ დიდი ხანია, დაიფიცა, რომ ცოლს არასოდეს ეტყო-
და ტყუილს. თუკი ცოლი სიმართლის თქმას დააძალებდა, ის
ყველაფერს ეტყოდა და შედეგსაც საკუთარ თავზე აიღებდა. თუმ-
ცა იმედი ჰქონდა, რომ ცოლი ტაქტიანად მოიქცეოდა, ისე, თით-
ქოს მათ შორის არანაირი საიდუმლო არ არსებობდა.
– შეგიძლია სიმართლე მითხრა? – ჰკითხა ჯორჯეტამ.
– ვერაფერს გეტყვი, – თავი გააქნია სილკემ, – ხომ იცი, შენ-
თვის სხვა ყველაფერზე წავალ. ეს ხომ იცი?
– ჰო, მაგრამ ახლა სიმართლე უნდა ვიცოდე. ჩვენი სიყვარუ-
ლის და ჩვენი ქალიშვილის ხათრით მითხარი.
სილკე მიხვდა, რომ თავს ვერ აარიდებდა. იცოდა, რომ
ჯორჯეტა მას ძველებურად აღარასოდეს შეხედავდა, თუკი სიმარ-
თლეს გაიგებდა. ამ წუთებში ყველაზე მეტად ასტორე ვაიოლას
განადგურებას ნატრობდა. უნდა ეთქვა თუ არა ცოლისთვის:
„მხოლოდ იმ ქრთამებს ვიღებდი, რის ნებართვასაც ეფ-ბი-აი მაძ-
ლევდა“; „მცირე დანაშაულზე თვალს ვხუჭავდით, რათა დიდი-
სათვის მიგვეკვლია“. იცოდა, ამგვარი პასუხები ჯორჯეტას მხო-
ლოდ განარისხებდა. ცოლი იმდენად უყვარდა და პატივს სცემ-
და, რომ ამგვარ რამეს ვერ ეტყოდა.
სილკე სახლიდან ისე გავიდა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
როდესაც დაბრუნდა, ცოლმა თავი მოიმძინარა. მაშინ სილკემ
გადაწყვეტილება მიიღო, რომ მომდევნო ღამით ის ასტორე
ვაიოლას შეხვდებოდა და სამაგიეროს გადაუხდიდა.
ასპინელა უოშინგტონი ვერ იტყოდა, ყველა მამაკაცი ერ-
თნაირად მძულსო, მაგრამ თვითონაც უკვირდა ის, თუ რამდენი
მათგანი იწვევდა მასში ზიზღსა და აღშფოთებას. მათი უმრავლე-
სობა არაფრის მაქნისი იყო.
მას მერე, რაც ჰისქაუს გაუსწორდა, აეროპორტის პოლიციის
ორმა თანამშრომელმა ხანმოკლე დაკითხვა მოუწყო. ორივე ან
ჩლუნგი იყო, ან გაუბედავი და ასპინელას ნაამბობში ეჭვი არ
შეუტანიათ. მოკლულის სხეულზე 100 000 დოლარი რომ აღ-
მოაჩინეს, საბოლოოდ დარწმუნდნენ მის დანაშაულში და ეს ფუ-
ლი თავიანთ დამსახურებულ გასამრჯელოდ ჩათვალეს იმის სა-
ნაცვლოდ, რომ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სისხლი მო-
ეწმინდათ და ოთახი წესრიგში მოეყვანათ. ასპინელას სისხლში
ამოთხვრილი კუპიურების დასტა გაუწოდეს. ქალმა ფული ულა-
პარაკოდ ჩაიდო ჯიბეში იმ ოცდაათი ათასთან ერთად, რაც ჰის-
ქაუსგან მიიღო.
ასპინელა ფულს ორ რამეში იყენებდა. სამი ათასის გარდა
მთელი თანხა სადეპოზიტო ყუთში ჩაკეტა. დედამისი გაფრთხი-
ლებული ჰყავდა, რომ, თუკი მას რაიმე დაემართებოდა, შენახუ-
ლი თანხა, 300 000 დოლარზე მეტი, მისი პატარა ქალიშვილის
სახელზე ბანკში დაედო. დანარჩენი 3 000 დოლარით მეხუთე
ავენიუსა და ოცდამეცამეტე ქუჩის გადაკვეთაზე ტყავის ნაწარმის
საუკეთესო მაღაზიაში შევიდა, მერე კი ლიფტით მესამე სარ-
თულზე განლაგებულ კერძო ნომერში ავიდა.
დიზაინერის სათვალიანმა, მეზღვაურის ზოლიანპერანგიანმა
ქალმა ფული გამოართვა და დარბაზში შეუძღვა. ასპინელამ ჩი-
ნური ზეთით შეზავებული აბაზანა მიიღო. ოციოდე წუთის განმავ-
ლობაში ნებივრობდა, გრიგორიანულ საგალობლებს უსმენდა
და სექსუალური მასაჟის ლიცენზირებულ სპეციალისტ რუდოლ-
ფოს ელოდებოდა.
რუდოლფო ორსაათიანი სეანსისთვის 3 000 დოლარს იღებ-
და და ფრიად ნასიამოვნებ კლიენტებს ატყობინებდა, ყველაზე
სახელგანთქმული ადვოკატებიც კი საათში ამაზე ნაკლებს იღებე-
ნო. მერე კი ბავარიული აქცენტითა და ცბიერი ღიმილით ეუბნე-
ბოდა:
– ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ ადვოკატი ტვინს გიბურ-
ღავს, მე კი უბრალოდ გბურღავ.
რუდოლფოს შესახებ ასპინელამ მაშინ გაიგო, როდესაც ძვი-
რად ღირებულ სასტუმროებში უკანონო სექსუალური მომსახურე-
ბის საქმეს იკვლევდა. ერთ კონსიერჟს ეშინოდა, რომ პასუხისგე-
ბაში გადასცემდნენ და ხელის მიფარების სანაცვლოდ რუდოლ-
ფოზე მიუთითა. ასპინელამ თავიდან რუდოლფოს დაჭერა გა-
დაწყვიტა, მაგრამ მას მერე, რაც გაიცნო და მისი მასაჟიც დააგე-
მოვნა, იმაში დარწმუნდა, რომ ქალებისთვის ამ კაცის არაჩ-
ვეულებრივი ნიჭით სარგებლობის აკრძალვა უფრო დიდი დანა-
შაული იქნებოდა.
რამდენიმე წუთში რუდოლფომ კარზე დააკაკუნა.
– შეიძლება შემოვიდე?
– გელოდები, პატარავ, – გასძახა ასპინელამ.
რუდოლფომ შემოსვლისთანავე თავიდან ფეხებამდე შეათვა-
ლიერა და შენიშნა:
– ეს თვალის სახვევი მომწონს.
პირველი სეანსის დროს ასპინელას გაუკვირდა, როცა რუ-
დოლფო მასთან სრულიად შიშველი შემოვიდა, მაგრამ მან აუხ-
სნა, ჩაცმას რა აზრი აქვს, თუკი მაშინვე ისევ უნდა გაიხადოო.
თავის საქმეში არაჩვეულებრივად იყო გაწაფული, მაღალი,
ზორბა იყო, მარჯვენა ფეხზე ვეფხვი ჰქონდა ამოსვირინგებული,
მკერდს რბილი ქერა თმა უფარავდა. ასპინელას სწორედ ეს თმა
მოსწონდა, რაც რუდოლფოს ჟურნალის ფურცლებზე გამოსახუ-
ლი გაპარსული და გაზეთილი მოდელებისგან განასხვავებდა,
რომლებსაც ვერ შეატყობთ, კაცია თუ ქალი.
– როგორ ხარ? – ჰკითხა რუდოლფომ.
– სჯობს ამის შესახებ არაფერი იცოდე, – უპასუხა ასპინელამ,
– მხოლოდ იმას გეტყვი, რომ სექსუალური მკურნალობა ნამდვი-
ლად მჭირდება. რუდოლფომ ქალის ზურგით დაიწყო, ხერხემ-
ლის თითოეულ მალას მოუსვა თითები, ნაზად დაუზილა კისერი,
შემდეგ გულაღმა გადმოაბრუნა და მკერდი და მუცელი დაუსრი-
სა. იმ დროისათვის, როდესაც ფეხებს შორის გადავიდა, იქ უკვე
სისველე იგრძნო. ქალი მძიმედ სუნთქავდა.
– სხვა მამაკაცები ამას რატომ ვერ მიკეთებენ? – ნეტარების
ოხვრით ჰკითხა ასპინელამ.
რუდოლფო მასაჟის მთავარ ნაწილზე, ენით ალერსზე გა-
დასვლას აპირებდა, რასაც ფრიად ოსტატურად აკეთებდა, მაგ-
რამ ახლა ამ შეკითხვამ შეაცბუნა, რომელიც უკვე არაერთი ქა-
ლისგან მოუსმენია და მუდამ ერთნაირად აკვირვებდა. ისეთი
შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ქალაქი სექსუალურად დაუკ-
მაყოფილებელი ქალებით იყო სავსე.
– წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ შეუძლიათ სხვა კაცებს
იმავეს გაკეთება, – უთხრა მან, – შენ რას ფიქრობ?
ასპინელას ტკბილი თავდავიწყების შეწყვეტა არ უნდოდა,
მაგრამ მიხვდა, რომ რუდოლფოს კულმინაციური მომენტის წინ
ცოტაოდენი ბაასი უყვარდა.
– კაცები სუსტები არიან, – უთხრა მან რუდოლფოს, – ყველა
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენ ვიღებთ. როდის ვიქორწი-
ნოთ, შვილი როდის გავაჩინოთ. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ,
ისინი კი მხოლოდ სიტყვიერად ზიდავენ პასუხისმგებლობას.
– ჰო, მაგრამ სექსთან ეს ყველაფერი რა კავშირშია? – თავა-
ზიანად გაიღიმა რუდოლფომ.
– არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი თეორიაა, – თქვა ასპინელამ.
ერთი სული ჰქონდა, რუდოლფოს თავისი საქმე გაეგრძელებინა.
რუდოლფომ მასაჟი განაგრძო. ნელა, დაუღალავად, რიტმუ-
ლად მოძრაობდა. რამდენჯერაც ასპინელა მისი წყალობით ნე-
ტარების მწვერვალს მისწვდა, იმდენჯერ წარმოიდგინა, თუ რა
ტანჯვას მიანიჭებდა ასტორე ვაიოლასა და მის ბანდას მომდევნო
ღამით.
ვაიოლას მაკარონის კომპანია მანჰეტენის ქვემო აღმოსავ-
ლეთ მხარეზე, ერთ აგურის შენობაში იყო განთავსებული. იქ
ასიოდე ადამიანი მუშაობდა, მაკარონის უშველებელ ტომრებს
კონვეიერის ზოლზე ცლიდნენ, რომელიც პროდუქტს ავტომატუ-
რად ახარისხებდა და ყუთებში აწყობდა.
ერთი წლის წინ ასტორემ ჟურნალში იმის შესახებ წაიკითხა,
თუ როგორ აუმჯობესებდნენ მცირე ბიზნესის მწარმოებლები თა-
ვიანთ ოპერაციებს და მაშინვე ჰარვარდის ბიზნესსკოლიდან კონ-
სულტანტი მიიწვია რეფორმების ჩასატარებლად. ახალგაზრდა
სპეციალისტმა ურჩია, ფასები გაეორმაგებინა, ფირმის სახელწო-
დება „ბიძია ვიტოს შინაურ სპაგეტიზე“ შეეცვალა და ნახევარი
თანამშრომლები დაეთხოვა, ვის ნაცვლადაც ორჯერ უფრო
იაფად შეიძლებოდა დროებითი მუშახელის აყვანა. ბოლო რჩე-
ვამ ასტორეს გადააწყვეტინა, კონსულტანტი სამუდამოდ დაეთ-
ხოვა.
ასტორეს ოფისი პირველ სართულზე იყო, ფართობით დაახ-
ლოებით საფეხბურთო მოედნისხელა იქნებოდა. კედლების გას-
წვრივ ვერცხლისფერი ლითონის დანადგარები იდგა. შიგნითაც
და გარეთაც ვიდეომონიტორები იყო დამონტაჟებული და ასტო-
რეს შეეძლო თავისი ოფისიდან მაღაზიაში კლიენტების მიმოს-
ვლისათვის ედევნებინა თვალი. მაღაზია, წესით, ექვს საათზე
იკეტებოდა, მაგრამ ამ საღამოს ასტორე ხუთ თანამშრომელსა
და ოლდო მონზასთან ერთად დარჩა ოფისში. იცდიდა.
როცა ასტორემ წინაღამეს ნიკოლს თავისი გეგმა გაანდო, ის
საშინლად შეეწინააღმდეგა, თავი გააქნია და უთხრა:
– ჯერ ერთი, არაფერი გამოვა და მეორეც, არ მსურს მკვლე-
ლობის თანამონაწილე ვიყო.
– მათ თანაშემწე მოგიკლეს და შენს გატაცებას შეეცადნენ, –
მშვიდად უთხრა ასტორემ, – თუ რაიმეს არ მოვიმოქმედებ, ყვე-
ლას საფრთხე დაგვემუქრება.
ნიკოლს ელენი გაახსენდა, მერე კი იმაზე დაფიქრდა, რამ-
დენჯერ უკამათია სუფრაზე მამასთან, რომელიც უეჭველად შუ-
რისძიების მომხრე იქნებოდა. მამა ალბათ ეტყოდა, ეს მეგობრის
ხსოვნის გამო უნდა გააკეთოო და იმასაც შეახსენებდა, რომ ოჯა-
ხის უსაფრთხოებაა დასაცავი.
– პოლიციას რომ მივმართოთ?
– დაგვიანებულია, – მოკლედ უპასუხა ასტორემ.
ახლა ასტორე თავის ოფისში ცოცხალი სატყუარას სახით იჯ-
და და ელოდა. გრაციელას წყალობით იცოდა, რომ პორტელა
და ტულიპა ქალაქში იყვნენ ჩამოსულები სინდიკატის შეხვედრა-
ზე. დარწმუნებული ვერ იქნებოდა იმაში, რომ ნიკოლის ნათქვამი
აუცილებლად უბიძგებდათ ამაღამ თავდასხმისაკენ, მაგრამ მაინც
იმედოვნებდა, რომ რუვიო, ვიდრე ძალას იხმარდა, უკანასკნე-
ლად შეეცდებოდა მის დარწმუნებას. რაკი ივარაუდა, რომ
იარაღს შეუმოწმებდნენ, მხოლოდ პისტოლეტი ჰქონდა თან, სა-
ხელოში საგანგებოდ ჩაკერილ ჯიბეში.
ასტორე ყურადღებით აკვირდებოდა მონიტორებს და დაინა-
ხა, რომ ხუთი თუ ექვსი კაცი სატვირთო განყოფილების მხრიდან
შემოვიდა შენობაში. თავისი ხალხი გააფრთხილა, სამალავში
დარჩენილიყვნენ და არ ესროლათ, ვიდრე ნიშანს არ მისცემდა.
ეკრანს დააკვირდა და შემოსულებს შორის პორტელა და ტუ-
ლიპა იცნო. მონიტორიდან რომ გაქრნენ, ცოტა ხანში ოფისის
კართან ნაბიჯების ხმა მოესმა. თუკი გადაწყვეტილი ჰქონდათ, ას-
ტორე უსიტყვოდ მოეკლათ, მონზა და დანარჩენები მზადყოფნა-
ში იყვნენ და შეაჩერებდნენ.
ასტორემ გაიგონა, პორტელა გარედან როგორ ეძახდა.
პასუხი არ გაუცია.
წამის შემდეგ პორტელა და ტულიპა კართან შეჩერდნენ.
– შემობრძანდით, – გასძახა ასტორემ და ღიმილითა და ხე-
ლის ჩამორთმევით მიეგება, – რა მოულოდნელობაა. ასეთ
დროს იშვიათად თუ მესტუმრება ვინმე. რით შემიძლია დაგეხმა-
როთ?
– დიდ წვეულებას ვმართავთ და მაკარონი გამოგველია, –
უთხრა პორტელამ.
ასტორემ დიდსულოვნად გაშალა მკლავები:
– ჩემი მაკარონი თქვენი მაკარონია.
– შენს ბანკებზე რას იტყვი? – ავისმომასწავებელი კილოთი
ჰკითხა ტულიპამ.
ასტორე ამ შეკითხვისათვის მზად იყო.
– დროა, სერიოზულად ვილაპარაკოთ. დროა, ვიმოქმედოთ.
მაგრამ მანამდე მინდა ჩემი ფირმა დაგათვალიერებინოთ.
აქაურობით ძალიან ვამაყობ.
პორტელამ და ტულიპამ ერთმანეთს დაბნეულად გადახედეს.
– კარგი, ოღონდ სწრაფად, – უთხრა ტულიპამ, თავისთვის კი
გაიფიქრა, ნეტავ ეს მასხარა დღემდე ცოცხალი როგორ არისო.
ასტორემ სტუმრები ქვედა სართულზე ჩაიყვანა. შემოსას-
ვლელთან პორტელას ოთხი თანმხლები პირი იდგა. ასტორემ
მათ სათითაოდ ჩამოართვა ხელი, გულითადად მიესალმა და სა-
მოსი შეუქო.
ასტორეს ხალხი უფროსის ყოველ მოძრაობას გაფაციცებით
ადევნებდა თვალს და მისგან ნიშანს ელოდა. მონზამ სამი მსრო-
ლელი შემოსასვლელის თავზე მეზონინში განათავსა. ისინი ქვე-
მოდან არ ჩანდნენ. დანარჩენები შენობის სხვადასხვა მხარეს იყ-
ვნენ განაწილებულნი.
ვიდრე ასტორემ სტუმრებს მაღაზია და საწარმო შემოატარა,
წუთები უსასრულოდ იწელებოდა. ბოლოს პორტელამ უთხრა:
– ჩემთვის ახლა ცხადია, რომ შენი გული მაკარონის ბიზნესს
ეკუთვნის. მაშ, იქნებ დაგვითმო ბანკები? ამას უკანასკნელად
გთავაზობთ.
ასტორემ დააპირა თავისიანებისთვის ნიშანი მიეცა, მაგრამ
უეცრად სროლის ხმა გაიგონა. მისი სამივე მსროლელი მის წინ
ოცი ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონის იატაკზე
დაენარცხა. თვითონ დიდ შემფუთავ დანადგარს ამოეფარა და
თვალით მონზას დაუწყო ძებნა.
სამალავიდან დაინახა დარბაზში ცალთვალახვეული შავკა-
ნიანი ქალი როგორ შემოვარდა და პორტელას ქეჩოში სწვდა.
– ყველამ იარაღი დაყარეთ! ახლავე! – დაიძახა, პორტელას
ფაშვს შაშხანის ლულა მიაბჯინა, მერე რევოლვერი ამოაძრო და
შაშხანა ძირს დააგდო. პორტელას მუცელში ორი ტყვია დაახა-
ლა. როცა კაცი ძირს დაეცა, ქალმა რევოლვერი სახეში ჩაარტყა
და კბილები ჩაუნგრია.
– თუ ყველა ჩემს განკარგულებას არ შეასრულებს, შემდეგი
იქნები, – ხელი ჩაავლო ტულიპას, – ყველაფერს გაზღვევინებ,
ნაბიჭვარო!
პორტელამ იცოდა, თუ არავინ დაეხმარებოდა, ხუთ წუთზე
მეტხანს აღარ იცოცხლებდა. თვალთ დაუბნელდა. ძირს უღო-
ნოდ გართხმულს, ყვავილებიანი პერანგი მთლიანად სისხლში
ჰქონდა ამოთხვრილი. სუსტი ხმით ამოიხროტინა:
– ისე მოიქეცით, როგორც ამბობს.
ხალხი დაემორჩილა.
პორტელას გაგონილი ჰქონდა, რომ მუცელში მიღებული
ჭრილობა სიკვდილის ყველაზე უფრო მტკივნეული სახეობაა. ახ-
ლა ეს თვითონვე გამოსცადა. ყოველი ამოსუნთქვისას ისეთ ტკი-
ვილს გრძნობდა, თითქოს გულში დანას ურტყამდნენ. შარდის
შეკავების უნარი დაკარგა და ახალ ლურჯ შარვალზე სისველის
მუქი ლაქა დაემჩნა. შეეცადა, მსროლელისთვის თვალი გაესწო-
რებინა. ეს დაკუნთული ქალი ადრე არ უნახავს. უნდოდა ეკითხა,
ვინ ხარო, მაგრამ სუნთქვა შეეკრა. უკანასკნელი, ძალზე სენტი-
მენტალური ფიქრი დაებადა: ნეტავ ვინ შეატყობინებდა მის ძმას,
ბრუნოს, მისი სიკვდილის ამბავს.
ასტორეს მომხდარის გასააზრებლად სულ ორიოდე წამი
დასჭირდა. გამომძიებელი ასპინელა უოშინგტონი არასოდეს ენა-
ხა, თუ ტელეეკრანსა და საგაზეთო ფოტოებს არ ჩავთვლით.
მიხვდა, თუკი მასთან მიაღწია, ესე იგი, მანამდე ჰისქაუსაც მიად-
გა. ჰისქაუ უეჭველად მკვდარი იქნებოდა. ასტორეს იმის გამო სუ-
ლაც არ დასწყდა გული, რომ ეს ხარბი ბღენძი თავის ყვავილებ-
თან ერთად მიწაში ჩაწვა.
ტულიპა ვერაფრით მიმხვდარიყო, ეს განრისხებული ძუკნა
ყელში რატომ უმიზნებდა თოფს. უსაფრთხოებაზე ზრუნვა ამ ღა-
მით პორტელას მიანდო, საკუთარი ერთგული თანაშემწეები კი
დაითხოვა. რა ბრიყვული შეცდომა დაუშვა! ამერიკა ძალზე უც-
ნაური ქვეყანაა, არასოდეს იცი, როდის შეეფეთები მორიგ ძალა-
დობასო, გაიფიქრა.
ტულიპას ასპინელას თოფის ლულა კანში ერჭობოდა. საკუ-
თარ თავს პირობა დაუდო, თუ ცოცხალი გადარჩებოდა და სამ-
ხრეთ ამერიკაში დაბრუნება ეღირსებოდა, საკუთარი ატომური
არსენალის შექმნას დააჩქარებდა. პირადად რასაც კი შეძლებდა,
ყველაფერს გააკეთებდა საიმისოდ, რათა ამერიკის რაც შეიძლე-
ბა დიდი ნაწილი გაესწორებინა მიწასთან; განსაკუთრებით ვაშინ-
გტონი, ქედმაღალი პოლიტიკოსების ქალაქი და ნიუ-იორკი, სა-
დაც, მისი ვარაუდით, უმრავლესობა ამ ცალთვალა ქალივით
შეშლილი უნდა ყოფილიყო.
– მაშ, კარგი, – მიმართა ასპინელამ ტულიპას, – ნახევარი
მილიონი ამ ტიპის გაქრობაში გადაგვიხადეთ, – მიუთითა მან ას-
ტორეზე, – ამ საქმეს სიამოვნებით შევასრულებ, ოღონდაც უბე-
დური შემთხვევის შემდეგ იძულებული ვარ, გადასახადი გავაორ-
მაგო, რადგან ცალი თვალით ორჯერ მეტი ყურადღება დამჭირ-
დება.

***

კურტ სილკე მთელი დღის განმავლობაში მაკარონის მაღა-


ზიას ადევნებდა თვალყურს. თავის „შევროლეში“ იჯდა, საღეჭი
რეზინის გარდა პირში არაფერი ჩაუდვია, თან „ნიუსუიკს“ ფურ-
ცლავდა და ასტორეს მოქმედებებს ელოდა.
მარტო იმიტომ მოვიდა, რომ არ სურდა, სხვა ფედერალური
აგენტები იმ საქმეში გაეხვია, რითაც, სავარაუდოდ, მისი კარიერა
უნდა დასრულებულიყო. სილკეს გულ-მუცელი ამოუტრიალდა,
როცა დაინახა, პორტელა და ტულიპა შენობაში როგორ შევიდ-
ნენ. აღიარა, რომ ასტორე ძალზე ჭკვიანი მოწინააღმდეგე იყო.
თუ ტულიპა და პორტელა თავს დაესხმებოდნენ, მაშინ სილკე
ვალდებული იქნებოდა, ისინი დაეკავებინა. ასტორე გათავისუფ-
ლდებოდა და არც დუმილის დარღვევა მოუწევდა, ხოლო სილ-
კეს მრავალი წლის ურთულესი სამუშაო წყალში ჩაეყრებოდა.
როცა დაინახა შენობაში შევარდნილი თოფმომარჯვებული
ასპინელა უოშინგტონი, ერთბაშად გამყინავი შიში დაეუფლა. გა-
გონილი ჰქონდა, რომ ასპინელამ აეროპორტში მომხდარ
მკვლელობაში ბუნდოვანი როლი ითამაშა და ეს ფაქტი დანარ-
ჩენ მოვლენებთან ვერაფრით დაეკავშირებინა.
სილკემ რევოლვერში ტყვიები გადაამოწმა და იმედი
დაიტოვა, რომ ასპინელა დაეხმარებოდა. ვიდრე მანქანიდან გა-
დავიდოდა, გადაწყვიტა, ბიურო საქმის კურსში ჩაეყენებინა და
ფიჭური ტელეფონით ბოქსტონს დაურეკა.
– ახლა ასტორე ვაიოლას მაღაზიის წინ ვიმყოფები, – ამ
დროს შიგნიდან სროლის ხმები მოესმა, – შიგნით შევდივარ და
თუ ვითარება ცუდად შეტრიალდა, დირექტორს გადაეცი, რომ
საკუთარი ინიციატივით ვმოქმედებდი. ამ საუბარს ფირზე იწერ?
ბოქსტონი დაიბნა, არ იცოდა, როგორ მიიღებდა სილკე
იმას, რომ მასზე თავდასხმის შემდეგ ყველა მისი ზარი ისმინებო-
და. ბოლოს მაინც დაუდასტურა.
– კარგია, – უპასუხა სილკემ, – ჩანაწერისათვის ვიმეორებ,
რომ არც შენ და არც ეფ-ბი-აის რომელიმე თანამშრომელი არ
აგებს პასუხს იმაზე, რაც ახლა მოხდება. შენობაში ძალზე დაძა-
ბული ვითარებაა. იქ ორგანიზებული დანაშაულის სამი ცნობილი
წარმომადგენელი და ერთი რენეგატი პოლიციელი იმყოფება,
უკანასკნელი მძიმედაა შეიარაღებული.
– კურტ, დაგველოდე, შეგეშველებით, – გააწყვეტინა ბოქ-
სტონმა.
– დრო არ იცდის, – უპასუხა სილკემ, – თანაც ეს ჩემი გასაკე-
თებელია.
წამით იფიქრა, ჯორჯეტასთვის გადასაცემად რაიმე ხომ არ
დაებარებინა, მაგრამ მერე გადაწყვიტა, ეს თავის მართლებასა
და სენტიმენტალობას ჰგავსო. სიტყვების ნაცვლად ქმედება
იმეტყველებდა. ყურმილი ისე გათიშა, რომ აღარაფერი უთქვამს.
მანქანიდან გადმოსვლისას შენიშნა, რომ მანქანა არასწორად
ეყენა.
შესვლისას პირველი, რაც დაინახა, ტულიპას კისერზე მიდე-
ბული ასპინელას თოფი იყო. ადგილიდან არავინ იძვროდა.
დარბაზში დუმილი ჩამოწოლილიყო.
– ფედერალური ოფიცერი ვარ, – თოფი მაღლა ასწია სილ-
კემ, – ყველამ დაუშვას იარაღი.
ასპინელა მიუბრუნდა და ზიზღით უთხრა:
– ვიცი, ვინც ხარ, შენი დედაც! წადი, ბანკირებს და ბირჟის
მაკლერებს მიხედე, აქ ეგ კოპწია კოსტიუმი დაგესვრება. ეს ნიუ--
იორკის პოლიციის საქმეა.
– დეტექტივო, – მშვიდად გაუმეორა სილკემ, – იარაღი ახ-
ლავე ძირს დააგდეთ. თუ საჭირო გახდა, ძალას ვიხმარ. ჩემი ინ-
ფორმაციის საფუძველზე რეკეტის თანამონაწილე ხართ.
ასპინელა ამას არ მოელოდა და სილკეს კილოთი მიხვდა,
რომ ის უკან არ დაიხევდა, მაგრამ არც თვითონ დანებდებოდა,
ვიდრე იარაღი ჯერ კიდევ ხელთ ჰქონდა. იფიქრა, რომ სილკეს
ალბათ წლების მანძილზე აღარავისთვის უსროლია.
– დანაშაულის თანამონაწილე გგონივარ? – იღრიალა ქალ-
მა, – მე კი შენ მგონიხარ დანაშაულში გახვეული. რამდენი წე-
ლია, რაც ამ ნაძირალასგან ქრთამებს იღებ?
ასპინელამ ტულიპას რევოლვერის ლულა ჰკრა და დაიყვი-
რა: – იქნებ თქვენ მიპასუხოთ, სენიორ?
ტულიპამ არ უპასუხა, მაგრამ როდესაც ასპინელამ ქედზე
მუხლი მიაჭირა და ძირს დააჩოქა, თავი დაუქნია.
– რამდენი მიეცი? – ჰკითხა ასპინელამ.
– მილიონ დოლარზე მეტი, – ამოიხროტინა ტულიპამ.
სილკემ მრისხანება დაიოკა და თქვა:
– ჩემს ანგარიშზე ჩარიცხულ თითოეულ დოლარს ეფბი-აი
აკონტროლებს. ეს ფედერალური გამოძიებაა, დეტექტივო
უოშინგტონ, – მერე ღრმად ჩაისუნთქა, ათამდე დაითვლა და
თქვა: – ეს უკანასკნელი გაფრთხილებაა. იარაღი დააგდეთ, თო-
რემ ვისვრი.
ასტორე გულგრილად ადევნებდა თვალს. ოლდო მონზა
ყველასათვის შეუმჩნევლად იდგა მეორე დანადგართან. ასპინე-
ლას სახე მოეღრიცა. მერე, როგორც შენელებულ კადრში, ისე
ამოეფარა ტულიპას და სილკეს ესროლა. როგორც კი ტულიპამ
თავისუფლება იგრძნო, მაშინვე ძირს დაწვა და ასპინელასაც წო-
ნასწორობა დააკარგვინა.
სილკეს ტყვია მკერდში მოხვდა. ერთხელ მაინც მოასწრო
ასპინელასთვის სროლა და დაინახა, მის მარჯვენა მხართან სის-
ხლმა როგორ იფეთქა. არც ერთი არ აპირებდა მოწინააღმდეგის
მოკვლას. პროფესიული მომზადების შესაბამისად ორივე
სხეულის განაპირა ნაწილებს უმიზნებდა. როგორც კი ასპინელამ
ჭრილობა მიიღო, გაიფიქრა, დროა, ნასწავლი დავივიწყო და ჩე-
მებურად ვიმოქმედოო. სილკეს თვალებს შუა დაუმიზნა და ოთ-
ხჯერ გაისროლა. თითოეული ტყვია უზუსტესად მოახვედრა მი-
ზანში და სილკეს ცხვირის ადგილას სისხლიანი ღრმული გაჩ-
ნდა. გახვრეტილი თავის ქალიდან ტვინის შხეფებმა იფეთქა.
ტულიპამ შენიშნა, რომ ასპინელა დაჭრილი იყო და ბარბა-
ცებდა, ჰკრა იდაყვი და ძირს დააგდო. ვიდრე ქალის იარაღს
დასწვდებოდა, ასტორე დანადგარის უკნიდან გამოვიდა, რე-
ვოლვერი ოთახის მეორე ბოლოს გადააგდო, მერე კი ტულიპას
თავაზიანად გაუწოდა ხელი და წამოაყენა.
მონზამ და მისმა ცოცხლად დარჩენილმა ხალხმა პორტე-
ლას დაცვას ალყა შემოარტყეს და კედლის გასწვრივ ლითონის
ბოძებზე მიაბეს. სილკესა და პორტელას არავინ გაჰკარებია.
– მაშ, ასე, – წარმოსთქვა ასტორემ, – ვფიქრობ, ეს საქმე და-
სასრულებელი გვაქვს.
ტულიპა გაოგნებული შეჰყურებდა. ასტორე წინააღმდეგობე-
ბით იყო სავსე. თან კეთილგანწყობილი იყო, თან მზაკვარი, თან
მღეროდა, თან კლავდა. განა მას რაიმე დაეჯერებოდა?
ასტორემ დარბაზის შუაგულისკენ გადაინაცვლა და ტულიპას
ანიშნა, უკან გაჰყოლოდა. მან სამხრეთამერიკელს მიმართა:
– თქვენ ბიძაჩემი მოკალით და გსურთ, ჩვენს ბანკებს
დაეპატრონოთ. წესით, არც კი უნდა გელაპარაკებოდეთ, – მერე
კი პისტოლეტი ამოიღო და ტულიპას დაანახვა, – წესით, ყელი
უნდა გამოგღადროთ და ამით დავასრულო ყველაფერი, მაგრამ
უმწეო და უიარაღო კაცის აკუწვა ვერაფერი ვაჟკაცობაა, ამიტო-
მაც ორთაბრძოლას გთავაზობთ.
ამ სიტყვებითა და მონზასთვის განკუთვნილი თითქმის შეუმ-
ჩნეველი თავის დაკვრით ასტორემ ხელები მაღლა ასწია და
იარაღი ძირს დააგდო. ტულიპა ასტორეზე ბევრად ხნიერი და
მძიმე იყო, მაგრამ თავის ცხოვრებაში სისხლის მდინარეები და-
უღვრია და ასტორეზე ბევრად უფრო მარჯვედ ხმარობდა დანას.
ტულიპამ დანა აიღო და ასტორესკენ წაიწია:
– სულელი და თავზე ხელაღებული კაცი ხართ, – უთხრა ტუ-
ლიპამ, – მე კი მზად ვიყავი, პარტნიორად ამეყვანეთ!
რამდენჯერმე მოუქნია დანა, მაგრამ ასტორე ყოველ ჯერზე
მარჯვედ უსხლტებოდა. როცა ტულიპა სულის მოსათქმელად შე-
ჩერდა, ასტორემ ყელიდან ოქროს მედალიონი ჩამოიძრო და
საზარელი ნაიარევი გამოაჩინა. ტულიპა მისი დანახვისთანავე
მოინუსხა. ასეთი უჩვეულო წითელი ფერი მანამდე არასოდეს
ენახა.
– მინდა ეს უკანასკნელი იყოს, რასაც სიკვდილის წინ დაინა-
ხავთ, – უთხრა მას ასტორემ, თავზარდაცემულს დანა ხელიდან
გააგდებინა, ძირს დაანარცხა და მუხლებით ზურგზე შესდგა. წამ-
ში მარჯვე მოძრაობით მოუგრიხა კისერი. ყველა იქ მყოფმა შემ-
ზარავი ტკაცანი გაიგონა.
ასტორეს მსხვერპლისთვის არც კი შეუხედავს, ძირს დაგდე-
ბულ მედალიონს დასწვდა, ყელზე ჩამოიკიდა და სწრაფად და-
ტოვა შენობა.
ხუთი წუთის შემდეგ ვაიოლას მაკარონის ფირმას ეფ-ბი-აის
მანქანების ესკადრა მიადგა. ასპინელა უოშინგტონი ჯერ კიდევ
ცოცხალი დახვდათ. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვა-
ნეს.
ეფ-ბი-აიმ მაღაზიაში ჩაწერილი უხმო ვიდეოფირი შეისწავ-
ლა. ხელებაწეული ასტორე რომ დაინახეს, დაასკვნეს, რომ ის
თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მისი შემდგომი ქმედებებიც
თავდაცვად ჩათვალეს.
ნიკოლმა ტელეფონის ყურმილი დაახეთქა და მდივანს უყვი-
რა:
– მომწყინდა იმის მოსმენა, თუ რა სუსტია ეს წყეული ევრო-
დოლარი. იქნებ მისტერ პრაიორი მომიძებნოთ? სადღაც გოლ-
ფის მოედანზე უნდა იყოს.
ორი წელი გავიდა მას მერე, რაც ნიკოლმა აპრილეს ბანკე-
ბის მართვა იტვირთა. როდესაც მისტერ პრაიორმა პენსიაზე გას-
ვლა დააპირა, მან სწორედ ნიკოლი დაასახელა საუკეთესო კან-
დიდატურად. ის გამოცდილი იყო კორპორაციულ ბრძოლებში
და არც ხელისუფლების ზეწოლას შეუშინდებოდა, არც მომ-
თხოვნ კლიენტებს.
ამ დღეს ნიკოლი გამალებით ცდილობდა დაგროვილი საქ-
მეების მოგვარებას. იმავე საღამოს ის ძმებთან ერთად სიცი-
ლიაზე აპირებდა გადაფრენას, რათა ასტორესთან ერთად
ეზეიმათ, მაგრამ მანამდე ასპინელა უოშინგტონის საქმე უნდა გა-
ნეხილა. ის ნიკოლს სასამართლო პროცესზე დაცვას სთხოვდა.
მას უკვე მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა და სასამართლოში აპელა-
ცია შეიტანა. ნიკოლს ამ ქალთან მუშაობაზე ფიქრიც კი შიშს
ჰგვრიდა; მხოლოდ იმიტომ არა, რომ საქმეს ისედაც ვერ
აუდიოდა.
როცა ნიკოლმა შესთავაზა, ბანკებს მე გავუძღვებიო, ასტორე
თავიდან დაეჭვდა, რადგან დონის უკანასკნელი ნება მოაგონდა.
მისტერ პრაიორმა დაარწმუნა, რომ ნიკოლი მამამისის ღირ-
სეული ქალიშვილი იყო. როცა მაღალი კრედიტი გაჩნდებოდა,
ნიკოლს არც ფინანსური კომბინაცია შეეშლებოდა და არც ქალუ-
რი ხიბლი უმტყუნებდა. ის უსათუოდ მიაღწევდა მიზანს.
ნიკოლის საერთაშორისო ტელეფონი აწკარუნდა და ყურ-
მილში მისტერ პრაიორის ხმა გაისმა:
– რით შემიძლია დაგეხმაროთ, ძვირფასო?
– ვალუტის კურსის ცვალებადობამ ჭკუიდან შეგვშალა, – უთ-
ხრა ქალმა, – რას იტყვით, თუკი უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ
გერმანულ მარკასთან?
– შესანიშნავი აზრია, ძვირფასო, – უპასუხა მისტერ პრაიორ-
მა.
– ვალუტით ვაჭრობაში იმდენივე ლოგიკაა, რამდენიც იმაში,
რომ ვეგასში გაემგზავრო და მთელი დღე ბანქოს მაგიდასთან
გაატარო.
– იმ განსხვავებით, რომ ბანქოში თუ წააგებ, ფედერალური
სადაზღვევო კომპანია ზარალს არ აგინაზღაურებს, – გაეცინა
მისტერ პრაიორს.
ნიკოლმა საუბარი დაასრულა და ერთხანს ჩაფიქრებული იჯ-
და. ბანკების ბოლოდროინდელ წარმატებაზე ფიქრობდა. რაც
ბანკების მმართველი გახდა, სისტემას განვითარებულ ქვეყნებში
განლაგებული ექვსი ბანკი შეუერთდა, კორპორაციული მოგება
კი ორჯერ გაიზარდა. ნიკოლს კიდევ უფრო მეტად ის ახარებდა,
რომ მისი ბანკები განვითარებად ქვეყნებში ახალწამოწყებულ
ბიზნესს უჭერდნენ მხარს.
ქალს გულში გაეღიმა, როცა თავისი პირველი სამუშაო დღე
გაიხსენა.
როგორც კი ბანკების მმართველად დაინიშნა, პერუს ფინან-
სთა მინისტრს მიმართა წერილით, რომელშიც ხელისუფლების
მიერ აღებული გადავადებული კრედიტების ანაზღაურებას ით-
ხოვდა. როგორც მოელოდა, ამას ქვეყანაში ეკონომიკური კრი-
ზისი და ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. ახალმა მთავრობამ
გაეროში პერუს გენერალური კონსულის, მარიანო რუვიოს თა-
ნამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.
მომდევნო თვეებში ნიკოლი სიამოვნებით კითხულობდა
ახალ ამბებს იმის შესახებ, რომ რუვიომ თავი ბანკროტად გამო-
აცხადა. გარდა ამისა, მას სასამართლოში ინვესტორების წინაშე
მოუწია თავის მართლებამ, რომლებმაც გასართობი პარკის მის
მიერ წამოწყებულ პროექტს დაუჭირეს მხარი. რუვიო ხალხს
„ლათინური სამყაროს დისნეილენდს“ ჰპირდებოდა, მაგრამ ეშ-
მაკის ბორბლისა და სწრაფი კვების ჯიხურების გარდა ვერაფერს
მოაბა თავი.
პრესაში „სისხლიანი მაკარონის“ სახელით გახმაურებული
ტრაგედია საერთაშორისო მასშტაბის მოვლენად იქცა. როგორც
კი ასპინელა უოშინგტონს სილკეს გასროლით მიყენებული ჭრი-
ლობა მოუშუშდა, მან რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა.
სასამართლოს მოლოდინში ქალმა თავი ლამის ჟანა დ’არკის
მსგავს მოწამედ გამოაცხადა. ეფ-ბი-აის განზრახ მკვლელობის
მცდელობასა და მისი მოქალაქეობრივი უფლებების ხელყოფაში
სდებდა ბრალს. ასევე ედავებოდა პოლიციის განყოფილებას
იმას, რომ დროებით დაითხოვეს სამსახურიდან და ხელფასს არ
უხდიდნენ.
მისი პროტესტის მიუხედავად, გამოძიებას სულ რაღაც სამი
საათი დასჭირდა საიმისოდ, რათა მისი დანაშაული დადასტურე-
ბულიყო და ის სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში აეყვა-
ნათ. როცა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, ას-
პინელამ ადვოკატები დაითხოვა და სიკვდილით დასჯასთან
ბრძოლის საზოგადოებას მიმართა განცხადებით. საზოგადოების
ყურადღების მისაქცევად ადვოკატად ნიკოლ აპრილე მოითხოვა.
განაჩენის გასაჩივრებისას პრესის წარმომადგენლებს განუცხადა,
მისმა მამიდაშვილმა ამ დღეში ჩამაგდო, ჰოდა, ახლა თვითონ
ამომათრიოსო.
პირველად ნიკოლმა უარი თქვა და ეს იმით დაასაბუთა, რომ
ასეთი მძაფრი პირადი ინტერესის არსებობისას არც ერთი ნამ-
დვილი ადვოკატი საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა, მაგრამ როდე-
საც ასპინელამ რასიზმში დაადანაშაულა, ნიკოლი შეშინდა,
ვაითუ უმცირესობათა დამცველებმა სისხლი გამიშრონო და შეხ-
ვედრაზე დათანხმდა.
ნიკოლს ოციოდე წუთით მოცდამ მოუწია, ვიდრე ასპინელა
უცხოელ მაღალჩინოსანთა ჯგუფს ესაუბრებოდა. ისინი მას ხოტ-
ბას ასხამდნენ, როგორც ამერიკის ბარბაროსულ სადამსჯელო
რეჟიმთან მებრძოლს. როგორც იქნა, ასპინელამ ნიკოლს ანიშ-
ნა, მინის სარკმელთან მოსულიყო. ახლა თვალზე ყვითელი ნა-
ჭერი ჰქონდა აფარებული, რომელზეც სიტყვა „თავისუფლება“
ამოექარგა.
ნიკოლმა ყველა შესაძლო არგუმენტი მოუყვანა იმის დასამ-
ტკიცებლად, რომ ამ საქმეზე ვერ იმუშავებდა. რაც მთავარია, ას-
ტორე ასპინელას წინააღმდეგ მოწმედ გამოვიდა და ნიკოლმა
სასამართლოზე მისი წარმომადგენლის როლი შეასრულა.
ასპინელა ყურადღებით უსმენდა, თან თითებით ციხეში წა-
მოზრდილ კულულებს ათამაშებდა. მერე კი თქვა:
– მესმის, მაგრამ თქვენ ბევრი რამ არ იცით. ასტორე მართა-
ლი იყო. ყველა ის დანაშაული, რის გამოც ჩამსვეს, მართლა ჩა-
ვიდინე და ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე მოვიხდი სასჯელს.
იმას გთხოვთ, რომ დამეხმაროთ, ვიცოცხლო და შეძლებისდაგ-
ვარად გამოვსწორდე.
ნიკოლმა ეს თავიდან უბრალო თვალთმაქცობად მიიჩნია,
სიმპათიის აღძვრას რომ ისახავდა მიზნად, მაგრამ ასპინელას
ხმაში რაღაც ეუცნაურა. ნიკოლს დღემდე სწამდა, რომ არც ერთ
ადამიანს არ აქვს უფლება, მოყვასს სიკვდილი მიუსაჯოს. მონა-
ნიებისაც სწამდა. ასპინელა, ნებისმიერი სიკვდილმისჯილის
მსგავსად, ნამდვილად იმსახურებდა დაცვას, ოღონდაც თვითონ
არ სურდა ეს საქმე წარემართა.
იცოდა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა,
აუცილებლად უნდა შეხვედროდა ერთ ადამიანს.
სილკეს ეროვნული გმირის საკადრისი პატივი მიაგეს. დაკ-
რძალვის შემდეგ ჯორჯეტამ დირექტორთან შეხვედრა ითხოვა.
ეფ-ბი-აის ესკორტი აეროპორტში დახვდა და მთავარ ოფისში მი-
იყვანა.
დირექტორმა ის გულში ჩაიკრა და საზეიმოდ აღუთქვა, რომ
მისთვის და მისი ქალიშვილისთვის, რაც კი შესაძლებელია, ყვე-
ლაფერს გააკეთებდა.
– გმადლობ, – უთხრა ჯორჯეტამ, – მაგრამ აქ ამისთვის არ
მოვსულვარ. მინდა ვიცოდე, თუ რატომ მოკლეს ჩემი ქმარი.
დირექტორმა მაშინვე ვერ გამოძებნა პასუხისათვის შესაფე-
რისი სიტყვები. იცოდა, რომ ჯორჯეტამ ისეთი ჭორები გაიგო,
რაც ბიუროს საზოგადოების თვალში ჩირქს სცხებდა. როგორც
იქნა, წარმოთქვა:
– მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ გამოძიების ჩატარებამაც კი
მოგვიწია. თქვენი მეუღლე ეფ-ბი-აის მუშაკის ნამდვილი ეტალო-
ნი იყო. საქმეს ერთგულად ასრულებდა და ყველა კანონს უზუს-
ტესად იცავდა. დარწმუნებული ვარ, ბიუროს ან მისი ოჯახის
შეურაცხმყოფელს არაფერს გააკეთებდა.
– მაშ, მარტო რატომ წავიდა ვაიოლას მაღაზიაში? – ჰკითხა
ჯორჯეტამ, – და პორტელასთან რა ურთიერთობა აკავშირებდა?
დირექტორმა ის ფრაზები გაიმეორა, რაც უკვე არაერთხელ
უთქვამს სხვადასხვა შეხვედრაზე:
– თქვენი მეუღლე გამოძიების დიდოსტატი იყო. იმხელა
ნდობა დაიმსახურა, რომ საკუთარი ნებით იღებდა გადაწყვეტი-
ლებებს. მას არასოდეს აუღია ქრთამი და არც პორტელასთან
ურთიერთობაში გადასულა ზღვარს. მის თვისებებზე მისი წარმა-
ტებები მეტყველებს. ამ ადამიანმა მარტოდმარტომ გაანადგურა
მაფია.
დირექტორის ოფისიდან გამოსულმა ჯორჯეტამ უეცრად
გაიაზრა, რომ ამ სიტყვების არ სჯეროდა. თუმცა იცოდა, რომ ში-
ნაგანი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, ის ჭეშმარიტება უნდა ერ-
წმუნა, რაც საკუთარ გულში იპოვა: საქმიანობის მიუხედავად, მისი
მეუღლე უპატიოსნესი და საუკეთესო ადამიანი იყო.
ქმრის დაღუპვის შემდეგ ჯორჯეტა განაგრძობდა სიკვდილით
დასჯის მოწინააღმდეგეთა საზოგადოებაში მოხალისედ საქ-
მიანობას, მაგრამ ნიკოლი იმ საბედისწერო საუბრის შემდეგ
აღარ უნახავს. ნიკოლი განგებ არიდებდა თავს, ის მასთან შეხ-
ვედრას ვერ აიტანდა.
როცა ნიკოლი შემოვიდა, ჯორჯეტა წამითაც არ დაფიქრებუ-
ლა, თბილად გადაეხვია და უთხრა, მომენატრეო.
– მაპატიე, რომ არ შეგეხმიანე, – უთხრა ნიკოლმა, – მინდო-
და სამძიმრის წერილი მომეწერა, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მო-
ვუყარე.
– მესმის, – თავი დაუკრა ჯორჯეტამ.
– არა, – ჩუმად უთხრა ნიკოლმა, – არ გესმის. შენს მეუღლეს
რაც დაემართა, ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა. იმ დღეს რომ არ
დაგლაპარაკებოდი...
– ეს მაინც მოხდებოდა... – გააწყვეტინა ჯორჯეტამ, – შენი მა-
მიდაშვილის ნაცვლად სხვა ვიღაც გამოჩნდებოდა. ადრე თუ გვი-
ან ამგვარი რამ უნდა მომხდარიყო, ამას მეც ვგრძნობდი და კურ-
ტიც, – სულ ორიოდე წამით შეყოვნდა და დაუმატა, – ახლა მხო-
ლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ მისი დადებითი მხარეები გვახ-
სოვდეს. მოვრჩეთ წარსულზე საუბარს, სანანებელი ყველას ბევ-
რი გვაქვს.
ნიკოლმა იცოდა, რომ სამწუხაროდ ეს არც ისე იოლი იყო.
გამბედაობა მოიკრიბა და თქვა:
– საქმე ამით არ დასრულდება. ასპინელა უოშინგტონი ით-
ხოვს, სასამართლოზე მის წარმომადგენლად გამოვიდე.
ჯორჯეტა გრძნობების დამალვას შეეცადა, მაგრამ ნიკოლმა
შენიშნა, ასპინელას სახელის გაგონებისთანავე როგორ შეკრთა.
მორწმუნე არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ წუთებში ჯორჯეტამ იგ-
რძნო, რომ ღმერთი მის რწმენას გამოცდას უტარებდა.
– მესმის, მერედა რა?
– როგორ თუ რა? – გაოცდა ნიკოლი. იმედი ჰქონდა, რომ
ჯორჯეტა აღშფოთდებოდა, ამის გაკეთებას აუკრძალავდა და მა-
შინ ბევრად გაუადვილდებოდა ასპინელასთვის უარის თქმა. იცო-
და, მამაც იმავეს ურჩევდა და ეტყოდა, ასეთი ერთგულება ღირ-
სების ნიშანიაო.
– ჰო, უნდა დაეხმარო, – უთხრა ჯორჯეტამ და თვალები და-
ხუჭა.
– ეს არ მსურს და თუ უარს ვეტყვი, ყველა გამიგებს, – გაოც-
და ნიკოლი.
– ეს ფარისევლობა იქნებოდა. ნებისმიერი სიცოცხლე წმინ-
დაა. არ შეიძლება მრწამსი შეიცვალო იმის გამო, რომ რაღაც
ტკივილს განიჭებს.
მან ნიკოლს დამშვიდობების ნიშნად ხელი გაუწოდა. ერთმა-
ნეთს არ გადახვევიან.
ამ საუბარს ნიკოლი მთელი დღის განმავლობაში გონებაში
ატრიალებდა. ბოლოს საკუთარ თავს მოერია, ტელეფონის ყურ-
მილი აიღო და ასპინელას ამცნო, რომ თანახმაა. ერთ საათში კი
სიცილიაზე უნდა გაფრენილიყო.
მომდევნო კვირას ჯორჯეტამ სიკვდილით დასჯის მოწინააღ-
მდეგეთა საზოგადოებას წერილი მისწერა, სადაც ატყობინებდა,
რომ ქალიშვილთან ერთად სხვა ქალაქში გადადიოდა ახალი
ცხოვრების დასაწყებად და კოლეგებს ყოველივე საუკეთესოს
უსურვებდა. ახალი მისამართი არ დაუტოვებია.
ასტორემ დონ აპრილესთვის მიცემული ფიცი შეასრულა:
ოჯახს ბანკები და უსაფრთხოება შეუნარჩუნა. ბიძის მკვლელებ-
ზეც იძია შური და არც დონ ზენოს ხსოვნა შეურაცხყო. საკუთარი
თავისთვის აღარაფერი დარჩა სასაყვედურო.
ასტორე მაღაზიაში დატრიალებულ მოვლენებში სრულიად
უდანაშაულოდ ცნეს. ერთი კვირის შემდეგ ის შეხვდა დონ კრაქ-
სსა და ოკტავიუს ბიანკოს. მათ შეატყობინა, რომ სიცილიაზე დაბ-
რუნება სურდა. აუხსნა, რომ ეს ქვეყანა ძლიერ იზიდავდა, სიზ-
მარში ხშირად ხედავდა იქაურობას და დაუოკებელ მონატრებას
გრძნობდა. ვილა გრასიაზე გატარებული ბავშვობის შემდეგ მრა-
ვალი ტკბილი მოგონება შერჩა და იქ დაბრუნების იმედი არასო-
დეს დაუკარგავს. იქ ცხოვრება უფრო მოკრძალებული, მაგრამ,
ამავდროულად, ბევრად უფრო სისხლსავსე იყო.
მაშინ ბიანკომ უთხრა:
– დონ აპრილეს ვილაზე დაბრუნება არ მოგიწევს. სიცი-
ლიაზე დიდი მამულის მფლობელი ხარ. მთელი სოფელი კასტე-
ლამარე დელ გოლფო შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით.
– როგორ? – გაიკვირვა ასტორემ.
ბენიტო კრაქსმა უამბო, თუ როგორ მოიხმო მომაკვდავმა
დონ ზენომ თავის სარეცელთან სამი მეგობარი.
– შენ მისი საყვარელი ვაჟი იყავი, ახლა კი მისი ერთადერთი
მემკვიდრე ხარ.
– დონ ზენომ სიკვდილის წინ სოფელზე იზრუნა. ყველა საქ-
მე მოაგვარა იმ დრომდე, ვიდრე შენ აიღებდი მასზე პასუხისმგებ-
ლობას. მოუსავლიან წლებში ფერმერებისგან ხილსა და ყურძენს
ფაბრიკებში ვიბარებდით და სხვა მხრივაც ვუჭერდით მხარს, –
უთხრა ბიანკომ.
– აქამდე რატომ არ მითხარით ამის შესახებ? – ჰკითხა ას-
ტორემ.
– დონ აპრილემ დუმილის ფიცი ჩამოგვართვა, – უპასუხა ბი-
ანკომ, – მამაშენს შენი უსაფრთხოება სურდა, დონ აპრილეს კი
უნდოდა, მისი ოჯახის წევრი გამხდარიყავი. გარდა ამისა, სურდა,
თავისი შვილების დამცველად აღეზარდე. ბედნიერ ვარსკვლავზე
ხარ გაჩენილი, ორი მამა გყავდა.
ასტორე სიცილიაზე ერთ არაჩვეულებრივ მზიან დღეს ჩაფ-
რინდა. მაიკლ გრაციელას დაცვის ორმა წარმომადგენელმა ის
აეროპორტიდან მუქი ლურჯი „მერსედესით“ წამოიყვანა.
პალერმოს ქუჩები რომ გამოიარეს, ასტორე ქალაქის სილა-
მაზემ გააოცა: მარმარილოს სვეტები ზოგიერთ შენობას ძველ-
ბერძნულ ტაძრად აქცევდა; სხვები ესპანურ ეკლესიებს ჰგავდნენ,
რუხ ქვაში ნაკვეთი წმინდანებითა და ანგელოზებით. პალერმო-
დან კასტელამარე დელ გოლფოში მოგზაურობა ცალმხრივ
კლდოვან გზაზე ორ საათს გაგრძელდა. ასტორეს, როგორც ყო-
ველთვის, ყველაზე მეტად ხმელთაშუა ზღვის თავბრუდამხვევი
სილამაზე აოცებდა.
მთებს შორის ღრმა ხეობაში განლაგებული სოფელი რიყის
ქვების ლაბირინთს ჰგავდა. პატარა, ორსართულიანი სახლები
მიჯრით ჩამწკრივებულიყო. ასტორემ შენიშნა, შუადღის მზეზე
დახურული დარაბების ბზარებში ადგილობრივები რომ იჭყიტე-
ბოდნენ.
სოფლისთავი, დაბალი, მსუქანი, ფართხუნაშარვლიანი კაცი
შეეგებათ, შარვალი შავი აჭიმებით რომ ჰქონდა დამაგრებული.
მან საკუთარი თავი ლეო დი მარკოდ წარუდგინა. მოწიწებით
დაიხარა და უთხრა:
– Il pardone, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
ასტორემ თავი უხერხულად იგრძნო, გაიღიმა და სიცი-
ლიურად სთხოვა:
– თუ შეიძლება, სოფელი დამათვალიერებინეთ.
ქუჩის პირას ფიცრის მერხებზე რამდენიმე ბერიკაცი ბანქოს
თამაშობდა. მოედნის ბოლოში წმინდა სებასტიანის კათოლიკუ-
რი ეკლესია იდგა. სწორედ ამ ეკლესიაში შეიყვანეს ასტორე,
რომელსაც დონ აპრილეს მკვლელობიდან მოყოლებული ლოც-
ვა არ წარმოუთქვამს. შიგნით ხის მერხებზე ჩუქურთმები იყო გა-
მოჭრილი, ლურჯ შანდლებში სანთლები ენთო. ასტორემ სოფ-
ლის მოძღვრის, მამა ვეჩიოს წინ დაიჩოქა და მისგან კურთხევა
მიიღო.
შემდეგ დი მარკომ პატარა სახლში მიიყვანა, სადაც უნდა გა-
ჩერებულიყო. ასტორემ სახლის კედლებზე მიყრდნობილი რამ-
დენიმე კარაბინერი, ანუ იტალიელი პოლიციელი შენიშნა, ხელ-
ში შაშხანები რომ ეკავათ.
– დაღამების შემდეგ, სჯობს, სოფლიდან არ გახვიდეთ, – გა-
აფრთხილა სოფლისთავმა ასტორე, – დღისით კი მინდვრებში
გასეირნება უსაფრთხოცაა და ფრიად სასიამოვნოც.
მომდევნო დღეებში ასტორე იქაურ მიდამოებს ეცნობოდა.
ლიმონისა და ფორთოხლის სურნელით ტკბებოდა. იქაურებთან
გასაუბრება სურდა და ქვის დიდი სახლებიდან, რომაულ ვილებს
რომ ჰგავდა, თავისთვის საცხოვრებლად შესაფერისის შერჩევას
აპირებდა.
მესამე დღეს უკვე იცოდა, რომ აქ ბედნიერი იქნებოდა.
ჩვეულებრივ ფრთხილი და დინჯი სოფლელები ქუჩაში ესალმე-
ბოდნენ, ხოლო როცა მთავარ მოედანზე კაფეში იჯდა, მოხუცები
და ბავშვები ფანჯარაში იყურებოდნენ და ეხუმრებოდნენ.
ასტორეს კიდევ ორი საქმე დარჩა გასაკეთებელი.
მომდევნო დილით ასტორემ სოფლისთავს სთხოვა, მისთვის
სასაფლაოსკენ გზა ეჩვენებინა.
– რისთვის? – ჰკითხა დი მარკომ.
– დედ-მამის საფლავი მინდა მოვინახულო, – უპასუხა ასტო-
რემ.
დი მარკომ თავი დაუქნია და კაბინეტის კედლიდან დიდი
გრეხილი რკინის გასაღები ჩამოხსნა.
– მამაჩემს კარგად იცნობდით? – ჰკითხა ასტორემ.
დი მარკომ სწრაფი მოძრაობით გადაიწერა პირჯვარი.
– რას ამბობთ, ვინ არ იცნობდა დონ ზენოს? ის რომ არა,
დღეს ცოცხლები არ ვიქნებოდით. ის ჩვენი შვილებისთვის პა-
ლერმოში ძვირად ღირებულ წამლებს შოულობდა. ჩვენს სო-
ფელს ის იცავდა ყაჩაღებისა და ქურდებისაგან.
– მე ის მაინტერესებს, როგორი ხასიათი ჰქონდა, – დააზუს-
ტა ასტორემ.
დი მარკომ მხრები აიჩეჩა.
– ამ კუთხით მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა და ვინც იცნობდა,
ისინი ამის შესახებ მაინც არ დაგელაპარაკებიან. ის ხომ ლეგენ-
დად იქცა, მაშ, ვიღას სურს ნამდვილი ადამიანის გაცნობა?
მე მსურსო, – გაიფიქრა ასტორემ.
ციცაბო ფერდობს აუყვნენ. დი მარკო დროდადრო სულის
მოსათქმელად ჩერდებოდა. ასტორემ, როგორც იქნა, სასაფ-
ლაო დაინახა. გაოცდა, რადგან სამარის ქვების ნაცვლად ქვის
მომცრო შენობები იხილა. თითოეულ მავზოლეუმს გარშემო
რკინის გისოსი ჰქონდა შემოვლებული, რომლის ჭიშკარიც ბოქ-
ლომით იყო დაკეტილი. ასტორემ ქვის თაღზე ამოკვეთილი წარ-
წერა წაიკითხა: „აქ ყველა უცოდველია.“
სოფლისთავმა ჭიშკარი გახსნა და ასტორე ერთ-ერთ მავზო-
ლეუმთან მიიყვანა, რომელზეც ეწერა: „ვინჩენცო ზენო, მართა-
ლი და გულუხვი კაცი“. ასტორე აკლდამაში შევიდა და მამის სუ-
რათს დააკვირდა. მამის სახე მანამდე არასოდეს ენახა და გაოც-
და, რადგან ძალზე ნაცნობად ეჩვენა.
დი მარკომ ცოტა მოშორებით მეორე აკლდამასთან მიიყვა-
ნა. ის თეთრი მარმარილოსგან იყო აგებული და ერთადერთი
ფერი, რომელიც თეთრზე მოჩანდა, ქვაზე გამოსახული ღვთის-
მშობლის ნაზი ცისფერი სამოსი იყო. ასტორე შიგნით შევიდა და
სურათს დააკვირდა. ქალი სულ რაღაც ოცდაოთხი წლისა იქნე-
ბოდა, მაგრამ მისმა დიდრონმა მწვანე თვალებმა და გაცისკროვ-
ნებულმა ღიმილმა გული გაუთბო.
გარეთ რომ გამოვიდა, დი მარკოს უთხრა:
– პატარაობაში ეს ქალი ხშირად მესიზმრებოდა, მაგრამ მა-
შინ ის ანგელოზი მეგონა.
– ულამაზესი გოგონა იყო, – თავი დაუქნია დი მარკომ, – ეკ-
ლესიაში ხშირად ვხედავდი. მართალი ბრძანდებით, ანგელოზი-
ვით გალობდა.
ასტორე წელზემოთ შიშველი იჯდა ცხენზე და მინდორ--
ველებში დაჯირითობდა. მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდა, რათა
რომელიმე სოფლელი ქალის მიერ გამოტანებული ხრაშუნა პუ-
რითა და თხის რძით მოეკლა შიმშილი.
როგორც იქნა, კორლეონეს მიაღწია. მაიკლ გრაციელა
აუცილებლად უნდა ენახა და უბრალო პატივისცემა მაინც გა-
მოეხატა.
გრაციელამ გარუჯული ასტორე დათვურ მკლავებში მოიმ-
წყვდია და სიხარულით უთხრა:
– სიცილიის მზე მოგხდომიათ!
ასტორე შეეცადა თავისი მადლიერება სრულად გამოეთქვა:
– ყველაფრისათვის მადლობელი ვარ. თქვენი მხარდაჭერა
ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
გრაციელა თავისი ვილისკენ გაუძღვა.
– კორლეონეში რამ მოგიყვანათ?
– ვფიქრობ, იცით, აქ რატომაც მოვედი, – უპასუხა ასტორემ.
– თქვენისთანა ვაჟკაცი აქ, აბა, სხვა რისთვის უნდა მოსული-
ყო? – გაეღიმა გრაციელას, – ახლავე მასთან მიგიყვანთ. მარ-
თლაც რომ ტურფა შესახედია ეგ თქვენი ვარდი. ვინც კი მას უახ-
ლოვდება, ყველას აბედნიერებს.
ასტორე კარგად იცნობდა როუზის გემოვნებას, წამით
გაიფიქრა, გრაციელა ამ სიტყვებით რაიმეს ხომ არ მანიშნებსო,
მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სიცილიელისთვის ამგვარი მინიშნე-
ბა დაუშვებელი იყო. ის არც დაუშვებდა, მისი მფარველობის ქვეშ
მყოფ ქალს მსგავსი რამ ჩაედინა.
მისი ვილა სულ ორიოდე წუთის სავალზე იყო. მას რომ
მიუახლოვდნენ, გრაციელამ გასძახა:
– როუზი, ძვირფასო, სტუმარი გეწვია!
გოგონას ზაფხულის სადა ცისფერი კაბა ეცვა და თმა უკან
ჰქონდა შეკრული. მაკიაჟის გარეშე უფრო ნორჩად და უმწიკ-
ვლოდ გამოიყურებოდა, ვიდრე ასტორეს ახსოვდა.
მის დანახვაზე წამით გაშეშდა, მერე შეჰყვირა „ასტორე!“,
მისკენ გამოექანა და აკოცა. მერე კი აღელვებით ალაპარაკდა.
– სიცილიურ დიალექტზე უკვე თავისუფლად ვლაპარაკობ და
აქაური საუკეთესო რეცეპტებიც ვისწავლე. გიყვარს ისპანახიანი
გუფთა?
ასტორემ როუზი კასტელამარე დელ გოლფოში წაიყვანა და
ერთი კვირის განმავლობაში სოფელი და მისი შემოგარენი შე-
მოატარა. დღეებს ცურვაში, საუბარსა და ალერსში ატარებდნენ.
თავს ისე ლაღად და მყუდროდ გრძნობდნენ, რასაც მხოლოდ
ხანგრძლივი ერთად ყოფნა იძლევა.
ასტორე გულდასმით აკვირდებოდა, ხომ არ მოიწყინა
როუზიმ მასთან ერთად, ან სოფლის ერთფეროვან ყოფაში მო-
უსვენრობას ხომ არ გამოამჟღავნებდა. ჩანდა, რომ გოგონა
თავს მართლაც მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა. ასტორე გა-
მუდმებით იმაზე ფიქრობდა, შეძლებდა თუ არა ამ ქალის ბო-
ლომდე ნდობას მას შემდეგ, რაც ერთად გადახდათ თავს. ზოგ-
ჯერ კი ეჭვი ეპარებოდა იმაში, თუ რამდენად გამართლებულია,
ქალი ისე ძლიერ გიყვარდეს, რომ ბოლომდე ენდობოდე. მასაც
და როუზისაც ბევრი რამ ჰქონდათ დასამალი. ორივე ისეთ
საიდუმლოებებს იცავდა, რომელიც, სჯობდა, არავის სცოდნოდა.
ხედავდა, რომ როუზიმ მის შესახებ ბევრი რამ იცოდა და, მიუხე-
დავად ამისა, უყვარდა. ალბათ შეძლებდნენ ერთმანეთის საიდუმ-
ლოთა შენახვას.
ასტორეს ახლა ერთადერთი რამ აღელვებდა. ფული და
ძვირფასეულობა კვლავაც როუზის სუსტ წერტილად რჩებოდა.
შეძლებდა თუ არა სამუდამოდ იმით დაკმაყოფილებას, რასაც
მას ერთადერთი მამაკაცი შესთავაზებდა? ასტორეს სურდა, ამაზე
პასუხი ზუსტად სცოდნოდა.
კორლეონეში ერთად გატარებულ ბოლო დღეს დაღამებამ-
დე ჯირითობდნენ, ბოლოს კი ერთ ვენახში გაჩერდნენ, ყურძენს
კრეფდნენ და ერთმანეთს აჭმევდნენ.
– არც კი მჯერა, რომ ამდენ ხანს შემოვრჩი, – თქვა როუზიმ,
როდესაც ბალახზე იწვნენ და ისვენებდნენ.
– როგორ ფიქრობ, კიდევ ცოტა ხნით თუ შეძლებდი დარჩე-
ნას, – ასტორეს მწვანე თვალები ჩამოწოლილ ბინდში ბრწყინავ-
და.
– რას გულისხმობ? – გაოცდა როუზი.
ასტორე ცალ მუხლზე დაეშვა და ხელი გაუწოდა.
– ასე ორმოცდაათი-სამოცი წლით რომ დარჩე... – ალალი
ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა. ხელისგულზე ბრინჯაოს სადა ბეჭე-
დი ედო, – გთხოვ, ცოლად გამომყევი.
ასტორე გოგონას მზერაში ოდნავ ეჭვს ან ბეჭდის უბრა-
ლოების გამო მსუბუქ იმედგაცრუებას ეძებდა, მაგრამ ის იმწამსვე
გადაეხვია და მთელი სახე დაუკოცნა. მერე კი ორივენი ბალახში
ჩაცვივდნენ და გადახვეულები ფერდობზე ჩაგორდნენ.
ერთი თვის შემდეგ ასტორემ და როუზიმ ასტორეს ერთ-ერთ
ციტრუსის ბაღში დაიწერეს ჯვარი. მამა დელ ვეჩიო უძღვებოდა
ცერემონიას, რომელსაც ორივე სოფლის მცხოვრებლები სრუ-
ლად დაესწრნენ. ბორცვი გლიცინიის ყვავილებით იყო დაფარუ-
ლი, ჰაერში კი ლიმონისა და ფორთოხლის სურნელი იდგა. ას-
ტორეს თეთრი კოსტიუმი ეცვა, როგორსაც ადგილობრივი გლე-
ხები ატარებდნენ, როუზის კი აბრეშუმის ვარდისფერი კაბა.
იქვე შამფურზე გოჭი იწვებოდა, ცეცხლზე ახალდაკრეფილი
პომიდვრები იშუშებოდა. სუფრაზე ცხელ-ცხელი პური და ახალა-
მოყვანილი სოფლის ყველი ეწყო. ღვინო უხვად ისხმებოდა ჭი-
ქებში.
ერთგულების აღთქმის დადების შემდეგ ნეფემ დედოფალს
თავისი უსაყვარლესი ბალადა უმღერა. ღვინის სმასა და ცეკვაში
მოზეიმეებს თავზე დაათენდათ.
დილით რომ გაიღვიძა, როუზიმ დაინახა, რომ ასტორეს ცხე-
ნები შეეკაზმა.
– გინდა ჩემთან ერთად გასეირნება? – ჰკითხა ქმარმა.
მთელი დღის მოგზაურობის შემდეგ ასტორემ, როგორც იქ-
ნა, იპოვა, რასაც ეძებდა, ვილა გრასია.
– ეს ბიძაჩემის საიდუმლო სამოთხეა. აქ ბავშვობის უბედ-
ნიერესი დღეები მაქვს გატარებული.
სახლს შემოუარეს და ბაღში შევიდნენ. მიაგნეს ასტორეს ზე-
თისხილის ხეს, პატარაობაში მის მიერ დაფლული კურკებიდან
რომ გაიზარდა. ხე ახლა ასტორეს სიმაღლის იყო და ტანიც საკ-
მაოდ გასქელებოდა. ასტორემ ჯიბიდან ბასრი დანა ამოიღო და
ხეს ტოტი მოაჭრა.
– ეს ჩვენს ბაღში ჩავრგოთ და როცა შვილი გვეყოლება, მა-
საც ბედნიერი მოგონებები დარჩება.
ერთი წლის თავზე ვაჟიშვილის, რაიმონდე ზენოს, დაბადება
იზეიმეს. ბავშვის ნათლობის დრო რომ მოვიდა, მთელი ოჯახი
სან-სებასტიანოს ეკლესიაში დაპატიჟეს ცერემონიაზე.
როცა მამა დელ ვეჩიომ ნათლობის ცერემონია აღასრულა,
აპრილეს ოჯახის უფროსმა წევრმა, ვალერიუსმა, სადღეგრძე-
ლო თქვა:
– გამრავლდით და იბედნიერეთ! თქვენს ვაჟს ვუსურვებ, გუ-
ლი სიცილიური ვნებითა და ამერიკული რომანტიზმით უძგერ-
დეს.
მარკანტონიომ დაუმატა:
– ოდესმე თუ კინოკომედიაში მოინდომა მონაწილეობის მი-
ღება, დამირეკეთ.
აპრილეს ბანკები იმდენად მომგებიანი გახდა, რომ მარკან-
ტონიომ საკუთარი დრამატული სტუდია გახსნა. ის და ვალე-
რიუსი ერთად მუშაობდნენ მამის ეფ-ბი-აის მასალებზე დაფუძნე-
ბულ პროექტზე. ნიკოლი ამ იდეის წინააღმდეგი იყო, მაგრამ
ძმებმა დაარწმუნეს, მამა კმაყოფილი იქნებოდა იმით, რომ მისი
ლეგენდარული დანაშაულების დრამატიზებით მისი ოჯახი მი-
ლიონობით დოლარის მოგებას მიიღებდა.
– ლაპარაკი სავარაუდო დანაშაულებზეა, – დაუზუსტა ნი-
კოლმა.
ასტორეს უკვირდა, ამას ახლა რაღა მნიშვნელობა აქვსო.
ძველი მაფია მოკვდა. ძველი დროის დონებმა თავიანთი მისია
აღასრულეს და ღირსეულად შეერწყნენ საზოგადოებას, რო-
გორც ღირსეულ კრიმინალებს შეეფერებათ. ორიოდე შემორჩე-
ნილი თვალთმაქცი მხოლოდ მეორეხარისხოვანი ბანდიტები იყ-
ვნენ, მათ ძველი მაფიოზური პეწის არაფერი ეტყობოდათ. ბან-
დიტიზმით თავს ვინღა შეიწუხებდა, როცა მილიონების მოსაპა-
რად საკუთარი კომპანიის დაარსება და წილების გაყიდვა კმარო-
და?
– ასტორე, რას იტყვი? შეგიძლია ფილმზე მუშაობისას საგან-
გებო კონსულტანტობა გაგვიწიო? – ჰკითხა მარკანტონიომ, –
გვინდა, რაც შეიძლება ბუნებრივად გადავიღოთ.
– რა თქმა უნდა, – გაიღიმა ასტორემ, – ჩემს აგენტს დაგა-
კავშირებ.
გვიან ღამით საწოლში როუზიმ ასტორეს ჰკითხა:
– როგორ ფიქრობ, ოდესმე თუ გაგიჩნდება დაბრუნების სურ-
ვილი?
– სად დაბრუნების? ნიუ-იორკში? ამერიკაში? – ვერ გაიგო
ასტორემ.
– შენს ძველ ცხოვრებაში დაბრუნებას ვგულისხმობ.
– ჩემი ადგილი აქაა, შენ გვერდით.
– ეს კარგია, – უთხრა როუზიმ, – მაგრამ ბავშვი? იქნებ მას
უნდა მივცეთ შანსი, ყველაფერი გამოცადოს, რაც ამერიკამ შეიძ-
ლება შესთავაზოს?
ასტორემ წარმოიდგინა, თუ როგორ ირბენს რაიმონდე ბა-
ღებსა და მთებში, ზეთისხილს პეშვით პირდაპირ თასიდან ჩაიყ-
რის პირში და ძველი დროის სიცილიელი დონების შესახებ ამ-
ბებს მოისმენს. ერთი სული ჰქონდა, თვითონ მოეყოლა ვაჟისათ-
ვის ეს ლეგენდები, თუმცა იცოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი.
ოდესმე მისი ვაჟი ამერიკაში, შურისძიების, გულმოწყალებისა
და შეუზღუდავი შესაძლებლობების ქვეყანაში გაემგზავრებოდა.

You might also like