You are on page 1of 5

სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე

მისაღები ენობრივი ტესტის


მოკლე აღწერა და შეფასების კრიტერიუმები

სამართლის სკოლის მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველი უნდა ფლობდეს ინგლისურ


ენას B2 დონეზე ენების საერთაშორისო სარეფერენციო ჩარჩოს (Common European Framework
for Languages – CEFR) მიხედვით. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე,
გამოცდაზე შემოწმდება ინგლისური ენის ცოდნის დონე ორი უნარის მიხედვით: კითხვა და
წერა, რისთვისაც გამოყენებული იქნება კემბრიჯის საერთაშორისო ტესტის - International
English Language Testing System (IELTS) - აკადემიური მოდულის შესაბამისი ნაწილები.
(აქ იქნება ბმულები შემდეგ დოკუმენტებთან:
დანართი 1- ტესტის და გამოცდის აღწერა
დანართი 2 - ნაწერის შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების ცხრილი
დანართი 3 - გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა

დანართი 1 ტესტის და გამოცდის აღწერა

ტესტი შედგება ორი ნაწილისგან: კითხვა და წერა. გამოცდის ხანგრძლივობა - 1 საათი და 40


წუთი. კანდიდატს შეუძლია დააგროვოს ჯამში 18 ქულა. (აღნიშნული შეფასება
წარმოადგენს სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები საერთო სეფასების 25 %-ს (საჯარო
სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე) და 30%-ს (სისხლის სამართლის
სამაგისტრო პროგრამაზე), 25 %-ს კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამისთვის.

კითხვის ტესტი

ტესტი შედგება სამი ზოგად-საგანმანათლებლო თემატიკის ტექსტისგან. გაქვთ 60 წუთი რომ


გასცეთ პასუხი 40 შეკითხვას ტექსტში მოცემული ინფორმაციის შესახებ. პასუხები უნდა
გადაიტანოთ სპეციალურ პასუხებისთვის განკუთვნილ ფურცელზე. პასუხების გადასატანად
დამატებითი დრო არ გეძლევათ. შეკითხვები შეეხება:

ა) ტექსტის მთლიანობაში გაგებას (შეარჩიეთ მთლიანი ტექსტის სათაური)


ბ) აბზაცების დონეზე ინფორმაციის გაგება (შეარჩიეთ სათაური აბზაცისთვის ან ტექსტის
ნაწილისთვის);
გ) კონკრეტული ინფორმაციის გაგებას (ინფორმაცია სწორია, ინფორმაცია მცდარია,
ინფორმაცია არ არის მოცემული);
დ) მთელი ტექსტის ან მისი ნაწილის სიტყვის დონეზე გაგება (სწორი სიტყვების ამოკრება ან
შერჩევა ტექსტის მიხედვით შემაჯამებელი აბზაცში ან აბზაცებში გამოტოვებული
ადგილების შესავსებად);
ე) კითხვებზე მოკლე პასუხის გაცემა ტექსტის მიხედვით;
ვ) მოცემული გრაფიკული გამოსახულების (დიაგრამა, სქემა, ცხრილი) დასათაურება.

1
ყოველ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

შეფასება შემდეგნაირად გამოითვლება:

39-40 სწორი პასუხი = 9 16-17 სწორი პასუხი = 5


37-38 სწორი პასუხი = 8.5 13-15 სწორი პასუხი = 4.5
35-36 სწორი პასუხი = 8 11-12 სწორი პასუხი = 4
35-36 სწორი პასუხი = 7.5 8 -10 სწორი პასუხი = 3.5
30-31 სწორი პასუხი = 7 6 - 7სწორი პასუხი = 3
26-29 სწორი პასუხი = 6.5 4-5 სწორი პასუხი = 2.5
23-25 სწორი პასუხი = 6 2 - 3 სწორი პასუხი = 2
18-22 სწორი პასუხი = 5.5 1 სწორი პასუხი = 1

წერის ტესტი

წერითი დავალება არის სულ მცირე 250-სიტყვიანი ესე მოცემულ თემაზე. გაქვთ 40 წუთი.
პასუხი იწერება სპეციალურ პასუხებისთვის განკუთვნილ ფურცელზე, რომელიც
გასწორდება. ტესტის ფურცელზე დაწერილი პასუხი არ გასწორდება. ასევე არ გასწორდება
შენიშვნების ფორმით შესრულებული ნაწერი.

ამ დავალებაში კანდიდატს ეძლევა გარკვეულ თემაზე არსებული მოსაზრება, არგუმენტი ან


პრობლემა. კანდიდატი ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ შეუძლია მას:
 წარმოადგინოს პრობლემის გადაჭრის გზები;
 ლოგიკურად წარმოადგინოს და დაასაბუთოს თავისი აზრი;
 შეადაროს და გამიჯნოს მტკიცებულება, აზრები და შედეგები;
 შეაფასოს და იმსჯელოს იდეებზე, მტკიცებულებაზე ან არგუმენტებზე.

წერითი დავალება ფასდება მაქსიმუმ 9 ქულით, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

 შესაბამისობა დავალებასთან
კანდიდატს მოეთხოვება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს და
განავითაროს საკუთარი პოზიცია. ავტორის აზრები უნდა იყოს გამყარებული
მტკიცებულებით და მაგალითებით (კანდიდატის პირადი გამოცდილებიდან). პასუხი უნდა
იყოს სულ მცირე 250 სიტყვიანი ტექსტი.
 ნაწერის თანამიმდევრულობა/ბმულობა
ეს კრიტერიუმი აფასებს რამდენად გასაგებად და გაბმულად არის ინფორმაცია
გადმოცემული: როგორ არის ნაწერში ორგანიზებული და ერთმანეთთან ლოგიკურად
დაკავშირებული ინფორმაცია, იდეები და ენა. თანამიმდევრულობა (coherence) არის ნაწერში
აზრების დაკავშირება ლოგიკური თანმიმდევრობის საშუალებით. ბმულობა (cohesion)

2
ამოწმებს მაკავშირებელი საშუალებების (მაგალითად, ლოგიკური მაკავშირებლები,
ნაცვალსახელები და კავშირები) მრავალფეროვან და სწორ გამოყენებას, რაც ეხმარება
მკითხველს წინადადებებსა და აბზაცებს შორის კონცეპტუალური და შესაბამისობაში მყოფი
კავშირების კარგად გაგებას.
 ლექსიკური მარაგი
ეს კრიტერიუმი აფასებს კონკრეტული დავალების შესასრულებლად რამდენად სწორად
გამოიყენა კანდიდატმა მრავალფეროვანი და თემასთან დაკავშირებული ლექსიკა.
 გრამატიკული მრავალფეროვნება და სიზუსტე
ეს კრიტერიუმი აფასებს თუ რამდენად სწორად გამოიყენა კანდიდატმა ენაში არსებული
მრავალფეროვანი გრამატიკული რესურსი წინადადების დონეზე.

ნაწერის შეფასებაზე უარყოფითად იმოქმედებს თუ მასში არის მოთხოვნილ სიტყვათა


რაოდენობაზე ნაკლები.

თითოეულ კომპონენტში მიღებული შეფასება 1- 9 ჯამდება და იყოფა 4-ზე. მიღებული ქულა


იქნება 1- 9.

უფრო დეტალური აღწერა ნაწერის შეფასების კრიტერიუმებისა და რუბრიკების მიხედვით


იხილეთ დანართში 2.

დანართი 2 - ნაწერის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები

3
დანართი 3 - გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა და კონსულტაციები

 http://www.cambridgeenglish.org/exams/ielts/
 http://www.cambridgeenglish.org/exams/ielts/preparation/
 http://www.examenglish.com/IELTS/IELTS_Academic.html
 http://ieltsmaterial.com/cambridge-practice-tests-ielts-series-self-study-students-book-cd/
 http://www.cambridgemobileapps.com/exams/ielts-test.html
 http://www.ielts-exam.net/practice_tests/

საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით ილიას


სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრს, მისამართზე
maia.rogava@iliauni.edu.ge. აკადემიური წერის ცენტრი აგრეთვე გეგმავს დაინტერესებული
კანდიდატებისთვის რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრას გამოცდასთან დაკავშირებულ
საკითხებზე აგვისტოს ბოლო კვირის განმავლობაში.

4
5

You might also like