You are on page 1of 4

გამარჯობა, ჩემო მეგობარო

(წერილი-პლაგიატი ნუ ვერლიბრად)

არ მესიზმრა შოთა იათაშვილი ,


და ქალაქი შოთა იათაშვილებით დასახლებული
მთავარ ქუჩაზე მხოლოდ ერთი შოთა იათაშვილი იდგა
- რეალში

ხელში ეჭირა საკუთარი «ფანქარი ცაში»


და კითხულობდა: «უმცროსკლასელის სასთუმალს”

ის კაცი ისევ ფანჯარასთან დგას და


ვარჯიშობს…

მე მახსენდება ”ჭრელი ჩიტი” და


შოთა იათაშვილი, რომელიც ზის მაგიდასთან და
კითხულობს ორ ”შოთა იათაშვილს”
რომელთაგანაც ერთი საკუთარია და მეორე ნათია ნაცვლიშვილის…
და დროდადრო ფიქრობს, რომ
მოგონება სიზმარივით უსხეულოა
და ხმამაღლა ამბობს:
კარგია, როცა ერთმანეთი გვახსოვს და
დროდადრო ორჯერ მაინც არცთუისე ხმადაბლა ვიმეორებთ:
ადამიანებს სჭირდებათ კედლები,
ადამიანებს სჭირდებათ კედლები და
მე ჩემდათავად ვამატებ
ადამიანებს სჭირდებათ კიბე... ...

ადამიანებს კიდევ უფრო სჭირდებათ


TYRANNOSAURUS REX და
რაა კედლისა და კიბის საჭიროება იმ საჭიროებასთან...
როცა მტვრიან ქუჩაზე ჩასასუნთქად ვსესხულობ ქარს და
ვგრძნობ, მისგან განსხვავებით როგორ მეკარება ჭუჭყი
და მგონი, მეც რაღაც მემართება საამო და ვეჭვობ, რომ
ნასახლარი გული მუდამ კარგი სამოსახლოა...
თუმცა, ვიცი რომ ყველა სახლს აქვს კედლები
და ვხედავ ამელის ქურდი მიუყვება კედელს,
რომელიც ნელ-ნელა თეთრდება და
რომელზეც სადღაც თორმეტზე
თეატრის აფიშებს გვერდიგვერთ მიაკრავენ

სულ ცოტა ხანი აქ წყდება ფიქრი…

ფალარმონიის პირდაპირ
ერთი ტონალობის ქუჩაზე
ბილბორდზე უზარმაზარი ასოებით წერია
«პოეზიის საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში»
და მიწერილი აქვს უფრო პატარა ასოებით:
დღე, რიცხვი და იწყება 18 საათზე
წავიკითხე და მომინდა საკუთარი თავიდან გაქცევა
მივიღე საწყისი მდგომარეობა ანუ
მუშტები კუჭის გასწვრივ სასწრაფოდ მივიტანე

მე დავიღალე და უკან მოხედვისას


12 ნომერი ავტობუსი მიახლოვდება
ვგრძნობ მძღოლს ყვითელი ჰალსტუხი ყელში მაგრად უჭერს…
და ვიცი არაფერი ვიცი თუ რა ხდება
დიკლოსა და შენაქოში...

ხედავ?
აფრინდა წყვილი წერო,
ცაც აირია…

აირია და მომეჩვენა ლოდინი ბარგად…

ზურგი ამიწვა წლების სიმძიმემ


და მეც ვნატრობ კარლსონად ყოფნას
”პერპენდუმ მობილიანი” ზურგით და
პატარა მეგობრით და მინდა:
მრგვალი მაგიდის გარშემო ვისხდეთ და
მე მივირთმევდე
ლეღვის მურაბას - პირდაპირ ქილიდან
და ჩემ თითებს ოდნავ დაკრავდეს
წაბლის თაფლის მომწარო გემო
და ვიცოდე აღარ იქნება შემდეგი ღამე
და მახსოვდეს:
ლიმნიანი ჩაის გემო ჩემი გემოა.

”მერიის” თავზე საათი რეკავს


სამს აჩვენებს და
აფიშები უკვე თეთრ კედლებზე შავ-თეთრად მაუწყებენ:
მარჯანიშვილში პრემიერაა...
ამაღამ...
ბრეხტის "კავკასიურს" უჩვენებენ... და არ მაუწყებენ, რომ
ამაღამვე "კავკასიაზე" ინდური "რიტა და გიტა" გავა...

აქ უფრო დიდხანს გამიწყდა ფიქრი…

მე მინდა შუადღის ძილი და ფერადი სიზმრის დასიზმრება


და მე მინდა იყოს ზამთარი და მოაწყდეს ჩაბნელებულ ფანჯარას
ქარი

მოდი დაასხი…
დააქციე "საფერავი" თეთრ სუფრაზე...
და წამიკითხე თანამედროვე აბსტრაქტული ხელოვნების
ნიმუში ?! არა! და თქვი:
შენი მონიტორის სიგრზე უკვე 19 დიუმია და იცი, რომ
გუშინ შევიძინე 40%-იანი ფასდაკლებით…
რადგან,
22-ზე მოთხოვნა გაიზარდა

კომპის ეკრანზე დანგრეული სოხუმის ფოტოების კოლაჟია


და მე ისევ ვეძებ აფხაზ მეგობარს
აფხაზია.რუ-ზე

ვიპოვი ოდესმე და ვთხოვ


მხატვარ პანჩენკოს აფხაზურ ჩანახატებს…
მანამდე კი
მერცხლები ბუდეებს უბრუნდებიან და ისევ ერთ ენაზე ჭიკჭიკებენ

სოხუმში წვიმს...
წვიმს და ტელეფონის ჯიხურები ცარიელია...

მე ისევ მტკვრის პარაპეტს მივყვები და


ზუსტად ვიცი ბებერ მეთევზეს მხარს გავკრავ და
კიდევ ერთხელ მოვუბოდიშებ... და ვეტყვი:
ჩვენ ყველანი მართლები ვართ,
მხოლოდ ის ტყუის,
ვინც ამბობს, რომ
ვინმე ტყუის ამ ქვეყანაზე" _

არაფერს, მეტყვის ბებერი მეთევზე და


ამოაგდებს რომელიმე ცოცხალს ათასჯერ მოწამლული
ვიზუალურად ჭუჭყიანი წყლიდან და
გული, დაწყდება, რომ სხვები შეჭამენ...

მე მხარზე ხელს დავკრავ და ვეტყვი...


ნუ, ჩემო მეგობარო, ასე
პირიქით, ყველაფერი ისაა, როგორც უნდა იყოს...
რადგან გურიაში ისევ დგას ძველი ოდები და მელიან....

You might also like