You are on page 1of 3

პროგრამის დასახელება: პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

ფაკულტეტი: მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი

მისაღები კონტინგენტი: 1. საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი


სპეციალობა); 2. პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) – 325

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს პოლიტიკის მეცნიერებების კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებული,


რომელსაც ექნება ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო
ურთიერთობების, საჯარო და შედარებითი პოლიტიკისა და პოლიტიკის თეორიის), პოლიტიკური
ინსტიტუტებისა და პროცესების შესახებ და შეძლებს პოლიტიკური მოვლენის/ფენომენის ანალიზს,
ინტერპრეტაციასა და ახსნას პოლიტიკური მეცნიერების პრიზმიდან შესაბამისი მეთოდებისა და
მიდგომების გამოყენებით.

პროგრამა ასევე ორიენტირებულია ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა:


კრიტიკული ანალიზის, არგუმენტაციისა და მსჯელობის, ქართულ და უცხოურ ენებზე ზეპირი და
წერილობითი კომუნიკაციის, ინდივიდუალურად და გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარები.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

პოლიტიკის მეცნიერების არჩევის შემთხვევაში სტუდენტი იღებს ფართო ცოდნას პოლიტიკის


მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (საერთაშორისო ურთიერთობები, შედარებითი პოლიტიკა,
პოლიტიკის ფილოსოფია), მათი ძირითადი თეორიებისა და მეთოდების შესახებ.

სწავლის შედეგები

პროგრამის კურსდამთავრებულს

• ექნება ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების საფუძვლებისა და ძირითადი ცნებების შესახებ;


• ექნება ფართო ცოდნა პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი ქვედარგების (პოლიტიკის თეორია,
საჯარო პოლიტიკა, შედარებითი პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები), მათი ძირითადი
სკოლებისა და თეორიების შესახებ; გაათვითცნობიერებს პოლიტიკური სისტემების არსს; იცნობს
პოლიტიკის მეცნიერების ძირითად თანამედროვე დებატებს;
• ექნება საბაზისო ცოდნა სოციალური კვლევის მეთოდების (თვისებრივი, რაოდენობრივი) შესახებ;
• შეძლებს კრიტიკულად გააანალიზოს პოლიტიკური ინსტიტუტები, პროცესები, ძირითადი
კონცეფციები და თეორიები;
• შეძლებს პოლიტიკის მეცნიერების ძირითადი თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით
ძირითადი პოლიტიკური პრობლემების/ფენომენების/მოვლენების იდენტიფიცირებას, შეფასებასა
(მათ შორის ღირებულებით ჭრილში) და ინტერპრეტაციას რელევანტური
ინფორმაციის/მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ხელმძღვანელობის ფარგლებში;
• შეძლებს ეფექტიან ზეპირსა და წერილობით კომუნიკაციას აკადემიური კეთილსინდისიერების
პრინციპების დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით;
• შეძლებს საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას და შესაბამისი რესურსების
გამოყენებას.
სწავლის მეთოდები

სწავლების მიმდინარეობისას გამოყენებულია შემდეგი მეთოდები:


● ლექცია
● სემინარი
● პრაქტიკული მეთოდი
● ანალიზისა და სინთეზის მეთოდი
● პროექტები
● დემონსტრირების მეთოდი
● დისკუსია/დებატები
● რეფლექსია
● ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა
● ელექტრონული სწავლების ელემენტები
● შემთხვევის შესწავლა

დასაქმების შესაძლებლობები

• საჯარო დაწესებულებები (აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მათზე


დაქვემდებარებული სამსახურები როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოები);
• შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები არასამთავრობო და კერძო სექტორში;
• საერთაშორისო ორგანიზაციები;
• მასმედია;
• შესაბამისი პროფილის აკადემიური და კვლევითი ორგანიზაციები.
პროგრამის კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია სწავლა განაგრძოს შემდგომ საფეხურზე –
მაგისტრატურაში

სასწავლო პროგრამის სტრუქტურა

თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი

● შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I, II – 12 კრედიტი


● აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
● სტატისტიკა – 6 კრედიტი
● ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
● შესავალი კურსები კოდით INTRO – 24 კრედიტი

ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი

● პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო კურსები კოდით SOCPOL/0/0 – 42 კრედიტი


● პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო-არჩევითი კურსები კოდით 0/SOCPOL/0 – მინიმუმ 48
კრედიტი;
● პოლიტიკის მეცნიერების არჩევითი კურსები კოდით 0/0/SOCPOL – მაქსიმუმ 30 კრედიტი
(აღნიშნული 30 კრედიტის არჩევა შესაძლებელია პოლიტიკის მეცნიერების სავალდებულო –
არჩევითი ბლოკიდანაც)

დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი - 60 კრედიტი


მოდულის სახელწოდება ECTS კრედიტი

საუნივერსიტეტო საბაზო მოდული 60


ძირითადი (major) პროგრამა 120

მეორე (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტები (არჩევითი


60
კურსები)

მიღების პროცედურები და ჩასაბარებელი გამოცდები

თუ გსურს ისწავლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის


პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამაზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის
ვებგვერდზე აირჩიე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ბლოკი 1.
საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2. პოლიტიკის
მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) და ჩააბარე ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი გამოცდები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჩასაბარებელი გამოცდები მინიმალური პრიორიტეტი კოეფიციენტი ადგილების


კომპეტენციის რაოდენობა
ზღვარი

ქართული ენა და ლიტერატურა 25 2 4

უცხო ენა (ინგლისური; 20 3 3


გერმანული; ფრანგული;
რუსული)

ან მათემატიკა 20 1 5 40

ან ისტორია 25 1 5 185

ან გეოგრაფია 25 1 5 40

ან სამოქალაქო განათლება 25 1 5 60

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი ოდოშაშვილი
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A 202
☏ (+995 32) 222 00 09 (246)
✉ giorgi.odoshashvili.1@iliauni.edu.ge

You might also like