You are on page 1of 281

ავტორის შესახებ

ჯო დისპენზა, ქიროპრაქტიკის დოქტორი, ბიოქიმიას რატგერის უნივერსიტეტში


სწავლობდა; მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი აქვს ნეიროფიზიოლოგიაში და
ატლანტაში (ჯორჯია) უნივერსიტეტის Life ქიროპრაქტიკის ფაკულტეტი
წარმატებით დაასრულა.

დოქტორი ჯოს ინტერესებს სამეცნიერო სფეროში ნევროლოგია, ტვინის ბიოქიმია,


უჯრედული ბიოლოგია, მეხსიერების ჩამოყალიბება, დაბერების პროცესი და
სიცოცხლის გახანგრძლივება წარმოადგენს. ის ქიროპრაქტიკოსების ამერიკული
ასოციაციის საპატიო წევრია და უნივერსიტეტის Life მიერ შედგენილი უმაღლესი
კლინიკური კვალიფიკაციის (ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის სფეროში)
პროფესიონალთა სიაში ფიგურირებს. ამას გარდა, ის ქიროპრაქტიკოსების
საერთაშორისო საზოგადოების „პი ტაუ დელტა“ წევრიცაა.

დოქტორმა ჯომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ხუთი კონტინენტის 24 ქვეყანაში


ათასობით ადამიანისთვის ლექციები ჩაატარა. თავის ლექციებში ის ადამიანის
ტვინის ფუნქციებისა და შესაძლებლობების და მეცნიერულად დასაბუთებული
ნეიროფიზიოლოგიური მეთოდებით აზროვნების გადაპროგრამების შესახებ ყვება.
თვითდამანგრეველი ჩვევებისგან გათავისუფლებით მისმა ბევრმა მსმენელმა უკვე
შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა და ოცნებების განხორციელება. მისი უბრალო
და ამავდროულად ეფექტური მიდგომა ადამიანის ჭეშმარიტ პოტენციალსა და
უახლეს მეცნიერულ თეორიებს, ნეიროპლასტიურობის ჩათვლით, ერთმანეთისკენ
გზას უკვალავს. დოქტორი ჯო გვიხსნის, რომ აზრების და წარმოდგენების შეცვლით
ჩვენ პირდაპირი გაგებით გადავაპროგრამებთ ტვინს. მისი მოღვაწეობა ეფუძნება
ურყევ რწმენას, რომ ჭეშმარიტი დიდების მიღწევისთვის უსაზღვრო
შესაძლებლობებს აბსოლუტურად ყველა ადამიანი ფლობს.

თავის პირველ წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი: მეცნიერული მიდგომა


აზროვნების შეცვლისთვის“ დოქტორი ჯო აზროვნების (ცნობიერების) ტვინთან და
სხეულთან ურთიერთკავშირისა და „ცვლილების ბიოლოგიის“ შესახებ გვიყვება. სხვა
სიტყვებით, როდესაც სხვაგვარად აზროვნებას ვიწყებთ, ცვლილებები თავად ტვინის
სტრუქტურაში აისახება.

დოქტორი დისპენზას კალამს გონების და სხეულის ურთიერთკავშირის შესახებ


რამდენიმე სამეცნიერო სტატია ეკუთვნის. ის გვიხსნის, როგორ ზემოქმედებს
ორგანიზმზე ტვინის ბიოქიმიური და ნეიროფიზიოლოგიური აქტივობა. წიგნის
„განავითარეთ თქვენი ტვინი“ ახლახანს გამოშვებულ ვიდეოვერსიაში დოქტორი ჯო
იკვლევს აზრის ძალით რეალობაზე ზემოქმედების სხვადასხვა გზებს. ამას გარდა,
მან მოამზადა შემეცნებითი და შთამაგონებელი აუდიოწიგნების სერია და შეეცადა ამ
თემაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე ეპასუხა.

გარდა ამისა, დოქტორი ჯო სპონტანური რემისიის თემაზეც მუშაობს. ე.წ.


„სასწაულებრივი განკურნების“ ბევრი შემთხვევის გაანალიზების შედეგად მან
გამოავლინა, რომ ყველა ამ ადამიანმა ტვინის შესაცვლელად კოლოსალური შინაგანი
მუშაობა გასწია, რაც გახდა კიდეც გამოჯანმრთელების მიზეზი.

დოქტორმა ჯომ დაჯილდოვებულ სამეცნიერო-პოპულარულ ფილმში „კურდღლის


სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“ მოწვეული ექსპერტის როლი
შეასრულა და სარეჟისორო ვერსიის თეატრალურ დადგმებში რამდენჯერმე მიიღო
მონაწილეობა. გარდა ამისა, მისი ხილვა შესაძლებელია ფილმის „კურდღლის სორო,
ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ?!“ გაფართოებულ კვანტურ გამოცემაში და
ახალ დოკუმენტურ დრამაში „ადამიანები ილუზიების წინააღმდეგ“. ამ ყველაფრის
გარდა დოქტორი ჯო ჟურნალის „Explore!“ სამეცნიერო კონსულტანტია.

ლექციებისა და მწერლობისგან თავისუფალ დროს დოქტორი დისპენზა ვაშინგტონის


შტატში, ოლიმპიასთან ახლოს საკუთარ კლინიკაში ქიროპრაქტიკითაა დაკავებული.

www.drjoedispenza.com

გამოხმაურებები წიგნზე „ქვეცნობიერის ძალა, ანუ როგორ შევცვალოთ ცხოვრება


ოთხ კვირაში“

დოქტორ ჯო დისპენზას ამოცანაა - ნეგატიური წარმოდგენებისგან გათავისუფლების


და პოზიტიურით ჩანაცვლების ძალა მოგანიჭოთ. მისი ჭკვიანი, შინაარსიანი და
პრაქტიკული მასალით გაჯერებული წიგნი თქვენი საუკეთესო და თავისუფალი მე-ს
მიღწევაში დაგეხმარებათ, რათა, როგორც დოქტორი ჯო წერს, „საკუთარი ბედისკენ
ნაბიჯის გადადგმა“ შეძლოთ.

ჯუდიტ ორლოფი, მედიცინის დოქტორი, წიგნის „ემოციური თავისუფლება“ ავტორი

წიგნში „ქვეცნობიერის ძალა“ დოქტორი ჯო დისპენზა რეალობის ენერგეტიკულ


ასპექტებს სამეცნიერო კუთხით იკვლევს და მკითხველს აძლევს ყველაფერს, რაც
ცხოვრებაში სერიოზული დადებითი ცვლილებების განსახორციელებლადაა
აუცილებელი. ყოველი ადამიანი, ვინც წიგნს წაიკითხავს და მის შინაარსს
პრაქტიკაში გამოიყენებს, დახარჯულ ძალისხმევას არ ინანებს. უახლესი სამეცნიერო
ცოდნა ნათლად და უბრალოდაა გადმოცემული, რაც წიგნს მოსახერხებელ და
გასაგებ სახელმძღვანელოდ აქცევს მდგრადი შინაგანი ცვლილებების მიღწევის
საქმეში.
როლინ მაკკრეიტი, ფილოსოფიის დოქტორი, კვლევითი ცენტრის „გულის
მათემატიკა“ სამეცნიერო დირექტორი

დოქტორ დისპენზას მენტალური და ემოციური სქემების შეცვლის სახალისო და


გასაგებ სახელმძღვანელოში მარტივი, მაგრამ ძლიერი გზავნილია მოცემული:
როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, განსაზღვრავს ის, თუ რას ვფიქრობთ დღეს.

ლინ მაკტეგარტი, ბესტსელერების „ველის თეორია“, „გამოცდილება განზრახვით“ და


„კავშირი“ ავტორი

როგორც გამოცდილ ფსიქოლოგს, წლობით მიფიქრია მსგავს საკითხებზე და უნდა


ვაღიარო, რომ როგორც ჩანს, დოქტორი ჯოს წიგნს ფსიქოლოგიის სფეროში
ზოგიერთი მყარი კონცეფციის ამობრუნება ძალუძს. ნეირომეცნიერების მონაცემებით
გამყარებული მისი დასკვნები ადამიანისა და მისი შესაძლებლობების საზღვრების
შესახებ ჩვენს წარმოდგენებს ეჭვქვეშ აყენებს. ეს ბრწყინვალე და შთამაგონებელი
წიგნია.

დოქტორი ალან ბოტკინი, კლინიკური ფსიქოლოგი, წიგნის „მიღმა სამყაროსთან


მიმართული კომუნიკაცია“ ავტორი

ჩვენ პიროვნული განვითარების ახალი უპრეცედენტო შესაძლებლობების ეპოქაში


ვცხოვრობთ, რაც ნეირომეცნიერების ბოლო მიღწევებისა და უძველესი
მედიტაციური პრაქტიკების ნაყოფიერი კავშირის შედეგად წარმოიქმნა. დოქტორი
ჯო დისპენზა თავის ახალ წიგნში ავტორიტეტულად და ამავდროულად გასაგებად
ხსნის ტვინის და სხეულის მუშაობის პრინციპებს და შემდეგ მათ პრაქტიკაში
იყენებს, პიროვნების ფუნდამენტური ტრანსფორმაციის ოთხკვირიან პროგრამას
გვთავაზობს. მკითხველი იგებს, მედიტაციების გარკვეული თანმიმდევრობის
დახმარებით როგორაა შესაძლებელი ნეირონთა ქსელის სტრუქტურის გააზრებული
შეცვლა და საკუთარი ტვინის სიხარულისა და შემოქმედებისკენ მიმართვა.

დოუსონ ჩერჩი, ფილოსოფიის დოქტორი, ბესტსელერის „გენიოსი თქვენს გენებში“


ავტორი

დოქტორმა ჯო დისპენზამ ღვთიური შესაქმის განსაკუთრებული სახელმძღვანელო


გვაჩუქა! ტვინის შესახებ მეცნიერების პრაქტიკულად გამოყენებით ის გვიხსნის,
როგორ გავთავისუფლდეთ ემოციების ტყვეობიდან, ცხოვრება ჯანმრთელობით,
ბედნიერებით და სიუხვით ავავსოთ და ბოლოს და ბოლოს დავინახოთ, როგორ იძენს
ჩვენი ოცნების სამყარო რეალურ სახეს. ამ წიგნს უკვე დიდი ხანია ველოდი!

ალბერტო ვილოლდო, ფილოსოფიის დოქტორი, წიგნების „როგორ ავამაღლოთ


ტვინის პროდუქტიულობა“ და „შამანი, მკურნალი, ბრძენი“ ავტორი
დანიელ ჯ. ამენის წინასიტყვაობა

არცერთი ჩვენი მოქმედება ტვინის მონაწილეობის გარეშე არ ხდება. ეს ორგანო ჩვენს


აზრებს, გრძნობებს, საქციელს და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარს
განაპირობებს. პიროვნება და ხასიათი, ინტელექტი და გადაწყვეტილების მიღების
უნარი - მათ უკან ტვინი დგას. ნეიროვიზუალიზაციის სფეროში მთელი
მსოფლიოდან ათეულ ათასობით პაციენტთან ოცწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემთვის
ნათელი გახდა, რომ მათ, ვისი ტვინიც სწორად ფუნქციონირებს, ცხოვრებაშიც
ყველაფერი რიგზე აქვთ; თუკი ტვინის მუშაობაში დარღვევებია, ცხოვრებისეული
პრობლემების ალბათობა დიდია.

რაც უფრო ჯანსაღია ტვინი, მით მეტად არის ადამიანი ბედნიერი, ბრძენი, მდიდარი
და ფიზიკურად ძლიერი. ჯანსაღი ტვინის მქონე ადამიანები უფრო ეფექტურ
გადაწყვეტილებებს იღებენ, რისი წყალობითაც წარმატებულები ხდებიან და მეტს
ცოცხლობენ. თუკი ტვინს რაიმე მიზეზით ნორმალური მუშაობა არ შეუძლია,
ადამიანს ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები ეწყება, ინტელექტი
უქვეითდება, ცხოვრების დონე იკლებს, წარმატებულობა ეცემა.

ტვინის ტრავმების დამღუპველი ზემოქმედება ეჭვს არ იწვევს, მაგრამ კვლევებმა


აჩვენა, რომ ტვინის დაზიანება ასევე ნეგატიურ აზრებსა და წარსულის
დესტრუქციულ პროგრამებს შეუძლიათ.

მაგალითად, უფროს ძმასთან ერთად ვიზრდებოდი, რომელიც ყოველთვის


მჩაგრავდა. მუდმივი დაძაბულობისა და შიშისგან შფოთვის აზრობრივი პატერნები
ჩამომიყალიბდა და შფოთვის დონე ამეწია: მუდამ დადარაჯებული ვიყავი, რადგან
არ ვიცოდი, საფრთხე როდის მელოდა. ამ შიშმა ტვინის შიშის ცენტრი ზედმეტად
გაააქტიურა, რაც მრავალ წელს გაგრძელდა - სანამ ეს პრობლემა არ გადავლახე.

თავის ახალ წიგნში „ქვეცნობიერის ძალა“ ჩემი კოლეგა დოქტორი ჯო დისპენზა


ყვება, როგორ შევძლოთ მივაღწიოთ ჩვენი ბიოლოგიური კომპიუტერის
„აღჭურვილობის“ და „პროგრამული უზრუნველყოფის“ ოპტიმიზებას და გონების
ახალ მდგომარეობას. წიგნი მყარ სამეცნიერო ფუნდამენტს ეფუძნება და მასში იგივე
სიკეთე და სიბრძნეა აღბეჭდილი, რაც ჯო დისპენზას დაჯილდოებულ ფილმში
„კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ?!“ (ამავე დასახელების
წიგნი გამომცემლობამ „ექსმო“ 2011 წელს გამოსცა) და მის პირველ წიგნში
„განავითარეთ თქვენი ტვინი“.

ტვინს მართლაც ვამსგავსებ კომპიუტერს აღჭურვილობით (ტვინის ცხოველქმედების


ფიზიოლოგიური მექანიზმები) და პროგრამული უზრუნველყოფით (მთელი
ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე პროგრამირების და ტვინის სტრუქტურის
ცვლილების პროცესები). ეს შემადგენელი ნაწილები განუყოფელია და ერთმანეთზე
უზარმაზარ გავლენას ახდენენ.

სხვადასხვა სულიერი ტრავმები ნებისმიერს გადაუტანია და მათგან დარჩენილი


ნაწიბურებით ვცხოვრობთ დღიდან დღემდე. ტვინის სტრუქტურის განუყოფელ
ნაწილად ქცეული ამ განცდებისგან გათავისუფლება უჩვეულო მაკურნებელ ეფექტს
იწვევს. ცხადია, ტვინის სწორი მუშაობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სასარგებლო
ჩვევების გამომუშავება - მაგალითად სწორი დიეტა, სპეციალური საკვები
ნივთიერებების მიღება და ფიზიკური ვარჯიშები. მაგრამ, ამას გარდა, უძლიერეს
სამკურნალო ეფექტს ტვინზე ჩვენი ყოველწუთიერი აზრები ახდენს - და ზიანიც მათ
მოაქვთ. იგივე ეხება ტვინის სტრუქტურაში დაფიქსირებულ ჩვენს გამოცდილებას.
ჩვენ კლინიკებში ვატარებთ კვლევებს სახელწოდებით „ნეიროვიზუალიზაცია ეეკტ“.
ეეკტ (ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) - ტვინში სისხლის
ცირკულირების და ტვინის აქტიურობის ხასიათის რადიოლოგიური კვლევაა.
განსხვავებით ჩვეულებრივი კომპიუტერული ან მაგნიტორეზონანსული
ტომოგრაფიისგან, რომლებიც ტვინის ანატომიას იკვლევს, ეეკტ მისი მუშაობის
შესასწავლად გამოიყენება. ეეკტ მეთოდით 70000 მეტი სკანირების შედეგად ტვინის
ცხოველქმედების შესახებ მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დასკვნები
გამოვიტანეთ, მაგალითად:

• თავის ტვინის ტრავმას შეუძლია ადამიანის ცხოვრების დანგრევა;


• ალკოჰოლი თავის ტვინისთვის საზიანოა, და ეეკტ სკანირებისას ხშირად
აღინიშნება ალკოჰოლით გამოწვეული მნიშვნელოვანი დაზიანებები;
• რიგი ფართოდ გამოყენებული პრეპარატები, მაგალითად ზოგიერთი
გავრცელებული შფოთვის შესამცირებელი პრეპარატი, დამღუპველად ზემოქმედებს
ტვინზე;
• ზოგი ავადმყოფობა, მაგალითად ალცჰაიმერის დაავადება, პირველი სიმპტომების
გამოვლენამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე იწყებს განვითარებას.

ეეკტ სკანირებამ ასევე გვასწავლა, რომ აჯობებდა ადამიანებს მეტი სიყვარული და


პატივისცემა გამოეხატათ თავის ტვინის მიმართ. ასევე, ნათელი გახდა, რომ
ბავშვების სპორტის კონტაქტურ სახეობებში (ჰოკეი, ფეხბურთი) ჩართვა ჩვენი
მხრიდან არაგონივრული საქციელია.

ჩემს მიერ ნასწავლი გაკვეთილებიდან ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ადამიანს


საკუთარი ტვინის და საკუთარი ცხოვრების პირდაპირი გაგებით შეცვლა შეუძლია
ტვინისთვის სასარგებლო ჩვევების რეგულარული პრაქტიკით, ნეგატიური
წარმოდგენების კორექციის და მედიტაციური ტექნიკების ჩათვლით, რომლის
შესახებაც დოქტორი დისპენზა გვიყვება.
ჩვენს მიერ გამოქვეყნებული კვლევებიდან ერთერთმა აჩვენა, რომ რეგულარული
მედიტაციები, ისეთი, როგორსაც დოქტორი დისპენზა გვირჩევს, პრეფრონტალურ
ქერქში - ადამიანის თავის ტვინის ყველაზე „მოფიქრალ“ ნაწილში - სისხლის
მიდინებას ასტიმულირებს. ყოველდღიური მედიტაციების რვა კვირის შემდეგ
კვლევის სუბიექტს პრეფრონტალური ქერქის მოსვენებულ მდგომარეობაში
დაფიქსირება და ასევე მეხსიერების გაუმჯობესება აღენიშნა. ტვინის განკურნების და
მისი მუშაობის ოპტიმიზების უამრავი გზა არსებობს.

ვიმედოვნებ, რომ მკითხველებსაც ჩემსავით „ტვინის მოშურნეობა“ გაუჩნდებათ და


ისინიც მოისურვებენ, რომ მათი ტვინი უკეთ ამუშავდეს. ჩვენმა საქმიანობამ
ნეიროვიზუალიზაციის სფეროში ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე მას
შემდეგ, რაც 1991 წელს პაციენტების ეეკტ კვლევაზე გაგზავნა დავიწყე, გადავწყვიტე
საკუთარი ტვინიც მენახა. იმხანად 37 წლის ვიყავი. ხორკლიანი, არაჯანსაღი
შესახედაობით მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი ტვინი რიგზე არ იყო. მთელი ცხოვრების
განმავლობაში პრაქტიკულად არ მიმიღია ალკოჰოლი, არ ვეწეოდი და არასოდეს
გამისინჯავს ნარკოტიკი. მაშ რატომ გამოიყურებოდა ჩემი ტვინი ასე ცუდად? მანამ,
სანამ ნამდვილად გავერკვეოდი ტვინის ჯანმრთელობის საკითხებში, ტვინისთვის
საზიანო ბევრი ჩვევა მქონდა. სწრაფი კვების რესტორნებში არაჯანსაღი საკვებით
ვიკვებებოდი, გაზიან სასმელებს ვერ ველეოდი, ხშირად მხოლოდ 4-5 საათი მეძინა
და წარსულის დაუმუშავებელ ტრავმებს ვატარებდი. სპორტს არ მივდევდი,
ქრონიკულ სტრესში ვიყავი და 15 კილოთი ზედმეტს ვიწონიდი. იმას, რის შესახებაც
არაფერი ვიცოდი, ჩემთვის ფრიად საგრძნობი ზიანი მოჰქონდა.

ბოლო სურათზე ჩემი ტვინი გაცილებით ჯანსაღად და ახალგაზრდულად


გამოიყურება, ვიდრე 20 წლის წინ, ის გაახალგაზრდავდა. ზუსტად ამგვარად
შეიძლება თქვენი ტვინიც შეიცვალოს - თუკი თქვენ მასზე ზრუნვას მტკიცედ
გადაწყვეტთ. როდესაც ის პირველი სურათი ვნახე, ვისურვე, რომ ჩემი ტვინი
უკეთესი გამხდარიყო. ეს წიგნი თქვენი ტვინის გაუმჯობესებას დაეხმარება.
ვიმედოვნებ, თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ კითხვისას.

დანიელ ჯ. ამენი, მედიცინის დოქტორი, წიგნის „შეცვალე შენი ტვინი - შეიცვლება


ცხოვრებაც!“

ავტორის წინასიტყვაობა

ყველაზე გრანდიოზული გადაჩვევა - საკუთარი თავისგან გადაჩვევაა

როდესაც საოცნებო ცხოვრების შექმნის შესახებ წიგნებზე ვფიქრობ, ვაცნობიერებ,


რომ უმეტესობა ჩვენგანი ჯერ კიდევ ისეთი მიდგომების ძიებაშია, რომელთა
ეფექტურობა სამეცნიერო კუთხით იქნებოდა დამტკიცებული და რომლებიც
სინამდვილეში იმუშავებდნენ. თუმცა ტვინის, სხეულის, გონის და ცნობიერების
უახლესი კვლევები - ასევე კვანტური ნახტომი ფიზიკური კანონზომიერებების
გაგებაში - უკვე დღეს საგრძნობლად აფართოებს ჭეშმარიტი პოტენციალის,
რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენში, რეალიზების ჩვენს შესაძლებლობებს.

როგორც ქიროპრაკტიკოსი, ინტეგრირებული მედიცინის წარმატებული კლინიკის


ხელმძღვანელი და ტვინის ფუნქციონირების შესახებ რიგი მეცნიერებების, მათ
შორის ნეიროქიმიის და ნეირობიოლოგიის, პედაგოგი, სამეცნიერო კვლევების
ავანგარდში ვიყავი. მე არა მხოლოდ შევისწავლიდი ცოდნის ზემოჩამოთვლილ
სფეროებს, არამედ ადამიანებზე ახალი მეცნიერების პრაქტიკულ ზემოქმედებას
ვაკვირდებოდი.

იმ ადამიანთა ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი


გაუმჯობესების მოწმე ვიყავი, რომელთაც საკუთარი ტვინი შეცვალეს. ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრ ისეთ ადამიანთან მომიწია გასაუბრება,
რომლებმაც სერიოზულ (ან სასიკვდილო, ან შეუქცევად) სენს ძლიეს. აქტუალური
სამედიცინო კონცეფციის ჩარჩოში განკურნების ეს შემთხვევები აღნიშნულია
როგორც „სპონტანური რემისია“.

თუმცა ამ ადამიანების შინაგანი ტრანსფორმაციის ყოველმხრივ შესწავლის შემდეგ


მივხვდი, რომ ის გონების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა და რომ
ფიზიკური ცვლილებები სულაც არ იყო სპონტანური. ამ აღმოჩენამ ჩემი ინტერესები
ნეიროვიზუალიზაციის, ნეიროპლასტიურობის, ეპიგენეტიკის და
ფსიქონეიროიმუნოლოგიის სფეროსკენ მიმართა. მე უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ
ამ შემთხვევებში ტვინში და სხეულში რაღაც პროცესი უნდა მიმდინარეობდეს,
რომლის გამოვლენა და შემდეგ გამოწვევა იქნებოდა შესაძლებელი. ამ წიგნში მსურს
მიღებული ცოდნა გაგიზიაროთ და გონების და სხეულის ურთიერთქმედების
პრინციპების შესახებ მოგიყვეთ, რომლის გამოყენებასაც არა მხოლოდ ფიზიკურ
ჯანმრთელობასთან, არამედ თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ასპექტთან მიმართებით
შეძლებთ.

„ვიცი, რომ“-დან „ვიცი, როგორ“-მდე

ჩემმა პირველმა წიგნმა „განავითარეთ თქვენი ტვინი: მეცნიერული ხედვა ტვინის


ცვლილებაზე“ დადებითი გამოხმაურება მიიღო, თუმცა მკითხველები მთხოვდნენ
მესწავლებინა, მაინც როგორ განავითარონ ტვინი.

ამიტომ მასტერ-კლასებზე დავიწყე ახსნა, როგორ გამოვიწვიოთ სასურველი


ცვლილებები გონების და სხეულის დონეზე და ეფექტი გავამყაროთ. შედეგად
მთელი რიგი განკურნებების მოწმე გავხდი, ვაკვირდებოდი, როგორ
თავისუფლდებოდნენ ადამიანები ძველი მენტალური და ემოციური ტრავმებისგან,
უმკლავდებოდნენ ე.წ. „გადაულახავ სიძნელეებს“, ქმნიდნენ ახალ შესაძლებლობებს,
აუმჯობესებდნენ საკუთარ კეთილდღეობას, - ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს.
(ზოგიერთ მათგანს წიგნის ფურცლებიდან გაიცნობთ).

ამ წიგნის მასალის ასათვისებლად არაა აუცილებელი პირველი წიგნის წაკითხვა.


მაგრამ თუ უკვე იცნობთ ჩემს ნაშრომებს, გაითვალისწინეთ, რომ „ქვეცნობიერის
ძალა“ ჩაფიქრებული იყო როგორც დამატება წიგნისა „განავითარეთ თქვენი ტვინი“.
ძალიან ვეცადე, წიგნი მარტივი და გასაგები გამოსულიყო. თუმცა დროდადრო
ქვემოთ მოყვანილი იდეების აღსაქმელად აუცილებელ თეორიულ ცნობებსაც
მოგაწვდით. ჩემი მიზანია - პირადი ტრანსფორმაციის რეალურად მოქმედი
მოდელის შექმნა, რომელიც შინაგანი ცვლილებების მექანიზმის გაგებაში
დაგეხმარებათ.

„ქვეცნობიერის ძალა“ არის ნაყოფი ჩემი მისწარაფებისა, ამ თემისთვის მისტიკის


საბურველი მომეცილებინა და ადამიანებისთვის ამეხსნა, რომ ისინი უკვე ფლობელ
ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის ყველა აუცილებელ საშუალებას. დადგა ჟამი,
როდესაც მხოლოდ ცოდნა არაა საკმარისი, საჭიროა „იცოდე - როგორ“. როგორ
გამოვიყენოთ და მოვირგოთ უახლესი მეცნიერული კონცეფციები და უძველესი
სიბრძნე, რათა საკუთარი ცხოვრება ხარისხობრივად ახალ საფეხურზე ავიყვანოთ?
ყოველი, ვინც რეალობის ბუნების შესახებ უახლეს მეცნიერულ მონაცემებს
გაიაზრებს და აღმოჩენილი პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების
უფლებას მისცემს საკუთარ თავს, მისტიკოსიც და მეცნიერიც თავად გახდება.

ამრიგად, გთავაზობთ თავად გამოსცადოთ ყველაფერი, რასაც წიგნიდან შეიტყობთ,


შემდეგ კი ობიექტურად შეაფასოთ შედეგები. მხედველობაში მაქვს ის, რომ რაკი
თქვენ აზრების და გრძნობების საკუთარი შინაგანი სამყაროს შესაცვლელად ეგზომ
დიდ ძალისხმევას მიმართავთ, საპასუხოდ გარემოც უნდა შეიცვალოს და
მიგახვედროთ, რომ თქვენმა ტვინმა „გარე“ სამყაროზეც იქონია გავლენა. წინააღმდეგ
შემთხვევაში, რატომ უნდა გააკეთოთ ეს?

თუ თქვენ მიღებულ ინფორმაციას ფილოსოფიად აღიქვამთ, შემდეგ ცხოვრებაში მის


აქტიურად განხორციელებას შეუდგებით, განავითარებთ თქვენს უნარებს, ვიდრე
ოსტატურად არ დაეუფლებით მათ, თანდათან ფილოსოფოსიდან დამწყებ
პრაქტიკოსად, შემდეგ კი ოსტატად იქცევით. არ გადაუხვიოთ გზიდან, ამ
ცვლილებების შესაძლებლობა ხომ მეცნიერულადაა დასაბუთებული.

თავიდანვე უნდა გთხოვოთ, ნუ იქნებით მიკერძოებული და მზაობით მიიღეთ


იდეები, რომლებზეც წიგნშია საუბარი. მთელი ინფორმაციის პრაქტიკულად
გამოყენებაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სარგებელი ვახშმისას
სასიამოვნო საუბრის ტოლფასი იქნება. ხოლო როგორც კი შეძლებთ გონებით
საგანთა ჭეშმარიტ არსს ჩაწვდეთ და ცრურწმენებისგან გათავისუფლდეთ, რომელთა
ჩარჩოშიც რეალობა გაქვთ მოქცეული, მომენტალურად იხილავთ თქვენი
ძალისხმევის ნაყოფს, რასაც გისურვებთ კიდეც.

ამ შესავლის მიზანია, შთაგაგონოთ თქვენს თავს უთხრათ: მე შემოქმედის ძალას


ვფლობ.

ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსასვლელად არ ღირს მეცნიერებისგან ნებართვის


ლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში მეცნიერებას მორიგ რელიგიად ვაქცევთ. უნდა
გვეყოს გამბედაობა, ჩვენი ცხოვრება ზედმიწევნით გავაანალიზოთ და
სტანდარტების საზღვრები დავძლიოთ, თანაც არაერთხელ. ამგვარად ჩვენ
პიროვნული ძალის დონეს ვიმაღლებთ.

ნამდვილი ძალის მოპოვებას შეხედულებების სიღრმისეული ანალიზი უწყობს ხელს.


მათი სათავის აღმოჩენა შესაძლებელია პირობებში, რომელთაც გვკარნახობს
რელიგია და კულტურა, საზოგადოებრივი და ოჯახური წესჩვეულებები, განათლება,
მასმედია და გენებიც კი, სადაც ცხოვრების განმავლობაში შეძენილი და წინაპართა
მრავალი თაობისგან მემკვიდრეობით გადმოცემული სენსორული შეგრძნებებია
დაფიქსირებული. შემდეგ აუცილებელია ძველი შეხედულებების შედარება
ახლებთან, რომლებიც, შესაძლოა, უკეთეს სამსახურს გაგვიწევენ.

დროება იცვლება. ჩვენ, ადამიანები, რომელთაც უფრო ფართო რეალობა გაგვეხსნა, -


განუზომლად დიდი მასშტაბის რადიკალური ცვლილებების მხოლოდ ნაწილი ვართ.
ნაცნობი მოდელები იშლება, ისინი ახლებმა უნდა ჩაანაცვლონ. ცვლილებები
ცხოვრების ყველა სფეროს შეეხო: პოლიტიკის, ეკონომიკის, რელიგიის, მეცნიერების,
განათლების, მედიცინის და გარემოსთან ურთიერთობის თანამედროვე მოდელები
კარდინალურად განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც 10 წლის წინ იყო აქტუალური.

თითქოსდა, მოძველებული შეხედულებების ახლით შეცვლა სულაც არ არის ძნელი.


თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი“, ცხოვრების
განმავლობაში მიღებული ბევრი ცნობა და შეგრძნება ბიოლოგიურ დონეზე ილექება
და ჩვენ სამოსივით ვატარებთ მათ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ დღევანდელი
ჭეშმარიტება ხვალ შესაძლოა ჭეშმარიტებად აღარ მიიჩნიონ. დღეს უკვე ეჭვქვეშ დგას
ატომების მატერიის მყარ ნაწილაკებად მიჩნევის საკითხი. რეალობისა და მასთან
ჩვენი ურთიერთქმედების შესახებ იდეები და წარმოდგენები ანალოგიურად
იცვლება.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბავშვობიდან ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა და ახლისკენ
ნაბიჯის გადადგმა ადამიანისთვის იგივეა, რაც ორაგულისთვის დინების
საწინააღმდეგოდ ცურვა: ძალისხმევას მოითხოვს, და გულწრფელად თუ ვიტყვით,
მოუხერხებელიცაა. ამასთან, გზაზე დამატებით დაცინვა, მიუღებლობა,
წინააღმდეგობა და თავდასხმები გველოდება მათგან, ვინც ჯიუტად ებღაუჭება იმას,
რაც მათთვის ცოდნასთან ასოცირდება.

ვინაა მზად, ამდენად უჩვეულო გზას დაადგეს და სირთულეებს შეეჯახოს რაღაც


იდეის გამო, რომელიც გრძნობების დონეზეც კი არ აღიქმება, თუმცა გონებისთვის
გასაგებია? და ისტორიაში უმრავლესობის აზრით ერეტიკოსები და სულელები
რამდენჯერ აღმოჩენილან გენიოსები, წმინდანები ან დიდოსტატები?

თქვენ გაბედავდით ჩვეული გზიდან გადახვევას?

ცვლილება - არჩევანია და არა რეაქცია

როგორც ჩანს, ადამიანური ბუნების თვისებაა, მანამ იყოს პასიურად, სანამ


უკიდურესად არ გაუჭირდება და დისკომფორტი ძველებურად ცხოვრების
საშუალებას აღარ მისცემს. ეს ყველას ეხება. მხოლოდ კრიზისს, ტრავმას, დანაკარგს,
ავადმყოფობას და ტრაგედიას შეუძლია გვაიძულოს შევჩერდეთ და თვალი
გავუსწოროთ - ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, როგორ ვცხოვრობთ, რას ვგრძნობთ, რა
ვიცით და რისი გვწამს, - და ჭეშმარიტი ცვლილებების გზას დავადგეთ. საკუთარი
ჯანმრთელობის, ურთიერთობების, კარიერის, ოჯახის და მომავლის სასარგებლო
ცვლილებებისთვის რომ მოვმწიფდეთ, ხშირად რაღაც რეალურად ცუდი უნდა
შეგვემთხვეს. ამიტომ მსურს თქვენამდე ერთი აზრი მოვიტანო: რატომ ელოდებით?

სწავლა და შეცვლა ადამიანს ტკივილით და ტანჯვითაც შეუძლია და სიხარულით და


აღმაფრენითაც. უმეტესობა პირველ გზას ირჩევს. მეორე გზით სვლისას კი უნდა
განეწყოთ, რომ ნებისმიერ ცვლილებას მსუბუქი დისკომფორტი, ჩვეული
პროგნოზირებადი წესრიგის ნგრევა და უუნარობის გარკვეული პერიოდი ახლავს
თან.

უუნარობის დროებითი დისკომფორტი ყველასთვის ნაცნობია. გაიხსენეთ, როგორ


დაურწმუნებლად, ბორძიკით იწყებდით კითხვას, სანამ ეს უნარი ჩვევად არ
ჩამოყალიბდა. ან ვიოლინოზე და დოლზე დაკვრის პირველი გამოცდილება,
როდესაც მშობლებს ჩვენი ბგერაგაუმტარ ოთახში ჩაკეტვის სურვილი უჩნდებოდათ?
ან როგორ არ შეგვებრალოს პაციენტი, რომელსაც სისხლის ანალიზს ყველა საჭირო
ცოდნით აღჭურვილი, მაგრამ გამოუცდელი სტუდენტი უღებს? სისხარტე და
პროფესიონალიზმი ხომ გამოცდილებას მოაქვს!
ინფორმაციის ათვისება (ვიცი, რომ) და პრაქტიკული გამოცდილების შეძენა
მიღებული ცოდნის მრავალჯერადი გამოყენების შედეგად უნარის მყარად
დაფიქსირებამდე (ვიცი, როგორ) - სავარაუდოდ სწორედ ამგვარად შეიძინეთ
უმეტესი უნარები, რაც თქვენი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა (ცოდნა).
ცხოვრების შეცვლის უნარები ანალოგიურად ყალიბდება: ჯერ ინფორმაციის მიღებაა
საჭირო, შემდეგ მისი გამოყენება. სწორედ ამიტომ ეს წიგნი სამ ერთნაირად
მნიშვნელოვან ნაწილადაა დაყოფილი.

პირველ და მეორე ნაწილში თანმიმდევრულად გადმოვცემ იდეათა რიგს, რომლებიც


ზოგადად გაგარკვევენ და შემდეგ მათ კონკრეტულად გამოიყენებთ. თუ
მოგეჩვენებათ, რომ ზოგიერთი აზრი მეორდება, ე.ი. ისინი განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია და მსურს ხელმეორედ მიაქციოთ ყურადღება. განმეორება
ნეირონების ჯაჭვს ამყარებს და ნეირონული კავშირების რაოდენობას ზრდის, ასე
რომ წუთიერი სისუსტის დროსაც კი არ დაეჭვდებით საკუთარ სიდიადეში. ხოლო
როდესაც მძლავრი ცოდნით შეიარაღებული მესამე ნაწილზე გადახვალთ, საკუთარი
გამოცდილება გაგებულის „ჭეშმარიტებაში“ დაგარწმუნებთ.

I ნაწილი. ადამიანი მეცნიერების თვალთახედვით

ვიწყებთ ფილოსოფიური და მეცნიერული სისტემების მიმოხილვით, რომელთა


ფარგლებშიც უახლესი კვლევები ტარდება, რათა რეალობის ბუნება და ადამიანის
არსი დადგინდეს, ასევე პასუხი გაეცეს კითხვებს, რატომ უჭირს ადამიანს ასე შეცვლა
და როგორია მისი ჭეშმარიტი შესაძლებლობები. გპირდებით: პირველი ნაწილი
ადვილად წასაკითხი იქნება.

I თავი „კვანტური ადამიანი“ კვანტურ ფიზიკაში მსუბუქ შესავალს წარმოადგენს,


მაგრამ, გთხოვთ, ნუ შეშინდებით. ამგვარად ვიწყებ იმიტომ, რომ თქვენ თანდათან
უნდა განიმსჭვალოთ იდეით, რომ თქვენი (სუბიექტური) ტვინი მოქმედებს
(ობიექტურ) სამყაროზე. კვანტურ ფიზიკაში არის ისეთი ცნება, როგორიცაა
„დამკვირვებლის ეფექტი“. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ყურადღების
მიმართულება ემთხვევა თქვენი ენერგიის მიმართულებას. შედეგად, თავად
ვზემოქმედებთ მატერიალურ სამყაროზე (რომელიც, სხვათა შორის, ძირითადად
ენერგიისგან შედგება). თუ ამ საკითხზე მცირეოდენს იფიქრებთ, შესაძლოა
ყურადღების მიმართვა იქითკენ ამჯობინოთ, რაც გსურთ, და არა პირიქით. და
სავარაუდოდ გაიფიქრებთ კიდეც: „თუკი ატომი 99,99999% ენერგიისგან შედგება და
მხოლოდ 0,00001% მატერიისგან , ე.ი. სინამდვილეში მე გაცილებით მეტად არაფერი
ვარ, ვიდრე რაღაც! მაშ რატომ გავამახვილო ყურადღება ეგზომ უმნიშვნელო
ფიზიკურ შემადგენელზე, როდესაც სინამდვილეში მე - გაცილებით მეტი ვარ? და
ნუთუ უდიდეს შეზღუდვას არ წარმოადგენს ის, რომ საკუთარ რეალობას მხოლოდ
გრძნობითი აღქმით განვსაზღვრავ?“

2-4 თავებში გავიგებთ, რას ნიშნავს „შეცვლა“ - გარე სამყაროს, საკუთარი სხეულის და
თვით დროის საზღვრებს მიღმა გასვლა.

შესაძლოა, გეცნობათ იდეა, რომ ჩვენი აზრები ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. მაგრამ II
თავში „გარე სამყაროს გადალახვა“ მოგითხრობთ იმის შესახებ, რომ თუ გარე
სამყაროს ჩვენი აზრების და გრძნობების კონტროლის უფლებას ვაძლევთ, ამ
ზემოქმედების შედეგად ტვინში აზრობრივი პატერნები იქმნება, რომლებიც
აზროვნებას „კარგად ნაცნობ“ ჩარჩოში ზღუდავს. შედეგად მუდმივად ერთსა და
იმავეს ვქმნით; ტვინს ჩვენი პრობლემების, შინაგანი მდგომარეობების და
ცხოვრებისეული გარემოებების არეკლვაზე ვაპროგრამებთ. ამიტომ, რათა
შევიცვალოთ, საკუთარ ცხოვრებაში ყოველივე მატერიალურის საზღვრებს უნდა
გავცდეთ.

III თავში „სხეულის გადალახვა“ საუბარს ვაგრძელებთ იმის შესახებ, რომ ჩვენს
ცხოვრებას ქცევის, აზრების და ემოციური რეაქციების დასწავლილი მოდელების
ნაკრები განაგებს, რომლებიც კომპიუტერული პროგრამების მსგავსად მუშაობს და
ამას ვერც კი ვაცნობიერებთ. აი რატომ არაა საკმარისი უბრალოდ „პოზიტიური
აზროვნება“, რადგან ნეგატივი შეიძლება ქვეცნობიერში ინახებოდეს და სხეულის
დონეზე ფიქსირდებოდეს. წიგნის დასასრულს გაიგებთ, როგორ შეაღწიოთ
ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში და თქვენს პროგრამებში შეუქცევადი
ცვლილებები შეიტანოთ.

IV თავში „დროის გადალახვა“ საუბარია იმის შესახებ, რომ ჩვენ ან მომავლის


მოლოდინში ვცხოვრობთ, ან მუდმივად წარსულს ვუბრუნდებით, ხანდახან კი
ორივეს ერთად ვახერხებთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენს სხეულს ეჩვენება, რომ ის
აწმყოსგან განსხვავებულ რაღაც სხვა მომენტში არსებობს. უახლესი კვლევებით
დასტურდება იდეა, რომ აზრის ძალით ტვინისა და სხეულის შეცვლის ბუნებრივ
ნიჭს ვფლობთ და შედეგად მიღებული ეფექტი ბიოლოგიურ დონეზე ისეთი იქნება,
თითქოს მომავალი მოვლენები უკვე მოხდა. რადგანაც აზრი სხვა ყველაფერზე უფრო
რეალური შეიძლება იყოს, სწორი გაგების პირობებში ადამიანს საკუთარი არსის
შეცვლა ყველა დონეზე - ტვინის უჯრედებიდან გენებამდე - ძალუძს. როდესაც
ყურადღების მართვას და აწმყოს განმსჭვალვას ისწავლით, კვანტურ ველთან
წვდომას მიიღებთ, სადაც უსაზღვრო შესაძლებლობებია თავმოყრილი.

V თავი „გადარჩენა vs შემოქმედება“ მოგვითხრობს გადარჩენისთვის ცხოვრებასა და


შემოქმედებისთვის ცხოვრებას შორის სხვაობაზე. გადარჩენისთვის ცხოვრება -
მუდმივ სტრესში ყოფნაა, ადამიანი მატერიალისტია, ანუ გარე სამყარო უფრო
რეალურად მიაჩნია, ვიდრე შინაგანი სამყარო. ვიდრე ნერვული სისტემა, რომელიც
პრინციპით „დაარტყი ან გაიქეცი“ მუშაობს, და მის მიერ გამოყოფილი მათრობელა
ნივთიერებები თავის დაკრულზე გვაცეკვებს, ერთადერთი, რაც შეიძლება
გვაინტერესებდეს, საკუთარი სხეული, გარშემომყოფი ნივთები და ადამიანები, ასევე
დროის მართვის არაჯანსაღი სურვილია. ტვინსა და სხეულს შორის წონასწორობა
დარღვეულია. ცხოვრება განჭვრეტადია. ჭეშმარიტი და მშვენიერი შემოქმედების
მდგომარეობაში კი არც სხეული, არც ნივთი, არც დრო ვართ - საკუთარ თავს
ვივიწყებთ. ჩვენ პიროვნების ბორკილებისგან თავისუფალ წმინდა გონებად
ვიქცევით, პიროვნება კი გარე სამყაროს საჭიროებს, რათა არ დაავიწყდეს, მისი
აზრით, რას წარმოადგენს.

II ნაწილი. ტვინი და მედიტაცია

VI თავში „სამი ტვინი: აზროვნებიდან მოქმედების გავლით ყოფიერებისკენ“ -


გაეცნობით ტვინის სამი შრის თეორიას, რომელიც აზროვნებიდან მოქმედებაზე და
შემდგომ ყოფიერებაში გადასვლას შეგასწავლით. მეტიც, ყურადღების სფეროდან
გარე სამყაროს, სხეულის და დროის გამორიცხვით, აზროვნებიდან ყოფიერებაში
გადასვლას იოლად შევძლებთ, ამასთან არაფრის გაკეთება არ მოგვიწევს.
შემოქმედებით მდგომარეობაში ჩვენი ტვინი გარე სამყაროსა და ჩვენს აზრებში
მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. ამგვარად, თუკი აზრების
დახმარებით მენტალურ დონეზე სასურველ მოვლენას მრავალჯერ გავიმეორებთ,
შესაბამის ემოციებს მანამდე შევიგრძნობთ, სანამ ის რეალურად მოხდება. სწორედ აქ
გადავდივართ ყოფიერების ახალ მდგომარეობაში, რადგან გონება და სხეული
ერთიანი მექანიზმის სახით იწყებს მუშაობას. შეგრძნება, რომ რომელიმე მომავალი
მოვლენა სწორედ იმ მომენტში ხდება, როცა მასზე ვფიქრობთ, ნიშნავს, რომ
ქვეცნობიერის ჩვევებს, წარმოდგენებს და სხვა არასასურველ პროგრამებს მოცემულ
წამს გადავწერთ.

VII თავი „აღმოვფხვრით უფსკრულს“ გვიხსნის, როგორ გავთავისუფლდეთ ჩვენი


პიროვნების ნაწილად ქცეული დასწავლილი ემოციებისგან და აღმოვფხვრათ
უფსკრული ჭეშმარიტ, შინაგან მე-სა და გარე, სოციალურ სამყაროში მის
გამოვლენილ ფორმას შორის. რომელიღაც მომენტში ახლის აღქმას ვწყვეტთ და
ვხვდებით, რომ ვერცერთი გარეგანი ძალა წარსულის გრძნობებისგან ვერ
გაგვათავისუფლებს. თუ წინასწარ ვიცით, რომელი გრძნობა რა მოვლენას
გამოიწვევს, ე.ი. ჩვენს ცხოვრებაში სიახლის ადგილი არ არის, რადგან მას წარსულის,
და არა მომავლის პოზიციიდან განვიხილავთ. ამ გარდამტეხ მომენტში სული ან
თავისუფლდება, ან დავიწყებაში იძირება. მე გასწავლით ემოციური ენერგიის
გამოთავისუფლებას და ამგვარად უფსკრულის შემცირებას თქვენს გამოვლენილ მესა
და ნამდვილ, ჭეშმარიტ მეს შორის. თანდათან აღმოფხვრით ამ უფსკრულს. როდესაც
სამყაროს თქვენი ნამდვილი არსი გაეხსნება, თქვენ ჭეშმარიტ თავისუფლებას
მოიპოვებთ.

II ნაწილს VIII თავი „მედიტაცია მისტიკის გარეშე: მომავლის


ტალღები“ დაასრულებს. ამ თავის მიზანია მედიტაცია მისტიკის საბურველისგან
გაათავისუფლოს. ტვინის გამოსხივების რეგისტრაციის ტექნოლოგიის შესახებ
ცოტაოდენს მოგიყვებით და გიჩვენებთ, სტრესული ფაქტორებით გამოწვეული
აგზნების მდგომარეობის საპირისპიროდ კონცენტრაციის მდგომარეობაში ყოფნისას
როგორ იცვლება ტვინის ელექტრომაგნიტური ფონი. თქვენ გაიგებთ, რომ
მედიტაციის ჭეშმარიტ დანიშნულებას ანალიტიკური გონების საზღვრებიდან
გამოსვლა, ქვეცნობიერში შეღწევა და იქ რეალური და შეუქცევადი ცვლილებების
განხორციელება წარმოადგენს. თუ მედიტაციის შემდეგ იგივე ადამიანი ხართ, ვინც
მედიტაციამდე იყავით, ე.ი. თქვენში არც ერთ დონეზე არაფერი მოხდა. როდესაც
მედიტაციის პროცესში თქვენზე აღმატებულს უერთდებით, თქვენი აზრების და
გრძნობების იმდენად სრულყოფილი შეთანხმებული მდგომარეობის შექმნას და
შემდეგ დამახსოვრებას შეძლებთ, რომ გარე სამყაროს ვერცერთი მოვლენა: საგანი,
ადამიანი, რაიმე პირობა თუ სივრცულ-დროითი ჩარჩო - ვერ დაგძრავთ მიღწეული
ენერგეტიკული დონიდან. თქვენ გარე სამყაროს, საკუთარ სხეულს და დროსაც კი
ძლევთ.

III ნაწილი. ნაბიჯი ახალი ბედისკენ

თუ I და II ნაწილი თეორიას გვაწვდის, III ნაწილი პრაქტიკული რეკომენდაციებია,


ამდენად, შესაძლებლობა გეძლევათ თავად გამოსცადოთ მიღებული ცოდნა. III
ნაწილი გაცნობიერების ტრენინგს წარმოადგენს, რომელიც თქვენი ყოველდღიური
ცხოვრების ნაწილად უნდა იქცეს. ეს არის მედიტაციების მრავალსაფეხურიანი
პროგრამა, რომელიც მიღებული თეორიული ცოდნის წარმატებით გამოყენების
საშუალებას მოგცემთ.

სხვათა შორის, სიტყვამ „მრავალსაფეხურიანი“ ხომ არ შეგაშინათ? ნუ აღელდებით -


ეს ის არ არის, რაც გაიფიქრეთ. დიახ, მე მოქმედებათა თანმიმდევრობას გიჩვენებთ,
თუმცა მალე თქვენთვის ისინი ერთ-ორ მარტივ ნაბიჯში მოიყრიან თავს. ბოლოს და
ბოლოს ავტომობილის საჭესთან დაჯდომისას ყოველ ჯერზე მთელი რიგი
ქმედებების განხორციელება გიწევთ (სავარძლის დარეგულირება, ღვედის გადაჭერა,
სარკის შემოწმება, ძრავის დაქოქვა, მაშუქების ჩართვა, გარემოს დათვალიერება,
ციმციმას ჩართვა, გაზის სატერფულზე დაბიჯება, მანქანის დაძვრა წინ ან უკან და
ა.შ.). მთელი პროცედურა ავტომატურად სრულდება მას შემდეგ, რაც ისწავლეთ
მანქანის მართვა. გარწმუნებთ, მედიტაციის შემთხვევაშიც ასე იქნება, როგორც კი
ყველა ნაბიჯს აითვისებთ.

შესაძლოა, გაიფიქრეთ: „რა საჭიროა პირველი და მეორე ნაწილის წაკითხვა?


პირდაპირ მესამედან დავიწყებ!“ ალბათ მეც ასე ვიფიქრებდი. მაგრამ მაინც
გადავწყვიტე, ორი ნაწილი თეორიისთვის დამეთმო, რათა იმ დროისთვის, როდესაც
მესამე თავს მიაღწევთ, ეჭვების, ცრურწმენებისა და დოგმებისთვის ადგილი აღარ
დარჩეს. როდესაც მედიტაციის პროცესის ათვისებას შეუდგებით, ზუსტად
გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. რაც უფრო უკეთ გაიგებთ რა და როგორ, მით
მეტად გეცოდინებათ და შეგეძლებათ. ეს კი ნიშნავს, რომ ტვინის შეცვლისკენ
მიმართული თქვენი ძალისხმევა უფრო მიზანსწრაფული და წარმატებული იქნება.

III ნაწილის მედიტაციის ტექნიკები დაგეხმარებათ აღიაროთ თქვენი თანდაყოლილი


ნიჭი - ე.წ. „უიმედო ცხოვრებისეული სიტუაციების“ შეცვლის უნარი. შესაძლოა, იმ
პოტენციურ რეალობებზეც ჩაფიქრდეთ, რომელზეც ადრე წარმოდგენა არ გქონდათ.
შეიძლება ჭეშმარიტად საოცარი საქმეებით დაკავდეთ! ვფიქრობ, როდესაც წიგნის
კითხვას დაასრულებთ, ეს ასეც იქნება.

ამრიგად, თუ პირდაპირ III ნაწილიდან დაწყების ცდუნებას დაძლევთ, გპირდებით,


რომ, როდესაც იქამდე მიხვალთ, მიღებული ცოდნა საკმარის ძალას შეგძენთ. ასეთი
მიდგომა ნამდვილად მუშაობს, ამას ადასტურებს სამსაფეხურიანი სემინარები,
რომელსაც მთელ მსოფლიოში ვატარებ.

III ნაწილში გაეცნობით მედიტაციების ტექნიკებს, რომელთა დახმარებით ტვინსა და


სხეულს შეცვლით, და რაც გარე სამყაროზე აუცილებლად აისახება. როდესაც
შინაგანი მუშაობის ხილულ გარეგან შედეგს დაინახავთ, მის გამეორებას
მოინდომებთ. ახალი გამოცდილება თქვენში ემოციურ-ენერგეტიკულ აფეთქებას
გამოიწვევს, რომელმაც შესაძლოა მოწიწების, საკუთარი ძლიერების ან უსაზღვრო
მადლიერების ფორმა მიიღოს. სწორედ ეს ენერგია გიბიძგებთ ახალი
ცვლილებებისკენ. ამგვარად, თქვენ ჭეშმარიტი განვითარების გზას ადგახართ!

მედიტაციის ყოველი საფეხური იმ თეორიული ცოდნის გარკვეულ ფენას


შეესაბამება, რომელთაც აქამდე გაეცანით. რამდენადაც ყოველი კონკრეტული
მოქმედების აზრი თქვენთვის ნათელი იქნება, შესაბამისად არც დამაბნეველმა
გაუგებრობებმა უნდა შეგაფერხონ.

ყოველი მოქმედების მენტალურ და სხეულის დონეზე დასამახსოვრებლად


ნებისმიერი ახალი ჩვევა ხანგრძლივ ვარჯიშს მოითხოვს, - ამას ყველა
დაადასტურებს, ვისაც ოდესმე ტაილანდური კერძის მომზადება, გოლფის თამაში,
სალსას ცეკვა ან გადაცემათა კოლოფის მართვა უსწავლია.

შესასწავლი მასალა მცირე ნაწილებად მოგეწოდებათ იმისთვის, რომ ტვინმა და


სხეულმა შეთანხმებულად მოქმედება შეძლონ. როგორც კი არსს ჩაწვდებით,
მრავალჯერ განმეორებული არეული ნაბიჯები უწყვეტ პროცესში გაერთიანდება. ამ
მომენტიდან ცოდნა თქვენი პიროვნების ნაწილი ხდება. პროცესი შესაძლოა
შრომატევადი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ნებისყოფას გამოავლენთ და აქტიურად
განაგრძობთ წინ სწრაფვას, დროთა განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწევთ.

თუკი თქვენ იცით, რომ იცით, როგორ გააკეთოთ რაიმე, ე.ი. ოსტატობის გზას
ადგახართ. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამ წიგნში გადმოცემულ ცოდნას
მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს და ხილულ ცხოვრებისეულ ცვლილებებს
აღწევს. გულმხურვალედ მწადია, საკუთარი თავისგან გადაჩვევა და თქვენი
სურვილის შესაბამისად ახლებური ცხოვრების დაწყება თქვენც შეძლოთ.

მაშ ასე, დავიწყოთ!


თავი პირველი - კვანტური ადამიანი

ნაწილი პირველი - ადამიანი მეცნიერების თვალთახედვით

თავი პირველი - კვანტური ადამიანი

ადრეული ფიზიკური კონცეფციები სამყაროს მატერიად და აზრად, მოგვიანებით კი


მატერიად და ენერგიად ყოფდა. ითვლებოდა, რომ ეს ორი ელემენტი ერთმანეთისგან
სრულიად დამოუკიდებელია, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა! და მაინც, ადამიანის
ადრინდელი შეხედულებები სამყაროზე სწორედ „გონი/მატერია“ დუალიზმის
ჩარჩოში ჩამოყალიბდა: ითვლებოდა, რომ რეალობა დიდწილად
წინასწარგანსაზღვრულია, და ჩვენს ქმედებებს, მით უფრო აზრებს, თითქმის
არაფრის შეცვლა არ ძალუძთ.

თანამედროვე სამყაროს გაგებას თუ შევადარებთ: ჩვენ ყველანი იმ უსაზღვრო,


უჩინარი ენერგეტიკული ველის ელემენტები ვართ, რომელიც რეალობის ყველა
ვარიანტს შეიცავს და ჩვენს აზრებს და გრძნობებს ეპასუხება. გონისა და მატერიის
ურთიერთქმედებას მეცნიერები სწავლობენ, და ამ კავშირის აღმოჩენას საკუთარ
ცხოვრებაში ჩვენც ვისურვებდით. და აი, საკუთარ თავს ვეკითხებით:

შეუძლია კი ადამიანს გონის მეშვეობით საკუთარი რეალობის შექმნა?

და თუ ძალუძს, უნარჩვევაში ხომ არაა საქმე, რომლის დაუფლებაც შესაძლებელია და


რომლის დახმარებით გავხდებით ის, ვინც გვინდა ვიყოთ და ვიცხოვრებთ
სასურველი ცხოვრებით?

სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: ჩვენ არასრულყოფილები ვართ. მიუხედავად


იმისა, რომელი სფეროს შეცვლა გვსურს: ფიზიკურის, ემოციურის თუ სულიერის, -
საერთო სურვილი გვაერთიანებს: მივაღწიოთ საკუთარ იდეალურ ვერსიას, გავხდეთ
ისეთები, როგორიც ჩვენი წარმოდგენით შეგვიძლია ვიყოთ. როდესაც სარკის წინ
ვდგავართ და წელზე ცხიმოვან ფენას ვუცქერთ, უფრო მეტს ვხედავთ, ვიდრე
უბრალოდ სავსე ფიგურის ანარეკლს. გუნება-განწყობის შესაბამისად საკუთარი თავი
ან უფრო ტანადი, ან პირიქით, წონაში მომატებული მოგვეჩვენება. ამ ორ წარმოსახვას
შორის რომელია რეალური?

როდესაც ლოგინში ვწევართ და გასულ დღეს და ჩვენს მცდელობას, ვყოფილიყავით


უფრო მომთმენი და ნაკლებად გაღიზიანებული, გონებაში ვატრიალებთ, არა
უბრალოდ მშობელს ვხედავთ, რომელმაც ბავშვს იმის გამო უყვირა, რომ მან სწრაფად
და ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მარტივი თხოვნის შესრულება არ ისურვა.
არა, ჩვენს წინ ან ნამდვილი ანგელოზი დგას, უკიდურესად დაჭიმული ნერვებით, ან
ურჩხული, რომელიც ბავშვის თვითშეფასებას თელავს. მაინც რომელია ამ ორი
სურათიდან რეალური?

პასუხი: ყველა რეალურია - და არა მარტო ეს უკიდურესობები, არამედ ურიცხვი სხვა


სურათ-ხატი, დადებითიც და უარყოფითიც. რანაირად? გასაგები რომ გახდეს, რატომ
არაა პიროვნების არცერთი სურათ-ხატი სხვა დანარჩენზე არც მეტად და არც
ნაკლებად რეალური, ზოგიერთი საუკუნოვანი ცრურწმენის გაცამტვერება მომიწევს.

ძალზე ბევრს ხომ არ ვკისრულობ? დიახ. თუმცა ვიცი სხვაც: სავარაუდოდ, ჩემი
წიგნით იმიტომ დაინტერესდით, რომ ყველა ადრინდელმა მცდელობამ, შეგეცვალათ
თქვენი ცხოვრება ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ დონეზე, თქვენს იდეალურ მეს
ვერ დაგამსგავსათ. წარუმატებლობის მიზეზი კი თქვენი შეხედულებებია იმასთან
დაკავშირებით, რატომ ცხოვრობთ სწორედ ამგვარად, და არა ნებისყოფის, დროის,
სიმამაცის ან ფანტაზიის წარმოსახვითი უკმარისობა.

პირველ რიგში საკუთარი თავის და სამყაროს ახლებური გაგება გვმართებს, რათა


რაიმე შევცვალოთ. ამ შემთხვევაში ახალი ინფორმაციის აღქმას და ახალი
ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებას შევძლებთ.

სწორედ ამაში დაგეხმარებათ ჩემი წიგნი.

წარსული მარცხის მიზეზები ერთ გლობალურ შეცდომამდე დაიყვანება: მზად არ


იყავით, გეცხოვრათ ბოლომდე გააზრებული ჭეშმარიტებით - ჩვენი აზრები იმდენად
უზარმაზარ ძალას ფლობენ, რომ ფაქტობრივად ჩვენს რეალობას ქმნიან.

სიმართლე ისაა, რომ ყველანი უდიდესი ნიჭით ვართ დაჯილდოებული; ყველას


შეგვიძლია, ჩვენი შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფი მოვიწიოთ. სინამდვილეს არ
უნდა შევეგუოთ, რადგან ნებისმიერ მომენტში ახლის შექმნა შეგვიძლია. ასეთი
უნარი ყველას აქვს, რადგან, ცუდია ეს თუ კარგი, ჩვენი აზრები ჩვენს ცხოვრებაზე
ნამდვილად მოქმედებენ.

დარწმუნებული ვარ, გსმენიათ კიდეც ამის შესახებ, მაგრამ რამდენმა დაიჯერა


ნამდვილად? რადგან თუ მართლაც მივიჩნევთ, რომ ყველა აზრი მატერიალურ
დონეზე ხორციელდება, განა არ ვეცდებოდით არასოდეს გვეფიქრა იმაზე, რისი
განცდაც არ გვსურს? განა სურვილებზე არ ვიფიქრებდით დაჟინებით, პრობლემებზე
კონცენტრირების მაგივრად?

დაფიქრდით: დაზუსტებით რომ იცოდეთ, რომ ეს პრინციპი მუშაობს, ნუთუ ერთი


დღეც კი დააყოვნებდით საოცნებო ცხოვრების გააზრებულად შექმნას?
ცხოვრების შესაცვლელად რეალობის ბუნების შესახებ წარმოდგენები უნდა
შევცვალოთ

ვიმედოვნებ, ეს წიგნი თქვენს წარმოდგენებს სამყაროს „მუშაობის“ შესახებ შეცვლის


და დაგარწმუნებთ, რომ უფრო დიდი შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე ფიქრობდით.
ასევე ვვარაუდობ, რომ მოისურვებთ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი აზრები და
რწმენა სიღრმისეულად ზემოქმედებს თქვენს სამყაროზე.

ვიდრე სინამდვილის აღქმის გზას არ შეცვლით, ნებისმიერი ცხოვრებისეული


ცვლილება შემთხვევითი და ხანმოკლე იქნება. სტაბილური შედეგის მისაღწევად, იმ
მიზეზების შესახებ მოსაზრებების საფუძვლიანად გადახედვაა აუცილებელი,
რომელთა გამოც ხდება ესა თუ ის მოვლენა. ამისთვის კი ჭეშმარიტებისა და
რეალობის ახლებური გაგების შემხვედრად გახსნაა საჭირო.

ახლებურ აზროვნებასთან რომ მიგიყვანოთ, აუცილებლად უნდა შევეხო


კოსმოლოგიას - მეცნიერებას სამყაროს აგებულების და განვითარების შესახებ. არ
აღელდეთ: რეალობის ბუნების შესახებ თანამედროვე შეხედულებებს მხოლოდ
მოკლედ გავეცნობით და მათ ევოლუციას მივადევნებთ თვალს - რათა გაიგოთ,
როგორ შეუძლიათ ჩვენს აზრებს ბედის შექმნა.

ეს თავი იმ იდეებთან გამომშვიდობების თქვენს მზაობას უწყობს გამოცდას,


რომლებზეც გარკვეული აზრით მრავალი წლის განმავლობაში ცნობიერ და
ქვეცნობიერ დონეებზე იყავით დაპროგრამებული. რეალობის აგებულების და მასში
მოქმედი ძალების ახალი კონცეფცია წინააღმდეგობაში მოვა სწორხაზობრივ და
მოწესრიგებულ ძველ კონცეფციასთან. ასე რომ, სამყაროს აღქმაში უზარმაზარი
ძვრებისთვის მოემზადეთ.

როგორც უკვე მიხვდით, თქვენს გამოწვევას ვაპირებ. მაგრამ მენდეთ: სრულად


ვიზიარებ თქვენს გრძნობებს, - ოდესღაც მეც ხომ მომიწია იმის უარყოფა, რაც
ჭეშმარიტებად მიმაჩნდა, და უცნობლობაში გადახტომა. სინამდვილის ბუნების
შესახებ ახალ შეხედულებებზე ბუნებრივად გადასასვლელად, განვიხილოთ, როგორ
იმოქმედა ჩვენს მსოფლმხედველობაზე გონისა და მატერიის გამიჯვნის შესახებ
თავდაპირველმა წარმოდგენებმა.

გონი არაფერია, მატერია ყველაფერი? მატერია არაფერია, გონი ყველაფერი?

გარეგან, მატერიალურ და ხილულ, სამყაროსა და შინაგან, აზრთა სამყაროს შორის


კავშირის დადგენა ყველა დროის მეცნიერთა და ფილოსოფოსთა თავსატეხ ამოცანას
წარმოადგენდა. დღესაც კი ბევრი ჩვენგანისთვის სულაც არ არის ნათელი, რომ გონი
რამენაირად ხელშესახებად ზემოქმედებს მატერიალურ სამყაროზე. იმას, რომ
მატერიალური სამყაროს მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენს აზრებზე, შეიძლება
დავეთანხმოთ; მაგრამ როგორ შეუძლია გონს ფიზიკური ცვლილებების გამოწვევა?
როგორც ჩანს, გონი და მატერია მაინც გაყოფილია ერთმანეთისგან... თუკი არ
დავუშვებთ, რომ ფიზიკური, მატერიალური ობიექტების არსებობის ფორმის შესახებ
ჩვენი წარმოდგენები შეიცვალა.

ასეთი ცვლილება კი ნამდვილად მოხდა და მისი ფესვები არც თუ ისე შორეულ


წარსულში უნდა ვეძებოთ. ისტორიკოსების მიერ „ახალი დროებით“ სახელდებული
თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში კაცობრიობა თვლიდა, რომ სამყარო
თავისი ბუნებით მოწერიგებულია, ამიტომ პროგნოზირებადი და ახსნადია.
გაიხსენეთ XVII საუკუნის მათემატიკოსი და ფილოსოფოსი რენე დეკარტი. მის
შემოთავაზებულ ბევრ კონცეფციას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა
მათემატიკისა და სხვა მეცნიერებებისთვის (გახსოვთ ცნობილი „ვაზროვნებ,
მაშასადამე ვარსებობ“?). თუმცა უნდა ვაღიაროთ, მისმა ერთმა თეორიამ საბოლოო
ჯამში მეტი ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. დეკარტი სამყაროს მექანიკურ
მოდელს ემხრობოდა, რომლის მიხედვითაც სამყარო განსაზღვრულ კანონებს
ემორჩილება. ადამიანური აზრის ანალიზისას კი დეკარტი ნამდვილ პრობლემას
წააწყდა: გონების მუშაობაში ბევრი აღმოჩნდა ცვლადი, და მისი ერთიან კანონამდე
დაყვანა შეუძლებელი იყო. რადგან დეკარტმა ფიზიკური სამყაროს და ადამიანური
გონის სამყაროს საკუთარი გაგება ერთამანეთს ვერ შეუთავსა, თუმცა არც ორივე
მათგანის არსებობის უარყოფა შეეძლო, გამოსავალი გონების მახილგონივრულ
თამაშში იპოვა (სიტყვების თამაში შემთხვევითი არაა). დეკარტმა განაცხადა, რომ
გონება ობიექტური, მატერიალური სამყაროს კანონებს არ ემორჩილება, რაც ნიშნავს,
რომ მეცნიერული კვლევის ობიექტად ვერ ჩაითვლება. მატერიის შესწავლა -
მეცნიერების სფეროა (გონება არაფერია, მატერია ყველაფერი), ხოლო რადგან გონება
ღვთიური ჩანაფიქრის იარაღია, ამიტომ ის რელიგიამ უნდა იკვლიოს (მატერია
არაფერია, გონება ყველაფერი).

არსებითად, გონების და მატერიის დაპირისპირებაში სწორედ დეკარტია „დამნაშავე“.


საუკუნეთა განმავლობაში რეალობის ბუნების შესახებ ეს წარმოდგენა იყო
გაბატონებული.

კარტეზიული შეხედულებების დამტკიცებას არც თუ მცირედ ისააკ ნიუტონმაც


შეუწყო ხელი. მან არა მხოლოდ განამტკიცა სამყაროს მექანიკური მოდელი, არამედ
შეიმუშავა რიგი კანონებისა, რომელთა მიხედვით ადამიანს შეუძლია ზუსტად
განსაზღვროს, გამოთვალოს და იწინასწარმეტყველოს მატერიალურ სამყაროზე
მოქმედი მოწესრიგებული ძალები. ნიუტონის „კლასიკური“ ფიზიკური მოდელის
თანახმად აბსოლუტურად ყველა ობიექტი მყარ სხეულად მოიაზრებოდა.
მაგალითად, ენერგია განისაზღვრება როგორც ძალა, რომელიც გადააადგილებს
საგნებს ან მატერიის ფიზიკურ მდგომარეობას ცვლის. მაგრამ, როგორც მალე
დარწმუნდებით, ენერგია განუზომლად მეტია, ვიდრე მატერიალური ობიექტების
მიმართ გამოყენებული გარეგანი ძალა. ენერგია თავად არსია მატერიისა და ის
გონების ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარეა.

დეკარტის და ნიუტონის შრომები საფუძვლად დაედო წარმოდგენას, რომ რეალობა


მექანიკის პრინციპებს ემორჩილება, ანუ ადამიანს პრაქტიკულად არ შეუძლია მასზე
ზემოქმედება. ყველაფერი წინასწარგანსაზღვრულია.

სულაც არაა გასაკვირი, რომ სამყაროს ასეთი სურათისას ადამიანებს მათი ქმედებები,
და მით უფრო აზრები რაიმე ღირებულების მქონედ არ მიაჩნდათ, ხოლო სამყაროს
გრანდიოზულ სტრუქტურაში თავისუფალი არჩევანის არსებობას ვერ უშვებდნენ.
დღესაც კი ბევრი ჩვენგანი (ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად) განა თავს
მსხვერპლად არ აღიქვამს?

დეკარტის და ნიუტონის კვარცხლბეკიდან „ჩამოგდებას“ დიდი დრო დასჭირდა.

აინშტაინი: გადატრიალება მეცნიერებაში - გადატრიალება სამყაროში

ნიუტონიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ალბერტ აინშტაინმა ცნობილი


განტოლება E=mc² შეადგინა, რომელიც ამტიცებს, რომ ენერგია და მატერია იმდენად
ღრმა ურთიერთკავშირში არიან, რომ ერთიან არსს წარმოადგენენ. აინშტაინმა
ფაქტობრივად დაამტკიცა, რომ მატერია და ენერგია ურთიერთშემცვლელები არიან.
ეს მტკიცებულება ნიუტონის და დეკარტის საპირისპიროა და სამყაროს მუშაობის
პრინციპების ახალ გააზრებას დაუდო საფუძველი.

რეალობის ბუნების შესახებ ძველი წარმოდგენების ნგრევა მხოლოდ აინშტაინის


დამსახურება არაა. მაგრამ სწორედ მან შეარყია მათი საფუძველი, რამაც საბოლოოდ
რიგი ვიწრო და მოძველებული კონცეფციების მარცხი გამოიწვია. აინშტაინის
თეორიებმა სათავე დაუდო სინათლის იდუმალი ქცევის შესწავლას. საქმე იმაშია,
რომ მეცნიერებმა შეამჩნიეს: სინათლე ხან ტალღის თვისებებს ატარებს (მაგალითად,
როდესაც სხივები კუთხეს გვერდს უვლიან), ხოლო ხანდახან - ნაწილაკის. როგორაა
შესაძლებელი, რომ სინათლე ერთდროულად ტალღაც იყოს და ნაწილაკიც?
დეკარტის და ნიუტონის მოდელის თანახმად ეს შეუძლებელია: ყოველი მოვლენა
აუცილებლად ან ერთ ან მეორე კატეგორიაში უნდა ხვდებოდეს.

მალე გაირკვა, რომ კარტეზიულ-ნიუტონური პარადიგმა შეუძლებელია ყველაზე


ფუნდამენტურ დონეზე - სუბატომური ნაწილაკების დონეზე. (ტერმინი
„სუბატომური ნაწილაკი“ ატომის შემადგენელ ელემენტებს შეესაბამება:
ელექტრონებს, პროტონებს, ნეიტრონებს და სხვ., რომლებისგანაც ყველა
მატერიალური ობიექტი შედგება.)
ე.წ. მატერიალური სამყაროს ყველაზე ელემენტარული კომპონენტები შესაძლოა
იყოს როგორ ტალღები (ენერგია), ასევე ნაწილაკები (მატერია), დამკვირვებლის
გონების შესაბამისად.

ამას კვლავ დავუბრუნდებით.

რათა გავარკვიოთ, როგორაა ჩვენი სამყარო მოწყობილი, მისი უმცირესი ნაწილაკების


შესწავლა გახდა საჭირო. სწორედ ამ ექსპერიმენტების შედეგად დაიბადა
მეცნიერების ახალი დარგი - „კვანტური ფიზიკა“.

მყარი ნიადაგი... ფეხქვეშ გამოგვეცალა

ამ აღმოჩენამ სამყაროს ჩვეული აღქმა მთლიანად ამოაბრუნა და პირდაპირი გაგებით


ფეხქვეშ ნიადაგი გამოგვაცალა, რომელიც მყარი გვეჩვენებოდა. როგორ მოხდა ეს?
გახსოვთ სკოლის ატომის მოდელები? კვანტური ფიზიკის გაჩენამდე ითვლებოდა,
რომ ატომი საკმაოდ დიდი წონის ბირთვისგან შედგებოდა, რომლის შიგნით და
გარეთ უფრო მცირე ნაკლებწონიანი ნაწილაკები იმყოფებიან. თავად იდეა, რომ
საკმარისად მძლავრი ინსტრუმენტების არსებობისას შეგვიძლია სუბატომური
ნაწილაკების აწონვა და დათვლა, აჩენდა აზრს, რომ ატომის შემადგენელი ნაწილები
ინერტული და ნაკლებმოძრავი არიან, როგორც საძოვარზე გაშვებული ძროხები,
რომლებიც მთელი დღე ბალახს ცოხნიან. თითქოსდა ატომები მყარი მატერიისგან
შედგება, ასე არაა?

ატომის კლასიკური მოდელი


ნახ. 1A. ატომის კლასიკური ნიუტონისეული მოდელი. ძირითადი აქცენტი
მატერიაზე კეთდება.

როგორც კვანტურმა მოდელმა აჩვენა, არაფერია ჭეშმარიტებისგან ასე დაცილებული.


ატომის უმეტეს ნაწილს ცარიელი სივრცე შეადგენს; ატომი ენერგიაა. იფიქრეთ ამის
შესახებ: თქვენს გარშემომყოფი ფიზიკური ობიექტები არ წარმოადგენს მყარ
მატერიას. სინამდვილეში ეს - ენერგეტიკული ველები და ინფორმაციული
სიხშირეებია. ნებისმიერი მატერია უმეტესწილად „არაფერია“ (ენერგია), ვიდრე
„რაღაც“ (ნაწილაკები).

ატომის კვანტური მოდელი


ნახ. 1B. ატომის ახალი კვანტური მოდელი ელექტრონების ღრუბლით. ატომი
99,99999% ენერგიისგან შედგება და მხოლოდ 0,00001% - მატერიისგან. მატერიალური
თანაფარდობით ეს პრაქტიკულად არაფერია.

მორიგი გამოცანა: სუბატომური ნაწილაკები და დიდი ობიექტები სხვადასხვა


წესებით თამაშობენ.

თუმცა თავისთავად ეს აღმოჩენა რეალობის ბუნებას არ ხსნის. ფიზიკოსები ახალი


გამოცანის პირისპირ აღმოჩნდნენ: დაკვირვებებიდან გამომდინარე, მატერია
ყოველთვის ერთნაირად არ იქცეოდა. სუბატომურ დონეზე კვლევებმა და გაზომვებმა
აჩვენა, რომ ატომის ელემენტარული ნაწილაკები მაკროკოსმოსში მოქმედ
კლასიკური ფიზიკის კანონებს არ ემორჩილებიან.

მაკროკოსმოსის ობექტებთან დაკავშირებული მოვლენები პროგნოზირებადი,


განმეორებადი და კანონზონიერი იყო. ხიდან ჩამოვარდნილი ლეგენდარული ვაშლი
უცვლელი აჩქარებით მიფრინავდა დედამიწის ცენტრისკენ, ვიდრე ნიუტონს
დაეცემოდა თავზე. მაგრამ ელექტრონები არაპროგნოზირებადად იქცეოდნენ!
ატომის ბირთვთან ურთიერთობისას და მისი ცენტრისკენ სვლისას, ისინი ხან
კარგავენ ენერგიას, ხან იძენენ; ხან გამოჩნდებიან, ხან ქრებიან და მუდმივად დროისა
და სივრცის იგნორირებით სრულიად მოულოდნელ ადგილებზე აღმოჩნდებიან.
ნიშნავს კი ეს იმას, რომ მაკრო- და მიკროკოსმოსში სხვადასხვა კანონები მოქმედებენ?
მაგრამ სუბატომური ნაწილაკები, მათ შორის ელექტრონებიც - ყველაფრის
სამშენებლო მასალაა, რაც კი ბუნებაში არსებობს. და როგორ ხდება, რომ თავად ერთი
წესით მოქმედებენ, ხოლო მათ მიერ შედგენილი ობიექტები - სხვა წესით?

მატერიიდან ენერგიისკენ: ნაწილაკების გაქრობის ფანდი

ელექტრონის ენერგოდამოკიდებული პარამეტრები: ტალღის სიგრძე, პოტენციალი


და სხვ. - გაზომვადია. მაგრამ ამ ნაწილაკების მასა იმდენად უმნიშვნელოა და
იმდენად დროის მცირე მონაკვეთში არსებობს, რომ ის თითქოს სულაც არ არსებობს.

სწორედ ამაში მდგომარეობს სუბატომის სამყაროს უნიკალობა. ის ერთდროულად


მატერიის და ენერგიის თვისებებს ფლობს. სუბატომურ დონეზე მატერიის არსებობა
არ არის უწყვეტი. ის იმდენად მოუხელთებელია, რომ შეუჩერებლად ჩნდება და
ქრება; სამ ჩვეულ განზომილებაში ჩნდება და კვლავ არაფერში - კვანტურ ველში
გადადის, სადაც არც დროა და არც სივრცე. ამას გარდა, მუდმივად მიმდინარეობს
ნაწილაკების (მატერიის) გადაქცევა ტალღებად (ენერგიად), და პირიქით. მაგრამ სად
აღმოჩნდებიან ნაწილაკები, როდესაც ისინი ფაქტობრივად ჰაერში ქრებიან?

ტალღური ფუნქციის კოლაფსი


ნახ. 1C. ელექტრონი ალბათობის ტალღის სახით არსებობს, მომდევნო წამს
ნაწილაკის სახით ჩნდება, შემდეგ ქრება და კვლავ ჩნდება სივრცის უკვე სხვა
წერტილში.

რეალობის შექმნა: ენერგია მიმართულ ყურადღებაზე რეაგირებს


და კვლავ გავიხსენოთ ატომის მოძველებული მოდელი. ადრე გვაიძულებდნენ
გვეფიქრა, რომ ელექტრონები ბირთვის ირგვლივ ბრუნავენ, როგორც პლანეტები
მზის გარშემო, ხოლო თუ ასეა, ჩვენ შეგვიძლია მათი ადგილმდებარეობის
თვალყურის მიდევნება. გარკვეული აზრით ეს მართლაც შეიძლება, მაგრამ არა იმ
მიზეზით, რომელსაც მივეჩვიეთ.

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს: სუბიექტი, რომელიც ატომის უმცირეს ნაწილაკებს


აკვირდება (ან მათ ზომავს), ენერგიის და მატერიის ქცევაზე ზემოქმედებს.
ექსპერიმენტული გზით დამტკიცებულია, რომ ელექტრონები უხილავ
ენერგეტიკულ ველში არსებულ შესაძლო რეალობის უსასრულო სიმრავლეში
ერთდროულად არსებობენ. თუმცა ყოველი ცალკე აღებული ელექტრონი მხოლოდ
იმ მომენტში ჩნდება, როდესაც დამკვირვებლის მხედველობის არეში ექცევა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ:

არც ერთ ნაწილაკს არ შეუძლია რეალობაში (სივრცის და დროის ჩვენთვის ჩვეულ


ტერმინებში მოაზრებულ) გამოჩნდეს, სანამ მას ყურადღებას არ
მივაქცევთ (მაგალითად იხ. Amit Goswami, Ph. D., The Self-Aware Universe (New York:
Jeremy P. Tarcher, 1993). ამას გარდა, კვანტური თეორიის „კოპენჰაგენური
ინტერპრეტაცია“, რომელიც ნილს ბორმა, ვერნერ ჰაიზენბერგმა და ვოლფგანგ
პაულიმ ჩამოაყალიბეს, სხვა საკითხებთან ერთად ამტკიცებს, რომ „რეალობა არის
დაკვირვებადი ელემენტების ერთობლიობა (ეს კი ყველაფერთან ერთად ნიშნავს,
რომ როდესაც არ არის დამკვირვებელი, არ არის რეალობაც)“. იხ. Will Keepin, «Lavid
Bohm» ვებ-გვერდზე: http://www.vision.net).

კვანტურ ფიზიკაში ამ მოვლენას „ტალღური ფუნქციის რღვევა“ ან „დამკვირვებლის


ეფექტი“ ეწოდება. უკვე ვიცით, რომ დამკვირვებლის მიერ ელექტრონის შემჩნევის
მომენტში დროისა და სივრცის გადაკვეთა ხდება, რის შედეგადაც შესაძლებლობათა
უსასრულო სიმრავლიდან ფიზიკური მოვლენა წარმოიშვება. ამ აღმოჩენის შემდეგ
გონებისა და მატერიის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიჩნევა აღარ შეიძლება -
ისინი სიღრმისეულ ურთიერთკავშირში არიან, რადგან სუბიექტურ გონებას
ობიექტურ, ფიზიკურ რეალობაში ხილული ცვლილებების გამოწვევა ძალუძს.

ვფიქრობ, უკვე მიხვდით, რატომ ეწოდება ამ თავს „კვანტური ადამიანი“. სუბატომურ


დონეზე ენერგია მისკენ მიმართულ ყურადღებაზე რეაგირებს და მატერიალურდება.
როგორ შეიცვლებოდა თქვენი ცხოვრება, დამკვირვებლის ეფექტის მართვა რომ
შეგეძლოთ და თავად ირჩევდეთ, როგორ რეალობად განხორციელდეს უსასრულო
შესაძლებლობათა ტალღები? და როგორ ვისწავლოთ საოცნებო ცხოვრებაზე
დაკვირვება?

შესაძლებლობათა უსასრულო რაოდენობა თავის დამკვირვებელს ელოდება


ამრიგად: მთელი მატერიალური სამყარო სუბატომური ნაწილაკებისგან
(ელექტრონები და სხვ.) შედგება. ამ ნაწილაკთა ბუნება იმგვარია, რომ სანამ
დამკვირვებელი მათ ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი წმინდა პოტენციალის სახით
არსებობენ და ტალღურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი პოტენციურად
„ყველაფერი“ და „არაფერი“ არიან - ვიდრე ყურადღების ფოკუსში არ აღმოჩნდებიან.
ისინი არიან ყველგან და არსად - ვიდრე დამკვირვებელი არ გამოჩნდება. ამრიგად,
ფიზიკური რეალობა მხოლოდ წმინდა პოტენციალის ფორმით არსებობს.

თუ სუბატომურ ნაწილაკებს უსაზღვრო რაოდენობის შესაძლო ლოკაციაზე


ერთდროულად არსებობა ძალუძთ, ე.ი. ჩვენც უთვალავი რაოდენობის შესაძლო
რეალობის მატერიალიზების პოტენციურ უნარს ვფლობთ. სხვაგვარად, რაც არ უნდა
წარმოვიდგინოთ ჩვენი სურვილის მიხედვით, ის უკვე არსებობს კვანტურ ველში
ერთერთი შესაძლებლობის ფორმით და თავის დამკვირვებელს ელოდება.

თუ ადამიანის გონებას ელექტრონის გამატერიალურება შეუძლია, მაშინ


თეორიულად მას ნებისმიერი შესაძლებლობის ხორცშესხმა ძალუძს.

ეს კი ნიშნავს, რომ კვანტურ ველში უკვე არსებობს სინამდვილე, რომელშიც


ჯანმრთელი, მდიდარი, ბედნიერი ხართ და თქვენს მიერ წარმოდგენილი იდეალური
მეს ყველა თვისებას და ნიჭს ფლობთ. განაგრძეთ კითხვა, და დარწმუნდებით, რომ
თქვენ, დამკვირვებელს, კვანტური ველის აზრის ძალით გამკვრივების და უსაზღვრო
რაოდენობის სუბატომური შესაძლებლობათა ტალღებიდან სასურველი
ცხოვრებისეული მოვლენების შექმნის უნარი გაქვთ მონიჭებული. მართალია,
ამისთვის გააზრებული ყურადღება, ახალი ცოდნის კეთილსინდისიერად
გამოყენებისთვის მზადყოფნა და ყოველდღიური ვარჯიში დაგჭირდებათ.

უსასრულო შესაძლებლობათა ენერგია თიხის მსგავსია: ჩვენს ცნობიერებას, ანუ


გონებას მისგან ყველაფრის გამოძერწვა შეუძლია. ხოლო რადგან მატერია
ენერგიისგან შედგება, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ცნობიერება (ნიუტონის და
დეკარტის ტერმინოლოგიით „გონება“) და ენერგია (კვანტური მოდელის ჩარჩოებში -
იგივეა, რაც „მატერია“) იმდენად ღრმა ურთიერთკავშირში იმყოფებიან, რომ
ფაქტობრივად ერთნი არიან. ორივე არსი მჭიდროდაა გადახლართული. ჩვენი
ცნობიერება (გონება) ენერგიაზე (მატერიაზე) ზემოქმედებს, რადგან
ცნობიერება არის ენერგია, ხოლო ენერგია ფლობს ცნობიერებას. ჩვენ მატერიაზე
ზემოქმედების უნარი გვაქვს, რადგან ყველაზე ელემენტარულ დონეზე ცნობიერების
მქონე ენერგიას წარმოვადგენთ. ჩვენ - გონიერი მატერია ვართ.

კვანტური მოდელის თანახმად, ფიზიკური სამყარო - ერთიანი არამატერიალური


ინფორმაციული ველია, რომელშიც ყველაფერი ურთიერთკავშირშია და რომელიც
ყველაფერს, მაგრამ ფაქტობრივად - არაფერს წარმოადგენს. კვანტური სამყარო
უბრალოდ ცნობიერების მქონე დამკვირვებელს ელის (მაგალითად თქვენ ან მე), ვისი
გონებაც (რომელიც არის კიდეც ენერგია) იმოქმედებს ენერგიაზე (პოტენციურ
მატერიაზე), ენერგეტიკული შესაძლებლობების ტალღების ფიზიკურ მატერიად
კონცენტრირების გზით. როგორც ელექტრონის შესაძლებლობის ტალღა გარკვეულ
მომენტში ნაწილაკი ხდება, ასევე დამკვირვებლის ცნობიერების ზემოქმედებით
ნაწილაკები ან ნაწილაკთა ჯგუფები ცხოვრებისეული მოვლენების ფორმით
ფიზიკურ არსებობას იძენენ.

აი გასაღებიც - გვესმოდეს, როგორ შეგვიძლია რეალობაზე ზემოქმედება და ჩვენი


ცხოვრების შეცვლა. დაკვირვების ჩვევების დახვეწისა და საკუთარ ბედზე
მიზანმიმართულად ზემოქმედების სწავლის გზით, თქვენ საოცნებო ცხოვრებას და
საკუთარ იდეალურ ვერსიას მიუახლოვდებით.

კვანტურ ველში ყველაფერთან კავშირში ვიმყოფებით

სამყაროში ყველაფერი, მათ შორის ჩვენც ერთგვარად ჩართული ვართ უზარმაზარ


საინფორმაციო ველში, რომელიც ფიზიკური დროისა და სივრცის მიღმა იმყოფება.

კვანტური ველის ელემენტებზე რომ მოვახდინოთ გავლენა (ან, პირიქით, მათი


გავლენა შევიგრძნოთ), არც მათი შეხება, მეტიც, მიახლოებაც კი არაა აუცილებელი.
ფიზიკური სხეული ხომ - ენერგიის და ინფორმაციის მოწესრიგებული პატერნებია,
რომლებიც კვანტურ ველში ყოველივე არსებულთანაა დაკავშირებული.

ყოველი ჩვენგანი უნიკალური მახასიათებლების მქონე ენერგიას ვასხივებთ.


სინამდვილეში ყველა მატერიალური ობიექტი მუდმივად ასხივებს გარკვეული
ინფორმაციის შემცველ ენერგიას. ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლისას,
თუნდაც თავად ამას ვერ ვაცნობიერებდეთ, გამოსხივების მახასიათებლებიც
იცვლება, ადამიანი ხომ უბრალოდ ფიზიკური სხეული არაა, არამედ ცნობიერება,
რომელიც სხეულს და ტვინს იმისთვის იყენებს, რომ გონების სხვადასხვა დონეები
გამოამჟღავნოს.

ადამიანის და კვანტური ველის ურთიერთკავშირის განხილვა ასევე კვანტური


გადაბმულობის, ანუ არალოკალური კვანტური კავშირის კონცეფციიდან
გამომდინარე შეიძლება. ამ კონცეფციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ორ
ნაწილაკს შორის თავიდანვე არსებობს რაიმე კავშირი, ის, დროისა და სივრცის
მიუხედავად, მუდამ შეინახება. ერთერთ ნაწილაკზე ზემოქმედებისას, როგორც
შედეგს, ანალოგიურ ზემოქმედებას იგრძნობს მეორეც, მაშინაც კი, როდესაც ისინი
სივრცის სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან. ხოლო რამდენადაც ჩვენ თვითონ
ნაწილაკებისგან შევდგებით, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი სრულად და მთლიანად
ურთიერთკავშირში ვართ დროისა და სივრცის მიღმა. ყველაფერი, რასაც სხვა
ადამიანებს ვუკეთებთ, იმავდროულად საკუთარ თავსაც ვუკეთებთ.
ახლა კი დაფიქრდით, რა გამომდინარეობს აქედან. თუ თქვენს გონებას შეუძლია ამ
კონცეფციას ჩაწვდეს, მაშინ უნდა დაეთანხმოთ აზრს, რომ თქვენი მე შესაძლო
მომავლიდან უკვე კავშირშია თქვენს დღევანდელ მესთან - დროისა და სივრცის
მიღმა მყოფ განზომილებაში. განაგრძეთ კითხვა... და წიგნის დასასრულს ამ იდეას
სრულიად ნორმალურად ჩათვლით!

იდუმალი მეცნიერება: შეგვიძლია წარსულის შეცვლა?

ამრიგად, ჩვენ ყველანი ურთიერთკავშირში ვართ დროსა და სივრცეში. ნიშნავს კი ეს


იმას, რომ ჩვენს აზრებსა და გრძნობებს არა მარტო სასურველ მომავალზე, არამედ
წარსულზეც შეუძლიათ ზემოქმედება?

2000 წლის ივლისში ებრაელმა ექიმმა ლეონარდ ლეიბოვიჩმა 3393 პაციენტის ორმაგი
ბრმა კვლევა ჩაატარა, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით ორ ჯგუფად გაანაწილეს:
საკონტროლო და „ლოცვითი“. კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, მოქმედებს თუ არა
ლოცვა პაციენტთა მდგომარეობაზე (Leibovici, Leonard, M. D. «Effects of remote,
retroactive intercessory prayer on outcomes in patients with bloodstream infection: randomised
controlled trial». BMJ (British Medical Journal), vol. 323: 1450–1451 (22 December
2001).). ლოცვა - მატერიაზე აზრის შორეული ზემოქმედების მშვენიერი მაგალითია.
ახლა კი - დაძაბეთ ყურადღება, რადგან ხშირად ყველაფერი ისე არ არის, როგორც
გვეჩვენება.

ლეიბოვიჩმა ამოარჩია პაციენტები, რომელთაც ჰოსპიტალიზაციის შემდეგ დაეწყოთ


სეფსისი (სისხლის მოწამვლა). ისინი შემთხვევითი პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად.
პირველი ჯგუფის პაციენტებისთვის უნდა ელოცათ, მეორესთვის - არა. შემდეგ
ლეიბოვიჩმა შეადარა ჯგუფები შემდეგი მონაცემების მიხედვით: ყოველი პაციენტის
ცხელების ხანგრძლივობა, მისი საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობა და სეფსისის
მიზეზით სიკვდილის მაჩვენებელი.

იმ ჯგუფის წევრებმა, რომელთათვისაც ლოცულობდნენ, უფრო სწრაფად დაძლიეს


ცხელება და სტაციონარშიც ნაკლები დრო გაატარეს; სიკვდილიანობის მაჩვენებელი
სტატისტიკურად დიდად განსხვავებული არ აღმოჩნდა, თუმცა „ლოცვით ჯგუფში“
მაინც უკეთესი მონაცემები დაფიქსირდა.

ესაა ნათელი დადასტურება ლოცვის მაცოცხლებელი ძალისა და ადამიანის უნარისა -


კვანტურ ველში გაგზავნოს საკუთარი გაცნობიერებული განზრახვა. თუმცა მთელ ამ
ისტორიაში არის კიდევ რაღაც, რის შესახებაც უნდა იცოდეთ. უცნაურად არ
მოგეჩვენათ ის ფაქტი, რომ 2000 წლის ივლისში მხოლოდ ერთ საავადმყოფოში
სეფსისის 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა? იქნებ საავადმყოფოს შენობებს
დეზინფექციას ცუდად უკეთებდნენ? ან იქნებ იქ რაიმე ინფექცია მძვინვარებდა?
საქმე იმაშია, რომ „ლოცვითი ჯგუფის“ არც ერთი პაციენტი სეფსისით 2000 წელს არ
დაავადებულა. ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ, ექსპერიმენტის მონაწილეები
იმათთვის ლოცულობდნენ, ვინც საავადმყოფოში 1990-დან 1996 წლის ჩათვლით
მოხვდა - 4-10 წლით ადრე კვლევის მომენტამდე! პაციენტების გამოჯანმრთელება
1990-იან წლებში ხდებოდა - წლების შემდეგ ჩატარებული კვლევის შედეგად.
შეიძლება ასეც ვთქვათ: ყველა პაციენტს, რომლისთვისაც 2000 წელს ლოცულობდნენ,
მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა - მაგრამ ყველა
ცვლილება რამდენიმე წლის წინ მოხდა.

კვლევის სტატისტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მიღებული შედეგები


დამთხვევად არ შეიძლება განვიხილოთ. ეს კი ამტკიცებს, რომ ჩვენი განზრახვები,
აზრები, გრძნობები და ლოცვები არა მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე, არამედ
წარსულზეც ზემოქმედებენ.

აქედან კითხვა: თუკი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის (ანუ კონცენტრირდებით


ანალოგიურ განზრახვაზე) ილოცებთ, იმოქმედებს კი ეს თქვენს წარსულზე, აწმყოსა
და მომავალზე?

კვანტური კანონი გვამცნობს, რომ ყველა პოტენციური შესაძლებლობა


ერთდროულად არსებობს. აზრებს და გრძნობებს ცხოვრების ყველა ასპექტზე
შეუძლიათ ზემოქმედება, დროისა და სივრცის საზღვრების გაუთვალისწინებლად.

ყოფიერების მდგომარეობა არის გონების მდგომარეობა: როდესაც ტვინი და სხეული


ერთიანია

მთელ წიგნში განსაზღვრული საერთო მდგომარეობის ანუ გონების


მდგომარეობის შექმნასა და შენარჩუნებაზე ვისაუბრებ, და ამ ცნებებს ერთი და იგივე
აზრით გამოვიყენებ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ყოფიერების მდგომარეობა
თქვენი აზრებითა და გრძნობებითაა განპირობებული. მსურს, რომ გესმოდეთ:
ტერმინები ყოფიერების მდგომარეობა და გონების მდგომარეობა ასევე ფიზიკური
სხეულის მდგომარეობასაც მოიაზრებს. სინამდვილეში, როგორც შემდეგ
დარწმუნდებით, მრავალი ადამიანი იმყოფება მდგომარეობაში, რომლის დროსაც
სხეული თითქოსდა გონება ხდება. ასეთები თითქმის ყოველთვის სხეულს და
სხეულებრივ შეგრძნებებს ემორჩილებიან. ამიტომ, როდესაც დამკვირვებლის
ეფექტზე ვსაუბრობ, გაითვალისწინეთ, რომ მატერიაზე ზემოქმედება არა მხოლოდ
ტვინს, არამედ სხეულსაც შეუძლია. სამყაროზე მოქმედი დამკვირვებელი არის
თქვენი ყოფიერების მდგომარეობა (რომლის დროსაც გონება და სხეული ერთიან
მთლიანობას წარმოადგენს).

აზრები და გრძნობები დნმ-ზე ზემოქმედებენ


კვანტურ ველთან კომუნიკაცია უმთავრესად აზრების და გრძნობების მეშვეობით
ხდება. რამდენადაც ჩვენი აზრები თავად წარმოადგენენ ენერგიას (ტვინის
ელექტრული იმპულსები მარტივად იზომება ხელსაწყოებით, მაგალითად
ენცეფალოგრაფით), სწორედ ისინი წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს არხს,
რომლითაც ჩვენ სიგნალებს კვანტურ ველს გადავცემთ.
მუშაობის პრინციპს ოდნავ მოგვიანებით აგიხსნით, ახლა კი მსურს ერთი საოცარი
კვლევის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩვენი აზრების და გრძნობების მატერიაზე
ზემოქმედებას ადასტურებს.

უჯრედული ბიოლოგიის სპეციალისტმა, დოქტორმა გლენ რეინმა გადაწყვიტა


მკურნალთა ბიოლოგიურ სისტემაზე ზემოქმედების უნარი შეემოწმებინა. რადგანაც
დნმ-ის მოლეკულა უფრო სტაბილურია, ვიდრე უჯრედები ან ბაქტერიული
კულტურები, გადაწყდა, რომ მკურნალებს ზემოქმედება დნმ-ის შემცველ
სინჯარებზე უნდა მოეხდინათ (McCraty, Rollin, Mike Atkison and Dana Tomasino,
«Modulation of DNA conformation by heart-focused intention». HeartMath Research Center,
Institute of HeartMath, Boulder Creek, CA, publication no. 03–008 (2003).).

ცდა კალიფორნიულ ცენტრში „გულის მათემატიკა“ ტარდებოდა. მისი


სპეციალისტების ანგარიშზე უკვე მრავალი უნიკალური კვლევა ირიცხებოდა, მათ
შორის ემოციის ფიზიოლოგიის და გულის და ტვინის ურთიერთქმედების სფეროში.
მათ ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და გულის რიტმს შორის კავშირის დადგენა
შეძლეს. ასე მაგალითად, უარყოფითი ემოციები (მაგალითად მრისხანება ან შიში)
გულის რიტმს არღვევს, ხოლო დადებითი (სიყვარული ან სიხარული), პირიქით, მას
ძალზე ამკვეთრებს. „გულის მათემატიკის“ სპეციალისტებმა ამგვარ რითმულ
სურათს გულის შეთანხმებულობა უწოდეს.

დოქტორი რეინი თავდაპირველად 10 კაციან ჯგუფს იკვლევდა, რომლებიც ცენტრში


შემუშავებულ გულის შეთანხმებულობის მიღწევის ტექნიკებს სრულყოფილად
ფლობდნენ. ამ ტექნიკების დახმარებით ცდის პირები საკუთარ თავში ძლიერ
დადებით გრძნობებს (მაგალითად სიყვარულს და მადლიერებას) იწვევდნენ, შემდეგ
კი ორი წუთის განმავლობაში გამოხდილ წყალში მოთავსებული დნმ ნიმუშებიანი
სინჯარები ეჭირათ ხელში. ამ ნიმუშების ანალიზისას არავითარი სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა.

მეორე ჯგუფის სპეციალურად მომზადებული მონაწილეები იგივეს აკეთებდნენ,


მაგრამ მცირედი დამატებით: ისინი არა მხოლოდ ქმნიდნენ სიყვარულის და
მადლიერების პოზიტიურ ემოციებს (გრძნობებს), არამედ იმავდროულად თავში
აფიქსირებდნენ დნმ-ის ძაფების შეკუმშვის ან გაშლის განზრახვას (აზრს). ამ
შემთხვევაში ანალიზმა გამოავლინა დნმ-ის მოლეკულის კონფორმაციის (ფორმის)
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები. ზოგიერთ შემთხვევაში დნმ-ის ძაფი
თითქმის 25%-ით აღმოჩნდა დამოკლებული ან დაგრძელებული!
მესამე ჯგუფის ასევე სპეციალურად დატრენინგებული მონაწილეები
ინარჩუნებდნენ დნმ-ის შეცვლის მკაფიო განზრახვას, მაგრამ მითითების მიხედვით,
დადებით ემოციურ მდგომარეობას საკუთარ თავში არ იწვევდნენ. სხვაგვარად რომ
ვთქვათ, ისინი მატერიაზე მხოლოდ აზრის ძალით (განზრახვით) ცდილობდნენ
ზემოქმედებას. შედეგი? ნულოვანი!

პოზიტიური ემოციური მდგომარეობა, რომელშიც პირველი ჯგუფის მონაწილეები


იმყოფებოდნენ, თავისთავად დნმ-ზე არ მოქმედებდა. ეფექტი არც მესამე ჯგუფის
წევრების ემოციების გარეშე მკაფიო განზრახვამ გამოიწვია. სასურველი შედეგი
მხოლოდ მაშინ დადგა, როდესაც მონაწილეები აზრობრივად მკაფიო მიზნებს
ინარჩუნებდნენ და მათ დადებითი ემოციებით განამტკიცებდნენ.

გაცნობიერებული განზრახვა ენერგიას, კატალიზატორს საჭიროებს - და ასეთ


კატალიზატორს სასიამოვნო ემოციები წარმოადგენს. გული და გონება
შეთანხმებულად მოქმედებენ. გრძნობები და ემოციები ყოფიერების მდგომარეობაშია
გაერთიანებული. და თუ ჩვენს მდგომარეობას 2 წუთში დნმ-ის ძაფების შეკუმშვა და
გაშლა ძალუძს, რაოდენ მრავლისმთქმელია ეს რეალობის შექმნის ადამიანის უნარის
შესახებ.

დოქტორი რეინის ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ კვანტური ველი ჩვენს სურვილებზე


- წმინდა ემოციურ მოთხოვნებზე - არ რეაგირებს. ის არც ჩვენს მიზნებზე, ანუ
აზრებზე რეაგირებს. კვანტური ველი მხოლოდ მაშინ გვეხმიანება, როდესაც აზრები
და ემოციები ერთმანეთთანაა შეთანხმებული, ანუ ერთსა და იმავე სიგნალს
გადასცემენ. როდესაც მთელი გულით განცდილი დადებითი ემოცია თანხვდება
მკაფიოდ ფორმულირებულ გაცნობიერებულ განზრახვას, კვანტური ველი იღებს
სიგნალს, რომელსაც ჭეშმარიტად გასაოცარი პასუხი მოყვება.

კვანტური ველი არა ჩვენს სურვილებს, არამედ ჩვენი ყოფიერების მდგომარეობას


პასუხობს.

აზრები და გრძნობები: კვანტურ ველს ელექტრომაგნიტურ სიგნალს გადავცემთ

რადგან სამყაროს ყველა პოტენციალი შესაძლებლობათა ტალღების ფორმით


არსებობს, რომელთაც ელექტრომაგნიტური ველი აქვთ და თავისი არსით ენერგიას
წარმოადგენენ, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ გამონაკლისს არც ჩვენი აზრები და
გრძნობები წარმოადგენს.
წარმოგიდგენთ ჩემი აზრით მოხერხებულ მოდელს: ჩვენი აზრები კვანტური ველის
ელექტრული პოტენციალის სახით, ხოლო გრძნობები - მაგნიტურ პოტენციალად
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ (Christ Returns — Speaks His Truth (Bloomington, IN:
AuthorHouse, 2007).). აზრები ველს ელექტრულ სიგნალს გადასცემს, ხოლო
გრძნობები, როგორც მაგნიტი, მოვლენას ჩვენსკენ იზიდავს. ერთად კი ისინი
ყოფიერების მდგომარეობას აყალიბებენ, რომელიც ელექტრომაგნიტური
გამოსხივებით ჩვენი სამყაროს ყოველ ატომზე მოქმედებს. იბადება კითხვა: როგორ
ტალღებს ვასხივებთ ყოველდღიურად სამყაროში ცნობიერად თუ
გაუცნობიერებლად?

კვანტურ ველში ყველა პოტენციური მოვლენა გარკვეული დიაპაზონის


ელექტრომაგნიტური ტალღების სახით არსებობს. გენიალობის, სიმდიდრის,
თავისუფლების, ჯანმრთელობის და ა.შ. შესაბამისი პოტენციური
ელექტრომაგნიტური დიაპაზონის ურიცხვი რაოდენობა ენერგეტიკული სიხშირის
სახით უკვე არსებობს. თუკი, ყოფიერების მდგომარეობის შეცვლით, კვანტური
ინფორმაციული ველის ერთერთი პოტენციალის შესაბამისი ახალი
ელექტრომაგნიტური ველის შექმნას შევძლებთ, შედეგად ჩვენ მივიზიდებით
სასურველი მოვლენისკენ თუ მოვლენა თავად მოგვძებნის?

კვანტურ ველში ელექტრომაგნიტური პოტენციალები


ნახ. 1D. კვანტურ ველში ყველა პოტენციური მოვლენა ურიცხვი შესაძლებლობის
სახით არსებობს. როდესაც ჩვენს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მოვმართავთ
კვანტურ ველში უკვე არსებულ ტალღაზე, ჩვენი სხეული მიიზიდება სასურველი
მოვლენისკენ და დროის ახალ ტალღაზე გადავალთ, ან ნანატრი მოვლენა თავად
გვიპოვის ახალ რეალობაში.

რომ შეცვალოთ - ახალი აზრებით ახალ შედეგებზე იფიქრეთ

სქემა მარტივია: ჩვეული, დიდი ხნის ნაცნობი აზრები და გრძნობები ყოფიერების


უცვლელ მდგომარეობაში გვაჩერებს, რომელიც, თავის მხრივ, ისევ და ისევ ქცევის
ერთსა და იმავე მოდელებს იწვევს და ერთი და იგივე რეალობას ქმნის. ამიტომ, თუ
ჩვენს რეალობაში რაიმეს შეცვლა გვსურს, ახლებურად ფიქრი, გრძნობა და
მოქმედება დაგვჭირდება და ფაქტობრივად სხვა ადამიანი უნდა „ვიყოთ“, ანუ
მოვლენებზე ჩვეული რეაქციების დათმობა მოგვიწევს. აუცილებელად სხვა
პიროვნება უნდა „გავხდეთ“. ჩვენ გონების ახალი მდგომარეობა, ახალი აზრებით
ახალ შედეგებზე ფიქრის უნარი დაგვჭირდება.

კვანტური თეორიის პოზიციიდან ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ყოფიერების ახალ


მდგომარეობაში უნდა გადავიდეთ და ჩვენი ელექტრომაგნიტური გამოსხივება უნდა
შევცვალოთ. ამის შემდეგ ერთერთი შესაძლო რეალობის ტალღაზე მოვხვდებით,
რომელიც ჯერჯერობით კვანტურ ველში მხოლოდ ელექტრომაგნიტური
პოტენციალის სახით არსებობს. ხოლო როდესაც ჩვენი არსი და გამოსხივება ველის
ელექტრომაგნიტურ პოტენციალს დაემთხვევა, ან ამ შესაძლო რეალობასთან
მივიზიდებით, ან ის თავად გვიპოვის.

სევდისმომგვრელია შეგრძნება, რომ ცხოვრება მხოლოდ ერთი და იგივე ნეგატიური


სცენარის უმნიშვნელო ვარიაციების უსასრულო ცვლას წარმოადგენს. მაგრამ სანამ არ
შეიცვლებით როგორც პიროვნება, სანამ თქვენს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას არ
გადააწყობთ, სხვას არც არაფერს უნდა ელოდოთ.

ცხოვრების შეცვლა ენერგიის შეცვლაა, ანუ აზრების და ემოციების ფუნდამენტური


გადაკეთება.
ახალი შედეგების მისაღწევად საკუთარი თავისგან გადაჩვევა და ახალი მე-ს შექმნა
მოგიწევთ.

ცვლილებების საიდუმლო - აზრების და გრძნობების შეთანხმებულობაშია

რა აქვთ საერთო ყოფიერების მდგომარეობას და ლაზერს? ეს პარალელი ცხოვრების


შესაცვლელად აუცილებელი კიდევ ერთი წესის ილუსტრაციაში დაგვეხმარება.
ლაზერი - მაღალი კოჰერენტობის სიგნალია. კოჰერენტულ სიგნალზე საუბრისას
ფიზიკოსები გულისხმობენ, რომ ეს სიგნალი ერთ ფაზაში მყოფი ტალღებისგან
შედგება - მათი ძირი (უმდაბლესი წერტილი) და თხემი (უმაღლესი წერტილი)
ერთმანეთს ემთხვევა. ხოლო ტალღების დამთხვევისას მათი სიმძლავრე გაცილებით
იზრდება.

ტალღები, რომელთაგანაც სიგნალი შედგება, ან ემთხვევიან ერთმანეთს, ან არა, ანუ


ან კოჰერენტულები, ანაც არაკოჰერენტულები არიან. იგივე ეხება აზრებს და
გრძნობებს. ალბათ გქონიათ შემთხვევები, როდესაც, აზრის ძალით რაიმეს შექმნის
მცდელობისას, საკუთარ თავს წარმატებაში გააზრებულად აჯერებდით, მაგრამ
გულის სიღრმეში მაინც არ გწამდათ ამის. და სამყაროსთვის ასეთი არაკოჰერენტული
საპირისპირო ფაზის სიგნალის გაგზავნით რას მიაღწიეთ? არაფერს. გაიხსენეთ
ცენტრის „გულის მათემატიკა“ მიღებული შედეგი: კვანტური ქმნადობა მხოლოდ
აზრებისა და გრძნობების შეთანხმებულობის პირობებში ხორციელდება.

ტალღების ტიპები

კოჰერენტული ტალღები

არაკოჰერენტული ტალღები

სურ.1E. რიტმული სინქრონული ფაზის ტალღების სიმძლავრე გაცილებით მაღალია,


ვიდრე საპირისპირო ფაზაში მყოფი ტალღებისა.

კოჰერენტულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს სიგნალის ტალღების სიმძლავრეს,


სწორედ ასევე ამაღლებს შეთანხმებულობა აზრების და გრძნობების ეფექტიანობას.
როდესაც მიზანზე ფოკუსირებულ მკაფიო აზრებს თან ახლავს ღრმა ემოციური
ჩართულობა, თქვენ გაცილებით მძლავრ ელექტრომაგნიტურ სიგნალს აგზავნით,
რომელიც თქვენი სურვილების შესაბამისი პოტენციური რეალობისკენ მიგიზიდავთ.

ჩემი მასტერ-კლასების მონაწილეებს ხშირად ვუყვები ჩემს საყვარელ ბებიაზე. ის


ძველი ყაიდის იტალიელი იყო და პირველყოფილ ცოდვაზე კათოლიკური
წარმოდგენები პასტისთვის პომიდვრის სოუსის მომზადების ტრადიციასთან ერთად
სისხლში ჰქონდა გამჯდარი. ის მუდმივად ლოცულობდა და გააზრებულად
ფიქრობდა ახალ ცხოვრებაზე, თუმცა დედის რძესთან ერთად შეთვისებული
დანაშაულის გრძნობა მის სიგნალს აფერხებდა. ერთადერთი, რაც მის ცხოვრებაში
ჩნდებოდა, - ახალახალი მიზეზი იყო, თავი დამნაშავედ ეგრძნო.

თუ თქვენს განზრახვებს და სურვილებს სტაბილური გაუმჯობესება არ მოსდევს,


სავარაუდოდ, ველში არაკოჰერენტულ, შერეულ სიგნალს აგზავნით. თქვენ შეიძლება
გსურთ სიმდიდრე და ფიქრობთ „ფინანსური“ აზრებით, მაგრამ თუ თავს ღარიბად
გრძნობთ, ვერასოდეს შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში ფინანსური სისავსის მოპოვებას.
რატომ? იმიტომ, რომ აზრები - ტვინის ენაა, ხოლო გრძნობები და შეგრძნებები -
სხეული ენა. ფიქრობთ ერთს და გრძნობთ მეორეს. ხოლო თუ ტვინი და სხეული
საპირისპირო შეტყობინებას აგზავნის, კვანტური ველი მკაფიო პასუხს არ გასცემს.

როდესაც ტვინი და სხეული ერთობლივად მოქმედებენ, როდესაც აზრები გრძნობებს


შეესაბამება, ყოფიერების ახალ მდგომარეობაში გადავდივართ, და უხილავი არხებით
ჩვენს მიერ გადაცემული სიგნალი კოჰერენტულია.

რატომ უნდა იყოს კვანტური შედეგები მოულოდნელი

ახლა კი თავსატეხის კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოვხსნათ. რეალობის შესაცვლელად,


ყველაზე ნაკლებად იმის ცოდნა გვჭირდება, როგორ ხორციელდება „შეკვეთილი“
შედეგები; დაე განგვაცვიფრონ და გაგვაოგნონ მათ. არაა აუცილებელი ვიმკითხაოთ,
რა ფორმით გამოვლინდება ჩვენი შემოქმედების ნაყოფი; მათი მიზანია -
მოულოდნელად გვეწვიოს და გამოგვაფხიზლოს ძილისგან, რასაც ჩვეული რეალობა
წარმოადგენს. ამ გამოვლინებებმა არანაირი ეჭვი არ უნდა გააჩინოს, რომ კონტაქტი
გონიერ კვანტურ ველთან დავამყარეთ, და ახალი გაბედული ნაბიჯებისკენ
მოგვიწოდოს. ამაშია სწორედ შექმნის სიხარული.

რატომ უნდა გვაკვირვებდნენ კვანტური ცვლილებები? მოვლენებში, რომელთა


პროგნოზირებაც შესაძლებელია, ახალი არაფერია.

ისინი ჩვეულია და ავტომატურად ხდება; ასეთი რამ უკვე ათასჯერ შეგემთხვათ. და


თუ ჩვენ მოვლენის პროგნოზირება შევძელით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ძველმა მე-მ
ძველი, კარგად ნაცნობი შედეგები შექმნა. ფაქტობრივად, საქმის გამოსავლის
გაკონტროლების მცდელობით, თქვენ გადადიხართ ნიუტონის პოზიციაზე.
კლასიკური ნიუტონის ფიზიკა მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე იყო აგებული და
მოვლენათა განვითარების პროგნოზირებას და წინასწარ განჭვრეტას ცდილობდა.

რას ნიშნავს „ნიუტონის პოზიციაზე გადასვლა“ შექმნის ჩვენს უნართან მიმართებაში?


ესაა შინაგან სამყაროზე (აზრებზე და გრძნობებზე) კონტროლის გარე სამყაროსთვის
გადაცემა. ეს ნიშნავს მიზეზისა და შედეგის მექანიზმთან დაბრუნებას.

აქ კი პირიქით, თავდაპირველად შინაგანი სამყაროს (ჩვეული აზრები და გრძნობები)


შეცვლა და შემდეგ გარე სამყაროს რეაქციის დაკვირვებაა საჭირო. შეეცადეთ უცნობი,
სრულიად ახალი მომავალი შექმნათ. და სასიამოვნოთ გაოცდებით, როდესაც თქვენს
ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად დადებითი მოვლენები დაიწყება. სწორედ
ახლა გახდით კვანტური შემოქმედი! თქვენ მიზეზობრიობის ჩარჩოდან გამოხვედით
და სასურველი შედეგების გამოწვევა ისწავლეთ.

ჩანაფიქრის მიღწევის მკაფიო განზრახვა დააფიქსირეთ, მაგრამ მისი ასრულების


დეტალები არაპროგნოზირებად კვანტურ ველს მიანდეთ. დაე თავად იზრუნოს, რომ
მოვლენა თქვენს ცხოვრებაში ყველაზე შესაფერისი ფორმით შემოვიდეს. და თუ
რამეა მოსალოდნელი, სწორედ მხოლოდ ყველაზე მოულოდნელი. დაემორჩილეთ
კვანტურ ველს, მიენდეთ მას და სასურველ მოვლენას ნება მიეცით, თქვენი
კონტროლის გარეშე მოხდეს.

ბევრისთვის სწორედ ესაა პროცესის ყველაზე რთული ნაწილი, რადგან ჩვენ,


ადამიანები, ყოველთვის მომავლის გაკონტროლებას მიველტვით, ვცდილობთ
ხელახლა შევქმნათ წარსული.

კვანტური ქმნადობა: შედეგის დადგომამდე თქვით მადლობა

ახლახანს ვთქვი, რომ სასურველი შედეგის მისაღებად აზრები გრძნობებთან


შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ, შემდეგ კი მის მისაღწევად კონკრეტულ
დეტალებზე არ ვიზრუნოთ. ესაა ნახტომი უცნობლობაში, და იმისთვის, რომ ჩვენი
ცხოვრება ერთფეროვანი, პროგნოზირებადი შედეგების ნაცვლად ახალი
შეგრძნებების და კვანტური სიურპრიზების სიხარულით აივსოს, ჩვენ ეს უნდა
გავაკეთოთ.

მაგრამ, სურვილები რომ რეალობად იქცეს, კიდევ ერთი ნახტომი დაგვჭირდება


უცნობლობაში.

როდის ხართ ჩვეულებრივ მადლობელი? სავარაუდოდ ასე


უპასუხებთ: „მადლობელი ვარ ჩემი ოჯახისთვის, რომ მაქვს სახლი, სამსახური, მყავს
მეგობრები“. რა აერთიანებს ამ პასუხებს? ეს ყველაფერი თქვენ უკვე გაქვთ.

როგორც წესი, ცხოვრებაში უკვე მომხდარი ან მიმდინარე ამბებისთვის ვართ


მადლობელნი. ჩვენ დაგვარწმუნეს, რომ უმიზეზოდ არ უნდა გვიხაროდეს, ვიყოთ
მადლიერნი და გვიყვარდეს საკმარისი საფუძვლის გარეშე. ანუ ჩვენი შინაგანი
მდგომარეობა გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული - ნიუტონის მოდელი
მოქმედებაში.

რეალობის ახალი მოდელი კი ჩვენგან, კვანტურ შემოქმედთაგან, შინაგან


ცვლილებებს (ტვინის და სხეულის, აზრების და შეგრძნებების დონეზე) მოითხოვს,
იმგვარად, რომ არ დაველოდოთ, გრძნობის ორგანოები როდის დააფიქსირებენ რაიმე
გარეგან ცვლილებას.

შეგიძლიათ მადლობელი იყოთ სასურველი მოვლენისთვის და გიხაროდეთ მანამ,


სანამ ის მოხდება? შეგიძლიათ მომავალი რეალობის ისე ცხადად წარმოდგენა, რომ
მასში უკვე დღეს ჩაიძიროთ?

კვანტური ქმნადობის ტერმინებით: შეგიძლიათ მადლიერი იყოთ იმისთვის, რაც


კვანტურ ველში კვანტური პოტენციალის სახით არსებობს, მაგრამ ჯერ არ
განხორციელებულა? თუ დიახ, ე.ი. მიზეზობრიობის ჩარჩოებიდან გამოხვედით
(გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებისგან შინაგანი ცვლილებებისთვის) და
სასურველი შედეგების გამოწვევა (შინაგანად შეცვლა და ამით გარე სამყაროზე
ზემოქმედება) ისწავლეთ.

მადლიერების გრძნობით ველს სიგნალს ვუგზავნით, რომ ესა თუ ის მოვლენა უკვე


მოხდა. მაგრამ მადლიერება აზრის დონეზე არ უნდა დარჩეს.

აუცილებელია ვგრძნობდეთ თავს ისე, თითქოს სასურველი უკვე ჩვენს ცხოვრებაშია.


ამ შემთხვევაში სხეული (რომელიც მხოლოდ გრძნობებს აღიქვამს) მომავალ
მოვლენას ემოციურად უკვე ახლა განიცდის.

სამყაროს გონი და კვანტური ველი

ვიმედოვნებ, ამ მომენტისთვის უკვე მზად ხართ კვანტური მოდელის იდეურ


საფუძველს დაეთანხმოთ: მთელი მატერიალური რეალობა ძირითადად უზარმაზარ
ქსელში არსებული ენერგიისგან შედგება, რომლის ელემენტები დროისა და სივრცის
საზღვრებს მიღმა ურთიერთკავშირში იმყოფებიან. ეს ქსელი, კვანტური ველი, ყველა
შესაძლებლობას შეიცავს, რომლებიც, როგორც დამკვირვებლებს, საკუთარი აზრების
(გონების), ემოციების და ყოფიერების მდგომარეობის მეშვეობით ცხოვრებაში
შეგვიძლია განვახორციელოთ.
მაგრამ ნუთუ რეალობა - მხოლოდ ერთიმეორეზე მოქმედი ინდიფერენტული
ელექტრომაგნიტური ძალების ერთობლიობაა? ნუთუ ცხოვრება ჩვენში - მხოლოდ
შემთხვევით წარმოქმნილი ბიოლოგიური ფუნქციაა? მისაუბრია ისეთ ადამიანებთან,
რომლებიც ამგვარად ფიქრობდნენ. საბოლოოდ ყველანაირი განსჯა დაახლოებით
შემდეგ დიალოგზე დაიყვანება:

რატომ ძგერს გული?

ავტონომიური ნერვული სისტემა ამუშავებს.

სად მდებარეობს ეს სისტემა?

თავის ტვინში. ტვინის ლიმბური სისტემა - ავტონომიური ნერვული სისტემის


ნაწილია.

არსებობს ტვინის ქსოვილში სპეციალური უბნები, რომლებიც გულის მუშაობის


შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი?

დიახ.

რისგან შედგება ეს ქსოვილი?

უჯრედებისგან.

უჯრედები რისგან შედგება?

მოლეკულებისგან.

მოლეკულები რისგან შედგება?

ატომებისგან.

და ატომები რისგან შედგება?

სუბატომური ნაწილაკებისგან.

და სუბატომური ნაწილაკები რისგან შედგება?

ენერგიისგან.
ჩვენ აუცილებლად მივდიოდით დასკვნამდე, რომ ჩვენი ფიზიოლოგიური აპარატი
ზუსტად ისეთივე მასალისგან შედგება, რისგანაც სამყარო. ჩვენი სხეულის
ცხოველმყოფელი ძალა რომ ენერგიის ფორმაა და ე.ი. 99,99999% „არაფერი“, როგორც
მთელი მატერიალური სამყარო - ამ იდეასთან შეჯახების შემდეგ ჩემი
თანამოსაუბრეები ან მხრებს იჩეჩავდნენ და მიდიოდნენ, ან იწყებდნენ გააზრებას,
რომ აქ რაღაც აზრი იმალება და შესაძლოა ფიზიკური რეალობა ამ უნივერსალურ
პრინციპს მართლაც ექვემდებარება.

მაგრამ - როგორი ირონიაა! - ჩვენ დაჟინებულ ყურადღებას მხოლოდ რეალობის იმ


უმცირეს ნაწილს (0,00001%) ვაქცევთ, რომელიც მატერიას წარმოადგენს. რაღაც
ძალზე მნიშვნელოვანი მხედველობის მიღმა ხომ არ გვრჩება?

თუ ეს „არაფერი“ ინფორმაციის მატარებელი ენერგეტიკული ტალღებისგან შედგება


და მათი ძალა ადამიანის ფიზიოლოგიური სტრუქტურების ფორმირებასა და
ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, ე.ი. დარწმუნებით შეგვიძლია ჩავთვალოთ,
რომ კვანტური ველი არის უხილავი გონი. ხოლო რადგან მთელ ფიზიკურ რეალობას
საფუძვლად ენერგია უდევს, გონი, რომელზედაც ახლა ვსაუბრობდით,
თვითორგანიზდება მატერიად.

გახსოვთ ჩემი ზემოთმოყვანილი დიალოგი? ამ სქემით შექმნა მსოფლიო გონმა


რეალობა. კვანტური ველი - უხილავი ენერგეტიკული პოტენციალია, რომელსაც
უნარი აქვს თვითორგანიზდეს სუბატომურ ნაწილაკებად, შემდეგ ატომებად,
მოლეკულებად და მზარდად - აბსოლუტურად ყველაფრად. ფიზიოლოგიის
თვალთახედვით ჯაჭვი ამგვარად გამოიყურება: მოლეკულები - ქსოვილები -
ორგანოები - სისტემები - ორგანიზმი მთლიანობაში. სხვაგვარად, ენერგეტიკული
პოტენციალი თანდათან ადაბლებს ტალღური რხევის სიხშირეს, მანამ, სანამ მყარ
მატერიად არ გარდაიქმნება.

სწორედ მსოფლიო გონი ანიჭებს სიცოცხლეს კვანტურ ველს და ყველაფერს, რაც


მასშია, ჩვენი ჩათვლით. ეს ძალა შთაბერავს სიცოცხლეს მატერიალურ რეალობას
ყველა მის გამოვლინებაში. მსოფლიო გონის წყალობით ძგერს ჩვენი გული, კუჭი
საჭმელს გადაამუშავებს, და ყველა უჯრედში ყოველწამიერად ურიცხვი რაოდენობის
ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს. მეტიც, ხეები მსხმოიარობენ და უშორესი
გალაქტიკებიც იბადებიან და კვდებიან მისი ზემოქმედებით.

და რადგან ეს გონი ყველგანმყოფი და ზედროულია და მისი ძალა მოქმედებს


როგორც ჩვენში, ასევე ყველგან ჩვენს ირგვლივ, ის ერთდროულად
ინდივიდუალურიცაა და უნივერსალურიც.

ჩვენ, როგორც მსოფლიო გონის ნაწილს, მისი ფუნქციის შესრულება შეგვიძლია


უნდა გესმოდეთ, რომ მსოფლიო გონი იმავე უნარს ფლობს, რაც ყოველ ჩვენგანს
პიროვნებად აქცევს, - მას საკუთარი თავის აღქმა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ
ეს ძალა უნივერსალური და ობიექტურია, მას თვითშემეცნება და მატერიალური
სამყაროს ფარგლებში საკუთარი გადაადგილების და მოქმედებების დაკვირვების
უნარი აქვს.

ამას გარდა, მსოფლიო გონის ცნობიერება ყველა დონეს ეხება: ის არა მარტო საკუთარ
თავს აღიქვამს, არამედ ჩვენც. რამდენადაც უნივერსალური გონი ყველაფერს ხედავს,
ამიტომ მისი ყურადღების სფეროში ყოველი ჩვენგანი იმყოფება. მისთვის ცნობილია
ჩვენი აზრები, ოცნებები, ქმედებები და სურვილები. და დამკვირვებლის ეფექტის
მეშვეობით მსოფლიო გონი ამ ყველაფერს მატერიალურ ფორმაში გარდაქმნის.

ეს ცნობიერება, რომელმაც ყოველი ცოცხალი შექმნა, რომელიც თავის ენერგიას და


ნებას ჩვენი ორგანიზმის ყოველი ფუნქციის შესანარჩუნებლად ხარჯავს, რათა
ვიცოცხლოთ, და ჩვენს მიმართ უზომოდ ღრმა ინტერესს ავლენს, - რა არის, თუ არა
წმინდა სიყვარული?

უნივერსალური გონის ორ გამოვლინებაზე ვსაუბრობდით: ველის ობიექტურ


ცნობიერებაზე და სუბიექტურ, ინდივიდუალურ თვითცნობიერებაზე, რომელიც
თავისუფალ ნებას ფლობს. სამყაროს ცნობიერების თვისებების კოპირებით, ჩვენ
თავად ვხდებით შემოქმედნი. როდესაც სიყვარულით აღსავსე ამ გონთან რეზონანსს
ვგრძნობთ, მას ვემსგავსებით. სუბიექტური გონის მიერ კვანტურ ველში გაგზავნილ
ყველა სიგნალზე უნივერსალური გონი ენერგეტიკულ პასუხს შესაბამისი მოვლენის
ფორმით იძლევა. როდესაც ჩვენი ნება მის ნებას ემთხვევა, ჩვენი ცნობიერება მის
ცნობიერებას შეესაბამება, ხოლო ჩვენი სიცოცხლის სიყვარული ეხმიანება მისას, ჩვენ
უნივერსალური გონის როლს ვირგებთ. ჩვენ თავად ვხდებით ის ამაღლებული ძალა,
რომელიც წარსულს ძლევს, აწმყოს კურნავს და მომავლის კარს გვიხსნის.

ვიღებთ იმას, რასაც ვაგზავნით

ცხოვრებისეული მოვლენები შემდეგი სქემით ფორმირდება.

თუკი ოდესმე ტანჯვა განგვიცდია, ის ტვინის და სხეულის დონეზე ინახება და


აზრებში და გრძნობებში გამოიხატება - შესაბამისად, კვანტურ ველში ტანჯვის
შესაბამის სიგნალს ვაგზავნით. პასუხად უნივერსალური გონი ჩვენს ცხოვრებაში
მორიგ მოვლენას აგზავნის, რომელიც ანალოგიურ მენტალურ და ემოციურ რეაქციას
იწვევს.

ჩვენი აზრები აგზავნის სიგნალს (ვიტანჯები), ხოლო ემოციები (ტანჯვა) იზიდავს


იმავე ემოციურ სიხშირეზე მყოფ მოვლენებს, ანუ საუკეთესო მიზეზს ტანჯვისთვის.
ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით მუდმივად ვთხოვთ უნივერსალურ გონს მისი
არსებობის დამადასტურებელ ნიშნებს, და ისიც მოვლენათა ენაზე გვპასუხობს. აი
როგორია ჩვენი ძალა!

წიგნის ცენტრალური კითხვა: რატომ არ ვაგზავნით სიგნალს, რომელიც სასიკეთო


შედეგებს მოგვიტანდა? როგორ შევიცვალოთ, რომ ჩვენი სიგნალი იმ მოვლენებს
შეესაბამებოდეს, რომელთა მოზიდვაც ცხოვრებაში გვინდა? ჩვენ ბოლომდე უნდა
ვირწმუნოთ, რომ კვანტურ ველში გადასაცემად აზრების (სიგნალების)
გაცნობიერებულად არჩევისას, სრულიად საგრძნობ, თუმცა მოულოდნელ შედეგებს
მივიღებთ. სწორედ მაშინ მოხდება სასურველი ცვლილებები.

ობიექტური გონი ცოდვებისთვის (ანუ აზრები, გრძნობები და მოქმედება) კი არა,


არამედ მათი საშუალებით გვსჯის. რადგან ველში აზრებისა და გრძნობებისგან
(ძირითადად ტანჯვის) შედგენილი სიგნალის პროეცირებას ვახდენთ, რომლებიც
წარსულის ნეგატიური გამოცდილებითაა გამოწვეული, რა გასაკვირია, რომ ველი
ასევე ნეგატიურად გვპასუხობს?
რამდენჯერ წარმოგითქვამთ დაახლოებით ასეთი სიტყვები: „წარმოუდგენელია!
ყოველთვის ასე რატომ მემართება?“

რეალობის ბუნების ახალი გაგებიდან გამომდინარე, თქვენთვის ნათელი უნდა


გახდეს, რომ მსგავსი წარმოდგენებით თქვენ ნიუტონურ-კარტეზიული მოდელის
მიმდევარი ხართ, რომელშიც ადამიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მსხვერპლს
წარმოადგენს. ახლა უკვე იცით, რომ სასურველი შედეგების გამოწვევა თავად
შეგიძლიათ. და ნაცვლად ჩვეული სახით რეაგირებისა, კითხვა უნდა
დასვათ: „როგორ შევცვალო ჩემი აზრები, გრძნობები და მოქმედებები, სასურველი
შედეგების მისაღებად?“

შესაბამისად, ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ გააზრებულად გადავიდეთ


ცნობიერების ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც მსოფლიო გონთან კონტაქტის
დამყარება იქნება შესაძლებელი, პირდაპირ შევუერთდეთ შესაძლებლობათა ველს და
ცვლილებისთვის ჩვენი მზადყოფნის შესახებ მკაფიო სიგნალი გადავცეთ მას და
ცხოვრებისეული მოვლენების სახით სასურველი პასუხი მივიღოთ.

სთხოვეთ კვანტურ ველს, რომ განიშნოთ

გაცნობიერებულად შექმნას რომ შეუდგებით, სთხოვეთ კვანტურ გონს განიშნოთ,


რომ კონტაქტი შედგა. არ მოგერიდოთ კონკრეტულ შედეგთან დაკავშირებული
ნიშნების თხოვნა. ასეთი ქცევით თქვენ გამოხატავთ თქვენს უფლებას იცოდეთ, რომ
უნივერსალური გონი ნამდვილად არსებობს და მისთვის თქვენი მცდელობების
შესახებ ცნობილია. ნიშნების მიღებით შექმნის პროცესს მეტი სიხარულით და
აღმაფრენით გააგრძელებთ.
ეს პრინციპი მოითხოვს, უარი ვთქვათ ყველაფერზე, რაც ჩვენი აზრით, ვიცით,
შეუცნობელ ძალას დავემორჩილოთ და პასუხს მოვლენების სახით ველოდოთ. ესაა
სწავლისთვის საუკეთესო გზა. დადებითი ნიშნების მიღებით (ანუ ცხოვრებისეული
გარემოებების კეთილსაიმედო ცვლილებებზე დაკვირვებით) ვხვდებით, რომ
შინაგანი მუშაობა სწორი მიმართულებით წარმოებდა. ამასთან, თავისთავად ცხადია,
რომ მოქმედებებს ვიმახსოვრებთ და მათ გამეორებას შევძლებთ.

ამიტომ, როდესაც თქვენს ცხოვრებაში საპასუხო ცვლილებები დაიწყება, შეეცადეთ


იმ მეცნიერის პოზიცია დაიკავოთ, რომელმაც მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა.
ცვლილებების ანალიზისას დაინახავთ, რამდენად კეთილგანწყობილია სამყარო
თქვენი მცდელობებისადმი და დარწმუნდებით, რომ დიდ ძალას ფლობთ.

მაგრამ როგორ გადავიდეთ ამისთვის აუცილებელ ცნობიერების მდგომარეობაში?

კვანტური ფიზიკა „უ-გრძნობია“

ნიუტონის ფიზიკის ერთერთი პოსტულატი პროგნოზირებად და განმეორებად


ურთიერთქმედებათა სწორხაზოვან თანმიმდევრობას წარმოადგენს. ალბათ
მიხვდით, რასაც ვგულისხმობ: თუ A + B = C, მაშინ C + D + E = F. მაგრამ რეალობის
უცნაურ კვანტურ მოდელში ყველა ელემენტი ერთმანეთთან
მრავალგანზომილებიანი საინფორმაციო ველის მეშვეობით ურთიერთობს, ხოლო
მათი ურთიერთკავშირი ჩვენთვის ჩვეული გაგების დროისა და სივრცის მიღმა
მდებარეობს. ვიშ, რა საინტერესოა!

ერთერთი მიზეზი, რის გამოც კვანტური ფიზიკა გასაგებად ასე რთულია, იმაში
მდგომარეობს, რომ ჩვენ რეალობის შეგრძნებებით აღქმის საფუძველზე აზროვნებას
შევეჩვიეთ. მაგრამ თუ რეალობის შეფასებას გრძნობათა ორგანოების მეშვეობით
გავაგრძელებთ და მათგან ნიშნებს დაველოდებით, ნიუტონის პარადიგმების
ჩარჩოებში დარჩენისთვის ვართ განწირული.

კვანტური მოდელი კი პირიქით, მოითხოვს, რომ რეალობის ჩვენი გაგება არ დარჩეს


გრძნობითი აღქმის დონეზე (ამ აზრითაც „უგრძნობია“ კვანტური ფიზიკა). კვანტური
მოდელის დახმარებით მომავალი რეალობის შექმნის პროცესში ჩვენი გრძნობის
ორგანოები მომხდარ ცვლილებას სულ ბოლოს იგრძნობენ. თავდაპირველად
აზრობრივი შექმნა მოხდება და მხოლოდ ბოლოს მივიღებთ გრძნობით
დადასტურებას. რატომ ხდება ასე?

კვანტური რეალობა მრავალგანზომილებიანია და ჩვენი გრძნობების მიღმა არსებობს


- იქ, სადაც არც სხეულია, არც მატერია და არც დროა. ამ ზონაში მოსახვედრად და
კვანტური მოდელის ფარგლებში შექმნის დასაწყებად, გარკვეული დროით საკუთარი
სხეულის დავიწყება მოგიწევთ. ასევე დროებით გარშემომყოფი გარემოდან -
ყველაფრიდან, რაც თქვენს იდენტობას შეადგენს - ყურადღების ფოკუსის
წანაცვლება. მეუღლე, შვილები, ქონება და პრობლემები - თქვენი იდენტობის
ელემენტებია, რადგან მათი მეშვეობით გარე სამყაროს მიეკუთვნებით. და ბოლოს,
დროის სწორხაზოვან აღქმაზე უნდა თქვათ უარი. ანუ როდესაც პოტენციური
მოვლენის გაცნობიერებული დაკვირვების პროცესში იმყოფებით, იმდენად უნდა
ჩაეფლოთ მომენტში, რომ გონება წარსულის მოგონებებსა და „ჩვეული“ მომავლის
მოლოდინს შორის არ დახტოდეს.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: გვსურს რა ვიმოქმედოთ რეალობაზე (გარემოზე),


განვკურნოთ სხეული თუ შევცვალოთ ესა თუ ის მოვლენა მომავალში (დრო), გარე
სამყაროზე მთლიანად უნდა ვთქვათ უარი (ჩავიძიროთ არარაში), სხეულის
შეგრძნებისგან განვთავისუფლდეთ (გავხდეთ არავინ) და დროის ათვლა დავკარგოთ
(უდროობაში ჩავეფლოთ) - ანუ ფაქტობრივად წმინდა გონებად ვიქცეთ.

თუ ამას შეძლებთ, გარემოზე, საკუთარ სხეულზე და თავად დროზე (ამ ცნებებს


ხუმრობით „დიდ სამეულს“ ვუწოდებ) მოიპოვებთ ძალაუფლებას. და რადგანაც
ველის სუბატომური სამყარო მთლიანად ცნობიერებისგან შედგება, მასში მოხვედრა
მხოლოდ იმ პირობით შეიძლება, რომ ჩვენ თავად წმინდა გონებას წარმოვადგენთ.
კვანტურ ველში შემავალ კარში „ვიღაც“ ვერ შევა - იქ მხოლოდ „არავინ“ მოხვდება.

კვანტური ქმნადობა ჩვენი გონების ბუნებრივ უნარს წარმოადგენს (მეტის გასაგებად


კითხვა განაგრძეთ). საკმარისია გაიგოთ, რომ ყველაფერს ფლობთ ქმნადობისთვის,
უკან მოიტოვოთ ჩვეული სამყარო, დროისა და სივრცის მიღმა ახალ რეალობაში
შეაბიჯოთ, და თქვენი უნარის გამოყენებას გულწრფელი აღმაფრენით შეუდგებით.

სივრცისა და დროის მიღმა გასვლა

რას ნიშნავს, აღმოჩნდე სივრცისა და დროის მიღმა? ეს ლოგიკური ცნებები ადამიანმა


ადგილმდებარეობასთან და ცვლილებების ჩვენეულ აღქმასთან დაკავშირებული
ფიზიკური მოვლენების ასახნელად შექმნა. როდესაც ვამბობთ, რომ ჭიქა მაგიდაზე
დგას, ამ მოვლენას ადგილმდებარეობის (სივრცის რა ნაწილში მდებარეობს) და
დროის მონაკვეთის (რომლის განმავლობაშიც ის იქ რჩება) ტერმინებით
განვსაზღვრავთ. ადამიანები ფაქტობრივად ამ ორი კონცეპტით არიან შეპყრობილი:
სად ვართ ახლა? რამდენი ხანია აქ ვართ და კიდევ რამდენ ხანს დავრჩებით? შემდეგ
სად წავალთ? და თუმცა დროს პირდაპირ ვერ აღვიქვამთ, მის სვლას მაინც
ვგრძნობთ, ზუსტად ისევე, როგორც სივრცეში ჩვენს მდებარეობას. ისევე მკაფიოდ
„ვგრძნობთ“ წამების, წუთების და საათების სვლას, როგორც სხეულის ზეწოლას
სკამზე და ტერფებისას იატაკზე.

უსასრულო შესაძლო რეალობები კვანტურ ველში დროისა და სივრცის მიღმა


იმყოფებიან, რადგან პოტენციალს არსებობა ჯერ არ განუხორციელებია. და რადგან
ის ჯერ არ არსებობს, ამიტომ ვერც სივრცული და ვერც დროითი კოორდინატები
ექნება. ყველაფერი, რაც ჯერ არ განხორციელებულა, ანუ ნაწილაკი არ გამხდარა და
შესაძლებლობების ტალღის სახით არსებობს, დროისა და სივრცის მიღმა იმყოფება.

რადგან კვანტური ველი მთლიანად არამატერიალური შესაძლებლობებისგან


შედგება, ის დროისა და სივრცის მიღმაა. როდესაც ურიცხვი შესაძლებლობებიდან
ერთერთს ყურადღებას მივაქცევთ და მატერიალურად ვაქცევთ, ის ორივე პარამეტრს
შეიძენს.

ველში შესასვლელად აუცილებელია შესაბამის მდგომარეობაში გადასვლა

დიახ, მშვენიერია, რომ კვანტური ველიდან ნებისმიერი სასურველი მოვლენის


ამორჩევის და ხორცშესხმის უნარს ვფლობთ. მაგრამ მასთან წვდომაა აუცილებელი.
პრინციპში, მუდამ ვართ მასთან მიერთებული, მაგრამ მისი რეაქცია როგორ
მოვიპოვოთ? თუ მუდმივად ენერგიას ვასხივებთ, ანუ ველში ინფორმაციას
ვაგზავნით და მისგან პასუხს ვიღებთ, როგორ გავზარდოთ კომუნიკაციის
ეფექტიანობა?

შემდეგ თავებში დაწვრილებით განვიხილავ ამ საკითხს. ამჯერად კი საკმარისია


იცოდეთ, რომ დროისა და სივრცის მიღმა მყოფ ველში შესასვლელად, აუცილებელია
საწყის მდგომარეობაში შესვლა.

მოხვედრილხართ ისეთ სიტუაციებში, როდესაც თითქოს დრო და სივრცე გამქრალა?


გაიხსენეთ: ავტომობილის საჭესთან ზიხართ და ამ დროს თქვენი ფიქრები
რომელიღაც პრობლემის ირგვლივ ტრიალებს. ასეთ მომენტებში ივიწყებთ საკუთარ
სხეულს (ვეღარ გრძნობთ თქვენს მდებარეობას სივრცეში), გარემოს (გარე სამყარო
ქრება) და დროს (წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენ ხანს გასტანა „გათიშვამ“).

სწორედ მსგავს სიტუაციებში აღმოჩნდებით იმ კარის ზღურბლზე, რომელსაც


კვანტურ ველში და მსოფლიო გონთან მივყავართ. არსებითად, თქვენთვის აზრი
ყველაფერზე უპირატესი სინამდვილეა.

შეცვალეთ თქვენი ტვინი - შეიცვლება ცხოვრებაც

ამ თავში გონებისა და მატერიის განცალკევებულობის გაგებიდან კვანტურ


მოდელამდე მივედით, რომელიც მათ ერთიანად და განუყოფლად მოიაზრებს.
გონება მატერიაა და მატერია - გონება.

საკუთარი ცხოვრების შეცვლის ყველა წინარე მცდელობამ, სავარაუდოდ,


პრინციპულად შეზღუდული აზროვნების გამო განიცადა მარცხი. ალბათ თქვენ
თვლიდით, რომ გარე მოცემულობები უნდა შეცვლილიყო: „ნაკლები სადარდებელი
რომ მქონდეს, გახდომას შევძლებდი და ბედნიერი ვიქნებოდი“. ყველა ჩვენგანი
ერთსა და იგივე თემას სხვადასხვა ვარიაციით აჟღერებდა. თუ A, მაშინ B. მიზეზი და
შედეგი.

წარმოგიდგენიათ, რომ თქვენ, სივრცისა და დროის მიღმა მყოფს, გონების, აზრების,


გრძნობების და ჩვეული ცხოვრების შეცვლა შეგიძლიათ? ან რომ „წინასწარ“
შეგიძლიათ შეცვლა და შემდეგ დაკვირვება, როგორ ვლინდება „გარე“ სამყაროში
„შინაგანი“ ცვლილებების შედეგები?

დიახ, ეს შესაძლებელია!

ბევრმა ადამიანმა, ჩემი ჩათვლით, საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ არსებითად


შეცვლა შეძლო, როდესაც ერთ მარტივ ჭეშმარიტებას ჩაწვდა: ტვინის შესაცვლელად
და შედეგად ახალი გამოცდილების შესაძენად და ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისგან გადაჩვევაა საჭირო. როდესაც გრძნობებს
ვძლევთ და ვხვდებით, რომ წარსულის ბორკილები აღარ გვბოჭავს, როდესაც ჩვენი
ცხოვრება სხეულის, გარემოს და დროის მიღმა გადის, - ჩვენთვის შეუძლებელი
აღარაფერია. ყოველი არსებულის ცხოველმყოფელი უნივერსალური გონი
სასიამოვნოდ გაგვაოცებს. მისი ყველაზე მგზნებარე სურვილია - სასურველთან
წვდომა მოგანიჭოთ.

უფრო ლაკონურად, როდესაც თქვენს ტვინს ცვლით, ცხოვრებაც იცვლება.

„და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ“ (ესაია 11.6)

ვიდრე გავაგრძელებთ, მოგიყვებით ისტორიას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს,


რომ თუ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ცვლილებების ქცევა გვსურს,
უმაღლეს გონთან კონტაქტს გვერდს ვერ ავუვლით.

ამჟამად უკვე ზრდასრული ჩემი შვილები იყენებენ მედიტაციას, რომელიც წიგნის II


ნაწილში აღწერილის მსგავსია. მისი საშუალებით ბევრი შესანიშნავი თავგადასავალი
განახორციელეს ცხოვრებაში. ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როდესაც
მოვილაპარაკეთ, რომ მათთვის სასურველი მატერიალური გარემოსა და მოვლენების
შექმნისთვის იმუშავებდნენ. ასევე შევთანხმდით, რომ არც პროცესში ჩავერეოდი და
არც შედეგის მიღწევაში დავეხმარებოდი. სასურველი რეალობა თავად უნდა
შეექმნათ, თავიანთი გონების გამოყენებით და კვანტურ ველთან
ურთიერთქმედებით.

ჩემი ქალიშვილი - ის ახლა 20 წლისაა - ხელოვნების კოლეჯში სწავლობს.


გაზაფხული იდგა, როდესაც ვკითხე, რას ისურვებდა ზაფხულის არდადეგებზე.
აღმოჩნდა, რომ გრძელი სია შეედგინა! კოლეჯის სტუდენტისთვის ტიპიური
ზაფხულის სამუშაოს მაგივრად მას სამუშაოდ იტალიაში გამგზავრება, მინიმუმ
ექვსი იტალიური ქალაქის დათვალიერება და მეგობრებთან ერთად ფლორენციაში
ერთი კვირის გატარება სურდა. მისი სურვილი იყო ზაფხულის პირველი ექვსი კვირა
ემუშავა, დანარჩენი არდადეგები კი სახლში გაეტარებინა.

ქალიშვილი მკაფიო სურვილისთვის შევაქე და შევახსენე, რომ უნივერსალური გონი


საზაფხულო ოცნებას თავად განახორციელებს. მისი საქმეა - იცოდეს, რა სურს, ხოლო
როგორ მოხდება ეს - უმაღლესი გონის საზრუნავია.

რადგან ჩემი ქალიშვილი მოვლენის ჩაფიქრების და რეალობაში მის


განხორციელებამდე ემოციების განცდის ხელოვნებას ფლობს, ეს მხოლოდ შეხსენება
იყო: არა მხოლოდ გაცნობიერებული წარმოდგენა, როგორი იქნება საზაფხულო
თავგადასავალი (ვის გაიცნობს, რა მოხდება, რა ადგილებს მოინახულებს), არამედ
გრძნობებში სრულად დანთქმაა საჭირო. ვთხოვე, შეექმნა მოვლენის იმდენად
ცოცხალი წარმოდგენა, რომ მას რეალური სახე მიეღო და მასზე ფიქრს შეგრძნება
გამოეწვია, ხოლო ტვინში იგივე ნეირონული კავშირები წარმოქმნილიყო, რაც
რეალური გამოცდილებისას.

თუ ის უბრალოდ გოგონა იქნება, რომელიც საერთო საცხოვრებელში ზის და


იტალიაში წასვლაზე ოცნებობს, იმავე ადამიანად დარჩება, იგივე რეალობაში.
ამიტომ უკვე მარტში ის უნდა „გამხდარიყო“ გოგონა, რომელმაც უკვე გაატარა
არდადეგების ნახევარი იტალიაში.
- პრობლემა არაა, - მიპასუხა მან.

მას უკვე ჰქონდა ორი მსგავსი გამოცდილება: როდესაც ვიდეოკლიპში გადაღება


სურდა და როდესაც საყიდლებზე თავაწყვეტილი სიარული სურდა. ორივე მოვლენა
საუკეთესოდ განხორციელდა.

შემდეგ შევახსენე:

- აზრობრივად შექმნის სეანსის შემდეგ ვერ დარჩები იგივე ადამიანი, როგორიც


მედიტაციამდე იყავი. მედიტაციის შემდეგ უნდა გახდე ის გოგონა, რომელმაც
ახლახანს თავისი ცხოვრების შესანიშნავი ზაფხული გაატარა.

- ცხადია, - მიპასუხა მან.

ქალიშვილი მიმიხვდა პასუხს: მას ყოველდღიურად მოუწევდა ყოფიერების


განახლებულ მდგომარეობაში შესვლა, ხოლო აზრობრივად შექმნის ყოველი სეანსის
შემდეგ ამაღლებულ განწყობილებაზე დარჩენა და მადლიერების განცდა მიღებული
განცდისთვის.
მან ორიოდე კვირის შემდეგ დამირეკა.

- მამა, უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიის საზაფხულო კურსს აწყობს იტალიაში.


პროგრამა 7000$ ღირს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, მაგრამ მე მხოლოდ 4000$
გადახდა მიწევს. შეგიძლია, ეს თანხა გადაიხადო?

არ მინდა უგულო მშობლის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს


პროგრამა ჩემი ქალიშვილის თავდაპირველი მიზნის შესაფერისი არ იყო. ის
სიტუაციის გამოსავლის გაკონტროლებას ცდილობდა და არა კვანტური ველისთვის
მოვლენის ორგანიზების მინდობას. მას ვურჩიე, რომ მთლიანად განსხეულებულიყო
მოგზაურის როლში და ეფიქრა, ეგრძნო, ესაუბრა და ეოცნება „იტალიურად“, მანამ,
სანამ ამ შეგრძნებაში ბოლომდე არ გაზავდებოდა.
კიდევ ორიოდ კვირაში მან კვლავ დამირეკა. ის ბიბლიოთეკაში ხელოვნების
ისტორიის ლექტორს ესაუბრებოდა და ბოლოს იტალიურ ენაზე გადავიდნენ. ამ
მომენტში ლექტორმა თქვა:

- ოჰ, ახლა გამახსენდა. ჩემი ერთი კოლეგა ზაფხულისთვის იტალიური ენის


მასწავლებელს ეძებს ამერიკელი სტუდენტებისთვის, რომლებიც იტალიაში
სწავლობენ. მათ საწყისი დონე სჭირდებათ.

რა თქმა უნდა, ჩემმა ქალიშვილმა ეს სამუშაო მიიღო. წარმოიდგინეთ: ის არა


მხოლოდ ხელფასს აიღებს (და დანახარჯებსაც დაუფარავენ), არამედ ექვს კვირაში
ექვს იტალიურ ქალაქს ეწვევა, ბოლო კვირას ფლორენციაში გაატარებს, ხოლო
ზაფხულის დანარჩენს სახლში იქნება. მან თავისი ოცნების სამუშაო და
თავდაპირველი გეგმა უმცირეს დეტალებში განახორციელა.

ამასთან, არაფერი გაუკეთებია, რასაც ჩვეულებრივ სტუდენტები მიმართავენ:


ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ლექტორების შეწუხება და ა.შ.

***

ჩემი ქალიშვილი მიზეზის და შედეგის კანონს არ დაემორჩილა, არამედ საკუთარი


მდგომარეობა იმ ხარისხით შეცვალა, რომ თავად გამოიწვია საჭირო შედეგი. მან
კვანტური კანონით ცხოვრება ისწავლა.

***

მას შემდეგ, რაც ის ელექტრომაგნიტურ დონეზე კვანტურ ველში არსებულ


სასურველ მომავალს მიუერთდა, მისი სხეული სასურველი მოვლენისკენ მიიზიდა.
სიტუაციამ თავად იპოვა ის. გამოსავალი არაპროგნოზირებადი იყო, ყველაფერი
სრულიად მოულოდნელად მოხდა, ზუსტად საჭირო დროს და, ეჭვგარეშე, შინაგანი
ძალისხმევის ნაყოფს წარმოადგენდა.

იფიქრეთ ამაზე. რა შესაძლებლობები გელოდებათ კვანტურ ველში? რა


მდგომარეობაში იმყოფებით ახლა? დანარჩენ დროს? თუ შეესაბამება თქვენი
მდგომარეობა იმას, რისი მოზიდვაც თქვენს ცხოვრებაში გინდათ?

ჰოდა, შეიძლება თუ არა ყოფიერების მდგომარეობის შეცვლა? შეიძლება თუ არა


ახალი ბედის შექმნა ახალი გონების შექმნით? სწორედ ამ კითხვებზე პასუხს ეძღვნება
წიგნის დანარჩენი ნაწილი.

თავი მეორე - გარე სამყაროს დაძლევა

თავი მეორე - გარე სამყაროს დაძლევა

დარწმუნებული ვარ, სუბიექტური გონების ობიექტურ რეალობაზე ზემოქმედების


უნარის შესახებ იდეას უკვე ჩაწვდით. შესაძლოა, ისიც აღიარეთ, რომ დამკვირვებელს
სუბატომურ სამყაროზე ზემოქმედება და კონკრეტული მოვლენების ცხოვრებაში
გამოწვევა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონის ენერგეტიკული ტალღიდან
ნაწილაკად გადაქცევით ძალუძს. სავარაუდოდ, ექსპერიმენტული კვანტური
მექანიკის შედეგებს ენდობით, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ცნობიერება ატომების
მიკროსამყაროს პირდაპირ აკონტროლებს, რადგან ეს ნაწილაკები არსებითად გონისა
და ენერგიისგან შედგებიან. კვანტური ფიზიკა მოქმედებაში, ხომ?

მაგრამ, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ ხართ მზად დაიჯეროთ, რომ გონი თქვენს
ცხოვრებაზე საგრძნობ ეფექტს ახდენს. ალბათ საკუთარ თავს ეკითხებით: „მაინც
როგორ შეუძლია ჩემს გონებას გლობალურ მოვლენებზე ზემოქმედება და შედეგად
ჩემი ცხოვრების შეცვლა? როგორ მოვახერხო ელექტრონების კონკრეტულ, ახალ
მოვლენებში განხორციელება, რომელთა განცდაც მომავალში მსურს?“ არ
გამიკვირდება, თუ რეალურ სამყაროში ნამდვილი ცხოვრებისეული მოვლენების
შექმნის საკუთარი უნარის გეეჭვებათ.

მსურს, პრაქტიკამ დაგარწმუნოთ, რომ აზრის ძალით რეალობის შეცვლის იდეას


მეცნიერული საფუძველი შეიძლება ჰქონდეს. სკეპტიკოსებს კი ვთავაზობ,
განიხილონ მაინც ასეთი შესაძლებლობა.

გამუდმებით ჩვეული აზრების და გრძნობების ტრიალით ერთი და იგივე რეალობას


ვქმნით
თუ ზემოთქმული პარადიგმა თქვენთვის მისაღებია, შემდეგის დაშვებაც მოგიწევთ:
ცხოვრებაში ახალი, უჩვეულო მოვლენების გამოსაწვევად ახლებურად აზროვნება და
გრძნობა უნდა დავიწყოთ.

ჩვეულებად ქცეული აზროვნებით და გრძნობებით, ერთსა და იმავე ცხოვრებისეულ


გარემოებებს ვქმნით, ისინი კი, თავის მხრივ, იგივე ემოციებს იწვევენ, მათი
თანმდევი შესაბამისი აზრებით.

პარალელს ბორბალში მორბენალ ციყვთან გავავლებდი. გამუდმებით საკუთარ


პრობლემებზე ფიქრით (გააზრებულად თუ გაუაზრებლად), კვლავ და კვლავ იგივე
სიძნელეებს ვქმნით. შესაძლოა, ასე ბევრს მათზე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ისინი
ჩვენი აზრებიდან წარმოიქმნენ. ალბათ ასე მკაფიოდ იმიტომ შეიგრძნობა, რომ
მუდმივად ნაცნობ გრძნობებს განვიცდით, რომლებიც პრობლემების მიზეზები
აღმოჩნდნენ. ვიდრე ჩვენი აზრები და გრძნობები ცხოვრებისეულ რეალობაზე იქნება
დამოკიდებული, ჩვენ მათ ხელახლა გამოწვევას გავაგრძელებთ.

შემდეგ თავებში ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რას უნდა ჩაწვდეს შეცვლის


მსურველი.

რომ შევიცვალოთ, გარემო, სხეული და დრო უნდა გადავლახოთ

ადამიანთა უმრავლესობისთვის ყურადღების ცენტრში სამი ობიექტია მოქცეული:


გარემო, საკუთარი სხეული და დრო. ისინი უბრალოდ კი არ კონცენტრირდებიან
მათზე, არამედ მათ დონეზე აზროვნებენ. საკუთარი თავისგან გადასაჩვევად აზრებში
კონკრეტული ცხოვრებისეული გარემოებების გადალახვა, თქვენი სხეულის მიერ
დამახსოვრებულ გრძნობებზე ამაღლება და დროის ახალ ხაზზე გასვლა მოგიწევთ.

შეცვლა თუ გსურთ, თქვენს აზრებში მუდმივად უნდა იმყოფებოდეს იდეალური მე -


მისაბაძი მაგალითი, ძალზე განსხვავებული რეალური მე-სგან, რომელიც
კონკრეტულ გარემოში, კონკრეტულ სხეულში და კონკრეტულ დროში არსებობს.
ყველა დიდ ადამიანს შეეძლო ეს, და თქვენც მიაღწევთ სიდიადეს რიგი ცნებების და
მეთოდების შესწავლით, რომლებზეც შემდეგ ვისაუბრებთ.

ამ თავში გარემოს საზღვრებიდან გამოსვლაზე ვისაუბრებთ და შემდეგი ორი თავის


მასალის - სხეულის და დროის დაძლევის - ასათვისებლად მოვემზადებით.

ჩვენი მოგონებები შინაგან გარემოს ქმნიან

ვიდრე საკუთარი თავისგან გადაჩვევაზე საუბარს შევუდგებით, წამით საღ აზრს


მივმართოთ. როგორ ჩამოყალიბდა ჩვევა, რომელიც გამუდმებით ერთი და იგივე
აზრების და გრძნობების ჩაბღაუჭებას გვაიძულებს?
პასუხი ჩვენს ტვინში - ყველა აზრის და გრძნობის წყაროში - იმალება. თანამედროვე
ნეიროფიზიოლოგიური თეორიების თანახმად, ტვინი იმგვარადაა მოწყობილი, რომ
ჩვენთვის ცნობილ გარემოს ყველა ელემენტს ირეკლავს. სიცოცხლის განმავლობაში
ჩვენს მიერ ცოდნისა და ემოციური განცდების სახით შეძენილი ნებისმიერი
ინფორმაცია ტვინში სინაფსური კვანძების სახით ინახება.

ადამიანები, რომლებთანაც გარკვეული ურთიერთობა გვაკავშირებს, საგნები,


რომელთაც ვფლობთ, ადგილები, სადაც გვიცხოვრია ან ვყოფილვართ სხვადსხვა
დროს და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ განცდილი უამრავი შეგრძნება -
ტვინის სტრუქტურებში ფიქსირდება. რუხი ნივთიერების ხვეულებში ურიცხვი
დასწავლილი მოქმედება და ქცევის მოდელია აღბეჭდილი, რომელთაც ცხოვრების
განმავლობაში ვახორციელებთ.

ამგვარად, ადამიანებთან და საგნებთან დროისა და სივრცის კონკრეტულ


წერტილებში ურთიერთობის მთელი ჩვენი გამოცდილება პირდაპირი გაგებით
ნეირონების (ნერვული უჯრედების) ქსელშია ასახული, და ადამიანის ტვინი კი
სწორედ მათგან შედგება.

რას ვუწოდებთ ადამიანებისა და საგნების შესახებ „მოგონებათა“ ერთობლიობას,


რომლებთანაც ცხოვრების განმავლობაში შეხება გვქონია დროისა და სივრცის
სხვადასხვა წერტილებში? ეს ჩვენი გარესამყაროა. და ტვინი უმეტესწილად
გარესამყაროს შეესატყვისება, რადგან მასში - ჩვენი წარსულის მატიანეა, ჩვენი
ცხოვრების ანარეკლი.

მღვიძარებისას ჩვენზე მრავალფეროვანი გარე სტიმულები უწყვეტად მოქმედებენ და


ტვინში სხვადასხვა ნეირონულ რგოლებს ააქტიურებენ. რადგან რეაქცია თითქმის
ავტომატურია, გარესამყაროს შესაბამისად ვიწყებთ ფიქრს (და მოქმედებას). რაკიღა
გარესამყაროს ზემოქმედებით განსაზღვრულ ფიქრს ვიწყებთ, შესაბამისად ჩვეული
ნეირონული კავშირები აქტიურდება, სადაც ტვინში უკვე დაფიქსირებული წინა
გამოცდილებაა ასახული. არსებითად, ჩვეულ აზრებს საკუთარი მოგონებებიდან
ავტომატურად ვიწვევთ.

თუ აზროვნება რეალობას განაპირობებს, ე.ი. განუწყვეტლივ ჩვეული ფიქრით (რაც


გარემოს შედეგსა და ანარეკლს წარმოადგენს) დღიდან დღემდე უცვლელ რეალობას
ვქმნით. ამ შემთხვევაში აზრები და გრძნობები გარემოს ზუსტად შეესაბამება, რადგან
სწორედ გარე რეალობა - მისი ყველა პრობლემით, პირობით და გარემოებით - ჩვენს
შინაგან სამყაროზე მოქმედებს.

ჩვენი ჩვეული მოგონებების გავლენით ტვინი ჩვეულ სინამდვილეს ხატავს


ჩვენ ყოველდღიურად ერთსა და იგივე ხალხს ვხედავთ (მეუღლეს, შვილებს,
უფროსს); ჩვეულ მოქმედებებს ვასრულებთ (მივდივართ სამსახურში, სადილს
ვამზადებთ, ძაღლს ვასეირნებთ); ერთი და იგივე ადგილას დავდივართ (კაფეში,
მაღაზიაში, ოფისში) და ერთსა და იმავე საგნებს ვუყურებთ (მანქანას, სახლს, კბილის
ჯაგრისს... და საკუთარ სხეულს). შედეგად, ჩვენთვის კარგად ნაცნობ სამყაროსთან
დაკავშირებული ჩვეული მოგონებების გავლენით ტვინი ერთი და იგივე
სინამდვილეს ქმნის.

შეიძლება ითქვას, რომ გარესამყარო გონებას სრულად აკონტროლებს. რადგან


ნეიროფიზიოლოგია გონებას განსაზღვრავს, როგორც „ტვინი მოქმედებაში“, ამიტომ
საკუთარი თავისთვის მუდმივი შეხსენებით, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენი აზრით
გარესამყაროსთან მიმართებაში, გონებას ახალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას
არ ვაძლევთ. და ამ შემთხვევაში ჩვენი იდენტობა გარე ფაქტორებით განისაზღვრება,
რადგან თავად ვაიგივებთ საკუთარ თავს გარესამყაროს ელემენტებთან. ასე რომ,
რეალობას მასთან ერთ დონეზე მყოფი გონების მეშვეობით ვაკვირდებით, და მისი
გავლენით კვანტური შესაძლებლობების ურიცხვი ტალღებიდან მხოლოდ ისინი
ხორციელდება, რომლებიც ჩვენი აზროვნების დონეს ასახავენ. ჩვენ კვლავ და კვლავ
ერთსა და იმავეს ვქმნით.

შესაძლოა, არ დაეთანხმოთ იმ აზრს, რომ თქვენი ფიქრები ეგზომ ზუსტად


შეესაბამება გარესამყაროს და რეალობა ასე მარტივად იქმნება. მაგრამ თუ
მხედველობაში მივიღებთ, რომ ტვინი წარსულის ამომწურავი მატიანეა და გონება -
ცნობიერების პროდუქტი, ე.ი. გარკვეული აზრით თქვენ ყოველთვის წარსულის
კატეგორიებით აზროვნებთ.

ვიდრე ტვინი დასწავლილი პროგრამების შესაბამისად რეაგირებს, აზროვნების დონე


წარსულის საზღვრებს არ გასცდება, რადგან თქვენ ავტომატურად ააქტიურებთ
არსებულ ნეირონულ კავშირებს, რომლებიც თქვენთვის უკვე ცნობილს და
განცდილს, ამიტომ პროგნოზირებადს, ასახავენ. და, კვანტური კანონის თანახმად
(რომელიც, ამასთან, მაინც მოქმედებს ჩვენზე), თქვენი წარსული - მომავალი ხდება.

მოდით ლოგიკურად ვიმსჯელოთ: თუ აზროვნება მოგონებებზეა დამოკიდებული,


ე.ი. მხოლოდ უკვე მომხდარის შექმნა შეგიძლიათ. ცხოვრებისეული გამოცდილება
მუდმივად ჩვეულ აზრებთან და გრძნობებთან გაბრუნებთ, ამიტომ კვლავ კარგად
ნაცნობ შედეგებს იღებთ და ამით ცხოვრების შესახებ აქტუალურ შეხედულებებს
ამტკიცებთ. რადგანაც ტვინი გარემოს შესატყვისია, ამიტომ თქვენი შეგრძნებები
ყოველ დილას იმავე რეალობასთან გაკავშირებთ და ცნობიერების ჩვეულ ნაკადს
იწყებს.

გარე სამყაროს შესახებ გრძნობის ორგანოებიდან (მხედველობა, ყნოსვა, სმენა,


შეგრძნება და გემო) მიღებული მონაცემების გადამუშავებისას ტვინი ჩვეული
გარემოს შესაბამის აზრებს გამოიმუშავებს. თვალებს ახელთ და ხვდებით: გვერდით
მწოლი - თქვენი მეუღლეა, რადგან საერთო წარსულზე მოგონებები გაქვთ. კარს იქით
ყეფა გესმით - და იცით, ძაღლი უნდა გაასეირნოთ. ზურგი გტკივათ - გახსენდებათ,
რომ გუშინაც გტკიოდათ. საკუთარ თავს გარე, ჩვეულ სამყაროსთან აიგივებთ,
რადგან თქვენს მოგონებებში ამ განზომილებაში იმყოფებით, კონკრეტულ დროსა და
სივრცეში.

ჩვეული ქმედებებით ძველ მე-ს ვუკავშირდებით

როგორ იქცევა უმრავლესობა, გრძნობის ორგანოების მიერ მორიგი გახსენების (თუ


ვინ არის, სად იმყოფება და ა.შ.) შემდეგ ჩვეულ რეალობაში „ჩართვისას“? ჩვენ არც კი
ვცდილობთ ძველ მე-ს გამოვეყოთ და ჩვევაში გადასულ, ავტომატიზებულ
მოქმედებებს გაუცნობიერებლად ვასრულებთ.

ასე მაგალითად, ყოველ დილით საწოლის ერთსა და იმავე მხარეს იღვიძებთ, ჩვეული
მოძრაობით ხალათს იცვამთ, სარკეში იხედებით საკუთარი სახის „გასახსენებლად“,
შხაპს იღებთ - ყველაფერს დადგენილი წესისამებრ აკეთებთ. შემდეგ ემზადებით,
რომ გარეგნულად გარშემომყოფთა მოლოდინის შესაბამისად გამოიყურებოდეთ,
როგორც ყოველთვის, იხეხავთ კბილებს. საყვარელი ფინჯნით ყავას სვამთ,
საუზმობთ, ყოველდღიურ ქურთუკს იცვამთ და ღილებს ავტომატურად იკრავთ.

შემდეგ, დაუფიქრებლად, ჩვეული, მოსახერხებელი მარშრუტით სამსახურში


მიდიხართ. იქ კარგად ნაცნობ მოვალეობებს ასრულებთ, რაც უკვე კარგა ხანია
სიძნელეს არ წარმოადგენს თქვენთვის. ხედავთ ერთი და იგივე ხალხს, რომლებიც
ერთსა და იმავე ემოციებს იწვევენ, შედეგად ამ ხალხზე, სამსახურზე და ზოგადად
ცხოვრებაზე ჩვეულ ფიქრებს თავიდან იწყებთ.
საღამოს სახლისკენ მიიჩქარით, რათა საჩქაროდ ივახშმოთ, სასურველ ტელეშოუს
უყუროთ და დაიძინოთ, რათა დილიდან ყველაფერი თავიდან გაიმეოროთ. თქვენს
ტვინში დღის განმავლობაში რამე შიცვალა?

რატომ ელოდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე ახალი გამოჩნდება, თავად კი


ძველებურად ფიქრს აგრძელებთ, ყოველდღიურად ერთსა და იმავეს აკეთებთ და
ჩვეულ ემოციებს განიცდით? განა ეს უაზრობა არაა? ყველანი ადრე თუ გვიან
მსგავსმა რუტინამ დაგვატყვევა. და ახლა გასაგებია, რატომ.

თქვენ ყოველდღიურად უცვლელ დონეზე აზროვნებთ. და რადგან კვანტურ


სამყაროში გარესამყარო - მხოლოდ გონების გაგრძელებაა (გონება და მატერია კი
ერთიანი), ამიტომ, ვიდრე თქვენს ტვინს არ შეცვლით, არც ცხოვრებისეული
გარემოებები შეიცვლება.
კვანტური მოდელის თანახმად, ჩვეულ რეალობაზე ჩვეული რეაგირებით კვლავ მის
მსგავსს ვქმნით. ან: ერთი და იგივე საწყისი მონაცემების გამოყენებით ახალ შედეგს
ვერ მივიღებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში, საერთოდ როგორ ახერხებენ ადამიანები
რაიმე ახლის შექმნას?

ჩვენ ვეჩვევით მძიმე დროებას

ერთფეროვანი ცხოვრების წესს, რომელიც ერთი და იგივე ნეირონული კვანძების


გააქტიურებას იწვევს, სხვა შედეგიც მოაქვს: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვეულ
რეალობაზე ჩვეული რეაქცია გვაქვს (ანუ ერთი და იგივე ნერვული უჯრედები
აქტიურდებიან და ტვინს ძველებურად მუშაობას აიძულებენ), ნეირონული
კავშირების სტრუქტურა თქვენი პერსონალური რეალობის (როგორიც არ უნდა იყოს
ის) პირობების შესაბამისობაში მოგყავთ.

ნეიროფიზიოლოგიის ერთერთ პოსტულატს „ჰების წესი“ ეწოდება. ძალზე ზოგადად,


მის მიხედვით: „ერთდროულად გააქტიურებული ნერვული უჯრედები ერთმანეთს
უკავშირდებიან“. ჰების წესი ამტკიცებს, რომ ნერვული უჯრედების ერთობლიობის
მუდმივად გაღიზიანებისას, ყოველ ჯერზე მათთვის ერთად გააქტიურება სულ
უფრო გამარტივდება. და ასეთ ნეირონებს შორის თანდათან მყარი გრძელვადიანი
კავშირი ყალიბდება (Hebb, D. O., The Organization of Behavior: A Neuropsychological
Theory. Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum Associates, Inc., 2002).

სტრუქტურის ცვლილების შესახებ საუბრისას სწორედ ეს მქონდა მხედველობაში:


გარკვეული ნეირონული კლასტერები იმდენად ხშირად აქტიურდებიან
ერთდროულად, რომ მყარ კავშირებს ქმნიან. და რაც უფრო ხშირად აქტიურდება ეს
ნეირონული ქსელები, მით უფრო ხისტად ფიქსირდება ნეირონების გააქტიურების
თანმიმდევრობა. გარკვეული რაოდენობის განმეორების შემდეგ ნებისმიერი
მოქმედება (მათ შორის აზრი და გრძნობა) ჩვეული, ანუ ავტომატური და
გაუცნობიერებელი ხდება. ტვინზე გარემოს ამგვარი ზემოქმედებისას
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვეული გარემო ჩვეულებად იქცევა!

ასე რომ, განმეორებადი აზრები, ემოციები და მოქმედებები ტვინში ჩაკეტილ


ნეირონულ სტრუქტურას აყალიბებს, რომელიც პირდაპირ ასახავს ჩაკეტილ
ყოველდღიურ რეალობას. შედეგად კი ჩვეული აზრები კიდევ უფრო ადვილად
დაგვიბრუნდებიან.

რეაქციების მარტივი ციკლის წყალობით ტვინი (შემდეგ - გონებაც) კიდევ უფრო


აქტიურად განამტკიცებს რეალობას, რომელშიც ცხოვრობთ. გარე იმპულსებზე
რეაგირებით რაც უფრო ხშირად ააქტიურებთ ერთსა და იმავე ნეირონულ კავშირებს,
მით უფრო ემსგავსება ტვინი რეალობას. თქვენ ცხოვრებისეულ გარემოებებზე
ნეიროქიმიურად დამოკიდებული ხდებით. დროთა განმავლობაში აზროვნება
საკმაოდ იზღუდება, რადგან აქტივაციას მხოლოდ გარკვეული რაოდენობის
ნეირონული კავშირები ექვემდებარება. ამ კავშირებისგან უნიკალური მენტალური
პროფილი იქმნება, რომელსაც პიროვნებას ვუწოდებთ.

როგორ მიმდინარეობს საკუთარ თავთან მიჩვევის პროცესი

ნეირონული მიჩვევის შედეგად ჩვენი ორივე რეალობა (გარე და შინაგანი)


ფაქტობრივად განურჩეველი ხდება. მაგალითად, თუ პრობლემებისგან ვერ
თავისუფლდებით, ადრე თუ გვიან რეალური სამყარო და თქვენი აზრები ერთ
მთლიანობად იქცევა. სუბიექტური აღქმით შეფერადებული ობიექტური რეალობა
განუწყვეტლივ მას დაემსგავსება. სიზმარივით ილუზიებში ჩაიძირებით.

რა თქმა უნდა, ყველა ჩაფლულა ჩვეულ კალაპოტში, მაგრამ ბევრად უფრო


სერიოზულადაა საქმე, ვიდრე გვგონია: რადგან განმეორებადი არა მხოლოდ
მოქმედებები, არამედ აზრები და ფსიქოლოგიური განწყობები ხდება. ჩვენ საკუთარ
თავს ვეჩვევით და გარემოს ვემონებით. ჩვენი აზროვნება ცხოვრებისეულ
მდგომარეობებს უტოლდება, და, დამკვირვებლის ეფექტის თანახმად, ჩვენს
პერსონალურ სინამდვილეში მათ კვლავ ვახორციელებთ. ჩვენ უბრალოდ ვპასუხობთ
კარგად ნაცნობ და უცვლელ გარე სამყაროს.

ასე და ამგვარად იქეცით გარემოებების ცოცხალ მსხვერპლად - საკუთარ ბედზე


კონტროლი დაკარგეთ. და ფილმის „ზაზუნას დღე“ ბილი მიურეის გმირისგან
განსხვავებით არც კი ცდილობთ შეიცვალოთ და დაუსრულებელი რუტინა
დაამსხვრიოთ, რომლადაც თქვენი ცხოვრება იქცა. უარესიც: ჩაკეტილ წრეში
უხილავი იდუმალი ძალის ზემოქმედებით არ მოხვედრილხართ. თავად შექმენით
ის.

მაგრამ რაკი ასეა, მისი გაწყვეტის ძალაც თავად შეგწევთ!

რეალობის კვანტური მოდელის თანახმად, საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად


აზროვნებისა და მოქმედებების ფორმა უნდა შევცვალოთ, ახლებურად უნდა
შევიგრძნოთ. ყოფიერების მდგომარეობა აუცილებლად უნდა შევცვალოთ.
რამდენადაც აზრები, გრძნობები და ქცევა ჩვენი პიროვნების საფუძველს შეადგენს,
ამიტომ სწორედ პიროვნებაა პირადი რეალობის შემოქმედი. ამრიგად, ახალი
პერსონალური სინამდვილის და ახალი ცხოვრების შექმნა ახალი პიროვნების
შექმნის გარეშე შეუძლებელია, და ყოველი ჩვენგანი სხვა ადამიანი უნდა გახდეს.

ამგვარად, შეიცვალო, ნიშნავს, ამაღლდე გარემოებებზე, თავი დააღწიო გარესამყაროს


აზრებსა და მოქმედებებში.

სიდიადე - გარემოებების მიუხედავად ოცნების ერთგულებაა


ვიდრე გავარკვევთ, აზრები გარემოებებზე როგორ ავამაღლოთ და საკუთარ თავს
გადავეჩვიოთ, რაღაც მსურს შეგახსენოთ.

რეალობის მიღმა აზროვნება მართლაც შესაძლებელია, და ისტორია სავსეა ქალების


და კაცების სახელებით, ვინც ეს შეძლო. მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი, უილიამ
უოლესი, მარია კიური, მაჰათმა განდი, ტომას ედისონი, ჟანა დ’არკი - მათ ყველას
პოტენციალის სახით კვანტურ ველში არსებული მომავალი რეალობის მკაფიო
სურათი აზრებში ჰქონდათ დაფიქსირებული. ეს სურათი გრძნობათა
ორგანოებისთვის მიუწვდომელ შესაძლებლობათა შინაგან სამყაროში არსებობდა, და
თავის დროზე სინამდვილედ განხორციელდა.

რა აერთიანებს ამ ადამიანებს? ის, რომ მათი ოცნებები, ჩანაფიქრები და მიზნები


ბევრად აღემატებოდა თავად მათ. ისინი იმდენად იყვნენ ჩაფიქრებული მომავლის
რეალობაში დარწმუნებულები, რომ ცხოვრობდნენ ისე, თითქოს მათი ოცნება უკვე
ახდა. მათ საკუთარი ოცნების არც დანახვა, არც მოსმენა, არც დაგემოვნება და არც
შეგრძნება შეეძლოთ, მაგრამ იმდენად იყვნენ მისით მოცულები, რომ წინასწარვე
პოტენციური რეალობის შესაბამისად იქცეოდნენ.

განვიხილოთ მაჰათმა განდის მაგალითი. XX საუკუნის დასაწყისში ინდოეთს


ბრიტანეთი ფლობდა, და იმპერიული წნეხი ინდოელებს სულიერად ანადგურებდა.
თუმცა განდის შეუპოვრად სჯეროდა რეალობის, რომელიც მისი ხალხისთვის ჯერ არ
იყო მოვლენილი. ის მთელი გულით მოუწოდებდა თავისუფლების, თანასწორობის
და არაძალადობის იდეებისკენ, და მისი სული ვერაფერმა გატეხა. განდი ქადაგებდა
თავისუფლებას ყველასთვის, მაგრამ რეალობა სხვაგვარად გამოიყურებოდა: ქვეყანა
ბრიტანეთის უღელქვეშ იხუთებოდა. იმ დროს გაბატონებული შეხედულებები მისი
იმედების და მისწრაფებების საპირისპირო იყო. როდესაც განდი ინდოეთის
რეფორმირებას შეუდგა, თავისუფლება ჯერ ძალზე შორს იყო, მაგრამ გარე სამყაროს
მკვეთრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ის საკუთარ იდეალზე უარის თქმას არ
აპირებდა.

განდის კარგა ხანს არ მიუღია მისი საქმიანობის მოტანილი შედეგის თვალნათელი


დასტური. მაგრამ ის იშვიათად თუ აძლევდა გარემოებებს მის ცხოვრებაზე
ბატონობის უფლებას. მომავალი, რომლისაც სჯეროდა, არც ჩანდა და არც
იგრძნობოდა, მაგრამ ფიქრებში იმდენად მკაფიოდ ჰქონდა წარმოდგენილი, რომ
სხვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო. განდი ფიზიკურად აწმყოში ცხოვრობდა, მაგრამ
ამასთან მომავალი რეალობით იყო გამსჭვალული. მას ესმოდა, რომ მისი აზრები,
მოქმედებები და გრძნობები ადრე თუ გვიან გარე სამყაროზე იმოქმედებდნენ. ბოლოს
და ბოლოს ასეც მოხდა.
როდესაც ჩვენი განზრახვის შესაბამისად ვიქცევით, როცა ჩვენი ქმედებები აზრებს არ
ეწინააღმდეგება, როდესაც გონება და სხეული შეთანხმებულად მოქმედებენ და
სიტყვა საქმის შესატყვისია, ჩვენ ჭეშმარიტად დიდ ძალას ვიძენთ.

რატომ იყო დიდი ადამიანების ოცნებები ყოველთვის „არარეალური სისულელე“

დიდი ადამიანები სასურველი მომავლის ურყევი რწმენით გამოირჩეოდნენ,


რომელიც დაუყოვნებელ გარეგან დადასტურებას არ საჭიროებდა. მათ არ
აღელვებდათ ის, რომ სასურველი ცვლილებები ფაქტებით ან შეგრძნებებით ჯერ არ
დასტურდებოდნენ. ყოველდღიურად ახსენებდნენ საკუთარ თავს იმ სინამდვილეს,
რომლითაც მათი აზრები იყო გაჯერებული. ამ ადამიანთა გონება წინ უსწრებდა მათ
თანამედროვე გარემოცვას, რადგან მათი გონება გარემოს კონტროლისგან
გათავისუფლდა.

ადამიანებს, რომლებმაც ისტორიაში კვალის დატოვება შეძლეს, კიდევ ერთი ნიშანი


აერთიანებთ: ყველას ძალზე მკაფიოდ წარმოედგინა, კონკრეტულად რა უნდა
მომხდარიყო მათ ცხოვრებაში.

(ალბათ გახსოვთ, რომ სასურველი შედეგის მიღების კონკრეტულ გზას უმაღლეს


გონს მივანდობთ, მათაც, ცხადია, ეს იცოდნენ.)

და რა თქმა უნდა, ბევრი მათი თანამედროვე მათ მისწრაფებებს რეალობას


აცდენილად აფასებდა. არსებითად, ამ ადამიანებს და მათ ოცნებებს მართლაც
არაფერი ჰქონდათ საერთო სინამდვილესთან. მოვლენები, რომლებზეც მათი აზრები
იყო კონცენტრირებული, მოქმედებები და ემოციები სინამდვილის ნაწილს არ
წარმოადგენდა თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ჯერ არ განხორციელებულიყვნენ.
სკეპტიკოსებს და ცინიკოსებს მათი შეხედულებები ბოდვად მიაჩნდათ, მაგრამ
თავისებურად მართლებიც იყვნენ: მომავლის მსგავსი ხედვა აზრისა და გრძნობითი
აღქმის ზღვარს მიღმაა.

კიდევ ერთი ცნობილი ისტორიული ფიგურა - ჟანა დ’არკი განვიხილოთ.


თანამედროვეებს ის შეურაცხადად მიაჩნდათ. მისი აზრები იმ დროის საყოველთაოდ
მიღებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, თავად კი პოლიტიკური
სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ როდესაც ჟანა დ’არკის ჩვენებები
სინამდვილედ იქცა, ის ჯადოქრად მიიჩნიეს.

სიდიადე - რეალობის მიუხედავად ოცნების ერთგულებაა. მალე დავრწმუნდებით,


რომ გარე სამყაროს დაძლევა სხეულისა და დროის გადალახვასთან უწყვეტ
კავშირშია. განდის დავუბრუნდეთ: მას გარე სამყაროს (გარემოს) მოვლენები არ
აფერხებდა, არც საკუთარ ჯანმრთელობაზე და არც საშიშროებაზე (სხეული) წუხდა,
და ბოლოს, არ აღელვებდა, როდის განხორციელდებოდა ოცნება თავისუფლების
შესახებ (დრო). მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რეალობის ელემენტები მის
განზრახვასთან თანხვედრაში მოვიდოდნენ.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დიდი ადამიანების გონება - თავისებური


ლაბორატორიაა, სადაც ნებისმიერი იდეა ისეთ დონემდე იხვეწება, რომ მათი ტვინი
მას რეალობისგან უბრალოდ ვეღარ განასხვავებს.

მაგრამ იქნებ თქვენც შეძლოთ მხოლოდ აზრების მეშვეობით საკუთარი თავის


შეცვლა?

აზრობრივი რეპეტიცია: როგორ შეიძლება აზრები სინამდვილედ იქცეს

ნეიროფიზიოლოგიურმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ტვინის შესაცვლელად - და


შესაბამისად, რწმენის, ქცევის მოდელების და ცხოვრებისადმი მიმართების -
სხვაგვარად ფიქრის დაწყებაც საკმარისია (ანუ გარე სამყაროში რაიმეს შეცვლა არაა
აუცილებელი). რომელიმე მოქმედების აზრობრივი რეპეტიციისას (ანუ როდესაც
მისი განხორციელების პროცესს მრავალჯერ წარმოვიდგენთ) ნეირონული კავშირები
ჩვენი მიზნების შესაბამისად გადაეწყობიან. ჩვენ ჩვენი აზრები იმდენად რეალური
შეგვიძლია გავხადოთ, რომ ტვინში ისეთ ცვლილებებს მივიღებთ, თითქოს ეს
მოვლენა სინამდვილეში უკვე მოხდა. ყველა ჩვენგანს შეუძლია, ტვინი გარე სამყაროს
წინმსწრებად მომართოს.

მაგალითს მოვიყვან. წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი“ ერთ კვლევას აღვწერ:


ერთი ჯგუფის წევრები ხუთი დღის განმავლობაში, დღეში ორი საათი აზრობრივად
მეცადინეობდნენ ფორტეპიანოს სავარჯიშოებს ერთი ხელისთვის, ისე, რომ
კლავიშებს არ ეხებოდნენ. მეორე ჯგუფი იმავე პერიოდში ანალოგიურ სავარჯიშოებს
ასრულებდა რეალურად, კლავიატურაზე (Pascual-Leone, A., et al., «Modulation of
muscle responses evoked by transcranial magnetic stimulation during the acquisition of new fine
motor skills». Journal of Neuropysiology, vol. 74(3): 1037–1045 (1995)). შედეგად ორივე
ჯგუფის მონაწილეებში პრაქტიკულად იდენტური ცვლილებები დაფიქსირდა.
ტვინის ფუნქციურმა სკანირებამ აჩვენა, რომ ყველა მონაწილეს ტვინის ერთი და
იგივე უბანში ნეირონების კლასტერების რაოდენობის ზრდა და აქტივაცია
აღენიშნებოდა. ანუ იმათ, ვინც გამებს და აკორდებს მხოლოდ ფიქრებში უკრავდა,
თითქმის იმდენივე ახალი ნეირონული კვანძები წარმოექმნა, რამდენიც იმათ, ვინც
ფიზიკურად უკრავდა.
აქედან ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს. პირველი, ჩვენ ნამდვილად
შეგვიძლია ტვინის შეცვლა, სხვაგვარად ფიქრს თუ დავიწყებთ. მეორე, თუ რაიმე
იდეაზე ვართ კონცენტრირებული, ტვინი ჩვენი აზრების შინაგან სამყაროს გარე
სინამდვილისგან ვეღარ არჩევს. ამგვარად, ჩვენი აზრები ფაქტობრივად
სინამდვილედ იქცევა.
ამ პრინციპის გაგებაზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა ძველი ჩვეულებების
შეცვლას (ძველი ნეირონული კავშირების გაწყვეტას) და ახლების შეძენას (ახალი
ნეირონების ქსელების შექმნას). ამიტომ, მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ,
როგორ მიმდინარეობდა ჩვევის შეძენა იმ საცდელ პირებში, რომლებიც
ფორტეპიანოზე დაკვრას ფიქრებში სწავლობდნენ და კლავიშებს არასდროს შეხებიან.

ნებისმიერი ჩვევის შეძენის პროცესი ოთხი ეტაპისგან შედგება: ინფორმაციის


ათვისება, პრაქტიკული დამუშავება, ყურადღების ფოკუსირება და გამეორება.
ყოველი ეტაპი ტვინში განსაზღვრულ ცვლილებებს იწვევს. ამ დროს უმნიშვნელოა,
როგორ ხდება ჩვევის შეძენა: პრაქტიკულად თუ აზრების დონეზე.

ინფორმაციის ათვისების ეტაპზე ახალი ნეირონული კავშირები


წარმოიქმნება; პრაქტიკული დამუშავების პროცესში ერთვება სხეული, რომელმაც
შესაბამისი შეგრძნებები უნდა განიცადოს. ყურადღების ფოკუსირება და მრავალჯერ
გამეორება კი ტვინის შეცვლას იწვევს.

იმ მონაწილეებს, რომლებიც აკორდებს და გამებს ფორტეპიანოზე უკრავდნენ, ახალი


ნეირონული კავშირები წარმოექმნათ, რადგან სწავლის პროცესი ზემოთხსენებული
ფორმულის მიხედვით მიმდინარეობდა.

მხოლოდ ფიქრებში მოვარჯიშეებიც ამ ფორმულას მიყვებოდნენ, ერთი


გამონაკლისით: პროცესში სხეული არ ჩაურთავთ. თუმცა იოლად ახერხებდნენ, თავი
პიანინოზე დაკვრის პროცესში წარმოედგინათ.

როგორც გახსოვთ, მრავალჯერადი მენტალური ვარჯიშის შემდეგ ჯგუფის წევრებს


იგივე ნევროლოგიური ცვლილებები დაუფიქსირდათ, რაც მათ კოლეგებს,
რომლებიც კლავიშებს სინამდვილეში ეხებოდნენ. ახალი ნეირონული ქსელი მათ
ტვინშიც წარმოიქმნა, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ნამდვილად მეცადინეობდნენ
ფორტეპიანოზე დაკვრაში, თუმცაღა ფიზიკური გამოცდილების გარეშე. შეიძლება
ითქვას, რომ მათი ტვინი რეალური მუზიცირების გამოცდილების წინმსწრებად
„მომავალს ეწვია“.

ჩვენ, ადამიანებს, ტვინის მოზრდილი შუბლის წილი გვაქვს და უნიკალური უნარი,


აზრებს სინამდვილის შეგრძნება შევძინოთ. ამიტომ, ჩვენს წინა ტვინს თავისუფლად
შეუძლია გარესამყაროს „ხმა დაუწიოს“ და გონებას ერთად-ერთი საჭირო აზრის
დამუშავებაში არაფერი შეუშლის ხელს. მსგავსი შინაგანი პროცესი მენტალური
სურათებით იმდენად ღრმად გამსჭვალვის საშუალებას იძლევა, რომ ამ დროს ტვინის
ნეირონული კავშირების ცვლილება რეალური მოვლენის ზემოქმედებით
ცვლილების ანალოგიურია. როდესაც გარესამყაროსგან დამოუკიდებლად ტვინის
შეცვლას და სასურველი რეალობით მიზანმიმართულად განმსჭვალვას ვისწავლით,
მასზე მუდმივად ყურადღების ფოკუსირებით, ტვინი სინამდვილებს გაუსწრებს.
აზრობრივი რეპეტიცია - საკუთარი თავისგან გადაჩვევის მნიშვნელოვანი იარაღია.
თუ მუდმივად ერთსა და იმავეზე ვიფიქრებთ და სხვა თემებს გამოვრიცხავთ, რაღაც
მომენტში ჩვენი აზრების სინამდვილედ აღქმა დაიწყება. როდესაც ეს მოხდება,
ტვინის ნეირონული ქსელები ახალი შეგრძნებების შესაბამისად შეიცვლება. სწორედ
ამგვარად ცვლიან აზრები ტვინის სტრუქტურას, და შესაბამისად, ცნობიერების
მდგომარეობას.

უნდა გვესმოდეს, რომ საკუთარი თავისგან გადასაჩვევად ნეირონული სტრუქტურის


შეცვლა გარე სამყაროსთან ფიზიკური ურთიერთქმედების გარეშეც შესაძლებელია.
დაფიქრდით, რა ჰორიზონტებს გვიხსნის ფორტეპიანოზე დაკვრის ექსპერიმენტი.
ნებისმიერი სასურველი მოქმედებისთვის იგივე პროცესის - აზრობრივი რეპეტიციის
- გამოყენებით ტვინის შეცვლა შეგვიძლია, იმგვარად, რომ რაიმე კონკრეტულ
მოვლენებს არ დაველოდოთ.

ტვინის სტრუქტურის შეცვლით სასურველი მოვლენების დადგომამდე, აუცილებელ


ნეირონულ კვანძებს ვქმნით, რომლებიც მის რეალობად ქცევამდე ჩვენი განზრახვის
შესაბამისად მოქმედებაში დაგვეხმარება. გონებაში უფრო ეფექტიანი მოქმედებების,
აზრების და მდგომარეობების რეგულარული „გამეორებით“ ჩვენ ნეირონულ
მოწყობილობას „ვამონტაჟებთ“, რომელიც ახალი მოვლენებისთვის გვამზადებს.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. როგორც გახსოვთ, მოწყობილობაში ტვინის


ფიზიოლოგიას, ნეირონების დონემდე მის ანატომიურ აგებულებას ვგულისხმობ.
ახალი მოწყობილობის მუდმივი ჩატვირთვით და მისი მუშაობის გაუმჯობესებით
თქვენ ახალ ნეირონულ ქსელს მიიღებთ, რომელიც კომპიუტერულ პროგრამას
შეიძლება შევადაროთ. და ახლა უკვე ეს პროგრამა (მაგალითად ქცევის მოდელი,
დამოკიდებულება თუ ემოციური მდგომარეობა), წესისამებრ, ავტომატურად
ამოქმედდება.

ამრიგად, ტვინი ახალი მოვლენებისთვის მოვამზადეთ, და აი, გონება ახალ


საფეხურზე გადასასვლელად მზადაა. როდესაც გონებას ვცვლით, ტვინიც იცვლება;
როდესაც ტვინს ვცვლით, გონებაც იცვლება.

და როდესაც მოვა დრო ვუერთგულოთ ჩვენს იდეალს გარედან ოპონირების


მიუხედავად, ამ ამოცანას ბოლომდე გავუმკლავდებით და ახლებურად აზროვნებისა
და მოქმედებისთვის მზად ვიქნებით. ყველაზე მთავარია - მომავლის რეალურობის
მტკიცე, ურყევი რწმენა შევინარჩუნოთ. და რაც უფრო დეტალურად წარმოიდგენთ
თქვენს ქცევას სასურველი მოვლენის დადგომისას, მით უფრო გაგიიოლდებათ
არსებობის ახალ საფეხურზე გადასვლა.

ამგვარად, მზად ხართ გჯეროდეთ მომავლის, რომლის არც დანახვა, არც შეგრძნება
შეიძლება, მაგრამ რომელზეც იმდენჯერ გიფიქრიათ, რომ ტვინის ნეირონულ
სისტემაში სასურველი გამოცდილება აისახა, თუმცა მოვლენა ჯერ არ მომხდარა? თუ
დადებითად უპასუხეთ, ე.ი. თქვენი ტვინი წარსულის მატიანედან მომავლის რუქად
იქცა.

ახლა თქვენ იცით, რომ საკუთარი ტვინის შეცვლა ძალგვიძს, თუ ახლებურად


ვიაზროვნებთ. მაგრამ რამდენად რეალურია ანალოგიური ცვლილებები სხეულის
დონეზე, რომ მანაც წინასწარ განიცადოს სასურველი მოვლენა? ნუთუ გონება
ამდენად ყოვლისშემძლეა? მალე თავად დარწმუნდებით ამაში.
თავი მესამე - სხეულის დაძლევა

თავი მესამე - სხეულის დაძლევა

აზროვნების პროცესი ვაკუუმში არ ხორციელდება. ყოველ ჯერზე, ამა თუ იმ აზრის


გაჩენისას, ტვინში ბიოქიმიური რეაქცია მიმდინარეობს - ჩვენ რაღაც ნივთიერებას
ვქმნით. როგორც მალე შეიტყობთ, ამის შემდეგ ტვინი სხეულს აზრის გადამტან
გარკვეულ ქიმიურ სიგნალს უგზავნის. ტვინისგან ქიმიური გზავნილის მიღების
შემდეგ სხეული აზრის შინაარსის შესაბამის რეაქციათა ჯაჭვს ააქტიურებს, შემდეგ კი
ტვინს დასტურს უგზავნის, რომ მოცემულ მომენტში ის (სხეული) გრძნობს იმავეს,
რასაც ტვინი ფიქრობს.

ბოლო ათწლეულში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სხეული და ტვინი


ელექტრომაგნიტური იმპულსების საშუალებით ურთიერთქმედებენ. ფაქტობრივად,
მხრებზე ორგანიზმის მრავალი ფუნქციის უზრუნველმყოფი ქიმიური ქარხანა
გვადგას. ყოველ უჯრედს გარე ზედაპირზე რეცეპტორები გააჩნია, რომლებიც
ინფორმაციას გარედან ღებულობენ. რეცეპტორის და შემომავალი სიგნალის ქიმიური
შემადგენლობის, სიხშირის და ელექტრული მუხტის დამთხვევისას უჯრედი
გარკვეული დავალების შესასრულებლად „განეწყობა“.

უჯრედული პროცესები
სურ. 3A. უჯრედი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას გარედან
რეცეპტორების მეშვეობით იღებს. შემომავალი სიგნალიდან გამომდინარე უჯრედი
მრავალ ბიოლოგიურ ფუნქციას ასრულებს.

ტვინის და სხეულის ურთიერთქმედების მარეგულირებელი ნივთიერებების სამი


ჯგუფი არსებობს: ნეირომედიატორები, ნეიროპეპტიდები და ჰორმონები. ამ
ნივთიერებებს ლიგანდები ეწოდებათ (ლათინური სიტყვიდან „ligare“ - დაკავშირება).
მათი დახმარებით ტვინი უჯრედზე ზემოქმედებს, და ეს პროცესი წამის მეათასედში
ხდება.

ნეირომედიატორები - ქიმიური შუამავლებია, რომლებიც სიგნალის ნერვულ


უჯრედებს შორის გადატანას განაპირობებენ, რაც ტვინსა და ნერვულ სისტემას
შორის ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს. ნეირომედიატორების სხვადასხვა
სახეობა არსებობს, და თითოეული მათგანი სპეციალურ ფუნქციას ასრულებს. ზოგი
ტვინზე აღმგზნებად მოქმედებს, სხვები პირიქით, ანელებენ მის მუშაობას, სხვა
ჯგუფი დაძინების ან გაღვიძების პროცესს განაპირობებს. ნეირომედიატორების
ზემოქმედებით ნეირონების კვანძების რღვევა ან პირიქით, ფიქსაცია ხდება.
ნეირომედიატორებს ასევე შეუძლიათ გზავნილის შეცვლა უშუალოდ მისი გაგზავნის
მომენტში, ისე რომ ნეირონ-ადრესატი და მასთან დაკავშირებული ნეირონები უკვე
„რედაქტირებულ“ ინფორმაციას მიიღებენ.
ნეიროპეპტიდები ლიგანდების კიდევ ერთი ნაირსახეობაა. მათი უმეტესობა
ნეირომედიატორების შემადგენლობაში შედის. ნეიროპეპტიდები ძირითადად
ჰიპოთალამუსში (უახლესი კვლევების მიხედვით, მათ იმუნური სისტემაც
გამოიმუშავებს) სინთეზირდებიან. ეს ნივთიერებები ჰიპოფიზს გაივლიან, ის კი
სხეულს გარკვეული ბრძანების შემცველ ქიმიურ გზავნილს გადასცემს.

სისხლის ნაკადით გადაადგილებისას ნეიროპეპტიდები სხვადასხვა ქსოვილის


(ძირითადად ჯირკვლების) უჯრედებს ემაგრებიან და ჰორმონებს ააქტიურებენ -
ლიგანდების მესამე ტიპს, რომელიც ამა თუ იმ გრძნობების გაჩენაზეა
პასუხისმგებელი. ამრიგად, ნეიროპეპტიდები და ჰორმონები - ადამიანური
შეგრძნებების ქიმიური საფუძველია.

ჩვენი მიზნებისთვის ამგვარი დაყოფაა მოსახერხებელი: ნეირომედიატორები -


ქიმიური „შუამავლები“ ტვინის და ცნობიერების დონეზე; ნეიროპეპტიდები - ტვინს
და სხეულს აკავშირებენ, რის შედეგადაც ჩვენ აზრების თანაფარდი გრძნობები
გვეუფლება; ჰორმონები კი სხეულის დონეზე იწვევენ შეგრძნებებს.

ლიგანდების როლი ტვინის და სხეულის ურთიერთქმედებაში: ზოგადი მიმოხილვა


სურ. 3B. ნეირომედიატორები - ნივთიერებები, რომლებიც ნეირონებს შორის
შუამავლებს წარმოადგენენ. ნეიროპეპტიდები - ქიმიური აგენტებია, რომელთა
ზემოქმედებით ორგანიზმის სხვადასხვა ჯირკვლები ჰორმონებს გამოიმუშავებს.

მაგალითად, როდესაც სექსუალური ფანტაზია გეწვევათ, სამივე ფაქტორი


ამოქმედდება. როგორც კი პირველი აზრი გაჩნდება, ტვინი მაშინვე გამოიმუშავებს
რიგ ნეირომედიატორებს, ისინი ნეირონულ ქსელს გაააქტიურებენ, შედეგად კი
აზრობრივი სურათები შეიქმნება. ამის შემდეგ ეს ნივთიერებები სისხლში შესაბამისი
ნეიროპეპტიდების გადმოსროლას იწვევენ. სასქესო ჯირკვლებს რომ მიაღწევენ,
ნეიროპეპტიდები უჯრედებს მიუერთდებიან და ჰორმონულ სისტემას აამუშავებენ -
და პროცესი იწყება! ტვინი იმდენად ცოცხალ ფანტაზიებს ქმნის, რომ სხეული
რეალური სექსუალური გამოცდილებისთვის (მის დადგომამდე) იწყებს მზადებას.
ამგვარ მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან გონება და სხეული.

თუ მოზარდ შვილთან მანქანის დაზიანების გამო მოსალოდნელ კამათზე იწყებთ


ფიქრს, ანალოგიური სქემით ნეირომედიატორები აზრობრივ პროცესს იწყებენ და
გონების გარკვეულ მდგომარეობას ქმნიან, ნეიროპეპტიდები სხეულს შესაბამის
ქიმიურ სიგნალს აწვდიან, შედეგად თქვენ ოდნავ აღელდებით. როგორც კი
პეპტიდები თირკმელზედა ჯირკვალს მიაღწევენ, ადრენალინის და კორტიზოლის
გადმოსროლა დაიწყება - თქვენ უკვე განრისხდით. ქიმიურ დონეზე თქვენი სხეული
საბრძოლველად მზადაა.

ციკლი „აზრი - გრძნობა - აზრი“


ტვინში ნეირონული კავშირები გარკვეულ კომბინაციებში აქტიურდებიან, ამასთან
მათი თანმიმდევრობა თქვენი აზრთასვლის შესაბამისია, შედეგად გონება ამ აზრების
თანაფარდ მდგომარეობას აღწევს. ნეირონების გარკვეული ქსელების აქტივაციის
შემდეგ ტვინი თქვენი აზრების სრულად შესატყვისი და ანალოგიური სხეულებრივი
შეგრძნებების გამომწვევი ნივთიერებების გამომუშავებას იწყებს.

ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც თქვენი აზრები ფერადია, სიყვარულით ან სიხარულით


ხართ სავსე, თქვენ აწარმოებთ ნივთიერებებს, რომლებიც თავს შესანიშნავად
გაგრძნობინებთ, სიხარულს ან სიყვარულს განიცდით. იგივე ხდება შიშით და
გაღიზიანებით განმსჭვალული ნეგატიური აზრების შემთხვევაში. წამებში იგრძნობთ
აფორიაქებას, განგაშს ან გაღიზიანებას.

ცილკი აზრი - გრძნობა - აზრი

სურ. 3C. ტვინის და სხეულის ნეიროქიმიური ურთიერთქმედება. როგორც კი


გარკვეული აზრები გაგიჩნდებათ, ტვინი გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც
გაიძულებენ თავი იგრძნოთ ზუსტად ამ აზრების შესაბამისად. ხოლო როცა
შეგრძნებები აზრებს დაემთხვევა, აზრები ამ შეგრძნებებს ერგებიან. ეს უწყვეტი
ციკლი უკუკავშირის მარყუჟს ქმნის, სახელწოდებით „ყოფიერების მდგომარეობა“.

ტვინი და სხეული ყოველთვის სინქრონულად მოქმედებენ. რადგან ტვინი


სხეულთან მუდამ კავშირშია, ჩვენი შეგრძნებები ყოველთვის შეესაბამებიან აზრებს,
ხოლო აზრები, თავის მხრივ, შეგრძნებების შესაბამისობაში მოდიან. ტვინი
მუდმივად აკონტროლებს სხეულის მდგომარეობას და, მისგან მიღებული
სიგნალების გადამუშავებით, ისეთ აზრებს გამოსცემს, რომლებიც ანალოგიური
ნივთიერებების გამომუშავებას იწვევს. ამრიგად, თავიდან ჩვენი შეგრძნებები
ერგებიან აზრებს, შემდეგ კი უკვე აზრები - შეგრძნებებს.

შემდეგ თავებში ამ იდეას უფრო დაწვრილებით განვიხილავთ, ახლა კი


გაითვალისწინეთ, რომ აზრები გონების (ტვინის) სფეროს მიეკუთვნება, ხოლო
შეგრძნებები სხეულშია ლოკალიზებული. ე.ი. როდესაც სხეულის შეგრძნებები
აზრებს ერგებიან, გონების განსაზღვრულ მდგომარეობას ქმნიან, და გონება და
სხეული ერთნაირად იწყებენ მოქმედებას. და როგორც გახსოვთ, როდესაც გონება და
სხეული ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში იმყოფება, ე.წ. „ყოფიერების
მდგომარეობა“ წარმოიქმნება. სხვაგვარად შეიძლება ითქვას: უწყვეტ ციკლს „აზრი -
გრძნობა - აზრი - გრძნობა“ ყოფიერების ამა თუ იმ მდგომარეობამდე მივყავართ,
რომელიც რეალობაზე ზემოქმედებს.

ყოფიერების მდგომარეობა - ფიქსირებული მენტალურ-ემოციური მდგომარეობაა,


აზრების და გრძნობების მოცემულობა, რომელიც ჩვენი იდენტობის განუყოფელ
ნაწილად იქცა. ჩვენ საკუთარ თავს დროის კონკრეტულ მომენტში აქტუალური
აზრებით (და ე.ი. გრძნობებით) ვახასიათებთ. გაბრაზებული ვარ; ცუდად ვარ;
აღმაფრენას ვგრძნობ; არ ვარ დარწმუნებული; ნეგატიურად ვარ განწყობილი... და
ა.შ.

მაგრამ თუ წლიდან წლამდე ერთი და იგივე აზრებით ვცხოვრობთ, ერთი და იგივე


გრძნობები გვაქვს და კვლავ ამ გრძნობების შესაბამისად ვფიქრობთ (გახსოვთ ციყვი
ბორბალში?), ე.ი. ყოფიერების კონკრეტულ მდგომარეობას ვიმახსოვრებთ, ამასთან
ამას უცილობლად პიროვნების თვისებად აღვიქვამთ. ანუ დგება მომენტი, როდესაც
საკუთარ თავს ყოფიერების მდგომარეობით განვსაზღვრავთ. აზრები და გრძნობები
ერთიანდებიან.

მაგალითად, ვამბობთ: ყოველთვის ზარმაცი ვიყავი; არაფერს წარმოვადგენ; ფიცხი


და მოუთმენელი ვარ; არ ვარ საკმარისად ჭკვიანი და ა.შ. ხასიათის ყოველ ნიშანში
დასწავლილი ემოციური მდგომარეობის კვალის პოვნა შეიძლება.

ყურადღება: ვიდრე ჩვენი ფიქრები გრძნობებით განისაზღვრება, ვიდრე გრძნობების


დონეზე ვფიქრობთ, ცვლილებები შეუძლებელია. რომ შევიცვალოთ, გრძნობები
აზრობრივად უნდა დავძლიოთ. შეცვლა - ჩვეული მე-ს დასწავლილი გრძნობებისგან
განთავისუფლებას ნიშნავს.

მაგალითს მოვიყვან. სამსახურში მიმავალი კოლეგასთან ამასწინანდელ კამათზე


იწყებთ ფიქრს. ამ ადამიანზე და კონკრეტულ ეპიზოდზე ფიქრები გარკვეული
ნივთიერებების გამომუშავებას იწვევს, რომლებიც თქვენს სხეულში ცირკულირებას
იწყებენ. ძალიან მალე თქვენი შეგრძნებები აზრებს დაეწევიან. ალბათ ბრაზს
იგრძნობთ. პასუხად სხეული ტვინს სიგნალს გაუგზავნის: „განრისხებული ვარ!“
მუდამ სხეულთან კავშირში მყოფი და შინაგანი ქიმიური პროცესების
მაკონტროლებელი ტვინი მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას დაუყოვნებლივ
პასუხობს. შედეგად აზრები იცვლება. (როგორც კი გრძნობები მოერგებიან
აზრებს, აზრებიც საპასუხოდ იწყებენ გრძნობებზე მორგებას.) უსიამოვნო გრძნობას
გაუცნობიერებლად თავად აძლიერებთ: ვიდრე ფიქრებში ბრაზი და წყენაა
გამეფებული, კიდევ უფრო ბრაზდებით და გწყინთ. გრძნობები საბოლოოდ
იმარჯვებენ აზრებზე. თქვენი გონება სხეულზეა დაქვემდებარებული.

ციკლი კი გრძელდება: ავი ზრახვების გავლენით ტვინი სხეულს უგზავნის


სიგნალებს, რომლებიც ბრაზის გამომწვევი ჰორმონის გამოყოფას ააქტიურებენ.
მრისხანება და აგრესია გეუფლებათ. სახეზე ალმური გედებათ, კუჭი თითქოს
გენასკვებათ, თავში პულსაციას გრძნობთ, კუნთები გეჭიმებათ. აგზნების
ზემოქმედებით სხეულში ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება, და ტვინისკენ
ნივთიერებათა მთელი კოქტეილი გაისროლება, რომლებიც გარკვეულ ნეირონულ
ქსელებს ააქტიურებს, რაც ემოციების შესაბამისად ფიქრს გაიძულებთ.

თქვენ უკვე წყევლა-კრულვას უთვლით კოლეგას - რა თქმა უნდა, ფიქრებში.


გულისწყრომით იხსენებთ მის წარსულ ცოდვებს, რითიც თქვენს ამჟამინდელ
მდგომარეობას ამართლებთ; ცდილობთ შეადგინოთ წერილის ტექსტი, სადაც ბოლოს
და ბოლოს თქვენს დაგროვილ პრეტენზიებს გადმოაფრქვევთ. ოფისთან ჯერ
არმისულს ფიქრებში წერილი უფროსთან უკვე გაგზავნილი გაქვთ. მანქანიდან
ისეთი აღელვებული გადმოდიხართ, მკვლელობამდე სულ ცოტა გიკლიათ.
გაბრაზებული ადამიანის მოსიარულე მოდელიც მზადაა! ყველაფერი კი მხოლოდ
ერთი აზრით დაიწყო. ასეთ მომენტებში ჩვენი შეგრძნებების მიღმა აზროვნება
სრულიად შეუძლებლად გვეჩვენება - სწორედ ამიტომაა შეცვლა ასე რთული.

ტვინის და სხეულის ციკლური კავშირის შედეგს მსგავს სიტუაციებზე ჩვენი


რეაქციების პროგნოზირება წარმოადგენს. ჩვენ ჩვეული აზრების და გრძნობების
პატერნებს ვქმნით, გაუცნობიერებლად ვმოქმედებთ და ამ ყველაფერში ვეფლობით.
ასეთია ჩვენი ქცევის ბიოქიმია.

გონება და სხეული: რომელი რომელს აკონტროლებს?

მაინც რატომაა ასე რთული შეცვლა?

დავუშვათ, თქვენს დედას ძალიან მოსწონდა ტანჯვა, და დიდი ხნის განმავლობაში


მასზე დაკვირვებით ქვეცნობიერად შეითვისეთ, რომ ასეთი ქცევა მას მიზნების
მიღწევაში ეხმარებოდა. ასევე დავუშვათ, რომ ცხოვრებაში მძიმე პერიოდი გქონდათ
და იტანჯებოდით. ამ ამბის მოგონებები დღემდე ემოციურ რეაქციას იწვევს,
რომელიც დროისა და სივრცის განსაზღვრულ წერტილში კონკრეტული
ადამიანისკენაა მიმართული. საკმაოდ ხშირად ფიქრობდით წარსულზე, და
მოგონებები რატომღაც თითქოს თავისთავად, ძალზე ადვილად მოდიოდნენ. ახლა კი
წარმოიდგინეთ, რომ 20 წლის განმავლობაში თქვენი აზრები და გრძნობები
მუდმივად ტანჯვით იყო განმსჭვალული.

სინამდვილეში, გრძნობის გამოსაწვევად იმ ამბავზე ფიქრიც კი აღარ გჭირდებათ.


მგონი, თქვენ ჩვეული შეგრძნების გარეშე ფიქრი და მოქმედება უბრალოდ არ
ძალგიძთ. ამ და სხვა პერიპეტიებთან დაკავშირებულმა ქრონიკულმა აზრებმა და
გრძნობებმა ტანჯვის ემოცია იძულებით დაგასწავლეს. საკუთარი თავის
სიბრალული და მსხვერპლად აღქმა მთელ თქვენს ცხოვრებას, საკუთარ თავზე
წარმოდგენებს ჩრდილავს. 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე აზრების და
გრძნობების გამუდმებული ტრიალის შედეგად სხეული ტანჯვას თქვენი
მონდომების გარეშეც იოლად „იხსენებს“. ტანჯვა ყოველდღიური, ბუნებრივი
მდგომარეობა ხდება. თქვენ თავად ხართ ტანჯვა. ხოლო როდესაც რაიმეს შეცვლას
ცდილობთ, გეუფლებათ გრძნობა, რომ გზა უკან გაბრუნებთ და კვლავ და კვლავ
ჩვეულ მე-ს უბრუნდებით.

ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ემოციურად დატვირთული მოვლენის


შესახებ ნებისმიერი აზრი ნეირონთა იმავე თანმიმდევრობას ააქტიურებს, რაც თავად
მოვლენის დროს გააქტიურდა. ტვინი წარსულზე პროგრამდება, ამასთან ნეირონული
კვანძები თანდათან უფრო მტკიცე ხდება და უფრო მყარ ნეირონულ ქსელს
წარმოქმნის. ამას გარდა, აზრების ზემოქმედებით ტვინში და სხეულში იგივე
ნივთიერებები წარმოიქმნება (სხვადასხვა კონცენტრაციით), რაც რეალური
მოვლენისას. ამ ნივთიერებების ზემოქმედებით კი სხეული უფრო მყარად
იმახსოვრებს ემოციას. განმეორებადი აზრების და გრძნობების ქიმიური ეფექტით,
ასევე ერთი და იგივე ნეირონული კვანძების გააქტიურებით და განმტკიცებით
გონება და სხეული პროგრამების შეზღუდული კომპლექტისთვისაა განწირული.

ჩვენ მოვლენის განცდა მრავალჯერ შეგვიძლია - რამდენიმე ათასჯერ ცხოვრების


განმავლობაში. სწორედ გაუცნობიერებელი გამეორება (რომლის მოქმედება გონების
ზემოქმედების თანაფარდია, თუ არ აღემატება მას) აიძულებს სხეულს სხვადასხვა
ემოციური მდგომარეობის დამახსოვრებას. ხოლო როდესაც სხეულს უკეთ ახსოვს
რამე, ვიდრე გონებას, - სხვაგვარად, როდესაც სხეული ხდება გონება, - ფორმირდება
ის, რასაც ჩვენ ჩვევას ვუწოდებთ.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის პიროვნების ფორმირება დაახლოებით 35
წლისთვის სრულდება. ეს ნიშნავს, რომ 35 წელს გადაცილებულ ყოველ ჩვენგანს
ქცევითი მოდელების, წარმოდგენების, სამყაროზე შეხედულებების, ემოციური
რეაქციების, ჩვევების, უნარების, ასოციაციური მოგონებების, პირობითი რეაქციების
და აღქმის კომპლექტი გვაქვს დასწავლილი, რომლებიც ჩვენი ქვეცნობიერი
პროგრამები გახდნენ. და ჩვენ ეს პროგრამები გვხელმძღვანელობენ, რადგან სხეულმა
გონების როლი მიითვისა.
ეს ნიშნავს, რომ მომავალშიც იგივე აზრები გვექნება, იგივე გრძნობები დაგვეუფლება,
ერთნაირ რეაქციებს და ქცევის მოდელებს გამოვავლენთ, ვიწამებთ დოგმებს და
რეალობას ჩვეული სახით აღვიქვამთ. ცხოვრების შუაში (1) (ჩანართები ნუმერაციის
მიხედვით იხ. ყოველი თავის ბოლოს) ჩვენ 95%-ში რიგი ქვეცნობიერი პროგრამების
ავტომატურად შემსრულებელ რობოტებს წარმოვადგენთ. ავტომატურად ვმართავთ
ავტომობილს, კბილებს ვიხეხავთ, სტრესს ვრთგუნავთ, მომავალზე ვღელავთ,
მეგობრებს განვსჯით, ცხოვრებაზე ვწუწუნებთ, ყველაფერში მშობლებს
ვადანაშაულებთ, საკუთარი თავის რწმენა არ გვაქვს და დაუღალავად ვიმეორებთ,
როგორი უბედურები ვართ, - და ეს ყველაფერი არაა.

ხანდახან მხოლოდ გვეჩვენება, რომ არ გვძინავს

რთული შესამჩნევი არაა, რომ სიტუაციებში, როდესაც სხეული გონების როლს


ირგებს, ანუ ქვეცნობიერ დონეზე ქცევას ხელმძღვანელობს, გონება, როგორც ასეთი,
თავის პოზიციას საერთოდ კარგავს. როგორც კი რაიმე აზრი, გრძნობა ან რეაქცია
გაგვიჩნდება, სხეული ავტომატურად იწყებს მოქმედებას. ჩვენ არაცნობიერის
სფეროში ვექცევით.

ავიღოთ მაგალითი: დედას ბავშვები სკოლაში მიყავს. როგორ ახერხებს ის


ერთდროულად ტრანსპორტის ნაკადში გზა გაიკვლიოს, კონფლიქტი აღკვეთოს, ყავა
დალიოს და პატარას ცხვირი მოწმინდოს? ყველა ეს მოქმედება უკვე ავტომატურია
და კომპიუტერული პროგრამის მსგავსად უცებ და ძალდაუტანებლად სრულდება. ამ
ქალის სხეული ოსტატურად უმკლავდება ყველა ამოცანას, რადგან მრავალჯერადი
განმეორების შემდეგ დაიმახსოვრა, როგორ ამოხსნას ისინი. ის საერთოდ არ ფიქრობს
ამ მოქმედებებზე; ისინი უკვე ჩვევაში აქვს გადასული.

დაფიქრდით: ცნობიერი გონება მხოლოდ 5 %-ით გვმართავს, 95% ავტომატური


ქვეცნობიერი პროგრამების წილის საპირისპიროდ. ჩვენ იმდენად კარგად
დავიმახსოვრეთ მთელი რიგი ქცევითი სქემები, რომ ავტომატებად ვიქეცით,
რომელსაც სხეულში დაფიქსირებული ჩვევები მართავენ.

როდესაც სხეული აზრებს, გრძნობებს და მოქმედებებს ისე იმახსოვრებს, რომ თავად


ხდება გონება (ანუ გონება და სხეული ერთმანეთს ერწყმიან), საკუთარ თავზე
მახსოვრობის ჩარჩოთი შეზღუდული ყოფიერების მდგომარეობაში ვექცევით. და
რადგან 35 წლისთვის 95%-ით რეფლექსური პროგრამების, დასწავლილი ქცევის
მოდელების და ჩვეული ემოციური რეაქციების კრებულს წარმოვადგენთ, ე.ი.
ყოველი დღის დროის 95% არაცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ჩვენ მხოლოდ
გვეჩვენება, რომ არ გვძინავს. ერიჰაა!

ამრიგად, ადამიანს ბედნიერება, ჯანმრთელობა ან თავისუფლება შესაძლოა


გააზრებულად სურდეს, მაგრამ 20 წლის განუწყვეტელი ტანჯვისა და მის მიერ
გამოწვეული ტკივილისა და წყენის შესატყვის ნივთიერებათა ცირკულირების
შედეგად მისი სხეული ამ მდგომარეობას ქვეცნობიერ დონეზე ეჩვევა. ჩვენ
ჩვეულებების დონეზე ვცხოვრობთ, რაზე ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და რას
ვაკეთებთ არც კი ვიაზრებთ; თითქოს ცნობიერება გვაქვს დაკარგული.

საკუთარი თავთან მიჩვევა - ყველაზე მყარი ჩვევაა, და ის აუცილებლად უნდა


ვძლიოთ.

როცა სხეული დირიჟორობს

წარმოგიდგენთ ჩვევის წამყვანი როლის რეალურ მაგალითებს. ალბათ გქონიათ


შემთხვევები, როცა ტელეფონის ნომრის გახსენება შეგნებულად ვერ შეძელით,
რამდენიც არ ეცადეთ, სამი ციფრიც კი ვერ გაიხსენეთ, არათუ მთელი
თანმიმდევრობა. მაგრამ საკმარისი იყო ხელში ტელეფონი აგეღოთ, რომ თითებმა
თავად აკრიფეს საჭირო ნომერი. თქვენ არ გახსოვთ ის გონებით, მაგრამ თითებს
იმდენჯერ შეუსრულებიათ ეს მოქმედება, რომ სწორი თანმიმდევრობა ტვინზე უკეთ
იციან და ახსოვთ. სხეული ქვეცნობიერად საკუთარ თავზე იღებს გონების როლს.
სხვა სიტყვებით, სხეული დირიჟორობას იწყებს.

როცა მსახური ბატონი ხდება

სინამდვილეში, თუ გონების მსახური სხეული - გონება გახდება, ის ბატონად იქცევა,


ხოლო ყოფილი ბატონი (ცნობიერი გონება) უსაქმოდ დარჩება. გონება შეიძლება
თვლიდეს, რომ ის სიტუაციას ჯერ კიდევ ფლობს, მაგრამ სინამდვილეში ყველა
გადაწყვეტილება სხეულში ფიქსირებული ემოციების ზეგავლენით მიიღება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ გონებას თავისი პოზიციის დაბრუნება სურს. როგორ


ფიქრობთ, რას იტყვის საპასუხოდ სხეული?

„კი მაგრამ, სად ბრძანდებოდი? ჰოდა, წადი და ისევ დაიძინე. ყველაფერს


ვაკონტროლებ. არც ნებისყოფა, არც ჟინი, არც გაცნობიერება გყოფნის, რომ ის აკეთო,
რასაც მე მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდი, სანამ შენ ჩემს ბრძანებებს
გაუცნობიერებლად ასრულებდი. მრავალი წლის განმავლობაში ჩემი რეცეპტორებიც
კი შევცვალე შენი უკეთ მსახურებისთვის. გეგონა, შენ მართავდი, ეს კი მე ვიყავი!
მუდამ გაიძულებდი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ თავი ისე მეგრძნო,
როგორც მივეჩვიე“.

ავტომატური, არაცნობიერი პროგრამების ჩართვის სისტემა რეფლექსების დონეზე


მუშაობს. და როდესაც ჩვენი ცნობიერი (5%) ამ სისტემას (95%) შეეწინააღმდეგება,
ერთი უცაბედი აზრი ან გარემოდან სტიმულიც კი საკმარისია პროგრამის თავიდან
ასამოქმედებლად. და კვლავ თავიდან ვიწყებთ: ისევ ის აზრები გვიტრიალებს, იმავეს
ვაკეთებთ, მაგრამ ახლა დამატებით ცხოვრებისგან ცვლილებებს ველით!

სწორედ იმ მომენტში, როდესაც გონება კონტროლის აღდგენას ცდილობს, ტვინი


სხეულის სიგნალის პასუხად ცდილობს ჩვენს გაცნობიერებულ მიზნებზე „უარი
გვათქმევინოს“. შინაგანი ხმა ყოველნაირად გვარწმუნებს, არაფერი მოვიმოქმედოთ
ყოფიერების ჩვეული მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ეს ხმა ყველა ჩვენს
სისუსტეს იცნობს, თავად კვებავს მათ და საჭიროებისას თავადვე აგვიფრიალებს
ერთიმეორის მიყოლებით.

გონებაში ყველაზე უარესი სცენარი გვიტრიალებს, ჩვეულ გრძნობებზე უარის თქმა


რომ არ მოგვიწიოს. რადგან საკმარისია ჩვენს მეორე ბუნებად ქცეული ფიქსირებული
ქიმიური ფონის მოშლა, რომ სხეული ქაოსში ჩაეფლოს. შინაგანი დისკომფორტი
დაუძლეველი გვეჩვენება და ხშირად ვნებდებით.

ქვეცნობიერის შესაცვლელად მასში შეღწევაა საჭირო

ქვეცნობიერი მხოლოდ იმას გააკეთებს, როგორადაც დააპროგრამებთ. ალბათ


გქონიათ ასეთი შემთხვევა: ტექსტის ბეჭდვისას კომპიუტერში თავისით ამუშავდება
პროგრამები, რომელთა გაკონტროლებაც არ შეგიძლიათ. სხეულში შენახულ
ავტომატურ ქვეცნობიერ პროგრამებს ისევე ვერ შეაჩერებთ გონებით, როგორც
კომპიუტერს ყვირილით, რომელიც სხვადასხვა პროგრამებს და ახალ-ახალ ფანჯრებს
ეკრანზე თქვენი ნების გარეშე ხსნის და დიდი რაოდენობის ინფორმაციით გბომბავთ.
ბოლოს და ბოლოს გაჩერდი! კომპიუტერს ასეთი ბრძანება არ ესმის. ის გააგრძელებს
თავის საქმეს, მანამ, სანამ არ გააჩერებენ, - ვიდრე ოპერაციულ სისტემაში არ
შეაღწევთ და პარამეტრებს არ შეცვლით.

ეს წიგნი ახალი სქემების გამოყენებით ქვეცნობიერის სფეროში შეღწევას და მის


გადაპროგრამებას გასწავლით. არსებითად, მოგიწევთ გადაეჩვიოთ ძველებურად
ფიქრს, ანუ აზრების და გრძნობების ადრინდელი პატერნები დაანგრიოთ და ტვინი
ახალ, სასურველი მდგომარეობის შესაბამის პროგრამებზე მომართოთ. შეცვლილი
ტვინი სხეულსაც შეცვლის, რადგან ეს ორი არსი ერთმანეთისგან განსხვავებულად
ვერ მოქმედებს - პირიქით, ჰარმონიაში უნდა იყვნენ ერთმანეთთან. სწორედ ესაა
გარდამტეხი მომენტი - ახლა ნამდვილად ქმნით საკუთარ თავს.

დანაშაულის პრეზუმფცია

განვიხილოთ რეალური სიტუაცია, რომელიც გვიჩვენებს, რა ხდება, როდესაც


დასწავლილი ემოციური მდგომარეობის მიღმა გასვლას და გონების შეცვლას
გადავწყვეტთ. ვგონებ, ყველასთვის ნაცნობია ყოფიერების ისეთი გავრცელებული
მდგომარეობა, როგორიცაა დანაშაული. შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ
მუშაობს ციკლი „აზრი - გრძნობა - აზრი“ თქვენს წინააღმდეგ.

დავუშვათ, სხვადასხვა მიზეზით დანაშაულის გრძნობა ხშირად გაწუხებთ. როგორც


კი ურთიერთობებში მცირე პრობლემები ჩნდება - მაგალითად, რაღაც კარგად ვერ
გაიგეთ, ან ვიღაცამ თქვენზე უსამართლოდ ბრაზი გადმოანთხია, ან კიდევ სხვა რამ, -
დაუყოვნებლივ საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებთ და სინდისის ქენჯნას
განიცდით. საკუთარი თავი იმ ადამიანის ადგილას დააყენეთ, რომელიც მუდამ
ფიქრობს და ამტკიცებს: „ყველაფერში დამნაშავე მე ვარ“.

20 წლიანი მსგავსი „ვარჯიშის“ შემდეგ დანაშაულის გრძნობა და საკუთარ


დამნაშავეობაზე ფიქრი ავტომატური ხდება. საკუთარი თავი ტოტალური
დანაშაულის ატმოსფეროში მოაქციეთ. ამას სხვა ფაქტორებმაც შეუწყვეს ხელი,
მაგრამ ამჯერად განვიხილოთ, როგორ ჩამოაყალიბა აკვიატებულმა აზრებმა და
გრძნობებმა თქვენი ყოფიერების მდგომარეობა და მისი შესაბამისი ვითარება.

ყოველ ჯერზე, საკუთარ დანაშაულზე ფიქრისას, სხეულს უგზავნით ბრძანებას,


გამოიმუშაოს დანაშაულის შეგრძნების გამომწვევი ნივთიერებები. ეს იმდენჯერ
ხდება, რომ თქვენი უჯრედები ფაქტობრივად „დანაშაულის გამომწვევების“ ზღვაში
ცურავენ.

უჯრედის რეცეპტორები კონკრეტული ქიმიური შემადგენლობის (ჩვენს შემთხვევაში


- დანაშაულის შესაბამის) მიღებასა და დამუშავებას ეგუებიან. უჯრედები დიდი
რაოდენობის „დანაშაულის ექსტრაქტში“ „ბანაობას“ ეჩვევიან, ხოლო სხეულისთვის
ჩვეული - მისთვის დროთა განმავლობაში სასიამოვნო ხდება. ეს მრავალი წელი
აეროპორტის გვერდით ცხოვრების მსგავსია. იმდენად ეჩვევით ხმაურს, რომ ვეღარც
ამჩნევთ მას, - გამონაკლისის გარდა, თუ რომელიმე თვითმფრინავი ჩვეულებრივზე
დაბლა გაიფრენს და თქვენს ყურადღებას ძრავის განსაკუთრებით ხმამაღალი
გუგუნი მიიპყრობს. უჯრედების შემთხვევაშიც ასეა: ისინი დანაშაულის ქიმიური
შეგრძნებისადმი მგრძნობელობას პირდაპირი გაგებით კარგავენ; გასააქტიურებლად
მათ უფრო ძლიერი სტიმული, ანუ მეტად მძლავრი, მძაფრი ემოცია ესაჭიროებათ. და
როდესაც თქვენს სხეულში საჭირო ნივთიერებების უფრო მძლავრი ნაკადი
გადმოიტყორცნება, უჯრედები სტიმულს უპასუხებენ და „გამოცოცხლდებიან“ -
ზუსტად ისევე, როგორც ყავის მოყვარული, მის მიერ დილით შესმული ყავის
პირველი ყლუპის შემდეგ.

როდესაც სიცოცხლის ციკლის ბოლოს უჯრედი გაიყოფა და შვილეულ უჯრედებს


წარმოშობს, მათი დანაშაულის მგრძნობელობის ზღურბლი უფრო მაღალი იქნება.
ახლა სხეულს კიდევ უფრო ინტენსიური სინდისის ქენჯნა ესაჭიროება - მხოლოდ ასე
შეუძლია თავი ცოცხლად იგრძნოს. თქვენი მოქმედებებით დანაშაულზე
დამოკიდებულება გამოიმუშავეთ.
და როდესაც ცხოვრებაში რაიმე დაბრკოლება გხვდებათ, ავტომატურად საკუთარ
თავს ადანაშაულებთ. ახლა ეს თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. დანაშაულის
გრძნობაზე ფიქრი აღარ გესაჭიროებათ - ის მუდამ თქვენთანაა. ყველა თქვენი სიტყვა
და მოქმედება ამ გრძნობითაა განმსჭვალული, მაგრამ ვერც კი აცნობიერებთ ამას.
მეტიც, თქვენს სხეულს აუცილებლად ესაჭიროება დანაშაულის გარკვეული „დოზის“
მიღება - თქვენ ხომ ამას მიაჩვიეთ. ქვეცნობიერად თითქმის მუდამ დამნაშავედ
გრძნობდით თავს, და თანდათან სხეული დანაშაულის გონებრივ ცენტრად იქცა.

მხოლოდ იშვიათად თუ ამჩნევთ, რამდენად თვითკმარია თქვენი პიროვნების ეს


ასპექტი - მაგალითად, როდესაც მეგობარი გეუბნებათ, რომ არ უნდა
მოგებოდიშებინათ მოლარესთვის, რომელმაც ხურდა არასწორად დაგიბრუნათ.
დავუშვათ, ასეთ მომენტებში გონება გინათდებათ და ფიქრობთ: „მართალი მითხრა,
ბოდიშს დაუსრულებლად რატომ ვიხდი? სხვების შეცდომების გამო თავს რატომ
ვიდანაშაულებ?“ დანაშაულთა დაუსრულებელ სიას იხსენებთ და საკუთარ თავს
ეუბნებით: „დღეიდან შევწყვეტ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულებას და
სხვების ცუდი საქციელის გამართლებას. მე შევიცვლები“.

ამრიგად, გადაწყვეტილება მიღებულია და აღარ აპირებთ ძველ აზრებთან


დაბრუნებას, რომლებიც ძველ გრძნობებს იწვევდნენ და პირიქით. საკუთარ თავს
პირდებით, სისუსტე თუ გძლევთ - თქვენს განზრახვას გაიხსენებთ და თავს
შეიკავებთ. ორი საათის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობთ. „რა საინტერესოა,
ნამდვილად მუშაობს!“ - ფიქრობთ თქვენ.

მაგრამ, სამწუხაროდ, უჯრედები თქვენს აღფრთოვანებას არ იზიარებენ. მრავალი


წლის განმავლობაში ისინი „ემოციური მოლეკულების“ (ამ შემთხვევაში -
დანაშაულის მოლეკულების) მუდმივი მიდინების მოთხოვნას მიაჩვიეთ, რომელთა
გარეშე თავიანთ ქიმიურ მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებენ. თქვენ მიაჩვიეთ
ორგანიზმი შინაგანი ქიმიური გარემოს სტაბილურ შემადგენლობას, ახლა კი
ქიმიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უარყოფით და ქვეცნობიერი
პროგრამების შეწინააღმდეგებით თავად არღვევთ მას.

ნარკოტიკების (2) და რომელიმე ემოციის მიჩვევის მექანიზმი ერთი და იგივეა.


თავიდან სასურველი ეფექტის მისაღებად მცირე დოზის ემოციაა (ნარკოტიკი)
საკმარისი, მაგრამ თანდათან მგრძნობელობა მცირდება, და უჯრედები ანალოგიური
მდგომარეობისთვის უფრო მეტ ნივთიერებას ითხოვენ. ემოციური პატერნის შეცვლა
შეგრძნებით ნარკოტიკული აბსტინენციის სინდრომს გავს.

ტვინისგან დანაშაულის გრძნობის გამომწვევი ჩვეული სიგნალების მიღების


შეწყვეტის შემდეგ უჯრედები შფოთვას იწყებენ. აქამდე გონება და სხეული
შეთანხმებულად მოქმედებდნენ და თქვენთვის ჩვეულ დანაშაულის მდგომარეობას
ქმნიდნენ. მაგრამ, აი, თქვენ ტიპიური ციკლი „აზრი - გრძნობა - აზრი“ გაწყვიტეთ.
თქვენი ცნობიერება უფრო პოზიტიურადაა განწყობილი, მაგრამ სხეული
ძველებურად „აგზნებულია“ და დანაშაულის გრძნობის წარმოქმნისკენ მიილტვის.

ვიწრო სპეციალიზაციის კონვეიერის ანალოგიურად, ტვინს სხეული განსაზღვრული


ბლოკისთვის განკუთვნილი კონკრეტული დეტალის მისაღებად აქვს
დაპროგრამებული. მოულოდნელად თქვენ მას სხვა დეტალს უგზავნით, რომელიც
„დამნაშავის“ ადგილს არ ერგება. განგაშის სიგნალი ირთვება და კონვეიერი ჩერდება.
უჯრედები მუდმივად „უთვალთვალებენ“, რა ხდება ტვინში და გონებაში; ჩვენი
სხეული - მსოფლიოში საუკეთესოდ კითხულობს აზრებს. ისინიც ჩერდებიან, ტვინს
გადახედავენ და ფიქრობენ:

„რას აკეთებ? გამუდმებით და დაჟინებით საკუთარ დანაშაულს გვიმტკიცებდი და


ჩვენც წლობით შენს ბრძანებებს ერთგულად ვასრულებდით! შენი ქრონიკული
აზრების და გრძნობების წყალობით დანაშაულის პროგრამა ჩვენში ქვეცნობიერ
დონეზე დაილექა. ჩვენი რეცეპტორები შენი მდგომარეობის არეკლვაზე მოვმართეთ,
ქიმიური შემადგენლობა შევიცვალეთ, რათა დანაშაულის გრძნობა თავისთავად
გაჩენილიყო. გარე ვითარების მიუხედავად შინაგან ქიმიურ წონასწორობას
ვინარჩუნებდით. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ ერთი და იგივე ქიმიურ შემადგენლობას,
რომ შენი ახალი მდგომარეობა დისკომფორტს გვიქმნის, ის ძალზე უჩვეულოა. ჩვენ
კი ყველაფერი კარგად ნაცნობი, ბუნებრივი, პროგნოზირებადი გვიყვარს. შენი
აზრით, ხელის ერთი დაკვრით ყველაფერს შეცვლი? ვერ მოგართვით!“

და უჯრედები ერთხმად აცხადებენ: „ტვინს საპროტესტო ნოტა გავუგზავნოთ.


მაგრამ ეშმაკურად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ტვინს ეგონოს, რომ ეს აზრები მას
ეკუთვნის. არ გვინდა მიხვდეს, რომ ეს ჩვენი აზრებია“. და აი, ხერხემლის სვეტით
პირდაპირ ტვინისკენ „სასწრაფო“ შეტყობინება მიემართება. ამას „სწრაფ რეაგირებას“
ვუწოდებ, რადგან ცენტრალური ნერვული სისტემით შეტყობინება ტვინს რამდენიმე
წამში მიეწოდება.

რაკი ჩვეული აზრები და გრძნობები აღარ გაქვთ, სხეულში „დანაშაულის დონე“


თანდათან კლებულობს. თუმცა ეს ვარდნა შეუმჩნეველი არ რჩება. ჰიპოთალამუსიც -
ტვინის თერმოსტატი - განგაშის სიგნალს აგზავნის: „ქიმიური მონაცემები ეცემა.
სასწრაფოდ შევსებაა აუცილებელი!“ ამიტომ ჰიპოთალამუსი ტვინს ჩვეულ რეჟიმში
დაბრუნების ბრძანებას აძლევს. ეს „ნელი რეაგირებაა“, რადგან სისხლის ნაკადით
ნივთიერებათა გადატანას მეტი დრო სჭირდება. სხეულს ქიმიური წონასწორობის
აღდგენა ესაჭიროება, ამიტომ ძველ მდორე აზრებთან დაბრუნებას გაიძულებთ.

სწრაფი და ნელი უჯრედული რეაგირება ერთდროულად იწყება. პასუხად გონებაში


ასეთი აზრები დატრიალდებიან: „დღეს ძალიან გადაიღალე. აჯობებს ხვალიდან
დაიწყო. ხვალ - უკეთესია. არა, მართლა, მერეც შეგიძლია გააკეთო“. და - ჩემთვის
საუკეთესო: „აქ რაღაც ისე ვერაა“.
თუ ამან არ გაჭრა, ვერაგი მტერი კვლავ შეტევაზე გადადის. ქვეცნობიერს
კონტროლის დაბრუნება სურს, ამიტომ აქტიურდება: „ახლა ცუდად რომ ხარ,
გასაკვირი არაა. ყველაფერში მამაშენია დამნაშავე. წარსულში შენი საქციელის არ
გრცხვენია? აჯობებს, წარსულს ჩაუღრმავდე და გაიხსენო, რატომ ხარ ასეთი. შენს
თავს შეხედე: არარაობა ხარ, უიღბლო. საცოდავი. მთელი შენი ცხოვრება -
გრანდიოზული მარცხია. და არასდროს შეიცვლები. დედაშენის ასლი ხარ. ამ
ყველაფერს თავი დაანებე, ბოლოს და ბოლოს“. თქვენ საკუთარი თავის გაშავებას
აგრძელებთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში სხეული გონებას აცდუნებს,
ქვეცნობიერად შეთვისებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. აბსურდია, მაგრამ
აშკარაა, რომ რაღაც დონეზე თავს კარგად გრძნობთ მაშინ, როცა ცუდად ხართ.

საკმარისია შინაგან ხმას ყური დავუგდოთ, დავუჯეროთ და კვლავ ჩვეული


გრძნობები განვიცადოთ, რომ მაშინვე თავისებური ამნეზია ვითარდება და ჩვენს
თავდაპირველ მიზანს უბრალოდ ვივიწყებთ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ
მართლაც ვიჯერებთ, რასაც ტვინი სხეულის ბრძანებით გვეუბნება. ავტომატურ
პროგრამას ხელახლა ვტვირთავთ და ჩვეულ მე-ს ვუბრუნდებით.

ეს სცენარი ბევრი ჩვენგანისთვის კარგადაა ცნობილი. ნებისმიერი ჩვევის


შემთხვევაში ის ყოველთვის ერთნაირად ვითარდება. რის თავის დანებებასაც არ
უნდა ცდილობდეთ: სიგარეტის მოწევის, შოკოლადის ჭამის, ალკოჰოლის სმის,
ზღვარგადასული შოპინგის, აზარტული თამაშის, ფრჩხილების კვნეტის და ა.შ. -
ჩვეული ქმედების შეწყვეტისთანავე სხეულსა და ტვინს შორის ქაოსი ისადგურებს. ამ
მომენტში გაჩენილი აზრების გაიგივება იმ შეგრძნებებთან ხდება, რომლებსაც
დათმობის შემთხვევაში მივიღებთ. მისწრაფებისადმი დანებებით კვლავ ნაცნობ
შედეგს მივიღებთ, ვინაიდან გონება და სხეული ოპოზიციაში იმყოფებიან. აზრები
და გრძნობები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მუშაობენ, ხოლო რადგან ჩვენმა
სხეულმა გონების როლი იტვირთა, ყოველთვის საკუთარი შეგრძნებების მსხვერპლი
ვიქნებით.

სანამ ჩვენს წარმატებს ჩვეულებრივი გრძნობებით გავზომავთ და მათ ჩვენი


ძალისხმევის გამოძახილად ჩავთვლით, თავსაც მუდამ შორს დავიჭერთ
სიდიადისგან. გონებითაც კი ვერ ავმაღლდებით საკუთარ შინაგანობაზე უსაზღვრო
შესაძლებლობათა სამყარო ჩვენთვის დახურულია და ჩვენც განწირულები ვართ
გავიმეოროთ წარსულის უარყოფითი შედეგები. აი როგორი ძალა აქვს ჩვენზე აზრებს
და გრძნობებს.

დახმარება - აზრის სიახლოვესაა!

საკუთარი თავისგან გადაჩვევისკენ გადადგმული შემდეგი ნაბიჯია, ორი საკითხის


გადაჭრის აუცილებლობა გავაცნობიეროთ: გონება და სხეული ვაიძულოთ,
შეთანხმებულად იმუშაონ და დავარღვიოთ დანაშაულის, სირცხვილის, მრისხანების
ან დეპრესიის მდგომარეობის შესაბამისი ქიმიური წონასწორობა. სხეულის
მუდარასთან გამკლავება - აღდგეს ძველი, არაჯანსაღი წესრიგი, ადვილი არაა, მაგრამ
დახმარება სულ ახლოსაა - აზრის სიშორეზე.

სულ მალე შეიტყობთ, იმისთვის, რომ ნამდვილად შეიცვალოთ, უნდა „გადაეჩვიოთ“


ემოციას, რომელიც თქვენი პიროვნების ნაწილადაა ქცეული და სხეული ახალ
გონებას მოარგოთ.

თუ გავიაზრებთ, რომ ემოციის ბიოქიმიამ ჩვენი სხეული მიაჩვია მდგომარეობას,


რომელიც თითქმის დანამდვილებით მრისხანების, ეჭვიანობის, ბრაზის, სევდის და
სხვა ნეგატიური გრძნობების შედეგს წარმოადგენს, სასოწარკვეთილება იოლად
დაგვეუფლება. ბოლოს და ბოლოს, განა თავად არ გითხარით, რომ ეს პროგრამები, ან,
სხვაგვარად, მიდრეკილებები, ქვეცნობიერში ღრმადაა დამარხული.

თუმცა კარგი ამბებიც გვაქვს: ჩვენ ამ მიდრეკილებების გააზრება შეგვიძლია. ოდნავ


მოგვიანებით ამ საკითხს დაწვრილებით განვიხილავ. ახლა კი იმედი მაქვს, რომ უკვე
მზად ხართ დაეთანხმოთ აზრს, რომ პიროვნების შესაცვლელად თქვენი სხეულის
მიერ დასწავლილ გრძნობებთან მჭიდროდ დაკავშირებული ყოფიერების
მდგომარეობის შეცვლაა საჭირო. ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში ხომ არა
მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი ემოციებიც შეიძლება დაფიქსირდეს.

ნეგატიური ქვეცნობიერი პროგრამების დასაძლევად პოზიტიური აზროვნება


საკმარისი არაა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ხანა, როდესაც ის შეგნებულად აცხადებს:


„მსურს ბედნიერი ვიყო“. მაგრამ ვიდრე ჩვენს სხეულს არ გადავაჩვევთ, ის კვლავ
დანაშაულის, სევდის ან დარდის პროგრამების ტრიალს გააგრძელებს. ჩვენს გონებას
სიხარული შეიძლება შეგნებულად სურდეს, მაგრამ სხეული ხომ უბედობაზე
წლობით პროგრამდებოდა. ჩვენ ტრიბუნიდან ვაცხადებთ, რომ მომავალი ცვლილება
სასიკეთო იქნება, მაგრამ მგონი, ჭეშმარიტი ბედნიერების შეგრძნება უბრალოდ არ
ძალგვიძს. მიზეზი კი გონებისა და სხეულის დაცილებაა. გონებას ერთი უნდა,
სხეულს - მეორე.

თუ წლობით შავბნელი გრძნობებით იყავით მოცული, შედეგად მათ ყოფიერების


ავტომატური მდგომარეობა უკვე ჩამოაყალიბეს. შეიძლება ითქვას, ქვეცნობიერ
დონეზე ხართ უბედური, მართალია? თქვენი სხეული ნეგატივსაა მიჩვეული; მან
უბედურებაზე მეტი იცის, ვიდრე გონებამ - ბედნიერებაზე. ასეთია თქვენი არსი. მაშ
როგორ გამოასწოროს გონებამ ეს ქვეცნობიერი განწყობა?

ზოგიერთები თვლიან, რომ პასუხი „პოზიტიურ აზროვნებაში“ იმალება.


მე კი ვაცხადებ: თავისთავად პოზიტიური აზროვნება არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება ე.წ. „პოზიტიურად მოაზროვნეებს“, მათი უმრავლესობა თითქმის


მთელი ცხოვრება უარყოფით ემოციებს განიცდიდა და ახლა „დადებითზე ფიქრს“
ცდილობს. ისინი შინაგანად გახლეჩილები არიან, რადგან საპირისპირო გრძნობების
ჩასახშობად პოზიტიურად ფიქრს ცდილობენ. მათი აზროვნება შინაგან
მდგომარეობას უპირისპირდება. ხოლო როდესაც გონება და სხეული ერთმანეთს
ეწინააღმდეგებიან, არავითარი ცვლილება არ განხორციელდება.

დასწავლილი გრძნობები წარსულის განმეორებისთვის გვწირავს

რომ განვმარტოთ, ნებისმიერი ემოცია განცდილი მოვლენის შედეგია.

მოვლენის მომენტში ტვინი გარემოდან ინფორმაციას ხუთი სენსორული სისტემით


(მხედველობა, ყნოსვა, სმენა, გემო და შეხება) იღებს. როდესაც მონაცემები ტვინში
გადასამუშავებლად მოხვდება, ნეირონთა ქსელები განსაზღვრულ კონფიგურაციას
იღებს, რაც გარე მოვლენებს ასახავს. მას შემდეგ, რაც ნერვული უჯრედები თავიანთ
ადგილებზე დაფიქსირდებიან, ტვინი გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომელთაც
„ემოციებს“ ან „გრძნობებს“ ვუწოდებთ. (ამ წიგნში
სიტყვებს გრძნობები და ემოციები ერთი და იგივე აზრით ვიყენებ, რადგან ჩვენს
წარმოდგენაში ეს ცნებები ერთმანეთთან ძალზე ახლოს დგანან.)

ორგანიზმში სისხლის ნაკადით ემოციების გავრცელების მიხედვით, შინაგანი


მდგომარეობის ცვლილებებს შეიგრძნობთ (სხვაგვარად ფიქრს და შეგრძნებას
იწყებთ). როგორც კი ცვლილებას აფიქსირებთ, ბუნებრივია, მომენტალურად იწყებთ
გარემოს გაანალიზებას და ცდილობთ განსაზღვროთ, რა ან ვინ გახდა ამის მიზეზი.
თუ შინაგანი მდგომარეობის ცვლილების გამომწვევი გარე ფაქტორის გამოვლენა
შეძელით, თქვენ მას დაიმახსოვრებთ. ახლა უკვე შესაბამისი მოვლენის მონაცემები
ნევროლოგიურ და ქიმიურ დონეზე ტვინში და სხეულშია დაშიფრული. ამგვარი
მექანიზმი დამახსოვრებას განაპირობებს, რადგან მოვლენის მომენტში მიღებული
შეგრძნების ხელახალი გამოწვევის საშუალებას იძლევა. ამრიგად, გრძნობები და
ემოციები - ჩვენი წარსულის ქიმიური მატიანეა.

დავუშვათ, თქვენი ეფექტიანობის შეფასების თემაზე უფროსთან საუბარი მოგელით.


ერთი თვალის შევლებით ამჩნევთ, რომ ის რაღაცით უკმაყოფილო, გაღიზიანებულიც
კი არის. ის ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს და მისი პირიდან ნივრის სუნს გრძნობთ. ის
გადანაშაულებთ იმაში, რომ თანამშრომლებთან მას უარყოფითად ახასიათებთ და
გეუბნებათ, რომ დაწინაურების იმედი არ უნდა გქონდეთ. თქვენ ცახცახებთ,
გულისრევის შეგრძნება გაქვთ და მუხლებში სისუსტეს გრძნობთ. გულს ბაგაბუგი
გააქვს. ერთდროულად შიში და მრისხანება გეუფლებათ; გრძნობთ, რომ გიღალატეს.
მიღებული სენსორული შეგრძნებების ერთიანობა - ყველაფერი, რაც დაინახეთ,
შეიყნოსეთ, გაიგონეთ და იგრძენით, - თქვენი შინაგანი მდგომარეობის შეცვლას
იწყებს. ამიერიდან ეს მოვლენა თქვენთვის შინაგან ცვლილებებთან ასოცირდება. ის
თქვენში ემოციურ დონეზე აღიბეჭდა.

სახლში მიმავალმა მომხდარი არაერთხელ დაატრიალეთ გონებაში. და ყოველ ჯერზე


თქვენს უფროსს იხსენებთ: როგორი მრისხანე და დამადანაშაულებელი
გამომეტყველება ჰქონდა სახეზე, როგორ გიყვიროდათ, რას გეუბნებოდათ და რა
სუნი ასდიოდა. ისევ და ისევ ბრაზსა და შიშს გრძნობთ, ტვინში და სხეულში კი
ხელახლა იქმნებიან უფროსთან საუბრის დროს გამომუშავებული ნივთიერებები.
რადგან სხეულს ეჩვენება, რომ ის ერთი და იგივე მოვლენას კვლავ და კვლავ
განიცდის, ფაქტობრივად თქვენ მას წარსულში ცხოვრებისთვის წირავთ.

განვავითაროთ ეს აზრი. ჩათვალეთ, რომ სხეული - არაცნობიერი გონებაა, ან


სხვაგვარად, ცნობიერი გონების ბრძანებების შემსრულებელი მიუკერძოებელი
მსახურია. ის იმდენად მიუკერძოებელია, რომ ვერ არჩევს, რომელი ემოციაა გარე
ფაქტორებით და რომელი - მხოლოდ აზრის ძალით გამოწვეული. სხეულის დონეზე
ისინი ერთნაირად აღიქმება.

მაგრამ რა ხდება, როდესაც უსიამოვნო გრძნობები და აზრები, რომ გიღალატეს,


მრავალი წლის განმავლობაში არ გტოვებთ? დღიდან დღემდე უფროსთან
ინციდენტის გონებაში ტრიალით და ნაცნობი გრძნობების ხელახლა განცდით
სხეულს განუწყვეტლივ აწვდით ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც მისთვის
წარსულთან ასოცირდება. რამდენადაც ქიმიური ფონი არ არის შეცვლილი, სხეული
შეცდომით თვლის, რომ ის კვლავ წარსულში იმყოფება და კვლავ იმავე ემოციურ
გამოცდილებას იღებს. დასწავლილ აზრებს და გრძნობებს ჩვენი სხეული მუდმივად
წარსულში „გადაყავთ“ - შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავის მოსიარულე
მოგონება ვხდებით.

თუკი ღალატის დასწავლილი შეგრძნება თქვენს აზრებს წლობით


ხელმძღვანელობდა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი სხეული
24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში და 52 კვირა წელიწადში წარსულში არსებობდა.
საბოლოოდ, ის იქ საფუძვლიანად ჩარჩა.

უკვე იცით, რომ ვიდრე შეგრძნებებზე აზრობრივად ამაღლებას არ ისწავლით, ერთი


და იგივე ემოციების განმეორებას არ მოეშვებით, ყველა თქვენი აზრი მთლიანად
გრძნობებით იქნება განპირობებული. რამდენადაც გრძნობები - უკვე განცდილი
მოვლენების მატიანეა, თქვენი აზროვნება წარსულისკენაა მიმართული. და,
კვანტური კანონის თანახმად, სწორედ მას ახორციელებთ ხელახლა.

უმთავრესი: უმეტესობა ჩვენგანი წარსულში ცხოვრობს და უცნობ მომავალს


ეწინააღმდეგება. რატომ? სხეული განცდილი მოვლენების (ანუ ემოციების) ქიმიური
შედეგების დამახსოვრებას იმდენად მიეჩვია, რომ თითქოსდა შეეთვისა მათ. ჩვენ
პირდაპირი გაგებით ჩვეულ გრძნობებზე დამოკიდებულები ვხდებით. მაშინაც კი,
როდესაც მომავალს გავცქერით და ახალ ჰორიზონტებზე ვოცნებობთ, სხეული,
რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გრძნობებით ოპერირებს, მიმართულების მკვეთრ
ცვლილებას ეწინააღმდეგება.

გადატრილების მოსახდენად საკუთარ თავზე შეუპოვარი მუშაობაა აუცილებელი.


რამდენი ადამიანი ცდილობს მონდომებით ახალი ბედის შექმნას, მაგრამ ჩვეული
თვითშეგრძნების მოგონება ვერ დაუძლევიათ! და თუნდაც მომავლის იდუმალ
თავგადასავლებსა და ახალ შესაძლებლობებზე ვოცნებობდეთ, რაღაც ძალა
თითქოსდა წარსულისკენ მიგვექაჩება.

გრძნობებსა და ემოციებში ცუდი არაფერია. მაგრამ მახსოვრობაში ერთი და იგივე


განცდების გამუდმებით გაცოცხლებით, ახალი შთაბეჭდილებებისთვის ადგილს არ
ვტოვებთ.

ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც, თითქოსდა, „ძველი კარგი დროების“


გარდა, არაფერზე შეუძლიათ საუბარი. მათ კი, სინამდვილეში, აი რისი თქმა სურთ:
„ჩემს ცხოვრებაში ამჟამად ისეთი არაფერი ხდება, რაც ჩემი გრძნობების შევსებას
რამენაირად შეძლებდა, ამიტომ თვითდამკვიდრება წარსულის მშვენიერი
მომენტების ხარჯზე მიწევს“. თუ ჩვენს აზრებს ბედზე ზემოქმედება ნამდვილად
შეუძლიათ, ჩვენი შემოქმედებითი უნარები თითქმის ყოველთვის წრეზე
ტრიალისკენაა მიმართული.

კონტროლი შინაგან გარემოზე: მითი გენეტიკის შესახებ

რეალობის კვანტურ მოდელთან პიროვნების ცვლილების თანაფარდობაზე


მსჯელობისას, ძირითადად ემოციებზე, ტვინსა და სხეულზე ვისაუბრეთ.
დავრწმუნდით, რომ საკუთარი თავისგან გადაჩვევა მხოლოდ სხეულის მიერ
დაჩვეული ციკლური აზრებისა და გრძნობების დაძლევითაა შესაძლებელი.

ჩვეული საკუთარი თავისგან გათავისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი


ფიზიკურ ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. ეჭვგარეშეა, ადამიანთა
უმრავლესობისთვის ჯანმრთელობის საკითხები ყველაზე უფრო სასურველი
ცხოვრებისეული ცვლილებების სიის სათავეში დგას. ჯანმრთელობის სფეროში
ცვლილებების შესაძლებლობის საკითხებზე საუბრის დაწყებამდე რამდენიმე დოგმა
უნდა განვიხილოთ და მითები დავანგრიოთ: გენეტიკური დაავადებების მითი და
გენეტიკურ დეტერმინიზმზე მცდარი შეხედულება. გარდა ამისა, ერთერთ
მეცნიერულ მიმართულებას განვიხილავთ, რომლის შესახებაც, შესაძლოა, აქამდე
არაფერი გსმენიათ - ეპიგენეტიკა. ეს მეცნიერება გენებზე გარედან ზემოქმედების
მექანიზმებს შეისწავლის, უფრო ზუსტად კი, გენეტიკურ ცვლილებებს, რა დროსაც
თავად დნმ-ის თანმიმდევრობა არ იცვლება (3).

ჩვენ არა მხოლოდ ჩვენთვის სასურველი მოვლენების შექმნა შეგვიძლია, როგორც ეს


ჩემმა ქალიშვილმა გააკეთა, არამედ გენეტიკურ მემკვიდრეობად სახელდებულ, ჩვენი
ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვან კომპონენტზე კონტროლის მოპოვება ძალგვიძს.
ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით, როგორაა გენები მოწყობილი და რა აიძულებს ამა
თუ იმ გენს გამოვლინდეს, ან პირიქით, არ გამოვლინდეს. აი მაშინ კი საბოლოოდ
მიხვდებით, რატომაა ნებისმიერი ცვლილების შიგნიდან დაწყება აუცილებელი.

მეცნიერები ადრე ამტკიცებდნენ, რომ დაავადებათა უმეტესობა მემკვიდრეობითი


ხასიათისაა. მაგრამ ორიოდე ათეული წლის წინ, თითქოს არაფერი მომხდარა, მათ
განაცხადეს, რომ ცდებოდნენ და სინამდვილეში დაავადების განვითარებაში
გადამწყვეტ ფაქტორს გარემო წარმოადგენს, რომლის ზემოქმედებითაც
განსაზღვრული გენების აქტივაცია და დეაქტივაცია მიმდინარეობს. დღეს უკვე
ვიცით, რომ დაავადებათა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებია გენეტიკურ პათოლოგიასთან
(მაგალითად ტეა-საქსის დაავადება და ჰანტინგტონის სინდრომი) დაკავშირებული,
ხოლო დანარჩენი 95% ცხოვრების წესის, ქრონიკული სტრესის და გარემოს მავნე
ზემოქმედების შედეგს წარმოადგენს (4).

და მაინც, გარემოს ფაქტორები - საერთო სურათის მხოლოდ ნაწილია. რითი აიხსნება


შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე მავნე ზემოქმედების შედეგად ორი
ადამიანიდან ერთი ავადდება, მეორე კი - არა? როგორ ხდება, რომ პიროვნების
მრავლობითი აშლილობით დაავადებული ადამიანის ერთერთ პირს გარკვეულ
ნივთიერებაზე უძლიერესი ალერგია უვითარდება, ხოლო იმავე სხეულში არსებული
მისი მეორე ჰიპოსტასი აბსოლუტურად უგრძნობელია ანალოგიური
გამღიზიანებლის მიმართ? ან თუნდაც ავიღოთ ექიმები და მთელი სამედიცინო
პერსონალი, რომლებზეც ყოველდღიურად დაავადებების გამომწვევი ფაქტორები
ზემოქმედებენ. ლოგიკურია, რომ მათ ხშირად იავადმყოფონ, მაგრამ ასე არ ხდება.

მრავალრიცხოვანი კვლევები ადასტურებენ, რომ ერთკვერცხიანი ტყუპების


(მონოზიგოტური - იდენტური გენებით) ჯანმრთელობა და სიცოცხლის
ხანგრძლივობა შეიძლება ძალიანაც განსხვავებული იყოს. მაგალითად,
მემკვიდრეობითი დაავადება ხშირად გამოუვლინდებოდა მხოლოდ ერთს და მეორეს
კი - არა. ერთნაირი გენები, სხვადასხვა გამოსავალი (5).

რითი გამოირჩევიან დაავადებების მიმართ გამძლე ადამიანები? შესაძლებელია, რომ


ისინი იმდენად დაბალანსებულ, სიცოცხლისუნარიან და ჰარმონიულ შინაგან
გარემოს ინარჩუნებდნენ, რომ გარემოს ნეგატიურმა ფაქტორებმა გარკვეული გენების
გამოვლენა და დაავადების გამოსაწვევად ბრძანების მიცემა ვერ შეძლეს?
გარე ფაქტორები, უცილობლად, ჩვენს შინაგან გარემოზე ზემოქმედებენ. მაგრამ,
შინაგანი მდგომარეობის შეცვლით, შეგვიძლია გარე სამყაროს სტრესულ და
ტოქსიკურ ზეგავლენას წინააღმდეგობა გავუწიოთ, და ამგვარად გარკვეული გენების
აქტივაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გარემოს ყველა პარამეტრის
გაკონტროლება არ ძალგვიძს, მაგრამ შინაგან სამყაროზე რეალურ ძალაუფლებას
ვფლობთ.

გენები: მოგონებები ადრინდელი გარემოს შესახებ

გასაგები რომ გახდეს, როგორ გავაკონტროლოთ შინაგანი გარემო, მცირეოდენს


მოგიყვებით გენების ბუნების შესახებ, რომლებიც ორგანიზმში უჯრედების მიერ
ყოველი ცოცხალის სტრუქტურული ელემენტების - განსაკუთრებული ცილების
შექმნის პროცესში გამოვლინდებიან.

სხეული - ცილის გამომმუშავებელი ფაბრიკაა. კუნთების უჯრედები კუნთის ცილებს


(აქტინი და მიოზინი) გამოიმუშავებენ; კანის უჯრედები - კანის ცილებს
(კოლაგენს და ელასტინს), ხოლო კუჭის უჯრედები - განსაკუთრებულ კუჭის
ცილებს, ენზიმებს. ორგანიზმის უჯრედთა უმრავლესობა ცილებს გამოიმუშავებს,
თავად გამომუშავება კი გენების მეშვეობით ხორციელდება. გარკვეული გენები
გარკვეული ცილების გამომუშავების პროცესში ვლინდება. ცოცხალი ორგანიზმების
უმეტესობა გარემოს თანდათანობითი გენეტიკური მუტაციების გზით ეგუება.
მაგალითად, თუ ორგანიზმი მკაცრ პირობებში (ექსტრემალური ტემპერატურა,
საშიში მტაცებლები, ფეხმარდი ნადავლი, ქარიშხალი, ბობოქარი მდინარე და ა.შ.)
მოხვდა, გადასარჩენად მან გარემოს მტრულ ფაქტორებს წინააღმდეგობა უნდა
გაუწიოს. მიღებული გამოცდილება ნეირონული ქსელების სახით ტვინში და
ემოციის სახით სხეულში ინახება, რის შედეგადაც ორგანიზმი თანდათან იცვლება.
თუ ლომებს გარკვეული ცხოველის დაწევა არ შეუძლიათ და ეს გამოცდილება
თაობიდან თაობაში მეორდება, დროთა განმავლობაში მათ ფეხები დაუგრძელდებათ,
კბილები უფრო ბასრი გაუხდებათ, გული კი ზომაში მოიმატებს. ამ ცვლილებების
მიზეზი გენების მიერ ცილების გამომუშავებაა, რომლებიც გარემო პირობების
შესაბამისად ორგანიზმის მოდიფიცირებას იწვევენ.

თვალი მივადევნოთ ადაპტაციის, ანუ ევოლუციის პროცესს ცხოველთა სამყაროში.


დავუშვათ, რომ ძუძუმწოვართა ჯგუფი -26-დან +4-მდე ტემპერატურული რეჟიმის
არეალში დასახლდა. თაობიდან თაობაში ცხოველები ძალიან დაბალი
ტემპერატურის ზეგავლენას განიცდიდნენ, რის შედეგადაც მათმა გენებმა დაიწყეს
ცილის ახალი სახეობის გამომუშავება, რამაც მათი ბეწვის გახშირება და გასქელება
განაპირობა (ბეწვი და მატყლი ცილებია).

ბევრმა მწერმა თანდათან შენიღბვის უნარი გამოიმუშავა. ხეებსა და სიმწვანეში


მცხოვრებმა მწერებმა ტოტების და ეკლების მიმსგავსება ისწავლეს - ასე ჩიტებს უკეთ
ემალებიან. ყველაზე ცნობილი „მისტიფიკატორი“ კი - ქამელეონია. ფერთა ცვლის
მისი უნარი ასევე ცილის სტრუქტურაში გარკვეული გენების გამოვლინების შედეგია.
ყველა აღწერილ სიტუაციაში გარემო პირობებზე ინფორმაცია გენებშია დაშიფრული.
ესაა ევოლუციის არსი.

ეპიგენეტიკის მტკიცებით, შესაძლებელია გენებს მომავლის გადაწერის სიგნალი


მივცეთ

გენები ცვლილებებს, ტვინის მსგავსად, იგივე ხარისხით ექვემდებარებიან. უახლესი


კვლევები აჩვენებს, რომ გენები მონაცვლეობით აქტიურდებიან და დეაქტიურდებიან
- მათი აქტიურობა ცვალებადია და სხვადასხვა ზეგავლენებს ექვემდებარება. ასე
მაგალითად, გამოცდილების შეძენაზე მოპასუხე გენები ზრდის, გამოჯანმრთელების
ან სწავლის პროცესის დროს აქტიურდებიან; ქცევით მდგომარეობაზე მორეაგირე
გენები კი სტრესის, ემოციური აგზნების და ძილის დროს აქტიურდებიან (6).

დღეისათვის ერთერთ ყველაზე განვითარებად სფეროს ეპიგენეტიკა (სიტყვასიტყვით


- „ზე-გენეტიკა“) - გენების აქტიურობაზე გარემოს ზემოქმედების შესწავლა
წარმოადგენს. ეპიგენეტიკა უპირისპირდება ტრადიციულ გენეტიკურ თეორიას,
რომლის მიხედვითაც დნმ მთლიანად აკონტროლებს ჩვენს ცხოვრებას და გენების
ნებისმიერი გამოვლინება მხოლოდ უჯრედის შიგნით ხდება. ამგვარი წარმოდგენა
პროგნოზირებადი მომავლისთვის გვწირავს, რომელშიც ჩვენი ბედი მთლიანად და
სრულად გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული და ყველა უჯრედული
პროცესი ავტომატურად „მოულოდნელად გამოიტყორცნება“.

სინამდვილეში დნმ-ის გამოვლინებაში ეპიგენეტიკური ცვლილებები შეიძლება


თაობიდან თაობას გადაეცემოდეს. მაგრამ როგორ, თუკი დნმ კოდი უცვლელია?
ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა წიგნის ფარგლებს სცილდება, თუმცა ანალოგიის
მოშველიება შესაძლებელია. წარმოვიდგინოთ, რომ დნმ-ის თანმიმდევრობა -
დიზაინ-პროექტია. დავუშვათ, თქვენ სახლის პროექტს ფურცელზე ხატავთ,
ასკანერებთ და შემდეგ Photoshop პროგრამით გამოსახულებას ასწორებთ,
პარამეტრებს (ფერი, სიდიდე, ზომები, მასშტაბი, მასალები და ა.შ.) უცვლით, ისე რომ
თავად პროექტს არ ეხებით. თუ ფაილზე ბევრი ადამიანი (შევადაროთ გარემო
ფაქტორებს) იმუშავებს, შედეგად მრავალ განსხვავებულ გამოსახულებას მივიღებთ,
თუმცა ყოველი მათგანი ერთი და იგივე პროექტისგან იქნება წარმოებული.

ეპიგენეტიკა ცვლილებებთან უფრო ღრმა მიდგომის შესაძლებლობას იძლევა.


ეპიგენეტიკური პარადიგმის თანახმად ხომ პირდაპირ გენურ აქტივობაზე
ზემოქმედება შეგვიძლია, რაც გენეტიკურ მემკვიდრეობაზე გაბატონებას ნიშნავს.
ნიშნებში გამოვლენის გზით ამა თუ იმ გენის გააქტიურებაზე საუბრისას,
სიმარტივისთვის სიტყვას „ჩართვა“ გამოვიყენებ. სინამდვილეში, გენები არც
„ჩაირთვებიან“ და არც „გამოირთვებიან“; ისინი ქიმიური სიგნალების ზემოქმედებით
აქტიურდებიან და შემდეგ ამა თუ იმ სახის ცილების სინთეზირებით ორგანიზმში
ვლინდებიან.

და თუ ჩვენ უჯრედებს ახალ სიგნალებს გავუგზავნით - ამისთვის კი მხოლოდ და


მხოლოდ აზრების, გრძნობების, ემოციური რეაქციების და ქცევის მოდელების
(მაგალითად, შეგნებულად შევცვალოთ კვების რეჟიმი და შევამციროთ სტრესები)
შეცვლაა საჭირო, - შედეგად ისინი ახალ ცილებს გამოიმუშავებენ, თუმცა დნმ-ის
„დიზაინ-პროექტი“ იგივე დარჩება. ამრიგად, დნმ-ის კოდის შეცვლის გარეშეც ჩვენს
უჯრედებს ერთი და იგივე გენის ბევრი სხვადასხვა ვარიაციის შექმნა შეუძლიათ -
ამისთვის ახალი ბრძანების გადაცემით მისი ახლებურად გააქტიურებაა საჭირო.
ამდენად, გენებისთვის ჩვენი მომავლის გადაწერის სიგნალის გაგზავნა შეგვიძლია.

ჩვეული ყოფიერების მდგომარეობის დაფიქსირება არასასურველი გენეტიკური


სცენარების განვითარებას იწვევს

დარწმუნებული ვარ, გენები ტვინის მსგავსად არიან მოწყობილი: მათ ზოგიერთ


ზონას ხისტი სტრუქტურა აქვს, სხვები კი უფრო პლასტიურები (შეიძლება
შეიცვალონ ახალი შეგრძნებების მიღების და სწავლის გზით) არიან. ზოგიერთი
გენეტიკური თანმიმდევრობა უფრო სწრაფად ირთვება, სხვები უფრო ხისტადაა
სტრუქტურირებული (რადგან გენოფონდში უფრო ხანგრძლივად იმყოფებიან), და
უფრო ძნელად ექვემდებარებიან ზემოქმედებას. ყოველ შემთხვევაში, ასეთია
დღევანდელი მეცნიერული შეხედულებები.

ყოველთვის ერთი და იგივე გენები რატომ გვაქვს „ჩართული“? გამუდმებით


მრისხანების, მელანქოლიის, დეპრესიის, ეჭვის, ქრონიკული შფოთვის ან საკუთარი
მნიშვნელობის ურწმუნობის ნეგატიურ და ზიანისმომტან მდგომარეობაში ყოფნით
ერთი და იგივე სიგნალებს დაჟინებით ვაგზავნით, რომლებიც მუდამ ერთსა და იმავე
გენეტიკურ „ღილაკებს“ აწვებიან. საბოლოოდ ამ პროცესს სხვადასხვა დაავადების
გამოწვევა შეუძლია. სტრესული ემოციები გენეტიკურ მექანიზმს მართლაც რთავს,
რაც უჯრედების დისრეგულაციას (დისრეგულაცია - ფიზიოლოგიური
მარეგულირებელი ფუნქციის დარღვევა) და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს
იწვევს.

თუ ცხოვრების უმეტეს ნაწილს ერთსა და იმავე ფიქრებსა და გრძნობებში ვატარებთ


და ჩვეულ ყოფიერების მდგომარეობას ვიმახსოვრებთ, ორგანიზმში იქმნება ქიმიური
ფონი, რომელიც გამუდმებით ერთი და იგივე გენებს ააქტიურებს, რაც ნიშნავს, რომ
მუდმივად ერთნაირ ცილებს ვაწარმოებთ. მაგრამ სხეულს განმეორებადი
მოთხოვნების დაუსრულებლად შესრულება არ შეუძლია და ნელ-ნელა დაშლას
იწყებს. თუ უცვლელი მდგომარეობა 10-20 წლის განმავლობაში ნარჩუნდება, გენები
იცვითება და ნაკლებად ხარისხიანი ცილების სინთეზირებას იწყებენ. რას
ვგულისხმობ? დაფიქრდით, რა ხდება ორგანიზმში, როცა ვბერდებით. კანი იჩვარება,
რადგან მის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი და ელასტინი დროთა
განმავლობაში „იაფფასიანი“ ნედლეულისგან იწარმოება. კუნთები? სუსტდებიან.
გასაკვირი არაფერია, აქტინი და მიოზინიც ცილებია.

ინებეთ ანალოგია. თქვენი მანქანის მეტალის დეტალები ჩასასხმელი ყალიბების (ან


პრეს-ყალიბის) მეშვეობით იწარმოება. ყოველი გამოყენებისას ყალიბი ცხელდება და
სხვადასხვა (მათ შორის ხახუნის) ძალების ზემოქმედებას განიცდის, რაც თანდათან
ცვეთს მას. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ავტომობილის დეტალებს მაღალი
სიზუსტე მოეთხოვებათ (ანუ ტიპიური ზომებისგან გადახრები მინიმალური უნდა
იყოს). დროთა განმავლობაში ჩასასხმელი ყალიბი ცვდება და მასში ჩამოსხმული
დეტალები მექანიზმის სხვა დეტალებს აღარ ერგება. სხეულსაც იგივე ემართება.
სტრესის ან მრისხანების, შიშის, სევდის და ა.შ განცდის ჩვევის ზემოქმედებით ის
დნმ, რომელიც პეპტიდების მიერ საჭირო ცილის სინთეზისთვის გამოიყენება,
შეფერხებით იწყებს მუშაობას.

როგორ ზემოქმედებს გენებზე რუტინული, ჩვეული გარემო, სადაც გამუდმებით


ერთი და იგივე ემოციური რეაქციები და ერთნაირი მოქმედებები გვაქვს,
იგივენაირად ვფიქრობთ, ერთსა და იმავე ხალხს ვხედავთ და ცხოვრება
ავტომატიზმამდე დაგვყავს? ჩვენ არასასურველი გენეტიკური სცენარით ვიწყებთ
ცხოვრებას და იდენტური ან მსგავსი სიტუაციაგამოვლილი მრავალი თაობის ბედის
განმეორებისთვის ვართ განწირულნი.

თუ წარსულის ემოციურად დატვირთული მოგონებების „გადაღეჭვით“


შემოვიფარგლებით, აუცილებლად პროგნოზირებად ფინალამდე მივალთ: ჩვენი
სხეულები იმავე სნეულებებით დაავადდება, რითიც წინა თაობები სნეულდებოდნენ.

ამგვარად, სხეულის შეცვლას მანამ ვერ შევძლებთ, სანამ ყოველდღიურად ჩვეული


გრძნობების განცდას არ შევეშვებით. თუკი მეცნიერება ამტკიცებს, რომ გენები
ევოლუციას გარემოს ზემოქმედებით იწყებენ, რა ვქნათ მაშინ, როდესაც ეს გარემო
საერთოდ არ იცვლება? ანუ, რაკი გარე სამყაროს კონკრეტული პირობები
დავისწავლეთ, ასე ვიცხოვრებთ, უცვლელი აზრებით და გრძნობებით და მუდამ
ერთნაირი საქციელით? რა მოვიმოქმედოთ, თუკი ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტად
არაფერი იცვლება?

***

თქვენ ახლახანს შეიტყვეთ, რომ ყოველი მოვლენის შედეგად შეძენილი ემოციური


გამოცდილების გზით გარემო ქიმიურად ზემოქმედებს გენებზე. ამიტომ, თუ
ცხოვრებისგან ახალ შეგრძნებებს არ იღებთ, არც გენები ღებულობენ ახალ ქიმიურ
სიგნალებს. თქვენი უჯრედები გარე სამყაროდან ახალი ინფორმაციის მიდინებას
მოკლებული არიან.
მაგრამ ჩვენ ხელგვეწიფება, სხეულს ახალი ემოციური სიგნალი მივაწოდოთ და
გენეტიკურ მოვლენების ჯაჭვზე ჯერ კიდევ მანამ ვიმოქმედოთ, სანამ ამ ემოციის
შესაბამისი მოვლენა რეალობად იქცევა. გახსოვდეთ: ემოციის აზრით გამოწვევა
ძალგვიძს. ჩვენ შეგვიძლია დროს გადავასწროთ და იმდენად განვიმსჭვალოთ
სიხარულით ან მადლიერებით, რომ სხეული მოვლენის სინამდვილეს დაიჯერებს.
შედეგად გენებს ახალი ცილების სინთეზირების ბრძანებას მივცემთ, რომლებიც
სხეულს მომავალი რეალობისთვის მოამზადებენ.

შეუძლია კი გონების ამაღლებულ განწყობას „ჯანმრთელი“ გენების აქტივაციის


სტიმულირება?

ინებეთ მაგალითი, მომავალი მოვლენის ემოციური გამოცდილებით განმსჭვალვა მის


დადგომამდე გენებზე ახლებურად ზემოქმედების საშუალებას იძლევა.

იაპონიაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანს დაავადების განვითარებაზე გონების


მდგომარეობის ზემოქმედების დადგენა წარმოადგენდა. კვლევაში მეორე ტიპის
დიაბეტით დაავადებული პაციენტების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ყველა
მონაწილე ინსულინდამოკიდებული იყო. შეგახსენებთ, რომ ინსულინი არის წამალი,
რომელსაც დიაბეტით დაავადებულთა უმეტესობა იყენებს შაქრის (გლუკოზის)
სისხლიდან უჯრედში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისგან ენერგიის მიღებაა
შესაძლებელი. კვლევის მომენტისთვის ყველა მონაწილე სისხლში შაქრის დონის
შესამცირებლად ინსულინს იღებდა.

ათვლის წერტილის დასადგენად კვლევის დაწყებამდე ორივე ჯგუფის მონაწილეებს


შაქრის დონე (უზმოზე) გაუზომეს. შემდეგ 1 საათის განმავლობაში ერთი ჯგუფის
წევრები კომედიურ შოუს უყურებდნენ, მეორესი კი - მოსაწყენი ლექციის ჩანაწერს.
ამის შემდეგ ყველა მონაწილეს უგემრიელესი სადილით გაუმასპინძლდნენ, ბოლოს
კი ყველას სისხლში შაქრის დონე განმეორებით გაუზომეს (7).

შოუს მაყურებელთა და მონოტონური ლექციის მსმენელთა გლუკოზის დონეებს


შორის სხვაობა საგრძნობი აღმოჩნდა. მეორე ჯგუფის წევრებში შაქრის დონე
საშუალოდ 6,8 მმოლ/ლ-მდე აიწია - ამ მაჩვენებელზე მდგომარეობის
ნორმალიზაციისთვის ინსულინის მიღება უკვე აუცილებელია. ხოლო „მხიარულ
ჯგუფში“ სისხლში შაქრის საშუალო მაჩვენებელი თითქმის ორჯერ ნაკლები
(ნორმაზე ოდნავ მაღალი) აღმოჩნდა.

თავდაპირველად მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ „მხიარული“ ჯგუფის წევრებს შაქრის


დონე დაუქვეითდათ სიცილით გამოწვეული დიაფრაგმის და მუცლის პრესის
კუნთების შეკუმშვების გამო: კუნთი იკუმშება - ენერგია იწვება, - ენერგია კი
ორგანიზმში სწორედ გლუკოზის სახით ცირკულირებს.
თუმცა, „მხიარული“ ჯგუფის მონაწილეთა დნმ-ის ანალიზის შედეგად მეცნიერებმა
აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანებმა 23 სხვადასხვა გენის გამოვლინების შეცვლა შეძლეს.
დიდი ალბათობით, გონების ამაღლებული განწყობის გავლენით ტვინმა
უჯრედებთან ახალი სიგნალების გაგზავნა დაიწყო, მათ კი ისეთი გენეტიკური
ვარიანტები „ჩართეს“, რომლებმაც სისხლში შაქრის გადამუშავებაზე
პასუხისმგებელი გენების ბუნებრივი რეგულირების პროცესი აამოქმედეს.

კვლევამ ცხადყო, რომ ჩვენს ემოციებს გარკვეული გენეტიკური თანმიმდევრობის


„ჩართვა“ და „გამორთვა“ შეუძლიათ. შინაგანი ქიმიური ფონის და გენების
ექსპრესიის შემდგომი ცვლილებების კორექციისთვის საკმარისი აღმოჩნდა,
„მხიარულ“ მონაწილეებს ახალი ემოციის სახით ორგანიზმისთვის სიგნალი
გაეგზავნათ.

გენების გამოვლინება შეიძლება მოულოდნელად და ძალზე მვეთრად შეიცვალოს.


გაგონილი გექნებათ, რომ უკიდურეს სტრესულ სიტუაციაში მოხვედრილი
ადამიანები ერთ ღამეში გაჭაღარავებულან. ასე მუშაობენ გენები. ემოციური
ზემოქმედება, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ
ორგანიზმის შეცვლილმა ქიმიურმა ფონმა ორიოდ საათში პიგმენტის არარსებობაზე
პასუხისმგებელი გენი ჩართო და თმის ჩვეული ფერის გამოვლინება გამორთო.
საკუთარი შინაგანი გარემოს ემოციურ, და ე.ი. ქიმიურ დონეზე შეცვლით ამ
ადამიანებმა გენებზე ახლებურად იმოქმედეს.

როგორც უკვე გითხარით, როდესაც ფიქრებში რაიმე მოვლენას უმცირესი


დეტალებით მრავალჯერ „განვიცდით“, შესაბამისი ემოციის განცდას ამ მოვლენის
განხორციელებამდე ვიწყებთ. ამრიგად, თუ ახლებურად აზროვნებას დავიწყებთ,
შედეგად ტვინში ნეირონების კავშირებს შევცვლით, და ჯერ არგანხორციელებული
მოვლენის ემოციური გამოცდილებით განმსჭვალვას დავეუფლებით, ჩვენი სხეულის
გენეტიკურ დონეზე შეცვლას შევძლებთ.

შეგიძლიათ კვანტური ველიდან ნებისმიერი პოტენციალის ამორჩევა (ხომ გახსოვთ,


რომ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა იქ უკვე არსებობს) და ჯერ
არგანხორციელებული მომავალი მოვლენის ემოციების განცდა? შეგიძლიათ ეს
იმდენჯერ გააკეთოთ, რომ ემოციის დახმარებით სხეული გონების ახალ დონემდე
„აქაჩოთ“, ანუ გენებს ახალი ბრძანებები გაუგზავნოთ? თუ ეს ხელგეწიფებათ,
სრულიად შესაძლებელია, რომ ტვინის და სხეულის ხარისხობრივ შეცვლას და
მათთვის ახალი ფორმის მიცემას შეძლებთ, რაც რეალობაში ჯერ არგამოვლენილი
მოვლენის შესატყვისი იქნება.

საკუთარი სხეული შეცვლა თითის გაუნძრევლად შეგიძლიათ!


შეიძლება დავეთანხმოთ იმას, რომ აზრებს ტვინის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ
სხეულზე ზემოქმედება რამდენად ძალუძთ? აზრობრივი რეპეტიციის მარტივი
პროცესის მეშვეობით, პირდაპირი გაგებით თითის გაუნძრევლად, ბრწყინვალე
შედეგების მიღწევა შეიძლება! და ეს ამგვარად ხდება.

1992 წლის ჟურნალი „ნეიროფიზიოლოგია“ (8) შემდეგ ექსპერიმენტს აღწერს.


მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს:

• პირველი ჯგუფის წევრებს 4 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 5 საათი


ფიზიკურად უნდა ევარჯიშათ: დაეჭიმათ და მოედუნებინათ მარცხენა ხელის
ერთერთი თითი.

• მეორე ჯგუფის წევრები იგივე სავარჯიშოს აზრობრივად ასრულებდნენ, ისე, რომ


თითის არცერთი კუნთი ფიზიკურად არ აქტიურდებოდა; ვარჯიშის რეჟიმი
პირველის ანალოგიური იყო;

• საკონტროლო ჯგუფის წევრები არც ფიზიკურად და არც აზრობრივად არ


ვარჯიშობდნენ.

ექსპერიმენტის დასრულებისას მეცნიერებმა მიღებული მონაცემები შეადარეს.


პირველი ჯგუფის წევრთა თითების ძალა საკონტროლო ჯგუფის ანალოგიურ
მონაცემს შეადარეს. მარტივია, იტყვით თქვენ. ფიზიკური ვარჯიშის
შემსრულებელთა თითების ძალა 30%-ით აჭარბებდა საკონტროლო ჯგუფის შედეგს.
ყველასთვის ცნობილია, რომ კუნთების რეგულარული დატვირთვა კუნთური ძალის
მომატებას იწვევს. მაგრამ ალბათ გაგაოცებთ, რომ მხოლოდ აზრობრივად მოვარჯიშე
მეორე ჯგუფის წევრების კუნთების ძალა 22%-ით გაიზარდა! გონებამ სხეულზე
საგრძნობი ფიზიკური ზემოქმედება მოახდინა. სხვაგვარად, სხეულს არავითარი
რეალური გამოცდილება არ მიუღია და მიუხედავად ამისა, შეიცვალა.

სხვა ექსპერიმენტებიც ჩატარდა. ერთი ექსპერიმენტის დროს აზრობრივად


უკრავდნენ ფორტეპიანოზე, მეორეში - „ბიცეპსებზე აწევას“ ასრულებდნენ. სამივე
შემთხვევაში ერთი და იგივე შედეგები დაფიქსირდა. გამოსაცდელთა ბიცეპსების
ძალა ორივე შემთხვევაში იზრდებოდა, შტანგის ფიზიკურად აწევისასაც და
ფიქრებში იმიტაციის დროსაც. თვალსაჩინოა, რომ აზრობრივად მოვარჯიშე
მონაწილეებში ანალოგიური ფიზიოლოგიური ცვლილებები დაფიქსირდა, თუმცა
მათ ფიზიკური გამოცდილება არ მიუღიათ (9).

თუ სხეულში კონკრეტული მოვლენით გამოწვეული ფიზიოლოგიური


(ბიოლოგიური) ცვლილებების იდენტური ცვლილებები მხოლოდ აზრის გავლენით
მოხდა, კვანტური თეორიის პოზიციიდან მტკიცდება, რომ მოვლენამ უკვე გამოჟონა
ჩვენს სინამდვილეში. თუ ტვინის სტრუქტურამ იმგვარი ფორმა მიიღო, თითქოს
მოვლენა უკვე მოხდა, თუ სხეული ბიოლოგიურ ანუ გენეტიკურ დონეზე შეიცვალა
და ეს ცვლილები ხილულადაა გამოვლენილი, თუმცაღა პრაქტიკული მოქმედებები
არ განგვიხორციელებია, - ეს ნიშნავს, რომ მოვლენა სინამდვილეში მოხდა, და არა
მხოლოდ კვანტურ გონში, არამედ ფიზიკურ რეალობაშიც.

მომავალი მოვლენა დაჟინებით იმეორეთ ფიქრებში, ვიდრე ის ტვინში ახალი


ნეირონების კვანძების სახით არ დაფიქსირდება; დაჟინებით განიმსჭვალეთ მის მიერ
გამოწვეული ემოციით, ვიდრე სხეული არ დაიჯერებს, რომ ყველაფერი
სინამდვილეში მოხდა, და ვიდრე საჭირო მიმართულებით არ შეიცვლება...

შემდეგ რა იქნება? არ შეამციროთ ძალისხმევა! სწორედ ახლა გიპოვით სასურველი


მოვლენა! ის იმდენად მოულოდნელად გეწვევათ, ეჭვის ნატამალსაც არ
დაგიტოვებთ, რომ მსოფლიო გონთან კონტაქტი წარმატებით შეძელით. სწორედ ეს
შთაგაგონებთ, კიდევ ერთხელ სცადოთ... შემდეგ კი კიდევ ერთხელ.

(1) Szegedy-Maszak, Marianne, «Mysteries of the Mind: Your unconscious is making your
everyday decisions». U. S. News&World Report (28 February 2005). იხ. აგრეთვე: John G.
Kappas, Professional Hypnotism Manual (Knoxville, TN: Panorama Publishing Company,
1999). ამ კონცეფციას 1981 წელს ჯონ კაპასასთან ჰიპნოზის შესწავლისას გავეცანი,
მოტივაციური ჰიპნოზის ინსტიტუტში. იმხანად ის ამტკიცებდა, რომ გონების 90%
ქვეცნობიერი შეადგენს. დღესდღეისობით მეცნიერები 95%-ზე საუბრობენ.
ნებისმიერ შემთხვევაში ცოტა არაა.

(2) Sapolsky, Robert M., Why Zebras Don’t Get Ulcers (New York: Henry Holt and Company,
2004). საპოლსკი - წამყვანი ექსპერტი სტრესისა და ტვინზე და სხეულზე მისი
ზემოქმედების სფეროში. იხ. ასევე: Joe Dispenza, Evolve Your Brain: The Science of
Changing Your Mind (Deerfield Beach, FL: Health Communications, Inc., 2007). ამას გარდა,
ემოციური დამოკიდებლებებს სწავლობენ რამტის განათლების სკოლაში. რამტის
განათლების სკოლის პუბლიკაცია იხ. JZK Publishing საგამომცემლო სახლის საიტზე
(ქვეგანყოფილება JZK) http://jzkpublishing.com ან http://www.ramtha.com

(3) დ. ჩერჩი, გენიოსი თქვენს გენებში: ეპიგენეტიკური მედიცინა და განზრახვის


ახალი ბიოლოგია.

(4) ბ. ლიპტონი, ჭკვიანი უჯრედები: რწმენის ბიოლოგია. სოფია, 2012

(5) Rabinoff Michael. Ending the Tobacco Holocaust (Santa Rosa, CA: Elite Books, 2007).

(6) დ. ჩერჩი, გენიოსი თქვენს გენებში: ეპიგენეტიკური მედიცინა და განზრახვის


ახალი ბიოლოგია
(7) Murakami, Kazuo, Ph. D., The Divine Code of Life: Awaken Your Genes and Discover
Hidden Talents (Hillsboro, OR: Beyond Words Publishing, 2006).

(8) Yue, G., K. J. Cole Strength increases from the motor program: comparison of training with
maximal voluntary and imagined muscle contractions. — Journal of Neurophysiology, vol. 67
(5): 1114–1123 (1992).

(9) Cohen, Philip. Mental gymnastics increase bicep strength. — New Scientist (21 November
2001).

თავი მეოთხე - დროის დაძლევა

თავი მეოთხე - დროის დაძლევა

აწმყოთი ცხოვრების მნიშვნელობის შესახებ ბევრია დაწერილი. სრულიად


განსხვავებული მოვლენების სტატისტიკა, ავტომობილის უყურადღებო მართვით
გამოწვეული ავარიებით დაწყებული, განქორწინებით დამთავრებული, ადასტურებს,
რამდენად უჭირთ ადამიანებს აწმყოთი განმსჭვალვა. თქვენი ნებართვით, უკვე
მოცემულ ინფორმაციას კვანტური რეალობის ტერმინებით ფორმულირებული ამ
იდეით შევავსებ. აწმყოში კვანტურ ველში ყველა პოტენციალი ერთდროულად
არსებობს. აწმყოთი ცხოვრებისას, ანუ მომენტით განმსჭვალვისას, სივრცესა და
დროში მოძრაობის და ამ პოტენციალთაგან ნებისმიერის განხორციელების
შესაძლებლობა გვეძლევა. წარსულში ჩარჩენის შემთხვევაში კი, იქ ახალი
პოტენციალები არ არსებობს.

თქვენ უკვე იცით, რომ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის მცდელობა თქვენში


ნარკოტიკული აბსტინენციის მსგავს რეაქციას იწვევს. ჩვენ ხომ ფაქტობრივად
ყოფიერების ჩვეულ ქიმიურ მდგომარეობაზე დამოკიდებულები ვხდებით. ისიც
იცით, რომ ნებისმიერი დამოკიდებულებისას სხეული გონების როლს ირგებს.
მოვლენის მოგონება იმავე ქიმიურ პროგრამას ააქტიურებს, რასაც თავად მოვლენა,
და სხეული ფიქრობს, რომ მას კვლავ განიცდის. ამგვარი პროცესების შედეგად
სხეული ერთგვარი ქვეცნობიერი გონი ხდება, რაც ცნობიერებაზე გამარჯვებას
ნიშნავს. რაკი სხეული გონების ფუნქციას ასრულებს, ე.ი. გარკვეული აზრით ფიქრის
უნარს იძენს.

როგორც გითხარით, სხეული გონების როლს ციკლის „აზრი - გრძნობა - აზრი“


მეშვეობით მიითვისებს. თუმცა, მოგონებებთან დაკავშირებული კიდევ ერთი გზა
არსებობს. მისი მუშაობის მექანიზმი ასეთია: გარკვეული გამოცდილების მიღებისას
ემოციურად იმუხტებით. შემდეგ ამ მოვლენაზე ფიქრობთ. აზრი მოგონებად იქცევა,
რომელიც შემდეგ მოვლენასთან დაკავშირებულ ემოციებს რეფლექსურად
წარმოშობს. თუ ამ გამოცდილებას გამუდმებით უბრუნდებით, აზრების,
მოგონებების და ემოციების შეზრდა ხდება, და შედეგად თავად ემოციას
„დაისწავლით“. ახლა უკვე წარსულში ცხოვრობთ, ამასთან თქვენ უფრო მეტად არა
ცნობიერი, არამედ ქვეცნობიერი გმართავთ.

ქვეცნობიერის სფერო გონების მონაწილეობის გარეშე მიმდინარე ბევრ


ფიზიოლოგიურ და მენტალურ პროცესს მოიცავს. ქვეცნობიერი ძირითადად
ორგანიზმის ბიოლოგიური ფუნქციების შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი.
ორგანიზმის თვითრეგულაციის ამ სისტემას მეცნიერები ავტონომიურ ნერვულ
სისტემას უწოდებენ. ჩვენ არ გვიხდება სუნთქვის, გულისცემის, სხეულის
ტემპერატურის მომატების ან დაკლების და სხვა მრავალი პროცესის შესახებ ფიქრი,
რომელთა წყალობით ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას ინარჩუნებს და
დაავადებებისგან იკურნება.

ვფიქრობ გასაგებია, რა საფრთხეს შეიცავს მოგონებებისა და გარემოს, ანუ ამ


ავტომატური სისტემისთვის კონტროლქვეშ ყოველდღიური ემოციების გადაცემა.
ჩვეული რეაქციების ჩართვის ქვეცნობიერი მექანიზმი ავტოპილოტის სისტემასთან
და კომპიუტერულ პროგრამებთან უკვე არაერთხელ შეუდარებიათ. ამ ანალოგიებმა
უნდა გადმოსცენ შეგრძნება, რომ ჩვენს ქცევას გაცნობიერების მიღმა მყოფი რაღაც
ძალა აკონტროლებს.
ნახ. 4A. აზრი ქმნის მოგონებას, რომელიც შემდეგ ემოციას იწვევს. დროთა
განმავლობაში აზრი მოგონებად გადაიქცევა და ავტომატურად იწვევს შესაბამის
ემოციას. ამ პროცესის მრავალჯერადი განმეორების შედეგად აზრი, მოგონება და
ემოცია ერთ მთლიანობად ირწყმებიან. ასე დაისწავლება ემოცია.

მაგალითი ინებეთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ ბავშვობაში, სახლში


დაბრუნებულმა თქვენი საყვარელი ძაღლი მკვდარი იპოვეთ. იმ მომენტში
მიღებული გრძნობითი შთაბეჭდილებები, როგორც იტყვიან, სამუდამოდ აღიბეჭდა
თქვენს გონებაში. ამ მოვლენამ დაღი დაგასვათ.

ამგვარი ტრავმული გამოცდილებების მაგალითზე რთული გასაგები არაა, ემოციები


იმ გარემო ფაქტორებზე გაუაზრებელ, დასწავლილ რეაქციებად როგორ
ტრანსფორმირდება, რომლებიც საყვარელი არსების დაკარგვას გვახსენებენ. ახლა
უკვე იცით, რომ ფიქრებით მოვლენასთან დაბრუნებით ტვინში და სხეულში მის
მიერ ერთხელ უკვე გამოწვეულ ემოციებს ხელახლა იწვევთ. პროგრამის
გასააქტიურებლად და წარსული მწუხარების მთელი სიმძაფრით შესაგრძნობად
რომელიმე გარე ფაქტორზე ერთადერთი რეაქცია, ერთი აზრიც კი საკმარისია.
გამღიზიანებლები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს: შესაძლოა მსგავსი ძაღლი
დაინახოთ ან იმ ადგილას მოხვდეთ, სადაც თქვენს ლეკვს ასეირნებდით. გრძნობითი
გამოცდილების კონკრეტული შინაარსის მიუხედავად, ის განსაზღვრულ ემოციას
ააქტიურებს. ემოციური ტრიგერები როგორც აშკარა, ასევე ოდნავ შესამჩნევი
შეიძლება იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენზე ქვეცნობიერ დონეზე
ზემოქმედებს, და თქვენ, ისე რომ გააზრებასაც ვერ ასწრებთ, რა მოხდა, მწუხარების,
ბრაზის და დარდის ემოციურ (და ქიმიურ) მდგომარებაში იძირებით.

ამის შემდეგ კი, სხეული გონებას ჯაბნის. თქვენ შეიძლება შეეცადოთ ამ


მდგომარეობიდან გამოსვლას, მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ, რომ თავს ვერ
ერევით.

გაიხსენეთ პავლოვის ძაღლები. 1890-იან წლებში ახალგაზრდა რუსმა მეცნიერმა


ექსპერიმენტების სერია ჩაატარა: რამდენიმე ძაღლი მაგიდასთან დააბა, ზარს
რეკავდა და შემდეგ უხვად აპურებდა. ძაღლებზე ერთი და იგივე გამღიზიანებლის
მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ, საკმარისი იყო პავლოვს ზარი დაერეკა, და
ცხოველებს საკვების მოლოდინში ნერწყვის გამოყოფა ავტომატურად ეწყებოდათ.

ამ პროცესს პირობითი რეფლექსი ეწოდება, და ის ავტომატურად ხორციელდება.


რატომ? იმიტომ, რომ სხეული გამღიზიანებელზე რეაგირებას ავტონომიურად, ანუ
ტვინისგან დამოუკიდებლად (შეადარეთ ავტონომიურ ნერვულ სისტემას) იწყებს.
ქიმიური რეაქციების კასკადი, რომელიც წამებში ირთვება, სხეულს ფიზიოლოგიურ
დონეზე ცვლის, და ეს პრაქტიკულად გაუცნობიერებლად ხდება - მინიმუმი
გააზრებული ძალისხმევით ან საერთოდ მის გარეშე.
ესაა ერთერთი მიზეზი, რის გამოც ცვლილებები ასე რთულია. გონება აწმყოთი რომც
ცხოვრობდეს, ქვეცნობიერი „სხეულის გონება“ შეიძლება წარსულში რჩებოდეს. და
როდესაც, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავლისგან პროგნოზირებადი
მოვლენების მოლოდინი გვაქვს, პავლოვის ძაღლებისგან არაფრით განვსხვავდებით.
დროის და სივრცის კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებული კონკრეტული
ადამიანის ან მოვლენის მოგონება განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ რეაქციას
ავტომატურად (ანუ ავტონომიურად) იწვევს.

მაგრამ საკმარისია წარსულში ფესვგადგმული ემოციური დამოკიდებულება


დავძლიოთ, და ის ძალაც გაქრება, რომელიც ძველი მე-ს ავტომატური პროგრამების
ხელახალ ჩართვას გვაიძულებს.

ამრიგად, საკითხი ნელ-ნელა ცხადი ხდება: მაშინაც კი, როცა „ვფიქრობთ“ ან


„ვთვლით“, რომ აწმყოთი ვცხოვრობთ, დიდი ალბათობით სხეული წარსულშია
„გაჭედილი“.

ემოციები - გუნება-განწყობილება - ტემპერამენტი - ხასიათი: როგორ ვაიძულებთ


სხეულს წარსულით ცხოვრებას

რადგან ტვინის მუშაობა გამეორებებს და ასოციაციებს ეფუძნება, იმისთვის, რომ


სხეულმა გონების როლი თავად იტვირთოს, სულაც არაა სერიოზული
ფსიქოლოგიური ტრავმის მიღება აუცილებელი (10). უმცირეს ტრიგერებსაც კი
შეუძლიათ ემოციური აფეთქების გამოწვევა, რომლის წინაშე უმწეოდ ვიგრძნობთ
თავს.

მაგალითად, სამსახურში მიმავალი, გზად საყვარელ კაფეში შედიხართ, მაგრამ იქ


თქვენი რჩეული ყავა თხილის გემოთი არ გხვდებათ. იმედგაცრუებული თქვენთვის
ბუტბუტებთ: ასეთი დიდი კომპანიაა და პოპულარი სიროფი ვერ მოუმარაგებია.
ოფისთან მისული გაღიზიანებული აღმოაჩენთ, რომ მანქანების სადგომზე „თქვენი“
ადგილი უკვე დაკავებულია. ცარიელ ლიფტში შესული კი საბოლოოდ
გააფთრებული ხვდებით, რომ თქვენამდე ვიღაცამ ყველა ღილაკს დააჭირა თითი.

ბოლოს და ბოლოს, ოფისში შესულს რომელიმე კოლეგა თანაგრძნობით გკითხავთ:

- რა მოგივიდა? დღეს აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი.


-
თქვენი ისტორიის მოსმენის შემდეგ ის კვლავ გითანაგრძნობთ, თქვენ კი ასკვნით:

- ცუდ გუნებაზე ვარ. არაუშავს, როგორმე გავართმევ თავს.


თუმცა ეს არ გამოგდით.
გუნება-განწყობილება - როგორც წესი, ხანმოკლე ქიმიური მდგომარეობაა და
გაჭიანურებული ემოციური რეაქციის გამოვლინებას წარმოადგენს.

რომელიღაც გარე ფაქტორებმა - ჩვენს შემთხვევაში, კაფეს თანამშრომლის უუნარობა,


დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები, რასაც შემდეგ კიდევ რამდენიმე წვრილმანი
უსიამოვნება დაემატა, - ემოციური რეაქცია გამოიწვია. ემოციის შესაბამისი
ნივთიერებები ორგანიზმში ერთბაშად არ გადამუშავდება, ამიტომ მათი ეფექტი
გარკვეული დროის განმავლობაში გრძელდება. ნივთიერებების თავდაპირველ
გამოყოფასა და მათი ზემოქმედების დასრულებას შორის შუალედს მოსვენების
პერიოდს უწოდებენ (11). რაც უფრო ხანგრძლივია მოსვენების პერიოდი, მით უფრო
დიდხანს განიცდით ამ გრძნობებს. ხოლო როდესაც ემოციური სტიმულის შემდეგ
მოსვენების პერიოდი რამდენიმე საათი ან დღე გრძელდება, გუნება-
განწყობილებასთან გვაქვს საქმე.

რეალობის კვანტური მოდელის თანახმად, მთელი მატერია სხვადასხვა სიხშირეზე


ვიბრირებადი ინფორმაციული ტალღების სახით არსებობს. ამ შემთხვევაში
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო ნელია ვიბრაცია, მით უფრო მკვრივია
მატერია, და პირიქით. სტრესული ემოციების ზემოქმედებით ჩვენი ვიბრაციების
სიხშირე მცირდება და ჩვენ უფრო „მატერიალურები“ და ნაკლებად
„ენერგეტიკულები“ ვხდებით.

რა ხდება, როდესაც ემოციური რეაქციით გამოწვეული გუნება-განწყობილება


ჭიანურდება? ამ დროს სევდა გეუფლებათ და აი, კრებას ესწრებით, გარშემო
იყურებით და ვერაფერზე ფიქრობთ, გარდა იმისა, თუ რა უგემოვნო ჰალსტუხი
უკეთია კოლეგას და როგორ საშინლად დუდღუნებს უფროსი - თითქოს მინას
ფრჩხილებით ჩხაპნის, ან კიდევ უარესი.

ახლა უკვე მხოლოდ გუნება-განწყობილებაზე აღარაა საუბარი. თქვენ საკუთარ


ტემპარამენტს - ჩვეული ემოციების ქცევის გარკვეული მოდელებით გამოხატვის
ტენდენციას - ამჟღავნებთ. ტემპერამენტი - ესაა ემოციური რეაქცია, რომელსაც
რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე ხანგრძლივობის მოსვენების პერიოდი
მოყვება.

და ბოლოს, თუ მოსვენების პერიოდი რამდენიმე წელი გრძელდება, ეს ტენდენცია


პიროვნების თვისებად იქცევა. ამ ეტაპზე გარშემომყოფები გახასიათებენ როგორც
პირქუშ, გაბოროტებულ, მუდამ უკმაყოფილო უჟმურ ადამიანს.

ამრიგად, პიროვნების თვისებები უპირატესად ძველი ემოციებიდან ყალიბდება.


ჩვენი პიროვნება (აღებული როგორც აზრების, გრძნობების და მოქმედებების
ერთობლიობა) უმეტეს დროს წარსულში ატარებს. ამიტომ, საკუთარი პიროვნების
შესაცვლელად, დასწავლილი ემოციებისგან განთავისუფლებაა საჭირო. წარსულის
ჭაობიდან თავი უნდა დავიხსნათ.

ნახ. 4B. მოსვენების პერიოდის ზრდა. ნებისმიერი მოვლენა ემოციურ რეაქციას


იწვევს, რომელიც შეიძლება გუნება-განწყობილებაში გადაიზარდოს, შემდეგ
ტემპერამენტში, და ბოლოს - პიროვნების თვისებაში. ჩვენი პიროვნება დასწავლილი
ემოციური რეაქციების პროდუქტი ხდება, და მისი ცხოვრება წარსულში მიედინება.

პროგნოზირებად მომავალში არანაირი ცვლილება შესაძლებელი არ არის

კიდევ ერთი მიზეზით არ გვსურს შევიცვალოთ. ხანდახან სხეულს გონიერის როლს


ვარგებთ, რომ იმ მომავალში გადავრჩეთ, რომელსაც მოგონებებზე დაყრდნობით
ვხატავთ, და კვლავ ხელიდან ვუშვებთ ფასდაუდებელ „აწმყოს“.

როგორც იცით, ადამიანს შეუძლია სხეულს მომავალში ცხოვრება აიძულოს. რა თქმა


უნდა, ზოგჯერ ეს უნარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში გვეხმარება -
როდესაც სასურველ მოვლენაზე ფოკუსირების გადაწყვეტილებას
გაცნობიერებულად ვიღებთ, როგორც ეს ჩემმა ქალიშვილმა გააკეთა და თავისთვის
იტალიაში საზაფხულო სამუშაო შექმნა. მისი მაგალითი ამტკიცებს, რომ სასურველ
მოვლენაზე კონცენტრირებით და მისთვის შეგნებულად მზადებით, საკუთარი
მოქმედებების დაგეგმვით, რომელიღაც მომენტში მას შინაგანი მზერით ისეთი
სიცხადით დავინახავთ, რომ აზრები თავად მოვლენის ტოლფასი გახდება.

როდესაც აზრი მოვლენად იქცევა, ემოცია ჩნდება. ხოლო როდესაც ემოციას


მოვლენის დადგომამდე განვიცდით, ჩვენი სხეული (და ქვეცნობიერი) რეაგირებს
იმგვარად, თითქოს მოვლენა უკვე განხორციელდა.

მაგრამ რა ხდება, როდესაც არასასურველ მოვლენებს წინასწარ ვამძაფრებთ ან


გამოცდილებაზე დაფუძნებულ ყველაზე უარეს სცენარებს გონებაში გაუთავებლად
ვატრიალებთ? ზუსტად ასე ვაპროგრამებთ სხეულს მომავალი მოვლენის მის
დადგომამდე განხორციელებისთვის. ახლა სხეული არა აწმყოსა და წარსულში,
არამედ... წარსულის თარგზე გამოჭრილ მომავალში ცხოვრობს!

ასეთ მომენტებში სხეული რეალურ მოვლენას და გაფიქრებულს ერთმანეთისგან ვერ


არჩევს. ჩვენ თავად ვავსებთ იმ „საწვავით“, რომელიც სავარაუდო (ჩვენი აზრით)
მომავალში დასჭირდება, და სხეულიც „სტარტისთვის“ ემზადება. ახლა ის სრულიად
რეალურად მოსალოდნელი მოვლენით იმსჭვალება.

წარმოგიდგენთ წარსულზე დაფუძნებულ მომავალში არსებობის მაგალითს.


წარმოიდგინეთ, რომ 350 მსმენელისთვის ლექციის წაკითხვა გთხოვეს. თქვენ კი
გეშინიათ - წარსულში უკიდურესად წარუმატებელი საზოგადო გამოსვლების
მოგონებების გამო. და ყოველ ჯერზე, როდესაც მომავალ ლექციაზე ფიქრობთ,
საკუთარ თავს ტრიბუნაზე საცოდავად მობლუკუნეს და დაბნეულს ხედავთ. სხეული
ისე რეაგირებს, თითქოს მომავალი აწმყოდ იქცა: მხრები გეჭიმებათ, გულისცემა
გიჩქარდებათ, ცივი ოფლით იცვარებით. საშინელი დღის განჭვრეტით საკუთარ
სხეულს მომავალი სტრესის გადატანას წინასწარ აიძულებთ. იმდენად გაშინებთ
ახალი მარცხის შესაძლებლობა, რომ მოსალოდნელ უარყოფით მოვლენაზე ხართ
კონცენტრირებული და სხვა ვერაფერზე ფიქრობთ. გონება და სხეული წარსულსა და
მომავალს, მომავალსა და წარსულს შორის იხლიჩება. შედეგად თქვენთვის ახალი,
დადებითი გამოსავლის შესაძლებლობას უარყოფთ.

პროგნოზირებად მომავალში ცხოვრების უფრო ზოგად მაგალითს მოვიყვან.


დავუშვათ, მრავალი წლის განმავლობაში დილაობით მხოლოდ და მხოლოდ
იმისთვის იღვიძებთ, რომ ავტომატურად გაუაზრებელი მოქმედებების გზას
დაადგეთ. სხეული იმდენად მიეჩვია თქვენი მოქმედებების განჭვრეტას დღის
განმავლობაში, რომ მათ ერთმანეთის მიყოლებით ფაქტობრივად მექანიკურად
ასრულებს. ძაღლის დაპურება, კბილების გამოხეხვა, ჩაცმა, ჩაის მოდუღება, ნაგვის
გადაყრა... და ა.შ. თუნდაც, დილით რაიმეს სხვაგვარად გაკეთება გადაწყვიტოთ,
ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ყველაფერს ძველებურად აკეთებთ. გეუფლებათ
განცდა, რომ თქვენი ცხოვრების წარმმართველ ავტოპილოტს აკვირდებით.

10, 20 წლის განმავლობაში ძალზე მტკიცედ იმახსოვრებთ ყველა ამ მოქმედებას და


თქვენი სხეული მათ შესასრულებლად შემართული მზადაა. არსობრივად, სხეული
ქვეცნობიერად დაპროგრამებულია მომავალში არსებობისთვის და ამიტომ, მშვიდად
გაძლევთ „საჭესთან დაძინების“ უფლებას - უფრო ზუსტად კი, საერთოდ გართმევთ
ავტომობილის მართვის უფლებას. ახლა სხეულს აღარ შეუძლია აწმყოში ცხოვრება.
ის თქვენს მართვას მრავალი არაცნობიერი პროგრამის მეშვეობით მიეჩვია, ვიდრე
თქვენ უკანა სავარძელზე ხართ მოკალათებული და მას მოსაწყენ და წინასწარ
ცნობილ მომავალში თქვენი წაყვანის უფლებას აძლევთ.

ნახევრადავტომატური ჩვევები რომ დაძლიოთ და მკითხაობას თავი დაანებოთ,


დროის მიღმა ცხოვრება უნდა ისწავლოთ. (ამ საკითხზე მოგვიანებით დაწვრილებით
ვისაუბრებ.)

როცა წარსული მომავალი ხდება

აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა, ჩვეული ემოციები როგორ ქმნიან ანალოგიურ


მომავალს. დავუშვათ, კოლეგამ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად
წვეულებაზე დაგპატიჟათ. განყოფილების ყველა თანამშრომელი იქ იქნება. მაგრამ
თქვენ მასპინძელს ვერ იტანთ. მას თავი საუკეთესოდ მიაჩნია და ყველგან ხაზს
უსვამს ამას.

მასთან სტუმრობა სატანჯველელად გექცათ, რადგან მას ყოველთვის წყობილებიდან


გამოჰყავდით. ახლაც, წვეულებაზე მიმავალი მხოლოდ იმაზე ფიქრობთ,
ამასწინანდელ ვახშამზე როგორ შეაწყვეტინა სტუმრებს მოლხენა, რომ ცოლისთვის
საჯაროდ ახალთახალი BMW ეჩუქებინა. დარწმუნებული ხართ, იქ უსიამოვნება
გელოდებათ და ცოლსაც ამას უმტკიცებდით მთელი კვირა. და რა თქმა უნდა, თქვენი
პროგნოზები მართლდება. გზაზე ნიშანს „სდექ“ ვერ ამჩნევთ - ჯარიმა... კოლეგამ
შარვალზე ღვინო გადაგასხათ... საშუალოდ შემწვარი ბიფშტექსი შეუკვეთეთ,
თითქმის უმი მოგართვეს...

იმ შინაგანი განწყობის (ანუ ყოფიერების მდგომარეობის) გათვალისწინებით, რითიც


მიხვედით, მოვლენები სხვაგვარად ვერც განვითარდებოდა. თქვენ ხომ დილიდანვე
იცოდით, რომ საზიზღარი დღე გელოდათ, და ასეც მოხდა. თქვენ ხან არასასურველ
მომავალზე ფიქრობდით (მომავალ მოვლენას წინასწარ განიცდიდით), ხან წარსულში
იძირებოდით (ახალ გამღიზიანებლებს ადრე მიღებულს ადარებდით). ამიტომაც
კვლავ იგივე შექმენით.

იცხოვრეთ ისე, თითქოს სასურველი მომავალი უკვე დადგა


მთავარი კითხვა: თუკი იცით, რომ წარსულის ბორკილების დამსხვრევით და
აწმყოთი ცხოვრებით კვანტური ველის ყველა შესაძლო რეალობასთან წვდომა
შესაძლებელია, რატომ უნდა ებღაუჭებოდეთ გამუდმებით წარსულს და
პროგნოზირებად მომავალს ქმნიდეთ? რატომ არ უნდა გააკეთოთ ის, რისი ძალაც
ნამდვილად შეგწევთ, - აზრების მეშვეობით ტვინი და სხეული ფიზიოლოგიურ
დონეზე შეცვალოთ და ჯერ კიდევ სასურველი მოვლენის განხორციელებამდე იქცეთ
სხვა პიროვნებად? ნუთუ არ გსურთ, არჩევანი თქვენი ოცნების მომავლის
სასარგებლოდ გააკეთოთ - დროს გადაუსწროთ და დღესვე დაიწყოთ იქ ცხოვრება?

მომავალ ტრავმებზე და სტრესებზე გამუდმებით ფიქრის ნაცვლად, რასაც თქვენს


თავს უწინასწარმეტყველებთ წარსულზე დაყრდნობით, უმჯობესი არ არის, ასეთივე
დაჟინებით ახალ, სასურველ მოვლენებზე გეფიქრათ, რომლებიც ჯერ არ ფიქსირდება
თქვენს ემოციურ გამოცდილებაში?

თავს ნება მიეცით, შესაძლო მომავალში დღეს ჩაიძიროს - იმდენად, რომ სხეულმა
დაიჯეროს, რომ უკვე განიცდით მომავალ მოვლენასთან დაკავშირებულ ემოციურ
აღმასვლას. (მალე გაიგებთ, ეს როგორ კეთდება.)

გახსოვთ, ჩემს ქალიშვილს ვეუბნებოდი, რომ დღეს, ახლა უნდა ცხოვრობდეს ისე,
თითქოს იტალიაში შესანიშნავი ზაფხული უკვე შედგა? ჩემი რჩევის
გათვალისწინებით მან კვანტურ ველს ანიშნა, რომ მოვლენა ფიზიკურ სამყაროში
უკვე განხორციელდა.

ამ ხელოვნებას უდიდესი ისტორიული მოღვაწეები ფლობდნენ, ე.წ. ათასობით


„ჩვეულებრივი ადამიანი“ იყენებდა, თქვენც შეძლებთ. ყველა ადამიანს აქვს დროის
გადალახვისთვის აუცილებელი ნევროლოგიური მექანიზმები, თანაც ჩვევის
დონეზე. ზოგიერთი ამას საოცრებად აღიქვამს, მაგრამ ჩემთვის ადამიანის
გეგმაზომიერი მუშაობით აიხსნება ისეთი ყოფიერების მდგომარეობის მიღწევა,
რომელშიც სხეული და გონება წარსულის მატიანედ ყოფნას წყვეტს და ახალი და
უკეთესი მომავლის აქტიურ მოახლოებას იწყებს.

დიდი სამეულის დაძლევა: პიკური განცდები და „ყოველდღიური (ჩვეულებრივი)


ტრანსის“ მომენტები

საკუთარი თავის გადაჩვევის პროცესში ძირითადი დაბრკოლება - გარესამყაროს,


სხეულის და დროის ტოლფასი აზრები და გრძნობებია. და სავსებით ცხადია, რომ ამ
წიგნში გადმოცემული მედიტაციის სისტემისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი
ფიქრებში, გრძნობებში და თავად არსებობაში დიდი სამეულის დაძლევა უნდა
გახდეს.
დარწმუნებული ვარ, უკვე არაერთხელ დაგიძლევიათ აზრებით გარემო, სხეული და
დრო. დიდი სამეულის დაძლევის მომენტებში ჩვენ ე.წ. „შთაგონების“
მდგომარეობაში ვიმყოფებით. მისი აღწერა სხვადასხვანაირად შეიძლება, მაგრამ არსი
იმაში მდგომარეობას, რომ ამ დროს ვეღარ აღვიქვამთ გარემოს და საკუთარ სხეულს,
ვერ ვამჩნევთ დროის მდინარებას, და საერთოდ ვიკარგებით გარესამყაროსთვის.
სხვადასხვა ქვეყნებში ლექციების კითხვისას, ყოველთვის ვთხოვდი მსმენელებს,
მოეყოლათ მათ მიერ განცდილი ჭეშმარიტების მომენტის - გაელვების შესახებ,
როდესაც ისინი რაიმე საქმიანობაში ან ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში
ეფლობოდნენ.

ყველა აღწერილი გამოცდილება შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველში


ერთიანდებიან ე.წ. პიკური განცდები - რეალობის ფარგლებს გარეთ გასვლის
ღვთაებრივი მომენტები, როდესაც ბერებისა და მისტიკოსებისთვის დამახასიათებელ
მდგომარეობაში ვხვდებით. ეს განცდები მაღალი სულიერი აზრითაა დატვირთული,
და მათთან შედარებით მეორე ტიპის გამოცდილება შეიძლება ყოველდღიური,
ჩვეულებრივი და პროზაულ-მოსაწყენი მოგვეჩვენოს - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ
ისინი ნაკლებმნიშვნელოვანნი არიან.

„ყოველდღიური ტრანსის“ მსგავსი მომენტები ამ წიგნის წერის პროცესში


არაერთხელ მეწვია (თუმცა ისე ხშირად არა, როგორც ვისურვებდი). ხშირად,
ტექსტზე მუშაობისას ყურადღებას სხვადასხვა აზრები მიფანტავს: მივლინებათა
გრაფიკზე, პაცინტებზე და თანამშრომლებზე, შვილებზე, რომ მშია, ან მეძინება ან
საერთოდ მუშაობის ხასიათზე არ ვარ. ხშირად კი სიტყვები ჩემგან წყაროსავით
მორაკრაკებენ და მეჩვენება, რომ თითებიც და კლავიატურაც ჩემი გონების
გაგრძელებაა. თითების მოძრაობას ვეღარ აღვიქვამ, ვეღარ ვგრძნობ სკამის საზურგეს.
ოფისის ფანჯრებს მიღმა ქარისგან მოშრიალე ხეები ქრება და კისრის არეში
მღრღნელი სიმძიმის შეგრძნებაც სადღაც იკარგება. მთლიანად ეკრანზე მოფენილი
სიტყვებით ვარ შეპყრობილი. უცებ ვაცნობიერებ, რომ საათზე მეტი ვიმუშავე,
ჩემთვის კი მხოლოდ ერთი წამი გავიდა.

სავარაუდოდ, ასეთი რამ თქვენც განგიცდიათ. მანქანის ტარებისას, ან ფილმის


ყურებისას, მეგობრებთან ერთად ვახშმობისას, ქსოვისას, პიანინოზე დაკვრისას ან
უბრალოდ ბუნების წიაღში დასვენებისას.

არ ვიცი თქვენ რას გრძნობთ, მე კი ასეთ მომენტებში, როდესაც ირგვლივ ვეღარაფერს


აღვიქვამ და დროისა და სხეულის შეგრძნებაც მეკარგება, ძალების უჩვეულო
მოზღვავებას ვგრძნობ. მსგავს მომენტებს ტექსტზე მუშაობისას იშვიათად
განვიცდიდი, მაგრამ ჩემი მეორე წიგნის დასრულების შემდეგ ვიგრძენი, რომ ისინი
გახშირდნენ. დროთა განმავლობაში შთაგონების მართვაც ვისწავლე, და საკუთარი
ნებით წვეული იმ იშვიათი შემთხვევების ლოდინი აღარ მიწევს.
თუ გადავწყვიტეთ გონების დაკარგვა, რათა ახალი შევქმნათ, დიდი სამეული
აუცილებლად უნდა დავძლიოთ და ამგვარად საკუთარ ცხოვრებაში მეტი ასეთი
მომენტი მოვიზიდოთ.

(10) Dispenza Joe. Evolve Your Brain: The Science of Changing Your Mind (Deerfield Beach,
FL: Health Communications, Inc., 2007).

(11) დ. გოლმენი, ემოციური ინტელექტი, მ.: ასტ, 2009. იხ. აგრეთვე: დ. გოლმენი,
დესტრუქციული ემოციები. როგორ დავამარცხოთ ისინი. დალაი-ლამასთან
მეცნიერული დიალოგი დენიელ გოლმენის გადმოცემით, მ.: პოპური, 2005
თავი მეხუთე - თვითგადარჩენა VS შემოქმედება

თავი მეხუთე - თვითგადარჩენა VS შემოქმედება

დიდი სამეულის დაძლევაზე საუბრისას (იხ. IV თავი), ჩემი სამწერლო ნაშრომები


მაგალითისთვის შემთხვევით არ მომიყვანია, რადგან როდესაც ვწერთ, სიტყვას
(ფურცელზე ან მონიტორზე) ვქმნით. ანალოგიურ შემოქმედ ძალას ფლობს ხატვა,
მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ხარატის დაზგასთან მუშაობა - ნებისმიერი
საქმიანობა, რომელიც დიდი სამეულის მიერ გამოჭედილი ჯაჭვების დამსხვრევის
საშუალებას გვაძლევს.

რატომაა ასე რთული შექმნის მდგომარეობაში ცხოვრება? თუ უსიამოვნო წარსული


ან საშიში მომავალი გვაქვს აკვიატებული, ე.ი. ძირითადად სტრესში, სხვაგვარად,
თვითგადარჩენის რეჟიმში ვცხოვრობთ. უმნიშვნელოა, რის შესახებ ვფიქრობთ:
ჯანმრთელობის (სხეულის გადარჩენა), იპოთეკის (საცხოვრებელი, გარესამყაროში
რომ გადავრჩეთ), დროის უკმარისობა ისევ გადარჩენისთვის საჭირო საქმისთვის.
სხვა რამაა მნიშვნელოვანი: უმეტესობა ჩვენგანისთვის „თვითგადარჩენისთვის
ცხოვრების“ მდგომარეობაში ყოფნა უფრო ბუნებრივია, ვიდრე შემოქმედის როლის
შესრულება.

ჩემს პირველ წიგნში დაწვრილებით აღვწერე, რა განასხვავებს თვითგადარჩენისთვის


ცხოვრებას შემოქმედებით ცხოვრებისგან. ამიტომ, ვისაც ამ სხვაობის არსის
ბოლომდე გაგება სწადია, წიგნის „განავითარეთ თქვენი ტვინი“ 8-11 თავების
წაკითხვას ვურჩევ. აქ კი მხოლოდ მოკლედ შევეხები ძირითად განსხვავებებს.

***

რომ გაიგოთ, თვითგადარჩენის რეჟიმში ცხოვრება რას ნიშნავს, წარმოიდგინეთ


რომელიმე ცხოველი, მაგალითად ტყეში მშვიდად მობალახე ირემი. დავუშვათ, მისი
ორგანიზმი ოპტიმალური ქიმიური წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ
როგორც კი გარესამყაროში რაიმე საფრთხეს იგრძნობს, მაგალითად მტაცებელს,
ორგანიზმში მომენტალურად ჩაირთვება რეაქცია „დაარტყი ან გაიქეცი“. ამ
რეაქციას სიმპათიკური ნერვული სისტემა აკონტროლებს, რომელიც ავტონომიური
ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ ბიოლოგიური ფუნქციებს
არეგულირებს: საჭმლის მონელება, სხეულის ტემპერატურა, შაქრის დონე სისხლში
და ა.შ. ცხოველი დამუქრებულ საფრთხეს რომ გაუმკლავდეს, მისი სხეული ქიმიურ
შემადგენლობას იცვლის: სიმპათიკური ნერვული სისტემა ავტომატურად
ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლებს, რასაც დიდი რაოდენობით ენერგიის
გამოთავისუფლება მოსდევს. თუ ირემს ტურების ხროვა მოსდევს, ეს ენერგია მათგან
გაქცევისთვის გამოიყენება. თუ ირემი ცოცხალი და უვნებელი გადაურჩა დევნას,
საფრთხის გაქრობიდან 15-20 წუთის შემდეგ შინაგანი წონასწორობა აღდგება, და
ირემი კვლავ ბალახობას დაუბრუნდება.

ადამიანშიც ანალოგიური მექანიზმი მოქმედებს. როდესაც საშიშროებას ვგრძნობთ,


სიმპათიკური ნერვული სისტემა აქტიურდება, ენერგიის მობილიზება ხდება და ა.შ. -
აქ ნაკლებად განვსხვავდებით ირმებისგან. არსებობის განთიადზე ეს უჩვეულო
ადაპტაციური მექანიზმი ადამიანს მტაცებლებისგან და სხვა ხიფათისგან იცავდა.
მსგავსი ცხოველური თვისებები ჩვენი სახეობის ევოლუციას უწყობდა ხელს.

ადამიანის სტრეს-რეაქცია: მხოლოდ ერთი აზრიც საკმარისია

სამწუხაროდ, Homo Sapiens-სა და პლანეტის ცხოველთა სამყაროდან ჩვენს


მეზობლებს შორის განსხვავებებიც გვხვდება, რომელთა მოქმედება არცთუ
ხელსაყრელია. ქიმიური წონასწორობის დარღვევისას ე.წ. სტრესულ მდგომარეობაში
ვხვდებით. სტრესი - წონასწორობის დარღვევაზე ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას და
ქიმიური ბალანსის აღდგენის მცდელობას წარმოადგენს. სტრეს-რეაქცია ნებისმიერი
გარე საშიშროების აღმოჩენისას ირთვება: სერენგეტის ნაკრძალში ლომის დანახვისას,
ან მაღაზიაში არცთუ მთლად მშვიდობიან ძველ შეყვარებულთან შეხვედრისას, ან
საცობში გაჭედვისას.

ცხოველისგან განსხვავებით, ადამიანს მექანიზმის „დაარტყი ან გაიქეცი“


გააქტიურება მხოლოდ აზრითაც შეუძლია. თანაც, აუცილებელი არაა, ეს აზრი
მიმდინარე გარემოებებთან რამენაირად იყოს დაკავშირებული. სტრესული რეაქცია
მომავალი მოვლენის წინმსწრებად შეიძლება აღმოცენდეს. კიდევ უარესი, სტრესის
გამოწვევა ტვინში „ამოგვირისტებული“ რაიმე სამწუხარო მოგონების გონებაში
გაუთავებლად ტრიალითაც შეიძლება.

ამრიგად, ჩვენ ან წინასწარ განვიცდით სტრესულ მოვლენებს, ან ვიგონებთ მათ,


ამიტომ, ჩვენი სხეული ან წარსულში ცხოვრობს, ან მომავალში. საკუთარი თავის
საზიანოდ ხანმოკლე სტრესულ სიტუაციებს დროს ვუხანგრძლივებთ.
მეორე მხრივ, ცხოველებს ადამიანური თვისებები (უკეთ რომ ვთქვათ, ნაკლი) -
უმცირესი მიზეზით სტრეს-რეაქცია მარტივად გამოიწვიოს ისე, რომ გამორთვა
შეუძლებელი ხდება - არ გააჩნიათ. ჩვენი ირემი ბალახს კვლავ არხეინად ძოვს და
ახლახანს გადატანილ და მით უფრო 2 თვის წინანდელ დევნაზე ფიქრები არ
ტანჯავს. ხანგრძლივი სტრესი გვანგრევს, რადგან სტრეს-რეაქციის
მრავალრიცხოვანი ჩართვით და გახანგრძლივებული ხასიათით გამოწვეულ
ნეგატიურ შედეგებთან გამკლავების უნარი არცერთ ცოცხალ არსებას არ ახასიათებს.
სხვაგვარად, უკიდურეს სიტუაციაში ხანგრძლივი ყოფნა უკვალოდ ვერ ჩაივლის. და
თუკი, სტრეს-რეაქციის ჩართვის შემდეგ მისი გამორთვა არ შეგვიძლია, ჩვენს
სხეულს მუშაობაში რაიმე სახის ჩავარდნა აუცილებლად ემუქრება. დავუშვათ,
ცხოვრებაში გარკვეული საფრთხე (რეალური ან წარმოსახვითი) გემუქრებათ,
რომელიც გამუდმებით რეაქციის „დაარტყი ან გაიქეცი“ გააქტიურებას გაიძულებთ.
ამ დროს ქიმიური წონასწორობა ირღვევა და გული გამალებით იწყებს ძგერას,
შედეგად - კიდურებში დიდი რაოდენობით სისხლს გადადენის, - ამგვარად
ნერვული სისტემა საბრძოლველად ან გასაქცევად გამზადებთ. მაგრამ, სიმართლეს
თვალებში ჩავხედოთ: თქვენ არც ბაჰამის კუნძულებზე გაქცევა შეგიძლიათ და არც
კოლეგის მოხრჩობა. ეს ძალზე პრიმიტიული იქნებოდა. შედეგად კი გამუდმებით
გიჩქარდებათ გულისცემა, რასაც საბოლოოდ ჰიპერტენზიის, არითმიის ან სხვა
პრობლემის გამოწვევა შეუძლია.

რითი გვემუქრება გარე საფრთხეებთან ბრძოლისთვის ენერგეტიკული რესურსების


გაუთავებელი მობილიზაცია? უზარმაზარი რაოდენობის ენერგიის გარე სამყაროსკენ
მიმართვით ორგანიზმის შინაგანი სამყაროს წილად თითქმის არაფერს ვიტოვებთ.
შინაგანი მდგომარეობის მაკონტროლებელი იმუნური სისტემა, მისი ზრდისა და
აღდგენისთვის საჭირო ენერგიის არარსებობის გამო, გამართულად აღარ მუშაობს.
შედეგად, ადამიანი სხვადასხვა დაავადებებით ავადდება: უბრალო გაციებიდან
დაწყებული რევმატოიდული ართრიტით და კიბოთი დამთავრებული. (ყველა ეს
დაავადება იმუნურადაა განპირობებული.)

ადამიანის სტრესული რეაქციის უნიკალობა, ცხოველებისგან განსხვავებით,


ტრავმული სიტუაციის მრავალჯერ განცდაში მდგომარეობს, როგორც სიტუაციის
შემდეგ, ასევე მის ფაქტობრივ დადგომამდეც კი. როგორია აწმყოს, წარსულის და
მომავლის საფრთხეების ზემოქმედებით სტრესის განცდის ჩვენი უნარის
დამღუპველი შედეგები? თუ ქიმიური წონასწორობა ძალზე ხშირად ირღვევა, ბოლოს
და ბოლოს დისბალანსი ნორმა ხდება. შედეგად ჩვენი გენეტიკური პროგრამის
რეალიზაციისთვის ვართ განწირული, რაც ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ
დაავადებასთანაა დაკავშირებული.

მიზეზი ცხადია: „დომინოს ეფექტს“, რომელიც სტრესის დროს გამომუშავებული


ჰორმონების და სხვა ნივთიერებების კასკადით ირთვება, შეუძლია ზოგიერთი გენის
მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს, რასაც დაავადების განვითარება მოყვება.
სხვაგვარად, ქრონიკული სტრესი ააქტიურებს გენებს, რომლებიც მემკვიდრეობით
მიღებული სცენარით ცხოვრებას გაიძულებენ. ოდესღაც სასარგებლო და
მაღალადაპტაციური ბიოქიმიური მექანიზმი (რეაქცია „დაარტყი ან გაიქეცი) მავნე და
არაადაპტაციურ ქცევის მოდელად დაგადვარდა.

მაგალითად, როდესაც ჩვენი წინაპრები ლომს გაურბოდნენ, სტრეს-რეაქცია თავის


პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდა: მათ გარე სამყაროსგან იცავდა. ეს
ადაპტაციური ქცევაა. მაგრამ თუ ყოველდღიურად სამსახურში დაწინაურებაზე
ღელავთ, უფროსობის წინაშე პრეზენტაციაზე ხართ ჩაციკლული ან საავადმყოფოში
მწოლიარე დედის ჯანმრთელობაზე ნერვიულობთ, ორგანიზმში ზუსტად ისეთივე
ნივთიერებები გამოიყოფა - თითქოს ლომი მოგდევდეთ.

სწორედ ეს ქცევაა არაადაპტაციური. თქვენ საბრძოლო მზადყოფნაში ძალზე


დიდხანს იმყოფებით. მექანიზმი „დაარტყი ან გაიქეცი“ ორგანიზმისთვის
აუცილებელ ძალებს წვავს. სხეული სასიცოცხლო ენერგიას იმუნურ, საჭმლის
მომნელებელ, ენდოკრინულ და სხვა სისტემებს „პარავს“ და მას კუნთებში
მიმართავს, რათა მტაცებლის მოგერიება ან საფრთხისგან გაქცევა შეძლოთ. მაგრამ
თქვენს შემთხვევაში ეს თქვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

სტრესული ჰორმონების სიჭარბე ისეთ ემოციებს იწვევს, როგორიცაა მრისხანება,


შიში, შური, სიძულვილი, აგრესია, სევდა, დაურწმუნებლობა, უსასოობა და
ტკივილის, ტანჯვის, ნაღველის, დეპრესიის და უიმედობის განცდას გაიძულებთ.
ადამიანთა უმრავლესობა გამუდმებით უარყოფითი ფიქრებით და გრძნობებითაა
მოცული. ნუთუ მათ ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატიური მოვლენები ხდება? არა, რა
თქმა უნდა. ნეგატიური დონე მაღალი იმიტომაა, რომ ისინი ან წინასწარ
იმსჭვალებიან მომავალი სტრესით, ან უკვე გადატანილს კვლავ განიცდიან. და მათი
თითქმის ყველა აზრი და გრძნობა თვითგადარჩენის და სტრესის მძლავრი
ჰორმონებითაა გამოწვეული.

სტრეს-რეაქციის ჩართვისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მნიშვნელობას სამი


ფაქტორი იძენს:

• სხეული (მასზე ზრუნვა აუცილებელია);


• გარესამყარო (სად დავემალო საფრთხეს?);
• დრო (რა დრო დამჭიდება, საფრთხეს რომ გავექცე?).

ჩვენ თვითგადარჩენისთვის ვცხოვრობთ და ასე ძლიერ დიდი სამეულის გავლენას


ამიტომ ვექვემდებარებით. სტრეს-რეაქცია და შესაბამისი ჰორმონები სხეულზე,
გარესამყაროზე და დროზე კონცენტრირებას (და ჩაციკლვას) გვაიძულებენ. შედეგად,
საკუთარი მე-ს განსაზღვრას ფიზიკური რეალობის ტერმინებით ვიწყებთ:
სულიერების, გაცნობიერების, გააზრების და ფსიქიური ჩართულობის დონე
ქვეითდება.

სხვაგვარად, „მატერიალისტებად“ ყოფნას ვართ მიჩვეული, ანუ გამუდმებით


ნივთიერ რეალობაზე ვფიქრობთ. ჩვენი პიროვნება სხეულის გარსის ტყვეობაში
ექცევა. ჩვენ გარე სამყარო გვშთანთქავს, რადგან სტრეს-ჰორმონების გავლენით
ყურადღების ფოკუსი სწორედ ამ მიმართულებითაა გადახრილი. გვაინტერესებს
ნივთები, რომელთაც ვფლობთ; ხალხი, რომელთაც ვიცნობთ; ადგილები, სადაც
უნდა მივიდეთ; პრობლემები; ცუდი ვარცხნილობა; სხეულის ნაწილები; წონა და ა.შ.
გვაღელვებს, როგორ გამოვიყურებით სხვებთან შედარებით, გვაქვს თუ არა დრო...
ვფიქრობ, მიხვდით, რასაც ვგულისხმობ. და საკუთარ თავს იმაზე დაყრდნობით
ვიმახსოვრებთ, რა ვიცით და რას ვაკეთებთ.

თვითგადარჩენის რეჟიმში ცხოვრება გვაიძულებს, ყურადღება რეალობის 0,00001%


მივაპყროთ და დანარჩენ 99,99999-ს გვიმალავს.

თვითგადარჩენისთვის ცხოვრება: „ვიღაცად“ ყოფნა

ადამიანთა უმეტესობა ტრადიციულად საკუთარ თავს „ვიღაცად“ აღიქვამს. მაგრამ


ჩვენს ჭეშმარიტ არსს არაფერი აქვს საერთო დიდი სამეულის შემოქმედებთან. ჩვენი
არსი - ესაა გონიერ კვანტურ ველთან შეერთებული ცნობიერება.

როდესაც ვიღაც ვხდებით და მატერიალური ფიზიკური მე თვითგადარჩენის


რეჟიმში იწყებს ცხოვრებას, ვივიწყებთ, ვინ ვართ სინამდვილეში. სამყაროს გონთან
კავშირს ვეღარ ვგრძნობთ. რაც უფრო ვემონებით სტრესის ჰორმონებს, მით მეტად
განისაზღვრება ჩვენი პიროვნება ნივთიერებათა მოზღვავებით.

თუ ადამიანურ არსს მხოლოდ ფიზიკურად მივიჩნევთ, მაშინ ჩვენი აღქმა გრძნობის


ორგანოების ჩარჩოთი შეიზღუდება. ხოლო რეალობის მხოლოდ გრძნობის
ორგანოების მეშვეობით აღწერისას, გრძნობებს უფლებას ვაძლევთ, წინასწარ
განსაზღვროს ის. ჩვენ ნიუტონის პარადიგმის ჩარჩოებში ვექცევით და წარსულზე
დაყრდნობით მომავლის პროგნოზირებას ვიწყებთ. როგორც გახსოვთ, რეალობის
ნიუტონისეული მოდელი - პროგნოზირებადი შედეგების მოდელია. და ნაცვლად
იმისა, რომ უმაღლეს ძალას მივენდოთ, საკუთარი რეალობის გაკონტროლებას
ვესწრაფვით. ჩვენ უბრალოდ თვითგადარჩენას ვცდილობთ.

თვითგადარჩენის ემოციები VS ამაღლებული ემოციები


ნახ. 5A. ცხრილის ზედა ნაწილში გამოსახული მაღალი სიხშირის ტალღები
ვიბრაციის დიდი სიჩქარით გამოირჩევა. რხევათა სიხშირით ისინი ენერგიასთან
უფრო ახლოს არიან, ვიდრე მატერიასთან. ზემოდან ქვემოთ ვიბრაციის სიჩქარე
კლებულობს, და ენერგია მეტად „მატერიალური“ ხდება. ამრიგად, თვითგადარჩენის
ემოციები გვამიწებენ და ენერგიის მაგივრად, მატერიასთან ახლოს მყოფი სიხშირით
ვიბრაციას გვაიძულებენ. მრისხანება, სიძულვილი, ტანჯვა, სირცხვილი,
დანაშაული, განკითხვა, ჟინი და მათი მსგავსი სხვა ემოციები მატერიალურ
სამყაროში გვძირავს, რადგან მათი სიხშირე ნაკლებია და მეტად შეესაბამება
მატერიალური ობიექტების გამოსხივებას. ხოლო ამაღლებული ემოციები,
როგორიცაა სიყვარული, სიხარული და მადლიერება, მაღალი სიხშირისაა. ამიტომ,
ისინი მატერიისგან შორს და ენერგიასთან ახლოს არიან.

თუ რეალობა ენერგიაა, რატომ აღვიქვამთ თავს არა იმდენად ენერგეტიკულ,


რამდენადაც ფიზიკურ ასპექტში? საქმე იმაშია, რომ თვითგადარჩენისკენ
მიმართული ემოციები დაბალი სიხშირისაა, ანუ, სხვაგვარად,
დაბალენერგეტიკულია (ემოცია არის „მოძრავი ენერგია“, შდრ. ლათ. Мotus -
მოძრაობა). ისინი უფრო დაბალი სიხშირით ვიბრირებენ და ამიტომ ფიზიკური
არსის დონეზე „გვამიწებენ“. ჩვენ „ბლანტები“, დამძიმებულები და ძალზე
სხეულებრივები ვხდებით, რადგან ეს ენერგია ჩვენს ვიბრაციას ანელებს. ახლა
სხეული პირდაპირი გაგებით უდიდესი ხარისხით წონაა, ვიდრე ენერგია; მატერია
გონებაზე ბატონობს (1).
აქ თავისებური ლოგიკაა: თუ თვითგადარჩენისკენ მიმართულ პრიმიტიულ
ემოციებზე უარს ვიტყვით და გადავეჩვევით, ჩვენი ენერგეტიკული გამოსხივების
სიხშირე მოიმატებს, და სხეულთან მიჯაჭვული აღარ ვიქნებით. რაღაც გაგებით
ენერგიას გონების როლის მიმთვისებელი სხეულიდან გამოვანთავისუფლებთ და
კვანტურ ველში გავუშვებთ. ამაღლებული ემოციები კი თავად აგვიყვანენ
ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე, პირველწყაროსთან ახლოს, სადაც სამყაროს
გონთან კავშირს ვიგრძნობთ.

როგორ ვეჩვევით „ვიღაცად“ ყოფნას

როგორც რეალური, ასევე მოგონილი საფრთხით გამოწვეული სტრესისას შინაგან


სისტემაში მძლავრი ენერგეტიკული აფეთქების გამომწვევი დიდი რაოდენობის
ნივთიერებები გადმოისროლება, რომელთა ზეგავლენით სხეული და ტვინის
ზოგიერთი ნაწილი დაუყოვნებლივ „იღვიძებს“ და მთელი ყურადღება დიდ
სამეულზე გადააქვს. ეს მექანიზმი სერიოზულ მიჩვევას იწვევს, როგორც ჭიქა სამმაგი
ესპრესო, რადგან საშუალებას გვაძლევს წამებში „შევფხიზლდეთ“.

დროთა განმავლობაში ჩვენ ქვეცნობიერად ვეჩვევით პრობლემებს, არასასურველ


გარემოებებს და არაჯანსაღ ურთიერთობებს. ამ სიტუაციებისგან თავს არ
ვითავისუფლებთ, რათა თვითგადარჩენის ემოციაზე ჩვენი დამოკიდებულება
მუდმივად ვკვებოთ. თორემ ხომ შეიძლება დაგვავიწყდეს, ჩვენი აზრით, ვინ ვართ.
ჩვენ უბრალოდ მოგვწონს ენერგიის ნაკადი, რომელსაც ჩვენი პრობლემებიდან
ვიღებთ!

მეტიც, ეს ემოციური აღმასვლა ჩვენთვის გარე სამყაროს ჩვეულ და ნაცნობ


ელემენტებთან ასოცირდება: ადამიანებთან, საგნებთან, ადგილებთან და
გარემოებებთან. მათ დამოკიდებულებაშიც ვექცევით; გარემო ჩვენი პიროვნების
განსაზღვრას იწყებს.

თუ მეთანხმებით, რომ ადამიანს სტრესის გამოწვევა საკუთარ თავში მხოლოდ


აზრით შეუძლია, მაშინ თავისთავად ცხადია, რომ ისეთივე ქიმიური აფეთქება
შეგვიძლია ჩვენში გამოვიწვიოთ, რაც მტაცებლისგან გაქცევას ახლავს თან. ხოლო
სტრესის შესაბამისი ნივთიერებები მიჩვევას იწვევენ. ამრიგად, ჩვენ თავად აზრების
დამოკიდებულების ქვეშ ვექცევით; ისინი ქვეცნობიერად იწვევენ ჩვენში
ადრენალინის გადმოფრქვევას, სწორედ ამიტომ გვიჭირს ასე ძალიან სხვაგვარად
ფიქრი. ამიტომაცაა, რომ ჩვენი შეგრძნებების აზრებით დაძლევის მცდელობისას, ან,
როგორც ამბობენ, „არასტანდარტულად აზროვნებისას“, ჩვენ სერიოზულ
დიკომფორტს განვიცდით.

როგორც კი უარს ვიტყვით იმაზე, რაზეც დამოკიდებული ვართ, - ამ შემთხვევაში


ემოციურ ნარკოტიკად ქცეულ ჩვეულ აზრებზე და გრძნობებზე, - ჩნდება უძლიერესი
ლტოლვა, გადაჩვევის ტკივილები, და შინაგანი ხმა ყოველნაირად გვარწმუნებს, არ
შევიცვალოთ. და ჩვენ ისევ ჩვეულ რეალობასთან მიჯაჭვულები ვრჩებით.

ამრიგად, ძირითადად შეზღუდული ხასიათის აზრები და გრძნობები, კვლავ ნაცნობი


პრობლემების, გარემოებების, სტრესული ფაქტორების და ცუდი
გადაწყვეტილებების ანკესზე წამოგვაგებს, რაც ჩვენში ყოველთვის რეაქციას
„დაარტყი ან გაიქეცი“ იწვევდა. და კვლავ ნეგატიური გამღიზიანებლებით ვართ
გარშემორტყმული, რათა გამუდმებით სტრესს განვიცდიდეთ, რადგან ეს
დამოკიდებულება ადასტურებს ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე. ის სწორედ
რომ ჩვენი იდენტობის განსამტკიცებლადაა საჭირო. მარტივად, ჩვენ სტრესის
გამომწვევი პრობლემების და გარემოებების დამოკიდებულებაში ვექცევით, ცუდი
სამსახური იქნება ეს თუ უიღბლო ურთიერთობები. ჩვენს უსიამოვნებებს
ვებღაუჭებით, რადგან ისინი საკუთარი თავის „ვიღაცად“ აღქმაში გვეხმარებიან, და
დაბალი სიხშირის ემოციებზე ჩვენს დამოკიდებულებას კვებავენ.

მაგრამ ყველაზე უარესი მუდმივ შიშში ცხოვრებაა: რადგან თუ პრობლემები გაქრება,


ისიც კი არ გვეცოდინება, რა ვიფიქროთ და რა ვიგრძნო, ეს კი ნიშნავს, რომ
ენერგეტიკული აფეთქების გარეშე დავრჩებით და ვერ გავიხსენებთ, ვინ ვართ.
ბევრისთვის საკუთარი ინდივიდუალობის დაკარგვაზე საშიში არაფერია. მართლაც,
ამაზე უარესი რა უნდა იყოს - იყო არავინ, არ გაგაჩნდეს საკუთარი იდენტობა?!

ეგოისტური ეგო

როგორც შეამჩნევდით, რასაც საკუთარ მე-ს ვუწოდებთ, ჩვენთვის აზრების,


გრძნობების, პრობლემების და დიდი სამეულის ელემენტების მთელ კომპლექსთან
ასოცირდება და ამ ემოციური ასოციაციის კონტექსტში არსებობს. განა გასაკვირია,
რომ ადამიანებს საკუთარ თავში ჩაფლობა და საკუთარი ხელით შექმნილი რეალობის
უკან მოტოვება ეგზომ უჭირთ? რომ არ ყოფილიყო სხეული, დრო და გარესამყარო,
შესაძლოა, საერთოდ არ გვცოდნოდა, ვინ ვართ. სწორედ ამიტომ ვართ გარე
სამყაროზე ასე დამოკიდებული. ჩვენი ემოციების აღქმა და წარმოქმნა გრძნობის
ორგანოებითაა შემოსაზღვრული, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია ფიზიოლოგიური
პასუხის მიღება, რომელიც ჩვენს პერსონალურ დამოკიდებულებას ამყარებს. და ამ
ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ თავი ადამიანებად ვიგრძნოთ.

თუ თვითგადარჩენის რეაქციის ინტენსივობა გარე სამყაროს მოვლენების


ადექვატური არაა, სტრესული ჰორმონების სიჭარბე საკუთარი მე-ს ცალკეულ
პარამეტრებზე ფიქსაციას იწვევს. ჩვენ ზღვარგადასული ეგოისტები ვხდებით.
საკუთარ სხეულზე ან გარესამყაროს რომელიმე ასპექტზე ვიციკლებით და დროს
ვემონებით. პერსონალური რეალობის ხაფანგში გაბმულები კი შეცვლის, საკუთარი
თავისგან გადაჩვევის ძალებს ვერ ვგრძნობთ.
თვითგადარჩენის ემოციების სიჭარბე ბოლო წვეთი ხდება ჯანმრთელი ეგო-ს (ის მე,
რომელსაც ამ სიტყვის ხსენებისას ვგულისხმობთ) ფიალის გადასავსებად.
ნორმალური ეგოს ბუნებრივი ფუნქცია გარე სამყაროში ჩვენი უსაფრთხოების
უზრუნველყოფაა. ასე მაგალითად, ეგო ადევნებს თვალს, რომ კოცონს ან ხრამის
კიდეს ძალზე არ მივუახლოვდეთ. დაბალანსებული ეგო თვითგადარჩენის
ინსტინქტს ახორციელებს. ის საკუთარ და სხვა ადამიანთა მოთხოვნილებებს შორის
ჯანმრთელ წონასწორობას ინარჩუნებს და მასსა და სხვებს შორის ყურადღებას
თანაბრად ანაწილებს.

როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენი გადარჩენის საკითხი დგას, სრულიად


ბუნებრივია, რომ პრიორიტეტი საკუთარი მე ხდება. მაგრამ როდესაც ქრონიკული,
დროში გაჭიანურებული სტრესი სხეულის და ტვინის წონასწორობას არღვევს, ეგო
გადარჩენისთვის გადამეტებულად ზრუნავს და საკუთარი თავი წინა პლანზე
გადმოჰყავს სხვა დანარჩენის საზიანოდ. ჩვენ საკუთარ თავზე ვიციკლებით.
ახირებებს აყოლილები მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავთ, გადამეტებული
ღირებულების გრძნობით აღვსილებს იმავდროულად გვეცოდება და გვძულს
საკუთარი თავი. მუდმივი სტრესის პირობებში ეგო მოქმედებს პრინციპით „მე რა, აქ
არ ვარ?“

ამასთან ეგო უმთავრესად ნებისმიერი სიტუაციის გამოსავლის გაკონტროლებაზე


ზრუნავს, რადგან ზედმეტადაა კონცენტრირებული გარე სამყაროზე და რეალობის
დანარჩენი 99,99999%-ის მიმართ გაუცხოებულია. არსობრივად, რაც მეტად
აქტიურად განვსაზღვრავთ რეალობას გრძნობებით, მით უფრო აქტიურად
გვკარნახობს ის თავის კანონებს. ხოლო მატერიალური რეალობის კანონი კვანტური
კანონის საპირისპიროა. რისკენაც ყურადღებას მივმართავთ, ის ხდება ჩვენი
სინამდვილე. ეს ნიშნავს, რომ რაკი ჩვენი ყურადღება სხეულზე და მატერიალურ
სამყაროზეა კონცენტრირებული, რაკი თავს დროის გარკვეული მონაკვეთით
ვისაზღვრავთ, ჩვენს რეალობადაც სწორედ ის იქცევა.

ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხის, ვისაც ვიცნობთ, იმ ნივთების,


რომელთაც ვფლობთ, იმ ადგილების, სადაც დავდივართ და იმ პრობლემების,
რომელიც თან გვდევს, დავიწყებაა საჭირო. ჩვენ დროის ათვლა უნდა დავკარგოთ და
სხეულისა და მისი მოთხოვნის, ასაზრდოოს შეძენილი ჩვევები, საზღვრებს გავცდეთ.
მოგვიწევს, ჩვენი იდენტობის დამადასტურებელ კარგად ნაცნობ განცდებზე უარი
ვთქვათ, და მომავლის პროგნოზირება ან ფიქრებში წარსულის გაცოცხლება არ
ვცადოთ. მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე ჩაციკლული ეგოისტური ეგო უნდა
მოვიცილოთ, ფიქრებში და ოცნებებში საკუთარი შეგრძნებები დავძლიოთ და
განუცდელი ვისურვოთ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ჩვეული ცხოვრებისგან
გათავისუფლება.

თუ აზრებს დაავადების გამოწვევა ძალუძთ, ნუთუ განკურნება არ შეუძლიათ?


კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. უკვე გითხარით, რომ სტრეს-რეაქციის ჩართვა
მხოლოდ აზრითაც შეიძლება. ასევე ვახსენე, რომ სტრესის დროს წარმოქმნილი
ნივთიერებები ბევრი დაავადების გენეტიკური მექანიზმების ამუშავებას იწვევს,
რადგან უჯრედების ირგვლივ ძალზე არახელსაყრელ გარემოს ქმნიან (ეს
მეცნიერული ფაქტია). ლოგიკურად ეს ნიშნავს, რომ აზრებს დაავადების
პროვოცირება შეუძლიათ. თუ ეს ასეა, განკურნებაც ხომ უნდა შეეძლოთ?

დავუშვათ, ადამიანმა ხანმოკლე დროის განმავლობაში მთელი რიგი მოვლენები


გადაიტანა, რომლებმაც მასში ტკივილი და წყენა გამოიწვია. მტკივნეულ
ეპიზოდებზე არაცნობიერი რეაქციით ის გამუდმებით გაბოროტებულია. მისი
უჯრედებისკენ ამ ემოციის თანმხლები ნივთიერებები მიედინებოდნენ. დროთა
განმავლობაში ემოცია გუნება-განწყობილებად იქცა, რომელიც რამდენიმე თვე
გაგრძელდა და ტემპერამენტი გახდა, ხოლო ტემპერამენტი წლების შემდეგ
პიროვნების თვისებად ჩამოყალიბდა. ის გაავებულ ადამიანად იქცა. რა მოხდა? მან
იმდენად კარგად დაისწავლა ემოცია, რომ შედეგად სხეულმა ის გაცილებით უკეთ
გაითავისა, ვიდრე გონებამ, რადგან ციკლი „აზრი - გრძნობა - აზრი“ მრავალი წელი
მეორდებოდა.

თუკი იცით, რომ ემოციები ცხოვრებისეული მოვლენების ქიმიურ ანაბეჭდს


წარმოადგენს, მზად ხართ დამეთანხმოთ, რომ ვიდრე ეს ადამიანი საკუთარ
გაბოროტებას ებღაუჭება, მისი სხეულის რეაქცია მუდამ იმ ძველი ამბით პირველად
გამოწვეული განცდის იდენტური იქნება? მეტიც, თუ გაბოროტების შესაბამისი
ნივთიერებები გარკვეული გენების მუშაობას არღვევენ, ხოლო ქრონიკული სტრესის
პირობებში მათი მოქმედება მუდმივი და უწყვეტია, განა სხეულში არ შეიძლება
რაიმე დაავადება, კერძოდ კიბო, განვითარდეს?

ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა, რომ ქრონიკული გაბოროტებისგან


გადაჩვევის შემთხვევაში (ანუ ამ გრძნობის გამომწვევი აზრების შეცვლით, და
პირიქით), მან გონების როლის მიმთვისებელი საკუთარი სხეული ემოციური
მონობისგან იხსნას? და, დროთა განმავლობაში, გენებზე ზემოქმედების შეცვლას თუ
მოახერხებს?

და ბოლოს, წარმოვიდგინოთ, რომ ამ ადამიანმა ახლებურად ფიქრი და გრძნობა


დაიწყო, თანაც მოახერხა და საკუთარი თავის იდეალური ვერსია, ახალი პიროვნება
შექმნა. შეძლებს კი ის, ყოფიერების სხვა მდგომარეობაში გადასვლით გენებზე
დადებითად ზემოქმედებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებამდე ემოციური
აღმასვლის განცდას? შეძლებს კი იმდენად განიმსჭვალოს კეთილდღეობის განცდით,
რომ სხეულში ცვლილებები დაიწყოს - მხოლოდ და მხოლოდ აზრის მეშვეობით?

ესაა მარტივად გადმოცემული ჩემი სემინარების ერთერთი მონაწილის რეალური


ისტორია, რომელმაც კიბოს დაძლევა შეძლო.
***

57 წლის პროფესიით მხურავმა ბილმა სახეზე საეჭვო ლაქა შენიშნა. დერმატოლოგმა


დიაგნოზი დაუსვა: ავთვისებიანი მელანომა. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა,
სხივური და ქიმიოთერაპიისა, კიბო გავრცელდა კისერზე, შემდეგ ფერდზე და
ბოლოს წვივზე. ყოველ ჯერზე ბილი ანალოგიური მკურნალობის კურსს იტარებდა.

რაღა თქმა უნდა, ბილს ტანჯავდა კითხვა, რატომ დაემართა ეს სწორედ მას. მან
იცოდა, რომ მიზეზი შესაძლოა მზეზე დიდხანს ყოფნა ყოფილიყო, მაგრამ იცნობდა
ადამიანებს, ვინც არანაკლებ დროს ატარებდნენ ღია ცის ქვეშ, მაგრამ მათ არავითარი
კიბო არ ჰქონდათ. ის გამუდმებით ამ უსამართლობაზე ფიქრობდა.

მკურნალობის მორიგი კურსის შემდეგ (ამ ჯერზე კიბომ მარცხენა ფერდი მოიცვა)
ბილი დაფიქრდა: იქნებ დაავადების მიზეზი მისი საკუთარი აზრები, ემოციები და
ქცევებია? საკუთარ თავში ჩაღრმავების შემდეგ ის მიხვდა, რომ 30 წელზე მეტია
გაბოროტებულ მდგომარეობაშია და ყველა მისი აზრი და გრძნობა ერთი საკითხის
ირგვლივ ტრიალებს - მას ყოველთვის უწევდა საკუთარი სურვილების უარყოფა
სხვების გამო.

მაგალითად, ის მუსიკოსობაზე ოცნებობდა. მაგრამ მამის შრომისუუნარობის გამო


ბილს მოუწია მხურავის ოჯახურ ბიზნესს გაძღოლოდა. გრძნობები, რომლებიც
განიცადა იმ მომენტში, როდესაც უთხრეს, რომ მიზნებზე უარი უნდა ეთქვა,
გამუდმებით უკან უბრუნდებოდნენ - იმდენად ხშირად, რომ მისი სხეული კვლავ
წარსულში ცხოვრობდა. ამას გარდა, მას ჩამოუყალიბდა სხვა ადამიანების
გულისთვის საკუთარ ოცნებაზე უარის თქმის პატერნი. და ყოველ ჯერზე, როდესაც
მოვლენები ისე არ ვითარდებოდა, როგორც მას სურდა, - მაგალითად, როდესაც
ბიზნესის გაფართოების შემდეგ მალევე უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა, - ის
ამაში ყველას და ყველაფერს ადანაშაულებდა.

ბილმა გაბოროტების ემოციური რეაქცია იმდენად კარგად დაიმახსოვრა, რომ მან


მთლიანად დაიპყრო მისი პიროვნება და ქვეცნობიერ პროგრამად გადაიქცა. დიდი
ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ყოფნით ის გამუდმებით ააქტიურებდა
გარკვეულ გენებს, რომლებმაც გამოიწვიეს მისი ორგანიზმის დამანგრეველი
დაავადება.

მაგრამ ბილს აღარ სურდა გარე სამყაროს ჭკუაზე სიარული. ის ხომ მთელი ცხოვრება
აზროვნებდა, გრძნობდა და იქცეოდა მხოლოდ სხვა ადამიანების, ჩვეული
ადგილების და ცხოვრებისეული გარემოებების გავლენით. ბილმა გააცნობიერა: ძველ
მე-სთან კავშირის გასაწყვეტად და საკუთარი თავის თავიდან შესაქმნელად, მას
გარემოს შეცვლა სჭირდებოდა. მან გადაწყვიტა ორიოდე კვირით გარიდებოდა
ჩვეულ ცხოვრებას და მექსიკაში, ბახას ნახევარკუნძულზე გაემგზავრა.
პირველი ხუთი დღე ბილი ყოველ დილას აკვირდებოდა, რა გრძნობები ახლდა თან
გაბოროტების გრძნობას. ის საკუთარი აზრების და გრძნობების კვანტურ
დამკვირვებლად იქცა და არაცნობიერი გონება ცნობიერ სფეროში გამოიყვანა. შემდეგ
წინათ გაუცნობიერებელი საკუთარი ქცევების დაკვირვება დაიწყო. ბილმა საკუთარი
თავისადმი უარყოფითად დამუხტული ნებისმიერი აზრის, ემოციის და ქცევის
აღკვეთა გადაწყვიტა.

ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ განთავისუფლების დღე დადგა - ბილმა დაძლია


გაბოროტების ემოციური დამოკიდებულება. რამდენადაც მან უარი თქვა მისი ქცევის
განმსაზღვრელ აზრებზე და გრძნობებზე, სხეულმა თვითგადარჩენის ემოციების
სიგნალების მიღება შეწყვიტა, და შესაბამისად წინანდელი გონების საზღვრები აღარ
ზღუდავდა. სხეულში დიდი რაოდენობით ენერგია გამოთავისუფლდა, რომელიც
ბილს ახალი ბედის შესაქმნელად შეეძლო გამოეყენებინა.

შემდეგი კვირისთვის ბილი უკვე იმდენად კარგ განწყობაზე დადგა, რომ საკუთარი
ახალი, უკეთესი მე-ს გააზრებას შეუდგა, ასევე დაფიქრდა, როგორი რეაქცია
ექნებოდა გარე ზემოქმედებაზე. ასე მაგალითად, მან გადაწყვიტა, რომ ამიერიდან,
როდესაც ცოლი ან შვილები საკუთარ მოთხოვნებს ან სურვილებს გააცნობდნენ, ის
კეთილი და გულუხვი ყოფილიყო და მათთვის ტვირთად თავი აღარ
ეგრძნობინებინა. მოკლედ, ბილი სასურველ აზრებზე, გრძნობებზე და ქცევის
მოდელებზე კონცენტრირდა იმ სიტუაციებში, რომლებიც მისთვის ყოველთვის
პრობლემას წარმოადგენდნენ. მან ახალი პიროვნების, ახალი გონების და ახალი
ყოფიერების მდგომარეობის შექმნა დაიწყო.

და აი, ბილი ცხოვრებაში იმ პროგრამის განხორციელებას შეუდგა, რომელიც ბახას


ნახევარკუნძულის სანაპიროზე ყოფნისას ტვინში ჩაიბეჭდა. დაბრუნებიდან მალევე
შეამჩნია, რომ წვივზე კიბო გაქრა. ხოლო დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ექიმთან
ვიზიტისას, ექიმმა კიბოსგან განკურნება დაადასტურა. დაავადება სამუდამოდ გაქრა.

ტვინში ახალი ნეირონული კვანძების ფორმირებით, ბილი ძველი მე-სგან ქიმიურად


და ბიოლოგიურად განთავისუფლდა. შედეგად, მან ახალი გენები ახლებურად
გაააქტიურა, და ახალი ქიმიური ფონი, ახალი გონება და ახალი პიროვნება
დამღუპველი აღმოჩნდა კიბოს უჯრედებისთვის. ოდესღაც ბილი ძველი ემოციების
ხაფანგში იტანჯებოდა - ახლა კი ახალ მომავალში ცხოვრობს.

შემოქმედებისთვის ცხოვრება: იყო არავინ

როდესაც ვქმნით, იმდენად ვართ საქმიანობაში ჩაფლულები, ისეთ აღმაფრენას


ვგრძნობთ, რომ გარე სამყარო, სხეული და დრო თითქოს არსებობას წყვეტს და მათზე
საერთოდ არ ვფიქრობთ. შემოქმედებისთვის ცხოვრება ნიშნავს - იყო არავინ. ალბათ
შეგიმჩნევიათ, რომ შემოქმედებით გატაცებისას საკუთარ თავს ივიწყებთ. თქვენთვის
ცნობილ სამყაროს თითქოს ეთიშებით. თქვენ აღარ აიგივებთ საკუთარ თავს
ნივთებთან, რომელთაც ფლობთ, ადამიანებთან, რომელთაც იცნობთ,
მოვალეობებთან და სხვადასხვა ადგილთან, სადაც გიცხოვრიათ. შეიძლება ითქვას,
რომ შემოქმედებით მდგომარეობაში ჩაფლვით საკუთარ თავად ყოფნის ჩვევას
ივიწყებთ. თქვენ კარგავთ ეგოისტურ ეგოს და მოქმედებთ თავდავიწყებით.

ასეთ მომენტებში დროისა და სივრცის საზღვრებს გარეთ გადიხართ და ხდებით


წმინდა, არამატერიალური გონება. ხოლო როდესაც სხეულთან კავშირს კარგავთ,
თქვენი გარემოს შემადგენელ ადამიანებზე, ადგილებზე და საგნებზე ფიქრს წყვეტთ,
და დროის ხაზიდან გამოდიხართ, თქვენ კვანტურ ველში შესასვლელი გეხსნებათ. იქ
ვიღაც ვერ შევა, იქ მოხვედრა მხოლოდ არავის შეუძლია. საკუთარ თავზე
ჩაციკლული ეგო ზღურბლზე უნდა დატოვოთ და ცნობიერების სფეროში წმინდა
გონების სახით უნდა შეხვიდეთ. როგორც I თავში აღვნიშნე, სხეულის
(ჯანმრთელობის გაუმჯობესება), გარე ვითარების (ახალი სამსახურის პოვნა ან ახალი
ურთიერთობების დაწყება) და დროის მდინარების (სასურველი მომავლის
დადგომის დაჩქარება) შესაცვლელად, მოგიწევთ არავინ და არაფერი გახდეთ და
თავად დრო უარყოთ.

ამრიგად, წარმოგიდგენთ გენერალურ ხაზს: საკუთარი ცხოვრების რომელიმე


ასპექტის (სხეული, გარემო ან დრო) შესაცვლელად, მისი დაძლევაა საჭირო. დიდი
სამეულის დასაძლევად მისი უკან მოტოვებაა აუცილებელი.

ტვინის შუბლის წილი: შემოქმედების და ცვლილების არე

როდესაც ვქმნით, შუბლის წილში განლაგებულ შემოქმედების ტვინის ცენტრს


(ქერქის პრეფრონტალურ ზონაში შემავალი წინა ტვინის ნაწილი) ვააქტიურებთ. ესაა
ადამიანის ნერვული სისტემის ყველაზე განვითარებული ნაწილი. ის ევოლუციის
გვიან ეტაპზე წარმოიშვა და ტვინის ის ნაწილია, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგო
ახალ პირობებს. ის ჩვენი პიროვნების თავისებური შემოქმედებითი ლაბორატორიაა
და იმავდროულად ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე მთავარი პასუხისმგებელია.
სწორედ შუბლის წილია ყურადღებაზე, მიმართულ კონცენტრაციაზე,
გაცნობიერებაზე, დაკვირვების უნარზე და გააზრებაზე პასუხისმგებელი. სწორედ ამ
ზონაში განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობები, მტკიცე განზრახვები იბადება,
გაცნობიერებული გადაწყვეტილებები მიიღება, ემოციური აფეთქებები
კონტროლდება და ახალი ინფორმაციის ათვისება ხდება. აუცილებელია შუბლის
წილის სამ მნიშვნელოვან ფუნქციას გავეცნოთ. სამივე მათგანი ჩართული იქნება
საკუთარი თავისგან გადაჩვევისკენ მიმართული მედიტაციის პროცესში, რასაც III
ნაწილში გაეცნობით.

1. მეტაშემეცნება: არასასურველი მდგომარეობების გაცნობიერება შემდგომი


კორექციისთვის.
ახალი მე-ს შესაქმნელად ძველზე უარის თქმაა საჭირო. შემოქმედების პროცესში
ჩართული შუბლის წილის პირველი ფუნქცია - თვითგაცნობიერებაა.

ჩვენ მეტაშემეცნების ნიჭი გვაქვს მომადლებული, ანუ შეგვიძლია საკუთარ თავს და


აზრებს დავაკვირდეთ, და ამიტომ შეგვიძლია ავირჩიოთ, რომელ აზრებზე,
გრძნობებზე, ქმედებებზე და მდგომარეობაზე ვთქვათ უარი. თვითანალიზის უნარი
საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით შევისწავლოთ საკუთარი თავი და დავგეგმოთ
ცვლილებები ქცევებში, რომლებიც დაგვეხმარებიან უკეთესი შედეგების და
სასურველის მიღწევაში (2).

ჩვენი ენერგია იქით მიედინება, საითაც ყურადღებაა მიმართული. ყურადღების


მიმართვა ცხოვრების ხარისხის გაზრდისკენ შეიძლება. ამისთვის კი აუცილებელია
თქვენს მიერ უკვე შექმნილის გაანალიზება. სწორედ აქ იწყებთ „საკუთარი თავის
შეცნობას“. თქვენ აანალიზებთ თქვენს შეხედულებებს საკუთარ თავზე, სხვა
ადამიანებზე და ცხოვრებაზე ზოგადად. თქვენ - ესაა, რაც ხართ, სად ხართ და ვინ
ხართ საკუთარ თავზე თქვენი წარმოდგენის მიხედვით.

შეხედულებები - ესაა აზრები, რომლებიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად


საკუთარ კანონად აქციეთ. აცნობიერებთ ამას თუ არა, ისინი თქვენს რეალობაზე
ზემოქმედებენ.

ასე რომ, თუკი თქვენ მართლაც მიისწრაფით საკუთარი თავის თავიდან შექმნისკენ,
თქვენი აქტუალური პიროვნების ყოველმხრივი ანალიზით დაიწყეთ. რადგან ქცევის
ბევრი მოდელი გაუცნობიერებლად ირთვება, როგორც ავტომატური კომპიუტერული
პროგრამები, საკუთარ თავში ღრმად მოგიწევთ ჩახედვა და პიროვნების ისეთი
ასპექტების გამოვლენა, რომელთა შესახებ, შესაძლოა, წარმოდგენაც არ გქონდათ.
რამდენადაც პიროვნება ადამიანის ქცევებისგან, აზრებისგან და გრძნობებისგან
იქმნება, ყურადღება გაუცნობიერებელ ფიქრებს, რეფლექსურ ქცევებს და ავტომატურ
ემოციურ რეაქციებს უნდა მიაქციოთ. თქვენ უნდა დაადგინოთ ჭეშმარიტია თუ არა
თქვენი შეხედულებები და გადაწყვიტოთ, მომავალშიც კვებოთ ისინი ენერგიით თუ
არა.

გონების და სხეულის არაცნობიერი მდგომარეობის გამოვლენა ნებისყოფას და


ძალისხმევას, მტკიცე განზრახვას და მაღალ კონცენტრაციას მოითხოვს. რაც მეტს
იგებთ, ყურადღება მით უფრო მახვილი ხდება. რაც მეტად ყურადღებიანი ხართ, მით
უფრო მეტის გაცნობიერება შეგიძლიათ. რაც მეტს აცნობიერებთ, მით მეტს ამჩნევთ.
რაც უფრო მეტს ამჩნევთ, მით უფრო გაგიადვილდებათ საკუთარ თავზე და სხვებზე,
ასევე რეალობის გარე და შიდა ელემენტებზე დაკვირვება. და ბოლოს, რაც უფრო
აქტიურად დააკვირდებით, მით უფრო სწრაფად გამოფხიზლდებით არაცნობიერი
არსებობისგან და თვითგაცნობიერებას მიაღწევთ.
თვითგაცნობიერება იმისთვისაა აუცილებელი, რომ თქვენს ყურადღებას არ
გამოეპაროს არც ერთი არასასურველი აზრი, ემოცია და ქმედება. დროთა
განმავლობაში თქვენ დესტრუქციული მდგომარეობიდან გამოსვლას ისწავლით, რაც
ნიშნავს, რომ ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ნეირონების კვანძების
გააქტიურებას შეწყვეტთ. გონების უცვლელი მდგომარეობის ყოველდღიური
განახლების შეწყვეტით თქვენ მოიშორებთ „მოწყობილობას“, რომლითაც მუშაობდა
ძველი მე. ამასთან ერთად, ძველ აზრებთან დაკავშირებულ გრძნობებზე უარის
თქმით გენებზე ახლებურად ზემოქმედებას დაიწყებთ. სხეული ცნობიერების ძველი
დონით აღარ იქნება შემოსაზღვრული. თქვენს ცნობიერებას სწორედ ყველა ამ
ცვლილების პროცესში კარგავთ.

ძველი მე-ს ყოველმხრივი ანალიზის უნარის დახვეწით, თანდათან თვითშემეცნების


დონეს აიმაღლებთ. დაიმახსოვრეთ: თქვენი მიზანია - საკუთარ თავს გადაეჩვიოთ და
ახალი ცხოვრების, ახალი პიროვნების შესაქმნელად აუცილებელი ენერგია
გამოათავისუფლოთ. ძველ პიროვნებად დარჩენის შემთხვევაში ახალი სინამდვილის
შექმნა შეუძლებელია. მოგიწევთ გახდეთ ვიღაც სხვა. მეტაშემეცნება - პირველი
ნაბიჯია ახალი მომავლის შექმნის გზაზე.

2. ახალი ცნობიერების შექმნა, რომელიც ახალ მდგომარეობებზე იაზროვნებს.

შუბლის წილის მეორე ფუნქცია - ახალი გონების შექმნაა, ანუ ერთი ტიპის აზრებით
მრავალი წლის განმავლობაში შექმნილი ნეირონების კვანძების გაწყვეტა და ახალი
ნეირონული ქსელის აგება.

როდესაც განმარტოებისას ახალ ცხოვრებაზე ფიქრებს მივეცემით, შუბლის წილი


თავის შემოქმედებით საქმიანობას იწყებს. ესაა შესაძლებლობათა ახალი გზებისა და
მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების ძიების დრო: რა გვჭირდება სინამდვილეში, ვინ
და როგორი გვინდა გავხდეთ, რისი შეცვლა გვინდა ცხოვრებაში და საკუთარ თავში.

შუბლის წილი ტვინის სხვა ნაწილებთანაა დაკავშირებული და ყველა ნეირონული


ქსელის გაანალიზება და ინფორმაციის ფრაგმენტებიდან, რომლებიც ტვინში
ნეირონული კვანძების სახით ინახება და ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას ასახავს,
ერთიანი სურათის შექმნა შეუძლია. შემდეგ, სხვადასხვა ნეირონული ჯაჭვებისგან
ყველანაირ შესაძლო კომბინაციებს ადგენს. ასე მიმდინარეობს ახალი გონების
შექმნის პროცესი. ტვინში იქმნება სასურველი შედეგის მოდელი, ან შინაგანი
რეპრეზენტაცია, რომელსაც გამოსახულების სახით აღვიქვამთ. გონივრული იქნება,
თუ დავუშვებთ, რომ რაც მეტი ცოდნა გვაქვს დაგროვებული, მით მეტი
მრაველფეროვნებით გამოირჩევა ნეირონული კვანძები და მით უფრო რთული და
დეტალურია სურათები, რომელთა წარმოდგენაც შეგვიძლია.
შემოქმედების ამ ნაბიჯის გადადგმა სასარგებლოა ცნობისმოყვარე დამკვირვებლის
პოზიციიდან, რომელიც სხვადასხვა პერსპექტივაზე ფიქრობს და საკუთარ
მოსაზრებებს ავითარებს. ამისთვის აუცილებელია საკუთარ თავს რამდენიმე
მნიშვნელოვანი კითხვა დავუსვათ. გონების მძლავრად ამუშავებაში ღია კითხვები
დაგვეხმარება:

• რას ნიშნავს - ყოფნა..?


• რომელია ყველაზე მარტივი გზა გახდე..?
• და მე რომ ვყოფილიყავი ასეთი ადამიანი და ასეთ რეალობაში მეცხოვრა?
• რომელი ისტორიული პიროვნება იწვევს ჩემში აღფრთოვანებას და კონკრეტულად
რომელ თვისებებს ვაფასებ მათში?

ამ კითხვებზე პასუხებიდან ჩამოყალიბდება სწორედ ახალი გონება, რადგან, მათზე


გულწრფელი პასუხით თქვენს ტვინს ახლებურად მუშაობას აიძულებთ. ახალი
ცხოვრების აზრობრივი რეპეტიციებით ახალი ნეირონული კვანძების შექმნას
დაიწყებთ. და რაც უფრო მეტ ცვლილებას შეიტანთ ტვინის ნეირონულ
სტრუქტურაში, მით უფრო მნიშვნელოვნად შეიცვლება თქვენი გონება, მასთან
ერთად კი ცხოვრებაც.

შუბლის წილი შემოქმედის როლში


ნახ. 5B. შემოქმედების რეჟიმში ფუნქციონირებისას შუბლის წილი ტვინის
სტრუქტურებს იკვლევს და ხელმისაწვდომ ინფორმაციას აგროვებს, რისგანაც
შემდეგ ახალი ცნობიერება იქმნება. დავუშვათ, თქვენთვის თანაგრძნობით აღსავსე
ყოფიერების მდგომარეობის შექმნა გსურთ. როდესაც დაინტერესდებით, რას ნიშნავს
- თანაგრძნობის განცდა, შუბლის წილი სხვადასხვა ნეირონულ ქსელებს ბუნებრივი
გზით აერთიანებს და ახალ მოდელს (გამოსახულებას) ქმნის. თავისი მიზნებისთვის
ის იყენებს ტვინში შენახულ ინფორმაციას წიგნებიდან, ფილმებიდან და პირადი
გამოცდილებიდან. როგორც კი გონება ახლებურად დაიწყებს მუშაობას, თქვენ
გაგიელვებთ გამოსახულება (თავისებური ხილვა, ხანდახან ძალზე მკაფიო),
რომელიც ასახავს თქვენს წარმოდგენებს თანაგრძნობაზე.

რისი მიღწევაც არ უნდა გსურდეთ: ბევრი ფულის გამომუშავება თუ შვილების უფრო


ეფექტიანად აღზრდა - კარგი იქნებოდა თქვენთვის საინტერესო სფეროებიდან
ცოდნით ტვინის გაჯერება, რათა რაც შეიძლება მეტი აგური შეიძინოთ შემდგომში
სასურველი რეალობის ახალი მოდელის ასაშენებლად. ყოველ ჯერზე, როდესაც
ინფორმაციას ითვისებთ, ახალი სინაფსური კვანძები ფორმირდება, რომლებიც
შემდგომში ნეირონების გააქტიურების ჩვეული ალგორითმის დარღვევაში
დაგეხმარებიან. რაც მეტს გაიგებთ, მით უფრო საიმედოდ აღიჭურვებით ძველი
პიროვნების დასამხობად.

3. აზრებისთვის რეალობის შეგრძნების მინიჭება

შემოქმედების პროცესში შუბლის წილი კიდევ ერთ ფუნქციას ასრულებს: მას ძალუძს
აზრები ყველაფერზე მეტად რეალური გახადოს. (III ნაწილში მოგიყვებით, ამას
როგორ მივაღწიოთ.)

როდესაც რაღაცას ვქმნით, შუბლის წილის აქტიურობა მკვეთრად იზრდება,


იმავდროულად ტვინის დანარჩენ ნაწილებში ინფორმაციის გადამუშავების
ინტენსივობა მცირდება. ამრიგად, ჩვენ ერთადერთი აზრით ვართ მოცულნი (3).
როგორც „უფროსს“, რომელიც მთლიანობაში ტვინის მუშაობას კურირებს, შუბლის
წილს მის ყველა ნაწილში მიმდინარე პროცესების თვალყურის მიდევნება შეუძლია.
ის აღქმის (სხეულებრივ შეგრძნებებზე პასუხისმგებელი) ცენტრების, მამოძრავებელი
(სხეულის მოძრაობაზე პასუხისმგებელი) ცენტრების, ასოციაციური (სადაც
ფორმირდება ჩვენი წარმოდგენები საკუთარ თავზე როგორც პიროვნებაზე)
ცენტრების და დროის შესახებ ინფორმაციის გადამამუშავებელი მექანიზმების
მუშაობის ინტენსივობას ამცირებს. ახლა ისინი ძალზე დაბალი სიმძლავრით
მუშაობენ. რადგან ნერვული აქტივობა პრაქტიკულად ჩერდება (ცნობიერება ხომ -
ტვინია მოქმედებაში!), შეიძლება ითქვას, რომ გონება არც სენსორული ინფორმაციის
გადასამუშავებლად, არც სივრცეში გადასაადგილებლად, არც მოვლენის დროის
ხანგრძლივობის შესაფასებლად არ გვყოფნის. ჩვენ სხეულის და დროის შეგრძნებას
ვკარგავთ და „არაფერი“, ანუ წმინდა გონება ვხდებით. ქმნის პროცესში ტვინის ყველა
სხვა ნაწილში სიწყნარე ისადგურებს, და ეგო იმ სახით, როგორადაც ვიცნობთ,
არსებობას წყვეტს.

შუბლის წილი, როგორც ინტენსივობის მარეგულირებელი


ნახ. 5C. თქვენი ყურადღების ცენტრში მყოფი აზრი რომ რეალობად აღიქმებოდეს,
შუბლის წილი ტვინის ყველა სხვა ნაწილის აქტივობას ამცირებს და მთლიანად
ერთვება ამ წამყვანი აზრის გადამუშავებაში. თქვენ არ ინძრევით, ვერ გრძნობთ
სხეულს, კარგავთ დროისა და სივრცის აღქმას და საკუთარ თავს ივიწყებთ.

როცა რაიმეს ვქმნით, პროცესს შუბლის წილი ხელმძღვანელობს. ის იმდენად


ჩართულია პროცესში, რომ აზრები რეალობად აღიქმება. შუბლის წილი თქვენი
აზრების გადამუშავებაზეა კონცენტრირებული. რადგან ტვინის სხვა ნაწილების
აქტივობა დაქვეითებულია, მას არაფერი უშლის ხელს. სწორედ ამ დროს თქვენი
აზრთა სამყარო თავად რეალობაზე რეალური ხდება. ის, რაზეც ფიქრობთ,
ნეირონების დონეზე ფიქსირდება და ტვინში ილექება როგორც სრულყოფილი
მოვლენა.

თუ შემოქმედებითი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ეს მოვლენა, როგორც უკვე


იცით, გამოიწვევს გარკვეულ ემოციას, და თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ის უკვე
მოხდა სინამდვილეში. თქვენ სასურველი რეალობის შესაბამისი აზრებით და
გრძნობებით ერთიანდებით, და ყოფიერების ახალ მდგომარეობაში ხვდებით.
შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტში თქვენ გადაწერთ ქვეცნობიერ პროგრამებს,
რადგან სხეული ცნობიერების ახალ საფეხურზე გადაგყავთ.

ცნობიერების დაკარგვა ენერგიას ათავისუფლებს

შექმნის პროცესში, ვხდებით რა არავინ და არარა და დროის საზღვრებს ვტოვებთ,


ჩვენ ვწყვეტთ საკუთარი უნიკალური ქიმიური ფონის შექმნას, რადგან უკვე აღარ
ვართ იგივე პიროვნება. ასეთ მომენტებში სხვაგვარად ვფიქრობთ და ვგრძნობთ.
თვითგადარჩენისკენ მიმართული აზრების ზეგავლენით წარმოქმნილი ნეირონული
კვანძები დეაქტიურდებიან, ხოლო სტრესის ჰორმონებზე დამოკიდებული და
სხეულისთვის მუდმივად მათი გამომუშავების მომთხოვნი პიროვნება უბრალოდ
ქრება!

მოკლედ, თვითგადარჩენის რეჟიმში მცხოვრები ჩვენი ემოციური მე, და მასთან


ერთად კი წინანდელი იდენტობაც - თვითგადარჩენაზე მიმართული აზრებით და
გრძნობებით შემოსაზღვრული ყოფიერების მდგომარეობა, ქრება. და რადგანაც უკვე
აღარ ვართ იგივე არსება, წინათ სხეულში დაგუბებული ემოციური ენერგია
თავისუფალ მოძრაობას იწყებს.

მაგრამ სად მიდის წინანდელი ემოციური მდგომარეობების მკვებავი ენერგია? ის ვერ


გაქრება - უბრალოდ სხვა მიმართულებას იღებს. ენერგია ემოციის სახით
ჰორმონული ცენტრებიდან გულის არეში ადის (გზად ტვინისკენ), და ამ დროს
ძალების, სიხარულის და სიმსუბუქის უეცარ მოზღვავებას ვგრძნობთ. შექმნის
პროცესი გვიყვარდება. ჩვენ ხომ სწორედ ამ მომენტში ვაღწევთ ყოფიერების
ბუნებრივ მდგომარეობას. სტრეს-რეაქციით ამოქმედებული ემოციური მე-ს
ენერგეტიკული დამუხტვის შეწყვეტით ჩვენს ეგოისტობას ბოლო ეღება და საკუთარი
თავისგან ვთავისუფლდებით (4).

როდესაც ჩვენში დაგროვებული ენერგია გაცილებით მაღალ სიხშირეზე იწყებს


რხევას, სხეული ჩვეული ემოციური ხუნდებისგან თავისუფლდება. ჩვენ თითქოსდა
ჰორიზონტზე ვმაღლდებით, საიდანაც თვალწინ ახალი ხედი გადაგვეშლება.
როდესაც თვითგადარჩენის ემოციების გავლენით რეალობის აღქმას ვწყვეტთ, ახალი
შესაძლებლობების შემჩნევას ვიწყებთ. ახლა უკვე ახალ ბედზე კვანტურ დაკვირვებას
ვახორციელებთ. ხოლო ძველი ემოციების სიმძიმისგან თავის დაღწევა სხეულს
კურნავს და გონებას ათავისუფლებს.

***
კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ სქემას, რომელზეც თვითგადარჩენის ემოციებიდან
ამაღლებულ ემოციებამდე გადასვლის მიხედვით ტალღის სიხშირის და ენერგიის
დონის ცვლილებაა გამოსახული (ნახ. 5A). როდესაც სხეული მრისხანებისგან,
სირცხვილისგან ან ვნებისგან თავისუფლდება, ეს ემოციები ტრანსფორმირდება
სიხარულში, მადლიერებაში ან სიყვარულში. უფრო ამაღლებულ ემოციაში
გადასვლისას, სხეული, რომელსაც გონების როლი აქვს მითვისებული, მისგან
გათავისუფლებას იწყებს, და ჩვენი ენერგეტიკული გამოსხივება უფრო
კოჰერენტული ხდება. მატერია, რომლისგანაც სხეული შედგება, უფრო მაღალ
სიხშირეებზე იწყებს ვიბრაციას, და ჩვენ მკაფიოდ ვგრძნობთ კავშირს რაღაც ჩვენზე
გაცილებით დიდთან. ერთი სიტყვით, ჩვენი ღვთიური ბუნება მეტი სისრულით
ვლინდება.

თვითგადარჩენისას, სიტუაციის გამოსავალის გაკონტროლებას, ან მეტიც, მის


დაჩქარებას ვცდილობთ. ეს ყველაფერი - ეგოს საქმეა. შემოქმედების ამაღლებულ
მდგომარეობაში მოხვედრისას ისეთ აღმაფრენას ვგრძნობთ, არც კი ვცდილობთ
გავაანალიზოთ, როდის ან როგორ განხორციელდება სასურველი გამოსავალი.
უბრალოდ ვიცით, რომ ის დადგება, რადგან უკვე განვიცადეთ სხეულის დონეზე და
განვიცხოვრეთ აზრებში. ვიცით, რადგან ჩვენზე გაცილებით დიდთან ვართ
კავშირში. და მადლიერებით ვართ აღვსილი, რადგან თავს ვგრძნობთ იმგვარად,
თითქოს ყველაფერი, რისკენაც ვისწრაფვოდით, უკვე აღსრულდა.

ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ დასასრულის ყველა დეტალი - ეს როდის, სად და რა


პირობებში მოხდება. მაგრამ გვჯერა მომავლის, რომლის არც ხელის შეხება და არც
დანახვა შეიძლება. ჩვენთვის ის უკვე სინამდვილეა - დროისა და სივრცის მიღმა იმ
არეალში, სადაც მთელი მატერიალური რეალობა იღებს სათავეს. ჩვენ ცოდნის
მდგომარეობაში ვიმყოფებით - ახლა მშვიდად შეგვიძლია აწმყოში ჩავიძიროთ, ისე
რომ თვითგადარჩენაზე არ ვიზრუნოთ.

ცნობიერების და სხეულის ორი მდგომარეობა


ნახ. 5D. თვითგადარჩენითვის ცხოვრება შემოქმედებისთვის ცხოვრების
საპირისპიროდ

ნებისმიერი მცდელობა, როგორმე გავაანალიზოთ ან ვიწინასწარმეტყველოთ, სად,


როდის და როგორ მოხდება სასურველი მოვლენა, ძველ პიროვნებასთან
დაგვაბრუნებს. ჩვენი სიხარული ხომ იმდენად დიდია, რომ ამ ყველაფერზე ფიქრი
უბრალოდ შეუძლებელია!

მსგავსი აზრები მხოლოდ მათ ეწვევათ, ვინც თვითგადარჩენის ვიწრო ჩარჩოებშია


მოქცეული. ვიდრე ქმნით და საკუთარ თავს არ წარმოადგენთ, თქვენი პიროვნების
საფუძვლად ქცეული ნერვული უჯრედები, რომლებიც ადრე ერთდროულად
აქტიურდებოდნენ და ნეირონულ კვანძებს წარმოქმნიდნენ, ერთმანეთს
დაცილდებიან, განცალკევდებიან. წინანდელი პიროვნება ბიოლოგიურ დონეზე
იშლება. მისთვის დამახასიათებელი გრძნობები, რომლებმაც სხეული გარკვეული
ყაიდის აზრებს მიაჩვიეს, გენებს ჩვეულ სიგნალებს აღარ აწვდიან. რაც უფრო ძლევთ
ეგოს, მით უფრო ძლიერად იცვლებით ფიზიოლოგიურ დონეზე. ძველი პიროვნების
კვალიც არ რჩება.

ამრიგად, I ნაწილი ჩაამთავრეთ, ანუ ფუნდამენტური ცოდნის მისაღებად გაისარჯეთ,


რაც ახალი მე-ს შექმნაში დაგეხმარებათ. შემდგომში ამ ფუნდამენტზე დაშენებას
დავიწყებთ.

ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გამოვიკვლიეთ. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სუბიექტურ


გონებას შეუძლია ობიექტურ რეალობაზე ზემოქმედება, ხოლო ადამიანს - საკუთარი
ტვინის და სხეულის შეცვლა, თუ ის გარე სამყაროს, სხეულის და დროის დაძლევას
შეძლებს. განვიხილეთ ასევე ის, რომ თვითგადარჩენისთვის ცხოვრებაზე (ანუ
გამუდმებული სტრესის განცდა გარე სამყაროს გამო, რომელიც ერთადერთ შესაძლო
რეალობად გვეჩვენება) შეიძლება უარი ვთქვათ და საკუთარი სამყაროს შექმნა
დავიწყოთ. ვიმედოვნებ, რომ თითოეული ამ შესაძლებლობებიდან უკვე გახდა
თქვენთვის შესაძლო სინამდვილე.

თუ ეს ასეა, გეპატიჟებით კითხვის გასაგრძელებლად. II ნაწილში გაიგებთ, როგორ


მუშაობს ჩვენი ტვინი, და გაეცნობით მედიტაციის ტექნიკას, რომელიც სამუდამოდ
შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

(მომდევნო თავები ეტაპობრივად დაემატება)

მეხუთე თავის დანართები:

(1) Bentov, Itzhak Stalking the Wild Pendulum: On the Mechanics of Consciousness (Rochester,
VT: Destiny Books, 1988). იხ. აგრეთვე: რამტა. როგორ შევქმნათ რეალობა.
სახელმძღვანელო დამწყებთათვის. მ.სოფია, 2010.

(2) Wallace, B. Alan, Ph. D., The Attention Revolution: Unlocking the Power of the Focused
Mind (Boston: Wisdom Publications, Inc., 2006).

(3) Robertson, Ian, Ph. D. Mind Sculpture: Unlocking Your Brain’s Untapped Potential (New
York: Bantam Books, 2000). იხ. აგრეთვე: Andrew Newberg, Eugine D’Aquili, Vince Rause,
Why God Won’t Go Away: Brain Science and the Biology of Belief (New York: Ballantine Books,
2001).

(4) 2008 წლის ოქტომბერში კვლევითი ცენტრის „გულის მათემატიკა“ (ბოულდერ


კრიკი, კალიფორნია) დირექტორთან (სამეცნიერო ხაზით), როლინ მაკკრეიტისთან
საუბრიდან. საუბარი ეძღვნებოდა გულის გავლით ტვინში მიმავალი კოჰერენტული
მდგომარეობების დროს წარმოქმნილი ენერგიის ნაკადების კვლევებს. იხ.: Rollin
McCraty, et al., «The coherent heart: heart-brain interactions, psychophysiological coherence,
and the emergence of system-wide order». Integral Review, vol. 5 (2) (December 2009).
თავი მეექვსე - სამი ტვინი: აზროვნებიდან მოქმედების გავლით
ყოფიერებისკენ

II ნაწილი - ტვინი და მედიტაცია

თავი მეექვსე - სამი ტვინი: აზროვნებიდან მოქმედების გავლით ყოფიერებისკენ

ადამიანის ტვინის კომპიუტერთან შედარება მოსახერხებელია. ამჟამად საკუთარი


თავის და ცხოვრების შესაცვლელად ყველა აუცილებელი მოწყობილობა უკვე
მოგეპოვებათ. მაგრამ, როგორ გამოვიყენოთ ისინი და ახალი პროგრამები სწორად
როგორ დავაყენოთ?

წარმოიდგინეთ ორი ერთნაირი კომპიუტერი. ერთი მათგანი გამოუცდელ


მომხმარებელთან ხვდება, მეორე - გამოცდილთან. ახალბედას ბევრი არაფერი გაეგება
მოწყობილობის შესაძლებლობებზე, და რა თქმა უნდა, მათ ამოქმედებას ვერ
შეძლებს.

II ნაწილში ე.წ. ტვინის „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“ თქვენი აღჭურვა


დავისახე მიზნად. და როდესაც მედიტაციურ პროცესს შეუდგებით, უკვე ზუსტად
გეცოდინებათ, რა ემართება ტვინს მედიტაციის დროს და რისთვისაა ეს საჭირო.

ცვლილებები აზროვნების, ქმედების და ყოფიერების ახალ საშუალებებს წარმოშობენ

თუ ავტომობილს მართავთ, უკვე იცნობთ ჯაჭვს „აზროვნება - მოქმედება -


ყოფიერება“. თავიდან ყოველ მანიპულაციაზე უნდა გეფიქრათ და საგზაო მოძრაობის
წესები გხსომებოდათ. გარკვეული დროის შემდეგ მართვისას თავდაჯერებული
გახდით, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენს მოქმედებებს ყურადღებით
აკვირდებოდით. ბოლოს და ბოლოს, მძღოლი გახდით. ცნობიერი გონება მგზავრის
ადგილას გადაბარგდა, და იმ დროიდან საჭესთან თითქმის ყოველთვის თქვენი
ქვეცნობიერი ზის. მართვა ჩვევად იქცა და მთლიანად ავტომატური გახდა. ეს სამი
სტადია (აზროვნება - მოქმედება - ყოფიერება) თითქმის ყველა სწავლებას
ახასიათებს, და მასში ტვინის სამი სხვადასხვა შრე მონაწილეობს.

მაგრამ იცით თუ არა, რომ აზროვნებიდან პირდაპირ ყოფიერებაზე გადასვლაა


შესაძლებელი? დიდი ალბათობით, ცხოვრებაში ასეთი გამოცდილება უკვე გაქვთ.
მედიტაცია, რომელიც (ეს თავი შეგვიძლია შესავლის რანგში განვიხილოთ)
დაგეხმარებათ, იდეალური მე-ს შესახებ აზრებიდან პირდაპირ ახალ პიროვნებაში
მათ განხორციელებაზე გადახვიდეთ. სწორედ ამაშია კვანტური შემოქმედების
გასაღები.
ნებისმიერი ცვლილება თავიდან იწყება: ყოველი ახალი აზრით ტვინში ახალი
ნეირონული კვანძები და ჯაჭვები წარმოიქმნება. ტვინისთვის კი სწავლაზე, ანუ
ახალი ინფორმაციის და შთაბეჭდილებების ათვისებაზე უკეთესი სტიმულაცია არ
არსებობს. ეს - ტვინისთვის აფროდიზიაკია; ის გრძნობის ხუთივე ორგანოს ყოველ
სიგნალს ნეტარებით იჭერს.

ტვინი ყოველწამიერად მონაცემთა უზარმაზარ მასას გადაამუშავებს: აანალიზებს,


იკვლევს, გამოიცნობს, ექსტრაპოლაციას და კლასიფიკაციას ახდენს და ინახავს
ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში მოთხოვნის შესაბამისად გვაწვდის.
ჭეშმარიტად, ადამიანის ტვინი - მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი კომპიუტერია.

როგორც გახსოვთ, ტვინის შეცვლის პრინციპების გასაგებად ნეირონული


სტრუქტურის - ნეირონთა შორის ხანგრძლივი, სტაბილური კვანძების - ცნებას
მივმართეთ. მოგიყევით ჰების წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც: „ერთდროულად
გააქტიურებული ნერვული უჯრედები ერთმანეთს უკავშირდებიან“. (წინათ
ნეიროფიზიოლოგები თვლიდნენ, რომ ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ
ტვინის სტრუქტურა შეცვლის უნარს კარგავს. თუმცა უახლესი აღმოჩენების შუქზე
ცხადი ხდება, რომ ტვინის და ნერვული სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური
ცვლილებები, მათ შორის ახალი ინფორმაციის ათვისება, მეხსიერების განვითარება
და ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომი აღდგენა, ზრდასრულ ასაკშიც მიმდინარეობს.)

თუმცა, შებრუნებულიც სიმართლეა: „ნერვული უჯრედები, რომლებიც ერთად აღარ


აქტიურდებიან, ერთმანეთს ეთიშებიან“. ის, რაც არ გამოიყენება, იკარგება. მეტიც,
არასასურველი ნეირონული კვანძის დასაშლელად აზრი ცნობიერად შეგვიძლია
მივმართოთ. ამგვარად, ჩვენი აზრების, ქმედებების და გრძნობების ჩვეული
„ელფერისგან“ გათავისუფლებას შევძლებთ. ტვინის სტრუქტურის ცვლილების
შემდეგ ნეირონული კვანძები ძველი სქემის მიხედვით გააქტიურებას ვეღარ
შეძლებენ.

ნეიროპლასტიურობა (ანუ ტვინის უნარი - ნებისმიერ ასაკში გაცნობიერებული


განზრახვის და გარე სამყაროდან მიღებული ახალი ინფორმაციის მეშვეობით ახალი
ნეირონული კვანძების შექმნა) ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ცნობიერების ახალ
დონეს მიაღწიოს. ფაქტობრივად, აქ ძველი წესი მოქმედებს: „ერთი წავიდა, მეორე
მოვიდა“.

ნეიროფიზიოლოგები ამ პროცესს ნეირონების შემცირებას და ზრდას უწოდებენ, მე


კი ამ ცვლილებებს ტერმინებით „დასწავლა“ და „დავიწყება“ აღვწერ.
ნეიროპლასტიურობა საშუალებას გვაძლევს შეზღუდვათა საზღვრებს გავცდეთ და
ჩვენი ცხოვრების გარეგანი და შინაგანი გარემოებები დავძლიოთ.
ახალი მე-ს შექმნა გულისხმობს, რომ საჭიროა გონებას ცხოვრებისეულ პროცესზე
კონტროლი დავუბრუნოთ, რომელიც ფაქტობრივად გაუცნობიერებელი გახდა.
გონების მისწრაფებასა („აღარ მინდა ბოროტი ვიყო“) და სხეულის მისწრაფებას
(„მიდი, გააგრძელე გაბრაზება და ჩვეულ ნივთიერებებში ლივლივი“) შორის
უფსკრულის ამოვსება და მათი შესაბამისობაში მოყვანა მოგვიწევს. ამისთვის კი
ახლებურად ფიქრი, გრძნობა და მოქმედებაა საჭირო.

ამრიგად, ცხოვრების შესაცვლელად თავდაპირველად აზრები და გრძნობები უნდა


შევცვალოთ, შემდეგ ახლებური ქცევა ვცადოთ (ანუ გარკვეულად ვიმოქმედოთ, რაც
ახალი გამოცდილების და შესაბამისად ახალი ემოციის მიღების საშუალებას
მოგვცემს) და ბოლოს, ახალი გრძნობები ისე დავისწავლოთ, რომ ყოფიერების ახალ
მდგომარეობაში მოვხვდეთ, სადაც ტვინი და სხეული ერთი მთლიანობა ხდება. ეს
ყველაფერი რომ შევძლოთ, კიდევ რამდენიმე ცნება უნდა გავითავისოთ.
ნეიროპლასტიურობა უკვე განვიხილეთ, ახლა კი გაიგებთ, რომ ერთ ტვინთან კი არა,
სამთან მოგიწევთ მუშაობა.

(ჩვენი მიზნებისთვის ამ თავის მასალა „სამი ტვინის“ იმ ფუნქციებით შემოიფარგლა,


რომლებიც პირდაპირ ეხებიან საკუთარი თავის ჩვევისგან გათავისუფლებას. მინდა
აღვნიშნო, რომ ტვინის და ნერვული სისტემის სხვა ნაწილების მუშაობის კვლევა -
უსაზღვროდ საინტერესო პროცესია. ჩემს პირველ წიგნში „განავითარეთ თქვენი
ტვინი“ ამ საკითხზე გაცილებით მეტს გიყვებით, ვიდრე აქ; დამატებითი ინფორმაცია
იხ. ჩემს საიტზე www.drjoedispenzs.com. და, რაღა თქმა უნდა, ვინც მეტის გაგებას
მოინდომებს ადამიანის ტვინზე, გონებასა და სხეულზე, ყოველთვის შეძლებს ამ
თემაზე სხვა უამრავი ღირებული მასალის და ვებ-რესურსების მოძიებას.)
ნახ. 6A. „პირველი ტვინი“ - ნეოკორტექსი, ანუ მოაზროვნე ტვინი (ნახატზე თეთრი
ფერითაა წარმოდგენილი). „მეორე ტვინი“ - ლიმბური, ანუ ემოციური - ორგანიზმის
ქიმიური ფონის შექმნას, შენარჩუნებას და რეგულაციას განაგებს (აღნიშნულია რუხი
ფერით). „მესამე ტვინი“ - ნათხემი; ყველა ქვეცნობიერ პროცესს განაგებს
(აღნიშნულია მუქი რუხი ფერით).

აზროვნებიდან ქმედებისკენ: ნეოკორტექსი ინფორმაციას გადაამუშავებს და


მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში ახორციელებს

აზროვნების პროცესს ნეოკორტექსი განაგებს - თავის ტვინის ქერქის გარე ზედაპირი,


რომელიც გარეგნულად ნიგოზის ლებანს წააგავს. ეს დროის მიხედვით ყველაზე
გვიანდელი წარმონაქმნი და სრულყოფილი ნეიროსტრუქტურაა, რომელიც
ცნობიერებას, თვითგაცნობიერებას და ნერვული მოქმედების სხვა უმაღლეს ფორმებს
განაგებს. (ტვინის შუბლის წილი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ნეოკორტექსის
შემადგენელი ოთხი ნაწილიდან ერთერთია.)

ნეოკორტექსი ტვინის დიზაინერის ან არქიტექტორის ფუნქციებს ასრულებს. სწორედ


მისი წყალობით ვიგებთ ახალს, ვიმახსოვრებთ, ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ,
ვგეგმავთ, ვქმნით, ვწონით ვარიანტებს, აღმოვაჩენთ, ვურთიერთობთ ადამიანებთან.
რამდენადაც სწორედ ამ ზონაში ინახება გრძნობათა ორგანოებიდან მიღებული ყველა
მონაცემი, შეიძლება ითქვას, რომ გარე სინამდვილეს ნეოკორტექსის მეშვეობით
ვუკავშირდებით.

მთლიანობაში, ნეოკორტექსი ინფორმაციის და შეგრძნებების გადამუშავებას


განაგებს. თავდაპირველად ახალ ცოდნას ვიღებთ ფაქტების ან სემანტიკური
ინფორმაციის სახით (აქ იგულისხმება ასევე ფილოსოფიური და თეორიული
წარმოდგენები და იდეები, რომელთაც გონების მეშვეობით ვითვისებთ), რის
შედეგადაც ნეოკორტექსში სინაფსური კვანძები და ქსელები წარმოიქმნება.

შემდეგ მიღებული ცოდნის პერსონალიზაციის, ანუ ათვისებული მასალის


პრაქტიკული გამოყენების გადაწყვეტილებას ვიღებთ. ამ შემთხვევაში აუცილებლად
ვიძენთ ახალ შეგრძნებას, და მისი ზემოქმედებით ნეოკორტექსში ახალი ნეირონული
ქსელები წარმოიქმნება, რომლებშიც ფიქსირდება ინტელექტუალური გზით
შეძენილი ცოდნა.

ნეოკორტექსს რომ საკუთარი დევიზი ჰქონოდა, ის დაახლოებით ასეთი იქნებოდა:


„ცოდნა - გონებას!“

მარტივად რომ ვთქვათ, ცოდნა შეგრძნების წინამორბედია. ნეოკორტექსი იმ იდეების


დამუშავებას განაგებს, რომლებიც ჯერ შეგრძნებებით არ განგვიცდია და
პოტენციალის სახით არსებობენ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს. ახლებური
აზროვნება გვიბიძგებს ქცევის შეცვლის აუცილებლობისკენ, რათა ხელსაყრელი
შემთხვევისას ახლებურად მოქმედება შევძლოთ და ახალი შედეგები მივიღოთ.
ჩვეულ ქმედებებზე და ქცევის მოდელებზე უარის თქმის შემდეგ კი, ჩვენს
ცხოვრებაში უმალვე დამკვიდრებული ყოველდღიურობისთვის უცხო მოვლენა
ხორციელდება.

ახალი მოვლენებიდან ახალი ემოციებისკენ: ლიმბური ტვინი გამოიმუშავებს


ნივთიერებებს, რომლებიც შეგრძნებების ფიქსაციას უწყობს ხელს

ლიმბური ტვინი (ანუ ძუძუმწოვართა ტვინი) ნეოკორტექსის ქვეშ მდებარეობს და


დელფინების, უმაღლესი პრიმატების და ადამიანების გარდა დანარჩენი
ძუძუმწოვრების ტვინის ყველაზე მეტად განვითარებულ და სპეციალიზებულ
ნაწილს წარმოადგენს. ლიმბურ ტვინს ასევე „ქიმიური“ ან „ემოციური“ შეიძლება
ვუწოდოთ.

ახალი მოვლენის განცდის პროცესში გრძნობის ორგანოები ნეოკორტექსში გარე


სამყაროდან ინფორმაციას აგზავნიან, რომელიც შემდეგ ნეოკორტექსში ნეირონული
სტრუქტურის სახით ფიქსირდება, და რაც მოვლენით გამოწვეულ შეგრძნებას
ასახავს. ამრიგად, ახალი შეგრძნებები ტვინს ახალ ცოდნაზე მეტად ამდიდრებს.

მიღებული შეგრძნების შესაბამისი ახალი ნეირონული სტრუქტურის აქტივაციის


მომენტში ემოციური ტვინი პეპტიდებს გამოიმუშავებს. ეს ქიმიური კოქტეილი
მკაცრად განსაზღვრული შემადგენლობისაა და იმ ემოციებს ასახავს, რომელსაც
მოცემულ მომენტში განიცდით. როგორც იცით, ემოციები მოვლენების შედეგია;
ახალი მოვლენები ახალ ემოციებს იწვევს (რომლებიც შემდეგ ახალ სიგნალებს
უგზავნიან ახალ გენებს). ამრიგად, ემოციები სხეულს მოვლენის დამახსოვრების
ბრძანებას აძლევს ქიმიურ დონეზე, და ჩვენ ხორცშესხმული ინფორმაცია ვხდებით.

ლიმბური ტვინი იმავდროულად ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებას უწყობს


ხელს: მოვლენას მით უფრო მტკიცედ ვიმახსოვრებთ, რაც უფრო ადვილად
გამოიწვევა თავიდან ის ემოციები, რომლებსაც მოვლენის განხორციელების
მომენტში განვიცდიდით. (ნეოკორტექსის და ლიმბური ტვინის
წყალობით დეკლარაციული მეხსიერების უნარს ვფლობთ, ანუ შეგვიძლია
გაგებულის და განცდილის აღწერა (1).) დაწვრილებით დეკლარაციული და
არადეკლარაციული (პროცედურული) მეხსიერების შესახებ იხ. ნახ. 6B(1).

ემოციურ დაძაბულობასთან დაკავშირებული სიტუაციები ჩვენში ღრმა კვალს


ტოვებენ. ყველა დაქორწინებულს ჩინებულად ახსოვს, სად იყვნენ და რას
აკეთებდნენ წინადადების მიღების (ან მიცემის) მომენტში. შესაძლოა, ზაფხულის
ერთ მშვენიერ საღამოს თქვენი საყვარელი რესტორნის შიდა ეზოში იჯექით და
ვახშმით და დიდებული დაისით ტკბებოდით; ნიავი ნაზად გელამუნებოდათ,
ირგვლივ მოცარტის ხმადაბალი მელოდია იღვრებოდა... და აი თქვენი თანმხლები
ცალ მუხლზე დაეშვა და პატარა შავი კოლოფი გამოგიწოდათ.

იმ მომენტში განცდილის ერთობლიობამ თქვენთვის უკიდურესად არატიპიური


შეგრძნებები გამოიწვია. იმან, რაც დაინახეთ, გაიგონეთ და იგრძენით, მკვეთრად
დაარღვია შეგუებული, დამკვიდრებული ქიმიური წონასწორობა. გარკვეული
აზრით, თითქოს ტრანსიდან გამოხვედით, რომელშიც რუტინული გარე
გამღიზიანებლების გაუთავებელი ჯაჭვი გვაგდებს, და რომლებიც პროგნოზირებად
აზრებს და გრძნობებს იწვევენ. ნებისმიერი მოულოდნელობა იმდენად გვაოცებს,
რომ აწმყოს ცხადად შეცნობას ვიწყებთ.
ლიმბურ ტვინს რომ დევიზი ჰქონდეს, ის ამგვარად გაჟღერდებოდა: „შეგრძნებები -
სხეულს!“

თუ ცოდნა ტვინისთვისაა განკუთვნილი, ხოლო შეგრძნებები - სხეულისთვის, ეს


ნიშნავს, რომ ახალი ცოდნის გამოყენებით და ახალი შეგრძნებების შექმნით, ჩვენ
სხეულს ვასწავლით იმას, რაც უკვე შევითვისეთ გონებით. ცოდნა შეგრძნებების
გარეშე წმინდა ფილოსოფიაა, მაშინ, როდესაც შეგრძნებები ცოდნის გარეშე არის
უმეცრება. წარმოგიდგენთ ქმედებათა აუცილებელ თანმიმდევრობას:
თავდაპირველად ვიძენთ ცოდნას, შემდეგ განვიცხოვრებთ მას, ანუ ემოციურ
დონეზე გადაგვყავს.

ამრიგად, ცხოვრების წარმატებულად შეცვლისთვის, თავდაპირველად აუცილებელი


ინფორმაცია უნდა მივიღოთ, ხოლო შემდეგ გადავიდეთ ახალი მოვლენების
ფორმირების აქტიურ მოქმედებებზე, რომლებიც ჩვენში ახალ გრძნობებს
გამოიწვევენ. შემდეგ დაგჭირდებათ ახალი გრძნობის დასწავლა და დაგროვებული
ცოდნის გადაადგილება ცნობიერის სფეროდან არაცნობიერის სფეროში, ხოლო
ამისთვის აუცილებელი ყველა რესურსი მესამე ტვინში იმყოფება, რომელზეც ახლა
ვისაუბრებთ.

აზროვნებიდან ქმედების გავლით ყოფიერებისკენ: ნათხემი - ჩვეული აზრების,


გრძნობების და ქცევის მოდელების საცავი

გახსოვთ, გესაუბრეთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ტელეფონის ნომერს, პინ-კოდს


ან გასაღების კომბინაციას შეგნებულად ვერ ვიხსენებთ, მაგრამ იმდენად ხშირად
აგვიკრეფია ეს ციფრები, რომ ისინი სხეულის მეხსიერებაში დაფიქსირდა და ახლა
საჭირო თანმიმდევრობას თითები თავად პოულობენ? ეს შესაძლოა წვრილმანად
მოგეჩვენოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია შემდეგი: თუ სხეულს რამე ისევე კარგად, ან
უკეთაც კი ახსოვს, როგორც გონებას, თუ ამა თუ იმ ქმედების გამოწვევა
პრაქტიკულად გაუაზრებლად შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ იმდენად კარგად
დაისწავლეთ ესა თუ ის ქმედება (ქცევის მოდელი, დამოკიდებულება ან ემოციური
რეაქცია), რომ ის უნარად ან ჩვევად გადაიქცა.

განვითარების ამ დონეზე უნარჩვევები ყოფიერების მდგომარეობა ხდება. და აქ


ტვინის მესამე ზონა - ქვეცნობიერების სამყოფელი, ნათხემია ჩართული, რომელიც
ცხოვრების ცვლილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ნათხემი - ტვინის ყველაზე აქტიური ზონაა, რომელიც თავის ქალის უკანა ნაწილშია
განთავსებული. ეს ტვინის მიკროპროცესორი და მახსოვრობის ცენტრია. ნათხემის
ყოველ ნეირონს სხვა ნერვულ უჯრედებთან მინიმუმ 200000 (მილიონამდე) კვანძის
შექმნა შეუძლია.
ნათხემი წონასწორობის შენარჩუნებას, მოძრაობის კოორდინაციას, სხეულის
სივრცეში მდებარეობის აღქმას და კონტროლირებადი მოძრაობების შესრულებას
განაგებს. ნათხემში მარტივი ქმედებების და უნარების გარკვეული ტიპები, ასევე
ნეირონულ დონეზე დაფიქსირებული ემოციური რეაქციები, მოსაზრებები,
განმეორებადი ქმედებები, ჩვევები და განპირობებული ქცევის მოდელები ინახება.
იქვე მკვიდრობენ ცხოვრების განმავლობაში შეძენილი და დასწავლილი
არაცნობიერი რეფლექსები და უნარები. როგორც მეხსიერების გრანდიოზული
საცავი, ნათხემი იოლად „ტვირთავს“ სხვადასხვა სახის ათვისებულ ინფორმაციას
გონების და სხეულის დაპროგრამებულ მდგომარეობად.

ყოფიერების გარკვეულ მდგომარეობაში მოხვედრისას, ახალი პიროვნების


ნეიროქიმიური ფონის დამახსოვრებას ვიწყებთ. სწორედ ამ მომენტში ერთვება
საქმეში ნათხემი. ის ქვეცნობიერში ახალი მდგომარეობის შესაბამის ახალ
პროგრამებს ტვირთავს. სწორედ ნათხემია პასუხისმგებელი არადეკლარაციულ
(პროცედურულ) მეხსიერებაზე. პროცედურულ დამახსოვრებაზე იმ შემთხვევებში
ვსაუბრობთ, როდესაც რაიმე მოქმედება იმდენჯერ მეორდება, რომ მეორე ბუნებად
იქცევა და გონების მონაწილეობის გარეშე ხორციელდება; ჩვენ მას ავტომატურად
ვასრულებთ და გვიჭირს ავხსნათ ან აღვწეროთ, როგორ ვაკეთებთ ამას. რომელიღაც
მომენტში იგრძნობთ, რომ ბედნიერების შეგრძნება (ნებისმიერი სხვა ემოციის,
ხასიათის თვისებების, ქცევის მოდელების და უნარების ანალოგიურად, რომლებზეც
კონცენტრირებული იყავით და აზრებში ან მოქმედებებით ვარჯიშობდით)
ავტომატურად ჩნდება. სხვაგვარად, თქვენ შეძელით შესაბამისი პროგრამის
დასწავლა, და ახლა ის თქვენი ახალი პიროვნების განუყოფელი ნაწილია.

ახლა ცხოვრებისეული მაგალითით წარმოგიდგენთ, სამი სახის ტვინს როგორ


მივყავართ აზროვნებიდან ქმედების გავლით ყოფიერებისკენ. თავდაპირველად
განვიხილოთ, მოაზროვნე ტვინი (ნეოკორტექსი) გაცნობიერებული აზრობრივი
რეპეტიციების პროცესში ახალი ნეირონული ქსელების გააქტიურებისთვის
მიღებულ ცოდნას როგორ იყენებს, რომელთაგანაც შემდგომში ახალი გონება იგება.
ამის შემდეგ აზრი ქმნის მოვლენას, რომელიც ლიმბური (ემოციური) ტვინის
მეშვეობით ახალ ემოციას იწვევს, რომლის როლსაც ასევე შევისწავლით. შემდეგ
მოაზროვნე ტვინი და ლიმბური სისტემა სხეულს ახალი გონების დონის შესაბამისად
ერთად გადააწყობენ. და ბოლოს, თუ შევძელით გონების და სხეულის შერწყმის
წერტილის მიღწევა, მართვის სადავეებს ნათხემს გადავცემთ, რომელიც ახალი
ნეიროქიმიური პროგრამების დასწავლას უზრუნველყოფს და ქვეცნობიერში
ყოფიერების ახალ მდგომარეობას უყრის საფუძველს.

სამი ტვინი მოქმედებაში: ცხოვრებისეული მაგალითი

რომ წარმოვიდგინოთ, როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკულად,


დავუშვათ, რომ ახლახანს თანაგრძნობის შესახებ რამდენიმე წიგნი წაიკითხეთ,
რომლებმაც გარკვეული აზრები გაგიჩინათ. წიგნებს შორის იყო დალაი ლამას წიგნი,
დედა ტერეზას ბიოგრაფია და ესე წმ. ფრანცისკ ასიზელის შესახებ.

წიგნებიდან მიღებულმა ინფორმაციამ თქვენი აზრები ჩვეული კალაპოტიდან


ამოაგდო. კითხვისას მოაზროვნე ტვინში ახალი სინაფსური კვანძები წარმოიქმნა.
თქვენ გაიგეთ, რას წარმოადგენს თანაგრძნობის ფილოსოფია (თუმცა არა საკუთარი,
არამედ სხვისი გამოცდილებით). თემამ იმდენად გაგიტაცათ, რომ მეგობრების
პრობლემების გადაჭრას შეუდექით მათთვის რჩევის მიცემით და სამართლიანი
განსჯით. ათვისებული მასალის ყოველდღიურმა გამეორებამ ახალწარმოქმნილი
კვანძების კიდევ უფრო მეტად გამყარების საშუალება მოგცათ. ახლა უკვე ნამდვილი
ფილოსოფოსი ხართ და თემაში თავისუფლად ერკვევით - გონების დონეზე.

ერთ მშვენიერ საღამოს, სამსახურიდან მომავალს მეუღლე გირეკავთ და გეუბნებათ,


რომ სამი დღის შემდეგ მის დედასთან ვახშამზე ხართ დაპატიჟებული. თქვენ უმალ
გახსენდებათ, რომ 10 წლის წინანდელი წყენის გამო სიდედრს ვერ იტანთ. სხვა
პრეტენზიებიც წამოტივტივდებიან გონებაში: ცოფდებით მის კატეგორიულ ტონზე
და ჩვევაზე, მუდმივად შეაწყვეტინოს სხვას საუბარი, ვერ იტანთ ვერც მის სუნს, ვერც
მის ნახელავ კერძებს. მასთან ყოველი მიახლოება პულსს გიჩქარებთ, ყბები
გეკუმებათ, სახე და ტანი გეჭიმებათ; ძალზე ნერვიულობთ და ერთადერთი
სურვილი გაქვთ - სადმე შორს გადაიკარგოთ.

ჯერ კიდევ მანქანაში მჯდომს უცებ გახსენდებათ თანაგრძნობის ფილოსოფიაზე


ახლახანს წაკითხული წიგნები და წიგნებიდან შეთვისებული სიბრძნე. და უცებ
გონება გინათდებათ: „ხომ არ გამოვიყენო ეს ცოდნა? იქნებ შევძლო ჩემი მისდამი
დამოკიდებულების შეცვლა? მაინც რა გამომადგება ჩემი ცოდნიდან მომავალი
საღამოს გადასარჩენად?“

გადაწყვეტთ თუ არა, სიდედრთან მიმართებით თქვენი ახალი გაგების გამოყენებას,


უმალ ნამდვილი სასწაულები იწყება. გადაწყვეტილებას იღებთ, რომ მის საქციელზე
ტიპიური ავტომატური რეაქციები აღარ გექნებათ. სამაგიეროდ, ფიქრობთ იმაზე,
როგორი ადამიანი არ გსურთ რომ იყოთ და როგორი გინდათ რომ გახდეთ. საკუთარ
თავს ეკითხებით: „რა გრძნობების განცდა არ მსურს მასთან შეხვედრისას? რომელი
ქმედებებისგან მსურს თავის შეკავება?“ წინა ქერქი ნელნელა იმ ნეირონული
ქსელების დეზაქტივაციას შეუდგება, რომლებიც თქვენს წინანდელ პიროვნებას
ასახავდა; ძველი მე ნევროლოგიურ დონეზე იშლება და უკვე აღარ წარმოგადგენთ
თქვენ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაკი ტვინი ძველი სქემით აღარ აქტიურდება,
გონების უცვლელი დონის წარმოქმნას წყვეტთ.

შემდეგ აანალიზებთ, წიგნებში ამოკითხულიდან რა დაგეხმარებათ სიდედრთან


მიმართებაში აზრების, გრძნობების და ქმედებების შესაცვლელად. თავიდან
ეკითხებით საკუთარ თავს: „როგორ შევცვალო ქცევა (ქმედება) და რეაქციები, რომ
შედეგად ახალი გამოცდილება მივიღო და თავი სხვაგვარად ვიგრძნო?“ და აი,
წარმოიდგენთ, როგორ ესალმებით, ეხვევით, ეკითხებით იმის შესახებ, რაც მას
ნამდვილად აინტერესებს, და კომპლიმენტს ეუბნებით ახალი ვარცხნილობის ან
სათვალის გამო. რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებთ იდეალური მე-ს
აზრობრივ რეპეტიციას და ამდენად ახალ ნევროლოგიურ მოწყობილობას
ამონტაჟებთ. ბოლოს და ბოლოს, შეხვედრისას, ეფექტიანი ურთიერთობისთვის
საჭირო ახალი პროგრამების კომპლექსით იქნებით აღჭურვილი.

უმეტესობა ჩვენგანისთვის აზრებიდან მოქმედებაზე გადასვლა იგივეა, ლოკოკინას


გაქცევა ვაიძულოთ. ჩვენ ჩვეული მსოფლმხედველობის და ფილოსოფიური
სისტემის ფარგლებში ყოფნა გვსურს; ჩვეული მე-ს დასწავლილ, ნაცნობ
გრძნობებთან თავის გაიგივება მოგვწონს.

მიუხედავად ამისა, ძველ აზრობრივ პატერნებზე უარის თქმით და ჩვეული


ემოციური რეაქციების და ქცევის ავტომატური მოდელების თანმიმდევრობის
გაწყვეტით, საკუთარ თავს წიგნებიდან ამოკითხული ფორმულით შევცვლით და
ახალი გონების შექმნას შევუდგებით, და მუდმივად შევახსენებთ საკუთარ თავს,
როგორები გვინდა გავხდეთ.

მაგრამ კიდევ ერთი საფეხური არსებობს.

რა მოხდა, როდესაც თქვენი „წინანდელი მე-ს“ დასწავლილი აზრების, ემოციების და


ქცევების (რომლებსაც წინათ შეცდომით სიდედრს უკავშირებდით) დაკვირვება
დაიწყეთ? თქვენ გარკვეული აზრით ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში
შეაღწიეთ, სადაც ეს პროგრამები ინახება, და მათზე დაკვირვებას შეუდექით. თუ
ჩვენი მე-ს გამოვლინების აღმოჩენას და გაანალიზებას ვახერხებთ, ე.ი. არაცნობიერის
გაცნობიერებას ვიწყებთ.

როგორც კი პოტენციური სიტუაციის განცხოვრებას მის რეალურად დადგომამდე


იწყებთ (ჩვენს შემთხვევაში ეს მომავალი ვახშამია), ნეირონული სტრუქტურა
მოდიფიცირდება, თითქოს მოვლენა უკვე მოხდა (თქვენ უკვე გამოავლინეთ
თანაგრძნობა სიდედრის მიმართ). ახალი ნეირონული ქსელები ერთად
აქტიურდებიან, და ტვინში იქმნება იმ იდეალური მე-ს სურათი, ხატი, მოდელი ან
ჰოლოგრამაც კი (სივრცული გამოსახულება), რომელზეც ფოკუსირებული იყავით.
სურათის გაჩენა იმაზე მეტყველებს, რომ აზრი თვით რეალობაზე უფრო რეალური
გახადეთ. ტვინმა თქვენი აზრი მოვლენად აღიქვა და რუხი ნივთიერების
სტრუქტურა შეცვალა. ახლა ის იმგვარად გამოიყურება, თითქოს ყველაფერი, რაზეც
ფიქრობდით, უკვე განხორციელდა.

ცოდნის პირად გამოცდილებად გარდაქმნა: როგორ ვასწავლოთ სხეულს ის, რაც


გონებამ უკვე იცის
და აი, ეს მომენტიც დადგა: თქვენს წინაშეა „ძვირფასი დედიკო“. ის, როგორც
ყოველთვის, ისე იქცევა, მაგრამ თქვენ აღარ გაქვთ ავტომატური რეაქციები. პირიქით,
ცნობიერ მდგომარეობას ინარჩუნებთ, წიგნებიდან ამოკითხული გახსოვთ, და მისი
პრაქტიკაში გამოყენება გსურთ. ცდილობთ არ განიკითხოთ, თავდასხმისგან და
მტრული დამოკიდებულებისგან თავს იკავებთ და ქცევის თქვენთვის ძალზე
არატიპიურ გზას ირჩევთ. წიგნების რეკომენდაციით მომენტით იმსჭვალებით, გულს
უხსნით და მის საუბარს გულისყურით უსმენთ. მას წარსულში მის ქცევასთან უკვე
აღარ აიგივებთ.

და - ჰოი საკვირველებავ! - თქვენ მიაღწიეთ ქცევის შეცვლას და იმპულსური


ემოციური რეაქცია აღკვეთეთ, შესაბამისად კი სიდედრთან ურთიერთობის
ხარისხობრივად ახალი გამოცდილება შექმენით. შედეგად, ლიმბური ტვინი
ნივთიერებათა ახალ კოქტეილს ამზადებს, რომლებიც ახალ ემოციას ქმნიან, და
მოულოდნელად სინამდვილეში მისდამი თანაგრძნობით ივსებით! მას ისეთად
აღიქვამთ, როგორიც არის; მასში საკუთარ ნიშნებსაც კი ხედავთ. კუნთები ეშვება,
გული თითქოს იხსნება, ღრმად და თავისუფლად სუნთქავთ.

იმ საღამოს იმდენად მშვენიერი გრძნობა განიცადეთ, რომ მისი გახანგრძლივება


გწადიათ. შთაგონებული და სტერეოტიპისგან თავისუფალი ხართ, და ეს
გაცნობიერების საშუალებას გაძლევთ, რომ სიდედრის მიმართ ჭეშმარიტ სიყვარულს
გრძნობთ. თქვენში გაჩენილი კეთილმოსურნეობის და სიყვარულის დაკავშირებით
თქვენი გარემოს კონკრეტულ ადამიანთან, ასოციაციურ მოგონებას ქმნით. ამიერიდან
სიდედრს ყოველთვის თანაგრძნობასთან გააიგივებთ.

თანაგრძნობის გაჩენისას, საკუთარ სხეულს (ქიმიურ დონეზე) ასწავლით ყველაფერს,


რაც გონებამ (ფილოსოფიური აზრით) უკვე იცოდა. საბოლოო ჯამში, საკუთარ თავში
ცვლილებებს გენეტიკურ დონეზე იწვევთ. ამგვარად, აზროვნებიდან მოქმედებაზე
გადახვედით: თქვენი ქცევა გაცნობიერებული განზრახვის თანხვედრია, ქმედებები
აზრებს არ ეწინააღმდეგება, გონება და სხეული სრულ თანხმობაში იმყოფებიან და
შეთანხმებულად მუშაობენ. თქვენ იგივე გააკეთეთ, რაც წაკითხული წიგნების
გმირებმა. თავდაპირველად ტვინმა და გონებამ მიიღეს ცოდნა თანაგრძნობის
შესახებ, შემდეგ თქვენ გამოავლინეთ თანაგრძნობა კონკრეტულ სიტუაციაში,
შედეგად კი ეს ამაღლებული ემოცია თქვენს სხეულში შემოვიდა. თქვენ სხეული
თანაგრძნობით აღვსებული ახალი გონების დონეზე მომართეთ. გონება და სხეული
ერთად ამოქმედდა. თქვენ განასხეულეთ თანაგრძნობა, და გარკვეული აზრით
„სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა“.

ორ ტვინს აზროვნებიდან მოქმედებამდე მივყავართ, მაგრამ ყოფიერების


მდგომარეობის შექმნა თუ ძალგვიძს?
თანაგრძნობის განსხეულების თქვენი ძალისხმევის შედეგად ნეოკორტექსი და
ლიმბური ტვინი ერთად ამუშავდნენ. თქვენ ჩვეული, დასწავლილი მე-ს
საზღვრებიდან გამოხვედით, რომელიც ავტომატური პროგრამების ნაკრებითაა
შეზღუდული, და ახალ ციკლში „აზრი - გრძნობა - აზრი“ შეაბიჯეთ. თქვენ
თანაგრძნობა განიცადეთ, და ეს ემოცია გაცილებით მეტად მოგეწონათ, ვიდრე
ფარული მტრობა, უსიამოვნება და ჩახშობილი მრისხანება.

მაგრამ სიხარული ჯერ ადრეა: წმინდანის როლი ჯერ არ შეგფერით! ტვინის და


სხეულის ერთხელ ერთად ამუშავება არაფერს ნიშნავს. ამჯერად აზრებიდან
ქმედებებზე გადასვლა შეძელით, მაგრამ თანაგრძნობის ემოციის საკუთარი ნებით
გამოწვევას თუ შეძლებთ? გარემოებების მიუხედავად, თანაგრძნობის გამუდმებით
განცდა თუ შეგიძლიათ, იმგვარად, რომ ვერავინ და ვერაფერმა შეძლოს ყოფიერების
ძველ მდგომარეობაში თქვენი დაბრუნება?

თუ ეს ასე არაა, ე.ი. ჯერ არ ფლობთ სრულყოფილად თანაგრძნობის


ხელოვნებას. სრულყოფილებად მოვიაზრებ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი
შინაგანი ქიმიური ფონი მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე გარე
ფაქტორები. სრულყოფილებაზე საუბარი მაშინ შეგვიძლია, როდესაც საკუთარი თავი
საჭირო აზრებზე და გრძნობებზე მოვმართეთ და სასურველი ემოციური/ქიმიური
მდგომარეობები დავისწავლეთ, იმგვარად, რომ გარე სამყაროს არც ერთ ფაქტორს არ
ძალუძს არჩეული გზიდან გადაგვახვევინოს. არც ერთი ადამიანი, არც ერთი ნივთი,
არც ერთი მოვლენა, მიუხედავად მისი განხორციელების დროისა და სივრცისა, ჩვენს
შინაგან ქიმიურ ბალანსს არ არღვევს.

დროის ყოველ მომენტში ჩვენ თავად ვირჩევთ, რის შესახებ ვიფიქროთ, რას
ვგრძნობდეთ და როგორ მოვიქცეთ.

რაკი ტანჯვის ხელოვნებას დავეუფლეთ, ე.ი. სიხარულსაც მარტივად ვისწავლით

ნაცნობებს შორის ალბათ გყავთ ისეთები, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ


ტანჯვის ხელოვნებას. დავუშვათ მეგობარს ურეკავთ.

- როგორ ხარ?
- ისე რა.
- მომისმინე, გალერეაში გამოფენაზე გვინდა წასვლა, შემდეგ ჩვენს რესტორანში
შევალთ, ხომ გახსოვს?... მერე კი, სადმე შევივლით ცოცხალი მუსიკის მოსასმენად.
წამოხვალ?
- არა, რაღაც არ მინდა.

მას რომ ეთქვა, რასაც სინამდვილეში ფიქრობდა, მოვისმენდით შემდეგს:


- ძალზე კარგად დავისწავლე ტანჯვა, და არაფერს ჩემს გარემოცვაში - არც
ადამიანებს, არც მოვლენებს, არც გარემოებებს, არც საგნებს - არ ძალუძთ ჩემი ამ
შინაგანი ქიმიური მდგომარეობიდან გამოყვანა. მირჩევნია ტკივილი განვიცადო,
ვიდრე ცხოვრებით გავიხარო. მსიამოვნებს ჩემი დამოკიდებულება, ხოლო იმას,
რასაც შენ მთავაზობ, ჩემი ემოციური მონობიდან მოცდენა შეუძლია.

მაგრამ იცით რა? სიხარულის ან თანაგრძნობის ქიმიური მდგომარეობის მიჩვევაც


ადვილია!

***

დავუბრუნდეთ სიდედრის მაგალითს. თუ ახალ აზრებში, გრძნობებსა და


მოქმედებებში რეგულარულად ივარჯიშებთ, თქვენთვის თანაგრძნობის
მდგომარეობა თანდათან ბუნებრივი გახდება. თანაგრძნობაზე აზრებიდან
კონკრეტულ ქმედებებზე გადახვალთ, და ბოლოს გულისხმიერ ადამიანად
გადაიქცევით. ანუ თანაგრძნობა ჩვევად გექცევად, თქვენი მეორე ბუნება გახდება, და
მისი განცდა ცნობიერი ძალისხმევის გარეშეც გექნებათ. სიყვარულს და
თანაგრძნობას ისევე კარგად აითვისებთ, როგორც იმ თვითშემზღუდველ ემოციებს,
რომელთაგანაც ახლახანს განთავისუფლდით.

ამრიგად, აუცილებელია თანაგრძნობით განმსჭვალული აზრები, ემოციები და


ქმედებები რეგულარულად იმეოროთ. მხოლოდ ამის შემდეგ განთავისუფლდებით
ადრინდელი მე-სგან და ნეიროქიმიურ ფონს შექმნით, რომლის დახმარებითაც
სხეული უფრო მტკიცედ აითვისებს თანაგრძნობას, ვიდრე გონება. და თუ
გარემოებების მიუხედავად, თანაგრძნობის ცნობიერად გამოწვევას ისწავლით,
სხეული თანდათან ამ ემოციაზე მომართული გონების როლს იტვირთებს. იმდენად
კარგად დაისწავლით თანაგრძნობას, რომ ვერც ერთი გარე ფაქტორი ვეღარ
გამოგიყვანთ ყოფიერების ამ მდგომარეობიდან.

აი ახლა სამივე ტვინი მუშაობს, როგორც ერთიანი მექანიზმი. თქვენ თანაგრძნობის


მდგომარეობაში იმყოფებით ბიოლოგიურ, ნეიროქიმიურ და გენეტიკურ დონეებზე.
თანაგრძნობა ბუნებრივი და ჩვეული გახდა, ანუ გზა ცოდნიდან შეგრძნებისკენ და
საბოლოოდ სიბრძნისკენ დაძლეულია.

გზა ყოფიერების მდგომარეობისკენ: მეხსიერების ორი სისტემის როლი

ჩვენ ყველას გვაქვს სამი ტვინი, რომელიც საშუალებას გვაძლევს აზროვნებიდან


მოქმედების გავლით ყოფიერებაში გადავიდეთ.

არსებობს ორი სახის მეხსიერება:


დეკლარაციული, ანუ ექსპლიციტური. დეკლარაციულ მოგონებებად ისინი მიიჩნევა,
რომელთა გახმოვანება შეგვიძლია, ანუ შეგვიძლია მოვყვეთ, რა გავიგეთ ან
განვიცადეთ. დეკლარაციული მოგონებების ორ ტიპს განარჩევენ: ცოდნა
(ინტელექტუალური ცოდნის მასიდან აღებული სემანტიკური მოგონებები) და
შეგრძნებები (სენსორული შეგრძნებების მასიდან აღებული და ადამიანებთან,
ცხოველებთან, ნივთებთან, მოქმედებებთან ან სიტუაციებთან და დროისა და
სივრცის კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მოვლენების
სახით წარმოდგენილი ეპიზოდური მოგონებები). ჩვეულებრივ, ეპიზოდური
მოგონებები ტვინში და სხეულში უფრო ხანგრძლივად ინახება, ვიდრე სემანტიკური
მოგონებები;

პროცესუალური, ანუ იმპლიციტური. როდესაც რაიმე ქმედებას ვიმეორებთ


იმდენჯერ, რომ ის სრულიად ავტომატური ხდება, - მასზე ფიქრი აღარ გვჭირდება,
და არც ახსნა შეგვიძლია, როგორ ვახერხებთ ამის გაკეთებას, - სხეული და გონება
ერთი მთლიანობა ხდება. მეხსიერების სწორედ ამ სისტემაში ინახება ჩვენი უნარები,
ჩვევები, ქცევის ავტომატური მოდელები, ასოციაციური მოგონებები, ქვეცნობიერი
განწყობები და ემოციური რეაქციები.

ნახ. 6B.(1). დეკლარაციული და პროცესუალური მეხსიერება


ნახ. 6B.(2). სამი გონება: აზროვნებიდან ქმედების გავლით ყოფიერებისკენ

ამრიგად, ინტელექტუალური ათვისების გზით (ნეოკორტექსით) ინფორმაციის


მიღებით, და მისი პრაქტიკაში გამოყენებით, საკუთარ თავში გატარებით და
მოქმედებაში გამოხატვით, ჩვენს ქცევას ვცვლით. შედეგად, ახალი შეგრძნება იქმნება,
რომელიც ახალ ემოციას იწვევს (ლიმბური ტვინით). ამ შეგრძნების გამოწვევის
დასწავლით, ყოფიერების ახალ მდგომარეობაში ვხვდებით (ნათხემი).

***

სიბრძნე - შეგრძნებებში არაერთხელ გამოცდილი დაგროვებული ცოდნაა. და


როდესაც ტანჯვის (განკითხვის, კრიტიკის, იმედგაცრუების, დაურწმუნებლობის,
მტრობის და ა.შ.) მაგივრად ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა თანაგრძნობა ხდება,
შეიძლება ჩაითვალოს, რომ სიბრძნეს მივაღწიეთ. ახლა ჩვენთვის უსაზღვრო
შესაძლებლობები იხსნება, იმიტომ რომ ცხოვრება სასწაულებრივად ეწყობა ჩვენს
მდგომარეობას და თავად ჩვენ.

ყოფიერების მდგომარეობის ევოლუცია


ნახ. 6C. ცხრილი გამოხატავს პიროვნული ზრდის სხვადასხვა მიმართულების
კოორდინაციაში ტვინის სამი სახეობის ერთობლივ ძალისხმევას

აზროვნებიდან - პირდაპირ ყოფიერებისკენ: მედიტაციის შესავალი

ყოველი ჩვენგანი ბევრჯერ გადასულა მოქმედებიდან ყოფიერებაში - მაგალითად,


როდესაც თანდათან ვხდებოდით ის, ვინც იცის ავტომობილის მართვა,
თხილამურებით სრიალი, ქსოვა ან უცხო ენაზე მშობლიურივით საუბარი.

ახლა კი ევოლუციის მიერ ადამიანისთვის მირთმეული ერთერთი დიდებული


ძღვენი - მოქმედების სტადიის გაუვლელად აზროვნებიდან ყოფიერებაში გადასვლის
ჩვენი უნარი განვიხილოთ. სხვაგვარად, ადამიანს ყოფიერების ახალი მდგომარეობის
შექმნა მისი შესაბამისი მოვლენის განხორციელებამდე შეუძლია.

ჩვენ ყოველთვის სწორედ ასე ვაკეთებთ. შეამჩნევდით, ამ პროცესს არაფერი აქვს


საერთო იმასთან, რაზეც ამბობენ: „თუ არ შეგიძლია - თავი ისე მოაჩვენე, თითქოს
შეგიძლია“. დავუშვათ, სექსუალური ფანტაზია გეწვიათ, რომელშიც შინაგანად
განიცხოვრებთ ყველაფერს, რასაც იფიქრებთ, იგრძნობთ და გააკეთებთ, როდესაც
თქვენი პარტნიორი ბოლოს და ბოლოს მოგზაურობიდან დაბრუნდება. იმდენად
იძირებით შინაგან განცდებში, რომ სხეული ქიმიურ ფონს იცვლის და ისე რეაგირებს,
თითქოს მომავალი უკვე განხორციელდა. ამგვარად, თქვენ ყოფიერების ახალ
მდგომარეობაში გადახვედით. იგივე ხდება, როდესაც სიტყვით გამოსვლის წინ
აზრობრივად ვარჯიშობთ, კოლეგასთან რთული საუბრისთვის ემზადებით ან,
საცობში შეყოვნებული და შიმშილით შეწუხებული სანუკვარ სადილზე ოცნებობთ.
ყველა შემთხვევაში თქვენი ყურადღება ერთ წერტილშია კონცენტრირებული, და
სხეული ყოფიერების სხვა მდგომარეობაში გადადის - მხოლოდ და მხოლოდ აზრის
ზემოქმედებით.

მაგრამ, რამდენად შორს შეგვიძლია წასვლა? თავისთავად აზრებს და გრძნობებს


რამდენად შეუძლიათ, ისეთებად გვაქციონ, როგორიც გვსურს რომ ვიყოთ?
შეგვიძლია კი სასურველი რეალობის შექმნა და შემდეგ იქ ცხოვრება, როგორც ეს
ჩემმა ქალიშვილმა გააკეთა?

აი, სწორედ აქ ერთვება მედიტაცია. როგორც იცით, ადამიანები მედატიციის


ტექნიკებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. მე გაგაცნობთ სპეციალურ მედიტაციას,
რომელიც იმისთვის შეიქმნა, რომ ძველი მე-დ ყოფნის ჩვეულება დაძლიოთ და
იდეალური მე შექმნათ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით. ამ თავის დარჩენილ
ნაწილში შევეცდები თქვენს მიერ აქამდე შეძენილი თეორიული ცოდნა მედიტაციის
პროცესთან დავაკავშირო, რომლის შესახებაც შემდგომში გაიგებთ. (მედიტაციის ან
მედიტაციის პროცესის შესახებ საუბრისას, მხედველობაში მაქვს III ნაწილში
გადმოცემული კონკრეტული მედიტაცია.)

მედიტაცია ტვინის, სხეულის და ყოფიერების მდგომარეობის ცვლილებას უწყობს


ხელს. მთავარი კი ისაა, რომ ეს ცვლილებები თქვენგან ფიზიკურ მოქმედებებს ან
გარე სამყაროსთან კონტაქტს არ მოითხოვს. როგორც გახსოვთ, ფორტეპიანოზე
დაკვრის და ნეკის ვარჯიშის ექსპერიმენტის მონაწილეებმა რეალური ცვლილებების
მიღწევა აზრობრივი რეპეტიციების დახმარებით შეძლეს. სწორედ ამგვარად
შევძლებთ ჩვენც ნევროლოგიური „მოწყობილობის“ დამონტაჟებას მედიტაციით.
(ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის აზრობრივი რეპეტიციები მუშაობის
ერთადერთი მეთოდი იყო; ჩვენთვის კი ეს მხოლოდ მედიტაციის ნაწილია, თუმცაღა
ძალზე მნიშვნელოვანი.)

თქვენთვის რომ მეთხოვა, დაფიქრდეთ, რა თვისებები უნდა გააჩნდეს თქვენს


იდეალურ ვერსიას, ან რას ნიშნავს, იყო ნამდვილად დიდი ადამიანი (ისეთი,
როგორც დედა ტერეზა, ან ნელსონ მანდელა), ამ მიმართულებით მხოლოდ აზრებიც
კი ნეირონულ სტრუქტურაში ცვლილებებს და ახალი ცნობიერების ფორმირებას
გამოიწვევდნენ. ახლა კი გთხოვთ, ამ საკითხს დაუფიქრდეთ:

რას ნიშნავს - ბედნიერი, კმაყოფილი, დაკმაყოფილებული და საკუთარ თავთან


სრულ თანხმობაში ყოფნა? რას უსურვებდით საკუთარ თავს, თქვენი იდეალური
ვერსიის შექმნის შესაძლებლობის შემთხვევაში?
მედიტაციის მიმდინარეობისას ტვინის ნეირონულ სტრუქტურაში დაფიქსირებული
მონაცემების სინთეზი ხდება და სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია
განვსაზღვროთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ბედნიერება, სიამოვნება, დაკმაყოფილება და
საკუთარ თავთან თანხმობაში ყოფნა. მედიტაციის პროცესში თქვენ ცოდნას იძენთ და
მას საკუთარ თავში ატარებთ. უბრალოდ კი არ სვამთ კითხვას, რას ნიშნავს იყო
ბედნიერი, არამედ ამ ემოციას სინამდვილეში გრძნობთ, ანუ ცხოვრობთ
ბედნიერების მდგომარეობაში. ბოლოს და ბოლოს, ისედაც იცით, რა არის
ბედნიერება და როგორი ნეტარებაა ის. თქვენც განგიცდიათ და სხვებიც გინახავთ
ბედნიერები. არსებული ცოდნის და შეგრძნებების თავმოყრის და იდეალური მე-ს
შესაფერისი ბედნიერების ვერსიის არჩევის დრო დადგა.

უკვე მოგიყევით, რომ შუა ტვინი ახალ ნეირონულ კვანძებს ააქტიურებს, რომლებიც
ახალი ცნობიერების საფუძველს შეადგენენ. როგორც კი თქვენი ცნობიერება ახალ
საფეხურზე ადის, ტვინში მრავალგანზომილებიანი სურათი, ანუ სასურველი
მოვლენის მოდელი იქმნება - ეს თქვენი ორიენტირია მომავალი რეალობის გზაზე.
რადგან ახალი ნეირონული კვანძები მოვლენის დადგომამდე იქმნებიან, განდის
მსგავსად, არაძალადობრივი რევოლუცია არ დაგჭირდებათ. არც ხალხის აყოლიება
და ცოცხლად დაწვა მოგიწევთ ჟანა დ’არკივით. თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ,
რომ გამოიყენოთ თქვენი პირადი წარმოდგენები მამაცობასა და სულის სიმტკიცის
შესახებ. ესეც კი საკმარისია შესაბამისი ემოციის განსაცდელად. შედეგი კი
ყოფიერების ახალი მდგომარეობა იქნება. თუ მასში რეგულარულად ჩაიძირებით, ის
დროთა განმავლობაში ჩვეული გახდება, ტვინში კი მტკიცე ნეირონული კვანძები
წარმოიქმნება. და რაც უფრო ხშირად იქნებით ამ დგომარეობაში, მით უფრო
საგრძნობი გახდება თქვენი აზრები.

საგრძნობ გამოცდილებად აზრის ტრანსფორმაციის შედეგს ემოცია წარმოადგენს. ამ


დროს სხეულს (გაუცნობიერებელი გონების ფუნქციით) არ შეუძლია გაარჩიოს, რამ
გამოიწვია ესა თუ ის ემოცია: რეალურმა მოვლენამ თუ აზრის ძალამ.

ცნობიერების ახალი დონისთვის სხეულის მორგების მცდელობისას აღმოაჩენთ, რომ


ტვინის აზროვნების და ემოციური სახეობები აცდენილად მუშაობენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ აზრები - გონებისთვის, ხოლო ემოციები - სხეულისთვისაა.


როდესაც მედიტაციის მიმდინარეობისას თქვენი ყველა აზრი და გრძნობა ერთ
მიმართულებას იძენს, სხვა ადამიანი ხდებით.

აზრების და გრძნობების ზეგავლენით განხორციელებული ახლადწარმოქმნილი


ნეირონული კვანძები და ნეიროქიმიური ცვლილებები როგორც ტვინის
სტრუქტურაში, ასევე სხეულის დონეზე ხილულ კვალს ტოვებენ.
სწორედ ამ მომენტში ხდება ყოფიერების ახალ მდგომარეობაში გადასვლა. თქვენ
უკვე არა მარტო პრაქტიკაში ახორციელებთ ბედნიერებას, მადლიერებას ან სხვა
ემოციას, არამედ ბედნიერი და მადლიერი ადამიანი ხდებით. ამ მდგომარეობაში
სხეულის და გონების გადაყვანა ყოველდღიურად შეიძლება; და ყოველ ჯერზე
თქვენი ახალი, იდეალური მე-სთვის დამახასიათებელ სასურველ განცდას და
ემოციებს გამოიწვევთ.

თუ მედიტაციის შემდეგ ყოფიერების ახალ მდგომარეობაში (ანუ შეიცვალეთ


ნევროლოგიურ, ბიოლოგიურ, ქიმიურ და გენეტიკურ დონეზე) აღმოჩნდებით, ე.ი.
ცვლილებათა პროცესი რეალური მოვლენის დადგომამდე გაააქტიურეთ. ახლა
თქვენთვის უფრო ადვილი იქნება ახალი თვითშეგრძნების შესაბამისად აზროვნება
და მოქმედება. და აი, საკუთარ თავსაც გადაეჩვიეთ!

აზროვნებიდან ყოფიერებისკენ

ნახ. 6D. ქმედების სტადიის გამოტოვებით აზროვნებიდან პირდაპირ ყოფიერებაზე


შეიძლება გადასვლა. ახალი გონების აზრობრივი რეპეტიციის პროცესში დადგება
მომენტი, როდესაც აზრი გამოცდილებით საგრძნობი გახდება. შედეგად გარკვეულ
გრძნობას ან ემოციას განიცდით. როგორც კი შინაგანად იმად იგრძნობთ თავს, ვინც
გინდოდათ გამხდარიყავით, თქვენი სხეული (გაუცნობიერებელი გონების
ფუნქციით) მომხდარის რეალურობას ირწმუნებს. ახლა უკვე სხეული და გონება
ერთად მოქმედებენ, და თქვენ ეს ადამიანი „ხდებით“ - თუმცა ჯერ გადამწყვეტი
არაფერი გაგიკეთებიათ. როდესაც აზრის ძალით საკუთარი თავის ყოფიერების ახალ
მდგომარეობაში გადაყვანას ისწავლით, ახალი თვითშეგრძნების მიხედვით
აზროვნება და მოქმედება გაგიადვილდებათ.

შეგახსენებთ: როდესაც ყოფიერების ახალ მდგომარეობაში იმყოფებით, ანუ ახალი


პიროვნება ხდებით, ახალი პერსონალური რეალობის შექმნას იწყებთ. ხელახლა
გაგიმეორებთ ერთ აზრს: ყოფიერების ახალი მდგომარეობა ახალ პიროვნებას
აყალიბებს, ხოლო ახალი პიროვნება - ახალ პირად რეალობას.

მაგრამ როგორ გავიგოთ, გამოიწვია თუ არა მედიტაციამ სასურველი ეფექტის


მისაღებად აუცილებელი ტვინის სამი სახეობის გააქტიურება? ძალიან მარტივად: თუ
მედიტაციის პროცესში დაიხარჯეთ, მის შემდეგ თავს სრულიად განსხვავებულად
იგრძნობთ. თუ თქვენი შეგრძნებები არ შეცვლილა, თუკი იგივე კატალიზატორები
იმავე ქიმიურ რეაქციებს იწვევს თქვენში, ე.ი. კვანტურ ველში არაფერი მოხდა.
თქვენი ადრინდელი აზრები და გრძნობები ველში იგივე ელექტრომაგნიტურ
სიგნალს აგზავნის. თქვენ არ შეცვლილხართ არც ქიმიურ, არც ნევროლოგიურ, არც
გენეტიკურ, არც რაიმე სხვა დონეზე. მაგრამ თუ მედიტაციის დამთავრებისას
სხვაგვარად გრძნობთ თავს და გონების და სხეულის ამ ახალი მდგომარეობის
შენარჩუნება შეგიძლიათ, ე.ი. ცვლილება განხორციელდა.

შინაგანი ცვლილება - თქვენს მიერ თავიდან შექმნილ ყოფიერების მდგომარეობაში


გადასვლა - გარე სამყაროშიც მალე აისახება. თქვენ შეძელით ნიუტონის მოდელის
საზღვრებს მიღმა გასვლა, რომელიც ემყარება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და
შეხედულებას, რომ ჩვენი აზრები, გრძნობები და ქმედებები გარკვეული გარე ძალით
კონტროლდება. ოდნავ მოგვიანებით ამ კონცეფციას ისევ დავუბრუნდები.

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მედიტაციამ ნაყოფი გამოიღო, - თქვენს ცხოვრებაში
მოულოდნელად გაჩენილი რაიმე სიახლეა. გახსოვდეთ: კვანტური მოდელის
თანახმად, ახალი ცნობიერება და ყოფიერების ახალი მდგომარეობა ჩვენი
ელექტრომაგნიტური გამოსხივების მახასიათებლებს ცვლიან. სხვაგვარად
აზროვნებით და გრძნობით რეალობას ცვლით. აზრებს და გრძნობებს ერთად
ნებისმიერი ცვლილების გამოწვევა შეუძლიათ, მაგრამ ცალცალკე ეს არ ძალუძთ.
ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ:

ძალზე ხშირად ვფიქრობთ ერთს, სულ სხვას ვგრძნობთ და ამ დროს ცხოვრებაში


ცვლილებებს ველით.

აზრების და გრძნობების კომბინაცია კი ყოფიერების მდგომარეობას ქმნის. მისი


შეცვლით, ჩვენ ასევე პერსონალურ რეალობასაც ვცვლით.

და სწორედ აქ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას სიგნალის კოჰერენტულობა. თუ გარე


პირობების მიუხედავად კვანტურ ველში კოჰერენტულ სიგნალს (ანუ თქვენი აზრები
გრძნობებს შეესაბამებიან) აგზავნით, თქვენს ცხოვრებაში რაღაც ახალი აუცილებლად
მოხდება. ეს მოვლენა აუცილებლად გამოიწვევს თქვენში უძლიერეს ემოციურ
პასუხს, რომელიც შთაგაგონებთ გაიმეოროთ ახალი რეალობის შექმნის აქტი. ახალი
ემოციის დახმარებით კი ცხოვრებაში კიდევ უფრო გრანდიოზული მოვლენის
მოზიდვას შეძლებთ.
ახლა ნიუტონს დავუბრუნდეთ. ჩვენ ყველანი ნიუტონის მიზეზ-შედეგობრივი
კონცეფციის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით. დადებითი მოვლენა სიხარულს და
მადლიერებას გვაგრძნობინებს. და ასე ვცხოვრობთ: ველოდებით, რომ ვიღაც ან
რაღაც იმოქმედებს ჩვენს გრძნობებზე გარედან.
მე კი გთავაზობთ, თქვენს ხელში აიღოთ პროცესის მართვის სადავეები. რატომ უნდა
ელოდოთ, გარემოებები როდის გამოიწვევენ თქვენში სასურველ გრძნობას, როდესაც
თავად შეგიძლიათ მისი შექმნა - შესაბამისი მოვლენის განხორციელებამდე? ემოციის
მეშვეობით კი სხეულს დაარწმუნებთ, რომ მადლიერების გამომწვევი სიტუაცია უკვე
რეალურია.

ამისთვის კვანტური ველის ერთერთი პოტენციალი უნდა ამოირჩიოთ და თავი


იგრძნოთ ისე, თითქოს ის უკვე თქვენს რეალობად იქცა. მე გთხოვთ, აზრების და
გრძნობების მეშვეობით „შეაღწიოთ“ მომავალი, სავარაუდო მე-ს გარსში და იმდენად
ცხადად წარმოიდგინოთ თავი მის ადგილას, რომ ამ დროს გაჩენილმა ემოციებმა
თქვენი სხეული დაარწმუნონ, რომ თქვენ უკვე ხართ ის ადამიანი. როგორი გინდათ
იყოთ, მედიტაციის დასრულებისას თვალებს რომ გაახელთ? როგორია - საკუთარი
თავის იდეალური ვერსია რომ ხართ ან განიცდით მოვლენას, რომელზეც დიდი ხანია
ოცნებობთ?

ძველი მე-სგან საბოლოოდ გადასაჩვევად, მიზეზისა და შედეგის კანონს


გამოემშვიდობეთ და კვანტურ მოდელზე გადაერთეთ. ამოირჩიეთ ერთერთი
პოტენციური რეალობა, დაიწყეთ მასში ცხოვრება და იყავით მადლიერი მის
განხორციელებამდე.

მზად ხართ, დაიჯეროთ, რომ შინაგანი მდგომარეობის შეცვლით სიხარულს,


მადლიერებას, გულისხმიერებას და სხვა ამაღლებულ ემოციებს იგრძნობთ, ისე რომ
გარე სამყაროსგან სიგნალებს არ დაელოდებით?

თუკი მხოლოდ აზრების და გრძნობების ზემოქმედებით სხეული მოვლენას


რეალურად განხორციელებულად აღიქვამს, ე.ი. თქვენ უკვე ცხოვრობთ მომავალში.
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყოფიერების შეცვლილ მდგომარეობაში იმყოფებით
და „აქ და ახლა“ შეგრძნებით ხართ განმსჭვალული, კვანტური ველის ყველა შესაძლო
რეალობას უერთდებით. კვანტურ ველში წვდომა ხომ მხოლოდ მათ აქვთ, ვინც
აქტიურადაა ჩართული აწმყოში.

გახსოვდეთ: ეს პროცესი მხოლოდ აზრობრივ დონეზე არ უნდა დარჩეს. აზრები


გრძნობების შესაბამისი უნდა იყოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მედიტაციის პროცესში
მოგიწევთ ყურადღების ფოკუსის გადანაცვლება თავიდან 20 სმ-ით ქვევით - გულის
არეში. გახსენით გული და იფიქრეთ, როგორ იგრძნობდით თავს, უკვე რომ
ფლობდეთ იმ თვისებებს, რომლებიც აღგაფრთოვანებთ და რომელთაგანაც თქვენი
იდეალური მე იკინძება.
თქვენ შეიძლება შემეკამათოთ: „საიდან უნდა ვიცოდე, როგორ ვიგრძნობ თავს, მე
ხომ არასდროს არაფერი მსგავსი არ განმიცდია? ამ თვისებებს არასდროს ვფლობდი
და არც იდეალური მე-ს სიახლოვეს ვყოფილვარ ოდესმე“. მე კი გიპასუხებთ, სხეულს
შეუძლია შეგრძნებათა მთელი კომპლექსი განიცადოს იქამდე, ვიდრე გარე სამყაროში
გრძნობის ორგანოებისთვის აღსაქმელი მტკიცებულებები გამოვლინდება.
დამეთანხმეთ, თქვენი სურვილი უცებ რომ ასრულდეს, აუცილებლად იგრძნობდით
სიხარულს, მადლიერებას და სასიამოვნო აღელვებას - მარტივად, ემოციურ
აღმასვლას. ჰოდა შეეცადეთ ამ ემოციებზე კონცენტრირებას. იმის მაგივრად, რომ
დარჩეთ წარსულის ემოციების ტყვეობაში, დადებითი ემოციები მომავლის
შესაქმნელად გამოიყენეთ.

ამაღლებული ემოციები (სიყვარული, მადლიერება და ა.შ.) მაღალი სიხშირით


ვიბრირებენ - ეს დაგეხმარებათ ყოფიერების მდგომარეობაში გადასვლაში,
რომელშიც ადვილად იგრძნობთ თავს ისე, თითქოს ცვლილებები უკვე
განხორციელდა.

სიდიადის მდგომარეობაში ყოფნით კვანტურ ველს ანიშნებთ, რომ თქვენი ოცნებები


უკვე რეალობაა. მადლიერების გრძნობა კი სხეულს არწმუნებს, რომ უკვე მადლობის
სათქმელად გაქვთ საქმე. მედიტაცია სამივე ტვინს ააქტიურებს და მათ შეთანხმებულ
მუშაობას განაპირობებს, რაც აზროვნებიდან პირდაპირ ყოფიერებაში გადასვლის
საშუალებას იძლევა. ყოფიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში კი თქვენ
საკუთარ თავს აღძრავთ ახალი თვითშეგრძნების შესაბამისად აზროვნებისა და
მოქმედებისთვის.

შესაძლოა, კითხვა გაწუხებთ, რატომაა აგრერიგად რთული გულისხმიერების


მდგომარეობაში გადასვლა და მადლიერების განცდა მანამდე, ვიდრე ცხოვრებაში
რაიმე სასიამოვნო მოვლენა არ მოხდება. საქმე იმაშია, რომ დასწავლილი ემოციები
ქვეცნობიერში ღრმად აღწევენ და პიროვნების განუყოფილ ნაწილად იქცევიან და
ჩვენ ჩვეული გრძნობების გარდა სხვა გრძნობების განცდის უნარს ვკარგავთ.
პიროვნება ამ დროს განისაზღვრება გარე სამყაროში მისი გამოვლინებით, რაც
საკუთარი თავის მოსმენას უშლის ხელს და შინაგან შეგრძნებებს ამახინჯებს.

შემდეგ თავში განვიხილავთ, როგორ აღმოვფხვრათ უფსკრული გარეგანსა და


შინაგანს შორის და ჭეშმარიტ განთავისუფლებას მივაღწიოთ. როდესაც მომავლის
შეყვარებისთვის და სიხარულის და მადლიერების განცდისთვის რომელიმე გარე
მიზეზი აღარ დაგჭირდებათ, ეს ამაღლებული ემოციები თქვენი შემოქმედებითი
ძალისხმევისთვის ენერგიის წყარო გახდება.

დანართი:
(1) Dispenza Joe. Evolve Your Brain: The Science of Changing Your Mind (Deerfield Beach,
FL: Health Communications, Inc., 2007).

თავი მეშვიდე - აღმოვფხვრით უფსკრულს

თავი მეშვიდე - აღმოვფხვრით უფსკრულს

ერთხელ, მოცალეობისას, ჩავფიქრდი, რას ნიშნავს, იყო ბედნიერი. ჩემს


შემაძრწუნებლად უსიხარულო ცხოვრებაზე ფიქრისას, უმალვე წარმოვიდგინე,
როგორ მამშვიდებენ და მამხნევებენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები. მათი ხმა
პირდაპირ ყურში ჩამესმოდა: „შენ ხომ ასეთი იღბლიანი ხარ! მშვენიერი ოჯახი გაქვს,
შესანიშნავი შვილები გყავს. წარმატებული ქიროპრაკტიკოსი ხარ. ათასობით
ადამიანი შენს ლექციებს უსმენს, მთელ მსოფლიოში მოგზაურობ და ეგზოტიკურ
ადგილებში ყოფილხარ. ფილმშიც „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და
სამყაროს შესახებ“ გადაგიღეს და ბევრს ძალიან მოსწონს შენი იდეები. წიგნი დაწერე
და ის მშვენივრად იყიდება“. ეს სიტყვები ემოციურ და გონიერ სიმებს ნამდვილად
შეარხევდნენ. და მაინც, მეჩვენებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

იმხანად ყოველ შაბათ-კვირას ლექციებს ვატარებდი; ხანდახან სამი დღის


განმავლობაში ორ ქალაქს ვიცვლიდი. ანაზდად გავიაზრე, რომ გადატვირთული
გრაფიკი დროს არ მიტოვებდა თავად გამომეყენებინა პრაქტიკაში ის, რასაც სხვებს
ვასწავლიდი.

და ერთ არც თუ ისე მშვენიერ მომენტში გავაცნობიერე, რომ მთელი ჩემი ბედნიერება
გარეთ მიედინება, და იმ სიხარულს, რასაც მოგზაურობით და ლექციებით ვიღებ,
ჭეშმარიტ სიხარულთან არაფერი აქვს საერთო. ჩემთვის ნათელი გახდა, იმისთვის,
რომ თავს კარგად ვგრძნობდე, გარესამყაროს ყველა ელემენტი - ადამიანებიც,
ნივთებიც და ადგილებიც - მესაჭიროება. ჩემს მიერ სამყაროში პროეცირებული
გამოსახულება მთლიანად გარე ფაქტორებზე იყო დამოკიდებული. და თუ ლექციებს
არ ვკითხულობდი, ინტერვიუს არ ვაძლევდი და პაციენტებთან არ ვმუშაობდი,
სახლში ყოფნისას სიცარიელეს ვგრძნობდი.

სწორად გამიგეთ; ყველა ეს გარე ფაქტორი გარკვეულად მომხიბლავი იყო. ყველა,


ვისაც უნახავს, როგორ ვკითხულობ ლექციას, როგორ ვზივარ თვითმფრინავის
სავარძელში და პრეზენტაციისთვის ვემზადები, როგორ ვპასუხობ ათობით წერილს
აეროპორტის ან სასტუმროს მოსაცდელში, გეტყვით, რომ სრულიად ბედნიერად
გამოვიყურები.

დიახ, ჩემთვის რომ ეკითხათ ერთერთ ასეთ მომენტში, იგივეს ვუპასუხებდი:

- დიახ, ცხოვრება შედგა. ყველაფერი მშვენივრადაა. იღბლიანი ვარ.


მაგრამ სიმშვიდის პერიოდში, როდესაც ურიცხვი გარე სტიმულების კასკადი წყდება,
იგივე კითხვაზე სრულიად სხვა პასუხს გავცემდი:

- რაღაც წესრიგში არ არის. დიკომფორტს ვგრძნობ. ირგვლივ სულ ერთი და იგივეა.


რაღაც არ მყოფნის.

იმ დღეს, როდესაც ჩემი უბედურების ძირითად მიზეზს ჩავწვდი, კიდევ ერთი რამ
გავიგე: აღმოჩნდა, ჩემთვის აუცილებელია, რომ გარე სამყარომ გამუდმებით
შემახსენოს, რომ მე - ნამდვილად მე ვარ. ჩემი იდენტობის განმსაზღვრელი გახდა
ადამიანები, რომელთანაც ვურთიერთობ, ქალაქები, რომლებშიც ჩავდივარ,
მოგზაურობისას ჩემი საქმიანობა და სხვადასხვა შეგრძნებები. და ეს ყველაფერი
მხოლოდ იმიტომაა საჭირო, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, მე - სწორედ მე ვარ,
ადამიანი სახელად ჯო დისპენზა. ხოლო თუკი ჩემი პიროვნების ამ პროექციას
ირგვლივ არავინ და არაფერი მახსენებდა, უბრალოდ ვეღარ ვიგებდი, ვინ ვარ მე.
ახლა კი დავინახე: რასაც ყოველთვის მივიჩნევდი ბედნიერებად, სინამდვილეში
მხოლოდ გარე გამღიზიანებლებზე რეაქცია იყო, რომლებიც ჩემში ამა თუ იმ ემოციას
იწვევდნენ. შემდეგ გავაცნობიერე, რომ გარემოზე ძლიერ ვარ დამოკიდებული და
გარე ზემოქმედების გარეშე ვერ ვძლებ, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ამ
დამოკიდებულებას. ეს აღმოჩენა იყო ჩემთვის. ათასჯერ გამიგია, რომ ბედნიერება
შიგნიდან მოედინება, მაგრამ არასდროს შემიგრძნია ეს ასე ცხადად.

და უცებ გონებაში სურათმა გამიელვა. წარმოვიდგინე ჩემი ხელისგულები, ერთი


მეორის ზემოთ მოთავსებული, მაგრამ ისე, რომ მათ შორის თავისუფალი სივრცე
რჩებოდა.

ზედა ხელისგული გარე სამყაროსთვის ჩემი გამოხატულების სიმბოლოს


წარმოადგენდა, ქვედა კი - შინაგან არსს. და აი, საკუთარ თავში გარკვევისას,
მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ჩვენ ყველანი ორ განზომილებაში,
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ჰიპოსტასით ვარსებობთ: „როგორები
ვჩანვართ“ და „ვინ ვართ სინამდვილეში“.

უფსკრული არსსა და ხილულს შორის


ნახ. 7A. უფსკრული არსსა (ვინ ვართ) და ხილვადს (როგორები ვჩანვართ) შორის.

როგორებიც ვჩანვართ - ჩვენს მიერ გარე სამყაროში პროეცირებული გამოსახულებაა,


გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის და უკვე ჩამოყალიბებული
შეხედულების შენარჩუნების ჩვენი მისწრაფების ნაყოფია. ესაა ნიღაბი, რომელსაც
სხვებისთვის ვირგებთ.
ჭეშმარიტი არსი (ნახატზე - ქვედა ხელისგული) კი - ესაა, როგორ შევიგრძნობთ
საკუთარ თავს სინამდვილეში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე სტიმულები არ
გვიფანტავს ყურადღებას. ესაა ჩვეული ემოციები, რომლებიც განგვსაზღვრავენ,
როდესაც „ცხოვრებისეული ღელვა“ ცხრება. უცხო თვალისგან სწორედ მათ
დამალვას ვცდილობთ.
როდესაც დასწავლილ ემოციურ მდგომარეობებზე (როგორიცაა დანაშაული,
მრისხანება, განგაში, განკითხვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, სიძულვილი)
დამოკიდებულები ვხდებით, ჩვენში როგორები ვჩანვართ (ხილვადი) -ს
და როგორები ვართ (არსი) -ს შორის უფსკრული ჩნდება. ხილვადი - ესაა, სხვების
თვალში როგორ გვინდა გამოვიყურებოდეთ. ხოლო არსი - ესაა ყოფიერების
მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით იმ მომენტში, როდესაც დროისა და სივრცის
სხვადასხვა წერტილებში ადამიანებთან და საგნებთან ურთიერთობა არ გვაქვს.
უსაქმოდ ცოტა მეტ ხანს დარჩენილებს გაურკვეველი გრძნობა გვეუფლება. სწორედ
მასში მდგომარეობს ჩვენი ჭეშმარიტი არსი.

სწორედ ემოციების დაშრევება განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. რომ არ


დაგვავიწყდეს, ჩვენი აზრით, რას წარმოვადგენთ, იძულებულნი ვართ საკუთარი
იდენტობა მისი შესაბამისი ემოციების გამოწვევით კვლავ და კვლავ ვამტკიცოთ. ჩვენ
მჭიდროდ ვართ გარე სამყაროსთან მიჯაჭვულები, რადგან გამუდმებით
ვუკავშირებთ თავს სხვადასხვა ადამიანებს და საგნებს, რომ, ღმერთმა დაგვიფაროს,
არ დაგვავიწყდეს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ გარშემომყოფთა თვალში.

ჩვენს ნიღაბს გარე სამყაროს მხრიდან შეხსენების გარეშე საკუთარი თავის აღქმა არ
შეუძლია. ის ბოლომდე გადაჯაჭვულია გარემოსთან და ყველაფერს აკეთებს, რომ
ჭეშმარიტი გრძნობები დამალოს და სიცარიელის განცდა მოიცილოს: „მე ასეთი
მანქანები მაქვს, ასეთ ადამიანებს ვიცნობ, ასეთ ადგილებში ვარ ნამყოფი, ეს და ეს
შემიძლია გავაკეთო, ამდენი რამ გადავიტანე, ასეთ კომპანიაში ვმუშაობ, და
საერთოდ, ძალიან წარმატებული ვარ...“ აი, საკუთარ თავზე გარე სამყაროს მიხედვით
განსაზღვრული ჩვენი წარმოდგენა.

უფსკრულის გამომწვევი დასწავლილი ემოციების დაშრევება


ნახ. 7B. უფსკრულის მასშტაბები ინდივიდუალურია. ჩვენი არსი გადატანილი
მოვლენების შედეგად წარმოქმნილი რიგი დასწავლილი გრძნობებითაა
ხილვადისგან გაყოფილი. რაც უფრო დიდია უფსკრული, მით უფრო ძლიერია
დასწავლილ ემოციებზე დამოკიდებულება.

თუმცა, ასეთები არ ვართ, როდესაც გარე სამყაროდან სტიმულაციას არ ვიღებთ, და


სრულიად განსხვავებული გრძნობები გვეუფლება. სირცხვილი და სიბრაზე
წარუმატებელი ქორწინების გამო; სიკვდილის შიში და ეჭვები, რაც საყვარელი
ადამიანის ან თუნდაც ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ მდგომარეობაში
გველოდება; საკუთარი არაადექვატურობის შეგრძნება, რომელიც გამოწვეულია
მშობლების დაჟინებით ან პერფექციონიზმით - ნებისმიერ ფასად წარმატებას
მივაღწიოთ; შეგრძნება, რომ სულ რაღაცას გვაკლებენ, რისი ფესვებიც ნახევრადმშიერ
ბავშვობაშია; წუხილი, რომ ჩვენი სხეული სტანდარტებს არ შეესაბამება და ისე არ
გამოვიყურებით, როგორც „საჭიროა“, - ეს მხოლოდ ნაწილია იმ გრძნობებისა,
რომლის დაფარვასაც ვარჩევთ.

ამ დროს კი ესაა ჩვენი ჭეშმარიტი არსი, რომელსაც გარედან ნიღბით ვფარავთ.

ჩვენ სამყაროსთვის ჩვენი ჭეშმარიტი სახის ჩვენებას ვერ ვბედავთ და ამიტომ თავს
სხვა პიროვნებად ვაჩვენებთ. თავადვე ვქმნით და დავისწავლით ავტომატურ
პროგრამებს, რომელთა დანიშნულებას ჩვენი სისუსტეების დაცვა წარმოადგენს.
არსობრივად, ჩვენ სამყაროში საკუთარ თავზე ტყუილს ვასხივებთ, რადგან ვიცით,
რომ სოციუმი მოიკვეთს ჩვენს ჭეშმარიტ მე-ს, ამ არარაობას, რომელსაც არავინ
არასდროს შეიყვარებს და მიიღებს.

მასკარადისკენ მიდრეკილება ახალგაზრდობაში უფრო ძლიერია, როდესაც


პიროვნება ჯერ კიდევ ფორმირდება. მოზარდები ტანსაცმელივით, გამუდმებით
სხვადასხვა ნიღაბს ირგებენ. და, სიმართლე რომ გითხრათ, ის, რასაც ირჩევენ,
გამოხატავს არა იმდენად ჭეშმარიტ არსს, რამდენადაც სასურველ ხატებას.
ნებისმიერი ფსიქოლოგი იტყვის, რომ მოზარდის თვითშეგრძნება ერთადერთი
სიტყვით გამოიხატება: დაურწმუნებლობა. შედეგად კი, მოზარდებს ესაჭიროებათ
იყვნენ „როგორც ყველა“ და თავს კომპანიის ნაწილად გრძნობდნენ.
რატომ უნდა ვაჩვენოთ სამყაროს ჩვენი ჭეშმარიტი სახე, თუკი შეიძლება მას მოერგო
(ხომ ყველამ იცის, რა მოსდით მათ, ვინც სხვებს არ ჰგავს)? სამყარო ძალზე რთული
და საშიშია, მაგრამ მისი გამარტივება და ნაკლებად საშიშად ქცევაა შესაძლებელი.
ამისთვის ადამიანთა დაჯგუფებაც საკმარისია. აირჩიე შენი ფარა! აირჩიე შენი
საწამლავი!

და დროთა განმავლობაში ნიღაბი შეგვეზრდება. ახლა ის ზუსტად გვერგება. ან,


საკუთარ თავს ვუმტკიცებთ ამას. დაურწმუნებლობის პარალელურად, საკუთარ
თავსაც ჩავკირკიტებთ: „ნუთუ ეს მართლა მე ვარ? განა ასეთი მინდა რომ ვიყო?“
მაგრამ ამ კითხვებისგან თავის არიდება უფრო ადვილია, ვიდრე მათზე პასუხის
გაცემა.

არასასურველი ემოციების მოსათოკად მუდამ დაკავებულები უნდა ვიყოთ

ბავშვობისდროინდელი ნაწიბურები ყველას აქვს. ცხოვრების გარიჟრაჟზე


გადატანილი მოვლენები ჩვენზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. მათ მიერ
გამოწვეული ემოციები ჩვენს იდენტობას ფენა-ფენად აგებენ. შევხედოთ სიმართლეს
თვალებში: მწვავე ემოციური მოვლენები ჩვენში წარუშლელ კვალს ტოვებს. მათი
გამუდმებით გონებაში ტრიალით სხეულს ვაიძულებთ, ყოველ ჯერზე ხელახლა
განიცადოს ერთი და იგივე ეპიზოდები. შედეგად, მოსვენების პერიოდი იმდენად
ჭიანურდება, რომ ემოცია ჯერ გუნება-განწყობილებაში, შემდეგ ტემპერამენტში და
ბოლოს ხასიათის ნიშანში გადაიზრდება.

ახალგაზრდობაში საქმეს ან გასართობს ადვილად ვპოულობთ, და ეს ძველი, ღრმა


ემოციების დროებით მიძინებას იწვევს, რაც მათი იგნორირების საშუალებას
გვაძლევს. ახალ მეგობრებს ვიჩენთ, ვმოგზაურობთ, ბევრს ვმუშაობთ, კარიერას
ვიწყობთ, ახალ უნარჩვევებს ვიძენთ ან სპორტის ახალ სახეობას ვითვისებთ. და არც
კი გვეეჭვება, რომ ამ ქმედებათაგან უმეტესობა ბავშვობიდან წამოყოლილი
ემოციური ტვირთითაა გამოწვეული.
საქმე ყოველთვის მოიძებნება. დავდივართ სკოლაში, შემდეგ უმაღლესში, შემდეგ
მანქანას ვყიდულობთ, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადავდივართ, კარიერულ კიბეზე
ავდივართ, ვქორწინდებით, ბინას ვყიდულობთ, შვილებს ვაჩენთ, შინაურ
ცხოველებს ვიჩენთ, ოჯახი გვენგრევა, სპორტს მივდევთ და ა.შ. და ა.შ. ჩვენს
პიროვნებას გარე სამყაროს ელემენტების ერთობლიობის გზით განვსაზღვრავთ,
რომელიც იმავდროულად ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობების ჩახშობაში გვეხმარება. და
რადგანაც ყველა მოვლენა უთვალავ ემოციას იწვევს, ვამჩნევთ, რომ ისინი
წარმატებით გადაფარავენ იმ გრძნობებს, რომელთა დამალვაც გვსურს. და
გარკვეული ვადით ეს მუშაობს.

სწორად გამიგეთ. გაცნობიერებული მცდელობები, რომელსაც მივმართავთ


პიროვნების ფორმირების სხვადასხვა ეტაპზე, სიმაღლეების დაპყრობაში გვეხმარება.
ცხოვრებისეული საკითხების წარმატებით გადასაწყვეტად საკუთარი თავის
კომფორტის ზონიდან გამოყვანა და ჩვეული გრძნობების დათმობა გვიწევს,
რომლებიც ოდესღაც ჩვენს პიროვნებას განსაზღვრავდნენ. ასეთია ცხოვრების
მდინარება, და მეც მშვენივრად მესმის ეს.

მაგრამ თუ წარსულის სიმძიმე მუდამ აკიდებული გვექნება და საკუთარ


შეზღუდულობებს არ დავამუშავებთ, ისინი აუცილებლად დაგვჯაბნიან. როგორც
წესი, თვითშეგრძნების კრიზისი 30 წლის შემდეგ დგება (თუმცა ეს ძალზე
ინდივიდუალურია).

ცხოვრების შუაგულის კრიზისი: დათრგუნულ გრძნობებს ამოხეთქვის საშუალება არ


მივცეთ!

30-40 წლისთვის, როდესაც პიროვნების ფორმირება სრულდება, სოლიდური


ცხოვრებისეული გამოცდილება გვიგროვდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი სიტუაციის
გამოსავლის პროგნოზირება შეგვიძლია; მათ დადგომამდე უკვე ვიცით, რა
გრძნობებს გამოიწვევს ჩვენში. ჩვენთვის ნაცნობია წარმატების სიტკბო და მარცხის
სიმწარე, ჩვენი გემოვნება ჩამოყალიბებულია. რადგან წინასწარ ვიცით, რა ემოციას
გამოიწვევს ესა თუ ის მოვლენა, თავად ვწყვიტავთ, გვსურს თუ არა მომდევნო
„ნაცნობი“ სიტუაციის განცხოვრება - ჯერ კიდევ მის რეალობად ქცევამდე. რა თქმა
უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ცნობიერების მიღმა ხდება.

ამგვარად, ყოველდღიურობის მორევი გვითრევს. ყოველ დილას ერთი და იგივე


გრძნობით ვიღვიძებთ. როგორც ყოველთვის, თავგანწირული ვებღაუჭებით გარე
სამყაროს, რომელიც ტკივილის, ტანჯვის და დანაშაულის განცდის აცილებაში
ყოველთვის გვშველოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გვიღალატა. კი მაგრამ, რატომ? ჩვენ
ხომ ვიცით, რომ როდესაც გარედან მიღებული ემოციები სიმწვავეს დაკარგავენ,
საკუთარ თავთან კვლავ მარტონი აღმოვჩნდებით.
ესაა შუახნის ასაკის კრიზისი, რომელსაც უმეტესობა განიცდის. ვიღაც ცდილობს
ისევ დათრგუნოს არასასურველი გრძნობები და უფრო აქტიურად იძირება გარე
სამყაროში. ვიღაც ახალ მანქანას (ნივთი) ყიდულობს, სხვა - კატერს (კიდევ ერთი
ნივთი), მესამე კლუბში წევრიანდება ახალი მეგობრები (ადამიანები) რომ გაიჩინოს.
ვიღაც პლასტიკურ ქირურგიაში (სხეული) ეძებს ხსნას. სხვები რემონტს იწყებენ ან
საცხოვრებელს ცვლიან (ახალ ნივთებს იძენენ და გარემოს აახლებენ).

მარტივად, თვითშეგრძნების შეცვლას ახალი საქმიანობების და შთაბეჭდილებების


დახმარებით ვცდილობთ. მაგრამ როგორც კი სიახლე ფერმკრთალდება, ჯიუტად
კვლავ ჩვეულ ემოციურ მდგომარეობას ვუბრუნდებით. ჩვენ საკუთარ არსს (ქვედა
ხელისგული) ვუბრუნდებით. სწორედ ის რეალობა ჩაგვითრევს, რომელსაც მთელი
ეს წლები ვებღაუჭებოდით, - მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაგვვიწყებოდა, ვინ ვართ.
მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია, რომ რაც უფრო აქტიურად ვცდილობთ საკუთარ თავს
გავექცეთ, უფრო მეტი შევიძინოთ და ვშთანთქათ, მით მეტად გვამძიმებს ჩვენი არსი.

რატომ ვცდილობთ სიცარიელის განცდის მოცილებას ან მტკივნეული ემოციებისგან


გაქცევას? იმიტომ, რომ პირდაპირი დაპირისპირება ძალზე სერიოზულ
დისკომფორტს გამოიწვევდა. და აი, როგორც კი უსიამოვნო გრძნობა კონტროლიდან
გასვლით გვემუქრება, უმეტესობა რთავს ტელევიზორს, ინტერნეტში იძირება, ვინმეს
ურეკავს ან წერილს სწერს. მსგავს გარე გამღიზიანებლებს მარტივად გადააქვთ ჩვენი
ყურადღება არასასიამოვნო გრძნობებიდან. რამოდენიმე წუთში ჩვენი ემოციები
რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს.

ტექნოლოგიები - მშვენიერი მეთოდია გულის გადასაყოლებლად და... ასევე ძლიერი


ნარკოტიკია. დაფიქრდით: გარე სამყაროს რომელიმე პარამეტრის შეცვლით, ჩვენი
ქიმიური ფონის მომენტალურად შესწორება და არასასურველი გრძნობის განდევნა
შეგვიძლია. რომელმა გარე ფაქტორმაც არ უნდა გააუმჯობესოს თქვენი შეგრძნებები,
თქვენ კვლავ და კვლავ მოგიწევთ მისი გამოყენება. და არა აუცილებლად
ტექნოლოგიების; ყველაფერი გამოდგება, რასაც ინტერესის მომენტალური აფეთქება
შეუძლია.

ახლა კი გამოიცანით, რა მოხდება, თუ ყურადღების გადასატან ჩვენს აღმოჩენილ


მეთოდს ჩავებღაუჭებით? გარე ფაქტორებზე კიდევ უფრო მეტ დამოკიდებულებაში
აღმოვჩნდებით, რომლებიც შინაგანი ცვლილებების მოდელირებას ახორციელებენ.
ზოგიერთები, ისე, რომ ვერც კი აცნობიერებენ, სხვადასხვა საქმიანობას ეპოტინებიან
და ცდილობენ იმ შეგრძნების გამოწვევას, რომლითაც ოდესღაც პირველად შეძლეს
ყურადღების გადატანა, და შედეგად სულ უფრო ღრმად ეშვებიან უფსკრულში. ისინი
სტიმულებით იმუხტებიან, ოღონდ საკუთარ არსთან პირისპირ არ დარჩნენ. მაგრამ
ადრე თუ გვიან ხვდებით, რომ თვითგრძნობის გასაუმჯობესებლად აუცილებელი
შთაბეჭდილებათა დოზა ყოველ ჯერზე იზრდება. ცხოვრება სიამოვნებათა
ყოვლისმომცველ დევნად და ყველა მეთოდით ტკივილის თავიდან აცილებისკენ
სწრაფვად იქცევა. ეს ჰედონური სცენარია, რომელიც იმავე არასასურველი
გრძნობების ზემოქმედებით ვითარდება.

ცხოვრების ალტერნატიული შუაგული: უხერხული გრძნობების დამუშავების და


ილუზიებისგან განთავისუფლების ჟამი

ცხოვრების შუაში ყველა არ ცდილობს გრძნობების დათრგუნვას. ისეთებიც არიან,


რომლებიც სერიოზულ კითხვებს სვამენ: „ვინ ვარ? რატომ ვცხოვრობ? საით
მივდივარ? ვისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს? რა არის ღმერთი? სიკვდილის შემდეგ
სად მოვხვდები? არის ცხოვრებაში რაიმე „წარმატებულობაზე“ მნიშვნელოვანი? რა
არის ბედნიერება? რისთვისაა ეს ყველაფერი? რა არის სიყვარული? მიყვარს კი
საკუთარი თავი? მიყვარს კი ვინმე სხვა?“ სული ნელნელა იღვიძებს...

აი, როგორი კითხვებით ინტერესდება გონება, როდესაც ილუზიები იფანტება და


ვარაუდი გვიჩნდება, რომ ბედნიერება პრინციპში გარედან ვერ მოვა. ბოლოს და
ბოლოს ვხვდებით, რომ არანაირ გარე ფაქტორს შინაგანი კონფლიქტის მოგვარება არ
შეუძლია. ასევე, რა კოლოსალური რაოდენობის ენერგია იხარჯება გარე ნიღბის
შესანარჩუნებლად და როგორ გვფიტავს რაიმეთი სხეულის და გონების დაკავების
აუცილებლობა! თანდათან ცხადი ხდება, რომ გარშემომყოფთა წინაშე სახის
შენარჩუნების მცდელობები სინამდვილეში იქითკენაა მიმართული, რომ ჩვენს
თანმდევ გრძნობებს გავექცეთ. ჩვენ თითქოს მრავალი ბურთით ვჟონგლიორობთ, და
კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რამდენ ხანს გავძლებთ ყველა ბურთის მიწაზე
დაცემამდე.

ამ ადამიანებმა იციან, რომ მათ არც შემდეგი ტელევიზორი, არც ბოლო თაობის
სმარტფონი არ უშველის - ისინი „უხერხულ“ კითხვებს პირისპირ ხვდებიან და
დაკვირვებით აანალიზებენ. ეს გაღვიძების დასაწყისია. თვითანალიზი საკუთარი
არსის შეცნობის, ჩამალული გრძნობების აღმოჩენის და დესტრუქციული
პროგრამების გამოვლინების საშუალებას იძლევა. საკმარისია მასკარადი, კმარა
თამაში და ილუზიები! ამ ადამიანებს აღარაფრის ეშინიათ და არც არაფერი აქვთ
დასაკარგი. ისინი ხომ ილუზორული გარეგანი გამოსახულების შესანარჩუნებლად
ენერგიის ხარჯვას წყვეტენ.

ისინი საკუთარ გრძნობებთან კონტაქტს იწყებენ, შემდეგ კი გარშემომყოფებს ამ


სიტყვებით მიმართავენ: „იცით რა? ჩემთვის სულერთია, მოგეწონებით თუ არა. აღარ
მაინტერესებს, როგორ გამოვიყურები და ჩემზე სხვები რას იფიქრებენ. სხვებისთვის
ცხოვრებას აღარ ვაპირებ“.

გაღვიძებული სული ადამიანს სამყაროსთვის სიმართლის სათქმელად უბიძგებს.


ტყუილი აღარ იქნება.
როდესაც ცვლილებები ურთიერთობებს შეეხება: ბორკილებისგან გათავისუფლება

ჩვეულებრივ, ადამიანთა შორის ურთიერთობები გარკვეულ თანაზიარობას


ეფუძნება. დაფიქრდით: საკმარისია ვიღაც გავიცნოთ, რომ უმალ გადატანილი
ისტორიების მოყოლას ვიწყებთ, თითქოს გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი
ნეირონული ქსელები და ემოციური ისტორიები ერთი მიმართულებითაა
ორიენტირებული. დავუშვათ, თქვენ ამბობთ:

- მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, წარმოშობით აქედან ვარ და ცხოვრების ეს პერიოდები


აქა და აქ ვცხოვრობდი. ვსწავლობდი აქ და სპეციალიზაციაც ამ სფეროში გავიარე.
ვფლობ ამ საქმეს და ამას ვაკეთებ. ყველაზე მთავარი კი, ასეთი შემთხვევები მაქვს
გადატანილი.

თანამოსაუბრე გპასუხობთ:

- მეც ვიცნობ ამ ხალხს, ამავე ადგილას ვცხოვრობდი იმავე დროს, იგივე საქმით ვარ
დაკავებული და ძალიან მსგავსი რამ მეც შემემთხვა.

სწორედ ამ დროს თქვენს შორის იწყება ურთიერთობა, რომელიც ყოფიერების


ნეიროქიმიური მდგომარეობის მსგავსებას ეფუძნება. რადგან, თუ თქვენ
ანალოგიური ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ, ე.ი. ანალოგიურ ემოციებს
განიცდით.

შეგახსენებთ, რომ ემოცია „მოძრავი ენერგიაა“. ერთნაირი ემოციები ერთნაირი


ენერგიების მტკიცებულებაა. ჰაერის მოლეკულის წარმოსაქმნელად, ჟანგბადის
ატომები წყვილდებიან და ერთმანეთს უკავშირდებიან უხილავ ენერგეტიკულ ველში
დროისა და სივრცის მიღმა. ზუსტად ანალოგიურად უხილავ ენერგეტიკულ
კავშირებს ვქმნით ადამიანებთან, საგნებთან და ადგილებთან გარე სამყაროში.
თუმცა, ყველაზე მტკიცე პიროვნებებს შორის კავშირებია, რადგან ემოციებს უფრო
მძლავრი ენერგია გააჩნიათ. ვიდრე ორივე მხარე ურთიერთობებში სტატუს-კვოს
ინარჩუნებს, საქმე კარგად მიდის.

ემოციური კავშირები
ნახ. 7C. ორი ადამიანი, რომლებიც ანალოგიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებას
იზიარებენ, მსგავს ენერგიას ფლობენ და ერთნაირი ემოციებისკენ მიდრეკილებას
ამჟღავნებენ. ისინი ერთმანეთს უხილავ ენერგეტიკულ ველში დროისა და სივრცის
მიღმა ემოციურად უკავშირდებიან, როგორც ჟანგბადის ორი ატომი, რომლებიც
ჰაერის მოლეკულას ქმნიან და რომლითაც ვსუნთქავთ.

მაგრამ თუ ერთერთი მხარე გადაწყვეტს საკუთარი ჭეშმარიტი არსის ჩვენებას,


ყველაფერი უცებ რთულდება. ვნახოთ, რა ემართება ადამიანს, რომელმაც
ჭეშმარიტების მომენტი განიცადა. თუ მას მეგობრებთან ცხოვრებაზე ჩივილის ჩვევა
აერთიანებდა, ე.ი. ენერგეტიკული კავშირები ვიქტიმური (ლათ. Victima - მსხვერპლი)
ემოციის ირგვლივ ჩამოყალიბდა. როდესაც „გამოღვიძების“ შემდეგ ადამიანი ძველი
მე-სგან გადაჩვევის გადაწყვეტილებას იღებს, მას ყველასთვის ნაცნობი ძველი როლის
თამაში აღარ შეუძლია. გარშემომყოფები ხომ მას იმისთვის იყენებდნენ, რომ საკუთარ
ემოციურ იდენტობაში დარწმუნებულიყვნენ. ნათესავების და მეგობრების რეაქციაც
არ აყოვნებს:

- რა გჭირს? გინდა მაწყენინო?!

რომ გადავთარგმნოთ, აი რას მივიღებთ:

- მე კი მეგონა, ჩვენს შორის ყველაფერი კარგად იყო! შენ ხომ ყოველთვის კვებავდი
ჩემს ემოციურ დამოკიდებულებას, რომ არ დამვიწყებოდა, ვინ ვარ. ასეთი კი
საერთოდ არ მომწონხარ.

როდესაც ცვლილებებამდე მიდის საქმე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ


ენერგეტიკულ დონეზე გარე სამყაროს ყველა ობიექტთან ვართ დაკავშირებული,
რომლებთანაც ასე თუ ისე შეხება გვქონია. დასწავლილ ემოციებზე
დამოკიდებულება რომ დავძლიოთ ან ჩვენი ჭეშმარიტი გრძნობები რომ გავხსნათ,
ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს. არც ჟანდბადის მოლეკულის ატომებს შორის
კავშირები, არც პიროვნებებს შორის კავშირები თავისთავად არ იშლება - ამისთვის
ენერგიაა საჭირო.

და აი, ჩვენს გმირთან ემოციურ დონეზე დაკავშირებული ყველა ადამიანი, ერთად


იკრიბება და ჭორაობას იწყებს:

- ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. იქნებ გაგიჟდა? ექიმთანაა მისასვლელი!

გახსოვდეთ, რომ ამ ადამიანებთან მას მსგავსი ცხოვრებისეული გამოცდილება, და


ე.ი. მსგავსი ემოციები აკავშირებდა. ახლა კი ის გარე სამყაროს ყველა ჩვეულ
ელემენტთან - ადამიანებთან, საგნებთან და ადგილებთანაც კი - ენერგეტიკულ
ბორკილებს ამსხვრევს. ეს საგანგაშო მოვლენაა ყველასთვის, ვისთანაც ერთად
წლების განმავლობაში ერთ გუნდში თამაშობდა. ის მათ გამოეთიშა!

მას ფსიქიატრთან დაათრევენ, რომელიც რაიმე ანტიდეპრესანტს უნიშნავს, და მალე


ყველაფერი ჩვეულ წრეზე ბრუნდება. და, თითქოს არც არაფერი მომხდარაო, ყველას
ძველ ნიღაბს უჩვენებს და ხელს ართმევს ჩვეულებებით გამობმულ ნაცნობებს. ის
კვლავ იღიმის და ნამდვილ გრძნობებსაც გულდასმით ახშობს. ცხოვრებამ ამჯერადაც
ვერაფერი ასწავლა.

დიახ, ეს ადამიანი ნამდვილად „უცნაური“ გახდა, რადგან ყველასთვის ნაცნობი


ნიღაბი ჩამოიხსნა („ზედა ხელისგული“) და სამყაროს დიდი ხნის განმავლობაში
დათრგუნული ტკივილით სავსე ჭეშმარიტი არსი („ქვედა ხელისგული“) წარუდგინა.
ან განა მისი ახლობლების დადანაშაულება შეიძლება იმაში, რომ მისი ჩვეულ,
ყველასთვის ხელსაყრელი პიროვნების, თავისნაირთა შორის ცხოვრებას შეგუებულ
მდგომარეობაში დაბრუნება სურდათ? მისი ახალი მე ხომ ასე არაპროგნოზირებადი
და რადიკალურად განწყობილი იყო! ვის ექნება ასეთთან ურთიერთობის სურვილი?
ვის უნდა სიმართლის მოსმენა?

რას აქვს სინამდვილეში მნიშვნელობა

თუ საკუთარ თავს მარტოოდენ გარე სამყაროს გზით აღვიქვამთ, რა დაგვემართება,


როდესაც მოვკვდებით და გარე სამყარო გაქრება? იცით, ვინ გაქრება მასთან ერთად?
სწორედ ის ხელოვნურად შექმნილი პიროვნება, ის გამოსახულება („ზედა
ხელისგული“), რომელიც საკუთარ თავს გარე სამყაროს ცნობილი და
პროგნოზირებადი ელემენტების საშუალებით განსაზღვრავდა და მასზე იყო
დამოკიდებული. თუნდაც სამჯერ უფრო წარმატებულები, პოპულარულები და
მშვენიერები ვიყოთ, თუნდ სამყაროს მთელ სიმდიდრეს ვფლობდეთ, სიკვდილის
შემდეგ ეს გარე ატრიბუტები გამოგვეცლება, და ვერაფერთან გაგვაიგივებენ.
ყველაფერი გაქრება.

მხოლოდ ჭეშმარიტი არსი („ქვედა ხელისგული“) დარჩება - ის, ვისაც სინამდვილეში


წარმოვადგენთ. სიკვდილის შემდეგ, როდესაც გარე სამყაროს მეშვეობით საკუთარი
თავის განსაზღვრას უკვე ვეღარ შევძლებთ, სწორედ იმ დაუმუშავებელ გრძნობასთან
დავრჩებით პირისპირ. ეს კი ნიშნავს, რომ მოცემული მიწიერი არსებობისას სულს
ევოლუცია არ განუცდია.
მაგალითად, თუ 50 წლის წინ რომელიმე მოვლენამ თავი სუსტად და
დაურწმუნებლად გვაგრძნობინა, და ეს გრძნობები მას შემდეგ ჩვენთანაა, ეს ნიშნავს,
რომ უკვე 50 წელია ემოციურად არ ვვითარდებით. სულის მისია - ცხოვრებისეული
მოვლენებიდან გაკვეთილის სწავლა და გამოცდილების შეძენაა. მაგრამ თუ
ერთადერთ გრძნობაზე ვიჭედებით, ე.ი. ვერაფერს ვსწავლობთ; ემოცია ცოდნად არ
გარდაიქმნება. ვიდრე გაცვეთილი გრძნობა ჩვენს გონებას და სხეულს წარსულში
აკავებს, მომავლის არჩევა არ ძალგვიძს. როგორც კი ჩვენს ცხოვრებაში მსგავსი
სიტუაცია შეიქმნება, ის მომენტალურად იწვევს უცვლელ ემოციურ პასუხს, და ჩვენ
ისევ ისე ვიქცევით, როგორც 50 წლის წინ.

ამიტომ, ყური დაუგდეთ სულის ხმას. აი, რის თქმას ცდილობს თქვენთვის:
„მომისმინე! ვცდილობ გაგაგებინო, რომ უსიხარულოდ ცხოვრობ. რას აღარ ვაკეთებ,
რომ ამოძრავდე. მაგრამ, თუ კვლავ იგივეს გააგრძელებ, შევწყვეტ ჩემს მცდელობას,
და კვლავ ძილბურანში ჩაიძირები. ჩვენ მაინც შევხვდებით, მაგრამ უკვე მხოლოდ
შენი სიკვდილის შემდეგ...“

დოზა გარდაუვლად იზრდება


ბევრმა არ იცის, როგორ შეცვალოს ცხოვრება, და ყოველნაირად ცდილობს
შემაწუხებელი გრძნობის ჩახშობას, მათ შორის სულ ახალახალი ნივთების შეძენით.
მაგრამ, როდესაც ახალი ნივთის ფლობით გამოწვეული გრძნობის სიმძაფრე
განელდება? ისინი უფრო „სერიოზულ“ მეთოდებს მიმართავენ, და შედეგად,
გაქცევის სტრატეგიები თანდათან დამოკიდებულებაში გადაიზრდება. „დოზას თუ
მივიღებ ან დავლევ, გამივლის. ეს ნივთიერება ჩემს ქიმიურ ფონს შეცვლის და
კარგად გავხდები“, „ბევრ ნივთს ვიყიდი, მიუხედავად იმისა, რომ ფული არ მაქვს.
მაგრამ, ახალი ნივთის შეძენისას, სიცარიელე ჩემში თითქოს ივსება“, „მოდი, პორნოს
ვუყურებ... ან კომპიუტერულ თამაშს ვითამაშებ...“, „კაზინოში წავალ...“, „ავდგები და
ჭამით გავსკდები...“

ნებისმიერი დამოკიდებულების პირველმიზეზი - ჩვენი რწმენაა - რომ რაიმე გარე


ფაქტორი შინაგანი შეგრძნებისგან გვიხსნის. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ შინაგანი
ქიმიური ცვლილების გარეგან სტიმულთან დაკავშირება გვახასიათებს, რაც
უსიამოვნო გრძნობას დროებით ახშობს. და, რა თქმა უნდა, ძალიანაც მოგვწონს ეს
სტიმული - ის ხომ კარგად გვაგრძნობინებს თავს! ჩვენ მტკივნეულ, უსიამოვნო
ემოციებს გავურბივართ და სიამოვნებისკენ მივილტვით.

დამოკიდებულების აგენტისგან მიღებული ემოციური აგზნება ტვინის სიამოვნების


ცენტრებს ასტიმულირებს, რომლებიც ორგანიზმში გარკვეულ ნივთიერებებს
გადმოისვრიან. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მოთამაშესაც, მსმელსაც,
კომპიუტერულ თამაშებთან გვიანობამდე მჯდომსაც, ყოველ ჯერზე „დოზის“
მომატება ესაჭიროება. რატომ? იმიტომ, რომ მიღებული შეგრძნებების ზეგავლენით
გამომუშავებული ნივთიერებები უჯრედის გარე ზედაპირზე არსებულს
რეცეპტორებს ააქტიურებენ, ხოლო რეცეპტორები თავად უჯრედებს „რთავენ“.
მაგრამ, თუ რეცეპტორების სტიმულაცია საკმაოდ ხშირად ხდება, ისინი
მგრძნობელობას კარგავენ და „ითიშებიან“. ახლა მათ გასააქტიურებლად უფრო
ძლიერი სტიმულია საჭირო, ანუ ჩვეული ეფექტის მისაღწევად სულ უფრო მეტ
ნივთიერებას ვსაჭიროებთ.

ცხოვრების შუაგულის კრიზისი: ახალი პიროვნების შექმნას გარედან ვცდილობთ გვ.


137
ნახ. 7D. როდესაც ჩვეული ნივთები და ადამიანები ჩვენში შინაგანი დისკომფორტის
ჩახშობის უნარის მქონე ემოციებს აღარ იწვევს, ჩვენ ახალ ადამიანებს ვეცნობით,
ახალ ნივთებს ვიძენთ და ახალი შეგრძნებების საძებნელად უცხო ადგილებში
მივემგზავრებით. თუ ეს ყველაფერი არ გვშველის, შემდეგ საფეხურზე გადავდივართ
და სხვადასხვა დამოკიდებულებაში ვექცევით.

და თქვენ უკვე ფსონს არა 10000$, არამედ 25000$ დებთ - სხვაგვარად აღარ მოქმედებს.
სავაჭრო ცენტრში დატოვებული 5000$ გეცოტავებათ... და ყველაფერი მხოლოდ
იმისთვის, რომ ჭეშმარიტი გრძნობები განდევნოთ. რომელი მეთოდიც არ უნდა
აარჩიოთ სანუკვარი ნეტარების მისაღწევად, დოზის მომატება მაინც მოგიწევთ. მეტი
ნარკოტიკი, მეტი დასალევი, მეტი სექსი, მეტი ფსონები, მეტი შენაძენი, მეტი
ტელევიზორი... მოკლედ, თქვენ გამიგეთ.

დროთა განმავლობაში, ჩვენ ყველაფრის დამოკიდებულებაში ვექცევით, რასაც ჩვენი


ტკივილისგან, სევდისგან და დეპრესიისგან განთავისუფლება შეუძლია, რომლებიც
ჩვენს მეორე ბუნებად იქცა. განა ეს დასაძრახია? ზოგადად, არა. ადამიანები ასე
მხოლოდ იმიტომ იქცევიან, რომ უბრალოდ არ იციან, როგორ შეიცვალონ. ისინი
ბუნებრივ მოთხოვნილებას - დაემალონ მტკივნეულ გრძნობებს - მიყვებიან და
ქვეცნობიერად ხსნას გარედან ელიან. მათ არავინ აუხსნა, რომ შინაგანი
მდგომარეობის გარე ფაქტორების გამოყენებით შეცვლის მცდელობა სიტუაციას
მხოლოდ ამძიმებს და უფსკრულს აღრმავებს.

დავუშვათ, ჩვენი მიზანია - წარმატებას მივაღწიოთ და მეტი მატერიალური სიკეთე


დავაგროვოთ. ამ გზით სვლისას, გამუდმებით ისე ვასაზრდოვებთ საკუთარ
იდენტობას, რომ შინაგანი შეგრძნებების მიყურადებას არც კი ვცდილობთ. ამ
სიტუაციას ამგვარად აღვწერ: ნივთებს ჩვენ კი არ ვფლობთ, არამედ ისინი გვფლობენ
ჩვენ. ჩვენ მატერიალური ობიექტების მონებად ვიქცევით, და ისინი ჩვენს ეგოს
ასაზრდოვებენ, რომელსაც საკუთარი თავი მხოლოდ გარე სამყაროს მეშვეობით
ახსოვს.

თუ ველით, როდის გაგვაბედნიერებს რომელიმე გარე ფაქტორი, ე.ი. ჩვენი ცხოვრება


კვანტური კანონის საპირისპიროდ მიდის. გარეგანზე დაყრდნობით შინაგანის
შეცვლა გვსურს. თუ ვფიქრობთ, რომ ცხოვრებისგან სიხარულს მივიღებთ, როდესაც
ბევრი ფული გვექნება და მეტ ნივთებს შევიძენთ, ვცდებით. სინამდვილეში,
თავდაპირველად ბედნიერება უნდა ვიგრძნოთ - და ბარაქა გაჩნდება.

ხოლო თუ რაიმეზე დამოკიდებულ ადამიანს დოზის მომატების საშუალება არ აქვს?


ის კიდევ უფრო ავდება, უფრო მეტ სიმწარეს და იმედგაცრუებას, მეტ სიცარიელეს
გრძნობს. აფორიაქებული ალტერნატიულ მეთოდებს ეძებს: ალკოჰოლურ
დამოკიდებულებას თამაში ემატება, ტელევიზორს და კინოს - აგრესიული შოპინგი.
მაგრამ მას უკვე აღარასოდეს და არაფერი ეყოფა. სიამოვნების ცენტრებმა ისეთ
მდგომარეობას მიაღწია, რომ გარე ზემოქმედების გარეშე, რაც შინაგან ქიმიურ ფონს
ცვლის, ადამიანს აღარ შეუძლია უბრალო ცხოვრებისეული სიმოვნებებით
სიხარულის განცდა.

არსი იმაშია, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას არაფერი აქვს საერთო სიამოვნებასთან,


იმიტომ რომ ინტენსიური გარე სტიმულაციით გამოწვეული სასიამოვნო
შეგრძნებებზე დამოკიდებულება მხოლოდ გვყოფს ჭეშმარიტი სიხარულისგან.

უფსკრულის გაღრმავება: ემოციური დამოკიდებულება

არ ვაპირებ დამოკიდებულებების საშიშროების შემცირებას, რომელთაც


შემაჯამებლად „მატერიალურებს“ ვუწოდებ. ნარკოტიკული, თამაშის, სექსუალური,
შოპინგის და ა.შ. დამოკიდებულებებს კოლოსალური ზიანი მოაქვთ
ადამიანებისთვის - როგორც თავად დამოკიდებულთათვის, ასევე მათი
გარშემომყოფებისთვისაც. ამ წიგნში გადმოცემული ტექნიკა ამ და სხვა პრობლემების
(რადგან ყველა ისინი დიდი სამეულის ნაწილს წარმოადგენენ) მოგვარებაში
დაგეხმარებათ, მაგრამ დამოკიდებულ მდგომარეობებთან მიზანმიმართული
მუშაობა ჩემს ამოცანებში არ შედის. და მაინც, უნდა გესმოდეთ, რომ ყოველი
დამოკიდებულების უკან ესა თუ ის დასწავლილი ემოცია იმალება, რომელიც
სწორედ ქცევის სპეციფიურ მოდელს იწვევს.

მე მსურს საკუთარი თავისგან გადაჩვევაში დაგეხმაროთ - სწორედ იმ მე-სგან,


რომელიც, შესაძლოა, ალკოჰოლიზმით, სექსუალური დამოკიდებულებით,
აზარტული თამაშებისადმი ან შოპინგისადმი არაჯანსაღი ლტოლვით, ან თუნდაც
დეპრესიით, მარტოობით, მრისხანებით, ტკივილით ან ფიზიკური სენით იტანჯება.

უფსკრულზე ფიქრისას, შეგვიძლია საკუთარ თავს ვუთხრათ: „დიახაც, მერყეობას,


შიშებს, პიროვნების სუსტ წერტილებს და ბნელ მხარეებს გარშემომყოფებს
ვუმალავთ. ამ გრძნობებს გასაქანი რომ მივცეთ, არავინ შეგვიყვარებდა, საკუთარი
თავიც არ გვეყვარებოდა ასეთი“. გარკვეული აზრით ეს სიმართლეა. მაგრამ, თუ
თვითდამოკიდებულებისგან განთავისუფლება გვსურს, ჩვენს ჭეშმარიტ არსში
ჩახედვა და პიროვნების ჩრდილოვანი მხარის სინათლეზე გამოტანა მოგვიწევს.

ჩემი ტექნიკა საშუალებას იძლევა საკუთარ ყველაზე ბნელ თვისებებს შევეხოთ,


იმგვარად, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ გავხადოთ. თქვენ არ
მოგიწევთ ვინმეს მსგავსი ტექსტით მიმართოთ: „მისმინეთ ყველამ! მე ცუდი ვარ,
იმიტომ რომ მრავალი წლის განმავლობაში მშობლებზე ვიბოღმებოდი, იმიტომ რომ
ისინი ჩემს უმცროს ძმას გაცილებით დიდ დროს უთმობდნენ, ჩემს მოთხოვნილებებს
კი აიგნორებდნენ. ამიტომ ახლა მე გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ, მუდამ
ყურადღება და ჩემი ახირებების მომენტალური დაკმაყოფილება მესაჭიროება, - სხვა
შემთხვევაში მეგონება, რომ არასრულფასოვანი ვარ და არავის ვუყვარვარ“.

ჩემი სავარჯიშოები სრულ მარტოობაში სრულდება. მხოლოდ საკუთარი ტვინის


გამოყენებით, ნეგატიურ პროგრამებს მოიცილებთ (ან მინიმუმ მნიშვნელოვნად
შეამცირებთ მათ ზემოქმედებას თქვენს ცხოვრებაზე) და მათ უფრო პოზიტიურით
და პროდუქტიულით შეცვლით.

მსურს, რომ დაივიწყოთ ემოციების გამომწვევი წარსული მოვლენები, რომლებიც


შემდგომში იმდენად კარგად დაისწავლეთ, რომ ისინი თქვენი პიროვნების ნაწილი
გახდა. რამდენიც არ უნდა გააანალიზოთ თქვენი პრობლემები, ვერ გადაწყვეტთ მათ,
თუ წარსული ემოციების ხაფანგში დარჩებით.

ტრავმული მოვლენისთვის მორიგი თვალის შევლება ანუ მისი განმეორებით განცდა


მხოლოდ გამოაცოცხლებს ძველ გრძნობებს და კიდევ ერთი მიზეზი გახდება მათი
შემდგომი განცდისთვის. თუ თქვენს ცხოვრებას სწორედ იმ ცნობიერების
პოზიციიდან აანალიზებთ, რომელმაც ის შექმნა, ანალიზი შეიძლება
უსასრულობამდე გაგრძელდეს და ყველაფრის უცვლელად დატოვების სულ
ახალახლი მიზეზები შემოგთავაზოთ.

მე გთავაზოთ, გადაეჩვიოთ თვითშემზღუდავ ემოციებს. ემოციებისგან თავისუფალი


მოგონება - სიბრძნეა. სიტუაციები წარსულიდან და მათში ჩვენი როლი შეიძლება
ობიექტურად აღვიქვათ, და არა წინანდელი გრძნობების ჭრილში. შეეცადეთ და
განთავისუფლდით ნეგატიური ემოციური მდგომარეობისგან (ან მინიმუმამდე
დაიყვანეთ) - და ჯილდოდ თავისუფალ აზროვნებას, მოქმედებას და დასწავლილი
გრძნობების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე ცხოვრებას მიიღებთ.

დავუშვათ, ადამიანი უბედურების განცდისგან განთავისუფლდა და სრულფასოვანი


ცხოვრება დაიწყო - ახალი ურთიერთობა დაიწყო, სამსახური იპოვა, სხვა ქალაქში
გადავიდა და ახალი მეგობრები გაიჩინა. წარსულის გახსენებით მისთვის გასაგები
ხდება, რომ უბედურება განსაცდელად მოევლინა, რომელიც საკუთარი თავის
დაძლევაში და სხვა პიროვნებად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. ახლა ის სამყაროს
ახლებურად აღიქვამს - თუნდაც იმიტომ, რომ მან ნამდვილად შეძლო პრობლემის
გადაწყვეტა.

ხილვადსა და არსს შორის არსებული უფსკრულის შემცირება ან მისი მთლიანად


აღმოფხვრა - სავარაუდოდ, ყველაზე რთული ამოცანაა, რომელსაც შეიძლება
ადამიანი შეხვდეს. მისი ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეიძლება: ავთენტური
გავხდეთ; საკუთარი თავი დავძლიოთ, სხვებს გავაგებინოთ, რომ მათ ისეთი უნდა
აღგვიქვან, როგორებიც ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანი ამისკენ მივილტვით.
მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი ცვლილება (ანუ უფსკრულის
აღმოფხვრა) შიგნიდან უნდა მოდიოდეს.

სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ადამიანები მხოლოდ სერიოზული კრიზისის,


ფსიქოლოგიური ტრავმის ან სამწუხარო დიაგნოზის ზემოქმედებით იცვლებიან.
კრიზისი, როგორც წესი პრობლემის სახეს იღებს: ფიზიკური (უბედური შემთხვევა ან
დაავადება), ემოციური (ახლობლის დაკარგვა), სულიერი (გარემოებათა ერთობა,
რომელიც საკუთარ ღირებულებაში და სამყაროს სამართლიანობაში დაეჭვებას
გვაიძულებს) ან ფინანსური (სამსახურის დაკარგვა). შეამჩნევდით, რომ ყველა
ჩამოთვლილ შემთხვევაში საუბარი დანაკარგზეა.

მაგრამ რატომ უნდა ველოდოთ, სანამ ტრავმა ან დანაკარგი ნეგატიურ ემოციურ


მდგომარეობაში ჩაგვაგდებს და ამით ეგოს ჩვეულ წონასწორობას დაარღვევს?
გასაგებია: თუ უბედურება დაგვატყდება თავს, ნებით თუ უნებლიეთ გვიწევს რაღაც
მოვიმოქმედოთ. ჩვენ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა,
როდესაც ბედი ფაქტობრივად მიწასთან გვასწორებს.
ასეთ მომენტებში ვაცნობიერებთ, რამდენად მოგვწყინდა გარემოებათა მსხვერპლად
ყოფნა. და მაშინ საკუთარ თავს ვეუბნებით: „კმარა. ცვლილებების დროა. აღარ აქვს
მნიშვნელობა, ამისთვის რა დამჭირდება და თავს როგორ ვიგრძნობ (სხეული).
მნიშვნელობა არ აქვს, როდის დადგება შედეგი (დრო). მაინც შევიცვლები, რაც არ
უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში (გარე სამყარო). სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს“.

მაგრამ პიროვნული ზრდის და ცვლილების აუცილებელ პირობას ტკივილი და


ტანჯვა არ წარმოადგენს. საკუთარ თავზე მუშაობა სიხარულისა და შთაგონების
მდგომარეობაშიც შეგვიძლია. მაშ, რატომ დაველოდოთ, როდის ვიგრძნობთ თავს
იმდენად ცუდად, რომ მიჩვეული ჭაობიდან საკუთარი თავის თმებით ამოთრევა
დაგვჭირდეს?

უფსკრული აღმოფხვრის გვერდითი მოვლენები

ერთერთი საკვანძო უნარჩვევა, რომელსაც უნდა დავეუფლოთ, - თვითდაკვირვებაა


(თვითშემეცნება). ეს მოკლე ფორმულირება ყველაფერს იტევს, რის შესახებაც
მომდევნო თავში ვისაუბრებ, რომელიც მედიტაციის პროცესს ეძღვნება. მედიტაციის
მიმდინარეობისას თქვენ უნდა გააანალიზოთ ნეგატიური ემოციური მდგომარეობა,
რომელმაც თქვენს ცხოვრებაზე ეგზომ დამანგრევლად იმოქმედა. თქვენი ფიქრებისა
და ქცევების განმსაზღვრელი, პიროვნების სიღრმისეული მდგომარეობის
გაცნობიერება და მისი უმცირეს ნიუანსებში შესწავლა მოგიწევთ. დროთა
განმავლობაში დაკვირვების ხელოვნება ნეგატიური ემოციური მდგომარეობისგან
გადაჩვევაში დაგეხმარებათ. არასასურველ ემოციას უმაღლეს გონს მიანდობთ და
ამით თქვენს ჭეშმარიტ არსსა და ძველ ნიღაბს შორის უფსკრულს აღმოფხვრით.

წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ხელებით ოთახის კედლების გაწევას შეეცდებით.


რამდენ ენერგიას დახარჯავთ კედლებთან დაპირისპირებაში? ამ დროს კი ბევრად
მარტივია თავი დაანებოთ მათ, გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი (ბოლოს და ბოლოს,
უფსკრული რაღაცით კარის მსგავსია, არა?), გამოხვიდეთ ოთახიდან და სულ სხვა
გარემოში აღმოჩნდეთ. იმ ოთახს რაღა დაემართა, უკან რომ დარჩა? მისი კედლები
გადაადგილდნენ და კარის ღიობიც ჩაყლაპეს, და თქვენ იქ დაბრუნება აღარ
შეგიძლიათ. უფსკრული აღმოფხვრილია, თქვენი პიროვნების დაყოფილი
ჰიპოსტასები ერთ მთლიანობად გაერთიანდნენ. მაგრამ ის ენერგია სად წავა,
რომელიც კედლებთან ბრძოლაში დახარჯეთ? ფიზიკის ერთერთი საბაზისო კანონია
ენერგის შენახვის კანონი: ენერგიის შექმნა ან განადგურება შეუძლებელია - მხოლოდ
მისი ტრანსფორმირება ან სხვა მიმართულების მიცემაა შესაძლებელი. სწორედ ეს
გელით, როდესაც დაკვირვების ხელოვნებას იმდენად დაეუეფლებით, რომ თქვენს
გონებას არც ერთი აზრი, არც ერთი ემოცია და არც ერთი ქცევის მოდელი არ
გამოეპარება.
სხვაგვარადაც შეგვიძლია ვთქვათ: თქვენ მოგიწევთ ქვეცნობიერის ოპერაციულ
სისტემაში შესვლა და იქ შენახული მონაცემების და ბრძანებების გადატანა
ცნობიერის სფეროში, რათა გაიგოთ, სად არის განლაგებული ის სწრაფვები და
მიდრეკილებები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე კონტროლი მოიპოვეს. ამრიგად,
პიროვნების იმ ასპექტებს გააცნობიერებთ, რომლებიც ადრე არასოდეს
გაგიცნობიერებიათ.

თვითშემზღუდველი მდგომარეობების ბორკილების გაწყვეტით, სხეულს


ვათავისუფლებთ. ის აღარ თამაშობს ავტომატური გონების როლს, რომლისთვისაც
ყველა დღე ტყუპისცალივით ერთმანეთს გავს. სხეული ემოციურად თავისუფლდება,
ჩვენ უფსკრულს აღმოვფხვრით. უფსკრულის აღმოფხვრით, ვანთავისუფლებთ
ენერგიას, რომელიც ადრე მის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა. ახლა კი ის ახალი
ცხოვრების შექმნისკენ მიიმართება.

უფსკრულის აღმოფხვრა გვ. 142


ნახ. 7E. დასწავლილი ემოციებისგან გადაჩვევით, რომლებიც ჩვენი პიროვნების
ნაწილად იქცნენ, ხილვადსა და არსს შორის უფსკრულს აღმოვფხვრით. ამ პროცესის
გვერდითი ეფექტი - ენერგიის გამოთავისუფლებაა, რომელიც სხეულში ემოციის
სახით ინახებოდა. როგორც კი სხეულიდან ამ ემოციის მახსოვრობას ვშლით, ენერგია
პირდაპირ კვანტურ ველში მიემართება, სადაც მისი დახმარებით შეგვიძლია ახალი
ბედის შექმნა დავიწყოთ.

ემოციური დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას სხვა გვერდითი ეფექტებიც


ახასიათებს: ენერგიის გადმოსროლა ჩვენზე ჯადოსნური ელექსირის ყლუპივით
მოქმედებს. ჩვენ არა მარტო ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობთ, არამედ დიდი ხნის
მივიწყებული სიხარულის განცდა გვეუფლება. ემოციური ბორკილებისგან სხეულის
განთავისუფლებით მძლავრ სულიერ აღმაფრენას ვიგრძნობთ. თუ ავტომობილით
დიდი მანძილი დაგიფარიათ, თქვენთვის ეს გრძნობა ნაცნობი იქნება: როგორც იქნა
მანქანიდან გადმოდიხართ, შეშუპებულ კიდურებს გაშლით, სუფთა ჰაერს
შეისუნთქავთ... გარკვეული დროით სიჩუმე ისადგურებს - არც ბორბლების
ასფალტზე ხახუნი, არც ძრავის ხმა... აბა წარმოიდგინეთ, როგორ გამძაფრდება
გრძნობები, თუ მანქანიდან - რკინის კოლოფიდან - გადმოსვლამდე გაუჩერებლად
ორი ათასი კილომეტრი გაიარეთ? და ბევრი ჩვენგანი წლობით სწორედ ასეთ
პირობებში ცხოვრობდა!

გაითვალისწინეთ, რომ ჩვეულ გრძნობებზე, აზრებზე და ქმედებებზე მხოლოდ


დაკვირვება საკმარისი არაა.

მედიტაცია აქტიური მუშაობაა, ის საკუთარი თავის შეცნობას ემსახურება. მზად


იყავით, უკიდურესად გულწრფელი იყოთ და დღის სინათლეზე გამოიტანოთ
ყველაფერი, რაც უფსკრულის წყვდიადში იყო დაფლული.

როდესაც ბოლოს და ბოლოს მიხვდებით, საკუთარ თავს როგორ ექცეოდით,


შეძლებთ თქვათ: „ეს არაფერში მარგია. ესეც ზედმეტია ჩემთვის. ეს კი დიდი ხანია
მხოლოდ ზიანს მაყენებს“. შემდეგ კი საკუთარი ნებით განთავისუფლდებით
ყველაფრისგან, რაც ხელს გიშლით.

ვიქტიმურობიდან მოულოდნელ სიმდიდრემდე: ერთი ქალის ისტორია, რომელმაც


უფსკრული აღმოფხვრა

წარმოგიდგენთ ქალის ისტორიას, რომელმაც საკუთარი ცხოვრების კვანტური


დამკვირვებლის გაბედული თვალით გადახედვა შეძლო და ამისთვის
დაჯილდოვდა.

ჩემი სემინარების ერთერთი მონაწილე, პამელა, ფულის კატასტროფულ უკმარისობას


განიცდიდა: მისი ყოფილი ქმარი, უმუშევარი, ბოლო ორი წელი ალიმენტს აღარ
იხდიდა. პამელა საკუთარი უძლურებით იტანჯებოდა, თავს მოტყუებულად
გრძნობდა და მთელ სამყაროზე იყო განრისხებული.

იმდღევანდელი მედიტაცია შესაძლებლობას იძლეოდა, ადამიანს გაეცნობიერებინა,


რომ ემოციები ცხოვრებისეულ მოვლენებზე რეაქციას წარმოადგენენ. რამდენადაც
მოვლენათა უმეტესობა ასე თუ ისე ჩვენი მეგობრების და ნათესავების ჩართულობით
ხდება, ჩვენ მათ მიღებულ ემოციებს ვუზიარებთ. როგორც წესი, ეს კარგია: საერთო
მოგონებები ქმედებებზე, ნივთებზე, რომელთაც ერთად იყენებდით, პიროვნებათა
შორის კავშირებს ამყარებს. მაგრამ მეორე მხარეც არსებობს: ჩვენ არა მხოლოდ
დადებით, არამედ უარყოფით ემოციებსაც ვუზიარებთ მათ.

ენერგეტიკული კავშირები დროისა და სივრცის მიღმა წარმოიქმნება. კვანტური


ველის ყველა ელემენტი გადახლართულია, ხოლო რადგან პიროვნებებს შორის
კავშირები თვითგადარჩენისკენ მიმართული ემოციების საფუძველზე ფორმირდება,
ვიდრე ჩვენ ადამიანებთან ნეგატიურ ემოციურ კავშირებს არ გავწყვეტთ,
ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელია.

პამელას ყოფიერების მდგომარეობაში მისი ყოფილი ქმრის (განგაში, დანაშაული,


არასრულფასოვნების შეგრძნება შვილების უყურადღებოდ მიტოვების გამო) და მისი
საკუთარი (იმედგაცრუება, ბრაზი, გაჭირვება) ნეგატიური ემოციები გადაიხლართა.
და უმცირესი შესაძლებლობისას მასში მცხოვრები „ვიკტიმური ურჩხული“ მახინჯ
თავს წამოსწევდა და ნებისმიერ სიტუაციას აფუჭებდა. დესტრუქციული ემოციების
ზემოქმედებით პამელა თავის ყოფიერების მდგომარეობაში უძრავად გაქვავდა.
ქმართან სიტუაციის შეცვლის მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი ძველებურად
რჩებოდა, რადგან ისინი გადატანილი ნეგატიური ემოციებით და უარყოფითი
ენერგეტიკით ერთმანეთზე იყვნენ მიჯაჭვულები.

სემინარზე პამელამ გააცნობიერა, რომ პირველ რიგში ამ ჯაჭვების გაწყვეტა და იმ


ემოციებისგან განთავისუფლებაა საჭირო, რომლებიც მას უცვლელ რეალობაში
აკავებს. მან გაიგო, რომ განმეორებადი აზრები, გრძნობები და მოქმედებები
ორგანიზმში მთელ რიგ ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს, რომელთაც საბოლოოდ
პათოლოგიური გენების გააქტიურება და დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ - ეს კი
მას არაფერში სჭირდება. და პამელა მიხვდა, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ
შეიძლება.

მოგვიანებით პამელა მომიყვა, რომ მედიტაციის პროცესში აღმოაჩინა მავნებელი


პროგრამები, რომელთა პროვოცირებას მსხვერპლის ყოფიერების მდგომარეობა
იწვევდა - შვილების მიმართ გაღიზიანება, საყვედურები და დადანაშაულება,
სასოწარკვეთა და გაჭირვება. მან ეგოცენტრული მდგომარეობიდან გამოსვლა,
წარსულთან დაკავშირებული ემოციების გაშვება და მათი უმაღლესი გონისთვის
მინდობა შეძლო.

ამგვარად პამელამ კვანტურ ველში შეგუბებული ენერგია გამოანთავისუფლა და


არსსა და ხილვადს შორის უფსკრული აღმოფხვრა. შედეგი განსაცვიფრებელი
აღმოჩნდა: პამელამ სიხარულის და მადლიერების ისეთი მოზღვავება იგრძნო, რომ
სხვებისთვისაც იგივე სიუხვე ისურვა, რაც საკუთარი თავისთვის. ეგოისტური
ემოციები გულისხმიერებით შეცვალა და სხვა ადამიანად იქცა.

გამონთავისუფლებულმა ენერგიამ კვანტურ ველს ანიშნა, განეხორციელებინა ის


რეალობა, რომელიც პამელას ახალ პიროვნებას შეესაბამებოდა. ძალიან მალე მან ორი
მტკიცებულება მიიღო.

პირველი პროფესიული სფეროდან (პამელას მცირე ინტერნეტ-ბიზნესი ჰქონდა)


მოვიდა. ერთხელ მან თავის საიტზე პრომოაქცია ჩაუშვა. ის ძალიან ნერვიულობდა
და გამუდმებით ამოწმებდა საიტს, მაგრამ შედეგი სანუგეშო არ იყო. მეორე
პრომოაქცია მან სემინარის დაწყებამდე, დილით ჩაუშვა. პამელა მთელი დღის
განმავლობაში იმდენად დაკავებული იყო, რომ შედეგზე ფიქრისთვის არ ეცალა,
საღამოს კი საკუთარი გადაწყვეტილების - განთავისუფლებულიყო ძველი
გრძნობებისგან - ნაყოფით ტკბებოდა. და როდესაც პამელამ აღმოაჩინა, რომ მისმა
პრომოაქციამ თითქმის 10000$ გამოიმუშავა, - მხოლოდ ერთ დღეში! - მის სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა.

სამი დღის შემდეგ კი მეორე მტკიცებულებაც გამოჩნდა. პამელას სოციალურმა


მუშაკმა დაურეკა და აცნობა, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა მას 12000$ ჩეკი -
გადაუხდელობის შედეგად დაგროვებული მთელი თანხა გამოუგზავნა. პამელა
ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ფრინავდა - ხუმრობა ხომ არაა, მედიტაციის შემდეგ
22000$ მიღება! ამასთან, ფიზიკურად არაფერი გაუკეთებია და არც წარმოდგენა
შეეძლო, როგორ იპოვიდა ფული მას, და რაოდენ მადლობელი დარჩა, რომ ეს მაინც
მოხდა!

პამელას ისტორია ამტკიცებს, რა ძალას გვანიჭებს ნეგატივისგან განთავისუფლება.


ვიდრე ჩვეული აზრობრივი განწყობების, აღქმების და ქცევის მოდელების
აყროლებულ ჭაობში ვფართხალებთ, ძველი პრობლემების გადაწყვეტა არ ძალგვიძს.
ეს პრობლემები (არსით - განცდები) კი კოლოსალურ ემოციურ მუხტს ფლობენ.
მათზე უარის თქმით უზარმაზარ ენერგიას ვათავისუფლებთ, და შედეგად
სინამდვილე ჯადოსნურად იცვლება.

წარსულიდან გამოსვლით, გზას მომავლისკენ ვიკვალავთ

დაფიქრდით, რამდენი ენერგია თვლემს თქვენში წარსულის ადამიანებთან და


მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის, კრიტიკულობის, შიშის ან სევდის
სახით. წარმოიდგინეთ, დესტრუქციული ენერგიის პროდუქტიულად გარდაქმნით
რამდენი სიკეთის გაკეთებას შევძლებდით, და თვითგადარჩენაზე (ეგოისტური
ემოციები) უარის თქმით და პოზიტიური განზრახვების (გულისხმიერება)
რეალიზაციაზე გადასვლით რა სიმაღლეებს მივაღწევდით!

საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ნუთუ თავად ვაჩერებ ჩემში ნეგატიურ ენერგიას,


რომელიც ჩემს ძველ იდენტობას ინარჩუნებს და გარემოებებთან ემოციურად
მაკავშირებს? ნუთუ შემიძლია თვითშემზღუდველი ემოციების ამაღლებულ
ემოციებად ტრანსფორმირება და ამ ენერგიის ახალი რეალობის შექმნისკენ
მიმართვა?“

მედიტაცია ფენაფენად დალექილი ნეგატიური ემოციებისგან გაწმენდაში და ჩვეული


ნიღბების ჩამოხსნაში დაგეხმარებათ - სწორედ ეს არ აძლევდა უნივერსალურ
ენერგიას თქვენს სხეულში თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. გარეგანი
დანაშრევებისგან განთავისუფლების შემდეგ გამჭვირვალობას მიაღწევთ.
გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ სამყაროს თქვენს ჭეშმარიტ არსს წარუდგენთ. ასეთ
მდგომარეობაში სიხარულით და მადლიერებით აღივსებით - ჩემი აზრით, სწორედ
ესაა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. სწორედ ამ დროს დაიწყებთ წარსულიდან
გამოსვლას და მომავლისკენ ბილიკის გაკვალვას.

უნივერსალური ენერგიის ნაკადისთვის გზის მიცემით თავად ემსგავსებით ამ


სუბსტანციას. თქვენ ნებისყოფა გივითარდებათ, მოსიყვარულე და გამგები ხდებით,
მეტის გასაცემად ხართ მზად, - ახლა ხომ თქვენში სამყაროს გონი ლაპარაკობს.
უფსკრული აღმოფხვრილია.

ამ ეტაპზე თქვენ მთლიანობას და ბედნიერებას გრძნობთ. საკუთარ თავს გარე


სამყაროს მეშვეობით აღარ განსაზღვრავთ. არც ერთ მოვლენას და არც ერთ ადამიანს
ასეთი შეგრძნების ჩუქება არ შეუძლია. სიხარული და შთაგონება ხომ შიგნიდან
მოედინება - თქვენი ჭეშმარიტი თვითშეგრძნებიდან.

გაჭირვებული და დაუკმაყოფილებელი მდგომარეობა წარსულში დარჩა. და იცით,


ყველაზე სასაცილო რა არის? სწორედ ახლა, როდესაც აღარაფერი გჭირდებათ და
ყველაფრით კმაყოფილი ხართ, თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სიკეთეები იწყებს
ხორცშესხმას. ბევრი ადამიანის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ისინი გაჭირვების,
მარტოობის და საკუთარი არარაობის თვითშემზღუდველ მდგომარეობაში
ცდილობენ იყვნენ შემოქმედნი, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი შემოქმედება მხოლოდ
მადლიერების, მთლიანობის და შთაგონებულ მდგომარეობაშია შესაძლებელი.
სწორედ ასეთ დროს პასუხობს კვანტური ველი თქვენს ძალისხმევას
კეთილგანწყობით.

უფსკრულის აღმოფხვრისკენ პირველი ნაბიჯი კი - მისი გაცნობიერებაა. ჩვენ


ნეგატიურ ემოციებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებმაც უფსკრული შექმნეს და ჩვენს
პიროვნებას დაეპატრონენ. წარსულის ჭაობიდან რომ ამოვიდეთ, ყურადღებით უნდა
დავაკვირდეთ საკუთარ თავს და პატიოსნად შევაფასოთ (ამასთან ერთად,
თვითგვემას არ მივეცეთ). იმოქმედეთ ფორმულით „დავინახე - გავიაზრე - გავუშვი“.
სხეულის ჩვევებისგან განთავისუფლებით და მათი კვანტური ველისთვის
გადაბარებით საკუთარ თავს შემოქმედებისთვის აუცილებელი ენერგიით
მოამარაგებთ.

რეკლამის გავლენა

სარეკლამო სააგენტოებმა და მათმა კლიენტებმა - მსხვილმა კორპორაციებმა -


მშვენივრად იციან, რა როლს თამაშობს ჩვენს ქცევაში შინაგანი
დაუკმაყოფილებლობა. ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათი დახმარებით
ჩვენს შინაგან სიცარიელეს შევავსებთ. ამისთვის მხოლოდ მათი საქონელის ყიდვაა
საკმარისი.
რეკლამის გამავრცელებლები შემთხვევით არ ქირაობენ ცნობილ სახეებს. ეს
ეშმაკური სვლა იქითკენაა მიმართული, რომ მომხმარებელმა ქვეცნობიერად მიიღოს
„ვარსკვლავი“ თავის ახალ იდეალურ პიროვნებად. არ გიყვარს საკუთარი თავი?
იყიდე ეს! ვერ ჯდები სოციუმში? იყიდე ის! მარტო ხარ? რამე არ გყოფნის? სევდამ
შეგიპყრო? ჩვენი მიკროტალღური ღუმელი (ტელევიზორი, ავტომობილი,
მობილური ტელეფონი... და რაც გნებავთ!) - სწორედ ისაა, რაც შენ ახლა გჭირდება.
შენი თვითშეფასება უმალ ამაღლდება, ნებისმიერ კომპანიაში მიგიღებენ, ხოლო
კარიესის წარმოქმნის რისკი 40%-ით შემცირდება! ჩვენ ყველანი მგრძნობიარეები
ვართ დაუკმაყოფილებლობის გრძნობით მანიპულირებისას.

ჩემი ტრანსფორმაციის ისტორია, რომელიც შესაძლოა თქვენთვისაც შთამაგონებელი


აღმოჩნდეს

ეს თავი დაიწყო ისტორიით, ერთ მშვენიერ დილას დივანზე მჯდომმა როგორ


გავაცნობიერე, რომ ჩემს ჭეშმარიტ არსსა და იმ გამოსახულებას შორის, რომელსაც
სამყაროში ვაპროეცირებდი, მოზრდილი უფსკრული არსებობდა. ახლა კი ამ
ისტორიის დასასრულს გაიგებთ.

იმხანად კარიერის მწვერვალზე ვიყავი. ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობდი,


ლექციებით გამოვდიოდი ადამიანების წინაშე, რომელთა უმეტესობას ნანახი ვყავდი
ფილმში „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და სამყაროს შესახებ“. გამოსვლისას
ვგრძნობდი, რომ სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ და გარშემომყოფები ბედნიერ
ადამიანად მთვლიან. მაგრამ უეცრად თითქოს მეხი დამეცა. უცებ გავაცნობიერე, რომ
მათი მოლოდინის შესატყვისი უნდა ვყოფილიყავი, ანუ ისეთი, როგორადაც აღმიქვეს
ფილმის ნახვის შემდეგ. მე აღარ მესმოდა, ვინ ვარ, მუდმივად გარე სამყაროდან
შეხსენებას ვსაჭიროებდი. ფაქტობრივად ორმაგ ცხოვრებას ვეწეოდი, და ამ
ხაფანგიდან თავის დახსნა მოვისურვე.

ვიჯექი მარტო, საკუთარ გულისცემას ვგრძნობდი, და უცებ დავფიქრდი იმ ძალაზე,


რომელიც გულს ძგერას აიძულებს. იმ მომენტში მივხვდი, რამდენად დავშორდი
თავდაპირველ გონს. თვალები დავხუჭე და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანე.
ვაცნობიერებდი, ვინ ვარ და რას ვუმალავ საკუთარ თავს. ჩემი უკეთური
მდგომარეობის მთელი სიღრმე გავიაზრე. და ჩემი პიროვნების ზოგიერთი ნაწილის
უმაღლესი გონისთვის გადაბარება დავიწყე.

შემდეგ საკუთარ თავს შევახსენე, როგორი არ მინდა ვიყო. გადავწყვიტე, რომ აღარ
ჩავებღაუჭები ჩვეულ ნიღაბს. შემდეგ ჩემი ძველი იდენტობის განმამტკიცებელი
ქვეცნობიერი ქცევითი პროგრამები, აზრები და ემოციები გავაანალიზე. იქამდე
ვაკვირდებოდი, ვიდრე უმცირეს დეტალებში არ შევისწავლე ისინი.
შემდეგ ჩავფიქრდი, მაინც როგორი მინდა, რომ ვიყო... და ვფიქრობდი, ვიდრე
სინამდვილეში ისეთი არ გავხდი. უეცრად სიხარულის მოზღვავება ვიგრძენი,
ყოველგვარი გარეგანი მიზეზის გარეშე! არა, სიხარულის განცდა ჩემს შიგნით
ბუდობდა და გარე სამყაროზე არ იყო დამოკიდებული. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ
რაღაც ძალზე მნიშვნელოვანს მივაგენი.

მედიტაციამ მყისიერი ეფექტი გამოიღო: დივანიდან უკვე სხვა ადამიანი ავდექი. ჩემი
ცნობიერება უაღრესად გაიზარდა, თავს ჭეშმარიტად ცოცხლად აღვიქვამდი. ბევრი
აქამდე ჩემთვის უცნობი ნიუანსი შევნიშნე. ერთი ნიღაბი მოვიცილე, და ახლა
მსურდა ერთმანეთის მიყოლებით ყველა ჩამომეგლიჯა.

გადავწყვიტე, ნახევარი წლით საქმეებს ჩამოვცილებოდი. რამდენიმე კლიენტი


დავიტოვე, მაგრამ ლექციებზე მთლიანად უარი ვთქვი. მეგობრებმა იფიქრეს, რომ
გავგიჟდი (ასეც იყო) - იმხანად ფილმი „კურდღლის სორო, ან რა ვიცით ჩვენს და
სამყაროს შესახებ“ პოპულარობის პიკზე იყო, და ისინი გაუთავებლად
მიმეორებდნენ, რომ დიდ ფულს ვკარგავდი. მე კი მტკიცედ განვაცხადე, რომ მანამ არ
ავალ ტრიბუნაზე, სანამ სამყაროს მიერ თავსმოხვეული იდეალისკენ სწრაფვას არ
შევეშვები და საკუთარი გაგებით იდეალური არ გავხდები. ვიდრე თავად არ
გავხდები ცოცხალი მაგალითი იმისა, რასაც ვამბობ - არავითარი ლექციები! მე
მედიტაციებისთვის და თვითშეცვლის სერიოზული მუშაობისთვის უნდა მიმეძღვნა
დრო. მსურდა სიხარულის წყარო გარე სამყაროდან საკუთარ თავში დამებრუნებინა.
მსურდა, ეს შინაგანი სიხარული ჩემს ლექციებზე გამომესხივებინა.

ტრანსფორმაცია ერთ საათში არ მოხდა. მედიტაციებს ყოველდღიურად


ვასრულებდი, არასასურველ ემოციებს ვაანალიზებდი და რიგრიგობით
ვთავისუფლდებოდი მათგან. ძველი პროგრამებისგან გადასაჩვევად და მათი
ახლებით შესაცვლელად რამდენიმე თვე დამჭირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში
შეგნებულად ვანგრევდი ჩემს ძველ პიროვნებას და საკუთარი თავისგან გადაჩვევას
ვესწრაფვოდი.

სწორედ მაშინ ვისწავლე ყოველგვარი ხილული მიზეზების გარეშე სიხარულის


განცდა. ჩემი ბედნიერება სულ უფრო სრული ხდებოდა, და ამ შემთხვევაში მას
არაფერი ჰქონდა საერთო გარე სამყაროსთან. მას შემდეგ ყოველ დილას დროს
ვუთმობ მედიტაციას, რადგან მსურს ყოფიერების ამ მდგომარეობის გაღრმავება და
გაფართოვება.

***

რა მიზეზითაც არ უნდა მიგემართათ ამ წიგნისთვის, იმისთვის, რომ სინამდვილეში


რაღაც შეცვალოთ, ცნობიერების ახალ საფეხურზე უნდა გადახვიდეთ.
დაწვრილებით უნდა შეისწავლოთ თქვენი პიროვნება: ჩვეული ქცევები, აზრები და
გრძნობები, ცხოვრების წესი და ყოფიერების მდგომარეობა. დააკვირდით თქვენს
თავს, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ მეტად აღარ გსურთ ამ პიროვნებასთან რამე საერთო
გქონდეთ... და, მეტიც, სინამდვილეში არც გაქვთ. ამ შეგრძნებამ თხემით ტერფამდე
უნდა მოგიცვათ.

ახლა მედიტაციის ტექნიკას გაგიზიარებთ, რომელმაც ოდესღაც თავად მე შემცვალა.


განსაკუთრებულად ძნელს ნურაფერს ელით - თითქმის დარწმუნებული ვარ, რაღაც
მსგავსი უკვე გაკეთებული გექნებათ. მე მხოლოდ მედიტაციის თეორიის საფუძველს
გაგაცნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ თვითშეცვლის პროცესი უნარის დონემდე
მიიყვანოთ. ამრიგად...

თავი მერვე - მედიტაცია მისტიკის გარეშე: მომავლის ტალღები

თავი მერვე - მედიტაცია მისტიკის გარეშე: მომავლის ტალღები

წინა თავში ჩვენს ჭეშმარიტ არსსა და ჩვენს მიერ გარე სამყაროში პროეცირებულ
გამოსახულებას შორის არსებულ უფსკრულზე ხიდის გადების აუცილებლობის
შესახებ მოგიყევით. როდესაც ხიდს გავდებთ, გზის გაგრძელებას შევძლებთ -
იდეალური მე-ს შექმნისთვის აუცილებელი ენერგიის გამოთავისუფლებისკენ,
ისტორიის უდიდესი ადამიანების - მაჰათმა განდის და ჟანა დ’არკის მსგავსად.
როგორც უკვე გითხარით, საკუთარი თავისგან გადაჩვევის გზა - მეტაშემეცნების
განვითარება (საკუთარ აზრებზე დაკვირვების უნარი) და თვითცნობიერებაა
(გონების სიმშვიდის მიღწევის და ტიპიური ემოციური რეაქციების და ქცევის
მოდელების გამომწვევი გარე გამღიზიანებლების გამოვლენის უნარი). მაგრამ ჩნდება
კითხვა: როგორ მოვახერხოთ ეს?

სხვაგვარად, როგორ განვავითაროთ ჩვენში დაკვირვების, სხეულთან,


გარესამყაროსთან და დროსთან ემოციური კავშირების გაწყვეტის უნარები და
აღმოვფხვრათ უფსკრული?
პასუხი მარტივია: მედიტაციის დახმარებით. შეამჩნევდით, რომ გამუდმებით
ვახსენებდი მედიტაციას, როგორც საკუთარი თავისგან გადაჩვევის და ახალი
ცხოვრების და ახალი პიროვნების შექმნის გზას. უკვე გითხარით, რომ I და II
ნაწილების დანიშნულება III ნაწილში გადმოცემული მედიტაციის ტექნიკისთვის
თქვენი მომზადებაა - იმგვარად, რომ გესმოდეთ, რას და რატომ გააკეთებთ. ახლა კი
დროა, იმ პროცესის მექანიკა აგიხსნათ, რომელსაც მედიტაციას ვუწოდებ.

სიტყვა მედიტაციის გაგონებისას ალბათ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც სახლში


მოწყობილ სამლოცველოში ფეხმორთხმული ზის; ან შესაძლოა მანტიაში გახვეული
წვეროსანი იოგი წარმოიდგინოთ, რომელიც სადღაც ჰიმალაის მთებში
გამოქვაბულში განმარტოებულა... სურათი, რომელსაც ხედავთ, სიმშვიდეზე, გონების
დაცლაზე, ერთადერთ აზრზე ცნობიერების კონცენტრირებაზე და მედიტაციური
პრაქტიკის სხვა ნაირსახეობაზე თქვენს წარმოდგენებს ასახავს.

მედიტაციის ტექნიკის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ ჩემი ამოცანაა - ჩვენი


მთავარი მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ: ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში
შეაღწიოთ და არა უბრალოდ იყოთ ის, ვინც ხართ, არამედ აზრებს, ემოციებს,
წარმოდგენებს და ქცევებს დააკვირდეთ და ტვინში და სხეულში ახალი, უფრო
ეფექტიანი პროგრამები ჩატვირთოთ. წინათ გაუცნობიერებელ პროგრამებზე
ცნობიერი კონტროლის მიღების შემდეგ თქვენ ძველი პიროვნების ჯაჭვებს გაწყვეტთ
და ახალი ადამიანი გახდებით. წიგნის დარჩენილი ნაწილი სწორედ ჩვენს
ოპერაციულ სისტემაში შეღწევას და არაცნობიერი პროგრამების ცნობიერ სფეროში
გამოტანას ეძღვნება.

მედიტაცია როგორც საკუთარი თავის შეცნობა

ტიბეტურ ენაში სიტყვა მედიტაცია შემეცნებას ნიშნავს. შესაბამისად, ამ ტერმინს


სინონიმად გამოვიყენებ ცნებებისთვის თვითდაკვირვება და თვითგანვითარება.
ბოლოს და ბოლოს, ახალი მოვლენა რომ შევიმეცნოთ, მას უნდა დავაკვირდეთ.
გავიმეორებ: ცვლილებების გზა - წმინდა ყოფიერებიდან ყოფიერებაზე
დაკვირვებაზე გადასვლაა.

შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ: მოქმედებებიდან საკუთარ მოქმედებებზე


დაკვირვებაზე უნდა გადავიდეთ.

სპორტსმენები და მსახიობები ყოველთვის ამ ხერხით სარგებლობენ. ტექნიკის


შესაცვლელად ისინი საკუთარ თავს ჩანაწერებში აკვირდებიან. ერთი ტექნიკის
მეორეთი შესაცვლელად აუცილებელია მათ გვერდიდან შევხედოთ.

იგივე ეხება ჩვენს ძველ და ახალ პიროვნებას. როგორ მოვიცილოთ გარკვეული


ქცევის მოდელი, თუ ისიც არ ვიცით, რაში მდგომარეობს ის? ცვლილებების ამ ეტაპს
ხშირად გადაჩვევას ვუწოდებ. თვითშემეცნების პროცესი ორივე მიმართულებით
უნდა მიმდინარეობდეს: უნდა დავაკვირდეთ როგორც ძველ, ასევე ახალ მე-ს. ძალზე
ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ გონებას არ დაემალოს არც ერთი აზრი, არც ერთი
ემოცია, არც ერთი ქცევის მოდელი. ტვინის განვითარებული შუბლის წილის
მეშვეობით ყველას შეუძლია საკუთარ თავში ჩაიხედოს და შეცვალოს ის, რაც
სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

ვიღებთ გადაწყვეტილებას აღარ ვიყოთ ის, ვინც ვართ

ცვლილებების გზაზე პირველი ნაბიჯი - ცნობიერ სფეროში ქვეცნობიერი


პროგრამების ამოტანაა, რომლებიც ჩვეულ მე-ს მართავენ.
როგორ იქცევით, როდესაც სერიოზულად გადაწყვეტთ შეცვალოთ მოქმედებათა
ადრინდელი სახე? სავარაუდოდ, გარკვეული დროით გარე სამყაროს მოსწყდებით,
რათა მოიფიქროთ, რა აკეთოთ და რა არ აკეთოთ. ახლაც, თქვენ უნდა გააანალიზოთ
წარსული მე-ს სხვადასხვა მხარეები და ახალი პიროვნების განვითარების გეგმა
შეადგინოთ.

მაგალითად, თუ თქვენი მიზანია გახდეთ ბედნიერი, პირველ რიგში აღარ უნდა


იყოთ უბედური. უარი უნდა თქვათ აზრებზე, რომლებიც ტკივილს გაყენებენ, და
შეწყვიტოთ ტანჯვა, დარდი და ნაღველი (შეცვალოთ გრძნობები). თუ სიმდიდრესკენ
მიილტვით, მოგიწევთ თავი შეიკავოთ ქმედებებისგან, რომლებიც ფულს
გაკარგვინებენ. ვინც ჯანმრთელობაზე ოცნებობს, არაჯანსაღი ცხოვრება უნდა
შეწყვიტოს. აქედან ჩანს, რომ პირველ რიგში ძველ იდენტობაზე უნდა ვთქვათ უარი.
თქვენმა მტკიცე გადაწყვეტილებამ სივრცე უნდა შექმნას ახალი პიროვნებისთვის
აზრების, ემოციების და ქმედებების მთელ კომპლექტთან ერთად.

აზრებსა და გრძნობებზე სრულად კონცენტრირებას შევძლებთ, თუ სენსორული


ინფორმაციის მოზღვავებისგან თავის ასარიდებლად და დროის მდინარების
დასავიწყებლად თვალდახუჭული გაუნძრევლად დავჯდებით. და თუ გონებისა და
სხეულის წინათ გაუცნობიერებელი მდგომარეობის შეცნობას და ჩვენი ავტომატური
პროგრამების ცნობიერ სფეროში ამოტანას დავიწყებთ, შეიძლება ამ პროცესს
მედიტაცია ვუწოდოთ?

დიახ, ასეა. სწორედ საკუთარი თავის შემეცნებაა მედიტაცია.

იმ მომენტში კი, როდესაც ჩვენი ადრინდელი პიროვნების ავტომატურ პროგრამებს


ვაანალიზეთ, ვწყვეტთ ამ პიროვნებად ყოფნას. არგაცნობიერებულის ცნობიერის
სფეროში გადმოტანის პროცესი სუბიექტური გონების ობიექტივაციას წარმოადგენს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ადრინდელ პიროვნებაზე გაცნობიერებულად
კონცენტრირებით ჩვენ ვეთიშებით მის ქვეცნობიერ პროგრამებს და მათზე
კონტროლს ვიძენთ.

ამასთანავე, თუ თქვენ ყოფიერების ჩვეული მდგომარეობებიდან საკუთარი თავის


შეგნებულად გამოყვანას მოახერხებთ, „ჰების შებრუნებული კანონი“ ამოქმედდება:
„ნერვული უჯრედები, რომლებიც ერთად აღარ აქტიურდებიან, ერთმანეთს
ეთიშებიან“. ადრინდელი მე-ს ნეირონული სტრუქტურის დაშლით, ბევრ სხვასთან
ერთად, გენებზე ზემოქმედებასაც შევცვლით. საკუთარი თავისგან გადაჩვევის არსი
სწორედ ამაში მდგომარეობს.

ვამუშავებთ საკუთარი თავის ახალ, გაუმჯობესებულ ვერსიას


კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ. ამრიგად, ადრინდელი პიროვნება იმდენად
დეტალურად შევისწავლეთ, რომ ახლა ვერც ერთი აზრი, ქმედება თუ ემოცია ვერ
გვაიძულებს, არაცნობიერად გადავუხვიოთ ჩვეულ ბილიკზე. ვფიქრობ,
დამეთანხმებით, უკვე დროა, ახალი პიროვნება გავიცნოთ. ამისთვის კითხვა უნდა
დავსვათ: „რას წარმოადგენს ჩემი საკუთარი თავის უფრო სრულყოფილი ვერსია?“

ახალი პიროვნების ანალიზის პროცესში შუბლის წილის გააქტიურება ტვინის ჩვეულ


მუშაობას ცვლის. დასმულ საკითხზე ფიქრისას, შუბლის წილი (ჩვენი
მთავარსარდალი) ტვინის სხვა სტრუქტურებს იკვლევს და მათში შენახულ ცოდნას
და შთაბეჭდილებებს აზროვნების ახალ მოდელში აერთიანებს. სასურველი
მომავალის შინაგანი რეპრეზენტაცია ამგვარად იქმნება და ყურადღების ფოკუსსაც
სწორედ მისკენ მიმართავთ.

ახალი პიროვნების ანალიზის პროცესში ახალი ნეირონული ქსელები წარმოიქმნება.


ახალ საკითხზე ფიქრით ნერვული უჯრედების გააქტიურების სქემას ცვლით.
ტვინის მუშაობაში ნებისმიერ ცვლილება კი გონების შეცვლას იწვევს. გეგმების
დაწყობით, ახალი, არასტანდარტული შეაძლებლობების კვლევით, და ცნობიერების
და სხეულის ახალ მდგომარეობებზე ოცნებით თქვენ შუბლის წილს ააქტიურებთ,
რომელიც ტვინის მგრძნობელობას დიდი სამეულის სიგნალების მიმართ მკვეთრად
შეამცირებს. სწორედ ამ მომენტში აზრი რეალურ იერს იძენს; ნეირონული
სტრუქტურა რეორგანიზდება, თითქოს უკვე იყავით ის ახალი პიროვნება. პროცესის
ყოველდღიური გამეორებით თქვენ იდეალთან შეჩვევას დაიწყებთ.

აქ კიდევ ერთი ნიუანსია. თუ ფიქრებში იმდენად ჩაიძირებით, რომ მათ, როგორც


რეალური მოვლენების, აღქმას დაიწყებთ, შედეგად ემოცია გაჩნდება. ეს კი ნიშნავს,
რომ უკვე იმსჭვალებით თქვენი იდეალის გრძნობებით. დროთა განმავლობაში
„იდეალური“ შეგრძნება ჩვევაში გადავა. მოვლენათა რეალურობაში სხეულის
დარწმუნებით გენებს ახალ სიგნალებს აწვდით, და სხეული უკვე ახლა იწყებს
შეცვლას - მოვლენის განხორციელებამდე. თქვენ დროს უსწრებთ და რაც მთავარია,
ყოფიერების ახალ მდგომარეობაში გადადიხართ. გონება და სხეული ერთობლივად
მოქმედებენ. თუ ამ პროცესს საკმაოდ ხშირად გავიმეორებთ, ყოფიერების სასურველი
მდგომარეობა ასევე ჩვევაში გადავა.

დროის, გარე ფაქტორების და სხეულის მოთხოვნილებების მიუხედავად, თუ


ყოფიერების შეცვლილი მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებთ, თქვენს სამყაროში
აუცილებლად გამოჩნდება რაღაც არაჩვეულებრივი. ამგვარად მოქმედებს კვანტური
კანონი.
შევაჯამოთ შუალედურად. მედიტაციის ჩვენი სამუშაო მოდელის თანახმად, თქვენ
მოგეთხოვებათ საგულდაგულოდ შეისწავლოთ აზრები, ემოციები და ქმედებები,
რომლებიც იმ მე-ს ახასიათებს, რომლისგან გადაჩვევაც გსურთ, რაც არასაჭირო
ნეირონული კვანძების დეაქტივაციას გამოიწვევს და გენებზე ზემოქმედებას
შეცვლის. შემდეგ ყოფიერების სასურველ მდგომარეობაში რეგულარულად უნდა
ჩაიძიროთ და ახალი ნეირონული სტრუქტურა შექმნათ. გონების ახალი საფეხური
სხეულსაც მიიზიდავს და სულ მალე თავს სრული სისავსით ახალ ადამიანად
იგრძნობთ. თქვენ საკუთარი თავის შეცვლა შეძელით.

მედიტაცია, როგორც პიროვნების კულტივაცია

მედიტაციის ტიბეტური განსაზღვრება ერთადერთი არაა. სანსკრიტზე მედიტაცია


პიროვნების კულტივაციას ნიშნავს. ეს განსაზღვრება მისი მეტაფორულობის გამო
ძალზე მომწონს - უმალ მებაღეობასა და მიწადმოქმედებასთან ასოციაციას მიჩენს.
ნიადაგის დამუშავებისას, ჩვენ მას ბარით ვთოხნით და სასუქით ვანოყიერებთ, რათა
თესლი დროულად აღმოცენდეს. ხანდახან წინა სეზონიდან შემორჩენილ მცენარეებს
ვაშორებთ, სარეველებისგან და ნიადაგის ქვედა ფენებიდან ამოსული ქვებისგან
მიწის ზედაპირს ვასუფთავებთ.

წინა სეზონიდან შემორჩენილი მცენარეები წინანდელი პიროვნების


დამახასიათებელი აზრების, ქმედებების და გრძნობების შედეგების სიმბოლოს
წარმოადგენს. სარეველები მოძველებულ ქვეცნობიერ განწყობებს და შეხედულებებს
შეიძლება შევადაროთ, რომლებიც თქვენს ცნობიერ ძალისხმევას აქარწყლებენ. მათ
კი იმიტომ ვერ ამჩნევდით, რომ ბევრი სხვა საზრუნავი გქონდათ. ქვები კი -
ბლოკების და შეზღუდვების დანალექია (რომლებიც დროთა განმავლობაში
ბუნებრივი გზით ზედაპირზე ამოდიან და ზრდას ხელს უშლიან). ახალი გონების
ბაღის გასაშენებლად ჯერ ადგილი უნდა გავწმინდოთ, ანუ ყველა ეს დაბრკოლება
უნდა აღმოვფხვრათ. რადგან, თუ მიწას არ დავამუშავებთ, უხვ მოსავალს ვერ
ვეღირსებით.

აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა: საქმის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება.


რადგან საუბარია არა გარეულ მცენარეებზე, რომლებიც თავიანთ თესლს უწესრიგოდ
ფანტავენ მიწაზე და შედეგად მხოლოდ მცირე ნაწილი გაიზრდება. არა, კულტივაცია
გააზრებული მოქმედებების თანმიმდევრობას ნიშნავს. უნდა ვიცოდეთ, როდის
დავბაროთ, როდის და რა დავრგოთ, როგორ მოვრწყათ და გავანოყიეროთ
აღმონაცენი. ამას გარდა, აუცილებელია ვიცოდეთ, დარგული მცენარეები ერთმანეთს
როგორ მოერგება. დაგეგმვა და მომზადება - მთელი ამ საქმიანობის წარმატების
უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმებია. ამისთვის კი მას ყოველდღიურად დიდი
ყურადღება უნდა დავუთმოთ.

ანალოგიურად, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც საკუთარ თავში


რომელიმე ინტერესის კულტივაციას ახორციელებს, ვგულისხმობთ, რომ ის
სერიოზულად სწავლობს მისთვის საინტერესო თემას. ამას გარდა, კულტურულს იმ
ადამიანს უწოდებენ, რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული ინტერესები და
მისთვის მნიშვნელოვან სფეროებში ფართო ცოდნა და გამოცდილება აქვს
დაგროვებული. დაუკვირდით: ორივე შემთხვევაში საუბარია დაგეგმილ
მოქმედებებზე. რასაც არ უნდა ვზრდიდეთ, რისკენაც არ უნდა ვისწრაფვოდეთ,
პროცესი უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენ თვითშეცვლას ბედის ანაბარა ვერ მივატოვებთ.

ახალი ცნობიერების შექმნა ბაღის გაშენების მსგავსია. ოღონოდაც თქვენი გონების


ბაღნარში მოსავალი - სანუკვარი ოცნებების განხორციელება - ახალი რეალობა -
იქნება.

მედიტაციის მეშვეობით პიროვნების შეცვლა: ვაცნობიერებთ წინათ


გაუცნობიერებელს

ამრიგად, მედიტაციის პროცესში თქვენ გელით:

• საკუთარი თავისგან გადაჩვევა და ახალი პიროვნების ფორმირება;


• გონების დაკარგვა და მისი ხელახლა შექმნა;
• არასაჭირო ნეირონული კვანძების დაშლა და ახლების გააქტიურება;
• ძველი ემოციების დავიწყება და სხეულის ცნობიერების ახალ დონეზე მომართვა;
• წარსულის გაშვება და ახალი მომავლის შექმნა.

ახლა კი ამ პროცესის ზოგიერთ ელემენტზე შევჩერდეთ.

თქვენს ცნობიერებას არც ერთი არასასურველი აზრი და ემოცია რომ არ გამოეპაროს,


დაკვირვების და ყურადღების ფოკუსირების უნარების დახვეწა მოგიწევთ.
ყურადღების ფიქსირების და ახალი ინფორმაციის აღქმის ჩვენი უნარები
შეზღუდულია, თუმცა მედიტაციის პროცესში გაცილებით მგრძნობიარეები
ვხდებით.

ცვლილებათა ბიოლოგიური მოდელი


ნახ. 8A. ცვლილებათა ბიოლოგიური მოდელი ჩვეული წარსულის ახალ მომავალში
ტრანსფორმაციას მოიცავს.

არასასურველ ემოციებზე მუშაობა რიგრიგობით ჯობია. აირჩიეთ ერთი


მდგომარეობა, რომლისგანაც გადაჩვევა გსურთ, და მთელი ყურადღება მასზე
დააფიქსირეთ. დასაწყისისთვის, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: „რის შესახებ
ვფიქრობ ჩვეულებრივ, როდესაც განრისხებული ვარ? რას ვეუბნები ადამიანებს და
საკუთარ თავს? რას ვაკეთებ? მრისხანების გავლენით კიდევ რომელი ემოციები
მეუფლება? როგორ შეიგრძნობს სხეული მრისხანებას? რომელი გარე
გამღიზიანებლები მაიძულებს ჩვეულებრივ განრისხებას? როგორ შეიძლება
შევცვალო ჩვეული რეაქცია?“

შეცვლის პროცესი ორი ეტაპისგან შედგება: დავიწყება და დასწავლა. პირველ ეტაპზე


ძველი ნეირონული კვანძები იშლება, მეორეზე - ახლები წარმოიქმნება. როდესაც
აზრების სახეობას ვცვლით, ჩვეული ქმედებებისგან თავს ვიკავებთ და ემოციური
დამოკიდებულებისგან ვთავისუფლდებით, ძველი მე ნეირონულ დონეზე იშლება.

და რადგანაც ყოველი ნეირონული კვანძის უკან კონკრეტული მოგონება დგას, მათი


დაშლისას ძველი მე-ს ყველა მოგონება ქრება. როდესაც წარსულზე და ძველ
პიროვნებაზე ჩაფიქრდებით, მოგეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი თქვენ არ
შეგემთხვათ. მაგრამ, სად წავიდნენ მოგონებები? ისინი სულში სიბრძნედ
დაილექებიან.
როდესაც ცნობიერად ამბობთ უარს ჩვეულ აზრებზე და გრძნობებზე, თქვენ კვანტურ
ველში ათავისუფლებთ ენერგიას, რომელიც ადრე თვითშემზღუდველი ემოციების
სახით სხეულში იყო დაბლოკილი. ახლა კი მთელი ეს ენერგია ახალი ბედის შექმნას
მოხმარდება.

მედიტაციის დახმარებით საკუთარი თავის შეცვლით, ანუ ცნობიერების საფეხურის


ამაღლებით, ყოფიერების არასასურველი მდგომარეობების აღმოფხვრით და ახლების
კულტივირებით, ფაქტობრივად იმავეს ვაკეთებთ, რასაც საუკუნეების განმავლობაში
მისტიკოსები აკეთებდნენ.

ეს უცნაურად მოგეჩვენებათ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი მიმართება


ცვლილებებთან წმინდად ბიოლოგიას ეფუძნება. სინამდვილეში, მისტიკოსებიც
ამგვარად ფიქრობდნენ. ისინი პროცესს სხვა ტერმინებით აღწერდნენ. მიზანი კი
იგივე ჰქონდათ - სხეულის, გარე სამყაროს და დროის დამოკიდებულებისგან
განთავისუფლება. ამ ჯაჭვების გაწყვეტის გარეშე ცვლილებებზე ლაპარაკიც არ
შეიძლება. განთავისუფლება კი მაშინ მოხდება, როდესაც აზრებში დიდ სამეულს
დავჯაბნით და ის საშუალებას მოგვცემს, ყოველდღიურ აზრებზე და გრძნობებზე
კონტროლი კვლავ დავიბრუნოთ.

ჩვენს ცხოვრებას ძალზე დიდი ხნის განმავლობაში არაცნობიერი პროგრამები


მართავდნენ. მედიტაცია საშუალებას გვაძლევს, კონტროლი საკუთარ ხელში
ავიღოთ.

ყველაფერი გაცნობიერებით იწყება: აუცილებლად უნდა გავიგოთ, როდის


ჩავვარდით ავტომატური რეაქციების მონურ დამოკიდებულებაში. ცნობიერების
სფეროში მანამდე გაუცნობიერებელის გამოტანით, იმას, რასაც წარმოვადგენთ და
იმას, ვინც ვართ სინამდვილეში, შორის უფსკრულს აღმოვფხვრით.

მომავლის ტალღები

რამდენადაც ცოდნა შეგრძნებას წინ უსწრებს, მედიტაციის დროს ტვინში მიმდინარე


პროცესების შესახებ ინფორმაცია მედიტაციის ტექნიკის (რომელსაც III ნაწილში
გაეცნობით) ათვისებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, იცით, რომ ტვინს
ელექტროქიმიური აქტივობა გააჩნია. გააქტიურების მომენტში ნეირონები
დამუხტულ ნაწილაკებს ცვლიან, რის შედეგადაც ელექტრომაგნიტური ველი
წარმოიქმნება. ტვინის ელექტროაქტიურობის გაზომვა საშუალებას გვაძლევს
გავიგოთ, რა ხდება ტვინში, როდესაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ცოდნას ვიძენთ,
ვოცნებობთ და ვქმნით. ამას გარდა, შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გადაამუშავებს
ტვინი ინფორმაციას. ტვინის ელექტრული აქტიურობის რეგისტრაციისთვის
მეცნიერები ელექტროენცეფალოგრაფიის (ეეგ) მეთოდს იყენებენ.
კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანის ტვინის ელექტრომაგნიტური აქტივობის
სიხშირის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. დიაპაზონის ქვედა საზღვარზე დელტა-
ტალღები არიან, რომლებიც ტვინის ღრმა ძილის დროს აქტივობის შედეგია. ტეტა-
ტალღები ძილისა და მღვიძარების ზღვარზე მდგომარეობას შეესაბამება, ალფა-
ტალღები შემოქმედებითი აქტიურობისას დომინირებენ, ხოლო ბეტა-ტალღები
ცნობიერების ყოველდღიური მდგომარეობისას ფიქსირდებიან. ყველაზე მაღალი
სიხშირით გამა-ტალღები გამოირჩევიან, რომლებიც გონების ამაღლებულ,
„გასხივოსნებულ“ მდგომარეობაში შეიმჩნევა (Laibow Rima. Medical Applications of
NeuroFeedback / Introduction to Quantitative EEG and Neurofeedback, შემდგ. James Evans,
Andrew Abarbane (San Diego: Academic Press, 1999). იხ. აგრეთვე: ბ. ლიპტონი, ჭკვიანი
უჯრედები: რწმენის ბიოლოგია. სოფია, 2012).

უკეთ რომ გაიგოთ, რა ემართება ტვინს მედიტაციის დროს, მოგიყვებით, როგორი


შეგრძნებები ჩნდება აქტიურობის ამა თუ იმ სიხშირეზე. შედეგად, იმ
მდგომარეობების ერთმანეთისგან გარჩევას ისწავლით, რომლთაგან ერთში ეგო
ცდილობს ეგოს შეცვლას (რაც ყოველთვის უშედეგოა - ღმერთი ხომ ხედავს, ვიცი,
რასაც ვამბობ), ხოლო მეორეში ჭეშმარიტი ცვლილებებია შესაძლებელი.

ჩვილებში დელტა აქტიურობა დომინირებს. ზრდასთან ერთად აქტიურობის სიხშირე


მატულობს: თავიდან ტეტა, შემდეგ ალფა და ბოლოს ბეტა-ტალღები დომინირებენ.
მედიტაციის პროცესში ჩვენი ამოცანაა - ბეტადან ტეტამდე გზის გავლით კვლავ
ჩვილობას დავუბრუნდეთ (მისტიკოსებისთვის და განდობილთათვის დელტამდე
დაბრუნებაც შესაძლებელია). ამრიგად, ზრდის პროცესში ტვინის აქტიურობის
დინამიკის ცოდნა საშუალებას გვაძლევს მედიტაციას მისტიკის საბურველი
მოვაცილოთ.

ტვინის აქტიურობის დინამიკა ბავშვებში: ქვეცნობიერიდან ცნობიერისკენ

დელტა. დაბადებიდან 2 წლამდე ტვინის აქტიურობაში დაბალი სიხშირეები


ჭარბობენ - 0,5-4 ციკლი წამში. ეს დიაპაზონი დელტა-ტალღებს შეესაბამება.
ზრდასრულებში ასეთი ტალღები ღრმა ძილის მდგომარეობაში აქტიურდება.
სწორედ ამით აიხსნება, რომ ახალშობილებს მღვიძარების მდგომარეობაში ყოფნა
ზედიზედ რამდენიმე წუთზე მეტი არ შეუძლიათ (გახელილი თვალები მღვიძარების
ნიშანი ყოველთვის არაა). 1 წლის ბავშვების ტვინის აქტიურობა მღვიძარების
მდგომარეობაში მაინც დელტა-სიხშირისკენ იხრება, რადგანაც მათ ფუნქციონირებას
ძირითადად ქვეცნობიერი განაგებს. გარე სამყაროდან მომავალი ინფორმაცია
კრიტიკული გააზრების ანუ შეფასების გარეშე აღიქმება. განვითარების მოცემულ
ეტაპზე მოაზროვნე ტვინი (ნეოკორტექსი, ცნობიერი გონება) ძალზე სუსტად
ფუნქციონირებს.
ტეტა. 2-დან 5-6 წლამდე ტვინის ელექტრომაგნიტური აქტიურობის სიხშირე
იზრდება და წამში 4-8 ციკლს აღწევს. ეს ტეტა-ტალღების დიაპაზონია. ამ ასაკში
ბავშვები ძირითადად საკუთარ თავში არიან ჩაძირულები, და მათი მდგომარეობა
ტრანსის მდგომარეობას უახლოვდება. ისინი წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ,
რომელიც კონკრეტიკისგან შორსაა, და პრაქტიკულად კრიტიკული, რაციონალური
აზროვნება არ შეუძლიათ. ამიტომ ისინი ყველაფერს იჯერებენ, რასაც ეუბნებიან (P.S.
სანტა კლაუსი არსებობს!). და ყველაფერი, რასაც ამ ასაკში ვისმენთ, ჩვენში
წარუშლელ კვალს ტოვებს. „დიდი ბიჭები არ ტირიან! გოგონასთვის მთავარი
გარეგნობაა. შენი და შენზე ჭკვიანია. თუ გაიყინები, აუცილებლად ავად გახდები!“
გეცნოთ, ხომ? ყველა ეს მტკიცება უშუალოდ ქვეცნობიერში ილექება, რადგან
დაბალსიხშირიანი რხევები - ქვეცნობიერის აქტიურობის სფეროა (დიახ-დიახ,
მინიშნებაა).

ალფა. 5 და 8 წლებს შორის სიხშირის შემდეგი წანაცვლება ალფა-დიაპაზონისკენ


ხდება: წამში 8-12 ციკლი. განვითარების ამ ეტაპზე ანალიტიკური აზროვნება
ყალიბდება; ბავშვები გარე სამყაროს ინტერპრეტირებას და მისი კანონების
ფორმულირებას თავად იწყებენ. მაგრამ ამავე დროს წარმოსახვის შინაგანი სამყარო
ისეთივე რეალური რჩება, როგორც გარე სამყარო. ბავშვები ამ ასაკში, როგორც წესი,
ორ სამყაროში ერთდროულად ცხოვრობენ. ამიტომაა მათთვის ასე ადვილი
გარდასახვა. სთხოვეთ ბავშვს, ზღვაში მოჭყუმპალავე დელფინად, ან ქარში
მოფარფატე ფიფქად, ან რომელიმე სუპერგმირად გადაქცევა, და რამდენიმე საათის
შემდეგაც ის კვლავ ამ როლში იქნება. იგივე სთხოვეთ ზრდასრულს, და... ვფიქრობ,
იცით, ეს როგორ დამთავრდება.

ბეტა. 8-12 წლებში ტვინის აქტიურობის სიხშირე განუხრელად იზრდება. ბეტა-


დიაპაზონის ქვედა საზღვარი - წამში 13 რხევაა. მოზარდობის პერიოდში ტალღის
სიხშირე ზრდას აგრძელებს და სხვადასხვა ნიშნულს აღწევს. ჩვენ ცნობიერი,
ანალიტიკური აზროვნების გაფურჩქვნის ხანაში შევდივართ.

12 წლიდან ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის კარი, როგორც წესი, იხურება. ბეტა-


დიაპაზონი სამ შუალედურ დიაპაზონად იყოფა: დაბალი, საშუალო და მაღალი.
მოზარდობის პერიოდში ტალღის სიხშირე დაბალიდან მაღალი ბეტა-დიაპაზონისკენ
გადის გზას, რაც ტიპიურია უმეტესობა ზრდასრულისთვის.

ტვინის ტალღების სიხშირის დინამიკა


ნახ. 8B. ტვინის ტალღების სიხშირის ცვლილება დელტა-დან (ჩვილობაში) ბეტა-მდე
(ზრდასრულ ასაკში). ყურადღება მიაქციეთ ბეტა-ტალღების შუალედურ
დიაპაზონებს: მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღები საშუალო სიხშირის ტალღებზე
ორჯერ უფრო ჩქარია.

აქტიურობის განსხვავებული სიხშირეები ზრდასრულებთან: მდგომარეობების


ზოგადი აღწერა

ბეტა. ახლა, ამ თავის კითხვისას, თქვენ ალბათ ყოველდღიურ სიფხიზლის


მდგომარეობაში იმყოფებით, რომელსაც ბეტა-აქტიურობა შეესაბამება. თქვენი ტვინი
გრძნობის ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას გადაამუშავებს და შინაგან და გარე
სამყაროს შორის კავშირის დამყარებას ცდილობს. წიგნის მასალის ათვისებისას,
იმავდროულად სკამზე საკუთარი სხეულის სიმძიმეს გრძნობთ, მეზობელი
ოთახიდან მუსიკა გესმით, შეგიძლიათ ფურცელს თვალი მოსწყვიტოთ და
ფანჯარაში გაიხედოთ. მთელ ამ ინფორმაციას თქვენი მოაზროვნე ტვინი -
ნეოკორტექსი გადაამუშავებს.
ალფა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ თვალებს ხუჭავთ (სენსორული ინფორმაციის 80%
მხედველობით მიიღება) და ცნობიერად იძირებით საკუთარ თავში. რამდენადაც
სენსორული მონაცემების მოდინება მკვეთრად შეამცირეთ, ნერვულ სისტემაში
ნაკლები ინფორმაცია ხვდება. ტვინის ტალღები ბუნებრივად ნელდებიან და ალფა-
დიაპაზონში გადადიან. თქვენ მოდუნდებით, გარე სამყაროს ელემენტები ნაკლებად
გაწუხებენ, ყურადღება სიღრმისკენაა მიმართული. ნაკლებად აანალიზებთ და
ფიქრობთ. ალფა დიაპაზონს ცნობიერების მსუბუქი მედიტაციური მდგომარეობა
შეესაბამება (მედიტაციის პროცესში, რომელსაც III ნაწილიდან შეუდგებით, უფრო
ღრმა ალფა-მდგომარეობაში გადასვლას ისწავლით).

დღის განმავლობაში ტვინს შეუძლია პერიოდულად გადაერთოს ალფა-დიაპაზონში


თქვენი ძალისხმევის გარეშე. დავუშვათ, როდესაც ლექციას უსმენთ, ტვინის
აქტიურობის დიაპაზონი დაბალი და შუალედური სიხშირის ბეტა-ტალღებს შორის
მერყეობს. თქვენ აღიქვამთ და აანალიზეთ ახალ მასალას. თუ საკმაოდ ბევრი
ინფორმაცია მიიღეთ ან განსაკუთრებით საინტერესო რამ მოისმინეთ, რაც პირდაპირ
გეხებათ, თქვენ ბუნებრივი გზით ეთიშებით პროცესს და ტვინი გადადის ალფა-
სიხშირეზე. მიზეზი კი ისაა, რომ იწყება ინფორმაციის ტვინის რუხ ნივთიერებაში
ჩალაგება. სივრცეს მიჩერებული მთლიანად საკუთარ ფიქრებში იძირებით - ახლა
ისინი რეალურზე უფრო რეალურია. სწორედ ამ მომენტში შუბლის წილი მიღებულ
ინფორმაციას ნეირონულ სტრუქტურაში აქსოვს... თითქოს ჯადოსნურად,
ყველაფერს იმახსოვრებთ, რაც ახლახანს გაიგეთ.

ტეტა. ზრდასრულებს ტეტა-ტალღები ძილბურანში - ძილისა და სიფხიზლის


ზღვარზე ან ჰიპნოზურ ტრანსში ყოფნისას უფიქსირდებათ. ერთდროულად გვძინავს
და გვღვიძავს კიდეც (ცნობიერება ფხიზლობს, სხეულს კი პრაქტიკულად სძინავს).
სწორედ ასეთ მდგომარეობაში გადაყავთ თავიანთი პაციენტები ჰიპნოთერაპევტებს,
მათ ქვეცნობიერთან დასაკავშირებლად. ასეთ მდგომარეობაში პროგრამირებას მეტად
ვექვემდებარებით, რამდენადაც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ზღვარი იშლება.

დელტა. ადამიანთა უმრავლესობას დელტა-ტალღები მხოლოდ ღრმა ძილის


მდგომარეობაში უფიქსირდება, როდესაც გონების მუშაობა ფაქტიურად
შეჩერებულია, ხოლო სხეული ძალებს აღიდგენს.

როგორც ხედავთ, ტვინის აქტიურობის სიხშირის შენელებისას ქვეცნობიერის


სიღრმეებში ვიძირებით. შებრუნებულიც სწორია: რაც უფრო მაღალია ტვინის
ტალღების სიხშირე, მით უფრო აქტიურია ცნობიერება და მეტ ყურადღებას
ვუთმობთ გარე სამყაროს.
თანდათან ცნობიერების სხვადსხვა მდგომარეობების უშეცდომოდ გარჩევას
ისწავლით. როგორც ნებისმიერ სფეროში, მიზანდასახულობა თავის ნაყოფს
გამოიღებს. თქვენ მიხვდებით, როდის იძირებით ღრმად ბეტას მდგომარეობისთვის
დამახასიათებელ ანალიტიკურ აქტიურობაში, და როდის კარგავთ კავშირს
აწმყოსთან, წარსულის ემოციების მორევში მოხვედრილი ან პროგნოზირებად
მომავალში გადასული. ასევე, ალფა და ტეტა მდგომარეობებს მათთვის
დამახასიათებელი აზრების და გრძნობების კოჰერენტულობით იცნობთ.

ტვინის ტალღები

ნახ. 8C. სხვადასხვა ტალღური სურათის შედარება ზრდასრულებში

გამა: ყველაზე ჩქარი ტვინის ტალღები

რხევათა მაქსიმალური სიხშირე გამა-ტალღებს ახასიათებთ - 40-დან 100 ჰერცამდე.


(ტვინის ტალღების დანარჩენ ოთხ სახეობასთან შედარებით გამა-ტალღები
გამოირჩევიან რხევათა დაბალი ამპლიტუდით და დიდი სიხშირით, ასე რომ,
მიუხედავად წამში ციკლების რაოდენობით მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებთან
სიახლოვისა, მათ შორის პირდაპირი შესაბამისობა არ არსებობს.) როგორც წესი,
კოჰერენტული გამა-აქტიურობა ცნობიერების ამაღლებულ მდგომარეობებში
ფიქსირდება, როდესაც ბედნიერებით და თანაგრძნობით ვართ განმსჭვალული. გამა-
დიაპაზონს აღქმის სიმკვეთრე შეესაბამება, რასაც განსაკუთრებით მტკიცე
მოგონებების ფორმირება მოსდევს. ესაა უმაღლესი გაცნობიერების მომენტები,
რომელთაც ტრანსცენდენტურ ანუ პიკურ განცდებს უწოდებენ. ჩვენი მიზნებისთვის
ჩავთვალოთ, რომ გამა-ტალღები - ცნობიერების წანაცვლების გვერდითი ეფექტია.

სიფხიზლისას ბეტა-ტალღების სამი დონე გვხელმძღვანელობს

რამდენადაც სიფხიზლის დროს, როდესაც ჩვენი ყურადღება გარე სამყაროსკენაა


მიმართული, ძირითადად ბეტა-აქტიურობის რეჟიმში ვართ, მოდით, ბეტა-
დიაპაზონის სამივე დონე განვიხილოთ [Fehmi Les, Ph. D. Jim Robbins The Open-Focus
Brain: Harnessing the Power of Attention to Heal Mind and Body (Boston: Trumpeter Books,
2007]. ეს მედიტაციის პროცესში ბეტადან ჯერ ალფა, შემდეგ კი ტეტა-დიაპაზონში
მარტივად გადასვლაში დაგეხმარებათ.

1. დაბალი სიხშირის ბეტა-ტალღები 13-15 ჰერცი (რხევა წამში) სიხშირისაა და


მშვიდი დაინტერესების მდგომარეობას შეესაბამება. თუ გატაცებით კითხულობთ
წიგნს და მისი შინაარსი გესმით, ტვინის აქტიურობა დიდი ალბათობით დაბალ
ბეტა-დიაპაზონს შეესაბამება. წიგნს ყურადღების გარკვეულ ნაწილს ცნობიერი
ძალისხმევის გარეშე უთმობთ.

2. შუალედური სიხშირის ბეტა-ტალღები ხანგრძლივად მოქმედ გარე


გამღიზიანებელზე მიზანმიმართული ყურადღების მდგომარეობას შეესაბამება.
კარგი მაგალითია - ახალი ინფორმაციის ათვისება. მე რომ წიგნის მასალის მიხედვით
თქვენი ტესტირება გადამეწყვიტა, დაძაბვა მოგიწევდათ. შედეგად, ანალიტიკურ
აზროვნებაზე პასუხისმგებელი ნეოკორტექსის აქტიურობა უმალ მოიმატებდა.
საშუალო სიხშირის ბეტა-ტალღების დიაპაზონი - 16-22 ჰერცია.

საშუალო და ნაწილობრივ დაბალი სიხშირის ბეტა-ტალღები შეესაბამება ცნობიერ


ანუ რაციონალურ აზროვნებას და აქტიურ ყურადღებას. ეს რხევები იმისდა
მიხედვით წარმოიქმნება, როგორ ღებულობს ნეოკორტექსი გრძნობათა
ორგანოებიდან სხვადასხვა ინფორმაციას გარე სამყაროს შესახებ და ბლოკებში
აერთიანებს და ამგვარად ცნობიერების გარკვეულ დონეს ქმნის. ადვილი
მისახვედრია, რომ მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოს და შეხების შედეგად
წამოსული მონაცემების დამუშავება ტვინის დიდ ქტიურობას მოითხოვს.

3. მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღები 22-50 ჰერცის ფართო დიაპაზონის სიხშირისაა.


მაღალი ბეტა-სიხშირეები სტრესული სიტუაციისას აღმოცენდებიან, როდესაც
სხეულში თვითგადარჩენისკენ მიმართული ყველაზე მავნე ნივთიერებები
გამომუშავდება. მუდმივ სიფრთხილეს, რაც მსგავს აგზნებულ მდგომარეობებს
ახასიათებს, არაფერი აქვს საერთო მიზანმიმართულ ყურადღებასთან, რომელიც
სწავლის, შემოქმედების, ოცნების, გადაწყვეტილებათა ძიების და განკურნების
პროცესში გამოიყენება. სიმართლე რომ ვთქვათ, მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებისას
ყურადღების კონცენტრაცია გადამეტებული ხდება. გონება იმდენად აგზნებულია,
სხეულში კი იმდენად დიდი რაოდენობის სტიმულატორი ცირკულირებს, რომ
არავითარ წესრიგზე ლაპარაკი არ შეიძლება. (როდესაც ამჩნევთ, რომ მთლიანად
ჩაციკლული ხართ რაიმეზე და ყურადღება ვერაფერზე გადაგაქვთ. დიდი
ალბათობით, მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების ზემოქმედების ქვეშ ხართ).

მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღები: თვითგადარჩენის ხანმოკლე მექანიზმი, სტრესის


და დისბალანსის ხანგრძლივი წყარო

ტვინის აქტიურობა ექსტრემალურ სიტუაციებში მკვეთრად მატულობს. ბუნებამ


მექანიზმი „დაარტყი ან გაიქეცი“ მოგვმადლა, რომელიც პოტენციური საფრთხის
გაჩენისას ორგანიზმის რესურსების მობილიზაციის საშუალებას გვაძლევს. გულის,
ფილტვების და სიმპათიკური ნერვული სისტემის უძლიერესი ფიზიოლოგიური
ბიძგი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. ყველაფერი
იცვლება: აღქმაც, ქცევაც, სამყაროსადმი დამოკიდებულებაც, ემოციებიც. ამ
მდგომარეობაში ყურადღება გამახვილებულია, მაგრამ ეს არაა ის ყურადღება,
რომელსაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვიყენებთ. ის გაცოფებულ ცხოველებად
გვაქცევს, და ერთადერთი ადამიანური - მოგონებები გვრჩება. მთელი ყურადღება
გარესამყაროზეა გადატანილი, გონება ერთადერთი პრობლემითაა შეპყრობილი.
კრიზისის დროს წარმოქმნილი განგაში, მღელვარება, მრისხანება, ტკივილი, ტანჯვა,
სასოწარკვეთა, შიში და მეტოქეობაც კი, მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების სიჭარბეს
იწვევენ.

ხანმოკლე პერსპექტივაში ამ რეაქციას ორგანიზმისთვის კარგი სამსახურის გაწევა


შეუძლია. ყურადღების მკვეთრ მოდუნებაში ცუდი არაფერია. საშუალება გვეძლევა
გამოწვევას გავუმკლავდეთ.

მაგრამ თუ „ექსტრემალური სიტუაციის“ რეჟიმი ჭიანურდება, ბეტა-ტალღებს


ორგანიზმი წონასწორობიდან გამოჰყავს, რადგან „საბრძოლო მზადყოფნის“
შენარჩუნება უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. ამას გარდა, ტვინის ყველა
მდგომარეობიდან ეს ყველაზე რეაქციული და არასტაბილური მდგომარეობაა.
როდესაც მაღალი სიხშირის ბეტა-აქტიურობა ჭარბობს და კონტროლიდან გადის,
ტვინის მიერ გამომუშავებული ნივთიერებების რაოდენობა ჯანმრთელი ადამიანის
ნორმას აჭარბებს.

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა ძირითადად სწორედ მაღალი სიხშირის ბეტა-


ტალღების დონეზე ფუნქციონირებს. ჩვენ აკვიატებული მოქმედებები და
მდგომარეობები, უძილობა ან ქრონიკული დაღლილობა, მოუსვენრობა ან დეპრესია
გვტანჯავს; ვიღაც წელში წყდება, რომ ყველაფერი მოასწროს და საკუთარი ძლიერება
შეიგრძნოს, ვიღაც კი განწირულად საკუთარ დარდებს ებღაუჭება და სრულ
უსუსურობას გრძნობს. ერთნი მეტოქეების მუშტებით ჩამოცილებით წინ გაჭრას
ცდილობენ, სხვები კი გარემოებების მსხვერპლად აღიქვამენ თავს.

მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების ქრონიკულ ზემოქმედებას ტვინის მუშაობის


დარღვევები მოსდევს

ზოგადი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, გაიხსენეთ, რომ ტვინი - ცენტრალური


ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს
ორგანიზმის სხვა სისტემებს. სწორედ ის აიძულებს გულს - შეიკუმშოს, ხოლო კუჭს -
საკვები გადაამუშაოს; ის არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, სუნთქვას,
ჰორმონების გამომუშავებას აბალანსებს, ნივთიერებათა ცვლას და შლაკების
გამოყოფას აკონტროლებს და ა.შ. ვიდრე თავის ტვინის მუშაობა წესრიგშია, ის
ზურგის ტვინში კოჰერენტულ სიგნალებს აგზავნის, რომლებიც შემდეგ ორგანიზმში
ვრცელდებიან და ჯანმრთელ, დაბალანსებულ რეაქციებს იწვევენ.

თუმცა ბევრი ადამიანი ქრონიკულად მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების


ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. მათთვის ნებისმიერი სიტუაცია საგანგებოა. ტვინი
გამუდმებით მაღალ სიხშირეზე მუშაობს, რასაც სისტემის გადატვირთვა მოყვება. ამ
ვიწრო დიაპაზონში ცხოვრება - იგივეა, მანქანას პირველი სიჩქარით მართავდე და
იმავდროულად გამუდმებით გაზის სატერფულს აწვებოდე. ასეთი ხალხი
ცხოვრებაში დაქრის და „სიჩქარის“ გადასართავადაც კი არ ჩერდება, ანუ
ცნობიერების სხვა მდგომარეობაში გადასასვლელად.

თვითგადარჩენაზე მიმართული აზრების გამუდმებული ტრიალი მრისხანების,


შიშის, სევდის, განგაშის, დეპრესიის, მეტოქეობის, აგრესიის, დაურწმუნებლობის,
ფრუსტრაციის და სხვა ნეგატიური გრძნობების განცდას გვაიძულებს. ადამიანები
მავნებელი ემოციების ხაფანგში ხვდებიან, და პრობლემების გაანალიზების
ნებისმიერი მცდელობა ჩვეული გრძნობების პოზიციიდან მხოლოდ
თვითგადარჩენაზე ჩაციკლულ მორიგ აზრთა გორგალს იწვევს. ამას გარდა, როგორც
გახსოვთ, ადამიანს მხოლოდ აზრით შეუძლია სტრეს-რეაქციის გააქტიურება.
სტრესული აზრები ტვინის და სხეულის სტრესულ მდგომარეობას აძლიერებს, რაც
შემდეგ ისევ იგივე აზრებს გამოიწვევს. წრე იკვრება. ჩვენ ვემსგავსებით გველს,
რომელიც საკუთარ კუდს ჭამს.
მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების ხანგრძლივი სიჭარბე მავნე ნივთიერებების
კოქტეილის გამომუშავებას იწვევს, რომლებიც ტვინის ნორმალურ მუშაობას
არღვევს. ის ცუდ ორკესტრს ემსგავსება, რომელშიც ყველა მუსიკოსი „თავისას
მიერეკება“. ტვინის ნაწილებს შორის ნორმალური ურთიერთქმედება ირღვევა; ყველა
ნაწილი თავისთვის და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. თავისუფალი და
მოწესრიგებული ინფორმაციული ცვლა წყდება; ტვინი ემსგავსება სახლს, რომელშიც
ყველა ოთახი ერთმანეთისგან იზოლირებულია. სტრესული ნივთიერებების
ზემოქმედებით მოაზროვნე ტვინი (ნეოკორტექსი) თითქოს სხვა ნაწილებისგან
დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას, და შედეგად, პიროვნების მრავლობითი
დარღვევით დაავადებული ადამიანივით ვიქცევით, - მხოლოდ იმ განსხვავებით,
რომ სხვადასხვა პერსონაჟები ჩვენში ერთდროულად ვლინდება, და არა
რიგრიგობით.

ტვინის უთავბოლო, არაკოჰერენტული სიგნალები კი ორგანიზმს წინააღმდეგობრივი


და მღვრიე ელექტროქიმიური გზავნილებით ავსებენ და, რა თქმა უნდა,
წონასწორობის მდგომარეობიდან (ჰომეოსტაზიდან) გამოყავთ, რაც
დაავადებებისთვის საფუძველს ქმნის.

სტრესის მდგომარეობაში ხანგრძლივ ყოფნას და მთლიან მოშლას გულის


(არითმიები, არტერიული წნევის მომატება), საჭმლის მომნელებელი სისტემის
(კუჭის მოუნელებლობა, ბოყინი და სხვა სიმპტომები) და იმუნიტეტის (გაციება,
ალერგია, რევმატოიდული ართრიტი და კიბოც კი) პრობლემები მოყვება.

ყოველივე ეს - სტრესული ნივთიერებების და მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების


ზემოქმედებით ნერვული სისტემის ბალანსის დარღვევის შედეგებია. ისინი გარე
სამყაროს ერთადერთ შესაძლო რეალობად წარმოაჩენენ.

მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების ქრონიკული ზემოქმედება შინაგან სამყაროზე


კონცენტრირებას ხელს უშლის

სტრესი, რომელზეც ვისაუბრეთ, დიდ სამეულზე ჩვენი დამოკიდებულების ნაყოფია.


პრობლემა არა თავად გამახვილებული ყურადღების ფაქტშია, არამედ იმაში, რომ
მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღების პირობებში ყურადღება თითქმის მთლიანად გარე
სამყაროზე (ადამიანებზე, ნივთებზე და ადგილებზე), სხეულის ნაწილებზე და
ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე („მშია... ძალიან სუსტად ვარ... სულელური ცხვირი
მაქვს... მასზე ბევრად მსუქანი ვარ...“) და დროზეა („ჩქარა, ჩქარა! დრო გადის!“)
მიმართული.

როდესაც ტვინი მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებზე მუშაობს, გარე სამყარო


შინაგანზე რეალური გვეჩვენება. ჩვენი ყურადღება და გონება გარე სამყაროს
ელემენტებითაა მოცული. ჩვენთვის ბევრად იოლია საკუთარი თავის მატერიალურ
ობიექტებთან იდენტიფიცირება: ნაცნობებს ვაკრიტიკებთ, უკმაყოფილო ვართ
გარეგნობით, ჩაციკლულები ვართ პრობლემებზე; ნივთებს ვებღაუჭებით და მათი
დაკარგვის გვეშინია, თავს ვიქცევთ სხვადასხვა ადგილების მონახულებით და
გამუდმებით დროს მივტირით. ამის გამო პრაქტიკულად ენერგია აღარ გვრჩება
შეცვლისთვის, რომელზეც ასე ვოცნებობთ. საკუთარ თავს შესაძლებლობას არ
ვაძლევთ სულის სიღრმეში ჩავიხედოთ და აზრებს, ემოციებს და ქცევის მოდელებს
დავაკვირდეთ.
ვიდრე გარე სამყაროთი ვართ შეპყრობილი, შინაგან რეალობაზე კონცენტრირება
რთულია. ჩვენ ზოგადად გვიჭირს კონცენტრირება რაიმეზე, რაც დიდ სამეულს არ
მიეკუთვნება. არ ძალგვიძს გონების გახსნა გარკვეულ ნიშნულზე ფართოდ და
იმდენად პრობლემის არა გადაწყვეტას ვცდილობთ, არამედ განვიცდით მას. რატომაა
ასე რთული საკუთარ თავში ჩაღრმავება? იმიტომ, რომ ტვინისთვის რთულია
მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებიდან ალფა-ტალღებზე გადასვლა, რომლებიც
წარმოსახვით სამყაროზე არიან პასუხისმგებელი. ტვინის ტალღის სურათი
გარესამყაროს ელემენტებზე მიგვაჯაჭვავს და გვაიძულებს ისინი ერთადერთ
რეალობად მივიჩნიოთ.

მაღალი ბეტა-დიაპაზონი სწავლებას ართულებს:

თუ ნერვული სისტემა გარკვეულ მდგომარეობაში ქვავდება, ის ფაქტობრივად


დომინანტური ემოციის საწინააღმდეგო ინფორმაციას არ აღიქვამს.

სინამდვილეში პრობლემებს, რომლებსაც აგრერიგად დაჟინებით ვაანალიზებთ,


უბრალოდ ვერ გადავწყვეტთ იმ ემოციების ფარგლებში, რომლებმაც ანალიზი
გვაიძულეს. რატომ? იმიტომ, რომ რაც მეტად ვაანალიზებთ, მით იმატებს ტალღების
სიხშირე. ასეთ რეჟიმში აზროვნებას კი ტვინის გადაძაბვა მოსდევს; ჩვენი ლოგიკური
უნარები სუსტდება, აზრები სიცხადეს კარგავს.
ემოციები გვაიძულებს წარსულის კატეგორიებით ვიაზროვნოთ ან მომავალი
ვიწინასწარმეტყველოთ - ისევ წარსულის საფუძველზე. ტვინს არ შეუძლია
გადაამუშავოს აწმყო. ჩვენს სამყაროში ახალს, უცნობს ადგილი არ აქვს. ჩვენ
კვანტური ველისგან იზოლირებული ვართ და ჩვენი სიტუაციის სხვაგვარი
დასასრულის წარმოდგენაც არ შეგვიძლია. ტვინი შემოქმედების რეჟიმისგან შორსაა,
რადგან თვითგადარჩენაზეა ჩაციკლული და მომავალი კატასტროფებითაა
შეშფოთებული. ასეთ მდგომარეობაში ფაქტობრივად ვერ ვითვისებთ ინფორმაციას,
რომელიც არ შეესაბამება „საგანგებო მდგომარეობას“. როდესაც ირგვლივ ყველაფერი
კრიზისად გვეჩვენება, პრიორიტეტი გადარჩენა ხდება და არა სწავლა.

პრობლემების გასაღები - დამთრგუნველ ემოციებსა და აკვიატებულ აზრებს მიღმაა.


ეს ემოციები და აზრები ხომ სწორედ ცნობილ და ჩვეულ წარსულთან გვაკავშირებენ
და გვაბამენ. პრობლემების დავძლევთ, თუ ჩვეულ გრძნობების მოვერევით და დიდი
სამეულის ელემენტებს შორის ყურადღება არ გაგვეფანტება, ხოლო აზროვნებას
მოვაწესრიგებთ.

არაკოჰერენტული მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღები აზრების არევას იწვევს

როდესაც ტვინი მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებზე მუშაობს და სენსორული


ინფორმაციის (გარემო, სხეული და დრო) გადამუშავებითაა დაკავებული, შესაძლოა
გაუგებრობა წარმოიქმნას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ტვინის
ელექტროიმპულსებს არა მარტო რაოდენობრივი მახასიათებელი (რხევათა
რაოდენობა წამში), არამედ ხარისხობრივი მახასიათებელიც გააჩნია. კვანტურ
შემოქმედებაზე საუბრისას ვახსენე, რომ ინფორმაცია სასურველ მომავალზე,
რომელსაც ველში ვაგზავნით, კოჰერენტული უნდა იყოს. იგივე მოთხოვნა
აზროვნებას და ტვინის ტალღებსაც ეხება.

როდესაც ტვინი ბეტა-დიაპაზონში მუშაობს, ყურადღების ფოკუსი მუდმივად დიდი


სამეულის ელემენტებს შორის მოძრაობს. თუ დაგვიანების გვეშინია, აქცენტი დროზე
გადადის, და ამ აზრის ზემოქმედებით ნეოკორტექსში მაღალი სიხშირის ტალღა
გაირბენს. რა თქმა უნდა, იმავდროულად აღიქვამთ სხეულსაც და გარემოსაც, ეს კი
ნიშნავს, რომ ნეოკორტექსს შესაბამის სიგნალებს უგზავნით, ოღონდ მათი სიხშირე
ოდნავ დაბალი იქნება.

დროის შესაბამისი ტალღა დაახლოებით ასე გამოიყურება:

გარესამყაროს შესაბამისი ტალღა დაახლოებით ასე გამოიყურება:


სხეულის შესაბამისი ტალღა დაახლოებით ასე გამოიყურება:

დიდი სამეულის ყველა ელემენტზე ერთდროულად კონცენტრირების მცდელობისას


წარმოქმნილი ყურადღების ფრაგმენტაცია ტვინის ტალღების დაახლოებით შემდეგ
სურათს იწვევს:
როგორც ხედავთ, სტრესის პერიოდში წარმოქმნილი სამი ტალღური სურათის
გაერთიანებით არაკოჰერენტული მაღალი სიხშირის ბეტა-სიგნალი იქმნება. და თუ
ოდნავ მაინც მგავხართ, თქვენთვის აუცილებლად ნაცნობი იქნება ახლართული
აზრების მდგომარეობა, როგორც ეს ბოლო ილუსტრაციაზეა გამოსახული.

როდესაც სამივე განზომილებასთან ვართ ჩართულები: გარესამყაროსთან, სხეულთან


და დროსთან, - ტვინი მათი შესაბამისი სიგნალების შეთავსებისკენ ისწრაფვის.
ამისთვის კი ბევრი დრო და ენერგია იხარჯება. ერთერთი ფაქტორის გამორიცხვაც
რომ შეგვძლებოდა ყურადღების სფეროდან, შემაჯამებელი ტალღები უფრო
კოჰერენტული იქნებოდა და მათი გადამუშავება უფრო გაგვიადვილდებოდა.

განსხვავება კოჰერენტულ და არაკოჰერენტულ სიგნალებს შორის


ნახ. 8D. პირველ ნახატზე ენერგია მოწესრიგებულია, მიზანმიმართულია და
მინიჭებული რითმი გააჩნია. მოწესრიგებული ტალღები, რომლებიც ერთმანეთს
ფაზაში ემთხვევიან, გაცილებით ძლიერია. სინქრონული კოჰერენტული
გამოსხივების მაგალითია ლაზერის სხივი. მეორე ნახატზე ენერგეტიკული ტალღები
ქაოტურია, სხვადასხვა მიმართულებისაა და ფაზაში არ ემთხვევიან ერთმანეთს.
არაკოჰერენტული და შესაბამისად ნაკლებად ძლიერი გამოსხივების მაგალითია
ნათურის სინათლე.

ქვეცნობიერის კარს არა ანალიზით, არამედ ცნობიერებით ვაღებთ


როგორ ამოვიცნოთ ბეტა-მდგომარეობა? თუ განუწყვეტლივ რაღაცას აანალიზებთ
(ან, ჩემი შეფასებით, ანალიტიკოსი ხდებით), ეს ბეტა-აქტიურობის უტყუარი ნიშანია.
ამ მდგომარეობაში ქვეცნობიერთან დაკავშირება შეუძლებელია.

აქ მართებულია გამონათქვამი „ანალიტიკური დამბლა“. სწორედ ასე შეიძლება


აღიწეროს ბეტა-დიაპაზონით პროვოცირებული მდგომარეობა. და ეს დამბლა
მხოლოდ ძილის დროს „აგვიშვებს“, როდესაც ტვინის აქტიურობა დელტა
დიაპაზონში გადადის.

ალბათ კითხვა გიჩნდებათ: „განა თქვენ არ ამბობდით, რომ გაცნობიერებულობა


გვესაჭიროება, რომ ჩვენი აზრები, გრძნობები, ტიპიური რეაქციები და ა.შ. უნდა
შევისწავლოთ. განა ეს ყველაფერი ანალიზს არ მოითხოვს?“

სინამდვილეში გაცნობიერებულობა ანალიზს მიღმაა. გაცნობიერებულ


მდგომარეობაში ასე ფიქრობთ: „მე ვგრძნობ სიბრაზეს“. ეს ფაქტის კონსტატაციაა.
ანალიზი გაცილებით შორს მიდის: „ასე დიდი დრო რატომ დასჭირდა ამ გვერდის
ჩამოტვირთვას? რომელმა იდიოტმა გააკეთა ეს საიტი? სასწრაფოდ უნდა ვნახო, რა
გადის კინოში! რატომ ჭედავს ეს დაწყევლილი ინტერნეტი სწორედ მაშინ, როცა
მეჩქარება?“ გაცნობიერებულობა (იმ აზრით, რითიც ჩვენ გამოვიყენებთ) კი
გულისხმობს, რომ მხოლოდ ვაფიქსირებთ ამა თუ იმ აზრს ან გრძნობას და გზას
ვაგრძელებთ.

მედიტაციის სამუშაო მოდელი

ამრიგად, უკვე იცით ტვინის აქტიურობის დიაპაზონი ბავშვებსა და ზრდასრულებში


- დადგა დრო, მედიტაციის სამუშაო მოდელის აგებას შევუდგეთ (იხ. შემდეგი ხუთი
ილუსტრაცია). ეს მოდელი მედიტაციურ პროცესში გარკვევაში დაგვეხმარება
(Kappas, John G., Ph. D. Professional Hypnotism Manual (Knoxville, TN: Panorama
Publishing Company, 1999).

დავიწყოთ ნახ. 8E. ბავშვებში ტვინის აქტიურობის ხასიათის შესწავლამ აჩვენა, რომ
დაბადებისთანავე ქვეცნობიერის მრძანებლობაში ვექცევით.

ახალშობილის გონება
ნახ. 8E. ჩავთვალოთ, რომ ეს წრე გონებას აღნიშნავს. ახალშობილ ბავშვებს მხოლოდ
ქვეცნობიერი აქვთ აქტიური.

ახლა ნახ. 8F. შევხედოთ. პლიუსები და მინუსები ასახავენ ზრდასთან ერთად


მიმდინარე დადებითი და უარყოფითი იდენტიფიკაციების და ასოციაციების
ფორმირების პროცესს, საიდანაც შემდეგ ჩვევები და ქცევის მოდელები ყალიბდება.

დადებითი იდენტიფიკაციის მაგალითს მოვიყვან. შიმშილის ან დისკომფორტის


განცდისას ახალშობილი ტირილით ცდილობს დედის ყურადღების მიპყრობას. ეს
მისთვის კომუნიკაციის ერთადერთი ხელმისაწვდომი გზაა. პასუხად დედა ბავშვს
დააპურებს ან საფენს გამოუცვლის. ამ მომენტში ბავშვი ძალზე მნიშვნელოვან
დასკვნას აკეთებს გარე და შინაგანი სამყაროების ურთიერთკავშირის შესახებ. სულ
რამდენიმე განმეორებაც საკმარისია, რომ ბავშვს მყარი ასოციაცია გაუჩნდეს
ტირილსა და მიღებულ საკვებს ან კომფორტს შორის. ასე ყალიბდება ქცევა.
ინებეთ უარყოფითი იდენტიფიკაციის მშვენიერი მაგალითი. დავუშვათ, ორი წლის
ბავშვი ცხელ ქურას შეეხო. ამ შემთხვევაში ის უმალ აკავშირებს გარე ობიქტს (ქურას)
და შინაგან განცდას (ტკივილს) ერთმანეთთან. რამდენიმე ცდის შემდეგ ამ
გამოცდილებით სასარგებლო გაკვეთილს მიიღებს.
ნახ. 8F. დროთა განმავლობაში გარესამყაროსთან ურთიერთქმედების პროცესში
გრძნობათა ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარე და შინაგან
სამყაროებს შორის კავშირის დადგენას ვიწყებთ.

ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე რამ ხდება: როდესაც ბავშვი შინაგანი ქიმიური
ფონის შეცვლას გრძნობს, მისი ტვინი აქტიურდება და აფიქსირებს, გარესამყაროდან
სხეულს ტკივილი რამ მიაყენა ან სიამოვნება აგრძნობინა. მსგავსი
იდენტიფიკაციების და ასოციაციების საფუძველზე ყალიბდება ჩვევები, უნარები და
ქცევის მოდელები.

როგორც უკვე იცით, 6-7 წლისთვის ტვინის აქტიურობის სიხშირე ალფა-ტალღებით


იცვლება, და ანალიტიკური ჭკუა ანუ კრიტიკული აზროვნება იწყებს ფორმირებას.
ბავშვების უმეტესობაში ეს პროცესი 7-დან 12 წლამდე შუალედში სრულდება.

მედიტაციას ანალიტიკური ჭკუის საზღვრებს მიღმა პირდაპირ ქვეცნობიერში


გავყავართ

შეხედეთ ნახ. 8G. ჰორიზონტალური ხაზი წრის ზედა ნაწილში - ანალიტიკური


ჭკუაა, რომელიც საზღვარს წარმოადგენს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის.
ზრდასრულთა ანალიტიკურ ჭკუას მსჯელობა, შეფასება, განჭვრეტა, პროგნოზირება,
ახალი ინფორმაციის უკვე არსებულთან შედარება და ცნობილის და უცნობის
დაპირისპირება უყვარს. სიფხიზლის დროს ის წუთითაც არ ცხრება, და ამიტომ
ზრდასრულთა ტვინის აქტიურობა თითქმის ყოველთვის ბეტა-დიაპაზონში
მერყეობს.

6 და 7 წლებს შორის ანალიტიკური ჭკუის ფორმირება იწყება. ის ცნობიერსა და


ქვეცნობიერს შორის საზღვარს წარმოადგენს. 7-12 წლებისთვის ანალიტიკური ჭკუა,
როგორც წესი, ჩამოყალიბებულია.

ანალიტიკური ჭკუა

ნახ. 8G.

ახლა შეხედეთ ნახ. 8H. ზღვარს - ანალიტიკურ ჭკუას - ზემოთ ცნობიერი გონების
სფერო მდებარეობს, რომელიც მხოლოდ 5%-ით გვმართავს. ეს ლოგიკური
აზროვნების საყრდენია, რომელიც პასუხისმგებელია ნებისყოფის ძალაზე, რწმენის
ფორმირებაზე, განზრახვათა ფორმულირებაზე და შემოქმედებით უნარებზე.
დარჩენილი 95% ქვეცნობიერის წილად მოდის. სწორედ იქაა ჩალაგებული ყველა
დადებითი და უარყოფითი იდენტიფიკაციები და ასოციაციები, რომელთაგანაც
ფორმირდება ჩვევები და ქცევათა მოდელები.

ცნობიერი გონება და ქვეცნობიერი

ნახ. 8H. ადამიანის ქმედებებს 5% ცნობიერი გონება და 95% - ქვეცნობიერი მართავს.


ცნობიერი გონების ინსტრუმენტები - ლოგიკა და მსჯელობაა. მათი დახმარებით
ვახერხებთ ნებისყოფის განვითარებას, რწმენის ფორმირებას და განზრახვის
ფორმულირებას. ლოგიკური აზროვნება მხატვრულ შემოქმედებაშიც ჩართულია.
ქვეცნობიერი კი დადებითი და უარყოფითი ასოციაციების მირიადებს იტევს,
საიდანაც ჩვევები, უნარები, წარმოდგენები, ქცევის მოდელები და ცხოვრებაზე
შეხედულებები ფორმირდება.

ახლა გადავიდეთ ნახ. 8I. ისრით აღნიშნულია მედიტაციის მთავარი მიზანი:


ანალიტიკური ჭკუის საზღვრებს მიღმა გასვლა. „ანალიტიკური დამბლის“ დროს
ცვლილებები შეუძლებელია. რამდენიც არ უნდა გავაანალიზოთ ძველი მე, ეს არ
დაგვეხმარება ძველი პროგრამების მოცილებაში და ახლების დაყენებაში.

მედიტაცია ცნობიერიდან ქვეცნობიერში გვიხსნის კარს. მედიტაციას სწორედ


იმიტომ მივმართავთ, რომ ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემასთან წვდომა
მივიღოთ, სადაც არასასურველი ჩვევები და ქცევის მოდელები ინახება, და ისინი იმ
პროგრამებით შევცვალოთ, რომლებიც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში
დაგვეხმარება.

მედიტაცია - ანალიტიკური ჭკუის საზღვრებს მიღმა გასვლა

ნახ. 8I. მედიტაციის ერთერთ ძირითად მიზანს ცნობიერი გონების საზღვრებს მიღმა
გასვლა და ქვეცნობიერის სფეროში გადასვლა წარმოადგენს. ქვეცნობიერში
მოხვედრით შევძლებთ შევცვალოთ თქვითდამანგრეველი ჩვევები, ქცევის
მოდელები, წარმოდგენები, ემოციური რეაქციები, სამყაროზე შეხედულებები და
ყოფიერების შეუცნობელი მდგომარეობები.

მედიტაცია ბეტა-სიხშირიდან ალფა და ტეტა სიხშირეებზე გადართვის საშუალებას


გვაძლევს

ახლა განვიხილოთ „გადაცემათა გადართვის“ ტექნოლოგია, ანუ ტვინის აქტიურობის


სიხშირეთა შეცვლა შემდგომში სხეულთან, გარესამყაროსთან და დროსთან
ასოციაციური კავშირების დასარღვევად. ჩვენს შესაძლებლობებშია გამწვავებული
სიფხიზლის მდგომარეობიდან ბუნებრივი გზით გამოვიდეთ და დიაპაზონით უფრო
წყნარი, მოწესრიგებული და სისტემატიზებული ტვინის რხევებისკენ დავეშვათ.
ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად შევცვალოთ რხევათა სიხშირე და მაღალი სიხშირის
ბეტა-ტალღებიდან გადავიდეთ ალფა და ტეტა ტალღებზე (დროთა განმავლობაში
ტვინის ტალღების დიაპაზონზე თავისუფლად გადაადგილებას ისწავლით). ეს
უნარი - ჭეშმარიტი პიროვნული შეცვლის გასაღებია. ახლა უკვე შეგვიძლია
დავძლიოთ ჩვეული აზროვნება, რომელიც თვითგადარჩენის რეაქციებითაა
განპირობებული, და ქვეცნობიერში მოვხვდეთ.

მედიტაციისას ვეღარ ვგრძნობთ საკუთარ სხეულს, გარესამყარო აღარ მოქმედებს


ჩვენზე და დროის ათვლას ვკარგავთ. საკუთარ პიროვნებას ვივიწყებთ. საკმარისია
თვალები დავხუჭოთ, რომ გარე სამყაროდან ინფორმაციის ნაკადი მკვეთრად
მცირდება და ნეოკორტექსის სამუშაო მცირდება. შედეგად მცირდება მისი
ელექტრული აქტივობა; ანალიტიკური ჭკუა ცხრება.

ამის შემდეგ თანდათანობით, დაძაბვის გარეშე, ყურადღება ფოკუსირდება შინაგან


სამყაროზე, სწორედ ამ მომენტში ავტომატურად „ირთვება“ შუბლის წილი და
ნეოკორტექსის სხვა ნაწილების ნეირონულ აქტიურობას ამცირებს. სივრცულ-
დროითი ინფორმაციის გადამუშავების ნერვული ფუნქციონირება მინიმუმამდეა
დასული. როგორც შედეგი, ტვინის ტალღები ბუნებრივი გზით ნელდებიან და ალფა-
დიაპაზონს აღწევენ. თვითგადარჩენის რეჟიმიდან შემოქმედების რეჟიმზე
გადავდივართ, და ტვინი გადაეწყობა უფრო მოწესრიგებულ და კოჰერენტულ
ტალღაზე.

მედიტაციის პრაქტიკაში გამოყენებით, დროთა განმავლობაში ტეტა-დიაპაზონის -


მდგომარეობის, როდესაც სხეულს სძინავს, მაგრამ გონება ფხიზელია, - მიღწევას
შეძლებთ. ეს მართლაც საოცრებათა ქვეყანაა. ქვეცნობიერის სიღრმეებში შეღწევით
ნეგატიური ასოციაციების პოზიტიურებით დაუყოვნებლივ ჩანაცვლების
შესაძლებლობა გვეძლევა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავის დროზე სხეული ვაიძულეთ გონება


გამოედევნა და საკუთარ თავზე აეღო მისი როლი. ნახევრადმძინარე მდგომარეობაში
კი ვიდრე გონება ფხიზლობს, სხეულს აღარ შეუძლია მასზე იმოქმედოს. ტეტა-
ტალღებისთვის შესაბამის მდგომარეობაში სხეული კონტროლს კარგავს, და
შეგვიძლია ოცნებებს მივეცეთ, ნებისმიერი ქვეცნობიერი პროგრამა შევცვალოთ და
საკუთარი ცხოვრება თავიდან შევქმნათ.
სხეული აღარ მბრძანებლობს გონებაზე: მსახური კვლავ მსახური გახდა. ჩვენ
თითქოს ბავშვობაში დავბრუნდით და აგერ-აგერ ჭეშმარიტი ძლიერების საოცრებათა
ქვეყანაში აღმოვჩნდებით.

დაძინება... დაღმასვლა... და კვლავ აღმასვლა...


ჩაძინებისას, რიგრიგობით გავდივართ ტვინის აქტიურობის ყველა დიაპაზონს:
ბეტადან ალფამდე, შემდეგ ტეტამდე, და ბოლოს დელტამდე. შესაბამისად,
გაღვიძებისას დელტადან ბეტამდე გავდივართ აღმასვლას. თუმცა, ღამის არყოფნის
შემდეგ „გონზე მოსვლისას“ გვახსოვს, ვინ ვართ, რა პრობლემები გვაქვს, ვინ გვიწევს
გვერდით, რომელ ბინაში და რომელ ქალაქში ვცხოვრობთ... ჰოდა, დაიწყო!
ასოციაციები კვლავ ბეტა-რეჟიმში მოქმედ ჩვეულ პიროვნებასთან გვაბრუნებენ.

ზოგი წყალში ჩაგდებული ნაჯახივით ძილში უცებ იძირება. მათი სხეულები


იმდენად გადაღლილია, რომ ბუნებრივი დაღმასვლა ქვეცნობიერის კიბეზე
მკვეთრად ჩქარდება.

სხვებს ძილის საფეხურებზე დაშვება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ; ისინი


ზედმეტად ღელავენ საკუთარ პრობლემებზე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს
გარესამყაროზე მენტალურ და ემოციურ დამოკიდებულებას. ასეთები უძილობით
იტანჯებიან, საძილე საშუალებების მიღებაც უწევთ, რათა ტვინში ქიმიურმა
ცვლილებებმა ბოლოს და ბოლოს დააძინოს სხეული.

ორივე შემთხვევაში ძილის პრობლემა გონებასა და სხეულს შორის დისონანსის


მაჩვენებელია.

მედიტაციისთვის საუკეთესო დრო - ადრიანი დილა და გვიანი საღამოა, როდესაც


ქვეცნობიერის კარი შეღებულია

ტვინის ბიოქიმიის ბუნებრივი დღიური ცვლილებების (დილაობით ძირითადად


სეროტონინი - სიფხიზლის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ნეიროტრანსმიტერი -
გამომუშავდება, ხოლო საღამოობით - მომადუნებლად მოქმედი მელატონინი)
შედეგად ქვეცნობიერის კარი ორჯერ იღება: უშუალოდ ძილის წინ და გაღვიძების
მომენტში. ამიტომ მედიტაცია ამ საათებშია უმჯობესი: ტვინი ალფა ან ტეტა
სიხშირებე უფრო იოლად გადავა.

მიყვარს დილაუთენია მედიტირება, ვიდრე ბოლომდე გამოვფხიზლდები და ტვინს


ბოლომდე არ ამოუყვინთავს ალფა-მდგომარეობიდან. მე პირადად შემოქმედების
დაწყება სუფთა ფურცლიდან მირჩევნია.

ტვინის აქტიურობის დინამიკა


ნახ. 8J. დიაგრამაზე ტვინის აქტიურობის დინამიკაა ნაჩვენები: ყველაზე სწრაფი
მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებიდან ყველაზე ნელი დაბალი სიხშირის დელტა-
ტალღებამდე. მიაქციეთ ყურადღება: ალფა-ტალღები ცნობიერსა და ქვეცნობიერს
შორის ხიდს წარმოადგენს. რაც ნაკლებია ტვინის აქტიურობის სიხშირე, მით
აქტიურია ქვეცნობიერი; და პირიქით, რაც უფრო მაღალია - მით უფრო აქტიურია
ცნობიერი გონება.

თუმცა ზოგს საღამოს პერიოდი უფრო შეესაბამება, როდესაც დღის განმავლობაში


დაღლილ სხეულს გონების როლის შესრულება აღარ შეუძლია. ეს დროც
შესაფერისია შემოქმედების პროცესისთვის, ალფა და ტეტა მდგომარეობაში
გადასვლით (გონების აქტიურობის შენარჩუნებით).

დღის განმავლობაში მედიტირება საკმაოდ რთულია, მითუმეტეს, თუ ოფისში


მუშაობთ, სახლში ბავშვებს უვლით ან ისეთი საქმით ხართ დაკავებული, რომელიც
მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. ასეთ მომენტებში ტვინის აქტიურობა
შუალედური ან მაღალი სიხშირის ბეტა-დიაპაზონში იმყოფება, და ქვეცნობიერში
მოხვედრა საკმაოდ რთულია.

მედიტაციაში ჩაღრმავებას ვაკონტროლებთ

შინაგანი დაკვირვების პრაქტიკებს გონება, სხეული და ტვინი „აქ და ახლა“ რეჟიმში


გადაყავთ და სტრესს ანეიტრალებენ, რომელთაც საშიში მომავლის წარმოდგენისას
განიცდიდით. ამას გარდა, მედიტაციას გონება და სხეული წარსულიდან ამოყავს და
ემოციებისგან ათავისუფლებს, რომლებიც ჩვეულ ცხოვრებაში გამწყვდევდნენ.

მედიტაციის მიმდინარეობისას ჩვენი მიზანია - ნელა, მაგრამ დარწმუნებით


ჩავუყვეთ ქვევით ტვინის ტალღების დიაპაზონს, როგორც შენობის სახურავიდან
ქვევით მოფარფატე ბუმბული. თავდაპირველად გონების კონცენტრაციის
შენარჩუნებით სხეულის მოდუნებას ვსწავლობთ. ამ უნარის დაუფლების შემდეგ
მეორე ნაბიჯი უნდა გადავდგათ - მთლიანად დავაძინოთ სხეული, კვლავ ტვინის
აქტიურობის შენარჩუნებით.

ჩაძირვის სტადიები ამგვარია. სიფხიზლისას ბეტა-დიაპაზონში (დაბალი


სიხშირიდან მაღალ სიხშირემდე დიაპაზონში, სტრესის სიდიდის შესაბამისად)
ვფუნქციონირებთ. როდესაც გამართული ვჯდებით, ვხუჭავთ თვალებს,
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქავთ და საკუთარ თავში ჩავიძირებით, სიმპათიკური
ნერვული სისტემის აქტიურობა ბუნებრივად მცირდება, და პარასიმპათიკური
ნერვული სისტემა აქიურდება. ფიზიოლოგიურ დონეზე საგანგებო სიტუაციებში
დამცველი სისტემა (ვბრძოლობ-მეშინია-გავრბივარ) ითიშება და შინაგანი დაცვის
რეჟიმში გადადის, რაც იდეალურია ხანგრძლივი კონსტრუქციული პროცესებისთვის
(ზრდა და აღდგენა). სხეული დუნდება, და ტვინის ტალღები ალფა დიაპაზონში
გადადიან.

მედიტაციასთან სწორი მიდგომა ტვინის აქტიურობის მოწესრიგების და


კოჰერენტულობის მიღწევის საშუალებას იძლევა. დიდ სამეულზე კონცენტრირებას
ვწყვეტთ და არავინ და არაფერი ვხდებით, დროის მიღმა გავდივართ და საკუთარი
მთლიანობის და რაღაც დიდთან კავშირის შეგრძნებას ვიწყებთ; შინაგანი
მდგომარეობა გაწონასწორებული ხდება. ჩვენთან მოდის ჯანმრთელობა,
ამაღლებული ემოციები: ნდობა, სიხარული, შთაგონება.

ვაღწევთ კოჰერენტულობას

თუ გონებას მოვიაზრებთ როგორც ტვინს მოქმედებაში ან ტვინის აქტიურობას


ცნობიერების ნაკადების გადამუშავებისას, მაშინ მედიტაციას ბუნებრივად
გადავყავართ გონების უფრო სინქრონულ, კოჰერენტულ მდგომარეობაში [Murphy
Michael, Donovan Steven The Physical and Psychological Effects of Meditation: A Review of
Contemporary Research with a Comprehensive Bibliography, 1931–1996, 2nd edition
(Petaluma, CA: Institute of Noetic Sciences, 1997].

მეორე მხრივ, „სტრესული“ ტვინის ელექტროაქტიურობა შეიძლება შევადაროთ


არეული ორკესტრის ხმიანობას. გონება რიტმიდან ამოვარდნილი, წონასწორობიდან
გამოყვანილი და არეულია.

ჩვენი მიზანი კი შედევრის შესრულებაა. თუ ჯიუტად შევუდგებით ამ


არადისციპლინებული, ამპარტავანი, ეგოცენტრული მუსიკოსების (ყოველი მათგანი
დარწმუნებულია, რომ მისი ინსტრუმენტი სხვებზე ხმამაღლა უნდა ჟღერდეს)
აღზრდას და, ძალების დაუნანებლად, მათ დარწმუნებას, რომ შეთანხმებულად
მოქმედება და ჩვენი მითითებების შესრულებაა საჭირო, ადრე თუ გვიან ისინი
ლიდერად გვაღიარებენ და ერთ გუნდად შეიკვრებიან.

განსხვავება ტვინის კოჰერენტულ და არაკოჰერენტულ აქტიურობას შორის

ნახ. 8K. პირველ ნახატზე ტვინი გაწონასწორებულ და სინქრონულ მდგომარეობაშია.


სხვადასხვა ნაწილები შეთანხმებულად მოქმედებენ, ნეირონული ქსელების
აქტიურობა მოწესრიგებული და ჰარმონიულია. მეორე ნახატზე ტვინი
არასინქრონული და წონასწორობიდან გამოსულია.. სხვადასხვა ნაწილები
არაშეთანხმებულად მოქმედებენ, შედეგად - კომუნიკაციის შეფერხება და ზოგადი
დაძაბულობა.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დადგება მომენტი, როდესაც ტვინის ტალღები


სინქრონული გახდება და ბეტა დიაპაზონიდან ალფა და ტეტა დიაპაზონში გადავა.
სხვადასხვა ნეირონულ ჯაჭვებს შორის მკაფიო კომუნიკაცია დამყარდება, შედეგად
კი ტალღების კოჰერენტულობა გაიზრდება. თვითგადარჩენის რეჟიმისთვის
დამახასიათებელ მოუცილებელ და ხშირად დაუკავშირებელ აზრებზე ჩაციკლვას და
შეზღუდვას შემოქმედების რეჟიმის გახსნილობა და მოწესრიგებულობა შეცვლის
აწმყოში განმტკიცებული უბრალო, მკაფიო და უწყვეტი აზრებით. ყოფიერების
სწორედ ასეთი მდგომარეობაა ყველაზე ბუნებრივი.

კოჰერენტულობის, ან, სხვაგვარად, სინქრონიის მდგომარეობა, რომლის დროსაც


ტვინის მუშაობა ჰარმონიულია, სქემატურად წარმოდგენილია ნახ. 8K.

ტვინის ტალღების კოჰერენტულობა გამოჯანმრთელებას განაპირობებს

ტვინის ახალი, მოწესრიგებული და სინქრონული სიგნალების ზემოქმედებით


ორგანიზმის ყველა სისტემა - გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი,
იმუნური და სხვა - ჰომეოსტაზის, ანუ წონასწორობის მდგომარეობაში მოდის. ისინი
ასევე კოჰერენტულად იწყებენ მუშაობას. ნერვული სისტემაც გადაეწყობა და
შემოქმედებისთვის დიდი რაოდენობის ენერგიას ათავისუფლებს, რომელიც აქამდე
თვითგადარჩენისთვის იხარჯებოდა. სხეული გამოჯანსაღებას იწყებს.

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. ერთხელ ჩემს ლექციას დაესწრო მამაკაცი,


სახელად ხოსე. მან საკუთარი ერთი ადრეული მედიტაციური გამოცდილების
შესახებ მომითხრო, რომელიც დაახლოებით 20 წლის ასაკში მიიღო. იმხანად მას
მარცხენა ხელზე 10 საკმაოდ მოზრდილი მეჭეჭი ჰქონდა. ხოსეს იმდენად
აკომპლექსებდა ეს ამბავი, რომ თითქმის არასდროს იღებდა ხელს ჯიბიდან.

ერთხელაც ვიღაცამ მედიტაციის შესახებ პატარა წიგნი შეაჩეჩა. იქ ამოიკითხა, რომ


უბრალოდ სუნთქვაზე უნდა გააკეთოს ყურადღების კონცენტრირება და გონებას
სხეულის საზღვრებს მიღმა გასვლის საშუალება მისცეს. როგორღაც ძილის წინ ხოსემ
გადაწყვიტა, ეცადა. რამდენიმე წამში მან ჩაციკლულობა და შეზღუდულობა სძლია
და ცნობიერების უფრო გახსნილ, მოდუნებულ და იმადროულად ფოკუსირებულ
მდგომარეობაში გადავიდა. როგორც კი ხოსემ ჩვეული პიროვნების საზღვრები
დატოვა და ტიპიური აზრები და გრძნობები სძლია, მისი თვითცნობიერება
გაფართოვდა, თანაც იმგვარად, რომ იქ ჩვეული ეგოსთვის დამახასიათებელი
უწესრიგო აზრობრივი პატერნები აღარ არსებობდნენ. ამ მომენში მასში ცვლილება
მოხდა.
მეორე დილით, გაღვიძებისას, ხოსემ აღმოაჩინა, რომ მეჭეჭები გაქრნენ. ყველა!
გაოგნებულმა და გახარებულმა საწოლი გადაქექა მეჭეჭების მოსაძებნად, მაგრამ
ვერაფერი იპოვა. ხოსემ მითხრა, რომ დღემდე ვერ გაუგია, სად გაქრნენ ისინი. მე
ავუხსენი, რომ ისინი იქ დაბრუნდნენ, საიდანაც მოვიდნენ - კვანტურ ველში.
მოვუყევი, რომ უნივერსალურმა გონმა, რომელიც ჩვენი სხეულების ნორმალურ
მდგომარეობაში შენარჩუნებას განაპირობებს, თავისი ფუნქცია შეასრულა -
ორგანიზმი გონების ახალი, უფრო მოწესრიგებული მდგომარეობის შესაბამისად
„შეარემონტა“. როდესაც ხოსეს განახლებული სუბიექტური გონება
კოჰერენტულობით დაემთხვა ობიექტურ მსოფლიო გონს, უმაღლესმა ძალებმა მისი
ორგანიზმი შიგნიდან განკურნეს.

ეს ყველაფერი შესაძლებელი აღმოჩნდა იმიტომ, რომ როდესაც ხოსემ ჩვეულ ბილიკს


გადაუხვია და არავინ და არაფერი გახდა, როდესაც თავად დრო დაძლია და
საკუთარი თავი დაივიწყა, ცნობიერების ფოკუსი წანაცვლდა. ყურადღების ცენტრში
აღმოჩნდა არა ქაოსი, არამედ წესრიგი, არა თვითგადარჩენა, არამედ შემოქმედება, არა
შეკუმშვა, არამედ გაფართოება. არაკოჰერენტულობამ ადგილი კოჰერენტულობას
დაუთმო. და მაშინ მსოფლიო გონმა აღადგინა მისი სხეულის წონასწორობა, და ხოსე
გამოჯანმრთელდა.

მედიტაციას პლუს მოქმედება: სიღარიბიდან ხსნის ისტორია

ჩემი სემინარების მონაწილეებს გასაოცარი ცხოვრებისეული ცვლილებების


ისტორიების გაზიარებას ხშირად ვთხოვ. აი, როგორი საოცარი ისტორია მოგვიყვა
კანადელმა ფსიქოთერაპევტმა მონიკმა.

თითქმის მთელი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში მონიკი სიღარიბის


განცდით ცხოვრობდა. მას მუდმივად არ ჰყოფნიდა ფული, ენერგია და დრო. ბოლო
ხანებში სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა. ჯერ ერთი, გაიზარდა ოფისის
არენდის ფასი (მონიკს არ ჰქონდა პაციენტების სახლში მიღების საშუალება). მეორე,
მას და მის ქმარს არ ჰქონდათ ფული, რომ შვილი უნივერსიტეტში გაეშვათ
სასწავლებლად. მესამე, სასწრაფოდ უნდა შეეცვალა სარეცხის მანქანა. ამასთან,
არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის გამო მონიკმა რამდენიმე კლიენტი
დაკარგა.

ერთხელ მონიკი მედიტაციას ასრულებდა, რომელსაც მალე თქვენც გაეცნობით.


საკუთარი ძველი გადაწყვეტილებების გაანალიზებისას, ის უეცრად მიხვდა, რომ
ადრინდელივით ვეღარ მოიქცევა: ქამარი კიდევ უფრო მოიჭიროს და მძიმე დროება
ფსევდოპოზიტიური განწყობით, სერიიდან „ვაი მე, ვაი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა
ყველაფერი უარესად ყოფილიყო“ გადაიტანოს. მონიკი მიხვდა, რომ არჩევანის
გაკეთებისას და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობისას, ის ყოველთვის დროის,
ფულის ან ენერგიის სიდუხჭირის პოზიციიდან გამოდიოდა. მან ყოფიერების ეს
მდგომარეობა დაისწავლა; სიღარიბე მონიკის პიროვნების ელემენტი გახდა.
ინერტულობის განსახიერებას, მას ყოველთვის თვითდინებაზე ჰქონდა ყველაფერი
მიშვებული. ბედის ირონიით, სწორედ ამ თვისებებს ამუშავებდა ის თავის
კლიენტებთან და მათ რეაქტიულიდან პროაქტიულ ცხოვრების წესზე გადასვლაში
ეხმარებოდა. და მაშინ მონიკმა საკუთარი პიროვნების შეცვლა გადაწყვიტა. როდემდე
უნდა დანებდე და უდრტვინველად გადაიტანო ბედის დარტყმები!

მონიკმა პიროვნების ახალი მოდელი შექმნა. მან გააანალიზა, რისი ფიქრი და


გრძნობა სურს ახლა, და იმ ქალის როლში შევიდა, რომელიც გადაწყვეტილებებს
იღებს სიმდიდრის - ფულის, დროის და ენერგიის - პოზიციიდან. ყველაზე მთავარი
კი ისაა, რომ ახალი პიროვნების მისი ხედვა სრულიად მკაფიო, ხოლო განზრახვა -
შეურყეველი იყო. მონიკმა იცოდა, როგორი არ უნდა რომ იყოს, და მტკიცედ
წარმოედგინა, რომელი აზრები, გრძნობები და ქცევის მოდელები ახასიათებს მის
ახალ პიროვნებას.

***

როდესაც სასურველი რეალობის მიღწევის გადაწყვეტილებას ვიღებთ და განზრახვას


ვაყალიბებთ, ჩვენი აზრები ცხადი და კოჰერენტული ხდება, ხოლო მათ შემდეგ
გრძნობები მოერგებიან. შედეგად, ორგანიზმის ბიოქიმიური ფონის, ტვინის
ნეირონული სტრუქტურის (ძველი სინაფსური კვანძები წყდება და ახლები იქმნება)
და გენეტიკური მასალის ექსპრესიის შეცვლა გამოვლინდება.

***

მონიკმა ახალი ცხოვრება დაიწყო - იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ფულებში


ბანაობს, ენერგიითაა სავსე და არაფერი აკლია. ის თავს შესანიშნავად გრძნობდა. ვერ
გეტყვით, რომ მან ყველა პრობლემა ერთი ხელის დაკვრით გადაჭრა, მაგრამ
თანდათან სულ უფრო უკეთ გამოსდიოდა ახალი აზრობრივი მიზანდასახულობის
შესაბამისად ცხოვრება. გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი
მონიკი ერთ თავის (იმ დღეს ბოლო) კლიენტ ქალს ესაუბრებოდა. ის საფრანგეთში
გატარებულ საკუთარ ბავშვობაზე ყვებოდა და სხვათაშორის ახსენა, რომ მისი
მშობლები ყოველ თვე ლატარიის ბილეთს ყიდულობდნენ. ეს ტრადიცია მანაც
გააგრძელა.

სახლისკენ მიმავალი მონიკი ლატარიის ბილეთზე სულაც არ ფიქრობდა. ის


არასდროს ყიდულობდა ლატარიის ბილეთებს, რადგან თვლიდა, რომ მისი
შეზღუდული ფინანსური მდგომარეობისას მსგავსი დანახარჯი თავქარიანობის
მწვერვალი იქნებოდა. ბენზინგასამართ სადგურზე შეჩერებული, სალაროსთან
მივიდა ფულის გადასახდელად და იქ ლატარიის ბილეთები დაინახა.
მოულოდნელად გონება გაუნათდა, რომ ახალ მონიკს, რომელიც სიუხვეში
ცხოვრობს, შეუძლია თავს ნება მისცეს და გარისკოს...

შემდეგ მონიკმა პიცა იყიდა და სახლისკენ გაემგზავრა, ლატარიის ბილეთი კი


გადაავიწყდა. როცა მანქანიდან პიცას იღებდა, შეამჩნია, რომ კოლოფიდან ცხიმი იყო
გამოჟონილი, მანქანის სავარძელი - დასვრილი, ცხიმიან ყუთზე კი ის ბილეთი
მიწებებულიყო. მონიკი სახლში შევიდა, პიციანი ყუთი (მიწებებული ბილეთით)
მაგიდაზე დადო და ოჯახის წევრებს უთხრა, პიცის ჭამა მის გარეშე დაეწყოთ, თავად
გარაჟში დაბრუნდა დასვრილი სავარძლის გასაწმენდად.

მონიკი სავარძლის წმენდით იყო გართული, როცა ავტოფარეხში მისმა ქმარმა


შემოირბინა.

- მონიკ! მონიკ!!! არ დაიჯერებ! შენმა ბილეთმა მოიგო!

რა თქმა უნდა გახსოვთ, რომ კვანტური ველი სრულიად მოულოდნელი სახით


გვპასუხობს. ალბათ გაიფიქრებთ: „გასაგებია, მან რამდენიმე მილიონი მოიგო, და
შემდეგ ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად“.

ასეცაა, და ასეც არაა.

მონიკის მოგებული თანხა 53000$ იყო. ბედნიერება იგრძნო თუ არა? აქ ალბათ სიტყვა
„გაოგნებული“ უფრო გამოდგება. ეს ფული მათი საკრედიტო ბარათების და
ავტოკრედიტის ვალების დასაფარად საკმარისი აღმოჩნდა.

საკუთარი ისტორიის მოყოლისას მონიკი ბედნიერებას ასხივებდა. ბოლოს ეშმაკური


ღიმილით დაამატა, რომ შემდეგ ჯერზე აღარ ისურვა მისი საჭიროებების
დაკმაყოფილება. ახლა განზრახვა სხვა ფორმით ჩამოაყალიბა: „დაე, აღსრულდეს ეს
ყველაფერი - და კიდევ რამე!“

***

მონიკის ისტორია წარმოგვიდგენს ყოფიერების განახლებული მდგომარეობის


შემოქმედებით სიძლიერეს. ის ვერ მიაღწევდა იგივე ეფექტს, საკუთარი თავის
მხოლოდ ახალ ადამიანად წარმოდგენით; არა, მას ახლებურად უნდა ემოქმედა.
ძველი მონიკი ლატარიის ბილეთს არ იყიდდა; ახალმა პიროვნებამ კი საკუთარი
ქცევა დასახული მიზნის კალაპოტში მიმართა, და კვანტურმა ველმა მოულოდნელი,
მაგრამ ადექვატური პასუხი გასცა.
მონიკმა ახალი პიროვნება შექმნა, რომელიც ძველისგან სრულიად განსხვავებულად
იქცევა და შანსს არ უშვებს ხელიდან, და საპასუხოდ ცხოვრებისგან ადრინდელზე
გაცილებით მეტი მიიღო. ახალი პიროვნება - ახალი პერსონალური რეალობა.

რა თქმა უნდა, თქვენი ცხოვრების შესაცვლელად არ არის აუცილებელი ლატარიის


ბილეთის ყიდვა. მაგრამ აუცილებლად მოგიწევთ ჩვეული მე-სგან განთავისუფლების
მტკიცე გადაწყვეტილების მიღება, ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში შესვლა,
არასასურველი პროგრამების წაშლა და ახლების დეტალური დამუშავება.

კოჰერენტულობა დღის ფუსფუსსა და ამაოებაში

და ბოლოს, მსურს ერთი კვლევის შესახებ მოგიყვეთ, რომლის შესახებაც უკვე


ვისაუბრე წიგნში „განავითარეთ თქვენი ტვინი“.

ვისკონტის უნივერსიტეტის თანამშრომლები მედისონში იკვლევდნენ ბუდისტი


ბერების ჯგუფს - მედიტაციის ვირტუოზებს, რომლებსაც ტვინის აქტიურობის
წარმოუდგენელი დონის კოჰერენტულობის მიღწევა შეეძლოთ. როდესაც ისინი
სიყვარულზე, სიკეთეზე და თანაგრძნობაზე მედიტირებდნენ, მათ მიერ შექმნილი
სიგნალის კოჰერენტულობა არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა.

ყოველ დილით ბერები მედიტაციაში იძირებოდნენ, მეცნიერები კი მათი ტვინის


აქტიურობას აკვირდებოდნენ. შემდეგ ისინი ქალაქში მიჰყავდათ, სადაც დროს
საკუთარი სურვილით ატარებდნენ: მუზეუმებს ათვალიერებდნენ, მაღაზიებში
დადიოდნენ და ა.შ. დღის ბოლოს ბერებს, უკვე მედიტაციის გარეშე, კვლავ
ამოწმებდნენ. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია: მიუხედავად იმისა, რომ დღის
განმავლობაში ბერები არ მედიტირებდნენ, არამედ არაკოჰერენტული, ქაოსური
სიგნალების ზემოქმედებას განიცდიდნენ, რომლითაც გარე სამყარო გვბომბავს,
დილის მედიტაციისას მიღწეული ტვინის ტალღების კოჰერენტულობის დონე
უცვლელად ინახებოდა [Luts, Antoine et al. Long-term meditators self-induce high-amplitude
gamma synchrony during mental practice. / PNAS (Proceedings of the National Academy of
Sciences), vol. 101 (46): 16369–16373 (16 November 2004). ამას გარდა, 2008 წლის
აპრილში შესანიშნავი საუბარი მქონდა ამ თემაზე რიჩარდ დევიდსონთან, რომელსაც
მაიოს კლინიკაში (როჩესტერი, მინესოტა) კონფერენციაზე „გონება და ცხოვრება“
შევხვდი].

გარე სამყაროს მრავალფეროვან და აფუთფუთებულ სიგნალებთან შეხვედრისას,


უმეტესობა ჩვენგანი კვლავ თვითგადარჩენის რეჟიმში გადადის და სტრესის
ჰორმონების გამომუშავებას იწყებს, რაც ტვინის სიგნალებს დაბრკოლებას უქმნის.
მაგრამ, ამ ბერების მსგავსებისკენ უნდა ვისწრაფოთ. თუ მოვახერხებთ დღიდან
დღემდე ტვინის კოჰერენტული (სინქრონული) აქტიურობის მიღწევას, დროთა
განმავლობაში ჩვენი ძალისხმევა რეალურ ნაყოფს გამოიღებს.
როდესაც, ბერების მსგავსად, შინაგანი კოჰერენტულობის ადვილად მიღწევას
ისწავლით, თქვენც მოახერხებთ ხმაურიან ქუჩებში მშვიდად სეირნობას
დესტრუქციული გარე გამღიზიანებლების შემზღუდველი ზემოქმედების განცდის
გარეშე. თქვენ აღარ გახასიათებთ ავტომატური რეაქციები, რომლებიც ადრე
უცილობლად გაბრუნებდნენ ძველ, ჩვეულ და უკვე მობეზრებულ მე-სთან.

მედიტაციის მუდმივად პრაქტიკით და შინაგანი კოჰერენტობის მიღწევით, თქვენ


არა მარტო ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას აირიდებთ, არამედ საკუთარი თავის
იდეალურ ვერსიას მიუახლოვდებით. შინაგანი კოჰერენტულობას შეუძლია
შეეწინააღმდეგოს ნეგატიურ რეფლექსურ ემოციურ მდგომარეობებს და
შესაძლებლობას მოგცემთ იმ აზრებს, გრძნობებს და ქცევის მოდელებს გადაეჩვიოთ,
რომელთაგანაც ისინი ყალიბდებიან.

„გონების სიცარიელის“ ნეიტრალური მდგომარეობიდან თანაგრძნობით,


სიყვარულით, მადლიერებით ან წრფელი სიხარულით აღსავსე ყოფიერების
ამაღლებულ მდგომარეობაში მოხვედრა უფრო მარტივია. ეს ნამდვილად ასეა,
რადგან ყველა ამაღლებული ემოცია ღრმად კოჰერენტულია. მედიტაციის პროცესში
კრისტალურად მკაფიო ტვინის ტალღების მიღწევით, თქვენ სხეულის, გარესამყაროს
და დროის ბორკილებისგან თავისუფლდებით, რომლებიც თვითშემზღუდველ
ემოციურ მდგომარეობაში გიჭერდნენ. ახლა თქვენ აკონტროლებთ დიდ სამეულს, და
არა ის - თქვენ.

ათვისებული ცოდნა - ახალი შეგრძნებების გარანტიაა

ამრიგად, თქვენ აუცილებელი ინფორმაციით აღიჭურვეთ და შეგიძლიათ


მედიტაციურ პროცესს შეუდგეთ, ამასთან სრულიად გაცნობიერებული გექნებათ,
რას და რატომ აკეთებთ.

გახსოვდეთ: ცოდნა ყოველთვის წინ უსწრებს შეგრძნებებს. ყველაფერი, რაც


წაიკითხეთ, მოწოდებულია, რომ მოგამზადოთ ახალი შეგრძნებებისთვის. საკუთარი
ცხოვრების ქსოვილში მედიტაციის ჩაქსოვით, აუცილებლად მიიღებთ სამყაროსგან
გამოხმაურებას.

ერთი მაგალითი მახსენდება. კასკადოვანი მთების უმაღლეს მწვერვალზე (4392 მ.),


ვულკან რეინირზე ასვლა, როგორც წესი, ორ ეტაპად ხდება. ალპინისტები მანქანას
სადგომზე „პარადიზ ჯექსონ“ (1645 მ.) ტოვებენ და პირველად ბანაკში კემპ მუარ
(3072 მ.) ადიან. შუალედურ პუნქტში შეჩერება მათ საშუალებას აძლევს გავლილ გზას
გადახედონ, მარშრუტის პირველი ნაწილის გავლის შედეგებიდან დასკვნები
გამოიტანონ, შემდეგი ასვლის წინ წაივარჯიშონ და ღამით დაისვენონ. და ხშირად
სწორედ გზაში ეს დასვენება ეხმარებოდა მოგზაურებს, მშვიდობიანად ასულიყვნენ
რეინირის დიდებულ მწვერვალზე.
მიღებული ცოდნა უკვე დაგეხმარათ გარკვეულ სიმაღლეზე ასვლაში. ახლა უკვე
მზად ხართ, ის პრაქტიკაში გამოიყენოთ. ახალშეძენილი სიბრძნე კი ოსტატობის -
გონების, ე.ი. ცხოვრების მთლიანობაში შეცვლის ოსტატობის - მწვერვალისკენ
შემდგომ ასვლას შთაგაგონებთ.

ამრიგად, გთავაზობთ მცირე ხნით შეჩერდეთ და მადლიერებით გადახედოთ


განვლილ გზას, ანუ წაკითხულ თავებს. თუ რომელიმე მომენტის გახსენება
გესაჭიროებათ, გააკეთეთ ეს. და - მომყევით: ვიწყებთ მედიტაციისთვის ბოლო
სამზადისს, რომელიც თქვენს პირად მწვერვალზე აგიყვანთ.

თავი მეცხრე - მედიტაციის პროცესისთვის მზადება

III ნაწილი - ნაბიჯი ახალი ბედისკენ

თავი მეცხრე - მედიტაციის პროცესისთვის მზადება

შეგახსენებთ: მედიტაციის მიზანი - გარესამყაროდან, სხეულიდან და დროიდან


თქვენი აზრებისა და განზრახვის მიმართულებით ყურადღების ფოკუსის შეცვლაა.
ამის შემდეგ გარე სამყაროსგან დამოუკიდებლად შინაგანი მდგომარეობის შეცვლას
შევძლებთ. ამას გარდა, მედიტაცია ანალიტიკური გონების საზღვრებს მიღმა
გასვლის და ქვეცნობიერში ჩაძირვის საშუალებას იძლევა. ეს მნიშვნელოვანია:
სწორედ ქვეცნობიერში ინახება დესტრუქციული ჩვევები და ქცევის მოდელები,
რომელთა მოცილებაც გვინდა.

მედიტაციის დაწყება

I და II ნაწილების წაკითხვის შემდეგ ცხოვრების შეცვლისთვის მედიტაციური


პროცესის დაწყება სრულიად გააზრებულად შეგიძლიათ. თქვენ ზუსტად
გეცოდინებათ, რას და რატომ აკეთებთ. მედიტაციის ტექნიკის ნაბიჯნაბიჯ
შესწავლით, მის გამოყენებას ნებისმიერი ცხოვრებისეული სფეროს მიმართებით
შეძლებთ. ხშირად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ცვლილებაზე გააზრებულად
მუშაობით, ძველ პიროვნებას გადაეჩვევით და ახალი გონების და ახალი მომავლის
ასაშენებლად სივრცეს გაათავისუფლებთ. პირადად მე ამ მედიტაციას ვიყენებ
იმისთვის, რომ საკუთარი ეგო უმაღლეს გონში განვაზავო, ჩვეულ რეალობას
გამოვეთიშო და ძველი მე-სთვის დამახასიათებელი აზრებისა და გრძნობებისგან
განვთავისუფლდე.
დასაწყისში დავალების სიახლემ შესაძლოა თქვენში უხერხულობის გრძნობა აღძრას.
ეს ბუნებრივია. სხეული, რომელსაც გონების როლი აქვს მითვისებული, ახალ
ვარჯიშებს ეწინააღმდეგება. გაიაზრეთ ეს და შეეცადეთ მოეშვათ: მედიტაციური
პროცესი იმგვარადაა აწყობილი, რომ მისი ყოველი ნაბიჯი გასაგებია და ადვილი
შესასრულებელია. რაც შემეხება მე, მედიტაცია ჩემთვის ერთერთ უსაყვარლეს
საქმიანობად იქცა. ისეთი შვება, სიმშვიდე, სიცხადე და შთაგონება მეუფლება, რომ
ვცდილობ ერთი დღეც კი არ გამოვტოვო. მაგრამ ასეთი თბილი „ურთიერთობა“
მედიტაციასთან უცებ არ აღმოცენებულა, ამიტომ, გთხოვთ, ნუ აჩქარდებით.

ცალკეული ნაბიჯების ჩვევად ქცევა

ახალი უნარის დასაუფლებლად, რომელსაც სრული ყურადღება და გულდასმით


პრაქტიკა ესაჭიროება, მოსახერხებელია სწავლის პროცესის ეტაპებად დაყოფა.
რთული დავალების ნაწილებად დაყოფა პროცესზე კონცენტრირების საშუალებას
იძლევა, ისე რომ ამ დროს ტვინის გადატვირთვას არ იწვევს.

უნარის ფორმირება - ქმედებათა თანმიმდევრობის მყარად დამახსოვრების შემდეგ


მათ ბუნებრივად და ძალდაუტანებლად, ჩვევისამებრ შესრულებას ნიშნავს.

ამრიგად, ახალი უნარის გამომუშავება ეტაპობრივად, ყოველ ჯერზე ცალკეული


ელემენტის სრულყოფილებამდე დახვეწვა და ამის შემდგომ, შემდეგზე გადასვლა
ჯობია. შემდეგ ყველა ნაბიჯს ერთიან თანმიმდევრობად გააერთიანებთ. თუ
იგრძნობთ, რომ ცალკეული ნაბიჯები ერთ ჰარმონიულ მოძრაობად ყალიბდება და
სასურველ შედეგამდე მიყავხართ, ე.ი. სწორ გზას ადგახართ.

როდესაც გოლფის თამაშს ვსწავლობთ, ჩვენი მოქმედებების კოორდინაციისთვის


თავდაპირველად ბევრ ფაქტორზე ფიქრი გვიწევს. აი, ცხოვრებაში პირველად
უმიზნებთ ბურთს, და თქვენი საუკეთესო მეგობარი ინსტრუქციებს გკარნახობთ:

- თავი დახარე! მხრებში გასწორდი! ზურგი სწორად დაიჭირე! ხელი გამართე და


ნაკლებად მოუჭირე! ხელი ენერგიულად მოიქნიე! ბურთს უკნიდან დაარტყი!

ჩემი საყვარელი ბრძანება კი ესაა:

- მოდუნდი!

ამ რაოდენობის ინსტრუქციის ერთდროულად მიღებისას შესაძლოა დაიბნეთ და


ადგილზე გაშეშდეთ. სულ სხვა საქმეა - ცალკეული მოძრაობების მეთოდური
ნაბიჯნაბიჯ დამუშავება. ინსტრუქციების ათვისება სხეულის დონეზე ხდება, პატარა
ნაბიჯები შედარებით მოზრდილ ნაბიჯში ერთიანდება, და რა თქმა უნდა, დროთა
განმავლობაში თქვენი ტყორცნის ტექნიკა დაიხვეწება. აზროვნებიდან მოქმედებაზე
გადავედით - და სხეულმა უნარი ტვინზე ნაკლებად არ აითვისა. ასე მუშაობს
პროცედურული მახსოვრობა. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც განსაზღვრულ
მოქმედებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიმეორებთ. ახლა უბრალოდ კი არ
ვიცით - არამედ, ვიცით, როგორ.

მედიტაციისთვის შესაბამისი ნეირონული ქსელის აგება

რაც მეტი იცით, მით უფრო უკეთ ხართ მომზადებული ახალი შეგრძნებებისთვის.
წიგნის მასალაზე დაყრდნობით ზუსტად გეცოდინებათ, რას აკეთებთ მედიტაციის
ყოველ ეტაპზე, რადგან თითოეულ მათგანს მკაფიო სამეცნიერო ან ფილოსოფიური
საფუძველი გააჩნია. ვარაუდების მოფიქრება არ მოგიწევთ. ნაბიჯები მკაცრად
განსაზღვრული თანმიმდევრობით მიყვებიან ერთმანეთს, რაც პიროვნების შეცვლის
მედიტაციური პროცესის დამახსოვრებას აიოლებს.

ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამა ოთხ კვირაზეა გათვლილი, თუმცა მოგიწოდებთ,


არ აჩქარდეთ და ყოველ ნაბიჯს იმდენი დრო დაუთმოთ, რამდენიც დაგჭირდებათ.
არ გადაიტვირთოთ.

მედიტაციის ყოველი კვირა იწყება წინა ნაბიჯების გამეორებით, შემდეგ ახალი


მასალის დამუშავება იწყება. ზოგი ნაბიჯის ერთდროულად სწავლა ჯობია, ამიტომ
ხანდახან ერთი კვირის განმავლობაში ორი ან მეტი ახალი მოქმედების ათვისება
მოგიწევთ. ამის გარდა, გირჩევთ, ყოველ ახალ მედიტაციურ ნაბიჯზე (ან ნაბიჯების
ჯგუფზე) მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში ივარჯიშოთ და მხოლოდ ამის შემდეგ
გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. რამდენიმე კვირაში კი მედიტაცია მტკიცედ
ჩაიბეჭდება ტვინის ნეირონულ სტრუქტურაში!

რეკომენდირებული ოთხკვირიანი პროგრამა

პირველი კვირა (X თავი) - ყოველდღიურად გაიმეორეთ ნაბიჯი 1: ინდუქცია


(ჩაძირვა).

მეორე კვირა (XI თავი) - ყოველი დღე დაიწყეთ პირველი ნაბიჯით, შემდეგ დაამატეთ
ნაბიჯი 2: ამოცნობა, ნაბიჯი 3: აღიარება და კონსტატაცია, ნაბიჯი 4: პრობლემის
უმაღლესი ძალებისთვის მინდობა.

მესამე კვირა (XII თავი) - ყოველდღიურად გაიმეორეთ ნაბიჯები 1 – 4, შემდეგ


დაამატეთ ნაბიჯი 5: დაკვირვება და კონტროლი და ნაბიჯი 6: გადამისამართება.

მეოთხე კვირა (XIII თავი) - ყოველდღიურად გაიმეორეთ ნაბიჯები 1 – 6, შემდეგ


დაამატეთ ნაბიჯი 7: შემოქმედება და რეპეტიცია.
არ იჩქაროთ. თქვენი ამოცანა - ტექნიკის დაუფლებაა. თუ მედიტაციის გამოცდილება
გაქვთ, შეგიძლიათ რამდენადმე დააჩქაროთ პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაშიც
ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ინსტრუქცია და შეეცადეთ, დაიზეპიროთ.

როდესაც თქვენს მოქმედებებზე სრულად კონცენტრირებას ისწავლით და გარეშე


სტიმულებზე ყურადღება არ გაგეფანტებათ, გონება და სხეული ერთმანეთთან
შესაბამისობაში მოვლენ. ყოველ მომდევნო ჯერზე მედიტაციაში ჩაძირვა
გაგიიოლდებათ. გახსოვთ ჰების წესი ერთდროულად გააქტიურებული ნეირონების
შესახებ? მაშ ასე, ახალი ინფორმაციის ათვისება გაცნობიერებულ ყურადღებასთან და
უნარის პრაქტიკულ დამუშავებასთან ერთად თქვენი განზრახვების გამომხატველი
ნეირონული ქსელის ფორმირებას გამოიწვევს.

მედიტაციისთვის მზადება

რა დაგჭირდებათ

ბლოკნოტი და საწერკალამი. მედიტაციური პროცესის აღწერას თან ახლავს


კომენტარები, რომლებსაც კითხვები და დამატებითი კომენტარები მოსდევს
(სათაურით „წერილობითი დავალება“). გირჩევთ, პასუხები ბლოკნოტში ჩაიწეროთ
და მედიტაციაში ჩაძირვის წინ გადახედოთ. ეს ჩანაწერები მედიტაციური
მარშრუტის რუქის სამსახურს გაგიწევენ, რომელიც ქვეცნობიერის სიღრმეში
ჩაგიყვანთ.

აუდიომასალები. ვარჯიშის დასაწყისში სასრგებლოა მედიტაციური პრაქტიკების


ხმოვანი ვერსიების მოსმენა. გირჩევთ, მოისმინოთ ინდუქციის ტექნიკა, რომელსაც
შემდგომში ყოველდღიურად გამოიყენებთ. ეს ტექნიკა მაღალი კოჰერენტულობის
ალფა-ტალღებზე ტვინის მომართვის საშუალებას იძლევა, რაც 11-13 თავებში
აღწერილი მოქმედებებისთვისაა აუცილებელი. ამას გარდა, ყველა პრაქტიკის
აუდიოვერსიის მოსმენა შეგიძლიათ, რისი სწავლაც ამ ოთხ კვირაში მოგიწევთ.

ორი მიდგომა მედიტაციასთან

I ვარიანტი: მედიტაციური პრაქტიკა აუდიოფორმატით ხელმისაწვდომია.


საიტზე www.drjoedispenza.com აუდიოპრაქტიკების მოსმენა ან თქვენს კომპიუტერში
ჩამოტვირთვა შეგიძლიათ [აუდიომასალები საიტზე ინგლისურ ენაზეა
წარმოდგენილი.]. (რუსული ვერსია)

მედიტაციის დაწყება მიზანშეწონილია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის თავს


წაიკითხავთ და წერილობით დავალებას შეასრულებთ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ
მედიტაციის ყოველი ახალი ნაბიჯის განმტკიცებას. აუდიოპრაქტიკები
დასათაურებულია კვირების მიხედვით: „პირველი კვირის პრაქტიკა“, „მეორე კვირის
პრაქტიკა“ და ა.შ. „მეოთხე კვირის პრაქტიკა“ მედიტაციის მთელ ტექსტს შეიცავს.

მაგალითად „მეორე კვირის პრაქტიკა“ შეიცავს ინდუქციის ტექნიკას (პირველი


ნაბიჯი) და კიდევ სამ ნაბიჯს, რომლებსაც მეორე კვირის განმავლობაში ამუშავებთ.
„მესამე კვირის პრაქტიკაში“ ასევე შედის 1-4 ნაბიჯები და დამატებულია 5 და 6
ნაბიჯები, რომლებიც მესამე კვირაში უნდა დამუშავდეს.

II ვარიანტი. ყველა პრაქტიკის ტექსტი დანართშია მოცემული. შეგიძლიათ


მრავალჯერ გადაიკითხოთ, ვიდრე მთელ თანმიმდევრობას არ დაიმახსოვრებთ,
ასევე შეგიძლიათ გაახმოვანოთ და დიქტოფონზე ჩაიწეროთ.

A და B დანართებში ინდუქციის (მედიტაციაში ჩაძირვის) ორ ტექნიკას ნახავთ.


დანართი C პრაქტიკის მთლიან ტექსტს, მედიტაციის პროცესის ყველა ეტაპს შეიცავს.
თუ ამ ტექსტს გამოიყენებთ, გთხოვთ, ყოველთვის დაიწყეთ წინა ნაბიჯების
გამეორებით და მხოლოდ შემდეგ გადადით მიმდინარე კვირის მასალაზე.

შესაფერისი გარემო

ადგილი, ადგილი, ადგილი. გარესამყაროს დაძლევა - საკუთარი თავისგან


გადაჩვევის აუცილებელი პირობაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მედიტაციისთვის
ისეთი ადგილის შერჩევა, სადაც არაფერი გაგიბნევთ ყურადღებას. ეს დიდად
დაგეხმარებათ დიდი სამეულის პირველი ელემენტის დაძლევაში (ოდნავ
მოგვიანებით მოგიყვებით, დანარჩენ ორს როგორ მოვექცეთ). ამოარჩიეთ წყნარი
ადგილი, სადაც განმარტოვდებით და გარესამყაროს ცდუნებებს დაემალებით. დაე,
ეს მხოლოდ თქვენი ადგილი იყოს, თქვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი,
სხვებისთვის კი დახურული. ყოველდღიურად განმარტოვდით ამ ადგილას. მალე ამ
სივრცესთან განსაკუთრებულ კავშირს დაამყარებთ, სივრცესთან, სადაც მშფოთვარე
ეგოს მოათვინიერებთ, ძველ მე-ს დაძლევთ, ახალ პიროვნებას და ახალ ბედს
შექმნით. დროთა განმავლობაში ფეხები თავად წაგიყვანენ იქით.

ჩემი ერთერთი სემინარის მონაწილემ დაიჩივლა, რომ მედიტაციის დროს ის


ყოველთვის იძინებს. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- სად ატარებთ მედიტაციას?


- ლოგინში.
- გავიხსენოთ ასოციაციის კანონი. რასთან ასოცირდება თქვენთვის ლოგინი?
- ძილთან.
- ახლა კი - განმეორების კანონი. ყოველ საღამოს დასაძინებლად ერთსა და იმავე
ლოგინში წვებით. რას გამოიწვევს ეს?
- თუ ყოველ ღამე ერთი და იგივე ადგილას მძინავს, ეს ნიშნავს, რომ ლოგინსა და
ძილს შორის მყარი ასოციაცია ჩამომიყალიბდა.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ ნეირონული ქსელები სწორედ ასოციაციის კანონის
და განმეორების კანონის ზემოქმედებით იქმნებიან, თქვენ ჩამოგიყალიბდათ
ნეირონული ქსელი, რომელიც ლოგინის და ძილის კავშირს განაგებს. ხოლო რადგან
ყოველი ნეირონული კავშირი - ავტომატური პროგრამაა, რომელიც გონების
მონაწილეობის გარეშე ირთვება, არ ფიქრობთ, რომ საკმარისია ლოგინში აღმოჩნდეთ
და სხეული (იგივე გონება) ავტომატურად და არაცნობიერად ძილში იძირება?
- ზუსტად! აჯობებს, უკეთესი ადგილი მოვძებნო მედიტაციისთვის.

მე მას შევთავაზე, რომ არა მარტო არ დაწოლილიყო ლოგინში, არამედ სამედიტაციო


ადგილი საძინებლის გარეთ მოეძებნა. თუ ახალი ნეირონული სტრუქტურის
ფორმირება გვსურს, უკეთესია ეს ისეთ გარემოში გავაკეთოთ, რომელიც
სიმბოლურად ზრდას, განახლებას და ახალ მომავალს განასახიერებს.

ასევე გთხოვთ, არ აღიქვათ ეს ადგილი, როგორც წამების საკანი, სადაც თქვენ


ვალდებული ხართ მედიტაციით დაკავდეთ. მსგავსი დამოკიდებულება თქვენს
ძალისხმევას გაანულებს.

ხელის შემშლელი ფაქტორების არიდება. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ხელი არ


შეგიშალონ (მაგალითად, კარზე გამაფრთხილებელი ნიშანი მიამაგრეთ). სასურველია
არც შინაურმა ცხოველებმა შეგიშალონ ხელი. აღკვეთეთ ყველა სენსორული
სტიმული, რომელთაც თქვენი გონების ძველ პიროვნებასთან ან გარესამყაროსთან,
განსაკუთრებით ჩვეული გარემოს ელემენტებთან დაბრუნება შეუძლია. გამორთეთ
ტელეფონი და კომპიუტერი. დიახ, ვიცი, არ არის ადვილი, მაგრამ წერილები და
ზარები მოიცდიან! ასევე არასასურველია სამზარეულოდან შემოღწეული ყავის ან
რომელიმე კერძის სურნელი. ოთახში კომფორტული ტემპერატურა უნდა იყოს, და
არავითარი ორპირი ქარი. ასევე შესაძლებელია თვალებზე საფარი გაიკეთოთ
(ჩვეულებრივ, ასე ვიქცევი).

მუსიკა. მუსიკა - მშვენიერი დამხმარეა, მხოლოდ გამორიცხეთ კომპოზიციები,


რომლებიც კონკრეტულ მოგონებებს იწვევს. მე ჩვეულებრივ მშვიდ, მომადუნებელ
ინსტრუმენტულ მელოდიებს ვუსმენ. როდესაც მუსიკას არ ვუსმენ, ხშირად ვიყენებ
ყურის საცობებს.

სხეულს მედიტაციისთვის ვამზადებთ

პოზა, პოზა, პოზა. მე ყოველთვის გამართული ვზივარ. ზურგი მკაცრად


ვერტიკალურადაა, კისერი გამართულია, ხელები თავისუფლად ეშვებიან სხეულის
გასწვრივ, ფეხები უძრავადაა; მთელი სხეული მოდუნებულია. მოძრავ-საზურგიანი
სავარძლის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ბევრი ასეთ სავარძელში იძინებს.
უკეთესია ჩვეულებრივ სკამზე ჯდომა, ისე რომ ხელები და ფეხები არ იყოს
გადაჯვარედინებული. იატაკზე ფეხმორთხვით ჯდომაც მისაღებია.

სხეულებრივი გამღიზიანებლების არიდება. ჩვენი ამოცანა - სხეულის შეგრძნების


აღმოფხვრაა, რათა საკუთარ თავს მშვიდად ჩავუღრმავდეთ და მას ყურადღება არ
მივაქციოთ. მედიტაციის დაწყებამდე სასურველია ტუალეტის მოლევა.
თავისუფლად ჩაიცვით, საათი მოიხსენით, წყალი დალიეთ და ბოთლითაც
სიახლოვეს იქონიეთ. ეცადეთ, შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.

შეგვიძლია ჩავთვლიმოთ, მაგრამ არ უნდა დავიძინოთ. რადგან სხეულზე


ვსაუბრობთ, ნება მომეცით ერთ პრობლემას შევეხო, რომელსაც შესაძლოა წააწყდეთ.
გამართულად ჯდომისასაც შეიძლება ძილი მოგერიოთ. ეს კარგი ნიშანია: თქვენ
ალფა ან ტეტა დიაპაზონში გადადიხართ. ტვინის ნელი ტალღების დროს კი სხეული
ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნასაა მიჩვეული. მოულოდნელად ჩათვლემა
ნიშნავს, რომ სხეული დასაძინებლად ემზადება. ვარჯიშით ისწავლით ჯდომისას
ტალღების შენელებას. ამის შემდეგ თვლემასაც შეწყვეტთ და არც ძილი მოგერევათ.

მედიტაციისთვის დროის შერჩევა

როდისაა უკეთესი მედიტირება. ქვეცნობიერში მოხვედრა ყველაზე იოლია დილით,


გაღვიძებისთანავე, და გვიან საღამოს, დაძინებამდე. ესაა მედიტაციისთვის
ოპტიმალური მომენტები, რადგან ტვინისთვის უფრო ადვილია ალფა ან ტეტა
მდგომარეობაში გადასვლა. მე დილაობით მირჩევნია მედიტირება, დაახლოებით
ერთსა და იმავე დროს. თუ ენთუზიაზმით ხართ სავსე და დილითაც აპირებთ
მედიტაციას და საღამოსაც, - შეგიძლიათ, მაგრამ მაინც, დამწყებებს მედიტაციას
დღეში ერთხელ გირჩევთ.

მედიტაციის ხანგრძლივობა. სანამ მედიტაციაში ჩაიძირებით, მიმდინარე ეტაპის


შესაბამის თქვენს ჩანაწერებს გადახედეთ, ისინი მომავალ მოგზაურობაში
ორიენტირად გამოგადგებათ.

საწყის ეტაპზე მედიტაციის ყოველი სეანსი ინდუქციით უნდა დაიწყოთ (10-20


წუთი). ყოველი ახალი ნაბიჯი სეანსის ხანგრძლივობას 10-15 წუთით ზრდის. დროთა
განმავლობაში თქვენთვის ნაცნობ ეტაპებს უფრო ჩქარა გაივლით. და როდესაც
პროცესს სრულად აითვისებთ, ყოველდღიური მედიტაცია (ინდუქციის ეტაპის
ჩათვლით) 40-50 წუთი გაგრძელდება.

თუ გარკვეულ დროს გაქვთ სეანსის დამთავრება დაგეგმილი, მაღვიძარა ამ დრომდე


10 წუთით ადრე დააყენეთ. დროული შეხსენება საშუალებას მოგცემთ ჰარმონიულად
დაასრულოთ სეანსი და არ მიაფუჩეჩოთ დასასრული. მედიტაციისთვის საკმარისი
დრო გამოყავით, რომ ნერვიულად წამდაუწუმ საათს არ უყუროთ. მედიტაციამ დღის
წესრიგი რომ არ დაგირღვიოთ, უფრო ადრე ადგომა ან გვიან დაწოლა მოგიწევთ.

გონებას მედიტაციისთვის ვამზადებთ

ეგოს მორჯულება. გულწრფელად გეტყვით, არის დღეები, როდესაც ეგოსთან


სამკვდრო-სასიცოცხლოდ ვბრძოლობ - იმდენად დიდია კონტროლის მოპოვების
მისი სურვილი. ხანდახან დილის მედიტაციისას ჩემი ანალიტიკური გონება
სრულიად სხვადასხვა თემების „გადაღეჭვას“ იწყებს. აქაა რეისები, რომლებზეც უნდა
მოვასწრო, სამსახურებრივი შეხვედრები, პაციენტები, ყველა ანგარიში და სტატია,
რაც უნდა დავწერო, შვილები... ხანდახან კი სრულიად მოულოდნელი აზრები
არსაიდან ჩნდებიან. მე გარესამყაროს პროგნოზირებად ელემენტებზე ვიციკლები.
ზუსტად ის მემართება, რაც სხვებს: გონება ან მომავალს განსჭვრეტს, ან წრსულს
იხსენებს. ასეთ მომენტებში ვჩერდები და საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ეს ყველაფერი
ჩვეული ასოციაციებია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ შემოქმედების პროცესთან,
რაც აქ და ახლა ხორციელდება. როდესაც ეს თქვენ შეგემთხვევათ, მოგიწევთ
ყოველდღიური აზროვნების ინერციის შეგნებულად დაძლევა და შემოქმედების
რეჟიმში დაბრუნება.

სხეულის მორჯულება. თუ სხეული ურჩობს და გონების როლს იჩემებს - ანუ სურს


რაღაც გააკეთოს, სადმე წავიდეს, ვინმესთან ურთიერთობით მიღებული ემოციური
შეგრძნება გაიხსენოს - თქვენ ძალით უნდა დააბრუნოთ ის აქ და ახლა და მის
დამშვიდებას შეეცადოთ. ამგვარად სხეულს ახალ გონებას მიაჩვევთ და დროთა
განმავლობაში ის დაგემორჩილებათ. ოდესღაც ის ქვეცნობიერის გავლენის ქვეშ
მოექცა, ახლა კი თქვენ უნდა გადააჩვიოთ - ამიტომ სიყვარულით მიუდექით და
მოთმინება იქონიეთ. ადრე თუ გვიან სხეული ბატონად გაღიარებთ. გახსოვდეთ, რომ
თქვენგან მოითხოვება სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიხარული, ენთუზიაზმი, მოქნილობა
და შთაგონება. ყველა ეს თვისება და ემოცია ღვთაებრივ საწყისთან
გაახლოვებთ. ახლა კი - ვიწყებთ!

თავი მეათე - კარი შევაღეთ შემოქმედების სამყაროში. პირველი კვირა

თავი მეათე - კარი შევაღეთ შემოქმედების სამყაროში. პირველი კვირა

ჰიპნოზსა და თვითჰიპნოზს ჩემი კარიერის დასაწყისში გავეცანი და დროთა


განმავლობაში თავად დავიწყე სხვებისთვის ამ მეთოდის სწავლება. ადამიანის ე.წ.
ტრანსში ჩასაძირად ჰიპნოთერაპევტები სპეციალურ ტექნიკას - ინდუქციას -
იყენებენ. მარტივად, ჩვენ ადამიანებს ტვინის ტალღების სიხშირის შეცვლაში
ვეხმარებით. ჰიპნოზის ან თვითჰიპნოზის ქვეშ რომ მოვექცეთ, მხოლოდ და მხოლოდ
მაღალი ან საშუალო სიხშირის ბეტა-დიაპაზონიდან გამოსვლა და უფრო
მოდუნებულ ალფა ან ტეტა მდგომარეობაში გადასვლაა საჭირო. ამრიგად,
მედიტაცია და ჰიპნოზი ფაქტობრივად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

შემეძლო ინდუქცია წინა თავში გამეცნო თქვენთვის, როდესაც მედიტაციისთვის


მზადებაზე გესაუბრებოდით, რადგან ეს ტექნიკა მედიტაციისთვის ხელსაყრელ
ტვინის კოჰერენტულ მდგომარეობაში მოსაყვანადაა მოწოდებული. ინდუქციის
დაუფლებით მყარ საფუძველს შეიქმნით მედიტაციის შემდგომი ეტაპებისთვის.
მაგრამ თუ ყველა სხვა მოსამზადებელი ნაბიჯი აუცილებლად მედიტაციის
დაწყებამდეა შესასრულებელი (მაგალითად, მობილურის გათიშვა ან კატის ან
ძაღლის სხვა ოთახში გაყვანა), ინდუქცია სეანსის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს -
ფაქტობრივად ესაა პირველი, რაც უნდა ისწავლოთ, და გამონაკლისის გარეშე
აბსოლუტურად ყველა სეანსი სწორედ ინდუქციით დაიწყოთ.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად გეტყვით, რომ მდგომარეობას, რომელშიც


მოხვდებით ინდუქციის შემდეგ, არაფერი აქვს საერთო ჰიპნოზურ ტრანსზე იმ
მცდარ შეხედულებასთან, რომელსაც გართობის ინდუსტრია გვიყალიბებს. თქვენ
ენერგიით სავსე იქნებით და რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ, რაზეც
შემდეგ სამ თავში ვისაუბრებთ.

პირველი ნაბიჯი. ინდუქცია

ინდუქცია: შემოქმედების მდგომარეობაში შესვლა

ინდუქციის დამუშავებას მინიმუმ 1 კვირა უნდა მიეძღვნას (აუცილებლობისას კი


მეტიც). გახსოვდეთ: ინდუქციას უნდა დაეთმოს ყოველი სეანსის 20 წუთი. თქვენი
ამოცანაა - გადააქციოთ ის ძალდაუტანებელ ჩვევად, ამიტომ მოვლენათა აჩქარება არ
ღირს. გახსოვდეთ, ყურადღების ფოკუსი აწმყოზე უნდა შეინარჩუნოთ.

ინდუქციისთვის მომზადება. დაჯექით სწორად და დახუჭეთ თვალები. ამგვარად


თქვენ გარესამყაროდან სენსორული ინფორმაციის შემოდინების ძირითად არხს
გადაკეტავთ, და ტვინის ტალღები თანდათან შენელდებიან და სასურველ ალფა-
დიაპაზონში გადავლენ. შემდეგ უარი თქვით ყველანაირ წინააღმდეგობაზე და
აწმყოში ჩაიძირეთ. ამასთან, საკუთარ თავს ჭეშმარიტი სიყვარულით მიუდექით.
მომადუნებელ მუსიკას შეუძლია დააჩქაროს მაღალი სიხშირის ბეტა-ტალღებიდან
ალფა-ტალღებზე გადასვლა, თუმცა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ინდუქციის ტექნიკები. ინდუქციური ტექნიკების მრავალი სახეობა არსებობს, და


ისინი ერთმანეთს გვანან. არ აქვს მნიშვნელობა, რომელს შეარჩევთ. შეგიძლიათ
აარჩიოთ ტექნიკა „სხეულის ნაწილები“ ან „წყლის მატება“ ან გამოიყენოთ ისინი
რიგრიგობით; შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა, რომლითაც ადრე გიმუშავიათ, ან
საერთოდ, თქვენი საკუთარი გამოიგონოთ. მნიშვნელოვანია სხვა რამ: ანალიტიკური
გონების შესატყვისი ბეტა-დიაპაზონიდან ალფა-დიაპაზონში უნდა გადახვიდეთ,
რომელშიც გაცნობიერებაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ თქვენი ამოცანა -
სხეულზე (ისაა ქვეცნობიერი გონება) კონცენტრირება და იქ შენახული
არასასურველი პროგრამების შეცვლაა.

ტექნიკის „სხეულის ნაწილები“ მიმოხილვა

ერთი შეხედვით ეს ტექნიკა წინააღმდეგობრივია, რადგან მოითხოვს სხეულზე და


გარესამყაროზე ფოკუსირებას. ეს ორი კი დიდი სამეულის ელემენტებია, რომლებიც
ჩვენ უნდა დავძლიოთ! დიახ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათზე ფიქრები მთლიანად
კონტროლირებული იქნება.

რატომაა სასურველი სხეულზე კონცენტრირება? გახსოვდეთ, რომ სხეული და


ქვეცნობიერი მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ამიტომ, სხეულის
მძაფრი გაცნობიერება და მასთან დაკავშირებული ყველა შეგრძნება ქვეცნობიერთან
წვდომას შესაძლებელს ხდის. ჩვენ სწორედ იმ ოპერაციულ სისტემაში ვხვდებით,
რომლის შესახებაც ასე ხშირად ვსაუბრობ. ინდუქცია - ამ სფეროში მოხვედრის
საშუალებაა.

პროპრიოცეპციას (ანუ სივრცეში საკუთარი სხეულის მდებარეობის შეგრძნებას)


ნათხემი აკონტროლებს. სწორედ ის ამოქმედდება ინდიკაციის პროცესში, როდესაც
რიგრიგობით ვამახვილებთ ყურადღებას სხეულის ნაწილების მდებარეობაზე და
სხეულის ირგვლივ სივრცეზე. და რადგან ნათხემი - ქვეცნობიერი გონების ცენტრს
წარმოადგენს, სხეულის სივრცეში ორიენტაციაზე ყურადღების გადატანით, ჩვენ
მოაზროვნე ტვინის გვერდის ავლით პირდაპირ ქვეცნობიერში ვხვდებით.

მეტიც, ინდუქცია „თიშავს“ ანალიტიკურ გონებას და სენსორულ რეჟიმში


გადავყავართ. სენსორული შეგრძნებები კი სხეულის ენაა, რომელიც სწორედ
ქვეცნობიერ გონს წარმოადგენს. ამრიგად, ინდუქცია საშუალებას გვაძლევს
ქვეცნობიერს მის მშობლიურ ენაზე „ვესაუბროთ“. სხვა სიტყვებით, საკუთარი
სხეულის გაცნობიერებისას, წარსულს და მომავალს ნაკლებად ვაანალიზებთ და
მნიშვნელოვნად ვაფართოებთ მხედველობის არეს: ჩაკეტილობიდან ღიაობისკენ,
ჩაციკლვიდან - შემოქმედებისთვის მზაობისკენ, ბეტადან ალფასკენ ვინაცვლებთ.
სხეულსა და მის ირგვლივ სივრცეზე ყურადღების კონცენტრირებისას აღმოცენდება
ფენომენი, რომელსაც ბუდისტები ღია ფოკუსს უწოდებენ. ეს ტვინის ტალღების
ბუნებრივი სინქრონიზაციის ნიშანია (1). ღია ფოკუსი ახალ, მაღალკოჰერენტულ
სიგნალს წარმოშობს. ასეთი სიგნალი ხელს უწყობს ტვინის ნაწილებს შორის უწყვეტ
კომუნიკაციას, როლებსაც ერთმანეთთან მანამდე კავშირი არ ჰქონდათ. შედეგად
ჩვენი საკუთარი ვიბრაცია უაღრესად კოჰერენტული ხდება. ეს ცვლილება ეეგ-ზე
(ელექტროენცეფალოგრაფია) ფიქსირდება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ
თავად იგრძნობთ, რაოდენ მკვეთრი და ნათელი გახდა თქვენი აზრები, გრძნობები
და განზრახვები.

ინდუქციური ტექნიკა „სხეულის ნაწილები“ (2)

ამრიგად, თქვენ სხეულის სივრცეში მდებარეობაზე უნდა კონცენტრირდეთ. დაიწყეთ


თავის მდებარეობაზე ფოკუსირებით: თხემიდან ნელნელა ქვევით, კისრისკენ
დაეშვით. სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლისას მკვეთრად შეიგრძენით
და გაიცნობიერეთ სივრცე, რასაც ისინი იკავებენ. მათი სიმკვრივე, წონა და
მოცულობა შეიგრძენით. თავიდან ყურადღება გადაიტანეთ ცხვირზე, შემდეგ
ყურებზე და ა.შ. ყურადღების ფოკუსი ზემოდან ქვემოთ გადაანაცვლეთ. იმ
მომენტისთვის, როდესაც ტერფებს მიაღწევთ, გარკვეულ ცვლილებებს შეამჩნევთ
ცნობიერებაში. ცვლილებებისკენ გზა სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე
ყურადღების თანმიმდევრულ გადატანაზე და სივრცულ შეგრძნებებზე აქცენტზე
გადის.

შემდეგ ფოკუსი უშუალოდ სხეულის ირგვლივ წვეთისებურ სივრცეზე უნდა


გადაადგილდეს. თუ ის იგრძენით, ე.ი. თქვენი ცნობიერება სხეულის საზღვრებს
გასცდა. უკვე აღარ ხართ სხეულში ჩაკეტილი, თქვენ - გაცილებით დიდის ნაწილი
გახდით. ამგვარად ხორციელდება სხეულიდან გონებაზე აქცენტის გადატანა.

და ბოლოს, თქვენი ცნობიერება ოთახის სივრცეს მიმართეთ. შეიგრძენით მისი


მოცულობა. ამ დროისთვის ტვინის აქტიურობა უფრო მოწესრიგებული და
სინქრონული გახდება.

მუშაობის მექანიზმი

ტვინის აქტივობის ცვლილებების გაზომვა შესაძლებელია: ამ მომენტში ეეგ-ს


გაკეთების შემთხვევაში აუცილებლად დაფიქსირდება ტვინის აქტივობის ბეტა-დან
ალფა-დიაპაზონზე გადასვლა. მაგრამ მხოლოდ ამ დიაპაზონში მოხვედრა არაა
საკმარისი - ჩვენი მიზანი სწორედ მაღალკოჰერენტული, მოწესრიგებული ალფა-
ტალღებია. სწორედ ამიტომ ჯერ სხეულის ნაწილებზე, შემდეგ - უშუალოდ სხეულის
ირგვლივ სივრცეზე ვკონცენტრირდებით და ბოლოს ცნობიერებას მთლიანობაში
მთელ ოთახზე ვავრცელებთ. სივრცის სიმკვრივის შეგრძნებით და მისი სრულად
გაცნობიერებით, აზროვნებიდან შეგრძნებისკენ ბუნებრივ ნახტომს
განვახორციელებთ. ასეთ მდგომარეობაში კი უბრალოდ შეუძლებელია
თვითგადარჩენის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მაღალი ბეტა-სიხშირის და
გამძაფრებული აქტივობის შენარჩუნება.

ინდუქციური ტექნიკა „წყლის მატება“ (3)


აი, ინდუქციის კიდევ ერთი მსგავსი ტექნიკა: წარმოიდგინეთ, რომ ოთახი ნელნელა
წყლით ივსება. თავდაპირველად შეიგრძენით ოთახის სივრცე, შემდეგ ყურადღება
გადაიტანეთ იმ სივრცეზე, რომელსაც წყალი ფარავს. აი, წყალმა ტერფები
დაგიფარათ, წვივებს აუყვა, მუხლებს მიაღწია, ბარძაყები დაფარა, მუცლამდე და
შემდეგ მკერდამდე ავიდა, მხრები დაფარა და კისერს მისწვდა... შემდეგ წყალში
აღმოჩნდება ნიკაპი, შემდეგ ტუჩები და ბოლოს თავი. წყალი კი იმატებს და
საბოლოოდ მთელ ოთახს ავსებს.

ზოგ ადამიანს საკუთარი თავის წყალში წარმოდგენა არ მოსწონს, ზოგი კი პირიქით,


წყალში სიმშვიდეს და სითბოს გრძნობს.

პირველი კვირის მედიტაციური ტექნიკა (4)

შეგახსენებთ, რომ პირველი კვირის განმავლობაში ინდუქციური ტექნიკა უნდა


დაამუშავოთ. თუ თავად გადაწყვეტთ პრაქტიკის გახმოვანებას, დანართის ტექსტი
გამოიყენეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ჩემს მიერ შემოთავაზებული კითხვები და
აქცენტი შემდეგ სიტყვებსა და სიტყვათა შეთანხმებებზე გააკეთეთ: იგრძენით,
შეიგრძენით, შეამჩნიეთ, მიაქციეთ ყურადღება, გააცნობიერეთ და გადაანაცვლეთ
ფოკუსი. არის სხვა მნიშვნელოვანი სიტყვებიც, რომლებიც დაკვირვების
ფოკუსირებაში დაგეხმარებიან: მოცულობა, სიმკვრივე, პერიმეტრი, წონა, სივრცე და
ა.შ.

არ არის საჭირო ერთიდან მეორეზე მკვეთრად გადახტომა: ყოველ ობიექტს 20-30


წამი (ან მეტიც) დაუთმეთ, რათა კარგად შეიგრძნოთ მისი მდებარეობა სივრცეში.
თხემით-ტერფამდე (ტექნიკა „სხეულის ნაწილები“) ან ტერფებიდან თხემამდე
(ტექნიკა „წყლის მატება“) მთელი სხეულის გაცნობიერებაზე დაახლოებით 20 წუთი
დაგეხარჯებათ. თუ ადრე გიცდიათ მედიტირება, ე.ი. უკვე იცით, რომ მედიტაციის
პროცესში დროის ათვლა მთლიანად იკარგება. ეს ხდება ტვინის ტალღების სიხშირის
დაქვეითების და მოდუნებულ და მშვიდ ალფა მდგომარეობაში გადასვლის გამო,
რომელშიც შინაგანი სამყარო უფრო რეალურად აღიქმება, ვიდრე გარე სამყარო.

დანართი A: ინდუქციური ტექნიკა „სხეულის ნაწილები“ (პირველი კვირა)

ახლა კი გაიცნობიერეთ სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ტუჩებს, და იგრძენით


მოცულობა, რომელსაც ტუჩები სივრცეში იკავებს... (5)

ახლა კი გაიცნობიერეთ სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ყბას... შეიგრძენით


მოცულობა, რომელსაც ყბა სივრცეში იკავებს...

ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ლოყებს... შეიგრძენით


სივრცის სიმკვრივე, რომელსაც თქვენი ლოყები სივრცეში იკავებს...
ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ცხვირს... იგრძენით
მოცულობა, რომელსაც ცხვირი სივრცეში იკავებს...

ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში თვალებს... იგრძენით


მოცულობა, რომელსაც თვალები სივრცეში იკავებს...

ახლა კი ყურადღება მიაქციეთ სივრცეს, რომელიც უჭირავს სივრცეში თავის ზედა


ნაწილს, შუბლს და საფეთქლებს. იგრძენით მოცულობა, რომელსაც სივრცეში შუბლი
და საფეთქლები იკავებს...

ახლა კი კონცენტრირდით სივრცეზე, რომელიც უჭირავს სახეს. იგრძენით სივრცის


სიმკვრივე, რომელსაც თქვენი სახე სივრცეში იკავებს...

ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ყურებს... შეიგრძენით


მოცულობა, რომელსაც სივრცეში თქვენი ყურები იკავებს...

ცნობიერება მიმართეთ სივრცეზე, რომელიც სივრცეში თავს მთლიანად უჭირავს...


იგრძენით მოცულობა, რომელსაც სივრცეში თავი იკავებს...

ახლა კი გაიცნობიერეთ სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში სხეულის ზედა


ნაწილს; ბოლომდე იგრძენით სივრცე, რომელსაც მკერდი, ნეკნები, გული და
ფილტვები, ზურგი, ბეჭები და მხრები იკავებს... იგრძენით მოცულობა, რომელსაც
სივრცეში სხეულის ზედა ნაწილი იკავებს...
ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში ზედა კიდურებს, მხრიდან
მტევნამდე... შეიგრძენით მათი წონა... სივრცეში... იგრძენით სივრცის სიმკვრივე,
რომელსაც მხრები, წინამხრები, იდაყვები, მაჯები, მტევნები იკავებს... იგრძენით
სივრცის წონა, რომელსაც ზედა კიდურები მხრიდან მტევნამდე იკავებს...

ახლა კონცენტრირდით სივრცეზე, რომელიც უჭირავს სივრცეში სხეულის ქვედა


ნაწილს... მუცელი, ნეკნები, ფერდები, ზურგის ქვედა ნაწილი, წელი... იგრძენით
მოცულობა, რომელსაც სივრცეში სხეულის მთელი ქვედა ნაწილი იკავებს...
სივრცეში...

ახლა ყურადღება გადაიტანეთ სივრცის სიმკვრივეზე, რომელიც უჭირავს თქვენს


ქვედა კიდურებს... დუნდულები, საზარდულის მიდამო, ბარძაყები... იგრძენით
სივრცის წონა, რომელსაც წვივები, კოჭები, ტერფები, ფეხის დიდი თითები იკავებს...
შეიგრძენით სივრცე, რომელსაც ქვედა კიდურები იკავებს... სივრცეში...

ახლა კი გაიცნობიერეთ სივრცე, რომელიც უჭირავს სივრცეში მთელ სხეულს...


შეიგრძენით სივრცის სიმკვრივე, რომელსაც მთელი თქვენი სხეული იკავებს...
სივრცეში...
ახლა იგრძენით სივრცე სხეულის ირგვლივ... შეიგრძენით მოცულობა, რომელსაც
იკავებს სივრცე თქვენი სხეულის ირგვლივ სივრცეში... გაიცნობიერეთ სივრცე,
რომელშიც ეს სივრცე მდებარეობს... სივრცეში...

ახლა კი ყურადღება გადაიტანეთ სივრცეზე, რომელიც უჭირავს ოთახის სივრცეს


სივრცეში... შეიგრძენით სივრცის მოცულობა, რომელსაც ოთახი სივრცეში იკავებს...
ახლა კი იგრძენით სივრცე, რომელიც უჭირავს მთელ ამ სივრცეს სივრცეში...
შეიგრძენით სივრცის მოცულობა, რომელსაც ეს სივრცე იკავებს...სივრცეში...

დანართი B: ინდუქციური ტექნიკა „წყლის მატება“ (პირველი კვირა)

ინდუქციის დროს მთლიანად საკუთარ სხეულს უნდა მინებდეთ. იგრძენით, თბილი


წყალი როგორ ადუნებს თქვენს ქსოვილებს, და მთლიანად ჩაიძირეთ სითხეში. ჩემი
რეკომენდაციაა, ინდუქციის დროს სკამზე იჯდეთ, ტერფები იატაკზე (მის
პარალელურად) გედოთ და ხელები მუხლებზე დაიწყოთ.

წარმოიდგინეთ, რომ ოთახი თანდათან ივსება წყლით... თავდაპირველად წყალი


ტერფებს და კოჭებს ფარავს... გრძნობთ, თბილ წყალში როგორ გითბებათ ფეხები...
წყალი მაღლა მიიწევს, წვივებს ფარავს და მუხლებს სწვდება; იგრძენით წყალში
ფეხის წონა ტერფიდან მუხლამდე...

მოდუნდით და შეიგრძენით, როგორ ადის წყალი ჯერ მუხლებამდე, შემდეგ


ბარძაყებამდე... შეიგრძენით, როგორ ევლება წყალი ბარძაყებს... იგრძენით, მტევნები
როგორ იძირება თბილ, თბილ წყალში... იგრძენით, როგორ ელამუნება სითბო
მაჯებსა და ხელებს...

ახლა იგრძენით, წყლის რბილმა, დამამშვიდებელმა ნაკადებმა როგორ მიაღწიეს


დუნდულებს... როგორ ლივლივებს წყალი საზარდულის არეში, ბარძაყების შიდა
ზედაპირზე...
წყალი მატულობს და მატულობს... აი წელს მისწვდა... თანდათან ფარავს ხელებს და
იდაყვებს...

შეიგრძენით, როგორ ადის თბილი წყალი მზის წმულამდე და სანახევროდ ფარავს


თქვენს ხელებს...

ახლა კი საკუთარი სხეულის წონა იგრძენით წყალში... მთელი სხეული


გულმკერდამდე თბილ წყალშია ჩაძირული... შეიგრძენით, როგორ მიიწევს წყალი
თანდათან ზევით, მხრებისკენ...

ახლა წყალი თქვენს მკერდს ელაციცება... ბეჭებშუა მოძრაობს...


წყალმა უკვე კისერს მიაღწია... მხრებს ფარავს... კისრის დონემდე მიდის და ზურგზე
ქვევით ეშვება... იგრძენით თბილ წყალში ჩაძირული თქვენი სხეულის წონა და
სიმკვრივე...
წყლის სასიამოვნო, მომადუნებელი ნაკადი ტუჩებამდე ადის, კისერს გარს ევლება...
მაღლა მიიწევს... თანდათან ფარავს ზედა ტუჩს და ცხვირს... მოდუნდით და წყალს
მინებდით, რომ ბოლომდე დაგფაროთ... თბილი წყალი ზედ თვალებთან იგრძენით...

წყალი თვალებს ზემოთ ადის... ახლა მთელი სხეული თვალების ჩათვლით თბილ
წყალშია ჩაძირული. იგრძენით, როგორ გელამუნებათ წყალი შუბლზე, თხემზე...
თბილი წყლის ნაკადი სპირალურად ევლება თავს ირგვლივ...სპირალი თანდათან
ვიწროვდება... და, ბოლოს და ბოლოს, წყალი თავზე გადაგევლებათ.

ახლა მთლიანად ჩაიძირეთ თბილ, მომადუნებელ წყალში... შეამჩნიეთ, რომ წყალში


უკვე ვეღარ გრძნობთ საკუთარი სხეულის წონას... შემდეგ ყურადღების ფოკუსი
იქითკენ მიმართეთ, როგორ შეიგრძნობა წყალში ჩაძირული თქვენი სხეული...

იგრძენით წყლის მოცულობა თქვენი სხეულის ირგვლივ და სივრცე, რომელსაც


სხეული წყალში იკავებს. გაავრცელეთ ცნობიერება წყლით სავსე ოთახზე. იგრძენით
სივრცე, რომელიც უჭირავს წყლით სავსე ოთახს. იგრძენით სივრცე, რომელიც
უჭირავს ჭერამდე თბილი წყლით სავსე ოთახს... და რამდენიმე წამი
კონცენტრირდით თქვენს სხეულზე, რომელიც ჰარმონიულად ირხევა ამ სივრცეში...

(1) Fehmi, Les, Ph. D. Jim Robbins, The Open-Focus Brain: Harnessing the Power of Attention
to Heal Mind and Body (Boston: Trumpeter Books, 2007).

თავი მეთერთმეტე - საკუთარი თავისგან გადაჩვევა (მეორე კვირა)

თავი მეთერთმეტე - საკუთარი თავისგან გადაჩვევა (მეორე კვირა)

მეორე კვირაში სამ ნაბიჯს დავამატებთ, რომლებიც „მე-დ ყოფნის“ ჩვევის


მოცილებაში დაგვეხმარება. ეს ნაბიჯებია: ამოცნობა, აღიარება, კონსტატაცია, და
ბოლოს, პრობლემის უმაღლესი ძალებისთვის მინდობა. თავდაპირველად ეტაპების
აღწერა წაიკითხეთ და შემოთავაზებულ კითხვებს უპასუხეთ. შემდეგ ახალ
ნაბიჯებზე მინიმუმ ერთი კვირა ივარჯიშეთ (არ დაგავიწყდეთ, რომ ინდუქციით
უნდა დაიწყოთ). თუ ტექნიკის ბოლომდე დასასწავლად 7 დღეზე მეტი დაგჭირდათ,
არ აღელდეთ, ეს სავსებით ნორმალურია.

მეორე ნაბიჯი. ამოცნობა


ამოცნობა: პრობლემის გამოვლენა

გაუმართაობის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რაში


მდგომარეობს ის. პრობლემის დასაძლევად მისი გამოვლენა და დაკონკრეტებაა
საჭირო.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მოხვედრილი ადამიანების გადმოცემით, იმ


მომენტში მათ ცხოვრებამ ფილმივით გაუელვა თვალწინ: ყველა ცხადმა და
დაფარულმა ქმედებამ, გამომჟღავნებულმა და დათრგუნულმა გრძნობებმა,
გამოთქმულმა და უთქმელმა აზრებმა, ცნობიერმა და გაუცნობიერებელმა
განწყობებმა. მათ გვერდიდან დაინახეს საკუთარი თავიც და ისიც, როგორ
ირეკლებოდა მათი ფიქრები, სიტყვები და ქმედებები მათ ცხოვრებაზე და სხვა
ადამიანებზე. და ყველა ამბობს, რომ ეს გამოცდილება მათ საკუთარი თავის უკეთ
გაცნობაში დაეხმარა და სურვილი გაუჩნდათ, უკეთესები გამხდარიყვნენ. მათ
ნებისმიერ სიტუაციაში ახალი შესაძლებლობების დანახვა და გარემოებების
მიუხედავად ცხოვრებით სიხარული ისწავლეს; საკუთარი თავის მაქსიმალურად
ობიექტურად დანახვის შემდგომ გააცნობიერეს, კონკრეტულად რა უნდა შეეცვალათ.

ამოცნობის ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, „ფილმს“ საკუთარი ცხოვრების შესახებ


თუნდაც ყოველდღე ვუყუროთ. რაკიღა ტვინი საშუალებას გვაძლევს
გავაცნობიეროთ, რას წარმოვადგენთ, რატომ არ გავაკეთოთ ეს მანამ, სანამ
მოვკვდებით, და ხატოვნად თუ ვიტყვით, თავიდან დავიბადოთ საკუთარი
ცხოვრების ფარგლებში? პრაქტიკასთან ერთად მსგავსი გაცნობიერება დაგეხმარებათ
დაძლიოთ ის, რაც შეიძლებოდა ბედისწერად დარჩენილიყო, მხედველობაში მაქვს
ავტომატური პროგრამები, რომელთაც გონება დაიპყრეს და დასწავლილი ემოციები,
რომლებმაც სხეულზე ქიმიური კონტროლი მოიპოვეს.

მხოლოდ ჭეშმარიტ გაცნობიერებას ძალუძს ჩვენი გამოღვიძება. ძველი პიროვნების


ჩვევებისადმი გონების დუნე სიმშვიდე და მგრძნობიარე ყურადღება ჩვენს
სუბიექტურ გონებას „გაცვეთილი“ განწყობებისა და ექსტრემალური ემოციური
მდგომარეობებისგან ათავისუფლებს. ჩვენ ძველ გონებასთან იდენტურობას
ვკარგავთ, რადგან ჩვენშივე ჩაკარგული „ეგოცენტრული მე“-ს ბორკილებისგან
ვთავისუფლდებით. ხოლო როდესაც საკუთარ თავს დამკვირვებლის მახვილი
თვალით გვერდიდან შევხედავთ, ჩვენში სიცოცხლის წარმოუდგენელი წყურვილი
იფეთქებს - რადგან ახლა უკვე ნამდვილად გვსურს, რომ უკეთესები გავხდეთ, ვიდრე
გუშინ ვიყავით.

დამკვირვებლის და თვითცნობიერების უნარების გამომუშავებით ცნობიერებისგან


ძველი პიროვნების დამახასიათებელი ქვეცნობიერი პროგრამების გამოყოფის უნარს
ვავითარებთ. თუ ცნობიერებას ძველი მე-ს საზღვრებიდან გამოვიყვანთ და მას ამ მე-ს
დამკვირვებლად ვაქცევთ, ძველ პიროვნებასთან კავშირს გავწყვეტთ. როდესაც
საკუთარ თავს გვერდიდან დავინახავთ მეტაშემეცნების (საკუთარი არსებობის
დაკვირვების უნარი, რომელსაც ტვინის შუბლის წილი უზრუნველყოფს)
დახმარებით, ცხოვრებაში პირველად გონებას ქვეცნობიერის ზეგავლენისგან
გავათავისუფლებთ და ცნობიერ სფეროში ამოვიტანთ იმას, რაც ყოველთვის მის
მიღმა რჩებოდა. ესაა პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პიროვნული ცვლილებების
გზაზე.

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას

ძველი პიროვნების ასპექტების გამოსავლენად და გამოსაკვლევად, რომელთა


შეცვლაც გსურთ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვით, რომლებიც ტვინის
შუბლის წილის გააქტიურებას გამოიწვევს.

წერითი დავალება

იფიქრეთ შემდეგ კითხვებზე (შესაძლოა,მსგავსი აზრის სხვა კითხვებიც გაგიჩნდეთ).


პასუხები სპეციალურ ბლოკნოტში ჩაიწერეთ.

• როგორი ადამიანი ვიყავი?


• როგორი ვარ გარე სამყაროში? (როგორია უფსკრულით ორად გახლეჩილი ჩემი
პიროვნების ერთერთი მხარე?)
• როგორი ვარ შიგნიდან? (როგორია ჩემი პიროვნების მეორე მხარე?)
• რომელიმე აკვიატებული გრძნობა თუ მახასიათებს?
• როგორ დამახასიათებდნენ ჩემი ნათესავები და მეგობრები?
• არის ჩემში რაიმე ისეთი, რასაც გარშემომყოფებს ვუმალავ?
• რისი გაუმჯობესება მინდა ჩემში?
• რომელი თვისების შეცვლას ვისურვებდი?

აარჩიეთ ერთი ემოცია, რომლისგან გადაჩვევაც გსურთ

მტკივნეული ემოციებიდან ან თვითშემზღუდველი განწყობებიდან ერთერთი -


ძველი მე-ს ერთი ჩვევათაგანი - აარჩიეთ, რომლისგანაც განთავისუფლებას
ისურვებდით. (თავიდან შეგიძლიათ ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალით
ისარგებლოთ.) დასწავლილი ემოციები სხეულს გონების როლს ახვევს თავს,
შესაბამისად ეს შემზღუდველი მდგომარეობები თქვენში ავტომატურ აზრობრივ
პროცესებს ააქტიურებს. ავტომატური აზრობრივი პროცესები გარკვეულ განწყობებს
აყალიბებს, ეს კი თავის მხრივ, შემზღუდველ შეხედულებებს (საკუთარ თავზე გარე
სამყაროს ყველა ელემენტთან დაკავშირებით) იწვევს, რაც თქვენს აღქმას ამახინჯებს.
ყველა ქვემოთჩამოთვლილი ემოცია თვითგადარჩენაზე პასუხისმგებელი
ნივთიერებების ზემოქმედებით წარმოიქმნა, რომლებიც ეგოს კონტროლს
აძლიერებენ.
წერითი დავალება

აარჩიეთ თქვენი პიროვნების მნიშვნელოვან ნაწილად ქცეული ერთი ემოცია (არა


აუცილებელად ამ სიიდან), რისგანაც გადაჩვევას ისურვებდით. სიტყვა, რომელსაც
აარჩევთ, თქვენთვის განსაკუთრებული აზრით იქნება დატვირთული - სწორედ
იმიტომ, რომ თქვენთვის კარგად ნაცნობ გრძნობას აღნიშნავს. ეს ძველი მე-ს
ერთერთი ასპექტია, რომლის შეცვლაც გსურთ. გირჩევთ, ამოწერეთ ეს ემოცია,
რადგან მასთან იმუშავებთ მედიტაციის ამ, და მომდევნო ეტაპებზე.

თვითგადარჩენის ემოციების მაგალითები:

დაურწმუნებლობა, სირცხვილი, სევდა, სიძულვილი, შფოთვა, ზიზღი, კრიტიციზმი,


სინანული, შური, საკუთარი თავის მსხვერპლად აღქმა, ტანჯვა, მრისხანება,
მოუსვენრობა, სასოწარკვეთა, აღშფოთება, დანაშაული, შიში, საკუთარი არარაობის
გრძნობა, დეპრესია, სიხარბე, უკმარისობის შეგრძნება.

ამ ჩამონათვალის ნახვის შემდეგ ადამიანებს უჩნდებათ შეკითხვა, შეუძლიათ თუ არა


ერთზე მეტი ემოციის არჩევა. დასაწყისში მნიშვნელოვანია ერთ სეანსზე ერთი
ემოციის დამუშავება. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მათგანი ერთმანეთთანაა
დაკავშირებული ქიმიურ და ნევროლოგიურ დონეზე. ალბათ შეამჩნევდით, რომ
მრისხანებას ხშირად სასოწარკვეთა ახლავს თან; სასოწარკვეთა სიძულვილს იწვევს,
სიძულვილი - კრიტიციზმს; კრიტიციზმი - შურს; შური თავდაჯერებას აკარგვინებს
ადამიანს; თავდაჯერების დაკარგვა მეტოქეობის გრძნობას ამწვავებს, რაც თავის
მხრივ, ეგოიზმს აპროვოცირებს. ყველა ამ ემოციის გამომწვევი თვითგადარჩენაზე
მიმართული ნივთიერებების მსგავსი კოქტეილებია, რომლებიც შემდეგ ცნობიერების
შესაბამის მდგომარეობას იწვევს.

მაგრამ იგივეს თქმა ამაღლებულ მენტალურ და ემოციურ მდგომარეობებზეც


შეიძლება. სიხარული სიყვარულს იწვევს, სიყვარული თავისუფლების შეგრძნებას
იწვევს, თავისუფლება შთაგონებას იწვევს, შთაგონება კრეატიულობას და
შემოქმედებას უწყობს ხელს, შემოქმედებითი აღტკინება თავგადასავლების
წყურვილს აჩენს და ა.შ. ამ ემოციებს სულ სხვა ნივთიერებები იწვევს, რომლებიც
ასევე აზრებსა და ქმედებებზე ზემოქმედებენ.

მოდით, აკვიატებული ემოციისგან გადაჩვევის პროცესს მრისხანების მაგალითზე


დავაკვირდეთ. როგორც კი მრისხანებისგან განთავისუფლდებით, მას სხვა
თვითშემზღუდველი ემოციებიც გაყვებიან. გაცილებით ნაკლებად დაგეუფლებათ
სიბრაზე, სიძულვილი, შური, ნაკლებად განიკითხავთ და ა.შ.

მთავარი კი ისაა, რომ მედიტაციის პროცესში სხეულს ათვინიერებთ, არ აძლევთ


უფლებას ქვეცნობიერად გონების როლი შეასრულოს. შესაბამისად, საკმარისია
თუნდაც ერთი დესტრუქციული ემოციური მდგომარეობიდან განთავისუფლდეთ,
რომ სხეულის წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად შესუსტდება, და ბევრი სხვა
თვისებების შეცვლას შეძლებთ.

დააკვირდით, როგორ შეიგრძნობა არასასურველი ემოცია სხეულში

დახუჭეთ თვალები და დაფიქრდით, როგორი შეგრძნებები ახლავს თან არჩეულ


ემოციას. თუ შეძლებთ იმ მდგომარეობის შექმნას, რომელშიც ეს ემოცია გიპყრობთ,
ყურადღება მიაქციეთ, როგორ შეიგრძნობა ის სხეულში. ყოველ ემოციას
დამახასიათებელი ფიზიოლოგიური გამოვლინება აქვს. მსურს, რომ ამ ემოციის მიერ
გამოწვეული ყველა ფიზიკური შეგრძნება გააცნობიეროთ. იქნებ სახეზე ალმური
მოგედოთ, ან აცახცახდით, ან იქნებ სისუსტე ან სიმხურვალე გიპყრობთ? თუ
მკერდზე ზეწოლას გრძნობთ და თითქოს უჰაეროდ დარჩით? მთელი სხეულის
სკანირება გააკეთეთ და დაადგინეთ, სად არის ემოცია ლოკალიზებული. (თუ
ვერაფერი იგრძენით, არ შეშინდეთ; მხოლოდ გახსოვდეთ, რისი შეცვლა გსურთ.
თავად დაკვირვების ფაქტი იწვევს სასურველი ცვლილებების პროცესის აქტივაციას.)

ახლა კი ფოკუსი სხეულის რეაქციაზე გადაიტანეთ. სუნთქვის რიტმი ხომ არ


შეიცვალა? იქნებ ერთ ადგილას ჯდომა გიჭირთ? ტკივილი ხომ არ იგრძენით? თუ
ასეა, რომელ ემოციას შეიძლება შეესაბამებოდეს? უბრალოდ დააკვირდით სხეულის
შეგრძნებებს და მათგან გაქცევა არ სცადოთ. იყავით მათში. ემოცია ემოციად
მხოლოდ მაშინ იქცევა, როდესაც მას სახელს დავარქმევთ (შიში, მრისხანება, სევდა
და ა.შ.), მანამდე კი ის უბრალოდ სხვადასხვა სხეულებრივი შეგრძნებების
ერთობლიობაა. ამიტომ დროა, იმ ემოციის უმცირეს შემადგენელ ნაწილებამდე
დავეშვათ, რომლისგან გადაჩვევაც გვსურს.

ჩაიძირეთ ემოციაში ისე, რომ ყურადღება არაფერმა დაგიფანტოთ. არაფერი


მოიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში არ განაგდოთ ის. მთელი ცხოვრება ხომ
სწორედ მისგან გაქცევას ცდილობდით. რა გარე საშუალებას აღარ იყენებდით, ამ
გრძნობისგან რომ დაგეღწიათ თავი! ახლა კი მასში ჩაიძირეთ და სხეულში მისი
ენერგია შეიგრძენით.

სწორედ ეს გრძნობა გაიძულებდათ გარესამყაროს ნაცნობ ელენტებს ჩაბღაუჭებოდით


და მათ მორგებოდით. მისი მიზეზით ისწრაფვოდით, რომ იდეალი
გარესამყაროსთვის ყოფილიყავით და არა საკუთარი თავისთვის.

სწორედ ისაა თქვენი ჭეშმარიტი არსი. ბოლოს და ბოლოს, აღიარეთ ის. ეს თქვენი
პიროვნების მრავალთაგან ერთერთი დასწავლილი როლია. ოდესღაც ის ემოციური
რეაქცია იყო რომელიღაც ცხოვრებისეულ მოვლენაზე, შემდეგ გუნება-
განწყობილებაში გადაიზარდა, შემდეგ ტემპერამენტში და ბოლოს, ხასიათის ნიშნად
ჩამოყალიბდა. ახლა ეს ემოცია თქვენს შესახებ მოგონებაა. ის მომავალზე არაფერს
ამბობს. თქვენი მასზე მიჯაჭვულობა ნიშნავს, რომ მენტალურად და ფიზიკურად
წარსულში იმყოფებით.

ემოცია გადატანილი მოვლენის შედეგია. და თუ ის დროთა განმავლობაში


უცვლელად ნარჩუნდება, სხეული მცდარად მიიჩნევს, რომ გარე სამყაროც
უცვლელია. ხოლო ვიდრე სხეული ერთი და იგივე მოვლენას გამუდმებით
განიცხოვრებს, განვითარება და ცვლილებები შეუძლებელი ხდება. თუ ეს ემოცია
ცხოვრების ყოველ დღეს ჩვენთანაა, ე.ი. ჩვენი აზროვნება წარსულითაა
შემოფარგლული.

განსაზღვრეთ ამ ემოციასთან დაკავშირებული განწყობა

ახლა კი საკუთარ თავს მარტივი კითხვა დაუსვით: „რას ვფიქრობ, როდესაც ამას
ვგრძნობ?“
დავუშვათ, მრისხანების დამუშავება გსურთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორია
ჩემი განწყობა მრისხანებისას?“ შესაძლო პასუხებია: კონტროლი, სიძულვილი,
საკუთარი მნიშვნელოვნება. ანალოგიურად, თუ შიშისგან გათავისუფლებისკენ
ისწრაფვით, უნდა გააანალიზოთ, რა განწყობასთანაა დაკავშირებული
დათრგუნულობა, შფოთვა ან სასოწარკვეთა. ხოლო, მაგალითად ტანჯვამ შესაძლოა
მსხვერპლის, დეპრესიის, სიზარმაცის, წყენის ან სიდუხჭირის განწყობამდე
გაგიყვანოთ.

ამრიგად, ყველა აზრის გაცნობიერება ან გახსენება მოგიწევთ, რომელიც თან ახლდა


ამა თუ იმ გრძნობას. ცნობიერების როგორ მდგომარეობას იწვევს თქვენი ქმედებების
გამომწვევი ემოცია? ცნობიერების მდგომარეობა - ესაა განწყობა, რომელსაც სხეულში
ჩაკირული გრძნობები იწვევს. განწყობის ქვეშ მოიაზრება გარკვეულ გრძნობებთან
დაკავშირებული აზრების ერთობლიობა, ან პირიქით. არსობრივად, საუბარია
ჩაკეტილ წრეზე „აზრი - გრძნობა - აზრი“. ამრიგად, ნეირონულ დონეზე
დაფიქსირებული ჩვევა უნდა გამოავლინოთ, რომელიც ემოციური
დამოკიდებულების საფუძველია.

წერითი დავალება

გააცნობიერეთ მენტალური მდგომარეობა, რომელიც არასასურველ ემოციას


შეესაბამება. შეგიძლიათ ჩემი ჩამონათვალი გამოიყენოთ ან საკუთარი მოიფიქროთ.
არჩეულ გრძნობაზე ორიენტირდით, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველ ემოციას
შეიძლება ერთზე მეტი ცნობიერების მდგომარეობა შეესაბამებოდეს. ამოწერეთ
ერთი-ორი თქვენთვის დამახასიათებელი მდგომარეობა - შემდეგ ეტაპებზე მათთან
მუშაობა მოგიწევთ.
სწორედ ეს გრძნობა განაპირობებს თითქმის ყველა თქვენს არჩევანს და ქმედებას.
ამიტომ თქვენი აზრები და ქმედებები პროგნოზირებადია. ახალი მომავლის
მაგივრად თქვენ ჩვეულ წარსულს ქმნით. დროა ხედვა შეცვალოთ და ცხოვრებას სხვა
თვალით შეხედოთ. ახლა მოგეთხოვებათ ცნობიერების მდგომარეობაში ჩაიძიროთ
ისე, რომ არ ეცადოთ მის შეცვლას. უბრალოდ საკუთარ თავს დააკვირდით.

ცნობიერების შემზღუდველი მდგომარეობების მაგალითები

მეტოქეობა, სიდუხჭირე, ყველაფრის კონტროლირების სურვილი, დათრგუნულობა,


ანალიზისადმი გადაჭარბებული მიდრეკილება, ტყუილისკენ მიდრეკილება,
წუწუნისკენ მიდრეკილება, საკუთარი თავის სიყვარული, ამპარტავნება,
დადანაშაულებისკენ მიდრეკილება, გაუბედაობა, მორიდებულობა, გადაჭარბებული
დრამატიზმისკენ მიდრეკილება, დაბნეულობა, აღიარების მოთხოვნილება,
აფორიაქებულობა, საკუთარი თავის შეცოდება, საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა
ან სიჭარბე, არათვითკმარობა, სასოწარკვეთილება, სიზარმაცე, საკუთარ თავზე
ზრუნვა, უწესრიგობა, მგრძნობიარობის ნაკლებობა ან სიჭარბე.

ამრიგად, ახლა თქვენ არასასურველი ემოცია და მისი შესაბამისი ცნობიერების


მდგომარეობა გამოავლინეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სრულფასოვან მედიტაციურ
პროცესზე გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა დანარჩენი ნაბიჯების
აღწერასაც გაეცნობით.

მესამე ნაბიჯი. აღიარება და კონსტატაცია

აღიარება: გააცნობიერეთ არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი მე

თუ მოწყვლადი გახდებით, თქვენი შეგრძნებების საზღვრებს დაძლევთ და


უნივერსალური გონის წინაშე წარსდგებით, რომელმაც სიცოცხლე მოგანიჭათ.
როდესაც მას დაეკონტაქტებით, გულწრფელად მოუყევით, როგორი იყავით და რისი
შეცვლა გსურთ საკუთარ თავში.

ადამიანებს წარმოუდგენლად უჭირთ საკუთარი ჭეშმარიტი არსის და შეცდომების


აღიარება, და თხოვნა, მიგვიღონ ისეთები, როგორებიც ვართ. გაიხსენეთ, რას
გრძნობდით ბავშვობაში, როდესაც იძულებული იყავით, მშობლების წინაშე რამე
გეღიარებინათ? სირცხვილს, დანაშაულს და სიბრაზეს. გავიდა წლები, მაგრამ ალბათ
მსგავს გრძნობებს განიცდით, თუმცა იგივე ინტენსივობით აღარ.

მესამე ეტაპს უფრო მარტივად გაუმკლავდებით, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენს


ყველა ნაკლსა და მარცხს უმაღლეს ძალებს გაანდობთ და არა უბრალო მოკვდავს,
რომელიც საკუთარ პრობლემებშია ყელამდე ჩაფლული. მსოფლიო გონთან გულის
გადაშლის შემდეგ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ არ მივიღებთ:
არავითარ სასჯელს, არავითარ განკითხვას, არავითარ მანიპულაციას, არავითარ
მიტოვებულობის განცდას, არავითარ ბრალდებას, არავითარ „ქულების დათვლას“,
არავითარ უარყოფას, არავითარ სიყვარულის დაკარგვას, არავითარ გაკიცხვას,
არავითარ გაუცხოებას, არავითარ განდევნას.

ეს მოლოდინები ღმერთზე მოძველებული წარმოდგენებიდან გამომდინარეობს,


რომლებიც ღმერთს ადამიანის დონემდე აქვეითებდნენ და მას ადამიანის მსგავსად
და ხატად საკუთარ თავში დაურწმუნებელს, საკუთარ საზრუნავში დანთქმულს,
სიკეთის და ბოროტების, სწორის და არასწორის, კარგის და ცუდის, წარმატების და
მარცხის, სიყვარულის და სიძულვილის, სამოთხის და ჯოჯოხეთის, ტკივილის და
სიამოვნების, შიშის - საზარელი შიშის კატეგორიებში ჩაფლულს წარმოაჩენდნენ!
აუცილებელია ტრადიციული მოდელის ხარვეზების დამუშავება, რადგან უმაღლეს
გონთან დაკავშირება მხოლოდ განახლებული ცნობიერების პოზიციიდან შეიძლება.

იმ იდუმალ ენერგიას, რომლის შესახებაც ვსაუბრობ, ბევრი დასახელება აქვს: საწყისი


გონი, ცი, ღვთაებრივი გონი, სული, კვანტუმი, სასიცოცხლო ძალა, უსაზღვრო გონი,
დამკვირვებელი, უნივერსალური გონი, კვანტური ველი, უხილავი ძალა, სიცოცხლის
დასაბამიერი წყარო, კოსმიური ენერგია ან უმაღლესი ძალები. რომელი სახელიც არ
უნდა აარჩიოთ, გახსოვდეთ, რომ ენერგიის უშრეტ წყაროზეა საუბარი, რომელიც ჩვენ
(შიგნიდან და გარედან) მთელი ცხოვრების განმავლობაში გვკვებავს და
შემოქმედების შესაძლებლობას გვანიჭებს.

ეს ცნობიერების მქონე განზრახვაა. ეს უპირობო სიყვარულის ენერგიაა. და მას არ


ძალუძს არც განსჯა, არც დასჯა, არც მუქარა, არც განდევნა - რადგან ყველა ეს
მოქმედება მის საწინააღმდეგოდვე იქნებოდა მიმართული.

ის მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულს, თანალმობას და გაგებას გვიძღვნის. მისთვის


თქვენზე ყველაფერი ცნობილია (ეს თქვენ უნდა გაისარჯოთ, რომ მასთან კონტაქტი
დაამყაროთ). ის თქვენ ჩასახვის წამიდან გაკვირდებათ. თქვენ - მისი განუყოფელი
ნაწილი ხართ.

ის იმედითა და აღფრთოვანებით შემოგცქერით და მოთმინებით იცდის, როდის


გახდებით ბედნიერი - სულ ესაა, რასაც გისურვებთ. და თუკი თქვენთვის
ბედნიერება უბედურებაშია - რას იზამს, ეს თქვენი საქმეა. აი ასე ძლიერია მისი
თქვენდამი სიყვარული.

ეს თვითორგანიზებადი უხილავი ველი მიღმიერ სიბრძნეს ფლობს, რადგან


ენერგეტიკული მატრიცის ფორმით არსებობს, რომელიც ყველა დროით და სივრცულ
განზომილებებშია გადაჭიმული. ის ერთდროულად წარსულიც, აწმყოც და
მომავალიცაა. და მარადისობაში თავის თავში მთელი კაცობრიობის აზრებს,
სურვილებს, ოცნებებს, განცდებს, ცოდნას, სიბრძნეს და გამოცდილებას აგროვებს. ეს
უსაზღვრო ინფორმაციული ველია, არამატერიალური და მრავალგანზომილებიანი.
მან ბევრად მეტი „იცის“, ვიდრე თქვენ ან მე (მაშინაც, როცა გვეჩვენება, რომ
ყველაფერი ვიცით). მისი ენერგია სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებს, და როგორც
რადიოტალღების შემთხვევაში, ყოველი სიხშირე კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავს.
მთელი ცხოვრება ვიბრაციაა; მოლეკულურ დონეზე ყოველივე ცოცხალი ვიბრირებს,
სუნთქავს, ცეკვავს, ანათებს. და ყველა ეს ვიბრაცია ჩვენს ცნობიერ განზრახვებზე
რეაგირებს.

დავუშვათ, საკუთარ ცხოვრებაში სიხარულის მოზიდვა გსურთ და ყოველდღე


სთხოვთ ამას სამყაროს. მაგრამ იმდენად კარგად გაქვთ ტანჯვის მდგომარეობა
დასწავლილი, რომ განუწყვეტლივ წუწუნებთ, საკუთარ უბედურებაში სხვებს
ადანაშაულებთ, თავს იმართლებთ და გეცოდებათ საკუთარი თავი.

როგორც ხედავთ, შეიძლება სიხარულს ითხოვდეთ, მაგრამ მსხვერპლის ქცევა


გქონდეთ. გონება და სხეული ამ შემთხვევაში ოპოზიციაში იმყოფებიან.

ერთ ცალკეულ მომენტში სიხარულზე ფიქრობთ, მაგრამ დანარჩენი დრო სულ სხვა
მდგომარეობაში იმყოფებით. სწორედ ამიტომ გულწრფელად და თავმდაბლად უნდა
აღიაროთ, ვინ ხართ სინამდვილეში, რის დამალვას ცდილობთ და რისი შეცვლა
გსურთ თქვენში. ეს ტკივილისა და ტანჯვისგან ჯერ კიდევ მანამდე დაგიხსნით,
ვიდრე თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო მოვლენები მოხდება. ჩვეული პიროვნება
დაითხოვეთ და უსაზღვრო სიხარულის და მადლიერების კარიბჭეზე დააკაკუნეთ.
ასეთი მიდგომა უფრო უწყობს ხელს ცვლილებებს, ვიდრე დაუნდობელი ბედისთვის
მძაფრი წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც ისევ თქვენმა ჩვეულმა მდგომარეობებმა
შექმნა. მაშ მოდით, სიხარულში შევიცვალოთ და არა მწუხარებაში.

წერითი დავალება

ახლა კი გაუნძრევლად დაჯექით და თვალები დახუჭეთ. დააკვირდით უმაღლესი


გონის უკიდეგანო სივრცეს (და ამავდროულად საკუთარ თავს) და აზრობრივად
მოუყევით, ვინ იყავით მთელი ეს დრო. უსიტყვო, მაგრამ გულწრფელი საუბარი
ჩვენთვის სიცოცხლის მომნიჭებელ უმაღლეს გონთან, მასთან განსაკუთრებული
ურთიერთობების დამყარებაში დაგეხმარებათ. მას ყველა თქვენი ისტორია
მოუყევით. გირჩევთ ყველაფერი ჩაიწეროთ, რაც თავში მოგივათ, - ეს ჩანაწერები
აუცილებლად გამოგადგებათ.

უმაღლეს გონთან აღიარებების მაგალითები

• მეშინია შეყვარება, რადგან ეს ძალზე მტკივნეულია.


• ბედნიერი ადამიანის როლს ვთამაშობ, სინამდვილეში კი მარტოობით ვიტანჯები.
• არ მსურს გაიგონ, რომ დამნაშავედ ვგრძნობ თავს, ამიტომ საკუთარ თავზე
ყოველთვის ვიტყუები.
• ვიტყუები, რადგან მსურს ყველას მოვწონდე. ასე არარაობად აღარ ვიგრძნობ თავს,
რომელიც არავის უყვარს.
• მეცოდება საკუთარი თავი. ჩემი ყველა აზრი, გრძნობა და ქმედება საკუთარი
თავისადმი სიბრალულითაა განმსჭვალული. არც კი ვიცი, სხვაგვარად როგორ უნდა
ვგრძნობდე თავს.
• თითქმის მთელი ცხოვრება წარუმატებლად ვგრძნობ თავს, ამიტომ მცირე
წარმატების მისაღწევად ტყავიდან ვძვრები.
ახლა დაკვირვებით წაიკითხეთ აღიარებები.

კონსტატაცია: თვითშემზღუდველი ემოცია ხმამაღლა დაასახელეთ

ამ ეტაპზე მოგიწევთ ხმამაღლა თქვათ, როგორი იყავით და რა თვისებებს


უმალავდით ყველას. თქვენ საკუთარ თავზე სიმართლეს ახმოვანებთ და ამით
წარსულს წარსულში ტოვებთ და ხილვადსა და არსს შორის არსებულ უფსკრულს
აღმოფხვრით. საკუთარ ნიღაბს აღარ ებღაუჭებით და სხვად თავის მოჩვენებას
წყვეტთ. საკუთარ თავზე სიმართლის ხმამაღლა გაცხადებით ძველ ემოციურ
კავშირებს, შეთანხმებებს და მიჯაჭვულობას წყვეტთ და გარესამყაროს ელემენტებზე
დამოკიდებულების ბორკილებიდან თავისუფლდებით.

ესაა პროცესის ყველაზე რთული ნაწილი. არავის სურს სხვებს საკუთარი ჭეშმარიტი
სახე უჩვენოს. ყველას ფასადის შენარჩუნება ურჩევნია. თუმცა ნიღბის შენარჩუნებაზე
ძალზე ბევრი ენერგია იხარჯება. დადგა დრო მთელი ამ ენერგიის
გამონთავისუფლებისა.

და გახსოვდეთ: რადგან ემოცია - მოძრავი ენერგიაა, ყველაფერი, რასთანაც ასე თუ


ისე შეხება გქონდათ გარესამყაროში, ემოციური ენერგიითაა დამძიმებული.
არსობრივად, ადამიანებთან, ნივთებთან და ადგილებთან დროისა და სივრცის მიღმა
არსებული ენერგეტიკული ძაფით ხართ მიბმული. სწორედ ამიტომ საკუთარი თავი
ეგოს სახით გახსოვთ, რომელიც გარკვეულ იდენტობას გარესამყაროს ყველა
ელემენტთან ემოციური ბმით ფლობს.

დავუშვათ, ვინმე გძულთ - თქვენი სიძულვილი ემოციურ დონეზე მის ობიექტთან


გაკავშირებთ. სიძულვილის ენერგია ამ ადამიანს თქვენი ცხოვრებიდან არ უშვებს -
თქვენ ხომ ამ გრძნობის მუდმივი განცდა და ამით პიროვნების ერთერთი ასპექტის
დამტკიცება გესაჭიროებათ. სხვა სიტყვებით, ეს ადამიანი სიძულვილზე თქვენს
დამოკიდებულებას კვებავს. სხვათა შორის, ახლა უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ
სიძულვილი პირველ რიგში თავად თქვენთვისაა საზიანო. ტვინი გამოიმუშავებს
ნივთიერებებს, რომლებიც სიძულვილს მთელ ორგანიზმში ავრცელებენ. თუკი
საკუთარ თავზე სიმართლეს გაახმოვანებთ, სიძულვილისგან განთავისუფლების
ძალა მოგეცემათ, და მასთან ერთად მისი ობიექტისგანაც დაიხსნით თავს, რომელიც
გამუდმებით გახსენებდათ, თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ.

გახსოვთ ის უფსკრული, რომელზეც ვსაუბრობდით? მაშ ასე, უმეტესობა


ადამიანებისა გარესამყაროს საჭიროებს, რომ არ დაავიწყდეთ, ვინ არიან. ამრიგად,
თუ დასწავლილი გრძნობა თქვენი პიროვნების ნაწილი გახდა და მის
დამოკიდებულებაში აღმოჩნდით, მისი დასახელებით მასთან დაკავშირებულ
ენერგიას გამოანთავისუფლებთ და გარე სამყაროდან უკან დაიბრუნებთ. ემოციის
გაცნობიერებული კონსტატაცია ძველი მე-სგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ამას გარდა, თუ თქვენს შეზღუდულობებს გაახმოვანებთ, ყველაფერს, რასაც აქამდე


საგულდაგულოდ მალავდით, გააზრებულად განაცხადებთ, სხეულს გონების
როლიდან გამოიყვანთ. ეს კი ნიშნავს, რომ ხილვადსა და ჭეშმარიტ არსს შორის
უფსკრული ქრება. თქვენი თვისებების დასახელებით ენერგიას ათავისუფლებთ,
რომელიც მთელი ეს დრო სხეულში ინახებოდა. ცოტა მოგვიანებით ახალი
პიროვნების და ახალი ცხოვრების შესაქმნელად მის გამოყენებას შეძლებთ.

გაითვალისწინეთ: სხეული ყოველნაირად შეგეწინააღმდეგებათ. ეგო საჭირო ემოციას


ავტომატურად „გადამალავს“, რადგან არ სურს, ვინმემ მის შესახებ სრული
სიმართლე გაიგოს. ის კონტროლის დაკარგვას სულაც არ ფიქრობს. მთელი ეს
პერიოდი მსახური ბატონობდა. და უცებ ბატონი გამოჩნდა და განმარტა, რომ
უგონოდ იყო და საკუთარ მოვალეობებს ვერ ასრულებდა. სრულიად ბუნებრივია,
რომ სხეულს კონტროლის დათმობა არ სურს, რადგან არ გენდობათ. მაგრამ თუ
თქვენ სხეულის წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ალაპარაკდებით, ის შესამჩნევ
შვებას იგრძნობს, და ნელნელა დაკარგული კონტროლის დაბრუნებას შეუდგებით.

ამგვარად, საკუთარ პიროვნებას გარესამყაროზე დაყრდნობის გარეშე ადგენთ და


გარემოს ყველა ელემენტთან ენერგეტიკულ მიჯაჭვულობას აქარწყლებთ. თუ
აღიარების ეტაპზე საკუთარი შეზღუდულობები გააცნობიერეთ, ახლა მათ შესახებ
ხმამაღლა აცხადებთ.

კონკრეტულად რას დაადგენთ?

მესამე ნაბიჯის ორივე ნაწილის გაერთიანების დროც დადგა (გახსოვდეთ: ჩვენი


ამოცანაა - ყველა ნაბიჯი თანდათან უწყვეტ პროცესში გავაერთიანოთ).
დავუბრუნდეთ მრისხანების მაგალითს. შესაძლოა თქვათ მაგალითად ეს: რაც თავი
მახსოვს, განრისხებული ვარ.

მაგრამ არ გამოგეპაროთ კანსტატაციის მთავარი მიზანი - თავად ემოციის


გახმოვანება. ამ ეტაპზე უნდა დაჯდეთ, თვალები დახუჭოთ, პირი გააღოთ და არცთუ
ხმამაღლა დაასახელოთ ემოცია, რომლის კონსტატირებაც გსურთ: მრისხანება.
ამ სიტყვის წარმოთქმის მზადებისას და თავად წარმოთქმის პროცესში შესაძლოა
გარკვეული დისკომფორტი იგრძნოთ. არ დაყვეთ მას: ეს თქვენი სხეულის ხმაა.

საბოლოო შედეგი კი - მშვენიერ ხასიათზე ყოფნა, ენერგიის მოზღვავება და


შთაგონებაა. შეეცადეთ მიაღწიოთ, რომ ეს ნაბიჯი ბუნებრივად და
ძალდაუტანებლად გამოგივიდეთ. არაა აუცილებელი გამონათქვამის ზედმეტად
გაანალიზება. უბროლოდ იცოდეთ, რომ სიმართლე განთავისუფლებას მოგმადლით.

***

შეგახსენებთ: მეორე კვირის მედიტაციური პრაქტიკისთვის ჯერ მზად არ ხართ. ამ


თავში არასასურველი ემოციის და მისი შესაბამისი ყოფიერების მდგომარეობის
გამოვლენა, მისი აღიარება და ხმამაღლა წარმოთქმა ვისწავლეთ. კიდევ ერთი
ნაბიჯის შესწავლა მოგვიწევს, შემდეგ კი ოთხივე ნაბიჯის მეორე კვირის
მედიტაციურ პრაქტიკაში გაერთიანებას შეძლებთ.

მეოთხე ნაბიჯი. პრობლემის უმაღლესი ძალებისთვის მინდობა

პრობლემა უმაღლეს ძალებს გადაეცით და თქვენი ბლოკებისა და შეზღუდვებისგან


განთავისუფლების ნება დართეთ

პრობლემის უმაღლესი ძალებისთვის მინდობა - „მე-დ ყოფნის“ ჩვევისგან


განთავისუფლების ბოლო ეტაპია.

უმეტესობა ჩვენგანს სიტუაციის ხელიდან გაშვების ან კონტროლის სხვისთვის


დათმობის იდეა არ მოსწონს. მაგრამ პრობლემას ვიღაცას კი არა, თავად სიცოცხლის
წყაროს, უსაზღვრო სიბრძნეს მიანდობთ!

აინშტაინი ამბობდა, რომ არ შეიძლება პრობლემა იმავე გონებამ გადაჭრას, რომელმაც


ის შექმნა. გონების თქვენმა შეზღუდულმა მდგომარეობამ შექმნა ყველა ბლოკი,
თქვენ კი მათი გადაჭრა ვერ შეძელით... ჰოდა, რატომ არ უნდა სთხოვოთ დახმარება
გაცილებით აღმატებულ გონს? ენერგიის ამ უსაზღვრო ველში ერთდროულად
არსებობს ყველა შესაძლო პოტენციალი, და თქვენ შეგიძლიათ თავმდაბლად
სთხოვოთ მას შეზღუდვა მოგიხსნათ მეთოდით, რომელიც პრობლემასთან თქვენი
მიმართებისგან კარდინალურად განსხვავდება. რაკი შეცვლის ყველა თქვენი
მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და პრობლემის დაძლევის ქმედითი მეთოდი ვერ
იპოვეთ, სწორედ დროულია გაცილებით ძლიერ რესურსს მიმართოთ.

ეგოს სწორი გადაწყვეტილების პოვნა არ ხელეწიფება. ის პრობლემის ემოციურ


ენერგიაშია ჩაფლული; მისი შემქმნელი გონების საზღვრებს მიღმა არსებული
აზრები, გრძნობები და ქმედებები მისთვის უცნობია. მას მხოლოდ წარსულის
რიგითი რეპროდუქციის შექმნა ძალუძს.
ობიექტურ გონს კი თქვენი შეცვლა მოულოდნელი სახით შეუძლია, ის ხომ თქვენი
პიროვნების შიგნიდან არ გიცქერთ. მისთვის ღიაა პოტენციალები, რომელთა შესახებ
წარმოდგენაც კი არ შეგეძლოთ, რადგან პროგნოზირებად მომავალზე ოცნებებში
ღრმად ჩაიძირეთ.

თუმცა, თუ სიტყვიერად პრობლემას გადასცემთ და ძველებურად თქვენებურად


მოიქცევით, არ გაგიკვირდეთ, თუ ობიექტური გონი დახმარებას ვერ შეძლებს. თქვენ
საკუთარი ნებით გაანულებთ მის ყველა მცდელობას.

უმეტესობა ჩვენგანი ეწინააღმდეგება უნივერსალურ გონს, რადგანაც პრობლემის


გადაწყვეტას ჩვეული, ნახევრადგაუაზრებელი ცხოვრების წესის პოზიციიდან
ცდილობს. ჩვენ თავად ვუშლით ხელს საკუთარ თავს.

ფაქტობრივად ბევრი ადამიანის ეგო ისეთ უფსკრულში იჩეხება, რომ აშკარა ხდება:
ასე გაგრძელება შეუძლებელია. სწორედ ასეთ დროს მივმართავთ უმაღლეს ძალებს
და მათგან დახმარებას ვიღებთ.

არ შეიძლება ერთდროულად უმაღლეს ძალებს მივენდოთ და გამოსავალი


ვაკონტროლოთ. თუ პრობლემას გადავცემთ, უარი უნდა ვთქვათ სიტუაციის
საკუთარ შეზღუდულ წარმოდგენაზე და განსაკუთრებით მისი გადაწყვეტის
მეთოდზე. ჭეშმარიტი თავმდაბლობა - ეგოს მხრიდან კონტროლზე სრული უარია.
უნდა ვირწმუნოთ კეთილსაიმედო, ჯერაც უცნობი გამოსავალი და ყოვლისმცოდნე,
სიყვარულით სავსე გონს ჩარევის და პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის ნება
მივცეთ. აუცილებელია გააცნობიეროთ, რომ უმაღლესი ძალა სინამდვილეში
არსებობს, სრულად ხედავს თქვენს სიტუაციას და შეუძლია ბოლომდე იზრუნოს
პიროვნების ნებისმიერ ასპექტზე. გააკეთეთ ეს და მსოფლიო გონი თქვენს ცხოვრებას
თქვენთვის სასიკეთოდ შეცვლის.
უმაღლესი გონისთვის დახმარების სათხოვნელად საკმარისია მას გამოვლენილი
ემოცია გადავცეთ მისი ხმამაღლა წარმოთქმით. ამ დროს არ მოგიწევთ:

ვაჭრობა; ვედრება; შეთანხმების დადება და პირობის მიცემა; აღთქმულის ნახევრის


მიცემა; მანიპულირება; ბოდიშის მოხდა; დანაშაულის და სირცხვილის განცდა;
სინანულით ტანჯვა; შიშით კანკალი; თავის მართლება.

მეტიც, უმაღლეს გონს არ უნდა წაუყენოთ არავითარი პირობა სერიიდან „შენ


ვალდებული ხარ...“ და „კარგი იქნებოდა, შენ რომ...“. რას წარმოადგენთ, რომ თქვენ
უკარნახოთ უსაზღვრო უმაღლეს არსს, როგორ მოიქცეს? თუ ასე მოიქცევით, ნიშნავს,
რომ ისევ თქვენსას მოითხოვთ, და ბუნებრივია, უმაღლესი ძალა აღარ დაგეხმარებათ,
რადგან ის ნების თავისუფლებას არ ზღუდავს. მაშ, დაე თქვენი თავისუფალი ნება ამ
ფორმულით გამოიხატოს: „იყოს ნება შენი...“
უბრალოდ მიენდეთ უმაღლეს ნებას და შეიარაღდით:

გულწრფელობით; თავმდაბლობით; პატიოსნებით; თავდაჯერებით; სიცხადით;


გზნებით; ნდობით ... და გვერდზე გადექით.

არასასურველი ემოცია სიხარულით გადაეცით უმაღლეს გონს და უბრალოდ


იცოდეთ, რომ ის მას გაუმკლავდება. როდესაც თქვენი ნება მის ნებას და თქვენი
გონება მის გონებას დაემთხვევა ხოლო საკუთარი თავისადმი თქვენი სიყვარული მის
თქვენდამი სიყვარულთან უნისონში იჟღერებს... ის აუცილებლად გამოეხმაურება
თქვენს ძახილს.

უმაღლესი გონისთვის პრობლემის გადაცემას რიგი „გვერდითი ეფექტი“ ახლავს,


რომელთა შორისაა: შთაგონება; სიხარული; სიყვარული; თავისუფლება; მოწიწება;
მადლიერება; სიუხვე.
თუ სიხარულს გრძნობთ (სიხარულის მდგომარეობაში იძირებით), ეს ნიშნავს, რომ
სასურველი მომავალი თქვენთვის უკვე რეალობად იქცა. თუ ცხოვრობთ ისე, თითქოს
თქვენი ლოცვები უკვე შესმენილია, უმაღლესი გონი სრულად გამოავლენს საკუთარ
თავს და თქვენს ცხოვრებაში ახალ და მოულოდნელ შესაძლებლობებს გააჩენს.

და თუ ზუსტად გეცოდინებათ, რომ ვიღაცამ უკვე იზრუნა თქვენს პრობლემაზე? თუ


დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ცხოვრებაში აგერ-აგერ რაღაც წარმოუდგენლად
კარგი მოხდება? ოდნავი ეჭვიც კი რომ არ გეპარებოდეთ ამაში, არც დარდი, არც შიში,
არც შფოთვა, არც სტრესი არ გეცოდინებოდათ. თქვენ აღმაფრენას იგრძნობდით და
მომავალს სიხარულით და მოუთმენლად მიაპყრობდით მზერას.

ერთი კვირით ჰავაიზე წაყვანა რომ შემოგთავაზოთ (ხუმრობის გარეშე), განა


სიხარულით სავსე მოლოდინი არ დაგეუფლებათ? ამ ინფორმაციას თქვენი სხეული
ფიზიოლოგიურად აუცილებლად დაუყოვნებლივ გამოეპასუხებოდა მოვლენის
რეალობად ქცევამდე. კვანტური ველი კი, როგორც გიგანტური სარკე, ირეკლავს
ყველაფერს, რასაც თქვენ რეალობად მიიჩნევთ. თქვენი გარე სამყარო - მხოლოდ და
მხოლოდ შინაგანი რეალობის ანარეკლია. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი
სინაფსური კვანძი, რომელიც უნდა წარმოიქმნას თქვენს ტვინში უმაღლეს გონთან
დაკავშირებით - ესაა რწმენა მისი არსებობისა. დაფიქრდით პლაცებოს ეფექტის
შესახებ.

თქვენ უკვე იცით, რომ გვაქვს ტვინის სამი შრე, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ
აზროვნებიდან მოქმედებაზე და - ყოფიერებაზე გადავიდეთ. მაშ ასე, თუ ავადმყოფი
გლუკოზის ტაბლეტს იღებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მას წამალი მისცეს, ის
ფიქრობს, რომ მომჯობინდება, იქცევა როგორც გამოჯანმრთელების გზაზე
დამდგარი, უკეთესობას გრძნობს და ბოლოს, ჯანმრთელობის შესატყვის ყოფიერების
მდგომარეობაში ხვდება.

და ამ მომენტში მსოფლიო გონთან მიერთებული მისი ქვეცნობიერი ორგანიზმის


შინაგანი ქიმიური ფონის შეცვლას იწყებს და მას ახალ, ჯანმრთელ შეგრძნებას
არგებს. იგივეა კვანტური ველის შემთხვევაში. უბრალოდ ირწმუნეთ, რომ ის
ძახილზე გიპასუხებთ და დაგეხმარებათ.
დაეჭვებით, წუხილით, განცდით, სულით დაცემით და გამუდმებით გაანალიზებით,
მაინც რა ფორმით მოვა დახმარება, ყველაფერს ანულებთ, რასაც აქამდე მიაღწიეთ.
საკუთარ თავს გზას უჭრით და უმაღლეს ძალას დახმარების საშუალებას არ აძლევთ.
მსგავსი ემოციები აჩვენებს, რომ თქვენ გეეჭვებათ კვანტური ველის სიძლიერე, ანუ
მომავალ რეალობასთან კავშირს კარგავთ, რომლის მომზადებაც ღვთაებრივმა გონმა
უკვე დაიწყო.

ამ მომენტში უნდა შეჩერდეთ და ხელახლა მოხვიდეთ ცნობიერების უფრო მძლავრ


მდგომარეობაში. როდესაც კვანტურ ველს მიმართავთ, ისე ესაუბრეთ, თითქოს ის
ძალზე კარგად გიცნობთ და უყვარხართ, - მით უფრო, რომ ეს სრული ჭეშმარიტებაა.

წერითი დავალება

საუბრის დაწყებამდე ჩამოწერეთ პუნქტებად, რის გამხელასაც უმაღლესი ძალისთვის


აპირებთ.

უმაღლესი ძალისადმი მიმართვის მაგალითები

მსოფლიო გონებავ ჩემში, მე ვპატიობ ჩემ თავს ყველა ჩემს წუხილს, განცდას და
პრიმიტულ საზრუნავებს და შენ გადმოგცემ. გენდობი და ვიცი, რომ შენ გაცილებით
უკეთ გადაწყვეტ მათ, ვიდრე მე. ისე გააკეთე, რომ საჭირო კარი გამეხსნას.

საწყისო გონებავ, შენ მოგანდობ ჩემს ტანჯვას და საკუთარი თავის სიბრალულს.


ძალზე დიდხანს ვცდილობდი მემართა ჩემი აზრები და ქმედებები და არაფერი
გამომივიდა. ახლა გთხოვ ჩაერიე და ისე გააკეთე, რომ ჩემთვის საუკეთესოდ
განვითარდეს მოვლენები.

მომზადება. თვალები დახუჭეთ და უმაღლესი გონისთვის მიმართვის ტექსტი


მოამზადეთ. გადახედეთ ჩანაწერს, რომ თქვენს ყურადღებას არცერთი შეზღუდვა არ
გამოეპაროს. რაც უფრო ჩაეფლობით მომენტში, მეტად გაგიადვილდებათ
ფოკუსირება. ლოცვა-მიმართვის ტექსტის წარმოთქმისას, გახსოვდეთ, რომ უხილავი
გონი გიყურებთ და აკვირდება თქვენს მოქმედებებს. მისგან ვერცერთ აზრს, ვერც
ქმედებას და ვერც გრძნობას ვერ დამალავთ.
დახმარების თხოვნა და ცნობიერების არასასურველი მდგომარეობიდან
გამოსვლა. სთხოვეთ უნივერსალურ გონს, რომ თქვენი პიროვნების გარკვეულ
ნაწილს უფრო სრულყოფილი ფორმა მისცეს. ამის შემდეგ აზრობრივად ის უმაღლეს
გონს გადაეცით. ზოგი წარმოიდგენს, რომ კარს აღებს და ზღურბლზე დებს
შეფუთულ პრობლემას, ზოგისთვის კი წერილის სახით გადაცემა უფრო
კომფორტულია. ზოგი პრობლემას ლამაზ ყუთში ათავსებს და წარმოიდგენს, როგორ
„აქრობს“ მის შიგთავსს უმაღლესი ძალა. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახით
წარმოიდგენთ ამას. მე მაგალითად უბრალოდ ვუშვებ პრობლემას.

მნიშვნელოვანი მხოლოდ თქვენი განზრახვაა - სიყვარულით სავსე უნივერსალურ


გონთან კავშირის შეგრძნება და მისი დახმარების მიღების და ძველი მე-სგან
განთავისუფლების მზაობაა.

მადლიერება. ლოცვა-მიმართვის დასრულების შემდეგ წინასწარ გადაუხადეთ


მადლობა უმაღლეს ძალას. მადლიერება - სიგნალია კვანტური ველისთვის, რომ
თქვენმა განზრახვამ უკვე მოიტანა შედეგები, და სიკეთეების მიღების უმაღლესი
მზაობის ნიშანია.

მეორე კვირის მედიტაციური პრაქტიკა (ხელმისაწვდომია აუდიოვერსია)

ახლა უკვე მზად ხართ მეორე კვირის მედიტაციური პრაქტიკისთვის. ქვემოთ ნახავთ
მედიტაციის საფეხურებით ათვისების ტექნიკის ნიმუშს. თუ მოგეჩვენებათ, რომ ეს
ყველაფერი უკვე გააკეთეთ კითხვის პროცესში და წერითი დავალებების
შესრულების დროს, პირდაპირ პრაქტიკაზე გადადით და არ დაგავიწყდეთ ამ
მოქმედებების მედიტაციაში ჩართვა. შედეგები ნამდვილად გაგაოცებთ!

• პირველი ნაბიჯი. გააკეთეთ ინდუქცია. გააგრძელეთ ქვეცნობიერში ჩაძირვის


არჩეული მეთოდის ათვისება.
• მეორე ნაბიჯი. განსაზღვრეთ, კონკრეტულად რის შეცვლა გსურთ საკუთარ თავში
გონების და სხეულის დონეზე. ამოიცანით საკუთარი შეზღუდვები. გამოავლინეთ
არასასურველი ემოცია და მასთან დაკავშირებული აზრობრივი განწყობა.
• მესამე ნაბიჯი. აზრობრივად გამოუტყდით უმაღლეს ძალას, თუ ვინ იყავით, რას
მალავდით გარშემომყოფთაგან და რისი შეცვლა გსურთ. შემდეგ ხმამაღლა
დაასახელეთ ემოცია, რომლისგან განთავისუფლებაც გსურთ. ამით საკუთარ სხეულს
გონების როლისგან გაათავისუფლებთ და გარესამყაროსთან მიჯაჭვულობას
გაწყვეტთ.
• მეოთხე ნაბიჯი. მიანდეთ თვითშემზღუდველი ყოფიერების მდგომარეობა
უმაღლეს გონს და სთხოვეთ მას პრობლემა თქვენთვის საუკეთესო სახით
გადაწყვიტოს.
ივარჯიშეთ ცალკეულ ნაბიჯებზე და აითვისეთ ისე, რომ ყველანი ერთ უწყვეტ
პროცესში გაერთიანდნენ. ახლა კი შეგიძლიათ შემდეგ ეტაპზე გადასვლა.
გახსოვდეთ: ყოველი ახალი ნაბიჯის დამატებისას, ყოველთვის პირველი ნაბიჯიდან
უნდა დაიწყოთ და მთელი ჯაჭვი გაიმეოროთ.

დანართი C:

მედიტაციური პრაქტიკის სრული ტექსტი

(მეორე-მეოთხე კვირა)

მედიტაციაში შესასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ინდუქციური ტექნიკა


„სხეულის ნაწილები“ (იხ. დანართი A), „წყლის მატება“ (იხ. დანართი B), ასევე
ნებისმიერი სხვა თქვენი სურვილის მიხედვით.

თვალები დახუჭეთ და რამდენჯერმე ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ - გონების და


სხეულის მოსადუნებლად. შეისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით. ისუნთქეთ
ძალიან ღრმად, ნელა და თანაბრად. რითმულად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ,
ვიდრე „აქ და ახლა“-ში არ ჩაიძირებით. აწმყოში ჩაძირვით უკიდეგანო
შესაძლებლობების სამყაროში ხვდებით...

თქვენ ძლევამოსილი გონის ენერგია გავსებთ, რომელმაც სიცოცხლე მოგმადლათ და


თქვენს მიმართ უსასრულო სიყვარულს გრძნობს. როდესაც თქვენი ნება მის ნებას
ემთხვევა, თქვენი გონება მის გონებას ემთხვევა, ხოლო თქვენი სიცოცხლის
სიყვარული მის თქვენდამი სიყვარულს ემთხვევა, მას არ ძალუძს თქვენს ძახილს არ
გამოეპასუხოს. ის თქვენშია და თქვენს ირგვლივ ყველგანაა. თქვენ აუცილებლად
მიიღებთ მოწმობას, რომ თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ რჩება. როდესაც
გარესამყაროს დაძლევთ, თქვენ ცხოვრებისეულ გარემოებებსაც დაჯაბნით,
დასწავლილ გრძნობებზე მაღლა დადგებით, აზრობრივად საკუთარ სხეულსა და
თავად დროს გადალახავთ... თითქოს ღვთაების კალთას ეხებით. თქვენი ბედი
უმაღლესი გონის ანარეკლი ხდება და მასთან ერთად საკუთარი ბედის შემოქმედი
ხდებით. მაგრამ ამისთვის საკუთარ თავს პატივისცემით და სიყვარულით უნდა
მოეპყრათ...

მეორე კვირა

ამოცნობა. გახსოვდეთ, რომ ახალ მომავალს ვერ შექმნით, თუ წარსულის


ემოციებისგან არ გათავისუფლდებით. რომელ ემოციისგან გადაჩვევა გსურთ?
გაიხსენეთ, როგორ შეიგრძნობა ის სხეულში... და ამოიცანით ცნობიერების
მდგომარეობა, რომელსაც ის ჩვეულებრივ იწვევს.
აღიარება. დროა მიმართოთ უმაღლეს ძალას თქვენში. მოუყევით მას თქვენს შესახებ
და ჩამოთვალეთ ყველაფერი, რის შეცვლაც თქვენში გსურთ. ღიად განუცხადეთ,
როგორი იყავით და რას მალავდით გარშემომყოფთაგან. აზრობრივად გაესაუბრეთ
უმაღლეს გონს. გახსოვდეთ, რომ ის აბსოლუტურად რეალურია. და მან ისედაც
ყველაფერი იცის თქვენს შესახებ. მაგრამ ეს ძალა არასოდეს განგიკითხავთ. ის თქვენს
მიმართ მხოლოდ სიყვარულს გრძნობს...
უმაღლეს გონს ამ სიტყვებით მიმართეთ: „უნივერსალურო გონებავ ჩემში და ჩემს
ირგვლივ! ცხოვრებაში ასეთი და ასეთი ვიყავი. ახლა გულწრფელად მწადია
ყოფიერების ამ შეზღუდული მდგომარეობიდან გამოსვლა...“

კონსტატაცია. დროა, სხეული გონების როლისგან გაათავისუფლოთ, ხილვადსა და


არსს შორის არსებული უფსკრული აღმოფხვრათ და სხეულში დაგუბებული ენერგია
გამოანთავისუფლოთ. გაათავისუფლეთ სხეული ჩვეული ემოციური კავშირებისგან,
რომლებიც წარსულისა და აწმყოს ნაცნობ ნივთებთან, ადამიანებთან და ადგილებთან
გაბამთ. დადგა დრო, გამოანთავისუფლოთ ენერგია. მსურს, ხმამაღლა წარმოთქვათ
ემოციის სახელი, რომლის შეცვლაც გწადიათ, და რომელიც თქვენი სხეულიდან და
თქვენი სამყაროდან მოიშორეთ. მაშ ასე, დაასახელეთ ის...

პრობლემის უმაღლესი ძალებისთვის მინდობა. ახლა საჭიროა პრობლემის უმაღლესი


ძალებისთვის მინდობა და თხოვნა, რომ მან ის თქვენთვის საუკეთესო გზით
გადაჭრას. შეგიძლიათ კონტროლი უფრო ძლევამოსილ ძალას დაუთმოთ, რომელმაც
უკვე იცის ყველა კითხვაზე პასუხი? უსაზღვრო გონის წყალობას მიენდეთ და
გახსოვდეთ, რომ ის რეალურად არსებობს. ის პატივისცემით გიცქერით და
დახმარებისთვის მუდამ მზადაა, მაგრამ ვერაფერს გააკეთებს, ვიდრე ამას თქვენ არ
სთხოვთ. მაშ, შესწირეთ მსხვერპლად თქვენი პრობლემა ყოვლისმცოდნე გონს.
უბრალოდ გააღეთ კარი, გადაეცით „შეფუთული“ ემოცია და ... სიტუაცია გაუშვით.
ნება დართეთ უმაღლეს გონს წაიღოს თქვენი შეზღუდულობა. მიმართეთ მას
შემდეგი სიტყვებით: „უსაზღვრო გონებავ, მე გადმოგცემ შენ ... (ემოციის სახელი) .
გთხოვ, გამომართვი და ეს ემოცია სიბრძნის მარცვლად აქციე. გამათავისუფლე
წარსულის ბორკილებისგან“. ახლა კი თავი იგრძენით ისე, თითქოს უმაღლესმა გონმა
უკვე გაგათავისუფლათ დასახელებული ემოციისგან...

თავი მეთორმეტე - ვშლით ძველი პიროვნების ხსოვნას (მესამე კვირა)

თავი მეთორმეტე - ვშლით ძველი პიროვნების ხსოვნას (მესამე კვირა)


ჩვეულებრივ, თავდაპირველად მეხუთე და მეექვსე ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას
გაეცანით და წერითი დავალება შეასრულეთ, შემდეგ კი მესამე კვირის მედიტაციას
შეუდექით.

მეხუთე ნაბიჯი. დაკვირვება და შეხსენება

ამ ეტაპზე თქვენ ძველ მე-ს დააკვირდებით და საკუთარ თავს შეახსენებთ, როგორი


აღარ გინდათ რომ იყოთ.

მედიტაციის სამუშაო განმარტების მიხედვით, რომელიც II ნაწილში გაგაცანით,


დაკვირვება და გახსენება - ესაა წინათ დაფარულის გამოვლენის და შესწავლის გზით
მე-ს განვითარება და გაუმჯობესება. ამ ეტაპზე გარკვეული არაცნობიერი, ან,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვეული აზრების და ქმედებების (დაკვირვების გზით)
ბოლომდე გაცნობიერება მოგიწევთ, რომელთაგანაც ამოცნობის ეტაპზე
გამოვლენილი ცნობიერების და სხეულის მდგომარეობა იქმნება. ამის შემდეგ თქვენ
გააზრებულად შეახსენებთ საკუთარ თავს ძველი მე-ს ყველა ასპექტს, რომლისგან
განთავისუფლებაც გსურთ. თქვენ საფუძვლიანად შეისწავლით ძველ პიროვნებას
მისთვის დამახასიათებელი ყველა აზრებით და ქცევის მოდელებით - სწორედ
იმისთვის, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდეთ. ეს წარსულისგან გაგათავისუფლებთ.

ნეირონულ დონეზე იმას წარმოვადგენთ, რაზეც ვფიქრობთ და როგორც ვიქცევით.


პიროვნების ნევროლოგიური პროფილი - ყოველდღიური ფიქრების და ქმედებების
კომბინაციაა.

ამ ეტაპის მიზნები - ძველი პიროვნების ძირისძირობამდე დაკვირვება და


გამახვილებული ცნობიერებაა (მეტაშემეცნება). ძველი მე-ს დაკვირვებით და
გაანალიზებით მკაფიო წარმოდგენა შეგექმნებათ, როგორი არ გინდათ რომ იყოთ.

დაკვირვება: გააცნობიერეთ გონების ჩვეული მდგომარეობები

ამოცნობის ეტაპზე თქვენი საკვანძო ემოცია გამოავლინეთ. ახლა კი მსურს, რომ


მისგან გამომდინარე ყველა აზრი და ქმედება საფუძვლიანად შეისწავლოთ, რათა
ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი შემჩნევა და დაფიქსირება შეძლოთ. პრაქტიკით
იმდენად კარგად შეისწავლით ამ პატერნებს, რომ მათი რეალიზაციის თავიდან
აცილებას შეძლებთ. შედეგად, თქვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებით და
შესაბამისად ძველ მე-ს კონტროლქვეშ მოაქცევთ. თუ ემოციის სათავის დადგენა
შეგიძლიათ, რომელსაც არაცნობიერი აზრების და ქმედებების მთელი შლეიფი
მოსდევს, ე.ი. ის იმდენად კარგად შეისწავლეთ, რომ ახლა თქვენს გონებას მასზე
უმცირესი მინიშნებაც კი არ გამოეპარება.
მაგალითისთვის ნიკოტინზე ან შაქარზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა
განვიხილოთ. რაც უფრო უკეთ ისწავლით აბსტინენციის უმცირესი გამოხატულების
შემჩნევას, მით უფრო სწრაფად დაძლევთ მათ. ყველამ იცის, რას წარმოადგენს
აბსტინენცია. ნდომა და იმპულსები გიპყროთ, ხანდახან კი ჭექა-ქუხილივით ხმა
ჩაგესმით: „მიდი! დანებდი! გააკეთე - მხოლოდ ერთხელ!“ თუ
დამოკიდებულებასთან ბრძოლას გააგრძელებთ, თანდათან ისწავლით
მოახლოებული დისკომფორტული შეგრძნებების ამოცნობას, რაც ბრძოლაში
უპირატესობას მოგანიჭებთ.

იგივე შეიძლება ითქვას პიროვნული ცვლილებების შესახებაც, მხოლოდ ამ


შემთხვევაში დამოკიდებულების აგენტი თავად თქვენშია. არსებითად, ეს თქვენ
ხართ. გრძნობები და აზრები - თქვენი განუყოფელი ნაწილია. ამოცანაც ასე დგას:
თვითშემზღუდველი მდგომარეობები იმდენად დეტალურად უნდა შეისწავლოთ,
რომ თქვენს ყურადღებას არცერთი აზრი, არცერთი ქცევის მოდელი არ დაუსხლტეს.

პრაქტიკულად ყველა ჩვენი მოქმედება აზრებით იწყება. მაგრამ ყველა აზრი


ჭეშმარიტი არ არის. უმეტესობა საკმაოდ მოძველდა და მხოლოდ იმიტომ იქმნება,
რომ მრავალრიცხოვანი განმეორების შედეგად ტვინში მყარი ნეირონული კვანძი
გაჩნდა. ამიტომ, საკუთარ თავს უნდა შეეკითხოთ: „ეს აზრი სინამდვილეს
შეესაბამება თუ უბრალოდ ჩემი შეგრძნების შედეგია? თუ გრძნობას ავყვები, განა
ყველაფერი ისევ ძველებურად არ დამთავრდება?“ სინამდვილეში ეს მხოლოდ
წარსულის გამოძახილია - ემოციურად დატვირთული მოგონებები, რომლებიც ერთი
და იგივე ნეირონულ კვანძებს ააქტიურებს და თქვენს პროგნოზირებად რეაქციებს
იწვევს.

წერითი დავალება

ამოცნობის ეტაპზე გამოვლენილ ემოციას რომელი ავტომატური აზრები ახლავს


თან? მნიშვნელოვანია მათი ჩაწერა და ამ ჩამონათვალის დაზეპირება. ქვემოთ
მაგალითებია ჩამოთვლილი, რაც თქვენი თვითშემზღუდველი განწყობების
გამოვლენაში დაგეხმარებათ.

ავტომატური თვითშემზღუდველი აზრების მაგალითები (რომლებიც


ყოველდღიურად გაუცნობიერებლად წარმოიშვებიან)

ვერასდროს ვიპოვი ახალ სამსახურს; არავინ მისმენს; ის გამუდმებით მაბრაზებს;


ყველა მიყენებს; ყველაფერი ამაოა, ვნებდები; დღეს აშკარად არაა ჩემი დღე, არც კი
ღირს რაიმეს გამოსწორება ვცადო; ისაა დამნაშავე, ცხოვრებაში არაფერი რომ არ
გამომდის; არ ვარ საკმარისად ჭკვიანი; არ შემიძლია შევიცვალო. იქნებ მომავალში,
ოდესმე...; ცვლილებებისთვის განწყობილი არ ვარ; ცხოვრებამ მიმტყუნა; მაცოფებს
ეს სიტუაცია; არაფრის შეცვლა არ გამომივა; მას არ ვუყვარვარ; მე ბევრად მეტი
მუშაობა მიწევს, ვიდრე სხვებს; ყველაფერი გენების ბრალია. დედაჩემის ასლი ვარ.

როგორც აზრები, ასევე ჩვეული ქმედებები ყოფიერების არასასურველი


მდგომარეობების ფორმირებას იწვევს. ემოცია, რომელმაც სხეულს გონების როლი
მოახვია თავს, გამუდმებით დასწავლილი ქმედებებისკენ გიბიძგებთ. ცნობიერება
ითიშება - ირთვება ჩვეული ქმედებები. საუკეთესო განზრახვები გამოძრავებთ - და
აი უკვე ტელევიზორის წინ დივანზე მიწოლილი ჩიფსებს მიირთმევთ და სიგარეტს
აბოლებთ. ორიოდე საათის წინ კი ამტკიცებდით, რომ ფორმაში უნდა მოხვიდეთ და
თვითდამანგრეველ ჩვევებს ბოლო უნდა მოუღოთ!

არაცნობიერი ქმედებები თითქმის ყოველთვის ჩვეული პიროვნების განმტკიცებას და


ემოციური
დამოკიდებულების საზრდოობას ემსახურება. ჩვენ კვლავ და კვლავ ნაცნობი
განცდები გვესაჭიროება. მაგალითად, ღვინოზე დამოკიდებული ადამიანი
იძულებულია ეს გრძნობა შესაბამისი ქმედებებით განამტკიცოს. და მეტწილად ისე
მოაწყობს, რომ გამუდმებით დანაშაულის გრძნობა ჰქონდეს. ბევრი არაცნობიერი
ქმედება ჩვენს ემოციურ მოთხოვნილებას ემთხვევა და აკმაყოფილებს მას.

მეორე მხრივ, ზოგიერთი ჩვევა დასწავლილი დისკომფორტის გაყუჩებას ემსახურება.


ადამიანები წუთიერ გარეგან ტკბობას ესწრაფვიან, რომ წამით მაინც გაიყუჩონ
ტკივილი და სიცარიელე შეავსონ. კომპიუტერული თამაშები, ნარკოტიკები,
ალკოჰოლი, საჭმელი, აზარტული თამაშები ან შოპინგი - შინაგან ტკივილთან და
სიცარიელესთან გამკლავების გზებია.
დამოკიდებულებებიდან კი ყოფიერების ჩვეული მდგომარეობები ფორმირდება.
რამდენადაც ვერცერთი გარეგანი საშუალება შინაგან სიცარიელეს დიდი ხნით ვერ
ავსებს, დოზის პერმანენტული გაზრდა ხდება აუცილებელი. ნებისმიერი
ადიქტიური მოქმედებით გამოწვეული ემოციური აღმასვლა რამდენიმე საათის
შემდეგ აუცილებლად გაქარწყლდება, და მოგვიწევს ამ მოქმედების განმეორება -
ამჯერად უფრო ინტენსიურად. ყოველდღიური დესტრუქციული პატერნის
განადგურება მხოლოდ მთავარი ნეგატიური ემოციისგან გადაჩვევითაა
შესაძლებელი.

წერითი დავალება

იფიქრეთ გამოვლენილ ნეგატიურ ემოციებზე. რომელი მოქმედებები ახლავს მათ


უმეტესად? შესაძლოა, ჩამოთვლილთაგან ზოგი შეგესაბამებათ, მაგრამ
აუცილებლად დაამატეთ მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი სხვა პატერნებიც.
ახლა კი ჩამოწერეთ ამ ემოციით გამოწვეული ყველა ქცევის მოდელი.
თვითშემზღუდველი მოქმედებების/ქცევის მოდელების მაგალითები (რომლებიც
ყოველდღიურად გაუცნობიერებლად ვლინდებიან)

ხშირად ვიბუტები და ვწუხვარ; მარტოდ მყოფი საკუთარ თავს ვიცოდებ;


დეპრესიაში ვარ და ჭამას ვეძალები; მეგობრებს ვურეკავ და გუნება-განწყობაზე
ვეწუწუნები; გამუდმებით ვთამაშობ კომპიუტერში; ახლობლებს ვეჩხუბები;
ვთვრები და სულელურად ვიქცევი; ფულს ვფლანგავ; საქმის გადადება მახასიათებს;
ადამიანებს ვჭორავ და ჭორებს ვავრცელებ; ვტყუი საკუთარ თავზე; მრისხანების
შეტევები მახასიათებს; კოლეგებს უპატივცემულოდ ვეპყრობი; ხშირად ფლირტით
ვერთობი, თუმცა პარტნიორი მყავს; ტრაბახი მიყვარს; ყველას ვუყვირი; აზარტული
თამაშები მიტაცებს; მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით ვატარებ; ყოველთვის
ყურადღების ცენტრში ყოფნას ვცდილობ; თითქმის ყოველდღე გვიანობამდე
მძინავს; წარსულზე ძალზე ბევრს ვლაპარაკობ.

თუ არაფერი მოგდით აზრად, შეეცადეთ გაიხსენოთ, რის შესახებ ფიქრობდით და


როგორ იქცეოდით სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ყური მიუგდეთ
საკუთარ თავს. ამას გარდა, შეეცადეთ საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედოთ. რას
იტყოდნენ ისინი თქვენზე? როგორ აღწერდნენ თქვენს საქციელს?

რეგულარულად შეახსენეთ საკუთარ თავს ძველი პიროვნების ყველა ასპექტი,


რომლისგან განთავისუფლებაც გსურთ

ახლა კი ჩამონათვალს გადახედეთ და ზეპირად ისწავლეთ. ეს მედიტაციური


პროცესის გადამწყვეტი ეტაპია. თქვენი მიზანია - შეისწავლოთ მოცემული ემოციით
გამოწვეული აზრები და მოქმედებები. კიდევ ერთხელ გაიხსენებთ, როგორ
იუბედურებდით თავს, - რათა მომავალში ეს აღარ გაიმეოროთ. მეხუთე ნაბიჯი
აქამდე გაუაზრებელი ქცევის მოდელების და მოცემული ციკლის „აზრი - გრძნობა -
აზრი“ თანმდევი შინაგანი დიალოგის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი
ყოველდღიურობაზე ცნობიერ კონტროლს აამაღლებს.

შეხსენების ეტაპის ამოცანის ერთხელ და სამუდამოდ შესრულება შეუძლებელია.


სხვაგვარად, თუ ერთკვირიანი პრაქტიკის დროს თქვენი ჩამონათვალის დაზუსტება
და შევსება მოგიწევთ, არ ინერვიულოთ, ეს სავსებით ნორმალურია.

სწორედ ახლა შევდივართ ქვეცნობიერის ოპერაციულ სისტემაში და იქ შენახულ


პროგრამებს ვათვალიერებთ. იმდენად კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ ნათელი
გახდეს, როგორ გავთიშოთ ისინი, რადგან ჩვენი მიზანი - ძველი მე-ს სინაფსური
კვანძების გაწყვეტაა. ხოლო რამდენადაც ყოველი ნეირონული კვანძი მოგონებას
შეიცავს, ე.ი. შედეგად ძველი პიროვნების ხსოვნა დავიწყებას მიეცემა.
შემდეგი კვირის განმავლობაში თქვენი ჩამონათვალი იკითხეთ. ძალზე კარგად უნდა
იცოდეთ, რაზე ამბობთ უარს. არასასურველი ნიშან-თვისებების დაზეპირებით
ძველი მე-ს სრულად ჩამოშორებას შეძლებთ. რადგან, თუ ზეპირად გეცოდინებათ
ყველა ავტომატური აზრი და რეაქცია, შეუმჩნევლად გასხლტომას ვერცერთი
შეძლებს და მათ გაუვნებელყოფას ყოველთვის მოახერხებთ. და სწორედ ამ მომენტში
განთავისუფლდებით.

ამრიგად, ამ ნაბიჯის მთავარი ამოცანა - მაქსიმალური გაცნობიერებულობაა.

***

შემდგომი ქმედებების ალგორითმი თქვენთვის უკვე ცნობილია. წაიკითხეთ მეექვსე


ნაბიჯის აღწერა, შეასრულეთ წერითი დავალება და მესამე კვირის მედიტაციურ
პრაქტიკას შეუდექით.

მეექვსე ნაბიჯი. გადამისამართება

აი როგორ მუშაობს გადამისამართების ტექნიკა. როდესაც გაუაზრებლად აღარ


მოქმედებთ და ძველ პროგრამებს აღარ ააქტიურებთ, თქვენ ბიოლოგიურ დონეზე
იცვლებით. რადგანაც ნეირონები ერთდროულად აღარ აქტიურდებიან, მათ შორის
კავშირი ირღვევა. შედეგად, გენებს ჩვეულ სიგნალებს აღარ უგზავნით.

თქვენ სრულიად გააზრებულად და გაცნობიერებულად მართვის სადავეების


დაბრუნების შესაძლებლობა გეძლევათ. გადამისამართების უნარჩვევა მყარ
ფუნდამენტს წარმოადგენს ახალი, უკეთესი მე-ს შესაქმნელად.

გადამისამართება: ითამაშეთ თამაში „ვცვლი!“

მესამე კვირის მედიტაციური პრაქტიკების პროცესში სასარგებლოა შემდეგი


მიდგომის გამოყენება. აირჩიეთ ჩამონათვალიდან ერთერთი მოქმედება, შესაბამისი
სიტუაციის ვიზუალიზაციას მიმართეთ და ხმამაღლა წარმოთქვით „ვცვლი!“ ეს
ძალიან ადვილია:

1. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომლის დროსაც ჩვეული აზრები და გრძნობები


გიჩნდებათ.
ახლა კი თქვით: „ვცვლი!“

2. გაიხსენეთ ტიპიური სცენარი (ადამიანთან ან საგანთან დაკავშირებული), რომლის


დროსაც დიდი ალბათობით ძველი ქცევითი პატერნი გამოვლინდება.
ახლა კი თქვით: „ვცვლი!“
3. აზრობრივად საკუთარი თავი წარმოიდგინეთ სიტუაციაში, რომელშიც, დიდი
ალბათობით, ავტომატური რეაქცია გექნებათ.
ახლა კი თქვით: „ვცვლი!“

ყველაზე მჭექარე ხმა თქვენს გონებაში

შეხსენების ეტაპზე თქვენ მთელი დღის განმავლობაში ფხიზლად ყოფნა ისწავლეთ.


ახლა კი ხელთ გაქვთ ინსტრუმენტი, რომელიც რეალური დროის რეჟიმში
სიტუაციის კორექტირების შესაძლებლობას მოგცემთ. როგორც კი საკუთარ თავს
არასასურველ აზრზე ან თვითშემზღუდველი მოქმედებისთვის გამზადებულს
დაიჭერთ, წარმოთქვით: „ვცვლი!“ დროთა განმავლობაში გონებაში კიდევ ერთ ხმას
გაიგონებთ - საკუთარს. სწორედ ის იქნება ყველაზე მჭექარე - გადამისამართების ხმა.

ავტომატური პროგრამების ყოველი გაცნობიერებული შეჩერება ძველ ნეირონულ


სტრუქტურას სულ უფრო ასუსტებს. თქვენი მოქმედებებით - ჰების კანონთან სრული
შესაბამისობით - სინაფსურ კავშირებს არღვევთ. იმავდროულად ორგანიზმზე
ეპიგენეტიკურ ზემოქმედებასაც ცვლით. აი კიდევ ერთი ნაბიჯი გაცნობიერებისკენ.
ცნობიერების კონტროლი განუწყვეტლივ ძლიერდება.

თუ გარესამყაროს ელემენტებზე რეფლექსური რეაქციების დამუხრუჭებას მიაღწიეთ,


ჩათვალეთ, რომ ძველი მე-ს შეზღუდულობებს აღარ დაუბრუნდებით.
ანალოგიურად, აზრების გაცნობიერებული კონტროლი, რომლებიც გარემოს ამა თუ
იმ ობიექტის მოგონებებით ან ასოციაციებით არის გამოწვეული,
პროგნოზირებადობისგან გათავისუფლებთ, რომელიც ერთი და იმავეს ფიქრს და
კეთებას გაიძულებთ და უცვლელ რეალობას ხელახლა ქმნის. ფაქტობრივად
საკუთარ გონებაში, გასახსენებლად აფიშა გამოფინეთ.

ყოფიერების ჩვეული მდგომარეობების გაცნობიერება, გადამისამართება და


ამოცნობა ძვირფასი ენერგიის უაზრო ხარჯვისგან გიცავთ. თვითგადარჩენის რეჟიმში
სხეულს საბრძოლო განგაშის სიგნალებს უგზავნით, რომლებიც შინაგან
წონასწორობას არღვევენ და უზარმაზარი ენერგიის მობილიზაციას იწვევენ. სხეული
თვითგადარჩენაზე მიმართული ემოციების და აზრების დაბალი სიხშირის ენერგიას
ისრუტავს. გაცნობიერება კი მათი შეცვლის საშუალებას ჯერ კიდევ მანამდე იძლევა,
ვიდრე ისინი სხეულში „მოხვდებიან“. ეს კი ნიშნავს, რომ დაზოგავთ სასიცოცხლო
ენერგიას, რომლის გამოყენება ახალი ცხოვრების შესაქმნელად შეიძლება.

ასოციაციური მოგონებები ავტომატურ რეაქციებს იწვევს

ახალი ცხოვრების გადამწყვეტი პირობა - ცნობიერი კონტროლის შენარჩუნებაა,


ამიტომ მნიშვნელოვანია ასოციაციური მოგონებების დამღუპველი ზემოქმედების
მექანიზმის გაგება და გადამისამართების გზით მათი გაუვნებელყოფის დასწავლა.
ჩვენ უკვე განვიხილეთ ძაღლებში პირობითი რეფლექსის გამომუშავების პავლოვის
კლასიკური ექსპერიმენტი, რომელიც შესანიშნავად აჩვენებს, რატომაა ასე რთული
შეცვლა. ზარის ხმაზე ნერწყვის გამოყოფა - პირობითი რეფლექსის მაგალითია,
რომელიც ასოციაციურ მეხსიერებას ეფუძნება.

ქვეცნობიერში შენახული ასოციაციური მოგონებები გარე გამღიზიანებლის


განმეორებადი ზემოქმედების შედეგად ფორმირდება, რომელიც სხეულის
ავტომატურ რეაქციას იწვევს, რაც შემდეგ ქცევის მოდელში გადაიზრდება. როგორც
კი გრძნობის ერთი-ორი ორგანო ნაცნობ გამღიზიანებელს დააფიქსირებს, სხეული
მასზე ფაქტობრივად გონების მონაწილეობის გარეშე რეაგირებს. ავტომატური
რეაქციის გასააქტიურებლად მხოლოდ ერთი აზრი ან მოგონებაც საკმარისია.

ნებისმიერ ადამიანს ასოციაციური მოგონებების მთელი ნაკრები გააჩნია, რომლებიც


ნაირნაირ გარე გამღიზიანებელთანაა დაკავშირებული. ნაცნობთან შეხვედრისას,
სავარაუდოდ, სრულიად გაუაზრებლად, ჩვეული სქემის მიხედვით მოიქცევით.
თქვენს წინანდელ ურთიერთობაზე ასოციაციური მოგონება წამოგიტივტივდებათ. ამ
მოგონებას გარკვეული ემოცია ახლავს თან, რომელიც სწორედ ავტომატურ რეაქციას
იწვევს. საკმარისია გონებაში ამ ადამიანის სახე წარმოიდგინოთ, რომ სხეულის
ქიმიური ფონი მომენტალურად შეიცვლება. თქვენი ურთიერთობის გამოცდილების
შესახებ ქვეცნობიერის დონეზე დასწავლილი ინფორმაცია ავტომატურ პროგრამას
აამოქმედებს. და, პავლოვის ძაღლივით, თქვენ ფიზიოლოგიურად რეაგირებთ,
გონების მონაწილეობის გარეშე. სხეული გონებაზე იმარჯვებს და თქვენს
მოქმედებებს მეხსიერების მიხედვით წარმართავს.

ამრიგად, კვლავ სხეული ლიდერობს. თქვენ მძღოლის სავარძლიდან გადაგაჩოჩეს და


ახლა ქვეცნობიერი გმართავთ. მაინც რას წარმოადგენს გამღიზიანებელი, რომელმაც
ასე სწრაფად გამოგიყვანათ მდგომარეობიდან? ეს შეიძლება იყოს გარესამყაროს
ნებისმიერი ელემენტი. მისი ძალის წყარო - ნაცნობ გარემოსთან თქვენი
მიჯაჭვულობაა; მთელი თქვენი ცხოვრება ადამიანებთან და ნივთებთანაა
გადაჯაჭვული, რომლებთანაც დაკავშირებული იყავით (და ხართ) დროისა და
სივრცის სხვადასხვა წერტილში.

ამიტომაა ასე რთული ცვლილების პროცესში ცნობიერების შენარჩუნება. საკმარისია,


ვინმე დაინახოთ, სიმღერას მოკრათ ყური, ნაცნობ ადგილას აღმოჩნდეთ ან
რომელიმე ეპიზოდი გაგახსენდეთ, რომ სხეული მყისვე მოგონებით „იქოქება“.
აღძრული ასოციაცია დაუყოვნებლივ იწვევს რეაქციების კასკადს (გონების
მონაწილეობის გარეშე), რომლებიც კვლავ ჩვეული მე-ს მარწუხებში გაქცევთ. თქვენ
ფიქრობთ, გრძნობთ და მოქმედებთ პროგნოზირებადი, დასწავლილი ნიმუშების
მიხედვით. ქვეცნობიერად ხელახლა ნაცნობ გარემოსთან იდენტიფიცირდებით და
კვლავ წარსულში მცხოვრებ ძველ მე-ს უბრუნდებით.
როდესაც პავლოვმა ხმოვანი სიგნალის შემდეგ საკვების მიწოდება შეწყვიტა, ზარზე
ძაღლების რეაქცია თანდათან შესუსტდა, რადგან ძველი ასოციაცია აღარ
უჩნდებოდათ. შეიძლება ითქვას, რომ ზარის შემდეგ საკვების არმიღების
მრავალჯერადმა გამოცდილებამ რეფლექსი ნეიროფიზიოლოგიურ დონეზე გააქრო.
ნერწყვის გამოყოფა შეწყდა, რადგან ზარმა ასოციაციური მნიშვნელობა დაკარგა და
უბრალო ბგერად იქცა.

თავი შეიკავეთ ავტომატური რეაქციებისგან

სიტუაციების აზრობრივი რეპეტიცია, რომლებშიც თავს იკავებთ ჩვეული


მდგომარეობებისგან, ასევე განმეორებადი მენტალური კონტაქტი უცვლელ
გამღიზიანებელთან დროთა განმავლობაში ამ ფაქტორზე ემოციურ რეაქციას
შეასუსტებს. ძველი მე-ს ჩვეულ მოტივებზე და საკუთარ ავტომატურ რეაქციებზე
გამუდმებული დაკვირვებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცნობიერებულობას
აიმაღლებთ და ჩვეულ პატერნებში მოხვედრის თავიდან აცილებას შეძლებთ. დროთა
განმავლობაში ასოციაციები, რომლებიც ავტომატურ პროგრამებს ააქტიურებდნენ,
მნიშვნელობას დაკარგავენ - ზუსტად ისე, როგორც ზარი პავლოვის ექსპერიმენტში.
თქვენ აღარ დაუბრუნდებით რეფლექსურად ძველი პიროვნების ნეიროქიმიურ ფონს,
რომელიც ყველაფერ ნაცნობთან და ჩვეულთანაა გადაჯაჭვული.

ეს ნიშნავს, რომ აზრი ადამიანზე, რომელიც მუდამ გაბრაზებთ, ან საუბარი ყოფილ


მეგობართან აღარ გამოგიყვანთ წონასწორობიდან, რადგან აზრობრივად უკვე
მრავალჯერ შეაჩერეთ საკუთარი თავი. თუ ემოციაზე დამოკიდებულება არ არის -
არც ავტომატური რეაქციები არ არის. მთავარი ინსტრუმენტი ამ ეტაპზე -
გაცნობიერებულობაა. ის ყოველდღიური ცხოვრების ემოციური და მენტალური
ასოციაციებისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. ჩვენ ხომ, როგორც წესი,
უბრალოდ ვერც კი ვამჩნევთ რეფლექსურ რეაქციებს, რადგან მხოლოდ საკუთარი
თავით - ძველი მე-თი ვართ ზედმეტად დაკავებულები.

ჩვენს განსჯებში გრძნობებზე მაღლა უნდა დავდგეთ და გავაცნობიეროთ, რომ


თვითგადარჩენის ემოციები დამღუპველად ზემოქმედებენ უჯრედებზე, რადგან
გამუდმებით ერთსა და იმავე გენებს ააქტიურებენ და ორგანიზმს ანგრევენ. ჩნდება
კითხვა: „განა ეს აზრი, ემოცია თუ ქცევის მოდელი ჩემს მიმართ ჩემი სიყვარულის
გამოვლინებაა?“

როდესაც ვამბობ „ვცვლი!“, მე, როგორც წესი, ვამატებ: „ეს ჩემს მიმართ სიყვარულის
გამოვლენა არაა! ჯანმრთელობის, ბედნიერების და თავისუფლების უპირატესობა
ბევრად გადაწონის თვითდამანგრეველი პატერნის დამორჩილებით მიღებულ
სიამოვნებას. არ მსურს გამუდმებით ერთი და იგივე გენებს ვააქტიურებდე და
სხეულისთვის ზიანი მომქონდეს. ამქვეყნად არაფერია ამის ფასი“.
მესამე კვირის მედიტაციური პრაქტიკა (აუდიოვერსია ხელმისაწვდომია)

მესამე კვირის განმავლობაში ვამატებთ მეხუთე ნაბიჯს: დაკვირვება და შეხსენება და


მეექვსე ნაბიჯს: გადამისამართება. დროთა განმავლობაში მეხუთე და მეექვსე
ნებიჯები გაერთიანდებიან. მთელი დღის განმავლობაში თვალი ადევნეთ
არასასურველი აზრების და გრძნობების გაჩენას. მათ მოახლოებას რომ იგრძნობთ,
საკუთარ თავს ჩახედეთ და ხმამაღლა უთხარით: „ვცვლი!“ (ან თქვენში ახალი ხმა
გაიგონეთ - ყველაზე მჭექარე, რომელიც სხვა ყველა ხმას ახშობს). დესტრუქციული
პროგრამების შეჩერებას რომ ისწავლით, თქვენ შემოქმედებითი პროცესისთვის
იქნებით მზად.

• პირველი ნაბიჯი. როგორც წესი, ინდუქციით დაიწყეთ.

• მეორე-მეხუთე ნაბიჯები. პრობლემური ემოციის ამოცნობის, აღიარების და


კონსტატაციის და მისი უმაღლესი ძალებისთვის მინდობის შემდეგ აუცილებელია
კონკრეტული აზრების და ქმედებების თვალყურის დევნება, რომლებიც, როგორც
წესი, თქვენს გონებას უსხლტებოდნენ. დააკვირდით ძველ მე-ს, ვიდრე მის
პროგრამებს ძირისძირობამდე არ შეისწავლით.

• მეექვსე ნაბიჯი. ძველ პიროვნებაზე მედიტაციური დაკვირვების პროცესში


ამოარჩიეთ რამდენიმე ტიპიური სცენარი და ხმამაღლა თქვით: „ვცვლი!“

მესამე კვირა

დაკვირვება და შეხსენება. ახლა კი ისე უნდა მოვიქცეთ, რომ არც ერთი აზრი, არც
ერთი ემოცია და არც ერთი ქმედება, რომელთაც ჩვენი ძველ მე-სთან დაბრუნება
ძალუძთ, შეუმჩნეველი არ დაგვრჩეს. ამისთვის გონების და სხეულის წინათ
გაუცნობიერებელი მდგომარეობები უნდა გავაცნობიეროთ. როგორი აზრები ახლდა
თან ამ გრძნობას? გონებაში როგორი შინაგანი ხმები გიჟღერდათ? რას გეუბნებოდნენ
ისინი? რომელი ხმის მოსმენა აღარ გსურთ? დააკვირდით საკუთარ აზრებს...

ახლა კი ქვეცნობიერი პროგრამისგან ჩამოშორება დაიწყეთ. წინათ როგორ


იქცეოდით? როგორ საუბრობდით? ძირისძირობამდე შეისწავლეთ ავტომატური
მდგომარეობები, რათა ისინი აღარასოდეს გაუსხლტნენ თქვენს გონებას...

სუბიექტური გონების ობიექტივაციით, ანუ პროგრამის გარედან დაკვირვებით,


თქვენ აღარ ხართ ერთი მთლიანობა. თქვენი მიზანი - გაცნობიერებულობის
მიღწევაა. შეახსენეთ საკუთარ თავს, ვინ აღარ გინდათ რომ იყოთ, რომელ აზრებზე,
გრძნობებზე და ქცევის მოდელებზე გეგმავთ უარის თქმას. გამოავლინეთ ძველი
პიროვნების ყველა ასპექტი და უბრალოდ დააკვირდით მათ. მტკიცედ გადაწყვიტეთ
გახდეთ სხვა ადამიანი და დაიმახსოვრეთ, როგორ შეიგრძნობა ამ გადაწყვეტილების
ენერგია.

გადამისამართება. ახლა კი თამაში „ვცვლი!“ ვითამაშოთ. თქვენ სამი


ცხოვრებისეული სიტუაცია უნდა წარმოიდგინოთ, რომლებსაც ძველი გრძნობების
გაცოცხლების ალბათობა ახლავს, და სამივე სიატუაციისას ხმამაღლა წარმოთქვათ:
„ვცვლი!“ პირველი სიტუაცია. ადრიანი დილა. შხაპის ქვეშ დგახართ, აზრობრივად
ემზადებით ახალი დღისთვის და უეცრად ამჩნევთ, რომ ჩვეული გრძნობა გეპარებათ.
როგორც კი შეამჩნევთ, ხმამაღლა თქვით: „ვცვლი!“ სწორია, ის უნდა შეიცვალოს.
იმიტომ რომ, ეს გრძნობა საკუთარი თავის მიმართ თქვენს სიყვარულს არ
წარმოადგენს. აღარც გენებს მიაწვდით ძველ სიგნალებს. რადგან, როგორც იცით,
როდესაც ნეირონები ერთდროულად აღარ აქტიურდებიან, მათ შორის კავშირები
ირღვევა. და თქვენ უფლებამოსილი ხართ ეს აკონტროლოთ...

ახლა კი შემდეგი სიტუაცია წარმოიდგინეთ. შუადღეა. მანქანით სადღაც მიდიხართ,


და უცებ კვლავ გეპარებათ გრძნობა, მისი თანმდევი მთელი რიგი ჩვეული
აზრებითურთ. როგორ მოიქცევით? ხმამაღლა იტყვით: „ვცვლი!“ სწორია, ის უნდა
შეაჩეროთ. რადგან ჯანმრთელობა და ბედნიერება გაცილებით მნიშვნელოვანია
წამიერ სიამოვნებაზე, რომელსაც იგრძნობთ, თუ წადილს დაჰყვებით. ამას გარდა, ეს
ემოცია არასოდეს ყოფილა თქვენი თავისადამი სიყვარულის გამოვლინება. ყოველ
ჯერზე, როდესაც ცნობიერების მდგომარეობას ცვლით, ძველი ნეირონული კვანძები
იშლება, და თქვენ გენებზე ზემოქმედებას ცვლით...

თამაშის „ვცვლი!“ კიდევ ერთი რაუნდი. დასაძინებლად ემზადებით. აი, საწოლი


გაშალეთ და უკვე დაწოლას აპირებთ, რომ კვლავ გეწვიათ გრძნობა, რომელიც ძველ
პიროვნებასთან დასაბრუნებლად გაცდუნებთ. როგორ მოიქცევით? ხმამაღლა
იტყვით: „ვცვლი!“ სწორია. ნეირონები, რომლებიც ერთდროულად აღარ
აქტიურდებიან, ერთმანეთს ეთიშებიან. ერთი და იმავე გენებისთვის ერთი და იგივე
სიგნალის გადაცემით, თქვენ საკუთარ თავს ვნებდით, ამად კი არავინ და არაფერი
ღირს ამქვეყნად. და თქვენ უფლებამოსილი ხართ ეს აკონტროლოთ...

თავი მეცამეტე - ახალი მომავლისთვის ახალ ცნობიერებას ვქმნით (მეოთხე


კვირა)

თავი მეცამეტე - ახალი მომავლისთვის ახალ ცნობიერებას ვქმნით (მეოთხე კვირა)

მეშვიდე ნაბიჯი. შემოქმედება და რეპეტიცია


მეოთხე კვირის პრაქტიკა წინა კვირების პრაქტიკებისგან რამდენადმე განსხვავდება.
თავდაპირველად შემოქმედების შესახებ თეორიულ მასალას და აზრობრივი
რეპეტიციის ინსტრუქციას მიიღებთ, შემდეგ კი აზრობრივი რეპეტიციის პრაქტიკის
ტექსტს წაიკითხავთ და ახალ პროცესს ჯეროვნად გაეცნობით.

შემდეგ მოგიწევთ შეასრულოთ ყველაფერი, რაც ისწავლეთ. მეოთხე კვირის


ყოველდღიური პრაქტიკა 1-7 ნაბიჯებს მოიცავს. პრაქტიკის ტექსტის მოსმენისას,
თქვენ ახალი პიროვნების და ახალი ბედის შესაქმნელად ყურადღების ფოკუსირების
და აზრობრივი რეპეტიციის უნარ-ჩვევებს გამოიყენებთ.

შემოქმედება და აზრობრივი რეპეტიცია: ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ მედიტაციის დასკვნით ეტაპს ვუახლოვდებით. თუმცა, ვიდრე დასკვნით


ეტაპზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ყველა წინა ნაბიჯი საკუთარი თავისგან
გადაჩვევაში, ანუ ცნობიერების დაწმენდასა და ახალი პიროვნების შესაქმნელად
აუცილებელი ენერგიის გამონთავისუფლებაში დაგეხმარათ. აქამდე თქვენ ძველი
სინაფსური კვანძების დასაშლელად მუშაობდით. ახლა კი ახლების ფორმირების და
ახალი გონების შექმნის დროა, რაც გლობალური პიროვნული ცვლილებებისთვის
სასტარტო პლატფორმა გახდება.

აქამდე ყველა თქვენი ძალისხმევა ძველი ჩვევებისგან გადაჩვევისკენ იყო


მიმართული. თქვენ ძველი მე-ს ბევრ ასპექტს მოუღეთ ბოლო; ცნობიერების
მდგომარეობები შეისწავლეთ, რომელთაც წინათ ვერ აცნობიერებდით და რომლებიც
თქვენს აზრებს, გრძნობებს და ქცევის მოდელებს განსაზღვრავდნენ. მეტაშემეცნების
მეშვეობით თქვენი ძველი მე-სთვის დამახასიათებელ ტვინის გააქტიურების ჩვეულ
სქემებს ცნობიერად აკვირდებოდით. თვითანალიზის ჩვევამ საშუალება მოგცათ
თავისუფალი ნების მქონე ცნობიერება განგეცალკევებინათ ავტომატური
პროგრამების ნაკრებისგან, რომლებიც ნეირონებს ერთხელ და სამუდამოდ
დადგენილი თანმიმდევრობით გააქტიურებას აიძულებდნენ. თქვენ გააანალიზეთ
პატერნები, რომლებიც ტვინის ცხოველქმედებას ხელმძღვანელობენ. და რადგან,
სამუშაო განმარტებით, ცნობიერება არის „ტვინი მოქმედებაში“, თქვენ შეძელით
ობიექტურად შეგეხედათ თქვენი ცნობიერებისთვის, რომელიც ნაირნაირი
შეზღუდვებითაა შებოჭილი.

ახალი პიროვნების შექმნა

და აი, ცნობიერების დაკარგვას იწყებთ - ე.ი. დროა, ახალი შექმნათ. მაშ, ახალი მე-ს
გამოზრდას შევუდგეთ. ჩათვალეთ, რომ ყოველდღიური მედიტაცია, დაკვირვება და
აზრობრივი რეპეტიცია ბაღის მოვლის ტოლფასია, რომელშიც თქვენი ახალი,
გაუმჯობესებული ვერსია მწიფდება. ახალი ცოდნის შეძენა და წიგნების კითხვა
დიდი ადამიანების შესახებ, რომლებიც თქვენთვის იდეალს წარმოადგენენ, თესვას
ემსგავსება. რაც უფრო შემოქმედებითად მიუდგებით ახალი პიროვნების შექმნის
პროცესს, მით უფრო მრავალფეროვან მოსავალს მოიმკით. მტკიცე განზრახვა და
გაცნობიერებული ყურადღება კი თქვენი ოცნების ბაღისთვის წყალი და მზის შუქი
იქნება.

ახალი მომავლით ტკბობის უნარი მანამ, ვიდრე ის რეალობა გახდება, დამცავი


საფარის და ღობის როლს შეასრულებს, რაც პოტენციური რეალობების
ახლადაღმოცენებულ ჯეჯილს მავნებლებისა და უამინდობისგან იცავს.
ამაღლებული ემოციების ენერგია საიმედოდ დაიცავს თქვენს ქმნილებას. იმ
პიროვნების სიყვარული კი, რომელიც ნელნელა ხდებით, ჯადოსნური პატივის
როლს შეასრულებს. სიყვარული უფრო მაღალი სიხშირით ვიბრირებს, ვიდრე
თვითგადარჩენის ემოციები, რომელთა გამოისობით თქვენი ბაღი მავნებლებმა და
სარეველებმა დაიპყრეს. ძველის მოცილება და ახლისთვის სივრცის გასუფთავება -
სწორედ ესაა ტრანსფორმაციის პროცესი.

ახალი ცხოვრების რეპეტიცია

ახალი ცნობიერების შექმნის დროც დადგა. თქვენ ამ პრაქტიკას გაიმეორებთ მანამ,


ვიდრე სრულად არ აითვისებთ მას. როგორც უკვე იცით, რაც უფრო ხშირად
აქტიურდებიან ნეირონები ერთდროულად, მით უფრო გრძელვადიანი კავშირები
წარმოიქმნება მათ შორის. თუ გონების ორომტრიალში ერთი მიმართულების
აზრების კასკადი გაირბენს, შემდეგ ჯერზე უფრო გაგიადვილდებათ ცნობიერების
მიღწეულ დონემდე ასვლა. თუ დღიდან დღემდე ახალი ცხოვრების აზრობრივი
რეპეტიციით გარკვეულ სულიერ მდგომარეობას მიაღწევთ, ის თანდათან ბუნებრივი
და ჩვეული გახდება და, ბოლოს და ბოლოს, ქვეცნობიერ დონეზე ავტომატურად
წარმოიქმნება. ნელნელა თქვენი ახალი ვერსიის დამახსოვრებას დაიწყებთ.

წინა ეტაპებზე სხეულ-გონებაში შენახული ემოციებისგან გადაჩვევაზე მუშაობდით.


ახლა კი სხეული გონების ახალ მდგომარეობას უნდა მიაჩვიოთ და სიგნალები
შეცვალოთ, რომლებსაც გენებს უგზავნით.

მედიტაციის დასკვნითი ეტაპის მიზანი - როგორც ტვინის, ასევე სხეულის დონეზე


ახალი ცნობიერების მიღწევაა. ის იმდენად კარგად უნდა შეისწავლოთ, რომ ახალ
სულიერ მდგომარეობაში ნებისმიერ მომენტში ადვილად და ბუნებრივად გადასვლა
შეძლოთ. ასევე მნიშვნელოვანია ახლებურად აზროვნების, და ახალი სხეულებრივი
შეგრძნებების დასწავლა, რომ ვერცერთმა გარე ფაქტორმა თქვენი განწყობის შეცვლა
ვერ შეძლოს. ამის შემდეგ მზად იქნებით ახალი მომავლის შესაქმნელად და იქ
საცხოვრებლად. რეპეტიციის პროცესში დაჟინებით და მტკიცედ ქმნით ახალ მე-ს
ფაქტობრივად არაფრისგან. მრავალჯერადი განმეორების შემდეგ თქვენ შეძლებთ
მარტივად შექმნათ ის ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში.
შემოქმედება: წარმოსახვა და შემოქმედებითობა იდეალის რეალობაში
განხორციელებაში დაგეხმარებათ

მოცემულ ეტაპზე საკუთარ თავს რამდენიმე ღია კითხვა უნდა დაუსვათ. პასუხების
ძიებისას ახალი კატეგორიებით ფიქრი და მსჯელობა, წინათ წარმოუდგენელი
შესაძლებლობების განხილვა მოგიწევთ. ეს ყველაფერი კი ტვინის შუბლის წილს
ააქტიურებს.

დაფიქრების მთელი პროცესი - ახალი ცნობიერების შექმნის ტექნოლოგიაა.


უჩვეულო სქემების მიხედვით ტვინის გააქტიურებით ახალ პიროვნებას უყრით
საფუძველს. ბოლოს და ბოლოს ცნობიერების შეცვლას იწყებთ!

წერითი დავალება

გთხოვთ, შემოთავაზებულ კითხვებს უპასუხეთ. შემდეგ ჩანაწერები გააანალიზეთ


და დაფიქრდით, რა ახალი შესაძლებლობები გამომდინარეობენ თქვენი
პასუხებიდან.

შუბლის წილის გასააქტიურებელი კითხვები:

• როგორ ვხედავ იდეალურ მე-ს?


• როგორია იყო ...?
• რომელი ისტორიული პიროვნებები იწვევს ჩემში აღფრთოვანებას? როგორ
მოქმედებდნენ ისინი?
• ჩემი ნაცნობებიდან ვინ გრძნობს თავს...?
• რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვიფიქრო, როგორც ...?
• ვინ იქნება ჩემთვის სამაგალითო?
• როგორ ვიგრძნობდი თავს, მე რომ ვიყო ...?
• რას ვეტყოდი საკუთარ თავს, ეს ადამიანი რომ ვიყო?
• როგორ დაველაპარაკებოდი სხვებს, საკუთარი თავის შეცვლა რომ მომეხერხებინა?
• რომელ ახალ თვისებებს უნდა ვახსენებდე საკუთარ თავს გამუდმებით?

პიროვნება აზრებისგან, მოქმედებებისგან და გრძნობებისგან ყალიბდება. თქვენი


იდეალის ზუსტი აღწერა რომ შეძლოთ, შეკითხვები სამ თემატურ ბლოკად დავყავი.
გახსოვდეთ: პასუხების ძიების და ანალიზის პროცესში ტვინის ნეირონული
სტრუქტურის შეცვლა და გენებზე ზემოქმედების კორექცია ხორციელდება. (თუ
პასუხების დამახსოვრება გიჭირთ, ჩაიწერეთ თქვენს ბლოკნოტში.)

სასურველი აზრები
• როგორ უნდა ფიქრობდეს ჩემი იდეალი?
• რომელ აზრებზე უნდა მივმართო ჩემი ენერგია?
• როგორია ჩემი ახალი სულიერი მდგომარეობა?
• როგორია ჩემი დამოკიდებულება საკუთარ თავთან?
• როგორი მინდა სხვებმა აღმიქვან?
• რას ვეტყოდი საკუთარ თავს, უკვე რომ იდეალი ვიყო?

ქცევის სასურველი მოდელები

• როგორ უნდა იქცეოდეს ჩემი იდეალი?


• რას უნდა აკეთებდეს ის?
• როგორ მოვიქცეოდი, უკვე რომ იდეალი ვიყო?
• როგორ უნდა საუბრობდეს ჩემი იდეალი?

სასურველი გრძნობები

• რას ნიშნავს - იყო იდეალი?


• რას ვიგრძნობდი, უკვე რომ იდეალი ვიყო?
• როგორი იქნებოდა ჩემი ენერგეტიკა?

***

ახალი მე-ს შექმნის მედიტაციური პრაქტიკების პროცესში ყოველდღიურად


ცნობიერების ახალი დონის შექმნა, ანუ თქვენთვის უჩვეულოდ აზროვნება და
გრძნობაა აუცილებელი. თქვენი ამოცანაა - მიზანმიმართულად მოიყვანოთ
საკუთარი თავი სასურველ სულიერ მდგომარეობაში და მის ბუნებრიობას მიაღწიოთ.
მეტიც, ახალი შეგრძნება სხეულში უნდა გაატაროთ მანამ, ვიდრე არ იგრძნობთ, რომ
ნამდვილად სხვა ხდებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მედიტაციის შემდეგ არ
შეიძლება იგივე დარჩეთ, როგორიც მედიტაციამდე იყავით. სეანსის პროცესში
ტრანსფორმაცია უნდა განხორციელდეს, რომელიც თქვენს ენერგეტიკას შეცვლის.
თუ მედიტაციის შემდეგ ისეთივე ხართ, როგორიც მედიტაციას შეუდექით, და თავს
ისევე გრძნობთ, როგორც წინათ, ე.ი. არაფერი მომხდარა. თქვენ იგივე დარჩით.

სეანსის პროცესში შინაგანმა ხმამ შესაძლოა ბევრი რამ მოიმიზეზოს (დღეს რაღაც
ხასიათზე არ ვარ; ძალიან დაღლილი ვარ; ბევრი საქმე მაქვს; ახლა ამის თავი არ
მაქვს; თავი მტკივა; დედაჩემის ასლი ვარ; აჯობებს ხვალ დავიწყო; რაღაც არ
მომწონს; აჯობებს ახალ ამბებს ვუყურო და ა.შ., და ა.შ.). თუ მათ შუბლის წილში
გაატარებთ, არაფერი გამოგივათ: ზუსტად ისეთივე დარჩებით, როგორიც
მედიტაციამდე იყავით.
სხეულებრივ იმპულსებს რომ არ დაემორჩილოთ, ნებისყოფის ძალა, განზრახვის
სიმტკიცე და გულწრფელობა გჭირდებათ. შინაგანი ხმის ზუზუნი აღიქვით, როგორც
გონების როლის შენარჩუნების სხეულის სასოწარკვეთილი მცდელობა. ამბოხის
უფლება მიეცით, მაგრამ შემდეგ დაბრუნდით აქ და ახლა, მოდუნდით და
ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. დროთა განმავლობაში სხეული ბატონად გაღიარებთ
და მოგენდობათ.

რეპეტიციები: მიეჩვიეთ ახალ მე-ს

პასუხების გააზრების შემდეგ რეპეტიციას შეუდექით. თქვენი ამოცანაა - ახალი


იდეალისთვის დამახასიათებელი აზრების, გრძნობების და ქმედებების
პროდუცირება. მსურს, ერთი მომენტი განგიმარტოთ. სანიმუშო მაგალითების
მექანიკური და ზუსტი მიბაძვისკენ არ მოგიწოდებთ. პროცესი შემოქმედებითი უნდა
იყოს. წარმოსახვას მიყევით, სპონტანური და თავისუფალი იყავით. მკაცრად
განსაზღვრულ პასუხებს ნუ გასცემთ კითხვებზე და ყოველდღე ნურც ერთი და იგივე
თანმიმდევრობას გამოიყენებთ. თქვენი მიზნისკენ ბევრი გზა მიდის.

იფიქრეთ იდეალურ მე-ზე, შეახსენეთ საკუთარ თავს, როგორი ქცევა ახასიათებს მას.
როგორ ისაუბრებდით, როგორ ივლიდით, ისუნთქებდით და იგრძნობდით,
იდეალისთვის უკვე რომ მიგეღწიათ? რას ეტყოდით სხვებს და საკუთარ თავს?
თქვენი ამოცანა - ყოფიერების შესაბამის მდგომარეობაში მოხვედრა და
ფაქტობრივად იდეალად შედგომაა.

გაიხსენეთ ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც ფორტეპიანოზე აზრობრივად


უკრავდნენ, ისე რომ კლავიშებს არ ეხებოდნენ. მათი ტვინი პრაქტიკულად ისევე
შეიცვალა, როგორც დანარჩენი მონაწილეების, რომლებიც გამებს და აკორდებს
ფიზიკურად უკრავდნენ. ყოველდღიურმა აზრობრივმა რეპეტიციებმა ნეირონული
სტრუქტურის ტრანსფორმაცია გამოიწვია - მან ისეთივე ფორმა მიიღო, თითქოს ამ
ადამიანებს სინამდვილეში დაეკრათ ფორტეპიანოზე. აზრმა გამოცდილების ფორმა
მიიღო.

სხვა ექსპერიმენტსაც გაგახსენებთ - თითების აზრობრივ ვარჯიშზე. ამ შემთხვევაშიც


მონაწილეებმა ასევე შესამჩნევ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს პირდაპირი გაგებით
თითის გაუნძრევლად მიაღწიეს! თქვენც მოგიწევთ აზრობრივი რეპეტიციების
ხელოვნების დაუფლება, რომლებიც ტვინს და სხეულს შეცვლიან და მათ თავად
დროის გადასწრების საშუალებას მისცემენ.

ახალი მე-ს მუდმივი რეპეტიციები - ტვინის და სხეულის ბიოლოგიური


ცვლილებების გადამწყვეტი ელემენტია. თქვენ მათ წარსულის ჭაობიდან ამოათრევთ
და პირდაპირ მომავალში გაისტუმრებთ. და როგორც კი ტვინი და სხეული
შეიცვლებიან, პიროვნული ცვლილებების ფაქტობრივი დასტურიც მოგისწრებთ.
ზედმიწევნით შეისწავლეთ ახალი მე

მეშვიდე ნაბიჯის შემდეგ ამოცანას ჩვევის ავტომატური ფლობისკენ ნახტომი


წარმოადგენს. ავტომატური ფლობა ნიშნავს, რომ მოქმედება პრაქტიკულად
ცნობიერების მონაწილეობის გარეშე ხორციელდება. ეს იგივეა, ახალბედადან
გამოცდილ მძღოლად ჩამოყალიბდეთ ან თვალდახუჭულმა ქსოვა ისწავლოთ. თქვენ
„უბრალოდ აკეთებთ ამას“ - ზუსტად ისე, როგორც კომპანია „ნაიკის“ სლოგანშია (Just
do it - უბრალოდ გააკეთე ეს).

თუ ვარჯიში მოსაწყენი მოგეჩვენათ - ეს კარგი ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ ახალი


მოქმედებები ჩვევაში გადადის, ნაცნობი და ავტომატური ხდება. სწორედ ამ
მომენტში იწყება ახალი ინფორმაციის ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩალაგება. თავს ძალა
უნდა დაატანოთ და მოწყენა დაძლიოთ, რადგან იდეალურ პიროვნებად გარდასახვა
ყოველი ახალი რეპეტიციით უფრო და უფრო იოლად გამოგივათ. ახალი მე-ს შესახებ
ინფორმაცია მეხსიერების სტრუქტურაში იწერება და დროთა განმავლობაში
ქვეცნობიერში გადადის. პრაქტიკით ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის
სპეციალურად ჩაყენების აუცილებლობა მოიხსნება. ახლა ეს სრულებით ბუნებრივი
მდგომარეობაა.

გაიხსენეთ ძველი ჭეშმარიტება: განმეორება ცოდნის დედაა. ახალი ცხოვრება ისევე


ისწავლება, როგორც სხვა ნებისმიერი უნარ-ჩვევა.

თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, საჭირო ეფექტის მიღწევა ყოველი შემდეგი


მედიტაციით სულ უფრო მეტად გაგიადვილდებათ. რატომ? იმიტომ, რომ უკვე
„გახურდით“; ნეირონული სტრუქტურები სწორი თანმიმდევრობით აქტიურდებიან,
ტვინი მომზადებულია. ის შესაბამის ნივთიერებებს ქმნის, რომლებიც სხეულს
ავსებენ და გენური ექსპრესიის ცვლილებებს იწვევენ. ორგანიზმი სწორ
მდგომარეობაშია მოყვანილი. ამასთან, თქვენ ტვინის სხვა ნაწილების აქტიურობას
(შუბლის წილის გარდა) ახშობთ, რომლებიც ძველ პიროვნებასთან არიან
გადაჯაჭვული. შედეგად, ძველი გრძნობები ჩვეულ სხეულებრივ რეაქციებს აღარ
გამოიწვევენ.

მხედველობაში იქონიეთ, რომ აზრობრივი რეპეტიციები, რომლის დროსაც ახალი


ნეირონები იქმნებიან და აქტიურდებიან, 4 ეტაპად მიმდინარეობს: ინფორმაციის
ათვისება, პრაქტიკული გადამუშავება, ყურადღების ფოკუსირება და განმეორება.

როგორც იცით, ინფორმაციის ათვისებისას ნეირონული კვანძები იქმნება;


პრაქტიკული დამუშავების ეტაპზე სხეული ახალ შეგრძნებას ეჩვევა; ყურადღების
ფოკუსირება - ნეირონული სტრუქტურის ცვლილების აუცილებელი პირობაა,
რადგან ჩვენ ახალ სტიმულებზე (მენტალურ და ფიზიოლოგიურ) ზუსტი რეაქცია
უნდა გვქონდეს. ეს ყველაფერი - მნიშვნელოვანი ეტაპებია ახალი ნეირონული
ქსელების, ანუ ახალი ცნობიერების ფორმირების გზაზე, და მედიტაციის პროცესში
თქვენ თანმიმდევრობით დაძლევთ მათ. და კიდევ ერთხელ: გამეორება - წარმატების
გასაღებია.

***

შემდეგი ისტორია აზრობრივი რეპეტიციის ყველა წახნაგს გვიჩვენებს. კორპორაციის


ტრენერმა კეიტიმ ფართო ინსულტი გადაიტანა, რომელმაც ტვინის მარცხენა
ჰემისფეროში მეტყველების ცენტრი დააზიანა და მან რამდენიმე თვით მეტყველების
უნარი დაკარგა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის ვეღარასოდეს ალაპარაკდებოდა.
მაგრამ, ჩემი წიგნის წაკითხვის და ჩემს სემინარზე დასწრების შემდეგ, კეიტი საჯარო
გამოსვლის აზრობრივ რეპეტიციას შეუდგა. შეძენილი ცოდნის და პრაქტიკული
ინსტრუქციების დახმარებით მან პროცესზე ყურადღების ფოკუსირება შეძლო და
საჯარო გამოსვლაში ყოველდღიურად აზრობრივად ვარჯიშობდა. რამდენიმე თვის
შემდეგ კეიტის ტვინში და სხეულში გრანდიოზული ფიზიოლოგიური ცვლილებები
მოხდა: მეტყველების ცენტრი მთლიანად აღდგა, და მას მეტყველების უნარი
დაუბრუნდა. დღეს კეიტი კვლავ გამოდის აუდიტორიის წინაშე - და მისი
მეტყველება უზადოა.

წიგნის მასალის ათვისების პროცესში თქვენს ტვინში უკვე წარმოიქმნა


მნიშვნელოვანი სინაფსური კვანძები - ახალი შეგრძნებების წინამორბედები. ახალი
ინფორმაციაც და შეგრძნებებიც თანაბრად ავითარებენ ტვინს. ამას გარდა, ძველისგან
გადაჩვევის და ახალთან მიჩვევის დეტალურ ინსტრუქციებს გაწვდით. თქვენ ასევე
აცნობიერებთ, რომ ტვინის და სხეულის შეცვლისკენ მიმართული როგორც
აზრობრივი, ასევე ფიზიკური ძალისხმევა, უკიდურეს ფოკუსირებას მოითხოვს.
ახალი პიროვნების შეუპოვარი რეპეტიციები კი ცნობიერების (და სხეულის)
სასურველ დონეზე აგიყვანთ. განმეორება ნეირონულ კავშირებს განამტკიცებს და
ახალ გენებს ააქტიურებს - ეს კი ნიშნავს, რომ სასურველ მდგომარეობაში დაბრუნება
თანდათან გაგიადვილდებათ. ამრიგად, ამ ეტაპის ამოცანა - ყოფიერების იდეალური
მდგომარეობის მუდმივად შექმნა და მისი ბუნებრიობის მიღწევაა.

აქ მნიშვნელოვანი სიტყვებია: რეგულარულობა, ინტენსივობა და ხანგრძლივობაა.


ანუ რაც უფრო ხშირად ვარჯიშობთ, მით უფრო ადვილად გამოგდით ყველაფერი;
რაც უკეთ კონცენტრირდებით, მით უფრო იოლად ადიხართ ცნობიერების საჭირო
დონეზე. და რაც მეტ ხანს ახერხებთ „იდეალური“ აზრების და ემოციების
შენარჩუნებას, გარე გამღიზიანებლებზე გადართვის გარეშე, მით უფრო მტკიცედ
გამახსოვრდებათ ყოფიერების ახალი მდგომარეობა. ამ ნაბიჯმა თქვენს იდეალად
ფიზიკურ გარდასახვამდე უნდა მიგიყვანოთ.

ახალი პიროვნება ახალ რეალობას ქმნის


ამ ეტაპზე თქვენი მიზანი - ყოფიერების ახალი მდგომარეობის განმტკიცება, ახალ
პიროვნებად ჩამოყალიბებაა. ძველ პიროვნებაზე უარის თქმით ხომ თქვენ
აუცილებლად ვიღაც სხვა ხდებით. თქვენი ძველი მე გარკვეულ რეალობას ქმნიდა
იმის მიხედვით, როგორ ფიქრობდა, გრძნობდა და მოქმედებდა. მოკლედ,
ნებისმიერი პერსონალური რეალობა ამა თუ იმ პიროვნებისთვის დამახასიათებელი
აზრებისგან, მოქმედებებისგან და გრძნობებისგან იქმნება. მათი შეცვლით,
პიროვნების ახალ განზომილებას და ახალ სინამდვილეს შექმნით.

შინაგანი ცვლილებები გარე სამყაროზეც აუცილებლად აისახება. სხვაგვარად,


როდესაც შეიცვლებით, ძველებურად ცხოვრებას უბრალოდ ვეღარ შეძლებთ.
იდენტობის მკვეთრი შეცვლის შედეგად ფაქტობრივად სხვა ადამიანის ცხოვრებით
იცხოვრებთ. თუ ჯონი სტივის პიროვნებას გაითავისებს, შეგვიძლია თამამად
ვამტკიცოთ, რომ ის უკვე აღარ არის ჯონი, არამედ აზროვნებს, გრძნობს და
მოქმედებს, როგორც სტივი.

ინებეთ კიდევ ერთი მაგალითი. ოდესღაც ლექციას ვკითხულობდი სადღაც


კალიფორნიაში. უეცრად ქალი მომიახლოვდა. მან, აშკარად უკიდურესად მტრულად
განწყობილმა, დოინჯშემორტყმულმა ბრაზით შემომყვირა:

- ჰოდა რატომ არ ვცხოვრობ სანტა-ფეში?

პასუხად წყნარად მივუგე:

- იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც ახლა მომმართა, ლოს-ანჟელესში მცხოვრები


პიროვნებაა, და ის არაფრით გავს მას, ვისაც შეეძლო ეცხოვრა - ან უკვე ცხოვრობს
სანტა-ფეში!
-
კვანტური თეორიის თვალსაზრისით, ახალი პიროვნება - იდეალური საფუძველია
შემოქმედებისთვის. განახლებული იდენტობა ჩვეულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან
ემოციური კავშირებისგან თავისუფალია, რომელთაც გამუდმებული თვითწარმოქმნა
ახასიათებდათ. ეს კი საუკეთესო პლაცდარმია ახალი რეალობის დასაპყრობად.
აქედან თქვენ იდეალურ ცხოვრებასთან მიახლოებას მოახერხებთ. თუ წინათ თქვენი
ლოცვები თითქმის ყოველთვის უპასუხოდ რჩებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ
გაცნობიერებული განზრახვის გონებაში ფიქსირების მიუხედავად, იმავდროულად
ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ნეგატიური ემოციების (სირცხვილი,
დანაშაული, სევდა, საკუთარი არარაობის განცდა, მრისხანება, შიში) ტყვეობაში
იმყოფებოდით. სწორედ ეს გრძნობები მართავდნენ თქვენს აზრებსა და განწყობებს.

ცნობიერის 5% ქვეცნობიერის 95%-თან არათანაბარ ბრძოლაში იყო ჩართული.


აზრებსა და გრძნობებს შორის შეუსაბამობა საგრძნობი შედეგების მიღწევას ხელს
უშლიდა. რეალობის მოწყობის გამრიგე უხილავ ველში თქვენს მიერ გაგზავნილი
სიგნალი ბუნდოვანი იყო. ანუ, თუ თქვენ დამნაშავის მდგომარეობაში
იმყოფებოდით, რაკიღა ეს მდგომარეობა სხეულის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა,
ცხოვრებაში სულ ახალ-ახალ მიზეზებს იზიდავდით, თავი დამნაშავედ რომ
გეგრძნოთ. ცნობიერმა განზრახვამ ვერ დაძლია დასწავლილი ემოციური
მდგომარეობა.
როდესაც ახალი მე ხდებით, სხვაგვარად აზროვნებას და გრძნობას იწყებთ.
ცნობიერების და სხეულის ახალი მდგომარეობა კვანტურ ველში მოგონებათაგან
თავისუფალ, სუფთა სიგნალს აგზავნის. გონებამ აქტუალურ რეალობაზე ამაღლება
და ახალი ჰორიზონტების დანახვა ცხოვრებაში პირველად შეძლო. როგორც იქნა
თქვენი მზერა არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენაა მიმართული.

მარტივად თუ ვიტყვით, ძველ პიროვნებას ახალი სინამდვილის შექმნა არ


ხელეწიფება. თქვენ სხვა უნდა გახდეთ. ხოლო ყოფიერების ახალ მდგომარეობაში
მოხვედრის შემდეგ, თამამად შეგიძლიათ ახალი ბედის შექმნას შეუდგეთ.

ვქმნით ახალ ბედს

ამ ეტაპზე თქვენ (თქვენს ახალ ამპლუაში) ახალი პერსონალური რეალობის შექმნას


იწყებთ. დადგა დრო, წინა ვარჯიშებით სხეულიდან გამონთავისუფლებული ენერგია
აამოქმედოთ.

მაინც რა გსურთ? სხეულის გამოჯანმრთელება, ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი


სფეროს გამოსწორება? სიყვარული თუ უფრო საინტერესო სამსახური? ახალი მანქანა
თუ კრედიტის დაფარვა? თუ კონკრეტული წინააღმდეგობის გადალახვა
გესაჭიროებათ? რაზეც არ უნდა ოცნებობდეთ: წიგნის დაწერაზე, შვილების
უნივერსიტეტში მოწყობაზე, სწავლის გაგრძელებაზე, მთის მწვერვალის
დალაშქვრაზე, თვითმფრინავის მართვის სწავლაზე, დამოკიდებულებებისგან
განთავისუფლებაზე, - თქვენი ტვინი სასურველი შედეგის ავტომატურად
ვიზუალიზაციას ახდენს.

ახალი რეალობის სურათები სწორედ სხეულის და ცნობიერების ამაღლებული


მდგომარეობიდან მოდიან, რომელიც სიყვარულით, სიხარულით, თავისუფლებით
და მადლიერებითაა აღსავსე და მძლავრ, მაღალკოჰერენტულ ენერგეტიკულ ნაკადს
ასხივებს. დამკვირვებლის ეფექტის მეშვეობით რეალური ფორმის მიცემით, თქვენ
სასურველი მოვლენების შექმნა შეგიძლიათ. თავი ნებაზე მიუშვით და ყოველგვარი
ანალიზის გარეშე თავისუფლად წამოტივტივებული ასოციაციების ნაკადს მიენდეთ.
სურათები, რომლებიც შინაგან მზერას წარმოუდგება, - ვიბრაციების ფორმით
არსებული ახალი ბედის ესკიზებია. თქვენ, როგორც კვანტური დამკვირვებელი,
მატერიას თქვენს განზრახვას უმორჩილებთ.
მკაფიოდ წარმოიდგინეთ სასურველი მოვლენა, შეინარჩუნეთ ის რამდენიმე წამის
განმავლობაში, შემდეგ კი კვანტურ ველში გაგზავნეთ, სადაც მის განხორციელებაზე
უმაღლესი ძალები იზრუნებენ.

თქვენ კვანტური დამკვირვებლის ფუნქციის შესრულება მოგიწევთ, რომელსაც ერთი


შეხედვით გადაყავს ელექტრონი ტალღური მდგომარეობიდან ნაწილაკის
მდგომარეობაში, - მხოლოდ ბევრად უფრო ფართო მასშტაბით.
გამონთავისუფლებული ენერგია შესაძლებლობის ტალღას მოვლენად გადააქცევს,
რომელიც თქვენი ახალი გამოცდილება გახდება. ახლა თქვენი ენერგია მომავალ
რეალობას განმსჭვალავს და მას თქვენს ნაწილად აქცევს. მტკიცე ენერგეტიკული
ძაფი სასურველ მომავალთან გაკავშირებთ და ის თქვენი ბედი ხდება.

შეეშვით წინასწარმეტყველებას, სად, როდის და როგორ ასრულდება ოცნება ან ვინ


გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. დეტალები უმაღლეს გონს მიანდეთ,
რომლისთვისაც უსაზღვროდ მეტია ცნობილი, ვიდრე თქვენთვის.

იცოდეთ: შედეგი სრულიად მოულოდნელი სახით გეწვევათ, გაგაოცებთ და


იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეგეპარებათ იმაში, რომ ეს უზენაესი განგებულებაა.
გწამდეთ, რომ რეალობა სრულად თქვენი სურვილების შესაბამისად მოეწყობა.

უხილავ გონთან ორმხრივი კომუნიკაცია თანდათან აეწყობა. ეს ნიშნავს, რომ


შემოქმედებითი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩა; კვანტური გონი
დაგიკავშირდათ და თქვენს თხოვნას ეპასუხება. როგორ მიხვდებით, რომ კონტაქტი
შედგა? თქვენს ცხოვრებაში უჩვეულო მოვლენები დაიწყება - სწორედ ესაა კვანტური
გონის გზავნილები. თქვენ შეძელით უსაზღვრო სიყვარულით აღსავსე უზენაეს
გონთან კავშირის დამყარება.

აზრობრივი რეპეტიციის პრაქტიკა: ზოგადი მიმოხილვა

ახლა კი დროა საკუთარი თავი თავიდან შექმნათ, ანუ ყოფიერების ახალ


მდგომარეობაში გადახვიდეთ, რომელიც თქვენს გაუმჯობესებულ ვერსია
განასახიერებს. სასურველ მდგომარეობაში პირველად გადასვლის შემდეგ კი იგივეს
გამეორება კიდევ მრავალჯერ მოგიწევთ.

ახალი მე-ს მრავალჯერადი რეპეტიციები ცნობიერების და სხეულის ფიზიოლოგიურ


ცვლილებებს გამოიწვევს - ახალი რეალობის ფაქტობრივ გამოვლინებამდე.

მედიტაციის პროცესში შეცვლილ მდგომარეობაში გადადიხართ, ანუ სხვა პიროვნება


ხდებით, ის, ვისაც სხვა რეალობის შექმნა ხელეწიფება. ამ მდგომარეობას
ამაღლებული ენერგია შეესაბამება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენ,
როგორც საკუთარი ბედის კვანტურმა დამკვირვებელმა, ნებისმიერი სასურველი
მოვლენები შექმნათ. აზრობრივი რეპეტიციის პრაქტიკა სამ ნაწილადაა დაყოფილი,
თუმცა მეოთხე კვირის მედიტაციის დამუშავებისას მათი გაერთიანება აჯობებს
(პრაქტიკის სრული ტექსტი იხ. დანართში C).

ახალი პიროვნების შექმნის აზრობრივი რეპეტიციის პრაქტიკა:

ახლა კი თვალები დახუჭეთ, გარესამყაროს გამოეთიშეთ და ახალი ცხოვრების


შექმნაში ჩაიძირეთ.

თქვენ ყოფიერების ახალ მდგომარეობაში უნდა გადახვიდეთ. დადგა დრო,


ცნობიერება შეცვალოთ და ახლებურად აზროვნება დაიწყოთ. აზროვნების ახალი
ფორმა ახალ ემოციურ მდგომარეობას გამოიწვევს და სხეული ცნობიერების ახალი
დონის შესაბამისად გადაეწყობა. იმავდროულად გენებზე ზემოქმედებაც შეიცვლება.
აზრი შეგრძნებით განიცადეთ და მომავალი რეალობა აქ და ახლა განიცხოვრეთ.
გული გახსენით და წინასწარ განიცადეთ უდიდესი მადლიერება - ისე, რომ სხეულმა
დაიჯეროს, რომ მომავალი სწორედ ახლა ხდება.

ამოარჩიეთ კვანტური ველის ერთერთი პოტენციალი და განიცხოვრეთ ის.


ენერგეტიკის შეცვლის და წარსულის ემოციებიდან მომავლის ემოციებზე გადასვლის
დროა. მედიტაციის შემდეგ ზუსტად ისეთივე არ უნდა ადგეთ, როგორმაც მედიტაცია
დაიწყეთ.

შეახსენეთ საკუთარ თავს, როგორი იქნებით, როდესაც თვალებს გაახელთ.


საგულდაგულოდ გაიაზრეთ ახალი რეალობის შესაბამისი მდგომარეობა.
წარმოიდგინეთ ახალი მე - როგორ ისაუბრებთ და მაინც რას ეტყვით საკუთარ თავს.
დაფიქრდით იმაზეც, რას იგრძნობს თქვენი იდეალი. გარდაისახეთ ახალ
პიროვნებად მისთვის დამახასიათებელი ყველა აზრით, ქმედებით და გრძნობებით -
სიხარულით, შთაგონებით, თავისუფლებით, სიყვარულით, მადლიერებით და
ძალით.

კონცენტრირდით თქვენს განზრახვაზე, ვიდრე ის შინაგან შეგრძნებად არ იქცევა.


როგორც კი ემოციას შეიგრძნობთ, აზროვნებიდან ყოფიერებაზე გადასვლა
განხორციელდება. კვლავ შეახსენეთ თავს, ვინ და რა ხართ ამ ახალ მომავალში.

ახალი მე-ს რეპეტიცია

რამდენიმე წამით მოდუნდით. შემდეგ მიღწეული მდგომარეობა აღადგინეთ.


გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. გააგრძელეთ რეპეტიცია და ეცადეთ, ახალი
მდგომარეობის მაქსიმალურ ბუნებრიობას მიაღწიოთ.
გრძნობთ, რომ სასურველ მდგომარეობას ყოველ ჯერზე უფრო ადვილად აღწევთ?
შეგიძლიათ მისი თავისუფლად გამოწვევა ნებისმიერ მომენტში? კარგად უნდა
დაიმახსოვროთ ახალი შეგრძნებები და მათი გამოწვევა ისწავლოთ. თქვენ უნდა
იმეოროთ ეს მოქმედება, ვიდრე მას სხეულის დონეზე არ დაიმახსოვრებთ. სასურველ
მდგომარეობაში მოხვედრისას, შეეცადეთ ახალი გრძნობა დაიმახსოვროთ - ის ხომ
დიდებულია!

ახალი ბედის შექმნა

ახლა კი დროა მატერიას მივხედოთ. სხეულის და ცნობიერების ამაღლებულ


მდგომარეობაში ყოფნისას თქვენ მომავალი რეალობის მოვლენების არჩევა ძალგიძთ.

ახალ მე-ში ჩაძირვისას, არ დაგავიწყდეთ სხეულის და ცნობიერების უსაზღვრო


ძლიერების, აბსოლუტური შთაგონების და უდიდესი სიხარულის მდგომარეობაში
გადაყვანა. დაე, სურათხატების ნაკადებმა წაგლეკონ; მიიღეთ ეს როგორც
მოცემულობა, დარწმუნებული იყავით ობიექტების ან მოვლენების რეალობაში (ეს
დარწმუნება გაგაერთიანებთ მათთან). მომავალში განზავდით, თითქოს ის უკვე
დადგა. ნაკადს მიენდეთ და თავისუფალი ასოციაციების პროცესი შეზღუდვის
გარეშე გაუშვით. დაე, ახალმა თვითშეგრძნებამ ძალა მოგცეთ. წარმოიდგინეთ
სასურველი მოვლენა, შეინარჩუნეთ ის გონებაში რამდენიმე წამის განმავლობაში,
შემდეგ კი გაგზავნეთ კვანტურ ველში, სადაც მის განხორციელებაზე უმაღლესი
ძალები იზრუნებენ. ყოველი ახალი გამოსახულების გაჩენისას ეს თანმიმდევრობა
გაიმეორეთ. ასე და ამგვარად ხდება ახალი ბედის შექმნა. თავს ნება მიეცით, მომავალ
რეალობაში უკვე ახლა გადაეშვას. სხეულმა უნდა დაიჯეროს, რომ ის სინამდვილედ
იქცა. გახსენით გული და რეალობად ქცევამდე ახალი ცხოვრების სიხარული
შეიგრძენით.

გახსოვდეთ, რომ ენერგია იქ იმყოფება, საითაც ყურადღებაა მიპყრობილი.


სხეულიდან წინა ვარჯიშებისას გამონთავისუფლებული ენერგია ახალი
მომავლისკენ სვლის საფუძველი გახდება. თქვენი ცხოვრების საკუთარი ენერგიით
გაჩირაღდნებით ღვთაებრივ სიდიადეს და ჭეშმარიტ მადლიერებას ეზიარებით და
მომავალი რეალობის კვანტურ დამკვირვებლად გარდაისახებით. ახალ
ცხოვრებასთან ენერგეტიკული კავშირი შეიგრძენით. იცოდეთ, რომ სასურველი
მომავლის ვიზუალური სურათები - სხვა არაფერია, თუ არა თქვენი ბედის ესკიზები.
თქვენ მატერია თქვენს განზრახვასთან შესაბამისობაში მოგყავთ. როდესაც
იგრძნობთ, რომ შემოქმედების აქტი განხორციელდა, მედიტაცია დაასრულეთ და
იცოდეთ: მომავალი აუცილებლად თქვენთვის საუკეთესოდ განვითარდება.

მეოთხე კვირის მედიტაციური პრაქტიკა (აუდიოვერსია ხელმისაწვდომია)


თეორიის წაკითხვის და წერითი დავალების შესრულების შემდეგ, შეგიძლიათ
მეოთხე კვირის მედიტაციურ პრაქტიკას შეუდგეთ. ყოველდღიურად შეასრულეთ
მედიტაცია, პრაქტიკის სრული ტექსტის მოსმენის პარალელურად (თუმცა,
მეხსიერებითაც შეიძლება მუშაობა).
სასარგებლო რჩევა: მედიტაციური პრაქტიკის მიმდინარეობისას შესაძლოა
გასაოცარი განწყობა დაგეუფლოთ და დაახლოებით ასეთი ფრაზები აღგმოგხდეთ:
„მდიდარი ვარ, ჯანმრთელი ვარ, გენიოსი ვარ“ - და ეს იმიტომ, რომ სწორედ
ამგვარად იგრძნობთ თავს. ეს კარგი ნიშანია. ეს ამტკიცებს, რომ ცნობიერება და
სხეული შეთანხმებულად მოქმედებენ. გთხოვთ, არ გააანალიზოთ თქვენი ოცნებები.
ანალიზის მცდელობა ნაყოფიერი ალფა-მდგომარეობიდან ბეტას ტალღოვან
სურათთან დაგაბრუნებთ და ქვეცნობიერის კარს მოგიკეტავთ. ახალი მე-ს შექმნა
მსჯელობით მიდგომას არ იწყნარებს.

მედიტაციის შემდგომი სახელმძღვანელო

ამრიგად, ბოლო კვირები სასურველი შედეგების მიღწევის მედიტაციური პრაქტიკის


ათვისებას მიუძღვენით, რომლის გამოყენებასაც მთელი დარჩენილი სიცოცხლის
განმავლობაში შეძლებთ. შეძენილი უნარი ძველი პიროვნების ზოგიერთი ასპექტის
მოცილებაში და ახალი ბედის შექმნის დაწყებაში დაგეხმარათ.

ამ ეტაპზე ბევრ ადამიანს სხვადასხვა კითხვა უჩნდება, მაგალითად ასეთი:

• რა არის საჭირო მედიტაციის უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარებისთვის?


• მას შემდეგ, რაც სრულად ავითვისებ პროცესს, რამდენად აუცილებელია ყოველ
ჯერზე მისი უცვლელად განმეორება?
• პიროვნების ცალკეულ ასპექტზე მუშაობას რამდენი დრო დავახარჯო?
• როგორ მივხვდები, რომ მზად ვარ შემდეგი „ფენის“ მოსაცილებლად?
• როგორი თანმიმდევრობით აჯობებს პიროვნების სხვადასხვა ასპექტების
დამუშავება?
• შემიძლია ერთდროულად პიროვნების რამდენიმე ასპექტზე ვიმუშაო?

პროცესის დაუფლება

თუ ყოველდღე ივარჯიშებთ, დროთა განმავლობაში შვიდი ცალკეული ნაბიჯი ერთ


ჰარმონიულ პროცესში გაერთიანდება. როგორც ნებისმიერი ჩვევა, მედიტაცია
ყოველდღიურ დამუშავებას საჭიროებს.

რაც შეეხება გახმოვანებულ ინდუქციურ ტექნიკებს და პრაქტიკის ტექსტებს,


ჩათვალეთ, რომ გეხმარებიან, როგორც ველოსიპედს დამხმარე პატარა ბორბლები.
მათ მანამდე უსმინეთ, ვიდრე საჭიროებას გრძნობთ. როგორც კი ბოლომდე
დაეუფლებით პროცესს და იგრძნობთ, რომ გახმოვანებული ტექსტი უკან გექაჩებათ,
აუდიომასალაზე უარი თქვით.

თავი ფენა-ფენა განიწმინდეთ

მზად იყავით დროდადრო მედიტაციის კორექტირებისთვის. ეს სავსებით


ბუნებრივია, რადგან თავად თქვენც გამუდმებით იცვლებით. თუ ყოველდღიურად
ვარჯიშობთ, ყოფიერების მდგომარეობა განუწყვეტლივ იხვეწება, ეს კი ნიშნავს, რომ
თქვენს წინაშე მე-ს სულ ახალახლი ასპექტები გაიხსნება, რომლებიც კორექციას
საჭიროებენ.

მუშაობის ტემპს თავად ადგენთ. შემდეგ თავში ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ
თქვენი პროგრესი მხოლოდ მედიტაციაზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზეც,
შეძლებთ თუ არა ცვლილება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად
აქციოთ. თუმცა, როგორც წესი, პიროვნების ერთი ასპექტის დამუშავებას ოთხიდან
ექვს კვირამდე სჭირდება. ამის შემდეგ უმეტესობა ადამიანებისა შემდეგ შრეზე
გადასასვლელად შინაგან მზადყოფნას გრძნობს.

გირჩევთ, დაახლოებით თვეში ერთხელ მცირე თვითდიაგნოსტიკა ჩაატაროთ.

ეძებეთ დადასტურება იმისა, რომ სწორ გზაზე დგახართ.

შესაძლოა, წერითი დავალებების კითხვებთან დაბრუნება და ზოგიერთი პასუხის


შესწორება მოგინდეთ. თავიდან შეაფასეთ თქვენი გრძნობები, შეამოწმეთ, რაიმე
კვალი ხომ არ დარჩა მდგომარეობისა, რომლის მოცილებაზეც მუშაობდით. თუ ამ
მდგომარეობის სიმწვავე შემცირდა, შეამოწმეთ, სხვა არასასურველი ემოციები,
ჩვევები და მენტალური განწყობები ხომ არ გახდნენ აქტუალური.

თუ ბოლომდე ვერ დაძლიეთ ეს მდგომარეობა, ორი გზით გაგრძელებაა


შესაძლებელი. პირველი ვარიანტია - თავიდან კონცენტრირდეთ ამ ასპექტზე და
მთელი პროცესი გაიმეოროთ. მეორე კი - ისე, რომ არ შეწყვიტოთ ამ მდგომარეობაზე
მუშაობა, კიდევ ერთი პრობლემა დაამატეთ.

მედიტაციის ძირითადი უნარ-ჩვევის ათვისების შემდეგ, შეგიძლიათ ემოციები


ბლოკებში გააერთიანოთ და მათზე ერთდროულად იმუშაოთ. მრავალწლიანი
ვარჯიშის შემდეგ პირადად მე მთლიანობაში პიროვნებაზე მუშაობაზე გადავედი.
ახლა ვიყენებ მიდგომას, რომელიც, ჩემი გაგებით, არასწორხაზოვანი და
ჰოლისტურია.

რა თქმა უნდა, იდეალურ პიროვნებაზე თქვენი წარმოდგენაც გამუდმებით


შეიცვლება. როდესაც თქვენს ცხოვრებაში სასურველი პარტნიორი ან ახალი
სამსახური გამოჩნდება, მიღწეულზე გაჩერება ნამდვილად არ მოგინდებათ. ხანდახან
კი მედიტაციის მცირეოდენ შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ მხოლოდ იმიტომ, რომ
ცოტათი გამოცოცხლდეთ. ინტუიციას მიენდეთ.

მათთვის, ვისაც სიღრმეში უფრო მეტად შეღწევა სურთ

თქვენ, ვისაც ჯერ არ გინახავთ ჩემი საიტი, ეწვიეთ


მისამართზე www.drjoedispanza.com - აქ იპოვით მენტალური გადაპროგრამების
ტექნიკებს და თვითდამანგრეველი ჩვევებისგან განთავისუფლების უამრავ
პრაქტიკულ რჩევას. ეს მოგანიჭებთ ძალას, გააგრძელოთ თვითშეცვლის შინაგანი
მუშაობა. ამას გარდა, მიმართეთ შემდეგ რესურსებს:

• წაიკითხეთ ჩემი პირველი წიგნი „განავითარეთ თქვენი ტვინი: მეცნიერული ხედვა


ტვინის ცვლილებებზე“ (ამ წიგნის დამატებად გამოდგება). ეს დაგეხმარებათ ცოდნის
გაღრმავებაში, რაც, როგორც უკვე იცით, ახალ შეგრძნებებს უსწრებს წინ. ამ წიგნში
დაწვრილებითაა გადმოცემული ტვინის სხვადასხვა ნაწილებზე ინფორმაცია და
ახსნილია, როგორ ლაგდება აზრები და ემოციები ნეირონულ სტრუქტურაში. ამას
გარდა, გაგების უნარს შეიძენთ, რაც საშუალებას მოგცემთ არა მარტო შეცვალოთ
ცხოვრებისეული სიტუაცია, არამედ დიდი ხნის ნანატრ პერსონალურ იდეალს
მიაღწიოთ;
• დაესწარით ერთ, ორ ან სამივე სემინარს თემაზე „ქვეცნობიერის ძალა“, რომელსაც
მთელ მსოფლიოში ვატარებ;
• მიიღეთ მონაწილეობა ტელეფონით ვარჯიშებში (მათ შორის „კითხვა-პასუხის“
ფორმატში);
• ცოდნის გაღრმავებაში ასევე დაგეხმარებათ აუდიოვიზუალური მასალები (DVD და
CD ფორმატში), რომელთა მისამართებსაც ჩემს საიტზე იპოვით.

მეოთხე კვირა

შემოქმედება. ახლა კი დაფიქრდით, რას წარმოადგენს თქვენი პიროვნების


იდეალური ვერსია. როგორ იფიქრებს და იმოქმედებს ეს შესანიშნავი ადამიანი?
როგორ იცხოვრებს? როგორ გამოხატავს თავის სიყვარულს? და საერთოდ, როგორ
შეიგრძნობა სიდიადე?...

მსურს, რომ ახალი პიროვნების ყოფიერების მდგომარეობაში გადახვიდეთ. დროა


შეცვალოთ ენერგიის დონე და დააკორექტიროთ ელექტრომაგნიტური გამოსხივების
სურათი. ენერგიის ცვლილება ცხოვრების ცვლილებას იწვევს. აზრი შეგრძნების
დონემდე მიიყვანეთ და ბოლომდე ჩაიძირეთ მასში. თქვენ იმდენად ძლიერად უნდა
შეიგრძნოთ ის, რომ სხეულმა დაიჯეროს, რომ თქვენ უკვე გახდით იდეალური მე...
დაიწყეთ გენებზე ზემოქმედების შეცვლა და სხეულს ემოციური სიგნალები
გაუგზავნეთ მანამდე, ვიდრე სასურველი მოვლენა რეალობა გახდება; მიეცით თავს
ნება, შეგიყვარდეთ ახალი მე; გახსენით გული და სხეული ცნობიერების ახალ
დონეზე მომართეთ...

დაე შინაგანი შეგრძნება გუნება-განწყობილებაში გადაიზარდოს, შემდეგ


ტემპერამენტში, და ბოლოს, ახალ პიროვნებაში...

გადადით ყოფიერების ახალ მდგომარეობაში... როგორ იგრძნობდით თავს, უკვე


ახალი ადამიანი რომ ყოფილიყავით? მედიტაციის შემდეგ არ შეიძლება ზუსტად
იგივე დარჩეთ, რაც მანამდე იყავით. თქვენ ისეთი მადლიერება უნდა იგრძნოთ
სამყაროს მიმართ, რომ სხეულმა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყოს შეცვლა, სანამ
ცხოვრებისეული გარემოებები შეიცვლება, და ბოლომდე დაიჯეროს, რომ თქვენ უკვე
მიაღწიეთ იდეალს.

და აი, თქვენ გახდით იდეალური მე...

თქვენ იძენთ ძალას, თავისუფლებას ყოველგვარი შეზღუდულობისგან, გენიალობას,


შემოქმედებით შთაგონებას... თქვენ ღმერთს უახლოვდებით... და ეს ყველაფერი -
თქვენი ჭეშმარიტი არსია...

ჩაიძირეთ ამ გრძნობაში, დაისწავლეთ ის; კარგად დაიმახსოვრეთ, როგორ


შეიგრძნობა ის. სწორედ ესაა თქვენი ჭეშმარიტი არსი...

ახლა კი გაუშვით ეს ემოცია კვანტურ ველში; უბრალოდ გაუშვით...

რეპეტიცია. ახლა კი აზრობრივ რეპეტიციას შევუდგეთ. ეს სწორედ ის ხერხია,


რომლითაც ფორტეპიანოზე დაკვრის და ნეკა თითების ვარჯიშის ექსპერიმენტის
მონაწილეები სარგებლობდნენ. ამრიგად, შეძლებთ კიდევ ერთხელ ახალი
მდგომარეობის შექმნას ფაქტიურად არაფრისგან?..

ავაგოთ ახალი ნეირონული სტრუქტურა და სხეული ახალ ემოციურ მდგომარეობას


მივაჩვიოთ. შეისწავლეთ ყოფიერების სასურველი მდგომარეობა. რას წარმოადგენს
თქვენი იდეალური მე? მიეცით თავს ნება, კვლავ თქვენი ახალი პიროვნების აზრების
ნაკადში ჩაყვინთოს...

რას ეტყვით საკუთარ თავს, როდესაც ივლით, ისუნთქებთ, როგორი იქნება თქვენი
ჟესტები? რას იგრძნობთ? როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? მიეცით თავს ნება, რაც
შეიძლება ღრმად ჩაიძიროთ ახალი მე-ს ემოციებში... და თანდათან ყოფიერების ახალ
მდგომარეობაში გადასვლას დაიწყებთ...
კვლავ „აიზიდეთ“ ახალ ენერგეტიკულ დონეზე და დაიმახსოვრეთ, როგორია - იყო
ახალი მე. კიდევ უფრო ფართოდ გახსენით თქვენი გული...

ვინ გინდათ იყოთ, თვალებს რომ გაახელთ? სწორედ ახლა ცვლით გენებზე
ზემოქმედებას. კვლავ შეიგრძენით შინაგანი ძალის მოზღვავება. ყოფიერების ახალ
მდგომარეობაში გადადით; ახალი მდგომარეობა ახალი პიროვნებაა, ახალი
პიროვნება კი ახალ პერსონალურ რეალობას ქმნის...

სწორედ ამ მდგომარეობიდან ხდება ახალი ბედის შექმნა. ცნობიერების და სხეულის


ამაღლებული მდგომარეობიდან თქვენ, როგორც კვანტური დამკვირვებელი, თქვენი
განზრახვისთვის მატერიის მისადაგებას იწყებთ... თავი დაუმარცხებელად და
ძლევამოსილად შეიგრძენით; შთაგონების და უდიდესი სიხარულის მოზღვავება
იგრძენით...

ახალი მდგომარეობიდან სასურველი მოვლენის სურათხატი ფორმირდება - ახალი


ბედის ესკიზი. დააკვირდით ამ პოტენციალს და ის ტალღური მდგომარეობიდან
მატერიაში გადაიყვანეთ, საიდანაც შემდეგში ცხოვრებისეული მოვლენა
განხორციელდება. რამოდენიმე ხანს სურათი შინაგანი მზერით ათვალიერეთ, მასში
თქვენი განზრახვა შთაბერეთ და შემდეგ სურათზე გადადით.

შეიგრძენით, როგორ ურთიერთქმედებს თქვენი ენერგია ახალი ბედის ჩანახატთან.


ახლა მომავალი მოვლენა აუცილებლად გიპოვნით, რადგან თქვენ თავად, თქვენი
ენერგიით შექმენით ის. შემოქმედებით პროცესში გადაეშვით, და დაე, მშვიდი
თავდაჯერებულობა, ნდობა და ცოდნა იყოს თქვენი თანმხლები...

გაანალიზება საჭირო არაა; არ წარმოიდგინოთ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი.


განხორციელების კონკრეტული ფორმა - თქვენი საზრუნავი არაა. თქვენ გზავნილი
უნდა შექმნათ და დეტალები უმაღლეს გონს მიანდოთ. თქვენი ამოცანა - ახალი
მომავლის დაკვირვება და მისი თქვენი ენერგით შევსებაა...

უმაღლესი მადლიერების მდგომარეობიდან ახალ ბედში განზავდით. სამყაროს


მადლობა გადაუხადეთ ახალი ცხოვრებისთვის...

თქვენი შეგრძნებები ისეთი უნდა იყოს, თითქოს სასურველი მოვლენები უკვე


განხორციელდნენ, მადლიერება ხომ - სურვილების ასრულების წინაპირობაა. თავი
იმგვარად იგრძენით, თითქოს თქვენი ლოცვები შესმენილია...

და ბოლოს, თქვენში უხილავ გონს მიმართეთ და სთხოვეთ ნიშანი მოგცეთ. თუ დღეს


შეძელით უმაღლეს გონს დამსგავსებოდით, რომელმაც ყოველი ცოცხალი საკუთარი
დაკვირვების ძალით შექმნა, თუ მას დაუკავშირდით და თქვენი ძალისხმევა და
განზრახვა შეუმჩნეველი არ დარჩა, ის აუცილებლად გიპასუხებთ ცხოვრებისეული
მოვლენების ენაზე. იცოდეთ, რომ უნივერსალური გონი რეალურად არსებობს, და
ახლა თქვენ მასთან დიალოგში იმყოფებით.

სთხოვეთ, რომ კვანტური ველის სიგნალი მოულოდნელი ფორმით გეწვიოთ -


ისეთით, რაც თქვენ გაგაოცებთ, იოტისოდენა ეჭვსაც კი არ გაგიჩენთ, რომ ეს
უზენაესის ნიშანია, და ახალი მოქმედებებისთვის აღგძრავთ. თუ შეიძლება, ახლავე
სთხოვეთ ნიშანი მოგცეთ...

ახლა კი ცნობიერება თქვენს განახლებულ სხეულზე განახლებულ გარემოში და


დროის ახალ განზომილებაში გადაიტანეთ. როდესაც იგრძნობთ, რომ მზად ხართ,
დაბრუნდით ბეტა-სიხშირეზე. ახლა შეგიძლიათ თვალები გაახილოთ.

თავი მეთოთხმეტე - გამომჟღავნება და გამჭვირვალობა: ცხოვრება ახალ


რეალობაში (მეხუთე კვირა)

თავი მეთოთხმეტე - გამომჟღავნება და გამჭვირვალობა: ცხოვრება ახალ რეალობაში


(მეხუთე კვირა)

ცვლილებათა გამომჟღავნება იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ახალ შინაგან წესრიგს


მიეჩვიეთ, რომელიც ნებისმიერ გარე ფაქტორზე ძლიერია. თქვენ მუდამ ენერგიით
ხართ სავსე, ცნობიერება კი სხეულისგან, გარემოსგან და დროისგან
დამოუკიდებლად ახალ რეალობაში განმტკიცდა. როგორი შეაბიჯებთ ახალ
ცხოვრებაში? საკუთარ თავს მუდმივად დააკვირდით - როდესაც ოჯახის წევრებთან
ურთიერთობთ, ბავშვებს ეთამაშებით, სამსახურში, მეგობრებთან... ყოფიერების
შეცვლილ მდგომარეობას მუდმივად ინარჩუნებთ? თუ დღის განმავლობაში იგივე
ენერგეტიკულ დონეს ინარჩუნებთ, რასაც მედიტაციისას აღწევთ, ე.ი. მალე თქვენს
ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. ასეთია კვანტური კანონი. როდესაც ქმედებები
განზრახვისგან არ განსხვავდება, როდესაც მოქმედება აზრების ტოლფასია, როდესაც
სინამდვილეში სხვა ვხდებით, ჩვენ წინ ვუსწრებთ დროს. გარე სამყარო აღარ
აკონტროლებს თქვენს აზრებს და გრძნობებს - ყველაფერი პირიქითაა. სწორედ ესაა
სიდიადე, თანაც ის მუდამ თქვენში იყო დაფარული...

ხილვადის არსთან თანხვედრა - წარსულის მონობისგან განთავისუფლების ნიშანია.


ხოლო გამონთავისუფლებული ენერგიის გვერდითი ეფექტი სწორედ ისაა, რასაც
ჩვენ სიხარულს ვუწოდებთ.

გამომჟღავნება: ცხოვრობ როგორც ახალი პიროვნება


თუ შინაგანი ნეიროქიმიური მდგომარეობა იმდენად მოწესრიგებული და
კოჰერენტულია, რომ მას უკვე არც ერთი გარე სტიმული აღარ არღვევს, რაც არ უნდა
არაკოჰერენტული იყოს ის, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება სხეულთან ჰარმონიულ
მდგომარეობაში იმყოფება. თქვენ ნამდვილად სხვა გახდით. ხოლო როდესაც ახალ
მდგომარეობას (ახალ პიროვნებას) დაისწავლით, შინაგანი ცვლილებები
აუცილებლად აისახება გარე სამყაროზე და პერსონალურ რეალობაზე. როდესაც
ქცევა თქვენი ჭეშმარიტი არსის გამოხატულება ხდება, თქვენ ახალი ბედისკენ
მიმავალ გზას ადგახართ.

ახერხებთ სხეულის ცნობიერების ახალ დონეზე შენარჩუნებას?

რადგან ემოციები ქვეცნობიერ მეხსიერებაში ინახება, თქვენი ამოცანაა - ცნობიერად


მიადევნოთ თვალყური იმას, რომ ვერცერთმა გარე ფაქტორმა ძველ რეალობასთან
ვერ დაგაბრუნოთ. თქვენ კარგად უნდა დაისწავლოთ ახალი მე და გარესამყაროს
წინააღმდეგობის მიუხედავად მუდმივად შეინარჩუნოთ ის.

გახსოვდეთ: თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, ეს ნიშნავს, რომ მედიტაციის


პროცესში აზროვნებიდან ყოფიერებაში გადადიხართ. სწორ მდგომარეობაში კი
გაცილებით ადვილია ყოფიერების ახალი დონის შესაბამისად აზროვნება და
მოქმედება.

გამომჟღავნება მუდმივი უნდა იყოს

მოკლედ, გამომჟღავნება არის ცხოვრება იმ გაგებით, რომ თქვენი ლოცვები


შესმენილია. ესაა სიხარული იმის გამო, რომ ცხოვრება ყველაზე თამამ მოლოდინებს
შეესაბამება. ესაა მუდმივად იმ მდგომარეობაში ყოფნა, რომელშიც თქვენს იდეალს
ქმნიდით. უაზრობაა ახალი პიროვნების შესაქმნელად მედიტირება და შემდეგ კვლავ
ძველებურად ცხოვრება. ეს იგივეა, რომ ჯანსაღად ისაუზმოთ და შემდეგ მთელი
დღის განმავლობაში მავნე საკვები მიიღოთ.

სასურველი მოვლენის მატერიალიზაციისთვის აუცილებელია მიზანთან სრულად


შესატყვისი ქცევის გამომუშავება. დაუშვებელია, რომ ქმედებები - აზრების, ხოლო
გადაწყვეტილებები - ყოფიერების ახალი მდგომარეობის საწინააღმდეგო იყოს.
ყველაფერი, რასაც აზრობრივი რეპეტიციის პროცესში მიაღწიეთ, ფიზიკურ ასპექტში
უნდა გამოვლინდეს. ჩართეთ სხეული და აიძულეთ ის შეასრულოს ყველაფერი, რაც
გონებამ ისწავლა.

ამრიგად, რეალობისგან პასუხი რომ მივიღოთ, აუცილებელია შემოქმედების


პროცესში მიღწეული ენერგიის დონის შენარჩუნება. თუ გსურთ, რომ სამყარომ
საოცარი მოვლენების ენაზე გიპასუხოთ, გონების ამაღლებული მდგომარეობა
თქვენთვის ნორმა უნდა გახდეს. შემოქმედების ენერგია დროისა და სივრცის მიღმა
განზომილებასთან გაერთებთ და სასურველი მოვლენის მოზიდვაში გეხმარებათ.

მე-ს ორი ჰიპოსტასის გაერთიანება ნიშნავს, რომ ყოველდღიურობაში სწორედ ის


პიროვნება ხართ, რომელსაც მედიტაციის დროს ქმნიდით. თქვენ გარდაისახებით
მომავალ მე-დ - იმ პიროვნებად, რომელიც წინათ მხოლოდ კვანტური პოტენციალის
სახით არსებობდა. თუ ყოველდღიურობაში იგივე ელექტრომაგნიტურ ტალღებს
ასხივებთ, რასაც მედიტაციის პროცესში, ე.ი. ახალ ბედს უკვე დაუკავშირდით.
გახდით თქვენი იდეალური ვერსია, და ახალი რეალობა გულუხვად
დაგაჯილდოვებთ. სწორედ ეს იქნება უმაღლესი ძალების პასუხი.

ელოდეთ სამყაროს გამოხმაურებას

სამყაროს გამოხმაურება - ორი ენერგეტიკული მდგომარეობის (ერთი, რომლიდანაც


ქმნით და მეორე, რომელშიც ცხოვრობთ დღიდან დღემდე) დამთხვევის შედეგია.
სამყარო გპასუხობთ, როდესაც თქვენს იდეალს აქტუალურ ფიზიკურ რეალობაში
ახორციელებთ. თუ გონების და სხეულის ამაღლებულ მდგომარეობაში შენარჩუნებას
ახერხებთ, ე.ი. სულ მალე ცხოვრებაში სასურველი ცვლილებები მოხდება.

რა სახის იქნება გამოხმაურება? თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები,


საინტერესო დამთხვევები (სინქრონიზაციები), იღბლიანი შემთხვევითობა, გონების
განათება, მისტიური გამოცდილება გაჩნდება. თქვენ ნაკადის მდგომარეობაში
შეიძლება მოხვდეთ და ძალისხმევის გარეშე შეიცვალოთ, ჯანმრთელობა
გამოისწოროთ ან ახალი ურთიერთობები წამოიწყოთ - და ეს მხოლოდ დასაწყისია!
სამყაროს კეთილგანწყობილი რეაქცია მუშაობის გასაგრძელებლად აღგძრავთ.

როდესაც შინაგანი ძალისხმევის შედეგები გარე სამყაროში განხორციელდება, თქვენს


შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესებს შორის ურთიერთკავშირს ბუნებრივად
დაადგენთ. ეს პრინციპულად ახალი გამოცდილება მოწმობს, რომ ახლა თქვენ
კვანტური კანონით ცხოვრობთ. განცვიფრდებით, როდესაც გააცნობიერებთ, რომ
ცვლილებები ემოციებთან შინაგანი მუშაობის და ცნობიერების მდგომარეობის
პირდაპირი შედეგია.

შინაგან და გარე სამყაროებს შორის ურთიერთკავშირის არსებობაში დარწმუნების


შემდეგ, თქვენ კიდევ უფრო გულმოდგინედ გააანალიზებთ თქვენს მოქმედებებს,
რომლებმაც ამ შედეგებამდე მიგიყვანათ, და მათ კიდევ და კიდევ გაიმეორებთ.
შინაგანი ძალისხმევის გარეგანი გამოვლინება ნიშნავს, რომ მიზეზ-შედეგობრივი
კავშირების ჩარჩოდან გამოხვედით და სასურველი შედეგების გამოწვევა ისწავლეთ.
თქვენ რეალობის შემოქმედი გახდით.
შეამოწმეთ საკუთარი თავი. გარე სამყაროსთან ურთიერთობისას ახერხებთ
მედიტაციისას მიღწეული შინაგანი მდგომარეობის შენარჩუნებას? ახერხებთ ძველი
მე-ს შესახებ ასოციაციებით და მოგონებებით სავსე აქტუალური რეალობის
დაძლევას? შეგიძლიათ ნაცნობ გამღიზიანებლებზე ჩვეული რეაქციების შეჩერება?
შეძელით სხეულის და გონების მიმდინარე მომენტის წინსწრებაზე განწყობა?

ჩვენ ხომ სწორედ ამისთვის ვმედიტირებთ - რათა შევიცვალოთ ჩვეულებრივ


ცხოვრებაში.

ახალი მე თქვენი ცხოვრების ფორმულაში ჩასვით

დღის განმავლობაში გამუდმებით „აიზიდეთ“ ენერგეტიკის ახალ დონემდე. საკუთარ


თავს გაცნობიერებულობის შენარჩუნების აუცილებლობა მუდმივად შეახსენეთ.
შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების ფურცლებზე აზრობრივად მოკლე „ჩანაწერები“
გააკეთოთ, მაგალითად:

დილის შხაპის მიღებისას მადლობელი ვიქნები ყველაფრისთვის, რაც ჩემს


ცხოვრებაში ხდება. სამსახურისკენ მიმავალი მხოლოდ სიხარულს ვიგრძნობ.
უფროსთან შეხვედრისას ისე მოვიქცევი, როგორც ამას ჩემი იდეალი გააკეთებდა. ჰო,
და არ უნდა დამავიწყდეს სადილის დროს იდეალური მე-ს ტალღაზე ავეწყო. სახლში
რომ დავბრუნდები და ბავშვებს დავინახავ, ენერგიის მოზღვავებას ვიგრძნობ და
გულიანად ვისაუბრებთ. ძილის წინაც საკუთარ თავს აუცილებლად შევახსენებ,
როგორი ვარ ახლა.

კითხვები დღის ბოლოს

თვითკონტროლისთვის განკუთვნილი კითხვები დაგეხმარებათ გაარკვიოთ,


რამდენად წარმატებული იყავით დღის განმავლობაში:

როგორ გავართვი თავი დავალებას დღეს?


მქონდა ჩავარდნები? რა მიზეზით?
ვისზე და რა გარემოებებისას მქონდა ძველებური რეაქცია?
რა მომენტებში ვიწყებდი ავტომატურ მოქმედებას?
რა უნდა მოვიმოქმედო, რომ შემდეგში მარცხი კვლავ არ განვიცადო?

დაძინებამდე, გირჩევთ, გაიხსენოთ, რა მომენტებში დაცილდით თქვენს იდეალს.


მარცხის მაპროვოცირებელი სიტუაციის გამოვლენისას, საკუთარ თავს ორი კითხვა
დაუსვით: „რას გავაკეთებ განსხვავებულად, როდესაც მსგავს სიტუაციაში
აღმოვჩნდები?“ და „რა სახის ცოდნა და ფილოსოფიური მტკიცებულება დამეხმარება
მსგავსი სიტუაციის განეიტრალებაში?“
პასუხზე დაფიქრება - მორიგი აზრობრივი რეპეტიციაა, რომელიც დაგეხმარებათ
პიროვნების კიდევ ერთი პრობლემური ასპექტის განეიტრალებაში. დაფიქრების
პროცესში ახალი ნეირონული კვანძები წარმოიქმნება, რომლებიც ახალი
სიტუაციებისთვის გამზადებენ. ეს მარტივი მეთოდი დაგეხმარებათ განაახლოთ და
დახვეწოთ „მე-ს იდეალური მოდელი“, რომლის ყოველდღიურ მედიტაციაში
ჩაშენებას შეძლებთ.

გამჭვირვალობა: შიგნიდან გარეთ გადმოსვლა

გამჭვირვალობა ნიშნავს, რომ ხილვადი არსთან თანხვედრაშია, ხოლო შინაგანი


მდგომარეობა გარე რეალობაში აისახება. როდესაც ამ მდგომარეობას მიაღწევთ,
ცნებები ცნობიერება და ცხოვრება იდენტური ხდება. ეს თქვენსა და თქვენი
შემოქმედების ნაყოფებს შორის ურთიერთობის დასკვნითი ფაზაა. ახლა ცხოვრების
ყოველი სფერო ცნობიერების სარკეს წარმოადგენს. თქვენ ხართ კიდეც თქვენი
ცხოვრება, ხოლო ცხოვრება - თქვენი პიროვნების ანარეკლია. თუკი, როგორც
კვანტური ფიზიკა ამტკიცებს, გარესამყარო მხოლოდ ცნობიერების გაგრძელებაა, ე.ი.
სწორედ ახლა ხდება ცხოვრების სრული რეორგანიზაცია - ყოფიერების ახალი
მდგომარეობის შესაბამისად.

გამჭვირვალობა - ესაა ჭეშმარიტი ძალის მდგომარეობა, რომელშიც ნანატრი


პიროვნული ცვლილებები განხორციელდა. თქვენ შეგრძნებებით სიბრძნეს ეზიარეთ
და გარესამყარო და თქვენი წარსული დაძლიეთ.

გამჭვირვალობის მრავლისმეტყველი ნიშანია ანალიტიკური გონების


გადაჭარბებული აქტიურობის შემცირება. უკვე აღარ გსურთ ყველაფრის
გაანალიზება, რადგან ეს ყოფიერების მიღწეულ მდგომარეობას გაკარგვინებთ.
გამჭვირვალობის გვერდითი მოვლენა ხომ ჭეშმარიტი სიხარული, ენერგიის სიჭარბე
და თვითგამოხატვის თავისუფლებაა, ხოლო ეგოსგან მომავალი ნებისმიერი აზრი
დადებითი ემოციების ინტენსიურობას ამცირებს.

დადგება მომენტი...

როდესაც თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი ცვლილებები დაიწყება, აუცილებლად


დადგება დიდი აღფრთოვანების და რიდის მომენტი - როდესაც გაიაზრებთ, რომ
ყველა სასწაული თქვენი საკუთარი გონების დამსახურებაა. თქვენ აღტაცებით და
სიამოვნებით გადახედავთ წარსულ ცხოვრებას - და არაფერის შეცვლა არ
მოგინდებათ. არცერთი მოვლენა სინანულსა და სევდას არ აღგიძრავთ, რადგან
შემოქმედებითი ტრიუმფის მომენტში ყველაფერი საკუთარ აზრს იძენს. თქვენ
დარწმუნდებით, რომ ცხოვრებას ამ დიდებული მომენტისკენ მიზანმიმართულად
მოყავდით.
დახარჯული ძალისხმევის შედეგად უმაღლესი გონის ცნობიერებამ თქვენს
ცნობიერებაში შემოაღწია; მისი არსი თქვენი არსი გახდა. თქვენ ღვთიურ საწყისს
მიუახლოვდით. სწორედ ესაა თქვენი ჭეშმარიტი ბუნება, თქვენი ყველაზე
ბუნებრივი მდგომარეობა.

ხოლო როდესაც თქვენ ყოველივე ცოცხალის უხილავი შემოქმედის ენერგია


აგავსებთ, ბოლოს და ბოლოს სრულად შეიგრძნობთ თქვენს ჭეშმარიტ არსს.
ტრავმებმა, სულში დარჩენილმა ნაწიბურებმა ის წონასწორობიდან გამოიყვანა. ის
გართულდა, დაიხლიჩა, პოლუსებად გაიყო, წინააღმდეგობრივი და -
პროგნოზირებადი გახდა. თვითგადარჩენის ემოციებისგან გადაჩვევის შედეგად,
რომლებიც ბუნებრივად ანელებდნენ ცნობიერების და სხეულის სიხშირეებს, თქვენ
საკუთარი ელექტრომაგნიტური ფონი აამაღლეთ. ახლა უფრო მაღალ სიხშირეებზე
ვიბრირებთ. სულის გახსნით და იქ უმაღლესი ძალებისთვის სივრცის დათმობით
საკუთარ თავს თავისუფლება უძღვენით.

და აი, ბოლოს და ბოლოს, თქვენ გაერთიანდით. თქვენ - უმაღლესი გონი ხართ და


უმაღლესი გონი - თქვენ. თქვენ კოჰერენტული ენერგიის ნაკადი გმსჭვალავთ,
რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ. უპირობო სიყვარულის მდგომარეობა
ყოველთვის გულის სიღრმეში იბადება და მხოლოდ შემდეგ ვლინდება
გარესამყაროში.

***

უზენაესი გონის მაცოცხლებელ ძალასთან ზიარების შემდეგ, შესაძლოა პარადოქსის


პირისპირ აღმოჩნდეთ. სრულიად შესაძლებელია, რომ საკუთარი მთლიანობის
იმდენად მძლავრი შეგრძნება დაგეუფლოთ, რომ სანატრებელი აღარაფერი დაგრჩეთ.
ეს ორგვარი გრძნობა ჩემთვის აღმოჩენად იქცა.

ყველა საჭიროება და სურვილი რაღაცის ან ვიღაცის, ადგილის ან დროის


უკმარისობიდან გამომდინარეობს. უზენაეს გონთან დაკავშირებისთანავე, ხანდახან
აღმომიჩენია, რომ სხვა თემებზე ფიქრი მიჭირდა, იმდენად დიდებულად ვგრძნობდი
თავს. თვითკმარობის მძაფრი განცდისას არცერთი აზრი ყურადღების ღირსად არ
მიმაჩნდა.

ირონიაა, რომ შემოქმედების სივრცეში მოხვედრისას, ჩვენ არაფრის საჭიროებას აღარ


განვიცდით, რადგან ის სიცარიელე, რომლის ამოვსებასაც სურვილის ობიექტებით
ვცდილობდით, აღარ არსებობს. მისი ადგილი მთლიანობის შეგრძნებამ დაიკავა. და
ერთადერთი, რაც ახლა გვსურს, - წონასწორობის, ჰარმონიის და სიყვარულის
გასაოცარ მდგომარეობაში ყოფნაა.
ჩემი შეგრძნებით, ჭეშმარიტი, უპირობო სიყვარული აქედან მომდინარეობს.
სიცოცხლით აღფრთოვანების უნარი, ისე, რომ არაფერს ელი სამაგიეროდ, არის
სწორედ თავისუფლება. ჩვენ აღარ ვართ მიჯაჭვული გარემოს ელემენტებზე. ეს
გრძნობა იმდენად ჰარმონიულია, რომ მისი ერთხელ განცდისას, ჩვენ ვეღარასოდეს
შევძლებთ სხვების განსჯას და ცხოვრებისეულ გარემოებებზე ემოციურ
რეაქციებამდე დაშვებას. ეს საკუთარი თავის ღალატი იქნებოდა. ჩვენ უმაღლესი
გონი გვმართავს - ჩვენს ყველა ქმედებაში ახლა ის გამოსჭვივის. ადამიანურობიდან
ღვთიურობისკენ მივიწევთ და თანდათან ღმერთს ვემსგავსებით. მატულობს ჩვენი
სიყვარულის ძალა და უნარი, უფრო კეთილი, გულუხვი, პრინციპული,
ყურადღებიანი, შეუპოვარი და ჯანმრთელი ვხდებით. ეს ყველაფერი - ღვთიური
გონის შემოქმედებაა.

როდესაც სიხარული და ბედნიერება გავსებთ, ბუნებრივი მოთხოვნილება


გიჩნდებათ ეს გრძნობები გარშემომყოფებს გაუზიაროთ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს
ყველაზე მარტივად? უნდა გასცეთ!

ჩვენ ვფიქრობთ: „საოცარი გრძნობები მავსებს და მსურს, რომ შენც იგივეს გრძნობდე.
ამიტომ გჩუქნი მათ“. და ვიწყებთ მათ სხვებისთვის გაზიარებას, რომ მათაც
მოეფინოთ მადლი. და ამ ყველაფერს მგზნებარედ ვაკეთებთ. აბა წარმოიდგინეთ
სამყარო, სადაც ეს შესაძლებელია!
თუ მაინც მოგინდებათ ახალი რეალობის შექმნა, იცოდეთ, რომ შემოქმედებას
შინაგანი თვითკმარობის მდგომარეობიდან შეუდგებით, რაც ერთ მთლიანობაში
იქნება თქვენს ოცნებასთან. თქვენ საკუთარი შემოქმედების იდენტური ხართ.
როდესაც შემოქმედების სივრცეში მოხვდებით და ყველაფერს უკან მოიტოვებთ, რაც
ძველ პიროვნებასთან გაკავშირებდათ, ენითაუწერელი აღტაცება დაგეუფლებათ,
რომელიც უშეცდომოდ გიკარნახებთ, რომ თქვენი შემოქმედება უკვე თქვენ
გეკუთვნით. ეს იგივეა, რომ ჩოგბურთის ბურთი სწორედ იმ ერთადერთ სწორ
მომენტში ჩაუჭრათ მეტოქეს, ან, სარკეში ჩაუხედავად, უზადოდ დააყენოთ მანქანა
ბორდიურთან. თქვენ უბრალოდ გრძნობთ. და უბრალოდ იცით.

***

აი, როგორ ვამთავრებ ყოველდღიურ მედიტაციას. თუ მოგეწონებათ ჩემეული


დაბოლოება, შეგიძლიათ გამოიყენოთ:

დახუჭეთ თვალები. გააცნობიერეთ უმაღლესი გონის ყოფნა - საკუთარ თავში და


ყველგან თქვენს ირგვლივ. გახსოვდეთ, რომ ის რეალურად არსებობს. ზუსტად ახლა
ის გაკვირდებათ და ყველა თქვენი განზრახვა იცის. არ დაგავიწყდეთ, რომ ის -
ყოველი ცოცხალის შემოქმედია, და რომელიც დროისა და სივრცის მიღმა მყოფობს.
აი, ბოლო ნაბიჯიც გადაიდგა სხეულის მიდრეკილებების და ეგო-გონების ხრიკების
დაძლევის გრძელ გზაზე. და თუ უმაღლესი გონი მართლაც არსებობს, სთხოვეთ მას,
განიშნოთ, რათა მიხვდეთ, რომ კონტაქტი შედგა. უთხარით შემოქმედს: „თუ დღეს მე
მართლაც შენი ხატებით და მსგავსებით ვმოქმედებდი, გთხოვ, მანიშნე, რომ ჩემი
ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩა. დაე, შენი გამოხმაურება ჩემთვის მოულოდნელი
აღმოჩნდეს, გამომაღვიძოს ჩვეული ძილისგან და იოტისოდენა ეჭვიც კი არ
დამიტოვოს, რომ ის შენგანაა, და შემდგომი მოქმედებებისთვის აღმძრას“.

გახსოვდეთ: თუ გამოხმაურება მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იქნება, ე.ი.


თქვენს სამყაროში არაფერი შეცვლილა. არ აყვეთ ცდუნებას ახლად და
მოულოდნელად ჩათვალოთ ის, რაც სულის სიღრმეში ჩვეულად აღიქმება. ახალი
ცხოვრება მოულოდნელად და გაუფრთხილებლად უნდა გეწვიოთ, ცოტათი უნდა
შეგაშინოთ კიდეც - მაგრამ არა არსით, არამედ ფორმით, რომლითაც
გამოგეცხადებათ.

გაოცება ძილისგან გამოგაფხიზლებთ, ხოლო მოვლენათა სიახლე სულს შეგიგუბებთ


და მთელ თქვენს ყურადღებას შთანთქავს. ჩვენ საყოფაცხოვრებო გრძნობებზე
ვმაღლდებით. თუ ჩვენ „იოტისოდენა ეჭვიც არ გვაქვს“, ე.ი. ყველაფერი იმდენად
კარგი და საინტერესოა, რომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: ჩვენი ძალისხმევა
ნაყოფს იმკის. და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არაჩვეულებრივი მოვლენები - სხვა
არაფერია, თუ არა უზენაესი გონის შემოქმედება.

გადამწყვეტი ექსპერიმენტი

მაშ ასე, თქვენ უმაღლეს გონს დაუკავშირდით. ის თქვენ ნიშნებს გიგზავნით, და


მხოლოდ თქვენ თავად იცით, რომ ყველაფერი რაც ხდება - მხოლოდ თქვენი
შინაგანი მუშაობის შედეგია. სამყაროს გამოხმაურებები ახალახალი მიღწევებისკენ
გიბიძგებთ. აღსრულებული სასწაულისგან მიღებული დადებითი მუხტი კი შემდეგი
ოცნების რეალიზაციისკენ შეიძლება მიმართოთ. როგორც მეცნიერი ან
ბუნებისმეტყველი და მკვლევარი, თქვენ ექსპერიმენტებს საკუთარ ცხოვრებაზე
ჩაატარებთ და თქვენი შრომის შედეგებს შეაფასებთ.

ცხოვრების აზრი ის არაა, რომ კარგი, ღმერთის მოსაწონი, ულამაზესი, ცნობილი ან


წარმატებული ადამიანი იყოთ, არამედ ის, რომ გაანადგუროთ ნიღბები და ფასადები,
რაც ღვთაებრივი ენერგიის ნაკადს აფერხებს.

ჩვენი მიზანია - ჩვენში უმაღლესი გონი შემოვუშვათ და მას ჩვენში მოქმედების ნება
მივცეთ. ჩვენ ძალა უნდა შევიძინოთ საკუთარი შემოქმედებით და საკუთარ თავს
რთული კითხვები დავუსვათ, რომელზე პასუხებიც აუცილებლად გაამდიდრებს
ჩვენს ბედს. სასწაულებს უნდა ველოდოთ, და არა საშინელებებს. უნდა ვიცხოვროთ
სრული გაცნობიერებით, რომ უმაღლესი გონი ჩვენს მხარესაა. ყოველდღიურობის
საზღვრებიდან ცნობიერების გაყვანით, უხილავი ძალის დახმარებით ჩვენს მიერ
მიღწეულის ჭვრეტით, და აქამდე უცნობი შესაძლებლობებისთვის გახსნილობით,
ჩვენ სულიერად ვიზრდებით და სამყაროს გონის გამტარები ვხდებით.

დავუშვათ, თქვენ საკუთარი თავის ავადმყოფობისგან განკურნება შეძელით. ნუთუ


ამის შემდეგ სხვათა განკურნების სურვილი არ გაგიჩნდებათ? თუ ადამიანის
განკურნებას შეხებით შეძლებთ, ახალი კითხვა დაგებადებათ: „იქნებ, საყვარელი
ადამიანის მორჩენა შორიდანაც შევძლო?“ როდესაც ამ ხელოვნებასაც დაეუფლებით
და ფიზიკურ ზემოქმედებას მოახდენთ ვიღაცის ორგანიზმზე, ახალი ამოცანა
წამოგეწევათ: „ნეტავ, არაფრიდან რაიმეს შექმნას თუ შევძლებ?“

მაინც სადამდე შეიძლება წასვლა? ამ მოგზაურობას დასასრული არ აქვს. ყველაფერი


საკითხის დასმის ხელოვნებაზე, ახალი ცოდნის ძიებაზე და გონების და სულის
ღიაობაზეა დამოკიდებული.

ბოლოთქმა

გახდი ჭეშმარიტად მე

ადამიანთან დაკავშირებით ყველაზე მცდარი დასკვნაა ის, რომ ჩვენ


ერთგანზომილებიანები, მატერიალური რეალობის ჩარჩოებით შემოზღუდულები,
სასიცოცხლო ენერგიას მოკლებულები და ღმერთისგან დაცილებულები ვართ. იმედი
მაქვს, ამ დროისთვის თქვენთვის უკვე ნათელია, რომ სინამდვილეში ღვთაებრივი
ენერგია მუდმივად ჩვენშიც და ჩვენს გარშემო ყველგან იმყოფება. ჩვენი ჭეშმარიტი
არსის შესახებ სიმართლის დამალვა არა მარტო გვამონებს, არამედ გვარწმუნებს, რომ
ჩვენი ცხოვრება ფიზიკური არსებობის ჩარჩოთია შემოსაზღვრული და ჭეშმარიტ
აზრს მოკლებულია.

ჩვენ არ უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენი სამყარო მატერიალური რეალობითაა


შეზღუდული, თავად კი საკუთარ ბედზე ზემოქმედება არ შეგვიძლია. გულწრფელად
ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნმა ძალა მოგცათ და ადამიანის ჭეშმარიტი არსის დანახვაში
დაგეხმარათ.

ყოველი ჩვენგანი - მრავალგანზომილებიანი არსებაა, რომელიც საკუთარ რეალობას


თავად ქმნის. დაე, ეს გახდეს კანონის რანგში აყვანილი თქვენი ახალი ხედვა -
სწორედ ამიტომ დავწერე ჩემი წიგნი. საკუთარი თავისგან გადაჩვევისას, თქვენ
ცნობიერება უნდა დაკარგოთ და - ახალი შექმნათ.

ძველი, ჩვეული ცხოვრებისგან სრულ განთავისუფლებასა და ახალი რეალობის


შექმნამდე დადგება მომენტი, როდესაც თქვენ თითქოსდა ორ სამყაროს შორის
დაეკიდებით და ვერაფერს დაეყრდნობით. აი სწორედ ამ დროს ბევრი ვერ უძლებს
გაურკვევლობის სიმძიმეს და ისევ ჩვეულს უბრუნდება. მაგრამ სწორედ ეს
სიცარიელეა ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი. ეს კარგად იციან მისტიკოსებმა და
წმინდანებმა - და ყველა თავისუფლადმოაზროვნე ადამიანმა.

არაპროგნოზირებადში ცხოვრება - ერთდროულად ყველა შესაძლო პოტენციალის


სახით არსებობას ნიშნავს. შეგიძლიათ ამ სიცარიელეს შეეგუოთ? თუ შეგიძლიათ, ე.ი.
თქვენ უდიდესი შემოქმედი ძალის „მე ვარ“ ნაკადს უკვე შეუერთდით.

ბიოლოგიურ, ენერგეტიკულ, ფიზიოლოგიურ, ემოციურ, ქიმიურ, ნევროლოგიურ და


გენეტიკურ დონეებზე შესაცვლელად და არაცნობიერი რწმენის (რომ ცხოვრების
არსი და მისი საბოლოო მიზანი მეტოქეობაში, კონკურენციაში, წარმატებულობაში,
დიდებაში, ფიზიკურ სილამაზეში, სექსუალობაში, სიძლიერეში და მატერიალურ
სიკეთეებში მდგომარეობს) ტყვეობიდან გასანთავისუფლებლად, ყოველდღიურობის
ბორკილები უნდა დავამსხვრიოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ფორმით
ჩამოყალიბებული „ცხოვრებისეული წარმატების რეცეპტი“ გვაიძულებდა
პასუხებისთვის მიგვემართა და ბედნიერება გვეძებნა გარე სამყაროში, მაშინ როდესაც
ჭეშმარიტი სიხარული და სწორი პასუხები მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენში იყო.

ჰოდა, სად და როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი მე? გარე სამყაროს ნაცნობი


ელემენტების ასოციაციებისგან შეკოწიწებული ფსევდოპიროვნების დახმარებით?
თუ შინაგან ენერგიასთან გაერთიანებით, რომელიც ისევე რეალურია, როგორც
თავად რეალობა, და გონს და ცნობიერებას ფლობს, რომლის იმიტირებაც შეგვიძლია?

რა თქმა უნდა, მეორე. საუბარია როგორც პიროვნული, ასევე უნივერსალური გონის


იმ უშრეტ წყაროზე, რომელთანაც დასაბამიდანვე ყოველი ცოცხალი არსებაა
დაკავშირებული. ესაა ენერგია, რომელიც გონს ფლობს, და მისი ვიბრაცია იმდენად
კოჰერენტულია, რომ ჩვენში გავლისას ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას აღძრავს.
საკმარისია კარი გავუხსნათ - და მაცოცხლებელი ენერგიის ნაკადი შიგნიდან
შეგვცვლის. თქვენმა მონა-მორჩილმაც საკუთარი გამოცდილებით შეიმეცნა, რომ
მხოლოდ ამისთვის ღირს სიცოცხლე.

ვიმედოვნებ, უკვე მიხვდით: სურვილის შემთხვევაში ამ ენერგიასთან წვდომა ყველას


ხელეწიფება. მაგრამ მატერიალისტური შეხედულებების მიმდევართათვის მის
არსებობასთან შეგუება მარტივი არ იქნება. საქმე იმაშია, რომ რეალისტები რეალობას
გრძნობათა ორგანოების მეშვეობით განსაზღვრავენ. თუ რაიმეს დანახვა, გაგონება,
გემოთი, ყნოსვით ან შეხებით შეგრძნება შეუძლებელია, მათთვის ეს არც არსებობს.
მსგავსი დუალიზმი - ადამიანების ილუზიის ხაფანგში გასაბმელად ხელსაყრელი
სქემაა. თუ მხოლოდ აგრერიგად მშფოთვარე და შეგრძნებებით მდიდარ გარე
სამყაროს მივაქცევთ დაჟინებით ყურადღებას, საკუთარ თავში ჩახედვა დაუძლეველ
ამოცანად მოგვეჩვენება.
ენერგია კი ყოველთვის ყურადღებას ახლავს თან. ყურადღების ფოკუსი მიმართეთ
გარე, მატერიალური სამყაროსკენ - და თქვენ სინამდვილეზე შესაბამისი
შეხედულება ჩამოგიყალიბდებათ. და პირიქით, გაცნობიერებულობა პიროვნების
სიღრმისეულ შრეებზე გაავრცელეთ, და თქვენი ენერგია რეალობის საზღვრებს
გააფართოებს. ყოველი ადამიანი თავისუფალია თავად გადაწყვიტოს, როგორ
გამოიყენებს საკუთარ ყურადღებას. ამ უზარმაზარი ძალის მართვის და მისი სწორად
გამოყენების ცოდნა - უდიდესი ძღვენია. გახსოვდეთ: რეალობა ხდება ის, რისკენაცაა
მიმართული თქვენი აზრები და თქვენი ცნობიერება.

თუ რაღაც მომენტში აზრის რეალურობის რწმენას დაკარგავთ, კვლავ


მატერიალიზმის მარწუხებში მოექცევით, და მთელი ძალისხმევა წყალში
ჩაგეყრებათ. თქვენ უბრალოდ არჩევანს ემოციური დამოკიდებულების ან
დაუყოვნებელი დაკმაყოფილების მიღების ჩვევის სასარგებლოდ გააკეთებთ და
საკუთარ თავს ახალი შესაძლებლობების გარეშე დატოვებთ.

დილემა სწორედ აქ იმალება: მომავალი, რომელსაც გონებაში ვქმნით, ჯერ არ


გამოვლენილა შეგრძნებებში. კვანტური მოდელის მიხედვით, სენსორული
დადასტურება სულ ბოლოს გამოჩნდება. სწორედ ამიტომ ბევრი მატერიალიზმს
უბრუნდება და ავტომატურ არსებობას აგრძელებს.

მსურს შეგახსენოთ, რომ ყველა მატერიალური ობიექტი სწორედ იმ უხილავი


არამატერიალური ველიდან წარმოიქმნება, რომელიც დროისა და სივრცის მიღმა
არსებობს. მარტივად, მარცვალს ნატიფ სამყაროში დათესავთ და მის ნაყოფს
რეალობაში იხილავთ. თუ ოცნებაში ჩაძირვას სხეულითაც და გონებითაც შეძლებთ,
შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ პოტენციალი უკვე განხორციელდა. ამიტომ, მხოლოდ
გაუშვით თქვენი სურვილი; ის თავისთავად გამოვლინდება გარე სამყაროში. ასეთია
კანონი.

ყველაზე ძნელი კი ისაა, რომ დრო არ დაგენანოთ საკუთარი ფასდაუდებელი მე-


სთვის და ეს ყველაფერი პრაქტიკულად განახორციელოთ.

სულ ესაა. ყოველი ჩვენგანი - ღვთაებრივი შემოქმედია. შთაგონება და ცოდნის


ჰორიზონტის გაფართოების მოთხოვნილება შემოქმედებითი პროცესისკენ
გვიბიძგებს. და ამავდროულად ნებისმიერი ადამიანი ჩვევების ნაყოფია. ჩვენ
აბსოლუტურად ყველაფერს ვეჩვევით. სამი სახის ტვინი საშუალებას გვაძლევს
ცოდნიდან შეგრძნებების გზით სიბრძნეში გადავიდეთ. ერთი და იგივე მოქმედების
მრავალჯერადი განმეორების შემდეგ ის სხეულის დონეზე დაისწავლება და გონების
გარეშე ხორციელდება - ასეთია ჩვევის განსაზღვრება.

პრობლემა ისაა, რომ ხანდახან ისეთ ჩვევებს ვიძენთ, რომლებიც ჩვენს ჭეშმარიტ
სიდიადეს ზღუდავს. სერიოზული მიჩვევის გამომწვევი თვითგადარჩენის ემოციები
შეზღუდვების ტყვეობაში და საწყისისგან მოწყვეტით ცხოვრებას გვაიძულებს. ჩვენ
გვავიწყდება, რომ თავად ვართ შემოქმედნი. არსობრივად, სწორედ ცნობიერების
სტრესული მდგომარეობებია დამნაშავე იმაში, რომ ემოციების ტვეობაში
ვცხოვრობთ, ენერგიის ნაკლებობას განვიცდით და შიშზე დაფუძნებულ
შეხედულებებს ვემონებით. მსგავსი ფსიქოლოგიური მდგომარეობები უკვე ნორმად
იქცა - ადამიანების უმეტესობა მათ ბუნებრივად აღიქვამს. სინამდვილეში კი,
ცნობიერების სწორედ ეს მდგომარეობები არის კიდეც „შეცვლილი“.

ხაზგასმით გავიმეორებ: მილიარდობით ადამიანისთვის დამახასიათებელ სევდას,


დეპრესიას, ფრუსტრაციას, მრისხანებას, დანაშაულს, ტკივილს, აფორიაქებას,
ნაღველს და სხვა ნეგატიურ ემოციებს ისინი წონასწორობიდან გამოყავს და მათ
ჭეშმარიტ არსს ამახინჯებს. და სრულიად შესაძლებელია, რომ ე.წ. „ცნობიერების
შეცვლილი მდგომარეობა“, რომელიც მედიტაციის მწვერვალზე მიიღწევა,
სინამდვილეში ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს, და სწორედ მისკენ
უნდა ვისწრაფოდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს აზრი ჩემს ჭეშმარიტებად იქცა.

დროა გამოიღვიძოთ და ჭეშმარიტების ცოცხალ მაგალითად იქცეთ. მაგრამ არაა


საკმარისი, მხოლოდ შესაბამისი შეხედულებების გაზიარება; ისინი ცხოვრებაში
უნდა განახორციელოთ, ყველგან და ყოველთვის მხოლოდ მათით უნდა
ხელმძღვანელობდეთ. თუ ჩვენს იდეალებს განვახორციელებთ და მათ ჩვევად
ვაქცევთ, ისინი ნელნელა თავად ჩვენი ნაწილი ხდებიან.

და რაკი ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, დაე, ნამდვილი სიდიადე და თანაგრძნობა,


ტალანტი და საზრიანობა, სიყვარული და გულუხვობა, გაცნობიერებულობა და
პიროვნული ძალა, კვანტური მანიფესტაცია და მკურნალის ნიჭი, და რაღა თქმა
უნდა, ღვთიურ საწყისთან სიახლოვე ჩვენს ახალ ჩვევებად იქცნენ. ჩვენში დალექილი
ხასიათის ნიშნებად ქცეული დასწავლილი ემოციების ფენები უნდა ჩამოვირეცხოთ;
ჩვენზე გაბატონებული ეგოისტური თვითშეზღუდვები ჩამოვიფერთხოთ; რეალობის
ბუნებისა და საკუთარი თავის შესახებ მცდარ წარმოდგენებს დავემშვიდობოთ; ჩვენი
განვითარების მუდამ შემანელებელი დესტრუქციული ნეირონული პატერნები
დავძლიოთ, და გავთავისუფლდეთ განწყობებისგან, რომლებიც საკუთარ ჭეშმარიტ
არსს გვიმალავენ.

ამ ნაირნაირი ნიღბის ქვეშ კი განაბულა და საკუთარ დროს უცდის ერთი ძალზე


კეთილი და დიდსულოვანი არსება - ჩვენი ჭეშმარიტი მე. ჩვენ მას აღმოვაჩენთ,
როდესაც არაფერი გვემუქრება; როდესაც დანაკარგების არ გვეშინია და არ
ვცდილობთ ყველას ვასიამოვნოთ; წარმატებისთვის წელში არ ვწყდებით და
წარსულს არ მივტირით. ასეთები მაშინ ვხდებით, როდესაც არასრულფასოვნების
კომპლექსი, სასოწარკვეთილება, სიხარბე და სხვა მძიმე გრძნობები არ გვტანჯავს.
ულევი პიროვნული ძალისკენ გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვით, ჩვენ
დიდსულოვნებას ვავლენთ და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ
კაცობრიობას ვეხმარებით.

ამრიგად, ყველაზე გრანდიოზული გადაჩვევა - საკუთარი თავისგან გადაჩვევაა,


ყველაზე გრანდიოზული ჩვევა კი, რომლის შეძენაც სამაგიეროდ შეგვიძლია, არის -
გავხდეთ ღვთაებრივი გონის გამტარი. და სწორედ იმ მომენტში გაგეხსნებათ თქვენი
ჭეშმარიტი არსი. თქვენ კვლავ - და ამჯერად უკვე ჭეშმარიტად მე გახდებით.

You might also like