You are on page 1of 2

ფუნქციური სტილი

ფუნქციური სტილის ცნება


დისციპლინათშორისი კვლევების ინტენსიური განვითარება შეეხო სტილისტიკას ,
კერძოდ კი ფუნქციურ სტილისტიკას როგორც ენათმეცნეირების ერთ-ერთ დარგს .
ამგვარი კვლევები აკავშირებს ფუქცუირ სტილისტიკას სხვა მომოჯნავე
დისციპლინებთან როგორიცაა: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, კიბერნეტიკა და სხვა.
ტერმინი “ფუნქციური” ხშირად სხვადასხვა მნიშვნელობას უკავშირდება. ვ.
ჰუმბოლდტიდან ფუნქცია ნიშნავს როცა ენობრივ საშუალებათა დანიშნულების
ცნება უკავშირდება ენობრივის მიმართებას არაენობრივ სინამდვილესთან.
მეტყველების ფუნქციური დიფერენციაციის პრობლემას გარკვეული ისტორია აქვს .
ენის ფუნქციებს მრავალფეროვნება სწორედ სამეტყველო ურთიერთობაში
ვლინდება. ამჟმად ეჭვგარეშეა 5 ძირითადი ფუნქციური სტილის არსებობა:
სამეცნიერო, პუბლიცისტური, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, სასაუბრო.
თანამედროვე სტილისტიკაში ფუნქციური სტილების გამოყოფის პრინციპები
საკამათო რჩება და 2 ძირითადი მიმართულებით ვითარდება. 1-ლი წარმოადგენს
კლასიფიკაციებს, რომლებიც უშუალოდ ემყარება ფუნქციური სტილის
დამოკიდებულებას ენის ფუნქციაზე. მე-2-ე კი ენობრივი ფუნქციების გარდა,
მიუთითებს ექსტრალინგვისტური ფაქტორების აუცილებლობაზე.
დებულება საკომუნიკაციო სიტუაციის გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ
ახალი არ არის. ჯერ კიდევ შ. ბალი თვლიდა , რომ სტილისტიკის საგანი უნდა
მოიცავდეს ენობრივი საშუალებების ზეგავლენას გრძნობებზე. ლიტერატურული ენის
ფუნქციური განშრევების პრობლემის არსებობა რომელიც დასმული იყო ჯერ კიდევ
პრაღის ლინგვისტური წრის მიერ და მასთან დაკავშირებული ენობრივი საშუალებების
სწორად გამოყენების საკითხების აქტუალობა ამჟამად ეჭვს არ იწვევს. დისკუსიის
საგნად რჩება ფუნქციური სტილების გამოყოფის კრიტერიუმები, მათი
რაოდენობა, ასევე მათთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა.
სტილის ნიშან-თვისებები წარმოადგენს ლინგვისტური ხასიათის აბსტრაქტულ
კატეგორიებს, რომლებიც არიან სტილის პარამეტრები, ახდენენ ენობრივი
საშუალებების მოტივირებული გამოყენების ტიპიური თავისებურებების ფოკუსსა
და სინთეზს. დიფერენცირებული ნიშან-თვისებების თეორია შემუშავებულ იქნა
პროფ. ი. გალპერინის მიერ. ამ თეორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულების
თანახმად, ყოველი სტილი გამოირჩევა სხვა სტილების ჯამიდან. სტილის
სპეციფიკა განისაზღვრება მათი ურთიერთთანაფარდობით. ამ თეორიის
თნახმად თითიეული სტილი ხასიათდება ძირითადი და დამატებითი ნიშან-
თვისებებით. ძირითადი - იყოფა მუდმივ და ცვალებად ნიშან-თვისებებად.
დამატებითი კი - აუცილებელ და ფაკულტატიურ ნიშან-თვისებებად. აღსანიშნავია
რომ ერთი სტილის ნიშან-თვისებები შეიძლება მეორდებოდეს მეორე სტილში.
ფუნქციური სტილები - სამეცნიერო, სასაუბრო, საქმიანი, პოეტური, ორატორული
და პუბლიცისტური წარმოადგენენ ენის ქვესისტემებს. ყოველ მათგანს გააჩნია
თავისი სპეციფიკური თავისებურებები ლექსიკასა და ფრაზეოლოგიაში,
სინტაქსურ კონსტრუქციაში და ზოგჯერ ფონეტიკაშიც. ფუნქციური სტილების
არსებობა განპირობებულია გარკვეული სპეციფიკით ადამიანთა ურთიერთობის
სხვადასხვა სფეროში.
სახელწოდება “ფუნქციური სტილი” სწორადაა შერჩეული ვინაიდან ყოველი
სტილის სპეციფიკა გამომდინარეობს ენის ფუნქციის თავისებურებიდან
მოცემული ურთიერთობის სფეროში.
ფუნქციური სტილისტიკა სწავლობს ენის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს
ყველა ტიპის ენაში.
ტექსტის სტილი განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ადრესატის ასაკის,
მისი განათლების, ცოდნის დონის, სოციალური სტატუსის, ინტერესთა სფეროს
გათვალისწინებით.
არისტოტელე წერს: “სტილი არ უნდა იყოს ამაღლებული, არც მდაბალი, არამედ
მიზანშეწონილი. კარგი სტილის სიტყვა ან ნაწარმოები მიზანშეწონილი, ე.ი. საგნის
შესაბამისი უნდა იყოს”.

You might also like