You are on page 1of 2

მარიო ბელლინი – სიცოცხლეში დაფასებული გენიოსი არქიტექტორს, დიზაინერსა და

საკულტო ავეჯის შემოქმედი, ბელინის წარმატების ისტორიას და საუკეთესო


ნამუშევრებს გაგაცნობთ.

მარიო ბელინი მილანში, 1935 წლის პირველ თებერვალს დაიბადა. 1959 წელს
მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტი დაასრულა.

1963 წელს მარიო დიზაინის საკითხებში კომპანია “Olivetti“-ის კონსულტანტი გახდა


და მალე პერსონალური კომპიუტერების ერთ-ერთი პროტოტიპის დიზაინი
შეიმუშავა. ამ „Programma 101“-ით ახალი კომპიუტერული ეპოქა დაიწყო და
ტექნიკური დიზაინის მისაბაძი მაგალითი გაჩნდა. ბელლინი ამ თანამდებობას 1993
წლამდე, 30 წელი იკავებდა და მრავალი მოხერხებული და ერგონომიული საბეჭდი
მანქანა, სალაროს ტერმინალი, ტელეტაიპი და პრინტერი გამოუშვა.

1963 წელს ბელლინიმ საკუთარი სტუდია „Studio Bellini“ დააფუძნა და ახალ ეპოქაში
შეაბიჯა. ფაბრიკებისთვის „Cassina“ და „B&B Italia“ მან სკამი და სავარძელი CAB
(Cassina) და დივანი Le Bambole (B&B Italia) დაამზადა. მოგვიანებით ისინი საკულტო
ნივთებად იქცა და „МоМА“-ს მუდმივ კოლექციაში შევიდა. გარდა ამისა, როდესაც
„Vitra“-მ ოფისის სეგმენტის დაკავება გადაწყვიტა, ავეჯის დასაპროექტებლად
სწორედ მარიო მოიწვია. მან კი სავარძლების კოლექცია შექმნა, რომელიც თითოეულ
მომხმარებელს ინდივიდუალურად ერგებოდა.

ბელლინის პორფოლიოში ისეთი ვარსკვლავური ბრენდები შედის, როგორიცაა:


„Artemide“, „Driade“, „Candy“, „Castilia“, „Flou“, „Kartell“, „Meritalia“, „Natuzz“, „Poltrona
Frau“ და სხვა.

80-იანი წლების ბოლოს მარიო ბელლინიმ მუშაობა არქიტექტურულ სფეროში დაიწყო და


საქმეს თავიდანვე გლობალურად მიუდგა. მან „Mario Bellini Architects“-ს დააფუძნა, რომელიც
დღემდე აგრძელებს საქმიანობას. მარიო ბელლინის დაპროექტებული შენობებიდან
აღსანიშნავია: ტოკიოს დიზაინის ცენტრი, მელბურნის ნაციონალური გალერეა
„ვიქტორია“,“Deutsche Bank“-ის სათავო ოფისი ფრანკფურტში, ქალაქ ბოლონიის ისტორიის
მუზეუმი, ისლამური ხელოვნების დეპარტამენტის შენობა ლუვრში. 2015 წელს მილანის
„ტრიენალეზე“, არქიტექტურაში შექმნილი კარიერისთვის, ის ოქროს მედლით
დააჯილდოვეს.

70 -იან წლებში ამ დივანმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ის მარტო ავეჯის


ნივთი კი არა, არქიტექტურული ელემენტიც იყო, რომელსაც სივრცის გარდასახვა
შეეძლო. „სახელწოდება Camaleonda, რომელიც მე მოვიფიქრე, ორი სიტყვისგან
შედგება: camaleonte (იტალიურად ქამელეონს ნიშნავს) – არაჩვეულებრივი
ქვეწარმავალი, რომელსაც გარემოსთან ადაპტირება შეუძლია და „onda“, ანუ ტალღა,
რომელიც ზედაპირზე რბილ მრუდებს ხაზავს. ეს ორივე სიტყვა ამ დივნის ფორმასა
და ფუნქციას აღწერს“ – იხსენებს ბელლინი.
1997 წელს ბელინიმ იტალიის ყველაზე დიდი საგამოფენო ცენტრი „Fiera Milano“-თვის
პავილიონი დააპროექტა.

“დიზაინერის კარიერა არის იმის უკეთესად სწავლის პროცესი, რაც ინსტინქტურად


უკვე ვიცით.”
არსებობენ დიზაინერები, რომლებიც არამხოლოდ ინტერიერს ან პროდუქტს ქმნიან,
არამედ ნივთებს, რომლებიც ხელოვნების ობიექტებად შეიძლება მოვიაზროთ. ახლა
სწორედ ასეთ ადამიანზე, მარიო ბელინიზე უნდა გიამბოთ, რომელიც კარგადაა
ცნობილი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დივნებით.

ამ ადამიანმა რვაჯერ მიიღო ოქროს კომპასის ჯილდო და მისი 25 ნამუშევარი ნიუ-იორკის


MoMA– ს მუდმივ დიზაინის კოლექციაშია. ის იყო ჟურნალ Domus–ის რედაქტორი 1985-1991
წლებში და, ამავდროულად, იღებდა მონაწილეობას ხელოვნების, დიზაინისა და
არქიტექტურის გამოფენებში, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2015 წელს მილანის ტრიენალემ მას მიანიჭა ოქროს მედალი არქიტექტურაში და 2017 წელს
მას მიუძღვნა რეტროსპექტული გამოფენა. 1980 წლიდან იგი ძირითადად ორიენტირებულია
არქიტექტურაზე. მის ნამუშევრებს შორისაა: პორტელოს სავაჭრო გამოფენის რაიონი
მილანში, ვილა ერბას საგამოფენო და საკონვენციო ცენტრი ცერნობიოში (კომო), ტოკიოს
დიზაინის ცენტრი იაპონიაში, ვიქტორიის ეროვნული გალერეა. მელბურნი, ისლამური
ხელოვნების დეპარტამენტი ლუვრში პარიზში, მილანის ახალი კონვენციის ცენტრი, ახალი
საერთაშორისო Airterminal T3 რომში Fiumicino.

You might also like