You are on page 1of 3

ლიზი ბერძენიშვილი

ორი შენობა და თანამედროვეობის ორი სახე - მოდერნიზმი და პოსტ-მოდერნიზმი

ტექნოლოგიური და საზოგადოებაში მომხდარი ცვლილებების შედეგად, მეოცე


საუკუნის დასაწყისში ჩნდება მოდერნისტული არქიტექტურა. მსგავსი აზროვნების
ამოცნობა შეგვიძლია რაციონალურად გამოყენებული მასალებით, ორნამენტისა და
დეკორაციის აღმოფხვრით, სტრუქტურული ინოვაციებითა და ფუნქციურად
პრიორიტეტული შენობებით. მოდერნიზმი განვითარდა, როგორც მანქანების,
ავტომატიზაციის და ურბანული დიზაინების გამოყენების საშუალება. ამ მიმდევრობის
არქიტექტორები ფასადების ორნამენტებით დაფარვის ნაცვლად, აღიარებდნენ
სტრუქტურულ სიმართლეს, პრინციპს, რომ „ფორმა მიჰყვება ფუნქციას“, დიზაინი
პირდაპირ გამომდინარეობს მიზნიდან. ასევე, აღსანიშნავია, ამ ეპოქის ნაგებობების
სისადავე, სითეთრე და სიცხადე, განთავისუფლება ზედმეტი დეტალებისაგან. სწორედ
მოდერნისტული აზროვნებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვიმსჯელოთ
პოსტმოდერნიზმზეც, რომელიც შეგვიძლია მსგავსი არქიტექტურის კრიტიკულ პასუხად
აღვიქვათ. 1960 -70-იან წლებში არქიტექტორები უარყოფენ საერთაშორისო სტილს, მკაცრ
მინიმალიზმს, მართკუთხა თეთრ ყუთებს და ქმნიან ისეთ პოსტმოდერნულ შენობებს,
რომლებიც ხასიათდება ერთგვარი „თამაშით“, კომპლექსურობითა და ახირებებითაც.
ქმნიან სრულიად უნიკალურ სტრუქტურებს და კლასიკურ არქიტექტურას აერთიანებენ
თანამედროვე ელემენტებთან. პოსტმოდერნიზმი ხასიათდება ფერადოვნებითა და პოპ-
კულტურის გამოძახილებებით. ფორმა იცვლება ანტიფორმით, დანიშნულება-თამაშით,
ანარქიით, ვან დერ როეს ფრაზა „Less is more“ აღქმული იქნა „Less is Bore“-ად.
ორი საცხოვრებელი კომპლექსის, ლე კორბუზიეს Unité d'Habitation-ის, რიკარდო
ბოფილის La Muralla Roja-თან ერთმანეთის შედარებით, ნათლად შეგვიძლია დავინახოთ
კონტრასტი მოდერნისტულ და
პოსტმოდერნულ მიდგომებს შორის.
ლე კორბუზიემ 1952 წელს
„საცხოვრებელი მანქანა“ მთელ კომუნას
მოარგო და ააშენა Unité d'Habitation. მას
სწამდა, რომ მსგავსი ტიპის ბლოკები
გამოსავალი იყო მეორე მსოფლიო ომის
დროს იძულებით გადაადგილებული
მასების დასასახლებლად და მიაჩნდა, რომ
შენობის მაღლა აზიდვით სივრცე
შეიძლება გამოყენებულიყო, როგორც
კეთილმოწყობილი ქუჩა. კორბუზიეს
მიზანი ამ ნაგებობით იყო, რომ მიეღწია
„მკაცრი, დიადი, კეთილშობილი, ბედნიერებისა და
ელეგანტურობის“ არქიტექტურული პროდუქტისათვის.
ამასთან კორბუზიე ეკონომიურ გადაწყვეტილებებზეც
ფიქრობს და ამ შემთხვევაში, გლუვი თეთრი ზედაპირის
ნაცვლად, ხის ფიცრებით ტექსტურირებულ ბეტონს
იყენებს, რითიც თავიდან იცილებს ფოლადის ჩარჩოს
შექმნის აუცილებლობას.
მეორეს მხრივ, La Muralla Roja
(წითელი კედელი) ერთგვარ უტოპიურ,
ექსპერიმენტალურ საცხოვრებელ
კომპლექსს წარმოადგენს. ეს
„ლაბირინთი“ , რომელიც დატვირთულია
ვარდიფერი და ლურჯი კიბეებით,
ხიდებითა და ტერასებით პირანეზისეულ
ფანტასტიკურ სივრცეებსაც კი
მოგვაგონებს. კომპლექსი 50 სახლს
მოიცავს, ფერები გამიზნულად ისეა
შერჩეული, რომ შენობა ყოველი მხრიდან
სხვადასხვანაირად გამოჩნდეს, წითელი
და ვარდისფერი მხოლოდ ექსტერიერის
კედლებია, ხოლო ლურჯი ტონალობები ძირს განთავსებულ სიბრტყეებსა და კიბეებზეა.
ვფიქრობ, აღსანიშნავია ისიც, რომ La Muralla Roja სოციალურ ქსელებში ძალიან
გავრცელებულია მისი გამბედავი ვიზუალის გამო და მოდის გადაღებებისა თუ
„სელფების“ პოპულარული ნაწილია. უტოპიური კომპლექსი თითქოს სიხარულის
შეგრძნებას განასახიერებს.

ვფიქრობ სწორედ ამ ორი კომპლექსის მიხედვით ბევრი შეიძლება ვიმსჯელოთ


მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის განსხვავებებზე. კორბუზიეს
ფუნქციონალისტური ხედვა და Muralla Roja-ს ვიზუალური ზემოქმედება. Unité
d'Habitation ორიენტირდება ეფექტურობაზე და რაციონალური საცხოვრებელი პირობების
შექმნაზე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხალხის დასახლებაზე. ბოფილის ეს შენობა კი
ერთგვარ ახირებას წარმოადგენს, განლაგებებისა და ფერებით თამაშს, მრავალფეროვან,
მხიარულ ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

რომ შევაჯამოთ, ეს ორი საცხოვრებელი კომპლექსი წარმოადგენს მოდერნისტული


ფუნქციანულისტური იდეების გარდასახვას პოსტმოდერნულ ექსპრესივიზმსა და
ეკლექტიზმში. ორივე კომპლექსი განკუთვნილია კომუნალური ცხოვრებისათვის, თუმცა
დაწერილია სხვადასხვაგვარი ენით.
ვფიქრობ, რომ ცხადი ხდება თუ როგორაა
პოსტმოდერნიზმი კონცენტრირებული
შედარებით ვიზუალურად
მასტიმულირებელ ასპექტებზე და
საზოგადოების მეტ ყურადღებასა და
დაფასებას ამიტომაც იწვევს. ჩემი აზრით,
მიუხედავად მათი ურთიერთსაპირისპირო
ენებისა, ორივე მიდგომა დასაფასებელია,
ადამიანები მუდამ მიისწრაფვიან მსგავსი,
უტოპიზმისაკენ, თუმცა სრულფასოვანი
ცხოვრებისათვის კოლოსალური და საკვანძო
სწორედ ის მიდგომაა, რასაც ლე კორბუზიე
Unité d'Habitation-ის აშენებისას იჩენს.

Works Cited
Frearson, Amy. “Brutalist Buildings: Unité d’Habitation, Marseille by Le Corbusier.” Dezeen, Dezeen, 15

Sept. 2014, www.dezeen.com/2014/09/15/le-corbusier-unite-d-habitation-cite-radieuse-marseille-

brutalist-architecture/.

“Modernist Architecture - Designing Buildings Wiki.” Designingbuildings.co.uk, 26 Mar. 2021,

www.designingbuildings.co.uk/wiki/Modernist_architecture.

“Step inside an Architectural Icon: Muralla Roja by Ricardo Bofill.” ELLE Decoration, 16 July 2020,

www.elledecoration.co.uk/design/a33311807/architectural-icon-muralla-roja-by-ricardo-bofill/.

Accessed 9 Jan. 2024.


https://www.masterclass.com/articles/postmodern-architecture

You might also like