You are on page 1of 4

არქიგრემი ავან-გარდული არქიტექტორთა ჯგუფისმიერ 1960-იან წლებში ჩამოყალიბდა.

ის იყო ნეოფუტურისტული არქიტექტურა.(არქიგრემი მომდინარეობდა სიტყვიდან


არქიტექქტურული ტელეგრამა რაც იმას ნიშნავს რომ მესიჯი არქიტექტურის მეშვეობით
უნდა იგზავნებოდეს ანუ არქიტექტურა რაიმე იდეის და მნიშვნეობის მატარებელი უნდა
იყოს.) არქიგრემი ჩამოყალიბდა ატომური ომის წინააღმდეგ გალაშქრების, ლაზერული
ჰოლოგრამის გამოგონების, კოსმოსში პირველი ადამიანის და ახალი ტექნოლოგიების
განვითარების პეროდში. არქიგრემიც ინსპირაციას სწორედ ტექნოლოგიებიდან ,
სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველებიდან თუ კომიქსებიდან იღებდა ახალი რეალობის
შესაქმნელად, რომელიც მხოლოდ ჰიპოთეტური იდეებით გამოიხატებოდა, ისინი
უმეტესად მუშაობდნენ ქაღალდის არქიტექტურაზე, კოლაჟებსა და მოდელებზე.

არქიგრემი შედგებოდა ექვსი წევრისგან პიტერ კუკი, უორენ ჩოკი, რონ ჰერონი, მაიკლ
უები, დევიდ გრინი და დენის კრომპტონი. 1961 წელს როდესაც მათი ნაწილი ჯერ კიდევ
არქიტექტურის სტუდენტი იყო დაარსეს არქიტექტურული ჟურნალი არქიგრემ 1 და 74
წლამდე გამოსცეს 9 ჟურნალი, სურათებიდან ჩანს რომ ისინი ინსპირაციას პოპ
არტისტებისგანაც კი იღებდნენ ამაზე მეტყველებს მკვეთრი ფერების გამოყენება და
დინამიურობა. ჟურნალის გამოოცემით ასევე შესაძლებელი გახადეს განვითარება უფრო
ფანტასტიკური თუ ირაციონალური კუთხით წასულიყო,რომელიც უარყოფილი იყო
მოდერნისტების მიერ,მაგრამ მან მაინც გაიდგა ფესვები არქიტექტურულ თეორიებში .
(ჟურნალი გამოხატავდა მათ მთავარ იდეას, ქალაქი რომელიც წარმოადგენდა არა
არქიტექტურულ სისტემას , არამედ განსხვავებული სტრუქტურების კომბინაციას,
რომელიც აერთიანებდა მასში მცხოვრებ ხალხს.) ჟურნალის პირველ გამოცემაში
გვხვდება კუკის და ვების არქიტექტურული ჩანახატები და დევიდ გრინის პოემები. ისინი
ასევე აკრიტიკებდნენ ბრიტანული არქიტექტურის კონსერვატიულობას და თვლიდნენ
რომ ყოველ ეპოქას თავისი სახე აქვს რომლის ფორმათქმნადობაში წვლილი ურბანულ
ლანდშაფტსაც მიუძღვის. სწორედ ამიტომ დევიდ გრინმა არქიგრემის ერთ ერმა წევრმა
თქვა რომ „ ფორმა ფუქნციას არ მიყვება ის მიყვება იდეას და იმის სურვილს რომ
არქიტექტურა იყოს მხიარული“.

ჯგუფი ცდებს ატარებდა მოდულურ არქიტექტურაზე, მობილურობაზე გარემოში , ასევე


კოსმიურ კაფსულებზე და მასობრივი მომხმარებლის არქიტექტურაზე. მიუხედავად იმისა ,
რომ მათი ეს იდეები გვთავაზობდა მაცდუნებელ ხედვას მომხიბლავი განვითარებული
მომავლისა, ამ ქალაქებს კავშირი არ ქონდათ რეალურ ქალაქებთან და მათ
პრობლემებთან,ხოლო სოციალური თუ გარემოსდაცვითი საკითხები მათი მხედევლობის
მიღმა რჩებოდა. ეს კი იმ ხალხს აღიზიანებდა ვისაც კავშირი ჰქონდა ურბანული
ცხოვრების პრობლემებთან. (არქიგრემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება
გამოიწვია არამარტო იმან რომ ისინი შენობის საფრთხეებს და პასუხისმგებლობებს
აცილებდნენ თავს, ასევე იმიტომ რომ ისინი შენობას თითქოს უარყოფდნენ უორენ ჩოკი
ჯგუფის წევრებს წერდა რომ არქიტექტურა ალბათ გამასხარავება იყო , და რაღაც
ირაციონალურის რაციონალურად წარმოჩენის შესაძლებლობა. ანონიმურმა
არქიტექტორმა architect’s journal ში 1970 წელს დაწერა „ დაემშვიდობეთ ელექტრო ქსელში
ჩართულ ქალაქს და სხვა სისულელეებს, ახლა არქიგრემა რეალური შენობები უნდა
დააპროექტოს როგორც ყველა ჩვენგანმა“)

არქიგრემის ნამუშევრები ირონიული ხასიათის მატარებელი იყო, რადგან მათი


განხორციელება შეუძლებელი იყო და ისედაც ეს მიზანად არც ერთი არქიგრემის წევრს
არ ჰქონდა დასახული. თუ ბაკმინსტერ ფულერის ეფემერილიზაცია ვარაუდობს რომ რაც
შეიძლება ნაკლები მასალისგან უნდა გაკეთდეს მეტი რომ საბოლოოდ ყველაფერი
შეიქმნას არაფრისგან ეს იდეა წარმოიშვა იქიდან რომ მასალა სასარული იყო ხოლო
მოსახლეობა იზრდებოდა, არქიგრემი კი ეყრდნობოდა უსასრულო რესურსების
მომავალს. არქიგრემის ნეოფუტურისტული მიმართულებაზე გავლენა მოახდინა ანტონიო
სანტელიას ნამუშევრებმა, ასევე ბაკმინსტერ ფულერმა და იონა ფრიდმანმა . ამ
დაჯგუფების წევრების აზრით არქიგრემისთვის დამახასიათებელი იყო დინამიურობა ,
თითქოს შენობა თხევადი იყო, სიმსუბუქე და შეუჩერებელი ცვალებადობა.მათ სურდათ
დაეჩქარებინათ განვითარება ხელოვნებასა და არქიტექტურაში რადგან ისინი ფეხს ვერ
უწყობდნენ იმ ცხოვრების წესს, მექანიზმებს და პროდუქტებს რომლებიც უკვე
ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. სწორედ ამიტომ მათი მიზანი ისევე როგორც
პოპარტისტებისთვის იმ პერიოდში იყო, რომ მათი ხელოვნებას ფორმა მიეღი იმ
ტექნოლოგიებიისა და სამომხმარებლო კულტურის აფეთქებებისგან, რომელიც მათ
გარშემო ხდებოდა. (დევიდ გრინი წერდა, რომ ეს ახალი ცვლილებები დაკავშირებული
იყო ახალ ფორმებთან, რადგან ადამიანებს იმ პერიოდისთვის წვდომა ჰქონდათ ისეთ
ტექნოლგიებთან რომლებიც საშუალებას მისცემდა, რომ მაგალითად პლასტმასისთვის
ნებისმიერი ფორმა მიეცათ, ნებისმიერი ზომის ბუშტები დაემზადებინათ ან მრავალი სახის
ფოლადის კონსტრუქცია შეექმნათ.)

სწორედ ამ იდეებს შეესაბამება მათი ნამუშევრები მაგალითად პიტერ კუკის მიერ


შექმნილი ელექტრო ქსელში ჩართული ქალაქი, რომელიც ერთ იდეაზე დაფუძნებული
სერიების კომბინაცია იყო და მასზე 1963 წლიდან 66 წლამდე მუშაობდნენ და
ავითარებდნენ. ის იყო შექმნილი ფართომასშტაბიანი ქსელის სტრუქტურის გამოყენებით,
რომელიც შედგებოდა პერსონალურ წინასწარ ქარხნულად დამზადებულ სახლებისგან ,
რომლებიც თავსდებოდა მეგსტრუქტურაზე.მას ჰქონდა დანაყოფები რომელიც ყველა
საჭიროებისთვის იყო გათვალისწინებული მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში
მოძველდებოდა და ვადა გადიოდა, სწორედ ამიტომ იყო შესაძლებელი ქალაქის ამ
კომპონენტების გამოცვლა. დანაყოფები იმართებოდა ამწეების დახმარებით, რომლებიც
მოქმედებდნენ სტრუქტურის მწვერვალიდან. ინტერიერი შეიცავდა რამდენიმე მექანიკურ
და ელექტრონულ ინსტალაციას რომელიც განკუთვნილი იყო ყოველდღიური
საქმიანობის ჩანაცვლებისთვის.

ბიზნეს ცენტრში გვხვდბოდა ბიზნეს სასტუმრო თავისის ოფისებით და ა.შ ასევე იყო ერთ
შენობაში ყველა ფირმისთის განკუთვნილი კომპიუტერები, გვხვდება მოძრავი შენობა და
სწრაფი მონორელსი.

ქვევით სურათში გვხვდება ამწე რომლის საშუალებით საქონელი მილებში ხვდებოდა ,


რომელიც ქალაქის ძირითადი დამაკავშირებელი იყო, აქედან კი ისინი მაღაზიის საწყობ
მილებში გადადიოდა მათ ქვეშ კი მაღაზიების დანაყოფები იყო განთავსებული . მილების
ნახევარ სწორედ საქონლის დახარისხებისთვის გამოიყენებოდა ნაწილს კი
გადასაადგილებლად იყენებდნენ. ასევე გვხვდება აქ ლიფტის მილები , ადგილობრივი
პარკინგი, სწრაფი მონორელსი, ბუშტები რომლებიც იბერებოდა ცუდი ამინდის
შესაკავებლად და საცხოვრებელი დანაყოფები, რომლებიც კაფსულების სახით იყო
წარმოდგენილი, (ეს ქალაქი იყო მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მაცხოვრებელს ასევე
შეეძლოთ შეექმნათ ისეთი დიზაინი რომელიც მათ ინდივიდუალობას წარმოაჩენდა .)
არქიგრემით ასევე დაინტერესდა თეო კროსბი, რომელიც იყო არქიტექტორი და
არქიტექტურული დიზაინის ჟურნალის რედაქტორი. ის დაეხმარა არქიგრემს რომ მათი
პირველი გამოფენა გაემართათ 1963 წელს ლონდონში თანამედროვე ხელოვნების
ინსტიტუტში, ამ გამოფენას ცოცხალი ქალაქი უწოდეს.( მათ პირველ ჟურნალებსი და ამ
გამოფენაზე იყო განხილული ის თემები რომლებითაც არქიგრემი გახდებოდა ცნობილი :
შენობის სიმსუბუქე, მოძრავი სტრუქტურა და მოდულური სისტემა.) მათ ამ გამოფენით
სახელი მხოლოდ ბრიტანეთში გაითქვეს, მაგრამ საერთაშორისო პოპულარობას 1964
წლამდე ვერ მიაღწიეს, მეოთხე არქიგრემის ჟურნალის გამოცემამდე. მათ
პოპულარიზაციაში წვლილი არქიტექტურის კრიტიკოსს, პიტერ რეინერ ბენემს , მიუძღვის
რომელსაც ხელში ჩაუვარდა არქიგრემ მე-4 და ის აშშ ში წაიღო, რომელიც მრავალ
გავლენიან პიროვნებას უჩვენა.

რონ ჰერონის 1964 წელს გამოცემული მოასიარულე ქალაქის იდეას წარმოადგენდა


ისეთი მომავალი სამყაროს ხედვა რომელიც ბირთვული ომისგან იყო განადგურებული და
ის იყო მარტივი, მაგრამ ეფექტური გზა ხალხისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად .
ქალაქი გარკვეულ საზღვრებს უგულებელყოფდა და მსოფლიოში მომთაბარე ცხოვრებას
განიზრახავდა. ის მიზნად ისახავდა ტექნოლოგიურად განვითარებული
საზოგადოებისთის სწრაფ ურბანულ ცხოვრების წესს, რომელთაც არ სჭირდებოდათ
საცხოვრებლად მუდმივი ადგილი. ქალაქი შედგებოდა განვითარებული შენობების ან
რობოტებისგან რომლებიც ქალაქების გარდა წყალზე და ბირთვული ომისგან
განადგურებულ ქალაქებშიც გადაადგილდებოდნენ. მისი ფორმა გამომდინარეობდა
მწერისა და მანქანების კომბინაციიდან და ეს იყო პირდაპირი გაგება ლე კორბუზიეს
აფორიზმისა სახლი როგორც მანქანა საცხოვრებლად ( ეს აფორიზმი გულისხმობს რომ
სახლი კორბუზიეს აზრით იყო ხელსაწყო რომელიც გვეხმარებოდა ცხოვრებაში და ისე
მოხდა რომ ჩვენ ამ ხელსაწყოში ვცხოვრობდით). ეს მანქანები იყო დამოუკიდებელი
მაგრამ პარაზიტულიც, მათ შეეძლოთ შეერთებოდნენ რომელიმე სადგურს
მაცხოვრებლების გაცვლის ან საქონლის შევსების მიზნით.

პიტერ კუკის მყისიერი ქალაქის, რომელიც 1968-70 იან წლებს მოიცავს, კონცეფცია იყო
ის რომ ის უნდა ყოფილყო ტრანსპორტირებადი ნაკრები, რომლის ნაწილები სრაფად
აგების საშუალებას აძლევდა პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს გარკვეული პერიოდის
გამავლოაბში უზრუნველყოს ისინი საჭირო რესურსებით ან პრობლემის აღმოფხვრის
მიზნით. თავდაპირველად განზრახული იყო მათ გადაატანა გზით, მაგრამ მოგვიანებით
ვერსიებში მისი მიწოდება საჰაერო გზით იყო შესაძლებელი .

გარდა ამისა მათ კიდევ მრავალი ქაღალდის არქიტექტურა აქვთ წარმოდგენილი,


ხოლო ცალკეულ არქიტექტორს რამდენიმე შენობა აქვს რეალიზებული. მაგრამ მათ
მაინც დიდი გავლენა მოახდინეს მომავალ თაობებზე და ისინი ინსპირაციის წყაროდ
იქცნენ ისეთი არქიტექტორებისთვის, როგორებიც არიან მაგალითად რიჩარდ როჯერსი ,
რენცო პიანო და ნორმან ფოსტერი. ასევე მეტაბოლისტურ არქიტექტურაში იგრძნობა
მათი გავლენა. ერთ-ერთი ჰაიტეკის შენობა კი სადაც ასევე არქიგრემის ესთეტიკაა
გამოვენილი პომპიდუს ცენტრიში რიჩარდ როჯერსის და რენცო პანოს მიერ .

You might also like