You are on page 1of 2

ანდრო ბიგვავა:ჯგუფი 62204

ლექტორი:დავითაია მაია

ლინა ბო ბარდი

ლინა ბო ბარდი დაიბადა იტალიაში 1914 წლის 4 დეკემბერს.ის იყო

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ექსპრესიული არქიტექტორი ბრაზილიულ


მოდერნისტულ არქიტექტურაში.ნაყოფიერმა არქიტექტორმა და დიზაინერმა თავისი
სამუშაო ცხოვრება,რომლის უმეტესი ნაწილიც ბრაზილიაში გაატარა,არქიტექტურისა და
დიზაინის სოციალური და კულტურული პოტენციალის პოპულარიზაციას მიუძღვნა.

როცა ის სწავლობდა რადიკალ იტალიელ არქიტექტორებთან,იგი სწრაფადვე


დაინტერესდა ბრაზილული ხალხური არქიტექტურითა და დიზაინით.მან დაიწყო
ბრაზილიული კულტურის შესწავლა ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან და თუ
როგორ შეიძლებოდა ამას ზეგავლენა მოეხდინა თანამედროვე ბრაზილიულ
არქიტექტურაზე.მისი ცხოვრების განმავლობაში რთული იყო ბრაზილიელ
არქიტექტორებთან თავის დამკვიდრება,რადგან ის იყო უცხოელი და ამასთანავე
ქალი.იტალიელმა,რომელმაც იცხოვრა ომის პერიოდში,გააცნობიერა მემკვიდრეობისა და
რეკონსტრუქციის მნიშვნელობა,რაც მის ნაშრომებს მთელი ცხოვრება გამოჰყვა.1950 წელს
გახსნა ჟურნალი ჰაბიტატი და 1951 წელს საკუთარი სახლი დააპროექტა(შუშის
სახლი,მორუმბიში,სან პაულო).სახლი აღიარებულია,როგორც ბრაზილიური
რაციონალისტური ხელოვნების ერთ-ერთ პარადიგმატულ ნამუშევრად.მიგვიანებით
1957 წელს მან კონსტრუქტირება დაიწყო Sao Paulo-ს ხელოვნების მუზეუმის ახალი
სახლისა.ლინა ბო ბარდი ხედავდა არქიტექტურას, როგორც ჩვენი ოკუპაციის მიერ
შექმნილ სივრცეებს და არა ინერტულ სივრცეებს ,რომლებსაც ჩვენ ვიკავებთ.მას ესმოდა
ურთიერთკავშირი ადამიანებსა და სივრცეებს ,კულტურასა და არქიტექტურას
შორის.მისი ნამუშევრების საშუალებით არქიტექტურა შეიძლება გავიგოთ, როგორც
დროზე დაფუძნებული ხელოვნება,რომელიც განუყოფელია ხალხის აღქმისა და
გამოყენებისგან.მისი არქიტექტურა ამას აღწევს ადამიანის აქტივობების ცენტრში
მოთავსებით.ამ ორს შორის ციკლური ურთიერთობის გაცნობიერებით.ის გვიჩვენებს
არქიტექტურას როგორც ურთიერთქმედებისა და ურთიერთობის დინამიურ პროცესს.

გვახსენებს,რომ არქიტექტურა სასაუბროა- ის მუდმივ დიალოგშია


მომხმარებელთან,მაცხოვრებელთან და გარემოსთან.მისთვის არქიტექტურა ეყრდნობა
ჩვენ მონაწილეობას და იმ უნიკალურ გზად,რომლითაც ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას
დამკვირვებლის სახით მნიშვნელობის მინიჭებით.
“სანამ ადამიანი არ შევა შენობაში,ნაბიჯს არ გადადგამს და არ დაისაკუთრებს სივრცეს
“ადამიანურ თავგადასავალში”,რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება,მანამ
არქიტექტურა არ არსებობს”.

ეს ასახავს არქიტექტურას,როგორც უნიკალურ შემოქმედებით აქტს,რომელიც ხდება არა


მხოლოდ არქიტექტორუის დიზაინის შედეგი,არამედ აქტები რომლებიც
ფუნდამენტურია ჩვენჯ აღქმისა და სივრცის სუბიექტური გამოცდილებისთვის. ამ
“არქიტექტურულ თავგადასავალში”,როგორც მას ბო ბარდი უწოდებს არქიტექტურა
შეიძლება განიხილებოდეს ,როგორც მოვლენა ან მოვლენათა სერია,რომელიც არსებობს
სივრცეში,

როგორც მუდმივი მუსიკა ან მუდმივი შესრულება,რაც დამოკიდებულია


შემსრულებელსა და გმირზე. სამყაროს ჩვენებური აღქმისთვის ფუნდამენტურია ეს
კოგნიტური აქტები,რომლებიც “ხელახლა” ასახავს ჩვენ სენსორულ ინმფორმაციას
არქიტექტურის სუბიექტურ გამოცდილებაში.

ეს საუბარი შეიძლება ჩაითვალოს ლინა ბო ბარდის ყველა ნამუშევრის ცენტრად.მისი


შენობები შექმნილია იმის გაგებით,რონ ისინი ეყრდნობიან ადამიანის
მონაწილეობას,ურთიერთქმედების ანიმაციასა და გააქტიურებას.როგორც ასეთი, ისინი
ასტიმულირებენ ფანტაზიას და ხელს უწყობენ სოციალურ ინტერაქციას.

ლინა ბო ბარდი ამბობს:

“ხაზოვანი დრო დასავლური გამიგონებაა;დრო არ არის წრფივი,ის საოცარი


აურზაურია,სადაც ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია წერტილების არჩევა და
გადაწყვეტილებების შექმნა დასაწყისისა და დასასრულის გარეშე”

შემთხვევითი არ არის ის,რომ ბო ბარდის ნამუშევრები იწვევს ასეთ რეაქციას,რადგან ის


ასახავს მდიდარ იმპროვიზატორულ კულტურას,რონელის არსებობს
ბრაზილიაში.იმპროვიზაციის ხელოვნება შემოქმედებითი ფორმები და სასაუბრო
სისტემებია,ისევე როგორც, ბო ბარდის შენობები

You might also like