You are on page 1of 6

თორნიკე ერისთავი

კარი IV
გაბრიელ შალამბერიძე VIIბ კლასი
მეფისა და თორნიკე ერისთავის შეხვედრა

• გამოვიდა დავით მეფე მთელ მიდამოზე მიფენილი იყო ხალხი,მას თან ახლდა
მისი შვილობილი ბაგრატი.დავითი იყო ღმერთის რჩეული და ეს ყველამ
იცოდა.
• მინდვრის ბოლოში გამოჩნდა გამარჯვებული ქართველთა ჯარი სამშობლოში
დაბრუნების სიხარულმა მათ გულები აუჩქროლა და შემოსძახეს
სიმღერა.მეფესთან ახლოს არ მისულან მხედრები მოშორებით დადგნენ
პატივისცემის ნიშნად ჩამოქვეითდნენ და ისე ეახლნენ მეფეს.
• თორნიკე ერისთავი წინ მიუძღვოდათ მეფეს მიართვა ტყავი სადაც იყო
სამაგიერო მათი დაღვრილი სისხლისა.
• ასევე დიდძალი ძღვენი ქონდა მიღებული თავად თორნიკესაც რაზეც უარს
აცხადებდა და ნახევარს ქვრივ-ობლებს აძლევდა ნახევარს კი მეფეს.მეფემაც
უარი განაცხადა ძღვენზე რაზეც ვერ შეთანხმდნენ მეფე და სარდალი.
• ჩემი აზრით მათი საქციელი იყო ღირსეული და დიდსულოვანი რადგან ამ
ძღვენით ქვრივ-ობლებს საზრუნავი შეუმსუბუქდებოდათ და ასევე ეს ძღვენი
იქნებოდა კიდევ ერთი დაფასება იმ გმირი მეომრებისა რომლებმაც თავი
გასწირეს და უშიშრად იბრძოდნენ თავისი მეფისა და ქვეყნისათვის სწორედ
მათი დიდი წვლილი იყო გამარჯვებასა და ძღვენის მოპოვებაში ამიტომ
სამართლიანიც იყო ამ ძღვენის გადაცემა მათი ოჯახებისთვის.
• მეფე დავითმა მტკიცედ გადაწყვიტა ძღვენი
არ მიეღო. ბერმა გაბრიელ სალოსმა რომელიც
იმ ხანად ცხოვრობდა ღრუბლებზე მაღლა
კლდეში გამოჭრილ გამოქვაბულში
ურჩია,რომ აეშენებინათ ღვთისმშობლის
ტაძარი.ამ დღის მერე ბერი აღარ გამოჩენილა
მხოლოდ მაშინ როდესაც ქვეყანაში
წყვდიადი ჩამოწვა ათონისკენ მიმავალი
ნახეს ორი ბერი გაბრიელი და თორნიკე.
• სწორედ ამ რჩევის და მეფის თანხმობის
შედეგად აშენდა ათონის მთაზე ივერიის
ტაძარი,სადაც 999 წლიდან იმყოფება წმ.ლუკა
მახარობლის მიერ დაწერილი
სასწაულმოქმედი ივერიის ღვთისმშობლის
ხატი.
• ერთხელ ათონში სასწაული მოხდა
ივერიის ღვთისმშობლის ხატმა ზღვით
მოცურა ივერთა მონატერში,ხალხს
სურდა გადმოესვენებინათ მაგრამ ხატმა
არავის არ დააკერებინა ხელი როდესაც
უახლოვდებოდნენ ის შორს
მიცურავდა.ხალხს ეგონა რომ მათის
ცოდვების გამო ღმერთი
უწყრებოდათ,მაგრამ ერთ ბერს
ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა
რომ ხალხს არ უწყრებოდა
ღმერთი.მხოლოდ იქ მცხოვრებმა ბერმა
გაბრიელმა შეძლო ხატის
გადმოსვენება.ღვთისმშობელს სურდა
ხარი დაესვენებინათ შესასვლელ
კართან და დაერქმიათ კარის
ღვთისმშობელი.
• პოემის IV კარში კიდევ ერთი სასწაულია
მოთხრობილი რაც ნათლად გვაჩვენებს რომ ჩვენი
ქვეყანა ღვთისმშობლის ხვედრია.საქართველოს
სულმნათს ესიზმრა ხილვის მსგავსი სიზმარი
რომელშიც იყვნენ წმ.ნინო,თამარი და ქეთევან
დედოფალი.ყველა მათგანს წმინდა სიმბოლოები
ებყრა ხელთ.სამივე ზეცისკენ იყურებოდა ხოლო
ხელი საქართველოსკენ გაეშვირათ და გალობას
აღავლენდნე,რომ ღვთისმშობელს გადმოეფარებინა
კალთა,შეეწყნარებინა და ფეხზე დაეყენებინა
ჭირნახული საქართველო,რომელისც მიუხედავად
მცირე ხალხისა და ბევრი მტრისა ყოველთვის
ახერხებდა თავის სათანადოდ დაცვას და იმ
მართმადიდებლურ გზაზე სიარულს და ამ
ყველაფრის შენარჩუნებას რაც წინაპრებისგან
დღემდე მოგვსდევს ჩვენ როგორც ისტორიულად
ასევე მხატვრული ლიტერარურის საშუალებით
გადმოცემული.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like