You are on page 1of 87

შესავალი

საერთაშორისო
ურთიერთობებში

II კურსი | I სემესტრი | ლექტორი: ეკა აკობია


I
საერთაშორისო ურთიერთობების გლობალიზაცია

საერთაშორისო ურთიერთობები ეხება ხალხსა და კულტურებს მთელი მსოფლიოს


მასშტაბით, ასევე ამ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებასა და კომპლექსურობას.
ვიწრო გაგებით, საერთაშორისო ურთიერთობების დარგი მსოფლიოს მთავრობებს შორის
ურთიერთობებს შეისწავლის. ეს ურთიერთობები მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა
აქტორებთან, სოციალურ სტრუქტურებთან, გეოგრაფიულ და ისტორიულ გავლენებთან.
ერთად აღებული ეს ელემენტები განსაზღვრავს საერთაშორისო ურთოერთობების
ცენტრალურ ტენდენციას - გლობალიზაციას.

- საერთაშორისო ურთიერთობები - დარგი, რომელიც მსოფლიოს მთავრობებს შორის


ურთიერთობებსა და ამ ურთერთობათა კავშირს შეისწავლის სხვა აქტორებთან,
სოციალურ სტრუქტურებთან, გეოგრაფიულ და ისტორიულ გავლენებთან.
- გლობალიზაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრალური ტენდენცია, რომელიც
აახლოვებს ქვეყნებს და კონტინენტებს მსოფლიოს მასშტაბით, მიღწევების გაცვლის და
გაზიარების პროცესით.

გლობალიზაციის სამი ნიშანი - 1) გლობალური მგზავრობის გამარტივება


......................................................... 2) საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაფართოება
ააააააააააააააააააააააააააააააა 3) ინტეგრირებული (გაერთიანებული) ბაზრები
ესენი არის მოვლენები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინა მსოფლიოს კომპლექსურობას ასახავს,


რომელსაც საფუძვლად მხოლოდ რამდენიმე ძირითადი პრინციპი უდევს.
საერთაშორისო ურთიერთობები ერთი მთავარი პრობლემის გარშემო ტრიალებს:
როგორ შეიძლება ორი ან მეტი ქვეყნის ჯგუფი კოლექტიურ ინტერესებს ემსახუროს,
როდესაც ამის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან მათი ინდივიდუალური ინტერესების
დათმობას მოითხოვს?

საერთაშირისო ურთიერთობები პოლიტიკის მეცნიერების ნაწილია და ის საერთაშორისო


პოლიტიკას ეხება კერძოდ, მთავრობების გადაწყვეტილებებს უცხოელი აქტორების ან სხვა
მთავრობების შესახებ.
‘საზიარო ინტერესები ჯგუფის წევრთა კონფლიქტური ინტერესების წინააღმდეგ’ –
ამ პრობლემას სხვადასხვა სახელწოდებით ვხვდებით განსხვავებულ კონტექსტებში:
• უფასო გასეირნების პრობლემა (free riding) - კოლექტიური ქმედების პრობლემა;
• ტვირთის განაწილების პრობლემა (burden sharing);
• საერთო რესურსების ტრაგედია (tragedy of commons) ან პატიმრის დილემა.

ამ პრობლემებს ზოგადი სახით, კოლექტიური სარგებლის პრობლემად მოვიხსენიებთ.


კოლექტიური სარგებლის პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უზრუნველვყოთ
ჯგუფის ყველა წევრი სარგებლით იმისდა მიუხედავად, შეიტანეს თუ არა მათ წვლილი ამ
საერთო სარგებლის შექმნაში. პატარა ჯგუფებში კოლექტიური სარგებლით უზრუნველყოფა
უფრო მარტივია, ვიდრე დიდ ჯგუფებში.

- კოლექტიური სარგებლის პრობლემა - ჯგუფის წევრების მიერ შექმნილი სარგებელი,


რომელიც ხელმისაწვდომია ჯგუფის ყველა წევრისათვის თავიანთი ინდივიდუალური
წვლილის მიუხედავად. მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი წვლილის შემცირება
კოლექტიურ სარგებელში, მაგრამ თუ ბევრი მონაწილე მოიქცევა ასე, კოლექტიური
სარგებელი უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

სამი ძირითადი პრინციპი - დომინანტობა, ნაცვლაგება და იდენტობა - იმ ძირითადი


პრობლემების შესაძლო გადაწყვეტას გვთავაზობს, როგორიცაა ცენტრალური
ხელისუფლების მხრიდან იძულების გარეშე ინდივიდების დარწმუნება, ითანამშრომლონ
საერთო სარგებლის მისაღებად. ეს პრინციპები საკმაოდ კარგად მუშაობს საზოგადოების
შესანარჩუნებლად.
კოლექტიური სარგებლის პრობლემის გადაჭრის ძირითადი პრინციპები

პრინციპი უპირატესობა ნაკლოვანება

დომინანტობა წესრიგი, სტაბილურობა ჩაგვრა, უკმაყოფილება

ნაცვალგება მოტივები დაღმავალი სპირალი,


ურთიერთთანამშრომლობისთვის

იდენტობა ჯგუფისთვის თავგანწირვა ჯგუფის გარეთ მყოფთა


დემონიზაცია

დომინანტობის პრინციპი ძალის იერარქიის ჩამოყალიბებით ჭრის კოლექტიური სარგებლის


პრობლემას. ამ იერარქიის მწვერვალზე მყოფი სახელმწიფო აკონტროლებს ქვემო მყოფებს
(გარკვეულწილად გავს მთავრობას რეალური ხელისუფლების გარეშე).
დომინანტური პოზიციისათვის ბრძოლას გაწერილი წესები აქვს, რომლებიც
გარკვეულწილად ამცირებს ჯგუფის წევრებისათვის მიყენებულ ზიანს.
დომინანტობა კომპლექსურია და ის მხოლოდ უხეშ ძალას არ ემყარება.
ის ამცირებს ჯგუფებს შიგნით ღია კონფლიქტის ალბათობას, თუმცა დომინანტობას თავისი
ნაკლოვანებაც გააჩნია. ეს ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ სტაბილურობა სტატუსთა
იერქრქიის დაბალ საფეხურზე მდგომი წევრების მუდმივი ჩაგვრისა და მათი
უკმაყოფილების ხარჯზე მიიღწევა.

ნაცვალგების პრინციპი კოლექტიური სარგებლის პრობლემას შემდეგნაირად აგვარებს: იგი


აჯილდოებს ჯგუფის ხელშემწყობ ქცევას, ხოლო ჯგუფის ხარჯზე ეგოისტური ინტერესის
დაკმაყოფილებისაკენ მიმართულ ქცევას სჯის.
შეიძლება „აღსრულდეს“ ცენტრალური მთავრობის ჩარევის გარეშეც.
კოლექტიური სარგებლის პრბლემის გადაჭრისას ნაცვალგების პრინციპის მთავარი
ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ის შესაძლოა დაღმავალ სპირალს დაემსგავსოს,
რამეთუ ყველა მხარე სჯის სხვა მხარეს იმ მოქმედების გამო, რასაც თავად ნეგატიურად
აღიქვამს.
იდნეტობა
მაშინ, როცა დომინანტობისა და ნაცვალგების პრინციპები ინდივიდუალური, ეგოისტური
მიზნის მიღწევის იდეას ეყრდნობა, იდენტობის ინტერესებზე იმდენად ზრუნავენ, რომ მზად
არიან თავიანთი ინტერესები მათ კეთილდღეობას შესწირონ.
ამ პრინციპის საფუძველია - როგორც ოჯახის წევრები ზრუნავენ ერთამენთზე, ასევე ერის
წევრებიც ზრუნავენ ერთმანეთზე. ჯგუფის ინდივიდუალური წევრები კოლექტიური
სარგებლის პრობლემას გადაჭრიან იმგვარად, რომ ეს მათთვის, როგორც ინდივიდებისთვის
საუკეთესო გამოსავალი არ იქნება, რადგან სარგებელი ‘საერთოა მთელი ოჯახისთვის.’

- თანამგზავრები - კოლექტიური სარგებელი ჯგუფის ყველა წევრს ერგება, მათი


ინდივიდუალური წვლილის მიუხედავად.

ერებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები საქმიანობათა ფართო სპექტრს ფარავს.


ამ სფეროებს შიგნით კონკრეტული აქტივობები ქმნის პრობლემურ საკითხთა არეალს.

- პრობლემურ საკითხთა არეალი - საერთაშორისო საქმიანობის განსხვავებული სფეროები


(როგორიცაა გლობალური სავაჭრო მოლაპარაკებები), რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა
ქვეყნის პოლიტიკოსები კონფლიქტს აწყდებიან ან თანამშრომლობენ.

დარგის სპეციალისტები ხშირად საერთაშორისო ურთიერთობებს ერებს შორის


კონფლიქტისა და თანამშრომლობის ერთგვარ ნაზავად განიხილავენ.

- კონფლიქტი და თანამშრომლობა - მოქმედებათა ტიპები, რომელთაც დროის მანძილზე


სახელმწიფოები ერთმანეთის მიმართ ახორციელებენ.

- საერთაშორისო უსაფრთხოება - საერთაშორისო ურთიერთობების ქვედარგი, რომელიც


ყურადღებას ამახვილებს ომისა და მშვიდობის საკითხებზე.
- საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა - საერთაშორისო ურთიერთობების ქვედარგი,
რომელიც შეისწავლის სახელმწიფოთა ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათ კავშირს
სხვა ტრანსნაციონალურ ძალებთან.

საერთაშორისო სცენა გადაჭედილია დიდი და პატარა აქტორებით, რომლებიც მჭიდროდ


არიან გადახლართულები მთავრობების გადაწყვეტილებებთან.
ეს აქტორები არიან ცალკეული ლიდრები და მოქალაქეები. ამ აქტორებს შორის არიან
ბიუროკრატიული სააგენტოები, მრავალეროვანი კორპორაციები და ტერორისტული
დაჯგუფებები. მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორები
სახელმწიფოები არიან.

სახელმწიფო დასახლებული ტერიტორიული ერთეულია, რომელსაც მთავრობა


აკონტროლებს. სახელმწიფოს მთავრობა პასუხისმგებელი არ არის უფრო მაღალი
ავტორიტეტის წინაშე. ის ახორციელებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე.
სახელმწიფო ლიდერებზე საუბრისას ჩვენ ვგულისხმობთ ყველაზე ძლევამოსილ
პოლიტიკურ ფიგურებს და ეს ფიგურები საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვანი
ინდივიდუალური აქტორები არიან. სახელმწიფო აქტორი მოიცავს როგორც
ინდივიდუალურ ლიდერებს, ასევე ბიუროკრატიულ ორგანიზაციებს, როგორებიცაა -
საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.
- სახელმწიფო - მთავრობის მიერ კონტროლირებადი დასახლებული ტერიტორიული
ერთეული, რომელზეც იგი სუვერენიტეტს ახორციელებს.

საერთაშორისო სისტემა მსოფლიო სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ქსელს


წარმოადგენს, რომელიც ურთიეთქმედებათა კონკრეტულ მოდელებსა და წესებზეა აგებული.

- მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) - სახელმწიფოს წლიური ეკონომიკური საქმიანობის


მთლიანი მოცულობა
არასახელმწიფო აქტორთა ტიპები

ტიპი რას წარმოადგენენ ისინი მაგალითები

მთავრობათაშორისი მათი წევრები არიან გაერო, ნატო, არაბული


ორგანიზაციები ეროვნული მთავრობები ქვეყნების ლიგა

არასამთავრობა მათი წევრები არიან საერთაშორისო ამნისტია,


ორგანიზაციები ინდივიდები და ჯგუფები ლომების კლუბი, წითელი
ჯვარი

კომპანიები, რომელთა
მრავალეროვნული საქმიანობა ერთი ექსონმობილი, ტოიოტა,
კორპორაციები სახელმწიფოს საზღვრებს უოლმარტი
სცდება

სხვა ინდივიდები, ქალაქები, ბონო, ერაყის ქურთისტანი,


ოლქები ალ-ქაედა
შენიშვნა: მთავრობათაშორის ორგანიზაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები ერთად ქმნის საერთაშორისო ორგანიზაციებს

- არასახელმწიფო აქტორები - აქტორები, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო


მთავრობებს და მოქმედებენ სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფო საზღვრების გავლით

სახელმწიფოები ხშირად მოქმედებენ მთავრობათაშორისი ორგანიზაციების ფარგლებში ან


მათი გავლით - ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა წევრებიც ეროვნული მთავრობებია.
მთავრობათაშორისი ორგანიზაციები სხვადასხვა ფუნქციას ახორციელებენ და მათი ზომაც
განსხვავდება. ზოგიერთი რამდენიმე სახელწმიფოს აერთიანებს, მაგალითად გაერო
თითქმის ყველა სახელმწიფოს მოიცავს.

- მთავრობათაშორისი ორგანიზაციები - ორგანიზაცია (მაგ: გაერო), რომლის წევრებიც


სახელმწიფოთა მთავრობები არიან.
გაეროსა და სხვა ფორუმებზე არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოსთან ერთად
უფრო და უფრო ხშირადაა აღიარებული ლეგიტიმურ აქტორებად, თუმცა მათთან
გათანაბრებულები მაინც არ არიან. ზოგიერთ ამ ჯგუფს პოლიტიკური მიზანი აქვს,
ზოგიერთს ჰუმანიტარული, ეკონომიკური ან ტექნიკური.

- არასამთავრობო ორგანიზაციები - ტრანსნაციონალური ჯგუფი ან ერთეული


(მაგალითად: კათოლიკური ეკლესია ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი),
რომელიც ურთიერთქმედებს სახელმწიფოებთან, მრავალეროვნულ კორპორაციებთან,
ასევე, სხვა არასამთავრობო და მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან.

ანალიზის დონე არის საერთაშორისო ურთიერთობების ხედვა, რომელიც ეფუძნება


აქტორების ან პროცესების ჯგუფს. საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები
გვთავაზობენ ანალიზისს სხვადასხვა დონის სქემებს, მათი უმეტესობა სამი ძირითადი
დონისგან შედგება. ეს ხედვა გვთავაზობს შესაძლო ახსნას კითხვაზე ‘რატომ?’

1. ანალიზის ინდივიდუალური დონე უკავშირდება ინდივიდუალური ადამიანების


აღქმებს, მათ გაკეთებულ არჩევნებსა და მოქმედებებს.
2. ანალიზის შიდა (სახელმწიფო ან საზოგადოებრივი) დონე შეისწავლის სახელმწიფოთა
შიგნით ინდივიდების ერთობლიობებს, რომლებიც გავლენას ახდენს საერთასორისო
არენაზე სახელმწიფოს მოქმედებებზე. ასეთი შეიძლება იყო ინტერეს-ჯგუფი,
პოლიტიკური ორგანიზაცია ან სამთავრობო უწყება.
3. სახელმწიფოთაშორისი (საერთაშორისო ან სისტემური) ანალიზის დონე შეისწავლის
საერთაშორისო სისტემის გავლენას საბოლოო შედეგებზე. ის აქცენტს აკეთებს თავად
სახელმწიფოთა ურთიერთქმედებებზე, უგულებელყოფს რა მის შიდა შემადგენლობას და
კონკრეტულ პირებს, რომლებიც სათავეში უდგანან ქვეყანას.

ზემოთ ჩამოთვლილი ანალიზის სამ დონეს მეოთხე - გლობალური დონეც შეიძლება


დაემატოს. ანალიზის გლობალური დონე ცდილობს, საერთაშორისო შედეგები გლობალური
ტენდენციებისა და ძალების გადმოსახედიდან ახსნას, რომლებიც სახელმწიფოთა
ინტერაქციების ზღვარს ცდება.
აშშ და საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ პერიოდში ორ ზესახელმწიფოს
წარმოადგენდნენ - თითოეულს ჰქონდა საკუთარი იდეოლოგიური მისია (კაპიტალისტური
დემოკრატია VS კომუნიზმი), ალიანსთა ქსელები, კლიენტი ქვეყნები მესამე სამყაროდან და
ბირთვული იარაღისა საიკვდილო არსენალი.

ცივი ომი იყო აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის გლობალური, გეოპოლიტიკური,


ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც 1045-1990 წლებში მოხდა.

შეკავება - 1940-იანი წლების ბოლოს შემუშავებული პოლიტიკა, რომლითაც აშშ ცდილობდა


სსრკ-ის გლობალური ექსპანსიისთვის ხელის შეშლას სამხედრო, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ დონეებზე.

ჩინეთი - სსრკ-ის გახლეჩა - 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის კომუნისტურ


ძალებს შორის მომხდარი განხეთქილება, რაც გაამწვავა ჩინეთის წინააღმდეგობამ საბჭოთა
კავშირის სწრაფვის მიმართ, მშვიდობიანად თანაეარსება აშშ-სთან.

რკინის ფარდა - ცივი ომის პერიოდში აშშ და სსრკ გავლენის სფეროს გაფართოებას
ცდილობდნენ. ევროპა და თავად გერმანია დედაქალაქითურთ ორად გაიყო.
1961 წელს კომუნისტებმა აღმართეს ბერლინის კედელი, რათა მოსახლეობის დასავლეთ
გერმანიაში გადინება აღეკვეთათ. ბერლინის კედელი 1989 წელს დაეცა და ცივი ომი
დასრულდა.

კუბის სარაკეტო კრიზისი - 1962 წელს მომხდარი ზესახელმწიფოთა კრიზისი, რომელიც


გამოწვეული იყო საბჭოთა კავშირის მიერ კუბაზე საშუალო რადიუსის რაკეტების
დამონტაჟებით. ამ მომენტში სსრკ და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის ზღვარზე
მივიდნენ.

უმაღლესი რანგის შეხვედრები იმართებოდა ცივი ომის პერიოდში აშშ-სა და სსრკ-ის


ლიდერებთა შორის.
მარიონეტული ომები - გლობალურ სამხრეთში მიმდინარე ომები, ხშირად სამოქალაქო
ხასიათის, რომლებშიც აშშ და სსრკ სამოქალაქო ომის დაპირისპირებულ მხარეებს უწევდნენ
კონსულტირებას და იარაღით ამარაგებდნენ.

- უმაღლესი რანგის შეხვედრა - სახელმწიფოთა ლიდერებს შორის შეხვედრა, ხშირ


შემთხვევაში ტერმინი გამოიყენება დიდ ძალების ლიდერთა აღსანიშნავად. ასეთი
შეხვედრები დღესაც იმართება ეკონომიკური კოორდინაციის საკითხებზე დიდი რვიანის
ლიდერთა შეხვედრისას.

შემოდგომა გაზაფხულის შემდეგ (Fall after Spring) - ცივი ომის შემდგომ პერიოდს
მშვიდობიანი ხასიათი აქვს, მაგრამ ძალადობა და ტერორიზმი დღემდე იჩენს თავს. არაბული
გაზაფხულის მოვლენებმა 2011 წელს ახლო აღმოსავლეთში გარკვეული დემოკრატიული
რეფორმები მოიტანა.
ამბოხების შედეგად ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში დაემხო მთავრობები;
იემენსა და სირიაში კი სამოქალაქო ომი გააღვივა და რეგიონის საერთაშორისო დინამიკა
შეცვალა. ამ ქვეყნებში დემოკრატიის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვნად რჩება.

შეჯამება
• საერთაშორისო ურთიერთობები სიღრმისეულ გავლენას ახდენს ჩვენს ყპველდღიურ
ცხოვრებაზე; ჩვენ ყველანი ვმონაწილებთ საერთაშორისო ურთიერთობებში.
• საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკის მეცნიერების დარგია, რომელიც საერთაშორისო
უსაფრთხოების საკითხებისა და საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის პოლიტიკური
შედეგების ახსნითაა დაკავებული.
• თეორიები აღწერით ნარატივებს გვთავაზობენ საერთაშორისო მოვლენებისა და შედეგების
ახსნისას. მართალია, მეცნიერები ერთ თეორიაზე ან მეთოდზე ვერ თანხმდებიან, სამი
ძირითადი პრინციპი აყალიბებს საერთაშორისო ურთიერთობებში კოლექტიური სარგებლის
პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზას.
• სახელმწიფოები საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი აქტორები არიან;
საერთაშორისო სისტემა 200-მდე დამოუკიდებელ, განსხვავებული ზომის ტერიტორიულ
სახელმწიფოებს ეფუძნება.
• არასახელმწიფო აქტორები, როგორებიცაა: მთავრობათაშორისი ორგანიზაციები,
არასამთავრობა ორგანიზაციები და მრავალეროვნული კორპორაციები საერთაშორისო
ურთიერთობებზე მზარდ გავლენას ახდენენ.
• ანალიზის 4 დონე - ინდივიდუალური, შიდა, სახელმწიფოთაშორისი და გლობალური
გვთავაზობს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ განმარტებას.
• სხვადასხვა მეცნიერები გლობალიზაციას განსხვავებულად აღიქვამს, მაგრამ ზოგადად
გლობალიზაცია აღნიშნავს მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე სოციალური ცხოვრების
ყველა ასპექტს შორის ურთიერთკავშირების ზრდას, გაღრმავებასა და დაჩქარებას. ეს პროცესი
შეიძლება შესუსტდეს, გაძლიერდეს ან გარდაიქმნას სახელმწიფოთა ძალად.
ანტიგლობალისტები ერთულოვნად ეწინააღმედგებიან კორპორატიული ძალის ზრდას,
თუმცა ვერ თანხმდებიან მზინებსა და ტაქტიკებზე.
• მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე დაახლოებით 50 წლის განმავლობაში მსოფლიო
პოლიტიკა ცივი ომის პირობებში დასავლურ-აღმოსავლური დაპირისპირების გარშემო
ტრიალებდა. ამ დაპირსპირებამ შექმნა სტაბილური მდგომარეობა და მოახერხა დიდ ძალებს
შორის ომების, მათ შორის ბირთვული ომის თავიდან აცილება, თუმცა ღარიბი
სახელმწიფოები მარიონეტულ საბრძოლო ველებად აქცია.
• ცივი ომის შემდგომი ეპოქა დიდ ძალებს შორის თანამშრომლობის იმედს აღწევს მიუხედავად
ახალი ეთნიკური და რეგიონული კონფლიქტების წარმოშობისა.
• აშშ-ის თაოსნობით ერაყის სამხედრო კამპანიამ ჩამოაგდო დიქტატორი ლიდერი, მაგრამ მან
დიდი ძალები ორად გახლიჩა, ანტიამერიკანიზმის ზრდა გამოიწვია და ქვეყანას ამბოხებისა
და ძალადობის წლები მოუტანა.
• ნატოს ავღანური კამპანია თალიბთა წინააღმდეგ 2014 წელს დასრულდა, თუმცა ნატოს
ზოგიერთი შენაერთი ავღანეთში დღემდე რჩება. აშშ-ის სპეციალურმა ძალებმა 2011 წელს
პაკინსტანში მოკლედ ოსამა ბინ ლადენი, თუმცა უპილოტო თვითმფრინავების სამიზნეს სხვა
მებრძოლები წარმოადგენდნენ.
• არაბული გაზაფხულის ამბოხების სერიამ 2011-2013 წლებში ტუნისში, ეგვიპტეში, ლიბიასა
და იმენში მთავრობების დამხობა გამოიწვია და სათავე დაუდო სასტიკი სამოქალქო ომის
დაწეყბას. ზემოაღნიშნული რეჟიმების ტრანზიციების შედეგები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
II
რეალიზმის თეორიები

რეალიზმის თეორიულმა ჩარჩომ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში


ისტორიულად ცენტრალური ადგილი დაიკავა. რეალიზმი (იგივე პოლიტიკური რეალიზმი)
აზროვნების სკოლაა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს ძალის გადმოსახედიდან
აღწერს. სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთისადმი ძალის დემონსტრირებას ზოგჯერ
რეალპოლიტიკას ან ძალისმიერ პოლიტიკას უწოდებენ.

- რეალიზმი - ფართო ინტელექტუალური სკოლა, რომელიც საერთაშორისო


ურთიერთობებს ძალაუფლების გადმოსახედიდან აღწერს

თანამედროვე რელისტური თეორია ლიბერალური თეორიული ტრადიციის, იდეალიზმის


საპასუხოდ აღმოცენდა. საერთაშორისო მოვლენების ახსნისას იდეალიზმი უფრო მეტ
აქცენტს აკეთებს საერთაშორისო სამართლის, მორალისა და საერთაშორიოს ორგანიზაციების
გავლენაზე (ვიდრე ძალაზე).ისინი საერთაშორისო სისტემას აღიქვამენ, როგორც
სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე დაფუძნებულ ერთობას, რომელიც საერთო
სირთულეების გადასალახათ თანამშრომლობენ. საერთაშორისო ურთიერთობების
პრინციპები იდეალიზმის მიმდევრებისათვის მორალიდან უდა გამომდინარეობდეს.

- იდეალიზმი - მიდგომა, რომელიც მეტ აქცენტს აკეთებს საერთაშორისო სამართალზე,


მორალსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ვიდრე მხოლოდ ძალაზე, როგორც
საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენის მთავარ ფაქტორებზე.

იდელაიზმის მიმდევრები განსაკუთრებით პირველიდან მეორე მსოფლიო ომამდე


პერიოდში გააქტიურდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეალიზმის მიმდევრები
იდეალისტებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ამ უკანასკნელებმა იმის ძიებას დაუთმეს დიდი
დრო, თუ როგორ უნდა ემუშავა სამყაროს და არა იმას, რეალურად როგორ მუშაობს იგი.
მეორე მსოფლიო ომის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რეალიზმის მიმდევრებმა მიზნად
დაისახეს ძალის პოლიტიკის პრინციპების გაგება სასურველის სინამდვილედ მიღების
გარეშე.

- ერთა ლიგა - ორგანიზაცია, რომელიც I მსოფლიოს ომის შემდეგ დაარსდა და


დღევანდელი გაეროს წინამორბედად ითვლება. მან გარკვეულ წარმატებას მიაღწია
ჰუმანიტარულ და სხვა საკითხებში, მაგრამ ორგანიზაციაში აშშ-ის არგაწევრიანებამ და
კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში თავისმა უუნარობამ, ერთა
ლიგა მნიშვნელოვნად დაასუსტა.

- მიუნხენის შეთანხმება - დაშოშმინების პოლიტიკის ჩავარდნის სიმბოლო.


ამ შეთანხმებამ, რომელსაც ხელი მიუნხენში 1938 წელს მოეწერა, საშუალება მისცა
ნაცისტურ გერმანიას, ჩეხოსლოვაკიის ნაწილი დაეკავებინა. გერმანიის მისწრაფებების
დაშოშმინების ნაცვლად, ამ შეთანხმებას გერმანიის ექსპანსიის ზრდა მოჰყვა, რამაც II
მსოფლიო ომი გამოიწვია.

რეალისტები იდეოლოგიებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ, ასევე იქცევიან რელიგიური და


სხვა კულტურული ფაქტორების შემთხვევაში, რომლებითაც სახელმწიფოებმა თავიანთი
ქმედება შეიძლება გაამართლონ. რეალისტები განსხვავებული რელიგიის, იდეოლოგიისა და
ეკონომიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებს ეროვნული ძალის გადმოსახედიდან
ერთნაირად აღიქვამენ,. ამრიგად, რეალიზმის ფუნდამენტია დომინანტობის პრინციპი.

რეალიზმისა და იდეალიზმის დაშვებები


საკითხი რეალიზმი იდეალიზმი
ადამიანის ბუნება ეგოისტური ალტრუისტული
ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოები სახელმწიფოები და სხვა
აქტორები ერთეულები
სახელმწიფოთა ქცევის პირადი ინტერესებისაკენ გადაწყვეტილების მიმღებ
მიზეზები რაციონალური სწრაფვა პირთა ფსიქოლოგიური
მოტივები
საერთაშორისო სისტემის ანარქია თემი / საზოგადოება
ბუნება
ძალა საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრალური კონცეფციაა, განსაკუთრებით
რეალისტებისთვის. თუმცა გასაკვირია, რომ მისი გაზომვა და განსაზღვრა ძალიან დიდ
სირთულებთანაა დაკავშირებული.

- ძალა - სხვის ქცევაზე გავლენის მოხდენის პოტენციალი ან უნარი, რომელიც იზომება


გარკვეული ხელშესახები და არამატერიალური მახასიათებლების ფლობით.

ძალის განსაზღვრა - ძალას ხშირად განსაზღვრავენ, როგორც ერთი აქტორის უნარს, მეორეს
იმის გაკეთება აიძულოს, რასაც ის სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა. აქტორები იმდენადვე
ძლიერები არიან, რამდენადაც მათ შეუძლიათ სხვა აქტორებზე გავლენის მოხდენა, მეტად
ვიდრე ამ უკანასკნელს მათზე. ამ განმარტებაში ძალა გავლენასთანაა გაიგივებული. თუმცა,
ამ განსაზღვრების ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ იშვიათად ვიცით, რას
გააკეთებდა მეორე აქტორი მაშინ, თუ პირველს ძალა არ ექნებოდა. აქ იმალება გარკვეული /
წრიული ლოგიკის საფრთხე: ძალა ხსნის გავლენას და გავლენა ზომავს ძალას.
ძალა გავლენას არ ნიშნავს, თუმცა ეს არის პოტენციალი ან უნარი სხვებზე გავლენის
მოხდენისა.

- ძალა, როგორც გავლენა - ძალა წარმოადგენს სხვის ქცევაზე გავლენის მოხდენის უნარს.
შეიარაღებული ძალები და ეკონომიკური სანქციები იმ სხვადასხვა საშუალებას
მიეკუთვნება, რომლებსაც სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები იყენებენ
ერთმანეთზე გავლენის მოსახდენად.

ძალის შეფასება - ძალაუფლების ლოგიკის თანახმად, ომში ძირითადად ძლიერი


სახელმწიფო იმარჯვებს. ამგვარად, ორ ანტაგონისტ სახელმწიფოს შორის შედარებითი
ძალის შეფასება ომის შედეგების ახსნაში უნდა დაგვეხმაროს. ამ შეფასებაში სხვა
ფაქტორებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს დაპირისპირებულ სახელმწიფოთა
შედარებითი სამხედრო შესაძლებლობები და თითოეულის ხელისუფლებისადმი ხალხის
მხარდაჭერა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ქვეყნის ეკონომიკის სიდიდე და
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაა. საკმარისად ჯანსაღი ეკონომიკით სახელმწიფოს
დიდი არმიის შენახვა, ხალხის მხარდაჭერის მოპოვება და მოკავშირეების მოსყიდვაც
შეუძლია.
სახელმწიფოს ელემენტი / შემადგენელი ნაწილები - სახელმწიფოს ძალა ბევრი სხვადასხვა
ინგრედიენტებისგან შედგება. ელემენეტები, რომლებიც აქტორმა გრძელვადიან პერიოდში
შეიძლება გამოიყენოს არის მშპ, მოსახლეობა, ტერიტორია, გეოგრაფია და ბუნებრივი
რესურესები. ყოველივე ჩამოთვლილი ნელა იცვლება დროთა განმავლობაში.
ნაკლებ ხელშესახები ძალის გრძელვადიანი რესურსები მოიცავს პოლიტიკურ კულტურას,
პატრიოტიზმს, მოსახლეობის განათლებას, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ბაზის
სიძლიერეს.
სხვა შესაძლებლობები საშუალებას აძლევს აქტორებს, მოკლევადიან პერიოდში გამოიყენოს
თავისი ზეგავლენა.

- ძალის ეკონომიკა - სამხედრო ძალა (როგორიცაა ტანკები), ეკონომიკურ სიძლიერეს


ეფუძნება, რაც მიახლოებით მშპ-ითაა გაზომილი.
- გეოპოლიტია - გეოგრაფიის, როგორც ძალის ელემენტის გამოყენება და პოლიტიკური
ლიდერებისა და მეცნიერების იდეები ზემოთ აღნიშულის შესახებ.

სახელმწიფოები ურთიერთქმედებენ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული თამაშის წესებით,


რომლების არეგულირებს: რა განიხილება, ითვლება სახელმწიფოდ და როგორ ეპყრობიან
ისინი ერთმანეთს. ამ წესთა ერთობლიობა აყალიბებს საერთაშორისო სისტემას.
თანამედროვე საერთაშორისო სისტემის დასაბამად ხშირად 1648 წლის ვესტფალიის ზავს
ასახელებენ. ეს იყო ზავი, რომლითაც დასრულდა 30-წლიანი ომი და ჩამოაყალიბა
ძირითადი წესები: სახელმწიფოთა, როგორც სუვერენულობა და ტერიტორიული
ინტეგრაცია.

რეალისტების აზრით, საერთაშორისო სისტემა ანარქიულ მდგომარეობაში არსებობს.


ამ შემთხვევაში ტერმინი ანარქია არ გულისხმობსს ქაოსსა და სტრუქტურისა თუ წესების
არარსებობას, ის გულისხმობს ისეთი ცენტრალური ხელისუფლების არსებობას, რომელსაც
შეუძლია წესების აღსრულება.
მიუხედავად ანარქიულობისა, საერთაშორისო სისტემა ქაოტური არ არის. სახელმწიფოთა
ურთიერთქმედებები მჭიდროდ უკავშირდება ქცევის ნორმებს, რომლებშიც იგულისხმება
გაზიარებული მოლოდინები იმის შესახებ, თუ როგორი ქცევა განიხილება შესაფერისად.
ნორმები დროთა განმავლობაში ნელ-ნელა იცვლება, თუმცა საერთაშორისო სისტემის
ძირითადმა ნორმებმა მხოლოდ მცირედი ცვლილება განიცადა უკანასკნელი საუკუნეების
განმავლობაში.

სუვერენულობა (ტრადიციულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმა) ნიშნავს იმას, რომ


ხელისუფლებას აქვს უფლება, სახელმწიფოს ტერიტორიაზე აკეთოს ის, რასაც მოისურვებს.
ის, ასევე, იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოები არ უნდა ერეოდნენ ერთმანეთის შიდა
საქმეებში.

- პასპორტი, თუ შეიძლება - სუვერენულობა და ტერიტორიული მთლიანობა სახელმწიფოს


ქცევის წარმმართველი ცენტრალური ნორმებია. ტერორიზმი და სეცესიონისტური
მოძრაობები ორ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ამ ნორმებისთვის, თუმცა
მსოფლიოს ყველაზე სტაბილური საზღვრები ამ ნორმებს კიდევ უფრო განამტკიცებს.
ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი კვეთს საერთაშორისო საზღვრებს, უმეტეს
შემთხვევაში ლეგალურად და მშვიდობიანად, სახელმწიფოთა ტერიტორიული
მთლიანობის პატივისცემით.

რეალისტები აღიარებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების წესები ხშირად ქმნის


უსაფრთხოების დილემას - ვითარებას, როდესაც თავიანთი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად სახელმწიფოთა მიერ გადადგმული ნაბიჯები (სამხედრო ძალების
გაზრდა) სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ემუქრება. ამ სხვა სახელმწიფოთა საპასუხო
ქმედებები (მათი შეიარაღებული ძალების ზრდა) კი ემუქრება პირველ სახელმწიფოს.
აღნიშნული დილემა საერთაშორისო ურთიერთობების ანარქიულობის ნეგატიური შედეგია.

- უსაფრთხოების დილემა - ვითარება, როდესაც სახელმწიფოთა მიერ თავიანთი


უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები სხვა ქვეყნების მიერ ისე
აღიქმება, როგორც მუქარა მათი უსაფრთხოების მიმართ.
საერთაშორისო სისტემის ანარქიაში ერთი სახელმწიფოს ძალისათვის ყველაზე სანდრო
მუხრუჭს სხვა სახელმწიფოთა ძალა წარმოადგენს. ტერმინი ძალათა ბალანსი ეხება ერთი ან
მეტ სახელმწიფოთა ძალას, რომელიც გამოიყენება სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა
ჯგუფის დასაბალანსებლად. ძალათა ბალანსი შეიძლება უბრალოდ ნიშნავდეს ძალის
შედარებით თანაბრად გადანაწილებას.

- ძალათა ბალანსი - ზოგადი კონცეფციაა და ეხება ერთი ან მეტ სახელმწიფოთა ძალას,


რომელიც გამოიყენება სხვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის დასაბალანსებლად.
ტერმინი შესაძლოა გულისხმობდეს:
(1) ძალისმიერი შესაძლებლობების თანაფარდობას სახელმწიფოთა შორის;
(2) ძალათა შედარებით თანაბარი გადანაწილების მაჩვენებლს;
(3) პროცესს, რომელსაც ერთმანეთის საპირწონე მრავალგზის კოალიციები
იმეორებდნენ ისტორიის მანძილზე, რათა ხელი შეეშალათ მთელს რეგიონში ერთი
სახელმწიოფს გაბატონებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ძალას სხვა ქვეყნები აბალანსებენ, რეალისტების თვალსაზრისით,


საერთაშორისო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ სახელმწიფოთა
შორის ძალთა განაწილებაა.

- საშუალო ძალები - სახელმწიფოები, რომელთაც მსოფლიო საქმეებზე დიდ ძალებთან


შედარებით ნაკლები გავლენა აქვთ (მაგ: ბრაზილია და ინდოეთი)

ნეორეალიზმი იგივე სტრუქტურული რეალიზმი, სისტემის სტრუქტურიდან გამომდინარე


ხსნის საერთაშორისო მოვლენების მოდელს. ნეორეალიზმი ძალღთა საერთაშორისო
განაწილებიდან გამომდინარე უფრო აკეთებს საერთაშორისო მოვლენების ანალიზს, ვიდრე
ინდივიდუაკური სახელმწიოფს შეიდა ბუნებიდან.
რეალიზმის კლასიკურ თეორიასთან შედარებით, ნეორეალიზმი უფრო მეცნიერული
ხასიათისაა, რადგან მოვლენების ასახსნელად იგი გვთავაზობს ზოგად კანონებს. თუმცა,
იგი მოკლებულია კლასიკური რეალიზმის სიმდიდრეს, რომელიც ითვალისწინებს ბევრ სხვა
კომპლექსურ ელემენტებს.
- ნეორეალიზმი - რეალისტური თეორიის ვერსია, რომელიც ხაზს უსვამს სახელმწიფოს
ქცევას სისტემის სტრუქტურის, განსაკუთრებით ძალის საერთაშორისო დანაწილების
მნიშვნელობას.

ზოგჯერ, ძალათა საერთაშორიოს განაწილება აღწერილია პოლარულობის ტერმინით,


რომელიც ეხება სისტემაში არსებულ დამოუკიდებელ ძალის ცენტრებს. ეს კონცეფცია
მოიცავს ორივეს: როგორც სხვადასხვა მონაწილეთა, ასევე ალიანსების ძირითად ძალას.
ძალათა გადასვლის თეორია (Power Transition Theory) ამტკიცებს, რომ დიდი ომები
სტატუსთა იერარქიაში უმაღლესი პოზიციისთვის ბრძოლის შედეგია: როდესაც სისტემაში
მზარდი ძალა აჭარბებს ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოს ან არსებობს ძალის
გადაჭარბების საფრთხე. ასეთ დროს, ძალა შედარებით თანაბრადაა განაწილებული და ეს
ყველაზე საფრთხისშემცველი დროა დიდი ომებისათვის.

- ჩინეთის აღზევება- რეალისტები შედარებითი ძალის კონცეფციით ხსნიან ომსა და


მშვიდობას. ჩინეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია მის სწრაფად მზარდ
ეკონომიკასთან კომბინაციაში, მომავალ ათწლეულებში გაზრდის მის ძალას. ზოგიერთი
მკვლევარი შიშობს იმის გამო, რომ აზიაში დესტაბილიზაცია მოხდება, რადგან რეგიონში
ძალათა ბალანსი ძალიან სწარაფად იცვლება.

ჰეგემონია არის ერთი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სისტემაში ძალის უპირატესობის


ფლობა, რაც მას საშუალებას აძლევს ერთპიროვნული დომინირება მოპოვოს იმ წესებსა და
შეთანხმებებზე, რომელთა დამხარებითაც საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური
ურთიერთობები იწარმოება. ასეთ სახელმწიფოს ეწოდება ჰეგემონი. ზოგჯერ ტერმინი იმ
კომპლექსური იდეების აღსაწერად გამოიყენება, რომელთაც მმართველები იყენებენ
ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად და ქვეშევრდომთა მზაობის უზრუნველსაყოფად, რითაც
ამცირებენ ძალის გამოყენების საჭიროებას იმავე მიზნის მისაღწევად.
საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინაში ეს მნიშვნელობა ეხება ისეთი იდეების
ჰეგემონია, როგორებიცაა: დემოკრატია, კაპიტალიზმი და აშშ-ის კულტურის გლობამური
დომინირება.
- ჰეგემონია - არის ერთი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო სისტემაში ძალის
უპირატესობის ფლობა, რაც მას საშუალებას აძლევს, ერთპიროვნული დომინირება
მოიპოვოს წესებსა და შეთანხმებებზე, რომელთა დახმარებაც საერთაშორისო
ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები იწარმოება.

ჰეგემონური სტაბილურობის თეორია ამტკიცებს, რომ ჰეგემონია ცენტრალური


ხელისუფლების მსგავსად ამყარებს წესრიგს საერთაშორისო სისტემაში: ამცირებს ანარქიას,
აკავებს აგრესიას, ხელს უწყობს თავისუფალ ვაჭრობას, უზზრუნველყოფს ვალუტის
სიმყარეს, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს მსოფლიო სტანდარტად. ჰეგემონებს
შეუძლიათ მოაგვარონ ან აკონტროლონ საშუალო ძალებს ან პატარ სახელმწიფოებს შორის
მიმდინარე კონფლიქტები.

- ჰეგემონიური სტაბილურობის თეორია - თეორია, რომლის მიხედვითაც რეჟიმი უფრო


ეფექტურია, როდესაც საერთაშორისო სისტემაში ძალა მეტად კონცენტრირებულია.

ალიანსი კოალიციაა სახელმწიფოებისა, რომლებიც თავითიმოქმედების კოორდინირებით


საერთო მიზნის მიღწევას ცდილობენ.

- ქორწინება ანგარებით - ალიანსები ზოგადად პრაქტიკული ინტერესების კონვერგენციის


შედეგად იქმნება და არა სენტიმენტალური ან იდეოლოგიური მიზეზებიდან
გამომდინარე.

ალიანსების ძირითადი მიზანი მისი წევრების ძალის გაზრდაა მათი შესაძლებლობების


გაერთიანების გზით. პატარა ქვეყნებისთვის ძალის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს
შესაძლოა წარმოადგენდეს, დიდი ძალებისთვის კი - ალიანსების სტრუქტურა აყალიბებს
სისტემაში ძალის კონფიგურაციას.
ალიანსების შეკავშირებულობა არის ის სიმსუბუქე, რომლითაც წევრები აერთიანებენ
ალიანსს. შეკავშირებულობის დონე უფრო მაღალია მაშინ, როცა ეროვნული ინტერესები
ერთმანეთს უახლოვდება (ეროვნული ინტერესების კონვერგენცია ხდება) და ალიანსის
შიგნით თანამშრომლობა ინსტიტუციონალიზებულ და ჩვეულებრივ ხასიათს იძენს.
როდესაც ალიანსის შეკავშირებულობის დონე მაღალია (როგორც ეს ცივი ომის პერიოდის
ნატოს შემთხვევაში იყო) კონფლიქტები შესაძლოა პასუხისმგებლობის განაწილების (burden
sharing) საკითხმა წარმოშვას.

დღესდღეისბოთ, ორი მნიშვნელოვანი ფორმალური ალიანსი დომინირებს საერთაშორისო


უსაფრხოების სცენაზე. უფრო ძლიერი ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაა (NATO), რომელიც მოიცავს დასავლეთ ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას,
მერე კი აშშ-იაპონიის ალიანსია.
თუკი მშპ-ს ძალის საზომად ავიღებთ, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მსოფლიო მშპ-ს ნახევარს
ფლობენ (დახლ. ორჯერ მეტია, ვიდრე ცალკე აღებყლი აშშ-ის ძალა).

• ნატოს წევრებია: აშშ, კანადა, ბრიტანეთი საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია,


ლუქსენბურგი, ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ესპანეთი,
პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ლიტვა,
ესტონეთი, ლატვია, სლოვენია, სლოვაკეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ალბანეთი და
ხორვატია.

- ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) - აშშ-ის


ხელმძღვანელობით 1949 წელს ჩამოყალიბებული სამხედრო ალიანსი, რომელიც
დაარსებისას ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან შედგებოდა. ალიანსის
მიზანს საბჭოთა ძალის შეკავება და მისთვის წინააღმდეგობის გაწევა წარმოადგენდა.
დღესდღეისობით, ნატო ყოფილ საბჭოთა ბლოკის ქვეყნებსაც მოიცავს.

ნატო შეიქმნა 1949 წელს ევროპაში, საბჭოთა კავშირის ძალის შეკავებისა და მისთვის
წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ნატოს საპირწონედ, ცივი ომის პერიოდში, 1955 წელს
დაარსდა ვარშავის პაქტი, რომელსაც სსრკ ხელმძღვანელობდა - ის 1991 წელს დაიშალა.
- ვარშავის პაქტი - საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობით 1995 წელს დაარსებული
აღმოსავლეთ ევროპული სამხედრო ალიანსი, რომელიც 1991 წელს დაიშალა. იგი ნატოს
საპირწონე ძალას წარმოადგენდა.

კლასიკური რეალიზმის მიმდევრები აქცენტს აკეთებენ სახელმწიფოს საქმეების მართვის


ხელოვნებასა და ეფექტურ მანევრიებაზე ისეთ მსოფლიოში, სადაც სუვერენულ
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები ძალის პოლიტიკით ყალიბდება.

ძალის სტრატეგია არის ის გეგმა, რომელსაც აქტორები იყენებენ ძალისმიერი


შესაძლებლობების განვითარებისა და გამოყენებისთვის, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.
სტრატეგიის მთავარი არსი მდგომარეობს შეზღუდული რესურსების პირობებში ისეთი
ტიპის შესაძლებლობების განვითარებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო
გავლენის მაქსიმიზაციას.

- შეკავება - შეკავების სტრატეგია გულისხმობს მუქარას სხვა აქტორების დასასჯელად, თუ


ეს უკანასკნელი რაიმე უარყოფით მოქმედებას ახორციელებს (განსაკუთრებით, როცა
თავს ესხმის კონკრეტულ სახელმწიფოს ან მის მოკავშირეებს)

შეკავების სტრატეგიის მომხრეებს სწამთ, რომ კონფლიქტების ომში გადაზრდის ალბათობა


მეტია, როდესაც კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე უფრო სუსტია.

- იძულება - იძულების სტრატეგია გულისხმობს ძალის გამოყენების მუქარას, რათა მეორე


აქტორს რაიმე ქმედების განხორციელება აიძულოს (არა რაიმე ქმედების ჩადენისგან
შეაკავოს).

იძულების სტრატეგია, რომელიც ზოგჯერ შეჯავების სტრატეგიის მარცხის შედეგად


გამოიყენება, გულისხმობს ძალის გამოყენებით მუქარას, რათა მეორე აქტორს რაიმე
ქმედების განხორციელება აიძულოს (არა რაიმე ქმედების ჩადენისგან შეაკავოს).
გამალებული შეიარაღება არის ორმხრივი პროცესი, როემლშიც ორი ან მეტი სახელმწიფო
ერთმანეთის საპასხუოდ ავითარებს სამხედრო შესაძლებლობებს. გამომდინარე იქიდან, რომ
ორივე მხარეს სურს გონივრულად იმოქმედოს საფრთხის წინააღმდეგ, ნაცვალგების
მცდელობას ორივე მათგანი შეიარაღების შეუჩერებელ წარმოებამდე მიჰყავს.

- ცივი ომის დათბობა - აქტორის უნიტარულობის შესახებ დაშვება ამტკიცებს, რომ


სახელმწიფოები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ ისევე, როგორც ინდივიდები,
რომელთაც აქვთ უნარი, იმოქმედონ ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რეალობაში,
განსხვავებული ინტერესების მქონე ფრაქციები და ორგანიზაციები
ურთიერთსაწინააღმდეგო ზეწოლას ახორციელებენ სახელმწიფო ლიდერებზე.

- ეროვნული ინტერესი - ზოგადად, სახელმწიფოს ინტერესები (განსხვავებით


სახელმწიფოს შიგნით

ბევრი რეალისტი ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაში ის აქტორები,


რომლებიც ფლობენ ძალას და სხვებზე ზეგავლენის მოსახდენად ძალისხმევას არ იშურებენ,
რაციონალურად იქცევიან.

ამ თვალსაზრისს საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ორი მნიშვნელობა აქვს:


(1) რაციონალობის შესახებ დაშვება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოებსა და სხვა
საერთაშორისო აქტორებს თავიანთი ინტერესების იდენტიფიცირება და მათ შორის
პრიორიტეტების გამოვლენა შეუძლიათ: სახელმწიფოს მოქმედებებიც მისი ინტერესების
გატარებას ისახავს მიზნად. ბევრი რეალისტი ვარაუდობს, რომ აქტორი (ხშირ
შემთხვევაში ეს სახელმწიფოა), რომელიც ახორციელებს ძალაუფლებას, არის ერთი
მთლინობა, რომელსაც თავის ქმედებაზე თანმიმდევრულად შეუძლია ფიქრი და
არჩევანის გაკეთება.
ამას ეწოდება უნიტარული აქტორის ან ძლიერი ლიდერის დაშვება.
(2) რაციონალურობა გულისხმობს, რომ აქტორებს შეუძლიათ ხარჯსარგებლიანობის
ანალიზზე დაყრდნობით მოქმედება, შესაძლოა მოქმედების ხარჯებისა და მის მიერ
სავარაუდოდ მოტანილი სარგებლის გამოთვლა.
- რაციონალური აქტორი - აქტორი, რომელიც ჩაფიქრებულია ერთ მთლიანობად, შეუძლია
თანმიმდევრულად ფიქრი და არჩევნის გაკეთება, ინტერესების იდენტიფიცირება და
მათი პრიორიტეტიზაცია.

თამაშის თეორია მათემატიკის ერთ-ერთი განშტოებაა, რომელიც მოლაპარაკებების


შედეგების პროგნოზირებითაა დაკავბეული. ისეთი თამაშები, როგორიცაა პატიმრის დილება
და წიწილას თამაში სხვადასხვა სახის საერთაშორისო ინტერაქციათა გასაანალიზებლად
გამოიყენება.
თამაში ის მოცემულობაა, რომელშიც ორი ან მეტი მოთამაშე ალტერნატიულ სვლებს შორის
აკეთებს არჩევანს, რასაც ერთჯერადი ან განმეორებითი ხასიათი აქვს.
თამაშის თეორია მიზნად ისახავს სავარაუდო შედეგების პროგნოზირებას, ითვალისიწინებს
მოთამაშეთა პრიორიტეტებს და მათთვის ღია შესაძლო სვლებს. თამაშებს ზოგჯერ
ფორმარულ მოდელებსაც უწოდებენ.

- ნულოვანჯამური თამაშები - სიტუაციები, რომელშიც ერთი აქტორის მოგება უტოლდება


მეორეს წაგებას. ამის საწინააღმდეგოა არანულოვანჯამური თამაშები, რომელშიც
შესაძლებელია ორივე მოთამაშენ ნახოს მოგება ან ორივე წაგებული დარჩეს

საერთაშორისო ურთიერთობებში პატიმრის დილემა გამალებული შეიარაღების შესახებ


წარმოადგენის შესაქმნელად გამოიყენებოდა.

შეჯამება

• რეალიზმი საერთაშორიოს ურთიერთობებს ძალის ცნებით ხსნის. ძალა შეიძლება


გავიგოთ, როგორც გავლენა ან შესაძლებლობები, რომლებითაც გავლენის მოპოვება
შეიძლება.
• სახელმწიფოს ძალის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი მისი მთლიანი შიდა
პროდუქტია.
• მოკლევადიანი ძალისმიერი შესაძლებლობები დამოკიდებულია როგორ მატერიალურ,
ასევე უხილავ გრძელვადიან რესურსებზე. რეალისტები სამხედრო ძალას ყველაზე
მნიშვნელოვან შესაძლებლობად მიიჩნევენ.
• საერთაშორისო ანარქია - მსოფლიო მთავრობის არსებობა - ნიშნავს, რომ ყველა
სახელმწიფო სუვერენული და ავტონომიური აქტორია, რომელიც ატარებს საკუთარ
ეროვნულ ინტერესებს.
• 7 დიდი ძალა მსოფლიოს მშპ-ის ნახევარს ფლობს. ასევე, მათ ანგარიშზეა შეიარაღებული
ძალებისა და ძალის სხვა ფაქტორები.
• ძალის გადასვლის თეორია ამტკიცებს, რომ ხშირ შემთხვევაში ომები საერთაშორისო
სისტემაში შედარებითი ძალის გადანაწილებაში მომხდარი ცვლილებების შედეგია.
• ჰეგემონიამ - საერთაშორისო სისტემაში ერთი სახემწიფოს ბატონობა - შესაძლოა
საერთაშორისო სისტემაში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოს, თუმცა
გარკვეული ხარვეზებით.
• სახელმწიფოები ქმნიან ალიანსებს თავიანთი ეფექტური ძალის გასაზრდელად.
ალიანსები შეიძლება სწარაფად შეიცვალოს, რაც დიდ გავლენას ახდენს ძალის
ურთიერთობაზე. მსოფლიოს მთავარი ალიანსების, მათ შორის ნატოსა და აშშ-იაპონიის
ალიანსის როლები, ცვალებად მსოფლიო წესრიგში ბუნდოვანი ხდება.
• საერთაშორისო ურთიერთობები შეიძლება სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკების
სერიად განვიხილოთ, რომელშიც სახელმწიფოები ძალისმიერ შესაძლებლობების
ბერკეტს იყენებენ მოლაპარაკებების შედეგებზე გავლენის მოსახდენად.
• რაციონალური აქტორის მიდგომები სახელმწიფოებს აღიქვამს თავიანთი ინტერესების
მაქსიმიზაციისათვის მოქმედ ინდივიდებად. ეს გამარტივებული მოდელები სადავოა,
მაგრამ ის საშუალებას აძლებს რეალისტებს, განავითარონ ლაკონური ზოგადი
მოდელები და ახსნები.
• თამაშის თეორია მოლაპარაკებების გამარტივებულ მოდელებს ეყრდნობა (მაგალითად
ისეთს, როგორიცაა პატიმრის დილემა).
III
ლიბერალური და სოციალიური თეორიები

რეალიზმთან შედარებით, ამ მიდგომებს უფრო ოპტიმისტური დამოკიდებულება გააჩნიათ


მშვიდობის პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ომის მიმწუხრი
ლიბერალური თეორიის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების წესები
დროთა განმავლობაში განიცდის ევოლუციას და უფრო მშვიდობიანი ხასიათის ხდება.
აღნიშნული ევოლუცია საერთაშორისო ორგანიზაციების ეტაპობრივად მომრავლების და
ორმხრივი თანამშრომლობის (ნაცვალგება) გაფართოების შედეგია; მეორე რიგის მიზეზებს
შორის, ასევე მიუთითებენ საზოგადოებრივი აზრისა და ნორმების ცვლილებას (იდნეტობა).
უკანასკნელ წლებში, მკაფიოდ გამოიკვეთა სულ უფრო მცირე და ნაკლებად მასშტაბური
ომების ტენდენცია. თუმცა, ზოგადად მსოფლიოში, დღეს ომიანობისკენ ერთ-ერთი ყველაზე
ნაკლებად მიდრეკილი პერიოდია.

კანტი და მშვიდობა
საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალური თეორიები ხსნიან, თუ როგორ არის
შესაძლებელი მშვიდობისა და თანამშრომლობის მიღწევა.
გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა კითხვას „როგორ აიხსნება მშვიდობისკენ
მიმავალი ტენდენცია მოსფლიოში, რომელიც ჯერაც ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და
მრავალ ასპექტში, მრავალ ადგილზე კვლავაც ძალადობისკენ არის მიდრეკილი?“ სამი
პასუხი გასცა:
1. ნაცვალგების პირნიცპის ემყარება და მიუთითებს, რომ სახელმწიფოებს შეეძლოთ
შეექმნათ თანამშრომლობის ხელშემწყობი წესები და ორგანიზაციები, კონკრეტულად
კი ჩამოეყალიბებინათ დღევანდელი გაეროს მსგავსი მსოფლიო ფედერაცია. ეს პასუხი
წარმოადგენს დღევანდელი ლიბერალური ინსტიტუციონალიზმის საფუძველს;
2. ანალიზის ქვედა დონეზეა და მიუთითებს, რომ მშვიდობა დამოკიდებულია
მთავრობების შიდა ხასიათზე;
3. ვაჭრობა ხელს უწყობს მშვიდობას - ემყარება დაშვებას, რომ ვაჭრობა ზრდის
სიმდიდრეს, თანამშრომლობას და გლობალურ კეთილდღეობას და ამასთან ერთად
გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებს კონფლიქტების მოხდენის ალბათობას.

რელისტები სკეპტიკურად უყურებენ აღნიშნულ მსჯელობას (მესამე პასუხი) და ამტკიცებენ,


რომ ერთი სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოზე დამოკიდებულება მოკლევადიან
პერსპექტივაში უფრო მეტ დაძაბულობას იწვევს, რადგან სახელმწიფოები უფრთხიან სხვა
მოღამაში ხელში მათზე გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტის არსებობას.

- ურთიერთდამოკიდებულება - პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც


ორი სახელმწიფო ერთდროულადაა დამოკიდებული ერთმანეთზე საკუთარი
კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. ურთოერთდამოკიდებულების ხარისხს
ზოგჯერ აღნიშნავენ ტერმინებით „სენსიტიურობა“ ან „მოწყვლადობა.“

ლიბერალური ინსტიტუციონალიზმი
ლიბერალური თეორიების მიხედვით, აქტორებს შეუძლიათ მოკლევადიანი,
ინდივიდუალური ინტერესების დათმობა გრძელვადიან პერსპექტივაში იმ საზოგადოების
კეთილდღეობის სანაცვლოდ, რომელსაც მიეკუთვნებიან და ამ ხრივ შეუძლიათ
უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობაც.

აღნიშნული მიდგომის ქვაკუთხედს ნაცვალგების პრინციპი წარმოაგდენს, რადგან


საერთაშორიოს ინსტიტუტები ოფიციალურად თანასწორ წევრებს შორის ორმხრივ
ხელშეწყობისა და დათმობების საფუძველზე მოქმედებენ.

რაციონალურობის რეალისტურ კონცეფციაში, ომი და ძალადობა რაციონალურია (რადგან


ხშირად ეს ხელს უწყობს სახელმწიფოს მოკლევადიანი ინტერესების რეალიზებას), თუმცა
ლიბერალურ თეორიებში ომი და ძალადობა ირაციონალური გადახრაა, რომელიც არასწორი
აზროვნების შედეგია და ვნებს მეომარი სახელმწიფოების (კოლექტიურ, გრძელვადიან)
ინტერესებს.
ნეოლიბელაური მიდგომა ადრეული ლიბერალური მიდგომისგან იმით განსხვავდება, რომ
რეალიზმს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტში ეთანხმება. კერძოდ, ნეოლიბერალები
მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოები უნიტარული აქტორები არიან, რომლებიც ანარქიულ
სისტემაში რაციონალურად ცდილობენ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას.

თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ საკუთარი არგუმენტების საილუსტრაფიოც


ნეოლიბერალები პატიმრის დილემას იყენებენ. აღნიშნულ დილემაში, ერთმანეთის გაცემით,
თითოეულ აქტორს შეუძია ინდივიდულაური მოგების მიღება, მაგრამ ორივე აგებს მაშინ,
როდესაც ორივე გასცემს ერთმანეთს. აღნიშნული დილემის გადაწყვეტა შეიძლება მხოლოდ
თამაშის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში, რაც საერთაშორისო ურთიერთობების
ზუსტ მოდელს წარმოადგენს, რადგან სახელმწიფოები ერთმანეთთან მუდმივად
ურთიერთქმედებენ.
პატიმრის დილემის რამდენჯერმე გათამაშებაში შესაძლოა შედეგად ორმხრივი
თანამშრომლობა მოიტანოს, რადგან მეორე მოთამაშე დაასკვნის, რომ პარტნიორის გაცემა
მეორე მხრიდან საპასუხოდ მსგავსი ტიპის გაცემას მოიტანს.

ნეოლიბერალიზმი ანუ ნელიბერალური ინსტიტუციონალიზმი წარმოადგენს ისეთ


მიდგომას, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო ინსტიტუტების მნიშვნელობას
რეალისტების თვალსაზრისით საერთაშორისო სისტემის თანდაყოლილი კონფლიქტურობის
შერბილების საკითხში. აღნიშული მიდგომა ემყარება საკვანძო ლიბერალურ იდეას, რომლის
თანახმადაც გრძელვადიან ორმხრივ მოგებაზე გაწეული ძალისხმება ხშირად უფრო
რაციონალურია, ვიდრე ინდივიდულაური მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაცია.

შესაბამისად, ნაცვალგება საერთაშორისო ურთიერთობებში იძლევა საერთაშორისო


თანამშრომლობის ჩამოყალიბების საშუალებას ცენტრალური მმართველობის არარსებობის
პირობებშიც. ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, მრავალი ნორმა გამოიყენება
სახელმწიფოთა ურთიერთქმედებაში.
საგარეო პოლიტიკის შემუშავება
საგარეო პოლიტიკა არის სტრატეგია, რომელსაც მთავრობები იყენებენ საერთაშორისო
ასპარეზზე საკუთარი მოქმედებების წარმართვისათვის. საგარეო პოლიტიკაში
გადმოცემულია მიზნები, რომლებსაც სახელმწიფო ლიდერებმა უნდა მიაღწიონ კონკრეტულ
ურთიერთობასა თუ ვითარებაში. ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებს
ნაკლებად აინტერესებთ კონკრეტული პოლიტიკა და უფრო მეტად დაინტერესებულნი
არიან საგარეო პოლიტიკური პროცესით. კერძოდ, თუ როგორ ხდება პოლიტიკის შემუშავება
და განხორციელება.

- საგარეო პოლიტიკს პროცესი - პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება საგარეო


პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სახელმწიფოები ქმნიან


სხვადასხვა ორგანიზაციულ სტრუქტურებსა და ფუნქციურ ურთიერთობებს.
საგარეო პოლიტიკური შედეგები დგება ანალიზის სხვადასხვა დონეზე მოქმედი ძალების
ურთიერთქმედებით.

გადაწყვეტილების მიღების მოდელები


საგარეო პოლიტიკის პროცესი გადაწყვეტილების მიღების პროცესია. გადაწყვეტილების
მიღება არის წარმართვის პროცესი, როდესაც გარესამყაროსთან უკუკავშირის შედეგად
პროცესში გარკვეული დაზუზსტებები შედის.
გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესწავლის საწყის წერტილს წარმოადგენს
რაციონალური მოდელი. ამ მოდელში, გადაწყვეტილებების მიმღებები სახავენ მიზნებს,
აფასებენ მათ ფარდობით მნიშვნელობას, ითვლიან თითოეული სამოქმედო გეგმის
ხარჯსარგებლიანობას და შემდეგ ირჩევენ მოქმედებას მინიმალური დანახარჯებითა და
მაქსიმალური სარგებლით.

- რაციონალური მოდელი - მოდელი, რომელშიც გადაწყვეტილების მიმღევევი


ანგარიშობენ თითოეული სამოქმედო გეგმის ხარჯსარგებლიანობას და შემდეგ ირჩევენ
მოქმედებას მინიმალური დანახარჯებით და მაქსმიალური სარგებლით.
ფინალურის საკითხები:
I
ომის გამომწვევი მიზეზების თეორიები

- კონფლიქტი - სავაჭრო სიტუაციაში სასურველ შედეგებთან დაკავშირებით არსებული


განსხვავება.

საერთაშორისო ურთიერთობებში კონფლიქტი მუდამ არსებობს, რადგან ეს არის გარემოება,


რომლის გარშემოც მიმდინარეობს ვაჭრობა. კონფლიქტური ვაჭრობის დროს,
სახელმწიფოები ქმნიან შესაძლებლობას, რაც მათ უფრო ხელსაყრელი შედეგის
მიღწევისთვის ზეწოლის საშუალებას აძლევს.

ვაჭრობის პროცესის საბოლოო შედეგი კონკრეტული კონფლიქტის დარეგულირებაა.


აღსანიშნავია, რომ კონფლიქტებს ძალადობა იშვიათად მოსდევთ და რამდენიმე მხრიდან
შესაძლოა მივუდგეთ იმ საკითხს, თუ როდის ხდება კონფლიქტი ძალადობრივი.

აღწერილობითი მიდგომები, რომელთაც ისტორიკოსები ანიჭებენ უპირატესობას, როგორც


წესი ყურადღებას ამახვილებენ ომის დაწყების კონკრეტულ, პირდაპირ მიზეზებზე,
რომლებიც სხვადასხვა ომში ერთმანეთისგან განსხვავდება.

განსხვავებული თეორიული მიდგომები, რომელთაც ბევრი პოლიტიკური მეცნიერი


იზიარებს, უფრო მეტად ფოკუსირდება ზოგადად ომების დაწყების საერთო ახსნის ძიებაზე,
რომელიც განსხვავებულ კონტექსტებს შეიძლება მოერგოს.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ანალიზის


სხვადასხვა დონეებზე არსებული მრავალი მიზეზითაა გამოწვეული.
შესაბამისად, ანალიზის ყველა დონეზე კონკრეტული თეორიები გვთავაზობენ
განსხვავებულ ახსნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იძენს ზოგიერთი კონფლიქტი
ძალადობრივ ხასიათს.
ანალიზის დონეებია:
▪ ინდივიდუალური დონე - ომის თეორიები რაციონალურობის გარშემოა
კონცენტრირებული.

რეალიზმთან თანხვედრაში მყოფი ერთ-ერთი თეორია ამტკიცებს, რომ საერთაშორისო


კონფლიქტებში ომი და ზეწოლის სხვა ძალადობრივი ბერკეტების გამოყენება ნორმალურია
და სახელმწიფოთა ლიდერების რაციონალურ გადაწყვეტილებებს ასახავს.

საპირისპირო თეორია მიიჩნევს, რომ კონფლიქტების ომებად გარდაქმნის მიზეზს ხშირად


სახელმწიფოთა ლიდერების მიერ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რაციონალურობიდან გადახრა წარმოადგენს, რომელთა შორისაა ინფორმაციის სკრინინგი,
კოგნიტიური მიკერძოება, ჯგუფური აზროვნება და ა.შ.

ამასთან ახლოს მდგარი თეორია მოიაზრებს, რომ კონფლიქტებისთვის ძალადობრივი


ხასიათის მინიჭებას განაპირობებს ინდივიდთა ერთობლიობის განათლება და მენტალობა.
ასეთ შემთხვევაში, საჯარო ნაციონალიზმმა ან ეთნიკურმა სიძულვილმა, ან თუნდაც
ადამიანის ბუნებაში არსებულმა ძალადობისკენ თანდაყოლილმა მიდრეკილებამ, შესაძლოა
უბიძგოს სახელმწიფოს ლიდერებს კონფლიქტის ძალადობრივი გადაწყვეტისკენ.
არც ერთი ეს თეორია სრულყოფილი არ არის.

▪ შიდა დონე - ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოების ან საზოგადოებების ისეთ


მახასიათებლებზე, რომლებმაც შეიძლება ეს სახელმწიფოები/საზოგადოებები უფრო
მიდრეკილნი გახადონ კონფლიქტების ძალადობრივი გზით გადაწყვეტისკენ.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მეცნიერები ვერ თანხმდებიან თუ რატომ ხდება მეორე


მსოფლიო ომის მსგავსი მასშტაბური ომები და არ შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ, მოხდება
თუ არა კიდევ ასეთი ომი. ასევე, მათ არ აღმოუჩენიათ ის პრინციპი, რომელზეც
დაყრდნობითაც შესაძლოა აიხსნიას თუ რატომ არის ზოგიერთი საზოგადოება გარკვეულ
დროს უფრო მშვიდობიანი სხვებთან შედარებით და რა განაპირობებს მათ ცვლილებას.
▪ სახელმწიფოთაშორისი დონე - ანალიზის ამ დონეზე არსებული თეორიები ომებს
საერთაშორისო სისტემაში მოქმედ მთავარ აქტორებს შორის ძალების თანაფარდობაზე
დაყრდნობით ხსნიან.

ამ დონეზეც ერთმანეთს უპირისპირდებიან ურთიერთშეუთავსებელი თეორიები:


ძალაუფლების ტრანზიციის თეორიის თანახმად, კონფლიქტები მასშტაბურ ომებად
გარდაიქმნებიან მაშინ, როდესაც ძალაუფლება მეტნაკლებად თანაბრად არის განაწილებული
და აღმავალი სახელმწიფო საფრთხეს უქმნის დასუსტებულ ჰეგემონს.

შეკავების თეორიის თანახმად, გაძლიერებას და ძალის გამოყენების მუქარას შეუძლია


ომების შეჩერება, თუმცა გამალებული შეიარაღებული თეორია მიუთითებს, რომ ასეთი
ქმედებები ომების პრევენციის ნაცვლად, მათ დაწყებას განაპირობებს.

▪ გლობალური დონე - ამ დონეზე წამოყენებულია ომის რამდენიმე თეორია.

საერთაშორისო სისტემაში მასშტაბური ომების ციკლურობის იდეის ზოგიერთი


ვარიაციიდან ერთ-ერთი - მასშტაბურ ომებს მსოფლიო ეკონომიკის გრძელ, 50 წლიან
ეკონომიკურ ტალღებს (კონდრატიევის ციკლები) უკავშირებს.

კიდევ ერთი მიდგომა, მასშტაბურ ომებს მსოფლიო წესრიგების შემქნისა და დაკნინების 100
წლიან ციკლებს უკავშირებს.

აღნიშნულ ციკლურ თეორიებს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ საერთაშორისო


სისტემაში დროთა განმავლობაში ომისკენ მიმავალი ზოგადი ტენდენციების ახსნა
შეუძლიათ.
II
იდეების კონფლიქტები

არსებობს საერთაშორისო კონფლიქტის ექვსი ტიპი:


1. ეთნიკური;
კონფლიქტები
2. რელიგიური;
იდეების
3. იდეოლოგიური; შესახებ

4. ტერიტორიული; კონფლიქტები
5. სამთავრობო; ინტერესებთან
დაკავშირებით
6. ეკონომიკური.

აღნიშნული ექვსი ტიპის კონფლიქტი ურთიერთგამომრიცხავი არ არის და პრაქტიკაში


ერთმანეთთან მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილები გააჩნიათ.

დღევანდელი საერთაშორისო კონფლიქტების იდენტობაზე დამყარებული მიზეზების


ჩამოყალიბებას ისტორიულად განაპირობებდა ნაციონალიზმი, როგორც იდენტობისა და
საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოებრიობის დამაკავშირებელი.

– ნაციონალიზმი - საკუთარი ერის ინტერესებთან გაიგივება და ამ ინტერესების


ერთგულება. როგორც წესი მოიცავს ადამიანთა დიდ ჯგუფს, რომელთაც საერთო
ეროვნული იდენტობა, ხშირ შემთხვევაში კი საერთო ენა, კულტურა და მემკვიდრეობა
გააჩნიათ.

ნაციონალიზმი საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების უპირობო ერთგულებას გულისხმობს


და იგი გასული ორი საუკუნის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკაში ალბათ ყველაზე
მნიშვნელოვანი ძალაა.

თვითგამორკვევის პრინციპი გულიხმობს, რომ ხალხს, რომელიც თავს ერად მიიჩნევს, უნდა
ჰქონდეს სახელმწიფოს ჩამოყალიბების და საკუთარი საქმეების სუვერენულად წარმართვის
უფლება. ზოგადად, თუმცა არა ყოველთვის, თვითგამორკვევას ძალის გამოყენებით აღწევენ.
ნაციონალიზმის ფაქტორი გავლენას ახდენს კონფლიქტების რამდენიმე ძირითად ტიპზე.
- ეთნიკური ჯგუფები - ადამიანთა ფართო ჯგუფები, რომლებსაც გააჩნიათ საზიარო
ისტორია, ენა, კულტურული ან რელიგიური კავშირები და საერთო იდენტობა.

ეთნიკური ჯგუფი გარკვეულწილად ფართო სანათესაო ჯგუფს წარმოადგენს - ეს არის


ურთიერთდაკავშირებულ ინდივიდთა ჯგუფი, რომელთაც საერთო წინაპრები ჰყავთ.

ეთნიკური კონფლიქტი თავის თავში შეიცავს ანტიპათიას ან სიძულვილს, რომელსაც ერთი


ეთნიკური ჯგუფის წევრები სისტემატურად განიცდიან სხვა ეთნიკური ჯგუფის მიმართ.
ასეთ შემთხვევაში, ეთნიკური კონფლიქტი განპირობებულია არა ხელშესახები (რას აკეთებს
ვიღაც), არამედ არახელშესახები (ვინ არის ვიღაც) მიზეზებით.

ეთნიკური ჯგუფები ხშირად ქმნიან ნაციონალისტური გრძნობების საფუძველს.


აღსანიშნავია, რომ ყველა ეთნიკური ჯგუფი არ ახდენს საკუთარი თავის ერად
იდენტიფიცირებას. ეთნიკური ჯგუფების განსახლების ადგილები ხშირად არ ემთხვევა
საერთაშორისო საზღვრებს. ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფს არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო.
ეთნიკური კონფლიქტები ხშირად მოიცავს საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის
ზეწოლას. როდესაც ეთნიკური ჯგუფები მეტოქე ეთნიკური ჯგუფების კონტროლირებად
ტერიტორიებზე უმცირესობას წარმოადგენენ, ისინი შესაძლოა გააძევონ საკუთარი
მიწებიდან. უმცირესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფის გაძევებით, უმრავლესობას შედეგად
შეუძლია საკუთარი ერი-სახელმწიფოსთვის შექმნას უფრო ერთიანი, უფრო შეკრული და
უფრო ფართო ტერიტორია.

– გენოციდი - ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულად ან


ნაწილობრივ განადგურების დაგეგმილი და სისტემური მცდელობა. გაეროს კონვენციით
1948 წელს, გენოციდი აღიარებულ იქნა დანაშაულად საერთაშორისო სამართლის
მიხედვით.
ეთნიკური დაპირისპირების მიზეზები, ხშირად, ხანგრძლივი ისტორიული კონფლიქტებია,
რომელიც კონკრეტულ ტერიტორიას ან რესურსებს უკავშირდება ან ერთი ეთნიკური
ჯგუფის მიერ მეორე ეთნიკური ჯგუფის ეკონომიკური ექსპლუატაციისა და მასზე
პოლიტიკური დომინანტობის დამყარების სურვილია.

- ეთნოცენტრიზმი - საკუთარი ჯგუფის (შიდა-ჯგუფი) მიმართ კეთილგანწყობილი, ხოლო


გარე-ჯგუფის მიმართ არაკეთილგანწყობილი აღქმის მიმართ მიდრეკილება.

ეთნოცენტრიზმი, ანუ შიდა-ჯგუფური ტენდენციურობა არის მიდრეკილება, რომ შენი


საკუთარი ჯგუფი აღიქვა პოზიტიურად, ხოლო გარე-ჯგუფი ნეგატიურად.
ზუსტად იგივე ძალა, რომელიც განაპირობებს დათმობას/შეწირვას ჯგუფური
იდენტობისთვის, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაშია, ასევე განაპირობებს შიდა-
ჯგუფური ტენდენციურობის ჩამოყალიბებას.

გარე-ჯგუფის წინააღმდეგ ბრძოლა : ეთნიკური დაპირისპირებებს მრავალ საერთაშორისო


კონფლიქტში ვხვდებით. შიდა-ჯგუფურ ტენდენციურობაზე დამყარებულ ეთნოცენტრიზმს
შეუძლია ხელი შეუწყოს გარე-ჯგუფის მიმართ შეუწყნარებლობას და საბოლოო
დეჰუმანიზაციას. შიდა-ჯგუფური ტენდენციურობა ძლიერდება მაშინ, თუ სხვა ჯგუფი
განსხვავებულად გამოიყურება, სხვა ენაზე ლაპარაკობს ან განსხვავებული
აღმსარებლობისაა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეთნიკური კონფლიქტები ხშირად სცდებიან მატერიალურ


პრობლემებს, არის ის, რომ ისინი გამოხატულებას რელიგიურ კონფლიქტებში ჰპოვებენ.
ეთნიკური ან ტერიტორიული კონფლიქტის შესწავლისას, რელიგია ხშირად წარმოჩინდება
ხოლმე ჯგუფებს შორის მთავარ და ყველაზე ხილულ წყალგამყოფად.

აღსანიშნავია, რომ რელიგიურ განსხვავებულობას შეუძლია არსებული კონფლიქტების


უფრო გართულება. ამაზე მკაფიოდ მიუთითებს უკანასკნელ ათწლეულებში
ფუნდამენტალისტური მოძრაობების გაძლიერება.
ფუნდამენტალისტური მოძრაობების წევრები საკუთარი თემების ცხოვრებას რელიგიური
მრწამსის შესაბამისად წარმართავენ და ბევრი მათგანი მზადაა თავი შესწიროს ამ მრწამსს ან
სხვა ადამიანები მოკლას. ასეთი მოძრაობები უპირისპირდებიან სეკულარული
ჯგუფებს/მოძრაობებს.

– სეკულარული - რელიგიური დაწესებულებების ფარგლებს გარეთ შექმნილი სუბიექტი,


რომელიც მოიაზრებს პოლიტიკურ და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის
განცალკევებულობის მაღალ ხარისხს.

ფუნდამენტალისტური მოძრაობების სამიზნედ მიჩნეულ სეკულარულ ასპექტებში შედის


საერთაშორისო სისტემის წესები, რომელიც აღიარებენ სახელმწიფოების ოფიციალურ
თანასწორობას, ამ სახელმწიფოების „მორწმუნეობის“ თუ „ურწმუნოების“ მიუხედავად.
ფუნდამენტალისტები რელიგიას (ტრანსნაციონალურ რწმენით სისტემას) ხშირად უფრო
მაღლა აყენებენ ვიდრე სახელწიფო კანონებს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რაც
საერთაშორისო სისტემის ნორმებს და რეალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

დღევანდელ დღეს არსებული კონფლიქტები მსოფლიოს ყველა წამყვანი რელიგიის სახელით


მიმდინარეობს. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტებს, სადაც
ჩართულები არიან ისლამისტური ჯგუფები და სახელმწიფოები. დღევანდელი
მდგომარეობით მიმდინარე 15-დან 13 ომში ისლამისტი მონაწილეები აქტიურად არიან
ჩართულები. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ისლამისტური მოძრაობების
უმრავლესობა არ არის ძალადობრივი.
– ისლამი - ფართო და მრავალფეროვანი მსოფლიო რელიგია, რომლის მიმდევრებს შორის
არიან სუნიტი მუსლიმები, შიიტი მუსლიმები და კიდევ მრავალი სხვა მცირე განშტოება
და სექტა (ნიგერიიდან ინდონეზიამდე). ისლამის ცენტრს ახლო აღმოსავლეთი და
სამხრეთ აზია წარმოადგენს.
– ისლამისტი - პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ისლამური პრინციპებისა და
სამართლის სახელმწიფო მმართველობაში დანერგვას მოითხოვს. ისლამიზმი ფართო
სპექტრის ჯგუფებს მოიცავს, რომლებიც მიზნის მისაღწევად განსხვავებულ მეთოდებს
იყენებენ.
ისლამური ქვეყნების უმრავლესობა ერთიანდება მთავრობათაშორის ორგანიზაციაში
„ისლამური კონფერენცია“.

ისლამისტური ჯგუფები მხარს უჭერენ მთავრობებისა და საზოგადოებების ისლამურ


სამართალზე დაფუძნებას. აღნიშნული ჯგუფებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად
განსხვავდებიან იმით, თუ რა მეთოდებს იყენებენ ამ მიზნის მისაღწევად. მათი უმრავლესობა
არაძალადობრივია.

ისლამისტური მოძრაობები ტრანსნაციონალურ ძალებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც


მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებასა და გლობალური
ჩრდილოეთი-სამხრეთის ურთიერთობებზე.

რელიგია პოლიტიკასა და კულტურაში არსებული სტატუს-კვოს მიმართ წინააღმდეგობის


გამოხატვის საშუალებად იქცა.

უფრო მეტად რადიკალური ისლამისტური მოძრაობები არა მხოლოდ საფრთხეს უქმნიან


ზოგიერთ არსებულ მთავრობას, რომლებსაც დასავლეთთან სამოკავშირეო ურთიერთობები
გააჩნიათ, არამედ ძირს უთხრიან სახელმწიფო სუვერენიტეტის ტრადიციულ ნორმებსაც.
ასეთი მოძრაობები უარყოფენ სახელმწიფოს დასავლურ პოლიტიკურ კონცეფციებს და
უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ ისლამურ ორიენტაციას, სადაც უმთავრესი როლი
თემს/საზოგადოებას ეკუთვნის.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოქმედი ისლამისტების სიძლიერის წყაროს, სხვა


რევოლუციონერების მსგავსად, მდიდარი ელიტების წინააღმდეგ ღარიბი მასების
ინტერესების დაცვა წარმოადგენს. გლობალური სამხრეთის სხვა რევოლუციონერებივით,
ისლამისტური მოძრაობები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი, ეგვიპტე და ლიბანი
მხარდაჭერას სწორედ ღარიბებით დასახლებულ ადგილებში ჰპოვებენ, სადაც ისლამისტები
ზოგჯერ იმ სერვისების მიმწოდებლები არიან, რომელსაც მთავრობები ვერ
უზრუნველყოფენ.
ისლამისტური მოძრაობები ცდილობენ გამოიყენონ საზოგადოების იდენტიფიცირება ისეთ
საკითხებთან, რომელსაც მატერიალური ზეგავლენა არ გააჩნია, თუმცა გავლენას ახდენს
მათი, როგორც მუსლიმების იდენტობაზე.

ისლამურ ქვეყნებში ანტიამერიკულმა და ანტიდასავლურმა განწყობების მატებამ


შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ზრდა დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი
ჯგუფები უმცირესობაში არიან, მათ არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვთ
საერთაშორისო ურთიერთობებზე და საზოგადოებრივი ყურადღებასაც უმეტესად ისინი
იქცევენ. შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფები ერთმანეთისგან მკვეთრად
განსხვავდებიან.

მთავარი ისლამისტური შეიარაღებული დაჯგუფებები:


▪ ირანის ისლამური რესპუბლიკა; ▪ მაროს;
▪ ჰესბოლა; ▪ გათავისუფლების ცენტრი;
▪ მაჰდის არმია; ▪ ალ ყაიდა;
▪ ან-ნუსრას ფრონტი; ▪ თალიბანი;
▪ ჰამასი; ▪ ისლამური სახელმწიფო;
▪ ალ შაბაბი; ▪ ჰუსიტები.

საერთო ჯამში, ისლამისტური ჯგუფების მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტები უფრო


კომპლექსურია ვიდრე უბრალოდ რელიგიური კონფლიქტები, რადგან პირველ შემთხვევაში
საქმე გვაქვს ძალაუფლებასთან, ეკონომიკურ ურთიერთობებთან, ეთნიკურ შოვინიზმთან და
წარსულში არსებულ იმპერიებთან.

იდეოლოგიური კონფლიქტი
იდეოლოგია კონფლიქტების სიმბოლიზების და ინტენსიფიკაციის საშუალებაა. თუმცა
რელიგიებთან შედარებით, იდეოლოგიებს შედარებით სუსტი პრეტენზია გააჩნიათ საკვანძო
ფასეულობებსა და აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე.
იდეოლოგიური განხეთქილება - საერთაშორისო კონფლიქტების უმრავლესობაში
იდეოლოგია მხოლოდ შეზღუდულ როლს თამაშობს. რევოლუციების შემდეგ, ისეთმა
იდეოლოგიებმა, როგორიცაა მარქსიზმი, შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო
პოლიტიკაზე.

რეალისტებისთვის სახელმწიფოებს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავები


უმნიშვნელოა, რადგან საერთაშორისო სისტემის ყველა წევრი საკუთარი ეროვნულ
ინტერესების დაკმაყოფილებას მეტნაკლებად მოქნილი ალიანსების სისტემაში ცდილობს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ისეთი ქვეყნებიც კი, სადაც ძლიერი იდეოლოგიურ
საფუძვლებზე დამყარებული რევოლუცია განხორციელდა, კარგავენ იდეოლოგიურ ჟინს.
მოკლევადიან პერსპექტივაში, რევოლუციები ცვლიან საერთაშორისო ურთიერთობებს.
რევოლუციებით ომის ალბათობა იზრდება, მაგრამ არა იდეოლოგიის მიზეზით. რეალურად,
მთავრობების უეცარმა ცვლილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალიანსების და ძალთა ბალანსის
ცვლილება. ასეთ დროს, როდესაც ყველა მხარე ცდილობს ახლიდან უზრუნველყოს
ძალაუფლების გათვლები, ადვილია მცდარი გათვლის გაკეთება ან არსებული საფრთხის
გაზვიადება. თუმცა, რევოლუციების ექსპორტი სხვა სახელმწიფოებში იშვიათად ხდება.

III
ინტერესთა კონფლიქტები

იდეათა კონფლიქტები ძნელად მოსაგვარებელია ფსიქოლოგიური და ემოციური


ფაქტორების მიზეზით, თუმცა მატერიალურ საკითხებზე არსებული კონფლიქტების
დარეგულირება გარკვეულწილად მარტივია ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით.
თეორიულად, პოზიტიური ზეწოლის სათანადო ბერკეტის არსებობის შემთხვევაში, რაც
გარკვეული ფორმის ანაზღაურებას გულისხმობს, ნებისმიერი სახელმწიფო დათანხმდება
სხვა სახელმწიფოს პირობებს სადავო საკითხზე.
ტერიტორიული დავები
ტერიტორიის კონტროლთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტები ორი სახისაა:
ტერიტორიული დავები (სად უნდა იქნას საზღვრები გავლებული) და მოცემულ საზღვრებში
არსებული სახელმწიფოს კონტროლთან დაკავშირებული კონფლიქტები (მთავრობების
კონტროლი).

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოები ფანატიკურად ძვირფასად მიიჩნევენ საკუთარ


ტერიტორიას, სასაზღვრო კონფლიქტები საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი
ყველაზე რთულად მოსაგვარებელია.

სახელმწიფოები იშვიათად თმობენ ტერიტორიას ფულის ან სხვა საზღაურის სანაცვლოდ.


ამასთან, სახელმწიფოებს არ ავიწყდებათ ის ტერიტორიები, რომლებიც საკუთარი ნების
საწინააღმდეგოდ დაკარგეს.

სხვა სახელმწიფოსთან დაკარგული მიწის დაბრუნების მიზანს ირედენტიზმი ეწოდება.


ნაციონალიზმის ეს ფორმა ხშირად მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების
პირდაპირ გამომწვევ მიზეზად გვევლინება.

– ირედენტიზმი - ნაციონალიზმის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სხვა


სახელმწიფოსთან დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას. ირედენტიზმმა შეიძლება
პირდაპირ სახელმწიფოთაშორისი ძალადობრივი კონფლიქტი გამოიწვიოს.

სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასთან კავშირის გამო, ტერიტორიებს მათ რეალურ


ეკონომიკურ ან სტრატეგიულ ღირებულებასთან შედარებით უფრო ფასეულად მიიჩნევენ.

ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ტერიტორიის თანდაყოლილი ღირებულების


გარდაუვალი შემცირების მიუხედავად, უცვლელი რჩება მნიშვნელობა რასაც
სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიას ანიჭებენ. ისტორიულად ტერიტორია ეკონომიკური
წარმოების, ანუ სოფლის მეურნეობისა და ნედლეულის მოპოვების საფუძველს
წარმოადგენდა. ომებში გამარჯვების მოპოვება ნიშნავდა ტერიტორიების შემოერთებას, რაც
თავის მხრივ ნიშნავდა გაზრდილ სიმდიდრეს.
ნებისმიერ ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებული დანაკარგები აღემატება სადავო
ტერიტორიიდან მისაღები ეკონომიკური სარგებლის მოცულობას.

– სეცესია - არსებული სახელმწიფოდან პროვინციის ან რეგიონის გამოყოფის მცდელობა


სასაზღვრო კონფლიქტის განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს.

ასეთ დროს საქმე გვაქვს არა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სასაზღვრო დავასთან,
არამედ ახალი სახელმწიფოს გარშემო საერთაშორისო საზღვრების გავლებასთან.
მსოფლიოში ათეულობით სეცესიური მოძრაობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან
ზომითა და პოლიტიკური ეფექტურობის ხარისხით განსხვავდება, თუმცა გამოყოფას
იშვიათად ახერხებენ. არსებული სახელმწიფო თითქმის ყოველთვის ცდილობს სადავო
ტერიტორიის შენარჩუნებას.

სეცესიური ომები შესაძლოა მასშტაბური და სისხლისმღვრელი აღმოჩნდეს, ადვილად


გასცდეს საერთაშორისო საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.
2008 წლის აგვისტოში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს ცხინვალის
რეგიონს შორის დაწყებული ბრძოლის შედეგად, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
მხარეს სამხედრო ჩარევა განახორციელა, რასაც შედეგად რუსეთსა და საქართველოს შორის
მცირეხნიანი ომი მოჰყვა. ამის შემდეგ რუსეთმა აღიარა საქართველოს ორივე
სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა. აღნიშნული ნაბიჯი დაგმო აშშ-მა და
ევროკავშირმა და გაეროსთვის დღემდე მიუღებელია.

- ეთნიკური წმენდა - ევფემიზმი, რომელიც გამოიყენება ეთნიკური ჯგუფის ან ჯგუფების


ტერიტორიიდან ძალადობით განდევნის აღწერის მიზნით, რომელსაც თან ახლავს ხოცვა-
ჟლეტა და ადამიანის უფლებების დარღვევები. ეთნიკურ წმენდები ხდება
მრავალეროვნული სახელმწიფოების დაშლისას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ყოფილი
იუგოსლავიის შემთხვევა.
თუმცა, სახელმწიფოს დაშლილსას ძალადობრივი სცენარი გარდაუვალი არ არის.
ცენტრალურ მთავრობის სრულ კონტროლსა და გამოყოფას შორის რეალისტური
კომპრომისულ ვარიანტად სულ უფრო ხშირად განიხილება რეგიონული ავტონომიის
მინიჭების საკითხი.
სახელმწიფოთაშორისი საზღვრები
საერთაშორისო თანამეგობრობა გაცილებით სერიოზულად უდგება სასაზღვრო დავებს
არსებულ სახელმწიფოებს შორის, თუმცა სეცესიურ კონფლიქტებთან შედარებით ასეთი
დავები შედარებით ნაკლებად გვხვდება. ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო
ნორმიდან გამომდინარე, ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებს შორის ცოტა
მნიშვნელოვანი სასაზღვრო კონფლიქტია შემორჩენილი.
როდესაც ტერიტორიულ დავებს ადგილი აქვს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს შორის,
შესაძლებელია მათი მშვიდობიანი გზით მოგვარება.
დღევანდელ დღეს, ძალიან მცირე არსებული სახელმწიფოთაშორის სასაზღვრო დავა იწვევს
მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფლიქტებს.

სპრატლის კუნძულები კუნძულების გარშემო მდებარე ბუნებრივ რესურსების და


ტერიტორიის კონტროლთან დაკავშირებული თანამედროვე კონფლიქტების მაგალითია.
სპრატლის კუნძულებზე ნაწილობრივ ან სრულად პრეტენზიას აცხადებენ:
▪ ჩინეთი;
▪ ვიეტნამი;
▪ მალაიზია;
▪ ბრუნეი;
▪ ფილიპინები;
▪ ტაივანი.

მსოფლიოში არსებული ბევრი სხვა სახელმწიფოთაშორისი ტერიტორიული დავა და


ყველაზე მნიშვნელოვანი დავები ეხება უმეტესად სტრატეგიული უპირატესობის მომტან
მცირე კუნძულებსა და ბუნებრივი რესურსებზე (მაგალითად ოფშორული
ნავთობასაბადოების) კონტროლის დამყარებას ან თევზის რეწვის უფლებების მოპოვებას.
დღეს მოქმედი საერთაშორისო სამართალი კუნძულის მფლობელს 200 საზღვაო მილის
რადიუსზე ნებისმიერი მიმართულებით ანიჭებს თევზჭერისა მინერალების მოპოვების
უფფლებას.
კუნძულების და საზღვაო სამართლის შესაბამისად მათ გარშემო არსებული
განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის კონტროლის საკითხმა მრავალი რთული
სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი გამოიწვია.
ტერიტორიული წყლები
სახელმწიფოები მათ ნაპირებთან არსებულ ტერიტორიულ წყლებს ეროვნული ტერიტორიის
რანგში განიხილავენ. ტერიტორიული წყლების საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია არ
არსებობს, თუმცა უკანასკნელ წლებში შემუშავებულ იქნა გარკვეული ნორმები, მათ შორის
გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ.

o სანაპიროდან სამი მილის რადიუსში არსებული წყლები ტრაციულად ტერიტორიულ


წყლებად მიიჩნევა, თუმცა არსებობს დავა რა მანძილზე და რა მიზნებით ვრცელდება
ეროვნული სუვერენიტეტი.
o გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ აწესებს 12 მილის რადიუსის
სატრანსპორტო ზონას და 200 მილის რადიუსი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას,
რომელიც თევზჭერისა და მინერალების მოპოვების უფლებებს მოიცავს (თუმცა
ამასთანავე აწესებს თავისუფალი ნაოსნობის უფლებას).

ერთად აღებული ყველა განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა საერთო ჯამში მსოფლიო


ოკეანეების მესამედს მოიცავს.

– ტერიტორიული წყლები - სახელმწიფოს სანაპიროსთან არსებულ წყლებს როგორც წესი


ეროვნული ტერიტორიის ნაწილად განიხილავენ.

სახელმწიფოს თავზე არსებული საჰაერო სივრცე სახელმწიფოს ტერიტორიად განიხილება.


სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაფრენისას, თვითმფრინავს ამ სახელმწიფოს ნებართვა
უნდა გააჩნდეს.

– საჰაერო სივრცე - სახელმწიფოს თავზე არსებული სივრცე, რომელიც მის ტერიტორიად


განიხილება. საჰაერო სივრცე განსხვავდება გარე სივრცისგან, რომელიც საერთაშორისო
ტერიტორიად არის მიჩნეული.

აღნიშნულისგან განსხვავებით, გარე სივრცე, ოკეანეების მსგავსად საერთაშორისო


ტერიტორიად განიხილება. საერთაშორისო სამართალში არ არსებობს ზუსტი განსაზღვრება
თუ სად მთავრდება საჰაერო სივრცე და იწყება გარე სივრცე. თუმცა დედამიწის გარშემო
მოძრავი თანამგზავრები თვითმფრინავებზე მაღლა არიან, ძალიან სწრაფად
გადაადგილდებიან და ადვილად ვერ შეიცვლიან მიმართულებას რომ გვერდი აუქციონ
კონკრეტულ ქვეყანას. ამასთან, ძალიან ცოტა ქვეყანას შეუძლია სატელიტების ჩამოგდება.
გამომდინარე იქიდან, რომ სატელიტები დიდი სახელმწიფოებისთვის გამოსადეგია
სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების ინსტრუმენტის რანგში, შემუშავებულ იქნა ღია
კოსმოსის დემილიტარიზაციის ნორმა. არც ერთ სახელმწიფოს არ განუხორციელებია
დარტყმა სხვა სახელმწიფოს კუთვნილ სატელიტზე.

მთავრობის კონტროლი
ყველაზე გავრცელებული კონფლიქტის სახეს წარმოადგენს ბრძოლა, თუ რომელმა
ხელისუფლებამ უნდა აკონტროლოს მთლიანი სახელმწიფო არსებულ საზღვრებში.

თეორიულად, სუვერენულობის ნორმის გათვალისწინებით, სახელმწიფოები არ ერევიან სხვა


სახელმწიფოების მმართველობის საქმეებში.

პრაქტიკულად, კი სახელმწიფოებს საკმაოდ მაღალი ინტერესი გააჩნიათ სხვა ქვეყნის


მმართველობასთან და ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ამ სახელმწიფოების
ხელმძღვანელობაზე.

კონფლიქტმა ხელისუფლების შესახებ შესაძლოა მრავალი ფორმა მიიღოს, ზოგიერთმა


მსუბუქი და ზოგმაც მწვავე. ზოგიერთში შესაძლოა მჭიდროდ იყოს ჩართული მესამე მხარე,
ხოლო ზოგიერთი კი მეტნაკლებად ორმხრივ ხასიათს ატარებდეს. ზოგიერთ შემთხვევაში
სახელმწიფო ცდილობს მხოლოდ მსუბუქი ზეგავლენის მოხდენას მეორე სახელმწიფოში
ჩატარებულ არჩევნებში. სხვა შემთხვევაში, ერთი სახელმწიფო შესაძლოა მხარს უჭერდეს
სხვა სახელმწიფოში მოქმედ მეამბოხე ელემენტებს, რომელთაც ხელისუფლების დამხობა
ამოძრავებთ.

ეკონომიკური კონფლიქტი
ეკონომიკური ტრანზაქციების მასშტაბებისა და საყოველთაო გავრცელებიდან გამომდინარე,
საერთაშორისო ურთიერთობებში ეკონომიკური კონკურენცია კონფლიქტის ყველაზე
ფართოდ გავრცელებული ფორმაა. სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის მიღწეული
თითოეული გარიგება ან შეთანხმება კონფლიქტური ინტერესების გადაწყვეტას
გულისხმობს. მსოფლიო კაპიტალისტურ ბაზარზე, ნებისმიერი ეკონომიკური გაცვლა
გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს მოიცავს.

ეკონომიკური ტრანზაქციები კონფლიქტური ინტერესების გარდა დამატებით ორმხრივი


ეკონომიკური მოგების ძლიერ ელემენტსაც შეიცავს. აღნიშნული ორმხრივი მოგება
ეკონომიკურ გაცვლებზე ვაჭრობის ყველაზე სასარგებლო ბერკეტს წარმოადგენს.
სახელმწიფოები და კომპანიები იმიტომ ახორციელებენ ეკონომიკურ ტრანზაქციებს, რომ
ამით სარგებელს ნახულობენ.

შესაბამისად, ეკონომიკური კონფლიქტები ყოველთვის არ გულისხმობს სამხედრო ძალის


გამოყენებას და ომს.

კიდევ ერთი სახის ეკონომიკური კონფლიქტი, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე


ახდენს გავლენას სამხედრო მრეწველობას ეხება, რაც მოიცავს სამხედრო ტექნიკის
წარმოების, განსაკუთრებით მაღალ ტექნოლოგიური შეიარაღების, გამანადგურებელი
თვითმფრინავების ან რაკეტების წარმოების შესაძლებლობას.

ნარკოტიკებით ვაჭრობა
გამომდინარე იქიდან, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა საერთაშორისო საზღვრების დარღვევით
უკანონო ვაჭრობას გულისხმობს, იგი კონტრაბანდული საქმიანობაა, რომელიც
სახელმწიფოებს შემოსავლის მიღებას საშუალებას ართმევს და სახელმწიფოს მიერ საკუთარი
საზღვრების კონტროლის კანონიერი უფლების დარღვევას წარმოადგენს. სხვა
კონტრაბანდული საქონლისგან განსხვავებით, ეროვნულ ფსიქოლოგიურ სიმტკიცესა და
ეფექტიანობაზე მისი გავლენის გათვალისწინებით ნარკოტიკები უსაფრთხოების გამოწვევას
წარმოადგენს. ნარკოტიკებით ვაჭრობა ასევე უკავშირდება უსაფრთხოების საკითხებს,
რადგან შეიარაღებული ძალები ხშირად არიან ჩართულნი მძიმედ შეიარაღებული
ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სახმელეთო ძალები: ტერიტორიის კონტროლი
ძირითადი მიზეზებისა და მიზნების განსხვავებულობის მიუხედავად, ომების
უმრავლესობის მიზანს ტერიტორიის კონტროლი წარმოადგენს. ომში ტერიტორიას მთავარი
ადგილი უკავია საერთაშორისო სისტემაში მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე და
პირიქით. საზღვრები ადგენენ, თუ სად შეუძლიათ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს და
მეტოქე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს თავისუფლად გადაადგილება. არმიები
მორგებულნი არიან ტერიტორიების დაკავებაზე, შენარჩუნებასა ან დაცვაზე. შეიარაღებულ
ძალებს ქვეითი სამხედრო მოსამსახურეების მეშვეობით შეუძლიათ ტერიტორიის სამხედრო
ოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მნიშვნელოვანი
უსიამოვნება შეუქმნას სამხედროებს ძალადობრივი თუ არაძალადობრივი მეთოდების
გამოყენებით, ოკუპანტი ძალის განდევნა მხოლოდ სხვა ორგანიზებულ სამხედრო ძალას
შეუძლია.

სამხედრო მოსამსახურეს რომელიც ფეხით გადაადგილდება ქვეითი ეწოდება. ქვეითები


როგორც წესი აღჭურვილნი არიან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და სხვა მსუბუქი
შეიარაღებით (როგორიცაა ნაღმები და ტყვიამფრქვევებით), ასევე სხვადასხვა ტიპის მძიმე
არტილერიით. არტილერია უკიდურესად დამანგრეველი იარაღია, რომელიც სამხედრო და
სამოქალაქო ობიექტებს ერთნაირად ანადგურებს და როგორც წესი ომებში ყველაზე მეტია.

IV
ვაჭრობის თეორიები და ძირითადი კონცეფციები

ვაჭრობა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური საკითხია.


საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარები საერთაშორისო ეკონომიკური
აქტივობის პოლიტიკას შეისწავლიან. ყველაზე ხშირად კვლევის საგანს წარმოადგენს
ვაჭრობა, სავალუტო ურთიერთობები და მულტინაციონალური კორპორაციები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მსოფლიოს ინდუსტრიალიზებულ რეგიონებს, სადაც
მსოფლიოს ეკონომიკური აქტიურობის დიდი ნაწილი ხორციელდება.
საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკაში არსებული ორი მთავარი მიდგომა:
▪ მერკანტილიზმი - მიიჩნევს, რომ თითოეულმა სახელმწიფომ სხვა ქვეყნების ხარჯზე
უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები და არ უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო
ორგანიზაციებს ორმხრივი სარგებლის მექანიზმის შესაქმნელად.

იგი აქცენტს აკეთებს ფარდობით ძალაუფლებაზე. მნიშვნელოვანია არა სახელმწიფოს


აბსოლუტური დონე, არამედ მეტოქე სახელმწიფოებთან შედარებით არსებული პოზიციები.
მერკანტილიზმი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური ტრანზაქციების მნიშვნელობას განაპირობებს
ამ ტრანზაქციების მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით. სახელმწიფოებს ფარდობითი
სიმდიდრის მოხვეჭა და ვაჭრობა იმიტომ აინტერესებთ, რომ ეს შესაძლოა პირდაპირ
სამხედრო ძალაში გარდაქმნან. მერკანტილიზმი არის ეკონომიკური თეორია და
პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება თავისუფალ ვაჭრობას.

▪ ეკონომიკური ლიბერალიზმი - იზიარებს ანარქიულობის იდეას, მაგრამ ამ გარემოებას


ეკონომიკური გაცვლიდან ორმხრივი სარგებლის მისაღებად აქტიური
თანამშრომლობისთვის ხელშემშლელ ფაქტორად არ მიიჩნევს.

იგი აქცენტს აკეთებს აბსოლუტურ და არა ფარდობით სარგებელზე და პრაქტიკაში მხარს


უჭერს თავისუფალ ვაჭრობას, კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას და „გახსნილ“
მსოფლიო ეკონომიკას. ლიბერალიზმი მიიჩნევს, რომ საერთო მოგების მისაღწევად
თანამშრომლობა შესაძლებელია და სახელმწიფოებმა შესაძლოა ეკონომიკური გაცვლიდან
ორმხრივი სარგებელი ნახონ.

ლიბერალიზმი და მერკანტილიზმი, როგორც ეკონომიკური თეორიები, ისე იდეოლოგიებია,


რომლებიც სახელმწიფოს პოლიტიკის განმსაზღვრელებად გვევლინებიან. ამ ორ
თეორიასთან ერთად ხშირად განიხილავენ მესამე თეორიულ/იდეოლოგიურ მიდგომას,
მარქსიზმს. იგი მორგებულია ეკონომიკურ ექსპლუატაციაზე, რომელსაც პოლიტიკური
ურთიერთობების განმსაზღვრელ ძალად განიხილავს.

საერთაშორისო ეკონომიკური გაცვლების უმეტესობა როგორც ორმხრივი ინტერესების, ისე


დაპირისპირებული ინტერესების გარკვეულ ელემენტს შეიცავს. თამაშის თეორეტიკოსები
ამას „შერეული ინტერესების“ თამაშს უწოდებენ.
საერთაშორისო ვაჭრობისას, მაშინ როდესაც ორივე სახელმწიფო ნახულობს სარგებელს
(საერთო ინტერესი), ერთი ან მეორე უფრო მეტ სარგებელს იღებს (კონფლიქტური
ინტერესი).

ლიბერალიზმი ხაზს უსვამს ეკონომიკურ გაცვლაში საერთო ინტერესებს და მისთვის


ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს ოპტიმალური ეფექტიანობის
მიღწევით მაქსიმალური საერთო სიმდიდრის შექმნა წარმოადგენს.

მერკანტილიზმი აქცენტს კონფლიქტურ ინტერესებზე აკეთებს და მისთვის ყველაზე


მნიშვნელოვანი სიმდიდრის ყველაზე ხელსაყრელი გადანაწილების (დისტრიბუციის)
შექმნაა.

ლიბერალიზმი ინდივიდუალურ შიდამეურნეობებს და ფირმებს ეკონომიკის წამყვან


აქტორებად განიხილავს და მთავრობის ყველაზე სასარგებლო როლად ეკონომიკაში
ჩაურევლობას მიიჩნევს, სადაც გამონაკლისს მხოლოდ ბაზრების ეფექტიანი
ფუნქციონირების ხელშესაწყობად შესაბამისი რეგულირება წარმოადგენს. ამის მიხედვით,
პოლიტიკა ეკონომიკური ეფექტურობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

- თავისუფალი ვაჭრობა - სახელმწიფო საზღვრებზე საქონლისა და მომსახურების


შეუზღუდავი, ტარიფებისგან და სხვა ბარიერებისგან თავისუფალი გადაადგილება
– ურთიერთდამოკიდებულება - პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, როდესაც ორი
სახელმწიფო საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ორმხრივად არის
ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებული. მისი ხასირხი ზოგჯერ განისაზღვრება
„მგრძნობიარობის“ და „მოწყვლადობის“ კატეგორიებით. ლიბერალები ამტკიცებენ, რომ
ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივად უწყობს ხელს მშვიდობას.

ვაჭრობის სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებში ჩასაყენებლად, თუნდაც გარკვეული


სიმდიდრის დაკარგვის ხარჯზე, რაც თავისუფალი ბაზრების პირობებში შეიქმნებოდა,
მერკანტილისტები უპირატესობას სავაჭრო ბალანსს ანიჭებენ.
– სავაჭრო ბალანსი - ქვეყნის იმპორტის ექსპორტთან შეფარდება. თუ სახელმწიფოს მეტი
საქონელი გააქვს ექპორტზე ვიდრე შემოაქვს, მაშინ მისი სავაჭრო ბალანსი დადებითია
(სავაჭრო პროფიციტი). როცა იმპორტი აღემატება ექსპორტს, მაშინ უარყოფითი სავაჭრო
ბალანსი იქმნება (სავაჭრო დეფიციტი). სავაჭრო დეფიციტი განსხვავდება საბიუჯეტო
დეფიციტისგან, რომელიც მთავრობის ხარჯებს ეხება.

სახელმწიფოებს უწევთ სავაჭრო ბალანსის მოწესრიგება. სავაჭრო ბალანსის ფინანსური


კონტროლი ეროვნული ანგარიშების სისტემით ხორციელდება. მოკლევადიან
პერსპექტივაში, შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს რამდენიმე წელიწადის მანძილზე
სავაჭრო დეფიციტი ჰქონდეს და შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე პროფიციტი.
არსებული დისბალანსი სისტემაში სესხის სახით აკუმულირდება და წლების განმავლობაში
არსებულმა დეფიციტმა პრობლემური ხასიათი შეიძინოს.

შედარებითი უპირატესობა
პრინციპი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოები უნდა სპეციალიზდნენ იმ საქონლით
ვაჭრობაში, რომელსაც სხვებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანად და დაბალი
დანახარჯებით აწარმოებენ.
საერთაშორისო ვაჭრობის მეშვეობით, გლობალური რესურსები ნაწილდება იმ
სახელმწიფოებში, რომლებსაც ყველაზე დიდი შეფარდებითი უპირატესობა აქვთ
თითოეული სახის საქონლის საწარმოებლად.
ვაჭრობით მიღებულ სარგებელს თან ზოგიერთი პოლიტიკური ხელშემშლელი ფაქტორი
ახლავს. გრძელვადიანი სარგებლის მისაღებად შესაძლებელია მოკლევადიანი დანახარჯები
გახდეს საჭირო. როდესაც სახელმწიფო იწყებს იმ საქონლის იმპორტს, რომელსაც ქვეყნის
შიგნით აწარმოებს, შესაძლოა პრობლემები შეექმნას მის ეკონომიკას: მუშებს შესაძლოა
მოუწიოთ გადამზადება და ახალი სამსახურების მოძებნა, ხოლო კაპიტალის ახალი
დანიშნულებით გამოყენებისთვის, შესაძლოა გართულდეს მისი კონვერტაცია.
V
პოლიტიკური ჩარევა ბაზრებში

თავისუფალი და ეფექტიანი ბაზარი მრავალი გამყიდველისა და მყიდველის არსებობას


მოითხოვს, რომლებსაც თითქმის სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნიათ ბაზრების შესახებ.
მონაწილეთა მიერ ერთმანეთთან საქმის დაჭერის სურვილზე ზეგავლენას არ უნდა
ახდენდეს პირადი ან პოლიტიკური პრეფერენციები. ამ პირობებიდან გადახრა, რომლებსაც
ბაზრის არასრულყოფილებასაც უწოდებენ, ეფექტიანობას ამცირებს.
არ არსებობს მსოფლიოს მთავრობა, რომელიც მრეწველობის დარგებს ფლობს, სუბსიდიებს
გამოყოფს ან ფასებს არეგულირებს, თუმცა პოლიტიკა ხშირად ახდენს გავლენას მსოფლიო
ბაზრებზე.

როდესაც კონკრეტული ნაწარმის მხოლოდ ერთი მომწოდებელი არსებობს, რასაც


მონოპოლია ეწოდება, მაშინ მომწოდებელს შეუძლია საკუთარ ნაწარმზე ძალიან მაღალი
ფასი დააწესოს.

მონოპოლიის ერთ-ერთი ფორმაა ოლიგოპოლია, როდესაც მონოპოლიური მდგომარეობა


რამდენიმე მსხვილ მოთამაშეს უკავია, რაც მათ საშუალებას აძლევს ღიად ან ფარულად
უზრუნველყონ კოორდინირება ფასების გაზრდის მიზნით.

საერთაშორისო ვაჭრობაში ბაზრის არასრულყოფილების კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს


კორუფცია, რაც გულისხმობს ინდივიდებისთვის ფულის გადახდას არასაბაზრო ფასებით
ვაჭრობისთვის. ვაჭრობაში ჩართულმა სახელმწიფომ ან კომპანიამ შესაძლოა დაკარგოს
გარკვეული სარგებელი, მაგრამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ან კომპანიის
წარმომადგენელმა უფრო გაზარდოს საკუთარი მოგება.

გადასახადები ბარზებზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის კიდევ ერთი სახეა. მისი


მეშვეობით სახელმწიფო იღებს შემოსავალს და სტიმულების დაწესებით არეგულირებს
ეკონომიკურ აქტიურობას. უშუალოდ საერთაშორისო ვაჭრობაზე დაწესებული
გადასახადები, რასაც ტარიფები ეწოდება, ხშირად საერთაშორისო კონფლიქტის გამომწვევ
მიზეზად გვევლინება.
სანქციები - პოლიტიკური ჩარევა თავისუფალ ბაზარში განსაკუთრებით ნათელია მაშინ,
როდესაც სახელმწიფოები აწესებენ სანქციას გარკვეულ ეკონომიკური ტრანზაქციების ან
გარკვეული ეკონომიკური აქტორების წინააღმდეგ. შედეგად, პოლიტიკური ძალა კრძალავს
ეკონომიკურ გაცვლას, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ორმხრივად სასარგებლო
ყოფილიყო. სანქციების ასრულება ყოველთვის რთულია, რადგან მონაწილეებს ფინანსური
სტიმული გააჩნიათ, რომ სანქციებს გვერდი აუარონ შავი ბაზრის ან სხვა მეთოდის
გამოყენებით.

ავტარკია - თვითდამოკიდებულების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის


მინიმუმამდე დაყვანას და ყველა საჭირო პროდუქტის ქვეყანაშივე, საკუთარი ძალებით
წარმოებას. როგორც შედარებითი უპირატესობის თეორია მიუთითებს, ამგვარი პოლიტიკა
არაეფექტურია. თვითდამოკიდებულ სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება იმ საქონლის
წარმოება, რომელშიც მას შედარებითი უპირატესობა არ გააჩნია.

პროტექციონიზმი ნიშნავს საერთაშორისო კონკურენციისგან შიდა მრეწველობის დაცვას


სავაჭრო ტარიფებისა და სხვა მეთოდების გამოყენებით. ეს ტერმინი ფართო სპექტრის
სავაჭრო პოლიტიკურ მიდგომებს აერთიანებს, რომელთაც სხვადასხვა საფუძველი გააჩნიათ.
ყველა ეს მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის ლიბერალიზმთან, რადგან მიზნად ისახავს
სახელმწიფოს უპირატესობაში ჩაყენებას თავისუფალ ბაზარში ჩარევის გზით, რაც
გულისხმობს კონკურენტურლი პროდუქციის ან მომსახურების იმპორტის შეზღუდვას.

სახელმწიფოს მიერ შიდა მრეწველობის დაცვის მოტივაციას რამდენიმე ფაქტორი


განაპირობებს:
o მთავრობები საერთო ინტერესების გათვალისწინების გარეშე ცდილობენ
დააკმაყოფილონ მნიშვნელოვანი შიდა მრეწველობის დარგების და ინტერესთა
ჯგუფების პოლიტიკური მოთხოვნები. მრეწველობის კონკრეტულმა დარგმა
შეიძლება ლობირება აწარმოოს ან ფული შესწიროს შესაბამისი პოლიტიკური
სუბიექტის საარჩევნო კამპანიას რომ მოგვიანებით გარკვეული შეღავათები
მოიპოვოს.
o სახელმწიფოები ცდილობენ დაიცვან „ჩანასახოვანი ინდუსტრია“, რომელიც
სახელმწიფოში პირველად იწყებს ფუნქციონირებას და კონკურენტუნარიანი არ არის
მსოფლიო ბაზარზე.

o „სულის მოთქმის“ საშუალების მიცემა, როდესაც ადგილი აქვს საბაზრო პირობების


ცვლილებას ან ახალი კონკურენტების შემოსვლას.

o სახელმწიფოები ასევე იცავენ ისეთ ინდუსტრიებს, რომლებსაც ეროვნული


უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნიათ.

პროტექცია შეიძლება განპირობებული იყოს უცხოური კომპანიების ან სახელმწიფოების


მტაცებლური პრაქტიკის წინააღმდეგ თავდაცვითი ძალისხმევით. მტაცებლური ზოგადად
გულისხმობს მსოფლიო ბაზრის დიდი ნაწილის, ან მონოპოლიური მდგომარეობის
უსამართლოდ ხელში ჩაგდებას, რის შემდეგაც „მტაცებელს“ ეძლევა კონკურენციის გარეშე
ფასების გაზრდის შესაძლებლობა. ასეთ დროს შეიძლება მოხდეს უცხოურ ბაზრებზე
პროდუქციის დემპინგი.

დემპინგი - მოგების მისაღებად უცხოურ ბაზრებზე პროდუქტის გაყიდვა საჭირო ფასზე


უფრო იაფად (ან პროდუქტის თვითღირებულებაზე იაფად).

მთავრობები პროტექციონისტური პოლიტიკის გასატარებლად სხვადასხვა ინსტრუმენტებს


იყენებენ:
➢ ტარიფი (ბაჟი) - ზოგიერთი ტიპის იმპორტული საქონლის ქვეყანაში შეტანაზე
დაწესებული ბაჟი ან მოსაკრებელი (როგორც წესი, იმპორტული საქონლის
ღირებულების გარკვეული პროცენტი). ტარიფები არა მხოლოდ ზღუდავენ იმპორტს,
არამედ სახელმწიფო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენენ.
ტარიფები ღიად არის განსაზღვრული და არ არის ფარული.

➢ არასატარიფო ბარიერები - იმპორტის შეზღუდვის არასატარიფო ფორმა, მაგალითად


კვოტები. აღნიშნული მიდგომის ექსტრემალურ ვარიანტს წარმოადგენს კონკრეტული
ტიპის საქონლის პირდაპირი აკრძალვა.
ორი არასატარიფო ბარიერი არის სუბსიდიები და რეგულაციები. სუბსიდია წარმოადგენს
შიდა ინდუსტრიის დაფინანსებას, რომელიც მას მოგების შემცირების გარეშე აძლევს ფასების
დაწევის შესაძლებლობას. ახალშექმნილი ან რთულ უცხოურ კონკურენციაში ჩაბმული
ინდუსტრიებისთვის განკუთვნილი სუბსიდიები მოიცავს საგადასახადო შეთავაზებებს,
კრედიტებს ხელსაყრელი პირობებით ან მთავრობების მიერ გადახდილ მაღალ
გარანტირებულ ფასებს. რეგულაციები მაშინაც ართულებს პროდუქციის შემოტანას და
დისტრიბუციას, როდესაც ამაზე აკრძალვა არ მოქმედებს. არასატარიფო ბარიერების როლი
ასევე შეიძლება შეასრულოს გარემოს დაცვის ან შრომის რეგულაციებმა.

VI
სავაჭრო რეჟიმები

მსოფლიო ეკონომიკურ დღის წესრიგს თავისუფალ ვაჭრობაზე დაფუძნებული გლობალური


ინტეგრაციული პროცესი განსაზღვრავს.

– ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო) - 1995 წელს შექმნილი საერთაშორისო


ორგანიზაცია, რომელმაც გააფართოვა „გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და
ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმება მანუფაქტურულ
საქონელთან დაკავშირებით და შექმნა მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები.

„გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ“ – 1947 წელს შექმნილი


საერთაშპროსო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა თავისუფალი მრავალმხრივი
ვაჭრობის ხელშეწყობას. იგი უფრო მეტად მოლაპარაკების ჩარჩოს წარმოადგენდა, ვიდრე
ადმინისტრაციულ ინსტიტუტს. 1995 წელს ის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციად
გარდაიქმნა.

2016 წლისთვის, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი იყო 161 ქვეყანა, მათ შორის
მსოფლიოს ყველა მთავარი სავაჭრო სახელმწიფო.
ვმო-ს მუშაობა ნაცვალგების პრინციპზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს, რომ
სახელმწიფოები თანაბრად ამცირებენ სავაჭრო ბარიერებს ერთმანეთთან მიმართებაში.
შეღავათების (პრეფერენციების) ზოგადი სისტემა - მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც 1970-
იანი წლებიდან მდიდარმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ღარიბი სახელმწიფოებისთვის
სატარიფო შეღავათების დაწესება გარკვეული ტიპის იმპორტზე, რაც „ყველაზე სასურველი
ქვეყნის“ პრინციპიდან გადახვევას წარმოადგენს.

დოჰას რაუნდი - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების


სერია, რომელიც ურუგვაის რაუნდის შემდეგ, 2001 წელს კატარის დედაქალაქ დოჰაში
დაიწყო.

სახელმწიფოები ვმოს იმიტომ უერთდებიან, რომ სარგებელი, კერძოდ გლობალური


სიმდიდრის შექმნა, აღემატება ხარჯებს, რაშიც იგულისხმება შიდა ინდუსტრიისთვის
მიყენებული ზარალი და ახალ რეალობასთან სახელმწიფო ეკონომიკის შეგუების
მტკივნეული პროცესი.

VI
ოპეკი

კარტელი - კონკრეტული პროდუქტის მწარმოებელთა ან მომხმარებელთა (ან ორივე ერთად)


გაერთიანება, რომელიც ყალიბდება მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული პროდუქტის ფასის
მანიპულირების მიზნით. მომხმარებლებზე უფრო ხშირად კარტელებს ქმნიან
მწარმოებლები, რადგან როგორც წესი მწარმოებელთა რაოდენობა მომზმარებელთა
რაოდენობაზე გაცილებით ნაკლებია.

საერთაშორისო ეკონომიკაში ყველაზე ცნობილი კარტელი არის ნავთობის ექსპორტიორ


ქვეყანათა ორგანიზაცია („ოპეკი“). „ოპეკის“ წევრი სახელმწიფოები ნავთობის ექსპორტიდან
ყოველწლიურად ასობით მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობის ექპორტს
ახორციელებენ, რომელიც მსოფლიოს საერთო რაოდენობის 40%-ს შეადგენს და საკმარისია
ფასებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოსახდენად.

„ოპეკი“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია კარტელს


კოლექტიური სიკეთის პრობლემაზე, „ოპეკის“ ცალკეულ წევრებს შეუძლიათ ფარულად
დაარღვიონ შეთანხმება ნავთობმოპოვების კვოტების გადაჭარბებით და ამავდროულად
კვლავაც ისარგებლონ ნავთობზე მაღალი ფასის კოლექტიური სიკეთით. კოლექტიური
სიკეთე ირღვევა მაშინ, როცა ძალიან ბევრი წევრი აჭარბებს კვოტას როგორც ამას ხშირად
ადგილი აქვს „ოპეკში“ და ამის შემდეგ ნავთობზე მსოფლიო ფასები ეცემა.

VII
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

ორგანიზაციების პრაქტიკულ საჭიროებას სახელმწიფოების სუვერენულობა განაპირობებს,


რადგან არ არსებობს მსოფლიო მთავრობა, რომელიც პასუხს აგებს ორივე მხრისთვის
სარგებლის მიღებაზე. სახელმწიფოთა სუვერენულობა ასევე ზღუდავს როგორც გაეროს, ისე
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგან მთავრობებს ურჩევნიათ, რომ ძალაუფლება
თვითონ შეინარჩუნონ და ძალიან მცირე ნაწილი გადასცენ გაეროს ან სხვა ორგანიზაციას.
გაეროს მიღწეული შედგებიც არაერთგვაროვანია.

გაეროს სისტემა
გაეროს სტატუსია - გლობალური და უნივერსალური მშვიდობა და საერთაშორისო
უსაფრთხოება.
შექმნის წელი - 1945 წელი, ხელი მოეწერა სან-ფრანცისკოში 26 ივნისს, ძალაში შევიდა 24
ოქტომბერს (გაეროს დაბადების დღე).
შტაბ-ბინა - ნიუ-იორკი, აშშ (196 ქვეყანა). საქართველო შეუერთდა 1992 წლის 31 ივლისს
(179-ე წევრი).
გაეროს მიზნები - გაერო მსოფლიო წესრიგს აძლიერებს, აცნობიერებს საერთაშორისო
ანარქიის რეალობას და სახელმწიფოების მიერ სუვერენიტეტის დათმობის სურვილის არ
ქონას. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს გლობალური ინსტიტუციური სტრუქტურის შექმნა,
რომლის დახმარებითაც სახელმწიფოები ზოგჯერ კონფლიქტებს დაარეგულირებენ
ძალისმიერი მეთოდების ნაკლებად ჩარევით.
გაეროს ქარტია - დამფუძნებელი დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფოთა თანასწორობის,
სუვერენულობის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო
ვალდებულებების შესრულების პრინციპებს ეყრდნობა. ასევე მოცემულია გაეროს
სტრუქტურა და საქმიანობის მეთოდები.
გაეროსგან წევრები რამდენიმე სახის სარგებელს იღებენ:
o საერთაშორისო სტაბილურობა

o სახელმწიფოებს ეძლევათ ვაჭრობითა და გაცვლის სხვა ფორმით მოგების


რეალიზების საშუალება

o გაერო ფორუმია, სადაც სახელმწიფოები აჟღერებენ საკუთარ შეხედულებებს და


განსახილველად შემოაქვთ დავები

o გაერო არის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეებში კონფლიქტების


დარეგულირების მექანიზმი.

o გაერო ხელს უწყობს განვითარების დახმარებას

o გაერო არის ასეულობით შიდა და გარე უწყებისა და პროგრამების დაგეგმვის და


ინფორმაციის, ასევე საერთაშორისო მონაცემთა გამოქვეყნების მაკოორდინებელი
სისტემა.

გაეროს სტრუქტურა - გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, სამდივნო


(აღმასრულებელი შტო), მსოფლიო სასამართლო.
გენერალური ასამბლეა - გაეროში გაერთიანებული ყველა წევრი სახელმწიფოს
წარმომადგენლით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც ანაწილებს გაეროს ფინანსებს,
იღებს არასავალდებულო რეზოლუციებს და ეკონომიკური და სოციალური საბჭოს
მეშვეობით კოორდინირებას უწევს ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და სხვადასხვა
ავტონომიურ სააგენტოებს.
უშიშროების საბჭო - ხუთი დიდი სახელმწიფოსგან (აქვთ რეზოლუციებზე ვეტოს უფლება:
აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი) და როტაციის საფუძველზე შერჩეული ათი
არამუდმივი წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, მათ შორის გაეროს სამშვიდობო
ძალებთან დაკავშირებით.
სამდივნო - გაეროს აღმასრულებელი შტო, რომელსაც გენერალური მდივანი
ხელმძღვანელობს.
გაეროს ქარტიას შემოაქვს კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი, რომელიც
ითვალისწინებს მსოფლიო სახელმწიფოების გაერთიანებას აგრესორის შესაჩერებლად.
ისტორია - 1945 წელს, აშშ-ის ქალაქ სან-ფრანცისკოში 51 სახელმწიფოს მიერ შეიქმნა და ერთა
ლიგის მემკვიდრე ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელმაც 30-იან წლებში აგრესიასთან
ეფექტური გამკლავება ვერ შეძლო. 50-იან და 60-იან წლებში დეკოლონიზაციის შემდეგ
გაეროს წევრების რაოდენობა გაორმაგდა, თუმცა ყოფილი კოლონიები ხშირად
ეწინააღმდეგებოდნენ დასავლურ ინტერესებს. „ცივი ომის“ პერიოდში გაეროს უჭირდა
წარმატების მიღწევა. ომის დასრულების მერე დიდ სახელმწიფოებს გაუჩნდათ
საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. თუმცა,
ახალ მისიებს სერიოზულ პრობლემებთან მოუხდათ გამკლავება. მწირმა დაფინანსებამ და
მართვის პრობლემებმა ძალიან დააზარალა სამშვიდობო მისიები. დღევანდელ დღეს, გაერო
„სამი სვეტის“1 პრინციპს მიჰყვება. ნებისმიერი ერთი აუცილებელია დანარჩენი ორის
ფუნქციონირებისთვის.

გენერალური ასამბლეა
შედგება 193 წევრი სახელმწიფოსგან, სადაც თითოეულს ერთი ხმა გააჩნიათ. ასაბლმეა
წელიწადში ერთხელ, სექტემბრის ბოლოდან იანვრამდე პერიოდში იკრიბება, რასაც
პლენარული სესია ეწოდება. სახელმწიფოს მეთაურები ან საგარეო საქმეთა მინისტრები, აშშ-
ის პრეზიდენტის ჩათვლით, სათითაოდ მართავენ გენერალურ ასამბლეას. მას ამავე ორგანოს
მიერ არჩეული პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, რომელიც არ არის ფართო
უფლებამოსილებით აღჭურვილი. სესიაზე განიხილება ზოგადი საკითხები, როგორებიცაა
ეკონომიკური თანამშრომლობა ან განაიარაღება.
გენერალურ ასამბლეას გააჩნია ეროვნული დელეგაციების გაეროს წევრებად აკრედიტების
ძალაუფლება (სააკრედიტაციო კომიტეტის მეშვეობით). ზოგიერთი პოლიტიკური
წარმონაქმნი, რომელსაც სახელმწიფოებრივი სტატუსი არ გააჩნია, გაეროს მუდმივ
სადამკვირვებლო მისიას აგზავნის, რომელიც გენერალურ ასამბლეაში ხმის მიცემის გარეშე
მონაწილეობს (ვატიკანი, პალესტინა...).
ასამბლეის მთავარი ძალაუფლებაა გაეროს პროგრამებისა და ოპერაციების, მათ შორის
სამშვიდობო მისიების ფინანსების კონტროლი. მას ასევე შეუძლია რეზოლუციების მიღება

1
უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები
სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მათ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ.
ასამბლეა ირჩევს გაეროს ცალკეული სააგენტოებისა და პროგრამების წევრებს და
კოორდინაციას უწევს სააგენტოებს და პროგრამებს, თუმცა ისინი გაეროს ცენტრალური
უწყებებისგან გარკვეული ავტონომიურობით მოქმედებენ.

გაეროს პროგრამები
➢ ორიენტირებულია გლობალური სამხრეთის ღარიბ სახელმწიფოებში ეკონომიკურ
განვითარებასა და სოცილური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე.

გაერო ხელს უწყობს გლობალური ჩრდილოეთისა და სამხრეთის ურთიერთობების


მენეჯმენტს (ღარიბი სახელმწიფოების განვითარების მხარდაჭერა). პროგრამები
ნაწილობრივ ფინანსდება ასამბლეის მიერ გამოყოფილი თანხებით და ნაწილობრივ
პროგრამების მიერ პირდაპირ წევრი სახელმწიფოებიდან, ბიზნესებიდან და
შემომწირველებიდან მობილიზებული ფინანსებით.
გარემოს დაცვითი პროგრამები (UNEP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), გაეროს
ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი...
გაეროს განვითარების სააგენტო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ერთდორიულად
დაახლოებით 5,000 პროექტს ახორციელებს, მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო
სააგენტოა, რომელიც ქვეყნების ტექნიკური განვითარების დახმარებაზეა ორიენტირებული.
2006 წელს, გაერომ შექმნა ახალი ადამიანის უფლებათა საბჭო, რომლითაც ჩაანაცვლა
ცნობილი ადამიანის უფლებათა კომისია, რომლის წევრებიც ადამიანის უფლებათა უხეში
დარღვევით გამორჩეული სახელმწიფოები იყვნენ. ახალ საბჭოს გაფართოებული უფლებები
და უფრო მეტად სელექციური წევრობა აქვს (47 სახელმწიფო).

ავტონომიური სააგენტოები
გენერალური ასამბლეა ოფიციალურ კავშირს ინარჩუნებს 20 დამოუკიდებელ საერთაშორისო
სააგენტოსთან, რომლებიც გაეროს შემადგენლობაში არ შედიან. ისინი სპეციალიზებული
ტექნიკური ორგანიზაციებია, რომელთა მეშვეობით სახელმწიფოები ჯანდაცვისა და
შრომითი პირობების მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივ ძალისხმევას
ახორციელებენ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გაეროს ეგიდით დაარსდა,
თუმცა ოფიციალურად დამოუკიდებელია. სააგენტოს ეკონომიკური როლი გააჩნია
ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით განვითარების თვალსაზრისით, თუმცა ის
მაინც ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხებზე მუშაობს. 2005 წელს ეს სააგენტო
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (შტაბ-ბინა ჟენევაში) ღარიბ ქვეყნებში ჯანდაცვის
პირობების გაუმჯობესების კოორდინაციას ეწევა და ძირითადი იმუნიზაციის კამპანიას
ახორციელებს.

უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების
შენარჩუნებაზე და მშვიდობის აღდგენაზე მისი დარღვევის შემთხვევაში. საბჭოს
გადაწყვეტილებები გაეროს ყველა წევრისთვის სავალდებულოა. 1945 წლიდან უშიშროების
საბჭომ 2,230-ზე მეტი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ასახავს დიდი სახელმწიფოების
ხედვებს მსოფლიოში უსაფრთხოების სფეროში არსებული სხვადასხვა დავის
დარეგულირებასთან დაკავშირებით.
ხუთი მუდმივი წევრი: აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი. მსოფლიოს სხვა
ქვეყნები უნდა დემორჩილონ იმას, რაზეც ეს ხუთი სახელმწიფო შეთანხმდება. საკითხებზე,
რომლებზეც ისინი ვერ თანხმდებიან, იძენს დაძაბულ ხასიათს.
უშიშროების საბჭოს არსებითი რეზოლუციების მისაღებად 15-დან 9 წევრის თანხმობაა
საჭირო, თუმცა ერთ-ერთი მუდმივი წევრის მიერ ვეტოს გამოყენების შემთხვევაში,
რეზოლუცია არ მიიღება.
უშიშროების საბჭოს ათი არამუდმივი წევრი როტაციის საფუძველზე, ორწლიანი ვადით
ირჩევა. არამუდმივ წევრებს (ყოველწლიურად ხუთი) გენერალური ასამბლეა
არაფორმალურად რეგიონულ სხდომებზე მომზადებული სიიდან ირჩევს. ხშირად
სახელმწიფოები აქტიურ ლობისტურ ძალისხმევას ახორციელებენ უშიშროების საბჭოში
ადგილის მისაღებად. საუდის არაბეთლო უშიშროების საბჭოში ადგილის მიღება, მაგრამ
შემდეგ უარი თქვა ამ ადგილის დაკავებაზე და იგი ამით პირველი სახელმწიფო გახდა,
რომელმაც უარი განაცხადა უშიშროების საბჭოში ყოფნაზე (მიზეზი: გაეროს სუსტი
რეაგირება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებთან
დაკავშირებით).
უშიშროების საბჭოს ძალაუფლება ორი მნიშვნელოვანი ასპექტით იზღუდება და ორივე
საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიძლიერეს წარმოაჩენს:
❖ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები სრულად არის დამოკიდებული წევრი
სახელმწიფოების ინტერესებზე. ელჩებს, რომლებიც საკუთარ სახელმწიფოებს
წარმოადგენენ, საკუთარი მთავრობების ნებართვის გარეშე უშიშროების საბჭოს
რეზოლუციის შეცვლა არ შეუძლიათ.

❖ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციების სავალდებულო ხასიათის


მიუხედავად, წევრი სახელმწიფოები რეალურად ხშირად ცდილობენ მისთვის
გვერდის ავლას ან მათი ზეგავლენის შემსუბუქებას.

სამშვიდობო ძალები
გაეროს ქარტიაში სამშვიდობო ძალებზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ქარტია წევრებს
ავალდებულებს, რომ გადასცენ შეიარაღებული ძალები გაეროს განკარგულებაში.
გაეროს საკუთარი ძალები (წევრების არმიებისგან შეკრებილი ძალები), რომლებიც გაეროს
დროშის ქვეშ და გაეროს სარდლობით მოქმედებენ, სამშვიდობო ძალებია, რომლებიც
რეგიონული კონფლიქტების განმუხვტისთვის და დაპირისპირებულ მხარეებს შორის
ნეიტრალური მოთამაშის როლის შესასრულებლად გამოიყენება.
სამშვიდობო მისიები - თითოეული მისიისთვის სამშვიდობო ძალების მობილიზებას გაეროს
გენერალური მდივანი უზრუნველყოფს. ასეთი ძალების მობილიზება კონფლიქტისგან
სრულად დისტანცირებული რამდენიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებიდან
ხორციელდება და მათ საერთო მეთაურს ენიშნებათ. ასეთ მისიაში მონაწილე სამხედროებს
ცისფერჩაფხუტიანები ეწოდებათ. სამშვიდობო ძალები მასპინძელი სახელმწიფოს მოწვევით
მოქმედებენ და ვალდებულები არიან დატოვონ ტერიტორია ამ სახელმწიფოს მთავრობის
მოთხოვნის შესაბამისად.

„მშვიდობისმყოფელობა“ ორ განსხვავებულ ფუნქციას მოიცავს: დაკვირვებას და


მშვიდობისმყოფელობას.
დამკვირვებლები - შეუიარაღებელი სამხედრო ოფიცრები არიან, რომელიც შეზღუდული
კონტინგენტის სახით იგზავნებიან კონფლიქტის ზონაში უბრალოდ არსებულ ვითარებაზე
დაკვირვების და შემდგომ გაეროსთვის მოხსენების მიზნით. დამკვირვებლების ყოფნის
პირობებში, კონფლიქტის მხარეების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის
ალბათობა უფრო დაბალია.
მშვიდობისმყოფელობა - ფუნქციას მსუბუქად შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურეები
ასრულებენ. ისინი რამდენიმე როლს ასრულებენ:
o შეიძლება ფიზიკურად შუაში ჩადგნენ მეომარ მხარეებს შორის ძალების
დაშორიშორების მიზნით

o ცდილობენ ორივე მზარის სამხედრო ოფიცრებთან მოლაპარაკებას (საომარ ზონაში,


მათ არ შეუძლიათ მოლაპარაკებების საწარმოებლად ერთი მხარის პოზიციებიდან
მეორისკენ გადაინაცვლონ)

სამდივნო
გაეროს სამდივნო აღმასრულებელი შტოა, რომელსაც გენერალური მდივანი
ხელმძღვანელობს.გაეროს გენერალური მდივანი ყველაზე უფრო ახლოს დგას იმასთან, რასაც
შეიძლება „მსოფლიო პრეზიდენტი“ ეწოდოს. სამდივნო ასრულებს ბიუროკრატიულ
ფუნქციებს, რომელთა შორის არის გაეროს პოლიტიკისა და პროგრამების ადმინისტრირება.
გენერალური მდივანი პირადად მუშაობს უშიშროების საბჭოსთან, ხოლო ღარიბი ქვეყნების
განვითარების პროგრამებს გაეროს მეორე პირი, განვითარებისა და საერთაშორისო
ეკონომიკური თანამშრომლობის გენერალური დირექტორი კურირებს.
გაეროს სამდივნოს ერთ-ერთი მიზანი დიპლომატებისა და ბიუროკრატების საერთაშორისო
საჯარო სამსახურის განვითარებაა, რომელიც ანგარიშვალდებულნი იქნებიან გლობალურ
დონეზე. გენერალური მდივანი უფრო მეტია ვიდრე ბიუროკრატიული მენეჯერი.

VIII
ევროკავშირი

ეს არის ევროპული გაერთიანების და სხვა სახელშეკრულებო ორგანიზაციების


ოფიციალური დასახელება. ევროკავშირში 27 წევრი სახელმწიფოა და მოლაპარაკებებს
აწარმოებს გაწევრების მსურველ სხვა სახელმწიფოებთან.
სტატუსი - ევროპის უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება (რეგიონული).
შექმნის წელი - 1992 წ. მაასტრიხტის ხელშეკრულება
შტაბ-ბინა - ბრიუსელი, ბელგია, წევრი 27 ქვეყანა
- ინტეგრაციის თეორია - ცდილობს ახსნას, თუ რატომ ირჩევენ სახელმწიფოები
სუპრანაციონალიზმს, რომელიც ეწინააღმდეგება რეალიზმის საფუძვლებს
(სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა).

საერთაშორისო ინტეგრაცია - პროცესი, როდესაც ხდება ეროვნული ინსტიტუტების


სუპრანაციონალური ინსტიტუტებით ჩანაცვლება და სუვერენიტეტის ზემოდან ქვემოთ, ანუ
სახელმწიფოდან რეგიონულ ან გლობალურ სტრუქტურებზე ეტაპობრივი გადაცემა.
ინტეგრაციის საბოლოო გამოხატულება რამდენიმე (ან ბევრი) სახელმწიფოს შერწყმა ერთ
სახელმწიფოდ ან ერთიანი მსოფლიოს მთავრობის ჩამოყალიბება იქნება.

მეცნიერების მოსაზრებით, ევროპული სახელმწიფოების მიერ გადადგმული ნაბიჯები


ინტეგრაციის გზაზე აიხსნებოდა ფუნქციონალიზმით, რაც გულისმხობს სპეციალიზებული
ტექნიკური ორგანიზების ზრდას, რომლეპიც სახელმწიფოთა საზღვრებში აღწევენ.

ნეოფუნქციონალისტების მტკიცებით, ეკონომიკური ინტეგრაცია (ფუნქციონალიზმი)


წარმოქმნის პოლიტიკურ დინამიკას, რომელიც ხელს უწყობს ინტეგრაციის უფრო მეტად
გაღრმავებას. მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ეფექტურად გამოყენებისთვის მოითხოვს
პოლიტიკური კოორდინაციის გაზრდას და შედეგად ვიღებთ პოლიტიკური ინტეგრაციის
გაღრმავებასაც, ანუ ე.წ. „გადაღვრის პროცესს“.

უსაფრთხოების გაერთიანება - ვითარება, როდესაც სახელმწიფოთაშორისი ძალადობის


დაბალი მოლოდინი განაპირობებს მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას,
როგორსაც ადგილი აქვს მაგალითად ნატო-ს წევრებს შორის.

ერთიანი ევროპის ხედვა


1945 წელს ევროპა ომისგან განადგურებული იყო. ამ პერიოდში ორმა ფრანგმა სახელმწიფო
მოღვაწემ, ჟან მონემ და რობერ შუმანმა, დაიწყო ევროპაში ფუნქციონალიზმის იდეის
დანერგვის შემუშავება, რომლის თანახმადაც მომავალი ომების თავიდან აცილება
შესაძლებელი იქნებოდა ეკონომიკური კავშირების შექმნით, რომელიც ბოლოს
პოლიტიკურადაც დააკავშირებდა ქვეყნებს.
1952 წელს შუმანის გეგმით შეიქმნა „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება“,
სადაც საფრანგეთსა და გერმანიას შეუერთდნენ იტალია და ბენილუქსის ქვეყნები (ბელგია,
ნიდერლანდები/ჰოლანდია და ლუქსემბურგი). აღნიშნულმა ექვსმა სახელმწიფომ ამ
გაერთიანების ფარგლებში დაიწყო მუშაობა ქვანახშირზე და ფოლადზე სავაჭრო ბარიერების
შემცირებისა და მათი პოლიტიკის კოორდინირების მიზნით. ბრიტანეთმა გადაწყვეტილება
მიიღო არ გაწევრიანებულიყო აღნიშნულ გაერთიანებაში.

რომის ხელშეკრულება
1957 წელს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ბენილუქსის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს
რომის ხელშეკრულებას, რომლითაც ორი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა. პირველი
ორგანიზაცია იყო ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება ანუ ევრატომი. იგი დღესაც
ფუნქციონირებს და მისი წევრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია. მეორე
ორგანიზაცია იყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც მოგვიანებით სახელი
გადაერქვა და ევროპის გაერთიანება ეწოდა.

თავისუფალი სავაჭრო ზონა - ზონა, სადაც საზღვრებს შორის საქონლისა და მომსახურების


გადაადგილებაზე ტარიფები ან სხვა შეზღუდვები დაწესებული არ არის.
საბაჟო კავშირი - თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნების მიერ დაწესებული ერთობლივი
საგარეო ტარიფი. აღნიშნული გულისხმობს მონაწილე სახელმწიფოების მიერ გარედან
იმპორტირებულ საქონელზე ერთიანი ტარიფის დაწესებას.
საერთო ბაზარი - თავისუფალი ვაჭრობის ზონა, სადაც ნებადართულია შრომისა და
კაპიტალის (საქონელის) საზღვრებზე გადაადგილების თავისუფლება.
სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკა - ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც ემყარება
პრინციპს, რომლის თანახმადაც ერთ წევრ ქვეყანაში ფერმერებისთვის დაწესებული
სუბსიდია უნდა გავრცელდეს სხვა წევრი ქვეყნების ფერმერებზეც.
თავისუფალი სავაჭრო ზონის, საბაჟო კავშირისა და საერთო ბაზრის შემდეგ, ევროპის
ინტეგრაციის გზაზე მომდევნო ნაბიჯი იყო ეკონომიკური და სავალუტო კავშირი, რომელიც
ეფექტურობისა და სტაბილურობის გაზრდის მიზნით წევრი ქვეყნების საერთო
ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზებას და ერვნული ვალუტების ერთიანი ვალუტით
ჩანაცვლებას ითვალისწინებს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები:
1957 წ. - გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ბენილუქსი
1973 წ. - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, დანია
1981 წ. - საბერძნეთი
1986 წ. - ესპანეთი და პორტუგალია
1995 წ. - შვედეთი, ფინეთი, ავსტრია
2004 წ. – (დიდი გაფართოება): პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია,
კვიპროსი, მალტა და ბალტიისპირეთის ქვეყნები (ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია)
2007 წ. - რუმინეთი და ბულგარეთი
2013 წ. - ხორვატია
2020 წ. - ბრექსიტი (დიდი ბრიტანეთი გამოვიდა ევროკავშირიდან)

ევროკავშირის სტრუქტურა
o ევროპული კომისია - ევროპის კავშირის ორგანო, რომლის წევრებსაც სახელმწიფოები
ნიშნავენ და ევროკავშირის ინტერესებს უნდა წამოადგენდნენ. კომისიას 28 წევრი
ჰყავს, რომლებსაც ოთხწლიანი ვადით ირჩევენ. ევროკომისიის ერთ-ერთ წევრს
კომისიის პრეზიდენტად ირჩევენ. ევროკომისრები უნდა იცავდნენ ერთიანი ევროპის
ინტერესებს.

o ევროპული კავშირის საბჭო - ევროკავშირის ინსტიტუტი, სადაც თითოეული წევრი


სახელმწიფოს მინისტრები კანონების მისაღებად და ეროვნული ინტერესების
ჰარმონიზებისთვის იკრიბებიან. სახელმწიფოთა ლიდერების შეკრებას ევროპული
საბჭო ეწოდება. ე. მისი საქმიანობა გულისხმობს იმასაც, რომ ევროკავშირის საბჭოზე
მონაწილე პირები იცვლებიან და პრიორიტეტი ტექნიკურ საქმეებს უფრო ენიჭება.

o ევროპის პარლამენტი - არ არის ნამდვილი საკანონმდებლო ორგანო, თუმცა იღებენ


მთელი ევროპისთვის კანონებს. იგი ამტკიცებს ევროპული კომისიის წარდგენილ
ბიუჯეტს, თუმცა საგნობრივი კონტროლის უფლებამოსილება არ გააჩნია.
ევროპარლამენტსა და ევროკომისიას „თანაგადაწყვეტილების პროცედურის“
მიხედვით საზიარო ძალაუფლება გააჩნიათ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა
მიგრაცია, დასაქმება, ჯანდაცვა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
o ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო - ევროპის კავშირის
სასამართლო შტო, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს, ევროკავშირის
მართლმსაჯულების სასამართლომ აქტიურად დაიმკვიდრა საკუთარი იურისდიქცია
და ეროვნული კანონმდებლობის დაძლევის უფლება ევროკავშირის
კანონმდებლობასთან კონფლიქტის შემთხვევაში. ევროკავშირის სასამართლო
განიხილავს არა მხოლოდ მთავრობების, არამედ კერძო პირების საქმეებსაც.

ერთიანი ევროპული აქტი


რომის ხელშეკრულების პირველი მასშტაბური გადახედვა, ანუ 1985 წლის ერთიანი
ევროპული აქტი დაჩქარებული ინტეგრაციის ახალ ფაზას წარმოადგენდა.
მაასტრიხტის ხელშეკრულებით, რომელსაც 1992 წელს, ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში
მოეწერა ხელი, ევროპის გაერთიანებას ევროკავშირი ეწოდა, ხოლო ხელმომწერმა
სახელმწიფოებმა სამი ძირითადი მიმართულებით პროგრესის გაგრძელების ვალდებულება
იკისრეს:
I. სავალუტო კავშირი - რომელიც არსებული ეროცნული ვალუტების გაუქმებას და
ერთიანი ევროპული ვალუტით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

II. სამართალი და შიდა საქმეები - ევროპის პოლიციის სააგენტოს შექმნა და პასუხი ახალ
რეალობაზე, რომ საზღვრები იხსნებოდა იმიგრანტებისთვის, კრიმინალებისთვის და
კონტრაბანდისტებისთვის. ასევე, მოქალაქეობის იდეის გაფართოებაც.

III. პოლიტიკური და სამხედრო ინტეგრაცია - ევროპულ სახელმწიფოებს ავალდებულებს


განაგრძონ საერთო საგარეო პოლიტიკისთვის მუშაობა, რომლის საბოლოო მიზანს
ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს.

ევროპულმა ვალუტა ევრომ, ეროვნული ვალუტები ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოში


ჩაანაცვლა. იგი მიმოქცევაში 2002 წლიდან შემოვიდა და ამავე წელს შეწყდა ეროვნული
ვალუტების არსებობა. სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების ფუნქცია ევროპის
ცენტრალურმა ბანკმა გადაიბარა.
ლისაბონის ხელშეკრულება
2007 წელს, ევროკავშირმა შეიმუშავა კონსტიტუციის კიდევ ერთი პროექტი, ლისაბონის
ხელშეკრულება. იგი წინა კონსტიტუციის მსგავსი იყო, თუმცა რეფერენდუმზე მხოლოდ
ირლანდიაში იქნა გატანილი. 2008 წელს, ირლანდიაში ლისაბონის ხელშეკრულების
რატიფიცირებაზე ჩატარებული რეფერენდუმი ჩავარდა, თუმცა 2009 წელს ჩატარებულ
განმეორებით რეფერენდუმზე, ირლანდიისთვის რამდენიმე დათმობაზე წასვლის შემდეგ,
ამომრჩევლებმა ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს. ხელშეკრულება ძალაში 2009 წელს
შევიდა. ლისაბონის ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროკავშირის
სტრუქტურა და ყოველდღიური საქმიანობა.

IX
მსოფლიო სასამართლო გაეროს საერთაშორისო სასამართლო ICJ

გაეროს სასამართლო შტო, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, დაფუძნებულია რომის სტატუტის


საფუძველზე. საერთაშორისო სასამართლო ისმენს მხოლოდ სახელმწიფოთა შორის არსებულ
დავებს. მისი იურისდიქცია შეზღუდულია, განსახილველ საქმეთა რაოდენობა კი მცირე.
როდესაც სახელმწიფო სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ უკმაყოფილების საბაბი გააჩნია, მაშინ
მიუკერძოებელი განხილვისთვის საქმე შესაძლოა გადაცემულ იქნას მსოფლიო
სასამართლოზე.

მსოფლიო სასამართლოში მნიშვნელოვან კონფლიქტებთან დაკავშირებით აღსრულებადი


შეთანხმებების მიღწევის სირთულიდან გამომდინარე, სახელმწიფოები წლების
განმავლობაში სასამართლოს იშვიათად მიმართავენ.

1947 წ. – ICJ-ის პირველი დავა დიდ ბრიტანეთსა და ალბანეთს შორის.


❖ საქართველომ რუსეთს უჩივლა 2008 წლის შემდეგ ეთნიკური წმენდის გამო.
X
ომის დანაშაულები

ეს არის ომის სამართლის დარღვევა, მათ შორის სამხედრო ტყვეების არაადამიანური


მოპყრობა ან მშვიდობიანი მოსახლეობაზე განზრახ თავდასხმა. საომარ ვითარებაში
საერთაშორისო სამართლის აღსრულება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ ომის წარმოებისას
სამართლებრივი ქცევის ნორმები დიდწილად დაცულია.

1998 წელს მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას


მუდმივი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ. სისხლის
სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) იძიებს 4 საერთაშორისო დანაშაულს და
ეფუძნება რომის სტატუტს:
1. გენოციდი

2. დანაშაულები კაცობრიობის წინაშე

3. ომის დანაშაულები

4. აგრესია (crime of aggression).

ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა უკანონოა. თუმცა, უკანონო არ არის სამხედრო


ძალებზე იერიშის განხორციელება მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ამას მშვიდობიან
მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვება.

XI
არსებული მდგოამრეობა სამხრეთში

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ვერ თანხმდებიან გლობალურ სამხრეთში


არსებული სიღარიბის ვერც მიზეზებსა და შედეგებზე და ვერც პრობლების გადაჭრის
გზებზე. საერთო ჯამში, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს
გაჭირვებაში, არსებობისთვის აუცილებელი მინიმალური საკვებისა და სამედიცინო
მომსახურების გარეშე.
ეს ადამიანები კონცენტრირებულნი არიან აფრიკაში, სადაც უკვე ათწლეულებია
შემოსავლის დონე მინიმალურია. სამხრეთ აზიაში, რომელშიც ორი მილიარდი ადამიანი
ცხოვრობს, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 4,800 აშშ დოლარია
ყოველწლიურად, ხოლო აფრიკაში - 3,200 აშშ დოლარი. არსებობისთვის აუცილებელ
ელემენტარულ პირობებს მოკლებული ადამიანების უკიდურესი სიღარიბეში ნაკლებად
შესამჩნევია, ვიდრე ომისა თუ გვალვით გამოწვეული შიმშილის დრამატული მაგალითები,
თუმცა, რეალურად,სიღარიბე ბევრად მეტ ადამიანს აზარალებს.

2000 წელს გაეროს მიერ შემუშავებულ პროექტში „ათასწლეულის განვითარების მიზნები“


(MDG) 1990 წლის მონაცემებთან შედარების საფუძველზე დადგინდა 2015 წლამდე
შესასრულებელი რვა ამოცანა. მათგან პირველი გულისხმობს მსოფლიოს „უკიდურეს
სიღარიბეში“მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობის ორჯერ შემცირებას.

ადამიანის ძირითადი საჭიროებანი


რადგანაც გლობალურ სამხრეთში მცხოვრებლები იმპერიალიზმს ადანაშაულებენ
პირველადი მოთხოვნილებების არასაკმარისად დაკმაყოფილებაში, უკიდურესი სიღარიბე
რევოლუციას, ტერორიზმსა და ანტიდასავლურ სენტიმენტებსიწვევს.
უნისეფის მონაცემებით, გლობალურ სამხრეთში 2013 წელს ოთხიდან ერთი ბავშვი
იტანჯებოდა კვების უკმარისობით, შვიდიდან ერთს ხელი არ მიუწვდებოდა სამეციდინო
მომსახურებაზე, ასევე შვიდიდან ერთს არ ჰქონდა უსაფრთხო სასმელი წყალი. შიდსის
ეპიდემიამ გააქარწყლა ის პროგრესი რაც, ბავშვთა სიკვდილიანობის
გლობალურ სამხრეთში საერთაშორისო თუ სამოქალაქო ომი მთავარი ხელისშემშლელი
ფაქტორია ძირითადი ადამიანური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ომი კიდევ უფრო
დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე ეს ომის დროს დაღუპულთა და დაშავებულთა
რაოდენობაში გამოიხატება. საომარ ზონებში, ნადგურდება ეკონომიკური
ინფრასტრუქტურა. ომები რადიკალურად ამცირებს ნდობას ეკონომიკური და პოლიტიკური
თვალსაზრისით, რასაც ეფუძნება კიდეც ინვესტიცია და ვაჭრობა.
შიმშილი მსოფლიოში
არასათანადო კვება გულისხმობს საჭირო საკვები ნივთიერებების, მათ შორის,
პროტეინებისადა ვიტამინების ნაკლებობას.
1996 წლის მსოფლიოს სურსათის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა მიზნად დაისახეს
შიმშილის მაჩვენებლის განახევრება 2015 წლისთვის. მსოფლიო მიუახლოვდა ამ მიზანს,
თუმცა მისი მთლიანად შესრულება ვერ მოახერხა. მოსახლეობის ზრდის პროპორციულად,
შიმშილის მაჩვენებელი 19-დან 11 პროცენტამდე შემცირდა 1991-დან 2014 წლამდე.
2015 წელს მსოფლიო ლიდერებმა პირობა დადეს, რომ შიმშილისა და უკიდურესი სიღარიბის
2030 წლისთვის აღმოსაფხვრელად განვითარების მიზნებს დაისახავდნენ. ჩინეთმა დიდი
პროგრესი განიცადა ბავშვთა არასათანადო კვების მაჩვენებლის შემცირების საკითხში.
თუმცა, პროგრესი სამხრეთ აზიაში საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა, აფრიკა კი საერთოდაც
ვერ მიიწევდა წინ.

ტრადიციულად, სოფლის მოსახლეობას თავისი საკვები თავადვე მოჰყავდა - ეწეოდა რა


ნატურალურ მეურნეობას. კოლონიალიზმა დაარღვია ეს მოდელი. რღვევა გაგრძელდა პოსტ-
კოლონიურ პერიოდებშიც. კაპიტალის მოზიდვით და ეკონომიკის ორიენტირებით
მსოფლიო ვაჭრობაშიადგილის დაკავებისკენ, ეს პროცესი შეესაბამება ლიბერალურ
ეკონომიკას.მაგრამ იგი მიწიდან განდევნის ნატურალ მეურნეობაში მომუშავე ფერმერს. ომი
კიდევ უფრო სწრაფად ჩამოაშორებს მიწასფერმერს,ასეთივე შედეგებით.
კომერციული სოფლის მეურნეობა ემყარება მანქანებს, კომერციულ საწვავს და ხელოვნურ
სასუქებსა და პესტიციდებს, რომლის შეძენა უნდა მოხდეს ნაღდი ფულით დახშირად უნდა
იყოს იმპორტირებული. ამ საშუალებებისთვის ფულის გადასახდელად, დიდ მეურნეობებს
მოჰყავთ სასაქონლე სასოფლო-სამეურნეო კულტურები - სასოფლო-სამეურნეო საქონელი,
რომელიც იწარმოება მსოფლიო ბაზრებში ექსპორტისთვის. ასეთკულტურებს, როგორც წესი,
ნაკლებად შეუძლია ადგილობრივიგლეხების.
სტიქიურ უბედურებებს შეუძლია გაზარდოს საკვები პროდუქტების დეფიციტი. მსგავსი
პრობლემის წინაშე 2010 წლის გამანადგურებელი წყალდიდობების შემდეგ პაკისტანი
დადგა.
სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა
გლეხების ნატურალური მეუნეობებიდან მოწყვეტა ხელს უწყობს ადამიანების მასობრივ
გადაადგილებას, რაც, როგორც წესი, დემოგრაფიული ტრანზიციის თანმდევი მოვლენაა.
უფრო მეტი და მეტი ადამიანი გადადის სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ამ მოვლენას
ურბანიზაცია ეწოდება.

ბევრმა ქვეყანამ დიდი ზომის მიწის ნაკვეთების დანაწევრებისა და ღარიბი გლეხების


საკუთრებაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათ ხელახლა წამოეწყოთ
ნატურალური მეურნეობა - ამას გულისხმობს მიწის რეფორმა. მიწის რეფორმის ძირითადი
მოწინააღმდეგები არიან მსხვილი მემამულეები, რომლებიც ხშირად სარგებლობენ დიდი
პოლიტიკური ძალაუფლებით, რადგან მათ აქვთ სიმდიდრე და საერთაშორისო კავშირები
ბაზრებზე, მრავალეროვნულ კორპორაციებსა და მყარი ვალუტის სხვა წყაროებზე.

ქალები განვითარებად ქვეყნებში


ღარიბ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარება მჭიდრო კავშირშია საზოგადოებაში ქალების
მდგომარეობასთან. ქალები გადამწყვეტი მნიშვნელობის არია ჭარბბავშვიანობის პრობლემის
მოგვარებისა და შობადობის შემცირებაში. ღარიბ ქვეყნებში ქალები საკვანძო ფუნქციას
ასრულებენ ადამიანების ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საქმეში კვების,
განათლების, ჯანდაცვისა და თავშესაფრის თვალსაზრისი და მაინც ქალებს მამაკაცებზე
უფრო დაბალი სოციალური სტატუსი გააჩნიათ სამხრეთის ქვეყნებში
ახლო აღმოსავლეთში ქალების მხოლოდ 30 პროცენტია სტუდენტი. ქვეყნებმა და
საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ყურადღების მიქცევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
სასკოლო განათლებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ქალებისთვის ჯანდაცვისა და ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, ბავშვის მუცლადყოფნისას და მის შემდგომ
ჯანმრთელობაზე დედების ინფორმირება და ზოგადად, საზოგადოებაში ქალთა
სტატუსისამაღლებ.

მიგრაცია და ლტოლვილები
პირველად საჭიროებათა დაუკმაყოფილებლობა, გლეხების მიწიდან მოწყვეტა და ურბანიზაცია
-კულმინაციას აღწევს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხში, რომელიც
გავლენას ახდენს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ურთიერთობებზე - ესაა მიგრაცია ღარიბი
ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში. გლობალურსამხრეთში მცხოვრებმა მილიონობით ადამიანმა
გადაკვეთა სახელმწიფოთაშორისი საზღვრები ჩრდილოეთში გადასასვლელად, ხშირ
შემთხვევაში არალეგალურად.
ადამიანი, რომელიც საცხოვრებლად გადადის ახალ ქვეყანაში უკეთესი ეკონომიკური
შესაძლებლობების,უკეთესისამუშაო პირობების, კულტურასა და რელიგიაზემისი და მისი
ოჯახისთვის უფრო ხელმისაწვდომი გარემოსთვი, ერთვება პროცესში, რომელსაც მიგრაცია
ეწოდება ასეთი მიგრაცია ნებაყოფლობითია.

ფულადი გზავნილები
მიგრაციისა და იმიგრაციის საკვანძო ასპექტია ფულადი გზავნილები - მიგრანტების მიერ
მშობლიურ ქვეყანაში ნათესავებისთვის გაგზავნილი ფული. ეს ტრანზაქციები ღარიბ
სახელმწიოფოებში შემოსავლის ერთ-ერთწყაროს წარმოადგენენ და მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავთ ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს ხვადასხვა რეგიონიდან.
ფულადი გზავნილები სულ უფრო მეტად ხდება გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი
ნაწილი. ფულადი გზავნილები ეხმარება ქვეყნებს გლობალურ სამხრეთში. ისინი აძლევენ
ღარიბ ოჯახებს მეტ ნაღდ (სუფთა) შემოსავალს.

ტრეფიკინგი
მიგრაციისა და ლტოლვილების გარდა, ყოველწლიურად დაახლოებით 700,000 ადამიანი ხდება
ტრეფიკინგის მსხვერპლი - თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ უწევთ საერთაშორისო
საზღვრების გადაკვეთა. ამაში იგულისხმება როგორც სექსუალური, ისე
შრომითიექსპლუატაცია, ორივე კატეგორია მოიცავს მდედრობითი და მამრობითი სქესის
ადამიანებს, მოზრდილებსა და ბავშვებს.

დაგროვების თეორიები
როგორ შეიძლება ავხსნათ მსოფლიოს ინდუსტრიულ რეგიონებსა და სამხრეთის რეგიონებს
შორის შემოსავლის დონეების მიხედვით არსებული უზარმაზარი განსხვავება? სიმდიდრის
დაგროვების ორ ურთიერთსაპირისპირო თეორიაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მათგან ერთი
ემყარება უფრო მეტად ლიბერალურ ხედვებს,ხოლო მეორე უფრო მეტად
რადიკალურპერსპექტივებს.

ეკონომიკური დაგროვება
კაპიტალიზმის პერსპექტივიდან პრობლემის ხედვა ეფუძნება ლიბერალურ ეკონომიკას - ხაზს
უსვამს ეკონომიკური ზრდის მაქსიმიზირების აუცილებლობას. ამ მოსაზრების მიხედვით,
გლობალური სამხრეთი უბრალოდ ჩამორჩება ინდუსტრიულ ჩრდილოეთს.
სოციალისტური მსოფმხედველობის პრიზმიდან, ეს პრობლემა განსხვავებულად მოჩანს, და
ეჭვებია გამოთქმული როგორც სიმდიდრის განაწილების წესის სისწორეზე,ასევე, ზოგადად
სიმდიდრის წარმოქმნის მართლზომიერებაზე. ამ მოსაზრების მიხედვით, ჩრდილოეთსა და
სამხრეთ შორის დაყოფა ანტაგონისტური თამაშია, რომლის დროსაც ჩრდილოეთი სამხრეთის
ხარჯზე მდიდრდება.
კაპიტალისტური და სოციალისტური მიდგომები ასევე შეუთავსებელია ერთმანეთთან
ფორმულირებასა და მოსაზრებებში, რომელიც მესამე მსოფლიოს ქვეყნების სიღარიბის
პრობლემასა და ამ პრობლემის საერთაშორისო შედეგებს შეეხება.

XII
მსოფლიო სისტემა
საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი სპეციალისტი რეგიონულ კლასობრივ დაყოფას
მსოფლიო სისტემას ან კაპიტალისტურ მსოფლიო ეკონომიკას უწოდებს. ეს შეხედულება
მარქსისტულია და ეფუძნება ანალიზის გლობალურ დონეს.

მსოფლიო სისტემაში კლასობრივი დაყოფა რეგიონების მიხედვით ხდება. ამ მოსაზრების


მიხედვით, დღესდღეობით კლასებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა არის ბრძოლა
მსოფლიო სისტემის ბირთვსა და პერიფერიას შორის.
იმპერიალიზმი
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებულ განსხვავებებს, როგორც სიმდიდრის მხრივ, ასევე
საექსპორტო სპეციალიზაციის მხრივ, დიდი ხნის ისტორია აქვს. იმპერიალიზმი ემყარებოდა
იდენტობის პრინციპს, რითაც სამხრეთი საერთო რასობრივი იდენტობის ირგვლივ გააერთიანა,
სადაც არათეთრ ადამიანები გარე-ჯგუფსწარმოადგენდა.
იმპერიალიზმი — სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მდგომარეობს სხვა სახელმწიფოების და
ხალხების დაპყრობის მცდელობაში; მათი საკუთარი გავლენის ქვეშ მოთავსების მცდელობაში,
საკუთარი ინტერესების შესაბამისად.
იმპერიალისტური პოლიტიკა შეიძლება ხორციელდებოდეს პირდაპირ — ძალისმიერი
მეთოდების გამოყენებით, ან ირიბად — ეკონომიკური და პოლიტიკური ხერხების
გამოყენებით.

კოლონიალიზმის შედეგები
ევროპელების კოლონიად ყოფნის ისტორიულ ფაქტი სამხრეთის ქვეყნების
უმრავლესობისთვის ცენტრალური მნიშვნელობისაა მათი ეროვნული იდენტობის, საგარეო
პოლიტიკისა და მსოფლიოში ადგილის დამკვიდრების საქმეში. ამ სახელმწიფოებისთვის
საერთაშორისო ურთიერთობებში განმსაზღვრელი ძალაზე დამყარებული ასიმეტრიული
ურთიერთობებია განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებთან.
კოლონიზაციას დამანგრეველი შედეგი მოაქვს ხალხებსა და მათ კულტურაზე. უცხოელები
ძალისმიერი მეთოდებით იგდებენ ხელში ტერიტორიას და მასზე კონტროლს ამყარებენ. ისინი
ამყარებენ საკუთარ მმართველობას, რომლებსაც თავიანთი მოქალაქეებით ახორცილებენ.
ადგილობრივებს ისინი კოლონიზატორთა ენაზესაუბარს, კოლონიზატორთა კულტურული
ტრადიციების მიღებას და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედ სკოლებში სწავლას
აიძულებენ. კოლონიზატორები დაპყრობილ ხალხებს არწმუნებენ, რომ ისინი მათზე დაბლა
დგანან რასობრივი თვალსაზრისით.
XIII
დამოკიდებულება (დეპენდენცია)
საერთაშორისო ურთიერთობების მარქსისტმა მეცნიერებმა განავითარეს დამოკიდებულების
თეორია იმისთვის, რომ აეხსნათ გლობალურ სამხრეთში დოვლათის დაგროვების ნაკლებობა.
ისინი დამოკიდებულებას განმარტავენ, როგორც სიტუაციას, რომლის დროსაც კაპიტალის
დაგროვება შეუძლებელია საკუთარი ძალებით. დამოკიდებულმა ქვეყანამ ფული უნდა
ისესხოსსაქონლის საწარმოებლად; ვალის გასტუმრებაკი შეამცირებს მოგებას.
დამოკიდებულების ერთ-ერთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ფორმაა ანკლავის ეკონომიკა,
რომლის დროსაცუცხოური კაპიტალის ინვესტირება ხდება მესამე მსოფლიოს
ქვეყანაშიკონკრეტულინედლეულის კონკრეტულ ადგილას ამოსაღებად - მაგალითად,
მაღაროში, ნავთობის ჭაბურღილში ან პლანტაციაში.

XIV

განვითარების გამოცდილება

ეკონომიკური განვითარება გულისხმობს კომბინირებულ პროცესებს - კაპიტალის დაგროვების,


ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის), მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი
ტექნოლოგიური მეთოდების დანერგვის და სხვა დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური
ცვლილებების. ყველაზე მთავარია კაპიტალის დაგროვება.

ახალი ინდუსტრიული ქვეყნები


სანამ ჩინეთი აღმავლობის გზას დაადგებოდა, რამდენიმე ღარიბმა ქვეყანამ, რომლებსაც ახალ
ინდუსტიულ ქვეყნებს (NICs) უწოდებენ, დამოუკიდებულად დააგროვა კაპიტალი და
შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდაც მოახერხა. ამ ნახევრადპერიფერიულმა სახელმწიფოებმა,
რომლებიც აწარმოებენ მსუბუქი მრეწველობის საქონლის ექსპორტს, ძლიერი ეკონომიკური
ზრდა დააფიქსირა 1980-იან და 1990-იანი წლების დასაწყისში.
აღმოსავლეთ აზიის ყველაზე წარმატებული ახალი ინდუსტრიული ქვეყნებია „ოთხი ვეფხვი “ან
„ოთხი დრაკონი “: სამხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონგ-კონგი და სინგაპური. თითოეულმა მათგანმა
წარმატებით განავითარა კონკრეტული სექტორები და ინდუსტრიები, რომლებიც
კონკურენტუნარიანიგახდა მსოფლიოს ბაზრებზე. ამ სექტორებსა და ინდუსტრიებს ქვეყნის
შიგნით შეეძლოთ დაეგროვებინათ საკმარისი კაპიტალი იმისთვის, რომ გაზრდილიყო
შემოსავლის დონე არა მხოლოდ მცირე ელიტური ნაწილისთვის, არამედ მოსახლეობის უფრო
ფართო ფენებისთვის. მეცნიერებისთვისუცნობია ახალი ინდუსტრიული ქვეყნები უბრალოდ
მცირერიცხოვან იღბლიანი სახელმწიფოების რიცხვშია, რომლებიც მსოფლიოს სისტემაში
პერიფერიიდან ნახევრადპერიფერიაში გადავიდნენ თუ მათი წარმატება საბოლოოდ შეიძლება
სხვა ქვეყნებმაც გაიმეორენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ეს ზრდა აჩვენებს იმას, რომ
სიღარიბიდან თავის დაღწევადა შედარებითი კეთილდღეობის მოპოვებაშესაძლებელია.

იმპორტის ჩანაცვლება და ექსპორტით განპირობებული ზრდა


მთელს გლობალურ სამხრეთში, სახელმწიფოები ცდილობენ საერთაშორისო ვაჭრობა
სიმდიდრის მთავარ საფუძვლადაქციონ.
სავაჭრო ნამეტის შესაქმნელი ერთი გზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ რამდენიმე
ათწლეულის წინ, არის იმპორტის ჩანაცვლება - ადგილობრივი წარმოების დარგების
განვითარება იმ საქონლის საწარმოებლად, რომლის იმპორტსაც ახორციელებდა ქვეყანა.
ამ დარგებმა შეიძლება მიიღონ სახელმწიფო სუბსიდიები ან სატარიფო დაცვა. ეს შეიძლება
კარგი საშუალება იყოს სხვაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, განსაკუთრებით,
ყოფილკოლონიზატორქვეყანაზე, ამავე დროს მოხდეს ვაჭრობის დეფიციტის შემცირება ან
სავაჭრო ნამეტის შექმნა.

კორუფცია
კორუფცია მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორიააბევრი ქვეყნის ეკონომიკური
განვითარებისთვის. იგიფოკუსირებულია მთავრობაზე, როგორც ეკონომიკური განვითარების
ცენტრალურ აქტორზე, განსაკუთრებით მის საერთაშორისო ასპექტებზე. საგარეო პოლიტიკის
საშუალებით, მთავრობა განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის ურთიერთობას მსოფლიო
ეკონომიკასთან. ის არეგულირებს პირობებს, რომლის მიხედვითაც
ტრანსნაციონალურიკორპორაციები ფუნქციონირებენ ქვეყანაში. ის აიძულებს მუშას
დისციპლინის დაცვას - იძახებს შეიარაღებულ ძალებს აქციების დასაშლელად და
რევოლუციების ჩასახშობად. ის ადგენს საგადასახადო განაკვეთებს და ეკონომიკაზე
კონტროლის მოსაპოვებლად სხვა მაკროეკონომიკურ ბერკეტებსაც იყენებს. ბევრ განვითარებად
ქვეყანაში, მის ხელშია მრეწველობის წამყვან დარგებში საკმაოდ დიდი წილი - ზოგიერთ
შემთხვევაში მონოპოლიაც კი.
კორუფცია, რასაკვირველია, მხოლოდ გლობალურ სამხრეთით არ შემოიფარგლება, მაგრამ
რამდენიმე მიზეზის გამო, ის ღარიბ ქვეყნებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს. პირველი ის, რომ
იქ უბრალოდ ნაკლებია ვაჭრობიდან შემოსული ნამეტი ეკონომიკური ზრდის ტემპის
შესანარჩუნებლად; კაპიტალის დაგროვება არამდგრადია.
გარდა ამისა, განვითარებად ქვეყნებში ანაზღაურება ხშირად ისეთი მცირეა, რომ
კორუმპირებული ჩინოვნიკები მეტად ცდუნდებიან, აიღონ ქრთამი.
უცხოური ინვესტიცია არის ასეთ წარმოებაშიფულის დაბანდება (უმეტესად
ტრანსნაციონალური კორპორაციიდან) ერთ-ერთი საშუალებაა სიმდიდრის დაგროვების
პროცესის დასაწყებად.
უცხოურ ინვესტიციასგადამწყვეტ როლი აქვსჩინეთისა და აზიის სხვა განვითარებადი
ქვეყნების წარმატებაში. საერთო ჯამში, გლობალურ სამხრეთში გადინებულმა კერძო
კაპიტალმა 700 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა 2014 წელს - ეს ოთხჯერ აღემატება
განვითარებისითვისგამოყოფილი ოფიციალური დახმარების ოდენობას.
უცხოელები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ქვეყანაში, შემდეგ იქ საწარმოო ობიექტების
მფლობელები ხდებიან; ინვესტორს, საკუთრების უფლების წყალობით, შეუძლია
გააკონტროლოს გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდეს მის
მფლობელობაში არსებულ ობიექტზე, გაზარდოს თუ შეამციროს მუშახელის რაოდენობა, რა
პროდუქტები აწარმოოს და განსაზღვროს პროდუქციის ბაზარზე გაყიდვის პირობები. გარდა
ამისა, უცხოელ ინვესტორს ჩვეულებრივ შეუძლია მოგების მიღება ქვეყნის გარეთ
ფუნქციონირებისთვის (მოგების რეპატრიაცია).

ტექნოლოგიის ტრანსფერი ეწოდება ღარიბი სახელმწიფოების მიერ ტექნოლოგიის ათვისებას


(ცოდნა, უნარ-ჩვევები, მეთოდები, დიზაინიდა სპეციალიზირებული მოწყობილობა)
ქვეყნისგარეთ არსებული წყაროებიდან, ჩვეულებრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ან
მსგავს ბიზნეს ოპერაციებთან ერთად. განვითარებადმა ქვეყანამ შეიძლება საშუალება მისცეს
ტნკ-ს ქვეყანაში აწარმოოს გარკვეული საქონელი მისთვის ხელსაყრელ პირობებში, თუმცა,
ამავდროულად, იგულისხმება რომ ეს ტნკ გაუზიარებს პროდუქტის ტექნოლოგიასა და
დიზაინს. ქვეყანამ შეიძლება სცადოს, ჩააბას თავისი მოქალაქეები უცხოური ინვესტიციით
შექმნილ ქარხნებისა თუ ობიექტების მართვასა და პროფესიონალურ სამუშაო ძალაში.
არამხოლოდ მატერიალურ კაპიტალს შეუძლია დაგროვდეს ქვეყანაში, არამედ მასთან
დაკავშირებულ ტექნოლოგიურ ცოდნასაც შემდგომი განვითარებისთვის.

ჩრდილოეთისადმი სამხრეთის ვალი


ფულის სესხება უცხოური ინვესტიციის ალტერნატივაა და ამგვარად, ფულადი სახსრების
მოპოვებისერთ-ერთი გზა ეკონომიკური დაგროვების ციკლისთვის ნიადაგის მოსამზადებლად.
თუ დოვლათის შექმნის პროცესი წარმატებული იქნება, ის საკმარის სარგებელს მოიტანს ვალის
დასაფარად და თან მოგების მისაღებადაც. ფულის სესხებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. ის
კონტროლის მექანიზმებს სახელმწიფოს (ან ადგილობრივი კერძო მსესხებლის) ხელში ტოვებს.
ადგილობრივ მოცხოვრებლებსმტკივნული მსხვერპლის გაღება აღარ უწევთ, სულ ცოტა,
მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც.
ვალს უარყოფითი მხარეებიც აქვს. მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს ვალის
მომსახურება -სესხის პირობების მიხედვით, რეგულარულად დაფაროს პროცენტი და ძირი
თანხა. საგარეო ვალის მომსახურებაინვესტიციით წარმოშობილი ნამეტის მუდმივ გადინებას
გულისხმობს.
გრაფიკით გათვალისწინებული გადახდების არშესრულება, რომელსაც დეფოლტი ეწოდება,
რადიკალურ ქმედებად მიიჩნევა, რადგან ის ანადგურებს მსესხებლის მიმართ ნდობას, რაც
სამომავლოდ სესხების გაცემის შესაძლებლობას ამცირებს. დაკისრებული ვალდებულების
შესრულების ნაცვლად, მსესხებლები ცდილობენ მიაღწიონ ვალის გადახედვას - გადახდის იმ
პირობების თავიდან გაწერას, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს სესხის გადაფარვა.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სავაჭრო რეჟიმი ხშირად ღარიბი ქვეყნების წინააღმდეგ
მუშაობს, თუმცა კარგადმორგებულია ინდუსტრიულ ქვეყნებზე. თავისუფალი ვაჭრობის
რეჟიმი ღარიბი ქვეყნებისთვის რთულს ხდის ახალბედა წარმოების დაცვასიმისათვის, რომ
შექმნან თვითკმარი კაპიტალის შეგროვების პროცესი. ის მათ ტექნოლოგიურად
დაწინაურებულ ქვეყნებთან კონკურენციას აიძულებს. ღარიბ ქვეყანას კონკურენტული
შეუძლია იყოს მხოლოდ იაფი მუშახელით ხელფასით, არაკაპიტალტევადი ნიშისდაკავებით -
განსაკუთრებით მათ, ვინც ისეთ ბუნებრივ რესურსებს იყენებს, რაც მწირია გლობალურ
ჩრდილოეთში.

საგარეო დახმარების სახეები


დიდი რაოდენობით საგარეო დახმარება ჩრდილოეთის მთავრობებიდან მოდის. 2013 წელს
უცხოური მთავრობების მიერ გაცემული 130 მილიარდი აშშ დოლარის დახმარებიდან,
თითქმის 90 პროცენტი მოვიდა განვითარების დახმარების კომიტეტის(DAC) წევრებზე,
რომელშიც შედის დასავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
კიდევ რამდენიმე ნავთობ-ექსპორტიორი არაბული ქვეყანა უზრუნველყოფს საგარეო
განვითარების დახმარებას და 2003 წელს გარდამავალი ეკონომიკების მქონე
სახელმწოფოებიცჩაერთვნენ, როგორცფინანსური დახმარების „ექსპორტიორები“. DAC-
ისქვეყნების დახმარების სამი-მეოთხედი პირდაპირ სამხრეთის მთავრობებისკენ არის
მიმართული, როგორც სახელმწიფოთაშორისიორმხრივი დახმარება; დანარჩენს კიგაერო და
სხვა საერთოაშორისო სააგენტოები აგზავნიან, მრავალმხრივი დახმარების სახით.
უმთავრესინაკლი, რაც გაეროს განვითარების პროგრამებს აქვთ არის ის, რომ ისინი მეტწილად
ფინანსდებიან მდიდარი ქვეყნების ნებაყოფლობითი შენატანებით. თითოეულ პროგრამას
უწევს შემოწირულობების თხოვნა თავისი საქმიანობის გასაგრძელებელად. შეიძლება ეს
შემოწირულობები უცერემონიოდ შეწყდეს თუ პროგრამა დონორი მთავრობის უკმაყოფილებას
გამოიწვევს. აგრეთვე, მთავრობებმა, რომლებმაც დახმარების პირობა დადეს, არ შეასრულონ ეს
პირობა.

საგარეო დახმარების ტიპები


ორხმრივ დახმარებას სხვადასხვა ფორმა აქვს. გრანტებიისეთი რესურსებია, რომელიც
უსასყიდლოდ გადაეცემა მიმღებ ქვეყანას, როგორც წესი, გარკვეული მიზნით. ტექნიკური
თანამშრომლობა გულისხმობს ზოგ პროექტში საექსპერტო დახმარების ფორმით გაცემულ
გრანტებს დაარა ფულს ან მატერიალურ საქონელს. კრედიტები გრანტებია, რომელთა
გამოყენებაც შეიძლება გარკვეული პროდუქტების შესაძენად დონორი სახელმწიფოსგან.
სესხები ეკონომიკურ განვითარებაში დახმარების მიზნით გაცემული ფულადი სახსრებია,
რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს მომავალში განვითარების პროცესში წარმოშობილი ნამატის
მიერ (ისინიც ასევე ხშირადდაკავშირებულებიარიან დონორი ქვეყნებიდან პროდუქტების
შეძენასთან). კომერციული სესხებისგან განსხვავებით, სახელმწიფოთაშორისი განვითარების
სესხები ხშირად შეღავათიანი პირობებით გაიცემა, დაფარვის გრძელვადიანი პირობებით და
დაბალი საპროცენტო განაკვეთით. მიუხედავად მიმღების ქვეყნის მიმართ ვალდებულებისა,
ასეთი სესხების მომსახურება შედარებით იოლია.

ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული უფსკრულის პირისპირ


უცხოური დახმარების მიღება თუ გაცემა პოლიტიკურია, თუნდაც მისი გაცემის მოტივები არ
ატარებდეს პოლიტიკურხასიათს. ალბათ, ჩრდილოეთში მცხოვრებთათვის ყველაზე
მნიშვნელოვანისაკითხიარის ის, რომ გააცნობიერონ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის
არსებული უზარმაზარი უფსკრულის არსებობა და შეეცადონ პრობლემის მოგვარებას.
სამხრეთის ქვეყნებში გამეფებული სიღარიბე შეიძლება ისეთ დაუძლევენ პრობლემად
მოეჩვენოთ, რომ მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებმა ზურგი შეაქციონ საკითხს და უბრალოდ
ეცადონ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ.

გარემო და ტექნოლოგია
ბუნებრივი გარემოს წინაშე არსებული გლობალური საფრთხეები
ურთიერთდამოკიდებულების მზარდი წყაროა. ქვეყნების ქმედებები, რომელიც უკავშირდება
დაბინძურებას, კონსერვაციას და ბუნებრივ რესურსებს, როგორც წესი,გავლენას სხვა
ქვეყნებზეც ახდენს. იმის გამო რომგარემოსდაცვითი შედეგებიდიფუზური (გადამდები)
ხასიათისაა,ხანგრძლივი დროით გრძელდება და ასევე ადვილად ვრცელდება ერთი
ადგილიდან მეორეზე, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკა სერიოზულ პრობლემებს
წარმოშობს კოლექტიური (საყოველთაო) სიკეთეებისთვის. კოლექტიური სიკეთეების
პრობლემას ვაწყდებით ნებისმიერ საკითხზე, რომელიცგარემოს, რესურსებსა და მოსახლეობას
უკავშირდება.
მაგალითად, საერთაშორისო წყლებში თევზჭერის არეალები არ ეკუთვნის
არცერთსახელმწიფოს; ისინი კოლექტიური სიკეთეა. სხვადასხვა თევზმჭერმა ქვეყანამ უნდა
ითანამშრომლოსერთმანეთთან (ნაწილობრივ იმით, რომ დაარეგულირონ არასახელმწიფო
აქტორები, როგორიცაა ტრანსნაციონალური კორპორაციები [MNCs]), რათა თავიდან აიცილონ
თევზის მარაგის ამოწურვა. თუ ქვეყნების საკმარისად დიდი რაოდენობა არ
დათანხმდებათანამშრომლობას, თევზის რაოდენობა დაიკლებს და, შესაბამისადთითოეული
ქვეყნის თევზჭერის მაჩვენებელი დაეცემა.

მდგრადი განვითარება
მდგრადიგანვითარება ისეთეკონომიკურ ზრდასგულისხმობს, რომელიც არც რესურსების
ამოწურვას იწვევს და არც ეკოსისტემას ანადგურებს, ყოველ შემთხვევაში ისე სწრაფად, რომ
თავად ეკონომიკის ზრდის საფუძველსგამოეცალოს ძირი. ეს მიდგომა გამოიყენება როგორც
ინდუსტრიული რეგიონების, ისე გლობალური სამხრეთისთვის.
1992 წელს „დედამიწის სამიტზე“მომზადდა ერთიანი გეგმა, რომლის თანახმადაც, სამხრეთის
დიდმაქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ინდუსტრიალიზაციის პროცესს გარემოსთვის ნაკლებად
ზიანის მომტანი გზითწარმართავდნენ (ეკონომიკური ზრდის გარკვეული მაჩვენებლის
დათმობის ხარჯზე),ინდუსტრიულიქვეყნები კი ამ პროცესის ხელშესაწყობად მათ დახმარებასა
და ტექნოლოგიით უზრუნველყოფას დაჰპირდნენ.
სამიტის ფარგლებში შეიქმნა მდგრადი განვითარების კომისია, რომელიც მონიტორინგს უწევს,
რამდენად ასრულებენ ქვეყნები „დედამიწის სამიტზე“ გაცემულ დაპირებებს და ამისთვის ის
ასევე განიხილავს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების, მაგალითად,
“გრინპისის“ (Greenpeace)მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. თუმცა,ამ კომისიასარაქვს იმის
უფლებამოსილება, რომ ეროვნულ მთავრობებს დანაპირებების აღსრულება აიძულოს - რაც
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის სუვერენიტეტის უპირატესობასსუპრანაციონალურ
ორგანოზე.
ჩინეთი და აზიის სხვა განვითარებადი ქვეყნები მდგრადი განვითარების ირგვლივ მიმდინარე
კამათის ეპიცენტრში არიან. სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროცესში მათ სერიოზული
დაბინძურებისათუ სხვა გარემოსდაცვითი პრობლემები გამოიწვიეს. 2013 წლის
დასაწყისშიპეკინის სმოგმა ბევრად გადააჭარბა საშიშ დონეს, ადამიანებს,
რომლებსაცქუჩაშიხანგრძლივად ყოფნაუხდებათ, თვალის ლორწოვანი გარსი გაუღიზიანდათ
დაფილტვების მუშაობის უნარიდაუქვეითდათ.

გლობალური დათბობა.
გლობალური კლიმატის ცვლილება იგივეგლობალური დათბობა არის საშუალო წლიური
ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი. სულ უფრო მეტი და უდავო მტკიცებულება
მიუთითებს, რომ გლობალური დათბობა ნახშიროჟანგისა და სხვა გაზების ემისიით გამოწვეულ
რეალურ პრობლემას წარმოადგენსდა, რაც მთავარია, მომავალში ეს პრობლემა უფრო მეტად
გაუარესდება. გასულ ათწლეულში გლობალური დათბობის საკითხმა პოლიტიკური
დღისწესრიგის მოწინავე რიგებში გადაინაცვალაარქტიკული ყინულის მასიური ლღობის;
უცნაური ამინდის და გამანადგურებელი ქარიშხლების გამო, მათ შორის აღსანიშნავია
ქარიშხალი „კატრინა“ ნიუ ორლეანში 2005 წელს, „სენდი“ ნიუ უორკსა და ნიუ ჯერსიში 2012
წელს.
პროგნოზთა უმეტესობის თანახმად, თუ არაფერი მოიმოქმედეს, მომავალი ათწლეულების
განმავლობაში, გლობალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 3-დან 10 გრადუს ფარენგეიტამდე
მოიმატოს. რამდენიმე ათწლეულში პოლარულმა „ყინულის ქუდებმა“ შეიძლება დნობა
დაიწყოს, რაც გამოიწვევს ზღვის დონის რამდენიმე ფუტითაწევას.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), რომლის მთავარი ფუნქციაა ეკოლოგიური


მდგომარეობის მონიტორინგი, მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციასთან ერთად
გლობალურ კლიმატში წლიდან წლამდე მიმდინარე ცვლილებებს იკვლევს. 1989 წლიდან
გაეროს ეგიდით მომუშავე კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფმა
(IPCC)ამ საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების ფორუმის ფუნქცია
შეასრულა.
ძვირი ჯდება გაზების ემისიის შემცირება (განსაკუთრებით, ნახშიროჟანგის), სწორედ ესიწვევს
გლობალურ დათბობას. ეს გაზები ინდუსტრიული ეკონომიკის წარმმართველიაქტივობების
ფართო სპექტრის შედეგია. ისინი წიაღისეული საწვავის (ნავთობის, ნახშირის და ბუნებრივი
გაზის) წვისგან წარმოქმნილთანაპროდუქტებს წარმოადგენენ, რაც საჭიროა მანქანების,
ტრაქტორების, ღუმელების, ქარხნების და ა.შ. სამუშაოდ. ეს აქტივობები წარმოქმნის სათბურის
გაზებს.
სათბური ეფექტის შემცირება ნიშნავს ეკონომიკის ზრდის შეფერხებას ან მის გადაყვანას
სრულიად ახალ ტექნოლოგიურ რელსებზე - ორივე შემთხვევამეტისმეტად
ძვირადღირებულია. ამგვარი ქმედებების პოლიტიკური საფასური - სავარაუდოდ, გაზრდილი
უმუშევრობის, შემცირებული კორპორატიული მოგებისა და პირადი შემოსავლების გამო -
უმკაცრესი იქნება.
გლობალური დათბობა ქვეყნებს სამმაგი დილემის წინაშე აყენებს. პირველი:აირჩიოს
მოკლევადიანი (და პროგნოზირებადი) ხარჯებიგრძელვადიანი (და ნაკლებად
პროგნოზირებადი) სარგებლის მისაღებად; მეორე: მხოლოდ კონკრეტულჯგუფებს, მათ შორის
ნავთობკომპანიებს და სამრეწველო სფეროსუწევთ საფასურის გაღება,მაშინ
როცა,ხეირობსმთელი საზოგადოება, როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე საერთაშორისო დონეზე.
მესამე: ქვეყნებს შორის არსებობს კოლექტიური სიკეთეების დილემა: სარგებელი
ნაწილდებაგლობალურად, მაგრამ ხარჯები უნდა იქნას ამოღებული თითოეული ქვეყნიდან
ინდივიდუალურად.
მესამე დილემას ართულებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაყოფა. როგორ
შეუძლიადღევანდელ ღარიბქვეყნებს (ჩინეთსა და განსაკუთრებით, ინდოეთს)
ინდუსტრიალიზაცია მოახდინონ ისე, რომ სათბურის გაზების ემისიის დაშვებულ ზღვარს არ
გასცდნენ?სათბურის გაზები წარმოიშობა თითოეული ქვეყნის მიერ განხორციელებული
ინდუსტრიულისაქმიანობის პირდაპირპროპორციულად. სათბურის გაზების ემისიის 80
პროცენტი ამჟამად ინდუსტრიულ ქვეყნებზე მოდის. მთლიანი ემისიის ნახევარი კი
შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან არის.

1997 წელს „კიოტოს პროტოკოლის“ფარგლებშიმიიღეს კომპლექსური ფორმულა, რომელიც


გულისხმობს დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში გლობალურ ჩრდილოეთში სათბურის
გაზების ემისიის შემცირებას 1990 წლის დონემდე. გლობალური სამხრეთის ქვეყნებს შეღავათი
მისცეს, რადგან მათი მაჩვენებლები (ერთ სულ მოსახლეზე) გაცილებით დაბალი იყო.
2012 წელს, კიოტოს შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, 180 ქვეყანა წლების განმავლობაში
აწარმოებდა მოლაპარაკებებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ამ მოლაპარაკებებს
ხელახლა შეუერთდა შეერთებული შტატები. 2011 წლის ბოლოს დურბანში (სამხრეთ აფრიკაში)
შეხვედრაზე შეთანხმდნენ „კიოტოს პროტოკოლის“ ფარგლების გაფართოებაზე2013-2017
წლებამდე. პერუში 2014 წლის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ
პრინციპზე, რომ ყველა ქვეყანა, მდიდარი თუ ღარიბი, სათბურის გაზების ემისიას
შეზღუდავდა.უფრო მეტი ქვეყანა დათანხმდა თანხის გამოყოფას მწვანე კლიმატის
ფონდისთვის, რომელიც მილიონებს უგზავნის განვითარებად ქვეყნებს, რათა დაეხმაროს მათ
ადაპტაციაში.
2013 წლისთვის შეერთებულიშტატების ემისიის მაჩვენებელი 2005 წლის დონეზე 10
პროცენტით დაბლა იყო, იმავე წელს, ჩინეთში საუკუნეში პირველად შემცირდა ქვანახშირის
გამოყენება.
გარდა ამისა, აშშ-ს შტატების დაახლოებით ნახევარში(განსაკუთრებით კალიფორნიაში) და
რამდენიმე დიდ ქალაქში, დაიწყეს ზომების მიღება სათბურის გაზების გამოყოფის
შეზღუდვაზე. თუმცა, არცერთი ეს ნაბიჯი საკმარისი არაა ან ადრეა იმისთვის, რომკლიმატის
ცვლილების მიმართულება რადიკალურად შეიცვალოს. გლობალური დათბობის დილემა
კვლავაც გადაუჭრელია, აღსრულების სუსტი მექანიზმების გამოიმ ქვეყნებმაც კი, რომლებმაც
ხელი მოაწერეს „კიოტოს პროტოკოლს“, ვერ შეძლეს დასახული მიზნების მიღწევა 2012
წლისთვის.

ოზონის შრის შემცირება


მეორე მნიშვნელოვანი ატმოსფერული პრობლემა, რომელზეც მსოფლიოს მთავრობები
მსჯელობენ, არის ოზონის შრის შემცირება. ატმოსფეროს ზედა ფენაში განთავსებული ოზონის
საფარი გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან. ინდუსტრიული ეკონომიკებისგან
გამოყოფილი გარკვეული ქიმიკატები მილივლივებენ ატმოსფეროს ზედა ნაწილისკენ და
ურთიერთქმედებენ ოზონზე იმგვარად , რომ მისი მთლიანობის დარღვევას იწვევენ.მთავარი
დამნაშავეები არიან ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადები (CFCs), რომელსაც დღემდე იყენებენ
სამაცივრო დანაგარებსა და აეროზოლებში. (საუბედუროდ, წიაღისეულის საწვავის წვისგან
მიღებული ოზონი ვერ შეცვლის მაღალი ხარისხის ოზონს, პირიქით, ის მხოლოდ
დააბინძურებს ატმოსფეროს ქვედა ფენას). ოზონის შრის შემცირების პარალელურად, სულ
უფრო მეტი ულტრაიისფერი რადიაცია აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. ანტარქტიკაში
ოზონის შრეში სეზონური ხვრელი ყოველწლიურად ფართოვდებოდა. ოზონის დონე რომ
გაზრდილიყო,მაღალ რადიაციას საბოლოოდ შეეძლოგაენადგურებინა მცენარეული საფარი,
შეემცირებინა სასოფლო-სამეურნეო მოსავლები და დაენგრია ეკოსისტემები.

1987 წელს, მონრეალის პროტოკოლში, 22 ქვეყანამ განაცხადა თანხმობა 1998 წლისთვის 50


პროცენტით შეემცირებინათCFCs. 1990 წელს გრაფიკი დაჩქარდა და მონაწილე ქვეყნების
რაოდენობა გაიზარდა: 81 ქვეყანამ გამოაცხადა მზადყოფნა, გაენადგურებინა ყველა CFCs 2000
წლისთვის.
რომ არა ეს გადაწყვეტილება, გლობალური სამხრეთის ქვეყნები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ,
ემოქმედათ თავისუფლად, რაც საბოლოო ჯამში წყალში ჩაუყრიდა პროტოკოლის
მონაწილექვეყნებს ყველანაირ მცდელობას. ამ ქვეყნებს ასევე მრავალწლიანი ვადა მისცეს
წარმოების ეტაპობრივად შესაწყვეტად.

მონრეალის პროტოკოლი CFCs-ის საკითხზე ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც აქამდე


მიღწეულასაერთაშორისო მოლაპარაკებებში გლობალური გარემოს დაცვის
თვალსაზრისით.გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მას უწოდა „შესაძლოა, ყველაზე
წარმატებული საერთაშორისო ხელშეკრულებადღემდე“. შეთანხმებამ დაადასტურა, რომ
სახელმწიფოებს შეუძლიათ, წარმატებით განახორციელონ მოლაპარაკება სასწრაფო
გარემოსდაცვით საფრთხეებთან დაკავშირდებით.

ბიომრავალფეროვნება შეეხება მცენარეთა და ცხოველთა სახეობების


უზარმაზარმრავალფეროვნებას, რომელიც ქმნის დედამიწის (გლობალურ, რეგიონულ და
ადგილობრივ) ეკოსისტემებს. ადამიანების მიერ ეკოსისტემების განადგურების გამო,
სახეობების დიდი რაოდენობა უკვე გადაშენებულია. ამის მიზეზია გადაჭარბებული ნადირობა,
თევზაობა და ასევე არაადგილობრივი სახეობების შემოტანა, რომელიც აძევებს ადგილობრივ
სახეობებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია საბინადრო გარემოს დაკარგვა -ურბანულ
ზრდასთან დაკავშირებული ტროპიკული ტყეების განადგურება, ტბებისა და ნაკადულების
დაბინძურება და სასოფლო-სამეურნეო მიწების დაკარგვა.
რთული იყო, საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის
საჭირო ხარჯების განაწილებაზე. გაეროს კონვენციამ გადაშენების პირას მყოფი ფლორისა და
ფაუნის სახეობებითვაჭრობა შეამცირა, მაგრამ ვერ აკრძალა.1992 წლის „დედამიწის სამიტზე“,
ხელშეკრულებამ ხელმომწერიმხარეები დაავალდებულა, დაიცვან საბინადრო
ადგილები.მდიდარმა ქვეყნებმა ღარიბი ქვეყნებისგან იყიდონ კომერციულად მომგებიანი
ბიოლოგიური პროდუქტების გამოყენების უფლება, პროდუქტებისა, რომელთა ამოღებაც
მოხდებადაცულ ადგილებში გავრცელებული იშვიათი ჯიშებისგან (მაგალითად, წამლები
ტროპიკულიტყეებიდან). 2016 წლის მდგომარეობით, ხელშეკრულებას ჰყავდა 195 წევრი
სახელმწიფო. თუმცა, იმისშიშით, რომ მას შეუძლია შეზღუდოს შეერთებული შტატების
საპატენტო უფლებები ბიოტექნოლოგიაზე, აშშ-მ მისი რატიფიცირება არ მოახდინა. მაგრამ, მან
მონაწილეობა მიიღო სხვა ბიოლოგიურ ხელშეკრულებებში, როგორიცაა მაგალითად,1971 წლის
კონვენცია ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენცია.
ტროპიკული ტყეებიმსოფლიოს ფლორასა და ფაუნას ყველა სახეობების თითქმის ნახევარი
ბინადრობს ტროპიკულ ჯუნგლებში, რომელიც ავსებს ჟანგბადს და ამცირებს ნახშირბადს
ატმოსფეროში - ანელებს გლობალური დათბობის პროცესს. ამგვარად, ტროპიკულ ტყეებს
სარგებლობა მოაქვს მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის; ის კოლექტიური სიკეთეა.
საერთაშორისო მოლაპარაკებებმა ტროპიკული ტყეების დაცვასთან დაკავშირებით
მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, ალბათ, იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ
რამდენიმე სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ აქვთ იმის ძალა, რომ დააჩქარონ ან შეანელონ
ტყეების განადგურების პროცესი - საერთაშორისო მოლაპარაკება უტოლდება შეთანხმებებს,
რომელიც გულისხმობს დანახარჯების გადატანას აღნიშნული რამდენიმე ქვეყნიდან ქვეყნების
უფრო ფართო ჯგუფისკენ, რომელიც სარგებელს იღებს ტროპიკული ტყეებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მდიდარ სახელმწიფოს (მათ შორის, შეერთებულ შტატებს)
ტყის დიდი მასივები აქვს, უდიდესი ტროპიკული ჯუნგლების უმეტესობა ისეთ ღარიბ
ქვეყნებშია განლაგებული, როგორიცაა ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია და მადაგასკარი. ასეთ
ქვეყნებს ეკონომიკური მოგების მიღება შეუძლიათ ტყეების ექპლუატაციით - ხე-ტყის
თავისუფლად მოჭრა, მიწის გაწმენდა სოფლის მეურნეობისთვის დასამთო მოპოვება.
მსხვილი საგარეო ვალის მქონე ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში გარემოს დამცველებმა და
ბანკირებმა მდიდარი ქვეყნებიდან შეიმუშავეს „ვალი ბუნების სანაცვლოდ“, რის მიხედვითაც
ქვეყანას ჩამოეწერება ვალი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდება შეთანხმებას ტყეების დაცვის
შესახებ. მაგალითად, 2006 წელს შეერთებული შტატების მთავრობა და არასამთავრობო
ორგანიზაციები დაეხმარნენ გვატემალას, გაექვითათ 20 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ოდენობის
ვალი კონსერვაციების პროგრამების გაფართოების სანაცვლოდ. 2014 წელს ლიბერიამ და პერუმ
ტყის განადგურების შეწყვეტაზე განაცხადეს თანხმობა ნორვეგიისგან დაპირებული
მნიშვნელოვანი უცხოური დახმარების სანაცვლოდ. 2008 წელს ბრაზილიამ გამოაცხადა, რომ
დეფორესტიზაციის შეწყვეტას 2015 წლისთვის გეგმავს.

ოკეანეები.ოკეანეები,რომლებიც დედამიწის ზედაპირის 70 პროცენტს ფარავს, (ტროპიკული


ტყეების მსგავსად) მნიშვნელოვანია კლიმატის დარეგულირებისა და ბიომრავალფეროვნების
დასაცავად. ტყეების მსგავსად, ოკეანეები მიმზიდველი სამიზნეებია მოკლევადიანი
ეკონომიკური მიზნებისთვის, რაც გრძელვადიან ეკოლოგიურ ზიანს აყენებს გარემოს.

გაეროს კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ (UNCLOS), რომელზეც მოლაპარაკებები


მიმდინარეობდა 1973-1982 წლებში, ოკეანეების გამოყენების პროცესსარეგულირებს.
ღრმაწყლებშიბურღვის საკითხების ათწლეულით გადადებისა და ხელახლა მოლაპარაკების
შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა UNCLOS-ს 1994 წელს, მაგრამ ჯერ არ
მოუხდენია მისი რატიფიცირება. UNCLOS-ის ხელშეკრულებამ დაადგინა წესები ტერიტორიულ
წყლებზე - 12 მილი ნაოსნობისთვის და 200 მილი სიგრძის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონა
(EEZ) ეკონომიკური აქტივობებისთვის, როგორიცაა თევზჭერა და ბურღვითი სამუშაოები.
განსხვავებულმა ინტერპრეტაციებმარამდენიმე ადგილას სადავო გახადა ეკონომიკური
უფლებების საკითხი.სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ჩინეთში, ფილიპინებში, მალაიზიაში,
ტაივანში, ბრუნეიში, ვიეტნამში - ყველა პრეტენზიას აცხადებს პატარა კუნძულებსა და
რიფებზე. ისინი ნავთობის მარაგებთანააახლოს, რაც მეტისმეტად ღირებულს ხდისამ ადგილებს
იმისთვის, რომ მათზე პრეტენზია განაცხადონ. 2014 წელს გადაღებული თანამგზავრული
ფოტოებიდან აღმოაჩინეს, რომ ჩინეთი ზოგიერთ იმ რიფზე, რომელზეც პრეტენზიას
აცხადებდა ქმნიდაპლაცდარმებს, მათ შორისსამხედრო დანიშნულების ტექნიკისთვისაც.

1959 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებით, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი მრავალმხრივი


ხელშეკრულება გარემოს დაცვის შესახებ,იკრძალება სამხედრო აქტივობა და ასევე ბირთვული
იარაღის არსებობა ან ბირთვული ნარჩენებისგადაყრა. ხელშეკრულების თანახმად,
კონტინენტთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა სამომავლოდ გადაიდო.მან
ჩამოაყალიბა რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახელმწიფო აწარმოებს მეცნიერულ
კვლევას ანტარქტიკაში. კონტინენტით დაინტერესებულმა ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი
ხელშეკრულებას,მათ შორის, ორივე ზესახელმწიფომ. 1991 წლისთვის, „გრინპისმა“ დაარწმუნა
ხელმომწერები, რომ კონტინენტი „მსოფლიო პარკად“ გადაექციათ. ანტარქტიკა საერთაშორისო
გარემოსდაცვითი პოლიტიკისწარმატებისმაგალითია.
ჩინეთში ჰაერის საშინელი დაბინძურება თითქმის ნახევარ მილიონ ჩინელსკლავს
ყოველწლიურად დადაღუპულებში მხოლოდ რამდენიმეა უცხოელი. მაშინაც კი, როცა
დაბინძურება სცდება სახელმწიფოს საზღვრებს, მას ყველაზე ძლიერი ზიანი დაბინძურების
წყაროსთან ახლოს მოაქვს. ამ მიზეზით დაბინძურება გარკვეულწილად კოლექტიური
სიკეთეების ნაკლებად მძიმე პრობლემაა, რადგან დამაბინძურებელ სახელმწიფოს იშვიათად
შეუძლია თავისუფლად მოქმედება, პროცესში ერთვება რამდენიმე აქტორი.
1988 წელს 24 ევროპულმა ქვეყნამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა
აზოტის ოქსიდის ემისიების შეზღუდვას 1995 წლისთვის 1988 წლის მაჩვენებლამდე.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ ხელი მოაწერეს
ორმხრივ შეთანხმებას ამგვარი დაბინძურების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
1989 წელს 100 ქვეყანამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავდა
ტოქსიკური და ბირთვული ნარჩენების გადაზიდვის დარეგულირებას და საიდუმლო
კორუფციული გარიგებების თავიდან აცილებას. კიდევ ორმოცმა ქვეყანამ (აფრიკაში) ხელი არ
მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს, მაგრამ მოუწოდა ქვეყნებს, შეეწყვიტათტოქსიკური ნარჩენების
გადაზიდვა აფრიკაში.
სამი ასპექტი განსაზღვრავს ბუნებრივი რესურსების როლს საერთაშორისო კონფლიქტში.
პირველი: ისინი საჭიროა ინდუსტრიული ეკონომიკის (ზოგჯერაგრარულისაც)
ფუნქციონირებისთვის. მეორე: ეს რესურსები - წიაღისეულის საბადოები, მდინარეები და
მისთანანი - დაკავშირებულები არიან კონკრეტულ ტერიტორიებთან, რომელზეც კონტროლის
მოსაპოვებლად ბრძოლა შეიძლება გააჩაღონ სახელმწიფოებმა. მესამე: როგორც წესი, ბუნებრივი
რესურსების განაწილება არათანაბრად ხდება - ზოგ ქვეყანაში რესურსები უხვადაა, მაშინ
როცა,არიან სახელმწიფოები, რომელთაცისინი საერთოდ არ გააჩნიათ. აღნიშნული ასპექტები
იმის მიმანიშნებელია, რომ ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა უაღრესად მომგებიანია;
ინდუსტრიული ეკონომიკებისთვის ყველაზემნიშვნელოვანია საწარმოო მოწყობილობაში
გამოყენებული სასარგებლო წიაღისეული. ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვანია რკინა,
რომელიც გამოიყენება ფოლადის დასამზადებლად. ფოლადის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები
არიან ყოფილი საბჭოთა კავშირი, იაპონია, შეერთებული შტატები, ჩინეთი და გერმანია, მათ
მოსდევს ბრაზილია, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.
ეკონომიკური განვითარების პროცესს - ერთ სულ მოსახლეზე ინდუსტრიალიზაციის
მაჩვენებლისა და სიმდიდრის ოდენობის გაზრდა - ცვლილებები შეაქვს შობადობის და
გარდაცვალების მონაცემებში, რასაც თან ახლავს საკმაოდ უნივერსალური მოდელი,
სახელწოდებითმოსახლეობის დემოგრაფიული ტრანზიცია.
აღნიშნული პერიოდის პირველ ეტაპზე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ეცემა, როცა იზრდება
სურსათის მარაგი და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ფართოვდება. მოგვიანებით, შობადობის
მაჩვენებელი იკლებს, როგორც კი ადამიანები მეტად განათლებულები, მეტად
უზრუნველყოფილებიდა მეტად ურბანიზებულები ხდებიანდა როცა საზოგადოებაში ქალების
მდგომარეობა უმჯობესდება. ტრანზიციის დასასრულს ისევე, როგორც დასაწყისში, შობადობის
და სიკვდილიანობის მაჩვენებლები თითქმის ერთნაირია, მოსახლეობის ზრდა კი -
შეზღუდული. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მაშინ, როცა გარდაცვალების მაჩვენებელი
უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე შობადობის, მოსახლეობა რადიკალურად იზრდება. ერთ-ერთი
მიზეზი იმისა, რომ ღარიბებს ბევრი შვილი ჰყავთ არის ის, რომ უკიდურესი სიღარიბის
პირობებში, ბავშვის გადარჩენა სათუოა. დემოგრაფიულტრანზიციას ასევე ახასიათებს
საერთაშორისო დონეზე სიმდიდრის არათანაბარი განაწილების გაზრდის ტენდენციაც.
ამავდროულად, ქვეყნებს, რომლებშიც არ იზრდება შემოსავალი, ახასიათებთ მოსახლეობის
ინტენსიური ზრდა; ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი დაბალ დონეს ინარჩუნებს, რაც
მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს -ესაა დაღმავალი სპირალური ფაზა.
გლობალურად, ეს სხვაობა სიმდიდრის არათანაბარი განაწილებას ქმნის ჩრდილოეთსა და
სამხრეთს შორის.
2015 წლის მიწურულს, ჩინეთმა გააუქმა ერთბავშვიანი პოლიტიკა და ყველა მოქალაქეს ორი
შვილის გაჩენის ნება მისცა. ორზე მეტ ბავშვზე კი, ჯარიმა იზრდება.
მაგრამ ჩინეთის პოლიტიკას ნაკლოვანებები აქვს. ის ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას
მთავრობის კონტროლის სასარგებლოდ. დაფიქსირდა იძულებითი აბორტის შემთხვევები.
ტრადიციულ ჩინურ საზოგადოებაში, ვაჟიშვილებს მეტი წონა აქვთ, ვიდრე ქალიშვილებს.
ინდოეთის მთავრობამ, რომელიც მომხრე იყო შობადობის კონტროლის, სცადა ინფორმაცია და
საშუალებები ფართოდ ხელმისაწვდომი გაეხადა, მაგრამ, რადგან ის
დემოკრატიულიქვეყანაა,საზოგადოებას ჩინეთივით ვერ გააკონტროლებდა. ჩინეთის მსგავსად,
ინდოეთსა და სხვა ქვეყნებშიც ფართოდ გავრცელებულია სელექციური აბორტები და სქესის
დაუბალანსებელი შეფარდება.

ახალი საერთაშორისო პოლიტიკის შესაძლებლობები ეფუძნება ტექნოლოგიურ განვითარებას.


მედია, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია ვრცელდება - ტელეფონები, ტელევიზია,
ფილმები, ჟურნალები და ა.შ - აყალიბებს იდეებს და ავრცელებს ერთი ადგილიდან მეორეში.
მედია, რომელსაც დღეს ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გავლენა აქვს არის ტელევიზია,
რადიო, ტელეფონები და ინტერნეტი.
2014 წელს მსოფლიოს 7 მილიარდი მობილური ტელეფონის აბონენტი ჰყავდა, თითქმის
იმდენივე, რამდენი ადამიანიცაა მსოფლიოში და სახლის ტელეფონების რიცხვი კი 1.1
მილიარდს აჭარბებდა. ორ მილიარდზე მეტს, მათ შორის კორეისა და სინგაპურის
მოსახლეობის 100 პროცენტს, ჰქონდა მაღალი სიჩქარისმობილური ინტერნეტი. გლობალურ
ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანს მეტი შანსი აქვს,ჰქონდეს სახლის და მობილური
ტელეფონები და ინტერნეტი, ვიდრე სამხრეთში მაცხოვრებელს. ამ უთანასწორობას,
გლობალური სამხრეთის მოსახლეობის ტექნოლოგიურ წვდომასთან დაკავშირებულ
უთანასწორობასთან ერთად, ეწოდება ციფრული უფსკრული.

You might also like