You are on page 1of 2

„სიკვდილის იდეა რომანტიზმი და 20-30-იანი წლები“

ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიის განმავლობაში სიკვდილი მუდამ აქტუალური


თემატიკა იყო და მუდამ სხვადასხვა ჭრილში განიხილებოდა, რადგან მასზე არ არსებობდა
ერთი კონკრეტული ჩაოყალიბებული შეხედულება და მისი შეფასება სრულიად
დამოკიდებული იყო ავტორის სუბიექტურ შეფასებაზე.

განსაკუთრებით საინტერესოა სიკვდილისადმი დამოკიდებულება, რომანტიზმის ხანაში,


როცა ადამიანი თავისუფლდება რელიგიური დოგმებისაგან და სიკვდილზე სხვაგვარი
დამოკიდებულება უყალიბდება, თუმცა მათ შორის გამოსარჩევია ორი
ურთიერთსაპირისპირო იდეა. პირველი მათგანის თანახმად სიკვდილი მარტოსული
სამყაროსგან გაქცევისა და სხვა უკეთეს სამყაროში გადანაცვლების საშუალებაა, ხოლო მეორე
იდეა სიკვდილს, როგორც საყვარელ ადამიანებთან და მიწიერ მოგონებებთან განშორების
მომენტს განიხილავს. სიკვდილის თემატიკა მნიშვნელოვანია მერი შელის
„ფრანკენშტეინშიც“, სადაც მთავარი გმირი სიკვდილის დამარცხებას ცდილობს თავისი
ქმნილებით, თუმცა ღმერთს შეჭიდებული საბოლოოდ თავად მარცხდება. მოცემულ
ნაწარმოებში მრავლადაა სიკვდილის სცენები, რომლებიც ძირითადად სიკვდილის აღქმნის
ჩვენს მიერ ნახსენებ მეორე იდეას მიესადაგება. მონსტრი შურს იძიებს თავის შემქმნელზე,
რომელმაც ის მარტოობისთვის გასწირა და სწორედ სიკვდილს იყენებს ამ შურისძიების
უმთავრეს იარაღად.

სიკვდილის თემატიკა პოპულარული იყო რომანტიზმის ხანის მხატვრობაშიც, თუმცა


ჩემთვის მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი არნოლდ ბოკლინის „ავტოპორტრეტი
მევიოლინე სიკვდილთან ერთად“ გახლავთ. ხელში ვიოლინოთი წარმოდგენილი
ჩონჩხი, მხატვრობაში ხშირად გამოიყენება, როგორც სიკვდილის სიმბოლო. თავის
მხრივ ჩონჩხი, იმიტომ რომ სიკვდილი გახრწნასა და ხორციელის გაქრობასთან
ასოცირდება, ხოლო ვიოლინო კონტრ-რეფორმაციის პერიოდიდან მოყოლებული
ეშმაკის ინსტრუმენტად იყო მიჩნეული. ზოგადად იშვიათია ისეთი შემთხვევები,
როცა მხატვრები საკუთარ თავს და სიკვდილს ერთად გვიხატავენ, თუმცა ჩვენს
შემთხვევაში ამის მიზეზი ალბათ ავტორის ქალიშვილის გარდაცვალება იყო, რამაც
მნიშვნელოვნად დააკავშირა მისი შემოქმედება და ცხოვრება სიკვდილის
თემატიკასთან. სიკვდილთან ამგვარად დაახლოებულ ბოკლინს ალბათ უკვე მისი
ნაკლები შიში ჰქონდა და არ გაუჭირდა გაებედა საკუთარი თავის მასთან ერთად
გამოსახვა. ეს პორტრეტი ასევე გამოსარჩევია ფსიქოლოგიური კუთხით
დახვეწილობითა და წამის დაჭერის სიზუსტით. თუ კარგად დავაკვირდებით
სიკვდილი მხატვარს ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს. ჩვენ არ ვიცით რას, მაგრამ
აშკარაა რომ ამან მასზე დიდი ემოციური გავლენა მოახდინა. რაც არ უნდა გასაკვირი
იყოს, პირველი რაც მისი ემოციის კითხვისას თვალში მომხვდა არა თუ მისი სახე,
არამედ მისი ხელი და სხეულის მდგომარეობა იყო.მხატვრის ამგვარი ფიზიკური
სიახლოვე სიკვდილთან და ის ფაქტი, რომ მის სახეზე შიში და გაუცხოება არ
იკითხება, ალბათ კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას
მათი სულიერი სიახლოვის შესახებ. ნახატი შეჩერებული წამია, თუმცა მხატვარი
ახერხებს და გვიხატავს თავად შეჩერებული წამის შეჩერებულ წამს. იგი გვიქმნის
შთაბეჭდილებას თითქოს იმ წამს ისეთი რამ მოისმინა, რამაც გონებით სხვა
სამყაროში გაიყვანა და დრო გააჩერა. ამასვე ვკითხულობთ მის თვალებში, იგი
თითქოს არსად არ იყურება მისი მზერა მიპყრობილია არა ამსამყაროსეული
საგანისკენ, არამედ რაღაც სხვა ჩვენთვის აბსტრაქტულისა და არაფიზიკურისკენ. ვინ
იცის იქნებ იგი სწორედ ამ წამს სიკვდილისა და სიცოცხლის საიდუმლოს ეზიარა.

ალბათ გასაკვირი არაა, რომ სიკვდილის თემატიკა ძლიერ აქტუალური იყო პირველი
მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდშიც. ომმა მსოფლიოს უდიდესი მსხვერპლი
მოუტანა, სრულიად შეივალე დამოკიდებულება ომისადმი და ის მხოლოდ
სიკვდილთან და შიმშილთან ასოცირებული გახდა. სიკვდილის თემატიკას ეხმიანება
ალბერ კამიუს „შავი ჭირი“. მოცემულ ნაწარმოებში სიკვდილი ისე ახლოსაა ხალხთან,
როგორც არასდროს, ის მატი ცხოვრების ყოველდრიური თანამგზავრი და მუდმივი
შიშის ობიექტი გახდა, თუმცა ამ შიშმა და ტანჯვამ იქამდე მიიყვანა ხალხი, რომ
თავად სიკვდილიც კი სანატრელი გაუხდათ. სიკვდილის ამმგვარი სიახლოვე
ადამიანს აკარგვინებს თავის სახეს, მაგრამ თავად სიტუაციის ამგვარი კრიტიკულობა
აძლიერებს მის შინაგან, ზოგჯერ ფქარულ თვისებებს და მათი უფრო მეტად
გამოვლინებისკენ უბიძგებს. ამ ნაწარმოებში აქტიურადაა განხილული, მიზეზი იმისა
თუ რატომ დაატყდათ ხალხს ამგვარი უბედურება. ამ დასკვნის გამოტანა არც ისე
რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თავად მწერალი აბსურდის
თეორიის მიმდევარი იყო, და შესაბამისად ფიქრობდა, რომ აუცილებელია ადამიანი
საკუთარი ყოფის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაფიქრდეს ცხოვრების არსსზე და
მივიდეს აბსურდამდე, რომელიც ობიექტური რეალობისა და მისი პირადი
მისწრაფებების თანხვედრის არარსებობითაა გამოწვეული. ნაწარმოების ერთ-ერთ
მონაკვეთში ექიმი ამბობს, რომ შავი ჭირისთვის მართებულია ის, რაც მართებულია
ყველა სხვა სნეულებისთვის და შეიძლება მან ზოგი აამაღლოს კიდეც. ამასთან
საინტერესოა მოძღვარი პანელუს სიტყვები, როცა ის სიკვდილის მიზეზზე
საუბრობს.

You might also like