You are on page 1of 705

მკითხველთა ლიგა

1
მკითხველთა ლიგა

ჯონ აპდაიკი

ბაჭია გამდიდრდა

მთარგმნელი დალილა გოგია

2
მკითხველთა ლიგა

თავი პირველი
„საწვავი თავდება“, - ფიქრობს ბაჭია ენგსტრომი. ის, რო-
გორც ყოველთვის ზაფხულობით, „სფრინგერ მოტორსის“ სა-
დემონსტრაციო დარბაზის მტვრიანი ფანჯრიდან გასცქერის
111-ე ტრასაზე მანქანების რიგს, რომელიც ახლა თითქოს უფ-
რო დაფრთხა და შეთხელდა. ჰო, ამ იდიოტურ სამყაროში საწ-
ვავი თავდება. მაგრამ მას კუთხეში ვერავინ მიიწყვდევს. ყოველ
შემთხვევაში, ჯერ მაინც ვერა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენ
საწვავს ხარჯავენ მისი „ტოიოტები“ ერთ კილომეტრზე და ასე-
ვე, მათი ექსპლუატაციის შედარებით დაბალ ფასებს. აბა, რო-
მელი მანქანა შეედრება მათ! თუ გნებავთ, „მომხმარებლის
ცნობარის“ აპრილის ნომერი წაიკითხეთ! მეტი არც არაფერია
საჭირო უთხრა იმ ხალხს, ვინც აქ შემოდის. ხალხი კი - მარ-
თლაც ბევრი შემოდის - ისინი ხომ სულ შეიშალნენ! - კარგად
ხვდებიან, რომ დიდი ამერიკული რბოლა დასასრულს უახ-
ლოვდება. ერთი გალონი ბენზინის ფასი ოთხმოცდაცხრამეტი
დოლარი და ოთხმოცდაათი ცენტია უკვე და ავტოგასამართი
სადგურების ოთხმოცდაათი პროცენტი კი შაბათ-კვირას დაკე-
ტილია. პენსილვანიის გუბერნატორმა წინადადება წამოაყენა,
მინიმუმ, ხუთი დოლარის ბენზინის გაყიდვაზე, რომ როგორმე
დაპანიკებული ხალხის რიგები შემცირდეს. სატვირთო მანქანის
მფლობელები, რომლებმაც დიზელი ვერ იშოვეს, საკუთარ
სატვირთო მანქანებს ცხრილავენ - ერთი ასეთი შემთხვევა სულ
ახლახან, პოტსტვილ პაიკზე, დაიმონდის შემოგარენში მოხდა.
ხალხს თავგზა აებნა, მათი დოლარები დღითი დღე უფასურდე-
ბა, ფულს ისე ფანტავენ, თითქოს მეორედ მოსვლა კარს იყოს
მომდგარი. ჰარი უხსნის მათ, რომ „ტოიოტას“ ყიდვა მათი დო-

3
მკითხველთა ლიგა

ლარების იენებში გადაცვლას ნიშნავს და ისინიც ენდობიან.


1979 წლის პირველ ხუთ თვეს, ასთორმეტი ახალი და მეორადი
მანქანა შემოიყვანეს და ივნისის პირველ სამ კვირას ბაჭიამ თი-
თოეული საშუალოდ რვაასი დოლარით ძვირად გაყიდა, მათ
შორის რვა „კოროლა“, ხუთი „კორონა“, მათგან ერთი სპე-
ციალური ლუქს გამოშვება და ის „ცელინა“, ჩარლი რომ ამბობ-
და, პიმპმობაილს ჰგავსო.
ბაჭია გამდიდრდა. ახლა ის „სფრინგერ-მოტორსის“,
ბრუერის რაიონში „ტოიოტას“ ორი სააგენტოდან ერთ-ერთის
მფლობელია. უფრო სწორად, თანამფლობელი. ორმოცდაათი
პროცენტი მას და მის მეუღლეს, ჯენისს ეკუთვნით, ხოლო
მეორე ორმოცდაათი კი მის სიდედრს, ბესის. მათ ეს კაპიტალი
ხუთი წლის წინ, მოხუცი ფრედ სფრინგერის გარდაცვალების
შემდეგ მემკვიდრეობით მიიღეს. თუმცა, ბაჭია თავს ისე
გრძნობს, თითქოს მთელი ფირმის მფლობელი იყოს. გაკ-
რიალებულ კოსტუმში გამოკვართული, მთელი დღეები ხან სა-
დემონსტრაციო დარბაზშია ქაღალდების დასტითა და ანგარი-
შებით ხელში, და ხანაც, სათადარიგო ნაწილების განყოფილე-
ბაში, სადაც ზეთში ამოთხვრილი კაცები ნათურით განათებულ
ძრავებს უკირკიტებენ და როცა თავს ზემოთ სწევენ, თითქოს
სადღაც ქვესკნელიდან იხედებიანო, თვალებს თეთრად აკვესე-
ბენ. ბაჭია მაღაზიაში მანქანის საყიდლად შემოსულ ხალხს,
ოლქის მცხოვრებლებს ხვდება. ის იქაური თანამშრომლების-
თვის, იმ ოციოდე ადამიანისთვის, ვინც ამ ასი ათას კვადრატულ
ფუტზე მუშაობს, მის უკან დიდ ჩრდილად რომ გაწოლილა, ნამ-
დვილი ვარსკვლავი და სამყაროს ცენტრია. მთელი კედელი,
რომელიც ხის გეგონება, მაგრამ რეალურად კი მასზე უსწორ-
მასწოროდ დაჭრილი მაზონიტის ფიცრებია აკრული, ჩარჩოში
ჩასმული გაზეთის ამონაჭრებითა და გუნდური ფოტოებითაა აჭ-

4
მკითხველთა ლიგა

რელებული. მათ შორისაა ორი, ამ ოლქის მაშინდელი საუკე-


თესო ათეულის ფოტო. მაშინ, ოცი წლის წინ, ბაჭია კალათბურ-
თის ნამდვილი გმირი გახლდათ. ახლა უკვე ოცდახუთი წლის
წინ. გაზეთის ამონაჭერი მაგიდაზე, მინის ქვეშაც კი, ყვითლდე-
ბა. ეს მხოლოდ ჰაერის ბრალი არ უნდა იყოს, აქ ალქიმიაცაა
ჩარეული. ისე ხდება, როგორც ბავშვობაში აშინებდნენ, ადამი-
ანს ცოდვები ფერს უცვლის, აყვითლებსო. ენგსტრომმა გუნდს
42 ქულა მოუტანა. ბაჭიას თავისი გუნდი „მაუნთჯაჯი“ ნახევარ-
ფინალში გაჰყავს. ეს მასალები მან სხვენში აღმოაჩინა. მისი აწ
განსვენებული მშობლები მათ დიდი რუდუნებით აგროვებდნენ,
რვეულის ფურცლებზე აწებებდნენ და ინახავდნენ. მერე, დრო-
თა განმავლობაში წებო გახმა და ეს სტატიები და ფოტოები ისე
ძვრებოდა ფურცლებს, როგორც გველს კანი. ამ ყველაფრის
აქ გამოფენის იდეა ფრედ სფრინგერს ეკუთვნის, ისევე, რო-
გორც ფრაზა, რომ კომპანიის რეპუტაცია მთლიანად დამოკი-
დებულია მისი ხელმძღვანელის რეპუტაციაზე. ფრედმა დიდი
ხნით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, ამიტომ
ჰარის თავის შემცვლელად კარგა ხანი ამზადებდა. ასეა, როცა
მიცვალებულებზე ფიქრობ, მადლიერების გრძნობით უნდა
აღივსო.
ათი წლის წინ, როცა ბაჭია სამსახურიდან, სადაც ტექსტის
ამკრებად მუშაობდა, დაითხოვეს და ჯენისს შეურიგდა, ჯენისის
მამამ ის თავისთან გამყიდველად აიყვანა. ხუთი წლის შემდეგ,
როცა ბაჭია თავის საქმეში დახელოვნდა, ჯენისის მამა ადგა და
მოულოდნელად სული განუტევა. ვინ წარმოიდგენდა, რომ
ასეთ ჩიტივით დაუდეგარ და მუდამ საქმიან კაცს ინფარქტი
დაემართებოდა? ბოლო რამდენიმე წელი მაღალი წნევა აწუ-
ხებდა, გულის წნევა ასოცზე დაბლა არ ჩამოსდიოდა. მარილი
უყვარდა ცხონებულს. გარდა ამისა, გაცხარებით საუბრობდა

5
მკითხველთა ლიგა

ხოლმე რესპუბლიკელების შესახებ და მერე, როცა ნიქსონმა


სათქმელი აღარაფერი დაუტოვა, გული გაუსკდა. ისე, ერთი წე-
ლი ფორდის დროსაც გაძლო, თუმცა, სახეზე კანი თანდათან
ეჭიმებოდა და ყბებსა და ლოყებზე წითელი ლაქები უმრავ-
ლდებოდა. ჰარიმ კუბოში მწოლიარე ფრედს ვარდისფერ სახე-
ზე დახედა და გაიფიქრა, რომ ის სიკვდილს დიდად არ შეუც-
ვლია. ჯენისის და დედამისისთვის რომ შეგეხედათ, ისე იქცე-
ოდნენ, იფიქრებდით, აღმოსავლელი პრინცი, ან სულაც ბიბ-
ლიური მოსე გარდაიცვალაო. შესაძლოა, ჰარი ამ ყველაფერ-
ზე ასე უემოციოდ იმიტომ რეაგირებდა, რომ თავისი მშობლები
უკვე გამოტირებული ჰყავდა. მეორედ რომ დახედა ფრედს კუ-
ბოში, შენიშნა, რომ მიცვალებულს თმა არასწორად ჰქონდა გა-
დავარცხნილი და ვერაფერი იგრძნო. რაც გინდა თქვი, და დი-
დებულ საქმეს აკეთებენ მიცვალებულები - ადგილს ათავისუფ-
ლებენ.
ვიდრე მოხუცი სფრინგერი ცოცხალი იყო, ფირმაში ყვე-
ლას შავი დღე ადგა. ის გვიანობამდე რჩებოდა სამსახურში და
სადემონსტრაციო დარბაზს ზამთრის საღამოებშიც არ კეტავდა,
არც მაშინ, როცა ასმეთერთმეტე გზატკეცილზე თოვლის საწმე-
ნი მანქანაც კი აღარ ჭაჭანებდა. მოხუცი თავისი მონოტონური
ხმით გამუდმებით უმეორებდა თანამშრომლებს მანქანების დე-
მონსტრირების ძირითად წესებს, ან იმაზე ლაპარაკობდა, თუ
როგორ უნდა მიეღოთ მოგება მანქანების სამრეცხაოდან, ან
როგორ უნდა მომსახურებოდნენ მომხმარებლებს, ან იმაზე
ბუზღუნებდა, დატოვა თუ არ დატოვა მექანიკოსმა ცერა თითის
ანაბეჭდი საჭეზე, ან ვინმემ - სიგარეტის ნამწვი მის საფერფლე-
ში. მოხუცი სფრინგერი ენერგიასა და დროს არ ზოგავდა, რომ
როგორმე „სფრინგერ მოტორსი“ იმ იდეალურ მდგომარეობამ-
დე მიეყვანა, როგორც მას წარმოედგინა და მის გარშემო თით-

6
მკითხველთა ლიგა

ქოს ყველა ტყავიდან ძვრებოდა, რომ იმ იდეალის ღირსნი გამ-


ხდარიყვნენ, რომლისკენაც ასე დაჟინებით მიიწევდა მოხუცი.
მისი სიკვდილის შემდეგ ამ იდეალზე ზრუნვის საპატიო მოვა-
ლეობა ჰარიზე გადმოვიდა. ის, ყველაფრის მიუხედავად, ცოტა
არ იყოს, ამ საქმისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. არც ისე
ადვილი ყოფილა ფრედ სფრინგერის კანში შეძვრომა. ის მის-
თვის ზედმეტად დიდი ზომის აღმოჩნდა და მასზე მოშვებული
ეკიდა. მაგრამ ახლა, როცა აქაურობის მეფე გახდა, შეიყვარა
მაღაზია და ასფალტიც კი - მის გარშემო; ახალი მანქანის სუნი,
რომელიც იმ ბროშურებიდანაც კი გადმოდის, რომელსაც
„ტოიოტა“ კალიფორნიიდან აგზავნის; შეიყვარა კედლიდან
კედლამდე დაგებული ხალიჩაც, რომელსაც დროდადრო შამ-
პუნით რეცხავენ; კედლებზე გაყვითლებული გაზეთის ამონაჭ-
რებიც, რომელიც მთელ მსოფლიოს აცნობენ მისი საკალათ-
ბურთო წარმატებების შესახებ, მის გვერდით, კლუბების - „კივა-
ნისისა“ და „როტარის“ ემბლემები და მაღალ თაროზე შემოდ-
გმული „მცირე ლიგის“ თასები. შეიყვარა მამაკაცთა ეს მშვიდი,
მიმღებისა და ბუღალტერიის გოგონებით ოდნავ განზავებული
სამყარო. აქ ქალების მიღება-დათხოვნას მოხუცი მილდრედ
კრაუსტი განაგებს. კრაუსტივე ბეჭდავს მათ პატარა ბიზნესბარა-
თებს, მაგალითად: ჰაროლდ ენგსტრომი, გაყიდვების უფროსი
წარმომადგენელი. ჰმ, ფირმის უფროსი! გარკვეული კუთხით,
ცენტრალური თავდამსხმელი გამოდის, მაშინ, როცა მანამდე
უბრალო თავდამსხმელი იყო. რა უდარდელი ცხოვრება მოიწ-
ყო! აქ თავის კანში დგას და საკუთარ ჩრდილს ქმნის. საკუთარი
ფილოსოფიის თანახმად, მანქანები თავისთავად იყიდება. ტე-
ლევიზიით სულ „ტოიოტას“ რეკლამას გადმოსცემენ, - ეს ფუჭი
ძალისხმევა კი არაა, ხალხის გონებას იპყრობს! მას მოსწონს,
რომ ამ ყველაფრის ნაწილია, მოსწონს, რომ საზოგადოების

7
მკითხველთა ლიგა

პატივისცემა მოიპოვა, მათ შორის მათიც, ვინც სკოლის პერი-


ოდში ზემოდან უყურებდა. „როტარიში“ და სავაჭრო პალატაში
იმათთან უწევს ურთიერთობა, ვისთანაც ერთ დროს ბურთს თა-
მაშობდა, ან, მათ საზიზღარ უმცროს ძმებთან. გიჟდება, რომ
მისკენ ფული ყველა მხრიდან მოედინება, მასთან მოდის, ამ
ზორბა, კეთილ, არაჩვეულებრივ ადამიანთან. - აი, ასეთი წარ-
მოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ახლა ის ექვს ფუტსა და სამ დუ-
იმს შეადგენს. თუ კარგად არ შეისუნთქა, წელის ზომა, როგორც
„კროლის“ გამყიდველი ამტკიცებს, ორმოცდაორი აქვს. ბოლო
დროს სარკეში ჩახედვას თავს არიდებს, თუმცა, გულახდილად
რომ ვთქვათ, ადრე ეს დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა.
მის ამჟამინდელ სახეში ადრინდელი, ძველი ფოტოები-
დან მომზირალი თხელი სახე, უძილო თვალები და ახალგაზ-
რდა მტაცებლის გამოხედვა ისეთივე შეუმჩნეველია, როგორც
შენ წინ მდგომი მანქანის თავზე ქრომირებული ბადე. ცხვირი
ჰარის სწორი აქვს და უწინდებურად პატარა, თვალები თითქოს
ისეთი უძილო აღარ უნდა ჰქონდეს. საკმაოდ მოზრდილი თმა,
ახლა, როგორც წესი, საქმიან ადამიანებს რომ აქვთ, წაწვეტე-
ბულ ყურებსა და შემელოტებულ ადგილებს უფარავს. ეს ახა-
ლი, კონტრკულტურის ეპოქა, თავისი ნარკოტიკებითა და სამ-
ხედრო დისციპლინისადმი დაუმორჩილებლობით, გულზე დი-
დად არ ეხატება, თუმცა ის ფაქტი, რომ საზღვაო ფეხოსანივით
წამდაუწუმ თმის შეჭრა აღარაა საჭირო და შეუძლია სასურველ
სიგრძემდე მოუშვას, თანაც ისე დაივარცხნოს და აიფუოს, რომ
ბუნებრივად გამოიყურებოდეს, ძალიანაც უხარია. პარსვის
დროს სარკეში ღაბაბს და მის ქვეშ ჩამოსიებულ ჯირკვლებს ამ-
ჩნევს, - უმჯობესია, საკუთარ თავს არ დააკვირდეს. და მაინც,
ცხოვრება ტკბილია - ასე ამბობდნენ მოხუცები, როცა თავად

8
მკითხველთა ლიგა

ახალგაზრდა იყო და სულ აინტერესებდა, ნუთუ მართლა ასე


ფიქრობდნენ?!
გუშინ საღამოს ბრუერსა და მის შემოგარენში სეტყვა მო-
ვიდა. კენჭისხელა ყინულის ბურთები ხტოდა და ბრახუნობდა
პატარა წინა ეზოებში, თუნუქის აბრებსა და ქალაქის ცენტრში
ციმციმა ბილბორდებს ეცემოდა. შემდეგ წვიმამ დაუშვა და გუ-
ბეებმა ქვასავით ნაცრისფერი რიჟრაჟი აირეკლა. ოქროსფერი
დღე გათენდა, სიო ქროდა, თეთრად დაზოლილი ასფალტი
აშრა. ზაფხულის პირველი კალენდარული დღე და ამავ-
დროულად, ივნისის ყველაზე გრძელი შაბათი იდგა. როგორც
წესი, შაბათობით 111-ე გზატკეცილი სუპერმარკეტებში მიმავა-
ლი ხალხითაა გადატვირთული. სუპერმარკეტები იქ გახსნეს,
სადაც ადრე სიმინდის, ჭვავის, პომიდვრის, მარწყვის და კომ-
ბოსტოს მინდვრები იყო გადაჭიმული. ქუჩის მეორე მხარეს, ბე-
ტონის ოთხი ზოლისა და უამრავი უკვე დავიწყებული ავარიით
აქა-იქ მიჭყლეტილი ალუმინის გამყოფების იქით, დგას დაბა-
ლი შენობა წიდით მოპირკეთებული ფასადით. აგერ უკვე რამ-
დენიმე წელია, ჰარი ხედავს, თანდათან როგორ აფართოვებენ
მის კარკასს. იქ ხან ერთი რესტორანი იდებს ბინას, ხან მეორე
და ახლა კი, გრილით მოვაჭრე „საგზაო სასადილოა“ განთავ-
სებული. დღეს „საგზაო სასადილოშიც“ უჩვეულო სიწყნარეა. სა-
სადილოს უკან, მუყაოს ყუთებით სავსე მანქანების სადგომზე
ერთი ხე დგას, მტვრიანი ნეკერჩხალი, რომელიც წყურვილს
ბინძურ თხრილადქცეული წყაროთი იკლავს. ეს თხრილი კარ-
გა ხნის გაყიდული და დამუშავების ჯიუტად მომლოდინე მწვანე
მინდვრის საზღვარს წარმოადგენს. ნეკერჩხლის ტოტებქვეშ
პიკნიკის გამოუყენებელი მაგიდა ლპება - ის ძალიან ახლოს
დგას სამზარეულოს კართან და საჭმლის ნარჩენებით სავსე
კონტეინერთან. ეს მომხიბლავი ნეკერჩხალი თავიდანვე იზი-

9
მკითხველთა ლიგა

დავს ჰარის, მაგრამ ის ყველანაირად ცდილობს, არ აჰყვეს ამ


ცდუნებას.
ჰარი მტვრიან ფანჯარას შორდება და ჩარლი სტავროსს
მიმართავს:
- როგორც ჩანს, მართლა ძალიან შეშინდნენ.
ჩარლი მაგიდიდან თავს წევს. წინ ზედდებული - 1 და „74
ბარაკუდა8“-ის ახალი ფორმა უდევს. გუშინ, როგორც იქნა,
ორი ათას რვაასად გაყიდეს. ახლა აღარავის სჭირდება ეს რკი-
ნის მონსტრი, რომელიც უამრავ საწვავს ნთქავს, თუმცა, ყოვე-
ლი შემთხვევისთვის, ფირმაში ერთი ასეთი აუცილებლად უნდა
გყავდეს. ჩარლი მეორად მანქანებს განაგებს. მიუხედავად იმი-
სა, რომ ის „სფრინგერ მოტორსში“ ორჯერ უფრო დიდი ხანია
მუშაობს, ვიდრე ჰარი, მისი მაგიდა დღემდე მაინც სადემონ-
სტრაციო დარბაზის კუთხეშია მიყუჟული ასე, ყველას თვალწინ.
მის ბიზნეს-ბარათზე კი წერია: „უფროსი გამყიდველი.“ ჩარლი
ჰარიზე ბოღმას გულში მაინც არ ატარებს. ის კალამს ფურცლე-
ბის ნაპირას დებს და ბოსს შეკითხვით პასუხობს:
- ხომ არ გინახავს გაზეთში, რა საშინელება მოხდა? ჩვენს
შტატში, სადღაც შუა ნაწილში, ბენზინგასამართ სადგურზე
უზარმაზარი რიგი ყოფილა გაჭიმული. კლიენტებს სადგურის
მეპატრონე და მისი ცოლი ემსახურებოდნენ. ერთმა მძღოლმა
საჭე ვერ დაიმორჩილა და მეპატრონის ცოლი უკანა მანქანას
მიაჭყლიტა. მგონი, თეძოც მოტეხა. ქმარი ცოლს საშველად მი-
ვარდა და ხალხს დახმარებას თხოვდა. ხალხი კი, დახმარების
ნაცვლად, ბენზინს დაესია და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი
ჩაესხა უფასოდ.
- ჰო, - ამბობს ჰარი, - მგონი, რადიოშიც თქვეს. მაინც მი-
ჭირს ამის დაჯერება. და გაიგე, რომ ვიღაც პიტსბურგელი ტიპი,
თურმე, უზარმაზარ დაფებს თან დაათრევს, ბენზინის ჩასხმის

10
მკითხველთა ლიგა

დროს მანქანას ბორბლების ქვეშ უდებს და უკანა მხარეს ამაღ-


ლებს, რომ რამდენიმე ცენტით მეტი ბენზინი ჩაასხას?
ჩარლი გესლიანად იცინის:
- საწყალი პატარა კაცუნა ახლა ზუსტად ისე იქცევა, რო-
გორც დიდი ნავთობკომპანიები, - მე ჩემი მიმაქვს და თქვენი
დედაც...
- მე ნავთობკომპანიებს არ ვადანაშაულებ, - მშვიდად პა-
სუხობს ჰარი. - ისინიც მძიმე დღეში არიან. ჩვენს დედიკო მიწას
ნელ-ნელა ძუძუ უშრება, აი, ესაა ნამდვილი პრობლემა.
- ჰმ, ჩემპიონო, შენ არასოდეს არავის ადანაშაულებ -
სტავროსი თავისზე მაღალ კაცს მიმართავს. - ამ წუთას
„სქაილები“ თავზე რომ დაგემხოს, შენ მაინც იტყვი, რომ მთავ-
რობა არაფერ შუაშია.
ჰარი წამით ცდილობს, ეს სცენა წარმოიდგინოს და ეთან-
ხმება:
- ალბათ ასეა. ახლა ხომ მთავრობასაც ჩვენსავით უჭირს.
თუმცა, დღევანდელი ჩინოვნიკები მხოლოდ ხელფასის აღება-
ში არიან მარდები.
- ამაში დარწმუნებული იყავი. ღორი ნაბიჭვრები! მისმინე,
ჰარი, ძალიან კარგად იცი, რომ კარტერმა და ნავთობკომპანი-
ებმა დაატრიალეს ეს ხათაბალა. რა უნდა „ბიგ ოილს“? - მეტი
მოგება. რა უნდა კარტერს? - ნავთობკომპანიების შემცირება
და დოლარის ინფლაციის შეჩერება. ნორმირების დაწესებას
ვერ რისკავს და ჰგონია, რომ საწვავზე ფასების მომატება დო-
ლარის გამყარების გარანტიაა. აი, ნახე, წლის ბოლომდე ტყვი-
ის გარეშე ბენზინი დოლარ-ნახევარს მიაღწევს.
- და ხალხიც გადაიხდის. - ამბობს ჰარი აუღელვებლად.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ძნელია მისი წონასწორობი-
დან გამოყვანა.

11
მკითხველთა ლიგა

ორივე ჩუმდება, თითქოს ზავი დადესო, სიმშვიდე ისადგუ-


რებს იმ დროს, როცა დაფეთებული ტრანსპორტი 111-ე გზატ-
კეცილს მტვერს ადენს, ხოლო გასაყიდად გამზადებული
„ტოიოტები“ კი ახალი მანქანის სუნს აფრქვევენ. ათი წლის წინ
სტავროსს რომანი ჰქონდა ჰარის ცოლთან, ჯენისთან. ჰარი
წარმოიდგენს, როგორ შედის ჩარლი ჯენისში და ერ-
თდროულად მტრული და ტკბილი შეგრძნება ეუფლება, თუმცა,
რატომღაც ტკბილი გრძნობა ჭარბობს ხოლმე. როცა სიძეს თა-
ვისთან მუშაობა შესთავაზა, მოხუცმა სფრინგერმა ჰკითხა, ჩარ-
ლისთან მშვიდობიან ურთიერთობას თუ შეძლებდა. ბაჭიას არ
ესმოდა, რატომ უნდა ჰქონოდა ჩარლისთან ცუდი ურთიერთო-
ბა, თუმცა, მაშინვე მიხვდა, რომ ამის სანაცვლოდ რაღაცის გა-
მოძალვის შანსი მიეცა; ეს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და
უპასუხა, რომ შეძლებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩარლი
მისი უფროსი არასოდეს იქნებოდა. სფრინგერი შეჰპირდა: „ა-
მაზე არც იფიქრო, ვიდრე ცოცხალი ვარ, მხოლოდ მე ვიქნები
შენი უფროსი. თქვენ ორივე ერთად იმუშავებთ, გვერდიგვერდ“.
და მართლაც, დარსა თუ ავდარში ერთად ელოდნენ კლი-
ენტებს, ერთად, საკუთარ ტყავზე იწვნევდნენ მათი ბოსის ხა-
სიათის თავისებურებებს და ყოველთვე ცდილობდნენ განესაზ-
ღვრათ, რომელი მეორადი მანქანა იდგა მყიდველის მოლო-
დინში უნუგეშოდ, რომ ფასი დაეკლოთ და მასზე დახარჯული
თანხა მაინც ამოეღოთ. გვერდიგვერდ იდგნენ და „სფრინგერ
მოტორსთან“ ერთად ნერვიულობდნენ, როცა ბრუერში „დატ-
სუნი“ გამოჩნდა, მერეც, როცა ყველა „ვოლვოსა“ და „ფოლ-
ქსვაგენებს“ ყიდულობდა და ახლაც, როცა „ჰონდა“ და „ლე ქა-
რი“ ბაზარზე, როგორც ეკონომიკის უახლესი პროდუქტი, ისე
შემოვიდა. ამ ცხრა წლის განმავლობაში, ჰარიმ წონაში ოც-
დაათი ფუნტით მოიმატა, მაშინ, როცა ჩარლი, მათი გაცნობის

12
მკითხველთა ლიგა

დროს გვარიანად ჩასკვნილი ბერძენი, შავ სათვალესა და კუ-


ბოკრულ კოსტუმში ადგილობრივ რეკეტიორს რომ ჰგავდა, მო-
კუნტულ, ტიპურ დოღზე მოთამაშეს დაემსგავსა.
სტავროსს, ბავშვობაში გადატანილი რევმატიზმის გამო,
გული იმთავითვე აწუხებდა. სწორედ ამით მიიზიდა ჯენისი, - მის
ძლიერ მკერდში ჩამალული სისუსტით. და აი, ახლა, ბროლზე
გაჩენილი ბზარის მსგავსად, რომელიც ყველა მიმართულებით
იტოტება, ეს ავადმყოფობა მის გარეგნობასაც დაეტყო: ის და-
ემსგავსა სითხისგან დაცლილ, გამოსწორების გზაზე მდგარ
ლოთს, რომელიც ჯანმრთელობას დიდი ძალისხმევის ფასად
ინარჩუნებს. გადაბმული წარბები ადრე რკინის ძელს მიუგავდა,
ახლა კი ორ დამოუკიდებელ ბუჩქად ისე გაყოფილიყო, თით-
ქოს ჯამბაზისთვის ნახშირით მიუხატავთო. ბაკები გაუთეთრდა
და სახეზე თეთრ ზოლებად უჩანს. ყოველ დილას, შენობაში
შემოსვლის წინ, ჩარლი თავის ლილისფერ შუშიან და რქის
ჩარჩოიან სათვალეს იხსნის და მეორეს, ქარვის შუშებიანს იკე-
თებს. მთელი დღე მაღაზიაში სუსტი, დაბერებული მთის ცხვა-
რივით დადის, თითქოს ეშინია, ფეხი არ დაუცდეს და ხრამში არ
გადაიჩეხოს. „გვერდიგვერდ იმუშავებთ, გპირდები.“ - როცა მო-
ხუცი სფრინგერი ასეთ პირობას იძლეოდა, ან როცა რამეზე
მთელი სერიოზულობით საუბრობდა, სახეზე ვარდისფერი ლა-
ქები წითლად უელავდა, ტუჩები კი კბილების ზემოთ მაგრად
ეკუმშებოდა, მთელი კბილები უჩანდა და ადამიანს ისეთი შთა-
ბეჭდილება რჩებოდა, რომ მის წინ შიშველი თავის ქალა იდგა.
ულვაში მუდამ ასიმეტრული და უსუფთაო, კბილები კი ჭუჭყიანი
და ყვითელი ჰქონდა და ღრძილებზე პროტეზის ზოლი გასდევ-
და.
ღმერთო ჩემო, მკვდრები! მკვდრები თანდათან მრავ-
ლდებიან და ზემოთ ისე იხედებიან, თითქოს გემუდარებიან,

13
მკითხველთა ლიგა

მათ შეუერთდე, თანაც გარწმუნებენ, რომ იქ, ქვევით სულაც


არაა ცუდი, რომ იქ მიწა საოცრად ფაფუკია. მამა, დედა, მოხუცი
სფრინგერი, ჯილი, რებეკა, რომელსაც თავისი ხანმოკლე სი-
ცოცხლის განმავლობაში ბეკის ეძახდნენ. სულ ახლახან ჯენ
უეინიც მოკვდა. ნეკროლოგების გვერდი ყოველდღიურად
ახალ-ახალი სახელებით ივსება, მათი მოსავალი გასაოცრად
მდიდარია - მოხუცი მასწავლებლების, კლიენტების, მისი მსგავ-
სი ადგილობრივი ცნობილი ადამიანების სახეები წამით გაიელ-
ვებენ და შემდეგ ქვევით ჩადიან. ბავშვობის მერე პირველად,
ბაჭია ისევ ბედნიერია იმით, რომ ცოცხალია.
- მგონი, ნავთობი ჩემთან ერთად გათავდება, ასე,
ორიათას წელს. ხომ ძალიან სასაცილოა, ამას რომ ვამბობ,
მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ იმ დროში ვიცხოვრე, როცა
ვიცხოვრე. აი, ეს ბავშვები რომ გაიზრდებიან, მათ სუფრის ნარ-
ჩენები შეხვდებათ მაშინ, როცა ჩვენ დიდებული სადილი მივირ-
თვით. - ეუბნება ჩარლის.
- მგონი, შენზე მაგრად იმუშავეს, - ამბობს ჩარლი, - მარ-
ტო შენ კი არა, სხვებიც წამოაგეს. „ბიგ ოილს“ საკმარისი რე-
ზერვი აქვს, რომ კიდევ ხუთასი წელი გვეყოს. მაგრამ ეგენი ახ-
ლა ფულს აკეთებენ. როგორც გავიგე, დალავერის ყურეში
ჩვიდმეტი გიგანტური ტანკერი დგას, წარმოგიდგენია, ჩვიდმე-
ტი! ყველა დატვირთულია და ფასების აწევას ელოდება, რომ
მერე ტვირთი სამხრეთი ფილადელფიის ნავთობგადასამუშავე-
ბელ ქარხნებში გადაზიდონ. მანამდე კი, ხალხი ბენზინის რი-
გებში ერთმანეთს ხოცავს.
- ჰოდა, თავი დაანებე მანქანას, ირბინე! - ეუბნება ბაჭია. -
აი, მე დავიწყე სირბილი და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.
ოცდაათი ფუნტის დაკლებას ვაპირებ.

14
მკითხველთა ლიგა

რეალურად კი, მისი გადაწყვეტილება საუზმემდე ცვრიან


ბალახზე სირბილის შესახებ მხოლოდ ერთი კვირა იყო ძალა-
ში. ახლა ის ვახშმის შემდეგ დარბის თავისი კვარტალის გარ-
შემო, ისიც იმიტომ, რომ თავისი ცოლისა და სიდედრის ყბაში
არ ჩავარდეს.
ჰარი ჩარლისთვის მტკივნეულ საკითხს შეეხო. ჩარლი
თავს ისე იჭერს, თითქოს მთლიანად ფორმაშია ჩაფლული:
- ექიმი ამბობს, რომ თუ ფიზიკურად დავიტვირთები, ის ხე-
ლებს დაიბანს.
ბაჭია შეცბუნდა. ოდნავ.
- მართლა? ექიმი... რა ჰქვია იმას... როგორც მახსოვს, ამ
აზრზე არ იყო. ვაითი. პოლ დუდლი ვაითი.
- ეგ მოკვდა. ფიზიკური ვარჯიშებით შეპყრობილი ადა-
მიანები პარკებში ბუზებივით იხოცებიან. აამაზე, რა თქმა უნდა,
გაზეთები დუმან, რადგან ფიტნესინდუსტრიით ახლა დიდი ფუ-
ლი კეთდება. ხომ გახსოვს ის პატარა, ჯანსაღი პროდუქტების
მაღაზიები, ჰიპებმა რომ გახსნეს, იცი, ახლა ვის ხელშია? - „ჯე-
ნერალ მილსის“.
ჰარი ყოველთვის ვერ საზღვრავს, რამდენად სერიოზუ-
ლად უნდა მიიღოს ჩარლი. სამაგიეროდ, იცის, რომ თავისი
ძველი მეტოქისგან განსხვავებით, ღმერთმა მხეცივით ჯან-
მრთელი გააჩინა და ახლაც დიდი და ღონიერია. ჯენისი ჩარ-
ლის რომ გაკიდებოდა, როგორც მაშინ ჰქონდა გადაწყვეტი-
ლი, ახლა მისი მომვლელი იქნებოდა და სხვა არაფერი. მას-
თან კი, ჯენისი კვირაში ორჯერ ან სამჯერ ჩოგბურთს თამაშობს
და ისეთ კარგ ფორმაშია, როგორც არასდროს. ჰარი სულ ცდი-
ლობს, ჩარლის რაც შეიძლება რბილად მოექცეს, თითქოს სა-
კუთარი წარმატებით ამ, თავისზე გაცილებით სუსტი კაცის გა-
ღიზიანება არ უნდა. ის ჩუმადაა, სანამ ჩარლის ტვინი იმაზე მუ-

15
მკითხველთა ლიგა

შაობს, როგორმე ჩაიხშოს სირცხვილი და მწუხარება იმ ფაქტის


გამო, რომ ექიმი მასზე ხელებს იბანს და ცდილობს, საწვავთან
დაკავშირებული ძველი ამბები გაიხსენოს.
- ბენზინი, - ამბობს უეცრად ჩარლი და თან ისეთ გულიან
ბერძნულ ხითხითს აყოლებს, ლამის სუნთქვა ეკვრის. - რა
უდარდელად ვწვავდით, არა? მახსოვს, ერთხელ „იმპერიალი“
მყავდა, ორკარბურატორიანი, მანქანას ვქოქავდი, ფილტრს
ვხსნიდი და შემწოვ სარქველში ვიხედებოდი, ის მომწონდა,
იმას რომ ჰგავდა... რომ თითქოს ტუალეტში წყალს ვუშვებდი.
ჰარი იცინის მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა ჩარლის აწ-
ყენინოს.
- და რას დავქროდით! - ამბობს ის - ცენტრალურ ტრასაზე,
ზევით-ქვევით... სკოლიდან რომ გამოვიდოდით, მეტი რა საქმე
გვქონდა! ის ძველი რვაცილინდრიანები, როგორ ფიქრობ,
რამდენს წვავდნენ? ერთი გალონი ათ, თორმეტ მილზე ჰყოფ-
ნიდათ. ანგარიში აზრად არავის მოსდიოდა.
- ჩემს ბიძებს დღემდე ამ პატარა მანქანების გაგონებაც კი
არ უნდათ. ამბობენ, არ გვინდა, ერთიანად ავიზილოთ, თუ სა-
ბარგო მანქანას შევასკდებითო.
- გახსოვს „წიწილა“? სასწაულია, რომ უფრო მეტი ადა-
მიანი არ შეიწირა.
- და „კადილაკი“? თუ ჩემი რომელიმე ბიძა ფრთიან
„ბიუიკს“ იყიდდა, მამაჩემს აუცილებლად უფრო დიდფრთიანი
„კადილაკი“ უნდა ეყიდა. უკანა ფარებს ხომ ვერც კი დაითვლი-
დი, წითელი კვერცხებით სავსე ყუთივით იყო.
- ერთ ბიჭს ვიცნობდი, მაუნთჯაჯ ჰაიზე, დონ ებერჰარდტი
ერქვა, მუყაოს ფაბრიკის უკან რომ მთაა, იქიდან ეშვებოდა, მა-
მამისის „დოჯს“ დაქოქავდა, დააგორებდა, მერე მანქანიდან
გადმოხტებოდა და გვერდით გორგოლაჭებით მოყვებოდა. ბო-

16
მკითხველთა ლიგა

ლომდე ასე ჩამოდიოდა, მხოლოდ ფაბრიკასთან ჯდებოდა სა-


ჭესთან.
- პირველი მანქანა, რომელიც ჩემთვის ვიყიდე, „სთუდებე-
კერ 48“ იყო. ხომ იცი, რომელია, თვითმფრინავივით ცხვირი
აქვს. მასზე ასე, სამოცდახუთი ათასი მილი გავიარე, ორმოცდა-
ცამეტის ზაფხულში. მაგარი მანქანა იყო! შუქნიშანზე, როგორც
კი წითელი ქრებოდა, მაშინვე გრძნობდი, როგორ ეწეოდა წინა
ბორბლები, ზუსტად ისე, როგორც თვითმფრინავს.
- ახლა რაღაცას გიამბობ. ერთხელ, როცა მე და ჯენისი
ახალდაქორწინებულები ვიყავით, რაღაცაზე გავბრაზდი, არ
მახსოვს, ალბათ იმაზე, რომ ისეთია, როგორიც არის, და გა-
ცეცხლებული მანქანაში ჩავჯექი. ერთ ღამეში დასავლეთ ვირ-
ჯინიაში ჩავედი და უკან ჩამოვედი. შეიძლება ჭკუიდან შეიშალო.
ახლა, ასეთი ავანტიურისთვის ჯერ ბანკში უნდა შეიარო.
- ჰო, - ნაღვლიანად ამბობს ჩარლი. ბაჭიას არც კი უფიქ-
რია მისი წყენინება. მან ხომ არც კი იცის გარკვევით, მართლა
უყვარდა თუ არა ჩარლის ჯენისი. – ეს ამბავი ვიცოდი, ჯენისმა
მიამბო. მაშინ, მახსოვს, არცთუ ისე ცოტას დახეტიალობდი.
- ცოტას. მაშინ მიმატოვა და მანქანაც წამართვა, როგორც
გახსოვს.
- მახსოვს? უნდა მახსოვდეს?
ჩარლი არასოდეს დაქორწინებულა. ეეს, რა თქმა უნდა,
ჯენისს ძალიან მოსწონდა და საქმე საქმეზე თუ მიდგებოდა,
არამარტო ჯენისს, არამედ ჰარისაც. როცა იცი, რომ სხვა კაცი
შენს ცოლს ჟიმავს, ეს ფასს მატებს შენს ცოლს, რა თქმა უნდა,
გარკვეულ დონეზე. ჰარი ცდილობს, საუბარი ისევ საწვავზე გა-
დაიტანოს და ცოტა უფრო სახალისო გახადოს.
- ამას წინათ ერთი მაგარი რამ წავიკითხე: „კოლუმბმა ყვე-
ლას აჯობა, ნახეთ, რამდენი მილი გაიარა თავისი სამად სამი

17
მკითხველთა ლიგა

გალიონითო.“ - ჰარი „გალიონს“ ხაზგასმით, დამარცვლით


წარმოთქვამს, მაგრამ ჩარლის არ ეტყობა, რომ მიხვდა ხუმ-
რობას და ცალყბად იღიმება ისე, დიდი ტკივილის დროს ნაძა-
ლადევად რომ იღიმებიან ხოლმე.
- ნავთობკომპანიებმა გვაიძულეს, ასე მოვქცეულიყავით -
ამბობს ჩარლი. - მათ გვითხრეს - მიდი, დაწვი, რა გენაღვლება,
ნახე, რამდენი გზატკეცილი და სავაჭრო ცენტრია. ასი წლის
შემდეგ ალბათ ხალხი არც კი დაიჯერებს, რომ ჩვენ ასე
დაუდევრად ვხარჯავდით საწვავს.
- ასე იყო ტყეებთან დაკავშირებითაც - ამბობს ჰარი და
ამბავში, რომელიც მისთვის ერთიანად ნისლითაა გარემოცუ-
ლი, ხელის ცეცებით ცდილობს გზის გაკვლევას. ისტორია მის-
თვის ფეხბურთის მოედანივით დახაზულია, ოღონდ საუკუნეების
მიხედვით და მასზე მიმაგრებულია რამდენიმე თარიღი - 1066,
1776, და რამდენიმე არც თუ ისე კეთილად სახსენებელი სახე-
ლიც - ჯორჯ ვაშინგტონი, ჰიტლერი. - და ქვანახშირზეც ასე არ
იყო? ბავშვი რომ ვიყავი, მახსოვს, როგორ ჩხრიალებდა ან-
თრაციტი ძველ მაღაროში და ყოველ ნატეხს წითელი წერტი-
ლი ჰქონდა. ვერ ვხვდებოდი, ეს წითელი წერტილები საიდან
მოდიოდა, ასე მეგონა, ჯუჯები მიწაშივე ნიშნავდნენ წითლად.
წარმოიდგინე, ჯუჯები წითელი საღებავებით და უზარმაზარი
ფუნჯებით. ახლა კი, სადღაა ანთრაციტი. ახლა რასაც ეგენი
მოიპოვებენ, პირდაპირ ხელში იფშვნება.
ბაჭიას მსოფლიო ენერგორესურსების უმიზნო ფლანგვაზე
საუბარი დიდ სიამოვნებას ანიჭებს. გრძნობს, უცებ ცხადად ხე-
დავს, რომ დედამიწაც მოკვდავია და ის ფაქტი, რომ მდიდარია,
ბედნიერებას გვრის.

18
მკითხველთა ლიგა

- რას იზამ, - ოხრავს ჩარლი - ასე თუ ისე, ეს ვიწროთვა-


ლიანები მაინც არ გაეკარებიან სამრეწველო ბიზნესს, სამრეწ-
ველო რევოლუციაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამით საუბარი დასრულებულია, თუმცა, ჰარი გრძნობს,
რომ ძირითადი სათქმელი მაინც არ უთქვამთ, რაღაც მნიშვნე-
ლოვანი, რაც ენერგორესურსების გამოლევას უკავშირდება.
და საერთოდაც, მან ამ ბოლო დროს შეამჩნია, რომ არა მარ-
ტო თავის პირად საუბრებში, არამედ ტელევიზიაშიც კი, სადაც
ხალხი ხელფასს იღებს, რომ ილაპარაკოს, სასაუბრო თემების
ნაკლებობაა, თითქოს თემები ამოიწურა, აორთქლდა, თითქოს
ამ ნახევარსფეროში უკვე ყველაფერი ნათქვამია. მისი სუ-
ლიერი ცხოვრებაც შეიცვალა, ინტერესებიც, თითქოს შინაგა-
ნად დაიცალა, სულიერი საზრდო გამოელია, ადამიანებს ის უჯ-
რედები გადაეწვათ, სადაც ველური ჟინი და მამაცი ოცნებები
მწიფდებოდა და რომლის წყალობითაც ავად მომზირალ ბე-
დისწერას თავხედურად ებრძოდნენ. აი, მაგალითად, თავად
ერთ წუთში იძინებს, როგორც იტყვიან, თავი ბალიშამდე ვერ
მიაქვს. ამ გამოთქმის მნიშვნელობა ხეირიანად არასოდეს ეს-
მოდა, თუმცა ადრე თავიც სხვა ჰქონდა, მაშინ ქუდს არასოდეს
იხურავდა, ახლა კი, ქარის ერთ დაბერვასაც ვეღარ უძლებს.
ასეა, სახურავი გაუცვდა, დაუთხელდა, გახედავ და ვარსკვლა-
ვიან ცას დაინახავ.
„თქვენ ითხოვთ, ჩვენ გაწოდებთ!“ - ამბობს სადემონსტრა-
ციო დარბაზის ვიტრინაზე გაკრული პლაკატი. ამასვე აუწყებს
სამყაროს „ტოიოტას“ სატელევიზიო სარეკლამო კამპანია.
პლაკატს დასავლეთისკენ გადახრილი მზის სხივები ჭრის და
შიგნით აღწევს. სადემონსტრაციო დარბაზი ამ შუქზე ვეებერთე-
ლა, მდორე აკვარიუმს ჰგავს, ან შეიძლება, უზარმაზარი, ჩაძი-
რული გემი მოგაგონოთ, სადაც ორი „კორონა“ და მჟავასავით

19
მკითხველთა ლიგა

მწვანე ფერის „კოროლა-უნივერსალი“ მყიდველს ელის, რომ


ამწით შუშის მეორე მხარეს გადაიყვანონ და მიწაზე უსაფ-
რთხოდ დაუშვან. მერე კი, 111-ე გზატკეცილით ასფალტის სამ-
ყარო იწყება. სწორედ იმ სამყაროდან უხვევს მათკენ მანქანა -
ფართო საბურავებიანი 1971 თუ 72 წლის „ქანთრი სქვაიერი“,
ერთიანად დანჯღრეული, მიჭეჭყილი და ნახევრად გასწორებუ-
ლი ფრთით. როგორც ჩანს, არავის უზრუნია მის შეღებვაზე,
ჟანგის საწინააღმდეგო მოწითალო ხსნარიც კი არ წაუსვამთ.
მანქანიდან ახალგაზრდა წყვილი გადმოდის: გოგონას მზეზე
რძისფერი თეთრი კანი უელავს, ფეხზე წინდები არ აცვია, მზეზე
თვალს ძლივს ახელს და ერთთავად ახამხამებს. აი, ბიჭს კი ეტ-
ყობა, მზის გულზე ყოფნას მიჩვეულია - უხეში, გარუჯული კანი
აქვს, ჯინსის ტოტები კი - წითელი თიხით მოთხვრილი, რაც ნიშ-
ნავს, რომ მიწაზე მუშაობს. მანქანის პატრონს გაურანდავი მწვა-
ნე ფიცრებით ყუთივით რაღაც შეუკრავს და მანქანაზე საბარგუ-
ლად დაუდგამს. იმ ადგილიდან, სადაც ბაჭია დგას, კარგად მო-
ჩანს, როგორი გაცვეთილია მანქანის სალონი, რადგან ფერმე-
რი მასაც საბარგულად იყენებს.
- სოფელი! - ისვრის ჩარლი თავისი მაგიდიდან.
წყვილი მაღაზიაში მორიდებულად შემოდის. ორი საცო-
დავი აყლაყუდა ნადირი - კონდინციონერის ცივი ჰაერის სუნი
იკრეს.
მიუხედავად ჩარლის ცინიკური შენიშვნისა, რომელიც ჯერ
კიდევ ყურში უდგას, მხოლოდ ღმერთმა უწყის, რატომ, ჰარის
მათი მფარველობის სურვილი ეუფლება. ახალგაზრდებს ეგე-
ბება და თავდაპირველად გოგონას თითებს ამოწმებს - უფრო
სწორად, ნიშნობის ბეჭედს. გოგონას ბეჭედი არ უკეთია, თუმცა,
ახლა ეს უკვე იმდენად მნიშვნელოვანი აღარაა, ერთად ცხოვ-

20
მკითხველთა ლიგა

რობენ და მორჩა. მისი აზრით, გოგონა ასე, ცხრამეტი ან ოცი


წლის იქნება, ბიჭი ოდნავ უფროსი, ალბათ, თავისი ვაჟის ხნის.
- რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
ბიჭი თმას უკან იყრის და თეთრ, დაბალ შუბლს აჩენს. ისე-
თი ფართო, მზისგან დამწვარი სახე აქვს, რომ გეგონება, მუდ-
მივად იღიმება.
- მხოლოდ დათვალიერება გვინდა.
მისი აქცენტი სამხრეთულ წარმომავლობაზე მეტყველებს
- ნაკლებად უხეში გერმანული ბგერები, ვიდრე ჩრდილოეთში,
სადაც აგურით ნაშენი ეკლესიები ცას წვეტიანი გუმბათებით
უერთდება, ხოლო სახლებსა და ფარდულებს კირქვისგან აგე-
ბენ და არა ქვიშაქვისგან. ჰარი დარწმუნებულია, რომ მათ ფერ-
მის მიტოვება და ქალაქში გადმობარგება აქვთ გადაწყვეტილი.
ასე ხომ აღარ მოუწევს ბიჭს ღობეების შემოსავლებად ბოძების
თრევა, არც თივის ზვინის დადგმა, არც გოგრის მოყვანა, ერთი
სიტყვით, იმ ყველაფრის ზიდვა, რასაც ამ ჯაბახანა მანქანით
აქეთ-იქით დაატარებს. ახლა მათი მიზანია იპოვონ ჭერი, სამ-
სახური და მერე პაწია კოხტა „კოროლათი“ აღმა-დაღმა იქრო-
ლონ.
„თქვენ ითხოვთ, ჩვენ გაწოდებთ!“ სავსებით შესაძლებე-
ლია, ბიჭი აქ ფასების გასაგებად მოვიდა, მამამ დასაზვერად
გამოაგზავნა, მან კი თან მეგობარი გოგონა გამოიყოლა. ისიც
დასაშვებია, რომ მეგობარი გოგონა კი არა, მისი დაა, ან სუ-
ლაც, პირველი შემხვედრი. არის ამ გოგოში რაღაც, რაც გა-
ფიქრებინებს, რომ პანელზე დგას: მის ფაფუკ სხეულს ამ ვიწრო
ტანსაცმლიდან გადმოღვრა სურს. ჯინსის შორტი და აღმოსავ-
ლურორნამენტებიანი მეწამული ლიფი, მხრებსა და ხელებზე
დაჭორფლილი პრიალა კანი და მზეზე გახუნებული მოწითურო
- მოწაბლისფრო, უკან დაუდევრად შეკრული გრუზა თმა... ჰარი

21
მკითხველთა ლიგა

გრძნობს, რომ მის შიგნით, სადღაც ღრმად დაფლული ზარი


აწკრიალდა. გოგონას ღრმად ჩასმული მქრქალი ცისფერი
თვალები აქვს და სოფლელი გოგოს დუმილი, რაც ნიშნავს
იმას, რომ კაცები ლაპარაკობენ, ქალები კი ტკბილ-მჟავე
საიდუმლოს პირში იჩერებენ და ნება-ნება წუწნიან. მაღალქუს-
ლიან, კოჭებთან თასმით შეკრულ ფეხსაცმელს სულაც არ უხ-
დება რკინის დისკო. ვარდისფერი ფეხის თითები, ლაქწასმული
ფრჩხილები. ეს გოგო ამ ბიჭთან დიდხანს არ დარჩება. ყოველ
შემთხვევაში, ბაჭიას ასე სურს. მას ასე წარმოუდგენია. აი, უკვე
ხედავს, გოგონა მისკენ როგორ გამორბის, თუმცა ის ისევ ქან-
დაკებასავით უძრავად და უმეტყველოდ დგას. ბაჭია გრძნობს,
რომ გოგონა ცდილობს, დაემალოს, მაგრამ საამისოდ ძალიან
თეთრია და დიდი და უცებ ბაჭიასთვის სრულიად მოულოდნე-
ლად, ის ხედავს, რომ გოგონა საოცრად ქალურია და თითქოს
აბსოლუტურად შიშველიც. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ფე-
ხებს უგრძელებს, საშუალოზე მაღალია, მსუქანს ვერ უწოდებ,
თუმცა, არც გამხარია, განსაკუთრებით, მკერდზე. ზედა, გადმო-
წეული ტუჩი ქვედას ეფარება, თითქოს შესიებული აქვსო. საერ-
თოდ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ადამიანმა სხეულზე
თითიც რომ მიაკაროს, ის ადგილი მაშინვე ჩაულურჯდება. ბა-
ჭიას უცებ ძალიან უნდა, დაიცვას ეს გოგო. თვალს აცილებს, -
ისედაც გაუგრძელდა მისი თვალიერება - და ბიჭს უბრუნდება.
- ეს „კოროლაა.“ - ამბობს ჰარი და თან მანქანაზე თითებს
ათამაშებს. - ორკარიანი მოდელი, სამიათასცხრაასიდან იწყე-
ბა, ტრასაზე ორმოც გალონს წვავს და ქალაქში კი ოციდან ოც-
დახუთამდე. ვიცი, სხვა მანქანებს უფრო დიდი რეკლამა უკეთ-
დებათ, მაგრამ დამიჯერე, დღეს ამერიკაში უკეთეს მანქანას
ვერ ნახავ. თუ არ გჯერა, „მომხმარებლის ცნობარი“ წაიკითხე,
აპრილის ნომერი. და რაც შეეხება რემონტსა და მომსახურე-

22
მკითხველთა ლიგა

ბას, პირველი ოთხი წელი შესანიშნავი პირობებია, საშუალოზე


უკეთესი. და დღეს კი, ამ პირობებში, ვის ჰყავს მანქანა ოთხ
წელზე დიდხანს? ოთხი წლის მერე კი, თუ ასე გაგრძელდა, შე-
იძლება ყველანი ველოსიპედებზე გადავსხდეთ. ამ მანქანას
ოთხსიჩქარიანი გადამცემი აქვს, წვის ტრანსისტორული სისტე-
მა, ჰიდრავლიკური მუხრუჭები, მოძრავი სავარძლები და ბენზი-
ნის ბაკი გასაღებით იკეტება. ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნე-
ლოვანი ხდება. თუ შენიშნე, სიფონი, რამდენიც გინდა გადაიხა-
დე, უკვე, აღარსად იშოვება. თუ იცი რატომ? ამ დღეებში მაუნ-
თჯაჯზე, სალონის წინ, ჩემს სიდედრს მთელი ბაკი დაუცალეს.
ახლა მხოლოდ ეკლესიაში თუ წაჩაკჩაკდება ხოლმე მანქანით.
ხალხი ყველაფერს კადრულობს. დღევანდელ გაზეთში ალბათ
ნახავდი, კარტერი აპირებს საწვავი ფერმერებს წაართვას და
სატვირთო მანქანების მძღოლებს დაურიგოს. ეს საფეთქელ-
თან იარაღის მიდებას ნიშნავს.
- არ წამიკითხავს დღეს გაზეთი. - ამბობს ბიჭი.
ის მიწაზე ისე მყარად დგას, რომ ჰარი იძულებულია, სად-
ღაც მის უკან მიიყუჟოს, რომ ბედნიერი მომხმარებლის მუყაოს
ფიგურა თავისი ძაღლითა და დიდი ჩანთებით, მომწვანო მან-
ქანას არ მიაჭყლიტოს.
- და თუ თქვენი „უნივერსალის“ გამოცვლა გადაწყვიტეთ,
- ის ხომ უკვე ნამდვილი ანტიკვარია, - და რამე ასეთივე ტევადი
გინდათ და თანაც ისეთი, რომელიც ორჯერ ნაკლებ ბენზინს
წვავს, SR-5
-ს გირჩევთ. თქვენთვის ზედგამოჭრილია, ხუთსიჩქარიანი
გადამცემი დიდ მანძილებზე მართლაც ზოგავს ბენზინს. ან, ეს
დასაკეცი უკანა დასაჯდომები! - შესაძლებელია, უკან იჯდე და
თან გოლფის ჯოხებიც დააწყო, ან ღობის ბოძები, ან რა ვიცი,
ყველაფერი, რაც გინდა. დეტროიტმა როგორ ვერ მოიფიქრა

23
მკითხველთა ლიგა

ეს, - უკანა დასაკეც ადგილებზე ვამბობ. აქ, ჩვენთან, ვითომ სა-


ავტომობილო სამოთხეა, რეალურად კი, ახალი იდეები საზ-
ღვარგარეთიდან შემოდის. მე თუ მკითხავთ, დეტროიტმა ყვე-
ლა გაგვაწბილა, ყველა, ორასი მილიონი ადამიანი. დიდი
სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩვენს, ამერიკულ მანქანებზე, მაგრამ
ჩვენში დარჩეს და, ნაგავია, ქაღალდისგან გაკეთებული ლამა-
ზი მაკეტი.
- და აი, ის რა მანქანაა? - კითხულობს ბიჭი.
- „კორონა.“ თუ მაღალი კლასის მანქანაზე გაქვთ პრეტენ-
ზია, სწორედ ესაა, რაც გჭირდებათ. უფრო ძლიერი ძრავა -
ოცდაორი კუბი თექვსმეტის ნაცვლად. ევროპული დიზაინი. მე
თვითონ ეს მყავს და ვგიჟდები, ისე მიყვარს. ტრასაზე ასე, ოც-
დაათ მილზე ერთი გალონი უნდა, ბრუერში კი ასე, თვრამეტი.
ისე, იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ დაგყავს მანქანა, გაზს
როგორ აწვები. ჟურნალ „მომხმარებლის ცნობარის“ ბიჭები,
ვინც მანქანებს ცდის, მგონი გაზიდან ფეხს არ იღებენ, ისე ატა-
რებენ. ეს „უნივერსალი“ ექვსი ათას ოთხმოცდახუთი დოლარი
ღირს, მაგრამ იცოდეთ: თქვენ თქვენი დოლარებით იენებს ყი-
დულობთ, და როცა დრო მოვა და გაყიდით, უკან იენებს
მიიღებთ.“
იენების ხსენებაზე გოგონა იღიმება. ბიჭი, უკვე თავდაჯე-
რებული, ეკითხება:
- და აი, ის? - ახალგაზრდა ფერმერი ხელს შავ „სელიკას“
ადებს. ჰარის ენთუზიაზმი უქრება, თუ ბიჭი ამით დაინტერესდა,
გამოდის, მანქანის ყიდვას საერთოდ არც ფიქრობს.
- ახლა სუპერმანქანას ეხები. - პასუხობს ჰარი. - სპორტუ-
ლი „სელიკა,“ თავისუფლად შეეჯიბრება „პორშეს“ ან mg
-ს. რადიალური ფოლადის სამაგრებით, კვარცის საათი
ბროლის შუშით, სტერეომიმღები, ეს ყველაფერი სტანდარტუ-

24
მკითხველთა ლიგა

ლი დეტალებია. სტანდარტული! და ხომ წარმოგიდგენიათ, და-


მატებითი ელემენტები რა იქნება! ავტომატური მართვის კო-
ლოფი და სახურავზე მზისგან დამცავი მუქი შუშა. სიმართლე
გითხრათ, საშიში მანქანაა, მისი ფასი თითქმის ხუთციფრიანია.
მაგრამ კარგი კაპიტალდაბანდებაა. დღეს მანქანას უკვე ამ მიზ-
ნით ყიდულობენ. მოსაზრება, რომ ახალი მანქანა ყოველ ორ
წელში ერთხელ უნდა იყიდო და ძველი კი ქაღალდის ხელსა-
ხოცივით გადააგდო, ქარმა წაიღო. ახლა უკვე კარგი, სოლი-
დური მანქანა უნდა შეარჩიო და დიდხანს ატარო, როგორც
ძვირფასი ნივთი. დოლარები კი, ზედ რაც გინდა მაგრად დააჯ-
დე, მაინც ჯანდაბაში წავა. აი, ესაა, რაც მათ მინდა ვურჩიო, ვინც
ახლა იწყებს ცხოვრებას. იცოდეთ, ასეთი დრო მოვიდა.
ალბათ ჰარი ზედმეტად აღელდა, რადგან ბიჭი უეცრად
ამბობს:
- ჩვენ, უბრალოდ, ვათვალიერებთ, მეტი არაფერი, რო-
გორც გითხარით.
- ჰო, მესმის. - პასუხობს ბაჭია საჩქაროდ და მდუმარე გო-
გოს სახეზე აშტერდება. - არაფერს გაძალებთ. მანქანის არჩევა
ცხოვრების თანამგზავრის არჩევას ჰგავს - კარგად უნდა დაფიქ-
რდე, ვიდრე გადაწყვეტ. - გოგონა წითლდება და თვალს არი-
დებს. ჰარი კი, ეს-ესაა კეთილი მამიკოს როლში შევიდა და ვე-
ღარ ჩერდება. „ჩვენ ჯერ კიდევ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვ-
რობთ, კომუნისტები ჯერჯერობით კამბოჯას არ გასცდენიან. ასე
რომ, ახალგაზრდებო, ვერაფერს გაიძულებთ, თუ თავად არ
გადაწყვეტთ. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ეს მანქა-
ნები თავისთავად იყიდება. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ ძალი-
ან გაგიმართლათ, დიდი არჩევანი გაქვთ. სულ ორი კვირის წინ
მივიღეთ ახალი პარტია და აგვისტომდე აღარაფერს ველოდე-
ბით. იაპონიას არ შეუძლია იმდენი პროდუქცია გამოუშვას, რომ

25
მკითხველთა ლიგა

მთელი მსოფლიო მუდმივად ბედნიერი იყოს. „ტოიოტა“ ნომე-


რი პირველი იმპორტია მთელ დედამიწაზე. გოგონას თვალს
ვერ წყვეტს. ეს თვალები ვიღაცას აგონებს. რძისფერი მხრები,
სხეულში ოდნავ ჩასული ბიუსტჰალტერი. ხელები რომ შემოხ-
ვიო, ნათითურები დაეტყობა, ისეთი თოთოა. - რა ზომის მანქა-
ნაზე ფიქრობთ? მთელი ოჯახისთვის გინდათ თუ მხოლოდ
თქვენთვის?
გოგონას სახეზე ალმური ედება. „არ გაჰყვე ამ გამოშტე-
რებულს“, ფიქრობს ჰარი, „ამისი ლეკვები ბოლოს მოგიღებენ.“
- სხვა დიდ მანქანას არც ვეძებთ - პასუხობს ჰარის ბიჭი, -
მამაჩემს „შევროლე პიკაპი“ ჰყავს, და როცა სკოლას დავამთავ-
რებ, ამას მე მომცემს.
- ნამდვილი ჯართია, რკინა, - უკან იხევს ბაჭია. - შეიძლება
რამე ავნო, მაგრამ ვერ მოკლავ. სამოცდათერთმეტშიც კი, გა-
ცილებით მეტ რკინას ხარჯავდნენ მანქანაზე, ვიდრე ახლა.
დეტროიტი სულს ღაფავს. - ჰარი გრძნობს, რომ მათმა ახალ-
გაზრდობამ, თავისმა სავსე საფულემ, ამ კაშკაშა ივნისის დღემ
და იმედმა, რომ მეორე დღე, კვირაც ასეთივე მშვენიერი იქნება
და ის გოლფს უდიდესი სიამოვნებით ითამაშებს, ცაში აიტაცა. -
მაგრამ მათთვის, ვინც გადაწყვიტა, რომ დროა, სერიოზული
ცხოვრება დაიწყოს, საჭიროა არა ნოსტალგიური მოდელი,
არამედ რაღაც ამდაგვარი. - ის თითებს კვლავ სტაფილოსფერ
მანქანაზე ათამაშებს და გოგონას ცივ ცისფერ თვალებში, რომ-
ლითაც პირდაპირ მას უყურებს, აშკარა გაღიზიანება ეწერება.
მაპატიე, ლამაზო, ვიცი, როგორ მოგბეზრდა აქ დგომა, მაგრამ
დრო მოვა და ნერწყვები მოგივა.
ყველასგან მივიწყებული სტავროსი თავისი მაგიდიდან
მათ, თითქმის ჰორიზონტზე ჩამოსული მზის სხივებით დასერი-
ლი დარბაზის მეორე მხარეს გამოსძახის:

26
მკითხველთა ლიგა

- იქნებ უნდათ, ცოტა გაატარონ ეგ მანქანა? - თავისი სა-


მუშაოს დასამთავრებლად მას უდავოდ სიმშვიდე სჭირდება.
- გინდათ, სინჯოთ და გაატაროთ? - ეკითხება ჰარი
წყვილს.
- მგონი, უკვე საკმაოდ გვიანია, - წუხს ბიჭი
- სულ ერთი წუთის საქმეა. აი, ამ მონაკვეთს გაივლით, მე
ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ახლავე გასაღებს და ნომ-
რებს ავიღებ. ჩარლი, ლურჯი „კოროლას“ გასაღები გარეთ და-
ფაზე კიდია, თუ შენ გიდევს მაგიდაზე?
- ახლავე მოვიტან. - ჩარლი ბუზღუნით დგება მაგიდიდან
და ისეთივე მოხრილი, როგორც იჯდა, დერეფანში გადის. დე-
რეფანი დარბაზიდან დაბურული მინის ტიხრითაა გამოყოფი-
ლი - ფრედ სფრინგერის იდეალისკენ გადადგმული ერთ-ერთი
ბოლო ნაბიჯი. ამ ტიხრის უკან, თხელი, კაკლის ხის იმიტაციის
სამი კარი მოჩანს. ორი მილდრიდ კროუსტის და ამ თვეში მო-
რიგი ახალი მოანგარიშე გოგოს ოთახებში შედის. მათ შორის
გაყიდვების უფროსი წარმომადგენლის ოთახის კარია. სამივე,
როგორც წესი, ღიაა ხოლმე და მილდრიდი და ის ახალი გო-
გოც კონსულტაციებისთვის წამდაუწუმ ერთმანეთთან დადიან.
ჰარის სადემონსტრაციო დარბაზში ყოფნა ურჩევნია. ძველ
დროს აქ მხოლოდ სამი რკინის მაგიდა და ერთი პატარა ხა-
ლიჩა იყო. მაშინ მხოლოდ ტუალეტის კარი იკეტებოდა. ახლა
კი, მომხმარებელს ცალკე ოთახში იღებენ, რომელიც მოსაც-
დელ ოთახს ემიჯნება და თითქმის ყოველთვის თავისუფალია.
გასაღები, რომელიც ჰარის სჭირდება, სხვა გასაღებებს შორის,
მანქანის ზეთით დათხვრილი თითებით გაშავებულ დაფაზე კი-
დია. ზოგიერთი გასაღები უკვე ვერცერთ კარს ვეღარ გააღებს.
დაფის გვერდით კარია, რომელსაც სათადარიგო ნაწილების
განყოფილებაში მივყავართ, იქ უამრავი რკინის თაროა და ამ

27
მკითხველთა ლიგა

თაროებზე კი უამრავი ხარახურა. სულაც არ იყო აუცილებელი,


ჩარლი წასულიყო გასაღების მოსატანად, ჰარიმაც მშვენივრად
იცის, სად კიდია ის, მაგრამ კლიენტის დატოვება წამითაც არ
შეიძლება, ვინ იცის, იქნებ უპატივცემულობაში ჩაგითვალონ და
უკან მობრუნებულს, აღარც დაგხვდნენ. ირემივით ადვილად
ფრთხება მყიდველი. სალაპარაკო აღარაფერი აქვთ და ბიჭს,
გოგონასა და ჰარის კარგად ესმით ჩარლის ოდნავ ხიხინა სუნ-
თქვა, როცა ის გასაღებითა და სააგენტოს მანქანის ნომრებით
ხელში ბრუნდება.
- გინდა, მე გავატარებ ახალგაზრდებს? - ეკითხება ჰარის.
- არა, დაჯექი და დაისვენე, - პასუხობს ჰარი და იქვე ამა-
ტებს: - შეგიძლია უკანა მხარის ჩაკეტვა დაიწყო. - მაღაზიის
კარზე წერია, რომ ისინი შაბათობით ექვსამდე მუშაობენ, მაგ-
რამ საწვავის ასეთ უკმარისობისას, სამუშაო დღე მშვიდად შე-
უძლიათ თხუთმეტი წუთით ადრეც დაამთავრონ. - ახლავე დავ-
ბრუნდები.
ბიჭი გოგონას უბრუნდება
- წამოხვალ თუ აქ დამელოდები?
- ჰო, წამოვალ - პასუხობს ის, მოუთმენლობისგან ნაზი სა-
ხე ელეწება და სახელით მიმართავს ბიჭს, - ჯეიმი, დედა მელო-
დება.
ჰარი ისევ ცდილობს დაიყოლიოს:
- მხოლოდ ერთი წუთია საჭირო.
დედა. ნეტავ გამბედაობა ეყოს და დედამისის აღწერა
სთხოვოს.
გარეთ ნამდვილი ზაფხულის ქარი ქრის. ასფალტის მო-
ედნის ირგვლივ გაზონები ბაბუაწვერებითაა გადაპენტილი. ჰა-
რი „კოროლაზე“ ნომერს ამაგრებს და ბიჭს გასაღებს უწვდის.
მერე წინა სკამს წინ წევს, რომ გოგონამ უკან გადაძრომა შეძ-

28
მკითხველთა ლიგა

ლოს. როცა გოგონა უკანა სავარძელზე თავსდება, შორტები


ეწევა და მშვენიერი საჯდომის ნაწილი უშიშვლდება. ბაჭია „სა-
სიკვდილო“ სკამზე ჯდება და ჯეიმის მოწყობილობების დანიშ-
ნულებას უხსნის, მათ შორის უჩვენებს იმ ადგილსაც, სადაც მაგ-
ნიტოფონი უნდა მოთავსდეს. სამივე საკმაოდ მაღალია და მან-
ქანაში სივიწროვეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ტოიოტა“ მათ
თავისი უცხოური თავხედობით მიაქროლებს და 111-ე გზატკე-
ცილზე სხვა მანქანებს უერთდება.
თითქოს უზარმაზარ ფუტკარზე ზიხარ, ზუზუნა ძრავზე. „პე-
პი!“ უცებ გონება უნათდება ჰარის.
- ნახე, როგორ მისრიალებს! - ამბობს ჰარი და თან ცდი-
ლობს, ფეხით მუხრუჭის პედალი არ ეძებოს. მერე გოგონას მი-
მართავს: - მანდ მოხერხებულად გრძნობთ თავს? ჩემი სკამი
წინ ხომ არ გავწიო, რომ ადგილი გაგითავისუფლოთ? - გოგო-
ნას ისეთი მოკლე და მოჭერილი შორტები აცვია, რომ ჰარი
დარწმუნებულია, ამ სივიწროვეში მას სხეულზე შორტის ნაკე-
რები დააჩნდება.
- არ არის საჭირო, გვერდულად ვზივარ. - ისმის პასუხი.
ჰარის უნდა, შემობრუნდეს და შეხედოს, მაგრამ მის ასაკში
თავის მოტრიალება არც თუ ისე ადვილია. ზოგჯერ, დი-
ლაობით კისრის და მხრების საშინელი ტკივილისგან ეღვიძება
და ეს ყველაფერი მისი ზედმეტი წონის ბრალია.
- ამ მანქანას ათას ექვსასი კუბი აქვს, ათასორასიანსაც აკე-
თებენ, მაგრამ ჩვენ არ შემოგვყავს. არ მინდა, ვინმეს ცოდვა
დავიდო. მანქანას არ აქვს საკმარისად მძლავრი ძრავა იმის-
თვის, რომ ჩვენს ტრასებზე სატვირთოს ან რამე სხვა მძიმე მან-
ქანას გაასწროს. გარდა ამისა, გვირჩევნია, ფართო არჩევანი
გვქონდეს მაღაზიაში, თორემ როცა დრო მოვა, გაყიდვა გაგი-
ჭირდებათ. - უხსნის ჯეიმის. შემდეგ როგორღაც ახერხებს, გო-

29
მკითხველთა ლიგა

გონასკენ ტრიალდება და უყურებს. - რაც გინდა თქვით, ეს


იაპონელები კი არიან ყველაფერში მაგრები, მაგრამ ძალიან
მოკლე ფეხები აქვთ - ეუბნება მას. გოგონა ისე ზის, რომ უკა-
ნალი თითქმის იატაკზე უდევს, მუხლები კი ჰაერში აქვს. თეთ-
რად ელვარე მუხლები ლამის ჰარის სახეს წვდება.
გოგონა პირიდან ქარისგან გაჩეჩილ გრძელ თმას იღებს
და გვერდითა მინიდან დიდი ბრუერის სავაჭრო ცენტრს გასცქე-
რის. აქაა ავტოსადგომები, თვალისმომჭრელი ფორმის და
რეკლამებით აჭრელებული სწრაფი კვების ჯიხურები და სხვა
სავაჭრო ობიექტები, სადაც ადამიანს ყველაფრის ყიდვა შეუძ-
ლია, საქორწინო კაბიდან დაწყებული, ჩიტის გალიაში ჩასად-
გამი წყლის პაწაწინა პლასტმასის ჭიქით დამთავრებული. ახლა
ძველ უაიზერთაუნ ფაიქს მართლაც ვერ იცნობს კაცი. მათ შო-
რისაა სასწაულად გადარჩენილი არაჩვეულებრივი სილამაზის
პატარა ძველი სახლი საუცხოო ბაღით, როგორც გარდასული
დროის სევდიანი მოგონება. კონკურენტებს, როგორიცაა: „ფა-
იქ პორშე“ და „რენო“, „დიფენდორფერ ფოლქსვაგენი“, ბებე-
რი, აგურისფერი „მაზდა“ და „ბიემდაბლვი“, ანუ იმ ფირმებს,
რომელთა პროდუქციაც დაიამონდის ოლქში შემოდის,
პრიალა და ციმციმა პლაკატებით - „დაზოგეთ საწვავი“ ხალხს
საწვავის ეკონომიურად ხარჯვისკენ მოუწოდებენ, მაშინ, როცა
იქვე, ბენზინგასამართ სადგურებზე ამ რეკლამების ქვეშ დგას
შალითებში შეფუთული ტუმბოები, ხოლო მათთან მისასვლე-
ლად კი უზარმაზარი, მისაბმელიანი სატვირთო მანქანების რი-
გებია გაჭიმული. აქ ადრე მანქანა შემოსრიალდებოდა, აავსებ-
და ავზს და გზას აგრძელებდა. ახლა, ჩამავალი მზის ფონზე ეს
ყველაფერი მტრის ბარიკადებივით გამოიყურება. საიდან
მოიტანეს ეს შალითები? ზოგიერთი მათგანი ჟოლოსფერი კუ-
ბოკრული ბრეზენტისგან არაჩვეულებრივადაა შეკერილი. აი,

30
მკითხველთა ლიგა

ახალი წარმოებაც - ბენზინგასამართი სადგურების ტუმბოების


შალითები. ასფალტის ცარიელ ტბებს შორის დახლებია გამარ-
თული და მარწყვსა და ნაადრევ ბარდას ყიდიან. მაღალი ბანე-
რი ხალხს გზის კარგა მოშორებით ცემენტის ბლოკებისგან ნა-
შენ შენობაში ეპატიჟება. ბაჭიას ნათლად ახსოვს, რომ აქ გი-
განტური მისტერ მიწისთხილი იდგა, რომელიც იმ პატარა მა-
ღაზიაზე მიანიშნებდა, სადაც მარილიან თხილს მინის კოლო-
ფებით ყიდდნენ: აქ იყო ბრაზილიური თხილი, კეშიუ, ტყის თხი-
ლი და შედარებით დაბალ ფასად - დატეხილიც. დაიმონის
ოლქი განთქმულია თავისი შესანიშნავი, მაგრამ ალბათ არა-
საკმაოდ სახელგანთქმული თხილით, რადგან ამ ბიზნესმა არ
გაამართლა და მაღაზია გაკოტრდა. შენობა დაანგრიეს, მის
ადგილას ორჯერ დიდი ააშენეს და ღამის კლუბი გახსნეს. ბანე-
რი გადაღებეს, მისტერ მიწისთხილს ცილინდრი კი დაუტოვეს,
მაგრამ ელიტურ, კარგი დროისმატარებელ ახალგაზრდად გა-
დააქციეს და თეთრ ჰალსტუხსა და ფრაკში გამოაწყვეს. ახლა,
დიდი მუტაციის შემდეგ, არცთუ კარგი აღნაგობის ქალის ფიგუ-
რა დგას, - სრულიად შიშველ შავ სილუეტს თავი უკან გადაუგ-
დია და ზედ
დისკოტეკა აწერია. ასოები ერთიმეორის მიყოლებით ბუშ-
ტებივით ჩამოსდის გადაჭრილი ყელიდან. ამ რეკლამების მიღ-
მა მწვანე, დაქანცულ გორებს ორთქლი ასდის, გახუნებული
მინდვრები კი მზის ქვეშ იხრუკება და მათზე სიმინდის რიგები
თანდათან სქელდება. „კოროლას“ სალონი ადამიანების
არეული სურნელით თანდათან თბება. ჰარი უკანა დასაჯდომზე
გადაწოლილ გოგოს გრძელ წვივებზე ფიქრობს და ეჩვენება,
რომ ვანილს ყნოსავს. მის ვაგინას წესით, ნაყინის არომატი უნ-
და ჰქონდეს.

31
მკითხველთა ლიგა

ახალგაზრდების დუმილი აწუხებს. დუმილს არღვევს და


ამბობს:
- ისეთი ღვარცოფი იყო წუხელ, ამ დილით რადიოში
თქვეს, რომ აიზენჰაუერისა და მეშვიდე ქუჩის გადაკვეთა საათ-
ზე მეტ ხანს დატბორილი იყო. - შემდეგ ამატებს: - იცით, შემზა-
რავად გამოიყურება ეს დაკეტილი ბენზინგასამართი სადგურე-
ბი, თითქოს ვიღაც მოკვდა.
მერე ისევ: - გაზეთები წერენ, რომ სატვირთო მანქანების
მძღოლების გაფიცვის გამო, კომპანია „ჰერშიმ“ ცხრაასი კაცი
დროებით გაათავისუფლა.
ბიჭი მთელი მონდომებით ცდილობს „ფრაიჰოფერის“ პუ-
რის საცხობი ქარხნის სატვირთო მანქანას გაასწროს და მის-
თვის არ სცალია, ამიტომ ისევ ჰარი განაგრძობს:
- ყველა მაღაზია ცდილობს ცენტრიდან აქეთ გადმოვი-
დეს. ქქალაქის ცენტრში ბანკებისა და ფოსტის გარდა აღარა-
ფერი დარჩა. ის იდიოტური ხეები დარგეს, ვითომ სკვერების
გაკეთება უნდათ, მაგრამ არაფერი გამოვა, ხალხს ჯერ კიდევ
ეშინია ცენტრში წასვლის.
ბიჭი პირველ ზოლში მესამე სიჩქარით მიჰქრის. ის ან თავ-
ზეხელაღებულია, ან უბრალოდ, დაავიწყდა, რომ მეოთხე სიჩ-
ქარეც არსებობს. ჰარი ეკითხება:
- აბა, როგორია ჯეიმი, გრძნობ მანქანას? თუ უკან დაბრუ-
ნება გინდა, აქვე ახლოს გადასახვევია.
- ჯეიმი, სჯობს, დავბრუნდეთ. ადამიანს სახლში ეჩქარება,
ვახშმის დროა უკვე, - შეწუხებული ხმით ამბობს გოგონა.
ჯეიმიმ გადასახვევთან სიჩქარეს უკლო. „პეისერი,“ ყველა-
ზე სულელური მანქანა მანქანებს შორის, თავდაყირა გადმოტ-
რიალებულ მინის აბაზანას რომ ჰგავს, მარცხნივ უხვევს ისე,
რომ გვერდით არ იყურება. მისი მძღოლი ჭრელ პერანგიანი

32
მკითხველთა ლიგა

მსუქანი იტალიელია. ჯეიმი ამაოდ ურტყავს ხელს საჭეს. სიგნა-


ლი არაა. „ტოიოტამ“ მართლაც უცნაური ადგილი მიუჩინა სიგ-
ნალს - საჭის დისკოს შიგნით, - ცერა თითით სულ ადვილად
მისაწვდომია. ჰარი უცებ საჭისკენ იწევს და ასიგნალებს. „პეისე-
რი“ თავის ზოლში ბრუნდება, მძღოლი მათ შეშფოთებით უც-
ქერს.
- ჯეიმი, შუქნიშანთან მარცხნივ შეუხვიე, ტრასა გადაკვეთე
და ისევ მარცხნივ გადი. - მითითებებს აძლევს ჯეიმის, გოგონას
კი უხსნის: - ეს გზა უფრო ლამაზია. - თითქოს ხმამაღლა ფიქ-
რობსო - კიდევ რა გითხრათ ამ მანქანაზე? უამრავი საკეტი
აქვს. ეს იაპონელები ერთმანეთის თავზე ცხოვრობენ და გიჟ-
დებიან საკეტებზე. ნუ გეცინებათ, ჩვენც მალე მივალთ აქამდე.
მმე, ალბათ, ვერ მოვესწრები, მაგრამ თქვენ აუცილებლად მო-
ესწრებით. როცა პატარა ვიყავი, აზრად არავის მოსდიოდა სახ-
ლის კარი ჩაეკეტვა. ახლა უკვე, ყველა, ჩემი შეშლილი ცოლის
გარდა, კარს რაზავს. თუმცა, მან რომ კარი ჩაკეტოს, მე გასა-
ღებს დავკარგავ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მინდა იაპონიაში
წასვლა - „ტოიოტა“ თავის დილერებს სთავაზობს ხოლმე ჩას-
ვლას, მაგრამ კაცს გაცილებით მეტი მოგება უნდა ჰქონდეს,
რომ მოახერხოს - ისაა, რომ ჩემი თვალით ვნახო, როგორ კე-
ტავენ მუყაოს სახლებს. ესეც ასე. გასაღების გამოღება თუ გინ-
და, ამ ღილაკს უნდა დააწვე. საბარგული ამ ბერკეტის გამოწე-
ვით იღება. ბენზინის ავზის თავსახური რომ გასაღებით იკეტება,
უკვე გითხარით. ხომ არ გაგიგიათ არდმორდში ამ დღეებში რა
მოხდა? ერთი ქალი ბენზინის რიგში ურიგოდ შეძვრა და მის
უკან კაცი ისე გაცოფდა, თავისი ბაკის თავსახური დაახურა ამ
ქალის მანქანის ავზს, ისე, რომ ამ ქალს რიგი რომ მოუწია, ვერ
მოხსნა. ისე წავიდა, ბენზინი ვერ ჩაასხა. კარგად მიიღო ძუკნამ,
მე თუ მკითხავთ.

33
მკითხველთა ლიგა

მათ ორჯერ შეუხვიეს მარცხნივ და ახლა უკვე ჯაჯის მთაზე


ამავალ გზას დაადგნენ. მინდვრები ისე ახლოს მოდიან, რომ
წითლად მოკაშკაშე მიწის ხნულები ჩანს. აქ, 111-ე გზატკეცილ-
ზე ჩამწკრივებულ ულტრათანამედროვე საწარმოებთან შედა-
რებით „გერმანული საბნები“ და „პიეი, გაზონების საკრეჭები,“
გეგონება, წინა საუკუნიდან გადმოვიდნენო. ამასობაში მთის
წვერს მიაღწიეს, საიდანაც ბრუერის მონაცრისფრო--
სპილოსფერი ბენზინგასამართი სადგურები და მთის ფერდობ-
ზე შეფენილი აგურისფერი სახლების რიგები გამოჩნდა. ბაჭია
ბედავს და გოგონას ეკითხება - აქედან ხართ?
- არა, გალილეიდან. დედაჩემს იქ ფერმა აქვს.
„დედას რუთი ხომ არ ჰქვია?“ როგორ უნდა ჰარის,
შეეკითხოს გოგოს, მაგრამ თავს იკავებს, ეშინია, არ დააფ-
რთხოს და თავადაც, ჟრუანტელის მსუბუქი რხევები გასაქრო-
ბად არ ემეტება, დიდია შესაძლო კავშირის ცდუნება. ბაჭია ცდი-
ლობს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს და ცალი თვალი
მაინც შეავლოს გოგოს, ნახოს, მართლა სარკესავითაა მისი
ქათქათა კანი თუ არა. იქნებ, ცისფერი უმანკოება გოგონას თვა-
ლებში მას ეკუთვნის, მაგრამ თავისი ტლანქი სხეული და ეს
ოხერი ვიწრო მანქანა ხელს უშლის.
- „ფილადელფიელების“ თამაშს უყურებ, ჯეიმი? ნახე, გუ-
შინ შვიდით ნული როგორ წააგეს? საერთოდ, ბოვას ასეთი შეც-
დომები არ მოსდის ხოლმე. - ბიჭს მიმართავს ჰარი.
- ბოვა ის არაა, დიდ ფულს რომ უხდიან?
ჰარი უკვე იმაზე ფიქრობს, რაც შეიძლება მალე როგორ
გაათავისუფლოს „ტოიოტა“ ამ იდიოტისგან. ყველა მოსახვევში
გრძნობს, როგორ ჩადის საბურავები ასფალტში და როგორ იზ-
რდება რაღაც საიდუმლო მასში. ეს მარცვალს ჰგავს, რომელიც
ნიადაგში ხვდება, შეუმჩნევლად ეჭიდება მიწას და მისი შეჩერე-

34
მკითხველთა ლიგა

ბა უკვე შეუძლებელია - აუცილებლად მიიღებს იმ ფორმას,


რისთვისაც შექმნილია, რაც ბედისწერით აქვს განსაზღვრული,
ეს ისევე გარდაუვალია, როგორც ჩვენი სიკვდილი.
- მგონი, როუზზე ამბობ. - ამბობს ბაჭია. - თუმცა, მანაც
დიდი ვერაფერი შეძლო. ამ წელს ისინი ვერაფერს მიიღებენ.
წელს პიტსბურგის გუნდი, „მეკობრეები“ თუ „ფოლადის ბიჭები“
მიდიან კარგად, სულ იგებენ. ყვითელი რომ აციმციმდება, აი,
აქ შეუხვიე, აქ ასმეთერთმეტეს კვეთ და ჩვენს ოფისთან მიხვალ
უკანა მხრიდან. აბა, რა განაჩენი გამოიტანა სასამართლომ?
გვერდიდან ბიჭს აღმოსავლური იერი დაკრავს: ფართო
ყვრიმალები წითელ ყურსა და წითელ ცხვირს შორის, ოდნავ
შეშუპებული, ელვარე, არაფრისმთქმელი თვალები. ჰარი, ყო-
ველთვის მიაჩნდა, რომ მიწაზე მომუშავე ადამიანები ძუნწები
არიან.
- რა ვიცი, ხომ ვთქვი, უბრალოდ, დათვალიერება გვინ-
დოდა. - ამბობს ჯეიმი - ჩვენთვის ეს მანქანა ძალიან პატარაა,
თქვენ ალბათ უკვე მიეჩვიეთ.
- ხომ არ გინდა, „კორონაც“ ნახო? ამის მერე სასახლედ
მოგეჩვენება, არადა, ვერც კი დაუშვებ, რომ მხოლოდ ორი სან-
ტიმეტრითაა განიერი და ხუთი სანტიმეტრით გრძელი. - თავად
უკვირს, როგორ უცვივა პირიდან ეს სანტიმეტრები. კიდევ ხუთი
წელი და იაპონურადაც ალაპარაკდება. – მაგრამ უკეთესია, თუ
საკუთარ მოთხოვნებს შეამცირებ, - ეუბნება ჯეიმის - უზარმაზა-
რი გემების დრო წავიდა. ხალხს მათი გაყიდვა უნდა, მაგრამ
თავიდან ვეღარ იშორებს. ზოგი ბითუმად მოვაჭრეებს აბარებს,
ისინი კი, თავის მხრივ, მათ ვიტრინაში ფენენ. ხუთასი დოლარი
რომ მოგცე შენს ჯართში, დიდი პატივისცემა იქნება, დამიჯერე.
ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს დავეხმაროთ. იმ ქვეყანაში, სადაც
თქვენისთანა ახალგაზრდა წყვილს შესაძლებლობა არა აქვს

35
მკითხველთა ლიგა

კარგი მანქანა ან საკუთარი სახლი იყიდოს, საიმედო აღარაფე-


რია. ეს სისტემა ხალხის ნდობას აუცილებლად დაკარგავს, თუ
ადამიანი სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზეც კი
ვერ შეძლებს ფეხის მოკიდებას. თუ ასე გაგრძელდა და არაფე-
რი გამოსწორდა, სამოციანი წლები სამოთხედ მოგვეჩვენება.
ავტოსადგომზე მანქანის ბორბლებს ქვეშ კენჭები წკარუ-
ნობს. ბიჭი მანქანას თავის ადგილას აყენებს და ვერაფრით
პოულობს ღილაკს, რომ გასაღები გამოაძროს. ჰარი ღილაკზე
მიუთითებს. გოგონა წინ იხრება, ერთი სული აქვს, მანქანას თა-
ვი დააღწიოს. მისი სუნთქვა ჰარის მაჯაზე უფერო თმას არხევს,
მას პერანგი ზურგზე აქვს მიწებებული. სამივე ისე გადმოდის
მანქანიდან, რომ წელში ძლივს იშლებიან. მზე ისევ ისე კაშკა-
შებს, მაგრამ ცაზე ღრუბლები ჩნდება და ჰარის უკვე ეჭვი ეპა-
რება, რომ ხვალ გოლფის თამაშს შეძლებს.
- კარგად გავისეირნეთ. - ამბობს ჰარი. აშკარაა, რომ
ჯეიმი ამ მანქანას არ იყიდის. – ერთი წუთით შემოდით, ბუკლე-
ტებს მოგცემთ.
შიგნით, დარბაზში, მზე პირდაპირ ქაღალდის პლაკატს
ანათებს და ასოებს აფერმკრთალებს... სტავროსის კვალიც არ-
სად ჩანს. ჰარი ბიჭს თავის სავიზიტო ბარათს უწვდის, სადაც წე-
რია „უფროსი“ და მომხმარებელთა შთაბეჭდილების წიგნში ჩა-
ნაწერის გაკეთებას სთავაზობს.
- ხომ გითხარით... - იწყებს ბიჭი.
ჰარის მოთმინების ძაფი უწყდება.
- ეს არაფერს გავალდებულებთ, - ამბობს ის. – „ტოიოტა“
საახალწლოდ მისალოც ბარათს გამოგიგზავნით. მე მივწერ
მათ თქვენს კოორდინატებს. სახელი ჯეიმსი?
- ნუნმახერი, - ამბობს დამფრთხალი ბიჭი და გვარს ასო--
ასო კარნახობს. გალილეი, საფოსტო ყუთი ნომერი ორი.

36
მკითხველთა ლიგა

წლების განმავლობაში ჰარის კალიგრაფია გაუფუჭდა,


გრძელი ხელი უკანკალებს, თუმცა არც ისეთი გრძელი ხელები
აქვს, რომ ამის გამო ვერ დაინახოს, რას წერს. სათვალე კი
აქვს, მაგრამ პატივმოყვარეობა არ აძლევს უფლებას სხვების
დასანახავად გაიკეთოს.
- ესეც ასე, - ამბობს ის და განგებ დაუდევრად მიმართავს
გოგონას: - და თქვენ, ახალგაზრდა ქალბატონო? როგორ
მოგმართოთ? იმავე გვარით?
- არა, - იცინის გოგონა - ჩემი გვარი არ არის საჭირო.
ცივ თვალებში გამბედაობა უელავს. როგორც ჩანს, ქალუ-
რი ალღო არ ღალატობს, ეძახე შენ სულელი და შტერი. როცა
ადამიანს პირდაპირ უყურებს, თვალებიდან რაღაც ძალიან სექ-
სუალური გამოსჭვივის. ქუთუთოების ქვეშ უძილობის კვალი ეტ-
ყობა. ცხვირი არცთუ მაინცდამაინც სწორი აქვს.
- ჯეიმი ჩემი მეზობელია, უბრალოდ, სასეირნოდ გამოვყე-
ვი. ჩემთვის საზაფხულო კაბის ყიდვა მინდოდა „კროლში“, თუ
დრო გვეყოფოდა.
რაღაც ღრმად ჩაფლული გაბრწყინდა მზის სხივებში. მზე
იმ თაროს მიადგა, სადაც „სფრინგერ-მოტორსის“ მომხმარებ-
ლებისთვის განკუთვნილი პრიზები დგას - მსუბუქ თეთრ ლი-
თონზე ოვალური გამოსახულებები ბრწყინავს. „შენი სახელი
შენთვის დაიტოვე, პატარა ძუკნა, - ჩვენ ჯერ კიდევ თავისუფალ
ქვეყანაში ვცხოვრობთ.“ მაგრამ გოგონამ ხომ იცის ჰარის სახე-
ლი. მან მისი სავიზიტო ბარათი ჯეიმის ფართო წითელი თათი-
დან აიღო და ახლა მისი ბავშვივით აციმციმებული თვალები ბა-
რათიდან მის სახეზე ხტებიან და შემდეგ იმ კედელზე, სადაც
ძველი, გაყვითლებული, დროისგან პურივით დაბრაწული აფი-
შებია გაკრული. გოგონა ეკითხება:
- თქვენ ცნობილი კალათბურთელი ხომ არ იყავით?

37
მკითხველთა ლიგა

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, მას მერე


ხომ უამრავი დრო გავიდა. ჰარი პასუხობს:
- ვიყავი, უხსოვარ დროს. რატომ მეკითხებით, გაგონილი
გაქვთ ჩემი სახელი?
- არა, - უდარდელად ტყუის დაკარგული დროიდან მოსუ-
ლი სტუმარი. - უბრალოდ, ისევ ისე გამოიყურებით.
როგორც კი ახალგაზრდები თავისი „ქანთრი სქვაერით“
დაზიანებული ამორტიზატორების გამო ნჯღრევა-ნჯღრევით მი-
დიან, ჰარი ტუალეტისკენ მიეშურება. მილდრედ კრაუსტის
ოთახის გვერდით, დერეფანში, რომელიც დიდი დარბაზისგან
დაბურული მინითაა გამოყოფილი, ჩარლის აწყდება. ჩარლიმ
ყველა კარი ჩარაზა და ახლა უკან, სადემონსტრაციო დარბაზში
ბრუნდება. ვიღაც მაინც ქურდბაცაცობს - აბა, რით აიხსნება
შეუსაბამოებები გაყიდვების პროცენტებში. ფული წყალს ჰგავს
ძირდაჩვრეტილ ვედროში, რამდენიც გინდა ასხი, მაინც ვერ
გააჩერებ.
- გოგო როგორ მოგეწონა? - ეკითხება ჰარი, როცა დარ-
ბაზში დაბრუნდნენ.
- ჩემი თვალებით გოგოებს ვეღარ ვხედავ და რომც ვხე-
დავდე, ჩემი ჯანმრთელობის გადამკიდე, რა აზრი აქვს. მგონი
ძალიან ტლანქი და შტერი გოგოა, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება.
ფეხებიც მეტისმეტად გრძელი აქვს.
- რაც გინდა იყოს, იმ ბიჭზე შტერი არაა. - ამბობს ჰარი -
ღმერთო, როცა ვხედავ, ვის გადაეკიდებიან ხოლმე ეს გო-
გოები, ტირილი მინდება.
სტავროსი წარბებს მაღლა წევს.
- მართლა? შეიძლება პირიქითაცაა. - ის თავის მაგიდას-
თან ჯდება. - მენიმ გითხრა „ტორინოს“ შესახებ, გასაყიდად რომ
გვაქვს?

38
მკითხველთა ლიგა

მენი მომსახურების განყოფილებას ხელმძღვანელობს -


პატარა, მოკუზული კაცია, ცხვირზე უამრავი შავი წერტილით,
თითქოს ამ ცხვირით თავის ყოველდღიურ ჭუჭყიან საქმეებში
იქექებაო. რა თქმა უნდა, ის ჰარის მიმართ თავის აღშფოთებას
არ მალავს - დაქორწინდა სფრინგერის ქალიშვილზე, ახლა
უდარდელად მიდი-მოდის სადემონსტრაციო დარბაზში და ამ
ჯაბახანა „ტორინოს“ გასაყიდად იღებს.
- მითხრა, რომ წინა საბურავები გასასწორებელია.
- სიმართლე გითხრა, ის ფიქრობს, რომ სარქველებია გა-
მოსაცვლელი. გარდა ამისა, ამბობს, რომ მეპატრონემ სპიდო-
მეტრი მოხსნა.
- რა მექნა, მეპატრონეს ცნობარი ჰქონდა თან. მე რომ
იმაზე ნაკლები გადამეხადა, ვიდრე ცნობარშია მითითებული,
რა თქმა უნდა, „დიფენდორფერი“ ან „ფაიქ-პორშე“ მთლიან
თანხას გადაუხდიდნენ.
- მენისთვის უნდა გეთქვა, შეემოწმებინა, - ერთი შეხედვით
გეტყოდა, რომ ის მანქანა ომგამოვლილი იყო. იმასაც ნახავდა,
რომ სპიდომეტრი ადგილზე არ ჰქონდა, ჰოდა, ეგ ნაბიჭვარი
მაშინვე უკან დაიხევდა და ფასსაც დააგდებდა.
- კი, მაგრამ, მენის არ შეუძლია, როგორმე გაამაგროს სა-
ბურავები, რომ ვიბრაცია შეუმჩნეველი გახდეს?
სტავროსი აუჩქარებლად აწყობს ხელებს თავის
ზეთისხილისფერ-მწვანე მაგიდაზე.
- საქმე ისაა, მოინდომებს თუ არა. ის კლიენტი, ვისგანაც
ეს „ტორინო“ აიღე, ცხვირსაც კი აღარ შემოყოფს აქ. აი, ნახავ.
- და რას მირჩევ?
- მინიმალურ ფასად მიყიდე „ფორდს“ ფოთსვილში. შეგიძ-
ლია, ცხრაასი დოლარი მოიგო. გირჩევნია, ორას დოლარს
შეელიო, ვიდრე მენი უფრო გააღიზიანო. - პასუხობს ჩარლი.

39
მკითხველთა ლიგა

- მგონი, მართალი ხარ. - ბაჭიას ერთი სული აქვს, შენო-


ბიდან გავიდეს, საღამოს სიგრილეში გაისეირნოს და თავის ქა-
ლიშვილზე იოცნებოს. - ჩემი ნება რომ იყოს, ყველა ამერიკულ
მანქანას საბითუმო ფასად გავყიდდი. ზანგებისა და იტალიელე-
ბის გარდა ისინი აღარავის აინტერესებს. და ერთ მშვენიერ
დღეს ისინიც გამოფხიზლდებიან.
ჩარლი არ ეთანხმება:
- არა, მეორად მანქანებზე ჯერ კიდევ შეიძლება კარგი ფუ-
ლის გაკეთება, თუ იცი, რომელ მანქანებზე იმუშაო. ფრედი ყო-
ველთვის ამბობდა, რომ ყველა მანქანას ადრე თუ გვიან თავი-
სი კლიენტი გამოუჩნდება, ოღონდ, არ უნდა გქონდეს იმაზე
ძვირად გაყიდვის იმედი, ვიდრე თავად გადაიხდიდი ნაღდი ფუ-
ლით. უნდა გახსოვდეს, რომ ეს ცოცხალი ფულია. ციფრებიც
თავისთავად ფულია, მაშინაც კი, თუ ხელში „მწვანეები“ არ გი-
ჭირავს. - ის უკან იწევა, მისი სავარძელი ახლა მხოლოდ უკანა
ფეხებზე დგას. ოფლიან ხელისგულებს მაგიდაზე უცნაური
ჭრიალით დიდი გაჭირვებით მიასრიალებს, - როცა სფრინგერ-
თან სამოცდასამში მოვედი, მხოლოდ მეორად ამერიკულ მან-
ქანებზე ვმუშაობდით. მაშინ აქ, სანაპიროდან ასე მოშორებით,
საზღვარგარეთულ მოდელს თვალსაც ვერ მოჰკრავდი. მანქა-
ნები პირდაპირ ქუჩიდან შემოჰყავდათ, ჩვენ მათ ვღებავდით და
ვაახლებდით. აარც ერთი მწარმოებელი არ გვკარნახობდა ფა-
სებს - მინაზე ფასს საპარსი ქაფით ვაწებებდით და თუ ერთ კვი-
რაში არ გაიყიდებოდა, ახალ ფასს ვამაგრებდით. არანაირი იმ-
პორტის გადასახადები, არანაირი ინფლაციის მიხედვით გადა-
ანგარიშება, ეს იყო უბრალოდ - ქურდის ქურდი ცხონდაო.
მოგონებები. საწყენია, რომ ჩარლი მხოლოდ მოგონებე-
ბით ცხოვრობს. ჰარი იცდის, ვიდრე ჩარლი რეალობას დაუბ-
რუნდება და თითქოს ისე, სხვათა შორის ეკითხება:

40
მკითხველთა ლიგა

- ჩარლი, როგორ ფიქრობ, ქალიშვილი რომ მყავდეს,


როგორი იქნებოდა?
- მახინჯი. - პასუხობს სტავროსი. - ყურცქვიტა ბაგის მსგავ-
სი.
- კარგი იქნებოდა ქალიშვილი მყოლოდა, არა?
- ეჭვი მეპარება. - ჩარლი მაგიდიდან ხელისგულებს იღებს
და მისი სავარძელი ბრახუნით ეშვება წინა ფეხებზე - ნელსო-
ნისგან რა ისმის?
ჰარი ღიზიანდება. - მადლობა ღმერთს, არაფერი, - ამ-
ბობს ის. - ის ბიჭი არაფერს იწერება. ბოლოს რაც გაგვაგებინა,
ის იყო, რომ კოლორადოში ატარებს ზაფხულს თავის გოგოს-
თან ერთად. - ნელსონი ოჰაიოში, კენტის სახელმწიფო უნივერ-
სიტეტში სწავლობს და რადგან მისი სწავლის ფული მთლიანად
გადახდილია, არცთუ ისე გულმოდგინედ. კიდევ ერთი წელი
დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში უკვე ოცდაორი
წელი შეუსრულდა.
- ვინაა ის გოგო?
- ვინ იცის, მის გოგოებს მე ვერ ვაკონტროლებ, ყოველი
ახალი გოგო წინაზე უცნაურია. ერთი - ლოთი თინეიჯერი იყო,
მეორე - კარტზე მკითხავი, მგონი ვეგეტარიანელიც, თუ ვეგე-
ტარიანელი კიდევ სხვა იყო, აღარ მახსოვს. მგონი, სპეციალუ-
რად ჩემს ჯიბრზე არჩევს ასეთებს.
- ხელი ნუ ჩაიქნიე ბიჭზე, გახსოვდეს, რომ მხოლოდ ის
გყავს.
- ღმერთო ჩემო, რა აზრები გაქვს.
- სახლში წადი. მე სამუშაო მაქვს კიდევ, ყველაფერს მე
დავკეტავ.

41
მკითხველთა ლიგა

- კარგი, ვნახავ ერთი, ჯენისმა ამჯერად რა დაწვა ვახშმად.


არ გინდა ბედი სცადო და შემოგვიარო? გაეხარდება შენი ნახ-
ვა.
- გმადლობ, მაგრამ ანა მოუ მელოდება. - დაჩაჩანაკებუ-
ლი დედამისი მასთან გადავიდა საცხოვრებლად, აიზენჰაუერ
ავენიუზე.
ესეც აერთიანებთ ჰარის და ჩარლის, ჰარი ხომ სიდედ-
რთან ერთად ცხოვრობს.
- კარგი, ასე იყოს. თავს გაუფრთხილდი, ჩარლი. ორშაბა-
თამდე.
- თავს გაუფრთხილდი, ჩემპიონო.
გარეთ დღე ჯერ კიდევ ოქროსფერია. თუ გავითვალისწი-
ნებთ, ჰარიმ უკვე რამდენი წელი გადააგორა, მისთვის კარგად
ნაცნობი ოქროსფერი დღე დგას. რამდენი ზაფხული მოსულა
და წასულა. რამდენი ჩახჩახა ზაფხული ახსოვს გახუნებული.
ყველას გულში ინახავს, თუმცა, მაინც არ იცის იმ მცენარეების
სახელები, რომელიც ზაფხულში რიგრიგობით ყვავის. არც იმ
მწერების სახელები იცის, რომელიც, ასევე ყველა, თავისი რი-
გის მიხედვით ჩნდება, ცხოვრობს და კვდება. სამაგიეროდ, მან
იცის, რომ ივნისში სკოლის არდადეგები იწყება და სათამაშო
მოედნები იხსნება. თუ კაცი ხარ, ბალახი წამდაუწუმ უნდა გაკ-
რიჭო, თუ ბავშვი ხარ, მაშინ, როცა თბილ სამზარეულოში ვახ-
შმის წინ მშობლები ჭურჭელს აწკარუნებენ, შეგიძლია გარეთ
ითამაშო, სადაც უცებ აღმოაჩენ, რომ ჯერ კიდევ ცისფერი ცი-
დან მთვარე შენს მხარზე მოკალათებულა, იქიდან იჭყიტება,
მუხლებზე კი დრუნჩა ბაბუაწვერა მისტიკურად გაგჩენია. იღ-
ბლიანია. მანქანებით ვაჭრობა ივნისში პიკს აღწევს. ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ მანქანების ისეთი დილერი, როგორიც ჰარია, რომ-
ლის მაღაზიიდანაც წელიწადში სამასი მანქანა გადის, ივნისში

42
მკითხველთა ლიგა

ოცდახუთი მანქანით მეტს ყიდის, აქედან ოცდაერთი უკვე გაყი-


დულია და კიდევ ექვსი დღეა დარჩენილი. საშუალოდ, რვაასი
დოლარი მოგება გავამრავლოთ ოცდახუთზე, უდრის ოცი
ათასს გამოკლებული ოცდახუთი პროცენტი სახელფასო და
საპრემიო თანხა, რჩება თხუთმეტი ათასს გამოკლებული, სად-
ღაც, ათსა და რვას შორის სხვა ხელფასებისთვის, მაგალითად,
იმ ლამაზი ძუკნებისთვის, სულ რომ იცვლებიან ბუღალტე-
რიაში. რამდენიმე წლის წინ, ერთი იყო, პოლონელი, სისი ერ-
ქვა, დერეფანში ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და ლაზღან-
დარობდნენ. კიდევ ქირა, რომელსაც „სფრინგერ-მოტორსი“
თავის თავს უხდის. მოხუცი სფრინგერი არასოდეს ენდობოდა
ბანკებს, მას უნდოდა თავისი ქონება თავად ემართა, მაგრამ მა-
საც კი მოუწია ერთხელ გირაოს გადახდა. დღეს ბანკში უკვე
ისეთი პროცენტებია, რომ ახალბედა ბიზნესმენს დაუნდობლად
ახრჩობს. ბრუერის საკრედიტო ბანკი, „ბრუერ ტრასტ ბანკი“, რა
ხანია, ორნიშნა ციფრიანი პროცენტით იძლევა კრედიტს. ოცი
პროცენტიდან უკან მხოლოდ ორი-სამი პროცენტი გიბრუნდება
და ზარალის ანაზღაურებაზე არავინ ფიქრობს. სახელმწიფო
საგადასახადო სამსახური ამას შემოსავლების დაბეგვრას უწო-
დებს და ღმერთმა უწყის, რამდენი დაჯდება ელექტროენერგია,
რომელსაც დიაგნოსტიკური კომპიუტერი San-2001 მოიხმარს.
ამ კომპიუტერის დადგმა მენის ახირებაა, ელექტროინსტრუმენ-
ტებით უკვე ჭანჭიკსაც კი ვერ მოუჭერ საბურავზე, მაინცდამაინც
პნევმატური იარაღი უნდა იყოს. რ-რ-რ-რ-რ. მადლობა
ღმერთს, რამდენიმე თვე საშინელი სიცხისგან სულს მოითქვამს
კაცი. ჯანდაბა ამ არაბებს, კედელთან მიგვაყენეს. ეს მექანიკო-
სები კი თავის სამუშაო კომბინიზონებზე სვიტერს არ იცმევენ.
ყველაზე საშინელება მაინც ეს ახალგაზრდა მექანიკოსები არი-
ან - აცხადებენ, რომ ყინვისგან თითებში მგრძნობელობას კარ-

43
მკითხველთა ლიგა

გავენ. ჯანმრთელობის დაზღვევა ნამდვილი ძარცვაა, სულ უფ-


რო და უფრო მეტს გახდევინებენ. საავადმყოფოებში კი ხალხს
სიკვდილს არ ანებებენ მაშინაც კი, როცა რეალურად ისინი უკვე
დიდი ხანია ცოცხლებში აღარ წერიან. თვითონ რა ენაღვლე-
ბათ, არხეინად ცხოვრობენ, მაგრამ აბა, ვის კისერზე გადადის
უფასო სამედიცინო დახმარება? ვის ხარჯზე? და რეკლამა? ხში-
რად ფიქრობს, ღირს თუ არა. სადღაც წაიკითხა ამას წინათ,
რომ ჟურნალების კითხვის ჩვევა ჟურნალებით მოვაჭრეებს
მთლიანი შემოსული თანხიდან ერთ-ნახევარი პროცენტის მო-
გებას აძლევს, მაგრამ თუ საკვირაო გაზეთში ავტომობილების-
თვის დათმობილ გვერდებს გადავხედავთ, იქ ისეთი ქაოსია,
ძაღლი პატრონს ვერ ცნობს. არადა, როგორც მოხუცი სფრინ-
გერი ამბობდა, მხოლოდ ფასების მითითება და იმ ავტოდილე-
რების გვარების ჩამოწიკწიკებაა საჭირო, რომლებსაც ყველა
ხედავს „როტარიში“ ან რესტორნებში, ან ქალაქგარეთ კლუბებ-
ში. სადაც სამართალია, იქ გაწეული ხარჯები ფირმამ უნდა
აუნაზღაუროს. ხელფასი, რასაც თავის თავს უხდის, კვირაში
ოთხას სამოცდაათი დოლარი, ოფიციალური კოსტუმების ფა-
სების გაუთვალისწინებლად აქვს დანიშნული, არადა, წელი-
წადში ოთხი ახალი მაინც სჭირდება, რომ მუდამ ღირსეულად
გამოიყურებოდეს, თანაც „კროლის“ ფირმის კოსტუმებს კი
აღარ ყიდულობს! თავი მოაბეზრა იმ გამყიდველმა, სანტიმეტ-
რით რომ უზომავს წელს და ეუბნება, რომ ძალიან გასუქდა. ვებ
მერქეთმა ერთი პატარა მაღაზია იცის, ფაინ სთრითზე, სადაც
ისეთი უზადო კოსტუმები აქვთ, თითქოს შეკვეთით შეგიკერესო
და კიდევ, საკუთრების გადასახადი და მინის აბრა გარეთ, რო-
მელსაც ბავშვები გამუდმებით ქვებს და ქილებს ესვრიან. ჯობს,
ისევ ხის აბრებს დავუბრუნდეთ, მაგრამ „ტოიოტას“ თავისი
სტანდარტები აქვს. ჰო, რაზე გაჩერდა... ვთქვათ, თუ ჩავ-

44
მკითხველთა ლიგა

თვლით, რომ ყოველთვიური გასავალი დაახლოებით ცხრა


ათასია, ეს ნიშნავს, რომ ოთხი ათასი სუფთა მოგებაა. თუ კიდევ
ათასს ინფლაციის, წვრილ-წვრილი დანახარჯების, წვრილი ბა-
ცაცობის და სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც გამოვაკ-
ლებთ, სამი ათასი რჩება. აქედან ათას ხუთასი დედიკო სფრინ-
გერს, მეორე ათას ხუთასი კი მას და ჯენისს და კიდევ ორი ათა-
სი ხელფასი; ცხონებული მამამისი კი ყოველ დილას რვის
თხუთმეტ წუთზე, კვირაში ორმოცი დოლარისთვის, სტამბაში
დადიოდა და მაშინ ეს სულაც არ იყო ცუდი ხელფასი. ნეტავ,
რას იტყოდა მამა, ახლა რომ დაენახა ჰარი, ასეთი მდიდარი.
მისი 1978 წლის ხუთკარიანი ლუქსი „კორონა“ თავის ად-
გილზე დგას. ფერს ჰქვია „წითელი მეტალი“, მაგრამ უფრო ყა-
ვისფერი ეთქმის, სამი დღის წინანდელი პომიდვრის სუპის ფე-
რი. თუ იაპონელებს რაიმე ნაკლი აქვთ, ესაა ფერები. მათი
„სპილენძისფერი მეტალი“ ჰარისთვის უფრო ყავისფერია,
კრეოზოტის ყავისფერი. „მწვანე მეტალი“ უფრო ციანიდის
ფერს ჰგავს და რასაც ისინი კრემისფერს უწოდებენ, ჰარისთვის,
უბრალოდ, ლიმონისფერია. ომის დროს ბევრი კომიქსი იყო,
სადაც იაპონელებს სქელმინიან სათვალეში ხატავდნენ - და ჰა-
რის უკვე სჯერა, რომ იაპონელები არცთუ ისე კარგად არჩევენ
ფერებს. მათი ფერები სადღაც ცისარტყელას ზოლებს შორის
ხვდება. ყველაფრის მიუხედავად, მისი „კორონა“ მაინც მოხერ-
ხებული მანქანაა. დიდი, მყარი, რბილად სატრიალებელი საჭე,
მოხერხებული უსაფრთხოების ღვედი, ქარხნულად ჩამონტაჟე-
ბული AM/FM/MPX
ტალღების რადიომიმღები, ხმის ოთხი გამაძლიერებ-
ლით. რადიოს მოსმენა ძალიან უყვარს. როცა ბრუერში დაქ-
რის, ფანჯრებს ბოლომდე ხურავს, ვენტილაციას რთავს და მან-
ქანის ოთხივე კუთხეში, თითქოს დისკოტეკის დარბაზიაო, ხმის

45
მკითხველთა ლიგა

გამაძლიერებლებში საცეკვაო მუსიკას მთელ ხმაზე აღ-


რიალებს. ენერგიულია თუ წყნარი, მუსიკა ბაჭიას იმ დროს ახ-
სენებს, რადიოს რომ უსმენდა, როცა ჯერ კიდევ მოსწავლე
იყო. „რა შორსაა მთვარე“ ახსენდება, სადაც კლარნეტი ასე მაგ-
რად უბერავს. ამ სიმღერას მაშინ „ძირტკბილას ჩხირს“ ეძახ-
დნენ. და კიდევ „ვითომ „რიწში“ ხარ“, - ესაა ქალაქური მუსიკა,
სამოციანი წლების ქანთრი მუსიკისგან სრულიად განსხვავებუ-
ლი. ამ მუსიკას ერთადერთი მიზანი აქვს - დროში უკან გადა-
გისროლოს და იმაზე უკეთესი გაგხადოს, ვიდრე სინამდვილეში
ხარ. ჰარის მოსწონს ეს ყველაფერი - ეს შავი გოგოები, ელექ-
ტრონული მუსიკის გრუხუნის ქვეშ წვრილი, ზარივით წკრიალა
ხმებით უაზრო სიტყვები რომ გამოჰყავთ; თვალწინ უდგას ისი-
ნი: ალბათ ყველანი დეტროიტიდან არიან, ბრჭყვიალა კაბები
აცვიათ, კაბების ფერს დისკოს ბზრიალა ფერად-ფერადი შუქი
უცვლით, მათი თაყვანისმცემლები კი დღე და ღამე კონვეიერზე
მუშაობენ. ალბათ ერთხელ აუცილებლად უნდა წავიდნენ ის და
ჯენისი დისკო კლუბში ასმეთერთმეტე ტრასაზე. აგერ, მარტო
დღეს რამდენჯერ ჩაუარა გვერდით, არადა, შესვლას ვერასო-
დეს ბედავს. წარმოდგენით კი წარმოუდგენია ეს ფერადი გო-
გოები, ბზრიალა შუქი, მაგრამ ყველაფერი სადღაც ცალ--
ცალკე მიფრინავს. სკოტი ახსენდება. ათი წლის წინ გამოეცხა-
და ეს პატარა შავი ადამიანი და კაცმა არ იცის, რამდენი ხანი
ცხოვრობდა მასთან და ნელსონთან ერთად. მერე მოკვდა. ეს
ამბავი ჰარიმ ამ აპრილს შეიტყო. ვიღაცამ მას გაზეთიდან ამო-
ნაჭერი ანონიმურად გამოუგზავნა. უცნობს ეს ამონაჭერი უბრა-
ლო, გრძელ კონვერტში ჩაედო, ისეთში, ყველა ფოსტაში რომ
იყიდება. მისამართიც ბურთულიანი კალმით, ბეჭდური ასოებით
დაეწერა, ისე, ბუღალტრები და სკოლის მასწავლებლები რომ

46
მკითხველთა ლიგა

წერენ. ამონაჭერზე ჰარიმ ბრუერის „ვათ“-ის შრიფტი მაშინვე


იცნო. ის ხომ იქ ოდესღაც ტექსტისამკრებად მუშაობდა.
„ფილადელფიაში მოკლულია ჩვენი ქალაქის ყოფილი
მცხოვრები.
ჰუბერტ ჯონსონი, ბრაუერის ყოფილი მცხოვრები, ფილა-
დელფიის მუნიციპალურ საავადმყოფოში ცეცხლსასროლი
იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რო-
გორც იუწყებიან, სასიკვდილო ჭრილობები მან ქუჩაში პოლი-
ციელებთან შეტაკებისას მიიღო“.
ინფორმაციის თანახმად, ჯონსონმა პირველმა გაუხსნა
ცეცხლი პოლიციელებს, რომლებიც რელიგიური კომუნის მიერ
სანიტარული ნორმებისა და საბინაო წესების დარღვევის საქმეს
იძიებდნენ. აღნიშნულ კომუნას სათავეში ჯონსონი ედგა. მის
„განმათავისუფლებელი მესიის ოჯახში“ გაერთიანებული იყვნენ
როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი ოჯახები და მარტოხე-
ლა ახალგაზრდები. გვიან ღამემდე ღრეობისა და გამომწვევი
ქცევების გამო მეზობლები მათ პოლიციაში უჩიოდნენ. „განმა-
თავისუფლებელი მესიის ოჯახს“ კოლუმბია ავენიუზე ედო ბინა.
„იძებნება ჯონსონი

47
მკითხველთა ლიგა

იძებნება ჯონსონი, რომელიც ბოლო დროს ფლამ


სთრითზე ცხოვრობდა და ცნობილია სახელით „სკოტი“. ის ასე-
ვე, იყენებს გვარს „ფარნსოურთი“. ადგილობრივი პოლიცია
ადასტურებს, რომ ის იძებნება მოსახლეობის მრავალრიცხოვა-
ნი საჩივრების საფუძველზე.
ფილადელფიის პოლიციის ლეიტენანტმა რომან სურფიც-
კიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას და მის თა-
ნამშრომლებს საპასუხო სროლის გარდა, სხვა გზა არ ჰქონ-
დათ. საბედნიეროდ, ორმხრივ სროლაში არც პოლიციელები
და არც კომუნის სხვა წევრები არ დაშავებულან.
ქალაქის მერმა, რომელსაც უკვე ვადა ეწურება და ასევე,
მისი აპარატის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს ამ საკითხზე
კომენტარის გაკეთებაზე. „ფაქტია, რომ ქალაქში ახლა უკვე
ნაკლები შეშლილია.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ლეიტენან-
ტმა სურფიცკიმ.”
კონვერტში არანაირი ბარათი არ იდო. ის, ვინც ეს გამო-
აგზავნა, როგორც ჩანს, ჰარის კარგად იცნობდა. რაღაც იცოდა
მის წარსულზე და თვალყურს ადევნებდა, ისე, როგორც ვითომ
ჩვენი მიცვალებულები გვადევნებენ ხოლმე თვალყურს. რა სი-
სულელეა! სკოტი მოკვდა. და ამ სამყაროში ერთი სინათლე
ჩაქრა, გაქრა გაბედულება, გაქრა იმედი, რომ დედამიწაზე რა-
ღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. სკოტს გული უგრძნობდა, რომ
ახალგაზრდა მოკვდებოდა. ბოლოს ჰარიმ ის ყანაში ნახა, სა-
დაც ნამჯებს შორის ყვავები ხორბალს კენკავდნენ. მაგრამ ეს
იმდენი ხნის წინ იყო, რომ ის აპრილის გაზეთის ამონაჭერი,
რომელიც ხელში ეჭირა, მასზე სხვა ნებისმიერ ახალ ამბავზე
მეტად არ მოქმედებდა და ვერც ამ და იმ ამონაჭრებს შორის
ხედავდა განსხვავებას, რომელიც მის ირგვლივ სადემონსტრა-
ციო დარბაზის კედლებზე ეკიდა. შინაგანად თანდათან შენ თვი-

48
მკითხველთა ლიგა

თონაც კვდები. ჰარის ის ნაწილი, რომელსაც სკოტი ჯერ კიდევ


ახსოვდა და უყვარდა, აცახცახდა და საბურველში გაეხვია.
მიუხედავად იმისა, რომ ის სხვა შავკანიანს ახლო არ იცნობდა,
სიმართლე რომ ითქვას, არანაირი შიში და დისკომფორტი არ
ჰქონია ამ დაუდეგარ, სიცოცხლისმოყვარულ და ცოტა არ
იყოს, აგრესიულ ადამიანთან, რომელიც ისე მოულოდნელად
გამოეცხადა, თითქოს ციდან ანგელოზი ჩამოფრინდაო. ძალი-
ან უცნაურია, რომ ჰარის მისი გადაჭარბებული ყურადღება არ
აღიზიანებდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას, ჰარის ისიც კი ეჩ-
ვენებოდა, რომ ის ამ ახირებულმა კაცმა სხვაგვარად დაინახა,
თითქოს რენტგენში გაატარა. ეჭვი არაა, სკოტი შეშლილი იყო,
გაუთავებელი და ზღვარგადასული მოთხოვნები ჰქონდა და ახ-
ლა, როცა მისი სიკვდილის ამბავი შეიტყო, ჰარი თავს გაცილე-
ბით მშვიდად გრძნობს.
როცა თავის ჩარაზულ და კარგად შეკრულ მანქანაში მო-
ხერხებულად ზის, ფანჯრებს იქით ერთობ პატივსაცემი ქალაქი
ბრუერი მუნჯი კინოს კადრებივით იშლება. ბაჭია მდინარის გას-
წვრივ, ქალაქის დასავლეთით, ასმეთერთმეტე გზატკეცილს მი-
უყვება, სადაც ის ოდესღაც სკოტთან ერთად ცხოვრობდა, შემ-
დეგ გზას უაიზერის ქუჩაზე აგრძელებს და ხიდს კვეთს. ახლა ამ
ხიდს სახელი შეუცვალეს და რომელიღაც გარდაცვლილი მე-
რის სახელი დაარქვეს. თუმცა, ახალ სახელს მაინც არავინ ეძა-
ხის. შემდეგ, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები, შადრევ-
ნები და არყის ხის ხეივანი თავიდან რომ აიცილოს, ჰარი გეზს
მესამე ქუჩისკენ იღებს. ქალაქის ცენტრის განახლების მიზნით,
დაგეგმარების სამსახურმა არყის ხეები უაიზერის ორ ყველაზე
დიდ კვარტალში დარგო. აქ სასაცილო ისაა, რომ მათ ორჯერ
მეტი ხე დარგეს, ვიდრე საჭირო იყო, იმ გაანგარიშებით, რომ
ნახევარი ვერ იხარებდა. ყველას გასაოცრად, თითქმის ყველა

49
მკითხველთა ლიგა

ხე გადარჩა და ახლა პირდაპირ შუა ქალაქში უზარმაზარი ტყეა


გაშენებული. ეს ადგილი ლოთებისა და მაწანწალების თავშე-
საფრადაა ქცეული და უამრავი ძარცვა და ყაჩაღობა ხდება. ჰა-
რი მარცხნივ, მესამე ქუჩაზე უხვევს და საცხოვრებელ სახლებსა
და ოფისებს შორის მისრიალებს, რომელთა უმეტესობა ოფ-
თალმოლოგიური კაბინეტია. რამდენიმე კვარტალის შემდეგ კი
მთავარ არტერიაზე, სახელად აიზენჰაუერ ავენიუზე გადის. აქ,
აიზენჰაუერ-ავენიუს ამ მონაკვეთში ძირითადად ძველი ქარხნე-
ბი და რკინიგზის ძველი დეპოებია. ბრუერი ქვანახშირმა და
რკინიგზამ შექმნა. ყველაფერი ამ ქალაქში, რომელიც ერთ
დროს პენსილვანიაში სიდიდით მეხუთე იყო, ხოლო ამ ბოლო
დროს მეშვიდეზე ჩამოვიდა, ყველა შენობა დახარჯულ ენერ-
გიაზე მეტყველებს: უზარმაზარი, საგულდაგულოდ აგებული
საკვამურები, საიდანაც კვამლი აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა არ
ამოსულა, თუჯის ბოძებზე მიმაგრებული ფარნები, რომელიც
მეორე მსოფლიო ომის მერე არავის აუნთია. უაიზერ სთრითის
მთელი ქვედა ნაწილი ჩამოფასებული საქონლით მოვაჭრეებს
უკავიათ და ერთადერთი ახალი ნაგებობა ვეებერთელა თეთრი
აგურით ნაგები უფანჯრო შენობაა - შონბაუმის დამკრძალავი
ბიურო. ყოფილი საფეიქრო ფაბრიკები, სადაც ახლა ჩამოფა-
სებული საქონლით ვაჭრობენ, აჭრელებულია ფერად-ფერადი
პლაკატებით: „ფაბრიკა - „ბაზრობა“, „აქ დოლარი ჯერ კიდევ
დოლარია“ და სხვა მსგავსი განცხადებებით. ეს უცნაური ადგი-
ლი თავისი გაუქმებული რკინიგზის ხაზებით, ძველი საბურავე-
ბისა და უვარგისი ვაგონების გროვით, ქალაქს გულში ჟანგიანი
ხანჯალივით აქვს ჩასობილი. ეს ყველაფერი წინა საუკუნეში
შექმნეს მათ, ვინც ახლა ტიტანებად გვეჩვენება, ვინც ყოველ-
დღიურ ცხოვრებაში შემოიტანეს აგური და რკინა, რაც დღემდე
ამ ქალაქის იერსახეს განსაზღვრავს, სახეს ქალაქისა, სადაც

50
მკითხველთა ლიგა

ერთადერთი ახალი ნაგებობები დამკრძალავი ბიუროები, სა-


ხელმწიფო დაწესებულებები, უმუშევართა ბირჟები და სამხედ-
რო კომისარიატებია.
რკინიგზის დეპოსა და მიწისქვეშა გადასასვლელის იქით,
მეშვიდე ქუჩასთან, რომელიც წუხელ დაიტბორა, აიზენჰაურ--
ავენიუ მკვეთრად მაღლდება. ამ ადგილას მკვიდრად ნაშენი
სახლების უბნებია, რომელიც გერმანელმა მუშებმა ააგეს თავი-
სი დანაზოგითა და კრედიტორთა ამხანაგობების დახმარებით.
პოლონელებსა და იტალიელებს აქ ზანგები და ლათინები
ავიწროვებენ. ისინი ჰარის ახალგაზრდობაში მდინარესთან, ქა-
ლაქის ქვედა ნაწილში დასახლდნენ. შავკანიანი ახალგაზრდე-
ბი, რომლებიც ისევ თავის მშობლიურ ენაზე აზროვნებენ, ახლა
ხილ-ბოსტნეულის ძველი სამკუთხა ფარდულებიდან იმზირები-
ან.
გაუჩინარებულმა თეთრმა ტიტანებმა, ზედა ქუჩებს, რო-
მელსაც აიზენჰაუერ-ავენიუ კვეთს და საიდანაც ადრე ბრუერი
მარაგდებოდა, ხილისა და სეზონების სახელები დაარქვეს: ზამ-
თარი, გაზაფხული, ზაფხული, თუმცა, ვერ ნახავთ შემოდგომის
ქუჩას. ოცი წლის წინ, სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ჰა-
რი ზაფხულის ქუჩაზე ერთ ქალთან ერთად, რომელსაც რუთ
ლეონარდი ერქვა. სწორედ იქ ჩაისახა გოგონა, რომელიც
დღეს ნახა, თუ ის მართლაც ის გოგონა იყო. ვერაფერს და
ვერსად გაექცევი, შენი ცოდვები - შენი შთამომავლები ყველგან
მოგაგნებენ. დისკო მუსიკას „ბი ჯისი“ ცვლის. - თეთრი კაცები,
რომლებმაც მოახერხეს და შავი ქალებივით ამღერდნენ. „არ
მოკვდე“ - საოცარი რიტმიკისა და უცნაური ტონალობის სიმღე-
რა, თითქოს ცხვირში დუდღუნებენო. როცა ტელევიზიით ჯონ
ტრავოლტას უჩვენებენ, ფონად ეს სიმღერა გასდევს. ბაჭიას
დღემდე მიაჩნია, რომ ტრავოლტა მისტერ კოთერის კლასში

51
მკითხველთა ლიგა

საუკეთესო იყო. წინა ზაფხულს მას მთელი ამერიკა ფეხქვეშ


გაეგო, თხუთმეტ წელს გადაშორებული ყველა გოგო ოცნებობ-
და, რომ ავტოსადგომზე ამ ყოფილი ფრიადოსნის მანქანის
უკანა სავარძელზე მოხვედრილიყო. ჰარის თავისი ქალიშვილი
გაახსენდა, როგორ იჯდა „კოროლას“ უკანა სავარძელზე შიშ-
ველი ფეხებითა და ლამის უკანალითაც. ნეტავ, თმა იმ ადგი-
ლებში დედამისივით წითური აქვს? - იმ ნაკეცში, სადაც ქალის
სრულყოფილება და სინაზე სულ რაღაც ერთი დუიმითაა და-
შორებული ლურჯად დაძარღვული, სოსისივით დაკიდული მა-
ხინჯი პენისისგან. თვალები მამის აქვს, მქრქალი ცისფერი.
საოცარი გრძნობა ეუფლება ახლა, როცა იცის, რომ საშოდ გა-
დაიქცა საკუთარი გენების საიდუმლო გზავნილით, რომელიც
ყველაფერს მოიცავს - მთელი იმ წლების მოსვლა-წასვლას, ამ
გვირაბს, ბავშვობიდან ახლანდელ ცხოვრებამდე რომ გა-
მოიარა და იმასაც, რომ არ მოკვდა და გადარჩა. მაგრამ ახლა
სჯობს, ამაზე აღარ იფიქროს. ასეთი აზრები უფრო მეტად აფო-
რიაქებს, ზოგიერთ სიმღერაზეც ასე ემართება ხოლმე, ახლა
ამას აზრი არ აქვს, აღარაფერი შეიცვლება.
რაღაც მანქანა, ყვითელი „ლემანი“ ორმაგი ფარებით და
განიერი ვერტიკალური ტიხრით, უკნიდან ისე ახლოს მიდის
მასთან, რომ ბაჭია იძულებულია მანქანა გზიდან გადააყენოს,
გააჩეროს და ის იდიოტი გაატაროს. საჭესთან ახალგაზრდა
გოგონას ხედავს, უკან დაუდევრად შეკრული ქერა თმით. ასეც
ხდება ხოლმე, აფეთქდები, გგონია ვიღაც თავხედი უზის საჭეს,
შეხედავ და, გოგონა აღმოჩნდება, ვიღაცის ქალიშვილი, მეოც-
ნებე სახეზე კი აწერია, რომ უბრალოდ, მალე უნდა სახლში
მისვლა და აზრადაც არ მოსდის, რომ თავხედურად იქცევა.
როცა ბაჭია საჭეს პირველად მიუჯდა, მანქანები ძლივს დაღო-
ღავდნენ, რადგან მაშინ მხოლოდ ბებერ და უცნაურ ხალხს

52
მკითხველთა ლიგა

ჰყავდა მანქანა. ახლა უკვე ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამი-


ანს, რომ ქუჩაში მხოლოდ ახალგაზრდები დაქრიან. ბაჭიას წე-
სად აქვს - მათ გზა უნდა დაუთმოს - მერე რა, გაასწრონ, წინ
წავიდნენ, ხომ შეიძლება ერთი მილის იქით ტელეფონის ჯი-
ხურს შეეჯახონ, - ბაჭიას სწორედ ამის იმედი აქვს.
ჰარი ბრუერის სახელგანთქმული სკოლის გვერდით გა-
დის, რომელიც 1933 წელსაა აგებული და ციხესიმაგრეს ეძახი-
ან. თვითონ დაიბადა ამ წელს და ამიტომ ახსოვს. ახლა რო-
გორიც გინდა, ისეთი სკოლა ააშენე, მაინც არავის აღარ სწამს
განათლების. ამასთან, იმასაც ამბობენ, რომ მოსახლეობის ნა-
მატი ნულს უდრის და აღარავინაა, რომ სკოლები შეავსოს. ამის
გამო, ბევრი დაწყებითი სკოლა იხურება. აქ ქალაქის მშენებ-
ლები წელიწადის დროებიდან ხეების სახელებზე გადავიდნენ.
აკაციის ბულვარის პირდაპირ, სასახლის დასავლეთით, გაზო-
ნებით გარშემორტყმული სახლები ისე ახლოს დგანან ერთმა-
ნეთთან, რომ როდოდენდრონები უმზეობისგან იღუპებიან. აქ
შედარებით წარმატებული ხალხი ცხოვრობს - ქირურგი--
ტრავმატოლოგები, მაღალი კლასის იურისტები და ქარხნის
ადმინისტრაციის საშუალო ფენა. ეს ის ხალხია, ვისაც ჭკუა არ
ეყო იმისთვის, რომ სამხრეთში დასახლებულიყო, ან ისინი,
ვინც პირიქით, იქიდან გადმოვიდა. აკაციის ბულვარი ქალაქის
პარკს უერთდება და ქმნის ხეივანს ქალაქზე პანორამული ხე-
დით, თუმცა უკვე იმდენი ხეა და ისე გაზრდილი, რომ ხედი
აღარსადაა. ახლა მთელი ქალაქით დატკბობა მხოლოდ სას-
ტუმრო „ბელვედერიდანაა“ შესაძლებელი, რომელიც ვანდა-
ლიზმისა და ტერორის გაფურჩქვნის ადგილად იქცა. დასანა-
ნია, იქ ადრე წყვილები საცეკვაოდ და ერთმანეთთან სასიყვა-
რულოდ დადიოდნენ. ამ იტალიელებს არ უყვართ, როცა თეთ-
რი ახალგაზრდები ტკბილად ცხოვრობენ - მანქანებს ალყად

53
მკითხველთა ლიგა

ერტყმიან, შუშებს ამტვრევენ, გოგოებს ტანსაცმელს ზედ ახე-


ვენ, ბიჭებს კი აბუჩად იგდებენ. რა საშინელებაა, ყველაფერი
შეიცვალა, ახლა უკვე ისეთი რთულია აქ გაიზარდო... განსა-
კუთრებით გოგონებისთვის. ის და რუთი რამდენჯერმე იყვნენ
„ბელდევერში“. რკინიგზაზე გადასასვლელები ალბათ უკვე
ჩალპა. რუთი ფეხსაცმელს იხდიდა ხოლმე, რადგან ქუსლები
რელსებს შორის ეჭედებოდა. კარგად ახსოვს, როგორ მი-
დიოდა მის წინ ორი ქათქათა ფეხი, თითქოს სპეციალურად მის-
თვის გაშიშვლებული. მაშინ ადამიანებს გაცილებით ნაკლები
ჰყოფნიდათ. პარკში მეორე მსოფლიო ომის მოსაგონებლად
დადგმულ ტანკს ლულა ჩოგბურთის კორტებისკენ აქვს მიშვე-
რილი, სადაც ხალხი ბადეების გლეჯის მეტს არაფერს აკეთებს.
რამხელა ძალას ხარჯავენ ეს ბიჭები იმისთვის, რომ უბრალოდ,
რაღაც გაანადგურონ. თვითონაც ასეთი იყო მათ ასაკში? ადა-
მიანს უნდა ცხოვრებაში კვალი დატოვოს. გეჩვენება, რომ სამ-
ყარო მუდმივია, და მასთან ერთად, შენც.
სხვები გაატარე.
შუქნიშანი. და ჰარი მარცხნივ უხვევს, საუკუნის დასაწყისში
აშენებული წვეტიან-სახურავიანი და პატარა გუმბათიანი სახლე-
ბისკენ. როცა ამ სახლებს აშენებდნენ, მაშინ კაცები ჩალის
შლაპებს ატარებდნენ, ნაყინს ხელით ახვევდნენ, ხალხი კი ვე-
ლოსიპედით გადაადგილდებოდა. ჰარი სავაჭრო ცენტრს გას-
ცდა და ახლა უკვე კინოთეატრთანაა, სადაც ცაში გამოკიდებუ-
ლი რეკლამები, რომელთაც ვანდალები ჯერ ვერ შეწვდნენ,
ოთხივე კინოდარბაზის ფილმების სახელებს იუწყებიან: „უცხო“,
„იდიოტი,“ „მთავარი მოვლენა,“ „გაქცევა ალკატრასიდან“. არც
ერთი ფილმის ნახვის სურვილი არ აქვს. თუმცა ბარბრა
სტრაიზანტის ტალღოვანი თმა და ებრაული ცხვირი ძალიან
იზიდავს. მარტო ცხვირი კი არა, მისი ებრაელობა მის ხმაშიც

54
მკითხველთა ლიგა

იგრძნობა, - ხმა, აი, ესაა, რაც გულში წვდება ჰარის, ალბათ


იმიტომ, რომ ის რჩეული ხალხის შვილია, იმ ხალხის, რომე-
ლიც დედამიწაზე სხვაზე უკეთ გრძნობს თავს. ყოველ შემთხვე-
ვაში, ის ებრაელები ასე არიან, ვისაც ის იცნობს: მათგან ენერ-
გია მოჩქეფს. ამას წინათ, საინტერესო ხუმრობა გაიგო
სტრაიზანტის შესახებ: თუ ის ეგვიპტელ ომარ შარიფთან ერ-
თად არ თამაშობს, მაშინ ვინმე ზეარისტოკრატთან ერთად მა-
ინც იღებენო, მაგალითად, რაიან ო’ნილთან. იგივე შეიძლება
ითქვას ვუდი ალენზეც. დაიან კიტონს არაფერი სცხია ებრაული,
თუმცა თმა მასაც ეხვევა. მუსიკა წყდება, ახალ ამბებს გადმოს-
ცემენ. ახალგაზრდა ქალის ხმა ისე კითხულობს ახალ ამბებს,
ეჭვი არაა, იცის, რომ ხალხს დროს ტყუილად ართმევს და მეტი
არაფერი. საწვავი, სატვირთო მანქანების მძღოლები. ტრი-
მაილაილენდში აფეთქების გამოძიება გრძელდება. „სქაილე-
ბის“ ჩამოფრენის დრო გადატანილია. სომოსის დროც. ფლო-
რიდელი მკვლელის სასიკვდილო განაჩენის აღსრულების თა-
რიღის შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. დიდი
ბრიტანეთის ლიბერალური პარტიის ყოფილ ლიდერს მოუხ-
სნეს ბრალდება თავისი ყოფილი ჰომოსექსუალისტი საყვარ-
ლის მკვლელობაში თანამონაწილეობის თაობაზე. ეს ბაჭიას
სულაც არ ეპიტნავება, აღშფოთებულია იმით, რომ ეს ცისფერი
ყეყეჩი წყლიდან მშრალი ამოვიდა. მმაგრამ ახალი ინფორმა-
ციით დანაშაულის შესახებ მისი აღშფოთება ცნობისმოყვა-
რეობით იცვლება - საქმე ეხება ბალტიმორელ ექიმს, რომელ-
საც ბრალი ედება კანადური ბატის გოლფის ჯოხით მოკვლაში.
როგორც ქალის გულგრილი ხმა კნავილით იუწყება, ეჭვმიტა-
ნილი აცხადებს, რომ მას საბრალო ფრინველის მოკვლა აზ-
რადაც არ მოსვლია, ბატს გოლფის ბურთი შემთხვევით მოხვდა
და შემდეგ, მისთვის წამებით სიკვდილი თავიდან რომ აეცილე-

55
მკითხველთა ლიგა

ბინა, ბოლო ყვანჭით მოუღო. „ეს თანაგრძნობის გამო ჩადენი-


ლი მკვლელობაა თუ საზარელი დანაშაული?“ – კითხულობს
იგივე ხმა. ჰარი ხარხარებს, ეს ამბავი უნდა დაიმახსოვროს,
რომ ხვალ კლუბში მოჰყვეს. ხვალ მზიანი დღე გველის, ამტკი-
ცებს ქალი, რომელიც უკვე ამინდის პროგნოზზეა გადასული.
„ახლა კი მთელ ამერიკაში ნომერი პირველი ჰიტი. დისკოს დე-
დოფალი დონა სამერი ასრულებს:
„მოწყენილი ვზივარ და ველი,
ველი ზარს ჩემი სიყვარულისგან...“
ბაჭიას უყვარს, როცა გოგოების გუნდი შემოდის - პირდა-
პირ თვალწინ უდგება, როგორ დგანან ისინი სადღაც კუთხეში
და კევს, ან ღმერთმა უწყის, კიდევ რას ღეჭავენ.
„ცეცხლოვანი გოგო,
მინდა ცეცხლოვანი გოგო,
მინდა ერთი ცეცხლოვანი გოგო,
როგორ მჭირდება ცეცხლოვანი გოგო!“
და მაინც, დონა სამერი მაშინ უფრო მოსწონდა, როცა
ფირფიტებს უშვებდა, სადაც ქალი მძიმედ სუნთქავს, ბოლოს
სუნთქვა ეკვრის და დროდადრო კივის, თითქოს ათავებსო.
მართალია, შესაძლოა, თვითონ დონა სამერი კი არა, სხვა ტან-
წერწეტა შავი გოგო კივის, მაგრამ ბაჭია მაინც ფიქრობს, რომ
სწორედ ისაა.
ახლა ის უკვე მაუნთჯაჯის დახვეულ ოთხას ოცდამეორე
გზატკეცილზეა. მარჯვნივ მთის ციცაბო კალთაა, მარცხნივ კი
ხრამი მოჩანს, რომელიც ერთ დროს მთელ ქალაქს წყლით
ამარაგებდა. ორი ბენზინგასამართი სადგური ჯაჯის მთის და-
სახლების დაწყებას ნიშნავს. იმის ნაცვლად, რომ 422-ე ქუჩას
გაუყვეს და ფილადელფიისკენ აიღოს გეზი, გრანიტის ბაბტის-
ტურ ეკლესიასთან ჰარი „კორონას“ ცენტრალური ქუჩისკენ აბ-

56
მკითხველთა ლიგა

რუნებს, მერე ზემოთ, ჯექსონის ქუჩაზე ადის და ორი კვარტა-


ლის შემდეგ მარჯვნივ, ჯოზეფის ქუჩაზე უხვევს. კიდევ ორი
კვარტალი რომ გაევლო, ის მაფლ სთრითის კუთხეში, თავისი
ყოფილი სახლის წინ აღმოჩნდებოდა. ამ ქუჩაზე ბაჭია მამის
სიკვდილის შემდეგ იშვიათად დადის. ამ სახლში გარდაიცვალა
დედა. ამის მერე მამამ სულ რამდენიმე წელი იცოცხლა და ყვე-
ლაფერს თავად აკეთებდა - სახლს ასუფთავებდა, სადილს ამ-
ზადებდა, სარეცხს რეცხავდა, ეზოს უვლიდა, ვიდრე ემფიზემამ
ბოლო არ მოუღო - მერე სულ თავის სავარძელში იჯდა მოხ-
რილი, თითქოს ხელიაო, რომელიც სანთელს ეფარება და ჩაქ-
რობისგან იცავს. მამის სიკვდილის შემდეგ ჰარიმ და მიმიმ სახ-
ლის გაყიდვა გადაწყვიტეს. ახალმა მფლობელებმა სახლი სა-
შინელ მწვანე ფრად გადაღებეს და წინა დიდ ფანჯარაზე მცე-
ნარეებისთვის ულტრაიისფერი შუქი დააყენეს. ალბათ ეს ახალ-
გაზრდა წყვილიც, სხვა ახალგაზრდების მსგავსად ფიქრობს,
რომ ქალაქის სახლისთვის, თუნდაც ასეთი პატარასთვის, ყვე-
ლაფერი მისაღებია და საერთოდ, სამყარო მათთან ვალშია,
რადგან აქ გადაწყვიტეს ცხოვრება. ჰარის ბიჭის არც აქცენტი
მოეწონა, არც ვარცხნილობა, არც კოსტუმი, თუმცა, მოიხიბლა
ფასით, რომელიც ამ წყვილმა გადაუხადა - ორმოცდათხუთმე-
ტი ათასი დოლარი სახლში, რომელიც დედას და მამას 1935-ში
ოთხი ათას ორასი დოლარი დაუჯდათ. ჰარის მიაჩნია, რომ ეს
სარფიანი გარიგება იყო, მიუხედავად იმისა, რომ მიმიმ თანხის
ნახევარი წაიღო და ნევადაში გაემგზავრა, მაკლერსა და
იურისტსაც თავად გადაუხადა და გადასახადებიც თავად დაფა-
რა. მაშინ ჰარი ჯენისს ემუდარებოდა ბრუერის დასავლეთ ნა-
წილში, პენ-პარკში, ავტოსადგომიდან ხუთიოდე წუთის სავალ-
ზე, ოცი ათასად ახალი სახლი შეეძინათ, სადაც მხოლოდ თვი-
თონ იცხოვრებდნენ, მაგრამ არა, ჯენისმა ქვა ააგდო და თავი

57
მკითხველთა ლიგა

შეუშვირა, არაფრით ისურვა დედამისის დატოვება და საცხოვ-


რებლად ჰარისთან ერთად გადასვლა - ერიდება ახლა მშობ-
ლების მიტოვება, უმადურები არ უნდა იყვნენ, სფრინგერებმა
ხომ შეიკედლეს ისინი, როცა თავშესაფარი არ ჰქონდათ, როცა
სახლი დაეწვათ და მათი ქორწინება ბეწვზე ეკიდა. ჰარის სამუ-
შაოც კი გამოუძებნეს მამამისის კომპანიაში და არ უნდა დაავიწ-
ყდეთ ნელსონი - მას უკვე უამრავი სტრესი აქვს გადატანილი
და საცხოვრებლის გამოცვლა ბიჭისთვის კიდევ ერთი დარტყმა
იქნება. ბრუერს დიდი ხანი ეხსომება მათი ამბავი, ისიც, რომ ის
დააწინაურეს, ისიც, რომ ჯილის სიკვდილთან დაკავშირებით
გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება და ჯილის მშობლები კი კო-
ნექტიკუმის სასამართლოში აპირებენ ჩივილს. გარდა ამისა, სა-
დაზღვევო კომპანიაც უნდა გაერკვეს, რა და როგორ მოხდა,
რადგან, თურმე ნუ იტყვი და, ხანძრის გარემოებები საეჭვოა და
საქმე იქამდეც კი მივიდა, საწყალი პეგი ფოსნაჰტი იძულებული
შეიქმნა, ფიცის ქვეშ ეღიარებინა, რომ ჰარი ხანძრის დროს მას-
თან იყო და ამიტომ ვერ შეძლებდა სახლისთვის ცეცხლის წა-
კიდებას. როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები, უმჯობესია, თუ
სფრინგერების გვარის ქვეშ მათსავე უზარმაზარ სახლში დაიმა-
ლები. თვეები თვეებს, წლები კი წლებს ისე მიჰყვებოდა, რომ
ახალგაზრდა ენგსტრომები ცალკე საცხოვრებლად არ გადასუ-
ლან. ამასობაში ფრედი მოულოდნელად წავიდა ამ ქვეყნიდან,
ნელსონი კოლეჯში გაემგზავრა, სახლი დაცარიელდა და გა-
დასვლის მიზეზიც გაქრა. სახლი ჯოზეფის ქუჩის 89 ნომერში,
გარშემო ვიწრო გაზონითა და ზორბა ხეებით, ჰარის მუდამ კუ-
დიანების ზღაპრულ სახლს აგონებდა, სადაც კედლები კარამე-
ლით, ხოლო სახურავი კი ვაფლი „ნეკოთია“ გაკეთებული. მარ-
თალია, სახლი გარედან დიდი ჩანს, მაგრამ პირველ სართულ-
ზე თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ისეა გადაჭედილი ავეჯით, მისის

58
მკითხველთა ლიგა

სფრინგერს ქერნერებისგან მემკვიდრეობით რომ ერგო. მხო-


ლოდ ვერანდაზე, რომელიც ეზოში გამოდის და მაღლა, იმ პა-
ტარა ოთახში ახერხებს ჰარი თავისუფლად სუნთქვას, სადაც
ჯერ ჯენისს ეძინა ბავშვობაში, შემდეგ კი ნელსონს, ვიდრე კენ-
ტში წავიდოდა სასწავლებლად.
ჰარი ვიწრო ქუჩაზე უხვევს, მანქანა გარაჟში შეჰყავს და
1974 წლის ცისფერი „ნიუპორტ კრაისლერის“ გვერდით აჩე-
რებს. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ფრედიმ ეს მანქანა
მოხუც ქალბატონს დაბადების დღეზე მიართვა. მისის სფრინგე-
რი დღემდე ამ მანქანით დადის, საჭეზე ორივე ხელით მაგრა-
დაა ჩაფრენილი და ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს მან-
ქანა დანაღმულია. ჯენისი თავის „მუსტანგ კაბრიოლეტს“ ყო-
ველთვის ნეკერჩხლის ხის ქვეშ აყენებს, რომ ხიდან ჩამონა-
დენმა წვეთებმა რაც შეიძლება მალე გაუხვრიტოს სახურავი.
თბილ ამინდებში მანქანას ყოველთვის თავგადახდილს ტო-
ვებს, ასე რომ, სავარძლები მის მუსტანგში მუდამ წებოვანია.
ბაჭია გარაჟის კარს ხურავს და უკანა ეზოდან სახლისკენ მიდის.
და უცებ, თითქოს გვირაბში შორსმანათი ფარები ჩართესო, ისე-
თი გრძნობა ეუფლება, რომ ერთი კი არა, ორი შვილი ჰყავს.
ჯენისი სამზარეულოშია. ნამდვილად რაღაც ხდება, ახა-
ლი, მწვანე ზოლიანი კაბა აცვია, სველი თმა მხრებზე უწესრი-
გოდ აყრია. ჯენისი თითქმის ყოველდღე თამაშობს ჩოგბურთს
რომელიმე მეგობართან ერთად კლუბში „ფრთაგაშლილი არ-
წივი“, რომელიც სულ ახლახან გაიხსნა ჯაჯის მთის გვერდით
აზიდული მთის, „პამაქვიდის“ ძირში. ჩოგბურთის შემდეგ ის აუზ-
თან ნებივრობს, თან ჭორაობს ან ბანქოს თამაშობს და კოქტე-
ილს, ტონიკს ან არაყს წრუპავს. ჰარის სიამოვნებს, რომ მისი
ცოლი ამდენ დროს ატარებს კლუბში. ჯენისი უკვე ორმოცდასა-
მი წლისაა და წელის არეში გასუქდა. თუმცა, მუდამ გარუჯული

59
მკითხველთა ლიგა

ფეხები ძლიერი და ლამაზი დარჩა. საერთოდ, ჯენისი შავგვრე-


მანია და თუმცა ჯერ ივლისიც არაა, უკვე ტყის ქალივით გა-
მოიყურება - ხელები და ფეხები გაუშავდა, პოლინეზიელს ჰგავს
ჯონ ჰოლის ფილმიდან. ახლა ტუჩთან თეთრი ფხვნილის ნამ-
ცეცი უბრწყინავს და ჰარის ეჩვენება, რომ ეს ძალიან სექსუალუ-
რია, თუმცა ვერ იტანს, როცა ჯენისი აი, ასე ჯიუტად კუმავს ტუ-
ჩებს და პირის ნაცვლად მხოლოდ ჭრილი ეტყობა. ჯერ კიდევ
სველი თმა უკან აქვს გადავარცხნილი და მაღალი, ახლად გა-
რუჯული და აჭრელებული შუბლი ისე მოუჩანს, თითქოს ყავის-
ფერი ქაღალდის ნაგლეჯი დასველდა და გაშრაო. მისი სახის
გამომეტყველებით ბაჭია ხვდება, რომ დედა-შვილმა ისევ იჩხუ-
ბა.
- ახლა რაღა მოხდა? - ეკითხება ის.
- ნამდვილი სიგიჟეა, - პასუხობს ჯენისი - წარმოგიდგენია,
დედა თავის ოთახში ზის და აცხადებს, რომ სადილზე არ ჩამო-
ვა.
- არა უშავს, ჩამოვა, აბა რას იზამს. და რა უნდა ვჭამოთ?
ქურაზე ვერაფერს ვხედავ.
ქურაზე საათი 6:32-ს უჩვენებს.
- გეფიცები, ჰარი, როცა კლუბიდან დავბრუნდი, მაშინვე
ვაპირებდი წასვლას და სადილისთვის პროდუქტის მოტანას,
მაგრამ ის ბარათი მოვიდა და მას მერე მე და დედა ამას ვარ-
ჩევთ. მაინც ზაფხულია და ალბათ მაინცდამაინც ბევრი არაფე-
რი გვინდა. დორის კაუფმანი ხომ იცი, ღმერთო, რას არ მივ-
ცემდი, რომ აქ მეხმარებოდეს - ის ამბობს, რომ ლანჩზე ერთი
ჭიქა ცივი ჩაის გარდა არაფერს ეკარება, ზამთარშიც კი. ჰოდა,
მეც ვიფიქრე, წვნიანი და ცოტა ცივი ხორცი გვაქვს, ხომ გახ-
სოვს, შენ და დედამ პირი რომ არ დააკარეთ, ხომ არ გადავ-

60
მკითხველთა ლიგა

ყრი. სალათის ფურცლებიც შემიძლია ბაღში დავკრიფო და მო-


ვამზადო, ვიდრე სულ გადახმება.
სახლის უკან ჯენისს პატარა ბოსტანი აქვს, იქ ადრე ნელ-
სონის პატარა სათამაშო მოედანი იყო და საქანელაც ეკიდა,
მერე ჯენისმა მეზობელს სთხოვა და მისი „როტოტილერით“ მი-
წა გადააბრუნებინა. ნიადაგი წარმოუდგენლად რბილი და ნო-
ყიერი აღმოჩნდა, ქალიც ნიჩბითა და ფოცხით დიდი მონდომე-
ბით ასუფთავებდა და უვლიდა იქაურობას. მერე, როცა ზაფხუ-
ლი დადგა და ბოსტანს ხეების ჩრდილი მოეფინა, ხოლო
კლუბში ჩოგბურთის ტურნირი დაიწყო, ჯენისმა თავისი ნალო-
ლიავები ბოსტანი სარეველებს მიუგდო.
და მაინც, ჰარის არ შეუძლია, არ უყვარდეს ეს თაფლის-
თვალა ქალი, რომელიც, აგერ მარტში ოცდასამი წელი შეს-
რულდა, რაც მისი ინდეფერენტული ცოლია. ბაჭია რომ ცოლის
მემკვიდრეობის წყალობით გამდიდრდა, ორივემ კარგად იცის
და ეს აერთიანებთ მათ, ზუსტად ისევე, როგორც სექსი - ფარუ-
ლი და კომფორტული.
- სალათი და შებოლილი ძეხვი ყველაზე მეტად მიყვარს -
სხვა გზა არ აქვს ჰარის. - ოღონდ ჯერ რამეს დავლევ. ვიღა-
ცეები სულ ტყუილად შემოეხეტნენ მაღაზიაში, ზუსტად მაშინ,
როცა უკვე წამოსვლას ვაპირებდი. რა ბარათი მოვიდა?
ჰარი მაცივართან ჯინს ლიმონის ტონიკთან ურევს, კარ-
გად მოეხსენება, რომ ეს ტონიკები კალორიებს უმატებენ ალ-
კოჰოლს და ამით წონაში მოიმატებს, მაგრამ მერე რა, დღეს
მაინც გემრიელ ვახშამს დაემშვიდობა და კომპენსაცია ხომ
ეკუთვნის. ბოლოს და ბოლოს ცოტას ირბენს. ჯენისი ჩაბნელე-
ბული სასადილო ოთახიდან გადაჭედილ მისაღებ ოთახში გა-
დის, სადაც ფარდები მუდამ ჩამოფარებულია და უკმაყოფილო
დედიკო სფრინგერის სული სახლობს. იქიდან ღია ბარათი მო-

61
მკითხველთა ლიგა

აქვს. ღია ბარათზე მთის დათოვლილი ფერდობი და ცისფერი


ცაა გამოსახული, ორი დახრილი ფიგურა კი თხილამურებით
ერთმანეთში გადახლართულ შ-ს ხაზავს. „სალამი კოლორა-
დოდან“ ამბობენ ცაზე გამოყვანილი წითელი ასოები. მეორე
მხარეს კი, ნაცნობი ბატისფეხურით, ისე წვრილად, თითქოს სა-
ვარჯიშოდ პატარა ბავშვს ძალით დააწერინესო, წერია:
„სალამი დედა, მამა და ბებო!
ჯაჯის მთა აქაურობასთან შედარებით ნამცეცაა, ახლა აქ
თოვლის ნასახიც არაა, სამაგიეროდ, ბალახი იმდენია, რამდე-
ნიც გინდათ (ვხუმრობ). ჩემი სამსახური ჩაფლავდა. დელტაპ-
ლანით ფრენას ვსწავლობ. სახლში მოვფრინავ. რა დაშავდება,
მელანიც რომ წამოვიყვანო? რამე სამუშაოს იპოვის და იქნება
თავისთვის.
გკოცნით.
ნელსონი.“
- მელანი? - კითხულობს ჰარი
- ამიტომაც დამეტაკა დედა. არ უნდა, ის გოგო აქ მოვი-
დეს.
- ეს ის გოგოა, ორი კვირის წინ რომ გაიცნო?
- არა მგონია, ის მგონი სიუ იყო, თუ ჯო, თუ რაღაც ამდაგ-
ვარი.
- და სად დაიძინებს?
- ალბათ პატარა ოთახში, ან ნელსონთან ერთად.
- რას ამბობ, ბიჭთან ერთად?
- კარგი რა, ჰარი, რა გიკვირს? უკვე ოცდაორისაა, როდის
აქეთ გახდი პურიტანი?
- რა შუაშია პურიტანიზმი? ერთია, როცა ეს ბავშვები ღია
ცის ქვეშ პლანეტარიზმით არიან გატაცებულნი, და მეორე, რო-
ცა თავისი ბალახებითა და ნაშებით სახლში მოგადგებიან. ხომ

62
მკითხველთა ლიგა

იცი, მეორე სართული არცთუ ისე მოხერხებულია. ერთი უზარ-


მაზარი ჰოლია, იქ ვერც დააცემინებ, ვერც გააკუებ და ვერც
სექსი გექნება ისე, რომ ყველამ არ გაიგოს. სიმართლე გით-
ხრა, ბედნიერებაა, ჩვენსა და დედაშენის გარდა აქ რომ არავი-
ნაა. არ გახსოვს, ნელსონი ღამის ორ საათამდე რადიოს რომ
აღრიალებდა? როგორ იძინებდა იმ ხმაურში, ვერ ვხვდები. მი-
სი საწოლიც ვიწროა, ორი ადამიანი ვერაფრით დაეტევა. ჩვენ
როგორ უნდა მოვიქცეთ, დიდი საწოლი ვუყიდოთ მას და მე-
ლოდის თუ რა?
- მელანი. რა ვიცი, იქნებ იატაკზეც დავაძინოთ. ახლა ყვე-
ლას საძილე ტომარა აქვს. შეიძლება პატარა ოთახშიც მოთავ-
სდეს, მაგრამ ვიცი, იქ არ გაჩერდება. - ჯენისს მზერა სადღაც
ჰარის იქით გაუშტერდა. - ჩვენ ხომ არ გავჩერდებოდით. გახ-
სოვს, რას არ ვაკეთებდით, რომ დერეფანში გავმძვრალიყა-
ვით, ან მანქანის უკანა სავარძელზე აღმოვჩენილიყავით. მგონი
ჯობია, რომ ჩვენს ბავშვებს ეს პრობლემები თავიდან ავაცი-
ლოთ.
- ჩვენ მხოლოდ ერთი შვილი გვყავს და არა ბავშვები -
ცივად აღნიშნავს ჰარი, თან გრძნობს, როგორ უფართოებს ჯი-
ნი სისხლძარღვებს. ერთ დროს მათ მართლაც ჰყავდათ ბავ-
შვები, მაგრამ პატარა ბეკი მოკვდა. ჯენისის ბრალია. მისი კუთ-
ხეში მიმწყვდეული და დაჩეხილი ცხოვრებაც ჯენისის ბრალია.
სადაც კი გაიხედა, ყველგან წინ აეფარა ეს ქალი და თავისუფ-
ლებისკენ მიმავალი გზები გადაუჭრა.
- მისმინე - მიმართავს ცოლს - უკვე რამდენი ხანია, ამ დეპ-
რესიული სახლიდან თავის დაღწევა მინდა და არანაირი სურ-
ვილი არ მაქვს, რომ ეს თავხედი უსაქმური, რომელიც გავზარ-
დეთ და გამოვკვებეთ, აქ დაბრუნდეს და საზრუნავი გამიჩინოს.

63
მკითხველთა ლიგა

მისნაირებს ჰგონიათ, რომ დედამიწა მათთვის ბრუნავს, მე კი


მომბეზრდა სხვების თვალებში ყურება და მომსახურება.
დამფრთხალი ჯენისი, თითქოს კლუბში მიღებული რუჯი
ჯავშანიაო, უყოყმანოდ იღებს ქმრის გამოწვევას:
- ის ჩვენი შვილია, ჰარი, და უარს ვერ ვეტყვით, მის მეგო-
ბარს სახლიდან ვერ გავაგდებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ის გო-
გონაა. ბიჭი რომ მოჰყავდეს, ასე არ აღელდებოდი, მაგრამ ის
მეგობარი გოგოა, მისი შეყვარებული და ეს გაგიჟებს. ის გოგო
შენი მეგობარი რომ იყოს, არც გაგახსენდებოდა, რომ ზემოთ
სივიწროვეა. ნელსონი ჩემი შვილია და თუ მას სახლში დაბრუ-
ნება სურს, მე უარს არ ვეტყვი.
- არავითარი მეგობარი გოგოები არ მყავს - უარზეა ჰარი.
საწყენია. ნუთუ მართლა ფიქრობს ჯენისი, რომ საყვარელი
ჰყავს? ეს ქალები! თუ საქმე სექსს ეხება, ყველანი მაშინვე ალ-
ქაჯებად გადაიქცევიან ხოლმე. მაგათთვის სულ ერთია, თუ ვინ-
მე გყავს, არამზადა ხარ და თუ არ გყავს, მაინც არამზადა ხარ.
ჰარი ნერვიული ნაბიჯებით სასადილო ოთახისკენ ისე მიდის,
რომ უზარმაზარი ანტიკვარული ბუფეტი ზანზარებს. კიბესთან
დგება და მეორე სართულს ასძახის:
- ჰეი, ბესი, ჩამოდით, მე თქვენს მხარეზე ვარ.
თითქოს ჰარი ღმერთს უხმობდეს, ზემოდან ჩამიჩუმი არ
ისმის. შემდეგ საწოლი ჭრიალებს. ამას მოყვება ჭერზე აუჩქა-
რებელი ნაბიჯების ხმა კიბის მიმართულებით. მისის სფრინგერი
კიბეზე თავისი დაავადებული, დასიებული ფეხებით ჩამოდის.
- ეს სახლი კანონით მე მეკუთვნის და ეს ვიღაც გოგო ერთ
ღამესაც ვერ გაათევს სახლში, რომელიც ჯენისის მამამ დაგვი-
ტოვა. ის მთელი ცხოვრება მონასავით მუშაობდა, რომ თავზე
ჭერი გვქონოდა.

64
მკითხველთა ლიგა

ანტიკვარული ბუფეტი ისევ ზანზარებს: სასადილო ოთახში


ჯენისი შემოდის. დედამისივით, მტკიცედ აცხადებს:
- დედა, ამ უზარმაზარ ჭერს ჩემი და ჰარის გარეშე ვერ
შეინარჩუნებდი. ეს დიდი მსხვერპლია ჰარის მხრიდან. წარმო-
იდგინე, რომ მისი შემოსავლის პატრონს დღემდე საკუთარი
სახლი არ გააჩნია. და შენ არ გაქვს უფლება, ნელსონს, თუ
მოისურვებს, სახლში დაბრუნება აუკრძალო. არანაირი უფლე-
ბა არ გაქვს, დედა.
ფაშფაშა მოხუცი გმინვით ჩამოდის კიბეზე, მძიმედ სუნ-
თქავს, სულ სამი საფეხური აქვს დარჩენილი. ჩერდება და ლა-
მის ტირილით ამბობს:
- ნებისმიერ დროს დიდი სიამოვნებით მივიღებ ჩემს სახ-
ლში ნელის, მთელი გულით მიყვარს ის ბიჭი, მერე რა, რომ
ისეთი არაა როგორზეც მე და ბაბუამისი ვოცნებობდით.
ჯენისი დედის პათეტიკურობას ბრაზით პასუხობს.
- სულ ასე იცი, მამას რატომ რევ საქმეში, როცა ის აქ აღა-
რაა და არაფრის თქმა აღარ შეუძლია? კარგად იცი, მამას
ნელსონი როგორ უყვარდა და მის მეგობრებსაც სიამოვნებით
იღებდა ამ სახლში. როცა ნელსონმა სკოლა დაამთავრა და
უკანა ეზოში დიდი წვეულება გამართა, მაშინ მამა უკვე ავად
იყო. ზემოთ, თავის ოთახში ავაკითხე, მენახა, ხმაური ხომ არ
აწუხებდა, მაგრამ მან, როგორც იცოდა ხოლმე, ღიმილით მით-
ხრა - ჯენისს ხმაში ცრემლები შეერია - გულს უხარია, ახალგაზ-
რდების ხმები რომ მესმისო.
ჰარი ცხადად ხედავს მოხუცი სფრინგერის ღიმილს - ესაა
მაღაზიის მფლობელის ღიმილი, ჩამრთველის გარეშე უცებ
რომ ირთვება და მაშინვე უკვალოდ ქრება.
- წვეულება უკანა ეზოში სხვაა და ვიღაც ბოზი ბიჭის სა-
წოლში, სხვა. - ამბობს მოხუცი და თავისი ჭუჭყიანი ცისფერი

65
მკითხველთა ლიგა

რეზინის ფეხსაცმლით ძლივს ჩამოდის დარჩენილ სამ საფე-


ხურს. ახლა ის თავის ქალიშვილთან ერთ დონეზე დგას და
თვალს თვალში უყრის.
ჰარის მიაჩნია, რომ ეს ნათქვამი, ყველასთვის პატივსაცე-
მი მოხუცი ქალბატონისთვის, ცოტა არ იყოს, ვულგარულია და
ხმამაღლა იცინის. ჯენისიც და დედამისიც დაბლები არიან -
თითქოს თოჯინის ტანს თავი დაადგესო. ისინი ერთდროულად
აბრუნებენ ჰარისკენ ერთნაირ სახეებს - ორივეს ვიწრო ჭრილი
აქვს პირის ნაცვლად და თაფლისფერი თვალები ორივეს მრის-
ხანებით უელავს.
- საიდან ვიცით ის გოგო ბოზია თუ არა? - ბოდიშს იხდის
ჰარი - მხოლოდ ის ვიცით, რომ მელანია და არა სიუ.
- შენ თქვი, რომ ჩემ მხარეზე ხარ. - ახსენებს მისის სფრინ-
გერი
- ასეა, დედიკო, თქვენ მხარეზე ვარ. არ მესმის, ამ ბიჭმა
რატომ უნდა აიღოს შტურმით ეს სახლი. მგონი საკმარისი ფუ-
ლი მივეცით, რომ სადაც მოესურვება, დრო იქ გაატაროს. მინ-
და ნელსონმა ამ სამყაროში ფეხი მოიკიდოს, მთელი ზაფხული
აქ ხომ არ იყიალებს.
- ისევ ფული. - მოთმინება ელევა ჯენისს. - მხოლოდ ფულ-
ზე ფიქრობ. და შენ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში ყიალის მეტი?
მამაშენმა ერთ სამსახურში მოგაწყო, მამაჩემმა - მეორეში. ჩემი
გადმოსახედიდან, შენ თავი არაფერზე შეგიწუხებია.
- მხოლოდ ფული არაა, რაც მაღელვებს. - ჰარი შეცბუნე-
ბულია, სიდედრი აწყვეტინებს:
- არანაირი ახალი სახლი ჰარის არ სჭირდება. - მიმარ-
თავს ქალიშვილს დედიკო სფრინგერი. როცა მოხუცი ღელავს,
ან ფიქრობს, რომ შესაძლოა არასწორად გაუგონ, სახე უსივ-

66
მკითხველთა ლიგა

დება და ლაქებით ეფარება. - არცთუ ისე სასიამოვნო მოგონე-


ბები აქვს იმ დროზე, როცა ცალკე ცხოვრობდით.
ჯენისი მყარად დგას, ის ახალგაზრდაა და სიტუაციას უკეთ
აკონტროლებს.
- დედა, შენ არაფერი იცი იმ ამბების შესახებ. სულ ამ სახ-
ლში ზიხარ, იდიოტურ ტელეთამაშებს უყურებ ან ტელეფონზე
ჭორაობ შენს მეგობრებთან, თუ კიდევ ვინმე დარჩა ცოცხალი,
და მერე ჩემი და ჰარის განსჯაზე გადადიხარ. სულ გამოეთიშე
ცხოვრებას, არაფრის აზრზე აღარ ხარ.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს კლუბში მდიდარ გოგოებთან
ჩოგბურთის თამაშმა და სმამ დაგაბრძენა. იმდენი ჭკუაც არ
გყოფნის, რომ ქმარს ნორმალური ვახშამი დაახვედრო. ახლა
გინდა ის მაწანწალა აქ მოიყვანო, რომ შენი საქმე სულ იმას
გადააბარო. მართალია, ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ ჯერ
კიდევ მე ვარ დიასახლისი. შენ რა გენაღვლება, მთელი დღე
მე მომიწევს მათთან ერთად ყოფნა, შენ კი მანქანით ისეირნებ.
იმაზეც ხომ უნდა იფიქრო, ჩვენი ეკლესიის მრევლი ან მეზობ-
ლები რას იტყვიან.
- სულ არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, მათთვის
ყველაფერი სულერთია. - აცხადებს ჯენისი. - და საერთოდ, რა
შუაშია ეკლესია? წმინდა იოანეს ტაძრის წინა მოძღვარი მისის
ექენროთთან ერთად გაიქცა, ახალი კი ცისფერია. პატარა ბიჭი
რომ მყავდეს, მის საკვირაო სკოლაში ერთხელაც არ გავუშვებ-
დი.
- მგონი, ნელი საკვირაო სკოლაში სიარულით თავს არ
იკლავდა. - იხსენებს ჰარი. - როგორც მახსოვს, ამბობდა, ეკ-
ლესია თავს მატკიებსო. - ის სიტუაციის განმუხტვას ცდილობს,
ვიდრე ეს ორი ქალი სულ გაგიჟდება და ერთმანეთს უკადრე-
ბელს ჰკადრებს. უკვე დარწმუნდა, რომ აუცილებელია საკუთარ

67
მკითხველთა ლიგა

ბინაზე იზრუნოს და ამ სახლიდან, ვიდრე ეს კიდევ შესაძლებე-


ლია, რაც შეიძლება მალე წავიდეს. გარედან ქვა, შიგნით ხის
ჭერი, სასტუმრო ოთახი კი - ქუჩაზე ერთი საფეხურით დაბალი.
აი, ესაა მისი ოცნება.
- მელანი. - ამასობაში ამბობს მისი სიდედრი. - რა სახე-
ლია მელანი, ალბათ ფერადკანიანია.
- კარგი რა, დედა, არ გინდა ახლა შენი კომპლექსების
გადმოლაგება. „ჯეფერსონების“ ყურება ხომ გიყვარს, კარგად
კი ხითხითებ ხოლმე, გეგონება, შენი ნათესავები იყვნენ. ჰარი
და ჩარლი კი თავის დანჯღრეულ მანქანებს სულ ზანგებზე ასა-
ღებენ. თუ მათი ფული ჩვენთვის მისაღებია, მაშინ თავად ისინიც
უნდა მივიღოთ.
- ნუთუ მართლა შავია? - საკუთარ თავს ეკითხება ჰარი და
გულისცემა უჩქარდება. - ესე იგი, შოკოლადის ბავშვები წამოვ-
ლენ. ეჰ, სადაა ახლა სკოტი?!
- რაც გინდა იყოს, - აგრძელებს ჯენისი ნატანჯი სახით. -
არავის უთქვამს, რომ ის გოგო ზანგია. მხოლოდ ის ვიცით, რომ
დელტაპლანით დაფრინავს.
- იქნებ, ის კიდევ სხვაა? - ეკითხება ცოლს ჰარი.
- თუ ის აქ მოვა, მე სახლიდან წავალ. - აცხადებს ბესი
სფრინგერი. - გრეის შთულს უამრავი თავისუფალი ადგილი
აქვს, რალფი ხომ გარდაიცვალა, ახლა გრეისი მარტოა და რა
ხანია, თავისთან საცხოვრებლად მეპატიჟება.
- დედა, არ გესმის, რომ ეს ჩვენთვის დამამცირებელია?
ისღა გვაკლდა, გრეის შთულს თავშესაფარი სთხოვო.
- არავის არაფერს ვთხოვ, რაღაცნაირად, ორივეს ერ-
თდროულად მოგვივიდა ეს აზრი თავში. რა თქმა უნდა, თქვენ
ჩემთვის სახლის წილის გადახდა მოგიწევთ. ალბათ იცით, რომ

68
მკითხველთა ლიგა

სახლის ფასმა ჩვენს უბანში საკმაოდ მოიმატა მას შემდეგ, რაც


სატვირთო მანქანების შემოსვლა აკრძალეს.
- დედა, ჰარი ვერ იტანს ამ სახლს.
- საერთოდ, ვერ ვიტყოდი, რომ ვერ ვიტან, მაგრამ ზე-
მოთ... - ჰარი იმედოვნებს, რომ გამძვინვარებულ სტიქიას და-
ამშვიდებს, მაგრამ ჯენისი აწყვეტინებს:
- ჰარი, გთხოვ, სალათის ფოთლები დაკრიფე, სალათს
მოვამზადებ და ვივახშმოთ.
დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გა-
ეცლება ამ სახლს, ამ ქალების კლანჭებს, ამ დაძაბულ ატმოს-
ფეროს. ეს ქალები კაცების აჩრდილებს ერთმანეთს როზგები-
ვით ურტყამენ - ფრედი რა ხანია მოკვდა, ნელსონი აქ არაა,
და თავად ჰარიც მათთვის აჩრდილია - ახლა მასზე ისე ლაპა-
რაკობენ, თითქოს აქ არ იყოს. მთელი ცხოვრება დედა-შვილი
ერთად ცხოვრობს, ეს ხომ არაბუნებრივია. სისხლი წყალივი-
თაა, უნდა მიედინებოდეს, თორემ ქაფს მოიგდებს. ქალბატონი
სფრინგერი ყოველთვის მსუქანი იყო, მაჯები და კოჭები სარ-
დელებს მიუგავდა, ახლა სახეც გაუსივდა და იმ კინომსახიობს
დაემსგავსა, ლოყებში ბამბას რომ უდებენ, რომ ეკრანზე ასაკი
მოემატოს. ბესის სახე იმდენად არ დასიებია, რამდენადაც
გაუფართოვდა. თითქოს თავის ქალის ჭანჭიკს ატრიალებენ და
ძვლები თანდათან ერთმანეთს ცილდება. ამისგან, თვალებიც
დაუვიწროვდა. მართალია, ჯენისი ყველა ძალას ხმარობს, რომ
ფორმა შეინარჩუნოს, მაგრამ გენებს სად წაუვა. თვითონ ჰარიც
ატყობს თავის თავს, რომ როცა იღლება, მის გონებას მამამისი
მართავს.
მწარე ლიმონის წუწვნით და ხელში ჭიქით, ჰარი აგურის
კიბით ბაღის სიმშვიდეში ჩადის. წყნარდება და თავში უსიამოვ-
ნო ხმებიც ქრება. ბალახი უკვე ნამიანია, რაც ნიშნავს, რომ სა-

69
მკითხველთა ლიგა

ღამო დგება, თუმცა, ზაფხულის გრძელი დღე დასაძინებლად


წასვლას ჯერ არ აპირებს და ჰარი ხეების თავზე საოცარი ნა-
თებით ტკბება. სახლების სახურავები და მანსარდები ცისფერი
ცის ფონზე ყავისფრად ელავს, როგორც წესი, ზაფხულის დღის
ბოლოს, მერცხლები სახლების უკანა ეზოებში მიწასთან ახლოს
ფრენენ. თუ კაცი მიაყურადებს, ჭურჭლის წკარუნსა და თამაშის
ხმას გაიგებს ამ პატარა სამყაროში, რომელსაც ძაღლის ყეფა,
ჩიტის ჟღურტული და შორიდან მომავალი ჩაქუჩის ცემის ხმა
აცოცხლებს. მათ ქუჩაზე რამდენიმე სახლი კაცის მსგავსი ქა-
ლების კომპანიამ დაიქირავა. ეს ქალები რკინისქუსლიან ჩექ-
მებსა და სამუშაო კომბინიზონებში აქეთ-იქით საქმიანად მიმო-
დიან, კიბეზე დაძვრებიან, ან რაღაცას აჭედებენ, - ნამდვილი
საოცრებაა, მათ ყველაფერი ეხერხებათ, სახურავის შეკეთებაც
და სარდაფის კარის გარანდვაც. საღამოობით, როცა ბაჭია
დარბის, მათ ხელს მეგობრულად უქნევს ხოლმე, ესალმება,
მაგრამ საუბარი არ გამოსდით - სულ სხვა ჯიშის ხალხია.
ბაჭია ბოსტნის გაურანდავი ხის უბრალო კარს აღებს, რო-
მელიც ორი გაზაფხულის წინ ჩამოკიდა და ბოსტნეულის მდუ-
მარე სამეფოში შედის. სალათის ფოთლები მატლებით გადახ-
რულ ლობიოსა და პაწაწინა სტაფილოებს შორის ბიბინებს.
იქაურობას რბილი, თეთრ-ყვითელად აყვავებული სარეველა
მოსდებია, რომელიც დღე-ღამეში ერთი დუიმით იზრდება. მა-
თი ამოძრობა ადვილია, სულ ადვილად ნებდებიან და ნამიან
მიწას სწყდებიან, მაგრამ იმდენია, რომ ბაჭიას მათი გლეჯა და
ბალახებში ცალკე გროვად დახვავება მალე ბეზრდება. ეს ბა-
ლახიც, უარზეა გაიზარდოს იქ, სადაც მას თესავენ, აქ კი ყველ-
გან იზრდება და უსასრულოდ მრავლდება. საოცარია, რამდენი
თესლია, ბუნება დაუნდობლად ახრჩობს მიწას. ბაჭიას ისევ ახ-
სენდება გარდაცვლილები, რომელთაც იცნობდა და რომელ-

70
მკითხველთა ლიგა

თა რიცხვიც თანდათან მატულობს, ახსენდება ცოცხალი გოგო-


ნაც (თუ მისი არაა, სხვა მამა ხომ აუცილებლად ეყოლება),
დღეს რომ გამოეცხადა გრძელი, ფითქინა, ქუსლებზე შემდგა-
რი ფეხებით და კიდევ ბიჭი, რომელიც ნამდვილად მისია (გე-
ნებს ვერ გაექცევი, იმაზეც კი მიხვდები, რომ მისი შვილია, ზუს-
ტად ჰარის მსგავსად, დამფრთხალ მზერას რომ მოგაპყრობს),
და რომელიც უკან დაბრუნებით იმუქრება. ბაჭია სალათის ყვე-
ლაზე დიდ ფოთლებს წყვეტს - მაგრამ არა მეტისმეტად დიდს,
იცის, რომ ისინი მწარე და უხეშია - და საკუთარ გულში შვილის-
თვის სიყვარულის სიტყვებს ეძებს, მაგრამ მათ ნაცვლად, შიშთა
მთელ გროვას აწყდება, რომელთაც ზუსტად ისეთივე გაურკვე-
ველი ფორმა აქვთ და წყალიც ისევე წურწურით გასდით, რო-
გორც საშრობიდან დროზე ადრე გამოღებულ პირსახოცებს.
აქვეა ასობით მოგონება, ზოგი მათგანი ფოტოსურათივით
მკვეთრია, თუმცა უმნიშვნელო, უბრალოდ დეტალი, რომელიც
გონებამ მხოლოდ თავისი, ჰარისთვის გაუგებარი მიზეზით შე-
მოინახა; ზოგიც - უბრალოდ ფაქტი, იცის, რომ ეს ნამდვილად
მოხდა, მაგრამ არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ჩვენი ცხოვ-
რება ჩვენს სიკვდილამდე ბევრად ადრე წარსულის მორევში
იკარგება. თავის ბიჭს ჰარი საფენებს უცვლიდა გიჟურ პერიოდ-
ში, როცა მასთან ერთად პენ ვილასში, ვილბერ სთრითზე, მწვა-
ნე რანჩოზე ცხოვრობდა ნ 26 სახლში, სახელად ვისტა კრესენ-
ტი. და აქაც, ჯოზეფის 89-ში, მის თვალწინ გახდა მისი ვაჟი და-
მამთავრებელი კლასის მოსწავლე და ულვაშებიც ამოუბიბინდა
- მაშინ მხოლოდ სინათლეზე ეტყობოდა. იმ დროს ნელსონი,
იმის ნაცვლად, რომ გაეკრიჭა, თმას ინდიელივით იკრავდა და
როკ-მუსიკის უზარმაზარ კოლექციას, რომელიც სხვათა შორის,
ახლა მთელი ქონებაა, იმ მზით გაჩახჩახებულ ოთახში აგრო-
ვებდა, რომელიც ახლა ჰარის თავსზემოთაა და სადაც დარა-

71
მკითხველთა ლიგა

ბები მუდმივად დახურულია. ის და ნელსონი იმდენი ხანი ცხოვ-


რობდნენ ერთად, რომ ამასობაში კედარის მორი დალპებოდა
და მიუხედავად ამისა, ეს სალათის ფურცლები, ახლა ჰარი რომ
ეხება და წყვეტს, უფრო რეალურია, ვიდრე საკუთარი შვილი.
საწყენია. ვინ ამბობს, რომ საწყენია? ირგვლივ ჩამოწოლილ
სიბნელეში იმ გოგონას მშვიდი თვალები კრთება, დღეს მაღა-
ზიაში რომ ნახა. მისტიკა შემოვიდა ჰარის ცხოვრებაში ზუსტად
იმ დროს, როცა იქ სრული სიცარიელე სუფევს და სიკვდილი
კი უჩინარი ჩაქუჩის ცემით ზომებს უღებს. ჰარის დღითი დღე
უფრო და უფრო ნაკლებად ეშინია სიკვდილის. ის სტაფილოზე
იაპონურ ხოჭოს ამჩნევს და ფრჩხილით, ფრჩხილი კი ვეებერ-
თელა აქვს, ერთი მოძრაობით ძირს აგდებს. მოკვდი.
სახლში დაბრუნებულს ჯენისი გაოცებით ეუბნება:
- რამდენია, ექვს კაცს ეყოფა.
- დედიკო სადაა?
- დერეფანში, გრეის შთულს ურეკავს. სერიოზულად ვამ-
ბობ, აუტანელი გახდა. სიბერის მარაზმი დაეწყო. ჰარი, რა უნ-
და ვქნათ?
- ვერაფერსაც ვერ ვიზამთ.
- ოჰ, მშვენიერია!
- ჰო, მაგრამ, საყვარელო, ეს მისი სახლია და არა ჩვენი
და ნელსონის.
- გაჩუმდი მაინც! - მის თაფლისფერ, ჯინისგან დაბინდულ
თვალებში აზრი მწიფდება. – შენ არ გინდა დამეხმარო,
გსიამოვნებს, როცა ჩვენ ვჩხუბობთ.
საღამო ტელევიზორის ხმებსა და მიჩუმათებულ გულის-
წყრომაში გადის.
„ველოდები, როდის დამირეკავს ჩემი სიყვარული...“ დე-
დიკო სფრინგერი, რომელიც ბოლოს და ბოლოს დათანხმდა,

72
მკითხველთა ლიგა

სამზარეულოში მათთან ერთად სოკოს წვნიანი, კარგა ხანს მა-


ცივარში შენახული მოხარშული ცივი ხორცი და ასევე, ჰარის
დაკრეფილი სალათა მიერთმია, ზემოთ, თავის ოთახში ადის
და კარს ისე აჯახუნებს, რომ ხმა ალბათ იმ სახლამდეც აღწევს,
სადაც კაცისმაგვარი ქალები ცხოვრობენ. რამდენიმე მანქანა,
ალბათ „ცეცხლოვანი გოგოების“ ძებნაში, ჯოზეფის ქუჩაზე ნე-
ლა მიმოდის, - სველ ასფალტზე მათი საბურავების ხმა ჰარის
და ჯენისს ისეთ შეგრძნებას უტოვებს, თითქოს უკაცრიელ კუნ-
ძულზე მარტო არიან. ვახშამზე მათ „გალლო შაბლის“ ბოთლი
გახსნეს და ჯენისი კიდევ ერთხელ გადის სამზარეულოში ჭიქის
შესავსებად. ათი საათისთვის ის უკვე ისე ბარბაცებს, ჰარი რომ
ვერ იტანს. საერთოდ, ბაჭიას შეუძლია ადამიანებს ბევრი ცოდ-
ვა მიუტევოს, მაგრამ სძულს, როცა ვინმე კოორდინაციას კარ-
გავს. მიაჩნია, რომ ეს ყველა ბოროტების სათავეა, რადგან კო-
ორდინაციის გარეშე არ არსებობს არც წესრიგი, არც საგანთა
ურთიერთკავშირი. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ახლა ჯენი-
სი, სამზარეულოდან გამოსვლისას კარის ჩარჩოს ეჯახება და
დივანის სახელურზე ჭიქას ისე დგამს, რომ იქიდან სითხე იღ-
ვრება და რბილ, ნაცრისფერ ქსოვილზე დიდი, გამჭვირვალე
ტუჩი იხატება. „ვარსკვლავურ ომებს“ ბოლომდე უყურებენ, მე-
რე „სიყვარულის გემის“ დიდ ნაწილს, მხოლოდ იმიტომ, რომ
გაიგონ, კრუიზში წასვლა არ ღირს. როცა ჯენისი ჭიქის შესავ-
სებად დგება, ჰარი ტელევიზორს ბეისბოლზე რთავს - „ფილა-
დელფიელები“ თამაშობენ. „ექსპო“ მათ საშუალებას არ აძ-
ლევს, ერთ ბურთზე მეტი გაიტანონ - დაუჯერებელია ამხელა
ძალა. ახალ ამბებში ლევითაუნში ბენზინის გამო მომხდარ
არეულობას აჩვენებენ. ხალხი ბენზინით სავსე ლუდის ბოთ-
ლებს ისვრის. ბოთლები ფეთქდება. ისეთი შთაბეჭდილება იქ-
მნება, თითქოს ძველი, ვიეტნამის ომზე გადაღებული ფილმია,

73
მკითხველთა ლიგა

არადა, ეს ყველაფერი აქვე, ფილადელფიის ჩრდილოეთში


ხდება. სატვირთო ავტომანქანების გაფიცულ მძღოლებს ხელ-
ში პლაკატები უჭირავთ: „შელი - ჯანდაბაში“. კუნძულ ტრი მა-
ილზე რადიაციამ გაჟონა. ამინდი ხვალ, როგორც ჩანს, კარგი
იქნება, რადგან როქის მთებიდან მეინემდე მაღალი ატმოსფე-
რული წნევის ზონაა. ძილის დროა.
ჰარის ეჭვი არ ეპარება, რომ, როგორც ამას წლების გა-
მოცდილება აჩვენებს, დედიკოსთან უსიამოვნებისა და ზედმეტი
სასმელის შემდეგ ჯენისი სიყვარულს მოსთხოვს. სიყვარულის
თვალსაზრისით, ქორწინების პირველი ათი წელი ჰარისთვის
რთული იყო. ჯენისმა ბევრი რამ არ იცოდა და ვერც წარმოედ-
გინა, რომ საერთოდ ასეთი რამ ხდებოდა, და ეს იყო ჰარის-
თვის გადაუწყვეტელი პრობლემა, მაგრამ ჩარლი სტავროს-
სთან რომანის შემდეგ, ჯენისი გაიხსნა, ისე გაიხსნა, რომ დედა-
მიწიდან პირდაპირ მთვარეზე გაფრინდა. მაშინ მისთვის არა-
ნაირი ბარიერი არ არსებობდა, დროც ისეთი იყო - სიკვდილი
ნელ-ნელა ხრავდა მის სხეულს და ჯენისიც მიხვდა, რომ არც
ისეთი ფასდაუდებელი ჭურჭელია და არც ისეთი სუპერმენი არ-
სებობს ამქვეყნად, ვისთვისაც თავის შენახვა ღირს. მაშინ ჰარის
საწუწუნო არაფერი ჰქონდა. კაცმა რომ თქვას, ახლა უკვე ქალს
გაუჩნდა პრეტენზიები. სადღაც, კარტერის მოსვლის პირველ
პერიოდში, ჰარის ინტერესი ლოგინის მიმართ, რომელიც მა-
ნამდე უპირველესი იყო, ნელ-ნელა გაუნელდა, ახლა კი თავ-
დაჯერებულობის ნამდვილი კრიზისი აქვს. აქ ის ფულს ადანა-
შაულებს, ყველაფერი იმის ბრალია, რომ როგორც იქნა, ცხოვ-
რებით კმაყოფილია. გარდა ამისა, ფული, უძრავად რომ დევს
ბანკში, დღითი დღე უფასურდება და ჰარის მოსვენება აქვს და-
კარგული იმაზე ფიქრით, რა იღონოს. სხვა საზრუნავიც ხომ
აქვს: „ფილადელფიელები“, მიცვალებულები, გოლფი. რაც

74
მკითხველთა ლიგა

კლუბ „ფრთაგაშლილ არწივში“ დაიწყო სიარული, გოლფმა


ძლიერ გაიტაცა, თუმცა უკეთესად თამაში მაინც ვერ შეძლო.
ყოველ შემთხვევაში, მის კუნთებში ჩახვეული სიზუსტე და ძალა,
ახლა იმაზე მეტ სიამოვნებას არ ანიჭებს, ვიდრე მაშინ, როცა
თამაში ახალი დაწყებული ჰქონდა და ბურთს ზუსტად აგდებდა
ხოლმე. ცხოვრებაც ასეა: მის დინებას ვერავინ გააკონტრო-
ლებს, მისი მოძრაობის პრინციპი დღემდე ვერავინ განსაზ-
ღვრა. „თოკებივით ხელები მაქვს“ თავის თავს ეუბნება ის ზოგ-
ჯერ და ამ ნაკლის გამოსწორება მოუხერხებია კიდეც, მაგრამ
იმ შემთხვევაში, როცა ხელებს ვერაფერს შველის, თავს ეუბნე-
ბა: „წონა დააგდე“ ან „ხელებს ქათმის ფრთებივით ნუ აფართხა-
ლებ.“ ან კიდევ: „სწორი კუთხე შეარჩიე“, ყვანჭსა და ხელს შო-
რის კუთხეს გულისხმობს, როცა მაჯას ხრის. ზოგჯერ ჰგონია,
რომ პრობლემა ხელებშია, ზოგჯერ ჰგონია, რომ მხრებში, რო-
ცა მუხლების მოხრაა საჭირო - მუხლებში. აი, ყველაფერს კი
ერთდროულად ვერ ახერხებს. კალათბურთში, როგორღაც,
თავისთავად გამოსდიოდა. ადამიანი ქუჩაში ისე რომ და-
დიოდეს, როგორც გოლფის თამაშის დროს, აუცილებლად გა-
დაყირავდებოდა. როცა ზუსტად ურტყამს ბურთს, ან ნელა აგო-
რებს ორმოსკენ, ისეთ სიამოვნებას იღებს, როგორსაც მაშინ
იღებდა, როცა ქალებზე ფიქრობდა და იმ განცხრომას წარმო-
იდგენდა, რაც მოელოდა, თუ ერთ-ერთ მათგანთან ერთად
დაუსახლებელ კუნძულზე მოხვდებოდა.
შიშველი ჯენისი აბაზანიდან გამოდის და საწოლი ოთახის
კარის ჩარჩოს ეჯახება. მერე საწოლზე ეცემა, სადაც ჰარი „მომ-
ხმარებლის ცნობარის“ ივლისის ნომერს კითხულობს, ჰარისკენ
იწევს და ენას პირში ჩრის. ჰარი ჯერ კიდევ ჟურნალის ხუთ
გვერდზე ჩამოწერილ უზარმაზარი რაოდენობის სხვადასხვა
ფირმის კონსერვის გასახსნელის დადებით და უარყოფით მხა-

75
მკითხველთა ლიგა

რეებს აფასებს, როცა უკვე ლიქიორის, შებოლილი ძეხვისა და


კბილის პასტის გემოს გრძნობს. „სანბიმის“ გასახსნელი კარგად
ხსნის ოთხკუთხედ და უსწორმასწორო ზედაპირიან კონსერ-
ვებს, ხოლო ყავის ქილებს ისე მაგრად ხვრეტს, რომ იქიდან
მარცვლები ცვივა. მაგნიტი ისე ძლიერად ეწებება ქილას, რომ
ლამისაა მისი შიგთავსი გამოიღოს. „ECCO C865K“ არაფრად
ვარგა, რადგან მალე ცვდება. ამ დეტალური კვლევის ფონზე
ჯენისის ენა ბრმა გველთევზასავით სრიალებს და ნერვებს უშ-
ლის. მას შემდეგ, რაც ორმოცს მიახლოებულმა ჯენისმა იმ მიზ-
ნით, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მავნე გვერდითი
მოვლენები თავიდან აეცილებინა, მილები გადაიკეტა, დანა-
კარგების დემონმა (აღარასოდეს ეყოლება შვილები) მას
მეორე, ყალბი სექსუალური სიცოცხლე, რაღაც არანორმალუ-
რი აკვიატება ჩაჰბერა. რადგან ჰარი კოცნაზე არ პასუხობს, ჯე-
ნისი ეცლება. მის თვალებში ჰარი თავის თავს ვერ ხედავს, ჯე-
ნისს მხოლოდ ალკოჰოლი და გაუაზრებელი აგრესიული ვნება
მართავს. ღამის ნათურის შუქზე ბაჭია ხედავს, როგორ დაუნა-
ოჭდა ქალს ყელი, ჩამოეკიდა და გაუწითლდა, თითქოს დამ-
წვარი ჰქონდეს. ამას ვერ შეამჩნევდა, საკითხავი სათვალე რომ
არ ეკეთოს.
- ღმერთო ჩემო, იქნებ დაგეცადა, ვიდრე სინათლეს გა-
მოვრთავ? - ეუბნება ცოლს.
- მე სინათლეში მომწონს, - ძლივს ლუღლუღებს ქალი. -
მიყვარს, როცა ჭაღარებს ვხედავ შენს მკერდზე.
ეს უკვე საინტერესოა.
- ბევრი ჭაღარა მაქვს? - ცდილობს თავი მაქსიმალურად
დახაროს და მკერდზე დაიხედოს. - ჭაღარა კი არა, ქერაა.
არა?

76
მკითხველთა ლიგა

ჯენისი წელამდე ხდის ზეწარს და მკერდზე თმას სათითა-


ოდ უთვალიერებს. მისი ძუძუები, შეხებისას ჰამბურგერის ფუნ-
თუშას რომ მოაგონებს კაცს, ჰარის მუცელთან ქანაობს.
- აი, ჭაღარა, აი, კიდევ. - ჯენისი ერთი მეორის მიყოლე-
ბით გლეჯს.
- მორჩი, ჯანდაბა! რას აკეთებ!
ბაჭია მაღლა იწევა და მუცლით ჯენისის ძუძუებს მისსავე
ნეკნებს აკრავს. გაბრაზებული, ცალი ხელით თმაში წვდება ჯე-
ნისს, მეორეში კვლავინდებურად ჟურნალი უჭირავს, სადაც წუ-
თის წინ წაიკითხა, თუ როგორ ეკრობა მაგნიტი კონსერვის ქი-
ლას. ბაჭია ჯენისს თავისი სხეულიდან საწოლის მეორე მხარეს
აგორებს. მთვრალ ჯენისს ეს სასიყვარულო თამაში ჰგონია, ზე-
წარს წელს ქვემოთაც ხდის და ხელს უთათუნებს. ქალის შეხება
მის სხეულში ცივ ტალღებს წარმოშობს - ჯენისმა სულ ცოტა
ხნის წინ დაიბანა ხელები. „მომხმარებლის ცნობარის“ შემდეგ
გვერდზე ცისფერ ფონზე წერია „სიგრილე 1979 წლის ზაფხულ-
ში - კონდიციონერი თუ ვენტილატორი?“ ბაჭია ცდილობს ჩაწ-
ვდეს ამ ორი მოწყობილობის დადებითსა და უარყოფით მხა-
რეებს (ერთი დიდია და რთული დასამონტაჟებელი, მეორე კი
მსუბუქი და სადაც გინდა, იქ დადგამ, ერთი ძვირი სიამოვნებაა,
მეორე - გაცილებით იაფი. როგორც ჩანს, უპირატესობა მაინც
ვენტილატორის მხარეზეა), მაგრამ კონცენტრირებას ვერ
ახერხებს იმის გამო, რაც მის წელს ქვემოთ ხდება, სადაც ჯენი-
სის აღელვებული თითები დაჟინებით მოითხოვენ ერთსა და
იმავეს, მაგრამ ვერა და ვერ იღებენ. გაცოფებული ჰარი, ჟურ-
ნალს კედელს ანარცხებს, რომლის იქითაც დედიკო სფრინ-
გერს სძინავს. მერე ფრთხილად იხსნის სათვალეს, საწოლის
გვერდით პატარა მაგიდის უჯრაში დებს და სინათლეს აქრობს.

77
მკითხველთა ლიგა

ახლა ბაჭიას იმედი აქვს, რომ მისი ცოლის აღტკინება


ძილს ვერ გაუძალიანდება. ეს დღე მართლაც გრძელი გამოდ-
გა. ჰარიმ შვიდის ნახევარზე გაიღვიძა და შვიდზე უკვე ფეხზე
იყო. ქუთუთოები უკვე დაუთხელდა და ვეღარ იცავენ დილის
სინათლისგან. ახლაც კი, როცა ჯერ შუაღამეც არაა, ჰარი უკვე
გრძნობს, როგორ ახლოვდება ხვალინდელი განთიადი. ისევ
ახსენდება ცისფერთვალა ხილვა, რომელშიც, როგორც თავად
მოეჩვენა, მისი და რუთის გენები ერთმანეთს შეერია. გონება
შორეულ წარსულს სწვდება, როცა მან რუთი პირველად მდგო-
მარე გაჟიმა და მისი სილამაზის დანახვაზე, რომელიც სამერ
სთრითის ლამპიონის შუქზე გაკრთა, გაოცებისგან „ჰეი!“ აღმოხ-
და. პირველად ნახა ასეთი სხეული, ასეთი გრძელი და ჩამოს-
ხმული, მისი სხეული აღიგზნო და ის შევიდა მასში, ამ აბსოლუ-
ტურად მომწიფებულ მშვენიერებაში. „ჰეი!“ ჰარის მელანქოლია
ეძალება. რა დასანანია, რომ ასეთი საოცარი შერწყმის შემდეგ,
ის დაეცა ამ ორი, სიბერის გზაზე შემდგარი სხეულების კავში-
რამდე, რომელთაგანაც ერთი დაღლილობას თავს ძლივს არ-
თმევს და მეორე კი უგონოდ მთვრალია. ახლა ჯენისი უკვე გა-
ბოროტებული ექაჩება წელს ქვემოთ. „ის“ კი ჯიუტად წევს და
ადგომის თავი არ აქვს. ჯენისის მთელი ყურადღება მასზეა ფო-
კუსირებული, როგორც მზის სხივი ფოკუსირდება ერთ ადგილ-
ზე გამადიდებელი შუშით. ბავშვები ასე ჭიანჭველებს კლავენ
ხოლმე. ჰარი არაერთხელ გამხდარა ასეთი მკვლელობის მოწ-
მე, მაგრამ თავად არასდროს ჩაუდენია. ჩვენ ისედაც სასტიკები
ვართ, მაშინაც კი, როცა განგებ არ ჩავდივართ სისასტიკეს. ბა-
ჭია იმაზე ბრაზდება, რომ ჯენისი, ცდილობს რა დაივიწყოს,
რომ მიტოვებულია, რომ დედასთან პრობლემები აქვს, შეიძ-
ლება ნელსონის დაბრუნებისაც კი ეშინია, არ ცდილობს, სის-
ხლი აუდუღოს ისე, როგორც ეს მეცხრე კლასში მოუვიდა, რო-

78
მკითხველთა ლიგა

ცა ალგებრის გაკვეთილზე ლოტი ბინგამენის გვერდით იჯდა


და როცა ლოტიმ ხელი აიწია, რომ მასწავლებლის შეკითხვაზე
ეპასუხა, ბაჭიამ დაუნახა თმა იღლიაში და მის სხეულზე მიკრუ-
ლი მოყვითალო-მოსტაფილოსფრო ლიფი. მაშინ იგრძნო ჰა-
რიმ შიში, რომ თუ იმ დროს ზარი დაირეკებოდა, მას წამოდგო-
მა შარვალში თავისი დაგრძელებული და გამაგრებული ნაწი-
ლით მოუწევდა.
ჰარი ფიქრობს, ჯობია ჯენისს ძუძუები აულოკოს, რომ იქ-
ნებ სექსისთვის განეწყოს, თორემ რაღაცნაირად, უხერხულია.
ძალების მოსაკრებად საჭიროა რაღაც დრო, პატარა პაუზა. სა-
კუთარი ნერწყვი სიბნელეში ქალის თითქმის შავ სხეულზე ჰა-
რის თავსზემოთ ბრწყინავს. მათი საწოლი ორ ფანჯარას შორის
დგას, რომლიდანაც ვერც მზისა და ვერც მთვარის შუქი ვეებერ-
თელა ხის გამო თითქმის ვერ აღწევს, ხის, რომლის ფოთლე-
ბიც ოქროსფერია და ქუჩის ლამპიონით გაკაშკაშებული.
„რა კარგია“. ნეტავ, ჯენისს არაფერი ეთქვა. კარგი საკმა-
რისი არაა. მის სიტყვებში ის მაინც უნდა იგრძნობოდეს, რომ
შეურაცხყოფილია, ან რომ კაცის შეტევა მოულოდნელია. კაცმა
რომ თქვას, ლოტი იჯდა და ელოდა, ვინმეს გაეჟიმა. მაინცდა-
მაინც ჰარის არა. ეს მეცხრეკლასელი გოგო თავის ბინძურ სურ-
ვილს ფეხებს შორის იკლავდა, ზუსტად ისე, როგორც ამას
ტუალეტის კედლებზე წერენ. ის ნახატები თუ სიტყვები, ტუალე-
ტის კედლებზე, იმავე ბიჭების შემოქმედება იყო, რომლებიც ჭი-
ანჭველებს გამადიდებელი შუშით ხოცავდნენ. საბრალო ჭიან-
ჭველები ტკაცუნით იბრაწებოდნენ მზეზე - გესმის? ნეტავ, გო-
გოებიც ასე ტკაცუნობენ, როცა იხსნებიან? ბაჭიას სისხლს უჩქა-
რებს იმის გაფიქრებაც კი, რომ ლოტიმ იცოდა, ხელის აწევისას
ძუძუს თავებიც რომ ეწეოდა და ბლუზის სახელოდან ლიფი და
იღლიაში ახალმოსული თმა მოუჩანდა, მის გვერდით მჯდომი

79
მკითხველთა ლიგა

ჰარი კი სულ ამ მომენტს ელოდა. დაძაბულობით გაჯერებულ


ოთახში, რომლის თხელი კედლის იქით დედიკო სფრინგერს
ძინავს, ჰარი, თითქოს აქ არაფერიაო, თავის გამაგრებულ ასოს
ჯენისის ხელებს უთმობს. ცეცხლოვანი გოგოოოოო...
მაგრამ, როგორც ჩანს, ჯენისის გონება უკვე სხვაგან დაქ-
რის. ჰარი ამას ქალის უხეშ ალერსზე ხვდება და თავის გადა-
სარჩენად, ყურში ჩასჩურჩულებს: „მოწოვე, მიდი, მოწოვე“. ჯე-
ნისი მორჩილად ბრუნდება და თავს მუცელზე მძიმედ ადებს.
ჰარი საწოლზე დიაგონალურად წევს, ერთ ხელს ისე შლის,
თითქოს უნდა გაფრინდესო და ცოლს დუნდულებზე ეფერება.
ახლა ქალის ქვედა ნაწილები ისეთი მრგვალი და მკვრივი აღა-
რაა, ოდესღაც რომ იყო და თითებით თმა მათზე გაცილებით
ადვილი საპოვნელია. როცა ჯენისმა სტავროსთან რომანი
გააბა, ამის კეთება მაშინ ისწავლა. თუმცა, როგორც საჭიროა,
ისე მაინც არ გამოსდის, მხოლოდ თავს ულოკავს. ბოლომდე
რომ აღიგზნოს, ბაჭია ცდილობს გაიხსენოს, როგორ წოვდა
რუთი, გაიხსენოს თავისი აღტაცება, თავისი აღტაცებული „ჰეი“,
ახსენდება, ერთხელ რუთმა სპერმა როგორ გადაყლაპა, მაგ-
რამ ამ მოგონებებს ის დანაშულის გრძნობამდე მიჰყავს იმ რამ-
დენიმე თვის გამო, რაც ერთად გაატარეს. მერე იყო მოღალა-
ტის ღალატი, მერე გაქცევა. ჰარის ეუფლება მწარე სინანული,
რომ ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მოულოდნელად ჯენისი
ეკითხება:
- რაზე ფიქრობ?
- სამსახურზე, - ცრუობს ის. - ჩარლიზე ვნერვიულობ. თავს
ისე უფრთხილდება, რომ ვეღარაფერს მოსთხოვ. ყველაფერი
ჩემი გასაკეთებელია.
- მერე რა, შენ ხომ ორჯერ მეტი ხელფასი გაქვს, მაშინ
როცა ჩარლი მთელი ცხოვრება იქ მუშაობს.

80
მკითხველთა ლიგა

- ჰო, მაგრამ მე ხომ ბოსის ქალიშვილზე ვიქორწინე. ჩარ-


ლისაც შეეძლო, მაგრამ არ მოინდომა.
- ქორწინება არ იყო ჩვენი მიზანი.
- აბა რა იყო?
- არაფერი. დაივიწყე.
შეფიქრიანებული ჰარი ქალს გრძელ, აუზის წყლისგან
დარბილებულ თმაზე ეფერება.
- დღეს ჩვენთან ერთი ახალგაზრდა წყვილი შემოვიდა... -
იწყებს ბაჭია და მაშინვე ხვდება, რომ გაგრძელება არ ღირს.
ახლა, როცა ჯენისს ვნება ჩაუცხრა და აღარ ძალადობს, დაძა-
ბულობა მოეხსნა, მთლიანად მოეშვა და ასოც გამაგრებული
აქვს. აი, ჯენისს კი, სახე მის ასოსთან უდევს და ლამის ჩაეძი-
ნოს. „გინდა შენში შემოვიდე?“ ეკითხება ჩუმად. პასუხი არ არის.
ჰარი ქალის ურეაქციო სხეულს თავის მკერდამდე წევს და ისე
აბრუნებს, რომ ახლა მის გვერდით წევს და შეუძლია მასში უკ-
ნიდან შევიდეს. ჯენისი იღვიძებს. ჰარის ესმის მისი „ოჰ“, როცა
მასში აღწევს. ჰარი ჯენისის სველ წიაღში შედის, ზეწარს ბო-
ლომდე იფარებს და ნელა მოძრაობს. ჯერ ისე არ ცხელა, რომ
ვენტილატორი, ან კონდიციონერი დადგას. ორივე სადღაც
სხვენში გდია, წელის მოწყვეტა მოუწევს, იქიდან რომ ჩამოათ-
რიოს. არასოდეს უყვარდა კონდიციონერი, მაშინაც კი, როცა
ის მხოლოდ კინოთეატრებში იდგა და ლურჯ-მწვანე წარწერა
„სიგრილე“ დახრუკულ ქალაქში ადამიანებს აცდუნებდა. ჰარი
ყოველთვის ბუნებრივი ჰაერის მომხრე იყო. მტკიცედ სჯერა,
რომ ადამიანი იმას ეგუება, რაც ღმერთმა შექმნა, რაც გინდა
მძიმე ასატანი იყოს, ადამიანი მაინც გაუძლებს, ბუნება ხომ ყვე-
ლაფერს ერგება. და მაინც, ზოგჯერ ღამით მთელი სხეული გი-
ოფლიანდება, მანქანები სველ ასფალტზე ღრჭიალით დადიან,
გოგოებს და ბიჭებს მანქანის ფანჯრები ღია აქვთ, ან მანქანის

81
მკითხველთა ლიგა

სახურავი გადახდილი და რადიოს ბოლო ხმაზე აღრიალებენ,


და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ძლივს იძინებ და ზეწრის ოდნავ
შეხებაზეც კი ტანში გცრის, ხოლო ოთახში კოღოს ბზუილი ის-
მის. მისი გაქვავებული ასო მძინარე ქალში ისვენებს, ჰარი დუნ-
დულებზე ეფერება, მერე მათ შორის, ჭრილზე. დროა, სირბი-
ლი განაახლოს. მთელი ამ წლების განმავლობაში ბაჭია მიხ-
ვდა, რომ ჯენისი არაა წინააღმდეგი, თუ ჰარი ამ ჭრილზე
მიეალერსება ან შიგნით შევა. ჰარის ისიც ჰგონია, რომ ქალს
მოსწონს, როცა ის მის ქვეშ წევს და ჰარის კი მისი საჯდომი
უჭირავს. ახლა ბაჭია საკუთარ სხეულს ეხება აქა-იქ და ამოწ-
მებს, პენისი ისევ ისეთი გამაგრებულია თუ არა. რწმუნდება,
რომ ის კვლავინდებურად მაგარია და მსხვილი, როგორც ხე იმ
ადგილას, სადაც მიწიდან ბალახებს შორის ამოდის. ჯენისი მას
ორ შავ მთვარეს შორის შესვლის ნებას აძლევს და საკუთარ
შიგნეულობაში ისრუტავს. ჯენისის გრძელი სხეული, - ნეკნები-
დან თეძომდე, მის თითებქვეშ ისევე ძალდაუტანებლად ლივ-
ლივებს, როგორც თოლია ზღვის ტალღებზე. ჯენისი სიყვა-
რულმა ჩაამშვიდა, ალკოჰოლმა კი იქაურობას მოწყვიტა. კურ-
თხეულ იყოს მავნე ჩვევები.
- ჯენი, გძინავს? - ჩურჩულით ეკითხება ბაჭია.
მას არ სწყინს, რომ ჯენისმა მიატოვა, ლოგინში მეორე
ფხიზელი ადამიანი მისთვის დამატებითი პასუხისმგებლობა,
ხოლო მისი აზრებისთვის დაბრკოლებაა.
ჟურნალის შემდეგ გვერდზე ერთი სტატიაა „როგორ მივი-
ღოთ სესხი მანქანის საყიდლად“ - აუცილებლად უნდა გადაავ-
ლოს თვალი, მხოლოდ თავისი პროფესიის გამო, თორემ ასე-
თი რაღაცები სულაც არ იზიდავს. თავიდან არ ამოსდის, რო-
გორ შენიშნეს, რომ როცა ქილას ხსნიან, იქიდან ყავის მარ-
ცვლები იყრება. ჯენისი ხვრინავს - სუნთქვას ხვრინვა მოჰყვება,

82
მკითხველთა ლიგა

თითქოს დიდ სიღრმეზეა წყალქვეშ და მისი ცხვირი არფად გა-


დაიქცა. ჯენისის ღამესავით უკიდეგანო უკანალი მთელ ოთახს
ავსებს. გარჯა მოუწევს, ბოლომდე უნდა გაჟიმოს ჯენისი, თო-
რემ ასო უკვე ისე გაუქვავდა, რომ საშინლად სტკივა. თავის
თავს დააბრალოს, თორემ ჰარი სულაც არ აპირებდა. უცებ ბა-
ჭიას რატომღაც იაპონური ხოჭო ახსენდება, როგორ გადმოაგ-
დო სტაფილოდან და საკუთარი გრაციოზულობით ტკბება. აბა,
გამაგრდი ძილისგუდავ! ჯენისს გვერდზე სამ თითს კიდებს,
თითქოს ხელში ბანქო უჭირავსო. ცოლი რომ არ გააღვიძოს,
ფრთხილად, თუმცა, მიზანმიმართულად, სწრაფად და ზუსტად
მოძრაობს. ორგაზმისგან თავი ეყინება და წამით გული უჩერ-
დება - დიდი ხანია, ასეთი რამ აღარ განუცდია. ვინ ამბობს, რომ
საწვავი უთავდება?
- ბურთს მართლაც ზუსტად ვურტყამ, მაგრამ დაგენაძლა-
ვები, მაინც ვერ მოვიგებ. - ამბობს მეორე დღეს ბაჭია. შუადღე
უკვე გადასულია. ის „ფრთაგაშლილ არწივში“ თეთრ მაგიდას
მწვანე საცურაო ტრუსში უზის თავის მეგობრებთან და მათ ცო-
ლებთან ერთად. თუმცა, ის გოგო ბადი ინგლეფინგერის ცოლი
კი არა, უბრალოდ, მეგობარია. ბადი ერთ დროს დაქორწინე-
ბული იყო, მაგრამ მისი ცოლი ვიღაც ტელეფონის ხაზების შემ-
კეთებელთან ერთად გაიქცა სადღაც ვესტ ჩეთერთან ახლოს.
ეს ძნელი დასაჯერებელი არაა, თუ კაცი ბადის გოგოებს დააკ-
ვირდება - ყველა ერთიმეორეზე უარესია.
- ოდესმე მოგიგია? - ისე ხმამაღლა ეკითხება რონი ჰარი-
სონი, რომ აუზში მოცურავენი თავს მათკენ აბრუნებენ.
ბაჭია რონის აგერ უკვე ოცდაათი წელია იცნობს და გულ-
ზე დიდად არასოდეს ეხატებოდა. საშინელი მკვეხარაა და ყვე-
ლას ეპირფერება. ერთ დროს ერთ გუნდში თამაშობდნენ. ერ-
თიანად ოფლში გაწუწული რონი ვეებერთელა მაიმუნივით

83
მკითხველთა ლიგა

დარბოდა, მოწინააღმდეგეს მუჯლუგუნებს კრავდა და ცდი-


ლობდა, ძალით მიეღწია იმისთვის, რისთვისაც მოხდენილი
სპორტული თამაშით უნდა მიეღწია. ასეა თუ ისე, როცა ჯენისი
და ჰარი ამ კლუბის წევრები გახდნენ, პირველი ნაცნობი, ვისაც
აქ შეხვდნენ, რონი იყო. იმ დროისთვის მას სადაზღვევო კომ-
პანიაში უკვე მაღალი პოსტი ეკავა. მისი ცოლი თელმა კი არაჩ-
ვეულებრივი, პატივსაცემი ქალბატონი აღმოჩნდა. ის მესამე
კლასის მასწავლებლად მუშაობდა და სავარაუდოდ, ძალიან
მოქნილი უნდა ყოფილიყო ლოგინში, რადგან გასახდელში
რონი მუდმივად ამაზე საუბრობდა - ამ თემით პირდაპირ შეპ-
ყრობილი იყო. რონის სპილენძისფერი ხუჭუჭა თმა, რომელიც
სკოლის დამთავრებისთანავე დაუთხელდა, ახლა მხოლოდ
კინკრიხოზე აქვს შერჩენილი, ხოლო წლებმა და რესპექტაბე-
ლურობამ სახიდან ჯანმრთელი ვარდისფერი გაუქრო. ახლა
ლოყებსა და ქუთუთოებზე ქაღალდივით თხელი, მოლურჯო
თხელი კანი ეტყობა. ჰარის რაღაც არ ახსოვს, რომ მას თეთრი
წამწამები ჰქონოდა. ჰარის უყვარს მასთან გოლფის თამაში,
რადგან მოსწონს მისი დამარცხება. ამას კი ის განსაკუთრებული
ძალისხმევის გარეშე ახერხებს. ჰარი მულტფილმის სასაცილო
პერსონაჟივითაა, თუ აღელდება, ყვანჭს ისე იქნევს, რომ
ბურთს პირდაპირ ტყეში ისვრის.
- როგორც გავიგე, ჰარი ზუსტად აგდებს ბურთს, - წყნარად
ამბობს რონის ცოლი, თელმა. მას თხელი, სწორი სახე აქვს,
სულ ის უცნაური, ძველმოდური მთლიანი საცურაო კოსტუმი აც-
ვია, ზედ დაპლისული მოკლე ქვედაბოლო რომ აქვს შემოკე-
რებული. უმეტესად, მხრებზე და მუხლებზე პირსახოცს იფა-
რებს, თითქოს კანს მზისგან იცავდეს. დაბრაწული ცხვირის
გარდა, მთელ სხეულზე ისევ მოყვითალო კანი აქვს შერჩენი-
ლი. ღია ყავისფერი თმა ზოლებად უჭაღარავდება. მისი შემ-

84
მკითხველთა ლიგა

ხედვარე, ბაჭია სულ ერთსა და იმავე შეკითხვას უსვამს საკუთარ


თავს: რითი ხიბლავს ის ჰარისონს? რაღაცნაირად გრძნობს,
რომ ეს ქალი შტერი არაა, მაგრამ ჭკუა არაა ის, რასაც თავად
ქალებში აფასებს.
- ორმოცდათერთმეტში მეორე ლიგაში რეკორდი დავამ-
ყარე ჩაგდებული ბურთების რაოდენობის მიხედვით. - ამბობს
ის და თავის უკეთ დაცვის მიზნით, ამატებს: - სახუმარო არაა.
- შენი რეკორდი რა ხანია, მოხსნეს. - რონი ხვდება, რომ
უკეთ უნდა განმარტოს: - შავებმა.
- ყველა რეკორდი იხსნება. - ერევა ვებ მერქეთი, ცდი-
ლობს ტაქტიანად ისაუბროს. - არ ვიცი, თითქოს ახლა ერთი
მილი დამოკლდა, ისე სწრაფად დარბიან ეს ბავშვები. რაც
შეეხება ცურვას, შედეგებსაც ვეღარ დაიმახსოვრებ, მონაცემები
დღითი დღე ისე უმჯობესდება. - ვები მათ კამპანიაში ყველაზე
უფროსია. ორმოცდაათს გადააბიჯა, როგორც ამ ასაკში ამბო-
ბენ ხოლმე - ორმოცდარაღაცისაა. ეს გამხდარი, გონიერი მა-
მაკაცი, სახლების გადახურვისა და გარე მოპირკეთების სამუ-
შაოების ბიზნესითაა დაკავებული. გრძელ, ნაოჭებით დაზო-
ლილ სახეზე თაფლისფერი თვალები ყვითელი ჯაგარა წარბე-
ბის ქვეშ უციმციმებს. ყოველთვის გაწონასწორებული, მშვიდი
ტონით საუბრობს, გოლფსაც მშვიდად და პროფესიონალურად
თამაშობს. ერთადერთი, რაშიც ვები თავის მერყეობას ამჟღავ-
ნებს, ისაა, რომ უკვე მესამე ცოლი ჰყავს, სინდი. ესაა საყვარე-
ლი, ფუმფულა, ყავისფერზურგიანი თოჯინა, რომელსაც ჯერ კი-
დევ სკოლის სურნელი ასდის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე
ორი შვილი ჰყავთ - ქალ-ვაჟი, სამი და ხუთი წლის. სინდის მოკ-
ლედ შეჭრილი თმა ერთი მიმართულებით აქვს გადავარცხნი-
ლი, თითქოს ეს-ესაა თავი წყლიდან ამოყოო, ხოლო როცა
იცინის, გარუჯულ სახეზე ჩაწიკწიკებული პაწია კბილები თეთ-

85
მკითხველთა ლიგა

რად უბრწყინავს. თავისი მშვიდი და ნეიტრალური, არაგამომ-


წვევი ქცევების მიუხედავად, არანორმალურად სექსუალური და
ვნებისაღმძვრელია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ლიფის
სამკუთხა ჰამაკებში ძუძუები აქეთ-იქით ნებიერად უქანავებს:
სინდის შავი საცურაო კოსტიუმი იმ სტილისაა, მინიმალურად
რომ ფარავს სხეულს - ერთი თუ ორი ზონარი კისრიდან საჯ-
დომამდე კიდია, უფრო სწორად იმ წერტილამდე, საიდანაც
საჯდომი ორად იყოფა. ძუძუებს შორის გამყოფი არხი იმის მი-
ხედვით ჩანს ან არ ჩანს, თუ რამდენად დაბლა ჩამოუვა ლიფი.
ჰარი ეთაყვანება ვებს - ის მუდამ ხალისიანი და მიზანდასახუ-
ლია.
- ეს ალბათ იმიტომ, რომ ხალხი უკეთ იკვებება, არა? -
წვრილი, ბავშვური ხმით ამბობს ბადის გოგო. მისი ხმა არა-
ნაირად არ შეესაბამება უხეშ სახეს. ის ფიზიო-თერაპევტი უნდა
იყოს, თუმცა მისი სხეულის შემხედვარე ეს ძნელი დასაჯერებე-
ლია. ბადის მრავალფეროვანი გოგოები ჰარისთვის კარგი გაკ-
ვეთილია: მის ასაკში ცოლი აუცილებელია და არც გაუთხოვ-
რებთან ღირს საქმის დაჭერა. ვინ არ ჰყოლია ბადის - პატარა
ჭირვეული მდივნები, რესტორნის მკაცრი ადმინისტრატორები,
ყოფილი „ყვავილის შვილები“, უკან შეკრული თეთრი თმის კუ-
დებით, ბრტყელი მკერდითა და ნავახოს ტომის უამრავი სამ-
კაულით ახლა კუდიანებს რომ გვანან, კადრების განყოფილე-
ბის უფროსების მსუქანი თანაშემწეები, მთელი დღე უაიზერ
სთრითის პირქუშ, უფანჯრო შენობებში კომპიუტერიდან ფურ-
ცლებს რომ ბეჭდავენ და ნაგვის ურნაში ყრიან; ეს ქალები თით-
ქოს საპატიმროში სხედან, მათ ცარცივით თეთრ ფეხებს მზე არ
ეკარება და სახე კი ყველას ისეთი მოღრეცილი აქვს, თითქოს
ოცდაათ წელს ყბაში კაი გვარიანი დარტყმით გადააცილესო.
მათ დანახვაზე ჰარის რატომღაც მეკობრეები ახსენდება -

86
მკითხველთა ლიგა

თვითკმაყოფილი და ხეიბარი მეკობრეები, თუმცა ამ ქალებს


თვალზე სახვევი აკლიათ. ჯანდაბა, ამ გოგოს რაღა ქვია? ნა-
ხევარი საათიც არ გასულა, რაც გაიცნო, მაგრამ სახელს ვერ
იხსენებს, მაშინ ყველა თავით ფეხებამდე გოლფში იყო გადაშ-
ვებული.
ბადიმ მოიყვანა ეს გოგო, ამიტომ უყურადღებოდ ვერ და-
ტოვებს მის იაფფასიან შენიშვნას. კიდევ კარგი ის ერევა, თო-
რემ პაუზა უკვე უხერხულად დიდხანს გრძელდება.
- მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ საქმე სხვა სტილით ვარჯიშ-
სა და წვრთნაშია. დღეს მეორეხარისხოვანმა მწვრთნელმაც კი
იცის ის ტექნიკური ხერხები, რაც ადრე მხოლოდ გამორჩეული
სპორტსმენებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამ გადმოსახედი-
დან, უწინ გამორჩეული და განსაკუთრებული ახლა არც ისეთი
განსაკუთრებული ჩანს, რადგან მის გვერდით ათეულობით მის-
ნაირია. - ბადი ყველა ქალს სათითაოდ უყურებს, თითქოს თი-
თოეულს შესაფერისი იარლიყი უნდა შეურჩიოსო. მას ფემინიზ-
მი სულ არ აშინებს, ფუჭად ხომ არ ჩაიარა ბარებში მიღებულმა
გამოცდილებამ. - ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აღმო-
სავლეთი გერმანია და ჩინეთი, სპორტსმენებს სტეროიდებს აძ-
ლევენ, როგორც ხარებს. ამის შემდეგ, როგორღა უნდა უწოდო
მათ ადამიანები. - ბადის რკინის ჩარჩოიანი სათვალე უკეთია,
ასეთ სათვალეს ხარატები ჩარხთან მუშაობის დროს ხმარობენ,
უსაფრთხოების მიზნით. ბადის რაღაც კავშირი აქვს ელექ-
ტროობასთან და ტვინიც შესაბამისად აქვს მოწყობილი - ძალი-
ან ზუსტია. ის აგრძელებს, რომ თავის სათქმელს საბოლოოდ
დაუსვას წერტილი: - თუნდაც გოლფი ავიღოთ, პალმერი და
ნიკლაუსი იმ ცინგლიანმა ბავშვებმა დაამარცხეს, რომლის სა-
ხელები არავის გაეგო. სამხრეთის კოლეჯებში იმდენ ასეთ

87
მკითხველთა ლიგა

ბავშვს ამზადებენ, რომ ერთი ტურნირიდან მეორემდე სახელე-


ბი აგერევა.
- რეკორდი იხსნება იმიტომ, რომ ახლები მოდიან. წესით
აარონს არ უნდა ეთამაშა, მაგრამ იმიტომ გააჩერეს ამდენი ხა-
ნი, რომ რუთის რეკორდი მოეხსნა. ის დრო კარგად მახსოვს,
როცა სკოლაში ხუთ წუთში ერთი მილის გარბენა დიდი მოვ-
ლენა იყო. ახლა ეს გოგოებისთვისაც კი ადვილია.
- საოცარია, - ისევ ეჩრება ბადის გოგო, თითქოს თავს
ვალდებულად თვლის, რაც გინდა იყოს, მან წამოიწყო ეს თემა.
- რა შეუძლია ადამიანის სხეულს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია,
თუ დასჭირდა, მანქანა ცალი ხელით ასწიოს. მთავარი მოტივა-
ციაა. ასეთ რამეებზე გაზეთები ხშირად წერენ. საავადმყოფოს
ნებისმიერმა ექიმმა, სადაც მე პრაქტიკას გავდიოდი, იცის სტა-
ტისტიკური მონაცემები და იტყვის, რომ ჩვენი ფიზიკური შესაძ-
ლებლობის ნახევარსაც კი არ ვიყენებთ.
ვებ მერქეთი ხუმრობის ხასიათზე დგება:
- გესმის, სინდი? თუ ყველა ბენზინგასამართი სადგური
დაიკეტება, შენი „აუდი“ შეგიძლია ხელით ატარო. სერიოზუ-
ლად რომ ვთქვათ, მე ყოველთვის მაოცებენ ის ადამიანები,
ვინც რამდენიმე ენა იცის. თუ დავუშვებთ, რომ ტვინი კომპიუტე-
რია, წარმოიდგინეთ, კუნთებს რამდენი შეუძლიათ, ისინი გაცი-
ლებით მეტი უჯრედებისგან შედგება.
მისი ახალგაზრდა მეუღლე ხელებს წევს და ცდილობს,
თმიდან წყალი ჩამოიწუროს, მაგრამ თმა ძალიან მოკლე აქვს
და მუჭში ვერ იქცევს. ამ დროს ქალს სველ შავ ლიფში ძუძუები
მაღლა ეწევა და მათი მოხაზულობა აშკარად იკვეთება. მუხ-
ლებზე პირსახოცი უდევს, თითქოსდა განგებ, რომ ჰარის მისი
თეძოების დათვალიერების სურვილი გაუქროს. ახლა ხვდება
ჰარი, ბადის გოგო მხოლოდ იმიტომ კი არ აღიზიანებს, რომ

88
მკითხველთა ლიგა

გამონაყარი აქვს ნიკაპსა და შუბლზე, არამედ უფრო იმიტომ,


რომ ფეხებზე ზუსტად ისეთი გამონაყარი აქვს, ვენერიულმა
დაავადებებმა რომ იცის. ჯორჯიანა? თუ ჯერალდინა? ამასობა-
ში ქალის წვრილი, მეტისმეტად აღგზნებული ხმა განაგრძობს:
- იოგები ხომ ახერხებენ ჰაერში აიწიონ, ან დროში ათასი
წლის უკან გადავიდნენ. ედგარ ქეისს ამის უამრავი მაგალითი
მოჰყავს. არცაა გასაკვირი, არაფერი ზებუნებრივი არაა, - ამ-
ქვეყნად იმდენი ადამიანი იტანჯება, რომ ღმერთის, უბრალოდ,
არ შემიძლია ვიწამო, - ისინი ყველანი იმ შესაძლებლობებს
იყენებენ, რომელიც ყველა ჩვენგანს აქვს, მაგრამ ვერ ვავითა-
რებთ. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ „ტიბეტის მკვდართა წიგ-
ნი.“
- მართლა? - მშრალად ამბობს თელმა ჰარისონი. - ავტო-
რი ვინაა?
ყველას დუმილი იპყრობს. აუზის წყლიდან არასასიამოვ-
ნო, მომწვანო ფერი მათ სახეებზე ირეკლება და უხერხულ,
არაბუნებრივ იერს აძლევს. აუზიდან მკაფიოდ ისმის მოცურავე
ბავშვის არათანაბარი სუნთქვა.
- ახლა ოჯახურ ამბებს გეტყვით. უცნაურ სიტუაციაში აღ-
მოვჩნდით: ამას წინათ, ბავშვებისთვის გასართობად ახალი
ფოტოაპარატი ვიყიდე, „პოლაროიდი.“ მხოლოდ ბავშვები კი
არა, მთელი ოჯახი მოგვაჯადოვა, პირდაღებულები ვუყურებთ,
როგორ იკვეთება გამოსახულება პირდაპირ ჩვენ თვალწინ. აი,
ესაა ზებუნებრივი მოვლენა.
- გეგონება, ეს აპარატი ფოტოს აფურთხებსო, - ამატებს
სინდი, შემდეგ თვალებს აელმებს და ენას სისინით აგდებს. კა-
ცები სიცილით იხოცებიან.
- „მომხმარებლის ცნობარი“ ამის შესახებაც წერს. - ახსენ-
დება ჰარის.

89
მკითხველთა ლიგა

- ჯადოსნური რამაა, - უხსნის მათ სინდი. - ვები გიჟდება. -


სინდი იცინის და ბავშვურად ჯანმრთელი ღრძილები და პატარა
კბილები მოუჩანს.
- რატომაა ჩემი ჭიქა ცარიელი? - კითხულობს ჯენისი.
- წაგებულები იხდიან. – ფაქტობრივად, ყვირის ჰარი. სულ
რამდენიმე წლის წინ საზოგადოებაში ასე ხმამაღლა მხოლოდ
კაცები ლაპარაკობდნენ. ახლა კი, ლუდის სარეკლამო კლიპე-
ბიდან ქალებმაც და კაცებმაც ისწავლეს, რომ ბარში, ქალაქგა-
რეთ, პიკნიკზე, ზღვის სანაპიროზე თუ მთაში, დრო კარგად უნ-
და გაატარონ, იმხიარულონ და იხმაურონ. - გამარჯვებულებმა
უკვე დაპატიჟეს ყველა. - სულაც არაა საჭირო განმარტება, მაგ-
რამ მაინც ამატებს ბაჭია, თითქოს მის გარდა ყველას მეხსიერე-
ბის პრობლემა აქვს. ამასობაში, რამდენიმე ხელი უკვე მიმტანს
უხმობს.
ჰარის გუნდმა ვერ აიღო „ნასაუს“ თასი. ის თვლის, რომ
ამაში მისი მეწყვილეა დამნაშავე. ბადი ყველაფერს აფლავებს.
ზედიზედ ორი მშვენიერი დარტყმაც რომ შეასრულოს, მერე სა-
მი დარტყმა მაინც დასჭირდება, რომ ბურთი ორმომდე მიაგო-
როს. რაც შეეხება თავად ჰარის, ის ყოველთვის კარგად ურ-
ტყამს, მერე რა, თუ ბურთი ყოველთვის ვერ აღწევს მიზანს -
მართალია, ხელები თოკებივით ჰკიდია, მაგრამ ჯოხს ზუსტად
უმიზნებს, ბურთს დაჟინებით იქამდე უყურებს, ვიდრე ის სავსე
მთვარესავით არ გაიბერება. ბოლო დარტყმა დიდებული გა-
მოუვიდა. ბურთი ყველაზე შორეული ფოსოსკენ გაფრინდა,
რომელიც ლამის კლუბის შემოსასვლელთან, პატარა ნაკა-
დულთანაა. ეს უდავო გამარჯვება მის უამრავ უიღბლო დარ-
ტყმას აბათილებს და საკუთარი თავისა და ძალების რწმენას
უბრუნებს. ამის შემდეგ პემაქვიდის მთის შემხედვარეს, უკვდავე-
ბის სჯერა. ჩამავალი მზის ფონზე ბაჭია თავს ამ მთის ღვიძლ

90
მკითხველთა ლიგა

ძმად გრძნობს. ეს მთა სულ ახლახან მოათვინიერეს. ორი


საუკუნის განმავლობაში, როცა ჯაჯის მთა ამაყად აკვირდებო-
და, ნელ-ნელა როგორ ვითარდებოდა ბრუერი, ცაში აზიდული
პემაქვიდი რჩებოდა საიდუმლოებით მოცულ და აკრძალულ
ადგილად, სადაც ახალგახსნილი სასტუმროები კოტრდებოდა
ან ხანძრით ნადგურდებოდა და სადაც მხოლოდ საიდუმლო
საყვარლები, ჰაიკერები და მართლმსაჯულებას გაქცეული კრი-
მინალები თუ ბედავდნენ სიარულს. „ფრთაგაშლილი არწივის“
დამაარსებლებმა (ამ კლუბს სახელი ალბათ იმის მიხედვით და-
არქვეს, რაც კი აქ მოსულებმა პირველი დაინახეს. ეს ალბათ
ქორი ან შევარდენი უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ ადგილის
თავზე დაფრინავდა და მეპატრონეებმა კლუბის სიმბოლოდ
აიღეს) მთის ძირში სამასი აკრი მიწა სულ იაფად შეიძინეს და
როცა შვინდის ბუჩქები, ალვის ხეები, ჰიკორი და იფანი დაჭრეს,
ბულდოზერებით ის ადგილი მოასუფთავეს და გოლფის მოედ-
ნად და ჩოგბურთის კორტებად აქციეს, ხალხი ჭორაობდა, რომ
ეს წამოწყება არ გაამართლებდა, რადგან ბრუერის სამხრეთ
ნაწილში უკვე არსებობდა ასეთი კლუბი სახელად „ბრუერ ქან-
თრი კლაბი“ და იქ ძირითადად ებრაელები და ექიმები დადი-
ოდნენ. ასევე, არსებობდა კლუბი „ტულფიჰოკენი“ ბრუერის
ჩრდილოეთით, ათი მილის სავალზე. ამ კლუბს გარს კედელი
ჰქონდა შემოვლებული და ერთიანად გისოსებში იყო ჩასმული.
ის ძველი ქარხნის აქციონერთა ოჯახებისა და მათი იურისტე-
ბისთვის იყო განკუთვნილი. გოლფის მოედნები უბრალო გლე-
ხებისთვისაც მოიძებნებოდა ბრუერის შემოგარენში. თუმცა, ზე-
მოთ ჩამოთვლილთა გარდა, ქალაქში გაჩნდა ფენა, რომელ-
საც საშუალო ასაკის ახალგაზრდა ადამიანები შეადგენდნენ.
ისინი ძირითადად მომსახურებისა და ვაჭრობის, კომპიუტერუ-
ლი უზრუნველყოფისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში

91
მკითხველთა ლიგა

იყვნენ დაკავებულნი, არ ითხოვდნენ ცალკე ბანქოს სათამაშო


ოთახებს, არც ბარმენი სჭირდებოდათ, არც იმის წინააღმდეგნი
იყვნენ, რომ თამაშის შემდეგ მოედანი წესრიგში თავად მოეყ-
ვანათ და არც იმის, თუ კლუბი ტიპურ, ასაწყობ სახლში იქნებო-
და განთავსებული. ისინი გასახდელის პოლიესტერით გადაკ-
რულ კედლებს ნამდვილ ფუფუნებად მიიჩნევდნენ, ხოლო ცე-
მენტის დერეფანში კოკა-კოლის ჩამოსასხმელ ავტომატს -
კლუბის მეპატრონეების მხრიდან კეთილგანწყობის ნიშნად.
არც იმას დაგიდევდნენ, თუ არაერთგვაროვან და არასრულყო-
ფილ მინდორზე ითამაშებდნენ. მთელი ამ განცხრომისთვის
ისინი წლიურ გადასახადს, ხუთას დოლარს იხდიდნენ, თუმცა
ახლა ეს თანხა უკვე ექვსასორმოცდაათ დოლარს შეადგენს,
რადგან თამაშებზე ფსონს ჩამოდიან. ფრედ სფრინგერი წლე-
ბის განმავლობაში ცდილობდა „ტულფიჰოკენში“ გაწევებული-
ყო, მაგრამ ეს მისთვის ისევე მიუღწეველი აღმოჩნდა, როგორც
კარდინალთა კოლეგია. სამაგიეროდ, დღეს მისი ქალიშვილი
ჩოგბურთის თეთრ ფორმაშია გამოწყობილი და ბანკის ქვით-
რებს ხელს ისე აწერს, თითქოს „მზესუმზირის ლუდის“ ან
„ფრენკჰაუზერის ფოლადის“ მემკვიდრე იყოს. პირდაპირ დუ-
პონია!
„ფრთაგაშლილ არწივში“ ჰარი თავს მხნედ, განწმენდი-
ლად და ყველასგან დაფასებულად გრძნობს. მაგიდასთან ფი-
ზიკურად ყველაზე დიდი მამაკაცია. ხელს წევს და გოგონა შეკ-
ვეთის მისაღებად უახლოვდება. მას რესტორნის უნიფორმა -
მუქი მწვანე ბლუზი და თეთრ-მწვანე კუბოკრული ქვედაბოლო
აცვია, ჰარი სასმელს უკვეთავს, საყოველთაო საწვავის კრიზისი
ამ კვირა დილას სულაც არ ადარდებს. გოგონა ჰარის გვარს
არ ეკითხება - მას აქ ყველა იცნობს, ხოლო გოგონას თავისი
სახელი სანდრა - ბლუზის ჯიბეზე აქვს ამოქარგული. რძისფერი

92
მკითხველთა ლიგა

კანი აქვს, ზუსტად ისეთივე, როგორც თავის ქალიშვილს, მაგ-


რამ უფრო დაბალია და დაღლილობა დამღასავით ადევს სა-
ხეზე.
- გჯერათ ასტროლოგიის? - მოულოდნელად ეკითხება ბა-
დის გოგო სინდი მერქეთს. შეიძლება ლესბოსელია და ამიტომ
ვერ იმახსოვრებს ჰარი მის სახელს. ჰერტრუდა ნამდვილად არ
ჰქვია, რაღაც უფრო რბილი სახელი უნდა იყოს.
- არ ვიცი. - პასუხობს სინდი. - გარუჯულ სახეზე გაკვირვე-
ბისგან გაფართოებული თვალები განსაკუთრებით თეთრად
უელავს. - ზოგჯერ ვკითხულობ ჰოროსკოპს გაზეთში, ზოგჯერ
მეჩვენება, რომ სიმართლეა, მაგრამ მგონი, რაღაც ეშმაკობა
უნდა იდოს ამაში, არა?
- არა, არავითარი ეშმაკობა, ეს ხომ უძველესი მეცნიერე-
ბაა, ყველაზე ძველი, რაც კი არსებობს.
ჰარის ანერვიულებს ეს აშკარა თავდასხმა სინდის მყუდ-
როებაზე, სასწრაფოდ ვებს უბრუნდება და ეკითხება, წინა საღა-
მოს ფილადელფიელების თამაშს თუ უყურა.
- ფილადელფიელები აღარ არსებობენ. - სიტყვას აგდებს
რონი ჰარისონი.
ბადი მაშინვე სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ
ოცდათოთხმეტი თამაშიდან ოცდასამი წააგეს.
- მე კათოლიკე ვარ, - მიმართავს სინდი ბადის გოგოს ისე
ხმადაბლა, რომ ჰარის სმენის დაძაბვა უწევს, რომ რამე
გაიგოს. - ბავშვობაში მღვდლები გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი
რამეები ეშმაკისეულია. - თან ის ხელით პატარა ჯვარს აწვა-
ლებს, რომელიც ისეთი პატარაა და ძეწკვიც, რომლითაც ჯვარი
კისერზე ჰკიდია ისეთი წმინდაა, რომ გარუჯულ კანზე თეთრი
კვალი არ დაუტოვებია.

93
მკითხველთა ლიგა

- ბოვას რომ ეთამაშა, ის მატჩი ასე არ დამთავრდებოდა.


- ჭკვიანური გამომეტყველებით ამბობს ვები და მექანიკურად
ზედა ტუჩს აქლემივით მაღლა წევს, რითიც მთელი სახე უნაოჭ-
დება და კიდევ ერთ სიგარეტს იდებს პირში. მან დღეს 84 ქულა
მოაგროვა.
ჯენისი თელმას ეკითხება, სად შეიძინა ის საოცარი საბა-
ნაო კოსტიუმი. როგორც ჩანს, უკვე მთვრალია.
- ასეთს „კროლთან“ ვერ ნახავ. - ბაჭიას ესმის მისი ხმა.
ჯენისი ძველმოდურ საცურაო კოსტიუმშია და მხრებზე თეთრი
ბლუზი აქვს მოგდებული, რომელიც იმიტომ შეიძინა, რომ ჩოგ-
ბურთის ფორმას უხდება, ხელში სიგარეტი უჭირავს და ვებ მერ-
ქეთი იხრება, რომ თავისი ფირუზის სანთებელით მოუკიდოს.
„მშვენივრად გამოიყურება,“ ფიქრობს ჰარი და ახსენდება, რო-
გორ გაჟიმა მძინარე. შეიძლება ჯენისს არ ეძინა. ის ხომ კვნე-
სოდა და ხვრინვაც შეწყვიტა. თელმას ავადმყოფურად გაყვით-
ლებულ სხეულთან შედარებით ჯენისის სხეული ენერგიითაა
სავსე და გამოკვეთილი ფორმებიც შენარჩუნებული აქვს.
მრგვალ მუხლებთან კანი ეჭიმება, როცა სიგარეტის მოსაკი-
დებლად იხრება. ჩვეული სინატიფით მოძრაობს. ვები მას დიდი
პატივისცემით ეპყრობა - რაც გინდა იყოს, ფრედ სფრინგერის
ქალიშვილია. რა საინტერესოა, ფიქრობს ჰარი, იქ, სადღაც,
სოფელში, მისი საკუთარი ქალიშვილი ცხოვრობს. ნეტავ, რას
საქმიანობს, ვახშამს ამზადებს? საქონელს უკვე აჭამა? თუ სხვა
საქმითაა დაკავებული? კვირადღე სოფელში ერთი ჩვეულებ-
რივი დღეა, არაფრით გამორჩეული - საქონელს ხომ არ აქვს
უქმე დღეები. დილით ალბათ ეკლესიაში იყო წირვაზე. რუთი
არასოდეს დადიოდა ეკლესიაში. ჰარის საერთოდ ვერც კი წარ-
მოუდგენია რუთი სოფელში. მისთვის რუთი ყოველთვის ქა-
ლაქთან ასოცირდებოდა, ბრუერის მყარ, წითელი აგურის სახ-

94
მკითხველთა ლიგა

ლებთან, რომლებიც ყველას იფარებენ, ვინც კი აქ ჩამოდის.


სასმელი მოიტანეს. სიხარულის შეძახილები, ზუსტად ისევე,
როგორც ლუდის რეკლამაშია. სინდი მერქეთი თვლის, კიდევ
ერთხელ უნდა გაცუროს, რომ სასმელი დაიმსახუროს. როცა ის
დგება, ზურგზე და საჯდომზე კვადრატები ეტყობა, ხოლო შავი
საცურაო ბიკინი კი საჯდომზე, წელის ორ პატარა ღრმულს ქვე-
მოთ რკალებად აკვრია. ჰარი სინდის წელზე სიმეტრიულად
ჩამჯდარ ჩაღრმავებებს პაწაწინა მორევებს ამსგავსებს. ამ სანა-
ხაობისგან თავბრუ ესხმის. რუთთან ერთადაც ხომ დადიოდა სა-
ცურაო აუზზე ვესთ ბრუერში? კარგად ახსოვს ომში დაღუპულ-
თა ხსენების დღე. მინდორში, კაფელიანი აუზიდან მოშორებით,
ხის ქვეშ გაშლილი პირსახოცი, ლორთქო ბალახის სუნი. ახლა
კი მომინანქრებული მავთულებისგან დაწნულ სავარძელში ზის,
რომელიც, თუ ბალიში არ გიდევს, მთელ საჯდომს ვაფლივით
დაგიზოლავს. მთა სულ უფრო ახლოვდება. მზე ქალაქის
მტვრის ფენის ზემოთ ხეების კენწეროებს ოქროსფრად აჩენს
და ჰარის ეჩვენება, რომ პემაქვიდს ფაფარი აქვს. მთის თხემი-
დან კლუბამდე სიბნელე ნელ-ნელა სქელი ხალიჩასავით იგება.
გოლფის შორეულ, მეთერთმეტე მინდორზე ჯერ კიდევ ხალხია
და ისინი აქედან ჭიანჭველებს ჰგვანან. ვიდრე ჰარი სივრცეს
გასცქერის, სინდი აუზში ცურავს და წყლის ჩხეფები ჰარის შიშ-
ველ მკერდს უსველებს, რომელიც მას ახლა ისეთივე ფართო
ეჩვენება, როგორც მზის სხივებში მოლივლივე მთა. გონებაში
წინადადებას ადგენს: „გუშინ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, რა-
დიოში მაგარი ისტორია მოვისმინე...“
- ...მე რომ ასეთი ფეხები მქონდეს, - ამბობს ეს მახინჯი,
რონის ცოლი.

95
მკითხველთა ლიგა

- სამაგიეროდ, შენ წელი შეინარჩუნე... ჰარის რომ ჰკით-


ხოთ, მე დამწნილებულ კიტრს დავემსგავსე. - ჯენისი ხითხითებს
და ბარბაცებს.
- მგონი დაეძინა.
ჰარი თვალებს ახელს და ჰაერში აცხადებს:
- გუშინ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, რადიოთი მაგარი ის-
ტორია მოვისმინე.
- ოზაკი გასაგდებია. - თავისას არ იშლის რონი. - ყოველ-
გვარი პატივისცემა დაკარგა, ცუდად მოქმედებს ყველაზე უკვე.
ვიდრე ოზაკს არ გაუშვებენ და როუზს არ გაყიდიან, ფილა-
დელფიელები ისეთივე გვამებად დარჩებიან, როგორც ახლა
არიან, გვამებად.
- მე გისმენთ. - ჰარის მიმართავს ბადის საშინელი გოგო.
ჰარი იძულებულია, განაგრძოს თხრობა.
- ისეთი არაფერი, ვიღაც ექიმი ბალტიმორში იმისთვის
ჩააყუდეს, რომ გოლფის მინდორზე ბატი გოლფის ჯოხით მოკ-
ლა.
- მინდორი გოლფზე ბატის ჯოხით. - სიცილით აჯავრებს
ჯენისი. ერთ დღეს ჰარი დიდი სიამოვნებით აიღებს დიდ,
მრგვალ ქვას და აუცილებლად გაუხეთქავს თავს.
- ეს ამბავი სად გაიგე ჰარი? - ეკითხება გვიან შემოერთე-
ბული ვებ მერქეთი. ის გრძელ თავს მისკენ აბრუნებს, სიგარე-
ტის კვამლი თვალებს უწვავს და ცალ თვალს ჭუტავს.
- რადიოში თქვეს გუშინ საღამოს, როცა სამსახურიდან
ვბრუნდებოდი - პასუხობს ჰარი და უკვე ნანობს, რომ ამ ამბის
მოყოლა დაიწყო.
- გუშინდელზე გამახსენდა - ბადიმ შეაწყვეტინა - ხუთ კვარ-
ტალზე გაჭიმული საწვავის რიგი ვნახე გუშინ, წარმოგიდგენი-
ათ? ხუთი კვარტალი. თვალებს არ ვუჯერებდი. სპეციალურად

96
მკითხველთა ლიგა

იყვნენ ბიჭები გამოყოფილები წესრიგის დასაცავად, რომ რიგი


არ არეულიყო. ეს რიგი „სამოკოსთან“ იწყებოდა, ეშსა და მე-
ოთხე კვარტალის კუთხეში, მიდიოდა ბათონვუდამდე, აქედან
მეხუთე კვარტალამდე, მთელი მეხუთე კვარტალი და აქედან
უკან ეშამდე, ხოლო ეშის მეორე მხრიდან კი ახალი რიგი იწყე-
ბოდა.
- რონი, ჰარი რაღაცას ჰყვებოდა, - ჩაერია თელმა.
- არც ისე საინტერესოა - ამბობს ბაჭია. ახლა უკვე მოს-
წონს ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომედია გრძელდება. მთა
კი მთლიანად მზის ოქროსფერში გაეხვია. ჯინის მეორე ჭიქას
მთელ სხეულში გრძნობს და კარგ ხასიათზე დგება. მას უყვარს
ეს ადამიანები, მისი ადამიანები და სხვა მაგიდასთან მსხდომი
ადამიანებიც, ისინი შეიძლება მათთან მოვიდნენ და ერთად იმ-
ხიარულონ. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ბავშვები აუზში ჭყუმ-
პალაობენ და საჭირო თუ გახდა, მათ ნებისმიერი გადაარჩენს,
მაშინაც კი, თუ კარამელისფერი მაშველი გოგონა, რომელიც
საღეჭი რეზინით ერთთავად ბუშტებს ბერავს, აქ არ იქნება. ჰა-
რის ისიც მოსწონს, რომ კლუბის მესვეურები ფულის გადახდას
მაშინვე არ ითხოვენ, ყოველი თვის ათ რიცხვამდე ყველაფერი
კრედიტითაა.
ახლა ყველა ეხვეწება, თხრობა განაგრძოს.
- მიდი რა ჰარი, ძალიან გვაინტერესებს, ნუ გვაწვალებ. -
ამბობს ბადის გოგო. გასაგებია, ის ჰარის ახლა უკვე სახელით
მიმართავს! ჰარიმ აუცილებლად უნდა გაარკვიოს, რა ჰქვია ამ
ქალს. გრეთჰენი. ჯინჯერი. შეიძლება მუწუკები კი არა, ალერ-
გიული გამონაყარი აქვს ფეხებზე. შეიძლება შოკოლადზე აქვს
ალერგია, ან რამე მცენარეზე. ალერგიული ადამიანივით გა-
მოიყურება - გამობერილი ლოყები, თითქოს სუნთქვა უჭირსო.

97
მკითხველთა ლიგა

საერთოდ კი, როგორც წესი, ადამიანის ერთი ნაკლი მეორი-


დან გამომდინარეობს.
- მოკლედ, - ჰარი გულმოწყალებას იჩენს და თხრობას
აგრძელებს - ის ექიმი მხოლოდ იმიტომ ჩააყუდეს, რომ ბატი
მოკლა გოლფის ჯოხით.
- კონკრეტულად რომელი ჯოხით?
- ვიცოდი, რომ ამას მკითხავდი, შენ თუ არა, სხვა მაინც.
- გოლფის ჯოხი ძალიან მოკლეა საიმისოდ, რომ ბატს
თავი შემთხვევით წააცალო, ან ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე,
- ამბობს რონი თან თვალებს ჭუტავს, თითქოს მანძილს ზომავ-
სო. - ჯოხი სიგრძეში ოთხი ან ხუთი მაინც უნდა იყოს, რომ ბატ-
თან საკმარისად ახლოს მიხვიდე. ეი, ჰარი, გახსოვს ის დარ-
ტყმა, ხუთი ნომერი ყვანჭით მეთხუთმეტეში რომ ჩავაგდე ქვიშის
ხაფანგის მეორე მხრიდან?
- შენ ხელი ჰკარი. - ამბობს ჰარი.
- რა?
- დავინახე, ხელი როგორ ჰკარი, რომ მერე გეტრაბახა.
- პირდაპირ რომ ვთქვათ, მოვიტყუე?
- რაღაც მაგდაგვარი.
- ბოლოს და ბოლოს მოგვიყევი, როგორ იყო ეს ამბავი,
ჰარი, - მიმართავს ჰარის ვებ მერქეთი და მორიგ სიგარეტს უკი-
დებს, რომ ხაზი გაუსვას თავის მოთმინების უნარს.
ჯინჯერი ბურთებზე წავიდა, თელმა ჰარისონი კი თავისი
დიდი ყავისფერი მზის სათვალით მიშტერებია და ცოტა არ
იყოს, აბნევს.
- მოკლედ, ექიმმა თავი იმით იმართლა, რომ მართალია,
გოლფის ბურთი მოარტყა და მძიმედ დააზიანა საცოდავი ბატი,
მაგრამ საკუთარი გულმოწყალების გამო იძულებული გახდა
ბოლო მოეღო მისთვის, რადგან საწყალი ფრინველი მაინც

98
მკითხველთა ლიგა

განწირული იყო სასიკვდილოდ და ტანჯვა შეუმსუბუქა. რა-


დიოში დიქტორმა ქალმა ძალიან სასაცილო კნავილით გამო-
აცხადა ეს ამბავი.
- რაღაც ვერ გავიგე, საყვარელო, გინდა თქვა, რომ გოლ-
ფის ბურთი მოარტყა იმ ბატს?
- ღმერთო, ნეტა საერთოდ არ მეხსენებინა. - აღმოხდა ბა-
ჭიას. - მოდი, სახლში წავიდეთ.
- არა, მითხარი როგორ მოხდა. - სთხოვს აღშფოთებული
ჯენისი.
- თვითონ კი არ დაუმიზნა, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ
ბატი როგორღაც აღმოჩნდა იმ მინდორში.
ბადის უსახელო გოგო ყველას თვალს ავლებს და თავისი
სპეციალურად დაყენებული ბავშვური ხმით კითხულობს:
- კი, მაგრამ, ბატი ნებადართულია გოლფის მინდორზე?
ანუ... შეიძლება ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ... გოლ-
ფის არაფერი გამეგება... ბადი პირველი გოლფის მოთამაშეა
ჩემს ცხოვრებაში...
- ბადის გოლფის მოთამაშეს ეძახით? - აწყვეტინებს რონი.
- მე კი წაკითხული მაქვს, რომ ალიასკაზე გოლფის მინ-
დორზე ირმები დადიან. თუ შვედეთში, ზუსტად არ მახსოვს.
- მე კი ერთხელ გავიგე, რომ მენეში გოლფის მოედანზე
ლოსები დასეირნობენ. - ამბობს ვებ მერქეთი. ჩასასვლელად
გადახრილი მზე მის სქელ წარბებს აბრდღვიალებს. ვები სევ-
დიანი ჩანს, ალბათ სასმელის ბრალია. - საინტერესოა, რატომ
არასოდეს არაფერი გვსმენია შვედ გოლფის მოთამაშეებზე?
აი, ბერნ ბორგი, ჩოგბურთელი ვიცით, მოთხილამურეც, სტენ-
მარკი.
აქ ბაჭიამ გადაწყვიტა, გააწყვეტინოს.

99
მკითხველთა ლიგა

- დიქტორიც ამბობდა: „და მაინც, თანაგრძნობის გამო


მოკლა ექიმმა ბატი, თუ ეს ულმობელი მკვლელობა იყო?“
- ოჰო! - ყვირის ვიღაც.
- შესაძლოა უკეთესი ყოფილიყო, ფეხი დაერტყა ბატის-
თვის და ისე გაეგდო მინდვრიდან.
- არავინ ამბობს, რომ სპეციალურად ესროლა ბატს, - აპ-
როტესტებს ჰარი.
- მე ასე გავიგე. - ამბობს თელმა ჰარისონი.
- ჩვენ ყველამ ასე გავიგეთ. - ამბობს ბადი. - და მე ძალიან
მწყინს, განაგრძობს ის და სახე ფოლადის ჩარჩოიან სათვალე-
ში ისეთი პირქუში უხდება, რომ ქალები თავიდან ყველაფერს
სერიოზულად იღებენ. - რომ აქ არავის, და მე პასუხს ვაგებ ჩემს
სიტყვებზე,
არავის გამოუხატავს სინანული ბატის გამო.
- ვიღაცამ ისეთი სინანული გამოთქვა, რომ ის ექიმი სასა-
მართლოში აღმოჩნდა. - ამბობს ვებ მერქეთი.
- მე ვხედავ, რომ იმ ადამიანებს შორის ვარ, - გულდაწყვე-
ტით ამბობს ბადი, - რომლებიც თავს ლიბერალებად მიიჩნევენ,
ჰგონიათ, რომ თავისუფლად აზროვნებენ და ახლა კი, რეალუ-
რად, ბატის წინააღმდეგ გამოდიან.
- ვის გულისხმობ? მე ხომ არა? მე გამოვდივარ ბატის წი-
ნააღმდეგ? - ისეთ ხმაზე ყვირის რონი, თითქოს სპეციალურად
ბატის ყიყინს ამსგავსებსო.
ბაჭია ვერ იტანს ასეთ იუმორს, თუმცა ეჩვენება, რომ და-
ნარჩენებს, მათ შორის ქალებსაც, თითქოს სიამოვნებთ.
სინდი ბრჭყვიალა წვეთებით დაცვარული ბრუნდება აუზი-
დან. მათ წინ ჩერდება, ოდნავ გვერდზე მოტრიალებულ საცუ-
რაო კოსტიუმს ისწორებს და სახეზე ალმური ედება, როცა ხე-
დავს, რომ დანარჩენები იცინიან.

100
მკითხველთა ლიგა

- ჩემზე ლაპარაკობთ? - ყელზე პატარა ჯვარი უბრწყინავს.


ვები ცოლს ფართო თეძოებზე ხვევს ხელს:
- არა, ფისუნია, ჰარი თეთრი ბატის ამბავს გვიყვება.
- მეც მიამბე, ჰარი.
- სხვა დროს იყოს, თანაც ეს ამბავი არავის მოეწონა. მოგ-
ვიანებით ვები გიამბობს.
თეთრ-მწვანე ფორმიანი სანდრა მათთან მიდის.
- მისის ენგსტრომ!
ჰარის ლამის გული უსკდება, თითქოს დედამისი წამოდგა
საფლავიდან.
- დიახ! - საქმიანად პასუხობს ჯენისი.
- დედათქვენი გირეკავთ.
- ღმერთო, ახლა რაღა მოხდა? - ჯენისი დგება. ოდნავ
ბარბაცებს, მაგრამ მაშინვე თავი ხელში აჰყავს. სკამის ზურგი-
დან პირსახოცს იღებს და წელზე იხვევს, რომ მთელი კლუბი
საცურაო კოსტიუმის ამარამ არ გადასეროს. „როგორ ფიქრობ,
რა მოხდა?“ ეკითხება ბაჭიას.
ბაჭია მხრებს იჩეჩავს.
- შესაძლოა, აინტერესებს ვახშამზე რომელ ძეხვს მივირ-
თმევთ.
ყველას თვალწინ უკბინა. ის საშინელი გოგო ხითხითებს.
ჰარის რცხვენია. განსაკუთრებით ახლა, როცა ხედავს, როგორ
ეხვევა ვები თავის ცოლს. ასეთი წყვილი ნებისმიერ სხვა ქორ-
წინებას ეჭვქვეშ დააყენებს. თუმცა, ჰარის არანაირი სურვილი
არ აქვს, ოდესმე სენტიმენტალური სულელი გახდეს.
ჯენისი, თითქოს თავს იცავსო, სთხოვს:
- ძვირფასო, შეგიძლია ჩემთვის სასმელი შეუკვეთო?
- არა! - პასუხობს ჰარი, თუმცა იმწამსვე არბილებს თავის
უარს: - მოვიფიქრებ.

101
მკითხველთა ლიგა

ამის მიუხედავად, ყველამ ხალისი დაკარგა. მერქეთებმა


ერთმანეთთან მცირე კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ
წასვლის დროა: მათ ბავშვი ცამეტი წლის ბეიბისითერს, მეზობ-
ლის გოგოს დაუტოვეს და უკვე ღელავენ. მზის სხივი, რომე-
ლიც ვების წარბებს აბრდღვიალებდა, ახლა სინდის საჯდომზე
სიცივისაგან აბურძგნულ პაწაწა ბუსუსებს ასხივებს. ტანზე პირ-
სახოცის შემოსახვევად თავი არც კი შეუწუხებია, ისე გაემართა
ქალების გასახდელისკენ - მისი სველი ტერფები ნაცრისფერ
ქვის ფილებზე შავ კვალს ტოვებს. მოიცადეთ, მოიცადეთ, ჯერ
ადრეა, დღეს ხომ კვირაა, კვირადღე ჯერ არ დასრულებულა,
ჭიქებში კი ჯერ კიდევ ასხია ოქროსფერი სითხე. მავთულების-
გან დაწნულ სავარძლებს შორის, გამჭვირვალე მაგიდაზე ჭიქე-
ბის დატოვებული წრეები მისტიკურ საათებს ჰგავს და მათ ჩა-
მავალი მზე დაჰნათის. რა უნდა უნდოდეს ჯენისის დედას? ის
მათ ძველი, ნაცრისფერი სამყაროდან ეძახის, რომელსაც ჰარი
საკმაოდ კარგად იცნობს და რომლის დამარხვასაც გულმოდ-
გინედ ცდილობს. ესაა სამყარო, სადაც ყველა ყოველთვის ჩაც-
მულია, ჰაერი ჩახუთულია, სადაც ვიწრო სახლებში ნახშირი კა-
ლათებით დგას, ხოლო ფარდები ავისმომასწავებლადაა ჩამო-
ფარებული და სადაც ყველაფერს ფერმერთა და ქარხნის მუშა-
თა მძიმე შრომა მართავს. ხოლო აქ კი, გაპიწკინებულ, აუზიდან
ახლად ამოსულ, სიცივით აკანკალებულ ბავშვებს დედები პირ-
სახოცებს აწვდიან. სინდის პირსახოცი სავარძელზე კიდია. აი,
სინდის პირსახოცი რომ გახდე და სინდი ზედ დაგაჯდეს - ამის
წარმოდგენაზე ჰარის პირი უშრება! ენა რომ სიღრმეში შეუყო
და მისი ღინღლები კი ცხვირზე გიღიტინებდეს! იქ ნამდვილად
არ იქნება არანაირი მუწუკი. აი, ესაა სამოთხე! მაღლა იხედება
და ხედავს, რომ თმაგაბურძგნილი მთა სულ უფრო და უფრო
ფარავს მზეს, თუმცა სკამებს ჯერ კიდევ აქვთ გრძელი ჩრდი-

102
მკითხველთა ლიგა

ლები და მიწაც ჭადრაკის დაფას ჰგავს. ბადი ინგლფინგერი


ძლივს გასაგებად, მაგრამ მგზნებარედ ეუბნება ვებ მერქეთს: -
ზოგჯერ ჰკითხე საკუთარ თავს, ვის აძლევს ხელს ინფლაცია.
მათ, ვინც ვალებშია, ანუ ხელმოცარულებს. მთავრობისთვის
მომგებიანია, რადგან ის იღებს გაზრდილ გადასახადებს ისე,
რომ თავად ოფიციალურად არ ზრდის მათ. და ვინ აგებს ინ-
ფლაციის გამო? ადამიანი, ვისაც ჯიბეში ფული აქვს, ის, ვინც
თავის ანგარიშებს ანაღდებს. აი, ამიტომ - აქ ბადი ლამის ჩურ-
ჩულზე გადადის, - ასეთი ადამიანი საერთოდ ქრება, ის გადა-
შენების გზაზეა, ზუსტად ისე, როგორც წითელკანიანი ინდიელე-
ბი. რატომ უნდა ვიმუშაო, თუ ჩემი ჯიბიდან ფულს მაცლიან მის
გამო, ვინც არაფერს აკეთებს? - ეკითხება ის ვებს.
ჰარი ფიქრებში მთის მწვერვალზეა. იქიდან ცაში ღრუბ-
ლები ორთქლივით ადის. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ
მთა მოძრაობს და ზაფხულის მზესა და ცას აპობს. აუზს უკვე
ჩრდილი ადგას. თელმა ბადის გოგოს მხიარულად ეუბნება: -
ასტროლოგია, ხელისგულზე მკითხაობა, ფსიქიატრია, ასეთი
რამეების მჯერა, მიყვარს, მჯერა ყველაფრის, რაც ცხოვრებას
აიოლებს.
ჰარის კი თავისი მშობლები ახსენდება. რატომ არ დადი-
ოდნენ რომელიმე კლუბში? მთელი ცხოვრება ბრძოლაში
გაატარეს. დედა მეზობლებს ეომებოდა, მამა და მისი პროფ-
კავშირი ტიპოგრაფიის მესაკუთრეებს უპირისპირდებოდნენ.
არადა, მამამ მთელი ცხოვრება ტიპოგრაფიაში მუშაობით წე-
ლი მოიწყვიტა. ორივეს, მამას და დედას, სძულდა ის თითზე
ჩამოსათვლელი ნათესავი, ვინც მათთან ურთიერთობას ცდი-
ლობდა. ოთხივე - დედა, მამა, ჰასი და მიმი მთელ სამყაროს
უჯანყდებოდნენ და ყველას ადანაშაულებდნენ, ვინც იმ ციხესი-
მაგრიდან ხელს მეგობრის საძებრად გაიწვდენდა. არავის ენ-

103
მკითხველთა ლიგა

დო! არც ენდი მელონი ენდობა და არც მე! მამა, საყვარელი


მამა! არასოდეს ამოუსუნთქავს. აი, ბაჭია კი, მდიდარი და მშვი-
დი, ცხოვრებით ტკბება და ის ძველი ცხოვრება მხოლოდ მეხ-
სიერებასღა შემორჩა.
ბადი გულგატეხილი ტონით აგრძელებს: - ფულს ერთი
ჯიბიდან იღებენ და სხვა ჯიბეში დებენ, კი არ ორთქლდება.
ამით მთავრობაში ვიღაცეები მდიდრდებიან.
ვიღაც სკამს ხმაურით ახოხებს და ჰარი გრძნობს, რომ ვე-
ბი ადგა. მისი ოდნავ ირონიული, შემრიგებლური ხმა სადღაც
ზემოდან ისმის: - მგონი, საუკეთესო გამოსავალია, თავად მოხ-
ვდე მთავრობაში.
ბადი ხვდება, რომ ვებს თავი მოაბეზრა და უხალისოდ პა-
სუხობს: - ჰო, ასეა.
პატარა წერტილი, ჩიტი, შესაძლოა ზღაპრული არწივი,
თუმცა, არა, თუ მისი გაშეშებული ფრთებით ვიმსჯელებთ, ეს
უფრო შევარდენი უნდა იყოს - ოქროსფერ - მწვანე მთას ეფ-
ლირტავება: ხან თავს ზემოთ მოექცევა და კოდაკის ფოტოზე
პატარა ლაქას ემსგავსება, ხან ქვემოთ ჩამოდის და უსასრუ-
ლოდ და სწრაფად მცურავ, ცისფერმუცლიან ღრუბლებში უჩი-
ნარდება. კიდევ ერთი სავარძელი გააჩოჩეს ფილებზე. მჭახე
ხმა: „ჰარი!“ ჯენისია. ჰარი თვალს ძლივს წყვეტს მის წინ გადაშ-
ლილ საოცრებას. და ვიდრე მისი თვალები ისევ დაინახავენ
მის ირგვლივ გარემოს, შუბლის ქვეშ ტკივილს გრძნობს. ოდ-
ნავი არტერიული ტკივილი. შესაძლოა, აი, ასეთი უმნიშვნელო,
უმიზეზო ტკივილით იწყება ადამიანის სიკვდილი. ზოგისთვის ის
ნელია, თითქოს კატამ გაკრაო ბრჭყალი, ზოგისთვის კი სწრა-
ფი, თითქოს ქორი დააცხრაო. კიბო, გულის დაავადებები.
- ბესის რა უნდოდა?
ჯენისს სული ეხუთება, ჰარის ეჩვენება, რომ ის შოკშია.

104
მკითხველთა ლიგა

- ბესიმ თქვა, რომ ნელსონი ჩამოვიდა, თავის გოგოსთან


ერთად.
- მელანი. - ამბობს ჰარი, კმაყოფილია, რომ მისი სახელი
გაიხსენა. და აქვე ახსენდება ბადის გოგოს სახელიც. ჯოანა.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ჯოანა, - ეუბნება ის დამ-
შვიდობებისას და ხელს ართმევს. ჯოანაზე კარგ შთაბეჭდილე-
ბას ახდენს. თავის საკუთარ ჩრდილს ხედავს.
ჯენისის გადახდილი „მუსტანგით“ სახლში მიდიან. საჭეს-
თან ჰარი ზის. ჰაერის ჭავლი სახეში ურტყამთ და ისეთი შთა-
ბეჭდილება ექმნებათ, რომ არანორმალური სიჩქარით მიქრი-
ან. ქარი სიტყვებს პირდაპირ ტუჩებიდან აცლით.
- რა უნდა ვქნათ ახლა? - ჰარი ჯენისს ეკითხება. მას თვა-
ლები მოჭუტული აქვს, პირი ოდნავ ღია, ხელით თავსაფარს
ჩაფრენია, რომ ქარმა არ მოსტაცოს. პირდაპირ ელიზაბეტ
ტეილორია ფილმიდან „ადგილი მზის ქვეშ.“ თვალებთან პაწა-
წინა ნაოჭები თითქოს უხდება კიდეც. ჯენისი ჩოგბურთის ფორ-
მასა და თეთრი კაშმირის ბლუზაშია გამოწყობილი.
- რას ვგულისხმობ და, რას აპირებს ის ბიჭი, მუშაობის დაწ-
ყებაზე ფიქრობს საერთოდ?
- ჰარი, ის ხომ ჯერ სწავლობს.
- მისი ქცევებით ამას ვერ იტყვი. - ჰარი გრძნობს, რომ
აუცილებლად უნდა იყვიროს, თორემ შეიძლება გული გაუს-
კდეს. - აი, მე კი საშინლად არ გამიმართლა, კოლეჯში არ მივ-
ლია, ისინი კი, ვინც მაშინ კოლეჯში სწავლობდნენ, კოლორა-
დოში არ დასეირნობდნენ და დელტაპლანზე თუ, ღმერთმა უწ-
ყის რაზე, არ ფრენდნენ, და სხვათა შორის, მამიკოების ფუ-
ლებს არ ფლანგავდნენ.

105
მკითხველთა ლიგა

- შენ რა იცი, რითი ერთობოდნენ. საერთოდაც, ახლა სხვა


დროა. ასე რომ, ცოტა რბილად მოექეცი ნელსონს. არ დაგა-
ვიწყდეს, შენ გამო რა გადაიტანა...
- არა მხოლოდ ჩემ გამო.
- მას შემდეგ, რაც მან გადაიტანა, მადლობელი უნდა იყო,
რომ საერთოდ სახლში დაბრუნების სურვილი აქვს.
- არ ვიცი...
- რა არ იცი?
- არ მომწონს ეს ყველაფერი. ალბათ მეტისმეტად ბედ-
ნიერი ვიყავი ამ ბოლო დროს.
- ნუ გაგიჟდები ახლა. - ეუბნება ჯენისი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჯენისს გაგიჟება არ ემუქრება. საერ-
თოდ კი, მათ ყოველთვის ის აერთიანებდათ, რომ ორივე მო-
მენტალურად კარგავდა მოთმინებას. ქარი სტვენით დაქრის და
ჰარის სულში შიშისგან იბადება უცნობი სიყვარული. ჯენისის მი-
მართ? საკუთარი ცხოვრების მიმართ? სამყაროს მიმართ? რო-
ცა პემაქვიდის მთიდან მოდიხარ, პატარა ქალაქი მაუნთ-ჯაჯი
სხვაგვარად ჩანს, ვიდრე მაშინ, როცა სახლში ბრუერიდან
ბრუნდები: აი, ვიწრო ფანჯრებიანი მიგდებული მუყაოს ქარხანა,
ქვემოთ, გამშრალი და მიწის ქვეშ ჩაფლული ჩანჩქერი, რომ იქ
ელექტროენერგია გამოიმუშაოს, ხოლო 422-ე გზატკეცილს ზე-
მოთ, ალუმინის ბოძებზე ლამის ცაში გამოკიდებული „ექსონი-
სა“ და „მობილის“ ახალი რეკლამა, თითქოს კოსმოსიდან მოფ-
რენილი უზარმაზარი ხომალდის ანტენებიაო. მზე, რომლის
სხივებიც ახლა ხეობას ეფინება, ქალაქის მრავალსართულიანი
სახლების ფანჯრებს ოქროსფრად აცისკროვნებს; საოცრად
შთამაგონებელი ჩანს აქედან ლუთერანული ეკლესია, სადაც
ბაჭია საკვირაო სკოლაში დადიოდა და სადაც ბუზღუნა მოხუცი
ფრანც კრუპენბახი ბიჭებს ერთთავად იმას უმეორებდა, რომ

106
მკითხველთა ლიგა

ცხოვრება მხოლოდ მორწმუნეთ სწყალობს, ხოლო ურწმუნო-


თათვის კი არც იმქვეყნიური ხსნაა და არც ამქვეყნიური. თავ-
სზემოთ აბრა იუწყება: გადატვირთულია. ჰარი მუხრუჭებს აწვე-
ბა და გრძნობს, რომ დროა, ჯენისს გული გადაუშალოს:
- გუშინ საღამოს ახალგაზრდა წყვილზე გიამბე, მაღაზიაში
რომ შემოვიდა, გახსოვს? ის გოგონა ძალიან ჰგავდა რუთს.
ასაკითაც შესაფერისია. მართალია, უკეთესი აღნაგობა აქვს,
სხვანაირად ლაპარაკობს, მაგრამ მასში არის ის, რაღაც, სა-
ხელს ვერ ვარქმევ.
- შენი წარმოსახვაა ყველაფერი. სახელი ჰკითხე?
- კი, მაგრამ არ მიპასუხა. იეშმაკა, ცოტათი იკეკლუცა.
- როგორ გგონია, შენი შვილია?
ჯენისის ხმაზე ჰარი უკვე მიხვდა, რომ მასთან გულწრფე-
ლობა საჭირო არ იყო.
- მე ეს არ მითქვამს.
- აბა რა თქვი? მაცნობე, რომ ისევ იმ დედაკაცზე ფიქრობ,
ვისთანაც ოცი წლის წინ იწექი და თურმე ლამაზი გოგოც კი
გყოლიათ.
ჰარი ჯენისს უყურებს და ხედავს, რომ ელიზაბეტ
ტეილორთან მსგავსება უკვალოდ გამქრალა, სიბრაზისგან ტუ-
ჩები მჭიდროდ მოკუმული და დანაოჭებული აქვს. იდა ლუპინო.
ნეტავ, სად მიდიან ეს ჰოლივუდელი კუდიანები? ქალაქში, ჯექ-
სონისა და ცენტრალური ქუჩის გადაკვეთაზე, სადაც მრავალი
წლის განმავლობაში სტოპ ნიშანი იდგა, შარშან, მას მერე, რაც
მერის ვაჟმა ამ ნიშანზე თავისი მანქანა მიამტვრია, შუქნიშანი
დადგეს, რომელიც სულ ციმციმებს: ცალ მხარეს ყვითელი,
მეორე მხარეს წითელი. ჰარი მარცხნივ უხვევს. მოსახვევში ჯე-
ნისი თავს ვერ იკავებს და მისკენ ვარდება. ჯენისის პირი მის
ყურთან ჩნდება.

107
მკითხველთა ლიგა

- ჩვეულებრივი გიჟი ხარ. - ყვირის ქალი. - სულ ის გინდა,


რაც არ გაქვს და არ გიხარია ის, რაც გაქვს. შენი არარსებული
ქალიშვილის წარმოდგენაზეც კი მეცხრე ცაში ახვედი, მაშინ,
როცა შენი რეალური შვილი, რომელიც სხვათა შორის შენი კა-
ნონიერი ცოლისგან გყავს, ახლა სახლში გელოდება. შენ თვი-
თონ არ ამბობდი, რომ გინდა, კოლორადოში დარჩეს.
- მართალია, მინდა, - ამბობს ჰარი, ის ახლა უკვე ყველა-
ფერზე თანახმაა, ოღონდ საუბრის თემა შეიცვალოს. - შენ კი,
არ ხარ მართალი, როცა ამბობ, რომ ის მინდა, რაც არ მაქვს.
ძალიანაც მომწონს ყველაფერი ის, რაც მაქვს. უბედურება ისაა,
რომ ადამიანს უკვე ეშინია, რომ ამ ყველაფერს წაართმევენ.
- თუ წართმევაზე მიდგა საქმე, ნელსონი ნამდვილად არ
წაგართმევს, ის შენგან არაფერს ითხოვს გარდა მცირეოდენი
სიყვარულისა და ამასაც კი ვერ იღებს. ვერ ვხვდები რატომ,
ძალიან უცნაური მამა ხარ.
ჰარი ცდილობს ეს საუბარი მანამდე დაასრულოს, ვიდრე
დედიკო სფრინგერის სახლთან მივა და სიჩქარეს უკლებს ჯექ-
სონის ქუჩაზე, სადაც წაბლის ხეები ისე მჭიდროდაა ერთმანეთ-
ში გადახლართული, რომ სინათლეს არ უშვებს და გეგონება,
გაცილებით გვიანია.
- ამ ბიჭმა რაღაც ჩაიფიქრა ჩემ წინააღმდეგ. - ფრთხილად
ამბობს და ელოდება, რა მოყვება ამას.
ჯენისი მაშინვე ფეთქდება:
- სულ ამას ამბობ, მაგრამ ასე არაა. ნელსონს უყვარხარ.
ან შეიძლება უყვარდი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, - ის ჭირ-
ვეული, მაგრამ ამჯერად უკვე გაცილებით რბილი ტონით აგ-
რძელებს: - არავითარი სურვილი არ მაქვს რაიმე კიდევ გავიგო
შენი საყვარელი უკანონო ქალიშვილის შესახებ. ეს უკვე ამაზ-
რზენია.

108
მკითხველთა ლიგა

- ვიცი, მესმის. არ ვიცი, რატომ გამახსენდა. - ის შეცდა,


როცა იფიქრა, რომ ისინი ერთ მთლიანობას შეადგენენ და იმ
დროიდან გამოყოლილი შორეული ზმანების შესახებ უამბო,
როცა მარტო იყო. შეცდომა, რომელიც ცოლიან კაცებს სჩვე-
ვიათ.
- ამაზრზენია! - ყვირის ჯენისი.
- არასოდეს აღარ ვახსენებ. - ჰპირდება ის.
ჯოზეფის ქუჩაზე უხვევენ, სადაც ჯერ კიდევ დგას სახანძრო
ცეცხლმქრობი ჯამბაზის თეთრ-ლურჯ-წითელ გახუნებულ
ფორმაში. ასე ის სკოლის მოსწავლეებმა შეღებეს სამი წლის
წინ, ამერიკის ორასი წლისთავის ზეიმზე. ჰარი ახალი პრობ-
ლემის გამო უცებ საიდანღაც გაჩენილი თავაზიანობით ცოლს
ეკითხება:
- გარაჟში დავაყენო?
- არა, შეიძლება ნელსონს დასჭირდეს.
ისინი კიბის საფეხურებზე ადიან და ჰარი გრძნობს, რომ
ფეხები დაუმძიმდა და ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თითქოს დედა-
მიწის მიზიდულობის ძალა გაიზარდაო. მან და მისმა ვაჟმა ბევ-
რი წლის წინ ერთად გადაიტანეს სირთულეები. ბაჭიამ ამის გა-
მო უკვე მიუტევა საკუთარ თავს, ხოლო ნელსონმა, როგორც
ჩანს, მამას ვერ აპატია. როცა ჰარის სახლი დაიწვა, იქ ერთი
გოგონა, სახელად ჯილი, დაიღუპა. ის გოგონა ნელსონს საკუ-
თარი დასავით უყვარდა. სულ მცირე, საკუთარი დასავით. დრო
გავიდა, ცოცხლებს ჭრილობები შეუხორცდათ. მას მერე იმდენი
ადამიანი დაიღუპა იმ ავადმყოფობების გამო, რომელშიც დამ-
ნაშავე მხოლოდ ღმერთია, რომ ის შემთხვევა იმდენად საშინე-
ლი აღარ ჩანდა. ჰარის ისიც კი ეჩვენებოდა, რომ ჯილი სხვა
ქალაქში გადასახლდა, ქალაქში, რომლის მოსახლეობაც გა-
ნუწყვეტლივ იზრდება. ის ახლა ოცდარვა წლის იქნებოდა,

109
მკითხველთა ლიგა

ნელსონი ოცდაორისაა. წარმოუდგენელია, რამდენი დანა-


შაულია უფლის კისერზე.
დედიკო სფრინგერის შესასვლელი კარი გაჭედილია. ჰა-
რი მხარით აწვება და ისე აღებს. სასტუმრო ოთახში ბნელა.
ოთახის მრავალრიცხოვანი რბილი ავეჯისთვის ზურგჩანთები
მიუმატებიათ. კიბესთან გაცვეთილი კუბოკრული ჩემოდანი
დევს. ის ნელსონის ნამდვილად არაა. ვერანდიდან ხმები შემო-
დის და გამანადგურებელ გრავიტაციას ასუსტებს, და ამასთან,
თითქოს უარყოფს მთელ სამყაროში მოარულ ჭორებს საყო-
ველთაო სიკვდილის შესახებ. ის ხმებისკენ მიემართება, სასა-
დილო ოთახს ჭრის, შემდეგ სამზარეულოს და ვერანდაზე გა-
დის. აცნობიერებს, რომ ჩვეულებრივზე ცოტათი მეტადაა ნას-
ვამი და სიფრთხილე მაინცდამაინც არ გამოუვა - საკმაოდ
იოლი სამიზნეა.
ვერანდის გამყოფ რკინის ბადეზე ფოთლებია აკრული.
სახეები და სხეულები ალუმინისა და ნეილონის ავეჯიდან წა-
მოიმართნენ, თითქოს ბომბის აფეთქების მერე ღრუბელი აიშა-
ლაო, თითქოს ამას ტელევიზორში უყურებს და ტელევიზორს
კი ხმა გამორთული აქვს. ახლა, ამ ასაკში ჰარის თვალწინ სამ-
ყარო სულ უფრო და უფრო ხშირად იშლება დაფეხვილი ტე-
ლევიზორის ეკრანის გამოსახულების სახით. ასეთი გამოსახუ-
ლებები ჩვენს ტვინში ძილის წინ ლიცლიცებენ, სურათები, რომ-
ლებიც სანამ კარგად არ დააკვირდები, უწყინარი და მარტივი
გეჩვენება, ხოლო თუ დააკვირდები, თავზარდაცემული იღვი-
ძებ. ყველაზე სწრაფად გოგონა დგება - ხუჭუჭა, ძლიერი, შუა
სახეზე ყავისფერი ციმციმა თვალებით, მუქი წითელი ღიმილით,
ლოყებზე ფოსოებით, თითქოს საუკუნის დასაწყისის ვალენტი-
ნობის მისალოცი ბარათიდან გადმოხატესო. ტანზე შემოტკეცი-
ლი ჯინსი აცვია და ინდური სტილის მოქარგული ბლუზი, რომ-

110
მკითხველთა ლიგა

ლიდანაც ბრჭყვიალები დაუცლიათ. ჰარი ხელს ართმევს.


აოცებს მისი ხელი - ნოტიო, ნერვიული.
ნელსონი აუჩქარებლად დგება. როგორც წესი, შეშფოთე-
ბულ სახეზე მთამსვლელის რუჯი ადევს და ჰარის ეჩვენება,
რომ ის გამხდარია, თუმცა მხრები უფრო ფართო აქვს. პატარა
ლეკვი აღარაა, ახლა უკვე ავი ძაღლია. სადღაც კოლორადო-
ში თუ ქენთში, თმა მოკლედ შეუჭრია და პანკს ჰგავს. ბოლო
კლასებში თმა მხრებზე ეყარა.
- მამა, ეს ჩემი მეგობარია, მელანი. მამაჩემი. დედაჩემი.
დედა, ეს მელანია.
- მიხარია თქვენი გაცნობა. - ამბობს გოგონა და სახეზე
ისეთი წითელი ღიმილი დასთამაშებს, თითქოს ამ უბრალო
სიტყვებით ხუმრობას ან საცირკო ნომერს იწყებსო. და მიუხე-
დავად იმისა, რომ ეს გოგო ახლა ამ ძონძებშია, რომელსაც
დღეს ყველა ატარებს, ჰარი მიხვდა, ვის ახსენებს ის - ცირკში
ნანახ თითქოს არარეალურ, მაგრამ აშკარად მამაც ქალებს,
რომლებიც ჭერში კბილებით ეკიდებიან, ან ხავერდის თოკზე
ცალი ფეხით მობმულები, ბრჭყვიალა ჰაერს აპობენ და დარბა-
ზის თავზე ფრენენ.
უცნაური კედელი თუ თვალისმომჭრელი ციალი მომენტა-
ლურად ეშვება მათ შორის - არანაირი ინტერესი, რაც მისთვის
ერთგვარი ჟესტია საკუთარი შვილის მიმართ.
ნელსონი და ჯენისი ერთმანეთს ეხვევიან. „პატარა, ნამ-
დვილი სფრინგერის ხელები“ - ჰარის დედამისის სიტყვები ახ-
სენდება, როცა ხედავს, ეს ხელები როგორ ეხვევიან ჯენისს
ზურგზე. მატყუარა თათები - ამ მოკლე დაგრეხილ თითებში რა-
ღაც არასასიამოვნო ძალა იგრძნობა. ფრჩხილებზე ვერ ნა-
ხავთ თეთრ ნახევარმთვარეებს - ერთთავად დაკვნეტილი აქვს.
საშინელი ჩვევა, გაიბუტო და შენს ნათქვამზე იდგე, ნელსონმა

111
მკითხველთა ლიგა

ჯენისისგან მემკვიდრეობით მიიღო. საცოდავი, სულით ღარი-


ბები!
როცა ჯენისი ბოლოს და ბოლოს სწყდება ნელსონს და
მელანისკენ ბრუნდება, მამა-შვილი ერთმანეთის პირისპირ
დგება. ნელსონი ამბობს:
- გამარჯობა, მამა, - და ყოყმანობს, ზუსტად ისევე, რო-
გორც ჰარი, არ იცის, მოეხვიოს, ხელი ჩამოართვას, ან საერ-
თოდ, შეეხოს თუ არა. სიყვარული უხერხულად ავსებს პაუზას.
- კარგად გამოიყურები. - ამბობს ჰარი.
- საშინლად დავიღალე.
- ასე უცებ როგორ ჩამოხვედით?
- ავტოსტოპით... მხოლოდ ქანზას სითიდან ინდიანაპო-
ლისამდე ჩავედით ავტობუსით. - ბაჭია არასოდეს ყოფილა იმ
ადგილებში. სისხლი უჩქროლდება. ბიჭი აგრძელებს: - ორი
დღის წინ დასავლეთ ოჰაიოს რომელიღაც ველზე გავათენეთ,
სადღაც თოლიდოსთან. კოშმარი გადავიტანეთ, უცნაური. უგო-
ნოდ დავბოლდით იმ ბიჭთან ერთად, რომელმაც თავისი აჭრე-
ლებული სატვირთოთი წამოგვიყვანა. როცა მანქანიდან ჩამოგ-
ვყარა, მე და მელანი აზრზე ვერ მოვედით, სად ვიმყოფებო-
დით. მთელი ღამე ერთმანეთს ველაპარაკებოდით, რომ პანი-
კაში არ ჩავვარდნილიყავით. მიწაც ისეთი ცივი იყო, ვერც კი
წარმოიდგენ. როცა გაგვეღვიძა, ერთიანად ვკანკალებდით,
მაგრამ მადლობა ღმერთს, ხეები აღარ ჰგავდნენ რვაფეხებს.
- ნელსონ! - კივის ჯენისი, შესაძლოა რაღაც გამოუსწორე-
ბელი მოგსვლოდა!.. თქვენ, ორივეს.
- ვის ადარდებს? - ეკითხება ბიჭი და ბებიას მიმართავს
(ბესი ვერანდის ყველაზე ბნელ კუთხეში ზის, საკუთარ ღრუ-
ბელში გახვეული) - შენ არ იდარდებდი, ბებო, მე რომ საერთო
სურათიდან ამოვვარდნილიყავი, ხომ ასეა?

112
მკითხველთა ლიგა

- ძალიანაც ვიდარდებდი. - გადაჭრით პასუხობს ბებია. -


ბაბუაშენის თვალის სინათლე იყავი.
- საერთოდ კი, ხალხი სულაც არაა ცუდი, - ამშვიდებს მე-
ლანი ჯენისს. უცნაური ხმა აქვს, რაკრაკა, თითქოს ახლახან
მორჩა სიცილსო, თითქოს მუდამ რაღაც შორეულსა და სა-
სიამოვნოზე ფიქრობსო. - არასანდო ადამიანებს მხოლოდ
აქა-იქ თუ შეხვდები, საერთოდ, მთავარია შიში არ დაანახვო.
- დედათქვენი რა აზრისაა ასეთ მოგზაურობაზე?
- ვერ იტანს, - იცინის მელანი და კულულებს არხევს. - მაგ-
რამ ის კალიფორნიაში ცხოვრობს. - გოგონა სერიოზულდება,
ჯენისს ლამფასავით მოციმციმე თვალებით უყურებს - კი, მაგ-
რამ, ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს გამართლებულია, საწ-
ვავის ეკონომიაცაა. მეტმა ადამიანმა უნდა იმოგზაუროს ასე,
მაგრამ ეშინიათ.
ლამაზი გომბეშო - აი, როგორ გამოიყურება ის ჰარის-
თვის. თუმცა აღნაგობით, არა უშავს. არცთუ ისე ცუდია, რაც ამ
ძონძებში ჩანს. ჰარი ნელსონს მიმართავს: - ფულის უკეთესად
განაწილება რომ მოგეხერხებინა, მთელ გზას ავტობუსით გა-
მოივლიდით.
- ავტობუსი მოსაწყენია და სავსეა რწყილებით. თანაც ვე-
რაფერს ისწავლი ავტობუსში.
- მართალია, - ერთვება მელანი. - ჩემი მეგობრებისგან
მსმენია საშინელი ამბები, რაც ავტობუსში შემთხვევიათ. მძღო-
ლი ვერაფრით დაგეხმარება, ის ავტობუსს მართავს. და თუ შენ
ისე გამოიყურები... ხომ გესმით... აი, ჰიპებს რომ ეძახიან,
მძღოლმა შეიძლება ვინმე ბიჭი მოგიგზავნოს კიდეც...
- სამყარო საშიში გახდა. - თავისი ბნელი კუთხიდან იძახის
დედიკო სფრინგერი.
ჰარის სურს მზრუნველი მამის სიტყვა წარმოთქვას.

113
მკითხველთა ლიგა

- მიხარია, - მიმართავს ნელსონს. - მე ვამაყობ, რომ ეს


გზა გამოიარე. მე რომ შენს ასაკში ამერიკის შეერთებულ შტა-
ტების მეტი ადგილები მენახა, ახლა უკეთესი მოქალაქე ვიქნე-
ბოდი. მე უფასოდ მხოლოდ და მხოლოდ ტეხასის შტატში, ლა-
ბოკში ჩავედი, როცა იქ ბიძია სემმა გამგზავნა. გარეთ გვიშვებ-
დნენ - ამ სიტყვებით ის მელანის მიუბრუნდა: - მხოლოდ შაბათ
საღამოს, ისიც უზარმაზარ საძოვრებზე. იმ ადგილს ფორთ--
ჰუდი ერქვა. - ზედმეტი მოსდის, მეტისმეტად ბევრს ლაპარა-
კობს.
- მამა, - მშვიდად აწყვეტინებს ნელსონი. - ახლა ეს ქვეყანა
ყველგან ერთნაირია, სადაც გინდა წადი, ყველგან ერთი და
იგივე სუპერმარკეტებია და ერთი და იგივე პლასტმასის ნაგავი
იყიდება, სანახავიც არაფერია.
- კოლორადომ იმედი გაუცრუა ნელსონს. - არაკრაკებს
მელანი.
- შტატი ძალიან მომეწონა, უბრალოდ, იდიოტებითაა და-
სახლებული, - სახეზე წყენა დაეტყო ნელსონს. ჰარიმ იცის,
რომ ვერასოდეს შეიტყობს, რა მოხდა კოლორადოში, რატომ
დაბრუნდა ბავშვი სახლში. ეს იმ ისტორიას ჰგავს, ბავშვებს სკო-
ლიდან რომ მოაქვთ და სადაც თვითონ არასოდეს იწყებენ
ჩხუბს.
- ბავშვებმა ივახშმეს? - კითხულობს ჯენისი, ალბათ გადაწ-
ყვიტა, ოჯახის დედის როლი ითამაშოს. ჰმ! გადაჩვევა იცის, თუ
რეპეტიცია ხშირად არ გაიარე.
მოულოდნელად დედიკო სფრინგერი ფრიად კმაყოფილი
ხმით აცხადებს:
- მელანიმ უგემრიელესი სალათი გააკეთა იმისგან, რაც
მაცივარში და ბაღში აღმოაჩინა.

114
მკითხველთა ლიგა

- როგორ მომეწონა თქვენი ბაღი, - ეუბნება მელანი ჰარის.


- ეს პატარა კარი, ყველაფერი რა ლამაზად იზრდება.
ჰარის ეუცხოება მისი ჭიკჭიკა ხმა და მისი ჩვევა, მოგაშ-
ტერდეს, როცა გელაპარაკება, თითქოს ეშინია, რამე არ გა-
მორჩესო.
- ჰო, - პასუხობს ის, - მაგრამ რაღაც მომენტში, დეპრე-
სიაში გაგდებს... და შებოლილი ძეხვი არ დარჩა?
- მელანი ვეგია, მამა - ეუბნება ნელსონი.
- ბატონო? ვეგი?
- ვეგეტარიანელი. - თავს ისაწყლებს ბიჭი.
- აააა, გასაგებია, მგონი, ამას კანონი არ უნდა კრძალავ-
დეს.
ნელსონი ამთქნარებს:
- მგონი დროა დავწვეთ. წუხელ ალბათ ერთი საათი თუ
გვეძინა.
ჯენისი და ჰარი იძაბებიან და მზერა მელანიდან დედიკო
სფრინგერზე გადააქვთ.
- წავალ, ნელის ლოგინს გავუშლი. - ამბობს ჯენისი.
- უკვე გავუშალე. - ინფორმაციას აწვდის დედიკო. - მეორე
ლოგინი კი ყოფილ სამკერვალო ოთახში გავშალე. დღეს მთე-
ლი დღე მარტო ვიყავი, დაგავიწყდათ? ამ ბოლო დროს სულ
უფრო და უფრო დიდ დროს ატარებთ კლუბში.
- ეკლესიაში რა ხდებოდა? - ეკითხება ჰარი.
- ვერ ვიტყოდი, რომ გადასარევი იყო, - უხალისოდ პასუ-
ხობს მოხუცი. - როცა შემოწირულობის აკრეფა დაიწყეს,
ბრუერის წმინდა მარიამის ეკლესიიდან მოტანილი სიმღერა
ჩართეს, აი, ის, სადაც კაცი ქალის ხმით მღერის.
ამაზე მელანის ეღიმება.

115
მკითხველთა ლიგა

- კონტრატენორი. ერთი პერიოდი ჩემი ძმა იყო კონტრა-


ტენორი.
- და მერე რა მოუვიდა? - მთქნარებით ეკითხება ჰარი და
მერე თავის აზრს გამოთქვამს - ხმა შეეცვალა.
მელანი სერიოზული სახით უყურებს:
- არა, პოლოს თამაში დაიწყო.
- გამოდის, რომ ნამდვილი სპორტსმენი გამხდარა.
- საერთოდ, ის ჩემი ნახევარძმაა. მამაჩემს ჩვენამდე სხვა
ცოლი ჰყავდა.
- მე და ბებომ გავათავეთ ძეხვი, მამა, - აცხადებს ნელსო-
ნი. - ჩვენც ვეგები ხომ არ ვართ.
- მე რაღა დამრჩა? ყოველ საღამოს ვშიმშილობ. - ჯენისს
ეკითხება ჰარი.
ჯენისი ჰარის სიტყვებს დედოფლის ჟესტიკულაციით პასუ-
ხობს, რომელიც მას ამ ათიოდე წლის წინ ნამდვილად არ
ჰქონდა და ამბობს:
- რა ვიცი, ვიფიქრე, კლუბში რაღაცას შევჭამდით, მერე
დედამ დარეკა და აქეთ გამოვქანდით.
- მე არ მეძინება. - ეუბნება მელანი ნელსონს.
- იქნებ გაისეირნოთ და მელანის აქაურობა დაათვა-
ლიერებინო. თან შეგიძლია პიცაც შემოაყოლო. - ამბობს ჰარი.
- დასავლეთში თითქმის არავინ ჭამს პიცას. საზიზღარ მექ-
სიკურ საჭმელს ჭამენ, იმ თაკოს და ჩილის. ფუ!
- „ჯორდანოში“ დავრეკავ და შევუკვეთავ. გახსოვს „ჯორ-
დანო“? მეშვიდე ქუჩაზეა, სასამართლოს შენობიდან ერთი
კვარტლის იქით.
- მამა, მე მთელი ცხოვრება ამ ნაგავ ადგილას გავატარე.

116
მკითხველთა ლიგა

- ჩვენ ორივემ, მე და შენ. ვინმე წიწაკიანი პიცის წინააღ-


მდეგია? მოდი, პიცა შევუკვეთოთ, დარწმუნებული ვარ, მელა-
ნის ისევ შია. ერთი წიწაკიანი პიცა და ერთიც შერეული.
- ღმერთო ჩემო, მამა, მე ხომ გითხარი, მელანი ვეგეტა-
რიანელია.
- ჰო, რა თქმა უნდა. მაშინ ერთი უბრალო. ყველის საწი-
ნააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს? ან სოკოსი? სოკოს პიცაზე
რას იტყვით?
- მე ვეღარაფერს შევჭამ. - ღიმილად იღვრება გოგონა და
სიტყვებს უფრო ნელა წარმოთქვამს, თითქოს აღფრთოვანება
ამძიმებსო: - თუმცა, დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი ნელ-
სონთან ერთად. აქაურობა მართლა მომწონს, ისეთი მწვანეა
ყველაფერი. და სახლიც ისეთი ლამაზია.
ჯენისი ცდილობს ხელიდან არ გაუშვას ეს შესაძლებლობა
და მხარზე ხელს კიდებს მელანის - კიდევ ერთი ჟესტი, რომ-
ლის გამოყენებასაც ჯენისი ადრე ვერ გარისკავდა.
- გინდა მეორე სართული დაგათვალიერებინო? სტუმრე-
ბის ოთახი დედაჩემის ოთახის პირდაპირაა. საერთო აბაზანა
გექნებათ.
- ოჰ, არ ველოდი, რომ მე ცალკე ოთახში ვიქნებოდი. მე-
გონა, საძილე ტომარას გავიშლიდი დივანზე და იქ დავიძინებ-
დი. მგონი იმ ოთახში, სადაც პირველად შევედით, დიდი დივანი
დგას, არა?
- იქ ძილი არ ღირს, - არწმუნებს მას ჰარი, - ისეთი
მტვრიანია, ცემინებით მოკვდებით. მაღლა ოთახი მართლა
მშვენიერია, თუ მანეკენის იქ ყოფნას არ გააპროტესტებთ.
- არა, რა თქმა უნდა! - პასუხობს მელანი. - ერთი პატარა
კუთხე მჭირდება, რომ ყველას ფეხებში არ ვედებოდე. მინდა
სამუშაო ვიპოვო, მიმტანად ვიმუშავებდი...

117
მკითხველთა ლიგა

მოხუც ქალბატონს მღელვარება ეტყობა, თავისი მუხლე-


ბიდან ყავის ფინჯანს მისი სავარძელის გვერდით მდგარ პატა-
რა მაგიდაზე დგამს.
- წლების მანძილზე ვკერავდი კაბებს და მერე, როცა თვა-
ლის ფოკუსი დამერღვა, ფრედის პერანგს ღილსაც ვეღარ ვა-
კერებდი. - ამბობს ის.
- არა უშავს, მაგ დროისთვის თქვენ უკვე საკმაოდ გამდიდ-
რდით. - ეუბნება ჰარი, რომელსაც ცალ-ცალკე დაძინების სა-
კითხის მშვიდობიანად მოგვარების შემდეგ ხუმრობის ხალისი
დაუბრუნდა. მოხუცი ქალბატონი სფრინგერი არასოდეს ივიწ-
ყებს, თუ ვინმე მისი ნების წინააღმდეგ წავა. ქორწინების პირ-
ველ წლებში ჰარი შედარებით მკაცრი იყო ჯენისის მიმართ და
თუ ბესის ჯიუტად მოკუმული ტუჩების მიხედვით ვიმსჯელებთ,
მას ახლაც ახსოვს იმდროინდელი წყენა. ჰარი ვერანდიდან
სამზარეულოში შედის და ტელეფონს იღებს. ნელსონი უკნიდან
უახლოვდება და ჯიბეებს უქექავს.
- ჰეი, მძარცვავ? - უკვირს ჰარის.
- მანქანის გასაღებს ვეძებ. დედამ თქვა, რომ შენ გაქვს.
ჰარი ყურმილს ყურსა და მხარს შორის იქცევს, მარცხენა
ჯიბიდან გასაღებს იღებს და ბიჭს აძლევს. ჰარი პირველად აკ-
ვირდება ახლოდან ნელსონის სახეს. მათ არაფერი აქვთ საერ-
თო გარდა პატარა სწორი ცხვირისა და ცალი „ალოკილი“ წარ-
ბისა, რის გამოც მას ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს
მუდმივად რაღაცას ეჭვობს. გოგონას კი რუთის აღნაგობა
ჰქონდა, ოდნავ გამობერილი ზედა ტუჩიც, თეძოებიც - ძლიერი
და ამავდროულად ფაფუკი და კომფორტული.
- ოღონდ მალე დაბრუნდით, პიცა არ გააცივოთ, არაფე-
რია ცივ პიცაზე უფრო საზიზღარი.

118
მკითხველთა ლიგა

- რა ხდება? - კითხულობს უხეში ხმა ყურმილში. კიდევ


კარგი, ბოლოს ვიღაცამ მაინც უპასუხა.
- უკაცრავად, არაფერი. - პასუხობს ჰარი და სამ პიცას უკ-
ვეთავს: წიწაკიანს, უბრალოს და შერეულს იმ შემთხვევისთვის,
თუ მელანი გადაიფიქრებს. ნელსონს ათდოლარიანს უწვდის.
- უნდა ვილაპარაკოთ, ნელი, მერე, როცა დაისვენებ. - ეს
სიტყვები თითქოს ფულს მიაყოლა. ნელსონი არაფერს ამბობს,
კუპიურას ართმევს.
როცა ახალგაზრდები გადიან, ჰარი ვერანდაზე გადის და
ქალებს მიმართავს:
- მგონი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, არა? რას იტყვით?
მელანი ბედნიერია, რომ ცალკე ოთახში დაიძინებს.
- „მგონი“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მართლაც ასეა. -
პირქუშად წარმოთქვამს სიტყვებს დედიკო სფრინგერი.
- მართალია. - ეთანხმება ჰარი. - როგორ მოგეწონათ მისი
გოგო?
- გგონია, რომ ის მისი გოგოა? - კითხულობს ჯენისი.
ის ჭიქით ხელში ზის. ფერის მიხედვით ჰარი ვერ ხვდება,
რა ასხია ჭიქაში. რაღაც სქელი და კაშკაშა წითელი. ადრე
კრემ-სოდა იყო ასეთი და კიდევ, სითხე თერმომეტრში.
- აბა ვინაა? წუხელ ერთად ეძინათ მდელოზე. ღმერთმა
უწყის, როგორ ცხოვრობდნენ კოლორადოში. შეიძლება გა-
მოქვაბულშიც.
- მე მაინც ვფიქრობ, რომ მათთვის ეს ახლა სავალდებუ-
ლო არაა. ისინი, უბრალოდ, მეგობრები არიან. ასეთი მეგობ-
რობა ჩვენ დროს შეუძლებელი იყო, ჩვენ ამას ვერ ვახერხებ-
დით.
- ნელსონი არც ისე კმაყოფილი ჩანს. - ამბობს დედიკო
სფრინგერი.

119
მკითხველთა ლიგა

- ოდესმე კმაყოფილი ყოფილა? - ეკითხება მას ჰარი.


- იმედისმომცემი ბავშვი იყო. - ამბობს ბებია.
- ბესი, როგორ ფიქრობთ, სახლში რამ დააბრუნა?
ბესი ოხრავს.
- ალბათ იმედგაცრუებამ. რაღაცამ, რაც ძალიან დიდი აღ-
მოჩნდა მისთვის და ვეღარ მოერია. გაფრთხილებთ, თუ ის გო-
გო სათანადოდ არ მოიქცევა ამ ჭერქვეშ, მე წავალ. დღეს გრე-
ისს ველაპარაკე. საბრალო, დიდი სიამოვნებით მიმიღებს თა-
ვისთან. დარწმუნებულია, რომ მე მას სიცოცხლეს გავუხან-
გრძლივებ.
- დედა, „მთელი ოჯახი“ არ გამოგრჩეს.
- ეს სერია ნანახი მაქვს. არჩის გოგო ბრუნდება და ფულს
სთხოვს. ზაფხულში ძველ სერიებს იმეორებენ. მაგრამ „ჯეფერ-
სონებს“ მაინც ვუყურებ ათის ნახევარზე, თუ არ დამეძინა მანამ-
დე. მოსეს შესახებ გადაცემის წინ გადის. ჯობს, ზევით ავიდე.
ფეხებს დავასვენებ. როცა ნელსონს ლოგინს ვუშლიდი, სა-
წოლს ფეხი მივარტყი და ვენა დავიზიანე. ახლა მტკივა. - მო-
ხუცი ტკივილებისგან იღმიჭება და დგება.
- დედა, რატომ არ დამელოდე, მე თვითონ გავშლიდი
ლოგინებს. მეც ამოგყვები, ვნახავ, სტუმრების ოთახში რა ხდე-
ბა.
ჰარი მათთან ერთად ტოვებს ვერანდას - ძალიან პირქუში
ეჩვენება იქ ყველაფერი: წიფელი თითქოს გაშავდა, ფარვანები
ბადეში იხლართებიან - და სასადილო ოთახში გადის. მოსწონს,
ჩოგბურთის ფორმიანი ჯენისის ფეხების ქვემოდან ყურება, რო-
ცა ის კიბეზე ადის. ერთ ღამეს, როცა არ დაეძინებათ, აუცილებ-
ლად უნდა ინებივროს მასთან. ჰარისაც შეეძლო მაღლა ასვლა
და მიხმარება, მაგრამ მის ყურადღებას „მომხმარებლის ცნობა-
რის“ ივლისის ნომრის გარეკანზე ქალის უჩვეულო სახე იქცევს.

120
მკითხველთა ლიგა

ეს ნომერი მან ამ დილით ჩამოიტანა, რომ იმ ბედნიერ


შუალედში წაეკითხა, როცა დედიკო ეკლესიაში იყო, ხოლო ის
და ჯენისი ჯერ კიდევ სახლში. ჟურნალი ვოლტერიანულ სავარ-
ძელზე დევს, რომელშიც საღამოობით ფრედ სფრინგერს უყ-
ვარდა მოსვენება. ის ამ სავარძელს მეფის ტახტრევანივით ირ-
გებდა. იქიდან ვერა ძალა ვერ ააყენებდა, მხოლოდ აბაზანაში,
ან სამზარეულოში დიეტური პეპსისთვის თუ გავიდოდა ხოლმე.
ჰარი სავარძელში ეშვება. ჟურნალის გარეკანზე გოგონა თეთრ
ქუდსა და თეთრ სმოკინგშია, სახე ჯამბაზი ქათქათა თეთრი, წი-
თელი და ლურჯი საღებავით აუჭრელებია. ზემოთ აწვდილ
ხელში სახის საწმენდი რძე უჭირავს. ღმერთო, დიდებულო!
სპერმა! ეს მოდელები ნამდვილი ბოზები არიან. გოგოები პორ-
ნოფილმებში სახეზე სპერმას ითითხნიან. „ბროდვეი აი, ამ კოს-
მეტიკურ რძეს იყენებს“ წერია მის ქვემოთ. ეს ნომერი კოსმეტი-
კურ რძეს ეთმობა და იქვეა ხაჭო (ხაჭო კარგადაა გასუფთავე-
ბული თუ ისე, არა?), კონდიციონერები, კომპაქტური სტე-
რეოფირსაკრავები, კონსერვის გასახსნელები (ნეტავ, საერ-
თოდ რატომ ამზადებენ კონსერვის ოთხკუთხა ქილებს?). ჰარი
კონდიციონერებს უბრუნდება და არკვევს, რომ თუ შენ მაღალი
ტენიანობის პირობებში ცხოვრობ (და ის თვლის, რომ სწორედ
ასეა, ყოველ შემთხვევაში, არიზონასთან შედარებით), კონდი-
ციონერი წვეთავს. ზოგი ისე წვეთავს, რომ არ ღირს მათი შიდა
ეზოში გამავალ ფანჯარაზე დამონტაჟება. რა კარგია შიდა ეზო
და მიწის ქვედა სართულზე მისაღები ოთახი, როგორც ვებ მერ-
ქეთს აქვს. ვები და ის საყვარელი პატარა სინდი მუდმივად ისე
გამოიყურებიან, თითქოს ახლახან გამოვიდნენ შხაპიდან. რაც
უნდა იყოს, ბაჭია კმაყოფილია. აი, რა უყვარს მას - ოჯახური
მყუდროება. უყვარს, როცა ზემოდან ქალების საქმიანი ნაბიჯე-
ბი ესმის, ხოლო ზაფხულის ღამე ფანჯრებს ზღვასავით ეხეთქე-

121
მკითხველთა ლიგა

ბა. ჰარი კონდიცინერების შესახებ სტატიას ბოლომდე კითხუ-


ლობს და ცდილობს სტატია მანქანის სესხების შესახებაც
წაიკითხოს, მაგრამ ნელსონი და მელანი პიცის ქონიანი ყუთე-
ბით ხელდამშვენებულები ბრუნდებიან. ჰარი სასწრაფოდ იხ-
სნის სათვალეს. რაც უნდა უცნაური იყოს, სათვალეში ჰარი
თავს ისე გრძნობს, თითქოს შიშველს წაასწრესო.
ნელსონს სახე განათებული და შეიძლება ითქვას, მხიარუ-
ლიც კი აქვს.
- უყურე შენ, - ეუბნება მამას. - დედას მუსტანგი, როცა გინ-
და, მაგრა აწვება! ვიღაც პირდაპირ ჯუნგლებიდან გადმომხტა-
რი მაიმუნი 69 წლის „კადილაკით“ ბოლომდე აძლევდა გაზს,
ლამის ძრავი გაგლიჯა, მაგრამ ვერ დამეწია. მთელი გზა ხი-
დამდე კუდზე მეჯდა. შეგეშინდებოდა კაცს.
- მაგ გზით მოხვედით? არაა გასაკვირი, რომ ამდენი ხანი
დაგჭირდათ.
- ნელსონმა ქალაქი მაჩვენა. - ეუბნება მელანი თავისი მუ-
სიკალური ღიმილით, რომელიც ჰაერში კვალს ტოვებს, როცა
ის ხელში მუყაოს ყუთებით, სამზარეულოში გადის. ის, ლამაზად
წელში გამართული, ნამდვილი მიმტანივით დადის.
- ამ ქალაქს უკეთესი დღეებიც ახსოვს. - ადევნებს ჰარი.
- მე ვფიქრობ, რომ ის ულამაზესია. - უკან მოფრინავს მისი
პასუხი. - ხალხი სახლებს სხვადასხვაფრად ღებავს, როგორც
ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში.
- მხოლოდ ის საზიზღარი ლათინები და იტალიელები. -
პასუხობს ჰარი.
- მამა, როგორც ვხედავ, კლიშეებით ხარ სავსე. მეტი უნდა
იმოგზაურო.
- ვხუმრობ. მე ყველა მიყვარს, განსაკუთრებით, თუ მანქა-
ნის ფანჯრები ბოლომდე აწეული მაქვს. „ტოიოტა“ აპირებდა

122
მკითხველთა ლიგა

ჩემს ატლანტაში გაგზავნას. მე და დედა უნდა წავსულიყავით.


სრულად გვაფინანსებდნენ. მაგრამ მერე რომელიღაც აგენტმა
გვაჯობა გაყიდვებში და ის წავიდა. ეს რეგიონული პრემია იყო.
ძალიან მეწყინა, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა სამხრე-
თი, მიყვარს სიცხე.
- ნუ ხარ ასეთი ძუნწი, მა, აიღე შვებულება და შენი ხარჯე-
ბით იმოგზაურე.
- შვებულება! ჩვენ ყველას პოკონოსის ქოხი გვინახავს.
იმას რომ არ ვაქირავებდეთ, რა გვეშველებოდა. და ზაფხულო-
ბით იქ რომ არ ვისვენებდეთ, წარმოგიდგენია, რამდენი უნდა
გადაგვეხადა ადამიანურ დასვენებაში. - ის სახლია მოხუცი
სფრინგერის სიხარული და სიამაყე.
- კენტში სოციოლოგიის კურსი გავიარე. აი, შენ ფულს აჯ-
დები, რადგან ის სიღარიბე გახსოვს. როცა ბავშვი იყავი დეპ-
რესიით იტანჯებოდი. ტრავმირებული ხარ.
- არც ეგრეა საქმე. არცთუ ცუდად ვცხოვრობდით. მამაჩემს
საკმაოდ მაღალი ხელფასი ჰქონდა. და საერთოდ, ვინ ამბობს,
რომ მე ძუნწი ვარ?
- მელანის ვალი გაქვს სამი დოლარი.
- გინდა მითხრა, რომ სამი პიცა ცამეტი დოლარი ღირს?
- ლუდიც მოვაყოლეთ. ორი ყუთი, თითოში ექვსი ბოთ-
ლია.
- ჰოდა, თქვენი ლუდი თქვენ იყიდეთ. ჩვენ ლუდს არ
ვსვამთ, ასუქებს.
- დედა სადაა?
- ზემოთ. ჰო, და კიდევ, მანქანა გარეთ გადახდილი არ
დატოვო. თუნდაც არ წვიმდეს, ნეკერჩხლიდან რაღაც წებოვანი
სითხე წვეთავს.
- ვიფიქრე, კიდევ გავისეირნებდით.

123
მკითხველთა ლიგა

- ხუმრობ? შენ არ თქვი, წუხელ მხოლოდ ერთი საათი გვე-


ძინაო?
- მამა, გეყოფა, მალე ოცდასამის ვხდები.
- ჰო, ოცდასამის და ჭკუა კი არ გაქვს.
- გასაღები მომეცი. მანქანას გარაჟში დავაყენებ.
- დე...! - ყვირის ბიჭი - მამა შენს მანქანას არ მაძლევს!
ჯენისი ქვემოთ ჩამოდის. მწვანე კაბა აცვია და დაღლილი
ჩანს. ჰარი ეუბნება:
- მხოლოდ ვუთხარი, რომ მანქანა გარაჟში შეეყვანა. შენც
ხომ იცი, ნეკერჩხლიდან რაღაც წვეთავს და აფუჭებს. ნელი კი
ამბობს, რომ კიდევ სადღაც მიდის. უკვე ათი საათია!
- ახლა ნეკერჩხალი აღარ წვეთავს. - ამბობს ჯენისი, მერე
ნელსონს უბრუნდება და უბრალოდ ეუბნება: - თუ არსად წას-
ვლას არ აპირებ, მანქანას სახურავი გადააფარე. ორი დღის
წინ საშინლად მოწვიმა, სეტყვაც იყო.
- როგორ გგონია, სახურავი რატომაა შავი და დალაქავე-
ბული? იმიტომ, რომ ეშმაკმა უწყის, საიდან წვეთავს და ბრეზენ-
ტი არ იწმინდება.
- ჰარი, ეს ხომ შენი მანქანა არაა, - პასუხობს ჯენისი.
- პიცა! - ყვირის მელანი სამზარეულოდან. ხმა ზარივით
წკრიალა აქვს.მანდიამო, პრეგო!
- მამიკო მანქანებზე შეიშალა, არა? - დედას მიმართავს
ნელსონი. - მისთვის ალბათ მსოფლიოს მერვე საოცრებაა.
- დედა? არ შია? - ეკითხება ჯენისს ჰარი.
- არა, თავს ცუდად გრძნობს.
- მშვენიერია! ისევ!
- დღეს ინერვიულა.
- დღეს მეც ბევრი ვინერვიულე, თანაც გამომიცხადეს, რომ
წუწურაქი ვარ და მანქანა ჩემთვის მერვე საოცრებაა. არაა აუცი-

124
მკითხველთა ლიგა

ლებელი ასეთი გესლიანობა. გარდა ამისა, ნელსონ, მე ბურთი


მეთვრამეტეში ჩავაგდე, ხო იცი ის ორმო, შორს რომაა? ისე
გაფრინდა, რომ ღელეს გადაუარა და მარჯვნივ გადავიდა, მე-
რე კი სულ ადვილად ჩავარდა მეხუთეში. ჯოხები გაქვს ისევ?
ერთად ვითამაშოთ. - ბიჭს მხრებზე ადებს მამა ხელებს.
- კენტში გავყიდე. - ნელსონი გვერდზე დგება და მისგან
თავს სწრაფად ითავისუფლებს. - გოლფი ყველაზე სულელური
თამაშია მსოფლიოში.
- დელტაპლანით ფრენა მოგწონს?
- ფანტასტიკურია, წყნარი. ქარს მიყავხარ, შენ კი ვერა-
ფერს გრძნობ. ზოგი ბოლდება გაფრენის წინ, მაგრამ მერე შე-
იძლება გეგონოს, რომ მართლა დაფრინავ.
მელანიმ ლამაზად დააწყო თეფშები და პიცა მუყაოს ყუ-
თიდან თეფშებზე გადმოიღო.
- მელანი, შენც დაფრინავ დელტაპლანით? - ეკითხება ჯე-
ნისი.
- ოჰ, არა. - ამბობს გოგონა - შიშისგან მოვკვდებოდი. -
იცინის, მაგრამ შოკოლადის უზარმაზარ თვალებში მტკიცე გა-
მომეტყველება აქვს. - პრუ დაფრინავდა ნელსონთან ერთად,
მე არა. ალბათ გული გამისკდება.
- პრუ ვინაა? კითხულობს ჰარი.
- არ იცნობ. - პასუხობს ნელსონი.
- ვიცი, რომ არ ვიცნობ. რომ ვიცნობდე, არც ვიკითხავდი.
- მგონი, ყველანი ძალიან გაღიზიანებულები და დაძაბუ-
ლები ვართ. - შენიშნავს ჯენისი, პიცის ნაჭერს იღებს და თეფშზე
დებს.
ნელსონი ფიქრობს, რომ ეს მისი თეფშია.

125
მკითხველთა ლიგა

- მამას უთხარი, თავი დამანებოს. - წუწუნებს ბიჭი და სკამ-


ზე ისე ეშვება, თითქოს ეს-ესაა მოტოციკლიდან გადმოვიდა და
ყველაფერი სტკივა.
ლოგინში ჰარი ეკითხება ჯენისს:
- როგორ ფიქრობ, რა სჭირს ბიჭს?
- არ ვიცი.
- თითქოს რაღაც ჭამს შიგნიდან.
- ჰო, მართალი ხარ.
ორივე ჩაფიქრდა. დედიკო სფრინგერის ოთახიდან ტე-
ლევიზორის ხმა შემოდის, ბიბლიური სახელები, ბრბოს ყვირი-
ლი, მუსიკა, შიგადაშიგ კრეშენდო, ყველაფრი იმაზე მეტყვე-
ლებს, რომ ფილმი მოსეზეა. ზოგჯერ მოხუცი ისე იძინებს, რომ
ტელევიზორს არ თიშავს და მერე ის მთელი ღამე ხმაურობს
თუ ჯენისი არ შევიდა გამოსართველად. მელანი უკვე დაწვა თა-
ვის ოთახში. ნელსონი მაღლა ამოვიდა ბებიასთან ერთად „ჯე-
ფერსონების“ საყურებლად, მაგრამ ვიდრე ჰარი და ჯენისი ამო-
ვიდოდნენ, დასაძინელად თავის ძველ ოთახში წავიდა ისე,
ტკბილი ძილი არავისთვის უსურვებია. აუტანელია. ნეტავ, ხვალ
ის ახალგაზრდა წყვილი ისევ თუ მოვა მაღაზიაში. ქალიშვილის
მრგვალი ფერმკრთალი სახე და დედიკო სფრინგერის ოთახში
ჩართული ტელევიზორის ციმციმა ეკრანი, რომელსაც არავინ
უყურებს, მის გონებაში ამაღლებული მუსიკის ფონზე ერთმა-
ნეთს ერევა. უცებ ჯენისი ეკითხება:
- გოგო როგორ მოგეწონა?
- პატარა მელანი. მორიდებულია. ნუთუ ყველა ასეა, მთე-
ლი ეს თაობა, თითქოს ქვათაცვენაში მოხვდნენ და უკეთესი
არაფერი უნახავთ ცხოვრებაში.
- მგონი, უბრალოდ უნდა, რომ თავი მოგვაწონოს. ალბათ
ძნელია, ასე, ადგე, მიადგე მეგობრის ოჯახს და იქ საკუთარი

126
მკითხველთა ლიგა

ადგილი დაიმკვიდრო. მე პირადად, დედაჩემთან ერთად ერ-


თჭერქვეშ ათი წუთიც კი ვერ გავძლებდი.
რა იცის პატარა მელანიმ, რამდენი შხამი ანთხია დედიკო
სფრინგერმა მასზე.
- მეც იმასვე ვამბობდი, რასაც დედიკო, - ამბობს ჰარი. -
არ მიყვარს ბევრი ხალხი. - ჰმ, ახალი ადამიანები სახლში და
მოხუცი სფრინგერის აჩრდილი სავარძელში. - ვერ იტყვი, რომ
ერთმანეთზე გიჟდებიან, თუ ახლა ასეა მიღებული, არანაირი
სინაზე?
- ალბათ არ უნდათ ზედმეტი მოუვიდეთ. იციან, რომ დე-
დიკოს გული უნდა მოიგონ.
- არა მარტო დედიკოსი.
ჯენისი ჩაფიქრდა. კედლის იქით საწოლი ჭრიალებს და
მძიმე ნაბიჯები ისმის. ტელევიზორში აღელვებული ბრბოს ყვი-
რილი ერთი წკაპუნით წყდება. არადა, ბარტ ლანკასტენი ეს--
ესაა ეშხში შედის. და რა კბილები აქვს! ნუთუ თავისია? ყველა
ვარსკვლავი კბილზე გვირგვინს იკეთებს. თავად ჰარიმაც ხომ
გაიკეთა. პრობლემური სარძევე კბილები ჰქონდა, ახლა კი,
ყველა კბილი ჯანმრთელი, ძლიერი და პატარა ოქროს გვირ-
გვინითაა დაცული, თითოეული ოთხასორმოცდაათი დოლარის
სანაცვლოდ.
- ხედავ, ვერ იძინებს, ისევ ფორიაქობს, დღეს ლამის გა-
გიჟდა. - ამბობს ჯენისი. როცა ლაპარაკობს, ჯენისი „ს“-ს დედა-
მისივით გამოკვეთილად გამოთქვამს. ასეა, ჩვენს მემკვიდ-
რეობას ფარულად ვატარებთ და მერე მოულოდნელად იმ პა-
წაწუნა დნმ-ის ხვეულებიდან ამოხეთქავს.
უეცრად ამოვარდნილ ქარში, სახლის კედლებზე წიფლის
ფოთლების ჩრდილი დაცოცავს. ქუჩაზე ერთიმეორის მიყოლე-
ბით სამი მანქანა უხვევს და ჰარის ეუფლება გრძნობა, რომ გა-

127
მკითხველთა ლიგა

რეთ ცხოვრება დუღს, მაშინ, როცა ის აბსოლუტურად დაცული


წევს თავის არაჩვეულებრივად მოხერხებულ საწოლში. ჰარი
საწოლში, - მისი კბილები კი ოქროს გვირგვინებში.
- ძალიან მაგარი ბებო გვყავს. - ამბობს ის.
- ახლა დადარაჯებულია და დროს ელოდება. - ავისმო-
მასწავლებელი ტონით ამბობს ჯენისი, რაც იმაზე მიანიშნებს,
რომ ჰარისგან განსხვავებით, მას სულაც არ ეძინება. - ჩემი ჯე-
რი როდის მოვა? - ეკითხება ქალი.
- შენი ჯერი? - საწოლი ოდნავ ტრიალდება, სტავროსი
დიდ, დილის მზის სხივებით განათებულ ვიტრინასთან ელოდე-
ბა. მზის შუქზე მტვრის ნაწილაკები ცეკვავენ. „ეს ხომ თავად მო-
ინდომე!“
- თუ ამ დილით ზეწრისა და ჩემი მდგომარეობით ვიმსჯე-
ლებთ, წუხელ გაათავე.
ისევ წამოუბერა ქარმა. ჯანდაბა! მანქანა ქუჩაში თავგადახ-
დილი დგას.
- სიხარულო, ისეთი მძიმე დღე მქონდა! საწვავი გამომე-
ლია. მაპატიე, გთხოვ.
- კარგი, გაპატიებ. - ამბობს ჯენისი. - უბრალოდ, შეიძლება
ვიფიქრო, რომ აღარ გაღელვებ.
- რას ამბობ. დღეს კლუბში რომ გიყურებდი, ვფიქრობდი,
რომ გაცილებით სასურველი ხარ, ვიდრე ის ძუკნები - ბებერი
თელმა, თავის მოკლე კაბაში და ბადის საშინელი გოგო.
- და სინდი?
- სინდი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ძალიან სქელია.
- მატყუარა!
აი, მიიღო, რაც დაიმსახურა. მკვდარივით ძალაგამო-
ლეულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც მაინც უშლის ხელს
რომ ძილის შავ მორევში გადაეშვას. და ამ ძილ-ღვიძილში, მა-

128
მკითხველთა ლიგა

ნამდე, თუ მას მერე, რაც როგორც იქნა, ძილში იძირება, ჩაეს-


მის ახალგაზრდული ნაბიჯები, თითქოს ვიღაც სადღაც მიიჩქა-
რის.
მელანი თავისი სიტყვის პატრონი გამოდგა. ის მიმტანად
იწყებს მუშაობას ქალაქის ცენტრში, პირდაპირ უაიზერის ქუჩა-
ზე, ახალ რესტორანში. მართალია, ის რესტორანი ძველია,
მაგრამ სახელი აქვს ახალი - „ბლითების სახლი“. მანამდე აქ
კაფე „ბარსელონა“ იყო - მოხატული ფილებით, გემრიელი
პაელათი, სურნელოვანი გასპაჩოთი და თუჯის გისოსებით. ჰა-
რი იქ ზოგჯერ ლანჩზე შეივლიდა ხოლმე, მაგრამ საღამოობით
არასოდეს დადიოდა, რადგან მაშინ იქაურობას ბრუერის სამ-
ხრეთში მცხოვრები ესპანურენოვანი ოჯახები და ჰიპები ეტანე-
ბოდნენ და არა თეთრსაყელოიანი ტიპები ქალაქის დასავლე-
თიდან და აკაციის ბულვარიდან, რომელთა გარეშეც ბრუერის
ვერც ერთი რესტორანი ვერ იარსებებს. ბრუერს განსაკუთრე-
ბით არასოდეს აწუხებდა ლათინებისა და იტალიელების სიმ-
რავლე, ყოველ შემთხვევაში, კარმენ მირანდასა და მთელი იმ
უოლტ დისნეის სალუდოს ამიგოს ფილმების შემდეგ. ბაჭიას ახ-
სენდება კლუბი „კასტანიეტა“ უარენ ავენიუზე, სადაც სახელის
გარდა არაფერი იყო ესპანური, მხოლოდ კლუბის სახელი და
მიმტანების სტაფილოსფერ ფორმებზე ესპანური ფურფუშები.
ვიდრე „ბარსელონა“ გახდებოდა, მას წლების მანძილზე ჯონი
ფრაის რესტორანი ერქვა, სადაც ნებისმიერ დროს მსუყე სადი-
ლით უმასპინძლდებოდნენ კვების ძველი ტრადიციების მიმდე-
ვარ გერმანელებს, რომლებიც თავისი ღორმუცელობის გამო
დიდი ხანია საფლავში ჩავიდნენ და თან ჩაიტანეს მათ მიერ
შთანთქმული ტონობით დაბეგვილი ხორცი, მჟავე კომბოსტო
და მზესუმზირის ლუდი. ახლა, ჯონი ფრაის ყოფილი რესტო-
რანი ყვავის.

129
მკითხველთა ლიგა

ქალაქის ცენტრში მდებარე ოფისის გაჩხიკული თანამ-


შრომლებისგან შემდგარი ახალი კლასი ბანკებიდან, სახელ-
მწიფო დაწესებულებებიდან და დაცარიელებული უნივერმაღე-
ბიდან შუადღისას გამოდის, ჩქარი ნაბიჯით ჭრის ტყეს, რომე-
ლიც ქალაქის დამგეგმარებლებმა უაიზერის მოედანზე გააშე-
ნეს, კაფე „ბარსელონას“ დროიდან შემორჩენილ პატარა, ფი-
ლების ზედაპირიან მაგიდებთან კალათდება და სხვადასხვა ვა-
ჟინმოსხმულ სახელგანთქმულ ბლითებს შეექცევა. როცა ღა-
მით კინოდან შინ ბრუნდები, მათ იქ მაშინაც ნახავ, მაგიდაზე
სანთელი ლაპლაპებს, ისინი კი წყვილებად სხედან, ერთმანე-
თისკენ გადახრილები, გასაოცარი სიხარბით ყლაპავენ ბლი-
თებს ბიჭები - გაღეღილსაყელოიანი დახვეწილი პერანგებით,
გოგონები - მოხდენილი და საოცრად ვიწრო, თითქოს ელექ-
ტროსტატიკისგან ტანზე მიწებებული კაბებით. ათი იმდენი კი
მოსაცდელში ელოდება თავისუფალ მაგიდას. ჰარის მაინც
ჰგონია, რომ ბლითებზე ასეთი გაგიჟება დიეტას უკავშირება.
ყველა ცდილობს, ნაკლები ჭამოს, ბლითი კი სრულფასოვანი
კერძი არ არის, უბრალოდ თუ წაიხემსებ. ჰარის სიამოვნების-
გან ჟრუანტელი უვლის, როცა ხედავს, რომ კლიენტების ახალი
კატეგორია არსებობს, სიცოცხლისუნარიანი და ამასთან, ფუ-
ლიანიც. სამყარო საკუთარი აღსასრულისკენ მიიწევს, მაგრამ
ახალი ადამიანები ისეთი სულელები არიან, რომ ამას ვერ
ხვდებიან და ისე იქცევიან, თითქოს ეს-ესაა დღესასწაული და-
იწყო. „ბლითების სახლს“ ისე კარგად წაუვიდა საქმე, რომ მისმა
მფლობელებმა მეზობლად ძველი აგურის შენობა იყიდეს, ყო-
ფილი სიგარის მაღაზიის ვრცელი დარბაზები სასადილო დარ-
ბაზებად გამოიყენეს, სალაროსთან გაზის ფარანი ხელუხლებ-
ლად დატოვეს და ბიზნესი გააფართოეს. რა თქმა უნდა, ახალი
მიმტანები აიყვანეს და მათ შორის, მელანიც. ის ხან დილის

130
მკითხველთა ლიგა

ათიდან ექვსამდე მუშაობს, ხან საღამოს ხუთიდან ღამის პირვე-


ლამდე. ერთხელ ჰარიმ იქ ჩარლი დაპატიჟა, რომ ენგსთრო-
მების ოჯახის ახალი ქალი ეჩვენებინა, მაგრამ ეს არცთუ ისე
კარგი აზრი გამოდგა, როგორც კი ნელსონის მამა უცხო და უც-
ნაურ კაცთან ერთად დაინახა, მელანის უხერხულობისგან სახე-
ზე ალმური მოედო, უამრავი კლიენტი მიატოვა და მხოლოდ
მათ ემსახურებოდა.
- გარეგნობით ვერ დაიწუნებ, - აღნიშნა ჩარლიმ იმ არცთუ
იღბლიან დღეს და თვალი გააყოლა მელანის, რომელიც ის-ის
იყო მათ მაგიდას მოშორდა. „ბლითების სახლში“ მიმტანებს მე-
წამული მინი-კაბები ეცვათ უკან მიმაგრებული უზარმაზარი ბაფ-
თით, რომელიც სიარულის დროს აქეთ-იქით ირწეოდა.
- ჰო? - გაუკვირდა ჰარის. - მე ასე არ მეჩვენება. - სწორედ
ეს მიკვირს, ის არანაირად არ მოქმედებს ჩემზე, არადა, უკვე
ორი კვირაა, ჩვენთან ცხოვრობს, წესით, კედლებზე უნდა გავ-
დიოდე.
- ცოტა ბებერი ხომ არ ხარ იმისთვის, რომ ამ გოგოს გამო
კედლებზე გახვიდე, ბოს? რაც გინდა თქვი, და, რაღაც კატეგო-
რიის ქალები არ მოქმედებენ გარკვეული კატეგორიის კაცებზე.
და ამის გამოა ქალის ამდენი სხვადასხვა მოდელი.
- როგორც ამბობენ, ღმერთმა არაფერი დაიშურა მის-
თვის.
- ჰო, ასეა.
- ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ის თითქოს არც ნელსონ-
ზე მოქმედებს, ამას კარგად ვხედავ. თითქოს ძმაკაცები იყვნენ,
საათებს ატარებენ ნელსონის ოთახში, მუსიკას უსმენენ და
ღმერთმა უწყის, რაზე ლაპარაკობენ. უცნაურია, როცა ნელსო-
ნი ოთახიდან გამოდის, მეჩვენება, რომ ნამტირალევია... მე და
ჯენიმ ვიცით, რომ მელანის ძველ სამკერვალო ოთახში სძი-

131
მკითხველთა ლიგა

ნავს, სადაც ბებრუხანას დაჟინებით პირველივე ღამეს შევასახ-


ლეთ. მე და ჯენისს გვეგონა, რომ დიდი ხანი ვერ მოითმენდნენ
ასე ცალ-ცალკე წოლას. ახლა ბესი თითქოს მიეჩვია ამ გოგოს,
უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სახლის საქმეში გაცილე-
ბით მეტად ეხმარება, ვიდრე ჯენისი, ასე რომ, ახლა უკვე მგო-
ნია, ბესისთვისაც სულ ერთია, მელანი სად დაიძინებს.
- არ არსებობს, რომ ნელსონს მასთან არაფერი ჰქონდეს.
- არ თმობს ჩარლი და ხელებს მაგიდაზე აწყობს.
- თითქოს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ ბავშვებს ახლა ვე-
რაფერს გაუგებ, ყველაფერს მალავენ. კოლორადოდან ერთი-
მეორის მიყოლებით მოდის გრძელი თეთრი კონვერტები და
ნელსონი და მელანი საათებს ხარჯავენ პასუხის წერაში. საფოს-
ტო შტამპზე მხოლოდ კოლორადო აწერია და უკან დასაბრუ-
ნებელი მისამართი კი რაღაც დეკანატია კენტში. არ გამოვრიც-
ხავ, რომ ნელსონი იქიდან გამოაგდეს.
ჩარლი თითქოს არც უსმენს.
- იქნებ მე მეცადა, თუ ნელსონს არ აინტერესებს?
- მოიცა, ჩარლი, მე არ მითქვამს, რომ ნელსონს არ აინ-
ტერესებს, უბრალოდ, სახლი არ ირყევა, ხომ გესმის, არავითა-
რი ვიბრაცია. არა მგონია, ამას მუსტანგში აკეთებდნენ, არც თუ
კომფორტულია და ეს ბავშვები კი ისეთი განებივრებულები
არიან! - მან „მარგარიტა“ მოწრუპა და ტუჩებიდან მარილი მო-
იწმინდა. ბარმენი აქ „ბარსელონას“ დროიდან შემორჩა. არაა
გასაკვირი, თუ საწყობი ტეკილათი აქვს სავსე. - უნდა ვაღიარო,
რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იწვეს ნელსონი ვინ-
მესთან, ისეთი უჟმურია.
- სულ ბაბუას ჰგავს. ფრედი ხომ გახსოვს, რა მუსუსი იყო.
ასე რომ, არ მოტყუვდე. ფრედი ხელებს ვერ აჩერებდა, აბა, რა

132
მკითხველთა ლიგა

გგონია, რატომ იცვლებოდნენ კანცელარიის გოგოები ასე ხში-


რად! რა თქვი, საიდანაა?
- კალიფორნიიდან. მამამისი, როგორც ვხვდები, უსაქმუ-
რია, ახლა ორიგონაში ცხოვრობს, ადრე იურისტად მუშაობდა.
მისი მშობლები ცოტა ხნის წინ დაშორდნენ.
- სახლიდან კარგა შორს წასულა. ალბათ ასაკით უფრო
დიდი მეგობარი სჭირდება.
- ჰოდა, აქ არ ვარ? მხოლოდ დერეფნის გავლა და...
- შენ ოჯახის წევრი ხარ, ჩემპიონო, და ამიტომ არ ითვლე-
ბი. გარდა ამისა, შენ ეს გოგო სათანადოდ ვერ შეაფასე და ის
ამას ალბათ კარგად ხვდება. ასეთები არიან ქალები, ვერაფერს
გამოაპარებ.
- ჩარლი, შენ შვილად გეკუთვნის.
- აა, ესპანური ტიპის ქალებს უყვართ, როცა მკერდზე ჭა-
ღარას ხედავენ.
- შენი მონჯღრეული საათი რას შვრება?
ჩარლი იღიმება და კოვზს მელანის მოტანილ ისპანახის
ცივ წვნიანში დებს.
- გადასარევად წიკწიკებს.
- ჩარლი, ჩვეულებრივი გიჟი ხარ. - აღტაცებით ამბობს ბა-
ჭია. კიდევ ერთხელ აოცებს ჩარლი. მათი ხანგრძლივი ურთი-
ერთობის მანძილზე არაერთხელ აღფრთოვანებულა ჩარლის
თვისებით, ცხოვრებაში გამოარჩიოს და მოეჭიდოს ყველაზე
მთავარს, რისი განსაზღვრაც ჰარიმ ვერაფრით მოახერხა.
- გამოდის, ცოცხლები ვართ, თუ შეგვიძლია კიდევ გავგიჟ-
დეთ. - თქვა ჩარლიმ, ისევ მოხვრიპა წვნიანი და უკეთ რომ
გაეგო მისი გემო, მუქი სათვალის უკან თვალები მილულა. -
მუსკატის კაკალი ბევრი მოსვლიათ. იქნებ, ჯენისმა მიმიწვიოს

133
მკითხველთა ლიგა

თქვენთან, რა ხანია არ ვყოფილვარ. იქნებ, ნიადაგი მომესინ-


ჯა.
- მისმინე, არ ვაპირებ სახლში შენს დაპატიჟებას იმისთვის,
რომ ჩემს შვილს გოგო წაართვა.
- თავად არ თქვი, რომ ის მისი გოგო სულაც არაა?
- უბრალოდ აღვნიშნე, რომ უცნაურად იქცევიან, - და სა-
ერთოდ, საიდან უნდა ვიცოდე?
- მშვენიერი ყნოსვა გაქვს. შენი მჯერა, ჩემპიონო. - უპასუხა
ჩარლიმ და თემა შეცვალა: - ნელსონმა ჩვენს მაღაზიაში
სიარულს რატომ მოუხშირა?
- აზრზე არ ვარ. რაც მელანიმ მუშაობა დაიწყო, საქმე არა-
ფერი აქვს, ან ბესისთან ერთად ზის სახლში, ან ჯენისს დაჰყვება
კლუბში და ცურავს, ვიდრე ქლორისგან თვალები არ გად-
მოეკარკლება. კი ეძება სამუშაო ქალაქში, მაგრამ ვერაფერი
ნახა. ისე კი, მგონი, მაინცდამაინც არ გარჯილა.
- იქნებ ჩვენთან გვენახა რამე მისთვის?
- არა, არ მინდა. ისედაც მშვენივრად მოეწყო აქ.
- კოლეჯში დაბრუნებას აპირებს?
- არ ვიცი, შეკითხვაც მეშინია.
სტავროსმა კოვზი ფრთხილად დაუშვა.
- გეშინია, - გაიმეორა მან. - და თანაც ყველაფერს შენ
იხდი. მამაჩემს ოდესმე რომ ეთქვა, ჩემთვის რაიმეს შეკითხვის
ეშინია, ჭერი თავზე ჩამომენგრეოდა.
- ალბათ შიში ის სიტყვა არაა.
- შენ ხომ „მეშინია“ თქვი. - იგი სათვალის სქელი შუშები-
დან მელანის თვალიერებას შეუდგა, რომელმაც თავისი ნარნა-
რი მეწამული ტალღებით ჰარის ყაბაყის, ხოლო ჩარლის კი
სოკოს ბლითები მოართვა. როცა წავიდა, გოგონამ ბოს-
ტნეულის სურნელი სუნამოსავით დატოვა.

134
მკითხველთა ლიგა

- მშვენიერია, - თქვა ჩარლიმ, არა კერძის შესახებ. - ძა-


ლიან მშვენიერი.
ბაჭია მაინც ვერ ხედავდა მის მშვენიერებას. შეეცადა წარ-
მოედგინა მისი სხეული ამ ფუშფუშა კაბის გარეშე, მაგრამ რა-
ღაცნაირი შიშის გარდა ვერაფერი იგრძნო. - თითქოს გაშიშ-
ვლებული ხანჯალი დაინახაო, ან უხეში მექანიზმი, რომელსაც,
უმჯობესია, თავისი ფაფუქი სხეული მოარიდოს.
და მაინც, ის თავს ვალდებულად მიიჩნევს, ჯენისს უთხრას:
- რამდენი ხანია, ჩარლი არ ყოფილა ჩვენთან.
ქალი გაკვირვებით უყურებს.
- გინდა მოვიდეს? კი, მაგრამ მთელი დღე მას არ უყურებ?
- ჰო, მაგრამ შენ ხომ ვერ ხედავ.
- მე და ჩარლის საკმაო დრო გვქონდა ერთმანეთისთვის.
- მისმინე, ჩარლი მოხუც დედასთან ცხოვრობს, რომლის
მდგომარეობაც უფრო და უფრო მძიმდება, ცოლი არ ჰყავს,
სულ თავის ძმისშვილებზე ლაპარაკობს, რომელთაც, როგორც
ვხვდები, ჩარლი სულ ფეხებზე კიდიათ.
- ჰო, გეთანხმები, რეკლამას ნუ უწევ. უბრალოდ, ძალიან
უცნაურია, რომ შენგან მოდის ეს ინიციატივა.
- ვითომ რატომ? იმ ძველი ამბის გამო? სულაც არ ვეჭ-
ვიანობ. ამ ამბავმა შენზე კარგად იმოქმედა.
- დიდი მადლობა, - მშრალად პასუხობს ჯენისი.
ჰარის დანაშაულის გრძნობა ღრღნის და ცდილობს გაიხ-
სენოს, რამდენი ღამეა უკვე, რაც ჯენისის ორგაზმზე არ უზრუ-
ნია. ივლისის ღამეს ურჩევნია „ფილადელფიელების“ თამაშს
უყუროს და ლუდი წრუპოს. მერე, ლოგინში საშინელ დაღლი-
ლობას გრძნობს, ერთადერთი სურვილი აქვს - გაუნძრევლად
იწვეს და უცებ ხვდება, თუ რატომ მოკვდებოდნენ კაცები დიდი
სიამოვნებით, რატომ გადავიდოდნენ საუკუნო განსასვენებელ-

135
მკითხველთა ლიგა

ში, ოღონდ არაფერი ეკეთებინათ. ახლა, როცა უკვე რამდენიმე


დღეა, რაც ჯენისს არ მიკარებია, ქალი საგრძნობლად გაღი-
ზიანებულია და ჩარლის ხსენება უფრო აღიზიანებს.
- როდის?
- როცა გინდა. რა გრაფიკი აქვს მელანის ამ კვირას?
- მელანისთან ჩარლი რა შუაშია?
- რა და, ხომ უნდა გაიცნოს. ჩარლი „ბლითების სახლში“
წავიყვანე, მაგრამ ხეირიანად ვერც ნახა. იმდენი ხალხი იყო,
ლამის ნაწილებად გაგლიჯეს საწყალი გოგო. ასე რომ, გაცნო-
ბა არ შედგა.
- არ შედგა რას ნიშნავს? და რომ შემდგარიყო, რა მოხ-
დებოდა?
- ნუ ჩამაცივდი, რა ჩახუთულობაა დღეს. მინდოდა დედი-
კოსთვის მეთქვა და კონდიციონერის საყიდლად წამოგვყო-
ლოდა. ამას წინათ წავიკითხე, რომ ფრიდრიხის ფირმის ყვე-
ლას ჯობია. და რაც შეეხება „არ შედგას“, ეს ნიშნავს, რომ
ჩვეულებრივი, ადამიანური გაცნობა არ გამოვიდა. ჩარლიმ გუ-
ლი გამიწყალა არცთუ სასიამოვნო შეკითხვებით ნელსონის შე-
სახებ.
- მაინც რა შეკითხვებით? რა არასასიამოვნო შეკითხვები
შეიძლება გაუჩნდეს ჩარლის ნელსონის შესახებ?
- აი, მაგალითად, დაბრუნდება თუ არა ნელსონი კოლეჯ-
ში. რატომ მოუხშირა მაღაზიაში მისვლას.
- ვითომ რატომ არ უნდა მოდიოდეს მაღაზიაში? ბაბუამი-
სის მაღაზიაა. ამასთან, ნელსონს ყოველთვის უყვარდა მანქა-
ნები.
- ჰო, მანქანებით ქროლვა. მეჩვენება, რომ „მუსტანგი“
ფორმაში არაა. არა?

136
მკითხველთა ლიგა

- არა მგონია, - უარზეა ჯენისი და კამპარის ისხამს. მას


მერე, რაც ჯენისმა ალკოჰოლის დოზის შემცირება გადაწყვიტა,
ზაფხულში წესად გაზავებული კამპარი შემოიღო. თუმცა, ხში-
რად გაზავება ავიწყდება. - ის ოჰაიოს სწორ გზებს მიეჩვია. -
ამატებს ის.
ნელსონმა კენტში ერთი უფროსკურსელისგან ძველი „სან-
დერბერდი“ იყიდა და როცა კოლორადოში წასვლა გადაწყვი-
ტა, ნახევარ ფასად გაყიდა. ასეთი დაუდევარი საქციელის გახ-
სენებაზე ბაჭია გრძნობს, რომ სუნთქვა ეკვრის.
- იქაც აქვთ სიჩქარის ლიმიტი, ორმოცდათხუტმეტი მილი
საათში. - მიმართავს ცოლს, - საცოდავი ქვეყანა საწვავის ეკო-
ნომიას ცდილობს, რომ არაბებმა ჩვენი დოლარები გროშებად
არ აქციონ. და ეს შენი პაწაწუნა კი საათში ორმოცდათხუტმეტ
მილს მეორე სიჩქარით გადის.
ჯენისი ხვდება, რომ ჰარი მისი წყობიდან გამოყვანას ცდი-
ლობს და სასწრაფოდ ზურგს აქცევს. სწრაფად, თითქოს აჩქა-
რებული კადრიაო, სასადილო ოთახში ტელეფონისკენ მიემარ-
თება:
- ჩარლის მომავალი კვირისთვის შევუთანხმდები, - ამბობს
ის და ამატებს: - თუ ეს დაგამშვიდებს.
ჩარლის ყოველთვის მოაქვს ყვავილები. ამჯერად ეს
თაიგული დედიკო სფრინგერისთვისაა - თაიგული მწვანე ქა-
ღალდის კონუსში. ის იმდენი წელია თავს უხრის სფრინგერებს,
რომ უკვე კარგად იცის, როგორ მოიგოს მოხუცი ქვრივის გუ-
ლი. ბესი ყვავილებს თითქმის ღიმილის გარეშე ართმევს: ის
ხომ წარმოშობით ქერნერიდანაა და არასოდეს მოსწონდა
ქმრის გადაწყვეტილება ბერძენის სამუშაოზე მიღების შესახებ.
მოგვიანებით, მისი ცუდი წინათგრძნობა გამართლდა, როცა
ჩარლიმ და ჯენისმა რომანი გააჩაღეს და ამას საშინელი შედე-

137
მკითხველთა ლიგა

გებიც მოჰყვა, და თანაც იმ დროს, როცა ამერიკელებმა ფეხი


მთვარეზე დადგეს. რაც გინდა იყოს, ხალხი არც ისე ხშირად
დაიარება მთვარეზე.
ყვავილებს მწვანე კონუსი შემოხსნეს და იქ არაბული ულა-
ყივით ოქროსფერი, ხავერდოვანი ვარდები აღმოჩნდა. ჯენისი
ვარდებს ლარნაკში ღიღინით დებს. ის ყვავილებიან ზაფხულის
კაბაში გამოიპრანჭა და გარუჯული მხრები გამოაჩინა. სიცხის
გამო გრძელი თმა ზემოთ აიწია და ამით ხაზი გაუსვა თავის
დახვეწილ ყელს და, ამავდროულად, ოქროს ყელსაბამს, რო-
მელიც ჰარიმ სამი წლის წინ, ქორწინების ოცი წლისთავის აღ-
სანიშნავად აჩუქა. მან მაშინ ამ ყელსაბამში ცხრაასი დოლარი
გადაიხადა, ახლა კი ალბათ, ათას ხუთასი მაინც ღირს - ოქრო
საშინლად გაძვირდა. ჯენისი ჩარლისთან მიდის და ლოყაზე კი
არა, ტუჩებში კოცნის. ამით ყველას, ვინც მათ უყურებს, ამ-
ცნობს, რომ ეს ორი სხეული ოდესღაც ერთმანეთს ერწყმოდა.
- ჩარლი, ძალიან გამხდარხარ, - ეუბნება ჯენისი. - საერ-
თოდ არ იკვებები?
- მშვენივრად ვიკვებები, ჯენის, მაგრამ საკვები ძვლებზე
აღარ მიჩერდება. აი, შენ კი ბრწყინვალედ გამოიყურები.
- მელანი ყველას ჯანმრთელობაზე ზრუნავს, არა დე?
ბურღულეულიო, ქორფა კომბოსტოო, რა ვიცი, კიდევ რა არ
მოიგონა. ჰო, იოგურტი.
- ღმერთმანი, თავს უკეთ ვგრძნობ. - ამბობს ბესი. - არც კი
ვიცი, კვებას უნდა ვუმადლოდე თუ სახლში ახალი სახეების გა-
მოჩენას.
ჩარლის თითები ჯერ კიდევ ჯენისის ბრინჯაოსფერ მკლავ-
ზე უდევს. ამას ბაჭია ისე უყურებს, როგორც ბუნების ნებისმიერ
სხვა მოვლენას, მაგალითად, იაპონურ ბრძოლას ფოთოლზე,
ან იმას, ხის ტოტები ერთმანეთს როგორ ეხეთქა ქარში. შემდეგ

138
მკითხველთა ლიგა

უღრმავდება და ახსენდება, რა შეგრძნებაა სიყვარული: რაღაც


უზარმაზარი აფეთქება, თითქოს პლანეტები ეჯახებაო ერთმა-
ნეთს.
- ჩვენ უამრავ შაქარს და მარილს ვიღებთ, - ამბობს მელა-
ნი ისეთი ამაღლებული ტონით, თითქოს არაფერი აქვს საერ-
თო იმასთან, რაც დედამიწაზე ხდება, თითქოს ისეთი კურთხევა
გადმოვიდა ზემოდან, რომელზეც აქ არც კი უოცნებიათ. ჩარლი
ჯენისის მკლავიდან ხელს იღებს. ახლა ის საბრძოლო მდგო-
მარეობაში მოდის: სახე ამ ცუდად განათებულ წინა ოთახში,
რომელიც ყველა სტუმარმა უნდა გამოიაროს, უბრწყინავს, უფ-
რო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სამსახურში, ალ-
ბათ მკრთალი შუქის გამო.
- მელანი, - ამბობს ჰარი, - გახსოვს ჩარლი, ერთხელ
ლანჩზე ვიყავით ერთად. ბლითები მივირთვით.
- რა თქმა უნდა, მახსოვს. სოკო და კაპარი მიირთვა.
- ხახვი, - უსწორებს ჩარლი და ხელს უწვდის.
- ჩარლი ჩემი მარჯვენა ხელია, თუ მე ვარ მისი მარჯვენა
ხელი, ალბათ თავად ასე იტყოდა. ის სფრინგერ მოტორსში იმ
დროიდან მუშაობს, როცა... - ხუმრობას თავი ვეღარ მოაბა ჰა-
რიმ
- როცა მანქანებს უცხენო ეტლებს ეძახდნენ. - ამბობს ჩარ-
ლი და გოგონას ხელს ხელში იჭერს. ჰარი ამ სცენას აკვირდება
და უკვირს, რა ქორფა და თხელი ხელი აქვს მელანის. ასაკის
მატებასთან ერთად ვსქელდებით. მაგალითად, ავიღოთ მოხუ-
ცი ქალების ფეხები: თითქოს პურის ცომი გაფუვდაო და თანაც
ვენებმაც დასერეს. მელანი ისეთი მკვრივია, როგორც ახლად
მოქსოვილი წინდა. მზერა აქვს უცნაური, მიღმიერი. ამასობაში
ჩარლი წინ მიიწევს:
- როგორ ხართ, მელანი? როგორ მოგწონთ ჩვენი მხარე?

139
მკითხველთა ლიგა

- ძალიან მომწონს, ძალიან თავისებურია.


- როგორც ჰარისგან ვიცი, დასავლეთი სანაპიროს შვილი
ხართ?
მელანი სადღაც ზემოთ იყურება, შორეულ წარსულში -
თვალებს ისე ატრიალებს, რომ თეთრად უჩანს.
- მართალია, მარინ ქანთრიში დავიბადე. დედაჩემი ახლა
უფრო სამხრეთისკენ ცხოვრობს, ქარმელში.
- ვიცი ის ადგილი, გამიგია. რამდენიმე როკვარსკვლავია
იქ დაბადებული.
- მართლა? არ ვიცი, არა მგონია... შეიძლება ჯოან ბაეზი,
მაგრამ ის ტრადიციული შემსრულებელია. ჩვენ ახლა ჩვენს ყო-
ფილ აგარაკზე ვცხოვრობთ.
- რატომ, რა მოხდა?
მელანი არ მოელის ამ შეკითხვას და დამფრთხალი პასუ-
ხობს:
- მამაჩემი სან-ფრანცისკოში კორპორაციის იურისტად მუ-
შაობდა. მერე დედა და მამა დაშორდნენ და პესიფიკ ავენიუზე
სახლის გაყიდვა მოგვიხდა. ახლა მამა ორეგონაშია და მეტყე-
ვეობას სწავლობს.
- შეიძლება ითქვას, რომ სევდიანი ამბავია. - ამბობს ჩარ-
ლი.
- მამა ასე არ ფიქრობს, - ეუბნება მელანი, - ის ახლა ულა-
მაზეს გოგოსთან ერთად ცხოვრობს. ის გოგო ნახევრად ინ-
დიელია, იაკიმას ტომიდან.
- დაბრუნება ბუნებასთან. - ამბობს ჩარლი.
- ერთადერთი რამ დაგვრჩენია, - ამბობს ჰარი. - სოიო
მივირთვათ.
ჰარი, რა თქმა უნდა, ხუმრობს, რადგან მათ ფიალით მო-
ხალულ კეშიუს სთავაზობს, რომელიც სულ რაღაც თხუთმეტი

140
მკითხველთა ლიგა

წუთის წინ ღვინის სახელმწიფო მაღაზიის გვერდით, სურსათის


ჯიხურში აღმოაჩინა. დღევანდელი საღამოსთვის ღვინის სა-
ყიდლად ძველი „მუსტანგით“ წავიდა. კეშიუს ფასმა - ქილა 2.89
დოლარი, ჰარის თითქმის გადააფიქრებინა ყიდვა, რადგან
როგორც ახსოვს, მას შემდეგ, რაც ბოლოს იყიდა კეშიუ, ის უკვე
30 ცენტით გაძვირებულიყო. ჰარიმ ის იყო, მიწის თხილისკენ
გაიწვდინა ხელი, რომ მისი ფასიც გაუკვირდა - დოლარზე მეტი,
1. 09 დოლარი გამხდარიყო, მაშინ, როცა მის ბავშვობაში
მთელ ტომარა გაურჩეველ თხილს 25 ცენტად ყიდულობდნენ.
„ჯანდაბა, აბა რატომ ვარ მდიდარი?“ გაიფიქრა მერე ჰარიმ და
ქილა კეშიუ აიღო.
ჰარი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, როცა ჩარლი კე-
შიუს დანახვაზე ხელებს ამრეზით მაღლა წევს და თხილს არ
ეკარება.
- უმარილოა, - ეუბნება ჰარი - და პროტეინებით სავსე.
- ასეთ საზიზღრობებს არ ვეკარები. - პასუხობს ჩარლი. -
ექიმი ამბობს, რომ არ შეიძლება.
- საზიზღრობა? - ბრაზდება ჰარი. მაგრამ ჩარლი მელანი-
თია დაკავებული და ჰარის ყურადღებას არ აქცევს.
- ყოველ ზამთარს ერთ თვეს ფლორიდაში ვატარებ. სა-
რასოტა ხომ არ გაგიგონია, ყურეში?
- რა კავშირი აქვს ამას კალიფორნიასთან? - ერევა ჯენისი.
- ისეთივე სამოთხეა, - პასუხობს ჩარლი, ჯენისს ზურგს აქ-
ცევს, ახლა მხოლოდ მელანიზეა კონცენტრირებული - მომ-
წონს იქ, ფეხსაცმელში ქვიშა გეყრება და სულ ძველი, შორტე-
ბად გადაჭრილი ჯინსი გაცვია. ყურეა მშვენიერი, თორემ სანა-
პიროზე, მაიამიზე აუტანელი სიტუაციაა. იქ მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში მოვხვდები, თუ ნიანგი გადამყლაპავს და მერე იქით
გაცურავს. ისე კი, ნიანგები ბლომად არიან. ზიხარ შენთვის ბა-

141
მკითხველთა ლიგა

ლახზე, ის კი ამოვარდება და თვალის დახამხამებაში შენს


ძაღლს გადასანსლავს. ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.
- არასოდეს ვყოფილვარ ფლორიდაში. - აღიარებს მელა-
ნი და თვალები ენისლება, რაც ძნელი წარმოსადგენია.
- აუცილებლად უნდა წახვიდეთ, - ურჩევს ჩარლი. - აი, სად
ცხოვრობენ ნამდვილი ადამიანები.
- შენი აზრით, ჩვენ არ ვართ ნამდვილები? - ბაჭია ცდი-
ლობს ჩარლი წააქეზოს, ხოლო ჯენისს თანაუგრძნობს, რადგან
ეს ყველაფერი ალბათ ქალისთვის არასასიამოვნოა. ის თხილს
პირში იდებს და კბილებს ფრთხილად აჭერს, უნდა სიამოვნება
გაიხანგრძლივოს. აი, ენით გრძნობს, რომ ნაჭუჭი გაიბზარა,
ნერწყვი უგროვდება. გიჟდება თხილზე. თხილი კბილებს არ უს-
ვრის, ხორცი ხომ არაა. ჰარი დარწმუნებულია, ედემის ბაღში
მხოლოდ ათასგვარ ხილს და თხილს მიირთმევდნენ. მოხალუ-
ლი თხილი პირს უშუშხავს, ჰარის მარილიანი თხილი ურჩევნია,
მარილით გვარიანად გაჯერებული, მაგრამ უმარილოს ყიდუ-
ლობს მხოლოდ იმიტომ, რომ მელანის არ აწყენინოს - გული
გაუწყალა ამ გოგომ ქიმიკატებზე ლაპარაკით, თუმცა ჰარის მა-
ინც მიაჩნია, რომ მოხალული თხილიც შეიცავს რაღაც ქიმიურ
ნივთიერებებს. ახლა ისეთი დროა, რაც გინდა ჭამე, უკვე ყვე-
ლაფერი მავნებელია. ჯენისი ალბათ როგორ ვერ იტანს უმა-
რილო თხილს.
- იქ მხოლოდ მოხუცები კი არ ცხოვრობენ, - განაგრძობს
ჩარლი და ისევ მხოლოდ მელანის ესაუბრება. - იქაურობა სავ-
სეა ახალგაზრდებით და თანაც სულ შიშვლები დადიან. არაჩ-
ვეულებრივია.
- ჯენის! - გასძახის მისის სფრინგერი ქალიშვილს (ჯენისის
ნაცვლად ჩენისი გამოუვიდა) - ვერანდაზე გავიდეთ, სასმელს

142
მკითხველთა ლიგა

რატომ არ სთავაზობ ჩარლის? - და მერე ჩარლის მიმართავს,


- მელანიმ ხილის შესანიშნავი პუნში მოამზადა.
- ჯინი საკმარისად აქვს? - კითხულობს ჩარლი.
მერე რა, რომ ჯენისის ცხვირწინ ჩარლი მელანის თავს
ევლება, ჰარის მაინც უყვარს ეს ადამიანი. ვერანდაზე, როცა
ყველანი სასმელებით ხელში ალუმინის სკამებზე სხდებიან, ჯე-
ნისი კი სამზარეულოში გადის, რომ სადილს მიხედოს, ჰარი კი-
დევ ერთ შანსს აძლევს ჩარლის თავის გამოსაჩენად და ეკით-
ხება:
- როგორ მოგეწონა კარტერის სიტყვა ენერგომატარებ-
ლების შესახებ?
ჩარლი აღაჟღაჟებული გოგონასკენ ყელს იღერებს და ამ-
ბობს:
- ვფიქრობ, პათეტიკური იყო. თუმცა, ვეთანხმები. მეც გან-
ვიცდი კრიზისს. ნდობის კრიზისი მაქვს. მას არ ვენდობი.
ჰარის გარდა არავინ იცინის. ჩარლი ბურთს სხვა მიმარ-
თულებით ისვრის:
- თქვენ რა აზრის ბრძანდებით, მისის სფრინგერ?
მოხუცი ქალბატონი, რომელიც ეს-ესაა სცენაზე მიიწვიეს,
მუხლებზე კაბას ისწორებს და საკუთარ კალთას ისე დაშტერე-
ბია, თითქოს მასზე ნამცეცებს ეძებსო.
- ის კარგი ქრისტიანი უნდა იყოს და მგონი, კეთილშობი-
ლური მიზნები უნდა ამოძრავებდეს. თუმცა, ფრედი სულ ამბობ-
და, რომ პროფკავშირი დემოკრატებს თავის ჭკუაზე ატარებს.
მუდამ და ყველა. ბიზნესმენმა შესაძლოა უკეთ იცოდეს, რო-
გორ შეიძლება ინფლაციის დამარცხება.
- ის თავად ბიზნესმენია, ბესი, - ეუბნება ჰარი. - მიწისთხი-
ლის ბიზნესი აქვს. ეს გაცილებით დიდი ბიზნესია, ვიდრე ჩვენი.

143
მკითხველთა ლიგა

- მომეჩვენა, რომ სევდიანი იყო. - მოულოდნელად ამ-


ბობს მელანი და წინ იხრება. ბოშური ბლუზა მკერდზე ეხსნება
და ლიფით არცთუ მჭიდროდ აჭიმულ ძუძუებს შორის ადგილს
უშიშვლებს, დერეფანს, სადაც ჰაერი მოძრაობს. - განსაკუთრე-
ბით, იმის თქმისას, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ხალხი
ფიქრობს, რომ ხვალინდელი დღე შესაძლოა უარესი იყოს და
არა უკეთესი.
- ჰო, სევდიანად მოგეჩვენება, თუ ასეთი ახალგაზრდა
ხარ, - ამბობს ჩარლი. - ჩვენისთანა ბებრებისთვის კი გასაგებია,
რომ უკეთესობას არ უნდა ველოდოთ.
- მართლა ასე ფიქრობ? - ეკითხება ჰარი. ის გულწრფე-
ლად გაოცებულია. აი, მისი ცხოვრება კი, თავიდან იწყება, სუფ-
თა ფურცლიდან. როგორც იქნა, მის წინ დიდი პერსპექტივა გა-
დაიშალა: უკვე რაღაც კაპიტალი დააგროვა და ის გამანადგუ-
რებელი შიში, რომელიც წამითაც კი არ აძლევდა მოსვენებას,
ოდნავ დათრგუნა. საერთოდაც, ახლა უკვე მოთხოვნებიც ნაკ-
ლები აქვს. თავისუფლებისკენ სწრაფვა, ადრე რომ მამოძრა-
ვებელი ძალა ეგონა, ნელ-ნელა უქრება.
- რა თქმა უნდა, ასე ვფიქრობ, - პასუხობს ჩარლი, - ეს
მშვენიერი ქალიშვილი განა არ მეთანხმება? სპექტაკლი დამ-
თავრდა? თუ ჯერ არა?
- ჩემი აზრით... - იწყებს მელანი. - ოჰ, არ ვიცი - ბესი, და-
მეხმარეთ.
ჰარიმ აქამდე არ იცოდა, რომ მელანი მისის სფრინგერს
სახელით მიმართავდა. თავად მას წლები დასჭირდა, რომ ბე-
სის თანდასწრებით თავი უხერხულად არ ეგრძნო. ეს გარდატე-
ხა ურთიერთობაში სულ შემთხვევით მოხდა, როცა ჰარი ბესის
აბაზანაში შევიდა, როცა თავისი აბაზანა ჯენისს ჰქონდა დაკა-
ვებული. ბესი ამ დროს უნიტაზზე იჯდა.

144
მკითხველთა ლიგა

- თქვი, რასაც ფიქრობ, - ურჩევს მოხუცი გოგონას. - აქ


ყველა გულწრფელია.
მელანი თავისი ციმციმა თვალებით იქ მყოფთ აკვირდება,
შემდეგ მზერას ზეცას აპყრობს, ისე, როგორც წმინდანი რომე-
ლიღაც ცნობილ ტილოზე.
- მე მგონია, უნდა მივეჩვიოთ იოლას გავიდეთ იმის გარე-
შეც, რაც, გვგონია, რომ გვაკლია. აი, მე მაგალითად, ელექ-
ტრო დანები და ასეთი რაღაცები მჭირდება, მაგრამ უფრო მე-
ტად მაწუხებს ვეშაპებისა და გადაშენების გზაზე მყოფი ჯიშების
ბედი, ვიდრე რკინისა და ნავთობის მარაგი. - ის ბოლო სიტ-
ყვებს ხაზგასმით წარმოთქვამს და ჰარის უყურებს, თითქოს მას
განსაკუთრებული მიჯაჭვულობა ჰქონდეს ნავთობთან. ჰარი
გრძნობს, რომ აღიზიანებს მისი ჩვევა, მუდმივად ისე უყუროს,
თითქოს აჰიპნოზებსო. - ანუ, იმის თქმა მინდა, რომ - განაგ-
რძობს მელანი, - ვიდრე სამყაროში რაღაც იზრდება და მატუ-
ლობს, შესაძლებლობებიც უსაზღვროა.
სიტყვებს ღუღუნით წარმოთქვამს. უცხო. მდაბიო.
- მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო სარეველათი სავსე ბოს-
ტანია. - ამბობს ჰარი. - ჯანდაბა, ნელსონი სად დაიკარგა? -
ჰარი ძალიან გაღიზიანებულია, ალბათ იმიტომ, რომ ეს გოგო
სულ სხვა სამყაროდანაა, და მისი აქ ყოფნა ჰარის სამყაროს
საშინლად ამცირებს. ჰარი მსუქან მოხუც ბესის უფრო სექ-
სუალურად აღიქვამს, ვიდრე მელანის. ასეა თუ ისე, ბესის ხმაში
არის რაღაც ნაცნობი, მშობლიური, ის, რასთანაც ჰარის ცხოვ-
რებაა დაკავშირებული. მაშინ, როცა ბესის ტუალეტში შეეჭრა,
ბევრი არაფერი დაუნახავს, მხოლოდ კივილი გაიგონა, ბესი
უნიტაზზე მოკალათებულიყო და კაბა მუხლებზე აეკეცა. ჰარიმ
მხოლოდ მისი ხმა გაიგონა, არაფერი დაუნახავს გარდა საყას-
ბოს მარმარილოს დახლივით ქათქათა კანისა.

145
მკითხველთა ლიგა

- მგონი სადღაც საქმეზე გავიდა. - ტრაგიკული სახით პა-


სუხობს ბესი.
ჯენისი ვერანდაზე გამოდის. ძალიან ლამაზია ყვავილები-
ან კაბასა და ნარინჯისფერ წინსაფარში.
- ექვსისთვის გავიდა ბილი ფოსნაჰტთან ერთად. უკვე უნდა
დაბრუნებულიყვნენ.
- რომელი მანქანით?
- „კორონათი“. „მუსტანგით“ ხომ შენ წახვედი საყიდლებზე.
- მშვენიერია! და ბილი ფოსნაჰტს აქ რა დარჩენია? ჯარში
არ უნდა იყოს? - ჰარის უნდა ჩარლისა და მელანის დაანახვოს,
ვინაა ოჯახის უფროსი.
თუმცა, ჯენისი არ უთმობს. ხელში ხის ჯოხი უჭირავს და
ხაზს უსვამს თავის დიასახლისობას. ის ყველას გასაგონად ამ-
ბობს:
- როგორც გავიგე, ბილის არაჩვეულებრივად აქვს საქმე.
პირველ კურსზეა სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე, სადღაც
ნიუ-ინგლანდში. ის უნდა გამოვიდეს, რა ჰქვია...
- ოფთალმოლოგი. - ეხმარება ბაჭია.
- ენდოდონტისტი.
- ღმერთო ჩემო. - სულ ესაა, რისი თქმაც ახლა ჰარის ძა-
ლუძს. ათი წლის წინ, იმ ღამეს, როცა სახლი დაიწვა, ბილიმ
დედამისს ძუკნა უწოდა. მას შემდეგ ჰარი ხშირად ხედავდა ბი-
ლის, თითქმის ყოველდღე ხვდებოდა, როცა ნელსონი მაუნ-
თჯაჯის სკოლაში სწავლობდა და არასოდეს დავიწყებია, რო-
გორ გააწნა სილა პეგიმ ბილის. სულ თვალწინ უდგას ცამე-
ტიოდე წლის ბიჭი, წითელი ნათითურებით ვარდისფერ ლოყა-
ზე. მერე ბილიმ პეგის ბოზი დაუძახა. - პეგი იმ დროს მასთან
იწვა. მოგვიანებით, იმავე ღამეს ნელსონმა დაიფიცა, რომ ერთ
დღეს მამამისს მოკლავდა: „მეზიზღები, წყეულო, შენს გამო

146
მკითხველთა ლიგა

მოკვდა ჯილი, მოგკლავ... აუცილებლად მოგკლავ...“ თავისი


უბადრუკი ცხოვრების შესახებ ფიქრმა ჰარი შორს გაიტაცა და
ვერანდაზე მყოფ ხალხს სრულიად მოწყვიტა. სიჩუმეში ჰარის
მეზობელი ქალის ჩაქუჩის ცემა ესმის. - როგორ არიან ოლი და
პეგი? - ხმა ჩაიწმინდა, მაგრამ მაინც ხრინწიანი აქვს. რაც
„ტოიოტას“ ბიზნესმა ჰარი სოციალური კიბის მაღალ საფეხურ-
ზე აიყვანა, მას ბილის მშობლების შესახებ აღარაფერი სმენია.
- ისევ ისე. - პასუხობს ჯენისი. - ოლი ისევ სამუსიკო მაღა-
ზიაშია, პეგი, როგორც ვიცი, რაღაც საზოგადოებრივ საქმეებში
ჩაერთო. - და ისევ თავის სადილს უბრუნდება სამზარეულოში.
- აქაურობა რომ მოგბეზრდებათ, აუცილებლად უნდა გა-
დაფრინდეთ ფლორიდაში. - არწმუნებს ჩარლი მელანის.
- რატომ ამოიჩემე ფლორიდა? - ხმამაღლა ეკითხება ჰა-
რი. - მელანი ამბობს, რომ კალიფორნიიდანაა და შენ კი ფლო-
რიდას ცხვირში ჩრი. ხომ ხედავ, არ აინტერესებს.
ჩარლი საცოდავად იბუზება და დაძაბულობისგან სახეზე
კანი ეჭიმება. ახლა ძალიან ბებერი ჩანს.
- ხომ შეიძლება, დაინტერესდეს?
მელანი სამზარეულოსკენ ჯენისს გასძახის:
- ჯენის, ხომ არ მოგეხმაროთ?
- არა, საყვარელო, გმადლობ, თითქმის გამზადდა. თქვენ
უკვე მოგშივდათ? კიდევ ხომ არ დალევთ?
- რატომაც არა! - ეხმიანება ჰარი. ამ ხალხთან ვერ მოილ-
ხენ, თუ თავი შიგნიდან არ გაიხალისე. - სასმელზე რას იტყვი,
ჩარლი?
- მე თამაშიდან გავდივარ, ჩემპიონო, ერთი ჭიქა ჩემი მაქ-
სიმუმია. - ექიმს რომ ვუსმინო, ჩემს მდგომარეობაში ის ერთიც
კი დაუშვებელია. - და მელანის უბრუნდება - თქვენი გამაგრი-
ლებელი როგორ მოგწონთ?

147
მკითხველთა ლიგა

- ნუ ეძახი გამაგრილებელს, ამით შეურაცხყოფას აყენებ


სასმელს. - აპროტესტებს ჰარი, თითქოს ჩარლის დუელში იწ-
ვევს. - მიყვარს ახალგაზრდები, ვინც ორგანიზმს საეჭვო აბები-
თა და ალკოჰოლით არ იწამლავს. რაც ნელსონი დაბრუნდა,
მაცივარში ლუდი ისეთი სისწრაფით ქრება, როგორც ნახშირი
ღუმელში. - და ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ამაზე არცთუ
დიდი ხნის წინ უკვე ილაპარაკა.
- კიდევ მოგიტანთ, - ღუღუნებს მელანი და ჩარლის ჭიქა
მიაქვს, მერე ჰარის ჭიქაც. ჰარი მხოლოდ ახლა აცნობიერებს,
რომ მელანი მას არანაირად არ მიმართავს. ნელსონის მამა.
ვიღაც, ბებერი. უცხო.
- მე სუსტი მინდა, - ეუბნება მელანის. - ჯინ-ტონიკი.
დედიკო სფრინგერი თავის ფიქრებშია გართული. ის სტავ-
როსს მიმართავს:
- ნელსონი უამრავ შეკითხვას მისვამს მაღაზიის შესახებ,
როგორ მიდის საქმეები, რამდენი მანქანა იყიდება, რამდენს
ვუხდით გამყიდველებს და რა ვიცი, კიდევ რა, ყველაფერი აინ-
ტერესებს.
ჩარლი სკამზე სწორდება.
- ეს კრიზისი მანქანების გაყიდვაზე ცუდად მოქმედებს.
არავინ იყიდის ძროხას, თუ ვერ გამოკვებავს. თუმცა, „ტოიოტა“
არცთუ ისე ცუდად მიდის.
- ბესი, - საუბარში ერევა ჰარი. - ნელსონს ვერაფრით ავიყ-
ვანთ. ეს ნიშნავს, რომ ჯეიკი და რუდი უნდა დავაზარალოთ.
მათ ოჯახები ჰყავთ და თავისი ხელფასებით ბავშვებს ზრდიან.
თუ გსურს, შემიძლია მენის დაველაპარაკო, იქნებ კიდევ ერთი
მრეცხავი ბიჭი სჭირდება.
- ნელსონს მრეცხაობა არ უნდა. - მჭახედ ისმის ჯენისის
ხმა სამზარეულოდან.

148
მკითხველთა ლიგა

დედიკო სფრინგერი ქალიშვილს ეთანხმება:


- ჰო, მართალია, ნელსონმა მითხრა, რომ სურს, თავი გა-
ყიდვებში მოსინჯოს, ხომ გახსოვს, ფრედი ისე უყვარდა, შეიძ-
ლება ითქვას, აღმერთებდა...
- კარგი, რა, - აწყვეტინებს ჰარი - ეს ბავშვობაში იყო,
მეათე კლასამდე. მერე არც ერთი ბაბუა არ გახსენებია. რო-
გორც კი როკს და მუსიკას გემო გაუგო, ოცი წლის ზემოთ ყვე-
ლას ხეპრედ თვლიდა. მისი ერთადერთი მიზანი აქედან გაქცე-
ვა იყო და მეც ნება დავრთე. ვუთხარი - აი, ბილეთი, წადი! ახლა
რაღა უნდა? რას დაძვრება და დედას და ბებიას რაზე ეჩურჩუ-
ლება?
მელანი ორი სავსე ჭიქით ბრუნდება. ნამდვილი მიმტანი-
ვით წელგამართული დადის, ჭიქებისთვის ძირებზე ქაღალდის
სამკუთხა ხელსახოცი შემოუხვევია. ჰარი თავის სასმელს წრუ-
პავს და გრძნობს, რომ საკმაოდ მაგარია, არადა, მელანის სუს-
ტი სთხოვა. იქნებ სიყვარულის თავისებური ახსნაა?
დედიკო დოინჯს იყრის, იდაყვები მოპსის დრუნჩივით და-
ნაოჭებული აქვს.
- იცი რას გეტყვი, ჰარი...
- ვიცი რის თქმასაც აპირებთ. კომპანიის ნახევარი თქვე-
ნია. ღვთის გულისათვის, ბესი. მიხარია. ფრედის ადგილას,
მთელ კომპანიას დაგიტოვებდით. - ის სწრაფად ტრიალდება
მელანისკენ და ეუბნება: - თუ მართლა უნდათ ამ კრიზისის მოგ-
ვარება, ტრამვაი უნდა დააბრუნონ. შენ არ გემახსოვრება.
რელსებზე კი დადიოდნენ, მაგრამ სამაგიეროდ, ელექ-
ტროენერგიას მოიხმარდნენ. არანაირი ეკოლოგიური დაბინძუ-
რება. ჩემს ბავშვობაში ტრამვაი ქალაქის ყველა კუთხემდე მი-
დიოდა.
- ვიცი, როგორ არა. სან-ფრანცისკოში დღესაც დადის.

149
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, იმის თქმა მინდოდა, რომ...


- მაგრამ თქვენ მას არ მართავთ. - ისევ აწყვეტინებს სი-
დედრს. - და არც არასოდეს გიცდიათ მისი მართვა. მე ვმართავ
კომპანიას. ნელსონი! თუ მას კომპანიაში მუშაობა ნებავს, მრეც-
ხაობიდან დაიწყოს. გაყიდვებში მისი დანახვაც არ მინდა. ამ
საქმის არაფერი გაეგება, გაღიმება და სწორად დგომაც კი არ
შეუძლია.
- მე მეგონა, რომ იქ საბაგირო დადიოდა.
- არა, საბაგირო მხოლოდ რამდენიმე მთაზე ადის. ყველა
იმაზე ლაპარაკობს, რომ ძალიან საშიშია. ზოგჯერ, თურმე, ბა-
გირი წყდება. თუმცა, ტურისტებს ძალიან იზიდავს.
- ჰარი, სადილი. - ეძახის ჯენისი. მკაცრი ხმა აქვს. - ნელ-
სონს ვეღარ დაველოდებით, უკვე ცხრა დაიწყო.
- ბოდიშს გიხდით, თუ უხეშად გამომივიდა, - ეუბნება ჰარი
დანარჩენებს, როცა საჭმელად წამოდგნენ. - მაგრამ ნახეთ, ეს
ბავშვი ისეთი თავხედია, თავს იმაზეც არ იწუხებს, რომ სადილზე
დროულად მოვიდეს.
- შენ გგავს. - ეუბნება ჯენისი.
- მელანი, როგორ ფიქრობ, რა გეგმები აქვს? კოლეჯში
დაბრუნებას არ აპირებს?
მელანი იღიმება, მაგრამ თანდათან ღიმილი სახიდან გა-
დასდის.
- შესაძლოა, ნელსონი ფიქრობს, რომ კოლეჯში უკვე საკ-
მაო დრო გაატარა.
- კი, მაგრამ დიპლომი სადაა? - ჰარის საკუთარი გულგამ-
გმირავი ხმა ესმის. მერე ეს ხმა ექოსავით მეორდება. - სადაა
მისი დიპლომი? - იმეორებს ჰარი და პასუხს ვერ იღებს.
ჯენისი სასადილო ოთახში სანთლებს ანთებს, თუმცა ივ-
ლისის ისეთი ნათელი საღამოა, რომ სანთლის შუქი ოთახში

150
მკითხველთა ლიგა

თითქმის არ ჩანს. ჯენისს სურს, ჩარლის ასიამოვნოს. საყვარე-


ლი ჯენი. სუფრისკენ ჰარი ჯენისის უკან მიდის და თვალს ვერ
წყვეტს მისთვის მეტად იშვიათ სანახაობას - ჯენისის თეთრ შიშ-
ველ კეფას. ყველა მაგიდისკენ მიემართება. ჰარი არეულობით
სარგებლობს და მელანის შიშველ მკლავზე ხელს უსმევს, თა-
ნაც მზერა ბოშური ბლუზის ქვეშ გაურბის, სადაც ორი მწიფე ნა-
ყოფი არცთუ კარგად იმალება. მელანი მკვრივია.
- უკაცრავად. - ბუტბუტებს ის, - არ მინდოდა რამე ინფორ-
მაცია გამომეტყუა შენთვის, უბრალოდ, ვერ ვხვდები, ნელსონი
რა თამაშს თამაშობს.
- რა თქმა უნდა, - არაკრაკებს გოგონა, კულულები ერხევა
და სახეზე ალმური ედება და ვიდრე დედიკო თავისი ადგილის-
კენ, სუფრის თავისკენ მიჩანჩალებს, ის ჰარის თვალებს აპ-
ყრობს და ჰარი მათში მზაკვრობას ხედავს. - იცით, მე მგონი,
ნელსონი სულ უფრო მეტს ფიქრობს საკუთარი თავის დაცვაზე.
ჰარი ხეირიანად ვერ მიხვდა. დაცვა? საიდუმლო სამსა-
ხურში ხომ არ აპირებს შესვლას?
სკამებს იატაკზე აჩოჩებენ. ყველა ელოდება, ვიდრე მათ
თავს ზემოთ ლოცვა აღევლინება. შემდეგ ჯენისი კოვზს პომიდ-
ვრის წვნიანში ყოფს. სუპი ჰარის კორონას ფერია. სადაა ახ-
ლა? გარეთ, ღამეში. საჭეს ბავშვი უზის და ყველა ჭანჭიკს აჩხა-
რუნებს. ამ ოთახში იშვიათად სხდებიან - თუმცა ახლა უკვე ხუთ-
ნი არიან, მაინც სამზარეულოს მაგიდასთან სადილობენ - და
ჰარი თითქოს პირველად ხედავს ფერად ფოტოებს ძველ ან-
ტიკვარულ ბუფეტზე, სადაც ოჯახური რელიკვია, ვერცხლის
ჭურჭელი ინახება. ფოტოზე ჯენისია, ჯერ კიდევ სკოლის მოს-
წავლე, თმა პაჟივით მხრებზე აქვს დაყრილი. მეორე ფოტოზე
პატარა ნელსონია, თავის საყვარელ ცალთვალა დათუნიასთან
ერთად, ამავე ოთახის მზიანი ფანჯრის რაფაზე ზის. და ისევ

151
მკითხველთა ლიგა

ნელსონი, უკვე დამამთავრებელ კლასში. თმა თითქმის იმავე


სიგრძის აქვს, როგორც ჯენისს ფოტოზე, მაგრამ ჯენისისგან
განსხვავებით, დაუვარცხნელი, თითქოს დაუბანელიც, ფო-
ტოაპარატში ოდნავ ირიბად და გამომწვევად იღიმება; ხოლო
უფრო დიდ, ოქროს ჩარჩოში, ფოტოლაბორატორიის წყალო-
ბით, აბსოლუტურად უნაუჭო ფრედ სფრინგერი, კარგად დამუ-
შავებული მზერით მიშტერებია იმას, რასაც, როგორც წესი,
მხოლოდ მკვდრები ხედავენ.
- ნახეთ, როგორი წვეულება გამართა ნიქსონმა სან--
ქლემენტში მთვარეზე გაფრენასთან დაკავშირებით? ეს კაცი
სულ თითით საჩვენებული უნდა იყოს, როგორც მაგალითი, თუ
რას შეიძლება თავხედმა ადამიანმა მიაღწიოს. - ამბობს ჩარ-
ლი.
- ბევრი სიკეთე გააკეთა, - წარმოთქვამს ბესი კარგად ნაც-
ნობი, განაწყენებული, მშრალი და დაძაბული ხმით. ამდენი
წლის თანაცხოვრების შემდეგ, ჰარი კარგად იცნობს ამ ტონს.
ჰარი ცდილობს, მოხუცის მხარე დაიჭიროს, რადგან ფიქ-
რობს, რომ აწყენინა, როცა შეახსენა, თუ ვინ მართავს კომპა-
ნიას, და ამით დანაშაული გამოისყიდოს.
- ჰო, გეთანხმებით, ჩინეთის ბაზარი მოგვცა. - ამბობს ის.
- არც ისე ადვილი გამოდგა ჩინეთთან ურთიერთობა. - ამ-
ბობს სტავროსი. - რაც გინდა თქვით, და ჩინელებს მთელი ის
წლები ვეზიზღებოდით. თუმცა, ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნე-
ლობაც არა აქვს, მაინც ერთი გროშიც კი არ დაგვიხარჯავს
მათზე. ის წვეულება კი ძალიან ძვირი დაჯდა, ყველა იქ იყო -
რედ სკელტონიც, ბაზ ალდრინიც.
- იცით, ვოთერგეითის სკანდალმა ფრედს ბოლო მოუღო.
- ამბობს დედიკო სფრინგერი. - ბოლომდე ნერვიულობდა ამ
ამბავზე, მაშინაც, კი, როცა უკვე ბალიშიდან თავს ვერ წევდა და

152
მკითხველთა ლიგა

სულ მიმეორებდა: „ბესი, არასოდეს გვყოლია ამაზე უარესი


პრეზიდენტი. ყველაფერი მოუწყვეს იმიტომ, რომ პიროვნული
მომხიბლველობა აკლია. მის ადგილას რუზველტი ან რომე-
ლიმე კენედი რომ ყოფილიყო, ვოთერგეითის შესახებ ვერავინ
ვერაფერს გაიგებდა.“ ამაში სრულიად დარწმუნებული იყო.
ჰარი თვალს ოქროსფერჩარჩოიანი ფოტოსკენ აპარებს
და ეჩვენება, რომ ფრედი თანხმობის ნიშნად თავს აქნევს.
- მჯერა. - ამბობს ჰარი. - ფრედი მუდამ სწორ რჩევას მაძ-
ლევდა.
ბესი მას სახეში უყურებს, სურს, დარწმუნდეს, რომ ჰარი
ამას სარკაზმით არ ამბობს. ჰარი ცდილობს, სახეზე არაფერი
დაეტყოს და სახეს ისე აქვავებს, რომ ფოტოს ემსგავსება.
- რაც შეეხება კენედის, - ურთავს ჩარლი. ის ამ საღამოს
მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობს, არადა, მხოლოდ ერთი ჭიქა
დალია. - სხვათა შორის, ჟურნალისტებმა ისევ დაიწყეს ჩაპაქ-
ვიდიკის ისტორიის ქექვა. ახლა სხვანაირად აშუქებენ ამ ამბავს.
რა უნდა თქვან ადამიანზე, რომელიც გოგოსთან ერთად სასე-
ირნოდ წავიდა და ხიდიდან წყალში გადავარდა?
როგორც ჩანს, ბესისაც წასცდა ხელი ლიქიორზე, რადგან
ცრემლად იღვრება.
- ფრედი - ამბობს ის, - არასოდეს დაგეთანხმებოდათ იმა-
ში, რომ ასე მარტივადაა საქმე. „შედეგს მიაქციე ყურადღება.
შედეგი იკითხე ჯერ და მერე ფირი უკან დაატრიალე.“ ის კენ-
კრასავით მუქი თვალებით იქ მყოფთ საიდუმლოდ ამისკენ
მოუწოდებს. - და შედეგი რა იყო? - ეს, უკვე, მისი საკუთარი
სიტყვები უნდა იყოს - დაიღუპა ერთი საწყალი გოგო ქვანახში-
რის რაიონიდან.

153
მკითხველთა ლიგა

- ოჰ, დედა, - ამბობს ჯენისი. - მამა დემოკრატებს ვერ


იტანდა. მე ის ძალიან მიყვარდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ
ამ სიძულვილით ძალიან იყო დაბრმავებული.
- ვერაფერს ვიტყვი, ჯენ, ერთადერთი, რაც მისგან ამის
თაობაზე გამიგია, ისაა, რომ რუზველტმა ომში გაგვხვია და
რომ ის თავისი საყვარლის ლოგინში მოკვდა. - სულ ესაა, და
ორივე ამბავი სრული სიმართლეა. - ამბობს ჩარლი და სან-
თლის ალს აშტერდება როგორც შულერი, რომელმაც ეს-ესაა
მაგიდაზე ტუზი დააგდო. - და ის, რასაც ჩვენ ახლა ჯონ კენედი-
ზე ვიგებთ, რა დღეში იყო მაფიოზების საყვარლებთან და ქუჩის
ქალებთან ერთად თეთრ სახლში, ფრედ სფრინგერს ყველაზე
საშინელ კოშმარშიც კი არ დაესიზმრებოდა. - აი, ესეც მეორე
ტუზი. რაღაცით ფრედს ჰგავს, ფიქრობს ჰარი: ისეთივე წვრი-
ლი, საგულდაგულოდ დავარცხნილი თავი, წარბებიც კი ისევე
სასაცილოდ აქვს აწეული და სათამაშო ზარბაზანს წააგავს.
- მაინც ვერ გავიგე, რა ჩაიდინა ასეთი ჩაპაქვიდიკში. ის
ხომ მის გადარჩენას ცდილობდა. წყალი, ცეცხლი, ღვთის სას-
ჯელი, ეს ისაა, რის წინაშეც ადამიანი უძლურია. - ამბობს ჰარი.
- მით უარესი, - ამბობს ბესი. - საერთოდ არ უნდა ჩაესვა
მანქანაში!
- თქვენ რა აზრის ხართ ამის შესახებ, მელანი? - ეკითხება
ჰარი მელანის, ჩარლის გასაღიზიანებლად, განგებ მიმართავს
მას. - თქვენ რომელი პარტია მოგწონთ?
- ოჰ, ეს პარტიები - აღგზნებული ხმით პასუხობს გოგონა.
- მგონი, ორივე საშინელია - საშინელი - ეს სიტყვა ჰაერში
ტრიალებს. - რაც შეეხება ჩაპაქვიდიკს, ჩემი ერთი მეგობარი იქ
ყოველ ზაფხულს ისვენებს და უკვირს, რომ იმ ხიდიდან მათ
გარდა არასოდეს არავინ გადავარდნილა. იქ არც ჯებირებია,

154
მკითხველთა ლიგა

არც არაფერი, და მაინც. მშვენიერი წვნიანია - მიმართავს ჯე-


ნისს.
- იმ დღეს ისპანახის წვნიანი არაჩვეულებრივი იყო. ცოტა
მეტი მუსკატი ჰქონდა, მაგრამ არა უშავს.
ჯენისი სიგარეტს ეწევა. გარედან მანქანის კარის მიჯახუ-
ნების ხმა ისმის.
- ჰარი, ალაგებაში ვერ მომეხმარები? და სამზარეულოში
გამომყევი, გთხოვ, სჯობს, ხორცი იქ დავჭრათ.
სამზარეულოში შემწვარი ცხვრის ხორცის სულისშემხუთა-
ვი სუნი დგას. ჰარის არ უყვარს ზედმეტად იმის შეხსენება, რომ
ხორცი, რომელსაც მივირთმევთ, რეალურად ცოცხალი არსე-
ბაა, რომელსაც თვალებიც აქვს და გულიც. მას უყვარს ჰამბურ-
გერი, მარილიანი თხილი, ჩინური სამზარეულო, დაკეპილი
ხორცის ღვეზელი.
- ხომ იცი, რომ ბატკანს ვერ დავჭრი. ვერავინ დაჭრის.
ბატკნის მომზადება იმიტომ გადაწყვიტე, რომ გგონია, ეს ბერ-
ძნების საყვარელი საჭმელია? გინდა, ყოფილ საყვარელს
ასიამოვნო?
ჯენისი დანებს და საჭრელ დაფას აწვდის:
- ასჯერ მაინც დაგიჭრია. წვრილად დაჭერი და ძვლების
პერპენდიკულარულად.
- ადვილი სათქმელია. შენ თვითონ რატომ არ ჭრი, თუ
ასეთი ადვილი და მარტივია? - და ფიქრობს: „ალბათ, ვიღაცის-
თვის დანის დარტყმა უფრო ძნელია, ვიდრე ფილმებში ჩანს.
თონთლო ხორცი უნდა გაჭრა, ის კი არაერთგვაროვანია - და-
ძარღვულია და მძიმე. თუ საქმე საქმეზე მიდგა, ჯობს, ბროლის
კვერცხი ჩაარტყა თავში, დედიკოს სასტუმრო ოთახში რომ
უდევს, ან სულაც ქვა.

155
მკითხველთა ლიგა

- არ გესმის? - სისინებს ჯენისი. ქუჩაში მანქანის კარი ისევ


ჯახუნობს, ფეხის ხმა შემოსასვლელთან ისმის, მერე კარი
ძლივს იღება და ხმაურით იკეტება. მაგიდასთან მსხდომნი ერ-
თხმად ესალმებიან ნელსონს, მაგრამ ის მათთან არ ჩერდება,
გზას აგრძელებს, მშობლებს ეძებს და სამზარეულოში
პოულობს.
- ნელსონ! - ეგებება ჯენისი. - ვნერვიულობდით.
ბიჭი ძლივს სუნთქავს - არა დაღლილობისგან, არამედ ში-
შისგან - არაღრმად, არათანაბრად. ჭრელ მაისურში პატარა,
მაგრამ დაკუნთული ჩანს. ის მამას თვალს არიდებს. დამნაშავეს
ჰგავს, რომელიც ფანჯრიდან აპირებდა გადაძრომას, მაგრამ
სამზარეულოს კაშკაშა სინათლეზე დაიჭირეს.
- მამა. უსიამოვნებაში გავეხვიე.
- მანქანა! ასეც ვიცოდი!
- „ტოიოტა“ გავკაწრეთ.
- ჩემი „კორონა“! გავკაწრეთ რას ნიშნავს?
- არავინ დაშავებულა, ნუ გაგიჟდები ახლა.
- მეორე მანქანა? დაამტვრიეთ?
- არა, ასე რომ, ნუ ნერვიულობ, არავინ სასამართლოში
არ გვიჩივლებს. - აგდებულად ამბობს ნელსონი.
- ნორმალურად მელაპარაკე!
- კარგი... კარგი.... ღმერთო ჩემო.
- სახლში შენ მოიყვანე?
ბიჭი თავს უქნევს.
ჰარი ჯენისს დანას უბრუნებს და სამზარეულოდან გადის,
რომ მაგიდასთან მსხდომნი დაამშვიდოს - დედიკო სფრინგერი
სუფრის თავში, თვალებკაშკაშა მელანი მის გვერდით, ჩარლი
მის მეორე გვერდზე, მისი ოთხკუთხა საკინძეები სანთლის ალს
ირეკლავს.

156
მკითხველთა ლიგა

- დამშვიდდით, მანქანა მხოლოდ გაიკაწრა. - მშვიდად ამ-


ბობს ჰარი - ჩარლი, შეგიძლია ჯენისს ხორცის დაჭრაში მოეხ-
მარო? მე გავალ, მანქანას ვნახავ.
უცებ მოუნდა, ბიჭს შეეხოს. ვერ ხვდება რისთვის, სურს წა-
მოარტყას თუ გაამხნევოს. როცა შეეხება, მხოლოდ მაშინ მიხ-
ვდება. ნელსონი მისგან ხელის გაწვდენაზეა, ზაფხულის ღამე-
ში. ქუჩის განათება ჩაირთო და ღაჟღაჟა პომიდვრისფერი „კო-
რონა“ ამ შუქზე ავისმომასწავლებლად გამოჩნდა, - თითქოს შა-
ვი ჩრდილიაო, მისი პეწი უკვალოდაა გამქრალი. ნელსონს
სიჩქარისგან ყურადღება არ მიუქცევია და მანქანა არასწორად
გაუჩერებია - მძღოლის მხარე ტროტუარისკენ.
- ამ მხარეს არა უჭირს რა. - აღნიშნავს ჰარი.
- მეორე მხარესაა, მამა, - უხსნის ნელსონი. - მისმინე, მე
და ბილი ალენვილიდან ვბრუნდებოდით, იქ მისი შეყვარებული
ცხოვრობს. არ ვიცი, შეიძლება მე ცოტა გადავაჭარბე სიჩქარეს,
რადგან სადილზე მაგვიანდებოდა, მაგრამ ხომ იცი, იმ დახვე-
ულ გზებზე შეუძლებელია ძალიან ჩქარა იარო. ამ დროს ზაზუ-
ნაა თუ რაღაც ჯანდაბა, წინ გადმომიხტა. რომ არ გამეჭყლიტა,
გზიდან გადავედი და უკან ტელეფონის ბოძს დავეჯახე. ისე
სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ გონზე ვერ მოვედი.
ბაჭია მეორე მხრიდან უვლის მანქანას და დაზიანებულ
ადგილს ლამპიონის არათანაბარ შუქზე დაჰყურებს. განაკაწრი
უკანა კარის შუიდან იწყება და საწვავის ავზთან უფრო ღრმავ-
დება. როგორც ჩანს, უკანა ფარი და პატარა ორხკუთხა გვერ-
დითა ციმციმაც წამოედო ბოძს და ბუდიდან ამოვარდა, გამ-
ჭვირვალე პლასტმასი დაიმსხვრა და იქიდან გადმოყრილი ფე-
რადი მავთულები ახლა საშობაო საჩუქრის შესაფუთი ლენტე-
ბივით გამოიყურება. ბამპერი, ისეთი შავი, მქრქალი და მშვე-
ნიერი, რომელიც ჰარის ყოველ ჯერზე, როცა მანქანას ბეტო-

157
მკითხველთა ლიგა

ნის სადგომზე აყენებდა, სადაც დიდი ასოებით ეწერა „ენ-


გსტრომი“, უცნაურ ნაზ გრძნობებს აღუძრავდა, ჩარჩოდან ამო-
ვარდნილიყო. მიჭეჭყილია უკანა კარიც და როგორც ჰარი ვა-
რაუდობს, ის ნორმალურად უკვე ვეღარასოდეს დაიხურება.
- ბილი ერთ ტიპს იცნობს, - აგრძელებს ნელსონი, - რო-
მელიც ავტომანქანების სახელოსნოში მუშაობს ვესტ ბრუერის
ხიდთან. ის ამბობს, რომ რომელიმე მაგარ სახელოსნოში უნდა
წახვიდე, იქ შეაფასებენ ზარალს და შემდეგ, როცა სადაზღვევო
კომპანია ჩეკს გაგინაღდებს, იმ ტიპს მიუყვან მანქანს და გაცი-
ლებით ნაკლებ ფასად გააკეთებს ყველაფერს. ასე რომ, ამ საქ-
მიდან მოგებულებიც კი დავრჩებით. მოგებას კი გავიყოფთ.
- ესე იგი, მოგება... - ყრუდ ამბობს გაშეშებული ჰარი.
ბოძის ლურსმნებს თუ რაღაც სამაგრებს მანქანის მთელ
სიგრძეზე ორი პარალელური ნაკაწრი დაუტოვებია. საბურავის
დისკო შეჭეჭყილია და დამახინჯებული, საჭის ქვემოთ, ქრომისა
და რეზინის მავთულები გადმოყრილია. ჰარის ისეთი გრძნობა
აქვს, რომ თავისი გვერდი დაუზიანდა და სტკივა. აახლა კი, ამ
მკრთალ შუქზე მის წინ საზარელი დანაშაულის შედეგია და უფ-
რო მეტიც, ამ ყველაფერში თავადაც მიუძღვის ბრალი.
- კარგი რა, მამა - ამბობს ნელსონი. ნუ გააპრობლემებ.
მაინც სადაზღვევო კომპანია იხდის და არა შენ. თანაც, ახლის
ყიდვა სულ კაპიკებში შეგიძლია, შენ ხომ უზარმაზარ ფასდაკ-
ლებას გაგიკეთებენ, არა?
- უზარმაზარ ფასდაკლებას - იმეორებს ბაჭია. - და შენ კი
აი, ასე, აიღე და დაამტვრიე ჩემი „კორონა“
- არ მინდოდა. უბედური შემთხვევა იყო, ამის დედაც! რა
გინდა ჩემგან, გინდა, სისხლი ვარწყიო? თუ დაგიჩოქო და ვიქ-
ვითინო?
- ნუ შეწუხდები.

158
მკითხველთა ლიგა

- მა, ეს მხოლოდ უსულო საგანია და შენ კი ისე დასტირი,


თითქოს საუკეთესო მეგობარი დაკარგე.
ქარი ხეების კენწეროებს აშრიალებს და მათი ჩრდილები
დეფორმირებულ ლითონზე მიმოდის.
ჰარი ოხრავს:
- რა გაეწყობა... ზაზუნა გადარჩა?

159
მკითხველთა ლიგა

თავი მეორე
არეული და ჭორ-მართლით გაჯერებული პირველი კვირა
გადაგორდა და ახლა ზაფხული არც ისე ცუდად მიდის. საწვავზე
რიგები დამოკლდა. სტავროსის აზრით, ნავთობ-კომპანიებმა
მათთვის დღეისთვის სასურველ ფასს მიაღწიეს, მთავრობა კი
აფრთხილებთ, თუ ამას არ დასჯერდებიან, ჭარბი მოგების გა-
დასახადს დაუწესებს. მელანი დარწმუნებულია, რომ მთელი
მსოფლიო ისევ ველოსიპედს მიუბრუნდება, როგორც ეს წი-
თელ ჩინეთში მოხდა, ამიტომ თავისი ხელფასით თორმეტსიჩ-
ქარიანი „ფუჯი“ იყიდა და კარგ ამინდში, წაბლისფერი თმის
ფრიალით, ხან მთას ირგვლივ უვლის, ხანაც ქალაქის პანორა-
მული პარკიდან ბრუერში მიჰქრის. ივლისის ბოლოსკენ რე-
კორდული სიცხე იწყება, გაზეთები აჭრელებულია ზაფხულის
ტემპერატურის შესახებ სტატისტიკური მონაცემებითა და
ვაისერ სქვერის ბუნდოვანი ფოტოებით, სადაც საუკუნის დასაწ-
ყისში საშინელი სიცხისგან დაბრეცილი ტრამვაის ლიანდაგებია
გამოსახული. ისეთი პაპანაქებაა, რომ სიცხე შიგნიდან გაწვება,
თითქოს სურს საკუთარი ტყავიდან ამოგაგდოს და სადმე
ზღვასთან ან მთაში გადაგისროლოს. ჰარი და ჯენისი მხოლოდ
აგვისტოში მოახერხებენ პოკონოსში გამგზავრებას. იქ სფრინ-
გერებს საკუთარი კოტეჯი აქვთ, რომელსაც, ჩვეულებრივ, აგ-
ვისტომდე აქირავებენ. მთელ ბრუერში, ეზოებსა და ტრო-
ტუარებზე კონდინციონერები წვეთავს.
რადგან „კორონა“ ჯერ კიდევ სახელოსნოშია, ერთ პაპა-
ნაქება შუადღეს, ჰარის მაღაზიიდან ძველი „კაპრისი“ გამოჰ-
ყავს და სამხრეთ-დასავლეთით, გალილეისკენ მიეშურება. დახ-
ვეულ გზებზე ის გადის ქვიშაქვის სახლებს, სიმინდის ყანებს, ცე-

160
მკითხველთა ლიგა

მენტის ქარხანას, ბილბორდს, რომელიც ბუნებრივი გამოქვა-


ბულისკენ მიმავალ გზას უჩვენებს (განა ბუნებრივი გამოქვაბუ-
ლები უკვე დიდი ხანია არაა, რაც მოდიდან გადავიდა?) და კი-
დევ ერთ ბილბორდს, რომელზეც უზარმაზარი, წვეროსანი ამი-
ში ირწმუნება, რომ - „ჭეშმარიტი გერმანული შვედური მაგიდა“
საუკეთესოა მსოფლიოში. გალილეა პატარა ქალაქია, რო-
მელსაც „მძივივით ასხმულს“ უწოდებენ: აქ მთაზე შეფენილი
სახლების მწკრივი სასურსათო მაღაზიით იწყება და ტრაქტო-
რის გაქირავების სააგენტოთი მთავრდება. შუაში ხის დუქანი
დგას, მეორე სართულზე დიდი ვერანდითა და პირველ სარ-
თულზე განახლებული რესტორნით, რომლის ფანჯრებზეც,
ბალტიმორიდან ჩამოსული ტურისტული ავტობუსების მოსაზი-
დად, საკრედიტო ბარათები მიუკრავთ. ტურისტების უმეტესობა
ზანგია და ღმერთმა უწყის, რისი ნახვის იმედი აქვთ ამ მიყ-
რუებულ ადგილას.
აფთიაქ Rexol
-ის წინ ადგილობრივი ახალგაზრდების შეკრების ადგი-
ლია. ეს ასეთი ტიპის დასახლებაში ადრე არასოდეს ხდებოდა
იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინდელი ახალგაზრდები
საამისოდ ვერასოდეს იცლიდნენ. აქვეა ცხენებისთვის განკუთ-
ვნილი ძველი ქვის ვარცლი, დროისგან აპრიალებული ცხენის
მისაბმელი ბოძები, ბანკის კრიალა შენობა, შუა გზაზე კუნძული
ძეგლით, ოღონდ, რის აღსანიშნავად, ჰარის დღემდე ვერ
გაუგია და აგურით ნაგები პატარა ფოსტა, კაშკაშა ვერცხლის-
ფერი წარწერით
გალილეა. ფოსტაში ქალი უხსნის, როგორ მივიდეს ნუნ-
მახერის ფერმამდე - მეორე გზას უნდა გაუყვეს. ჰარიმ ქალის
ინსტრუქციები ზუსტად უნდა დაიცვას: ბოსტნეულის ფარდული,
ტირიფები გუბურის გარშემო, შემდეგ გზის პირას ორი ელევა-

161
მკითხველთა ლიგა

ტორი. გზას ხასხასა მწვანე მცენარეებით დაფარულ წითელ მი-


წაყრილებს შორის იკვლევს, ამ გოროხებში უნდა იფრთხილო,
რადგან მცენარეები თხრილებს ფარავს. „კაპრისის“ ფანჯრები
ბოლომდე ჩაწეულია. ბრუერის რადიოსადგური, რომელიც მუ-
სიკას გადმოსცემს, ლანდშაფტისა და ელექტროსადენების სი-
ახლოვის შესაბამისად, ხან წყდება, ხანაც ხმაურითა და დიდი
ზარ-ზეიმით უკან ბრუნდება.
ნუნმახერი - ჰარი თუნუქის დაჭყლეტილ საფოსტო ყუთზე
გახუნებულ წარწერას ამჩნევს. სახლი და ფარდული გზიდან
საკმაოდ მოშორებით დგას. ჰარის იქამდე წითლად დამტვერი-
ლი გრძელი გზა აქვს გასავლელი.
ბაჭია საკუთარ გულისცემას გრძნობს. ნელა მიდის, ყველა
საფოსტო ყუთს ყურადღებით აკვირდება. რუთს, რომელსაც
ბრუერის ცენტრში ამ ათიოდე წლის წინ შემთხვევით შეხვდა,
თავისი ახალი გვარი არ უთქვამს. ხოლო გოგონამ, რომელიც
დაახლოებით ერთი თვის წინ მის მაღაზიაში იხილა, უარი გა-
ნაცხადა საკუთარი სახელი და გვარი ვიზიტორთა ჟურნალში
ჩაეწერა. ერთადერთი ორიენტირი, გარდა იმისა, რომ ნუნმახე-
რი მისი ქალიშვილის, თუ, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად მისი
ქალიშვილია, მეზობლად ცხოვრობს, არის კიდევ ის, რაც რუთ-
მა მაშინ, სხვათა შორის უთხრა - რომ მისი ქმარი, ფერმის გარ-
და, სასკოლო ავტობუსების პატარა პარკის მფლობელია. რუ-
თის ქმარი მასზე გაცილებით უფროსი იყო და ჰარის გამოთ-
ვლით, უკვე გარდაიცვლებოდა. თუ ასეა, მაშინ გამოდის, რომ
ავტობუსების პარკიც აღარ არსებობს. ამ გზის გასწვრივ ჩამ-
წკრივებულ საფოსტო ყუთებზე ჰარი კითხულობს: ბლექენბი-
ლერი, მუტი და ბაიერი. ამ გვარებსა და მტვრიანი შესახვევის
ბოლოს ხეებში ჩამალულ სახლებს შორის კავშირის პოვნა, არ-
ცთუ ისე ადვილი საქმეა.

162
მკითხველთა ლიგა

მართალია, გარშემო არც ერთი სულიერი არ დაულან-


დავს, ჰარის მაინც ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ თავისი მე-
წამული „კაპრისით“ ყველას ყურადღებას იპყრობს. ამ სიცხეში,
როცა მინდორში მუშაობა წარმოუდგენელია, ხალხი საკუთარ
სქელკედლიან სახლებში ზის. ბაჭია პირველივე სახლთან უხ-
ვევს და უკან სვლით შენობებს შორის დატკეპნილ ადგილას გა-
დის. ამ დროს მის გვერდით, საღორეში, ღორები ჭყვიტინს ტე-
ხენ და სახლის კარში მსუქანი, წინსაფრიანი ქალი ჩნდება. ის
რუთზე დაბალია და უფრო ახალგაზრდა, ვიდრე, წესით რუთი
უნდა იყოს. ქალს შავი თმა საგულდაგულოდ უკან გადავარცხნი-
ლი და კეფაზე შეკრული აქვს. ჰარი ხელს უქნევს და მისკენ
მიემართება. ბლენქენბილერები იყვნენ, როგორც ჰარიმ მოგ-
ვიანებით, როცა ისევ გზაზე გავიდა, საფოსტო ყუთზე ამოიკით-
ხა.
ორი სახლი ისე ახლოს დგას გზასთან, რომ ჰარი ფიქ-
რობს, ფეხით წავიდეს. მანქანას განიერ ტროტუარზე აჩერებს,
სადაც ტრაქტორის კვალი მიწას ნაძვის ხესავით ეტყობა. რო-
გორც კი მანქანიდან ცხვირს ყოფს, დიდი მანძილის მიუხედა-
ვად, მაშინვე ბლენქენბილერების საღორის მოტკბო სიმყრალე
სცემს, ხოლო ყურში ხვდება მწერების გაბმული ზუზუნი, რომე-
ლიც ფონად გასდევს აქაურ სიმყუდროვეს. იქურობა მინდვრის
ყვავილებით - ზიზილათი, დედოფალი ანას მაქმანითა და ვარ-
დკაჭაჭათია მოფენილი და როცა ჰარი მანქანიდან გადმოდის,
ყვავილები შარვალზე ედება. ჰარის მოყავისფრო ფერის სა-
ზაფხულო კოსტიუმი აცვია, რომელსაც, როგორც წესი, მაღა-
ზიაში ატარებს. თუთუბოს, ველური ზეთისხილისა და ველური
ალუბლის ბუჩქებს ამოფარებული, სახლისკენ ქურდულად
მიიპარება. ამ ბუჩქებს შხამიანი სურო ერთიანად მოსდებია, თა-
ვისი უზარმაზარი მბზინავი ფოთლებიანად იმ ხეების კენწერომ-

163
მკითხველთა ლიგა

დეა ასული, რომლებსაც ეს ბუჩქნარი ახრჩობს. აქვეა უხეში ქვი-


შაქვის ძველი, ჩამოშლილი კედლები. ჰარიმ ბუჩქნარი გაიარა
და მის ქვემოთ შენობებს დააჩერდა. ესაა სახლი, ფარდული,
აზბესტით დაფარული საქათმე, შიფერით გადახურული სასი-
მინდე (აშკარაა, ამ ბოლო ორს აღარ იყენებენ), შედარებით
ახალი, ბეტონის ბლოკით აშენებული, დაგოფრილი პლასტიკა-
ტით გადახურული პატარა შენობა კი, სავარაუდოდ, გარაჟი უნ-
და იყოს - ძალიან წააგავს. სახლის სახურავზე დროისგან გამ-
წვანებული სპილენძის მეხამრიდი და „Н“ ფორმის სატელევი-
ზიო ანტენაა აღმართული. ანტენა ძალიან მაღალია, რომ კარ-
გად შეძლოს სიგნალის მიღება. ჰარის თვალის შევლება უნდა,
სურს უბრალოდ ნახოს, ჰგავს თუ არა ეს ადგილი მეზობელი
ნუნმახერების საცხოვრებელს. ხმადაბალი წკრიალი სახლის
მხრიდან, პატარა ნაკადულის რაკრაკი, რომელიც გუბურაში
ჩაედინება, სადაც ერთ დროს ალბათ იხვები ჭყუმპალაობდნენ,
ძველი ტრაქტორის სკამების, ნაჯახების და დაჟანგული რკინის
გროვა შეშასა და გაკრეჭილ გაზონს შორის ბალახმოდებულ
ბილიკზე ჰარის ისე იზიდავს, როგორც უცნაური მუსიკა და ფიქ-
რობს, რა პასუხი გასცეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გამოჩნდება
და ჰკითხავს, აქ რა დარჩენია. თვალშისაცემი უწესრიგობა ჰა-
რის აფიქრებინებს, რომ აქ ოჯახის უფროსი ქალია და აუცი-
ლებლად ესაჭიროება კაცის დახმარება. უმიზეზო სიხარულის-
გან მისი გული მწერების ბზუილის ხმაზე მღერის.
და უცებ, ჰარი ხედავს მას - ფარდულის უკან, იქ, სადაც
კედრითა და თუთუბოთი შეტევაზე გადმოსული ტყე ერთ დროს
მოტიტვლებულ ადგილს თანდათან იპყრობს - ის ნამდვილად
იქაა - სკოლის ყვითელი ავტობუსის კორპუსი. მას აღარც ფან-
ჯრები აქვს და აღარც ბორბლები, მაღლა აბზეკილი ცხვირი
მოგლეჯილი აქვს და კარგად ჩანს ცარიელი ადგილი, სადაც

164
მკითხველთა ლიგა

ადრე ძრავა უნდა ყოფილიყო. ეს ჯართი ჩაძირული გემის


მსგავსად, ერთ დროს იმპერიის, ანუ ავტობუსების პარკის არსე-
ბობაზე მეტყველებს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მისი მფლო-
ბელი მოკვდა, ქვრივი და მისი უკანონო ქალიშვილი კი მარტო
დარჩნენ. ბაჭიას ეჩვენება, რომ ფეხქვეშ მიწა ტორტმანებს იმის-
გან, რომ მკვდართა მიწისქვეშა სამყაროს კიდევ ერთი მოქა-
ლაქე შეემატა.
ჰარი იქ ჩერდება, სადაც მისი აზრით, ოდესღაც ხეხილის
ბაღი იქნებოდა. აქ ჯერ კიდევ დგას ვაშლისა და მსხლის დაგ-
რეხილი ხეები, გამოფიტული ვარჯიდან ახლად ამოყრილი,
ცისკენ აწვდენილი ყლორტებით. მზე ისევ უმოწყალოდ აჭერს,
მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰარის ბაღში მობიბინე ნოტიო ბალა-
ხის ძირები ზამშის ფეხსაცმელს უსველებს. რამდენიმე ნაბიჯიც
რომ გადადგას, უკვე ღია ადგილას გავა და შესაძლოა სახლი-
დან ვინმემ დაინახოს. მართალია ყრუდ და მონოტონურად,
თითქოს ტელევიზორი ან რადიოა, მაგრამ სახლიდან ხმები ჰა-
რიმდე მაინც აღწევს. რამდენიმე ნაბიჯი და სიტყვების გარჩევა-
საც შეძლებს. თუ კიდევ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, ეზოში
ცისფრად შეღებილ სვეტზე უსწორმასწოროდ მიმაგრებულ ჩი-
ტების პლასტმასის თასთან მივა და მერე თავს ვეღარ შეიკა-
ვებს, ერთი ნაბიჯით წინ წაიწევს, პარმაღზე დადგება და დააკა-
კუნებს. ქვის ჩარჩოში ღრმად ჩასმული შესასვლელი კარი
ოდესღაც მწვანე უნდა ყოფილიყო და ახლა სასწრაფოდ საჭი-
როებს გადაღებვას. აქ ყველაფერს, სახურავიდან დაწყებული
გახუნებული ფარდებით დამთავრებული, სიღარიბის კვალი ემ-
ჩნევა.
რას უპასუხებს რუთს, თუ კარს ის გაუღებს?
გამარჯობა, ალბათ არც გახსოვარ...
ღმერთო! ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არ მახსოვდე.

165
მკითხველთა ლიგა

მომისმინე, კარს ნუ ხურავ. მინდა დაგეხმარო.


რა მოხდა? რაში მჭირდება შენი დახმარება? წადი, ვფიცა-
ვარ, ბაჭია, შენზე გული მერევა.
ახლა მდიდარი ვარ.
არ მჭირდება შენი ფული. შენგან არაფერი მინდა. როცა
მართლა მჭირდებოდი, მოკურცხლე.
კარგი, კარგი. მართალი ხარ. მაგრამ მოდი, დღევანდელ
სიტუაციაზე ვისაუბროთ. შენ ჩვენი გოგონა გყავს...
გოგონა - გოგონა კი არა, უკვე ქალია. ხომ ძალიან ლა-
მაზია? ძალიან ვამაყობ მისით.
მეც. ბევრი შვილი უნდა გაგვეჩინა. მშვენიერი გენები
გვაქვს.
ტყუილად ცდილობ ჩემი გულის მოგებას. არაფერი გამო-
გივა, ოცი წელია უკვე აქ ვარ. ახლა გაგახსენდი?
ვერ გაამტყუნებ. ხომ შეეძლო, მოეძებნა, მით უმეტეს, რომ
იცოდა, სადღაც აქ ცხოვრობდა. მაგრამ არც უფიქრია. არ უნ-
დოდა მისი ნახვა, არ უნდოდა მისი რთული რეალობის მოწმე
გამხდარიყო და არც მისი ბრალდებების მოსმენა სურდა. ერ-
ჩივნა, ახალგაჟიმული და დაკმაყოფილებული ხსომებოდა, მის
ზემოთ იდაყვებზე დაყრდნობილი, თეთრი და შიშველი. სანამ
ბაჭია ჩაიძინებდა, რუთი წყალს აწვდიდა ხოლმე. ვერც იტყვის,
ეს ქალი ოდესმე ჰყვარებია თუ არა, მაგრამ მასთან გაიგო, რა
არის სიყვარული. რუთი მთლიანად ავსებდა, თავს ბავშვივით
უმანკოდ გრძნობდა, მასთან გატარებულ თითოეულ წამს მარ-
ტივი და ჟრუანტელის მომგვრელი მიზანი ჰქონდა, როგორც ამ
თესლებით სავსე ყვავილებს, ახლა მუხლებზე რომ ედებიან.
ქვემოდან კარის ჯახუნის ხმა მოდის. ვიღაც სახლის იმ
მხრიდან გამოვიდა, რომელსაც ჰარი ვერ ხედავს. ქალის ხმა
ისმის, ისეთი ინტონაცია აქვს, თითქოს პატარა ცხოველს ესაუბ-

166
მკითხველთა ლიგა

რებაო. ბაჭია ვაშლის ხეს ეფარება, თუმცა ხე არც ისეთი დიდია,


რომ ის დაფაროს. ისეთი ძლიერია სურვილი, საკუთარი ქა-
ლიშვილი დაინახოს და ამით იმ ყლორტს მიუახლოვდეს, თა-
ვისი წარსულიდან რომ ამოიყარა, მის გარეშე გაიზარდა,
გაიტოტა, გაიფურჩქნა და ახლა თავის თავში მის გაფლანგულ
ენერგიასა და დაკარგულ ცხოვრების აზრს ატარებს, რომ სიფ-
რთხილე სულ ავიწყდება. პატარა ხესთან ისე ახლოს მიდის,
რომ ტუჩებით მერქანს ეხება, რომელიც შუშასავით პრიალაა
გარდა იმ ადგილებისა, სადაც ნაცრისფერი რგოლები კოჟრე-
ბივით ამოზრდია. საოცრებაა, როგორ იზრდება ირგვლივ ყვე-
ლაფერი ისე, რომ მაინც მუდამ იგივე რჩება? ამ უნებურ ამბორს
წყვეტს. ნათლად ხედავს მიკროსკოპულ წითელ არსებებს -
ტკიპები, ბუგრები მასში შეღოღდებიან და გამრავლდებიან.
- ჰეი, - ისმის ხმა. - ქალის ხმაა, ახალგაზრდა, დამფრთხა-
ლი, მაგრამ თავაზიანი. შესაძლებელია, რომ ამდენი წლის შემ-
დეგ რუთს ასეთი ახალგაზრდული ხმა ჰქონდეს?
ნაცვლად იმისა, რომ იქით მიიხედოს, საიდანაც ხმა მო-
დის, ჰარი ბრუნდება და გარბის. მირბის ხეხილის ბაღის ხშირ,
მძიმე ბალახებში, თავს არიდებს ბებერ ხეებს, ბუჩქებს შორის
ისეთი სისწრაფით გადის, თითქოს იქით მხარეს კალათბურთის
კალათი ელოდებოდეს. უკვე წითელ გზაზეა და ტრაქტორის
დატოვებულ კვალს ხედავს. უკან, „კაპრისთან“ მიიჩქარის, თან
ტანსაცმელს ისინჯავს, ხომ არ გაეხა. ძლივს სუნთქავს, ეს უკვე
ასაკია. ხელი გაუკაწრია, არ ახსოვს, მანქანაზე თუ ასკილის ბუჩ-
ქზე. გული გახეთქვაზე აქვს, მანქანას გასაღებს ვერ არგებს. აი,
როგორც იქნა, გასაღები გადაატრიალა და ვიდრე დაიქოქებო-
და, მზეზე ლოდინით გადახურებულმა ძრავამ რამდენჯერმე
ამოახველა. ქალის „ჰეი“ ისე აშკარად ესმის ისევ, როგორც ახ-
ლა ძრავის ხმა და აყურადებს, საიდანმე მდევრების ყიჟინა ან

167
მკითხველთა ლიგა

იარაღის ხმაც ხომ არ მოდის. სოფელში ყველას აქვს იარაღი


და ისე კლავენ ხალხს, თითქოს აქ არაფერიაო. „ვატში“ ტექ-
სტის ამკრეფად მუშაობის წლებში, ერთი კვირაც არ გავიდოდა,
ვინმე არ მოეკლათ და ამის მიზეზი, როგორც წესი, ან სექსი
იყო, ან სიმთვრალე ან ინცესტი.
მაგრამ სიცხისა და მუშაობისგან გათანგულ სოფელში სი-
ჩუმე სუფევს, რომელსაც მხოლოდ მისი მანქანის ძრავის ხმა
არღვევს. ბაჭიას ძალიან აინტერესებს, თუ ჩანდა ისე, რომ მისი
ცნობა შეძლებოდა რუთს, რომელსაც საუკუნეა, აღარ უნახავს,
ან მის ქალიშვილს, რომელმაც პირველად ერთი თვის წინ ნახა.
თუ ასეა, ქალები პოლიციას მიმართავენ და ეს ამბავი ჯენისის
ყურამდეც მიაღწევს. მერე ჯენისი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაატა-
რებს, თუ გაიგებს, რომ გოგონას ნახვას ცდილობს. „როტარი-
შიც“ ცერად შეხედავენ ამ ამბავს. უკან. უკან უნდა დაბრუნდეს.
შიშობს გზა არ აებნეს, ამიტომ, ბედავს და უკან იმავე გზით მი-
დის, რომლითაც მოვიდა - საფოტო ყუთების გასწვრივ. დარ-
წმუნებულია, რომ იმ ფერმის ყუთი, სადაც პატარა გუბურა იყო
იხვებისთვის, ისაა, ცისფერი, რომელსაც „ბაიერი“ აწერია. ცა-
სავით ცისფერი, ამ ზაფხულს გადაღებილი და აი, ზედ მიკრული
ყვავილი, ეს უდაოდ, ახალგაზრდა ქალის ხელწერაა.
ბაიერი, რუთ ბაიერი. ჯეიმი ნუნმახერს მისი ქალიშვილის
სახელი არ უთქვამს, ეს ბაჭიას კარგად ახსოვს.
- მელანი სადაა? ამ კვირაში მგონი დღისით მუშაობს,
არა? - ეკითხება ჰარი ნელსონს ერთ საღამოს.
- ჰო, დღისით. ახლა ვიღაცასთან ერთადაა.
- მართლა? ანუ პაემანზეა?
წვიმს და „ფილადელფიელები“ ამ საღამოს არ თამაშო-
ბენ. ჯენისი და დედამისი, ვინ იცის მერამდენედ, „უოლტონებს“
უყურებენ, ხოლო ჰარი თავის შვილთან ერთად სასტუმრო

168
მკითხველთა ლიგა

ოთახში ზის და „მომხმარებლის ცნობარის“ აგვისტოს ახალმო-


სულ ნომერს ფურცლავს (უსაფრთხოა თმის შეღებვა? გზის ტეს-
ტი: 6 შემთხვევითი ტრაილერი; ორიათასდოლარიანი დასაფ-
ლავების ალტერნატივა), ხოლო ბიჭი კი წიგნშია ჩაფლული,
რომელიც მაღაზიაში, ფრედის ყოფილ კაბინეტში აღმოაჩინა,
ახლა იმ კაბინეტში ჰარია მოკალათებული.
- შეიძლება ასეც ითქვას. უბრალოდ, თქვა, რომ სასეირ-
ნოდ მიდის. - პასუხობს ნელსონი ისე, რომ მამას სახეში არ უყუ-
რებს.
- ჰო, მაგრამ მარტო ხომ არაა, ალბათ ვიღაცასთან ერ-
თად სეირნობს.
- რა თქმა უნდა.
- და შენ გსიამოვნებს ეს ამბავი?
- აბა რა, რა პრობლემაა. მამა, ხომ ხედავ, ვკითხულობ.
წვიმამ, რომლის გამოც „სრი რივერს“ სტადიონზე „ფილა-
დელფიელებისა“ და „მეკობრეების“ თამაში გადაიდო, სამხრე-
თისკენ გადმოინაცვლა და ახლა ჯოზეფ სთრითის ოთხმოცდა-
მეცრე ნომრის ფანჯრებზე აკაკუნებს, სახურავზე და ვერანდაზე
საზარლად ბრახუნობს და მათი ქუჩის სიამაყის - სპილენძისფე-
რი წიფლის დაბლა დაშვებულ ტოტებზე ღვარად მოედინება.
- მაჩვენე, რა წიგნია. - მუდარასავით წარმოთქვამს ჰარი,
ბარკალაუნჯერის ვოლტერიანული სავარძლიდან ძვრება და
გრძელ ხელს იწვდის. გაღიზიანებული ნელსონი სქელ მწვანე
ბროშურას უგდებს - მოხუცი სფრინგერის მეგობრის, პაოლიში
მაღაზიის მფლობელის მიერ დაწერილი ავტომობილებით ვაჭ-
რობის სახელმძღვანელოა. ჰარის ერთი-ორჯერ გადაკითხული
აქვს ეს წიგნი. აქ ნათქვამია, როგორ შეიძლება გაიზარდოს გა-
ყიდვები ფილადელფიაში.
- აქ ალბათ იმაზე მეტი წერია, ვიდრე საჭიროა იცოდე.

169
მკითხველთა ლიგა

- მინდა, ფინანსურ ამბებში გავერკვე. - ეუბნება ნელსონი.


- ადვილია. ბანკი ფლობს ახალ მანქანებს, ხოლო დილე-
რი - მეორადებს. ბანკი უხდის „მიდ ატლანტიკ ტოიოტას“, როცა
მანქანა მარილენდიდან გადის. არსებობს ასევე სიტუაცია, რო-
ცა მწარმოებელი რაღაც რაოდენობას თავისთვის იტოვებს იმ
შემთხვევისთვის, თუ დილერი უარს განაცხადებს სათადარიგო
ნაწილის შეძენაზე, თუმცა ის ამის გამო ყოველწლიურ გადასა-
ხადს იხდის. საბოლოოდ კი, გულწრფელად რომ გითხრა, დი-
ლერის მოგება მცირდება, თუ ისეთი გაქექილი კლიენტი შეხ-
ვდა, რომელიც ციფრებში კარგად ერკვევა და იცის, როგორ
შეევაჭროს. „ტოიოტა“ ითხოვს, რომ გაყიდვები მათი პრეისკუ-
რანტით ვაწარმოოთ. ასე რომ, თავს მაინცდამაინც ვერ გა-
მოიდებ, სამაგიეროდ, ჩემი აზრით, საფიქრალი და თავსატეხი
ნაკლები გაქვს, ანუ ნაკლები თავის ტკივილია. თუ ვინმეს ფასი
არ მოსწონს, შეუძლია ერთი თვის მერე შემოიაროს და ნახოს,
რომ იენის კურსის შესაბამისად, ის მანქანა სამასი დოლარით
გაძვირებულია. და კიდევ ერთი, კლიენტს სესხი იქიდან გამო-
აქვს, სადაც, როგორ წესი, ჩვენ მას ვაგზავნით, ანუ „ბრუერ
თრასტიდან.“ მმიუხედავად იმისა, ამ ჟურნალის წინა თვის ნო-
მერში დაბეჭდეს სტატია, თუ სად შეიძლება სესხის აღება საუკე-
თესო პირობებით, რომ არ წახვიდე იქ, სადაც დილერი გაგზავ-
ნის, რეალურად, ამ სისტემის დანგრევა თითქმის შეუძლებე-
ლია. თანაც, მოგება სადღაც ნახევარი პროცენტი თუ იქნება,
რადგან ბანკი ჩვენს ანგარიშზე რაღაც თანხას რიცხავს, რომ
თითქოსდა მეორადი მანქანებით ვაჭრობაში მიღებული წაგება
დაფაროს, სინამდვილეში ეს მაინც, უბრალოდ, საჩუქარია. გეს-
მის? გარკვევით გიხსნი? და რატომ დაინტერესდი?
- ისე...

170
მკითხველთა ლიგა

- ბაბუაშენი ცოცხალი რომ იყო, მაშინ უნდა გეკითხა მის-


თვის. აი, ვინ იყო ექსპერტი! როცა კლიენტი მანქანის ყიდვას
გადაწყვეტდა, საწყალი, უკვე დარწმუნებული იყო, რომ ძარ-
ცვავდა მოხუც ფრედს, მაშინ, როცა რეალურად, ფრედი ობო-
ბის ქსელს აბამდა. როცა მან „ტოიოტასგან“ მანქანების გაყიდ-
ვის უფლება მოიპოვა, სამოცი ათასი დამატებითი ფართი მო-
ითხოვა, ანუ ის ადგილი, სადაც ახლა ჩვენი მაღაზიაა. მაშინ ის
ერთი სარეველათი დაფარული მინდორი იყო. ბაბუამ მოიყვანა
კონტრაქტორი, რომელიც მისგან დავალებული იყო, ფილები
დააგებინა და ზედ ფარღალალა შენობა ააშენებინა. ზამთარში
ჩვენი მაღაზიის გათბობა დღესაც კი შეუძლებელია. უნდა ნახო,
მენი როგორ იგინება ხოლმე.
- ოდესმე ბაბუას უცდია მრიცხველის დატრიალება? -
ეკითხება ნელსონი.
- ესეთი რამეები საიდან იცი?
- წიგნში ეწერა.
- როგორ გითხრა... - ჰარი ფიქრობს, რომ არც ისე ცუდია
წვიმის ფონზე ბიჭთან სერიოზულ საკითხებზე ლაპარაკი. თა-
ვად ვერ ხვდება, რატომ აღიზიანებს ის ფაქტი, რომ ბიჭი კით-
ხულობს, რატომ ჰგონია, რომ მის წინააღმდეგ რაღაც საზიზ-
ღრობას ამზადებს. ყველა ერთთავად იმას გაიძახის, რომ
ახალგაზრდებმა უნდა იკითხონ, მაგრამ არავინ ხსნის, რატომ.
- მრიცხველის დატრიალება, როგორც იცი, კრიმინალია. მაგ-
რამ ძველ დროს, როცა მექანიკოსი არემონტებდა მრიცხვე-
ლებს, შესაძლებელი იყო, შემთხვევით სახრახნისი გასრიალე-
ბულიყო და მრიცხველის ჩვენება შეეცვალა. ასე თუ ისე, მან,
ვინც ნახმარ მანქანას ყიდულობს, იცის, რომ ეს ლატარიაა. შე-
იძლება ოცი ათასი მილი უპრობლემოდ გაიაროს და შეიძლება
მეორე დღესვე ძრავა გაუფუჭდეს. ეგ არავინ იცის. მე მინახავს

171
მკითხველთა ლიგა

ძველი მანქანები, რომლებიც ახალთახლებივით დაქროდნენ.


მაგალითად, „ფოლქსვაგენი ხოჭო“ ავიღოთ: თითქმის შეუძლე-
ბელია მისი გაფუჭება. კორპუსი ისე უჟანგდება, რომ ქვემოთ
მიწას დაინახავ, მაგრამ ძრავა კი, ვითომც არაფერიაო, ისევ
ცინცხალივით აქვს. - სქელ მწვანე წიგნს ბიჭს უგდებს.
- მაინც რას ფიქრობ იმაზე, რომ შენი გოგო ვიღაცასთან
ერთობა?
- რამდენჯერ გითხარი, მამა, რომ მელანი ჩემი გოგო
არაა, უბრალოდ მეგობარია. არ შეიძლება გოგოსთან უბრა-
ლო მეგობრობა?
- სცადე და ნახავ. საკუთარი გამოცდილება გჭირდება. აბა,
როგორ დაგთანხმდა აქ გადმოსვლაზე?
ნელსონს მოთმინება ეწურება, მაგრამ ჰარი უკან არ იხევს,
ასე სჯობს, თორემ მდუმარე თამაშებით ვერაფერს შეიტყობ.
- მას კოლორადოდან წასვლა უნდოდა, მე კი აქეთ მოვ-
დიოდი და ვუთხარი, რომ ბებიაჩემის სახლში ბევრი თავისუფა-
ლი ოთახია. მე შევთავაზე ჩემთან ერთად წამოსვლა. მგონი
ხელს არ გვიშლის, არა?
- სულაც არა. ისიც კი მოახერხა, რომ ბესის თავი შეაყვა-
რა. კოლორადოში ისეთი რა მოხდა, რატომ მოუნდა იქურობის
დატოვება?
- ერთი ცუდი ტიპი გადაეკიდა და გონზე მოსვლა უნდოდა.
წვიმას სიმღერა გაუგრძელდა - თხელ მინებს მთელი ძა-
ლით ეხეთქება. ბაჭიას ყოველთვის უყვარდა შეგრძნება, რომ
გარეთ წვიმს და თვითონ კი სახლშია. სახურავზე წვიმა კაკუ-
ნობს, მას კი მუყაოსავით თხელი შუშა დასველებისგან იცავს.
ასეთი რაღაცები მასზე ძალიან მოქმედებს, მას თითქოს ეხება
და თითქოს არც ეხება.

172
მკითხველთა ლიგა

ჰარი ცდილობს, რაც შეიძლება დელიკატურად გამოუვი-


დეს:
- იცნობ მას, ვისთან ერთადაცაა?
- კი, და შენც იცნობ.
- ბილი ფოსნაჰტი?
- არა. მასზე უფროსია. იფიქრე, მამა. ბერძენი.
- ღმერთო ჩემო! ხუმრობ? ის ბებერი ჯაგლაგი?
ნელსონი შეშფოთებული უყურებს, ავისმომასწავებლად
გაყუჩდა. არ იცინის, თუმცა ამის მშვენიერი საბაბი აქვს. ნელ-
სონი უხსნის: მან „ბლითების სახლში“ დარეკა და მელანი სასე-
ირნოდ დაპატიჟა. მელანიმ კი იფიქრა, რატომაც არა?! აქ არა-
ნაირი გასართობი არაა, ეს ხომ შენც იცი. სადილად წავიდნენ.
ლოგინში ჩაგორებას არ დაჰპირებია. ეს თქვენი თაობის პრობ-
ლემაა, მხოლოდ ერთი მიმართულებით ფიქრობთ.
- ჩარლი სტავროსი! - წარმოთქვამს ჰარი და ვერ გადაუწ-
ყვეტია, საუბარი საით წაიყვანოს. აშკარაა, რომ ბიჭი გულახდი-
ლობისთვის მზადაა. ჰარი გამბედაობას იკრეფს და განაგ-
რძობს: - ხომ გახსოვს, რაღაც პერიოდი დედაშენს ხვდებოდა.
- მახსოვს. მაგრამ როგორც ჩანს, აქ ყველას ყველაფერი
დაავიწყდა. როგორც ვხედავ, მშვენივრად მოეწყვეთ, მყუდროდ
ცხოვრობთ, მშვიდად.
- დრო იცვლება. ფიქრობ, მშვიდად არ უნდა ვიცხოვროთ?
ნელსონი გესლიანად იცინის და დივანში უფრო ღრმად
ეფლობა.
- ფეხებზე მკიდია. ჩემი ცხოვრება კი არაა.
- შენი ცხოვრებაც იყო. - პასუხობს ჰარი. - შენც ხომ ჩვენ-
თან იყავი. ძალიან ვწუხდი შენ გამო, ნელსონ, რომ ასეთი რამ
მოხდა და მეც ვერაფერი მოვახერხე. ის საცოდავი ჯილი...
- მამა!

173
მკითხველთა ლიგა

- იცი, სკოტი მოკვდა, ფილადელფიაში მოუკლავთ, ვიღა-


ცამ შეტყობინება გამომიგზავნა, გაზეთის ამონაჭერი.
- დედამ მომწერა ამის შესახებ. სულაც არ მიკვირს. ნამ-
დვილი გიჟი იყო.
- ჰო და არა. იცი, ამბობდა, ათ წელში მოვკვდებიო. მარ-
თლა ჰქონდა რაღაც...
- მამა, მოდი, რა, მოვრჩეთ ამაზე.
- როგორც გინდა, ჩემთვის სულ ერთია.
წვიმს. ლამაზად, შეუპოვრად. ბაღში, სალათის ფოთლე-
ბისა და იაპონური ხოჭოების მიერ დაკენკილი ლობიოს ფოთ-
ლების ქვეშ მიწის უმცირესი ნაწილებიც კი მუქდება და
მთლიანად წვიმით იჟღინთება. მათ ზემოთ ფოთლები ბრწყი-
ნავს, წვეთავს და ბოსტნეულს წვიმის საიდუმლოს უზიარებს. ბა-
ჭია მზერას ნელსონის მოღუშულ სახეს აცილებს და ისევ ჟურ-
ნალზე გადააქვს. „ოთხნაწილიანი ტოსტერი საუკეთესოა“. კით-
ხულობს ის. „ანუ ის, რომელსაც ოთხივე ნაწილის მარეგული-
რებელი აქვს.“ სტავროსი და მელანი - ვინ იფიქრებდა!
ტყუილად კი არ ამბობდა ჩარლი, რომ გარეგნობით ძალიან
მოსწონს.
თითქოს მამას უხეშობისთვის ბოდიშს უხდისო, - მან ხომ
საუბარი შეაწყვეტინა, როცა ჰარი წვიმის გავლენით მოგონე-
ბებში გადავარდა, - ნელსონი დუმილს არღვევს:
- რა თანამდებობაზეა ჩარლი იქ, თქვენთან?
- გაყიდვების უფროსი წარმომადგენელი. ის მეორადი მან-
ქანების გაყიდვებზეა პასუხისმგებელი, მე - ახლების. ასეა ოფი-
ციალურად. რეალურად კი ორივეს ისიც ეხება და ესეც, ჯეიკსა
და რუდისთან ერთად, ბუნებრივია. - რუდის და ჯეიკს ჰარი გან-
გებ ახსენებს, მათ არ ჰყავთ მდიდარი მშობლები და თი-
თოეული დოლარისთვის დიდი ჯაფა ადგათ.

174
მკითხველთა ლიგა

- კმაყოფილი ხარ მისი მუშაობით?


- სავსებით. ჩემზე უკეთ ერკვევა ამ ბიზნესში. და ნახევარ
ოლქს იცნობს.
- უყურე შენ ჩარლის! მაგრამ მისი ჯანმრთელობა? რო-
გორ ფიქრობ, საკმარისად ენერგიულია?
ამ შეკითხვაში კოლეჯში ნასწავლი მიდგომა იგრძნობა. აქ
ჰარის ახსენდება, რომ ნელსონისთვის თითქმის არაფერი
უკითხავს კოლეჯის შესახებ, იქნებ ამ მომენტით ისარგებლოს
და ყველაფერი გამოჰკითხოს? როცა ქალები გვერდით ეგუ-
ლება, ნესლონი თავის დაძვრენას ადვილად ახერხებს ხოლმე.
- ენერგიული? თავს უნდა მიხედოს, რა თქმა უნდა და ში-
გადაშიგ დაისვენოს, მაგრამ ეს მის მუშაობაზე არ მოქმედებს,
ყოველთვის ასრულებს თავის მოვალეობას. ახლა ხალხს არ
უყვარს, როცა სამსახურში აკონტროლებენ, ადრე მანქანების
ბიზნესში თანამშრომლები ძალიან დაძაბულ სიტუაციაში მუშა-
ობდნენ. ახლა, მგონი, იმ გამყიდველს უფრო მეტად ენდობიან,
რომელიც, როგორ ვთქვა - ცოტა ბოთეა - ასე რომ, სულაც არ
ვარ ჩარლის წინააღმდეგი. - თავად კი ფიქრობს: ნეტავ, მელა-
ნი რა აზრისაა მასზე? სად არიან ახლა, რომელიმე რესტორან-
ში? ჰარის წარმოუდგენია მელანის სახე, ახალგაზრდა, გლუვი
და ძლიერი: ოდნავ გაფართოებული, გაცისკროვნებული თვა-
ლები, აწითლებული ლოყები, რომელიც მუდამ გაფიქრები-
ნებს, რომ შეღებილი აქვს. ჰარის ახსენდება, რომ მელანის
ლოყები იქამდეც უწითლდებოდა, ვიდრე ველოსიპედს იყიდდა.
ის ალბათ ზის ჩარლის, კლასიკური მექალთანის წინ და იღი-
მება. იღიმება მაშინაც, როცა ხედავს, ჩარლი მის შებმას რო-
გორ ცდილობს. შემდეგ, ქვემოთ ხდება ის, რაც უნდა მოხდეს.
ჩარლის მსხვილი ასო აქვს, მოლურჯო-მოყავისფრო, როგორც
საერთოდ ხმელთაშუაზღვის ქვეყნების კაცებს ახასიათებთ და

175
მკითხველთა ლიგა

მას აინტერესებს, მელანის „იქაც“ ხვეული თმა აქვს თუ არა. მას-


ში, მისგან... არ სჯერა, რომ ამას გააკეთებენ მაშინ, როცა სხვე-
ბი აქ ისხდებიან და წვიმას მოუსმენენ.
- ვიფიქრე, - ამბობს ნელსონი, - ხომ არ ღირს, გადასახ-
სნელსახურავიანი სპორტული მანქანების გაყიდვა დავიწყოთ, -
ის ნაცრისფერ დივანზე ზის და მისი სიტყვები, თითქოსდა სირ-
ცხვილისგან დამძიმებული, მისი დახრილი სახიდან ერთი-
მეორის მიყოლებით ცვივა.
- გადასახსნელი სახურავით? როგორ?
- შენც ხომ იცი როგორ. რატომ გინდა, მე ვილაპარაკო.
ვიყიდოთ და გავყიდოთ. დეტროიტი მათ აღარ აწარმოებს, ამი-
ტომ ძველები უფრო და უფრო ძვირდება. თითოეულ მათგანზე
უფრო მეტი მოგება დაგრჩება, ვიდრე დედას „მუსტანგში“ გა-
დაიხადე.
- თუ ჯერ შენ არ გააქროლებ და დალეწავ.
ეს რეპლიკა ზუსტად ისე მოქმედებს ნელსონზე, როგორც
ჰარიმ ჩაიფიქრა.
- ჯანდაბა! - ყვირის ბიჭი, დაუცველ, სასოწარკვეთილ მზე-
რას ჭერში აპყრობს, თითქოს ნაპრალს ეძებს, რომ გაძვრესო.
- არ დამილეწია შენი ძვირფასი „კორონა“, უბრალოდ მივჭეჭყე.
- ის ჯერ კიდევ სახელოსნოშია. თურმე უბრალოდ მიჭეჭ-
ყა!..
- განგებ არ გამიკეთებია, ღმერთი, რჯული, მამა. ისე იქ-
ცევი, თითქოს წმინდა ეტლი ყოფილიყოს, ან რამე მაგდაგვარი.
ამ სიბერეში რა წესიერი გახდი, მამა.
- მართლა? - გულწრფელად ეკითხება ჰარი და ფიქრობს,
რომ ეს როგორც ინფორმაცია, ისე უნდა მიიღოს.
- ჰო. მხოლოდ ფულზე და ნივთებზე ფიქრობ.
- ეს რა, ცუდია?

176
მკითხველთა ლიგა

- ჰო.
- მართალი ხარ. დაივიწყე მანქანა. სჯობს, კოლეჯის შესა-
ხებ მიამბო.
- დალსვილი ერთი დიდი სოფელია, დებილების ქალაქი.
- უცებ პასუხობს ბიჭი. - ათი წლის წინანდელი სროლების გამო
ხალხი ფიქრობს, რომ ის ყველაზე რადიკალური ადგილია, მა-
შინ, როცა უმეტესობა ოჰაიოდანაა და მათთვის მთავარი გარ-
თობაა, მათი მთავარი მიზანია საერთო საცხოვრებელში საპარ-
სი კრემით იწუწაონ და იმდენი ლუდი დალიონ, ვიდრე უკან არ
ამოუვათ. თითქმის ყველა მაინც მამის ბიზნესის გაგრძელებას
აპირებს და ამიტომ, დიდად არც არაფერი ადარდებთ.
ჰარი ბოლო სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს და ეკითხე-
ბა:
- შემთხვევით ფაიარსთოუნის ქარხანაში ხომ არ ყოფილ-
ხარ? მთელი გაზეთები ამაზე წერენ. იქ ფოლადისდისკიან სა-
ბურავებს აკეთებენ, თითო ხუთასი დოლარი ღირს, თუმცა, ამ-
ბობენ, რომ მაინც მალე სკდება.
- ჩვეულებრივი ამბავია. - ამბობს ბიჭი. - ჩვენთან ყველა-
ფერი ასეთია, მთელი ამერიკული წარმოება ასეა.
- იყო დრო, საუკეთესო მწარმოებლები ვიყავით. - აღნიშ-
ნავს ჰარი. - და სადღაც სივრცეში იყურება, თითქოს ადგილს
ეძებს, სადაც მას და ნელსონს უპრობლემოდ შეუძლიათ თანა-
არსებობა.
- ეს არაერთხელ გამიგია. - ბიჭი ისევ წიგნში ეფლობა.
- ნელსონ, რაც შეეხება შენს სამსახურს, დედაშენს ვუთხა-
რი, რომ ამ ზაფხულს შეგვიძლია სამრეცხაოში ან სარემონტო
სამუშაოებზე აგიყვანოთ. იქ ბევრს ისწავლი, თუ მენის და სხვა
ბიჭების მუშაობას ყურადღებით დააკვირდები.

177
მკითხველთა ლიგა

- მამა, ძალიან დიდი ვარ მრეცხაობისთვის. და კიდევ,


მგონი რაღაც უფრო სტაბილური მჭირდება, ვიდრე საზაფხუ-
ლო სამუშაოა.
- გინდა თქვა, რომ კოლეჯის მიტოვებას აპირებ? ახლა,
როცა ერთი ტილიანი წელი დაგრჩა?
ჰარი ხმას იმაღლებს და ნელსონს სახეზე მაშინვე შეშფო-
თება ეწერება. მამას პირდაღებული შესცქერის - ორი თვალის
და პირის მუქი ჭრილი თხელ სახეზე სამი ხვრელივით ეტყობა.
წვიმა ისევ აკაკუნებს სახურავსა და ვერანდაზე. ნამტირალევი
ჯენისი და ბესი ზემოდან ჩამოდიან. ჯენისი ცრემლებს თითებით
იწმენდს, თან იცინის და ამბობს:
- რა სისულელეა სერიალის გამო ტირილი, მაგრამ მაინც
ძალიან იმოქმედა. თანაც კარგად ვიცი, „ფიფლ“ წერდა, რომ
მსახიობები ერთმანეთს წაეკიდნენ და ამის გამო შეწყვიტეს ეს
სერიალი. მაგრამ, მაინც...
- რატომ იმეორებენ დაუსრულებლად ერთსა და იმავეს? -
კითხულობს დედიკო სფრინგერი და ნელსონის გვერდით დი-
ვანზე ისეთი სახით ეშვება, თითქოს მეორე სართულიდან აქამ-
დე მოსვლამ ფეხებში ბოლო ძალები გამოაცალა. - ეს სერია
ადრეც მქონდა ნანახი, მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ.
- ბავშვი ამბობს, რომ კენტში აღარ ბრუნდება. - აცხადებს
ჰარი.
ჯენისი სამზარეულოსკენ მიდის, რომ კამპარი დაისხას, ჰა-
რის სიტყვების გაგონებაზე ჩერდება.
მხოლოდ მოკლე ტრუსები და თხელი, გამჭვირვალე სა-
ღამური მაისური აცვია. გაუსაძლისი სიცხეა.
- შენ ხომ იცოდი, ჰარი. - ამბობს ის.
ჰარი ჯენისის მუქი ვარდისფერი ტრუსების ქვეშ წითელ ბი-
კინს ამჩნევს. წინა კვირას, როცა სიცხე ყველა ზღვარს გადას-

178
მკითხველთა ლიგა

ცდა, ჯენისი ბრუერში იმ დალაქთან წავიდა, ვისთანაც თმას დო-


რის ქაუფმანი იჭრიდა და ახლა მას კეფაზე მოკლედ აჭრილი
და შუბლზე ჩამოშლილი თმა აქვს. ჰარი ჯერ ვერ ეგუება მის
ახალ ვარცხნილობას და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ვიღაც
უცხო ქალი მის წინ ნახევრად შიშველი დაბოდიალობს.
- ეშმაკმა წაგიღოს. ვიცოდი. - თითქმის ყვირის. - და ეს
მაშინ, როცა ამდენი ფული გადავყარეთ მის განათლებაში.
- იქნებ, - პასუხობს ჯენისი და მისკენ სწრაფად ტრიალდე-
ბა. - მან ყველაფერი ისწავლა, რაც სჭირდება?
- არაფერი მესმის და არ მომწონს ეს ამბავი. ბიჭი სახლში
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბრუნდება, მისი გოგო
დროს ჩარლი სტავროსთან ერთად ატარებს, ის კი აქ ზის და
რაღაც ქარაგმებით მეუბნება, რომ ჩარლი გავაგდო და მის ნაც-
ვლად ის ავიყვანო.
- ჰო, - შემრიგებლური ტონით ამბობს დედიკო სფრინგე-
რი. - ნელსონი უკვე გაიზარდა. ფრედმა მოგინახა ადგილი, ჰა-
რი, და დარწმუნებული ვარ, აქ რომ იყოს, ნელსონსაც მოუძებ-
ნიდა ადგილს.
სასადილო ოთახის ძველ სერვანტზე მკვდარ ფრედ
სფრინგერს თვალები დანისვლია და წვიმის რაკარუკს უსმენს.
- გეთანხმები, მაგრამ ადგილი ზედა პოზიციაზე ნამდვი-
ლად არ იქნებოდა. - პასუხობს ჰარი. - მას, ვისაც ორიოდე ცინ-
გლიანი კრედიტი სჭირდება იმისთვის, რომ დიპლომი აიღოს,
პასუხსაგებ თანამდებობას არ შესთავაზებდა.
- ჰარი, - ამბობს დედიკო სფრინგერი ისე მშვიდად და რბი-
ლად, თითქოს ზემოთ ტელევიზორს კი არ უყურა, არამედ და-
ბოლდა. - ბოროტმა ენებმა შეიძლება ისიც თქვან, რომ არც შენ
იძლეოდი დიდ იმედებს, როცა ფრედმა თავისთან წაგიყვანა.
ბევრი ეუბნებოდა ამას.

179
მკითხველთა ლიგა

იქ კი, სოფელში, მიწისქვეშ, ფერმერი ბაიერი თავის სკო-


ლის ავტობუსების პარკს დასტირის, წვიმაში რომ იჟანგება.
- მე ორმოცი წლის კაცი ვიყავი, რომელმაც სამსახური თა-
ვისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაკარგა. მე ვიჯექი და
ტექსტის ამკრებად ვმუშაობდი, ვიდრე ეს სამსახური მექნებოდა.
- შენ მამაშენის კვალზე წახვედი, ნელსონიც იმავეს
გთხოვს.
- აბა რა, აბა რა! - ყვირის ჰარი, - როცა კოლეჯს დაამთავ-
რებს, კი ბატონო! უნდა ვაღიარო, იმედი მქონდა, მეტი ამბიცია
ექნებოდა. რატომ ჩქარობს? საერთოდ, რატომ დაბრუნდა? მე
რომ მის ასაკში ასევე გამმართლებოდა და კოლორადოში
მოვხვედრილიყავი, სულ მცირე, ზაფხულს იქ გავატარებდი.
ჯენისი, რომელიც ვერც კი ხვდება, რა საოცრად სექ-
სუალურად გამოიყურება, სიგარეტს უკიდებს.
- რატომ არ გინდა, შენმა საკუთარმა შვილმა თავის სახ-
ლში იცხოვროს?
- უკვე საკმაოდ გაიზარდა საიმისოდ, რომ სახლში გაჩერ-
დეს. რას გაურბის? -
მათი სახეების მიხედვით, ჰარი ფიქრობს, რომ კვალს და-
ადგა. რა კვალია ეს და საით წაიყვანს, ჯერ აზრზე არაა. არცაა
დარწმუნებული, რომ ამის გაგების სურვილი აქვს. მის შეკით-
ხვაზე პასუხად დუმილს იღებს, სიჩუმეში კი, მათი განათებული
საცხოვრებლის გარეთ წვიმის ხმა ისმის - ჩუმი, შეუპოვარი, უწ-
ყვეტი, წვიმა მილიონობით პაწაწკინტელა ჭურვს მიზანში არ-
ტყამს და სხვადასხვა ზედაპირიდან ღვარად გადმოდის. სად-
ღაც იქ, ჯილი და სკოტი წვანან და მათგან მხოლოდ ძვლები-
ღაა დარჩენილი.
- დაივიწყეთ. - ამბობს ნელსონი და დივანიდან დგება. -
არანაირი სამსახური არ მინდა ამ არარაობასთან.

180
მკითხველთა ლიგა

- ასე მტრულად რატომაა განწყობილი? - ჰარი ქალებს


უბრუნდება. - მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ვერ ვხვდები, რატომ
უნდა დავითხოვო ჩარლი იმისთვის, რომ ამ ბავშვმა გადასახ-
დელ სახურავიანი სპორტული მანქანებით ივაჭროს? თავის
დროზე, - კი, ბატონო. ალბათ 1980-ში. მერე მოდი, ახალგაზ-
რდა ამერიკა, გადამსანსლე. მაგრამ თანდათან. ღმერთო, ყვე-
ლაფერს თავისი წესი აქვს. მანამდე უამრავი დროა.
- ვითომ? - უცნაურად ეკითხება ჯენისი. აშკარად რაღაც
იცის ამ ძუკნამ. ქალებმა ყოველთვის ყველაფერი იციან. ტრი-
ალდება და სახეში აჩერდება ცოლს.
- შენ, მეგონა, ჩარლის ერთგული იქნებოდი, სხვა თუ არა-
ფერი.
- ვიდრე საკუთარი ვაჟის?
- ერთ რამეს გეტყვი. ყველას გასაგონად ვამბობ. თუ ჩარ-
ლი წავა, არც მე დავრჩები. - ცდილობს ადგეს, მაგრამ სავარ-
ძელი ასე ადვილად არ უშვებს.
- ოჰოჰო... ვაშა! - ამბობს ნელსონი, შემოსასვლელში სა-
კიდიდან ჯინსის ქურთუკს იღებს და იცვამს. გაბოროტებული სა-
ხით იყურება, ისე იბუზება, ერთი შეხედვით გეგონება, კუზი
ამოუვიდაო, ვირთხას ჰგავს, რომელსაც დახრჩობას უპირებენ.
- ახლა „მუსტანგის“ დასალეწად გადის. - როგორც იქნა,
ჰარი წამოდგომას ახერხებს, იქ მყოფთაგან ყველაზე მაღალია.
დედიკო სფრინგერი მუხლებზე გაშლილ ხელისგულებს
ირტყამს.
- ეს საუბარი მაგიჟებს. წავალ, ჩაის გავიკეთებ. ასეთი ნეს-
ტისგან სახსრებში ეშმაკები მიძვრებიან.
- ჰარი, ნესლონს ნორმალურად დაემშვიდობე. - ამბობს
ჯენისი.
ის აპროტესტებს:

181
მკითხველთა ლიგა

- თვითონ მელაპარაკება არანორმალურად. მთელი სა-


ღამო აქ ვიყავი, მასთან, მინდოდა კოლეჯის ამბები გამომეკით-
ხა, ის კი, ისე იქცევა, თითქოს კბილებს ვაძრობდე. არ შეიძლე-
ბა მასთან ადამიანურად ლაპარაკი, ყველაფრისგან რაღაც
საიდუმლოებას ქმნის. გამოდის, რომ მე ისიც კი არ ვიცი, რა
ფაკულტეტზე სწავლობს. ჯერ, როგორც მახსოვს, ექიმობა სურ-
და, მაგრამ როგორც მოგეხსენებათ, ქიმია არ მოეწონა, მერე
ანთროპოლოგობა მოინდომა, მაგრამ ამდენი ინფორმაცია
თავში არ ჩაეტია, ბოლოს ვიგებ, რომ თურმე სოციალური მეც-
ნიერებებით დაინტერესებულა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ სრუ-
ლი უაზრობა იყო.
- გეოგრაფიულზე ვსწავლობ. - აცხადებს ნელსონი. კარ-
თან დგას. ძალიან კი უნდა აქაურობას მოშორდეს.
- გეოგრაფიულზე! გეოგრაფიას მესამე კლასში ასწავლი-
ან. პირველად მესმის, მოზრდილი ადამიანი გეოგრაფიას სწავ-
ლობდეს.
- ის სერიოზულ პროფესიად ითვლება. - აღნიშნავს ჯენისი.
- მთელი წელი რუკებს აფერადებენ?
- დე, უნდა გავიქცე, მანქანის გასაღები სადაა?
- ჩემი ლაბადის ჯიბეში ნახე.
არა, ჰარი ასე ადვილად ვერ გაუშვებს.
- დაიხსომე, როცა წვიმს, გზა სრიალებს, - ამბობს ის - და
თუ გზა აგებნა, შენს გეოგრაფ პროფესორს დაურეკე.
- იმან გაგაგიჟა, ჩარლიმ მელანი რომ დაპატიჟა, არა? -
ეუბნება ნელსონი.
- სულაც არა. მე ის მაგიჟებს, რომ ეს შენ ფეხებზე გკიდია.
- მე ხომ ერთი საეჭვო ტიპი ვარ.
- ჯენის, რა დავუშავე ამ ბავშვს, რომ ამას მეუბნება?
- მგონი, თავადაც მშვენივრად იცი. - ოხრავს ჯენისი.

182
მკითხველთა ლიგა

უკვე გული ერევა ამ ყველაფერზე, ყელში ამოუვიდა ილუ-


ზიები თავისი წარსულის შესახებ.
- როცა შენ სადღაც ვიღაცასთან იპრანჭებოდი, მგონი, მე
ბავშვს ვუვლიდი. ვინ უმზადებდა ფაფას ყოველ დილით, სკო-
ლაში წასვლამდე?
- ჩემი საყვარელი მამიკო. - დამცინავად წარმოთქვამს
ნელსონი.
აქ ჯენისი ერევა:
- ნელი, თუ წასასვლელი ხარ, წადი. გასაღები იპოვე?
ბიჭი გასაღებს აჩხარუნებს.
- შენს მანქანას მკვლელობისთვის იმეტებ. - ეუბნება ბაჭია
ცოლს. - ეს ბავშვი ავტომანქანებს ხოცავს.
- უბრალოდ, მიიჭეჭყა, ამის დედაც, - ნელსონი ჭერს შეჰ-
ყვირის. - და ეს კი, ამის გამო ჯვარს მაცვამს, სიამოვნებას ანი-
ჭებს ჩემი ტანჯვა.
კარი ჯახუნობს და სახლში წვიმის სურნელი აღწევს.
- ვინმეს ჩაი ხომ არ უნდა? - დედიკო სფრინგერის ხმა სამ-
ზარეულოდან ისმის. ჯენისი და ჰარი მასთან ავეჯით გადაჭედი-
ლი სასტუმრო ოთახის გავლით მიდიან. წკრიალა სამზა-
რეულოში, გაკრიალებული მომინანქრებული ზედაპირების
შემხედვარე, ჰარის სამყარო უფრო ნათელ ფერებში ეჩვენება.
- ჰარი, ასეთი მკაცრი ნუ ხარ ბიჭთან. - რჩევას აძლევს
სიდედრი. - ისედაც იმდენი პრობლემა აქვს.
- მაინც რა პრობლემა?
- როგორ გითხრა, - ისევ რბილად ამბობს დედიკო და თან
მაგიდაზე ფინჯნებსა და ლამბაქებს აწყობს. - ხომ იცი ახალგაზ-
რდების ამბავი.
ჯენისს ბიკინი კი აცვია თავისი მოკლე ღამის ტრუსის ქვეშ,
მაგრამ ლიფი არ უკეთია და სამზარეულოს მკვეთრ შუქზე გამ-

183
მკითხველთა ლიგა

ჭვირვალე ქსოვილის ქვეშ ძუძუსთავები ვარდისფრად მოუჩანს.


არა, უფრო მუქად, ღვინისფრად.
- რთული ასაკი აქვს, - ამბობს ჯენისი - ამათ თითქოს დიდი
არჩევანი აქვთ, მაგრამ რეალურად ასე არ არის. მთელი ცხოვ-
რება ტელევიზორიდან ის ესმით, რომ ხან ეს უნდა მოინდომონ,
ხან ის, მაგრამ სადღაც ოცი წლის ასაკში ხედავენ, რომ ფული
არც ისე ადვილი საშოვნელია. მათ ის შესაძლებლობებიც კი
არ აქვთ, რაც ჩვენ გვქონდა.
ეს ჯენისს არ ჰგავს.
- ეს ვინ გითხრა? - ამრეზით ეკითხება ჰარი.
ახლა ჯენისის გატეხვა უფრო რთულია, ვიდრე ადრე. თმას
თითებით ივარცხნის და პასუხობს:
- კლუბში რამდენიმე გოგომ მითხრა, რომ მათი შვილებიც
დაბრუნდნენ სახლში და ის საწყალი ბავშვებიც დაბნეულები
არიან, არ იციან, რა ქნან. ამას ახლა თავისი სახელიც აქვს,
დაბრუნება მშობლიურ ბუდეში, თუ რაღაც ამის მსგავსი.
- სახლში დაბრუნების სინდრომი. - ამბობს ჰარი. ახსენდე-
ბა, ზოგჯერ ის, დედა და მამა, დედა პატარას რომ დააძინებდა,
სამზარეულოში სხდებოდნენ, შვრიის ფაფას კაკაოს ან ჩაის
აყოლებდნენ. ჰარი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ეშვება და სა-
ცოდავად ამბობს:
- დახმარება რომ ეთხოვა, ყველაფერს გავაკეთებდი მის-
თვის, მაგრამ არ მთხოვს. ყველაფრის მიღება ისე უნდა.
- ყველა ასეა. - მხნედ ამბობს დედიკო. სახეზე ეტყობა,
რომ ჩაი ეგემრიელება და დასკვნის სახით ამატებს:
- ნელსონი ისეთი თბილია და საყვარელი. მე მაინც ვფიქ-
რობ, რომ ახლა ცოტათი აფორიაქებულია.
- ყველანი აფორიაქებულები ვართ. - პასუხობს ჰარი.

184
მკითხველთა ლიგა

ალბათ წვიმის ბრალია, რომ ლოგინში ჰარი აღგზნებუ-


ლია. დაჟინებით სთხოვს ჯენისს, მოეფეროს. ჯენისი თავიდან
უარზეა.
- აბაზანაში მაინც შევსულიყავი. - ამბობს ქალი. არადა,
არაჩვეულებრივი სურნელი ასდის, ველური, მძაფრი, თითქოს
ჯუნგლებში ღრმად, გვიმრების ქვეშ, მიწაში რაღაც ლპებაო. ჰა-
რი თავს არ ანებებს, ეს სურნელი აგიჟებს. ჯენისი ცოტათი
ბრაზდება, თეძოებს მაღლა წევს და ჰარის კლიტორით სახეზე
ეხახუნება. მერე, უკვე მის ქვეშ მწოლი, ჰარის საშუალებას აძ-
ლევს, მასში გაათავოს და ახლა ჰარი, ძალაგამოლეული, წევს
და ისევ წვიმას უსმენს, რომელიც რკინასავით მძიმედ ურტყამს
ფანჯრებს, აქა-იქ ტემპს აჩქარებს და უფრო სწრაფად მოდის,
ვიდრე წყალი რკინის ჟოლობებში გასვლას ასწრებს..
- მომწონს ნელსონთან ერთად ერთ ჭერქვეშ. - ეუბნება
ცოლს. - მაგარია, როცა მტერი ახლოს გყავს, შეგრძნებებს გიმ-
ძაფრებს.
ფანჯრებს იქით, ისე ახლოს, რომ შეიძლება ისინი მის
ღრუბლებშიც კი არიან მოქცეულები, უსასრულო წვიმა წიფელ-
ზე, როგორც კიბეზე, ფოთლიდან ფოთოლზე, ტოტიდან ტოტზე
მოჩუხჩუხებს.
- ნელსონი შენი მტერი არაა. შენი შვილია და ახლა ისე
სჭირდები, როგორ არასდროს, თუმცა ამას ვერ გეუბნება.
წვიმა. უკანასკნელი ნიშანი იმისა, რომ ღმერთი ნამდვი-
ლად არსებობს.
- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რაღაც არ ვიცი.
- ჰო, ასეა. - უტყდება ჯენისი.
- რა არის? - პასუხს რომ ვერ იღებს, ისევ ეკითხება: - შენ
საიდან იცი?
- მელანიმ უთხრა დედას.

185
მკითხველთა ლიგა

- ძალიან ცუდი რაღაცაა? ნარკოტიკი?


- ოჰ, ჰარი, გთხოვ! არა, რა თქმა უნდა. - ჯენისი ეხუტება:
ჰარი ახლა, როცა ალბათ საშინელება წარმოუდგენია, ისეთი
საცოდავი ჩანს! - არაფერი მსგავსი. ამაში ნელსონი ზუსტად
ისეთია, როგორც შენ ხარ შინაგანად. ცდილობს ბინძურ ამბებ-
ში არ გაერიოს.
- აბა რა ხდება, ამის დედაც. რატომ არ შეიძლება გავიგო?
ქალი ისევ ეკრობა და ჩუმად იცინის:
- იმიტომ, რომ სფრინგერი არ ხარ.
ჯენისს კარგა ხანია, უკვე ღრმად ძინავს, ხოლო ის კი
თვალგახელილი წევს და წვიმას უსმენს. ნეტავ სულ იწვიმოს,
ნეტავ არ შეწყდეს მისი ცხოვრების ხმა. არაა აუცილებელი
სფრინგერი იყო, რომ საიდუმლო გქონდეს. „კოროლას“ უკანა
დასაჯდომიდან საოცრად ღია მქრქალი ცისფერი თვალები უახ-
ლოვდება. ტუჩებზე ისევ გრძნობს ჯენისის გემოს და ფიქრობს,
რომ სელთითი არც ისე კარგი აზრია. იმ დროის განმავლობა-
ში, რაც ის თვალგახელილი წევს, ქუჩაში ორი მანქანა ჩერდება
და სახლის შემოსასვლელი კარი იღება. მანქანის ხმისა და შე-
მოსასვლელში მსუბუქი ნაბიჯების მიხედვით, პირველ შემთხვე-
ვაში, სტავროსმა მელანი მოიყვანა. სულ რამდენიმე წუთში კი,
მანქანის ძრავა ხმამაღლა ხმაურობს, შემდეგ კი მომენტალუ-
რად ჩუმდება და ვიღაც კარს მოურიდებლად აჯახუნებს. ნაბიჯე-
ბის ხმაზე ბაჭია დარწმუნებულია, რომ ნელსონმა ზედმეტი ლუ-
დი დალია. ხმების მიხედვით, ბაჭია იმასაც ასკვნის, რომ წვიმამ
გადაიღო. ის აყურადებს, ახალგაზრდები ზემოთ ამოვლენ თუ
არა, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი სამზარეულოში შედიან. ალ-
ბათ მელანი ჭამს. ვეგეტარიანელების ერთი უტყუარი ნიშანი:
სულ შიათ. ადამიანი ჭამს, ჭამს და არაფერი მოსწონს. ვინ უთ-
ხრა ეს? ტოთერო ბოლოს ძალიან ბებერი ეჩვენებოდა და

186
მკითხველთა ლიგა

რეალურად კი, რამდენით უფროსი იქნებოდა ვიდრე ჰარია ახ-


ლა? სამზარეულოში ნელსონი და მელანი გაუთავებლად ლა-
პარაკობენ. ჰარის ბეზრდება მათი ლოდინი და ნებდება. სიზ-
მარში ის მაღაზიაშია და ტელეფონში ბიჭს უყვირის, მაგრამ ხმა
არ ამოსდის, მიუხედავად იმისა, რომ პირი ბოლომდე აქვს და-
ღებული, თითქოს კბილის ექიმმა უნდა დაუთვალიეროსო და
წესით, მთელი ძალით უნდა ყვიროდეს. როცა იღვიძებს, თვა-
ლები დაჭყეტილი აქვს, ყბა ჩამოვარდნილი და ხედავს, რომ
დილის მზეს ეჯღანება, რომელიც წვიმის მერე უშურველად იღ-
ვრება.
„სფრინგერ მოტორსის“ ვიტრინის შუშები სულ ახლახან
დაწმინდეს. ჰარი ახლა მაღაზიიდან გარეთ იყურება და შუშაზე
მტვრის ნამცეცსაც კი ვერ ამჩნევს. კაცი დაიბნევა კიდეც, ვერ
გაიგებს, შიგნითაა თუ გარეთ, - სადაც ბუნებრივი კონდიციონე-
რები მუშაობს, სადაც წვიმამ მთელი სამყარო განბანა და ამის
დასტურად გუბეები დატოვა. მხოლოდ 111-ე გზატკეცილის
მეორე მხარეს, „ქუჩის სამზარეულოს“ წინ ხეს სავალალო შე-
დეგი ეტყობა - აქა-იქ მკვდარი ან სრულიად გაყვითლებული
ფოთოლი კიდია ტოტზე, რომელზეც სიცოცხლის ნიშან-წყალი
არსადაა.
სამუშაო დღეა და ტრანსპორტი უწყვეტ ნაკადად მოედინე-
ბა. კარტერი ისევ ნავთობკომპანიებისთვის ბოლოდროინდელი
მოვლენების გამო მიღებულ უზარმაზარ მოგებაზე დამატებითი
გადასახადების დაწესებაზე ლაპარაკობს და ჰარიმ იცის, რომ
ეს არასოდეს მოხდება. კარტერი ძალიან ჭკვიანია და ბევრსაც
ლოცულობს, მაგრამ როგორც ჩანს, იმავე ტაქტიკას მიჰყვება,
რასაც ეიზენჰაუერი: არანაირი რადიკალური ზომები, მხოლოდ
ყოველდღიური პატარ-პატარა ცვლილებები.

187
მკითხველთა ლიგა

ჩარლი ახალგაზრდა შავკანიან წყვილს ნასყიდობის საბუ-


თებს უფორმებს. მათ ეს-ესაა სამოცდაცამეტ წელს გამოშვებუ-
ლი რვაცილინდრიანი ნახმარი „ბიუიკი“ მიჰყიდა. აბა, ვინ არ
ისარგებლებდა იმით, რომ ეს სასიამოვნო წყვილი დროს ჩა-
მორჩა, არაფერი გაუგიათ იმის შესახებ, რომ ყველაფერი შე-
იცვალა, რომ ჩვენ საწვავი არ გვყოფნის და ახლა ჭკვიანები
ფულს უცხოურ მანქანებში აბანდებენ, რომელთა პაწაწინა ძრა-
ვა საკერავი მანქანის ძრავის მსგავსია. ახალგაზრდები ამ გან-
საკუთრებული დღისთვის გამოიპრანჭნენ კიდეც: ცოლს ლავან-
დისფერი კოსტიუმი აცვია, მოკლე, მოდური ქვედაბოლოთი,
რომელშიც შიშველ კანჭებს აჩენს. მართალია, როცა ამბობენ,
რომ შავკანიანებს სხვანაირი აგებულება აქვთ. როგორც სკოტი
ამბობდა, ბოლო მოდის შესაბამისად არიან ნაგები. ქალის მა-
ღალი და მკვრივი საჯდომი ერთ ზოლს ქმნის, - ბაჭია აკვირ-
დება, ჯერ კიდევ სველ ასფალტზე, ულმობელ მზის გულზე ქა-
ლი „ბიუიკს“ გარს როგორ უვლის. ნაცნობი სურათი წარსული-
დან. ამასთანავე, ჰარის გულის რევის შეგრძნება აქვს იმისგან,
რომ ვერ გამოიძინა და ამ შეგრძნებას ვერ იშორებს. ჩარლი
წყვილს რაღაცას ეუბნება და ორივე სიცილისგან იკეცება. მერე
თავიანთ ახალ ჯაბახანაში სხდებიან და მიემგზავრებიან, ჩარ-
ლი კი გრილ მაღაზიაში თავის მაგიდას უბრუნდება. ჰარი მას-
თან მიდის.
- აბა, როგორი იყო გუშინ მელანისთან? - ცდილობს, არ
გაეცინოს.
- არაჩვეულებრივი გოგოა. - თან წერს ჩარლი. - ძალიან
პირდაპირი.
აღშფოთებული ჰარი ხმას უწევს:
- მაინც რამდენად პირდაპირი? ცოტა უცხო ჩიტია, რასაც
მე ვხედავ.

188
მკითხველთა ლიგა

- ცდები, ჩემპიონო, გასაკვირად ნათელი გონება აქვს. იმ


კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ყველაფერს მაშინვე მშვენივ-
რად ხვდება და თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევს.
- გამოდის, ამით მეუბნები, რომ მელანის გუშინ თავისთვის
ზედმეტის უფლება არ მიუცია და არც შენთვის?
- სხვას არც არაფერს ველოდი. ჩემს ასაკში ვის ვჭირდები?
- შენ ჩემზე ახალგაზრდა ხარ.
- გულით არა. შენ ჯერ კიდევ სწავლობ.
თითქოს ისევ ბიჭი იყოს, დაწყებითი კლასის მოსწავლე და
ყველა კუთხეში საიდუმლო იმალებოდეს. სკოლაში ბავშვები
დასვენებაზე დერეფანში აღმა-დაღმა დაქროდნენ, ხტოდნენ,
როგორც ბურთი მოედანზე. ჰარი ვერც ერთ გოგოს ვერ იჭერ-
და, ისინი მასზე სწრაფები იყვნენ.
- ნელსონი ახსენა?
- კი, ბევრჯერ.
- როგორ ფიქრობ, მათ შორის რა ხდება?
- მგონი, უბრალოდ, მეგობრობენ.
- აღარ ფიქრობ, რომ მათ სექსი აქვთ?
ჩარლი ნებდება. ხელისგულებს მაგიდაზე ატყაპუნებს და
თავის ფურცლებს შორდება.
- ჯანდაბა, მე რა ვიცი, როგორ ხდება ახალგაზრდებში.
ჩვენ დროს, თუ ერთ გოგოს გაჟიმავდი, მაშინვე სხვის ძებნას
იწყებდი, ახლა კი, ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ არ უნდათ
ბევრი გოგო და ყველას გემო არ აინტერესებთ. თუ მელანი
ნელსონთან მართლა წევს, მაშინ ის არაფრით განსხვავდება
პლუშის ცალთვალა დათუნიასგან, რომელსაც ბავშვი ძილის
წინ იხუტებს.
- მართლა ასე ექცევა? რა ბავშვობაა.
- მგრძნობიარე, აი, როგორ მოიხსენიებს ნელსონს.

189
მკითხველთა ლიგა

- რაღაც არის, რასაც მალავენ. ჯენისს გუშინ რაღაც წა-


მოსცდა. - ამბობს ჰარი.
სტავროსი მხრებს იჩეჩავს.
- ალბათ რაღაც კოლორადოსთანაა დაკავშირებული. ის,
რასაც მალავენ.
- რამე ხომ არ უთქვამს?
სტავროსი ჩერდება, პირდაპირ არ პასუხობს, საჩვენებე-
ლი თითით ქარვისფერ სათვალეს ისწორებს და თითს ცხვირის
კეხზე იდებს.
- არა.
- აზრზე ვერ მოვდივარ, ამ ბიჭს რა უნდა - შესჩივის შეწუ-
ხებული ჰარი.
- უნდა რეალურ სამყაროში გადმობარგდეს. მგონი, აქ უნ-
და ფეხის მოკიდება.
- მეც ვხვდები, რომ აქ უნდა დაფუძნება, მაგრამ მე არ
მსურს მისი აქ ხილვა. დისკომფორტს მიქმნის. თავისი უნიათო
სახით ვერ შეძლებს...
- კოკა-კოლის საჰარაში გაყიდვასაც კი. - ასრულებს ჩარ-
ლი. - რაც მოსახდენია, მოხდება. რაც გინდა თქვი და, ფრედ
სფრინგერის შვილიშვილია. პირდაპირი შთამომავალი.
- გეთანხმები, ბესი და ჯენისი ძალიან მაწვებიან. შენც ხომ
ნახე იმ საღამოს. ბოლოს ალბათ სულ გამაცოფებენ. აქ ჩვენ
ყველაფერი აწყობილი გვაქვს, შეხმატკბილებული ვმუშაობთ.
რამდენი მანქანა გავყიდეთ ივლისში?
ჩარლი მაგიდაზე ფურცელს დაჰყურებს.
- არც დამიჯერებ. ოცდაცხრა. ცამეტი ნახმარი და თექვსმე-
ტი ახალი. მათ შორის, სამი „სელიკა“ - თითო ათი ათასად. თა-
ვიდან არც მეგონა, თუ ერთიც კი გაიყიდებოდა. თანაც იმ ფონ-
ზე, რომ დეტროიტმა იმ პატარა სპორტული მანქანების გამოშ-

190
მკითხველთა ლიგა

ვება დაიწყო. თითქმის ნახევარი ფასია, მაგრამ ამ იაპონელებ-


მა იციან ბაზრის ავან-ჩავანი.
- ჯანდაბას ნელსონი. ზაფხულის ბოლომდე ისედაც ერთი
თვეღაა დარჩენილი. რატომ უნდა მოვაკლოთ ჯეიკსა და რუდს
გაყიდვის პროცენტები მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ განებივრე-
ბულ ბიჭს მივცეთ, რომელმაც სახელოსნოში მუშაობა არ ისურ-
ვა? ხელების დასვრაც კი არ უნდა.
- შეგეძლო აქ, დარბაზში მოგეყვანა. ჩემი მეთვალყუ-
რეობის ქვეშ მეყოლებოდა. - პასუხობს სტავროსი.
აშკარაა, ჩარლის არც კი მოსდის აზრად, რომ ამ შემთხვე-
ვაში თვითონ გავარდება. ასეა, როგორც კი ვინმეს დასაცავად
ხმას აიმაღლებ, ის ტიპი შენ გამოგითხრის ძირს. როგორც ჩანს,
ჩარლი მაინც ხვდება პრობლემის არსს, რადგან განაგრძობს:
- მისმინე, შენ ოჯახის სიძე ხარ და ვერავინ შეგეხება. მე
კი, ერთადერთი, ვისთანაც რამე მაკავშირებს, ქალბატონი
სფრინგერია. მას მე ვუყვარვარ, რადგან ფრედს ვაგონებ, იმ
ბედნიერ დროს. ხომ გესმის, სენტიმენტები, მაგრამ სისხლი
გრძნობებზე ძლიერია; მე ხელმოსაჭიდი არაფერი მაქვს, თუ
მათ ვერ მოერევი, მაშინ მათი მხარე უნდა დაიჭირო. გარდა
ამისა, შემიძლია ბიჭს დაველაპარაკო, დავეხმარო. ნუ ღელავ,
აქ დიდხანს არ დარჩება, ძალიან მოძრავია. მამას ჰგავს.
- ვერანაირ მსგავსებას ვერ ვხედავ, - ამბობს ჰარი, თუმცა
ამის მოსმენა სიამოვნებს.
- შენ ვერ ხედავ.
- არ ვიცი, რატომღაც მგონია, დღეს რთული საქმეა, იყო
მამა. როცა პატარა ბიჭი ვიყავი, მაშინ თითქოს გაცილებით უფ-
რო ადვილი უნდა ყოფილიყო.

191
მკითხველთა ლიგა

- უთხარი ბიჭს, რა უნდა გააკეთოს და თუ არ შეასრულებს,


გააგდე. მგონი, ასე ჯობს. თქვენთან ერთად პოკონოსში ნეს-
ლონიც მოდის?
- ქალებმა შესთავაზეს, მაგრამ ნელსონს სურვილი არ გა-
მოუთქვამს. ბავშვობაშიც არ უყვარდა იქაურობა. ღმერთო, ნამ-
დვილი ჯოჯოხეთი იქნება, ისედაც სივიწროვეა. აქაც კი, სადაც
უნდა შეხვიდე, ყველგან ის ზის, ლუდით ხელში.
- მართალია, იქ ერთად გაუჭირდებათ. ასე რომ, არ გინდა
ბავშვს კოსტიუმი და ჰალსტუხი უყიდო და აქ დასვა? მინიმალუ-
რი ხელფასი დაუნიშნე, არანაირი პროცენტი გაყიდვიდან და
არანაირი პრემია. მაშინ არც ის გაგაღიზიანებს და არც შენ მას.
- მე რატომ ვაღიზიანებ? ჩემზე უნდა ფეხები შეიწმინდოს.
სულ მანქანით დადის და ამასთან ცდილობს, თავი დამნაშავედ
მაგრძნობინოს.
ჩარლი პასუხს საჭიროდ არ თვლის. უკვე მერამდენედ ის-
მენს ამ განაცხადებს.
- მგონი, გადასარევი აზრი მომაწოდე. - აღიარებს ჰარი. -
და მერე კოლეჯში დაბრუნდება?
ჩარლი მხრებს იჩეჩავს:
- იმედი ვიქონიოთ. შეგიძლია ეს საკითხი შეთანხმების
ერთ-ერთ პირობად წამოაყენო.
ჰარი ჩარლის ვიწრო თავს დაჰყურებს, მის ტალღოვან
თმას და თვალი თავისი საკუთარი მუცლისკენ გაურბის. მაინც
რამხელა გაეზარდა! პიჯაკი აღარ ეკვრება. ერთი კი არა, უკვე
ერთ-ნახევარი ადამიანია. ჩარლი კი, ოდესღაც მხარბეჭიანი,
წლებთან ერთად ჩამოხმა. ჰარი კიდევ ერთხელ ამოწმებს:
- მართლა გინდა, ნელსონისთვის ამის გაკეთება?
- ეს ბიჭი მომწონს. ასე მგონია, დეპრესიაშია. თუმცა, მის
ასაკში ყველა ასეა.

192
მკითხველთა ლიგა

მცხუნვარე მზეში მანქანა ჩერდება, იქიდან წყვილი გადმო-


დის და სადემონსტრაციო დარბაზისკენ მიეშურება. კარგად ჩაც-
მული წყვილია, ისეთი, როგორც წესი, პენ-პარკში რომ ცხოვ-
რობენ. ალბათ მხოლოდ ბროშურებს აიღებენ და სხვაგან „მერ-
სედესს“ იყიდიან, რომ ფულის დაბანდება გამოუვიდეთ.
- ეს შენი პრობლემაა, არა ჩემი. - ჰარი ჩარლის მიმარ-
თავს. საერთოდ კი, შესაძლოა ყველაფერი გადასარევად მოგ-
ვარდეს. მელანი უზარმაზარ სახლში მარტო არ დარჩება. და
უცებ, ბაჭიას გონება უნათდება - ხომ შეიძლება, ჩარლის ეს აზ-
რი მელანიმ ჩააწვეთა? და ჩარლისთვის კი ეს ერთგვარი ხერ-
ხია, რომ გოგონას ნდობა მოიპოვოს.
მელანი ნელსონთან ლოგინში წევს და ეკითხება:
- რას სწავლობ?
- ბევრ რამეს.
ის კვირები, ვიდრე უფროსები პოკონოსში არიან, გადაწ-
ყვიტეს ერთად დაიძინონ მელანის ოთახში, რომლის ფანჯრე-
ბიც ქუჩაში გადის. ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, რაც ამ სახ-
ლში ცხოვრობს, მან ჯერ უთავო მანეკენი გასწია კუთხეში, მერე
სფრინგერების მეორე საძაგელი საკუთრება - დახვეული ხალი-
ჩა მაგიდის ქვეშ შეათრია, ხოლო გატეხილი, ფეხით სატ-
რიალებელი „ზინგერი“ და ძველი ფარდებით გატენილი სკივ-
რი კედლის კარადაში ღრმად შეტენა. ის კარადა ისედაც სავსეა
ქიმწმენდის პოლიეთილენის პარკებში ჩაწყობილი მოდიდან
გადასული და დაძველებული ჭინჭებით. კედლებზე სკოჩით პი-
ტერ მაქსის პლაკატები გააკრა და ოთახი თავისად გადააქცია.
აქამდე ნელსონის საწოლში წვებოდნენ ხოლმე, მაგრამ ის ლა-
მის ბავშვის საწოლია, ვიწრო და სიმართლე რომ ითქვას, რა-
ღაცნაირად აკომპლექსებს კიდეც. ამ სახლში ერთად წოლა
მათ გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ მათი გრძელი და აუცილე-

193
მკითხველთა ლიგა

ბელი საუბრების შემდეგ გარდაუვალი გახდა. მელანის, რო-


გორც ჩარლიმ ერთი შეხედვით შენიშნა, ნამდვილად დიდი
მკერდი აქვს. ზოგჯერ მათ თბილ რწევას ნელსონი ვერ იტანს,
როცა სხვა, უფრო პატარა მკერდიანი აგონდება, რომელიც
მიატოვა.
- უამრავ რაღაცას. - განაგრძობს ის. - მაგალითად, მწარ-
მოებლის გამყიდველზე შეუმჩნეველი ზეწოლის უამრავი სისტე-
მა არსებობს. შენ ვალდებული ხარ ათასობით დოლარი და-
ხარჯო და ინსტრუმენტების უამრავი ნაკრები შეიძინო; გარდა
ამისა, ისინი სულ უფრო და უფრო მეტ დანამატს სტანდარტად
რიცხავენ და ამით გამყიდველის შემოსავალს მნიშვნელოვნად
ამცირებენ. ჩარლიმ მიამბო, რომ მწარმოებელს რადიო, დაახ-
ლოებით, ოცდათხუთმეტი დოლარი უჯდებოდა, მანქანაზე
ასოთხმოც დოლარს უმატებდა და ისე ყიდდა. მაგრამ რადგან
ახლა მწარმოებლების სიხარბეს საზღვარი არ აქვს, გამყიდვე-
ლებს ასეთ შესაძლებლობებს ართმევენ და ისინი კი, თავის
მხრივ, ცდილობენ რამე ახალი მოიფიქრონ. მაგალითად, ავი-
ღოთ მანქანის შეღებვისწინა ან ანტიკოროზიული დამუშავება,
ან დასაჯდომებზე ვინილის გადაკვრა, რომელიც თითქოს და
მათ ცვეთისგან იცავს. აი, ასე. რა თქმა უნდა, ეს არასამარ-
თლიანია, ფაქტობრივად, ძარცვაა, მაგრამ მეორე მხრივ, საინ-
ტერესოა ის პატარა ილეთები, რითაც ხალხი ერთმანეთს აბო-
ლებს. ბაბუას დროს იყო პატარა დაფა, რომელზეც შესრულე-
ბული სამუშაოს აღრიცხავდა, მაგრამ მამამ გააუქმა. შეიძლება
ითქვას, ჩარლი მამაზე ფიქრობს, რომ ის ერთი ზანტი და
დაუდევარი ტიპია.
მელანი საწოლში ჯდება, ძუძუები ნელ-ნელა ერთმანეთის-
კენ გორდებიან და ჯოზეფის ქუჩის ლამპიონების შუქზე ვერ-
ცხლისფრად ანათებენ. მათზე წიფლის ფოთლების ჩრდილი

194
მკითხველთა ლიგა

დალიცლიცებს. მელანიში ნელსონი რაღაც ძლიერ, დედობ-


რივ და მისტიკურ გრძნობას აღძრავს, რასაც თავს გულგრი-
ლად ვერ არიდებს.
- ჩარლიმ ისევ დამპატიჟა. - ამბობს გოგონა.
- წადი. - ურჩევს ნელსონი. მას მოსწონს, რომ მელანი ახ-
ლა საწოლში მის ზემოთ ზის და საწოლი იმ ადგილას ჩაზნექი-
ლია. როცა პატარა იყო, მამასთან და დედასთან ერთად ვილ-
ბურის ქუჩაზე ცხოვრობდა. ამ სახლში ბებია-ბაბუასთან სტუმ-
რად დადიოდნენ. მას სწორედ ამ ოთახში, ამ საწოლში აწვენ-
დნენ ხოლმე. მაშინ ბებიას შავი თმა ჰქონდა, ეს ძალიან ადრე
იყო, მაგრამ სინათლე ზუსტად ისევე ლიცლიცებდა ჭერზე და
კედლებზე, როგორც ახლა. კარგად ახსოვს, ძილის წინ ბებია
სიმღერებს უმღეროდა, მაგრამ რა სიმღერებს, ვერ იხსენებს.
ზოგიერთი პელსილვანიური გერმანულიც იყო. „Rudi, nidi,
Geile...“1
მელანი თმიდან სარჭს იხსნის და საფერფლეში ბოლომ-
დე მოუწეველ ნამწვს ეძებს. მერე წითელ ტუჩებთან მიაქვს და
უკიდებს. ქაღალდი ალდება. როცა მელანი თმის სარჭის მო-
საძრობად ხელს წევს და ნელსონი მის თმიან იღლიას ხედავს,
მისი ასო უნებურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე მსხვილდება
და ბავშვობის სითბოთი გაჟღენთილ ლოგინის ჩაღრმავებაში
მაგრდება.
- არ ვიცი, ვნახოთ, - ამბობს მელანი. - მგონი, მათი აქ
არყოფნით სარგებლობს.
- შენ რას ფიქრობ ამ ამბის შესახებ?
- აღფრთოვანებული არ ვარ.

1
„გააჭენე, გააჭენე, გეილე“; გერმ.

195
მკითხველთა ლიგა

- საკმაოდ კარგი კაცია, - ეუბნება ნელსონი, უფრო და უფ-


რო ეკრობა გოგონას სხეულს და თავისი ერექციის ზრდა
სიამოვნებს. - მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემთან ეძინა.
- ამით რომ მოკვდეს? რა უნდა ვქნა? ერთ-ერთი მიზეზი,
რის გამოც შენ წამოგყევი, ის იყო, რომ მამის ტოლი საყვარ-
ლებისგან გავთავისუფლებულიყავი.
- იმიტომ წამომყევი, რომ პრუმ გითხრა, - პასუხობს ნელ-
სონი და იმ მეორე გოგოს მეორე სახელს ფაქიზად წარმოთ-
ქვამს, თითქოს პაპანაქებაში ცივი წყლის ყლუპი იყო. - მაკონ-
ტროლებ, რომ არსად გავიქცე.
- როგორც გინდა, ისე თქვი, სიმართლის მარცვალი მაგა-
შიცაა, მაგრამ მე რომ ჩემი საკუთარი მიზეზი არ მქონოდა, არ
წამოვიდოდი. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ ასე გადავ-
წყვიტე. მომწონს აქ. ალბათ ასეთი იყო ამერიკა ადრე. ეეს მიჯ-
რით ნაგები აგურის სახლები ისეთი მყარია...
- მძულს აქაურობა. ყველაფერი საშინლად ნესტიანია, ჩა-
ხუთული და დაგმანული.
- სერიოზულად ამბობ ამას, ნელსონ? - ბიჭს მოსწონს, რო-
ცა მელანი რაღაცნაირად კრუტუნით ამბობს მის სახელს. - კო-
ლორადოში დამფრთხალი მეჩვენებოდი, თითქოს ძალიან დი-
დი სივრცე იყო შენთვის. ან, შეიძლება, სიტუაცია არ მოგწონდა.
ახლა ნელსონს თავისი ერექცია უფრო ადარდებს, ვიდრე
კოლორადო. ქვემოთ სპილოს ძვლის კომბალი უდევს, მომ-
რგვალებული თავით, ხოლო თვალწინ - მელანი შეღებილი ტუ-
ჩებით სიგარეტის პაწაწინა ნამწვს გულმოდგინედ ექაჩება და
დიდი ქალივით მსხვილი ყელი ეჭიმება. მელანის სახეზე მუდამ
კოსმეტიკა უსვია - ტუჩებზე პომადა, ყვრიმალებზე ვარდისფერი
საცხი, ეს იმიტომ, რომ სახე ზეთისხილს აღარ მიუგავდეს. აი,
პრუ კი არასოდეს ხმარობს კოსმეტიკას. ტუჩებიც უფერო აქვს

196
მკითხველთა ლიგა

და წარბებიც, სახე კი ფოტოსურათივით გამომშრალი და


მკვეთრი; პრუ - ნელსონს მის გახსენებაზე მუცელში რაღაც
ღრღნის, ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ ვიღაც მუცელს შიგნი-
დან ქვიშით უხეხავს.
- რაც აქ ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს, მამაჩემია, - ამ-
ბობს ბიჭი. მამის ხსენებაზე უსიამოვნო შეგრძნება უმძაფრდება.
- ვერ ვიტან, როგორ ზის მისაღებში, სავარძელში გაშხლართუ-
ლი, ის... - თავს ისე საშინლად გრძნობს, რომ სიტყვების მო-
ძებნა უჭირს. - ის მთელი სამყაროს ცენტრში ზის და ყველა-
ფერს თავისკენ ექაჩება. ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია,
ჩარლიმ მასზე გაცილებით მეტი იცის. ბაბუაჩემმა გზა თვითონ
გაიკვალა, მამაჩემს კი ყველაფერი ყოველთვის ფეხებზე ეკიდა,
უბრალოდ, დედაჩემის ბედოვლათი ქმარია. რით დაიმსახურა
ამდენი ფული? ალბათ მხოლოდ იმით, რომ მაშინაც კი, როცა
უნდოდა, დედას მიტოვება დაეზარა. ზარმაცი და უმწეოა, და
უცნაურიც. იმ ზანგთან ერთად უნდა გენახა, მე რომ მოგიყევი.
- ბაბუა გიყვარდა, არა, ნელსონ? - როცა ბოლდება, მე-
ლანის ხმა ეხრინწება, ისე ლაპარაკობს, თითქოს პატარა ლეკ-
ვი ყეფსო და ამასთანვე, გეგონება, ტრანსშიაო. ორაკულის ქუ-
რუმს ჰგავს სამფეხა სკამზე. ნელსონს ახსოვს, პითიას ამბავი
კენტში ანთროპოლოგიის გაკვეთილზე გაიგო. კენტი - შიგნი-
დან მუცელი ქვიშით უფრო ძლიერად ეხეხება.
- ბაბუას ძალიან ვუყვარდი. - დაბეჯითებით პასუხობს ნელ-
სონი და გვერდს იცვლის, თან ოდნავ დავარდნილ ფალოსს
ისინჯავს, რომელიც სპილოს ძვლისგან გაკეთებულს კი აღარ,
არამედ სისხლისა და ხორცისგან შექმნილს უფრო ჰგავს. -
უსასრულოდ არ მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ ჩემგან დიდი
სპორტსმენი არ გამოვიდა, არც იმისთვის, რომ სიმაღლეში ათი
ფუტი არ ვარ.

197
მკითხველთა ლიგა

- მამაშენისგან შენი კრიტიკა არ გამიგია. - აღნიშნავს მე-


ლანი. - თუ იმ დღეს არ ჩავთვლით, მანქანა რომ დაამტვრიე.
- ჯანდაბა, მე არ დამიმტვრევია. უბრალოდ შეიჭყლიტა ის
ნაბიჭვარი. მამაჩემს კი უკვე რამდენი ხანია, სახელოსნოში
ჰყავს და ვერაფრით მშვიდდება, უნდა, რომ სულ სინდისი მქენ-
ჯნიდეს, ან თავი სრულიად უსარგებლოდ ვიგრძნო, ან არ ვი-
ცი... წინ რაღაც ცხოველი გადმომიხტა, აზრზე არ ვარ, რა იყო,
ზაზუნა, ან მაჩვი, მაგრამ ზოლები არ შემიმჩნევია. არ ვიცი, ამ
იდიოტურ ცხოველებს ასეთ მოკლე ფეხებს რატომ უკეთებს
ღმერთი, კი არ მორბოდა, მოგორავდა, პირდაპირ მანქანის შუ-
ქისკენ მოდიოდა. ნეტა მომეკლა, ნეტა მამაჩემის მანქანაზე მი-
მეჭყლიტა, მის ყველა მანქანას სიამოვნებით მოვთხვრიდი სის-
ხლით.
- რა სისულელეებს ამბობ, ნელსონ, - ღვთიური ტრანსი-
დან პასუხობს მელანი. - მამა გჭირდება. ჩვენ ყველას გვჭირდე-
ბა მამა. ყველაფერს რომ თავი დაანებო, მამაშენი მზადაა შენ-
თვის ყველაფერი გააკეთოს. სულაც არაა ცუდი ადამიანი.
- ცუდია, ნამდვილად ცუდი. არ იცის, მის ირგვლივ რა ხდე-
ბა და არც აინტერესებს. დარწმუნებულია, რომ თვითონ ფან-
ტასტიკური ტიპია. რაც მაგიჟებს, ისაა, რომ ის ასეთი ბედ-
ნიერია. - ნელსონი თითქმის სლუკუნებს. - წარმოგიდგენია, მას
შემდეგ, რაც ამდენი უბედურება მოგვიტანა. მის გამო ჩემი პა-
ტარა და მოკვდა, და ჯილი? თითიც კი არ გაანძრია ჯილის გა-
დასარჩენად.
მელანიმ ეს ყველაფერი იცის.
- გარემოებები არ უნდა დაგავიწყდეს. - მოთმინებით, წამ-
ღერებით წარმოთქვამს ის. - მამაშენი მამაღმერთი არ არის. -
და თითები იქით მიაქვს, სადაც ნელსონმა სიტუაცია უკვე
შეამოწმა. გოგონა იღიმება. იდეალურად ჩაწიკწიკებული კბი-

198
მკითხველთა ლიგა

ლები აქვს. რკინები ედგა და გაისწორა, საწყალი პრუს კბილე-


ბისთვის კი აბა ვინ მოიცლიდა, ძალიან ღარიბი ოჯახიდანაა,
ამიტომ პრუ ვერ იტანს გაღიმებას. მართალია, კბილები მაინ-
დამაინც უსწორმასწორო არ აქვს, მაგრამ ზედა ეშვი ისე აქვს
გადმოსული, რომ ქვედა კბილს ფარავს.
- ისეთი დაძაბული ხარ შექმნილი სიტუაციის გამო, - ეუბ-
ნება მელანი. - მაგრამ მამაშენი ამაში დამნაშავე არაა.
- არის. - არ თმობს ნელსონი. ყველაფერში ისაა დამნაშა-
ვე. იმაშიც, რომ მე ასეთ დღეში ვარ, ის ამით ტკბება. ყოველ-
თვის, როცა მიყურებს, ვგრძნობ, უხარია, ასეთს რომ მხედავს.
დედა კი თავს ევლება, თითქოს მის გამო ოდესმე შეწუხებულა
და თითი მაინც გაუნძრევია; ყველაფერი პირიქითაა.
- მორჩი, ნელსონ, გეყოფა. - ღიღინებს მელანი, - დაივიწ-
ყე ახლა მაინც. მოდი, მეც მოგეხმარები. ზეწარს აგდებს და მის-
კენ ზურგით ბრუნდება. - მოდი, უკნიდან. ასე მიყვარს, თანაც თუ
ვბოლდები. ამ დროს სულ მგონია, რომ ერთდროულად ორ
სივრცეში ვარ.
მელანი არასოდეს ცდილობს გაათავოს. ის ხომ ბიჭს ემ-
სახურება და თავის თავზე არ ფიქრობს. პრუსთან ეს სხვა-
ნაირად იყო. ყურში გოგოს ცხელი ჩურჩული „მოიცადე“ ესმო-
და, ხედავდა, როგორ ცდილობდა გათავებას, და საჭირო კუთ-
ხით მიდგომას, და თუ ნელსონი თავს ვეღარ იკავებდა და იმედს
უცრუებდა, ბიჭს მისი მცდელობა მაინც ძალიან მოსწონდა. პრუს
გახსენებაზე ნელსონს სადღაც ღრმად, გულის ფიცრის ქვეშ და-
ნაშაულის გრძნობა უკრთება და ძლიერ ტკივილს გრძნობს,
როგორც „ყბებშია“ იმ მომენტში, როცა ზვიგენი გოგონას წყალ-
ში ითრევს.
წყალი. მიუხედავად იმისა, რომ პოკონოსში, სფრინგერე-
ბის ძველი კოტეჯის წინ, ყავისფერი, საათივით მრგვალი ტბა,

199
მკითხველთა ლიგა

რომლის ტალღებიც ქვიშიან სანაპიროზე ტყლაშუნობს, საყვა-


რელი და მორჩილია, და ბაჭია ყოველ დილით, ვიდრე ჯენისი
გაიღვიძებს და დედიკო სფრინგერი კი თავის დალიანდაგებულ
ხალათში ძველ ნავთის ქურაზე ყავას ამზადებს, მასში ბანაობს,
ის ფიქრობს, რომ რაც გინდა იყოს, წყალი მაინც სტიქიაა და
დიდად არ ენდობა მას.
სამუშაო დღეებში, როცა პოკონოსში ბევრი ხალხი არ
არის, დილაობით ბაჭია სანაპიროზე მსხვილ, სპეციალურად
დაყრილ ქვიშაზე პირსახოცშემოხვეული სეირნობს. მერე მზე-
რას მათ მეზობლად, ფიჭვებში ჩაფლული კოტეჯებისკენ აპა-
რებს და ტბაში შიშველი შედის. აი, ესაა ფუფუნება! ქვემოდან
ცივი ვერცხლი საზარდულებზე ეხვევა და მთელ სხეულს შუაზე
უპობს. ქინქლები ტბის ზედაპირს გუნდ-გუნდად ახვევიან. ჰარი
ცურვის დროს წყალს აშხეფებს მათ და ისინიც ფრინდებიან,
მაგრამ მალევე უკან ბრუნდებიან და ისევ გუნდებად იკვრებიან.
ჰარი ცურავს და მოსწონს, როცა ხედავს, როგორ არღვევს
ტბის ზედაპირის უძრაობას და რკალები მისგან მღვრიე, მცენა-
რის ფესვებით სავსე ნაპირისკენ როგორ გარბიან.
თუ დილაადრიან გამოვიდა, ბაჭია ხედავს, რომ ტბას ნის-
ლი ორთქლივით ასდის. ადრე ადგომა არასოდეს უყვარდა,
მაგრამ ახლა ფიქრობს, რომ ამაში გარკვეული აზრი დევს -
ახალ დღეში დაწყებისთანავე შედიხარ და მერე მასთან ერთად
მიაბიჯებ. ნისლის ორთქლში ღამის სიგრილე იგრძნობა, ჯერ
კიდევ დაუბინძურებელი გარემო შენთან ერთად იღვიძებს. ბა-
ჭია ისე გაიზარდა, არასოდეს ყოფილა ბავშვთა საზაფხულო ბა-
ნაკში - შესაძლოა, ნელსონი სიმართლეს ამბობს, მისი ოჯახი
მართლაც ძალიან ხელმოკლე იყო, მის მშობლებს აზრადაც კი
არ მოსვლიათ მისი იქ გაგზავნა. ზაფხულის სიცხეში მისი ერთა-
დერთი თავშესაფარი მაუნთჯაჯის ადუღებული ტროტუარები და

200
მკითხველთა ლიგა

მტვრიანი სათამაშო მოედანი იყო, ხოლო ნიუ-ჯერსის სანაპი-


როზე დასვენება მის მეხსიერებას ლამის წამებად შემორჩა.
განსაკუთრებით, ვიწრო გზებზე ძველი „А“ მოდელის „ფორ-
დით“, ხოლო ცოტა მოგვიანებით ტალახისფერი „შევროლეთი“
მგზავრობა, ჩახუთულ სიცხეში დედამისის და მისი დის გულის-
გამაწყალებელი ბუზღუნი. მამა საჭეს იყო ხოლმე ჩაფრენილი.
ჰარი მის გაოფლილ ჭორფლიან კეფას ხედავდა, როცა ფან-
ჯრიდან ნიუ-ჯერსის პატარა უსახურ ქალაქებს ათვალიერებდა,
რომლებსაც ერთიმეორის მიყოლებით გადიოდნენ და რომ-
ლებიც თავისი საკუთარი ქალაქის და ცხოვრების დამახინჯე-
ბულ ანარეკლებს ჰგავდნენ. და ერთ საათში უკვე თავისი
ჩვეული ცხოვრება ენატრებოდა. ამ პატარა ქალაქებში ჰარის-
თვის ნათელი ხდებოდა, რომ საცოდავი ცხოვრება ჰქონდა,
რომ აქ მილიონობით ადამიანი ზუსტად ასეთივე ცხოვრებით
ცხოვრობდა და სახლები, ეზოები და ხეებიც კი შეურაცხმყოფ-
ლად ჰგავდნენ მაუნთჯაჯის სახლებს, ეზოებსა და ხეებს, და იქ
მცხოვრებ ბიჭებს ზუსტად ისევე ჰქონდათ ილუზია, თითქოს მა-
თი არსებობა ისეთი მნიშვნელოვანი იყო სამყაროსთვის, რომ
მათ სიცოცხლეს ვიღაც სათუთად და დიდი სიყვარულით უფ-
რთხილდებოდა. ჰარი უცქერდა უცხო ქალაქში მოსეირნე გო-
გოებს და აინტერესებდა, რომელი მათგანი გახდებოდა მისი
ცოლი, რადგან დარწმუნებული იყო, ბედი აუცილებლად რომე-
ლიმე სხვა ქალაქში გადაისროდა და იქაურ ცოლს მოიყვანდა.
სანაპიროსთან მიახლოებასთან ერთად ტრანსპორტის მოძ-
რაობაც უფრო ინტენსიური ხდებოდა, თითქმის როგორც დედა-
ქალაქში. მანქანები... მათი ელვარებისა და გამონაბოლქვის
გამო მათ ვერასოდეს იტანდა. როცა მგზავრობით დაქანცულე-
ბი და გაღიზიანებულები ბოლოს და ბოლოს ადგილზე ჩადი-
ოდნენ, რა თქმა უნდა, ყველა ავტოსადგომი სავსე ხვდებოდათ

201
მკითხველთა ლიგა

და გასაჩერებელ ადგილს ვერ პოულობდნენ. საშხაპეში მომსა-


ხურე პერსონალი მათ უხეშად ეპყრობოდათ, ოკეანის პირას,
სულ რამდენიმე საათის შემდეგ, არანორმალურად ცხელ ქვი-
შაზე ფეხები ეფუფქებოდათ და საცურაო კოსტიუმი ქვიშით ევ-
სებოდათ, ხოლო მიქცევის ადგილას გაჩენილი უფსკრული სიკ-
ვდილის სუნად ყარდა. თითოეულ ნიჟარას, რომელსაც სანაპი-
როზე პოულობდა, ეს საზარელი სუნი ასდიოდა.
საცურაო კოსტიუმში მშობლების ხილვა თავზარს სცემდა.
დედა სხვა დედებივით მსუქანი არ იყო, - გრძელი, გამხდარი
და ძლიერი სხეული ჰქონდა. და როცა საეჭვო უცხო ხალხს შო-
რის, ან როგორც ამბობდნენ, მოქცევის საშიშ ადგილას იდგა
და მას ან პატარა მიმის ეძახდა, ხელებს ისე აქნევდა, თითქოს
ფრთებიაო, ოღონდ ბუმბულის გარეშე. თანაც, ის „ბაჭიას“ კი არ
ეძახდა, არამედ „ჰასი! ჰასი!“ მამას კანი იმ ადგილებში, რომე-
ლიც სამუშაო კომბინეზონით მუდმივად დაფარული ჰქონდა,
თოთო და ფითქინა მოუჩანდა. ჰარის მოსწონდა, რომ მამას
ასეთი ადგილები ჰქონდა, საგანძურივით დამალული. საშხაპე-
ში ის და მამა სწრაფად იცვამდნენ, ისე, რომ ერთმანეთს არ
უყურებდნენ და დღის ბოლოს ისევ იცვლიდნენ. დაიმონდში
დაბრუნებას კარგა ხანი უნდებოდნენ, ისე, რომ მზეზე იწვებოდ-
ნენ და მერე საშინლად სტკიოდათ. ის და მიმი ერთმანეთს დამ-
წვარ ადგილებში უტყაპუნებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ერ-
თმანეთის ყვირილი გაეგოთ და ეს უქმად გაფლანგული კიდევ
ერთი მოწყენილი დღე, რომელიც შეეძლოთ ნაყოფიერად
გაეტარებინათ მაუნთჯაჯის სათამაშო მოედანზე ინტრიგებსა და
ნაცნობებს შორის, როგორმე გაემხიარულებინათ.
ეს არდადეგები, ოკეანისკენ მგზავრობა ჰარის მახსოვრო-
ბას ისე შემორჩა, როგორც სვლა უზარმაზარი ლურჯი მთისკენ.
ზოგჯერ ძილში ჩაესმის დედის ხმა: „ჰასი“. ახლა, როცა მდიდა-

202
მკითხველთა ლიგა

რია, ხვდება, რომ ეს იყო ღარიბების გასვლა - დასვენება, რო-


მელიც მზით დამწვრობითა და კუჭის აშლილობით მთავდებო-
და. მამას ხამანწკები და კიბორჩხალის კატლეტები უყვარდა,
თუმცა როგორც კი შეჭამდა, მაშინვე გულისრევა ეწყებოდა.
როცა პატარა მიმის ეძინა, ხოლო „А
“ მოდელი გარაჟში იდგა, ჰარის ესმოდა, როგორ არწყევ-
და მამა ეზოს შორეულ კუთხეში. მამა არასოდეს წუწუნებდა არც
სამსახურზე და არც გულისრევაზე, ორივეს, როგორც საკუთარ
ბედისწერას, ისე იღებდა, უბრალოდ, თანდათან უფრო ხშირად
მეორდებოდა, სულ ეს იყო განსხვავება.
ასე რომ, როცა ბაჭია პირველად ჩამოვიდა ამ კოტეჯში,
საკუთარ აგარაკზე დასვენება მისთვის ახალი ხილი იყო. ფრედ
სფრინგერმა ეს აგარაკი საკმაოდ გვიან შეიძინა - მხოლოდ მას
შემდეგ, რაც „ტოიოტაში“ მნიშვნელოვნად დაწინაურდა, მისი
ერთადერთი ქალიშვილი კი გაიზარდა და დაქორწინდა. ჰარი
და ჯენისი აქ, როგორც წესი, ერთი კვირით სტუმრად ჩამოდი-
ოდნენ. ყველასთვის საკმარისი ადგილი არ იყო და მალევე
იძაბებოდნენ, ხოლო პატარა ნელსონს მაშინვე კოღოები კბენ-
დნენ და საწყალი გაბმით ღნაოდა ხოლმე. ერთადერთი გასარ-
თობი ბაშკილის ჩანჩქერი იყო, იქ თუ ავიდოდა კაცი გვიმრებით
დაფარული კიბით.
როცა ფრედი მოკვდა, ჰარი ამ კოტეჯის ბატონ-პატრონი
გახდა და საბოლოოდ მიხვდა, რომ ბუნება მხოლოდ ის კი
არაა, რაც ტროტუარის ნაპრალებიდან ამოდის, ან ის, რაც
ფერმერებს მიყრუებულ ადილებში სამუდამოდ ატყვევებს, არა-
მედ ელექსირია, ფუფუნება, რომელიც ჩვენს დაბინძურებულ
საუკუნეში იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ, შემოღო-
ბონ და დაბინძურებისგან დაიცვან. რა თქმა უნდა, ეს ხუთოთა-
ხიანი, ყავრით გადახურული კოტეჯი, რომელსაც დედიკო

203
მკითხველთა ლიგა

სფრინგერი მთელი ზაფხულით აქირავებს, გარდა აგვისტოს სა-


მი კვირისა, რომელსაც თავად ატარებენ აქ და თუ საშუალება
მიეცემა ხოლმე, ნადირობის სეზონზეც, ბევრად არ განსხვავდე-
ბა ძველი, ნახევრად დანგრეული წაწვეტებულსახურავიანი მო-
ნადირის სახლებისა და პატარა საკურორტო სასტუმროებისგან,
რომლითაც სავსეა აქაურობა და თანდათან თავისით ინგრევა
ან დეველოპერები ანგრევენ. თუმცა, მას უკან ორი აკრი მიწა
აკრავს, ასევე ნავსადგომი თავისი ნავიანად. ასე რომ, ჰარის
ეძლევა არჩევანი, აქ მისი ცხოვრება ისე გაატაროს, როგორც
სურს, ისე, როგორც, ვთქვათ, მენიუდან ირჩევენ კერძებს, ან
ჯამიდან ხილს. აქ, პოკონისში, კვება, ფიზიკური ვარჯიში და ძი-
ლი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება და მთელ დღეს ავსებს. და
კიდევ, ახალმოდუღებული ყავის გემო, როცა დილით სახლში
ჯერ კიდევ სველი შედის; დილის ნისლისა და ფანჯრის დაჟან-
გული ბადის ნაზი ამბორი; ჯენისი მოკლე შორტებსა და ბიჭის
შავ მაისურში, მისი გარუჯული ფეხები; ლურჯი ჩხიკვი პარმაღ-
ზე, ვარდისფრად დაზოლილი პრიალა ქვა, რომელიც ზედა
კარს აქვს მიდებული, რადგან კარს საკეტი გაუფუჭდა; ჰარის აქ
ყველაფერი უყვარს და პირველი შემთხვევა არაა, როცა ცდი-
ლობს, ამ მარტივ ელემენტებთან, რომლისგანაც მისი ცხოვრე-
ბა შედგება და რომელიც მასში დაბადებიდანაა ჩაქსოვილი,
ჰარმონიაში მოვიდეს. ალბათ, მართლაც შესაძლებელია კარ-
გად ცხოვრება.
ცდილობს, ჯინი არ დალიოს, არც წასახემსებლებს ეტანე-
ბა. ცურავს, დილის ყავასთან ერთად დედიკო სფრინგერის მო-
გონებებს ეზიარება და ყოველდღე ჯენისთან ერთად სოფელში
საყიდლებზე დადის. საღამოობით, ლამფის ლიცლიცა სინათ-
ლეზე ქალებთან ერთად ბანქოს თამაშობს, დასაძინებლად ად-
რე წვება. თევზაობა არ უყვარს და არც ჩოგბურთის თამაში

204
მკითხველთა ლიგა

ეპიტნავება ცოლთან ერთად იქ დამსვენებელი რომელიმე


წყვილის წინააღმდეგ, რომლებსაც, როგორც ბინათმესაკუთრე-
ებს, მათ მსგავსად, უფლება აქვთ იქაური, ფიჭვებში ჩაფლული,
ძველი, ეკალმავთულით შემოღობილი, თიხამიწიან ჩოგბურ-
თის კორტებით ისარგებლონ. ჯენისი თითქმის ყოველდღე ვარ-
ჯიშობს კლუბში და ამიტომ, ჰარი მისი ძლიერი, გრაციოზული
სხეულის გვერდით თავს მოუხერხებლად და ძონძროხად
გრძნობს. ბურთი მისკენ ისეთი სიჩქარით მოფრინავს, რომ მის
ჩოგანს მისი მოგერიება ნამდვილად არ შეუძლია. შავ მაისურზე
ჯენისს „ფილადელფიელები“ აწერია. ეს მაისური ჰარიმ ნელ-
სონს ვეტერანების სტადიონზე უყიდა, მაგრამ როცა ის კენტში
წავიდა, თან არ წაიღო და ჯენისმა, რომელიც ცდილობს, რაც
შეიძლება ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, იპოვა და
მიისაკუთრა. ტიპური სიტუაციაა: ბიჭი გაიზარდა და ჰარისთვის
ცხოვრების ტრაგედიად და საფრთხედ იქცა, ხოლო ჯენისის-
თვის მიზეზად, რომ მის მაისურს დაეპატრონოს. სხვათა შორის,
ნელსონს ეს მაისური აღარც ჩაეტევა, ჯენისს კი ძალიან უხდება.
ბაჭია გრძნობს, რომ ის იქვეა, მასთან, თვალის კუთხიდან ხე-
დავს, რა გაცილებით თავისუფლად მოძრაობს, ვიდრე თვი-
თონ, საშუალო ასაკის გარუჯული ქალი, მოკლედ შეჭრილი
თმითა და სიმკვირცხლით. ჯენისი ზუსტად ჩოგანში უგზავნის
ბურთს, ის კი, ან მეტისმეტად ძლიერად ურტყამს, ან, როგორც
ქალი კარნახობს, ცდილობს, ბურთს „ნაზად მოექცეს“ და პირ-
დაპირ ბადეს უმიზნებს.
- ჰარი, ნუ ცდილობ, დაუმიზნო, - არიგებს ჯენისი. - მუხლე-
ბი მოხარე. ბადისკენ შეტრიალდი. - ჯენისი ხომ უამრავს ვარ-
ჯიშობს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის უფრო კარგ მოთა-
მაშედ ჩამოყალიბდა, ვიდრე ჰარი.

205
მკითხველთა ლიგა

და ახლაც, მორიგი ჩაწოდების მოლოდინში, ფიქრობს:


მაინც, რა უქნა თავის საკუთარ ცხოვრებას, რომელიც აგერ,
თითქმის ნახევარი უკვე მიილია? ის დედისთვის კარგი შვილი
იყო, გულშემატკივრების აზრით, - კარგი კალათბურთელი. ტო-
თერო, მისი ძველი მწვრთნელი, კარგ, განსაკუთრებული ნიჭით
დაჯილდოებულ მოთამაშედ თვლიდა; მიუხედავად იმისა, რომ
რუთმა იცოდა, ჰარი მას ადრე თუ გვიან მიატოვებდა, მას მაინც
სხვებისგან გამორჩეულად მიიჩნევდა. რაღაც პერიოდი ჰარი
სიკვდილის შიშს ებრძოდა, მერე ყველაფერს მიაფურთხა და
მუშაობა დაიწყო. ახლა კი, მის ირგვლივ იმდენი ადამიანი მოკ-
ვდა, რომ ყველა ცოცხლად დარჩენილის მიმართ კეთილგან-
წყობილი დამოკიდებულება გაუჩნდა. მას ახლა ყველა ეს ადა-
მიანი უყვარს, ვინც მასთან ერთად ჩოგბურთის კორტზეა. ედი
და ლორეტა: ედი კომპიუტერების სპეციალისტია, კონტრაქტო-
რი ისტონიდან. ჰარის ხის კენწეროებიც უყვარს მათ ზემოთ და
ზაფხულის ლურჯი ცაც. იცის კი რამე? წიგნებს არასოდეს კით-
ხულობს, მხოლოდ გაზეთებს, ისიც იმიტომ, რომ ადამიანებს
რამეზე ელაპარაკოს, თანაც მხოლოდ პოპულარულ ისტორი-
ებს ეტანება, მაგალითად, კიდევ სად გაემგზავრება ირანის შაჰი
და მართლა ავად არის ის თუ არა. და ის ამბავი კიდევ, ბალტი-
მორელ ექიმზე. ჰარის უყვარს ბუნება, მიუხედავად იმისა, რომ
ზუსტად არც კი იცის, რას რა ჰქვია. ეს წიფელია თუ ფიჭვი? მას
უყვარს ფული, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხვდება, მასთან
საიდან მოედინება, ან სად ეხარჯება ამდენი. მას უყვარს კაცები,
რომლებიც თავიანთ ღიპებსა და წითელ დაღარულ კისრებს
არად დაგიდევენ და არ იციან, რაზე ისაუბრონ, როცა თამაში
მთავრდება, რა თამაშიც უნდა იყოს. როგორ ვაუფასურებთ
ცხოვრებას და რა საოცრებაა გონება, ასეთ მანქანას ვერავინ
შექმნის, თუმცა, ედიმ მას კომპიუტერის შესახებ უამბო, რომე-

206
მკითხველთა ლიგა

ლიც მთელ ოთახს იკავებს. სხეულს შეუძლია შეასრულოს ათა-


სობით ფუნქცია და ამ ფუნქციებს ქარხანაში შექმნილი ვერცერ-
თი მექანიზმი ვერ შეითავსებს. ჰარის უყვარდა ახალ-ახალი ქა-
ლები, მაგრამ ახლა უკვე ურჩევნია ეს ყველაფერი მხოლოდ
წარმოიდგინოს, - ახლა ეს უკვე ახალგაზრდების საქმეა. ჰარის
უკვირს, მაინც, საიდან მოვიდა ამდენი ახალგაზრდა, ყველგან
ხედავს მათ - ბარებში, მანქანებში, ქუჩებში, კინოს რიგში და
როცა მათ შორის ხვდება, თავი ყველაზე ბებერი ჰგონია. ხში-
რად, როცა ღამით ჯენისის გვერდით წევს, გრძნობს, რომ ქალი
სექსის გარეშე ვერ დაიძინებს და ცდილობს, რამე ისეთი წარ-
მოიდგინოს, რაც აღაგზნებს, მაგრამ ამაოდ. ერთადერთი, რაც
ამ ბოლო დროს შველის, არის სურათი, სადაც ქალი ოთხზე
დგას და ერთი კაცი უკნიდან ჟიმავს, ხოლო მეორეს კი თვითონ
სწოვს. ამ სცენაში გაუგებარია, თავად ჰარი ვის როლს ასრუ-
ლებს - რომელიც ქალს ჟიმავს, თუ რომელსაც ქალი სწოვს. ის
დგას და ამ სამეულს გვერდიდან უყურებს, როგორც ფილმს
უაიზერ სთრითის ზემო ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კინოთეატ-
რში, სადაც შემდეგი სათაურების ფილმებს აჩვენებენ: „ქალიშ-
ვილი ჰარემიდან“ ან „სრული სვლით“ და ქალის შეგრძნებები
უფრო ახლობელია მისთვის, ვიდრე კაცის. - კაცის ასო პირში
ალბათ ისეთივეა, როგორც პატარა სველი ცუკინი, და კიდევ
ერთი ასო შენში, შედის, გამოდის, შედის, გამოდის. ზოგჯერ ძი-
ლის წინ ლოცვას ბუტბუტებს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს,
მასსა და ღმერთს შორის ურყევი შეთანხმებაა დადებული.
ჰარი სირბილს იწყებს. თავიდან უჭირს. ტყეში ცხენოსნო-
ბისთვის განკუთვნილ, თიხოვანი მტვრისგან გასტაფილოსფრე-
ბულ ბილიკზე ჩოგბურთის კედებით მძიმედ დარბის, შემდეგ
„ნაიკის“ ცისფერ-ოქროსფერ, სტრაუდსბურგში სპორტულ მაღა-
ზიაში სპეციალურად შეძენილ სასპორტო ფეხსაცმელში, უფრო

207
მკითხველთა ლიგა

და უფრო მსუბუქად, მშვიდად და სწრაფად. თავიდან გრძნობს,


როგორი მომაკვდინებლად მძიმე ტვირთია მისი წონა გულისა
და ფილტვებისთვის. დილაობით კუნთები ისე სტკივა, რომ ლო-
გინიდან ძლივს დგება და გაოცებული ხმამაღლა იცინის. მაგ-
რამ დღე დღეს მისდევს და ჰარი ვახშმის შემდეგ, ვიდრე მთე-
ლი სინათლე გავა ტყიდან, სიგრილეში დაძუნძულებს. მისი
სხეული ამ ახალ მოთხოვნას ეჩვევა, ფეხები უმაგრდება,
სხეული ისე მძიმედ აღარ აწვება, მკერდი ჟანგბადით ევსება,
დარბის და ტოტები ყურებთან ისე უწივიან, თითქოს გვერდით
ჩიტებმა ჩაუფრინესო. ჰარი ყოველდღიურ სავალდებულო დის-
ტანციას ერთ-ნახევარ მილამდე აგრძელებს. ვიდრე ქვიშის
საათი ჩამოიცლება, ის სირბილით ძველი მამულის ჭიშკრამდე
მიდის. ქვანახშირის სასახლე - ასე ეძახიან აქაურები ამ ად-
გილს, რადგან ის მამული ქვანახშირის სკრანტონელი მაგნატის
საკუთრება იყო. მამული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გა-
ფანტულმა და რაოდენობრივად მნიშვნელოვნად შემცირებულ-
მა მისმა შთამომავლობამ თითქმის მიატოვა, საცურაო აუზი და-
ბინძურდა, ჩოგბურთის მოედანი ბალახმა დაფარა, ირგვლივ
ყველაფერი ჩაკვდა. მონადირის ქოხში ირმის თავები ობობას
ქსელიდან შუშის თვალებით იყურებიან, შიფერით დახურული
ძირითადი სახლის სარკესავით პრიალა ფანჯრები ახლა აჭე-
დილია. როგორც იქაურები ამბობენ, ამ ათიოდე წლის წინ მის-
მა ერთ-ერთმა შვილიშვილმა აქ კომუნის დაარსება სცადა და
ახალგაზრდებმა აქაურობა გააპარტახეს. რისი გატანაც შეძ-
ლეს, ყველაფერი გაყიდეს, მათ შორის, ორი ბრინჯაოს ბრონ-
ტოზავრიც, ქვანახშირის ეპოქის სიმბოლო, მთავარ შესას-
ვლელს რომ იცავდა. რკინის მასიურ ჭიშკრებს ვეებერთელა
ჯაჭვებზე დაკიდული ბოქლომები ადევს. ბაჭია ჭიშკარს ეყ-
რდნობა და ღრმად სუნთქავს. მის ირგვლივ სამყარო ჯერ კი-

208
მკითხველთა ლიგა

დევ დარბის და ამ ვიბრაციას მისი ფეხებიც ყვება. მერე ბრუნ-


დება და უკან მირბის, თან ცდილობს, არაფერზე იფიქროს და
ყურადღება არ მიაქციოს საკუთარ მძიმე სხეულს. გადის ად-
გილს, სადაც ოდესღაც მდელო უნდა ყოფილიყო, ახლა კი სა-
რეველებითაა სავსე, აქა-იქ კი კედარია ამოჩრილი და მერ-
ცხლები ზაფხულობით, საღამოს ნესტში გამოცოცხლებული
მწერების საძებნელად მოფრინავენ. ბაჭიაც, თითქოს მერცხა-
ლიაო, დაფრინავს მიწის ზემოთ, მკვდრების ზემოთ, ახალი
სპორტული ფეხსაცმელი კი ცისფერ-ოქროსფერად ბზინავს.
მკვდრები ზემოთ იხედებიან. დედა და მამა ისევ ერთად წვანან
ისევე, როგორც წლების განმავლობაში იწვნენ თავის, დიდი
დეპრესიის დროს შეძენილ საწოლში, რომელიც არც არასო-
დეს შეუცვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ის, წვიმაში დარჩენი-
ლი სამთვლიანი ველოსიპედივით, საშინლად ჭრიალებდა და
თანაც ისეთი მოკლე იყო, რომ მამას ფეხები მუდამ გარეთ
ჰქონდა გამოყოფილი. ქაღალდივით თეთრი ფეხები, ფეხები,
რომლებიც ბოლოს ვენებისგან დაესერა და აუჭრელდა. მამას
სულ ცოტა მაინც რომ ეზრუნა საკუთარ ჯანმრთელობაზე, ალ-
ბათ მეტხანს იცოცხლებდა. ტოთეროც იქ წევს, ქვემოთ, უზარ-
მაზარი თვალებით, იმხელა თვალები აქვს, მის უფორმო სახეზე
დიდი ლამბაქები გეგონება, მისი დასიებული ენა კი სიტყვებს
ეძებს. ფრედ სფრინგერიც, რომელმაც ჰარი იმ ადგილას დას-
ვა, სადაც ახლაა, მოსვენებას არ აძლევს, სულ იკუზება და ისეთ
სახეს იღებს, პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ახალბედას
რომ უყურებს ხოლმე. იქაა სკოტიც, რომელმაც, თუ გაზეთებს
დავუჯერებთ, პირველმა ესროლა ფილადელფიელ პოლი-
ციელებს, თუმცა, მაშინ იქ ოცამდე პოლიციელი მაინც იქნებო-
და, ხოლო კომუნაში კი მხოლოდ ორსული ქალები და ბავშვე-
ბი იმყოფებოდნენ. ის ახლა ზურგშექცევით წევს და მიწასავით

209
მკითხველთა ლიგა

შავია. მდელო მთავრდება და ჰარი გვირაბში ხვდება, სადაც


ბნელა და ძირს ეკლის ხალიჩაა დაგებული. ჰარი უხმაუროდ
დარბის, როგორც ინდიელები, რომლებიც ისე მოძრაობდნენ,
რომ ჩქამსაც ვერ გაიგონებდი, რადგან ოდნავი ხმაც კი სიკ-
ვდილს ნიშნავდა. ისე დაიღალა, რომ ფეხებს ძლივს გრძნობს
და ისინიც უკონტროლოდ ფართხალებენ, როგორც ძველი,
გაუმართავი მანქანის კბილანები. ბეკიც, პაწაწინა მარცვალი,
მიწაშია და ჯილიც, ახლად ამოყრილი ნერგიც, რომელსაც მზეს
არიდებენ, - ჰარის ეჩვენება, რომ ისინი მიწაში ვარსკვლავები-
ვით კიდიან და მათ უკან კი ვარსკვლავთა მერიდიანია, მთელი
ხალხები, როგორც, მაგალითად კამბოჯიელები, რომლებიც
ამოხოცეს და ის კი მათზე დარბის, ფეხით ქელავს მათ, ისინი
კი, იმ ქსოვილით, რაც მათგან დარჩა, მხიარულად ესალმებიან.
ჰარის ფილტვებზე ცეცხლი ედება, გული სტკივა. ესაა, რაც მას
ქვედა სამყაროს ბინადართაგან განასხვავებს. ისინი ქვემოდან
ეალერსებიან მას, ჰარის უყვარს მიწა, მაგრამ მათ შეცდომას
არასოდეს გაიმეორებს - არასოდეს მოკვდება.
ასი ფუტიღა დარჩა. მოღრეცილ ჭიშკრამდე ნამდვილი
სპორტსმენივით არბის. კარს აღებს და გრძნობს, დამპალი
იატაკი მის ფეხქვეშ როგორც იდრიკება. ძველ ლამფაში ვენე-
ციური შუშა, რომელიც ახლა ანტიკვარად ითვლება და სულ
უფრო და უფრო ძვირდება, ისევე წკრიალებს, როგორც ჭურ-
ჭელი ანტიკვარულ ბუფეტში. სამზარეულოდან ჯენისი შიშველი
ფეხების ტყაპუნით გამოდის და შეშინებული უყურებს.
- ჰარი, რა წითელი ხარ, რა მოგივიდა?
- არაფერი. მე კარგად ვარ.
- დაჯექი. ღვთის გულისათვის. რაში გჭირდება ეს ვარჯიში,
რისთვის ემზადები?

210
მკითხველთა ლიგა

- მარათონისთვის. - ძლივს ამოთქვამს. - ძალიან მაგარია.


შენი შესაძლებლობები ოდესმე ხომ უნდა გაიგო.
- ზედმეტ ძალას ატან თავს, მე თუ მკითხავ. მე და დედამ
უკვე ვიფიქრეთ, რომ გზა აგებნა. იცი, მე და დედას ბანქოს თა-
მაში გვინდოდა, შენ ძალიან დაიღალე?
- შხაპი უნდა მივიღო. სირბილში ცუდი ისაა, რომ ოფლი-
ანდები.
- მაინც ვერ ვხვდები, რის დამტკიცებას ცდილობ. – „ფი-
ლადელფიელების“ მაისურში ნელსონს ჰგავს, იმ დროინდელ
ნელსონს, ვიდრე გასუქდებოდა და პირის პარსვას დაიწყებდა.
- ახლა ან არასოდეს - ეუბნება ჰარი, თან გრძნობს, რო-
გორ ასხამს ტვინში სისხლი და წარმოსახვას უაქტიურებს. - ვი-
ღაცას ჩემი მოკვლა უნდა. შემიძლია დავნებდე კიდეც, მაგრამ
ჯობს, შევებრძოლო.
- ვის უნდა შენი მოკვლა?
- ვინ, ვინ, და შენ კარგად იცი. შენი გამოჩეკილია.
ცხელი წყალი აქ პატარა ელექტროგამაცხელებლის წყა-
ლობით მოდის. რამდენიმე წუთი მდუღარე ასხამს, მერე წყალი
მომენტალურად ნელდება. „სავსებით შესაძლებელია ადა-
მიანის მოკვლა, თუ ბანაობის დროს ცივ წყალს გაუთიშავ,“ ფიქ-
რობს ჰარი, ელოდება, წყალი ბოლომდე გაცივდეს და მხო-
ლოდ მერე გამოდის შხაპიდან. იატაკზე სველი ნაფეხურების
დატოვება ისე უყვარს, გიჟდება. მეორე, მანსარდის ტიპის სარ-
თულზე ადის და თვალწინ თავისი ქალიშვილის ფეხის ტერფები
უდგას, მაღალ პლატფორმებზე შემდგარი. მრგვალი, ფერ-
მკრთალი სახით ახლა მოჩვენებას წააგავს, მაგრამ არა
მკვდარს, ის ჰარივით სუნთქავს, შედის წყალში, სტიქიიდან სტი-
ქიაში გადადის და იზრდება. ჰარი მისი და ჯენისის საძინებელში
გადის, ჟოკეის შორტებს, ნიანგის ტყავისსახიან პერანგსა და

211
მკითხველთა ლიგა

რბილ, „ლევი“ ჯინსის თხელ ქურთუკს იღებს. აქ ტანსაცმელს


სოფლის პატარა სამრეცხაოში არეცხინებენ. ის საგულდაგუ-
ლოდ დაუთოებულ ტანისამოსს ერთიმეორის მიყოლებით იც-
ვამს, თითქოს კაფელის ფილებიაო, თავისი კეთილდღეობის
ამსახველ ფილებს ერთიმეორის მიყოლებით თავის ადგილას
ათავსებს. საწოლზე ჯდება და ახალგარეცხილ წინდებს იცვამს.
ჩამავალი მზის სხივი ფიჭვებს შორის გზას იკვლევს და დანასა-
ვით ესობა ყვითელი კოჟრებით სავსე ბანჯგვლიანი ფეხის თი-
თებს შორის. გამჭვირვალე ფრჩხილები ღუმლის სარკმელებს
მიუგავს. არა უშავს, უარესი ფეხებიც არსებობს: ზაფხულობით,
ზოგ ქალს სანდლებში მოუჩანს წლობით წვეტიანი მაღალქუს-
ლიანი ფეხსაცმლის ტარებისგან მოღუნული ნეკა თითი, ან ისე
უშნოდ გამოჩრილი ცერა, რომ მოტეხილი გეგონება. მადლობა
ღმერთს, კაცია და მაღალი ქუსლები არასოდეს ემუქრება. თუმ-
ცა, აი, სინდი მერქეთს ფეხის თითები ისე აქვს ჩალაგებული,
როგორც კანფეტები ყუთში. მომწოვეთ. რა ბედნიერია ეს გახე-
ვებული ვები. ჯერ კიდევ ბედნიერია. რა ბედნიერებაა სიცოც-
ხლე. ჰარი ქვემოთ ჩადის და თავის ბედნიერებას მეოთხე სტი-
ქიას უმატებს. ცეცხლს ანთებს. დედიკო სფრინგერმა, დროს
რომ არ ჩამორჩენოდა, ახალი შეშის ქურა იყიდა, მისი პრიალა
შავი მილი კი ძველ გამურულ ბუხარში მარჯვედ შეყო. როცა
კოტეჯში ელექტრობა შემოიყვანეს, მოხუცმა სფრინგერმა
ელექტროგამათბობელი დააყენა, მაგრამ მის ქვრივს არ სურს
ზედმეტი ხარჯი გასწიოს და გამათბობელი ჩართოს, მიუხედა-
ვად იმისა, რომ აგვისტოს ბოლოს ტბიდან უკვე სიგრილე მო-
დის. ქურა ტაივანშია დამზადებული და გრძელტარიან ქვაბზე
არანაკლებ სუფთაა. ჰარი იქვე, ეზოდან ამოტანილ ხმელ
ფიჩხს ქურაში დებს, ზემოდან „ფილადელფიის ცნობარიდან“
ამოხეულ სპორტის ამბების ფურცლებს ადებს და ცეცხლს უკი-

212
მკითხველთა ლიგა

დებს. უყურებს, როგორ ეკიდება ცეცხლი და როგორ იწვის სიტ-


ყვები „არწივები მზად არიან.“ სიტყვები ჯერ თეთრდება და შემ-
დეგ იფერფლება. ჰარი ცეცხლს მსხლის ხის ნამგალა ჩამონათ-
ლებს უმატებს, რომელსაც ადგილობრივი დურგალი ბუშელე-
ბით ყიდის. ცეცხლი სიბნელეში ჯენისსა და დედიკო სფრინგერს
ეგებება, როცა ისინი სამზარეულოდან შემოდიან. ქალები ბან-
ქოს დასტას იღებენ და სათამაშოდ ემზადებიან. დედიკო ბან-
ქოს არიგებს და ამბობს:
- ჰარი, მე და ჯენისმა ვისაუბრეთ და ორივეს მიგვაჩნია,
რომ შენს ასაკში ასე სირბილი მართლაც რომ უგუნურებაა. -
სიტყვებს ცალ-ცალკე გამოთქვამს, ქაღალდების დარიგების
რითმში.
- ზუსტად ჩემს ასაკში უნდა ვირბინო ასე. ახლა უნდა და-
ვიწყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. აქამდე ვარჯიშის გა-
რეშეც შეიძლებოდა ცხოვრება.
- დედა ამბობს, რომ ჯერ გული უნდა გაასინჯო. - ეუბნება
ჯენისი.
ჯენისს სვიტერი და ჯინსები აცვია, მაგრამ ისევ ფეხშვე-
ლაა. ჰარი თვალს მაგიდის ქვეშ მისი ფეხებისკენ აპარებს. რა
სწორი თითები აქვს. რაღაც არ ეტყობათ, რომ რამე უჭირთ -
თხელი, გარუჯული და ბიჭური. ჰარის მოსწონს ეს. აქ, პოკო-
ნოსში, ჯენისი ხშირად გამოიყურება ბიჭივით. მისი თანაგუნდე-
ლი. ეს იმ დროს ახსენებს, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, თავის
მეგობრებს სტუმრობდა ხოლმე.
- ხომ იცი, - ამბობს დედიკო სფრინგერი, - რომ მამაშენი
საფლავში გულმა ჩაიყვანა.
- ის წლების მანძილზე ავად იყო, - პასუხობს ჰარი, - ბევრი
რამ სტკიოდა. სამოცდაათის გახდა. უკვე მზად იყო იქით გასამ-
გზავრებლად.

213
მკითხველთა ლიგა

- ვერ იტყვი, როდის ჩამოკრავს შენი დრო.


- ამ ბოლო დროს იმაზე ვფიქრობ, რამდენი ადამიანი აღა-
რაა ცოცხალი. - ამბობს ჰარი და თავის ქაღალდს თვალს არ
აშორებს. ტუზი, ათიანი, მეფე და ყვავის ვალეტი. არც ერთი ქა-
ლი. არაფერი გამოუვა. არც ოთხიანი არ მოუვიდა. მე - პასი.
- პასი. - ამბობს ჯენისიც
- ოცდაერთი მაქვს. - ოხრავს დედიკო სფრინგერი და გუ-
ლის ცხრიანს, ყვავის ქალს და ვალეტს აბრუნებს.
- ოჰო! - ეუბნება ჰარი - აი, მესმის ძალა.
- ვინ აღარაა ცოცხალი, ჰარი? - ეკითხება ჯენისი.
ქალს ეშინია, რომ ჰარი ბეკის გულისხმობს. მაგრამ ის
მართლაც ძალიან იშვიათად ფიქრობს მათ პატარა მკვდარ გო-
გოზე და თუ ახსენდება, ძალიან სასიამოვნოდ, ისე, როგორც
ზამთრის მზე, რომელმაც თოვლიანი ღამის შემდეგ გამოაჭყი-
ტა.
- დედა და მამა. მაინტერესებს, გვხედავენ თუ არა. მთელი
ცხოვრება ისე ცდილობ მშობლების ყურადღება მიიპყრო,
ასიამოვნო, მერე კი მათ გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ვინ ზრუნავს შენზე?
- ბევრი სხვა ვინმე. - ეუბნება ჯენისი.
- შენ არ იცი, რა გრძნობაა, დედა ხომ ჯერ ცოცხალი
გყავს.
- კიდევ ვიცოცხლებ, - ამბობს ბესი და მაგიდაზე ჯვრის
ტუზს დებს. - მამაშენი მშრომელი კაცი იყო, ცხვირს არასოდეს
იბზეკდა, დედაშენს კი, უნდა ვაღიარო, ვერ ვიტანდი. არც გა-
რეგნობით ექნა ღმერთს და ენაც ალესილი ჰქონდა
- დედა! ჰარის უყვარდა დედამისი!
ბესი გულის ტუზს აგდებს.

214
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ასეც უნდა იყოს, როგორც ამბობენ, ბიჭები დედებზე


გიჟდებიან, მაგრამ მეცოდებოდა ჰარი, როცა ის ცოცხალი იყო.
მას ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე და ჰარი-
საც თავს ამადლიდა, თუმცა ის საყრდენი, რაც მე და ფრედმა
ჰარის მივეცით, მან ვერასოდეს მისცა.
ის ისე ახსენებს ჰარის, თითქოს ისიც მკვდარი იყოს.
- თუ შემამჩნიეთ, ჯერ კიდევ აქ ვარ. - ამბობს ის და გულის
უმცირეს კარტს ჩამოდის.
ბესი ტუჩებს კუმავს, ლოყებს ბერავს და ბანქოს დაჰყუ-
რებს.
- ვიცი, რომ აქ ხარ. არც არაფერი მითქვამს ისეთი, რასაც
პირდაპირ არ გეტყოდი. დედაშენი ერთი საცოდავი ქალი იყო,
რომელმაც ბევრი ცუდი გააკეთა. შენ და ჯენის ყველაფერი
სხვაგვარად გექნებოდათ, როცა ერთად ცხოვრება დაიწყეთ,
მერი ენგსტრომი რომ არ ჩარეულიყო. თავი დიდი ვინმე ეგონა,
აი, ესაა სიმართლე. - ბესის სახეზე ისეთი გამომეტყველება
აქვს, როგორც აქვთ ხოლმე ქალებს, რომლებიც ერთმანეთს
ვერ იტანენ. უნდა ითქვას, რომ არც დედას ეხატებოდა გულზე
ბესი სფრინგერი. „ტუტუცი მეტიჩარა, ცოლად გაჰყვა იმ თაღ-
ლითს, ახლა ჯოსეფ სთრითზე დიდ სახლში ცხოვრობს და ყვე-
ლას ზემოდან უყურებს, მაგ ქალს იმდენი ტვინიც არ აქვს, რომ
ტაფაზე წასასმელად გეყოს. კოერნერსები ჩვეულებრივი გლე-
ხები იყვნენ, თვითონ მუშაობდნენ მიწაზე და ის მიწაც კი არა-
სოდეს ღირსებიათ ნორმალური.“
- დედა, ჰარის დედა ლოგინად იყო ჩავარდნილი, როცა
სახლი დაგვეწვა, უკვე სიკვდილის პირას იყო.
- სიკვდილის პირას კი იყო მაგ დროს, მაგრამ თავისი საქ-
მე უკვე გაკეთებული ჰქონდა. თქვენთვის რომ თავი დაენებები-
ნა და ეცლია თავად გაგერკვიათ თქვენი ურთიერთობები სხვებ-

215
მკითხველთა ლიგა

თან, არც დაშორდებოდით და არც მთელი ის უბედურობები


მოხდებოდა. კოერნერსების შურდა მთელი ცხოვრება, პირვე-
ლივე დღიდან. მე მას ჯერ კიდევ მაშინ ვიცნობდი, როცა მერი
რენინჯერი ერქვა, ორი წლით ჩემზე უფროსი იყო, ორივე ტედ
სტივენსის ძველ სკოლაში ვსწავლობდით, მანამდე, ვიდრე მო-
რისების ფერმის ადგილას ახალ სკოლას ააშენებდნენ. იცით
რა, რენინჯერები სოფლელები არ იყვნენ, ისინი ბრუერიდან
არიან და ამით თავი მოჰქონდათ. გოგოსთვის საკმაოდ მაღა-
ლი იყო და ესეც თავში ჰქონდა ავარდნილი. ჰარი, შენი და მა-
მის მხარეს წავიდა. როგორც ამბობენ, მამაშენის მამა ძალიან
ქერა შვედი იყო, პროფესიით მლესავი. - ბესი მაგიდაზე მთელი
ძალით ახეთქებს აგურის ტუზს.
- კოზირების გამოყენება მხოლოდ მესამე სვლის შემდეგ
შეიძლება. - ახსენებს ჰარი.
- რა სისულელეა!
ბესი ტუზს მაინც უკან იღებს და თავის კარტს ახალნაყიდი,
მოდური, სქელი ცისფერჩარჩოიანი სათვალით უყურებს. სათ-
ვალის ჩარჩოს ქვემოთ შ-ის ფორმა აქვს, ხოლო ზემოთ ვერ-
ცხლისფერი ზოლი გასდევს. ის არც უხდება და მოხერხებულიც
კი არ არის: პაწუა მრგვალ ცხვირზე უვარდება და სულ ერთთა-
ვად ისწორებს.
მოხუცს ვერ გადაუწყვეტია, ანგარიშობს, რომელი კარტი
ჩამოვიდეს, ისე ღელავს, რომ ჰარი ამშვიდებს:
- მხოლოდ ერთი ქულა გჭირდებათ, ბესი, ფაქტობრივად,
უკვე მოიგეთ.
- ჰო? კარგი... ფრედი სულ ამბობდა, ვიდრე შეგიძლია,
მაქსიმუმზე იფიქრეო. - ბანქოსგან მარაოს აკეთებს - ააა, მგონი,
კიდევ მაქვს რაღაც. - და ჯვრის ტუზს ჩამოდის,

216
მკითხველთა ლიგა

მაგრამ ჯენისი კოზირს ურტყამს, კარტებს იღებს და დედას


მიმართავს:
- ბოდიში, დედა, მხოლოდ ჯვრები მყავს, როგორ მიხვდი?
- როგორც კი ტუზი ჩამოვედი, მაშინვე მივხვდი. გულმა
მიგრძნო.
ჰარი იცინის, როგორ შეიძლება ეს მოხუცი არ გიყვარდეს.
ამ ორ ქალთან ცხოვრებით ის გაცილებით უფრო რბილი და
მიმნდობი გახდა, ვიდრე პატარაობისას იყო, როცა დედას
ეკითხებოდა, დეიდებს ფისი საიდან გამოსდითო.
- თავის დროზე მაწუხებდა ერთი შეკითხვა, - აღიარებს ჰა-
რი, - დედა თუ... ხომ გესმით, ბესი, თუ უღალატია ოდესმე დე-
დას მამასთვის.
- ეჭვიც არ მეპარება. - უკმეხად ამბობს ის და ტუჩებს მაგ-
რად კუმავს, როცა მაგიდაზე ჯენისის ტუზებს ხედავს. - ხედავ? -
ჰარის მკაცრად უყურებს. - გულის ტუზის დარტყმის უფლება
რომ მოგეცა, ახლა ეს ასე ადვილად ვერ გამოძვრებოდა.
- დედიკო, - ეუბნება ჰარი - ხომ არ შეიძლება სულ გაიმარ-
ჯვოთ, ნუ ხართ ასეთი ხარბი. ალბათ დედაჩემი სექსუალური
ქალი იყო, მიმის რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ალბათ ისიც ასეთი
იქნებოდა.
- შენი დის რა ისმის? - ზრდილობის გამო ეკითხება დედი-
კო და თავის ქაღალდს ჩასჩერებია. მოდური სათვალის ჩრდი-
ლი სახეზე ეცემა და თუ ლოყებს სიბრაზისგან არ ბერავს, გაცი-
ლებით ასაკოვანი და დანაოჭებული ჩანს.
- მიმი კარგადაა, სილამაზის სალონი გახსნა ლას-ვეგასში.
მდიდრდება.
- მე მაინცდამაინც არ მჯეროდა, რასაც ხალხი მასზე ამ-
ბობდა. - დაბნეული სახით აგრძელებს დედიკო.

217
მკითხველთა ლიგა

ჯენისს ტუზები ელევა, მაგრამ ყვავის მეფეს ჩამოდის იმ


ანგარიშით, რომ ჰარის ტუზი აქვს. მას შემდეგ, რაც ჯენისი იმ
ადამიანებს დაუახლოვდა, რომლებიც „ფრთაგაშლილ არწივ-
ში“ ბრიჯსა და ჩოგბურთს თამაშობენ, უკეთ გაერკვა ბანქოში.
ჰარი წინასწარ ნავარაუდევ ტუზს არტყამს, მაშინვე მდგომა-
რეობის ბატონ-პატრონად გრძნობს თავს და დედიკო სფრინ-
გერს ეკითხება:
- როგორ ფიქრობთ, ნელსონი ძალიან ჰგავს დედაჩემს?
- სულაც არა, - სიამოვნებისგან გაბადრული ამბობს ქალი
და მის ყვავის ათიანს კოზირს აფარებს. - საერთოდ არაფერი
აქვთ საერთო.
- რა ვუშველო ბიჭს? - ეკითხება ხმამაღლა. ისეთი გრძნო-
ბა ეუფლება, თითქოს ეს სიტყვები შიგნიდან სხვამ ამოთქვა.
ფანჯარაზე გაკრული ბადიდან ოთახში ნისლი აღწევს.
- მოთმინებით მოექეცი, - პასუხობს დედიკო ტრიუმფალუ-
რი გამომეტყველებით, მიუხედავად იმისა, რომ კოზირები
უთავდება.
- და სიყვარულით, - ამატებს ჯენისი.
- მადლობა ღმერთს, ერთ თვეში კოლეჯში ბრუნდება.
დედა-შვილის დუმილი ტბის გრილ ჰაერს ერევა და კო-
ტეჯს ავსებს. ჭრიჭინები.
- თქვენ ორივემ იცით რაღაც, რაც მე არ ვიცი. - ბრალ-
მდებელის ტონით წარმოთქვამს ჰარი.
ქალები არ უარყოფენ.
ჰარი ცდილობს, ნიადაგი მოსინჯოს:
- მელანიზე რას ფიქრობთ? მგონი, ბიჭს ძალიან თრგუ-
ნავს.
- მგონი, ყველა დანარჩენი ჩემია. - აცხადებს დედიკო
სფრინგერი და გულის ქაღალდებს ატრიალებს.

218
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, პრობლემა მელანი არაა.


- თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, - ამბობს დედიკო ისე მყა-
რად, რომ ორივემ იცის, მას თემის შეცვლა უნდა. - მელანი
ზედმეტად გაგვიშინაურდა.
ტელევიზორის ეკრანზე ჩარლის ანგელოზები ჰეროინით
მოვაჭრეებს მისდევენ. ძვირფასი მანქანები მკვეთრად ამუხრუ-
ჭებენ, ხილის ფარდულებს აფრინდებიან, მაღაზიების უზარმა-
ზარ ვიტრინებს ამსხვრევენ და კადრი იმით მთავრდება, რომ
ორი მანქანა ერთმანეთს ეჯახება, მერე ამ ორს მესამეც მიჰყვე-
ბა. შენელებული კადრებით აჩვენებენ, როგორ ძვრება მანქა-
ნებს ცხაურები, აქეთ-იქით ცვივა დამტვრეული ნაწილები, მერე
მოდის კულმინაციური მომენტი: დამნაშავეებს აპატიმრებენ და
სამართალი იმარჯვებს. ანგელოზი, რომელმაც ფარი ფოსეტ--
მეიჯორსი შეცვალა, დაჭმუჭვნილ მალიბუს იხსნის, თავს იქნევს
და მისი სახე გაფიჩხული თმის ჩარჩოში ექცევა. ნელსონს ამ
ჰოლივუდურ სცენებზე გულიანად ეცინება. შემდეგ ოთახს უფ-
რო ენერგიული და ხმამაღალი რეკლამა ავსებს. სინათლის
ახალი გამა მელანისა და ნელსონის სახეებს ედება და ისინიც
ჯამბაზის ემსგავსებიან. ძველ, ნაცრისფერი ქსოვილით გადაკ-
რულ ტახტზე ახლებურად დაწყობილ მისაღებ ოთახში გვერ-
დიგვერდ სხედან და ტელევიზორს მიშტერებიან. ახლა ტელე-
ვიზორი იქ დგას, სადაც ვიქტორიანული სავარძელი იდგა.
იატაკზე, ტახტთან, ლუდის ბოთლები ელვარებს. ოთახში
მკრთალ სინათლეზე მოტკბო კვამლი ციალებს, თითქოს ჩარ-
ლის ანგელოზების აჩრდილები ჭერში ადიანო.
- რა მაგრა შეასკდნენ ის მანქანები ერთმანეთს - ბუტბუ-
ტებს ნელსონი, ფეხზე ძლივს დგება და ტელევიზორს თიშავს.
- მგონი დიდი სისულელეა. - ამბობს მელანი თავისი ყრუ,
რაკრაკა ხმით.

219
მკითხველთა ლიგა

- ფუი, შენთვის ყველაფერი სისულელეა, გარდა, რა ჰქვია


იმას? კეფჩიკისა.
- ჯი. აი. გურჯიევი. - მელანი მეტს არაფერს ამბობს, თავის
თავში იკეტება და იქ იძირება, სადაც ბიჭი ვერ აღწევს. კენტში
ნელსონისთვის ცხადი გახდა, რომ არსებობს სფეროები, რომ-
ლებიც სხვებისთვის სრულიად რეალურია, ხოლო მისთვის კი
სრულიად გაუგებარი - ეს ეხება არა მხოლოდ უცხო ენებს, რო-
მელიც მან არ იცის, ან თეორემებს, რომელთაც ვერ წვდება,
არამედ არაპრაქტიკულ ცოდნას, მარად ცვალებად საკითხებს,
სადაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შესაძლებელია საკუ-
თარი სარგებლის ნახვა. მელანი მისთვის მისტიკური ადამიანი
აღმოჩნდა. გოგო ხორცს არ ჭამდა და არც შიშის გრძნობა
ჰქონდა, ჰარმონიას და სიმშვიდეს აღმოსავლეთის გაუგებარი
და ავადმყოფური ღმერთები ანიჭებდნენ, მას არ ჰქონდა ის
უზარმაზარი პროტესტი შეზღუდვების წინააღმდეგ, რაც ასეთი
მნიშვნელოვანი გახდა ნელსონისთვის მას შემდეგ, რაც გააც-
ნობიერა, რომ თუმცა მამამისი ექვსი ფუტისა და სამი დიუმის
სიმაღლის იყო, თავად ხუთ ფუტსა და ცხრა დიუმზე მაღალი
ვეღარ გაიზრდებოდა. ან შეიძლება, ეს პროტესტი მას უფრო
ადრე გაუჩნდა, მაშინ, როცა მიხვდა, რომ დედას და მამას ერ-
თად ცხოვრება შეუძლებელი გახდა და თავადაც ვერაფერს
შეცვლიდა, ვერც ჯილს გამოსტაცებდა ხელიდან სიკვდილს,
რომლისკენაც ის ასე მიისწრაფოდა, ან კიდევ, უფრო ადრე,
როცა შავ კოსტიუმებსა და კაბებში გამოწყობილ უფროსებს უყუ-
რებდა, რომლებიც თეთრი, პრიალა, ვერცხლისფერ სახელუ-
რებიან პაწაწუნა კუბოსთან იდგნენ, ხოლო კუბოში კი ის იწვა,
რაც მისი აზრით, უნდა გაზრდილიყო და მისი და გამხდარიყო.
ყოველ შემთხვევაში, ასე აუხსნეს, როცა ბავშვი დაიბადა, ხო-
ლო მერე კი, უფროსებმა მისი სიკვდილი ისე დაუშვეს, რომ ბი-

220
მკითხველთა ლიგა

ჭის აზრი არ უკითხავთ. საერთოდ, მას არავინ არაფერს ეკით-


ხებოდა, ასეთია მოზრდილთა სამყარო - ტრიალებს,
ტრიალებს... მელანიც ამ სამყაროს ეკუთვნის, ნელსონს თავისი
გამჭვირვალე საჰაერო ბურთიდან უღიმის და ამ ღიმილში, რა-
ღაც საიდუმლო ძალაუფლება იგრძნობა. რადგან მოახერხა და
ფეხზე წამოდგა, ახლა რა მაგარი იქნება, ლუდის ბოთლი მე-
ლანის ხუჭუჭა თავზე გადაამსხვრიოს, მერე გატეხილი ბოთლი
მის მოღიმარ, ფუნთუშა, დიდ ყავისფერთვალება და წითელტუ-
ჩა სახეზე ჩაახრახნოს, რომ გოგოს ეს, ბუდას ულმობელი, დამ-
ცინავი სიმშვიდე მოაშოროს. ამის ნაცვლად ამბობს:
- მკიდია, იმ უსაქმურს რა ჰქვია, ეგ ყველაფერი უაზრობაა.
- აუცილებლად უნდა წაიკითხო, - ამბობს გოგო. - საოცა-
რია.
- მაინც, რას ამბობს?
მელანი სერიოზული სახით ფიქრობს,
- ასე ერთი სიტყვით რამის თქმა რთულია. ამბობს, რომ
არსებობს მეოთხე გზა, იოგას, ბერებისა და დევრიშების გარდა.
- უყურე შენ მაგას!
- ამ გზას გამოღვიძებას უწოდებს.
- და თუ ამ გზას არ გაჰყვები, გამოდის, გძინავს?
- ის ცდილობს, სამყარო ისეთი დაინახოს, როგორიც
რეალურადაა. ფიქრობს, რომ ჩვენში ერთდროულად რამდე-
ნიმე სხვადასხვა პიროვნება ცხოვრობს.
- უნდა გავიდე. - აცხადებს ნელსონი.
- რას ამბობ, უკვე ათი საათია.
- ბილი ფოსნაჰტს და სხვა ბიჭებს ვხვდები „ლეიდბექში“.
დავპირდი. - „ლეიდბექი“ ახალი ბარია ბრუერში, ვაისერისა და
პაინის კუთხეში. ახალგაზრდები ახლა იქ იკრიბებიან. ადრე ამ

221
მკითხველთა ლიგა

ბარს „ფენიქსი“ ერქვა. - შენ ხომ სტავროსთან ერთად დადიხარ


ხოლმე და მარტო მტოვებ, დაგავიწყდა? - ბრალს სდებს ბიჭი.
- შენ იმ დროს შეგიძლია გურჯიევი წაიკითხო. - კისკისით
პასუხობს მელანი. - საერთოდ კი, ჩარლისთან ერთად სულ ოთ-
ხჯერ თუ ხუთჯერ ვიყავი.
- მართალია, არ გედავები, სამაგიეროდ, თუ ჩარლისთან
არ ხარ, მუშაობ.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს მე და ჩარლი რაიმე განსაკუთ-
რებულს ვაკეთებდეთ. ბოლოს დედამისთან ერთად ტელევი-
ზორს ვუყურებდით. ის ქალი უნდა ნახო, ჩარლიზე ახალგაზ-
რდულად გამოიყურება. თმაში ერთი ჭაღარაც არ აქვს. - მელა-
ნი ხელს თავის მუქ, ფაფუკ თმაზე ისმევს. - საოცარი ვინმეა.
ნესლონი ბრუერის მეორად მაღაზიაში ნაყიდ ჯინსის ქურ-
თუკს იცვამს. ის მაღაზია ძირითადად მწყემსებსა და მუშებზეა
გათვლილი. რატომღაც ქურთუკი იქ ახალზე ორჯერ ძვირი
ღირდა.
- მე და ბილი ერთ საქმეს ვაკეთებთ, - ამბობს ნელსონი. -
კიდევ ერთი ბიჭი მოვა. უნდა წავიდე.
- მეც რომ წამოვიდე?
- ხვალ მგონი მუშაობ? არა?
- ხომ იცი, ძილი დიდად არ მიყვარს, დაძინება ნიშნავს,
სხეული თავის ნებაზე მიუშვა.
- სულ ცოტა ხნით მივდივარ, დარჩი და შენი წიგნები იკით-
ხე. - ნელსონი ხითხითებს, მელანის აჯავრებს.
- ბოლოს პრუს როდის მისწერე? - ეკითხება მელანი. -
როგორც ვიცი, ეს დღეები არ მიგიწერია.
მრისხანება ისევ იღვიძებს მასში. ყველაფერი - ვიწრო
ქურთუკი და ოთახის შპალერიც კი მას ავიწროვებს, ყველა
მხრიდან აწვება და გრძნობს, თანდათან როგორ პატარავდება.

222
მკითხველთა ლიგა

- როდის უნდა მივწერო, ჯანდაბა, დღეში ორჯერ მოდის


მისი წერილები, ის გოგო გაზეთზე უარესია. ღმერთო! მწერს
რამდენი აქვს სიცხე, რა დღეს რა ჭამა...
პრუს წერილები საბეჭდ მანქანაზეა დაბეჭდილი, კენტში
მოპარულ ქაღალდზე, აბსოლუტურად უშეცდომოდ.
- პრუ ფიქრობს, რომ შენ ეს ყველაფერი გაინტერესებს, -
საყვედურობს მელანი. - ახლა იქ მარტოა და ეშინია.
- ეშინია, - ხმას უწევს ნელსონი, - რისი ეშინია? მე აქ ისეთი
ძაღლი მდარაჯობს, მარტო ლუდის დასალევადაც ვერ წავ-
სულვარ.
- წადი!
ნელსონი, ცოტა არ იყოს, მელანის წინაშე თავს დამნაშა-
ვედ გრძნობს, მარტო რომ ტოვებს.
- ბილის შევპირდი, არ გატყუებ. ის ბიჭიც მოვა. მისი და
სპორტულ „ტრიუმფს“ ყიდის, მხოლოდ ორმოცდათხუთმეტი
ათასი აქვს გავლილი.
- ჰოდა, წადი, რას უყურებ. - მშვიდად პასუხობს მელანი. -
მე პრუს მივწერ, რომ ძალიან ბევრი საქმე გაქვს და ვერ იცლი.
- ვერ იცლი, ვერ იცლი... კი, მაგრამ ვისთვის ვაკეთებ ამ
ყველაფერს? იმ დებილი პრუსთვის არა?
- არ ვიცი, ნელსონ, მართლა არ ვიცი, რას აკეთებ, ან ვის-
თვის. მხოლოდ ის ვიცი, რომ როგორც მოვილაპარაკეთ, მე
სამუშაო ვიშოვე, შენ კი თავი დიდად არ შეგიწუხებია, მხოლოდ
საცოდავ მამაშენს მიადექი და აიძულე თავისთან წაეყვანე.
- საცოდავ მამაჩემს? საცოდავი მამა, არა? მომისმინე ერ-
თი! შენ რა გგონია, ვინ დასვა ის იმ ადგილას? ან საერთოდ,
იცი, ვისია ის კომპანია? დედაჩემის და ბებიაჩემის. მამაჩემი კი
უბრალოდ მათი წარმომადგენელია და სხვათა შორის, ძა-
ლიანაც ცუდად უძღვება თავის საქმეს. ახლა მამაჩემი ყველა-

223
მკითხველთა ლიგა

ფერს მიწასთან გაასწორებს, რადგან ჩარლის მეტი აღარ შეუძ-


ლია, აღარავინაა იქ არც ენერგიული, არც კრეატიული. რუდი
და ჯეიკი უბრალო დამხმარეები არიან. ძალიან საწყენია, რომ
ახლა ყველაფერი უნიათო მამაჩემის ხელშია.
- რაც გინდა, ის თქვი, ნელსონ, და ჩარლის რა შეუძლია
და რა არა, მე უფრო ვიცი. თანაც, მინდა გითხრა, რომ განსა-
კუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით არ გამოირჩევა.
ნელსონი უსმენს. სიბრაზისა და უსუსურობისგან თვალზე
ცრემლები ადგება, მელანიმ მას „კრეატიულობაზე“ პასუხად
„პასუხისმგებლობის გრძნობა“ უხსენა და ამით განგებ გაამწვავა
სიტუაცია. მელანისნაირებთან ნელსონს მუდამ ენა ებმის.
- რა სისულელეა. - მხოლოდ ამის თქმას ახერხებს.
- ძალიან მგრძნობიარე ხარ, ნელსონ, სავსე ხარ ემო-
ციებით - ეუბნება გოგონა, - მაგრამ გრძნობა სხვაა, მოქმედება
კი სხვა. - ბიჭს თვალს არ აცილებს, თითქოს აჰიპნოზებსო, თვა-
ლებსაც არ ახამხამებს.
- ღმერთო ჩემო, რა გინდა, მე ხომ ყველაფერს ისე ვაკე-
თებ, როგორც შენ და პრუს გინდათ.
- ხომ ხედავ, ტვინი როგორ გიმუშავებს, ყველაფერს სხვას
აბრალებ. ჩვენ სულაც არ გვინდა, რომ შენ რამე კონკრეტული
გააკეთო, მხოლოდ ის გვინდა, მოზრდილი ადამიანივით მოიქ-
ცე. იქ ეს არ გამოგივიდა, აქ ჩამოხვედი, რომ რეალობის შეგ-
რძნება არ დაგეკარგა. - მხოლოდ ახლაღა ახამხამებს მელანი
თვალებს. თავი თოჯინას უგავს, ზოგჯერ მართლა გეგონება,
რომ შიგნიდან გამოღრუტნულია. კარგი იქნებოდა, ეს ვინმეს
შეემოწმებინა. - ჩარლი ამბობს, რომ კლიენტებს ძალიან აწვე-
ბი და ამით აფრთხობ.
- მე კი არა, იმათ იაპონური ჯღანები აფრთხობთ და საში-
ნელი სიძვირე იმ წყეული იენის კურსის გამო. პირადად მე ასეთ

224
მკითხველთა ლიგა

კოშმარს არასოდეს ვიყიდდი და არ მესმის, ვინმემ რატომ უნდა


იყიდოს. აქ ხომ დეტროიტია, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ დეტ-
როიტმა ყველას იმედი გაგვიცრუა. მილიონობით ადამიანი
მიიღებს სამუშაოს, თუ დეტროიტი ნორმალური ავტომობილე-
ბის წარმოებას დაიწყებს, ეს ტრაკები კი არც ინძრევიან.
- ნუ იგინები, ნელსონ. ამით ჩემზე შთაბეჭდილებას ვერ
მოახდენ. - მელანი პირდაპირ უყურებს, იმხელა გუგები აქვს,
რომ ნელსონს უნებურად თვალწინ მისი უზარმაზარი მკერდი,
ორი უზარმაზარი თეთრი ნახევარსფერო უდგება და მაშინვე კა-
მათის გაგრძელების სურვილი უქრება, თორემ ეს ყველაფერი
იმით დასრულდება, რომ მელანი საწოლში აღარ დაამშვიდებს.
მელანის არასოდეს მოუწოვია მისთვის, მაგრამ დარწმუნებუ-
ლია, რომ ამას ჩარლისთვის აკეთებს. მხოლოდ ასე უდგებათ
ბებრებს. გოგო ფუღუროსთავიანი ბუდას ღიმილით იღიმება და
ნელსონს მიმართავს:
- წადი, გაერთე სხვა ბიჭუნებთან, მე კი დავრჩები და პრუს
მივწერ, რა თქმა უნდა, იმას არა, რომ მასზე დებილი თქვი. მაგ-
რამ იცოდე, ნელსონ, უკვე ყელში ამომივიდა შენზე ხელის და-
ფარება.
- კი, მაგრამ, ვინ გეხვეწება? აქ ხომ შენი ინტერესები
გაქვს.
მელანი კოლორადოში ცოლიან კაცთან იწვა. ის იმ კაცის
პარტნიორი იყო, ვისთან მუშაობასაც ნელსონი ზაფხულში აპი-
რებდა - კოოპერატიული სახლები უნდა ეშენებინა სათხილამუ-
რო კურორტზე. იმ კაცის ცოლმა ერთი ამბავი ატეხა, თუმცა არც
თავად იყო უცოდველი კრავი, მეორე კაცმა კი, ვისაც მელანი
ხვდებოდა, ასპენაში კოკაინით ვაჭრობა გადაწყვიტა, მაგრამ
საამისოდ არც სათანადო უნარი აღმოაჩნდა და არც ნაცნობო-
ბა, ასე რომ, წინ ან ციხე ელოდა, ან ნაადრევი სიკვდილი. ეს

225
მკითხველთა ლიგა

უკვე იმაზე იყო დამოკიდებული, რომელი ფეხი დაუცდებოდა.


როჯერი ერქვა და ნელსონს ის ძალიან მოსწონდა. მოსწონდა,
მის გვერდით როგორ მიაბიჯებდა, თითქოს დიდი ყვითელი ნა-
გაზიაო, რომელმაც იცის, რომ სადაცაა წიხლს ამოკრავენ. ზუს-
ტად იმ როჯერმა აზიარა ყველა დელტაპლანერიზმს. მელანის
არ უნდოდა გარისკვა და დელტაპლანს ახლოსაც არ გაკარე-
ბია, პრუ კი, ყველას გასაკვირად, დიდი გატაცებით დაფრინავ-
და და ერთთავად ხუმრობდა, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებე-
ლი ყველა პრობლემის მოგვარება. მისი სახე ისეთი პატარა
ჩანდა თეთრ ჩაფხუტში, რომელიც ბაზიდან გამოიტანეს... და
სულ ერთი წამით ადრე, ვიდრე საოცარ, მშვიდ სამყაროში გა-
ემგზავრებოდა, ის ცერად, შემფასებლურად გამოხედავდა
ხოლმე ნელსონს. ასე მას პირველად მაშინ შეხედა, როცა მას-
თან დაწოლა გადაწყვიტა თავის პატარა ოთახში, სტოუზე, იმ
სახლში, რომელიც ფაბრიკას ჰგავდა. მისი ოთახის დიდი ფან-
ჯარა ავტოსადგომზე გადიოდა. მელანის პირველად რელი-
გიების გეოგრაფიის ლექციაზე შეხვდა: რუკებს თუ დავუჯერებთ,
შამანიზმი, სინტოიზმი, ჯაინიზმი, - სხვადასხვა ანტიკური ცრურ-
წმენა მთელ მსოფლიოში ეპიდემიასავით ვრცელდებოდა. პრუ
სტუდენტი არ იყო, ის მბეჭდავად მუშაობდა არქივში, როქვე-
ლის ჰოლში. მელანიმ ის სტუდენტთა ლიგის მიერ მოწყობილ
„დემოკრატიული კენტის“ აქციაზე გაიცნო. ამ აქციის მიზანი უნი-
ვერსიტეტის თანამშრომელთა, განსაკუთრებით კი მდივნებს
შორის უკმაყოფილების გამოწვევა იყო. როგორც წესი, ასეთი
მეგობრობა აქციის დასრულებისთანავე მთავრდება, მაგრამ
პრუ მათ მიეწება. გოგოს აშკარად სჭირდებოდა ისინი. ნელ-
სონს მასში უხალისო, მრუდე ღიმილი იზიდავდა, თითქოს მასაც
ნელსონივით უჭირდა სხვებთან ურთიერთობა, იმ ენაჭარტალა
გოგო-ბიჭებს კი არ ჰგავდა, რომლებიც ტელევიზორს უყურე-

226
მკითხველთა ლიგა

ბენ, მერე პირდაპირ კლასში შედიან და რაც გინდა ხდებოდეს


რეალურ სამყაროში, ენას მაინც არ აჩერებენ. კკიდევ, მისი
გრძელი, ძლიერი ხელები მოსწონდა, ნამდვილი მბეჭდავის ხე-
ლები. ზუსტად ასეთი ხელები ჰქონდა მის ბებიას, ენგსტრომს.
დასავლეთში რომ გადმოვიდა, პრუმ დენვერში თან თავისი სა-
ბეჭდი მანქანა, რემინგტონი წამოიღო იმ იმედით, რომ დამატე-
ბით სამუშაოს აიღებდა. აი, ამ მანქანაზე დაბეჭდილ წერილებს
უგზავნის ის ნელსონს და დაწვრილებით უყვება, როდის დაიძი-
ნა, გაიღვიძა, როდის ერევა გული, ხოლო როცა ბიჭს მისთვის
პასუხის მიწერა უწევს, რასაც ის ვერ იტანს, ბატისფეხური
ასოები ძლივს გამოჰყავს. პრუს უნაკლოდ ჩაწიკწიკებული წე-
რილების ნაკადი ანადგურებს, მან ხომ არ იცოდა, რომ ასეთი
ღვარცოფი მოვარდებოდა. გოგოები წერილებს რაღაც-
ნაირად, ბიჭებზე ადვილად წერენ: მას ახსოვს ჩანაწერები, რო-
მელსაც ჯილი მწვანე მელნით აწარმოებდა. პენი-ვილასზე მთე-
ლი სახლი იმ ჩანაწერებით იყო მოფენილი. და უცებ ახსენდება
სიმღერა, რომელსაც ბებია უმღეროდა: „Reide, reide, Geile
Fallts Bubbli nunner
!“ ბოლო სიტყვას, სადაც ბავშვი ვარდება, „nunner
“ (გერმანულად ნიშნავს - ახლა) კი არ მღეროდა, ისე სა-
ზეიმოდ წარმოთქვამდა, რომ ნელსონი ყოველთვის იცინოდა
ხოლმე.
- აქედან მე რას მოვიგებ, ნელსონ? - ეკითხება მელანი
თავისი გამაღიზიანებელი, რაკრაკა ხმით.
- კაიფი. ვიხუმროთ. - პასუხობს ის. - შენ ხომ გიყვარს უბ-
რალო, უწყინარი ხუმრობა. ასე თუ ისე, გამაკონტროლებ, ბებ-
რების გულსაც მოიგებ.

227
მკითხველთა ლიგა

- მგონი, შენებს აღარ მოვწონვარ. - მისი ხმა აღარ მღე-


რის, ახლა სევდიანად ჟღერს. მგონი, ზედმეტს ვლაპარაკობ ბე-
ბიაშენთან.
- შეიძლება. - თავზე ადგას გოგოს და მასზე ისევ რაღაც
უპირატესობას გრძნობს - ეს მისი სახლია, მისი ქალაქი, მისი
მემკვიდრეობა. მელანი კი უცხოა აქ.
- ნუ, მე მომწონდა ბებია, - ამბობს. უცნაურია, რომ წარსულ
დროში ამბობს. - მოხუცები მიზიდავენ.
- რაც გინდა თქვი, და ბებია უფრო ჯანსაღად აზროვნებს,
ვიდრე დედა და მამა.
- რა მივწერო პრუს?
- აზრზე არ ვარ. - ვიწრო ქურთუკში მხრები უცახცახებს,
თითქოს დენმა გაუარაო. გრძნობს, სახე როგორ ეღრუბლება,
სუნთქვაც უხშირდება, ის თეთრი კონვერტები, თეთრი უსაფ-
რთხოების ჩაფხუტი, ფრენის დროს რომ ეხურა, მისი თეთრი
მუცელი. როცა მიფრინავ, შენს ქვეშ უკიდეგანო სივრცე იშლება,
მაგრამ რატომღაც არ გეშინია, საიმედოდ ხარ დაბმული, ბა-
ლახით დაფარული სათხილამურო ბილიკის გასწვრივ ხეები პა-
ტარავდება, მდელოები ოთხკუთხედებად მოჩანს და დიდი
ნეილონის ფრთა ღილაკზე თითის დაჭერას ემორჩილება.
- უთხარი, არ დანებდეს.
- არ ნებდება, ნელსონ, - პასუხობს მელანი - მაგრამ ასე
უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ახლა უკვე ეტყობა. მეც ვერ
დავრჩები აქ დიდხანს. დედასთანაც უნდა შევიარო, ვიდრე კენ-
ტში წავალ.
ყველაფერი ძალიან რთულადაა. ნელსონი მელანის თი-
თოეულ სიტყვას დაძაბული უსმენს, ის კი არადა, მის სუნთქვა-
საც კია მიყურადებული.
- მე კი „ლეიდბექში“ უნდა წავიდე, ვიდრე მელოდებიან.

228
მკითხველთა ლიგა

- ჰო, წადი. წადი, რას უყურებ. ხვალ კი მომეხმარე,


აქაურობა მოვაწესრიგოთ, შენები კვირას ჩამოვლენ, შენ კი,
ერთხელაც არ გაგიმარგლავს ბოსტანი და არც გაზონი გაგიკ-
რეჭია.
ჰარი დედიკო სფრინგერის ძველი „ნიუპორტით“ ჯექსონი-
სა და ჯოსეფსთრითის გადაკვეთაზე ჯოსეფსთრითზე უხვევს და
პირველი, რასაც ხედავს, თავისი სახლის წინ გაჩერებული პო-
მიდვრისფერი „კორონაა“. ის ახალთახალივით გამოიყურება
და საგულდაგულოდაცაა გარეცხილი. რა ბედნიერებაა, რო-
გორც იქნა, შეაკეთეს. იმ ბიჭმა გაარეცხინა კიდეც, ყოჩაღ, ეს
მანქანის სიყვარულზე მეტყველებს. ნელსონის მიმართ უკმეხი
დამოკიდებულების გამო სინანულის გრძნობა ავსებს და ოდნავ
ანელებს ბედნიერებას, რომელსაც ის ამ ბრდღვიალა კვირა
დღეს მაუნთჯაჯში დაბრუნების გამო განიცდის. აგვისტოს ბო-
ლოა და ირგვლივ ხმელი ბალახის სურნელი ტრიალებს, რო-
გორც ფეხბურთის მოედანზე იცის ხოლმე. ნეკერჩხლებიც უკვე
სიყვითლისკენ მიდიან. სახლის წინ გაზონზე, მიწის ამ პატარა
ნაგლეჯზეც კი, აზალიის ბუჩქებთან, სადაც ტროტუარსა და ბი-
ლიკს შორის ფესვები ამოიყრება ხოლმე, ყველაფერი გაკრე-
ჭილია. ჰარიმ კარგად იცის, როგორ ტკენს ხელებს მებაღის
მაკრატელი. როცა ნელსონი გარეთ გამოდის, რომ ბარგის შე-
ტანაში დაეხმაროს, ჰარი ხელს ართმევს მას. ის კოცნასაც აპი-
რებს, მაგრამ ბიჭის ამრეზილი გამომეტყველება აფრთხობს და
განზრახვაზე ხელს იღებს. მისი სურვილი, მეტი სიყვარული გა-
მოიჩინოს შვილის მიმართ, მისალმებების კორიანტელში ქრე-
ბა. ჯენისი ნელსონს და მელანის ეხვევა, ბუნებრივია, მელანის
ნაკლები სიხარულით. მგზავრობით გადაქანცული დედიკო
სფრინგერი ორივეს ლოყას უშვერს საკოცნელად. ნესლონიც
და მელანიც გამოპრანჭულები არიან, გოგონას ატმისფერი ტი-

229
მკითხველთა ლიგა

ლოს კოსტიუმი აცვია, რომელიც ჰარის აქამდე არ უნახავს,


ნელსონს კი ხელოვნური ქსოვილის ნაცრისფერი პერანგი, რო-
მელიც, ჰარი დარწმუნებულია, ახალია. ახალი ტანსაცმელი
ახალი გამყიდველისთვის. საერთო განწყობა რაღაცნაირად,
გულისამაჩუყებელად სადღესასწაულოა. ჰარი ბიჭის კოხტად
დავარცხნილ თავს უყურებს და მოულოდნელად ნელსონის აწ
განსვენებულ ფრედ სფრინგერთან საოცარ მსგავსებას ხედავს,
ოღონდ, აღიარებს, რომ მისი ვაჟი გაცილებით არტისტულია.
მელანი ახლა უფრო მაღალი ჩანს, ჰო, რა თქმა უნდა, მა-
ღალი ქუსლები! გოგო თავისი რაკრაკა ხმით აცხადებს:
- ეკლესიაში ვიყავით, - დედიკო სფრინგერს მიმართავს. -
ხომ გვითხარით ტელეფონში, რომ დღეს წირვაზე გინდოდათ
წასვლა, ჰოდა, ვიფიქრეთ, თქვენთვის სიურპრიზი გაგვეკეთე-
ბინა, თუ წირვას ვერ ჩამოასწრებდით.
- ესენი ვერაფრით ავაყენე ამ დილით, - პასუხობს ბესი. -
მტრედებივით ღუღუნებდნენ ზემოთ, თავის საძინებელში.
- მთის ჰაერის ბრალია, სულ ესაა, - ამბობს ბაჭია, ნელ-
სონს ჭუჭყიანი თეთრეულით სავსე ჩანთას აწვდის. - ჩვენ ხომ
დასასვენებლად წავედით. სულაც არ მეხალისებოდა ბოლო
დღეს გარიჟრაჟზე წამოხტომა მხოლოდ იმიტომ, რომ დედიკო
იმ ფარისეველი ფრიადოსანი ბავშვით დამტკბარიყო.
- სულაც არაა ფრიადოსანი ბავშვი, მამა, უბრალოდ, მოძ-
ღვრებს ლაპარაკის ასეთი მანერა აქვთ.
- მე მგონი, რადიკალურია, - ამბობს მელანი - როცა მდიდ-
რებზე ლაპარაკობდა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ასცდებათ,
ვეღარ გაჩერდა. - მერე ჰარის ეუბნება: - თქვენ გახდით.
- იდიოტივით სულ დარბოდა.
- თანაც ყოველდღე რესტორანში არ ვსადილობდით. -
ამატებს ჰარი - ძალიან დიდი ულუფებია რესტორნებში.

230
მკითხველთა ლიგა

- დედიკო, ფრთხილად, ტროტუარს ფეხი არ წამოჰკრათ.


- უცებ ყვირის მელანი. - დაგეხმაროთ?
- ამ ტროტუარზე ოცდაათი წელია დავდივარ, ნუ შემახსე-
ნებ, სად რაა, საჭირო არაა.
- ნელსონ, დედას კიბეზე ასვლაში მიეხმარე. - მაინც ეუბ-
ნება ჯენისი ნელსონს.
- „კორონა“ გადასარევად გამოიყურება, - ბიჭს მიმართავს
ჰარი. - მე ვიტყოდი, ახალზე უკეთესადაც კი. - თუმცა, დარწმუ-
ნებულია, რომ საჭე მაინც ვერ გაკეთდებოდა ისე, როგორც სა-
ჭიროა.
- სულ თავზე ვედექი, მამა. მენი შენს ჩამოსვლამდე ხელის
მოკიდებას არ აპირებდა, უნდოდა, შენი თანდასწრებით ემუშა-
ვათ. მე კი ვუთხარი, რომ შენს დაბრუნებამდე მოესწროთ, მორ-
ჩა და გათავდა.
- საერთოდ, ჯერ იმათ უნდა მოემსახურონ, ვინც ფულს იხ-
დის. - თავს რაღაცნაირად ვალდებულად გრძნობს, რომ თავი-
სი განყოფილების უფროსი დაიცვას.
- მენი ერთი ნაძირალაა. - სიტყვას ბანზე უგდებს შვილი
და ბებიასთან ერთად ჩანთებით დატვირთული ვიტრაჟიან კარ-
ში, რომელზეც ლამაზად ოთხმოცდაცხრა ნომერია გამოყვანი-
ლი, ძლივს ეტევა. მათ კვალში მიყვება ჰარიც, ისიც ჩემოდნე-
ბით ხელში. ისე უცხოდ ეჩვენება სახლი, რომ ფიქრობს, უბრა-
ლოდ, მეხსიერებიდან წაეშალა.
- ფუჰ! - ამბობს ჩუმად. - რა სუნია, ძველი ფეხსაცმელი გე-
გონება.
დედიკო სათანადოდ აფასებს სისუფთავეს, სასადილო
ოთახში ლარნაკებში ჩადებულ ყვავილებს, რომლებიც ნელ-
სონმა გაზონებზე მოჭრა, გაწმენდილ ხალიჩებს და ნაცრისფე-

231
მკითხველთა ლიგა

რი დივანისა და სავარძლების დაუთოვებულ გადასაფარებ-


ლებს.
- ასეთი სისუფთავე ამ სახლში მას შემდეგ არ მახსოვს, რაც
ფრედი დამლაგებელს, ბებრუხანა ეშლის ეჩხუბა და გააგდო.
- სველი ჯაგრისი და ხალიჩების საწმენდია მხოლოდ სა-
ჭირო... - ამბობს მელანი.
- მელანი, შენ ყველაფერი გეხერხება და იცი. - ეუბნება
ჰარი. - ერთადერთი, რაშიც არ გაგიმართლა ისაა, რომ კაცი
არ ხარ.
ეს სიტყვები გაცილებით უხეშად ჟღერს, ვიდრე თვითონ
გულისხმობს, მაგრამ აზრი, რომელმაც თავში გაუელვა, რო-
გორც კი სახლში ფეხი შემოდგა, მოსვენებას არ აძლევს. ეს მი-
სი სახლია, და ამავდროულად, არცაა. ეს საფეხურები, ეს ნივ-
თები. ის აქ მდგმურივით ცხოვრობს, დიდი ხნის მდგმურივით,
რომელიც სახლში საცვლებით დადის, ცხვირიდან წვინტლები
მოსდის, სვამს და ამიტომ მერე მოძრაობაც უჭირს. რუთსაც კი
აქვს თავისი საკუთარი სახლი. საინტერესოა, როგორ ცხოვ-
რობს მისი მრგვალსახიანი ქალიშვილი იმ სოფელში, ქვიშაქ-
ვის სახლში, რომელსაც ერთიანად დაკაწრული მწვანე კარი
აბია.
დედიკო სფრინგერი ჰაერს ყნოსავს.
- ტკბილი სუნი მომდის. - ამბობს ის. - ალბათ ხალიჩების
საწმენდის სუნია?
ნელსონი ჰარისთან ისე ახლოს დგას, როგორც არას-
დროს.
- მამა, რაც შეეხება საქმეს, რაღაც მინდა გაჩვენო.
- ჯერ არა, ვიდრე ამ ჩემოდნებს ზემოთ არ ავიტან. უც-
ნაურია, პირდაპირ რამდენი ხარახურა სჭირდება ადამიანს მხო-
ლოდ იმისთვის, რომ პოკონოსში შიშველმა ირბინოს.

232
მკითხველთა ლიგა

ჯენისი სახლში შემოდის და სამზარეულოს კარს ჯახუნით


ხურავს.
- ჰარი, ბაღში გადი, ნახე, რა მშვენივრად ბიბინებს. სალა-
თა მუხლამდე მწვდება, კოლრაბი კი უბრალოდ, უზარმაზარია.
- კოლრაბი ახლა უნდა ჭამოთ, ვიდრე სულ გაწყალდება.
- ახალგაზრდებს ეუბნება ჰარი.
- არასოდეს არანაირი გემო არ აქვს, მამა. - პასუხობს
ნელსონი.
- ჰო, მგონი, ჩემ გარდა არავის უყვარს. - მართალია, უყ-
ვარს საჭმელი, ამიტომაცაა ასეთი მსუქანა. ბავშვობაში მთელი
კბილები გამოხრული ჰქონდა, ახლა კი, როცა გადაკრული
აქვს, ჭამა სიამოვნებად ექცა, არავითარი კბილის ტკივილი! აი,
რა ყოფილა სამოთხე!
- კოლრაბი, - მეოცნებე ხმით წარმოთქვამს მელანი. - სულ
მაინტერესებდა, რა ხილი იყო ეს კოლრაბი. ნელსონი მიხსნის,
რომ ეს ჩვეულებრივი ჭინჭარია. კოლრაბი „C
“ ვიტამინით მდიდარია.
- რა ხდება „ბლითებში“? - ეკითხება ჰარი, ცდილობს გა-
მოასწოროს ის, რაც რამდენიმე წუთის წინ თქვა, რომ ჯობდა
მელანი კაცი ყოფილიყო. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ პირ-
დაპირ მიზანში მოარტყა: მელანის ხომ ძალიან გაუტკბა აქ
მბრძანებლობა.
- ყველაფერი კარგად, უკვე ვაცნობე მათ ჩემი წასვლის შე-
სახებ, სხვა მიმტანები გამოსამშვიდობებელ საღამოს მიწყობენ.
- საღამოობით სულ იქაა, მამა, - უხსნის ნელსონი. - რაც
წასულები ხართ, წესიერად არც მინახავს. შენი ძმაკაცი ჩარლი
სულ სადღაც ეპატიჟება. დღესაც გამოუვლის.

233
მკითხველთა ლიგა

„შე უსუსურო,“ - თავისთვის ფიქრობს ჰარი. რატომ ეწებება


ეს ბიჭი ასე? მისი აღგზნებული სუნთქვაც კი ესმის, ნერ-
ვიულობს.
- ველიფორჯში მივყავარ. - უმარტავს მელანი, თვალები
უბრწყინავს, იმ საიდუმლოს მალავს, რასაც ჰარი ალბათ უკვე
ვერასოდეს გაიგებს. გოგონა თამაშიდან გადის, ძალიან
ჭკვიანი გამოდგა. - მე ხომ უკვე მივდივარ პერსილვანიიდან და
თითქმის არაფერი მინახავს აქ. ჩარლი კი ისეთი კეთილია,
ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დავყავარ. წინა
შაბათ-კვირას ამიშების ქალაქში ვიყავით და ის არანორმალუ-
რები ვნახე.
- საშინელი სანახაობაა, არ მეთანხმები? ამაზრზენი ხალ-
ხია, ნამდვილი ნაბიჭვრები. როგორ ექცევიან ან ბავშვებს, ან
ცხოველებს, ან ერთმანეთს.
- მამა...
- თუ ველიფორჯში წახვალთ, თავისუფლების ზარს ნა-
ხავთ, შეამოწმე, აქვს თუ არა ბზარი.
- არ ვიცი, მუზეუმი კვირას ღიაა თუ არა.
- ასეა თუ ისე, ფილადელფია აგვისტოში ნამდვილი
სიამოვნებაა. საცოდავი ადამიანებით დასახლებული უზარმაზა-
რი ჭაობი. თვალის დახამხამებაში გამოგჭრიან ყელს ისე, რომ
არც დაფიქრდებიან.
- მელანი, როგორ მწყინს, რომ გვტოვებ. - ერევა ჯენისი.
- ჰარი განცვიფრებულია, როგორ განაზდა ჯენისი ამ ასაკში.
უკან რომ იხედება, ჰარის ახსენდება, რა თავხედები და გაუთ-
ლელები იყვნენ ის და ჯენისი. ნამდვილი ხეპრეები, არანაირი
მანერები! აი, რა სასწაულებს ახდენს სულ ცოტა ფული.
- ჰო, მეც მწყინს, - ამბობს ზაფხულის სტუმარი. - მაგრამ
ჩემი ოჯახი უნდა ვინახულო, დედა და დები. ვერ გადამიწყვე-

234
მკითხველთა ლიგა

ტია, მამაც ვნახო თუ არა, ისეთი უცნაური გახდა ამ ბოლო


დროს. მერე უკან, კოლეჯში მივდივარ. აქაურობა კარგად გა-
მახსენდება - ყველანი ისე კარგად მექცევით. თანაც არც კი მიც-
ნობდით, როცა აქ ჩამოვედი.
- სალაპარაკოდ არ ღირს. - ეუბნება ჰარი და თავისთვის
კი ფიქრობს: საინტერესოა, მის დებსაც ასეთივე თვალები და
ტუჩები აქვთ? - შენ ჩვენთან ვალში არ ხარ. შენს თავს თავადვე
ინახავდი. - რა უხეიროდ გამოსდის. მაინც ვერ ისწავლა ამ გო-
გოსთან ლაპარაკი.
- დედას ძალიან დააკლდები, - ეუბნება მელანის ჯენისი და
დედამისს გასძახის: - ხომ ასეა, დედა?
მოხუცი ბუფეტზე ფაიფურს ათვალიერებს, სურს დარწმუნ-
დეს, რომ ყველაფერი ადგილზეა და როგორც ჩანს, მათი არ
ესმის.
ჰარი უცებ ნელსონს უბრუნდება:
- რისი ჩვენება გინდოდა ჩემთვის ასე სასწრაფოდ?
- მაღაზიაშია, ვიფიქრე, როგორც კი ჩამოხვიდოდით, მა-
შინვე წავიდოდით.
- არ შეიძლება, ჯერ რამე ვჭამო? ისე მაჩქარებდნენ, რომ
წირვისთვის ჩამოესწროთ. ნორმალურად არც მისაუზმია. სულ
ორი ფუნთუშა ვჭამე, ისიც, რაც ჭიანჭველებს გადაურჩათ. - ამის
გახსენებაზე მუცელი სტკივდება.
- საჭმელი ალბათ არაფერია, - ამბობს ჯენისი - ახლა ის
ფუნთუშებიც კი მოგენატრება
- ცოტა იუგურტი და ბურბუშელაა და ჩინური ბოსტნეული
საყინულეში.
- მე არ მშია, - აცხადებს დედიკო სფრინგერი. - ჩემს სა-
წოლში დავწვები და ცოტა თვალს მოვატყუებ. გადაუჭარბებ-

235
მკითხველთა ლიგა

ლად რომ ვთქვა, იქ სულ სამი საათი თუ მეძინა მთელი ეს ხანი,


ის ენოტები ისე კიოდნენ.
- ყურადღებას ნუ მიაქცევთ, გაბრაზებულია, რომ წირვაზე
ვერ წავიდა. - ყველას უხსნის ბაჭია. ის დაბრუნებასთან დაკავ-
შირებული ფაცი-ფუცის გამო თავს ხაფანგში გაბმულივით
გრძნობს. ისეთი დაძაბულობა, რაც ადრე არ შეუმჩნევია. როცა
ბრუნდები, ყოველთვის იგრძნობა ცვლილებები. წარმოუდგენე-
ლია რა მოხდება, მკვდრები რომ აღდგებიან. ჰარი სამზა-
რეულოში გადის, იქიდან ბაღში და კოლრაბს უმად ჭამს. ფოთ-
ლებს ატეხავს და წინა კბილებით ხრაშუნა კანს აცლის. მამაკა-
ცური ქალები, ქუჩის ზემოთ რომ ცხოვრობენ, ისევ რაღაცას აბ-
რახუნებენ. რა საინტერესოა, რას აშენებენ? როგორაა ის ლექ-
სი? „რაღაც უფრო დიადი ააგე, ო, სულო ჩემო“, აი, ლოტი ბინ-
გამენს ნამდვილად ეცოდინებოდა და ჰაერში ხელების ქნევით
წაუკითხავდა. რა კარგი ჰაერია. მშვენიერი შუადღეა - ზაფხული
სრულდება. ხეებს ხასხასა მწვანე ფერი გაუმუქდათ, მწერები კი
აღარ გუგუნებენ, კარგად თუ მიაყურადებ, ოდნავღა ბზუიან. სა-
ლათა მაღალია და თესლით სავსე. ლობიო მწიფე, სტაფილო
მოკლე და მსხვილი, როგორც მსუქანი ჯმუხი კაცის ფალოსი,
სამაგიეროდ, მწვანე ყლორტებია გაფურჩქნული. ამასობაში,
ჯენისმა მაცივარში არცთუ ძალიან გამომშრალი სალამი აღ-
მოაჩინა და მას და ნელსონს ბუტერბროდები მოუმზადა. რო-
გორც ჩანს, მაინც მოუწევს მაღაზიაში წასვლა კლუბის შემდეგ,
სადაც აუცილებლად უნდა შეიაროს და ნახოს, მის კამპანიას
მოენატრა თუ არა. ხედავს, როგორ სხედან მისი მეგობრები
აუზის ლურჯ, ქლორირებულ წყალთან და დროს მხიარულად
ატარებენ: - ბადი თავის მორიგ ფინიასთან ერთად, ჰარისონე-
ბი, ბებერი ცბიერი მელა ვები და მისი პატარა სინდი. პატარა,
გარუჯულფეხებიანი სინდი. ნამდვილი ცოცხალი ადამიანები და

236
მკითხველთა ლიგა

არა აჩრდილები დედიკოს პირგამეხებული სახლის კუთხეებში.


ჩარლიმ მელანის მოაკითხა. უსიგნალებს, სახლში არ შემოდის,
შეიძლება ერიდება კიდეც ამ ბავშვების გამტაცებელს. ჰარი ჯე-
ნისს აკვირდება, აინტერესებს, რა რეაქცია ექნება, როცა კარი
გაჯახუნდება. წარბიც არ შერხევია. ქალები ძლიერები არიან.
ეკითხება:
- რა ვქნათ საღამოს?
- სახლის დალაგებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც ვხე-
დავ, მელანის დაუწკრიალებია აქაურობა. კლუბში ხომ არ წავ-
სულიყავი და ცოტა მაინც მეთამაშა. ან ვიცურავებ მაინც. - ის
ტბაში ცურავდა და სიმართლე უნდა ითქვას, წელზე ძალიან და-
ეტყო, დაუგრძელდა და დაუწვრილდა. „მაგარი ცოლი მყავს,“
ფიქრობს ხოლმე ზოგჯერ ბაჭია და უკვირს თავისი იღბალი ამ
შავბნელ ცხოვრებაში, სადაც ყველა ერთდროულად შენი სის-
ხლით ნათესავიცაა და სრულიად უცხოც.
- ჩარლი და მელანი როგორ მოგწონს? - ეკითხება ის.
ჯენისი მხრებს იჩეჩავს, ზუსტად ისე, როგორც ჩარლი.
- რატომ არ უნდა მომწონდეს? გამოდის, რომ ჩარლის
ისევ შეუძლია რაღაც. როგორც ამბობენ, მხოლოდ ერთხელ
მოვდივართ.
- წადი კლუბში და მოგვიანებით მე და ნელიც მოვალთ.
ჯერ მაღაზიაში გავყვები და ვნახავ ერთი, რა სიურპრიზი აქვს
ჩემთვის.
სამზარეულოში ნელსონი შემოდის, პირი ოდნავ დაღებუ-
ლი აქვს და მშობლებს ეჭვის თვალით უყურებს.
- მეც წამოგყვებით მაღაზიაში და მერე სამივე მივიდეთ
კლუბში. თუ ერთი მანქანით წავალთ, ბენზინსაც დავზოგავთ, -
აზრს გამოთქვამს ჯენისი.

237
მკითხველთა ლიგა

- დედა, ჩვენ საქმე გვაქვს. - უარზეა ნელსონი. მისი შემ-


ხედვარე ორივე ხვდება, რომ უმჯობესია, ბიჭის ნებას დაჰყვნენ.
ნაცრისფერ პერანგში განსაკუთრებით გაღიზიანებული ჩანს.
ასე გამოიყურებიან ხოლმე ბავშვები, რომლებიც მშობლებმა
მათთვის გაუგებარი მიზეზით გამოპრანჭეს.
და აი, ჰარი ერთი თვის ინტერვალის შემდეგ, ისევ თავისი
„კორონას“ საჭეს უზის და ნელსონთან ერთად კვირა დღის
ტრანსპორტის ნაკადს ერევა. ის იმ გზას ადგას, რომელსაც
ორივე საკუთარ ხელებზე უკეთ იცნობს: ჯოზეფ სთრითი, ჯექ-
სონ სთრითი, მერე ცენტრალური და მერე მთას უნდა შე-
მოუარონ.
- მანქანა სულ სხვაა ახლა, შენც ატყობ? - ამბობს ჰარი.
ცუდად დაიწყო. მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს. -
ალბათ როცა მანქანა ავარიაში მოხვდება, მერე თავდაპირველ
მდგომარეობას ვერ აღიდგენს.
ნელსონი იძაბება.
- მხოლოდ გაიჩხაპნა, ძრავა არ დაზიანებულა, განსხვავე-
ბას მაშინ იგრძნობდი, ძრავას რომ რამე მოსვლოდა.
ჰარის სუნთქვა ეკვრის, შემდეგ თავი ხელში აჰყავს, უკან
იხევს და ეთანხმება:
- მართალი ხარ, ალბათ მომეჩვენა.
იმ ადგილს გადიან, საიდანაც ვიადუკი მოჩანს, მერე სავაჭ-
რო ცენტრს, რომლის თავზეც ოთხი კინოდარბაზის აფიშა ანა-
თებს: „აგატა მანჰეტენი“, „ხორცის ბურთები,“ „ემიტივილეს კოშ-
მარი.“
- მამა, წაკითხული გაქვს ის წიგნი?
- რა წიგნი?
- „ემიტივილეს კოშმარი.“ კენტში ხელიდან ხელში გადა-
დიოდა.

238
მკითხველთა ლიგა

კენტში. ნეტა რა ენაღვლებათ იმ ბავშვებს, უდარდელი


უსაქმურები, უბრალოდ გაუმართლათ. ნეტავ, თვითონაც რომ
განათლება მიეღო, რას მიაღწევდა? ალბათ რომელიმე კო-
ლეჯში მასწავლებლად იმუშავებდა.
- ეს მოჩვენებებით სავსე სახლზეა, არა?
- უფრო სწორად, სატანიზმზე. სახლის წინა პატრონმა სა-
ტანა გამოიძახა, მერე ის უკან აღარ წავიდა და იქ დარჩა. არა-
და, ლონგ აილენდზე ერთი ჩვეულებრივი სახლია.
- ასეთი რაღაცეების გჯერა?
- როგორ გითხრა... ამბობენ, რომ ისეთი ფაქტები არსე-
ბობს, უარყოფა ძნელია.
ბაჭია იცინის, უხერხემლო თაობა, არანაირი მყარი საყ-
რდენი არ გააჩნიათ. არანაირი საფუძველი, არაფერი, რაც სი-
სულელეს და რეალობას ერთმანეთისგან გაარჩევინებდათ. სა-
ტანიზმი, სასმელი, ნარკოტიკები, ვეგეტერიანელობა და კიდევ
ათასი უაზრობა. ყველაფერი წინ ლანგარზე უდევთ და ფიქრო-
ბენ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ტელევიზორია, თანაც მოჩვე-
ნებებით სავსე.
ნელსონი თითქოს მის აზრებს კითხულობს და უტევს:
- შენ სამაგიეროდ იმის გჯერა, რასაც ეკლესიაში გეუბნე-
ბიან და რაც მართლა ავადმყოფობაა. უნდა გენახა, რა ხდებო-
და დღეს ეკლესიაში, როცა ხალხი ეზიარა. თვალებს ვერ
დაუჯერებდი, ისე იწმენდნენ პირს და ისეთი შთაგონებული სა-
ხით ბრუნდებოდნენ საკურთხევლიდან თავის ადგილებზე. ნამ-
დვილი ანთროპოლოგიური მუზეუმის ექსპონატები!
- რაც გინდა თქვი, და სხვა თუ არაფერი, ისეთ ადამიანებს,
როგორიც მაგალითად, ბებიაშენია, ძალიან შველის ეს რი-
ტუალები. და ვისზე მოქმედებს დადებითად „ემიტივილეს კოშ-
მარი“?

239
მკითხველთა ლიგა

- ამ ფილმს ეგ მიზანი არ აქვს. უბრალოდ, ისაა გადაღე-


ბული, რაც იქ მცხოვრებლებს გადახდათ. იმ ხალხს არ უნდოდა
ასეთ ისტორიაში გახვევა, მაგრამ მათდა უნებურად ასე მოხდა.
- ბიჭის ხმიდან გამომდინარე, ის საბოლოოდ კუთხეშია მიმ-
წყვდეული. ეს ბაჭიას განზრახვა არ ყოფილა. რაც გინდა იყოს,
არ სურს იმ ძალებზე ფიქრი. ყოველი მისი მცდელობა, ამ სფე-
როში რამე გაერკვია, ვიღაცის სიკვდილით მთავრდებოდა.
მამა-შვილი ჩუმად აგრძელებს გზას. პანორამულ ხეივანს
მიუყვებიან. ხეებს შორის ქალაქი ჩანს. ქალაქი ფერით თიხის
ქოთანს ჰგავს, ის გერმანელმა მუშებმა ააშენეს, ხოლო საფუძ-
ველი ინგლისელმა ინჟინერმა ჩაუყარა, ახლა კი, ლამის ერ-
თმანეთზე ცხოვრობენ პოლონელები, ლათინები და ზანგები,
კედლის იქით მეზობლის ტელევიზორსა და ბავშვების ჩხავილს
უსმენენ, შაბათ საღამოს კი ერთმანეთში აუტანლად ჩხუბობენ.
გადაადგილება გართულდა: გზაზე ველოსიპედი, მოპედი, და
რაც ყველაზე საშინელებაა, გორგოლაჭებიანი ხალხი მომრავ-
ლდა. ეს ხალხი, სპორტული მაისურებითა და შორტებით, ყუ-
რებში გაჩრილი ყურსასმენებით მოკრივეებს რომ ჰგავს, სულ
არ დაგიდევს ირგვლივ რა ხდება და ისე სრიალებს, თითქოს
მთელი ქუჩა მას ეკუთვნის.
„კორონა“ აკაციის ბულვარზე მისრიალებს, სადაც ადვო-
კატები და იურისტები აგურის სახლებში ბინადრობენ. სახლები
გზის პირიდან ცოტა მოშორებით, ჩრდილში ღრმადაა ჩაფლუ-
ლი, ქვის ღობითა და კენკრის ბუჩქებითაა ერთმანეთისგან გა-
მოყოფილი. მერე გადიან ბრუერის სკოლას, რომელიც ჰარის
ბავშვობაში მართლაც ციხესიმაგრედ ეჩვენებოდა, მისი სპორ-
ტული დარბაზი და გასახდელში პატარა კარადების წყება კი
უსასრულობაში იკარგებოდა. იქ ორჯერ თუ სამჯერაა ნამყოფი,
როცა მაუნთჯაჯის გუნდი ბრუერის ახალგაზრდული გუნდის წი-

240
მკითხველთა ლიგა

ნააღმდეგ თამაშობდა. უცებ ჰარის სურვილი უჩნდება, ამის შე-


სახებ ბიჭს უამბოს, მაგრამ ახსოვს, რომ ნელსონი ვერ იტანს,
როცა ის თავის ვარსკვლავურ წარსულს იხსენებს. ჰარის ახსენ-
დება, რომ ბრუერში ყველაზე საზიზღარი ბიჭები ცხოვრობდნენ
- მუდამ მოთხვრილი პირით დადიოდნენ, თითქოს ჟოლოს ყი-
ნულის კუბებს წუწნიდნენ. გოგოები ამ ბიჭებთან ჟიმაობდნენ,
ყველაზე ამაზრზენი ბიჭები კი იმას ეწეოდნენ, ახლა რომ ტა-
რიანს ეძახიან. ახლა, პრეზიდენტის შვილებიც კი, - მაგალი-
თად, ფორდის ვაჟი - გოგოებთან ჟიმაობენ და ტარიანს ეწევი-
ან. პროგრესი. ამ გადმოსახედიდან, ჰარის ესმის, რომ გარ-
კვეული გაგებით, მსოფლიოში ერთ-ერთ წესიერ კუთხეში
გაიზარდა. როგორც ოდესღაც მელანიმ აღნიშნა, პატარა ტოტი
ნიაღვარს მიაქვს, ატრიალებს, აბზრიალებს და საბოლოოდ ის
მაინც სადღაც ღრმულში აღმოჩნდება. როგორც კი ეიზენ-
ჰაუერის ავენიუზე უხვევენ და გზას ქვემოთ მიუყვებიან, ნელსო-
ნი დუმილს არღვევს:
- შენ ხომ სადღაც აქ ცხოვრობდი?
- ჰო. დიდი ხნის წინ. ორი-სამი თვე, ზაფხულში. მაშინ მე
და დედაშენს რთული პერიოდი გვქონდა. რატომ მეკითხები?
- უბრალოდ გამახსენდა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აქ
ადრეც ვყოფილვარ, ალბათ ოდესმე თუ დამსიზმრებია... როცა
ძალიან მენატრებოდი, დედას აქ მოვყავდი, რომელიღაც აგუ-
რის სახლის წინ მანქანაში ვისხედით და გელოდებოდით, იქნებ
გარეთ გამოსულიყავი. ის სახლი სხვა სახლებს ისე ჰგავდა,
რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავდი.
- მე გამოვდიოდი ხოლმე გარეთ?
- არა მგონია, რაღაც არ მახსოვს. საერთოდ, იმ დროიდან
ბევრი არაფერი მახსოვს. მხოლოდ ის, რომ მანქანაში ვისხე-

241
მკითხველთა ლიგა

დით, დედას ჩემთვის გასართობად ორცხობილა მოჰქონდა, მე


ვჭამდი, დედა კი ტიროდა.
- რა საშინელებაა. აქამდე არ ვიცოდი, რომ აქ მოჰყავდი.
- შეიძლება სულ ერთხელ მოვედით. თუმცა, მე მგონი, ეს
რამდენჯერმე უნდა მომხდარიყო. მახსოვს, დედა იმხელა მეჩ-
ვენებოდა!
ვაკეზე გავიდნენ. აიზენჰაუერ-ავენიუს 1204 ნომერ სახლს
უხმოდ ჩაუარეს. აქ ჯენისი იმ ამბებიდან რამდენიმე წლის შემ-
დეგ ჩარლი სტავროსთან გამოიქცა, ნელსონი კი აქ უკვე ვე-
ლოსიპედით დამოუკიდებლად მოდიოდა და ზემოთ ფანჯარას
უცქერდა. მაშინ ბიჭს ისე უნდოდა მოპედი ჰყოლოდა! მიმიმ კი
უყიდა მოგვიანებით, მაგრამ ნელსონი იშვიათად დადიოდა მას-
ზე. აახლა, ალბათ, სადმე ნაგავსაყრელზე გდია. რა უცნაური
რამაა გრძნობა: თითქოს წამში ჩნდება და წამში ქრება, მაგრამ
რკინაზე მეტხანს ძლებს.
ჰარიმ და ნელსონმა მიტოვებული რკინიგზის დეპოს
ჩაუარეს, ახლა საქარხნო უბანს კვეთენ, მარცნივ, მესამე ავე-
ნიუზე უხვევენ, შემდეგ მარჯვნივ, უაიზერ სთრითზე, თეთრ, შონ-
ბაუმის დაკრძალვის ბიუროს ყრუ შენობას გაცდნენ და ხიდზე
გადადიან. მოძრაობა გადატვირთულია. საჭეს ძირითადად მო-
ხუცი ქალები და ახალგაზრდები უსხედან. როგორც წესი, ქალ-
ბატონები წირვის შემდეგ რესტორანში სადილობენ ხოლმე და
ახლა სახლებში ბრუნდებიან. ახალგაზრდებმა კი ლუდი უკვე
დალიეს და ახლა ბრუერის ჩრდილოეთით სტადიონზე „ბლას-
თის“ სათამაშოდ მიიჩქარიან. ჰარი მარცხნივ უხვევს, ასმეთერ-
თმეტე გზატკეცილზე. დისკოტეკა. დაზოგეთ საწვავი. მანქანაში
რადიოს ჩართვა არც ერთს აზრად არ მოსვლია და ახლა იქ
გამეფებული დაძაბულობა თრგუნავთ. ჰარი ყელს იწმენდს და

242
მკითხველთა ლიგა

ამბობს: - ასე რომ, მელანი კოლეჯში ბრუნდება. ალბათ შენც


უნდა დაბრუნდე.
დუმილი. კოლეჯის თემა ფეთქებადია, ისეთი ფეთქებადი,
რომ უმჯობესია, ახლოს არ გაეკარო.
ჰარი ნანობს, რომ ეს საკითხი წამოჭრა. ამის ნაცვლად,
კარგი იქნებოდა, ეკითხა, მაღაზიაში რამე ახალი თუ ისწავლა.
სფრინგერმოტორსი გამოჩნდა. ჩერდებიან. სამი კვირაა აქ არ
ყოფილა და როგორც სახლში, აქაც ეჩვენება, რომ ჰაერი მო-
წამლულია. „კაპრისი“, რომელზეც ჰარი ის პერიოდი დადიოდა,
როცა „კორონა“ სახელოსნოში იყო, იქ აღარ დგას, ალბათ გა-
ყიდეს. ექვსი ახალი ბზინვარე „კორონა“ გზის გასწვრივაა ჩამ-
წკრივებული. ჰარის ადრე არასდროს შეუმჩნევია, რა პატარა
საბურავები აქვს „კორონას“ ამერიკულ მანქანებთან შედარე-
ბით. და მაინც, ამერიკული მანქანები უფრო კარგად იყიდება,
უფრო იაფია. დღეს მოსახლეობის უმრავლესობა ღარიბია, ეს
ყველამ უნდა აღიაროს. უფასოდ ვერაფერს მიიღებ, მაგრამ
იმედი მარად ცოცხლობს. მანქანები მზის გულზე დგანან და
დამდნარი კარამელის პატარა ზღვას ჰგვანან. რადგან კვირაა,
ჰარი მანქანას პირდაპირ შესასვლელთან, ბუჩქებთან აჩერებს.
უცნაურია, რომ ეს ბუჩქები სასწაულად გადაურჩა გაჩეხვას და
ახლა ასმეთერთმეტე გზატკეცილზე მდგარი „საგზაო სამზა-
რეულოდან“ მოტანილ მთელ ნაგავს - ქაღალდებსა და ხელსა-
ხოცებს ზედ იხვევს. მაღაზიის შუშები ისევ გასაწმენდია. ვიტრი-
ნის მარცხენა მხარეს, ზემოთ, ახალი ტელეკომპანიის პლაკა-
ტია - „აი, ესაა სიამოვნება.“ მასზე აუზის პირას საცურაო კოსტი-
უმში გამოწყობილი ქალები, ალპების თუ როქის ფონზე იცინი-
ან. პლაკატის ქვემოთ, სადემონსტრაციო დარბაზში პატარა,
დაბალი, ხოჭოსმაგვარი მანქანა მოჩანს და ჰარი დარწმუნებუ-
ლია, რომ ის „ტოიოტა“ არაა. ჰარის გასაღები არ აქვს და ნელ-

243
მკითხველთა ლიგა

სონი ორმაგი შუშის კარს თავისი გასაღებით აღებს. გაუგებარი


მანქანა „ტრიუმფ 6“ აღმოჩნდა. ის, მართალია, ახალივით ბზი-
ნავს - გასაყიდად კარგად მოუმზადებიათ, - მაგრამ აშკარაა,
რომ ძველისძველი მანქანაა. წინა საქარე მინა სიძველისგან
დაბურულია და როგორც ჩანს, შორეული მოგზაურობების გა-
მო, ერთთავად დაკაწრული, ხოლო გვერდითა ფრთა აშკარად
ნაავარიები და შემდგომ გასწორებულ-გადაღებილია.
- ეშმაკსაც წაუღია, ეს რაღა უბედურებაა? - კითხულობს
ჰარი. ამ ჯუჯა დაუპატიჟებელი სტუმრის გვერდით გოლიათი მო-
ჩანს.
- მამა, აი, ესაა, რასაც გეუბნებოდი, სპორტული მანქანების
გაყიდვა ხომ არ დაგვეწყო-თქო. ასეთი მანქანები აღარ გამო-
დის, „იაგუარმაც“ კი შეწყვიტა მათი წარმოება. ამიტომ, მათზე
ფასი აუცილებლად მოიმატებს. ჩვენ ხუთი ათას ხუთასად ვყი-
დით და თითქმის უკვე გაყიდულია, ორ ბიჭს უნდა.
- თუ ასეთი ძვირფასია, რატომ ყიდის პატრონი? შენ რამ-
დენად მიიღე აქ?
- აქ კი არ მივიღე...
- აბა, როგორ მოხვდა აქ?
- ვიყიდეთ.
- იყიდეთ!
- ბილი ფოსნაჰტის მეგობარს და ჰყავს, ჰოდა, ის გოგო
თხოვდება ერთ ბიჭზე, რომელიც ალასკაზე გადადის სამუშაოდ.
მანქანა კარგ მდგომარეობაშია, მენიმ ძირფესვიანად შეამოწმა.
- მენი და ჩარლი დაგთანხმდნენ?
- რატომ არ დამთანხმდებოდნენ? ჩარლიმ მიამბო, რა
ოინებს აკეთებდნენ ის და ბაბუა, - რბილ სათამაშოებს და
მთელ ყუთ ფორთოხალს ჩუქნიდნენ კლიენტებს, აუქციონს აწ-
ყობდნენ საღამოს კაბებში ჩაცმულ გოგოებთან ერთად და ვინც

244
მკითხველთა ლიგა

მეტს გადაიხდიდა, თუნდაც ხუთი დოლარით მეტს, მანქანაც მი-


სი იყო. მრბოლელები მოდიოდნენ ხოლმე...
- ეს ყველაფერი ძველ და კარგ დროს ხდებოდა, ახლა კი
ახალი და ცუდი დროა. ხალხი ჩვენთან „ტოიოტას“ საყიდლად
მოდის, სულაც არ აინტერესებთ ეს ჯანდაბა სპორტული მანქა-
ნები...
- ჰო, მაგრამ დაინტერესდებიან, როგორც კი გაიგებენ,
რომ ჩვენ ამათაც ვყიდით. სახელი გაგვივარდება.
- ჩვენ უკვე გვაქვს ჩვენი რეპუტაციაც და სახელიც. „სფრინ-
გერ მოტორსი“ - „ტოიოტა და მეორადი მანქანები“. ყველამ
იცის, აქ რისი შეძენა შეუძლიათ და რისთვის მოდიან. - ჰარის
ესმის, როგორ ეძაბება ხმა, რისხვა თანდათან იზრდება და
ყელში ამოსდის, - ზუსტად ისე, როგორც კალათბურთშია, როცა
მოწინააღმდეგე ათი ქულით წინაა, თამაშის დასრულებამდე კი
ხუთი წუთია დარჩენილი, შენ კი ისე დაიქანცე, კუნთები მოგი-
დუნდა, მაგრამ უცებ რაღაც ძალა ზემოთ გწევს და შენც გჯერა,
რომ შეუძლებელი არაფერია, მთავარია, რწმენა არ დაკარგო.
ჰარი ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს, მის წინ ერთი პატარა
ბიჭი დგას და ის მისი შვილია. თუმცა, მეორე მხრივ, ეს მისი
მაღაზიაა.
- რაღაც არ მახსოვს, რომ ჩვენ ეს საკითხი განგვეხილა.
- იმ საღამოს, მამა, მე და შენ სასტუმრო ოთახში რომ ვის-
ხედით, მხოლოდ მე და შენ. მაშინ „კორონას“ გამო გაბრაზდი
და თემა შეცვალე.
- გინდა თქვა, ჩარლიმ მართლა აგინთო მწვანე შუქი?
- აბა რა. სიმართლე რომ გითხრა, იმის თავი არც ჰქონდა,
დიდხანს ეფიქრა, შენ ისვენებდი, ყველაფერი მას დააწვა
მხრებზე, თავისი საქმეც და შენიც, ახალი მანქანებიც ძალიან
ადრე გამოაგზავნეს.

245
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ვნახე, ცუდია, რომ გზასთან ასე ახლოს დაუყენებიათ.


მტვრით გაივსებიან.
- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩარლის თანხმობა
რაში მჭირდება, ჩემი უფროსი ხომ არაა, აქ თანაბარი პოზიცია
გვაქვს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ბებიას მოსწონს ჩემი ახალი
წამოწყება.
- აჰა! გასაგებია! და ბებიას ესაუბრე?
- იმ დროს არა. თქვენ ხომ ერთად იყავით, მაგრამ ვიცი,
რომ ძალიან უნდა, როგორმე ჩავერთო ფირმის საქმიანობაში.
იამაყებს, რომ მე უკვე სფრინგერების მესამე თაობა გამოვდი-
ვარ, უყვარს ასეთი რამეები.
ჰარი ეთანხმება, ბესი აუცილებლად ბიჭის მხარეს
დაიჭერს - ტყუილად კი არაა ორივე მუქთვალება სფრინგერი.
- კარგი. იყოს, როგორც გინდა, საგანგაშო არაფერია. მა-
ინც, რამდენი გადაიხადე ამ ჯართში?
- ოთხი და ცხრაასი მომთხოვა, მაგრამ ოთხი და ორასი
მივეცი.
- რას ამბობ! გაცილებით მეტია, ვიდრე პრეისკურანტითაა
განსაზღვრული. პრეისკურანტს არ გადახედე? იცი, საერთოდ,
ეს რა არის?
- რა თქმა უნდა, მამა, კარგად ვიცი ის წყეული პრეისკუ-
რანტი. საქმე ისაა, რომ ეს სპორტული მანქანები ანტიკვარიატ-
ში გადის. ისინი რამდენი ცალიც ახლაა, ის დარჩება, აღარ
მოიმატებს.
- ოთხი და ორასი სამოცდათექვსმეტი წლის „ტრიუმფში“
გადაიხადე მაშინ, როცა ახალი მანქანა ექვსი ღირს. რამდენი
აქვს გავლილი?
- გოგოს მანქანაა, გოგოები ბევრს არ დადიან.

246
მკითხველთა ლიგა

- გოგოს გააჩნია. გზაზე ველური ქალებიც შემხვედრია. მა-


ინც რამდენი გაიარა?
- ვერ გეტყვი. ის ბიჭი, მისი შეყვარებული, აი, ალასკაზე
რომ გადავიდა, რაღაცის შეკეთებას ცდილობდა მანქანაში და
მგონი, არც იცოდა, ისე დააზიანა კილომეტრაჟი...
- ეს რა მესმის! კარგი, რაცაა, ეგაა. ვნახოთ, იქნებ კარგ
ფასში გავყიდოთ კიდეც. შეგვიძლია, როგორც ექსპერიმენტი,
ისე გავაფორმოთ. ხვალვე დავურეკავ ჰორნბერგერს, ის ყიდის
ამ „ტრიუმფებს“ და სხვა ასეთ მანქანებს, იქნებ პატივი გვცეს და
დაგვეხმაროს.
და უცებ, ჰარი ხვდება, რატომ არ აძლევს მოსვენებას
ნელსონის მოკლე თმა: ბიჭს ზუსტად ასე ჰქონდა თმა შეჭრილი,
როცა მშვიდად და უპრობლემოდ ცხოვრობდნენ, ვიდრე სამო-
ციანების ბოლოს ყველაფერი თავდაყირა დადგებოდა. მაშინ
ნელსონმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ დაბალი დარჩებოდა და
დარწმუნებული იყო, ბეისბოლის თავდამსხმელი გამოვიდოდა.
მთელი ზაფხული კეპი თავიდან არ მოუხდია და ამის გამო თმა
სულ ეტკეპნებოდა. და აი, ახლა, იგივე სახე, თმა, ამას ემატება
პიჯაკი და ჰალსტუხი. ნამდვილი ამაო ოცნებათა სიმბოლოა.
ნელსონს თვალები აუბრჭყვიალდა, თითქოს სადაცაა ატირდე-
ბაო.
- დაგვეხმაროს და თავის ფასად წაიყვანოს? მამა, დარ-
წმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავყიდით, სულ მცირე, ათას დოლარს
მოვიგებთ ამ მანქანაში. თანაც, კიდევ ორი გვყავს ასეთი.
- კიდევ ორი „ტრიუმფი?“
- ჰო, ორი სპორტული. უკან დგას. - ახლა უკვე ბიჭი აშკა-
რად შეშინებულია: ისე გაფითრდა, რომ ყურები და ქუთუთოები
ალისფრად მოუჩანს.

247
მკითხველთა ლიგა

ჰარიც დაფრთხა: ეზედმეტება ეს მანქანები. მაგრამ რას


იზამს, უმართავი მდგომარეობაა, ახლა ბიჭი იმ მანქანებს უჩვე-
ნებს და მას კი, რაღაც რეაქცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
დერეფნით მიდიან. სათადარიგო ნაწილების განყოფილებას
ჩაუარეს, ნელსონი წინ მიაბიჯებს და რკინის კარის გვერდით
დაფიდან გასაღებს ხსნის. შემდეგ უზარმაზარ ცარიელ სახე-
ლოსნოში გადიან, სადაც კვირაობით სრული სიჩუმე სუფევს,
ახლა ის აცეტილენისა და საპოხი ზეთის მოტკბო სუნით გაჟ-
ღენთილ დაცარიელებულ საცეკვაო მოედანს ჰგავს. ნელსონი
სიგნალიზაციას თიშავს და უკანა კარს აღებს. სუფთა ჰაერზე გა-
დიან. შორს, მდინარის იქით ბრუერია. სასამართლოს შენობა
მოჩანს - მაღალი, თავზე ბეტონის არწივით. ახლა მაღაზიის ტე-
რიტორიის ყველაზე მიგდებულ, სარეველებით და ეკალ--
ბარდებით გავერანებულ ნაწილში იმყოფებიან. ამის შემხედვა-
რე, ბაჭიას რატომღაც სულ პარაგვაი ახსენდება ხოლმე. საერ-
თოდ, ეს საკმაოდ დიდი ტერიტორია ასე არ უნდა ცდებოდეს.
ამერიკული წარმოების ორი სპორტული მანქანა ასფალ-
ტზე ორი კუნძულივით დგას. ახლა ეს მოდელები აღარ გამო-
დის. ერთი „მერკური კუგარია“, სამოცდათორმეტი წლის, სახუ-
რავი ჭუჭყიანი კრემისფერი აქვს, კორპუსი რაღაცნაირად, ღია,
ქაფისფერი, ამ ფერს ნილოსის მწვანეს უწოდებენ. - და მეორე,
სამოცდათოთხეტი წლის „ოლდს - დელტა 88 როიალი,“ მუქი
წითელი ფერის, ასეთ ფრად ქალები ფრჩხილებს იღებავდნენ
იმ დროს, როცა მოდაში ჯაშუშებზე ფილმები იყო. ჰარიმ მთე-
ლი ეს თუნუქი, იატაკში ჩაჭედილი პედლები და აეროდინამიკა
მთავარ ქუჩაზე წარმოიდგინა.
- აქ რატომ დგანან? ანუ... ამათში ფული არ გადაგიხდია,
ხომ ასეა? - ეკითხება ნელსონს ჰარი და გრძნობს, რომ რაღაც
ისე არ თქვა.

248
მკითხველთა ლიგა

- ვიყიდეთ, მამა, ორივე ჩვენია.


- ჩემი?
- არა, პირადად შენი კი არა, კომპანიის.
- ნუ გადამრევ. კომპანიას ფული როგორღა აწაპნე?
- რას ქვია, ავწაპნე, მილდრედ კრაუსტს ვთხოვე და ჩეკი
გამომიწერა. ჩარლიმ უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო.
- ჩარლიმ ასე თქვა?
- ჰო, მას ჰგონია, რომ შენ ყველაფერი იცი. კარგი რა,
მამა, მორჩი. არც ისე ბევრი დაჯდა. თანაც, მთელი ჩვენი ფირ-
მის მთავარი იდეა ხომ ისაა, რომ მანქანები ვიყიდოთ და უფრო
ძვირად გავყიდოთ.
- ჰო, მართალია, მაგრამ არა ასეთი წყალწაღებული მან-
ქანები. ამათში რამდენი გადაიხადე?
- თუ გინდა, დავიფიცებ, რომ ექვსასი-შვიდასი დაგვრჩება
„მერკურიში“, „ოლდს-დელტაში“ უფრო მეტი. ნუ ბრაზობ, ეს
მხოლოდ და მხოლოდ ფულია. თავად ხომ უნდა მიმეღო სე-
რიოზული გადაწყვეტილება, შენ რომ აქ არ იყავი?
- რამდენი გადაიხადე?
- ზუსტად არც მახსოვს. მგონი, „მერკური“ ორი ათასი ღირ-
და, „როიალი“ კი, პოტვილში ერთ დილერთან ვნახე, იმ კაცს
ბილი იცნობს, ვიფიქრე, მაღაზიაში კლიენტს არჩევანი ხომ უნ-
და ჰქონდეს-თქო და, თუ არ ვცდები, სადღაც ორ-ნახევარზე
შევთანხმდით.
- ანუ ორი ათას ხუთასი დოლარი?
ჰარი აუჩქარებლად იმეორებს ციფრებს და თითქოს შვე-
ბას გრძნობს. ამაში რაღაც დადებითიცაა - თუ ნელსონის რამე
ვალი ჰქონდა, ახლა უკვე მთლიანად გადახდილია. ისევ
იმეორებს:
- ორიათას ხუთასი ამერიკული ....

249
მკითხველთა ლიგა

- პირობას გაძლევ, ამოვიღებთ, - ლამის ტირის ბიჭი. - ეს


ანტიკვარივითაა, ოქროსავით, იყიდი და მერე ფასი ემატება. არ
წავაგებთ, მამა, აი, ნახავ.
ჰარი ვერ ჩერდება, ციფრებს ისევ ერთმანეთს უმატებს, ან-
გარიშობს.
- ოთხი ათას ორასი იმ ხოჭოში, ოთხი ათას ხუთასი...
- თავი დამანებე, ამ საქმეს მე თვითონ მივიყვან ბოლომ-
დე. გაზეთშიც გამოვაცხადე. ორ კვირაში ყველას გავყიდი, აი,
ნახავ. გპირდები. - ემუდარება ბიჭი.
- მპირდები... შენ მპირდები... შენ ორ კვირაში კოლეჯში
დაბრუნდები.
- არა, მამა.
- არა?
- აღარ მინდა კენტში წასვლა, აქ დავრჩები და ვიმუშავებ.
- პატარა, დამფრთხალ სახეზე მძვინვარება ეხატება. გაფითრე-
ბულ კანზე ჭორფლები ისე აზის, თითქოს სარკეს ქინქლები ეხ-
ვევიანო.
- ღმერთო, ესღა მაკლდა. - ოხრავს ჰარი.
თავზარდაცემული ნელსონი ჰარის მონუსხულივით უყუ-
რებს, ხელში მანქანის გასაღები უჭირავს, თვალები ცრემლით
ევსება და ქვედა ტუჩი უკანკალებს.
- მინდოდა, „ოლდს-დელტათი“ ცოტა გესეირნა, სიამოვნე-
ბა მიგეღო.
- სიამოვნება, როგორ არა. წარმოდგენაც არ გაქვს, რამ-
დენს წვავს ძველი ძრავა. ახლა, როცა გალონი ბენზინი ერთი
დოლარი ღირს, ვინმეს თავში მოუვა ამათი ყიდვა? რვაცილინ-
დრიანი გამოუსადეგარი ჯაბახანა რისთვის უნდა გყავდეს, უკეთ
რომ გაიგო, ქარი ყურებში როგორ გიწივის? შვილო, ცაში დაფ-
რინავ.

250
მკითხველთა ლიგა

- მამა, ხალხს ფული არ აინტერესებს. ფული უკვე მნიშვნე-


ლოვანი აღარაა. ნაგავია ფული, ნაგავი.
- ალბათ შენთვის, მაგრამ არა ჩემთვის. ეს კარგად
დაიმახსოვრე. მოდი, დავმშვიდდეთ. სათადარიგო ნაწილებზეც
ვიფიქროთ. ალბათ ხელის შევლება დასჭირდება. ექვსი-შვიდი
წლის მანქანის ნაწილების ფასებში თუ ერკვევი? ისიც უნდა იცო-
დე, რომ არ იშოვება. აქ ჩვენ ანტიკვარებით კი არ ვვაჭრობთ,
„ტოიოტას“ ვყიდით, „ტოიოტას“!
ამ ჭექა-ქუხილს ნელსონი ვეღარ უძლებს, უფრო და უფ-
რო იკუნტება.
- მამა, მეტს აღარ ვიყიდი, გპირდები. სანამ ესენი არ
გაიყიდება, სხვას აღარ გავეკარები. გპირდები, მამა.
- ნუ მპირდები. ერთადერთი, რაც მინდა, ისაა, რომ ცხვირი
აღარ ჩაყო ამ საქმეში და კარგს იზამ, თუ უკან, ოჰაიოში დაბ-
რუნდები. ძალიან არ მსიამოვნებს, ამას მე რომ გეუბნები, ნელ-
სონ, მაგრამ კატასტროფა ხარ. დროა, გონს მოეგო.
ბიჭისთვის ამის თქმა არასასიამოვნოა, მაგრამ რას იზამს,
ეს სიმართლეა. და მაინც, ამის გამო თავს ისე ცუდად გრძნობს,
რომ შვილს ზურგს აქცევს და უკან მიდის, მაგრამ კარი, საიდა-
ნაც შემოვიდნენ, მიჯახუნდა და ჩაიკეტა, გასაღები ნელსონს
აქვს. გამოდის, საკუთარ გარაჟში ვეღარ შედის. ბაჭია რკინის
კარს არხევს, ხელს ურტყამს და მერე, გამწარებული, მუხლებ-
საც. ტკივილისგან თვალწინ მხოლოდ წითელ ლაქას ხედავს,
რომელიც იზრდება და ყველაფერს ფარავს. ასე რომ, როცა
ესმის, სადღაც იქვე, მანქანა როგორ დაიქოქა, ყურადღებას არ
აქცევს, ვერ უშვებს, რომ ეს ხმა შეიძლება მასთან რაიმე კავ-
შირში იყოს, ვიდრე არ ესმის, მანქანა ადგილს როგორ წყდება
და რკინას დიდი სიჩქარით როგორ ასკდება. წითელ ლაქას შა-
ვი ზოლები ჭრიან. ბაჭია ბრუნდება და ხედავს, რომ ნელსონი

251
მკითხველთა ლიგა

მანქანას უკან ხევს და მეორე დარტყმისთვის ემზადება. რკინის


პატარა ნაჭრები მზეში ხმაურით ბზრიალებს. ბაჭიას ეჩვენება,
რომ ახლა ნელსონი მისკენ გამოექანება და რკინის კარს მიას-
რესს, მაგრამ ცდება. „როიალი“ „მერკურის“ გვერდიდან ეჯახე-
ბა და ორ ბორბალზე წევს. მანქანას ღია მწვანე ფრთა ეზნიქე-
ბა, წინა ფარები ტყდება და მიწაზე ნამსხვრევებად იყრება.
ჰარი შეჯახებას ელოდა და წამიერად, ეგონა, ყველაფერი
ისე მოხდებოდა, როგორც ფილმებშია - შენელებული. რეალუ-
რად კი ყველაფერი კომიკურად სწრაფად განვითარდა, - ზუს-
ტად ისეთი სანახაობა იყო, ორი ძაღლი რომ იხლართება
ხოლმე ერთმანეთში, მერე უცებ ერთმანეთს რომ სწყდებიან და
სხვადასხვა მხარეს გარბიან. „ოლდსის“ ძრავა ქრება. დაბზარუ-
ლი საქარე მინის იქით ნელსონის დამახინჯებული, ცრემლებით
დაღარული სახე მოჩანს. ბაჭია შეშდება. დამტვრეულ მანქანებს
უყურებს და გრძნობს, რომ სიცილი თანდათან ერევა და ახ-
რჩობს. მინის წვრილი, კენჭებზე პატარა ნამსხვრევები ასფალ-
ტზეა მიმობნეული, ფართო ლითონი იმ ადგილებშია შეჭეჭყი-
ლი, სადაც წესით, არ უნდა იყოს. ნელსონს თავი საჭეში აქვს
ჩარგული და ქვითინებს. მოკლედ შეკრეჭილი თმით ახლა
მრგვალ ჯაგრისს ჰგავს. შენობის მეორე მხრიდან ტრანსპორ-
ტის ხმა ისმის. ჰარის მკერდში ისევ ის უცნაური, უადგილო სი-
ხარულის ბურთები ირევიან. „ოჰ, აი, ესაა სიამოვნება.“
კლუბში მთელი კვირა ერთსა და იმავეს ყვება: „ხუთი ათა-
სი დოლარის რკინა განადგურდა. საშინელი სურვილი მქონდა,
კარგად მეცინა, მაგრამ ბავშვი ტიროდა, ისტერიკაში იყო. რაც
გინდა თქვი და, მანქანები მას ეკუთვნოდა, ასე განიხილავდა ამ
საქმეს. ერთადერთი, რაც მაშინ აზრად მომივიდა, ის იყო, რომ
„ოლდსის“ წინ ასე დავმდგარიყავი - ის მთის ქედის ქვეშ დგება
და ხელებს ფართოდ შლის - მოდი, დამეჯახე, ნაწლავები გად-

252
მკითხველთა ლიგა

მომიყარე. მმაგრამ, რა თქმა უნდა, ბიჭი იქიდან თვალცრემ-


ლიანი გადმოვიდა და მეც ჩავიხუტე. მას შემდეგ, რაც ჩემთან
ნელსონი ასე ახლოს არ ყოფილა, ორი წელი შესრულდა. უნ-
და ვაღიარო, რომ თავს საშინლად ვგრძნობ, რადგან ის მარ-
თალი იყო. იმ კვირას დაიბეჭდა მისი განცხადება სპორტული
მანქანების შესახებ და ალბათ ოცმა კაცმა მაინც დარეკა. ოთ-
ხშაბათს „ტრიუმფი“ ხუთიათას ხუთასად გავყიდეთ. ახლა ხალხი
ფულს აღარ ითვლის, ფანჯრიდან ყრის.
- არაბებივით. - ამბობს ვებ მერქეთი.
- ოჰ, ეს არაბები, - კვერს უკრავს ბადი ინგლფინგერი. -
სიამოვნებით ვესროდი ერთ ატომურ ბომბს.
- ნახეთ, წინა კვირას ოქროს რა მოუვიდა? - ღიმილით ამ-
ბობს ვები. - არაბები თავის დოლარებს ევროპაში ისვრიან. რა-
ღაც იყნოსეს, ვირთხებივით არიან, გრძნობენ, რომ გემი იძი-
რება.
- დღევანდელ გაზეთში წაიკითხეთ, რომ ვაშინგტონში რა-
ღაც გამოძიება ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ საწვავის კრიზისი
ივნისში მთავრობის მოწყობილი იყო? - ეკითხება მათ ბადი.
- რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით, ასე არაა? - შეკითხვით პასუ-
ხობს ვები. წითური წარბები მზეზე უბზინავს.
დღეს შრომის დღის წინა კვირაა. - ამ დღეს, როგორც წე-
სი, მხოლოდ კლუბის წევრები თამაშობენ. მათ ოთხეულს მოგ-
ვიანებით აქვს თამაში დანიშნული, ასე რომ, აუზთან ცოლებთან
ერთად სხედან და სვამენ. თუმცა, ცოლი მხოლოდ ორია: ბადის
საერთოდ არ ჰყავს, მხოლოდ ეს მუწუკებიანი ტუტუცი ჯოანა ახ-
ლავს, რომელსაც მთელი ზაფხული თან დაატარებს, ჯენისმა კი
ამ დილას განაცხადა, რომ დედას ეკლესიაში მიჰყვება და
კლუბში მხოლოდ თამაშის მერე, ბანკეტის წინ, აპერიტივისთვის
მოვა. რა უცნაურია, ჯენისს კლუბში გართობა ჰარიზე მეტად უყ-

253
მკითხველთა ლიგა

ვარს. მაგრამ ოთხშაბათის შემდეგ, როცა მელანი გაემგზავრა,


სახლში რაღაც ხდება. ჩარლიმ ორკვირიანი შვებულება აიღო
და რადგან ნელსონი მაღაზიაში არ დაიშვება, გაყიდვების უფ-
როს წარმომადგენელს თავის მოსაფხანადაც არ სცალია. ზაფ-
ხულის ბოლოს საქმე მატულობს ხოლმე. აუცილებელია, შე-
მოდგომის სიახლეების რეკლამირება. ჭორებს თუ დავუჯე-
რებთ, ყველაფერი ძვირდება და რადგან ინფლაცია უფრო და
უფრო მატულობს, გასაყიდად გამოტანილი მოდელები ფულის
სარფიან დაბანდებად შეიძლება ჩაითვალოს.
სექტემბრის მზემ რაღაცნაირი, მშრალი კაშკაში იცის. ჰა-
ერში კი ჰარი ორ ახალ სურნელს გრძნობს - ერთი სურნელი
ვაშლისაა, მეორე კი სკოლის დაფის მტვრის, რასაც ის, ერთი
მხრივ, როგორც წესი, სასწავლო წლის განახლებას და საქმის
მომატებას უკავშირებს, მეორე მხრივ, ეს შეახსენებს მას, რომ
ერთი საფეხურით ზემოთაა იმ კიბეზე, რომელსაც უკუნეთში მიჰ-
ყავს.
სინდი მერქეთი აუზიდან ამოდის. გამომშრალი მზე მის გა-
რუჯულ მხრებზე წყლის ყოველ წვეთში კაშკაშებს. ისეთი რუჯი
აქვს, რომ კანი სხვადასხვა, ერთმანეთში გარდამავალ ფერად
უელავს. ბიჭურად შეკრეჭილი თმა სულ სველი აქვს, ფილებზე
ფეხშიშველი დგას და ცდილობს, თმიდან წყალი ჩამოიწუროს.
ტანზე შემოტმასნილი ბიკინის შიგნით, თეძოებს შორის, შავი
სამკუთხედი ეტყობა. ის კამპანიისკენ მიემართება და ფილებზე
პატარა სველ ნაფეხურებს ტოვებს - პატარა მრგვალი თითები,
ქუსლი, ტერფი. მრგვალი თოთო თითუნები.
- როგორ ფიქრობ, ღირს ოქროს ყიდვა? - ეკითხება ჰარი
ვებს. ის კი დანაოჭებულ სახეს აბრუნებს და თავის ახალგაზრდა
ცოლს აჰყურებს. რბილი სიმრგვალეები ვების მუხლებზე ეშვება
და მის ღია მწვანე კუბოკრულ შორტებს წყლის წვეთებით ამუ-

254
მკითხველთა ლიგა

ქებს. ვები ქალს წელზე ხელს ხვევს - ისეთი შთაბეჭდილება


რჩება, რომ მერქეთებს სარეკლამო კლიპში იღებენ პემაქვი-
დის ფონზე. ვიღაც აუზში ხტება და მათ ქლორიან წყალს აწუ-
წებს. ჰარის თვალები ეწვის.
თელმა ჰარისონი მის ნაამბობს ყურადღებით და სევ-
დიანად უსმენდა.
- ნელსონი ალბათ, გულგატეხილია. - ამბობს ის.
მას მოსწონს სიტყვა „გულგატეხილი“ - ეს ძველმოდური
სიტყვა პირზე აკერია ამ, თაგუნასავით წყნარ, ავადმყოფური გა-
რეგნობის ქალს, რომელსაც, რაღაც ჯადოსნობით უზარმაზარი
გავლენა აქვს ვეება ჰარისონზე.
- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამის არაფერი ეტ-
ყობა. - პასუხობს ჰარი. - ჰქონდა ასეთი პერიოდიც, იმ დღეებში,
როცა ეს ამბავი მოხდა, მაგრამ მალევე მოიკეთა. ყველას სა-
ძაგლად ექცევა. განსაკუთრებით გააგრესიულდა, როცა შევცდი
და ვუთხარი, რომ მისმა განცხადებამ გაამართლა და მანქანა
გაიყიდა. მაღაზიაში უნდოდა ჩვენთან მუშაობის გაგრძელება,
მაგრამ მე ავუკრძალე. რაც მან ჩაიდინა, სიგიჟისგან დიდად არ
განსხვავდება.
- იქნებ რამე აწუხებს, რასაც ვერ გეუბნება? - ეკითხება
თელმა. მზე ალბათ ჰარის თავზე ადგას, რადგან, მიუხედავად
იმისა, რომ ქალს მზის დიდი, მრგვალი სათვალე უკეთია, რო-
მელიც მანქანის წინა საქარე მინასავით, ზემოთ უფრო მუქია,
როცა მას უყურებს, სახეს მაინც ხელით იჩრდილავს. სათვალე
თელმას ნახევარ სახეს უფარავს და როცა ლაპარაკობს, ტუჩები
თითქოს დამოუკიდებლად მოძრაობენ. თხელი, მაგრამ მრგვა-
ლი ტუჩები აქვს და ჰარისონის სქელ ასოს ალბათ გარშემო
ტკბილად ეხვევა. თუ კაცი კარგად დაფიქრდება, რაც აკავებს
ჰარისონს ამ ქალთან, ალბათ ესაა, თუმცა, ესეც ძნელი წარმო-

255
მკითხველთა ლიგა

სადგენია. თავის საცურაო კოსტუმსა და დაპლისულ ქვედაბო-


ლოში თელმა სკოლის მასწავლებელს ჰგავს. თანაც გამართუ-
ლად ზის და სიტყვებს მკაფიოდ წარმოთქვამს. რამდენი ლო-
სიონიც უნდა შეიზილოს, ცხვირი მაინც წითელი აქვს, ეს სიწით-
ლე თვალებამდე ასდის და ქალიც ამას სათვალის მუქი მინებით
საგულდაგულოდ იფარავს.
ჰჰარი აუზთან წევს, წინ თითქმის დაცლილი ჭიქა უდევს და
ელოდება, მისი თამაშის დრო როდის დადგება. ჯენისი არ ჩანს.
ჰარი თელმას გამომცდელ, დაჟინებულ მზერას გრძნობს.
- ჰო... ჯენისიც გადამიკრავს ხოლმე სიტყვას ამის შესახებ,
მაგრამ გარკვევით არაფერს მეუბნება. - პასუხობს ის.
- ალბათ რაღაც ისეთია, რომ ვერ ამბობს. - ამბობს თელ-
მა, ფეხებს ატყუპებს და ქვედა ბოლოს ქვემოთ იქაჩავს. მთელი
ფეხები ლურჯ-წითელი ვენებით აქვს დაზოლილი, როგორც ეს
მისი ასაკის ქალებისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ ჰარის
ვერ გაუგია, ამის გამო რატომ უნდა ერიდებოდეს ისეთი ძველი
მეგობრის, როგორც თავადაა, თანაც ჰარისაც ხომ ღიპი
დაედო.
- ეტყობა, კოლეჯში დაბრუნება არ სურს. - ეუბნება ჰარი. -
ასე რომ, იმასაც ვუშვებ, იქიდან მოისროლეს და ჩვენ არ გვე-
უბნება. მაგრამ დეკანატიდან ხომ უნდა გამოეგზავნათ ჩვენთვის
შეტყობინება? თუმცა, უნდა გითხრა, უამრავი წერილი მო-
დიოდა კოლორადოდან, მთელი ზღვა.
- იცი რა, ჰარი, - ეუბნება თელმა. - მე და რონი უამრავ
მამას ვიცნობთ, რომელთაც ის პრობლემა აქვთ, რომ მათ ვა-
ჟებს საოჯახო ბიზნესი არ აინტერესებთ. მათ ბიზნესი აქვთ, მაგ-
რამ ბავშვები მათ საქმეს აღარ აგრძელებენ. ეს ტრაგედიაა. უნ-
და გიხაროდეს, რომ ნელსონი ინტერესს გამოხატავს.

256
მკითხველთა ლიგა

- ერთადერთი, რისი ინტერესიც აქვს, მანქანების ლეწვაა.


- პასუხობს ჰარი. - სამაგიეროს მიხდის. - ის ხმას იდაბლებს და
დამაჯერებლად განაგრძობს: - მგონი, მთავარი პრობლემა ჩემ-
სა და ბავშვს შორის ისაა, რომ როცა მე პატარა ცხოვრები-
სეული ... ხომ გესმის... პრობლემა მქონდა, ყოველთვის იქ იყო
და ყველაფერს ხედავდა. ამიტომ არ მიყვარს, როცა ჩემ გვერ-
დითაა. და სხვათა შორის, ისიც გრძნობს ამას.
რონი ჰარისონი ცდილობს, იხუმროს, თავს წევს და ყვი-
რის:
- რეებს გელაპარაკება ეგ გენიოსი, საყვარელო? არაფე-
რი დაუჯერო.
თელმა დაბნეულად იღიმება, ყურადღებას არ აქცევს
ქმარს და არც აციებს, არც აცხელებს, პირდაპირ ეუბნება ჰარის:
- მე მაინც ვფიქრობ, რომ პრობლემა შენშია და არა ნელ-
სონში... ხომ შეიძლება, ვინმე გოგოს გამო ჰქონდეს უსიამოვ-
ნება?
კიდევ ხომ არ დალიოს ჯინი ტონიკით? იქნებ უშველოს და
თავის ტკივილი დაუამოს. სულ ასე ხდება, ყოველთვის თავი
სტკივდება, როცა დღისით სვამს.
- ვერ წარმომიდგენია, რა უსიამოვნება. ახლა ეს ბავშვები
ერთი ლოგინიდან მეორეში კალიებივით ხტებიან. აი, მაგალი-
თად, ის გოგო, თან რომ ჩამოჰყვა, მელანი. მათ შორის რო-
გორც ჩანს, არაფერი იყო, ბოლოს ჩხუბობდნენ კიდეც და ახ-
ლა, შენ წარმოიდგინე, მელანი რაღაც სულელურადაა ჩარლი
სტავროსში შეყვარებული.
- რა გიკვირს? წარმოუდგენელი არაფერია. - იღიმის
თელმა, მაგრამ ახლა ისე დაბნეულად აღარ, თითქოს აცხა-
დებს, რა კარგად მოეხსენება, რომ ჩარლი ჯენისის საყვარელი
იყო ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეს კლუბი არც კი არსებობდა.

257
მკითხველთა ლიგა

- სხვა თუ არაფერი, მამად ეკუთვნის და ამას რომ თავი


დაანებო, საწყალ ჩარლის ცალი ფეხი სამარეში უდგას. ბავშვო-
ბაში რევმატული ციებ-ცხელება აქვს გადატანილი და გულის
დაავადება დაუტოვა. უნდა ნახო, მაღაზიაში რა საცოდავად და-
ლასლასებს.
- ავადმყოფობა არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაზე უარი უნდა
თქვას. - პასუხობს ქალი. - მჭამელა გაგიგია? დაავადება, აი, ის
მაქვს. ამიტომაა, რომ მზეს ვერ ვეფიცხები და ვერ ვირუჯები,
როგორც, მაგალითად სინდი.
- რას ამბობ, მართლა? - ჰარი ვერ ხვდება, მაინც რატომ
ეუბნება თელმა ამას, მაგრამ მისი უცნაური ღიმილის მიხედვით,
ქალს გულის გადაშლა მოუნდა.
- ბევრი ადამიანი გულის შუილებით საუკუნე ცხოვრობს. -
ამბობს თელმა და ისევ ჩარლის უბრუნდება: - ახლა გამოდის,
ერთად წავიდნენ?
ესეც ახალი აზრი.
- წავიდნენ, მაგრამ არა ერთად და სხვადასხვა მიმართუ-
ლებითაც. ჩარლი ფლორიდაშია, მელანი სახლშია, ვესტ ქო-
უსთზე. - და ჰარის ახსენდება, რომ ჩარლი მელანის ფლორი-
დაში ეპატიჟებოდა და იმასაც უშვებს, რომ შესაძლოა მარ-
თლაც ერთად იყვნენ. არც თუ ისე სასიამოვნოა. ვერავიზე თავს
ვერ დადებ, რომ არ ჟიმაობს. სახეს მზეს უშვერს. თვალები და-
ხუჭული აქვს, ქუთუთოებზე ცეცხლი ეკიდება. აქ გაშხლართვას
და ამ ხმებში თვლემას, ჯობდა, თამაშის წინ ცოტა წაევარჯიშა.
ახსენდება, აქ რომ მოდიოდა, რადიოში თქვეს, ფლორიდას ქა-
რიშხალი უახლოვდებაო.
რონი ჰარისონი ლამის ყურში ჩასძახის:
- საყვარელო, სწორად გავიგე? ამბობ, რომ არასოდეს
მოვკვდები? აბა რა, ეჭვიც არ შეგეპაროს.

258
მკითხველთა ლიგა

ბაჭია თვალებს ახელს და ხედავს, რომ რონის თავისი სა-


ვარძელი მისკენ მოუწევია, რომ სინდი მერქერისთვის ადგილი
დაეთმო. სინდი ახლა უკვე საკმაოდ შეეჩვია მათ და როგორც
ამას ზაფხულის დასაწყისში აკეთებდა, ფეხებს პირსახოცით
აღარ იფარავს. ახლა დაწნულ სავარძელში თითქმის შიშველი
ზის - თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შავ ზონარს, რომლებიც
ტანზე პატარა სამკუთხედებს უმაგრებენ. როცა ფეხზე დგას და
თმას ყურებსა და საფეთქლებს უკან იწევს, ძუძუები აქეთ-იქით
უქანავებს. ამ დროს ჰარი დარწმუნებულია, სინდიმ ძალიან
კარგად იცის, რასაც აკეთებს. ვებთან ბედნიერი ცხოვრების გა-
მო ქალმა თავს უფლება მისცა და წონაში მოიმატა, კარგად
მოსუქდა. როცა ფეხზე დგება, ჰარი ელოდება, რომ ზურგზე და
საჯდომზე მავთულის ბადის ანაბეჭდი ექნება, როგორც ვაფლის
ანაბეჭდი შოკოლადის ცომზე. და მაინც, რამხელა ბედნიერებაა
ამ მოთამთამე ძუძუების ლოკვა, წუწნა. ბაჭია თვალებს ხუჭავს.
ხედავს, როგორ ეცემა თვალებზე ჯერ ერთი, მერე მეორე ძუძუ.
რონი ჰარისონი ჯოანასა და სინდის რაღაც ამბით გულს უწყა-
ლებს. მეტი შთაბეჭდილებისთვის ის იმ ამბის გმირებივით ლა-
პარაკობს - ბოროტმოქმედს ვიღაც ხმაჩახრენწილი ტიპი ემუქ-
რება. თავისთავზე შეყვარებული კრეტინი!
ვებ მერქეთი ჰარისკენ იხრება და ეუბნება:
- რაც შეეხება შენს შეკითხვას - ჰო, ვფიქრობ, ოქროს ყიდ-
ვა სჯობს. ბოლო რამდენიმე თვეში მისმა ფასმა სამოცი პრო-
ცენტით მოიმატა და ვიდრე მსოფლიოში საწვავის კრიზისია, ეჭ-
ვი მეპარება, ამავე სისწრაფით გაუფასურდეს. დოლარი აუცი-
ლებლად დაეცემა, ჰარი. არაფერი გვეშველება, სანამ ხორ-
ბლის არყიდან ბენზინის მიღების ხერხს არ მოიგონებენ. აი, მა-
შინ სულ სხვა იქნება, რა, რა, და ხორბალი ბევრი გვაქვს.

259
მკითხველთა ლიგა

- უნდა ააფეთქო არაბები. ნავთობი უნდა წავართვათ ისე,


როგორც ესკიმოსებს წავართვით. - მეორე მხრიდან ყვირის ბა-
დი ინგლეფინგერი. ჯოანა ზრდილობის გულისთვის იცინის, ბა-
დის რომ ასიამოვნოს. რონის ისტორიამ უკანა პლანზე გა-
დაინაცვლა. ბადი, როგორც საკითხით დაინტერესებულ პირს,
ჰარის გასძახის:
- ჰეი, ჰარი, ხომ არ გინახავს „თაიმში“ სტატია მანქანების
შესახებ. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც აღარ იციან თავისი ძველი
ამერიკული მანქანები თავიდან როგორ მოიშორონ, ღარიბებს
ჩუქნიან და მერე, შენ წარმოიდგინე, მანქანის ღირებულება გა-
დასახადების შემცირების ხარჯზე უკან უბრუნდებათ. ან იცი, კი-
დევ რას აკეთებენ? ქუჩაში უპატრონოდ ტოვებენ, რომ ვინმემ
მოიპაროს და მერე დაზღვევას იღებენ. იმასაც წერენ, რომ
არის ერთი ფირმა, სადაც, თუ „კადილაკ-ელდორადოს“ იყიდი,
„შევროლეს“ გაჩუქებს.
- „თაიმი“ არ მოგვდის. - ცივად უგდებს ჰარი. გარკვეული
კუთხით თუ შეხედავ სამყაროს, უამრავ ხეპრეს აღმოაჩენ. ჯობს,
თვალები დახუჭო და ეცადო ენით სინდის ძუძუს თავებს მიწვდე,
როცა ის ძუძუებს შენს ზემოთ აქანავებს და გაღიზიანებს. აქეთ,
იქით. აქეთ, იქით.
- ახლა პრეზიდენტი მისისიპიზე დაცურავს. - ჯოანა საუბარ-
ში ჩაბმას ცდილობს.
- მეტი რა საქმე აქვს? - ეკითხება ჰარი და გრძნობს, რომ
თვითონაც დინებას მიჰყვება, გაზარმაცებულია და გამოფიტუ-
ლი.
- ეი, ბაჭია, როგორ ფიქრობ, ძალიან ესიამოვნა, ის
მკვლელი კურდღელი რომ დაესხა თავს? - მიმართავს მას ჰა-
რისონი.

260
მკითხველთა ლიგა

ყველა ხარხარებს. მშვენიერია, გამხიარულდნენ და ცოტა


ხნით თავს დაანებებენ. თელმა ჩუმად ამბობს:
- ძალიან რთულები არიან ბავშვები. მე და რონის გაგვი-
მართლა: როგორც კი ალექსს ძველი ტელევიზორი მივეცით
დასაშლელად, მაშინვე მიხვდა, რომ ელექტრობა მისთვის სა-
ინტერესო იყო. თუმცა, უნდა გითხრა, რომ იგივეს მეორე ბიჭზე
ვერ ვიტყვი. როგორც ვხვდები, ჯორჯი და ნელსონი ერთმანეთს
ძალიან ჰგვანან. ჯორჯი რამდენიმე წლით უმცროსია ნელსონ-
ზე, მაგრამ უკვე ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. სულ იმას
გაიძახის, რომ მამამისს საზარელი სამსახური აქვს - ის ფსონს
ხალხის სიკვდილზე დებს. რონიმ კი ვერაფრით გააგებინა, რომ
სიცოცხლის დაზღვევა საქმის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია.
- მე მაინც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები მეტს ელოდნენ
ცხოვრებისგან და რწმენა დაკარგეს. – თავისი განუმეორებელი
თავდაჯერებულობით მედიდურად ამტკიცებს ვებ მერქეთი. -
ისინი ორი წლის ასაკიდან ხედავენ, სამყარო ჭკუიდან როგორ
იშლება. ჯერ ჯონ კენედის მკვლელობა, მერე ვიეტნამი, ახლა
ეს აურზაური ნავთობის გამო. იმ დღეს კი მოხუცი მაუნთბათენი
ააფეთქეს. არაფერი კარგი არ ხდება, ყველგან არეულობაა,
რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ჩვენს შვილებს?
- ჰმ... - თავისთვის ამბობს ბაჭია. ახსენდება, რომ სკოტი
დედამიწას არასოდეს თვლიდა სასიამოვნო ადგილად.
- ჰარი ამბობს, რომ ნელსონს მანქანების ბიზნესში უნდა
ჩართვა, ის კი უარს ეუბნება. - აწყვეტინებს თელმა.
- ამაზე საშინელება არაფერია, - პასუხობს ვები. - ხუთი
შვილი მყავს, თუ იმ ორ ლეკვს არ ჩავთვლით, სინდიმ რომ მა-
ჩუქა. ღმერთი გაახარებს ამისთვის. თუ რომელიმე მათგანი გა-
მომიცხადებს, რომ სახლების გადახურის ბიზნესი აინტერესებს,
აუცილებლად ვეტყვი: „ვინმე სხვასთან წადი, ჩემგან ვერაფერს

261
მკითხველთა ლიგა

ისწავლი“. ვერ შევძლებ მათთან, როგორც თანამშრომლებთან


მუშაობას, ვერ ვმართავ. რომც ვეცადო, არაფერი გამომივა, არ
დამემორჩილებიან. როგორც კი რომელიმე ოცდაერთის ხდე-
ბოდა, არ აქვს მნიშვნელობა, გოგო თუ ბიჭი, ვეუბნებოდი: „სა-
სიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ახლა კი, გზა მშვიდობისა.“ და
თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთს, არასოდეს, არც ფული უთ-
ხოვია, არც რჩევა, საერთოდ არაფერი. როცა საშობაო მისა-
ლოცს მიგზავნიან, ბედნიერი ვარ, სხვა არაფერი მინდა მათგან.
ერთხელ მარტიმ, უფროსმა მითხრა: „მამა, დიდი მადლობა,
რომ ასეთი ნაბიჭვარი ხარ, სამაგიეროდ ახლა ვიცი, როგორ
ვიცხოვრო“.
ჰარი თავის ცარიელ ჭიქას შეჰყურებს.
- ვებ, რას მირჩევ, დავლიო კიდევ ერთი ჭიქა თუ აღარ
ღირს? ჩვენ ხომ წყვილებში ვთამაშობთ, მთელ თამაშს შენს
თავზე ხომ არ აიღებდი?
- გეყოფა, ჰარი, გვჭირდები, გრძელი ჩაწოდებების სპე-
ციალისტი არ ხარ? გგონია არ გვახსოვს? ჰოდა, ფხიზელი უნ-
და დარჩე.
ჰარი ემორჩილება. მაგრამ გონებიდან ნელსონის შესახებ
დამთრგუნველ აზრებს ვერ იშორებს. „მამა, დიდი მადლობა,
რომ ასეთი ნაბიჭვარი ხარ,“ ჯენისი ენატრება. სადაა ამდენ
ხანს! როცა ჯენისი ახლოს ჰყავს, თითქოს მშობლის მოვა-
ლეობა მხრებზე იმდენად მძიმედ აღარ აწვება. გეგონება, ჯენი-
სი ნახევარს თავის თავზე იღებსო. რომ დაფიქრდე, ასეც უნდა
იყოს, ნელსონი ხომ მათი საერთო შემოქმედებაა, თუმცა, თით-
ქმის შემთხვევითი. ახლა ამ ყველაფერზე ერთად იცინიან. რო-
ცა ასეთ რამეებზე ფიქრობს, სულ ეჩვენება, რომ ადამიანის ამ
ქვეყანაზე მოვლინება ისეთივე სისასტიკეა, როგორც, მაგალი-
თად, მისი გახურებულ ღუმელში ჩაგდება.

262
მკითხველთა ლიგა

როცა ბოლოს და ბოლოს, მათი დრო ახლოვდება და


ოთხივე გოლფის მოედანზე გადის, მინდორი უკვე შავად ჩანს.
თითო ბალახი თითო სიცოცხლეა და ისიც ჩაქრება ისე, რომ
ვერ მიხვდება, ამქვეყნად რისთვის მოვიდა. ჰარი ბალახს ტკეპ-
ნის. ბალახი იმ ქვეყნის საფარველია, მკვდრების ზეწარი და იმ
სამეფოს სახურავი, სადაც დედამისი ღრუბლის ნიჟარასთან
დგას და როცა ნიჟარიდან ხელს წევს, რომ ჰარი რაღაცის შე-
სახებ გააფრთხილოს, წითელი ხელები მთლიანად საპნის ბუშ-
ტუკებით აქვს დაფარული. ცერა და საჩვენებელ თითებს შორის
- პარკინსონი ჯერ არ მორევია - საპნის ბუშტი სკდება. მაუნთბა-
თენი. ზუსტად იმ დროს მოკვდა მათი ძველი ფოსტალიონიც,
მისტერ აბენდროთი - მხიარული ჭაღარათმიანი მსუქანა - სა-
მოცდაორი წლის ასაკში თრომბი მოსწყდა. დედიკო სფრინ-
გერმა ეს ამბავი მეზობლებისგან გაიგო. მისტერ აბენდროთი
ჟურნალ-გაზეთებსა და ქვითრებს მათ კვარტალში იმ დროიდან
დაატარებდა, რაც ჰარი და ჯენისი იქ საცხოვრებლად გადავიდ-
ნენ. სწორედ მან მოიტანა სკოტის დაღუპვის ანონიმური
წერილი-შეტყობინება. როცა ჰარიმ გაზეთის ამონაჭერი ხელში
აიღო, ნაბეჭდმა ასოებმა, ზუსტად ისე, როგორც ახლა ამ ბა-
ლახმა, მათ შორის, სადღაც ქვემოთ, უკიდეგანო ქვესკნელი
დაანახვა. წყვდიადი ჩანს, როგორც გისოსებს მიღმა უჩინარი
მდინარე კანალიზაციის მილებში. მიწაში სიცარიელეა, დედამი-
წის მწვანე კანის ქვეშ მკვდრები მღვიმეებსა და გამოქვაბულებ-
ში დახეტიალობენ. ღრუბელი მზეს ეფარება და ბალახი ვერ-
ცხლისფრად ციალებს. ჰარი შვიდი ნომერი ყვანჭით ხელში
ბურთს თავზე ადგას. ქვემოდან დაარტყი! ჰარის ერთ-ერთი სუს-
ტი წერტილი ისიცაა, რომ ბურთს იქ ვერ უმიზნებს, სადაც საჭი-
როა. ის ცდილობს, ფაქიზად დაარტყას ბურთს, რბილად ააგ-
დოს ბალახიდან, მაგრამ ზედმეტად ძლიერად გამოსდის. ბურ-

263
მკითხველთა ლიგა

თი მეათე ფოსოს აქეთ მხარეს, ქვიშიან თხრილში ვარდება.


როგორც ჩანს, დარტყმის დროს წინ გადაიხარა და თითისწვე-
რებზე დადგა. ესეც კიდევ ერთი შეცდომა. როგორც წესი, შორს
და ზუსტად ისვრის ბურთს, მაგრამ თუ აღელდა, დაძაბულობას
ვერ უძლებს და ჩქარობს.
- გაგიჟდი? - უყვირის რონი ჰარისონი. - ეს რა ქენი! რა-
ტომ?
- შენს გასაბრაზებლად, გველო! - პასუხობს ბაჭია.
როცა ოთხნი თამაშობენ, ბურთი არც ერთმა არ უნდა ააცი-
ლოს, თორემ ყველა ზარალდება. ამ ოთხიდან ჰარი ყველაზე
ძლიერია შორს დარტყმაში. ახლა კი, აი, ინებეთ. ჰარი ქვიშის
თხრილში ძვრება, ფეხებზე მყარად დგება, სხეულის მთელი
სიმძიმე ქუსლებზე გადააქვს და საკუთარი თავის ბრმა რწმენით
ჯოხს იქნევს. ბურთს ზუსტად ურტყამს. საერთოდ, ბურთი მთელ
მოედანს გადაიფრენს ხოლმე, მაგრამ ახლა რონიზე ისე ბრა-
ზობს და ყველაფრის მიმართ ისეთი ინდიფერენტულია, რომ ეს
დარტყმა ზუსტად ის გამოდის, რაც უნდა იყოს: ბურთი ქვიშიდან
ფრინდება, მიწაზე ეცემა და ნომრიან ალამთან ისე ახლოს მი-
გორავს, რომ დანარჩენი სამი აღტაცებისგან ხტუნავს, ყვირის
და ტაშს უკრავს. ჰარი ბურთს სულ ადვილად აგდებს ფოსოში
და ანგარიში თანაბრდება. და მაინც, დღეს თამაში ძალიან გა-
წელილი ეჩვენება - ალბათ შუადღის ჯინის გამო, ან იქნებ ზაფ-
ხულის მიწურულის მელანქოლიაა ამის მიზეზი. ორმოებს შო-
რის მანძილი ეჩვენება ბილიკად, რომელიც უსასრულობაში მი-
დის, უფრო სწორად, არარსებულში და ეუფლება განცდა, რომ
იქ არაა, სადაც უნდა იყოს, რომ რაღაც მოხდა, გაუგებრობა.
მოხდა ან ხდება, რომ შეხვედრაზე დააგვიანდა, შესაძლოა, უბ-
რალოდ, დრო და ადგილი გადაავიწყდა. ნეტავ, სკოტმაც იგივე
თუ იგრძნო სადღაც გულის სიღრმეში, როცა იარაღი ამოიღო

264
მკითხველთა ლიგა

და შუბლში ტყვიის დახლა გადაწყვიტა, ან როცა იმ დილით გა-


იღვიძა. მინდორი სავსეა ღონემიხდილი ყვავილებით - აქაა ოქ-
როწკეპლა და ველური სტაფილო, მილიონობით ბალახი ხას-
ხასებს და უკვე სიკვდილისთვის ემზადება. ამით სრულდება ყვე-
ლაფერი - ქაღალდის ფურცელი ყვითლდება, ხოლო გაზეთის
ამონაჭერს კი, როგორც შეტყობინებას, ფოსტით აგზავნიან, ან
ყურადღებას არ აქცევენ და ივიწყებენ. ისტორია წვეთ-წვეთად
მოდის და მიწის ქვეშ მღვიმეები და გამოქვებულები იკვეთება,
მკვდარი სკოტი კი მათში დახეტიალობს და გაუთავებლად ყბე-
დობს. ბალახებს შორის დრო უფერო საწამლავივით ჟონავს.
დაიქანცა. ჰარი ყველაფერმა დაქანცა - ზაფხულმა, გოლფმა,
მზემ. როცა ოცი წლის წინ გოლფის თამაში დაიწყო და მაშინაც
კი, როცა რვა წლის წინ განაახლა, მისი დარტყმა სასწაულს
ჰგავდა. ბალახის პირივით პირდაპირი და ბასრი გამოსდიოდა.
ბურთს ისე შორს ისროდა, რომ შეუძლებელი იყო ეს საკუთარი
დამსახურება ყოფილიყო და ბაჭიაც იმისთვის თამაშობდა, რომ
თავის ანგელოზს შეხვედროდა. შემდეგ, როცა ის დახელოვნდა
და ბურთს ცაში კი არა, მეთექვსმეტე ფოსოში გზავნიდა, ასეთი
ზე-დარტყმები იშვიათად გამოსდიოდა. რაც გინდა კარგად და-
ერტყა, ბურთი ოდნავ მაინც გადაუხვევდა კურსს და თანდათან
მისთვის თამაში სიამოვნება კი არა, მძიმე სამუშაო გახდა. შეიძ-
ლება, სასიამოვნო სამუშაოც კი დაგერქმია, მაგრამ მაინც სამუ-
შაო, სადაც წარმატება ჩვეულებრივ, ჯანსაღ სიხარულს განი-
ჭებს. ჰჰარი, ამგვარი სიხარულის დევნის გამო, თავს დამნაშა-
ვედ გრძნობს მოედანზე, სადაც მიქრის დრო, გრძელდება
ჩრდილები და ახლა სამ მამაკაცთან ერთად თამაშობს, ხოლო
ეს კაცები თავიანთი ქალების გარეშე ისეთი უგერგილოები და
მოსაწყენები ჩანან, როგორც ალბათ ღმერთი ხედავს მათ.

265
მკითხველთა ლიგა

ჯენისი მას არც ჰოლში უცდის და არც აუზთან. არადა, უკვე


5:45-ია. მწვანეფორმიანი გოგონა უახლოვდება და ეუბნება,
რომ სახლში დარეკოს. ამ გოგონას არ იცნობს, ეს არაა სან-
დრა. გოგონამ კი იცის მისი სახელი. კლუბში ყველა იცნობს ჰა-
რის. ჰარი ჰოლისკენ მიდის და გზად კლუბის წევრებს ხელის
აწევით ესალმება. ოცდახუთცენტიანს ტელეფონის ავტომატში
აგდებს და ნომერს კრეფს. ჯენისი პირველივე ზარზე იღებს
ყურმილს.
- რატომ არ მოდიხარ? - ეკითხება ჰარი. - ყველა გკითხუ-
ლობს. იცი, რა კარგად ვითამაშე? უნდა გენახა, ქვიშის თხრი-
ლიდან პირდაპირ მეათე ფოსოში როგორ ჩავაგდე.
- ძალიან მინდოდა მოსვლა. - პასუხობს ჯენისი ისე ჩუმად
და ფრთხილად, რომ მისი ხმა ძლივს ესმის. ჰარის თავში
გაუელვა აზრმა, რომ ჯენისი მძევლად აიყვანეს და ყურადღე-
ბით უნდა უსმინოს, რასაც ეუბნება. - მაგრამ ვერ შევძლებ. სტუ-
მარი გვყავს.
- ვინ?
- ვისაც ჯერ არ იცნობ.
- ვინმე მნიშვნელოვანია?
- კი, მგონი ასეა. - იცინის ჯენისი.
- ჯანდაბა! რატომ ასაიდუმლოებ ყველაფერს?
- ჰარი, უბრალოდ წამოდი.
- ჰო, მაგრამ აქ ბანკეტი იქნება, პრიზებიც. გუნდს ვერ მი-
ვატოვებ.
- თუ რამე პრიზს აიღებ, ხვალ ან ზეგ ვები გადმოგცემს.
რამდენი შეიძლება ვილაპარაკოთ?
- იცოდე, ტყუილად არ მომიყვანო! - აფრთხილებს ჰარი
და ყურმილს კიდებს. რა შეიძლება იყოს? ალბათ ნელსონი რა-

266
მკითხველთა ლიგა

მე კრიმინალში გაეხვა და პოლიციამ მოაკითხა. ეს ბავშვი არ


ასვენებს. აუზთან ბრუნდება და დანარჩენებს ეუბნება:
- არანორმალური ჯენისი ამბობს, რომ აუცილებლად სახ-
ლში უნდა დავბრუნდე, მაგრამ არ მეუბნება, რატომ.
ქალებს სახეზე შეშფოთება ეტყობათ, კაცები კი, რომლე-
ბიც უკვე მეორედ მიუბრუნდნენ სასმელს, ამაში განსაკუთრე-
ბულს ვერაფერს ხედავენ.
- ჰეი, ჰარი, - ეხმაურება ბადი ინგლფინგერი. - ცოტა
მოიცადე, ალბათ პოკონოსში არ გაგიგია, რატომ გამოიქცა რუ-
სი მოცეკვავე ამერიკაში.
- არა, არ გამიგია არაფერი. რატომ?
- იმიტომ, რომ გოდუნოვისთვის კომუნიზმი მიუღებელია.
სამი ქალის სიცილი და მოწითალო ჩამავალი მზის სხი-
ვებს შერწყმული მისკენ მიმართული მათი მზერა, ჰარის ხილს
აგონებს, ხილს, რომელიც ერთსა და იმავე ტოტზე იზრდება და
მწიფობის სხვადასხვა სტადიაშია. სამივე ხილი ტოტზე რჩება
მაშინაც, როცა ჰარი ზურგს აქცევს. სინდის მხრებზე ატმისფერი
აბრეშუმის პერანგი აქვს მოგდებული, ყელზე პატარა ოქროს
ჯვარი უბრწყინავს: ჰარის ჯვარი არ შეუმჩნევია, როცა თითქმის
შიშველ სინდის უცქერდა. გასახდელში ფეხზე იცვლის. საშხაპე-
ში არ შედის, ბანკეტისთვის წამოღებულ სპორტულ შარვალსა
და ქურთუკს საკიდითვე იღებს, მხარზე იკიდებს და ავტოსად-
გომზე გამოდის. ეჩვენება, რომ „კორონა“ ისევ გამოვიდა
მწყობრიდან. რადიო იუწყება, რომ „ფილადელფიელებმა“ ატ-
ლანტაში 2:1 მოიგეს. მისი მეგობრები გოლფის კლუბში „ფი-
ლადელფიელებს“ აღარ ახსენებენ - ისინი ხომ ახლა მეხუთე
ადგილზე არიან. ამ საზოგადოებაში სულ ოდნავ ქვემოთ ჩა-
მოსვლაც სიკვდილს უდრის - რა სირცხვილია. მათი შესაფერი-
სი აღარ ხარ, დაგივიწყებენ. დაიცავით სისუფთავე. რადიოში იმ

267
მკითხველთა ლიგა

ყოვლისმცოდნის ხმა კი არ ისმის, არამედ ვიღაც ახალგაზრდა


მამაკაცის, რომელიც ისე მარცვლავს სიტყვებს, გეგონება,
წყალზე ცხიმის ბუშტუკები სკდება. კარიბის ზღვის რეგიონში ქა-
რიშხალი „დევიდი“ ხალხს ხოცავს. უკვე ექვსასი ადამიანია
მკვდარი - აცხადებს რადიო. ... დაბოლოს, მეცნიერები მივიდ-
ნენ დასკვნამდე, რომ ტიტანზე, სატურნის ყველაზე დიდ ბუნებ-
რივ თანამგზავრზე, შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს. ჰარი
მიტოვებულ მუყაოს ქარხანას ცდება და 422 გზატკეცილიდან
კიდევ ერთხელ ტკბება მაუნთჯაჯის ხედით - მთაზე კიბე-კიბე შე-
ფენილი სახლები, მათ ფანჯრებში ოქროდ დაღვრილი ჩამავა-
ლი მზე ჰელოუინის გოგრაზე ამოჭრილ თვალებს აგონებს. ტი-
ტანზე რომ დაბადებულიყო, სხვანაირად შეიგრძნობდა სამყა-
როს? ფიქრობს და თვალწინ ფერფლით დაფარულ ზედაპირ-
ზე მოხტუნავე თეთრკოსტიუმიანი ჯმუხი კაცები ეხატება. მათი
ნაფეხურები კოსმოსურ მტვერში სამუდამოდ იტვიფრება. ჰარის
ახსენდება, როგორ დადიოდნენ სტუმრად სფრინგერებთან, მე-
რე იყო პირველი წელი ხანძრის შემდეგ - ის და ნელსონი ნაც-
რისფერ ტახტზე ისხდნენ და „კოსმოსში დაკარგულებს“ უყურებ-
დნენ. როგორ ოხრავდნენ და გმინავდნენ, როცა ექიმი სმიტი
მორიგ სისულელეს ჩაიდენდა და მერე ბედნიერებისგან სუნ-
თქვა ეკვროდათ, როცა ადამიანის ხმით მოლაპარაკე რობოტი
და პატარა ბიჭუნა ვილი კოსმოსური ხომალდის კაციჭამია მცე-
ნარეებისა და ურჩხულთაგან დახსნას ახერხებდნენ. როგორ
აინტერესებს, ნელსონი პატარა ბიჭუნაში თავის თავს ხედავდა
თუ არა, თავის წარმოდგენებში თუ იყო ბიჭუნა, რომელიც მოზ-
რდილებს საკუთარი თავისგან იხსნის. და კიდევ, რა საინტერე-
სოა, ის მსახიობი ბიჭი სადაა ახლა, იმედია, ბევრი ბავშვი--
ვარსკვლავის მსგავსად, მისგანაც ჩვეულებრივი ნაგავი არ დად-
გა. კოსმოსი, სადაც ისინი დაიკარგნენ, ახლა სავსებით რეალუ-

268
მკითხველთა ლიგა

რად გამოიყურება. ეს არაა სერიალის ჰალუცინოგენური სივ-


რცე, რომელსაც ასე უხვად გვთავაზობენ ტელევიზიით, სადაც
ყველა მოქმედებას მუსიკა და სინათლის ეფექტი ახლავს, ისე,
როგორც ეს ფილმ „2001“-შია. ამ ფილმზე არცთუ სასიამოვნო
ასოციაცია აქვს. პირველად მაშინ ნახა, როცა ჯენისი ჩარლის-
თან გაიქცა და შინ, ეშმაკმა უწყის, რა ხდებოდა. სამოთხე მარ-
თლაც რომ არსებობდეს, თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც
იქ სამუდამოდ გაძლებს? აი, ესაა პრობლემა. დედამიწაზე კი,
როცა მოწყენილობისგან მზერას ზემოთ აღაპყრობ, ხედავ,
რომ ყველაფერი შეცვლილია, შენც უკვე ისე ახლოს ხარ საფ-
ლავთან და თავს მაინც საოცრად გრძნობ. უნდა წარმოიდგინო,
რომ უზარმაზარ ხეზე ზემოთ მიცოცავ, ღამის ცაში. თავბრუ გეხ-
ვევა. ერთიანად კანკალებ. ბაჭიას არასოდეს უყვარდა ხეზე
ცოცვა. ნეკერჩხალზეც კი არასოდეს აცოცებულა, ქალაქის
გარშემო რომ იზრდება. თუმცა, ერთხელ, ბიჭების დასანახად
აძვრა და ახსოვს, რაც უფრო მაღლა ადიოდა, ხე უფრო ვიწ-
როვდებოდა და ჰარიც უფრო და უფრო მჭიდროდ ხვევდა ხე-
ლებს. გარკვეული კუთხით თუ შეხედავ, ყველაზე საშინელი რამ
შენი საკუთარი ცხოვრებაა, იმ ფაქტის გააზრება, რომ ის მხო-
ლოდ შენ გეკუთვნის და სხვას არავის. თითქოს მკერდზე თოკი
შემოახვიეს, სახრჩობელაზე კიდებენ და ის კი მაინც იბრძვის,
ქანაობს... რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ჯენისს ბანკეტი
გაეცდინა?
ჯექსონის ქუჩაზე ჰარი სიჩქარეს უმატებს. ლამპიონები ყო-
ველდღიურად უფრო და უფრო ადრე ირთვება. ჯენისის „მუს-
ტანგი“ გადახდილი თავით ტროტუართან დგას - ალბათ სადმე
გაიარა წირვის შემდეგ, ბესის ეკლესიაში ღია მანქანით არ წა-
იყვანდა. წინა კარიდან შედის და სასტუმრო ოთახში, თითქოს
ჯარი ესტუმრათო, ნაჭრის ჩანთებისა და ჩემოდნების გროვა

269
მკითხველთა ლიგა

ხვდება. სამზარეულოში სინათლე ანთია და სიცილი ისმის. რო-


გორც ჩანს, მისი მოსვლა გაიგონეს და შესახვედრად გამოდი-
ან. კიბესა და ანტიკვარულ ბუფეტს შორის ხვდებიან ერთმა-
ნეთს. დედიკო სფრინგერსა და ჯენისს თავზე ვიღაც უცნობი ქა-
ლი ადგას, მათზე გაცილებით მაღალი, უკან გადავარცხნილი
შუაზე გაყოფილი თმით, რომელიც სამზარეულოდან გამოსულ
შუქზე ჟღალი ჩანს. მელანის ბუჩქივით გაბუებული თმა ახსენდე-
ბა, დაყრილი კულულები. შეეჩვია მელანის. ნელსონის ხმა ის-
მის:
- მამა, ეს პრუა. აი, აქ. - თითქოს შიშის დაფარვას ხუმრო-
ბით ცდილობს.
- ნელსონის საცოლე, - ამატებს ჯენისი დაძაბული, თუმცა
მტკიცე ხმით. ცდილობს, ნერვიულობა არ შეიმჩნიოს.
- ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა? - ჰარის საკუთარი შე-
კითხვა ესმის. ახალგაზრდა ქალი წინ გამოდის. ჰარი მის გამ-
ხდარ, ოდნავ მოხრილ სხეულს ხედავს. პრუ თხელ ხელს უწ-
ვდის. ჰარი ხელს ართმევს. და აი, სასადილო ოთახის ფანჯრე-
ბიდან შემოსულ საღამოს შუქზე ყველას თვალწინ დგას - წითუ-
რი, პატარა გოგო აღარ ეთქმის, ძალიან განიერი თეძოები და
ძალიან თხელი სახე ერთმანეთს თითქოს გამორიცხავს. თავი-
სებურად, უცნაურად ლამაზიცაა, სახეზე ოდნავ ნატანჯი, მაგრამ
შეუპოვარი გამომეტყველება აქვს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ
ახალგაზრდობის მიუხედავად, ცხოვრებამ მაინცდამაინც არ და-
ინდო, თუმცა მწარე ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მის ღია
მწვანე თვალებში ასახვა ჯერ ვერ მოასწრო. ჰარის ხელს უწ-
ვდის, თუმცა ღიმილს არ ჩქარობს, თითქოს ჯერ უნდა დარწმუნ-
დეს, რომ გაღიმება ნამდვილად ღირს, შემდეგ ღიმილი ჯერ
ტუჩებზე ესახება, მერე კი მთელ სახეზე ედება და ტუჩის კუთხეს-
თან პატარა ხაზს უტოვებს. გოგოს განიერი ყავისფერი სვიტერი

270
მკითხველთა ლიგა

და მოდური ჯინსის შარვალი აცვია - ზემოთ, წელში ფართო და


მათეთრებლით თეთრად დაწინწკლული. მისი ყურს უკან გადა-
წეული, ზურგზე დაფენილი სწორი, თითქოს საგულდაგულოდ
გაუთოებული თმა ისეთი ხასხასა მოწითალო ფერისაა, ძალიან
ძნელად თუ დაიჯერებს ვინმე, რომ შეღებილი არაა.
- არ ვიტყოდი, რომ საცოლე ვარ, - პრუ პირდაპირ ჰარის
მიმართავს. - აი, ნახეთ, ბეჭედი არ მიკეთია. - აცახცახებულ
ხელს უჩვენებს.
ამ ახალი ადამიანით დაბნეული ჰარი მზერას ხან ნელ-
სონს აპყრობს, ხან ჯენისს, რომელსაც მოგვიანებით, ლოგინში,
აუცილებლად დაკითხავს, ხანაც დედიკო სფრინგერს. ბესის თა-
ვისი მეწამული კაბა აცვია, ამ კაბით წირვაზე დადის ხოლმე და
ტუჩები მაგრად აქვს მოკუმული. ნელსონს პირი ოდნავ დაღე-
ბული აქვს, თითქოს ავადაა და მის ირგვლივ ექიმების დანახვა
ახარებს, თითქოს მისი მალული ავადმყოფობა ბოლოს და ბო-
ლოს გამომჟღავნდა და ახლა იმედი აქვს, რომ უმკურნალებენ.
პრუს გვერდით ნელსონი გაცილებით პატარა ჩანს, ვიდრე მე-
ლანისთან ჩანდა. დაძაბულობა ქრება. უცებ ჰარი ხვდება, რომ
პრუ ნელსონზე უფროსია და ამავდროულად, ინსტინქტურად
მეორე აღმოჩენასაც აკეთებს, თუმცა, უნებურად მხიარულად,
მამაშვილურად ამბობს:
- ასეა თუ ისე, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, პრუ. ჩვენ
ნელსონის ნებისმიერ მეგობარს მივესალმებით. - გრძნობს,
რომ ამ სიტყვებით ვერავინ მოხიბლა და ამატებს: - დარწმუნე-
ბული ვარ, თქვენ ის გოგონა ხართ, ვინც იმ წერილებს სწერდა.
პრუ თვალებს ხრის, ლოყები ისე უწითლდება, თითქოს ჰა-
რიმ სილა გააწნა.
- ძალიან ბევრ რამეს ხვდებით. - ამბობს ის.

271
მკითხველთა ლიგა

- ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია, - არწმუნებს ჰარი. -


ფოსტალიონი კი არ ვარ. ის, სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის
წინ გარდაიცვალა. თქვენი ბრალი არ არის, ოღონდ.
პრუ თვალებს მაღლა წევს და ხასხასა მწვანედ ანათებს.
პრუ ფეხმძიმედაა. გარკვეული უპირატესობაა იმაში, რომ
გუშინ არ დაბადებულხარ: საპირისპირო სქესის ფსიქოლო-
გიასა და გუნება-განწყობებზე გარკვეული წარმოდგენა გექმნე-
ბა ისევე, როგორც საღამოს შეგიძლია მეორე დღის ამინდი
იწინასწარმეტყველო. პრუს წელი უფრო სქელი აქვს, ვიდრე სა-
ერთოდ, მისი ასაკის გოგონებს. თვალის ხასხასა მწვანე ფერი
და რბილი, შენელებული მოძრაობები, მაგალითად, როგორ
მიბრუნდა ნელსონისკენ და როგორ შეხედა, როცა ჰარი ეხუმ-
რა, მიუთითებს სიმძიმეზე მის სხეულში, რომლის ზედმეტად შე-
წუხებაც არ სურს. ბაჭია ფიქრობს, რომ ის მესამე ან მეოთხე
თვეშია. ამის გაფიქრებაზე წინა თვეები სულ სხვაგვარად დაინა-
ხა. ყველაფერმა ფერი იცვალა - კედლებმაც, მათზე გაკრულმა
შპალერმაც, რომელზეც ნახატები ლაქებივით ჩანს, ყველაფე-
რი შეიცვალა, რადგან მათში ეს თესლი იყო ჩაგდებული: ნაც-
რისფერი დივანი, ნაცრისფერი სკამი, ვოლტერისეული სავარ-
ძელი, ტელევიზორი „ადმირალი“, დედიკო სფრინგერის შეღე-
ბილი ფაიფურისა და მქრქალი თითბერის პომპეზური ლამფები
და ჩარჩოში ჩასმული ძველი, აკვარელით შესრულებული ან-
ტიკვარული ნახატები, რომლებსაც ზედაც არავინ უყურებს და
მტვრის სქელი ფენითაა დაფარული, ოდესღაც დედიკოს მოქ-
სოვილი მაგიდის გადასაფარებლები და ოთახის კუთხეებში თა-
როებზე ჩამოლაგებული თხელი ფაიფურის ზიზილ-პიპილო სუ-
ვენირები. ეს თაროები, ერთი შეხედვით, ანტიკვარული ეგონება
კაცს, სინამდვილეში კი, ფრედ სფრინგერის სარდაფშია დამზა-
დებული მათი გრძელი ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში.

272
მკითხველთა ლიგა

მთელი ეს სუვენირები ახლა ახალი კუთხით ჩანს, ახალ მნიშ-


ვნელობას იძენს, თუ, როგორც ჰარი ეჭვობს, ამ ახალგაზრდა
ქალის საიდუმლო ისაა, რომ მალე შვილი ეყოლება.
ჰარი თავისი აღმოჩენით გაოგნებულია, შიგნით ყველაფე-
რი უდუღს, ეს გოგო უცნაურად აღელვებს, მელანისგან განსხვა-
ვებით, მასთან უცნაურ ნათესაურ კავშირს გრძნობს და ხვდება:
ძალიან უნდა, ეს ბავშვი გაჩნდეს.
ლოგინში ჯენისს ეკითხება:
- დიდი ხანია ეს ამბავი იცი?
- ოჰ, ჰარი, - ოხრავს ჯენისი, - ერთი თვე იქნება. მელანის
რაღაცეები წამოსცდა და მერე მე ნელსონს სრული სიმართლე
ვათქმევინე. ყველაფერი მითხრა, იცი, გაეხარდა კიდეც, რომ
ვიცოდი, ცრემლები წამოუვიდა. უბრალოდ, არ უნდოდა შენ გა-
გეგო.
- რატომ? - ჰარი შეურაცხყოფილია. ბოლოს და ბოლოს,
ნელსონის მამაა თუ არა!
ჯენისი ყოყმანობს.
- ზუსტად ვერ გეტყვი... ალბათ იფიქრა, რომ გაბრაზდე-
ბოდი, ან დასცინებდი.
- რატომ უნდა დამეცინა? ზუსტად იგივე გადამხდა მეც.
- კი, მაგრამ, მან ხომ ეს არ იცის, ჰარი!
- როგორ არ იცის, ჩვენი ქორწინების დღიდან შვიდ თვეში
მისი დაბადების დღეა.
- ჰო, გასაგებია, რასაც გულისხმობ, მაგრამ... - ჯენისს
მოთმინება აღარ ჰყოფნის და ახლა ძალიან ჰგავს დედამისს -
ყველა სიტყვას განსაკუთრებული აქცენტით წარმოთქვამს. ისე
მკვეთრად ტრიალდება, რომ საწოლი ჭრიალს იწყებს. - ბავ-
შვებს ასეთი დეტალები არ აინტერესებთ და მერე, როცა იზ-
რდებიან, მათთვის ეს ყველაფერი უკვე სულერთია.

273
მკითხველთა ლიგა

- ამ გოგოსთან როდის იწვა, იმედია ზუსტად ახსოვს.


- მაინც რა სასაცილო ხარ, რა უცებ მიხვდი, რომ ორსუ-
ლადაა. ჯერ არ ვაპირებდით შენთვის თქმას.
- დიდი მადლობა. პირველი, რაც აზრად მომივიდა, ეს
იყო. ეს განიერი სვიტერი, თანაც ნელსონზე მაღალია.
- არა, რას ამბობ, ნელსონი ერთი ინჩით მაღალია მასზე,
უბრალოდ, მოხრილია.
- რამდენი წლითაა უფროსი ბიჭზე? ამაზე ნუ შემედავები,
აშკარად უფროსია.
- ერთი წლით, ან ოდნავ მეტით. რეგისტრატურაში მდივ-
ნად მუშაობდა...
- ვერ გავიგე, თავისნაირ სტუდენტთან რატომ არ იწვა?
მაინცდამაინც მდივანთან უნდა დაეჭირა საქმე?
- ჰარი, თუ ყველა წვრილმანი გინდა გაიგო, მათ უნდა
დაელაპარაკო. თუმცა, ისედაც რამდენჯერ უთქვამს ნელსონს,
რა ყალბი და გადაპრანჭულები იყვნენ გოგოები მის კურსზე. ის
მათთან არასოდეს გრძნობდა თავს კომფორტულად. ჩემი
მხრიდან ნელსონს საქმიანი ხალხი ჰყავს, შენი მხრიდან კი უბ-
რალო, მშრომელი. მის ნათესაობაში არავინ ყოფილა უნივერ-
სიტეტის დიპლომით.
- და არც იქნება, როგორც ვხედავ.
- მერე რა, ეს სულაც არაა კატასტროფა. ამ გოგოს თავისი
პროფესია აქვს. ისიც ხომ გაიგე, რა თქვა ნელსონზე - რომ უნ-
და კენტში დაბრუნდეს და სწავლა დაასრულოს. თავად კი სახ-
ლშიც შეუძლია იჯდეს და ბეჭდოს.
- ჰო, მაგრამ ისიც გავიგე, რაც იმ ცინგლიანმა უპასუხა -
რომ ამაზე არც იფიქრებს.
- ჩხუბით და ყვირილით უკან ვერ დააბრუნებ.
- არ მიყვირია.

274
მკითხველთა ლიგა

- ისეთი სახით უყურებ ხოლმე...


- ღმერთო ჩემო! მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ბიჭმა გოგო
დააორსულა, ფიქრობს, რომ უკვე „სფრინგერ-მოტორსის“ მარ-
თვა შეუძლია.
- მართვა არც უფიქრია. იქ თავისი ადგილი უნდა.
- როგორ უნდა მივცე მას ადგილი, თუ სხვა არ გავათავი-
სუფლე?
- მე და დედას მიგვაჩნია, რომ ნელსონს ადგილი აუცი-
ლებლად უნდა მოუნახო. - ისე გადაჭრით ამბობს ჯენისი, რომ
ჰარი დარწმუნებულია, ეს ხმა დედიკო სფრინგერის საძინებ-
ლის წყვდიადიდან მოდის, საიდანაც დედიკო თავისი იქ ყოფნის
შესახებ ინფორმაციას მათ ან ტელევიზორის გრუხუნით აწვდის,
ან ხვრინვით, რომელიც კედელში აღწევს.
- მაინც, როდის მოხდა ეს ამბავი? - ჰარი თავის შეკითხვას
უბრუნდება.
- საერთოდ, ასეთი რამეები გაზაფხულზე ხდება. მაისში
პრუს მენსტრუაცია არ მოუვიდა, მაგრამ ტესტი კოლორადოში
გაიკეთა და ნელსონს გამოუცხადა, რომ აბორტის გაკეთებას
არც კი ფიქრობდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი რამეები არ
მოსწონს და მეორეც, მის რამდენიმე მეგობარს აბორტის დროს
მთელი შიგნეულობა დაუზიანეს.
- გოგოები ასეთ რამეებს ჩვენ დროს ამბობდნენ.
- მგონი, დედამისი კათოლიკეა და ამანაც გარკვეული რო-
ლი ითამაშა.
- კარგია, რომ ჯანსაღად აზროვნებს.
- ალბათ მის ჯანსაღ აზროვნებას უნდა ვუმადლოდეთ,
რომ ასე მოიქცა. რადგან პრუმ ბავშვის დატოვება გადაწყვიტა,
გამოდის, ნელსონს სამსახური სჭირდება.

275
მკითხველთა ლიგა

- საწყალი პატარა ეშმაკუნა. ჯერ, ყველაფერს რომ თავი


დავანებოთ, როგორ დაორსულდა? ქალები ყლაპავენ აბებს,
იკეტავენ მილებს და ღმერთმა უწყის, რას არ სჩადიან, რომ
ორსულობა თავიდან აიცილონ. „მომხმარებლის ცნობარში“ წა-
ვიკითხე, რომ პოლიურეტანით მილების დროებით გადაკეტვაა
შესაძლებელი.
- გაზეთებში კი წერენ, რომ ეს ახალი საშუალებები კიბოს
იწვევს.
- მის ასაკში არაფერი მოუვა. მოკლედ, ამასობაში მელა-
ნის ნელსონი აქ ჯაჭვით ჰყავდა დაბმული?
ჯენისს ძილი ერევა, მაშინ, როცა ჰარი შიშობს, რომ ის
ვეღარასოდეს დაიძინებს, როცა დერეფნის ბოლოს ეს საიდან-
ღაც თავსდატეხილი დიდი წითური გოგო ეგულება. დედიკო
სფრინგერმა გარკვევით მიანიშნა პრუს, რომ მას მელანის ყო-
ფილი ოთახი უნდა დაეკავებინა და სასწრაფოდ მეორე სარ-
თულზე „ჯეფერსონების“ საყურებლად ავიდა. ბებერი ყვავი
მთელი საღამო ჩუმად იჯდა და სიტუაციას აკვირდებოდა, თან
ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობოდა, შიგნიდან ერთიანად დუღდა.
სასტიკად თამაშობს. ჰარი თითქმის მძინარე ჯენისს მსუბუქად
აჯანჯღარებს, რომ გამოაფხიზლოს.
- მელანიმ მითხრა, რომ ნელსონი ლამის უმართავი გახ-
და, როცა პრუს ორსულობა დადასტურდა: ცუდ კამპანიაში მოხ-
ვდა, მერე პრუ აიძულა, დელტაპლანით ეფრინა. როცა დარ-
წმუნდა, რომ პრუ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, აქ
გამოიქცა, გოგონებმა ვერ გადაათქმევინეს. ნელსონმა მშვე-
ნიერი ადგილი მიატოვა, კაცთან მუშაობდა, რომელიც კოოპე-
რატიულ სახლებს აშენებდა. მელანის კი, როგორც მეჩვენება,
და არა მგონია, ვცდებოდე, იქაურობის მიტოვების თავისი მი-
ზეზები ჰქონდა. ამიტომ სთხოვა ნელსონს, თან წამოეყვანა.

276
მკითხველთა ლიგა

ნელსონს ეს არ ესიამოვნა, მაგრამ ვფიქრობ, გოგოები დაემუქ-


რნენ, რომ პრუ პირდაპირ ჩვენ მოგვწერდა მისი მდგომა-
რეობის შესახებ. აი, მაშინ კი ნელსონმა დრო ითხოვა, რომ აქ
ყველაფერი მოეგვარებინა, ან იქნებ იმედიც ჰქონდა, რომ რა-
მეს შეცვლიდა, არ ვიცი... - ამბობს ჯენისი.
- საწყალი ნელსონი, - ამბობს ჰარი. შვილის მიმართ თა-
ნაგრძნობა ჭერამდე ასხამს. - რა ჯოჯოხეთი გამოუვლია.
- მელანის თეორიის მიხედვით, არც ისეთი ჯოჯოხეთი; არ
მოსწონდა, რომ ნელსონი ბილი ფოსნაჰტთან გარბოდა იმის
ნაცვლად, რომ ჩვენთვის ყველაფერი გულწრფელად ეამბნა
და ეთქვა რეალურად რატომ სჭირდებოდა ადგილი მაღაზიაში.
- ქორწილი როდისაა? - ოხრავს ჰარი
- როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებთ. ანუ... ის მეხუთე
თვეშია, შენც კი შეამჩნიე.
„შენც კი“ სწყინს, მაგრამ მაინც არ უნდა, ჯენისს გაუმხი-
ლოს, რომ ამ გოგოსთან რაღაც უცნაური ინსტინქტური კავშირი
იგრძნო. პრუ დედას აგონებს - მასავით გამხდარი და მოუხეშა-
ვია, დიდი ხელები აქვს, თუმცა, არცთუ ისე ულამაზოა.
- დედას ამიტომაც გავყევი დღეს ეკლესიაში - მამა ქემ-
ფბელთან მინდოდა ლაპარაკი.
- მაგასთან? ღმერთო! კარგი რა!
- ჰარი, შენ არაფერი იცი მასზე. ძალიან გულისხმიერია
დედას მიმართ და საერთოდ ბევრს ზრუნავს თავისი მრევლის-
თვის.
- ეჭვიც არ მეპარება. ალბათ განსაკუთრებით პატარა ბი-
ჭების გუნდზე.
- რა უცნაურად უყურებ სამყაროს. ცოტა თვალები უნდა
გაახილო. მიუხედავად დედას გაუთავებელი „მაგრამისა,“ ის
შენზე ჯანსაღად აღიქვამს მოვლენებს. - ის ბრუნდება და ბა-

277
მკითხველთა ლიგა

ლიშში ამბობს: - ჰარი, საშინლად დავიღალე. ეს ყველაფერი


მეც მკლავს. კიდევ რა გინდოდა გეკითხა?
- როგორ ფიქრობ, ნელსონს უყვარს ეს გოგო?
- ხომ ნახე, ეფექტური გოგოა.
- მე კი ვნახე, მაგრამ ნელსონი რას ფიქრობს? ამბობენ,
რომ ისტორია მეორდება, მაგრამ ის არასოდეს ზუსტად იგივე-
ნაირად არ მეორდება. როცა ჩვენ დავქორწინდით, იმ დროს
ყველა ასე იქცეოდა, მაგრამ ახლა, როცა ეს ბავშვები უბრა-
ლოდ ერთად ცხოვრობენ, ალბათ ქორწინება რაღაც არანორ-
მალურად ეჩვენებათ, შეიძლება საფრთხედაც კი აღიქვამენ.
- ზოგჯერ მგონია, კარგია, პრუ რომ უფროსია ნელსონზე.
- რატომ?
- ნელსონს ძლიერი ხელი სჭირდება.
- გოგო, რომელიც კაცს უწვება და მერე ბავშვის ხარჯზე
თავის უფლებებს ითხოვს, არა მგონია, მაინცდამაინც „ძლიერი
ხელი“ იყოს. მისი მშობლების შესახებ რა იცი?
- უბრალო ხალხია ოჰაიოდან. მამა მგონი გათბობის სის-
ტემების ხელოსანი უნდა იყოს.
- გასაგებია - ამბობს ჰარი. - მუშა. ესე იგი, ის ნელსონს კი
არა, „სფრინგერ-მოტორსს“ მიჰყვება ცოლად.
- ზუსტად ისე, როგორც შენ თავის დროზე. - ამბობს ჯენისი.
წესით, უნდა ეწყინოს, მაგრამ თითქოს მოსწონს კიდეც,
რომ ჯენისი ახლა თავის თავს ჯილდოდ თვლის. ჰარი ცოლს
ხელს წელის ჩაღრმავებაზე ადებს.
- მისმინე - ჩასჩურჩულებს ის. - როცა მე ცოლად მოგიყვა-
ნე, შენ მოხალულ თხილს ყიდდი „კროლში“, ჩემი მშობლები კი
მამაშენს თაღლითად თვლიდნენ და დარწმუნებულები იყვნენ,
რომ ის სიცოცხლეს ციხეში დაასრულებდა.

278
მკითხველთა ლიგა

მაგრამ მისი მშობლები შეცდნენ. ფრედ სფრინგერმა თა-


ვისი ცხოვრება ციხეში კი არა, ზეცაში დაასრულა. მან დიდი ხა-
ნი მოანდომა ვარსკვლავთა ხეზე ცოცვას. კოსმოსში დაკარგუ-
ლი. ახლა ჯენისი კვალში მიჰყვება მამამისს. ქალს ჰარის ხე-
ლის შეხება ამშვიდებს და საბოლოოდ ეშვება ძილში, ის კი მუც-
ლის ქვემოთ პულსაციას გრძნობს, რაც ერექციის მანიშნებე-
ლია. არაფერი შეედრება შეგრძნობას, რომ სექსი გაქვს ფულ-
თან. ჯენისს შიშველს სძინავს. არადა, როცა დაქორწინდნენ და
მერეც, დიდი ხანი, ჯენისი საწოლში მუდამ ბამბის ღამის პიჟამას
იცვამდა და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ქალი რეკ-
ლამაში „პენსიაზე გასვლის დროა.“ სადღაც სამოცდაათიანებში
მან უკვე დაიწყო დედიშობილა ძილი. მისი პატარა, ჯერ კიდევ
მოხდენილი, გველის კანივით სლიკინა სხეული, გარუჯული იმ
ადგილებში, რომელსაც ჩოგბურთის ფორმა არ უფარავს, შე-
დარებით თეთრი მუცელი, რომელიც ორნაწილიანი საცურაო
კოსტუმიდან მოუჩანს... რა სწრაფად აშრა სინდის ნაფეხურები
დღეს აუზთან! უცნაურია, ვერაფრით წარმოუდგენია მასთან სექ-
სი - ეს იგივეა, რაც მზეს თვალი გაუსწორო. ზურგზე ბრუნდება.
ძალიან გაღიზიანებულია, წრიალებს, მაგრამ სადღაც შვებასაც
გრძნობს, რომ შეძლო და მარტო დარჩა ღამის სიმშვიდეში. ახ-
ლა შეუძლია ახალი მოულოდნელი მოვლენები გადახარშოს.
როცა უკვე ზრდასრული ხარ, გარკვეული თვალსაზრისით, სა-
კუთარი მხრებით მთელ სამყაროს ზიდავ და მიუხედავად ამისა,
კვლავინდებურად, შენზე არაფერია დამოკიდებული - შენი ინ-
ფანტილური „მე“ ბიბლიური პურივით ერთიანად გაფანტული
და ჩამორიგებულია. კარგად ახსოვს, რა შთაბეჭდილება მოახ-
დინა ბავშვობაში, კრუფენბახის საკვირაო სკოლაში წაკითხულ-
მა ამ ფრაგმენტმა. განწმენდა. „არ დაანაგვიანოთ ქალაქი!“
„დაიცავით სისუფთავე!“

279
მკითხველთა ლიგა

ჰარის მელანის, ახლა უკვე პრუს ოთახიდან გამომავალი


ფეხის ხმა ესმის. დღეს ამ გოგომ დიდი გზა გამოიარა და ბევრი
ახალი ადამიანი გაიცნო. ალბათ რა მძიმე იყო ეს საღამო მის-
თვის. ვიდრე ჯენისი და დედიკო სფრინგერი ვახშამს ახლა-
ფორთებდნენ (კიდევ ერთი სასწაული), ის ვერანდიდან შემო-
ტანილ ჩალის სავარძელში იჯდა, დანარჩენები კი გვერდს უვ-
ლიდნენ მას, როგორც ტრასაზე ნაავარიებ ადგილს უქცევენ
ხოლმე გვერდს. ჰარი თვალს ვერ წყვეტდა ამ ზრდასრულ
ქალს, რომელიც მორიდებული, მარტოსული და უდავოდ გონ-
ჯი იყო. მისგან უკვე კარგა ხნის დავიწყებული, სკოლის არაჩ-
ვეულებრივი წლების შეგრძნება მოდიოდა: წლების, როცა გო-
გონები მოულოდნელად დღითი დღე იფურჩქნებიან. ეს გოგო-
ნები, ბოთლის თავსახურებით, ეტიკეტებითა და მაყუჩის ნამ-
სხვრევებით დანაგვიანებულ ამერიკაში, ყველგან - რკინიგზის
გადასასვლელების ჩრდილში, სატელეფონო ბოძებთან თუ
გზატკეცილებზე, ძლიერ განსხვავდებოდნენ გასუქებული დედე-
ბისა და მძიმე შრომისგან გატეხილი მამებისგან. ბაჭიას კარგად
ახსოვს ეს სილამაზე. სწორედ ამას ახსენებს პრუ დაუდევრად
შეკრული ჟღალი თმით, თავისი გრძელი მკლავებითა და თხე-
ლი მაჯებით, რომელზეც სამაჯურები აუსხამს. ახლა პრუ ცხოვ-
რების ღვარცოფში მოჰყვა და პატარა მოგლეჯილი ტოტივით
სადღაც ღრმულში აღმოჩნდა. ჯენისი ძილში ოხრავს. მათ ფან-
ჯრებქვეშ ქუჩაში მანქანა მიქრის. მას უკან საცეკვაო რიტმები
მიჰყვება. ხვალ შრომის დღეა - რაღაც სრულდება. ბაჭია
გრძნობს, როგორ ფართოვდება მის ქვეშ სახლი, პირველი
სართული გამოღვიძებული მიცვალებულებით ივსება - სკოტი,
მამა, დედა, მისტერ აბენდროტი. ანტიკვარულ ბუფეტზე ფრედ
სფრინგერის გახუნებულ ფოტოს ფერები უბრუნდება და ისე,
როგორც სიცოცხლეში, ფრედს ლოყები და ცხვირზე ის ადგი-

280
მკითხველთა ლიგა

ლი, სადაც სათვალეს იკეთებდა, წითლად უელავს. ჰარი ორ-


მოციანი წლების ზედა მაუნთჯაჯის გოგოებს იხსენებს: სქელი
სვიტერები და ყალბი მარგალიტის უბრალო მძივები, თეთრი
ბლუზები, რომლებშიც იაფფასიანი ლიფები უჩანდათ და ქვედა-
ბოლოები. მხოლოდ ქვედაბოლოები, ხალათივით გრძელი
ქვედაბოლოები. როცა New Look
ჯერ კიდევ ახალი დაარსებული იყო, ის ხალათები ყველ-
გან ფრიალებდა - კარადებით გადაჭედილ დერეფნებში, გასას-
ვლელებში, რკინის მილების გასწვრივ, რომლებიც ცემენტის
ღრმა ჭებს გარს ერტყა, ხოლო ამ ჭებიდან კი სინათლე ჩა-
დიოდა მაღაზიების, სახლებისა და ა.შ. სარდაფებში და მუსიკა-
ლურ ოთახებში, სადაც გრძელი ქვედაბოლოები ცხენოსნის
ფეხსაცმელსა და მოკლე თეთრ წინდებში რიგებად ისხდნენ და
ზამთრის სუსხი სიგარეტის ბოლივით ასდიოდათ. მაშინ ქურთუ-
კი არავის ეცვა - ზემოდან შემოცმული კოპლებიანი ჟაკეტები,
მუქი ტუჩსაცხი - ყველა ისე გამოიყურებოდა, როგორც რიტა
ჰეივორთი ძველ დღიურებზე. ჭირვეული ქვედაბოლოები კოჭე-
ბამდე ეშვებოდნენ და აღიზიანებდნენ - მოდი, თუ ბიჭი ხარ, მი-
პოვე, აღმომაჩინე - თმა, წვივები, ბარძაყები, მანქანის ვიწრო
სივრცეში მორცხვად რომ იშლება, ნოტიო ტრუსები... მის პირ-
ველ გოგოს მერი-ენი ერქვა. მისი ტრუსები ფეხსაცმელთან ხა-
ფანგივით შემოერტყა, ძრავი კი მამამისის ახალ ლურჯ
Plymouth
-ში ჩართული დატოვა, რომ გათბობა არ გათიშულიყო.
მიმის სარკაზმისა და აღშფოთების მიუხედავად, ჰარის მანქანის
წაყვანის უფლებას კვირაში ერთ საღამოს აძლევდნენ. მიმის
ჩვიდმეტ წლამდე მკერდიც კი არ ეტყობოდა. მხოლოდ ამ ასაკ-
ში გაუჩნდა მას თავისი საიდუმლოებები. მარი-ენის ფეხებს შო-
რის სუნზე ჰარის გასახდელის ნესტი და ოხშივარი მოაგონდა,

281
მკითხველთა ლიგა

თუმცა არც იმდენად მძაფრი ეჩვენა, როცა გოგო მთლიანად


მიენდო. როცა ჰარი ჯარში წაიყვანეს, მერი-ენი გათხოვდა. მა-
შინ არ სჯეროდა, რომ გოგო ამ დიდ საიდუმლო ადგილს სხვა
ვინმესაც გაუზიარებდა. ეჰ, გარდასული დღეები, მისი გონების
სიღრმეში ჩაფლული, ძალიან ღრმად, სადაც, როგორც ამას
წინათ წაიკითხა, ყოველდღე მილიონობით ნაცრისფერი უჯრე-
დი კვდება და თან სიცოცხლე მიაქვს, მისი ერთადერთი სიცოც-
ხლე, რომელიც, როგორც ამბობენ, ტრილიონობით ელექ-
ტრონული მუხტის შემცველია და ვერც ერთი კომპიუტერი მას-
თან ახლოსაც ვერ მივა. ისევ იმ ადგილს უბრუნდება და შეუძ-
ლია თქვას, რომ მისი ასო ისევ გამაგრებულია, ის კი არადა,
უფრო მეტადაც გამაგრებული. პროცესი არ წყდება. სისხლის
პაწაწინა ტომსიკები ელიან, როდის გამოცოცხლდება ტვინის
შესაბამისი ნაწილი და ბრძანებას გასცემს. ჯენისი რომ არ გა-
აღვიძოს, მარცხენა ხელით მასტურბირებს, ისევ ზურგზე წევს
და რუთზე ფიქრობს. მისი ოთახი ახსენდება სამერზე. მათი პირ-
ველი საღამო, ის სევდიანი სიგიჟე მკვდარ ტოთეროსთან. მაშინ
ტოთეროს გამოექცა და იმ ოთახში აღმოჩნდა. ის კუნძული,
ოთხი კედელი. რუთმა თავისი სავსე, მარმარილოსავით თეთრი
ტანიდან ტანსაცმელი სულ გაიძრო და ჰარის ჟოკეის ტრუსების
კვლევას შეუდგა. რუთის მკლავები თხელი ეჩვენებოდა, თხელ-
ზე თხელი, მაგრამ მათ საწოლზე დააგდეს და თავად ზემოდან
მოექცნენ. მუცლის ქვემოთ ერექცია.
ჰეი
ჰეი
ლამაზი ხარ.
მიდი. იმუშავე.
ტემპს აჩქარებს, ძლიერად აწვება და ათავებს, ჭერი მათ
თავზე კიდია, მისი სხეული იხრება, იდრიკება, თითქოს ბურთზე

282
მკითხველთა ლიგა

მიაბესო და ეს ბურთი კი იბერება და იბერება და გრძნობს, მისი


თესლი როგორ იღვრება ზეწარზე. უფრო ძლიერად ისხმება,
ვიდრე უძირო წყვდიადში. მისი ასაკის კაცისთვის უცნაურია. სა-
წოლიდან ცურდება და უჯრაში ხელსახოცს ეძებს, თან ცდი-
ლობს, უჯრის გამოღების ხმამ ჯენისი ან დედიკო ან ის პრუ არ
გააღვიძოს. ქალებითაა გარშემორტყმული. საწოლში ბრუნდე-
ბა, ცდილობს, რაც შეიძლება კარგად გაწმინდოს იქურობა, უკ-
ვირს, რომ სისველე იქ ხვდება, სადაც არ ელის, ალბათ მაშინვე
ვერ ხვდები, როდის იწყებ გადმონთხევას. ცდილობს დაიძინოს.
თავის ქალიშვილზე ფიქრობს. მის მრგვალ ფერმკრთალ სახეს
ხედავს - რძისფერია და მშვიდი. „ჰასი“ - ესმის ჩურჩული.
რამდენიმე დღის შემდეგ მამა არჩი კემპბელს მასპინძლო-
ბენ - ასე შეთანხმდნენ. ის დაბალია და სუსტი, სამაგიეროდ, ხმა
ღრმა და ხავერდოვანი აქვს. ისეთი ძალდაუტანებელი და ფარ-
თო ღიმილით ლაპარაკობს, რომ მისი სიტყვები ზარივით
ჟღერს და მერე თითქოს ერთიმეორის მიყოლებით ქუჩაში მიფ-
რინავენ. თავი ტანთან შედარებით საგრძნობლად დიდი აქვს,
წამწამები გრძელი, ლაპარაკის დროს ის ზოგჯერ თვალებს ხუ-
ჭავს, თითქოს თავისი მოცახცახე ქუთუთოების დემონსტრირება
უნდაო. ის თეთრ საყელოს თხელ შავ უღილო პერანგსა და ზო-
ლიან პიჯაკზე ატარებს. როცა იღიმება, პრეზიდენტ კარტერის
მსგავსი სქელი ტუჩების უკან სწორი, ერთრიგად ჩაწიკწიკებული
პატარა, ნიკოტინით გაყვითლებული კბილები მოუჩანს.
დედიკო სფრინგერი ყავას სთავაზობს, მაგრამ ის უარობს:
- რას ბრძანებთ, ბესი, გმადლობთ. ეს ჩემი მესამე ვიზიტია
დღეს და კიდევ სულ ცოტა კოფეინიც კი კანკალს დამაწყები-
ნებს. - მისი სიტყვები ისევ გარეთ ფრინდებიან და ჯოზეფის ქუ-
ჩაზე უჩინარდებიან.

283
მკითხველთა ლიგა

- მაშინ ნამდვილ სასმელს მოგართმევთ, ღირსო მამა.


სკოჩი? ჯინი ტონიკით? ოფიციალურად ჯერ კიდევ ზაფხულია.
- სთავაზობს ჰარი.
კემპბელი გარშემო იყურება და სხვების რეაქცია აინტერე-
სებს - ნელსონი და პრუ გერდიგვერდ ტახტზე სხედან, ჯენისი -
სასტუმრო ოთახიდან გამოტანილ მაგარ სკამზე, დედიკო
სფრინგერი კი უხერხულად დგას ფეხზე - მისი წინადადება ყა-
ვის შესახებ ხომ უარჰყვეს!
- უარს არ ვიტყოდი, - პასტორი სიტყვებს ტკეპნის. - რაიმე
მაგარი ნამდვილი ნეტარება იქნებოდა. ჰარი, შემთხვევით არა-
ყი ხომ არ მოგეძებნებათ?
- როგორ არა, - ერევა ჯენისი. - იქ, ბუფეტში, ჰარი, ბოთ-
ლია ვერცხლისფერი ეტიკეტით.
ჰარი თავს უქნევს.
- კიდევ ვინ ინებებს? - და პრუს უყურებს, რადგან, მასთან
ერთ ჭერქვეშ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრებამ
აჩვენა, რომ ალკოჰოლს დიდად არ ერიდება, განსაკუთრებით,
ლიქიორები უყვარს: იმ დღეს ის და ნელსონი საყიდლებზე იყ-
ვნენ და ექვსი ყუთი ლუდი „კალუა“, სქელი ბოთლებით „კოინ-
ტრუ“ და „ამარეტო დი სარონო“ - მოიტანეს. ალბათ სულ მცი-
რე, ოცი, ან ოცდაათი დოლარი გადაიხადეს. გარდა ამისა, ბუ-
ფეტში ცოტა პიტნის ლიქიორიც აღმოაჩნდა, რომელიც თებერ-
ვალში მერქეთებისა და ჰარისონებისთვის გამართული ვახშა-
მიდან მორჩა და ის მწვანე სითხიანი ბოთლი პრუს იდაყვთან
სრულიად მოულოდნელ დროს ჩნდება ხოლმე, დილაობითაც
კი, როცა დედიკოსთან ერთად „ღამის გასაყართან“ უყურებს.
ნელსონი ამბობს, რომ ის ლუდზე უარს არ იტყოდა. დე-
დიკო სფრინგერი აცხადებს, რომ თავად ყავას მიირთმევს და
თუ ღირსი მამა ინებებს, შეუძლია უკოფეინო ყავა შესთავაზოს.

284
მკითხველთა ლიგა

მაგრამ არჩი თავის არჩევანს არ ცვლის, მხოლოდ, მადლობის


ნიშნად, თავს ოდნავ ხრის და დანარჩენებს თვალს უკრავს. ბა-
ჭიასთვის ნათელია, რომ ის ცოტა უცნაური ტიპია. როცა მობ-
რძანდა, დედიკო სფრინგერმა სტუმარს ნაცრისფერი სავარძე-
ლი შესთავაზა, მაგრამ მან ტორშერის გვერდით მაგიდის ქვე-
შიდან დაგრეხილი ძველი არაბული პუფი გამოაჩოჩა, ზედ დას-
კუპდა და ახლა ქვემოდან ყველას მაიმუნის ცქვიტი ღიმილით
შეჰყურებს. მერე გულის ჯიბიდან ჩიბუხს იღებს და მასში ყავის-
ფერი საჩვენებელი თითით თამბაქოს ტენის. ჯენისი დგება და
სამზარეულოში ჰარისთან ერთად გადის, ჰარის სასმელები
აქვს მოსამზადებელი.
- ეს რა პასტორი გვყავს სტუმრად, - ჩუმად ეუბნება ის
ცოლს.
- ახლა არ დაიწყო...
- საიდან მოიტანე, რომ ვიწყებ?
- ყველაფრიდან. - ჯენისი თავისთვის წვენის ჭიქაში კამპა-
რის ისხამს და რვიდან ერთ-ერთ ლიქიორის მრგვალ ჭიქაში
პიტნის ლიქიორს ასხამს. ეს ჭიქები თავის გრაფინთან ერთად
ჯენისმა „კროლში“ ამ რამდენიმე წლის წინ იყიდა, დაახ-
ლოებით იმ დროს, როცა მათ კლუბში სიარული დაიწყეს. თით-
ქმის არასოდეს იყენებენ ამ ჭიქებს. როცა ჰარი სასტუმრო
ოთახში ბრუნდება და თან არაყი და ტონიკი მოაქვს კემპბელის-
თვის, ლუდი - ნელსონისთვის და ჯინ-ტონიკი თავისთვის, ჯენისი
უკან მოყვება და ღია მწვანედ შეფერილ ჭიქას მაგიდაზე პრუს
წინ დებს. პრუ თითქოს ვერც კი ამჩნევს.
ღირსი მამა კემპბელი დედიკო სფრინგერს არწმუნებს,
ვოლტერიანულ სავარძელში ჩაჯდეს, რაში ჩაჯდომაც ჰარის
ჰქონდა განზრახული. კემპბელმა ფუმფულა ფეხების დასადე-

285
მკითხველთა ლიგა

ბიც კი მიუდგა ახლოს, რომ დედიკომ ფეხები მოხერხებულად


დააწყოს.
- უნდა ვაღიარო, - ამბობს ბესი, - რომ მაშინვე მომეშვა
კოჭებთან.
ასე სავარძელში გადაწოლილი ის ძალიან უსასოოდ და
საკუთარ ოჯახში უკანა პლანზე გადასულივით გამოიყურება. ჯე-
ნისი სავარძელზე უმწეოდ გადაწოლილი დედის დანახვაზე,
სთავაზობს:
- დედა, ყავას მოგიტან.
- შოკოლადის ორცხობილაც გამოაყოლე, ლარნაკზე და-
ვაწყვე, თუმცა, არა მგონია, ვინმემ ალკოჰოლს მიატანოს.
- მე, ბებო, მე მინდა, - ამბობს ნელსონი. პრუს ჩამოსვლის
შემდეგ სახე სულ შეეცვალა: პირქუში ჩაკეტილობა სიცა-
რიელის მოლოდინით შეეცვალა, თითქოს ამ სიცარიელეს
უმანკო მორჩილებით ელის, რაც ჰარის არანაკლებ აღი-
ზიანებს.
რადგან პასტორმა ნაცრისფერ სავარძელზე უარი თქვა,
მასზე დაჯდომა ჰარის უწევს. სავარძელში ეშვება და უნებურად,
ფეხებს ჭიმავს. კემპბელი, თავისი პუფიანად ბაყაყივით უკან
ხტება, რომ ჰარის ნატის დიდი ფეხსაცმლის მსხვერპლი არ
გახდეს. ამ პატარა კაცს თან საკუთარ სიმარდეზე ეცინება და
აცხადებს:
- როგორც ვხვდები, აქ ვიღაც ქორწინდება.
- მე არა, უკვე დაქორწინებული ვარ. - ბაჭია ხელიდან
შანსს არ უშვებს, იხუმროს. ძალიან უცნაურია, მაგრამ უცებ ბა-
ჭიას უჩნდება შიში, რომ კემპბელი ხელს, რომელიც პუფზე ჰა-
რის ფეხსაცმლის ცხვირებიდან სულ რამდენიმე ინჩის მოშორე-
ბით უდევს (ხელები კი, კბილებისა არ იყოს, ჭუჭყიანი აქვს), მისი

286
მკითხველთა ლიგა

ფეხსაცმლისკენ გადმოწევს და ზონრებს გაუხსნის და ის ფეხებს


თავისკენ სწევს.
პრუ მის ხუმრობაზე სევდიანად იღიმება, კვლავინდებურად
იატაკსაა ჩაშტერებული, მწვანე სითხით სავსე პატარა მრგვალი
ჭიქა ისევ ხელუხლებლად დგას მის წინ. გვერდით მჯდომი
ნელსონი გაფაციცებით იყურება და ვერ გრძნობს, რომ ზედა
ტუჩზე ლუდმა ქაფი დაუტოვა. ახლაც ბავშვივით ჭამს და სვამს;
ბაჭიას არ ავიწყდება: უილბერ სთრითზე, ძველ სახლში, რომე-
ლიც ქალაქს გადმოჰყურებდა, ნელსონი მაღალ სკამზე იჯდა,
კოვზი მარცხენა მუშტში ეჭირა და მაგიდაზე ურტყამდა. ისიც
კარგად ახსოვს, რომ ნელსონი არასოდეს ყოფილა დაუდევა-
რი ბავშვი - ყოველთვის ცდილობდა, კარგი ყოფილიყო. ლუ-
დისგან დატოვებული ულვაშის შემხედვარეს, ჰარის ტირილი
უნდება - ყველანი ღალატობენ ბიჭს. პრუ თითქოს მალულად,
ისე, რომ ზედაც არ უყურებს, მაგიდიდან ჭიქას იღებს.
ვოლტერიანული სავარძლის სიღრმიდან დედიკო სფრინ-
გერის ღონემიხდილი ხმა ისმის:
- დიახ, და თანაც სურთ, ეკლესიაში ჯვარი დაიწერონ, მაგ-
რამ ზედმეტი ფუფუნების უფლებას თავს ვერ მივცემთ. ცერემო-
ნიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან. და თუ მოესწრე-
ბა, ჯვრისწერა ერთ კვირაში გვინდა. - ახლა, ჭუჭყიან, გაცრეცი-
ლი რეზინის მრგვალცხვირიან ფეხსაცმელში ჩაყოფილი და
სპეციალურ დასადგამზე შემოლაგებული ბესის ფეხები, ბავშვის
ფეხებს ჰგავს.
- დედა, არსად გვეჩქარება. პრუს მშობლებს დრო უნდა
მივცეთ, რომ ქორწილისთვის მოემზადონ და ოჰაიოდან ჩამოს-
ვლა მოასწრონ. - მკვახედ ეკამათება ჯენისი.
ბესი ხელს პრუსკენ უღონოდ იქნევს და ამბობს:

287
მკითხველთა ლიგა

- ეს ამბობს, რომ მისმა ოჯახმა აქ ჩამოსასვლელად შეიძ-


ლება, თავი არც შეიწუხოს.
გოგონა წითლდება და ჭიქას უფრო მჭიდროდ უჭერს
ხელს, ალბათ დალევს, როცა დანარჩენები მზერას მოაშორე-
ბენ.
- ჩვენ ერთმანეთთან ისე ახლოს არ ვართ, როგორც
თქვენ. - ამბობს ის. გამჭვირვალე მწვანე თვალებს მაღლა
სწევს, პასტორს აპყრობს და უხსნის:
- ოჯახში შვიდი ბავშვი ვართ. ჩემი ოთხი და გათხოვდა,
მაგრამ ორს არ გაუმართლა და ქმარს გაშორდა. ამიტომ მამა
ძალიან ბრაზობს.
დედიკო სფრინგერი ამატებს:
- პრუ კათოლიკურადაა გაზრდილი.
- მე კი ვფიქრობდი, რომ პრუდენსი ტიპური პროტესტან-
ტული სახელია.
პრუს სახე ელეწება.
- ჩემი ნათლობის სახელი ტერეზაა, სკოლის მეგობრები
კი ზედმეტად თავმდაბლად მთვლიდნენ და ამიტომ პრუ შემარ-
ქვეს.
- მართლა? არაჩვეულებრივია. - ხითხითებს კემპბელი. ბა-
ჭია ამჩნევს, რომ პასტორს, ახალგაზრდობის მიუხედავად, თმა
უთხელდება. მადლობა ღმერთს, ეს პრობლემა ჰარის არ აწუ-
ხებს: მას გენეტიკურად, ორივე მხრიდან, კარგი თმა გამოჰყვა.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მამას ცხოვრების ბოლოს ჭაღა-
რა შეუყვითლდა და სიმინდის ულვაშებივით გაუთხელდა, თა-
ნაც ისე გაუუხეშდა, რომ ძლივს ივარცხნიდა. ამბობენ, რომ გა-
დამწყვეტი მაინც დედის გენებია. ბაჭიას არასოდეს მოსწონდა
ჯენისის მაღალი შუბლი, სულ ეჩვენებოდა, რომ ქალი თანდა-
თან მელოტდება. ნელსონი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ასე

288
მკითხველთა ლიგა

რომ, ადრეა რამის თქმა. მოხუცი სფრინგერი თმას უკან იწევდა


და ილაპლაპებდა, ამიტომ ყოველთვის, შაბათობითაც კი, მო-
დელ ბიჭს ჰგავდა, მაგრამ როცა კუბოში იწვა, თმა არასწორად
დავარცხნეს. თუ კარგად ახსოვს, მიმიმ თავისი პირველი პრო-
ტესტი თმის ალაგ-ალაგ გაუფერულებით გამოხატა. თავის ბუ-
ნებრივ ფერს ის „პროტესტანტული ვირთხისფრად“ მოიხსენი-
ებდა. დედა კი ეუბნებოდა: „ეგ ჯობია, ვიდრე სკუნსს ჰგავდე“ და
მართალიც იყო. თავზე თეთრი ზოლებით მიმის მაგარი გოგოს
იერი დაედო და ოჯახის სირცხვილი გახდა. ასეთია ცხოვრება -
საკუთარ თავს სულ რაღაცით არცხვენ. ახალგაზრდა პასტორის
ხმა მწყობრად, მარცვალ-მარცვალ აღწევს მის ყურამდე.
- ბესი, ვიდრე დეტალებზე გადავიდოდეთ, თარიღს დავ-
თქვამდეთ, ან სტუმრების რაოდენობას დავაზუსტებდეთ, ძირი-
თადი საკითხები გავარკვიოთ. ნელსონ და ტერეზა, გიყვართ
თუ არა ერთმანეთი და ხართ თუ არა მზად თავზე აიღოთ ვალ-
დებულება, რომელიც, ქრისტიანული ეკლესიის მიხედვით,
ქრისტიანული ქორწინების საფუძველია?
ეს შეკითხვა ყველასთვის მოულოდნელად ჟღერს. პრუ
ჩურჩულით ამბობს:
- დიახ, - და თავისი ჭიქიდან პირველ ყლუპს სვამს.
ნესლონი შუშის თვალებით იყურება.
- ნელსონ! - აფხიზლებს ჯენისი.
ბიჭი პირს იწმენდს და წკმუტუნებს:
- მე ვთქვი, რომ გავაკეთებდი ამას, ასე არაა? მთელი ზაფ-
ხული აქ გავატარე და ვცდილობდი, ყველაფერი მომეგვარები-
ნა. კენტში არ ვბრუნდები ამ საგიჟეთის გამო და უკვე ვეღარა-
სოდეს ავიღებ დიპლომს. კიდევ რა გინდათ?
ყველას ენა უვარდება, გარდა ჰარისა.
- მე მეგონა, კენტი არ მოგწონდა.

289
მკითხველთა ლიგა

- მართალია, საშინლად არ მომწონდა, მაგრამ ახლა, რო-


ცა ამდენი დრო დავხარჯე და სულ ცოტა დამრჩა დამთავრე-
ბამდე, მგონი ღირს, დიპლომიც ავიღო. მამა, მთელი ზაფხული
კოლეჯის დამთავრებაზე მელაპარაკები, მინდოდა მეთქვა,
რომ მართალი ხარ, მაგრამ შენ ხომ არაფერი იცოდი პრუს შე-
სახებ.
- თუ ასეა, მაშინ ნუ დავქორწინდებით. - სასწრაფოდ, ჩუ-
მად წარმოთქვამს პრუ.
ბიჭი ცერად უყურებს გოგონას და ბალიშებში უფრო
ღრმად ეფლობა.
- არა, რატომ, დავქორწინდეთ. - პასუხობს ის. - დროა
დავსერიოზულდე.
- ხომ შეიძლება, დავქორწინდეთ და შენ კი ერთი წლით
უკან დაბრუნდე? - პრუს ხელები მუხლებზე უწყვია, ხელში კი
ლიქიორის ჭიქა უკავია, მწვანე სითხეს ჩაჰყურებს და თანაბ-
რად, თითქოს ამ პაწაწინა ჭიდან უკვე ძალიან ხშირად გა-
მეორებული, დიდი ხნის ჩაკირული სიტყვები ნელსონის საყვე-
დურებზე პასუხად ამოაქვს.
- არააა - ამბობს ცოტა არ იყოს, დარცხვენილი ნელსონი.
- მგონი, სისულელეს ამბობ. თუ ქორწინებაა, მაშინ როგორც
საჭიროა, ისე გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სამსახურიც მქონ-
დეს, ძველი დამტვრეული „უნივერსალიც“, სახლიც და სხვა და-
ნარჩენიც. კენტში ვერ ვისწავლი, როგორ გავასაღო მამაჩემის
იაპონური სათამაშოები. აი, ბებო და დედა თუ მოახერხებენ და
ეჟვანს შეაბამენ, რომ სამსახურში ამიყვანოს, სულ სხვა იქნება.
- ღმერთო ჩემო, რა ხდება, ყველაფერს ამახინჯებ. - ჰარი
აღშფოთებულია. - რა თქმა უნდა, სამსახურს მიიღებ, აბა, რა
გგონია! მაგრამ საქმე ისაა, რომ კომპანიისთვის, და რაც მთა-
ვარია, შენი საკუთარი მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვა-

290
მკითხველთა ლიგა

ნია, რომ კოლეჯი აუცილებლად დაამთავრო. და არ ვიცი, ახ-


ლა, რადგან მე ამას გეუბნები, რატომ მიყურებენ, როგორც
მხეცს? - ის არჩი კემპბელისკენ ბრუნდება და ალბათ დაავიწ-
ყდა, მასზე რამდენად დაბლა ზის პასტორი, მის თავს ზემოთ,
თითქოს მის უკან მდგომს მიმართავსო, ამბობს: - უკაცრავად,
ამ კამათის მოწმე რომ გახდით. ამას თქვენთან არავითარი კავ-
შირი არ აქვს.
- მაგას ნუ იტყვით, - გადაჭრით უარობს ახალგაზრდა. - ეს
ყველაფერი საერთო სურათის მნიშვნელოვანი ნაწილია. - სად
ისურვებდით ცხოვრებას მომდევნო წელს? როგორც წიგნებში
წერია, ქორწინების პირველი წელი ბევრად განსაზღვრავს
ქორწინებას.
პრუ ცალი ხელით გრძელ თმას უკან იყრის, გაბრაზებული
ჩანს.
- კენტთან არც ისე სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს.
- აღიარებს ის. - სადმე სხვაგან ვიცხოვრებდი, ახალი ადგილი
მირჩევნია.
კემპბელის ჩიბუხი ოთახს მოტკბო, მყუდრო არომატით ავ-
სებს. ალბათ ჯერ ოცდაათისაც არაა და უკვე თავის მოედანზე
ყველა დარტყმის მოგერიება შეუძლია. უდავოდ პროფესიონა-
ლია - ამას ბაჭია პატივს ცემს. თავიდან როგორ ვერ მიხვდა!
- ალბათ გიკვირთ, რატომ არ უნდათ ერთი წელი მოიცა-
დონ. - გესლიანად ამბობს დედიკო სფრინგერი.
გალეულ ტანზე დიდი თავი ბრუნდება და პასტორი ფარ-
თოდ იღიმება:
- არ მიფიქრია ამ საკითხზე.
- ის უკვე ორსულადაა. - ყოველგვარი შესავლის გარეშე
აცხადებს მოხუცი.

291
მკითხველთა ლიგა

- ალბათ ნელსონიც დაეხმარა, დარწმუნებული ვარ. - ისევ


იღიმის პასტორი.
- დედა, ასეც ხდება ხოლმე. - ჯენისი ბესის დამშვიდებას
ცდილობს
- რას მეუბნები! არ დამვიწყებია, რომ შენც იგივე გააკეთე.
- უკან არ იხევს მოხუცი.
- დედა!
- საშინელებაა ეს ყველაფერი! - აცხადებს ნელსონი ტახ-
ტიდან. - ეს საწყალი კაცი მაინც დაინდეთ. მე და პრუს არ გვით-
ხოვია ეკლესიაში ჯვრისწერა, ასეთი რამეების მაინც არ მჯერა.
- არ გჯერა? - ჰარი შოკირებულია და გულნატკენი.
- არა, მამა, როცა მოკვდები, მოკვდები და სხვა არაფერი.
- ასე ფიქრობ?
- მორჩი, მამა. შენ კარგად იცი, რომ ასეა, გულის სიღრმე-
ში ყველამ იცის.
- ზუსტად არავინ არაფერი იცის. - ისმის პრუს აუღელვებე-
ლი ხმა.
- რამდენი მკვდარი გინახავს? - ეკითხება გაცოფებული
ნელსონი.
ჰარის ახსოვს, რომ ჯერ კიდევ ბავშვობაში, ნელსონს ტუ-
ჩები უთეთრდებოდა, როცა ნერვიულობდა, ხოლო როცა სკო-
ლაში წასვლა არ უნდოდა და სახელმძღვანელოების ჩამოსა-
ტანად ზემოთ ადიოდა, მუცელი სტკივდებოდა და კიბის სახე-
ლურს ეჭიდებოდა, მაგრამ სკოლას მაინც არ აცდენინებდნენ.
მაშინ ჰარი ჯერ კიდევ „ვერაითიში“ მუშაობდა, ჯენისი კი მაღა-
ზიაში, ნახევარ განაკვეთზე. ძიძა არ ჰყავდათ, სკოლა იყო მათი
ძიძა.
ღირსი კემპბელი მშვიდად აბოლებს თავის არომატულ ჩი-
ბუხს და პრუს ეკითხება:

292
მკითხველთა ლიგა

- თქვენი მშობლები ხომ არ არიან წინააღმდეგი, რომ


ისეთ ადამიანს მიჰყვებით ცოლად, რომელიც რომაულ--
კათოლიკურ ეკლესიას არ ეკუთვნის?
პრუს ისევ უწითლდება ლოყები და თვალები უფრო მუქი
მწვანე უჩანს.
- საერთოდ კი, მხოლოდ დედაჩემი იყო კათოლიკე, ხო-
ლო როცა მე გავჩნდი, ეკლესიას თითქმის ჩამოშორებული
იყო. მე მომნათლეს, მაგრამ ზიარების რიტუალი არ ჩაუტარე-
ბიათ. თუმცა, ჩემს დებს ზიარებისთვის კაბაც კი ჰქონდათ. შეიძ-
ლება ითქვას, მამამ ჩამოაშორა ეკლესიას.
- თავად მამა რა აღმსარებლობისაა?
- არავითარი.
ჰარი მოგონებებში მიდის:
- ნელსონის დიდი პაპა კათოლიკე იყო. დედა ირლან-
დიელი ჰყავდა. პაპაჩემზე ვამბობ. ეშმაკმა დალახვროს, რელი-
გიას რაც შეეხება, მგონი...
ყველა მას მიშტერებია.
- ...თუ ოდნავ მაინც არ გწამს, ჩაიძირები. - ამბობს და
ნელსონს უყურებს, უმთავრესად იმიტომ, რომ ბიჭის ანერ-
ვიულებული, გადათეთრებული სახე ზუსტად მის წინაა. ნელსო-
ნი ფხუკუნებს:
- რაც გინდა ის ქენი, მაგრამ ნუ ჩაიძირები.
ჯენისი პრუსკენ იხრება და ზრდასრული ქალის მკერდის-
მიერი ხმით, როგორი ლაპარაკიც მან ახლა წესად შემოიღო,
ამბობს:
- ძალიან მინდა, შენი მშობლები დაარწმუნო, რომ ქორ-
წილში მოვიდნენ.
დედიკო სფრინგერი უფრო მშვიდობიანი ტონით ამბობს,
რაც გინდა იყოს, იქ პასტორია:

293
მკითხველთა ლიგა

- ასე თუ ისე, აქ, ჩვენთან, ეპისკოპალური ეკლესიისა და


კათოლიკური რწმენის მიმართ თითქმის ერთნაირი დამოკიდე-
ბულებაა.
პრუ უარის ნიშნად თავს იქნევს. მისი წითური თმა აქეთ--
იქით ირხევა - ბრიალა დაფნის გვირგვინი.
- ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. მათ არ მოსწონთ, რო-
გორ ვცხოვრობდი ნელსონთან შეხვედრამდე. ახლაც არ
მოეწონებათ ჩემი მდგომარეობა.
- ასეთი რა ჩაიდინე? - ეკითხება ჰარი.
ჰარის შეკითვა როგორც ჩანს, ვერ გაიგო, თითქოს თავის
თავს ელაპარაკებაო, აგრძელებს:
- მათ გარეშე ცხოვრებას მივეჩვიე.
- რაღაცას გეტყვით, - რბილად ამბობს კემპბელი, ჩიბუხი
ჩაუქრა და მთელი ყურადღება მის ხელახალ ანთებაზე გადა-
აქვს. - ვაღიარებ, ცოტა დაბნეული ვარ, - სახეზე ეშმაკური ღი-
მილი ეფინება, როგორც მთავარ გმირს ფილმში „ცოფიანები“ -
როგორ უნდა დაქორწინდეს ასეთი წყვილი - ერთი რომაულ--
კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის, მეორე კი, როგორც ახლა
თავად განაცხადა, ათეისტია. - თავით ნელსონზე მიანიშნებს.
ახლა ჩვენ ეპისკოპოსი გაცილებით მეტ თავისუფლებას გვაძ-
ლევს. ამას წინათ, ჯვარი დავწერე ერთ განქორწინებულ იაპო-
ნელს, რომლის მშობლები ეპისკოპალურ ეკლესიას ეკუთვნიან
და ერთ ქალს, რომლის მოთხოვნა იყო, ცერემონიის დროს
„დედა ღვთისმშობლის“ ნაცვლად „უფალი“ მეთქვა. ძლივს გა-
დავათქმევინეთ. თქვენს შემთხვევაში კი, კეთილო ხალხო, ვერ
ვხედავ, რომ ნელსონი და მისი მართლაც შესანიშნავი საცოლე
მზად არიან, ან თუნდაც სურვილი აქვთ, ეზიარონ ქორწინების
საიდუმლოს. - ის პირიდან კვამლს უშვებს და საწინააღმდეგო

294
მკითხველთა ლიგა

არგუმენტების მოლოდინში სიამოვნებისაგან გაბადრული ტუ-


ჩებს კუმავს.
დედიკო სფრინგერი ვიქტორიანული სავარძლიდან ამოძ-
რომას ლამობს...
- ფრედ სფრინგერის შვილიშვილი არასოდეს დაიწერს
ჯვარს რომაულ-კათოლიკური წესით. - სახეზე ცეცხლი ეკიდება
მოხუცს.
- ოჰ, - მხიარულად პასუხობს არჩი კემპბელი. - არც მე
მგონია, რომ ჩემი ძვირფასი მეგობარი მამა მაკგერი მათ ჯვარს
დასწერს. ეს ახალგაზრდა ქალბატონი ნაზიარებიც კი არაა.
იცით რა, - მუხლებზე ხელებს იჯვარედინებს და სადღაც სივ-
რცეში იყურება. - უამრავი მშვენიერი ქორწილი მინახავს ქალა-
ქის მერიაში, ან თუნდაც, უნიტარიანულ ეკლესიაში. მეიდენ--
სფრინგში ჩემი მეგობარი ჯიმ ჰენკოკი ჯვარს წერს ჩვენი ეკლე-
სიის თვალსაზრისით პრობლემურ წყვილებს.
ბაჭია უნებურად ფეხზე დგება. აქ რაღაც საშინელება
ტრიალებს - თუმცა, მთლიანად არ ესმის, კონკრეტულად რა
არის ასეთი საშინელი და კონკრეტულად ვისთვის.
- აბა, ვის დავუმატო სასმელი?
კემპბელი, ისე, რომ ზედაც არ უყურებს, ცარიელ ჭიქას უწ-
ვდის, პრუს ჭიქაც ცარიელია. მწვანე სითხემ ჭიქიდან მის თვა-
ლებში გადაინაცვლა. პასტორი კი მას და ნელსონს ეუბნება:
- უნდა იცოდეთ, რომ გარკვეულ პირობებში, აბსოლუტუ-
რად მორწმუნეებისთვისაც კი, ეს ყველაზე სწორი გამოსავა-
ლია. ამის შემდეგ შეგიძლიათ ეკლესიაშიც მიიღოთ კურთხევა.
ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია ასეთი ქორწინება.
- კი, მაგრამ არ შეიძლება, უბრალოდ განაგრძონ თავიანთ
ცოდვაში ცხოვრება? - კითხულობს ჰარი. - ჩვენ სულაც არ
ვართ წინააღმდეგი.

295
მკითხველთა ლიგა

- ძალიანაც წინააღმდეგები ვართ. - ამბობს დედიკო. პირ-


დაპირ სული ეხუთება.
- მამა, - მიმართავს ნელსონი, - შეგიძლია ლუდი წამომი-
ღო?
- წადი და აიღე, მხოლოდ ორი ხელი მაქვს, როგორც ხე-
დავ. - ჰარი პრუს წინ ჩერდება და მის ცარიელ ჭიქას იღებს. -
დარწმუნებული ხარ, რომ ბავშვს არ ავნებს?
პრუს გაყინული მზერა ჰარისთვის მოულოდნელია. ჰარი
მზრუნველი და მამობრივი გრძნობებითაა სავსე, ის კი, საგზაო
პოლიციელივით უყურებს.
- ამას არა უშავს, - პასუხობს ის. - ღვინო და ლუდი ცუდია,
გეთანხმებით, აფუებს.
როცა ბაჭია სამზარეულოდან ბრუნდება, ხედავს, რომ კემ-
პბელი ქალებმა უკვე დაითანხმეს. უკვე გამოიძებნა საშუალება
ისეთი ქორწილი გადაიხადონ ეკლესიაში, როგორიც იმ ვიღაც
გრეის შთულების თვალში მისაღები იქნება. დედიკო სფრინგე-
რი აქტიურობს, მისი რეზინის ფეხსაცმლის პატარა მრგვალი
ცხვირები ჰაერში იჭრება და ისევ ბალიშზე ეშვება.
- ყველაფერი, რასაც ბიჭი ამბობს, პირდაპირ არ უნდა
გაიგოთ. მის ასაკში მეც არ მესმოდა, რისი მწამდა: საერთოდ,
ვთვლიდი, რომ მთავრობაში კრეტინები სხედან და მხოლოდ
მაფიოზებს შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა. ამას მშრა-
ლი კანონის დროს ვამბობ.
ნელსონი ბებიას მისი მსგავსი მუქი თვალებით შუბლშეკ-
რული უყურებს.
- ბებო, თუ გაინტერესებს, მე არაფერიც არ მინდა, ჩემთვის
სულ ერთია.
- შენ ჰო, მაგრამ პრუ რას ფიქრობს? - კითხულობს ჰარი
და წინ მის საყვარელ საწამლავს უდებს. იქნებ მისი სიცივე და

296
მკითხველთა ლიგა

ყოყმანი, გაიღიმოს თუ არა, უბრალოდ შიშის ბრალია: ხომ მას-


ში იზრდება ახალი სიცოცხლე და არა ვინმე სხვაში.
- მე ვფიქრობ, - ამბობს ის ისე წყნარად, რომ ყველა ისუ-
სება, მისი ხმა რომ გაიგონ. - ეკლესიაში უფრო სასიამოვნო იქ-
ნება.
- მე კი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არანაირი
სურვილი არ მაქვს იმ ბეტონის ახალ მერიაში წავიდე, რომე-
ლიც „ბიჟუს“ ადგილას ააშენეს. ერთმა ნაცნობმა მიამბო, რომ
კონტრაქტორმა მილიონი ჩაიჯიბა და კედლები კი უკვე დაიბზა-
რა.
- ჰარი, - შვებით ამბობს ჯენისი - ერთ კამპარიზე უარს არ
ვიტყოდი.
კემპბელი თავის ახლად შევსებულ ჭიქას ლამის იატაკი-
დან სწევს.
- გაგიმარჯოთ, კეთილო ხალხო. - ადღეგრძელებს ის იქ
მყოფთ და თავის პირობებს აყალიბებს: - საერთოდ, ასეთი წე-
სია: ჯერ არის პირველი შეხვედრა, მერე სამი-ოთხი საგანმა-
ნათლებლო საუბარი ქრისტიანული რელიგიისა და ქორწინე-
ბის საიდუმლოს შესახებ. დღევანდელი შეხვედრა თავისუფ-
ლად შეიძლება პირველ შეხვედრად მივიჩნიოთ. - პასტორი პი-
რადად ნელსონს ესაუბრება. ჰარის კარგად ესმის, მის ხავერ-
დოვან ხმას დამრიგებლური ტონი როგორ ეპარება. - ნელსონ,
ეკლესიისთვის მთავარი ის კი არაა, წყვილი წმინდანი იყოს,
არამედ ის, რომ მათ კარგად ესმოდეთ, რა ნაბიჯს დგამენ. მე
კი არ უნდა მივცე ერთგულების ფიცი, არამედ თქვენ. ეს არაა
უბრალო ცერემონია, ეს საიდუმლოსთან ზიარებაა, უფალი თა-
ვის სახლში გიწვევს და სიწმინდესთან ზიარების საშუალებას
გაძლევს. და ეს არაა წუთიერი ზიარება. ყოველი ერთად გატა-
რებული დღე წმიდათა წმიდა უნდა იყოს. ხვდებით, რასაც ვგუ-

297
მკითხველთა ლიგა

ლისხმობ? კარგად უნდა გაიაზროთ ქორწინების მნიშვნელობა.


მახსოვს, ძველ ლოცვათა წიგნში შესანიშნავი სიტყვები ამოვი-
კითხე: „ადამიანი არ უნდა დაქორწინდეს დაუფიქრებლად, არც
საკუთარი რწმენის წინააღმდეგ წავიდეს, არამედ, უნდა გა-
მოიჩინოს სიფრთხილე, გაითვალისწინოს სხვათა რჩევა, ყვე-
ლაფერი გადაწყვიტოს ფხიზელი გონებით და უფლის შიშით. -
პასტორი იცინის და იქვე ამატებს: - ლოცვათა ახალ წიგნში უფ-
ლის შიში ამოღებულია.
- მე უკვე ვთქვი, რომ ჯვარს ეკლესიაში დავიწერ. - წკავ-
წკავებს ნელსონი.
- და ეს საგანმანათლებლო საუბრები რამდენი ხანი
გრძელდება? - მშრალად კითხულობს ჯენისი. სკამზე ისე ზის,
თითქოს ქვეშ კვერცხი უდევს და სადაცაა წიწილას გამოჩეკავს.
- ოჰ, - ამბობს კემპბელი და თვალებს ჭერში აპყრობს. -
უნდა ვიფიქრო... რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.
ორ კვირაში შეგვიძლია, სამჯერ შევხვდეთ და ვისაუბროთ. აქ,
თან, შემთხვევით, როგორც ერთი ღვთისმსახური უწოდებს, ჩე-
მი კალენდარი-წიგნაკი მაქვს. - ვიდრე პიჯაკის გულისჯიბიდან
წიგნაკს ამოიღებს, ის ჩიბუხიდან გადაჭარბებული სიდინჯით
თამბაქოს ნამწვს ბერტყავს და ჰარი კარგად ხედავს რა უპირა-
ტესობა აქვს არატრადიციულ ორიენტაციას: მისთვის მთელი
სამყარო ერთი უსასრულო კომედიაა. ის სუფთა წყალში მიაბი-
ჯებს, ქალებთან და ბავშვების გაჩენასთან დაკავშირებული ტა-
ლახით ფეხსაცმელს არასოდეს გაისვრის. ქუდი უნდა მოიხადო
მის წინაშე: არაფერი ადარდებს, ვერაფრით ააღელვებ. აი,
ესაა ჭეშმარიტი რელიგია.
უცებ ჰარიში მეამბოხე სული იღვიძებს და ახალდადებულ
გარიგებას აპროტესტებს:

298
მკითხველთა ლიგა

- იცით, ჩვენ გვინდა, მანამდე მოგვარდეს ეს საქმე, ვიდრე


პატარა დაიბადება. შობისთვის ველოდებით.
- დრო ღმერთმა იცის, - კამპბელი იცინის და ამატებს: -
გოგონა იქნება თუ ბიჭი?
- იანვარში. - ჩურჩულებს პრუ და ჭიქას მაგიდაზე დგამს.
ჰარი ვერ ხვდება, სიამოვნებს თუ არ სიამოვნებს პრუს ის,
რომ ყოველთვის გალანტურად საუბრობს ხოლმე ბავშვზე, მა-
შინ, როცა სხვები ყველანაირად ცდილობენ, ის, უბრალოდ,
არც კი ახსენონ. ვიდრე ქორწილის ზუსტი თარიღის შესახებ
მსჯელობენ, ნელსონი და პრუ დივანზე უზარმაზარი, ჭინჭების-
გან შეკერილი თოჯინებივით სხედან და ისეთი შთაბეჭდილება
რჩება, რომ უხილავ ხელებს ბალიშის ქვემოდან მათი მკერდი
და თავი უჭირავთ.
- ფრედს დაბადების დღე იანვარში ჰქონდა. - აცხადებს
დედიკო სფრინგერი და თან პასტორის გასაცილებლად სავარ-
ძლიდან წამოდგომას ცდილობს.
- ოჰ, დედა, - ამბობს ჯენისი. - მსოფლიოს მოსახლობის
ყოველი მეთორმეტე ადამიანი იანვარშია დაბადებული.
- მეც იანვარში დავიბადე. - ამბობს არჩი კემპბელი და
დგება. ის იცინის და მეჩხერ კბილებს აჩენს. - ხანგრძლივი
ლოცვების შემდეგ მოვევლინე ქვეყანას. ჩემი მშობლები უკვე
ხანშიშესულები იყვნენ. უცნაურია, საერთოდ როგორ გავჩნდი.
მეორე დღეს, როცა ჰარი და ნელსონი მაღაზიაში მიდიან,
თბილი წვიმა პანორამულ პარკში გაყვითლებულ ფოთლებს
ძირს ყრის. ბიჭი ჯერ კიდევ პერსონა ნონ გრატაა, მაგრამ მან
ჰარის სთხოვა, უფლება მიეცა, მისულიყო და მისი დამ-
ტვრეული მანქანები შეემოწმებინა. ერთ-ერთი მათგანი მენიმ
გაარემონტა. „მერკური“ გვერდიდანაა დამტვრეული და ყველა-
ზე ცუდ მდგომარეობაშია. მისი სათადარიგო ნაწილების შოვნაც

299
მკითხველთა ლიგა

გაცილებით რთულია. როგორც კი ნელსონს კოლეჯში გაის-


ტუმრებდა, ბაჭია „მერკურის“ ჯართად გაყიდვას და დანაკლი-
სად გაფორმებად აპირებდა, მაგრამ ახლა, როცა ნელსონმა
დამტვრეული მანქანების ნახვა მოინდომა, უარი ვერ უთხრა.
მერე ნელსონი წავა და ბილი ფოსნაჰტს ესტუმრება, ვიდრე
ბოსტონში არ წასულა, სადაც ბილი სწავლობს, რომ ექიმი--
ენდოდონტოლოგი გამოვიდეს. ერთხელ ჰარიმ არხი დაიპ-
ლომბა და ასე ეგონა, თვალის კაკლის ქვეშ უღიტინებდნენ. ფუ-
ლის გამომუშავების რა საშინელი ხერხია! შესაძლოა, საამი-
სოდ ყველანაირად კარგი ხერხი არც კი არსებობს. მანქანის
შუშის საწმენდები რეზინის ჭრაჭუნით განუწყვეტლივ მღერიან,
ბრუერში კი ტრანსპორტის მოძრაობა ნელდება - მთელი აკა-
ციის ბულვარის გასწვრივ წითელი სამუხრუჭე სინათლეების კო-
ცონი ინთება. „ციხესიმაგრეში“ სწავლა განახლდა და ქუჩებში
სკოლის ყვითელი ავტობუსები ისევ გამოჩნდა. ჰარი შუშის საწ-
მენდებს რეჟიმს უცვლის და ჩქარიდან საშუალო სიჩქარეზე გა-
დაჰყავს. ნეტავ, ისევ ეწეოდეს! ბიჭთან ლაპარაკი უნდა.
- ნელსონ.
- ჰო
- როგორ ხარ?
- ახლა კარგად. დილით ცოტა ყელი მტკიოდა, მაგრამ
ორი აბი ხუთასმილიგრამიანი ვიტამინი С დავლიე, სახლში
გვქონდა, მელანიმ აყიდვინა ბესის, როცა აქ იყო. - მელანი ჯან-
მრთელობაზე იყო შეშლილი, არა? სამზარეულოში ჯერ კიდევ
გვაქვს „გრანოლა“.
- ჰო, ასეა. ეს მისი თამაშის ნაწილი იყო. მგონი ყველა
ხვდებით, მისტიფიკატორ ბოშად წარმოედგინა თავი. სულ იმ
თავის გურუს კითხულობდა, დამავიწყდა, რა ქვია, დაცემინება-
სავით გამოითქმება.

300
მკითხველთა ლიგა

- გენატრება?
- მელანი? არა, რატომ უნდა მენატრებოდეს?
- თითქოს ახლოს იყავით ერთმანეთთან.
ნელსონი ხვდება, რასაც გულისხმობს ჰარი, მაგრამ პირ-
დაპირი პასუხისგან თავს იკავებს.
- ბოლოს აუტანელი გახდა, სულ ცუდ ხასიათზე იყო და
ჯუჯღუნებდა.
- როგორ გგონია, ის და ჩარლი ერთად წავიდნენ?
- აზრზე არ ვარ. - პასუხობს ბიჭი.
მანქანის შუშის საწმენდები ჭრაჭუნობს, ახლა უკვე სა-
შუალო სიჩქარით მიდი-მოდიან მის წინ და ყოველ ჯერზე, რო-
ცა შუშის კიდეს აღწევენ და უკან ბრუნდებიან, ჰარი კრთება, ისე-
თი გრძნობა ეუფლება, თითქოს მის მანქანას ის კი არა, ვიღაც
სხვა მართავს და საერთოდ, სხვა განაგებს იქაურობას. აჩრდი-
ლი. როგორც იმ ფილმშია, „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტე-
ბი“, როცა რიჩარდ ფრეიფუსის სატვირთო ერთიანად ირყევა,
ხოლო მისი უკანა ფარები ჰაერში იწევა და ანათებს. საწმენ-
დებს ისევ უცვლის სიჩქარეს და საშუალოდან ნელზე გადაჰ-
ყავს.
- შენი ფიზიკური ჯანმრთელობა არ მიგულისხმია, მაინტე-
რესებს გუშინდელი საღამოს შემდეგ რას ფიქრობ.
- იმ იდიოტ პასტორს გულისხმობ? რა პრობლემაა,
ერთი-ორჯერ წავალ და მის ბოდვას მოვუსმენ, თუ ეს სფრინგე-
რების ღირსებას ან რამე ამდაგვარს ეხება.
- ჰო, მესმის, თუმცა, მე ზოგადად ქორწინებაზე გეკითხები.
ნელი, არ მინდა რამე იძულებით გააკეთო.
ნელსონი ისე ზის, რომ ჰარის მხედველობის არეში ძლივს
ხვდება. მათ წინ ყვითელი ავტობუსები ბრუერის სკოლის გადა-
სახვევისკენ უხვევენ და მანქანები ტროტუართან პარკირებული

301
მკითხველთა ლიგა

ავტომობილების გასწვრივ, რომელთა სახურავიც წვიმით ჩა-


მოყრილი ფოთლებითაა დაფარული, ნელა მოძრაობას აგ-
რძელებენ.
- ვინ გითხრა, რომ ვინმე რამეს მაიძულებს?
- ამას არავინ ამბობს. პრუ მშვენიერი გოგონაა, მთავარია,
შენ იყო მზად ამისთვის.
- ეს შენ გგონია, რომ მზად არ ვარ. შენ საერთოდ ფიქ-
რობ, რომ მე არაფრისთვის არ ვარ მზად.
ჰარი ელოდება, ბიჭს მტრულმა განწყობამ გადაუაროს და
მერე ცდილობს, ვებ მერქეთივით გონივრულად და დამაჯერებ-
ლად ილაპარაკოს:
- იცი, ნელსონ, ჩემი აზრით, არ არსებობს კაცი, რომელიც
ასი პროცენტით მზად იქნება ქორწინებისთვის. არც მე ვიყავი
მზად, თორემ დედაშენს ასე არ მოვექცეოდი.
- ჰო, ალბათ. - ამბობს შედარებით დამცხრალი ბიჭი: მამა
ვერ აიყოლია. - მაგრამ მაინც თავისი გაიტანა...
- მართალია. თუმცა, მე არასოდეს ჩამიდია ეს გულში და
სამაგიეროს გადახდაც არ მიცდია. სხვათა შორის, არც ჩარ-
ლის. ეს აუცილებლად სწორად უნდა გაიგო. მერე, როცა შევ-
რიგდით, ორივემ დავანებეთ თავი სისულელეებს და შემიძლია
ვთქვა, რომ სანიმუშოდ ვიქცეოდით. დროსაც მშვენივრად ვატა-
რებით ერთად. რაც ძალიან ცუდია და ძალიან ვნანობ ისაა,
რომ ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდებოდა.
- ჰო. - ამბობს სუნთქვაშეკრული ნელსონი დაძაბული ხმით
და ისევ მუხლებზე იყურება მაშინაც კი, როცა ჰარი ეიზენჰაუერ
ავენიუზე მკვეთრად უხვევს. შემდეგ ყელს იწმენდს და განაგ-
რძობს: - ალბათ დრო იყო ასეთი. კენტში ბიჭებისგან ამაზე სა-
შინელი ისტორიები გამიგია.

302
მკითხველთა ლიგა

- გარდა ჯილის ამბისა. ალბათ ასეთი რამ არავის გა-


დაუტანია. - ფრთხილად ამბობს ჰარი. ჯილი აბსოლუტურად
წმინდა სახელია ნელსონისთვის, არასოდეს ახსენებს მას. მან-
ქანა სიჩქარეს უმატებს, დაღმართზე ჩადის, ესპანელი და ზანგი
ბავშვები კი აღმართზე ამოდიან, სკოლისკენ მიეშურებიან. ისი-
ნი საფრთხეს არ დაგიდევენ, ლამისაა მანქანას ქვეშ შეუვარ-
დნენ. ჰარი აგრძელებს:
- ამ ახალ ურთიერთობებში მგონი ყველაფერი სწორად
არაა: გოგო ბიჭთან წვება, გასაგებია, ტანგოს მარტო ვერ იცეკ-
ვებ. ბიჭს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, ესეც მესმის,
მერე კი, გოგო აბორტის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ ოცი
წლის განმავლობაში რაღაც პოზიტიური გამოჩნდა, რაც საკმა-
ოდ აადვილებს ცხოვრებას, კერძოდ ის, რომ აბორტის გაკეთე-
ბა ღიად, უპრობლემოდ, საავადმყოფოშია შესაძლებელი,
უსაფრთხოდ და სუფთად. ეს იგივეა, რაც ბრმა ნაწლავის ამოჭ-
რა.
- ამით რისი თქმა გინდა?
- ის რატომაა წინააღმდეგი?
ბიჭი ხელს იქნევს. ჰარის წამით ეჩვენება, რომ ნელსონი
საჭეს წაართმევს და მაგრად ებღაუჭება მას, მაგრამ ნელსონი
უბრალოდ ხელებს შლის, რომ მამას შესაძლებლობების უსაზ-
ღვროება დაანახვოს.
- უამრავი მიზეზი აქვს. ყველა არც კი მახსოვს.
- რაც გახსოვს მითხარი.
- ერთი ისაა, რომ იცნობს ქალებს, ვინც ჯანმრთელობა
შესწირა ამ შიგნეულობაში ჩხიკინს და ახლა შვილს ვეღარ აჩე-
ნენ. შენ კი ამბობ, ბრმა ნაწლავის ამოჭრასავითააო, მაგრამ
თავად ხომ არასოდეს გაგიკეთებია. მას არ მიაჩნია, რომ ამის
გაკეთება სწორი საქციელია.

303
მკითხველთა ლიგა

- მე მეგონა ის თავგადაკლული კათოლიკე იყო.


- არა, და არც არასოდეს ყოფილა. უბრალოდ, ამბობდა,
რომ აბორტი ბუნებას ეწინააღმდეგება.
- ჩვენს დროში, ამდენი თავდაცვის საშუალებებია გამოგო-
ნილი და მაინც ასეთ სიტუაციაში გაბმა არ ეწინააღმდეგება ბუ-
ნებას?
- მამა, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მორცხვია. პრუ
ტყუილად კი არ შეარქვეს. ამ მიზეზით ექიმთან არავითარ შემ-
თხვევაში არ წავა.
- რა თქმა უნდა, არ წავა, ეგ მეც ვიცი. მორცხვი! დაორსუ-
ლება ხომ არ შერცხვა! რამდენით უმცროსი ხარ მასზე?
- ერთი წლით და რაღაც თვეებით. ამას რა მნიშვნელობა
აქვს? ბავშვი უნდოდა. უბრალოდ ბავშვი კი არა, ჩემი ბავშვი.
ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა.
- არაჩვეულებრივია. და შენ როგორ მიიღე ეს ამბავი?
- მე ჩვეულებრივად, ალბათ. ეს ხომ მისი სხეულია. ახლა
ყველა ასე ამბობს - „ეს ჩემი სხეულია“. არ ვიცი, სხვა რა უნდა
გამეკეთებინა.
- მეჩვენება, თუ თითქოს ასაფლავებ?
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ - ეუბნება ჰარი და თან ფლამ სთრითის გზაჯ-
ვარედინზე თავხედ ბავშვებს უსიგნალებს. სასწავლო წელი ჯერ
ხეირიანად არ დაწყებულა და სკოლის ბავშვების ქუჩაზე გადამ-
ყვანები აქ ჯერ არ დგანან. - თუ სწორად გავიგე, მისი გადაწ-
ყვეტილება იყო ბავშვის შენარჩუნება, ხოლო ის მეორე გოგო
აქ გდარაჯობდა, მხოლოდ ის კი არა, დედაშენიც და ბესიც, ახ-
ლა კიდევ ის ჰომოსექსუალისტი პასტორიც მიემატა და გაძა-
ლებენ ის საცოდავი გზას ამცდარი გოგო ცოლად მოიყვანო?
მე გეკითხები, თუ ხვდები, თავს სად ყოფ, ნელსონ ენგსტრომ?

304
მკითხველთა ლიგა

რა გსურს საერთოდ? იცი? - ჰარი გაბრაზებისგან ხელს საჭეს


ურტყამს. მანქანა უცებ მეცხრამეტე საუკუნეში გაჭრილ, გაშავე-
ბულ კედლებიან გვირაბში შედის. ეს გვირაბი ძლიერი წვიმის
დროს იტბორება ხოლმე, მაგრამ ახლა სიმშრალეა. ის არქი-
ტექტურულ ძეგლად ითვლება და იმ ქვისმთლელების მიერაა
აშენებული, რომლებიც უკვე კარგა ხანია ცოცხლებში აღარ წე-
რიან. ბაჭია ამ ადგილს ადრეული ბავშვობიდანვე აკლდამას
ამსგავსებდა და მუდამ სიკვდილს აგონებდა. გვირაბიდან იმ ად-
გილას გამოდიან, სადაც თოკებზე სველი ალმები კიდია, დახ-
ლებზე კი სხვადასხვა საქონელი პირდაპირ ფაბრიკიდანაა გა-
მოტანილი და იაფად იყიდება.
- იცი, მე მინდა...
ბაჭია გრძნობს, ნელსონს უნდა თქვას, რომ „სფრინგერ
მოტორსში“ სამსახური უნდა, ამიტომ აწყვეტინებს:
- მე რასაც ვხედავ, ისაა, რომ შეშინებული ხარ. გეშინია იმ
ქალთაგან რომელიმეს „არა“ უთხრა. არც მე ვიყავი უარის
თქმის ოსტატი, გგონია, მე არ მეშინოდა? ეს ჩვენ სისხლში
გვაქვს, მაგრამ ეს არაა საკმარისი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი
თავი ასეთ მდგომარეობაში ჩაიგდო. აუცილებელი არაა, ჩემი
შეცდომები და ჩემი ცხოვრება გაიმეორო. მგონი სულ ესაა, რი-
სი თქმაც მინდოდა.
- შენი ცხოვრება ძალიან მომწონს, სიმართლე რომ გით-
ხრა. მგონი, არაჩვეულებრივად მოეწყვე.
- კარგი, - ამბობს ჰარი, - საერთოდ, დიდი დრო დამჭირ-
და, ვიდრე ამ მდგომარეობას მივაღწევდი. მეორე მხრივ, როცა
ბოლოს და ბოლოს რაღაცას იღებ ცხოვრებისგან, აღმოაჩენ,
რომ შენი ნავი უკვე წყლითაა სავსე და სადაცაა ჩაიძირება. სამ-
ყარო სავსეა ადამიანებით, რომლებიც ვერასოდეს მიხვდებიან,

305
მკითხველთა ლიგა

მაინც, რამ დაარტყათ მათ: ხეირიანად გაღვიძებასაც ვერ ას-


წრებენ, როცა მათი ცხოვრება უკვე დასრულებულია.
- მამა, სულ საკუთარ თავზე რომ ლაპარაკობ, ჩემთან ამას
რა კავშირი აქვს? რატომ არ შეიძლება პრუზე დავქორწინდე?
რომ იცოდე, არც ისე ცუდი გოგოა - ანუ, მე საკმაოდ ბევრი გო-
გო გავიცანი და მივხვდი, რომ ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს,
ყველას ერთნაირად ვერ მოსთხოვ. პრუ პიროვნებაა, ჩემი მე-
გობარია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გინდა ერთად
ვიყოთ, თითქოს გშურს, თუ რაღაც ამდაგვარი. და რას უნდა
მივაწერო ერთთავად სულ იმას რომ მახსენებ, რომ ორსულა-
დაა?
არა, რაც მართალია, მართალია, ეს ბავშვი გამათრახებას
ვერ ასცდება.
- სულაც არა, რატომ უნდა მშურდეს? პირიქით, შენზე ვღე-
ლავ და მეცოდები.
- ნუ გეცოდები. და საერთოდ, ემოციებს ჩემზე ნუ დახარ-
ჯავ.
შოენბაუმის დამკრძალავი ბიუროს გვერდით მიდიან. ამ
წვიმაში მის წინ კაცი არ ჭაჭანებს. ჰარი ყელში მობჯენილ
ბურთს ყლაპავს და ბიჭს ეკითხება:
- არ გინდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა? რამე ფანდის მო-
ფიქრება შეიძლება.
- რომელ ფანდზე ლაპარაკობ, მამა? პრუ მეხუთე თვეშია.
- მერე რა? ბავშვი გააჩინოს, რა საჭიროა ქორწინება? ნე-
ბისმიერი სააგენტო სიხარულით გააშვილებს ბავშვს, თეთრ ბავ-
შვებზე ნამდვილი ტაციაობაა. ვიღაცას ამით გააბედნიერებ კი-
დეც.
- ამაზე პრუ არასოდეს წავა.

306
მკითხველთა ლიგა

- ასე დარწმუნებულიც ნუ იქნები. ჩვენ შეგვიძლია მას ტკი-


ვილი შევუმსუბუქოთ. თუ სწორად მახსოვს, მის ოჯახში შვიდი
ბავშვი იყო, არა? ეს კი იმას ნიშნავს, რომ დოლარის ფასი კარ-
გად იცის.
- რა სიგიჟეა, მამა. ყველა ზღვარს გადადიხარ. გავიწყდე-
ბა, რომ ის პატარა, რომელიც უნდა დაიბადოს, ადამიანია, სხვა
თუ არაფერი, ისიც ენგსტრომია.
- ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა მახსოვს!
ვაიზერის დასაწყისში, ხიდის წინ, წითელი ანთია. ჰარი
შვილს თვალს ავლებს და ეჩვენება, რომ ის ახალგამოჩეკილი
წიწილაა, ჯერაც სველი და ლორწოიანი, ისეთი, ფრთები რომ
ჯერაც არ აუფრთხიალებია. მწვანე შუქი ინთება. ბოძზე მიმაგ-
რებული ბრინჯაოს დაფა ქალაქის იმ მერის სახელს იუწყება,
რომლის პატივსაცემადაც ამ ხიდს სახელი გადაარქვეს, მაგრამ
ასეთ წვიმაში ასოების გარჩევა შეუძლებელია.
ჰარი ისევ თავისას ცდილობს:
- ან იცი, რა შეგეძლო? ჯერ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ,
რაღაც დროით, უბრალოდ, გაქრი. ფულს მე მოგცემ.
- ფული! სულ ფულს მიხდი იმისთვის, რომ ახლოს არ გა-
გეკარო.
- ასე ალბათ იმიტომ ვიქცევი, რომ შენს ასაკში სახლიდან
შორს წასვლა მინდოდა და არ შემეძლო, ფული არ მქონდა.
არც ტვინი. მე და დედაშენი ვცდილობთ სადმე გაგიშვათ, რომ
შენი საკუთარი გამოცდილება და ცხოვრებისეული ცოდნა და-
აგროვო, შენ კი ცხვირჩამოშვებული დადიხარ.
- არაფერიც. ცხვირჩამოშვებული სულაც არ ვარ. საქმე
ისაა, რომ კენტში მაგდაგვარი არაფერია. კოლეჯი ისეთი არაა,
როგორც შენ წარმოგიდგენია, მამა. სისულელეა, ჩვეულებრივი
ფულის მახე. პროფესორები იმას გასწავლიან, რაშიც ფულს უხ-

307
მკითხველთა ლიგა

დიან და არა იმას, რაც ოდესმე გამოგადგება. თავად მათ სტუ-


დენტებზე მეტად არ აინტერესებთ საგანი, გეოგრაფიაა, თუ სხვა
რამ. სულ მშობლების ბრალია, მათთვის ეს უბრალოდ მოდაა,
როცა ბავშვი გარკვეულ ასაკს მიაღწევს, მათ მისი სახლში გა-
ჩერება აღარ უნდათ და კოლეჯში აგზავნიან, რომ სხვების
თვალში მზრუნველი მშობლები გამოვიდნენ. მერე ერთმანეთს
ეტრაბახებიან: „ჩემი პატარა ჯონი ჰარვარდშია“, „ჩემი პატარა
ნელი კი კენტში“.
- ნუთუ მართლა ასე მიგაჩნია? ჩემ დროს სამყაროს ნახვა
გვწყუროდა, ჩვენც გვეშინოდა, მაგრამ ისე არა, რომ უკან, დე-
დიკოსთან მოვცოცებულიყავით, ან ბებიკოსთან. რას იზამ,
გვერდით ის ქალები რომ აღარ გეყოლებიან, ვინც მიმართუ-
ლებს გიჩვენებენ?
- იმასვე, რასაც შენ იზამ. მოვკვდები.
დისკოტეკა. „დატსუნი“. დაზოგეთ საწვავი. წვიმაში 111-ე
გზატკეცილს თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს. ავტოსად-
გომების მოლურჯო ასფალტი, ბანერები, ფერები მანქანების
შიშინისა და ფანჯრის საწმენდების წრიპინის ფონზე ერთმანეთს
ერწყმის. ჰარი წინა მინაზე აქეთ-იქით მორბენალ საწმენდებს
უყურებს - ორი ცისკენ აწვდილი რეზინის ხელი - მიშველეთ.
მიშველეთ. ბაჭიას ყოველთვის უყვარდა წვიმა - წვიმა მთელ
სამყაროს ერთჭერქვეშ აქცევს.
- უბრალოდ, არ მომწონს, ხაფანგში გაბმულს რომ გხე-
დავ. - აყრანტალებს უცებ. - ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის.
- მე შენ არ გგავარ! - თითქმის ყვირის ნელსონი. - არც
გაბმული ვარ.
- ნელსონ, ხარ! ხაფანგში გაგაბეს და არც კი წკმუტუნებ,
თითქოს არაფერი შეცვლილა. ამას ვეღარ ვიტან. მხოლოდ
იმის ახსნას ვცდილობ, რომ არ ხარ ვალდებული, მთელი ეს

308
მკითხველთა ლიგა

სიმძიმე გადაიტანო. თუ შექმნილი სიტუაციიდან თავის დაძვრე-


ნა გინდა, ჩემი დახმარების იმედი გქონდეს.
- ასეთი დახმარება არ მჭირდება! მე მომწონს პრუ! გარეგ-
ნობითაც და ლოგინშიც შეუდარებელია. მას ვჭირდები, ზრდას-
რულ მამაკაცად მივაჩნივარ, ბავშვად კი არ აღმიქვამს. რო-
გორც შენ ამბობ, გამაბეს, მაგრამ მე თავს ასე არ ვგრძნობ. მე
ვგრძნობ, რომ ნამდვილი მამაკაცი ვხდები.
მიშველეთ. მიშველეთ.
- ღმერთო ჩემო! - რაღა დარჩენია ჰარის. - მინდა ბედ-
ნიერი იყო.
- რაშიც შენი დახმარება მჭირდება, მამა, იქ არ მეხმარები.
- რას გულისხმობ?
- ხელს ნუ მიშლი, მაღაზიაში ფეხი მოვიკიდო.
მაღაზიისკენ უხვევენ. „კოროლა“ ჭაში თქრიალით ჩამდი-
ნარე ნიაღვარს შხუილით აპობს. ბაჭიას გაქვავებული სახე არა-
ფერს გამოხატავს.

309
მკითხველთა ლიგა

თავი მესამე
უაიზერ-სთრითზე, ხიდსა და სავაჭრო ცენტრს შორის მდე-
ბარე ერთ-ერთ ჭუჭყიან კვარტალში, იმ მრავლის მნახველ
წვრილმანების მაღაზიის პირდაპირ, სადაც უცხო ქალაქების გა-
ზეთები, ახალმოხალული მიწისთხილი, გაუკუღმართებული და
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უხამსი ჟურნალები იყიდება,
ახალი მაღაზია გაიხსნა. ერთი შეხედვით კაცმა შეიძლება იფიქ-
როს, ისიც უხამსი ნივთებით ვაჭრობსო, რადგან მისი წინა ვიტ-
რინა საგულდაგულოდაა დაფარული გრძელი, თხელი, ღია
ფერის ვენეციური ჟალუზებით. წარწერა კი ვიტრინაზე საოც-
რად მოკრძალებულად გამოიყურება - შავ კანტგადავლებული,
ძალიან პატარა ოქროსფერი ასოები მარტივად გვამცნობენ,
რომ აქაა ფინანსური ალტერნატივები და მათ ქვეშ კიდევ უფ-
რო მომცრო ასოები იტყობინებიან: ძველი მონეტები, ვერცხლი
და ოქრო; ვყიდულობთ და ვყიდით. ჰარი ყოველდღე მანქანით
გვერდს უვლის ამ ადგილს და ერთ დღესაც, როცა მანქანის
გასაჩერებელ მრიცხველიან ადგილს თავისუფალს ხედავს,
მოძრაობის შეუფერხებლად იქით მისრიალებს. ის მანქანას
აყენებს და შიგნით შედის. მეორე დღეს, თავის საკრედიტო ბან-
კში, რომელსაც ბრუერ თრასთ ბანკი ჰქვია და ორი კვარტლის
დაშორებითაა, რამდენიმე ოპერაციის შესრულების შემდეგ, ის
„ ფინანსური ალტერნატივებიდან“ 30 კრუგერანდით ხელში გა-
მოდის, თითოეული 377. 14 დოლარად აქვს შეძენილი, სულ
საკომისიოსა და სავაჭრო გადასახადის ჩათვლით, 113. 14. 20
დოლარი დაუჯდა. ეს ციფრები სწრაფად დაბეჭდა პლატინის-
ფერთმიანმა გოგონამ, რომელსაც როგორც ჩანს, გრძელი,
ალისფერი ფრჩხილები სრულიად არ აბრკოლებდა კომ-

310
მკითხველთა ლიგა

პიუტერთან მუშაობისას. ის გორგოლაჭიან სავარძელში შუშის


გრძელ, ღია ფერის გვერდებიან მაგიდასთან იჯდა. ის გოგონა
ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჰარიმ იქ ნახა, თუმცა,
უკანა ოთახებიდან, სადაც ის გაუჩინარდა და მერე ჰარის ოქ-
როთი ხელში გამოჩნდა, ხმები ისმოდა, რაც მოწმობდა, რომ
იქ სხვებიც მუშაობდნენ. მონეტები ლამაზ პლასტმასის ცილინ-
დრებში ეწყო, თითოში თხუთმეტი ცალი. ცილინდრებს მრგვა-
ლი, ლურჯი სახურავები ეხურა, ისეთი, თოჯინის სახლის საპირ-
ფარეშოს დასაჯდომს რომ მოგაგონებდათ. ქაღალდის ნაგლე-
ჯები, რომელიც მართლა ტუალეტის ქაღალდს წააგავდნენ, ამ
თავსახურის ნახვრეტში სიმჭიდროვისთვის იყო ჩატენილი და
კიდევ იმისთვის, რომ წმინდა ლითონის ბრწყინვალება დაემა-
ლა. ცილინდრები ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ახლა, როცა
დედიკო სფრინგერის კიბეებზე თავის ოჯახთან შესახვედრად
არბის, ჰარის ეშინია, პალტოს ჯიბეები არ ჩამოეხეს. შესასვლე-
ლი კარის გაღებისთანავე პრუს ხედავს, ნაცრისფერ დივანზე
რომ ზის და ქსოვს, ხოლო დედიკო სფრინგერს კი ფეხები
ვოლტერიანულ ბარკალაუნჯერზე აუწყვია. ფილადელფიიდან
6-საათიან „ახალ ამბებში“ სენსაციურ ამბებს გადმოსცემენ. ქა-
ლაქის მერმა ფრენკ რიზომ კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება
პოლიციის სისასტიკის შესახებ. ის ამას ისე სწრაფად და მშრა-
ლად ამბობს, თითქოს ყოველ სიტყვას საფარს აშორებსო. იყო
დრო, ფილადელფია უშორეს ადგილად ითვლებოდა და იქ
წასვლას ვერავინ ბედავდა, მაგრამ ტელევიზიამ ის ახლოს, იქ-
ვე, სამეზობლოში გადმოიტანა, მთელი თავისი ბინძური მკვლე-
ლობებითა და პოლიტიკით.
- ჯენისი სადაა? - კითხულობს ჰარი.
- ჩუუ. - აჩუმებს დედიკო სფრინგერი.

311
მკითხველთა ლიგა

- ჯენისმა ნელსონი წაიყვანა კლუბში, მერე რაღაცეები უნ-


და იყიდოს თავისთვის, მგონი, ჩოგბურთის სათამაშო ფეხსაც-
მელი არა აქვს და შემდეგ, როგორც ვიცი, კოსტიუმის საყიდ-
ლადაც აპირებენ წასვლას. - ეუბნება პრუ.
- ამ ზაფხულს არ იყიდა ახალი კოსტიუმი?
- ის საქმიანი შეხვედრებისთვის იყო. თუ არ ვცდები, მას
სამნაჭრიანი კოსტიუმი სჭირდება ქორწილისთვის.
- ღმერთო ჩემო, ქორწილი! მითხარი ერთი, როგორ მოგ-
წონს მასთან თქვენი საუბრები, სულ „რა-ქვია-იმას“ რომ გაიძა-
ხის.
- მე არ მაღიზიანებს, მაგრამ ნელსონი სიბრაზისგან კედ-
ლებზე გადის.
- ის ამას სპეციალურად ამბობს, ბებია რომ გააგიჟოს. -
აცხადებს დედიკო სფრინგერი და თან ტრიალდება, თავისი ხმა
სავარძელს რომ გადააწვდინოს. - ვფიქრობ, მისთვის სასარ-
გებლოა.
ვერც ერთი ქალი ვერ ამჩნევს, როგორი ჩამოქაჩულია მი-
სი პალტოს ჯიბეები სიმძიმისაგან. ჰარის ისეთი შეგრძნება აქვს,
თითქოს ჯიბეებში ხარის კვერცხები უწყვია. მას ჯენისი სჭირდე-
ბა. მაღლა ადის და ორ მძიმე, უმწიკვლო ცილინდრს საწოლის
გვერდით ტუმბოს უჯრის სიღრმეში ტენის, სადაც სათადარიგო
სათვალეს და ღრძილების მასაჟისთვის განკუთვნილ პლასტმა-
სის ტარზე წამოსაცმელ რეზინს ინახავს - ყველანაირად ცდი-
ლობს, კბილის ექიმის ხელში არ ჩავარდეს. აქვეა ყურების ვარ-
დისფერი ცვილის საცობები, რომელსაც ხანდახან, როცა ანერ-
ვიულდება, ან სახლის ხმაური არ ასვენებს, ყურებში ირჭობს. იმ
დროს, როცა ჯენისმა გადაწყვიტა, რომ აბები მისთვის საზიანო
იყო, ჰარი უჯრაში პრეზერვატივებს ინახავდა. მერე კი ჯენისი
წავიდა და მილები გადაიკეტა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მოხდა

312
მკითხველთა ლიგა

და მან ყველა პრეზერვატივი გადაყარა, აბსოლუტურად ყველა,


მთელი თუნუქის ყუთი, მას შემდეგ, რაც მოეჩვენა, რომ ყუთს
თავი კარგად არ ეხურა და დაასკვნა, რომ ნელსონი ან სხვა
ვინმე იქ ჩაძვრა და ორიოდე ცალი აწაპნა. ამ დროიდან გაუჩ-
ნდა შეგრძნება, რომ სახლში ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობ-
და. სანამ ნელსონს ბეისბოლის სტატისტიკა, გიტარა ან თუნდაც
როკ-მუსიკა აინტერესებდა, სახლის ყოველი კუნჭულიდან რომ
ისმოდა, მისი არსებობა დერეფნის ბოლო ოთახში იმაზე მეტ
დისკომფორტს არ უქმნიდა, ვიდრე საკუთარი ბავშვობის მოგო-
ნებები ტვინის წარუშლელ ჩანაწერებში. მაგრამ როცა ბიჭმა
ჰორმონებთან, გოგონებთან, მანქანებთან და ლუდთან დაკავ-
შირებული ამბები დაიწყო, ჰარის მამობის სურვილი დაეკარგა.
ორმა ეპიზოდმა განსაზღვრა მამაკაცებისადმი მისი დამოკიდე-
ბულება. თორმეტი თუ ცამეტი წლის იყო, თავისი მშობლების
საძინებელში რომ შეაბიჯა, მაშინ ჯეკსონ-როუდზე ცხოვრობ-
დნენ. არ ელოდა თუ მამა სახლში იქნებოდა. მოხუცი საწერი
მაგიდის წინ იდგა, მხოლოდ წინდებსა და მაისურში და უჯრაში
გულმოდგინედ იქექებოდა. საცვლებს ეძებდა, მოკრივის საც-
ვლებს, რომელიც ჰარის ყოველთვის სევდიანად და სულელუ-
რად ეჩვენებოდა. და აი, მის წინ იყო მამის შიშველი უკანალი,
ქათქათა თეთრი, რბილი და უთმო დუნდულები, საცოდავი,
არაფრისმთქმელი ხორცი, რომელიც დღეში ერთხელ გამოაგ-
დებდა ხოლმე ექსკრემენტებს, ხოლო დანარჩენ დროს და-
საუთოებელი თეთრეულივით ეკიდა. მეორე ეპიზოდი: როცა
ნელსონი დაახლოებით იგივე ასაკის იყო, რაც მაშინ თავად, ან
შეიძლება ერთი წლით უფროსი. ისინი უკვე ამ სახლში ცხოვ-
რობდნენ - ამ სახლში კი გადმოვიდნენ, როცა ნელსონი ცამეტი
წლისა იყო - ჰარი სააბაზანოში შევიდა და პირდაპირ ნელსონს
შეეფეთა, რომელიც საშხაპიდან გადმოდიოდა. ჰარიმ დაინახა

313
მკითხველთა ლიგა

თმის ბღუჯა და ბიჭის ჯერ კიდევ პატარა, ჩამოუყალიბებელი


სხეულის მიუხედავად, კაცის ზომის მძიმე და ოვალური ასო.
ნელსონის ასო ბაჭიას მომრგვალებულ ასოს არ ჰგავდა. შეიძ-
ლება ამიტომაც მოეჩვენა ჰარის ასეთი დიდი და უხეში. ეს პრე-
ზერვატივების მოპარვამდე რამდენიმე წლით ადრე იყო. უჯრა
გაიჭედა და ხრიალებს, როცა ჰარი მის უკან შეწევას ცდილობს.
ესმის, რომ ჯენისი და ნელსონი შინ დაბრუნდნენ, მთელ ქვედა
სართულზე ისმის მათი ხმები, ჰყვებიან ჩოგბურთის სიახლეებ-
ზე, ტანსაცმლის მაღაზიებზე და საერთოდ, თან მოიტანეს ახა-
ლი ამბები მთელ სამყაროზე. ჰარის ერთი სული აქვს, თავისი
ახალი ამბავი ჯენისს უამბოს და გააოცოს. უჯრა მოულოდნე-
ლად იკეტება. ჰარი იღიმება, წარმოიდგინა, როგორ გაუკვირ-
დება ჯენისს მისი ძვირფასი, მბრწყინავი, ტყვიასავით მძიმე
საიდუმლოს დანახვა.
ხშირად რაიმე სასიხარულო მოვლენის მოლოდინში
ვართ, მაგრამ ის ზუსტად ისე არ ხდება, როგორც წარმოგვიდ-
გენია. ჰარი და ჯენისი ზევით ჩვეულებრივზე გაცილებით გვიან
ადიან. ორივე გაღიზიანებული და აღელვებულია. დღეს ადრე
ისადილეს, რადგან ნელსონი და პრუ წვნიანასთან აპირებდნენ
წასვლას. ასე შეარქვეს მათ კემპბელს მესამე გასაუბრების მე-
რე. ახალგაზრდები შინ დაახლოებით ათის ნახევარზე დაბრუნ-
დნენ და ნელსონი ისეთი გაცეცხლებული იყო, რომ ჰარიმ და
ჯენისმა სადილიდან მორჩენილი ღვინო ხელმეორედ გახსნეს
და მასთან გვიანობამდე დარჩნენ. ნელსონი ლუდის ქილით
ხელში ასახიერებდა ერთ-ერთ ახალგაზრდა პასტორს, რომე-
ლიც ქრისტიანულ მცნებებს ქადაგებდა და მათ ინტიმურ ცხოვ-
რებაში ჩარევას ცდილობდა .

314
მკითხველთა ლიგა

- ის გაუჩერებლად ლაპარაკობდა ეკლესიაზე, როგორც


ქ-ქ-ქრისტეს პა-პა-პატარძალზე. სულ მინდოდა მეკითხა მის-
თვის, შენ ვიღას პატარძალი ხარ-მეთქი.
- ნელსონ, - შეაჩერა ჯენისმა, თან სამზარეულოსკენ თვა-
ლი გააპარა, სადაც დედამისი ოვალთინს იმზადებდა.
- მე ვფიქრობ, რომ ეს უხამსობაა - თავისას არ იშლიდა
ნელსონი. - და რას აკეთებს თვითონ, ეკლესიას უკნიდან ხმა-
რობს?
ჰარი ამჩნევს, რომ პრუ იცინის, ნელსონიც ასე ხმარობს
მას? ეს ალბათ ერთადერთია, რაც ამ ბავშვებისთვის ჯერ წესად
არ ქცეულა. დღევანდელი ჟურნალები გადაჭედილია ორალუ-
რი სექსის ფოტოებით. არის ასეთი ფილმი - „შამპუნი“, სადაც
ჯული კრისტი, რომელიც კოსტიუმირებულ დრამებთან და მო-
დურ ფარფლებიან ქუდებთან ასოცირდება, პირდაპირ ეკრანზე
აცხადებს, რომ მას უნდა, მოუწუწნოს უორენ ბითს. პირდაპირ
ასე თქვა და ეს პორნოფილმი როდი იყო, ერთი ჩვეულებრივი
ფილმი გახლდათ, რომელსაც ნორჩები უყურებენ. მთელი ეს
თინეიჯერი შეყვარებული წყვილები სხედან საყვარლად ხელ-
ჩაკიდებულები და მშვიდად უყურებენ, თითქოს „ორთქმავლის“
რიმეიქი ყოფილიყოს, კეთრინ გრეისონითა და ჰოვარდ კილის
მონაწილეობით. გოგონები ბიჭებთან ერთად იცინიან. პრუს
წაგრძელებული, უტყვი სხეულით ვერ მიხვდები, რისი გამკეთე-
ბელია. არც მისი ფერმკრთალი, მშრალი და მოპრუწული ტუ-
ჩები გეუბნებიან რამეს და არც მისი არაფრისმთქმელი გამო-
მეტყველება, რომელიც, ეტყობა, მდივნის კურსებზე სწავლისას
აითვისა.
- ლოგინში ვერავინ შეედრება, - თავის დროზე გაანდო
მამას ნელსონმა.

315
მკითხველთა ლიგა

- მაპატიე, დე, მაგრამ მართლა მაგიჟებს. მაიძულებს ის


ვთქვა, რისიც არ მჯერა და მერე ისე იცინის და ხალისობს, თით-
ქოს ეს ყველაფერი სულელური ხუმრობა იყოს. ბები, შენ და
სხვა შენი ხნის ქალბატონები როგორ იტანთ მაგ ტიპს?
ბესი ცხელი ოვალთინის კათხით ხელში სამზარეულოდან
გამოდის, თან თვალს არ აცილებს კათხას, რომელსაც ორ-
თქლი ასდის, თმა სამაგრებით აქვს აწეული და ბადით სკალპზე
გადაჭიმული, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაძინელად მზადაა.
- ოჰ, - ამბობს ის, - პასტორიც ჩვეულებრივი ადამიანია,
ზოგზე უკეთესი და ზოგზეც უარესი. ყოველ შემთხვევაში, იმასა-
ვით არ გვახრჩობს თავისი სიგიჟეებით, საბოლოოდ მართლმა-
დიდებელი მღვდელი რომ გახდა. თანაც, ძალიან იყოჩაღა,
ძველი ყაიდის ხალხს ახალი ფორმები მიაღებინა. ენას ძლივს
მოაბრუნებ ზოგიერთი სიტყვის წარმოსათქმელად.
- წვნიანას, როგორც ჩანს, ძალიან ეამაყება, სიტყვა „მორ-
ჩილება“ რომ ამოიღო ქადაგებიდან. - აზრი გამოთქვა პრუმ.
- ხალხი არც არასოდეს ყოფილა მორჩილი, ამიტომ
ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლებოდა სიტყვა „მორჩილება“
ამოეგდოთ. - განუმარტა დედიკომ.
ჯენისმა, ჩანს, ნელსონის გულის მოლბობა გადაწყვიტა:
- უნდა ეცადო, ნელსონ, ასე ძალიან არ შეეწინააღმდეგო.
კემპბელი რას არ აკეთებს, რომ ჯვარი დაგწეროთ. მისი ქცევი-
დან გამომდინარე, ვფიქრობ, გულწრფელად მოსწონხართ.
პასტორს ნამდვილად კარგად ესმის ახალგაზრდების.
- ესმის? რაღაც არა მგონია. - თქვა ნელსონმა ჩუმად, დე-
დიკო სფრინგერს რომ არ გაეგონა და შემდეგ ხმამაღლა გას-
ცინა კემპბელს, - ძვირფასი დედა და მამა იმ ხნის იყვნენ, სას-
წაულია, მე რომ გავჩნდი. ეს ისე, იმ შემთხვევისთვის, თუ დაგა-
ინტერესებთ, რატომ ვგავარ შხამა სოკოს.

316
მკითხველთა ლიგა

- ადამიანი გარეგნობით არ უნდა შეაფასო. - თქვა ჯენისმა.


- მაგრამ დე, ცხოვრებაში სწორედ ასე ხდება.
ერთ ხანს ისევ ასე გააგრძელეს საუბარი, ეს ტელევიზო-
რის ყურებაზე უფრო საინტერესოც კი იყო, ნელსონი პასტორის
დათაფლულ ხმას ბაძავდა, ჯენისი ბიჭს გონიერებისა და გულ-
მოწყალებისკენ მოუწოდებდა, დედიკო სფრინგერი საკუთარ
სამყაროში დაფრინავდა, სადაც სამყაროს შექმნის დღიდან
ეპისკოპალური ეკლესია ბატონობს; მაგრამ ჰარი ამ ყველა-
ფერზე მაღლა იდგა. მას, ოქროს მფლობელს ერთი სული
ჰქონდა, ცოლი ზევით აეყვანა და მათი საგანძური ეჩვენებინა.
როდესაც მასხრობა მთავრდება და „საველე-სამხედრო ჰოსპი-
ტალის“ განმეორებითი ჩვენების დრო ახლოვდება, რომლის
ნახვაც ნელსონს სურს, დივანზე მსხდომი ერთმანეთში გადახ-
ვეული ახალგაზრდა წყვილი უკვე დაქანცული და გამოფიტული
ჩანს. ოჯახში თითოეულ წევრს თავისი ამორჩეული ადგილი
აქვს: პრუ დივანის ბოლოში ზის, ალუბლის ხის პატარა მაგი-
დასთან, წინ ლიქიორის პატარა ჭიქა და საქსოვი უდევს, ნელ-
სონს კი შუა ბალიშზე, ძირებზე მრგვალად ამოჭრილი „ადიდა-
სის“ სპორტული ფეხსაცმლიანი ფეხები მაღლა, მეწაღის რეს-
ტავრირებულ მაგიდაზე აქვს აწყობილი. ახლა, როდესაც ის გა-
რეთ აღარ დადის, ყოველდღე წვერის პარსვით თავს აღარ
იწუხებს და ნიკაპსა და ზედა ტუჩზე მოწითალო თმა ამოუბიბინ-
და, ხოლო ლოყები ჯერ ისევ ღინღლიანი აქვს. ეშმაკსაც
წაუღია ეს ფეთხუმი. ბაჭიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, მხოლოდ
საკუთარი სიამოვნებებისთვის იცხოვროს, ეგოისტურად.
ჯენისი აბაზანიდან შიშველი გამოდის, ტანზე სველი პირ-
სახოცის ხალათმოსხმული. ვიდრე ქალი შხაპს იღებდა, ჰარიმ
თადარიგი დაიჭირა, საძინებლის კარი ჩაკეტა და საცვლების
ამარა საწოლზე მოკალათდა.

317
მკითხველთა ლიგა

- ჰეი, ჯენის, - ეძახის ის ხრინწიანი, შემპარავი ხმით, - მო-


დი, ნახე დღეს ჩვენთვის რა ვიყიდე.
ჯენისს თვალები, ამდენი სმისა და სამაგალითო დედის
როლის განსახიერებისგან, ჩამქრალი აქვს, შხაპიც იმიტომ
მიიღო, რომ გონზე მოსულიყო. თანდათან ჯენისის თვალები
ჰარის სახეზე ფოკუსირდება და მის უსაზღვრო აღტაცებას რომ
ამჩნევს, საგონებელში ვარდება.
ჰარი გაჭედილ უჯრას ექაჩება და თავადაც გაკვირვებუ-
ლია, როცა ორი ფერადი ცილინდრი მისკენ ცურდება, ისინი
ისევ აქ დახვდნენ, უჯრაში, მისი საწოლის გვერდით უდრტვინ-
ველად ელიან. ეგონა, ასეთი ძვირფასი რამ მძარცველებს
მოიზიდავდა და ისინი ისე მოცვივდებოდნენ, როგორც ამძუვნე-
ბულ ძუკნას კვალს გამოდევნებული ქოფაკები. ჰარი უჯრიდან
ერთ ცილინდრს იღებს და ჯენისის ხელისგულზე ათავსებს;
მოულოდნელი სიმძიმისგან ჯენისს ხელი დაბლა ეშვება და შე-
უკვრელი ხალათი ეხსნება. მისი მოხდენილი, გარუჯული ტანი
ამ გადაღეღილ, უხეშ, ღია ფერის სამოსში უფრო მიმზიდველი
ჩანს, ვიდრე ნორჩი გოგონასი; ჰარის სურვილი ეუფლება ხე-
ლით შეეხოს იმ ადგილს, სადაც წყვდიადი დარაჯობს ჯენისის
ნოტიო ხორცს.
- რა არის ეს, ჰარი? - კითხულობს ჯენისი და თვალები
უფართოვდება.
- გახსენი, - ეუბნება ჰარი და რადგან ჯენისი დიდხანს ვერ
ახერხებს გამჭვირვალე წებოვანი ლენტის მოხსნას, რომელიც
პატარა, თოჯინის საპირფარეშოს დასაჯდომის ფორმის სახუ-
რავს ამაგრებს, ჰარი თავისი მსხვილი ფრჩხილებით ხსნის,
აშორებს ქაღალდებს და თხუთმეტ კრუგერანდს სქელ, დალი-
ანდაგებულ გადასაფარებელზე ყრის. ოქრო ჩვეულებრივზე
უფრო წითლად ანათებს. „ოქრო,“ ჩურჩულებს ჰარი და ხელის-

318
მკითხველთა ლიგა

გულზე დადებული ორი მონეტა ჯენისის სახესთან მიაქვს. ორი-


ვე მხრიდან აჩვენებს. ერთ მხარეს, რომელიღაც ბურის პრო-
ფილი და მეორეზე ანტილოპას მსგავსი გამოსახულებაა.
- თითოეული მონეტა დაახლოებით სამას სამოცი დოლა-
რი ღირს, - ეუბნება. - ამის შესახებ დედაშენს ნუ ეტყვი, ნურც
ნელსონს და საერთოდ, ნურავის.
მოჯადოებული ჯენისი ერთ მონეტას იღებს. ქალის ფრჩხი-
ლები ჰარის ხელისგულს უფხაჭნის. მის თაფლისფერ თვალებ-
ში ოქროსფერი ნაპერწყალი ინთება.
- მერე ეს ნებადართულია? - კითხულობს ჯენისი. - საიდან
მოიტანე?
- ახალი მაღაზიიდან, უაიზერზე რომაა, მიწის თხილის მა-
ღაზიის პირდაპირ, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობენ, ყიდუ-
ლობენ და ყიდიან. ყველაფერი ისე ადვილად მოხდა. მხო-
ლოდ დამოწმებული ჩეკი უნდა წარმედგინა. გარანტიას იძლე-
ვიან, რომ ნებისმიერ დროს უკან დაიბრუნებენ გაზრდილი კურ-
სით, ასე რომ, მხოლოდ საკომისიო ექვს პროცენტს კარგავ და
საქონელზე გადასახადის თანხას. დანახარჯს კი ერთ კვირაში
აანაზღაურებ, ისე სწრაფად ძვირდება ოქრო. აი, შეხედე, ორი
შეკვრა ვიყიდე. - ის უჯრიდან იღებს მეორე, გასაოცრად მძიმე
ცილინდრს, ხდის თავსახურს და გადასაფარებელზე სათითაოდ
გადმოყრის თხუთმეტ ანტილოპას და ამგვარად, გამოფენილი
სიმდიდრე ორმაგდება. ეს დალიანდაგებული გადასაფარებე-
ლი პენსილვანიელი გერმანელების შედევრია. დიდი მოთმინე-
ბითაა შეკერილი პატარა მართკუთხედი ნაკუწებისაგან, ღია, ნა-
თელი ფერებიდან მუქში რომ გადადის და ამით სივრცით
ეფექტს ქმნის, ამ ეფექტის წყალობით ჰარის ეჩვენება, რომ ახ-
ლა მასზე ორი კი არა, ოთხი ცილინდრია. ჰარი ამ ზმანებაზე
წვება და თითოეულ ქუთუთოზე კრუგერანდებს იდებს. როცა

319
მკითხველთა ლიგა

მოწითალო ოქროსაგან ქუთუთოები უცივდება, ჯენისის ხმა ჩა-


ესმის.
- ღმერთო ჩემო, მე მეგონა ოქრო მხოლოდ მთავრობას
შეიძლება ჰქონდეს. მის შესაძენად ნებართვა არ არის საჭირო?
- არა. მხოლოდ ფული. მხოლოდ წყეული ფული, ქალი--
სასწაული. - ჰარი წევს, ვერაფერს ხედავს. ოქროს უჩვეულო
სიმძიმე მასში სურვილს იწვევს და გრძნობს, ოქროს შეუჩვევე-
ლი სიმძიმისგან როგორ მაგრდება მისი ასო და როგორ ჭიმავს
შემოტკეცილი საცვლის ქსოვილს.
- ჰარი, რამდენი გადაიხადე ამაში?
ჰარი ფიქრობს, როგორ შთააგონოს ჯენისს, საცვალი გა-
ხადოს და დახრჩობამდე მოწუწნოს, მოწუწნოს დახრჩობამდე,
მაგრამ ვერ ახერხებს. მაშინ ქუთუთოებიდან მონეტებს იშორებს
და თვალმოუცილებლად მონუსხულივით უყურებს ჯენისს. წევს
და უყურებს მკვდრეთით აღმდგარი მიცვალებული, მისი გახე-
ლილი თვალების წინ არა სამარისებური წყვდიადი, არამედ
ცოლის გაოგნებული სახეა, მუქი ფერის, თხელი, შხაპის შემდეგ
სველი თმის ჩარჩოში მოქცეული, შუბლზე ჩამოშლილი მუქი
თმის ბუწუწებით ზედგამოჭრილი მეიმი ეიზენჰაუერია.
- თერთმეტი ათას ხუთასი, ოდნავ მეტი ან ნაკლები. - პა-
სუხობს იგი. - ძვირფასო, ეს მხოლოდ ანაბარი იყო. სულ რა-
ღაც ექვს პროცენტიანი მოგებით. დღევანდელ დღეს წელიწად-
ში ექვსი პროცენტი ფულის დაკარგვის ტოლფასია, ინფლაცია
ხომ წელიწადში დაახლოებით თორმეტ პროცენტს შეადგენს.
ოქრო კი იმით არის შესანიშნავი, რომ ცუდი ამბები მისი მფლო-
ბელისთვის სიკეთის მომტანია. დოლარი როცა ეცემა, ოქროს
ფასი იწევს. არაბები თავიანთ დოლარებს ოქროდ აქცევენ. ეს
მე ვებ მერქეთმა ამიხსნა, შენ რომ კლუბში არ წამოხვედი, მა-
შინ.

320
მკითხველთა ლიგა

ჯენისი ისევ ათვალიერებს მონეტას, თითებით ეხება მის


დახვეწილ რელიეფს, ჰარის კი ისე უნდა, რომ ჯენისმა მას მი-
აქციოს ყურადღება. აღარც ახსოვს შარვალში ბოლოს როდის
აუდგა. ალბათ, ლორი ბანგამენთან ურთიერთობის დროს.
- ლამაზია, - აღიარებს ჯენისი. - ახლა მხარი უნდა დაუჭი-
რო სამხრეთ აფრიკას?
- რატომაც არა, საბადოები ხომ შავკანიანებისთვის სამუ-
შაო ადგილებს ქმნიან. კრუგერანდის უპირატესობა კი იმაშია,
რომ როგორც გოგონამ „ფინანსური ალტერნატივებიდან“ ამიხ-
სნა, მონეტა ზუსტად ერთ ტრუას უნციას იწონის და ამიტომ მისი
გაყიდვა ადვილია. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია იყიდო მექსი-
კური პესო ან კანადური ნეკერჩხლის ფოთოლი, თუმცა, რო-
გორც მანვე მითხრა, მასში იმდენად თხელი ოქროა, რომ ხელ-
ზე ოქროს მტვერი გრჩება. და თან მე ეს ირემი მომეწონა, უკანა
მხარეზე რომაა. შენ არა?
- მეც. საოცრებაა. - აღიარებს ჯენისი და როგორც იქნა,
საწოლზე მიყრილ-მოყრილ ოქროს მონეტებში მწოლიარე ჰა-
რის უყურებს. - სად აპირებ მათ შენახვას? კითხულობს ქალი.
დაფიქრებული ენას ყოფს და ქვედა ტუჩზე აჩერებს. ჰარის უყ-
ვარს, როცა ის ასეთი ჩაფიქრებულია.
- შენს უკიდეგანო საშოში. - ამბობს და მისი უხეში ხალათის
კალთებით თავისკენ იზიდავს. სახლის სხვა ბინადართა მორი-
დების გამო (დედიკო სფრინგერს მათგან მხოლოდ კედლის
სისქე ყოფთ, ისმის, როგორ ბურტყუნებს მისი ტელევიზორი,
კორეის ომს სრულ უაზრობად მოიხსენიებს) ჯენისი ცდილობს,
ჩაახშოს თავისი ხმა, როცა ვნებით შეპყრობილი ჰარი პირსა-
ხოცის ხალათს ტანიდან აცლის და საწოლის გადასაფარებელ-
ზე დაყრილი მონეტები მის ტანს ეხება. ქალს ყელის ძარღვები
ეჭიმება, აღშფოთებისა და სიამოვნებისგან სახე უმუქდება. ჰარი

321
მკითხველთა ლიგა

საცვალს იხდის. თავთან სინათლე ისევ ანთია და კარგად ჩანს


მისი ასო, რომელიც ისე დგას, როგორც წყლიდან ამოშვერი-
ლი ხომალდის ნამსხვრევები. ჰარი ეალერსება, ამშვიდებს და
გაუნძრევლად მწოლიარე ჯენისს თითოეულ ძუძუს თავზე კრუ-
გერანდს ადებს, ერთი მონეტით ჭიპს, რამდენიმეთი კი თმიან
სამკუთხედს უფარავს, მონეტების ეს მცოცავი სამკუთხედი გვე-
ლის კანს ჰგავს. ჯენისს ახლა რომ გაეცინოს და მუცელი აამოძ-
რაოს, მთელი ეს კონსტრუქცია დაინგრევა. ჰარი მის თეძოებ-
თან მუხლებზე ეშვება, ისე უკავია კრუგერანდები, ნამდვილად
ჭრილში მოთავსებას აპირებს.
- არა! - ისე ხმამაღლა აპროტესტებს ჯენისი, რომ კედლის
იქით დედიკო სფრინგერს ეღვიძება, ხოლო მონეტები კი ჯენი-
სის ფეხებს შუა იფანტება. ჰარი მას თავისი ტუჩებით პირს უკუ-
მავს და შემდეგ სამხრეთით ეშვება, უდაბნოს იქით, ოაზისიდან
ოაზისამდე, სანამ გვიმრის გაუვალ ჯუნგლებამდე არ მიაღწევს,
რომელსაც ცოლი თეძოების სასაცილო წრიალით უღებს. ქა-
ლის შუბლზე წითელი ოქროს დანახვისას, რაღაც უბიძგებს
ენით მოძებნოს კლიტორი. როგორც კი ჰარი ფიქრობს, რომ
შესაფერის რიტმს მიაგნო, გრძნობს, რომ ეს ჯენისზე არ მოქ-
მედებს. მას ჰგონია, რომ ამის მიზეზი შეიძლება კაშკაშა სინათ-
ლეა თავს ზემოთ. შიშობს, თუ საწოლიდან წამოხტება და სი-
ნათლის გამოსართველად კარებთან მივარდება, ასო დაუვარ-
დება, მაგრამ მაინც რისკავს. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში
ხედავს, რომ ჯენისი გადმოტრიალებულა და ახლა მუხლებსა
და იდაყვებზე დგება. საყვარელი ჯენისი, მთვარის ოთხფეხა
ბავშვი. ჯენისს რბილი, ოდნავ ჩაღრმავებული დუნდულები მის-
თვის ზევით წყვდიადში აუწევია და მხარს იქიდან შემოსცქერის.
ჰარი ფრთხილად შედის მასში ამ პოზიციაში, კვნესის, თან
სპერმის შეკავებას ცდილობს, ფიქრებით კი ძალიან შორსაა:

322
მკითხველთა ლიგა

ალმებიანი სრბოლა, „კოროლას“ საქარხნო ფასის ბოლოდ-


როინდელი მკვეთრი ზრდა. ის ჯენისს ქვემოთ ეფერება, დაუც-
ველ, მოდუნებულ ხორცზე, მისი მკვრივი მუცელი კი აწვება
ქალს. ჯენისის ზურგი ადვილად მსხვრევადი და ვიწრო ეჩვენე-
ბა. გრძელ, ჩაზნექილ ხერხემლის ხაზს საცურაო კოსტიუმის ბი-
უსჰალტერისგან დატოვებული ხაზი კვეთს. ჰარის უკნიდან საკუ-
თარი შიშველი ტერფების არასასიამოვნო სუნი მოსდის. მონე-
ტები ჩხრიალებენ, ლეიბზე მათი სხეულის სიმძიმით წარმოშო-
ბილ ჩაღრმავებებში ცურდებიან. ჰარი ჯენისს ხელს დუნდულებ-
ზე მსუბუქად არტყამს და ეკითხება:
- არ გინდა, გადმობრუნდე?
- ჰო - და ამატებს: - ჯერ მე ხომ არ შემოგაჯდე?
- კი, და არ მომცე საშუალება, გავათავო.
ჰარი ზურგზე წევს და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მის
ქვეშ ყინულია. მართალია, მონეტები გამხმარ ნამცეცებზე უარე-
სია, მაგრამ ის ისეთი ოფლიანია, ვერაფერს გრძნობს; ჯენისი
მასზეა ამხედრებული: სპილენძის წიფლის ფოთლებიდან შე-
მოსულ ქუჩის განათების მკრთალ შუქზე განიერი და მომრგვა-
ლებული ჩანს. ჯენისი იღებს მონეტას და მონოკლივით იდებს
თვალში. ქალი ბატონობს ჰარიზე, დატყვევებული ჰყავს, თავი-
სი სველი დუნდულებით ეხახუნება. „არ გაათავო“, ეუბნება და
იმის შიშით რომ ასე მოხდება, იძაბება, მისი ცრუ მონოკლი ჰა-
რის დაჭიმულ მუცელზე ხმაურით ეცემა.
- სჯობს, შენ ქვევით მოექცე. - დუდუნებს ის. ახლა ჯენისის
სხეული გალეული და ჩაბნელებულია, ჩრდილების წრეებით
დახაზული და ეს წრეები ტოტების მოძრაობის მიხედვით იც-
ვლებიან. „ღმერთებს ვარსკვლავებს შორის ეძინათ“, ეჩურჩუ-
ლება ჰარი ყურში და უკვე მთლიანად ეუფლება ჯენისს.

323
მკითხველთა ლიგა

ოქროს შეძენის ამგვარად აღნიშვნის შემდეგ, სულს ით-


ქვამენ. ნახევრად ბნელ ოთახში, საწოლის დაჭმუჭნულ გადასა-
ფარებელზე აზვირთებულ მწვანე ტალღებიან პეიზაჟზე, მხო-
ლოდ ოცდაცხრა კრუგერანდას პოულობენ. ჰარი ზედა სინათ-
ლეს ანთებს. სინათლე თვალს სჭრით. ამ მკვეთრ განათებაზე
მათი კანიც დაჭმუჭნული ჩანს. ჰარის ძალაგამოცლილ სხეულს
პანიკა იპყრობს, იგი ვერ მშვიდდება და ხალიჩაზე ოთხზე დამ-
დგარი, შიშველი დახოხავს, სანამ პატარა წითელ რაღაცას არ
ამჩნევს და ლეიბსა და საწოლის ჩარჩოს შორის ჩავარდნილ
ძვირფას ოცდამეათე მონეტასაც პოულობს.
ჰარი ჩარლის გვერდით დგას და ქუჩას გასცქერის. სექ-
ტემბრის მოღუშული დღეა. ხე, სამზარეულოს თავზე აქეთ-იქით
რომ გადადის, თითქოს დაწვრილდა, წვერო კი გაუყვითლდა.
მისი მოტიტვლებული ტოტების ზევით, თითქოს ბეკონზე ცხიმის
ზოლებიაო, დიაგონალზე გადაწოლილი ბუმბულისებრი ღრუბ-
ლები მისრიალებენ და დედამიწას ხვალისთვის წვიმას პირდე-
ბიან.
- საწყალი მოხუცი კარტერი, - ამბობს ჰარი. - ნახე, კინა-
ღამ მოკვდა მთაზე რომ არბოდა მერილენდში?
- მთელი ძალით უბერავს, - პასუხობს ჩარლი. - კენედი კი
ფეხდაფეხ მისდევს.
ჩარლი თავისი ორკვირიანი შვებულებიდან ფლორიდის
მზის ამბორით ოდნავ გარუჯული დაბრუნდა. ეს მაინც ვერ ფა-
რავს მის ბუნებრივ სიფერმკრთალეს. შეიძლება ეს იმის გამოა,
რომ პირდაპირ იქიდან არ ჩამოსულა. ორშაბათს ჩარლიმ და
მისმა ღია ბარათმა ოჰაიოდან “სფრინგერ-მოტორსში“ ერ-
თდროულად ჩამოაღწიეს. წერილი დახრილი, ბუღალტრული
კალიგრაფიითაა დაწერილი:
„სალამი ბიჭებო!

324
მკითხველთა ლიგა

ფლორიდიდან რომ ვბრუნდებოდი, დიდი სმოუქის მთე-


ბისკენ გადავუხვიე. ეს სამხრეთის ლამაზმანი უამრავი მილის
სიგრძეზეა გადაჭიმული. ვუახლოვდები აკრონს, მსოფლიო დე-
დაქალაქის ნანგრევებს. აქ მიღებული არაა საწვავის ეკონომია
- ჯერ კიდევ რვაცილინდრიანი მანქანებია პოპულარული. ყვე-
ლანი ძალიან მენატრებით.
ჩარლი.“
ღია ბარათის მთელი ეშხი, განსაკუთრებით ჰარისთვის,
სხვა რამეა, სურათზე გამოსახულია დიდი, ბრტყელსახურავიანი
შენობა, რომელიც ღვეზლის მეოთხედ ნაჭერს მოგაგონებთ.
ქვევით წარწერაა: კენტის უნივერსიტეტის სტუდენტური კომ-
პლექსი, ჩრდილო ოჰაიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკით.
- ბოლო ხანებში შენც სულ არ ზოგავ თავს, არა? - ეკით-
ხება ჩარლის ჰარი. - მელანი როგორ იქცეოდა იქ?
- ვინ თქვა, რომ მელანისთან ერთად ვიყავი?
- თავად თქვი იმ ბარათში. ღმერთო ჩემო, ჩარლი, ასეთ
ახალგაზრდა გოგოსთან საქმის დაჭერა გადაგიყოლებს.
- რანაირად ლაპარაკობ, ჩემპიონო? ჩემზე უკეთ იცი, რომ
ახალგაზრდა გოგონები კი არ უღებენ ბოლოს, არამედ შუა
ხნის ქალბატონები, რომლებმაც იციან, რომ მათი წამზომი
ჩართულია.
ბაჭიას ახსენდება ოქროებს შორის, ჯენისთან გატარებუ-
ლი ღამე, მაგრამ მაინც ეჭვიანობს.
- რას აკეთებდით ერთად ფლორიდაში?
- მოვიარეთ იქაურობა. სარასოტა, ვენეცია, სანკტ--
პეტერბურგი. ვერაფრით გადავათქმევინე ატლანტის მხარეს
წასვლა, ასე რომ, ნეიპლიდან სამოცდამეთხუთმეტე გზატკე-
ცილს გავუყევით, ყოფილი ალიგატორის გზა გავიარეთ და კო-
რალ გეიბლსი, ოკეანის ბულვარი მოვინახულეთ, ბოკამდე და

325
მკითხველთა ლიგა

ვესტ პალმამდე მივედით. კანავერალის კონცხიც გვინდოდა


გვენახა, მაგრამ დრო აღარ დაგვრჩა. იმ სულელმა საცურაო
კოსტუმიც კი არ წამოიღო და ის ვიყიდეთ, მოდაში რომ არის
ახლა, ღია გვერდებით. დიდებული ტანი აქვს! ისე, არ მესმის,
შენ ჯეროვნად რატომ ვერ შეაფასე.
- ვერ შევაფასებდი, ის ხომ ნელსონმა მოიყვანა სახლში
და ეგ იგივე იქნებოდა, ჩემი ქალიშვილი რომ გამეჟიმა.
ჩარლი ლანჩიდან გამოყოლილ კბილების საჩიჩქნ ხურ-
მისფერ ჯოხს ქვედა ტუჩით ათამაშებს, თან ჭუჭყიანი ვიტრინი-
დან იყურება.
- უარესი რამეებიც ხდება, - უიმედოდ გამოთქვამს თავის
აზრს ჩარლი. - როგორ არის ნელსონი და მომავალი საპატარ-
ძლო?
- პრუ? - ჰარი ხედავს რომ ჩარლი თავისი მოგზაურობის
დეტალების გამხელას არ აპირებს, ასე რომ, მოუწევს სათითა-
ოდ გამოსტყუოს. - მილების სიგრძეზე გადაჭიმული სამხრეთის
ლამაზმანი. რა ოხერი კაცია. ბაჭიასაც აქვს თავისი საიდუმლო.
მაგრამ ამაზე ფიქრისას თვალწინ მხოლოდ დაბლობზე ფერმა
და დამხმარე ნაგებობები წარმოუდგება.
- მელანიმ ბევრი რამ იცის პრუზე.
- მაგალითად, რა?
- მაგალითად, ის ფიქრობს, რომ პრუს რაღაც უცნაურობე-
ბი სჭირს. მელანის აზრით, პრუ მკაცრადაა აღზრდილი, მთის
ყაიდაზე, მორიდებული ჩანს და ემოციური კუთხით მაინცდამა-
ინც, სტაბილური არ არის..
- იცი რას გეტყვი? გოგონა, რომელიც შენისთანა ბებერ
ყვავთან წევს, თვითონ უნდა იყოს საკმაოდ უცნაური.
ჩარლი თვალს აშორებს ფანჯარას და ჰარის აშტერდება,
სათვალის შავ მინას ამოფარებული თვალები უცრემლიანდება.

326
მკითხველთა ლიგა

- ასეთი რამე არ უნდა მითხრა, ჰარი. ჩვენ აქ ორნი ვართ


და ორ კაცს, რომელიც ერთად მუშაობს, კარგი ურთიერთობა
უნდა ჰქონდეს.
ჰარის აინტერესებს, ხვდება თუ არა ჩარლი, წყალი რომ
აქვს შეყენებული, ნელსონი ხომ ჩასაფრებულია.
ჩარლი კი აგრძელებს,
- მელანიზე რაც გინდა მკითხე. როგორც უკვე გითხარი,
ის კარგი გოგოა, ემოციურად გაწონასწორებული. შენი პრობ-
ლემა ისაა, რომ მარტო საწოლზე ფიქრობ. უდიდესი სიამოვ-
ნება მივიღე იმით, რომ ვაჩვენე სამყაროს ის ნაწილი, რომე-
ლიც მანამდე ნანახი არ ჰქონდა. ყველაფერს ხარბად ისრუტავ-
და - კვიპაროსებსაც, სამრეკლოსაც. მაგრამ განაცხადა, რომ
მაინც კალიფორნია ურჩევნია. ფლორიდა ძალიან ბრტყელიაო
და უმთო; მელანიმ შემომთავაზა, თუ მოვახერხებ და გავაღწევ,
კარმელში შევხვდე შობას, ამბობს, რომ დიდი სიამოვნებით მი-
მასპინძლებს, დამათვალიერებინებს იქაურობას, გამაცნობს
დედამისს და ყველას, ვინც იქ ჰყავს. მეტი განსაკუთრებული
არაფერი ყოფილა.
- რამდენი... შენი აზრით, რამდენი დრო დაგრჩათ, ერთად
რომ გაატაროთ?
- ჰარი, არავისთან გასატარებლად არ მაქვს დიდი დრო
დარჩენილი. - ძლივს გასაგონად ჩურჩულებს ჩარლი.
ჰარის სურვილი ებადება, ჯაგრისით ყელი ჩაუწმინდოს.
- ეგ წინასწარ არავინ იცის, - არწმუნებს ჰარი თავისზე და-
ბალ კოლეგას.
- როგორ არა, - არ იშლის თავისას სტავროსი. - ადამიანმა
იცის, როდის მოვა აღსასრული. ასე რომ, თუ ცხოვრება რამეს
გთავაზობს, უნდა ისარგებლო.

327
მკითხველთა ლიგა

- კარგი, კარგი. გავითვალისწინებ. ისე, ეგრეც ვიქცევი. შე-


ნი საწყალი მოხუცი დედა როგორ იყო, როცა შენ ლამაზმანთან
ერთად ევერგლეიდში დაქროდი?
- იცი, კარგად აეწყო. - ამბობს ჩარლი, - ბიძაშვილი მყავს,
გლორია, ხუთიოდე წლითაა ჩემზე უმცროსი, თავაშვებულ
ცხოვრებას ეწეოდა და ქმარმა ამ ზაფხულს სახლიდან გამოაგ-
დო, ბავშვები კი თავისთან დაიტოვა. ნორისთაუნში ცხოვრობ-
დნენ. გლორია იანგქვისტში გადმოვიდა, აქედან ორიოდე
კვარტლის დაშორებით და სიხარულით დამთანხმდა მოხუცის-
თვის მიეხედა, სანამ მე წასული ვიქნებოდი. ამბობს, მომავალ-
შიც ნებისმიერ დროს შეიძლება მისი იმედი მქონდეს. ასე რომ,
ახლა ის თავისუფლება მაქვს, რაც აქამდე მაკლდა.
სადაც უნდა გაიხედო, ყველგან ოჯახები ინგრევა და მათი
ნამსხვრევები ერთად იყრიან თავს, როგორც გადარჩენილები
ერთ ნავში, - ფიქრობს ჰარი. ხმამაღლა კი მეგობარს ეუბნება:
- თავისუფლებას არაფერი შეედრება, ოღონდ ბოროტად
ნუ გამოიყენებ. შენ ნელსონზე მკითხე. ქორწილი შაბათსაა. არ
გეწყინოს, მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან.
- უჰ, საბრალო პატარა ნელი. ჩაიჭირეს მაინც.
ჰარი მის ნათქვამს აინუნში არ აგდებს.
- ჯენისის და ბესის თქმით, პრუს დედა ჩამოვა. მამა ძალი-
ან გაბრაზებულია.
- შენ არკონი არ გინახავს, - ეუბნება ჩარლი. - მეც გაბრა-
ზებული ვიქნებოდი, იქ რომ მეცხოვრა.
- მანდ არაა გოლფის მინდორი, ნიკლაუსი ყოველ წელს
ტურნირებს რომ მართავს?
- იმ ადგილებში, მე სადაც ვიყავი, არავითარი გოლფის
მინდორი არ მინახავს.

328
მკითხველთა ლიგა

ჩარლი მოგზაურობიდან რაღაც უფრო მორბილებული


დაბრუნდა, თითქოს სიცოცხლეზე ნოსტალგია დაეუფლა, არა-
და, ჯერ კიდევ ცოცხალია. უფრო დაბერებული და დაბრძენე-
ბულიც ჩანს. ჰარი რისკავს და ეკითხება:
- მელანის ხომ არ უთქვამს, რა აზრისაა ჩემზე?
იქაურობას ძალიან მსუქანი წყვილი ათვალიერებს. უყურე-
ბენ პატარა მანქანებს, ტანით ეზომებიან, მძღოლის ადგილის
გვერდით სხდებიან და ცდილობენ გაარკვიონ, რომელი მოდე-
ლი შეეფერებათ. ჩარლი, პასუხის გაცემამდე, წუთით ამ წყვილს
უყურებს, მბრწყინავ სახურავებსა და საბარგულებს შორის რომ
გადაადგილდებიან.
- მას მიაჩნია, რომ წესიერი ადამიანი ხარ, მაგრამ ქალები
თავის ჭკუაზე გატრიალებენ. უნდოდა შენთან გართობა, მაგრამ
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ შენ და ჯენისი მტკიცედ
ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული.
- და შენ ეს ილუზია გაუქარწყლე, არა?
- არც მიფიქრია, გოგო მართალია.
- და ათი წლის წინ როგორი იყო ეს ურთიერთობა?
- ცემენტივით მტკიცე.
ჰარის მოსწონს, ჯენისის მაცდუნებელი როგორ აზუსტებს
ყველაფერს. მას უყვარს ეს ჭკვიანი ბერძენი, რომელსაც ზაფ-
ხულის კუბოკრული პიჯაკის ქვეშ ასეთი კეთილი გული უძგერს.
წყვილი დაიღალა მანქანების გამოკვლევით, ჩასხდნენ თავი-
ანთ ძველ მანქანაში, სპილოსძვლისფერ სახურავიან „პონტიაკ
77“-ში და წავიდნენ. უცებ ჰარი კითხულობს:
- რას ფიქრობ ამ ამბებზე? გგონია შევეგუებით ნელსონს
აქ?
ჩარლი, ძლივს შესამჩნევად, მხრებს იჩეჩავს.

329
მკითხველთა ლიგა

- ის კი შეძლებს, ამიტანოს? მას ჯეიკზე და რუდიზე მეტი


წილი უნდა, ეს კი არაა ისეთი ადგილი, ამდენ წილად რომ
გაიყოს.
- ჩარლი, მე მათ ვუთხარი, შენ თუ წახვალ, მეც წავალ.
- შენ ვერ წახვალ, შეფ. შენ ოჯახის წევრი ხარ, მე კი ძვე-
ლი დროის გადმონაშთი. მე შეიძლება წავიდე.
- შენ ამ საქმეში ჭიპი გაქვს მოჭრილი, ეს ჩემთვის მთავა-
რია.
- კარგი რა, განა ეს ვაჭრობაა? ახლა ჩვენთან ისევეა, რო-
გორც სუპერმარკეტში: ყველაფერი თაროებზე აწყვია და მხო-
ლოდ ჩეკების ამორტყმაა საჭირო. როცა მხოლოდ მეორადი
მანქანებით ვვაჭრობდით, ვცდილობდით ყოველი კლიენტის-
თვის შესაფერისი მანქანა მიგვესადაგებინა. ახლა კი, ან იყიდე,
ან წადი. ამ ბაზარზე იმპროვიზაციის ადგილი აღარაა. შენი ბიჭი
სწორად ფიქრობდა, სპორტული მანქანებით, რეტროთი ან
სხვა ცოტა სასიამოვნო ფასეულობის მქონე რამით რომ უნდო-
და ვაჭრობა. მე სერიოზულად ვერ აღვიქვავ ამ იაპონურ ხოჭო-
ებს. ნახე, იმ ახალის, ტერსელის მონაცემები, მომავალი თვი-
დან რომ უნდა გავყიდოთ? ძრავა - ერთი მთელი ხუთი ლიტრი,
საბურავები - ოცი ინჩის სისქის. კარუსელის იმ პატარა მანქანებს
ჰგავს, ის ბავშვები რომ სხდებიან, ვისაც ცხენის ეშინია.
- გზატკეცილზე ორმოცდასამი მილი გალონზე, ეს ისაა,
რაც ხალხს უნდა, დედამიწა ამ სიჩქარით ბრუნავს.
- ფლორიდაში ბევრ „ხოჭოს“ ვერ ნახავ. - ამბობს ჩარლი.
- ასაკოვნები ჯერ კიდევ დიდი მანქანებით დადიან, „კონტინენ-
ტალებით“, „ტორნადოებით“. თეთრად ღებავენ და დააგელვე-
ბენ. რა თქმა უნდა, გზებიც ხელს უწყობთ, მთელ შტატში ბორ-
ცვიც კი არაა და თან არასოდეს ყინავს. მზის სარტყელზე ვფიქ-
რობდი. კაცი იქ უნდა ჩახვიდე და გათბობის ხარჯებს დაზოგავ,

330
მკითხველთა ლიგა

თუმცა, კონდენციონერზე კი მოგიწევს ფულის დახარჯვა, ამას


ვერ გაექცევი.
- ნატრიუმის თხელი ფირფიტები, ესაა გამოსავალი. - ამ-
ბობს ჰარი. - ელექტროენერგია პირდაპირ მზიდან. „მომხმა-
რებლის ცნობარის“ მიხედვით ეს ხუთ წელიწადში რეალობად
იქცევა. მერე კი ამ არაბებს ეშმაკებში გავუშვებთ, აქლემები გა-
პოხონ თავიანთი წყეული ნავთობით.
- საგზაო შემთხვევებმა იმატა და გინდა გითხრა რატომ?
ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ ახალგაზრდები ნარკო-
ტიკების ნაცვლად ისევ სასმელს მიეძალნენ და მეორე, ის, რომ
ყველა შეიშალა ამ პატარა მანქანებზე და ისინი კი ისე ადვი-
ლად იგლიჯებიან, როგორც ქაღალდის პარკები. - ამბობს ჩარ-
ლი.
ის ხითხითებს და თან ქვედა ტუჩით კბილების საწმენდ,
სურნელოვან ჯოხს ათამაშებს. ორივენი დგანან და ფანჯრიდან
ჭუჭყიან, თუნუქის ქილებით სავსე მდინარეს გასცქერიან. ძველ-
მა, დაბალ-დასაჯდომიანმა „უნივერსალმა“ სადგომზე შემოუხ-
ვია, მაგრამ თავზე ხის საბარგული არ ადგას; ეს მისი ქალიშვი-
ლი არაა, მაგრამ ჰარის გული მაინც ამოხტომაზე აქვს. „უნი-
ვერსალი“ წრეს არტყამს და ისევ გადის ასმეთერთმეტე გზატ-
კეცილზე - იქაურობა დაზვერა და წავიდა. ძარცვის შემთხვევები
მატულობს. ჰარი ჩარლის ეკითხება:
- მელანი მართლა ფიქრობდა ჩემთან... - ის ჩერდება, არ
უნდა გამოიყენოს სიტყვა ჟიმაობა, ეს მისი თაობის სიტყვა არ
არის - დაწოლას?
- ასე თქვა ქალბატონმა, მაგრამ ხომ იცი ამ ახალგაზრდე-
ბის ამბავი, ჩვენ რასაც ვმალავდით, ამათ ყველაფერი სააშკა-
რაოზე გამოაქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამას სერიოზულად ამ-
ბობდა. აბა, რა გითხრა, შესაძლოა, მისი სიტყვები სიმართლეს

331
მკითხველთა ლიგა

არ შეესაბამება. იმ დროისთვის, როცა ეს ახალგაზრდები ოც-


დახუთის სრულდებიან, მათ ყველაფერი უკვე გამოვლილი
აქვთ.
- სიმართლე გითხრა, ის მე არც არასოდეს მიზიდავდა. ახ-
ლა ნელსონის ეს ახალი გოგო...
- არ მინდა ამის მოსმენა. - აწყვეტინებს ჩარლი, ტრიალ-
დება, რომ თავის მაგიდასთან მივიდეს. - ღვთის გულისათვის,
ისინი ხომ დაქორწინებას აპირებენ.
სირბილი. ჰარი აგრძელებს სირბილს, პოკონოსში დაიწ-
ყო, რათა ის ფორმა დაიბრუნოს, ამ უაზრო წლებამდე რომ
ჰქონდა. მაშინ უბრალოდ ჭამდა და აკეთებდა იმას, რაც სურდა.
ლანჩი რესტორანში, ცენტრში, ბრუერში როტარი ყოველ ხუთ-
შაბათს, ჰოდა, დაიწყო წონის აკრეფა. ბნელით მოცული ქალა-
ქი, რომელშიც ის მირბის, სავსეა დაქანებული ქუჩებით და ამო-
ტეხილი ან ამოზნექილი ტროტუარებით, ზოგან ცემენტის მთე-
ლი ნაჭრები მთლიანადაა ამოგლეჯილი, თითქოს საფლავის
ქვებია საშინელებათა ფილმიდან: ქვემოდან მკვდრები ხელებს
მისკენ იშვერენ, ფეხებზე ექაჩებიან. ჰარი აგრძელებს მოძ-
რაობას, ტემპს ინარჩუნებს, ძლევს ფილტვების პროტესტს, მისი
გამყიფებული კუნთები და დაღლილი სისხლი მანქანის მექა-
ნიზმს ემსგავსება, საითაც ტვინი წარმართავს, იქითკენ მოძ-
რაობენ. ზევით, ბორცვზე, ფართო, დაქანებულსახურავიან
სახლს, ჩინურს რომ წააგავს, გვერდს უვლის, - ლესბოსელები
რომ გამუდმებით ჩაქუჩს აკაკუნებენ. წინა ფანჯარა არასოდესაა
განათებული, ალბათ, მუდამ ტელევიზორს უყურებენ ან ერთმა-
ნეთს ეხუტებიან და ადრიანად იწყებენ იმის კეთებას, რასაც აკე-
თებენ ხოლმე, ან კიდევ ელექტროენერგიას ზოგავენ, ქალებს
ხომ კაცებზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ, სანამ თანასწო-
რი უფლებების შესახებ კანონში შესწორებას მიიღებდნენ. ყო-

332
მკითხველთა ლიგა

ველი შემთხვევისთვის, სამეზობლოში ასეთების გადმოსვლა


ჯობს, შავკანიანების ან პუერტო-რიკოელებისას, ესენი არ მრავ-
ლდებიან მაინც.
ნორვეგიული ნეკერჩხლები ჩრდილავს ამ ქუჩებს. ეს ხეები
მისი ბავშვობის შემდეგ დიდად არ გაზრდილა. ჩაეჭიდე ქვედა
ტოტს და აიწიე კრაზანების ბუდემდე. გაყავი თესლები და მიიწე-
ბე ცხვირზე, თუ გინდა მარტორქა გახდე. ჰარი ქოშინით კვეთს
ნეკერჩხლების ჩრდილებს. ზევით, მარცხენა მხარეს, მსუბუქ
ტკივილს გრძნობს. მოიცა, გულო. მოხუცმა სფრინგერმა სახეზე
წითელი ალმურით განუტევა სული. ბაჭიას ყოველთვის წარმო-
ედგინა, რომ ბოლო რამ, რასაც ადამიანი ინფარქტის დროს
ხედავს, კაშკაშა წითელი გაელვებაა. გასაოცარია, რა ჩაბნელე-
ბულია ეს ამერიკული სახლები საღამოს ცხრა საათისთვის. ქა-
ლაქი - აჩრდილი. ტროტუარზე მის გარდა არავინაა, ყველა ქა-
თამი საქათმეშია, მხოლოდ მოყავისფრო სხივი გამოკრთის
ფანჯრის რომელიმე ღრიჭოდან, - ღამის განათება ბავშვის
ოთახში. როცა ბავშვებზე ფიქრობს, მის გონებას უძირო დარდი
იპყრობს. ახალი გადასულები არიან ვისტა კრესენტზე, პატარა
ნელი თავის ოთახშია, მისი დათუნიები გვერდით უსხედან. მათი
დაჭყეტილი თვალებივით, ნელის თვალებიც ვერ იხუჭება, ბიჭუ-
ნას ეშინია, ძილში არ მოკვდეს, როგორც პაწაწა ბეკი, რომელ-
საც დაეძინა და ძილში მოკვდა. აბაზანაში რამდენიმე საათის
შემდეგაც დიდი წყალი იდგა, მტვერი იდო წყლის ხელშეუხე-
ბელ, ნაცრისფერ ზედაპირზე. არადა, საკმარისი იყო პატარა
რეზინის საცობის ამოწევა და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი
ყველგან და ყველაფერშია, მისმა ყოვლისშემძლეობამ თითიც
არ გაანძრია ბავშვის გადასარჩენად. მშრალი ფოთლები ფეხ-
ქვეშ შრიალებენ და ტკაცუნით იმსხვრევიან, ნამდვილი შემოდ-
გომის ხმაა, ჰაერში მღელვარება იგრძნობა. პაპი ჩამოდის და

333
მკითხველთა ლიგა

ქორწილი შაბათსაა. ჯენისი ეკითხება, ასე რატომ გაუქვავდა გუ-


ლი ნელსონის მიმართ, ყოველ წვრილმანზე კრიჭაში რატომ
უდგას. იმიტომ, რომ ამ ნელსონმა, ძველი ნელსონი შთანთქა
და ის ამ სამყაროს კიდევ ერთი თავხედი ადამიანით შეიცვალა,
თმიანი მაჯებითა და დიდი ფალოსით. ამ ქვეყანაზე ადგილი
ყველასთვის როდია. ხალხი, მზიანი ეგვიპტიდან ჩრდილოეთში
წამოვიდა და ხელოვნურად გამთბარ სახლებში დასახლდა, ახ-
ლა კი, გასათბობი საშუალებები ილევა, მხოლოდ ნავთია სა-
დემონსტრაციო დარბაზებისთვის და ოფისებისთვის, სახელოს-
ნოს გათბობაზე კი ორჯერ მეტი იხარჯება, ვიდრე 74-ში, როცა
მან პირველად ნახა „სფრინგერ-მოტორსის“ საბუღალტრო წიგ-
ნი. მომავალ წელსაც ან ორ წელიწადში ფასი ისევ გაორმაგ-
დება და როდესაც ეცდები ნავთის მოხმარება შეამცირო იმ დო-
ნეზე, როგორც პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს, სახელოსნოს
თანამშრომლები ჩივილს დაიწყებენ, - მათ შიშველი ხელებით,
ცივ ბეტონზე უწევთ მუშაობა. ისე, კაცმა რომ თქვას, შეუძლიათ
სქელი წინდები და სქელძირიანი ფეხსაცმელი ჩაიცვან. ერთი
პირობა იმასაც ფიქრობდა, ხომ არ ეყიდა მათთვის გოლფის
ხელთათმანები, თითების გამოსაყოფი რომ აქვს, მაგრამ გა-
ჭირდება შესაფერისი ზომების შოვნა. ოცდაათ წლამდე ბიჭები
კომფორტის და ფულადი წახალისების გარეშე არაფერს აკე-
თებენ. მთელი ეს ახალი ეთიკა, ლმობიერება, სოციალიზმი.
ასეთ დიდ სივრცეში სითბო მაღლა ადის და იქ ჩერდება. ახლა
რომ აეშენებინათ ეს შენობა, ოც ინჩიან იზოლაციას გაუკეთებ-
დნენ. თუ პაპი ასე გიჟდება პატარა ბავშვებზე, რატომ არაფერს
იღონებს, რომ მათ სითბო არ მოაკლდეთ?
ჰარი ახლა პოტერ-ავენიუზე მირბის, ისევ აღმართზე,
დაღმართებს უკან დაბრუნებისთვის იტოვებს. უკვე არხის გას-
წვრივაა, სადაც ადრე ხელოვნური ყინულის დამამზადებელი

334
მკითხველთა ლიგა

ქარხნიდან გამოსული წყალი ჩაედინებოდა, ახლა კი არხის ნა-


პირები მწვანე ლოპორწკინითაა დაფარული. სიცოცხლე ცდი-
ლობს, ფეხი ყველგან მოიკიდოს, რაღა თქმა უნდა, დედამიწაზე
და არა მთვარეზე, ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არ უნდა
მას ვარსკვლავებზე აძვრომა. ერთხელ, სკოლისკენ მიმავალი,
გზაში რომ მაიმუნობდა - ეს გზა კი ამჟამად დამშრალ არხზე
გადის - ლოპორწკინაზე ფეხი გაუსხლტა, შიგ ჩავარდა და შარ-
ვალი მთლიანად დაუსველდა, ის ველვეტის შარვალი, რო-
მელსაც იმ დროს ყველა ატარებდა, სიარულისას შრიალებდა
და ჭყაპუნობდა, ჭყაპუნობდა გრძელი წინდებიც; წარმოუდგენე-
ლია, რა შორს მიჰყავს იგი ფიქრებს. აახსოვს, გოგონები პირ-
ველ კლასში ღილებიანი ჩექმებით რომ დადიოდნენ: მარგა-
რეტ შელკოპფი, მასში ისე ძლიერ ჩქეფდა სიცოცხლე, რომ
ცხვირიდან სულ სისხლი სდიოდა. როდესაც ჰარი ხელოვნური
ყინულის ქარხნის წყლიან არხში ჩავარდა და შარვალი დაუს-
ველდა, ატირებულს სახლში გამოსაცვლელად მოუხდა გაქცე-
ვა. ჰარი ვერ იტანდა სკოლაში ან სადმე სხვაგან დაგვიანებას.
ეს დედამ შთაუნერგა, რომელსაც დიდად არ აინტერესებდა,
სად დადიოდა ჰარი, ერთადერთი, რასაც მისგან მოითხოვდა,
იყო, სახლში დროზე დაბრუნებულიყო. ეს შეგრძნება ჰარის
მთელი ცხოვრება გულზე ლოდად აწვა, გასახდელ ოთახში,
16ა ავტობუსში, სექსის დროს. სულ ისეთი გრძნობა ჰქონდა,
რომ სადღაც აგვიანდებოდა და ამის გამო საშინელ ხათაბალა-
ში ეხვეოდა, მის გონებაში გვირაბის მაგვარი რაღაც ისახებო-
და, რომლის ბოლოს დედა ელოდა წკნელით ხელში. „გინდა,
რომ გაგშოლტო, ჰასი?“ ეკითხებოდა ისე, თითქოს დესერტს
სთავაზობდა. შოლტები იმ პატარა მსხლის ხის იყო, ვიწრო უკა-
ნა ეზოს ბოლოს რომ იდგა, ჯეკსონ როუდზე: გაბრაზებული
ბზიკები ჩამოცვენილ, შემპალ ხილს დაზუზუნებდნენ. ბოლო ხა-

335
მკითხველთა ლიგა

ნებში მას აღარ ტანჯავს შეგრძნება, რომ სადღაც აგვიანდება.


მის ცხოვრებაში უცნაურმა სიმშვიდემ დაისადგურა - ისეა, რო-
გორც ნასროლი ბურთი, რომელიც ფრენის ყველაზე მაღალ
წერტილში ერთ წამს შეჩერდება. მისი ოქროს ფასი ყოველ-
დღიურად მატულობს, დაახლოებით ათი დოლარი უნციაზე -
ასე წერენ გაზეთები, ათჯერ ოცდაათი კი სამასი დოლარია და
ეს თითის გაუნძრევლად. ახსენდება, როგორ წყდებოდა წელში
მამა. ჯენისმა რომ თვალზე ის მონოკლი გაიკეთა, სიურპრიზი
იყო მისთვის, ერთადერთი მისი ნაკლი საწოლში ისაა, რომ მო-
წოვა არ უყვარს. ალბათ პირი არ აქვს წესრიგში და ეს ყოველ-
თვის ასე იყო. მელანის კი ისეთი სასაცილო, მადის აღმძვრე-
ლი, ალუბლებივით ტუჩები აქვს, სასწაულია, როგორ არ გაუს-
კდა აორტა ჩარლის ქვიშებზე, რომელიღაც მოტელში. რა შე-
სანიშნავია, როცა ქალი თავდავიწყებას ეძლევა, პირს ფარ-
თოდ აღებს და კისკისებს, ან გაურკვეველ ხმებს გამოსცემს, შენ
კი მთლიანად ხედავ მის მომრგვალებულ გამოქვაბულს, ვარ-
დისფერ, დაღარულზედაპირიან ენას, დერეფანში დაფენილ ხა-
ლიჩას რომ ჰგავს და სიბნელეს, ფრთებგაშლილი პეპელასა-
ვით ყელის სიღრმეში რომ იკარგება. პრუმ ამას წინათ სწორედ
ასე გააღო პირი სამზარეულოში, როცა დედიკო სფრინგერმა
რაღაც თქვა. თუმცა, ღიმილისას, ჩვეულებრივ, ოდნავ ხსნის ტუ-
ჩებს, ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, თითქოს ფრთხილობს ტუჩე-
ბი არ დაეწვას. მაგრამ ახლანდელმა გოგოებმა სიყვარულით
ტკბობის ყველა ხერხი იციან და ეს განათლების ნაწილიც გახ-
და, თითქოს ასეც უნდა იყოს. გაჟიმე-აიღე, ფილმები ასე ეძახი-
ან, სრულიად ღიად გეუბნებიან ფილმის თარიღს, ახალი ფილ-
მები მოზრდილებისათვის, ყოველ პარასკევს, ძველ კინოთეატ-
რში „ბაღდადი“, უაიზერის ზედა ნაწილში, სადაც ბაჭიას ახალ-
გაზრდობაში რონალდ რეიგანს აჩვენებდნენ პილოტის როლ-

336
მკითხველთა ლიგა

ში, იაპონელებს რომ ბომბავდა. ნელსონს გაუმართლა რაღაც


გაგებით, მაგრამ მაინც არ შურს მისი. გაცვდა სამყარო, რო-
მელშიც გზა უნდა გაიკვლიო. საოცარი რამაა პირი, - ალბათ
იმდენ რამეს აკეთებს, არადა რა გადაყლაპა, თუნდაც ერთი წუ-
თის წინ, ვერ გეტყვის. ოღონდ ერთი რამ, რასაც ბაჭია მართლა
ვერ იტანს, სახეზე საჭმლის, ბრინჯის, ბურღულეულის ან სხვა
რამის ნარჩენების დანახვაა. აგონდება საბრალო დედა ბოლო
წლებში.
ჰარის მუხლები უკანკალებს. მისი ვეება მუცელი ხტის. ყო-
ველ ღამე ცდილობს გაზარდოს დისტანცია ყინულივით ცივი,
დაბრეცილი მთვარის ქვეშ ამ ჩუმ, ბნელ სახლებსა და ქუჩის
განათების კონუსებს შორის. ერთ ღამეს, სახლში რომ მიდიოდა
„კორონათი“, გამუქებული ზედა მინიდან მთვარე დაინახა და
წამით გაიფიქრა, ღმერთო ჩემო, ის ხომ მწვანეა. დღეს თავს
ძალას ატანს და აღწევს კიჯირაიზ-სთრითამდე, რომელიც ქვე-
ვით უხვევს, გვერდზე უვლის ჩაშავებულ პატარა ქარხნებს, -
საიდუმლოებით მოცული სახელები რომ ჰქვიათ, მაგალითად,
ლინექსი, ან მონაცემთა განვითარება, - და ძველ ქვის ფერმას,
რომელსაც მთელი მისი ბავშვობის წლები ფანჯრები აჭედილი
ჰქონდა, ეზო სარეველებით სავსე, ხოლო ღობის ფიცრები კი
დამტვრეული. ახლა აქ ყველაფერი მოუწესრიგებიათ. პატარა,
სუფთა დაფაზე წარწერაა: ალბრეხტ შტამის ფერმა. შიგნით იმ
დროის ხელნაკეთი ავეჯია, სამზარეულოს მომხიბლავი გარნი-
ტური. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისეა, როგორც დაახ-
ლოებით 1825 წელს ფერმერის სახლში უნდა ყოფილიყო. დე-
რეფანში ჩარჩოებში ჩასმული მაუნთჯაჯის ადრეული შენობების
ფოტოსურათებია, საუკუნის დასაწყისის პერიოდის. მინდვრების
არც ერთი სურათი არ არის. მაშინ, როცა ქალაქის დიდი ნაწი-
ლი შტამის ფერმას შეადგენდა, ფოტოაპარატები არ არსებობ-

337
მკითხველთა ლიგა

და და რომც ყოფილიყო, ცარიელ მინდვრებს მაინც არ გა-


დაიღებდნენ. მოხუცი სფრინგერი მაუნთჯაჯის ისტორიული სა-
ზოგადოების საბჭოში შედიოდა და სარესტავრაციო ფონდის
დაარსებისთვის იღვწოდა. მისი სიკვდილის შემდეგ, ჯენისი და
ბესი ფიქრობდნენ, რომ ჰარი შეიძლებოდა, მის ადგილზე აერ-
ჩიათ, მაგრამ ასე არ მოხდა, ჰარის თავისმა წარსულმა შეუშა-
ლა ხელი. ახლა კი ამ სახლში, ზედა სართულზე ახალგაზრდა
ჰიპების წყვილი ცხოვრობს და დამთვალიერებლებს ფერმას
აცნობს. ჰარი ფიქრობს, რომ შტამების ძველი სახლი აჩრდი-
ლებითაა სავსე. ეს ფერმერები უცნაურ ცხოვრებას ეწეოდნენ -
სხვენში თავიანთ გიჟ დებს კეტავდნენ, რომის სმით გამოწ-
ვეული დემონური შეტევის დროს კი დაფეხმძიმებულ მოსამსა-
ხურეებს ახრჩობდნენ და გვამს კარტოფილის ნაფრცქვენებიან
ურნაში მალავდნენ, ასე რომ, ორმოცდაათი წლის შემდეგ თუ
პოულობდნენ ჩონჩხს. გვერდით ადრე „სანშაინ ათლეტიკ“ ასო-
ციაცია იყო, რომელიც ჰარის ბავშვობაში ათლეტებით სავსე
ეგონა და იმედი ჰქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მისი წევრი
გახდებოდა, მაგრამ როცა ოცი წლის წინ იქ შეაბიჯა, სიგარის
ნამწვავებისა და ჭიქის ფსკერზე დარჩენილი ლუდის სუნი იგ-
რძნო. შემდეგ, სამოციანებში, ეს ადგილი გაპარტახდა და თა-
ვისი რესპექტაბელურობა დაკარგა. კაცები, რომლებიც ადრე
იქ სვამდნენ და ბანქოს თამაშობდნენ, დაბერდნენ, ბევრი მათ-
განი გარდაიცვალა, ხოლო ის, ვინც ცოცხალი დარჩა, გაუბე-
დურდა. მერე, როდესაც შენობა გასაყიდად გამოიტანეს, ისტო-
რიულმა საზოგადოებამ იყიდა, დაანგრია და ავტოსადგომად
აქცია შტამის ფერმის დამთვალიერებლებისთვის, ლანკასტე-
რისკენ გზად რომ შემოივლიდნენ ემიშის, ან ფილადელფიის
გზაზე თავისუფლების ზარის სანახავად. ვერასოდეს იფიქრებ-
დი, რომ იმ ადგილს, რომელიც ადრე კიჯირაიზ-სთრითი იყო,

338
მკითხველთა ლიგა

ხალხი მყუდრო და წყნარ ადგილად ჩათვლიდა, მაგრამ გან-


საცვიფრებელად დიდი რაოდენობა მართლაც ასე მიიჩნევს, ძი-
რითადად ჭაღარათმიანები. ისტორია. რაც უფრო გრძელია
იგი, მით მეტხანს გიწევს მისით ცხოვრება. გარკვეული დროის
შემდეგ უკვე იმდენად მოზღვავდება, რომ ყველაფერს ვეღარ
იმახსოვრებ, წაგლეკავს და შეიძლება ზუსტად ასეთ დროს იწ-
ყება იმპერიათა ნგრევა.
ახლა ბაჭია, რაც ძალი და ღონე აქვს, მიქრის. მკვეთრად
ეშვება ქვევით, დაღმართზე. უკან იტოვებს თეთრეულის სამკერ-
ვალოს და ქათმების ფერმას, რომელიც პატარა, ტყავის გადა-
სამუშავებელ ფაბრიკად გადააკეთეს. ეს ყოფილი ჰიპები ყველ-
გან მოედვნენ, ცდილობენ ყველაფერს ჩაეჭიდონ. მათი მატა-
რებელი გავიდა, მაგრამ მათ სიამოვნების თავიანთი წილი მა-
ინც მიიღეს. დაქანცულობის პირველმა ტალღამ შემოუტია. ზუს-
ტად მაშინ, როდესაც ფეხები ერთიანად გტკივა და გგონია, რომ
ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამ, მეორე სუნთქვა გეხსნება, ტკივი-
ლისგან თავისუფლდები და იმ მდგომარეობაში გადადიხარ,
როცა შენი სხეული თავისით აკეთებს ყველაფერს, მექანიკუ-
რად, ვიღაცის მიერ მართული მანქანის მსგავსად. ამ დროს
ტვინი რაკეტის წვერზე მყოფ ასტრონავტს ჰგავს, ხოლო ფიქ-
რები კი თავისთვის დაფრინავენ. კარგი იყო, ნელსონი რომ და-
ქორწინებულიყო, წასულიყო აქედან და ოცი წლის შემდეგ გამ-
დიდრებული უკან დაბრუნებულიყო. რატომ არ შეუძლიათ ბავ-
შვებს თვითონ დადგნენ ფეხზე და უკან არ მოცოცდნენ? ხალხის
ტევა არაა. პაპი, ღმერთო, იმედი ვიქონიოთ, რომ მას არ ეს-
ვრიან, როგორც ხდება ხოლმე ამერიკაში, გამოჩნდება ვინმე
ისეთი გიჟი, რომელიც ესვრის მხოლოდ იმისთვის, რომ მისი
გვარი გაზეთებში მოხვდეს. და ეს წრიპინა ფრომი, რომელიც
ბებერ კოვბოებს შეკრებდა ხოლმე მენსონის რანჩოზე. არადა,

339
მკითხველთა ლიგა

იმის მიხედვით, რა გოგოებიც მენსონს ჰყავდა, წესით, უკეთესი


უნდა ყოფილიყო. ჰარიმ სადღაც წაიკითხა, რომ ომებს სექ-
სუალურად დაუკმაყოფილებელი ხალხი იწყებს. იცის, როგორ
უყურებს პაპი კონტრაცეპტივებს. ჰარი ვერასდროს იტანდა რე-
ზინს, მაშინაც კი, როცა ამერიკულ ჯარში მას უფასოდ არიგებ-
დნენ. ამ თვის „მომხმარებლის ცნობარის“ ნომერში არის სტა-
ტია ამ თემაზე, მთელი გვერდები ეთმობა ტესტირებას. ზოგს,
როგორც ჩანს, ღია ფერის ურჩევნია, პაწაწუნა ბუსუსებით, ქალს
ოდნავ რომ უღიტინოს შიგნით. საინტერესოა, ჟურნალის რე-
დაქტორებმა მდივნებს სთხოვეს ის გამოეყენებინათ, თუ რა?
არიან ისეთებიც, ვისაც ცხვრის ნაწლავებისგან დამზადებული
მოსწონთ. ამის გაფიქრებაზეც კი ჰარის ჟრუანტელმა დაუარა,
და სახელები ხომ... „შიშველი ჰორიზონტი“, „მოჭერილი ჰალ-
სტუჰი“ „ნატურალური კრავი“. ისე მობეზრდა, სტატიის ბოლომ-
დე ვერ ჩავიდა. ნეტავ, რას იყენებს მისი ქალიშვილი. ალბათ,
სოფლურ მეთოდებს, ამაზე სკოლაში ხუმრობდნენ - სიმინდის
ტაროზე ჩაცუცქვა. ერთადრთხელ შეავლო თვალი და ქალწუ-
ლივით გამოიყურებოდა; აბა რა იქნება, ამ სოფლელების გა-
რემოცვაში. რუთი ალბათ, სწორად ზრდის, აუცილებლად მო-
უყვებოდა, რა ღორები არიან კაცები. და ის ძაღლიც თავისი
ყეფით ნებისმიერს გააქცევს.
სახლამდე უფრო გრძელი გზაც არსებობს, ჯექსონ--
სთრითს რომ დაუყვე ჯოზეფ-სთრითამდე და გააგრძელო, მაგ-
რამ დღეს ბაჭია მოკლეზე მოჭრას ამჯობინებს. ქვისგან ნაგებ
ბაპტისტური ეკლესიის გაზონს დიაგონალზე კვეთს. მოსწონს
ფეხებქვეშ ბალახის შეგრძნება. ეკლესიის ფასადი ბნელშია. მე-
რე ბეტონის კიბეებით, რომელსაც მირთლ-სთრითზე გაყავხარ,
ქვევით ჩადის, უკან იტოვებს უკანა ბაქანზე ჩამწკრივებულ წი-
თელ, თეთრ და ლურჯ საფოსტო სატვირთო მანქანებს. ზევით,

340
მკითხველთა ლიგა

ფასადზე ამერიკის დროშაა აღმართული. ადრე მიღებული არ


იყო, დროშას ღამე ეფრიალა, მაგრამ ახლა მთელ ქალაქში
ასე აფრიალებენ დროშებს და უფრო მეტიც, პროჟექტორები-
თაც ანათებენ. ელექტროენერგიის ფუჭი ხარჯვაა, ელექ-
ტროენერგიის ბოლო წვეთებს ხარჯავენ, სამაგიეროდ კი დრო-
შა ფრიალებს. მირთლი მეორე მხრიდან ჯოზეფ-სთრითს უერ-
თდება. ისინი იქ სხედან და ელოდებიან, ან იმ უაზრო ყუთს უყუ-
რებენ, ან გაუთავებლად ქორწილზე ლაპარაკობენ. ახლა, რო-
ცა ქორწილის დღე ასე ახლოა, და წვნიანამაც მწვანე შუქი აუნ-
თო, სულ გადაირივნენ. საბოლოოდ ჩარლ სტავროსიც დაპა-
ტიჟეს, გრეის შტულიც და კიდევ ათასი ვინმე, აგრეთვე რამდე-
ნიმე მეგობარი „ფრთაგაშლილი არწივიდან“. აღმოჩნდა, რომ
პრუს, იგივე ტერეზას, როგორც მას მოიხსენიებენ საქორწილო
განცხადებაში, რომლის დაგზავნასაც აპირებენ, ბინჰემპტონში,
ნიუ-იორკის შტატში დეიდა და ბიძა ჰყოლია და ისინიც ჩამოვ-
ლენ, მიუხედავად იმისა, რომ პრუს მამა გაბრაზებულია და ქა-
ლიშვილის მოხრჩობა და კარტოფილის ნაფცქვენების ურნაში
ჩაგდება სწადია. ახლა შინ შეაბიჯებს და ჯენისი ჩვეულებისა-
მებრ დაიწყებს ჭყიპინს, რომ ჰარი თავს იკლავს და თავისი ასე-
თი უგუნური ქცევით გულის შეტევას გამოიწვევს. და მართლაც,
როცა სახლში ბრუნდება, შემოსასვლელის სარკეში ჰარი ყო-
ველთვის ხედავს, რომ თეთრი სახე ერთიანად გასწითლებია
და თავისი მქრქალი ცისფერი თვალებით უწვერო სანტა კლა-
უსს წააგავს. ჰარი იძულებულია ხოლმე სკამის ზურგს მიეყ-
რდნოს და სული მოითქვას, თან ჯენისს რომ აფრთხობს, ეს
ახალისებს. რა ეშველება ამ საცოდავ სულელს უმისოდ,
მოუწევს „ფრთაგაშლილ არწივზე“ და სხვა ფუფუნებაზე უარის
თქმა და ისევ მიწისთხილს გაყიდის კროლთან. ჰარი დარწმუ-
ნებულია, როგორც ყოველთვის, პრუ ახლაც ნელსონის გვერ-

341
მკითხველთა ლიგა

დით, დივანზე იჯდება, როგორც ის პოლიციელი, რომელსაც


ბოროტმოქმედი მატარებლით ერთი ციხიდან მეორეში გადაჰ-
ყავს და ამავე დროს, ბორკილებს საგულდაგულოდ მალავს.
ახლა, როცა პრუ მათი ოჯახის წევრი გახდა, ჰარის ერთი რამის
ეშინია, თავისი ოფლის სუნით ოთახი არ ააყროლოს. მაშინ,
სანშაინში მოხუცი ტოთეროს ნაღვლიანი სხეული მომჟავო სუნს
გამოსცემდა. ზოგჯერ დილაობით, საწოლიდან ადგომისას ჰა-
რი თავისდა გასაკვირად, ხრწნა რომ ეწყება ცხედარს, იმ მოტ-
კბო სუნს გრძნობს. მოწიფული ასაკი სასწაულების ქვეყანაა, იქ
ყველაფერი ხდება, რაც წესით არ უნდა მომხდარიყო. როცა
თხუთმეტი წლის იყო ორმოცდაშვიდი მისთვის ცისარტყელას
ბოლოს წარმოადგენდა, რომელსაც ვერასდროს მიაღწევდა
და თუ ცხოვრების აზრი უნდა გამოჩენილიყო სადმე, ის აუცი-
ლებლად მანამდე უნდა გამოჩენილიყო.
მაგრამ ხანდახან ეჩვენება, თითქოს მართლაც არსებობს
ცხოვრების აზრი, ოღონდ მას სიტყვებით ვერ გამოხატავ. ის
ისეთი რაღაცაა, რომელიც ცხვირწინ გიდევს, მაგიდაზე, რო-
გორც გაუხსნელი, სიცივისგან დათრთვილული ლუდის ქილა,
მაგრამ მაინც ვერ ხედავ. მარტო პაპი კი არ ჩამოდის, არამედ
დალაი ლამაც, რომელიც ტიბეტიდან გამოიყვანეს ოცი წლის
წინ და მას შემდეგ აღმა-დაღმა დადის მთელ ამერიკაში, საუბ-
რობს სასულიერო სკოლებში და ჩნდება სატელევიზიო ტოქ-
შოუებში. ჰარის ყოველთვის აინტერესებდა, როგორია დალაი
ლამობა - მაღლა ასროლილი ბურთია, თუ ფოთოლია გუბის
ზედაპირზე. წყალზე მოსიარულე რაღაცით გონებას ჰგავს, -
ჩაღრმავებები ჩნდებიან, ფეხების ბოლოს, იქ, სადაც ფეხები
თითქმის არ აპობენ წყლის ზედაპირს. როცა ჰარი პატარა იყო,
ღმერთი სიბნელეში მისი საწოლის თავზე იყო განფენილი და
შემდეგ, როდესაც საბავშვო საწოლიდან დიდ საწოლში გა-

342
მკითხველთა ლიგა

დაინაცვლა, ხოლო გვერდითა რიგში გოგონას იღლიებში თმა


გამოუჩნდა, ღმერთი ჰარის სისხლში, კუნთში და ნერვში გადა-
ვიდა და იქიდან უცნაურ ბრძანებებს გასცემდა, ახლა კი, რადგან
ის ჰარის პატივს სცემს, როგორც ერთი ჯენტლმენი მეორეს,
სახლში წაბრძანდა, მაგრამ ჰარის მუცელში თავისი სავიზიტო
ბარათი, ტყვიის პატარა ნაჭერი დატოვა, რომელიც როგორც
საცობი აბაზანაში, ჰარის ქვევით ექაჩება, დედამიწის ფუტურო
გულში, მკვდრებისაკენ.
დედიკო სფრინგერის დიდ, მუქფრად შებათქაშებული სახ-
ლის წინა სინათლეები კაშკაშებენ. მოახლოებული ქორწილი
ყველას აღელვებს. პრუ ბოლო ხანებში სახეზე მაკიაჟს ივსამს,
ჯენისს უკვე რამდენიმე დღეა, ჩოგბურთი არ უთამაშია, ბესი კი
აშკარად შუა ღამეს დგება და ქვევით ჩადის დიდ ტელევიზორში
ჰოლივუდის ძველი კომედიების საყურებლად, რომლებშიც
ფართოფარფლება ქუდიანი, წვრილულვაშა მამაკაცები და ვიწ-
როთეძოიანი ქალები, გაზეთების ოფისებსა და სასტუმროს ფე-
შენებელურ ნომრებში ერთმანეთში გონებამახვილურ, სახალი-
სო რეპლიკებს ცვლიან. დედიკოს ეს ფილმები ალბათ მაშინ
აქვს ნანახი, თმაში ერთი ჭაღარაც რომ არ უბზინავდა და როცა
ბრუერის ცენტრი სულ თეთრი იყო. ჰარი ადგილზე დარბის და
მანქანას გზას უთმობს, ეს ერთი მათგანია, ბორბლებში ციყვის
მსგავსი უანკელის ძრავა რომ აქვს, და როგორც მენი ამბობს,
ასეთ მანქანებს დისკი საკმარისად მჭიდროდ არ ეჭირება. ჰარი
ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადარბის, ქუჩის განათების ქვეშ
ამჩნევს, რომ ჯენისის „მუსტანგი“ სახლის წინ არ დგას, აგურდა-
გებულ გზაზე მირბის, 89 ნომერი სახლის კიბეებს ზემოთ მიუყ-
ვება და შესასვლელი კარის წინ ჩერდება. ინერციით ერთი თუ
ორი წამი მთელი სამყარო მოძრაობას აგრძელებს და ყველა

343
მკითხველთა ლიგა

სახლისა და ხის კენწეროს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას


ახეთქებს.
საწოლში ჯენისი ეძახის:
- ჰარი.
- რა? - სირბილის შემდეგ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს
მთელი კუნთები გამოუცვალეს და დამცველივით რაღაც გა-
დაეფარა, ძილი თავს ართმევს.
- რაღაცაში უნდა გამოგიტყდე.
- ისევ სტავროსთან დაიჭირე საქმე?
- ნუ უხეშობ. არა, ვერ შეამჩნიე, „მუსტანგი“ სახლის წინ
რომ არ იდგა?
- შევამჩნიე. გავიფიქრე, რა სასიამოვნოა-თქო.
- ნელსონმა დააყენა უკან, ზედა ქუჩაზე. ისე, ერთ მშვენიერ
დღეს სადგომი მართლა უნდა გავასუფთავოთ, იქ იმდენი ძვე-
ლი ველოსიპედია, რომლებსაც არავინ იყენებს. მელანის „ფუ-
ჯი“ ჯერ ისევ იქაა.
- კარგი. ყოჩაღი ნელსონი. შენ რა, მთელი ღამე აპირებ
ლაპარაკს? ძალიან დავიღალე, სულ დანგრეული ვარ.
- იქ იმიტომ დააყენა, რომ არ უნდოდა, მანქანის წინა
ფრთა დაგენახა.
- ო, არა! ეგ ნაბიჭვარი, ეგ პატარა ნაბიჭვარი.
- ნელსონის ბრალი არ იყო, ის კაცი პირდაპირ მასზე მო-
დიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ნელსონის ქუჩაზე გაჩერების
ნიშანი იყო.
- ოჰ, ღმერთო ჩემო.
- საბედნიეროდ, ორივემ მოასწრო დამუხრუჭება, ასე რომ,
ძალიან მცირე ძალით შეეჯახნენ.
- მეორე ტიპი დაშავდა?

344
მკითხველთა ლიგა

- ჰმ, თქვა, ტვინის შერყევა მაქვსო, მაგრამ ხომ იცი, ასე


ამბობენ სანამ თავიანთ ადვოკატს არ დაელაპარაკებიან.
- წინა ფრთა ჩამსხვრეულია?
- მმმ... ცოტა ჩაზნექილია. ერთი წინა ფარი გადაბრეცი-
ლია, ოდნავ ირიბად ანათებს, მაგრამ დღისით პრობლემას არ
ქმნის. შეიძლება ითქვას, ნაკაწრზე სერიოზული არაფერია.
- სულ ცოტა, ხუთასი დოლარის საქმეა. ნიღბიანი ფრთის-
გამღუნავი ისევ მისტიკურად გამოჩნდა და დაგვარტყა.
- ნელსონს ძალიან ეშინოდა შენთვის ეთქვა. პირობა ჩა-
მომართვა, რომ არ გეტყოდი, ასე რომ, მას არაფერი აგრძნო-
ბინო.
- არაფერი ვუთხრა? მაშ, რატომ მეუბნები? ახლა რაღა
დამაძინებს? თავი მისკდება.
- არ მინდოდა შენ თვითონ შეგემჩნია და სცენა მოგეწყო.
გთხოვ, ჰარი, ქორწილამდე მაინც მოიცადე. მართლა ძალიან
რცხვენია.
- რცხვენია არა... რცხვენია კი არა, მოსწონს. ყელში წამი-
ჭირა და მახრჩობს. მანქანა გაგიფუჭა და ეს იმის მერე, რაც შენ
მას გაუკეთე. ასე გამოხატა მადლიერება.
- ჰარი, ის ხომ სადაცაა დაქორწინდება, ძალიან ნერ-
ვიულობს.
- ჯანდაბა. ახლა მე ვნერვიულობ. სადაა ჩემი ტანსაცმე-
ლი? გარეთ უნდა გავიდე და ვნახო დაზიანებული ადგილი. სამ-
ზარეულოში იმ ფანარს ბოლოს და ბოლოს ვინმემ ჩაუდო ახა-
ლი ელემენტები?
- ვნანობ, რომ გითხარი. ნელსონისთვის უნდა დამეჯერე-
ბინა. ამბობდა, რომ შენ ამას ვერ გადაიტანდი.
- ოჰ, მართლა ასე თქვა?

345
მკითხველთა ლიგა

- დაწყნარდი. დაზღვევას და სხვა ყველაფერს მე მივხე-


დავ.
- შენი აზრით, ვინ იხდის ამ დაზღვევის მუდმივად მზარდ
პროცენტებს?
- ჩვენ, - ამბობს ჯენისი. - ჩვენ ორივენი.
წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ეკლესია ერთი პატარა ეკ-
ლესიაა მაუნთჯაჯში, ის არასოდეს გაუფართოებიათ. ქვეყნის
ჩრდილოეთიდან 1912 წელს გადმოიტანეს. დაბალია, მუქი ნაც-
რისფერი ქვით ტრადიციულ სტილში ნაშენი, დაქანებული სახუ-
რავით. ლუთერანული ეკლესია ადგილობრივი წითელი ქვი-
თაა ნაგები, ხოლო რეფორმატორული ეკლესია, სახანძრო
განყოფილებასთან - აგურისგან. წმინდა იოანეს ეკლესიის წაწ-
ვეტებულ სარკმელებს სურო შემოხვევია. ეკლესიაში ბნელა,
შიგნით მასიური კაკლის ხის საეკლესიო სკამები და პედესტალი
დგას. ვიტრაჟებიან ფანჯრებზე სახარების სხვადასხვა მონაკვე-
თის მიხედვით შექმნილი იესოს გამოსახულებებია, სადაც მას
ყველგან იისფერი მოსავს. ფანჯრებს შორის კედლებზე მარმა-
რილოს დაფები კიდია იმ წარჩინებულთა ხსოვნის უკვდავსაყო-
ფად, რომელთაც ეკლესიისთვის უხვი შემოწირულობები ჯერ
კიდევ იმ დროს გაიღეს, როცა მაუნთჯაჯი ფეშენებელურ ადგი-
ლად მიიჩნეოდა. უაიტლო. სტოვერი. ლეგეტი. ინგლისური გვა-
რების წარმომადგენლები გერმანულ ოლქში, რომლებმაც ამ-
ქვეყნად ეკლესიის მნათეებად და სამრევლოს საბჭოს წევრე-
ბად 30 წელი იმსახურეს და იმქვეყნად გადავიდნენ, რათა იქაც
თავისი წარუშლელი კვალი დაეტოვებინათ. მოხუცმა ფრედ
სფრინგერმაც შეიტანა თავისი წვლილი, მაგრამ მისი წასვლის
დროს ფანჯრებს შორის სივრცე უკვე შევსებული აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილი მოკრძალებულია და
პატარძალიც ოჰაიოს მკვიდრი მუშის ქალიშვილია, გამვლელ-

346
მკითხველთა ლიგა

თათვის, ოცდაორ სექტემბერს, დაახლოებით ოთხ საათზე, ეკ-


ლესიის მოყვითალო-მოწითალო კარიბჭესთან შეკრებილი
ხალხის ეს ჯგუფი მაინც თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ვინც ამ კვირადღეს, „მინითმართის“ ან კავეულის მაღაზიისკენ
მიმავალმა, მანქანით ამ ადგილს გაუარა, უეჭველად გული დას-
წყდა, რომ დაპატიჟებულთა შორის არ მოხვდა. თხისწვერა ორ-
განისტმა, მკლავზე გადაკიდებული წითელი სამოსით, გვერდი-
თა კარში ჩაყვინთა. პატარა ჭუჭყიანი ტიპი მწვანე კომბინიზონ-
ში, ტროლს რომ წააგავს, ჰარის გამოჩენას ელოდება, ყვავი-
ლების საფასური რომ მიიღოს. დედიკო სფრინგერი აცხადებს,
რომ წესის შესაბამისად, საკურთხეველი ყვავილებით უნდა მო-
ერთოთ და რომ ფრედი ნამდვილად საფლავში გადაბრუნდება,
ახლა რომ ნახოს, ნელი წმინდა იოანეს ეკლესიაში მოტიტვლე-
ბულ საკურთხეველთან ჯვარს როგორ იწერს. თეთრი და ვარ-
დისფერი ქრიზანთემების ორი თაიგული ოცდათვრამეტ--
ნახევარი დოლარი ღირს, ბაჭია ორი ოციანით იხდის. რაღაც
ცუდის ნიშანია ბანკებმა ათიანების ნაცვლად, ოციანების გაცემა
რომ დაიწყეს, მაგრამ ორდოლარიანი კუპიურა ჯერ ისევ არაა
პოპულარული. ეს ხალხი რა ცრუმორწმუნეა. დიდ ქორწილს
არ აპირებდნენ, მაგრამ მაინც რა ძვირი ჯდება. მათ 422-ე გზატ-
კეცილზე, მოტელ „ოთხ სეზონში“ სამი ოთახის აღება მოუხდათ:
ერთი - პატარძლის დედის, მისის ლუბელისთვის; ის პატარა,
დამფრთხალი არსება აღმოჩნდა, რომელიც ისე გამოიყურება,
თითქოს ფიქრობდეს, რომ თუ ღიმილს წამით მაინც მოიშო-
რებს სახიდან, ყველა თავს დააცხრება და ჩანგალს ჩაასობს.
მეორე ოთახი - მელანისთვის, რომელიც მისის ლუბელთან ერ-
თად არკონიდან ავტობუსით ჩამოვიდა და პრუსთვის, რომე-
ლიც თავისი ოთახიდან გამოასახლეს, სადაც მანამდე მელანი
ცხოვრობდა; უფრო ადრე იქიდან მანეკენი გამოაბრძანეს და იქ

347
მკითხველთა ლიგა

ნევადიდან ჩამოსული მიმი მოათავსეს. ბესის და ჯენისს არ უნ-


დოდათ მიმის სახლში მიღება, მაგრამ ჰარიმ იძალა, მიმი ხომ
მისი ერთადერთი დაა და ნელსონის ერთადერთი მამიდა. მე-
სამე ოთახი ბინგენტონელი წყვილისთვის, პრუს ბიძა--
ბიცოლასთვის აიღეს. ისინი მანქანით უნდა ჩამოსულიყვნენ
დღეს, მაგრამ ოთხის ნახევარზე, როცა ჰარიმ თავისი „კორო-
ნით“ დანარჩენებს ეკლესიაში წამოსაყვანად მიაკითხა, წყვილი
სასტუმროში ჯერაც არ ჩანდა. ჰარის თავი უფეთქავს. პრუს დე-
და აღიზიანებს. მისის ლუბელს სახეზე ღიმილი იმდენ ხანს
ჰქონდა, რომ ზედ შეახმა, როგორც რვეულის ფურცლებს შო-
რის მოქცეული ყვავილი. ეს ქალი თითქოს ჰარის თაობას არ
ეკუთვნის, იმ გაზეთს ჰგავს, უჯრას რომ დააკრეს ძირზე და კარ-
გა ხნის შემდეგ, სახლის ძირფესვიანად დალაგებისას გა-
მოიღეს და წაკითხვა სცადეს. პრუს ალბათ მამის გარეგნობა
გამოჰყვა. პრუს დედა სულ იმას ნერვიულობდა, რომ სასტუმ-
როს მიმღებში დატოვებულ, ცოტა არ იყოს გაუგებარ დანაბა-
რებს, მისი დაგვიანებული ძმა და რძალი ვერ გაიგებდნენ და
ბოლოს ამის გამო ატირდა კიდეც. ასე რომ, მისი ღიმილიც
დასველდა და განადგურდა. ჯოზეფ-სთრითზე სამზარეულოში,
სადაც ყველანი ქორწილის შემდეგ წვეულებას კი არ გამართა-
ვენ, არამედ ცოტა ხნით შეიკრიბებიან, მთელი ყუთი მეორეხა-
რისხოვანი შამპანური ელით. ჯენისმა და დედამისმა გადაწყვი-
ტეს, სენდვიჩები გრეის შტულის შვილიშვილთან შეეკვეთათ. ის
კი თავის მეგობარ გოგოსაც წამოიყვანდა, რათა სტუმრების
მომსახურებაში დახმარებოდა, როგორც წესი და რიგია, უნი-
ფორმაში ჩაცმული. გარდა ამისა, მეთერთმეტე ქუჩაზე ტორტიც
შეუკვეთეს ერთ იტალიელს, რომელმაც ასოთხმოცდახუთი ამე-
რიკული დოლარი გადაახდევინა. ეს სრულიად წარმოუდგენე-

348
მკითხველთა ლიგა

ლი თანხა იყო ჰარისთვის. ნელსონის ყოველი გამოჩენა ჰარის


ძალიან ძვირი უჯდება.
ჰარი ერთი წუთით ცარიელი ეკლესიის ამაღლებულ, და-
ღარულ კედელთან ჩერდება, დაფებზე წარწერებს კითხულობს
და ესმის, წვნიანა ხითხითით როგორ ესალმება სამ გადაპრან-
ჭულ ქალბატონს ეკლესიის ერთ-ერთ გვერდითა, თვალსმოფა-
რებულ ოთახში, სადაც საეკლესიო გუნდის წევრები იმოსებიან
და სადაც ახლა მთელი ეს შოუ მზადდება. დიაკვნები შემოწი-
რულობებს ითვლიან და ზიარებისთვის საჭირო ღვინოს მალა-
ვენ, რომ მედავითნეებმა არ დალიონ. მეჯვარე ბილი ფოსნაჰ-
ტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ახლა ტაფტის უნივერსიტეტშია,
ასე რომ, მათი მეგობარი ლეიდ-ბექიდან, სახელად წვრილი
დგას ახლა პიჯაკის გულის ჯიბეში მიხაკგარჭობილი და იცდის,
რომ ნეფე საკურთხევლამდე მიაცილოს. ჰარი დისკომფორტს
გრძნობს ამ ახალგაზრდა კაცის ირიბი, მიშტერებული მზერის
გამო და გარეთ გადის, ეკლესიის კართან დგება. კარის
ჟანგისფერ-წითელი საღებავი სექტემბრის მზეში სითბოს გა-
მოსცემს და რატომღაც, ჰარის იმ დროს ახსენებს, როცა ტეხას-
ში ერთ ზამთრის დღეს ყაზარმასთან, ახალთახალ მოყავის-
ფრო ფორმაში იდგა და ქარს ეფარებოდა, იმ ქარს, რომელიც
უზარმაზარი თხელი ციდან მოტიტვლებულ მიწაზე შეუჩერებ-
ლად უბერავდა. ეს ქარი ისეთივე დაუოკებელი იყო, როგორც
იმ ჯარისკაცის სახლის მონატრებით გამოწვეული გმინვა, რო-
მელსაც მანამდე პენსილვანია არასდროს დაუტოვებია.
აქ, სიმშვიდის სავანეში, სუფთა ჰაერზე მდგომი ჰარი დატ-
ყვევებულია, ის უნდა მიესალმოს სტუმრებს, რომლებმაც ერ-
თბაშად დაიწყეს მოსვლა. დედიკო სფრინგერის დიდებული, მუ-
ქი ლურჯი „კრაისლერის“ საბურავები ტროტუარზე ხახუნით
ჩერდება და სამი მოხუცი ქალბატონი ცდილობს, კარის სახე-

349
მკითხველთა ლიგა

ლურს ხელი ჩაავლოს, რომ გადმოსვლა შეძლოს. რეის


შტულს ნახევრად გამჭვირვალე მეჭეჭი აქვს ნიკაპის ცენტრში.
პრანჭია მოხუცს არ დავიწყებია, როგორ გამოიჩინოს ლოყებზე
ორმოები.
- ნიძლავს დავდებ, რომ ბესის გარდა მე ერთადერთი ადა-
მიანი ვარ, ვინც თქვენს ქორწილშიც იყო. - ეუბნება ის ჰარის
ეკლესიის შესასვლელში.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ მე თვითონ იქ ვიყავი. - ამ-
ბობს ჰარი. - როგორ ვიქცეოდი?
- ძალიან ღირსეულად. ჯენისს ძალიან მაღალი ქმარი
ჰყავს, ყველანი ამას გავიძახოდით.
- სრულიად არ შეცვლილა, - ამატებს ემი გერინჯერი, ყვე-
ლაზე უფრო მიწიერი ამ სამ ქალბატონს შორის. სახე რუსული
სალათის ფერების მაკიაჟით გამოუცოცხლებია. ის თითით
ჩხვლეტს ჰარის მუცელზე და ხუმრობს, - რაღაც მიუმატებია კი-
დეც.
- ვცდილობ, მოვიშორო, - ჰარი ისე ამბობს, თითქოს ემის
წინაშე ანგარიშვალდებული იყოს. - თითქმის ყოველ ღამე დავ-
რბივარ. არა, ბესი?
- ჰო, მართალია. მაგრამ ეს მაშინებს, - ამბობს ბესი, - იმის
შემდეგ, რაც ფრედს დაემართა. მას კი ერთი უნციაც არ ჰქონდა
ზედმეტი.
- ნუ ნერვიულობ, ჰარი, - ამბობს სინდის უკან კიბეებზე
ამომავალი ვებ მერქეთი. - ამბობენ, სირბილმა შეიძლება ნაწ-
ლავების კედლები დააზიანოს. მთელი სისხლი ხომ ფილტვე-
ბისკენ მიდის.
- ჰეი, ვებ, - ამბობს აღელვებული ჰარი. - ჩემს სიდედრს
ხომ იცნობ?

350
მკითხველთა ლიგა

- სასიამოვნოა. - ამბობს ვები და იქ მყოფთ თავის თავსა


და სინდის აცნობს. სინდი შავ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილა
და ახალგაზრდა მომნუსხველ ქვრივს ჰგავს. ღმერთო, ნეტა
მართლა ქვრივი იყოს. ქალს თმა საშრობით აქვს აფუებული და
სველ წავს აღარ ჰგავს, ჰარის რომ მოსწონს. კაბის ზედა ნაწი-
ლი ერთად აქვს თავმოყრილი და ღრმა ჭრილის ყველაზე ქვე-
და წერტილზე კრაზანას ფორმის გულსაბნევით დამაგრებული.
ბესის მეგობრები გალანტურ ვებს ისეთი აღტაცებით შესცქერი-
ან, რომ ჰარი იძულებულია მათ შეახსენოს: - შიგნით შებრძან-
დით, იქ ერთი ახალგაზრდა თქვენს ადგილამდე მიგაცილებთ.
- მე მინდა წინ დავჯდე, - ამბობს ემი გერინგერი, - ის ახალ-
გაზრდა მღვდელი, ვის შესახებაც ბესი გაუჩერებლად აღ-
ფრთოვანებით ლაპარაკობს, კარგად რომ დავინახო.
- ვშიშობ, დღეს გოლფის თამაშს ვეღარ შევძლებთ, - ბო-
დიშს უხდის ჰარი ვებს.
- ოჰ - ამბობს სინდი, - ვებმა უკვე აიღო თავისი თვრამეტი,
ცხრის ნახევარზე უკვე იქ იყო.
- ვინ შემცვალა? - ეჭვიანად კითხულობს ჰარი და ცდი-
ლობს, სინდის გარუჯულ მკერდზე თვალები დიდხანს არ შეაჩე-
როს. მკერდის ზედა ნაწილი ყველაზე უფრო მიმზიდველია, ძუ-
ძუსთავები კი შეიძლება საშინელიც აღმოაჩნდეს. გულსაბნევის
ოდნავ ზევით თეთრი ლაქა ჩანს, რომელიც ჩვეულებრივ ბიუს-
ჰალტერით დაფარულია ხოლმე. პატარა ჯვარი უფრო მაღლა,
ვნების აღმძვრელ ჩაღრმავებასთან ჰკიდია. ოჰ, ნამდვილი
ღვთის საჩუქარია.
- ის ახალგაზრდა ასისტენტ-პროფესორი იყო ჩვენთან ერ-
თად. - აღიარებს ვები. - სამოცდაცამეტი ავიღეთ, წარმოგიდგე-
ნია, ჰარი, სამოცდაცამეტი. მეთხუთმეტე ფოსოში ჩაგდებით. ასე
შორს ისვრის.

351
მკითხველთა ლიგა

ჰარის საშინლად სწყინს, მაგრამ ახლა ფოსნაჰტებს უნდა


მიესალმოს, რომლებიც უახლოვდებიან. ჯენისს არ უნდოდა მა-
თი დაპატიჟება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს,
ჰარისონები არ მოეწვიათ, ცოტა ხალხის მოპატიჟებას აპირებ-
დნენ, მაგრამ რადგან ნელსონს უნდოდა ბილი ყოფილიყო მი-
სი მეჯვარე, ჰარი მიხვდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
პეგიმ ყველაფერი აპატია; ქალს, რომელიც შენ წინ ოდესღაც
გაშიშვლდა, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული აურა აქვს,
რამდენად ცუდადაც უნდა დასრულდეს საბოლოოდ ის ისტო-
რია. დიდი ამბავი, ეს ხომ ქორწილია, თავს იმართლებს ჰარი,
იხრება და პეგის დიდი, მშიერი ტუჩების მისთვის ნაცნობ ერთ
კუთხეში კოცნის. ხედავს, რომ ამით პეგი საოცრად შეცბუნებუ-
ლია. ჰარის მისი სახე ახლა უფრო ფართო ეჩვენება, ვიდრე მის
მეხსიერებასაა შემორჩენილი. ამ კოცნით გაოგნებული პეგის
თვალები ჰარიზე ჩერდება, მაგრამ რადგან ის ცალ თვალს
აელმებს, ჰარიმ, როგორც მაშინ, ახლაც არ იცის, რომელს შე-
ხედოს, რომ მისი გრძნობები ამოიკითხოს.
ოლი ჰარის ხელს ართმევს - ჰარი გრძნობს მის სუსტ, და-
ძარღვულ ხელს. ის ძუნწი, ხელმოცარული პატარა ადამიანია,
გამოშვერილი ყურებითა და ჭუჭყიანი ჩალასავით თმით. ჰარი
ხელს ოდნავ უჭერს და ოლის თითების ტკაცუნი ესმის.
- როგორ არის მუსიკის ბიზნესი, ოლი? ისევ საყვირზე უკ-
რავ? - ოლი მუსიკოსთა იმ ტიპს განეკუთვნება - და ასეთებით
სავსეა ბრუერი - რომლებსაც ნებისმიერი მელოდიის დაკვრა
შეუძლიათ, მაგრამ ვერასოდეს ახერხებენ ამ საქმიდან ფულის
გამოდნობას. ის იმ სამუსიკო მაღაზიაში მუშაობს, ადრე „სიმი
და ფირფიტები“ რომ ერქვა და ახლა სახელი რომ შეუცვალეს
და „აუდიო ჩანაწერების ერთგული“ დაარქვეს. ის მდებარეობს

352
მკითხველთა ლიგა

უაიზერ-სთრითზე, ძველ ბაღდადთან, სადაც უფროსების ფილ-


მებს უჩვენებენ.
- ახლა სინთეზატორზეა, ჯგუფში - „ბილის მეგობრები“. -
ამბობს პეგი, თითქოს კოცნის შემდეგ თავს იცავსო.
- ასე გააგრძელე ოლი. ოთხმოციანების ელტონ ჯონი გახ-
დები. სერიოზულად, ისე, როგორ ხართ? მე და ჯენი სულ ვაპი-
რებთ ჩვენთან მოგიპატიჟოთ.
ჯენისი უმალ მოკვდება, ვიდრე ამათ უმასპინძლებს. სასა-
ცილოა, ჯენისმა ვერაფრით დაივიწყა ეს უწყინარი, საცოდავი
რომანი, არადა, ჰარიმ აპატია მას ჩარლისთან, მის საუკეთესო
მეგობართან ღალატი.
და აი, ჩარლიც.
- მობრძანდი ფირმების შერწყმის ცერემონიაზე, - ხუმრობს
ჰარი.
ჩარლი თავისთვის იცინის და იშმუშნება. მან იცის, რომ ამ
ქორწილით დრო მის წინააღმდეგ ამუშავდა, მაგრამ ჩარლიში
არის რესურსი, დაცვითი ფილოსოფია და ამიტომ პანიკას არ
ეძლევა.
- ნახე პატარძლის მეჯვარე? - ეკითხება ჰარი, მელანის გუ-
ლისხმობს.
- არა ჯერ.
- წუხელ სამივე ბრუერში იყვნენ და ნელსონის მიხედვით
თუ ვიმსჯელებთ, უღმერთოდ გამოთვრნენ. როგორ მოგწონს
ასეთი ქცევა საკუთარი ქორწილის წინა ღამეს?
ჩარლი იძულებულია ჰარის აგრძნობინოს, რომ ეს მის-
თვისაც დაუჯერებელია და ამის ნიშნად თავს ნელა აქეთ-იქით
აქნევს. მაგრამ ეს პატივისცემის გამომხატველი ჟესტი
მოულოდნელად გააწყვეტინეს. მას ღია მწვანე ფერის ფაშფაშა
კოსტიუმში გამოწყობილი მიმი უკნიდან ეპარება და მკერდზე

353
მკითხველთა ლიგა

მჭიდროდ ხვევს ხელებს. ჩარლის შიშისა და იმაზე ფიქრისგან,


თუ ვინ შეიძლება ეს იყოს, სახე ეძაბება. მიმი სახით ისე
ძლიერად ეკრობა ზურგზე, ჰარი შიშობს, რომ მიმის მთელი მა-
კიაჟი ჩარლის კუბოკრულ კოსტიუმზე დარჩება. მიმი ახლა
დღის რა მონაკვეთიც უნდა იყოს, შოუს გოგონასავით მკვეთრი
მაკიაჟით დადის, ყოველი ფერი, ყოველი კულული ისე აქვს,
როგორც წარმოუდგენია, რომ უნდა იყოს. მაგრამ მთელი
მსოფლიოს საღებავიც კი, კანს ელასტიკურობას ვერ დაუბრუ-
ნებს; თვალების ფანქრით დახატვა, რა თქმა უნდა, დანაშაული
არ არის, მაგრამ ეს ნორჩ გოგონებს უხდებათ, დისკოზე რომ
დახტიან, ხოლო ორმოცი წლის ფანქრით თვალშეღებილი ქა-
ლი ვულგარულად გამოიყურება და გარშემო მყოფთ აფ-
რთხობს კიდეც. მიმის ახლაც ისე აქვს თვალები დახატული,
თითქოს ლასო ჩამოაცვესო. ჩარლიზე ჩამოკიდებული მიმი იღ-
რიჯება და ისე ეჭიდავება, თითქოს თერთმეტი წლის მუხლგა-
დაყვლეფილი ბავშვი იყოს.
- ღმერთო ჩემო, - ბუზღუნებს ჩარლი და მკერდზე შემოჭ-
დობილ ხელებს დაჰყურებს - გრძელი, კალიის მსგავსი ხელე-
ბი, იასამნისფერი ფრჩხილები... ვერაფრით ხვდება, ნაცნობ
ქალთაგან ვინ შეიძლება იყოს.
- გეყოფა მიმი, - სთხოვს მიმის აცუნდრუკებით დარცხვენი-
ლი და ჩარლის მდგომარეობით შეშფოთებული ჰარი.
მიმი ხელს არ უშვებს. მისი შეღებილი, გრძელცხვირიანი
სახე დეფორმირდება, როცა უფრო ძლიერად უჭერს ჩარლის
ხელებს.
- დაგიჭირე? - ამბობს ის. - ქალთა გულთამპყრობელო
ბერძენო. იძებნება მცირეწლოვნის შტატის საზღვრის იქით გა-
დაყვანასა და ნახმარ მანქანასთან დაკავშირებით ფაქტების და-
მახინჯების გამო. ჰარი, ბორკილები დაადე.

354
მკითხველთა ლიგა

ამის ნაცვლად, ჰარი მიმის მაჯებზე ჰკიდებს ხელს და იქ


სამაჯურებს აწყდება. ჰმ, მის ძვლებზე წამოცმული ეს ათასობით
დოლარის ღირებულების ოქრო არ უნდა გაღუნოს. ხელებს ხე-
ლებზე ჰკიდებს და ჩარლის რომ მოაშოროს, თავისი ტანით აწ-
ვება. ამ დროს ჩარლი უფრო და უფრო იღუშება და მერე სწორ-
დება, რათა თავისი მსხვრევადი გული დაიცვას. მიმი დაკუნთუ-
ლია, ძლიერი. ყოველთვის ასეთი იყო. როგორც კი ჰარი ხე-
ლებს აშვებინებს და საბრალო ჩარლის ათავისუფლებს, მიმი
თავის მოწესრიგებას იწყებს: თმის ყოველ ღერსა და კაბის ნა-
ოჭს თავის ადგილს უჩენს.
- გეგონა მაქცია დაგესხა თავს, არა ჩარლი? - ოხუნჯობს
ის.
- მეორადი მოხმარების, - ჩარლი პიჯაკის სახელოებს ის-
წორებს, რომ წარმოსადეგი შეხედულება აღიდგინოს. - აღარა-
ვინ აღარ ეძახის ნახმარ მანქანებს.
- ჩვენ, იქ, დასავლეთში, ნაგავს ვეძახით.
- ჩუ. - სთხოვს ჰარი. - შეიძლება შიგნით გაიგონონ. სადა-
ცაა ცერემონია დაიწყება. - ჩარლისთან ბრძოლით და
მოულოდნელად ძმის წესრიგის დამცველად გადაქცევით გახა-
ლისებული მიმი ახლა ჰარის ხვევს ხელს და თავისკენ
ძლიერად იზიდავს. მიმის გამოსასვლელი ტანსაცმლის ჟაბო
და ნაოჭები შრიალებს, როცა ჰარის მკერდზე ედება, - თავნება
მუდამ თავნებად დარჩება. - ყურში ეუბნება ჰარის მიმი.
ამასობაში ჩარლი ეკლესიაში შესრიალდა. დახუჭული ქუ-
თუთოები მზის შუქზე მიმის ისე უბრწყინავს, როგორც გაპოხი-
ლი მანქანების შეჯახებისგან დატოვებული წებოვანი ლაქა
გზატკეცილზე. ჰარი ხშირად ხედავს გზიდან გადახვევის მიმა-
ნიშნებელ რეზინის მუქ კვალს, დაზიანებული მეტალისგან და-
ტოვებულ ორმოებს, რომლებიც იმ ადგილებს აღნიშნავენ, სა-

355
მკითხველთა ლიგა

დაც მავანს მოულოდნელად რაღაც წარმოუდგენელი შეემ-


თხვა. მიუხედავად ამისა, საგზაო მოძრაობა არასოდეს წყდება.
„დამიჭირე ჰარი“, გაჰყვიროდა ხოლმე მიმი. პატარა მიმი თავის
კაპიუშონში ჰარის მუხლებს შორის იყო მოქცეული, მათი ციგა
ჯეკსონ-როუდის ბოლოში მოყრილ ფერფლზე რომ გაჩერდა,
მათ თვალწინ ნარინჯისფერმა ნაპერწკლებმა ჩაუფრინეს. რამ-
დენიმე წლის წინ ამ ადგილას ბავშვი დაიღუპა, რძის სატვირთო
მანქანას შეასკდა ციგით და ეს ყველა ბავშვმა იცოდა: მათ ყო-
ველ დიდთოვლობას იმ ბავშვის უსიცოცხლო სახე შემოსცქე-
როდა. ჰარი ახლა ამჩნევს, რომ მიმის ქუთუთოები უბრჭყვი-
ნავს, ისე, როგორც ბოლჯერების უკანა ეზოში ვაზის დიდ, მოწ-
ყენილ ფოთლებზე ერთად შეკრებილი იაპონური ხოჭოების
ზურგები ბრჭყვინავდა. იმასაც ამჩნევს, რომ მიმის საყურის სიმ-
ძიმისგან ყურის ბიბილო დაგრძელებია და იმასაც, როგორ ირ-
ხევა მისი ფაშფაშა კაბა ქოშინისგან - მიმი ანცობს და ძლივს
სუნთქავს. ეს ქალი თავისი ცოდვიანი ცხოვრებით და ღამეული
სეირნობებით ნელ-ნელა იღუპება და ახლა საცოდავ პათეტი-
კურ დედაბერს ჰგავს; ჰარი მასში ისეთ ქალს ხედავს, რომელ-
ზეც ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმეს ჰყვარებია, დედისგან
გამოყოლილი სახის მოყვანილობაღა შველის. ჰარი ყოყმა-
ნობს, არ იცის, ეკლესიაში შევიდეს თუ არა. ეკლესიიდან ქალა-
ქი იშლება, მთელი ამ სახურავებით და სახლებით, თითქოს კი-
ბის ფართო ბაქანი იყოს - ხარახურა, სადაც უკვე ამდენი ამერი-
კელი მოკვდა.
ჰარის ესმის, როგორ იღება გვერდითა კარი. იქიდან ორ-
განისტი გამოდის და ეკლესიის კუთხეს თვალს ავლებს. ჰარი
ფიქრობს, რომ შესაძლოა ჯენისს მისი დახმარება სჭირდება.
მაგრამ ამ დროს ეკლესიიდან ნელსონი გამოდის. კრემისფერ
საქორწინო, ვიწროწელიან და განიერკალთებიან კოსტიუმში

356
მკითხველთა ლიგა

ისე გამოიყურება, თითქოს ეს ტანსაცმელი დიდი აქვსო. ეეს,


შეიძლება იმიტომ, რომ ფართოტოტებიანი შარვალი თითქმის
მთლიანად უფარავს ფეხსაცმლის ქუსლებს. სამასი დოლარი,
და კიდევ სადმე ჩაიცვამს?
ახლაც, როგორც ყოველთვის, როცა თავის ვაჟს
მოულოდნელად ხედავს, ჰარის სირცხვილის გრძნობა ეუფლე-
ბა. ზედა ტუჩს სწევს დასაძახებლად, უნდა გააგებინოს, რომ
იქაა, მაგრამ ბიჭი მისკენ არ იყურება. ნელსონი ჰაერს ცხვირით
ღრმად ისუნთქავს, თვალს ავლებს ბალახს, მაუნთჯაჯზე შეფე-
ნილ სახლებს, მერე მეორე მხარეს იყურება, ცაში, მთის წვერ-
ზე. ჰარის სურვილი უჩნდება, შვილს გასძახოს „გაიქეცი“, მაგ-
რამ პირიდან ხმა არ ამოსდის, პირის გაღებისას მხოლოდ მი-
მის სუნამოს სურნელს შეიგრძნობს გაცილებით მძაფრად. ბიჭი
ვერ ამჩნევს, რომ დაინახეს, შიგნით შედის და ჩუმად ხურავს
კარს.
ოდნავ შეღებული მოწითალო-ჟანგისფერი კარის იქით,
საყოველთაო დუმილში ეკლესიის მსახურები იკრიბებიან და მა-
რადიული რიტუალის შესასრულებლად ემზადებიან. და მაშინ
სამყარო ორად გაიყოფა: ერთი მხრივ ხალხის იმ მცირე ჯგუ-
ფად, ვინც კვირა დღის ატმოსფერომ ერთად შეჰყარა და
მეორე მხრივ, იმ ხალხმრავალ ჯგუფად, რომელიც ბედნიერად
გამოჭიმულა აქ, სადაც იღბლიან შაბათსაც კი, მთელი კვირის
ყოველდღიური რუტინა თამაშს აგრძელებს. ბაჭია ბავშვობიდან
ვერ იტანს ცერემონიებს. ის მიმის ხელს მკლავში კიდებს, რომ
შიგნით შეიყვანოს და ზუსტად ამ დროს მიმის ლაკით გაფშეკი-
ლი თმის იქით ძველ, ჭუჭყიან ფორდ „უნივერსალს“ ხედავს, სა-
ხურავზე უხეში მწვანე ფიცრებით გამაგრებული ქრომირებული
საბარგული ადგას და მიღოღავს. ჰარი მგზავრების დანახვას
ვერ ასწრებს, მხოლოდ სქელ, გაბრაზებულ სახეს ავლებს

357
მკითხველთა ლიგა

თვალს, ეს სახე უკანა ფანჯრიდან იყურება. ქალის მსუქანი, მა-


მაკაცური სახეა.
- რა მოხდა? - ეკითხება შეცბუნებული მიმი.
- რა ვიცი. არაფერი.
- ისეთი სახე გაქვს, თითქოს მოჩვენება დაინახე.
- ბიჭზე ვნერვიულობ. შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
- მე, მამიდა მიმი? ჩემი აზრით, ყველაფერი რიგზეა. ბიჭუ-
ნა თავის ხელში აიღებს ყველაფერს.
- მერე ეს კარგია?
- რაღაც დროით. არ უნდა ჩაერიო, ჰარი. ბიჭს თავისი
ცხოვრება აქვს, შენ - შენი.
- მეც ამას ვეუბნები საკუთარ თავს. ისეთი გრძნობა მაქვს,
თითქოს რაღაც დიდი დაბრკოლება ვერ გადავლახე.
ეკლესიაში შედიან. შორს, წინა რიგებში თავების საწყალი,
პატარა კოლექცია იშლება. საიდუმლოებით მოცული, ვიწროთ-
ვალებიანი გამხდარი კაცი, თითქოს პროფესიონალი გამცილე-
ბელიაო, მიმის წინ თავდაჯერებულად მიუძღვის და მეორე რი-
გამდე მიჰყავს. შემდეგ თავაზიანი და თავშეკავებული ჟესტით,
ისე, რომ სხვები არ შეაწუხოს, ჰარის პირველ რიგში ჯენისის
გვერდით, თავისუფალ ადგილზე უთითებს. ჯენისს მეორე მხა-
რეს პატარძლის დედა უზის. მისის ლუბელს სახე გაფითრებია.
თავისი ქალიშვილის მსგავსად, ისიც ჟღალთმიანია, მაგრამ
ხშირი ბანვისგან მისი თმისგან უფერო პატარა კულულებიღაა
დარჩენილი. მას ვერასოდეს ექნებოდა პრუს სიმაღლე და აღ-
ნაგობა. „დამლაგებელს ჰგავს“, ფიქრობს თავისდაუნებურად
ჰარი. მისის ლუბელი ჰარის უღიმის, მშრალი, მაგრამ უცნაურად
სრულქმნილი ღიმილით, ისეთით, ძველი შავ-თეთრი ფილმე-
ბის ეკრანებიდან რომ გამოკრთოდა, მოჩვენებითად თავმდაბ-
ლური და საკუთარ თავში დარწმუნებული. მისი ღიმილი უნაკ-

358
მკითხველთა ლიგა

ლო და სუფთა მელოდიას ჰგავს და მისის ლუბელს ახალგაზ-


რდობაში სჯეროდა, რომ სწორედ ეს ღიმილი აიყვანდა იმაზე
გაცილებით უფრო მაღალ სიმაღლეებზე, ვიდრე ის საბოლო-
ოდ აღმოჩნდა. ჯენისმა თავი გადასწია, რომ უკანა რიგში
მჯდომ დედას რაღაც ჩასჩურჩულოს. მიმი იმ რიგში მოხვდა,
სადაც დედიკო სფრინგერი და მისი მეგობრები სხედან. სტავ-
როსი კი მესამე რიგშია მერქეთებთან ერთად, თუ მოჰბეზრდე-
ბა, სინდის კაბის ჭრილს მაინც შეხედავს, შესაძლებლობა მიეცა,
ამდენ ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმების ყურების ნაც-
ვლად, მდიდარი პროვინციელი ქალის მკერდით დატკბეს. ეს
მოუქნელი ფოსნაჰტები კი თითქოსდა განგებ, გასასვლელში
დასვეს, ან თვითონ დასხდნენ იქ. ეს ადგილები კი პატარძლის
სანათესავოსთვისაა გათვლილი, თუ ბევრნი მოგროვდებიან, იმ
მხარეს მთლიანად შეავსებენ. ფოსნაჰტები ერთმანეთში ჩურჩუ-
ლით ჩხუბობენ: პეგი საშინლად სისინებს, ხოლო ოლი კუშტად
წინ იყურება და ბუზღუნით პასუხობს. ორგანისტი კლავიშებს თი-
თებს ზევით-ქვევით აყოლებს, რომელიღაც ფუგას უკრავს, სა-
ზოგადოებას ერთი-ორი ჩახველების და ფეხის ფეხზე გადადე-
ბის საშუალებას აძლევს. მშვიდი მელოდიის დაკვრისას, ორღა-
ნისტის პატარა, წითელი თხის წვერი სულ ოდნავაა დაშორებუ-
ლი კლავიატურას. კლავიშებზე ხელის დარტყმის მანერა და
კლავიატურაზე ხელის სხვა მოძრაობები ჰარის იმ ძველ ტექ-
სტის ამკრეფ მანქანას ახსენებს, რომელზეც ის მუშაობდა -
აგონდება, როგორ გამოხტებოდა ხოლმე ცხელი რკინის ნაჭე-
რი, კლავიშების დარტყმით გამოსატოვებელ ადგილებს რომ
არეგულირებდა. ახლა კი კომპიუტერიდან კეთდება ყველაფე-
რი. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, ერთ-ერთი თაღოვანი
კედლის დიდი პანელი, საშინელებათა ფილმების საიდუმლო
კარს რომ ჰგავს, იღება და იქიდან, შავი მანტიით და თეთრი

359
მკითხველთა ლიგა

სტიქარით, არჩი კემპბელი გამოდის, ღიმილისას არაჯანმრთე-


ლი კბილები მოუჩანს, თითქოს დამსწრე საზოგადოებას ეკით-
ხება:
- რა? მე ვნერვიულობ?
კემპბელს უკან თავჩაქინდრული ნელსონი მოჰყვება, არა-
ვის უყურებს. სლიმი, სკამებს შორის კატასავით მსუბუქად მის-
რიალებს, რომ ნელსონის გვერდით დაიკავოს ადგილი. თავი-
სუფალ დროს ალბათ ქურდობს. ის ნელსონზე კარგი ხუთი ინ-
ჩით მაღალია. ორივეს თმა მოკლედ, პანკივით აქვს შეჭრილი.
კეფასთან, ჰარისთვის კარგად ნაცნობი ნელსონის კულულების
დანახვისას, ჰარის პირი უშრება, თითქოს რაღაც ყელში გაეჩ-
ხირაო. პეგის ბუზღუნი წყდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში
ორღანი ჩუმადაა. წვნიანა პუტკუნა ხელების მაღლა აწევით,
ყველას წამოდგომას სთხოვს. ამ შარიშურში მელანი ოთახის
მეორე მხრიდან, საკურთხევლის გასწვრივ პრუს წინ მოუძღვის.
ფეხმძიმობა, ეს საიდუმლო, რომელიც ყველამ იცის, ისედაც
ლამაზ პრუს მიმზიდველობას მატებს. მას კოჭებამდე იმ ფერის
კრეპის კაბა აცვია, დედიკო სფრინგერი შვრიის ფერს რომ ეძა-
ხის, ხოლო ჯენისი და მელანი კი შამპანურის ფერს. კაბას ყა-
ვისფერი ქამარი მოჰყვა, მაგრამ რადგან მისი შეკვრა ძალიან
მაღლა მოუწევდათ, გადაწყვიტეს, საერთოდ არ გაეკეთებინათ.
პატარძალს თავზე, სავარაუდოდ მელანის გაკეთებული, უკვე
ოდნავ შემჭკნარი მინდვრის ყვავილების პატარა თაიგულის
გვირგვინი ადგას და არა უხილავი დიდების გამომხატველი
შლეიფი ან ფატა. პრუს თავი დახრილი აქვს და ტუჩები მოკუმუ-
ლი, მოსტაფილოსფრო თმა უკან გადავარცხნილი და ყურებზე
გადაწეული. ეს ვარცხნილობა მის ნაზ ბიბილოებს აშიშვლებს
და პაწაწინა ოქროს საყურეებს აჩენს. ჰარის შეუძლია ხელის
გაწვდენით შეაჩეროს ის, როცა გოგო გვერდზე ჩაუვლის, მაგ-

360
მკითხველთა ლიგა

რამ პრუ მას არ უყურებს. მელანი მხიარულ მზერას ავლებს უფ-


როსი თაობის წარმომადგენლებს. პრუს ხელში თეთრი ყვავი-
ლების პატარა თაიგული უჭირავს და თითები უკანკალებს. ახ-
ლა, როცა პასტორის პირისპირაა, პრუ, რომელიც მუცლით
ბავშვს ატარებს, არამიწიერად სერიოზული და საკუთარ თავში
დარწმუნებული ჩანს. წვნიანა მათ მიმართავს სიტყვებით -
„ძვირფასო მიჯნურნო“. მისი ხმა საზარლად და მჭახედ გაისმის,
თითქოს ჭიდან ამოდისო. ჰარიმ ეს ჯერ კიდევ სახლში შეამჩნია,
მაგრამ აქ, თითქმის ცარიელ ეკლესიაში, კაკლის ხის სახელუ-
რების, მემორიალური დაფების, მაღალი თაღოვანი ბოძების,
მაღალი ცენტრალური ფანჯრის ქვეშ, ნათელ ფერებში ჩაცმუ-
ლი ქრისტეს მოწაფეებისა და ქრისტეს ზეცად ამაღლების გა-
მოსახულებების ფონზე, წვნიანას ტემბრი ღრმავდება და ჰარის-
თვის აქამდე შეუმჩნეველი სევდა ერევა. ეს ხმა იქ მყოფთ ერთ
მრევლად აერთიანებს და შიშს, რომ ეს ცერემონია მხოლოდ
ფარსია, ახშობს. შეგიძლიათ რამდენიც გინდათ, იმდენი იცი-
ნოთ პასტორებზე, მაგრამ ისინი იმ სიტყვებს ფლობენ, რისი
მოსმენაც ჩვენ გვწადია, უკვე იმ ქვეყნად წასულთა მიერ წარ-
მოთქმულ სიტყვებს. „ქმრისა და ცოლის კავშირი“, - ამბობს
წვნიანა ორგანის დიდებული ჟღერადობის შესაბამისი ხმით,
„ღვთის მიერ შექმნილია, რომ მათ ჰქონდეთ საერთო სიხარუ-
ლი“, - შემდეგ მარცვლებს უკვე დაღმავალი ინტონაციით აგ-
რძელებს, თითქოს დაფარული მტვრის ფენებიაო: „კეთილ-
დღეობა, უბედურება, გამრავლდნენ და ერთად აღზარდონ თა-
ვიანთი მონაგარი“. წვნიანა ფრაზებს შორის თვალებს ხუჭავს.
მხოლოდ ესაა მისი ნაკლი. ჰარის უკნიდან ჩუმი ოხვრა ესმის,
დედიკო სფრინგერი ამდენ ხანს ფეხზე დგომით დაიღალა. ჯე-
ნისის მეორე მხარეს, მისის ლუბელი ერთი შეხედვით, არცთუ
ისე სუფთა ცხვირსახოცს იღებს ჩანთიდან და სახეზე იდებს. ჯე-

361
მკითხველთა ლიგა

ნისი იღიმება. მისი ტუჩის ქვედა კუთხიდან სიშავე მოჩანს. თავზე


ამ პატარა, ყვავილის მსგავსი თეთრი ქუდით პოლინეზიელს
წააგავს.
წვნიანას ხმა უკიდურეს ნივნივებში ზარივით ისმის: „თუ ვინ-
მემ იცის მიზეზი, რის გამოც ჯვრისწერა ვერ ჩაითვლება კანო-
ნიერად, ახლა თქვას, ან შემდგომში აღარ დაარღვიოს მშვი-
დობა“.
მშვიდობა. სკამმა გაიჭრაჭუნა. ეს წყვილია ბირმინგემიდან.
მკვდარი ფრედ სფრინგერი. რუთი. ბაჭია ებრძვის დაყვირების
გიჟურ სურვილს. ჰარი გრძნობს, რომ ყელის ჩაწმენდა სჭირ-
დება.
ახლა წვნიანა უკვე უშუალოდ ნეფე-პატარძალს მიმარ-
თავს. ნელსონი გვერდზეა გადახრილი, თვალის გუგები ჩამუ-
ქებია, პიჯაკის საღილეში გაჩრილი მიხაკი მოღრეცია. ნელსო-
ნი ცენტრისკენ, პრუსკენ მიდის. ორივენი ერთი სიმაღლის არი-
ან. ნელსონს კისერი ძალიან თხელი და მოშიშვლებული აქვს,
ცოტა ზევით კი კულულები აყრია.
ჯერ პრუს დაუსვეს შეკითხვა და ის ძალიან წვრილი ხმით
ეთანხმება.
ახლა ნელსონს ეკითხებიან და მამამისის დაუძლეველი
სურვილი, დაიყვიროს და ავბედითი ჯამბაზის როლი გაითამა-
შოს, ახლა უკვე სხვა რამით იცვლება, ცხვირში რაღაც უღიტი-
ნებს, ორ პატარა ნესტოში თითქოს რაღაც იბერებაო.
ქალი... ცოლი... შეთანხმება... გიყვარდეს ის... პატივი ეცი
და დაიცავი ის... ავადმყოფობა... ჯანმრთელობა... დატოვე სხვა
ყველა... ვიდრე სიკვდილი არ დაგაშორებთ.
ნელსონი წვნიანაზე ხმადაბლა და პრუზე ხმამაღლა თან-
ხმობას აცხადებს.

362
მკითხველთა ლიგა

ჰარისთვის თვალების საცრემლე არხების წვა და ყელის


სიღრმეში ღიტინი აუტანელი ხდება.
ამ ქორწინების განწირული, საცოდავი, უმნიშვნელო მოწ-
მეები ჰარის უკან გროვდებიან და ამ ახალი საზარელი რეალო-
ბის გამო ყიჟინას სცემენ; მოულოდნელად განცდილი უხილავი
უზარმაზარი ადამიანური სევდა ნელსონის ზურგთან გროვდება
და კეფას უწვავს ახლა, როცა ის და პრუ მათკენ ზურგშექცევით
მდუმარედ დგანან, ხოლო დანარჩენები კი სქელ, ახალ, წი-
თელ ლოცვანში იჩხრიკებიან და გამოცხადებულ ფსალმუნს სა-
თაურის და ნომრის მიხედვით ეძებენ; წვნიანა ანგელოზის და-
რად სჭექს და მისი ხმა სტუმრების გადმოსროლილ რეპლიკებს
ფარავს: „ცოლი შენი ჰგავს ნაყოფიერ ვაზს“, ბაჭია ქვითინებს,
„ადამიანი, რომელსაც ეშინია ღმერთის...“ ბაჭიას ცრემლები ნი-
აღვარივით მოსდის და რეცხავს სიტყვებს, ფურცელს, რომე-
ლიც თანდათან ნელსონის უტყვი, უსუსური კისერივით თეთ-
რდება და ცარიელდება. ჯენისის თეთრი ქუდიდან თვალები ხა-
ლისიანი გაოცებით უმზერენ. ხოლო მისის ლუბელი თავისი
სევდიანი, დამლაგებელი ქალის ღიმილით თავის ჭუჭყიან
ცხვირსახოცს აწვდის. ჰარი უარის ნიშნად თავს აქნევს - ის ძა-
ლიან დიდია და ეს ნამცეცა ცხვირსახოცი არ ეყოფა; თუმცა,
შემდეგ მაინც იღებს და ცდილობს, ეს დამანგრეველი წყალდი-
დობა შეაჩეროს. თითქოს ცრემლებმა ჯებირები გადმოხეთქე-
სო, ნაკადულივით დაუშრეტლად მოედინება.
- იხილე შვილნი შვილთა შენთა. - ამბობს წამღერებით
წვნიანა თავისი წყნარი ხმით. - მშვიდობა ისრაელს! - ამატებს
შემდეგ.
როცა უკვე ყველაფერი დასრულდა და სააღდგომო,
ქრისტეს ზეცად ამაღლების გამოსახულებიან მაღალ ფანჯა-
რასთან ღვთის სადიდებელი ლოცვა აღევლინა, ახალგაზ-

363
მკითხველთა ლიგა

რდებმა აკანკალებული ხმით ღვთის წინაშე ფიცი დადეს, ერ-


თმანეთს ბეჭდები გაუცვალეს და სავალდებულო კოცნითაც ეამ-
ბორნენ. (საწყალი ნელსონი, ნუთუ არ შეიძლებოდა, კიდევ ერ-
თი ინჩით მაღალი ყოფილიყო?) ახლა, როცა საეკლესიო წე-
სითა და კანონით, და მისტიკურადაც, ჯვარდაწერილები უკვე
მათი სისხლის და ტომის სხეულის პატარა ნაწილები გახდნენ,
გარეთ, ამ ავადმყოფურ ნაშუადღევს, ღრუბლები საღამოს ნი-
ავმა გადმორეკა. ჰარის სახეზე უაზრო ცრემლები გრძელ ლა-
ქებად აშრება. მას მიმი ისევ მშობლიური, დაძმური ჩახუტებით
ეკვრება. ჰარის ახსენდება ყველა ოჯახური უბედურება, რაც კი
მათ იმ დროიდან გამოიარეს, მას რომ მიმის პატარა ხელი ეჭი-
რა და გაურკვეველი მომავალი წყვდიადივით ადგათ თავზე. მი-
სი ერთადერთი მემკვიდრე დაოჯახდა, ალბათ, მიმი ვერც ვე-
რასდროს გაიგებს ოჯახურ ტვირთს. ჰარის მკლავებში დაკლაკ-
ნილი, გამხდარი მიმი შინაბერად დარჩება, მსუბუქი ყოფაქცევის
ქალიც შეიძლება იყოს შინაბერა. რისი გადატანა აღარ მოუხდა
მთელი ამ წლების განმავლობაში მის პატარა დაიკოს, რომე-
ლიც ახლა ჰარის მიბაძვით აქ, გარეთ, ჰაერზე ტირის, სადაც
ცრემლები მალე შრება. ეკლესიიდან გამოსულები მათ დანახ-
ვაზე იღიმებიან, მათი ღიმილი იმ პეპელას ჰგავს, მხოლოდ ერ-
თი დღის სიცოცხლე რომ უწერია. ოჰ, ეს დღე, ეს დღესას-
წაული, რომელიც მათ ერთი ჩვეულებრივი შაბათისგან საკუთა-
რი თავისთვის შექმნეს, ზაფხულის ეს ბოლო დღე. მათი მანქა-
ნების ჯაჭვი ქალაქის დაქანებული ქუჩებით დედიკო სფრინგე-
რის სახლისკენ მიემართება. ღმერთო, საწვავის რა ფუჭი ხარ-
ჯვაა. ჰარი და ჯენისი „კორონაში“ სხედან და ბესის ლურჯ „კრა-
ისლერს“ უკან მიჰყვებიან, იმ შემთხვევაში, თუ მოხუცი ქალბა-
ტონი რაიმეს მიეჯახება, ახლოს რომ იყვნენ. მათ უკან მიმის

364
მკითხველთა ლიგა

მისის ლუბელი მიჰყავს ჯერ ისევ გადაბრეცილფარიანი „მუს-


ტანგით“.
- ასე რამ აგატირა? - ეკითხება ჰარის ჯენისი, რომელმაც
ქუდი მოიხადა და გვერდითა სარკეში წინ ჩამოყრილ თმას ის-
წორებს.
- არ ვიცი. ყველაფერმა. იმან, თუ როგორ გამოიყურებო-
და ზურგიდან ნელი. უკნიდან რომ უყურებ ამ ბავშვების თავებს,
გრძნობ, როგორ გენდობიან ისინი. იმის თქმა მინდა, რომ მათ
მართლა მოეწონათ ეს ყველაფერი, მათ საყურებლად შეგრო-
ვილი ეს პატარა, უტყვი ჯგუფი.
ჰარი მდუმარე ცოლს თვალს ავლებს. ჯენისს ქვედა ტუჩზე
ენის წვერი უჩანს, არ უნდა რამე ისეთი თქვას, რითაც ჰარის
გაანაწყენებს.
- თუ ასეთი გულჩვილი ხარ, იქნებ გეცადა, ნაკლებად
ჩაუსაფრდე ნელსონს, მაღაზიასთან დაკავშირებით.
- არ ვარ ჩასაფრებული არც მასზე და არც მაღაზიაზე.
ნელსონს სრულიად არ ედარდება საქმე. მას მხოლოდ ის უნ-
და, რომ თვითონ აქეთ-იქით იყიალოს, ხოლო შენ და დედა-
შენმა არჩინოთ და ყველაზე ადვილი გზა ამის მისაღწევად ისაა,
რომ თავი მოგაჩვენოთ, ვითომ იქ რამეს აკეთებს. იცი, კაბ-
რიოლეტთან დაკავშირებული მისი გამოხტომა რამდენი დაუჯ-
და ფირმას? აბა, გამოიცანი.
- ის ამბობს, შენ ისე გაანაწყენე, რომ გადაირია. ამბობს,
რომ შენ მშვენივრად იცოდი, რაც მოუვიდოდა.
- ოთხ-ნახევარი ათასი დოლარი, აი, ამდენი ღირდა ის
ოხერი ნაწილები. ამას დაამატე დანარჩენი, რისი გამოწერაც
მენის მოუწია და მანქანის შესაკეთებლად დახარჯული სახე-
ლოსნოს დრო. ეგ კიდევ ათასი.
- ნელსონმა თქვა, „ტრიუმფი“ მაშინვე გაიყიდაო.

365
მკითხველთა ლიგა

- შემთხვევით გაგვიმართლა, „ტრიუმფს“ აღარ უშვებენ.


- ამბობს, „ტოიოტა“ აღარ იყიდება ბაზარზე. აღმოსავ-
ლეთში მათ ნაცვლად „დატსუნს“ და „ჰონდას“ ყიდულობენო.
- აი, ხედავ, რატომ არ გვინდა მე და ჩარლის მისი მაღა-
ზიაში გაჩერება. ის ყველაფერზე უარყოფითად ფიქრობს.
- ჩარლიმ თქვა, რომ არ უნდა ნელსონის მაღაზიაში და-
ნახვა?
- არა, ასე არ უთქვამს. ის საამისოდ მეტისმეტად კარგი
ადამიანია.
- არასოდეს შემინიშნავს, რომ ასეთი იყო, ანუ ასეთი კარ-
გი. შევეკითხები ერთი, სახლში.
- არ ეჩხუბო საწყალ ჩარლის, მხოლოდ იმის გამო, რომ
ის მელანიზე გადაერთო. არც კი მახსოვს, ჩარლის ოდესმე რა-
მე ნელსონის საწინააღმდეგო ეთქვას.
- გადაერთო! ჰარი, მას შემდეგ ათი წელი გავიდა. უნდა
შეწყვიტო წარსულით ცხოვრება. თუ ჩარლის უნდა თავი დასა-
ცინად გაიხადოს, ოცი წლის გოგოს დევნით, მე ეს სრულიად
არ მადარდებს. როცა ვინმესთან ურთიერთობას წერტილს უს-
ვამ, ერთადერთი, რაც ამ ადამიანის მიმართ გაგაჩნია, თბილი
გრძნობებია.
- რას ნიშნავს, ურთიერთობას წერტილი დაუსვა? ზედმე-
ტად ბევრ თოქშოუებს უყურებ.
- ეს ფრაზაა, რომელსაც ხალხი იყენებს.
- ეს შენი „ქალბატონები“, რომლებთანაც კლუბში ურთი-
ერთობ... დორის კაუფმანი, ეშმაკსაც წაუღია. - ჰარის გულში
ხინჯად ჩარჩა ქალის სიტყვები, ნუთუ ჯენისი მართლა ფიქრობს,
რომ ის წარსულით ცხოვრობს? მაინცდამაინც მან რატომ იტი-
რა ჯვრისწერაზე? მისტერ კარგი ტიპი. მისტერ მოთვინიერებუ-
ლი ტიპი. ეშმაკამდე გზა ჰქონიათ. - ჩარლი დაქორწინებას მა-

366
მკითხველთა ლიგა

ინც გაურბის. ასეა, ნელსონივით სულელი არაა, - ამბობს ის და


რადიოს რთავს, რომ ამით საუბარი დაასრულოს. ახალი ამბები
ხუთის ნახევარზე: მიწისძვრა ჰავაიში, სალვადორში ორი ამე-
რიკელი ბიზნესმენი გაიტაცეს, გასულ კვირას ავღანეთში მთავ-
რობის საიდუმლოებით მოცული შეცვლის შემდეგ, ქაბულის ქუ-
ჩებში საბჭოთა ტანკები პატრულირებენ. მექსიკაში ხელი მოეწე-
რა ხელშეკრულებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბუნებ-
რივი აირის მიწოდების თაობაზე, ამან შეიძლება საწვავის კრი-
ზისს ხანგრძლივი დროით მოუღოს ბოლო. კალიფორნიაში
ათდღიანი ხანძრის შედეგად განადგურებულია უფრო მეტი
ტყის მასივი, ვიდრე 1970 წლიდან მომხდარი რომელიმე ხან-
ძრის შედეგად. ფილადელფიაში მაგნატმა გამომცემელმა
უოლტერ ანენბერგმა კათოლიკური არქიეპისკოპოსის ეპარქი-
ას იმ პლატფორმის მშენებლობისთვის, საიდანაც პაპი იოანე
პავლე მეორე სამ ოქტომბერს წირვას ჩაატარებს, ორმოც-
დაათი ათასი დოლარი შესწირა; ანენბერგი, ებრაელი გახ-
ლავთ. საზეიმოდ აცხადებს დიქტორი.
- რატომ აღნიშნავენ ამას? - კითხულობს ჯენისი.
ღმერთო, მაინც რა ჩლუნგია! ეს აღმოჩენა ჰარის ამშვი-
დებს.
- იმიტომ, რომ ჩვენ, ე.წ. ქრისტიანებმა, ვიგრძნოთ რა სა-
ზიზღრები ვართ, პაპის პლატფორმისთვის ფული რომ გვენანე-
ბა.
- უნდა ვთქვა, - ამბობს ჯენისი, - რომ მართლა მფლანგვე-
ლობად მიმაჩნია ისეთი რამის აშენება, რომელსაც მხოლოდ
ერთხელ გამოიყენებ.
- ასეთია ეს ცხოვრება, - ამბობს ჰარი და მანქანას ტრო-
ტუართან აჩერებს. ჯოზეფ-სთრითზე, 89 ნომერთან იმდენი მან-
ქანაა, რომ მას ნახევარი კვარტალით ზევით, იმ სახლის წინ

367
მკითხველთა ლიგა

უწევს მანქანის პარკირება, სადაც ლესბოსელი ქალები ცხოვ-


რობენ. ერთ-ერთი მათგანი - ფასდაკლებაზე ნაყიდ სამხედრო
სამუშაო ქურთუკში გამოწყობილი, მასიური, სხვებთან შედარე-
ბით ახალგაზრდა ქალი, ვარდისფერ, დიდ ფოლგაშემოკრულ
იზოლაციის ხვეულას სახლის შემოსასვლელისკენ მიათრევს.
- დღეს ჩემი ვაჟი დაქორწინდა. - მოულოდნელად უყვირის
მას ჰარი.
მისი მეზობელი თვალებს აფახულებს და მერე პასუხობს:
- ბედნიერება პატარძალს!
- კარგი, გადავცემ.
ქალის გამომეტყველება, რომელსაც თამბაქოს მაღა-
ზიაზე გამოსახული ინდიელის მსგავსი წვრილი თვალები აქვს,
მანქანის მეორე მხრიდან გადმომავალი ჯენისის დანახვაზე
რბილდება და ჯენისს ეძახის:
- ჯენ, შენ როგორ უყურებ ამას?
ჯენისი იმდენი ხანი ვერ სცემს პასუხს რომ, მის მაგივრად
ჰარი პასუხობს.
- ფანტასტიკურად, რა თქმა უნდა. - ჰარის ერთი რამ ვერ
გაუგია: ის კი არა, თუ რატომ არ მოსწონთ მათ ჰარი, არამედ
ის, თავად ასე ძალიან რატომ სურს, რომ ამ ქალებს მოსწონ-
დეთ. და რატომ აქვს მათი ჩაქუჩის ცემის შორეულ ხმას იმის
ძალა, რომ ჰარის ტკივილი მიაყენოს და თავი ყველასგან გა-
რიყულად აგრძნობინოს.
როგორღაც, ამ წვრილმა, რომელიც კანარის ჩიტივით
ყვითელ ლე-კარს მართავს, რომლის გვერდითა მხარეზეც მან-
ქანის სახელწოდება მსხვილი ასოებითაა გამოსახული, შეძლო
და პატარძალი, ნეფე და მელანი მათზე ადრე მოიყვანა. ოლი
და პეგიც უკვე აქ არიან, თავიანთი დარიჩინივით ყავისფერი,
მინის ბოჭკო - გადაკრულფრთიანი „დოჯ დარტ 73“-ით.

368
მკითხველთა ლიგა

წვნიანამაც კი დაასწრო ჰარის მოსვლა. მისი თვალში საცემი,


შავი ფერის პატარა „ოპელ-მანტრაც“, სპეციალურად შეკვეთი-
ლი სანომრე ნიშნით „წმინდა იოანე“, ტროტუართან იმ ნეკერ-
ჩხლის მხარესაა, დედილო სფრინგერი რომ აგერ ოცდაათ
წელზე მეტია, თავისი საძინებლიდან უყურებს. სასტუმრო ოთახ-
ში უკვე სტუმრები შეყრილან. მიმტანის ფორმაში ჩაცმული,
აწითლებული, ოდნავ ჩასუქებული გოგონა დაატარებს ბუტერ-
ბროდებს, რომელიც მთელი ქონება დაჯდა - ერთმანეთში არე-
ულ რაღაცებს, რომლებიც ტაკოს პურში დამდნარ ყველს ჰგავს
და ოხრახუშის ღეროთია გაწყობილი. ჰარი შამპანურის ასაღე-
ბად სამზარეულოსკენ გზას მოღერებული იდაყვებით მიიკ-
ვლევს, კალათბურთის თამაშში გამოყენებული ძველი ხერხით,
ვინმეს დაჯახების შემთხვევაში რომ თავი დაიცვას. შამპანურის
ბოთლებს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყუთებით იყიდეს,
მაინც თითო 12 დოლარი დაჯდა, მაცივრის მეორე თარო
მთლიანად უკავია. 69-ის ელეგანტური სტილი, ფოლგაგადაკ-
რული თავი და ბოთლის მძიმე ფსკერზე ამობურცული სიცა-
რიელე. მშვენიერია. შამპანურის ხარჯებს იძულებით ქორწილ-
ზე ენგსტრომი იღებს, ფიქრობს ის. გრეის შთულის შვილიშვი-
ლი პირატივით გაფუებული წვერიანი, ჩასკვნილი ტიპი აღმოჩ-
ნდა - ორას ორმოცდაათ ფუტზე ნაკლებს არ უნდა იწონიდეს.
ის ახლა პაწაწუნა წასახემსებლებს გაზქურაზე, ტაფაზე წვავს,
ხოლო ღუმელში ბეკონში გახვეული რაღაც შიშხინებს. ლუდი,
რომელიც მან მაცივრიდან გამოიღო, მაგიდაზე დგას გახსნი-
ლი. სასტუმრო ოთახში ხმაური ძლიერდება. შემოსასვლელი
კარი წამდაუწუმ იღება. მიმის და დედიკო სფრინგერს ფეხდა-
ფეხ მოჰყვებიან სტავროსი და მერქეთები. ეს სულელები ერ-
თხმად კაკანებენ, როცა პირველი საცობის გავარდნის ხმა ის-
მის. ღმერთო ჩემო, გათავებას ჰგავს, ვერაფრით შეაჩერებ.

369
მკითხველთა ლიგა

შამპანურის ფსკერჩაღრმავებული ჭიქები, რომლებიც ჯენისმა


„აკმეში“ აღმოაჩინა, ჩინურ მრგვალ ლანგარზე, გრეის შთულის
შვილიშვილის ლუდის უკან, მაგიდაზე ისე შორს დგას, რომ ჰა-
რის უჭირს ისე დაასხას, მოწითალო-მოყავისფრო ქაფი ლინო-
ლიუმზე არ დაღვაროს. ჭიქები, როცა მათ ავსებს, ჰარის ოქ-
როს მონეტებს ახსენებს, საუკუნეების მანძილზე თავიანთი ფასი
რომ შეინარჩუნეს და ახლა თითქოს ჰარის ბოქლომი დაამ-
სხვრიეს და სევდა გარეთ გამოუშვეს. რა ჯანდაბაა, ჩვენ ხომ
ყველანი ერთად ვეშვებით ფერდობიდან. სასტუმრო ოთახში
რომ შედის, დედიკო სფრინგერი ბუფეტის წინ აღელვებული
წარმოთქვამს პატარა სადღეგრძელოს, რომელიც წინასწარ
მოამზადა და რომელსაც პენსილვანიური გერმანულით ამთავ-
რებს, „dir seid nun eins: halt es shelle weg“.
- ბებია, ეს რას ნიშნავს? - ეკითხება ნელსონი, შიშობს, რა-
მე ხომ არ მოახვიეს თავს. რა ბავშვურია ალმოდებული, ზრდას-
რული ქალის გვერდით, რომელზეც აი, ასე, გიჟივით ადგა და
იქორწინა.
- მე მინდოდა მეთქვა, - ამბობს გაღიზიანებული ბესი, -
რომ თქვენ ახლა ერთი მთლიანი ხართ და ასე განაგრძეთ.
ყველა ახალდაქორწინებულებს ადღეგრძელებს და ვისაც
ჯერ არ შეუსვამს, სვამს.
გრეის შთული წინ გამოდის, სტუმრების მიერ გათავისუფ-
ლებულ წრეში. შესაძლოა ის შესანიშნავი მოცეკვავე იყო ორ-
მოცდაათი წლის წინ. ის მოხუც ქალთა იმ გარკვეულ ტიპს
მიეკუთვნება, რომლებიც ახერხებენ თხელი ტერფები და კოჭე-
ბი შეინარჩუნონ; როგორც უძველესი დროიდან ამბობდნენ:
კოცნა ცვდება, ხოლო კარგი სამზარეულო კი არა.
სადღეგრძელოები უფრო და უფრო ხმამაღალი ხდება.
ჰარი მეორე ბოთლს ხსნის და დათრობამდე სმას აპირებს. ეს

370
მკითხველთა ლიგა

დამდნარი ყველიანი ტაკოს პური არც ისე ცუდია, თუ მოახერხე


და პირამდე მანამდე მიიტანე, სანამ თითებში ჩაგეფშვნება.
გრეის შთულის შვილიშვილის მეგობარ პატარა მსუქან გოგო-
ნას გასაოცარი მკერდი აქვს. ქალის სხეულის ნაკლებობა ნამ-
დვილად არ იგრძნობა, მოდიან და მოდიან. ჰარის ეჩვენება,
რომ საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც პრუ ლუბელის, ახლა კი
ტერეზა ენგსტრომის, მათ სახლში გამოჩენით აფორიაქებული
თავის ოთახში იწვა და თვალზე რული არ ეკარებოდა; ჰარი
ამჩნევს, რომ დედამისის გვერდით დგას.
- მანამდე ჩვენს მხარეში ყოფილხართ? - ჰარი მისის ლუ-
ბელს ეკითხება,
- მხოლოდ გავლით, - პასუხობს მისის ლუბელი ისეთი ჩუ-
მი ხმით, რომ ჰარი იხრება, როგორც მომაკვდავის სასთუმალ-
ზე. და პრუც რა ჩუმად ამბობდა ფიცს ჯვრისწერისას! - ჩემი ოჯა-
ხი წარმოშობით ჩიკაგოდანაა.
- თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ქალიშვილით. - ეუბ-
ნება ჰარი მას. - ჩვენ ის უკვე შევიყვარეთ. - თვითონვე ეჩვენება,
რომ ამას მსახიობივით ამბობს. ცხოვრება, როგორც თავდა-
პირველად ვფიქრობდით, უფროსების როლის თამაშია.
- ტერეზა ცდილობს სწორედ მოიქცეს, - ამბობს დედამისი.
- მაგრამ ეს არასოდეს იყო მისთვის ადვილი.
- მართლა?
- ის მამის კვალზე წავიდა. მე ვგულისხმობ, ყველაფერი
უკიდურესობამდე მიჰყავს.
- მართლა?
- დიახ, ჯიუტია. ვერ გაბედავ მათი საწინააღმდეგო რამე
თქვა.
ჰარის თვალები უფართოვდება, ისეთი შეგრძნება აქვს,
თითქოს მას და მისის ლუბელს ქაღალდის ჯაჭვის ერთად გა-

371
მკითხველთა ლიგა

კეთება დაავალეს და უვარგისი წებო მისცეს, ამიტომ ხვეულები


ყოველ წამს იხსნება. ადვილი არაა ამ ოთახში რამის გაგონება.
წვნიანა და ის წვრილი ერთად ხითხითებენ.
- ვწუხვარ, რომ თქვენი ქმარი ვერ ჩამოვიდა, - ამბობს ჰა-
რი.
- ამას არ იტყოდით, მას რომ იცნობდეთ. - მშვიდად პასუ-
ხობს მისის ლუბელი და ბოკალს არხევს, თითქოს ანიშნებს
რომ ის ცარიელია.
- ნება მომეცით შეგივსოთ. - ბაჭია შოკშია იმის გაცნო-
ბიერებით, რომ ეს ქალი ზუსტად მისი შესაფერისია: მართა-
ლია, უფრო ასაკოვნად გამოიყურება, მაგრამ რეალურად ჰა-
რის ტოლია და იმის მაგივრად, რომ ოცნებობდეს შიშველი იწ-
ვეს მზეთუნახავი სინდი მერქეთის ან გრეის შთულის შვილიშვი-
ლის შეყვარებულის გვერდით, ის გონებით ვინმე მისის ლუბე-
ლის მსგავსთან უნდა კოტრიალობდეს. ის უკან ბრუნდება სამ-
ზარეულოში, რომ ნახოს რამდენი შამპანური დარჩა და იქ
ბოთლებთან ნელსონს და მელანის აწყდება. მაგიდა სავსეა
მავთულის პატარა გალიებით, რომლებშიც თითოეული საცო-
ბია დატყვევებული.
- მამა, შეიძლება არ გვეყოს. - წუწუნებს ნელსონი.
მოკლედ ეს ორნი...
- რძეზე ხომ არ გადახვიდოდით? - სთავაზობს ის და ბიჭს
ბოთლს ართმევს. ის მძიმეა, მწვანე და ცივი, ფულივით. იარ-
ლიყი ამოტვიფრულია. საწყალ მამამისს თავის სიცოცხლეში
არასოდეს დაულევია ეს შუშხუნა. სამოცდაათი წელი მხოლოდ
ლუდი და ჟანგიანი წყალი.
- ის შენი ძვირად ღირებული ველოსიპედი ჯერ ისევ ჩვენს
ავტოფარეხშია. - ეუბნება მელანის.

372
მკითხველთა ლიგა

- უი, ჰო, ვიცი. - ამბობს ის და უცოდველი მზერით შესცქე-


რის. - კენტში რომ წავიღო, ვინმე მომპარავს. - მის ყავისფერ
გაფართოებულ თვალებში ჰარი ვერ ხედავს, რომ გოგონამ შე-
ნიშნა, რა მოურიდებლად ეუხეშება ჰარი იმის გამო, რომ, რო-
გორც ის ფიქრობს, მელანიმ უღალატა.
- უნდა წახვიდე და ჩარლის მიესალმო. - ეუბნება ჰარი.
- ოჰ, ჩვენ უკვე მივესალმეთ ერთმანეთს. - ჰარი ვერ ხვდე-
ბა: მელანიმ რა, მისი დაქირავებული სასტუმროს ოთახი დატო-
ვა და ღამე ჩარლისთან გაატარა? თითქოს მდგომარეობის გა-
მოსწორება უნდაო, მელანი ამბობს: - პრუს ვეტყვი, რომ თუ უნ-
და, შეუძლია ჩემი ველოსიპედი გამოიყენოს. ის ხომ შესანიშნა-
ვი ვარჯიშია კუნთებისთვის.
რომელი კუნთებისთვის? ჰარი სასტუმრო ოთახში ბრუნდე-
ბა. სიკეთე არავინ გამოიჩინა და პატარძლის დედის გვერდით
ადგილი არ დაიკავა. ჰარი გამოწვდილ ჭიქას უვსებს და თან
ეუბნება: - გმადლობ ცხვირსახოცისთვის, ეკლესიაში რომ მო-
მაწოდეთ.
- ძნელი უნდა იყოს, როცა მხოლოდ ერთი გყავს. - ამბობს
მისის ლუბელი და ახლა უფრო გაბედულად უყურებს.
ჰარის სურს უთხრას მისის ლუბელს, რომ მხოლოდ ერთი
არ ჰყავს, ალბათ იმაზე უფრო შეზარხოშდა, ვიდრე აპირებდა.
ჯერ ერთი, ზევით, გორაზე პატარა დაიკოა დასაფლავებული
და კიდევ გალილეის სამხრეთით გრძელფეხება გოგო სოფ-
ლის მინდვრებში აღმა-დაღმა დასეირნობს. ვის ახსენებს ეს მი-
სის ლუბელი, როცა ის ასე მაცდურად უყურებს? თელმა ჰარი-
სონს აუზთან. ჰარისონები უნდა მოეწვიათ, მაგრამ მაშინ ბადი
ინგლრფინგერს ეწყინებოდა. რონიც გააგრესიულდებოდა.
თხისწვერა ორგანისტი (ნეტა ვინ დაპატიჟა?) წვნიანასა და
წვრილს შეუერთდა და ერთად მხიარულობენ, თუმცა, რაღაც

373
მკითხველთა ლიგა

მომენტში პასტორს სხვების მიმართ თავისი მოვალეობები ახ-


სენდება. ის ჰარის და პატარძლის დედას უერთდება. აი, ჭეშმა-
რიტად ქრისტიანული კეთილშობილება.
- ასეა, - ეუბნება ჰარი. - რაც მოხდა, იმას უკვე ვეღარ შეც-
ვლი, არა?
ბეკისგან ჩონჩხიღა დარჩა, უცნაურია ამაზე ფიქრი. საღა-
მური, რომელშიც ის დაასაფლავეს, ალბათ, ობობის თხელ
ქსელს დაემსგავსა, ხოლო ის, რაც მისი ფრჩხილებიდან დარ-
ჩა, საზეიმო ფერადი ქაღალდების ნაკუწებივითაა მიმობნეული
ატლასის ნაჭერზე. კეთილმოსურნე ღიმილისას, ღირსი მამა
კემპბელი თამბაქოსგან ფერშეცვლილ კბილებს აჩენს.
- პატარძალი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, - ეუბ-
ნება ის მისის ლუბელს.
- მამის სიმაღლე გამოჰყვა. - ამბობს მისის ლუბელი. -
სწორი თმაც. ჩემი თმა ბუნებრივად ხვეულია, ფრენკისი კი გაფ-
შეკილი. როგორც უნდა, ისე ვერაფრით იყენებს. ტერეზა მასა-
ვით ჯიუტი არ არის, რადგან გოგოა.
- საოცრად მშვენიერია. - ამბობს წვნიანა, თითქოს მინან-
ქარმოსხმული ღიმილით.
- რა სიჩქარეს ავითარებს თქვენი „ოპელი“? - ეკითხება მას
ჰარი.
წვნიანა ჩიბუხს იღებს პირიდან.
- გორაკებზე მოძრაობისას ოპტიმალურ სიჩქარეს ვერ გა-
ნავითარებს, არა?
- მე ვიტყოდი, ოცდახუთს, ოცდაექვს უკეთეს შემთხვევაში.
- ხშირად ვამუხრუჭებ და ისევ ვძრავ. მაგრამ მოკლე მარ-
შრუტები ნახშირბადს წვავს.
- იცით, იაპონელები აკეთებენ ამ მანქანებს, თუმცა „ბიუიკი“
ყიდის. გავიგე, 1980 წლის მოდელის შემდეგ ფირმამ შეიძლება

374
მკითხველთა ლიგა

აღარც შემოიყვანოს. ეს კი ძალიან გააძნელებს ნაწილების


შოვნას.
წვნიანა გამხიარულდა და მისის ლუბელს თვალს უკრავს.
ჰარის კი გათამაშებული სიმკაცრით უყურებს და ეკითხება:
- თქვენ რა, ცდილობთ „ტოიოტა“ მომყიდოთ?
რომ დაფიქრდე, დედაც ჩონჩხად იქცევა. მიწაში ჩამარხუ-
ლი მისი გრძელი ძვლები დინოზავრის ძვლებს დაემსგავსება.
- იცით, - ამბობს ჰარი, - ჩვენ ახლა გვაქვს ახალი პატარა
მანქანა, წინა წამყვანი ბორბლებით, „ტერსელი“ ჰქვია. არ ვიცი,
საიდან იგონებენ ამ სახელებს, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნე-
ლობა. ავტოსტრადაზე საათში ორმოც მილზე მეტს ავითარებს
და პირდაპირ მისწრებაა მარტოხელა კაცისთვის.
ქრისტეს მეორედ მოსვლას მოელიან. და რომ არ მოვი-
დეს?
- და თუ დავქორწინდები, - აპროტესტებს ეს პატარა კაცი,
- და მრავალრიცხოვანი ოჯახი მეყოლება?
- რა თქმა უნდა, უნდა დაქორწინდეთ, - მოულოდნელად
გაისმის მისის ლუბელის წრიპინა ხმა. - ხორცის ყივილის გამო
უამრავი პასტორი ეკლესიას ტოვებს. ყველგან სექსია, ფილმებ-
ში, წიგნებში, ტელევიზორშიც კი, თუ გვიან ღამეს უყურებ. რა
გასაკვირია, რომ ისინი ცდუნებას ვერ უძლებენ. ღმერთს მად-
ლობა უთხარით, რომ თქვენ არ გიწევთ ამ ცდუნებასთან ბრძო-
ლა.
- მე ხშირად ვფიქრობდი, - ამბობს წვნიანა ოდნავ ყრუ,
მაგრამ მაინც მქუხარე ხმით, - რომ ჩემგან შეიძლება საუკეთესო
საეკლესიო პირი გამოსულიყო. ვაღმერთებ წესრიგს.
- სწორედ ახლა მანქანაში მოვისმინეთ, რომ ანენბერგმა
ფილადელფიაში კათოლიკეებს ორმოცდაათი ათასი გადასცა
პაპისთვის პლატფორმის აღსამართად, რათა სამოქალაქო თა-

375
მკითხველთა ლიგა

ვისუფლების დამცველებისთვის ხმა ჩაეკმენდინებინა. - ამბობს


ბაჭია.
წვნიანა ფრუტუნებს:
- იცით, ეს ორმოცდაათი ათასი რა გადასარევი რეკლამაა
მისთვის? ეს მისთვის სუფთა მოგებაა.
როგორც ჩანს წვრილი და ორგანისტი ტანსაცმელზე ლა-
პარაკობენ, რადგან ერთმანეთის პერანგებს ხელით სინჯავენ.
თუ ჰარის ორგანისტთან დალაპარაკება მოუწევს, შეუძლია
ჰკითხოს, რატომ არ დაუკრა „პატარძალი მობრძანდება“.
- ხალხს უნდოდა, პაპი კლივლენდში ჩასულიყო, მაგრამ
მას ალბათ თავისი გეგმები აქვს. - ამბობს მისის ლუბელი.
- როგორც თქვეს, ის აპირებს, რომელიღაც მიყრუებულ
ფერმაში ჩავიდეს, - პასუხობს ჰარი.
წვნიანა მაჯაზე ეხება პატარძლის დედას და თავს ხრის,
თითქოს ჰარის თავისი სიმელოტე უნდა აჩვენოსო.
- მისტერ ანენბერგი ჩვენი ელჩი იყო ინგლისში და როცა
თავისი უფლებამოსილება წარუდგინა დედოფალს, იმის მაგივ-
რად, რომ მის გამოწვდილ ხელზე ეკოცნა, ხელი ჩამოართვა
და ჰკითხა: „როგორ ხართ, დედოფალო?“
ეს თქვა და დაიგრუხუნა. მისის ლუბელი თამამად კისკი-
სებს. უცებ აცნობიერებს, რომ მისდა სამარცხვინოდ, სიცილი
წასკდა და პირზე სწრაფად იფარებს ხელს. წვნიანას ეს მოს-
წონს და მასთან ერთად ხარხარებს, ისეთ ხმას გამოსცემს, რო-
გორც მხარბეჭიანი მოხუცი მუცელში გაზებისგან გათავისუფლე-
ბისას. თუ ასე აპირებენ გაგრძელებას, ბაჭია ფიქრობს, რომ შე-
უძლია დატოვოს ისინი. წვნიანას თავის შემცვლელად ტოვებს
და იქაურობას ეცლება. ჰარი შეგროვილი ხალხის თავებს გას-
ცქერის და ვერ გადაუწყვეტია, ვის შეუერთდეს. სასტუმრო
ოთახში ყოველთვის ოდნავ ბნელა, არ აქვს მნიშვნელობა,

376
მკითხველთა ლიგა

რამდენი ნათურა ანთია, ან დღის რა მონაკვეთია; ხეები და ვე-


რანდა მზის შუქს აკავებენ. მას სურს, რომ ერთ მშვენიერ დღეს
კარგად განათებული სახლი ჰქონდეს - მზის სხივებით გაცის-
კროვნებული მოდური კვადრატული ზედაპირი. ცოცხლად რა-
ტომ უნდა დაიმარხო თავი ადამიანმა?
ანტიკვარულ ბუფეტთან დედიკო სფრინგერს ჩარლი ჰყავს
დატყვევებული. დედიკოს სახე გაუსივდა და ყურძენივით
მოიასამნისფრო გაუხდა იმ ძალისხმევისგან, რასაც ის ხარჯავს,
ჩარლის თავისი ნათქვამი სიტყვები რომ გააგონოს. ჩარლი
ზრდილობიანად ხრის აკურატულად დავარცხნილ თავს, რომე-
ლიც ოდესღაც ყოჩის თავს ჰგავდა და ახლა, დაპატარავებული,
ბებერი თხისას მოგაგონებთ. თანაც, თავს დაუზარებლად აქ-
ნევს, ისე, როგორც ქათამი სიმინდის მარცვლების აკენკვისას.
ოთახის თავში, ფანჯრის ფონზე, ფოსნაჰტებთან მოსაუბრე მერ-
ქეთების სილუეტები იხატება. უეჭველია, ეს ჩვენი ოლი ახალ
გაცნობილებს ჭკვიან მუსიკოსად აჩვენებს თავს, პეგი კი მხარს
უბამს და აღფრთოვანებას გამოხატავს, მალავს, რა უქნარა
ვირთხაა ოლი შინ. მერქეთები ჰარის ცხოვრების ახალ პერი-
ოდს ეკუთვნიან, ფოსნაჰტები კი ძველს და მას არ ეპიტნავება,
რომ ისინი გადაიკვეთნენ. მიუხედავად იმისა, რომ პეგი იმ
დროს საკმაოდ კარგი იყო საწოლში, ჰარის არ სურს, ეს ძვე-
ლი, სკოლისდროინდელი, სევდის აღმძვრელი წყვილი ქალაქ-
გარეთ მდებარე კლუბის კამპანიაში შეძვრეს, მაგრამ ხედავს,
რომ სწორედ ასე ხდება პირფერობისა და შამპანურის წყალო-
ბით. ოლი სინდის თვალებით ჭამს (არც იფიქრო ამაზე!), ხო-
ლო პეგი ვებ მერქეთს ბოჩოლას თვალებით ათვალიერებს, ის
ხომ ნებისმიერს ჩამოეკიდება. ოლი ეტყობა, ვერ აკმაყოფი-
ლებს, ალბათ ლერწამივით თხელი ჩხირი ჰკიდია. ჰარი ფიქ-
რობს, ხომ არ მივიდეს და ბოლო მოუღოს ამ ურთიერთობას,

377
მკითხველთა ლიგა

მაგრამ წარმოიდგენს, თუ რა ფრთხილად მოუწევს ნანგრევების


კედლის გავლა, ეკლესიაში დაღვრილი მთელი იმ ცრემლების
და ბეკის, მამის, დედის და თვით მოხუცი ფრედის გარდაცვა-
ლების შესახებ მოგონებების შემდეგ. მიმი დივანზე ზის გრეის
შთულთან და მეორე მოხუც ქალბატონთან, ემისთან ერთად.
ღმერთო ჩემო, რა კარგ დროს ატარებენ, ეს ორი ქალბატონი
მიმის ბავშვობის ისტორიებს უყვება. დაიმონდის ოლქის აქცენ-
ტზე და გადმოცემის მათ მანერაზე მიმის გაუჩერებლად ეცინე-
ბა. ყვავილის ქოთანივით მთლიანად მოხატული მიმი, მათ იმ
მსახიობებს აგონებს, დღე და ღამე ტელევიზორში რომ ხედა-
ვენ. მაგრამ ამ მოხუცებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ეს ცნო-
ბილი ქალბატონები, რომლებიც ფილმებში „გაუსწრო დროს“
ან „ჰოლივუდის სკვერები“ თამაშობენ, თვალს უკრავენ მერვს,
ან მაიკს, ან ფილს და მაღლა აწეული შიშველი მუხლებით ტოქ-
შოუს რბილ სავარძლებში სხედან, ნამდვილი მეძავები არიან
და წარმატებას თავისი ბოზობით მიაღწიეს. თუმცა, დღეს ეს
აღარავის აღელვებს. დრომ მიმისაც მოუწია და ის ეკლესიის
მრევლთან ერთად ნაცრისფერ დივანზე დასვა. ნელსონი, მე-
ლანი და გრეის შთულის სოფლელი შვილიშვილი ისევ სამზა-
რეულოში არიან. შვილიშვილის მეგობარ გოგონას, როგორც
ჩანს, მობეზრდა ამ პაჭა-პუჭა საჭმელების, სითბოს შესანარჩუ-
ნებელი პატარა მოწყობილობის და კეტჩუპის თავის მკერდქვეშ
ტარება და მათ კამპანიას შეუერთდა. იქ მათ ფირმა „სონის“ პა-
ტარა გადასატანი ტელევიზორი აქვთ, რომელშიც ჯენისი ზოგ-
ჯერ ვახშმის კეთებისას კეროლ ბურნეტის გადაცემების გან-
მეორებით ჩვენებებს უყურებს ხოლმე. და ახლა, სადღეგრძე-
ლოების და ორკესტრის ხმებისგან ეს არაფრის მაქნისი ახალ-
გაზრდები პენსილვანია-ნებრასკის თამაშზე ერთვებიან. ამ
დროს პრუ თავის შამპანურისფერ საქორწინო კაბაში, უკვე თავ-

378
მკითხველთა ლიგა

ზე გვირგვინის გარეშე, მარტო დგას სამფეხიან ლამფასთან და


დედიკო სფრინგერის მწვანე, მძიმე, ჰაერისბუშტებიან, დაბეჭ-
დილ შუშის სფეროს დასცქერის და თავისი მოვარდისფრო თი-
თებით, ერთ-ერთზე, ახლა რომ საქორწინო ბეჭედი ბრჭყვი-
ნავს, აქეთ-იქით ატრიალებს. ფოსნაჰტ-მერქეთების ჯგუფიდან,
რომლებსაც ჯენისიც შეუერთდა, ხმამაღალი სიცილი ისმის. ვე-
ბი, პლასტმასის ბოკლებით ხელში, ჰარის გვერდს უვლის და
სამზარეულოში შედის. „ეს გადარეული როუზი როგორ მოგ-
წონს?“ ამბობს ის გავლისას, მხოლოდ იმიტომ, რომ რამე
თქვას.
პიტ როუზმა ახლახან ექვსას ქულაზე მეტი აიღო. მას ახ-
ლა მხოლოდ ოთხი ქულაღა აკლია და იმ მოთამაშეთა შორის,
ვისაც ოდესმე ძირითადი ლიგის ათ სეზონში ორასი ბურთი
გაუტანია, პირველი გახდება. მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშ-
ნავს, „ფილები“ თორმეტ-ნახევარი თამაშით ჩამორჩებიან. „თა-
ვი მოაქვს, ვითომ მაგარია“, ამბობს ბაჭია, ასე ამბობდნენ მასზე
ოცდაათი წლის წინათაც.
შესაძლოა იმის გამო, რომ მუცელი უკვე აშკარად ეტყობა,
პრუს ხალხში გავლა რცხვენია, რათა სამზარეულოში თავის
თაობას შეუერთდეს. ჰარი მისკენ მიდის, იხრება და პრუს, ვიდ-
რე ის გაერკვევა, რა ხდება, თბილ ლოყაზე კოცნის: შამპანური
ყველაფერს ამარტივებს.
- წესი არაა, პატარძალს აკოცო? - ეკითხება მას.
ის თავს ატრიალებს და ჰარის ჯერ გაუბედავი ღიმილით
აჯილდოებს, შემდეგ კი ეს ღიმილი მთელ სახეს ანათებს და
ტუჩის ერთი კუთხე ზევით ააქვს. მწვანე შუშაში ყურებისგან პრუს
თვალები უფრო მუქ მწვანედ უკაშკაშებს. უცნაურმა, ბრჭყვიალა
კვერცხმა ჰარის ბევრჯერ გაუჩინა სურვილი, ის ჯენისისთვის
თავზე გადაემსხვრია.

379
მკითხველთა ლიგა

- რა თქმა უნდა, - ამბობს პრუ. მის მუცელთან მიბჯენილი


შუშის კვერცხის ცენტრიდან სინათლის მკრთალი სხივები გამო-
დის. ჰარიმ იცის, რომ პრუმ მას თვალი ჰკიდა და მის მიახლო-
ვებას გრძნობდა, მაგრამ მაინც გაუნძრევლად იდგა, როგორც
ირემი საფრთხის მოლოდინში. რა თქმა უნდა, მას ეშინია მთელ
ამ უცხო ხალხში, მისი ბედი ხომ საქორწინო რიტუალით
დაიბეჭდა. ბაჭია ცდილობს თავისი რძალი დაამშვიდოს: - დარ-
წმუნებული ვარ, საშინლად გადაიღალე. ძალიან გეძინება არა?
მახსოვს ჯენისი სწორედ ასე იყო.
- რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს. - უმხელს მას პრუ და
მწვანე შუშის სფეროს ორივე ხელით მრგვალ მაგიდაზე დებს,
რომლის ფეხზე ხეზე ამოკვეთილი ფოთოლი თითქოს გარს ეხ-
ვევა დასადგმელ ლამფას.
- როგორ გგონიათ, ნელსონი ჩემთან ბედნიერი იქნება? -
მოულოდნელად კითხულობს პრუ.
- ჰო, რა თქმა უნდა. ერთხელ მე და ის დიდხანს ვლაპა-
რაკობდით ამაზე. შენ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავ.
- ხაფანგში გაბმულივით ხომ არ გრძნობს თავს?
- მართალი გითხრა, სწორედ ეს მაინტერესებდა, რადგან
მის მდგომარეობაში მე შეიძლება სწორედ ასე მეფიქრა. მაგ-
რამ სიმართლეს გეუბნები, ტერეზა, ეს როგორც ჩანს ნელსონს
არ აღელვებს. მას ბავშვობიდან ჰქონდა განვითარებული სა-
მართლიანობის გრძნობა და ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის
მიიჩნევს, რომ ეს სამართლიანობის საკითხია. მისმინე. ამაზე
ნუ ნერვიულობ. ერთადერთი, რაც ახლა ნელსონს აწუხებს, მა-
მამისია.
- თქვენ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავთ, - ამბობს პრუ ძა-
ლიან ჩუმად, თითქოს ეშინია უზრდელურად არ გამოუვიდეს.

380
მკითხველთა ლიგა

ჰარი ხმამაღლა იცინის. მას უყვარს, როცა ქალები უთა-


მამდებიან და პრუში სულ მცირე სიცოცხლის გამოვლენაც კი
მისთვის სასიამოვნოა.
- ყველაფერი კარგად იქნება, - ჰპირდება ჰარი, თუმცა, ტე-
რეზასგან მაინც გრძნობს შიშის აზვირთებულ ტალღას, რომე-
ლიც მასში გადმოსვლით ემუქრება. როცა გოგონა ბედავს და
ფართოდ იღიმება, ჩანს, რომ მას თავის დროზე კბილებზე მავ-
თულების გაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ ამაზე არავინ იზრუნა.
შამპანურის გემომ ჰარის ისევ საწყალი მამა მოაგონა. ლუდი
და ჟანგიანი წყალი, დაკონსერვებული სოკოს სუპი.
- ეცადე გაერთო, - ეუბნება ის პრუს და ხალხით სავსე ოთა-
ხისკენ მიდის, მერქეთების, ფოსნაჰტების და ჯენისის გვერდის
ავლით დივნისკენ, სადაც მიმი ორ მოხუც ქალბატონს შორის
ზის.
- ჩემს პატარა დაიკოზე ცუდ გავლენას ხომ არ ახდენთ? -
ეკითხება ემი გერინგერს.
იმ დროს, როცა გრეის შთული იცინის, ემი წამოდგომას
ლამობს.
- ჩემ გამო ნუ ადგებით - ეუბნება ბაჭია. – უბრალოდ, იმის
სანახავად მოვედი, გამეგო რამე ხომ არ გნებავთ.
- ის, რაც მე მინდა, - ჩაიდუდღუნა ემიმ. ვერ დგება და ჰარი
ეხმარება წამოდგომაში, - მე თვითონ უნდა მოვახერხო.
- რა? - კითხულობს ჰარი.
ემი შუშის თვალებით უყურებს ბაჭიას, ზუსტად ისე, რო-
გორც მელანი უყურებდა, როცა ჰარიმ რძის დალევა შესთავა-
ზა.
- შეიძლება ითქვას - პასუხობს ემი. - ბუნებრივი მოთხოვ-
ნილებების დაკმაყოფილება.

381
მკითხველთა ლიგა

გრეის შთულიც ხელს უწვდის ჰარის და როცა ბაჭია მის


ხელს იღებს, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ძალიან თხელ, ქვე-
ბით სავსე, ქაღალდის ტომარას ეხება, რომელიც რატომღაც
თბილია.
- დროა, ბესის დავემშვიდობო - ამბობს გრეისი.
- ის აი, იქ არის, ჩარლი სტავროსს ელაპარაკება და ცდი-
ლობს გააგონოს, - ეუბნება მას ჰარი.
- და ალბათ ზედმეტიც მოუვიდა, - ეტყობა, ერკვევა ამ სა-
კითხში; თუ ჰარის ჰგონია ასე? ის მიმის გვერდით, დაქანცული,
დივანზე ვარდება.
- ამგვარად... - იწყებს მიმი.
- ამის შემდეგ შენ უნდა გაგათხოვო. - ეუბნება ჰარი.
- ისე, ხშირად მთხოვენ ხოლმე ხელს.
- და რას პასუხობ?
- ჩემს ასაკში ეს ზედმეტი პრობლემაა.
- ჯანმრთელობით როგორ ხარ?
- მე ვზრუნავ ჩემს ჯანმრთელობაზე. აღარ ვეწევი, შეამჩნი-
ე?
- იმაზე რას იტყვი, გვიანობამდე რომ არ იძინებ, მისტერ
ცისფერ თვალებს რომ უყურო? სხვათა შორის, მე ვიცოდი, რომ
მას მისტერ ცისფერი თვალები ერქვა. უბრალოდ, არ ვიცოდი,
რომელ მისტერ ცისფერ თვალებს გულისხმობდი, მეგონა, ვი-
ღაც ახალი გამოჩნდა.
როდესაც ჰარიმ მიმის საერთაშორისო ტელეფონით
დაურეკა ქორწილში დასაპატიჟებლად, მიმიმ უთხრა, რომ თა-
ვის უძვირფასეს მეგობარს შეუთანხმდა, მისტერ ცისფერი თვა-
ლების შოუსთვის ერთად ეყურებინათ. ჰარი დაინტერესდა, თუ
ვინ იყო მისტერ ცისფერი თვალები. მიმიმ კი უპასუხა, „ფრენკ
სინატრას ეძახიან ასე, სულელო. სად იყავი მთელი ცხოვრება?“

382
მკითხველთა ლიგა

„შენ იცი, სადაც ვიყავი, აქ“ და მიმიმ მიუგო: „ჰო, ეს შესამჩნევია“.


ღმერთო, მას უყვარს მიმი. ბბოლოს და ბოლოს, ვერავინ გა-
გიგებს ისე, როგორც შენი სისხლი და ხორცი.
- დაძინება დღეც შეიძლება. - პასუხობს მიმი. - ასეა თუ ისე,
აქტიურ ცხოვრებას ჩამოვშორდი, ახლა მე საქმიანი ქალი ვარ.
- მიმი ოთახის მეორე მხარისკენ იშვერს ხელს. - რა ჩაიფიქრა
ბესიმ, ჩარლისთან ლაპარაკის საშუალებას რომ არ მაძლევს?
აგერ უკვე ერთი საათია არ უშვებს.
- აზრზე არა ვარ, რა ხდება.
- და არც არასოდეს იყავი. ყველას ამიტომაც გვიყვარხარ.
- გეყოფა. ჰეი, ახალი ჯენისი როგორ მოგწონს?
- რა აქვს ახალი?
- ვერ ხედავ? უფრო თავდაჯერებულია, უფრო ქალური.
- რკინასავით მაგარია და ყოველთვის ასეთად დარჩება.
შენ კი ყოველთვის გეცოდებოდა ის და სულ ტყუილად.
- მამა მენატრება, - ამბობს ჰარი მოულოდნელად.
- შენ უფრო და უფრო ემსგავსები მას, განსაკუთრებით
პროფილში.
- მას ამხელა მუცელი არასოდეს ჰქონია.
- მას კბილები არ ჰქონდა, რომ ის ეჭამა, რასაც შენ ჭამ.
- შეამჩნიე, რომ პრუ თითქოს რაღაცით მას ჰგავს? და დე-
დაჩვენის დიდი წითელი ხელები აქვს. იმას ვგულისხმობ, რომ
ის უფრო ჰგავს ენგსტრომს, ვიდრე ნელსონი.
- თქვენ, კაცებს მოგწონთ ყოჩაღი ქალები. მე მეგონა ასე-
თი ხრიკები აღარ ჭრიდა, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც გაჭრა.
ის თავს აქნევს და თან წარმოიდგენს, მიმი თავის თვალებ-
ში როგორ ადარებს მამის უკბილო პროფილს ჰარისას.
- პრუ კურდღელივით შეშინებულია.

383
მკითხველთა ლიგა

- და შენ როგორ ხარ? - ეკითხება მიმი. - რასა იქმ, რითი


იქცევ თავს?
- გოლფს ვთამაშობ.
- ჯენისთან სექსი ისევ გაქვს?
- ზოგჯერ.
- თქვენ ორნი კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს. მე და დედა
კი ვფიქრობდით, ნახევარ წელსაც ვერ გაძლებდით ერთად. მან
ხომ მახეში გაგაბა.
- შეიძლება, მე თვითონ გავიბი თავი მახეში. შენთან რა
ხდება? ფულის ამბები როგორაა ვეგასში? მართლა გაქვს სა-
კუთარი სილამაზის სალონი თუ მხოლოდ გავლენიანი ხალხის
შირმა ხარ?
- ოცდათხუთმეტ პროცენტს ვფლობ. - ეს ჩემი შირმად
ყოფნის საფასურია.
ჰარი ისევ თავს აქნევს. - ნაცნობ სიტუაციას ჰგავს.
- სხვა ქალი გყავს? შეგიძლია, მე მითხრა. მე ხომ ხვალ
უკვე თვითმფრინავში ვიქნები. იმ განიერტრაკიან და წვრილ
თვალებიანზე რას იტყვი?
ბაჭია თავს აქნევს.
- არა, ჯილის მერე აღარ. იმ ამბავმა ძალიან იმოქმედა
ჩემზე.
- მაგრამ ათი წელი გავიდა. ეს ხომ არაა ნორმალური, ჰა-
რი. შენ მათ ნებას აძლევ, გაგასულელონ.
- გახსოვს, - ეკითხება ჰარი, - ჯეკსონ-როუდზე ციგებით
როგორ ვსრიალებდით? ხშირად ვიხსენებ ხოლმე.
- ეგ ერთხელ ან ორჯერ იყო. აქ თოვლი არასოდეს მო-
დის, ღმერთო ჩემო. ტახოს ტბაზე წადი, ახლა თოვლი იქაა.
ალტაზე ან ტაოზე წავიდეთ, უნდა ნახო, თხილამურებით რო-
გორ ვსრიალებ. მარტო წადი თუ გინდა, ძალიან კარგ გოგოს

384
მკითხველთა ლიგა

დაგახვედრებთ. ქერას, შავთმიანს, ჟღალთმიანს, შენ ოღონდ


თქვი, როგორი გინდა. კარგი, სუფთა გოგო, პატარა ქალაქი-
დან, არაფერი უსიამოვნო.
- მიმი, რა ენა გაქვს, - ამბობს ანთებული ჰარი და ფიქ-
რობს, მიმის უთხრას, რა ძლიერ უყვარს, მაგრამ ამ დროს შე-
მოსასვლელი კარიდან ჩოჩქოლის ხმა მოდის.
წვრილი და ორგანისტი ერთად გადიან და კარში ძველ-
მოდურად ჩაცმულ წყვილს ეფეთებიან, კარგა ხანია, გაფუჭებუ-
ლი ზარის დარეკვას ამაოდ რომ ცდილობს. გარეგნობიდან თუ
ვიმსჯელებთ, ისინი ენციკლოპედიების გამყიდველებად შეიძ-
ლება მივიჩნიოთ, თუმცა არა, ასეთები წყვილ-წყვილად არ და-
დიან, მაშინ, იეღოვას მოწმეებად, მაგრამ ამ წყვილს ხელში
წიგნის ნაცვლად ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული საქორ-
წინო საჩუქარი უჭირავს. ისინი ბინგემპტონიდან ჩამოსული ნა-
თესავები აღმოჩნდნენ, ჩრდილო-აღმოსავლეთის ტრასაზე
არასწორ ადგილას გადაუხვიეს და დასავლეთ ფილადელ-
ფიაში გზა დაებნათ. ქალს დაღლილობისგან და იმის შეგრძნე-
ბისგან, რომ სამშვიდობოს გააღწია, შემოსასვლელშივე ცრემ-
ლები სცვივა.
- დაუსრულებელი კვარტალები და სულ შავები, - ამბობს
კაცი და ჯერ ისევ გაოგნებული, თავიანთ ამბავს ჰყვება.
- ოჰ, - ყვირის პრუ ოთახის მეორე მხარეს. - ბიძია რობ!
ჩასახუტებლად საჩქაროდ მოდის. როგორც იქნა, თავი შინ იგ-
რძნო.
დედიკო სფრინგერმა პოკონოსის სახლი ახალგაზრდა
წყვილს დაუთმო ბოლო თბილ კვირებში თაფლობის თვის გა-
სატარებლად. არყის ხეები უკვე იწყებენ ფერის შეცვლას, ნა-
ვებს მომავალ ზაფხულამდე ხმელეთზე აბინავებენ, მაგრამ ბი-
ჭი ამ ყველაფერს ვერ შეამჩნევს. მათ გაუმართლებთ, თუ ნელ-

385
მკითხველთა ლიგა

სონი სახლს არ გადაწვავს და საკუთარ ტვინსა და გენს მარი-


ხუანით არ გაინადგურებს. ახლა ეს აღარაა ჰარის სადარდებე-
ლი. ახლა, როცა ნელსონი უკვე დაქორწინებულია, ჰარის გო-
ნებაში თითქოს კარი დაიხურაო, როგორც იქნა, მან მოიხადა
თავისი ვალი. მისი ფიქრები ისევ ფერმას უბრუნდება, აქედან
სამხრეთით, იქ, სადაც სავარაუდოდ, მისი მეორე შვილი დადის.
დადის და ელოდება, როდის დაიწყება მისი ცხოვრება.
ერთ საღამოს დედიკო სფრინგერი, როდესაც ტელევი-
ზორში მისთვის საინტერესოს არაფერს აჩვენებენ, სასტუმრო
ოთახში პატარა კრებას ატარებს. ხორცისფერ დოლბანდებში
(სიახლე, რომელიც ექიმმა გამოუწერა. როცა ჰარი ცდილობს
სრულად წარმოიდგინოს ის ხორციელი, ვისთვისაც ეს დოლ-
ბანდებია განკუთვნილი, ჭარბი წონის ადამიანიც კი ჯანმრთე-
ლად წარმოუდგება) გახვეულ ფეხებს სკამზე აწყობს და ბარკა-
ლაუნჯერს სახლის მამაკაცებს უთმობს. ჯენისი დივანზე ზის, სა-
დილის შემდეგ დასალევი, ბავშვების მოტანილი რაღაც კრემი-
სებური, ქოქოსის რძისგან დამზადებული თეთრი საწამლავით
ხელში. ფეხებშეკეცილი, პატარა გოგოსავით გამოიყურება დე-
დის გვერდით. მმოახერხა, ლამაზი და ძლიერი ფეხები შეენარ-
ჩუნებინა და ამის გამო ჰარი მის წინაშე ქედს იხრის, მერე რა,
რომ ჯენისი ნახევარჯერ ნასვამია. მეტი რა უნდა გინდოდეს
კაცს ისეთი ცოლისგან, რომელიც ვერ გელევა და შენთან ერ-
თად ელოდება, რა მოხდება მომავალში?
დედილო სფრინგერი აცხადებს:
- ჩვენ ახლა უნდა გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ
ნელსონთან დაკავშირებით.
- უკან, კოლეჯში გავაგზავნოთ, - სთავაზობს ჰარი. - მას იქ
ბინა ჰქონდა და ორივეს შეუძლია იმ ბინაში იცხოვროს.

386
მკითხველთა ლიგა

- მას არ უნდა იქ დაბრუნება. - უკვე მერამდენეჯერ უხსნის


მას ჯენისი.
- ჯანდაბა, რატომ არ უნდა? - კითხულობს ჰარი, მას ეს
კითხვა ჯერ ისევ აღელვებს, თუმცა იცის, რომ პასუხს ვერასო-
დეს მიიღებს.
- ოჰ, ჰარი, - ამბობს ჯენისი, - ეგ არავინ იცის. შენ არ გივ-
ლია კოლეჯში და ნელსონმა რატომ უნდა იაროს?
- ჰო, ეს, რა თქმა უნდა, მიზეზია. შემომხედე. მე არ მინდა,
რომ მან ჩემნაირი ცხოვრებით იცხოვროს. მე რომ ვცხოვრობ
ასე, ესეც საკმარისია.
- ძვირფასო, მე მხოლოდ მისი აზრი გადმოვეცი, შენთან
საკამათოდ არ მითქვამს. რა თქმა უნდა, დედა, მე მერჩივნა,
მას კენტი დაემთავრებინა და საქმე არ დაეჭირა ამ მდივანთან.
მაგრამ ასე არ მოხდა.
- ის ვერ დაბრუნდება კოლეჯში ცოლთან ერთად, ისე,
თითქოს არაფერი მომხდარა. - აცხადებს ბესი. - მათ იციან,
რომ პრუ იქ მუშაობდა და ნელსონი ამის გამო თავს უხერხუ-
ლად იგრძნობს. მას სამუშაო სჭირდება.
- ძალიან კარგი, - ამბობს ჰარი. ტკბება თავისი სიჯიუტით
და ქალებს საშუალებას აძლევს, კონსტრუქციულად იფიქრონ.
- იქნებ სიმამრმა უპოვოს სამსახური აკრონში.
- შენ ხომ ნახე დედამისი, - ამბობს დედიკო სფრინგერი. -
მათი მხრიდან დახმარებას ნუ ელოდები.
- სამაგიეროდ, ბიძია რობი ძალიან გამტანი ვინმეა. რას
აკეთებს ფეხსაცმელების ფაბრიკაში? ნასვრეტებს ფეხსაცმლის
ზონრებისთვის?
ჯენისი დედამისის მიბაძვით წყნარი და მტკიცე ტონით ლა-
პარაკობს.
- ჰარი. ნელსონმა მაღაზიაში უნდა იმუშაოს.

387
მკითხველთა ლიგა

- ოჰ, ღმერთო ჩემო, რატომ? რატომ? ეს ქვეყანა ძალიან


დიდია. ის სავსეა ძველი ქარხნებით, ახალი ქარხნებით, ფერ-
მებით, მაღაზიებით, რატომ არ შეიძლება ამ უქნარამ ერთ--
ერთში იშოვოს სამსახური? არც ერთ ზაფხულს, როცა ის კენ-
ტიდან ჩამოდიოდა, არ უცდია სამსახური ეშოვნა. მას სამუშაო
არ ჰქონია მას შემდეგ, რაც ის თოთხმეტი წლის იყო და გაზე-
თები დაჰქონდა, რათა ბითლზების ფირფიტების საყიდელი ფუ-
ლი მოეგროვებინა.
- პოკონოსში ყოველ ზაფხულს ერთი თვით წასვლა იმას
ნიშნავდა, რომ ის ვერაფერ სერიოზულს ვერ იშოვნიდა და თუ
გახსოვს, ხშირად ჩიოდა ამის გამო. ამასაც რომ თავი დავანე-
ბოთ, რაღაცები მაინც გააკეთა. ის იქ ბავშვებს იტოვებდა რაღაც
პერიოდი და სკოლის მასწავლებელს ეხმარებოდა მზის ელე-
მენტების პანელებიანი და სარდაფში სითბოს დამჭერი ქვებიანი
სახლის აშენებაში, - პასუხობს ჯენისი.
- ახლაც რაიმე მსგავსით რომ დაკავდეს, რატომ არ შეიძ-
ლება? ეს საქმეა პერსპექტიული და არა მანქანებით ვაჭრობა.
მანქანებმა თავისი დრო მოჭამეს. წვეულება დასრულდა. ოც წე-
ლიწადში მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება.
შეიძლება ათ წელიწადშიც კი. რატომ არ შეიძლება, რომ საღა-
მოს კურსებზე იაროს და კომპიუტერული პროგრამირება ისწავ-
ლოს? თუ სამუშაოს განცხადებებს გადახედავ, იქ ამის მეტი არც
არაფერია, პროგრამისტები და ელექტროინჟინრები. გახსოვს,
ნელსონმა რომ ჰაი-ფაი ნაწილები ააწყო და დინამიკები ვერან-
დაზე ჩამოკიდა? მას ამ ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რა მოხ-
და მერე?
- მოხდა ის, რომ ნელსონი გაიზარდა. - ამბობს ჯენისი და
თავის ქოქოსის ლიქიორს ამთავრებს, თავს უკან ისე სწევს,
რომ ყელზე ფერმკრთალი ზოლები უჩანს, რომლებიც, თავი

388
მკითხველთა ლიგა

როცა სწორად უკავია, ნაოჭებად გადაიქცევიან ხოლმე. ჯენისი


ენით ჭიქის ფსკერს ეხება. ახლა, როცა ნელსონი და პრუ უკვე
ოჯახის წევრები არიან, ჯენისიც უფრო თავისუფლად სვამს. ისი-
ნი ერთად სხედან, გამოშტერებამდე მიდიან და შაბათ ღამეს
ჯონი კარსონის პირდაპირ შოუს ელოდებიან. მიუხედავად ჰა-
რის თხოვნისა, თავი დაანებოს სიგარეტს, ჯენისი ისევ კოლოფ-
ზე მეტს ეწევა. ახლა ამ დისკუსიის დროს ისე იქცევა, თითქოს
ჰარი ბუნებრივი სტიქიური უბედურება იყოს, რომელიც უნდა
მოითმინო, ვიდრე დასრულდება.
ჰარი უფრო და უფრო ბრაზდება.
- მე მას შევთავაზე შეკეთების სამსახურში დაეწყო მუშაობა.
იქ არის განყოფილება, სადაც ყოველთვის სჭირდებათ ზედმე-
ტი თანამშრომელი, მენი ძალიან მცირე დროში გაწვრთნიდა
მას და პროფესიონალ მექანიკოსად აქცევდა. იცით, რამდენს
აკეთებენ მექანიკოსები ერთ საათში დღევანდელ დღეს? შვიდ
დოლარს, მე კი ისინი რვა მიჯდება მთელი ამ დამატებებით. და
რადგან მათ უფრო სწრაფად მუშაობა შეუძლიათ, ისინი პრემი-
ებსაც იღებენ. ჩვენს საუკეთესო თანამშრომლებს წელიწადში
თხუთმეტი ათასი მიაქვთ სახლში და რამდენიმე მათგანი ნელ-
სონზე სულ ოდნავ უფროსია.
- ნელსონს, ისევე როგორც შენ, არ უნდა მექანიკოსობა. -
ამბობს ჯენისი.
- ჩემი ცხოვრების ყველაზე უფრო ბედნიერი დღეები, - იტ-
ყუება ჰარი, - ის დრო იყო, როცა ხელებით მიწევდა მუშაობა.
- სიბერე არაა ადვილი, - აღიარებს დედიკო სფრინგერი,
- მით უმეტეს, როცა ქვრივი ხარ. რასაც უნდა ვაკეთებდე, ჯერ
ვლოცულობ და შემდეგ ჩემს თავს ვეკითხები, ფრედი ჩემგან
რის გაკეთებას მოისურვებდა. და ამ წამს მე აბსოლუტურად
დარწმუნებული ვარ, ფრედს ენდომებოდა, რომ პატარა ნელის

389
მკითხველთა ლიგა

მაღაზიაში ემუშავა, რადგან ბიჭს ამის სურვილი აქვს. დღეს


ახალგაზრდების უმრავლესობას ასეთი სამუშაო არ მოუნდებო-
და. მათ არ აქვთ ისეთი სქელი კანი, როგორიც გამყიდველს
უნდა ჰქონდეს. და ეს არც ისე მიმზიდველი სამუშაოა, მხოლოდ
ჩემი თაობის ადამიანს თუ შეიძლება მოეწონოს, მას, ვინც ცხოვ-
რებას ცხენის კუდში დევნით იწყებდა.
ბაჭია ვეღარ ითმენს და ფეთქდება.
- ბესი, ყველა თაობას თავისი პრობლემები აქვს. მოდით,
რეალობას თვალი გავუსწოროთ. რამდენის გადახდას აპირებთ
ნელსონისთვის? როგორი ხელფასის? რამდენი პროცენტი სა-
კომისიოსი? თქვენ იცით, რა არის გამყიდველის მაქსიმალური
მოგება? - სამი პროცენტი, სამი საცოდავი პროცენტი და ამას
კიდევ იმ ახალ დამატებით ხარჯებსაც თუ გამოაკლებთ, რო-
მელსაც კლიენტს ვერ ვახდევინებთ იმის გამო, რომ „ტოიოტას“
ფიქსირებული ფასები აქვს. ნავთობის ფასი ზევით ადის და ყვე-
ლაფერს აძვირებს. იმ ხუთ წელიწადში, რაც მე ამ საქმეს ვუძ-
ღვები, გათბობის ხარჯები გაორმაგდა, ელექტროენერგიის გა-
დასახადი გაიზარდა, მიტანის სერვისიც გაძვირდა, ამას დაამა-
ტეთ სოციალური უზრუნველყოფა, რომელიც მუდმივად მატუ-
ლობს, ასევე უმუშევრობის გადასახადი, რომელიც უნდა იხადო,
რათა ამ უსაქმურებმა თავიანთი იახტები შეინარჩუნონ, ახალ-
გაზრდების ნახევარი ხომ ზუსტად იმდენს მუშაობს, უმუშევრო-
ბის დახმარება რომ მიიღოს. ინვენტარის შენახვის პროცენტს
ხომ საერთოდ ვერ დაეწევი. ზუსტად ისევეა, როგორც ვაიმარის
გერმანიაში, ხალხის დანაზოგები თითქოს მილში ჩაირეცხაო.
ყველა დარწმუნებულია, ისეთი კრიზისი მოდის, თმა ყალყზე
დაგიდგება. ეკონომიკა მკვდარია, ჩვენ მას ვერ გავაცოც-
ხლებთ. ჩვენ იაპონელების და გერმანელების დარი დისციპ-
ლინა არ გვაქვს. და ამ ყველაფრის ფონზე თქვენ გინდათ, მე

390
მკითხველთა ლიგა

ეს ბალასტი, რასაც სამწუხაროდ ჩემი შვილი წარმოადგენს,


სამსახურში მივიღო.
- შენი კითხვის პასუხად გეტყვი, რომ - ბუზღუნით ამბობს
დედიკო სფრინგერი და თან მტკივან ფეხს სკამზე ადგილს უც-
ვლის. - ჩვენ მას საათში სამ დოლარსა და ათ ცენტს, ანუ მინი-
მალურ ხელფასს დავუნიშნავთ. ასე რომ, ის თუ კვირაში ორმოც
საათს იმუშავებს, შენ კვირაში ას ოცდახუთ დოლარს გადაუხდი.
ამის გარდა, პრემიებსაც ჩვეულებრივი წესით, ახლა თუ არ
ვცდები, ეს მთელი შემოსავლის ოცი პროცენტია და თუ დადგე-
ნილ მინიმუმზე მეტია გაყიდული, ოცდახუთი პროცენტი! მე ვი-
ცი, რომ ადრე მთლიანი მოგების ხუთი პროცენტი იყო გადასა-
ხადი, მაგრამ ფრედი ამბობდა, რომ უცხოური მანქანების შემ-
თხვევაში რატომღაც ასე არ გამოდის.
- ბესი, მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა
და სიყვარულისა, თქვენ გიჟი ხართ. დასაწყისისთვის თქვენ
ნელსონს ხუთას დოლარს უხდით და დამატებით კიდევ საკო-
მისიოს, ასე რომ, ის სახლში ათას დოლარს მოიტანს თვეში,
ხოლო ფირმას ორი ათას ხუთასი დარჩება. ეს თანხა რომ გა-
დაუხადოთ, ნელსონმა შვიდიდან ათ მანქანამდე უნდა გაყიდოს.
გაყიდული ძველი და ახალი მანქანების პროპორციის გათვა-
ლისწინებით კი, ჩვენი მაღაზია მთლიანობაში თვეში ოცდახუთ
მანქანასაც ვერ ყიდის.
- იქნებ ნელსონთან ერთად მეტის გაყიდვა შეძლოთ. - ამ-
ბობს დედიკო.
- მეოცნებე ხართ, - ეუბნება მას ჰარი. - დეტროიტი რო-
გორც იქნა აღჭურვეს და ძალიან ბევრ სუპერკომპაქტურ მანქა-
ნას უშვებს. ამავე დროს, აპირებენ გაზარდონ იმპორტზე გადა-
სახადი. ასე რომ, ოცდახუთი მანქანა თვეში ოპტიმალურია, გე-
ფიცებით.

391
მკითხველთა ლიგა

- ხალხს, რომელსაც ახსოვს ფრედი, ესიამოვნება ნელსო-


ნის მაღაზიაში დანახვა. - ირწმუნება დედიკო.
- ნელსონის თქმით, ახალ „ტოიოტებზე“ სავაჭრო დანამა-
ტი ყველაზე მცირე ათასი დოლარიაო, - ამბობს ჯენისი.
- ეს მაშინ, როცა მოდელი გადატვირთულია დამატებებით.
მაგრამ ის ხალხი, ვინც „ტოიოტას“ ყიდულობს, არ არის ასეთი
მოდელებით დაინტერესებული. ჩვენ ხომ ძირითადად ტიპურ
„კოროლებს“ ვყიდით - პროპორციით ოთხი მანქანა ერთზე. უფ-
რო დიდი ზომის მანქანებიც კი რამდენიმე ასეულით მეტი ღირს,
რადგან ფული საოცრად სწრაფად უფასურდება.
ჯენისი გაჯიუტდა და გონებაც დაეხშო.
- თუ მანქანა ათასი ღირს, - ის ამბობს, - ეს ნიშნავს, რომ
შენი გამოთვლებიდან გამომდინარე, ნელსონს მხოლოდ ხუთი
მანქანის გაყიდვა მოუწევს თვეში.
- ჯეიკს და რუდის რა ვუყოთ? - ყვირის ჰარი. - ხუთი მან-
ქანაც რომ გაყიდოს, ეს ჯეიკზე და რუდიზე იმოქმედებს. მისმი-
ნეთ, თუ თქვენ გაინტერესებთ, ვინ არის თქვენი ყველაზე ერ-
თგული, ეს ჯეიკი და რუდია. ისინი, როცა უნდა სთხოვოთ, მზად
არიან, საღამოობით და გამოსასვლელ დღეებშიც იმუშაონ.
ისინი ზედმეტად შრომობენ იმ საათების ასანაზღაურებლად,
როცა სამუშაო არაა და ვუშვებთ. რუდის ველოსიპედების შესა-
კეთებელი პატარა სახელოსნო აქვს და ყველა მას სთხოვს
დახმარებას. გასამრჯელოსაც ბევრს არ იღებენ. ასეთებს სამ-
სახურიდან არ უშვებენ.
- ისე, მე ჯეიკი და რუდი არც მიგულისხმია. - ამბობს დე-
დიკო სფრინგერი და თან იჭმუხნება, როცა ერთი ფეხის კოჭს
მეორეზე დებს. - რამდენს აკეთებს ახლა ჩარლი?
- ოჰ, არა. ჩვენ ხომ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ჩარლი თუ
წავა, მეც წავალ.

392
მკითხველთა ლიგა

- უბრალოდ, მინდა ვიცოდე.


- კარგი. ჩარლი დაახლოებით სამას ორმოცდაათს აკე-
თებს კვირაში. რომ დავამრგვალოთ, პრემიებთან ერთად წე-
ლიწადში ოცი ათასზე მეტს.
- გასაგებია, - ამბობს დედიკო სფრინგერი და ფეხის კოჭს
ისევ ატრიალებს, - ნელსონს თუ აიყვან, ფულს დაზოგავ. მას
ძველი მანქანები აინტერესებს და ეს სწორედ ისაა, რასაც ჩარ-
ლი აკეთებს, არა?
- ბესი, ყურებს ვერ ვუჯერებ. ჯენის, დაელაპარაკე ჩარლი-
ზე!
- ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ჰარი. შენ ბუზს სპილოდ აქცევ.
დედამ თავისი მოსაზრება გამიზიარა და ვიფიქრე, ჩარლის-
თვის შეიძლება ცვლილება უმჯობესიც კი იყოს. დედა ჩარლი-
საც ესაუბრა და ის თანახმაა.
ჰარი ყურებს ვერ უჯერებს.
- ჩარლის როდის დაელაპარაკეთ?
- ქორწილში, - აღიარებს დედიკო სფრინგერი. - მე დაგი-
ნახე, როგორ გვიყურებდი.
- ღმერთო ჩემო, რა უთხარით?
ეს რა მოხუცია, ფიქრობს ბაჭია, ბოტასები, სახვევები,
მუხლს ზევით ბამბის კაბები, გასივებული ყელი, სასაცილო ვერ-
ცხლისფერზოლიანი სათვალე და საერთოდ... პერიოდულად,
ზამთარში, მას შემდეგ, რაც საწყალი ფრედი გარდაიცვალა,
ქორწინების ოცდახუთწლისთავზე ფრედის ნაჩუქარ ქურქში გა-
მოწყობილი დედიკო სფრინგერი მაღაზიას სტუმრობს ხოლმე.
ქურქის ბეწვი ფოლადის ნემსებივით ბრჭყვინავს, თითქოს მარ-
თვის ცენტრიდან გამოცემული სიგნალი იყოს.
- მე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი.
- უდრტვინველად პასუხობს ბესი.

393
მკითხველთა ლიგა

- ისე განიცდით, თითქოს ინვალიდის სავარძელში იჯდეს.


- ჯენისმა მითხრა, რომ ათი წლის წინათაც კი ნიტროგლი-
ცერინს იღებდა. ის კი მხოლოდ ოცდაათის იყო მაშინ, ეს კარგს
არაფერს მოასწავებს.
- კარგი და, მან რა თქვა? როგორ ვარო?
- ნორმალურად. - პასუხობს დედიკო სფრინგერი. - ჯენისი
ამტკიცებს, რომ შენ თავად უთხარი, ჩარლი რომ აღარაფერს
აკეთებს, უბრალოდ მაგიდასთან მოკუნტული ზის და ქაღალდე-
ბით ერთობა, იმის მაგივრად, რომ ეს მილდრედს მიანდოს.
- ეს მე ვთქვი? - ჰარი მოღალატე ჯენისს უყურებს. მას ყო-
ველთვის მიაჩნდა, რომ მუქი ფერის კანი და შავი თმა ჯენისს
სფრინგერებისგან გამოჰყვა, მაგრამ მოხუცი სფრინგერი ქერა
იყო, თხელი ვარდისფერი კანით, ესე იგი მას დედის სისხლი
აქვს, ჰო, აშკარად ქერნერების სისხლისაა.
ჯენისი საფერფლეში ნერვიულად აფერფლებს სიგარეტს.
- და არა ერთხელ, - ამბობს ის.
- ჰო, მაგრამ არა იმისთვის, რომ დედაშენს ჩარლი სამსა-
ხურიდან გაეგდო.
- სიტყვა გაგდება არავის უხსენებია, - ეკამათება დედიკო
სფრინგერი, - ფრედი არასოდეს გააგდებდა ჩარლის, თუ პი-
რად ცხოვრებაში უკადრებელს არ იკადრებდა.
- დღეს ძალიან უნდა მოინდომო ადამიანმა, რომ ეს გააკე-
თო, - ამბობს ჰარი, აღშფოთებული იმის აღმოჩენით, თუ რო-
გორ ყოფილა საქმე.
დედიკო სფრინგერს გაჭირვებით გადააქვს თავისი ტანი
დივანზე.
- ჰო, უნდა აღვნიშნო, იმ გოგოს დევნა ოჰაიოში...
- მან ის ფლორიდაშიც წაიყვანა. - ამბობს ჰარი და ორივე
ქალი მას აშტერდება თავიანთი შავი ღილების მსგავსი თვალე-

394
მკითხველთა ლიგა

ბით. ეს ისტორია მასაც ნამდვილად მეტისმეტად აღიზიანებს:


თავად ხომ არასოდეს არ გიჟდებოდა მელანიზე და წასაყვანი
ადგილიც არსად ჰქონდა.
- ჩვენ ფლორიდაც განვიხილეთ. - ამბობს დედიკო სფრინ-
გერი. - მე შევეკითხე მას, ახლა, როცა ზამთარი ახლოვდება,
ხომ არ ერჩივნა იქით გადასვლა. ჩემი გერინგერის სიძე, ასბეს-
ტის ქარხანაში მუშაობდა ნიუ-ჯერსიში, სანამ იქ პანიკა ატყდე-
ბოდა. პენსიაზე გავიდა, კომპენსაციაც აიღო და ფლორიდაში
გადავიდა საცხოვრებლად, არადა, ის ორმოცდაათისაც არ
არის. ემი ამბობს, რომ უამრავი ახალგაზრდა ჩადის იქ, ნავთო-
ბის კრიზისს თავი რომ დააღწიონ. ისე არაა, როგორც ანეკდო-
ტებში ჰყვებიან, თითქოს იქ მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. და
რა თქმა უნდა, იქ სამუშაოსაც იშოვი. ჩარლი ჭკვიანია. ფრედი
ამას თავიდანვე მიხვდა.
- ჩარლის დედა დაგავიწყდათ, დედიკო, მოხუცი ბერძენი
ქალი, რომელმაც ინგლისური არ იცის და ბრუერი არც არას-
დროს დაუტოვებია.
- მერე რა, შეიძლება დროა, რომ დატოვოს. იცი, ხალხი
ფიქრობს, თითქოს ჩვენ მოხუცებს ცვლილებები არ გვიყვარს,
მაგრამ გრეის შთულის და, რომელიც მასზე უფროსია და თანაც
ამ მხარეში ორი ქმარი ჰყავს დასაფლავებული, თავისი ვაჟის
მოსანახულებლად გაემგზავრა ფენიქსში და იქაურობა ისე
მოეწონა, პატარა კოოპერატიული ბინა იყიდა და როგორც
გრეისმა მითხრა, თავისი დასამარხი მიწაც კი შეუძენია, ანუ სა-
მუდამოდ გადავიდა იქ.
- ჩარლი შენ არ გგავს ჰარი, - ამატებს ჯენისი. - მას არ
აშინებს ცვლილებები.
ჰარის რომ შეეძლოს, იმ მწვანე შუშის კვერცხს აიღებდა,
დივნისკენ ნაბიჯს გადადგამდა და მას უტვინო თავში ჩააფარებ-

395
მკითხველთა ლიგა

და, მაგრამ ამის ნაცვლად ის ჯენისის სიტყვებს უპასუხოდ ტო-


ვებს და დედიკო სფრინგერს მიმართავს:
- მე ჯერ კიდევ ვერ გავიგე, მაინც რა უთხარით ჩარლის
და რა გიპასუხათ მან.
- ოჰ, ჩვენ წარსულს ვიხსენებდით. ფრედი რომ ცოცხალი
იყო, იმ დროზე ვლაპარაკობდით და ორივე იმ დასკვნამდე მი-
ვედით, რომ ფრედს ენდომებოდა ნელსონის მაღაზიაში ხილ-
ვა. ის ოჯახს ყოველთვის ფარად ედგა, მაშინაც კი, როცა ოჯახი
იმედებს უცრუებდა.
ბაჭია ფიქრობს, რომ დედიკო სწორედ მას გულისხმობს,
მაგრამ ჰარის ეს პატარა ვაჭრუკანა არასოდეს დაუღალატებია,
ეს ცოდვა მის სინდისზე ნამდვილად არ არის.
- ჩარლის ესმის, თუ რა არის ოჯახი, - ისევ ერთვება ჯენი-
სი, თავისი წყნარი, თავდაჯერებული ხმით, ბოლო ხანებში რომ
ლაპარაკობს დედამისის მიბაძვით. - მთელი იმ დროის განმავ-
ლობაში, როდესაც მას ვხვდებოდი, ის მუდამ მზად იყო, გვერ-
დით გამდგარიყო და ჩემთვის საშუალება მოეცა, სახლში დავ-
ბრუნებულიყავი.
საკუთარ დედასთან საყვარლით თავი მოგქონდეს! ღმერ-
თო, როგორ დეგრადირდა ეს სამყარო.
- აი, ასეა... - კვნესის დედიკო სფრინგერი. ის უკვე დაიღა-
ლა ამ ყველაფრისგან. მას მაინც სტკივა ფეხები, არანაირი შე-
ღავათი. მოხუცებულებს განმარტოება სჭირდებათ. - ჩვენ შევე-
ცადეთ ერთად მივსულიყავით დასკნამდე, ფრედი როგორ იპო-
ვიდა გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან და შევთანხმდით,
რომ ჩარლი ნახევარწლიან შვებულებაში წავა, ჩვენ კი მას ნა-
ხევარ ხელფასს გადავუხდით. ამის შემდეგ, ვნახავთ, როგორ
ექნება ნელის საქმეები. თუ ამ პერიოდში ჩარლის სხვა სამსა-
ხურს შესთავაზებენ, მას შეუძლია მიიღოს შეთავაზება. ასეთ შემ-

396
მკითხველთა ლიგა

თხვევაში ჩვენ მას პრემიის სახით ორი თვის ხელფასს და გარ-


და ამისა, საშობაო პრემიასაც გადავუხდით, იმ თანხას რაც 1979
წლისთვის იქნება. ამაზე მარტო ქორწილში არ გვილაპარაკია,
დღეს, როცა შენ გოლფს თამაშობდი, მე მაღაზიაში ვიყავი.
ჰარი ოთხმოცდასამ ქულას დააგროვებდა, ბოლო ფოსო-
ში რომ ჩაეგდო, მაგრამ ბურთი მდინარეში ჩავარდა და მხო-
ლოდ რვა ქულა აიღო. როგორც ჩანს, ის რეალურად ვერასო-
დეს აიღებს ოთხმოცდაათს, მხოლოდ სიზმარში თუ მოახერ-
ხებს. ვებ მერქეთის აუჩქარებელი დარტყმა აღიზიანებს.
- მალულად, - ბაჭია აღშფოთებულია. - მე კი მეგონა,
თქვენ ბრუერის გადატვირთულ მოძრაობაში მანქანის ტარებას
ვეღარ ბედავდით.
- ჯენისმა წამიყვანა.
- აჰა, გასაგებია. - ჰარი ცოლს მიმართავს, - როგორ
მოეწონა ჩარლის შენი როლი ამ კეთილშობილურ მისიაში?
- ის კარგად შემხვდა. თანაც, ამას ხომ დედა და ის წყვე-
ტენ. ჩარლის ესმის, რომ ნელსონი ჩვენი შვილია. მას ეს შენზე
უკეთ ესმის.
- არა, არა, ცდები. მე მშვენივრად მესმის და სწორედ ესაა
პრობლემა, - ეუბნება ჰარი მას და შემდეგ დედიკო სფრინგერს
უტრიალდება, - ესე იგი, თქვენ ჩარლის ათასს უხდით, რომ
ნელსონს ის სამუშაო მისცეს, რასაც ბიჭი ვერ გააკეთებს. და
რას ზოგავს ამით კომპანია? ჩარლის გარეშე თქვენ მყიდვე-
ლებს დაკარგავთ, მე იმის ნახევარ ხალხსაც არ ვიცნობ, რამ-
დენსაც ჩარლი. და ამას მხოლოდ ბერძნებზე არ ვამბობ. ის
მარტოხელა კაცია, ბარებში დადის, სწორედ იქ აბამს ახალ
ნაცნობობას და იმსახურებს ხალხის ნდობას.
- ჰო, შესაძლებელია. - დედიკო სფრინგერი დგება, ჯერ
ერთ ფეხს დგამს იატაკზე ფრთხილად და მერე მეორეს: ამოწ-

397
მკითხველთა ლიგა

მებს, ხომ არ დაუბუჟდა. - ვაღიარებ, ეს შეიძლება შეცდომაც


იყოს, მაგრამ ამ ცხოვრებაში მუდმივად შეცდომის ჩადენის ში-
შით ვერ იქნები. მე არასოდეს მომწონდა, რომ ჩარლი ქორწი-
ნების წინააღმდეგი იყო. ვიცი, ეს ფრედსაც აღიზიანებდა. ახლა
დროა, ზევით ავიდე და „ჩემს ანგელოზებს“ შევხედო. თუმცა, ეს
უწინდებურად სიამოვნებას აღარ მგვრის, მას შემდეგ, რაც სე-
რიალიდან ფარა წავიდა.
- კი, მაგრამ, მე ხმის უფლება არ მაქვს? - კითხულობს ჰა-
რი თითქმის ყვირილით, მაშინვე ვერ დგება სავარძლიდან. - მე
წინააღმდეგი ვარ. არ მინდა, ნელსონმა იქ თავი მომაბეზროს.
- ისე, - ამბობს დედიკო და ამ გრძელი პაუზის დროს ჰარის
აქვს საშუალება გააცნობიეროს, რა დიდია და განიერი დედიკო
სფრინგერი თუ გარკვეული კუთხიდან შეხედავ. თითქოს ხის ტა-
ნი ჰქონდეს. როცა უყურებ, ფიქრობ, რომ უამრავი კბილის ჯაგ-
რისი გაკეთდება მისგან. მერე წარმოიდგენ მთელ იმ საუზმეებს,
სადილებსა და ვახშამებს, რაც ამ მასაში ჩავიდა, ეს ყველაფერი
დღეების რაოდენობაზე რომ გადაამრავლო... ეს მყიფე, მძი-
მედ, აიწონა-დაიწონასავით მოქანავე თეძოები და ღვიძლის
ლაქებით აჭრელებული ხელები... - რამდენადაც მე მესმის,
ფრედის ანდერძის მიხედვით, მაღაზია მე და ჯენისს გვეკუთვნის
და ჩვენ ერთ აზრზე ვართ.
- ნებისმიერ შემთხვევაში, ორნი სამის წინააღმდეგ, ჰარი.
- ამბობს ჯენისი გამარჯვებულის ღიმილით.
- ოჰ, ჯანდაბა, - ამბობს ჰარი, - ეშმაკსაც წაუღია სფრინგერ
მოტორსი. როგორც ვხედავ, თუ ძაღლივით არ დავწექი და კუ-
დი არ ავაქიცინე, თქვენ მეც გამაგდებთ.
ისინი არ უარყოფენ. დედიკო მძიმედ ადის ზევით, ჯენისი
კი უაზრო გამომეტყველებით, რაც მას დღის ბოლოს აქვს
ხოლმე, დგება და ჰარის საიდუმლოს ანდობს:

398
მკითხველთა ლიგა

- დედა ფიქრობდა, რომ შენ ამ ამბავს უფრო მწვავედ შეხ-


ვდებოდი. სამზარეულოდან რამე ხომ არ გინდა? ამ ქოქოსის
ლიქიორს ვერ მოწყდები ადამიანი.
პირველი ოქტომბერი ორშაბათია. შემოდგომა თავის
არასასიამოვნო მხარეს აჩენს: ქვევით ჩამოწეული ღრუბლები-
დან, როგორც რიგში დაწყობილი დაფლეთილი ლეიბებიდან,
ნაცრისფერი წვიმა გადმოდის და ხეებს ფოთლებს ერთი-
მეორის მიყოლებით აცლის. ბებერი, მარტოსული ნეკერჩხა-
ლი, საველე სამზარეულოს უკან ასმეთერთმეტე გზატკეცილის
გადაღმა, თითქმის სულ გაშიშვლებულა, მხოლოდ ქვედა ტო-
ტები შემორჩენია მღვდლის შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმასა-
ვით. ასეთ დღეს კლიენტები მოდიან. ჰარი და ჩარლი ვიტრი-
ნიდან, სადაც ახლა პლაკატია გაკრული წარწერით: „მალე.
ახალთახალი „კოროლები“. ახალი 1.8-ლიტრიანი ძრავა. ახა-
ლი აეროდინამიკური მოწყობილობა. ალუმინის ბორბლები
SR5 მოდელებზე. მზისგან და მთვარისგან დამცავი მოსახსნე-
ლი სახურავი. მსოფლიოში ყველაზე კარგად გაყიდვადი მანქა-
ნა!“ ქაღალდის მეორე პლაკატზე კი წერია: „კოროლა--
ტერსელი“. „ტოიოტა“ წინა წამყვანი ბორბლით. „ტოიოტას“ ყვე-
ლაზე იაფი და ყველაზე სწრაფი მოდელი. 33 მილი გალონზე.
ტრასაზე 43 მილი გალონზე“.
- ჰმ, - ამბობს ჰარი ყელის ჩაწმენდის მერე, - ფილადელ-
ფიელები საცობივით გავარდნენ ტურნირიდან. სეზონის ბოლო
დღეს „მონრეალ ექსპოს“ გავარდნამ, ანგარიშით 2:0, პიტ-
სბურგს საშუალება მისცა აღმოსავლეთის ნაციონალური ლი-
გის ჩემპიონი გამხდარიყო.
- მე ექსპოს ვგულშემატკივრობდი, - ამბობს ჩარლი.

399
მკითხველთა ლიგა

- ჰო, შენ საშინლად განიცდი, პიტსბურგმა ისევ რომ


გაიმარჯვა. ისინი ისე საოცრად ენერგიულები არიან. ეს მათ
შთამომავლობით მიიღეს.
სტავროსი მხრებს იჩეჩს.
- შავკანიანთა ამგვარ ჯგუფს დევიზი სჭირდება. ისინი ყვე-
ლანი სატელევიზიო რეკლამებზე გაიზარდნენ. ტელევიზორი
იყო მათი დედა. ესაა დღეს შავკანიანთა ტრაგედია.
ჩარლის ხმა რომ ესმის, ჰარი შვებას გრძნობს. ის თითქმის
დარწმუნებული იყო, რომ ჩარლი დათრგუნვილი დახვდებოდა.
- კარგია, რომ „იგალსმა“ „სტილერსი“ დაამარცხა, - ამბობს ის.
- მეამა.
- მათ ბედმა გაუღიმათ. რატომ ვერ იჭერდნენ ბურთს, ან
ბურთის მოედნის ბოლოში რატომ გადადიოდნენ! ბრედშოუს-
გან კიდევ მოსალოდნელია პრობლემები, მაგრამ ვერავინ
წარმოიდგენს, რომ ფრენკ ჰარისი ბურთს ვერ დაიჭერს.
ჰარი ხმამაღლა იცინის, სიამოვნებით იხსენებს თამაშს.
- „იგალს“ რომ ჰყავს, იმ ფეხშიშველა დამრტყმელზე რას
იტყვი? მაგარი იყო არა?
- ფეხბურთში მარტო დარტყმა საკმარისი არაა.
- ორმოცდარვაიარდიან მინდორზე შიშველი ფეხით გო-
ლის გატანა! ამ ბიჭს ფეხის თითების მაგივრად ქვები აქვს.
- ჩემი აზრით, შეუძლიათ ფეხბურთის ეს ძველი მოთამა-
შეები უკან, არგენტინაში გაუშვან. ფეხბურთში გუნდურობაა მთა-
ვარი. ხაფანგი! აი სად არიან „სტილერები“ მაგრები. მე „სტი-
ლერებზე“ არ ვნერვიულობ.
ჰარის ბრაზი იპყრობს, ფანჯარაში იხედება და თემას
ცვლის. შუშაზე წვეთები ფართოვდებიან, მყისვე ქვევით ჩამო-
დიან და ფანჯარაზე კვალს ტოვებენ. ჰარიც ასე ტიროდა. ად-
რეული ბავშვობიდან, როცა მისი ცნობიერება ისახებოდა,

400
მკითხველთა ლიგა

ჯეკსონ-როუდზე ორად გაყოფილ სახლში წვიმის დროს რა-


დიატორთან, ფანჯარასთან ახლოს დგომა უყვარდა. ყოველ-
თვის მოსწონდა, რომ მისი სახე შუშიდან მხოლოდ რამდენიმე
ინჩის დაშორებით მშრალი რჩებოდა მაშინ, როცა მასთან სულ
ახლოს ყველაფერი ერთიანად ილუმპებოდა.
- საინტერესოა, პაპი თუ მოყვება წვიმაში. - პაპი დღეს შუ-
ადღეზე ჩამოდის.
- არა. ის უბრალოდ ხელებს აიქნევს და ცა მგალობელი
ჩიტებით აივსება. მგალობელი ჩიტებით და ცხენის ფუნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარი კათოლიკე არაა, მას ეს მა-
ინც ცოტა უხეშად ეჩვენება. დღეს ჩარლი ეკლიანია და იჩხვლი-
ტება.
- ნახე ის ზღვა ხალხი ტელევიზორში? ირლანდიელები სა-
ერთოდ გაგიჟდნენ. როგორც თქვეს, ერთგან მილიონზე მეტი
შეგროვილან.
- ჩერჩეტები არიან ეს ირლანდიელები. - ამბობს ჩარლი
და ზურგს აქცევს ფანჯარას. - ხანდახან მაცოფებენ.
ჰარის საუბრის შეწყვეტა არ სურს:
- პანამის არხი დააბრუნეს წუხელ.
- ჰო, ამოვიდა ყელში ეს ახალი ამბები. ეს ქვეყანა სევდას
მგვრის. ყველა ადგილიდან კინწისკვრით გვყრიან.
- შენ არ იყავი, რომ გინდოდა ვიეტნამიდან გამოვსულიყა-
ვით?
- ესეც სევდიანი ამბავი იყო.
- მისმინე.
- რა ხდება?
- გავიგე, დედიკო სფრინგერთან გილაპარაკია.
- ბოლო მთელი სერიიდან. აქ არაფერია სევდის მომ-
გვრელი. ის მაგარია.

401
მკითხველთა ლიგა

- უკვე გადაწყვიტე სად წახვალ? ნელსონი და პრუ პარას-


კევს ბრუნდებიან პოკონოსიდან.
- ჯერ არსად. ერთი - ორ ფილმს ვნახავ. ერთი-ორ ბარს
ვესტუმრები.
- ფლორიდაზე რა აზრის ხარ? სულ ფლორიდაზე ლაპა-
რაკობ.
- კარგი რა. დედაჩემს როგორ ვთხოვო იქ გადავიდეს, რა
უნდა აკეთოს იქ, კარტი ითამაშოს?
- შენ ხომ თქვი, რომ ნათესავი ქალი გყავს, რომელიც მას
უვლის.
- გლორია. არ ვიცი, მგონი რაღაც სიახლეა. ის და მისი
ქმარი შეიძლება შერიგდნენ. იმ კაცს არ მოსწონს, დილაობით
საუზმეზე კვერცხს თვითონ რომ იმზადებს.
- ოჰ, ვწუხვარ. - ჰარი პაუზას აკეთებს და ეუბნება: - მაპატიე
ამ ყველაფრის გამო.
ჩარლი მხრებს იჩეჩს. - შენ რისი გაკეთება შეგეძლო?
ჰარის სწორედ ამის გაგონება უნდოდა. გულიდან ლოდი
სცილდება, სახეზე ნათელი ეფინება. როცა უკეთ ხარ, უკეთაც
ხედავ და ახლა ის ხედავს ფანჯრის იქით, ბუჩქებში, საველე სამ-
ზარეულოდან ქარის მიერ ტრასაზე მიმოფანტულ, წყლით გაჟ-
ღენთილ უამრავ ქაღალდს და ერთჯერადი ჭიქების თავსახუ-
რებს.
- მეც შემეძლო, შენთან ერთად წამოვსულიყავი. - ამბობს
ჰარი.
- რა სიგიჟეა, ჩემპიონო. მერე რას გააკეთებდი? მე რაც
შემეხება, შემიძლია ნებისმიერ ადგილას გავყიდო მანქანები, ეს
არაა სანერვიულო. უკვე რამდენიმე ფირმამ მომისინჯა ნიადა-
გი. ჩვენს საქმეში ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება. აქ მთა-
ვარი სისხარტეა.

402
მკითხველთა ლიგა

- მე ვუთხარი: დედიკო, ჩარლი სფრინგერ მოტორსის სუ-


ლი და გულია. კლიენტების ნახევარი ჩვენთან ჩარლის გამო
მოდის. ნახევარზე მეტიც. - თავს იმართლებს ჰარი.
- გმადლობ, რომ სიტყვა შემაწიე. მაგრამ ხომ იცი, ყველა-
ფერს აქვს დასასრული.
- ალბათ, ეგრეა. - ჰო, ეგრეა, მაგრამ არა ჰარი ენგსტრო-
მისთვის. არასოდეს, არასოდეს!
- ჯენის რა რეაქცია ჰქონდა? რა თქვა, როცა ჩემს წასვლას
განიხილავდნენ?
რთული შეკითხვაა.
- ჩემთან ბევრი არაფერი უთქვამს. ხომ იცი, მოხუცის წინა-
შე უსუსურია, არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს, არც არასოდეს
შეეძლო.
- თუ გინდა, ჩემი აზრი იცოდე, მე მელანისთან ერთად
მოგზაურობამ ჩამაგდო შავ დღეში. სფრინგერების ქალებს ამის
გამო გაუცივდათ გული ჩემ მიმართ.
- გგონია, ჯენისი დღემდე არაა გულგრილი?
- ადამიანი ვერ გახდები გულგრილი, ჩემპიონო. მაინც არ
ხარ გულგრილი იმ გოგოს მიმართ, რომლის საცვალიც, ჯერ
კიდევ საბავშვო ბაღში რომ იყავი, მაშინ დაინახე. თუ ერთ
დროს ვინმე შენთვის ძვირფასი იყო, ყოველთვის ასე იქნება.
აი, ასეთი სულელები ვართ ადამიანები.
ბაჭიას გონებაში ეს სიტყვები კოსმოსში გაფრენილი ქვის
ასოციაციას იწვევს. მას აინტერესებს კოსმოსი, ის ყოველდღე
ფურცლავს გაზეთებს, რომ რამე შეიტყოს სამყაროს კიდეზე გა-
ჩენილი გიგანტური შავი ხვრელების შესახებ, ხოლო გაზეთების
შაბათის დამატებაში ყურადღებით აკვირდება იუპიტერის გადი-
დებულ ფოტოებს იმის იმედით, რომ იმას იპოვის, რაც მთელ
ამ მეცნიერებს გამორჩათ. შესაძლოა, ღმერთს ჯერ კიდევ დარ-

403
მკითხველთა ლიგა

ჩა რამდენიმე სიტყვა სათქმელი. გულის ვაკუუმში სიყვარული


სამუდამოდ იდებს ბინას. ჯენისი ჩარლიზე ეჭვიანობს. ჩვენში ეს
გრძნობა ჩნდება და ჩვენ ვეღარ ველევით მას. აგერ უკვე ოცი
წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბაჭია რუთთან იყო, მაგრამ დღე-
საც კი, როცა ქალაქის ცენტრში, რომელიმე მაღაზიაში ან
უაიზერ-სთრითზე თვალს მოჰკრავს მისკენ ზურგით მდგომ
ქალს, რომელსაც წითელი თმა დაუდევრად შეუკრავს და ზევით
აუწევია, ხოლო რამდენიმე ღერი ქვევით დარჩენია, ჰარის გუ-
ლი ამოვარდნაზე აქვს. ნელსონი კი სულ პატარა ბიჭი იყო მა-
შინ, მაგრამ სიყვარულისთვის არ არსებობს ასაკი და მას ჯილი
უყვარდა. ისე, რომ დაფიქრდე, პრუსაც თითქოს ჰიპური სტილი
აქვს, მხრებზე დაყრილი სწორი, გრძელი თმა და მიბნედილი
სახე, რომელიც პირდაპირ გიწვევს რომ რამე ატკინო; თუმცა
ჯილი, რაღა თქმა უნდა, სხვა დონე იყო. ის არ იყო აკრონელი
გათბობის გაყვანილობის ოსტატის ქალიშვილი.
- ჰო, ალბათ... ხანდახან ოჰაიოში გაძვრენას მაინც
მოახერხებ ახლა. - ეუბნება ჰარი.
- იქ საჩემო არაფერია. მელანი მე შვილად უფრო შემეფე-
რება. რომ იცოდე, ის ჭკვიანია, უნდა მოუსმინო, როგორ მსჯე-
ლობს ტრანსცენდენტალურ მედიტაციასა და ამ გიჟ რუს ფი-
ლოსოფოსზე. მას სურს სწავლა გააგრძელოს და თუ მოახერ-
ხებს, მამამისს ფული გამოსტყუოს, სადოქტოროც დაიცვას. მა-
მამისი კი ამ დროს დასავლეთ სანაპიროზე ინდიელ ქალებს
დასდევს. - ამბობს ჩარლი.
ერთი სანაპიროდან მეორე სანაპირომდე, მთელი ქვეყანა
დიდი, გასართობი სარკეებიანი სახლია.
- და მაინც - ეუბნება ჰარი ჩარლის, - ნეტავ შენნაირი თა-
ვისუფლება მქონდეს.

404
მკითხველთა ლიგა

- შენ გაქვს თავისუფლება, მაგრამ არ იყენებ. შენ და ჯენი-


სი როგორ ცხოვრობთ იმ ძველ, ღარიბულ ფარდულში დედა-
მისთან ერთად? ეს ცუდად მოქმედებს ჯენზე, ვერა და ვერ
გაიზარდა, ბავშვად დარჩა, ისევ ინფანტილურია.
ღარიბული? ჰარის არასდროს გაუვლია თავში, რომ
სფრინგერების სახლი ღარიბულია: ძველმოდური შეიძლება,
მაგრამ დიდი და უახლესი, საუკეთესო ნივთებით სავსე. ყოველ
შემთხვევაში, ასეთად აღიქვა ეს სახლი პირველად, ჯენისთან
სიარული რომ დაიწყო იმ ზაფხულს, როცა ორივე კროლთან
მუშაობდა. სახლში ყველაფერი ბზინავდა და სისუფთავის სუნს
აფრქვევდა. სასტუმრო ოთახის გვერდითა პატარა ოთახში ხე-
ლით ნაჭედი მაგიდა იდგა, რომელიც ტროპიკული მცენა-
რეებით იყო სავსე. ეს, თითქოს საკუთარი ჯუნგლების კუთხე,
მაშინ ჰარისთვის ფუფუნების უმაღლეს მწვერვალს წარმოად-
გენდა. ახლა ეს მაგიდა ცარიელი დგას, პარკეტზე კი წყლის
წვეთებისგან დატოვებული ჟანგისფერი ლაქები ჩანს. ჰარის ახ-
სენდება ნაცრისფერი დივანი, შპალერი და აკვარელი, რომე-
ლიც იმ დროიდან არ შეუცვლიათ, მას რომ ჯენისი ღამით თა-
ვისი ძველი „ნეშით“ სახლში მიჰყავდა ხოლმე. ის მანქანა სამ-
ხედრო სამსახურის დროს იყიდა, სწორედ იმ „ნეშის“ უკანა სა-
ვარძელზე ეალერსებოდნენ ხოლმე ერთმანეთს. ახლა მათი
სახლი შეიძლება მართლაც ღარიბულად გამოიყურება. დედი-
კო სფრინგერს ძველი ენერგია აღარ აქვს, არავინ იცის, სად
მიაქვს თავისი ფული. ყოველ შემთხვევაში, ახალ ავეჯს არ ყი-
დულობს. ახლა, როგორც საერთოდ შემოდგომას, მათი საძი-
ნებლის ფანჯარასთან მდგარი სპილენძისფერი წიფელი წიწი-
ბოებს დაბლა ყრის და პატარა სამკუთხედი თესლის პარკები
სკდება; ამ ხმაურში დაძინება სულაც არაა ადვილი. ის ოთახი
არც არასოდეს ყოფილა იდეალური. მაშ, ინფანტილური, არა?

405
მკითხველთა ლიგა

- ბავშვებს რაც შეეხება, - უცებ ამბობს ჩარლი, - გახსოვს


ის ორნი, ზაფხულის დასაწყისში რომ მოვიდნენ, გოგოზე რომ
გადაირიე. ის ბიჭი, სახელს ვერ ვიხსენებ, ისევ გამოჩნდა შა-
ბათს, შენ რომ გოლფის სათამაშოდ იყავი.
- ნუნმახერი.
- მართალია. მან ის ნარინჯისფერი „კოროლა“ იყიდა,
სტანდარტული სიჩქარეების კოლოფით. ძველი არ მიმიყიდია,
ეს ახალი მოდელებიც მალე ჩამოგვივა, ასე რომ, ორასი დავუ-
კელი. ვიფიქრე, შენ გენდომებოდა მისთვის მესიამოვნებინა,
- ასეა. გოგო მასთან ერთად იყო?
- მე არ დამინახავს.
- და მან თავისი „ქანთრი სქვეარის“ გაყიდვა არ მოინდო-
მა?
- ხომ იცი ფერმერების ამბავი, უყვართ ჯართი თავის ეზო-
ში. ალბათ, ელექტროხერხს მიაბა.
- ღმერთო ჩემო, - ამბობს ჰარი. - ჯეიმიმ ნარინჯისფერი
„კოროლა“ იყიდა.
- კარგი რა, ჩემპიონო, არც ისე დიდი სასწაულია. ვკითხე,
რატომ იცდიდა ამდენ ხანს და მიპასუხა, რომ ეგონა, შემოდგო-
მამდე თუ დაიცდიდა, სამოცდაცხრამეტის მანქანები ცოტათი
გაიაფდებოდა და დოლარიც უფრო დაეცემოდა. იენიც, რო-
გორც ჩანს.
- როდის მიჰყავს?
- როგორც თქვა, ხვალ, დაახლოებით შუადღისთვის.
- ჯანდაბა. ამ დროს როტარი კლუბი მაქვს.
- გოგო არ იყო მასთან ერთად, განა შენთვის სულ ერთი
არაა? შენ ჩემზე ამბობ და ის გოგო მელანიზე პატარაა. ის ალ-
ბათ, თექვსმეტი-ჩვიდმეტის იქნება.

406
მკითხველთა ლიგა

- ალბათ, ცხრამეტის. - ამბობს ბაჭია. - მაგრამ შენ მართა-


ლი ხარ. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა. - მათ ირგვლივ წვი-
მას თითქოს მისი გული გამჭვირვალე მოელვარე ძაფებით
მაღლა ააქვს; მასაც, ჩარლის მსგავსად, თავისი არჩევანი აქვს.
სამშაბათს, როტარი კლუბის შემდეგ, როცა ჰარის ალკო-
ჰოლი ჯერ კიდევ არ გასვლია, ის მაღაზიაში მიდის და ხედავს,
რომ ნარინჯისფერი „კოროლა“ იქ აღარ დგას, ბედნიერებისგან
საგნების გარჩევა უჭირს, ღმერთი მას ზეციდან ეამბორა. დაახ-
ლოებით ხუთის ნახევარზე, რუდი სადემონსტრაციო დარბაზ-
შია, ხოლო ჩარლი ალენვილში გაემგზავრა, რათა ბითუმად
მოვაჭრეს ძველი მანქანები მიასაღოს და ამით ბუღალტრული
ამბები ცოტათი გამოასწოროს, ვიდრე თავის საქმეებს ნელ-
სონს გადააბარებს. ჰარი თავის ოფისიდან გამოდის და დერე-
ფანს მიუყვება. შემდეგ, სახელოსნოს გავლით, სადაც მენის
ხალხი ჯერ ისევ ლითონს ურახუნებს, ოღონდ იმის გამო, რომ
სამუშაოს დასრულების ნეტარი დრო ახლოვდება, უფრო ხმა-
მაღლა ლაპარაკობენ, უკანა კარს აღებს, ფრთხილობს, პერან-
გის მანჟეტები სახელურზე არ დაისვაროს და ჰაერზე გადის.
პარაგვაი. ასფალტის ამ ქვედა ნაწილში ისევ დგას „მერკური“
და თავისი შეჭყლეტილი მარცხენა ფრთით და ბადით თავის გა-
ნაჩენს ელოდება. აღმოჩნდა, რომ ჩარლიმ შეძლო როიერ-
სფორდელი ახალგაზრდა ექიმისთვის, შეკეთებული „როიალი“
სამი ათას ექვსასად მიესაღებინა. თანაც, ის ჩვეულებრივი ექიმი
კი არ იყო, არამედ ერთ-ერთი ჰომეოპათი და ჰოლისტი, რო-
გორც ახლა ასეთებს ეძახიან. ისეთი, რომელიც შეხედავს ადა-
მიანს, რომელსაც წითელა სჭირს და ეტყვის, რომ მან ბევრი
სტაფილო უნდა ჭამოს ან გარკვეულ რეგისტრში უნდა იკნავ-
ლოს დღეში სამი საათი. ის, როგორც ჩანს, ფულს კარგად აკე-
თებს, რადგან ეს ძველი მანქანა ხელიდან არ გაუშვა. მან თქვა,

407
მკითხველთა ლიგა

რომ ერთი მისი ამხანაგი კოლეჯში, რომლითაც ის აღფრთო-


ვანებული იყო, ამის მსგავსს ატარებდა და ისიც ზუსტად ასეთ
მოდელს დაეძებდა. მის მეგობარსაც ზუსტად ის ფერი ჰქონდა,
მოიასამნისფერ-მოწითალო, ფრჩხილის პრიალა ლაქის ფერი.
ჰარი თავის, დაძველებული პომიდვრის წვნიანისფერ „კორო-
ნაში“ ეჭეჭყება და აუჩქარებლად გადის მანქანის სადგომიდან
ასმეთერთმეტე გზატკეცილისკენ, რომელიც ბრუერიდან გალი-
ლეისკენ მიემართება. როცა „სფრინგერ მოტორსი“ კარგა მან-
ძილით უკან რჩება, ის რადიოს რთავს და სტერეოდინამიკებში
ელექტროინსტრუმენტების ისეთი ძლიერი დარტყმების ხმა გა-
მოდის, რომ ჰარის ეშინია, არ გასკდეს. ოთხივე მხრიდან, ვი-
ნილგადაკრული ინტერიერიდან მისკენ წამოსული ჟღრიალა,
ტკაცუნა და ბზუილა ხმები მის ნეკნებში აღწევს და იქ ჟღარუ-
ნებს. ის იხსენებს როტარის კლუბში გამართულ ლანჩს და ედი
პასტორელის, უაიზერის ზედა კვარტალების განვითარების
გეგმის პრეზენტაცია რომ გამართა. მის კომპანიას „პასტორე-
ლის უძრავი ქონება“ ჰქვია, თავად ედის კასრივით მკერდი და
ახლა უკვე მყიფე, პატარა მოღუნული ფეხები აქვს, რომლები-
თაც ერთ დროს, ორმოცდაათ წამზე ნაკლებ დროში ოთხას
ორმოც იარდს ფარავდა. უაიზერის ამ ნაწილში ძირითადად
მანქანის სადგომებს, ბარებსა და ისეთ მცირე ბიზნესებს უდევთ
ბინა, როგორიცაა მტვერსასრუტების შემკეთებელი სახელოს-
ნოები და ცხოველების საკვებით მოვაჭრენი, რომელთაც საკ-
მარისი კაპიტალი არ ჰქონდათ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებში
გადასულიყვნენ. ედი ცდილობდა ისინი დაერწმუნებინა, რომ
მიუხედავად მთელი იმ ლათინოამერიკელი ბიჭებისა, რომლე-
ბიც თავიანთ ყურთან მიდებულ ტრანზისტორებს აღრიალებ-
დნენ და ქამარში დანაგაყრილები დადიოდნენ, შუშის დიდი ჯი-
ხურები და სპირალის ფორმის ბეტონის მანქანის სადგომები

408
მკითხველთა ლიგა

მყიდველებს ამ რაიონში მოაბრუნებდა. ჰარი სიცილს ვერ იკა-


ვებს, ედის რომ იხსენებს, როცა ის ჰემინგთაუნის ერთ საზიზ-
ღარ ჭუჭყიან შენობაში მოთავსებული იმ სკოლის მეორეხარის-
ხოვანი დაცვა იყო, რომელსაც არანაირი რეფორმა არ შეხე-
ბია. დონა სამერი მღერის: „ყველაფერი ჩააბნელე, ძვირფა-
სო...“ როცა მის სურათს უყურებ, ის გაცილებით ნაკლებად შავი
ჩანს, ვიდრე იფიქრებდი - ჩავარდნილლოყებიანი ყვითელი
არსება შემოგცქერის და თითქოს გეუბნება: „რას იზამ, ვერა-
ფერს შეცვლი“. უცნაურია, რომ თუ როტარი კლუბის წევრებს
ბავშვობაში იცნობდი, ყოველთვის ბავშვებად აღიქვამ, ოღონდ
გასუქებულებად, გამელოტებულებად და გამდიდრებულებად.
ისინი სასკოლო სპექტაკლში, მუყაოს სმოკინგებში გამოწყო-
ბილ მოსწავლეებს ჰგვანან. როგორ შეიძლება პატივს სცემდე
ამ სამყაროს, როდესაც ხედავ, რომ მას ეს ბავშვები მართავენ,
რომლებიც უკვე მოხუცებად იქცნენ. ეს ის ხუმრობაა, რომლის
მოსმენაც ჰარის ყოველთვის ახალისებს როტარიში. ერთი--
ორი ჭიქა მარტინის შემდეგ, შეიძლება, ედიც საოცარ ხუმარად
მოგეჩვენოს. როცა თვითმფრინავში მყოფ ხუთ კაცზე ანეკდოტს
ჰყვება, მისი ცხვირის წვერი ისეთნაირად ჩამოდის ქვევით, თით-
ქოს პატარა ძაფზეა მობმული და ჩამოქაჩესო, ხოლო მისი სი-
ცილი ისე გაისმის, როგორც მოხუცის სტვენით სუნთქვა. ჰა-ჰა-
ჰა. ბაჭია უნდა ეცადოს, დაიმახსოვროს და „ფრთაგაშლილი
არწივის“ ბიჭებს მოუყვეს. ხუთი კაცი: ჰიპი, პოლიციელი და ჰენ-
რი კისინჯერი, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი კაცი. მაგრამ მე-
ხუთე ვინღა იყო? დონა სამერი მღერის, რომ სურვილი კლავს,
თავისი ყავისფერი კანი თეთრად აქციოს, ყოველ შემთხვევაში,
ჰარის ჰგონია, რომ ამას მღერის, თუმცა ვერ იქნები დარწმუნე-
ბული მთელ ამ დისკოს ხმებში. რომელიღაც დაბოლილმა ხმის
ოპერატორმა ღილაკს ისე ჩააჭირა, რომ ასეთი ბგერა მიიღო.

409
მკითხველთა ლიგა

სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რიტმი შენს ნეკნებ-


ში დანასავით აღწევდეს და სულს გიფორიაქებდეს.
ქვიშაქვის სახლები. სარეკლამო აბრაზე ბუნებრივი გამოქ-
ვაბულია გამოსახული. ჰარის აინტერესებს, კიდევ ვინმე თუ და-
დის იქ, ბუნებრივი გამოქვაბულებისა და ჩანჩქერებისადმი ინ-
ტერესი ხომ წარსულს ჩაჰბარდა. იმ დროს კაცები ჭილის ქუდე-
ბით დადიოდნენ, ხოლო ქალები კი კოჭებსაც არ აჩენდნენ. ბუ-
ნების სასწაულები. ეს ახალგაზრდა გაქექილი დიქტორი ქალი
- ბოლო ხანებში ჰარის რაღაც აღარ გაუგია მისი ხმა და ფიქ-
რობდა, რომ შესაძლოა ის რადიოსადგურმა გადაჭარბებული
თავხედობის გამო დაითხოვა, - ან სულაც დაფეხმძიმდა, - ამ-
ბობს, რომ პაპი გაეროში გამოვიდა სიტყვით და სტადიონ „იან-
კებამდე“, გზად ჰარლემში გაჩერდება. ჰარიმ წუხელ ტელევი-
ზორში ნახა ეს მამლაყინწა პატარა ტიპი, რომელიც თავსხმა
წვიმაში თეთრებში გამოწყობილი იდგა. პირდაპირ აღფრთო-
ვანდები ადამიანი მისი ინგლისურით, ალბათ მისი მეშვიდე
ენაა. და ის უსახური კაცი ვინღა იყო, ვინც იქ იდგა და მამლა-
ყინწას თავზე ქოლგა ეკავა? ალბათ, ვატიკანის რომელიღაც
მნიშვნელოვანი ფიგურაა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც
პრუმ იცოდა ჰარიზე მეტი. მაშინ რა ხეირია იმაში, რომ კათო-
ლიკურ ოჯახში გაიზარდე? დღეს ევროპაში ოქროს ფასმა ისევ
მოიმატა, უნცია ოთხას ორმოცდაოთხი გახდა, მაშინ, როცა დო-
ლარი კიდევ დაეცა. რადიო ჩუმდება და ისევ ცოცხლდება, რო-
ცა გზა გორაკებიან მინდვრებზე უხვევს. ჰარი ანგარიშობს, სამ
კვირაზე ნაკლებ დროში მისი ოქრო უკვე ოთხმოც დოლარზე
მეტით გაძვირდა, ოცდაათჯერ ოთხმოცი კი ორი ათას ოთხასია.
როგორც მამა ამბობდა, როცა მდიდარი ხარ, კიდევ უფრო
მდიდრდები. ზოგ მინდორზე სიმინდი მაღალია, ზოგზე ნაწვე-
რალი. ჰარი თოკივით გაჭიმულ, უშნო ქალაქ გალილეიში მის-

410
მკითხველთა ლიგა

რიალებს და ნარინჯისფერ „კოროლას“ ეძებს. ამჯერად აღარ


სჭირდება ფოსტაში გზის კითხვა. ბოსტნეულის დახლი სეზონის
დამთავრების გამო აღარ დგას. ტბორში რამდენიმე ბატი ცუ-
რავს, არ ახსენდება, რომ ისინი ადრე იქ ენახა. როგორც ჩანს,
უკვე გადაფრენა დაიწყეს, გოლფის სათამაშო მოედანი სავსეა
მათი მწვანე სკლინტით, შეიძლება, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი,
რომ ექიმმა... ის რადიოს თიშავს. ბლეკენბილერი, მუტი,
ბაიერი. ჰარი იმავე მხარეს, გზის პირზე, მოწითალო მიწის
ფართო ზოლზე მანქანას აყენებს. ხანგრძლივად მანქანის მარ-
თვისგან გული სწრაფად უცემს, ხელები გაუსივდა და დაუბუჟდა.
მანქანის სავარძელში ღრმად ჩამჯდარი ჰარი ძრავას თიშავს.
ის არაფერს უკანონოს არ სჩადის. როცა ჰარი მანქანიდან გად-
მოდის, ჰაერში საღორის სუნი აღარ ტრიალებს, ქარი საპირის-
პირო მხრიდან უბერავს, არც მწერების ბზუილის ხმა ისმის. ისი-
ნი მილიონობით დაიხოცნენ, ერთბაშად გაქრნენ. დუმილს შო-
რიდან მომავალი ელექტრონული ხერხის ღმუილი არღვევს.
ახალი ნაციონალური ჰიმნი: ეი, შენ ხერხვა იცი? ნახევარი მი-
ლის იქით ტყე მოჩანს, რომელიც ალბათ ბაიერის ფერმაში არ
შედის. ჰარი სხვის საკუთრებაზე მიაბიჯებს. ცოცხალ ღობეს,
რომელსაც ქვის კედელი დაუფარავს, ფოთლები თითქმის
აღარ შერჩენია და ჰარის ვერ მალავს. სუსტი, ცივი ქარი ევკა-
ლიპტის აბურდულ ფოთლებს და ველურ ალუბალს აშ-
რიალებს და ჰარის ხელებს ულოკავს. თუთუბოს ფოთლები
მოწითალო-მოყავისფრო გამხდარა, ზოგიერთ მათგანს ნახევ-
რად აქვს ფერი შეცვლილი, თითქოს საღებავი ვერ მოერიაო.
ძველ ხილის ბაღში ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და გამხმარ ბალახ-
ში ჩამოცვენილ ვაშლებს ფეხს ადგამს. ფრთხილად უნდა იყოს,
რომ ფეხი არ იღრძოს, თუ არადა, აქ მოუწევს წოლა და ამ
ვაშლებივით ამოლპობა. საცოდავი ხეები, ამდენ ჭიან ხილს ის-

411
მკითხველთა ლიგა

ხამენ და სულ ტყუილად. შეიძლება მათი შეხედულებით არც


ტყუილად, როცა ადამიანი არ არსებობდა, ისინი ხომ იმავეს
აკეთებდნენ. უცნაური ფიქრია. ახლა ჰარი ზევიდან დაჰყურებს
ფერმას, მწვანე კარს, ღია ცისფერ ბოძზე გაკეთებულ ჩიტების
აბაზანას. საკვამურიდან ბოლი გამოდის, შეშის წვის ნოსტალ-
გიის აღმძვრელი სუნი ჰარიმდეც აღწევს, ისე ახლოსაა. ის მო-
მაკვდავი ვაშლის ხის უკან ჩერდება, ორკაპი რომ აქვს შეყენე-
ბული და ჰარის თავამდე რომ სწვდება. ჭიანჭველები აქტიურო-
ბენ ხის ტანის ხავერდოვან ღია ყავისფერ დამპალ ნაწილში,
ერთმანეთს ცხვირებით ეჯახებიან, ახალ ამბებს უყვებიან და
თავ-თავის გზაზე მიიჩქარიან. ხის ტანი ღილებშეუკვრელი ქურ-
თუკივითაა გადახსნილი, მაგრამ უხეში კანიდან მაინც სასიცოც-
ხლო ძალებს აწვდის პატარა მრგვალ ფოთლებს, რომლებიც
ახალგაზრდა, გლუვ ტოტებთან ცახცახებენ. ისეთი შეგრძნება
აქვს, თითქოს სივრცე ქვევით არა მარტო ჰარის წინ ეშვება,
არამედ ყველა მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ მიწა მყარად
გამოიყურება და ჰარის გონებაში ელავს აზრი, მაინც რატომაა
ის აქ, თანაც თავის გამოსასვლელ ჩალისფერ კოსტიუმში გა-
მოწყობილი. ჰარის ზურგი დაუცველია, ნებისმიერ ფერმერს,
რომელიც მის უკან, მინდორში შემთხვევით გაივლის, შეუძლია
ესროლოს და თუ ვინმე ქვედა შენობიდან გადმოიხედავს და
ორკაპთან მის სახეს შეამჩნევს, შეიძლება სროლაში სავარჯი-
შოდ დადებულ, სამიზნე თუნუქის ქილად მიიღოს. არადა, მას
ოფისი აქვს, რომლის კარებზეც მისი სახელი და გვარი წერია,
ხოლო სავიზიტო ბარათზე კი გაყიდვების მთავარ წარმომად-
გენლად მოიხსენებენ; ის ხომ სულ რაღაც რამდენიმე საათის
წინ, საკუთარი ვაჟის ქორწილში, მასავით საუკეთესო კოს-
ტიუმებში გამოწყობილ მამაკაცებს ართობდა, იმ ქორწილში,
რომელიც ძალიან ძვირი დაჯდა და საკმაოდ გართულდა, -

412
მკითხველთა ლიგა

ორგანისტმა წვრილთან ერთად დატოვა იქაურობა და ის წყვი-


ლი კი ისე გვიან გამოჩნდა, რომ ჰარიმ იეღოვას მოწმეებად
მიიღო; ...და ჰარი რამდენიმე წამით პანიკამ მოიცვა, ვერ მიმ-
ხვდარა, რატომ არის აქ. ალბათ, ამ სუფთა ჰაერზე, აქ, სადაც
მისი სახელი არავინ იცის, ჰარი გრძნობს, რომ ნამდვილად
ცოცხალია. შემდეგ მას ახსენდება: იმედი აქვს, რომ თავის ქა-
ლიშვილს თვალს მოჰკრავს. და რა მოხდება, თუ გამბედაობას
მოიკრებს, ქვევით ჩავა, კედელში ღრმად ჩასმულ მწვანე კარზე
დააკაკუნებს და გოგონა გაუღებს? წელიწადის ამ დროს, ის ჯინ-
სში და მაისურში, ან სვიტერში იქნება, თმა კი ნაკლებად გაჩე-
ჩილი და ნოტიო ექნება, ვიდრე ზაფხულში, შეიძლება, უკან გა-
დაწეული და რეზინის ლენტით დამაგრებული. მისი თვალები
კი, შორიშორს ჩამჯდარი ღია ცისფერი პატარა სარკეები, მას
მიაცქერდებიან.
გამარჯობა! შენ მე არ გახსოვარ....
რა თქმა უნდა, მახსოვხართ. თქვენ მანქანებით ვაჭრობთ.
მე მგონი, რომ მაგაზე მეტი ვარ.
რას გულისხმობთ?
შემთხვევით დედაშენს რუთ ბაიერი ხომ არ ჰქვია?
დიახ.
და მას ოდესმე მამაშენზე ხომ არ მოუყოლია შენთვის?
მამაჩემი მოკვდა. ის ქალაქის სკოლის ავტობუსების ფირ-
მას მართავდა.
ის არ იყო მამაშენი. მე ვარ მამაშენი.
და ეს ფართო, ფერმკრთალი სახე, რომელშიც ჰარი თა-
ვის თავს ხედავს, გოგონას ბრაზით, უნდობლობითა და შიშით
მიაშტერდება. და თუ ჰარი მის დარწმუნებას მაინც მოახერხებს,
გოგონა მაინც გაბრაზდება იმის გამო, რომ ჰარიმ ცხოვრება,
რომლითაც გოგონა ცხოვრობდა, წაართვა და შეუცვალა იმით,

413
მკითხველთა ლიგა

რითაც ახლა უკვე ვეღარასოდეს შეძლებდა ცხოვრებას. ის ხე-


დავს, რომ მოსავალი ამ მინდვრებიდან, სადაც შესაძლოა მისი
თესლი მოხვდა, მას არ ერგება, მაგრამ თუ ის მაინც ძალით
აიღებს ამ ნაყოფს, მას გასაქცევი აქვს. ჰარი წინ მაინც არ მიდის
და თავის დაჭმუჭნილ საზაფხულო კოსტიუმში გახევებული
დგას. დდროა, ეს კოსტიუმი ქიმწმენდაში მიიტანოს და მომა-
ვალ აპრილამდე ტანსაცმლის დიდ ცელოფნის პარკში შეინა-
ხოს. მონუსხულია ხედით, სადაც ყველაფერი, თუ კვამლს არ
ჩავთვლით, უმოძრაოდაა. ჰარის გული ამოვარდნაზე აქვს, ღე-
ლავს, რომ ძალიან შეტოპა. ცხოვრება მიდის და ორივე მხარეს
არის სივრცეები, რომელსაც არასოდეს ვსტუმრობთ; ერთ მშვე-
ნიერ დღეს, მალე ის, რაზეც ახლა მყარად დგას, სწორედ იმის
ქვეშ იწვება, იმ მწერებივით მკვდარი, რომელთა ხმაც აღარ
გვესმის, ხოლო ბალახი კი ისევ გაიზრდება, ველური და ბრმა.
ჰარის უკვე თითქმის დამშვიდებული გული ხილის ბაღში
მის სიახლოვეს შრიალის გაგონებაზე ხტის. ის მკლავებს მაღ-
ლა სწევს და ახსნა-განმარტების პირველი სიტყვების სათქმე-
ლად ემზადება, თუმცა, უცებ ხედავს, მის უკან ადამიანი კი არა,
ძაღლია, ბებერი კოლი. მას ერთი თვალი წითელი აქვს, ხოლო
ბეწვი ეკლებით სავსე. ბაჭიას ძაღლების ეშინია და ისიც კარგად
მოეხსენება, რომ კოლი განსაკუთრებით ნერვიულია და ლე-
სისგან განსხვავებით, ადამიანზე თავდასხმასაც არ ერიდება. ეს
ძაღლი ლესიზე შავია. ერთი ნახტომის სიშორეზე დგას, თავი
ზევით აქვს აწეული, თმა ყურებთან ყალყზე უდგას და სადაცაა
დაიყეფებს.
„გამარჯობა,“ ამბობს ჰარი ჩახლეჩილი ხმით, ჩურჩულზე
ოდნავ ხმამაღლა, ქვევით, სახლში რომ არ გაიგონ. კოლი თა-
ვის ვიწრო თავს გვერდით ხრის, თითქოს მტკივანი თვალის და-

414
მკითხველთა ლიგა

ძაბვა არ უნდაო, ყელის გარშემო გულსაფარივით ჩამოკიდებუ-


ლი გრძელი თეთრი თმა, ნიავის დაბერვაზე ირხევა.
„შენ კარგი ძაღლი ხარ?“ - ეკითხება ჰარი და გონებაში
მანქანამდე მანძილს ზომავს. თვალწინ უდგას, რომ მანქანისკენ
მირბის, ძაღლი კი ორ წამში მის ფეხებთან ჩნდება, ძაღლის
წვეტიანი მოყვითალო კბილები შარვალს გლეჯს. ძაღლები
ჩვეულებრივ, ზედა შავ ტუჩს მაღლა სწევენ და ბრაზით აჩენენ
წინა პატარა კბილებს; ჰარი გრძნობს, როგორ ერჭობა კოჭში
ორი მოძრავ კბილანებიანი ბორბლის მსგავსი რაღაც, ეცემა და
ამაოდ ცდილობს, მკლავებით როგორმე სახე დაიცვას.
მაგრამ ძაღლი თავის ვიწრო თავში გადაწყვეტილებას
იღებს. ის ჩამოშვებულ კუდს ფრთხილად აქიცინებს და ეს ოთ-
ხფეხა ცხოველი შემზარავად ჩუმი სიმსუბუქით ბაღის ბალახზე
ნახტომებით ჰარისკენ მირბის. ის მუხლებს უყნოსავს და ფეხებ-
ზე ეყუდება; როცა ბაჭია რაღაცას ბუტბუტებს, მოფხანის ნებას
აძლევს. „კარგი ბიჭი, ჭკვიანი გოგო, საიდან გაქვს ამდენი ეკა-
ლი, ცუუ-დი ეკლები“. ძაღლს შიში არ უნდა აგრძნობინო. როცა
ასეთ მორბენალ უყელსაბამო ძაღლს ხვდები, ეს ნიშნავს, რომ
დათვს ხვდები, ანუ, ნამდვილად ქალაქგარეთ ხარ.
შორს, მანქანის კარს აჯახუნებენ. ხმა ექოდ გადადის ბეღ-
ლის კარზე, ასე რომ, ჰარი შეცდომით ჯერ იქითკენ იყურება,
შემდეგ - ვაშლის ხის ორკაპიდან, ქვევით, გორაკის ქვეშ.
ვრცელ, თავისუფალ ადგილას, სახლსა და ავტოფარეხს შო-
რის, რომლის უკანა მხარესაც სკოლის ავტობუსის კაბინა ინა-
ხება, ნარინჯისფერ „კორონას“ ხედავს.
გამოდის, მისი დიდი იმედი გამართლდა, მაგრამ ჰარის
გონება თითქმის მთლიანად ამ მუქი ფერის კუნთების გროვასა
და ჰარის მუხლებთან მიბჯენილ კბილებთანაა ფოკუსირებული.
რა მოიმოქმედოს, რომ ძაღლმა არ დაიყეფოს, არც უკბინოს.

415
მკითხველთა ლიგა

პაწაწინა ტვინი ყოველ წამს ცვლის გადაწყვეტილებას: კოლი,


რომელიც მისის ზაგს ეკუთვნოდა ჯეკსონ როუდზე, კასრში
ცხოვრობდა. ერთხელ, როცა ამას არავინ ელოდა, იქიდან გა-
მოხტა. ჰარის ახლაც აქვს ოდნავ შესამჩნევი თეთრი იარები შუა
თითზე. ძაღლის კბილებიდან თითებს რომ ექაჩებოდა, ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სტაფილოს ფხეკდა და ეს აქამდე
არ დავიწყებია.
მანქანის კარის მოჯახუნების ხმა ძაღლმაც გაიგონა, ყურე-
ბი განაბა და კოსმოსური სისწრაფით ქვევით გავარდა. „კორო-
ლასთან“ მისული ყეფას იწყებს, განწირულს და შორეულს, ასე
ესმის ბაჭიას მისი ხმა ექოსა და დიდი დაშორების გამო. ჰარიმ
დრო იხელთა და უკანა, სახლიდან უფრო დაშორებულ ხესთან
გადაირბინა. იმ ადგილიდან ხედავს, მანქანიდან როგორ გად-
მოდის გრძელფეხება ჯეიმი, რომელსაც ჭუჭყიანი კომბინეზონი
კი აღარ აცვია, არამედ მოვარდისფრო შლაქსი შარვალი და
მაღალსაყელოიანი წითელი პერანგი. კოლი მის ირგვლივ
დახტუნავს, ესალმება მას და თითქოს ბოდიშს უხდის, უცნობ
მანქანას ყეფით რომ შეხვდა. ბიჭის გაწელილი სიტყვები ბაღამ-
დე ამოდის, ის ძაღლს ალერსით ელაპარაკება, მაგრამ რას,
ჰარი ვერ არჩევს. ბაჭია წამით თვალებს მიწისკენ ხრის, სადაც
ორი კრაზანა დამპალ ვაშლში ძვრება. როცა ისევ იქით იხედე-
ბა, გოგონას ხედავს, მის გოგონას, რომლის ქათქათა, მრგვა-
ლი სახე არავის სახეში შეგეშლება. გოგონას თმა უფრო მოკ-
ლე აქვს, ვიდრე ივნისში ჰქონდა, „კოროლადან“ გადმოდის,
მგზავრის სავარძლის მხრიდან, ძაღლთან იცუცქებს და ამშვი-
დებს. გოგონა სახეს ატრიალებს, ძაღლი რომ სახეში არ მიახ-
ტეს და ზევით იყურება, ზუსტად იქითკენ, სადაც სისხლგაყინუ-
ლი ჰარი დგას. როცა გოგონა ფეხზე დგება, ჰარი ამჩნევს, რომ
ის გამოპრანჭულა, მუქი ყავისფერი ქვედაბოლოსა და

416
მკითხველთა ლიგა

მოწითალო-მოყავისფრო სვიტერში, მოკლე კუბოკრული პიჯა-


კი კვადრატული ფორმის მხრებს უჩენს. გოგონა ელეგანტურად
გამოიყურება, კოლეჯის სტუდენტივით, ქალაქელი გოგოსავით.
მაგრამ როცა სახლისკენ მიემართება, რაღაც უღონოდ ადგამს
ფეხებს. ის ვიღაცას ხმამაღლა ეძახის. ორივე ახალგაზრდას სა-
ხე სახლისკენ ბრუნდება, ასე რომ, ბაჭია სარგებლობს და კიდევ
უფრო მოშორებული და წვრილი ხის უკან იმალება. ახლა ის
ახლოსაა დაბურდულ ღობესთან და თავის ღია ყავისფერ კოს-
ტიუმში, ცის ფონზე ალბათ შეუმჩნეველია.
ქვემოთ, მისალმებისა და სიხარულის შეძახილების ექო
მობათქაშებული წიდის ბლოკის კედლებიდან ჰარიმდე სევდიან
და რხევად ბგერებად აღწევს. კარის უხმოდ დაკეტვას სახლი-
დან მსუქანი, ხანში შესული ქალის გამოჩენა მოჰყვება, რომე-
ლიც თავისი წონით დამძიმებული ფრთხილად მოძრაობს, კო-
ლი უკან მოჰყვება და თან აწვება, მის ფეხებთნ ტრიალებს. ეს
შეიძლება ის ქალია, ჰარიმ ჯვრისწერის დღეს, ეკლესიასთან,
ძველ „უნივერსალში“ რომ მოჰკრა თვალი, მაგრამ ეს რუთი
ვერ იქნება, კარგად ახსოვს რუთის რბილი და ცეცხლის ენები-
ვით დაკლაკნილი თმა, ამ ქალს კი ჭაღარა თმა რკინის მუზა-
რადივით ადევს. ჰარი ხედავს მის უზარმაზარ სხეულს, ქალს
იმხელა ტანსაცმელი აცვია, რომ ამ დისტანციიდან იალქანივით
ფართო ჩანს. შარვალსა და პერანგში გამოწყობილი ბაჯბაჯით
მიიწევს წინ, რომ ახალი მანქანით დატკბეს. ერთმანეთი არ გა-
დაუკოცნიათ, მაგრამ ურთიერთმოპყრობის მიხედვით, მიხვდე-
ბით, რომ ისინი ახლობლები არიან. მათი ხმები ჰარიმდე აღ-
წევს, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევს.
ბიჭი ძარას აჩვენებს. გოგონა მოხუცს ხელს მხრებზე უტყა-
პუნებს, ალბათ ეუბნება, მიდი ჩაჯექიო. შემდეგ ისინი მანქანიდან
ორი გრძელი ყავისფერი ქაღალდის პარკით პროდუქტს იღე-

417
მკითხველთა ლიგა

ბენ, კოლი კი, ამ ყველაფრით მობეზრებული თავს მაღლა


სწევს და ცხვირს იქით აბრუნებს, სადაც გულგახეთქილი და გა-
შეშებული ჰარი დგას, ისეთივე უძრავი, როგორიც კვირის გაზე-
თებში თავსატეხი ნახატი, დაბურდულ ხაზებში დამალული კაცი
რომ იყო ხოლმე.
ძაღლი ყეფას იწყებს და ბაღისკენ, პირდაპირ ჰარისკენ
მოექანება; ჰარის სხვა გზა არ აქვს, ტრიალდება და გარბის.
შესაძლოა, მან მოასწროს და ცოცხალ ღობეში გაძვრეს, სანამ
ეს ხალხი ზევით ამოიხედავს და მას დაინახავს. ქალები ძაღლს
ეძახიან - „ფრიც! ფრიც!“ ტოტები ჰარის ხელებს უკაწრავს, ცო-
ტაც და კედლის მორყეული აგურები ქვეშ მოიქცევს, ფეხსაცმე-
ლები ესვერება. ახლა ჰარი მიქრის. მის ფეხებქვეშ ტრაქტორის
კვალდამჩნეული წითელი მიწა გამოკრთის. წამით უკან რომ
იხედება, ამჩნევს, რომ სანამ ის მანქანას მიაღწევს, ძაღლი
აუცილებლად დაეწევა. ამ არსებას სირბილისას, დიდი სისწრა-
ფით ჰაერის კვეთის გამო, ბეწვი და ყურები დაელექტროებული
აქვს. ძაღლმა უკვე გაარღვია ცოცხალი ღობე და ახლა სიმინ-
დის ნაწვერალში მიქრის. ო, ღმერთო. ბაჭია ჩერდება. მის
გულს ბაგაბუგი გააქვს, სახეს ხელებით იფარავს და იცდის. გო-
რაკის ქვეშაა, აქედან სახლი არ ჩანს, ჰარი სულ მარტოა მხეც-
თან. ძაღლი რომ მორბის, ბაჭიას ესმის მისი ბრჭყალების
ჩხრიალი, ყეფას ღრენა ცვლის. ჰარი გრძნობს, როგორ სუნავს
ძაღლი მის შარვალს და მერე როგორ ეყუდება ფეხებზე. მას
ჰარის ძირს დაგდება კი არ უნდა, არამედ უკან წაყვანა, ისე,
როგორც ცხვრის ფარას ერეკებიან ხოლმე.
- კარგი ფრიც, - ამბობს ჰარი. - ჭკვიანი ფრიცი. მოდი, ჩემს
მანქანასთან მივიდეთ. წამომყევი, ერთად წავიდეთ. - ფრთხი-
ლად, ნაბიჯ-ნაბიჯ ის დარჩენილ მცირე მანძილს ფარავს გზამ-
დე, ძაღლი მთელი ეს გზა ეხახუნება და სუნავს. შიგადაშიგ ყვი-

418
მკითხველთა ლიგა

რილის ხმა ისმის სახლიდან, რომელიც ამ ადგილიდან არ


ჩანს; კოლი კუდს აქნევს, რომელიც ჰარის კანჭებში ხვდება, ზე-
ვით აწეული გრძელი თავიდან კი ჩაწითლებულ თვალში კით-
ხვის ნიშნები აწერია. ჰარი ხელებს მაღლა პიჯაკის გადანაკე-
ცამდე სწევს. ძაღლის ჭუჭყიან, ყვითელ, სველ კბილებს სტაფი-
ლოს სათლელის მსგავსად, წამში მისთვის კანის შემოფცქვნა
შეუძლიათ.
- შენ ლამაზი გოგო ხარ, მშვენიერი გოგო ხარ, - ეფერება
ფრიცს: - და თან „კორონის“ უკანა მხარეს ფრთხილად უახ-
ლოვდება, ჯაჭვური ხერხი ისევ ზმუის. ის მძღოლის კარს აღებს,
შიგნით სრიალდება და კარს იჯახუნებს. კოლი ბალახწამოზ-
რდილ წითელ მიწაზე დგას და გაოცებული შესცქერის, თითქოს
უკვირს, რომ მისი მწყემსობა დასრულდა. ჰარი მანქანის გასა-
ღებს ჯიბეში პოულობს და ძრავას ქოქავს. გული ისევ ძლიერად
უცემს. ჰარი მგზავრის ფანჯრისკენ იხრება და ფრჩხილებით
ფანჯარას კაწრავს. „ეი, ფრიც!“ ის უყვირის და ფანჯარას მანამ-
დე უსვამს ფრჩხილებს, სანამ ძაღლი ისევ ყეფას ატეხავს. აფ--
აფ-აფ. ბაჭია იცინის და მანქანა ადგილს წყდება. ჰარის მკერ-
დში თითქოს თხელი და სხვადასხვა ფერში გარდამავალი საპ-
ნის ბუშტისმაგვარი რაღაცა იბერება. დდაე, გასკდეს. მას შემ-
დეგ, რაც ნელსონმა „კაბრიოლეტი“ დაამსხვრია, ის არასოდეს
ყოფილა ასე ახლოს ყოველდღიურობის გარღვევის სურვილ-
თან.
ვებ მერქეთი ოჯახზე მზრუნველი ადამიანია; მას სარდაფ-
ში უამრავი ძვირიანი ელექტრომოწყობილობა მოეპოვება და
ისეთი სახელწოდების ჟურნალები აქვს გამოწერილი, როგო-
რიცაა „ხეზე მუშაობის ხელოვნება“ და „გააკეთე თვითონ“. ამ
კოლონიალური სტილის გარნიზონში, რომელსაც ის და სინდი
ქორწინებიდან შვიდი წელია, რაც იყოფენ, უხვადაა ხელნაკეთი

419
მკითხველთა ლიგა

ხის ნივთები: გამოთლილი, შეღებილი და გაპრიალებული კა-


რადები, დასაკიდი და ტრიალა თაროები უამრავი ნიჟარისმაგ-
ვარი განყოფილებით, და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ოჯა-
ხის უფროსის მომთმენ და სახლისმოყვარე ბუნებაზე მეტყვე-
ლებს. არსებობს ლპობადაწყებულ ხეზე მუშაობის მეთოდი,
რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ხე მარმარილოსავით
მაგარი გახდეს, მარმარილოსავით დაძარღვული და სხვადას-
ხვა შეფერილობაც კი მიიღოს. ამ მეთოდითაა დამზადებული
რამდენიმე ლამპის ძირი და პატარა მაგიდაზე დასადგმელი დე-
კორატიული თასი, ხელუხლებელი თამბაქოს ხვეულით. სპი-
ლენძის პეპლის ფორმის ბრწყინავი ორნამენტებით გაფორმე-
ბული ეს მაგიდაც ვების გამოთლილია. ამ საგნებიდან ზოგიერ-
თი, ალბათ, ვების ყოფილი ცოლების სახლებიდანაა წამოღე-
ბული და ჰარის წარმოუდგენია, რამდენი უნდა ჰქონოდათ ამ
უხილავ ცოლებს, რომ ვებს ამდენი რამ დარჩენოდა. ვების წინა
ქორწინებები უზარმაზარ, გრძელ, ქვედა სასტუმრო ოთახში უჩ-
ვეულო პროპორციების ჩარჩოებში ფერადი ფოტოსურათები-
თაა წარმოდგენილი. სურათებზე, რომლებიც თავად ვებმა
ამოჭრა და ლუსიტზე დააწება, ბავშვები ისეთი ასაკის ჩანან,
რომ ვებისა და სინდის შვილები ვერ იქნებიან. კადრებზე აღ-
ბეჭდილია, როგორ სხედან მზის ქვეშ, ქალაქგარეთ მდებარე
სხვა სახლის ღია ქვის ვერანდაზე, ან იალქნიან ნავზე, ალბათ,
ცისფერი ტბის პირას, მაგრამ კოდაკის საღებავებს ფერი შეუც-
ვლია და ახლა ტბა ყვითლად ჩანს. გარდა ამისა, აღბეჭდილია
ქორწინებისა და სკოლის დამთავრების ცერემონიები. ამ ბავ-
შვებიდან ზოგი უკვე დიდია, ნელსონზე უფროსიც კი. ახლა უკვე
ფოტოსურათებიდან ჩვილები, მესამე თაობის წარმომადგენ-
ლები იყურებიან სერიოზულად, ბალიშებზე შემომსხდარნი, ან

420
მკითხველთა ლიგა

ახალგაზრდების ძლიერ ხელებში, ოჯახის წევრთა უამრავ მო-


ღიმარ სახეს შორის.
ვებთან ყოველ ვიზიტზე ჰარი ეშმაკურად ცდილობს, ამ სუ-
რათებზე ვების რომელიმე ყოფილი ცოლი იპოვოს, მაგრამ ქა-
ლებს ან თავი აქვთ წაჭრილი, ან გვერდი არ ჩანს იმის გამო,
რომ ჩარჩო, ან მეორე ფოტო ფარავს. ბავშვების თავების უკან,
ბევრგან უფროსი ადამიანის ხელი და მხარი მოჩანს. ფოტოებს
ხანმოკლე ბედნიერი ოჯახური კერიის გაუჩინარებულ დიასახ-
ლისთა არც ერთი სახე არ შემოუნახავს.
როცა ვები და სინდი სტუმრებს იღებენ ხოლმე, კედელში
ჩაშენებული დინამიკებიდან ქვედა სართულის ოთახებში ხან გი-
ტარის ტკბილი ხმები იღვრება, ხან ძველი შოუების მელო-
დიების უსახური არანჟირება, ან უწყვეტი, მსუბუქი კლასიკური
როკი ვოკალის გარეშე, რომელიც ჰარისთვის კბილის გაბმულ
ტკივილთან ასოცირდება. ბრუერის დანგრეული ფერმერის სას-
ტუმროს დუქნიდან, ვების მიერ გადარჩენილი წითელი ხის ბა-
რის უკან, მან სასმლის საკურთხეველივით რაღაც შექმნა, - ორი
მაღალი, მომრგვალებულთავიანი კარი, რომელიც მუხლუხოს
პრინციპით, ცენტრში იკეტება; წინ გამომავალი თაროები სავ-
სეა ისეთი ტრადიციული და ეგზოტიკური სასმელებით, როგო-
რიცაა ვისკი, ჯინი და არაყი, ასევე, რომი, ტეკილა და საკე. იქ-
ვეა, აგრეთვე, ყველა სახის გასაზავებელი: დაწყებული მწარე
ტონიკებიდან, დამთავრებული ძველმოდური ნარევით, რომე-
ლიც ფხვნილის სახით პატარა კონვერტებშია ჩაყრილი. ბარს
თავისი ჩაშენებული მაცივარიც აქვს. ჰარი, მიუხედავად იმისა,
რომ ვებით აღფრთოვანებულია, ფიქრობს, როცა მას თავისი
ოცნების სახლი ექნება, როგორმე ამ წრიპინა მუსიკის და სას-
მლის შესანახი ასეთი რთული კონსტრუქციის გარეშეც გაძ-
ლებს.

421
მკითხველთა ლიგა

აი, სააბაზანო ოთახს კი, თავისი ემალის პატარა სასაპ-


ნეებით, სადაც ვარდის კოკრის ფორმის საპნები აწყვია, უნიტა-
ზის ლურჯი ფუმფულა გადასაფარებლით და შიშველი ნათურე-
ბით გარშემორტყმული, ისეთი თვალისმომჭრელი სარკით,
მსახიობებს რომ აქვთ ხოლმე საგრიმიოროში, ჰარი აღფრთო-
ვანებაში მოჰყავს, აქ ყველაფერი, რაც არ ბრჭყვინავს ან ნაირ-
ფერია, ან სურნელოვანი. ტუალეტის ქაღალდი ძალზე ფაფუკია
და ყოველ ნაწილზე ძველი კომიქსების სხვადასხვა სურათი ახა-
ტია. საწყალი პოპაი, რომელიც განავალს ჭამს ისპანახის ნაც-
ვლად. პირსახოცებზე ლუსინდას ინიციალები ისეთ დიდ და
ამოზნექილ მონოგრამას ქმნის, რომ ჰარის იმის გაფიქრებაც
კი ზარავს თუ როგორ შეიძლება სინდიმ თავისი ნაზი კანი
დაიზიანოს, იმ შემთხვევაში, თუ დაავიწყდა და მაგრად მოუვიდა
გამშრალება. ჰარის აინტერესებს, მერქეთები და მათი საკმაოდ
ფერმკრთალი პატარა შვილები ოდესმე იყენებენ ქვედა სარ-
თულის ამ სააბაზანო ოთახს, თუ ის მხოლოდ სტუმრებისთვისაა
განკუთვნილი. აბაზანაში საიდუმლოებით მოცული არტეფაქტე-
ბია - საშაქრის მსგავსი დიდი თასი თეთრი, ამობურცული თავ-
სახურით, რომელსაც გამჭვირვალე სამოსში გამოწყობილი
ორი ქალი ახატია. ისინი დივანზე თუ ღრუბლებში სხედან, ფე-
ხებზე პუანტები აცვიათ, კოჭი კოჭზე გადაჭდობილი, ერთის ფე-
ხის თითები მეორისას ეხება, ხოლო თავსახურის ზედა ნაწილზე
ორივეს თითო-თითო მოშიშვლებული ხელი აქვთ ჩამოდებუ-
ლი; თუ თავსახურს მოხდით, ნახავთ, რომ შიგნით ისეთი სიცა-
რიელეა, იფიქრებთ, იქ არასოდეს არაფერი ყოფილა. აქ არის
ჯოხზე დამაგრებული ვარდისფერი პლასტმასის ხელი, სავა-
რაუდოდ, ზურგის მოსაფხანი; ასევე, კვერცხის ფორმის ჭურჭე-
ლი, რომლის ერთი მესამედი შროშნის კრისტალურ მარილებს
უკავია; პაწაწინა სარძევე კი, ჰარის აზრით, აბაზანის ზეთების-

422
მკითხველთა ლიგა

თვისაა; ელასტიკური პლასტმასის ცილინდრი, მასში სხვადას-


ხვა ფერის ბლინების გროვის მსგავსი პუდრის წასასმელი
ღრუბლებია მოთავსებული. ეს ყველაფერი, აბაზანასა და უნი-
ტაზს შორის, ორ შავ დუბელზე დამაგრებულ ღია თაროებზე,
უფრო გამოსაჩენადაა, ვიდრე გამოსაყენებლად. ჰარი როცა
წარმოიდგენს, ლამაზმანი სინდი თავის აბაზანაში ზეთს როგორ
ასხამს, წყალში წვება და ზურგის საფხან ჯოხს თავის სხეულზე
დააცურებს, მისი ძუძუსთავები კი საპნის ქაფის საბანს კვეთენ,
ვნების მოზღვავებას გრძნობს. სარკეში, სადაც ყველაფერი
მკვეთრად გამოიყურება, ჰარის თვალები უფერულად მოუჩანს,
თითქმის თეთრად, იმ თრთვილის მსგავსად, მანქანას რომ ფა-
რავს ხოლმე დილაობით, ტუჩებზე კი მოლურჯო ფერი დაჰ-
კრავს. ჰარი მთვრალია. მან სადილამდე ორი ტეკილა მიირ-
თვა, სადილობისას იმდენი გალო შაბლი დააყოლა, რამდენის
დალევაც შეძლო, შემდეგ კი ერთ-ნახევარი ჭიქა ბრენდი. ბრენ-
დის მეორე ჭიქაზე მოშარდვა მოუნდა და ეს, როგორც მორიგი
სასიხარულო მოვლენა, ისე აღიქვა, - დამამტკიცებელი იმისა,
რომ ჯანმრთელადაა, შეძლებულია და პრივილეგირებული,
რადგან აქ ზის და პატარა მაგიდის მეორე მხარეს აკვირდება,
როგორ მოძრაობს სინდის სხეული უცნაურ, უხეში ქსოვილის
ეგზოტიკურ არაბულ სამოსში. მას მაჯები და ტერფები შიშველი
აქვს, თუ სანდლებს არ ჩავთვლით. ამგვარად გამოწყობილი
სინდის ხილვა არანაკლებ აღმგზნებია, ვიდრე მისი ბარძაყების
შიდა მხარის დანახვა ბიკინიში. მერქეთებმა ჰარისა და ჯენისის
გარდა ჰარისონები და ახალგაცნობილი, მოშტერო ფოსნაჰტე-
ბიც დაპატიჟეს, რომლებიც ორი კვირის წინ ნელსონის ქორ-
წილში გაიცნეს. ჰარი ფიქრობს, რომ მერქეთებმა არ იციან მისი
და პეგის რამდენიმე წლის წინანდელი კავშირის შესახებ, როცა
ოლიმ კიდევ ერთხელ დაივიწყა ცოლქმრული ერთგულება. შე-

423
მკითხველთა ლიგა

იძლება იციან კიდევაც, ხალხმა იმაზე მეტი იცის ხოლმე, ვიდრე


ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც აღმოჩნდა, ამას დიდი მნიშ-
ვნელობა არც აქვს. გაიხსენეთ, რას ვკითხულობთ ყოველ კვი-
რას „ფიფლზ მეგეზინში“ და მიუხედავად იმისა, რომ ვიცით,
მთელი ეს მსახიობები ნარკომანები და მოღალატე მეუღლეები
არიან, მაინც სიამოვნებით ვუყურებთ ტელევიზორს. ჰარის პირ-
დაპირ ხელები ექავება, ისე უნდა ნათურებიან ჩარჩომოვლე-
ბულ სააფთიაქო კარადაში ცალი თვალით შეჭყეტა. ელოდება,
სასტუმრო ოთახში მყოფი მთვრალი კომპანიიდან როდის მო-
აღწევს სიცილის ტალღა, რომ სარკიანი კარის გაღებისას შე-
საძლო ჩხაკუნი დაფაროს. კარი გაჩხაკუნდა. კარადაში იმაზე
გაცილებით მეტი რამ აღმოჩნდა, ვიდრე ჰარი წარმოიდგენდა:
სახის კრემი დაბურული მინის ქილაში და ლოსიონი ხორცის-
ფერ რბილ პლასტმასის ბოთლში; გასარუჯი ლოსიონი ყავის-
ფერ ტუბში; პარეპეკტონილი, ფაღარათის წამალი; დებროქსი,
გოგირდისგან ყურების გასაწმენდად; მენთოლის ქლორასეპ-
ტიკი; პირის ღრუში გამოსავლები სითხე, სახელად სეპაკოლი;
სხვადასხვა სახის ასპირინი, ორივე - ბაიერიც და ანაცინიც და
ტაილენოლი, რომელიც კუჭს არ აღიზიანებს; დიდი, ცარცისფე-
რი ბოთლი მაალოქსის სითხით. ჰარის აინტერესებს, მერქეთე-
ბიდან რომელს სჭირდება მაალოქსი, ორივენი ყოველთვის
მშვიდად და წყნარად გამოიყურებიან. შხამიანი სუროთი დასუს-
ხვისას წასასმელი ვარდისფერი ჟელე და პლასტირი ნამდვი-
ლად ბავშვებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, მაგრამ აი, პატა-
რა, ბრტყელი ყვითელი ყუთი ბუასილისთვის? კარტერს, ამ მო-
ღუშულ, ზედმეტად მოტივირებულ ტიპს, რომელსაც სურს, რომ
ყველაფერი განრიგის მიხედვით გაკეთდეს, არ აქვს მნიშვნე-
ლობა, ხარ თუ არა მზად ამისთვის, ეჭვგარეშეა, ბუასილი აქვს;
მაგრამ ვებ მერქეთი, იმ მომღერლების მსგავსად პოპულარულ

424
მკითხველთა ლიგა

კონკურსებზე რომ გამოდიან, თავისი ჟღერადი ხმით, სვინგის


რიტმში რომ ლაპარაკობს, ამ პატარა, ტყვიის ფორმის სან-
თელს ხსნის და თავის უკანალში იკეთებს? ამისთვის უნდა
ჩაიცუცქო და საჭირო ადგილის პოვნაც ადვილი არ არის, ბაჭი-
ამ ეს საკუთარი გამოცდილებით იცის. ეს იყო წლების წინ, ტექ-
სტისამკრეფად მუშაობისას, როცა ის მთელი დღეები ფოლა-
დის მაგარ სკამზე იჯდა სტრესის ქვეშ. მისი თითების შეხებისგან
მატრიცები ჩხრიალით ქვევით ეშვებოდნენ, რაიმე შეცდომა და
- სტრიქონი გაფუჭებულია. მაშინ პატარა, უიღბლო ბიჭი იყო,
მისი ცხოვრება ჩარჩოებში იყო მოქცეული, ხოლო მისი სული
ჯერ კიდევ არ იყო იმდენად დაპატარავებული, რომ იქ ჩა-
ტეულიყო. კი, მაგრამ, ეს ქარვისფერი ბოთლი ტაბლეტებით,
რომლის რეცეპტზე ღია ლურჯად ლუსინდა რ. მერქეთია და-
ბეჭდილი, ვისთვისაა? მომაკვდინებლად პატარა თეთრი აბები,
მას თავისი საკითხავი სათვალე უნდა წამოეღო. ჰარის ცდუნება
იპყრობს, ერთ-ერთი კონტეინერი აიღოს თაროდან იმ იმედით,
რომ შეძლებს გაშიფროს რა ავადმყოფობამ შეაღწია ფუმფუ-
ლა, თამთამა უზადო სხეულში, მაგრამ თითის ანაბეჭდების და-
ტოვების ცრურწმენითი შიში აჩერებს. წამლის კარადა ტრაგი-
კულია, ის ამ ძლიერ შუქზე ნათლად ხედავს ამას და ისე
ფრთხილად კეტავს კარს, რომ დარწმუნებულია, ჩხაკუნის ხმას
ვერავინ გაიგონებს. ჰარი სასტუმრო ოთახში ბრუნდება. კომპა-
ნია ხმამაღლა განიხილავს პაპის ვიზიტს.
- ნახეთ, რა თქვა მან სექსის შესახებ გუშინ ჩიკაგოში? -
ყვირის პეგი ფოსნაჰტი. წლების განმავლობაში, ჰარისთან რო-
მანის შემდეგ პეგი უფრო თავისუფალი გახდა, თავისი სიელმის
დასაფარავად მუქ სათვალეს აღარ ატარებს. შეიძლება ითქვას,
გარეგნობასა და თავის შეხედულებებთან მიმართებაში უფრო
დაუდევარია. ის ახლა იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნება,

425
მკითხველთა ლიგა

მუდმივად რაღაცას რომ აპროტესტებენ. - მან თქვა, რომ ურ-


თიერთობა ქორწინების გარეშე ცოდვაა. არა მარტო მაშინ,
როცა დაქორწინებული ხარ, არამედ ქორწინებამდეც. რა იცის
მან საერთოდ? მან არაფერი არ იცის ცხოვრებაზე, არც იმაზე,
ხალხი როგორ ცხოვრობს.
ვებ მერქეთი ცდილობს, დააწყნაროს თავისი სტუმარი და
მშვიდი ხმით ამბობს:
- მე მომეწონა, რაც ერლ ბათცმა რამდენიმე წლის წინ
თქვა: „ის, ვინც მოთამაშე არ არის, არც წესებს ადგენს. - ვებს
მოწითალო-მოყავისფრო მაღალყელიანი როლინგი აცვია
ნაცრისფერ, უხეშად ნაქსოვი პულოვერის ქვეშ. ამ პულოვერის
ყელის ჭრილის გამო ის ჰარის სკანდინავიელ მეთევზეს აგო-
ნებს. ჰარი და რონი კოსტიუმებში მოვიდნენ; ოლიმ კი უკვე
იცის, რომ დღეს კოსტიუმებს კვირა საღამოსაც კი აღარ იცვა-
მენ. ის მოტკეცილ, ფერგადასულ ჯინსსა და მოქარგულ პერან-
გშია, რომელიც მას კოვბოის იერს აძლევს, თუმცა ძალიან და-
ბალია საძოვრებზე საჯირითოდ.
- ვინც მოთამაშე არ არის! - ფეთქდება პეგი ფოსნაჰტი. -
საინტერესოა, მაშინაც თამაშად მოგეჩვენებოდათ, ფეხმძიმედ
რომ იყოთ, ჯურღმულში ცხოვრობდეთ და ლეგალურად ვერ
იკეთებდეთ აბორტს?
- ვები გეთანხმება, - უხსნის ბაჭია, მაგრამ პეგის მისი არ
ესმის, გიჟივით ქოთქოთებს ღვინისა და მაღალ საზოგადოება-
ში მოხვედრის გამო აჟიტირებულია და სახეც ალეწილი აქვს.
მისმა თმის ვარცხნილობამ ფორმა დაკარგა და ისეა, როგორც
მზეზე დადებული ირისის კანფეტი.
- ჩემ გარდა ვინმემ უყურა? მე არ შემიძლია არ ვუყურო,
სიბრაზისგან ვგიჟდები, სპექტაკლი რომ დადგა ფილადელ-
ფიაში, სადაც მან კატეგორიულად უარყო ქალი - მღვდლები?

426
მკითხველთა ლიგა

და თანაც იცინოდა, ამან ცალკე გამაცოფა, ის იღიმებოდა მა-


შინ, როცა სექსისტურ სისულელეს აფრქვევდა, რომ მხოლოდ
კაცები შეიძლება იყვნენ მღვდლები, რომ ასე დააწესა ეკლესი-
ამ და ასე გადაწყვიტა ღმერთმა. ყველაზე მეტად მე იმან აღ-
მაშფოთა, რომ ის ამას ასე მშვიდად ამბობდა. ნიქსონის და ჰიტ-
ლერის მსგავს ხალხს იმის სინდისი მაინც ჰყოფნით, რომ გაშ-
მაგებულებმა ილაპარაკონ.
- ის ერთი მშვიდი და გაწონასწორებული პოლონელია, -
ამბობს ოლი, აშკარად თავს უხერხულად გრძნობს თავისი ცო-
ლის ამგვარი ამოხეთქვის შემდეგ. ჩანს, ის სიმშვიდეს ამჯობი-
ნებს. მუსიკა, მოსაწევი. ბევრი არა, სულ ოდნავ, მაგრამ საკმა-
რისია იმისთვის რომ კარგ ხასიათზე დადგე.
- მას ნამდვილად შეუძლია, ზანგ ბავშვებს აკოცოს, - ერ-
თვება რონი ჰარისონი, შესაძლოა, სიტუაციის განსამუხტად. ჰა-
რის მუდამ აკვირვებს, მელოტი ადგილის დასაფარავად რამ-
სიგრძე თმა აქვს ხოლმე რონის გვერდზე გადავარცხნილი. თუ
საწინააღმდეგო მხარეს გადმოსწევ, მისი თმა ყურს ქვევით ჩა-
მოუვა. თუ მელოტი ხარ, იყავი მელოტი, დღევანდელ დღეს, ამ
ასაკში რატომ უნდა დამალო? იყოს ცარიელი, ვარდისფერი და
ამობურცული, როგორც საჯდომი. ყველას უყვარს საჯდომი. ის
ტყვიის ფორმის სანთლები ყვითელ ყუთში სინდის ხომ არ
ეკუთვნოდა? რისგან სტკივა, ვების გამო? ჰარის სადღაც წაკით-
ხული აქვს, რომ ჰომოსექსუალებს ბუასილი აწუხებთ. საკვირ-
ველია, რას აღარ ცდილობენ რომ შეეგუონ - მუშტებს, ელექ-
ტრონათურებს. ის თავის ბალიშზე წრიალებს.
- მე ვფიქრობ, ის ძალიან სექსუალურია, - აცხადებს თელ-
მა ჰარისონი. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ისე ჟღერს, თით-
ქოს სკოლის მასწავლებელი ლაპარაკობსო, ისე გარკვევით
გამოთქვამს სიტყვებს. ჰარი მას ალკოჰოლისგან გაჩენილ ბუ-

427
მკითხველთა ლიგა

რუსში უყურებს: თხელი ტუჩები და ეს ავადმყოფური ყვითელი


ფერი. თითქმის ყოველთვის, როცა ჰარი მას უყურებს, ჰგონია,
რონის პენისს ხედავს, ფიცარივით ბრტყელს, თუმცა, ზედა მხა-
რეს ძალიან სქელია.
- ის ლამაზი კაცია. - ამტკიცებს თელმა. მას თვალები ნა-
ხევრად დახუჭული აქვს. ერთი-ორი ჭიქით ზედმეტი მოუვიდა.
ყელი ისეთი გასწორებული აქვს, როგორც იმ ადამიანს, ვინც
სლოკინის შეჩერებას ცდილობს. თელმა ისე დგას, რომ მისი
კაბის წინა მხარე ჰარის თვალთახედვის არეში ხვდება,
თაგვისფერ-ლურჯი ხავერდისაა, ისეთი, ძველ კინოთეატრებში
სკამებს რომ აქვთ გადაკრული. არაფერი განსაკუთრებული.
მონაზონი უნდა იყო, რომ თეთრებში ჩაცმული, ოქროსფერღი-
ლებიანი ეს ჯმუხი კაცი, სასაცილო ქუდებს წარამარა რომ იც-
ვლის, სექსუალურად მიიჩნიო. ისე, რონიც ჯმუხია. გამოდის, მას
მსუქნები უყვარს. ჰარი კიდევ ერთხელ ავლებს თვალს თელმას
კაბის წინა მხარეს. შეიძლება, თელმა იმაზე უფრო მეტს მა-
ლავს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
ჯენისი, რომელიც პეგის საუკუნეა იცნობს, ცდილობს, ის ამ
მდგომარეობიდან გამოიყვანოს.
- მე კი იცი, რა მომეწონა, პეგი, არ ვიცი, შენც თუ ნახე,
ვაშინგტონის ეკლესიაში აივანზე რომ გამოვიდა, სანამ თეთრ
სახლში წავიდოდა. ხალხი რომ გაჰყვიროდა, „ჩვენ პაპის და-
ნახვა გვინდა, ჩვენ პაპის დანახვა გვინდა“. და ის აივანზე გავი-
და, ხელი დაუქნია მათ და დაიყვირა: „იოანე პავლე მეორეს
თქვენი ნახვა უნდა“. ნამდვილად ასე თქვა.
„ნამდვილად“ დაამატა, რადგან კაცებმა სიცილი დაიწყეს,
ამის შესახებ მათ არ იცოდნენ. სამმა მათგანმა მთელი დღევან-
დელი დღე „ფრთაგაშლილი არწივის“ მინდვრებზე გაატარა.

428
მკითხველთა ლიგა

ზაფხული ბოლოჯერ აჩენს თავის სახეს დაიმონდის ოლ-


ქში, გოლფის მეექვსე მინდვრის ირგვლივ მაგნოლიებს სქელი
კვირტები გამოუტანიათ. მეოთხე მოთამაშე ახალგაზრდა
ასისტენტ-პროფესორი იყო, ის, რომელმაც ნელსონის ჯვრის-
წერის დღეს სამოცდაცამეტი ქულა დააგროვა. ვები მართალი
იყო, ის შორს აგდებს ბურთს, მაგრამ ჰარის მისი დარტყმა
თვალში არ მოსდის, ძალიან ჩახვეულია. რამდენიმე წელიწად-
ში ის წონაში მოიმატებს და ყველა დარტყმას ასე ჩაახვევს. არ-
ცთუ ისე დიდი ხნის წინ ბადი ინგლფინგერი ჩამოიშორეს, რად-
გან გოლფს საშინლად თამაშობს, ხოლო ცოლებს მისი ვულ-
გარული მეგობარი გოგონები არ მოსწონდათ. ოლი ფოსნაჰტი
მის შემცვლელად არ გამოდგება, ერთადერთი, რაც მან იცის,
სინთეზატორზე დაკვრაა, მისი სენტიმენტალური ცოლი კი
გაუჩერებლად ლაპარაკობს.
- მინდა ამაში სახალისო დავინახო, - ამბობს პეგი, ცდი-
ლობს თავისი ხმით სიცილი გადაფაროს, - მაგრამ ჩემთვის ის
პრობლემები, რომლებსაც ის აკნინებს, ძალიან სერიოზულია.
მოულოდნელად საუბარში სინდი მერქეთი ერთვება.
- ის კომუნისტურ ქვეყანაში იყო მღვდელი, ასე რომ, მიჩ-
ვეულია თავისი შეხედულებების დაცვას. თავს შეურაცხყოფი-
ლად რატომ გრძნობ, პეგი, თუ კათოლიკე არ ხარ და არ გევა-
ლება რომ მოუსმინო?
მისი სიტყვების შემდეგ სიჩუმე ისადგურებს, რადგან ფოს-
ნაჰტების გარდა ყველამ იცის, რომ სინდი, სანამ ვებზე იქორ-
წინებდა, კათოლიკე იყო. პეგი ახლა ხვდება ამას, მაგრამ თით-
ქოს თეთრი სევდიანი დეკეული იყოს, მაინც ისევ იმ მიმართუ-
ლებით ჯიქურ მიდის და გზიდან გადახვევას ვერ ახერხებს.
- თქვენ კათოლიკე ხართ? - პირდაპირ ეკითხება პეგი.

429
მკითხველთა ლიგა

სინდი ნიკაპს მაღლა სწევს, ის არაა მიჩვეული ყურადღე-


ბის ცენტრში ყოფნას, მას ხომ ამ საზოგადოებაში ბავშვად
თვლიან.
- მე კათოლიკური რწმენით აღმზარდეს, - ამბობს ის.
- როგორც აღმოჩნდა, ჩემი რძალიც, - სიტყვას ურთავს
ჰარი. ის თვითონაც გახალისებულია იმით, რომ ახლა უკვე
რძალი ჰყავს, ახალი შენაძენი, რომელიც მის სიმდიდრეს
შეემატა. ის ამავე დროს ცდილობს, საუბრის თემა შეცვალოს.
ჰარი ვერ იტანს ქალების ჩხუბს, მოხარული იქნება, თუ შეძლებს
და ორივეს სხვა რამეზე გადაატანინებს ყურადღებას. სინდი
აუზიდან ამოდის, როგორც სველი ოცნება, პეგიმ კი, თავისი კე-
თილი გულით, თავისი საწოლი გაუყო, როცა ჰარის უჭირდა.
მაგრამ არც ერთი არ ცვლის თემას.
- როდესაც მე განქორწინებულ კაცზე ვიქორწინე, - სინდი
მშვიდად უხსნის მეორე ქალს, - მე აღარ შემეძლო ზიარების
მიღება. მაგრამ მე მაინც დავდივარ წირვაზე ხანდახან. მე ძვე-
ლებურად მწამს. - როცა ამას ამბობს, ხმა უფრო ურბილდება:
ის ხომ მასპინძელია, თუმცა, პეგისთან შედარებით, ახალგაზ-
რდაა.
- და თქვენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს იყე-
ნებთ? - კითხულობს პეგი.
ფოსნაჰტს ისევ ყველაფერი ჩიხში შეჰყავს. ჰარი კმაყოფი-
ლია; მას მოსწონს თავისი პატარა ჯგუფი.
სინდი პასუხს აყოვნებს. მას შეუძლია პატარა გოგოსავით
მოიქცეს და ხითხითით თავი დააღწიოს პასუხის გაცემას, ან მე-
დიდურად გაუნძრევლად იჯდეს. მაგრამ ამაყად, ოდნავი ღიმი-
ლით ამბობს:
- არა მგონია, ეს თქვენი საქმე იყოს.

430
მკითხველთა ლიგა

- ეს არც პაპის საქმეა, სწორედ ამას ვგულისხმობდი. - გა-


მარჯვებულის ხმით აცხადებს პეგი, მაგრამ ალბათ, ისიც
გრძნობს, რომ ბრძოლა ნელდება. მორჩა, მას აქ აღარ დაპა-
ტიჟებენ.
ვები, რომელიც ყველა სიტუაციაში ჯენტლმენად რჩება, იმ
სავარძლის სახელურზე ჯდება, საიდანაც ზონზროხა პეგი პაპის
საწინააღმდეგოდ ილაშქრებს და მისკენ იხრება, რათა მხო-
ლოდ თავისი სტუმრის გასაგონად თქვას,
- მე ვფიქრობ, სინდის მიაჩნია, რომ იოანე პავლე თავისი
დოქტრინებით კათოლიკეებს მიმართავს, ხოლო ყველა ამერი-
კელის მიმართ კეთილგანწყობილია.
- მე ვთვლი, მას შეუძლია თავისი კეთილგანწყობა და
დოქტრინები თავისთვის შეინახოს. - ამბობს პეგი, გაჩუმებას
ცდილობს, მაგრამ თავს ვერ იმორჩილებს. ბაჭიას ახსოვს, რომ
პეგის ძუძუსთავები ჟელატინის მრგვალ კანფეტებს აგონებდა
და რა სევდას ჰგვრის, რომ ათი წლის წინ, იმ პერიოდში, როცა
ოლიმ მიატოვა, პეგი საწოლში დახელოვნებული ეჩვენებოდა.
ახლა სინდი პატარა შეტევას იწყებს:
- მაგრამ ის ხედავს, ეკლესიას პრობლემები შეექმნა მას
შემდეგ, რაც მეორე ვატიკანი გაჩნდა. მღვდლები...
- ეკლესიას პრობლემები იმიტომ აქვს, რომ ის სიცრუის
განსახიერებაა და ის ძველი შოვინისტებისგან იმართება, რომ-
ლებმაც არაფერი იციან. მაპატიეთ, ამბობს პეგი, - ძალიან
ბევრს ვლაპარაკობ.
- ეს ხომ ამერიკაა, - ამბობს ჰარი, ცდილობს პეგის რო-
გორღაც დაეხმაროს, - მოდი, ერთმანეთს ცხარედ ვეკამათოთ.
დღეს მე ჩემს ერთადერთ მეგობარს, ჩარლი სტავროსს დავემ-
შვიდობე.

431
მკითხველთა ლიგა

- ოჰ, ჰარი, - აღმოხდა ჯენისს. მაგრამ ამით არავინ ინტე-


რესდება. ისე, ჰარი ელოდა, კაცები იტყოდნენ, რომ ისინიც მი-
სი მეგობრები იყვნენ.
ვებ მერქეთი თავს მაღლა სწევს და წარბების მოძრაობით
რონის და ოლის მიმართავს. -
- რომელიმე თქვენგანმა ნახა გაზეთებში, ნიქსონმა ბო-
ლოს და ბოლოს სად იყიდა სახლი მანჰეტენზე? ზუსტად დევიდ
როკფელერის გვერდით. მე ამ ყოჩაღი დიკის დიდი მოტ-
რფიალე არ ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, როცა მას დიდ ქალაქში
არც ერთ ბინაში არ უშვებდნენ, ეს ჩვენი კონსტიტუციის სირ-
ცხვილია.
- თითქოს ზანგი იყო, - იწყებს რონი, - ყველა სამოქალაქო
უფლება...
- და თქვენ როგორ მოგეწონებოდათ, - პეგი ფოსნაჰტი
თავს ისევ ვერ იკავებს, რომ არ ჩაერთოს, - საიდუმლო სამსა-
ხურის უამრავი თანამშრომელი მაღაზიიდან ყოველ გამოს-
ვლაზე თქვენს ჩანთას რომ ამოწმებდეს.
პეგი სქელ, ფანერის მსგავს, ღია ფერის ქსოვილგადაკ-
რულ, მასიურ, თანამედროვე სავარძელში ზის. ის კარგად ესა-
დაგება მეორე სავარძელსა და გრძელ დივანს, რომელიც გა-
დაუფარებელ, ღია და მუქი ფერის ხის, ვუდის მასალისგან გა-
კეთებული, ჩუქურთმებიანი, ე.წ. პარსონსის მაგიდის ირგვლივ
აწყვია. როცა ვებმა და სინდიმ ეს სახლი ბრაუერ-ჰეითსის განა-
შენიანებისას შეიძინეს, ეს ოთახი მიაშენეს, რომლის მთელი
სივრცე ისეა მოწყობილი, რომ ყოველი ნივთი ერთმანეთთან
სრულ ჰარმონიაშია. მოყავისფრო შპალერზე გამოსახული
ვერტიკალური ხაზები მასზე ოდნავ მუქი სქელი ფარდების ვერ-
ტიკალურ ნაოჭებსაც უხდება და ვაიეტას ზემოდან განათებულ
აკვარელის ნახატების რეპროდუქციებსაც; იმავე ტონალობაშია

432
მკითხველთა ლიგა

ავეჯის ხორკლიანი გადასაფარებელიც, ამგვარი განათება ნა-


პირზე ქარსის ნაჭრებივით აბრჭყვიალებს ჭერის უხეშად შებათ-
ქაშებულ, ერთმანეთში გარდამავალ თაღებს. როდესაც ჰარი
თავს ატრიალებს, ათინათები ჭერზე სხვა ადგილას გადადიან
და ვერცხლის ტალღებად კამკამებენ.
- ამ დღეებში როტარი კლუბში საინტერესო ისტორია მო-
ვისმინე კისინჯერზე. - აცხადებს ჰარი.
- ვებ, იმ დროს მგონი შენ არ იყავი. თვითმფრინავში, რო-
მელიც უნდა ჩამოვარდეს, ხუთი კაცია - მღვდელი, ჰიპი, პოლი-
ციელი, კიდევ ვიღაც და ჰენრი კისინჯერი. და მხოლოდ ოთხი
პარაშუტი. - ამბობს რონი. - და ბოლოს ჰიპი მღვდელს უბრუნ-
დება:
- ნუ ნერვიულობთ მამაო. მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი
კაცი ეს-ეს არის ჩემი ზურგჩანთით გადახტა. ყველამ ვიცით ეს
ანეკდოტი. სხვათა შორის, მე და თელმას გვაინტერესებდა,
თქვენ ეს თუ გინახავთ. - და ის ჰარის ბრუერის „სტანდარტში“
დაბეჭდილი სტატიის ამონაჭერს უწვდის, ენ ლენდერსის სვეტი-
დან. ძალიან პატივსაცემი გაზეთია „ვატისგან“ განსხვავებით.
მეორე აბზაცი ბურთულიანი კალმით მკრთალადაა შემოხაზუ-
ლი.
- ხმამაღლა წაიკითხე, - მოითხოვს რონი.
ჰარის არ უყვარს, როცა ჰარისონისნაირი ოფლიანი და
თავგადაპარსული ტიპები კარნახობენ, რა გააკეთოს, არადა ის
მერქეთებთან დროის სასიამოვნოდ და მშვიდად გასატარებ-
ლად მოვიდა, მაგრამ სხვა რა გზა აქვს, ყველას მზერა მისკენაა
მიმართული და გარდა ამისა, ამით პაპზე საუბარიც შეწყდება.
ის ჯერ ფოსნაჰტებს უხსნის, რადგან როგორც ჩანს, მერქეთები
ამ ამბის აზრზე არიან.

433
მკითხველთა ლიგა

- ეს არის წერილი, რომელიც ვიღაცამ ენ ლენდერსს გა-


მოუგზავნა... პირველ აბზაცში გადმოცემულია ერთი კაცის ამ-
ბავი, რომელსაც საკუთარმა პითონმა მუცელზე უკბინა და ისე
ჩაეჭიდა, ვეღარ მოიშორა და როცა მასთან სამედიცინო პერ-
სონალი მივიდა, იგი მათ უყვიროდა, გათრეულიყვნენ მისი სახ-
ლიდან, თუ მისი გველისთვის ტკივილის მიყენებას აპირებდნენ.
- ამაზე სიცილი ტყდება, რომელსაც ცოტა გაოცებული ფოსნაჰ-
ტებიც უერთდებიან. შემდეგ აბზაცში წერია:
მეორე ახალი ამბავი: ერთმა ვაშინგტონელმა ექიმმა ქა-
ლაქგარეთ მდებარე გოლფის კლუბის მეთექვსმეტე მინდორზე,
ყვანჭით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა კანადურ ბატს. (ბატმა
სწორედ მაშინ დაიყიყინა, როდესაც ექიმი დარტყმას აპირებ-
და.) ამ ყველაფერს ვბეჭდავთ იმიტომ, რომ დაგანახვოთ, ხან-
დახან სიმართლე უფრო უცნაურია, ვიდრე გამონაგონი.
ამის კითხვას რომ მორჩა, ჰარი ფოსნაჰტებს უხსნის:
- ესენი იმიტომ დამცინიან, რომ გასულ ზაფხულს მე ამის
მსგავსი შემთხვევის შესახებ მოვისმინე ინფორმაცია რადიოში
და როცა კლუბში ვცდილობდი მათთვის ეს ამბავი მომეყოლა,
არ მომისმინეს, არავინ მიჯერებდა. ეს სტატია კი ახლა იმას ამ-
ტკიცებს, რომ ასეთი რამეები მართლაც ხდება“.
- მაგიტომ არა, ჩემპიონო, - ამბობს რონი ჰარისონი.
- საქმე ისაა, ჰარი, რომ, - განმარტავს თელმა, - ყველა-
ფერი სრულიად სხვანაირადაა. შენ თქვი, რომ ექიმი ბალტი-
მორიდან იყო, იქ კი წერია, რომ ვაშინგტონიდან ყოფილა. შენ
გვითხარი, ბურთი შემთხვევით მოხვდა ბატს, ექიმს შეეცოდა,
სიკეთე გამოიჩინა და ამიტომ მოკლა.
- მახსოვს - „მხიარული მკვლელობა თუ სასტიკი მკვლე-
ლობა?“ ამაზე მე ბევრი ვიცინე. - ამატებს ვები.

434
მკითხველთა ლიგა

- შენ ეს მაშინ არ გამოგიმჟღავნებია, - ამბობს ჰარი, კმა-


ყოფილია, რომ ისტორია მართალი აღმოჩნდა.
- თუმცა, ენ ლენდერსს თუ დავუჯერებთ, სასტიკი მკვლე-
ლობაა, - ამბობს თელმა.
- ნეტავ, ეგ ვის ადარდებს? - გამაღიზიანებლად ამბობს
რონი. ჰარი ხვდება, რომ გაზეთიდან ამოჭრის იდეა თელმას
ეკუთვნის, შემოხაზულიც მისია.
ჯენისი მოქუფრული სახით ისმენს ამ ყველაფერს, დიდი
რაოდენობით სასმლის მერე, ჩვეულებრივ, ასე გამოიყურება.
ის და ვები ახალიმპორტირებულ ირლანდიურ ლიქიორს,
„გრინსლივზს“ აგემოვნებენ. - სასტიკი მკვლელობა არ გამო-
დის, თუ ბატმა დაიყიყინა. - ამბობს ჯენისი.
- არა მგონია, რომ ბატის ყიყინს ასეთი ზემოქმედების მოხ-
დენა შეეძლო დარტყმაზე. - თავის აზრს გამოთქვამს ოლი
ფოსნაჰტი.
მთელი იქ მყოფი გოლფის მოთამაშეები ერთხმად ამტკი-
ცებენ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია.
- ჯანდაბა, - ამბობს ოლი, - მუსიკაში ყველაზე კარგ შედე-
გებს ღამის ორ საათზე აღწევ. როცა თავად მოწევით ნახევრად
გამოშტერებული ხარ და დანარჩენები კი კარგად გამომთვრა-
ლები გისმენენ.
მუსიკის ხსენებაზე ყველას ვების დამალული დინამიკები-
დან მომავალ, შეუწყვეტელ შესრულებაზე გადააქვთ ყურადღე-
ბა; ახლა ჰავაის მელოდიები ჟღერს.
- შეიძლება, ის სულაც არ იყო ბატი, - ვარაუდობს ჰარი. -
იქნებ ბუმბულებიანი კედი იყო.
- აი, ასე იქმნება მუსიკა, - ქირქილებს რონი ოლის ნათ-
ქვამზე. - ჰეი, ვებ, ლუდი როგორ არა გაქვს?

435
მკითხველთა ლიგა

- არის ლუდი. „მილერ ლაითი“ და „ჰაინეკენი“. ვის რომე-


ლი გინდათ?
ვები აფორიაქებული ჩანს. ბაჭია შიშობს, რომ წვეულება
მოსაწყენი ხდება. ვერასდროს წარმოიდგენდა, ბადი ინგფლინ-
გერი თუ მოენატრებოდა. ჰარი ცდილობს, ისეთი რამე თქვას,
რასაც ბადი იტყოდა, იქ რომ იყოს.
- მკვდარ ბატს რაც შეეხება, ამბობს ის, - ამას წინათ გა-
ზეთში რომელიღაც ანთროპოლოგის წერილი წავიკითხე, სა-
დაც ის ამბობს, რომ დედამიწაზე დღესდღეობით არსებული ჯი-
შების მეოთხედი ორი ათასი წლისთვის განადგურდება.
- ოჰ, არ გინდა, - ხმამაღლა აპროტესტებს პეგი ფოსნაჰტი,
- და ყველას დასანახავად ისე ინჯღრევა, რომ ხელებზე, ზევით,
მხრებთან ქონი უთიმთამებს. მას მოკლე სახელოებიანი კაბა
აცვია, სეზონისთვის შეუფერებლად. - 2000 წელს ნუ ახსენებ,
ამაზე ფიქრიც კი მზარავს.
არავინ ეკითხება, რატომ. ბოლოს ისევ ბაჭია კითხულობს:
- რატომ? შენ ხომ ცოცხალი იქნები.
- არა, არ ვიქნები, - ისე გამომწვევად ამბობს, თითქოს ამა-
ზეც კამათის დაწყება უნდაო.
პაპის შესახებ გაცხარებული კამათის შემდეგ გაჩენილი წი-
თელი ლაქები სინდის ყელიდან და მკერდიდან ჯერაც არ გამ-
ქრალა და ქალს ზედა ორ ღილზე შეხსნილ არაბული სტილის
სამოსიდან ოქროს პაწაწინა ჯვართან ერთად ნაწილობრივ
მოუჩანს. ფართო სახელოებში თხელი და გრძელი ხელები ბავ-
შვის ხელებივით სუსტი აქვს, ხოლო გვერდებმოქარგულ სიფ-
რიფანა ოქროსფერ სანდლებში შიშველი ფეხები აქვს გაყოფი-
ლი. ჰარი სარგებლობს იმით, რომ ვები სასმელზე შეკვეთებს
იღებს, ჯენისი კი ბორძიკით სააბაზანოსკენ მიიკვლევს გზას,

436
მკითხველთა ლიგა

ახალგაზრდა დიასახლისს უახლოვდება და მის გვერდით სკამ-


ზე ადგილს იკავებს.
- იცი, მე მგონი პაპი საკმაოდ მაგარია, იცის, როგორ გა-
მოიყენოს ტელევიზია.
სინდი თავის მკვეთრად გადაქნევით პასუხობს, თითქოს
რაღაცამ უკბინაო.
- მეც ბევრი რამ არ მომწონს იქიდან, რასაც ის ამბობს,
მაგრამ მან ზღვარი უნდა გაავლოს, ეს მისი მოვალეობაა.
- მასაც, როგორც ყველას ეშინია, - თავის აზრს გამოთ-
ქვამს ბაჭია.
სინდი ჰარის უყურებს. როგორც მიმიმ თქვა, მისი თვალე-
ბის ჭრილი ჩინელისას წააგავს. მისი შესივებული ქუთუთოები
ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ნაცემია, ან ამბროზიით
გამოწვეული ციება აქვს. ის თვალს გიკრავთ მაშინაც კი, როცა
სერიოზულად ლაპარაკობს. აქ, ამ ბნელ ოთახში, სინათლის-
გან შორს, სინდის გუგები უფრო გაფართოებული მოუჩანს.
- ოჰ, ამაზე ფიქრი არ შემიძლია, მაგრამ შეიძლება შენ
მართალი ხარ. ჯერ კიდევ ბევრი რამაა ჩემში საეკლესიო სკო-
ლიდან შემორჩენილი. - მისი გუგების ირგვლივ ყავისფერი ზო-
ლი, ლაქებისა და ცეცხლის გარეშე, თითქოს შოკოლადისაა, -
ვები ისეთი რბილია, არასოდეს არაფერს მაიძულებს. როცა
ბეტსი დაიბადა, ჩვენ ვაღიარეთ, რომ მას უკვე საკმარისი
რაოდენობის შვილები ჰყავს, მაგრამ ვერ ვაიძულე ჩემი თავი,
ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმა გამომეყენებინა, ეს დიდ
ბოროტებად მიმაჩნდა, ვებს კი არ სურდა, მე რომ ტაბლეტების
მიღება დამეწყო, მას შემდეგ, რაც მათ უკუჩვენებებს გაეცნო.
ასე რომ, მან შემომთავაზა, თვითონ გაეკეთებინა რამე, ხომ
იცი, ინდოეთში კაცებს რომ აიძულებენ გაიკეთონ, რას ეძახიან?
- ვაზეკტომია. არ მინდოდა ვები ამაზე წასულიყო, ღმერთმა

437
მკითხველთა ლიგა

იცის, როგორ იმოქმედებდა ეს ამბავი მის ფსიქიკაზე, ჰოდა, ავ-


დექი და ერთ მშვენიერ დღეს მე თვითონ მივედი ექიმთან და
დიაფრაგმის ჩასადგმელად მოვემზადე. მე დღესაც არ ვიცი,
სწორად ვიქცევი თუ არა, როცა ამას ვაკეთებ, მაგრამ ვები მე-
ცოდება. ხომ იცი, მას კიდევ ხუთი შვილი ჰყავს სხვა ცოლების-
გან და ისინი, ორივენი, მისგან გამუდმებით ფულს ითხოვენ.
ხელმეორედ არც ერთი აღარ დაქორწინებულა, თუმცა, ორივე
მამაკაცთან ერთად ცხოვრობს. აი, ამას დავარქმევდი მე ამო-
რალურობას, ვებს ასე რომ სწოვენ სისხლს.
ჰარი ამის მოსმენას ნამდვილად არ ელოდა. ის ცდილობს
ასეთივე გულწრფელობით უპასუხოს.
- ჯენისმა მილები გადაიკეტა გასულ წელს, და უნდა ვთქვა,
რომ ეს ძალიან კარგია, როცა ამაზე ნერვიულობა აღარ გი-
წევს, შეგიძლია დღისითაც და ღამითაც, როცა გაგეხარდება,
ამით დაკავდე, აღარავითარი კრემი ან სხვა საზიზღრობა აღარ
გჭირდება. მაგრამ ხანდახან ჯენისი ყოველგვარი მიზეზის გა-
რეშე ტირილს იწყებს. ტირის იმიტომ, რომ მხოლოდ ორმოც-
დასამისაა და სტერილურია.
- ჰო, იტირებს, აბა რა. მის ადგილას მეც ვიტირებდი. -
სინდის გრძელი ტუჩები აქვს, შეღებილი და მოკუმული. ყოვე-
ლი წინადადების დასრულების შემდეგ ტუჩის კუთხეები ქვევით
ჩამოაქვს. ჰარის ეს აქამდე არასოდეს შეუნიშნავს.
- რას ამბობ, შენ ხომ ჯერ სულ ბავშვი ხარ. - ეუბნება ჰარი
სინდის.
სინდი მას ირიბად უყურებს და კატეგორიული ტონით ამ-
ბობს:
- უკვე აღარ ჰარი, აპრილში ოცდაათის გავხდები.
ოცდაცხრა... ის ოცდაორის იქნებოდა როცა ვებთან ურთი-
ერთობა დაიწყო, ამ ჩუმჩუმელა გარყვნილთან. ჰარის ჟრუან-

438
მკითხველთა ლიგა

ტელი უვლის, სინდის გარუჯულ ტანს რომ წარმოიდგენს, აბრე-


შუმისმაგვარი პატარა ბორცვებით და ოდნავ ჭარბი ცხიმის ბურ-
თებით, უხეში და თავისუფალი სამოსის ქვეშ. წარმოიდგენს მუქ
სივრცეებს, სადაც შეგიძლია ხელი შეყო და მოეფერო. ამ უდაბ-
ნოს სიცხეში სხეულს სუნთქვა სჭირდება. სინდის თავისუფალ
სამოსს ფეხებზე ოქროსფერი ძაფები და ჯერ ისევ პატარა და
მომრგვალებულ, ბავშვურ მაჯებზე, რომლებსაც ჯერ ვენები არ
დასტყობია, სამაჯურები ამშვენებს. ჰარის მოზღვავებული ვნე-
ბისგან პირი უშრება. ის ბრენდის მოსატანად დგება, მაგრამ წო-
ნასწორობას კარგავს და პეგი ფოსნაჰტის მასიურ, ოთხკუთხა
სკამს მუხლს ჰკრავს. პეგი სკამზე არ ზის, ის სასტუმრო ოთახი-
დან გასასვლელი კიბის მეორე საფეხურზე დგას, მხრებზე
ძველმოდური გახუნებული კუბოკრული ლაბადა აქვს მოსხმუ-
ლი, რომლითაც მოვიდა. პეგი მათ ზემოდან ისე გადმოსცქე-
რის, თითქოს ვინმემ ის ზეცად, დროისა და სივრცის მიღმა აიყ-
ვანა და ამქვეყნიურ ამაოებას მოაცილა.
ოლი ცოლის წასვლას ვერ ამჩნევს, ისევ პარსონსის მაგი-
დასთან ზის და ელოდება, როდის მოიტანს ვები ლუდს. რონი
ჰარისონი ძალიან მთვრალია, ტუჩები სველი აქვს და გრძელი
თმა, რომელიც როგორც წესი, მელოტ ადგილზე აქვს ხოლმე
გადავარცხნილი, ახლა ლასოსავით ჩამოჰკიდებია.
- რა ხდება მუსიკალურ ბიზნესში დღეს? გავიგე, გიტარო-
მანია დამთავრდა და რევოლუციური სულიც მოკვდა. - ეკითხე-
ბა ოლის.
- ახლა ფლეიტაა პოპულარული, ძალიან უცნაურია. მარ-
ტო გოგოებში კი არა, ბიჭებშიც, ვინც ჯაზს უკრავს. ძალიან ბევ-
რი ზანგია ამით დაინტერესებული. ამას წინათ, ერთი ზანგი შე-
მოვიდა ჩემთან, პლატინის ფლეიტის ყიდვა უნდოდა თავისი ქა-
ლიშვილისთვის, რომელიც 18 წლის ხდება. მან თქვა, რომ რო-

439
მკითხველთა ლიგა

გორც წაიკითხა, ვიღაც ფრანგს ჰქონია ასეთი. მე ვუთხარი, „კა-


ცო, გაგიჟდი? მე წარმოდგენაც არ შემიძლია, ასეთი ფლეიტა
რა ეღირება“. მან კი მიპასუხა: „ფეხებზე მკიდია, რა ღირს“. და
ბანკნოტების მთელი დასტა ამოიღო, ერთი ინჩი იქნებოდა სის-
ქეში და სულ ასიანები, ყოველ შემთხვევაში, ზევიდან რაც იდო,
ასიანები იყო.
ჰარი მიიჩნევს, რომ ახლა აღარ ღირს მცდელობა, სინდის
შეხედულებებში საგულდაგულოდ გაერკვას. ის მძიმედ ეშვება
დივანზე და მამაკაცების საუბარს უერთდება.
- გოლფის ოქროს ჯოხების მსგავსად, რამდენიმე წლის
წინ რომ მოდაში იყო. ნიძლავს დავდებ, მათმა ფასმა გვა-
რიანად მოიმატა.
პეგის მსგავსად არც მას აქცევენ ყურადღებას. ოჰ, ეს დაზ-
ღვევის აგენტები! თავს ყურთან მოგადებენ და იქამდე გიჩიჩი-
ნებენ, ვიდრე არ გათქმევინებენ: ჰო, კარგი, კიდევ ორმოცდაათ
ათასიანი სიცოცხლის დაზღვევა მინდა.
- ელექტროინსტრუმენტებზე რას იტყვი? იმ ტიპს, ტელე-
ვიზორში რომ აჩვენებენ, ელექტროგიტარაც კი აქვს. ალბათ,
ცეცხლი უკიდია, - ეკითხება რონი ოლის.
- ჰო, წარმოუდგენლად ძვირია. - ამბობს ოლი და მად-
ლიერებით შესცქერის ვებს, რომელმაც მის წინ მაგიდის ღია
ფერის კვადრატზე „ჰაინეკენის“ ქილა დადგა. - მარტო გამაძ-
ლიერებლები დაგიჯდება რამდენიმე ათასი. - ამბობს ის, კმა-
ყოფილი იმით, რომ საუბრობს, და კიდევ იმით, რომ ის შეიძ-
ლება, მდიდრად ჩათვალონ. ბეჩავი ჩერჩეტი, ეს მაშინ, როცა
მისი ძირითადი ბიზნესი, ცამეტი წლის ლაწირაკები რომ გიჟდე-
ბიან, ისეთი ფირფიტებით ვაჭრობაა. რას ეძახდა ნელსონი
ასეთ მუსიკას? საწუწნი მუსიკა. თავის დროზე ნელსონი სე-
რიოზულად იყო გატაცებული გიტარით, ჯერ იმით, რომელიც

440
მკითხველთა ლიგა

ხანძრის დროს გადაარჩინა, შემდეგ კი სადაფის დეკიანით, მათ


რომ აჩუქეს, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა მან
მართვის მოწმობა აიღო, მისი ოთახიდან გიტარის აკორდები
შეწყდა.
რონი თავს გვერდზე ხრის და სხვა მხრიდან იწყებს თავის
მობეზრებას.
- იცი, მე კლიენტებს ვემსახურები სადაზღვევო კომპანია
„სკულკილ მიუჩუალზში“ და ამას წინათ ჩემი უფროსი მეუბნება,
„რონ, შენ კომპანიას რვა ათასი დაუჯექი გასულ წელს“. ეს ხელ-
ფასი კი არა, პრემიებია. საპენსიო ფონდი, ჯანმრთელობის
დაზღვევა, საქმეში მონაწილეობა. თქვენს კომპანიაში როგო-
რაა? დღევანდელ დღეს ამ ასაკში თუ დამქირავებელი არ აფი-
ნანსებს შენს დაზღვევას და საპენსიო ფონდს, წასულია შენი
საქმე. ხალხი ამას მოითხოვს და ამის გარეშე არ იმუშავებენ.
- ჰმ, მე ჩემი თავის უფროსი ვარ. მე და ჩემი პარტნიორები
- ამბობს ოლი.
- „კეოგზე“ რას იტყვი? აუცილებლად უნდა გამოიყენო
„კეოგი“.
- ჩვენ ვცდილობთ არ გავართულოთ.
- შენ ალბათ, ხუმრობ, ოლი. შენ საკუთარ თავს ძარცვავ.
„სკულკილს მიუჩუალზი“ გასაოცარ პირობებს გთავაზობთ „კე-
ოგზე“ და ჩვენ შეგვიძლია, თქვენ ამაში ჩაგსვათ, ფაქტობრი-
ვად, ჩვენ გირჩევთ, ამ პროგრამაში კორპორატიულად ჩაერ-
თოთ, ასე რომ, საკუთარი ჯიბიდან ხუთი ცენტიც კი არ დაგე-
ხარჯება, ყველაფერი კორპორატიული ბიუჯეტიდან მიდის და
ბეგარასაც გაცილებით ნაკლებს იხდი. ის სულელები, ვინც დაზ-
ღვევას თვითონ იხდიან და კომპანია არ მონაწილეობს ამაში,
შუა საუკუნეებში ცხოვრობენ. და ამ გეგმაში მონაწილეობა სუ-
ლაც არაა კანონსაწინააღმდეგო, ჩვენ იმ კანონებით ვხელ-

441
მკითხველთა ლიგა

მძღვანელობთ, რომელიც მთავრობამ დააწესა. მათ სურთ,


რომ ხალხმა ამ უპირატესობით ისარგებლოს და ყველაფერმა
კი ნაციონალური პროდუქტის გაზრდას შეუწყოს ხელი. იმედია,
იცი, ხომ, რა არის „კეოგი“? რაღაც გაოცებული ჩანხარ.
- ეს რაღაც სოციალური უზრუნველყოფის მსგავსია, არა?
- ათასჯერ უკეთესი. სოციალური უზრუნველყოფა მხო-
ლოდ ნამცეცებია, რომელსაც მუქთახორებს ურიგებენ, შენ კი
იქიდან ერთ პენსსაც ვერ ეღირსები. ხოლო „კეოგის“ გეგმით
ყოველწლიურად შვიდი ათას ხუთასი დოლარი არ იბეგრება,
ამ თანხას ზოგავ ჩვენი წყალობით. ჩვეულებრივ, ჩვენ პირო-
ბებს გარემოებების გათვალისწინებით ვთავაზობთ, - შენ რამ-
დენ ადამიანს არჩენ?
- ორს, თუ ჩემს ცოლსაც ჩავთვლით. ჩემმა ბიჭმა, ბილიმ
კოლეჯი დაამთავრა და ახლა მასაჩუსეტში სტომატოლოგობას
ეუფლება.
- უფ, ჭკვიანი ყოფილხარ. ერთ შვილზე რომ გაჩერდი. -
თან უსტვენს რონი - მე სამი მაწევს კისერზე და ეს ბოლო რამ-
დენიმე წელია რაც ცოტა ამოვისუნთქე. უფროსი ვაჟი, ალექსი,
ელექტრონიკით დაკავდა, მაგრამ შუათანა, ჯორჯი, თავიდანვე
სპეციალურ სკოლაში სწავლობდა. დისლექსია. მანამდე არა-
სოდეს გამეგონა ეს სიტყვა, მაგრამ ახლა ამის შესახებ ყველა-
ფერი ვიცი. დაწერილიდან აზრი ვერ გამოაქვს, მისი საუბრიდან
კი ამას ვერ იფიქრებ. ჩემზე ათასჯერ უკეთესი იქნებოდა ამ სა-
მუშაოზე, მაგრამ რად გინდა, დაწერილს ვერ გაიგებს. მხატვა-
რი უნდა, რომ გამოვიდეს, ო, ღმერთო, ღმერთო. ამ საქმით
ფულს ვერ იშოვი, შენ ეს ჩემზე კარგად იცი, მაგრამ მაშინაც კი,
როცა ერთი შვილი გყავს, არ გინდა, რომ მან იშიმშილოს, შენ
ან შენს ცოლს უცბად რამე რომ მოგივიდეთ. დღევანდელ დღეს
ადამიანს თავისი სიცოცხლე თუ ას-ასორმოცდაათ ათასზე ნაკ-

442
მკითხველთა ლიგა

ლებ თანხაზე აქვს დაზღვეული, ის უბრალოდ, ცაში დაფრინავს.


მხოლოდ საკადრისი დაკრძალვა ღირს ოთხი-ხუთი ათასი.
- ჰმ, ჰო...
- ერთი წუთით ისევ „კეოგს“ დავუბრუნდები. ჩვენ ჩვეულებ-
რივ ორმოცის სამოცთან თანაფარდობას ვთავაზობთ, სამოც-
დათხუთმეტის ორმოცი პროცენტი სიცოცხლის დაზრვევაზე,
რომელიც ჩვეულებრივ დაახლოებით ასი ათასია, თუ ჯანმრთე-
ლობის შემოწმებას გაივლი. ეწევი?
- ზოგჯერ.
- ჰმ, მოდი ერთი ექიმის სახელს გეტყვი, რომლის დასკვნა
ყველგან ჭრის.
- მე მგონი, ჩემს ცოლს წასვლა უნდა. - ამბობს ოლი.
- დამცინი, ფოსტერ?
- ფოსნაჰტი.
- ხუმრობ? შაბათი საღამოა. რამე გჭირს?
- არა, ხვალ ჩემი ცოლი ბირთვული ცდების საწინააღმდე-
გო აქციაზე მიდის, რომელიღაც უნივერსიტეტის ეკლესიაში.
- მაშინ გასაკვირი არაა, პაპი რომ არ უყვარს. რამდენადაც
მე ვიცი, ვატიკანი და თრი-მაილ-აილენდი გადაბმულები არიან,
აგერ ჩვენს მეგობარ ჰარის ჰკითხე. ოლი, აი ჩემი სავიზიტო
ბარათი. შეიძლება შენი მომცე?
- უჰ...
- არა უშავს. მე ვიცი შენ სად ხარ. ზევით, პორნო კინოთე-
ატრის გვერდით. შემოგივლი. ეს საინტერესო წინადადებაა,
აუცილებლად უნდა მოისმინო, რა შანსი გეძლევა. ხალხი სულ
იმას გაიძახის, რომ ეკონომიკა მოკვდა, მაგრამ ასე არაა, იქ,
სადაც მე ვარ, ეკონომიკა ყვავის. ხალხი გამოსავალს ითხოვს.
- რონი, გეყოფა. ოლის წასვლა უნდა. - ამბობს ჰარი.
- კაცმა რომ თქვას, ისე, მე კი არა, პეგის.

443
მკითხველთა ლიგა

- წადი, წადი და მშვიდობით იარე. - რონი დგება და თავი-


სი დიდი ხელებით პირჯვარს წერს ოლის. - ღმერთმა დალო-
ცოს ამერიკა, - გამოთქვამს ის ძლიერი უცხოური აქცენტით, ისე
ხმამაღლა, რომ პეგი, რომელიც მერქეთებს ესაუბრება, რათა
მათთან ურთიერთობა გამოასწოროს, მისკენ ბრუნდება. პეგიც
რონისთან ერთად სწავლობდა სკოლაში და იცის, რა საზიზღა-
რი არარაობაცაა.
- ღმერთო ჩემო, რონი - ეუბნება ბაჭია ფოსნაჰტების წას-
ვლის შემდეგ. - რა საჭირო იყო ეს ტყუილები?
- აა, - ამბობს რონი. - მინდოდა გამეგო, რამდენს გადაყ-
ლაპავდა.
- ის დიდად არც მე მეხატება გულზე, - აღიარებს ჰარი. -
ისე ცუდად ექცევა საწყალ პეგის.
ჯენისი, რომელიც თელმა ჰარისონს რაღაცაზე, ღმერთმა
უწყის რაზე, ადვილი შესაძლებელია, მის არაფრის მაქნის შვი-
ლებზე, ესაუბრება, ჰარის სიტყვებს ყურს მოჰკრავს, ტრიალდე-
ბა და რონის ეუბნება:
- ჰარი მასთან იწვა დიდი ხნის წინ, ამიტომაც არ უყვარს
ოლი. - არაფერი ისე არ აღვიძებს ძველ იარებს, როგორც ალ-
კოჰოლი.
რონი იცინის, ყველას ყურადღება რომ მიიქციოს და ჰა-
რის მუხლზე ხელს არტყამს.
- შენ ამ სქელ, უცნაურ თვალება გოჭუნასთან იწექი?
ბაჭიას თვალწინ უდგას ის მძიმე შუშის კვერცხი, შიგნით
ჰაერის ბუშტებით, დედიკო სფრინგერის სასტუმრო ოთახში
რომ დევს. ჰარი გრძნობს მის გლუვ ზედაპირს და წარმოიდ-
გენს, როგორ ტრიალდება და ჯენისს, ჯიუტ და გამოშტერებულ
თავში ესვრის და იმავენაირად, ჰარისონსაც უხეთქავს ვარდის-
ფერ თავის ქალას.

444
მკითხველთა ლიგა

- იმ დროს მე ეს ძალიან მაწყობდა, - აღიარებს ჰარი და


ფეხებს წინ სწევს, ემზადება, რომ მოხერხებულად დამჯდარმა
გაატაროს დარჩენილი საღამო. ფოსნაჰტების წასვლის შემდეგ
თითქოს ყველამ ამოისუნთქა. სინდი ხითხითით რაღაცას ეუბ-
ნება ვებს, მის ნაცრისფერ უხეშ სვიტერს მჭიდროდ ეტმასნება
თავისი თავისუფალი არაბული სამოსით. იმ შეყვარებულ
წყვილს ჰგვანან, საზღვარგარეთ დასვენების რეკლამაში რომ
უჩვენებენ.
- ჯენისი კი ამ დროს იმ საზიზღარ ბერძენ ჩარლი სტავ-
როსთან გაიქცა, - უხსნის ჰარი ყველას, ვინც უსმენს.
- კარგი. კარგი, - ამბობს რონი, - არ გინდა ამის მოყოლა.
ყველამ ვიცით ეს
ძველისძველი ამბავი.
- და იცი, შე თავმოტვლეპილო აბეზარა, რომ დღეს მე
ჩარლის დავემშვიდობე, იმიტომ რომ ჯენისმა და მისმა დედი-
კომ ის „სფრინგერ მოტორსიდან“ დაითხოვეს. ააი, ეს კი სულაც
არაა ძველი ამბავი.
- ჰარის მოსწონს ამ ამბის ასე წარმოჩენა, - ამბობს ჯენისი,
- მაგრამ სინამდვილეში თვითონ ჩარლიმ მოინდომა ასე.
რონი ჯერ ისეც არ გამოშტერებულა, რომ ვერ გაიგოს, რა
ხდება. ის თავს ოდნავ ხრის და ჯენისს დაჟინებით უყურებს. ჰა-
რის კუთხიდან მხოლოდ რონის ფუმფულა თეთრი წამწამები
ჩანს.
- შენ შენი ყოფილი გააგდე სამსახურიდან? - ეკითხება ის
ქალს.
ჰარი თავის აზრს ანვითარებს: - და ეს ყველაფერი მხო-
ლოდ იმისთვის, რომ ჩემმა უბადრუკმა ვაჟმა, რომელიც უარს
აცხადებს დაამთავროს კოლეჯი, თუმცა მხოლოდ ერთი წელი-

445
მკითხველთა ლიგა

ღა დარჩა, დაიკაოს ეს ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქ-


მეში იმაზე მეტი არ ესმის ვიდრე, ვიდრე...
- ვიდრე თავის დროზე ჰარის ესმოდა, - ასრულებს ჰარის
მაგივრად ჯენისი (ადრე ის ვერ ახერხებდა ასე სწრაფად ხურ-
დის დაბრუნებას) და იცინის. ჰარიც იძულებულია, გაიცინოს და
ის რონიზე ადრე იცინის. სქელკანიანი ჰარისონი ყველაფერს
გვიან ხვდება.
- აი, ეს მომწონს, - ამბობს მათ თავზე ვებ მერქეთი თავისი
ბოხი ხმით; ის და სინდი, როცა საათის ისრები თორმეტს უახ-
ლოვდება, გვერდიგვერდ დგანან, ისე, თითქოს მათ წრეს თავ-
მჯდომარეობენო. - აბა, მეგობრებო, ვის რა მოგიტანოთ? კი-
დევ ლუდი? უფრო მაგარს ხომ არ დალევთ? სკოჩი? ირლან-
დიური ვისკი? - ამ ხიფთანში თუ ბალახონში, თუ რაც ჰქვია მის
სამოსს, სინდის მკერდი ისე ეკვეთება, როგორც კარვის კუთხე.
უდაბნოს მდუმარება. ნახევარმთვარე. აქლემების ძილის
დროა. - კარგით. - აგრძელებს ვები ისეთი სიამოვნებით, რომ
აშკარად ემჩნევა „გრინსლივის“ ზემოქმედება. - და აბა, რას
ვფიქრობთ ფოსნაჰტებზე?
- არ მომწონს. - ეხმიანება თელმა. მისი ხმის გაგონებაზე
ჰარი ხტება, თელმა ისე ჩუმად იყო აქამდე. თუ თვალებს დახუ-
ჭავ და თავს ბრმად წარმოიდგენ, იფიქრებ, რომ თელმას სა-
სიამოვნო ხმა აქვს. ახლა, როცა „ფრთაგაშლილი არწივის“
მიღმა მყოფი საცოდავი სამყაროს წარმომადგენლები მოიშო-
რეს, ჰარის სევდა იპყრობს და ეშვება.
- ოლი დაბადებიდან რეგვენია, - ამბობს ის, - მაგრამ პეგი
ადრე ასეთი ლაქლაქა არ იყო. არა, ჯენის?
ჯენისი ფრთხილობს:

446
მკითხველთა ლიგა

- ამისკენ ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება. - ამბობს ის.


- პეგი საკუთარ თავს მიმზიდველად არასოდეს თვლიდა და
სწორედ ეს იყო პრობლემა.
- შენ რა, შენს თავს ოდესმე თვლიდი? - ადანაშაულებს მას
ჰარი.
ჯენისი მას გაკვირვებული შესცქერის, სახე ისე უბჭყვინავს,
თითქოს რაღაც შეასხესო.
- ბუნებრივია, თვლიდა. - გალანტურად ერთვება ვები, -
ჯენისი მართლაც მიმზიდველი ქალია, ყოველ შემთხვევაში, აქ
მყოფნი ასე ვთვლით, - უკანა მხრიდან უვლის ჯენისის სავარ-
ძელს და კისერთან, მხრებზე, ხელს ადებს, ისე, რომ ჯენისი
მხრებში იხრება.
- ის გაცილებით უფრო სასიამოვნო მომეჩვენა, როდესაც
მე და ვებს კართან გვესაუბრებოდა. მან თქვა, რომ ხანდახან
ლაპარაკს რომ დაიწყებს, ვეღარ ჩერდება.
- მე მგონი, ჰარი და ჯენისი ხშირად ხვდებიან მათ. კიდევ
ერთ ლუდს დავლევდი, ვებ, რადგან ფეხზე ხარ. - ამბობს რონი.
- სულაც არა. მათი აუტანელი ვაჟი, ბილი, ნელსონის
საუკეთესო მეგობარია. სწორედ ამის გამო მოხვდნენ ქორწილ-
ში. ვებ, ორი ლუდი წამოიღე, რა.
- ნელსონი როგორაა? რაც დაქორწინდა, შეგეხმიანათ? -
ეკითხება თელმა ჰარის, ისე ხმადაბლა, რომ მხოლოდ ჰარიმ
გაიგონოს,
- ღია ბარათი გამოაგზავნა. ჯენისი ერთი-ორჯერ ელაპა-
რაკა მათ და ფიქრობს, რომ მოიწყინეს.
- ჰარი, მე კი არ ვფიქრობ, მან მითხრა, რომ მოსწყინდათ.
- აწყვეტინებს ჯენისი.

447
მკითხველთა ლიგა

- თუ ქალთან ჯერ იწექი და მერე დაქორწინდი, თაფლო-


ბის თვე, ალბათ, მოსაწყენი იქნება. - გამოთქვამს თავის აზრს
რონი. - გმადლობ, ვებ.
- თქვა, სახლში ცივაო. - ამბობს ჯენისი,
- როგორც ჩანს, დაეზარა ეზოდან შეშის შეტანა. - ამბობს
ჰარი. - ჰო, გმადლობ. - პფფფ, ქილის გახსნის ხმა ისე სა-
სიამოვნოდ აღარ ჟღერს, მას შემდეგ, რაც ქილას უსაფ-
რთხოების მიზნით ენა გაუკეთეს, რათა იდიოტები დახრჩობი-
დან დაიცვას.
- ჰარი, ნელსონმა გვითხრა, რომ მათ მთელი დღე შეშის
ღუმელი აქვთ ანთებული.
- მთელ შეშას დაწვავენ, რა ენაღვლებათ, სხვები დაჭრიან.
დედამისის შვილი არაა?
თელმა, ალბათ ანგსთრონების კინკლაობით დაღლილი,
თავს უკან სწევს, ისე, რომ ყველა ხედავს მის გასაოცრად
გრძელ და ყვითელ ყელს და ხმამაღლა ამბობს:
- სიცივეზე რადგან ვლაპარაკობთ, ვებ, მაინტერესებს, შენ
და სინდი ამ ზამთარს აპირებთ სადმე წასვლას? - ისინი
ჩვეულებრივ, დასასვენებლად კარიბის კუნძულებზე დადიან.
რამდენიმე წლის წინ ჰარისონებმა მათთან ერთად დაისვენეს.
ჰარი და ჯეინისი კი იქ არასოდეს ყოფილან. ვები ამ დროს
თელმას გვერდით გადის, ვიღაცისთვის ვისკი სოდით და ყინუ-
ლით მიაქვს. - ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, - ეუბნება ის თელმას.
ბრენდიზე ლუდი დააყოლა და ამის გამო ახლა ყველაფერი
ბურუსმა მოიცვა. თელმას უკან გადაწეული კისერი და ვების ჩუ-
მი ხმა, ჰარის აფიქრებინებს, რომ შეთქმულება მზადდება. ძვე-
ლი მეგობრები, ასკვნის ჰარი. ყველაფერი, თავსატეხის ნაწი-
ლებივით თავის ადგილზე ლაგდება. ვები იხრება და თელმას
მხრის უკნიდან, მაგიდის შავ კვადრატზე, მის წინ, მაღალ ჭიქაში

448
მკითხველთა ლიგა

სოდით გაზავებულ ვისკის დგამს. - ისეთ ადგილზე მინდა წას-


ვლა, - აგრძელებს ის, - სადაც გოლფის სათამაშო მოედანია,
საგზურის საკმაოდ იაფად ყიდვაც შესაძლებელია.
- მოდით, ყველანი წავიდეთ. - აცხადებს ჰარი. - ჩემი შვი-
ლი ორშაბათს ყველაფერს გადაიბარებს, მოდით, აქაურობას
მოვშორდეთ.
- ჰარი, - ეუბნება ჯენისი. - არაფერსაც არ გადაიბარებს,
სულ გაგიჟდი ამ საკითხზე. საკუთარ ვაჟზე ისე ლაპარაკობ, ვები
და რონი შეძრწუნებულები არიან.
- სულაც არ არიან შეძრწუნებულები. შვილები მათაც ასე
ცოცხლად ჭამენ. მე ამ ზამთარს კარიბის კუნძულებზე მინდა
წასვლა და იქ გოლფის თამაში. მოდით, აქედან მოვტყდეთ. ბა-
დი ინგლფინგერს შევთავაზოთ, მეოთხე იყოს. ვერ ვიტან აქაურ
ზამთარს - არც თოვლია, ვერც ყინულზე ისრიალებ, თვიდან
თვემდე მოწყენილობისა და სიცივის გარდა არაფერია. როცა
ბავშვი ვიყავი, მთელი ზამთარი თოვლი იდო. მას შემდეგ რა
მოხდა, სად გაქრა თოვლი?
- დიდი თოვლი იყო სამოცდათვრამეტში, - აღნიშნავს ვე-
ბი.
- ჰარი, ალბათ დროა სახლში წავიდეთ, - ეუბნება მას ჯე-
ნისი, რომლის პირიც ახლა ნაპრალს ჰგავს, შუბლი კი თმის
ქვეშ უბრწყინავს.
- არ მინდა სახლში წასვლა. კარიბის კუნძულებზე მინდა.
მაგრამ ჯერ სააბაზანო ოთახში მინდა. სააბაზანო ოთახი, სახ-
ლი, კარიბის კუნძულები, ამ თანმიმდევრობით. - მას აინტერე-
სებს, ჯენისის მსგავსი ცოლები ბუნებრივი სიკვდილით თუ კვდე-
ბიან, ასეთი დაძარღვულები და მუქები - არასოდეს, დედამისს
შეხედეთ, ისევ მბრძანებლობს. საწყალი, ბებერი ფრედი მიწაში
ჩადო და უკან არც კი იხედება.

449
მკითხველთა ლიგა

- ჰარი, ქვედა საპირფარეშო გაიბიდნა, ვებმა ახლახან შე-


ამჩნია. ვიღაცამ, ეტყობა, ძალიან ბევრი ქაღალდი ჩაყარა. -
ამბობს სინდი.
- პეგი, აბა სხვა ვინ იზამდა? - ამბობს ჰარი. ფეხზე ამდგარ
ჰარის ვერ გაუგია, ერთი კედლიდან მეორე კედლამდე იატაკზე
დაგებული ხალიჩა გემის გემბანის მსგავსად რამ დაღრიცა. -
ჯერ პაპს უტევს, შემდეგ კი კანალიზაციას ბიდნავს.
- ჩვენი საძინებლის საპირფარეშოთი ისარგებლე, - ეუბნე-
ბა მას ვები. - კიბეზე ადი, მარცხნივ გაუხვიე და ორ შუშის კარა-
დას გაუარე.
- ოთახიდან გასვლისას ბაჭიას თელმა ჰარისონის მშრა-
ლი ხმა ესმის. კიბის ხალიჩაგადაკრულ ორ საფეხურს ადის, მი-
სი თავი სადღაც მაღლა, ფეხებიდან შორს დაქრის. შემდეგ ჰო-
ლის გავლით მაღლა ადის, აქ ხალიჩა სხვა ფერისაა, ჭუჭყიანი
ლაიმის ფერი, უფრო გაცვეთილიც, როგორც ჩანს, სახლის ეს
ნაწილი უფრო ძველია. სხვისი სახლის ზედა სართულზე ყო-
ველთვის სიჩუმეა. ძალაგამოლეული ღამეები, წყვილი ერთმა-
ნეთს ნაზად ესაუბრება. მის უკან ხმები აღარ ისმის. ვებმა თქვა,
მარცხნივ შეუხვიეო. კარადის კარი. ის ჩერდება და შიგ იჭვრი-
ტება. ქალის ტანსაცმელი, უამრავი ფერი, სინდის სურნელი.
პირდაპირ იქ, ქვიშაზე უნდა დაეუფლო მას, ტყუილად ხომ არ
გაანდო დიაფრაგმის ამბავი. ჰარი სააბაზანოს აგნებს. ყველა
ნათურა ანთია. რა ტყუილად იხარჯება ელექტროენერგია.
უზარმაზარი, გაჩირაღდნებული ხომალდი - ამერიკა თავისი სი-
ნათლეებით იძირება. ეს სააბაზანო ოთახი უფრო პატარაა,
ვიდრე ქვედა, აქ ფერები უფრო მუქია: კედელზე კაფელი და
შპალერი, ხალიჩები, პირსახოცები, ფაიფურის ჭურჭელი, ყვე-
ლაფერი ყავისფერია, ოდნავ ნარინჯისფერი გადაჰკრავს. ის
შარვალს იხსნის და ნეტარ შვებას გრძნობს, როცა ამ ოთახის

450
მკითხველთა ლიგა

ღია ფერის ჭურჭელს ოქროსფერი სითხით ავსებს. ბუშტულები


მონეტებივით მრავლდება. მან და ჯენისმა თავიანთი კრუგერან-
დები საძინებლის მაგიდის უჯრიდან ამოიღეს, ქალაქის ცენ-
ტრში, ბრუერის საკრედიტო ბანკში ერთად წავიდნენ და პატარა
ცილინდრები ლურჯი, თოჯინის სახლის საპირფარეშოს მსგავსი
თავსახურით, თავიანთ მყარ, გრძელ სეიფის ყუთში დააბინავეს.
მერე ამ მოვლენის აღსანიშნავად, სანამ ჰარი მაღაზიაში დაბ-
რუნდებოდა, „ბლითების სახლში“ ლანჩთან ერთად ცოტაოდე-
ნი სასმელიც მიირთვეს. რადგან ჰარი წინადაცვეთილი არ
არის, ერთი-ორი წვეთი ყოველთვის რჩება, ის ასოს თავს ლი-
მონივით ყვითელი ქაღალდით იმშრალებს, რომელიც ამჯე-
რად სურათების გარეშეა, კომიქსებიანი ტუალეტის ქაღალდი
სტუმრების გასართობადაა. რა თქვა თელმამ, ვინ შეუშრობს
ცრემლებს? გრძელი, ყვითელი დაკუნთული ყელი, განვითარე-
ბული საყლაპავი კუნთები, მას, ალბათ, რაღაც აქვს, რითაც ჰა-
რისონს იჭერს. შეიძლება იმას გულისხმობდა, რომ პეგიმ
ტუალეტის ქაღალდი გამოიყენა, ცრემლები რომ მოეწმინდა
და საპირფარეშო გაბიდნა. სინდის თვალები უბრწყინავდა, მაგ-
რამ ის ძალიან მორცხვია საიმისოდ, რომ პეგის ეკამათოს, ამის
ნაცვლად ჰარის თავის დიაფრაგმაზე მოუყვა, ღმერთო, სინდიმ
ხომ მას შესთავაზა ამაზე ეფიქრა, თავის ტკბილ, მუქ წითელ
სიღრმეზე. შეიძლებოდა, სინდის ეს ეგულისხმა? - იქ შეაღწიე
ჰარი: და მისი ხმა ასე სერიოზული და ჩახლეჩილი აქამდე
არასდროს ახსოვს, ხოლო თვალები შეშუპებული. ძალიან სექ-
სუალურია, როცა ქალს ქვედა ქუთუთოები ასეთი აქვს, თითქოს
კვერცხის პატარა სადგამებიაო, ჰარიმ იმ დღეს შეამჩნია, რომ
მის ქალიშვილს ასეთივე ქუთუთოები აქვს. ყველა ნივთს, რაც
ოთახშია, სინდი დედიშობილა უნახავს. ჰარი ამ ნაკლებად და-
მაბრმავებელ სარკეში საკუთარ გამოსახულებას უყურებს. სარ-

451
მკითხველთა ლიგა

კის ორივე მხარეს ფლუორესენტული მილების შუქზე, ჰარის


ტუჩები ნაკლებად ლურჯი აქვს, ესე იგი ფხიზლდება და მალე
შეძლებს სახლში გამგზავრებას. მაგრამ თვალებში მაინც აქვს
ლურჯი ლაქები, იმ პატარა შავი წერტილის ირგვლივ, რითაც
სამყარო მასში შემოდის. ლურჯის, თეთრისა და ნაცრისფრის
ნაზავი, წინაპართა ყინვისგან წარმოქმნილი - რქის ფორმის მუ-
ზარადიანი ძლევამოსილი ქერები, ჯაგარა მამონტებს ჯოხებით
თავებს უჩეჩქვავდნენ და წვრილთვალება ფინელები ისეთ უმან-
კო ქათქათა თოვლში იკვალავენ გზას, რომ ეს სიქათქათე ნაკ-
ლებად ღია ფერის თვალებს აზიანებს. თვალები, თმა და კანი,
ეს ისაა, რასაც მკვდრები ჩვენში ტოვებენ, თუმცა მათი ტვინი
უკვე რა ხანია, მტვრად იქცა და თვალის გუგების ადგილები კი
ცარიელია. მისი თვალის გუგები ფართოვდება, როცა ის უფრო
ახლოს იხრება სარკისკენ და ჩრდილს ქმნის. ცდილობს, დაინა-
ხოს, იქ მართლა არის თუ არა სული. ჰარი ადრე ფიქრობდა,
რომ ოფთალმოლოგებს ამის დადგენა სურთ, როცა პატარა
მხურვალე პერისკოპით მკვეთრ სინათლეს განათებენ თვალში.
რა ნახეს იქ, მათ ჰარისთვის არასოდეს უთქვამთ. მაგრამ ის
სიშავის გარდა, რომელიც ფოკუსგარეთაა, ვერაფერს ხედავს.
ეს იმიტომ, რომ ბერდება.
ის ხელებს იბანს. ონკანი ლეივომასთერის ერთგამხსნე-
ლიანი მოდელია, სახელურის ბოლოს გირჩით, რომელიც ჯამ-
ბაზის ცხვირს ჰგავს. ჰარის არასოდეს ახსოვს, რომელ მხარე-
საა ცხელი და რომელ მხარეს ცივი. რით არ მოსწონდათ ის
ძველი ონკანი, რომელზეც აღნიშნული ასოები ცხელზე და ცივ-
ზე მიუთითებდა? აი, პირსაბანი კი მშვენიერია, განიერი, რამდე-
ნიმე საფეხურიანი კიდით, საიდანაც საპონი ვერ ჩამოცურდება.
ახლანდელ პირსაბნებს ძირითადად პატარა, იაფფასიანი ფსევ-
დო მარმარილოს კიდეები აქვთ, იქ რომ ვერაფერს დადებ,

452
მკითხველთა ლიგა

მაგრამ თუ შენობის გადახურვის საქმეში ხარ, შენ საკანალიზა-


ციო მასალების მომწოდებელს იცნობ და ის შეძლებს, მაღალი
ხარისხის საქონელი გიშოვოს, თუმცა, ხარისხზე არცთუ ისე დი-
დი მოთხოვნაა. ენძელას საპონს, რომელიც ახლა მას ხელში
უკავია, თავისი ასოები ალბათ მაშინ მოშორდა, სინდის გარუ-
ჯული კანისთვის რომ ქაფდებოდა. სინდის თმა ალბათ, წარბე-
ბის მსგავსად, იმ ადგილასაც გიშერივით შავია: თუ გაინტერე-
სებს, ქალს იქ რა ფერის თმა აქვს, წარბებზე უნდა დააკვირდე
და არა თმაზე. ეს სააბაზანო ისეთი დალაგებული არაა, როგო-
რიც ქვედა, სტუმრებისთვის განკუთვნილი. უნიტაზის გვერდით,
ჩალის პატარა ფარდაგზე „პოპულარული მექანიკოსების“ ნო-
მერი დევს, ჯერ ისევ ნოტიო პირსახოცები პლასტმასის ჩამოსა-
კიდებელზეა მიგდებული. როგორც ჩანს, მერქეთებმა წვეულე-
ბამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღეს შხაპი. ჰარი კარადის
გაღებას ფიქრობს, როგორც ქვევითა გააღო, მაგრამ მალევე
უარს ამბობს ამ განზრახვაზე, რადგან ხვდება, რომ ქრომირე-
ბულ ჩარჩოზე თითის ანაბეჭდებს დატოვებს. ის არც ხელებს
იმშრალებს, ეშინია იმ პირსახოცს შეეხოს, ვები რომ იყენებს.
ჰარის ნანახი აქვს მისი გრძელი, ყვითელი ტანი „ფრთაგაშლი-
ლი არწივის“ გასახდელში. ვებს მთელი ზურგი და მხრები ხა-
ლებით აქვს დაფარული. ეეს, ალბათ, გადამდები არაა, მაგრამ
მაინც...
ჰარი ქვევით სველი ხელებით ვერ დაბრუნდება. ეს საძა-
გელი ჰარისონი ამაზე აუცილებლად იშაყირებს. „აჰა, მასტურ-
ბირებდი, ხომ? ხელებზე ჯერ ისევ სპერმა გაქვს“. ბაჭია ცოტა
ხანი დერეფანში დგას, ქვევიდან ამოსულ ხმებს უსმენს, მხო-
ლოდ ხმაური ისმის, სიტყვებს ვერ არჩევს, ჰარის გარეშეც ბედ-
ნიერად გრძნობენ თავს. ქალების ხმები უკეთ ისმის, მათ დამა-
ხასიათებელი მელოდია აქვთ, მოძველებული ძრავის თავისუ-

453
მკითხველთა ლიგა

ფალი სვლით მუშაობის ხმების მსგავსი. ეს სიმღერა ისე გარ-


კვევით ისმის, რომ გგონია, ცოტაც და სიტყვებსაც გაარჩევ. კო-
რიდორის ამ ადგილას ხალიჩა ლაიმის ფერი აღარაა, ქლიავის
ფერია. ჰარი მასზე მიაბიჯებს და მერქეთების საძინებლის
ზღურბლს უახლოვდება. აქ ხდება ყველაფერი. იმის გააზრება-
ზე, თუ როგორ გაუმართლა ვებს, ჰარის ისეთი შეგრძნება აქვს,
თითქოს კუჭი გამოურეცხესო და გულისრევის შეგრძნება ეწყე-
ბა. საწოლი დაბალია, თანამედროვე სტილის, მოწითალო ხის
გვერდებიან ლანგარს წააგავს, გადასაფარებელი ნაჩქარევად
გადაუფარებიათ, წესიერად არც კი გაუსწორებიათ. ნუთუ ეს აქ
ახლახან მოხდა? მანამ, ვიდრე შხაპს მიიღებდნენ, სტუმრების
მოსვლამდე და სააბაზანოში სველი პირსახოცები დატოვეს. ჰა-
რის თვალწინ ეხატება ამ დაბალი საწოლის თავზე, ჰაერში აზი-
დული სინდის სველი და სრულყოფილი ფეხის თითები, ეს გემ-
რიელი თითუნები, რომელთა ანაბეჭდები ჰარის ხშირად შეუმ-
ჩნევია „ფრთაგაშლილი არწივის“ ქვებზე; სინდის საშო გადახ-
სნილი აქვს, ვების ზურგზე ფეხის თითუნების დაჭერისგან გაჩე-
ნილი კოპლები მის ხალებს ერწყმის. გულსატკენია, უსამარ-
თლობაა, ვები ასეთი იღბლიანი რომაა, მარტო იმით კი არ
გაუმართლა, რომ ახალგაზრდა ცოლი ჰყავს, არამედ იმითაც,
რომ მისი კედლის იქით მოხუცი ქალბატონი სფრინგერი არ
ეგულება. ნეტავ, მერქეთების ბავშვების საძინებელი ოთახი სა-
დაა? ჰარი თავს ატრიალებს და ქლიავისფერი ხალიჩის შორე-
ულ, მეორე მხარეს თეთრ დაკეტილ კარს ხედავს. აქაა. სძი-
ნავთ. მას საფრთხე არ ემუქრება. ხალიჩა მის ფეხის ხმას შთან-
თქავს და ჰარიც აჩრდილივით ჩუმად მიჰყვება მას და საძინე-
ბელ ოთახში შედის. აკრძალული გამოქვაბულის სივრცე. გული
უსკდება, როცა სხვა ჩრდილს ამჩნევს, ჭარბწონიანი მამაკაცი
ლურჯ შარვალსა და თეთრ დაჭმუჭნილ პერანგში, მკლავებაკა-

454
მკითხველთა ლიგა

პიწებული, მოშვებული ჰალსტუხით, მრისხანე სახით მას შეჰყუ-


რებს. ოჰ, უშველე, ღმერთო. ეს ხომ თვითონაა, მისი საკუთარი
მთელი გამოსახულებაა ორ თეთრი ხის ერთნაირ კამოდს შო-
რის ფართო სარკეში, და მასში ისე მოჩანს, როგორც პუდრის
ფენით დაფარული ძარღვები მოჩანს ხოლმე. სარკე საწოლის
ძირს უყურებს. აჰა! ამ ორს დამიხედეთ! ესე იგი ეს არ იყო მხო-
ლოდ ჰარის ფანტაზია. ისინი ამას სარკის წინ აკეთებენ. ჰარი
იშვიათად ხედავს საკუთარ თავს თავით-ფეხებამდე, მხოლოდ
მაშინ, როცა ის კოსტიუმს კროლში ყიდულობს ან პაინ სთრით-
ზე, მკერავთანა. მაგრამ იქ სამ სარკეს შორის დგახარ და გარს
უცნაური სივრცე არ გარტყამს. აქ კი, სარკემდე ნახევარი ოთახი
გაშორებს. ჰარი მოუქნელ ბოროტმოქმედს ჰგავს, ქურდს, რო-
მელიც ამ საქმიანობისთვის ზედმეტად მსუქანია.
სარკისგან გაორმაგებულ წყნარ ოთახში მერქეთების არ-
სებობის კვალი თითქმის არ ჩანს. აქ არსადაა სინდის სურნე-
ლის მქონე მიგდებული მაქმანებიანი საცვალი. ფანჯრებზე
ფარდები, სქელი, წითელი ფერის ზოლებიანი ქსოვილისაა,
თითქოს გოლიათი ჯამბაზის ფუმფულა შარვალი იყოს. ფარდე-
ბის გარდა ჟალუზებიცაა, რომელიც ოთახში მზის სხივს არ უშ-
ვებს. სწორედ ასეთის შეძენას სთხოვს გამუდმებით ის ჯენისს.
ახლა, როცა ფოთლები ცვივა, სინათლე წიფლის ტოტების გავ-
ლით დილის შვიდ საათზე მის სახეს ადგება და აღვიძებს. ის
წელიწადში თითქმის ორმოცდაათ ათასს აკეთებს და მაინც იძუ-
ლებულია, ასე საბრალოდ იცხოვროს. მას და ჯენისს არ უწე-
რიათ აწყობილად ცხოვრება. ყველაზე შორეული ფანჯარა,
დაშვებული, ძილისთვის გამზადებული ჟალუზებით, ალბათ
ხეების მწკრივს გადაჰყურებს, რომელიც ერთ სახლს მეორის-
გან ყოფს. მაგრამ ჰარის არ უნდა, ასე ღრმად შევიდეს ოთახში,
ის ისედაც უკვე ბოროტად სარგებლობს მათი სტუმართმოყვა-

455
მკითხველთა ლიგა

რეობით. ხელები უკვე მშრალი აქვს. ქვევით უნდა ჩავიდეს. ის


საწოლის კიდესთან დგას. საწოლი მუხლებს ქვევით სწვდება.
ატმისფერი ატლასის გადასაფარებელი სიჩქარეშია გასწორე-
ბული. იმპულსურად ახსენდება, სად ინახავდა პრეზერვატივებს.
ნეკერჩხლის ხის მომრგვალებულ ტუმბოსკენ დგამს ნაბიჯს და
მის ისედაც ოდნავ შეღებულ უჯრას ფრთხილად წევს. აქ არა-
ნაირი დიაფრაგმა არაა, ის ალბათ სააბაზანოშია. ბურთულიანი
კალამი, ტაბლეტების უსახელო ყუთი, რამდენიმე ასანთის კო-
ლოფი, დაჭმუჭნილი ქვითრები, პატარა ყვითელი მისაწებებე-
ლი ქაღალდები, უბის წიგნაკი, სახურავების კომპანიის ლოგო-
თი და დიაგონალზე მიჯღაბნილი ტელეფონის ნომრით,
ფრჩხილების მაკრატელი, ქაღალდების სამაგრი, რამდენიმე
გოლფის...
და... გულისცემა ისე აუჩქარდა, რომ მის ფეხებ ქვეშ
წვეულებიდან ამომავალი ხმები გადაფარა. უჯრის ბოლოში, შა-
ვი ზედაპირით ზევით, პოლაროიდის მომენტალური სურათებია
შემალული. ის SX-70
, რომელზეც ვები ტრაბახობდა. ჰარი სიფრთხილით
იღებს ამ პატარა დასტას, ატრიალებს და სათითაოდ აკვირდე-
ბა. ჯანდაბა! თავისი საკითხავი სათვალე უნდა წამოეღო. მაგ-
რამ რადგან ის ქვევით, მისი პალტოს ჯიბეშია, თავი ისე უნდა
დაიჭიროს, თითქოს არც სჭირდება.
ზედა სურათზე, ზუსტად ამ ოთახში, ამ სატინის გადასაფა-
რებელზე დაწოლილი, ფეხებგაშლილი შიშველი სინდია გამო-
სახული. მისი თმა ქვევით, იმ ადგილას უფრო მუქია, ვიდრე ჰა-
რის წარმოედგინა და მას თუ ამ კუთხიდან უყურებ, ლათინურ
ასო „T
“-ს ჰგავს, რომლის თავსაც ნატკენი ადგილის მსგავსი სი-
წითლე ქმნის; ხოლო ასოს ფეხს კი გაურუჯავი საჯდომი, ორივე

456
მკითხველთა ლიგა

მხარეს რომ ღია ფერის წვეთად ისახება. ჰარი ფოტოსურათიან


ხელს შლის და საწოლის გვერდით ლამფასთან მიაქვს; ყოვე-
ლი წვრილმანის, ყოველი ნაკეცის, ყოველი თმის ღერის და-
ნახვის მცდელობით, თვალები უწყლიანდება. სინდის სახე ფო-
კუსის გარეთაა და თავისივე მკერდი ფარავს, რომელიც უფრო
მეტადაა გადაშლილი, ვიდრე ჰარი მოელოდა. სინდი კამერის
წინ ნერვიულად იღიმება. ფოტო ქვევიდანაა გადაღებული, ამი-
ტომ სინდის ნიკაპი ორმაგი ზომის ჩანს და ამ სურათზე ფეხებიც
უზარმაზარი აქვს. შემდეგ ფოტოზე სინდი გადმოტრიალებუ-
ლია და ჰარი მთლიანად ხედავს მის მოშვებულ თეთრ საჯ-
დომს. სხვა სურათებში, რომლებსაც როგორც ჩანს, უკვე სხვა
იღებს; გამხდარი და მორცხვი ვებია. ისე დგას, როგორც ჰარის
არაერთხელ უნახავს შხაპის მერე, ოღონდ მაშინ ფალოსი არ
ჰქონდა ერეგირებული, როგორც ამ სურათზე. ვებს ხელით უკა-
ვია თავისი ასო, რომელიც სრულად არაა გამაგრებული, ისე
დგას, როგორც საათის ისარი ათთან, ისე კი, ალბათ უფრო
ცხრასთან, ათამდე არაა მისული. ისე, არც უნდა ელოდო, რომ
ორმოცდაათ წელს გადაცილებულ კაცს თორმეტთთან ექნება,
ეს სიამოვნება მუწუკებიან მოზარდებს დავუტოვოთ. როცა ბაჭია
თოთხმეტის იყო, საზოგადოებრივ მეცნიერებათა გაკვეთილებ-
ზე, მზის სხივი და ლოტი ბინგამენის იღლიის ქვეშ წარმოქმნი-
ლი ჩრდილი, როცა გოგონას ფანქარი ეკავა და ხელს მაღლა
სწევდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჰარის შარვლის ქსოვი-
ლი და ელვა სისხლის მოზღვავებისგან გამობერილიყო. ვების
ასოს სიგრძე არ აკლია, თუმცა, არცთუ ისე სქელია დასაწყისში.
ვები სურათზე მხიარულად გამოიყურება და მიუხედავად თავისი
გაბერილი მუცლისა, თხელი, ძარღვებიანი ფეხებისა და მჟავე
გამომეტყველებისა, ის აშკარად კმაყოფილია თავისი თავით,
ყოველი თმის ღერი თავის ადგილზე აქვს. შემდეგი სურათები

457
მკითხველთა ლიგა

ექსპერიმენტული ხასიათისაა, ნატურალური სინათლის შუქზე


გადაღებული. მთელი ფარდები ზევითაა აწეული და ოთახში
მზის შუქი თამამად შემოდის. ერთმანეთში გადაგრეხილი მსხვი-
ლი ფორმები და სხეულის გამოშვერილი ადგილები სინათლის
ნაკლებობის გამო, გადაღებისას იასამნისფერი ჩანს. ჰარი
ერთ-ერთ ასეთ მომრგვალებულ ფორმაში სინდის ლოყას ამო-
იცნობს და თავსატეხიც ამოხსნილია. აქ სინდი პირით მუშაობს.
ეს ვების მოიასამნისფრო ხორცის ღეროა, სინდის ტუჩებს შო-
რის მოთავსებული და ფუმფულა ბუჩქოვანი ფონი თმაა ვების
მკერდზე, ასე იმიტომ ჩანს, რომ ვები იღებს. შემდეგ ფოტოზე
კი მან კუთხე და შუქი გამოასწორა და ფოკუსიც, აი, ვიღაცის
თვალის შავი წამწამების რიგი მკაფიოდ ჩანს. სინდის მბრწყი-
ნავი, გარუჯული ცხვირის წვერის იქით, უძვლო, მოლურჯო სახ-
სრებიან, მოკვნეტილფრჩხილებიან თითებს ვენებდაბერილი
ორგანო უკავია, პატარა თითი აუწევია, თითქოს ფლეიტაზე უკ-
რავსო. ფლეიტას შესახებ ოლი რას ამბობდა? შემდეგი ფოტოს
გადაღებისას ვებს თავში აზრად მოუვიდა, სარკე გამოეყენები-
ნა. ის ფოტოაპარატის გვერდით დგება, ასე რომ, სახე არ უჩანს.
სინდის მშვენიერი სახეც მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს. შიშველი
სინდი მუხლებზეა დაშვებული ამ ათ საათზე დამდგარ კაუჭთან.
მას პროფილში აპრეხილი ცხვირი მოუჩანს, ძუძუს თავები კი
მკვრივი აქვს. ამ ბებერი ნაბიჭვრის ფანტაზიებმა ეს პატარა ძუკ-
ნა როგორც ჩანს, აღაგზნო, ვების დაშაქრული ვაშლის მსგავს
ასოს ზევით, სინდის ძალიან პატარა და მრგვალი თავი, მომ-
ხიბვლელად გამოიყურება. ჰარის სურს, რომ შემდეგ სურათზე
პორნოფილმებში რომაა ისე, სინდის სახეც კბილის პასტასავით
თეთრი სითხით მოთხვრილი იხილოს. მაგრამ ასე არ ხდება,
შემდეგ სურათში ვებმა სინდი შემოაბრუნა და უკნიდან ჟიმავს,
ვების ფალოსი სინდის ქათქათა უკანალის ხვეულებში გაუჩი-

458
მკითხველთა ლიგა

ნარდა. ვები თავისუფალი ხელით ბალანსის შენარჩუნებაში ეხ-


მარება, ცერა თითი იქ აქვს შერჭობილი, სადაც სინდის საშო
უნდა იყოს. სინდის მსხლის ფორმის მკერდი სიმძიმისგან ჩამო-
კიდებულია, ხოლო ფეხები, ვების ფეხებთან, სქელი და დაკუნ-
თული მოუჩანს. ის წონაში სულ უფრო და უფრო იმატებს. გა-
სუქდება და დამახინჯდება. სინდი სარკეში იყურება და იცინის,
შეიძლება იმიტომ, რომ წონასწორობის შენარჩუნება უჭირს,
ვებს ხომ ერთ ხელში აპარატი უჭირავს. სინდი პლაკატზე გამო-
ხატული აჭარხლებული გოგონასავით იცინის, იმ დროს, როცა
უკნიდან ვების ყვითელი პენისი აქვს შერჭობილი. ეტყობა, სუ-
რათებს როცა იღებდნენ, მოსაღამოვებული იყო და ამიტომ
ორივე მერქეთი ოქროსფრად ბზინავს, ხოლო სარკეში არეკ-
ლილი ავეჯი ისეთ მკრთალ ცისფრად მოჩანს, თითქოს წყლის
ქვეშ იყოს. ეს ბოლო სურათია; სულ კი რვაა, არადა, ჰარიმ
როგორც იცის, ასეთი აპარატი ათ ცალს იღებს. „მომხმარებ-
ლის ცნობარი“ ამ ცოტა ხნის წინ ბევრს წერდა SX-70
-ზე, მაგრამ ის კი არ უხსენებია, თუ რას ნიშნავს SX
. ახლა ჰარიმ ეს უკვე იცის. მას თვალები ეწვება.
ქვევით ხმაური კლებულობს, შესაძლოა, ცდილობენ, ზე-
ვიდან მომავალი ხმები გაიგონონ, ალბათ აინტერესებთ, მას
რა დაემართა. ჰარი პოლაროიდის სურათებს უჯრაში აცურებს
გამოსახულებით ქვევით და შავი უკანა მხარით ზევით; ცდი-
ლობს, ისე დახუროს უჯრა, როგორც იყო, ერთი ინჩით გამო-
წეული. ის ოთახში სხვას არაფერს შეხებია; მისი სახე კი სარკე-
ში წამში წაიშლება. ერთადერთი მინიშნება მის აქ ყოფნაზე, სუ-
რათების ნახვით გამოწვეული მისი ერექციაა. ასეთ მდგომა-
რეობაში ქვევით ვერ ჩავა: ცდილობს, გათავისუფლდეს გონე-
ბაში ჩარჩენილი სინდის სახისგან, გულიანად რომ იცინის სარ-
კეში, თავის თავს სექსის დროს რომ ხედავს. ისე, ვინ იფიქრებ-

459
მკითხველთა ლიგა

და, ტკბილი სინდი ასეთი გარყვნილი თუ იქნებოდა. გარკვეული


დროა საჭირო იმის მისახვედრად, რომ სხვა ბიჭებიც შენსავით
გარყვნილები არიან, ხოლო გოგოებზე ამას რომ მიხვდე, მთე-
ლი ცხოვრება დაგჭირდება. ბაჭია ცდილობს, თავიდან მოიცი-
ლოს ეს სიცილი, მაგრამ ის ცხვირსახოცივით მსუბუქია. ის ცდი-
ლობს, რაც ახლა ნახა, თავისი სხვა საიდუმლოებით შეცვა-
ლოს. იფიქროს თავის ქალიშვილზე, თავის ოქროზე, ვაჟზე,
რომელიც ხვალ პოკონოსიდან ბრუნდება, რათა თავისი ადგი-
ლი მოითხოვოს მაღაზიაში. ამან გაჭრა და სინდის სახე ფერ-
მკრთალდება. მოღუშული ნელსონის სახეს წარმოიდგენს
თვალწინ და სააბაზანოში შედის. ონკანს ხსნის, თითქოს ხელე-
ბის დაბანას აპირებსო, იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე მიაყურა-
დებს, როცა ქამარს იხსნის და თავი წესრიგში მოჰყავს. გასაგი-
ჟებელი ის არის, რომ, სინდი ზუსტად ასე კისკისებდა აუზთან,
როცა ჰარიმ თუ ბადი ინგლეფინგერმა, ან ვიღაც სხვამ, არა მა-
თი ჯგუფის წევრმა, რაღაც თქვა. ესე იგი, ის ნებისმიერს დაუწ-
ვება.
კიბეებზე რომ ჩამოდის, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს
მისი თავი ექვსფუტიან თოკზე იყოს დაკიდებული, ხოლო თოკი
კი მის ვეება ფეხსაცმელებზე მიმაგრებული. გრძელ სასტუმრო
ოთახში საზოგადოება ვიწრო წრეში, პარსონსის მაგიდის ირ-
გვლივ ზის. თითქოს იქ მისი ადგილიც არაა. რონი ჰარისონი
თვალებს მაღლა სწევს და უყურებს.
- ღმერთო ჩემო რას აკეთებდი. ანძრევდი?
- არცთუ ისე კარგად ვგრძნობ თავს, - ღირსეულად პასუ-
ხობს ბაჭია.
- თვალები ჩაგიწითლდა. - ამბობს ჯენისი. - შენ რა, ისევ
ტიროდი?

460
მკითხველთა ლიგა

ისინი რაღაცით ძალიან გატაცებულები ჩანან და ამიტომ


მალევე თავს ანებებენ ჰარის. სინდი არც კი მობრუნებულა. აქე-
დან კისერი სქელი და გარუჯული უჩანს, თან რბილი და შეუვა-
ლი. ჰარი ღია ფერის დაუსრულებელ ხალიჩაზე გზას მათკენ
მიიკვლევს და ბუხართან ჩერდება, მასზე ამჩნევს იმას, რასაც
ადრე ვერ ამჩნევდა, პოლაროიდის ორ სურათს, ორივეზე პა-
ტარა მერქეთია, ხუთი წლის ბიჭი, აგურებ დაგებულ პატიოში
დიდი ბეისბოლის ხელთათმანით მოწყენილი სახით დგას. და
სამი წლის გოგონა, მორჩილი და ოდნავ შესამჩნევი შტერული
ღიმილით, თვალისმომჭრელი სინათლისკენ მიმართული მზე-
რით. ეს ფოტოები ზაფხულის იმავე ნათელ დღესაა გადაღებუ-
ლი, ცოტათი ადრე, ვიდრე მათი მშობლები დაიძინებდნენ. ბეტ-
სის ორ ნაწილიანი, თამაშის დროს გაჭუჭყიანებული პატარა ბი-
კინი აცვია და თავთან ხელებაწეული ვების ჩრდილი მოჩანს,
თითქოს უნდა გოგონა შეაშინოსო. და ფირიც დასრულდა. ეს
სწორედ ის დარჩენილი ორი კადრია, რომელიც სურათების
დასტას აკლდა.
- ჰეი, ჰარი, იანვრის მეორე კვირაზე რას იტყვი? - უყვირის
რონი.
ისინი ყველანი კარიბის კუნძულებზე ერთობლივ მოგ-
ზაურობას განიხილავენ და ეს აზრი ქალებსაც ისევე ხიბლავთ,
როგორც მამაკაცებს.
პირველს გადაცილებულია, როცა ის და ჯენისი მანქანით
სახლში მიდიან. ბრუერ ჰაიტსი ცალკე დასახლებაა, მისი ორი
აკრის ფართობის ნაკვეთები მაუნთჯაჯიდან ოცი წუთის სავალზე
მდებარე მეიდენ-სფრინგსის გზატკეცილთანაა ახლოს. გზა
დამრეცი რკალებით ქვევით ჩამოდის. მშენებლებმა აქ ხეები
დატოვეს და ექვსი საათის წინ, როცა ჰარი და ჯენისი ამ გზით
მიდიოდნენ, იმ ტყიან ადგილებში ყველა სახლი, რომელსაც

461
მკითხველთა ლიგა

ბულდოზერი არ შეხებია, ისეთი გაცისკროვნებული იყო, რო-


გორც ნაცრისფერი უნივერსამის ვიტრინები. ახლა ყველა სახ-
ლი, მერქეთების სახლის გარდა, ჩაბნელებულია. შემოდგომის
ქარი ხეებს მკვდარ ფოთლებს აცლის და ისინი მანქანის ფარე-
ბის წინ ისე ბზრიალებენ, თითქოს მათ ვინმე დიდი კალათიდან
ყრისო. წელიწადის დროები გეწევიან. ცა იზოლება და ხეები
გაშიშვლებას იწყებენ. ჰარის თავში არანაირი აზრი არ მოსდის,
რომ დუმილი დაარღვიოს. ყურადღებით მიჰყავს მანქანა ამ
მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებზე, ხეივნები და ბულვარები რომ ჰქვი-
ათ. ვარსკვლავები ბრუერ-ჰაიტსის შიშველი ხეების კენწეროებ-
ში ციმციმებენ. ჯენისი სიგარეტს ეწევა, ჰარი ამჩნევს, როგორ
მატულობს ცეცხლი და ისევ ქრება. ჯენისი ყელს იწმინდს და
ამბობს:
- ალბათ, პეგი უფრო მეტად უნდა დამეცვა, ასეა თუ ისე,
მაინც ძველი მეგობარია. მაგრამ მომეჩვენა, რომ ის რაღაც
უადგილოს ამბობდა.
- ქალთა ემანსიპაციის ჭარბი დოზა.
- შესაძლოა, ოლის ჭარბი დოზა. მე ვიცი, რომ ის კვლავ
ფიქრობს მის მიტოვებას.
- არ გახარებს ის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უკან მოვიტო-
ვეთ?
ჰარი ამას ჯენისის გამოსაცდელად ამბობს, აინტერესებს,
უარყოფს თუ არა, მაგრამ ჯენისი მხოლოდ ეთანხმება.
ჰარი დუმს. თითქოს ენა წაერთვაო. ახლაც კი ვები სინდის
ხდის, ან პირიქით, სინდი ვებს. და მუხლებზე ეშვება. ჰარის ენა
სასაზე ეკვრის იმ ბავშვივით, ყოველ ზამთარს თავს რომ ვერ
იკავებს და რკინის დათოვლილ მოაჯირს ენას ადებს.
- შენი იდეა, რომ ყველანი ერთად წავიდეთ დასასვენებ-
ლად, აიტაცეს. - ამბობს ჯენისი

462
მკითხველთა ლიგა

- მაგარი იქნება.
- თქვენ, კაცები, გოლფს ითამაშებთ, მაგრამ ჩვენ რა უნდა
ვაკეთოთ?
- მზეზე იკოტრიალებთ. თქვენთვისაც იქნება რამე გასარ-
თობი. ჩოგბურთის კორტები ექნებათ. - ეს მოგზაურობა ძვირ-
ფასია მისთვის და ამიტომ დიდი სიფრთხილით ლაპარაკობს
ამაზე.
ჯენისი ისევ სიგარეტს ქაჩავს.
- სულ იმაზე ლაპარაკობენ, რომ მზეზე წოლა კიბოს იწ-
ვევს.
- ისევე, როგორც მოწევა.
- თელმასთვის საერთოდ არ შეიძლება მზე. როგორც მან
მითხრა, ეს შეიძლება მისთვის სასიკვდილოც კი იყოს. ძალიან
გაკვირვებული ვარ, რომ მას ასე ძალიან უნდა წამოსვლა.
- შეიძლება დილით გადაიფიქროს კიდეც. ვერ ვიგებ, ჰა-
რისონები როგორ გასწვდებიან ამას, იმ დროს, როცა შვილი
უნარშეზღუდული ბავშვების სკოლაში ჰყავთ.
- ჩვენ კი შევწვდებით? მაინტერესებს, შევძლებთ ამას, ოქ-
როს ყიდვის შემდეგ?
- რა თქმა უნდა, ძვირფასო. ოქრო უკვე იმაზე მეტად გაძ-
ვირდა, ვიდრე ეს მოგზაურობა დაჯდება. ჩვენ ძალიან გადაუწ-
ყვეტელები ვართ, წლების წინ უნდა წავსულიყავით სამოგ-
ზაუროდ.
- შენ ხომ არასოდეს გინდოდა მარტო ჩემთან ერთად მოგ-
ზაურობა.
- რა თქმა უნდა, მინდოდა. უბრალოდ, ჩვენ ვერ ვწყვეტ-
დით. და თან ჩვენ იძულებულები ვიყავით, პოკონოსში წავსუ-
ლიყავით.

463
მკითხველთა ლიგა

- იცი კიდევ რას ვფიქრობ? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ნელ-


სონი და პრუ ასეთ დროს უნდა მივატოვოთ.
- მაგაზე ნუ ფიქრობ. პრუ ახლა ნელსონითაა დაკავებული
და იანვრის ბოლომდე ბავშვითაც იქნება დაკავებული. ვალენ-
ტინობამდე.
- მგონია არასწორად მოვექცევით, - ამბობს ჯენისი, - და
კიდევ მაღაზიაში ნელსონის მარტო დატოვება და ამხელა პა-
სუხისმგებლობის მისთვის დაკისრებაც არა მგონია, მართებუ-
ლი იყოს.
- მას ეს უნდოდა და მიიღო კიდეც. რა შეიძლება მოხდეს?
ჯეიკი და რუდი იქ იქნებიან, ხოლო მენი კი თავის საქმეს მიხე-
დავს.
ჯენისი ისევ ნაფაზს არტყამს და შემდეგ თითების მოუხეშა-
ვი მოძრაობით, რომელიც ჰარის მუდამ აღიზიანებს, სიგარეტს
აქრობს. ჰარი ვერ იტანს, როცა „კორონას“ საფერფლე ჭუ-
ჭიანია. დაცლის შემდეგაც კი სუნი რამდენიმე დღე რჩება. ჯენი-
სი ოხრავს.
- თუ წასვლაა, მინდა მარტო მე და შენ მივდიოდეთ.
- ჩვენ ხომ იქაურობაზე არაფერი ვიცით. ვებმა კი იცის. მე
მგონი, ის იქ სინდიმდეც დადიოდა, სხვა ცოლებთან ერთად.
- ვების წინააღმდეგი არა ვარ, - აღიარებს ჯენისი. - ძალი-
ან სასიამოვნო ადამიანია. მაგრამ სიმართლე გითხრა, ჰარი-
სონების გარეშე მერჩივნა.
- მე კი მეგონა, რომ შენ რონის მიმართ გულგრილი არ
იყავი.
- შენ არ ხარ მის მიმართ გულგრილი.
- მე მას ვერ ვიტან, - ამბობს ბაჭია.

464
მკითხველთა ლიგა

- შენ ის თავისი ვულგარულობის გამო მოგწონს. იმ დღე-


ებს გახსენებს, კალათბურთს რომ თამაშობდი. და მარტო ეგეც
არაა, თელმა მაფიქრებს.
- თელმა რატომ? ის ხომ თაგვივითაა.
- ჩემი აზრით, ის შენდამი გულგრილი არაა.
- არასოდეს შემიმჩნევია. რატომ გგონია? - ოღონდ სინდი
არ ახსენოს, თორემ თავს გაყიდის. ჰარი ცდილობს, ისევ ის
ფოტოსურათები წარმოიდგინოს. ყოველი დეტალი დაინახოს,
მაგრამ ისინი მისი მეხსიერებიდან ნელ-ნელა იშლებიან. გგაიხ-
სენოს, როგორი ოქროსფერი იყო მათი სხეულები ბოლოს,
თითქოს ღმერთები ყოფილიყვნენ.
ჯენისი მოულოდნელი სიხისტით ამბობს:
- არ ვიცი, შენ რას მოელი იმ მოგზაურობიდან. მაგრამ მე
არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული მოხდეს. ჩვენ ძალიან
დავბერდით, ჰარი.
პიკაპი დამაბრმავებელი კაშკაშა ფარებით უკან მოჰყვებათ
და შემდეგ ბავშვების ჟრიამულის აკომპანემენტით მათ წინ
სწრაფად ვარდება.
- მთვრალები დააგელვებენ, - ამბობს ჰარი თემის შესაც-
ვლელად.
- ზევით, სააბაზანოში ამდენი ხანი რას აკეთებდი? - ეკით-
ხება ჯენისი.
- რაღაცას ველოდებოდი, რომელიც მაინც არ მოხდა.
- ოჰ, გული გერეოდა?
- მეგონა, ცოტაც და ამერეოდა. კონიაკის ბრალი იყო,
ლუდზე მაგის გამო გადავედი.
სინდიმ ისე დაიპყრო მისი გონება, რომ ვერ გაუგია, თუ
რატომ არ ახსენებს მას ჯენისი, შესაძლოა, სპეციალურად. აახ-
სენდება, ტუჩებით რას აკეთებდა სინდი. ღმერთო ჩემო, ეს შო-

465
მკითხველთა ლიგა

ბადობის ერთგვარი კონტროლია. ის თეთრ წებოვან სითხეს


ამოტუმბავს და ყლაპავს პატარა მრგვალი კბილებისა და ჯან-
მრთელი, ბავშვური ღრძილების გავლით, რომელთაც სიცი-
ლის დროს გამოაჩენს ხოლმე. ვები წინ და შემდეგ უკან, ან პი-
რიქით, ჰარისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვები იღებს. ჰა-
რის ასო ისევ გამოცოცხლდა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთხელ
დადგა თორმეტი საათი და ცენტრალურ ქუჩაზე როცა შეუხვევს,
ქსოვილის ქვეშ გაბერილი წვერი საჭეს ეთათუნება. ჯენისმა ეს
სათანადოდ უნდა დააფასოს, თუ ჰარი შეძლებს და ამ მდგომა-
რეობას ოთახამდე შეინარჩუნებს.
მაგრამ როცა ისინი უილბარ-სთრითზე შუქის დატოტვილ
კონუსებს კვეთავენ, ჯენისის გონება სექსიდან ძალიან შორს
დაფრინავს.
- საწყალი ნელსონი. ის ისეთი ახალგაზრდა ჩანდა პატარ-
ძლის გვერდით. - ხმამაღლა ამბობს.
ისინი ისე კარგად იცნობენ ამ ქალაქს, ყოველ კუთხე--
კუნჭულს, იციან, სად, რომელი საფოსტო ყუთი კიდია. ქალაქი
თითქოს პირბადეს იშორებსო, ისე იშლება მათ წინაშე, სახლე-
ბი ბნელშია გახვეული და მანქანის ფარებიც მკრთალად ანა-
თებს.
- მართალი ხარ, - ეთანხმება ის. - ზოგჯერ, - მას თავისი
სიტყვები ესმის, - მგონია, რომ ძალიან ბევრ პრობლემებს ვუქ-
მნით ჩვენს შვილებს.
- ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, - კვლავ მტკიცედ, დე-
დამისივით ამბობს ჯენისი, - ჩვენ ხომ ღმერთებივით ყოვლის-
შემძლენი არა ვართ.
- ყოვლისშემძლე არავინაა. - პასუხობს ბაჭია და თავისი
სიტყვების თვითონვე ეშინია.

466
მკითხველთა ლიგა

თავი მეოთხე
მძევლები აიყვანეს. ნელსონი, აგერ უკვე ხუთი კვირაა,
„სფრინგერ მოტორსში“ მუშაობს. ტერეზა შვიდი თვის ორსუ-
ლია, სახლივით უზარმაზარი გახდა და როცა საორსულო შარ-
ვალსა და მამას ძველ პერანგში აქეთ-იქით მიმოდის, გეგონება,
დედიკო სფრინგერის სახლში მეორე სახლი ჩასახლდა და და-
ფართხუნობსო. როდესაც ის ზედა სართულზე აბაზანიდან გა-
მოდის, მთელ დერეფანში სინათლეს ფარავს, ხოლო თუ სამ-
ზარეულოში მოხმარება გადაწყვიტა, აუცილებლად რამეს გა-
ტეხავს. ახლა უკვე ხუთნი არიან, ამიტომ, როცა ჭურჭელი არ
ჰყოფნით, ბებოს ანტიკვარული ბუფეტიდან ძვირფას ფაიფურს
იღებენ, ხოლო ჭურჭელი, რასაც პრუ ტეხავს, როგორც წესი, ამ
ძვირფასი სერვიზიდანაა. მართალია, ბესი არაფერს ამბობს,
მაგრამ ყელი ერთიანად ლაქებით ეფარება - მისთვის ასეთი
ნივთები ძალიან მნიშვნელოვანია, ის ხომ დაუსრულებლად
ჰყვება, როგორ შეიძინეს ეს ჭურჭელი მან და ფრედმა ორმოც-
დაათი წლის წინ „კროლთან“ მაშინ, როცა ვაისერ სთრითზე
ყოველ შვიდ წუთში ტრამვაი დადიოდა და ბრუერში ცხოვრება
ჩქეფდა.
ნელსონს საშინლად აღიზიანებს ის, რომ პრუ გაუთავებ-
ლად უშვებს გაზებს. ამასთან, ის ახლა ზურგზე წევს, რადგან
გადატრიალება უჭირს და ამის გამო ხვრინავს. მართალია, ხმა-
დაბლა ხვრინავს, მაგრამ რითმულად და რაღაცნაირად წრიპი-
ნით, რაც ნერვებზე ძალიან მოქმედებს, როცა ნელსონს რული
არ ეკარება და თვალებდაჭყეტილი წევს ოთახში, რომლის
ფანჯრები ქუჩაში გადის, საიდანაც ლამპიონების შუქი ჟალუზებ-
ზე ეცემა და სადაც ქარივით თავისუფალი მანქანები ღრიალით

467
მკითხველთა ლიგა

დაჰქრიან. ნელსონს ენატრება თავისი მყუდრო, მშვიდი საძინე-


ბელი სახლის უკანა მხარეს. ზოგჯერ იმასაც უშვებს, რომ შესაძ-
ლოა პრუს ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდეს. ქორწილამდე
არ შეუმჩნევია, რომ გოგოს სხვადასხვა ზომის ცხვირის ნეს-
ტოები აქვს - ერთი მეორეზე განიერია. თითქოს იქ, აკრონში,
ჯერ კიდევ ნაზ, თოთო, პატარა, ჭორფლიან, კეხიან ცხვირზე
ვიღაცამ უჩქმიტა და ცალ მხარეს ფორმა შეუცვალაო. ყველა-
ფერს ისიც ემატება, რომ პრუ სადილის მერე პირდაპირ დასა-
ძინებლად მიდის, სწორედ მაშინ, როცა ქალაქი ცოცხლდება
და ნელსონს ერთი სული აქვს, სახლიდან გავიდეს, ან „ლეიდ--
ბექში“ შეიაროს, ერთი-ორი კათხა ლუდი გადაკრას, ან სულაც
422-ე გზატკეცილზე სუპერმარკეტში ახალი ხალხი შეათვა-
ლიეროს, თორემ აუცილებლად კლაუსტროფობია დაემართე-
ბა, თუ მთელ დღეს მაღაზიაში გაატარებს, ხოლო მთელ საღა-
მოს კი სახლში. იქაც და აქაც მამა უნდა აიტანოს, მაქსიმალუ-
რად ცდილობს თავი აარიდოს მას. ამის გაკეთება სახლში უფ-
რო უჭირს - ის მთელ სახლში წინ და უკან დადის, უზარმაზარი
თავით თითქმის ჭერს სწვდება, ნელსონს ყოველ ფეხის ნაბიჯზე
ამცირებს, ყველა წვრილმანის გამო ნოტაციებს ზანტად უკით-
ხავს, თუ ნელსონი ხუმრობს, ნერვიულად უყურებს და ნაღ-
ვლიანი გამომეტყველებით დამცინავად ეკითხება: „მე ასე
ვთქვი?“ პრობლემა ისაა, რომ მამა დიდი ხანი, ჰარამხანაში
ცხოვრობს. დედა და დედის დედა მას თავზე ევლებიან. ნების-
მიერ კაცს, რომელიც სახლში ჩნდება, საზიზღრად ექცევა გარ-
და ჩარლისა, რომელიც მათ თვალწინ კვდება და კიდევ იმ
ბაიყუშებისა, რომელთანაც გოლფს თამაშობს. ნელსონის გარ-
და ამქვეყნად ვერავინ ხვდება, რა ამაზრზენი ტიპია ჰარი სი.
ენგსტრომი და ეს ისე აწუხებს, რომ ზოგჯერ, როცა მამა ოთახში
შემოდის - ვეებერთელა, თავდაჯერებული, ცრუ და გაიძვერა, -

468
მკითხველთა ლიგა

ყვირილი უნდება. რეალურად მამა მკვლელია, მის სინდისზე


უკვე ორი მიცვალებულია, ხოლო თავად ნელსონი, მისი საკუ-
თარი ვაჟი, შემდეგი იქნება. დარწმუნებულია, დიდი სიამოვნე-
ბით მოუღებდა ბიჭს ბოლოს, საამისოდ რაიმე ხერხი რომ იცო-
დეს, ისეთი, რაც რეპუტაციას არ შეულახავს. რეპუტაციას რაც
შეეხება, მამიკო თავის პატიოსან სახელს ახლა ძალიან უფ-
რთხილდება. ადრე ასეთი რამეები სულ ფეხებზე ეკიდა და სწო-
რედ ეს იყო, რაც ნელსონში აღფრთოვანებას იწვევდა: არ აინ-
ტერესებდა, რას ფიქრობდნენ მასზე მეზობლები, როცა, მაგა-
ლითად, სკოტი თავისთან მიიყვანა საცხოვრებლად. მას ჰქონ-
და არანორმალური, აუხსნელი თვითრწმენა, რაც იმ დროიდან
მოჰყვებოდა, როცა კალათბურთის ვარსკვლავი იყო და უამრა-
ვი ფანი ჰყავდა, ხოლო თავად კი, თუ რამე თვალში არ მოუვი-
დოდა, შეეძლო უბრალოდ, უცერემონიოდ ეთქვა: „წადით
თქვენი...“ ის ნაპერწკალი, რა ხანია, ჩაქრა მასში, ხოლო ნელ-
სონს კი ზურგზე ერთი დიდი, მკვდარი კაცი წამოეკიდა. ცდი-
ლობს, ეს ყველაფერია ახლა პრუს აუხსნას, პრუ უსმენს, მაგრამ
ვერაფერს ხვდება.
კენტში ჩქარი ნაბიჯებით დადიოდა, თხელი და ჩამოსხმუ-
ლი, ამაყად თავაწეული. ისეთი სწორი თმა ჰქონდა, საგულდა-
გულოდ დაუთოებული გეგონებოდა, თანაც, საოცარი ჟღალი
ფერის და ან კეფაზე იკრავდა, ან ზურგზე ეყარა ხოლმე. როცა
ნელსონი მასთან როქველის ახალ უბანში საღამოს ხუთი
საათისთვის პაემანზე მიდიოდა, თავს ერთი მხრივ უწყლოდ
დარჩენილი თევზივით გრძნობდა, ხოლო მეორე მხრივ, საკუ-
თარ თვალში იზრდებოდა იმის გამო, რომ ის, ჯერ კიდევ სტუ-
დენტი, თავისზე ერთი წლით უფროს, უკვე მომუშავე ქალს, სა-
ბეჭდ მანქანას, უამრავ საბუთსა და ოფისის ცივ კაშკაშა შუქს
წყვეტდა. ადმინისტრაციული ოფისები მას რაღაც ზეცის მსგავ-

469
მკითხველთა ლიგა

სად წარმოედგინა, სადაც ნამდვილი საქმეები წყდება, ხოლო


თავად კი ქვემოთ, სასწავლო აუდიტორიების ლაბირინთებში
საცოდავად დაღოღავს. პრუ არ მიეკუთვნებოდა ყალბ ყოვ-
ლისმცოდნეებს, ის არ ისროდა პოპულარული მკვდრების გვა-
რებს, მხოლოდ ცოცხლებზე საუბრობდა, ფილმებზე, ახალ
ფირფიტებზე, სატელევიზიო გადაცემებზე, სამსახურში ყოველ-
დღიურ სკანდალებზე - ვინ ცრემლებად დაიღვარა, ვის უჟუჟუ-
ნებდა თვალებს ესა თუ ის დეკანი. მეორე მდივანი, რომელიც
პრუსთან ერთად მუშაობდა, თავის უფროსთან ერთად ცხოვ-
რობდა, მიუხედავად იმისა, რომ ის მაინცდამაინც გულზე არ
ეხატებოდა. ეს იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრებაც და სხეულიც
ფეხებზე ეკიდა. ნელსონს ზარავდა აზრი, რომ შესაძლოა პრუ
ყოფილიყო იმ ქალის ადგილას, მაგრამ ის, რომ პრუმ ამაზე
თავის დროზე უარი თქვა, მის თავმოყვარეობას ელამუნებოდა.
პენსილვანიაში ხალხი შეზღუდულად გრძნობს თავს, ხოლო აქ
ყველა ეშვება და დინებას მიჰყვება. მას ისიც მოსწონდა, რომ
პრუ მის გვერდით, იმ ხეების ქვეშ, რომლითაც ასე ტრაბახობს
კენტი, „ვისი რა საქმეა“ სახით თავისუფლად მიაბიჯებდა და სუ-
ნამოსა და თავისი ტანსაცმლის ნაზ და იდუმალ სურნელს აფ-
რქვევდა. კენტში არა მარტო ხეებით ამაყობდნენ, არამედ
სტუდქალაქში ავტობუსების მსოფლიოში ყველაზე დიდი სისტე-
მითა და სპორტული დარბაზებით. აი, ასეთ სისულელეებს ახ-
ვევენ ხალხს თავს, რომ როგორმე დაავიწყონ, როგორ ჩაც-
ხრილეს სტუდენტები ბლენქით ჰილიდან 1970 წლის 4 მაისს,
აი, ესაა, რითიც რეალურად შეუძლია იამაყოს კენტის სახელ-
მწიფო უნივერსიტეტმა. თუმცა, ნელსონს მიაჩნია, რომ ის
იდიოტები ღირსები იყვნენ. 77-ში, როცა კარვების ქალაქის გა-
მო არეულობა დაიწყო, მას თავისი ოთახიდან ცხვირი არ გა-
მოუყვია. მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა პრუს. მოგვიანებით გო-

470
მკითხველთა ლიგა

გონა ერთ-ერთ ბარში ვოთერსთრითზე, მესამე კოქტეილის მე-


რე მოუყვება თავისი ბავშვობის საშინელ ისტორიებს მრისხანე-
ბასა და ცემა-ტყეპაზე, მამამისის აუხსნელ, დროდადრო ხან-
გრძლივ გაუჩინარებასა და თავისი დების თავგადასავლებზე,
რომლებმაც, როგორც კი წამოიზარდნენ, მთელი სახლი გაცა-
ლეს. მის ამბებთან შედარებით საკუთარი ტრაგედიები არაფ-
რად მიაჩნდა. პრუს წყალობით, ნელსონმა დაიწყო იმაზე ფიქ-
რი, რომ ცხოვრებაში გაუმართლა. ბევრ სტუდენტთან შედარე-
ბით, მელანის ჩათვლით, ნელსონი თავს არარაობად და სასა-
ცილოდ გრძნობდა. იმ თამაშში, რომელში მონაწილეობის
სურვილიც არასოდეს გააჩნდა, ისინი ყოველთვის ჯაბნიდნენ,
აი, პრუსთან კი თავს სულაც არ გრძნობდა დამცირებულად.
ისინი ბევრ ძირითად საკითხს ერთნაირად უყურებდნენ, ორივემ
საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ სამყარო თავისი არ-
სით სასტიკია, რომ არანაირი მამიკო არ დაგიცავს, მარტომ უნ-
და იბრძოლო. ამ ყველაფერს ის გოგო-ბიჭები ვერც კი ხვდე-
ბოდნენ და უდარდელად დააქროლებდნენ ცხენებს, ემზადე-
ბოდნენ სპორტული შეჯიბრებებისთვის, ან რადიკალებს თამა-
შობდნენ და კრებებზე ცხარედ კამათობდნენ, ან სულაც თავის
საქმეებში ყელამდე იყვნენ ჩაფლულნი. ის ფაქტი, რომ ნელ-
სონი ხვდებოდა, ეს ყველაფერი უაზრობა იყო, პრუს თვალში
მას ზრდიდა და სერიოზულ ადამიანად წარმოაჩენდა. როცა ის
გოგოსთან ერთად აკრონში, ცალკე კუპეში ფანერის მაგიდას-
თან იჯდა ერთ-ერთ იმ ბარში, სადაც ძირითადად მუშები დადი-
ოდნენ, ხედავდა, რომ პრუ პატივისცემით ეპყრობოდა. იქ ისინი
პრუს მანქანით მიდიოდნენ ხოლმე. მას საკუთარი მანქანაც
ჰყავდა, ძველი „პლიმუტ ვალიანტი“, მოგლეჯილი წინა ფრთით,
რომელიც ბრახუნობდა და დროშასავით ფრიალებდა. ნელ-
სონს მაინც ძალიან მოსწონდა ის მანქანა: მართალია, პრუ

471
მკითხველთა ლიგა

ასეთ ჯართზე იჯდა, სამაგიეროდ, საკუთარი ფულით იყიდა. გო-


გონამ იცოდა, რომ სოციალური მდგომარეობით ნელსონი მას-
ზე მაღლა იდგა, ხოლო იქაურ გარემოში, ანუ ადგილობრივი
გეოგრაფიის გათვალისწინებით, თავად იყო უფრო მაღალ სა-
ფეხურზე. პრუს მხოლოდ მანქანა კი არ ჰყავდა, არამედ პაწა-
წინა ბინაც ჰქონდა, ქურაც, რომელზეც სადილს ამზადებდა და
ლიქიორიც, რომელსაც მას უსხამდა ხოლმე, როცა ფირსაკ-
რავს ჩართავდა. მათი პირველი პაემნის შემდეგ, ნელსონი, თუ
მელანისთან და მის არანორმალურ მეგობრებთან ერთად არ
იყო, რომლებიც „სტუდენტთა ლიგა დემოკრატიული კენტის-
თვის“ მოძრაობას ეკუთვნოდნენ, დროს პრუსთან ერთად
სთოუში, მის ბინაში ატარებდა. პრუსთვის არაფერი იყო უც-
ნაური იმაში, რომ ორივეს მხოლოდ სექსი აინტერესებდა. ის
ათავებდა და მერე ბიჭს სწრაფი მოძრაობებით შიგნით ათავე-
ბინებდა. მანამდე ნელსონს სხვა გოგოებიც გაუჟიმია, მაგრამ
არ იყო დარწმუნებული, მათ ორგაზმი ჰქონდათ თუ არა. პრუს-
თან კი ეჭვი არ ეპარებოდა. ამ დროს ის ყოველთვის ყვიროდა
და როგორც თევზი, ტბის მრუმე ზედაპირზე, ხტებოდა კიდეც.
სექსის შემდეგ გოგონა მისთვის რაიმე კერძს ამზადებდა და
სახლში სრულიად შიშველი მიმოდიოდა მიუხედავად იმისა,
რომ ფანჯრები ეზოში გადიოდა და შესაძლოა ვინმეს დაენახა.
მერე რა? პრუს უყვარდა, როცა მას უყურებდნენ სახლშიც, სა-
ცეკვაო მოედანზეც, სადაც ზოგჯერ საღამოობით დადიოდნენ
ხოლმე და მაშინაც, როცა მარტო რჩებოდნენ, - ნელსონმა რო-
მელი მხრიდანაც უნდა, იქიდან უყუროს. გოგონა თავისი დიდი,
გლუვი სხეულით თოჯინას ჰგავდა, რომელსაც ყველაფერი თა-
ვის ადგილას აქვს, ხელებიც, ფეხებიც და თავიც. ნელსონის
მადლიერება - მაშინ, როცა ნებისმიერი სხვა ამ ყველაფერს
ჩვეულებრივ ამბად მიიღებდა, - მის თვალში ბიჭს ამაღლებდა,

472
მკითხველთა ლიგა

ხოლო თავად კი ისე მიეჩვია უკვე ნელსონს, რომ არაფრით არ


დათმობდა ამ განძს.
ახლა კი ის მთელ დღეებს ბებოსთან და ზოგჯერ დედას-
თან ერთად ტელესერიალების ყურებაში ატარებს: მეათე არხზე
„ხვალინდელი დღის ძიებაში“, მერე მოდის მესამე არხზე „ჩვენი
ცხოვრების დღეები“ და ისევ მეათე არხი - „რადგან დედამიწა
ბრუნავს“, ამის შემდეგ მეექვსე არხზე „ცხოვრება ერთადერთი-
ა“, ისევ მეათე არხი, „ცხოვრების სინათლე“. ნელსონმა ეს თან-
მიმდევრობა იმ დროიდან იცის, როცა მას მაღაზიას ახლოს არ
აკარებდნენ. ახლა პრუ წამდაუწუმ შეხტება ხოლმე, რადგან ბავ-
შვი მუცელში მოძრაობს, ყველაფერი ხელიდან უვარდება და
სულ იმას გაიძახის, რომ ნელსონის მამა არაჩვეულებრივი ადა-
მიანია.
ნელსონმა მას ბეკის შესახებ უამბო. ჯილის ისტორიაც.
პრუმ უპასუხა:
- ჰო, მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო.
- ჩემთვის არა. მისთვის. მან ყველაფერი დაივიწყა. სულე-
ლია და გარეწარი. სახეზე აწერია, რომ არაფერი ახსოვს, რაც
დაგვიშავა. როგორ მოექცა დედას. საერთოდ, მე იმის ნახევა-
რიც არ ვიცი, რაც მაშინ მოხდა. მაცოფებს, რომ თვითკმაყოფი-
ლი და გაფხორილია. ოდესმე ერთხელ მაინც თუ მოვახერხებ,
დავანახვო, რა ნაგავია, ალბათ მოვისვენებ. - ფიცხდება ნელ-
სონი.
- და რას მოგცემს ეს, ნელსონ? მართალი ხარ, მამაშენი
არაა თავად სრულყოფილება, მაგრამ აბა ვინაა? სახლში ღა-
მით მაინც მოდის, მამაჩემს ესეც კი არ გაუკეთებია.
- მაგის ტრაკი არ აქვს და იმიტომ. შენ გგონია, მამაჩემი
უარს იტყვის ყოველღამე მეძავებთან ნებივრობაზე? კარგად
მახსოვს, როგორ უყურებდა მელანის. დედაჩემთან დიდი სიყ-

473
მკითხველთა ლიგა

ვარული კი არ აკავებს, ამაში შეგიძლია მენდო, ძაღლის თავი


მაღაზიაშია დამარხული. დედაჩემს ახლა მათრახის ქვეშ ჰყავს,
სულ ესაა.
- რას ამბობ, საყვარელო, რასაც მე ვხედავ, შემიძლია
ვთქვა, რომ შენს მშობლებს ძალიან უყვართ ერთმანეთი. რად-
გან ადამიანები ამდენი ხანი ერთად ცხოვრობენ, იმას ნიშნავს,
რომ მათ რაღაც ფასეული აკავებთ ერთმანეთთან.
ნელსონს თავზარს სცემს იმის გაფიქრებაც კი, რომ პრუ
შესაძლოა მართალი იყოს. თავზარს სცემს სტუმრების ოთახის
შპალერის ნახატებიც, სადაც რაღაც საგნები ერთმანეთისგან
გამოდიან. ბავშვობაში აქ შემოსვლაც კი ეშინოდა. ახლა კი აქ
მას და პრუს ძინავთ და ბებოს ხმაურიანი ტელევიზორისგან
მხოლოდ დერეფანი აშორებთ. მანქანები ჯოზეფ სთრითზე
დაჰქრიან, წითელი შუქი კედელზე ანათებს, ციმციმებს და ქრე-
ბა - ძრავა ახველებს, ოხრავს, საბურავები მიწას ეჭიდებიან. წა-
დი, უცნობო მანქანავ, რატომ ბრაზობ, გზა გააგრძელე, გა-
დაიქეცი შორეულ ბზუილად, მოინანიე შენი დანაშაული და მო-
ასვენე ნელსონი.
ის და პრუ ძველ საწოლზე წვანან, სწორედ იმაზე, ის და
მელანი რომ იწვნენ ხოლმე. ნელსონს მელანი ახსენდება - ის
ახლა თავისუფალია, არც ორსულადაა და კენტში ცხოვრებით
ტკბება, სტუდქალაქში ავტობუსით დადის და აღმოსავლური
რელიგიის ლექციებს ესწრება. პრუს მის გვერდით მკვდარივით
სძინავს, მამას ძველი პერანგი აცვია, მკერდზე ბოლომდე შეკ-
რული და მუცელზე გახსნილი. ნელსონმა თავისი პერანგებიც
შესთავაზა, მაგრამ პრუს ისინი არ გამოადგა, რადგან მისთვის
ძალიან ვიწრო აღმოჩნდა. ოთახში ცხელა. ზუსტად მათ ქვეშ
ღუმელია და იქიდან მოდის სიცხე. ვერაფერს გააწყობ. შუა ნო-
ემბერია, მათ კი ისევ თხელი ზეწარი აფარიათ. ნელსონი

474
მკითხველთა ლიგა

თვალღია წევს, დღევანდელი დღით ისეთი აღელვებულია,


ალბათ კიდევ დიდი ხანი ძილი არ უწერია. ბილის ახლობლები
არ ასვენებენ, სპორტული მანქანების ბიზნესის გაგრძელება უნ-
დათ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ სამიათას ექ-
ვსას დოლარად გაყიდეს, მისი პროფესორი მამიკო ამტკიცებს
და მას მენიც ეთანხმება, რომ დაზღვევისა და სახელოსნოს
ხარჯების გათვალისწინებით, სპორტული მანქანებით ვაჭრობა
წამგებიანია.
ხოლო რაც შეეხება „მერკურის,“ მენის თუ დაუჯერებს კაცი,
მხოლოდ შეკეთება გასაყიდ ფასზე ოთხასი-ხუთასი დოლარით
მეტი იქნება, პრეისკურანტით გათვალისწინებულ ფასზე ძვირად
გაყიდვის უფლება კი მათ არ აქვთ. როცა ნელსონმა ჰკითხა,
ხომ არ შეეძლოთ მექანიკოსებს თავისუფალ დროს მანქანის
შეკეთება, მენიმ ისეთი სახით შეხედა, თითქოს სადაცაა ცხვირი-
დან შავი ფორები ამოუხტებაო და საზეიმოდ გამოუცხადა, რომ
მექანიკოსებს თავისუფალი დრო ვერ ექნებათ, რადგან იქ ყვე-
ლა იმისთვის მოდის, რომ სახლში პური და კარაქი ჰქონდეთ,
რითაც აგრძნობინა, რომ მდიდარი მამიკოს შვილისთვის ეს
ძნელად გასაგებია. მამა ნელსონს არც ეხმარება, არც მხარს
უჭერს, პირიქით, განზე დგას და შორიდან ტკბება, როგორ ას-
წავლიან ჭკუას მის ვაჟს. ერთადერთი, რაც იქ ნელსონმა ისწავ-
ლა, ისაა, რომ ყველა თავისი წილი დოლარების ჩასაჯიბად იბ-
რძვის და არავის აქვს დრო, რომ ცხოვრებას სხვა კუთხიდან
შეხედოს. არა უშავს, უჩვენებს მათ სეირს, როცა „მერკურის“
ოთხიათას ხუთასად მაინც გაყიდის, „ლეიდ-ბექში“ იმდენი ბიჭია,
რომლისთვისაც ეს თანხა სასაცილოა. ამ ირანის ამბების გამო
საწვავზე ფასი ისევ ავარდა, თუმცა, მალე ეს ისტორიაც დას-
რულდება - ვერ გაბედავენ მძევლების დიდი ხნით გაჩერებას.
მამა სულ იმეორებს, რომ ყოველდღიურად თითო მანქანაზე

475
მკითხველთა ლიგა

სამიდან ხუთ დოლარამდე კარგავენ, როცა მანქანა მათ ინვენ-


ტარზე ირიცხება. ნელსონს არ ესმის, რატომ, მანქანა ხომ მა-
ღაზიაში დგას, რომელიც ფირმას ეკუთვნის და უფრო მეტიც,
როგორც მან გაარკვია, ფირმა თავის თავს მაღაზიის ქირასაც
კი უხდის. ნამდვილი თაღლითობაა, სახელმწიფოს მოტყუება.
მის გვერდით პრუ ხვრინვას უშვებს. მას თავი მაღლა, ორ
ბალიშზე უდევს, მუცელი უპრიალებს, სოკოს ჰგავს, ტყეში, წვი-
მისგან დამპალი კუნძის ძირას რომ ამოდის. ქვემოთ დედა და
მამა რაღაცაზე ხმამაღლა იცინიან - ამ ბოლო დროს სულ ერ-
თად არიან, ახალგაზრდებზე უარესად იქცევიან, საღამოობით
გასვლასაც მოუხშირეს თავის უზრუნველ კამპანიასთან ერთად,
თავი იმით შეიძლება იმართლონ, რომ სხვა გასართობი არა-
ფერი აქვთ. ნელსონი თეირანში აყვანილ მძევლებზე ფიქრობს
და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ყელში ის უზარმაზარი ხმე-
ლი ვიტამინის აბი გაეჩხირა, - არც ზემოთ მიდის და არც ქვე-
მოთ, - მელანი რომ აიძულებდა, წამდაუწუმ ეყლაპა. ერთი შავი
ვერტმფრენი უნდა გაფრინდეს უმთვარო ღამით, თან წაიყვანოს
გამურულ სახიანი კაცები, იმ რადიკალ არაბებს კისერზე
როიალის სიმი შემოახვიონ, „ქალები და ბავშვები აქეთ!“ იჩურ-
ჩულონ და ყველანი იქაურობას მოაშორონ. მინარეთზე კი სა-
ვიზიტო ბარათის სახით ერთი პატარა ატომური ბომბი ჩამოაგ-
დონ. ან სულაც, გვირაბი გათხარონ პატარა ბურღით, როგორც
ამას ჯეიმს ბონდი გააკეთებდა „მთვარეულში“. არაჩვეულებრი-
ვი სცენაა, როცა ჯეიმს ბონდს თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ
აგდებენ, ის კი, პირდაპირ მკვდარზე ეცემა და ხელიდან პატარა
ბურღს გლეჯს. ალბათ, თავისუფალი ვარდნა დელტაპლანე-
რიზმზე გაცილებით უარესი უნდა იყოს. პრუს ჭიპი მთვარის შუქ-
ზე ციცქნა ჩრდილს ქმნის. თითქოს შიგნიდან გარეთ გამოიჩე-
კაო. ადრე ნელსონს არასოდეს უნახავს შიშველი ფეხმძიმე ქა-

476
მკითხველთა ლიგა

ლი და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ასეთი საძაგლობაა.


თითქოს ზარბაზნის ბურთი შეუფრინდა უკნიდან და მერე სად-
ღაც შიგნით გაეჩხირაო.
ათასში ერთხელ გარეთაც გადიან ხოლმე. მეგობრებიც
ჰყავთ. ბილი ფოსნაჰტი თაფთში დაბრუნდა, მაგრამ „ლეიდ--
ბექში“ დანარჩენი ბიჭები იკრიბებიან ხოლმე. ზოგი ახალ ელექ-
ტროქარხანაში მუშაობს, ზოგი გაუგებარ სახელმწიფო დაწესე-
ბულებაში, ზოგიც ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ შემორჩენილ
მაღაზიებში. ახლა კროლთან რომ მიხვიდე, სადაც დედამ და
მამამ პრეისტორიულ ხანაში ერთმანეთი პირველად ნახეს, ტყე
უნდა გადაკვეთო. იქ ადრე უაიზერის მოედანი იყო, ხოლო რო-
ცა უნივერმაღში შეხვალ, თავს მიტოვებულ სამხედრო გემზე იგ-
რძნობ, რომელიც იაპონელებმა პერლ ჰარბორზე დაბომბეს -
ორიოდე შეშინებულ გამყიდველს თუ გადააწყდები და ისინიც
დიდ ბანერებს არიან ამოფარებულები, წარწერით „ფასდაკლე-
ბა“. დედა აქ მარილიანი თხილისა და ტკბილეულობის განყო-
ფილებაში მუშაობდა, ეს განყოფილება ახლა აღარ არსებობს,
სადღაც ოცდაათი წლის შემდეგ, როცა ამ დროის განმავლო-
ბაში ექვსი ადამიანი ნაწლავური დაავადებებით გარდაიცვალა,
მიხვდნენ, რომ სანიტარიულ ნორმებს ვერ იცავდნენ. თუმცა,
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქ თავის დროზე თხილი რომ არ
გაეყიდათ, ნელსონი ახლა დედამიწაზე არც იქნებოდა. ან, იქ-
ნებოდა, მაგრამ როგორც სხვა ადამიანი, რაც სრული უაზრო-
ბაა. მან და პრუმ მათი მეგობრების სახელები ხეირიანად არც
იციან, ისეთი სახელები ჰქვიათ, რომ მეტსახელი გეგონება: დე-
რეკი, წვრილი, დოდი, სკოტი, ჯეისონი, პემი. როგორც კი
„ლეიდ-ბექში“ ცხვირს შეყოფ, მაშინვე წვეულებებზე გეპატიჟე-
ბიან. ზოგიერთი მათგანი ახალ, რაღაც კოოპერატივის მსგავს
სახლში ცხოვრობს, სადაც კედლები გაურანდავი ხისაა, უხეშად

477
მკითხველთა ლიგა

შეღებილი, სახურავი კი წაწვეტებული; ზოგი - პიმავიკის მთაზე,


მოთხილამურეთათვის აშენებულ პატარა სახლებში, „ფრთაგაშ-
ლილ არწივთან“ ახლოს, ან აგურით ნაშენ და შიფერით დახუ-
რულ ქალაქურ სახლებში, სახურავზე საკვამურებითა და რკი-
ნის კონსტრუქციებით, რომელიც ძველი ფაბრიკის ფულებით
ააშენეს იანგქვისთის ჩრდილოეთ ნაწილსა და მანქანების სახე-
ლოსნოების უკან. ახლა ეს სახლები, რომელიც კერძო საავად-
მყოფოდ, ან ტყავის ნაწარმის მაღაზიად, ან ხის ჩარჩოების სა-
ხელოსნოდ, ან ახალგაზრდა არქიტექტორთა სახელოსნოდ
არ გადააკეთეს, - ენერგიის დაზოგვის მიზნით ახალ სახლებს
სოლარულ სისტემებზე გათვლით რომ აშენებენ, ან ახალგაზ-
რდა იურისტთა კანტორად, რომელთაც საქმიანი კოსტიუმები
აცვიათ, ფაფარივით თმა და ბანდიტის ულვაშები ამშვენებთ და
თავიანთ ახალგაზრდა კლიენტებს ყველაფერში ოთახის ქი-
რას, სამას დოლარს ართმევენ, - არ აქვს მნიშვნელობა, საქმე
განქორწინებას ეხება თუ საკუთრების უფლებას, ცალკეულ ბი-
ნებად დაჰყვეს. ააქ პროდუქტების მაღაზიების რიცხვი ერთბა-
შად გაიზარდა, მასთან ერთად გაჩნდა ნახევარსარდაფის ტიპის
პატარა, გრძელი რესტორნები, სადაც ძირითადად ბოსტნე-
ულს, ვეგეტარიანულ და ებრაულ კერძებს ამზადებენ. ასევე
გაჩნდა წიგნის მაღაზიები ისეთი სახელებით, როგორიცაა, მა-
გალითად, „წიგნები კარმის შესახებ“; არა მარტო წიგნის მაღა-
ზიები, არამედ მაკრამეთი და ბატიკით, მექსიკური საქორწინო
პერანგებითა და ინდური აბრეშუმით სავსე პატარა ფარდულე-
ბი, სადაც, ასევე, ნახავთ საზაფხულო ქუდებს, რომელშიც ყვე-
ლა ისე გამოიყურება, თითქოს თავის რაღაც ნაწილი, ტვინთან
ერთად, წააჭრესო. წიდისკედლებიან ძველ სახელოსნოებში
შეუღებავი ავეჯი იყიდება, რომელსაც, ისინი, ვინც კომუნალურ

478
მკითხველთა ლიგა

სახლებში ცხოვრობენ, ნაწილ-ნაწილ ყიდულობენ და მერე


მთლიან გარნიტურად აწყობენ.
ბინა, სადაც წვრილი ჯეისონთან და პემთან ერთად ცხოვ-
რობს - ნელსონი მათ „ლეიდ-ბექიდან“ იცნობს, - აკაციის ბულ-
ვარის ზედა ნაწილში, სკოლიდან მეიდენ-სფრინგისკენ, რამდე-
ნიმე კვარტალში, მრავალსართულიანი ძველი სახლის მესამე
სართულზე მდებარეობს. სამი ოთხფრთიანი ფანჯარა ქალაქის
ჩამკვდარ ცენტრს გადაჰყურებს, სადაც ოდესღაც ნეონის შუქით
დახატული უზარმაზარი ჩექმა, მიწისთხილი, ცილინდრი და მზე-
სუმზირა უაიზერ-სქვერზე რეკლამის მოციმციმე თაიგულს ქმნი-
და, ახლა კი ბანკ „ბრაუერ თრასთის“ პროჟექტორები საკუთარ
გრანიტის ფასადს ანათებს. დღეს ეს ბანკი ქალაქის ცენტრის
სიმბოლოდ გადაიქცა. აქედან ბანკის ოთხი უზარმაზარი რო-
მაული სვეტი შავი, ცხიმიანი ღვეზლიდან გამოშვერილი ოთხი
თეთრი თითი გეგონება, ხოლო ე.წ. სავაჭრო მოლში დარგული
ხეები კი შავ ლაქად მოჩანს. სტანდარტული ყვითელი ლამ-
პიონის შუქი ქალაქის ქუჩებში ისე იფანტება, თითქოს აბლაბუდა
იშლებაო. ის დაკლაკნილ მდინარეს მიჰყვება, ცას ჰორიზონ-
ტამდე ანათებს, ღამის ღრუბლებს ერწყმის, გარეუბნებს აღწევს
და მერე მთებში შთაინთქმება. ფანჯრებს ზემოთ ალისფერი,
ქარვისფერი და მღვრიე მწვანე შუშები პრიმიტიულ ყვავილებს
ხატავენ, ასეთი ვიტრაჟები, სახელგანთქმული ორცხობილების
არ იყოს, ბრუერის სიამაყეს წარმოადგენს. ახალმოსახლეებს
ამ ვიტრაჟებისთვის თითი არ დაუკარებიათ. აი, კიდევ ერთი
სიამაყე, მუხის იატაკი კი - იაფფასიანი, უხვბეწვიანი, წინწკლე-
ბიანი ხალიჩით დაფარეს - თუმცა, წინწკლები კი არა, ხალიჩის
ნახატები უფრო პატარა წიწაკებს ჰგავს. ვრცელი ოთახები ად-
ვილად რომ გაეთბოთ, ნაჩქარევად თაბაშირის ტიხრებით გა-
დატიხრეს და ჭერიც დაადაბლეს. მერე კი ძალიან უბრალო,

479
მკითხველთა ლიგა

ფანერის ავეჯით გააწყვეს. ნელსონი იატაკზე ზის, ფეხებით კი


ცივი ლუდის ქილა უჭირავს. პრუსთან ერთად ორი ტარიანი მო-
წია, ახლა თავი უკან გადაუგდია და ჭერს მიშტერებია, იქიდან
შავი ხვრელები რაღაცას უყვირიან, მისთვის რაღაცის მინიშნე-
ბას ცდილობენ, ის კი ვერაფერს ხვდება. იქ, ჭერზე, ერთ ადგი-
ლას ნელსონი საზრიან, სიცოცხლით სავსე და ენერგიულ ხვრე-
ლებს ამჩნევს. არ შეიძლება, არ შენიშნო, ისინი აგრესიულად
გიძვრებიან თვალებში, როგორც ამას წინათ შავი ფორები შე-
უძვრნენ, მენის ცხვირზე მრავლად რომ გასჩენია. მალე ის
ხვრელები ჭერზე ბურუსში იძირებიან და სხვა შავი ხვრელები
ცოცხლდებიან - თითქოს გამჭვირვალე მედუზა ერთი ადგილი-
დან მეორეზე გადაცოცდა და მათ სული ჩაჰბერაო. ნელსონის
უკან კედელზე დამანჭულსახიანი ილია ნასთეიზის პლაკატია
გაკრული. წვრილი ჩოგბურთის კლუბის წევრია, იმის, ჰემინ-
გთაუნის სავაჭრო ცენტრის გვერდით რომაა და ნასთეიზის ფა-
ნია. ის ამ პლაკატზე ოფლითაა გაწუწული, ფეხები კი ბოძებს
მიუგავს - სქელი და მოუხეშავი აქვს, ბალნიანი ბოძებივით. სტე-
რეომაგნიტოფონი დონა სამერს უკრავს - ის რაღაცას ტელე-
ფონის შესახებ ძალიან ხმამაღლა მღერის. ნელსონის პირდა-
პირ, ოთახის მეორე კედელთან კი ქოთნის ყვავილები დგას,
გვიმრები და რაღაც ძალიან ფართოფოთლებიანი მცენარეები,
ზუსტად ისეთი, ბებოს იმ პატარა ოთახში რომ ედგა, სასტუმრო
ოთახის გვერდით. მას ახსოვს, მამასთან ერთად სწორედ იმ
ოთახში იჯდა და იმ ყვავილებს უყურებდა, როცა უბედურება
მოხდა. ახსოვს, ამ უზარმაზარ ფოთლებს შორის როგორ
დაისადგურა ყოვლისმომცველმა სიცარიელემ, ხოლო ის
ფოთლები კი, ვითომ აქ არაფერიაო, ისევ განაგრძობდნენ მზის
შუქის ხარბათ შთანთქმას, ისევე, როგორც ალბათ ეს მცენა-
რეები, როცა მათ ამ ფანჯრებიდან შემომავალი მზის სხივები

480
მკითხველთა ლიგა

გვერდიდან ეცემა. იმ მცენარეებსა და ნელსონს შორის სივრცეა


და იქ, ცენტრში წვრილი ცეკვავს - ისე იგრიხება, როგორც გვე-
ლი თოკზე. ის ერთ გალეულ, მოკლეთმიან ბიჭს ეცეკვება, სა-
ხელად ლაილს. წვრილი ჰომოსექსუალია, რაც, ნელსონს სუ-
ლაც არ უნდა ადარდებდეს. სამაგიეროდ, მას არ მოსწონს,
რომ ყველა წვეულებაზე დადის კარგად ჩამოსხმული ზანგი ბი-
ჭების წყვილი, ის პატარა თეთრი გოგო, მონაცრისფრო, წაწვე-
ტებული ნიკაპით, პოლონური სახით, რომელიც ბრუერის სამ-
ხრეთით ცხოვრობს და ცეკვისას მაისურს იხდის ხოლმე, თუმცა,
შეიძლება ითქვას, რომ მკერდი თითქმის არ აქვს. ახლა ის სამ-
ზარეულოში ტრადიციულად ნახევრად შიშველი ზის, „სამხრე-
თის სიმშვიდით“ ბრუვდება და პეპსის აყოლებს. ამ წვეულებებზე
აბაზანაში ვიღაც აუცილებლად ან იჩხირავს, ან არწყევს, ან ქო-
შინებს. აი, ამას ნელსონი ნამდვილად ვერ იტანს. იმიტომ კი
არა, რომ მათი ბედი ადარდებს, უბრალოდ, დაიღალა თავისი
უსასრულო ახალგაზრდობით. რამდენი ენერგია იფლანგება
სრულიად უაზროდ. ის ჭერზე მედუზას შემართებას ხედავს, რო-
მელიც პაწაწინა ხვრელებზე გადაადგილდება და ხვდება, რომ
ეს ის ენერგიაა, რომელიც კომპიუტერების ნაწილებს კვებავს,
მაგრამ ამის იქით მისი მიხვედრილობა ვერ მიდის. კენტში კომ-
პიუტერული მეცნიერებით დაინტერესდა, მაგრამ ეს დაინტერე-
სება შესავალ ლექციებს ვერ გაცდა - მერილ ჰოლში მათემა-
ტიკის კურსი „მათემატიკა 10061“ მისთვის მეტისმეტად რთული
აღმოჩნდა. აი, ის ებრაელი და თეფშივით მრგვალსახიანი კო-
რეელი სტუდენტები კი ისე ადვილად ითვისებდნენ, თითქოს
ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. აი, მაგალითად, ავიღოთ
ფუნქცია, არც ისე ადვილია, გაიგო, თანაც, ისეთი რამეა, რომ
რეალურს ვერაფერს დაუკავშირებ. სხვათა შორის, ასევეა გან-
ტოლება, განტოლების ზოგადი ცნება, ეს კიდევ ერთი მედუზაა,

481
მკითხველთა ლიგა

მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი, აზრზე ვერ მოხვალ, რო-


გორ უნდა გამოიყვანო. და ის დანებდა. იმ დროს მოუვიდა თავ-
ში, იქნებ ჯობდა, სახლში დაბრუნებულიყო და ოჯახის სიმდიდ-
რით სხვებთან ერთად ესარგებლა. მაშინ მამას მთელი დღე
მუხლებზე ეჯდა, სამუდამოდ დარჩა მახსოვრობაში დიდი, თბი-
ლი სხეული, გარშემო სევდის სურნელი და მზის სხივი მწვანე
მაგიდის კიდეზე, ალბათ ეს ის დღეები უნდა ყოფილიყო, როცა
ბეკი მოკვდა. ბებია უკვდავი არაა და როცა სულს უფალს მიაბა-
რებს, თავის მემკვიდრეობას მას და დედას დაუტოვებს. მამა მა-
ღაზიის წინ აბრასავით გამოეკიდება - ნატურალური ზომის მუ-
ყაოს ფიგურასავით იქნება, ასეთი ფიგურები ადრე, ვიდრე მუ-
ყაო ასე საშინლად გაძვირდებოდა, მანქანების მაღაზიებში
მრავლად ჰქონდათ. ეს ზანგები, რომლებიც აქეთ-იქით ცხვი-
რაწეული დაიარებიან და მაგარ ბიჭებს თამაშობენ, თანაც გა-
მომწვევად გიცქერენ და სახეზე აწერიათ, რომ ყველაფერი ფე-
ხებზე ჰკიდიათ, საშინლად აცოფებენ და გრძნობს, რომ მათ
დანახვაზე მთელი სხეული ექავება. თუმცა, წესით, მარიხუანას
პირიქით უნდა ემოქმედა და უნდა მოშვებულიყო. კიდევ ერთი
ლუდი ხომ არ დალიოს? აქ ახსენდება, რომ მუხლებს შორის
ლუდი უდგას, წვრილის მაცივრიდან ახალგამოღებული, ცივი,
სავსე ქილა. სვამს. თან თავის ხელს აკვირდება. როცა ქილას
იღებს, ეჩვენება, რომ ხელთათმანი უკეთია.
რატომ არ კვდება მამიკო? მის ასაკში ხალხს უამრავი
დაავადება სჭირს. მამიკო რომ მოკვდეს, ნელსონი და დედა
დარჩებიან. დედასთან ადვილია, დედასთან ურთიერთობა კარ-
გად გამოსდის.
პატარა აღარაა. ოცდასამი წლის გახდა. ის, რაც თავს ამ
კომპანიაში სულელად აგრძნობინებს, ისაა, რომ დაქორწინე-
ბულია. მგონი, მის გარდა აქ დაქორწინებული არავინ უნდა

482
მკითხველთა ლიგა

იყოს. ფეხმძიმედაც სხვა არავინაა, ყოველ შემთხვევაში, გარეგ-


ნულად არავის ეტყობა. აქ თითქოს ვიტრინაშია გამოფენილი -
ეგრევე ჩანს, ამ ბიჭს უკეთესი არაფერი უნახავს. სიმართლე უნ-
და ითქვას, პრუს წვრილთან წამოსვლის სურვილი არ ჰქონდა,
ერჩივნა ტელევიზორის წინ უძრავად მჯდარიყო ოთახის მცენა-
რესავით და საწყალ ბებოსთან ერთად ჯერ „სიყვარულის ნავი“
და მერე „გამოგონილი კუნძული“ ენახა. ბოლო დროს ბებომ
პოზიციები დათმო. ადრე დედა და მამა მასთან ერთად ატარებ-
დნენ საღამოებს, ამ ბოლო დროს კი, როგორც ამ საღამოს,
სადღაც ერთობიან თავის უსაქმურ კამპანიასთან ერთად. წარ-
მოუდგენელია, რა უპასუხისმგებლოდ იქცევიან ეს ეგრეთ წო-
დებული დიდები, როცა სჯერათ, რომ ყველას აჯობეს: დედამ
უამბო მათი იდიოტური ოქროს შესახებ. იქნებ, ჯობდა, სახლში
დარჩენილიყო პრუსთან და ბებოსთან ერთად, რაც გინდა თქვი,
და ყველა კარტი ბებოს ხელშია, თუმცა, ვიდრე ნელსონი ამ
არჩევანს განიხილავდა, პრუ წასასვლელად გამოეწყო, რადგან
სინდისის ქეჯნა დაეწყო, რომ ნელსონი მის გამო სოციალურ
ცხოვრებას სრულიად ჩამოშორდა და სულ ცოტა გართობას მა-
ინც იმსახურებდა - ის ხომ მუდმივად და დაუღალავად მუშაობს.
ოჰ, ეს ოჯახური ცხოვრება - თითოეული თავს ვალდებულად
გრძნობს, რაღაც გააკეთოს სხვისთვის, საბოლოო ჯამში კი,
ყველა ერთმანეთს უშლის ხელს, ასეა განუწყვეტლივ, აი, ასეთი
გაუგებრობა ხდება ოჯახში. როცა პრუ აქ მოვიდა და ერთი-ორი
გადაჰკრა, მასში აკრონელმა ანცმა გოგომ გაიღვიძა და თავისი
ვეება მუცლისა და მძიმე, მაღალი პლატფორმების მიუხედავად,
რომელიც ფეხზე მხოლოდ წვრილი მწვანე თასმებით ეკვრება
და სიარულსაც კი ძლივს ახერხებს, ცეკვა მოიწადინა. იქნებ ის
მის ჯიბრზე მოიქცა ასე. თავადაც დიდად არ შეუწუხებია თავი,

483
მკითხველთა ლიგა

პრუ როგორმე გაეჩერებინა, ის კი არა და, კვამლით გაბუღულ


ოთახში სიამოვნებითაც კი უყურებს.
თავისებური ეშხი აქვს ამ პრუს, ეშხი და ბრწყინვალება ამ
კაშკაშა მწვანე საორსულო კაბაში, რომელიც ახალ მაღაზიაში
იყიდა აკაციის ბულვარზე, საიდანაც ახლანდელი არისტოკრა-
ტია მოხუც პენსიონერებს გარეთ ყრის: ასეა, საშუალო ფენა ქა-
ლაქებს უბრუნდება. პრუ ცეკვავს, ბზრიალებს, ფრთებივით
ფართო სახელოები უფრიალებს, ზარბაზნის ბურთივით მუცე-
ლი გადმოგდებული აქვს, კაბას მაღლა იწევს და სტაფილოს-
ფერი ელასტიკური წინდები, რომელიც ფეხებზე ახალგაზრდა
ვენების დასაცავად ექიმის რჩევით აცვია, საქვეყნოდ უჩანს. მისი
ბზინვარე პლატფორმები უხეშ ნოხზე არ ცურავს, მაგრამ პრუ
ამას არად აგდებს, ფეხიდან არც იხდის, ყველას უნდა დაუმტკი-
ცოს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მშვენივრად ახერხებს ცეკ-
ვას. და ცხადია, ესეც მის ჯიბრზე. თითქოს შამფურზე წამოცმუ-
ლი მისი სხეული, მხრებს შორის მუსიკის რითმებზე იკლაკნება,
მწვანედ მოციალე ხელები და მისი გასაოცარი თმა ისევ და ისევ
დიდ წრეს ქმნის და ელავს და ელავს.
ნელსონმა ცეკვა არ იცის, უფრო სწორედ, ცეკვის არავი-
თარი სურვილი არ აქვს. განა ახლა ვინმე ცეკვავს? ერთ ადგი-
ლას უნდა იდგე და ელოდო, ცეკვის დემონი როდის დაგეპატ-
რონება. ამას უფრო მეტი რწმენა სჭირდება, ვიდრე აქვს. არ
უნდა, იდიოტურად გამოიყურებოდეს. რაც შეეხება მის ძვირფას
მამიკოს, აი, მამიკო კი, აქ რომ იყოს, სიამოვნებით ჩამოუვლი-
და. მას ხომ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, ირლანდიელიც ფე-
ხებზე დაიკიდა, ჯილიც და უკან არასოდეს მოუხედავს, მაშინაც
კი, როცა გამოუსწორებელი რამ მოხდა. რა შტერია, კიდევ
ფიქრობს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც მას თვალისჩი-
ნივით უფრთხილდება. ნელსონის მზერა ჭერზე პატარა ხვრე-

484
მკითხველთა ლიგა

ლებზე ჩერდება და გონება ეყინება. ისევ პრუს შესცქერის. თვა-


ლისმომჭრელია ამ კაბაში, თითქოს ძვირფასი თვალი დაადნე-
სო, ფერები ერთიმეორეში ისე გადადის და ერთთავად
ციალებს. მუცელს ზემოთ მუსიკისგან მიბნედილი სახე მოუჩანს,
მუცელი მაგარი აქვს და სხვათა შორის, ის, რაც მუცელშია, მხო-
ლოდ მას კი არ ეკუთვნის, ნელსონსაც, და თუ ეს ასეა, გამოდის,
რომ მხოლოდ პრუ კი არა, თავადაც ცეკვავს. ამის გამო წამით
საკუთარი თავი სძულს - რაღაც ხელს უშლის ცეკვაში, ზუსტად
ასევე ვერ შეძლო ჩართულიყო კომპიუტერული მეცნიერების
გონებრივ ციმციმა თამაშში, და არა მარტო ამ თამაშში, არამედ,
ზოგადად, კოლეჯის ცხოვრებაში, ვერც მამამისივით ათლეტი
გაიზარდა. ეს უსიამოვნო წამი გადის და ნელსონს ეუფლება
რწმენა, რომ შორს არაა ის დღე, როცა ყველას სამაგიეროს
გადაუხდის.
პრუ ერთ-ერთ იმ ზანგს ეცეკვება, უზარმაზარ ბიჭს სამუშაო
კომბინეზონსა და კოვბოის ჩექმაბში. შემდეგ ოთახის მცენა-
რეებიდან ლაილთან მოცეკვავე წვრილი გამოდის და ტრიალ--
ბზრიალით პრუს ორბიტაზე ხვდება. პრუ ირგვლივ ვერავის ამ-
ჩნევს: თავი უკან აქვს გადაგდებული და ხელებს ისევ პეპელა-
სავით იქნევს, ზემოთ და ქვემოთ. სახე ისევ მიბნედილი, კეხიანი
ცხვირი პროფილში ახლა განსაკუთრებით ეკვეთება. ყველა ისე
უსმევს ხელს მუცელზე, თითქოს ბედნიერების მომტანი ავგარო-
ზი ყოფილიყოს: თითებს მსუბუქად უკაკუნებენ, მთელ შემოწე-
რილობაზე აყოლებენ, ხელისგულებს უსმევენ ამ წმიდათაწმი-
და გაბერილობას, რაშიც ისაა მოთავსებული, რაც ნელსონის
საკუთრებაცაა. როგორ უნდა მოაშოროს ეს უცხო ხელები? რო-
გორ დაიცვას პრუ ან მისი სიწმინდე? პრუ მეტისმეტად დიდია,
მისი დაცვა რომც სცადოს, სულელი გამოვა, თანაც, პრუს უყ-
ვარს სიბინძურე, იქიდან მოდის. ახსოვს, ერთხელ აკრონში

485
მკითხველთა ლიგა

პრუს ძველ სახლს მანქანით გვერდით ჩაუარეს - და სხვათა შო-


რის, გოგონას არასოდეს მიუპატიჟებია თავისი ოჯახის გასაც-
ნობად, - ნელსონს კარგად ახსოვს ერთიმეორის მიყოლებით
ჩარიგებული უფერული ჭუჭყიანი პატარა სახლები ხის პარმა-
ღით და ამ პარმაღზე კი ძველი მაცივრები. მელანის უკეთესი
სახლი უნდა ჰქონდეს - მისი ძმა ხომ პოლოს მოთამაშეა. რაც
გინდა თქვი, და პრუს ფეხსაცმლის გახდა მაინც ხომ შეეძლო.
ნელსონმა წარმოიდგინა, როგორ წამოდგება და პრუს შენიშ-
ვნას მისცემს, მაგრამ რეალურად ხვდება, რომ ამის თავი არ
აქვს, დაბოლება ზედმეტი მოუვიდა და იძულებულია, აქ, ნოხის
ბანჯგვლიან მუხლუხოებსა და ჭერში მატლების ხვრელებს შო-
რის იჯდეს. მუსიკას ჰაერის ბუშტუკები აქვს და იქ მყოფთა ხმებ-
შიც დუღს და სკდება, ამიტომ დონა სამერის ზომბივით ხმა
მთელ ოთახში გაორმაგებული სიძლიერით აქეთ-იქით
სრიალებს და ზედ გეწებება. ბიჭი, რომელთანაც წვრილი ცეკ-
ვავდა, პრუს მარიხუანას აწვდის. გოგო სიგარეტის სველ ბო-
ლოს წუწნის და ნაფაზს არტყამს, თანაც ისე, რომ ტაქტიდან არ
ვარდება, მუცლით და ფეხებით ცეკვას აგრძელებს. ნესლონი
ხვდება - აკრონელი ჯურღმულებიდან წამოსულისთვის ბრუერი
სოფლელების თავშესაყარია და მალე ეს გოგო ამათ ყველას
სეირს უჩვენებს.
ერთი გოგო, რომელიც ნელსონმა ადრეც შეამჩნია, ერთ
წითელსახიან აყლაყუდასთან ერთად რომ მოვიდა, რომელიც
სპეციალურად წვეულებისთვის პიჯაკსა და ჰალსტუხშია გამოპ-
რანჭული, - ნელსონს უახლოვდება, მის გვერდით იატაკზე,
ილია ნასთეიზის ქვეშ ჯდება, ნელსონის მუხლებს შორის მოქ-
ცეულ ლუდის ქილას იღებს და წრუპავს. ფერმკრთალ მრგვალ
სახეზე დაბნეულობა და კეთილგანწყობა ერთდროულად აწე-
რია.

486
მკითხველთა ლიგა

- სად ცხოვრობ? - ეკითხება ნელსონს, ისე, თითქოს სხვას-


თან დაწყებულ საუბარს აგრძელებსო.
- მაუნთჯაჯზე. - ნელსონი საჭიროდ არ თვლის, მეტი ინ-
ფორმაცია მიაწოდოს.
- ბინაში?
- მშობლებთან და ბებიასთან ერთად.
- რატომ? - სახე ოფლისგან უბრწყინავს, თავაზიანად უღი-
მის, ეტყობა, რომ უკვე საკმაოდ მთვრალია. მაგრამ მისგან რა-
ღაც უცნაური სიმშვიდე მოდის და ნელსონი ამისთვის მად-
ლიერია. თეთრ შარვალში გამოკვართულ ფეხებს ნელსონის
ფეხების გვერდით ჭიმავს, შარვალი ელვარე ქსოვილისგანაა
შეკერილი და ანათებს, როცა მათ ზემოთ ის გაურკვეველი მე-
დუზა დაცოცავს.
- ასე უფრო იაფია. - პასუხობს ნელსონი და უხეშობაში
რომ არ ჩაეთვალოს, ამატებს: - ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ცალკე
ბინა არ გვეძებნა, ვიდრე ბავშვი დაიბადება.
- ცოლი გყავს?
- ჰო, აი, იქაა - და პრუზე ანიშნებს.
- არაჩვეულებრივი ვინმეა - ამბობს გოგონა და პრუს აშ-
ტერდება
- ჰო, შეიძლება ასეც ითქვას.
- ეს რას ნიშნავს? ასეთი ტონით რატომ ამბობ?
- ისე, უბრალოდ, ხომ ხედავ, რას მიკეთებს.
- ისე, მისთვის ასე ტრიალი შეიძლება? ანუ... ბავშვისთვის.
- როგორ გითხრა... ვიღაც იტყვის, რომ ეს ვარჯიშია... სად
ცხოვრობ?
- აქვე, ახლოს. იანგქვისთზე. ჩვენი ბინა ასეთი დიდი არაა,
პირველ სართულზე ვართ, ჩვენს ქვემოთ პატარა ეზოა. იქ

487
მკითხველთა ლიგა

უპატრონო კატები იყრიან თავს. ამბობენ, ის შენობა შესაძლოა


კოოპერატივად გადააკეთონ.
- ეს კარგია თუ ცუდი?
- კარგი იმისთვისაა, ვისაც ფული აქვს. ვისაც ფული არ
აქვს, იმისთვის ცუდია. ჩვენ ქალაქში მუშაობა ახალი დაწყებუ-
ლი გვაქვს. ხოლო ჩემს... ჩემს ბიჭს კოლეჯში უნდა წასვლა,
როცა ცოტა სულს მოვითქვამთ.
- უთხარი, კოლეჯი დაივიწყოს. მე ვსწავლობდი, მაგრამ
რად გინდა, დროის ტყუილი ფლანგვაა. - გოგოს ზედა ტუჩი
ლამაზი და გაბერილი აქვს, იმის მიხედვით, თუ როგორ კუმავს
გოგო ტუჩებს, ნელსონი ხვდება, რომ არ იცის, რა თქვას. - სად
მუშაობ? - ეკითხება.
- მოხუცთა თავშესაფარში, სანიტრად. ალბათ არც იცი, სა-
დაა. სანისაიდში, ძველ ბაზართან.
- რატომღაც მგონია, რომ მანდ მუშაობა მძიმე უნდა იყოს.
- საერთოდ ასეა, მაგრამ მე მაინცდამაინც არ მიჭირს. მო-
ხუცები მესაუბრებიან, ადამიანებს ხომ ძირითადად ურთიერთო-
ბა სურთ.
- თქვენ დაქორწინებულები ხართ?
- ჯერ არა. ჯერ მას საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვ-
ნა უნდა. ამაზე მეც ვეთანხმები. ესეც არ იყოს, ხომ შეიძლება,
რაღაც დროის მერე ქორწინება გადავიფიქროთ.
- გონივრულია. აი, მან კი, მწვანე კაბაში რომ ცეკვავს,
გაუბერა და არჩევანი არ დამიტოვა. - გოგოს ეტყობა, რომ არც
ამაზე აქვს რაიმე სათქმელი, თუმცა, სხვათა მსგავსად, ვინც
ნელსონს ეკონტაქტება ხოლმე, მოწყენილობა არ ემჩნევა. მა-
ღაზიაში ის ხედავს, რა გაუთავებლად ყბედობენ ჯეიკი და რუდი
და ძალიან შურს მათი, როცა ხედავს, რომ ეს ძალდაუტანებ-
ლად გამოსდით და ამასთან, არც იდიოტებად გამოიყურებიან.

488
მკითხველთა ლიგა

ახლა მის წინ ეს უცხო სახეა, - მშვიდი და თითქოს ყურადღე-


ბიანიც. ნელსონს არასოდეს უნახავს მანამდე ასეთი ღია ცისფე-
რი თვალები, რძისფერი სახე, ზემოთ აწეული ცხვირი, ზურგზე
გადაგდებული წითური თმის კუდი. გახვრეტილი, მაგრამ უსაყუ-
რო, ოდნავ კუთხოვანი თეთრი ყურები დაბოლილ ნელსონს
ცოცხალი ეჩვენება.
- ახლა გადმოხვედი ქალაქში, მგონი ასე თქვი, არა? -
ეკითხება ნელსონი. - საიდან?
- გალილეასთან ახლოს ვცხოვრობ. იცი, სადაა?
- დაახლოებით. როცა პატარა ვიყავი, რამდენჯერმე ვიყა-
ვი ავტორბოლაზე.
- ღამით მაგ მანქანების ხმა ისმის. ჩემი საძინებელი იქით
მხარეს გადის და სულ მესმის ხოლმე.
- სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრი მანქანა მოძრაობს. ადრე
ჩემი ოთახი სახლის უკანა მხარეს იყო და ხმაური არ მაწუხებდა,
ახლა კი წინა მხარეს გადმოვედი.
არაჩვეულებრივი პატარა ყურები, ისეთივე პატარა, რო-
გორიც თავად აქვს, მაგრამ გოგონას დანარჩენი ნაწილები არც
ისე პატარაა. შეიძლება ითქვას, მისი თეძოები მთლიანად ავ-
სებს ქათქათა თეთრ შარვალს.
- მამაშენი ფერმერია?
- მამა გარდაიცვალა.
- რას ამბობ, ვწუხვარ.
- არა უშავს. მამაჩემს მძიმე სამუშაო ჰქონდა, მაგრამ თავს
ართმევდა. ფერმერი იყო, მართალი ხარ, ამასთან, კონტრაქტი
ჰქონდა მერიასთან და ჩვენი ქალაქის სკოლის მოსწავლეებს
ავტობუსებით ემსახურებოდა.
- მაინც, ცუდია, რომ გარდაიცვალა.
- სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი დედა მყავს.

489
მკითხველთა ლიგა

- ჰო? და რითია არაჩვეულებრივი?


ნელსონი რატომღაც აგრესიული ხდება, თუმცა, გოგონას
არ ეტყობა, რომ ამას ამჩნევს.
- როგორ გითხრა... ყველაფერი ესმის. მხიარულიცაა. კი-
დევ ორი ძმა მყავს.
- მართლა?
- ჰო, და არასოდეს უთქვამს ჩემთვის, რომ მე რაიმე დათ-
მობაზე უნდა წავსულიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო ვარ,
ან რამე ასეთი...
- და ასეთი რამ რატომ უნდა ეთქვა? - ნელსონს შურს.
- რა ვიცი, ზოგი დედა თავის ქალიშვილს ეტყოდა. ზოგ
დედას მიაჩნია, რომ გოგო აუცილებლად წყნარი და გონიერი
უნდა იყოს. აი, დედაჩემი კი ამბობს, რომ ქალები ცხოვრების-
გან კაცებზე გაცილებით მეტს იღებენ. კაცი კი, თუ მუდმივად არ
იმარჯვებს, არაფერს წარმოადგენს.
- აი, მესმის დედა, ყველაფერი დახარისხებულ--
ჩამორიგებული აქვს.
- რაც მთავარია, ის ჩემზე მსუქანია და ამის გამო განსა-
კუთრებით მიყვარს.
- შენ სულაც არ ხარ მსუქანი, მშვენიერ ფორმაში ხარ. -
ენაზე ადგება ნელსონს, თუმცა ამის ნაცვლად ამბობს: - ლუდი
გათავდა, წავალ, მოვიტან.
- მე არ მინდა, გმადლობ... რა გქვია?
- ნელსონი. - ახლა გოგონას სახელი უნდა ჰკითხოს, მაგ-
რამ სიტყვებს ვერ გამოთქვამს.
- ნელსონ, არ მინდა, გმადლობ. მოწრუპვა მინდოდა მხო-
ლოდ. წავალ და ვნახავ, რას შვრება ჯეიმი. ვიღაც გოგოსთან
ერთადაა სამზარეულოში.
- თავის ძუძუებს უჩვენებს ალბათ.

490
მკითხველთა ლიგა

- ჰო, ასეა.
- მე ჩემი თეორია მაქვს. ის, ვისაც მართლა საჩვენებელი
ძუძუები აქვს, არასოდეს იშიშვლებს. - ნელსონი გოგონას დას-
ცქერის. მისი მოწითალო ნაქსოვი სვიტერის გულისპირი სავსე
მკერდზე ოდნავ გაწეული აქვს. ქვემოთ შარვლის ის ნაწილი
მოუჩანს, სადაც მუცელი და თეძოები ერთმანეთს ხვდება და
სამკუთხედს ქმნის. ამ ადგილას ქსოვილი დანაოჭებულია, და
აშკარად ჩანს ძაფის დიაგონალური მიმართულება, თუ როგო-
რაა ქსოვილი მოქსოვილი და დაჭრილი. უფრო ქვემოთ ფეხ-
საცმლიდან ახლად ამოღებული შიშველი ტერფები მოუჩანს,
ვარდისფერი ცერა თითები.
სხეულის ასეთი დეტალური დათვალიერების გამო გოგო-
ნას სახე ელეცება.
- კოლეჯის მერე რას საქმიანობ, ნელსონ?
- უბრალოდ ვარსებობ. არა. საერთოდ, მანქანებს ვყიდი.
ჩვეულებრივ ჯართებს კი არა, ძველებურ სპორტულ მანქანებს.
ასეთებს უკვე აღარ უშვებენ. მათი ფასი სულ უფრო და უფრო
იწევს და მომავალში უფრო მეტად გაძვირდება.
- საინტერესო უნდა იყოს.
- ჰო, ასეა. ღმერთო, ამას წინათ ლამის დავეცი, შუა ქა-
ლაქში ერთი თეთრი „სანდერბერგი“ ვნახე, წითელი ტყავის სა-
ვარძლებით, ახლა უკვე საკმაოდ კი ცივა, მაგრამ სახურავი გა-
დახდილი ჰქონდა, და იცი რა მომაგონა? იახტა. მართლა
მდიდრულ იახტას ჰგავდა, მაშინ, როცა ის გამოუშვეს ხომ არა-
ფერს იშურებდნენ, კაპიკებს არ ითვლიდნენ.
- მე და ჯეიმიმ კი სულ ახლახან „კოროლა“ ვიყიდეთ. მას-
ზეა გაფორმებული, მაგრამ მე ვატარებ: ახლა ძველ ბაზართან
ავტობუსები აღარ დადიან, ჯეიმი კი სახლთან ახლოს მუშაობს
და ფეხით მიდის. იქ მწერების საწინააღმდეგო მოწყობილობას

491
მკითხველთა ლიგა

აკეთებენ, ალბათ გეცოდინება, ელექტრონული ბადეა, იისფე-


რი სინათლით, აუზებთან კიდებენ ხოლმე, ან ბარბექიუს დროს,
როცა ხორცს წვავენ.
- როგორც ჩანს, მომგებიანი საქმეა. თუმცა, სეზონი გავიდა
და მოთხოვნა შემცირებული იქნება.
- თეორიულად ასეა, მაგრამ რეალურად, ბადეებს უკვე მო-
მავალი წლისთვის ამზადებენ და მთელ სამხრეთში გზავნიან.
- ჰმ. - იქნებ საუბრის შეწყვეტის დროა. სულაც არ აინტე-
რესებს ჯეიმის მწერების მკვლელი ბადეები.
მაგრამ ასეთი ადვილია მისი გაჩერება? - ნელსონთან
თავს აშკარად თავისუფლად გრძნობს, თანაც ძალიან ნორჩია
და მისთვის ირგვლივ ყველაფერი სიახლეა. მასზე სამი ან ოთ-
ხი წლით უმცროსი უნდა იყოს, პრუ კი მასზე ერთი წლით უფ-
როსია. უცებ რატომღაც ღიზიანდება პრუს გამომწვევი ცეკვით,
ორსულობითა და მთელი ამ ზანგებითა და სიბინძურით, რომე-
ლიც პრუს სრულიად არ აფრთხობს, ისიც იცის, რატომ - სიბინ-
ძურის მეტი მას ხომ არაფერი უნახავს.
- ასე რომ, წესით მანქანის ღირებულების ნახევარი უნდა
გადავუხადო. - ამასობაში უხსნის გოგონა. - მიუხედავად იმისა,
რომ ჩემზე ორჯერ მაღალი ხელფასი აქვს. დედაჩემმა და მისმა
მშობლებმა თანაბარი რაოდენობის თანხა გვასესხეს, თუმცა,
კარგად ვიცი, დედაჩემისთვის რა რთული იყო ამ თანხის მოგ-
როვება. მომავალ წელს, თუ სადმე ნახევარგანაკვეთზე დავიწ-
ყე მუშაობა, მინდა ექთნის კურსები გავიარო. დიპლომიანებს
კარგად უხდიან. მე იმავე სამუშაოს ვასრულებ, რასაც ისინი,
გარდა ნემსებისა, რომლის გაკეთების უფლება, მათგან გან-
სხვავებით, მე არ მაქვს, მაგრამ ხელფასში უზარმაზარი გან-
სხვავებაა.

492
მკითხველთა ლიგა

- ღმერთო, ნუთუ გინდა თქვა, რომ მთელი ცხოვრება


ავადმყოფების მოვლას აპირებ?
- მომწონს, როცა ვიღაცაზე ვზრუნავ. ვიდრე მამა ცოცხა-
ლი იყო, ფერმაში სხვადასხვა ცხოველი და ფრინველი გვყავ-
და. ცხვრებს მე თვითონაც კი ვკრეჭდი.
- ჰმ. - ნელსონს დაბადებიდან ალერგია აქვს ცხოველებზე.
- შენ არ ცეკვავ, ნელსონ? - ეკითხება გოგონა
- არა. უბრალოდ ვზივარ, ლუდს ვსვამ და საკუთარი თავი
მეცოდება.
ახლა პრუ უკვე ერთ პუერტორიკოელთან თუ ვიღაც ამ-
დაგვართან ბზრიალებს. მენისთან ერთი-ორი მასეთი მუშაობს.
აზრზე არაა, რა ავადმყოფობა გადაიტანეს ბავშვობაში, მაგრამ
სახე ერთიანად დაკენკილი აქვთ.
- არც ჯეიმის უყვარს ცეკვა.
- რომელიმე იმ პედერასტს სთხოვე. ან მარტო წადი და
ვინმე თვითონ ამოგიდგება გვერდით.
- ვგიჟდები ცეკვაზე... და თავი რატომ გეცოდება?
- უფ... მამაჩემი მაგარი ნაბიჭვარია. - თვითონაც არ იცის,
რატომ ამოსდის პირიდან ასეთი რამ. ალბათ იმიტომ, რომ ეს
გოგო ასე ტკბილად ტიტინებს თავისი მშობლების შესახებ. მა-
მას გახსენებაზე ნელსონს თვალწინ დიდი ნათელი სახე ეხატე-
ბა, სახეზე კი მგლოვიარე სასოწარკვეთა, არამკვეთრი გამოსა-
ხულებაა, თითქოს ფოკუსი დარღვეული აქვს, შემდეგ სახე ქრე-
ბა, როგორც ძველ სამხედრო ფილმებში, შუა ბრძოლაში, უამ-
რავ ხალხში წამით ვიღაცის სახე ჩნდება და მაშინვე ქრება. დი-
დი, თეთრი და ბუნდოვანი სახე, როგორც იმ დღეს, როცა კალ-
თაში ეჯდა, მაშინ, როცა სამყარო მათთვის ძალიან დიდი იყო.
- ასე ნუ ამბობ. - ამბობს გოგო და ფეხზე დგება. გრძელი
კაშკაშა ფეხები. სავსე თეძოები. უხეშ ხალიჩაში ჩაფლული ვარ-

493
მკითხველთა ლიგა

დისფერ არშიაშემოვლებული შიშველი ტერფები. ისე ახლოს


დგას და ისეთი სექსულურია, რომ ნელსონი ლამისაა მოკვდეს.
ეს რატომ უთხრა? დატუქსა, უნდა თავი დამნაშავედ აგრძნობი-
ნოს. ამ გოგოს მამა მოკვდა. ახლა, მისი სიტყვების შემდეგ
ნელსონი თავს საკუთარი მამის მკვლელად გრძნობს. ერთი მა-
გისიც... გოგონა საცეკვაოდ გადის, წუთით კედელთან მორ-
ცხვად დგას, მერე მოცეკვავეებს უერთდება, მოძრაობს, ეშვე-
ბა... არანაირი სურვილი არ აქვს, ამ გოგოს უყუროს და შურით
გასკდეს. მძიმედ დგება და სამზარეულოსკენ მიემართება -
ლუდს აიღებს და ნახევრად შიშველ გოგოს თვალს შეავლებს.
ის სევდიანი სახით მარტო ზის, ძუძუები თავისთვის არიან, ზუს-
ტად იმ პოზიციაში, როგორც საერთოდ მჯდომარე ქალებს უნ-
და ჰქონდეთ. საყვარელი, ნახევრად სავსე საფულეები. იქვეა
ჯეიმიც, ერთიანად დაკაწრული ფართო სახითა და ხელებით,
ჰალსტუხი მოუშვია, რომ ხარივით მსხვილ კისერზე არ მოუჭი-
როს. ვიღაც გოგო ხელისგულზე მკითხაობს. ყველანი სამზა-
რეულოს პატარა ფაიფურისზედაპირიან მრგვალ მაგიდას უსხე-
დან, რომელიც იმ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივ ხელსახო-
ცებს აწყობენ ხოლმე, გაშავებულია. ეს ყველაფერი ნელსონს
რაღაცას აგონებს, მაგრამ რას? კედელზე შავი ტყავის ტანისა-
მოსში გამოწყობილი მარლონ ბრანდოს პლაკატია გაკრული
ფილმიდან „ველური“. მეორე პლაკატზე ელის კუპერია მწვანედ
შეღებილი თვალებითა და გრძელი ფრჩხილებით. სამზა-
რეულოში გამეფებულ ქაოსში მაცივარი, სადაც ქაღალდის ჭი-
ქებით იოგურტი და ლუდის ექვსქილიანი შეკვრა დევს, მოკრძა-
ლებული წესრიგის კუნძულივით დგას. ნელსონს რატომღაც მა-
ღაზია ახსენდება, რიგებად მდგარი ახალი „ტოიოტები“ და
გულ-მუცელი ეთუთქება. ზოგჯერ ის სადემონსტრაციო დარბაზ-
ში მარტო დგას ხოლმე და გრძნობს, მისი ბავშვობიდან რო-

494
მკითხველთა ლიგა

გორ მოცოცავს ნაცნობი შიში: არ აღმოჩნდეს არასწორ ადგი-


ლას, ან მისი ცხოვრება მისთვის გაუგებარი კანონზომიერებით
არ წარიმართოს. ის დიდ, დაკიდულჭერიან ოთახში ბრუნდება
და ამჩნევს, რომ პრუს სხვა მოცეკვავეებთან შედარებით გაცი-
ლებით დიდი შეხედულება აქვს. აქაა პატარა ხუჭუჭა დოდი ვა-
ინშტაინი, „კროლის“ თინეიჯერი მოდელი; წვრილი და ეს
ლაილი ფეხბურთელის მაისურებში; პემი, მათი მასპინძელი -
ფართო კაბაში როკავს მისი სხეული; უსახელო თეთრშარ-
ვლიანი გოგონა განცალკევებით დგას, მუსიკის რითმებზე ირ-
წევა და ელოდება, როდის მიიქცევს ვინმეს ყურადღებას. ფან-
ჯრიდან ბრუერის ღამე მოჩანს. „ცხოვრებაში ერთადერთი ღა-
მე, ღამეში ერთი ცხოვრება“. ეს გოგო თავს ცოტა უხერხულად
კი გრძნობს, მაგრამ აშკარად უხარია თავისი პროვინციიდან გა-
მოსვლა და აქ მოხვედრა. შავი ხმის გამაძლიერებელი სულ
უფრო და უფრო უწევს ხმას და ლამისაა მთლად გასკდეს. მისი
ცოლი კი, მთელი თავისი გაბერილობით უკვე ლამისაა იატაკს
დაასკდეს. ნელსონი მასთან მიდის, ხელს მაჯაში ავლებს და
განზე გაჰყავს. მისი შავი, მობანდიტო პარტნიორი მათ ზურგს
აქცევს და თეთრშარვლიანისკენ მიიწევს. „პატარავ, ეს დღეს
მოხდება, აუცილებლად დღეს“. ნელსონი პრუს ხელს ისე მაგ-
რად უჭერს, რომ ატკინოს. გოგო ფეხზე ძლივს დგას და ეს
ნელსონს უფრო აცოფებს - წარმოუდგენელია, მისი ცოლი ასე
როგორ დაბოლდა! გონებაშეზღუდული! მხოლოდ იმიტომ აკე-
თებს ამას, რომ მისი ყურადღება მიიპყროს. ნელსონს უცებ
სურვილი უჩნდება, პრუ მაგრად შეაჯანჯღაროს.
- მტკივა. - ამბობს გოგო. მისი სუსტი და გამომშრალი ხმა
სადღაც ნელსონის ყურის უკან დაკიდული პატარა ყუთიდან მო-
დის. პრუ ცდილობს, ხელი გამოგლიჯოს და სამაჯურებით ნელ-
სონს თითებს უკაწრავს. ეს ნელსონს კიდევ უფრო აცოფებს.

495
მკითხველთა ლიგა

ნელსონს ეუფლება სურვილი, პრუ აქედან გაიყვანოს. გო-


გოს დერეფანში მიათრევს და თავისუფალ კედელს ეძებს, რომ
ზედ მიაყუდოს. ასეთ ადგილს გვერდითა პატარა ოთახში
პოულობს. პრუს მხარის გვერდით კედელზე ენაგადმოგდებუ-
ლი კაცის სახიანი ჩამრთველია, რომლის ჩართვა--
გამორთვისას ენა უჩინარდება და ისევ ჩნდება. ნელსონს თავის
სახე პრუს სახესთან მიაქვს და სისინებს:
- მისმინე. ახლავე გონს მოდი, ღვთის გულისთვის. თუ ასე
გააგრძელებ, ბავშვსაც და საკუთარ თავსაც რამეს დაუშავებ. შენ
რა, გინდა იქამდე იქანავო, ვიდრე ბიჭს არ გამოაგდებ? ახლავე
დამშვიდდი.
- მშვიდად ვარ. ეს შენ გადაირიე რატომღაც, ნელსონ. -
მათი თვალები ისე ახლოა, რომ პრუს თვალები სადაცაა თავის
სიმწვანეში შეიწოვენ ნელსონისას. - და ვინ მოგახსენა, რომ ეს
ბავშვი ბიჭია? - პრუ დამცინავად უყურებს. გოგოს ტუჩები ბოლო
მოდაზე აქვს შეღებილი, ვამპირივით სისხლისფრად და არ უხ-
დება, უფრო მეტად უსვამს ხაზს მის ცულისპირივით სახეს,
მკვდარივით უემოციო და უსისხლო გამოხედვას - ესაა ღარი-
ბებისთვის დამახასიათებელი გამომწვევი უტიფრობა: ასეთებს
ადვილად ვერ შეაშინებ.
- საერთოდ არ უნდა დალიო, და არც მარიხუანა მოწიო,
ხომ იცი - ტონს არბილებს ნელსონი. - ამით შეიძლება ბავშვს
ავნო, გენებს უფუჭებ.
- ნელსონ! შენ ხომ გენები ფეხებზე გკიდია. - პასუხობს პრუ
ნელა, სიტყვების ღეჭვით.
- უტვინო ძუკნა. სულაც არ მკიდია. ეს ჩემი შვილია. თუ
არა? აკრონში სულ ერთია, ვისთან დაწვები, ასე არაა? ყველას-
თან ჟიმაობთ.

496
მკითხველთა ლიგა

ოთახი, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ძალიან უცნაურია.


მათ ირგვლივ უამრავი ფლამინგოა. ვინც უნდა ცხოვრობდეს ამ
პატარა ოთახში, რომელიც ორ პატარა ეზოსა და მათ უკან აგუ-
რის ყრუ კედელს გადაჰყურებს და რომელიც თავიდან ალბათ
მოახლეს ეკუთვნოდა, აშკარაა, რომ ფლამინგოების კოლექცი-
ას სახუმაროდ აგროვებს. ერთ, ვარდისფერი პრიალა ატლასის
ფლამინგოს დაგრეხილი შავი ფეხები დივნის ზურგზე გადაუწ-
ყვია, თაროზე პლასტმასის ფლამინგოები ერთ რიგად დგანან.
საფერფლე ფლამინგოებიც ბლომადაა და ფლამინგო - დახა-
ტული ყავის ჭიქებიც, ამ ვარდისფერი ფრინველის დიდი სურა-
თებიც აქვეა, ზოგი ტბის პირას, ზოგიც პალმებთან თუ ჩამავალი
მზის სხივებზე. ერთ-ერთი ფლამინგო-სუვენირი სპორტულ ფეხ-
საცმელსა და შოტლანდიურ ქუდშია გამოწყობილი. ზოგს, უფ-
რო მოზრდილ ჩიტს უსწორმასწორო ცხვირზე მზის სათვალეც
კი წამოუცვამს. ასეთი სათვალე კანფეტის შესახვევი პრიალა
ქაღალდისაა და ათ ცენტად იყიდება. აქ ასობით ასეთი სუვენი-
რია. ალბათ მათ ამ ოთახის ბინადარს სხვა გეებიც ჩუქნიან. სა-
ვარაუდოდ, აქ წვრილი ცხოვრობს. ჯეისონი და პემი ამ დივანზე
ნამდვილად ვერ დაეტევიან.
- შენია, რა თქმა უნდა, შენია, - არწმუნებს პრუ, - თავადაც
კარგად იცი.
- არა, არ ვიცი. დღეს ნამდვილი ბოზივით იქცევი.
- წამოსვლა არ მინდოდა, ხომ არ გავიწყდება? შენ ატყდე-
ბი ხოლმე.
ნელსონს ცრემლები ღაპაღუპით მოსდის - იმის გამო,
რომ პრუს სახეზე გადაგლესილი აკრონული სისასტიკე მასსა
და ნელსონს შორის კედელივითაა აღმართული. მუცელი პრუს
გაბერილ მუცელზე აქვს მიბჯენილი და იმის გამოც ტირის, რომ
დიდი, თოჯინის მსგავსი სხეული, ადრე ასე ძლიერ რომ უყვარ-

497
მკითხველთა ლიგა

და, პრუს სულ ადვილად შეუძლია სხვას გაუზიაროს,


მთლიანად, თავისი ჩაზნექილობებით, ფოჩებით, სულ ადვი-
ლად წაართვას თავისი სხეული ნელსონს, რადგან ნელსონი
მისთვის სულ არაფერს ნიშნავს. მათი სიამტკბილობის პე-
რიოდი, დრო, როცა ნელსონს ის მთაში დაჰყავდა, ან ხეივანში
დასეირნობდნენ, ან ვოთერ სთრითზე ბარებში დადიოდნენ, ის
დრო, როცა ის აქ პირველი წამოვიდა და პრუ კი კოლორადო-
ში დატოვა და გოგო ფიქრობდა, რომ ნელსონმა ის უბრალოდ,
მიატოვა და რეალურად კი, ნელსონი აქ, დაიმონდში, წელებზე
ფეხს იდგამდა და ორ ცეცხლს შორის იწვოდა, მთელი ის დრო
მისთვის სრულიად არაფერს ნიშნავს. პრუსთვის ნესლონი არა-
ფერია, ისევე, როგორც ის არაფერს წარმოადგენდა ჯილის-
თვის, - მისთვის იყო ვიღაც ბავშვი, სასაცილო ბაღლინჯო და
აი, რა გამოვიდა: სიყვარული ნელსონს ნაკუწებად ფლეთს,
თითქოს გაიხრწნა და ქსოვილი დაეშალაო, მთელ სხეულს
ედება და ქვემოთ, მუხლებისკენ მიიწევს, მუხლებისკენ, რომ-
ლებზეც ვეღარ დგას, რომლებიც გეგონება, დამპალ კუნძებად
გადაიქცნენ და სიმყარე გამოეცალათ.
- საკუთარ თავს ვნებ. - გულამომჯდარი ეუბნება პრუს.
ნელსონის ცრემლები გოგოს მწვანე კაბას მხრებთან ელვარე-
ბას მატებს. ნელსონს საკუთარი, ერთიანად დაჭმუჭნილი სახე
ისე ნათლად აქვს ტვინში, თითქოს ტელევიზორის ეკრანზე ხე-
დავდეს.
- უცნაური ვინმე ხარ. - ამბობს პრუ. მისი ხმა ახლა უფრო
მშვიდად ჟღერს, თითქოს ნელსონის ყურთან ფოთოლმა გაიშ-
რიალა.
- წავიდეთ ამ საშინელი ადგილიდან.
- ის გოგო რაზე გელაპარაკებოდა? დაგინახეთ, კარგა
ხანს ლაქლაქებდით.

498
მკითხველთა ლიგა

- ცეკვა უნდოდა.
- დაგინახე, ჩემზე როგორ მიანიშნე. ჩემი ორსულობის
გრცხვენია?
- პირიქით. ვამაყობ.
- ნაბიჭვარი ხარ, ნელსონ. ვიცი, რომ გრცხვენია.
- გეყოფა. წავიდეთ.
- აი, ხომ ხედავ, სირცხვილით იწვი. არანაირი გრძნობები
არ გაქვს ამ ბავშვის მიმართ – ერთადერთი, რასაც გრძნობ,
სირცხვილია.
- გთხოვ, წავიდეთ. რა გინდა, დაგიჩოქო?
- მისმინე, ნელსონ! არაჩვეულებრივად ვერთობოდი, ვცეკ-
ვავდი, შენ კი მოდიხარ და ბრძანებებს მაძლევ. ნახე, მაჯა ისევ
მტკივა. მგონი კიდეც მომტეხე.
ნელსონი ცდილობს პრუს მაჯაზე აკოცოს, მაგრამ გოგო
წინააღმდეგობას უწევს: ზოგჯერ ნელსონს ეჩვენება, რომ ის სუ-
ლითა და სხეულით ერთი ბრტყელი სახეხი დაფაა. მერე შიში
ეუფლება, რომ ის ასეთი ბრტყელი იმიტომაა, არაფერი აქვს
დასაფარი, არანაირი სიღრმე მასში არაა. რა გაეწყობა, პრუ
უბრალოდ ასეთია. აი, ასე, გაჯიუტდება და რაც გინდა უთხარი
მერე. ნელსონი ისევ ცდილობს, პრუს ხელზე ხელი მოკიდოს,
აკოცოს, მაგრამ გოგო ისევ არ თმობს, პირიქით, უფრო ავდება,
სახე უწითლდება, უქვავდება.
- იცი, ვინ ხარ? - ამბობს ის - პატარა ნაპოლეონი. არა-
რაობა ხარ, ნელსონ.
- არ გინდა.
ვამპირისებურ წითელ ტუჩებს მაგრად კუმავს, ხმა კი თა-
ნაბრად ჟღერს, როგორც მანქანის ძრავა, რომელიც სრული
სვლით მიდის.

499
მკითხველთა ლიგა

- არ გიცნობდი. ახლა შენს ოჯახში ხარ და ვხედავ, რომ


ზედმეტად განებივრებენ. თანაც ჭირვეული ხარ და შარიანი,
სულ შენს ჭკუაზე გინდა მატარო.
- მოკეტე. - არა, ახლა არაფრით არ უნდა იტიროს. - მე
არავის გავუნებივრებივარ. პირიქით. აზრზე არ ხარ, როგორ
მომექცა ჩემი ოჯახი.
- უკვე მილიონჯერ მაქვს მოსმენილი და უნდა გითხრა,
რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. შენ გინდა, რაც უნ-
და ჩაიდინო, დედა და საწყალი მოხუცი ბებია სულ თავზე დაგ-
კანკალებდნენ, გძულს მამა, მას კი მხოლოდ შენი სიყვარული
უნდა. უნდა, რომ ოდნავ მაინც ნორმალური შვილი ჰყავდეს.
- არ სურდა, რომ მაღაზიაში მასთან ერთად მემუშავა.
- თვლიდა, რომ ამისთვის მზად არ იყავი. ესაა მიზეზი. და
მართალიცაა. არც ახლა ხარ მზად. მამობისთვისაც არ ხარ
მზად. მაგრამ ეს უკვე ჩემი შეცდომაა.
- გამოდის, რომ შეცდომებსაც უშვებ? - რა საზიზღარი
მწვანე ფერია. კაშკაშა მწვანე, თაგვის საწამლავის ფერი. მხო-
ლოდ მსუქან შავ ბოზს შეეძლო ასეთი კაბის ჩაცმა, რომ ქუჩაში
ყურადღება მიეპყრო. ნელსონს მზერა მაგიდაზე პლასტმასის
დასაკეც ფლამინგოებზე გადააქვს. ისინი სხვადასხვა სექ-
სუალურ პოზაშია დაწყობილი: ერთი მეორეს ზურგზე აზის,
მეორე წყვილი კი ერთმანეთს წოვს, თუმცა მათი ჩამოკიდებუ-
ლი ნისკარტები მთელ ეფექტს აფუჭებს.
- ჰო, ბევრი რამ დავუშვი. - განაგრძობს პრუ. - რატომ გიკ-
ვირს? ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია, არც ჭკუა დაური-
გებია. მაგრამ ერთი რამ დაიხსომე, ნელსონ ენგსტრომ, ამ
ბავშვს აუცილებლად გავაჩენ, ყველაფრის მიუხედავად. შენ კი
ჯანდაბამდე გზა გქონია.
- ჯანდაბამდე არა?

500
მკითხველთა ლიგა

- დიახ. - პრუ გრძნობს, რომ ასე აღარ შეიძლება, ტონი


უნდა შეარბილოს. თითქოს, მისი მუცელიც კი, ნელსონისკენ მი-
მართული, ისიც რბილდება. - მე არ მინდა, მაგრამ შენ თუ მო-
ინდომებ, შეგიძლია ჯანდაბაში გაემგზავრო. მე ვერ შეგაჩერებ,
ვერც შეგაკავებ. ვერც შენ შემაკავებ. ჩვენ განსხვავებული ადა-
მიანები ვართ, მერე რა, რომ დავქორწინდით. შენ არ გინდოდა
ჩემი ცოლად მოყვანა და როგორც ახლა ვხედავ, ამაზე არ უნ-
და წავსულიყავი.
- რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას, მე ხომ საბოლოოდ
მაინც დავქორწინდი შენზე. - ამბობს ბიჭი, თან ძალიან ეშინია,
რომ ამ აღიარების გამო ისევ ცრემლები არ წამოცვივდეს.
- მაშინ თავი დაანებე ჩემს დამცირებას. ყოველ ფეხის ნა-
ბიჯზე მჩაგრავ. ყველაფერში ძალას მატან. ჯერ მაიძულე, აქ
მოვსულიყავი, ახლა გინდა, რომ წავიდე. მე აქ მომწონს, მომ-
წონს ეს ხალხი. აქ ყველას უფრო კარგი იუმორის გრძნობა
აქვს, ვიდრე ოჰაიოში.
- მაშინ დავრჩეთ. - ახლა ნელსონი ამჩნევს, რომ ამ ოთახ-
ში არამარტო ფლამინგოებია, არამედ ბევრი სხვა საზიზღრო-
ბაც: თითქოს ხატიაო, წითელ შანდლებზე ელვის პრესლის თა-
ბაშირის ბიუსტი დგას, სანთლებით გარშემორტყმული. ბარბისა
და მისი პლასტმასის აქსესუარებით სავსე აკვარიუმი, კედლებზე
გაკრული ღია ბარათები - მათზე ზოგი ქალი ყირაზე გადადის,
ზოგი მეოცნებე თვალებით იყურება და უზარმაზარი მკერდი
ვერცხლისფერხელთათმანიანი ხელებით უჭირავს, გერმანულ,
ხაოიან ბარათებზე, იმის მიხედვით, თუ რა კუთხიდან უმზერ, ხან
მორცხვი ქალი იხატება, თავმდაბალი მზერით, ხანაც მისი უხამ-
სი სურათი. ოთახში ყველგან სულ ერთი საათის წინანდელი სა-
დილის სტაფილო და მწვანე მუხუდოა მიმობნეული, აშკარად
ვიღაცის გულისრევის შედეგი. და მაინც, ნელსონი ოთახის თვა-

501
მკითხველთა ლიგა

ლიერებას განაგრძობს. ვიდრე ის ამ საძაგლობებს ერთი-


მეორის მიყოლებით აკვირდება, პრუ ბოდიშის ნიშნად, ხელს
ხელზე უჭერს და ოთახიდან სხლტება. კი, მაგრამ, მაინც რა უთ-
ხრეს ერთმანეთს? სამზარეულოში შიშველმკერდიანი გოგო
მაისურს იცვამს, რომელზეც აწერია: ERA-კონსტიტუციის შესწო-
რება თანაბარი უფლებების შესახებ. ჯეიმის თავისი პიჯაკიც გა-
უხდია და ჰალსტუხიც მოუხსნია. უცებ ნელსონს რატომღაც ეჩ-
ვენება, რომ ძალიან მაღალია, ისეთი მაღალი, რომ საკუთარი
თავის თავად არ ესმის, მაგრამ ახლა ამას სულაც არ აქვს მნიშ-
ვნელობა - ირგვლივ ყველა სიცილით კვდება. სამზარეულოს
გვერდით ჩაბნელებულ საძინებელში ვიღაც ირანის შესახებ
სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებას უყურებს, რომელიც
11:30-ზე დაიწყო. დრო, როგორც წესი, წვეულებებზე საშინ-
ლად სწრაფი ხტუნვა-ხტუნვით გადის. მოულოდნელად მის
გვერდით პრუ ჩნდება და სახლში წაყვანას სთხოვს. ნელსონი
ხედავს, რა მკვდარივით გაფითრებულია მისი ცოლი, თითქოს
ფილმიდან გადმოსული მოჩვენება იყოს, სისხლისფერი ტუჩე-
ბით. პრუს პომადა ოდნავ გადასული აქვს შუა ადგილას, სადაც
ტუჩები ერთმანეთს ხვდება. რაღაც, რაც მის თავშია, ირგვლივ
ყველაფერს ლურჯად ღებავს, ხედავს პრუს დაგრეხილ კბი-
ლებს, როცა გოგო ეუბნება, რომ მისი თხოვნის შესაბამისად,
ფეხსაცმელი კი გაიხადა, მაგრამ ახლა ვეღარ პოულობს. პრუ
სამზარეულოს სკამზე ადენს ტყაპანს და სტაფილოსფერ ფე-
ხებს ჭიმავს, მუცელი ასოსავით ებზიკება და სხვებთან ერთად
ხმამაღლა იცინის. ნამდვილი ღორები! ნელსონი, პრუს ფეხსაც-
მლის ძებნაში, გვერდითა, ფლამინგოთი და სხვა საზიზღრობე-
ბით გამოტენილ ოთახში, დივანზე მძინარე თეთრშარვლიან
გოგონას აწყდება. ახლა ის, მშვიდი, მოდუნებული სახით, გაცი-
ლებით უმცროსი ჩანს. მაღლა აწეული ცხვირის გვერდით თეთ-

502
მკითხველთა ლიგა

რი ხელისგულები უჩანს. ლამაზ, ოდნავ ჭორფლიან შუბლზე


ერთ ნაოჭსაც ვერ უპოვი. სძინავს. მხოლოდ თმაში იგრძნობა
ქალის ფარული ძალა, მისი, ყველა დამჭერისგან თავისუფალი
თმა სხვადასხვა ფრად იღვრება. ნელსონს უნდა, გოგოს რამე
გადააფაროს, მაგრამ შესაფერისს ვერაფერს ხედავს, ირგვლივ
მხოლოდ ბარბის ბრილიანტები და სხვა ხარახურაა. რძისფერი
კანის ზოლი იმ ადგილას მოუჩანს, სადაც მოწითალო სვიტერი
შარვლიდან ამოჩაჩვია. ნელსონი დაჰყურებს და თავში ერთი
აზრი მოსდის: რატომ არ შეიძლება ქალს უბრალოდ დაუმე-
გობრდეს, უბრალოდ, სექსის გარეშე? აუცილებელია, სულ სა-
კუთარი ეგოს დაკმაყოფილებაზე იზრუნო, სხვას ატკინო და
ამით თავი დაიცვა? ამ რძისფერ კანს დაშტერებია და აღარ ახ-
სენდება, ამ ოთახში რისთვის შემოეხეტა. ეფსია. ამას კი ხვდება.
სააბაზანოში თავის საქმეს იმთავრებს და სარეცხის კალა-
თაში სქელ, პრიალა წიგნს ხედავს. ალბათ წვრილისაა - ნაცის-
ტური გერმანიის დროინდელი ფოტოებისა და პლაკატების ალ-
ბომი: ახალგაზრდა ახოვანი ქერა ბიჭები მწყობრში დგანან და
მღერიან. იმპოზანტური მსუქანა კაცი, მედლებითა და ორდენე-
ბით დამშვენებულ თეთრ სამხედრო ფორმაში, ჰიტლერი,
ახალგაზრდა, წარმოსადეგი რაინდი, შორს, ალპებს გასცქე-
რის. სააბაზანოში ეს ალბომი, ისევე, როგორც იმ პატარა
ოთახში ღია ბარათები, უკვე გამოწვევაა, და ალბათ ამ საძაგ-
ლობებს თავს ვერ აარიდებს, - საოცარია, მაინც, რამდენია
ქვეყნად, - ვერც თავად და ვერც ის პატარა, მძინარე გოგო ასეთ
სიმახინჯეებს ვერ გადაურჩებიან. პრუმ ამასობაში იპოვა თავისი
აუტანელი მწვანე ფეხსაცმელი და სამზარეულოში ზის, ის პუ-
ერტორიკოელი კი, სახე ერთიანად პატარ-პატარა შრამებით
რომ აქვს დაფარული, თითქოს დანით დასერესო, ის, ვისთან
ერთადაც მთელი საღამო როკავდა, მის წინ მუხლებზე დგას და

503
მკითხველთა ლიგა

საქარგავი სირმებივით წვრილ თასმებს უკრავს. როცა პრუ ფეხ-


ზე დგება, თავს ძლივს იკავებს, რომ არ დავარდეს. ნეტავ, ასე-
თი რა მოაწევინეს? ის მორჩილად იცვამს წითელ ხავერდის პი-
ჯაკს, კენტში გაზაფხულსა და შემოდგომაზე რომ ეცვა ხოლმე.
ახლა, მწვანე კაბაზე მოცმული წითელი პიჯაკით პრუ ექვსი კვი-
რით ადრე მორთულ ნაძვის ხეს ჰგავს. ჯეისონი დიდ ოთახში
ცეკვავს. იქით გადაინაცვლეს ჯეიმიმ და იმ გოგომაც, მაისურზე,
თავისი პათეტიკური ძუძუების ზემოთ ERA
რომ აწერია. ისინიც გარეთ გასვლას ჩქარობენ. ნელსონი
და პრუ პემსა და წვრილს ემშვიდობებიან. პემი პრუს ლოყაზე
კოცნის, ისე, როგორც ქალები კოცნიან ხოლმე ერთმანეთს,
თითქოს ყურში საიდუმლო კოდს ჩასჩურჩულებსო, ხოლო
წვრილი კი ხელებს მკერდზე იდებს ბუდასავით და თავს უხრის.
ეს ალმაცერი მზერა. ნეტავ, ბუნებრივადაა ასეთი, თუ თავისი
გარყვნილებისგან. დაძაბულობის მედუზა წვრილის ტუჩებზე მი-
ცოცავს. ხელის ბოლო დაქნევა, ღიმილი, და კარი იხურება,
ნელსონი და პრუ წვეულების აურზაურის მიღმა რჩებიან.
კარი მძიმეა, ღია ფერის მუხის. ნელსონი და პრუ მესამე
სართულის მოედანზე დგანან, ერთიანად სიჩუმით გარემოცუ-
ლები, თითქოს დალუქულ სივრცეში აღმოჩნდნენ, სახელად სი-
ჩუმე. მათ ზემოთ ბნელ ღამეში გამავალ, ბადეგადაჭიმულ ფან-
ჯარაზე წვიმა აკაკუნებს.
- ისევ მიგაჩნია, რომ არარაობა ვარ? - კითხულობს ნელ-
სონი.
- ნელსონ, მგონი დროა გაიზარდო.
მარჯვნივ მასიური ხის მოაჯირები თავბრუდამხვევად ჩა-
დის პირველ სართულზე. ნელსონი ქვემოთ იხედება და კარგა
შორს, სარდაფში ნაგვის კონტეინერების სახურავებს ხედავს.
პრუ გვერდს სწრაფად უვლის მას მარცხნიდან, აშკარაა, რომ

504
მკითხველთა ლიგა

ეს ბიჭი ყელში ამოუვიდა და რაც შეიძლება ჩქარა უნდა გავიდეს


სუფთა ჰაერზე. მოგვიანებით, ნელსონი გაიხსენებს, როგორ
გაჰკრა გოგომ თავისი განიერი თეძო, ვითომ შემთხვევით და
მას როგორ მოედო სიბრაზის ცეცხლი, მაგრამ იმას ვეღარ გა-
იხსენებს, თავადაც ხომ არ უპასუხა იმავეთი, ოდნავ ხომ არ გაჰ-
კრა მხარი გოგოს, ისე, მსუბუქად, სამაგიეროს გადახდის მიზ-
ნით. მარცხენა მხარეს კიბეს მოაჯირი არ მიჰყვება, თუმცა მთე-
ლი კედელი ლურსმნების ხვრელებითაა დაფარული, როგორც
ჩანს, აქ ფიცარი უნდა ყოფილიყო აკრული და ხელოსნებმა რე-
მონტის დროს მოხსნეს. ასე რომ, როცა პრუს თავის მაღალ
პლათფორმებში ფეხი უტრიალდება, ხელის მოსაჭიდს ვერა-
ფერს პოულობს. ის რაღაცას ბურტყუნებს, სახე კი უმეტყველო
რჩება, როგორც მაშინ, დელტაპლანით ფრენისას, ზუსტად ცაში
აფრენის მომენტში. ნელსონს უნდა, მის წითელ პიჯაკს მის-
წვდეს, მაგრამ ვერ ახერხებს, გოგო შორსაა, უკვე ძირს გდია;
ნელსონი ხედავს, როგორ მისრიალებს მისი სახე ქვევით,
ლურსმნების ნახვრეტების გასწვრივ, და როცა ის კედლისკენ
ტრიალდება, რამეს რომ მოეჭიდოს, ხედავს, ხელმოსაჭიდი
არაფერია... და მიჰქრის თავქვე, მუცლით რკინით გარშემოვ-
ლებულ საფეხურებს ეხეთქება. ყველაფერი ელვისებურად მოხ-
და, თუმცა, ნელსონის ტვინი ასწრებს და მოვლენათა თანმიმ-
დევრობას იმახსოვრებს: აი, პრუს ხავერდის პიჯაკი მის თითებს
შეეხო, შემდეგ გოგომ გვერდი გაჰკრა, მერე პრუს ვეებერთელა
პლათფორმებმა გააღიზიანა და იმათზეც გაცოფდა, ვინც კიბის
მარცხენა მხარეს მოაჯირები მოხსნა, - გონებაში ყველაფერი
აბსოლუტური სიზუსტით ფენა-ფენა დაელექა. ის ნათლად ხე-
დავს მუქ ფორთოხლისფერ ლაქას, შემაძრწუნებელი კაშკაშა
მწვანე ყვავილის გული რომ გეგონება და უფრო და უფრო რომ
იზრდება. ახლა, როცა ქვემოთ მიექანება, პრუ ცდილობს, საკუ-

505
მკითხველთა ლიგა

თარი სხეული დაიცვას და ხელებს ირგვლივ იხვევს. ბოლოს,


როცა, როგორც იქნა, დახვეული კიბის შუაში ჩერდება, ხელი
ნაღრძობი აქვს, ფეხსაცმელი გახდილი და ახლა ერთ თასმაზე
კიდია, თავი კი თავის არაჩვეულებრივ თმაში სულ არ უჩანს.
ვეებერთელა სხეული არ ინძრევა. Fallt’s Bubbli nunner
!
წვიმა კი ფანჯარაზე ისევ რბილად წკაპუნებს. კედლებს
შორის აღწევს წვეულების ხმაური და მუსიკა. მაგრამ, ალბათ
პრუ ისეთი გრუხუნით ჩავარდა, რომ ღია ფერის მუხის კარი
ფართოდ იღება და ირგვლივ უკვე ადამიანები ხმაურობენ,
ნელსონს ყურებში პრუს შეკივლება უდგას, როცა გოგო ქვემოთ
ჩაფრიალდა - ასეთი ხმა აქვს აბაზანის პლასტმასის სათამაშო-
ებს, როცა ვინმე შემთხვევით ფეხს ადგამს და სკდება.
წვნიანა საავადმყოფოში თავს არაჩვეულებრივად
გრძნობს - ექთნებს და სხვა პერსონალს სულ ეხუმრება, და
თითქოს ერთი მხიარული შავი მიკრობიაო, ამ თეთრ სამყარო-
ში თავისი შავი ტანსაცმლით დაიარება. ის დედიკო სფრინგერ-
თან ისეთი სახით მიდის, თითქოს უნდა გადაეხვიოსო, მაგრამ,
ამის ნაცვლად, ხელს მხრებზე მსუბუქად უტყაპუნებს. ჯენისს და
ჰარის ფართოდ უღიმის და წვრილ კბილებს აჩენს. ნელსონის-
კენ ერთ წამში შეცვლილ, სერიოზულ სახეს აბრუნებს, მხო-
ლოდ თვალებში უხტის ისევ ჭინკები:
- პრუ მშვენივრად გამოიყურება. მხოლოდ ხელი აქვს თა-
ბაშირში. თუმცა, აქაც გაუმართლა - მარცხენა ხელია.
- ცაციაა. - ამბობს ნელსონი. ბურტყუნებს. უძილობისგან
სწორად ვერ დგას, პრუსთან ერთად საავადმყოფოში ღამის
პირველი საათიდან სამამდე გაატარა, ახლა ათის ნახევარია
და ისევ მოვიდა. სახლში, სადღაც, ორის თხუთმეტ წუთზე და-
რეკა, მაგრამ არავინ უპასუხა, ეს ფაქტი მაშინვე შეემატა ოცი

506
მკითხველთა ლიგა

წლის მანძილზე ნაგროვები წყენების სიას. ბებო კი იყო სახ-


ლში, მაგრამ ის მეტისმეტად მოხუცდა, თანაც უამრავ წამალს
სვამს და ბრუვდება. მშობლები კი, მერქეთებსა და ჰარისონებ-
თან ერთად 422 გზატკეცილზე, პოტსთაუნის მიმართულებით,
„ოთხი სეზონის“ უკან ახალ სტრიპტიზკლუბში ბრძანდებოდნენ.
ამის მერე კი, როგორც აღმოჩნდა, მერქეთებთან შეიარეს ძი-
ლის წინ თითო ჭიქის გადასაკვრელად. ასე რომ, ოჯახმა ეს ამ-
ბავი დილის ცხრისთვის გაიგო, როცა დილის ოთხის ნახევარზე
ცარიელა საწოლში შეწოლილმა ნელსონმა გაიღვიძა. ჯენისის
მუსტანგით საავადმყოფოში მიმავალი, ამტკიცებდა, რომ მხო-
ლოდ მაშინ დაიძინა, როცა ჩიტებმა უკვე ჟღურტული დაიწყეს.
- რომელმა ჩიტებმა? - ყურები ცქვიტა ჰარიმ, - რა ხანია,
ჩიტები სამხრეთისკენ გაფრინდნენ.
- მამა, ნუ მაგიჟებ, ზუსტად ჩემს ფანჯარასთან რაღაც შავი
ჩიტები ბუდობენ.
- შოშიები - აღნიშნავს ჯენისი მშვიდად, რომ როგორმე
მამა-შვილი მოარიგოს.
- შოშიები არ ჟივჟივებენ, ჩხავიან. - ვერ მშვიდდება ჰარი.
- ჩხავიან, ჩხავიან.
- ახლა ხომ გვიან თენდება? - ერევა დედიკო სფრინგერი.
შვილიშვილსა და სიძეს შორის მუდმივი დაძაბულობა ბოლო
ძალებს ართმევს.
ჰარის კი ნელსონი ჭკუიდან შლის - ჩაწითლებული თვა-
ლებით გვერდით უზის, ცხვირიდან სისველე მოსდის, გუშინდე-
ლი დროსტარების სუნი ასდის ჯერ კიდევ. თავადაც უძილო და
ნაბახუსევია. თავს ძლივს იკავებს, რომ ისევ „ჩხავიან“ არ
გაიმეოროს. საავადმყოფოში წვნიანას ეკითხება: „ასე მალე
როგორ მოხვედით?“ გულწრფელად აღფრთოვანებულია პას-

507
მკითხველთა ლიგა

ტორით. რამდენიც გინდა დასცინე და, ეს ახალგაზრდა ნამდვი-


ლი ჯადოქარია.
- თავად ქალბატონმა მთხოვა. - მხიარულად აცხადებს
პასტორი, უკან იხევს და შემთხვევით დაბალი მაგიდიდან ჟურ-
ნალს ძირს აგდებს. „ქალების დღე“, „მდელოები და მდინა-
რეები“. რა თქმა უნდა, საავადმყოფოში არ მოსდით „მომხმა-
რებლის ცნობარი“. ამას წინათ იქ შეუბრალებელი სტატია ეწე-
რა სამედიცინო მომსახურებისა და ისეთი წამლების არანორ-
მალურ ღირებულებაზე, როგორიცაა ასპირინი და გაცივების
საწინააღმდეგო აბები. წვნიანა ჟურნალის ასაღებად იხრება და
როცა სწორდება, სულს ძლივს ითქვამს.
- ვფიქრობ, როცა ჩვენი ძვირფასი გოგონა დაამშვიდეს,
მოუარეს, ხელზე თაბაშირი დაადეს და დაარწმუნეს, რომ
ბავშვს არაფერი დაშავებია, ის მაინც მძიმედ განიცდიდა. დი-
ლის შვიდ საათზე აფორიაქებულს გაეღვიძა. რადგან დარწმუ-
ნებული იყო, ნელსონს ჯერ კიდევ ეძინა, საწყალმა აღარ იცო-
და, ვისთვის დაერეკა. ჰოდა, მეც გავახსენდი. - პასტორი ღიმი-
ლად იღვრება. - ბუნებრივია, მე ჯერ კიდევ მორფეუსის მკლა-
ვებში ვნებივრობდი, მაგრამ მაშინვე გამოვერკვიე და შევპირ-
დი, რომ მის სანახავად აუცილებლად მოვიდოდი, სადღაც,
წმინდა ზიარებასა და ათსაათიან წირვას შორის. და აი, აქ ვარ.
Ecce homo
. უნდოდა, ჩემთან ერთად ღმერთისთვის ბავშვის შენარჩუ-
ნება ეთხოვა. სულ ლოცულობს. და როგორც ახლა ამბობენ,
ამან, მგონი, გაჭრა. - მისი შავი თვალები ერთი სახიდან მეორე-
ზე გადადის, ზემოდან ქვემოთ, აქედან იქით დარბის. - ექიმი,
რომელმაც გუშინ აქ მიიღო, დილის რვა საათზე შეიცვალა, მაგ-
რამ მორიგე ექთანმა დაიფიცა, რომ მიუხედავად დედის დაბე-
ჟილობისა და სხეულის სხვა დაზიანებებისა, პაწაწინა გული ისე

508
მკითხველთა ლიგა

ძლიერად ძგერს, როგორც არასდროს და დედასაც, არავითა-


რი სისხლდენა ან სხვა მსგავსი პრობლემა არ აღენიშნება.
„დედა-ბუნება კერკეტი კაკალია, ყველაფერს უძლებს“. ამ სიტ-
ყვების ადრესატად მოხუც ქალბატონს ირჩევს, - ავადმყოფთან
შესვლა წესით პირველი საათიდანაა ნებადართული, მაგრამ მე
დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაცია არ იქნება წინააღ-
მდეგი, თუ ერთი წუთით დახედავთ გოგონას. უთხარით, რომ
ჩემგან ამის კურთხევა აიღეთ. - ხელს მექანიკურად სწევს, თით-
ქოს მართლაც უნდა აკურთხოსო. მაგრამ კი არ აკურთხებს,
ხელს დედიკო სფრინგერის ძვირფას ქურქზე დებს. - თუ წირვა-
ზე მოსვლას ვერ მოასწრებთ, აუცილებლად დაესწარით კრე-
ბას, რომელიც წირვის შემდეგ ჩატარდება, - სთხოვს ბესის. - ამ
კრებაზე ახალი ორგანის საკითხი წყდება და უამრავი მეწ-
ვრილმანე ადამიანი თავისი მიყრუებული რაიონიდან მოსვლას
აპირებს. ისინი კვირაში დოლარზე მეტს არ იმეტებენ შესაწი-
რად, და მაინც, ზუსტად ისეთივე ხმის უფლება აქვთ, როგორც
ჩვენ. - და ჩქარი ნაბიჯით დერეფანში გადის, თან ორი თითით
მშვიდობის ნიშანი, V აქვს აღმართული.
- ღმერთო, როგორ უყვართ ამ ბიჭებს სხვისი უბედურების
ყურება. - ფიქრობს ჰარი. ასეა თუ ისე, ეს შემთხვევაა, რასაც
სხვა საკუთარ თავს არასოდეს უსურვებდა. წმინდა იოსების
საავადმყოფო ბრუერის ჩრდილოეთით, ცენტრალურ ნაწილ-
შია განთავსებული, იქ, სადაც ადრე ახალგაზრდა ქრისტიანთა
ასოციაცია იყო. მერე ის შენობა დაანგრიეს და კიდევ ერთი ბან-
კი ააშენეს, მანქანის მისასვლელით, სადაც ადრე რკინიგზის ხის
ხიდი კვეთდა, რომელიც შემდგომში ბეტონის ხიდით შეცვალეს,
თუმცა, ეს ახალი მაშინვე დაიბზარა. ჭორები დადიოდა, რომ
სარკინიგზო გვირაბი უნდა აეშენებინათ, მაგრამ მალე მატარებ-
ლებმა მიმოსვლა შეწყვიტეს და ეს საკითხიც ასე დარჩა. ჯენის-

509
მკითხველთა ლიგა

მა აქ გააჩინა რებეკა ჯუნი. მაშინ ექთნად და სანიტრად მონაზ-


ვნები მუშაობდნენ, იქნებ ახლაც მოზავნები არიან, მაგრამ
დღეს უკვე ვეღარ გაარჩევ. ყოველ შემთხვევაში, მორიგე მედ-
და ამ სართულზე მოვარდისფრო-მონარინჯისფრო შარვალსა
და პიჯაკშია. მისი გასივებული უკანალი და ჩამოვარდნილი
მხრები მათ წინ მიუძღვის. ნახევრად ღია კარში მწოლიარე
ავადმყოფები ჩანან, ისინი თეთრი ზეწრების ქვეშიდან თეთრ
ჭერს მიშტერებიან, ადამიანები კი არა, უკვე მოჩვენებები. პრუ
ოთხსაწოლიან პალატაში წევს, მათი შესვლისთანავე ორი
თხელ პიჟამაში ჩაცმული ქალი საჩქაროდ საწოლში ძვრება.
მეოთხე საწოლზე ხანში შესულ ზანგს სძინავს. პრუსაც, შეიძლე-
ბა ითქვას, სძინავს. თვალებქვეშ თვალის საღებავის კვალი ატ-
ყვია, ისე კი, ისე გამოიყურება, თითქოს ახლა მოევლინა ქვეყა-
ნას. თაბაშირი, რომელიც მის ხელს იდაყვიდან მაჯამდე ფა-
რავს, განსაკუთრებულად ქათქათა და ახალია. ნელსონი
ცოლს ტუჩებში ნაზად კოცნის, საწოლთან სკამზე ჯდება და სა-
ხეს პრუს წელთან ლეიბზე დებს. „ჯერ ისევ ბავშვია,“ ფიქრობს
მისი შემხედვარე ჰარი.
- ნესლონი საოცრად მოიქცა - ისე იზრუნა ჩემზე. - მისი
ხმა უფრო მუსიკალურად და ნაზად ჟღერს, ვიდრე ოდესმე. -
ჰარის აინტერესებს, ნეტავ, როცა ქალი წევს, ხომ არ იცვლება
ყელში კუთხე, საიდანაც ხმა ამოსდის.
- ჰო, ავადმყოფურად განიცადა. - ამბობს ჰარი. - ჩვენ ამ
დილით გავიგეთ ეს ამბავი.
ნელსონი თავს სწევს: - სტრიპტიზბარში იყვნენ, წარმო-
გიდგენია?
- ღმერთო! - ჰარი ჯენისს უყურებს. - აქ ვინმეს მიმართ ან-
გარიშვალდებული ვარ? რა უნდა ჩვენგან, რომ სახლში ვის-
ხდეთ და მშვიდად ველოდოთ სიბერეს?

510
მკითხველთა ლიგა

- აი, რას გეტყვით. - აცხადებს დედიკო სფრინგერი - ერთ


წუთში მივდივართ, ეკლესიაში უნდა მივიდე. არა მგონია, კარგი
ტონი იყოს, თუ თავად მამა კემპბელივით მხოლოდ კრებაზე
გამოვჩნდები.
- აუცილებლად უნდა წახვიდე, ბესი. - პასუხობს ჰარი, -
მთელ ქონებას დაგაყაჭვინებენ, აბა ახალი ორგანები ხეზე კი
არ იზრდება.
- ჩემო საყვარელო გოგო, - ჯენისი პრუს ეფერება. - ხელი
ძალიან დაგიზიანდა?
- ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე, რაც ექიმმა თქვა. - პრუს
ხმა ახლა უფრო ნაზად ჟღერს. ალბათ ტრანკვილიზატორებით
გახეთქეს. - რაღაც პატარა ძვალია, სასაცილო სახელით...
- ფემური - ეშველება ჰარი. მთელი ამ ამბის გამო რაღაც-
ნაირად გაღიზიანებულია, განერვიულებული და არავის არა-
ფერს უთმობს. და კიდევ, წუხელ ის სტრიპტიზიორები. ზოგი
შვილადაც კი ეკუთვნის. „ოქროს ალუბალი“ ერქვა იმ კლუბს.
- ეგ ბარძაყის ძვალია, მამა, პრუ კი ჰუმერუსს გულისხმობ-
და. - ნელსონი ისევ სწევს თავს პრუს გვერდიდან.
- ჰა, ჰა, - ამბობს ჰარი.
პრუს რაღაც კვნესასავით აღმოხდა.
- ექიმი ამბობს, რომ ჩვეულებრივი მოტეხილობაა.
- შეხორცებას რამდენი ხანი დაჭირდება?
- ექვსი კვირა, თუ ყველა მის მითითებას შევასრულებ. ასე
თქვა.
- შობამდე. - ანგარიშობს ჰარი. ამ შობაზე ჰარი დიდ იმე-
დებს ამყარებს - შობის მერე ახალ წელს შეხვდებიან და სამოგ-
ზაუროდ წავლენ. უკვე ყველაფერი ორგანიზებულია, სასტუმრო
დაჯავშნილი, თვითმფრინავის ბილეთები შეკვეთილი, ეს საკით-

511
მკითხველთა ლიგა

ხი, გუშინ, სტრიპტიზით აღგზნებულებმა, კიდევ ერთხელ განი-


ხილეს.
- ჩემო საყვარელო გოგო - იმეორებს ჯენისი.
პრუ ისევ მღერის. ამჯერად მელოდიის გარეშე. თუმცა, მი-
სი სიტყვები ისე ჟღერს, როგორც სიმღერა:
- ოჰ, ღვთის გულისათვის, არ ვნერვიულობ. უკეთესიცაა.
ალბათ უნდა დავესაჯე ღმერთს რაღაცნაირად. მე ეს სასჯელი
დავიმსახურე, ამის გულწრფელად მჯერა. - ის პირდაპირ ჯენისს
უყურებს, სახეზე ისეთი სიმტკიცე აწერია, როგორიც აქამდე
არავის უნახავს, - ღმერთმა გამომიგზავნა განსაცდელი. ეს უნდა
გადავიტანო, რომ ბავშვი არ დავკარგო. მზად ვარ, ამ გამოც-
დას გავუძლო, თუნდაც ყველა ძვალი დამემსხვრას, არ ვჩივი.
ვერ წარმოიდგენთ, რა აზრებმა გამიელვა თავში იმწამს, როცა
მივხვდი, რომ ფეხებმა მიმტყუნეს და იმ საშინელ კიბეზე ვგორ-
დებოდი. თქვენ აუცილებლად გამიგებთ.
ის ამით იმას ამბობს, რომ ჯენისმა იცის, როგორია ბავშვის
დაკარგვა. ჯენისი თითქოს წკავწკავებს და გოგოს მთელი
სხეულით ზემოდან ეცემა. ჰარი შინაგანად ძაგძაგებს და ჯენისს
კაბაზე ექაჩება. ჯენისი თავისი მკერდის ქვეშ პრუს უხეშ თაბა-
შირს გრძნობს და ზურგს ხრის - კანი გავარვარებული აქვს და
ისეთი დაჭიმული, როგორც დოლზე გადაკრული ტყავი. პრუს
აშკარად არ სტკივა, - მშვიდად წევს, ოდნავ ირიბად იღიმება,
წუხანდელი მაკიაჟის ნაკვალევიან თვალებს ჭუტავს და ქალის
სიმძიმეს ასე უძლებს, ჯენისის მოშორებას არც კი ცდილობს.
პირიქით, ჯანმრთელ ხელს ჯენისს ზურგზე ხვევს და ეფერება.
მისი თითები სულ ახლოსაა ჰარის თითებთან. უთათუნებენ და
გზას აგრძელებენ, ისევ თათუნი, თათუნი. მას სინდი მერქეთის
მრგვალი თითები ახსენდება და ჟრუანტელი უვლის, როცა წარ-
მოიდგენს, რამდენად ბავშვური და თოთოა ისინი ამ ახალგაზ-

512
მკითხველთა ლიგა

რდა, თუმცა ძალიან თხელ, გაძვალტყავებულსა და წითელი


ვენებით დასერილ თითებთან შედარებით. დედამისს ჰქონდა
ზუსტად ასეთი თითები: გაუხეშებული და ხაოიანი. ჯენისი ქვი-
თინებს და ვერ ჩერდება. პრუ ისევ და ისევ ზურგზე ეფერება.
ოთახში ორმა ავადმყოფმა გაიღვიძა და თვალს ვერ აშორებს
ამ სულისშემძვრელ სურათს. ასეთმა გართულებულმა სიტუაცი-
ამ ჰარის ფიქრები სულ სხვა მხარეს წაიყვანა: ახლა ის თავს
გარიყულად და შეურაცხყოფილად გრძნობს. ოჯახში ოფი-
ციალურად ითვლება, რომ სწორედ ისაა დამნაშავე ბავშვის
სიკვდილში, ბავშვის, რომელიც რეალურად ჯენისის ბრალია,
რომ მოკვდა. ნელსონის ადგილი პრუს საწოლში დედამ დაიკა-
ვა, ახლა ის გვერდით ზის და სადღაც შორს, სივრცესაა მიშტე-
რებული, ეტყობა, რომ მწარე მოგონებებშია ჩაძირული - საცო-
დავი, ნაწილებად დაფლეთილი ბავშვი. ამ წყეულ ქალებს ისე
უყვართ ერთად გლოვა, რომ სხვები არ ახსოვთ და ჩვენ თა-
მაშგარეთ ვრჩებით. ბოლოს და ბოლოს ჯენისი სწორდება,
ცხვირში მაგრად ხრუტუნებს და ზედა ტუჩი ერთიანად ცინგლე-
ბით ეფარება. ჰარი თავის ცხვირსახოცს უწვდის.
- ისეთი ბედნიერი ვარ - ამბობს ის, თან ცხვირს
ხმაურიანად იხოცავს. - რომ პრუ კარგადაა.
- მორჩი, თავი ხელში აიყვანე. - ბუტბუტებს ჰარი და ცხვირ-
სახოცს ართმევს.
დედიკო სფრინგერი ცეცხლზე ნავთს ასხამს: - ნამდვილი
სასწაულია, ნამდვილი. იმ სიმაღლიდან ჩამოვარდე და არაფე-
რი დაგიშავდეს. ადრე ასეთ სახლებში იმ კიბეებით მხოლოდ
მოახლეები სარგებლობდნენ.
- მთელ კიბეზე ჩამოვფრიალდი. - ამბობს პრუ. - ხელი იმი-
ტომაც მომტყდა, რომ მოვახერხე და რაღაცას მოვეჭიდე. იმ
დროს ტკივილი არ მიგრძნია.

513
მკითხველთა ლიგა

- ჰო. - უდასტურებს ჰარი. - ნესლონმაც ეგ თქვა, რომ ტკი-


ვილი არ გიგრძვნია.
- ჰო, არა, არა. - პრუს თმა მთელ ბალიშზეა გაფენილი და
ისე გამოიყურება, თითქოს სიმღერ-სიმღერით სადღაც თეთრ
უფსკრულში ვარდება. - არაფერი მიგრძნია, არც უნდა მეგრძნო
თურმე, ასე თქვა მერე ექიმმა. ყველაფერი კი ამ საშინელი
პლატფორმების ბრალია, რაზეც ყველანი შემდგარი ვართ. რა
საზიზღარი მოდაა. როგორც კი ფეხზე დავდგები, მაშინვე დავ-
წვავ.
- ეგ როდის იქნება? - ეკითხება ბესი და პატარა შავი ხელ-
ჩანთა ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს. ის წირვისთვის მა-
ნამდე გამოეწყო, ვიდრე ნელსონი გაიღვიძებდა და მთელი ეს
აურზაური დაიწყებოდა. ეკლესიის მონაა, მხოლოდ ღმერთმა
იცის, ამით რას მოიგებს.
- ერთი კვირა მომიწევს აქ ყოფნა, ასე თქვეს. - პასუხობს
პრუ. - წყნარად უნდა ვიწვე, თავს იზღვევენ, რომ გაუთვალის-
წინებელი არაფერი მომივიდეს. მე კი არა, ბავშვს. ამ დილით
საშინელი შეგრძნებით გამეღვიძა, რომ კრუნჩხვა დამეწყო.
თავზარი დამეცა. მერე წვნიანას დავურეკე. არაჩვეულებრივი
ადამიანია, ძალიან დამეხმარა.
- რა თქმა უნდა, - ეთანხმება დედიკო.
ჰარის გული ერევა იმაზე, რომ ყველა „ბავშვს“ ამბობს. ამ
ეტაპზე „ის“ უფრო გოჭად ესახება, ან დიდ ბაყაყად. გუშინ მუცე-
ლი რომ მოშლოდა, ნეტა, რა მოხდებოდა? მაინც იცოცხლებ-
და? ახლა მედიცინა ისე შორს წავიდა, რომ ექიმებმა ხუთი თვის
ნაყოფის გადარჩენა ისწავლეს და სულ მალე კი, სინჯარაში გა-
მოიყვანენ ახალ ადამიანს.
- დედიკო ეკლესიაში უნდა მივიყვანოთ. - აცხადებს ის. -
ნელსონ, გაიღვიძებ და ჩვენთან ერთად წამოხვალ, თუ აქ დარ-

514
მკითხველთა ლიგა

ჩები და ძილს გააგრძელებ? - ბიჭის თავი ისევ ლეიბში ჩაეშვა.


ასე სამზარეულოს მაგიდაზე ეძინა ხოლმე.
- ჰარი, ყველას ნუ ერჩი. - ეუბნება ჯენისი.
- ის თვლის, რომ ჩვენ ყველანი ზედმეტად ვფაციფუცობთ
ამ ბავშვთან დაკავშირებით. - ისმის პრუს ნახევრად მძინარე
ხმა, აშკარად ჰარის დასცინის.
- აბა რას ამბობ. მგონი არაფერია გადაჭარბებული, ყვე-
ლას გვიხარია და ველოდებით. - ის იხრება, რომ პრუს აკოცოს
და თან ყურში უჩურჩულოს, რამდენი ბავშვი ჰყოლია, მკვდარი,
ცოცხალი, ცხადი თუ უხილავი. ამის ნაცვლად ის სწორდება და
გოგოს ამხნევებს: - ყოჩაღად იყავი. ისევ მოვალთ და უფრო
დიდხანს დავრჩებით.
- ოღონდ გოლფს ნუ შემომწირავთ. - ეუბნება პრუ.
- რაც შეეხება გოლფს, უკვე აღარაფერი ეშველება, და-
ნიშნულ დროზე გვიან მოედანზე გასვლა ცუდი ტონია.
- როგორ გირჩევნია, დავრჩე თუ წავიდე? - ეკითხება ნელ-
სონი.
- წადი, ნელსონ, ღვთის გულისთვის. ცოტას მეც დავიძი-
ნებ.
- იცი, რა, მაპატიე, თუ გუშინ რამე გაწყენინე. მაგრად დავ-
ბოლდი და სულ გამოვშტერდი. როცა ექიმმა მითხრა, რომ ბავ-
შვი გადარჩა, გულიდან ლოდი მომწყდა. სიხარულისგან ვიტი-
რე. მართლა. გეფიცები. - ახლა ნამდვილად იტირებდა ისევ,
მაგრამ უცებ ახსენდება, რომ მის აღსარებას სხვებიც უსმენენ
და სირცხვილით იწვის. და ჰარი ხვდება, რატომ გვიყვარს უბე-
დურება - მას ჩვენს დანაშაულებებთან მივყავართ და მერე კი
გვაიძულებს, უკან, ღმერთისკენ მუხლის ჩოქით გავფორთხდეთ.
დანაშაულის გრძნობა ერთადერთია, რითაც ცხოველებისგან
განვსხვავდებით. პრუს მუცელი მაშინ რომ მოსწყვეტოდა, როცა

515
მკითხველთა ლიგა

ნელსონი იმ ბინძურ ბარათებს უცქერდა, სადაც პრიალაბიკი-


ნიანი ქალი ენას ვნებიანად გიყოფს, მერე მუხლებზე დგება,
მხრებს ზემოდან თვალმოუშორებლად გიცქერს და საჯდომზე
სირაქლემის ბუმბულს ნაზად ისმევს, თავს ვერასოდეს აპატიებ-
და.
პრუ არც ქმრის აკანკალებულ ხმას და არც დანარჩენების
შეშფოთებულ სახეებს ყურადღებას არ აქცევს.
- თავს მშვენივრად ვგრძნობ. ყველანი ძალიან მიყვარ-
ხართ. - თმა ბალიშზე აქვს გაშლილი. ერთი სული აქვს, ძილში
მხურვალე ლოცვებსა და თავისი დალურჯებული მუცლის სიზ-
მარეულ წყლებში ჩაიძიროს. დამშვიდობების ნიშნად ქათქათა
მკვრივ თაბაშირს მკერდის ზემოთ სწევს და პეპლის ფრთასა-
ვით იქნევს. პრუს ყოფილი მონაზვნების გარემოცვაში ტოვებენ
და საავადმყოფოს დერეფანს ფეხსაცმლის ბაკუნით მიუყვებიან,
ყველას თავისთვის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მანქა-
ნამდე ხმა არ ამოიღოს.
- ერთი კვირა! - ამბობს ჰარი, როგორც კი მუსტანგი ად-
გილს სწყდება. - რომელიმემ თუ იცით, რა ღირს დღეს ერთი
კვირა საავადმყოფოში?
- მამა, სულ ფულზე როგორ ფიქრობ?
- ვიღაცამ ფულზეც უნდა იფიქროს. სულ მცირე ათასი დო-
ლარი მაინც იქნება. სულ მცირე.
- შენ ხომ დაზღვევა გაქვს, „ცისფერი ჯვარი“.
- ჰო, მაგრამ რძალზე ეს დაზღვევა არ ვრცელდება. არც
შენზე, სხვათა შორის, რადგან უკვე შეგისრულდა ოცდაერთი
წელი.
- მაშინ არ ვიცი... - ამბობს ნელსონი. - მაგრამ არ მომ-
წონს, რომ პრუ სხვა ქალებთან ერთად წევს საერთო პალატა-

516
მკითხველთა ლიგა

ში. მთელი ღამე კვნესოდნენ და არწყევდნენ. ერთი ზანგიც კია.


შეამჩნიე?
- ასეთი ცუდი განწყობა საიდან გაქვს? ჩემგან ამას ვერ ის-
წავლიდი. რაც გინდა, თქვი და ეს არაა საერთო, ესაა, რასაც
ჰქვია ნახევრად ინდივიდუალური პალატა.
- მე კი მინდა, რომ ჩემი ცოლი ცალკე პალატაში იწვეს.
- რას ამბობს! ესე იგი გინდა, არა? გინდა! და ფულს ვინ
გადაიხდის? ყალთაბანდო! რა თქმა უნდა, შენ არა.
- კარგად მახსოვს, როცა დივერტუკულიტი დამემართა,
ფრედს ცალკე პალატის გარდა არაფრის გაგონება არ უნდო-
და. იმ პალატის ფანჯრები ზღაპრულ დენდრარიუმზე გადიოდა
და მაშინ მაგნოლია ყვაოდა. - იხსენებს დედიკო სფრინგერი.
- რადგან ნელსონი მაღაზიაში მუშაობს, მასზე არ ვრცელ-
დება ეს ჯგუფური დაზღვევა?
- ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებულ
პრობლემებს მხოლოდ მაშინ ფარავს ეს დაზღვევა, თუ ადამი-
ანს ცხრა თვე მაინც აქვს ნამუშევარი ჩვენს კომპანიაში. - უხსნის
ჰარი.
- სად მოტეხილი ხელი და სად მშობიარობა, მამა? - უკ-
ვირს ნელსონს.
- ის ორსულად რომ არ იყოს, ახლა თავისუფლად ისეირ-
ნებდა თავისი მოტეხილი ხელით.
- იქნებ, მილდრედმა გვირჩიოს რამე. - ამბობს ჯენისი.
- კარგი, - უხალისოდ ეთანხმება ჰარი. - მე კარგად ვერ
ვერკვევი ამ საქმეებში.
წესით, ნელსონი უნდა დამშვიდდეს, ის კი პირიქით, უკანა
სავარძლიდან იხრება, წინა სავარძლის საზურგეს ეყრდნობა
და ჰარის პირდაპირ ყურში ჩასძახის:

517
მკითხველთა ლიგა

- მილდრედისა და ჩარლის გარეშე არაფრის აზრზე არ


ხარ. იმას ვგულისხმობ, რომ...
- კარგად ვიცი, რას გულისხმობ და გაითვალისწინე - მე
იმაზე მეტი ვიცი მანქანების ბიზნესზე, ვიდრე შენ ოდესმე ისწავ-
ლი, თუ ასეთი ტემპით გააგრძელებ და თუ თავს არ დაანებებ
იმ ძველ დეტროიტულ რკინებს, ისედაც უკვე დიდი ზარალი ვნა-
ხეთ. დროა, იმას მიხედო, რასაც ამდენი ხანია ვაკეთებთ.
- „დატსუნი“ ან „ჰონდა“ კიდევ მესმის, მაგრამ „ტოიოტა“
მეტისმეტია, მამა...
- „ტოიოტას“ გაყიდვაზე მიიღო ფრედ სფრინგერმა ლი-
ცენზია, და ეს სწორედ ისაა, რასაც ჩვენ ვყიდით. ბესი, ამ ბიჭს
კარგად რატომ არ გატყიპავ? მე ვერ მივწვდები.
პატარა პაუზის შემდეგ ჰარის უკანა სავარძლიდან სიდედ-
რის ხმა ესმის:
- ნეტავ, ამ ორომტრიალის შემდეგ ეკლესიამდე თუ მივაღ-
წევ. კარგად ვიცი, რომ ჩვენს პასტორს ორგანის ყიდვაზე მეტად
არაფერი უნდა ამქვეყნად, მხარდამჭერი კი არც ისე ბევრი
ჰყავს. თუ მივალ, შეიძლება კომიტეტის თავმჯდომარეობაც კი
შემომთავაზოს, მაგრამ მე უკვე ძალიან მოხუცი ვარ საამისოდ.
- ტერეზა ძალიან საყვარელი იყო, არა? - ხმამაღლა აც-
ხადებს ჯენისი. - თითქოს ერთ ღამეში გაიზარდა.
- ჰო, და კიდევ ორი სართული რომ ეფრინა, ჩვენზე დიდიც
კი დაგვხვდებოდა.
- მამა, ღვთის გულისათვის, - ეუბნება ნელსონი. - საერ-
თოდ ვინმე თუ გიყვარს?
- მე ყველა მიყვარს. - პასუხობს ჰარი. - არ მიყვარს, როცა
კედელთან მიმწყვდევენ.
სანტ ჯოზეფიდან მაუნთჯაჯამდე გზა პირდაპირ ლიანდა-
გებზე გადის, შემდეგ კი მარჯვნივ, ზედა ბრუერში ლოკუსტზე და

518
მკითხველთა ლიგა

ამის მერე ქალაქის პანორამული პარკის გასწვრივ მიუყვება,


პარკის ბოლოს, მარცხნივ, სავაჭრო ცენტრისკენ უხვევს. კვირა
დილით მანქანით ძირითადად უფროსი თაობის ამერიკელები
დადიან - ქალები მოცისფრო-მოვარდისფრო თმით, სააღდგო-
მოდ შეღებილი ქათმების მსგავსად, - ქათმების შეღებვა ძველი
ტრადიციაა, რომელიც ახლა კანონითაა აკრძალული, - და კა-
ცები ისეთი ძალით ჩაფრენიან საჭეს, თითქოს, სხვაგვარად,
მანქანა ტლინკების ყრასა და ყროყინს დაიწყებს. აბა რა, ამ
მოხუცი აიათოლას წყალობით ქალაქში ბენზინი ზოგან დოლა-
რი და ცამეტი ცენტი ღირს და მძღოლებიც თითოეული წვეთი-
დან მაქსიმალური სარგებლის მიღებას ცდილობენ. საერთოდ
კი, როგორც ჩანს, ხალხის ფილოსოფიაა, რომ დაწვან ბენზინი,
ვიდრე აქვთ და მერე, თუ ის გაიაფდა, კარტერს შეუძლია თა-
მაშში ჩაებას. სავაჭრო ცენტრის თავზე დღევანდელი ფილმების
სათაურები ანათებს: „ტრადიციების მსხვრევა“ ყველაფერი თა-
ვიდან“ „გაქცევა“ და „10“. ჰარი სიამოვნებით ნახავდა „10“-ს,
რეკლამიდან იცის, რომ იქ ის გოგო თამაშობს, შვედს რომ
ჰგავს, ზაირელივით წვრილი ნაწნავებით. სამყარო ერთია: ყვე-
ლა ყველასთან ჟიმაობს. გული უსკდება, როგორც კი გაიფიქ-
რებს, რამდენი წყვილი იჟიმავებს მომავალში, ან რამდენი წყვი-
ლია ახლა ამით დაკავებული და თავად კი, აღარაფერი ამდაგ-
ვარი აღარ ეხება, ერთადერთი, რაც დარჩენია, ისაა, რომ ამ
ჩახუთულ მანქანაში თანდათან სული ამოსძვრეს. მას ცხოვრე-
ბის მანძილზე ვეღარავისთან ექნება სექსი, გარდა საცოდავი
ჯენის სფრინგერისა. ეს პერსპექტივა ჰარის ნათლად ესახება,
როგორც კარგად ნაცნობი და მრავალჯერ გათელილი გზა. წუ-
ხანდელი გართობის მერე მუცელში დიდი აურზაური აქვს, ისე-
ვე, როგორიც ბავშვობაში, როცა სკოლაში აგვიანდებოდა. უცებ
ნელსონს უბრუნდება:

519
მკითხველთა ლიგა

- ღმერთმანი, არ მესმის, პრუ როგორ დაგორდა? რატომ


ვერ დაიჭირე? და საერთოდ, რას აკეთებდით ასე გვიან? როცა
დედაშენი ფეხმძიმედ იყო, არსად დავდიოდით.
- ერთად არ დადიოდით. როგორც ვიცი, მარტო შენ კარ-
გად ერთობოდი.
- არა იმ დროს, როცა ფეხმძიმედ იყო. ყოველ ღამე ტე-
ლევიზორთან ვისხედით და „მე მიყვარს ლუსის“ ან სხვა კომე-
დიას ვუყურებდით. ასე არაა, ბესი? და სხვათა შორის, არანაირ
ბალახს არ ვყნოსავდით.
- ბალახს არ ყნოსავენ, ეწევიან. კოკაინს ყნოსავენ.
დედიკო სფრინგერი ჰარის შეკითხვას გვიან პასუხობს:
- საერთოდ კი, მე ხომ არ ვიცი ზუსტად, როგორ იქ-
ცეოდით შენ და ჯენისი. - დაქანცული ხმა აქვს, იმ ადამიანის
ხმა, რომელიც უბრალოდ ფანჯრიდან იყურება. - ახლა სხვა-
ნაირი ახალგაზრდები არიან.
- მეც მაგას ვიტყოდი, სულ სხვანაირები. ვიღაცას აგდებ,
რომ ახალგაზრდას გზა მისცე, ის კი, შენს საქონელს ნაცარტუ-
ტად აქცევს.
- შენს საქონელს არაფერი უჭირს, საქმე ისაა, მხოლოდ
იმით თუ ხარ კმაყოფილი. - იწყებს ნელსონი.
გაცოფებული ჰარი ნელსონს სიტყვას აწყვეტინებს, თვალ-
წინ პრუ უდგება, რომელიც ქმარს ელოდება, ის კი, მჩხავანა
ბავშვი, მიდის და თავს ლეიბში რგავს; აქვე ახსენდება მელანიც,
ქანცის გაწყვეტამდე რომ მუშაობდა „ბლითების სახლში“; თავი-
სი მშვენიერი, იმედებით აღსავსე ქალიშვილიც, რომელსაც წი-
თელსახიანი ჯეიმის იქით სხვა გზა არ აქვს; საწყალი პატარა
სინდი, რომელიც იძულებულია, გაიღიმოს, როცა ბებერი ვები
უკნიდან ჟიმავს და თუ სხვადასხვა პოზაში ფოტოები არ გა-
დაუღო, ისე ვერ აღიგზნება; მიმიც ახსენდება, ამდენი ხანი თავ-

520
მკითხველთა ლიგა

ზეხელაღებული იტალიელების ხუშტურებს რომ უძლებს; ფიქ-


რობს დედაზე, ხედავს სარეცხში ჩაყოფილ მის ხმელ ხელებს,
ახსენდება, როგორ ტიროდა სამზარეულოში ბლუზის ხმაზე,
ვიდრე ბედმა წყალობა არ გამოიჩინა და პარკინსონის დაავა-
დებამ დასასვენებლად არ ჩააწვინა. ფიქრობს ყველა ქალზე,
ვისაც კაცები როგორც უნდათ, ისე ექცევიან და საბოლოოდ ღუ-
პავენ კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ აი, ასეთი ნაბიჭვრები მო-
ევლინონ ქვეყანას.
- თუ მომისმენ, „ტოიოტაზე“ ბევრს გიამბობ. - უებნება ჰარი
უკან მჯდომ ნელსონს. - ამ მანქანებს თეთრხალათიანი პატარა
ყვითელკანიანი კაცუნები აწყობენ. ეს კაცუნები დაბადებიდან
სიკვდილამდე ერთსა და იმავე ადგილას მუშაობენ და ლამის
ჭკუიდან იშლებიან, წვის სისტემაში მტვერი თუ მოხვდა. იმ
ჯართს კი, დეტროიტი რომ უშვებს, ყურებში ყურსასმენებგაჩრი-
ლი ზანგები აკეთებენ, მუსიკა პირდაპირ ტვინში ურტყამთ და
თანაც ისე არიან ნარკოტიკებით გაბრუებულები, რომ ჭანჭიკსა
და ქანჩს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. გარდა ამისა, NCP ზრუ-
ნავს იმაზე, რომ ისწავლონ, როგორ შეიძულონ საკუთარი კომ-
პანია. ნახევარი იმ მანქანებიდან, რომელიც კონვეიერიდან ჩა-
მოდის, სპეციალურადაა დაზიანებული. არ მახსოვს, ეს სად წა-
ვიკითხე, „მომხმარებლის ცნობარში“ ნამდვილად არა.
- მამა, რაღაც სისულელეების გჯერა. რას იტყოდა ამაზე
ირლანდიელი?
ირლანდიელი! ჰარი სულ სხვა ხმით ამბობს:
- ის აპრილში ფილადელფიაში მოკლეს. არ მითქვამს?
- სულ მაგას არ მეუბნები?
- მე იმ ზანგებს არ ვადანაშაულებ. უბრალოდ, იმას გიხსნი,
რომ უხარისხო მანქანებს აკეთებენ.

521
მკითხველთა ლიგა

საქმე ისაა, რომ ნელსონი უკვე შეტევაზეა გადასული. საწ-


ყალი ბავშვი, ლამისაა გული გადაეგლიჯოს და თავს შეურაც-
ხყოფილად და უმწეოდ გრძნობს.
- არანაირი უფლება არ გაქვს რამე მისაყვედურო მხო-
ლოდ იმისთვის, რომ მეგობრებთან წავედით, მაშინ, როცა ამ
დროს შენც მეგობრებთან ერთად იმ სულელური ეგზოტიკური
მოცეკვავეებით ტკბებოდი. ეს როგორ აიტანე, დედა?
- არც ისე ცუდი იყო, როგორც წარმომედგინა. - პასუხობს
ჯენისი. - ზღვარს არ გადადიან. იმაზე ცუდი არაა, ძველ ბაზრებ-
ში რომ ცეკვავდნენ.
- თავს რატომ იმართლებ, არ მესმის. - ეუბნება ცოლს ჰა-
რი. - რას წარმოადგენს, მე რომ მაკრიტიკებს?
- კარგად ვიმხიარულეთ. სასაცილო ის იყო, მე, თელმას
და სინდის რომ გოგო მოგვეწონა, კაცებს არ მოეწონათ და
სრულიად სხვა გოგო აარჩიეს. ჩვენი არჩევანი მაღალი, აღმო-
სავლური სტილის გოგო იყო, ძალიან დახვეწილი და არტის-
ტული, კაცების კი, დედა, წარმოუდგენელია, პატარა, უნიკაპო,
ქერათმიანი, ცეკვაც რომ არ იცოდა.
- სამაგიეროდ, ფონს ქმნიდა. - ედავება ჰარი - ანუ, ყველა-
ფერს სერიოზულად უდგებოდა.
- და კიდევ, ის შავი მსუქანა, შენ რომ გადაგრია, ბუმბუ-
ლიანი.
- ზეთისხილივით კანით. მაგარი იყო. ის ბუმბული რაში
დასჭირდათ, ვერ ვხვდები.
- არა მგონია, ბებოს სიამოვნებდეს ამ საზიზღრობის მოს-
მენა. - გასძახის მათ ნელსონი.
- ბებო სულაც არაა წინააღმდეგი. - პასუხობს ჰარი. - ბესი
სფრინგერს არაფერი აკვირვებს. ბებოს სიცოცხლე უყვარს.

522
მკითხველთა ლიგა

- აბა რა გითხრათ. - ოხრავს მოხუცი. - ამდაგვარი არაფე-


რი არსებობდა იმ დროს, როცა შესაძლოა ამით დავინტერესე-
ბულიყავით. მახსოვს, ფრედს „პლეიბოი“ მოჰქონდა ხოლმე,
მაგრამ მე იმ თვრამეტი წლის გოგონებს ტრაგიკულად აღვიქ-
ვამდი. თითქმის ბავშვები, მოზრდილის სხეულით.
- ყველანი ბავშვები არიან. - ამბობს ჰარი.
- საკუთარ თავზე ილაპარაკე, მამა. - ამბობს ნელსონი.
- იმას ვფიქრობდი - აგრძელებს ბესი. - მიკვირს, რისთვის
აჩენენ და ზრდიან მშობლები? ლამის დედიშობილა დადიან
დღეს. საერთოდ, რას ფიქრობენ ამაზე საბრალო მშობლები?
- ოხრავს მოხუცი. - დღეს ყველაფერი შეიცვალა. უკვე სულ სხვა
სამყაროა.
- მგონი, იმ კლუბში ორშაბათობით ქალებისთვის აწყობენ
საღამოებს, კაცი სტრიპტიზიორები ცეკვავენ. დორის კაუფმანმა
მიამბო, რომ მოცეკვავეებს რეალურად ეშინიათ ამ საღა-
მოების, რადგან, ქალები ჭკუას კარგავენ, სცენაზე ადიან და ზედ
ახტებიან, ყველაზე უარესად ორმოცს გადაშორებული ქალები
იქცევიან.
- საზიზღრობაა. - ამბობს ნელსონი.
- დაუკვირდი, რასაც ამბობ. - შენიშვნას აძლევს ჰარი - დე-
დაშენი სწორედ რომ ორმოცს გადაშორებულია.
- მამა!
- დამშვიდდით, მე ასე არასოდეს მოვიქცეოდი. - ამბობს
ჯენისი. თუმცა, კარგად ვიცი, რომ არსებობენ ასეთ რამეზე წამ-
სვლელი ქალები. მგონი, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული,
რამდენად აკმაყოფილებენ ქმრები.
- დედა! - ნელსონი აღშფოთებულია.
მათ მთას შემოუარეს და ცენტრალურ ქუჩაზე გადიან. ქი-
მიური წმენდის ვიტრინაში საათზე ათს სამი წუთი უკლია.

523
მკითხველთა ლიგა

- მგონი, მივასწრებთ, ბესი. - ჰარი უკან ბესის გასძახის.


ირანში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით მერიის თავ-
ზე დროშა სანახევროდ დაშვებულია. სადღესასწაულოდ გა-
მოწყობილი ხალხი ნოემბრის დაფლეთილი ღრუბლების ქვეშ
ვერცხლისფერ დილას ზარების რეკვის ფონზე ეკლესიასთან
იკრიბება. ჰარი მოხუცს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარება და
ეუბნება:
- ახლა, მთელ მაღაზიას ნუ ანაცვალებთ წვნიანას ახალ
ორგანს.
- სახლში როგორ მოხვალ, ბებო? - ეკითხება ნელსონი.
- მგონი, გრეის შთულის შვილიშვილს წამოვყვები, საერ-
თოდ, ის აკითხავს ხოლმე გრეისს. თუ არადა, ფეხით სიარული
კი არ მომკლავს.
- რას ამბობ, დედა, აბა, ფეხით როგორ ივლი. თუ ვერავის
გამოჰყევი, დაგვირეკე და მოგაკითხავთ. სახლში ვიქნებით.
კლუბში ახლა მომსახურე პერსონალი მინიმუმანდე შეამ-
ცირეს, ამიტომ მხოლოდ წინასწარ მომზადებული ბუტერბრო-
დები აქვთ, ჩოგბურთის მოედანზე ბადეების ნახევარი დაშვებუ-
ლია, გოლფის მდელოზე კი ხვრელების მაჩვენებლებია გადა-
ადგილებული. ჰარი ნელსონთან და ჯენისთან ერთად სახლში
ბრუნდება და ფიქრობს იმ წლებზე, როცა სამივე ერთად ცხოვ-
რობდა, ერთად დადიოდნენ, უფრო ახალგაზრდებიც იყვნენ.
ჯენისსა და ნელსონს შორის კავშირი შენარჩუნებულია, მან კი
დაკარგა. ხმამაღლა კი ამბობს:
- როგორც ვხედავ, „ტოიოტა“ არ გიყვარს.
- საქმე ის კი არაა, მამა, მიყვარს თუ არა, გუშინ წვეულე-
ბაზე ერთ გოგოს ველაპარაკე, რომელმაც ეს-ესაა „კოროლა“
იყიდა. მხოლოდ ძველ ამერიკულ მანქანებზე ვისაუბრეთ, რა
არაჩვეულებრივია, აი, თუნდაც „ვოლვო“, ის აღარაა, რაც

524
მკითხველთა ლიგა

ოდესღაც იყო, მაგრამ რას გააწყობ. როგორც ამბობენ, ყველა-


ფერს თავისი დრო აქვს.
ბიჭს აშკარად ეტყობა, რომ საუბრის გაგრძელებას და
უსიამოვნების გაქარვებას ცდილობს. ჰარი ჩუმადაა, ტვინში
ნელსონის ნათქვამს ატრიალებს: „ყველაფერს თავისი დრო
აქვს. ჰმ! ასე თუ გაუბერე, ასე უსწორმასწოროდ იარე და თანაც
ნარკოტიკებსაც მიეჩვიე, ჩემს ასაკამდე თუ მოაღწიე, ჩათვალე,
რომ გაგიმართლა.
- „მაზდა“ - არ ჩერდება ნელსონი. - აი, ამას კი მივხედავ-
დი.
- თუ ასეა, ეიბ შაფეტცს მიმართე, იქნებ ადგილი გამოგი-
ძებნოს. როგორც გავიგე, იძირება. იმდენი დეფექტი აქვს „მაზ-
დას“, მენის თუ დავუჯერებთ, ვერასოდეს მოიყვან სათანადო
კონდიციაში.
- მგონი, - ერევა ჯენისი, ცდილობს ეს ორი კაცი ერთმა-
ნეთს შეარიგოს. – ტელევიზიით „ტოიოტას“ რეკლამა გონიერი
და ამასთანავე, გლამურულია.
- გეთანხმები, რეკლამებს თავისებური ქარიზმა აქვს. -
ეთანხმება ნელსონი. - ის რეკლამა ფანტასტიკურია. მაგრამ მე
მანქანებზე ვლაპარაკობ.
- ის ახალი არ მოგწონს, - ეკითხება ჰარი - სადაც ხიხინებს
და ადგილიდან იძვრის? - ხრუტუნებს! - ჯენისი და ნელსონი
ხმამაღლა იცინიან. ახლა ბოლო კვარტალს გადიან, სახლამდე
ჯოზეფ სთრითზე შიშველი ცაცხვები ქვეშ მიდიან, მხიარულად
არჩევენ „ტოიოტას“ ახალ რეკლამას, სადაც მანქანაში ქალები
და კაცები ადგილზე ხტიან, ჩვეულებრივი ქალები და კაცები,
მათი ტანსაცმელი ანგელოზის ტანსაცმელივით ფუშფუშდება,
თითქოს რაღაც მასობრივი ქიმიური აფეთქება მოხდა, ან
საიდანღაც კოლიბრის მოფარფატე ფრთა გამოჩნდა, ქალები

525
მკითხველთა ლიგა

და კაცები კი ბედნიერებისგან გაბრწყინებულნი, იღიმებიან და


ჰაერში იყინებიან, თითქოს მათზე დედამიწის მიზიდულობის ძა-
ლა არ მოქმედებდეს.
- აქედან უნდა გადავიდეთ - მოულოდნელად ამბობს ჰარი
ჩახრენწილი ხმით,
რამდენიმე დღის შემდეგ, პრუს საავადმყოფოდან გამოს-
ვლის წინა საღამოს, ის და ჯენისი საწოლ ოთახში არიან, გა-
რეთ ბნელა, ფოთლებდაცვენილი წიფელი ახლა უფრო მეტ სი-
ნათლეს უშვებს შიგნით, ვიდრე ზაფხულში. გვერდითა ორ ფან-
ჯარაში, ქუჩასთან ახლოს, შუშები არც მაინცდამაინც იდეალუ-
რია. მათში ჩართულია პატარა ბურთულები, რომელიც მართა-
ლია, დღის სინათლეზე არ ჩანს, აი, ღამით კი, წინა კედელზე
დიდი მედალიონების ანაბეჭდებს წარმოქმნის, გაცილებით უფ-
რო მკვეთრი ფერისას, ვიდრე რეალურადაა. ეს ეფექტი ხში-
რად შეინიშნება ჯენისის ტუალეტის მაგიდის თავსა და სქელ
კარზეც, რომელიც მათ დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფს.
მთელი კედელი ვიტრაჟივით კაშკაშებს, ფერადდება და ეს იმ
წითელი ხის დამსახურებაა, ქოემერების ეზოდან მათკენ რომ
გადმოვიდა. იმ ათი წლის მანძილზე, რაც აქ გადმოსახლდნენ,
იმ წუთებსა და საათებში, როდესაც სინათლე გამორთულია,
მაგრამ ჯერ არ სძინავთ, ეს ნათელი კვადრატები ჰარის ტვინში
ისე ჩაებეჭდა, როგორც ძვირფასეულობა, კაშკაშა თვლები,
რომელიც პირდაპირ ჰაერში ჩნდება და აქედან სადაც გინდა
წავიდეს, ყველგან მოენატრება. წასვლით კი აუცილებლად უნ-
და წავიდეს. ამ აბსტრაქტულ სურათებზე ცივი ქარისგან მოქა-
ნავე წიფლის ტოტების ჩრდილი ედება.
- სად უნდა წავიდეთ? - ეკითხება ჯენისი.
- სახლი ვიყიდოთ. - პასუხობს ჰარი დაბალი, ჩახრენწილი
ხმით, თითქოს არ სურს, დედიკომ კედლის იქით გაიგონოს,

526
მკითხველთა ლიგა

მიუხედავად იმისა, რომ მოხუცის ოთახში ტელევიზორი ჯერ კი-


დევ ზმუის და მერე, კულმინაციის მომენტში, გრუხუნებს. შემდეგ,
რეკლამის ხმა ისმის, რეკლამის მერე კი ახალი კულმინაცია. -
ბრუერის სხვა მხარეს, მაღაზიასთან ახლოს. ყოველდღე ამხე-
ლა მანძილის გავლა რთულია, თანაც, რამდენ ბენზინს ვწვავ.
- კარგი, მაგრამ არა პენ-ვილაში. - ამბობს ჯენისი. - ისევ
იქ ცხოვრებას ვერ გადავიტან.
- ვერც მე. პენ პარკზე რას იტყვი? მშვენიერი მეზობლები
გვეყოლება, განქორწინებაში დახელოვნებული ადვოკატები და
დერმატოლოგები. რატომღაც, აი, იმის მერე, რაც მათთან ერ-
თად კალათბურთს ვთამაშობდით, სულ მინდოდა იქ ცხოვრება.
სახლის ფასადი მაინც იქნება ქვით მოპირკეთებული, ქვემოთ
მისაღები, იქ მერქეთების ღირსეულად მიღებას შევძლებთ. აქ
მოუხერხებელია ვინმეს დაპატიჟება. მართალია, ბესი სადილის
მერე დასაძინებლად ადის, მაგრამ თვითონ სახლი რაღაც-
ნაირად პირქუშია. ახლა კიდევ ნელსონი თავისი ამფსონებით.
- ნელსონმა მითხრა, რომ აქედან გადასვლას აპირებენ,
როგორც კი ყველაფერი დალაგდება.
- ასე ვერაფერს დაალაგებს. თავადაც კარგად გესმის. აქ
უფასოდ იცხოვრებს და ჩვენც მშვიდად დავტოვებთ ბესის მას-
თან. ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებთ. - ჰარი ხელს ჯენისის
საღამურის ქვეშ აცოცებს, უნდა, ცოლმა ყველაფერს მისი თვა-
ლებით შეხედოს. ძუძუებზე ეფერება, ხელისგულს აჭერს და ისი-
ნიც საჰაერო ბურთებს ემსგავსებიან, საიდანაც ჰაერის გამოშვე-
ბა დაიწყეს. მის ასაკში ეს არცაა გასაკვირი, თუმცა მაინც უნდა
ითქვას, რომ ჩოგბურთის, ცურვისა და ფრედ სფრინგერის გე-
ნების წყალობით, სხვებზე გაცილებით უკეთეს ფორმაშია. ჯე-
ნისს ძუძუსთავები ებერება, მისი ასო კი ყოველგვარი ძალდა-
ტანების გარეშე მაგრდება. - ან, სულაც - განაგრძობს ის ისევ

527
მკითხველთა ლიგა

ჩახრენწილი ხმით. - ან იქნებ ის ტიუდორების სასახლის ყაიდა-


ზე აშენებული სახლი ვიყიდოთ სასაცილო წაწვეტებული სახუ-
რავები რომ აქვს? კუდიანების სახლს ჰგავს, ზღაპრის ილუს-
ტრაციებზე რომ მინახავს. ღმერთო, დიდებულო, როგორ იამა-
ყებდა მამაჩემი, რომ გაეგო, რომ ასეთ სახლში ვცხოვრობ.
- ასეთ სახლს ვერ შევწვდებით. - ამბობს ჯენისი, - თანაც
ხომ გახსოვს, ახლა უკვე ცამეტი პროცენტი უნდა გადავიხადოთ.
ჰარი ხელს ჯენისის აბრეშუმივით მუცლის ტალღოვან რე-
ლიეფს აყოლებს და ქვემოთ თმისკენ მიიწევს, რომელიც მის
შეხებაზე ყალყზე დგება. ერთხელ გემრიელად უნდა ჩაახრამუ-
ნოს. უბრალოდ, ზურგზე დააწვენს ისე, რომ ფეხები საწოლი-
დან გადმოუშვას, თავად მის წინ დაიჩოქებს და მის საშოს გა-
ღეჭავს მანამდე, ვიდრე არ გაათავებს. ამას ხომ ჯერ კიდევ მა-
შინ აკეთებდა, როცა ვიღაც გოგოს ბინაში ხვდებოდნენ ერთმა-
ნეთს, იმ ოთახის ფანჯრებიდან მდინარის პირას დაყრილი გა-
ზის ცარიელი ავზები ჩანდა. უნდა დაიჩოქოს და ჯენისის გვიმ-
რები კარგად მოძოვოს, საათობით ცოხნოს, ცხვირი და ქუთუ-
თოები კი ამ სასწაულს ზევით-ქვევით უსვას და უსვას. ყველა
ქალი იმსახურებს, პერიოდულად იბალახო მასზე, როცა ათა-
ვებს, ისეთი გრძნობა გაქვს, თითქოს პირში საიდანღაც კიბორ-
ჩხალა გაგიჩნდაო. ნეტავ, ბოზები ამას როგორ უძლებენ, რამ-
დენ კაცს წოვენ, სპერმას ყლაპავენ, თან ათას ავადმყოფობას
აყოლებენ, კვირის განმავლობაში ალბათ არაერთი ლიტრი გა-
მოსდით. რუთი ამას ვერ იტანდა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიც-
ვალა, თუ „ოუიში“ სექსის შესახებ სტატიებს წაიკითხავ, ამას ქა-
ლები უკვე დიდი სიამოვნებით აკეთებენ, და უფრო მეტიც, ზოგი
მათგანი ამას შამპანურსაც კი ადარებს. შესაძლოა, მისაღები კი
არა, კაბინეტი მოაწყონ ქვედა სართულზე, ერთი-ორი საფეხუ-

528
მკითხველთა ლიგა

რით ქვემოთ აუცილებლად უნდა ჩახვიდე, რათა იგრძნო, რომ


ნამდვილად თანამედროვე სახლში ცხოვრობ.
- ამაშია ინფლაციის ხიბლი, - ეუბნება ჯენისს, თან ყველა
ღონეს ხმარობს, რომ ასიამოვნოს. - რაც მეტი ვალი გაქვს, უფ-
რო კარგად მიდის შენი საქმე. თუ ჩემი არ გჯერა, ვებს ჰკითხე.
ყველაფერს გაუფასურებული დოლარებით იხდი. სახელმწი-
ფოს კი პროცენტები საგადასახადო გამოქვითვებით მიაქვს. მას
მერეც კი, რაც კრუგერანდები ვიყიდეთ და სექტემბრის საშემო-
სავლოც გადავიხადეთ, ბანკში მაინც უამრავი ფული დაგვჩა,
ბანკში ფულს კი ახლა მხოლოდ გიჟი თუ შეინახავს. ჰოდა, ამ
ფულს სახლის ავანსის სახით შევიტანთ და მერე ბანკმა იდარ-
დოს დოლარის ვარდნა. ამასობაში კი ჩვენი სახლის ფასი ყო-
ველ წელს ათი-ოცი პროცენტით მოიმატებს. ჰარი გრძნობს,
რომ ჯენისი სველდება, ქვემოთ ბაგეები უდუნდება.
- დედა გაგიჟდება, შეიძლება ჩვენი გადასვლა ვერ გა-
დაიტანოს. - ამბობს ჯენისი ნაზად, ასეთი ხმით სექსის დროს
ლაპარაკობს ხოლმე. - ერთ დღეს ის ამ სახლს ჩვენ დაგვიტო-
ვებს და იმედი აქვს, რომ იმ დღემდე მასთან ვიქნებით.
- ერთ ოც წელს კიდევ იცოცხლებს - პასუხობს ჰარი და
თითით ჯენისში შედის. - მაგ დროისთვის მე სამოცს გადავაბი-
ჯებ.
- ნელსონი ამას როგორ მიიღებს? უცნაურად ხომ არ მო-
ეჩვენება?
- სულაც არა, რატომ? ეს ხომ ისაა, რაც ასე ძალიან უნდა
- რომ ყოველ წუთს მე არ მიყუროს. როგორც ვხედავ, ბიჭს
ვთრგუნავ.
- ჰარი, მე ასე არ ვფიქრობ. არა მგონია, ასე ცუდად მოქ-
მედებდე მასზე. მგონი, უბრალოდ ეშინია.
- რისი უნდა ეშინოდეს?

529
მკითხველთა ლიგა

- ზუსტად იმისი, რისიც შენ მის ასაკში - ცხოვრების.


ცხოვრება ძალიან გრძელია და ამავე დროს, არასაკმარი-
სიც. გეშინია, რომ მალე დასრულდება და იმისიც, რომ ხვალინ-
დელი დღე გაჭრილი ვაშლივით დაემსგავსება გუშინდელს.
- ჰმ. თუ ასეა, სახლში არ უნდა დაბრუნებულიყო. - ამბობს
ჰარი, ერექცია სადღაც ქრება.
- საიდან უნდა სცოდნოდა. - ამბობს ჯენისი. ჰარი გრძნობს,
რომ მართალია, თითით ისევ ჯენისშია, მაგრამ ქალი ამ წუთას
ძალიან შორსაა საკუთარი სხეულიდან და მთლიანად ოჯახის
სევდიან რეალობაშია ჩაფლული. - არ იცოდა, რომ ასე სასტი-
კად მოექცეოდი. და ასეთი რატომ ხარ ბიჭის მიმართ?
ეს ამაზრზენი ბავშვი ჯერ ცამეტი წლისაც არ იყო, როცა
პენ-ვილასში მისთვის ჯილის წართმევა მოიწადინა, მაშინ, რო-
ცა ჯენისმა მიატოვა.
- მე კი არა, თავად მექცევა სასტიკად. - ამბობს ჰარი. ჩურ-
ჩული შეწყვიტა. აყურადებს - დედიკო სფრინგერის ტელევიზო-
რი ჯერ კიდევ ჩართულია - რაღაც გრგვინავს, შრიალებს, ოთა-
ხი უცნაური ხმებით ივსება, ადამიანისას არ ჰგავს, ალბათ
ოკეანე ან ტყე უნდა იყოს. მოხუცი ამ დღეებში „ბიბისის“ მძევ-
ლების შესახებ სპეციალური, თორმეტის ნახევრიანი საინფორ-
მაციო გამოშვების დიდი თაყვანისმცემელი გახდა და ყოველ
დილით ახალ-ახალ ვერსიებს უამბობს მათ იმის შესახებ, რომ
არაფერი ახალი არ ხდება. ორივე - ჰომეინიც და კარტერიც
გრძელთმიანი ბიჭების ჯგუფების ხაფანგში აღმოჩნდნენ, რომ-
ლებიც საერთოდ არაფრის აზრზე არ არიან და იმას გაიძახიან,
რომ ძველი თაობა ახალგაზრდებს ომში მიერეკება. აი, ეს ბი-
ჭები როგორმე თავიდან რომ მოიშორონ, ცხოვრება გაცილე-
ბით გაიოლდება და დედამიწა შესაძლოა გონიერიც კი გახდეს.
- როგორც კი რამის სათქმელად პირს ვაღებ, სახეზე მაშინვე

530
მკითხველთა ლიგა

დაძაბულობა ეწერება. რასაც მაღაზიაში ვეუბნები, მიდის და


ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ერთხელ. ვიღაც ბიჭი შემოვიდა,
„მერკურის“ ყიდვა უნდოდა, ეს ის მანქანაა, ნელსონმა მაშინ
რომ დალეწა და ჩვენთან თავისი თოვლის სკუტერის გაყიდვა
სთხოვა, მაშინ ეს ხუმრობად მივიღე. მაგრამ თურმე ტყუილად.
სულ ორ დღეში მივდივარ მაღაზიაში და რას ვხედავ - „მერკუ-
რი“ იქ აღარაა, სამაგიეროდ, ის პატარა ყვითელი სკუტერი -
„კავასაკი“ პირველ რიგში ახალი „ტერცელების“ გვერდით
დგას. ხომ წარმოგიდგენია, რა მომივიდოდა! სიბრაზისგან თავი
ლამის ჭერს ავარტყი. ის კი მეუბნება, რომ დროა, სწორხაზო-
ვან აზროვნებას შევეშვა. თურმე იმ ბიჭს ოთხას დოლარს ჰპირ-
დება, ხოლო თურმე ნუ იტყვი და, ეს ისტორია ჩვენ ისეთ პოპუ-
ლარობას მოგვიტანს, როგორსაც, ორჯერ მეტი რომ დაგვე-
ხარჯა რეკლამაზე, მაშინაც ვერ მივაღწევდით. აბა რა, ყველა
გაიგებს, რომ გამოჩნდა ერთი არანორმალური გამყიდველი,
რომელიც მზადაა სკუტერიც კი გაყიდოს.
ჯენისი გაურკვეველ ხმას გამოსცემს. ის რომ ასეთი დაღ-
ლილი არ იყოს, ეს ნამდვილად სიცილი იქნებოდა.
- ასეთ რაღაცებს მამა აკეთებდა ხოლმე.
- და მერე, ჩემს ზურგს უკან, ათი ათასის ძველი სპორტუ-
ლი მანქანები იყიდა, რომლებიც ათ მილზე ერთ გალონ ბენ-
ზინს წვავენ. ნეტა ვის რაში სჭირდება! ახლა კიდევ ეს პრუს ამ-
ბები! უამრავი ფული წაგვივა. ამ გოგოს არანაირი დაზღვევა არ
აქვს.
- შშშ... დედამ არ გაიგოს.
- გაიგოს. პირიქით, მინდა, რომ გაიგოს. სწორედ ის უჭერს
მხარს მის ძლიერ და ამაღლებულ იდეებს. არ გახსოვს, რო-
გორ ჰპირდებოდა ნელსონს ახალ მანქანას მაშინ, როცა თავი-
სი კვირაში ექვსი დღე გარაჟში უქმად დგას? - შეძახილების

531
მკითხველთა ლიგა

დახშული ხმა შპალერიან კედელში აღწევს. სატელევიზიო არ-


ხების გასახარად, ირანელები საელჩოს წინ დემონსტრაციას
აწყობენ. ბაჭიას აღელვებისგან ყელი უშრება.
- აქედან უნდა გადავიდე, საყვარელო, ასე აღარ შემიძლი-
ა.
- ჯობია, სახლის შესახებ უფრო მეტი მიამბო. - ჯენისი მის
ხელს ისევ თავის საშოში აბრუნებს. - რამდენი ოთახი იქნება?
ჰარი ეფერება. თითებს ჯერ სამკუთხედის ნაკეცებზე ერთი
მხრიდან უსმევს, შემდეგ მეორე მხრიდან და ნაზად გადადის შუა
ხაზზე, ჩაღრმავებაში და პაწაწინა ცენტრს ფრთხილად ეძებს.
სინდის თმა უფრო მუქი ჩანდა, ვიდრე ჯენისის, ნაკლებად
ხვეული, უფრო ქორფა, ალბათ სინათლის ნემსებივით სხივებზე
და პრიალა, როგორც დედიკო სფრინგერის ძველ პალტოზე
მოვლებული ბეწვი.
- ბევრი საძინებელი არაფერში გვჭირდება, - ეუბნება ჯე-
ნისს. - ერთი დიდი საძინებელი ჩვენთვის, - დიდი სარკე დავ-
დგათ, რომ საწოლში ვჩანდეთ.
- სარკე? ეგ საიდან მოიტანე?
- ახლა ყველას აქვს საძინებელში. სექსის დროს საკუთარ
თავს ხედავ.
- ჰარი! რას ამბობ! არ მომწონს ეგ აზრი.
- ძალიან მოგეწონება. და კიდევ ერთი საწოლი ოთახი,
მეტი არა, თუ დედიკო ჩვენთან დარჩენას ინებებს, ან სტუმრე-
ბისთვის. მაგრამ ისე, რომ ჩვენსას არ ესაზღვრებოდეს, აბაზანა
მაინც უნდა გვყოფდეს სხვა ოთახისგან. სხვა თუ არაფერი, ტე-
ლევიზორის ხმას მაინც აღარ გავიგონებთ. ქვემოთ კი სამზა-
რეულო გვექნება, უახლესი ტექნიკით, სამზარეულოს კომბაინ-
საც ვიყიდით.

532
მკითხველთა ლიგა

- რას ამბობ, ახალი ტექნიკის ძალიან მეშინია. დორის კა-


უფმანმა მითხრა, რომ პირველი სამი კვირა ყველაფერი ერ-
თმანეთში ფაფასავით ეზილებოდა, იმ განსხვავევით, რომ ერთ
დღეს ეს მწვანე ფაფა ჰქონდათ, მეორე დღეს ვარდისფერი.
- ნუ გეშინია, ისწავლი. - ღიღინებს ის, ხელით კი ჯენისის
სხეულზე წრეებს ხაზავს, წრეებს, რომლებსაც თანდათან აფარ-
თოებს და ძუძუებსაც სწვდება, და მერე ისევ ამცირებს და ქალს
ჭიპზე ეფერება, რომელიც ძალიან აგონებს ნასვრეტს 422 შო-
სეზე ნანახი სტრიპტიზის მოცეკვავის საჯდომზე. - ყველაფერს
ინსტრუქციის მთელი ბუკლეტები მოჰყვება, მაცივარსაც ვიყი-
დით, ავტომატურად რომ ყინავს, კედლის ღუმელსაც და სხვათა
შორის, შეგიძლია შენს სიმაღლეზე დაამონტაჟო, ისე, რომ
დახრა აღარ მოგიწევს. მიკროტალღურ ღუმელსაც, ეგ რა
არის, ზუსტად მეც არ ვიცი, სადღაც წავიკითხე, რომ მაშინაც,
თუ მეორე ოთახში ხარ, ტვინსაც კი შეგიბრაწავს. სისველე... ჯე-
ნისი ისე დასველდა, რომ აკრთობს კიდეც, ისეთი გრძნობა ეუფ-
ლება, თითქოს ბაღში ფოთლების ქვეშ ნოტიო მიწას ეხება. ასო
ისე ებერება, რომ სტკივა კიდეც.
- მიწის ქვემოთ ჩასული დიდი მისაღებიც გვექნება, კედ-
ლებზე განათებით, იქ წვეულებებს გავმართავთ.
- წვეულებებზე ვინ გვეყოლება? - ჯენისის სუსტი ხმა ბა-
ლიშში იძირება, როგორც მუმიის სახე მტვერში.
- ოო... - მისი ხელი ლივლივს განაგრძობს, მთელ სხეულ-
ზე წრეებს ხაზავს, სისველე ქვემოდან ძუძუებისკენ მიაქვს, ჯერ
ერთ, მერე მეორე ძუძუს თავზე, თითქოს ნაძვის ხის კენწეროს
ბრჭყვიალებით რთავდეს. - ყველა. დორის კაუფმანი და ყველა
ლესბოსელი ჩოგბურთელი, ვინც კი კლუბში თამაშობს. სინდი
მერქეთიც და მისი ერთგული თანამგზავრი ბადი ინგლფინგე-
რიც, ყველა ის გოგოც, ვნებიანად რომ აქნევს ულამაზეს საჯ-

533
მკითხველთა ლიგა

დომს „ოქროს ალუბალში“ და თავს არ ზოგავს ამერიკის უზ-


რუნველი მომავლისთვის, ყველა ის დიდებული მაჩოც, ვინც კი
„სფრინგერ მოტორსის“ სარემონტო და სათადარიგო ნაწილე-
ბის განყოფილებაში მუშაობს.
ჯენისი მხიარულად კისკისებს. სწორედ ამ დროს ქვემოთ
შემოსასვლელი კარის ხმა ისმის. ნელსონმა პრუ მოინახულა
და მერე, როგორც წესი, ბარში შეიარა, ადრე რომ „ფენიქსი“
ერქვა და ახლა ამაზრზენი ხალხი იქ დროს კლავს. ჰარის გუ-
ლი უმძიმდება, როცა ხედავს, როგორ სარგებლობს ბიჭი თავი-
სუფლებით: ნელსონი საღამოობით სამსახურიდან გათავისუფ-
ლებულია, რომ პრუს მონახულება შეეძლოს, იმისთვის კი არა,
რომ ბარში იაროს და დაბოლდეს. თუ მართლა ასე განიცადა
პრუს ამბავი, რაიმე უფრო ღირებული უნდა გაეკეთებინა, მად-
ლიერების ან თუნდაც, დანაშაულის გამოსყიდვის, თუ რაღაც
სხვა მიზნით. მისი ფეხის ხმის მიხედვით, ნელსონი კარგად
მთვრალია, ბახ, ბუხ, მისაღებში, დივანსა და ვოლტერისეულ
სავარძელს შორის, კიბესთან, აი, ბუფეტში ფაიფური წკარუნებს
და ბოლოს სამზარეულოში გადის, სავარაუდოდ, ლუდისთვის.
ჰარის სუნთქვა ეკვრის, როცა თვალწინ კუშტი, საგონებელში
ჩავარდნილი სახე ეხატება, ხედავს როგორ ეწაფება კიდევ ერთ
ლუდს. ეს ბიჭი უზომოდ ჭამს და სვამს და ამასთანავე, სამყა-
როზეა გაბოროტებული. ის გრძნობს, რომ ბიჭის დედა სუნ-
თქვაშეკრული უსმენს ფეხის ხმას პირველ სართულზე და მის
ხელს ასოზე იდებს. ჯენისის გაწაფული ხელი მაშინვე იწყებს
ჩვეულ მოძრაობებს. ქვემოდან ისევ ისმის ნელსონის ფეხის
ხმა, უკან, ვოლტერისეული სავარძლისკენ ბრუნდება. ჰარი ჯე-
ნისში ველურად შედის და ხრინწიანი ხმით არწმუნებს:
- ძალიან მოგეწონება, შენ თვითონ ნახავ, შეგიყვარდება
ის სახლი.

534
მკითხველთა ლიგა

ნელსონი და პრუ დედიკო სფრინგერის დიდებული ზღვის-


ფერი „კრაისლერით“ ბრუერში მიდიან.
- ვერც კი წარმოიდგენ, დედა დაიყოლია და თავისთვის
სახლის ყიდვა უნდათ. დედა ამბობს, რომ უკვე ექვსი სახლი ნა-
ხეს, მაგრამ ყველა ძალიან დიდია მათთვის. მამა კი ეუბნება,
რომ მასშტაბურად აზროვნების დროა. მგონი, მამაჩემმა გააფ-
რინა.
- საინტერესოა, ეს გადაწყვეტილება რაიმე კავშირშია
ჩვენს აქ გადმოსვლასთან? - მშვიდად ეკითხება პრუ. მას სურ-
და, რომ ის და ნელსონი გადასულიყვნენ ცალკე პატარა ბინა-
ში, სადმე წვრილთან, ჯეისონთან და პემთან ახლოს. ვერაფ-
რით ხვდება, რატომ უნდა იცხოვროს ნელსონმა ბებიასთან.
ნელსონში კი, თავდაცვის საშუალება - ბრაზი დუღს.
- ვერ ვხვდები, რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი რეაქცია. ნე-
ბისმიერი ნორმალური მამა ბედნიერი იქნებოდა. სახლში უამ-
რავი ადგილია, ბებიას მარტო დატოვება როგორ შეიძლება.
- მგონი, მათი სურვილი ბუნებრივია. - პასუხობს ცოლი. -
ალბათ მათ ასაკში საკუთარი სახლის ქონა ნორმალურია.
- რა არის ბუნებრივი, მოხუცების ბედის ანაბარა მიტოვე-
ბა?
- ჩვენ ხომ მასთან ვართ.
- მხოლოდ დროებით.
- თავიდან მეც ასე ვიფიქრე, ნელსონ, მაგრამ ახლა ვხე-
დავ, რომ არანაირი სურვილი არ გაქვს, ჩვენი საკუთარი სახლი
გვქონდეს. ვერ აიტან ცხოვრებას, სადაც მხოლოდ მე და შენ
ვიქნებით.
- ვერ ვიტან პატარა ბინებს და ვერც იმ კოოპერატიულ
სახლებს.

535
მკითხველთა ლიგა

- რა პრობლემაა, კი არ გეწუწუნები. იქ თავს როგორც სა-


კუთარ სახლში, ისე ვგრძნობ, ბებია ძალიან მიყვარს.
- მეზიზღება პატარა ძველი სახლები ქალაქის ცენტრში,
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს უბანი თითქოს გამოცოცხლდა
იმ პატარა მაღაზიების წყალობით, რომელიც ძირითადად ჰო-
მოსექსუალებსა და მუდმივად დაბოლილ შავ-თეთრ წყვილებს
ემსახურება. ეს ყველაფერი კენტს მაგონებს. არადა, იქიდან აქ
გამოვიქეცი, რომ იმ სიყალბესთვის თავი დამეღწია. და აქ კი,
ვიღაც, წვრილის მაგვარი, თითქოს ყველა დამკვიდრებულ წესს
ეწინააღმდეგება, ნორმები და ცხოვრება ფეხებზე კიდია, კულ-
ტურაც, კოკაინს ყნოსავს, მესკალინზე ზის და ათას საზიზღრო-
ბას სჩადის, მაგრამ იცი, სად მუშაობს? ელექტროკომპანიაში,
დაიმონდში. ქვითრებს წერს და კონვერტში აწყობს. თუ ათი წე-
ლი გაძლებს და იმუშავებს, დააწინაურებენ კიდეც. ჩვეულებრი-
ვი სახელმწიფო მოხელეა, კლერკი. ასე არ გამოდის?
- რევოლუციონერობაზე თავს არც დებს. ლამაზი ტანსაც-
მელი და ბიჭები უყვარს, სულ ესაა.
- ადამიანი თანმიმდევრული უნდა იყოს. - პასუხობს ნელ-
სონი, - არა მგონია, სამართლიანი იყოს, საზოგადოება თან
წველო და თან მასხრად აიგდო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც
შენ უფრო მომეწონე, ვიდრე მელანი, ის იყო, რომ ის შეიშალა
მთელ ამ რადიკალურ იდეებზე, შენ კი არა.
- არ ვიცოდი, - პრუ უფრო მშვიდად პასუხობს. - რომ მე და
მელანი კონკურენტები ვიყავით. ერთმანეთით გული იჯერეთ ამ
ზაფხულს?
ნელსონი წინ გზას გაჰყურებს და ნანობს, რომ თავისი აღ-
სარებით ეს საკითხი წამოჭრა. ბრუერში საშობაო განათებები
ჩართეს, - წითელი და მწვანე ნათურები და მოციმციმე ზიზილ--
პიპილები უთოვლო ქუჩის თავზე თითქოს ჩამკვდარია. ნელ-

536
მკითხველთა ლიგა

სონს ახსოვს მის ბავშვობაში ნამდვილი საზეიმო განწყობა,


დაუშურებელი განათება, მაშინ ხომ ელექტროენერგიას ასე არ
ზოგავდნენ, და ისიც კარგად ახსოვს, რომ ვანდალიზმი თით-
ქმის არ ხდებოდა. მაშინ ყოველ ლამპიონს დიდი ნამდვილი
ნაძვის ხისგან დამზადებული გვირგვინი ეკიდა (ნაძვი იქვე, მთა-
ზე იზრდებოდა), ხოლო მხიარული სანტა თეთრ--
ვერცხლისფერ ეტლში იჯდა, რომელშიც რვა შუშისთვალება
ჩრდილოეთის ირემი იყო შებმული. სანტაც და ირმებიც, ნამ-
დვილი რომ გგონებოდა, „კროლის“ მეორე სართულსა და
გვერდითა შენობის სახურავს შორის გაბმული თოკებით ეკიდა.
იმ შენობაში მაშინ თამბაქო იყიდებოდა, ახლა კი საერთოდ
აღარ არსებობს. ქალაქის ცენტრში, მეოთხედან და მეშვიდე ქუ-
ჩამდე ვიტრინები ხის ფერად-ფერადი ჯარისკაცებით, აქლემე-
ბითა და ჯადოქრებით იყო მორთული, საღამოობით კი საყიდ-
ლებზე გამოსულ ხალხს გვერდს ვერ აუვლიდი, გადახურებული
მაღაზიებიდან გამოდიოდა სიცხე, ნაძვის ხესავით ჩხვლეტია სი-
ცივეში იფანტებოდა და შეუძლებელი იყო ეჭვი შეგპარვოდა,
რომ სადღაც იქვე, ქალაქთან ახლოს, წყვდიადში, ჩვილი იესო
დაიბადა. ახლა ყველაფერი პათეტიკურად ჩანს. ქალაქის
ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდა და ცენტრშიც ნახევარზე მეტი მა-
ღაზიის ნაცვლად ცარიელი ჯიხური დგას.
- მითხარი, - თავს არ ანებებს პრუ. - ვიცი, რომ თქვენ შო-
რის რაღაც მოხდა.
- საიდან იცი?
- ვიცი.
ნელსონი ფიქრობს, რომ ახლა დათმობა არ შეიძლება,
ჯობს, პირიქით, თავად შეუტიოს. ახლა რომ დათმობაზე წავი-
დეს, ნამდვილად თავზე დააჯდება.

537
მკითხველთა ლიგა

- არაფერიც არ იცი. - ეუბნება ის, - მხოლოდ ის იცი, რომ


მაგრად უნდა მოეჭიდო იმას, რაც მუცელში გიზის. მხოლოდ ეს
შეგიძლია. სულ გაგიჟდი.
ახლა პრუ გასცქერის გზას. ხელზე თეთრი სახვევი მისი
მზერის არეალის კუთხეში თეთრ ლაქად ხვდება. ნელსონს
თვალს ჭრის ეს სადღესასწაულოდ განათებული წერტილები,
დეკემბრის ღამეს რომ ხვრეტენ. რამდენიც უნდა იმდენი ითამა-
შოს წამებულის როლი. ასეა, როცა სიმართლეს ამბობ, პასუ-
ხად მხოლოდ გლოვას იღებ.
ბებოს ძველი მანქანა ახალივით კი დადის, მაგრამ ძალი-
ან მძიმედ. აბა, რა იქნება, იმდენი რკინა დაახარჯეს, ხელთათ-
მანების შესანახი პატარა უჯრაც კი მეტალისაა. როცა პრუ ასე
მუნჯდება, ნელსონი პირში სპეციფიკურ გემოს გრძნობს ხოლმე
- უსამართლობის გემოს. მას არ უთხოვია დაორსულებულიყო,
არავის უთხოვია. და ახლა, როცა ნელსონი მასზე დაქორწინ-
და, კიდევ ხმას იღებს და წუწუნებს, რომ საკუთარი ბინა არ
აქვს? საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, ერთს თუ მიიღებენ, მერე
აუცილებლად, მაშინვე, სხვა რამესაც ითხოვენ. ქალები. ვერ
ამოავსებ, ორმოს გვანან, ერთ რამეს ჩააგდებ, მერე მეორეს
და ასე დაუსრულებლად, მაინც არაფერი ჰყოფნით, მთელ
ცხოვრებას მიუძღვნი და ისინი კი, მაშინ, როცა ყველაფერი
ნათქვამი და გაკეთებულია, სევდიანად იღიმებიან ალმაცერი
ღიმილით და წუხან, რომ მეტი ვერაფერი მოახერხე. უკვე საკ-
მაოდ ღრმად შეტოპა და ეს გოგო ამაზე ღრმად ვერ შეიყვანს.
ზოგჯერ, როცა უკნიდან უყურებს, თვალებს არ უჯერებს, რამხე-
ლა გახდა. თეძოები გაუფართოვდა, თითქოს ქალი კი არა,
ფარდულია, ხოლო იქ პატარა ვარდისფერი არსება კი არა,
რქიანი თეთრი მარტორქაა დაბუდებული და ნელსონს მასთან
ზუსტად ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც იმ წინწკლებიან კაც-

538
მკითხველთა ლიგა

თან, მთვარეზე რომ დადის. აი, რა შეუძლიათ ძუკნებს, როცა


საქმეში ბუნება ერევა - ყველაფერი კონტროლიდან გამოდის.
პირში გემო გაუსაძლისი ხდება - სხვა გზა არაა, უნდა
თქვას.
- თუ სექსზე ვილაპარაკებთ, - ამბობს ის. - ჩვენზე რას იტ-
ყვი?
- მგონი, ჩემთვის არ შეიძლება, უკვე ბოლო თვეში ვარ.
თანაც საშინლად დავმახინჯდი.
- დამახინჯდი თუ არა, მაინც ჩემი ხარ. ჩემი ბებრუხუნა.
- ისე მეძინება, ვერ წარმოიდგენ. თუმცა, მართალი ხარ.
მოდი, დღეს ვისიამოვნოთ. სახლში ადრე დავბრუნდეთ. თუ ვინ-
მე „ლეიდ-ბექში“ თავისთან დაგვპატიჟებს, არ წავიდეთ.
- ხომ ხედავ, ჩვენი საკუთარი ბინა რომ გვქონდეს, რაზეც
ასე გიჟდები, ჩვენც მოგვიწევდა წვეულებების გამართვა. ბებოს-
თან კი, ამისგან მთლიანად დაცულები ვართ.
- იქ თავს მართლაც მშვიდად ვგრძნობ. - ამბობს პრუ და
ოხრავს. ამით რისი თქმა უნდა? ალბათ, არაა საჭირო, საღა-
მოობით გარეთ გამოიყვანოს ხოლმე: ის ახლა უკვე ოჯახის კა-
ცია, მუშაობს კიდეც და გართობაზე ფიქრს თავი უნდა დაანე-
ბოს. ნელსონს სამსახური თავზარს სცემს. ყოველ სამუშაო
დღეს საშინელი მუცლის ტკივილით იღვიძებს, თითქოს შიგნი-
დან ვიღაც ღრღნის, ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ სწორედ
მას ჰყავს მუცელში ვიღაც - ის თეთრი მარტორქა. ის სპორტუ-
ლი მანქანები ისევ გაუყიდავი დგანან და მიშტერებიან, ხოლო
ჯეიკი და რუდი ვერაფრით ეგუებიან მის გადაწყვეტილებას, სკუ-
ტერის მაღაზიაში შემოტანის შესახებ და ისე უყურებენ, თითქოს
ნელსონი მამას ბოროტად განზრახ ეხუმრა, მაშინ, როცა მას
ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია. იმ ბიჭმა ისე სთხოვა, რომ
უარი ვერ უთხრა, აი, „მერკურის“ კი სიამოვნებით მოიშორებდა

539
მკითხველთა ლიგა

თავიდან, რაც შეიძლება მალე, რადგან ის სულ იმ პერიოდს


ახსენებს, როცა მამა მასხრად იგდებდა და მისი მოსმენაც არ
უნდოდა. ასე რომ, ნელსონს ამ ორი მანქანის დალეწვა მოუხ-
და, როგორმე მამას სახიდან დამცინავი ღიმილი რომ მოეშო-
რებინა.
სადემონსტრაციო დარბაზის იატაკი მისთვის სცენაა, რო-
მელზეც კი დგას, მაგრამ როლი ჯერ კარგად არ იცის. ეეს, შე-
საძლოა, იმ ნარკოტიკების ბრალია. კოკაინი ცხვირის ძგიდეს
წვავს. ახლა ამბობენ, რომ მარიხუანა ტვინის უჯრედებს
აზიანებს, ხოლო ტატრაჰიდროკანაბოილი ცხიმოვან უჯრედებ-
ში ილექება და მერე მთელი თვეები გამოშტერებული დადი-
ხარ. რამდენი თინეიჯერი იცის, მკერდი რომ აქვს ზედმეტად
განვითარებული იმიტომ, რომ ორგანიზმს სადღაც ცამეტი
წლის ასაკში რაღაც დააკლდა. ბოლო დროს ნელსონი ხედავს
- სიზმარში კი არა, ცხადად, როცა თვალგახელილი დგას - ადა-
მიანებს, რომელთაც ცხვირის ნაცვლად ნასვრეტები აქვთ, ალ-
ბათ იმიტომ, რომ კოკაინი მოუვიდათ ზედმეტი. აან, აი, პრუ
რომ იწვა საავადმყოფოში - გვერდით პატარა ვარდისფერთვა-
ლა მარტორქა ეწვა. შესაძლოა, ეს ხილვა პრუს თაბაშირში ჩას-
მული ხელის ბრალი ყოფილიყო. ახლა ის ქათქათა არტაშანი
დაბინძურდა, აქა-იქ იფშვნება და ქვემოდან ბინტი აქეთ-იქით
ფრიალებს. და მამა. ის სულ უფრო და უფრო დიდდება, აღარ
დარბის, კანიც ისე უბზინავს, თითქოს მისი ფორები საკვებს პირ-
დაპირ ჰაერიდან იწოვს.
ბავშვობაში ნელსონს ერთი წიგნი ჰქონდა, სქელი,
პრიალა ფერადი ყდით და საიზოლაციო ლენტივით შავი ყუით.
იქ ერთი ნახატი ახსოვს: გოლიათი დაკენკილი მწვანე სახით,
სახეზე აქა-იქ ამოჩრილი თმა, საშინელი ღიმილი, რომელიც
შემზარავ გამომეტყველებას აძლევდა: საზარელი ტუჩების ქვეშ

540
მკითხველთა ლიგა

ყველა გოლიათისთვის დამახასიათებელი უზარმაზარი მეჩხე-


რი კბილები მოუჩანდა. გოლიათი გამოქვაბულში იხედებოდა,
სადაც პატარა ბიჭი და გოგონა, სავარაუდოდ და-ძმა, ზღაპრის
გმირები, ერთმანეთს მიყრდნობილები, სიბნელეში მობუზულე-
ბი ისხდნენ და შიშისაგან ვერც განძრევას ბედავდნენ, ვერც სუნ-
თქვას. სურათზე სიბნელეში მხოლოდ მათი ზურგები ჩანდა. ბავ-
შვებს შიშის ზარს ეს ვეებერთელა, დასივებული, მოზეიმე სახე
სცემდათ, რომელიც გამოქვაბულიდან მზეში გასასვლელს
მთლიანად ფარავდა. სწორედ ასეთ გოლიათად აღიქვამს
ნელსონი ამ ბოლო დროს მამას: თავად, ნელსონი გვირაბში
დგას, ხოლო გვირაბის შორეული ბოლო, საიდანაც წესით ის
მზის შუქზე გააღწევს, მამას სახითაა ჩახერგილი. კაცს წარმოდ-
გენაც კი არ აქვს, რომ ასეთ როლს ასრულებს ბიჭის ცხოვრე-
ბაში, როცა სახეზე სევდიანი ღიმილი ედება, როცა ჟესტებით
აშკარად აგრძნობინებს, რომ შვილზე ხელი აქვს ჩაქნეული და
იმედგაცრუებული გამომეტყველებით ზურგს აქცევს მას. ჰო,
ესაა მიზეზი - მან მამას იმედები ვერ გაამართლა. სრულიად
განსხვავებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე არის და ახლა მაღა-
ზიაში ყველა მამაკაცი, არა მხოლოდ ჯეიკი და რუდი, არამედ
მენიც, მექანიკოსებიც, ყველა ზეთში ამოვლებული ხელოსანი,
რომელთაც მხოლოდ თვალები უნათებთ თეთრად, უცქერს და
იმავეს ხედავს: არა, ის არ ჰგავს მამას, სიმაღლითაც კი არ და-
ემსგავსა და აინუნშიც არ არიან, რომ მთელ სამყაროში არავი-
ნაა ნელსონის გარდა იმის მოწმე და მთქმელი, რომ მამამისი
დამნაშავეა, ფლიდი, მხდალი და მკვლელი. და როცა ის ამის
თქმას აპირებს, პირიდან ხმა არ ამოსდის, მთელი სამყარო
დასცინის, როცა ხედავს, როგორ დგას პირდაღებული და მდუ-
მარე. გოლიათი გამოქვაბულში იხედება და იღიმის, ნელსონი
კი გვირაბში უკან-უკან იხევს და სიღრმეში ეფლობა. ნელსონს

541
მკითხველთა ლიგა

„ლეიდ-ბექი“ იმიტომაც უყვარს, რომ იქ თავს მყუდროდ


გრძნობს, კვამლითა და ალკოჰოლით გაჟღენთილი, ისიც გვი-
რაბივითაა, მაგიდის ქვეშ ერთმანეთს მოსაწევს აწოდებენ და
ყველაფერი დაშვებულია, ისინი ხომ ყველანი ერთად არიან ამ
გაბუღულ გვირაბში - მშიშრებიც და ხელმოცარულნიც, რა მნიშ-
ვნელობა აქვს, ყურადღება არ უნდა მიაქციო, ვინ რას ბოდავს,
მაინც არავინ აპირებს არც „ტოიოტის“ ყიდვას, არც დაზღვევის
და არც სხვა არაფრის. ხომ შეიძლება, შეიქმნას ისეთი საზოგა-
დოება, სადაც ადამიანებს მისცემენ იმას, რაც სჭირდებათ? მა-
მიკო იტყოდა, რომ მართალია, ეს მხოლოდ ფანტაზიაა, მაგ-
რამ მეორე მხრივ, აი, ამ პრინციპით არსებობენ ცხოველები.
- დარწმუნებული ვარ, მელანისთან იწექი. - ამბობს პრუ
ბარაკებში მცხოვრებისთვის დამახასიათებელი მთვლემარე კა-
ტასავით მშრალი, თანაბარი ხმით. ერთი ტონი და მორჩა.
ნელსონი ჯაბახანა „კრაისლერით“ კუთხეში დამუხრუჭების
გარეშე უხვევს, პაინ სთრითზე ცალმხრივი მოძრაობაა, ნელ-
სონს უნდა, ბართან რაც შეიძლება ახლოს გაჩერდეს, რომ
პრუს ფეხით სიარული ბევრი არ მოუწიოს.
- ასეც რომ იყოს, მერე რა? - პასუხობს ნელსონი. - მაშინ
დაქორწინებული არ ვიყავით. ახლა ამას რა მნიშვნელობა
აქვს?
- შენთვის არავითარი: ყველასთვის ცნობილია, რომ ხე-
ლიდან შანსს არ უშვებ, ყველაფერს შენკენ ეწევი, ხარბი ხარ.
ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ, რომ ის ჩემი მეგო-
ბარია და ვენდობოდი. ორივეს გენდობოდით.
- ღვთის გულისათვის, სნიველ, ნუ ჩხავიხარ.
- სულაც არ ვჩხავიხარ.
ნელსონს უკვე წარმოუდგენია, როგორ იჯდება მთელი სა-
ღამო გაბუსული პრუ „ლეიდ-ბექში“ მის გვერდით, კრინტსაც არ

542
მკითხველთა ლიგა

დაძრავს და ზედაც არავის შეხედავს. ამ გოგოს აღარაფერი ეს-


მის მუცელში ჩვილის დარტყმების გარდა. მოტეხილი ხელი
პრუს კიდევ უფრო სასაცილოს ხდის, მუცელი, არტაშანი და და-
ნარჩენი ყველაფერი და ისიც, რომ ნელსონი მას ასე სასაცი-
ლოდ ხედავს... ნელსონს ამის გამო პრუ ცოტათი ეცოდება კი-
დეც, ვიდრე არ ახსენდება, რომ გოგოს საწუწუნო არაფერი
აქვს, თავად ნამდვილად ზრუნავს მასზე. აი, აქაც მოიყვანა, მა-
შინ, როცა ბევრი ბიჭი ამას არ გააკეთებდა.
- ეი, - ბუტბუტებს ნელსონი. - მიყვარხარ.
- მიყვარხარ, ნელსონ. - პასუხობს გოგო და კალთიდან
ხელს იღებს, თაბაშირიანს კი არა, ჯენმრთელს, ნელსონი ცალ
ხელს საჭეს უშვებს და ცოლს ხელზე უჭერს. მაინც ძალიან უც-
ნაურია, რაც უფრო იბერება შუა ნაწილში, მით უფრო უთხელე-
ბა და უშრება სახე და ხელები.
- ორი კათხა და უკან წამოვიდეთ. - ჰპირდება გოგოს. იქ-
ნებ დღეს ის თეთრშარვლიანი გოგონა დახვდეს. ის ზოგჯერ
ზორბა ჯეიმისთან ერთად შემოივლის ხოლმე და ნელსონის-
თვის აშკარაა - გოგოს ძალით მოჰყავს ჯეიმი იქ, მას უყვარს იქ
ყოფნა, ჯეიმის კი იქაურობა დიდად გულზე არ ეხატება.
„ლეიდ-ბექმა“ ახალი სახელით ისეთი პოპულარობა
მოიპოვა, რომ ფაინ სთრითზე პარკირება შეუძლებელია. არ
უნდა, პრუმ ამ ყინვაში იაროს, თუმცა, ექიმი ამბობს, რომ ეს
ვარჯიშია და პრუს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება. ბავშვობაში
ნელსონს დეკემბერი უყვარდა, რადგან თვის ბოლოს შობა მო-
დიოდა. ისეთი ემოციებით ელოდა ყველაფერ იმას, რაც მთელ
სამყაროს მისთვის მოჰქონდა, რომ ვერ ამჩნევდა, გარს სიცივე
და წყვდიადი სულ უფრო და უფრო მჭიდროდ როგორ ეკვრო-
და. ახლა მამას დედა დასასვენებლად მიჰყავს რომელიღაც
მოდურ კუნძულზე, თანაც მარტო კი არ მიდიან, იმ თავის გახ-

543
მკითხველთა ლიგა

რწნილ კამპანიასთან ერთად. მაშინ, როცა ნელსონი აქ სიცი-


ვით იკანკალებს და მაღაზიაში მოწყენილობით მოკვდება, ისი-
ნი ცხელ ქვიშაზე ინებივრებენ, მზეს მიეფიცხებიან. უსამარ-
თლობაა. იმ გოგოს ყოველთვის თეთრი შარვალი კი არ აცვია,
ბოლოს მოდურ, გვერდით ჩაჭრილ ქვედაბოლოში ნახა. აი, იქ,
ყოფილი „ვერითი პრესის“, აგურის დაბალი შენობის წინ, მან-
ქანის გასაჩერებელი ადგილია, ძველ, ორტონიან „ფეირლეინ-
სა“ და ბრინჯაოსფერ „ჰონდას“ შორის უნდა შეძვრეს, ადგილი
ზუსტად მისი მანქანის სამყოფია. ასეთ ვიწრო ადგილებში პარ-
კირების საიდუმლო ისაა, რომ შენი მანქანის უკანა ნაწილი ზუს-
ტად მეორე მანქანის ფარების წინ უნდა მოახვედრო, ამასთან,
შენი მანქანა ტროტუარიდან ძალიან შორს არ უნდა გააჩერო,
თორემ უკან გამოსვლას ვერ მოახერხებ და სამუდამოდ გაეჩ-
ხირები. და ნუ შეგეშინდება მარცხენა მხრიდან მეორე მანქანას-
თან ახლოს მისვლა, რეალურად, გაცილებით მეტი ადგილი
გაქვს, ვიდრე ჩანს. „ფეარლეინთან“, ისე ახლოს მიდის, რომ
პრუ უნებურად ყვირის „ნელსონ“!
- ვხედავ, ვხედავ, მოკეტე და მაცალე, ნუ მაბნევ. - ამბობს
ნელსონი. მძიმე, ხავერდის შალითაში ჩასმულ საჭეს ატ-
რიალებს, ისეთი მძიმე სამართავია, თითქოს მანქანა კი არა,
საკრუიზო გემია. ძრავას გათიშავს და მანქანა ყინულზე მოცეკ-
ვავესავით წამში ადგილზე გაიყინება. ღმერთმანი, მოციგურავე-
თა კოსტიუმებზე სექსუალური არაფერია. როგორ უფრიალებთ
პაწაწინა კაბები, როცა უკანალგაბზეკილები სრიალებენ, ნელ-
სონი „ჰონდას“ საკმაოდ დაბლა ჩამჯდარ ფარებს თვალს არ
აშორებს და ახსენდება, მაშინ, როცა ის გოგო ბარის წინ მაღალ
სკამზე ჯდებოდა, გვერდიდან როგორ გადაეხსნა ქვედაბოლო
და გრძელი, ბრჭყვიალა ფეხი მთლიანად, ტერფიდან თეძომდე
გამოუჩნდა. იმის მიშნად, რომ ნელსონი იცნო, მორიდებულად

544
მკითხველთა ლიგა

გაუღიმა. ბებოს მოუქნელი „კრაისლერი“ მორჩილად მის-


რიალებს ორ მანქანას შორის და ნელსონი, თავდაჯერებული,
რომ იდეალურად ჩაატევს მანქანას, ვერც კი იგებს ხრჭიალს,
როცა მეტალი მეტალს ეხახუნება და გონს მხოლოდ მაშინ მო-
დის, როცა ჯაბახანა უკვე შუამდე გაფხაჭნილია და პრუ კი ისე
ყვირის, თითქოს მშობიარობა დაეწყო:
- ვაი!
ვებ მერქეთი ამბობს, რომ ოქროს ფასმა დღეისათვის
ზღვარს მიაღწია. პატარა ამერიკელ ადამიანს ოქროს ციებ--
ცხელება შეეყარა და თანდათან ფასს დაიკლებს. აი, ვერცხლი
კი სულ სხვა საქმეა - ძმები ჰანთები ტეხასში ყოველდღიურად
მილიონი დოლარის ვერცხლის საბადოების აქციებს ყიდულო-
ბენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთმა საქმოსნებმა კარგად იციან,
რასაც აკეთებენ. ჰარი დარწმუნებულია, რომ უმჯობესია, ოქრო
ვერცხლში გადაცვალოს.
ჯენისი ისედაც აპირებდა ცენტრში საშობაო საყიდლებზე
წასვლას, ასე რომ, ერთმანეთს „ბლითების სახლში“ შეხვდები-
ან, ისადილებენ და ბრუერის საკრედიტო ბანკში შეივლიან,
რომ სეიფიდან ის ოქრო გამოიტანონ, ჰარიმ სამი თვის წინ 11.
314. 20 დოლარად რომ შეიძინა. ბანკში, იმ განყოფილებაში,
სადაც კლიენტი თავის სეიფს ინახავს, ჰარი სადაზღვევო საბუ-
თებისა და სახელმწიფო ობლიგაციების ქვეშიდან ორ ცისფერ
ცილინდრს იღებს, რომელთაც თოჯინის სახლის უნიტაზის და-
საჯდომივით სახურავები ახურავთ, ჯენისს ხელისგულზე ადებს
- თითოს თითოზე - და სიამოვნებისაგან იბადრება, როცა ხე-
დავს, ჯენისს ოქროს სიმძიმე უწინდებურად როგორ ანცვიფ-
რებს. შემდეგ, ორივე სოლიდური მოქალაქის სახით გრანიტის
დიდ სვეტებს შორის გასასვლელისკენ მიემართება, ბანკიდან
დეკემბრის ძუნწ მზეში გამოდიან, ჭრიან ტყეს, სადაც გაფუჭებუ-

545
მკითხველთა ლიგა

ლი შადრევნები და ფერადი საღებავით დაწერილი სახელებით


აჭრელებული ცემენტის ბენჩები დგას და უაიზერ სთრითის და-
სავლეთით საშობაო ნივთებით მოვაჭრე პატარა მაღაზიების
ორ კვარტალს გადიან. მხოლოდ პატარა, დაქანცული პუერტო-
რიკოელი ქალები თუ შედიან ამ იაფფასიან მაღაზიებში და კი-
დევ მოსწავლეები, რომლებიც ახლა წესით სკოლაში გაკვეთი-
ლებს უნდა ესწრებოდნენ. აქვე მოჩანს ვისკისგან დასივებული,
წვერგაუპარსავი პენსიონერების გაშტერებული სახეები. ისინი
ქარხანა-ფაბრიკებმა მთელი ცხოვრება გამოიყენეს და მერე
უბოდიშოდ გარეთ გაუძახეს. ახლა ბინძურ დალიანდაგებულ
ქურთუკებში და მონადირის ქუდებში ამ პარკში უმიზნოდ სხე-
დან.
ჰარი ალუმინის ლამპიონების გვერდით მიდის და ესმის,
როგორ შრაშუნობენ ქარს აყოლილი ფოლგის გვირგვინები.
ოქრო, ოქრო, ოქრო. მღერის ჰარის გული. ის პალტოს ორივე
ჯიბეში თანაბარ სიმძიმეს გრძნობს და იმასაც, ეს სიმძიმეები მი-
სი ფეხის ნაბიჯის რითმში როგორ ქანაობენ. გვერდით ჯენისი
ჩქარი ნაბიჯით მოჰყვება - ლამაზი, ჩექმამდე ჩამოსულ ქურქში
ჩათბუნული. ხელში საშობაო ფუთები უჭირავს, რომელთა ქა-
ღალდები ისევე შრიალებენ ქარში, როგორც ფოლგის გვირ-
გვინები. ჰარი ორივეს ფეხსაცმლის მაღაზიის შესასვლელში
დალაქავებულ - დაკაწრულ სარკეში ხედავს: თავად - მაღალი,
გამართული, თეთრი პირისახით. ჯენისი - პატარა, შავგვრემანი,
მის გვერდით მიიჩქარის, წვივებზე მაღალქუსლიანი ხარისსის-
ხლისფერი ელვაშესაკრავიანი ტყავის ჩექმა მჭიდროდ ეტმას-
ნება. სიარულის დროს მუხლებით ქურქის კალთებს აქეთ-იქით
ყრის, მისი ბრწყინვალე სილუეტი ისეთივე თვალში საცემია,
როგორც თავისი შავი პალტო და ირლანდიული ქუდი, რაც იმა-
ზე მიანიშნებს, რომ ისინი ცხოვრებას კარგად მორგებული ადა-

546
მკითხველთა ლიგა

მიანები არიან და შეუძლიათ თავს უფლება მისცენ აი, ასე, ღი-


მილით ჩაუარონ გვერდი მათ, ვინც გაბოროტებული თვალე-
ბით უმზერთ და ყურადღება არ მიაქციონ.
„ფინანსური ალტერნატივები“, ფანჯარაზე ერთ წვრილ
ზოლად შეკრებილი ჟალუზებით, გვერდითა კვარტალში მდე-
ბარეობს. - იმ კვარტალში, რომელიც ოდესღაც ცუდი რეპუტა-
ციით იყო ცნობილი, თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ
ახლა ქალაქის მთელ ცენტრს სახელი აქვს გატეხილი, უკვე
არაფრით აღარაა სხვა კვარტალებზე უარესი. შიგნით, გრძელ-
ფრჩხილებიანი პლატინისფერთმიანი გოგონა ჰარის მაშინვე
ცნობს, უღიმის და მოსაცდელი ოთახიდან ჯენისისთვის სკამი
მოაქვს. გოგონა სადღაც შორეულ ადგილას რეკავს, მერე თა-
ვის პატარა კალკულატორზე ციფრებს კრეფს და ჯენისსა და
ჰარის, რომლებიც თავის სქელ პალტოებში გაუნძრევლად სხე-
დან, აცნობებს, რომ ოქროზე ფასი საკმაოდ კი გაიზარდა, მაგ-
რამ მას თითო მონეტაში მხოლოდ 488.75 დოლარის შეთავა-
ზება შეუძლია. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეადგენს - მისი თი-
თები მსუბუქად დარბის კალკულატორის ღილაკებზე, ხოლო
კალკულატორზე კი, თითქოს მაგნიტმა მოიზიდაო, უცებ ჩნდება
ციფრები. 14. 622. 50 დოლარი. ჰარი მოულოდნელობისგან
ხტება, დაუჯერებელია, რომ თავისი მონეტებით თვეში ათასი
დოლარი მოიგო და გოგონას ეკითხება, რამდენი ვერცხლის
შეძენა შეუძლია ამ თანხით. გოგონა ისეთი სახით უყურებს წამ-
წამების ქვემოდან, გეგონება ის მხოლოდ მანიკიურს კი არა,
უკანა ოთახში მასაჟსაც აკეთებს და არ იცის, როგორ შესთავა-
ზოს. ჯენისი ამ დროს სიგარეტს უკიდებს. კვამლი გოგონას მა-
გიდას კვეთს და წამლავს კეთილ ურთიერთობას, რომელიც ჰა-
რისა და ამ მეტალიკურ საცდუნებელს შორის დამყარდა.
გოგონა ახსნას იწყებს:

547
მკითხველთა ლიგა

- ჩვენ გვაქვს ვერცხლი არა მეტალის, არამედ სამოცდა-


ხუთ წლამდე გამოშვებული დოლარების სახით. თუმცა, მათ მე-
ტალის ფასად გთავაზობთ.
- მეტალის ფასად? - ეკითხება ჰარი. - მას წარმოედგინა,
რომ რაღაც ძალიან მძიმე მეტალის ნაჭერს მისცემდნენ, რო-
მელსაც ისევე შეასრიალებდა ბანკის სეიფში, როგორც უკანო-
ნო იარაღს.
გოგონა მოთმინებით უყურებს. მის აუღელვებლობაში რა-
ღაც სულისშემხუთველი იგრძნობა - თითქოს ძვირფასმა მეტა-
ლებმა თავისი სრიალა სიმძიმე გადასცესო.
- იცით, წარმოიდგინეთ ძველებური ბორბალი. - საილუს-
ტრაციოდ ის საჩვენებელი და ცერა თითებით რგოლს აკეთებს.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათი გამოშვება თხუთმეტი
წლის წინ შეწყვიტა. თითოეული მონეტა ნულ-სამოცდათხუთმეტ
ტრუას უნცია ვერცხლს შეიცავს. დღეისთვის ვერცხლის ფასია....
- გოგონა ვანილისფერ ღილაკიანი ტელეფონის გვერდით ქა-
ღალდს დაჰყურებს, 23.55 დოლარი ტრუას უნციაზე. ერთი მო-
ნეტის ფასი გამოდის... ჩვენ არ ვთვლით კოლექციურ ღირებუ-
ლებას, - ისევ კალკულატორს იღებს 17.66 დოლარი. ზოგი მო-
ნეტა რამდენადმე გაცვეთილია, ამიტომ, თუ თქვენ და თქვენი
მეუღლე მათ ყიდვას გადაწყვეტთ, გარკვეულ ფასდაკლებასაც
გაგიკეთებთ.
- თუ სწორად გავიგე, ეს ძველი მონეტებია? - ეკითხება
ჯენისი დედიკო სფრინგერის ხმით.
- ძველიც გვაქვს და ახალიც. - აუღელვებლად პასუხობს
გოგონა. - ჩვენ მათ კოლექციონერებისგან ვყიდულობთ მას
შემდეგ, რაც ისინი იმას იკვლევენ, რაც მათთვის ძვირფასი და
საყურადღებოა.

548
მკითხველთა ლიგა

ეს ის არაა, რისთვისაც ჰარი აქ მოდიოდა, მაგრამ ვები


იფიცება, რომ ვერცხლში ფულის ჩადება საუკეთესო დაბანდე-
ბაა.
- რამდენი ვერცხლის ყიდვა შეგვიძლია ამ ოქროთი? -
ეკითხება ჰარი.
კალკულატორის კლავიშებზე ნამდვილი ქარიშხალია: 14.
662. 50 მაგიურ ციფრად, 888-დ გარდაიქმნება. 888 ვერცხლის
დოლარიანი თითოეული 16. 50 დოლარად. ამაში შედის საპ-
როცენტო და საშემოსავლო. ბაჭიასთვის 888 ძალიან ბევრია,
თუნდაც ეს ასანთის ღერი იყოს. ჯენისს ეკითხება:
- საყვარელო. რას ფიქრობ?
- ჰარი, სიმართლე რომ გითხრა, აზრზე არ ვარ. კაპი-
ტალს შენ აბანდებ.
- მართალია, მაგრამ ფული ხომ საერთოა.
- შენ ოქროს შენახვა აღარ გინდა.
- ვები ამბობს, რომ ვერცხლი აუცილებლად გაორმაგდე-
ბა, თუ მძევლებს არ დააბრუნებენ.
ჯენისი გოგონას უბრუნდება:
- იცით, რა მაინტერესებს, სახლის ყიდვა რომ მოგვინდეს,
ვერცხლი ადვილად გაიყიდება?
გოგონა ჯენისს უფრო დიდი პატივისცემით და რბილად,
როგორც ქალები ჩვეულებრივ ერთმანეთს ესაუბრებიან ხოლ-
მე, ეუბნება:
- სულ ადვილად, გაცილებით ადვილად, ვიდრე ფასიანი
ქაღალდები ან მიწა. გარდა ამისა, „ფინანსური ალტერნატივე-
ბი“ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენგან ყველაფერს ვიყიდით,
რაც მოგყიდეთ. ეს მონეტები დღეს რომ მოგეტანათ, ჩვენ გა-
დაგიხდიდით... - და ისევ ქაღალდს დაჰყურებს. – 13. 50-ს თი-
თოეულში.

549
მკითხველთა ლიგა

- მაშინ გამოდის, რომ რვაასოთხმოცდარვაჯერ სამ დო-


ლარს წავაგებდით. - ამბობს ჰარი. - ხელები ოფლით ეცვარება,
ალბათ პალტოს ბრალია. როგორც კი რაღაც მოგებას ნახავ,
მთელი სამყარო აჯანყდება, ათას რამეს მოიფიქრებს, რომ
როგორმე წაგართვას. ოჰ, ოქრო უკან უნდა წაიღოს. რა ლამა-
ზია მისი ოქრო, უკან ამოტვიფრული გრაციოზული ირმებით.
- ვერცხლზე ფასის ზრდის ტემპის გათვალისწინებით, -
წარმოთქვამს გოგონა და უცებ ჩერდება და პირის კუთხეში რა-
ღაც პატარა წერტილს ისინჯავს; ჰმ, სრულყოფილი არავინაა. -
ერთ კვირაში ამოიღებდით იმ თანხას. ვფიქრობთ, ჭკვიანურად
იქცევით.
- და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანის პრობლემა
მოგვარდება? - ღელავს ჰარი. - საპნის ბუშტივით ხომ არ გას-
კდება ყველაფერი?
- ძვირფასი მეტალები არაა საპნის ბუშტი. ძვირფასი მეტა-
ლები - უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია. პირადად მე
ვფიქრობ, რომ არაბული ვალუტა ოქროდ არა ირანის მოვლე-
ნების, არამედ დიდი მეჩეთის ოკუპაციის გამო გადაიქცა. როცა
საუდის არაბეთში კრიზისია, მორიგი თამაში იწყება.
გასაგებია, მორიგი თამაში, არა?
- კარგი, - ამბობს ჰარი. - შევთანხმდით. ვერცხლს ვყიდუ-
ლობთ.
მიუხედავად იმისა, რომ პლატინისთმიანი გოგო ყველა-
ნაირად ცდილობდა ჰარი და ჯენისი ვერცხლის ყიდვაზე დაეყო-
ლიებინა, ჰარის თანხმობით ცოტათი გაკვირვებული ჩანს და
ტელეფონით კარგა ხანს ცდილობს 888 მონეტა იპოვოს. ბო-
ლოს ვიღაც ბიჭს, რომელსაც გოგონა ლაილს ეძახის, ნაცრის-
ფერი ნაჭრის ტომარა შემოაქვს, ისეთი, რითაც ფოსტას დაატა-
რებენ. ტომრის სიმძიმისგან ბიჭი ოდნავ ქანაობს. ტომარას დი-

550
მკითხველთა ლიგა

დი რუდუნებით გოგონას მაგიდაზე დებს. ბიჭი აწოწილია და


საფრთხობელას ჩამოჰგავს, ალბათ, ძალიან მოკლედ შეჭრი-
ლი თმის გამოც. სასაცილოა, როგორ გადასხვაფერდა ყველა-
ფერი - ახლა ნორმალურ ადამიანებს გრძელი თმა აქვთ, ხო-
ლო პანკები და ყველა ჯურის მაწანწალა კი თმას მოკლედ იჭ-
რიან. რა საინტერესოა, ფიქრობს ჰარი, ამ მხრივ რა ხდება საზ-
ღვაო ქვეითებში, ალბათ თმა მხრებამდე სცემთ. ეს ლაილი ჰა-
რის საეჭვოდ უმზერს და რაღაცას დუდღუნებს, თითქოს ჰარიმ
არა მარტო მასაჟი შეუკვეთა, არამედ შავი ტყავის ტანსაცმელიც
და შოლტიც.
თავიდან ჰარი და ჯენისი თვლიან, რომ მხოლოდ პლატი-
ნისთმიან გოგონას აქვს უფლება მონეტებს თავისი თითქმის
იდეალური კანით შეეხოს. გოგონა ქაღალდებს აქეთ-იქით წევს
და ტომრის კუთხეს ექაჩება. იქიდან მონეტები ცვივა.
- ჯანდაბა! - ის ნატკენ თითს პირში იდებს და წოვს. - თუ
არ შეწუხდებით, დამეხმარეთ, დავთვალოთ.
ჰარი და ჯენისი პალტოს იხდიან, ხელებს ტომარაში რგა-
ვენ, იქიდან მონეტებს ყრიან, ათ-ათს თვლიან და სვეტებად აწ-
ყობენ. ვერცხლი მთელ მაგიდაზეა მოფენილი, ასობით მის ლი-
ბერთი, ზოგი გაცვეთილი და დათხელებულია, ზოგიც ახალ-
მოჭრილს ჰგავს, თითქოს თითი არავის დაუკარებია, ჯენისი სი-
ცილს ვერ იკავებს - იმდენი პროფილი, არწივი თუ სლოგანი
გადის მის ხელში. ჰარის კარგად ესმის მისი: ეს ყველაფერი
თიხით თამაშს ჰგავს. ბევრზე ბევრია. ათ-ათად დაწყობილი სვე-
ტები მრავლდებიან. უკვე რიგები შეავსეს - ათი ათზე. აი, ტომ-
რიდან ბოლო მონეტას იღებენ, რომელსაც გოგონა მაგიდიდან
აგდებს. შემდეგ სერიოზული სახით ხელს თავისი დაწყობილი
მონეტებისკენ იშვერს:
- აქ სამასოთხმოცდაათია.

551
მკითხველთა ლიგა

- აქ ორასორმოცი - ანგარიშს აბარებს ჰარი.


- მე აქ ორასორმოცდათვრამეტი მაქვს - ამბობს ჯენისი.
ჰარი ამაყობს ცოლით, მას აჯობა. გამოდის, ჰარი თუ მოულოდ-
ნელად მოკვდა, მას შეუძლია მოლარედ იმუშაოს.
საქმეში კალკულატორი ერევა - 888.
- ზუსტია. - ამბობს გოგონა. ის არანაკლებ გაოცებულია,
ვიდრე ჰარი და ჯენისი. საჭირო საბუთებს ავსებს და ჰარის ხურ-
დას, ორ ოცდახუთცენტიან მონეტას და ათდოლარიანს უბრუ-
ნებს. ჰარი ფიქრობს, გოგონას ეს ფული საჩუქრად ხომ არ
დაუტოვოს. მონეტებს სქელი აგურის ზომის სამ მუყაოს ყუთში
აწყობენ. ჰარი ყუთებს ერთმანეთზე დებს და როცა მათ აწევას
ცდილობს, ისეთი სახე აქვს, რომ ჯენისი და გოგონა სიცილით
კვდებიან.
- ღმერთო, - ამბობს ის. - რა მძიმეა!
პლატინის გოგო თავის კომპიუტერზე მკითხაობს.
- თუ თითო მონეტა ერთ ტრუას უნციას მაინც იწონის, სულ
სამოცდათოთხმეტი ფუტი გამოდის. ფუტში თორმეტი უნციაა.
- ერთი შენ წამოიღე. - ჰარი ჯენისისკენ ბრუნდება.
ჯენისი ყუთს იღებს. მისი სახის შემხედვარე, ამჯერად უკვე
ჰარი იცინის - სიმძიმისგან ლამისაა ჯენისს თვალები ამოუვარ-
დეს.
- არ შემიძლია, - ამბობს ჯენისი.
- უნდა შეძლო. მხოლოდ ბანკამდე უნდა მივიდეთ. აქვეა.
წამოდი, მაღაზიაშიც ხომ უნდა დავბრუნდე. ჩოგბურთს რისთვის
თამაშობ, თუ კუნთები არ გაქვს?
ჰარი ამაყობს ჩოგბურთით. ახლა ამ ქერასთან თავი მო-
აქვს - პენ-პარკელი ექსცენტრიკული არისტოკრატის როლს
თამაშობს.
- იქნებ ლაილმა წაგაღებინოთ. - სთავაზობს გოგონა.

552
მკითხველთა ლიგა

ჰარის არანაირი სურვილი არ აქვს იმ გაურკვეველ არსე-


ბასთან ერთად ქუჩაში ვინმემ თვალი მოჰკრას.
- რამეს მოვახერხებთ. - და ჯენისს მიმართავს. - წარმოიდ-
გინე, რომ ორსულად ხარ. მიდი. წავიდეთ. - და გოგონას გასა-
გონად ამატებს: - მერე თავისი ფუთების წასაღებად დაბრუნდე-
ბა.
ჰარი ორ ყუთს იღებს, მხარით კარს აღებს და ჯენისს ანიშ-
ნებს, უკან გაჰყვეს. გარეთ, უაიზერ სთრითზე, ზამთრის ცივ მზე-
სა და ქარში, ცდილობს, სახეზე ყოველგვარი გრიმასების გა-
რეშე იაროს და ყურადღება არ მიაქციოს ხალხის გაკვირვებულ
მზერას, როცა ხედავენ, რა გამწარებითაა ჩაფრენილი ორ
ყუთს და რა გაჭირვებით მიაქვს თეძოზე შემოდებული.
ზანგი კაცი ჩასისხლიანებული თვალებით, თითქოს კენჭე-
ბი ფორთოხლის წვენში ჩაყარესო, ტროტუარზე მის წინ ჩერ-
დება, თავს ძლივს იმაგრებს, რომ არ დაეცეს და ჰარისკენ ნა-
ბიჯს დგამს:
- მომისმინე, მეგობარო, ხომ არ დაეხმარები მეგობარს...
რა ხდება, ბაჭია ზანგებს მაგნიტივით რატომ იზიდავს? ის
მკვეთრად ბრუნდება, რომ სხეულით ვერცხლს გადაეფაროს,
აუტანელი სიმძიმისგან ბარბაცებს, უკან მოხედვას ვერ ბედავს,
რომ შეამოწმოს, მიჰყვება თუ არა ჯენისი. მაგრამ ერთ წამში,
ჯენისის აჩქარებული სუნთქვა ესმის და გრძნობს, როგორ
უჭირს ქალს მისი ტემპით სიარული.
- ეს ქურქიც რა მძიმეა. - სულს ძლივს ითქვამს.
- მეორე მხარეს გადადი. - ეუბნება ჰარი.
- შუა კვარტალში?
- ნუ მეკამათები, - ბურტყუნებს ჰარი, გრძნობს, რომ მისი
შემხედვარე დაეჭვებული ზანგი კვალში მიჰყვება. ის ტრო-
ტუარიდან ჩადის. მათ რომ არ დაეჯახოს, ავტობუსი მკვეთრად

553
მკითხველთა ლიგა

ამუხრუჭებს. ჰარი გზის შუა ნაწილში, სადაც ზაფხულში გამდნარ


ასფალტზე ორი ხაზი ორ ტალღად გადაქცეულა, ჩერდება და
ჯენისს უცდის. პლატინის გოგონამ ჯენისს ფოსტის ტომარა მის-
ცა, რომ მესამე ყუთი წამოეღო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ
მხარზე გადაიკიდოს, ქალს ის ორივე ხელში უჭირავს ჩვილი
ბავშვივით.
- როგორ ხარ?
- არა მიშავს. ნუ ჩერდები, ჰარი.
ქუჩის მეორე მხარეს გადადიან. პატარა ჯიხურში, სადაც
ადრე მიწისთხილით ვაჭრობდნენ, ახლა პორნო ჟურნალები
არა მარტო იყიდება, არამედ სარეკლამოდაცაა გამოფენილი.
დაკუნთული, ზეთით ალაპლაპებული ახალგაზრდა ბიჭები კა-
მერის წინ მარტო, ან წყვილ-წყვილად პოზიორობენ, ფოტოებს
ისეთი სახელები აქვს, როგორიცაა: „დრამერი“ ან „შიშველი“.
ჯიხურის კარი იღება და იქიდან სამნაჭრიან, წვრილზოლებიან
მდიდრულ საქმიან კოსტიუმსა და ნაცრისფერ ცილინდრში გა-
მოწყობილი იაპონელი გამოდის იღლიის ქვეშ დაგრაგნილი
„ნიუ-იორკ თაიმსითა“ და „ვოლ სთრით ჯურნალით“. საიდან
მოხვდა იაპონელი ბრუერში? ჯიხურის კარი იხურება, მაგრამ
ცივ ტროტუარზე მაინც ასწრებს გამოსვლას ახალმოხალული
მიწისთხილის სურნელი - როგორც ცირკში ძველ დროს.
- იცი რა ვქნათ? - ჰარი ჯენისს მიმართავს. - სამივე ყუთი
მაგ ტომარაში ჩავდოთ, ტომარას კი ზურგზე მოვიკიდებ. ვითომ
სანტა-კლაუსი ვარ. ჰო-ჰო.
ვიდრე ისინი მსჯელობენ, რა და როგორ, მათ ირგვლივ
შავკანიანი ქუჩის ბიჭები და ძველმანებში ჩაცმული ლოთები
გროვდებიან, სითბოსთვის ტანსაცმელი რამდენიმე წყებად
რომ აცვიათ. ჰარი თავის ორ ყუთს მაგრად იკრავს გულში, ჯე-
ნისი თავის ყუთს და ამბობს:

554
მკითხველთა ლიგა

- აქეთ წავიდეთ, ბანკამდე ერთი კვარტალიღაა. - ქარისა


და სიცივისგან სახე გაუწითლდა, აცრემლებულ თვალებს ჭუ-
ტავს, პირს ისე მჭიდროდ კუმავს, რომ ჭრილს მიუგავს.
- ერთი კი არა, გვარიანი ერთ-ნახევარი.
ჯერ გაიარეს „ბრუერის შპალერები“ , რომლის მტვრიან
ვიტრინებში შპალერების დაგორგოლავებული ნიმუშები მო-
ჩანს; მერე „ბლიმლაინის სენდვიჩები“ და „მანდერბახის საბითუ-
მო ვაჭრობის ოფისი“, ასევე, ბრტყელი ყუთებით სავსე ვიწრო
მაღაზია სახელწოდებით „ჰობის სამოთხე“ და სიგარების სავაჭ-
რო უზარმაზარი, დაჟანგებული - ნიშნით, კონრად უაიზერის „კი-
ბორჩხალის სახლის“ ძველი, რკინის მოჩუქურთმებულ--
გისოსებიანი ფანჯრები და კარი, რომელზეც ახლა კაშკაშა წი-
თელი ასოებით აწერია, რომ აქ ნამდვილ გართობას ეზიარე-
ბით; როგორც იქნა, მწვანე ინთება და მეოთხე ქუჩის მეორე
მხარეს გადადიან. გვერდს უვლიან გრძელ, მინაბეტონიან ფა-
სადს, რომელიც მთელ ქვეყანას ამცნობს, რომ ესაა კომპანია
„აკმე“ და წლის ბოლოსთვის თავს გაკოტრებულად გამოაცხა-
დებენ; ამის მერე მოდის „ჰოლივუდის კოსმეტიკა“ და „იმპერა-
ტორული ხალიჩები“, მერე „ზენიტი - ავტომანქანების სათადა-
რიგო ნაწილები და აქსესუარები“ - ქრომირებული მილებით
მოფენილი ვიტრინა და მოტკბო სუნი, რომელსაც ახალთახა-
ლი საბურავები გამოსცემს; აი, ორივე მიდის, გზას მიჰყვება
ცოლ-ქმარი, ქარი ძლიერდება და წვიმისგან აციმციმებული
ტროტუარი თვალსა და ხელს შუა იზრდება.
საშინელი სიმძიმე, რომელსაც ჰარი მიათრევს, თანდათა-
ნობით გაუსაძლისი ხდება - ხელისგულებს უწვავს, მუცელზე ეხ-
ლება. ახლა, როცა ლამისაა თავს ბედნიერად ჩათვლიდა, ვინ-
მეს რომ გაეძარცვა, გრძნობს, რომ აქ, ქალაქის დასავლეთ ნა-
წილში მათ ყველა უფრთხის, თითქოს პირიქით, ისინი თავად

555
მკითხველთა ლიგა

წარმოადგენენ საფრთხეს ამ ხალხისთვის, თითქოს თავად ეძე-


ბენ მიზეზს, რომ თავიანთი მძიმე ყუთებით თავს დაესხან ადა-
მიანებს. დროდადრო ჰარი იძულებულია გაჩერდეს და ჯენისს
დაელოდოს, თუმცა, თავისი საკუთარი ტვირთი ჯენისის ტვირ-
თზე ორჯერ მძიმეა და როგორც კი ჩერდება, მაშინვე ხელებს
წყვეტს. ლამპიონებზე დაკიდებული გვირგვინები ცოფიანივით
ფრიალებენ. თავისი ძვირფასი პალტოს ქვეშ ჰარი გრძნობს,
მთელ სხეულზე ოფლი როგორ ასხამს. პერანგის სველი საყე-
ლო უშრება და ბასრი ცივი პირით კისერს უხეხავს. ამ გაჩერე-
ბების დროს ის უაიზერს გასცქერის და ჯაჯის მოლურჯო--
მოყავისფრო მასას ხედავს. ბავშვობაში დარწმუნებული იყო,
რომ ღმერთი ამ მთის ფერდობებზე ისვენებდა. ახლა კი სჯერა,
რომ ღმერთი იქიდან მას და ჯენისს უყურებს და ორ ჭიანჭვე-
ლას ხედავს, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ - როგორ-
მე აბაზანის კიდემდე აცოცდნენ.
გასცდნენ ფოტომაღაზიას, სადაც „ალფა“ ფირებს უწევენ
რეკლამას, მერე პატარა მაღაზიას, სახელად „ჰექსერეი“,
საიდაც მანეკენების გამჭვირვალე ბლუზებსა და ოქროსფერ პი-
ჯაკებში უთავო ძუძუები ამაყად იმზირებიან. აი, „რექსოლის“
ლურჯი ვიბრატორები, რომელიც ვიტრინაში სხვა საშობაო სა-
ჩუქრებთან ერთად ლამაზად შეფუთული ბამბასა და ანგელო-
ზის თმას შორის დევს. „ბლითების სახლში“ წყვილები სადილო-
ბენ, მერე მოდის სიგარების ცნობილი მაღაზია, რომელიც აქ
უკვე ისტორიულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ჰარი და ჯენე-
ტი ახალ მაღაზიას უახლოვდებიან, მას „პადალიზი“ ჰქვია და იქ
ძირითადად ქალისა და მამაკაცის სპორტული ფეხსაცმელი
იყიდება, თუ ვიტრინაში გამოფენილი მუყაოს სურათით ვიმსჯე-
ლებთ, აქ სირბილისთვის და ჩოგბურთის სათამაშოდ, ანუ რი-
თაც ახლა ახალგაზრდა წყვილები თუ მარტოხელა ახალგაზ-

556
მკითხველთა ლიგა

რდებები არიან დაკავებულნი, შესანიშნავი ფეხსაცმლის შეძენაა


შესაძლებელი. მაღაზიის რეკლამაზე როცა ლავსანის ტანისა-
მოსში გამოწყობილი გოგონა ბედნიერი სიცილით ბურთს ურ-
ტყამს, თაფლისფერი თმა ისე უფრიალებს, თითქოს წყალზე
ლივლივებსო. ამის შემდეგ, როგორც იქნა, მათ წინ ბრუერ
თრასთ ბანკის ოთხიდან პირველი გრანიტის სვეტი ჩნდება. ჯე-
ნისის ლოდინში, ჰარი მტკივანი ზურგით რომაულ სვეტს ეყ-
რდნობა. თუ ჯენისს გაძარცვავენ, ვიდრე აქამდე მოაღწევს, ეს
მათ 14 622 დოლარის ერთი მესამედი დაუჯდებათ, ანუ 5000
დოლარი, მაგრამ ჰარის ეს რეალურ საფრთხედ არ მიაჩნია.
მოშორებით, ხეებში, ერთ-ერთი ბეტონის ბენჩის ზურგზე კითხუ-
ლობს: „სკოტი ცოცხალია“. ახლოს მისვლა რომ შეეძლოს,
დარწმუნდებოდა, ნამდვილად ეს წერია თუ არა; მაგრამ გან-
ძრევის თავი არ აქვს. როგორც იქნა, ჯენისიც მოდის, მის გვერ-
დით დგება. სახეაწითლებული დედამისს ჰგავს.
- აქ ნუ გავჩერდებით, - ძლივს ამოთქვამს.
ჰარი ჯენისს უკან მიჰყვება, სვეტს გარს უვლის და ესეც კი
ძალიან გრძელ გზად ეჩვენება. ბანკის ბზრიალა კარში ჯენისს
წინ უშვებს და თავადაც შენობაში შედის.
საშობაოდ მორთულ ბანკში საშობაო სიმღერები ისმის.
მაღალი მოჩუქურთმებული ჭერი ცისფრადაა შეღებილი და წე-
ლიწადის დროის მიუხედავად, მასზე მუდმივად ციმციმებენ ოქ-
როსფერი ვარსკვლავები. როცა ჰარი თავის ორ ყუთს მაგიდა-
ზე დებს, სადაც ბანკის კლიენტები ბლანკებს ავსებენ. მისი
ტვირთისგან გათავისუფლებული სხეული ამ ყალბი ცისკენ
მიიწევს. მოლარე, ღია ჟოლოსფერ კოსტიუმიანი ქალი, უღიმის
და სეიფთან მისვლის ნებას დღეს უკვე მეორედ აძლევს. როცა
დაბურული შუშის კარი იხურება და ჰარი და ჯენისი მარტო რჩე-
ბიან, გული ისევ ამოვარდნაზე აქვთ, ხელები კი დაბუჟებული.

557
მკითხველთა ლიგა

როგორც აღმოჩნდა, სეიფი-ყუთი ვიწროა - ოთხი დიუმი ოთხ


დიუმზე, ვერცხლის მონეტების ყუთებზე გაცილებით ვიწრო. ჰა-
რი რამდენჯერმე ადარებს ერთმანეთს მუყაოსა და რკინის ყუთს
და ბოლოს ასკვნის:
- უფრო დიდი ყუთი გვჭირდება.
ჯენისს ევალება უკან წასვლა და უფრო დიდი სეიფის მოთ-
ხოვნა. მამამისი ბანკის მმართველის ახლო მეგობარი იყო. ქა-
ლი უკან არცთუ საიმედო ინფორმაციით ბრუნდება - თურმე უფ-
რო დიდ ყუთებზე ბანკში დიდი მოთხოვნა ყოფილა და ამიტომ
ახლა თავისუფალი არც ერთი არაა. არსებობს კლიენტთა სია,
რომლებიც უფრო დიდი სეიფის რიგში დგანან. ერთადერთი,
რაც კლერკმა ჯენისს შესთავაზა, ისაა, რომ ამ სიას თავისი გვა-
რიც მიაწეროს. რაც შეეხება მამიკოს მეგობარ მმართველს,
პენსიაზე გასულა. ახლანდელი მმართველი, როგორც ჯენისს
მოეჩვენა, ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, უხეშობას ვერ დააბ-
რალებ.
ჰარი იცინის:
- იმ ქერას უკან ვერ დავუბრუნებთ, უამრავს წავაგებთ. არ
შეიძლება, ტომარაში ჩავყაროთ და რაღაცნაირად ჩავტენოთ
ყუთში?
პაწაწინა ოთახში ჰარი და ჯენისი ერთმანეთს ეხლებიან,
ხელს უშლიან და ჰარი პირველად გრძნობს, რომ ჯენისს ეჭვი
უჩნდება, მართლა სწორად მოიქცა თუ არა, სწორად განაგა თუ
არა მათი საერთო ფული ამ ახალ, ინფლაციით აწიოკებულ
სამყაროში. ან, შესაძლოა ეჭვი, რასაც ჯენისისგან გრძნობს, თა-
ვად დაეუფლა? რაც გინდა იყოს, უკან დასაბრუნებელი გზა არ
არსებობს. ვერცხლის მონეტებს ყუთებიდან ტომარაში ყრიან.
ყოველ ჯერზე, როცა ვერცხლი ხმამაღლა წკარუნებს, ჯენისი
კრთება და ჰარის ეუბნება: „შშშშ, ჩუმად“.

558
მკითხველთა ლიგა

- რატომ?
- გარეთ გაიგებენ, მოლარეები.
- მერე რა? ვისი რა საქმეა. ვის აინტერესებს.
- მე მაინტერესებს. - პასუხობს ჯენისი. - რა საშინელი ჩა-
ხუთულობაა. - ქურქს იხდის, საკიდს ვერსად ხედავს და პირდა-
პირ იატაკზე აგდებს. ჰარი თავის შავ პალტოს იხდის და ქურქს
ზემოდან აგდებს. ჯენისი დაქანცული და ისეთი გაოფლილია,
რომ თმა ერთიანად დაუხუჭუჭდა, მაღლა აუვიდა და მაღალი
პრიალა შუბლი გამოუჩნდა. ახლაა ნამდვილი ჯენისი, ისეთი,
როგორიც ოცი წლის წინ იყო, ჰარისთვის ქალი ახლა ისეთი
ახლობელია, რომ თავს ვერ იკავებს და კოცნის. მარილის გე-
მოს გრძნობს. ჰარის აინტერესებს, აქ ვინმე სიყვარულით თუ
დაკავებულა, და ფიქრობს, რომ ეს რკინის საკანი, სადაც ახლა
ის და ჯენისი იმყოფებიან, სწორედაც რომ შესაფერისი ადგი-
ლია სასიყვარულოდ. რომელიმე ახალგაზრდა მოლარე და
ხანში შესული საკრედიტო ოფიცერი, საათს გარიჟრაჟისთვის
დააყენებდნენ და თავდაუზოგავად იჟიმავებდნენ. ჯენისი
ფრთხილად უშვებს მონეტებს ნაცრისფერ უხეშ ტომარაში, ისე,
რომ ხმა არ გამოსცენ.
- უხერხულია. - ამბობს ის. - და ვინმე რომ შემოვიდეს? -
თითქოს ვერცხლი შიშველი ხორცია და ჰარი, ოცზე მეტი წლის
განმავლობაში პირველად გრძნობს, როგორ ზვირთდება მასში
მასთან ერთად ამ ვიწრო ოთახში გამომწყვდეული ცოლის მი-
მართ სიყვარული. ჰარი ერთ მონეტას იღებს, ჯენისს ტილოს
ბლუზს უწევს და კისერში უგდებს. როგორც მოელოდა, ქალი
მეტალის სიცივისგან კივის და თან ცდილობს კივილი ხმამაღა-
ლი არ მოუვიდეს. ახლა უფრო მეტად უყვარს ცოლი, როცა
უყურებს, როგორ იხსნის ღილებს და შუბლშეკრული ლიფში
როგორ იქექება და მონეტას ეძებს: ჰარის ამ ასაკშიც აღაგზნებს

559
მკითხველთა ლიგა

იმის ყურება, თუ როგორ ისწორებს ქალი თავის საცვლებს. აქ


ჩვენი საკუთარი საკიდი მივაჭედოთ.
რაღაც დროის მერე ჯენისი აცხადებს:
- ეს ტომარა აქ არ ჩაეტევა.
როგორც უნდა ეცადონ, როგორც უნდა გადააჯგუფონ მო-
ნეტები, სეიფში ტომარა მაინც არ ჩადის. სეიფის ყუთიდან ობ-
ლიგაციებსა და სადაზღვევო საბუთებს იღებენ, ნელსონის და-
ბადების მოწმობა, საგავნობის ხელშეკრულება, mortgage
papers
ფენ-ვილას, დამწვარი სახლის საბუთები, რომელიც არა-
სოდეს გადაუგდიათ. მთელ ამ ქაღალდებს იმიტომ ინახავენ,
ახსოვდეთ, მათ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ისინი გა-
მოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ტომრის სქელი ქსოვი-
ლი, მონეტები, რომელიც ხან აქეთ-იქით სრიალებენ, ხან ერთ
ადგილას ხვავდებიან და თხელი მართკუთხა თუნუქის ყუთი სა-
სოწარკვეთილებაში აგდებთ, ერთმანეთის გვერდით დგანან ქი-
რურგებივით, რომლებიც უიმედო ავადმყოფს დაჰყურებენ.
რვაასოთხმოცდარვავე მონეტა არაფრით შედის, ზოგჯერ ტომ-
რიდანაც იყრება და ოთახის კუთხეებისკენ მიგორავს. ბოლოს,
როცა ჰარი და ჯენისი ახერხებენ და მაქსიმუმს ტენიან ყუთში
ისე, რომ ყუთს გვერდებიც კი ებერება, ხელში მაინც სამასი მო-
ნეტა რჩებათ და ჰარი მათ პალტოს ჯიბეებში იყრის.
როდესაც ბოლოს რკინის საკნიდან გამოდიან, სადაც მთე-
ლი ეს ოპერაცია ჩაატარეს, ღია ჟოლოსფერ კოსტიუმიანი თა-
ვაზიანი მოლარე ჰარის სთავაზობს, ყუთი მას გადასცეს.
- საკმაოდ მძიმეა. - აფრთხილებს ჰარი. - უკეთესია, თუ მე
წამოვიღებ.
ქალი გაოცებისგან წარბს მაღლა სწევს, ნებდება და ჰარის
დაჯავშნილ საცავში უძღვება. ისინი მაღალ კარში შედიან, კარს

560
მკითხველთა ლიგა

გარშემო პრიალა მეტალი აქვს შემოვლებული, საცავის კედ-


ლები პრიალა პატარა ოთხკუთედებითაა მოჭედილი, ხოლო
იატაკი კი ცვილისფრადაა შეღებილი. არა, შეცდა, სექსისთვის
შეუფერებელი ადგილია. მოლარე ჰარის ცარიელ ადგილს უჩ-
ვენებს, სადაც ყუთი უნდა შეაცუროს. ჰარი იხრება და ყუთს მი-
ნიშნებულ ადგილს არგებს. ერთიანად ოფლში ცურავს. როცა
სწორდება, მობოდიშებით ამბობს:
- ბოდიშს გიხდით. ძალიან გავავსეთ.
- ოჰ, არა უშავს. - პასუხობს ჟოლოსფერი ქალბატონი. -
დღეს ბევრი ადამიანი... ეს ბინის ქურდობა ისე გავრცელდა...
- რა მოხდება, აქ რომ მძარცველმა შემოაღწიოს? - ხუმ-
რობს ჰარი. აშკარაა, ასე ხუმრობა არ შეიძლება.
- რას ბრძანებთ... შეუძლებელია.
გარეთ უკვე ბნელდება, სახლების ჩრდილი ფოლგის
გვირგვინების ბზინვარებას ახშობს. ჯენისი ჰარის ჯიბეზე ხელს
მხიარულად ურტყამს, რომ ვერცხლის ხმა გაიგოს.
- ამას რას უზამ? - ეკითხება.
- ღარიბებს დავურიგებ. ძუკნა. ის საშინელი დედაკაცი, გამ-
ყიდველი, აღარაფერს ვიყიდი მისგან.
სახეზე ოფლი აშრება და ყინვა სახეს უხევებს. „ბლითების
სახლიდან“ რამდენიმე ნაცნობი გამოდის - ისინი ჰარიმ კლუბ
„როტარიში“ გაიცნო - ერთი შეხედვით ეტყობათ, კარგად გა-
მოძღნენ. ჰარი არ ჩერდება, მხოლოდ ხელის აწევით ესალმე-
ბა; ჩქარობს, ღმერთმა უწყის, რა ხდება მაღაზიაში, ბიჭმა ალ-
ბათ გორგოლაჭები შემოიტანა გასაყიდად.
- მაღაზიის სეიფის გამოყენებაც ხომ შეგიძლია, - იდეას
აწვდის ჯენისი. - მონეტები ყუთში ჩააწყვე, - მუყაოს ყუთს აწ-
ვდის.

561
მკითხველთა ლიგა

- ნელსონი აგვწაპნის. - ამბობს ჰარი. - ახლა სეიფის კოდი


მანაც იცის.
- ჰარი! რეებს ამბობ!
- იცი, დედაშენის „კრაისლერზე“ ის ნაკაწრი რა დაჯდება?
სულ მცირე, რვაასი. ალბათ სულ გააფრინა. ალბათ შენც ამ-
ჩნევ, საწყალი პრუ როგორი დამცირებულია. საინტერესოა,
რამდენი ხანი იჯდება და უყურებს, კიდევ რას გამოაცხობს ნელ-
სონი, ვიდრე ჭკუას იხმარს და განქორწინებას მოსთხოვს. ეგეც
რამხელა თანხა დაგვიჯდება. - მისი პალტო არანორმალურად
მძიმეა, ლამისაა მხრები ჩამოწყვიტოს. ისეთი შეგრძნება ეუფ-
ლება, რომ თავდაღმა მიექანება და საერთოდ, მთელი წელი
ფეხქვეშ მიწა ეცლება, დანაკარგი დანაკარგს მოსდევს. მისი
ვერცხლი გაფანტულია, გროშებივით. ბანკის სეიფი გადაიხსნე-
ბა, მონეტები გადმოიყრება და დამლაგებელი ცოცხით გახვე-
ტავს. ეს ყველაფერი მაინც საძაგლობაა. ერთი სევდიანი და
ყალბი საბავშვო ზღაპარი, სახელად შობა, უაიზერ სთრითს თა-
ვიდან ბოლომდე აფერადებს, რთავს, ალამაზებს და სიბნელე-
ში ჰარი უცებ ჭეშმარიტებას ხედავს: ადამიანი მდიდრდება იმის-
თვის, რომ გაძარცვონ, მდიდრდება, რომ გაღარიბდეს.
ჯენისის ხმა რეალობაში აბრუნებს:
- გეხვეწები, ჰარი, ნუ გაქვს ასეთი ტრაგიკული სახე! პრუს
ნელსონი უყვარს, ნელსონს კი პრუ. რატომ უნდა დაშორდნენ!
- ამაზე არ ვფიქრობდი. იმაზე ვფიქრობდი, რომ ვერ-
ცხლის ფასი აუცილებლად დავარდება.
- მერე რა? დავარდეს. მაინც, ეს ყველაფერი თამაშია.
ღმერთო, დალოცე ეს უტვინო, ისევ რაღაცის იმედი აქვს.
მოხუცი ფრედ სფრინგერის ქალიშვილი; ფრედი - ადგილობ-
რივი გორგოლაჭების მოყვარულთა მეთაური. ჰოდა, იგორა,
იგორა და ატლასით გაწყობილ კუბომდე მიგორდა. ძველ

562
მკითხველთა ლიგა

დროს ვერცხლს მიწაში ფლავდნენ, მიცვალებულებს კი კედ-


ლებში ინახავდნენ.
- მანქანამდე გამოგყვები - მზრუნველი ცოლის ხმით ეუბ-
ნება ჯენისი. - ფუთები უნდა წამოვიღო იმ ძუკნასგან, როგორც
შენ უწოდებ. ჰო, მართლა, ძალიან გინდოდა მასთან ლოგინში
ჩაგორება? - ჯენისი აშკარად ცდილობს, ის თემა იპოვოს, რაც
ჰარის გამოაცოცხლებს.
- არა. - აღიარებს ჰარი. - სულაც არა. მისი ფრჩხილები
შეამჩნიე? ბრჭ-ბრჭ...
მთელი კვირა, შობასა და ახალ წელს შორის, მანქანების
ბიზნესში ყოველთვის მშვიდია: შობის მერე ხალხი ქესეტადაა,
თანაც, ზამთარში გზები ყინულითა და მარილითაა დაფარული,
გზის პირას კი ჯებირებს აყენებენ, რომელზეც შესაძლოა, მან-
ქანა გაკაწრო კიდეც, თუ უამინდობის გამო საჭე ვერ დაიმორ-
ჩილე. ასე რომ, ყველას ურჩევნია, ზამთარი თავის ძველ ჯარ-
თზე გადააგოროს. გაზაფხულამდე ძველი მანქანა! - ეს დევი-
ზია. კარგია, რომ ის თოვლის სკუტერი უკან გადასწიეს და
თვალს მოაშორეს, თორემ ახალთახალ პატარა „ტერსელებს“
კარგი ბიძაშვილივით გვერდით ედგა. ნეტავ, საიდან მოდის მან-
ქანის სახელები? ტერსელი ედსელს ჰგავს; „ტოიოტა“, ბევრ
„ო“ს შეიცავს; „დატსუნი“ და „ჰონდა“? არავინ იცის, რატომ და-
არქვეს. ჟღერადობის მიხედვით, „დატსუნს“ შეიძლება გერმანუ-
ლი წარმოშობა ჰქონდეს, აც-აც-აც ...აცურდა მზე. არც „საგზაო
სამზარეულო“ ჩანს მაინცდამაინც სავსე 111-ე გზატკეცილზე, ახ-
ლა ძალიან ცივა იმისთვის, რომ კაცმა ქუჩაში ან მანქანაში ისა-
დილოს. მანქანაშიც საკმაოდ ცივა, ასეთ ამინდში ძრავას გა-
მორთვა არ ღირს. მანქანა ჩართული უნდა დატოვო, თუ შიგნით
ზიხარ. ყოველ ზამთარს ხალხი იმისგან იხოცება, რომ გაყინულ
მანქანაში ჟიმაობენ. და მაინც, ჰარის მაღაზიის წინ სენდვიჩის

563
მკითხველთა ლიგა

შესახვევი გაქონილი ქაღალდის, მილქშეიკის მუყაოს ჭიქებისა


და მტვრის შემზარავი გროვა დგება. დეკემბერში სხვაგვარი
მტვერი იცის, ზაფხულის მტვერზე უფრო ნაცრისფერი და ეკ-
ლიანი, - სავარაუდოდ, ყინვაში ქარი ჰაერს მაღლა კი არ იტა-
ცებს, მიწასთან ახლოს ატრიალებს. რადგან ცივი ჰაერი ნაკლე-
ბად ნესტიანია და მთელ წყალს, რასაც შეიცავს, მთლიანად
გასცემს, როცა დილით იღვიძებ, ფანჯარა შიგნიდან ერთიანად
დაცვარულია. და რამდენ პრობლემას იწვევს! ჟანგი. ლპობა.
ზოგი მანქანა არ იქოქება, სანამ სახურავს არ ახდი და შიგ-
ნეულობას არ გაწმენდ. კონდენცირების გარეშე სამყარო სამუ-
დამოდ იარსებებდა. აი, მთვარე ავიღოთ - იქ მსგავსი არაფერი
არსებობს. მმგონი, არც მარსზე. საახალწლოდ ბადი ინგლფინ-
გერი დიდ თავშეყრას აწყობს - ალბათ გაიგო, რომ მისი ძველი
მეგობრები შვებულების გატარებას კუნძულზე აპირებენ, მას კი
მათთან ერთად წასვლა არ შესთავაზეს; უთუოდ შეშინდა, არ
გაირიყოს. საინტერესოა, მასთან ერთად სტუმრებს ვინ უმასპინ-
ძლებს, ის სწორთმიანი შავტუხა ფიცარივით გოგო, სულელური
მაღაზია რომ აქვს ბრუერში, თუ მანამდე რომ ჰყავდა - მთელ
სხეულზე მუწუკები რომ ეყარა, თეძოებს შორისაც და ძუძუებს
შორისაც კი, - ეს საცურაო კოსტიუმში კარგად მოუჩანდა. რა
ერქვა? ჯინჯერი. ჯორჯინი. მან და ჯენისმა გადაწყვიტეს, თავა-
ზიანობა გამოიჩინონ და მივიდნენ (როცა უკვე გარკვეულ ასაკ-
ში ხარ, უკვე იცი, რომ წვეულებებზე განსაკუთრებული არაფერი
ხდება) და თორმეტ საათამდე დარჩნენ, უფრო დიდხანს არა.
მერე კიდევ ექვსი დღე და ჰაიდა! კუნძულებზე. ექვსნი. ქვიშაში
ამოგანგლული პატარა სინდი. უსათუოდ ესაჭიროება დასვენე-
ბა, ძალიან ბევრი უსიამოვნება შეხვდა ამ ბოლო დროს, უკვე
მეტისმეტია. დღეში სულ მცირე ერთი მანქანა მაინც უნდა გაიყი-
დოს, (კვირა დღე არ ითვლება), თორემ ბიზნესი ჩავარდება.

564
მკითხველთა ლიგა

მთელი ეს რკინა ერთ წამში იმტვერება და ჟანგი ედება, ქრო-


მირებულ ნაწილებს კი ბუშტუკები უჩნდება. ამას ემატება კორო-
ზია. ერთ ტრუას უნცია ვერცხლზე ფასი ორი დოლარით დაეცა
იმ წამსვე, როცა იმ ძუკნასგან მონეტები იყიდა.
ნელსონი, რომელიც მთელი დღე მენის გულს უჭამს „კრა-
ისლერის“ შეკეთებასთან დაკავშირებით, - ბავშვს უნდა, მენი
დაარწმუნოს, რომ შეღავათი გაუკეთოს და მას, ჩვეულებრივი
კლიენტივით 18.50 დოლარი კი არ გამოართვას, შედარებით
იაფად მოემსახუროს, მენი კი, თავის მხრივ, როგორც სრულ
იდიოტს, ისევ და ისევ დაუღალავად უხსნის, რომ თუ თანამ-
შრომლებისგან ნაკლებ თანხას აიღებენ, ეს აუცილებლად აისა-
ხება საბუღალტრო აღრიცხვებში და ეს კი, თავის მხრივ, თვის
ბოლოს ყველას სახელფასო დანამატზე გავლენას მოახდენს. -
ახლა ფანჯარასთან მიდის და მამას გვერდით უდგება.
ჰარი ვერაფრით შეეჩვია ნელსონს ოფიციალურ კოსტიუმ-
ში: ბიჭი რატომღაც უფრო დაბალი ჩანს და სმოკინგში გამოწ-
ყობილ ჯუჯა კონფერანსიეს აგონებს, ამას ემატება მოშვებული
თმაც, რომელსაც ყოველი შხაპის შემდეგ პრუ საშრობით სა-
გულდაგულოდ უშრობს და უვარცხნის და ნელი მართლაც ბო-
როტთვალა დედიკოს ბიჭს ჰგავს, იმას, რომელსაც ჰარი პირ-
ველად ხედავს. ადრე ჯენისი ხშირად ამბობდა, რომ ნელსონს
ჰარის წაწვეტებული ყურები გამოჰყვა. კაშკაშა სინათლეზე, რო-
მელიც ვიტრინიდან შემოდის, ჰარი ამჩნევს, რომ ბიჭს ცხვირის
ნაკეცში მუწუკი გამოუვიდა და სადაცაა, გაუსკდება. მზე წელიწა-
დის ამ დროს ისეთი კუთხით ანათებს და ყოველდღიურად ისე
დაბლა იწევს, რომ მინა ოქროსფერი მტვრის აპკით დაფარუ-
ლი გეგონება. ბიჭი ცდილობს, მამასთან თავისუფლად და კე-
თილგანწყობილად ისაუბროს. მიდი, მოეშვი.
ჰარი ეკითხება:

565
მკითხველთა ლიგა

- ფინალის ყურებას აპირებ?


- არაა.
- ის ჯერვინი, სან-ანტონიოსთვის მაგარი მონაპოვარია,
არა? დღეს რადიოში თქვეს, რომ ერთ მატჩში ორმოცდაექვსი
ქულა აიღო.
- დღეს კალათბურთს სრული დეგენერატები თამაშობენ,
მე თუ მკითხავ.
- ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ახალგაზრდობის შემდეგ. -
აღნიშნავს ბაჭია. - მსაჯები ზოგჯერ მაინც ხუჭავდნენ თვალს
გარბენზე. ახლა კი, ღმერთო, სულ ზედახორაა.
- მე ჰოკეი მიყვარს. - ამბობს ნელსონი.
- ვიცი. როცა ის ჯანდაბა „ფლაიერები“ თამაშობენ, ისე ყვი-
რი, სახლში გაჩერება არ შეიძლება. ის გორილები მხოლოდ
იმიტომ დადიან სტადიონზე, რომ სადმე ჩხუბი თუ ატყდება,
ხალხს კბილები ჩაულეწონ, ყინულზე სისხლი აღაგზნებთ. -
არა, რაღაც ისე არ არის; თემას ცვლის. - რა აზრის ხარ ავღა-
ნეთში რუსების შესვლაზე? მშვენიერი საშობაო საჩუქარი გაიკე-
თეს, არა?
- დიდი სისულელეა. - პასუხობს ნელსონი. - ანუ... კარტერი
ასე რამ გაამწარა. იმაზე უარესი არაფერი მომხდარა, ვიდრე
ჩვენ გავაკეთეთ ვიეტნამში. მე ვიტყოდი, რომ ცუდი სულაც
არაა, იქვეა რუსეთთან, თანაც, წლების მანძილზე მარიონეტუ-
ლი მთავრობა ჰყავდათ.
- მარიონეტულ მთავრობას არა უშავს, არა?
- ჰო... ასე თუ ისე, ყველას ჰყავს... მთელი სამხრეთი ამე-
რიკის მთავრობა ჩვენი მარიონეტია.
- დაგენაძლევები, მათთვის ეს ახალი ამბავი იქნება.
- რაც გინდა თქვი, და ეს რუსები, მამა, როცა რამეს გადაწ-
ყვეტენ, აუცილებლად გააკეთებენ. ჩვენ კი მხოლოდ ვცდი-

566
მკითხველთა ლიგა

ლობთ რამის გაკეთებას, მერე კი, ყველაფერს პოლიტიკური


სარჩული ედება. ჩვენ აღარაფრის უნარი აღარ გვაქვს.
- თუ ყველა ახალგაზრდა შენსავით იფიქრებს, რა თქმა
უნდა, აღარ გვექნება. - ეუბნება ჰარი. - რას იტყვი, ავღანეთში
რომ გაგიწვიონ?
- მამა, გავიწყდება, რომ ცოლი მყავს და თანაც, ახალ-
წვეულობის ასაკი გამივიდა. - ხითხითებს ნელსონი.
შეუძლებელია. ჰარი ორმოცდაშვიდის ხდება თებერვალ-
ში და ჯერაც არ ფიქრობს, რომ მისთვის ბრძოლა გვიანია. ის
რაღაცნაირად ყოველთვის ნანობდა, რომ კორეაში არ გაგზავ-
ნეს, როცა სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, თუმცა, ამის
გამო იმ დროს ბედნიერად გრძნობდა თავს, ტეხასში რომ ყალ-
თაბანდობდა. მაშინ ცხოვრებაზე სასაცილო და სწორხაზოვანი
შეხედულება ჰქონდათ: ფული, სასმელი და ქალები, მეტი არა-
ფერი. პრიმიტივიზმი. რას ამბობდა მიმი? „ღმერთმა დასავლე-
თამდე ვერ მოაღწია, გზაში დაიღუპა“.
- იმის თქმას ხომ არ ცდილობ, რომ მხოლოდ იმიტომ და-
ქორწინდი, შემდეგ ომში ბრძოლა თავიდან აიცილო?
- არანაირი ომი არ იქნება. კარტერი იფახიფუხებს, იხ-
მაურებს და მერე მოვლენებს თავის ნებაზე მიუშვებს, როგორც
ირანის მძევლების შემთხვევაში მოხდა. სხვათა შორის, ბილი
ფოსნაჰტი ამბობდა, რომ მძევლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში
დავიბრუნებთ, თუ რუსეთი ირანში შეიჭრება. მაშინ ისინი მძევ-
ლებსაც დაგვიბრუნებენ და ნავთობსაც მოგვყიდიან, იმიტომ,
რომ ჩვენი ხორბალი დასჭირდებათ.
- ბილი ფოსნაჰტი? ის ნაგავი ისევ ჩამოვიდა?
- ჰო, არდადეგებზე.
- არ გეწყინოს, მაგრამ მაგ ტიპს როგორ იტან?
- ჩემი მეგობარია. ვიცი, შენ რატომ ვერ იტან.

567
მკითხველთა ლიგა

- რატომ? - ეკითხება ჰარი, გული მორიგ დაპირისპირებას


უწინასწარმეტყველებს.
ბიჭი ოქროსფრად დამტვერილი ვიტრინის წინ ჰარისკენ
მთელი სხეულით ბრუნდება, სიძულვილისგან სახე მუჭისხელა
გაუხდა, სიძულვილისა და შიშისგან, რომ მამა აუცილებლად
დაარტყამს, როცა მის სიტყვებს გაიგებს.
- იმიტომ, რომ იმ ღამეს, როცა ირლანდიელმა სახლს
ცეცხლი წაუკიდა და ჯილი დაწვა, და შენ კი ამ დროს დედამისს
ჟიმავდი, ბილი სახლში იყო, წესით ჩვენ იქ უნდა ვყოფილიყა-
ვით, ჯილი უყურადღებოდ არ უნდა მიგვეტოვებინა.
ის ღამე. ათი წელი გავიდა და ბავშვმა ეს ამბავი თავიდან
მაინც ვერ ამოიგდო, ჭიასავით შეუჩნდა და თითქოს მის ზრდას
ხელს უშლის.
- ვერაფრით ვერ მოინელე, არა? - რბილად ამბობს ბაჭია.
ბიჭს მისი ხმა არ ესმის, თვალები მთლად ჩაუცვივდა, თით-
ქოს ცერა თითებით თიხაში ღრმულები გააკეთეს.
- შენ ჯილის სიკვდილი დაუშვი.
- ეს არც ჩემ გამო მოხდა და არც ირლანდიელის. არავინ
იცის, ცეცხლი საიდან გაჩნდა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გაგ-
ვიჩენია. მე უფრო მეზობლების ამბავი მგონია. ამაზე ნუღარ
ფიქრობ, ჩემო ბიჭო, აი, მე და დედა აღარ ვიხსენებთ.
- ვიცი, რომ დაივიწყეთ. - შორიდან მილდრიდ ქრაუსტის
ელექტროსაბეჭდი მანქანის ხმა მოდის, მაღაზიაში წაბლისფერ
ქურთუკიანი წყვილი დადის, გოგო და ბიჭი მანქანის მინაზე ში-
და მხრიდან მიკრულ ფასებს ათვალიერებენ, ნელსონს თვა-
ლები ერთ წერტილში გაუშტერდა, თითქოს მამის ხმამ, რომე-
ლიც დაჟინებით ცდილობს მისი ყურადღების მიპყრობას, დააყ-
რუა.

568
მკითხველთა ლიგა

- წარსულს ვერ შეცვლი. - ამბობს ჰარი, აწმყოთი უნდა იც-


ხოვრო. ჯილი სიკვდილს ესწრაფოდა, ჩვენ ვერაფერს გავაწ-
ყობდით. როცა პირველად ვნახე, სახეზე უკვე სიკვდილი ეწერა.
- როგორც გაწყობს, ისე ფიქრობ...
- სხვაგვარად ვერ იფიქრებ. ამას ჩემს ასაკში მიხვდები.
ჩემხელა რომ გახდები, თუ მთელ სიმწარეს, რაც ცხოვრებაში
ნახე, გულით ატარებ, დილით საწოლიდან ვერ ადგები.
ბიჭის სახეზე რაღაც გაკრთა, ჰარი გრძნობს, რომ ბიჭი
ყურს უგდებს და ეს ძალას მატებს. ხმაში მეტ სითბოს ურევს და
განაგრძობს: - როცა შვილი გაგიჩნდება, იმდენი პრობლემა
დახვავდება, ვერ წარმოიდგენ. ბევრ რამეს უკეთ მიხვდები.
- გინდა, რაღაც გითხრა? - ნელსონი უცებ მკვდარი ხმით
ეკითხება და მაღლა აქაჩული თვალებით უყურებს, ჩამავალი
მზის შუქზე თვალები უფერული უჩანს.
- რა? - ბაჭიას გული უხტის.
- როცა პრუ კიბეზე დაგორდა. არ ვიცი, მე ვკარი ხელი თუ
არა. ვერ ვიხსენებ.
ჰარი იცინის, შიშისგან.
- რა თქმა უნდა არა. რატომ უნდა გეკრა?
- იმიტომ, რომ შენსავით შეშლილი ვარ.
- ჩვენ არ ვართ შეშლილები, არც ერთი. უბრალოდ, ზოგ-
ჯერ ყველაფერზე ხელს ვიქნევთ.
- მართლა? - ბავშვს ეტყობა, რომ ამ ინფორმაციისთვის
მადლობელია.
- აბა რა! ყოველ შემთხვევაში, გამოუსწორებელი არაფე-
რი მომხდარა. როდის ელოდებით? გოგოა თუ ბიჭი?
ბიჭისგან ისეთი მკვრივი შიში მოდის, რომ ჰარის მასთან
ლაპარაკის გაგრძელების სურვილი უქრება. იმ წამს თვალები

569
მკითხველთა ლიგა

ისეთი გამჭვირვალე გაუხდა, თითქოს ყავისფერი ერთიანად


აორთქლდა.
ნელსონი თვალებს ისევ კუშტად ხრის.
- როგორც თქვეს, სამ კვირაში.
- არაჩვეულებრივია. მაგ დროისთვის დავბრუნდებით. მის-
მინე, ნელსონ, შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი სწორად არ
გამიკეთებია, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდ-
ვა მაინც არ ჩამიდენია. გულზე ხელი არ დამიკრეფია და არ
მოვმკვდარვარ.
- ვინ თქვა, რომ ესაა ყველაზე დიდი ცოდვა?
- ყველა მაგას გაიძახის, ეკლესიაც, მთავრობაც. ეს ბუნებას
ეწინააღმდეგება, არ უნდა გაჩერდე. წინ უნდა იარო. შენ ეს
გჭირს. უძრავად ხარ. აქაურობას ვერ იტან, არანაირი სურვილი
არ გაქვს, მოხუცი სფრინგერის დრანგულეტები გაყიდო. იქ გინ-
და ყოფნა. - ჰარი ხელს დასავლეთისკენ იშვერს. - გინდა რამე
ისწავლო, დელპატლანერიზმი, ან კომპიუტერი, ან, რა ვიცი კი-
დევ რა.
ჰარი დიდხანს ლაპარაკობს, რითაც, მასსა და ბიჭს შორის
აღმართულ კედელზე გაჩენილი ბზარი, ისევ უკვალოდ ქრება.
- ჩემი აქ ყოფნა არ გინდა. - ბრალს დებს ნელსონი.
- მინდა იქ იყო, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობ, ეს კი ის
ადგილი არაა. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ რადგან სიტყვამ
მოიტანა, უნდა იცოდე, რომ მე და მილდრიდი ფინანსებს ვა-
მოწმებთ და იმ დროიდან, რაც შენ ჩარლი შეცვალე, საქმე არც
ისე სახარბიელოდ მიდის. გასული წლის ამავე პერიოდთან შე-
დარებით, შემოსავალმა დაახლოებით თერთმეტი პროცენტით
იკლო, ნოემბერ-დეკემბერს ვგულისხმობ.
ნელსონს თვალები უწყლიანდება.

570
მკითხველთა ლიგა

- ყველანაირად ვცდილობ, მამა. ვცდილობ, გულღიად და


საქმიანად დავხვდე ყველას, ვინც აქ შემოდის.
- მესმის, ნელსონ, რომ ცდილობ, ვიცი, რომ ცდილობ.
- გარეთ ხომ არ გავვარდები და ხალხს გასათბობად ხომ
ვერ შემოვიყვან.
- მართალი ხარ. დაივიწყე, რაც გითხარი. ჩარლის დიდი
ნაცნობობა ჰყავდა, ეგ იყო. მე მთელი ცხოვრება აქ ვცხოვრობ,
გარდა იმ ორი წლისა, ჯარში რომ ვმსახურობდი, მაგრამ მეც
კი ვერ დავიკვეხნი ისეთი კონტაქტებით, რაც ჩარლის აქვს.
- ჰო, მაგრამ მე ჩემი ასაკის უამრავ ხალხს ვიცნობ. - აპ-
როტესტებს ნელსონი.
- გეთანხმები, მაგრამ შენ იცნობ ადამიანებს, რომლებიც
თავის ძველ სპორტულ მანქანებს არანორმალურ ფასად ასა-
ღებენ, - პასუხობს ჰარი. - ჩარლი კი მათ იცნობს, ვინც მაღა-
ზიაში შემოდის და მანქანას ყიდულობს. ჩარლი ამას ბუნებრი-
ვად მიიჩნევს, სულაც არ უკვირს, არც იმათ უკვირთ. ალბათ ყვე-
ლა ბერძენი ასეთია, არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას
ამბობს ჩვენზე, შვილო, რეალობა ისაა, რომ ჩვენ არ ვართ
ბერძნები.
არც ეს ხუმრობა ჭრის, ბიჭს იმაზე მეტად ატკინა გული,
ვიდრე წარმოედგინა.
- არა მგონია, ჩემი ბრალი იყოს, - ამბობს ნელსონი. - ალ-
ბათ, უფრო ეკონომიკის ამბებია.
111-ე გზატკეცილზე მოძრაობა მატულობს: სიბნელე წვება
და ხალხი შინისკენ მიიჩქარის. ჰარისაც შეუძლია წავიდეს. ნელ-
სონი რვამდეა. ჩაჯექი „კორონაში“, ჩართე რადიომიმღები და
ხმის ოთხივე გამაძლიერებლით მოისმინე ვერცხლის ამბები.
გამარჯობა ვერცხლო, აბა, შენ იცი! ჰარისთვის საკუთარი ხმა

571
მკითხველთა ლიგა

თითქმის ისევე დამაჯერებლად ჟღერს, როგორც ვებ მერქე-


თის:
- ჰო... ეკონომიკასაც აქვს თავისი ოღროჩოღროები. ეს
ნავთობი იაპონელებს უფრო ურტყამს, ვიდრე ჩვენ, ხოლო რაც
მათ ურტყამს, ის ჩვენთვის სასიკეთო უნდა იყოს. იენა დავარდა.
ეს მანქანები დოლარებში ახლა უფრო იაფია, ვიდრე შარშან
იყო და ეს შესაბამისად უნდა ასახულიყო ჩვენს გაყიდვებზეც. -
ოჰ, სინდის ის გამოხედვა ფოტოზე. თავიდან ვერ იშორებს:
ემოციური, თავზარდაცემული. აღფრთოვანებული. თითქოს სა-
ჰაერო ბუშტით მიფრინავს და ეს წუთია, გააცნობიერა, რომ მი-
წას მოსწყდა.
- ციფრები. - ულმობელი სახით ასკვნის ჰარი. - ციფრები
არ ტყუიან და არც არაფერს გპატიობენ.
ჰარიმ და ჯენისმა გადაწყვიტეს, ახალი ამბავი, მთელი კვი-
რა საგულდაგულოდ რომ მალავდნენ, დედიკო სფრინგერის-
თვის ახალ წელს ეცნობებინათ. ამ ამბის დამალვა კი იმიტომ
დასჭირდათ, რომ არ იცოდნენ, მოხუცი ამას როგორ მიიღებდა,
არ უნდოდათ, დღესასწაული ჩაეშხამებინათ. გადაწყვიტეს, მა-
თი გადასვლის ამბავი არანაკლებ მნიშვნელოვან დღეს, ახალი
ათწლეულის პირველ დღეს გამოეცხადებინათ და ამით პატი-
ვისცემა გამოეხატათ წმიდათაწმიდა ოჯახური ურთიერთობების
მიმართ. თუმცა, ახლა, როცა ეს დღე დადგა, ორივეს ნაბახუ-
სევზე თავი უსკდება, წინა ღამით ბადი ინგლფინგერის წვეულე-
ბაზე სამ საათამდე სვამდნენ, ბადისგან ხომ გვიან გამოვიდნენ
და გზაშიც გაიჭედნენ: თელმა ჰარისონის მერილენდელმა ბი-
ძაშვილმა, რომელიც საშობაოდ ჩამოვიდა, თავისი მანქანა, ჰა-
რის მანქანას რომ ეღობებოდა, ვერ დაქოქა. მათი მთვრალი
მეგობრები ხმამაღალი შეძახილებით ამხნევებდნენ და ყველა-
ნი ერთად ამაოდ ცდილობდნენ, მანქანა როგორმე ფარების

572
მკითხველთა ლიგა

შუქზე დაექოქათ. ბოლოს, საიდანღაც გადამყვანი კაბელი


მოიტანეს და რონის „ვოლვოსა“ და თელმას ბიძაშვილის „ნო-
ვას“ ცხვირი ცხვირზე მიადებინეს. ყველამ თავისი ფარანი
მიუნათა, რომ რონის დადებითი დადებითთან უშეცდომოდ
მიეერთებინა და თავისი ელემენტები არ დაცლოდა. ჰარის
არაერთხელ უნახავს მსგავს სიტუაციაში პირდაპირ მის თვალ-
წინ როგორ დნება გადამყვანი კაბელი. ვიღაც ქალს, რომელ-
საც ჰარი ხეირიანად არც კი იცნობდა, იმხელა პირი აღმოაჩ-
ნდა, რომ ფარანი კბილებით დაიჭირა და ლოყები აბაჟურივით
გაუკაშკაშდა. ბადიმ და მისმა ახალმა შეყვარებულმა, აქტიურმა,
გამხდარმა, დაახლოებით ექვსი ფუტის სიმაღლის, თმადახვე-
ულმა, პირველი ქორწინებიდან სამი შვილით მარტო დარჩე-
ნილმა გოგომ, ანანასით, რომითა და კონიაკით რაღაც პუნშის
მსგავსი მოამზადეს და ახლა, როცა უკვე შუადღეა, ჰარის ანა-
ნასის გემო ისევ პირში აქვს. თავი უფეთქავს, ამას ემატება ნელ-
სონი და პრუ, რომლებიც, წუხელ სახლში ბებოსთან დარჩნენ
და თაიმს სქვერიდან გაი ლომბარდოს ძმის გამოსვლის პირ-
დაპირ ტრანსლაციას უყურეს - გაის სიკვდილის შემდეგ მან მისი
ადგილი დაიკავა, - ახლა სასტუმრო ოთახში სხედან და ტეხასის
კოტონ ბოულის ფესტივალს უყურებენ. ამიტომ, ჰარიმ და ჯე-
ნისმა ბესი სალაპარაკოდ სამზარეულოში გაიხმეს. მომაკვდი-
ნებელი უსასოობით იწყება ახალი ათწლეული. როცა სამზა-
რეულოს მაგიდასთან სხდებიან, ჰარის ეჩვენება, რომ საუბარი
მათ შორის ერთხელ უკვე შედგა და ახლა მეორე წრეზე მიდი-
ან.
ჯენისს დაქანცულობისგან თვალები ერთიანად ჩაშავებუ-
ლი აქვს.
- ჰარი, შენ დაიწყე. - ეუბნება ქმარს, თითქოს გაოცებული.
- მე?

573
მკითხველთა ლიგა

- ღმერთო, ასეთი რა უნდა მომხდარიყო? - კითხულობს


დედიკო, თავს იკატუნებს, რომ ბრაზობს, რეალურად კი
სიამოვნებს ასეთი ცერემონიულობა - ორივემ იდაყვში მოკიდეს
ხელი და აქ შემოიყვანეს. - ისე იქცევით, თითქოს ჯენისი ფეხ-
მძიმედ იყოს, არადა, ხომ ვიცი, რომ მილები გადაბმული აქვს.
- გადაჭრილი - რბილად, გულისტკივილით უსწორებს ჯე-
ნისი.
- ბესი, იცი, ჩვენთვის სახლს ვეძებთ. - იწყებს ჰარი.
მოხუცის სახიდან სილაღე ერთბაშად ქრება, თითქოს თო-
ფიდან ტყვიასავით გაისროლესო. კანი ტუჩების ირგვლივ
დაზოლილ-გადაზოლილი აქვს. ჰარი უცებ უწვრილეს ხმელ
ნაოჭებს ამჩნევს. მის წარმოდგენაში ბესი ჯერ კიდევ ისეთი იყო,
როგორიც მან პირველად ნახა, მკვრივი და კარგად შეკრული.
როდის მოუმჩვარდა კანი და დაებზარა, როგორც საგოზავი იბ-
ზარება სარდაფის ფანჯარაზე, როდის დაემსგავსა დაჭმუჭნილ
და მერე გასწორებულ ქაღალდს, ჰარი აზრზე არაა. პირში ისევ
ანანასის გემოს გრძნობს. მასში გულისრევა პატარა შავი ლა-
ქასავით ჩნდება, საოცარი სისწრაფით იზრდება და მოხუცის
აუტანელი სიჩუმით სავსე სივრცეში სადღაც ქვემოთ მიგორავს.
- და ახლა, - აუცილებლად უნდა განაგრძოს. - შესაფერისი
სახლი აღმოვაჩინეთ. ორსართულიანი, პატარა, პენ პარკთან.
როგორც მაკლერმა გვითხრა, თავიდან ის მებაღის სახლი უნ-
და ყოფილიყო, რომელიც მაშინ გაყიდეს, როცა კერძო სახლე-
ბი დაშალეს, ხოლო შემდეგ გააფართოეს და სამზარეულოც
მიაშენეს. ფრანკლინის გადასახვევთანაა ახლოს, დიდი სახლე-
ბის უკან. ძალიან მყუდრო ადგილია.
- აქედან სულ ოცი წუთის სავალზეა, დედა.
ჰარი თვალს ვერ წყვეტს მოხუცის განათებულ კანს და სამ-
ზარეულოს ცივ სინათლეზე ათვალიერებს. კანქვეშ სისხლძარ-

574
მკითხველთა ლიგა

ღვების ბნელით მოცული ცხოვრების გამო შავგვრემან სახეზე


სიწითლე დაჰკრავს, რაც ეს ჯენისმაც მიიღო დედისგან მემ-
კვიდრეობით. თუმცა, ახლა მოხუცის სახე თითქოს დაფარულია
ნაცრისფერი უწმინდესი ძაფების მტვრით, რომელშიც, ნაოჭებს,
ჰარისკენ მომართულ ლოყაზე, განათებულ ადგილებში, გაუგე-
ბარი ასოები გამოუყვანიათ, როგორიც მხოლოდ შორეულ თი-
ხოვან კლდეებზეა ამოკაწრული. ჰარი თავს ისე გრძნობს, თით-
ქოს ამაღლდა, წონა დაკარგა და მისი ყველა საცოდავი, სა-
სირცხვილო სიტყვა უსასრულოდ დიდ მანძილს გადის. და ეს
მანძილი სულ უფრო და უფრო იზრდება, ვიდრე დედიკო
სფრინგერამდე მიაღწევს, რომელიც უძრავად ზის და თავის გა-
ნაჩენს ისმენს.
- შეიძლება ითქვას, გვერდითაა. - უხსნის ჰარი. - მეორე
სართულზე სამი საძინებლელია, აქედან ერთი პატარა ოთახია,
რომელსაც ბავშვები, იქ რომ მანამდე ცხოვრობდნენ, სათამაშო
ოთახად იყენებდნენ და ორი სრულფასოვანი საწოლი ოთახი.
ჩვენ ყოველთვის ბედნიერი ვიქნებით, გიმასპინძლოთ ნებისმი-
ერ დროს, როცა კი ჩვენთან მოსვლის სურვილი გაგიჩნდებათ,
იმდენი ხნით, რამდენიც მოგესურვებათ. - ჰარი გრძნობს, რომ
რაღაც წამოროშა. გამოდის, მოხუცი ისევ მათთან იცხოვრებს
და კედლის იქით ისევ მისი ტელევიზორი იბუტბუტებს.
- მართალია, დედა. უფრო გონივრული იქნება, თუ ახლა
მე და ჰარი ცალკე ვიცხოვრებთ.
- ჯენისი მე დავითანხმე, დედიკო, თავიდან ჩემი იდეა იყო.
მაშინაც, როცა შენ და ფრედმა დიდი სიკეთე გამოიჩინეთ და აქ
ბინა მოგვეცით, როცა მე და ჯენისი შევრიგდით, მე არც მიფიქ-
რია, რომ სამუდამოდ აქ დავრჩებოდით. ამას ყოველთვის ისე
ვუყურებდი, როგორც დროებით მოვლენას, იქამდე, ვიდრე
ფეხზე დავდგებოდით.

575
მკითხველთა ლიგა

ახლა ხვდება, ამ სიტუაციაში რა მოსწონდა - სულ ადვილი


იყო მისთვის ჯენისის მიტოვება: უბრალოდ, გამოვიდოდა სახ-
ლიდან ლამპიონების ქვეშ და ჯენისს თავის მშობლებთან და-
ტოვებდა. მაგრამ მას ცოლი არ მიუტოვებია, ახლა კი ვერ
მიატოვებს, ისაა მისი ავლადიდება.
ჯენისი ცდილობს, დედამისის დუმილი შეარბილოს.
- ეს ხომ ინვესტიციაა, დედა. ახლა ყველა ცოლ-ქმარს, ვი-
საც ჩვენ ვიცნობთ, საკუთარი სახლი აქვს, იმ უცოლოსაც კი, გუ-
შინ ვის წვეულებაზეც ვიყავით და შენ წარმოიდგინე, ის კაცები
ჰარიზე ნაკლებს გამოიმუშავებენ. ამ ინფლაციის ფონზე, უძრა-
ვი ქონება სწორედ ისაა, სადაც ფული უნდა ჩადო, თუ საშუალე-
ბა გაქვს.
როგორც იქნა, დედიკო სფრინგერი პირს აღებს და უნებუ-
რად, ყოველ სიტყვაზე ხმას უწევს:
- ეს სახლი ხომ თქვენ დაგრჩებათ, როცა მე აღარ ვიქნები,
თუ ცოტას კიდევ მოიცდით. რატომ არ გინდათ, სულ ცოტა
მოიცადოთ?
- დედა, ვერ ვიტან, როცა ასე ლაპარაკობ. არ გვინდა შენს
სახლს ველოდოთ. მე და ჰარის ჩვენი საკუთარო სახლი გვინ-
და, თანაც ახლავე. - ჯენისი სიგარეტს უკიდებს და იდაყვით მა-
გიდას მყარად ეყრდნობა, რომ ხელში ასანთი არ აუკანკალ-
დეს.
- ბესი, შენ სამუდამოდ იცოცხლებ. - არწმუნებს მოხუცს ჰა-
რი. თუმცა, ახლა, როცა ნახა, რა დღეში ჩაუვარდა კანი, იცის,
რომ ასე არაა.
ის კი, თვალებგაფართოებული, უცებ კითხულობს:
- მაშინ ამ სახლს რა ბედი ეწევა?

576
მკითხველთა ლიგა

ბაჭიამ ლამის გადაიხარხაროს. მოხუც ქალბატონს სახეზე


ისეთი ბავშვური გამომეტყველება აქვს და ხმაც ბავშვივით და-
უწვრილდა.
- ამაზე ნუ ინაღვლებთ. - პასუხობს მოხუცს. - მაშინ, როცა
ეს სახლი აშენდა, ისე აშენებდნენ, რომ საუკუნეებს გაუძლებს.
იმ ხუხულებს კი არ ჰგავს, ახლა რომ დგამენ.
- ფრედს ყოველთვის უნდოდა, რომ ეს სახლი ჯენისის ყო-
ფილიყო. - აცხადებს დედიკო სფრინგერი, თვალებს ჭუტავს და
სადღაც ჯენისისა და ჰარის თავებს შორის წერტილს აშტერდე-
ბა. - ჯენისის უსაფრთხოებისთვის.
ამჯერად ჯენისი იცინის.
- დედა, არაფერი მემუქრება. ოქროსა და ვერცხლის ამბა-
ვი ხომ გითხარით.
- ფულით ასეთი თამაში მისი დაკარგვის საუკეთესო სა-
შუალებაა. - ეუბნება დედიკო. - არ მინდა, ეს სახლი აუქციონზე
ვიღაც ბრუერელმა ებრაელმა იყიდოს. ყველანი აქეთ გადმო-
დიან, რადგან ბრუერის ჩრდილოეთში შავები და პუერტორი-
კოელები დასახლდნენ.
- კარგით, რა, ბესი. - ეუბნება ჰარი. - რატომ დარდობთ?
როგორც გითხარით, მთელი ცხოვრება წინ გაქვთ, მაგრამ რო-
ცა აღარ იქნებით, აღარ იქნებით. რაცაა ეგაა. ზოგჯერ საზრუ-
ნავი სხვას უნდა გადააბარო. ბიბლია ყოველ გვერდზე ამას ამ-
ბობს - გაათავისუფლე ჩემი ხალხი, რამეთუ ღმერთმა უკეთ უწ-
ყის. ჰოდა, ჩვენც გაგვიშვით, ბესი.
იმის მიხედვით, თუ როგორ ცქმუტავს ჯენისი, ჰარი ხვდება,
რომ ზედმეტი მოუვიდა.
- დედა, შეიძლება აქ დავბრუნდეთ კიდეც...
- ჰო, როცა ბებერი ყვავი მოკვდება. რატომ აქამდე არ
მითხარით, რომ თქვენთვის ასეთი ტვირთი ვარ? მაქსიმალუ-

577
მკითხველთა ლიგა

რად ვცდილობდი, მეტწილად ჩემს ოთახში ვყოფილიყავი. სამ-


ზარეულოში მაშინ ჩამოვდიოდი, როცა საჭმელს ჩემ გარდა ვე-
რავინ ამზადებდა.
- დედა, გეყოფა. შენ ხელს არასოდეს გვიშლიდი. ორივეს
გვიყვარხარ.
- გრეის შთული სიამოვნებით მიმიღებს. მასთან გადასვლა
უკვე რამდენჯერ შემომთავაზა. თუმცა, მისი სახლი ამის ნახევა-
რიც არაა და წინ იმხელა კიბეა ასასვლელი. - ცხვირში სრუტუ-
ნებს და ეს სრუტუნი ახლა საშველად მოხმობას ჰგავს.
ნელსონი მისაღები ოთახიდან ხმამაღლა იძახის:
- ბები, ლანჩი მალე იქნება?
- ხომ ხედავ, დედა, - მაშინვე ამბობს ჯენისი, - ნელსონი
გავიწყდება. ის რჩება, თავის ოჯახთან ერთად.
მოხუცი ისევ სრუტუნებს, ამჯერად ნაკლებად ტრაგიკუ-
ლად. მერე ტუჩებს მაგრად კუმავს, მათ ჩაწითლებული თვალე-
ბით უყურებს და ამბობს:
- ან რჩება, ან არა. ახალგაზრდებს ვერ ენდობი.
- ამაში გეთანხმები, - პასუხობს ჰარი. - არც სწავლობენ,
არც იბრძვიან, მხოლოდ მაგრად სხედან და ბოლდებიან.
ნელსონი სამზარეულოში შემოდის, იღლიაში „ბრუერული
სტანდარტების“ დღევანდელი ნომერი ამოუდია. მხიარულად
გამოიყურება, ალბათ კარგად გამოიძინა. გაზეთს ისე კეცავს,
რომ ზემოდან სამოცდაათიანი წლების შესახებ კითხვარი მო-
ექცეს და მათ ყველას მიმართავს:
- აქედან რამდენ ადამიანს იცნობთ? რენე რიშარი, სტივენ
ვიდი, მეგან მარშაკი, მარჯო გორტნერი, სფაიდერ საბიჩი, დი
ბი კუპერი. მე ექვსი გამოვიცანი, პრუმ ოთხი.
- რენე რიშარი პეტი ჰართის შეყვარებული იყო. - იწყებს
ბაჭია.

578
მკითხველთა ლიგა

ნელსონი ბებიას არეულ სახეს უყურებს და ეკითხება:


- რა ხდება აქ?
- მერე ყველაფერს აგიხსნით, საყვარელო. - ეუბნება ჯენი-
სი.
- მე და დედამ სახლი ვნახეთ, სადაც მალე გადავალთ. -
პასუხობს ჰარი.
ნელსონი ხან დედას უყურებს, ხან მამას და ტუჩების ირ-
გვლივ სახე ისე გაუთეთრდა, რომ ეტყობა, სადაცაა იყვირებს.
მაგრამ ყვირილის ნაცვლად მშვიდად ამბობს:
- ესე იგი, გარბიხართ. საერთოდ, ვინ ხართ? ერთიმეორე-
ზე უარესი ყალბი ადამიანები, ნამდვილი მსახიობები. ჯანდაბა-
ში წასულხართ ორივე. დედა, მამა, ჯანდაბამდე გზა გქონიათ. -
და მისაღებ ოთახში ბრუნდება, სადაც დოლისა და საყვირების
გამაყრუებელი ხმები იმ სიტყვებს ახშობს, რასაც ის და პრუ
ახალშექმნილი ოჯახის ლაბირინთებში ერთმანეთს ეუბნებიან.
ბიჭი შეშინდა. თავს მიგდებულად გრძნობს. მისთვის ეს უკვე მე-
ტისმეტია, ვეღარ უმკლავდება. ბაჭია კარგად იცნობს ამ შეგ-
რძნებას. მიუხედავად მათ შორის ყველა უსიამოვნებისა, არის
ხოლმე მომენტები, როცა თითქოს მის გულსა და ნელსონის
გულს შორის ერთი პატარა ფოლადის ჯოხია გადებული, ისე
ზუსტად გრძნობს ხოლმე, იმ დროს რა ტრიალებს ბიჭის გულში.
და მაინც, ეს იმას არ ნიშნავს, მხოლოდ იმის გამო, რომ ადა-
მიანს მარტოობის ეშინია, ის აქ უძრავად იჯდეს და ყველასთვის
დიდი, მსუქანა, ტკბილი ღვეზელი გახდეს, რომ ვისაც მოუნდე-
ბა, თავისი წილი მოაკბიჩოს, როგორც ეს ერთხელ მიმიმ შე-
ნიშნა.
ჯენისი და დედამისი ხელიხელჩაკიდებული სხედან, სახეზე
ცრემლები სდით. როცა ჯენისი ტირის, სახის ნაკვთები ეკარგება

579
მკითხველთა ლიგა

და მის ნაცვლად ჰარი პატარა უშნო ბავშვს ხედავს. დედამისი


თითქოს მხოლოდ თავისთვის მოთქვამს:
- ოჰ, ვიცოდი, ეძებდით, მაგრამ ვერ დავიჯერე, რომ მარ-
თლა იყიდდით ახალ სახლს, მაშინ, როცა შეგიძლიათ აქ უფა-
სოდ იცხოვროთ. იქნებ, აქ შევცვალოთ რამე, რომ წასვლა გა-
დაიფიქროთ? ან იქნებ დრო მომცეთ, რომ ამ აზრს შევეგუო?
მე ძალიან მოხუცი ვარ, ესაა საქმე, ძალიან მოხუცი ვარ იმის-
თვის, რომ ჩემს თავზე ახალი პასუხისმგებლობა ავიღო. ბიჭი,
მართალია, ძალიან კეთილია და ერთმანეთს ძალიან კარგად
ვეწყობით, მაგრამ ახლა ისეთი არეულია... და გოგო კი - არ
ვიცი. მზადაა, ყველაფერი თავის თავზე აიღოს, მაგრამ დარ-
წმუნებული არ ვარ, რომ შეძლებს. სიმართლე რომ ვთქვა, ბავ-
შვის გაჩენისაც მეშინია, ამას წინათ ვცდილობდი, გამეხსენები-
ნა, როგორ გივლიდი, შენ რომ გაჩნდი, მერე ნელსონი რომ
გაჩნდა, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე. ერთადერთი, რაც მახ-
სენდება, რომ არასაკმარისი რძე გქონდა და ამის გამო ექიმი
ისე გეუხეშებოდა, ფრედს მოუწია ჩარევა და შენი დაცვა.
ჯენისი თავს უქნევს და უქნევს, ცრემლით დასველებული
ცხვირი უკაშკაშებს, ყოველ ამოსლუკუნებაზე ყელში ხმის სიმები
უწყდება.
- იქნებ მართლა მოვიცადოთ, მართალია, ჩვენ პირობა კი
მივეცით, რომ უკვე საბუთებს მოვაწერდით ხელს, მაგრამ შენ
თუ ასე განიცდი, იქამდე მაინც მოვიცდით, ვიდრე პატარა დაიბა-
დება.
მაგიდასთან სხედან, ხელჩაკიდებულნი, თავები ერთმაენ-
თზე აქვთ მიდებული და აქეთ-იქით ერთ რითმში ირწევიან.
- ის გააკეთეთ, რაც თქვენი საკუთარი ბედნიერებისთვის
აუცილებლად მიგაჩნიათ, - ეუბნება დედიკო სფრინგერი, -
ცხოვრებას ჩამორჩენილები როგორმე თავს გავართმევთ

580
მკითხველთა ლიგა

პრობლემებს. სიკვდილზე უარესი არაფერი მომივა და ისიც დი-


დი წყალობა იქნება ჩემთვის.
მისი სიტყვები საბოლოოდ ანადგურებს ჯენისს: სახე
მთლად აერია, ცრემლებით დაულბა და გაუდნა, თვალებს ქვე-
მოთ შავი ტომსიკები ჩამოეკიდა და მთლიანად დანაშაულის
გრძნობით გაიჟღინთა, დედისკენ იხრება, ახალ სახლზე უარს
ამბობს და პატიებას სთხოვს.
- დედა, ჩვენ გვეგონა, ჰარი სრულიად დარწმუნებული
იყო, რომ შენ თავს ნაკლებად მარტოსულად იგრძნობდი, თუ...
- თუ ისეთ სატანჯველთან დამტოვებდით, როგორიც ნელ-
სონია?
კერკეტი ბებერი ინდაური. უმჯობესია, ჰარი ჩაერიოს, ვიდ-
რე ჯენისი ბოლომდე გატყდება. ყელი ეძაბება.
- მისმინეთ, ბესი. ხომ გინდოდათ ნელსონი, ჰოდა გყავ-
დეთ.
თავისუფლება! საბურავების ქვეშ გზა მირბის. უზარმაზარი,
მომრგვალებული ფრთის იქით მიხაკისფერი ციხესიმაგრე
კრთება, სამხრეთ ფილადელფიის ბენზინის ავზები კი პატარა
ჭადრაკის ფიგურებს ჰგვანან. როცა ისინი ასაფრენ ბილიკს
წყდებიან, ბორბლები მძიმედ იკეცება და ფანჯრის გვერდით
ალუმინის უძრავი ზედაპირი კაშკაშა ალით ნათდება. თვით-
მფრინავი ისე მკვეთრად მიიწევს ზემოთ, რომ სისხლი უმძიმ-
დებათ, ჰარი ჯენისის ოფლიან ხელს გრძნობს. ქვემოთ ყურება
რომ თავიდან აეცილებინა, ჯენისმა მას სთხოვა ფანჯარასთან
დაჯდომა. ქვემოთ ჭაობია, გახუნებული ოქროსფერი და ალაგ--
ალაგ, მარილიანი წყლის გამო, ცისფერი. ჰარი დელავერის
სამრეწველო შენობების სიუხვით განცვიფრებულია: ავტოსად-
გომივით გადაჭიმული ნაცრისფერი ბრტყელი სახურავები და
თითქოს ფილების ნაცვლად ძვირფასი ქვებით მოპირკეთებუ-

581
მკითხველთა ლიგა

ლი აბაზანის იატაკიაო, მანქანის სახურავებით აელვარებული


ავტოსადგომები. თითქმის ასეთივე უზარმაზარ შთაბეჭდილებას
ახდენს მანქანების სასაფლაო. წარწერა „არ მოწიოთ“ ქრება.
ენგსტრომების უკან მერქეთებისა და ჰარისონების ხმები
საუბარს იწყებენ. აეროპორტის ბარში დალიეს, თუმცა, ჯერ
მხოლოდ დილის თერთმეტი საათი იყო. ჰარის ადრეც უფრენია
- ტეხასში, მაშინ, როცა ჯარში მსახურობდა, ასევე, ქლივლენ-
დსა და ოლბანიში, ავტომობილით მოვაჭრეთა კონფერენციებ-
ზე, თუმცა მისი ფრენის მიზეზი არასოდეს ყოფილა აი, ასე, უბ-
რალოდ დასვენება, თანაც აღმოსავლეთისკენ, მზესთან შესახ-
ვედრად.
რა სწრაფად, რა მდუმარედ ნთქავს 747 აქედან სათამაშო
ზომის მანძილებს, ასობით მილს. მზის სხივები მათთან ერთად
მოძრაობენ, წამში სერავენ ტბებსა და მდინარეებს. აიათოლას
ჯიბრზე, ამ წელს ზამთარი უჩვეულოდ რბილი გამოდგა: სიმწვა-
ნე გოლფის მონდვრებზე ლობიოს მარცვლების ფორმის ხა-
ფანგში გაბმული ცოცხალი რგოლებივით და ოვალებივით მო-
ჩანს, მოძრავ წერტილებსაც ამჩნევს - მოთამაშეებს. ამ სიმაღ-
ლიდან ჩოგბურთის კორტები დომინოს ქვებს ჰგავს, კინოთეატ-
რები ღია ცის ქვეშ - მარაოს, ხოლო ბეისბოლის ციმციმა ბრი-
ლიანტები - გაფანტულ მონეტებს. მანქანები მიზოზინებენ, თა-
ნაც ისე სწორხაზოვნად გადაადგილდებიან, თითქოს გზებზე
რელსები დააგესო. ქამდენში სახლები უცებ იფანტება და მოხ-
ნული მინდვრები ჩნდება, მერე კერძო სახლები, დიდი ეზოთი
და ნისლიანი, ფერადი ხეებიდან თვალივით მომზირალი აუზე-
ბით; და შემდეგ, კიდევ ერთი წუთი ისევ ზემოთ ადიან და ჰარი
ჯერსის ფიჭვის ტყეების მუქ ხალიჩას დაჰყურებს, რომელიც ყვი-
თელი გზებით კი არის დაზოლილი, მაგრამ მაინც, ჯერ კიდევ
არაა ადამიანის მიერ დამახინჯებული. შედარებით ღია ფერის,

582
მკითხველთა ლიგა

ფოთოლშემოძარცვული ხეები დაღმართსა და წყლის დინებას


უფრო მუქ, მარადმწვანე ხეებთან ერთად მიჰყვებიან. აქედან ჰა-
რი აღფრთოვანებისგან გაფართოებული თვალებით ყველა
ფერსა და შეფერილობას ხედავს, რაც კი ქვემოთ, დედამიწაზე
ერთმანეთს ეჯიბრება. ჯენისი ხელს უშვებს, რაც ნიშნავს, რომ
შიშმა გადაუარა.
- რა ჩანს? - ეკითხება ქალი.
- სანაპირო.
მართალს ამბობს. ამ მძლავრმა მანქანამ ისინი უჩუმრად
ხეების ოკეანის ბოლოში გაიყვანა და ახლა მათ ქვემოთ ქვი-
შიანი ზოლია, რომელიც ხმელეთიდან მოლივლივე წყლის ზო-
ლითაა გამოყოფილი. ჰარი ხედავს ზაფხულის კურორტებს, სა-
ნაპირო ზოლზე ჩამწკრივებულ ქალაქებს, სადაც ახლა ჰარის-
გან განსხვავებით, ვერ ხედავენ იმას, რასაც ჰარი ხედავს - სულ
ადვილად შეუძლია ოკეანეს აუწიოს მშვენიერი, მოციმციმე მხა-
რი და წყალში ჩაახრჩოს ყველაფერი, გააქროს ადამიანის არ-
სებობის ყველა კვალი. ის ადგილი, სადაც ოკეანე თავისი ნაზი,
ქაფიანი ტალღებით თეთრი ქვიშის სანაპიროს ეხება, აქედან
მაქმანისგან შეკერილი დაკლაკნილი გველივით მოჩანს. ამის
შემდეგ თვითმფრინავი ატლანტის ოკეანეზე მიფრინავს და
ისეთ სიმაღლეზე ადის, რომ აქედან გარშემო სივრცეში გამე-
ფებული სილურჯის გარდა სხვა არაფერი ჩანს. უცებ, მთელი
დედამიწა სიცარიელედ გარდაიქმნა და თვითმფრინავი, გარეთ
განუწყვეტელი გუგუნით, შიგნით კი თავისი მხიარული საუბრე-
ბითა და წკარაწკურით, ახლა ერთადერთი სამყარო გახდა.
პრიალასახიან სტიუარდესას მათთვის ლანგრით ღია ფე-
რის ცელოფანში შეფუთული ლანჩი შემოაქვს. მართალია, სა-
ხეზე სქელი მაკიაჟი ადევს, ჰარი დარწმუნებულია, რომ მის სა-
ხეს ხედავს, როცა გოგო მისკენ ღიმილით იხრება იმის საკით-

583
მკითხველთა ლიგა

ხავად, თუ რა სასმელს ინებებს. ჩაშავებული თვალები - აქ-


ტიურად გატარებული ღამის ნიშანი. „კლუბი“ თუ „უი“ წერდა,
რომ სტიუარდესებს ყველა ქალაქში, სადაც ჩერდებიან, თავისი
კაცი ჰყავთ. - თითოეულს ოცი-ოცდაათი კაცი გამოსდის; ეს ქა-
ლები ჩვენი დროის საარაკო სექსუალური მოგზაურები გამო-
დიან. ჰარი, ჯერ კიდევ აეროპორტიდან მოყოლებული, ხალხს
აკვირდება: რბილიატაკიანი დერეფნები გიჟური ზომისა და
არანორმალურად ჩაცმული ახირებული ხალხითაა გადაჭედი-
ლი, მკვდარივით გაფითრებულ გოგოებს ვეებერთელა სათვა-
ლე უკეთიათ და თმა ისე წვრილად დაუხვევიათ, რომ მთელი
ბუშელი გამოვა. ზანგი კაცები წელში გამოყვანილ ხავერდის
კოსტიუმებსა და გრძელ ბეწვის ქურქებში იბღინძებიან, მაღალი
ფერმკრთალი ბიჭი ჩალმასა და ჟილეტში, ქონდრისკაცი შოტ-
ლანდიურ კუბოკრულ პლედში, ვიღაც ქალი ისეთი მსუქანია,
რომ მოსაცდელ დარბაზში პლასტმასის ჩამოსხმულ სკამზე ვერ
დაეტია და ამიტომ ფეხზე დგომა უწევს, თან ალუმინის სამფეხა
ხელჯოხს ეყრდნობა. ბრუერის გარეთ მრავალფეროვანი ცხოვ-
რება ჩქეფს. თითქოს ყველანი ნამდვილი ჯამბაზები იყვნენ. ბა-
ჭია და მისი ხუთი თანამგზავრიც სათანადოდ გამოეწყვნენ -
პალტოს შიგნით საზაფხულო ტანსაცმელი აცვიათ. სინდი მერ-
ქეთი ღია, მაღალუსლიან ქოშებშია, თელმა ჰარისონი შალის
წინდებსა და ჩოგბურთის სპორტულ ფეხსაცმელში. ყველანი
ერთმანეთს დასცინიან და ამით დაიმონდში მიღებულ ქცევის
წესებს არღვევენ. ჰარი ცოტა ალკოჰოლზე უარს არ იტყოდა,
მაგრამ არ უნდა, ამის გამო მის ირგვლივ ხასხასა სამყაროს
აღქმის უნარი დაუქვეითდეს. ეს სამყარო მისთვის ნამდვილი
აღმოჩენა გამოდგა. არ ეგონა, რომ ბრუერის საზღვრებს გა-
რეთ იყო პლანეტა, რომელსაც მისი გაკვირვება შეეძლო. ასეთ
სათავგადასავლო მომენტებში ის საკუთარ სხეულზე ბრაზობს,

584
მკითხველთა ლიგა

რომელსაც მხოლოდ ხუთი გარეთ გასახედი ფანჯარა აქვს.


არასაკმარისია. მთელი სამყაროს თავის თავში ჩასატევად არ
ჰყოფნის. ბედნიერებისგან გული უხტის. ღმერთმა, რომელიც
ჰარის ასაკში დაპატარავდა და სადღაც, მანქანის სკამის ქვეშ
შეგდებული ქიშმიშის ზომა გახდა, უეცრად ისევ უზარმაზარი
მნიშვნელობა შეიძინა, ის ახლა ყველგანაა, გაბრწყინებული ქა-
რის მსგავსად. თავისუფლება: განურჩევლად ყველანი, ცოც-
ხლებიც და მკვდრებიც, მიწაზე დარჩნენ, მისგან ხუთი მილით
ქვევით, ნისლში, რომელიც ისე ედება დედამიწას, როგორც
სარკეს ედება ორთქლად ადამიანის ამონასუნთქი.
ჰარი თვითმფრინავის პატარა, ორმაგი მინის ფანჯრიდან
იყურება, რომელიც რაღაც შეფერილი ნივთიერებითაა დაფა-
რული და ისეთი დაკაწრულია, თითქოს მეტეორიტების სეტყვა-
ში მოჰყვაო. ჯენისი ავიაკომპანიის სარეკლამო ჟურნალს ფურ-
ცლავს.
- როგორ ფიქრობ, როგორ იქნებიან უჩვენოდ? - ეკითხება
ცოლს.
- ვინ?
- დედაშენი, ნელსონი და პრუ - სხვა ვინ?
ჯენისი პრიალა გვერდს შლის. პროფილში დედამისის
ზუსტი ასლია - ტუჩები ისე კუშტად აქვს მოკუმული და სახეზე
ისეთი გამომეტყველება აწერია, თითქოს ახლახან ვიღაცას
პირში მწარე სიმართლე მიახალა და ახლა უკან დახევას არ
აპირებსო.
- მგონი უკეთ, ვიდრე ჩვენიანად.
- სახლის შესახებ რამე ხომ არ უთქვამთ შენთვის?
ორი დღის წინ, სამშაბათს, ჰარიმ და ჯენისმა ნასყიდობის
საბუთს მოაწერეს ხელი. ორშაბათს, შვიდში, მათ თავისი ვერ-
ცხლი უკან, „ფინანსურ ალტერნატივას“ ჩააბარეს. იმ დროის-

585
მკითხველთა ლიგა

თვის, ავღანეთის მოვლენებთან დაკავშირებით აგორებული პა-


ნიკის გამო, ნავთობკომპანიების მსხვილი აქციონერების წყა-
ლობით, ვერცხლის ფასმა 36.70 დოლარს მიაღწია. მათი ვერ-
ცხლის მონეტის ფასი, რომელიც თავის დროზე თითო 16.50
დოლარად იყიდეს, გაყიდვის პროცენტების გათვალისწინებით,
პლატინისთმიანი გოგოს გაანგარიშებით, 23. 37 დოლარი გა-
მოვიდა. ჯენისი, რომელიც მთელი ეს წლები დროდადრო მა-
მამისის მაღაზიაში მუშაობდა და როგორც აღმოჩნდა, არცთუ
ფუჭად, თავად მიუჯდა პატარა კომპიუტერს, კლავიშებზე თითე-
ბის კაკუნის შემდეგ, გამყიდველს თავაზიანად მიუბრუნდა და მის
მიერ გამოანგარიშებული ციფრი მორიდებულად უჩვენა - თუ
ერთი ტრუას უნცია ვერცხლის ფასი 36.70 დოლარია, მისი სა-
მოცდათხუთმეტი პროცენტი 27.52 დოლარი გამოდის. „თუმცა,
- შენიშნა ახალგაზრდა ქალმა, - თქვენ არ უნდა ელოდოთ,
რომ „ფინანსური ალტერნატივები“ ვერცხლს მეტალის ფასზე
იაფად გაყიდის და როცა ჯერი ყიდვაზე მიდგება, იმავე ფასს
გადაიხდის“. პლატინისფერი გოგო იმ დღეს უფრო ცუდად გა-
მოიყურებოდა, ვიდრე მათი წინა ვიზიტის დროს. ტუჩის კუთხეში
პატარა ძიძიბი, წინა შეხვედრისას პატარა წერტილად რომ აჩ-
ნდა, ახლა ისე გადაშლილა, რომ მისი მრგვალი პლასტიკური
საფენით დაფარვა გახდა საჭირო. მიუხედავად მისი ასეთი პა-
სუხისა, მან მაინც დარეკა სადღაც შენობის სიღრმეში - თავად
ხომ იმ ოთახში ზის, რომელსაც ქუჩიდან თხელი ჟალუზები
ყოფს, - და ჰარის და ჯენისს განუცხადა, რომ თითოეულ მონე-
ტაში 24 დოლარის გადახდას სთავაზობდნენ. ასე რომ, 888 ცა-
ლი 21 312 დოლარი გამოვიდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თით-
ქმის ერთი თვეც არ გასულა და მათ კი 6 660 დოლარი მოიგეს.
ჰარიმ თავისთვის სამახსოვროდ 8 მშვენიერი ძველი ეტლის
ბორბლის დატოვება გადაწყვიტა, ასე რომ, მთლიანმა თანხამ

586
მკითხველთა ლიგა

21 120 დოლარი შეადგინა. ეს ციფრი უფრო ჯადოსნურად


ჟღერს. ბრუერის საკრედიტო ბანკის რკინის ყუთიდან და მაღა-
ზიის სეიფიდან თავისი აუწონელი სიმდიდრე ამოიღეს, ამჯერად
თადარიგი დაიჭირეს, რომ ხელით ნაკლებად ეტარებინათ და
„კორონათი“ „ვაისერ სთრითზე“ ორჯერ მივიდნენ. მეორე
დღეს, როცა ერთი ტრუას უნცია ვერცხლის ფასი 31.75 დოლა-
რამდე დავარდა, იმავე ბანკში, ოცწლიანი სესხის საბუთებს
მოაწერეს ხელი. 62 400 დოლარი ოცი წლით. 13 პროცენტი
წელიწადში, ეს 1 პროცენტით დაბალია იმ პირობებზე, ვიდრე
დღეს საერთოდ სესხს გასცემენ. გადასახდელი 624 დოლარი
გამოდის. როგორც ხელშეკრულებაში წერია, სამი წლის შემ-
დეგ შესაძლებელია ხელშეკრულების პირობების გადახედვა.
ის პატარა ქვის სახლი, პენ პარკში, ოდესღაც მებაღის კოტეჯი
რომ უნდა ყოფილიყო, 78 000 ღირს. ჯენისს 25 000 დოლარის
გადახდა მაშინვე უნდოდა, მაგრამ ჰარიმ შეახსენა, რომ ასეთი
ინფლაციის პერიოდში, უმჯობესია, თუ ვალი ექნებოდათ, რად-
გან გადასახდელი პროცენტები გადასახადებიდან ექვითებათ,
და ექვსი თვით შეტანილი 10 000 დოლარი, ამჟამად, დაახ-
ლოებით 12 პროცენტს იძლევა. ასე რომ, ბოლოს, არჩევანი
მინიმალური, 20 პროცენტის, ანუ 15 600 დოლარის შეტანაზე
შეაჩერეს, რაზეც ბანკმა, მისტერ ენგსტრომისა და მისი ოჯახის
გადახდისუნარიანობის გათვალისწინებით, თანხმობა განაცხა-
და. ბანკიდან ჰარი და ჯენისი მონუმენტურ სვეტებს შორის ზამ-
თრის ციმციმა დღის სინათლეზე უკვე ბინის მფლობელებად გა-
მოდიან, ზეგ კი პირდაპირ ზაფხულში მიფრინავენ. წლების გან-
მავლობაში არაფერი ხდება, შემდეგ კი ყველაფერი ერთბაშად
იცვლება. წყალი დუღს, კაქტუსი ყვავის, კიბორჩხალა დღის სი-
ნათლეზე გამოდის.

587
მკითხველთა ლიგა

- მგონი, დედა ამ აზრს შეეგუა. - ამბობს ჯენისი. - გრძელი


ამბავი მიამბო იმის შესახებ, თუ მისმა მშობლებმა, რომლებიც,
როგორც იცი, გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე სფრინ-
გერები, მათთან ცხოვრება როგორ შესთავაზეს მას და მამას იმ
პერიოდში, როცა მამა ჯერ კიდევ ბუღალტერიას სწავლობდა.
მამამ უარი სტკიცა, განაცხადა, საერთოდ არ დაქორწინდებო-
და, ცოლისთვის ჭერის უზრუნველყოფა თავად რომ არ შეძლე-
ბოდა.
- ეს ამბავი ნელსონს უნდა უამბოს.
- ნელსონს რაღაც ხრავს შიგნიდან. ასე რომ, მაინცდამა-
ინც წიხლს არ მივაჭერდი.
- მე არ ვაჭერ წიხლს, ის მაჭერს. სახლიდან მისროლა.
- ალბათ ჩვენმა წამოსვლამ შეაშინა. ახლა გააცნობიერა
თავისი მოვალეობები.
- დროა, ბავშვმა თვალები გაახილოს. როგორ ფიქრობ,
პრუ ამას ყველაფერს როგორ უყურებს?
ჯენისი ოხრავს. მისი ოხვრა იმ გამაყრუებელ შარიშურში
იკარგება, მათ გარს რომ აკრავთ. მათ თავზე პატარა ხვრელე-
ბიდან ჟანგბადი შიშინით გამოდის. ჰარის უნდა გაიგონოს, რომ
პრუს სძულს ნელსონი, ძალიან ნანობს, ცოლად რომ გაჰყვა,
რომ მამამისის გვერდით ნელსონი ნამდვილი ავადმყოფი ჩანს.
- არა მგონია, რამე ცუდს ფიქრობდეს. - პასუხობს ჯენისი.
- რამდენჯერმე ვისაუბრეთ. იცის, რომ ნელსონი არც ისე ბედ-
ნიერია, მაგრამ სჯერა ბიჭის. საქმე ისაა, რომ ტერეზას ისე
ძლიერ უნდოდა ოჰაიოდან თავის დაღწევა და თავისი ოჯახი-
დან რაც შეიძლება შორს წასვლა, რომ ახლა საწუწუნო არაფე-
რი აქვს იმ ადამიანებზე, ვისთანაც მოხვდა.
- იმ თავის ლიქიორს ისევ სვამს.

588
მკითხველთა ლიგა

- ცოტათი ქარაფშუტაა, მაგრამ მის ასაკში ყველა ასეთია.


ამ ასაკში ყველა დარწმუნებულია, რომ ვერაფერი მოერევა,
ყველა სირთულეს გადალახავს და ეშმაკიც ვერაფერს დააკ-
ლებს.
ჰარი ღიმილით იდაყვს კრავს ჯენისს, იმის ნიშნად, რომ
ყველაფერი ახსოვს. ეშმაკმა ხომ შეაცდინა ოცი წლის წინ.
მხრებზე საერთო დანაშაული ადევთ და ეს დანაშაულის შეგ-
რძნება უსაფრთხოების ღვედების მსგავსად, ორივეს ერთ ად-
გილას აბამს. თუმცა, ამას მაშინ გრძნობენ, როცა განძრევას
ლამობენ.
- ჰეი, ღუღუნა გვრიტებო, - ზემოდან ესმით რონი ჰარისო-
ნის ფუქსავატური ხმა; ის მათ თავზე დაჰყურებს, მაღალ სავარ-
ძელზეა გადმოყუდებული და ძლივს სუნთქავს. - ყურადღება
ჩვენც მოგვაქციეთ, სახლშიც მოასწრებთ ჟღურტულს.
ფრენის დანარჩენ სამ გუგუნა საათს თავის ოთხ მეგობარ-
თან ერთად ატარებენ. - ერთმანეთს ადგილებს უცვლიან, გა-
სასვლელში დგანან, მთელ 747-ში აქეთ-იქით დადიან, თითქოს
ვებ მერქეთის გრძელ მისაღებში იყვნენ. ალკოჰოლით ხურდე-
ბიან და ერთად გატარებულ დროს იხსენებენ, ხმაურობენ, ენას
არ აჩერებენ, თითქოს, ახლა რომ გაჩუმდნენ, მიყუჩდნენ, მთე-
ლი ეს მათი ერთობლივი მოგზაურობა საპნის ბუშტივით გას-
კდება და ექვსივე იმ სიცარიელეში გადაეშვება, თვითმფრინავს
გარს რომ აკრავს და ამ სიმაღლეზე იკავებს. ჰარის ეჩვენება,
რომ სინდი ამ არეულობაში თავს გარიყულად გრძნობს, თით-
ქოს რომელიმე მათგანის უმცროსი და, ან შემთხვევითი მგზავ-
რია, დასასვენებლად წამსვლელთა კამპანიასთან უნებურად
რომ მოხვდა. ფანჯრის გვერდითა სავარძლის კიდეზე მოკალა-
თებული, წინაა გადახრილი და ცდილობს, არც ერთი ხუმრობა
არ გამორჩეს. რთული დასაჯერებელია, რომ ამ ქალს, ახლა

589
მკითხველთა ლიგა

მკაცრ შავ კოსტიუმსა და თეთრ ფუშფუშა ყელსახვევში რომ გა-


მოწყობილა და ჯორჯ ვაშინტონს მოგაგონებს, მართლაც აქვს
საიდუმლო ადგილები, ნაკეცები, თმა და ნოტიო აპკები, სადაც
ტიხრის ჩადგმა შეიძლება; სწორედ ასეთი ადგილების გამოკ-
ვლევა და შესწავლა მიაჩნია ჰარის ამ მოგზაურობის მიზნად და
პირად მოვალეობად.
თვითმფრინავი მკვეთრად ეშვება; ჰარის მუცელი ეკუმშება.
მფრინავი ტეხასური აქცენტითა და დამაჯერებელი ხმით აცხა-
დებს, რომ მგზავრები თავის ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ და
დაშვებისთვის მოემზადონ. ახლა, როცა ჯენისი გრადუსშია, ჰა-
რი ეკითხება, ფანჯარასთან დაჯდომას ხომ არ ისურვებს. ჯენისი
უარობს. ეშინია, ფანჯრიდან ვერ გადაიხედავს, ვიდრე მიწაზე
არ დასხდებიან. ჰარი დაკაწრული პლასტიკური მინის ფანჯრი-
დან რძესავით სქელ, ჩაძირული კუნძულების გამო აქა-იქ
იისფერ-მწვანედ დალაქავებულ ფირუზისფერ ზღვას დაჰყუ-
რებს. ზღვაში მარტოდ გასული აფრიანი ნავი. შემდეგ მიწის
ქვიანი ნაგლეჯი, მის ბოლოს კი თეთრი სანაპირო - თეთრ სა-
ხელოში გაყრილი მკლავი. პატარა სახლების წითელი დაგოფ-
რილი სახურავები მისკენ სწრაფად მოიწევს. თვითმფრინავის
ბორბლები ხმაურით იხსნება. ჭაობს გადაუფრინეს. ჰარი ფიქ-
რობს, ხომ არ ილოცოს, მაგრამ აზრები ეფანტება. ჯენისი ისე
მაგრად უჭერს ხელს ხელზე, რომ ძვლები სტკივა. გვერდით
მიჰქრის სახლი, სახლის სახურავზე ქარის მანიშნებელი
ფრიალა კონუსი, მიტოვებული ბულდოზერი, ფოთოლგაძარ-
ცვული ხეები, რომლებიც სინამდვილეში პალმებია; ისმის ყრუ
დარტყმა, ძლიერი შიშინი, ჯახუნი, თვითმფრინავის უკანა ნა-
წილში რაღაც გრგვინავს, მერე ღრჭიალებს. თვითმფრინავი
ჩერდება, ჰარი და ჯენისი შვებას გრძნობენ - მიწაზე დაეშვნენ
და აი, აეროპორტის ვარდისფერ შენობას ხედავენ, რომლის-

590
მკითხველთა ლიგა

კენაც 747 მისრიალებს. უეცრად ოფლში გაწურული მგზავრები


ხმაურობენ, დგებიან, ხელში ზამთრის პალტო უჭირავთ და საჩ-
ქაროდ მზის სათვალეს ეძებენ. გასასვლელისკენ მიიჩქარიან.
ვერცხლისფერი კიბის თავში თბილი, ნოტიო, მოალერსე ტრო-
პიკული ჰაერი, რომელიც პაწია რგოლებისგან შედგება, ბაჭიას
სახეზე ისე ეფრქვევა, თითქოს პულვერიზატორით შეასხესო;
მაგრამ მთელ ამ ნეტარებას რონი ჰარისონი უშლის, როცა უკ-
ნიდან ყურში ჩასძახის: „შეხედე, ორალურ სექსსაც კი ჯობია!“
და ამას მოჰყვა ქალების, ვის გასაგონადაც ეს სიტყვები იყო
წარმოთქმული, სიცილი, რაც კიდევ უფრო უარესია, ვიდრე
ახალ სამყაროსთან პირველი შეხვედრის სათუთი წამის ასე
ჩაშხამება. ჯენისი კისკისებს. ტუტუცი ძუკნა. კიბის თავში სტიუარ-
დესა, რომლის სახიდან მთელი ემალი სიცხემ ოფლის წვეთე-
ბით დაუცვარა, განურჩევლად ყველას ღიმილით ემშვიდობება
და ერთსა და იმავეს იმეორებს „ნახვამდის. ნახვამდის“.
სინდის ბავშვური სიცილი ჰაერში ეკიდება და ამას თით-
ქმის მაშინვე მოსდევს გაწელილი სიტყვა: „რონი!“ ბაჭიას გაღი-
ზიანებასთან ერთად გული უფანცქალებს, უჯრაში გადამალული
პოლაროიდის ფოტოები ახსენდება.
დღე დღეს მისდევს და სინდის ნამზეური კანი ნელ-ნელა
წითელი ხის ფერს იძენს - როგორც საერთოდ, ზაფხულობით
„ფრთაგაშლილ არწივში“ აუზთან ხდება ხოლმე. როცა ის იგი-
ვე, შავზონრებიანი საცურაო კოსტიუმით კარიბის ზღვიდან ამო-
დის, წყალიც ისევე ჩამოსდის, ოღონდ ახლა კანზე მარილის
კრისტალები უბრწყინავს. თელმა ჰარისონი პირველივე დღეს
საშინლად დაიწვა და საშინელი ტკივილებით იტანჯება, რაც
თავის ავადმყოფობასაც უკავშირდება. ის მთელ დღეს ბუნგა-
ლოში ატარებს. ჰარი კი, დაუსრულებლად შედი-გამოდის
წყალში და პირდაპირ პლაჟზე დადგმული, ჩალისგან შეკრული

591
მკითხველთა ლიგა

ბარიდან სასმლის მომარაგებას ხელმძღვანელობს. შავკანიანი


მოხუცი ქალები აღმა-დაღმა დადიან და დამსვენებლებს ფე-
რად მძივებს, ნიჟარებსა და საზღვაო ნივთებს სთავაზობენ. მე-
სამე დღეს თელმა ერთ-ერთი მათგანისგან ფართოფართლე-
ბიან ჩალის ქუდს, ვარდისფერ, კოჭებამდე სიგრძის გრძელ-
მკლავიან ხალათს ყიდულობს და მთლიანად მასში ეხვევა. ახ-
ლა, მზისგან სრულიად დაცული, ზღვის ყურძნის ჩრდილქვეშ
ზის, ფეხის თითებზე პირსახოცი აფარია და კითხულობს. როცა
მზეზე გაშოტილ ჰარის უყურებს, ამ შლაპაში სახე არაბუნებრი-
ვად ყვითელი, გამხდარი და ღვარძლიანი უჩანს. მათ კამპა-
ნიაში თელმას შემდეგ, ყველაზე აზიზი კანი ჰარის აღმოაჩნდა,
კარგად ვერ ირუჯება, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ისე
მოიქცეს, დანარჩენებს არ ჩამორჩეს. დამწვრობის ტკივილი
მასში იმ დროის ნოსტალგიას იწვევს, როცა ვარჯიშით კუნთები
სტკიოდა. ზღვაში ღრმად არ შედის, ნაპირთან ახლოს ჭყუმპა-
ლაობს, მალულად ზვიგენების ეშინია.
კაცები ყოველ დილით კურორტის გვერდით გოლფს თა-
მაშობენ მოედანზე, სადაც მაყვლის გაუვალ ბუჩქებს შორის ოთ-
ხთვალათი მიდიან. მაყვლის ბუჩქებს მართლაც ვერსად გაექ-
ცევი, დიდი პრობლემაა, დაკარგული ბურთის ძებნაში შესაძ-
ლოა, ფეხი მათში ჩამალულ ღრმა ორმოში ჩაგივარდეს. თვი-
თონ კუნძული ღრმულებით სავსე მარჯნის რიფს წარმოადგენს.
ღამღამობით კვირის დღეების მიხედვით მკაცრად განსაზღვრუ-
ლი გრაფიკით ერთობიან. აქ ხუთშაბათს ჩამოვიდნენ, კიბორ-
ჩხალების შეჯიბრების დღეს, მეორე საღამოს ლიმბო-ცეკვებს
უყურეს, შემდეგ ღამეს, ანუ შაბათს, თავად იცეკვეს დაფდაფების
ჰანგებზე. ყოველ საღამოს, „ოლიმპიური“ აუზის გვერდით სა-
ცეკვაო მუსიკა ისმის. ვარსკვლავების ქვეშ, რომლებიც აქ გაცი-
ლებით ახლოს გგონია და რაღაცნაირად ისე ციმციმებენ, თით-

592
მკითხველთა ლიგა

ქოს იმუქრებიანო - გეგონება, აფეთქების შედეგად წარმოქმნი-


ლი ნამსხვრევები ცას შეეყინენ. ზოგი თანავარსკვლავედი ჰა-
რისთვის სრულიად უცხოა: ასეთია, მაგალითად, ვებ მერქეთი.
მან ვარსკვლავები ფლოტში სამსახურის დროს შეისწავლა - იქ
მოხალისედ 1945 წელს წავიდა, როცა თვრამეტი წლის იყო და
ომის დასასრულს წყნარი ოკეანე აერომზიდით გადაკვეთა. ვე-
ბი მათ სამხრეთის ვარსკვლავს უჩვენებს, ბუნდოვან ლაქაზე კი
ამბობს, რომ სხვა გალაქტიკაა; მერე ყველანი ხედავენ, რომ აქ
დიდი დათვის თანავარსკვლავედი თითქოს თავისი ჩამჩის სა-
ხელურზე დგას, რასაც ვერასოდეს ნახავ სამხრეთ--
აღმოსავლეთ პენსილვანიაში.
ოჰ, ეს პატარა სინდი, ყოველ საღამოს სადილობის დროს
სულ უფრო და უფრო მუქი ყავისფერი ჩანს, პირდაპირ სიყვა-
რულს ითხოვს - ამას მისი კბილების შემხედვარეც იტყვი, ისე
გაუთეთრდა და ისე ელვარებს; და იმითაც, თუ დააკვირდები,
ყოველ საღამოს ოლეანდრის ყვავილსაც როგორ წყვეტს, ბუნ-
გალოსთან რომ ბუჩქები იზრდება იქ, და ზღვაში ხშირად ბა-
ნაობისგან აფუებულ თმაში როგორ იბნევს. და ყავისფერი ფე-
ხის თითუნები? პაწაწინა ფრჩხილები თეთრი ფოთლებივით
უელავს. გამუქებულ კანზე თეთრ კაბებს იცვამს და შორიდანვე
კაშკაშებს, როცა ბამბუკის ბარის გვერდზე მდებარე ქალთა
ოთახიდან გამოდის და საცურაო აუზის გვერდით გადის. აუზი
ისეა ქვემოდან განათებული, თითქოს მთვარე გადაყლაპაო.
სინდიმ აიჩემა, რომ სუქდება: რამდენი საცთუნებელია: ეს ანა-
ნასის კოქტეილები, კუბური დაიქურები, რომის პუნშები და ყვე-
ლა კალორიული, არაფერზე ამბობს უარს, სირცხვილი! ჰო,
არასოდეს უარობს ალკოჰოლს, მხოლოდ სინდი კი არა, არც
ერთი მათგანი. დღეს გოლფის მოთამაშეები ძალების მოსაკ-
რებად დილას „სისხლიანი მერით“ იწყებენ და გვიან ღამით

593
მკითხველთა ლიგა

„სთრინგერსით“ ამთავრებენ. ამასთან, განუწყვეტლივ უწყინ-


რად ზუზუნებენ.
- ჰარი, ბოლოს ანგარიშზე რა დაგრჩება? - ჯენისი გაოცე-
ბულია. - ყველას ნაცვლად ჩეკებს ხელს შენ აწერ.
- მოეშვი, ჯობს, აქ დავხარჯო, ვიდრე ინფლაციამ გადასან-
სლოს. - პასუხობს ჰარი. - ყურადღება არ მიაქციე, ვებმა რომ
თქვა, ახლა დოლარი იმის ნახევარი ღირს, ვიდრე ათი წლის
უკან, 1970-ში? გამოდის, რომ ეს ახლა დოლარი კი აღარაა,
არამედ 50 ცენტი. დამშვიდდი.
სინამდვილეში, ჰარისთვის ეს იმ დიადი კამპანიის ნაწი-
ლია, სინდის დაპყრობა რომ ჰქვია. აუცილებლად უნდა დაწვეს
სინდისთან, ვიდრე მათი კუთვნილი შვიდი დღე მიიწურება. ჰარი
გრძნობს, რომ ეს წამი ახლოვდება, მხოლოდ მისთვის კი არა,
ყველასთვის ახლოვდება. მათ შორის აღმართული კედლები
ნელ-ნელა იფშვნება და თხელდება, მან უკვე ზუსტად იცის, რო-
დის ახველებს ვები, ხმა რომ ჩაიწმინდოს, ან როგორ უკიდებს
სიგარეტს. მთელი დრო ერთმანეთის თვალწინ ყოფნა, საათო-
ბით ძალდაუტანებელი დუმილი და მზისა და ვარსკვლავების
ქვეშ ექვსი სხეულის შეზლონგებზე უცერემონიო გაშხლართვა
უხერხულობას თანდათანობით აქრობს. ეშვებიან. მათი ხელები
ერთმანეთს ეხება, როცა სასმელს, ასანთს, ან გასარუჯ ლოსი-
ონს აწოდებენ. ერთიმეორის ბუნგალოში შედი-გამოდიან და
ზოგჯერ ერთმანეთსაც ეხეთქებიან; მართლა, ჰარიმ შემთხვე-
ვით თელმა ჰარისონის შიშველი უკანალი იხილა, როცა ერთ
ნაშუადღევს მათ მზის დამწვრობის საწინააღმდეგო კრემს უბ-
რუნებდა: თელმა საწოლზე დედიშობილა იწვა, ალბათ უნდო-
და, მზისგან დამწვარ კანს სუნთქვის საშუალება ჰქონოდა, კარ-
თან მისი ხმის გაგონებაზე სწრაფად შეძვრა სააბაზანოში, თუმ-
ცა, არასაკმარისად სწრაფად. ჰარიმ მოასწრო და დაინახა ნა-

594
მკითხველთა ლიგა

კეცი დუნდულებს შორის და მთელი მისი მოყვითალო მჭლე


სხეული და რონის, რომელიც აგრეთვე სრულიად შიშველი
იყო, კრემი ისე გადასცა, არც რამე უთქვამს და არც ბოდიში
მოუხდია: ისინი ხომ მთელ დღეებს ერთად ნახევრად შიშვლები
ატარებენ, ყველანი, თელმას გარდა, ზღვის ყურძნის ქვეშ მზეს
რომ ემალება. მერე რა მოხდა, აი, როცა ჯენისმა ვებს გასარუჯი
ლოსიონი აწითლებულ კისერზე წაუსვა, მას თავისი მძიმე ასო
ურცხვად პატარა ევროპული სტილის საცურაო ტრუსში წინ
უსაშველოდ გამოეშვირა, ტკბილ სინდის კი, როცა ბიჭის მოტა-
ნილი ლანგრიდან „სარგველის პუნშის“ ასაღებად აიწია, მთე-
ლი ძუძუ გაუშიშვლდა და მსხვილი ძუძუსთავი გამოუჩნდა, რად-
გან, როგორც წესი, თანაბარი რუჯის მისაღებად საცურაო კოს-
ტიუმის ბიუსტჰალტერის თასმებს იხსნის ხოლმე. აქაურ ზანგებს
ამერიკელ ზანგებთან შედარებით უფრო გლუვი კანი აქვთ,
სრიალა, უფრო დახვეწილი მოძრაობებიც, თუმცა, უფრო შავე-
ბი კი არიან. სადღაც ოთხი საათისკენ ზღვის ყურძნის ჩრდილი
დაკვანძული თითებივით სრიალებს ქვიშაზე, კაცებს კი სახეები
ისე უწითლდებათ, ღუმლიდან ახალგამოღებულებს ემსგავსე-
ბიან. ისინი მოქმედების ადგილს იცვლიან (ოჰ, როგორ უშლის
ჰარის ნერვებს პალმის შრიალი, ვერაფრით ეგუება: ღამით
სულ ჰგონია, რომ წვიმს, არადა, პალმა შრიალებს) და „ოლიმ-
პიური“ აუზის გვერდით, ჩრდილში ინაცვლებენ, სადაც თეთრ
სტუარდის პიჯაკებში გამოწყობილი კუნძულის ბინადარი ახალ-
გაზრდები მათ გარშემო ეხვევიან და სასმლის შეკვეთას იღებენ,
მყარი, სითეთრემდე გავარვარებული მზის ბურთი ჰორიზონ-
ტისკენ იხრება და ექვსზე ზღვის ვარდისფერ - მეწამულ შხეფებ-
ში მკვირცხლად ეშვება. ამ სანახაობით გაშტერებული, უზომო
სიამოვნებით აცახცახებული ჰარი სანაპიროს გასცქერის, ხე-
დავს, როგორ იცვლის სინდი გვერდს თავის შეზლონგზე, დაწ-

595
მკითხველთა ლიგა

ნულმა ზედაპირმა მის ნაზ სიფუმფულეში შეაღწია და კვალი


დაატყო, როგორც ტალახში რჩება ხოლმე საბურავის კვალი.
თელმა თავიდან ბოლომდე შეფუთული ზის, და დადარაჯებუ-
ლივით იყურება. ვები ქადაგად დავარდა, რონიმ ახალი მეგობ-
რები იპოვა ბამბუკის ბარში. მასში მოვაჭრე სული ბუდობს, სულ
ფორმაში უნდა იყოს და ახალი ურთიერთობების გაბმის ნიჭი
განავითაროს, მისი ხმა ცისკენ მიიწევს, ხოლო ვიღაც სველი და
მოწყენილი ქერა ბიჭი ყვინთავს და შორს მიცურავს მაშინ, რო-
ცა უკვე სადილის დრო მოდის. ჯენისი, რომლის მიმართაც ჰა-
რი დროდადრო სიყვარულის მოზღვავებას განიცდის, ახლა წი-
ნაღობას წარმოადგენს იმ სიგნალებისთვის, რომელსაც შესაძ-
ლოა, სინდი მისკენ უშვებს. კიდევ კარგი, ვები მას ბრუერის მდი-
დარი კლასის წარმომადგენლად მიიჩნევს და მარადიული თე-
მით ართობს: ფული!
- თოთხმეტ პროცენტს უწოდებ კატასტროფულს? იცი, რომ
ისრაელში ასთერთმეტ პროცენტს იხდიან, ფერადი ტელევიზო-
რი კი ათას რვაასი დოლარი ღირს? არგენტინაში წელიწადში
ასორმოცდაათი პროცენტია, დამიჯერე, არ გატყუებ. ტოკიოში
ერთი ფუტი საქონლის ხორცი ოცი დოლარია, საუდის არაბეთ-
ში ერთი კოლოფი სიგარეტი კი ხუთი დოლარი. ერთი კოლო-
ფი! შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ცუდი ცხოვრება მოვიდა, ფა-
სებმა აიწია, მაგრამ მაინც, რაც გინდა თქვი, და ამერიკელი
მომხმარებელი ყველაზე კარგ პირობებშია და ჩვენთან ცხოვ-
რების დონეც დღეს ყველაზე მაღალია სხვა ნებისემიერ ინდუს-
ტრიულ ქვეყანასთან შედარებით.
ჯენისი ყურადღებით უსმენს ვებს და მის სიგარეტს ეწევა.
თმა ამ ზაფხულს საკმარისად გაეზარდა იმისთვის, რომ უკან
გადაიწიოს და პატარა პონის სქელი კუდივით შეიკრას. ის ვების
ფეხებთან ზის და ფეხებს აუზში ადგაფუნებს. ვების გრძელ,

596
მკითხველთა ლიგა

წვრილ ფეხებზე თმა ისე ეზრდება, თითქოს ბოძი დაზოლესო,


სახეზე სიბრძნის ნაკეცები გაერუჯა და ლაქგადასმული ფიჭვის-
ფრად ლაპლაპებს. ჰარის გონებაში მოსდის აზრი, რომ ალბათ
ჯენისი ასევე უსმენდა მამამისის სისულელეებს და ახლა ნეტა-
რებას განიცდის.
კვირა საღამოსთვის ახლომახლო უკვე ყველა გასართო-
ბი მობეზრდათ და რაღაც ახალს ეძებენ. ტაქსს ქირაობენ და
კუნძულის მეორე მხარეს, კაზინოში მიდიან. სიბნელეში სოფ-
ლებს შორის გადიან, სადაც შავი ბავშვები ქუჩაში თამაშობენ,
მაგრამ თითქმის არ ჩანან, თუ მათმა თვალებმა თეთრად არ
გაიელვა. მანქანის ფარების შუქზე თხის ფარა იკვეთება, თხები
მიხტიან და თან კისერზე მობმულ თოკებს მიათრევენ. უუცებ,
პატარა ქოხის კარი იღება და შიგნით პატარა ტავერნა ჩნდება,
თავისი ბოთლებით სავსე თაროებით და ფეხზე დასადგომი მა-
გიდებით. ქვისგან ნაშენი ძველი ეკლესიის წაწვეტებული უშუშო
ფანჯრებიდან სანთლის ციალი და ფსალმუნის კითხვის ხმა გა-
მოდის, თუმცა მაშინვე უკან რჩება, 1969 წლის „პონტიაკი“, პა-
ტარა თოჯინა-თილისმებით სავსე ტაქსი, გზის მარცხენა მხარეს
მთელი სიჩქარით მიქრის. ეს კუნძული ხომ თავის დროზე ინ-
გლისის კოლონია იყო; მიგდებული შაქრის ქარხნების დამახინ-
ჯებული კონუსები ცაზე ნახატივით ისახება. მაშინ, როდესაც მათ
ახსოვთ წარსული, ახსოვთ ყველა მკვდარი მონა, ჯენისი, თელ-
მა და სინდი, ვითომც აქ არაფერიაო, სიბნელეში ენას არ აჩე-
რებენ, მთელი ბრუერი გადაჭორეს: რა საზიზღარია ბადის ახა-
ლი გოგო, უშნოდ აწოწილი და ამასთან, ბავშვებიანი. ასეა, ბა-
დი სულ ვიღაცის მსხვერპლი ხდება; და ის პეგი ფოსნაჰტი ხომ
საერთოდ აუტანელია, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, საშინ-
ლად ნაწყენია მათზე, ის და ოლი კარიბებზე რომ არ დაპატი-

597
მკითხველთა ლიგა

ჟეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის - მათ საამისო ფინან-


სური შესაძლებლობა არ აქვთ.
კაზინო გვერდითა, ოდნავ უფრო დიდი და ფეშენებელური
კურორტის სანაპიროზე მდებარეობს. ყველა მხრიდან განათე-
ბულ მარჯნის რიფებზე ფეხით მოსეირნეთათვის ხიდებია გადე-
ბული. რამდენი სხვადასხვა სამყაროა ამ სამყაროში - ფიქრობს
ჰარი. აქ ის ტვინის გასანიავებლად წამოვიდა, ამის ნაცვლად
კი, სათამაშოს მაგიდას მიუჯდა და „ბლექჯეკს“ ვერ წყდება. წა-
გებული ფულის ანაზღაურებას გაორმაგებული და მერე ისევ
გაორმაგებული ფსონით ცდილობს, საბოლოოდ თავისი თავ-
ზარდაცემული მეგობრების თვალწინ სამას დოლარს აგებს.
რას იზამ, დიდი არაფერია, მხოლოდ ერთი „ტერსელის“ გა-
ყიდვიდან მიღებული მოგების ნახევარია, ან სამ პროცენტზე
ნაკლები იმ ხარჯებისა, რაც ნელსონის ოინები დაუჯდა. თუმცა,
მაინც, თავი უგუგუნებს, ხელები უკანკალებს და თავს დამცირე-
ბულად გრძნობს. შავკანიანი კრუპიე ზედაც არ უყურებს, როცა
ის, თავით ფეხებამდე გაძარცვული, სკამს უკან სწევს და მაუდ-
გადაკრული ფერადი მაგიდიდან დგება. შავი ჰორიზონტისკენ
მიემართება, ტროპიკული ჰაერი ცხელ სახეს უამრავი პაწაწინა
მრგვალი კოცნით უფარავს. წარმოიდგინა, რომ შეუძლია სამ-
ხრეთ ამერიკაში, მაგალითად პარაგვაიში ფეხით წავიდეს.
გულში სითბო ეღვრება, როცა მაღაზიის წინ ასფალტის მოედ-
ნის უკან ამობიბინებული სარეველები ახსენდება და ფერმა, სა-
დაც ყოველთვის საიდუმლოდ მიიპარება და ქვიშაქვის ჩამოშ-
ლილ კედელთან ამოსულ ცოცხალ ღობეზე ჯაშუშივით ძვრება
ხოლმე. ახლა, ზამთარში ხეხილის ბაღში ბალახი ალბათ გა-
დახუნდა და გაითელა, მარტო მდგარი სახლის საკვამურიდან
კვამლი ამოდის. კიდევ ერთი სამყარო.

598
მკითხველთა ლიგა

უცებ მის გვერდით სინდი ჩნდება - მისი სუნთქვა ზღვის სუნ-


თქვას ემთხვევა. ჰარის შიში იპყრობს, რომ აი, ახლა მოვიდა
მათი დრო, რომელსაც ასე ელოდა, სწორედ ახლა, როცა არა-
ნაირად მზად არაა; სინდი მოულოდნელად მშრალი, თანამ-
გრძნობი ხმით ამბობს:
- ვებმა თქვა, როცა მაგიდასთან ჯდები, საკუთარ თავს ლი-
მიტი უნდა დაუწესო და თამაში ვეღარ ჩაგითრევს.
- არ ჩავუთრევივარ. - პასუხობს ჰარი. - მე ჩემი თეორია
მაქვს.
იქნებ, თანხა, რომელიც მან დაკარგა, კომპენსაციას იმსა-
ხურებს და ეს კომპენსაცია სინდია. მხრებზე მოგდებული თეთ-
რი ნაქსოვი შალის ფონზე ქალის ყავისფერი მკლავები უფრო
მუქი ჩანს. ნეტავ, რა მოხდება, თავისი ფართო, მძიმე სახით მის
ვაშლივით მკვრივ სიმრგვალეებს რომ მიეხუტოს? მის ლოყებს,
შუბლს, ცხვირის წვერს, გაბერილ ტუჩებს, ონავარი ბავშვივით
მოციმციმე შავს თვალებს. ზღვა შრიალებს, სუნთქავს. შეესაბა-
მება ერთმანეთს მათი სახეები? სინდი ჰარის თვალებს აპ-
ყრობს, ჰარი თვალებს არიდებს და ტროპიკულ მთვარეს შეს-
ცქერის, რომელიც ისეთი კუთხით წევს ცაში, რომელსაც პენ-
სილვანიაში ვერასოდეს ნახავ. ჰარი ზღვას მიშტერებია და ვი-
თომ შემთხვევით, ქალის მკლავებს ეხება. მისგან მზის ელექ-
ტრონული სიმხურვალე გადმოდის. ნაპირს ტალღა ხმაურით
ეხლება, მოქმედების წამი დგება. მაგრამ სინდის სახეზე საიდან-
ღაც გაჩენილი სისასტიკე აფრთხობს, მიუხედავად იმისა, რომ
ქალი მსუბუქად იღიმება, სახეს მისკენ აბრუნებს და მაღლა
სწევს, თითქოს ჰარის საქმეს უადვილებსო, ასე უფრო იოლად
მოახერხებს ტუჩები სინდის ცხვირქვეშ შეაცუროს.
მაგრამ უკნიდან ჯენისისა და ვების აჩქარებული ფეხის ხმა
ისმის, თითქმის მორბიან. მთვარის ლიცლიცა შუქზე, რომელ-

599
მკითხველთა ლიგა

საც ლივლივა ზღვის ანარეკლი და კაზინოდან გამოსული ფე-


რადი სინათლე ემატებათ, ჰარი უკან იხედება და ეჩვენება, რომ
ვებს და ჯენისს ერთმანეთისთვის ხელი ჩაუკიდიათ, როცა ახ-
ლოს მოდიან, ჰარი ხედავს, რომ მათ ხელი ჩაკიდული აღარ
აქვთ, სული ეხუთებათ, აღელვებისგან ენა ებმით, ძლივს ამოთ-
ქვამენ, რომ იქ, კაზინოში რონიმ ქვა ქვაზე არ დატოვა.
- წამოდი, ჰარი, ეს უნდა ნახო. - თითქმის კივის ჯენისი. -
სულ ცოტა, რვაასი დოლარი მაინც მოიგო.
- ოჰ, ეს რონი, - ამბობს სინდი მრავლისმნახველი გოგოს
ტონით და გაკაშკაშებული კაზინოს შუქისკენ მიეშურება; თვა-
ლისმომჭრელი სინათლე მის გრძელ კაბაში ატანს და ქალს
განიერი საჯდომის ქვემოთ ფეხების სილუეტი ეკვეთება.
თავის კურორტზე ორი საათის მერე მიდიან. რონი ძალიან
დიდხანს დარჩა სათამაშო მაგიდასთან და მანამდე არ დაანება
თავი თამაშს, ვიდრე სულ რამდენიმე დოლარი არ შერჩა ხელ-
ში. ჯენისს და ჰარის გზაში ჩაეძინათ, თელმა ბაჭიას მუხლებზე
დაძაბული ზის, ხოლო ვები და სინდი კი წინ სხედან, მძღოლის
გვერდით. ვები მძღოლს კუნძულის შესახებ შეკითხვებს უსვამს,
ის კი, უხალისოდ ბუტბუტებს გაურკვეველ სიტყვებს, რომელსაც
ძნელად თუ უწოდებ ინგლისურს. ფორმიანი მცველი მათ კუ-
რორტის შესასვლელში უშვებს. აქ ყველაფერს იცავენ: უკიდუ-
რესად მაღალია ქურდობის დონე - ქურდები და მკვლელებიც
კი, კუნძულის ბნელი გულიდან აქეთ მოდიან, რომ აქ ჩამოსულ
მდიდარ დამსვენებლებზე ხელი მოითბონ. ბუნგალოსკენ, სა-
დაც ისინი ცხოვრობენ, მოშრიალე პალმების ქვეშ ბეტონის
მწვანე ბილიკით მიდიან, აქეთ-იქით აყვავებული ბუჩქებია ჩარ-
გული, სადაც დილაობით კოლიბრები ჟღურტულებენ. ვიდრე
კაცები მსჯელობენ, ხვალ რომელი საათისთვის გადაიტანონ
გოლფის თამაში, ქალები შორიახლოს, თავისი ბუნგალოების

600
მკითხველთა ლიგა

გზაგასაყარზე ჩურჩულებენ. ჯენისი, სინდი და თელმა კისკისე-


ბენ და კაცებისკენ აპარებენ თვალებს, მთვარით გაბრწყინებულ
ზაფხულის თბილ ღამეში მათი მზერა ერთი კაციდან მეორეზე
გადადის და ჩიტივით ფრთხიალებს. სინდის შალი ტალღაზე
მოგდებული ქაფივით ბზინავს. ბოლოს, პალმების ხეივანი „ღა-
მე მშვიდობისა“ შეძახილებით ივსება და ყველა ცოლი თავის
ქმარს ბუნგალოში მიჰყვება. ჰარი ჟიმავს ჯენისს, რომ გაღი-
ზიანება ჩაიხშოს და მკვდარივით ეძინება იმის იმედით, რომ
ხვალინდელი დღე გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მაგრამ ის დადგენილი განრიგის შესაბამისად მოდის და
თან ჰექსაგონალურ ფილებზე ფანჯრიდან შემომავალი მზის
ზოლები მოაქვს, მაშინ, როდესაც ყვითელი ჩიტები, რომლებ-
საც ადგილობრივ სიმღერებში უმღერიან, მწვანე ბეტონის ბი-
ლიკებზე ფრენით მიჰყვებიან საუზმით დატვირთულ მოწ-
კრიალე ლანგრებს. ჰარი დგება და მისდა გასაკვირად, თავს
არცთუ ცუდად გრძნობს. უკვე ჩვევად ექცა დილაობით უკაცრი-
ელ სანაპიროზე გასვლა და ცოტა ხნით დილის ზღვის წყლით
ტკბობა. როგორც წესი, დილაობით ქვიშა მოფენილია ხოლმე
წინა ღამის დროსტარებიდან დარჩენილი პლასტმასის ჭიქე-
ბით. დღე-ღამეში ეს ერთადერთი მომენტია, როცა ჰარი მარტო
რჩება, მარტო, თუ არ ჩავთვლით მოხუც წყვილებს, ხელიხელ-
ჩაკიდებული ქვიშაში წყლისკენ გზას რომ იკვალავენ - ცოლებს
სუფთა ჰაერი სჭირდებათ, კაცებს კი დილით ცურვა უყვართ.
ტალღის მჭრელებს შორის ზღვა ადრეული ნესვისფერია -
მქრქალი მწვანე. წყალში ზურგზე წევს, ლივლივებს და მის წინ
მთელი კუნძული იშლება, უცქერს ყურეს ირგვლივ ციცაბო გო-
რაკებზე დახვეულ გზებს, როგორ იწყებენ ახალ დღეს ისინი,
ვისთვისაც ეს კუნძული არაა დასასვენებელი კურორტი -
ფერად-ფერად ქსოვილში გახვეული შავი ადამიანები მიდიან

601
მკითხველთა ლიგა

სამუშაოდ, ქალებს თავზე ადგათ უზარმაზარი ბოხჩები და ვედ-


როებიც კი. მართლა თავზე ადგათ. მათი ხმა დილის გამჭვირ-
ვალე ჰაერში ლამის მთელ კუნძულზე ისმის, ისევე, როგორც
ჰარის სხეულზე მოლივლივე ზღვის თბილი მარილიანი წყლის
შრიალი, ტყლაშუნი და შიშინი. თეთრი ქვიშა ღრუბელს ჰგავს,
ფორებითაა სავსე, რომ კიბორჩხალებმა თავისუფლად ისუნ-
თქონ. ასეთი ქათქათა ქვიშა მანამდე არსად უნახავს, შაქარი-
ვით წმინდად დაფქვილი მარჯანი. ადრიანი მზე მსუბუქად ეხება
მის მგრძნობიარე კანს. აი, ესაა ჯანმრთელობა. შემდეგ გოგო-
ნა საუზმის ლანგრით ხელში მათ კარზე აკაკუნებს - მათი ბუნ-
გალო ცხრა ნომერია - ცხაურა კარს ჯენისი პირსახოცის ხალა-
თის ამარა უღებს და მას გასძახის: „ჰარი!“ ამ დროს სანაპიროზე
უკვე ხაკისფერშარვლიანი შავკანიანი მოხუცი პლაჟს პლასტმა-
სის ჭიქებისგან და წყალმცენარეებისგან ასუფთავებს და
წვეულება, ანუ ნადირობა ისევ გრძელდება.
დღეს გოლფს ცუდად თამაშობს, როცა დაღლილია, იმაზე
ძლიერად ურტყამს ბურთს, ვიდრე საჭიროა: მაჯა უნდა გაამაგ-
რო, ტყუილად ნუ ატრიალებ! თითის წვერებზე ნუ იწევი, ნუ
წრიალებ, წარმოიდგინე, რომ ცხვირით ფანჯრის მინას ხარ
მიბჯენილი. გაჰყევი რკინიგზის ლიანდაგს. ეს ხრიკები დღეს
დიდად არ შველის - დილა უსაშველოდ იწელება მარჯნის ჯუნ-
გლების გაუმაძღარ, დალიანდაგებული საბანივით ოღროჩოღ-
რო ფრთებს შორის. კუნძულის ზედა ნაწილი მწვანედ ხასხა-
ხებს, თუმცა ჰარის ძალიან უკვირს, ასეთ მწველ მზეში როგო-
რაა აქ ასეთი სიმწვანე.
ჰარის სძულს ვებ მარქეთი, რადგან ის ბურთს ოცი ფუტის
რადიუსში ნებისმიერ ფოსოში აგდებს. რატომ უნდა ჰყავდეს ამ
ძუნწ, ბებერ, დაკოდილ ტახს ასეთი ფანტასტიკური, მადის აღ-
მძვრელი პატარა ცოლი და გარდა ამისა, ნასაუს თასსაც იგებ-

602
მკითხველთა ლიგა

დეს? ჰარის ენატრება ბადი ინგლეფინგერი, იმიტომ, რომ თავს


მასზე მაღლა გრძნობს. რონის ისეთი გამეჩხერებული თმა და
ისეთი მაღალი შუბლი აქვს, რომ როცა ყვანჭს იმარჯვებს და
დასარტყმელად იხრება, ვარდისფერი თავი კვერცხს მიუგავს.
ხელებს ნამდვილი მაიმუნივით უსაშველოდ იქნევს აქეთ-იქით.
მართალია, თავზე თმა თითქმის არ აქვს, სამაგიეროდ, ბან-
ჯგვლები მკლავებზე არ აკლია. რა საინტერესოა, თელმა რო-
გორ იტანს? ოღონდ ქალებს დიდი ასო დაანახვე და როგორც
ჩანს, ყველაფერს ეგუებიან. ჰარის თავიდან არ ამოსდის ის სა-
მასი დოლარი, წუხელ ქარს რომ გაატანა, ამ თანხისთვის მამა-
მისს ექვსი კვირა მონასავით უნდა ემუშავა. საწყალი მამა. რა
იქნებოდა, მოსწრებოდა და ენახა, დოლარი ფასს როგორ კარ-
გავს.
ნაშუადღევს, ანანასის კოქტეილის, ორიოდე სენდვიჩისა
და კრაბის სალათის შემდეგ, ჰარი შვებას გრძნობს: ყველამ ერ-
თად სამი პატარა აფრიანი ნავის დაქირავება გადაწყვიტა. დაწ-
ყვილდნენ და წყვილში სინდისთან აღმოჩნდა. ჰარის არანაირი
გამოცდილება არ აქვს იახტის მართვაში, ამიტომ სინდი მკერ-
დამდე დგას წყალში და ზღვაში გასვლას ხელმძღვანელობს,
ხოლო თავად კი ნავზე დგას მშრალად და ზოლიანი სამკუთხა
აფრის სამართავი თოკები ხელში უჭირავს, თანაც ხედავს, რომ
ის ორ ალუმინის თხელ ბოძზე არც ისე მყარადაა მიმაგრებული
- ბოძები ირყევა და ერთმანეთს ეხლება, აფრას კი ქარი აფ-
რიალებს და ხან ერთ მხარეს ბერავს, ხან მეორეზე. ჰარის ეჩ-
ვენება, რომ ნავზე ყველაფერი მორყეულია: ზღვაში გასვლამ-
დე ორივეს შავი რბილი რეზინის უსაფრთხოების რგოლს უკე-
თებენ წელზე და ჰარის მიაჩნია, რომ სინდი ახლა განსაკუთრე-
ბით მომხიბლავია, წელზე ჩამოცმული რგოლითა და მოკლე
თმით, სამხედრო სამაშველო ეკიპაჟის წევრს აგონებს, ან ქალ

603
მკითხველთა ლიგა

პოლიციელს, ტელევიზორში რომ აჩვენებენ ხოლმე. აქამდე


არასოდეს მოხვედრია თვალში, რა მუქი და ხშირი წარბები აქვს
სინდის: ისინი ერთმანეთისკენ მიიწევენ და თითქმის ერთდები-
ან კიდეც. სინდი, როგორც იქნა, საჭეს ასწორებს, თავისუფლად
სუნთქავს და ნავზე აძრომას ლამობს - ნავის კიდეზე ეკიდება,
წელს ზემოთ ნავზეა, ძუძუები გემბანზე აქვს გართხმული ისე,
რომ ჰარი ხედავს მაალოქსივით თეთრ ნაწილებს, სადაც მზეს
არ ჩაუღწევია, ფეხებს კი წყალს გამალებით ურტყამს, რომ
მოახერხოს და შავი, პრიალა უკანალი ნავზე ამოზიდოს. ნავი
ამ დროს აქეთ-იქით არანორმალურად ირწევა - არა, ამ პატარა
იახტისთვის მეტისმეტად დიდია ეს ქალი. ჰარი იხრება, სინდის
მკლავებზე ექაჩება, ალუმინის ბოძი კი, რომელზეც აფრაა მი-
მაგრებული, ტრიალდება და ჰარის კეფაზე ეცემა. მტკივ-
ნეულია! ჰარი იბნევა. სინდი მას სასწრაფოდ ართმევს თოკებს,
ვიდრე ჰარი მიხვდება, რას გულისხმობს ქალი, როცა გაუჩე-
რებლად უყვირის: „ცენტრი დაიცავი, ცენტრი“. ჰმ, გასაგებია, ეს
დიდი, ხის ნაფოტივით ნიჩბის ფრთა, მის ფეხთან რომ გდია, იმ
ჭრილში უნდა ჩაჯდეს - სასწრაფოდ იღებს და ნავის ფსკერზე
შუა ჭრილში ამაგრებს. სინდი კი, ნაცვლად იმისა, რომ მადლო-
ბა გადაუხადოს, ამბობს: „ჯანდაბა!“. პაწაწინა, ორგანული მინის
ნიჟარა ნაპირის პარალელურად დგება, სადაც დამსვენებლები
ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილან და უცქერენ. უცებ ქარი ძლიერად
უბერავს, აფრას ბერავს, ისე ჭიმავს, რომ ალუმინის ანძა
ჭრიალებს და ისინი ტალღებს ჭრიან, მარჯვნივ, მიწის იმ წერ-
ტილისკენ მიიწევენ, სადაც ყურე მთავრდება.
როგორც კი ადგილიდან იძვრები, სიჩქარეს ვერ გრძნობ
- წყალში ხომ მოძრაობის ნიშნები არ დგას. ჰარი წინ დგას, წი-
ნაა გადახრილი, ეშინია, რამე კიდევ არ დაეცეს თავში. სინდი
იოგივით ზის, წელზე ჩამოცმულ მკვრივ რგოლსა და ღია ბიკი-

604
მკითხველთა ლიგა

ნიში, რომელიც ძლივს უფარავს საოცნებო ღიობს. ქალი საჭეს


აკონტროლებს და ამ ხნის განმავლობაში, როგორც იქნა, პირ-
ველად უღიმის ჰარის:
- ჰარი, არაა აუცილებელი, ფრთა სულ ასე აკონტროლო,
ამოვიღებთ, როცა ნაპირს მივადგებით.
ნაპირი, პალმები, ბუნგალოები აქედან ღია ბარათზე და-
ხატულს ჰგვანან.
- ძალიან შორს ხომ არ გამოვედით?
სინდი ისევ იღიმება.
- სულაც არ ვართ შორს.
წყალი აქ ნაადრევი ნესვივით მქრქალი მწვანე კი აღარაა,
არამედ ნაღველივით მუქი მწვანეა, ადგილ-ადგილ კი, ღრმუ-
ლებს ზემოთ - შავი.
- მაშ, სულაც არ ვართ შორს. - იმეორებს ჰარი.
- იქით გაიხედე - იქ, სადღაც, აფრა ტალღის ქიმის ტო-
ლად ჩანს. - იქ ვები და თელმა არიან. ჩვენზე გაცილებით
შორს.
- დარწმუნებული ხარ, რომ ისინი არიან?
სინდის ის უკვე ეცოდება.
- ჩვენ ჰალსს შევიცვლით, როცა იმ რიფებს მივაღწევთ.
ჰალსის შეცვლა რას ნიშნავს, იცი, ჰარი?
- არა მგონია.
- მიმართულების შეცვლას, მოვბრუნდებით. ამ დროს ის
ბოძი ისევ ატრიალდება, ასე რომ, გაფრთხილდი, ისევ თავში
არ დაგეცეს.
- როგორ ფიქრობ, აქ ზვიგენი ხომ არ იქნება? - მაინც
ეკითხება ამ სისულელეს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ინ-
ტიმური სიტუაცია შეიქმნა - თავისთავს უმტკიცებს ჰარი: მარტო-
ნი დარჩნენ, ერთი და იმავე ტალღა არწევთ, წყლისა და ქარის

605
მკითხველთა ლიგა

შრიალი სხვა ყველა ხმას ახშობს, მწველ თეთრ მზეში სინდის


მხარი ისე უბზინავს, როგორც მეტალი ბზინავს სინათლეზე და
უცებ ჰარის თვალწინ უდგება მზე, რომლის ქვეშაც გაიზარდა -
თხევადი და ნარინჯისფერი.
- „ყბა 2“ ნახე? - ეკითხება ქალი.
- ხომ არ გეჩვენება, რომ ახლა ძირითადად მრავალსე-
რიიან ფილმებს იღებენ? - კითხვაზე კითხვით პასუხობს. - თით-
ქოს ყველამ ერთად უცებ ფანტაზიის უნარი დაკარგა. - ჰარი
ისეთი ძალაგამოლეულია და ისე გამოფიტა ამდენი ხნის თავ-
შეკავებულმა ჟინმა, რომ სრული გულგრილობა ეუფლება, მის-
თვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, გადაურჩება თუ არა ამ
უმართავ სტიქიებს. აქ, წყლის ზედაპირზე ნაპერწკალივით
არეკლილი მზის სხივებიც სასტიკი ეჩვენება, თითქოს თავად ზე-
ცა დედამიწაზე ბოროტ ძალებს აგზავნის და ისინი იმ ფოტონის
ალებს ემსგავსებიან, მიწაზე დასაჯდომად მზადმყოფ თვით-
მფრინავის ფრთებს რომ ეცემა.
- ჰალსი შევცვალოთ. მოემზადე. - ეუბნება სინდი. - ვბრუნ-
დებით.
ჰარი იხრება, ამჯერად ბოძი ასცდა. ის კიდევ ერთ აფრას
ხედავს, იმ ნავზე რონი და ჯენისი ჩანან და ჰორიზონტისკენ
მიემართებიან. ჯენისი საჭესთან დგას. როდის ისწავლა? ალ-
ბათ ზაფხულის ბანაკში. თავიდანვე მდიდარი უნდა იყო, რომ
სრულად მოერგო ცხოვრებას.
- ახლა კი, ჰარი, - მიმართავს სინდი. - შენ მართე. ძალიან
ადვილია. აი, იმ ვიწრო ნაჭერს, ანძის თავში რომ კიდია, სასიგ-
ნალო ჰქვია. ის გიჩვენებს ქარის მიმართულებას. ასევე, ტალ-
ღებსაც დაუკვირდი. აფრა ქართან მიმართებაში გარკვეული
კუთხით უნდა შეინარჩუნო, წინა მხარე არაფრით არ უნდა
ფრიალებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ იქით მიდიხარ,

606
მკითხველთა ლიგა

საიდანაც ქარი უბერავს და გზას უღობავ. ამას იგრძნობ, გპირ-


დები, რომ აუცილებლად იგრძნობ. მოდი, ჰარი, აფრას და სა-
სიგნალოს უყურე, ისინი საჭირო კუთხეს გაჩვენებენ, მაგარია,
მოდი, ადგილები გავცვალოთ, მოგეწონება, აი, ნახავ. ცუდი
არაფერი დაგემართება.
ისინი ადვილად მანევრირებენ და ადგილებს ცვლიან,
თუმცა, მათ ფეხქვეშ ნავი ჰამაკივით ქანაობს. პატარა ღრუბლის
ფთილა მზეს ეფარება და ზღვაც მუქდება, შემდეგ ალბათ სინ-
დისი ქენჯნის, სცილდება და ისევ მზის სხივებს უთმობს გზას.
ჰარი საჭესთან დგება და იქამდე წვალობს, ვიდრე ზურგის ქარს
იპოვის. ქარს ისინი თავისი მიმართულებით მიჰყავს. და მერე,
მართლაც ის ხდება, რაც სინდიმ უთხრა: მაგარია. დიდი
სიამოვნებაა, აფრა წინ ეზიდება ნავს, ზღვის უჩინარი ქარი უკ-
ნიდან აწვება და ეჩვენება, რომ როცა ყველაფერს აკონტრო-
ლებს, ნაპირიდან მანძილი არც ისე უსასოოდ დიდი ჩანს.
კარგად გამოგდის - ეუბნება სინდი; ის ფეხმორთხმით ზის
და ჰარი მის ფეხზე ხუთივე თითის პატარა ბალიშს ხედავს, აი,
აქ თხელი მოცისფრო კანი მთლად დაჭმუჭნილი აქვს, ყველაზე
პაწაწინა, საყვარელი თითუკა გვერდითა თითსაა მიკრული,
თითქოს ჩამალვას ცდილობს. სინდი ენდობა. სინდის ის უყ-
ვარს. ახლა, როცა ასე თუ ისე, ალღო აუღო, ბედავს და ნავს
აგვერდებს, აფრა უფრო და უფრო იჭიმება, ტალღები ტყაპუ-
ნობენ, თავად კი ხელისგულებზე ცეცხლი ეკიდება. მიწა
ხტუნვა-ხტუნვით უახლოვდებათ. ჯენისი და რონი უკვე მიწაზე
დგანან და ნავიც ნაპირზე აათრიეს. ისინიც, თითქმის უკვე სამ-
შვიდობოს არიან გასული და ჰარი იმ ადგილს უმიზნებს, რო-
მელსაც ჯენისი და რონი თავისი ნავით მიადგნენ. ასე რომ, აფ-
რას ოდნავ უშვებს, მაგრამ ქარი, რომელიც უკნიდან თავს აც-
ხრება, წამში ბერავს მას; მოულოდნელად, ნავის ცხვირი აზვირ-

607
მკითხველთა ლიგა

თებულ ტალღაში ეშვება; ნავი მთლიანად ბრუნდება და ჰარი


და სინდი გემბანზე ერთად მისრიალებენ, ბოლოსკენ მიექანე-
ბიან. უცებ, ჰარის თავს ზემოთ წყლის მღვრიე დაზოლილი მასა
ხვდება. „ჰაერი“ ერთადერთია, რამაც ჰარის თავში გაუელვა და
ზემოთ ისტერიკულად მიიწევს, მაგრამ წყლის ზედაპირზე სიბ-
ნელეა, გვერდით სინდის ხედავს, ახლა ორივეს თავზე გადმობ-
რუნებული ნავი ახურავს. სინდისთან ახლოს მიდის, ლამისაა
სული შეეხუთოს, უნდა ქალს მოუბოდიშოს და ამის ნიშნად, ზედ
ეკვრის. სინდი ზვიგენივითაა, ლორწოვანი და ხაოიანი. მათი
ქაფით დაბერილი რეზინის რგოლები წყლის ქვეშ ერთმანეთს
ეხეთქება. სინდის წარბის თითოეული ბეწვი უბზინავს ამ უცნაურ
სინათლეზე - ტალღების ჩრდილითა და ჩამდგარი ქარის დუ-
მილით შექმნილ შუქზე, - ოდნავ ისმის, როგორ ეჯახება ტალღა
ფუტურო ნავს. სინდი იმანჭება და ხელს კრავს, მერე ღრმად
სუნთქავს, ჰაერის მარაგს იღებს, და ყვინთავს. ჰარი ცდილობს
მას გაჰყვეს, მაგრამ რეზინის რგოლი უკან აგდებს. იახტის
მეორე მხრიდან სინდის დგაფუნი ესმის, მერე, - როგორ ექაჩე-
ბა ქალი თავისკენ, მერე ხვდება, რომ ზედ აძვრა და მის გადაბ-
რუნებას ცდილობს. ბოლოს, ნავი თავის ნორმალურ მდგომა-
რეობას უბრუნდება, ანძიდან წყლის ჭავლი უზარმაზარ მარგა-
ლიტებად იბნევა გარშემო. ჰარი იახტაზე ძვრება და ახლა თა-
ვად სინდი იღებს თავის თავზე იახტის მშვიდობიან დაბრუნებას
მიწაზე.
არცთუ სახარბიელო ისტორიაა, მაგრამ ამან ნაპირზე ოთ-
ხივე გაამხიარულა. ჰარისთვის კი, რომელიც დახელოვნებუ-
ლია იმაში, რომ საკუთარ თავს ყველაფერი სასწრაფოდ მიუტე-
ვოს, მისთვის მათი წყალქვეშა სიახლოვე ნაზი და იმედისმომ-
ცემი ეპიზოდია.

608
მკითხველთა ლიგა

ლანჩი კუნძულზე საცურაო აუზთან, ან პირდაპირ სანაპი-


როზე მოაქვთ, ხოლო სადილს უფრო ოფიციალური სახე აქვს
და ვრცელ პავილიონში აწყობენ, სადაც ჭერიდან დაშვებული
თითქოს ფრთაგამოსხმული ფუმფულა ყვავილები ეშვებიან, ხო-
ლო უკან, სამზარეულოს კართან, ხორცს წვავენ, ალი ზემოთ
შიშხინით ადის და ჩალის სახურავზე, კედლებზე და ხეზე ამოკ-
ვეთილ ნიღბებზე უცნაური ჩრდილები ლიცლიცებს და ოფ-
ლადდაღვრილი მზარეულებისა და მათი ასისტენტების შავ სა-
ხეებს ნაპერწკლებს აყრის. უფროსი მზარეული აქ გამხდარი
ბელგიელია, რომელიც ბარში სადილსა და ვახშამს შორის
ავადმყოფური გამომეტყველებით ზის ხოლმე და მწუხარე ტო-
ნით ესაუბრება განსწავლულ, ზედმეტად თავდაჭერილ ადგი-
ლობრივ ქალს, რომელსაც სასადილოს ადმინისტრირება ევა-
ლება. ორშაბათ საღამოს აქ ბარბექიუ იმართება, კალიფსოს
მომღერალსაც იწვევენ, ხოლო შემდეგ კი, გვიან, აუზის გვერ-
დით საცეკვაო მოედანზე ხალხი ელექტრომარიმბას ჰანგებზე
ცეკვავს. თუმცა, დაიმონდიდან ჩამოსული ექვსივე დამსვენებე-
ლი თანხმდება, რომ კაზინოში გატარებული ღამის შემდეგ დას-
ვენება ესაჭიროებათ და დასაძინელად ადრე მიდიან. ჰარიმ,
სინდის მკლავებში ლამის რომ დაიხრჩო, ჯერ პლაჟზე გა-
მოიძინა, მერე კი ბუნგალოში შევიდა ძილის გასაგრძელებ-
ლად. ვიდრე ეძინა, მისი ბუნგალოს თუნუქის სახურავზე
ძლიერი ტროპიკული წვიმა ბრახუნობდა. როცა გაეღვიძა, წვი-
მა აღარსად იყო და ნარინჯისფერი მაქმანით გარშემოვლებუ-
ლი მზე უკვე ყურეში იძირებოდა, ხოლო მის კომპანიონებს შხა-
პიც მიღებული ჰქონდათ და საათზე მეტი იყო, რაც ბარში სვამ-
დნენ. აშკარად რაღაც ხდება. სამი ქალი, რომელსაც მაგიდაზე
მოკიაფე სანთლის შუქზე რბილი ნაკვთები უჩანს, ერთმანეთს
ხელს კრავს, რაღაცაზე მიანიშნებენ - უჩვეულოდ დაახლოვ-

609
მკითხველთა ლიგა

დნენ, პირდაპირ დებივით გრძნობენ თავს, აქ, სახლიდან შორს,


სენტიმენტები გაუმძაფრდათ. აამჯერად, სინდის თმაში ყვითე-
ლი ყვავილი დაუმაგრებია და არაბული სტილის ნახევრად გახ-
ნილ ხალათში გამოწყობილა. უკვე არაერთხელ კიდებს
წვრილ ყავისფერ ხელებს ჯენისს მაჯაზე და იხსენებს:
- აი, ის ფერადი ბარმენია, ვუთხარი, რომ ქმართან ერთად
ვარ, მან კი, მხოლოდ მხრები აიჩეჩა, ვითომდა, დიდი ამბავიო.
წარმოგიდგენია?
ვები გონივრულად უდგება შექმნილ სიტუაციას და ცდი-
ლობს ყურადღება არ გაამახვილოს. რონი, უძილობისგან ერ-
თთავად დასივებული, მშვიდად ზის, მაგრამ როგორც სჩვევია,
თავში ათასი ავბედითი აზრი მოსდის. ჰარი და რონი ერთად
სამი წელი თამაშობდნენ კალათბურთს მაუნთჯაჯში და ჰარის
არ ტოვებდა შეგრძნება, რომ მიუხედავად იმისა, თავად იყო
ნამდვილი ვარსკვლავი, მწვრთნელი ტოთერო მაინც რონის
ანიჭებდა უპირატესობას, რადგან „რონი არასოდეს ნებდება და
ფარის ქვეშ უკეთ აკონტროლებს სიტუაციას“. უნდა ეცადო! ბა-
ჭიას კი მიაჩნია, რომ მთელი სამყარო ინერციით მიდის. თუ რა-
მე თავისით არ გამოდის, ესე იგი, ასეც უნდა იყოს, რაც უნდა
მოინდომო, მაინც ამაოდ ირჯები. და მაინც, ეს სინდი! ერთი
ასეთი მსუყე ლუკმისთვისაც ადამიანი კაცს მოკლავს. ოღონდ
დაეუფლოს და ჯანდაბას, მერე მოკვდეს მამრი ობობასავით.
კალიპსოს მომღერალი მათ მაგიდას უახლოვდება და გრძელი
ბამბუკის შესახებ ბინძურ სიმღერას მღერის. ჰარი ქვეტექსტს
მთლიანად ვერ ხვდება, აი, ქალები კი, ყოველი სტროფის შემ-
დეგ ეშმაკურად კისკისებენ. მომღერალი იღიმება, იღიმება სიმ-
ღერაც, მაგრამ კაცს ჩასისხლიანებული თვალები კედელზე გა-
რინდებული ხვლიკივით უბრწყინავს, ხოლო როცა გიტარისკენ
იხრება, თავზე ჭაღარა ხუჭუჭები ცხვარს მიუგავს. ძველისძველი

610
მკითხველთა ლიგა

სპექტაკლი. სასიკვდილოდ გადადებული ხელოვნება. ჰარის


ვერ გადაუწყვეტია, ფული მისცეს თუ უბრალოდ, ტაში დაუკრას.
ტაშს უკრავენ, თითქოს ხვლიკმა ენა გადმოაგდოო, მომღერა-
ლი ხელს ვებისკენ იშვერს და ბანკნოტს ართმევს, ვებმა ეს-ეს
არის ჯიბიდან რომ ამოიღო. მოხუცი მომღერალი გვერდითა
მაგიდასთან გადადის და იმ სიმღერას მღერის, სადაც „ზურგი
ზურგთან“ და „მუცელი მუცელთანაა“ ნახსენები. სინდი ხითხი-
თებს, ჯენისს მკლავზე ეხება და ეუბნება:
- დაგენაძლევები, იქ, ბრუერში ხალხს ჰგონია, რომ აქ
ჩვენ, განურჩევლად ყველანი, ერთმანეთთან ვჟიმაობთ.
- ალბათ ღირს ამის გაკეთება. - ამბობს რონი, რომელიც
ვერაფრით ძლევს დაქანცულობას.
ჯენისი, ზრდასრული ქალის ბოხი ხმით, რაც მან ასაკისა
და სიგარეტის წყალობით მოიპოვა და რომელსაც ჰარი ვერაფ-
რით მიეჩვია და ყოველ ჯერზე გაოცებული უსმენს, მის გვერ-
დით მჯდარ ვებს ნაზად ეკითხება:
- ასეთ რამეებს როგორ უყურებ, ვებ?
ბებერ მელას კარგად ესმის, რომ ამ შემთხვევაში თავისი
განძის დათმობა მოუწევს და პასუხს არ ჩქარობს. ის სკამიდან
ოდნავ იწევა, რომ პიჯაკის კალთა, რომელსაც ზედ აზის, გა-
მოათავისუფლოს. ესაა კაპიტნის თითბრისღილებიანი მუქი
ლურჯი კიტელი. კიტელის გულის ჯიბიდან ის „მალბორო
ლაითის“ კოლოფს იღებს. ბაჭიას გული ისე გამალებით უცემს,
ლამის გაუსკდეს, მაგიდას ჩაშტერებია, სადაც ბარბექიუდან მო-
ნარჩენი სისხლიანი ძვლები, ნეკნები და ხერხემლის მალები
იქედან გატანას ელიან. ვები ნელა წარმოთქვამს:
- ჰმ. საერთოდ, ორი ქორწინების შემდეგ, რომელსაც მა-
ინცდამაინც წარმატებულს ვერ უწოდებს კაცი, უნდა ვაღიარო,
რომ მეგობრებთან იმის გაზიარება, რაც მანამდე, შემდეგ და

611
მკითხველთა ლიგა

მათ შორის გამიკეთებია და მინახავს, ცუდი სულაც არ უნდა


იყოს, თუ რა თქმა უნდა, ეს მეგობრულად და ერთმანეთის პა-
ტივისცემითა და ღირსების დაცვით მოხდება. ღირსება მთავარი
პირობაა. ყველა მონაწილე, ხაზს ვუსვამ, ყველა, საკუთარი
სურვილით უნდა ჩაერთოს ამ აქტში და უნდა ესმოდეს, რომ
ასეთი რამ მხოლოდ ახლა, ერთადერთხელ ხდება და არა-
ნაირი გაგრძელება არ შეიძლება ჰქონდეს. სწორედ საიდუმ-
ლო კავშირებია ქორწინების დაღუპვის მიზეზი. როცა ადამიანე-
ბი რომანტიკაში ეშვებიან.
არანაირი რომანტიკა ამ პოლაროიდის პორნომეფეში!
ჰარის სახე უხურს. ალბათ ცხარე საწებლის ბრალია, ან ვების
ხანგრძლივი ქადაგების, ან მერქეთების მიმართ მადლიერების,
ეს მოგზაურობა რომ წამოიწყეს. მის წარმოდგენაში სახე სინ-
დის თეძოებს შორის აქვს ჩაფლული, ცდილობს დახატოს მისი
შავი საშო, წარბებივით, ალბათ იქაც ისეთივე ხშირი შავი თმა
ექნება, ოღონდ ბიკინისგან უფრო დატკეპნილი და თბილი და
თეთრ ჩარჩოში ჩასმული, რადგან ბიკინის სამკუთხედი მას მზის
სხივებს არ აკარებს. მერე ენით ჭრილს ქვევით ჩაჰყვება და სინ-
დიც ფეხებს განზე ისევე ძალდაუტანებლად გაასრიალებს, რო-
გორც დღეს, წყალქვეშ. მერე ენით ქვემოთ ჩაუყვება, ქვემოთ
და შიგნით, ხოლო ცხვირთან, კუთხეში, მთელი ის დიდებული
ტკბილი საჯდომია, ათასჯერ მაინც რომ უნახავს, როგორ ქანა-
ობს, როცა ქალი „ფრთაგაშლილ არწივში“ აუზიდან ამოდის და
პემავიკის მთის მწვანე ჩრდილში გახვეული ტანს იმშრალებს.
და ძუძუები! როგორ ჩამოეკიდება, როცა პატარა სინდი წინ
მორჩილად გადაიხრება. მის შარვალში რაღაც ხდება, თითქოს
იმ ველური ყვავილების მტვრიანა ჩაუდესო, სუფრას რომ ახა-
ტია და ახლა სანთლის ალის ციალზე ზევით-ზევით მიიწევს.

612
მკითხველთა ლიგა

ამასობაში მოხუც მომღერალს კიდევ ერთი მაგიდა გამო-


უცვლია და მღერის:
„იქ, სადაც ღამით მხიარულობენ და დღისით კი მზე მთის
მწვერვალებს ანათებს“.
შავი ხელები მოდიან, უხმაუროდ ალაგებენ შავ ძვლებს და
დესერტის მენიუს არიგებენ. თხილის ტორტი აქვთ, ჰარის ასე
ძლიერ რომ უყვარს, თუმცა, ვერ იტყვი, რომ ის წმინდა კარი-
ბული გამოგონებაა, ალბათ ფორტ-ლოდერდეილიდან შე-
მოიტანეს.
თელმა, რომელსაც გამჭვირვალე ბლუზის ქვეშ კაკაოსფე-
რი ბიუსტჰალტერი მოუჩანს, სადღაც შუაწერტილსაა მიშტერე-
ბული მასწავლებელივით, რომელიც მოსწავლეებს თავზე ად-
გას და ამბობს:
- ... ქალური ცნობისმოყვარეობა, სხვა არც არაფერი. ეს
ისაა, რაზეც ქალის სექსუალურობისადმი მიძღვნილ სტატიებში
თითქმის არ საუბრობენ, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ სწო-
რედ ამითაა გამოწვეული სურვილი, მხოლოდ უყურო კაცების
სტრიპტიზს და არ გსურს, ლოგინში ჩაუგორდე მათ. ქქალებს,
უბრალოდ, უნდათ შეხედონ პენისს, მე მგონია, ყველა კაცს
სხვადასხვანაირი პენისი აქვს.
- შენც იმავე აზრის ხარ? - ეკითხება ჰარი ჯენისს. - შენც
გაინტერესებს?
ჯენისი თვალებს ხრის და ლამპაში მოელვარე სანთელს
დასცქერის.
- რა თქმა უნდა. - ბუტბუტებს ბოლოს.
- მე კი არა. - ამბობს სინდი, - აბსოლუტურად. მე ალბათ
ცნობისმოყვარე არ უნდა ვიყო. პენისის ფორმების მიმართ მარ-
თლა არანაირი ინტერესი არ მაქვს.
- ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. - ეუბნება თელმა.

613
მკითხველთა ლიგა

- ოცდაათის გავხდი. - უარობს სინდი. - გინდა თქვა, რომ


ეს საკმარისი არაა და სექსუალურ სიმწიფეს ჯერ ვერ მივაღწიე?
ჰარი, თითქოს წყალში ისევ ერთად არიანო, მის მხარეს
იჭერს:
- პენისი ხომ საშინლად მახინჯია. ყოველ შემთხვევაში,
რაც მე მინახავს.
- იმიტომ, რომ ერექციის დროს ვერ ხედავ. - აღნიშნავს
თელმა.
- და მადლობა ღმერთს. - პასუხობს ჰარი. აღშფოთებუ-
ლია (ზოგჯერ ასეთი რამ ემართება ხოლმე) იმით, რომ ასეთ
ვულგარულ ხალხთან აქვს საქმე და საერთოდაც, ზოგადად,
ადამიანების უხამსობით.
- ამ დროს თავის საკუთარზე გიჟდება. - ამბობს ჯენისი, ის
მსუბუქ და გულგრილ ტონს ინარჩუნებს, თითქოს ამ მდუმარე
სასადილო პავილიონში მეცნიერულ საკითხებზე საუბრობდნენ.
მომღერალი აღარ მღერის. მათ ირგვლივ ხალხი მაგიდებს
ტოვებს და საცურაო აუზის გვერდით საცეკვაო მოედანზე პატა-
რა მაგიდებთან გადადის.
- არანაირად არ ვგიჟდები. - ჩურჩულით აპროტესტებს ჰა-
რი. - სხვა რა გზა მაქვს, თავის ჭკუაზე მატარებს.
- ისიც ხომ შენ ხარ. - მშვიდად ეუბნება სინდი.
- და არა მარტო ფალოსი. - აზუსტებს თელმა - ქალს მა-
მაკაცი მთლიანობაში აღაგზნებს, მისი ქცევები, ხმა, როგორ
იცინის, მაგრამ ალბათ ამ ყველაფრით ის ჩანს, როგორი ასო
აქვს.
ფალოსებზე საუბრობენ, დაუჯერებელია! ამ დელიკატურ
თემას თავს ანებებენ, როცა ყავა და დესერტი მოაქვთ. საჭმლი-
თა და საუბრით გამოცოცხლებულნი, ყველა სურვილს გამოთ-
ქვამს, ვისკი მოწრუპონ და ვარსკვლავიანი ცის ქვეშ ცეკვებს

614
მკითხველთა ლიგა

უყურონ. ჰარის ამაღამ ვარსკვლავები საათში ჩასმულ ძვირფას


ქვებად ეჩვენება, საათში, რომელზეც დრო არანორმალურად
ნელა მიიზლაზნება, მაშინ, როცა თავად წამებს ითვლის, რო-
დის ჩაყურყუმელავდება სინდიში ისე, თითქოს ციდან მოწყვე-
ტილი ვარსკვლავი „ოლიმპიურ“ აუზში შიშხინით ჩავარდაო.
ერთხელ, ბავშვობაში, შორეულ, სადღაც სივრცეში დაკარგულ
ზაფხულს, ვიღაცამ, - სავარაუდოდ დედა უნდა ყოფილიყო,
თუმცა ხმას ზუსტად ვერ იხსენებს, - უთხრა, რომ თუ ღამით ცას
თვალს არ მოაშორებდა და ასამდე დაითვლიდა, აუცილებლად
დაინახავდა მოწყვეტილ ვარსკვლავს. საერთოდაც, ეს ხომ ძა-
ლიან ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა, მიუხედავად იმისა,
რომ ვისკისაც და შუშის მაგიდასაც მოსწყდა, მოსწყდა თავისი
მეგობრების სანუგეშო, საიდუმლო ბუტბუტსაც და უკან გადახ-
რილი იქამდე მისჩერებია მოჭედილ ცას, ვიდრე კისერი არ
უშეშდება, თავს ზემოთ თავის ბუდეში მყარად ჩამჯდარი, ყველა
ვარსკვლავი უძრავად კიდია. ვებ მერქეთის სერიოზული ხმა
გრგვინავს:
- კარგით აბა, ბავშვებო, მე, როგორც უხუცესი, გამოვიყე-
ნებ ასაკით მონიჭებულ პრივილეგიას და გაცნობებთ, რომ და-
ვიღალე და დასაძინებლად მივდივარ. - და როცა ჰარი სახეს
ციდან მისკენ აბრუნებს, თვალის კუთხით ხედავს: აი, ცოცხალი
და წამიერი სურათი, თითქოს ასანთი გაკრესო - მოწყვეტილი
ვარსკვლავი მელნის ოკეანეში ეშვება. ქალები დგებიან და კა-
ბის კალთებს ისწორებენ. „მარიმბუს“ ბოლო, მოცახცახე რით-
მები თანდათან ნელდება და „გამოგზავნეთ ჯამბაზებში“ გადა-
დის. ეს სამგლოვიარო ზარების რეკვა თანდათან იკარგება,
როცა ისინი აუზს და შემდეგ, კურორტის მთვრალ, ღონემიხ-
დილ მენეჯერს, რომელიც ნიუ-იორკში დარეკვას ამაოდ ცდი-
ლობს, უკან იტოვებენ. მეგობრები სასტუმროს წინ თეთრი მარ-

615
მკითხველთა ლიგა

ჯნის ტროტუარით გარშემოვლებულ პატარა მოედანს ჭრიან და


გზას მძინარე ყვავილების ბუჩქებს შორის დაგებულ ბეტონის ბი-
ლიკებზე აგრძელებენ. რაც უფრო შორს მიდიან, მით უფრო
ხუნდება მუსიკა, მათ ზემოთ უფრო ძლიერად ისმის პალმების
შრიალი და უფრო ახლოვდება ტალღების შიშინი. მთვარით
განათებულ გზაგასაყარზე, სადაც სამი მიმართულებით უნდა გა-
იყვნენ, ერთმანეთს რაღაცნაირად ნერვიულად უკვე უსურვეს
მშვიდობიანი ღამე, მაგრამ ადგილიდან არავინ იძვრის. შემდეგ
ქალის ხელი ნაზად კიდებს მაჯაში კაცს, იმას, რომელიც არაა
მისი ქმარი. დანარჩენებიც ბუნგალოსკენ მიდიან, ერთმანეთს
არ უყურებენ, არც კრინტს ძრავენ, ქალები თავის რჩეულებს
თავისთან მიუძღვებიან. ჰარის შორიდან სინდის კისკისი ესმის.
მაშ, ეს ხელი, თავის გადაწყვეტილებას ასე ნაზად რომ ამცნობს,
სინდისი კი არა, თელმასია.
ქალი გრძნობს, რომ ჰარი უკან იწევს და უფრო მეტად
უჭერს ხელს, მდუმარედ. ზღვისპირას დამსვენებელთა ჯგუფი
ხვდებათ, რომელთაც სასმელი და ლამფები ჩამოუტანიათ.
ლამფები და სიგარეტი სიბნელეში წითლად ანათებენ, ხოლო
მათ უკან კი, ყურეში გაჩერებული დიდი იახტის სილუეტის იქით,
ნახევარმთვარით განათებული ცის ქვეშ რძისფერი ზღვა გაწო-
ლილა. თელმა ხელს უშვებს და პატარა ბრჭყვიალა ხელჩან-
თაში იქექება, გასაღებს ეძებს.
- სინდის ხვალ მიიღებ, - ჩურჩულებს ის. - ამაზე უკვე მო-
ვილაპარაკეთ.
- კარგი, გადასარევია. - მორჩილად ეუბნება კაცი, თან
ცდილობს, თავისი მოქმედებით ან სიტყვებით არ გაანაწყენოს.
ფიქრობს. ეს ნიშნავს, რომ სინდის ის ღორი ჰარისონი უნდოდა.
ჯენისს ვები ჰყავს. ეგონა, ჯენისს რონისთან მოუწევდა ღამის
გატარება და ცოლი ისე ეცოდებოდა, გული უწუხდა, თუმცა, რო-

616
მკითხველთა ლიგა

ნის მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთი რამ ანუგეშებდა,


ალბათ მალე ჩაეძინებაო, ხოლო მესამე წყვილი ვები და თელ-
მა წარმოედგინა, ორივე ერთნაირია - ყვითელი და გამხდარი.
თელმა კარს კეტავს და საწოლის თავზე ჩალის დაწნულ სანა-
თურს რთავს.
- კარგი... ქალბატონებმა მხოლოდ ამაღამ დაინაწილეთ
კაცები, თუ შემთხვევით, მეორე შანსიც გაქვთ? - ეკითხება ჰარი.
- რა გჭირს, შეჯიბრებაზე ხომ არ ხარ, ჰარი? ეს იმიტომ
გადავწყვიტეთ, რომ სიყვარულის ერთმანეთთან გაზიარება მო-
ვიწადინეთ, ხომ გაიგე, ვებმა რა თქვა? ერთ რამეში ყველანი
შევთანხმდით, რომ აქედან ბრუერში თან არაფერი გაგვყვება.
ეს აუცილებელი პირობაა, კიდევაც რომ დავიხოცოთ, არ და-
ვარღვევთ. ერთადერთხელ. მორჩა. - თელმა ოთახის შუაში
დგას, ჩალის ხალიჩაზე და გამომწვევად უყურებს - თხელსა-
ხიანი ყვითელი ქალი, რომელსაც ხეირიანად არც კი იცნობს.
მზემ მხოლოდ მისი ცხვირის გავარდისფრება მოახერხა, თუმცა
თვალქვეშ ნამზეურის ლაქები ეტყობა და სახეზე პეპელასავით
აზის. უცებ თავში მოსდის, რომ ალბათ ახლა წესით და რიგით,
უპრიანი იქნება, აკოცოს, მაგრამ განძრევას ვერ ასწრებს -
თელმა მტკიცე ხმით აცხადებს:
- ერთ რამეს გეტყვი, ჰარი ენგსტრომ. მხოლოდ შენ აგირ-
ჩიე. ერთადერთი შანსი გამოვიყენე.
- მე?
- ჰო, გაღმერთებ. შენ, მხოლოდ შენ.
- მე?
- გინდა თქვა, რომ არასოდეს შეგინიშნავს?
ჰარის არ უნდა აღიაროს, რომ არასოდეს უგრძნია ამ ქა-
ლისგან განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ სხვა ვერც
ვერაფერს ახერხებს და ერთ ადგილას ბრიყვივით დგას.

617
მკითხველთა ლიგა

- ჯანდაბა. - ამბობს თელმა - აი, ჯენისი კი ხვდებოდა. რო-


გორ ფიქრობ, ნელსონის ქორწილში რატომ არ დაგვპატიჟა? -
ის კაცს ზურგს აქცევს და სარკის წინ საყურეს იხსნის, ეს სარკე
ზუსტად ისეთია, მას და ჯენისს რომ უკიდიათ ბუნგალოში - ბამ-
ბუკის მოწნულ ჩარჩოში ჩასმული. აქ კედელზე დაკიდებულ ბა-
ტიკაზე ტროპიკული დაისია გამოხატული და ამ ფონზე ერთი
პალმა, ხოლო მისსა და ჯენისის ბუნგალოში ხილის გამყიდვე-
ლი მსუქანი შავკანიანი ქალი, თუმცა ბატიკის ხარისხში არა-
ნაირი განსხვავება არაა. თანაც, ჰარი ფიქრობს, ორივე ერთი
ადამიანის ნამუშევარი უნდა იყოს. ჩემოდნები ჰარისონებს
ეკუთვნით და ტანსაცმელიც, შეღებილი ბამბუკის თაროებზე,
რომელიც კარადის მაგივრობას ეწევა - მათია.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ, რონის კბილის ჯაგრისი გა-
მოიყენო? - ეკითხება თელმა. - ცოტა ხნით აბაზანა დამჭირდე-
ბა, ჯობია, თუ შენ პირველი შეხვალ.
აბაზანაში ჰარი ხედავს, რომ რონი „ჯილეტის“ ფირმის სა-
პარსი კრემით სარგებლობს, უფრო სწორად, საპარსი ქაფით,
რომელიც ისეთია, თუნუქის ქილაში, რომ დააწვები და ქაფი
ამოვა. ეს ისაა, ოზონს რომ ჭამს, ხვრელს აფართოებს, ამის
შედეგად კი, ჩვენი შვილები არანორმალურ სიცხეში მოიხარშე-
ბიან. და კიდევ ის აქვს, ახალი ტიპის საპარსი, ერთი თხელი
სამართებლის პირით, რომელიც ტელერეკლამაში აქვს ნანახი
და წკაპუნით იღება და იკეტება. ჰარის არ ესმის, რა საჭიროა
ასეთი საპარსი, ჩვეულებრივი ფულის მახეა, თავად ისევ უძვე-
ლესი, ლამის ჟანგმოკიდებული საპარსით სარგებლობს, ორ-
მაგი სამართებლის პირით, რომელიც ასე, შვიდი თუ რვა წლის
წინ 1.99 დოლარად იყიდა. რაც შეეხება ქაფს, რომელი საპო-
ნიც ხელში მოხვდება, იმას აქაფებს და სახეზე ძველისძველი
ჯაგრისით ისმევს. ჰარიმ პირი ვახშმის წინ გაიპარსა, როცა გა-

618
მკითხველთა ლიგა

იღვიძა, ასე რომ, ახლა აღარ მოუწევს. ჰარისონები ქლორო-


ფილიან კბილის პასტა „კრესტს“ ხმარობენ. ჰარი თაროზე
უზარმაზარ ტუბს ხედავს, იმას, სულ რომ იგრიხება, სკდება და
ჟონავს, ის და ჯენისი რომ ყიდულობენ ხოლმე, როცა ორი კა-
პიკის ეკონომიას ცდილობენ. რა საინტერესოა, რა ბედი ეწია
„იპანას“ და რას წერდა „მომხმარებლის ცნობარი“ კბილის პას-
ტის ნაირსახეობაზე. ალბათ, მათ ანიჭებენ უპირატესობას, რო-
მელც საჭმელ სოდას შეიცავს - სწორედ ასეთი პასტით იხეხავ-
დნენ კბილებს ის და მიმი ბავშვობაში, - დედას თავისი მოსაზ-
რებები ჰქონდა ხელოვნურ არომატიზატორებთან დაკავშირე-
ბით, დარწმუნებული იყო, რომ კარიესს აჩენდნენ. მომხმარებ-
ლის უბედურება ისაა, რომ სულ ეჩვენება, მისი მეზობელი მასზე
უფრო იაფ და ხარისხიან საქონელს ყიდულობს. ჰარის ჰარი-
სონების აბაზანაც კი შურით ავსებს. მიუხედავად თელმას უბრა-
ლოებისა, მას თან კარგა მოზრდილი წამლების ჩანთა დააქვს,
მასში წამლების გარდა მშვენიერი კოსმეტიკური საშუალებები
მოიძებნება და კიდევ, მზისგან დამცავი სახელად „ეკლიფსი“,
„სოლარკაინი“ და რატომღაც, ასევე ვაზელინიც, „ტამპაქსი“
იმაზე გაცილებით დიდი ყუთით, ვიდრე ჯენისი ყიდულობს
ხოლმე და უამრავი ტკივილგამაყუჩებელი - სხვადასხვა სახის
ასპირინი, დარვონი და რაღაც აბები პატარა კოლოფებში, რო-
მელსაც აფთიაქში მხოლოდ ექიმის რეცეპტით იძლევიან - ასე-
თი სურათის ხილვას ჰარი არ ელოდა. ადამიანები უფრო მე-
ტად იტანჯებიან ავადმყოფობით, ვიდრე შენ გგონია. ჰარის ვერ
გადაუწყვეტია, დამჯდარმა ხომ არ მოფსას, რომ თელმამ
ჩხრიალი არ გაიგოს, მაგრამ ბოლოს მიდის დასკვნამდე, რომ
არ ღირს, ახსენდება, რომ ქალს მისი გაჟიმვა უნდა და ნაკადი
ხმაურით მითქრიალებს უნიტაზში. ეს იმის ბრალია, რომ ამდენი
დალია სადილზე. ჰარის ეჩვენება, რომ ვერასოდეს დაიცლება,

619
მკითხველთა ლიგა

რაღაცნაირად უეხერხულება. შემდეგ უნიტაზზე მაინც ჯდება და


ჰაერს უშვებს. ძალიან ბევრი ზღვის პროდუქტი მოუვიდა. ეჩვე-
ნება, რომ გუშინდელი კიბორჩხალას სუნი ასდის და როცა ფეხ-
ზე დგება, უკან თითით ამოწმებს, ცუდი სუნი ხომ არ აქვს. რწმუნ-
დება, რომ აქვს. უმჯობესია, პირსახოცი აიღოს. ვერ ხვდება,
რომელია რონის პირსახოცი, ლურჯი თუ ყავისფერი. ყავის-
ფერზე ჩერდება. ქვედა ნაწილს იხეხავს, ყველაფერს, რაც ფა-
სეულია. აი, ახლა კი მზადაა მეჯლისისთვის. პირსახოციდან თა-
ვის სუნის გასაქრობად, კარგად რეცხავს, რა მნიშვნელობა
აქვს, ვისია.
როცა აბაზანიდან ოთახში აბიჯებს, თელმა საცვლების ამა-
რა ხვდება - კაკაოსფერ ლიფსა და შავ ტრუსში. ამას არ ელო-
და, არც იმას ელოდა, რომ ეს ასე აღაგზნებდა. ეს ძუძუები ყო-
ველთვის აგიჟებდა - ზოგი ტანსაცმელში რეალურზე უფრო პა-
ტარა ჩანს, ზოგი კი გაცილებით დიდი. თელმას ძუძუები პირ-
ველ კატეგორიას მიეკუთვნება - ლიფი ხელოვნურადაა ამოვ-
სებული. მიუხედავად იმისა, რომ ორმოცსაა გადაშორებული,
სხეული არაჩვეულებრივ ფორმაში აქვს, სახეზე კი, ყურადღე-
ბიანი და მკაცრი გამომეტყველება აღბეჭდვია, ასეთი გამომეტ-
ყველება მედდებსა და სკოლის მასწავლებლებს ახასიათებთ,
დასახმარებლად სულ რომ მზად არიან. თელმა იცინის, ხე-
ლებს წინ იწვდენს, მარაოთი მოცეკვავეს ემსგავსება.
- აი, მეც აქ ვარ. გაოგნდი? რა საყვარელი ხარ და გაკ-
რიალებული, ჰარი, ეს სწორედ ისაა, რაც შენში მაგიჟებს. ხუთ
წუთში გამოვალ. ეცადე, არ ჩაგეძინოს.
გონივრული შენიშვნაა. რა თქმა უნდა, ღონემიხდილია,
თუ გავითვალისწინებთ, როგორ ლოთობენ და თითქმის არ
სძინავთ, ამასთან, დღეს ჰარისთვის განსაკუთრებით მძიმე დღე
გამოდგა - ზღვაში გადატანილი ინციდენტის გამო - მოულოდ-

620
მკითხველთა ლიგა

ნელად ჩაიძირა და ნაღველასავით მწვანე წყალი ქვემოდან მის


შესრუტვას ლამობდა, მთელი ძალით ექაჩებოდა ფეხებიდან.
გახდას კი იწყებს, მაგრამ ვერ ხვდება, სად უნდა გაჩერდეს.
ცოლ-ქმარს წლების განმავლობაში ერთად ყოფნის ურიცხვი
ჩვევა უვითარდება, მაგრამ უცხო ქალს ის შესაძლოა, უცნაურად
მოეჩვენოს. ნეტავ, თელმას თუ უნდა, რომ შიშველი დახვდეს
ლოგინში? თუ საწოლზე? როცა ქალი აბაზანიდან გამოვა, თუ
ჰარი მასზე ნაკლებად შიშველი იქნება, უზრდელობაში ჩაუთ-
ვლის. არც ის უნდა, რომ თელმამ ამ კაშკაშა შუქზე, საწოლის
თავზე დაკიდებული ჩალის სანათური რომ გამოსცემს, საწოლ-
ზე შიშველი იხილოს, ნამდვილად იფიქრებს, რომ ჰარის თავი-
სი თავი „პლეიგიელის“ ფოტომოდელად წარმოუდგენია. კარ-
გად მოეხსენება, ოცდაათი ფუტიც რომ დაიკლოს, ღიპს მაინც
ვერ დაიგდებს. ის ტრუსების ამარა ბამბუკის კამოდთან მიდის
და უბრალო, პატარა ნიჟარებით დეკორირებულ ხის ლამპას
ანთებს. ტრუსებს იხდის. ტრუსებზე რეზინი მოეშვა, მხოლოდ
ჟოკეის ტრუსების ყიდვა ღირს, მაგრამ ბრუერის იაფ მაღაზიებ-
ში მათ ვერ ნახავ, ხარისხი აღარავის აინტერესებს. საწოლის
თავზე სინათლეს თიშავს და სიბნელეში საწოლის გადასაფარე-
ბელზე წვება - წვება ისეთი, როგორიც არის, როგორიც იყო და
როგორიც იქნება, ვიდრე დამკრძალავ ბიუროში ბოლოჯერ გა-
მოაწყობენ. საქორწინო ბეჭედიც კი არ უკეთია, რომ ოდნავ მა-
ინც შეამსუბუქოს მისი სიშიშვლე: როცა ის და ჯენისი დაქორ-
წინდნენ, მაშინ კაცები ბეჭედს არ ატარებდნენ. თვალებს ხუჭავს,
მათ წამით ქუთუთოების ქვეშ, წითელ სიცარიელეში ასვენებს.
უნდა გაუძლოს. იქნებ, თელმას მხოლოდ საუბარი სურს, ამ შემ-
თხვევაში, მართლაც რომ დაისვენებდა ხვალინდელი ღამის-
თვის. შესვლა... იმ სრიალა წყალში...

621
მკითხველთა ლიგა

აბაზანიდან გამოსვლისას თელმა კარს ისე აჯახუნებს,


ადამიანს მიწისძვრა ეგონება. წინ თეთრეული უჭირავს, ჰარის
ზურგს აქცევს და ტრუსებს სარეცხის კალათში აგდებს, რომე-
ლიც ჰარისონებს კამოდის გვერდით უდგათ, ჩალის სანაგვე კა-
ლათის გვერდით, ხოლო ჯერ კიდევ სუფთა ლიფს კეცავს და
უჯრაში ინახავს. ჰარი ძილს ებრძვის და თან ახსენდება, რომ აქ
ყოფნის განმავლობაში თელმას საჯდომს უკვე მეორედ ხედავს.
ქალი მისკენ ბრუნდება და სინათლეს მთლიანად ეფარება, მის-
კენ ისე მორცხვად და მძიმედ მიიწევს, თითქოს წყალში შედი-
სო. როცა იხრება, რომ საწოლის თავზე სანათური ჩართოს, ჰა-
რიმ რომ გამორთო, ძუძუები ქვემოთ ეკიდება. საწოლის კიდეზე
ჯდება.
ჰარის პენისს ჯერ კიდევ სძინავს. თელმა ხელს ავლებს:
- წინადაცვეთა არ გაქვს.
- არა, საავადმყოფოში იმ დღეს რატომღაც არ აკეთებ-
დნენ. ან შესაძლოა, დედაჩემს განსაკუთრებული თეორიები
ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. აზრზე არ ვარ, არასოდეს და-
ვინტერესებულვარ. მაპატიე.
- არაჩვეულებრივია. პატარა ქუდს ჰგავს.
თელმა შიშველი უფრო მოქნილია, ვიდრე ჰარის ის ტან-
საცმელში ახსოვს. ისევ საწოლის კიდეზე რჩება, მისკენ იხრება
და ფალოსს პირში იდებს. ლამპის შუქზე მისი სხეული სხვადას-
ხვა ქსოვილის ნაკუწებისგან შეკერილი საბანივით გამოიყურე-
ბა: კანზე ეტყობა ოდნავი რუჯი, ვარდისფერი აქერცლილი ლა-
ქები და ადგილ-ადგილ მისი ბუნებრივი, მოყვითალო ფერი. მუ-
ცელზე გლუვი ნაკეცები წარმოექმნა - დაკეცილი გაზეთების
დასტას ჰგავს, ხელზე კი, როცა ორი თითით მისი ასოს ძირი
უჭირავს, ოდნავ უნათებს ცისფერი ძარღვები. მაგრამ ქალს ნო-
ტიო და თბილი სუნთქვა აქვს, ჰარი მის ყავისფერ თმაში აქა-იქ

622
მკითხველთა ლიგა

გაბნეულ თითო-ოროლა ჭაღარას ამჩნევს და ეს სურვილს უღ-


ვიძებს, გადაწვდეს და თავზე მოეფეროს, ან მის რიტმულად
მოძრავ პირს შეეხოს, თუმცა ვერ რისკავს, ეშინია, ის უდიდესი
განცხრომა არ გაუქრეს, რასაც თელმა მას ანიჭებს. უცებ ქალი
ხელს სწევს და თმას სწრაფად იწევს უკან, თითქოს უნდა, კაცს
საშუალება მისცეს, უკეთ უყუროს.
- საოცარია - ბუტბუტებს ჰარი... ასო უგრძელდება და უმ-
სხვილდება, მაგრამ თელმა მაინც განაგრძობს ტუჩებით კვლა-
ვინდებურად თავიდან ბოლომდე სვლას, - საკუთარ თითებამ-
დე, ფალოსის ძირში რომ აქვს წავლებული. უფრო მოხერხებუ-
ლად დაჯდომას ცდილობს და ამიტომ ფეხებს შლის; ფეხებს
შორის, რომელთაგანაც ერთი საწოლიდან უხერხულად კიდია,
ჰარი პატარა ბუჩქში ელვარე პატარა თეთრ ზოლს ხედავს; „ის“
იმაზე გაცილებით სათუთი და ვარდისფერია, ვიდრე ოდესმე
წარმოედგინა. ჯენისისა და სინდისგან (როგორც მას ჰგონია)
განსხვავებით, თელმას საშო არაა უფერული და არც გამჭვირ-
ვალე: ხშირ, ხვეულ თმაში ბაგეები ნაჭრილობებივით მოუჩანს,
მათ შორის კი თეთრი ზოლივით პატარა ენა ისე უმწეოდ და
დაუცველად გამოიყურება, რომ ჰარის თვალებზე ცრემლები
აწვება. თელმასაც ეტყობა, რომ ტირილის პირასაა მისული, იქ-
ნებ იმის გამო, რაც პირში აქვს ჩაჩრილი. ქალი თავს უკან სწევს
და ჰარის ფალოსიდან მომზირალ თვალს უცქერს, შემდეგ ისევ
ახურავს თავზე „პატარა ქუდს“ და წამღერებით, გამოჯავრებით
ამბობს:
- რა სერიოზული პაწაწინა სახე აქვს. - და ნაზად კოცნის
ერთხელ, ორჯერ, ენას უხახუნებს, მერე ისევ წუწნის, ამჯერად
ისე, რომ ლამის სული ეხუთება.
- ღმერთო - ოხრავს ის. - რამდენი ხანი ვოცნებობდი ამა-
ზე. მიდი, ჰარი, მიდი, ახლა გაათავე, ასე, პირში და სახეზე. -

623
მკითხველთა ლიგა

ქალის ხმა ძლივს ესმის, მისი სიტყვები არანორმალურად


ჟღერს, ის თვალს არ აშორებს პატარა ჭრილს, საიდანაც ჰარის
პაწაწინა მღვრიე წვეთი გამოსდის. ლოკავს.
- მართლა დიდი ხანია, მოგწონვარ? - მორიდებით ეკით-
ხება ჰარი.
- უკვე წლებია. - პასუხობს ქალი. - წლებია და შენ ვერა-
სოდეს მამჩნევდი. რა საზიზღარი ხარ. ჯენისს თვალებში შესცი-
ცინებ და იმ შტერ სინდიზე გიჟდები. იცი, ახლა სადაა? ჩემი ქმა-
რი ჟიმავს, მას კი ამის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, ისევ
შენთან მირჩევნიაო, წუწუნებდა. - მერე საკუთარი თავის მიმართ
სიძულვილს გრძნობს და მწუხარედ ოხრავს, შემდეგ ტუჩებით
ისევ ქვემოთ მიიწევს, ქალის ყელამდე წარმოუდგენელი ნეტა-
რებით ჩასული ჰარი კი ფიქრობს, ხომ არ მიიღოს თელმას გა-
მოწვევა.
- მოიცადე, - ამბობს ჰარი. - არ გინდა, ჯერ მე გავაკეთო
შენთვის რაიმე? თორემ თუ გავათავე, მერე ხომ იცი, აღარაფე-
რი გამომივა.
- ერთხელ რომ გაათავებ, მერე მეორედაც გაათავებ.
- არა მგონია, ამ ასაკში...
- ასაკში... სულ ასაკი რატომ გაგიდის? - თელმა სახეს მუ-
ცელზე ადებს და თვალებში აშტერდება, პირველი შემთხვევაა,
კეკლუცად რომ უყურებს და ჰარი იბნევა. მას მანამდე არასო-
დეს შეუმჩნევია ქალის თვალის ფერი - რაღაც გაურკვეველი,
თითქოს ისაა, რასაც თაფლისფერს უწოდებენ, მაგრამ გაცილე-
ბით უფრო ღია, ახლა, ამ წამს განსაკუთრებით უკაშკაშებს, ოქ-
როსფრად უელავს და მტაცებლის ველურ იერს აძლევს.
- ახლა გათავება არ შემიძლია, საამისოდ მეტისმეტად ბევ-
რი ემოცია მომდის. - ამბობს თელმა. - ასეა თუ ისე, ჰარი, ახლა
მენსტრუაცია მაქვს და ყოველ თვეს სულ უფრო და უფრო მეტ

624
მკითხველთა ლიგა

სისხლს ვკარგავ. მიზეზების გამოკვლევა მეშინია. ზოგჯერ ისეც


ხდება, რომ მხოლოდ ტკივილები მაქვს და არანაირი სისხლი.
- ექიმთან წადი. - რჩევას აძლევს ჰარი.
- სულ ექიმებთან დავდივარ. არაფერი ესმით. ვკვდები,
ხომ იცი? არ გაგიგია?
- კვდები?
- ჰმ. როგორ გითხრა, შეიძლება ეს დრამატული ფორმუ-
ლირებაა, მაგრამ არავინ იცის, რამდენი დამრჩა, ბევრი ჩემზე-
ცაა დამოკიდებული. ერთი რამ, რაც სასტიკად მეკრძალება -
მზეა. სიგიჟემდე მინდოდა აქ წამოსვლა, რონიმ ვერაფრით გა-
დამათქმევინა.
- რატომ დაიჟინე?
- აბა გამოიცანი. ხომ გეუბნები, ჰარი, სიგიჟემდე მომწონ-
ხარ. თავს უნდა მოვერიო და გონებიდან ამოგიგდო. - ჰარის
ჰგონია, რომ ცოტაც და, ისევ საკუთარი თავის მიმართ სიძულ-
ვილი მოეძალება და მწუხარედ ამოიოხრებს, მაგრამ ამის ნაც-
ვლად, თელმა თავს უკან აგდებს და მის ფალოსს უყურებს, სიკ-
ვდილზე მთელი ამ საუბრების გამო ნახევრად რომ დაეძინა.
- მჭამელას გამო?
- მმმმ. - ამბობს თელმა. - შეხედე, ხედავ გამონაყარს? და-
სუსხულივითაა. - ის ორივე მხარეს თმას უკან იყრის. - ხომ მშვე-
ნიერია? ეს იმიტომ, რომ გავსულელდი და პარასკევს მზეზე გა-
ვედი. მეც თქვენსავით გარუჯვა მინდოდა, მომბეზრდა ინვალი-
დივით ცხოვრება. შაბათს მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. სახსრე-
ბი მტკიოდა, მთელი შიგნეულობა მეწვოდა. რონიმ ჩემი სახ-
ლში წაყვანა გადაწყვიტა, კორტიზონის ნემსის გასაკეთებლად.
- არაჩვეულებრივად გექცევა.
- ჰო, ვუყვარვარ.
ჰარის პენისი ისევ უმაგრდება და ქალი მისკენ იხრება.

625
მკითხველთა ლიგა

- თელმა. - ამ სახელს მიუჩვეველია. - მინდა მეც გასიამოვ-


ნო. ხომ იცი თანაბარი უფლებები და ასეთი რამეები.
- სისხლი მდის, იმავეს ვერ გააკეთებ.
- მაშინ მაგ ლამაზ ადგილებს მოვწოვ. - ჯენისივით მსხვი-
ლი ძუძუსთავები არ აქვს, მაგრამ მაინც იდეალური ფორმისაა,
ჩვილი ბავშვის ცერა თითის წვერებს მიუგავს. რადგან მისი ჯერი
დადგა, ჰარი თვლის, უფლება აქვს საწოლის თავზე ნათურა გა-
მორთოს. სიბნელეში თელმას გამონაყარი არ ჩანს, სამა-
გიეროდ კარგად ხედავს მის ღიმილს, როცა სიამოვნების მისა-
ღებად ემზადება. ქალი ფეხებს აჯვარედინებს, ზუსტად ისე, რო-
გორც სინდი იახტაზე - მდედრი საერთოდ ელასტიკურია - და
ბალიშს მუხლებზე იდებს, ჰარისთვის. მერე თითს პირში უყოფს
და საკუთარ ძუძუსთავსა და ჰარის ენას ერთდროულად ეალერ-
სება. მთელ სხეულში თითქოს დენი ურტყამს და ცახცახებს, რო-
გორც რადიომიმღები, რომელიც ბოლომდე არ გამოურთავთ.
კაცის ხელები მის საჯდომს დასწვდნენ, იქ ჩაზნექილ ნაწილს.
თელმას კანი შეხებისას შუშას აგონებს, მაშინ, როცა ჯენისის
კანზე შეხებისას ძალიან, ძალიან წმინდა ზუმფარას ქაღალდი
ახსენდება. პენისი, რომელიც ქალის ფრჩხილებზე შეხებისას
ღიზიანდება, ისევ ფორმაში მოდის.
- ჰარი. - ისმის ქალის ხმა - მინდა ისეთი რამ გავაკეთო,
რაც ჩემს თავს არასოდეს დაგავიწყებს. ის, რაც სხვასთან არა-
სოდეს განგიცდია. როგორც ვხვდები, სხვებსაც მოუწოვიათ შენ-
თვის.
ჰარი თავს უქნევს და თან ძუძუებს უსრესს.
- რამდენჯერ გაგიჟიმია ქალი უკნიდან?
ჰარი ძუძუსთავს პირს უშვებს.
- არც ერთხელ. არასოდეს.
- შენ და ჯენისი?

626
მკითხველთა ლიგა

- ოჰ, ღმერთო ჩემო, არა. ეგ არასოდეს გაგვიკეთებია.


- ხომ არ ცრუობ?
რა საყვარელია, თანაც ეს მისი ძველმოდური „ცრუობ“,
თითქოს მესამეკლასელს ელაპარაკებოდეს.
- არა, მართლა. მე მეგონა, მხოლოდ ჰომოსექსუალები...
და შენ და რონი?
- ყოველთვის. ჰმ... ბევრჯერ. რონი ჭკუიდან იშლება, ისე
უყვარს.
- შენ?
- თავისი ეშხი აქვს.
- მტკივნეული არ არის? ანუ... ის ხომ ძალიან დიდია.
- თავიდან კი. მერე ვაზელინსაც იყენებ. წავალ, მოვიტან.
- თელმა, მოიცადე. ფიქრობ, რომ გამომივა?
ქალი იცინის.
- რა თქმა უნდა. - ის სააბაზანოში გადის და ჰარის უზარ-
მაზარი ფალოსით ტოვებს. როცა ბრუნდება, ამ საქმის ნამდვი-
ლი ექსპერტივით პოხავს ჰარის. მას ჟრუანტელი უვლის. თელ-
მა მის გვერდით ზურგშექცევით წვება, წინ იხრება, თითქოს თო-
ფი ესროლესო და უკან იხედება, ხელს ჰარის ასოს კიდებს, მი-
მართულებას უჩვენებს.
- ფრთხილად.
ჰარის ეჩვენება, რომ ვერაფერს მოახერხებს, მაგრამ უცებ
გამოსდის. მის ნესტოებს ვაზელინისგან წამოსული წამლის სუნი
სწვდება. ფალოსის ძირში ხვრელი ჰარის ძლიერად უჭერს,
თუმცა მერე, იქ, სადაც საშო ჩვეულებრივ თავის წიაღში იწოვს
და ხავერდოვანად ეალერსება, ახლა ჰარი სიცარიელეს
გრძნობს: არანაირი შეგრძნება, ნამდვილი შავი ყუთი, სრული-
ად არაფრით სავსე სკივრი. ქალის ვიწრო, მაგრად მოჭერილი

627
მკითხველთა ლიგა

კუნთების რგოლი გაიარა და ბოლოს სიცარიელეში აღმოჩნდა.


ის თელმას ეკითხება:
- შეიძლება გავათავო?
- ჰო, გაათავე. - ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის. ქალს ხერ-
ხემალი და მხრები დაძაბული აქვს.
ორიოდე ბიძგიც და... ჰარი ცალი ხელით თავზე ეფერება,
ხოლო მეორეთი კი თეძო ძლიერად უჭირავს. სად ჩაიღვარა
მისი სპერმა? არსად. თელმას განავალს შეერია. ტკბილი თელ-
მას ტკბილ განავალს. უხმოდ და უძრავად წვანან, ვიდრე ფა-
ლოსი არ იკუმშება და ჰარი იღებს მას.
- ოქეი. - ამბობს ჰარი. - გმადლობ. ეს არასოდეს დამავიწ-
ყდება.
- მპირდები?
- იცი, მეუხერხულება. შენ ისიამოვნე?
- შენით ვარ სავსე. ვგრძნობ, რომ უკნიდან გამჟიმეს. თა-
ნაც ჩემმა საოცნებო ჰარი ენგსტრომმა.
- თელმა, ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ძვირფასი ვარ შენ-
თვის. - აღიარებს ჰარი. - რითი დავიმსახურე?
- იმით, რომ არსებობ. სინათლეს ასხივებ. არ შეგიმჩნევია,
რომ ყველგან, კლუბშიც, წვეულებებზეც სულ შენ გვერდით
ვარ?
- როგორ გითხრა, მგონი, არა. ჩვენ გარდა ბევრი ხალხია
ხოლმე. ანუ... შენ და რონის ერთად გხედავდით.
- სინდი და ჯენისი ამჩნევდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ
შენ აგირჩევდი.
- უჰ... არ იფიქრო, რომ ძალას გატან... შეგიძლია არც გა-
მიმხილო... რა მაქვს ისეთი, რაც ასე მოქმედებს შენზე?
- ოჰ, საყვარელო, ყველაფერი. შენი სიმაღლე, როგორ
მოძრაობ, თითქოს ისევ ოცდახუთი წლის გაძვალტყავებული

628
მკითხველთა ლიგა

ბიჭი ხარ. ისიც, რომ არასოდეს დაჯდები, თუ არ დარწმუნდი,


რომ გასასვლელი ახლოსაა. შენი ცერა ღიმილი, ისეთი, თით-
ქოს პატარა ბავშვი ხარ სადღაც წვეულებაზე და იცი, რომ ყო-
ველ წამს შეიძლება ხულიგანმა ბიჭებმა ფეხქვეშ გაგიგდონ. შე-
ნი იუმორი. და როგორ გჯერა ადამიანების - აი, ვები ავიღოთ,
მის ყველა სიტყვას ყურად იღებ, სხვა არავინ ყურადღებასაც კი
არ აქცევს, ან ჯენისი - ისე ამაყობ მისით, რომ გულიც კი მიჩუყ-
დება და ეს მაშინ, როცა ჯენისს ხეირიანად არაფერი გამოსდის.
ჩოგბურთის თამაშიც ვერ ისწავლა. დორის ქაუფმანი გვეუბნე-
ბოდა ამას წინათ, მართლა...
- როგორ გითხრა... უბრალოდ, მიყვარს, როცა ერთობა.
საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოიარა.
- აი, ხომ ხედავ? დაუჯერებლად კეთილშობილი ხარ.
ყველგან გიხარია წასვლა, უბადრუკი კლუბი და სინდის საზიზ-
ღარი სახლი სამოთხედ მიგაჩნია. ეს ხომ არაჩვეულებრივია,
სიცოცხლე გიხარია, ჰარი.
- ჰო... ანუ... თუ მხედველობაში ალტერნატივას მივი-
ღებთ...
- ეს მკლავს. აი, ეს მაგიჟებს. და შენი ხელები. შენი ხელები
ყოველთვის მიყვარდა. - თელმა საწოლის კიდეზე ჯდება, ჰარის
ხელს იღებს და ფრჩხილებზე თეთრ ნახევარმთვარეებს სათი-
თაოდ უკოცნის. - ახლა კი შენი პენისი თავის ჩაჩით. ოჰ, ჰარი,
აქ წამოსვლა საბედიწეროც რომ აღმოჩნდეს ჩემთვის, მაინც არ
ვინანებ, ამ ღამისთვის ყველაფერი ღირდა.
ის სიცარიელე მასში. თავიდან არ გამოსდის ეს აღმოჩენა
- ის სიცარიელე, რაც მესამე თვალით იხილა. და აი, ბნელ
ოთახში მთვარის ცისფერ, ორთქლივით შუქზე და პალმების
შრიალის ფონზე ჰარი, თითქოს ლოცვას აღავლენსო, გულს
უხსნის თელმას, საკუთარ თავზე ყველაფერს უამბობს, რაც

629
მკითხველთა ლიგა

აქამდე არავისთვის გაუმხელია: უყვება ნელსონის შესახებ, თუ


როგორ უჭირს ბიჭის ატანა და ბიჭსაც როგორ უჭირს მისი ატა-
ნა; და თავისი ქალიშვილის შესახებ, ქალიშვილის, რომელიც,
როგორც თავად ჰგონია, ჰყავს, უკვე ზდასრული და მისგან უარ-
ყოფილი. ის ბედავს და თელმას საკუთარ საიდუმლოს ანდობს,
რადგან თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ქალმა მას უფ-
ლება მისცა უკნიდან გაეჟიმა, აგრძნობინა, რომ საოცარია,
სხვის ტყავში კი არ ცხოვრობს, რომ ის ისეთია, როგორიც არის;
ჰარი გაენდო იმიტომ რომ, ენერგია ნელ-ნელა ეცლება და მას-
თან ერთად უკვე გაქრობის პირასაა მისი, დედის მუცლიდან
თანდაყოლილი რწმენა, რომ არსებობს რაღაც, რისი აღმოჩე-
ნაც მხოლოდ მას ძალუძს, რომ დედამიწაზე რაღაც მისიის
მსგავსი დავალების შესასრულებლად მოვიდა.
- რა ბედნიერებაა, ასე რომ აზროვნებ. - ამბობს თელმა. -
ამიტომაა, რომ ასე... - შესაბამისი სიტყვის პოვნა უჭირს. - ასხი-
ვებ. და ნაღვლობ. - ქალი რამდენიმე რჩევას აძლევს. ის ფიქ-
რობს, რომ რუთი უნდა მოძებნოს და ყოველგვარი მიკიბ--
მოკიბვის გარეშე პირდაპირ ჰკითხოს, გოგონა მისია თუ არა,
და თუ ასეა, რაიმე დახმარება ხომ არ სჭირდებათ. რაც შეეხება
ნელსონს, თელმას აზრით, პრობლემა მაინც თავად ჰარიშია,
რადგან მას რომ თავი დამნაშავედ არც ჯილის სიკვდილში მი-
აჩნდეს და არც პატარა რებეკასი, ნაკლებ საფრთხეს იგრძნობ-
და ნელსონისგან და უფრო კეთილგანწყობილ და დაუძაბავ
ურთიერთობას მოახერხებდა მასთან.
- გახსოვდეს, - აფრთხილებს ის. - ის მხოლოდ პატარა
ბიჭია, ზუსტად ისეთი, როგორიც შენ ერთ დროს თავად იყავი
და ახლა იკვალავს გზას ცხოვრებაში.
- მე არაფრით მგავს. - აპროტესტებს ჰარი. აი, მიადგა თა-
ვისი რეალობის ყველაზე საზარელ წერტილს და დარწმუნებუ-

630
მკითხველთა ლიგა

ლია, ქალი ამას აბსოლუტურად სწორად გაიგებს. - ის წყეული


სფრინგერია, თხემით ტერფამდე.
თელმა ნელსონს ჰარის უფრო ამსგავსებს, ვიდრე სფრინ-
გერებს, აი, მაგალითად, დელტაპლანერიზმით გატაცება - ნუთუ
ამაში ჰარი თავის თავს ვერ ხედავს? ან ის აიღე, რომ ერ-
თდროულად ორი გოგო ჰყავდა. იქნებ, ჰარი ცოტათი კიდეც
ეჭვიანობს?
- კი, მაგრამ მე არასოდეს გამჩენია მელანის გაჟიმვის
სურვილი. - აღიარებს. - არც პრუსი. ორივე სხვა სამყაროდანაა.
- აბა რა, - ამბობს თელმა. - ასეთი სურვილი საიდან გა-
გიჩნდებოდა, ისინი ხომ, ფაქტობრივად, შვილად გეკუთვნიან,
სხვათა შორის, ისევე, როგორც სინდი. შენ ჩემი გაჟიმვის სურ-
ვილი უნდა გქონდეს. მე ვარ შენი თაობის ქალი, ჰარი. მე ისეთს
გხედავ, როგორიც ხარ, იმ გოგოებისთვის შენ მხოლოდ წლე-
ბისა და ფულის გროვა ხარ.
თანდათან მათი საუბარი ჰარის ცხოვრების სირთულეებს
შორდება და თელმა უყვება მისი და რონის ქორწინების ისტო-
რიას, ასევე, რონის კომპლექსებისა და საკუთარი თავის მი-
მართ რწმენის ნაკლებობის შესახებ, იმაზეც, რომ რონი მუდმი-
ვად დარდობს, მიუხედავად განუწყვეტელი ტრაბახისა, რომე-
ლიც, კარგად იცის, ჰარის რაოდენ აღიზიანებს.
- ის ხომ არასოდეს ყოფილა შენსავით ვარსკვლავი. ერთი
წამითაც არ გამოუცდია, ეს რა არის.
მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა თელმა ლამის ოც-
დაათის იყო და უკვე სწამდა, რომ მარტოხელა მასწავლებლად
სიკვდილი ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ის არც პა-
ტარა უმანკო გოგონა იყო და კაცებთან ურთიერთობის გარ-
კვეული გამოცდილებაც დაგროვილი ჰქონდა, რონიმ თავისი
უცნაური ფანტაზიებით საკმაოდ გაამხიარულა; ერთხელ, თაფ-

631
მკითხველთა ლიგა

ლობის თვეში, თელმა საუზმეზე ერბოკვერცხის გაკეთებას რომ


აპირებდა, რონიმ ათქვეფილ კვერცხში გაათავა და მერე ორი-
ვემ სპერმიანი ტაფამწვარი მიირთვა. თუ ადამიანი მის უც-
ნაურობებს შეეგუება, საერთო ჯამში, რონისთანა ერთგული და
შეიძლება ითქვას, მორჩილი ადამიანი ძნელად თუ მოიძებნება
დედამიწის ზურგზე. სხვა ქალები არ აინტერესებს - ამაში ეჭვიც
არ ეპარება და თანაც, ეს ფაქტი, მამაკაცის ბუნების გათვალის-
წინებით, ძალიან უცნაურადაც ეჩვენება. რონი იდეალური მა-
მაა. როცა თავის ტოტემის ბოძზე, ანუ სადაზღვევო კომპანიაში
გაცილებით დაბალ თანამდებობაზე მუშაობდა, ისე ნერ-
ვიულობდა, ღამეები არ ეძინა და ამის გამო ოცი ფუტიც დაიკ-
ლო. მხოლოდ ბოლო ორი-სამი წელია, რაც წონა დაიბრუნა;
როცა თელმას მჭამელა აღმოაჩნდა, რონიმ ეს ამბავი მასზე გა-
ცილებით მძიმედ განიცადა.
- ორმოცს გადაცილებული ქალისთვის, ჰარი, რომელმაც
შვილები უკვე გააჩინა... ვიღაც ფაშისტი ან ვინმე მაგდაგვარი
რომ მოვიდეს და მითხრას, აირჩიე შენ თუ პატარა ჯორჯიო, -
ის ყველაზე უსუსურია და ყველაზე მეტად ვჭირდები, პირველი
ის იმიტომ გამახსენდა, - მე არც კი დავფიქრდები, ისე გავაკე-
თებ არჩევანს, მაგრამ აი, რონის კი ძალიან გაუჭირდება, ძა-
ლიან, ჰარი... ჩემი დაკარგვა. დარწმუნებულია, რომ რასაც მე
მისთვის ვაკეთებ, სხვა ქალი არ გააკეთებდა. ვფიქრობ ცდება,
მაგრამ თავად ასე მიაჩნია. - და თელმა აღიარებს, რომ მოს-
წონს მისი ფალოსი. ჰარის, როგორც კაცს, არ ესმის, რატომ:
რონის ისედაც უზარმაზარი პენისი არასოდეს იზრდება სიგრძე-
ში, მხოლოდ მაგრდება და კუთხეს იცვლის. ის არასოდეს გადის
გზას უმწეო ჩაჩიანი ჩვილიდან ახმახ, ულმობელ ჯარისკაცამდე.
თელმა ჰარის ისევ აღაგზნებს - საუბრის დროს ქვემოთ ნაზად
ეალერსება, ცხაურა ფანჯრებს გარეთ კი ღამე ჩამშვიდდა,

632
მკითხველთა ლიგა

მთვრალი კამპანიის ხმა და მუსიკა კარგა ხნის წინ მიწყდა. ირ-


გვლივ სრული უძრაობაა, მხოლოდ ოკეანის გაუთავებელი ოხ-
ვრა და აქ მრავლად არსებული ჭრიჭინების ხმა ისმის. თავა-
ზიანობის გამო, ჰარი თელმას მისი სისხლის მიუხედავად გაჟიმ-
ვას სთავაზობს, მაგრამ ქალი ლამის ქალწულებრივი შიშით
უარობს და ჰარის უჩნდება ეჭვი, რომ ის მენსტრუაციას საბაბად
იყენებს, რეალურად კი ამით ქმრის და ოჯახის მიმართ ერთგუ-
ლებას ინარჩუნებს, მიუხედავად თავისი გარე სიყვარულისა და
ასეთი უსირცხვილობისა.
- როცა მივხვდი, რომ მიყვარდებოდი, საკუთარ თავზე გავ-
ცოფდი. - უხსნის ქალი. - ეს ხომ კარგს არაფერს მიქადდა. მაგ-
რამ შემდეგ დავუშვი, რომ შესაძლოა, ჩემსა და რონის ურთი-
ერთობას აკლია რაღაც, ან უბრალოდ, ეს ჩემი ცხოვრების გარ-
დაუვალი ნაწილია და ვეცადე შევგუებოდი ამ ახალ გრძნობას;
ზოგჯერ მომწონდა კიდეც, უბრალოდ შენი ნახვაც კი დიდ
სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემო პატარა ბანჯგვლიანო დათუნია.
ჰარის აქამდე ტუჩებში არ უკოცნია, მაგრამ ახლა, როცა
ხედავს, რომ თელმა თავს იმდენად იდანაშაულებს, რომ მას
შიგნით არ უშვებს, ვნებიანად კოცნის. ეს ის დანაშაულია, რაშიც
თავადაც ჩათრეულია. ჰარის უცნაურად ეჩვენება, რომ ქალის
ტუჩები მშრალი და ცივია. რადგან ქალი შიგნით არ უშვებს, ჰა-
რი საშოზე გარედან ეფერება, ამ დროს მას სახეზე აზის და
ბედნიერია, რომ დაბანაზე იფიქრა. ქალის ენა ისევ გზას იკვა-
ლავს, ხოლო მისი თითქოს ისევ ვაზელინიანი თითები კი, რომ-
ლებიც ჰარის საკმაოდ ცივი ეჩვენება, მის თითებს მიმართულე-
ბას უჩვენებს, ეხმარება, იპოვოს ის, რასაც კაცმა უკვე რამდენ-
ჯერმე მიაგნო და დაეკარგა - ქალის ჩამალული პატარა ცენ-
ტრი. თელმა ათავებს, თან კვნესის, იხრება და მისი ყვითელი,
პრიალა და უცნობი სხეულის ბნელი, გავეშებული ცენტრი ზუს-

633
მკითხველთა ლიგა

ტად ჰარის თვალების წინ იწევა - ღრუბლის ქულა პატარა პი-


რით, წყლიდან ამომხტარი მოფართხალე თევზი. ქალი სულს
ითქვამს, თავის ჩვეულ სირბილეს იბრუნებს და ჰარისთან ერ-
თად უყურებს, როგორ ამოხეთქა თეთრმა სითხემ და ახლა ხე-
ლებზე წებოვან ზოლებად როგორ დასდის. ქალი სპერმას სა-
ხეზე ისვამს და მზის ლოსიონივით უბზინავს. გარეთ სიმშვიდე
ნათებას იწყებს, თითოეული ფოთოლი იკვეთება. დაღლილო-
ბისგან გათანგული და საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენით
მთვრალი ჰარი თელმას ემუდარება, გამოუტყდეს, რისი გაკე-
თება შეუძლია მისთვის, რაც რონის მასთან არასოდეს გაუკე-
თებია. ქალი აბაზანაში წვება და ჰარის სთხოვს მასზე მოშარ-
დოს.
- რა ცხელია. - ამბობს ის, როცა კაცი წინწკლებით მის
მოყვითალო კანზე სურათებს ხატავს, როგორც ამას კაცები და
ბიჭები თოვლზე აკეთებენ ხოლმე. მერე ადგილებს ცვლიან.
თელმა მოუხერხებლად ჯდება აბაზანის კიდეზე და საკუთარ
უუნარობას დასცინის, თან ცდილობს, თავისი შიდა მისტიკური
ლაბირინთები აიძულოს მის ბრძანებას დაემორჩილონ. ვიდრე
ჰარი აბაზანაში წევს და თელმას ნაკადს ელოდება, ქვემოდან
ქალის თმით დაფარული ნაწილი თითქოს ერთიანდება და კა-
ცის ასოს ემსგავსება, მაგრამ როგორც კი სითხე ასხამს, ორად
იყოფა. „ქალებმა არ იციან დამიზნება“ - ფიქრობს ჰარი. და
ისიც გადაჭარბებული ეჩვენება, რომ თელმას მისი შარდი ცხე-
ლი მოეჩვენა, ცხელი კი არაა, საწერ მაგიდაზე დიდხანს დარ-
ჩენილ და გაგრილებულ ჩაის ან ყავას უფრო ჰგავს, რომელიც
ერთი სულისმოთქმით უნდა დალიო. ჰარი და თელმა შხაპის
ქვეშ ერთად დგებიან და ცდილობენ, შარდისგან დარჩენილი
ამიაკის სუნი მოიშორონ, შემდეგ კი ფანჯრიდან შემოსული რიჟ-
რაჟის სხივებზე იძინებენ. ისე სძინავთ, თითქოს მოპარული

634
მკითხველთა ლიგა

რამდენიმე საათი კი არა, მირონცხებული ქორწინების მრავა-


ლი წელი აკავშირებთ ერთმანეთთან და ასე იქნებიან, სულ ერ-
თად, ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ.
კარზე ვიღაც ცოფიანივით აბრახუნებს.
- თელმა, ჰარი! ჩვენ ვართ.
თელმა ხალათს იცმევს და კარისკენ მიდის, ბაჭია კი ზეწ-
რის ქვეშ იმალება და იქიდან იჭყიტება. ახალი ბრდღვიალა
დღის ფონზე ვები და რონი დგანან. ვები ბრწყინვალედ გა-
მოიყურება ნიანგის ტყავის იმიტაციის მწვანე ყურძნისფერ პე-
რანგსა და ცისფერ-ნაცრისფერ კუბოკრულ გოლფის შარვალ-
ში. რონის იგივე ტანსაცმელი აცვია, რაც გუშინ ვახშამზე ეცვა;
მას ბუნგალოში შესვლა სჭირდება. თელმა კარს კეტავს და
სააბაზანოში შედის, ჰარი კი თავის დაკუჭულ ტანსაცმელს იც-
ვამს და ჰალსტუხის შეკვრას არც კი ფიქრობს. დარწმუნებულია,
ისევ შარდის სუნი ასდის. თავის ბუნგალოში გარბის ტანსაც-
მლის გამოსაცვლელად, გოლფისთვის უნდა გამოეწყოს. ბეტო-
ნის ბილიკზე შავ გოგოებს ბუნგალოებში საუზმის ლანგრები
ღიღინით დააქვთ, მათ მოჟღურტულე ჩიტები ფრენა-ფრენით
დაჰყვებიან. ჯენისი სააბაზანოშია და აბაზანას წყლით ავსებს.
ჰარი ცოლს გასძახის:
- როგორ ხარ?
- ზუსტად ისე, როგორც შენ - პასუხობს ქალი და აბაზანაში
იმალება.
გამოსვლამდე ჰარი ასწრებს და ნაჩქარევად კრუასანსა და
ცოტა ცხელ ყავას ყლაპავს. გარეთ არაბუნებრივად ხასხასა ნა-
რინჯისფერი და წითელი ყვავილების დანახვაზე თავის ტკივი-
ლი ეწყება. რონი და ვები მას იმ ადგილას ელოდებიან, სადაც
მწვანე ცემენტის ბილიკები იკვეთება. სამი კაცი მხიარულად
მიეშურება გოლფის მოედნისკენ, იცინიან, ხუმრობენ, თუმცა

635
მკითხველთა ლიგა

ერთმანეთს თვალს არიდებენ. უკან დაახლოებით პირველ სა-


ათზე ბრუნდებიან, ჯენისი აუზის გვერდით იმავე, თეთრი ტილოს
კოსტიუმში ზის, რაც თვითმფრინავში ეცვა. ტილო საშინლად
დაჭმუჭნილია.
- ჰარი, დედამ დარეკა. უკან უნდა დავბრუნდეთ.
- ხუმრობ? რატომ? - ფეხზე ძლივს დგას, ერთი სული აქვს
გამოიძინოს, რომ საღამოს მაინც იყოს ჩვეულ ფორმაში. გარ-
და ამისა, წინა ღამის თავგადასავლის შემდეგ, ყოველი მოძ-
რაობისას ქვემოთ ტკივილს გრძნობს, სინდისთან ამღამინდელ
შეხვედრაზე ფიქრობს და იმედოვნებს, რომ სინდის სლიკინა
ვაგინა ექნება. რა უცნაურიც უნდა იყოს, გოლფი მშვენივრად
ითამაშა. თან თელმას ქვედა ნაწილები ცოცხლად ედგა თვალ-
წინ და ისიც იცოდა, რომ მისი პარტნიორებიც იგივე მგზნებარე
სურათების შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ჰარი ბურთს საოცრად
ზუსტად ურტყამდა, ვიდრე მეთხუთმეტე ფოსოსთან დაქანცუ-
ლობამ მთელი სიმძიმით არ იჩინა თავი და ბურთი სამჯერ
გოლფის მოედნის ფარგლებს გარეთ, კაქტუსებში გადაისრო-
ლა. იქიდან ბურთების ამოღება ზღაპარია, არც უნდა ეცადო.
- რა ხდება? ბავშვს მოუვიდა რამე?
- არა, - პასუხობს ჯენისი. ღაპაღუპით სდის ცრემლები და
ჰარი ხვდება, რომ მთელი დილა ასე ტირის, მზეზე. - ნელსონი
სახლიდან გაიქცა.
- ნელსონი რა? მოიცადე, დავჯდები. - შავკანიან მიმტანს,
რომელიც მათ ხავერდის ქოლგის ქვეშ მდგომ შუშის მაგიდას
უახლოვდება, შეკვეთას აძლევს - ანანასის კოქტეილი, ჯეფ,
ორი მოიტანე, ჯენის, ხომ დალევ? - თვალცრემლიანი ჯენისი
თავს უქნევს, თუმცა, ერთი გამოცლილი ჭიქა წინ უდევს. ჰარი
თვალს მეგობრებს ავლებს. - იცი რა, ჯეფ, მოდი, ექვსი იყოს. -
მან უკვე კარგად აითვისა აქაური წესები. აუზის ირგვლივ

636
მკითხველთა ლიგა

მსხდომნი, მათ გარდა, ყველა ახალი ჩამოსული უნდა იყოს.


ალბათ სულ რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ თვითმრინავი-
დან - მზე ჯერ არ მოკიდებიათ.
სინდი ეს-ეს არის, აუზიდან ამოვიდა, კანი ისეთი შავი აქვს,
რომ სილურჯეში გადასდის. რომბის ფორმის ბიკინი ტანზე აკ-
ვრია. დღითი დღე იმატებს წონაში. ჟობია, ვიჩქარო, საკუთარ
თავს ეუბნება ჰარი, თუმცა უკვე ძალიან გვიანია. სინდი მისკენ
ტრიალდება, თან ზურგს იმშრალებს, ისე ძლიერად ისმევს პირ-
სახოცს, რომ ლამის ცალი ძუძუ სამკუთხა ლიფიდან ამოიგდოს.
სინდის სერიოზული სახე აქვს. მან და თელმამ უკვე იციან ნელ-
სონის ამბავი. თელმა მაგიდასთან ზის, ხალათში კოჭებამდე შე-
ფუთული; ეს, თავის ცხვირისავით ვარდისფერი ხალათი აქ იყი-
და, ჩალის ქუდთან ერთად; დიდი შოკოლადისფერი მზის სათ-
ვალე უკეთია, ზემოთ შუშები უფრო მუქია, ვიდრე ქვემოთ და
სახის გამომეტყველება სულ არ უჩანს. ჰარი მის გვერდით ჯდე-
ბა და შემთხვევით მუხლით მუხლზე ეხება. ქალი ფეხს მაშინვე
აშორებს.
ამასობაში კი, ჯენისი ისევ ცრემლებს ყრის და უყვება:
- შაბათ საღამოს ნელსონმა და პრუმ იჩხუბეს: ნელსონს
ბრუერში უნდოდა წვეულებაზე წასვლა ისევ იმ წვრილთან,
პრუმ კი წაყოლაზე უარი უთხრა, რადგან მის მდგომარეობაში
უკვე საშიშია აქეთ-იქით სიარული და თანაც, საწყალმა გოგომ
ისიც შესჩივლა, რომ იმ კიბის გახსენებაც კი შიშის ზარს სცემს.
ჰოდა, ნელსონი მარტო წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა -
ჯენისი მლაშე ცრემლებს ყლაპავს. ხმა უწყდება.
ვები და ჰარი სკამებს მაგიდისკენ ახოხიალებენ და
ჩრდილში სხდებიან. ჰარის ამ ხმაზე თავი უგუგუნებს. როცა
ჯეფს მათი კოქტეილები მოაქვს, ჯენისი საშინელი ამბის თხრო-
ბას წყვეტს, რონი კი ლანჩის მენიუს განიხილავს. მას, ცოლის

637
მკითხველთა ლიგა

მსგავსად, მზის სათვალე უკეთია. ვები უსათვალოდაა, დარწმუ-


ნებულია, ჯაგარა წარბები თვალებს უმალავს. ჯენისს მამასა-
ვით, გამამხნევებელი მზერით უცქერს.
ჰარი ცოლს უყურებს. აბა, როგორ არ უყვარდეს ჯენისის
ცრემლებით გაჟღენთილი ლორწოვანი ლოყები, მისი დარდით
დაღმენჭილი სახე.
- ხომ გეუბნებოდი, ეგ ბიჭი ნაძირალაა, ნამდვილი ვირ-
თხა. - ეუბნება ქალს. მართალი გამოდგა. ამ ამბის გამო თით-
ქოს გულზეც კი მოეშვა.
- აღარ დაბრუნდა. - ჯენისი ლამისაა, ბავშვივით აღრიალ-
დეს და ვებს კი არ უყურებს, არამედ მხოლოდ მას. ძალიან ცუ-
დად გამოიყურება, მოუწესრიგებელია, დაბნეული, მისი ეს გა-
მომეტყველება ჰარის კარგად ახსოვს ძველი დროიდან. - დე-
დას არ უნდოდა ჩვენი შეწუხება, იფიქრა, შვებულებას არ ჩავამ-
წარებო, პრუმაც იფიქრა, გადაუვლის და დაბრუნდებაო და არც
კი უტყდებოდა დედას, რომ ნერვიულობდა, მაგრამ კვირას,
წირვის შემდეგ წვრილს დაურეკა და გაიგო, რომ იქ ნელსონი
არ გამოჩენილა.
- მანქანა წაიყვანა? - ეკითხება ჰარი.
- შენი „კორონა“.
- ო, ღმერთო!
- ერბოკვერცხი - რონი მიმტანს ლანჩს უკვეთავს. - მაგრად
არ შეწვათ. გასაგებია?
ჰარი ამჯერად განგებ ეძებს ფეხით თელმას მუხლს მაგი-
დის ქვეშ, მაგრამ ვერ პოულობს. თელმაც ჯენისივით დაბ-
ნეულია. მიმტანი ჰარის თავზე ადგას და შეკვეთას ელოდება.
ჰარის ვერ გადაუწყვეტია, გარისკოს და კობორჩხალას სალა-
თის სენდვიჩი აიღოს თუ რისკი არ ღირს და კლასიკურ სენ-
დვიჩს დასჯერდეს - ბეკონით, სალათის ფურცლებითა და პო-

638
მკითხველთა ლიგა

მიდვრით. ჰარი ხედავს, როგორ ეშლება ჯენისს სახე, აქამდე


ჩრდილში რომ იყო და ახლა კი მზე დაადგა - პირდაღებული
ქალი ქმარს გაფართოებული თვალებით უყურებს და უცებ გუ-
ლისგამგმინავად კივის:
- ჰარი, რა დროს ჭამაა, ჩაიცვი და წავიდეთ! ბარგი უკვე
ჩავალაგე, საგზაოდ ნაცრისფერი კოსტიუმი დაგიტოვე. ადმი-
ნისტრატორი მთელი საათი ეწვალა, რომ ბილეთები ფილა-
დელფიის რეისზე ეყიდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წელიწა-
დის ამ დროს შეუძლებელია. ვერც ნიუ-იორკის რეისზე გაახერ-
ხა რამე. ამიტომ, პატარა თვითმფრინავით სან-ხუანამდე გავ-
ფრინდებით, იქ აეროპორტის სასტუმროში ნომერი დაგვიჯავ-
შნა, დილით კი ატლანტაში, ხოლო იქიდან ფილადელფიაში
წავალთ.
- რა საჭიროა ამდენი წვალება? ხუთშაბათს წავიდეთ, რო-
გორც დაგეგმილი გვქონდა. ერთი დღე რას წყვეტს?
- ჯავშანი უკვე გავაუქმე, ჰარი. შენ რომ დედას ხმა მოგეს-
მინა, ამას არ იტყოდი. გაგიჟებულია, არასოდეს მინახავს ასე-
თი. კარგად იცი, წონასწორობას ნებისმიერ დროს ინარჩუნებს
და სიტუაციას გონივრულად აფასებს. მეორედ დავურეკე და
ვუთხარი, რომ ოთხშაბათს ჩავდივართ და იცი რა მითხრა?
რომ ძალიან მოხუცია იმისთვის, ფილადელფიაში მანქანით
დაგვხვდეს, რომ იმხელა მოძრაობის ეშინია და თან გაუჩერებ-
ლად ტიროდა.
- რას ჰქვია მოხსენი? - ახლა ხვდება ჰარი ჯენისის სიტყვე-
ბის მნიშვნელობას. - გინდა მითხრა, რომ ამაღამ აქ ვერ დავ-
რჩებით მხოლოდ იმიტომ, რომ ნელსონი ისევ რაღაც ისტო-
რიაში გაება?
- ბოლომდე თქვი, ჯენ. - ერევა ვები. ჯენ. ახლა უკვე ჯენი
გახდა? ჰარი უცებ ხვდება, რომ სძულს ადამიანები, რომლებმაც

639
მკითხველთა ლიგა

ყოველთვის ყველაფერი იციან; მათი წყალობით, ჩვენ ვერასო-


დეს მივხვდებით, რომ არც არაფერია საცოდინარი, ყველანი
აბსოლუტური სიბნელით ვართ სავსე.
ჯენისი ისევ სრუტუნებს და ცრემლებს ყლაპავს, ეტყობა,
ვების სიტყვებმა დაამშვიდა.
- სხვა არც არაფერია დასამატებელი. ნელსონი არც კვი-
რას დაბრუნებულა, არც ორშაბათს, არც ერთ მის მეგობარს
მისთვის თვალიც არ მოუკრავს. დედამ ბოლოს ვეღარ გაუძლო
და ამ დილით დარეკა, დიდი მცდელობის მიუხედავად, პრუმ
ვერ გადაათქმევინა, რომ ჩვენი შეწუხება არ ღირს. ვერ დაარ-
წმუნა, რომ ის მისი ქმარია და თავადაა პასუხისმგებელი შექ-
მნილ ვითარებაზე.
- საწყალი ბავშვი. მახსოვს, შენ ამბობდი, პრუს ეგონა, სას-
წაულის მოხდენა შეეძლო. - ამბობს ჰარი. - საღამომდე წასვლა
არ მსურს.
- თუ ასეა, შენ დარჩი. - პასუხობს ჯენისი. - მე მივდივარ.
ჰარი ვებს იმედის თვალით შესცქერის, იქნებ სიტყვა შეაშ-
ველოს, მაგრამ მას კეთილგონიერი ადამიანის უმეტყველო სა-
ხეზე აწერია: ეს ჩემი საქმე არ არის. შემდეგ ჰარის მზერა სინ-
დიზე გადააქვს - ის თავის კოქტეილს ჩაშტერებია, დახრილი
წამწამები თვალებს უფარავს.
- მაინც არ მესმის, რატომ უნდა გავიქცეთ. - ამბობს ბო-
ლოს. - ხომ არავინ მომკვდარა.
- ჯერ არა. - ისმის ჯენისის ხმა. - ამას ელოდები?
ჰარის სპაზმები აწვება, გრძნობს, მკერდში თოკი როგორ
იგრიხება, აი, ყულფიც.
- წყეული ძაღლიშვილი. - ის დგება და თავს ქოლგის კი-
დიდან გადმოკიდებულ ფოჩებს ურტყამს. - რა თქვი, როდისაა
სან-ხუანის თვითმფრინავი?

640
მკითხველთა ლიგა

ჯენისი ღრმად სუნთქავს, ახლა უკვე დამნაშავის სახე აქვს.


- სამამდე დრო გვაქვს.
- კარგი. - ოხრავს ჰარი. გარკვეული კუთხით, შვებასაც
გრძნობს. - წავალ, გამოვიცვლი, ბარგს მოვიტან. იქნებ ვინმემ
ჩემთვის ჰამბურგერი შეუკვეთოს? სინდი, თელმა, კარგად იყა-
ვით. - ქალები დასამშვიდობებელი კოცნის უფლებას აძლევენ
- თელმა ტუჩებს მოურიდებლად უშვერს, ხოლო სინდი კი თავის
მზეზე დაბრაწულ, ვაშლივით მკვრივ ლოყას.
მთელი ოცდაოთხი საათი, რაც სახლამდე მგზავრობას
სჭირდება, ჯენისი სულ ტირის, მაშინაც, როცა ტაქსი შაქრის მი-
ტოვებული ქარხნის წინ, თხის ფარაში გზას მიიკვლევს, მაშინაც,
როცა შავკანიანთა აქა-იქ გაფანტულ დასახლებებს გადის; მა-
შინაც, როცა რბილი ჰაერი სახეზე ელამუნებათ, თითქოს კოც-
ნითო. პატარა ორძრავიანი თვითმფრინავით ჯანჯღარ--
ჯანჯღარით პუერტო-რიკოში ორმოც წუთში არიან, ქვემოთ მო-
ჩანს მწვანედ მოკამკამე წყალი, რომელიც ღრმად ჩაფლულ
რიფებსა და ზვიგენების ოჯახებს მალავს. შემდეგაა სან-ხუანი,
სადაც მხოლოდ ლათინები ცხოვრობენ, შემაძრწუნებელი,
უსასრულო ღამე, ძილი ჩახუთულ სასტუმროში, ძალიან რომ
ჰგავს მოტელს 422-ე გზატკეცილზე, სადაც კარგა ხნის წინ (რო-
გორც ახლა ეჩვენება) მისის ლუბელი გაჩერდა. დილით კი ორი
ადგილი ატლანტის რეისზე და შემდეგ ფილადელფია. მთელი
ეს გზა ჯენისს ლოყები მოჭიქული აქვს, თვალები სივრცეს მიშ-
ტერებული, ხოლო წამწამები კი ცრემლის პაწაწინა ბურთულე-
ბით დაცვარული. თითქოს ნელსონის ქორწინებით გამოწვეულ-
მა ჰარის მთელმა მწუხარებამ, ის მთელი არსებით რომ შეძრა,
როგორც იქნა, ჯენისამდეც მიაღწია, თითქოს ამის გამო, თავად
ჰარი ახლა მშვიდაა, თუმცა, შინაგანად დაცლილი და ცივი, რო-

641
მკითხველთა ლიგა

გორც სივრცე, ამ თავზარდამცემი თვითმფრინავის ქვეშ რომ


გაშლილა.
- მხოლოდ ნელსონის გამო ნერვიულობ? - ეკითხება
ცოლს.
ქალი უარის ნიშნად თავს იქნევს. წინ ჩამოყრილი თმა
აქეთ-იქით უქანავებს.
- ყველაფრის გამო, - უცებ ჯენისი ისე ყვირის, რომ ჰარი
შიშობს, მათ წინ სავარძელში ჩაფლულმა მგზავრებმა, თავები
ძლივს რომ მოუჩანთ, უკან არ მოიხედონ.
- წუხანდელის გამო? - განაგრძობს რბილად.
ჯენისი თავს უქნევს, მაგრამ ამჯერად იმდენად აგრე-
სიულად აღარ, ქვედა ტუჩს იკვნეტს და პირი კუს პირს მიუგავს,
ზუსტად ასეთი პირი უხდება ხოლმე დედამისსაც.
- ვები როგორ მოგექცა?
- კარგად. ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემ მი-
მართ. მას მამას დიდი პატივისცემა ჰქონდა. - ამაზე გული უჩუყ-
დება და ცრემლები ისევ ღაპაღუპით სდის. მერე ღრმად სუნ-
თქავს, თავის შეკავებას ცდილობს. - შენზე ვფიქრობდი. განვიც-
დიდი, შენ ხომ ასე ძლიერ გინდოდა სინდისთან ყოფნა, ამ
დროს კი თელმა გერგო. - ახლა ჯენისის ცრემლებს ეშმაკიც
ვერ გააჩერებს.
ჰარი ქალს ეფერება კალთაში დაწყობილ ხელებზე, რომ-
ლითაც დამბალ ხელსახოცს ჩაფრენია.
- მომისმინე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სა-
დაც უნდა იყოს, ნელსონს ყველაფერი რიგზე აქვს.
- მას... - ლუღლუღებს სასოწარკვეთილი ჯენისი. სტიუარ-
დესა მათ დაჰყურებს, როცა გვერდით გადის, ეს უკვე უხერხუ-
ლია. - საკუთარი თავი სძულს, ჰარი.

642
მკითხველთა ლიგა

ჰარი წამით ფიქრობს, ცდილობს გააანალიზოს, რამდე-


ნად შეეფერება ჯენისის სიტყვები სიმართლეს. მერე უცებ ხარ-
ხარებს:
- რაც გინდა თქვი და მე კი გეგმები ჩამიშალა. წუხელ ჩემი
საოცნებო პაემანი უნდა მქონოდა. ლამის დავიჯერე, რომ ოც-
ნება ამიხდებოდა.
ჯენისი ფრუტუნებს და ცხვირის ორივე ნესტოს ქაღალდის
ხელსახოცით იწმენდს.
- ვებს თუ დავუჯერებთ, ის არც ისეთი დიდი საოცრებაა,
როგორც გარედან ჩანს.
სულ თავის წინა ორ ცოლზე ლაპარაკობდა.
ერთიანად დაკაწრული ორგანული მინის ოვალური ფან-
ჯრიდან მათ ქვემოთ, სამხრეთით, უსწორმასწორო მინდვრები
და ყავისფერი დაბურული ტყეები მოჩანს. გაცილებით მეტი
ტყეა, ვიდრე ჰარის წარმოედგინა. ოდესღაც ის სამხრეთში მოგ-
ზაურობაზე ოცნებობდა, ნატრობდა საკუთარი აჩქარებული გუ-
ლი დაესვენებინა იმ ბამბის პლანტაციებს შორის, რომელიც ახ-
ლა მის ქვევითაა გადაჭიმული და აქედან ჭრელ ზეწარს
წააგავს. თითქოს ყველაფერი - მინდვრები, ტყეები, ქალაქები,
დაკლაკნილი მდინარეები, მწვანეში ჩაფლული გზები უზარმა-
ზარ მთის ფერდობზე გადაშლილა და ნელ-ნელა მაღლა--
მაღლა, მთის მწვერვალისკენ მიიწევს. ბერწი, დამცირებული
ამერიკა თავის მძევლებს გლოვობს. ძალიან მაღლა მიფრინა-
ვენ, ასე რომ, აქედან ჰარი გოლფის მოედნებს ვერ არჩევს. აქ
მთელი ზამთარი თამაშობენ გოლფს - ყვანჭის ქნევა სულაც არ
უჭირთ. გიგანტური ძრავები ღმუიან. ჰარი იძინებს. რასაც ბო-
ლოს ხედავს, ესაა ჯენისი, დასივებული თვალები ისევ ცრემ-
ლით აქვს სავსე და მის წინ სივრცეს უაზროდაა მიშტერებული.
სიზმარში პრუს ხედავს. მოულოდნელად პრუსგან წყალი მოჩ-

643
მკითხველთა ლიგა

ქეფს. ჰარი ცდილობს, ფეხები გადაუწიოს, მაგრამ გოგო იმდენ


წყალს ასხამს, რომ ჰარი პანიკაში ვარდება. გრძნობს, რომ
სხეულის წონა ეცვლება და ეს შეგრძნება აღვიძებს. ეშვებიან.
თელმასთან გატარებული ღამე ახსენდება და სიზმარსა და ამ
მოგონებას შორის განსხვავებას ვერ პოულობს. მხოლოდ ჯე-
ნისია რეალური - მისი ტილოს პიჯაკის კატასტროფულად გა-
ქონილი სახელოები, ლამის ტალახიანი სახე და თითქოს კი-
სერს მოწყვეტილი თავი. ჯენისს სძინავს. მუხლებზე იგივე ჟურ-
ნალი უდევს გადაშლილი, რასაც კუნძულებზე წასვლისას კით-
ხულობდა. მერილენის და დელავერის თავზე ფრენენ, სადაც
უყვართ ცხენები და დუპონები მეფეები არიან. მდიდარი, შავ მა-
ღალ ჩექმებში გამოწყობილი ჩიტივით ბრტყელმკერდა ქალები
ნადირობიდან ბრუნდებიან. მსახურთუხუცესს ყურადღებას არ
აქცევენ და გრძელ დერეფნებში მარმარილოს მაგიდებზე მათ-
რახს ატყლაშუნებენ. ასეთ ქალებს ვერასოდეს გაჟიმავს. მან იმ
სიმაღლეებს მიაღწია, რაც შეეძლო, ახლა ბევრ რამეზე უნდა
თქვას უარი, უკვე ბევრ რამეს ვეღარ შეძლებს, რადგან სიმაღ-
ლიდან ქვემოთ დაშვების დროა, ვერც ასეთ ქალებს შესწვდება
და ვერც ბევრ სხვა რამეზე იოცნებებს. თოვლის ნასახიც არაა
არსად, არც სახლის სახურავებზე, არც მინდვრებსა თუ გზებზე,
სადაც მანქანები დაქოქილი სათამაშოების მსგავსად, უხილავ
ლიანდაგებზე დაჰქრიან. თუმცა, კაცი ამ მანქანაში მსხდომთ თუ
ჰკითხავს, თვითმფრინავები დაჰქრიან ჩიტივით თავისუფლად
და გაუგონარი სიჩქარით. მდინარე ფოლადის ლენტივით ლაპ-
ლაპებს და იკლაკნება. თვითმფრინავი შიშისმომგვრელად
ტრიალდება, ჰაერი მის თავსზემოთ ხვრელებიდან შიშინით გა-
მოდის, შესაძლოა, ეს მისთვის უკანასკნელი ხმა აღმოჩნდეს.
ჯენისმა გაიღვიძა და გაჭიმული ზის. მაპატიე. ფორტ მიფლინი
მათ ბორბლებს ქვეშ კატასტროფული სიჩქარით მიფრინავს.

644
მკითხველთა ლიგა

გეხვეწები, ღმერთო. ჯენისი ყურში რაღაცას ეუბნება ბორბლე-


ბის მიწასთან შეხების გრუხუნსა და ხრჭიალში. დაეშვნენ. ჯენისს
ხელს ნოტიო ხელზე უჭერს ისე, ვერც აცნობიერებს, ხელში
რომ ცოლის ხელი უჭირავს.
- რა მითხარი? - ეკითხება
- ის, რომ მიყვარხარ.
- მართლა? ჰო, მეც. მშვენიერი დრო გავატარეთ. კმაყო-
ფილი ვარ.
ისინი ნელა მიაგორებენ თავიანთ ბარგს ჭიშკრისკენ, ჯე-
ნისი მორცხვად ეკითხება:
- თელმა ჩემზე უკეთესი იყო?
ის ისეთი ბედნიერია, მშვიდობით რომ დაეშვა მიწაზე, რომ
ტყუილს ვერ ამბობს:
- რაღაც გაგებით. ვები?
ქალი თავს იქნევს და იქნევს, არ ჩერდება, თითქოს თვა-
ლებიდან ცრემლის ბოლო წვეთებამდე გადმოყრა უნდაო.
- ის ნაბიჭვარი მაგარი იყო. - ამბობს ჰარი ჯენისის სათ-
ქმელს.
ჯენისი თავს მხარზე ადებს.
- როგორ ფიქრობ, სულ რატომ ვტირი?
- მეგონა, ნელსონის გამო. - გულახდილად პასუხობს თავ-
ზარდაცემული ჰარი.
ჯენისი ისე ხმამაღლა სრუტუნებს, რომ ვიღაც კაცი, უკვე
ზეზე მდგომი, თავზე რუსული ბეწვის ქუდს მზით დამწვარ მე-
ლოტ თავზე რომ ირგებს, მათკენ ტრიალდება და ჯენისს აშ-
ტერდება.
- ჰო, ასეა, ძირითადად. - და ის და ჰარი ერთმანეთს შეთ-
ქმულებივით ხელს ჭიდებენ.

645
მკითხველთა ლიგა

აეროპორტის რამდენიმე მილზე გადაჭიმული დარბაზების


ბოლოს, დედიკო სფრინგერი დამხვედრთა მასისგან განცალ-
კევებით დგას. აეროპორტის ფუტურისტული სივრცის ფონზე ის
დამჭკნარი და მოხრილი ჩანს, თუმცა, თავისი არაჩვეულებრივი
ქურქი აცვია, ის კი არა, წავის, არამედ შავი ქსოვილის, ვერ-
ცხლისფერი მელიის ბეწვით გაფორმებული, თავზე კი პატარა
ალუბლისფერი ვიწრო შლაპა ახურავს, უკან ტაფტით გაწყობი-
ლი, რაც შესაძლოა, ბრუერისთვის ჩვეულებრივი სამოსი იყოს,
მაგრამ აქ, ამდენ კოვბოისა და გასლიკულ, პანკივით პასტელის
ფერებად შეღებილ, მოკლე თმიან, გაურკვეველი სქესის ახალ-
გაზრდებსა და შავკანიან ლამაზმანებს შორის, რომელთაც თმა
ისე აუფუებიათ, თითქოს სამგანზომილებიანი მიკი მაუსის ყურე-
ბი გამოუბიათო, ძალიან უცნაურად გამოიყურება. ბაჭია ეხვევა
და ხედავს, ეს ქალი, ახალგაზრდობაში შიშის ზარს რომ სცემ-
და, რა პატარა მოხუცად გადაიქცა. სახიდან ჩვეული მკაცრი გა-
მომეტყველება, რომელიც კოერნერების ამპარტავნობას და
ყველაფრით უკმაყოფილებას გამოხატავდა, სადღაც გაუქრა,
ახლა სახეზე მხოლოდ ღარები ატყვია და ისეთი ფერი ადევს,
თითქოს მასში წვეთი სისხლიც არ მოძრაობსო. თვალები ჩა-
მოუსივდა, რაც ღვიძლის პრობლემებზე ხაზგასმით მეტყვე-
ლებს, ხოლო ყელის ნაცვლად ახლა დამჭკნარი ხორცის საძა-
გელი ტომარა ჰკიდია.
ბბესი ძლივს ითმენს, ვიდრე სიტყვის თქმის საშუალება
მიეცემა. ერთი ნაბიჯით უკან იხევს, რომ თავის სიტყვებს სა-
ზეიმო ჟღერადობა მისცეს:
- ბავშვი წუხელ დაიბადა, გოგონა, შვიდი ფუტი და რაღაცა.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. პრუ საავადმყოფოში წა-
ვიყვანე და მერე ექიმის ზარს ველოდებოდი. - აღშფოთებისგან
ხმა უკანკალებს, მათ ადანაშაულებს. აეროპორტის რადიოთი

646
მკითხველთა ლიგა

ცნობილი მელოდიის ახალი ვერსია ისმის, რამდენიმე ვიოლი-


ნო უკრავს და ამ ფონზე დედიკოს სიტყვები ისე ტრიუმფალუ-
რად ჟღერს, რომ ჰარი და ჯენისი ღიმილს ძლივს იკავებენ და
მიუხედავად ასეთი ჭყლეტვისა და ხალხმრავლობისა, მისკენ
ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ, ეს მოხუცი ქალბატონი ისეთი
ბავშვური აღტაცებით, წინასწარ მომზადებული სიტყვით აცხა-
დებს ამ ახალ ამბავს.
- და მერე მთელი ეს გზა თარნპაიკზე, სატვირთო მანქა-
ნებმა სიგნალებით ამიკლეს, იმ საზარელი ხმით, მათ რომ
აქვთ, ისე ბრაზობდნენ, თითქოს სადმე გადავუხვევდი და მათ
გზას მივცემდი. და მერე არ იკითხავთ? კონშოხოკენის შემდეგ
კი, გზატკეცილზე, მეგონა, აუცილებლად გადამივლიდნენ. მიკ-
ვირს, როგორ გადავრჩი. ამხელა მოძრაობა არასოდეს მინა-
ხავს. და საგზაო ნიშნები? მათზე ისე გაურკვევლად წერია,
იდეალური მხედველობაც რომ გქონდეს, ვერაფერს გაარჩევ.
მთელი გზა, მდინარის გაყოლებაზე, ფრედს ვემუდარებოდი და
ვლოცულობდი და დარწმუნებული ვარ, მისი წყალობით დავ-
რჩი ცოცხალი, ის რომ არა, მარტო მე რას მოვახერხებდი.
ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის აღარასოდეს გა-
რისკავს ასეთ მოგზაურობას. ჰარი და ჯენისი მისი ბოლო დიდი
საქმის მოწმენი გახდნენ. ამიერიდან ის მთლიანად მათზეა და-
მოკიდებული.

647
მკითხველთა ლიგა

თავი მეხუთე
ბოლო დროის მოვლენებმა დედიკო სფრინგერი ლამის
სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, მაგრამ ისე კი არ ამოაგდო კა-
ლაპოტიდან, რომ ჩარლი სტავროსი არ გახსენებოდა და უკან
მაღაზიაში არ დაებრუნებინა. ჩარლის დედა დეკემბერში უფრო
უარესად გახდა, - მას მთელი მარცხენა მხარე წაერთვა და ახ-
ლა ჯოხის დახმარებითაც კი ეშინია გადაადგილება. როგორც
ჩარლი წინასწარმეტყველებდა, მისი ბიძაშვილი გლორია თა-
ვის ქმარს დაუბრუნდა ნორისთაუნში, თუმცა, ჩარლი ფიქრობს,
რომ ის იქ ერთ წელიწადზე მეტს ვერ გაჩერდება; ასეა თუ ისე,
საბრალო ჩარლი კარგა ხნით მიეჯაჭვა სახლს. ამჯერად სამსა-
ხურში მზით გარუჯული ჰარი ბრუნდება. ის ჩარლის დიდხანს
ართმევს ხელს, ძალიან ბედნიერია, ძველ მეგობარს ისევ რომ
ხედავს „სფრინგერ მოტორსში“. გაყიდვების წარმომადგენელი
ბერძენი კი არცთუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება: ეს მისი
ფლორიდაში მოგზაურობისას მიღებული რუჯი საღებავივით
გადაშორდა და ახლა ისევ ძალიან ფერმკრთალია - გეგონება,
კანი რომ გაუჭრა, ნაცრისფერი სისხლი წამოუვა. ჩარლი
მხრებში მოხრილი დგას, თითქოს დღეში სამ კოლოფს ეწეოდა
მთელი ცხოვრება და ახლა თავის გულზე შიშობსო. ყველაფ-
რის მიუხედავად, ჩარლი, როგორც ხმელთაშუა ზღვის ქვეყნე-
ბის ყველა მკვიდრი, ჩრდილო ევროპელებისა და ზანგებისგან
განსხვავებით, არასოდეს ყოფილა თვითგანადგურებისკენ მიდ-
რეკილი. ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, ჰარი ასე გულმხურვა-
ლედ არ ჩამოართმევდა ხელს, მაგრამ თელმასთან გატარებუ-
ლი ღამის შემდეგ, ის უფრო თავისუფლად გრძნობს თავს და
ისევ მთელი მსოფლიო უყვარს.

648
მკითხველთა ლიგა

- ბებერო მუყაითო! მშვენივრად გამოიყურები. - ატყუებს


ჩარლის.
- თავს უკეთ ვგრძნობ. - პასუხობს ჩარლი. - მადლობა
ღმერთს, ზამთარი ჯერ არ დამდგარა.
სარკეში ჰარი დაუთოვლელ, უფოთლო პეიზაჟს ხედავს -
წელიწადის ყველა დროის მტვერი ერთად დაფრინავს და მოძ-
რავი სამზარეულოს ფურგონიდან გადმოყრილ ქაღალდის ნა-
გავთან ერთად ტრიალებს, რომელიც ქარს 111-ე გზატკეცი-
ლისკენ მიაქვს. „სფრინგერ-მოტორსის“ ვიტრინაზე ახალი აბრა
კიდია: „კოროლას“ ერა. „ტოიოტა“ - ტოტალური ეკონომია.
- ძალიან დამთრგუნველია. - იწყებს ჩარლი. - უყურო, რო-
გორ ყრის ფარ-ხმალს დედაჩემი. ის მხოლოდ აბაზანაში შესას-
ვლელად დგება და გამუდმებით მიჩიჩინებს, რომ უნდა დავ-
ქორწინდე.
- ცუდი აზრი არ უნდა იყოს.
- მე ცოტა წავეარშიყე გლორიას, შესაძლოა, სწორედ ამან
შეაშინა და ამიტომ წავიდა ქმართან. ის ტიპი მაგარი არა-
რაობაა. გლორია უეჭველად დაბრუნდება.
- განა შენი ბიძაშვილი არაა?
- მით უკეთესი. ცეცხლოვანი ქალია. მაღალი არ არის და
თეძოებშია გასული. შენ როგორებიც მოგწონს, ისეთი ვერაა,
ჩემპიონო, მაგრამ სასიამოვნო ქალია. ერთი უნდა ნახო, რას
ცეკვავს.
საუკუნეა, ელინური საზოგადოების საღამოებზე არ ვყო-
ფილვარ, მან დამიყოლია
წავყოლოდი. ძალიან მესიამოვნა, ჩემს გართობაზე რომ
ზრუნავდა.
- ამბობ, რომ დაბრუნდება?

649
მკითხველთა ლიგა

- ჰო, მაგრამ არა ჩემ გამო. ეგ შანსი მე ხელიდან გავუშვი.


- და შემდეგ ამატებს – ისევე, როგორც უამრავი სხვა.
- ეგ ვის არ მოსვლია?
ჩარლის კბილების საწმენდი ჯოხი ქვედა ტუჩის ცენტრში
გადააქვს. ჰარის არ უნდა მას ახლოდან უყუროს, ახლა ის იმ
ბრუერელ მოხუცებულებს დაემსგავსა, რომლებიც თამბაქოს
მაღაზიაში შედიან, ათდოლარიან ლატარეას ყიდულობენ და
ჟურნალების სტენდთან ტრიალებენ, ვინმესთან გამოლაპარა-
კება რომ შეძლონ.
- შენ იმდენი შანსი გამოიყენე, რამდენიმე კაცს ეყოფოდა.
- ბედავს და ეუბნება ჩარლი ჰარის.
- არა, მისმინე, ჩარლი. მე საშინელ დღეში ვარ. ბიჭი გაქ-
რა, ახალ სახლში ავეჯი არაა.
მაგრამ სინამდვილეში ეს ორი ფაქტი, რომელმაც სიცა-
რიელე შექმნა, ახალ შესაძლებლობასაც აჩენს, აღელვებს და
ახარებს.
- ბიჭი მალე გამოჩნდება. - პასუხობს ჩარლი. - ცოტა გულს
მოიოხებს.
- პრუც ამას ამბობს. არავინ მინახავს მსგავს ვითარებაში
ასე მშვიდად იყოს. წუხელ, კუნძულიდან რომ ჩამოვედით,
საავადმყოფოში წავედით. ღმერთო ჩემო, ის ისეთი ბედნიერია
ბავშვის დაბადებით. შეიძლება, იფიქრო, მთელი მსოფლიოს
ისტორიის მანძილზე არავის გაუჩენია ბავშვი. ალბათ, ნერ-
ვიულობდა, დაცემის შემდეგ პატარა როგორი დაიბადებოდა.
- მე მგონი, უფრო თავის თავზე ნერვიულობდა. ისეთი გო-
გოა, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანა, ბავშვის გა-
ჩენით კი შეუძლია საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ისიც ადა-
მიანია. რის დარქმევას აპირებენ?

650
მკითხველთა ლიგა

- პრუს არ უნდა, დედამისის სახელი დაარქვას, სურს, ბე-


ბიას პატივსაცემად რებეკა დაარქვას. მაგრამ ნელსონს ელო-
დება, რადგან ნელსონის დასაც ასე ერქვა. შენ იცი, რომ ის
დაიღუპა.
- ჰო, რა თქმა უნდა. - ჩარლისთვის ეს გასაგებია. ამან შე-
იძლება ცუდად იმოქმედოს ბავშვის ბედზე. ჩამოვარდნილ სი-
ჩუმეს მილდრედ კრაუსტის მანქანის ხმა არღვევს. სახელოსნო-
ში მენის რომელიღაც თანამშრომელი დაუმორჩილებელ ლი-
თონს ურახუნებს.
- სახლთან დაკავშირებით რას აპირებ? - კითხულობს ჩარ-
ლი.
- ჯენისს უნდა, რომ გადავიდეთ. მართალი გითხრა, გამაკ-
ვირვა, ისე ელაპარაკა დედამისს მანქანაში, სახლში რომ
ვბრუნდებოდით. შესთავაზა, ჩვენთან ერთად გადმოსულიყო
ახალ სახლში, მაგრამ ისიც უთხრა, არ ესმის, რატომ არ შეიძ-
ლება, საკუთარი სახლი ჰქონდეს მისი ასაკის სხვა ქალების
მსგავსად და რატომ ქმნის დედამისი აქედან ასეთ ტრაგედიას.
როგორც ჩანს, პრუ და ბავშვი ბესისთან გადავლენ, რადგან
სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუმცა, ჯენისს არ უნდა, რომ დედა-
მისი ძალიან შევიწროვდეს.
- ჰმ, დროა, ჯენი დამოუკიდებელი გახდეს. საინტერესოა,
ვინ ურჩია?
ვებ მერქეთმა, უცებ ხვდება ჰარი, რა თქმა უნდა, სიყვარუ-
ლის იმ ტროპიკულ ღამეს; მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა, რომ ის
და ჩარლი ყველაზე კარგად მაშინ არიან ერთმანეთთან, როცა
ჯენისზე ბევრს არ ლაპარაკობენ, ამიტომ ჰარი თემას ცვლის:
- სახლთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ ჩვენ სა-
კუთარი ავეჯი არ გვაქვს და ყველაფერი ძალიან ძვირია. უბრა-
ლო ლეიბი, ზამბარებიანი რკინის საწოლი ექვსასი დოლარი

651
მკითხველთა ლიგა

ღირს, ხოლო თუ საწოლის თავსაც იყიდი, ამას კიდევ დამატე-


ბით ექვსასი დოლარი სჭირდება. დაამატე ამას ნოხები, - პატა-
რა აღმოსავლური ხალიჩა სამი-ოთხი ათასია - ისინი ხომ ჩვენ-
თან ირანიდან და ავღანეთიდან შემოდის. გამყიდველი მეუბნე-
ბოდა, რომ ხალიჩები ოქროზე უკეთესი კაპიტალდაბანდებაა.
- ოქროზე კარგი ფულის გაკეთება შეიძლება. - ამბობს
ჩარლი.
- უფრო მეტის, ვიდრე ჩვენ ვაკეთებთ, ჰო? საბუღალტრო
წიგნში ჩახედვისთვის ჯერ ვერ მოიცალე?
- ადრე უკეთესი მდგომარეობა იყო. - აღიარებს ჩარლი. -
პატარა ინფლაცია ყველაფერს გამოასწორებს. ახალგაზრდა
წყვილი შემოვიდა სამშაბათს, ჩემი მუშაობის პირველ დღეს, აი,
იმ დღეს, ბესიმ რომ დამირეკა და ის „კორვეტის“ კაბრიოლეტი
იყიდა, ნელსონმა რომ მიიღო გასაყიდად. თქვეს, რომ მათ კაბ-
რიოლეტი უნდოდათ და ფიქრობდნენ, რომ ზამთრის მკვდარი
სეზონი შესაფერისი დრო იყო მის შესაძენად. არც შემვაჭრები-
ან, ჩეკით გადაიხადეს, ჩვეულებრივი საბანკო ანგარიშიდან. ნე-
ტა საიდან აქვთ ფული? ოცდახუთ წელზე მეტის არც ერთი იქ-
ნებოდა. მეორე დღეს, გუშინ, ბიჭი მოვიდა პიკაპით და თქვა,
რომ ვიღაცამ მოასწავლა, რომ ჩვენ თოვლის სკუტერებს ვყი-
დით. დრო დაგვჭირდა, რომ მოგვეძებნა. როცა ვიპოვეთ, მას
თვალები ისე გაუბრწყინდა, რომ საწყისი ფასი ათას ორასი
ვუთხარი, ცხრაას სამოცდახუთზე შევთანხმდით. - თოვლი რომ
არ არის? - ვკითხე მე და მან მიპასუხა, რომ ამას არ აქვსო
მნიშვნელობა. თურმე, ვერმონტში გადასახლებას აპირებს,
ბირთვული კატასტროფის დროს რომ იქ იყოს. თქვა, რომ
თრი-მაილ-აილენდის რეაქტორის გაჟონვამ ძალიან შეაშინა...
შეგიმჩნევია, კარტერი სიტყვა „ბირთვულს“, რომ ვერ გამოთ-
ქვამს. ის „ბითულს“ ამბობს.

652
მკითხველთა ლიგა

- შენ რა, მართლა გაყიდე ის მოტორიანი ციგა? ვერ ვიჯე-


რებ.
- ხალხი ფულს აღარ ზოგავს. ნავთობის მაგნატებმა კაპი-
ტალიზმს უღალატეს. რაც მეფემ რუსეთს გაუკეთა, იმავეს გვი-
კეთებენ ისინიც.
ჰარის დღეს ეკონომიკაზე სასაუბროდ არ სცალია, ჩარ-
ლის ბოდიშს უხდის:
- კვირის ბოლომდე თეორიულად მე ისევ შვებულებაში
ვარ, ახლა ჯენისს უნდა შევხვდე ცენტრში, ათასი რამ გვაქვს
გასაკეთებელი ამ ოხერ სახლთან დაკავშირებით.
ჩარლი თავს უქნევს.
- მეც რაღაცები უნდა მოვაწესრიგო. აკურატულობას ნელ-
სონს ნამდვილად ვერ დააბრალებს კაცი. - ჰარი თავისი ლაბა-
დის და ქუდის ასაღებად დერეფანში რომ მიდის, ჩარლის ხმა
ესმის:
- ბებია მომიკითხე.
ჰარი მაშინვე ვერ ხვდება, რომ ის ჯენისს გულისხმობს.
ჰარი თავის კაბინეტში შედის, სადაც კედელზე ფუძიამას
სურათიანი კომპანიის ახალი კალენდარი კიდია. ცდილობს,
გონებაში ჩაინიშნოს და - ეს პირველად როდი ხდება, - უსწორ-
მასწოროდ დაჭრილი მაზონიტის კედელზე დაკიდებულ ძველ
გაყვითლებულ ამონაჭრებს რამე მოუხერხოს. გაგონილი აქვს,
რომ ახლა, ძველი ფოტოების ახალივით გათეთრება და მათ-
თვის ნებისმიერი ზომის მიცემაა შესაძლებელია. ხომ შეიძლე-
ბა, გაადიდოს და კომპანიის ხარჯებში გაუშვას. ჰარი მოხუცი
სფრინგერის მუხის მძიმე, მორკალულფეხებიანი საკიდიდან
ქურქსა და ნატის ვიწრო ფარფლიან ქუდს იღებს, ეს ქურქი ჯე-
ნისმა საშობაოდ უყიდა. მის ასაკში ქუდის ტარება აუცილებე-
ლია. გასულ ზამთარს გაცივებას იმის გამო გადაურჩა, რომ ზამ-

653
მკითხველთა ლიგა

თარში ქუდის დახურვა წესად შემოიღო. „ც“ ვიტამინიც გიცავს


გაცივებისგან. მერე უკვე გერიტოლის დალევაა საჭირო. ჰარის
იმედი აქვს, ჩარლი რაიმე მნიშვნელოვანს არ ამბობდა, როცა
ლაპარაკი გააწყვეტინა. დღეს მასთან საუბარი დამთრგუნველი
მოეჩვენა. ჩარლი გაღიზიანებული ჩანს, თითქოს ჩიხშია მოქ-
ცეული. დიდი ნავთობკომპანიები იმაზე კარგად როდი ერკვე-
ვიან დღევანდელ სიტუაციაში, ვიდრე პატარები. მაგრამ ჰარის
თავისი ახლანდელი სიმაღლიდან ნებისმიერი ადამიანი შეიძ-
ლება უმნიშვნელოდ და გაღიზიანებულად მოეჩვენოს. ის მიწას
მოსწყდა და მაღლა მიფრინავს, იმ კუნძულისკენ, რომელიც სი-
ცოცხლეს შთაბერავს. ჰარი ზედა მარცხენა უჯრიდან საწუწნ კან-
ფეტ „ლაიფ სეივარის“ შეკვრას იღებს, იმ შემთხვევისთვის, თუ
აკოცებენ, მის სუნთქვას ხომ სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს;
ამ ქურქს ცხიმის პატარა ლაქაც რომ გაუჩნდეს, ვეღარაფერს
უშველის, ამიტომ ძალიან ფრთხილად წევს საკეტს და მაღაზი-
ის უკანა კარიდან გადის.
ნელსონმა ჰარის „კორონა“ წაიყვანა, ამიტომ ის ახლა
ლურჯ „სელიკა-სუპრას“ „ტოიოტას“ ბოლო მოდელით დადის -
არაჩვეულებრივი მანქანაა რბილი მართვის პანელით, ელექ-
ტროტაქომეტრით, ოთხი უახლესი მოდელის ხმის გამაძ-
ლიერებლით, AM/FM/MPX
სტერეორადიოთი, კვარცის ზუსტი საათით, ავტომატური
ტრანსმისიით, კრუიზ კონტროლით, ოთხივე ბორბალზე ათ-
დუიმიანი დისკოსებური მუხრუჭებით, კვარცის ჰალოგენური წი-
ნა ფარებით. მას მოსწონს ეს მსუბუქად სამართავი მანქანა. „კო-
რონა“ საიმედო კია, მაგრამ პატარა „ხოჭოსავით“ მძიმეა, ამ
ლურჯ მტაცებელს კი თავისი ხიბლი აქვს. გუშინ ნაშუადღევს
სახლში რომ მიდიოდა, ქვედა უაიზერზე მოსეირნე ზანგებმა
თვალი ვერ მოსწყვიტეს. მას შემდეგ, რაც ჯენისთან ერთად დე-

654
მკითხველთა ლიგა

დიკო სფრინგერი „კრაისლერით“ (რომლის მართვაც ჰარისაც


კი გაუძნელდა, ერთი კვირა გზის მარცხენა მხარეზე ტაქსებით
მგზავრობის შემდეგ), ჯოზეფ-სთრითის 89 ნომერში მიიყვანა და
დააბინავა, ხოლო თვითონ და ჯენისი კი ცენტრში მუსტანგით
დაბრუნდნენ, ჯენისი ძალიან ამაყობს, რადგან შეძლო და საკუ-
თარ სახლში გადასვლის გადაწყვეტილება კბილებით დაიცვა.
მათ შეხნერის ავეჯის მაღაზიისკენ გასწიეს, სადაც საწოლები,
უშნო სკამები და მერქეთებს რომ აქვთ, ისეთი პარსონსის მაგი-
და ნახეს. მაგრამ ეს მაგიდა მერქეთებისაზე უარესი იყო, ჭად-
რაკისებური ზედაპირი არ ჰქონდა. ვერაფრის ყიდვა ვერ გა-
დაწყვიტეს და როცა მაღაზიის დაკეტვის დრო მოვიდა, ჯენისმა
ჰარი „სფრინგერ-მოტორსში“ წაიყვანა, თავისთვის მანქანა რომ
შეერჩია. ჰარიმ კი ეს მოდელი აირჩია, ხუთ ციფრიანი გასაყიდი
ფასით. როცა ის ამ შაბიამნისფერ მანქანას მოაქროლებდა,
ნეონის წარწერების - „ჯიმბოს მეგობრული დარბაზი“, „ცოცხა-
ლი გართობა“, - ქვეშ მდგარი ზანგები თვალს ვერ აშორებდნენ.
ჰარის ეშინოდა, სიცივეში გათოშილი რომელიმე მათგანი არ
გამოვარდნილიყო და თავის წარუმატებელ ცხოვრებაზე შურის
საძიებლად, შუქნიშანზე გაჩერებული მანქანა სახრახნისით არ
გაეკაწრა ან საქარე მინა ჩაქუჩით არ ჩაემსხვრია. ქალაქის ამ
ნაწილში, კედლების უმრავლესობაზე პულვერიზატორიანი სა-
ღებავით გაკეთებულ წარწერას ნახავთ „სისხლისმსმელი ცხოვ-
რობს,“ მაგრამ არსად არ წერია, კონკრეტულად სად ცხოვ-
რობს ის.
ჰარიმ ტყუილი უთხრა ჩარლის. ის ჯენისს ორის ნახევრამ-
დე არ ხვდება. ახლა კი მანქანის კვარცის საათზე მხოლოდ
თორმეტის ჩვიდმეტი წუთია. ჰარი გალილეიში მიდის. ის რადი-
ოს რთავს, რომლის ხმაც ძველი „კორონას“ რადიოს ხმაზე გა-
ცილებით უფრო მძლავრად, მდიდრულად, ფართოდ და მრა-

655
მკითხველთა ლიგა

ვალმხრივად ჟღერს. სიხშირეების რეგულატორს ხან მარცხნივ,


ხან მარჯვნივ ატრიალებს, მაგრამ დონა სამერის პოვნას ვერ
ახერხებს - ის სამოცდაათიანი წლებივით გაუჩინარდა. მის ნაც-
ვლად ესმის, თუ როგორ მღერის ვიღაც მამაკაცი ჰიმნებს, თან
ისე ჭყლეტს სიტყვა „იესოს“, თითქოს ხილი იყოს და წვენი უნდა
გამოწუროსო. სკოლის პერიოდში ფირფიტებს რომ უსმენდა,
რბილი და მრავალხმიანი უკანა ფონი მოდიოდა. მუსიკალურ
ავტომატში ხედავდა, თუ როგორ ვარდებოდა ფირფიტა. ახსენ-
დება, გოგონები როგორ დადიოდნენ საცეკვაოდ წებოვან, შრა-
შუნა ნაჭრისგან, ტაფტა თუ რაღაც ამის მსგავსი რომ ერქვა, შე-
კერილ კაბებში და მათზე ბიჭების მირთმეულ ყვავილებს იმაგ-
რებდნენ. ყვავილები ცეკვის დროს იმდენად ითელებოდა, რამ-
დენადაც პარტნიორები ერთმანეთს ეხებოდნენ; გოგონების და-
პუდრული მკერდიდან მათი სხეულის მხურვალების შესაბამისი
სურნელი ერთბაშად ამოვარდებოდა ხოლმე, სხეულის მხურვა-
ლება კი იმაზე იყო დამოკიდებული, ერთმანეთის მონაცვლე
პარტნიორები რამდენად მჭიდროდ იხუტებდნენ მათ ჩაბნელე-
ბული სპორტული დარბაზის იისფერ შუქზე. წყვილების თავზე
კი ამ დროს გოფრირებული ქაღალდის გველები და ქაღალ-
დის ყვავილებით მორთული კალათბურთის ფარები ეკიდა.
მთელი ეს თბილი სხეულები ერთმანეთს ავტოსადგომზე მდგა-
რი მანქანების ცივი ჰაერის ნეტარ მოლოდინში ეჯახებოდნენ.
ამ მანქანებში ერთადერთი სინათლის წყარო მართვის პანელე-
ბიდან გამოსული შუქია. მათი სხეულიდან მომავალი სითბოს-
გან საქარე მინა იორთქლება. ტაფტა იწევა და იჭმუჭნება. ცივი
ხელები უხერხულად მოძრაობენ ლაბადებზე, შარვლებზე და
საცვლებზე, ტანსაცმელი გვირაბების წყებად გარდაიქმნება. მე-
რიენის სხეული მოხერხებულად თავსდება ჰარის ხელებზე, ხო-
ლო მის ფეხებს შორის სივრცეს ვერაფერი შეედრება, ისეთი

656
მკითხველთა ლიგა

რბილი, სურნელოვანი და უსაფრთხოა. ჰარისთვის ის სრული-


ად სხვა, ცალკე სამყაროს წარმოადგენს. ახლა კი ახალ ამბებს
ყოველ ნახევარ საათში გადმოსცემენ. ის მენტორული ხმის
ახალგაზრდა დიქტორი კარგა ხანია, ადგილობრივ რა-
დიოსადგურზე აღარ გამოჩენილა. ჰარი ფიქრობს, ნეტავ სად
არის ის ახლა, დისკოთეკაზე ცეკვავს, თუ ვიცე-პრეზიდენტის
დამხმარეა მზესუმზირის ლუდის წარმოებაში. ახალ დიქტორს
ხმა ბილი ფოსნაჰტს მიუგავს, ეტყობა, სქელი ტუჩები აქვს. პრე-
ზიდენტმა კარტერმა განაცხადა, რომ პირადად უჭერს მხარს
მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ბოიკოტს. სპორტსმენებს ამ
თემასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვთ. ინ-
დოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი აღარ იზიარებს თა-
ვის გუშინდელ პროსაბჭოთა პოზიციას ავღანეთთან მიმართე-
ბაში. ილინოისის შტატის წარმომადგენელთა პალატის წევრმა
ფილიპ კრეინმა, გაცხოველებული საარჩევნო კამპანიის დროს
სულელური უწოდა მასაჩუსეტსის სენატორის ედუარდ კენედის
წინადადებას, ნიუ-ჰემპშირის შტატის სიბრუკის ატომური ელექ-
ტროსადგურის ნახშირზე გადაყვანის თაობაზე. იაპონიაში, ჯგუფ
„ბითლზის“ ყოფილი წევრი, პოლ მაკარტნი რვა უნცია მარი-
ხუანის შენახვის ბრალდებით დააკავეს. შვეიცარიაში მეც-
ნიერებმა შექმნეს ბაქტერია, რომელიც საჭიროა იშვიათი, ადა-
მიანის პროტეინის-ინტერფერონის ვირუსის საწინააღმდეგო სა-
შუალების საწარმოებლად. ინტერფერონის ხელოვნურად შექ-
მნა ისეთივე სასიკეთოა კაცობრიობისთვის, როგორც პენიცი-
ლინის აღმოჩენა. და თუ კბილის ბჟენის ფასი გაიზარდა, ამის
მიზეზი ისაა, რომ დღეს ნიუ-იორკის ბირჟაზე ერთი უნცია ოქ-
როს ფასმა რვაას დოლარს მიაღწია. ჯანდაბა. ძალიან ადრე
გაყიდა ოქრო. რვაასჯერ ოცდაათი ოცდაოთხი ათასია, ეს და-
ახლოებით ათი ათასით მეტია თოთხმეტი ათას ექვსასზე, ნეტა

657
მკითხველთა ლიგა

არ გაეყიდა მაშინ. ეშმაკსაც წაუღია ვებ მერქეთი და მისი ვერ-


ცხლი. ახლა კი ჩვენს პროგრამას აგრძელებს გადაცემა „სა-
სიამოვნო მუსიკა სასიამოვნო ადამიანებისთვის“ ტრადიციული
მელოდიით „ღმერთო დამიფარე“. ჰარი რადიოს რთავს და ახ-
ლა უკვე მხოლოდ „სუპრის“ ძრავას ხმის თანხლებით აგრძე-
ლებს გადაადგილებას.
გზა უკვე იცის. გვერდს უვლის გიგანტური ზომის ამიშს,
რომელიც ბუნებრივი გამოქვაბულებისკენ უთითებს მძღოლებს.
იქ რომ მოხვდე, პატარა ვიწრო ქალაქი უნდა გაიარო, პრო-
დუქტის დახლებით, ძველი სასტუმროთი, ახალი კრიალა ბან-
კით, ცხენზე გამობმული ფურგონით და ტრაქტორების გამქი-
რავებელი სააგენტოთი. მინდვრებში, სიმინდის ამოშვერილ ტა-
როებს ოქროსფერი ბზინვარება დაუკარგავთ და თეთრად ელ-
ვარებენ. იხვების გუბის კიდეებზე წყალი გაყინულია, მაგრამ ძი-
რითად ნაწილში მოშავო ფერის წყალი დგას - წელს თბილი
ზამთარი იყო. ბლენკენბილერების და მუთების საფოსტო ყუ-
თებთან ჰარი სიჩქარეს აგდებს და ბაიერის წარწერიან ყუთთან
უხვევს, გრუნტის გზაზე გადადის. ნერვები ისე აქვს დაჭიმული,
რომ ყოველ წვრილმანს ამჩნევს: ძველ გზაზე, ორ მოწითალო
ბილიკზე ამოშვერილ ქვებს და მათ ირგვლივ გამხმარ ბუჩქებს,
რომელსაც მაინც შენარჩუნებული აქვს ის ფორმა, რაც გასულ
ზაფხულს ჰქონდა. ჰარი გოგრისფერი სკოლის ავტობუსის კარ-
კასს, დაჟანგულ თოხს, საღებავგადაცლილ პატარა სათბურს
და მის უკან ფერმის ძველ შენობებს, ბეღელს, ფარდულს და
ქვის სახლს დღეს უკვე სხვა, ფასადის მხრიდან ხედავს. მას მან-
ქანა დაპრესილ მიწამდე მიჰყავს, იმ ადგილამდე, რომელიც წი-
ნა ვიზიტის დროს გაჩერებული „კორონიდან“ შეამჩნია. მანქა-
ნას რომ აჩერებს და გადმოდის, იმ გორაკებს ხედავს, საიდანაც
აქაურობას მაშინ ზვერავდა. ხედავს ალუბლის ხეების უსწორ-

658
მკითხველთა ლიგა

მასწორო რიგს და ევკალიპტებს, რომელსაც ვაშლის ბაღი ეფა-


რება და ამის გამო უფრო შორს გგონია, ვიდრე სინამდვილე-
შია: შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვერავინ შეამჩნია ის წინა მოს-
ვლისას. ეს სიგიჟეა. გაიქეცი!..
მაგრამ ისევე, როგორც გარდაცვალებისას, დგება მომენ-
ტი, რომელიც უნდა გადალახო, დროის მონაკვეთი, რომელიც
მინაზე უფრო გამჭვირვალეა - სწორედ ასეთი მომენტი აქვს ახ-
ლა ჰარის და გამოფიტული თელმას სიყვარულით გულმიცემუ-
ლი, ის ამ ნაბიჯს დგამს. ამ ქურქში და პატარა, სულელურ ელ-
ფის ქუდში და სამნაჭრიან, წვრილზოლებიან შალის კოსტიუმში,
რომელიც ამ ნოემბერს ვების მკერავთან პაინ სთრითზე იყიდა,
ჰარი იმ მიწაზე მიაბიჯებს, სადაც ოდესღაც ქვიშაქვის ფილების
გზა იყო დაგებული. ცივა, ისეთი დღეა, შეიძლება გათოვდეს
კიდეც, ასეთ დღეს შინაგან სიცარიელეს გრძნობ. თითქმის შუ-
ადღეა, მაგრამ მზე ჰორიზონტზეც არ ჩანს, ცაზე არც ის ვერ-
ცხლისფერი ზოლია, რომელიც მზის ადგილსამყოფელზე
მიუთითებს ხოლმე, მხოლოდ ქვევით ჩამოწოლილი ზოლე-
ბიანი გაბერილი ღრუბლები დალივლივებენ. მარჯვენა მხარეს
ზამთრისგან გაძარცული, ერთფეროვანი ტყე მოჩანს. მეორე
მხრიდან, ჰორიზონტის იქიდან კი, ელექტროხერხის ხმა მოდის.
სანამ ცალ ხელზე ხელთათმანს მოიძრობს და კარზე, საიდანაც
ხასხასა მწვანე საღებავი ფანტელებად ცვივა, დააკაკუნებს,
ოთახში ძაღლს მისი ფეხის ხმა ესმის და გაავებული ყეფას იწ-
ყებს.
ჰარი იმედოვნებს, რომ ძაღლი მარტოა და მისი პატრო-
ნები სახლში არ არიან. ირგვლივ არც მსუბუქი მანქანა ჩანს და
არც პიკაპი, თუმცა, ისინი შესაძლოა, ფარდულში ან გოფრირე-
ბული, ორგანული მინით გადახურულ ცემენტის ავტოფარეხშია.
სახლში სინათლე არ ანთია. მართალია, ძალიან მოჟამული

659
მკითხველთა ლიგა

დღეა და ჩამობნელებას იწყებს, ჯერ მაინც შუადღეა. ჰარი კა-


რის მინაში იჭყიტება და ერთი ფენა აგურით დაშორებულ შუშის
ორ, მაღალ პანელიან ისეთსავე კარში, საკუთარ მკრთალ გა-
მოსახულებას ხედავს. შემდეგ დერეფანში დაფენილ ზოლიან
ბილიკსაც ამჩნევს, რომელიც სახლის ჩაბნელებულ სიღრმეში
შედის. ჰარი თვალებს ძაბავს, რომ უფრო მეტი დაინახოს.
ცხვირზე და შიშველ, უხელთათმანო ხელზე სიცივე კბენს. ის უკ-
ვე გამობრუნებას და თბილ მანქანაში ჩაჯდომას აპირებს, როცა
უეცრად რაღაც საგანი მოძრაობას იწყებს და სიბრაზისგან გა-
ბერილი მისკენ მოიჩქარის. შავი ფერის კოლი წინა კართან
ხტის განრისხებული და ცდილობს, მინას უკბინოს. ჰარი ძაღ-
ლის უშნო წინა პატარა კბილებს ხედავს, გაყოფილ შავ ტუჩსა
და ყვითელ, ჭუჭყიან ღრძილებს. ჰარი ამ სანახაობით მონუსხუ-
ლი, პარალიზებული დგას და ვიდრე ვიღაცის ხელი შიდა კარის
საკეტს გადაატრიალებს, ფრიცის უკან დიდ ჩრდილს ვერ ამ-
ჩნევს.
მსუქან ქალს ცალი ხელით ძაღლის საბელი უკავია, ამი-
ტომ გარეთა მწვანე კარის გაღებაში მას ჰარი ეხმარება. ფრიცი
მას სუნით იხსენებს და ყეფას წყვეტს. ბაჭია კი ნაოჭებსა და
ცხიმში ჩამარხულ ნაცნობ ცეცხლოვან, ცოცხალ თვალებს
ცნობს, ეს ხომ რუთია. ფრიცი კუდს აქიცინებს, წკმუტუნებს, ჰა-
რისგან მეგობრულ ჟესტს ელოდება; ძაღლის მიერ ატეხილ
ხმაურში ძველი შეყვარებულები ერთმანეთის პირისპირ დგა-
ნან. ოცი წლის წინ ჰარი ამ ქალთან ცხოვრობდა, მარტიდან
ივნისამდე. რვა წლის წინ ისინი ერთმანეთს კროლთან შეეფეთ-
ნენ, მაშინ რუთმა დაინდო და მისთვის ცუდი არაფერი უთქვამს.
მას შემდეგ კიდევ თორმეტი წელი გავიდა და ამ დროში ორი-
ვემ უამრავი რამ გადაიტანა. რუთის თმა, ოდესღაც ცეცხლოვა-
ნი ჟღალი, ახლა კი რკინისფერი ჭაღარა, უკან აქვს გადაწეული

660
მკითხველთა ლიგა

და შეკრული, ისე, როგორც მენონიტ ქალს. რუთს ლურჯი ჯინ-


სის ფართო შარვალი და ტყის მჭრელის წითელი უჯრედებიანი
კაცის პერანგი აცვია, შავი, გაქონილი და იდაყვებზე გადაქექი-
ლი სვიტერის ქვეშ, რომელსაც ძაღლის ბეწვები და ხის ნაფო-
ტები მიკვრია. და მაინც, ეს ნამდვილად რუთია. მისი ზედა ტუჩი
ისევ ოდნავ წინაა წამოწეული, თითქოს შიდა მხარეს ახლად
გაჩენილი წყლული აქვსო, ხოლო მისი ცისფერი თვალები,
კვადრატული ბუდეებიდან ჰარის ისევ მტრულად შემოსცქერიან
და ეს ბაჭიას ინტერესს უღვივებს.
- მე ჰარი ენგსტრომი ვარ.
- ვხედავ. აქ რა გინდა?
- შეიძლება ცოტა ხნით დაგელაპარაკო? რაღაც მინდა,
გკითხო.
- არა, არ შეიძლება. წადი.
ქალმა ძაღლის საბელს ხელი გაუშვა, ფრიცი უკვე ჰარის
კოჭებზე და ფეხებზე სუნავს და ახტომის სურვილით იკლაკნება,
რათა გამობერილი თვალების იქით, თავის ვიწრო თავის ქა-
ლაში ჩაკეტილ სულელურ სიხარულს ეზიაროს. ერთი თვალი,
როგორც ჩანს, ისევ სტკივა.
- კარგი ფრიც, - ამბობს ჰარი, - დაწექი, დაწექი.
რუთი თავს ვერ იკავებს და თავისი წკრიალა სიცილით
იცინის, თითქოს უამრავი ხურდა ფული დაყარესო დახლზე.
- ოჰ, რა ხარ, ბაჭია. საიდან გაიგე მისი სახელი?
- გავიგონე, ერთხელ როგორ ეძახდით. რამდენჯერმე ვი-
ყავი აქ, ზევით, იმ ხეების უკან ვიდექი, მაგრამ გამბედაობა არ
მეყო, ახლოს მოვსულიყავი. სულელურად მოვიქეცი, არა?
ქალი ისევ იცინის, ამჯერად ნაკლებად წკრიალა ხმით,
თითქოს მართლაც გაერთო ამით. მიუხედავად იმისა, რომ ხმა
უფრო უხეში გაუხდა, ზომაშიც ორჯერ მოიმატა და ლოყებსა და

661
მკითხველთა ლიგა

ტუჩების კუთხეებში ღინღლი და რამდენიმე მუქი ფერის თმა გა-


უჩნდა, ეს მაინც ის რუთია, რომელმაც ჰარის ცხოვრებაში ღრუ-
ბელივით გადაიარა და შემდეგ ისევ განსხეულებული დაუბრუნ-
და. ის ისევ მაღალია, ჯენისთან, ან ცხოვრებაში შეხვედრილ
ნებისმიერ ქალთან შედარებით, თუ მიმის და დედას არ ჩავ-
თვლით, რუთი ყოველთვის მძიმე იყო. პირველ ღამეს, როცა
ჰარიმ ხელში აიყვანა, რუთი ხუმრობდა, რომ ეს მას მწყობრი-
დან გამოიყვანდა. რუთის წონა ჰარის არასოდეს მოსწონდა,
თუმცა, მისი „თამაშისთვის“ მუდმივი მზადყოფნა საოცრად იზი-
დავდა. ადგილის არჩევანსა და დროში საკმაოდ შეზღუდულები
იყვნენ.
- ესე იგი, ჩვენი შეგეშინდა. - ამბობს რუთი და ოდნავ წინ
იხრება, ძაღლს ეკითხება,
- ფრიც, შემოვუშვათ ერთი წუთით?
ძაღლს ჰარი მოსწონს, ალბათ ძაღლური მოგონებები უტ-
რიალებს თავში და კუდის ქიცინს იწყებს, რაც სასწორს ჰარის
სასარგებლოდ წონის.
ჰოლში, როგორც ფერმის ყველა ძველ სახლში, ყველა-
ფერს წარსულის სუნი ასდის. ჰარის ვერ გაურკვევია ეს რისი
სუნია, ვაშლების - სარდაფში, დარიჩინის - საჭმელში თუ ძველი
ბათქაშის, ან შპალერის წებოსი. ჰოლის კუთხეში, გაშლილ გა-
ზეთზე ტალახიანი ჩექმები აწყვია. ჰარი ახლაღა ამჩნევს, რომ
რუთი მხოლოდ წინდებშია, მამაკაცის ნაცრისფერ წინდებში,
მაგრამ მაინც გამომწვევად გამოიყურება და მიუხედავად თავი-
სი ვეებერთელა ზომისა, უხმოდ ადგამს ნაბიჯებს. რუთი ჰარის
მარჯვნივ მიუძღვის, წინა, პატარა სასტუმრო ოთახში შეჰყავს,
სადაც ოვალური ფორმის მოწნული ნოხი აფენია და სხვა ავეჯ-
თან ერთად ბაღის დასაკეცი ხის სკამიც დგას. ოთახში ერთა-
დერთი თანამედროვე ნივთი ტელევიზორია და მისი ოთხკუთ-

662
მკითხველთა ლიგა

ხედი თვალი ამწუთას მკვდარია. ქვიშაქვისგან დამზადებულ ბუ-


ხარში შეშის პატარა ნაჭრები იფერფლება. სანამ ხალიჩაზე
ფეხს დაადგამს, ჰარი თავის ფეხსაცმელს ამოწმებს, დასვრილი
ხომ არ აქვს ძირი და შემდეგ თავის მოდურ ნატის ქუდს იხდის.
რუთი თითქოს უკვე ნანობს, ჰარი სახლში რომ შემოუშვა,
ლერწმის დასაჯდომიან, საქანელა სავარძლის კიდეზეა ჩამომ-
ჯდარი და მისი მუხლები თითქმის ეხება იატაკს, ხოლო ხელით
სულ ადვილად სწვდება ძაღლს და კისერზე დასაწყნარებლად
ფხანს. ჰარი ფიქრობს, რომ მის პირდაპირ უნდა დაჯდეს, გაც-
ვეთილ ტყავის შავ დივანზე, რომელიც ორ მოყავისფრო, სევ-
დის მომგვრელი სტუდიური ფოტოსურათების ქვეშ დაუდგამთ.
შესაფერის გრავირებულ ჩარჩოებში ჩასმული, წვერებიანი მა-
მაკაცისა და ღილებიან კაბაში გამოწყობილი მისი ცოლის ეს
სურათები, სულ მცირე, ერთი საუკუნის მაინც იქნება, ორივენი
უკვე კარგა ხანია მტვრად იქცნენ თავ-თავიანთ სამარეში. მაგ-
რამ სანამ დაჯდება, ოთახის იქით, ფანჯრიდან შემომავალ შუქ-
ზე, ფანჯრის ფართო რაფაზე ყვავილების უამრავ ქოთანს ამ-
ჩნევს; აფრიკული იები, ფართოფოთლებიანი მცენარეები, რო-
მელსაც დედის დღეს საჩუქრად აძლევენ ხოლმე. აქვეა, უფრო
თანამედროვე ფოტოსურათები, წიგნების კარადის ერთ-ერთ
თაროზე მიყუდებული ფერადი ფოტოები. თაროები სავსეა
თხელყდიანი დეტექტიური და რომანტიკული სასიყვარულო
რომანებით, რომელსაც რუთი ძველ დროს კითხულობდა და
როგორც ჩანს, ახლაც კითხულობს. იმ თვეებში, როცა ისინი
ერთად იყვნენ, ჰარის სწყინდა, როცა მიუხედავად იმისა, ჰარი
იქ იყო, მისი ხორციელი, განსხეულებული საყვარელი რუთი
თავით ფეხებამდე წიგნებში ეფლობოდა, სადაც მოვლენები ხან
ლონდონში, ხანაც ლოს-ანჯელესში ვითარდებოდა. ჰარი წიგ-
ნების კარადასთან ახლოს მიდის და შედარებით ახალგაზრდა,

663
მკითხველთა ლიგა

მაგრამ უკვე მსუქანი რუთის ფოტოს დასცქერის. ის ამ სახლის


კუთხესთან დგას, მასზე უფროსი, უფრო მაღალი და მსუქანი კა-
ცის მკლავებშია მოქცეული. ეს ალბათ, ბაიერია. ზორბა,
მორცხვ, მისთვის უხერხულ საკვირაო ტანსაცმელში გამოწყო-
ბილ ფერმერს თვალები კაშკაშა მზის გამო მოუჭუტავს, სახეზე
კი ისეთი გამომეტყველება აქვს, როგორიც ძველებურ, ფართო
პორტრეტებში აქვთ ხოლმე. შეფიქრიანებული ჩანს და ცდი-
ლობს, როგორმე სურათისთვის შესაფერისი სახე მიიღოს.
რუთს კი, რომელსაც ჯერ ისევ ჟღალი თმა ზევით აქვს აწეული,
აშკარად მოსწონს, რომ ამ მზრუნველი კაცისთვის ის ასეთი
ძვირფასია. ერთი წამით ბაჭია გრძნობს, რომ შურს მათი ცხოვ-
რების, ამ უბრალო, მსუქანი სოფლელი წყვილის, რომელიც
ყავისფერი ბალახის ფერით თუ ვიმსჯელებთ, მარტში თუ აპ-
რილში, შებათქაშებული სახლის წინ სურათს იღებენ; ეჰ, ბუნე-
ბის ძველი გამოცანები. აქ სხვა ფოტოსურათებიცაა, საგულდა-
გულოდ დავარცხნილი ბავშვების ფერადი სურათები, საერ-
თოდ, სკოლის ფოტოები რომაა ხოლმე, ისეთ მუყაოს ჩარჩო-
ებშია ჩასმული. სანამ ჰარი მათ საგულდაგულოდ შესწავლას
დაიწყებს, რუთი მკაცრად ეუბნება,
- ვინ გითხრა, რომ შეგიძლია მათ უყურო? შეწყვიტე თვა-
ლიერება.
- ეს ხომ შენი ოჯახია.
- რა თქმა უნდა. ჩემია და არა შენი.
მაგრამ ჰარი ბავშვების ნათელ, ფერად გამოსახულებებს
ვერ სწყდება. ისინი მას არ უყურებენ, სადღაც მისი მარჯვენა
ყურისკენ იყურებიან. ყოველ მაისს ფოტოგრაფი ბავშვების გა-
დასაღებად სკოლაში მიდის და მათ ერთი და იმავე პოზაში აყე-
ნებს. ამ სურათში ბიჭი და გოგო თითქმის ტოლები არიან, უფ-
როსკლასელები; შემდეგ, შედარებით პატარა ფორმატში უფ-

664
მკითხველთა ლიგა

რო პატარა ბიჭია, უფრო გრძელი და მუქთმიანი, თმა ძმისგან


განსხვავებით, მეორე მხარეს აქვს გაყოფილი. ყველა მათგანს
ცისფერი თვალები აქვს.
- ორი ბიჭი და ერთი გოგო. - ჰარი კითხულობს. - რომე-
ლია უფროსი?
- შენი რა საქმეა? ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყდა, შენ
რა მიმწოლი და საზიზღარი ვინმე ხარ, გამოუსწორებელი, აკ-
ვნიდან სამარემდე საკუთარ თავზე შეყვარებული.
- ჩემი აზრით, უფროსი გოგონაა. როდის გეყოლა? და
როდის იქორწინე ამ მოხუცზე?
ისე, როგორ ძლებ აქ, ამ გადაკარგულში?
- მშვენივრად. ამაზე უკეთესი ჩემთვის არასოდეს არავის
შემოუთავაზებია.
- მე იმ პერიოდში არაფერი მქონდა შემოსათავაზებელი.
- მაგრამ შენ მას შემდეგ, რაც კარგად აიწყვე ცხოვრება,
ქალაჩუნასავით ხარ გამოწყობილი.
- შენ კი ისე გაცვია, თითქოს არხების გამყვანი იყო.
- მე შეშას ვჩეხდი.
- ელექტროხერხით ჭრი? ღმერთო ჩემო, არ გეშინია, თი-
თი რომ მოიჭრა?
- არა, არ მეშინია. ჯეიმის რომ მანქანა მიჰყიდე, კარგად
მუშაობს, თუ ამის საკითხავად მოხვედი.
- რამდენი ხანია, რაც იცი, რომ „სფრინგერ მოტორსში“
ვარ?
- ოჰ, ყოველთვის ვიცოდი. და გაზეთებშიც იყო, როცა მო-
ხუცი სფრინგერი მოკვდა.
- ეკლესიას ძველი „უნივერსალით“ შენ გაუარე, ნელსონის
ჯვრისწერის დღეს?

665
მკითხველთა ლიგა

- შეიძლება, - ამბობს რუთი და საქანელა სკამის ზურგს


ეყრდნობა, ასე რომ, ის მეორე მხარეს იწყებს ქანაობას. ფრიცი
გაჭიმულა და სძინავს. ბუხარში შეშა ტკაცუნობს.
- ჩვენ გვიწევს ხოლმე მაუნთჯაჯთან გავლა. ჯერ ხომ ისევ
თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ?
- რაში დაგჭირდა ასეთი სისულელის გაკეთება?
რუთს უყვარს ჰარი.
- მე არ ვამბობ, რომ რამე გავაკეთე. საიდან უნდა მცოდ-
ნოდა, რომ ნელსონი სწორედ იმ წუთს ჯვარს იწერდა?
- გაზეთებში ნახავდი. - ჰარი უცებ ხვდება, რომ რუთმა მისი
წვალება გადაწყვიტა.
- რუთ, გოგოს რაც შეეხება. ის ჩემი შვილია. ის ბავშვი,
რომელზეც თქვი, რომ აბორტს ვერ გაიკეთებდი. შენ ის გააჩინე
და მერე იმ ბებერ ფერმერს შეხვდი, რომელიც ახალგაზრდა
ცოლის შერთვით გაბედნიერდა და სანამ ფეხებს გაჭიმავდა,
მოასწრო და ორი შვილი კიდევ გაგაჩენინა.
- ნუ უხეშობ. შენ ამ ლაპარაკით ვერაფერს დამიმტკიცებ,
გარდა იმისა, რომ დიდი სულელი ვინმე ვიყავი, ჩემს ცხოვრე-
ბაში რომ შემოგიშვი. გეფიცები, ნამდვილი მოსიარულე პრობ-
ლემა ხარ. მხოლოდ შენს თავზე ფიქრი შეგიძლია და ყველას-
გან რაღაც გამორჩენას ელი. როცა გამოჩნდი, რისი მოცემაც
შემეძლო, დაუზოგავად მოგეცი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცო-
დი, შენგან არაფრის მიღების იმედი არ უნდა მქონოდა. ახლა
კი, კიდევ კარგი, გასაცემი აღარაფერი მაქვს. - ამბობს რუთი
და ხელის მოძრაობით იმ საცოდავ, პატარა ოთახზე მიუთი-
თებს, სადაც ისინი სხედან. ამ წლების განმავლობაში, მის მეტ-
ყველებაში სოფლისთვის დამახასიათებელი სიდინჯე გაჩნდა,
ჯიუტი სიმშვიდე, რითაც სოფელი იმას იცავს, რის წართმევასაც
ქალაქი ცდილობს.

666
მკითხველთა ლიგა

- სიმართლე მითხარი, - თხოვს ჰარი.


- უკვე გითხარი.
- გოგონას შესახებ.
- ის უფროს ბიჭზე პატარაა. სკოტი, ანაბელი და სამოცდა
ექვსში კი მორისი დაიბადა. ნაბოლარა. ექვსი ივნისი, 1966.
ოთხი ექვსიანი.
- ნუ ჯიუტობ, რუთ, მე ბრუერში ვარ დასაბრუნებელი. და ნუ
იტყუები. თვალები გიწყლიანდება, როცა იტყუები.
- თვალები იმიტომ მაქვს ცრემლიანი, რომ ვერ ვიტან,
როცა შენ გიყურებ. ჩვეულებრივი ბრუერელი ვაჭარი გახდი.
ასეთებს ადრე თავად ვერ იტანდი, გახსოვს? თანაც, გვარიანად
ჩასუქებულხარ. ყოველ შემთხვევაში, მე როცა გიცნობდი, კარ-
გი აღნაგობა გქონდა.
ჰარი იცინის, თელმასთან სექსის შემდეგ შეურაცხყოფას
უფრო ადვილად იტანს.
- შენ მეუბნები, რომ მსუქანი ვარ?
- ჰო, მე. და სახე ასე რამ გაგიწითლა?
- ეს ნამზეურია. ჩვენ სულ ახლახან დავბრუნდით, კუნძუ-
ლებზე ვისვენებდით.
- ღმერთო, თურმე რისი ბრალი ყოფილა. მე კი მეშინოდა,
რომ სადაცაა გულის შეტევა დაგემართებოდა.
- როდის მოკვდა შენი ქმარი? რა უქენი? მთელი ძალები
გამოაცალე?
რუთი რამდენიმე წამი დაჟინებით უყურებს.
- ჯობია წახვიდე.
- მალე წავალ, - ჰპირდება ის.
- ფრენკი სამოცდათექვსმეტი წლის აგვისტოში კიბოთი
გარდაიცვალა. მას საპენსიო ასაკისთვისაც კი არ მიუღწევია.

667
მკითხველთა ლიგა

როცა მას შევხვდი, იმაზე უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე მე


და შენ ახლა ვართ.
- კარგი, მაპატიე. მისმინე, ნუ მაიძულებ, ასეთი რაღაცები
გითხრა. ჩვენს გოგოზე მითხარი რამე.
- ის ჩვენი გოგო არ არის, ჰარი. მე მაშინ აბორტი გავიკე-
თე. ჩემი მშობლები მოელაპარაკნენ ერთ ექიმს პოტსვილში.
მან თავისივე კაბინეტში მომაშორა ნაყოფი. დაახლოებით ერ-
თი წლის შემდეგ კი ერთი ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
აბორტის შემდგომი გართულებისგან და ის ექიმი ციხეში ჩასვეს.
ახლა გოგოები უბრალოდ საავადმყოფოში მიდიან და იქ იკე-
თებენ.
- და თვლიან, რომ ამის საფასური გადასახადის გადამ-
ხდელებმა უნდა დაფარონ, ამბობს ჰარი.
- შემდეგ მე ამ ადგილის აღმოსავლეთით, სთოჯის ქვის
სამტეხლოს ახლოს, რესტორანში, მზარეულად დავიწყე მუ-
შაობა. იქ იმ დროს ფრენკის დეიდაშვილი მუშაობდა დიასახ-
ლისად. და ერთმანეთის მიყოლებით, ყველაფერი სწრაფად
მოხდა. ჩვენ სკოტი შეგვეძინა 1960 წლის ბოლოს, ის 19-ის გახ-
და გასულ თვეში. შობასაა დაბადებული - და ამ დროს დაბადე-
ბული ბავშვები დაბადების დღის საჩუქრებს თითქმის ვერ იღე-
ბენ.
- გოგონა? მის მერე დაიბადა? როდის გაჩნდა? ანაბელი.
- შემდეგ წელს. ფრენკი ჩქარობდა. სანამ დედამისი ცოც-
ხალი იყო, დაქორწინების უფლებას არ აძლევდა, ყოველ შემ-
თხვევაში, ფრენკი მას ამაში ადანაშაულებდა.
- შენ მატყუებ. მე ვნახე გოგო და ის იმაზე უფრო დიდია,
ვიდრე შენ ამბობ.
- ის თვრამეტისაა. გგინდა, დაბადების მოწმობები განახო?
ეს ალბათ, ბლეფია. მაგრამ ჰარი ამბობს:

668
მკითხველთა ლიგა

- არა.
რუთს ხმა ურბილდება.
- ასე რატომ ჩაიხვიე გოგოზე? რატომ ბიჭზე არ გგონია,
რომ შენი შვილია.
- მე მყავს ერთი ბიჭი და საკმარისია, - სიტყვები თავისით
ამოსდის პირიდან - მოსიარულე პრობლემა.
და უცებ ეკითხება: - და სად არიან ისინი? შენი ბიჭები?
- შენ რაში გაინტერესებს?
- არ მაინტერესებს. უბრალოდ მიკვირს, რატომ არ არიან
აქ და არ გეხმარებიან.
- მორისი სკოლაშია. ის ავტობუსით ბრუნდება სახლში სა-
მის შემდეგ. სკოტი მერილენდში მუშაობს, ქარხნის ბაღში. მე
მასაც და ენისაც ვუთხარი, აქედან წასულიყვნენ. ეს ჩემთვის
კარგი ადგილი იყო დასამალად, მაგრამ აქ ახალგაზრდების-
თვის არაფერია. როდესაც ენიმ და ჯეიმი ნუნმახერმა ბრუერში
ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, მე მათ უარი ვერ ვუთხარი,
თუმცა ჯეიმის ოჯახი სასტიკი წინააღმდეგი იყო. ჩვენ საკმაოდ
მძიმე საუბარი გვქონდა ამ თემაზე და მე მის ოჯახს ავუხსენი,
რომ დღეს ახალგაზრდები ასე იქცევიან, ერთად ცხოვრობენ
და ეს ძალიანაც გონივრულია. მისმა მშობლებმა იციან, რომ მე
ძველი მეძავი ვარ, მე არ მადარდებს, ისინი რას ფიქრობენ ჩემ-
ზე. მეზობლები არასოდეს ერევიან ჩვენს ცხოვრებაში და არც
ჩვენ ვერევით მათ საქმეებში. ფრენკი და ბებერი ბლენკელბი-
ლერი თხუტმეტი წელი ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მას
შემდეგ, რაც ფერნკმა ჩემთან სიარული დაიწყო.
რუთი ამჩნევს, რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და მოკ-
ლედ ჭრის:
- ანაბელი მთელ ცხოვრებას ამ ბიჭთან არ გაატარებს. ის
საკმაოდ კარგი ბიჭია, მაგრამ...

669
მკითხველთა ლიგა

- გეთანხმები,
ბაჭია ისე ამბობს, თითქოს მას ვინმე აზრს ეკითხებოდეს.
ის ხედავს, რომ რუთი მარტოსულია და საუბარი სურს. ამის გა-
მო ჰარი თავს უხერხულად გრძნობს. ის ძველ, შავ დივანზე
წრიალებს და ამისგან დივნის ზამბარები ჭრიალებენ. როგორც
ჩანს, ქუჩაში ქარმა მიმართულება შეიცვალა და ახლა ჰაერის
ნაკადი და ნედლი შეშის კვამლი ოთახში შემოდის.
რუთი ჰარის თავზე ჩამოკიდებულ, გარდაცვლილი წყვი-
ლის ჩუქურთმებიან კუბოს მსგავს ჩარჩოში ჩასმულ სურათებს
თვალს შეავლებს და აღიარებს:
- მაშინაც კი, როცა ფრენკი ჯანმრთელი იყო, მას ბავშვების
ავტობუსით სკოლაში ტარება უწევდა, შიმშილით რომ არ დავ-
ხოცილიყავით. ახლა მე დიდ მინდვრებს იჯარით გავცემ და ბუჩ-
ქებს ვკაფავ. ჩემი ყველაზე დიდი მტრები ბუჩქები და დიზელის
ხარჯებია.
და მართლაც, ოთახში ისე ცივა, რომ ჰარის აზრადაც არ
მოსდის, თავისი მძიმე ქურქი გაიხადოს.
- ჰო - ამოიოხრა ჰარიმ, - ძნელია.
ფრიცი, რომელსაც რაღაც ისეთი დაესიზმრა, რომ შეში-
ნებული ძილში თათებს იქნევს, იღვიძებს და ჰარისკენ მიდის,
თითქოს მისთვის დაყეფას აპირებს, მაგრამ ამის ნაცვლად ჰა-
რის წინ ხალიჩაზე მიმნდობად წვება. ჰარი თავის გრძელ ხელს
წიგნების კარადისკენ სწევს და ქალიშვილის ფოტოსურათს
იღებს. რუთი არ უშლის. ჰარი ყავისფერი მუყაოს ჩარჩოში,
ფერმკრთალ, თითქოს შიგნიდან განათებულ სახეს აკვირდება.
ლურჯ ფონზე, ცის იმიტაციას რომ წარმოადგენს, გოგონა დგას
და სადღაც მის იქით სივრცეს გაჰყურებს. პრიალა ქაღალდის
და რეტუშის წყალობით, თავი ხილივით მრგვალი და გლუვი
ჩანს და საიდუმლოს გამჟღავნების ნაცვლად იდუმალებითაა

670
მკითხველთა ლიგა

მოცული. მისი თავი ისეთივე უცნაური ფორმისაა, როგორიც კა-


ზინოს პროჟექტორის ქვეშ მოქცეული ზღვის ბინადარნი. გოგო-
ნას რუთის პირი გამოჰყვა, ეს დაბერილი ზედა ტუჩი ჰარიმ ჯერ
კიდევ მაღაზიაში შეამჩნია. და ეს კვადრატული თვალის ბუ-
დეებიც დედისა აქვს, თუმცა, ენის წარბები უფრო მომრგვალე-
ბულია, ვიდრე რუთის, ხოლო გოგონას ბზინვარე თმა კი უფრო
დამყოლი ჩანს. ახლა ჰარი ყურს უთვალიერებს, ისეთივე ნა-
კეცს ეძებს ყურის ბიბილოზე, ნელსონს რომ აქვს, მაგრამ ყურის
ბიბილო ჩამოშლილი თმითაა დაფარული. გოგონას ცხვირი
ლამაზი და პატარაა, ბოლოში ოდნავ აპრეხილი და ნესტოები
მოუჩანს. ასეთი ცხვირის ფონზე სახის ქვედა ნაწილი ცოტა უხე-
ში და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ჩანს.
ღია ფერის კანისა და მისი თვალებიდან გამომავალი ყი-
ნულის სხივის გამო, თოვლის სამყაროს მკვიდრ შვედს წააგავს.
ჰარიმ ზუსტად იგივე სხივი დაინახა მერქეთების სააბაზანო
ოთახის სარკეშიც. მისი სისხლი აქვს. ჰარი თავის თავს ანაბე-
ლის გვერდზე ხედავს, როცა სკოლის მოსწავლეთა მოუწესრი-
გებელ მწკრივში ენის რიგი დგება, ის სპორტული დარბაზის
ფარდაჩამოფარებულ კუთხეში შედის და უცბად მკვეთრი ნათე-
ბა აბრმავებს. სურათი უნდა გადაიღოს შთამომავლობისთვის,
წლის ალბომისთვის, შეყვარებულისთვის, დედისთვის და ამ
დროისთვის, რომელიც ბორბალივით მიგორავს და მისი შეჩე-
რება არავის ძალუძს. დადგა მომენტი, როცა სიცარიელეში თა-
ვი უნდა ასწიო და ვარსკვლავად გახდომაზე იფიქრო.
- ის მე მგავს.
ახლა კი რუთი იცინის.
- გეჩვენება.
- არა, მართლა, როცა ის მაღაზიაში პირველად გამოჩ-
ნდა, რაღაცამ გამაოგნა -- მისმა ფეხებმა, შესაძლოა, არ ვიცი...

671
მკითხველთა ლიგა

მას შენი ფეხები არ აქვს. - ახსოვს, ფეხები რუთს სქელი ჰქონ-


და, როცა ოთახში შიშველი დადიოდა, დაგრეხილ თეთრ ალს
მიუგავდა.
- ფრენკსაც არ ჰქონდა ცუდი ფეხები. სანამ ფორმაში იყო:
შეიძლება ითქვას, რომ მას ლამაზი ფეხები ჰქონდა. და თან
მაღალიც იყო. როგორც ჩანს, მე დიდი კაცები მიყვარს. არც
ერთ ბიჭს მისი სიმაღლე არ გამოჰყვა.
- ჰო, ნელსონსაც არ აქვს ჩემი. დედამისივით გალეულია.
- შენ ისევ ჯენისთან ხარ. მაშინ შტერს ეძახდი. - ახსენებს
რუთი. ახლა ის უკვე თავს კომფორტულად გრძნობს. საქანელა
სავარძელშია გადაწოლილი და უდარდელად ქანაობს. მისი
წინდებიანი ტერფები სავარძლის აწევისას იატაკს თითის წვე-
რებით ეხება, დაწევისას ქუსლებით, შემდეგ ისევ წვერებით.
- ნეტავ რას გიყვები ჩემს ცხოვრებაზე, როცა შენ არაფერს
ამბობ შენსაზე?
- ჩემი ცხოვრება არაფრითაა გამორჩეული, - ამბობს ჰა-
რი, - ნუ ბრაზობ ჩემზე იმის გამო, რომ ჯენისთან დავრჩი.
- ოჰ, ღმერთო ჩემო. რა თქმა უნდა, არ ვბრაზობ. უუბრა-
ლოდ, ის მეცოდება.
- ქალური სოლიდარობა, - ამბობს ჰარი და იღიმება, -
დღეს ამბობენ, რომ ყველა ქალი ერთმანეთს დასავით უყუ-
რებს.
რუთს სახე ქონისგან კი არ დაუმრგვალდა და დაურბილ-
და, არამედ ისეთ დიდ ნაჭრებად დაედო ცხიმი, რომ როცა თავს
მაღლა წევს, მისი შემხედვარე ადამიანი იფიქრებს, სახეზე ზედ-
მეტი ძვლები ამოსვლიაო.
- ენი აღფრთოვანებული იყო შენით, - ამბობს რუთი. - მან
რამდენჯერმე მკითხა, შენ შესახებ თუ მქონდა რამე გაგონილი.
შენ ხომ ცნობილი კალათბურთელი იყავი. მე ვუპასუხე, რომ

672
მკითხველთა ლიგა

ჩვენ სხვადასხვა სკოლაში ვსწავლობდით. როცა ის და ჯეიმი


მანქანის წამოსაყვანად მივიდნენ მაღაზიაში და იქ არ დახვდი,
გული საშინლად დასწყდა. ისე, ჯეიმის „ფიესტას“ ყიდვა უფრო
უნდოდა
- ესე იგი, შენ არ ფიქრობ, რომ ჯეიმი მისთვის კარგი არ-
ჩევანია?
- ამ ეტაპზე კარგი არჩევანია. მაგრამ ხომ ნახე ის. საკმა-
ოდ უინტერესოა.
- იმედი მაქვს, ენი არ...
- გაჰყვება ჩემს გზას? არა, ყველაფერი კარგად იქნება.
მეძავები დღევანდელ დღეს აღარ არსებობენ, მხოლოდ ჯან-
მრთელი, ახალგაზრდა ქალები არიან. მე ის ძალიან წესიერ
გოგოდ აღვზარდე. ისე, ჩემს თავზეც ყოველთვის ვფიქრობდი,
რომ ძალიან წესიერი ვიყავი.
- ყველანი ასეთები ვართ, რუთ.
ქალს აშკარად მოსწონს, ჰარი რომ მის სახელს ახსენებს.
ჰარი ხვდება, სიფრთხილე არ აწყენდა. ბაჭია ფოტოსურათს
ადგილზე დებს და მას შორიდან გასცქერის, ანაბელი თავის ორ
ძმასთან ერთად.
- ფულის ამბავში როგორ ხარ? - კითხულობს ის, თითქოს-
და სხვათა შორის. - ენის ცოტა დახმარება ხომ არ სჭირდება?
მე შემიძლია ისე მოგცე ფული, რომ არავინ იფიქრებს, ციდან
ჩამოვარდაო. მაგალითად, თუ სწავლის გაგრძელება უნდა. -
ბაჭია წითლდება და რუთის დუმილი მას საქმეს არ უიოლებს.
სავარძელმა ქანაობა შეწყვიტა.
- ამას, მგონი, ძველი ვალების გასტუმრება ჰქვია. - ამბობს
ბოლოს რუთი.
- ეს ფული შენთვის არ იქნება, მე ხომ მას მივცემ. ბევრს
ვერ მოვახერხებ. იმას ვგულისხმობ, რომ ისე მდიდარი არ ვარ,

673
მკითხველთა ლიგა

დიდი თანხა მივცე, მაგრამ თუ რამდენიმე ათასი რამეს


წყვეტს....
ჰარი ფრაზას არ ასრულებს, იმის იმედით, რომ მას შეაწ-
ყვეტინებენ. ვერ უყურებს ამ უცნობ ფართე სახეს. რუთის ხმა,
როცა ის ლაპარაკს იწყებს, ზიზღით გაჯერებული და ხრინ-
წიანია, ისეთი, როგორიც დიდი ხნის წინ, მის ლოგინში იყო.
- მოეშვი, შეგიძლია მაგაზე არ ინერვიულო. მე შენ სიტ-
ყვებზე არ გიჭერ. თუ ოდესმე მართლა გამიჭირდება, შემიძლია
მიწის გზისპირა ნაწილი გავყიდო. ხუთი ათასი – აკრი აქ ასე
ღირს. ნებისმიერ შემთხვევაში, გმადლობ, ბაჭია. დამიჯერე. ის
შენი შვილი არაა.
- კარგი რუთ, რადგან შენ ასე ამბობ... - ამბობს ჰარი და
თითქოს შვებასაც გრძნობს. ფეხზე დგება.
რუთიც დგება. და როცა ორივე ასე დგას, თითქოს, სხეულ
მოცილებული, ზაფხულის ქუჩაზე, კირქვით ნაგები დიდი ეკლე-
სიის პირდაპირ, მეორე სართულზე ქორწინების გარეშე რომ
ცხოვრობენ, იმ ახალგაზრდა კაცის და ქალის აჩრდილები არი-
ან. ისევ ერთმანეთის პირისპირ დგანან, დანარჩენ სამყაროსგან
მოშორებულები და როგორც მაშინ, ოთახი ახლაც რუთისაა.
- იცი რა, - შიშინებს რუთი, ჰარის აზრით, სიამოვნებით გა-
დაღრეცილი სახე უბრწყინავს. - ასეც რომ ყოფილიყო, მე შენ
იმ სიამოვნებას არ მოგანიჭებდი, რომ მეთქვა, გოგონა შენია--
მეთქი. მილიონ დოლარსაც რომ შემპირებოდი. მე გავზარდე.
მე და ენი დიდ დროს ვატარებდით ერთად აქ და შენ სად ჯან-
დაბაში იყავი მაშინ? როცა კროლთან შემთხვევით შემხვდი, რა
მოიმოქმედე შემდეგ. მე მთელი ეს წლები ვიცოდი, შენ სად იყა-
ვი და შენ სრულიად არ გადარდებდა მე ან ჩემი შვილი როგორ
ვიყავით.

674
მკითხველთა ლიგა

- შენ ქმარი გყავდა, - რბილად ამბობს ჰარი. ჩემი შვილი.


რაღაც უცნაურად ჟღერს.
- დიახაც. - რუთი პასუხს ჩქარობს. - და ის შენზე გაცილე-
ბით უკეთესი ადამიანი იყო, იქილიკე რამდენიც გინდა. ბავშვებს
შესანიშნავი მამა ჰყავდათ და მათ ეს კარგად იციან. როცა ის
გარდაიცვალა, ჩვენ ისე გავაგრძელეთ ცხოვრება, თითქოს ის
ისევ ჩვენთანაა, ისე ძლიერ გვიყვარდა. მე არ ვიცი, რა ხდება
შენს უმნიშვნელო ცხოვრებაში იქ, ზევით, მაუნთჯაჯში.
- ჩვენ გადავდივართ, - ჰარი ეუბნება მას. - პენ პარკში.
- შესანიშნავია. სწორედ იქაა შენი ადგილი, შენს ყოყლო-
ჩინებთან ერთად. ოცი წლის წინ უნდა მიგეტოვებინა ის შენი
სულელი, მისთვისაც და შენთვისაც ასე აჯობებდა, მაგრამ შენ
ასე არ მოიქეცი, ჰოდა, იხარშე ახლა საკუთარ წვენში, იხარშე,
ოღონდ ჩემს ენის თავი დაანებე. ეს საშინელებაა, ჰარი. როცა
ვფიქრობ, რომ შენ ის შენი შვილი გგონია, ასე მგონია, ენი გა-
ნავალში აკოტრიალეს.
ჰარი ცხვირიდან ჰაერს უშვებს:
- ძველებურად ტკბილი ენა გაქვს.
რუთი თავს უხერხულად გრძნობს. ჩამოშლილ ჭაღარა
თმას ხელის გულებით ისე იტკეპნის, თითქოს თავში რაღაც ჩა-
მალული აქვს და ახლა ჩაჭყლეტა უნდაო.
- ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ რაც შენ გააკეთე, შიშის მომ-
გვრელია, ერთ მშვენიერ დღეს მოდიხარ ასე გამოპრანჭული
და ჩემს ქალიშვილს ითხოვ. შენ მიბიძგებ, ვიფიქრო, მაშინ
აბორტი რომ არ გამეკეთებინა და ჩემი მშობლების სურვილს
არ დავმორჩილებოდი, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად
მომხდარიყო და ჩვენ ქალიშვილი გვყოლოდა. მაგრამ შენ...
- ვიცი, შენ სწორად მოიქეცი. - ჰარი გრძნობს, რუთი საკუ-
თარ თავს ებრძვის: ისე უნდა მისი შეხება, ისე ეძალება სურვი-

675
მკითხველთა ლიგა

ლი, რომ როგორც ოდესღაც, თავის მოუქნელ მკლავებში მო-


იქციოს. ჰარის ვერ მოუფიქრებია, როგორ დაასრულოს საუბა-
რი და მორიდებულად კითხულობს:
- რას იზამ, როცა მორისი გაიზრდება და სახლიდან წავა?
- ამ დროს თავისი ქუდი ახსენდება და ტახტიდან იღებს, სამ
თითს ქუდის ფაფუკ ნაწილში ასობს.
- არ ვიცი. ცოტას კიდევ გავძლებ. რაც უნდა მოხდეს, მიწის
ფასი არ დაეცემა. აქ რაც ვცხოვრობ, მიწას ყოველ წელს ფასი
ემატება.
ჰარი ცხვირიდან ჰაერს ისევ ხმაურით უშვებს.
- კარგი, რუთ. თუ ასეა, ასე იყოს. მე უნდა წავიდე. ესე იგი,
გოგონა ჩემი არ არის, ჰო?
- რა თქმა უნდა არა. თავად განსაჯე. შენიც რომ ყოფილი-
ყო, ამ ეტაპზე ეს მას გააოგნებდა.
ჰარი თვალებს ახამხამებს. ეს რა, აღიარებაა?
- მე სწორი დასკვნების გამოტანა არასოდეს მეხერხებოდა
- ჩუმად ამბობს.
რუთი იატაკს ჩასჩერებია და იღიმება. ეს კვადრატული
ჩაღრმავება, ღაწვის თავზე, ჰარიმ მაშინვე შეამჩნია, ზევიდან
რომ დასცქეროდა. ზონზროხა და უხეში, მაგრამ საბოლოო
ჯამში, მაინც კეთილი ქალია. მეორე ადამიანია, რომელმაც,
პირველად ერთმანეთი ნეონის შუქზე, ავტოსადგომთან როცა
ნახეს, უთხრა, რომ ის დიდ ბაჭიას ჰგავდა. იმ დროს ბრუერის
ცენტრში ჯერ კიდევ დადიოდნენ მატარებლები.
- კაცებისთვის ეს არცაა აუცილებელი, ისინი ხომ არ ორ-
სულდებიან. - ამბობს რუთი.
ახლა, როცა ორივენი ფეხზე დგანან და რუთის ხმა უფრო
ხმამაღლა და ბრაზიანად გაისმის. ძაღლს მოუსვენრობა ეტყო-
ბა. ფრიცი ოთახიდან მათზე ადრე გარბის და კუდის ქიცინით

676
მკითხველთა ლიგა

ელოდება, თავს კი კარის ღრიჭოში ყოფს. რუთი კარს ოდნავ


აღებს, ისე, რომ მხოლოდ ძაღლი გაეტიოს.
- ყავას ხომ არ დალევ? - ეკითხება ჰარის.
ჰარი ჯენისს შეჰპირდა, რომ პირველ საათზე შეხნერთან
შეხვდებოდა.
- ოჰ, ვერა. გმადლობ. სამსახურში უნდა დავბრუნდე.
- შენ აქ მხოლოდ ანაბელის ამბის გასაგებად მოხვედი?
ჩემი ამბის გაგება არ გინდა?
- მე ხომ მოგისმინე, რაც მომიყევი.
- არ გაინტერესებს, ვინმე მყავს თუ არა? ვფიქრობდი თუ
არა შენზე მთელი ამ ხნის მანძილზე?
- დარწმუნებული ვარ, ამის მოსმენა ძალიან საინტერესო
იქნებოდა. როგორც ვხედავ, მშვენივრად მიგდის საქმეები.
ფრენკი, მორისი და ვინ გყავს კიდევ?
- სკოტი.
- ჰო, სკოტი. თან, ამხელა მიწის მფლობელი ხარ. ვწუხ-
ვარ, რომ ისეთ რთულ მდგომარეობაში დაგტოვე მაშინ.
- ჰმ, - ამბობს რუთი ჩაფიქრებულად, ნელა. და ჰარის ეჩ-
ვენება, რომ რუთის ხმით მისი გარდაცვლილი ქმარი ლაპარა-
კობს. - მე მგონი, ჩვენ თვითონ ვუქმნით თავს პრობლემებს.
რუთი ახლა არა მარტო მსუქანი და ჭაღარა კი არა, არა-
მედ დაბნეულიც ჩანს, სვიტერზე თივა მიჰკრობია, ლოყებზე კი
თმა ჩამოშლია. მოუვლელი საფრთხობელა, თან მარტოსული.
ჰარის დიდი სურვილი აქვს, რომ ამ ორ კარს იქით, ზამთრის
სუფთა ჰაერზე გააღწიოს, ფეხი გარეთ დაადგას, მიწაზე, სადაც
არაფერი მოდის. ოდესღაც რუთს უთხრა, მალე დაბრუნდებო-
და, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაიპარა,
ახლა კი ამის თქმის საჭიროებაც არაა. ორივემ იცის ის, რაც
ხალხმა არასოდეს უნდა იცოდეს, ისინი ერთმანეთს აღარასო-

677
მკითხველთა ლიგა

დეს შეხვდებიან. ჰარი რუთის ხელზე, რომლითაც კარის სახე-


ლური უკავია, ხორცში ჩაძირულ ოქროს თხელ ბეჭედს შენიშ-
ნავს. ბაჭიას გული დაჭერილი ცხოველივით უძგერს.
ბოლოს და ბოლოს, რუთი მას ინდობს და ეუბნება:
- თავს გაუფრთხილდი, ბაჭია. შენს გარეგნობაზე რაც გით-
ხარი, ვიხუმრე, სინამდვილეში მშვენივრად გამოიყურები.
ჰარი თავს ხრის, თითქოს რუთის ლოყაზე კოცნას აპი-
რებს, მაგრამ რუთი აჩერებს:
- არა.
როგორც კი ჰარიმ ცემენტის ვერანდიდან ფეხი მიწაზე ჩა-
მოდგა, რუთის ჩრდილი ორმაგი კარის შავი მინის იქით გაუჩი-
ნარდა. დღე უფრო განაცრისფრდა, ჰაერში თოვლის მშრალი
ფიფქები გაჩნდა, ფერფლის ფანტელებივით დახრილად რომ
მოფარფატებენ. ფრიცი ჰარის გვერდით მოჰყვება და გაპ-
რიალებულ მომწვანო-მოლურჯო „სელიკამდე“ აცილებს. მან-
ქანის უკანა სავარძელზე მოკალათებასაც აპირებს, მაგრამ ბა-
ჭია ამის საშუალებას არ აძლევს.
როცა უკან იტოვებს საფოსტო ყუთებს, რომელსაც დიდი
ასოებით აწერია ბლენკელბილი და მუტი, ბრუერში მიმავალი
ჰარი, პირში პირის გასაგრილებელ საწუწნ აბებს „ლაიფ
სეივარს“ იდებს და თან ნანობს, რუთს ენის დაბადების მოწმობა
რომ არ მოატანინა. ხომ შეიძლება, ფრენკს მანამდე სხვა ცო-
ლი ჰყოლოდა და სკოტი მისი შვილი იყოს პირველი ქორწინე-
ბიდან? თუ გოგონა იმ ასაკისაა, როგორც რუთი ამბობს, ჯერ
ისევ სკოლაში არ უნდა სწავლობდეს? მაგრამ არა. შეეშვი რა,
ამაზე ფიქრს. ღმერთს არ სურს, ჰარის ქალიშვილი ჰყავდეს.
შეხნერის ცხელ, საუკეთესო ავეჯით სავსე ოთახში ჯენისი
ელოდება. მისი შემხედვარე იფიქრებ, რა მოხდენილი და წარ-
მატებული ქალიაო. კარიბის მზის რუჯმოკიდებული, ის თავის

678
მკითხველთა ლიგა

ასაკზე გაცილებით უფრო ახალგაზრდად გამოიყურება. ჰარი


როცა მას ტუჩებში კოცნის, ჯენისი ეუბნება:
- ჰმ, „ლაიფ სეივა“. რას მიმალავ?
- სადილზე ხახვი ვჭამე.
ჯენისს თავი მასთან ახლოს მიაქვს და სუნავს.
- კვამლის სუნი აგდის.
- ჰო... მენიმ სიგარა მომცა.
ჯენისი წესიერად არც უსმენს ჰარის ტყუილებს. ის რაღა-
ცით აღელვებული ჩანს.
- ჰარი, მელანიმ დედას დაურეკა ოჰაიოდან. ნელსონი
მასთანაა. ყველაფერი კარგადაა.
ჯენისი ლაპარაკს აგრძელებს, ჰარი ხედავს, როგორ მოძ-
რაობს მისი ტუჩები, როგორ ირხევა თმა, თვალები ხან უფარ-
თოვდება, ხანაც უვიწროვდება, თითებით კი მარგალიტის მძი-
ვებს ათამაშებს, გახსნილი ლაბადიდან რომ მოუჩანს. ჰარის
ბუნდოვნად ესმის, რას ეუბნება მას ჯენისი. ახსენდება, რუთის
საკოცნელად რომ დაიხარა, ქუჩიდან შემოსულ შუქზე რუთის
დანაოჭებულ სახეზე, თვალებქვეშ, როგორ გაიბრწყინა რაღა-
ცამ და თავში სულელურმა აზრმა გაურბინა, რომელიც ალბათ,
უნდა დაიმახსოვროს და შემდეგ გაყიდოს; ჩვენი ცრემლი ყო-
ველთვის ნორჩია, დაბადებიდან საფლავამდე ცრემლს ერ-
თნაირად მარილიანი გემო აქვს.
ქვის პატარა სახლი, რომელიც ჰარიმ და ჯენისმა სამოც-
დათვრამეტ ათას დოლარად შეიძინეს და ავანსის სახით თხუთ-
მეტი ათას ექვსასი უკვე გადაიხადეს, ხრეშმოყრილი გზის ჩიხის
სიღრმეში, უფრო დიდი, პენ პარკის მშვენებად ცნობილი სახ-
ლების უკან მეოთხედ აკრ, ბუჩქნარიან მიწაზე დგას. ეს მაღალი
სახლები ცრუ ტიუდორულ სტილშია აგებული, ქონგურებიანი
ფრონტონებით, წითელი კრამიტის სახურავებით და წარმოუდ-

679
მკითხველთა ლიგა

გენელი კუთხეებით გამოშვერილი კლინკერებით. აქვეა


მღვდლის ნეოპლანტატორული სტილის სახლი, ლიმონათის-
ფერივით ღია ყვითელი თხელი აგურებით ნაგები და ერთ მხა-
რეს შემინული ვერანდით და მეორე მხარეს პალადიანური სტი-
ლის ფანჯრებით, სადაც, როგორც ჰარი ვარაუდობს, სასადი-
ლო ოთახი უნდა იყოს. ბაჭია სახლის გარეთ, თავისი სამფლო-
ბელოს დასათვალიერებლად გადის. ის მზიან ადგილს ეძებს,
სადაც ამ ზაფხულს ბაღის გაშენებაა შესაძლებელი. ჯოზეფ
სთრითზე დედიკო სფრინგერის სახლის უკან მიწის ნაკვეთი
ჩრდილიანია. ჰარი ერთ კუთხეს პოულობს, რომელიც შეიძლე-
ბა ბაღისთვის გამოდგეს, მეზობლის ეზოდან გადმოსული მუხის
რამდენიმე ტოტის მოჭრა იქნება საჭირო. ამ ძველ გარეუბანში
უხვადაა ბუჩქნარი და ხეები, ამის გამო მიწის ნაკვეთები
ჩრდილშია მოქცეული; ჰარის ნაკვეთის ნახევარი ხავსითაა და-
ფარული, ამ თბილმა ზამთარმა მიწა კი გამოაშრო, მაგრამ ხავ-
სი მაინც მკვრივი, მწვანე ხალიჩასავითაა დაფენილი. ბაჭია ცე-
მენტით ამოშენებულ, ლურჯად შეღებილ ძირიან, თევზების
დამშრალ გუბურასაც გადააწყდა, რომლის ფსკერიც ფიჭვის
წიწვებითაა მოფენილი. ვიღაცამ ოდესღაც სველ ცემენტში,
მორკალურ გვერდებზე ზღვის ნიჟარები მიმოფანტა. რაღას არ
ყიდულობ სახლთან ერთად. კარის სახელურები, ფანჯრის რა-
ფები, რადიატორები. ეს ყველაფერი ჰარისია. ის რომ თევზი
იყოს, გაზაფხულზე ამ გუბურაში ილივლივებდა. ჰარი ცდი-
ლობს, წარმოიდგინოს, ზაფხულში კაცი, ქალი ან ბავშვი ან სა-
მივენი ერთად როგორ ყრიან ნიჟარებს აქ, ამ ხეების ჩრდილს
შეფარებულნი; ხეები მაშინ ახლანდელზე ოდნავ დაბლები იქ-
ნებოდნენ. ნაკვეთს ყველგან უფოთლო ტოტების ჩრდილში
მომწყვდეული ზამთრის სუსტი შუქი ეფინება. ამ ადგილზე მდგა-
რი ჰარი გრძნობს მთელ იმ ზრუნვასა და ძალისხმევას, რომე-

680
მკითხველთა ლიგა

ლიც ერთი მფლობელიდან მეორეს გადაეცემოდა. სახლი აშე-


ნებულია დეპრესიისა და წესიერების ათწლეულში, მაშინ, როცა
ჰარი ქვეყნიერებას მოევლინა. ქვის სამტეხლოდან ლამაზი
ნაცრისფერ ქვიშაქვა დაიმონდის ოლქის უკიდურეს ჩრდილო-
ეთში გადაჰქონდათ და ხალხი მისგან იქ აუჩქარებლად და პა-
ტიოსნად აგებდა კედლებს. მოგვიანებით, ომის შემდეგ ერთ--
ერთმა მფლობელმა გზისკენ კედელი გაჭრა და ანდერსენის
ფანჯრების ქვევით, თეთრად შეღებილი აგურებისგან ოთახი
მიაშენა. ის ახლა უკვე ჯენისის სამზარეულოს წარმოადგენს და
საღებავი ნელ-ნელა სცილდება. ჰარი თავის გონებაში ინიშ-
ნავს, რომ ნესტის შესამცირებლად სახლს მიბჯენილი ტოტები
მოჭრას. ისე კი, კაცმა რომ თქვას, რამდენიმე ხე მთლიანად
მოსაჭრელია, მათი შეშად გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა,
სანამ გაზაფხული არ მოვა და ხეები არ შეიფოთლება, ვერ გან-
საზღვრავ, რომელი მათგანი გახდება მოსაჭრელი. სახლს ორი
ბუხარი აქვს, ერთი გაშლილ, გრძელ სასტუმრო ოთახში და
მეორე, იგივე კვამლსადენზე, უკანა პატარა ოთახში, სადაც ჰა-
რი მოსასვენებელი ოთახის გაკეთებას აპირებს. მისი პირადი
მოსასვენებელი ოთახი.
ის და ჯენისი გუშინ გადმოვიდნენ, შაბათს. პრუ, ბავშვთან
ერთად საავადმყოფოდან უნდა გამოსულიყო და ისინი იქ რომ
აღარ დახვდებოდნენ, პრუ ჯოზეფ სთრითზე მათ საძინებელს
დაიკავებდა, რომელსაც თავისი სააბაზანო აქვს და რადგან ქუ-
ჩიდან მოშორებითაა, მყუდროცაა. ისინი ასევე ფიქრობდნენ,
რომ ამ აურზაურში დედიკო სფრინგერი მათ წასვლას უფრო
უმტკივნეულოდ გადაიტანდა. ვებ მერქეთი და დანარჩენები,
როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, კარიბის ზღვიდან ხუთშაბათს
დაბრუნდნენ, და შაბათს დილას ვებმა, სახლების გადამხურავი
ერთ-ერთი თავისი ფირმის სატვირთო მანქანა, უკან ორივე მხა-

681
მკითხველთა ლიგა

რეს მიმაგრებული გასაშლელი კიბეები რომ აქვს, მოიყვანა და


მათ ახალ სახლში გადაბარგებაში დაეხმარა. რონი ჰარისონმა,
იმ დამპალმა, განაცხადა, რომ ოფისში იყო მისასვლელი, მის
შვებულებაში ყოფნის დროს დახვავებული ქაღალდებისთვის
რომ მიეხედა და რომ ოფისში პარასკევი საღამოდან შუაღამემ-
დე მუშაობდა. მაგრამ ბადი ინგლფინგერი მოვიდა ვებთან ერ-
თად და სამ მამაკაცს ორ საათზე მეტი არ დასჭირვებიათ, რომ
ენგსტრომები ახალ სახლში მშვიდობიანად გადაებარგებინათ.
ჰარის და ჯენისს საკუთარი ავეჯი ბევრი არ ჰქონდათ, მათი ბარ-
გი ძირითადად ტანსაცმელს შეადგენდა, ასევე, იყო ჯენისის მა-
ჰაგონის კამოდი და 1969 წელს დამწვარი მათი საკუთარი სახ-
ლიდან ხანძარს გადარჩენილი, სამზარეულოს ნივთებით სავსე
მუყაოს ყუთები. ნელსონის ნივთები ძველ სახლში დატოვეს.
ლესბოსელი ქალებიდან ერთ-ერთი აივანზე გადმოდგა და ხე-
ლი დაუქნია დასამშვიდობებლად; რა სწრაფად ვრცელდება
ახალი ამბები სამეზობლოში, მაშინაც კი, როცა ხალხი არცთუ
ისე მეგობრულადაა ერთმანეთის მიმართ განწყობილი. ჰარის
ყოველთვის უნდოდა მათთვის ეკითხა, როგორ ცხოვრობდნენ
ისინი ასე და რატომ. მას ესმის, რომ შეიძლება კაცები არ მოგ-
წონდეს, დიდად არც ჰარის მოსწონს ისინი, მაგრამ რატომ უნ-
და გიყვარდეს ქალი, თუ შენ თვითონაც ქალი ხარ? განსაკუთ-
რებით კი ისეთი, რომელიც კაცივით, გამუდმებით რაღაცას აჭე-
დებს.
ხუთშაბათს, შუადღისას, შეხნერთან ჰარიმ და ჯენისმა „სო-
ნის“ ახალი ფერადი ტელევიზორი შეიძინეს და გამყიდველს
შეუთანხმდნენ, რომ პარასკევს გადაიტანდნენ (ბაჭიას არ
სიამოვნებს, მისი ფული იაპონელების ჯებეებში რომ გადადის,
მაგრამ ჟურნალიდან „მომხმარებლის ცნობარი“ იცის, რომ ამ
საქმეში, ხარისხის თვალსაზრისით მათ ბადალი არ ჰყავთ.).

682
მკითხველთა ლიგა

გარდა ამისა, კიდევ იყიდეს ერთი წყვილი დიდი, რბილი, ვერ-


ცხლისფერი, ვარდისფერი ორნამენტებით დაფოთლილი სა-
ვარძელი (ის ყოველთვის ოცნებობდა რბილ, ღრმა სავარძელ-
ზე. ვერ იტანს, როცა ორპირი ქარი კისერში უბერავს, ადამიანი
შეიძლება კისერში დაბერვისგან მოკვდეს კიდეც), ორსაწო-
ლიანი ლითონისჩარჩოიანი საწოლი ზამბარებიანი მატრასით,
ოღონდ საწოლის თავის გარეშე. საწოლი ჰარიმ, ვებმა და ბა-
დიმ ზევით, უკანა ოთახში აიტანეს, სადაც მართალია, ჭერი კი
ოდნავ დაქანებულია, მაგრამ სარკის დასაკიდი ადგილი მაინც
არის. თუ მოისურვებენ, შეუძლიათ, კარადის გვერდით, ცარი-
ელ კედელზე დაკიდონ. სკამები და ტელევიზორი სასტუმრო
ოთახში კი არ დადგეს, არამედ მოსასვენებელში. სასტუმრო
ოთახი ძალიან დიდია და ამ ეტაპზე იქ დასადგმელი ავეჯი არა
აქვთ, მოსასვენებელი ოთახი კი გაცილებით მყუდროა და თან
სასტუმრო ოთახთან ახლოსაა. ჰარის ყოველთვის უნდოდა, სა-
კუთარი მოსასვენებელი ოთახი ჰქონოდა, სადაც სხვები არ
შეაწუხებდნენ. ამ პატარა ოთახში ბუხარია, არის ჩაშენებული
თაროებიც, სადაც წიგნები, ან, როცა დედიკო სფრინგერი მოკ-
ვდება, მისი პატარა ლამაზი ნივთები შეიძლება მოთავსდეს; დე-
დიკოს ფაიფურს კი ლიქიორით კარადის ქვედა ნაწილში შეინა-
ხავს, სადაც პატარა მაცივრისთვისაც დარჩება ადგილი; რა
თქმა უნდა, პატარა მაცივარსაც აუცილებლად შეიძენენ. მაგრამ
ჰარის ამ ოთახში ყველაზე მეტად ორი რამ მოსწონს: მთელი
ოთახის სიგრძეზე, ნარინჯისფრით გაწყობილი მწვანე ხალიჩა,
გულშემატკივართა ჯგუფის ლიდერების (ჩიარლიდერების) ფო-
ჩებს რომ აგონებს და მაღალი ფანჯრები, ჩარჩოებზე დამაგრე-
ბული რომბის ფორმის ტყვიის საკეტებით, ფანჯრის გაღება--
დაკეტვისას ზევით-ქვევით რომ მოძრაობენ და ზღაპრების
ილუსტრაციის ასოციაციას იწვევენ. ჰარი ფიქრობს, რომ ამ

683
მკითხველთა ლიგა

ოთახში შეიძლება, ჟურნალებისა და გაზეთების მაგივრად, წიგ-


ნების კითხვა დაიწყოს, მაგალითად, ისტორიის შესწავლას მიჰ-
ყოს ხელი. მოსასვენებელი ოთახი, სადაც ჭადრის რბილი იატა-
კია დაგებული, სასტუმრო ოთახის მაგარმერქნიანი ხის იატაკი-
დან ერთი საფეხურით ქვევითაა. ეს პატარა განსხვავება ჰარის-
თვის სიმბოლურია, მისი ცხოვრებაც იცვლება და გასხეპილ ხე-
ზე ნორჩი კვირტების ამოწვერის მსგავსად, ჰარისთვისაც ახალი
შესაძლებლობები იკვეთება.
ჩიხი, სადაც მათი სახლი დგას, ელეგანტური ფრანკლინ--
დრაივიდან მომავალი ერთ-ერთი შესახვევია. მათი საფოსტო
მისამართია ფრანკლინ-დრაივ 14Vძ
. ჩიხს სახელი არა აქვს, მას აუცილებლად ენგსტრომის
ქუჩას დაარქმევენ. ვებმა აზრი გამოთქვა, რომ ენგსტრომის
ხეივანი დაარქვან, მაგრამ ჰარის მაუნთჯაჯზე გატარებული
წლების შემდეგ ხეივნები ყელში აქვს ამოსული და ეწყინა, ვებმა
ეს რომ თქვა. მან ჯერ ურჩია, დროზე ადრე გაეყიდა თავისი
ოქრო, შემდეგ მის ცოლთან ჰქონდა სექსი და ახლა კი მის
სახლს დასცინის. ჰარის მანამდე არასოდეს უცხოვრია ქუჩის
დასაწყისში და ასეთ მცირე ნომრიან სახლში. დედ-მამასთან და
მიმისთან ერთად ის ჯექსონ-როუდის 303 ნომერში ცხოვრობდა.
ბოლჯერები 301 ნომერში იყვნენ, კუთხის სახლში, რომლის
გვერდით ქუჩის განათება იდგა. უილბერ-სთრითის ბინაც, რო-
მელიც ჰარის თითქმის აღარ ახსოვს, დიდ ციფრიანი იყო; ის
სახლიც, გორაკზე, - სახლი 447, ბინა 5, მესამე სართული. სახ-
ლი პენ-ვილასზე ვისტა-კრესენტის 27 იყო, ხოლო დედიკო
სფრინგერი ჯოზეფ-სთრითის 89 ნომერში ცხოვრობს. მიუხედა-
ვად იმისა, რომ 14Vძ
ფრანკლინ-დრაივიდან საკმაოდ მოშორებულია, პატარა
წითელ-თეთრ-ლურჯი ფერის ჯიპით მოძრავმა ფოსტალიონმა

684
მკითხველთა ლიგა

იცის, სად ცხოვრობენ ისინი. ახალ მისამართზე მათ უკვე


მიიღეს ფოსტა: სახლის მობინადრეებისთვის განკუთვნილი სა-
რეკლამო ბროშურები, რომელიც კარიბის კუნძულებზე მათი
ყოფნის დროს დაგროვდა. ხოლო შაბათს, ასე, ორის ნახევარ-
ზე, როცა ვები და ბადი უკვე წასულები იყვნენ და ჯენისი და
ჰარი კოვზებს და ტაფებს, რომლის არსებობაც უკვე აღარც ახ-
სოვდათ, სამზარეულოში თავ-თავის ადგილზე აწყობდნენ, სა-
ფოსტო ყუთის სახურავი აიწია და ჰოლის ჯერ ისევ ხალიჩით
დაუფარავ იატაკზე ღია ბარათი და თეთრი კონვერტი დაეცა.
გრძელ, უბრალო მარკიან კონვერტზე, რომელიც საფოსტო
განყოფილებაში იყიდება, გამომგზავნის მისამართი არ იყო მი-
თითებული, მხოლოდ ბრუერი ეწერა. წერილი მისტერ ჰარი ენ-
გსტრომისთვის იყო განკუთვნილი და გასულ აპრილს მიღებუ-
ლი გაზეთის ამონაჭერიანი წერილის მსგავსად, მასზეც მათი მი-
სამართი დაქანებული ბეჭდური ასოებით დაეწერათ. კონვერ-
ტში ძალიან პატარა საგაზეთო სტატიის ამონაჭერი იპოვეს, რო-
მელზეც იგივე, სკოლის მასწავლებლის ხელით, როგორც ზე-
ვიდან კონვერტზე, ბურთულიანი კალმისტრით ზედა კიდეში გა-
მომგზავნს „გოლფ მეგეზინ“ მიუწერია. საგაზეთო სტატია კი შემ-
დეგს იტყობინებოდა:
„ძვირად ღირებული ბატი“
ექიმ შერმან ტომასს ძალიან ძვირი დაუჯდა კანადური ჯი-
შის ბატი, რომელიც მან კონგრესის მომიჯნავე ტერიტორიაზე,
გოლფის ყვანჭით მოკლა. სასამართლომ მას 500 დოლარის
ჯარიმის გადახდა დააკისრა“.
ჯენისმა ნაძალადევად გაიცინა. ის ჰარისთან ერთად კით-
ხულობდა სტატიას და მისი სიცილის ექო ჯერ ცარიელ ჰოლში
გაისმა, მერე კი თეთრი თაღით გრძელ სასტუმრო ოთახში გა-
ვიდა.

685
მკითხველთა ლიგა

ჰარიმ ჯენისს დამნაშავესავით გახედა და მის გამოუთქმელ


ფიქრებს დაეთანხმა.
- თელმა.
ჯენისი ალმოდებული იდგა. სულ ერთი წუთის წინ კი ისინი
ძველი მიქსერით, რომელიც ათი წლის განმავლობაში დედიკო
სფრინგერის სხვენზე დების შემდეგ ჩართეს, აღტაცებას ვერ
ფარავდნენ.
- ის ჩვენ აღარასოდეს შეგვეშვება. აღარასოდეს. - ამო-
ხეთქა ჯენისმა.
- თელმა? რა თქმა უნდა, შეგვეშვება. ასეთი იყო შეთან-
ხმება. მან ეს გარკვევით თქვა. შენც ხომ ამაზე შეუთანხმდი
ვებს?
- ჰო, რა თქმა უნდა. მაგრამ სიტყვები არაფერს ნიშნავს
შეყვარებული ქალისთვის.
- ვინ არის შეყვარებული? შენ ვებზე?
- არა, სულელო. თელმა, შენზე.
- მან ხომ მითხრა, რომ რონი უყვარს. თუმცა, მართალი
გითხრა, არ მესმის, ამას როგორ ახერხებს.
- რონი მას არჩენს. შენ კი მისი ოცნების მამაკაცი ხარ. შენ
მას აგიჟებ.
- როგორც ჩანს, შენ ეს გაოცებს. - წყენით თქვა ჰარიმ.
- ოჰ, მე იმას არ ვგულისხმობ, რომ მე არ აღმაგზნებ, მე
ვიცი, რას ხედავს ის შენში, უბრალოდ...
ჯენისი მიტრიალდა, რომ ჰარისთვის ცრემლები დაემალა.
სადაც კი გაიხედა ჰარიმ, ქალები ყველგან ტირიან.
- ... ჩვენს ცხოვრებაში ასე შემოჭრა... იმის გაფიქრება,
რომ თელმამ გამოაგზავნა გაზეთის ის ამონაჭერიც მაშინ და
რომ ის ჩვენ მუდამ თვალყურს გვადევნებს და სულ შესაფერის

686
მკითხველთა ლიგა

მომენტს ელოდა, რომ ჩაგჭიდებოდა... ისინი ცუდი ხალხია, ჰა-


რი. მე არც ერთი მათგანის ნახვა აღარ მინდა.
- კარგი რა. - ჰარი იძულებული გახდა, ჯენისს იქ, იმ ცარი-
ელ დერეფანში მოხვეოდა. ახლა ჰარის მოსწონდა ასეთი
აღელვებული და პირქუშად წარბებშეკრული ქალი. დარდისგან
თითქოს დაპატარავებულ ჯენისს ცხელი სუნთქვა ჰქონდა. ასეთ
დროს ჰარი გრძნობს, რომ ჯენისი მთლიანად მას ეკუთვნის, მი-
სი სიმდიდრის ქვაკუთხედია. ოდესღაც, როცა ჯენისი იგივე
მდგომარეობაში იყო, მისი შიში ჰარისაც გადაედო და ის გაიქ-
ცა. მაგრამ ახლა მას, ლამის შუახანს მიღწეულს, ესმის, რომ
აღარასოდეს გაიქცევა და რომ შეუძლია, დასცინოს ამ თავის
თავისნათქვამა საუნჯეს.
- ისინი ჩვენნაირები არიან. ეს ხომ დასვენების დროს იყო.
ზოგადად, ისინი საკმაოდ წესიერი ცხოვრებით ცხოვრობენ. -
ჰარი ჯენისის დამშვიდებას შეეცადა.
ჯენისი გაცოფდა.
- მე ძალიან გაბრაზებული ვარ თელმაზე. ჯერ არ დავბრუ-
ნებულვართ და უკვე შენთან ფლირტს იწყებს. ახლა, როცა ჩვე-
ნი სახლი გვაქვს, ისინი თავს არასოდეს დაგვანებებენ, არასო-
დეს. სანამ დედასთან ვცხოვრობდით, მათგან დაცულები ვიყა-
ვით.
ჯენისი სრულ სიმართლეს ღაღადებდა. ჰარისონები, მერ-
ქეთები, ბადი ინგლეფინგერი და მისი ახალი გოგო, აწეული
ხუჭუჭა თმით და ველურების ჯადო მძივებით თავს დაატყდნენ
წუხელ, ენგსტრომების პირველ ღამეს ახალ სახლში, თან
მოიტანეს შამპანურის და კონიაკის ბოთლები და ღამის ორ
საათამდე ფეხი არ მოუცვლიათ. ასე რომ, კვირას ჰარიმ და ჯე-
ნისმა პირში მჟავე გემოთი და დანაშაულის გრძნობით გაიღვი-
ძეს. ამ სახლში ჰარის ჯერ არანაირი ჩვევა არ აქვს. ჩვევებისა

687
მკითხველთა ლიგა

და დედიკო სფრინგერის ძველი ავეჯის გარეშე თავს დაუცვე-


ლად გრძნობს და ნაბიჯი საითაც კი უნდა გადადგას, ეცემა.
კონვერტთან ერთად შაბათს ნელსონის ღია ბარათიც მო-
ვიდა.
„გამარჯობათ, დედა და მამა.
საგაზაფხულო სემესტრი 28-ში იწყება, ასე რომ,
დროულად ჩამოვედი. მჭირდება დამოწმებული ჩეკი 1087 დო-
ლარი (397 სწავლის საფასური, 90 საერთო ხარჯები, 600--
დამატებითი გადასახადი იმ სტუდენტებისთვის, ვინც ოჰაიოდან
არ არის) პლუს საცხოვრებელი ხარჯები. 2000-2500 დოლარი
ალბათ, საკმარისი იქნება. დაგირეკავთ, როცა ტელეფონი გექ-
ნებათ. მელანი მოკითხვას გითვლით.
გკოცნით,
ნელსონი“.
ღია ბარათის მეორე მხარეს აგურის რუხი თანამედროვე
შენობაა გამოსახული, დიდი სავენტილაციო მილებით და ქვე-
ვით წარწერით: ადმინისტრაციული შენობა, ბიზნესის ფაკულტე-
ტი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
- პრუზე არაფერს ამბობს? ბიჭი მამა გახდა, მაგრამ რო-
გორც ჩანს, ჯერ ვერ შეუგნია. - ჰკითხა ჰარიმ ჯენისს.
- შეიგნო, უბრალოდ, ყველაფერს ერთდროულად ვერ
ახერხებს. მან პრუს ტელეფონზე რომ ელაპარაკა, უთხრა, რომ
როგორც კი დარეგისტრირდება, ჩამოვა და ბავშვს ნახავს, ხო-
ლო ჩვენ კი მანქანას დაგვიტოვებს. თუმცა, ჰარი, იქნებ დავუ-
ტოვოთ „კორონა“ დროებით.
- ნელსონს? ის ხომ ჩემი „კორონაა“.
- ნელსონი ისე მოიქცა, შენ როგორც გინდოდა - კოლეჯში
დაბრუნდა. პრუს ეს ესმის.

688
მკითხველთა ლიგა

- პრუს ესმის, რომ თავისი ბედი უიმედო ხელმოცარულ


ადამიანს დაუკავშირა. - შენიშნა ჰარიმ. ის უკვე აღარ ბრაზობს.
ბიჭი მისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ახლა ის უკვე მე-
ფეა თავის სამფლობელოში.
დღეს საუკეთესო კვირა დღეა. ჯენისი ცდილობს, ჰარი სა-
წოლიდან ააყენოს და ეკლესიაში წასვლაზე დაითანხმოს. ჯე-
ნისს დედიკო სფრინგერი მიჰყავს წირვაზე, ჰარი კი წინა დღის
სმის შემდეგ ჯერ გონზე ვერ მოსულა და სურს ისევ იმ ტკბილ
სიზმრებში ჩაიძიროს, ცოტა ხნის წინ რომ ხედავდა. მის სიზმარ-
ში გოგონაა, ახალგაზრდა ქალი, მუქი ფერის თმით, ის მას მა-
ნამდე არასოდეს შეხვედრია, ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს
როგორღაც და ახლა ორივენი პატარა სააბაზანო ოთახში არი-
ან. ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, მაგრამ ისეთი შეგრძნება
აქვს, თითქოს სექსი ჰქონდათ, ან ახლა აპირებენ ამით დაკავ-
დნენ. მათ მართლაც აკავშირებთ შემთხვევითი სექსი, მაგრამ
ახლა არაფერი ხდება. მათ ფეხქვეშ დამრეცი, პატარა კვადრა-
ტული მეტლახის ფილების იატაკია. სააბაზანოს ეს პატარა სივ-
რცე გარს ისე ეკვრით, როგორც ქალაქის ცენტრში მდებარე
თამბაქოს ძველ მაღაზიაში პატარა ქრომირებული ტიგელი
სანთებელას. ეს ახალი სასიყვარულო კავშირი ნამდვილი ნე-
ტარებაა. ჰარის უნდა, რომ ეს სიზმარი დაუსრულებლად გაგ-
რძელდეს, მაგრამ უკვე გამოფხიზლდა და ძილს ვეღარ იბრუ-
ნებს. ეს საძინებელი ოთახი, მისი დაქანებული და ნათელი ჭერი
ჰარისთვის უცხოა. ფარდებია სასწრაფოდ შესაძენი. საინტერე-
სოა, ჯენისი თუ აპირებს ყიდვას? საცოდავი რეგვენი, მას ხომ
არაფრის კეთება უწევდა. ჰარი, თითქმის ცარიელ მაცივარში
შემორჩენილი ერთადერთი ფორთოხლისა და წუხანდელი
წვეულებისგან შემორჩენილი მარილიანი თხილისგან, რო-
გორც შეუძლია, ისეთ საუზმეს იმზადებს და ონკანის ცხელ

689
მკითხველთა ლიგა

წყალს ხსნად ყავას ასხამს. ამ სახლშიც, ისევე, როგორც ვებ-


თან, ონკანებს, საიდანაც ცივი და ცხელი წყალი ერთი ადგილი-
დან გამოდის, თხელი ფალოსის ფორმა აქვს, რომელსაც
წვერზე თითქოს ფუტკარმა უკბინაო. მაცივარი სახლს მოჰყვა,
მასში ყინულის ავტომატური დასამზადებელია და უამრავ ნახე-
ვარმთვარის ფორმის ყინულის კუბს აკეთებს. ამან საოცრად
მოხიბლა ჰარი. მიუხედავად იმისა, რომ ძველი მაქსმასტერი
ჯერ ისევ მუშაობს, ჰარიმ თავისი პირობა არ დაარღვია და ჯე-
ნისს კომბაინი უყიდა. ადვილი შესაძლებელია, იმის მიზეზი,
რომ ჯენისს, საჭმლის თვითონ მომზადებას, ერჩივნა, სხვისი გა-
კეთებული ეჭამა, დედიკო სფრინგერის ძველმოდური სამზა-
რეულო იყო. ჰარი სახლში დაბორიალებს, აღფრთოვანებუ-
ლია თუჯის რადიატორებით, ფანჯრის თითბრის საკეტებით,
სააბაზანოში საუკეთესო ხარისხის ოქტაგონის ფორმის პატარა
კაფელით, კარის მრგვალი სახელურებითა და გასაღებიანი სა-
კეტებით. სახლის ყველა ეს დეტალი დღეს უავეჯო ოთახებში
თვალში საცემია, მაგრამ მალე, როცა აქ სხვა ნივთებიც გაჩდე-
ბა, ასე შესამჩნევი აღარ იქნება. ახლა კი ისინი გაშიშვლებული
და კრიალა ჩანს.
ზედა სართულზე, დაქანებულ კარადაში, იმ ოთახის გვერ-
დით, სადაც ადრე სავარაუდოდ, ბიჭების საძინებელი იყო, რად-
გან კედლები ჭიკარტებისგან უამრავ ადგილასაა დახვრეტილი
და პლაკატების მისამაგრებლად გამოყენებული წებოვანი
ლენტის ნაგლეჯებია შემორჩენილი, ჰარიმ ჟურნალ „პლეიბო-
ის“ და „პენტჰაუზის“ ადრეული სამოცდაათიანი წლების ნომრე-
ბი აღმოაჩინა. ნელი ტემპით მოძრავი ელექტროენერგიის
მრიცხველის ქვეშ, სამზარეულოში ჩასასვლელ საფეხურებთან,
ის ჯენისთან ერთად გუშინ, შურ ვალუში ნაყიდ დიდ, მწვანე ნაგ-
ვის პლასტმასის კონტეინერს ხედავს, მაგრამ ვიდრე ყველა

690
მკითხველთა ლიგა

ჟურნალს გადააგდებს, ჰარი მათ ათვალიერებს. შუა ნაწილს


ეძებს, ახალგაზრდა შიშველი ქალების სურათებით, სადაც თვი-
დან თვემდე, წლიდან წლამდე ბოქვენი თმით თანდათანობით
უფრო და უფრო ნაკლებადაა დაფარული და ღიად და სირ-
ცხვილის გარეშე ჩნდება. ამ ქალებს ავტომობილის კორპუსი-
ვით სრულყოფილ სხეულებზე მოცმული პენუარები გადაღეღი-
ლი აქვთ და ავაზის ტყავგადაფარებულ ტახტებზე კოტრიალო-
ბენ, რათა ჟურნალის ხელმომწერები მათი უსირცხვილობითა
და განძით დატკბენ. თვეები და წელიწადის დროები ერთმა-
ნეთს რომ ცვლიან, უხილავი ძალა ამ ახალგაზრდა ქალებს
აიძულებს, უფრო და უფრო ფართოდ გახსნან თავიანთი უზადო
ბარძაყები, ხოლო ამერიკის კონსტიტუციის ორასი წლისთავი-
სადმი მიძღვნილ ნომერში კი ისინი უკვე მთლიანად გადახსნი-
ლი აქვთ. სურათებიდან უზარმაზარმკერდიანი გოგონები ტეხა-
სიდან, ჰავაიდან, სამხრეთ დაკოტიდან გაბედულად იმზირები-
ან. სინათლესა და ფოტოაპარატის ლინზის ვარდისფერი, ვერ-
ტიკალური ხვრელი ემორჩილება, რომელიც თითქოსდა სის-
ხლისფერი, ქვემო სამყაროდან შემოგცქერის და არცთუ ისე
ლამაზია. ის მის მიღმა მიმალული, ჯერ ისევ გაუმჟღავნებელი
საიდუმლოს ბოლო ბარიერს წარმოადგენს. მდუმარე ფანჯრის
იქით კი ზამთრის დღის სინათლე თანდათან ილევა. ფანჯრის
მეორე მხრიდან ჰარის ციყვი უმზერს, ნაცრისფერი ზურგი მო-
უხრია და შავი თვალებით გაფაციცებული იყურება. ბუნების
ქმნილებაა, იმ ბუნების, რომელსაც ჰარი ყველგან ხედავს. ხე,
რომელიც სახლთან ყველაზე ახლოსაა, ალუბალი უნდა იყოს.
მისი მთელი ქერქი წრიული ხაზებითაა დაფარული. ციყვი ამ-
ჩნევს, რომ მას უყურებენ და გარბის. ნაგვის კონტეინერი ისე
მძიმდება მთელი დასტა ჟურნალებით, რომ თითქმის შეუძლე-
ბელი ხდება მისი აწევა. საშოების მთელი ტონა... ჰარი მათ ქვე-

691
მკითხველთა ლიგა

ვით მიათრევს. ჯენისი უკან ორი საათისთვის ბრუნდება და ჰა-


რის ამცნობს, რომ დედა, პრუსთან და პატარასთან ერთად, სა-
დილობის შემდეგ ესტუმრებათ.
- ყველა, პატარის ჩათვლით, კარგ ხასიათზე იყო, - ეუბნე-
ბა ჯენისი.
- ბავშვისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ?
- პრუმ ნელსონს შესთავაზა რებეკა დაერქმიათ, მაგრამ ის
სასტიკი წინააღმდეგია. ახლა ფიქრობს, ჯუდიტი დაარქვას. დე-
დამისს ჰქვია ასე. მე მათ ვუთხარი, არც ეფიქრათ ჯენისის დარ-
ქმევა, არასოდეს მომწონდა ჩემი სახელი.
- მე მეგონა, დედამისს ვერ იტანდა.
- ვერ იტყვი, რომ ვერ იტანს, დიდ პატივს არ სცემს. მამას
ვერ იტანს. ისე, მამამისმა უკვე ორჯერ დაურეკა და ძალიან...
როგორ ვთქვა? ჰო, შემრიგებლური იყო.
- ძალიან კარგი. იქნებ ჩამოვიდეს და მაღაზიაში დაგვეხ-
მაროს. შეუძლია, ზეინკლად იმუშაოს ჩვენთან. როგორ უყუ-
რებს პრუ იმ ამბავს, რომ ნელსონი გაიქცა და ბავშვის დაბადე-
ბის დროს მასთან არ იყო?
ჯენისი ქუდს იხდის, ფუმფულა, იისფერ, მსხვილად ნაქსოვ
ბერეტს, რომელსაც ის ზამთარში ატარებს. ამ ქუდში და ქურქში,
ომში მიმავალ, მუქი ფერის კანის პატარა ჯარისკაცს ჰგავს. ჯე-
ნისს თმა დაელექტროებული აქვს. ცარიელ სასტუმრო ოთახში
ადგილი არაა, რომ ქუდი დადოს და ამიტომ ფანჯრის თეთრ
რაფაზე აგდებს.
- იცი, პრუ საკმაოდ უცნაურად უყურებს ამ ყველაფერს.
როგორც ის ამბობს, ახლა მოხარულიც კია, ნელსონი აქ რომ
არ არის, რადგან მისთვის ცალკე უნდა ეგორებინა კოჭი. საერ-
თოდ კი, ის ფიქრობს, რომ ნელსონი სწორედ ასე უნდა მოქ-
ცეულიყო. მე მგონი, პრუმ იცის, რომ სწორედ მან უბიძგა ამ

692
მკითხველთა ლიგა

გადაწყვეტილებისკენ. მას მიაჩნია, ნელსონი როცა უნივერსი-


ტეტს დაამთავრებს, უფრო მეტად თვითდაჯერებული იქნება.
პრუს აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა, ნელსონი სამუდა-
მოდ დაკარგოს.
- უჰ, ნეტა დღეს რა უნდა გააკეთო ადამიანმა, რომ დამნა-
შავედ ჩაგთვალონ.
- ისინი გაგებით ეკიდებიან ერთმანეთს. - ამბობს ჯენისი. -
და ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია.
ჯენისი ზევით ადის და ჰარიც კუდში მიჰყვება, ეშინია, ამ
დიდ და ახალ სახლში არ დაეკარგოს.
- ხომ არ აპირებს, ნელსონს ჩააკითხოს და მასთან ერთად
იცხოვროს ბინაში?
- ის ფიქრობს, რომ ახლა მისი იქ ჩასვლა ნელსონს შეაში-
ნებს. და რა თქმა უნდა, დედასთვისაც უკეთესი იქნება, თუ პრუ
აქ დარჩება.
- ნუთუ პრუ მელანიზე სულ არ ეჭვიანობს?
- არა. ის ფიქრობს, მელანი ნელსონს მის მაგივრად მიხე-
დავს. თუ მათ დავუჯერებთ, მათ არ აქვთ ის ეჭვიანობის გრძნო-
ბა, რაც ჩვენ გვახასიათებს.
- თუ დავუჯერებთ.
- ეჭვიანობაზე გამახსენდა, - ჯენისი თავის ლაბადას სა-
წოლზე აგდებს და იხრება, საჯდომს მაღლა სწევს, რომ ჩექმის
ელვა გაიხსნას. - თელმამ დედას დააბარა ჩვენთვის გადმოეცა,
ხომ არ გვსურს, მათ ვესტუმროთ გვიან ვახშამზე და ერთად ვუ-
ყუროთ ჩემპიონატს. როგორც ვხვდები, მერქეთებიც იქ იქნები-
ან.
- და შენ რა უპასუხე?
- მე უარი ვუთხარი. ნუ ნერვიულობ, ძალიან ზრდილო-
ბიანი ვიყავი. მე ვუთხარი, რომ დედა და პრუ დავპატიჟეთ ჩვენს

693
მკითხველთა ლიგა

ცინცხალ „სონის“ ტელევიზორში ჩემპიონატის საყურებლად. და


ეს მართალია. მე ისინი მართლაც დავპატიჟე.
ჯენისი წინდებით დგას, ეკლესიაში რითაც დადის, იმ შავი
კოსტიუმის თეძოებზე ხელებს იწყობს, თითქოს ჰარის ემუქრება,
აბა გაბედე და თქვი, რომ იქ წასვლა და იმ უწესო ხალხთან
დროის გატარება გირჩევნია ოჯახთან დარჩენასო.
- ძალიან კარგი. - ამბობს ჰარი. - მე ხომ წესიერად არც
მინახავს...
- ჰო, და კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი. დედამ გრეის შტუ-
ლისგან შეიტყო, რომელიც, როგორც ჩანს, პეგი ფოსნაჰტის მა-
მიდის ახლო მეგობარია, ჩვენ რომ დასასვენებლად ვიყავით,
პეგი თავის ექიმთან მივიდა გეგმური ვიზიტით, მან კი საავად-
მყოფოში დატოვა და უკვე საღამოს, სასწრაფოდ ოპერაცია
გაუკეთეს და მკერდი მოჰკვეთეს.
- ოჰ, ღმერთო ჩემო. - ამბობს ჰარი. მკერდი, რომელსაც
ის კოცნიდა. საწყალი პეგი. ღმერთმა ფრჩხილით მოათალა.
ცხოვრება მაინც ძალიან რთულია ჩვენთვის.
- მას, რა თქმა უნდა, უთხრეს, რომ ყველაფერი ამოაჭრეს,
მაგრამ ხომ იცი, ყოველთვის ასე ამბობენ.
- ბოლო ხანებში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას
რაღაც უბედურება უნდა შემთხვეოდა.
- რაღაც გროტესკული იყო. უსათუოდ დავურეკავ, მაგრამ
არა ახლა.
ჯენისი სამუშაო კომბინეზონს იცვამს, სახლის დასალაგებ-
ლად ემზადება. ის ამბობს, რომ სახლი ძალიან ჭუჭყიანია, მაგ-
რამ ჰარი ამას ვერ ამჩნევს, „პლეიბოის“ ჟურნალებს თუ არ ჩავ-
თვლით. სადაც კი აქამდე უცხოვრიათ, ჰარის ჯენისისთვის სი-
სუფთავის დიდი სიყვარული არასოდეს შეუმჩნევია. უფარდო
ოთახში ზამთრის შუქი შიშველ იატაკსა და ცარიელ კედლებზე

694
მკითხველთა ლიგა

აირეკლება და მის ფონზე ჯენისის საცვლები ვერცხლისფრად


მოჩანს, ხოლო ჯენისის წენგოსფერი სლიკინა მხრები და მკლა-
ვები, სანამ ჰარის ძველ პერანგსა და ჩრჩილის შეჭმულ ჯემპერ-
ში დაიმალება, წყლიდან ამომხტარ თევზს ჰგავს. ჯენისის უკან
მათი ახალი აულაგებელი საწოლი დგას, რომელზეც სექსი ჯერ
არ ჰქონიათ, გასულ ღამეს ისინი საამისოდ ზედმეტად ნასვამე-
ბი და დაქანცულები იყვნენ. მათ სექსი, კუნძულზე იმ ღამის შემ-
დეგ არც ჰქონიათ. ჰარი გაღიზიანებული ეკითხება, სადილად
რას მიირთმევენ.
- მაცივარში ვერაფერი ნახე? - ეკითხება მას ჯენისი.
- ერთი ფორთოხალი იყო და საუზმეზე შევჭამე.
- კვერცხები და დაჭრილი ლორი ვიყიდე, მაგრამ რო-
გორც ჩანს, ბადიმ და იმას რა ჰქვია...
- ვალერი.
- რა სასწაული ვარცხნილობა ჰქონდა, არა? როგორ ფიქ-
რობ, ნარკოტიკებს ხომ არ იღებს? შუაღამის შემდეგ ომლეტი
რომ გაიკეთეს, ეტყობა სულ შეჭამეს. ასეთი არანორმალური
მადა, მგონი იმაზე მეტყველებს, რომ ნარკოტიკს იღებენ. ჰარი,
ცოტა ყველი უნდა დარჩენილიყო. კრეკერზე და ყველზე ვერ
გადახვალ, სანამ მოგვიანებით გავალ და დედას მოსვლისთვის
რამეს ვიყიდი? არ ვიცი, აქ რა მუშაობს კვირა დღეს, მაუნთჯაჯში
ხომ არ წავალ და ამდენ საწვავს ხომ არ დავხარჯავ?
- არა. - ეთანხმება ჰარი და კრეკერით, ყველით და რონის
და თელმას მოტანილი ექვსქილიანი შეკვრიდან მონარჩენი
ლუდით კმაყოფილდება. ვებმა და სინდიმ კონიაკი და შამპანუ-
რი მოიტანეს. მთელი შუადღე ჰარი ჯენისს დალაგებაში ეხმა-
რება. როცა ჯენისი იატაკს სველი ტილოთი რეცხავს და სამზა-
რეულოს და სააბაზანოს ნიჟარებს ხეხავს, ის ფანჯრებს წმენდს
და ხის ზედაპირს აპრიალებს. აქ მათ სააბაზანო ქვედა სარ-

695
მკითხველთა ლიგა

თულზეც აქვთ, მაგრამ ჰარიმ არ იცის, კომიქსების სურათებიანი


ტუალეტის ქაღალდი სად შეიძინოს. ჯენისმა თავისი „მუსტან-
გით“ დედამისისგან იატაკის საპრიალებელი მანქანა და საცხი
წამოიღო და ახლა ჰარი სასტუმრო ოთახის გრძელ, ღია ფე-
რის იატაკს საცხს უსვამს. ხის ყოველი ხვეულა, ამოშვერილი
ლურსმანი, რეზინის ქუსლისგან დამჩნეული ნაკაწრი - ეს ყვე-
ლაფერი მისია, ეს მისი სახლია. როცა საცხით იატაკს წრიული
მოძრაობებით აპრიალებს, ბაჭიას თავში ერთი და იგივე ფიქრი
უტრიალებს, სულელური ფიქრები, ისეთი, როგორიც ფიზიკური
სამუშაოს შესრულების დროს ჩნდება ხოლმე. წუხელ ჰარი სულ
იმაზე ფიქრობდა, იმ ორმა წყვილმა ისევ ხომ არ გაცვალა პარ-
ტნიორები და რონი და სინდი უკვე მეორედ ხომ არ გაერთნენ,
- ჯენისი და ჰარი იქაურობას რომ ტოვებდნენ, დანარჩენები
თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ. ისეთი შთაბეჭდი-
ლება დარჩა, თითქოს ის ოთხი იქ შეკრებილთა ბირთვს წარ-
მოადგენდა, ხოლო ენგსტრომები, საწყალი ბადი და მშიერი ვა-
ლერი კი მეორე ეშელონს, მესამე მსოფლიოს. თელმამ ზომა-
ზე მეტი დალია, მისი მოყვითალო კანი ბრწყინავდა და ჰარის
ვაზელინს აგონებდა. როცა ბაჭიამ მას ბატის შესახებ გამოგზავ-
ნილი გაზეთის ამონაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თელმა
ჯერ ჰარის მიაშტერდა, მერე რონის გახედა, შემდეგ კი ისევ ჰა-
რიზე შეაჩერა მზერა, ისე, თითქოს ბაჭიას თავი ქვებით ჰქონდა
სავსე. ბაჭიას ჰგონია, რომ ყველაფერი გამომჟღავნდება, ყვე-
ლაფერი, რაც მათი გამგზავრების შემდეგ მოხდა, ადრე თუ გვი-
ან გაცხადდება, რადგან ხალხს საიდუმლოს შენახვა არ ძა-
ლუძს. მაგრამ ჰარის გული სტკივა იმის გამო, რომ თელმა ვებს
იმის გაკეთების უფლებას მისცემს, რაც ჰარის და თელმას შო-
რის მოხდა და რომ სინდის რონისთან დროის გატარების სურ-
ვილი ისევ აქვს და ის დედობრივი მზრუნველობით, თავის მძი-

696
მკითხველთა ლიგა

მე მკერდს რონის ზევით აუწევს, რომ ამ ყბედმა მისი მკერდი


მოწოვოს და მერე ამის შესახებ სხვებს მოუყვეს. ჰარისონს მოტ-
ვლეპილი თავი ჩვილის თავს მიუგავს. აზრი არა აქვს რაიმეს
საიდუმლოდ შენახვას, ჩვენ ხომ ყველანი მალე დავიხოცებით.
ჩვენი ამქვეყნად ყოფნის საათები გადის, ყველგან ახალგაზ-
რდები არიან. მუსიკასაც ისინი უკვეთავენ და ახალ ამბებსაც
ისინი ქმნიან. რუთთან შეხვედრის შემდეგ ბაჭიას ისეთი გრძნო-
ბა აქვს, თითქოს სხეულის ნაწილი მოაჭრესო, მთელი სამყა-
რო, რომელსაც ცალ თვალს ადევნებდა, ერთბაშად ჩამოაშო-
რეს. საპრიალებელი მანქანა, ჯენისი რომ ამუშავებს, ღმუის და
ჰარის უკან რაღაცას ეტაკება. ბაჭიას შარშანდელ „თაიმსში“ წა-
კითხული სტატია ახსენდება, პრინსტონის უნივერსიტეტის პრო-
ფესორის თეორიის შესახებ, რომლის მიხედვითაც ძველ დრო-
ში, ღმერთები ადამიანებთან კავშირს მათი ტვინის მარცხენა თუ
მარჯვენა ნახევარსფეროთი ამყარებდნენ. ადამიანები, თავში
გადამცემჩადგმული რობოტებივით იყვნენ და ღმერთების კარ-
ნახით აკეთებდნენ ყველაფერს. მოგვიანებით კი, ანტიკური
ბერძნებისა თუ ასირიელების ხანაში, ეს სისტემა დაზიანდა,
ელემენტები თითქმის მთლიანად დაჯდა და ამიტომ ახლა ადა-
მიანებს ღმერთების მითითებები აღარ ესმით, მაგრამ ხანდახან
მაინც აქვთ ხოლმე გამონათებები. სწორედ ამის გამო დავდი-
ვართ ხოლმე ეკლესიაში. მთელი ეს რადიოს მიერთებულ ყურ-
საცვამებიანი, გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე ზანგები
და პედერასტები, იმის ნიშანია, რომ ჩვენ თავდაპირველ მდგო-
მარეობას ვუბრუნდებით. ჰარის ძილის წინ დედის ხმა ჩაესმის.
ის თითქოს ოთახის კუთხეშია და იქიდან ჩურჩულით ეძახის, „ჰა-
სი“. არადა, ეს სახელიც ისევე მკვდარია, როგორც ის ბიჭი, რო-
მელსაც ასე ერქვა. იქნებ მკვდრები ხდებიან ღმერთები. ნამ-
დვილად არის რაღაც სიკეთის მსგავსი მათში, თუნდაც ის, თუ

697
მკითხველთა ლიგა

როგორ გვითმობენ ადგილს. როცა ბერდები, თვითმხილვე-


ლებსაც კარგავ, იმათ, ვინც თითქოს ტრიბუნიდან, ადრეული
ასაკიდან თვალს გადევნებდნენ და ვისთვისაც ძვირფასი იყავი.
დედა, მამა, მოხუცი სფრინგერი, პატარა ბეკი, კარგი გოგონა
ჯილი (იქნებ ეს სიზმარი იმ დროის გამოხმაურება იყო, როცა
ჰარი ჯილს ასე სწრაფად დაეუფლა. ოღონდ ჯილს ასეთი შავი
თმა არ ჰქონდა. ეს სიზმარი ისეთი რეალური ჩანდა... ახალ
ურთიერთობას არაფერი შეედრება). სკიტერი, მისტერ ებენ-
დროტი, ფრენკ ბაიერი, სულ ახლახან მეიმი ეიზენჰაუერი, ჯონ
უეინი, ლინდონ ჯონსონი, ჯონ კენედი, „სქაილები“, ბატი. მალე
ჩარლის დედა და პეგი ფოსნაჰტიც წავლენ. და მისი ქალიშვი-
ლი, ანაბელ ბაიერი, რომელიც მთელ იმ სამყაროსთან ერთად
გაქრა, რომელსაც ჰარი ცალი თვალით აკვირდებოდა. ისე გაქ-
რა, როგორც „ვარსკვლავურ ომებში“ მთელი პლანეტები. რო-
გორც ჩანს, რაც მეტი მკვდარი გახსოვს, მით ნაკლებ ცოცხალს
იცნობ. ახსენდება რუთის ცრემლები, როცა ჰარი მას ტოვებდა:
იქნებ ამ სამყაროში ღმერთი ისეთია, როგორც ოკეანეებში მა-
რილი - ადამიანის წყალს გემოს აძლევს. ჰარის არასოდეს ეს-
მოდა, რატომ არ შეუძლია ხალხს მარილიანი წყლის დალევა,
ეს ხომ კოკა-კოლის კარტოფილის ჩიფსებზე დაყოლებაზე
უარესი ვერ იქნება.
ჰარის უკნიდან ესმის, რა მოუქნელად ამოძრავებს იატაკის
საპრიალებელ მანქანას ჯენისი, როგორ ახეთქებს მას პლინ-
თუსს და უცებ ხვდება, თუ რატომ ირჯებიან ასე, ცდილობენ, პა-
ნიკამ არ შეიპყროთ ამ სახლში, სადაც ისინი ჯოზეფ სთრითი-
დან ასე შორს არც უნდა გადმოსულიყვნენ. კოსმოსში დაიკარ-
გნენ. ალბათ, ასეთ რამეს გრძნობს სულიც, როცა ზეციდან
შორს, ჩვილის სხეულში ხვდება: სულს ისე ეშინია, რომ ამის
გამო ტირის და თან თავს დამნაშავედაც გრძნობს. უზარმაზარი

698
მკითხველთა ლიგა

ორმოა შესავსები. რამდენი ფული დასჭირდებათ, რომ ეს ოთა-


ხები ავეჯით შეავსონ, არადა მანამდე ყველაფერი უფასოდ
ჰქონდათ: ჰარიმ საკუთარი თავი თვითონ ჩაიგდო ამ მდგომა-
რეობაში. იპოთეკა 62.400 დოლარს შეადგენს, წლიური 13.2
პროცენტით, 8.500 დოლარი მხოლოდ პროცენტია. ოცი წლის
განმავლობაში, სანამ ჰარი სამოცდაექვსის გახდება, ყოველ
თვეში 700 დოლარი ექნებათ გადასახდელი. რას ამბობდა რუ-
თი თავის უმცროს ვაჟზე, 6/6/66? საოცარ რამეებს აკეთებენ ეს
ციფრები, ისინი არ იტყუებიან, თუმცა ოინებს კი გიწყობენ. სა-
მოცი და ათი. უამრავი რამაა, რის გაკეთებასაც ჰარი უკვე ვე-
რასდროს მოახერხებს: ჰარი სინდის „პენტჰაუზის“ ფურცლებზე
გამოსახული, ავაზის ტყავგადაფარებულ ტახტზე წამოწოლი
გოგოს პოზაში ვერ დააყენებს, ჰარი ვერც სინდის წინ დადგება
ოთხ ფეხზე და მას ვერ გალოკავს.
გასულ ღამეს, ბადი, რომელიც ისე დათვრა, რომ თავისი
ვერცხლის ჩარჩოიანი სათვალე მთლიანად დაეორთქლა, ბა-
ჭიას მიუბრუნდა და უთხრა, რომ მას კარგად ესმოდა, გიჟივით
რომ იქცეოდა და ხალხი ვალერის სიმაღლესა და მის სამ
შვილზე იჭორავებდა, მაგრამ ბადის ვალერი სჭირდებოდა.
„მხოლოდ ის მინდა“. უმეორებდა ჰარის თვალებზე ცრემლებ-
მომდგარი ბადი. „ფრთაგაშლილ არწივში“ კი სიახლეა: დორის
კაუფმანი ისევ დაქორწინებას აპირებს, ბაჭია რომ იცნობს, იმ
კაცზე, დონ ელბერჰარტზე, ენერგეტიკულ კრიზისამდე ქალა-
ქის უძრავი ქონების ყიდვით რომ გამდიდრდა. სხვას არავის მა-
შინ ეს თავში აზრად არ მოსვლია. როგორც ამბობენ, ცხოვრება
ტკბილია.
საღამოს ხუთ საათზე, როცა ჰარი და ჯეინი დალაგებას
ასრულებენ, ჯერ ისევ არ ბნელა, სინათლე თეთრი ფანჯრის
რაფებზე ჩამოწოლილა. ამ დროს დღე ზრდას იწყებს. ჩვენ რაც

699
მკითხველთა ლიგა

უნდა მოვიმოქმედოთ, პლანეტები თავიანთ კურსს არ ცვლიან.


ახალმოპრიალებულ დერეფანში, კიბის დასაწყისში, ჰარი ჯე-
ნისს ნიკაპის ქვეშ, სადაც კანი ნაზია და გაუხეშებული არაა,
ხელს კიდებს და ზევით, საძინებელში ასვლას სთავაზობს. ჯე-
ნისი მხურვალედ კოცნის ჰარის და ეუბნება:
- ოჰ, ჰარი, ძალიან კარგი აზრია, მაგრამ წარმოდგენა არა
მაქვს, ჩვენები როდის მოვლენ. ეს დამოკიდებულია, დედა რო-
დის გაიღვიძებს, ის კიდევ უფრო დასუსტდა და იმაზე, ბავშვს
როდის უწევს ჭამა, თანაც მე ჯერ არაფერი მიყიდია. მატჩი არ
დაიწყო?
- ექვსამდე არ დაიწყება, თამაში დასავლეთ სანაპიროზეა.
თამაშამდე, ხუთის ნახევარზე გადაცემაა, მაგრამ საინტერესო
არაა. მე მინდოდა, სამის ნახევარზე ფენიკში გამართული თა-
მაშისთვის მეყურებინა, მაგრამ, ეშმაკმა დალახვროს, შენ
სახლს ისე გულდასმით ასუფთავებდი დედაშენის მოსვლის-
თვის, რომ ვერ ვუყურე.
- მერედა, რატომ არ თქვი? შემეძლო ყველაფერი მარ-
ტოს გამეკეთებინა.
ჯენისი თავისი „მუსტანგით“ მიდის, ჰარი კი ზევით ადის,
რადგან ქვევით ისეთი არაფერია, რაზეც დაწოლა შეიძლება.
ჰარის იმედი აქვს, ზევით ციყვს კიდევ ნახავს, მაგრამ ის იქ
აღარ ხვდება. ბაჭიას ეგონა, რომ ციყვები ზამთარში იძინებენ.
შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ ეს ზამთარი ძალზე თბილი გამოდგა
და ციყვს ალბათ ამის გამო არ ძინავს. ჰარი რადიატორს, თავის
რადიატორს ხელს ადებს და როცა სითბოს შეიგრძნობს, სიამა-
ყისა და კმაყოფილების გრძნობა ეუფლება. ის ენგსტრომების
ახალ საწოლზე წვება, მაუნთჯაჯიდან წამოღებულ ჭრელ და-
ლიანდაგებულ საბანს იფარებს და მალევე იძინებს. სიზმარში
ხედავს, რომ მას და ჩარლის სამსახურში პრობლემები აქვთ,

700
მკითხველთა ლიგა

მნიშვნელოვან საბუთებს ვერ პოულობენ. ესიზმრება, სადემონ-


სტრაციო დარბაზში, იქ, სადაც ახალი მანქანები უნდა იდგეს,
ვარსკვლავებითა და ზოლებით დაფარული ნახვრეტებიანი ბე-
ტონის იატაკია. ის შეშინებული იღვიძებს. ქვევიდან ჭახანის
დახშული ხმა ისმის: ჯენისი შემოსასვლელის კარს კეტავს. ექვს
საათს გადასცდა.
- ლამის კეგელბანამდე მივედი, ვიდრე ღია მინიუნივერ-
სამს გადავაწყდებოდი. რა თქმა უნდა, მათ გაუყინავი არაფერი
მოეპოვებოდათ და ოთხი ულუფა გაყინული ჩინური სადილი
ვიყიდე. ყუთზე გამოსახულ სურათზე მადის აღმძვრელად გა-
მოიყურება.
- ეგ ხომ ცარიელი ქიმიაა? გგინდა, პრუს რძე მოეწამ-
ლოს?
- შენთვის ბევრი გამოყვანილი ძეხვი, კვერცხი, ყველი და
კრეკერი შევიძინე, რომ შენი წუწუნი აღარ იყოს.
ჰარის შუადღის ძილის შემდეგ გამოყოლილი შეგრძნება,
რომ თითქოს ვიღაცამ სახეში დახვეული სველი ტანსაცმელი
შემოსცხოო, თანდათან უქრება და ნელ-ნელა ხასიათზეც მო-
დის. სიბნელე დღის სიღრმეებს ავსებს, ფანჯრები, ჩარჩოში
ჩასმულ ფოტოფირს ჰგავს. თელმა და ნელსონი სადღაც აქ
წრეებს არტყამენ, ელოდებიან მომენტს, რომ შიგნით შემოვიდ-
ნენ. ჯენისმა მინიუნივერსამში ოცდაათი დოლარის სურსათი
შეიძინა და როცა ის პროდუქტს თეთრ მაცივარში აწყობს, ჰარი
იქ წუხანდელ, მხეცებისგან გადარჩენილ ლუდის ორ ქილას ამ-
ჩნევს. ჯენისმა მარილიანი მიწისთხილის ქილაც კი უყიდა ჰა-
რის, ერთ დოლარად და ოცდაცხრა ცენტად, რომ მან მატჩის
ყურების დროს მიირთვას. თამაშის პირველ ნაწილში უპირატე-
სობა ხან ერთი გუნდის მხარესაა და ხანაც მეორესი. ჰარის უნ-
და, რომ „სთილერსები“ დამარცხდნენ, უკმაყოფილოა იმით,

701
მკითხველთა ლიგა

რაც მათ „იგლზს“ დამართეს. და საერთოდაც, მას ლიდერები


არ მოსწონს. ჰარი „რემს“ გულშემატკივრობს, იმავე მიზეზით,
რა მიზეზითაც საბჭოთა სამხედრო მანქანის წინააღმდეგ ბრძო-
ლაში ავღანელ მეამბოხეებს თანაუგრძნობს.
თამაშის პირველი ნახევრის შემდეგ შესვენებაზე უამრავი
ფერად კაბიანი გოგო და ზოლიან მაისურიანი ბიჭი, პედერას-
ტებს რომ ჰგვანან, ათასობით კალიფორნიული საყვირის ხმაზე
ცეკვავს. ეს მუსიკა ძველი საუკეთესო ჯაზორკესტრების უნიჭო
იმიტაციაა. ახალგაზრდები ჯიტერბაგის ცეკვას ცდილობენ, მაგ-
რამ სვინგი არ გამოსდით, პირველ ტაქტზე ქუსლებზე უნდა
დადგნენ და მეორეზე კი დატრიალდნენ. ამის მაგივრად კი ისი-
ნი ისე ირწევიან, თითქოს დისკოთეკაზე არიან. შემდეგ ნომერ-
ში პატარა საყვარელი გოგონა, დები ენდრიუსების პაჟის ვარ-
ცხნილობით „სენტიმენტალურ მოგზაურობას“ მღერის, მაგრამ
ომის დროს, ორმოციანებში დორის დეი რომ მღეროდა, ის სუ-
ლისკვეთება არ იგრძნობა, ან კი როგორ უნდა იგრძნობოდეს?
ახლა ომი ხომ არაა. ეს ახალგაზრდები, ყველანი, გნებავთ
დაიჯერეთ, გნებავთ არა, 1960 წელზე ადრე არ დაბადებულან
და რაც ყველაზე ცუდია, სექსუალურად უკვე მომწიფებულები
არიან. სიტყვებზე „ყველანი გემბანზე“, ერთმანეთის უკან
მწკრივდებიან, „ჩატანუგა ჩუჩუს“, მატარებელს ქმნიან და კალი-
ფორნიის უღრუბლო ცის ქვეშ, კალის ფოლგის ფურცლებს,
რომელიც ვითომ მზის პანელებია, ზევით წევენ. „ენერგია ხალ-
ხია“, მღერიან ისინი. „ხალხი ენერგიაა“. ვის სჭირდება ჰომეინი
და მისი ნავთობი? ვის სჭირდება ავღანეთი? რუსების დედაც...
იაპონელების დედაც... თუ ასეა. მარტო ჩვენ ვიბატონებთ მთელ
დედამიწაზე.
მოსასვენებელ ოთახში მარტო ჯდომისგან და ასობით მი-
ლიონი სულელის მსგავსად თამაშის ყურებისგან დაღლილი

702
მკითხველთა ლიგა

ჰარი, მეორე ქილა ლუდის ასაღებად სამზარეულოში გადის.


ჯენისი ბანქოს სათამაშო მაგიდასთან ზის. ამ მაგიდის მათთვის
გამოტანება დედამისს ძალიან არ უნდოდა, თუმცა, თვითონ
კარტს მხოლოდ პოკონოსში თამაშობს.
- სად არიან ჩვენი სტუმრები? - კითხულობს ჰარი.
ჯენისი იქ ზის და ჩინურ კერძს ქურაში ათბობს, თან ჟურ-
ნალ „ლამაზ სახლს“ ათვალიერებს, რომელიც ალბათ მინიუნი-
ვერსამში იყიდა.
- ალბათ, დაეძინათ. მათ ხომ ღამე თითქმის არ სძინავთ.
ისე, ჰარი, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ახლა იქ აღარ ვცხოვ-
რობთ.
ჰარი ტუჩებს იკვნეტს, ლუდი მწარეა. ეტყობა, ცუდი მარ-
ცვლისგანაა გაკეთებული. კაცებს უყვართ თავიანთი საწამლავი.
- როგორც ვხვდები, ამ სახლში შენთან ერთად მარტო
ცხოვრება, წონაში დაკლების კარგი საშუალებაა. აქ არავინ
მაჭმევს.
- გაჭმევ, - ამბობს ჯენისი და პრიალა გვერდს ფურცლავს.
ჰარი ჟურნალზე ეჭვიანობს, ეჭვიანობს სახლზეც, რადგან
გრძნობს, რომ ჯენისისთვის ის უფრო და უფრო საყვარელი
ხდება.
- ეს იგივეა, ციური მანანის თავზე დაფრქვევას დაველო-
დო. - წუწუნებს ჰარი.
ჯენისი ჰარის კოპებშეკრული, მაგრამ არცთუ ისე მტრუ-
ლად უყურებს.
- მე მგონი, ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში შენ ციური
მანანის სიმცირეს არ უნდა განიცდიდე.
ჯენისის ტონის მიხედვით ჰარი ასკვნის, რომ ჯენისი თელ-
მაზე მიანიშნებს. არადა, ბაჭიას ეს ფიქრადაც არ გაუვლია, ყო-
ველ შემთხვევაში, ახლა.

703
მკითხველთა ლიგა

სტუმრები მეოთხე ტაიმის დასაწყისში ჩნდებიან, ზუსტად


მას შემდეგ, რაც ბრედშოუმ ბურთი ბომბივით ესროლა სთო-
ლუერსს და მიმღებიც და მცველიც, ორივე დაეცნენ, ხოლო იღ-
ბლიანმა სათადარიგო მოთამაშემ ცირკის ილეთი შეასრულა
და ბურთი დაიჭირა. ბაჭიას კვლავინდებურად ჰგონია, რომ
„რემსი“ გაიმარჯვებს. ჯენისი ეძახის, რომ დედიკო და პრუ მო-
ვიდნენ. დერეფნიდან დედიკო სფრინგერის ლაპარაკი ისმის.
ის თავის წავის ქურქს იხდის და ჰყვება, როგორ მოდიოდნენ
ბრუერის ქუჩებში, - მანქანები თითქმის არ შეხვედრიათ, რო-
გორც ის ვარაუდობს, თამაშის გამო. ის პრუს „კრაისლერის“
მართვას ასწავლის, რასაც პრუ სულ ადვილად ითვისებს, მას
შემდეგ, რაც მიხვდნენ და მძღოლის სავარძელი უკან გასწიეს.
დედიკო აქამდე პრუს გრძელ ფეხებს ვერ ამჩნევდა. პრუს ვარ-
დისფერში გახვეული რაღაც უკავია და მას სიცივისგან იცავს.
გოგოს დაქანცული და გამხდარი სახე კი აქვს, მაგრამ უფრო
დაწყნარებული ჩანს.
- უფრო ადრეც შევძლებდით მოსვლას, მაგრამ ნელსო-
ნისთვის გასაგზავნ წერილს ვბეჭდავდი და მინდოდა, დამესრუ-
ლებინა. - ბოდიშს იხდის ის.
- მე ის მანერვიულებს, რომ ნათქვამია, მოუნათლავი ჩვი-
ლის სტუმრად წაყვანა არ შეიძლება და ამან შეიძლება ცუდი
რამ გამოიწვიოსო. - ამბობს დედიკო სფრინგერი.
- კარგი რა, დედა. - ეუბნება ჯენისი. მას ერთი სული აქვს,
დედამისს დასუფთავებული სახლი აჩვენოს და ზევით მიუძღვე-
ბა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სინათლის ერთადერთი წყარო
რამდენიმე ნეოკოლონიალური სტილის კედლის ბრაა, პატა-
რა, ორმოც ვატიანი ნათურით. ნათურების უმრავლესობა სახ-
ლის უწინდელმა მფლობელებმა გადამწვარი დაახვედრეს.

704
მკითხველთა ლიგა

ჰარი თამაშის საყურებლად ისევ ვერცხლისფერ, ვარდის-


ფრად მოხატულგვერდებიან სავარძელში ჯდება. ესმის, რა მძი-
მედ ადგამს მტკივან ფეხს ზევით, ზუსტად მის თავზე, მოხუცი
სფრინგერი, რომელიც ოთახს ეძებს, სადაც ერთ მშვენიერ
დღეს შეიძლება ცხოვრება მოუწიოს. ჰარის ჰგონია, პრუც მათ-
თანაა, მაგრამ ნაბიჯებით თუ ვიმსჯელებთ, ის იქ არ უნდა იყოს.
ტერეზა საფეხურზე უხმაუროდ ჩამოდის და მისკენ მიემართება.
ის ჰარის კალთაში უდებს იმას, რასაც ბაჭია ამდენი ხანი ელო-
და. მოგრძო, აბრეშუმის ჭიასავით გახვეული პატარა სტუმარი.
ჩვილი „სონის“ ტელევიზორიდან მომავალ ფერად სინათლეს
ვერ ხედავს. დახუჭული თვალების უნაწიბურო ზოლი ოდნავ და-
ქანებულია, აბზეკილი ცხვირის ქვევით თითქოს ქედმაღლობით
გაბუშტული ტუჩები მოუჩანს; იცის, რა კარგიც არის. თავის ქა-
ლის მიხედვით მიხვდები, რომ ის მდედრობითი სქესისაა, ეს
პირველი დღიდანვე ჩანს. ყველა დაბრკოლების მიუხედავად
მან აქამდე შემოაღწია და აი, ახლა ის მის კალთაშია, მის ხე-
ლებში, სრულიად რეალური, თითქმის უწონადი, მაგრამ ცოც-
ხალი. ბედის მძევალი, გულის წადილი, შვილიშვილი. მისი. მის
კუბოში ჩარჭობილი კიდევ ერთი ლურსმანი. მისი.

705

You might also like