You are on page 1of 35

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

ზამთრის ოცნებები

1.

თითქმის ყველა „კედი“ ძალიან ღარიბი იყო და პატარა კოტეჯ-


ში ცხოვრობდა ეზოში მობალახე ნერვიულ ძროხასთან ერთად.
აი, დექსტერ გრინის მამა კი ბლექ-ბეარში სიდიდით მეორე სა-
ბაყლოს ფლობდა. პირველი და საუკეთესო The Hub იყო, რომ-
ლის ძირითად კლიენტებად შერი-აილენდელი მდიდრები ით-
ვლებოდნენ, ამიტომ დექსტერი მხოლოდ ჯიბის ფულისთვის მუ-
შაობდა გოლფ-კლუბში.
შემოდგომის მიწურულს, როცა გარემო ნაცრისფერი და უჟმუ-
რი ხდებოდა და მინესოტას გრძელი ზამთარი ეპატრონებოდა,
დექსტერი თოვლის ზეწარგადაფარებულ გოლფის მინდორზე
თხილამურებით დასრიალებდა. ასეთ დღეებში ღრმა მელანქო-
ლია იპყრობდა. ძალიან წუხდა, გოლფის მინდორი რამდენიმე
თვით რომ ცარიელდებოდა და მხოლოდ გაქუცული ბეღურების
საასპარეზოდ იქცეოდა. ისიც საწყენი იყო, რომ პირველი დარ-
ტყმისთვის განკუთვნილ მოედანზე, რომელიც ზაფხულობით
ათასფრად ციმციმებდა ხოლმე, ახლა მუხლებამდე თოვლში
ჩაფლული ცარიელი ქვიშის ყუთების მეტს ვერაფერს ხედავდა.
როცა გორაკებზე ადიოდა, სახეში სუსხიანი ქარი სცემდა ან, თუ
უღრუბლო ამინდი იყო, მობუზული ერთ ადგილს ტკეპნიდა და
გამჭოლი, ცივი მზის სხივებისგან მოჭრილ თვალებს ჭუტავდა.
ამჯერადაც, აპრილში ზამთარი ბოლოს და ბოლოს დასრულ-
და. ამინდი მკვეთრად შეიცვალა და დამდნარი თოვლი ბლექ-

1
ბეარის ტბაში ჩაიღვარა. ამან გოლფის თამაშის მოყვარულები
შეაგულიანა, სეზონი ადრიანად გაეხსნათ. ყოვლად უხალისოდ,
ყოველგვარი წვიმიანი გამომშვიდობების გარეშე, სიცივემ კარი
გაიხურა.
დექსტერისთვის ის ჩრდილოური გაზაფხული იმდენად უხა-
ლისო გამოდგა, რამდენადაც შემოდგომა იყო ბრწყინვალე. შე-
მოდგომაზე დექსტერი ფორიაქობდა, ხელებს მუშტავდა, კანკა-
ლებდა და იდიოტურ წინადადებებს ჩურჩულებდა. ხანდახან
მკვეთრად აიქნევდა მკლავებს, თითქოს წარმოსახულ აუდიტო-
რიას თუ არმიას ბრძანებას აძლევდა. ოქტომბერმა ახალი იმე-
დით აღავსო, ნოემბერში ეს იმედი აღტყინებაში გადაიზარდა და
ამას გონებაში მოტივტივე შერი-აილენდური ზაფხულის მშვენი-
ერმა მოგონებებმა სწორედაც რომ ხელი შეუწყო: ის გოლფის
ჩემპიონი გახდა – გონებაში ათასგზის წარმოსახულ ფინალურ
მატჩში მისტერ ტ. ა. ჰედრიკი დაამარცხა, რომელსაც ხან ძალიან
დიდი სხვაობით ადვილად უგებდა, ხანაც ვითომ ჩამორჩენილი,
წამოეწეოდა და მაინც ჯობნიდა. მერე წარმოიდგინა, ამაყად რო-
გორ გადმოდიოდა Pierce-Arrow-ს მარკის ავტომობილიდან,
ისევე როგორც მისტერ მორტიმერ ჯონსი, და „შერი-აილენდის
გოლფკლუბში“ შედიოდა... ანდა ვითომ,თაყვანისმცემლებით
გარშემორტყმული, ტრამპლინიდან ხტებოდა, ჰაერში ოსტატუ-
რად ყირაზე გადადიოდა და გოლფ-კლუბის ტბაში ყვინთავდა...
პირღია დარჩენილ მაყურებელთა შორის მისტერ მორტიმერ
ჯონსიც იჯდა.
ერთხელაც ნამდვილი მისტერ ჯონსი და არა წარმოსახული,
მართლაც მიუახლოვდა და თვალებზე ცრემლმომდგარმა სთხო-

2
ვა, იქნებ კიდევ ცოტა ხნით იყო ჩემი „კედი“, კარგ თანხას გადა-
გიხდიო... სხვა ბიჭები ყოველ თამაშში თითო ხვრელში თითო
ბურთს მაინც მიკარგავენო...
– არა, სერ, – დაბეჯითებით უპასუხა დექსტერმა,– ამ საქმეს
შევეშვი, – თუმცა, მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – „კედის“ ასა-
კიდან უკვე გამოვედი.
– ჯერ თხუთმეტისაც არ იქნები. რაღა მაინცდამაინც ამ დი-
ლით მოგინდა წასვლა? წინა კვირას დამპირდი, შტატის ჩემპიო-
ნატზე გამოგყვებიო.
– მივხვდი, რომ უკვე „კედის“ ასაკიდან გამოვედი.
დექსტერმა თავისი „A კლასის“ სამკერდე ნიშანი დააბრუნა,
„კედების“ ინსტრუქტორისგან კუთვნილი ანაზღაურება მიიღო და
თავის სოფელში დაბრუნდა.
– საუკეთესო „კედი“ იყო, ვინც კი მინახავს, – გაჰყვიროდა შე-
ზარხოშებული მისტერ ჯონსი იმ შუადღით ბარში, – ერთი ბურთი
არ დაჰკარგვია! მონდომებული! ჭკვიანი! მშვიდი! პატიოსანი!
ყველაფრის მიზეზი თერთმეტი წლის გოგონა იყო – მოხდენი-
ლად უშნო, როგორებიც პატარა გოგონები არიან, სანამ რამდე-
ნიმე წელიწადში ენით აუწერლად არ გალამაზდებიან და მრავა-
ლი მამაკაცის გაუთავებელი სევდა-ნაღველის მიზეზად არ იქცე-
ვიან. თუმცა, გოგონას გარეგნული პეწი უკვე ეტყობოდა. გაღიმე-
ბისას ტუჩებს ისე მაცდურად პრუწავდა და – ღმერთო! – თვალებ-
საც ისე ვნებიანად აფახურებდა. ასეთ ქალებში სიცოცხლის ხა-
ლისი ადრიანად იღვიძებს. ამის დასტურად პატარა გოგონას
მუდმივად გაბრწყინებული თხელი სახეც გამოდგებოდა. – გო-
გონა გოლფის მინდორზე დილის ცხრა საათზე მოვიდა თეთრკა-
ბიანი ძიძის თანხლებით, რომელსაც თეთრივე ნაჭრის ჩანთით

3
ხუთი მცირე ზომის გოლფის ჯოხი მოჰქონდა. დექსტერმა ისინი
პირველად „კედების“ გასახდელთან შეამჩნია. როგორც ჩანდა,
გოგონა თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა და ამის დაფარვას
ძიძასთან ნაძალადევი ლაქლაქითა და ზედმეტი პრანჭვა-გრე-
ხით ცდილობდა.
– მშვენიერი ამინდია, ჰილდა, – გაიგონა დექსტერმა მისი
სიტყვები. გოგონამ მაცდურად გაიღიმა და ირგვლივ მალულად
მიმოიხედა. მისი მზერა წამით დექსტერისასაც შეხვდა. შემდეგ
ისევ ძიძას მიუბრუნდა: – ჩანს, ამ დილით გოლფის მინდორზე
ბევრი არავინაა.
ისევ ღიმილი – ხელოვნური, გამომწვევი, მაინც დამაჯერებე-
ლი. – ახლა რა ვქნათ? – იკითხა ძიძამ და დაბნეულმა მიმოიხე-
და. –ო, ნუ ღელავ, რამეს მოვიფიქრებ.
დექსტერი გაუნძრევლად იდგა, პირი ოდნავ დაეღო. თუ ნა-
ბიჯს წინ გადადგამდა, გოგონას თვალთახედვის არეში მოექცე-
ოდა, თუ უკან – გოგონას სახეს გარკვევით ვეღარ დაინახავდა.
ახლაღა მიხვდა, რომ გოგონა მასზე უმცროსი იყო და, სხვათა შო-
რის, გასულ წელს რამდენჯერმე ენახა კიდეც ბლუმერში გამოწ-
ყობილი.
უცებ, უნებურად გადაიხარხარა, თავისსავე სიცილმა შეაკ-
რთო, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით გაერიდა გოგონასა და
მის ძიძას.
– ყმაწვილო! დექსტერი შეჩერდა. – ყმაწვილო...
.
მას ეძახდნენ. თანაც არა მხოლოდ ეძახდნენ, იმ უაზრო, აბ-
სურდული ღიმილითაც უღიმოდნენ, რომელიც მრავალ მამაკაცს
სიცოცხლის ბოლომდე ჩარჩებოდა გონებაში. ..

4
– ყმაწვილო, ხომ არ იცით, გოლფის მასწავლებელი სად ვი-
პოვოთ? – შეგირდებს ავარჯიშებს. – „კედების“ ინსტრუქტორი
სად არის? – ჯერ არ მოსულა.
– ო, – მოიწყინა იმედგაცრუებულმა გოგონამ და უხერხულად
მოინაცვლა ფეხი.
– „კედი“ გვჭირდება, – თქვა ძიძამ, – მისის მორტიმერ ჯონსმა
გოლფის სათამაშოდ გამოგვიშვა, მაგრამ „კედის“ გარეშე არ
შეგვიძლია...
ძიძას სიტყვები მის ჯონსის მკაცრმა გამოხედვამ გააწყვეტინა,
რასაც უმალვე მომაჯადოებელი ღიმილი მოჰყვა.
– ჩემ გარდა, ამ დილაადრიან აქ არც ერთი „კედი“ არ არის, –
უთხრა უნდა გავწიო.
მის ჯონსი და ძიძა განზე გადგნენ და გაცხოველებული კამათი
გააჩაღეს. კამათი იმით დასრულდა, რომ მის ჯონსმა გოლფის
ერთი ჯოხი ჩანთიდან ამოიღო და მიწას გამეტებით დასცხო. მე-
ორედაც მოიქნია ჯოხი, რომ ძიძისთვის მკერდში დაერტყა, მაგ-
რამ ძიძამ ჯოხი დაიჭირა და გოგონას ხელიდან გამოსტაცა.
– საძაგელო დედაბერო! – შეჰყვირა გაშმაგებულმა მის ჯონ-
სმა. – და კამათი ისევ განახლდა. გოგონა ისე სასაცილოდ გაწიწ-
მატდა, რომ დექსტერს გაეცინა, ერთი-ორჯერ კინაღამ ხმამაღ-
ლაც ახარხარდა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. რატომღაც დარ-
წმუნებული იყო, რომ პატარა გოგონა ძიძის ცემას სამართლია-
ნად ცდილობდა.
სიტუაცია უფროსი ინტრუქტორის უეცარმა გამოჩენამ განმუხ-
ტა, ძიძა მაშინვე მასთან მიიჭრა.
– მის ჯონსს „კედის“ დახმარება სჭირდება, ეს ბიჭი კი უარს
გვეუბნება.

5
– მისტერ მაკკენამ მითხრა, დაგლოდებოდით, – სასწრაფოდ
თავი იმართლა დექსტერმა.
– კარგი, როგორც ხედავ, ინსტრუქტორი უკვე მოვიდა, – მხი-
არულად გაუღიმა მის ჯონსმა ინსტრუქტორს, შემდეგ ჩანთა მიწა-
ზე დააგდო და ამაყად თავაწეულმა გააბიჯა პირველი მოედნის-
კენ. – – აბა, რაღას დამდგარხარ და სულელივით შემომყურებ?
– მიუბრუნდა უფროსი ინსტრუქტორი დექსტერს, – მიდი, ახალ-
გაზრდა ლედის ჯოხები აიღე!
– დღეს მუშაობას აღარ ვაპირებ. – რაო?! – არც დღეს და არც
ხვალ, საერთოდ მივდივარ.
დექსტერი საკუთარმა გადაწყვეტილებამ დააფრთხო. გოლფ-
კლუბში ერთ-ერთ საუკეთესო „კედად“ ითვლებოდა და ოცდაათ
დოლარს, რომელსაც ზაფხულის განმავლობაში უხდიდნენ, ტბის
მიდამოებში სხვაგან ვერსად გამოიმუშავებდა. თუმცა, გოგონას
მოქმედებისგან იმდენად ემოციური შოკი მიიღო, რომ მღელვა-
რების დასაცხრობად მკვეთრი და მყისიერი საპასუხო ნაბიჯი უნ-
და გადაედგა. – ასეთი ნაბიჯის გადადგმა იოლი არასდროსაა.
როგორც შემდეგში ბევრგან გამოჩნდება, დექსტერს ამისკენ ზამ-
თრის ოცნებებმა უბიძგა.

2.

რასაკვირველია, დროთა განმავლობაში, შინაარსი ცოტა შე-


იცვალა, მაგრამ ზამთრის ოცნებები დექსტერს მაინც დიდხანს
სდევნიდა. მათ გამო შტატის უნივერსიტეტის ბიზნესის სპეცია-
ლობაზე სწავლა მიატოვა – მამამისს საქმეები კარგად მისდიოდა
და სწავლის საფასურსაც იხდიდა – და აღმოსავლეთ სანაპიროზე

6
უფრო ძველსა და პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც
თავისი მწირი დაფინანსებით თავის გატანა საკმაოდ უჭირდა.
მართალია, ზამთრის ოცნებებში დექსტერი მდიდრებთან გატო-
ლებას ნატრობდა, მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაც სნობი იყო.
მდიდრული ნივთები და მდიდარ ადამიანებთან ურთიერთობა კი
არა, თავად სიმდიდრის ფლობა სურდა. გამუდმებით მიილტვო-
და ყველაფერ საუკეთესოსკენ, ოღონდ თვითონაც არ იცოდა, რა-
ტომ. ზოგჯერ გზად წინაღობებსა და აკრძალვებს გადააწყდებო-
და, რითაც ასე გვანებივრებს ცხოვრება. ჩვენი მოთხრობაც ერთ-
ერთ ასეთ წინააღმდეგობასთან გამკლავებაზე მოგვითხრობს, და
არა უბრალოდ დექსტერის ისტორიას. . .
დექსტერმა ბევრი ფული იშოვა, თანაც ძალზე შთამბეჭდავად.
კოლეჯის შემდეგ იმ ქალაქში წავიდა, საიდანაც ბლექ-ბეარი თა-
ვის მდიდარ მფარველებს იზიდავს. მხოლოდ ოცდასამი წლისა
იყო, ქალაქში სულ ორი წლის ჩასული, როცა მასზე ალაპარაკ-
დნენ, ამ ბიჭს დიდი მომავალი ელისო. სანამ მისი ხნის მდიდრე-
ბის ვაჟები უსარგებლოდ ანიავებდნენ ან სარისკო საქმეებში
აბანდებდნენ მამისეულ ქონებას, ან „ჯორჯ ვაშინგტონის კომერ-
ციის საფუძვლების“ ოც ტომს იზუთხავდნენ, დექსტერმა თავისი
საუნივერსიტეტო ხარისხისა და მჭევრმეტყველების წყალობით
ათასდოლარიანი სესხის აღება შეძლო და ამ თანხით სამრეც-
ხაოში წილი იყიდა.
პატარა სამრეცხაო იყო, მაგრამ დექსტერმა ინგლისელების-
გან სპეციალური მეთოდი ისწავლა, როგორ გაერეცხა გოლფის
მოთამაშის მატყლის წინდები ისე, რომ არ გათელილიყო და,
სულ რაღაც ერთ წელიწადში ძალიან ბევრი კლიენტი მიიზიდა.
გოლფის მოთამაშეები ისევე დაჟინებით ითხოვდნენ, დექსტერის

7
სამრეცხაოში გაერეცხვინებინათ მათი წინდები და სვიტერები,
როგორც საუკეთესო „კედებს“. მალე დექსტერმა მათი ცოლების
თეთრეულის რეცხვაც დაიწყო და ქალაქის სხვადასხვა უბანში
ხუთი დამატებითი სამრეცხაოც გახსნა. ოცდაშვიდი წლის ასაკში
ქვეყნის ამ ნაწილში ყველაზე დიდ სამრეცხაო ქსელს ფლობდა.
მალე ეს ქსელი გაყიდა და ნიუ-იორკში გადასახლდა. თუმცა, ჩვე-
ნი მოთხრობა ჯერ იმ დღეების შესახებ მოგვიყვება, როცა დექ-
სტერმა კარიერაში პირველ წარმატებას მიაღწია.
ოცდასამი წლისა იყო, როცა მისტერ ჰარტმა, ჭაღარა მამაკაც-
მა, ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც დექსტერზე ამბობდა, ამ ბიჭს დი-
დი მომავალი ელისო, „შერი-აილენდის გოლფ-კლუბის“ მოსაწ-
ვევი გადასცა. ამგვარად, შაბათ დღეს დექსტერმა რეგისტრაცია
გაიარა და შუადღით მისტერ ჰარტთან, მისტერ სენდვუდთან და
მისტერ ტ. ა. ჰედრიკთან ერთად ოთხთა შეჯიბრი გამართა გოლ-
ფში. რასაკვირველია, საჭიროდ არ მიიჩნია აღენიშნა ის ფაქტი,
რომ წლების წინ მისტერ ჰარტის გოლფის ჯოხებსა და ბურთებს
დაათრევდა და ყოველ ორმოსა და თხრილს თვალდახუჭული აგ-
ნებდა. ხშირ-ხშირად გახედავდა ხოლმე ზურგს უკან მომავალ
ოთხ „კედის“ და მათ სახეზე ნაცნობი გამომეტყველების დანახ-
ვას ცდილობდა, რათა თავის აწმყოსა და წარსულს შორის არსე-
ბული უფსკრული როგორღაც მაინც შეემცირებინა.
უცნაური დღე იყო, შთაბეჭდილებებით დატვირთული. ერთ
მომენტში თავს თვითმარქვიად გრძნობდა, მეორე მომენტში –
მისტერ ტ. ა. ჰედრიკზე, რომელიც საოცრად მოსაწყენი და გოლ-
ფის ცუდი მოთამაშე გამოდგა, ბევრად აღმატებულად.

8
შემდეგ, იმ დროს, როცა მისტერ ჰარტმა ბურთი მეთხუთმეტე
მოედანზე დაკარგა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – ბა-
ლახში ბურთს დაეძებდნენ, როცა უკანა გორაკიდან.ხმამაღალი
შეძახილი გაისმა:
– ვურტყამ!
ყველანი უკან შეტრიალდნენ და უცებ, გორაკის მხრიდან შხუ-
ილით გამოფრენილი ბურთი მისტერ ჰარტს პირდაპირ მუცელში
მოხვდა.
–ღმერთო ჩემო! – წამოიყვირა მისტერ ტ. ა. ჰედრიკმა, – ეს
შეშლილი ქალები აქაურობას უნდა მოაშორონ, მეტის მოთმენა
შეუძლებელია!
გორაკის უკნიდან ჯერ თავი გამოჩნდა, მერე ხმა გაისმა: – თუ
შეიძლება, გზა დაგვითმეთ!
– ბურთი მუცელში მომარტყით! – შეეპასუხა გაბრაზებული
მისტერ ჰარტი. – – მართლა? – ახალგაზრდა გოგონა მამაკაცებს
მიუახლოვდა, – უკაცრავად, მაგრამ ხომ დავიყვირე, ვურტყამ-
მეთქი?!
გოგონამ ოთხივეს შეხედა და შემდეგ თავის ბურთამდე მანძი-
ლი თვალით გაზომა.
– როგორც ჩანს, ძლიერად ასხლტა.
ვერავინ მიხვდა, ეს სიტყვები დამცინავად თქვა თუ გულუბ-
რყვილოდ. თუმცა, წუთში, როგორც კი გორაკს უკნიდან მისი მეწ-
ყვილე გამოჩნდა, ყველაფერი გაირკვა.
– აქ ვარ! – მხიარულად დაუძახა გოგონამ, – ჩავაგდებდი,
მაგრამ ბურთი რაღაცას მოვარტყი.

9
სანამ გოგონა ხელახლა დასარტყმელად ემზადებოდა, დექ-
სტერმა უფრო ყურადღებით შეათვალიერა. ლურჯი, კუბოკრული
კაბა ეცვა,
გრძელსაყელოიანი და მოკლე, თეთრსახელოიანი, რაც მის
გარუჯულ კანს თვალშისაცემს ხდიდა. მოჭარბებული ემოციურო-
ბა და მოუსვენრობა მის ვნებიან თვალებს და მაცდურ ღიმილს
თერთმეტი წლის ასაკის ბავშვისთვის შეუფერებელს რომ ხდიდა,
სადღაც გამქრალიყო. ახლა ჯუდი გამაოგნებლად ლამაზი იყო.
ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა, თითქოს ფერუმარილი უსვიაო,
თუმცა, ეს მისი ბუნებრივი ფერი იყო, წუთიერი აღტაცებით გა-
მოწვეული; ადვილად შეიძლებოდა, კვლავ უეცრად გაფერ-
მკრთალებულიყო და გამქრალიყო. მისი ბაგეების ფერი და მოძ-
რაობა მეტყველებდა გოგონას ენერგიულობაზე, ხალისიანობასა
და ვნებიანობაზე, რასაც თვალებში უხვად ჩამდგარი სევდა მხო-
ლოდ ნაწილობრივ არბილებდა.
გოლფის ჯოხი სწრაფად და დაუკვირვებლად მოიქნია და ბურ-
თი მოედნის მეორე ბოლოს, ხვრელში ჩააგდო. შემდეგ კეკლუ-
ცად გაიღიმა, გმადლობთო, უდარდელად თქვა და ბურთს გაჰყვა.
– ოჰ, ეს ჯუდი ჯონსი! – ჩაილაპარაკა მისტერ ჰედრიკმა, სანამ
რამ– , დენიმე წუთს იცდიდნენ, რომ გოგონასთვის წინ წასვლის
საშუალება მიეცათ, – ჯერ ნახევარი წელი ყოველდღე კარგად უნ-
და გატყიპო, მერე კი რომელიმე ძველმოდურ კავალერისტს გა-
აყოლო ცოლად.
– ღვთის გულისათვის, ის ხომ ასეთი მშვენიერია! – წამოიძახა
მისტერ სენდვუდმა, რომელიც ოცდაათს ძლივს იყო გადაცილე-
ბული.

10
– მშვენიერია?! – გაიცინა მისტერ ჰედრიკმა, – ისე გიყურებს,
გეგონება, გეუბნება, მოდი და მაკოცეო! აჟუჟუნებს იმ ბრიალა
თვალებს, ქალაქში ბიჭი არ დაუტოვებია, თავბრუ რომ არ დაახ-
ვიოს!
საეჭვოა, მისტერ ჰედრიკს ამ სიტყვებში მართლა მხოლოდ
თავბრუს დახვევა გულისხმა.
– მისგან კარგი გოლფის მოთამაშე დადგებოდა, რომ მოინ-
დომებდეს, – თქვა მისტერ სენდვუდმა.
– არანაირი მონაცემი არ აქვს, – შეედავა მისტერ ჰედრიკი. –
მოხდენილი ფიგურა აქვს, – ჩაილაპარაკა მისტერ სენდვუდმა.
– მადლობა უფალს, უფრო ძლიერად ვერ ურტყამს, – დექ-
სტერს თვალი ჩაუკრა მისტერ ჰარტმა.
შემდეგ ოქროსფერი დაისი დადგა, მზე მეწამულ-ლურჯ მო-
რევში ჩაესვენა და დედამიწაზე დახუთული, შრიალა ღამე დატო-
ვა. დექსტერი გოლფ-კლუბის ვერანდიდან უყურებდა, ნაზი სიო
როგორ წარმოქმნიდა წყლის ზედაპირზე პატარ-პატარა ტალ-
ღებს. შემდეგ მთვარემ ტუჩებზე თითი მიიდო და ტბა კამკამა გუ-
ბურად იქცა, გაუფერულდა და გაჩუმდა. დექსტერმა საბანაო კოს-
ტიუმი ჩაიცვა, წყალში ჩახტა და მეორე ნაპირამდე გაცურა.
წყლიდან ამოსული, სველი, პირდაპირ ტრამპლინზე გაწვა. .
წყალში თევზები ხტოდნენ, ტბის გარშემო ლამპიონები ენთო, ცა-
ზე ვარსკვლავი კაშკაშებდა. ბნელ ნახევარკუნძულზე როიალი
გასული და წარსული ზაფხულების სიმღერებს უკრავდა, სიმღე-
რებს „ჩინ-ჩინიდან“, „ლუქსემბურგის გრაფიდან“, „შოკოლადის
ჯარისკაციდან.“ და ვინაიდან, წყლის პირას როიალზე დაკრული
მელოდიების მოსმენა ძალიან მოსწონდა, დექსტერი ჩუმად იწვა
და უსმენდა. – მხიარული მელოდია, რომელიც ამჟამად ესმოდა,

11
მოდაში ხუთი წლის წინ შემოვიდა, როცა დექსტერი კოლეჯის
პირველკურსელი იყო. ერთხელ საცეკვაო მეჯლისზე უკრავდნენ,
მაგრამ მაშინ დექსტერს მეჯლისის მოსაწვევის შესაძენად ფული
არ ჰქონდა, ამიტომ გიმნაზიის გარეთ იდგა და იქიდან უსმენდა.
ამ მელოდიამ დექსტერში ერთგვარი ექსტაზი გამოიწვია, გაახ-
სენდა, ვინ იყო მაშინ და მას მერე რამდენს მიაღწია. კმაყოფილ-
მა იმ ღამით პირველად გაიაზრა, რომ ბოლოს და ბოლოს ცხოვ-
რების რიტმს ფეხი აუწყო და ერთ დროს სანატრელი ბრწყინვა-
ლებისა და დიდების შარავანდედშიც გაეხვა.
უეცრად ბნელ კუნძულს მოგრძო ჩრდილი გამოეყო. მოტო-
რიანი ნავის გუგუნი გაისმა. ნავის უკან გაპობილი წყლის ორი ქა-
ფიანი ზოლი გაჩნდა და თითქმის უმალვე ნავმა ნაპირს ჩაუარა.
წყლის ხმამაღალმა დგაფუნმა როიალის მხურვალე წკრიალი ჩა-
ახშო. ხელებზე დაყრდნობილმა დექსტერმა თავი ასწია და საჭეს-
თან მდგარი ფიგურა დაინახა. ნავი ნაპირს დასცილდა და ტბის
შუაგულში უაზროდ წრეზე ტრიალი დაიწყო. შემდეგ ასევე უაზ-
როდ ნავი ისევ ტრამპლინისკენ გამოემართა.
– რომელი ხართ მანდ? – მოტორი გამოირთო და გაისმა ქა-
ლის ხმა. ნავი ისე ახლოს იდგა, რომ დექსტერმა ქალის ვარდის-
ფერი საცურაო კოსტიუმიც კი გაარჩია.
ნავის ცხვირი ტრამპლინს შეეჯახა, ტრამპლინი წყლისკენ გა-
დაიწონა და დექსტერი ახალმოსულისკენ გადავარდა. ქალმა და
დექსტერმა ერთმანეთი იცნეს.
– თქვენ ერთ-ერთი იმათგანი არა ხართ, შუადღით გოლფის
მოედანზე რომ გადაგისწარით? – ჰკითხა ახალგაზრდა ქალმა.
დიახ, ის იყო.

12
– მოტორიანი ნავის მართვა შეგიძლიათ? თუ შეგიძლიათ, სა-
ჭესთან თქვენ დაჯექით, მე კი სერფბორდით უკან გამოვებმები.
მე ჯუდი ჯონსი ვარ, – გოგონამ დექსტერს ირონიულად გაუღიმა,
უფრო სწორად, ირონიულად გაღიმება სცადა, რადგან მიუხედა-
ვად ალმაცერად მოპრუწული ტუჩებისა, სახეზე უშნოს ნაცვლად,
მომაჯადოებელი ღიმილი აღებეჭდა, – კუნძულზე ვცხოვრობ, აი,
იმ სახლში. შინ ერთი კაცი მელოდება. მოსვენება არ მომცა, მე
ნავში ჩავჯექი და აქეთ გამოვცურე... ის კაცი მეუბნება, ჩემი იდეა-
ლი ხარო.
წყალში თევზები ხტოდნენ, ტბის გარშემო ლამპიონები ენთო,
ცაზე ვარსკვლავი კაშკაშებდა. დექსტერი ნავში გადაჯდა. ჯუდი
ჯონსმა აუხსნა, ნავი როგორ ემართა, თვითონ კი წყალში ჩახტა
და სერფბორდისკენ დინჯად გაცურა. მისი ყურება თვალისთვის
ერთი სიამოვნება იყო. თითქოს ხის ტოტი ირხეოდა ან თოლია
ლაღად შლიდა ფრთებს. მისი გარუჯული ხელები პლატინისფერ
ტალღებს რიტმულად მიაპობდა.
ტბის სიღრმეში შეცურეს. დექსტერი უკან შეტრიალდა. გოგო-
ნა სერფბორდზე ჩამუხლული იდგა.
– უფრო სწრაფად, – დაუძახა გოგონამ, – მაქსიმალური სიჩ-
ქარით გაცურეთ. , ,
დექსტერი დაემორჩილა, ბერკეტს დააწვა და ნავის ცხვირწინ
თეთრ შხეფების შადრევანი ავარდა. როცა კიდევ ერთხელ მიბ-
რუნდა უკან, გოგონა უკვე წელში გამართული და ხელებგაშლი-
ლი იდგა სერფბორდზე და მთვარეს შეჰყურებდა.
– საშინლად ცივა, –დაიყვირა გოგონამ, – რა გქვიათ? დექ-
სტერმა უპასუხა. – იქნებ ხვალ სადილად გვესტუმროთ?

13
დექსტერს გული ნავის საჭესავით სწრაფად აუფრთხიალდა
და უკვე მეორეჯერ ჯუდი ჯონსის უეცარმა ახირებამ მისი ცხოვრე-
ბის მიმდინარეობა სრულიად შეცვალა.

3.

მომდევნო საღამოს დექსტერი ჯუდი ჯონსის საძინებლიდან


ჩამოსვლას ფართო, მუქკედლებიან მისაღებში ელოდა. მისაღებ-
სა და ღია ვერანდაზე სხვა სტუმრებიც ირეოდნენ, მამაკაცები,
რომლებსაც დექსტერამდე უყვარდათ ჯუდი ჯონსი. ეს კოხტად შე-
მოსილი და ზაფხულის ცხელი მზით გარუჯული მამაკაცები ისინი
იყვნენ, ვინც დექსტერთან ერთად პრესტიჟული მოსამზადებელი
სკოლებიდან ჩაირიცხნენ კოლეჯში. დექსტერი, ერთი მხრივ, ამ
მამაკაცებს სჯობდა. ის ახალგაცნობილი სტუმარი იყო და მათზე
ძლიერადაც მიაჩნდა თავი. თუმცა, გულში საკუთარ თავს მაინც
გამოუტყდა, რომ თვითონაც მათნაირი შვილების ყოლას ისურ-
ვებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თავად დექსტერი იყო ის უხეში,
ძლიერი ძირი, რომლისგანაც ასეთი მამაკაცები წარმოიშობიან.
როცა საუკეთესო შარვლისა და პიჯაკის ჩაცმის დრო მოვიდა,
დექსტერი ამერიკის საუკეთესო მკერავებს დაუკავშირდა და მა-
თაც სწორედ ის პიჯაკი შეუკერეს, ახლა რომ ეცვა. ყოველთვის
მკაცრი და თავდაჭერილი იყო, რაც მისი უნივერსიტეტის სტუდენ-
ტებს სხვებისგან განასხვავებდა. თავიდანვე გაიაზრა, რომ ამ
ტრადიციის დაცვით მრავალთა ყურადღებას მიიპყრობდა. საკუ-
თარ თავს დაუდევრად ჩაცმისა და მოქცევის უფლებას ვერ მის-
ცემდა; სამაგიეროდ, ამის ფუფუნება მის შვილებს ექნებოდათ.

14
დედამისი გვარად კრიმსლიხი იყო, ბოჰემიელი გლეხის ქალიშ-
ვილი, სიცოცხლის ბოლომდე დამტვრეული ინგლისურით ლაპა-
რაკობდა. შვილმა მშობლის ცხოვრების წესს დიდად არ უნდა გა-
დაუხვიოს.
უკვე რვა იყო დაწყებული, როცა ჯუდი ჯონსი სტუმრებთან ჩა-
მოვიდა. ლურჯი აბრეშუმის კაბა ეცვა. დექსტერს ცოტათი იმედი
გაუცრუვდა, რომ ჯუდი უფრო ლამაზ კაბაში არ გამოეწყო. იმედ-
გაცრუება კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა ჯუდიმ სამზარეულოს
კარი გამოაღო და მსახურს გასძახა:
– შეგიძლია, მაგიდა გააწყო, მართა.
დექსტერს ეგონა, რომ სადილზე სტუმრებს მსახური მიიწვევ-
და და კოქტეილებიც ექნებოდათ. თუმცა, ეს აზრები გადაავიწ-
ყდა, როგორც კი ჯუდისთან ერთად დივანზე ჩამოჯდა და თვალებ-
ში შეხედა.
– მშობლები სახლში არ არიან, – ჩაფიქრებით თქვა ჯუდი ჯონ-
სმა.
დექსტერს ჯუდის მამასთან ბოლო შეხვედრა გაახსენდა და გა-
უხარდა, რომ მშობლები სახლში არ იყვნენ, თორემ აუცილებ-
ლად დაინტერესდებოდნენ მისი ვინაობით. დექსტერი კიბლში
დაიბადა, მინესოტას პატარა სოფელში, შერი-აილენდიდან ორ-
მოცდაათი მილის მოშორებით. დაბადების ადგილადაც ბლექ-
ბეარის ნაცვლად ყოველთვის კიბლს მიუთითებდა ხოლმე. იმის
აღიარება, რომ სოფლიდან ან გარეუბნიდან ხარ წარმოშობით,
არც ისე სამარცხვინოა, თუკი შენი სოფელი ტბის პირას მდებარე
მდიდრული კურორტის გვერდით უბადრუკად არ გამოიყურება
და ყველას თვალში არ ხვდება.

15
საუბარი დექსტერის უნივერსიტეტზე ჩამოვარდა. ამ უნივერ-
სიტეტს ბოლო ორი წლის განმავლობაში თურმე ჯუდიც ხშირ-
ხშირად სტუმრობდა. ასევე ისაუბრეს მეზობლად მდებარე ქა-
ლაქზე, შერი-აილენდს მდიდარი მფარველებით რომ ამარაგებ-
და; და დექსტერის სამრეცხაოზეც.
სადილობისას ჯუდიმ მოიწყინა, რამაც დექსტერი უხერხულ
მდგომარეობაში ჩააგდო. გოგონას ყოველი უკმაყოფილო კო-
მენტარი აშფოთებდა, მისი ყოველი გახალისება კი დექსტერთან
საუბრის, ან გემრიელი ქათმის ღვიძლის ან არც არაფრის გამო –
აეჭვებდა, რადგან შიშობდა, ვაითუ ძალით იღიმებაო. როცა გო-
გონა მაცდურად იღიმებოდა, ასე ეგონა, კი არ მიცინის, საკოცნე-
ლად მიწვევსო.
ნასადილევს უკვე ჩაბნელებულ ვერანდაზე გავიდნენ. – შეიძ-
ლება, ვიტირო? – ჰკითხა ჯუდიმ.
– ალბათ, ძალიან მოსაწყენი პიროვნება ვარ, – სწრაფად უპა-
სუხა დექსტერმა.
– სულაც არა. მე თქვენ მომწონხართ. უბრალოდ, საშინელი
დღე მქონდა. კაცმა, რომელიც ძალიან მიყვარდა, დღეს სრული-
ად მოულოდნელად გამომიცხადა, რომ ღარიბ-ღატაკია. აქამდე
ამაზე სიტყვაც არ დასცდენია. ალბათ, ძალიან ეგოისტურად
ჟღერს, არა?
– შეიძლება გამხელისა ერიდებოდა.
– შეიძლება, – გაიმეორა გოგონამ, – თავიდან ღარიბს სულაც
არ ჰგავდა. სხვანაირად არ გამიგოთ, ბევრი ღარიბი მყვარებია
და მათზე გათხოვებაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ამ შემთხვევაში
სულ სხვა რამეს ველოდი. ჩემი მისდამი გრძნობები ისეთი ძლი-

16
ერი არ ყოფილა, რომ ეს შოკი გადამეტანა. წარმოიდგინეთ, გო-
გოს თავისი საქმროსთვის ქორწილის წინ რომ გაემხილა, განათ-
ხოვარი ქვრივი ვარო. რასაკვირველია, შეიძლება იმ საქმროს
ქვრივის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდეს, მაგრამ... ასე რომ,
მოდით, ერთმანეთს თავიდანვე ყველაფერი გავუმხილოთ, –
უეცრად გამოაცხადა გოგონამ, – ვინ ხართ და რას წარმოად-
გენთ?
დექსტერი წუთით შეყოყმანდა, შემდეგ უპასუხა: – ჯერ არავინ.
კარიერის შექმნას ახლა ვიწყებ. –ღარიბი ხართ?
– არა,– გულახდილად უთხრა დექსტერმა, – მგონი, ჩრდი-
ლო-დასავლეთში ჩემი ხნის საქმოსნებში ყველაზე შემოსავლია-
ნი ვარ. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ, თავად მთხო-
ვეთ, სიმართლე მეთქვა.
სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ჯუდიმ მაცდურად გაიღიმა, უეც-
რად დექსტერთან უფრო ახლოს აღმოჩნდა და პირდაპირ თვა-
ლებში შეხედა. დექსტერს ყელში ბურთი გაეჩხირა, სუნთქვაშეკ-
რული ელოდა მათი ტუჩების შერწყმისგან წარმოშობილი ამოუც-
ნობი სიამოვნების განცდას. და განიცადა კიდეც – გოგონამ აღ-
ტაცება, უხვად და ხელგაშლილად, კოცნით გაუზიარა. ეს იყო არა
დაპირების, არამედ ახდენილი ოცნების კოცნა. ამ კოცნას არ
აღუძრავს შიმშილი ხელახალი კოცნისა. ეს უფრო გულმოწყალე-
ბის გამოვლინებას ჰგავდა, თითქოს ქველმოქმედებისკენ გიბიძ-
გებდა და ყველაფრის გაღებასა და გაცემას გაიძულებდა.
დექსტერი მიხვდა, რომ ჯუდი ჯონსი ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარ-
და, როცა პატარა, ამაყი და მიზანდასახული ბიჭი იყო.

4.

17
ყველაფერი ასე დაიწყო და ცვალებადი ინტენსიურობით
გრძელდებოდა დასასრულამდე. დექსტერმა საკუთარი თავი ყვე-
ლაზე პირდაპირსა და უპრინციპო პიროვნებას მიუძღვნა, ვისაც
კი ცხოვრებაში ოდესმე შეხვედროდა. ჯუდი ნებისმიერი სურვი-
ლის ასრულებას თავისი მომხიბვლელობის მეშვეობით ცდი-
ლობდა. მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებდა და და-
უფიქრებლად მოქმედებდა – საქმეში გონება და ჭკუა არასდროს
ჩაურთავს. უბრალოდ, მამაკაცების წინაშე თავის ფიზიკურ მშვე-
ნიერებას უმაღლეს დონზე წარმოაჩენდა ხოლმე. დექსტერს ჯუ-
დის შეცვლის სურვილი არ გასჩენია – გოგონას ნაკლოვანებებს
მისივე დაუცხრომელი ვნება ანაზღაურებდა. • შეხვედრის ღამეს
ჯუდიმ თავი მხარზე მიადო და დაიჩურჩულა:
– არც კი ვიცი, რა მემართება. წუხელ სხვა კაცი მიყვარდა, ახ-
ლა კი თქვენ მიყვარხართ... – ამ სიტყვებმა მისგან ისე საყვარ-
ლად და რომანტიკულად გაიჟღერა! იმ მომენტში დექსტერის
მკლავებში ყველაზე მგრძნობიარე ქმნილება იყო მოქცეული.
თუმცა, ერთი კვირის შემდეგ დექსტერმა ეს ქმნილება სულ სხვა
კუთხიდან დაინახა.
ჯუდიმ დექსტერი თავისი „როდსტერით“ პიკნიკზე წაიყვანა და
ნასაუზმევს იმავე „როდსტერით“ სხვა მამაკაცთან ერთად სად-
ღაც გაუჩინარდა. დექსტერი განაწყენდა, მაგრამ როგორღაც მო-
ახერხა, სხვა მოპიკნიკეებთან გაბრაზება არ შეემჩნია. როცა
მოგვიანებით ჯუდიმ უთხრა, იმ კაცისთვის არ მიკოცნიაო, მაშინ-
ვე მიხვდა, რომ ატყუებდა – თუმცა, მაინც ესიამოვნა, რომ ჯუდიმ
მისი მოტყუება საჭიროდ ჩათვალა.

18
როგორც ზაფხულის მიწურულს გაირკვა, დექსტერი მხოლოდ
ერთ-ერთი მამაკაცი იყო ჯუდის თაყვანისმცემელთა შორის. გარ-
კვეულ მომენტში ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სხვაზე მნიშვნე-
ლოვანი ხდებოდა, ნახევარზე მეტი კი ჯუდის წუთიერ გულმოწყა-
ლებას და ალერსს ამაოდ ელოდა. თუკი რომელიმეს შეატყობდა,
რომ მასთან დაცილება სურდა, ჯუდი მაშინვე განმარტოებით შეხ-
ვდებოდა და ტკბილ საათს მიუძღვნიდა. თაყვანისმცემელს გული
მოუბრუნდებოდა და კიდევ ერთი წლით, ხან უფრო მეტითაც,
ისევ კუდში დასდევდა. ჯუდი ვერც კი აცნობიერებდა, რამდენად
უსამართლოდ და სასტიკად ექცეოდა უსუსურ და უმწეო მეტოქე-
ებს.
როცა ქალაქში ვინმე ახალი გამოჩნდებოდა, დანარჩენები ავ-
ტომატურად უკანა რიგებში გადადიოდნენ – მათთან ყველა პა-
ემანი უქმდებოდა.
ვითარების გამოსწორებას ხელს ის უშლიდა, რომ მთავარი
მოქმედი პირი თავად ჯუდი იყო. მისნაირ გოგოს ადვილად ვერ
„მოიპოვებდით“– თუკი ინტელექტით და მომხიბვლელობით ეც-
დებოდით მის დამარცხებას, მაშინვე ფიზიკურ სილამაზეს იშვე-
ლიებდა და თავისი მომაჯადოებელი გარეგნობის წყალობით,
ყველაზე გონიერსა და სიმპათიურსაც კი თავის ჭკუაზე ათამაშებ-
და. ჯუდის მხოლოდ საკუთარი შარმის გამოყენებით მიღწეული
წარმატება უხარებდა გულს. როგორც ჩანს, უამრავ ახალგაზრდა
საყვარელთან და თაყვანისმცემელთან ურთიერთობამ მხოლოდ
საკუთარ თავზე დამოკიდებული გახადა.
დექსტერის თავდაპირველ ბედნიერებას უკმაყოფილება და
მოუსვენრობა მოჰყვა. ჯუდი ოპიუმივით აბრუებდა. საბედნი-

19
ეროდ, ზამთარში ხშირად არ უწევდა „გაბრუება“, თორემ შესაძ-
ლოა, ბიზნესიც ჩავარდნოდა. ნაცნობობის პირველ დღეებში
დექსტერი თვლიდა, რომ ეს ორმხრივი გატაცება იყო. აგვისტოს
სამი გრძელი საღამო ბინდგადაფენილ ვერანდაზე ერთად გაატა-
რეს; სამ შუადღეს ბნელ ოთახებსა და ჩრდილიან ხეივნებში უც-
ნაურად მიბნედილები კოცნიდნენ ერთმანეთს; ზედიზედ სამი დი-
ლა სიზმარივით ცხადი ჯუდი მზის კაშკაშა შუქზე მორცხვად ეგე-
ბებოდა მას. ისე იქცეოდნენ, თითქოს დანიშნულები იყვნენ და,
იმას, რომ დანიშნულები არ იყვნენ, დექსტერი ძალიან მძაფრად
აღიქვამდა. მესამე დღეს პირველად სთხოვა ჯუდის ცოლობა. ჯუ-
დიმ უპასუხა: „შეიძლება, ერთ დღეს მართლაც გამოგყვე,“ შემ-
დეგ უთხრა: „მაკოცე,“ კოცნის შემდეგ: „ცოლად გამოგყვები,“
შემდეგ: „მიყვარხარ“. მეტი აღარაფერი უთქვამს.
სამი დღის შემდეგ ჯუდის სახლში ნახევარი თვით ნიუ-იორკე-
ლი სტუმარი ჩამოვიდა. დექსტერისთვის სამწუხაროდ, ჯუდისა და
იმ სტუმარზე ჭორები გავრცელდა. რომელიღაც ტრესტის პრეზი-
დენტის ვაჟიშვილი იყო. თუმცა, თვის ბოლოს, ხმა გავარდა, ჯუ-
დის ისიც მობეზრდაო. ერთ-ერთ წვეულებაზე მთელი საღამო
ტბის პირას, მოტორიან ნავში ადგილობრივ დენდისთან ერთად
გაუტარებია, მაშინ, როცა ის ნიუ-იორკელი ყველგან დაეძებდა.
ჯუდის ადგილობრივი დენდისთვის ასე უთქვამს, ჩემმა სტუმარმა
უკვე თავი მომაბეზრაო. ორ დღეში ის ბიჭი ნიუ-იორკში დაბრუნ-
და. სადგურამდე ჯუდის გაუცილებია და ბიჭი დაღონებული გა-
მომშვიდობებია.
ამასობაში ზაფხულიც მიილია. დექსტერს ოცდაოთხი წელი
შეუსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა

20
იყო, თანდათან გავლენას იხვეჭდა. ქალაქის ორ კლუბში ერ-
თდროულად გაწევრიანდა და ერთ-ერთში ცხოვრობდა კიდეც.
თავისი უცოლო ნაცნობებისგან განსხვავებით, უდარდელ ქეიფსა
და გართობაში როდი ხარჯავდა დროს, მაგრამ თუკი გაიგებდა,
რომ რომელიმე წვეულებაზე ჯუდი ჯონსი უნდა გამოჩენილიყო,
აუცილებლად შეივლიდა ხოლმე. მისთვის ყველა კარი ღია იყო,
მდიდარი მამებისთვის სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. ჯუდი
ჯონსთან ურთიერთობამ დექსტერის პოზიცია უფრო გაამყარა.
თუმცა, თავად დექსტერს არანაირი სოციალური მისწრაფებები
არ გააჩნდა და სულაც ეზიზღებოდა უცოლო ახალგაზრდები,
რომლებიც ხუთშაბათობითა და შაბათობით არც ერთ წვეულებას
არ აკლებოდნენ და სხვა ახალგაზრდა წყვილებს ეტენებოდნენ
ხოლმე. თავში უკვე ნიუ-იორკში გადასვლის აზრი უტრიალებდა.
ჯუდი ჯონსის თან წაყვანაც სურდა. რამდენადაც ძლიერად უნდა
შერყეოდა რწმენა იმ სამყაროს მიმართ, რომელშიც ჯუდი გა-
იზარდა და ცხოვრობდა, თავად ჯუდისგან მაინც ვერავინ და ვე-
რაფერი განკურნავდა. – ეს კარგად დაიმახსოვრეთ, რადგან
სწორედ ამით თუ ახსნით დექსტერის იმ საქციელს, რაც ჯუდის-
თვის ჩაიდინა.
ჯუდი ჯონსთან შეხვედრიდან თვრამეტი თვის შემდეგ დექსტე-
რი სხვა გოგონაზე დაინიშნა. გოგონას აირინ შირერი ერქვა. მა-
მამისს ყოველთვის სჯეროდა დექსტერის შესაძლებლობებისა.
აირინი ქერათმიანი, ნაზი და კეთილი იყო, ოდნავ ტანსრული.
ორი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, რომელთაც თავაზიანად უარი
უთხრა, როცა დექსტერმა ცოლობა ოფიციალურად შესთავაზა.
ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, მომდევნო ზაფ-
ხული და შემოდგომა დექსტერმა გამოუსწორებელი ჯუდი ჯონსის

21
ტუჩებს მიუძღვნა. ჯუდი ჯერ ინტერესს იჩენდა დექსტერის მი-
მართ, აიმედებდა, შემდეგ შეიზიზღა, გული აიცრუა მასზე, შე-
ურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა, ღირსება შეულახა, თითქოს
სიყვარულის სანაცვლოდ სამაგიეროს სიძულვილით უხდისო.
დაშორდებოდა, ისევ შეურიგდებოდა, ისევ მობეზრდებოდა, ისევ
დაშორდებოდა და მერე ისევ შეურიგდებოდა. დექსტერი უკვე
უხალისოდ პასუხობდა მის თხოვნებს.
ჯუდი ჯონსმა მას ენით აუწერელი ბედნიერება აჩუქა და თან
უდიდესი სულიერი ტკივილიც მიაყენა. მის გამო მრავალი პრობ-
ლემა შეექმნა და უხერხულ მდგომარეობაშიც ბევრჯერ ჩავარდა.
ჯუდიმ აწყენინა, მისი გრძნობები ფეხქვეშ გათელა, ბიჭის სიყვა-
რულით ისარგებლა და სამსახურზე წინ დააყენებინა თავისი თა-
ვი – უბრალოდ, გასართობად. ჯუდიმ ყველაფერი დაუშავა დექ-
სტერს, ოღონდ ერთხელაც არ გაუკრიტიკებია. ასე ალბათ იმი-
ტომ იქცეოდა, დაასკვნა მოგვიანებით დექსტერმა, რომ იმ ინდი-
ფერენტულობას, რომელსაც ჩემ მიმართ გულწრფელად განიც-
დიდა, შავი ლაქა არ წასცხებოდაო. – როცა მეორე შემოდგომა
მიიწურა, დექსტერი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ჯუდი ჯონსი
მისი ვერასდროს გახდებოდა. ძალიან კი გაუჭირდა, მაგრამ რო-
გორღაც ჩაიბეჭდა ეს გონებაში. მთელი ღამე საკუთარ თავთან
კამათში გაათენა. გაიხსენა ყველა ტკივილი და წყენა, რაც ჯუდის-
გან იგემა, ჩამოთვალა მისი აშკარა ნაკლოვანებები და დაასკვნა,
რომ ეს თავნება ქალი მის ცოლად ვერ ივარგებდა. თუმცა, ბო-
ლოს მაინც აღიარა, რომ ჯუდი უყვარდა და საკუთარ ფიქრებთან
ბრძოლით დაღლილს ჩაეძინა. მთელი კვირის განმავლობაში
ტელეფონზე საუბრისას ყურში ჯუდის უჩვეულოდ ბოხი ხმა ჩაეს-

22
მოდა და სადილობისას, მაგიდასთან სულ მისი სახე ელანდებო-
და. ბევრს და გვიანობამდე მუშაობდა. ღამღამობით ოფისში რჩე-
ბოდა და მომავალს გეგმავდა.
კვირის ბოლოს წვეულებაზე წავიდა და მხოლოდ ერთხელ
ეცეკვა ჯუდის. გაცნობიდან მოყოლებული, პირველად არ მიუწვე-
ვია ის თავის მაგიდასთან და არ უთქვამს, რომ ძალიან ლამაზი
იყო. გული დასწყდა, როცა შეატყო, რომ ჯუდის ეს სულაც არ
სწყენია. ეს იყო და ეს. აღარც კი უეჭვიანია, რომ ჯუდიმ ის საღამო
ვიღაც ახალი კავალრის გვერდით გაატარა. მსგავს რამეს უკვე
შეგუებული იყო.
წვეულებაზე გვიანობამდე დარჩა. ერთი საათი აირინ შირერ-
თან იჯდა და მუსიკასა და წიგნებზე ესაუბრებოდა. არც ერთისა
ბევრი არაფერი გაეგებოდა. თუმცა, ვინაიდან საკუთარი დროის
გამგებელი უკვე თავად გამხდარიყო, გადაწყვიტა, ასეთ საკით-
ხებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოო – ახალგაზრდა და
წარმატებული საქმოსანი დექსტერ გრინი მეტნაკლებად ყველა-
ფერში გარკვეული უნდა ყოფილიყო.
ეს ოქტომბერში მოხდა, როცა დექსტერი ოცდახუთი წლისა
იყო. იანვარში დექსტერი და აირინი დაინიშნენ. ნიშნობის შესა-
ხებ სახალხოდ ივნისში განაცხადებდნენ, სექტემბერში კი იქორ-
წინებდნენ.
მინესოტური ზამთარი უსაშველოდ გაიწელა. ცივი ქარი მხო-
ლოდ აპრილის მიწურულს ჩადგა და ბლექ-ბეარის გაყინული
ტბაც გადნა. ბოლო წლის განმავლობაში დექსტერი პირველად
გრძნობდა სულიერ სიმშვიდეს. ჯუდი ჯონსმა ზამთარი ფლორი-
დაში, ჰოთ-სპრინგსში გაატარა, მერე სადღაც ვიღაცაზე დაინიშ-

23
ნა, მაგრამ სადღაც სხვაგან ისევ დაშორდა. პირველ ხანებში, რო-
ცა დექსტერმა საბოლოოდ ჩაიქნია მასზე ხელი, ხალხი მაინც
ეკითხებოდა ხოლმე ჯუდის ამბებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც წვე-
ულებებზე აირინ შირერთან ერთად დაიწყო სიარული, კითხვების
დასმა შეწყვიტეს. ვიღაც-ვიღაცეები უყვებოდნენ ჯუდის ამბებს.
მაისი დადგა. დექსტერი წვიმასავით ნესტიან ღამით ქუჩაში
მიაბიჯებდა. საოცარია, მაგრამ ასე სწრაფად, ასე იოლად გაუქრა
ყოველგვარი ლტოლვა ჯუდი ჯონსის მიმართ. ზუსტად ერთი
წლის წინ ჯუდიმ კიდევ ერთხელ დაახვია თავბრუ და მიუტევე-
ბელ, მაგრამ მაინც მიტევებულ ვნების მორევში ჩაითრია. ამ იშ-
ვიათ შემთხვევებში დექსტერს ყოველთვის იმედი უჩნდებოდა,
რომ ჯუდის მართლა შეუყვარდა და რომ ამდენი ტანჯვა ამაო არ
ყოფილა... – ის უფასური ბედნიერება დღევანდელ სულიერ სიმ-
შვიდეზე გაცვალა! კი, აირინი მის ზურგს უკან ჩამოფარებული
ფარდა იქნებოდა, პრიალა ფინჯნებზე მოკიდებული ხელი, ბავ-
შვების დამყვავებელი ხმა... მაგრამ ვნება და ცეცხლი ჩაქრა, მა-
გიური ღამეები, წარმავალი დღეებისა და ცვალებადი სეზონების
სასწაული გაქრა... გაქრა მაგიურობა ნაზი ტუჩებისა, დექსტერის
ბაგეს რომ დაეწაფებოდა და უძირო თვალებისა, სამოთხეში რომ
აიტაცებდა. თუმცა, ეს გრძნობები მის სულში ღრმად იყო ჩამარ-
ხული. დექსტერი ზედმეტად ძლიერი და სიცოცხლით სავსე იყო
იმისათვის, რომ სიყვარული გულში ასე იოლად ჩაეკლა.
შუა მაისში, როცა ავდარი რამდენიმედღიანი მერყეობის შემ-
დეგ გამოსწორდა, დექსტერი აირინს სახლში ეწვია. ნიშნობის სა-
ხალხოდ გაცხადებას ერთ კვირაში აპირებდნენ, ამაზე ისედაც
ყველა ჭორაობდა.

24
საღამოს უნივერსიტეტის კლუბში ერთად დასხდებიან და ერ-
თი საათით მოცეკვავე წყვილების ცქერით გაერთობიან... ამის
გაფიქრებამ სულის სიმტკიცე შთაბერა. აირინი ქალაქში ძალიან
პოპულარული და გამორჩეულად „განსაკუთრებული“ იყო.
ყავისფერაგურიანი სახლის კიბეზე ავიდა და შიგნით შეაბიჯა.
– აირინ, – დაუძახა საცოლეს. მისის შირერი შემოეგება.
– დექსტერ, აირინს თავი ასტკივდა და დაწვა, – უთხრა ქალმა,
– შენთან წამოსვლა უნდოდა, მაგრამ ნება არ დავრთე.
– სერიოზული ხომ არაფერია? მე...
– არა, არა. ხვალ დილით გოლფის სათამაშოდ გამოგყვებათ.
ერთი ღამით როგორმე გაძლებთ უმისოდ, დექსტერ. – მისის ში-
რერმა თბილად გაუღიმა. მას დექსტერი ძალიან მოსწონდა. რამ-
დენიმე წუთს სასტუმრო ოთახში საუბრობდნენ, ბოლოს დექსტე-
რი გამოეთხოვა და უნივერსიტეტის კლუბში დაბრუნდა, სადაც
ცხოვრობდა. ცოტა ხანს დერეფანში დადგა და მოცეკვავე წყვი-
ლებს უყურებდა. კედელს მიყუდებულმა და მოწყენილმა ერთი-
ორ ნაცნობს სალმის ნიშნად თავიც დაუქნია.
– გამარჯობა, საყვარელო.
ნაცნობმა ხმამ შეაკრთო. ჯუდი ჯონსს პარტნიორი მიეტოვები-
ნა და საცეკვაო მოედნის მეორე ბოლოდან მასთან მოსულიყო.
დიახ, ეს ჯუდი ჯონსი იყო – მომინანქრებული ტანწერწეტა თოჯი-
ნა ოქროს სამოსში, თმაში ჩაწნილი ოქროს ბაფთითა და ოქროს-
ცხვირიანი ფეხსაცმლით გრძელი კაბის ქვეშ. დექსტერს გაუცინა
და სახე თითქოს წითლად გაეფურჩქნა, მისი სუნთქვა ოთახს ნაზი
სიოსავით მოედო. დექსტერმა სმოკინგის ჯიბეში ჩაწყობილი ხე-
ლები მექანიკურად დამუშტა. უეცარმა აღფრთოვანებამ მოიცვა,
მაგრამ როგორღაც გულგრილად ჰკითხა:

25
– როდის დაბრუნდი? – წამოდი და ყველაფერს მოგიყვები.
ჯუდი შეტრიალდა და დექსტერიც უკან გაჰყვა. დექსტერი ლა-
მის ატირებულიყო – ამდენი ხნის შემდეგ ჯუდის დაბრუნება ნამ-
დვილ სასწაულად ეჩვენებოდა. მთელი ეს დრო ჯუდი სხვაგან
იყო, უცხო ქალაქის მოჯადოებულ ქუჩებში დადიოდა და ამ მუსი-
კასავით გამომწვევ რამეებს სჩადიოდა... ყოველი საიდუმლო,
ყოველი მაცოცხლებელი და გამამხნევებელი იმედი წასვლისას
თან გაიყოლა და ახლა, დაბრუნებულმა, ისევ თან მოიტანა.
ჯუდი დერეფანში შემოტრიალდა. – მანქანა აქ გყავს? თუ არა
და, ჩემით წავიდეთ. – კუპე მყავს.
ჯუდი ოქროსფერი კაბის შარიშურით ჩაჯდა მანქანაში და კარი
მოიჯახუნა. უამრავ მანქანაში მჯდარა... ტყავის სავარძელში გა-
დაწვებოდა ხოლმე... კარზე ხელს შემოდებდა... იცდიდა. ალბათ
უკვე გასვრილი უნდა ყოფილიყო, რამეს ან ვინმეს – გარდა საკუ-
თარი თავისა – მისი გასვრა რომ შესძლებოდა. სწორედ ეს იყო
მისი მგზნებარების საიდუმლო.
დექსტერმა ძლივძლივობით დაძრა მანქანა. ეს არაფერს ნიშ-
ნავსო, უმეორებდა საკუთარ თავს. ჯუდი ასე ადრეც მოქცეულა.
დექსტერმა უკვე ამოშალა ის თავისი ცხოვრებიდან, როგორც სა-
ბუღალტრო დავთრიდან – არასწორი ანგარიში. – ვითომ ფიქ-
რებში გართული, ნელა მიუყვებოდა ცენტრალურ ქუჩებს, ბიზ-
ნესმენთა დაცარიელებულ უბანს. მხოლოდ აქ-იქ მოჩანდა კინო-
თეატრიდან გამომავალი მაყურებელი, ან საბილიარდოს წინ
შეკრებილი ტუბერკულოზიანი და მოკრივეებივით მკლავმაგარი
ახალგაზრდობა. ბარებიდან ჭიქების წკარუნი და დახლზე ხელის-
გულების ტყაპუნი ისმოდა, გაპრიალებული ბროლის ბრჭყვიალი
და მკრთალი ნათურების მბჟუტავი სინათლე გამოდიოდა.

26
ჯუდი ბიჭს თვალს არ აშორებდა. სიჩუმე უხერხულად გაიწე-
ლა, მაგრამ დექსტერს ამ წუთების უბრალო სიტყვებით გაფუჭება
არ უნდოდა. გზაჯვარედინზე მანქანა უკან შემოატრიალა და ისევ
უნივერსიტეტის კლუბისკენ წავიდა.
– გენატრებოდი? – ჰკითხა უეცრად ჯუდიმ. – შენ ყველას ენატ-
რებოდი.
საინტერესოა, ნეტა ჯუდიმ აირინ შირერზე თუ იცოდა? ქალაქ-
ში მხოლოდ ერთი დღის წინ დაბრუნებულიყო, ნიშნობა კი მანამ-
დე შედგა.
– პასუხიც ამას ჰქვია! – სევდიანად გაიცინა ჯუდიმ, ოღონდ
სევდის გარეშე და დექსტერს დაჟინებით შეხედა.
დექსტერი მოწყობილობათა დაფას მიაჩერდა. – ადრინდელ-
ზე სიმპათიურად გამოიყურები, – ჩაფიქრებით თქვა ჯუდიმ, –
დექსტერ, შენი თვალების დავიწყება შეუძლებელია.
წესით, დექსტერს ამაზე უნდა გასცინებოდა, მაგრამ არ გაუცი-
ნია. ასეთი სიტყვებით პირველკურსელებს ახვევდნენ თავბრუს.
გული მაინც აუფანცქალდა.
– ყველაფერი ყელში ამომივიდა, ძვირფასო, – „ძვირფასო“
განსაკუთრებით უდარდელად და მეგობრულად წარმოთქვა, –
რომ მთხოვდე, ცოლად დაუფიქრებლად გამოგყვებოდი.
დექსტერი ამ პირდაპირობამ დააბნია. ალბათ უნდა ეთქვა,
რომ სხვა გოგოზე იყო დანიშნული, მაგრამ ვერ უთხრა. ვერ უარ-
ყოფდა, რომ ისევ ჯუდი უყვარდა.
– ერთმანეთს მშვენივრად შევეწყობოდით, – იმავე კილოზე
განაგრძობდა ჯუდი, – იმედია, არ დაგვიწყებივარ და სხვა გოგო
არ შეგყვარებია.

27
მეტისმეტად თავდაჯერებული იყო. ეს სიტყვები ისე წარმოთ-
ქვა, თითქოს მსგავსი რამ შეუძლებელი იყო; ან თუ მართლაც ასე
მოხდა, მხოლოდ ბავშვური გატაცება იქნებოდა, ან უფრო მეტიც
– თავმომწონეობა. მაშასადამე, საპატიებელიც არაფერი იქნე-
ბოდა, მხოლოდ მსუბუქად ჩაიღიმებდი და მორჩა.
– რა თქმა უნდა, ჩემ გარდა სხვას ვერავის შეიყვარებდი, – და-
ბეჯითებით განაგრძო ჯუდიმ, – მომწონს, რომ ასე ძალიან გიყ-
ვარვარ. ო, დექსტერ, გახსოვს გასული წელი?
– მახსოვს. – მე არასოდეს დამავიწყდება! მართლა აღტაცე-
ბული იყო თუ როლში ღრმად შეიჭრა? – ძალიან მინდა, ყველა-
ფერი ისევ ისე იყოს, – ინატრა ჯუდიმ. დექსტერმა როგორც იქნა,
პასუხი გასცა: – არა მგონია, ეს შევძლოთ.
– ჰო, ალბათ ვერ შევძლებთ. გავიგე, აირინ შირერზე დაქორ-
წინებას აპირებ.
ჯუდიმ დექსტერის საცოლის სახელი ყოველგვარი ხაზგასმის
გარეშე წარმოთქვა. დექსტერი მაინც რატომღაც გაწითლდა.
– სახლში წამიყვანე, – წამოიყვირა უცებ ჯუდიმ, – იმ იდიო-
ტურ წვეულებაზე, იმ ბიჭუნებთან დაბრუნება აღარ მინდა.
როცა დექსტერმა საცხოვრებელი უბნისკენ გადაუხვია, შეამ-
ჩნია, რომ ჯუდი ტიროდა. აცრემლებული ჯუდი მანამდე არას-
დროს ენახა.
ბნელი ქუჩა განათდა და გზის ორივე მხარეს მდიდრული სახ-
ლები გამოჩნდა. დექსტერმა „კუპე“ მორტიმერ ჯონსის ჩაძინებუ-
ლი, ნესტიანი მთვარის შუქით გაჟღენთილი, დიდი, თეთრი სახ-
ლის წინ გააჩერა. სახლის სიმტკიცემ შეაშინა. სქელი კედლები,
რკინის სვეტები, სახლის სიგანე და სიმაღლე კიდევ უფრო გამოკ-
ვეთდნენ მის გვერდით მდგარი მშვენიერი არსების სილამაზეს.

28
სახლის სისქე ხაზს უსვამდა ჯუდის სიმსუბუქეს – თითქოს იმის
საჩვენებლად, რომ ნაზი პეპლის ფრთებსაც შეუძლია ქარიშხლის
გამოწვევა.
გაშეშებული იჯდა. რომ განძრეულიყო, ჯუდი აუცილებლად
მის მკლავებში აღმოჩნდებოდა. გოგონას ფერმკრთალ სახეზე
ორი ცრემლი ჩამოუცურდა და ათრთოლებულ ზედა ტუჩზე დაეწ-
ვეთა.
– სხვებზე ბევრად ლამაზი ვარ, – ხმაგაბზარულმა თქვა, – რა-
ტომ არ შეიძლება მეც ბედნიერი ვიყო? – მისმა ცრემლიანმა თვა-
ლებმა დექსტერის სიმტკიცე შეარყია – თუ მიმიღებ, ცოლად გა-
მოგყვები, დექსტერ. შეიძლება, ფიქრობ, რომ ამის ღირსი არ
ვარ, მაგრამ გპირდები, გაგაბედნიერებ.
დექსტერის ბაგეებზე სიბრაზის, სიამაყის, ზიზღის, სიძულვი-
ლის თუ სინაზის მილიონი სიტყვა ებრძოდა ერთმანეთს. მაგრამ
ემოციის მორიგმა ტალღამ ყოველგვარი კეთილგონიერება, ეჭვი
და ღირსება წალეკა მასში. ახლა მას თავისი ლამაზი გოგო, შეყ-
ვარებული და მშვენება ელაპარაკებოდა. მხოლოდ ეს იყო მთა-
ვარი.
– შიგნით არ შემოხვალ? ჯუდი პასუხს სულგანაბული ელოდა.
– კარგი, – აკანკალებული ხმით უპასუხა დექსტერმა, – შემო-
ვალ.

5.

უცნაურია, მაგრამ არც მომდევნო დღეებში და არც დიდი ხნის


შემდეგ ის ღამე სინანულით არასდროს გახსენებია. ათი წლის
შემდეგაც მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ჯუდის ტრფიალი

29
მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. არც იმას ნაღვლობდა, რომ სი-
სუსტის ამ ხანმოკლე გამოვლინებით აირინ შირერსაც და მის
ოჯახსაც სერიოზული ტკივილი მიაყენა. აირინის მწუხარება იმ-
დენად შთამბეჭდავი არ ყოფილა, რომ დექსტერს დამახსოვრე-
ბოდა.
დექსტერი სულიერად ძლიერი და მტკიცე იყო. მისი საქციე-
ლის მიმართ ქალაქის დამოკიდებულებას საერთოდ არ აუღელ-
ვებია, არა იმიტომ, რომ ქალაქის დატოვებას ისედაც აპირებდა,
არამედ იმიტომ, რომ ქალაქი მხოლოდ ზედაპირულად აფასებდა
მის საქციელს. როცა საბოლოოდ მიხვდა, რომ ძირფესვიანად
ვერ შეიცვლებოდა და ვერც ჯუდი ჯონსის შენარჩუნებას შეძლებ-
და ოდესმე, მის მიმართ გულში ბრაზი ან წყენა მაინც არ ჩაუდია.
დექსტერს ჯუდი უყვარდა და ღრმა სიბერემდე ეყვარებოდა, სანამ
სიყვარულს შეძლებდა. თუმცა, ჯუდი მისი ვერასოდეს გახდებო-
და. ასე იგემა უდიდესი ტკივილი, რაც მხოლოდ უძლიერესთა
ხვედრია, ისევე როგორც იგემა უდიდესი ბედნიერება, თუნდაც
მცირე ხნით. – მიუხედავად ჯუდის ტყუილებისა თუ დაშორების
არადამაჯერებელი საბაბისა, ვითომდა შენი აირინთან დაშორე-
ბა არ მინდაო (არადა, სინამდვილეში სხვა არც არაფერი ნდომე-
ბია), დექსტერს მაინც არ შეზიზღებია. არც ზიზღისა და აღარც
გაკვირვების უნარი აღარ შერჩენოდა.
თებერვალში ნიუ-იორკში წავიდა იმ განზრახვით, სამრეცხაო-
ების ქსელს გავყიდი და იქ დავფუძნდებიო, მაგრამ მარტში ამე-
რიკას ომი დაატყდა თავს და გეგმები შეცვალა. უკან დაბრუნდა,
საქმის მართვა პარტნიორს გადააბარა, თვითონ კი აპრილის მი-

30
წურულს ოფიცრების საწვრთნელ კურსებზე ჩაეწერა. სხვა უამ-
რავ ახალგაზრდასთან ერთად სიხარულით შეხვდა გრძნობების
ტყვეობიდან გათავისუფლებასა და ომს.

6.

გახსოვდეთ, ეს მოთხრობა დექსტერის ბიოგრაფია არაა, მი-


უხედავად იმისა, რომ მრავალ ისეთ რამესაც აღწერს, რასაც მის
ზამთრის ოცნებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მხოლოდ ერ-
თი ამბავიღა დარჩა მოსაყოლი და დექსტერსა და მის ოცნებებზე
თხრობასაც მოვრჩებით.
ეს ამბავი შვიდი წლის შემდეგ მოხდა ნიუ-იორკში. დექსტერმა
ყველა წინაღობა გადალახა და წარმატების უმაღლეს მწვერვალს
მიაღწია. უკვე ოცდათორმეტი წლის იყო და, ომის დამთავრების
შემდეგ ერთ ხანმოკლე გადაფრენას თუ არ ჩავთვლით, მშობლი-
ურ დასავლეთში შვიდი წლის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა.
ერთ დღეს ოფისში დეტროიტიდან საქმეზე ჩამოსული ვინმე დევ-
ლინი ეწვია. ეს ამბავიც მაშინ მოხდა და, ასე ვთქვათ, დექსტერის
ცხოვრების ეს კონკრეტული გვერდი სამუდამოდ დაიხურა.
– მაშ, შუა-დასავლეთიდან ხართ, – დაუფარავი ცნობისმოყვა-
რეობით შენიშნა დევლინმა, – საოცარია, მეგონა, თქვენნაირი
ადამიანები პირდაპირ უოლ-სტრიტზე იბადებოდნენ და იზრდე-
ბოდნენ. იცით, ჩემი დეტროიტელი მეგობრის ცოლიც წარმოშო-
ბით თქვენი მშობლიური ქალაქიდანაა. მე მათი მეჯვარე ვიყავი.
ჯუდი სიმსი, – განსაკუთრებული ინტერესის გარეშე წარმოთქვა
დევლინმა, – გათხოვებამდე ჯუდი ჯონსი იყო.
დექსტერი არანაირად არ ელოდა ამ სახელის გაგონებას.

31
– დიახ, ვიცნობ,– ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო დექსტერი.
რასაკვირველია, მან იცოდა, რომ ჯუდი გათხოვდა, მაგრამ რა-
ტომღაც – შეიძლება, სპეციალურადაც – მისი ქმრის ვინაობით
არ დაინტერესებულა.
– ლამაზი გოგოა, – აგრძელებდა დევლინი, – ცოტათი მეცო-
დება კიდეც.
– რატომ? – შეშფოთდა დექსტერი.
– ო, ჩემ მეგობარ ლუდს საქმეები არც ისე კარგად მისდის.
არა, იმას არ ვამბობ, რომ ცოლს რამეს უშავებს, მაგრამ ბევრს
სვამს და მთელ დღეს ქეიფსა და გართობაში ატარებს.
– ჯუდი არ ერთობა ხოლმე? – არა, სახლში ზის და ბავშვებს
უვლის. – ო. – ქმართან შედარებით ცოტათი ასაკოვანია, – უთ-
ხრა დევლინმა.
– ასაკოვანი? – წამოიყვირა დექსტერმა, – კარგი რა, სულ ოც-
დაშვიდი წლისაა.
გადარეულივით მაშინვე ქუჩაში გავარდნა და პირველივე მა-
ტარებლით დეტროიტში გამგზავრება მოუნდა. მექანიკურად წა-
მოხტა.
– ვხედავ, გეჩქარებათ, – სასწრაფოდ მოუბოდიშა დევლინმა,
– უკაცრავად...
– არა, არსად არ მეჩქარება, – ხმას დაუწია დექსტერმა, – სუ-
ლაც არ მეჩქარება, არა. ოცდაშვიდისააო, თქვით? არა, ეს მე
ვთქვი.
– დიახ, თქვენ თქვით, – მშრალად დაუდასტურა დევლინმა. –
მაშ, გააგრძელეთ. – რა გავაგრძელო? – ჯუდი ჯონსზე მომიყე-
ვით. დევლინი დაიბნა.

32
– უკვე მოგიყევით, მეტი რა გითხრათ?! ლუდი კარგად არ ექ-
ცევა. თუმცა, განქორწინებას არ აპირებენ. სწორედ მაშინ შერიგ-
დებიან ხოლმე, როცა ლუდი განსაკუთრებით მძვინვარებს. ჩემი
აზრით, ცოლს ძალიან უყვარს. როცა დეტროიტში ჩამოვიდა, ძა-
ლიან ლამაზი გოგო იყო.
ძალიან ლამაზი გოგო! და მეტი არაფერი?! – ახლა აღარაა
ლამაზი? – როგორ არა, მშვენივრად გამოიყურება.
– ერთი წუთით, – ისევ დაჯდა დექსტერი, – ვერაფერი გავიგე.
წეღან თქვით ლამაზი გოგო იყოო, ახლა ამბობთ მშვენივრად გა-
მოიყურებაო. რას გულისხმობთ? ჯუდი ჯონსი მხოლოდ ძალიან
ლამაზი გოგო კი არა – თავად სილამაზის განსახიერება იყო. მე
მას პირადად ვიცნობდი, შევხვედრივარ, მე...
– კამათს არ ვაპირებ, – თავაზიანად გაიცინა დევლინმა, – ჯუ-
დი კარგი გოგოა და მეც ძალიან მომწონს. ოღონდ მაინც ვერ
ვხვდები, ლუდ სიმსის მსგავს მამაკაცს მისნაირი გოგო რამ შეაყ-
ვარა. მაგრამ, ფაქტია, შეუყვარდა, – შემდეგ დაამატა: – თუმცა,
ქალებს ჯუდი ძალიან მოსწონთ.
დექსტერმა გულდასმით შეათვალიერა დევლინი. რაღაც მი-
ზეზი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ადამიანის უგულისყურობასო; ან შე-
იძლება, ასე შური ალაპარაკებსო, გაუელვა უცებ თავში.
– ბევრ ქალს მოსდის ასე, უცბად ჭკნებიან, – თითები გაატკა-
ცუნა დევლინმა, – ალბათ თავადაც გინახავთ. შესაძლოა, დამა-
ვიწყდა რა ლამაზი იყო ჯუდი ქორწილში. მე ხომ მას ხშირად ვხე-
დავ ხოლმე. ლამაზი თვალები აქვს.
დექსტერს თითქოს ძალა გამოეცალა. ცხოვრებაში პირვე-
ლად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ძალიან მთვრალი

33
იყო. აცნობიერებდა, რომ დევლინის ნათქვამზე ხმამაღლა იცი-
ნოდა, მაგრამ რა იყო სასაცილო, არ იცოდა. რამდენიმე წუთში
დევლინი წავიდა. დექსტერი სავარძელზე გადაწვა და ფანჯრიდან
ჩამავალი მზისგან ნიუ-იორკის ვარდისფერ-წითლად შეღებილ
ცას მიაცქერდა.
დექსტერს ეგონა, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, მაგ-
რამ ახლა თავს ისე გრძნობდა, თითქოს რაღაც ძალიან დიდი და-
ეკარგოს, თითქოს ჯუდი ჯონსი ცოლად თვითონ შეერთოს და მის
თვალწინ ჩამომჭკნარიყოს.
ოცნება ხელიდან გამოეცალა. პანიკით შეპყრობილმა სას-
წრაფოდ თვალები დახუჭა და შერი-აილენდის ტბის, მთვარის შუ-
ქით განათებული ვერანდის, ლურჯი კუბოკრული კაბის, გოლფის
მოედნების, მწველი მზისა და ჯუდის გარუჯული კისრის წარმოდ-
გენა სცადა... ცხადად იგრძნო მისი კოცნით დასველებული ტუჩე-
ბის გემო, მის თვალებში ჩამდგარი სევდა და მისი სხეულის დი-
ლის სურნელი. ერთ დროს ხომ ეს ყველაფერი მართლა არსე-
ბობდა, დღეს კი მისი სამყარო ამისგან დაცარიელდა!
პირველად მრავალი წლის განმავლობაში სახეზე ღაპაღუპით
სდიოდა ცრემლები. დექსტერი ახლა საკუთარ უბედობას დასტი-
როდა და არა – ტუჩებს, თვალებს ანდა ხელებს. უნდოდა მათზეც
ეტირა, მაგრამ ვერ ტიროდა. ძალიან შორს წასული, უკან ვეღარ
დაბრუნდებოდა. ყველა კარი ჩაიკეტა, მზე ჩავიდა, სამყაროში სი-
ლამაზე დაჭკნა და მხოლოდ რკინის ნაცრისფერი სილამაზე გა-
დარჩა, რაც სწრაფად წარმავალ დროსაც კი უძლებს. დექსტერის
მწუხარებაც უკან დარჩა ილუზიების, ახალგაზრდობის, ხალისის
მხარეში, იქ, სადაც მისი ზამთრის ოცნებები აღმოცენდა.

34
– დიდი ხნის წინათ, – თქვა დექსტერმა, – დიდი ხნის წინათ მე
ოცნებები მქონდა. მაგრამ დღეს მათგან არაფერი დარჩა, აღარა-
ფერი. ვერ ვიტირებ, სინანული გვიანია. ოცნებები უკან აღარ
ბრუნდება.

35

You might also like