You are on page 1of 12

ციფრული კომუნიკაციის როლი და

ფუნქცია სტრატეგიული
კომუნიკაციების კონტექსტში
ციფრული კომუნიკაცია ეს კომუნიკაციის ნაწილია რომელიც აერთიანებს
ინფორმაციის გავრცელებას ნებისმიერი ციფრული საშუალებით. დღეს, ეს, მოკლე
დროში ფართო და კონკრეტული აუდიტორიასთან წვდომის ყველაზე ეფექტური გზაა.
ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ონლაინ მარკეტინგი და დიდი მონაცემების
ანალიზი მისი პოტენციალის მცირე ნაწილია, თუმცა ეს შესაძლებლობა ასევე
წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას პროპაგანდის და საზოგადოების
შეცდომაში შეყვანისათვის.
ამ კურსში თქვენ შეძლებთ გაიგოთ:
Ø რას წარმოადგენს ციფრული კომუნიკაცია
Ø რა როლი აქვს ციფრულ კომუნიკაციას სტრატეგიული კომუნიკაციების
კონტექსტში
Ø რას წარმოადგენს კომუნიკაციის ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის
ჩარჩო
Ø რომელია ყველაზე პოპულარული ციფრული კომუნიკაციის პლატფორმები
საქართველოში და მათი მომხმარებლის ანალიზი

შესავალი
ციფრულ სივრცე ინფორმაციის გავრცელების მზარდი წყაროა. ქართული საბჭოთა
ენციკლოპედიის 12-ტომეული აღარ წარმოადგენს ინფორმაციის მთავარ წყაროს.
ციფრულ სივრცეში ყოველ წუთში ვოთსაპის მომხმარებლები აგზავნიან 40 მილიონ
შეტყობინებას; ფეისბუქის მომხმარებლები აზიარებენ 150,000 პოსტს, იუთუბის
მომხმარებლები ატვირთავენ 500-ს საათის კონტენტს, 350,000 ახალი ტვიტია და
თითქმის ნახევარი მილიონი ჩართულობა რედიტზე. ამას დაუმატეთ ტრადიციული
ბეჭდვა და მაუწყებლობა, ონლაინ მედია, ელექტრონული ფოსტა და მობილური
სატელეფონო კომუნიკაცია, რის გამოც საინფორმაციო გარემო უფრო კომპლექსური
და ფართოა ვიდრე ოდესმე.
აღნიშნული საკომუნიკაციო პლატფორმები საინფორმაციო სივრცისათვის მუდმივად
ერთმანეთთან კონკურენციაშია. თქვენი, როგორც კომუნიკაციების სპეციალისტის,

ციფრული კომუნიკაცია არის ონლაინ არხების საშუალებით ადამიანებთან


დაკავშირების პროცესი. ეს შეიძლება მოიცავდეს სოციალური მედიის კამპანიების
დაწყებას, ელ.ფოსტის საინფორმაციო ბიულეტენების გავრცელებას, ბანერის
რეკლამების გაშვებას ან სარეკლამო სტატიების გამოქვეყნებას. ორგანიზაციებს ან
ინდივიდებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული კომუნიკაცია თავიანთი წვდომის
გაფართოებისთვის, სპეციალიზებული შეტყობინებების გასაზიარებლად და
აუდიტორიასთან ურთიერთობების დასამყარებლად.

ფუნქციაა თვალი ადევნოთ აუდიტორიის მიგრაციას პლატფორმებზე და მათი


გამოყენების თავისებურებებს. შეძლოთ, აუდიტორიაში ნდობის ჩამოყალიბება და
მიაწოდეთ მათ მნიშვნელოვანი - და ზოგჯერ სასიცოცხლო - ინფორმაცია. ეს მოიცავს
საინფორმაციო გარემოს საფრთხეების და შესაძლებლობების შესახებ უკეთ ცოდნას.
განსაკუთრებით თუ რა დგას თქვენსა და თქვენს აუდიტორიას შორის.

1
ციფრული სამყარო სავსეა ახალი შესაძლებლობებით. ისტორიაში პირველად
შეგიძლიათ რეალურ დროში განავითაროთ ნდობა თქვენს უშუალო მომხმარებელში,
შეძლოთ დაიცვათ საზოგადოება ზიანისგან და გაზომოთ მიღწეული შედეგები.
მაგრამ ამ გარემოს თან ახლავს გამოწვევებიც. ფართო წვდომა, არ გულისხმობს ზუსტი
ინფორმაციის მიღებას. ზოგჯერ ადამიანები შემთხვევით ან მიზანმიმართულად
აზიარებენ ყალბ ინფორმაციას და ხდებიან პროპაგანდის ნაწილი. ხშირად კი საქმე
გვაქვს კოორდინირებულ მიზანმიმართულ საზოგადოებრივი აზრის
მანიპულაციასთან. მეტას ანგარიშით 2017-2020 წლებში საქართველო მსოფლიოში
მე-5 ადგილზეა არა ავთენტური აქტივობებით. ინდივიდები თუ ორგანიზაციები
დეზინფორმაციას გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით ქმნიან. ხშირია
შემთხვევები, როდესაც ადამიანების მცდარი წარმოდგენები არის გამოყენებული
დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რითაც იქმნება რეალობას აცდენილი
დამოკიდებულებები. არასწორი, ფალსიფიცირებული ინფორმაციის გამოსწორება/
შეცვლა რთულ გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური გარემოსთვის,
განსაკუთრებით, დღეს არსებულ მაღალ პოლარიზებული გარემოში რთულია
ცვლილებები და ჯანსაღი კონკურენციის შექმნა.
ის თუ როგორ უნდა უპასუხოთ ციფრული სამყაროს გამოწვევას დამოკიდებულია,
თქვენს პრიორიტეტებზე და იმ საშუალებების ერთიანობაზე, რომლის გამოყენებასაც
გადასწყვეტთ.

დეზინფორმაცია, მისინფორმაცია და ყალბი ამბები ხშირად მიზნად ისახავს!

• დაარღვიოს ხელისუფლების მთლიანობა და დემოკრატიული პროცესები


• ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ კეთილდღეობას
• მოშალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება
• შეამციროს ნდობა ინსტიტუტებისა და მედიის მიმართ
• დაასუსტოს საზოგადოების მიმღებლობა მეცნიერული კვლევების მიმართ
• წაახალისოს ძალადობა და ტერორიზმი

2020 წლის დასაწყისში COVID-19 პანდემიის გავრცელებამ ციფრული ტრანსფორმაცია


ათწლეულების ტემპით დააჩქარა. სახლში ინტერნეტით სარგებლობის მქონე
ბავშვებმა დაიწყეს გაკვეთილზე დასწრება დისტანციურად; ბევრმა თანამშრომელმა
დაიწყო მუშაობა სახლიდან; და მრავალმა კომპანიამ მიიღო ციფრული ბიზნეს
მოდელები ოპერაციების და შემოსავლების ნაკადების შესანარჩუნებლად.
იმავდროულად, შემუშავდა მობილური აპლიკაციები, რათა პანდემიის განვითარებას
„თვალყური ადევნოთ“; მკვლევარებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი ვირუსის
კვლევისთვის და ვაქცინის ძიების დასაჩქარებლად. ინტერნეტ ტრაფიკი ზოგიერთ
ქვეყანაში 60%-მდე გაიზარდა ეპიდემიის გაჩენის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ
ციფრული ტრანსფორმაციის პოტენციალი კარგად წარმოჩნდა, პანდემიამ ასევე
ჩამორჩენა და ინფორმაციული მოწყვლადობა წარმოაჩინა. ტრანსფორმაციას
მსოფლიოში ერთი და იმავე ტემპით არ მიმდინარეობს, ხოლო დეზინფორმაცია
რეალურ ფაქტებზე სწრაფად ვრცელდება. აღნიშნულის შესამცირებლად, ქვეყნებმა
დაიწყეს ფიქრი ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებას და სტრატეგიული
კომუნიკაციის გაძლიერებაზე. ციფრული გარემოს დროული და ეფექტური ათვისება

2
უმნიშვნელოვანესი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების, მოსახლეობის
ჯანმრთელობის და ბიზნესის წარმატებისთვის.

რა ფუნქცია აქვს ციფრულ კომუნიკაციას სტრატეგიული


კომუნიკაციების კონტექსტში?

მუდმივად ცვალებად საინფორმაციო გარემოში ეფექტიანი სტრატეგიული


კომუნიკაციების საწარმოებლად დიდი როლი ენიჭება მედეგი და ინოვაციებზე
ორიენტირებული ციფრული კომუნიკაციის სისტემის შექმნა - განვითარებას. ციფრულ
გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სტრატეგიულად
წარმართვა. სტრატეგიული კომუნიკაციების კონტექსტში ციფრულ კომუნიკაცია
წარმოადგენს საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელების და მისი შედეგების
გაზომვის უმთავრეს ინსტრუმენტს.

სტრატეგიული კომუნიკაციები მოიცავს ყოვლის მომცველ და მრავალმხრივ მიდგომას.


იმისათვის, რომ პოლიტიკის აქტივობები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.
მიზანშეწონილია ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ დონეებზე ყველა ჩართული
აქტორთა მაქსიმალურ კოორდინაციის დონის მიღწევა. პოლიტიკის შემუშავებაში
სტრატკომის გუნდის მაღალი დაშვების უფლება უზრუნველყოს გამოცდილების და
ცოდნის გადატანას ფორმალური დაგეგმვის პროცესში. ბრიტანეთის მთავრობის
ციფრულ სივრცეში სტრატკომის გზამკვლევის1 მიხედვით სტრატკომს შემდეგი
ფუნქცია აქვს:

1. პირველი ფუნქცია: გაანალიზოს აუდიტორია ციფრულ სივრცეში, მათი ქცევა


პრობლემების დიაგნოსტიკისთვის და შეუმუშაოს რჩევები შესაფერისი
მოქმედებისთვის. კომუნიკაციის სპეციალისტები კარგად უნდა იცნობდნენ
განახლებულ მონაცემებს და მის ანალიზს, ესმოდეთ კონტექსტი რომელშიც
საჯარო სექტორი მუშაობს და გამოავლინონ გრძელვადიანი ტენდენციები.
2. მეორე ფუნქცია, კომუნიკაციის სტრატეგიების შემუშავებისას, განიხილოს
ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების მოხმარების მონაცემები და
არსებულ საშუალებებს შორის უზრუნველყოს ყველაზე ეფექტური
კომუნიკაციების არჩევა. მათ უნდა გააკეთონ მიზანმიმართული არჩევანი იმის
შესახებ, თუ როგორ გაამახვილონ ძალისხმევა შედეგების მისაღწევად.
3. მესამე ფუნქცია, მათ უნდა გააცნობიერონ კომპლექსური საჯარო პოლიტიკა და
შეძლონ აუდიტორიის კომუნიკაციის როლის განსაზღვრა მათ
განხორციელებაში. შეაფასონ აქტივობის გავლენა დემონსტრირებისთვის და
დანერგონ ტესტირებისა და სწავლის მიდგომა, რათა მთავრობის კომუნიკაცია
მუდმივად გაუმჯობესდეს.

1
GCS. 2022. RESIST 2 Counter Disinformation Toolkit - GCS. [online] Available at:
<https://gcs.civilservice.gov.uk/publications/resist-2-counter-disinformation-toolkit/#Early-warning>
[Accessed 28 August 2022].

3
აღნიშნული კურსის ფარგლებში სტრატკომის პირველ და მეორე ფუნქციას
მიმოვიხილავთ. თქვენი შესაძლებლობების განვითარება ამ მიმართულებით
დაგეხმარებათ უკეთ შეასრულოთ ნებისმიერი საკომუნიკაციო დავალება. მესამე
ფუნქცია დამოკიდებულია კონკრეტული საჯარო პოლიტიკის კონტექსტსა და
იმდროისათვის არსებულ საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, რის გამოც მისი განზოგადება
ძნელად ხდება.

აუდიტორის ანალიზისთვის და პრობლემების დიაგნოსტიკისთვის განკუთვნილი


მრავალი საშუალებაა, მათ შორის მომხმარებელთა კვლევა, დაინტერესებული
მხარეების ანალიზი, სოციალური ქცევაზე დაკვირვება და მონიტორინგის სისტემა.
თუმცა აღნიშნული წარმოუდგენელია ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის
სისტემის გარეშე.

პირველი ფუნქცია - აუდიტორიის ანალიზი: ადრეული


გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემა ციფრულ სივრცეში
ციფრული მონიტორინგის პროდუქტები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
დღეს ხელმისაწვდომია მრავალი მონიტორინგის სერვისი, რომელიც შეიძლება
მიიღოთ, როგორც ანალიტიკური კომპანიებისგან, ასევე მედიისგან და
არასამთავრობო გუშაგი (watch dog) ორგანიზაციებისგან, ან თავად შეკრიბოთ. ყველა
ონლაინ მედია დღის ბოლოსთვის კრებს ნიუსებს იმ დღეს მომხდარ მოვლენებზე და
აკეთებს არქივს. მონიტორინგის განმახორციელებელი კვლევითი ორგანიზაციები
ყოველ კვირეულად უშვებენ მიმდინარე დეზინფორმაციული ნარატივების
გამოკვლევას, ხოლო საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციები NDI და IRI, ასევე
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი - CRRC, კვარტალურად აქვეყნებენ
ანგარიშებს ქვეყნის მთავარ ტრენდებზე.
მიუხედავად იმის, რომ მსგავსი
მონიტორინგი არ არის სრული მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ
სურათი რისკებსა და გაანალიზოთ:
შესაძლებლობებს შესახებ, ის
გაძლევთ კარგ მონაცემებს Ø ციფრული დებატები, რომლებიც
მიმდინარეობს თქვენს
ანალიზისთვის. თქვენ, როგორც ორგანიზაციასთან და მის
კომუნიკაციის სპეციალისტს, საქმიანობასთან დაკავშირებით
შეგიძლია ეს გამოიყენოთ Ø დამოკიდებულებები, რომლებსაც აქვთ
ძირითადი აუდიტორიის და ფართო სხვადასხვა გავლენიან აქტორებს და
დებატების შესახებ ინფორმაციის თქვენს აუდიტორიას; შექმნათ
მისაღებად. განსაკუთრებით, იმ აქტორების რუკა (stakeholder map)
საკითხებზე, რომლებიც ეხება Ø ციფრულ პლატფორმებზე აქტორების და
თქვენი პოლიტიკის პრიორიტეტული თქვენი სეგმენტი აუდიტორიის
ჩართულობის თავისებურებები
სფეროებს.

მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემა საშუალებას იძლევა შექმნათ


პოტენციალი საფრთხეებისგან დაიცვათ აუდიტორია. როდესაც ციფრულ სივრცეში

4
ერთვებით მონიტორინგი დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ სად და რა უნდა ეძებოთ.
აღნიშნული ანალიზი გულისხმობს თქვენს შესახებ დისკუსიის, აქტორთა რუკის,
პოტენციური მიზნების და სივრცეების/პლატფორმების იდენტიფიცირებას.
მონიტორინგის შედეგები უფრო კომპლექსური და მრავლის მთქმელი იქნება თუ თქვენ
მეორე ნაწილში ჩამოთვლილ სოციალურ პლატფორმების ეფექტიან გამოყენებას
ახერხებთ.
პროპაგანდის და დეზინფორმაციის რისკები განსაკუთრებით გაზრდილია ციფრული
კომუნიკაციის სივრცეში. პოლიტიკის მხარდამჭერი აქტივობის დაგეგმვისას
მნიშვნელოვანია მხედველობაში მიღებულ იქნას რისკები და კონფლიქტური
ინტერესები. სტრატკომის დაგროვილი ცოდნა და ექსპერტიზა განსაკუთრებულ როლს
თამაშობს, ისეთი სფეროების იდენტიფიცირებაში, სადაც შეცდომაში შეჰყავთ ან
დეზინფორმაციას ავრცელებენ ინსტიტუტის ან/და თქვენი აუდიტორიის მიმართ.
ცხრილი 1: ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის ჩარჩო

პრიორიტეტები საფრთხის შემცველი სივრცეები


დასაცავი რა არის ჩვენი პოლიტიკის როგორია ამ მიზნებთან
მიზნები პრიორიტეტული სფეროები დაკავშირებული დამოკიდებულებები
და პასუხისმგებლობები? რომლებიც შეიძლება გამოყენებული
დეზინფორმაციისთვის? რა სახის
დეზინფორმაცია შეიძლება
განსაკუთრებით საზიანო იყოს ჩვენი
მიზნების და ჩვენი აუდიტორიისთვის?
დასაცავი რა არის ჩვენი მთავარი რა შეცდომაში შემყვანი ან
ინფორმაცია გზავნილები და მანიპულირებული ინფორმაცია
ნარატივები? ვრცელდება? რა არის ძირითადი
მესიჯები და ნარატივები, რომლებიც
უნდა ვიცოდეთ? რა არის ტყუილი
ან შეცდომაში შემყვანი მათ შესახებ?
დასაცავი რა არის ჩვენი ძირითადი რა ღირებულებები და ინტერესები
ბრენდი ღირებულებები ? წარმოჩენა გვსურს? რა სახის
დეზინფორმაციამ შეიძლება შეარყიოს
ჩვენი სანდოობა, ჩართულობა თუ
მუშაობის უნარი?
დასაცავი ვინ არიან მთავარი რა არის მათი ღირებულებები და
აუდიტორია დაინტერესებული მხარეები ინტერესები? ვის უსმენენ და
და აუდიტორია, რომელიც მიჰყვებიან ? მათი ჩვენთან
გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობის რომელი ნაწილები
პოლიტიკაზე/ქცევაზე ? არის მიდრეკილია არასწორი და
დეზინფორმაციის მიმართ?

ცხრილი 1 - ზე ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემის ჩარჩოა


წარმოდგენელი. ის წარმოადგენს ერთგვარ ინდიკატორს რომელიც საშუალებას
გაძლევთ წინასწარ მოახდინოთ რისკების შემცირება და შენიშნოთ გამოწვევები. ამ
ფორმით შექმნილი სისტემა წარმოადგენს გზამკვლევს დეზინფორმაციის მიმართ

5
თქვენი ორგანიზაციის მდგრადობის გაძლიერებისთვის. ის შეუცვლელი საფეხურია
საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის, მონიტორინგის გაუმჯობესების, მოწყვლადი
ჯგუფების ცნობიერების ამაღლების და პოტენციური საფრთხეების შესახებ ადრეული
გაფრთხილების უზრუნველყოფისთვის.
ციფრული მონიტორინგი მორგებული უნდა იყოს ძირითად პრიორიტეტებზე, გავლენის
შემსრულებლებზე და აუდიტორიაზე. ამისთვის არსებობს სამთავრობო სტრატეგიული
კომუნიკაციების ერთეულები და კვლევითი/მარკეტინგული პლატფორმები, რომლებიც
ახორციელებენ ანალიზს და აკეთებენ შესაბამის კვლევებს. ბევრია უფასო და ფასიანი
საჯაროდ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია
ანალიზის მხარდასაჭერად. თუ თქვენ გადაწყვეტთ მათ გამოყენებას შეარჩიეთ იმ
ხელსაწყოების კომბინაციების ნაკრები, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.
დეზინფორმაციას და პროპაგანდასთან დაკავშირებით ციფრული მონიტორინგის
მიზანი არის დაგეხმაროთ მოწყვლადობის შემცირებაში. პრიორიტეტების და რისკის
მართვაზე ორიენტირებული დაგეგმვა დაგეხმარებათ ადრევე აღმოაჩინოთ და
რეაგირება მოახდინოთ შესაძლო დეზინფორმაციაზე თუ პროპაგანდისტულ
გზავნილზე.

მეორე ფუქნცია: პლატფორმების ანალიზი და ციფრული


კომუნიკაცია
სტრატკომის მეორე ფუნქცია მიემართება საკომუნიკაციო პლატფორმების ანალიზს.
წარმატებული საკომუნიკაციო კამპანიისთვის უმნიშვნელოვანესია სოციალური
მედიის ციფრული პლატფორმების მოხმარების სტატისტიკის ცოდნა. საქართველოში
სოციალური მედია პლატფორმებში გაწევრიანება მაღალია. მოსახლეობა მეტად
დაინტერესებულია ფოტო-ვიდეო კონტენტით და ნაკლებად მიჰყვება მოკლე
შეტყობინებებს. პლატფორმები თანაბრად გამოიყენება როგორც პროფესიული ასევე
ყოველდღიური საქმიანობისათვის.
2022 წლისათვის, ინტერნეტის და სოციალური მედიის მოხმარება 72%- ზე მაღალია.
ტრადიციულ მედიისადმი ნდობის ნაკლებობამ გააძლიერა მოსახლეობის ინტერესი
სოციალური მედიის მიმართ და კომუნიკაციის ახალი შესაძლებლობა შექმნა.
ადამიანთა რაოდენობა რომელიც ინტერნეტს არ იყენებს 28%- ზე დაბალია. ასევე
მაღალია სოციალური მედიის გამოყენება ეროვნული უმცირესობებით და სოფლად
დასახლებული მოსახლეობის ნაწილში. საჯარო უწყებები სოციალურ მედიაში
აქტიურად არიან წარმოდგენილნი და სოციალურ მედიას კითხვა პასუხის რეჟიმში
აქტიურად იყენებ. მთავარ გამოწვევად რჩება ტექნოლოგიური უნარების ნაკლებობა
და პლატფორმების არა მიზანმიმართულად, არა სისტემურად გამოყენება.

6
2022 Globalwebindex-ის მონაცემებით, საქართველოში 2.88 მილიონი ინტერნეტ
მომხმარებელია.2 თუმცა სოციალური მედიის მოხმარებით საქართველო
გამორჩეულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. მოსახელობის 84 პროცენტი
წარმოდგენილია სოციალ მედიაში. რაც არ ასახავს უნიკალურ ინდივიდუალურ
მომხმარებელს, თუმცა ემთხვევა ზოგად ტრენდს - მოსახლეობის 70% (IRI, Georgia,
2022) ყოველდღიურად
იყენებს სოციალურ მედიას.

ინფორმაციის გამოყენების
კუთხით მოსახლეობის ქცევა
მუდმივად იცვლება.
ტელევიზია არ წარმოადგენს
უპირობო ლიდერს, და
სხვადასხვა პერიოდში მისი
მოხმარება 60 % მდე
ჩამოვიდა. თუმცა, ტელევიზია
ჯერ კიდევ დიდად
პოპულარულია საარჩევნო
პერიოდში. 2019 წლიდან
ინტერნეტის ინფორმაციის
მისაღებად გამოყენება ცხრილი 2: რამდენად ხშირად იყნებთ ინტერნეტს და სოციალურ მედიას?
იზრდება, მაგალითისთვის (ყოვედღე, კვირაში რამდენჯერმე, ყოველ კვირეულად, თვიურად, უფრო
ნაკლები სიხშირით, არასოდეს, არამაქვს პასუხი)
ფეისბუქის გამოყენება 2022
წელს 53 % შეადგენს.3

რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფეისბუქი ?


ფეისბუქი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, მსოფლიოში ყოველთვიურად
2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ის ასევე არის ერთ-ერთი ყველაზე რთული
ციფრული საკომუნიკაციო არხი დასაუფლებლად. Digiday-ის თანახმად, ალგორითმის
ხშირმა ცვლილებებმა გამოიწვია ორგანული წვდომის შემცირება, რადგან
მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ მეგობრებისა და ოჯახის პოსტებს, ვიდრე
ბრენდებისა და პუბლიკაციების კონტენტს. თუმცა აღნიშნული განსხვავებულად
ვლინდება სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოში მაღალია მოთხოვნა ბრენდების
კონტენტზე და მარკეტინგი ზემოდან-ქვემოთ პოზიციონირებაზე მორგებული
(კომპანიები ცდილობენ პოზიციონირება გააკეთონ თავიანთი მომხმარებელზე
მაღლა). სტრატკომისთვის, ფეისბუქი მოსახერხებელია თქვენი კომუნის, აუდიტორიის
შესაქმნელად. მაღალი გამოყენების გამო ადვილია აუდიტორიის დაჯგუფება
სხვადასხვა ინტერესით და მახასიათებლებით. 2022 წლის ივნისის მონაცემებით
ფეიბუქს საქართველოში 3,5 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც მოსახლეობის 92.2%
შეადგენს. რომელთა უმეტესობა 53.3 პროცენტია ქალია. ყველაზე დიდი ჯგუფი 25-34
წლამდე ახალგაზრდები არიან. მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფში ქალების აქტიურობა

2
Inc, Hootsuite. “Digital in 2020 - Social Media Marketing & Management Dashboard.” Hootsuite,
hootsuite.com/pages/digital-2020#c-192448. Accessed 21 June 2020
3
National Democratic Institute, and CRRC Georgia. Public Attitudes in Georgia. 2019.

7
უფრო შეიმჩნევა. 55 დან 64 ასაკი ფარგლებში 63 000 მეტი ქალია
დარეგისტრირებული.

ცხრილი 3: ფეისბუქის მოხმარება საქართველოში ასაკის და რაოდებით პროცენტებში

დამატებითი საშუალებები/ მიგნებები

• Facebook Ads: მიუხედავად იმისა, რომ პოსტის დაბუსტვაზე ნაკლები ორგანული


წვდომა შეიძლება იყოს, ის პრაქტიკულია კონკრეტული აუდიტორიის
მოსაზიდად და ბრენდის შესაქმნელად. განსაკუთრებით ღირებულია
დემოგრაფიისა და A/B ტესტის4 კონტენტის გათვალისწინებით რათა ნახონ,
რომელი ტექსტი და ვიზუალი გამოიმუშავებს საუკეთესო პასუხს.
• გააკეთე ვიდეო: Forbes-ის ცნობით, ყოველდღიურად 500 მილიონზე მეტი
ადამიანი უყურებს ფეისბუქის ვიდეოს, რითაც ოფიციალურად გაუსწრო
YouTube, როგორც ყველაზე ყურებადი ვიდეო პლატფორმა. ვიდეო კონტენტი
უკეთ მუშაობს, თუ მას სისტემური სახე აქვს და მაღალი ავთენტური ხარისხი
გააჩნია. რის გამოც ჯობს მოკლე და კონკრეტული ვიდეო.
• გამოიყენე მესენჯერი : ინტეგრირებული ავტომოპასუხე(ჩატ ბოტი)5
წარმოადგენს კიდევ ერთ საშუალებას რეალურ დროში ჩართულობის, თუმცა არ

4
სატესტო ვარიანტის რამდენიმე ვერსიის შექმნა და სხვადსხვა ჯგუფში დატესტვა უფრო ეფექტური
გზის აღმოჩენის მიზნით.
5

8
ჩაანაცვლოთ ი-მეილ კომუნიკაცია და შეინარჩუნეთ განსხვავება სამსახურსა და
პირად სივრცეს შორის.

რატომ და როგორ უნდა გამოვიყენოთ იუთუბი ?

2022 წლის იანვრის მონაცემებით, YouTube თვეში 1.45 მილიონი ადამიანი სტუმრობს
საქართველოდან, რომლებიც მინიმუმ 11 წუთს ატარებენ პლატფორმაზე. გარდა იმისა,
რომ სახელმწიფო უწყებები ნაკლებად არიან წარმოდგენილი აღნიშნულ
პლატფორმაზე ნაკლებად ხდება პლატფორმის ლაივის და აქტუალური მოვლენების
გაშუქებისთვის გამოყენების შესაძლებლობაც. რის გამოც პრობლემურია ქართული
კონტენტის მიწვდომადობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის.
მიუხედავად ამისა, მოსახლეობაში პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია
გასართობ და მუსიკის მოსმენის ჟანრში. სამწუხაროდ პლატფორმა არ იძლევა
საშუალებას, ვნახოთ ასაკობრივი ან გენდერული ბალანსი მომხმარებელში. იმის
მიხედვით თუ რას ეძებენ მომხმარებლები YouTube ზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ
ის პოპულარულია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

ცხრილი 4: იუთუბზე ყველაზე ძებნადი თემები საქართველოში

დამატებითი საშუალებები/ მიგნებები

• სარეკლამო ბიუჯეტის გადატანა ვიდეოებზე ონლაინ პლატფორმებში: Marketing


Land-ის მიხედვით სატელევიზიო ბიუჯეტები უფრო ეფექტურია თუ კონტენტი ასევე
ვრცელდება იუთუბისა და ფეისბუქზე. ანუ ვიდეო კონტენტი ყველა პლატფორმაში
წარმომადგენლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთ სივრცეში სტაბილური
წარმომადგენლობა.

9
• რეკლამა პოპულარულ პოდკასტებზე: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით
პოპულარულია სათემო რადიოები და თემატური პოდკასტები . რის გამოც აღნიშნული
ბაზარი დაბალი ფასის გამო უფრო მიმზიდველია და ასევე თავაზობს ავთენტურ
კონტენტს. პროგრამულად არის ჩასმული შინაარსისა და აუდიტორიის საფუძველზე.
• შექმენით ციფრული კონტენტი, რომელიც შთაგონებულია ტრადიციული მასმედიის
შინაარსით: ყოველთვის შესაძლებელია ტრადიციული „ჩემი რეაქცია“ აღნიშნულზე
გამოყენება, რომლითაც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის თქვენი უკუგების ვიდეო
კონტენტად შექმნა ხდება.

Figure 1: სოციალური მედიის პლატოფრმების: ინტსგარამი, მესენჯერი, ტვიტერი და ლინკდინი მოხმარება


საქართველოში

ინსტაგრამი მესენჯერი ტვიტერი6 ლინკდინ


პოპულარობა 36% 57.9 3.6% 11.1%
მომხმარებელთა 1.45 მილიონ 2.3 მილიონ 143.6 440.0
რაოდენობა
ქალების წილი 57.4% 53.6% 60.7%

მოკლე შეჯამება:
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მძაფრად წამოწია ციფრული გარემოს მნიშვნელობა
ჰიბრიდულ ომში. მოსახლეობის ინფორმირება ზუსტი ინფორმაციით, მათი დაცვა
დეზინფორმაციისა-პროპაგანდისგან და ნდობის მშენებლობა მთავარი საკითხი
გახდა კომუნიკაციის სტრატეგიაში. გარდა საფრთხეებისა, პანდემიის პერიოდში ასევე
ნათლად წარმოჩნდა ციფრული დაკავშირებულობის პოტენციალიც. მომავალში
სამუშაო ადგილები, განათლება, ჯანდაცვა, სამთავრობო სერვისები და სოციალური
ურთიერთობები შეიძლება კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს ციფრულ
კავშირზე. ამ გარემოში სტრატეგიული კომუნიკაცია წარმოადგენს წამყვან რგოლს
ციფრული გარემოს ათვისებასა და საფრთხეებთან გამკლავებაში. საჯარო სექტორის
აღნიშნული ერთეული მიმართულებას აძლევს თუ რა, როდის და როგორ უნდა
დაუკავშირდეს საჯარო პოლიტიკის დაგეგმვას.
ეფექტური სტრატკომი ციფრულ სივრცეში ახორციელებს, აუდიტორიის დეტალურ
ანალიზს, გამოწვევების დიაგნოსტიკისთვის და რელევანტური რეკომენდაციების
შესამუშავებლად. წინასწარი გაფრთხილების და მონიტორინგის სისტემა ერთ-ერთი
ეფექტური ინსტრუმენტია ანალიზისთვის, რომელიც დეზინფორმაციის მიმართ
დაუცველი საკითხების და მოწყვლადი აუდიტორიის იდენტიფიცირებას ახდენს.
სისტემა ხელს უწყობს კომუნიკატორების ფოკუსირებას ძირითადი მოწყვლადობის

6
ტვიტერი პოპულაროლია საგარეო ურთიერთობებში ჩართულ საჯარო, საერთაშორისო და
არასამთავრობო წარმომადგენლებში.

10
მონიტორინგზე, მიზნების, აუდიტორიის, გავლენიანი აქტორების, და საშუალებებზე
ინფორმაციის შედგენის გზით.
სტრატკომის წარმატება გამოიხატება, მის ექსპერტიზაში მოახდინოს კომუნიკაციის
სტრატეგიების შემუშავება მათ ხელთ არსებული ციფრული საკომუნიკაციო
პლატფორმების ანალიზზე დაყრდნობით. ციფრული კომუნიკაციის პლატფორმების
მონიტორინგი საშუალებაა თვალი ადევნოთ საინფორმაციო გარემოს და მის
ცვლილებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია გქონდეთ თქვენი
აუდიტორიის პლატფორმებს შორის მიგრაციაზე და გამოყენების თავისებურებებზე.

ციფრული კომუნიკაცია და მის სწრაფი ათვისება წარმოადგენს შესაძლებლობას


მრავალმხრივი, ორგანიზებული კომუნიკაციისთვის და პასუხს დეზინფორმაციის და
პროპაგანდის გამოწვევებზე.

11

You might also like