You are on page 1of 2

სულხან-საბა ორბელიანი

სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ ტანძიაში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი


ფეოდალი იყო. მამა — ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, ზაალ
არაგვის ერისთავის ასული. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო
დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ
ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად
ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი
„ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685–1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის
მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია
ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები.
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე
სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686–1695). ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-
არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან
გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული
იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში
სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი
სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის
დემოკრატიულ პრინციპებს.

მეფე და მხატვარი
ერთ ცალთვალა მეფეს ხელოვანი მხატვარი ჰყავდა, რომელიც არ მოსწონდა და მიზეზს ეძებდა,
რომ სიკვდილით დაესაჯა.
ერთხელ მეფემ უბრძანა მხატვარს:
- მინდა დამხატოო!
მხატვარმა გულში თქვა: ახლა კი მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე, ცალთვალა რომ დავხატო,
მომკლავს, როგორ მკადრეო; თუ ორივე თვალს დავუხატავ, მაინც მომკლავს: ჩემი მსგავსი არ
არისო.
მხატვარმა ბევრი ფიქრის შემდეგ ეს ხერხი მოიგონა: დახატა ირემი, მეფეს ხელში თოფი მისცა,
ბრმა თვალი დაუხუჭა და საღი თვალით ირემი მიზანში ამოაღებინა.
მხატვარმა ეს სურათი მეფეს მიართვა. მეფემ მიზეზი ვეღარ მოუძებნა და მხატვარი სიკვდილს
გადაურჩა.

ორმოში ჩაგდებული მეფე


რი მეფე ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთმა მეფემ მეორე დაამარცხა, შეიპყრო და ორმოში
ჩააგდო.
გავიდა ხანი. მივიდა ერთი ნაცნობი კაცი, რომელმაც მეფის ამოყვანა და გაპარება გადაწყვიტა.
მივიდა ორმოსთან და ჩასძახა:
- კარგს ვიზამ, რომ გაგაპაროო?
მეფემ მადლობა გადაუხადა.
კაცმა თოკით ამოიყვანა მეფე და კიდევ უთხრა:
- კარგი არ ვქენი, რომ ამოგიყვანეო?
მეფემ კიდევ გადაუხადა მადლობა.
კაცმა მესამედაც უთხრა:
- კარგად მოვიქეციო?
შეწუხდა მეფე და ხმამაღლა დაიძახა:
- ვინა ხართ, ამ კაცმან გამაპარაო!
მოვიდნენ მცველები, შეიპყრეს ორივე და მეფეს ჰკითხეს:
- რატომ გაამჟღავნე და არ გაიპარეო?
მეფემ უპასუხა: სანამ ამომიყვანდა, ყვედრებით ამიკლო, და ვიდრე შინ მივაღწევდი, კიდეც
დამახრჩობდა, ამიტომ აქ ყოფნა ვარჩიეო.

უტკბესი და უმწარესი
ერთხელ მეფემ ვეზირს უბრძანა: წადი, ისეთი საჭმელი მომიტანე, რომ დედამიწაზე მასზე უტკბესი
არაფერი იყოსო.
წავიდა ვეზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეუწვა და აჭამა. მეფეს მოეწონა.
ცოტა ხანში მეფემ ისევ იხმო ვეზირი და უბრძანა: წადი, ისეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მასზე
უმწარესი არაფერი იშოვებოდესო!
წავიდა ვეზირი, ისევ ენა უყიდა და მოუტანა.
მეფემ ვეზირს მიმართა: მწარე ვისურვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო?!
ვეზირმა მიუგო: ენაზე მწარე და ენაზე ტკბილი ამქვეყნად არაფერიაო.
გლახაკი და ქილა ერბო
ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი
გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა:
- ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი;
იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და
თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-
ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და
ავშენდებიო.
ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო.
გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო!
მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი
გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა.

კუ და მორიელი
ერთი კუ და მორიელი დამეგობრდნენ, დაადგნენ გზას და მდინარე დახვდათ გასავლელი.
მორიელი დაღონდა, ცურვა არ იცოდა და ნაპირზე გასვლა არ შეეძლო.
კუმ უთხრა:
- ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი კუს ზურგზე. როცა კუ წყალში შეცურდა, მორიელმა ზურგზე კბენა დაუწყო.
კუმ ჰკითხა:
- ძმაო, რას აკეთებო?
მორიელმა უპასუხა:
- რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრამ ასეთი გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა
ვუკბინოთო.
კუმ ჩაყვინთა, მორიელი წყალს გაატანა და უთხრა:
- ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ თუ ჩემი გვარი შხამიან ხორცს არ ჩამოიბანს, გაუსივდება და
მოკვდებაო.

You might also like