You are on page 1of 16

მგელი

ერთგული და საზრიანი ცხოველი

სად გვხვდება მტაცებელი და რა საფრთხის წინაშეა ის?

მგელი, მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი


ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ჭკვიანი,
საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველია.
ბინადრობდა თითქმის მთელს ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე
მინდვრებში, ნახევრად უდაბნოებში და
ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც.
საკვებად მიირთმევს როგორც მწერებსა და
თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა
ბიზონი, ცხენირემი და გარეული ხარი.
საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან.
მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა
მას როგორც ცხვრისა და სხვა შინაური
ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო
და ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა
და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში
(მაგ., აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა
მისული.

სახეობათა შესახებ

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის ყველაზე


დიდი წარმომადგენელია. დღეისთვის
მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე.წ.
წითური მგელი (Canis Rufus) და რუხი
მგელი (Canis Lupus). რუხი მგლის რამდენიმე
ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის ანუ
არქტიკული მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის
ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების
მგელი და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც
დღესაც ბინადრობს აღმოსავლეთ ავროპისა
და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის
მგელს თხელი, მოხდენილი სხეული აქვს და
ღია შეფერილობა. გარეგნულად ძალიან ჰგავს
ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში გავრცელებულ
რუხ მგელს; არქტიკული მგელი არის
ბევრად დიდი, სქელი, თეთრბეწვიანი.

Canis Rufus

მგელი როგორც ,,სოციალური“ ცხოველი

მგლის ხროვა საშუალოდ 6-8


წევრისგან შედგება. იშვიათად, ხროვა
აერთიანებს 20-მდე მგელს. ხროვას სათავეში
უდგას წყვილი: ერთი მდედრი და ერთი
მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის
ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო
დანარჩენი წევრები მათი ნაშიერი არიან.
ისინი ჯერ საკმარისად მოზრდილები არ
არიან საიმისოდ, რომ საკუტარი ხროვები
შექმნან. მგელი ,,სოციალური“ ცხოველია და
თავის ოჯახში რანგების დიდი დამცველია.

,,ცხოვრება“ ხროვაში

მმართველ წყვილში დომინანტური


ადგილი მამრ მგელს უჭირავს. თუ
რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან
დაიღუპება, მეორე შეითავსებს იმის
ფუნქციებს. მმართველი ადგილისთვის
ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს
შორის, თუმცა ზოგჯერ ის მხოლოდ
სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში
თითოეულმა მგელმა იცის საკუთარი
ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ.
სოციალური რიტუალები, რომლის დროსაც
მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი
უპირატესობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას
შეცვლის ხროვის სხვა წევრი. გადაყენებული
მეთაურები, ასე ხდება უმეტესად, ანებებენ
თავს მშობლიური ხროვის ყოფას და სხვა
ცხოვრებას იწყებენ. მშობლებთან ლეკვები
რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობენ.
ორი-სამი თვის შემდეგ ლეკვები იმდენად
მოზრდილი არიან, რომ ტოვებენ ბუნაგს და
იწყებენ ხეტიალს თავიანთ ხროვასთან
ერთად. გვიან შემოდგომაზე მგელი იცვლის
ჩვევებს: ტყეში დანიშნულ ტერიტორიაზე
ხეტიალის ნაცვლად იგი ემზადება
გამრავლების სეზონისთვის- ეძებს მყუდრო
ბუნაგს. ბუნაგის მოძებნა მაკე მდედრის
პრეროგატივაა. ეს მდედრი მგელი, როგორც
წესი, ხროვის უმაღლესი რანგის
წარმომადგენელია. ის გვიან ზამთარში
მძუნაობს ხროვის ლიდერ მამრ მგელთან (
მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი
პარტნიორების ერთგული არიან მთელი
სიცოცხლის განმავლობაში). მაკეობა შვის
კვირას გრძელდება. ამის შემდეგ დედა
მგელი შობს 4-7 ბრმა და უსუსურ ლეკვს.
პირველი სამი კვირა დედა მგელი ძუძუს
აწოვებს მათ. მთელი ამ პერიოდის
განმავლობაში იშვიათად თუ ტოვებს ბუნაგს,
საკვებით მომარაგება მინდობილი აქვს მამრ
მგელზე. ხროვის სხვა წევრებიც ახლომახლო
ხეტიალობენ და უზრუნველყოფენ დედა
მგელსა და უკვე მოზრდილ ლეკვებს
საკვებით. ზოგიერთ შემთხვევაში ასრულებენ
ძიძის როლსაც- უფრო ხშირად მაშინ, როცა
დედა მგელი თვითონ გადის სანადიროდ.
ეული მგლები

ხროვის ყველაზე ახალგაზრდა


წევრები, რომლებსაც ყველაზე დაბალი
,,რანგი“ აქვთ, ხშირად ტოვებენ საკუთარ
ოჯახებს და ახალი ხროვის შესაქმნელად
მეგობრებს ეძებენ. მათ ბევრი ხეტიალი
უწევთ. მოხეტიალე მგელი ცდილობს გვერდი
აუაროს სხვა ხროვის ტერიტორიებს,
წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება
თავისთვის ფატალური ჩხუბი მოუვიდეს ამ
ხროვის სხვა წევრებთან. საქმე ისაა, რომ
მიუხედავად იმისა, მგლის ხროვის წევრები
ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში,
დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვისას ისინი
ერთად იკვრებიან და მტერს კლავენ.

მექსიკური ეული მგელი


,, ეს ჩემი ტერიტორიაა!“

შემოდგომისა და ზამთრის
პერიოდებში მგლების ხროვა მოხეტიალე
ცხოვრებას ეწევა, თუმცა მაინც ინარჩუნებს
საკუთარ ტერიტორიას. ტყიან რაიონებში ეს
ტერიტორია ხშირად მცირე ფართობისაა,
დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრამდეა და
კარგადაა დაცული. მგლების ხროვის
კუთვნილი ტერიტორიის ფართობი
დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის
ნადავლი მოიპოვება ამა თუ იმ
ტერიტორიაზე. რაც ნაკლებია ნადავლი, მით
უფრო ფართოვდება დაცული ტერიტორია.
მაგ., ჩრდილოეთის ირემზე მონადირე
მგლები ირმების ჯოგს თან დაჰყვებიან
არკტიკის ტუნდრებში მათი მიგრაციის
მარშრუტზე. ჩრდილოეთის ირმის თითქმის
თითოეულ ჯოგს დასდევს შემოჩვეული
მგლის ხროვა. ზემოხსენებული ფართობის
მთლიანად საკუთარ ტერიტორიად მითვისება
მგლის ხროვას არ შეუძლია. ტყეში
მობინადრე მგლები შედარებით პატარა
ტერიტორიებს ითვისებენ. მგლისთვის
განსაკუთრებით დამახასიათებელია
ტერიტორიის სუნით დანიშვნა. ნებისმიერი
მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის
მიერ დანიშნულ ტერიტორიას და თავს
არიდებს მას- საფრთხეს გაურბის. მგლების
ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად
ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის
თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად
ყმუიან. ამით აცნობებენ თავიანთ
ადგილსამყოფელს დაპირისპირებულ ხროვას.
ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის
დანარჩენი წევრები ჰყვებიან მას მომღერალტა
გუნდის პრინციპით. ეს პროცესი იმდენად
სასიამოვნო ჩანს მგლებისთვის, რომ ეს
მათთვის თითქოს ერთგვარი
გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. ზამთრის
მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი
მუდმივ ხასიათს ატარებს. ამით ისინი
ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორებია
დაკავებული. თუ ხროვა მცირერიცხოვანია
და შედარებით სუსტია, ის სიჩუმეს
ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს,
რათა არ გადააწყდეს თავისზე ძლიერს. ამავე
მიზეზით იკავებენ ეული მგლები
ყმუილისგან თავს. ჩასაფრების მიზნით
უმეტეს შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს
ირჩევს: სადაც თავისუფალი ტერიტორია
იშვიათია, იმ მიდამოებში მობინადრე მგლები
ასე მოქმედებენ.

ნადირობა და კვება მგლებში


დიდ ცხოველზე ნადირობისას
მგლები გუნდური პრინციპებით
ხელმძღვანელობენ. მოპოვებულ საკვებს
პირველად ხროვის ლიდერი ჭამს, მხოლოდ
ამის შემდეგ აქვთ ხროვის დანარჩენ წევრებს
კვების უფლება. მგელი ადვილად
ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია
იკვებოს ყველაფრით, რის დაჭერასაც
მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებია
ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და ხილისა და ხავსურას
უჩვეულო ,,სალათი“. ხშირად მგელი იკვებება
ლეშითაც. ნადირობისას მგელი ამჯობინებს
დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად
აინაზღაუროს დახარჯული ენერგია.
ჩვეულებრივ, ეული მგლის მსხვერპლი არის
მცირე ზომის ირემი ან ცხვარი. მგლის ხროვა
კიცდილობს, რაც შეიძლება დიდი ზომის
მსხვერპლი მოინადიროს. თუ სანადიროდ
გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია
დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი
ცხენირემიც კი, რომელიც თავისი წონით 10-
ჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი
ნადავლის დაჭერა-შთანთქმისთვის საჭიროა
სიძლიერე, ენერგია, გაბედულება და
გუნდური თანადგომა. ხროვებად
ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად
მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია.

გადარჩენისთვის საჭირო უნარები მგლებში

ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-


ერთ ძირითად შეგრძნებას- ყნოსვას. როდესაც
მგლების ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის
ნაკვალევს, მაშინ ყველა წევრი წუთიერად
ჩერდება, თავს ხრის შეგრძნებული სუნის
მიმართულებით და კუდს აქიცინებს
განსაკუთრებული წესით. შემდგომი
მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე,
სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ მინდორში
მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან,
ხოლო ტყეში ადვილი შესაძლებელი არის
ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის
გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება
მსხვერპლს და ალყაში აქცევს მას. სადილის
შემდეგ მგელი იბანს პირს უახლოეს
წყაროზე, შემდეგ იძინებს. გაღვიძებული,
ისევ იწყებს კვებაზე ზრუნვას. თუ ხროვაში
ამ პერიოდისთვის არსებობს დედა მგელი და
მისი ლეკვები, თითოეული წევრი ზრუნავს
მათ გამოკვებაზე. ჩვეულებრივ, მგელი
მიირთმევს 10 კგ-მდე ხორცს ერთ ჭამაზე.
ხშირად მგელი საკუთარი ნადავლის ტყავსა
და და ბეწვს ჭამს. ზოგჯერ მგელი
რამდენიმე დღე მშიერი დაძრწის, რადგან
ნადირობის პროცესი მძიმე და ხშირად
უშედეგოა. რთულ გარემოპირობებში
გადასარჩენად მგელს დიდი ძალისხმევა
სჭირდება. ნადირობა ზამთრის სრულ
სიბნელეში უწევთ არქტიკულ მგლებს,
რომლებიც მეტად შორეულ ჩრდილოეთში
ბინადრობენ. ამის მიუხედავად, აღნიშნული
ჯიში კარგად ვითარდება, ვინაიდან
დაცულია უდიდესი მტრისგან- ადამიანისგან.
დღეისთვის მგლის ორი სახეობა არის
გადარჩენილი. ე.წ. წითური მგელი
გავრცელებული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ
აშშ-ში, თუმცა მისმა რიცხვმა ახლა
საგრძნობლად იკლო. რუხი მგელი დღესაც
არის ფართოდ გავრცელებული კანადაში,
ალასკაზე, აღმოსავლეთ ევროპაში,
სკანდინავიაში, რუსეთში, ახლო
აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და
ციმბირში.
ასე მგელი მაშინ იღრიჭება, როცა თავდაცვის ან თავდასხმის მომენტშია.

ავტორი: ნათია ჭყონია

You might also like