You are on page 1of 1

როგორ ზრუნავენ ცხოველები საკუთარ ნაშიერებზე

ორანგუტანი
ნაშიერებზე მრავალი ცხოველი ზრუნავს,
მაგრამ ამ მხრივ ორანგუტანს ვერავინ
შეედრება. იგი ნაშიერს, სულ მცირე, სამი
წლის განმავლობაში კვებავს და ყოველ ღამე
ჩახუტებულს სძინავს. პატარა ორანგუტანი
დედასთან რჩება, სანამ 7-8 წლის არ გახდება.

კენგურუ
კენგურუს ნაშიერი ჩანთაში უზის. ის იქ
უსაფრთხოდ არის. ახალდაბადებული
კენგურუ ძალიან პატარაა და სუსტია.
იგი დედის ჩანთაში ცხოვრობს, იქვე
იკვებება რძით და იზრდება. სანამ არ
მოღონიერდება და დამოუკიდებლად
არსებობას შეძლებს.

ხემძრომი ბაყაყები
შხამიანი ხემძრომი მამალი ბაყაყი ჯერ
ქვირითს დარაჯობს, შემდეგ კი
გამოჩეკილი თავკომბალები
გასაზრდელად უსაფრთხო გუბურაში
გადაჰყავს.

You might also like