Professional Documents
Culture Documents
ლევან გოთუა - ჩემი უსტარაული
ლევან გოთუა - ჩემი უსტარაული
ნავიგატორი
ნავიგატორი არჩევანი
არჩევანი ისტორიები
ისტორიები შოპინგი
შოპინგი განტვირთვა
განტვირთვა ფოტოაურა
ფოტოაურა
****************
პოეზია ორსულობის შესახებ
ათი წლის ქალაქელი ბიჭი ვიყავი. სოფელში
სამოგზაუროდ კი დავყავდი მამას, მაგრამ ქალაქური იერი
უხილავად უკან დამდევდა... კოზაკი და ზაქი დედალ-
მამალი ხბო მეგონა. ანწლსა და ძაღლყურძენას ვერ
ვარჩევდი... ვერც - მერცხალსა და ნამგალას. არც ის
ვიცოდი - ტყეში თუ ჩხიკვი განგაშობს, რაღაც ამბავია!
რცხილა მხოლოდ სახრეებად იზრდებოდა მეგონა. წყაროს
დანახვისას ღარის ძირში დასაკეტად ონკანს ვეძებდი,
გუთნისდედა კი შარვლიანი დედაკაცი მეგონა.
არც შრომის მადლი და ბარაქა ვიცოდი. არა, ზარმაცი არ
მეთქმოდა, არც უილაჯო, მაგრამ უილეთო, ცოტა მორცხვი,
ცოტა მძიმე, ცოტა მოუხერხებელი... წიგნების ტრფიალი კი
ვიყავი... ძალაც თავიდანვე მერჩოდა. დიდ ქვებს
ვაბრუნებდი ხოლმე ქალაქურ ეზოში.
მამაჩემს შვილები თრიალეთის მხარეზე - ერთაწმინდაში
დავყავდით აგარაკად. სიარული კარგი შემეძლო. ბიჭებმა
თაფლის შესახებ მთელი მიდამო შემოვიარეთ. აბა, წყაროებს რას
გავუშვებდით უნახავს... გარდა ერთისა - საოცარ
სახელიანისა, რომელსაც ვერა და ვერ მივაგენი. მაგრამ, Mission: Impossible 7.
ჯერ ვინც მასწავლა, იმისას ვიტყვი...
სიზმარა ჩემი ტოლი ტლუ ბიჭი იყო. ტატაანთ კალოზე
ჩვენი შეყრისას ჩუმად იდგა ხოლმე და თითქოს
სთვლემდა...
- სიზმარა ღამის მეხრეა, ძილი არ ჰყოფნის... ახლაც
სიზმარშია! - იცინოდნენ ხოლმე ბიჭები. იგი კი, თუ
იტყოდა - ბასრს იტყოდა და მძიმეს. სულ ძარღვიანი
სიტყვები იცოდა. ქვების აწევაში მე და სიზმარა ყველას
ვჯობნიდით და ბარი-ბარში ვიყავით. წყაროების ცოდნაში
აშკარად მჯობნიდა. წიგნის ყოჩი კი მე ვიყავი. მეც უფრო
ხშირად ვდუმდი და ვუსმენდი სოფლის ზღაპარა ბიჭებს.
მაოცებდა მათი მეხსიერება, ბუნებისა და ცხოვრების
უშუალო ცოდნა და წვდომა. სწორედ ის, რაც მე მაკლდა და
მეტად მწყინდა.
- ტყემლის წყარო იცით?
- ვიცით... მაშ არა... ქაჩალ-ხევის თავშია...
საიტების მონეტიზაცია - კოდის წყარო?..
- ქვახეთქილა?..
- ნერგის ფშანი?..
- წიფლიღარა?..
- ბაიდაანთ ხევი?..
- წაბლარა?..
- ეჰ, ტყუილი ლაპარაკია, აქაური წყაროების მეფე
უსტარაულია! - სიტყვები ქვებივით გადმოაგორა სიზმარამ.
ფული ინტერნეტით
- უსტარაული! წყალიც ამდენია, რამდენიც სიგრძე
სიტყვისა?
როგორ გავიზარდოთ?
მე უკვე ლექსებს ვწერდი, ეს იყო ჩემი პირველი
საიდუმლოება... სიტყვის სიგრძე-სიმოკლე უკვე ნაგრძნობი
მქონდა.
- რას ამბობ, ქალაქელო! თითქმის ამ კალოს სიდიდისაა,
ირგვლივ ქვიტკირშემოვლებული... შიგ კაკა-მეველეს
წელამდე წყალია!
კაკა-მეველე სოფლის უმაღლესი კაცი იყო... და კაკას წელი
ვებ კატალოგი
მე მაშინ ყელამდე მწვდებოდა.
- ტბა ყოფილა! - ცოდნა გამოვიჩინე.
- არა... წყაროა, ყინტორი... ცხრა ბზარიდან ნაშენში
გამონახეთქი...
- ანკარაა? - ცხრა ბზარის ცეცხლი მომეკიდა და ახლა
მთხრობელს კრიჭაში ძალა-ძალა ვაძრობდი სიტყვებს. -
გამჭვირვალეა?
- კენჭებდასათვალავი! კარგი წყარო, თუ მიწა გაწყრა,
შრება, არკი იმღვრევა!
- ირგვლივ?.. სიზმარ-სიზმარ მაინც ამოღეჭე,
შევატყვე - ეწყინა, მაგრამ პასუხი მაინც ამოღეჭა:
- ირგვლივ გაუვალი თხილნარია... ზედ თრითინები
დახტიან - აკრატუნებენ.
- სად არის?
გონივრული არჩევანი
- შენ ვერ მიაგნებ... უწიგნო ადგილია... - მრუდედ
გადმომკრა და სულ ჩამიხლართა საუბარი: - დღე - მზე
ადგას თვალებრიალა და ვარვარა გელაზად, ღამე -
მთვარე ჩაყვითლებულ ბადიმად... გამგებმა გაიგოს...
ამდენი მძიმე-მძიმე სიტყვისაგან თავბრუ დამეხვა.
ყინტორი, ალბათ, მეტისმეტად ცივს ნიშნავდა... თრითინა
მხოლოდ ქალაქის სამხეცის ბინადარი მეგონა... გელაზმა
და ბადიმმა ხომ სულ გამაოგნა. სირცხვილით ვეღარ
ვიკითხე. ყოველმა გლეხის ბიჭმა იცოდა, მე კი,
ქალაქელმა, სკოლის მოწაფემ - არა.
სიზმარამ, ალბათ, ინიშნა ჩემი ენის ჩაგდება და უფრო
ააფრინა:
- ირგვლივ ღალღები და მოლაღურები შემოუსხდებიან წყლის შესახებ
ხოლმე.
- დილა-საღამოს?! - წიგნში წაკითხული წამომაგონდა,
აღელვებულად ავყევი, - ღამე კი...
- ღამე კი ადგილის თხუნელები და მაჩვები გამოძვრებიან,
ყელს იგრილებენ, თვალს იბანენ... მაჩქათელებს
ეთამაშებიან...
ბნელაში კარგად ვერც შევამჩნიე: ვგონებ, სხვებს თვალი
ჩაუკრა, მე ყბა მომიქცია ღამის მეხრემ.
არა, თხუნელა რომ ბრმა იყო, ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ
წყალს სვამდა თუ არა, ეს არ გამეგებოდა...
- თხუნელა თვალებს...
- ახლა უნდა მაყბედო განა?! წადი და ნახე... მაგრამ
მარტო... თუმცა შენ ქალაქში სკოლასა და ბაზარს მიაგნებ,
ტყეში - უსტარაულს კი ვერა! - სიტყვა სახრესავით
გადამიჭირა. - ჩხიტ-ბრიც! გზა არავინ ასწავლოს, ვნახოთ
მაგის წიგნიკაცობა!
- წავალ და ვნახავ!.. მივაგნებ, თუ ზღაპარი არ არის,
სიზმარავ, ეგ შენი უსტარაული! უწიგნო ადგილს კი ისევ და
ისევ წიგნი მიმაგნებინებს!
****************
****************
****************
Комментарии в Instagram
От живых пользователей на русском или английском
wmzona.com