You are on page 1of 9

ბრიტანული

საპარლამენტო
დებატები
2011
საჯარო
დებატების
თამაშის ზოგადი მიმოხილვა, წესები და მსაჯობის კრიტერიუმები
კლუბის
ბიბლიოთეკიდან
ბრიტანული საპარალამენტო დებატები წარმოადგენს ფორმალური დებატების ერთ-ერთ სახეს. ეს
თამაში გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ძირითადად გამოიყენება უმაღლესი
სასწავლებლების სტუდენტებში საგანმანათლებლო მიზნებისათვის. 2000 წლიდან ბრიტანული
საპარალამენტო უკვე საქართველოშიც ვრცელდება OSGF-ის კარლ პოპერის დებატების პროგრამის
ძალისხმევით. დღემდე ჩატარდა რამდენიმე ეროვნული და ლოკალური მასშტაბის ტურნირი,
რომელშიც მონაწილეობა ჯამში 400–მდე სტუდენტმა მიიღო საქართველოს სხვადასხვა ქალაქების
უნივერსიტეტებიდან. ამასთან, ქართველმა სტუდენტებმა იასპარეზეს საერთაშორისო
ტურნირებზეც და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება დებატების კუთხით.

თამაშის ზოგადი დახასიათება და სტრუქტურა

ბრიტანულ დებატებში მონაწილეობს 4 ორკაციანი გუნდი (გამხსნელი მთავრობა, გამსხნელი


ოპოზიცია, დამასრულებელი მთავრობა და დამასრულებელი ოპოზიცია), რომელთაგანაც ერთი
იმარჯვებს. თამაშის ბედს წყვეტს სპეციალური მსაჯი – პალატის სპიკერი, ან მსაჯთა კოლეგია.
საპარლამენტო დებატებს შემდეგი სახის სტრუქტურა გააჩნია:

# გამომსვლელი გუნდი დრო


1 პრემიერ-მინისტრი გამხსნელი მთავრობა 5 წუთი
2 ოპოზიციის ლიდერი გამხსნელი ოპოზიცია 5 წუთი
3 პრემიერ-მინისტრის მოადგილე გამხსნელი მთავრობა 5 წუთი
4 ოპოზიციის ლიდერის მოადგილე გამხსნელი ოპოზიცია 5 წუთი
5 მთავრობის წევრი დამასრულებელი მთავრობა 5 წუთი
6 ოპოზიციის წევრი დამასრულებელი ოპოზიცია 5 წუთი
7 მთავრობის ორგანიზატორი დამასრულებელი მთავრობა 5 წუთი
8 ოპოზიციის ორგანიზატორი დამასრულებელი ოპოზიცია 5 წუთი

თამაშის დაწყებამდე გუნდებს ეძლევათ საკამათო თემა, იგივე რეზოლუცია და 20 წუთი


მომზადებისთვის. სიტყვით გამოსვლების დროს, დებატების მონაწილეებს აქვთ საშუალება
ერთმანეტს დაუსვან კითხვები, ან გაუკეთონ მცირე კომენტარი ოპონენტის ნათქვამს, თუმცა
მხოლოდ გამოსვლის 1–ლი წუთის გასვლის შემდეგ და ბოლო წუთის დაწყებამდე. თამაშის
დასრულებისას, მსაჯი ან მსაჯთა კოლეგია ითხოვს მცირე დროს გადაწყვეტილების მისაღებად,
უკეთებს ინდივიდუალურ კომენტარებს დებატის მონაწილეებს და აცხადებს შედეგებს. თამაშს,
ასევე, ემსახურება დროის აღმრიცხველი, ე.წ. თაიმქიფერი, რომელიც გამოსვლების დროს ინიშნავს
და აჩვენებს მოდებატეებს დარჩენილ წუთებს. თაიმქიფერის ფუნქციები შეიძლება ერთ–ერთმა
მსაჯმა, ან პალატის სპიკერმაც შეითავსოს

დებატების სივრცის მოწყობის კლასიკური ვარიანტი შემდეგნაირად გამოიყურება:


პრემიერ–მინისტრი ოპოზიციის ლიდერი
პრემიერ–მინისტრის მოადგილე ოპოზიციის ლიდერის მოადგილე

მთავრობის წევრი ოპოზიციის წევრი


მთავრობის ორგანიზატორი ოპოზიციის ორგანიზატორი

მსაჯები პალატის სპიკერი თაიმქიფერი

2|Page
რეზოლუცია

საპარლამენტო დებატები მიმდინარეობს კონკრეტული საკამათო თემის შესახებ, რომელსაც


რეზოლუცია ეწოდება და რომელიც თამაშის დაწყებამდე 15–29 წუთით ადრე ეძლევათ
მონაწილეებს. როგორც წესი, რეზოლუცია ზოგადი განაცხადის ხასიათს ატარებს და თავისთავად
შესაძლებელია არც იყოს საკამათო, იგი ძირითადად მიმართულებას უდგენს დებატებს. თუმცა,
არსებობს ძალზედ ფართო რეზულოციებიც, მაგრამ ლოგიკური კავშირი უშუალოდ თამაშსა და
საკამათო თემას შორის მაინც უნდა არსებობდეს. ვორდინგის თვალსაზრისით, ბრიტანული
საპარლამენტო დებატებში ყველა რეზოლუცია შეიცავს სიტყვას „პალატა“, რომელიც სხვადასხვა
ვარიაციით („ეს პალატა იზიარებს“, „ამ პალატას სჯერა“, „ამ პალატის აზრით“, „ეს პალატა
ეწინააღმდეგება“ და სხვ.) გამოიყენება საკამათო თემის ჩამოყალიბების დროს.

რეზოლუციის მაგალითები:
შედარებით კონკრეტული ფართო
• ეს პალატა მხარს უჭერს აბორტს • ამ პალატის აზრით არ ბნელა
• ეს პალატა აღიარებს სექსუალურ უმცირესობებს • ეს პალატა მიყვება ლიდერს
• ეს პალატა ცნობს პროსტიტუციის არსებობას • ეს პალატა აფასებს უფროს-
• ეს პალატა აღიარებას ქორწინების უპირატესობას უმცროსობას
• ამ პალატას არ სჯერა ბავშვთა სახლების • ეს პალატა ხედავს სინათლეს
• ეს პალატა ემხრობა გენეტიკურ კლონირებას გვირაბის ბოლოს
• ეს პალატა ემხრობა სიკვდილით დასჯას • ამ პალატას სჯერა იმ
• ეს პალატა რეკლამას მიუღებლად თვლის პალატის
• ეს პალატა ემხრობა თავისუფალ ვაჭრობას • ამ პალატას სჯერა
• ამ პალატას სჯერა სახელმწიფოს როლის ეკონომიკის დემოკრატიის
მართვაში • ამ პალატის აზრით კოკა
• ეს პალატა მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს წყალს ყოველთვის ვერ
• ამ პალატას სჯერა, რომ მდიდარი ქვეყნები არ უნდა მოიტანს
ეხმარებოდნენ ღარიბ ქვეყნებს • ამ პალატას უკვე აღარ სჯერა
• ამ პალატას სჯერა თავისუფალი ეკონომიკური ზონების • ეს პალატა დიალოგის
• ამ პალატის აზრით საერთაშორისო სამართალი არც მომხრეა
საერთაშორისოა და არც სამართლიანი

მთავრობის პოზიცია

საკამათო თემის გამოცხადების შემდეგ, მოსამზადებელი დროის განმავლობაში გამხსნელი


მთავრობა ახდენს კონკრეტული პოზიციის შემუშავებას, რომელიც გამომდინარეობს მოცემული
რეზოლუციიდან, თუმცა ახდენს მის კონკრეტიზაციას, ე.წ. დავიწროვებას. ასეთ პოზიციას კერძო
ქეისი ეწოდება (გამოიყენება, ასევე, ტერმინები „დავიწროვებული რეზოლუცია“ და „დეფინიცია“),
რომელიც შეიძლება იყოს ღირებულებითი, ფაქტობრივი ან ცვლილებაზე ორიენტირებული. კერძო
ქეისის ტიპი განსაზღვრავს მთელი შემდეგი თამაშისა და გუნდების სტრატეგიის ხასიათს.
ძირითადი კრიტერიუმი არის ორი: (1) კერძო ქეისი აუცილებლად უნდა გამომდიანრეობდეს
რეზოლუციიდან და (2) პოზიცია უნდა იყოს საკამათო.

3|Page
გამხსნელმა მთავრობამ შეიძლება შემოიტანოს დეფინიციები, სპეციფიკური და/ან მნიშვნელოვანი
ტერმინების განმარტებისათვის, რათა დებატი განსხვავებული მიმართულებებით არ წარიმართოს.
ამ შემთხვევაში პრემიერ–მინისტრმა შეიძლება მოიშველიოს, როგორც ოფიციალური და
ლექსიკონისეული განმარტება ამა თუ იმ სიტყვის, ან შემოგვთავაზოს რეზოულციის ან კერძო
ქეისის ძირითადი ტერმინების საკუთარი გაგება.

კერძო ქეისის სხვადასხა ტიპებიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოზიცია


სხვადასხვა სტრუქტურით გამოირჩევა. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ღირებულებითი

ღირებულებითი, იგივე ფასეულობითი (value) პოზიცია ძირითადად ზოგადი, გარკვეული


ღირებულებების დამტკიცებაზე ან ეჭვს ქვეშ დაყენებაზე არის მიმართული, რომლის დროსაც
მთავრობა სხვადასხვა არუმენტების წარმოდგენის სახით ცდილობს გაიტანოს საკუთარი
მოსაზრებები. როგორც წესი, ფასეულობითი პოზიციის დროს გამოიყენება ისეთი ტერმინები,
როგორიცაა გამართლებულია, ჯობია, კარგია, ეფექტიანი ან აღნიშნული სიტყვების ანტონიმები.

მოცემული ტიპის ქეისს მარტივი სახის სტრუქტურა გააჩნია, რომლის დროსაც პრემიერ–მინისტრი
პირველ ეტაპზე წარმოადგენს დავიწროვებულ რეზოლუციას და ახსნის მის კავშირს ზოგად
რეზოლუციასთან (აქვე შეიძლება ისაუბროს არჩევანის მიზეზებცეც), შემდეგ შესაძლებელია
წარმოადგინოს ე.წ. კრიტერიუმი, ძირითადი ფასეულობა, რასაც მისი გუნდი ეყრდნობა მტკიცების
დროს, ბოლოს კი სათითაოდ წარმოადგენს დამამტკიცებელ არგუმენტებს.

არგუმენტების წარდგენის დროს, მოდებატებ უმჯობესია, პირველ ეტაპზე, დაასახელოს ძირითადი


იდეა, მთავარი თეზისი და შემდეგ გაშალოს და ლოგიკურად დაუკავშიროს არგუმენტი მის
პოზიციას. გავრცობის დროს ეფექტიანია სხვადასხვა სახის დამამტკიცებელი მასალის (ფაქტები,
სტატისტიკა, მაგალითები, ცნობილი ადამიანების გამონათქვები და სხვ.) გამოყენება. აღსანიშნავია,
რომ ძირითადი არგუმენტები უნდა წარმოადგინოს გუნდიდან პირველმა მომხმსენებლმა, თუმცა
მეორე სპიკსერსაც აქვს ახალი არგუმენტების შემოტანის უფლებები.

ფაქტობრივი

ფაქტობრივი კერძო ქეისიც დაახლოებით იგივე სტრუქტურის (კრიტერიუმის წარდგენა არა ხდება)
მატარებელია, როგორც ღირებულებითი, თუმცა მტკიცების თემა, ამ შემთხვევაში, არის გარკვეული
მოვლენა, ან მოცემულება, რომელზეც მთავრობა ამბობს, რომ ეს არის ფაქტი, ეს ასეა. მთავარი, რაც
პრემიერ–მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს, არის ის, რომ განაცხადი, რომლის მიხედვითაც ისინი
დაავიწროვებენ რეზოლიციას, უნდა იყოს საკამათო და არ უნდა მიეკუთვნებოდეს საყოველთაოდ
აღიარებულ ფაქტებს. განსხვავება, აგრეთვე, იმაშია, რომ ფაქტობრივი ქეისის დამტკიცების
შემთხვევაში, მთავრობას სჭირდება ბევრი ფაქტის, კვლევის მონაცემის, სტატისტიკის და სხვა
დამამტკიცებელი მასალის გამოყენება. აქაც ძირითადი არგუმენტები შემოაქვს პირველ
მომხსენებელს.

4|Page
პოლიტიკური

პოლიტიკური ქეისი წარმოადგენს გარკვეული ცვლილების გამტარებელ გეგმას, რომლის მიზანია


რაიმე პრობლემის დაძლევის მთავრობისეული ხედვის წარდგენა. სტრუქტურა აქ განსხვავებულია.
პრემიერ–მინისტრმა 5 წუთიანი გამოსვლის დროს უნდა წარმოადგინოს (1) პრობლემა, (2)
გამოსავალი და (3) უპირატესობები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მთელი პოზიციზია,
პოლიტიკური ქეისის შემთხვევაში, უნდა დააფიქსიროს გუნდის პირველმა მომხსენებელმა.

პოლიტიკური ქეისის თითოეული კომპონენტი უნდა პასუხობდეს მნიშვნელოვან მოთხოვნებს.


პრობლემის წარმოჩენის დროს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პრობლემა უნდა იყოს
არსებული მდგომარეობის ამსახველი (status quo), პრობლემური, აქტუალური, მეტ–ნაკლებად
მასშტაბური და მტკივნეული, რომლის მოგვარებაც ამაჟამად აუცილებელია. გამოსავალი
წარმოადგენს ერთგვარ მინი–გეგმას, რომლის მიზანიცაა დაანახოს მსაჯთა კოლეგიას ის გზები, თუ
როგორ აპირებს მთავრობა მოცემული პრობლემის მოგვარებას. გამოსავალი უნდა მოიცავდეს
პასუხებს გეგმის შესრულების ძირითად კითვხებზე – ვინ? სად? როდის? როგორ? რა ვადებში? რა
რესურსებით? და სხვ. უპირატოსობები წარმოადგენს ღირებულებითი ქეისის ტიპის არგუმენტებს,
რომლებიც ადასტურებენ, რომ მთავრობის გეგმა გაამართლებს – მოაგვარებს დასახულ პრობლემას
და მოგვიტანს დამატებით სარგებელს.

ოპოზიციის სტრატეგია

ნებისმიერი სახის ფორმალურ დებატებში და მათ შორის ბრიტანულ საპარლამენტო დებატებშიც


ოპოზიციის ძირითადი ფუნქციაა უარყოფა. აქედან გამომდინარე, მისი სტრატეგია მთლიანად
დამოკიდებულია მთავრობის პოზიციასა და შეთავაზებაზე. შესაბამისად ოპოზიცია ელოდება თუ
რა ტიპის ქეისს შემოიტანს მთავრობა და ლოგიკისა და დებატების წესების პრინციპიდან უტევს
მას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია უნდა, როგორც წესი, მიყვებოდეს მთავრობის
პოზიციის სტრუქტურას და პუნქტობრივად ახდენდეს მასზე დაპირისპირებას. უარყოფის დროს
მნიშვნელოვანია ოპონენტის მოსაზრების მოკლედ გამეორება და შემდეგ ლოგიკურად მისი
დანგრევა, რაც მსაჯს უადვილებს თქვენი არგუმენტაციის ზუსტად დაფიქსირებას.

ღირებულებითი

ამ შემთხვევაში ოპოზიცია იძულებულია პირდაპირი უარყოფა მოახდინოს და დაამტკიცოს, რომ


მთავრობის მიერ წარმოდგენილი ღირებულება არ არის კარგი ან გამართლებული. ამისათვის
ოპოზიცია აუცილებლად უნდა შეეხოს მთავრობის ყველა არგუმენტს და დაუპირისპირდეს მას,
რაც ძირითადად არგუმენტის გავრცობის შემოთავაზებული ვარიანტის ლოგიკურ უარყოფაში
მდგომარეობს. მთავრობის არგუმენტების უაყოფის გარდა, ოპოზიციას შეუძლია კონტრ–
არგუმენტების შემოტანა იმის დასადასტურებლად, რომ ღირებულება არათუ არ ამართლებს,
არამედ გაუმართლებელია. ფასეულობათა დებატის დროს ოპოზიციას, ასევე, შეუძლია
„გააერთიანოს“ მთავრობის არგუმენტები ერთი იდეის ქვეშ და საკუთარი კონტრ–არგუმენტით
დაუპირისპირდეს მას. ამ დროს, მსაჯს უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ ამ არგუმენტის გამოც, ეს
ღირებულება არ არის კარგი. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ოპოზიცია ვალდებულია რამენაირად
მაინც შეეხოს მთავრობის თითოეულ არგუმენტს, რადგან დებატების წესების თანახმად, რასაც არ
ახსენებ და არ უპირისპირდები, იმას ეთანხმები.

5|Page
ფაქტობრივი

ფაქტობრივი ქეისის შემთხვევაშიც, ოპოზიცია მთავრობის ყველა არგუმენტს პუნქტობრივად უნდა


დაუპირისპირდეს, თუმცა უარყოფა ამ შემთხვევაში შედარებით ადვილია, რადგან გაცილებით
ნაკლები დამამტკიცებელი მასალის მოშველიებითაც დაპირისპირება საკმაოდ ეფექტიანი გამოდის.
მთავარია ოპოზიციამ აჩვენოს მსაჯებს, რომ მთავრობის განაცხადი არ არის ფაქტი და ეს მას
კონტრ–ფაქტების მოშველიებით, ან იმაზე აპელირებით უნდა მოახდინოს, რომ მთავრობის მიერ
მოტანილი არგუმენტები და სტატისტიკა არ არის ქეისის განაცხადის დასამტკიცებლად საკმარისი.

პოლიტიკური

ყველაზე რთული დასაპირისპირებლად პოლიტიკური ქეისია, რომლის უარყოფის დროსაც,


პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა შეარჩიოს სამიზნე მთავრობის პოზიციიდან. მნიშვნელოვანია,
რომ ოპოზიცია ან პრობლემას, ან გამოსავალს, ან უპირატესობას უნდა დაუპირისპირდეს. ყველა
კომპონენტის უარყოფა ალოგიკურია და ამ შემთხვევაში, ოპოზიცია წამგებიან მდგომარეობაში
ჩადგება.

პრობლემის უარყოფის დროს, ოპოზიციამ უნდა დაამტკიცოს, რომ წარდგენილი პრობლემა არ არის
აქტუალური, მასშტაბური, რეალური, ან არ ღირს მის მოსაგვარებლად დროის და ენერგიის
დახარჯვა. ოპოზიციას შეუძლია, ასევე, დაამტკიცოს, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება. იმ
შემთხვევაში, თუ ოპოზიცია დაეთანხმება პრობლემას და თავადვე დაამტკიცებს მის აქტუალობას,
მას შეუძლია დაუპირისპირდეს გამოსავალს, რომლის დროსაც მან უნდა დაამტკიცოს, რომ გეგმა
ტექნიკურად ვერ შესრულდება, რადგან მისი პარამეტრები არ არის სწორად წარმოდგენილი. უფრო
მეტად, დაპირისპირება ხდება უპირატესობებზე, რომლის დროსაც ოპოზიცია ცდილობს
დაამტკიცოს, რომ გამოსავალი (1) ვერ მოიტანს აღნიშნულ უპირატესობებს ან (2) მოიტანს
უკუშედეგებს, რის გამოც გეგმის იმპლემენტაცია არ ღირს.

მეორე მთავრობა

მეორე მთავრობის მიერ შემოტანილი ქეისიც შესაძლებელია იყოს ან ღირებულებითი, ან


ფაქტობრივი, ან პოლიტიკური, თუმცა კერძო ქეისი, ანუ პოზიციის სათაური უნდა იყოს
მნიშვნელოვანწილად განსხვავებული პირველი მთავრობის დავიწროვებისაგან. ამასთან, უნდა
იყოს კავშირში პირველ კერძო ქეისთან. მეორე მთავრობამ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტი აირჩოს:
• განავრცოს პირველი მთავრობის პოზიცია და გაამდიდროს იგი მნიშვნელოვანი
ელემენტებით
• ახალი მიმართულება დაამატოს პირველ პოზიციას
• უფრო მეტად დაავიწროვოს და დააკონკრეტოს თემა
მთავარია, რომ მეორე მთავრობის პოზიცია იყოს კავშირში გამხსნელი მთავრობის კერძო ქეისთან
და ამასთან, წარმოადგენდეს უკეთეს შეთავაზებას და საკამათო საკითხს.

პუნქტი ინფორმაციისთვის

ნებისმიერი მოდებატის გამოსვლის დროს, პირველი და ბოლო წუთების გარდა, ოპონენტებს


შეუძლიათ გამოიყენონ პუნქტი ინფორმაციისათვის. ამის მანიშნებლად, პირველი წუთის შემდეგ
და ბოლო წუთუს დაწყების წინ, თაიმქიფერი ურტყამს მაგიდაზე ხელს, რაც დამადასტურებელია

6|Page
იმისა, რომ პირველ შემთხვევაში – კითხვების დასმა უკვე შესაძლებელია, ხოლო მეორე
შემთხვევაში – აღარაა შესაძლებელი. პუნქტის ძირითადი დატვირთვაა კითხვის დასმა, ან მცირე
კომენტარის გაკეთება. თუმცა, ამ პროცესს აკონტროლებს გამომსვლელი, რომელსაც შეუძლია
მიიღოს, ან არ მიიღოს პუნქტი. კითხვის დამსმელი უნდა დაემორჩილოს სპიკერის
გადაწყვეტილებას და არ უნდა შეუშალოს ხელი მას კითხვის ხშირი მოთხოვნით. ადგილიდან
წამოძახილები და კომენტარები, აკრძალულია.

მომხსენებელთა მოვალეოებები

სპიკერი ფუნქცია
• მისალმება
• შესავალი (კავშირი რეზოლუციასა და კერძო ქეისს შორის)
პრემიერ-მინისტრი • დეფინიციები
• ქეისის წარდგენა
• დასკვნა
• მისალმება
ოპოზიციის • დეფინიციებზე რეაგირება
ლიდერი • ქეისის უარყოფა
• დასკვნა
• მისალმება
• ქეისის აღდგენა
პრემიერ-მინისტრის
• ახალი არგუმენტები
მოადგილე
• მცირე შეჯამება
• დასკვნა
• მისალმება
ოპოზიციის • აღდგენილი ქეისის უარყოფა
ლიდერის • ახალი არგუმენტების უარყოფა
მოადგილე • მცირე შეჯამება
• დასკვნა
• მისალმება
• შესავალი (წინა თამაშიც მცირე მიმოხილვა და საკუთარი კერძო ქეისი)
მთავრობის წევრი • დეფინიციები
• ქეისის წარდგენა
• დასკვნა
• მისალმება
• დეფინიციებზე რეაგირება
ოპოზიციის წევრი
• ქეისის უარყოფა
• დასკვნა
• მისალმება
მთავრობის • ქეისის აღდგენა
ორგანიზატორი • თამაშის შეჯამება
• დასკვნა
ოპოზიციის • მისალმება
ორგანიზატორი • აღდგენილი ქეისის უარყოფა

7|Page
• თამაშის შეჯამება
• დასკვნა

მსაჯობა

გამარჯვებული გუნდის გამოვლენას ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში ახდენს მსაჯი ან


მსაჯთა კოლეგია. გარდა ამისა, მსაჯთაგან ერთ-ერთი – პალატის სპიკერი, ანუ კოლეგიის
თავმჯდომარე, ახდენს თამაშის წარმართვას. იგი აცხადებს დროებს და როგის მიხედვით წარდგენს
მოდებატეებს. ამის გარდა, მსაჯები ავსებენ სპეციალურ ბიულეტენს, სადაც განსაზღვრავენ
გადაწყვეტილების საფუძვლებს და ანიჭებენ იდივიდუალურ ქულებს თამაშის მონაწილე
მოდებატეებს.

მსაჯის ძირითად ფუნქციას მაინც გუნდების რეიტინგების დადგენა, ანუ გამარჯვებულის


გამოვლენა წარმოადგენს. რამდენიმე მსაჯის არსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება
ხდება კონსენსუსით. თუ კონსენსუსის მიღწევა ვერ ხდება, იმართება კენჭისყრა. ხმების თანაბრად
გაყოფის დროს კი უპირატესობა ენიჭება პალატის სპიკერის არჩევანს. დებატების დასრულების
შემდეგ, მსაჯები აკეთებენ კომენტარებს, რომლის დროსაც უკეთებენ შენიშვნებს თითოეულ
სპიკერს და ხსნიან გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, არსებული წესებიდან გამომდინარე.

იმისათვის, რომ მსაჯმა გადაწყვეტილბა ობიექტური შეფასების საფუძვეზე მიიღოს, მანდ უნდა
მოახდინოს თამაშის მიმდინარეობის დეტალური დაფიქსირება, რის საშუალებასაც იძლევა
დებატების სპეციალური ჩანაწერის ფორმა (8 ბლოკად დაყოფილი ფურცელი, სადაც თითოეული
ბლოკი თითო სპიკერის გამოსვლას ეთმობა), რომლის შევსებასაც ხდება რაუნდის
მიმდინარეობისას. კარგად გაკეთებული ჩანაწერი მსაჯს ეხმარება თვალი მიადევნოს მთელი
თამაშის მსვლელობას, გაჰყვეს არგუმენტაციის ხაზს ბოლომდე, შეაფასოს ყველა გამოტოვებული
ფაქტი, მაგალითი, თუ არგუმენტი, ერთი სიტყვით დახატოს დებატების ამსახველი სურათი.
როგორც წესის იმ დროს, როდესაც გუნდები ერთმანეთს ეკამათებიან, მსაჯი თავდახრილი წერს
ყველაფერს, რასაც გაიგებს. მსაჯი ავსებს, ასევე, სპეციალურ ბიულეტინს1 და ანიჭებს
ინდივიდუალურ ქულებსა და რანგებს მოდებატეებს.

გადაწყვეტილების მიღების ძირითად კრიტერიუმს შემდეგ პარამეტრთა ერთობლიობა და მათი


კომპლექსურად აღქმა წარმოადგენს:
• გამართული და ძლიერი ქეისი
• არგუმენტაცია და ლოგიკური კავშირები
• უარყოფა და აღდგენა
• დამამტკიცებელი მასალის გამოყენება
• გუნდური თამაში და ერთიანი სტრატეგია
• უარყოფის სწორი სტრატეგია
• ეფექტური პრეზენტაცია და ორატორობა
• ორგანიზებულობა და დროში სწორად გადანაწილება
• ნათელი და გასაგები სტრუქტურა
• იუმორი
• ფუნქციების სწორად შესრულება

1
დანართი #1
8|Page
დანართი# 1

9|Page

You might also like