You are on page 1of 56

მანანა სანაძე

შესავალი მსოფლიო ისტორიაში

II წიგნი

მეორე გამოცემა

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა


თბილისი
2015
1
სახელმძღვანელოს შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს უნივერსიტეტის
ჰუმანიტარული სკოლის ისტორიის დეპარტამენტის პროფესორებმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია
ისტორიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და საქართველოს უნივერსიტეტის ყოფილი
პრორექტორის სამეცნიერო დარგში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ თამაზ ბერაძის
ღვაწლი.

ცალკეული მონაკვეთების დამუშავებაში მონაწილეობდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,


პროფესორი ლალი ფირცხალავა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეა ქარჩავა,
ანთროპოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თინათინ ღუდუშაური. მნიშვნელოვანი სამუშაო
შეასრულა ისტორიის დეპარტამენტის პროფესორმა თამარ ქორიძემ.

დაიბეჭდა საქართველოში.

საავტორო უფლებები დაცულია.

მანანა სანაძე © საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა 2015

რედაქტორები:

ცირა ჩიკვაიძე
კონსტანტინე თოფურია
ლალი ფირცხალავა

ISBN 978-99940-50-19-2

საქართველო, თბილისი, 0175,


მ. კოსტავას 77ა.
ელ. ფოსტა: ug@ug.edu.ge

2
სარჩევი
wigni II — istoria

nakveTi I — msoflio antikur xanaSi


I Tavi. msoflio adreantikur xanaSi 4
§ 1. კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში 7
§ 2. ისტორიის ადრეანტიკური პერიოდი 20
II Tavi. msoflio gvian antikur xanaSi — globaluri imperiebis epoqa 54
III Tavi. globaluri imperiebis epoqa — romis imperia da danarCeni samyaro 81
nakveTi II — Sua saukuneebi
IV Tavi. xalxTa didi gadasaxleba da msoflioSi ZalTa axali gadanawileba
(adre Sua saukuneebi — naturaluri TviTkmari ekonomikis xana) 108
§ 1. ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება 111
§ 2. ადრე შუა საუკუნეები — ნატურალურ-თვითკმარი ეკონომიკის ხანა 128
V Tavi. ganviTarebuli Sua saukuneebi — msoflio X-XIII saukuneebSi 137
VI Tavi. gviani Sua saukuneebi 176
(didi geografiuli aRmoCenebi — msoflios gamTlianebis dasawyisi)
§ 1. გვიანი შუა საუკუნეები 179
§ 2. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები — მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი 197
nakveTi III. msoflio Sua saukuneebisa da axali istoriis gasayarze
VII Tavi. istoriis axali periodis dasawyisi 214
§ 1. ფეოდალიზმის დაშლა და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბება 217
§ 2. რეფორმაცია ევროპაში და ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი 229
nakveTi IV. msoflio axali istoriis periodSi
VIII Tavi. pirveli burJuaziuli revoluciebi da evropuli omebi 238
§ 1. თანამედროვე ინდუსტრიის გარიჟრაჟი 241
§ 2. ევროპა XVI-XVIII საუკუნეებში 247
§ 3. „დასავლეთი“ და „აღმოსავლეთი“ ინდოეთი 277
§ 4. საფრანგეთის დიდი რევოლუცია 281
IX Tavi. msoflio 1815-1870 wlebSi 294
§ 1. ეპოქის მოკლე დახასიათება 297
§ 2. ევროპა და ამერიკა 1815-1870 წლებში 311
nakveTi V. msoflio uaxlesi istoriis periodSi
X Tavi. msoflio XIX saukunis bolosa da XX saukunis dasawyisSi 344
§ 1. ეკონომიკის განვითარების ძირითადი მახასიათებლები 347
§ 2. მსოფლიო I მსოფლიო ომის წინ 354
XI Tavi. pirveli msoflio omi 362
§ 1. I მსოფლიო ომი და ომის დიპლომატიური მზადება 365
§ 2. კაცობრიობა I მსოფლიო ომის შემდეგ (1919-1932) 375
XII Tavi. meore msoflio omi da misi Sedegebi 404
§ 1. მეორე მსოფლიო ომის წანამძღვრები, მსვლელობა და შედეგები 407
§ 2. მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა. ომის შემდგომი ეკონომიკის დაგეგმარება 417
§ 3. კომუნისტური სამყაროს გაფართოება, იმპერიების დაშლის, ანუ დეკოლონიზაციის
პროცესის დასაწყისი 420
nakveTi VI. msoflio Tanamedrove periodSi
XIII Tavi. kacobrioba II msoflio omis Semdeg 430
§ 1. „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლა 433
§ 2. მსოფლიო 1990-2010 წლებში, მსოფლიო პროცესები და ტენდენციები 438
დანართები
1. I მსოფლიო ომი 470
2. II მსოფლიო ომის წინა პერიოდი, 1935-1939 471
3. II მსოფლიო ომი, ევროპა, 1943-1945 472

3
Tavi I

1,8-1,7 მლნ. წ.
აფრიკის გარეთ მსოფლიოში
უძველესი ადამიანი დმანისში ძვ.წ. 2600
(თბილისიდან 85 კმ.) აღმოჩნდა.
დმანისელი ადამიანი HOMO Erectus‐ ძველინდური ქალაქის ჰარაპას -
ის ჯგუფს განეკუთვნება. დმანისი უძველესი ინდური ცივილიზაციის
პირველი ევროპელის სამშობლოა. ერთ-ერთი ცენტრის - ნანგრევები.

1,8-1,7 ძვ.წ.
მლნ. წ. 2700

4
ძვ.წ. 1274 ძვ.წ. 1100
შანის დინასტიის (ჩინეთი)
კადეშის ბრძოლა ეგვიპტისა და
ბრინჯაოს მსხვერპშესაწირი -
ქეთების იმპერიებს შორის. ეგვიპტის ჯარს
დღეისათვის მსოფლიოში ანტიკური
ხელმძღვანელობდა რამზეს II, ხოლო ქეთების
პერიოდიდან შემორჩენილი ყველაზე
ჯარს — მუვათალი II. ეს იყო ყველაზე დიდი
მასიური ბრინჯაოს საგანი: იწონის
ეტლების ბრძოლა, რომელშიც დაახლოებით,
832.84 კგ-ს, სიმაღლე - 133 სმ., სიგანე
5,000-6,000 ეტლი მონაწილეობდა.
- 110 სმ.

ძვ.წ.
1200
1300

5
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა

პალეოლითი იერიქონი ამენხოტეპ IV/ დაახლ. ძვ. წ. XXX ს. - ფარაონმა


მეზოლითი მემფისი ეხნატონი მენესმა გააერთიანა ზემო და ქვემო
ნეოლითი ურუქი ნეფერტიტი ეგვიპტე
ენეოლითი ური რამსეს II ძვ. წ. 722 -ძვ. წ.705- ასურეთის
მატრიარქატი ლაგაში გილგამეში ძლიერების მწვერვალი სარგონ II-ის
პატრიარქატი აქადი სარგონი მმართველობის დროს
ნეოლითური ბაბილონი ნაბუქოდონოსორ II ძვ.წ. 2950 - უძველესი ჩინური
რევოლუცია ასურეთი კროისოსი სახელმწიფოს ჩამოყალიბება
მტკვარ-არაქსის ქეთები/ხეთები საული ძვ. წ. XVI — ძვ. წ. XI სს. - მიკენური
კულტურა ფრიგიულ- დავითი ცივილიზაციის ხანა
სახმელეთო/დიდ მუშქური სამეფო სოლომონი ძვ. წ. VIII — ძვ. წ. V სს. - ძველი
მდინარეთა ლიდია ბერძნული კოლონიზაცია
ცივილიზაცია ქანაანი
მესაქონლურ- ისრაელი
მომთაბარული იუდეა
ცივილიზაცია იერუსალიმი
საზღვაო/სავაჭრო ურარტუ
ცივილიზაცია ტუშპა
პოლისი დიაოხი
ხეოფსის პირამიდა კრეტა
რა კნოსოსი
ოსირისი მიკენე
სეთი ტროა
შუმერები ფინიკია
ზიკურათი კართაგენი
კასტა
ელინები
დიდი ბერძნული
კოლონიზაცია
კიმირიელები
სკვითები

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

1. რომელმა ტექნოლოგიური ძვრებმა გამოიწვიეს ქვის ხანის ბრინჯაოს ხანით და ბრინჯაოს ხანის -
რკინის ხანით ჩანაცვლება და რას ნიშნავს ნეოლითური რევოლუცია ?
2. სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების კუთხით რა ცვლილებები მოხდა კაცობრიობის
ისტორიის ადრეანტიკურ ხანაში პრეისტორიული ხანასთან შედარებით და რამ გამოიწვია ეს?
3. ძველი ისტორიის რომელი მოვლენები შეიძლება განვიხილოთ ძველ აღმოსავლეთზე დასავლეთის
ცივილიზაციის უპირატესობის დასადასტურებლად?
4. რა განსხავებაა ერთი მხრივ -სკვითებისა და კიმირიელების და მეორე მხრივ - ეგვიპტე-
შუამდინარეთსა და კრეტა-მიკენის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოდელებს შორის?
5. რა მსგავსება და განსხვავება იყო ერთი მხრივ - ჩინურ-ინდურ და მეორე მხრივ - ძველ ბერძნულ და
ძველი აღმოსავლეთის საზოგადოებებს შორის?
6. ქრონოლოგიურად დაასახელეთ ვის, რომელ ქვეყნებს ჰქონდათ პოლიტიკური უპირატესობა ძველ
აღმოსავლეთში?

6
wigni II — istoria
Tavi
nakveTi I — msoflio antikur xanaSi sarCevi: I
msoflio adreantikur xanaSi
§ 1. კაცობრიობა პრეისტორიულ
ხანაში ................................................7
§ 1. კაცობრიობა პრეისტორიულ ხანაში § 2. ისტორიის ადრეანტიკური
პერიოდი .........................................20
ქვის ხანა. საქართველოში, დმანისის შუა საუკუნეების
ნაქალაქარის გათხრებისას არქეოლოგებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ
ძალიან დიდი ხნის წინ ამ მიდამოებში უძველესი ადამიანი
ცხოვრობდა. მართლაც, XX სის ბოლოს წარმოებულმა არქეო-
ლოგიურმა გათხრებმა უძველესი ადამიანის ქვის იარაღები
აღმოაჩინა. მას შემდეგ ძველი ადამიანის ნაკვალევის ძებნას
დმანისის მიდამოებში გეგმაზომიერი ხასიათი მიეცა, რასაც
ახალი და მნიშვნელოვანი აღმოჩენები მოჰყვა. არქეოლოგებმა
ჯერ უძველესი ადამიანის ქვედა ყბა იპოვეს, შემდეგ მისი
ტერფის ძვალი. განსაკუთრებით სენსაციური XX საუკუნის
მიწურულს, უძველესი ადამიანის ორი თავის ქალას აღმოჩენა
იყო. ამჟამად უკვე ხუთი თავის ქალაა გამოვლენილი.
დღეისათვის ითვლება, რომ უძველესი ადამიანი აფრი-
კის კონტინენტზე დაახლოებით 4 მილიონი წლის წინათ გაჩ-
ნდა. მიჩნეულია, აგრეთვე, რომ ის ევრაზიაში ბევრად უფრო
გვიან განსახლდა. აქამდე ევროპაში უძველესი ადამიანის
ყველაზე ადრეული ნაშთები 800 ათასი წლით თარიღდებოდა.
ამიტომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დიდი ინტერესი და
განცვიფრება გამოიწვია დმანისელი ადამიანის აღმოჩენამ,
რომელიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მილიონ 700-800
ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. ამით ხომ ევრაზიაში
დმანისელი ადამიანი. ქართველ-
ადამიანის განსახლება, სულ ცოტა, ორჯერ დაძველდა.
მა არქეოლოგებმა 1999 წლის ზა-
ყოველივე ამის გამო ევრაზიის უძველესი დმანისელი
ფხულში ძველი ადამიანის ორი
ადამიანის და მისი ნამოსახლარის მიკვლევა ბოლო წლების
თავის ქალა აღმოაჩინეს. რომელ-
მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ აღმოჩენად მიიჩნევა.
საც შემდგომში პირობითად „მზია
დმანისელი ადამიანი დღეისათვის ევრაზიის კონტინენ-
და ზეზვა“ უწოდეს. ახლა უკვე
ტზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანია. ფიქრობენ, რომ ევრა-
ხუთი თავის ქალაა გამოვლენი-
ზიაში თავდაპირველად სწორედ დმანისელი ადამიანი განსახ-
ლი.
ლდა. კვლევაში პალეოანთროპოლოგებიც ჩაერთვნენ. დმანი-

მზია და ზეზვა
დმანისის არქეოლოგიური გათხრები , 2007 (რეკონსტრუქცია)

7
Homo Erectus ჰომო ერექტუსი. სელი ადამიანის ნაშთის შესწავლის შედეგად, გაირკვა, რომ ის
ლათინური სიტყვაა და გამარ- ჰომინიდების, ანუ ადამიანისებრთა ოჯახის Homo Erectus-ის
თულ ადამიანს ნიშნავს. სახეობას შეესაბამება.
დმანისელი Homo Erectus-ი Homo Sapiens Sapiens-ის, ანუ
Homo Sapiens Sapiens — ლათი- თანამედროვე გონიერი ადამიანის შორეული წინაპარია. დმა-
ნური სიტყვაა და გონიერ-გო- ნისელი ადამიანების კვების რაციონი, შეიძლება ითქვას,
ნიერ ადამიანს ნიშნავს. ასე უნივერსალური იყო: ბოლქვების, კენკრის, თხილის, მწერების,
უწოდებენ მეცნიერები თანამე- თევზების, მოლუსკების, ნანადირევი ხორცისა და ლეშის
დროვე ადამიანის სახეობას. ჩათვლითაც კი. უშუალოდ ბუნებისაგან ნაბოძებ, თუ მცირე
სახეცვლილებით შექმნილ იარაღს ადამიანის ხელთან შედა-
რებით უფრო სრულყოფილი ხელსაწყოს ფუნქცია ეკისრებოდა
და ძირითადად, საჭრელად თუ სამტვრევად გამოიყენებოდა.
მომდევნო ათასწლეულებში ძალზე ნელი ტემპით მიმ-
დინარე ბიოლოგიურ ევოლუციას, რომელიც ადამიანისებრთა
მოდგმამ Homo Erectus-იდან Homo Sapiens Sapiens-ამდე
განვლო, ასევე ნელი, მაგრამ განუხრელი სოციალური და
ტექნოლოგიური განვითარება სდევდა თან: აქამდე სამტვრევად
გამოყენებული ქვები გალესეს და ბოლოები წაუმახვილეს;
გრძელი ჯოხები გათალეს, დაამუშავეს და შუბი მიიღეს.
ქვის ხანა ყველაზე ხანგრძლივი ხანაა კაცობრიობის
ისტორიაში. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ვიტყვით,
რომ მისი დასასრული ძვ. წ. VI ათასწლეულით თარიღდება.
დროის ასეთ ხანგრძლივ პერიოდში ადამიანთა საზოგადოება
ჯონ ლებოკი თავის ირგვლივ სამყაროს შესახებ, თუმცა ძალზე ნელა, მაგრამ
1834 -1913 მაინც სულ უფრო და უფრო მეტ ცოდნას აგროვებდა და გარე
ქვის ხანის პალეოლითად და სამყაროსთან უკეთ მოსარგებად საკუთარ უნარ-ჩვევებს მუდ-
ნეოლითად დაყოფა 1865 წელს მივად ავითარებდა. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, ქვის
ინგლისელმა არქეოლოგმა და იარაღის დამზადების ტექნიკისა და ხარისხის გაუმჯობესებაში
ბიოლოგმა ჯ. ლებოკმა დაამკვიდრა. აისახებოდა. თუ ქვის ხანის ადრეულ საფეხურზე ქვის იარაღი
იმდენად უხეშად იყო დამუშავებული, რომ მისი გარჩევა
ბუნებრივი ქვისაგან ხშირად მხოლოდ არქეოლოგის გამოცდილ
თვალს შეუძლია, ქვის ხანის ბოლო პერიოდის საბრძოლო თუ
შრომით იარაღს თავისი დახვეწილობით განცვიფრებაში
ლითოს — ბერძნულად ქვას, მოჰყავს მნახველი. ამიტომაა, რომ არქეოლოგები ქვის ხანას
პალეოს — ძველ, ძირითადად ქვის დამუშავების ტექნიკის მიხედვით სამ დიდ
მეზოს — შუას, ქვეპერიოდად: ძველი ქვის ხანად ანუ პალეოლითად, შუა ქვის
ნეოს — ახალს ნიშნავს. ხანად — მეზოლითად და ახალ ქვის ხანად — ნეოლითად
ყოფენ.
პალეოლითი, ანუ ძველი ქვის ხანა, თავის მხრივ ქვედა,
პალეოლითის ეტაპები. ქვედა შუა და ზედა, იგივე გვიან პალეოლითად იყოფა, რომელთაგან
პალეოლითის ყველაზე ადრეულ თითოეული ადამიანის განვითარების კიდევ რამდენიმე ეტაპს
საფეხურად ოლდუვაის კულტუ- მოიცავს ამ ეტაპებს სახელები იმ ადგილების მიხედვით
რაა მიჩნეული. ეს სახელი მას
შეარქვეს, სადაც ისინი პირველად აღმოჩნდა. დმანისელი
ცენტრალური აფრიკის მდ. ოლ-
დუვაის ხეობის მიხედვით ეწო-
ადამიანი ქვედა პალეოლითის ყველაზე ადრეულ საფეხურზე
და, სადაც ქვედა პალეოლითელი ცხოვრობდა. ქვედა პალეოლითის ადამიანი თავისი იერით და
ადამიანის ყველაზე ადრეული ცხოვრების წესით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თანამედ-
სადგომი აღმოჩნდა. როვე გონიერი ადამიანისაგან. ის პირველყოფილ ჯოგად
ცხოვრობდა. აგროვებდა მცენარეთა ნაყოფს და ძირხვენების
პალეოლითის დანარჩენი ეტაპე- ძირებს, ნადირობდა, ზოგჯერ თევზაობდა კიდეც. მეურნეობის
ბი არქეოლოგებმა პირველად სა- სახეობის მიხედვით, რომელსაც ის მისდევდა, იმ ხანის ადა-
ფრანგეთში გათხარეს. აღმოჩენის მიანს ველურ, ან პირველყოფილ მონადირესა და შემგრო-
ადგილების მიხედვით ამ პალეო- ვებელსაც უწოდებენ.
ლითურ კულტურებს: შელი, აშე-
თანდათანობით ადამიანებმა ცეცხლის შენახვა და
ლი, მუსტიე, ორინიაკი, სოლუ-
ტრე და მადლენი ეწოდებათ.
ხელოვნური გზით მიღება ისწავლეს. ცეცხლის დამორჩილება

8
იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენა იყო კაცობრიობის
ისტორიაში, რომ ეს ფაქტი მრავალი ხალხის თქმულებებსა და
ლეგენდებში აისახა. ამ მითებს შორის ყველაზე ცნობილი
პრომეთეს შესახებ ძველბერძნული თქმულებაა.
120-100 ათასი წლის წინათ ჰომო საპიენსი, ანუ
თანამედროვე გონიერი ადამიანის უშუალო წინაპარი გონიერი
ადამიანი გაჩნდა.
იმ ხანის ადამიანები შრომისა და ბრძოლის იარაღების
შესაქმნელად უპირატესობას ისეთ განსაკუთრებით მტკიცე
მასალას: კაჟის ქვასა და ობსიდიანს ანიჭებდნენ. შემდგომ მათ ობსიდიანი - ვულკანური ქანი -
ძვალი და რქა დაემატა. ამგვარმა ტექნოლოგიურმა ევოლუციამ მუქი ფერის მინა.
მხოლოდ ბოლო 50000 წლის წინ აკრიფა ტემპი.
მართლაც, დაახლოებით 40 ათასი წლის წინათ
კრომანიონელი, ანუ თანამედროვე გონიერი ადამიანი გაჩნდა. კრომანიონელი ადამიანი Homo
მას მეცნიერები ჰომო საპიენს საპიენსადაც მოიხსენიებენ. Sapiens Sapiens-ს მისი პირველი
თავისი იერით და გონებრივი შესაძლებლობით კრომანიონელი აღმოჩენის ადგილის, კრომანი-
ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდა. კრომანიონელი თანდათან ონის (საფრანგეთში) მიხედვით
მთელ დედამიწაზე განსახლდა. ბიოლოგებმა თანამედროვე ეწოდა.
ადამიანის გენების შესწავლით, დაადგინეს, რომ თავდაპირ-
ველი ჰომო საპიენს-საპიენსის პოპულაცია სულ რამდენიმე
წყვილს მოიცავდა და თანამედროვე კაცობრიობა მათი შთამო-
მავლობაა.
ზედა პალეოლითი 40-35 ათასი წლის წინათ დაიწყო.
მისი დადგომა დაემთხვა დედამიწაზე ერთ-ერთ ძლიერ
გამყინვარებას, როდესაც მუდმივი თოვლის და ყინულის
საფარი ზღვის დონიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეშვა.
ადამიანებმაც გამოქვაბულებს მიაშურეს, საიდანაც ხშირად
ძლიერი მტაცებელი ცხოველების გამოძევება ბრძოლით უხდე-
ბოდათ. გამყინვარების გადატანა ადამიანებს, ბუნებრივია,
ცეცხლის დაუფლებამ გაუადვილა.
ზედა პალეოლითის ადამიანებმა ტექნოლოგიური და
ასევე, სოციალური განვითარების შედარებით მაღალ საფეხურს
კრომანიონელი ადამიანი
მიაღწიეს. იქმნება სხვადასხვა ტიპის მახვილი თუ ბლაგვი ქვის
(რეკონსტრუქცია).
იარაღი — დანა, ხერხი და სხვ; ნიჟარები, ძვალი და რქა თევზის
საჭერად, კაუჭისა და ოროლების გასაკეთებლად იხმარება.
ზედა პალეოლითის ადამიანი საკვების ძიებაში, ძირითა
-დად, მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა, როგორც წესი, ოროლი — შუბის მაგვარი ხელით
მიგრაცია შედარებით მცირე გეოგრაფიული არეალის შიგნით საძგერებელი ან სატყორცნი იარა-
ხდებოდა და გარკვეული დროის შემდეგ ის სარიტუალო ად- ღი.
გილს (მაგ. წმინდა ტყეს ან გამოქვაბულს) კვლავაც უბრუნ-
დებოდა. სხვადასხვა ტომს შორის კავშირი, სავარაუდოდ,
იშვიათი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ დამკვიდრებული წეს-
ჩვეულებების და სიახლეების გავრცელებისათვის შეეშალა ხე-
ლი. ნათესაობისა და ქორწინების საერთო წესები დამკვიდრდა,
ბევრგან სისხლის აღრევაც აიკრძალა.
ზედა პალეოლითის ადამიანი უკვე გვაროვნულ თემად
ცხოვრობდა. რადგანაც ქვის ხანაში გვარი მატრიარქალური
იყო, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ კაცები მიდიოდნენ
და სხვა ტომის ქალებთან მკვიდრდებოდნენ.
ამ ხანის ადამიანს უკვე პრიმიტიული რწმენა-წარმოდ-
გენები, ანუ უმარტივესი რელიგია ჰქონდა. მათ მეცნიერები,
როგორც ვიცით, ანიმიზმს, ტოტემიზმს, ფეტიშიზმს, მაგიას
უწოდებენ.

9
რელიგიური რწმენებისა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე
წარმოდგენების ჩამოყალიბების შედეგად, ზედა პალეოლი-
თელმა ადამიანმა უკვე თავისი მიცვალებულების გარკვეული
წესით დამარხვაც დაიწყო. თუმცა მეცნიერების ნაწილი ფიქ-
რობს, რომ მიცვალებულებს ადამიანი ზედა პალეოლითის
ხანამდეც მარხავდა.
იმავდროულად ხელოვნებაც ჩაისახა, რაც თავდაპირველად
რელიგიური საჭიროებებით იყო განპირობებული. მართლაც, უძ-
ველესი რელიგიური რიტუალები სხეულის რიტმული, თანმიმ-
დევრული მოძრაობებით და ერთგვარი გახმოვანებით —
„მუსიკალური თანხლებით“ სრულდებოდა, რამაც თანდათან
საფუძველი ცეკვას და სიმღერას ჩაუყარა.
ზედა პალეოლითიდან მოდის მხატვრობაც. იმჟამინ-
დელი ადამიანი პირველ რიგში ცხოველებს და ნადირობის
სცენებს ხატავდა. ეს არცაა გასაკვირი, ნადირობა ხომ მისთვის
საკვების მოპოვების ერთადერთი თუ არა, უმთავრესი წყარო
იყო. ზედა პალეოლითელი ადამიანის მხატვრობის შესანიშნავი
ნიმუშები შემოგვინახა პირინეის მთებისა და საჰარის უდაბნოს
გამოქვაბულებმა. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა
ალტამირას (ესპანეთში) და ლასკოს (საფრანგეთში) გამოქვა-
ბულების ფერწერა. კლდის მხატვრობა შემქმნელთა ყოველ-
დღიური საქმიანობისა და რელიგიური რიტუალების სხვა-
დასხვა დეტალს გვაცნობს. ნახატებში ყველაზე გავრცელებული
თემა ნადირობაა; ესთეტიკური სიამოვნების მონიჭებაზე მეტად
ნადირობის სცენის გამოხატვას მაგიური დატვირთვა ჰქონდა
და ფრიად პრაგმატულ მიზანს ემსახურებოდა: რომელიმე
განსაკუთრებულად წარმატებული ნადირობის აღბეჭდვით
მაგიური ზემოქმედება, რათა მომავალ ნადირობაშიც მსგავსი
წარმატებისათვის მიეღწიათ.
პალეოლითის ველური მონადირეები სიკვდილ-
სიცოცხლის მიჯნაზე ცხოვრობდნენ. ნადირობის წარმატებაზე
დამოკიდებული ცხოვრება დალხინებისა და შიმშილობის
მთელ პერიოდებს მოიცავდა. უიღბლობის ჟამს უძლიერესთა
გარდა ყველა იღუპებოდა, ხანგრძლივი შიმშილობის შემთხ-
ვევაში კი ტომი ან ადგილსამყოფელს იცვლიდა, ან სულაც
ამოწყდებოდა.
მართლაც, როგორც წინარეისტორიული, ისე დღევან-
დელი ადამიანის გამორჩეული თვისება მისი მობილურობაა.
პირველყოფილ ადამიანს საკვებისა თუ უკეთესი პირობების

ალტამირას გამოქვაბულის მხატვრობა. ესპანეთი. საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში 2000 ფიგურა


XVI-IX ათასი წელი ჩვ. წ. აღ-მდე. 17 000 – 18 000 წლის წინაა დახატული.

10
ძიებისას უდიდესი მანძილების დაფარვაში თვითრეგულირე- მეტაბოლიზმი — ორგანიზმში
ბადი მეტაბოლიზმი (მაგ. ოფლის გამოყოფის უნარი) დაეხმარა. ნივთიერებათა ცვლა.
დედამიწის სხვადასხვა რეგიონში მძიმე კლიმატური
პირობების მიუხედავად, ზედა პალეოლითის ადამიანებმა მისი
უდიდესი ნაწილი აითვისეს. მართლაც, პალეოლითის ეპოქის
დასასრულისათვის, 10-12 ათასი წლის წინ, არქტიკიდან
სამხრეთ აფრიკამდე და ავსტრალიიდან — ტიერა დელ ფუე-
გომდე არსებული ხმელეთი, თუმცა მეჩხრად, მაგრამ მაინც ტიერა დელ ფუეგო — ცეცხლო-
დასახლებულია. მოსახლეობის სიმჭიდროვე — არსებობის ვანი მიწა, სამხრეთ ამერიკის
საშუალების, ანუ მისი ფლორისა და ფაუნის პროპორციული კონტინენტის უკიდურესი სამხ-
იყო. ამიტომაც ტროპიკული და სუბტროპიკული ზონები რეთით მდებარე არქიპელაგი.
მოსახლეობის ბევრად უფრო მეტი სიმჭიდროვით გამოირ-
ჩეოდა. თუმცა, თანამედროვე სტანდარტებთან შედარებით, ეს
რაოდენობაც დიდად ვერ ჩაითვლება. დღევანდელი მონაცე-
მების მიხედვით, პალეოლითის დასასრულს ჰომო საპიენს-
საპიენსის სახეობა მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, 20
მილიონის, ზოგის აზრით, — კი 10 მილიონის ფარგლებში
მერყეობდა.

მეზოლითი. დაახლ. 10 თუ 12 ათასი წლის წინ, უკანას-


კნელ კონტინენტურ მყინვართა ლღობამ უმნიშვნელოვანესი
გეოგრაფიული და კლიმატური ცვლილებები გამოიწვია — გან-
საკუთრებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ამ მოვლენებმა
გადამწყვეტი როლიც შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში.
ჰავის დატენიანებას ბევრი იმ ძუძუმწოვრის გადაშენება მოჰყვა,
რომლებიც გვიანი პალეოლითის დროის მონადირეთათვის
საკვების მთავარ წყაროს წარმოადგენდა. გრძელბეწვა მამონ-
ტიცა და ბალნიანი მარტორქაც გაწყდა, ხოლო ცხენირმები
ჩრდილოეთისაკენ, თავიანთი დღევანდელი საცხოვრისისაკენ
დაიძრნენ. ჩრდილოეთი აფრიკა და ცენტრალური აზია კი
მნიშვნელოვნად გაუდაბნოვდა, იქაური მაცხოვრებლებიც
იძულებულნი გახდნენ, ადგილი შეეცვალათ და ცხოვრების
ახალ წესსაც შეჰგუებოდნენ — და ეს მაშინ, როცა ალპების
ჩრდილოეთით დაბურული ტყეები გაჩნდა, ხოლო
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მთები და გორაკები
მწვანით შეიმოსა.
ყინულის უკანდახევიდან 4-5 ათასწლეულის განმავ-
ლობაში, ასევე იჩინა თავი მნიშვნელოვანმა ტექნოლოგიურმა
ცვლილებებმა — განსაკუთრებით, მახლობელ და შუა აღმოსავ-
ლეთში. ქვის იარაღები (ისევე როგორც ხელოვნებისა თუ
საკულტო ნაკეთობები) უფრო და უფრო დახვეწილი გახდა.
ქვის თლამ და დამუშავებამ ადრინდელი, მტვრევისა და წამახ-
ვილების მეთოდები შეცვალა.
უძველესი ადამიანის ისტორიაში მეზოლითი, უპირვე-
ლეს ყოვლისა, მშვილდისრის გამოგონებითაა ცნობილი, რასაც
უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ადამიანი საბოლოოდ გაბა-
ტონდა ცხოველთა სამყაროზე: ახლა მას შეეძლო შორი მანძი-
ლიდან განეგმირა თავისი მსხვერპლი.
ნეოლითი. დაახლოებით ძვ. წ. VIII-VII ათას-
წლეულებში მეზოლითის ეპოქა ნეოლითმა — ახალი ქვის ხანამ
შეცვალა. ნეოლითი კაცობრიობის ისტორიაში ძირეული გარ-
დატეხის ეპოქაა. ამ პერიოდს ნეოლითურ რევოლუციასაც უწო-
დებენ. ადამიანი შემგროვებელი და მიმთვისებელი არსებიდან
მწარმოებელ არსებად გადაიქცა. ნეოლითის ხანაში ჩაეყარა

11
მეთუნეობა — თიხის
საფუძველი მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას. ამავე
ჭურჭლის დამზადება.
პერიოდში ადამიანი იწყებს კერვას, ქსოვას და მეთუნეობას.
რეგიონი, სადაც ნეოლითური ცივილიზაცია წარმოიშვა,
თავდაპირველად, სავარაუდოდ, მახლობელი აღმოსავლეთი
იყო. ითვლება, რომ მარცვლეულის თესვა ქალებმა თავდა-
პირველად თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყის თუ ქურთის-
ტანის მთიანეთსა და სამხრეთ კავკასიაში დაიწყეს: ამ არეალში
ბუნებრივად ხარობდა ხორბლისა და ფეტვის ველური
წინაპარი.
მართლაც, საქართველო ხორბლეულის ერთ-ერთი
სამშობლოა. დღეისათვის მსოფლიოში ხორბლეულის ცნობილი
ცხრამეტი ჯიშიდან თორმეტი საქართველოშია დამოწმებული.
აქედან ხუთი ჯიშის სამშობლოდ საქართველო ითვლება.
დროებით საცხოვრისში დატოვებული ქალები, ვიდრე
მამაკაცები ახლომახლო მთებში ნადირობდნენ, სხვადასხვა
მცენარეების თესლებს, ან მარცვლეულს აგროვებდნენ, ბოლოს
კი მისი თესვაც დაიწყეს. ცხოველებიდან ადამიანმა, ეტყობა,
პირველად ცხვარი და თხა მოაშინაურა (თუ არ ჩავთვლით
ძაღლს, რომელიც, შესაძლოა, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანის
მონადირეებმა მოაშინაურეს). ეს პროცესი დაახლოებით ძვ. წ.
8000, ან კიდევ უფრო მეტი წლის წინ დაიწყო. რაც შეეხება
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, მისი მოშინაურება ძვ. წ. VI
ათასწლეულის ფარგლებში ივარაუდება. უეჭველი კი ერთი
რამაა: ძვ. წ. 6000 წლისათვის დასავლეთ ირანიდან ხმელთაშუა
ზღვისპირეთამდე, სამხრეთ კავკასიაში, ანატოლიასა და ეგე-
ოსის ზღვის ორივე სანაპიროზე უკვე დასტურდება განვითა-
რებული მიწათმოქმედება, ხორბლეულისა და ფეტვის თესვა-
მოყვანა და საშინაო მეურნეობაში ცხვრის, თხის, ღორისა და
შესაძლოა, მსხვილფეხა რქოსნის არსებობა.
სწორედ წინა აზიიდან, რომლის გეოგრაფიულ საზღვ-
რებში იმ ხანად სამხრეთ კავკასია და, შესაბამისად, საქართ-
ველოს ტერიტორიაც მოიაზრებოდა, გავრცელდა პირველი
ცივილიზაცია თანდათანობით ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის,
დასავლეთ ევროპისა და ძველი სამყაროს სხვა რეგიონებში
(თუმცა ისიც შესაძლებელია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში
ბრინჯის მოყვანა მახლობელ აღმოსავლეთში ხორბლის მოყ-
ვანის თანადროულადაც დაწყებულიყო). რაკიღა მიგრაციის
ძირითადი ღერძი აღმოსავლეთ-დასავლეთ მიმართულებით
გადიოდა, ამა თუ იმ ადგილას მიღწეული წარმატება ამ ღერძის

ნეოლითის ხანის ხის პრიმიტიული მიწის ნეოლითური არტიფაქტები


დასამუშავებელი იარაღები ნეოლითის ნასახლარი ორკნეის კუნძულებზე,
(რეკონსტრუქცია) შოტლანდიაში. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

12
გასწვრივ, სხვაგანაც ინერგებოდა და ყოველი სიახლე როგორც
დასავლეთით — ევროპისკენ, ისე შორეული აღმოსავლეთი-
საკენ ვრცელდებოდა.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის წარმოქმნა-გან-
ვითარებას კაცობრიობის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვ-
ნელობა ჰქონდა. მომთაბარე შემგროვებელი და ველური
მონადირე თანდათან მიწათმოქმედმა და მესაქონლემ შეცვალა.
სოფლის მეურნეობის ამ უმთავრესი დარგების ათვისებამ
ადამიანებს პირველად შესაძლებლობა მისცა, შედარებით
მყარად მოეკიდათ ფეხი ამა თუ იმ საცხოვრისზე. ამ ფაქტმა კი
მათ გარჯის ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, საშუალება
მისცა, მატერიალური დოვლათი მარაგის სახით დაეგრო-
ვებინათ და მეტი დრო დაეთმოთ ისეთი განყენებული საქმია-
ნობისათვის, როგორიც ხელოვნება და რელიგიაა. საკვებით
მეტნაკლებად უზრუნველყოფამ ერთგვარი ფიზიკურ-ფსიქო-
ლოგიური სტაბილურობის განცდა მოიტანა, როგორც პიროვ-
ნულ, ასევე საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ნეოლითურმა
რევოლუციამ ჰომო საპიენს საპიენსის არსებობის საფუძვლები
შეცვალა და ამით, შეიძლება ითქვას, თანამედროვე საკაცობრიო
ცივილიზაციის ერთგვარ წინაპირობადაც კი იქცა.
სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მისი ნაყო-
ფიერების ზრდასთან ერთად შემცირდა ნადირობის ეკონო-
მიკური დატვირთვა, მაგრამ მას სიმბოლური ხასიათი არასო-
დეს დაუკარგავს — მონადირის გარდაქმნა მეომრად, შემდგომ
კი უკვე მმართველად — ბუნებრივად მოხდა.
ყველაზე ადრეული ხანის მიწათმოქმედთა „გამოგონება“
უაღრესად მარტივი ხასიათისა გახლდათ: პირველი ასეთი
იარაღი პრიმიტიული ნამგალი თუ სამკალი დანა, ხის ან ძვლის
ტარზე წამოცმული კაჟის თლილი ნატეხი ან ნადირის წამა-
ხული ეშვი იყო. მას ჯერ ველური ბალახის სათიბად, საბო-
ლოოდ კი კულტურული მარცვლეულის სამკალად ხმარობ-
დნენ. პირველ სათეს იარაღებად კი წვეტიან კავებსა და
უმარტივეს ხელის სახნისებს — ხის ტარზე წამოცმულ ნათალ
ქვის პირებს იყენებდნენ. ამ ტიპის სოფლის მეურნეობას, რაც
შემდგომში დედამიწის ბევრ კუთხეში გავრცელდა და დღემ-
დეც არსებობს უკიდურესად ჩამორჩენილ რეგიონებში, ხშირად
სახნისის კულტურადაც მოიხსენიებენ.
თანდათანობით, ასეთ უმარტივეს ნამგალს და სახნისს,
მიწათმოქმედებისა თუ მესაქონლეობისათვის საჭირო, ახალ-
ახალი ხელსაწყო-იარაღები დაემატა. ასევე გამრავალფეროვნდა
მარცვლეულის ჯიშები.
ზოგადად, სოფლების წარმოშობამ და მუდმივი
საცხოვრისის გაჩენამ შრომის ასაკისა და სქესის მიხედვით
დანაწილებასთან ერთად პროფესიული დაოსტატების მიხედ-
ვით დანაწილებაც გახადა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ, მეტ
დახელოვნებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს უწყობდა ხელს.
ცნობილია, რომ საქმიანობის ერთი სფეროს განვითარება სხვა
სფეროების განვითარებასაც განაპირობებს.
ასე მაგალითად, როდესაც მომთაბარული ცხოვრების
მიმდევარი ხალხი ამა თუ იმ ადგილას მუდმივად სახლ-
დებოდა, მომთაბარეობის ხანის დროებით საცხოვრისს — ტყა-
ვებითა თუ ტოტებით შეკრულ კარავს — უფრო მუდმივი და
მოხერხებული სამყოფელით ცვლიდა: თავიდან მიწური სახლე-
ბით, შემდეგ — ფიცრულით, საბოლოოდ კი — როგორც ეს ძვე-

13
ლი აღმოსავლეთის ქვეყნებში მოხდა — ალიზის, აგურის ან
ალიზი — საშენი მასალა; გამო-
ქვის შენობებითაც.
უწვავი, მზეზე გამომშრალი აგური.
საშენ მასალად ალიზის, თუ აგურის აუცილებლობამ
ალიზი მზადდება ხელით ან
თიხაზე მოთხოვნილებაც გააჩინა, თიხის წარმოებამ კი მისგან
ყალიბით თიხისაგან. ახალი ქვის ჭურჭლის დამზადებას დაუდო სათავე. ასე ჩაეყარა საფუძველი
ხანიდან ალიზი განსაკუთრებით მეთუნეობას, ანუ კერამიკულ წარმოებას. ნეოლითური ხანის
გავრცელდა ახლო აღმოსავლე- ადამიანი თიხის ნაწარმს არა მარტო საოჯახო, არამედ საკუ-
თის ქვეყნებში. საქართველოში ალ ლტო დანიშნულებისთვის და იმავდროულად სამკაულადაც
იზის ნაგებობანი ცნობილია ძვ. წ. იყენებდა.
VI-IV ათასწლეულიდან (შულავ- მეთუნეობის პარალელურად, ან უფრო ადრეც კი,
რის გორა, არუხლოს გორა და სხვ.). ადამიანმა კალათების დაწვნა დაიწყო. ამას კი მალე ძაფის
დართვა და ქსოვილების ხელით ქსოვა მოჰყვა.
პირველი ქსოვილი, რომლის წარმოებაც ადამიანმა
დაახლოებით ძვ. წ. VI-V ათასწლეულების მიჯნაზე დაიწყო,
ტილო იყო, რაც იმის მანიშნებელია, რომ უკვე სელიც
მოჰყავდათ.
ზუსტი ცნობები იმის თაობაზე, რომ ნეოლითის ხანაში
შალის ქსოვილსაც აწარმოებდნენ, არ არსებობს. თუმცა,
თავისთავად ცხვრისა და თხის მოშინაურება ადრეულ ეტაპზე
და თანაც, ტილოს ქსოვილის წარმოებასთან შედარებით, შალის
ქსოვილის დამზადების სიმარტივე, გვაფიქრებინებს, რომ
შალის ქსოვილის წარმოება ტილოზე ადრე უნდა გაჩენილიყო
და რომ ნეოლითის ადამიანისათვის შესამოსად ცხოველის
ბეწვისა და ტყავის ადგილი სწორედ შალის ქსოვილს უნდა
დაეკავებინა.
ადრე მიაჩნდათ, რომ პირველი ქალაქები მხოლოდ ძვ. წ.
IV ათასწლეულის შუა წლებში ქალაქ-სახელმწიფოების
წარმოშობასთან ერთად გაჩნდა. თუმცა, ბოლოდროინდელმა
არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა ისეთი სათემო საცხოვრისების
არსებობაც დაადასტურა, რომლებიც სტრუქტურული თვალ-
საზრისით სოფლებისაგან ძირფესვიანად განსხვავდება. ისინი,
სამართლიანად შეიძლება, პირველ ქალაქებადაც ჩაითვალოს.
ასეთია, მაგალითად, პალესტინაში — იერიქონში გათხრილი,
იერიქონი მდებარეობს მდ. იორ- სავარაუდოდ, მსოფლიოში უძველესი ქალაქი-დასახლება,
დანიის დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ რომელიც ფუნქციონირებას ძვ. წ. 8000 წ-ის ახლო ხანებიდან
იერუსალიმიდან 40 კმ-ის დაშო- იწყებს. საინტერესოა, რომ ძვ. წ. 7000 წლისათვის მისთვის
რებით. ამ დასახლების არქეოლო- მასიური ქვის კედელიც შემოურტყამთ.
გიური გათხრები 1907 წ.ელს დაიწ- მცირე აზიაში, თურქეთის ტერიტორიაზე (ჩათალ-
ყო და ამჟამადაც გრძელდება. ჰუიუკში) გაითხარა ძვ. წ. VII ათასწლეულის შუა ხანებით, ანუ
ნეოლითური ხანით დათარიღებული დასახლება, რომელშიც
ერთნაირი აგებულების, მიჯრით, ალიზითა და ასევე,
ერთნაირი ზომის გამომწვარი აგურით ნაშენი სახლების კვალია
დარჩენილი, რაც თავისთავად, კარგად ორგანიზებულ შრომის
დანაწილებაზე მიუთითებს. აქ ნაპოვნი იარაღების უმეტესობა
ობსიდიანისაგანაა ნაკეთები, რომელსაც თითქმის 100 კმ-ით
დაშორებული ვულკანური წარმოშობის საბადოდან ეზიდე-
ბოდნენ. ეს ისეთი ოდენობით მუშახელსა და შრომის ორგანი-
ზებას მოითხოვდა, რომელიც ჩვეულებრივი სოფლის მოსახ-
ლეობის ძალებს აღემატებოდა.
სხვა მსგავსი ტიპის ქალაქების კვალი ნაპოვნია ეგეოსის
ზღვის არეალში და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ადგილას.
ეს უდავოს ხდის იმას, რომ სხვა, ჯერაც აღმოუჩენელი, ქალაქის
ტიპის დასახლებები ჯერ კიდევ შუამდინარეთისა და ეგვიპტის

14
დიდი ცივილიზაციების ჩასახვამდე ბევრად უფრო ადრეც
უნდა არსებულიყო.
ეს უძველესი ქალაქური დასახლებები ირგვლივ
განსახლებული მიწათმოქმედი თემებისათვის თავისებურ
სამრეწველო-სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მათი არსე-
ბობა ეკონომიკის გაცილებით უფრო რთულ ორგანიზაციულ
წყობას ადასტურებს, ვიდრე ეს აქამდე მიაჩნდათ შესაძლებლად
იმ ეპოქისათვის.
ნეოლითი მატრიარქალური გვარის გაფურჩქვნის
პერიოდი, შეიძლება ითქვას, მატრიარქატის ოქროს ხანაა. ამავე
დროს, ნეოლითის ეპოქის დასრულებასთან ერთად მატრიარ-
ქატის ხანაც მთავრდება. მართლაც, ლითონის ტექნოლოგიის
ათვისებით პირველყოფილი საზოგადოების ისტორიაში ახალი,
პატრიარქალური გვარის პერიოდი იწყება.

ენეოლითი. პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა


გამოიყენა სპილენძი იყო. სპილენძი შენარევების გარეშე რბილი
ლითონია. მან ვერ გამოაძევა ხმარებიდან ქვის იარაღი, ამიტომ
საზოგადოების ისტორიის ამ ხანას სპილენძ-ქვის ხანას, ანუ
ენეოლითს უწოდებენ. ენეოლითი გარდამავალი საფეხურია
ქვის ეპოქიდან ლითონის ეპოქაზე. ამიტომაცაა, რომ მას ენეოს — ლათინურად სპილენძს
მეცნიერები ხშირად დამოუკიდებელ ისტორიულ ხანად არცკი აღნიშნავს, ლითოს კი ქვას.
მიიჩნევენ. მათი ერთი ნაწილი ენეოლითს ბრინჯაოს ეპოქის
საწყის ეტაპად, სხვები კი ნეოლითის ბოლო საფეხურად
განიხილავენ.
საქართველო მახლობელი აღმოსავლეთის იმ მოწინავე
რეგიონში შემავალი ქვეყანაა, სადაც ენეოლითიც ფრიად ადრე,
ჯერ კიდევ ძვ. წ. VI ათასწლეულში დაიწყო და ასევე, ძალზე
ადრე ძვ. წ. IV ათასწლეულის I ნახევარში დასრულდა, ადგილი
დაუთმო რა ბრინჯაოს მეტალურგიას.
საქართველოს დაწინაურებას, ბუნებრივია, უპირველეს
ყოვლისა, ხელს უწყობდა სპილენძის საბადოების არსებობა.
სპილენძი მოიპოვებოდა მახლობელი აღმოსავლეთის მრავალ
რეგიონში: აღმოსავლეთ ანატოლიის მთებში, კუნძულ ჩათალ-ჰუიუკი მდებარეობს სამხ-
კვიპროსზე, ჩრდილოეთ ირანში, ასევე სამხრეთ კავკასიაში. რეთ ანატოლიაში, თურქეთის ქ.
თავდაპირველად, შესაძლოა, სპილენძი სულაც შემთხვევით კონიიდან 50 კმ-ის დაშორებით.
აღმოეჩინათ მეთუნეებს, რომლებიც სპილენძის მჟავის ნაჟონს არქეოლოგიური გათხრები 1961
საკუთარი კერამიკული ნაწარმის მოსახატად იყენებდნენ და წელს დაიწყო და ამჟამადაც გრძე-
ლდება.

იერიქონის უძველესი ნაქალაქარი


ძვ წ. VIII-VII ათასწლ.

15
შემდგომ მაღალ ტემპერატურაზე გამოწვავდნენ ხოლმე დახუ-
რულ ქურებში.
ასე იყო თუ ისე, სპილენძის მოპოვება ძვ. წ. VI ათას-
წლეულიდან უკვე ფეხს იკიდებს. სპილენძის სირბილის გამო
თავდაპირველად ადამიანი ამ ლითონს ცივად, ჭედვით დამუ-
შავების გზით იყენებდა.
სპილენძის მოპოვებამ და დამუშავებამ მნიშვნელოვნად
შეცვალა პირველყოფილი საზოგადოების ცხოვრება. უპირ-
ველეს ყოვლისა, გაიზარდა მამაკაცის როლი გვაროვნულ თე-
მში, რასაც მატრიარქატის პატრიარქატით, ანუ მამამთავრული
გვარით ჩანაცვლება მოჰყვა.
სოფლის მეურნეობა ენეოლითის ხანაში კიდევ უფრო
დაწინაურდა. მარცვლეულის კულტურას ანატოლიისა და
საქართველოს მიდამოებში მუხუდოსა და ღომის, ისევე რო-
გორც სხვადასხვა ბოლქვოვანი მცენარეების კულტივირება
მოჰყვა. თუ მარცველულს თავიდან მხოლოდ შეჭამანდისა თუ
ფაფის სახით მოიხმარდნენ, ახლა უკვე მარცვლეულის საფქვავი
დოლაბებიც გაჩნდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადამიანმა
პურის ცხობასაც მიჰყო ხელი.
დაახლობით ძვ. წ. 6000 წლისათვის, ანუ ენეოლითის
დასაწყისისათვის მარცვლეულისაგან უკვე ბურახსა და ლუდ-
საც ხდიდნენ.
საქართველოში და ჩრდილოეთ ირანში ზაგროსის
პლატოზე VI-V ათასწლეულებში არქეოლოგებმა კულტურული
ვაზის წიპწები აღმოაჩინეს, რაც აქ უკვე მევენახეობის არსებო-
ბაზე მიუთითებს.
ენეოლითის ხანის ადამიანის ცხოვრებაზე კარგ წარმოდ-
გენას გვიქმნის საქართველოში გათხრილი ენეოლითური ნამო-
სახლარები. ისინი გორებზე არიან განლაგებული. ამიტომ
მკვლევარებმა ენეოლითური ხანის ამ არქეოლოგიურ კულ-
ტურას გორა ნამოსახლარების კულტურა უწოდეს.
გორა ნამოსახლარების კულტურა ადრეული სამიწათ-
მოქმედო კულტურაა. მისი ეკონომიკური და სოციალური
წყობის ბირთვს გორაზე განლაგებული დასახლება წარმოად-
გენდა, სადაც საშუალოდ 10-დან 50 ოჯახამდე ცხოვრობდა და
მოსახლეობის საერთო რაოდენობა 50-იდან 300 ადამიანამდე
მერყეობდა. საცხოვრებლები ოვალური და ალიზით ნაგები იყო.
ენეოლითური საზოგადოების ცხოვრების პირობები
ოდნავ გაუმჯობესდა ნეოლითის ხანის თემებთან შედარებით.
საკვებიც უფრო მუდმივი და მრავალფეროვანი გახდა და
საცხოვრისიც — უფრო მოსახერხებელი; მაგრამ რამდენადაც
უმჯობესდებოდა პირობები, იზრდებოდა მოსახლეობაც, და
თემი კვლავაც საარსებო მინიმუმის ზღვარზე ცხოვრობდა.
ნებისმიერ ბუნებრივ უბედურებას — წყალდიდობას, გვალვას
თუ კალიის შემოსევას — მთელი სოფლის განადგურება შეეძ-
ლო. ერთ ადგილას ცხოვრება და მოსახლეობის სიმჭიდროვე
ასევე ზრდიდა ეპიდემიების გავრცელების საშიშროებას.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, შესაბამისად, 20-25 წელს
შულავერის გორა არ აღემატებოდა.
ნამოსახლარი
ძვ. წ. VI-V ათასწლ. ბრინჯაოს ხანა. სპილენძის ათვისების შემდეგ კიდევ
სოფელ შულავერის მიდამოები, რამდენიმე ათასწლეული დასჭირდა ადამიანს სანამ ქვას,
მარნეულის მუნიციპალიტეტი როგორც მასალას, საბოლოოდ ლითონით ჩაანაცვლებდა. ეს
საქართველო. მხოლოდ ბრინჯაოს გამოდნობით გახდა შესაძლებელი.

16
ბრინჯაო თავისთავად ბუნებაში არ მოიპოვება. ის
ადამიანის მიერ შექმნილი რთული შენადნობია. ბრინჯაოს
მისაღებად საჭიროა სპილენძს გარკვეული დოზით სხვა
ლითონები: სტილბიუმი, იგივე ანთიმონი, დარიშხანი ან კალა
შეერიოს. მართლაც, თანდათანობით ადამიანმა სპილენძის სხვა
ლითონებთან შერევა, მისი გამოდნობა, ყალიბებში ჩასხმა და
ბრინჯაოს მიღება ისწავლა. ეს უკვე მეტალურგიის საწყისების
დაუფლებას ნიშნავს.
ბრინჯაოს ეპოქის დასაწყისად ძვ. წ. IV ათასწლეულის
მეორე ნახევარი ითვლება, როდესაც ახლო და შუა აღმოსავ-
ლეთის მთელ სივრცეში, ანუ იმ ხანის მოწინავე მსოფლიოში და
მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე, ქვის, თიხის თუ სხვა
მასალისაგან გაკეთებულ საგნებს უკვე მნიშვნელოვანწილად
ბრინჯაოს ხელსაწყოები, საბრძოლო იარაღი თუ სამკაულები
ენაცვლება.
ბრინჯაოს ხანა სამ ათასწლეულზე მეტ დროს მოიცავს
და ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანად იყოფა. ადრე ბრინ-
ჯაოს პერიოდი გამოირჩევა ბრინჯაოს ნაწარმის სიმცირით, შუა
ბრინჯაოს ხანაში ბრინჯაოს მეტალურგია დიდ აყვავებას გა-
ნიცდის, გვიან ბრინჯაოს ხანის ბოლო ეტაპზე კი ადამიანი უკვე
რკინასაც ეცნობა.
ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო დაწი-
ნაურდა, რასაც განსაკუთრებით ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში
ხარებშებმული გუთნების გაჩენამ შეუწყო ხელი.
ადრე ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწიფოების წარ-
მოქმნით აღინიშნა. წინა აზიის და კავკასიის უდიდეს ნაწილში
ეს ეპოქა მტკვარ-არაქსის არქეოლოგიური კულტურითაა
წარმოდგენილი. ეს სახელწოდება ამ კულტურას იმიტომ ეწო- მტკვარ-არაქსის კულტურა ძვ.
და, რომ მისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ძეგლები წ. IV ათასწლეულის მეორე ნა-
თავდაპირველად მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში აღმო- ხევრით და მესამე ათასწლეუ-
ჩნდა. დღეისათვის დადგენილია, რომ მტკვარ-არაქსის კულ- ლის ბოლოთი თარიღდება, ანუ
ტურა გავრცელებული იყო სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ძვ. წ. XXXV–XXII საუკუნეებს
დიდ ნაწილში, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ მოიცავს.
აზერბაიჯანის გამოკლებით. გარდა კავკასიისა მტკვარ-არაქსის
კულტურა მოიცავდა ჩრდილოეთ ირანს, თანამედროვე აღმო-
სავლეთ თურქეთსა და ცენტრალური თურქეთის აღმოსავლეთ
ნაწილს, სირიისა და პალესტინის დიდ ნაწილს. აქ ის, მისი
აღმოჩენის ადგილის მიხედვით, კირბეტ-კერაკის არქეოლო-
გიური კულტურის სახელითაა ცნობილი.
მტკვარ-არაქსის კულტურას საქართველოში გათხრილი
ენეოლითური გორა-ნამოსახლარების კულტურის გაგრძე-
ლებად მიიჩნევენ. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი
საზოგადოება ბინადარ და მიწათმოქმედ ცხოვრებას მისდევდა.
ის სპეციალურად გამაგრებულ ბუნებრივ გორებზე ცხოვ-
რობდა. გორაზე სამოსახლოები ტერასებად იყო განლაგებული.
საცხოვრებლის შუაში თიხის მრგვალი კერა იყო მოთავსებული.
აქვე იყო პატარა სამლოცველო თიხის კერპებით — ძირითადად
ვერძის თავებითა და ადამიანთა სიმბოლური გამოსახულე-
ბებით. საცხოვრებელ სახლს მიშენებული ჰქონდა პირუტყვის
სადგომები. მტკვარ-არაქსის კულტურის მთავარი დამახასია-
თებელი ნიშანია მოწითალო, რუხი, წაბლისფერი ან შავი
კირბეტ-კერაკის კერამიკა.
პრიალაზედაპირიანი, ვარდისფერსარჩულიანი ხელით ნაძერწი
კერამიკა, რომელიც ზოგჯერ ნაკაწრი გეომეტრიული ორნამენ- ძვ. წ. IV ათასწლ.
ტითაა შემკული.

17
შუა ბრინჯაოს ხანა. ძვ. წ. III ათასწლეულის დასას-
რულიდან — ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებამდე შუა ბრინ-
ჯაოს პერიოდია.
ბრინჯაოს მეტალურგიის მთავარ ცენტრებს მსოფლიოში
იმჟამად ბალკანეთი და სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა. სამხ-
რეთ კავკასიაში ბრინჯაოს მეტალურგიის კერები სამხრეთ და
დასავლეთ საქართველოში იყო. მდ. რიონის სათავეებში, ზემო
რაჭაში მთებში სპილენძის, ანთიმონის (სტილბიუმის) და და-
რიშხანის საბადოებია, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ძვ. წ. III
ათასწლეულის შუა ხანიდან ამუშავებდნენ.
საგანგებოდ მოწყობილი მაღაროებიდან სპილენძის
მადანი ურმებით ქვემოთ, ბარში ჩაჰქონდათ, სადაც მას
ღუმელებში ადნობდნენ. სუფთა სპილენძის ნაწილი უცხოეთში,
მათ შორის შუამდინარეთში გაჰქონდათ, ნაწილს კი ადგილ-
ზევე დარიშხანს და ანთიმონს უმატებდნენ და ბრინჯაოს
იღებდნენ.
შუა ბრინჯაოს ხანა კაცობრიობის ისტორიაში მნიშვ-
ნელოვანი სიახლეებით აღინიშნა. ამ დროისათვის დაიწყეს თი-
ხის ჭურჭლის სპეციალურ სამეთუნეო მორგვზე დამზადება.
სამეთუნეო მორგვის გამოგონება კერამიკული წარმოების მწარ-
მოებლურობის გაზრდის საჭიროებამ გამოიწვია. დანამდვი-
ლებით შეიძლება ითქვას, რომ ბორბლის, მეთუნეობაში თუ
სხვა საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის გამოყენება, წინ უსწ-
რებდა მისი, როგორც გადაადგილების საშუალებად გამოყენებას.
ამავე დროს იწყება ცხენის მოშინაურება-მოშენება და
მისი შესაძლებლობების ათვისება როგორც მიმოსვლისათვის,
ისე ბრძოლაში.
შუა ბრინჯაოს ხანა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის
საქართველოს ტერიტორიაზე ყორღანული არქეოლოგიური
კულტურების ხანაა. ყორღანული კულტურა მომთაბარე
ცივილიზაციაზე მიუთითებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ
ენეოლითური გორა ნამოსახლარებისა და ადრე ბრინჯაოს ხა-
ნის მტკვარ-არაქსის სამიწათმოქმედო კულტურის მატარე-
სამთავროს სამაროვანი; ბელმა საზოგადოებამ ადგილი მომთაბარე-მესაქონლეობის მიმ-
ბრინჯაოს დევარ ტომებს დაუთმო. საქართველოში შუა ბრინჯაოს ხანის
სარტყელის ფრაგმენტი, ბრწყინვალე ყორღანებია გათხრილი.
ძვ.წ. IX-VII სს.

თრიალეთის ოქროს სასმისი სარდიონისა და თრიალეთის ყორღანების


მინის თვლებით არტეფაქტები.

18
თრიალეთის ყორღანებს ქვის, ან ქვამიწის ყრილი
ჰქონდათ. ყველაზე დიდი ყორღანების სიმაღლე რვა მეტრამდე,
დიამეტრი ას მეტრამდე, საერთო ფართობი კი ერთ ჰექტრამდე
აღწევდა. ყორღანის ცენტრში მშრალი ფიქალებით ნაგები დასა-
კრძალი ორმო იყო, რომლის სიღრმე ექვს მეტრს და საერთო
ფართობი ას სამოცდათხუთმეტ მეტრამდე აღწევდა. ყორღა-
ნების ხის სვეტები, რომლებსაც სამარხი ოთახის თაღი ებჯი-
ნებოდა, ზოგჯერ ოქროს ფირფიტებით იყო გარშემორტყმული.
მიცვალებული ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვე-
ნა. მიცვალებულს ძვირფას კერამიკასთან და ოქრო-ვერცხლის
ნივთებთან ერთად მსხვერპლად შეწირულ ადამიანებსა და
საქონელს ატანდნენ.
რკინის ხანა. ძვ. წ. I ათასწლეულით კაცობრიობის
ისტორიაში კიდევ ერთი დიდი ტექნოლოგიური ძვრა მოხდა —
ადამიანებმა რკინის დამუშავება დაიწყეს. რკინის მადნის
დამუშავების ტექნოლოგია თავდაპირველად ანატოლიის აღმო-
სავლეთში და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებმა ხალხებმა, მათ
შორის ჩვენმა წინაპრებმა აითვისეს. აღსანიშნავია, რომ ძველი
ბერძნები ქართული ტომების: მოსინიკების, ხალიბების და
სხვათა აღწერისას განსაკუთრებით აღნიშნავენ მათი ხმლების
სიმტკიცეს, რასაც ლითონის წარმოების ბერძნებისათვის უცნობი
ტექნოლოგიით ხსნიან. ძვ. წ. X-VIII სს-ში რკინა ფრიად მცირე
იყო. ამიტომ ამ პერიოდს გვიან ბრინჯაო-ადრეული რკინის
ხანასაც უწოდებენ.
თანდათანობით რკინამ ბრინჯაო მთლიანად გამოდევნა
— დაიწყო რკინის ხანა. თუ ბრინჯაოს ეპოქის დასაწყისში
კაცობრიობის ისტორიამ სულ რამდენიმე სახელმწიფო იცის,
გვიან ბრინჯაოს ხანის დასასრული და ადრე რკინის ხანა
მახლობელ და შუა აღმოსავლეთში უკვე ინტენსიური სახელმ-
წიფოებრივი ცხოვრების ხანაა, რომელიც სულ მალე მსოფლიო
ასპარეზზე დიდი, გლობალური იმპერიების გამოსვლით
დასრულდება.

რკინის ხანის იარაღები. კოლხური შეიარაღება. ადრეანტიკური და


ელინისტური ხანები.

19
§ 2. ისტორიის ადრეანტიკური პერიოდი

ჩვენ უკვე გავეცანით ისტორიის პერიოდიზაციასთან


დაკავშირებულ პრობლემატიკას და ვიცით, რომ დღეს-
დღეობით მიღებულია კაცობრიობის სახელმწიფოებრივი ის-
ტორიის, (განსხვავებით წინარეისტორიული, ანუ სახელმ-
წიფომდელი პერიოდისაგან) ოთხ დიდ პერიოდად დაყოფა:
ძველი, ანუ ანტიკური, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი.
მსოფლიოს ძველ, ანუ ანტიკურ ისტორიას მეცნიერები
ტრადიციულად ხშირად ორ სხვადასხვა „ისტორიადაც“ ყოფენ:
ძველი აღმოსავლეთის და ანტიკური ქვეყნების, რაც საბერძ-
ნეთისა და რომის ისტორიას გულისხმობს.
ტერმინი ანტიკური ისტორია საბერძნეთისა და რომის
ისტორიის მნიშვნელობით, ჯერ კიდევ ჰუმანისტებმა შემოიღეს,
როდესაც თითქმის არაფერი იცოდნენ აღმოსავლური (აფრიკისა
და აზიის) ქვეყნების ისტორიაზე და საბერძნეთისა და რომის
ისტორია, ფაქტობრივად, იყო კიდეც კაცობრიობის ძველი, ანუ
ანტიკური ისტორია.
აფრიკისა და აზიის ქვეყნების ისტორიის ანტიკურ
პერიოდთან უკეთ გაცნობამ მეცნიერთა ცოდნა კაცობრიობის
ძველი ისტორიის შესახებ ფრიად გააღრმავა და ტერმინს
ანტიკური ისტორია ბევრად უფრო ფართო მნიშვნელობა
შესძინა.
იმავდროულად თვალში საცემია განსხვავება, რომელიც
ძველი აღმოსავლეთის ადრეულ ცივილიზაციებს ანტიკური
ისტორიის უფრო გვიანი პერიოდის სახელმწიფოებისაგან
განასხვავებს. ამიტომ, როდესაც კაცობრიობის ისტორიის
ანტიკურ პერიოდს შევისწავლით, უმჯობესია დროში ის ორ
დიდ — ადრეანტიკურ და გვიანანტიკურ ქვეპერიოდებად —
ეტაპებად დავყოთ, სადაც ადრეული ეტაპი — ცალკეული, მეტ-
ნაკლებად მცირე, თუ დიდი სახელმწიფოების განვითარების
ხანაა, გვიანი ეტაპი კი — დიდი, გლობალური იმპერიების
წარმოქმნა-განვითარების.
ისტორიის ანტიკური პერიოდის დროში ასეთი დაყოფის
მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების საფუძვლების
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ანტიკური ცივილიზაციები შემ-
დეგნაირად შეიძლება დავაჯგუფოთ: ქვეყნები, რომლის განვი-
თარებაში წამყვანი როლი მიწათმოქმედების აღმავლობამ
ითამაშა. მათ სახმელეთო, ან დიდი მდინარეთა ცივილიზაციის
ქვეყნები ეწოდებათ; ქვეყნები, რომელთა დაწინაურებაში საზ-
ღვაო ვაჭრობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი, ანუ საზღვაო
ცივილიზაციები და საბოლოოდ ხალხები, რომელთა ცივილი-
ზაციის განვითარება მომთაბარულ მესაქონლეობას ეფუძ-
ნებოდა.

ძველი აღმოსავლეთის სამიწათმოქმედო, სახმელეთო,


ანუ დიდ მდინარეთა ცივილიზაციები. ანტიკური ხანის
ცივილიზაცია უპირველეს ყოვლისა, ქალაქური ცივილიზაცია
იყო. მართლაც, ნეოლითური და ენეოლითური ხანის ქალა-
ქური ტიპის დასახლებები, ბრინჯაოს ხანისათვის უკვე მსხვილ
სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად, ცნობილ ანტიკურ ქალაქებად
ჩამოყალიბდნენ: გამაგრებული დამცველი გალავნებით, მოედ-
ნებით, ტაძრებითა და სხვა საკულტო შენობებით, აბანოებით,

20
საკუთარი პოლიტიკური მმართველობითა და ამ მმართვე-
ლობისათვის განკუთვნილი საჯარო სასახლე-ნაგებობებით.
ისტორიის ანტიკური პერიოდისათვის დამახასია-
თებელია ქალაქების სამხედრო-პოლიტიკური ბატონობა მათ
ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე — დაბებზე. ანტიკური ქალა-
ქები მათზე დაქვემდებარებული ტერიტორიით თავდაპირ-
ველად პატარ-პატარა სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ, რომ-
ლებსაც ან მეფე, ან ქალაქის არჩეული ხელისუფალი მართავდა.
ამიტომ მათ მეცნიერები ქალაქ-სახელმწიფოებს, ან პოლისებს პოლისიდან მოდის სიტყვა —
უწოდებენ. პოლისი ბერძნულად ქალაქს ნიშნავს, ეს სახელი პოლიტიკაც, რომელიც ძველ
ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოებს იმიტომ დაუმკვიდრდათ, რომ ბერძნულში, როგორც საზოგა-
ამ ტიპის სახელმწიფოებმა ყველაზე განვითარებული სახე ძველ დოებრივ, ისე საჯარო საქმეებს
ბერძნულ სამყაროში მიიღეს — ძველი ბერძნული ცივილი- ნიშნავდა.
ზაცია ხომ თავისი ისტორიის უდიდეს მონაკვეთში სწორედ
ასეთი დამოუკიდებელი ქალაქების — პოლისების ცივილი-
ზაცია იყო.
სხვაგან ქალაქ-სახელმწიფოები თანდათანობით ერთმა
უფრო მძლავრმა ქალაქ-სახელმწიფომ დაიპყრო და გააერთიანა.
ამ გზით ჩამოყალიბდა ანტიკური ხანის მრავალი დიდი
სახელმწიფო, რომელთა სახელებიც მათი მთავარი ქალაქე-
ბისაგან წარმოსდგება. მაგალითად, ქალაქი ასური და ასურეთი,
ქალაქი ბაბილონი და ბაბილონის სამეფო. ქალაქი რომი და
რომის სახელმწიფო. უძველესი აღმოსავლურ-ქართული ქართ-
ლის სამეფოც, იგივე ძველბერძნული წყაროების იბერია, თავის
სახელს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით დღევანდელი არმა-
ზის ხევის მიდამოებში გაშენებულ-გამაგრებულ ქალაქ ქართლი-
დან იღებს.
ვინაიდან ანტიკური ხანის ქალაქები, უპირველეს
ყოვლისა, ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრებს წარმოად-
გენდნენ, ამიტომ ისინი დიდი მდინარეების, მათი შენაკადების,
ან ზღვების სანაპიროზე წარმოიშვნენ, რომლებიც სავაჭრო-
სამიმოსვლო არტერიებს ქმნიდნენ. ასე რომ, უკვე ადრე ბრინ-
ჯაოს და შუა ბრინჯაოს ხანაში ცივილიზაციის წარმატე-
ბისათვის სავაჭრო-სამიმოსვლო გზებს უდიდესი მნიშვნელობა
ჰქონდა.
საზოგადოების ისტორიის ანტიკური პერიოდი, განსა-
კუთრებით კი ადრეანტიკური პერიოდი, კაცობრიობის სახელმ-
წიფოებრივი ცხოვრების საწყისი ხანა იყო, ამიტომ, როგორც
პირველყოფილი თემური წყობილებიდან ამოზრდილ საზო-
გადოებაში ჯერ კიდევ ფრიად ძლიერი იყო გვაროვნულ-
თემური წყობილებისათვის დამახასიათებელი ინსტიტუტები:
მაგ.: გვარში შემავალ ოჯახებს და ადამიანებს ჰქონდათ სახლზე,
კარ-მიდამოზე, მიწის გარკვეულ ნაკვეთზე, თუ ბაღზე კერძო
საკუთრება, მაგრამ ამავე დროს ჯერ კიდევ დიდი იყო ხვედ-
რითი წილი საერთო საგვარეულო, თუ საოჯახო საკუთრებისაც.
გვარს, ან დიდ ოჯახს თავისი უფროსი „მამა“, „მამასახლისი“
ჰყავდა, რომლის წინაშე გვარის დანარჩენი წევრები „მსა-
ხურები“ და „მონები“ იყვნენ. ოჯახის უფროსის — მამის უფლე-
ბები იმდენად დიდი იყო, რომ ხშირად ანტიკური სახელ-
მწიფოს კანონის მიხედვით, ოჯახის უფროსს საჭიროების
შემთხვევაში (ვალი ან სხვ.), ცოლი და შვილები შეეძლო,
მონებადაც კი გაეყიდა. მნიშვნელოვან როლს საზოგადოების
ცხოვრებაში უბანი, ან თემი თამაშობდა. ქალაქის ცალკეულ
უბანში მცხოვრებ ადამიანებს საერთო დღესასწაულები და

21
საერთო ცხოვრების წესი ჰქონდათ. ქალაქის ან სახელმწიფოს
უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად მეფე, ან მეფის
ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ იწვევდნენ
„სახალხო კრებებს“, რაც აგრეთვე გვაროვნულ-თემური
წყობილებისა და პირველყოფილი თემური დემოკრატიის
გადმონაშთად შეიძლება მივიჩნიოთ და სხვ.
იმავდროულად ანტიკურ საზოგადოებას, უკვე შემუშა-
ვებული ჰქონდა კერძო საკუთრების დაცვის მკაცრი კანონები.
ქონება მამიდან შვილებზე გადადიოდა, ხშირად კანონი, მამის
მემკვიდრეობის გაყოფისას, საგანგებოდ უფროსი და უმცროსი
შვილების წილსაც ითვალისწინებდა. ქალის ეკონომიკურ
დამოუკიდებლობას მზითვი განაპირობებდა, რომელიც ქალის
სიცოცხლის მანძილზე, როგორც ძმებისა და მეუღლის, ისე
შვილების მხრივ ხელშეუხებელი იყო და ქალის გარდაც-
ვალებამდე მის განკარგვაში რჩებოდა. საერთოდ, უნდა ითქვას,
რომ ანტიკურ საზოგადოებაში კერძო საკუთრებას კანონი
ფრიად მტკიცედ იცავდა და მისი ხელყოფისა თუ ქურდობის
შემთხვევები სასტიკად ისჯებოდა, ხშირად სიკვდილითაც კი.
ანტიკურმა სამყარომ ვაჭრობისა და მევახშეობის განვი-
თარების მაღალ დონეს მიაღწია. იმ პერიოდის ადამიანე-
ბისათვის უკვე ცნობილი იყო ისეთი ეკონომიკური კატეგო-
რიები, როგორიცაა მოგება, ზარალი, სარგებელი, თავანი, კრე-
დიტი. ამავე პერიოდში ვითარდება მეწარმეობა, შრომის
დანაწევრებისა და ორგანიზების სისტემები, ადრეანტიკური
ხანის ბოლოს მოიჭრა პირველი მონეტები და გაჩნდა საბანკო
ორგანიზაციების ჩანასახები.
უძველესი სახელმწიფოები აზიასა და აფრიკაში შეიქმნა,
ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანტიკური ისტორიის ამ
პერიოდს მეცნიერები ძველი აღმოსავლეთის ისტორიასაც
უწოდებენ. ძველი აღმოსავლეთი პირობითი სახელწოდებაა:
მის ქვეშ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვებიდან წყნარ ოკეანემდე
გადაჭიმული ტერიტორია იგულისხმება, სადაც დიდი მდინა-
რეების აუზებში უძველესი სახელმწიფოები ჩამოყალიბდა. ამ
სახელმწიფოებს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო: თბილი და
მშრალი ჰავა, ნოყიერი ნიადაგი, რომელიც მორწყვის გარეშე
მოსავალს ნაკლებად იძლეოდა და მდინარეები რომლებიც,
სეზონურად დიდდებოდნენ და დიდ ფართობებს წყლით
ფარავდნენ, რაც ამ რეგიონებში მცხოვრებ უძველეს ადამიანებს
ირიგაციის განვითარების აუცილებლობისაკენ უბიძგებდა.
ირიგაცია — ლათინური სიტყვაა
ამგვარად, ამ პირველი ცივილიზაციების ეკონომიკური საფუძვ-
და მორწყვას, შესხურებას ნიშნავს.
ლები უაღრესად ნაყოფიერ სოფლის მეურნეობას ემყარებოდა.
რამ განაპირობა სოფლის მეურნეობის ეს
განსაკუთრებული ნაყოფიერება? ნიადაგის სხვაგან არარსე-
ბულმა თვისებებმა, განსაკუთრებით სახარბიელო ჰავამ და
შესაბამისად, მოსავლის დიდი შრომის დახარჯვის გარეშე
მოყვანის შესაძლებლობამ?
სრულებითაც არა, უფრო პირიქით. ძველი აღმოსავ-
ლეთის დიდი მდინარეების: ნილოსის, ტიგროსის და ევფრა-
ტის, მდ. ჰალისის, ინდის, ხუანხეს, სირდარიისა და ამუდარიის
აუზები — ეს იყო ვრცელი რეგიონი, სადაც მოსავლის მოყვანას
დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. უფრო მეტიც, მოსავლის მოყ-
ვანა თითქმის შეუძლებელიც კი იყო, გონივრულად გააზ-
რებული ხელოვნური სარწყავი და სადრენაჟო სისტემის შექმ-
ნის გარეშე.

22
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ცივილი-
ზაციების აყვავებას კაცობრიობა სოფლის მეურნეობისათვის
არცთუ სახარბიელო ბუნებრივ პირობებს უნდა უმადლოდეს,
რამაც იქ მცხოვრები ადამიანები აიძულა, მეტი შრომა, მეტი
ძალისხმევა და გამომგონებლობა გამოეჩინათ, რათა თავი
გამოეკვებათ და შიმშილი თავიდან აეცილებინათ. ასეთი
მასშტაბის საირიგაციო სამუშაოები, გარდა პიროვნული
შრომისა და გამომგონებლობისა, ადამიანთა დიდი კოლექ-
ტივების ერთიან ორგანიზებულ ძალისხმევას მოითხოვდა. ეს
კი მხოლოდ სახელმწიფოს, როგორც მაორგანიზებელი და
წარმმართველი ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში იყო
შესაძლებელი. სწორედ კოლექტიური შრომის ორგანიზების
აუცილებლობამ ბიძგი მისცა ძველ აღმოსავლეთში კაცობ-
რიობის ისტორიაში პირველი სახელმწიფოების წარმოქმნას.
ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოებად ითვლება
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ძველი ეგვიპტე, მდ. ნილოსზე —
ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში; შუმერების ქალაქ სახელმ-
წიფოები, ბაბილონის, ასურეთისა და მითანის სამეფოები
მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში; ანტი-
კური სახელმწიფოები ჩინეთსა და ინდოეთში; მცირე აზიაში,
თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ძველი აღმოსავ-
ლეთის სახელმწიფოებს ხეთების, ფრიგიის, ლიდიის და ა.შ.
სამეფოები წარმოადგენენ; ცენტრალურ აზიაში ძველი
აღმოსავლური სახელმწიფოები იყო: ხორეზმი, ბაქტრია, სოგ-
დიანა და ა.შ. უძველესი სახლმწიფოები თანამედროვე ირანის
ტერიტორიაზეც არსებობდნენ: ძველი ელამი, მიდია და
აქემენიანთა სპარსეთი, რომელმაც ძველი აღმოსავლეთის ქვეყ-
ნების დიდი ნაწილი გააერთიანა და კაცობრიობის ისტორიაში
ორ აფრიკის და ევრაზიის კონტინენტებზე გადაჭიმული პირ-
ველი ნამდვილი იმპერია შექმნა.
ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები ხმელთაშუა
ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეც არსებობდნენ:
ფინიკიის ქალაქ-სახელმწიფოები, ისრაელისა და იუდეის
სამეფო; სამხრეთ კავკასიაში ძველი ეგრისის იგივე ანტიკური
ავტორების კოლხიდის და ურარტუს სამეფოები.
პირველი სახელმწიფოები აღმოსავლეთში უკვე ძვ.წ. IV-
III ათასწლეულში შეიქმნა. აქედანვე იწყება ძველი აღმოსავ-
ლეთის ისტორიაც. რაც შეეხება მის დასასრულს, ეს ისტორიის
ანტიკურ პერიოდში ფრიად ხანგრძლივი დროის მანძილზე
აღმოსავლეთის მეწინავეობის, დასავლეთის მეწინავეობით, ძვე-
ლი ბერძნების სახით, შეცვლას უკავშირდება.
რომელი მოვლენა შეიძლება მივიჩნიოთ ბერძნების
სახით დასავლეთის უპირატესობის ეპოქის დასაწყისად?
ამის შესახებ ისტორიკოსთა შორის აზრთა სხვადა-
სხვაობა არსებობს. ზოგის აზრით, ასეთად ძვ.წ. V საუკუნის I
ნახევარში ბერძენ-სპარსელთა ომში ბერძენთა გამარჯვება უნდა
ვაღიაროთ, რომლის შედეგადაც ანტიკურ სამყაროში უპირა-
ტესობა ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ძველბერძნულ ქა-
ლაქ-სახელმწიფოების ხელში გადავიდა. ისტორიკოსთა მეორე
ნაწილის აზრით, კი ამგვარ მიჯნად ძვ. წ. 334-330 წლებში
ძლევამოსილი ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა
სპარსეთის — ანტიკური პერიოდის ამ უდიდესი მსოფლიო
იმპერიის დანგრევა უნდა მივიჩნიოთ; მოვლენა, რომელმაც

23
მსოფლიო ისტორიაში ახალ, ელინისტურ, ანუ ბერძნულ ხანას
ჩაუყარა საფუძველი.
მართლაც, ბერძენ-სპარსელთა ომში ბერძენთა გამარ-
ჯვებამ, სპარსეთი მხოლოდ ერთგვარად შეასუსტა, რაც შეეხება
ისტორიის ანტიკურ პერიოდში მეწინავეობის დასავლეთის ხე-
ლში გადასვლას, ამას სათავე სწორედ ბერძენ-მაკედონელთა
მიერ სპარსეთის მსოფლიო იმპერიის დანგრევამ დაუდო. ამი-
ტომ, უფრო სწორი იქნება, რომ ასეთ მოვლენად ყველა დროის
უდიდესი მხედართმთავრის ალექსანდრე მაკედონელის ლაშქ-
რობები ვაღიაროთ.
ძველი ეგვიპტე. ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო
ძველ ეგვიპტეში ჩამოყალიბდა. ჩვენც ძველი აღმოსავლეთის
ისტორიას ამ ქვეყნით ვიწყებთ.
ძველი ეგვიპტე ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდე-
ბარეობდა. მისი საზღვრები ძირითადად დღევანდელი ეგვიპ-
ხეკა-პტახ ეგვიპტურად ღვთაების ტის არაბთა რესპუბლიკის საზღვრებს ემთხვევა. აქ ადამიანის
ნავსაყუდელს ნიშნავს, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსაყენებლად ვარ-
ქალაქის მფარველი ღვთაება პტა- გისი მიწები შედარებით ვიწრო ზოლად გასდევს მსოფლიოში
ხი იყო, რომლის დიდი ტაძარი ერთ-ერთ უდიდეს მდინარე ნილოსს. ასე რომ, ფაქტობრივად,
აღმართული იყო კიდეც ქალაქში. ძველი ეგვიპტე ნილოსის ქვეყანა იყო. ნილოსის დაბლობის
ნოყიერი ნიადაგი მკვეთრად განსხვავდება უდაბნოს ცხელი
ქვიშებისაგან, რომელიც გარს ეკვრის ნილოსის დელტას.
ამიტომაც იყო, რომ ძველი ეგვიპტელები თავიანთ სამშობლოს
კემეტს — შავმიწა ქვეყანას უწოდებდნენ, რითაც განასხვა-
ჯოსერის პირამიდა ვებდნენ მას წითელმიწა უდაბნოს, ანუ დეშეტისაგან.
ძვ. წ. XXVII ს. საიდანღა წარმოდგა სახელი ეგვიპტე, რომელიც
პირველი პირამიდა ჯოსერის პირა- დღესაც ეწოდება ამ ქვეყანას?
მიდაა. ის III დინასტიის ფარაონს ჯო- ეს სახელი ეგვიპტის უძველესი დედაქალაქის მემფისის
სერს ეკუთვნის და მისი კარის არქი- ერთ-ერთი ეგვიპტური სახელწოდებიდან ხეკა-პტახ — წარმოს-
ტექტორის იმხოტეპის აგებულია. დგება, რომელიც ძველმა ბერძნებმა თავიანთ ენაზე აიგიუპ-
ჯოსერის პირამიდა შვიდ საფე- ტოსად გაახმოვანეს.
ხურიანი პირამიდაა, რომლის თი- ძველი ეგვიპტის ისტორიას ევროპელები თავდა-
თოეული საფეხურის ზომა სიმაღ- პირველად ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ისტო-
ლის ზრდასთან ერთად კლებუ- რიკოსების თხზულებებიდან გაეცნენ. ამ ისტორიკოსებს შორის
ლობს. თავისი კლასიკური ფორმა პირველ რიგში ისტორიის მამამთავარი ჰეროდოტე უნდა
ეგვიპტურმა პირამიდამ IV დინას-
ტიის ხანაში მიიღო. ხმელთაშუა ზღვა

ალექსანდრია

გიზა
მემფისი
წი

ელ


ახეტატონი
ვა

ძველი ეგვიპტე თებე


(ლუქსორი)

24
დავასახელოთ, რომელმაც ჯერ კიდევ ძვ. წ. V ს-ში ეგვიპტეში
იმოგზაურა და იქაურ თქმულებებს, თუ ისტორიულ მოთ-
ხრობებს ადგილზე გაეცნო. ძველ ეგვიპტეზე უაღრესად ზუსტი
ცნობები მოეპოვება გეოგრაფიის, მამამთავარს სტრაბონსაც.
ჰეროდოტეს მსგავსად, სტრაბონმაც საგანგებოდ იმოგზაურა
ეგვიპტეში და თავისი გეოგრაფიის ერთ-ერთი წიგნი მთლი-
ანად ამ ქვეყნის აღწერას დაუთმო. მიუხედავად ამისა, საკუ-
თრივ ეგვიპტური წერილობითი ძეგლები XIX საუკუნემდე
მეცნიერებისათვის ხელმიუწვდომელი იყო, რაც ქვეყნის ისტო-
რიის სრულყოფილად წარმოჩენას ართულებდა. საქმე ისაა, რომ
ძველ ეგვიპტელებს იეროგლიფური დამწერლობა ჰქონდათ.
ძველი ეგვიპტის დაცემის შემდეგ ასეთი დამწერლობის
წაკითხვა უკვე არავის შეეძლო. იეროგლიფების ხელახლა
წაკითხვას სათავე დაუდო ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის
დროს ქალაქ ალექსანდრიასთან ნაპოვნმა დიდმა ბაზალტის
ფილამ, რომელზედაც ორ ენაზე ეგვიპტურად და ძველ ბერძ-
ნულად სამი დამწერლობით: იეროგლიფურით, დემოტურით
დემოტური ენა ეგვიპტური ხალ-
და ძველი ბერძნულით ამოტვიფრული ერთი და იგივე ტექსტი
ხური ენაა, რომელზედაც ძველი
აღმოჩნდა. ეს ფილა როზეტის ქვის სახელითაა ცნობილი.
ეგვიპტელები ძვ.წ. 800 წლიდან
ამ სამი დამწერლობით შესრულებული ტექსტების
მოყოლებული 1000 წლის გან-
ურთიერთ შედარებით ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპო-
მავლობაში ლაპარაკობდნენ. ეს
ლიონმა ეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვა შესძლო. ამან
ენა წააგავს შუა საუკუნეების ეგ-
ისტორიკოსებს ეგვიპტური წერილობითი ძეგლების გაცნობისა
ვიპტელების შთამომავლების —
და ეგვიპტის ისტორიის მწყობრი სურათის აღდგენის საშუა-
კოპტების ენას, რომელიც დღეს
ლება მისცა.
ეგვიპტის ტერიტორიაზე პირველი სახელმწიფოები ძვ. ეგვიპტეში ქრისტიანულ ღვთის-
წ. IV ათასწლეულში გაჩნდა. თავდაპირველად მდ. ნილოსის მსახურებაში გამოიყენება.
გაყოლებაზე ორი: ქვედა (ჩრდილოეთი) და ზედა (სამხრეთი)
სამეფოები შეიქმნა. მათი ერთ სამეფოდ გაერთიანება სამხრეთ როზეტის ქვა დღეს ბრიტანეთის
ეგვიპტის მბრძანებელს, ფარაონ მენესეს მიეწერება. გაერ- მუზეუმში ინახება. მასზე ამოტ-
თიანებული ეგვიპტის სამეფოს დედაქალაქი მენესეს მიერ ვიფრული სამენოვანი წარწერე-
დაარსებული მემფისი გახდა. იმავდროულად ქვეყნის უდიდეს ბი ძვ. წ 198 წელსაა შესრულებუ-
ქალაქად თებეც რჩებოდა. ქვეყნის გაერთიანება ეგვიპტე- ლი.
ლებისათვის იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მენესე
ღმერთად გამოცხადდა. ამ დროიდან ჩაეყარა ეგვიპტეში საფუძ-
ველი ფარაონების გაღმერთებას. ფარაონ მენესეს მიერ ეგვიპტის
ეგვიპტე პირამიდებითაა ცნობილი, რომლებსაც ფარაო- გაერთიანების თარიღად ძვ.წ. და-
ახლოებით 3100 წელი ითვლება.
ნთა დასაკრძალად აშენებდნენ. კლასიკური ეგვიპტური პირა-
მიდა ერთ-ერთ სრულყოფილ არქიტექტურულ ფორმად ითვ- მემფისი ეგვიპტური მენნესერ-ის
ლება. თავისი სიდიდით ფარაონ ხუფუს, ბერძნული გამოთ- — ლამაზი, ბრწყინვალე — ბერძ-
ქმით, ხეოფსის პირამიდა გამოირჩევა, რომლის სიმაღლე 146,6 ნული გაჟღერებაა.
მეტრია, რაც დაახლოებით, 48 სართულიანი სახლის სიმაღლეს
უტოლდება.
ეგვიპტის ისტორია ტრადიციულად ძველი, შუა, ახალი
სამეფოების ხანად იყოფა. აქედან პირამიდები მხოლოდ ძველი
სამეფოს ეპოქაში შენდებოდა, მიუხედავად ამისა ის ზოგადად
ძველი ეგვიტის სიმბოლოდ იქცა.
შუა სამეფოს ხანაში ძალზე განვითარდა საგარეო ვაჭ-
რობა. ეგვიპტელთა სავაჭრო გემები ეგეოსის ზღვის კუნ-
ძულებამდე აღწევდა. ახალი სამეფოს ხანა, რომელმაც ეგვიპტის
ისტორიაში ბრწყინვალე ფურცლები გადაშალა, ეგვიპტის
ისტორიის ხუთასწლეულს, ძვ. წ. XVI - ძვ. წ. XII სს. მოიცავს. ეს
ხანა ეგვიპტის ისტორიაში მანამდე არნახული სამხედრო

25
გამარჯვებებისა და ქვეყნის მატერიალური კეთილდღეობის
მატების ხანად იქცა.
ძველი ეგვიპტელები მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყ-
ვანს. უმთავრესი ღვთაებები იყვნენ: მზის ღმერთები — რა,
ამონი, და ატონი; ნაყოფიერების ღმერთი — ოსირისი,
რომელიც ბუნების მსგავსად კვდებოდა და შემდეგ კვლავ ცოც-
ხლდებოდა, უდაბნოს ღმერთი ბოროტი სეთი და ა.შ.
ახალი სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი რეფორმატორი
ფარაონი ამენხოტეპ IV, იგივე ეხნატონი იყო, რომლის მცდე-
ლობა ეგვიპტეში მონოთეიზმის დამკვიდრების შესახებ, რო-
გორც გვახსოვს, სრული კრახით დასრულდა. ეხნატონის
მეუღლე სილამაზით განთქმული ნეფერტიტი გახლდათ, რომე-
ლიც ჩვენამდე მოღწეული მისი შესანიშნავი ბიუსტის მიხედ-
ვით თუ ვიმსჯელებთ, დღესაც ქალის სილამაზის ეტალონად
რჩება. უნდა ითქვას, რომ ნეფერტიტს არც ჭკუა მოაკლო ღმე-
რთმა. წყაროთა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძვე-
ლზე, ეგვიპტოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეუღლის
გარდაცვალების შემდეგ, ნეფერტიტი ფარაონის რანგში ერთ
ხანს ეგვიპტეს განაგებდა კიდეც. ეხნატონის ვაჟს ტუტანჰამონს
დიდხანს არ მოუწია ფარაონის ტახტზე ჯდომა. ის სრულიად
ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა.
XX ს-ის 20-იანი წლების დასაწყისში ინგლისელმა
არქეოლოგებმა ტუტანჰამონის მდიდრულად მორთული აკლ-
დამა გათხარეს. სიცოცხლეზე მეტად ტუტანჰამონს, სიკვდილის
შემდეგ „გაუმართლა“ — მისი აკალდამა ეგვიპტის ფარაონთა
ერთადერთი აკალდამა აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენამდე ხელუხ-
ლებლად, გაუძარცვავად მოაღწია. ამ აკლდამაში აღმოჩენილი
ხელოვნების ნიმუშები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას
ახდენს და ახალი სამეფოს ხანის ეგვიპტის ფუფუნებას, სიმდი-
დრეს და სხვადასხვა დარგის ოსტატების დახელოვნების საოც-
დიდი სფინქსი რად მაღალ დონეს გვიჩვენებს.
დაახლოებით ძვ. წ. 2500 წელს ახალი ეგვიპტის სამეფომ თავისი ძლიერების
ძველ ეგვიპტურ ხელოვნებაში მწვერვალს მაინც რამსეს II-ის, იგივე „დიდ რამსესად“ წოდე-
ფარაონის ზეადამიანური არსება ბული ფარაონის ხანაში მიაღწია. მან მრავალი წარმატებული
განსაკუთრებით ე.წ. სფინქსების
ომი გადაიხადა და ეგვიპტის სამეფოს საზღვრები თითქმის
ქანდაკებებში გამოიხატებოდა,
რომელთაც ლომის ტანი და ფა-
ყველა მიმართულებით: ნუბიის, ლიბიის უდაბნოს, სინაის
რაონის სახე ჰქონდათ. ასეთი ნახევარკუნძულის მხარეს გააფართოვა.
სფინქსები ტაძრების გარეთ იდ-
გმებოდა.

ამენხოტეპ IV-ის მეუღლე


სილამაზით განთქმული ხუფუს/ხეოფსის პირამიდა
ნეფერტიტი. ძვ. წ. XXVI ს.

26
რამსეს II-ის გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტე თანდა-
თანობით დასუსტდა. ძვ. წ. VI ს-ის ბოლო მეოთხედში კი ის
აქემენიანთა სპარსეთმა დაიპყრო.
ძველეგვიპტურმა კულტურამ დიდი გავლენა იქონია,
როგორც ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ისე ძველ
ბერძნებზე. თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნების, არქიტექ-
ტურის, ლიტერატურის განვითარების ისტორია ძნელი წარმო-
სადგენია ეგვიპტელების მიღწევების გარეშე.
მეცნიერების დარგები, როგორიცაა: მათემატიკა, ასტრო-
ნომია, მედიცინა თავიანთ საწყისებს მნიშვნელოვანწილად
ძველ ეგვიპტეში იღებენ.
ეგვიპტელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიცვა-
ლებული იმ ქვეყნად კვლავაც აგრძელებდა ცხოვრებას. ამიტომ
ისინი მიცვალებულის გვამის მაქსიმალურად შენარჩუნების რამსეს II ეგვიპტეს ძვ. წ. 1279-1213
მიზნით, მის მუმიფიცირებას ახდენდნენ. ასეთმა მუმიებმა წლებში მართავდა.
დღემდე ათასობით მოაღწია. მიცვალებულთა მუმიფიცირებამ
ეგვიპტეში ანატომიის გასაოცარი ცოდნა განაპირობა. ეგვიპ-
ტელი ექიმები მთელ ძველ აღმოსავლეთსა და ანტიკურ სამ-
ყაროში იყვნენ ცნობილნი. როგორც ირკვევა, ეგვიპტეში ძალზე
განვითარებული იყო ფარმაკოლოგია. შემორჩენილი რეცეპ-
ტების მიხედვით ზოგიერთი წამალი დაახლოებით 30 კომპო-
ნენტისაგან შედგებოდა.
პირამიდების, სასახლეებისა და ტაძრების, განსა-
კუთრებით კი რთული საირიგაციო სისტემების მშენებლობამ
ეგვიპტეში სამშენებლო-საინჟინრო ცოდნა დააგროვა, რომელიც
მათემატიკის განვითარების ფრიად მაღალ დონეს ეფუძნებოდა.
მათემატიკის შესასწავლად ეგვიპტეში მსურველები სხვა
ქვეყნებიდანაც კი ჩადიოდნენ. მაგ., ცნობილია, რომ მათე-
მატიკის შესწავლის მიზნით, ეგვიპტეში მრავალი წელი დაყო
სახელგანთქმულმა ძველმა ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ.
არქიმედე (ძვ. წ. 287-212) — ძვე-
ეგვიპტეში ასტრონომიაც უმაღლეს დონეზე იყო
ლი ბერძენი სწავლული, მათემა-
განვითარებული. თვით დიდმა რომაელმა სარდალმა და გამგე-
ტიკოსი და მექანიკოსი. ცხოვრე-
ბელმა იულიუს კეისარმა, ახალი კალენდრის შედგენა, როგორც
ბის დიდი ნაწილი კუნძულ სი-
გვახსოვს, ეგვიპტელ სწავლულს შეუკვეთა.
ცილიაზე ბერძნულ ქალაქ-სახე-
ძველი ეგვიპტე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის
ლმწიფოში, სირაკუზში გაატარა.
მეურნეობის პროდუქციის ანტიკური ეპოქისათვის გასაოცარ
დაიღუპა ქალაქის რომაელთა
ზრდაზე აღმოცენდა, რამაც მოსახლეობის მნიშვნელოვან მომ-
მიერ აღების დროს.
რავლებას შეუწყო ხელი. ყოველივე ამის მიზეზი კი სარწყავი-
სადრენაჟე სისტემის შექმნა-განვითარება იყო, რამაც ძველი
ეგვიპტე ანტიკური მსოფლიოს ხორბლეულის ბეღლად აქცია.
ეგვიპტე მაღალგანვითარებული წერილობითი ტრადი-
ციების ქვეყანა იყო. ქვის გარდა, ძირითადად საწერ მასალად
ჭილი, ანუ პაპირუსი გამოიყენებოდა. ჩვენამდე მრავლად
მოაღწია ეგვიპტურმა პაპირუსებმა, რომლებმაც იეროგლიფური
და დემოტური დამწერლობით შესრულებული რელიგიური
ხასიათის ტექსტები, თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები
შემოგვინახა.
ეგვიპტეში მუსიკაც დიდად იყო განვითარებული.
ეგვიპტური მუსიკა, ჩვეულებრივ, ალფის, ჟღარუნასა და დასარ-
ტყამი ინსტრუმენტების თანხლებით სრულდებოდა.

შუმერები. ეგვიპტესთან ერთად მსოფლიოს მეორე


რეგიონი, სადაც უძველესი სახელმწიფოები წარმოიქმნა,
შუამდინარეთია. ეს გეოგრაფიული სახელი წინა აზიის ორი

27
დიდი მდინარის ტიგროსსა და ევფრატს შორის ტერიტორიას
მესო — ბერძნულად შუას, გულისხმობს. ძველ ბერძნულად შუამდინარეთი მესოპოტამიად
პოტამოს — კი მდინარეს ნიშნავს. გამოითქმოდა. შუამდინარეთის უდიდესი ნაწილი დღევან-
დელი ერაყის სახელმწიფოშია მოქცეული. ამ რეგიონში სახელ-
მწიფოებრიობას შუმერებმა ჩაუყარეს საფუძველი. ითვლება,
რომ შუმერები შუამდინარეთის სამხრეთში ძვ. წ. IV ათას-
წლეულის შუა ხანებში მოვიდნენ. დღემდე გაურკვეველია
როგორც საკუთრივ შუმერების, ისე მათი ენის წარმომავლობის
საკითხი.
ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 4500 წლამდე
სამხრეთი შუამდინარეთი გაცილებით უფრო მეჩხერად იყო
დასახლებული, ვიდრე მახლობელი თუ შუა აღმოსავლეთის
სხვა ადგილები. ამის მიზეზს რეგიონის ბუნებრივი რესურ-
სებით სიმწირე წარმოადგენდა, რაც მას ადამიანთა ცხოვ-
რებისათვის არცთუ სახარბიელოს ხდიდა. მართლაც, სამხრეთ
შუამდინარეთში, ფაქტობრივად, ხე არ ხარობდა. ეს მხარე ვერც
მშენებლობისათვის ვარგისი ქვით, ან ცხოვრებისათვის სხვა
საჭირო ბუნებრივი რესურსით დაიკვეხნიდა. თუმცა, შუმე-
რებმა ეს მწირი გარემო ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი
პირველი უდიდესი ცივილიზაციის აკვნად აქციეს. ამ ცივი-
ლიზაციის ეკონომიკური საფუძვლებიც, ეგვიპტის მსგავსად,
უაღრესად ნაყოფიერ სოფლის მეურნეობას ემყარებოდა.
ევფრატი და ტიგროსი ნილოსთან შედარებით ბევრად რთული
დასამორჩილებელი იყო, იმიტომ, რომ ნილოსისაგან განსხვა-
ვებით მათი ადიდება ყოველთვის სეზონის ცვლას არ ექვემდე-
ბარებოდა და შესაბამისად, წინასწარგანჭვრეტაც რთული იყო.
მიუხედავად ამისა, შესანიშნავი ირიგაციული სისტემის შექმ-
ნით, შუმერებმა სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება არნა-
ხულად გაზარდეს. ამას მოსახლეობის რაოდენობის მნიშვ-
ნელოვანი მატება მოჰყვა. მოსახლეობის მატებამ მუშახელიც
მოამრავლა, რამაც შრომის კიდევ უფრო რთული დანაწევრება
და ეკონომიკური ორგანიზების სისტემის დახვეწა გამოიწვია.
გაჩნდნენ პროფესიონალი ფეიქრები, მეთუნეები, მჭედლები,
რომლებიც მთელ დროს მხოლოდ ამ საქმიანობას უთმობდნენ.
თანდათან შუმერებში ჩაისახა და განვითარდა ისეთი დარგები,
როგორიცაა არქიტექტურა და საინჟინრო საქმე, რამაც მათ
მონუმენტური არქიტექტურული შენობებისა და ტაძრების
აგების შესაძლებლობა მისცა.

შავი ზღვა
კასპიის
ზღვა

მდ. ტიგროსი
ასურეთი
აქადი
შუმერი
მდ. ევფრატი
ბაბილონი
ხმელთაშუა
ზღვა
ძველი შუამდინარეთი: ური სპარსე
იერუსალიმი თის
ძვ წ. აღ. IV ათასწლ. - I ათასწლ. ყურე

I ნახევარი მდ. ნილოსი


წითელი ზღვა

28
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შუმერების ერთადერთი
ბუნებრივი რესურსი, ნოყიერი ნიადაგი იყო; ამ რესურსის
მაქსიმალურად გამოყენებას კი კარგად გაწვრთნილი სამუშაო
ძალა და უნარიანი მეთვალყურეობა და დაცვა სჭირდებოდა. ამ
ბოლო ფუნქციას ქურუმებისა და მეომართა კლასი ასრულებდა,
რომლებიც მართავდნენ კიდეც მოსახლეობას — გლეხებსა და
ხელოსნებს. შესაწირავის, ბეგარის თუ მონების შრომის
გამოყენებით, მმართველები იმ სიმდიდრეს აგროვებდნენ, რაც
შემდეგ ტაძრებისა თუ სხვა საჯარო შენობების აგებას ხმარდებოდა.
ქალაქების შემდგომ ზრდას რელიგიური, კულტუ-
რული, მწიგნობრული და მეცნიერული ტრადიციების ზრდა-
განვითარება მოჰყვა. ქალაქებში ჩაისახა ისეთი დარგები, როგო-
რიცაა: მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია. შუმერებმა შეიმუ-
შავეს ზომა-წონის სისტემა, თვლის ათეული და სამოცეული
სისტემები, გამოიგონეს წილადური რიცხვების გამომხატველი
ნიშნები.
რესურსების სიმწირემ, ვაჭრობის სწრაფ განვითარებას
შეუწყო ხელი. ქვის, როგორც სამშენებლო მასალის, ასევე, იარა-
ღისათვის აუცილებელი ნედლეულის სიმცირემ, დააჩქარა სპი-
ლენძისა და ბრინჯაოს ათვისება: შუმერულ ქალაქებში მოთ-
ხოვნილება იყო როგორც გარედან შემოტანილ ქვაზე, ასევე სპი-
ლენძზეც და რამდენადაც ეს უკანასკნელი ეკონომიკურად
უფრო იაფი მასალა გამოდგა, გამოყენებაც მეტი ჰქონდა. სპი-
ლენძს ნაწილობრივ სპარსეთის ყურის გავლით ომანიდან ეზი-
დებოდნენ, ნაწილობრივ კი ანატოლიისა და კავკასიის მთიანი
მხარეებიდან მდინარეებით ჩაჰქონდათ. ასე იქცა მეტალურგია
შუმერული ცივილიზაციის ერთ-ერთ დამახასიათებელ ნიშნად.
ეკონომიკურმა საჭიროებამ განაპირობა შუმერთა მიერ
დამწერლობის შექმნაც. ყველაზე ადრეული ქალაქები: ლაგაში,
ერიდუ, ური და ურუქი — როგორც რელიგიური, ისე ეკო-
ნომიკური ცენტრები იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი
ღვთაების სახელზე აღმართული ტაძრებიდან — ზიქუ-
რათებიდან — იმართებოდა ქვეყნის როგორც ეკონომიკური,
შუმერების და ბაბილონელების
ასევე რელიგიური საქმიანობა, ხოლო ქურუმები საირიგაციო,
სადრენაჟო თუ ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებსაც ტაძარს ზიქურათები ეწოდება,
განაგებდნენ და თავადვე უწევდნენ ზედამხედველობას ბეგარისა რომელიც გამოუწვავი აგურისგან
თუ ბაჟის სახით პროდუქციის შეგროვებას. ყოველივე ამის (ალიზი) შენდებოდა და გარედან
დავთრებში აღსანუსხავად, აუცილებელი გახდა მარტივი პიქტო- მოჭიქული ფილებით იყო შემკული.
გრამების შექმნა, დაახლოებით ძვ. წ. 2800 წელს, ასეთი პიქ-
ტოგრამების სტილიზაცია და ლურსმულ დამწერლობად გარ-
დაქმნა მოხერხდა, რაც დღემდე შუამდინარეთის ცივილიზაციის
უმაღლეს მიღწევად ითვლება.
შუმერებში კულტურის მაღალ დონეს ცოდნის
გადაცემის და სწავლების სრულიად თანამედროვე სტრუქტურა
— სკოლა განაპირობებდა. სკოლები სასახლეებთან და
ტაძრებთან არსებობდა. სკოლებში არამარტო ეცნობოდნენ
ლიტერატურის არსებულ ძეგლებს, არამედ ქნიდნენ ახალ
ნაწარმოებებს. შუმერული სკოლის მასწავლებელს „სკოლის
მამა“, მის თანაშემწეებს „უფროსი ძმები“, სკოლის მოსწავლეებს
კი „სკოლის შვილები“ ერქვათ.
პირველი შუმერული ლიტერატურული ნაწარმოებები
ძვ.წ. III ათასწლეულის შუა წლებში შეიქმნა. თიხის
ფირფიტებზე ჩაწერილმა შუმერულმა ლიტერატურამ მითის,
ეპოსის, ზღაპრების, იგავების, ლირიკული პოეზიის სახით

29
ჩვენამდე მოაღწია. ზოგიერთ მითში გვხვდება გადმოცემები
სამყაროს წარმოშობის შესახებ. ერთ-ერთ მათგანში ღმერთების
მიერ შექმნილი ადამია მოხსენიებული. გვხვდება მითი წარღ-
ვნის შესახებ, როდესაც ღმერთებმა კაცობრიობის მოდგმისაგან
მხოლოდ ღვთის მოშიში მეფე ზიუსუდრა გადაარჩინეს და
ამისათვის მას საგანგებო ხომალდი ააგებინეს.
შუმერულ ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყველაზე
სახელგანთქმული მაინც გილგამეშის ეპოსია, სადაც მსოფლიო
ლიტერატურაში პირველად ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის,
ყოფნა-არყოფნის პრობლემები წამოიჭრა. გილგამეში ერთ-ერთი
შუმერული ქალაქ-სახელმწიფოს — ურუქის — მეფე იყო. შუმე-
რთა ცივილიზაცია ხომ, როგორც ტიპიური ანტიკური ცივილი-
ზაცია ქალაქ-სახელმწიფოებს ეფუძნებოდა, რომლებსაც სათა-
ვეში მეფეები ედგნენ.
შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებს — ერიდუ, ური,
ურუქი, ლაგაში, უმა — შორის პირველობისათვის ბრძოლა
იმთავითვე გაჩაღდა. ამ ბრძოლაში ხან ერთი ქალაქი იმარ-
ჯვებდა და სხვებს იქვემდებარებდა, ხან კი მეორე. ისტორიამ
არაერთი შუმერი მეფის სახელი შემოგვინახა, რომლებმაც
სამხედრო, თუ აღმშენებლობითი საქმიანობით ისახელეს თავი.
მაგ. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა წლებში შუმერული ქალაქ-
სახელმწიფო ლაგაშის მეფე ურუქაგინამ თავი რეფორმებით
გაითქვა, რომლებიც ქალაქის ღარიბი მოსახლეობისათვის
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით
გაატარა.
აქადის სამეფო. შუმერული ქალაქ-სახელმწიფოების
დამოუკიდებლობას საბოლოოდ ბოლო ჩრდილო-დასავლელმა
მეზობელმა ქალაქ აქადის მეფე სარგონმა მოუღო, რომელიც
ისტორიაში „სარგონ დიდის“ და „სარგონ აქადელის“ სახელით
შევიდა.
ქალაქი აქადი ჩრდილოეთ შუამდინარეთში მდება-
რეობდა, სადაც ტიგროსი და ევფრატი ერთმანეთს ძალზე
სემიტური მოდგმის ხალხებს შეა- უახლოვდება. ქალაქი სემიტმა ტომებმა დააარსეს, რომლებიც
დგენენ აქადელები, ებრაელები, შუამდინარეთში ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან
არაბები. დამკვიდრდნენ. სარგონმა 5400 კაცისაგან მუდმივი არმია
შექმნა და იმხანად შუმერული ქალაქების სათავეში მყოფი
ქალაქი უმა და სხვა შუმერული ქალაქებიც დაიმორჩილა. მალე
სარგონმა თითქმის მთელი შუამდინარეთი ერთ სახელმწიფოში
გააერთიანა, რომელიც სპარსეთის ყურიდან მცირე აზიამდე
გადაიჭიმა.
შუმერული ცივილიზაცია, სემიტი აქადელების მიერ
დაპყრობის მიუხედავად, როდი გაქრა. ის ათასობით წლის
განმავლობაში, თვით შუმერების გაქრობის შემდგომაც

გილგამეში — მითოლოგიური შუმერული ზიქურათი


გმირი, შუმერული ეპოსის
ურის ქალაქ-სახელმწიფოში დაახლოებით ძვ. წ. IV-II ათასწლ.
პერსონაჟი.
30
ახდენდა გავლენას მახლობელი აღმოსავლეთის სხვა უძველეს
ცივილიზაციებზე.

ძველი ბაბილონის სამეფო. ძვ. წ. III ათასწლეულის


მიწურულიდან შუამდინარეთში პირველობა სხვა სემიტური
ქალაქის ბაბილონის ხელში გადავიდა. აქადურ ენაზე „ბაბილი“
ღვთის ჭიშკარს ნიშნავს. ბაბილონი კი ამ სიტყვის ძველ-
ბერძნული ფორმაა. ბაბილონი განსაკუთრებით მისი სახელგან-
თქმული მეფის ხამურაბის დროს გაძლიერდა, რომელმაც
თავისი ძალაუფლების ქვეშ შუამდინარეთის დიდი ნაწილი
გააერთიანა. ხამურაბის მეფობის დროს შუამდინარეთში
მრავალი ბრწყინვალე არქიტექტურული ძეგლი აიგო, გაფარ-
თოვდა ძველი და დაიგო ახალი სავაჭრო-საქარავნო გზები,
მოწესრიგდა მოძველებული საირიგაციო ნაგებობები.
ხამურაბმა, როგორც ვიცით, მსოფლიო ისტორიაში
განსაკუთრებით იმით გაითქვა სახელი, რომ ჩვენამდე მოღ-
წეული პირველი კანონთა კრებული შექმნა, რითაც პირველი
კანონმდებელი მეფის სახელი დაიმკვიდრა.

ასურეთის სამეფო. სამეფოს სახელი ქალაქ ასურმა მისცა,


რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულში მდინარე ტიგროსის მარ-
ჯვენა ნაპირზე, ერაყის თანამედროვე ქალაქ ქალაათშერკატის
ადგილზე მდებარეობდა. ასურეთს სამხრეთიდან ბაბილონი
ესაზღვრებოდა. ძველი ბერძნები ასურეთს ასურიას ეძახდნენ.
აქედან მომდინარეობს სახელწოდება — ასირიელები, იგივე
აისორები.
ასურეთი გეოგრაფიული თვალსაზრისით დანარჩენი
შუამდინარეთისაგან ძალზე განსხვავდებოდა. ეს იყო მთიანი
ქვეყანა, სადაც დიდი მნიშვნელობა მესაქონლეობას ენიჭებოდა.
ასევე, მთის კალთებზე აშენებდნენ ვაზს, მაშინ როდესაც
მევენახეობას შუამდინარეთში თითქმის არ მისდევდნენ.
ასურეთის მიწას დიდი სავაჭრო-საქარავნო გზები
კვეთდა, რომელიც შუამდინარეთს მცირე აზიის ქვეყნებთან
აკავშირებდა. ასე რომ, ასურეთი სავაჭრო გზაჯვარედინზე
მდებარეობდა, რაც მისთვის დიდი შემოსავლის წყარო იყო.
ასურეთმა ბაბილონის კულტურა და შუამდინარული
ცივილიზაციის მიღწევები მთლიანად შეითვისა. ასურელთა
რელიგიაც, ფაქტობრივად ბაბილონურისგან არაფრით განსხ-
ვავდებოდა — ღმერთების პანთეონი იგივე იყო, მხოლოდ მის

აქადის მეფე სარგონი ბაბილონის მეფე ხამურაბი შამაში — ბაბილონის


ძვ. წ. 2334-2279 მეფობდა. ძვ. წ. 1793 - ძვ. წ. 1750 უზენაესი ღვთაება.
31
სათავეში იდგა ადგილობრივი უზენაესი ღმერთი — ასური.
შემდეგ კი მოდიოდა ბაბილონური ღმერთების უმაღლესი
ტრიადა — ანუ, ენლილი და იშთარი.
ასურეთი დამოუკიდებელ სამეფოდ პირველად ძვ.წ. XX
საუკუნის 80-70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ასურებმა დიდი
კომერციული ნიჭი გამოავლინეს. მათ თავიანთი სავაჭრო
კოლონიები დააარსეს მცირე აზიაში, უპირველეს ყოვლისა, მის
აღმოსავლეთ ნაწილში — კაბადოკიაში.
მოგვიანებით ასურეთი დასუსტდა და ერთხანს დამოუ-
კიდებლობაც კი დაკარგა — ის ბაბილონის სამეფოს
შემადგენლობაში შევიდა. ძვ. წ. XIV ს-ის 70-იან წლებში
დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ ასურეთის მეფეებმა
თანდათან მეზობელი, თუ შორეული ქვეყნები დაიმორჩილეს
და ჩრდილოეთით ევფრატისა და ტიგროსის სათავეებისაკენ
გაიკვლიეს გზა. სამხრეთ კავკასიაში მათ ექსპანსიას,
უპირველეს ყოვლისა, სპილენძის საბადოები განაპირობებდა,
რომელიც ბრინჯაოს ხანაში უმნიშვნელოვანეს ნედლეულს
წარმოადგენდა.
მართლაც, ტიგლათფილესერ I-ის ხანაში ასურეთმა
ტიგლათფილესერ I ასურეთს ძვ.წ. ჩრდილოეთით თავისი საზღვრები ისე გააფართოვა, რომ შავ
1114-1076 წლებში განაგებდა. ზღვამდეც კი გავიდა, იმხანად ასურეთმა ჭოროხის აუზში
მდებარე უძველესი ქართული ქვეყანა დიაოხიც (ტაოხი)
დაიმორჩილა.
ტიგლათფილესერ I-მა თავის სამეფო აღმოსავლეთის
ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ გადააქცია. თუმცა მისი
სიკვდილის შემდეგ ასურეთი კვლავაც დასუსტდა და დაპყრო-
ბილი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა.
ასურეთის ახალი ძლიერების ეპოქა ძვ. წ. IX ს-ში იწყება,
როდესაც მისმა მეფეებმა ძლევამოსილი ლაშქრობების შედეგად
მრავალი ქვეყანა ააოხრეს და დაიმორჩილეს. ასურელთა
ლაშქარი საოცარი სისასტიკით გამოირჩეოდა. ის თავის გზაზე
ყველაფერს ანადგურებდა. ადგილობრივ მოსახლეობას სპობდა
ან კიდევ ტყვედ მიჰყავდა. ეს, პრაქტიკულად ომის წარმოების
ახალი მეთოდის დანერგვა იყო, რაც დაპყრობილი ქვეყნებიდან
ხარკის და რესურსების გატანას კი არა, მათ სრულ ეკონომიკურ
და ფიზიკურ განადგურებას გულისხმობდა.
ასურეთის სამხედრო წარმატებების მთავარ მიზეზად
მუდმივი და კარგად აღჭურვილი სამეფო ჯარი იქცა, რომელიც

იშთარი — ნაყოფიერების ღმერთი — ასური სარგონ II ასურეთს


ქალღმერთი ბაბილონსა და ქალაქ ასურის მფარველი, ძვ.წ. 722-705 წლებში განაგებდა.
ასურეთში. ომის ღმერთი.

32
სამხედრო რეფორმის შედეგად შეიქმნა. მეფის ჯარს სპე-
ციალური „საინჟინრო“ რაზმები ახლდა, რომლებიც გზებს, ხი-
დებს და სამხედრო ბანაკებს უსწრაფესად აგებდნენ.
თავის ძლიერების მწვერვალს ასურეთმა სარგონ II-ის
დროს მიაღწია, როდესაც სამხრეთით ბაბილონის სამეფო და
სირია შეიერთა, ჩრდილოეთით კი თავისი საზღვრები
ტიგროსისა და ევფრატის სათავეებამდე განავრცო.
სარგონ II-ის მემკვიდრემ ასურეთის დედაქალაქი მის
მიერვე აგებულ ნინევიაში გადაიტანა, რომლის აშენება-
გამშვენებას დიდძალი ხარჯები შეალია.
ამ ხანის ასურეთის ყველაზე დიდ სამხედრო ეგვიპტეში ლაშქრობა ასურელე-
წარმატებად მაინც მცირე ხნით ეგვიპტის დამორჩილება უნდა ბმა ძვ. წ. 671 წელს, მეფე ასარ-
ჩაითვალოს. ქადონის (ძვ. წ. 680-669) ხანაში
შემდგომ ასურეთს დასუსტების ხანა დაუდგა.
მოაწყეს და მცირე ხნით ეგვიპტე
ასურეთის წინააღმდეგ მეზობელი ქვეყნების კოალიცია
დაიმორჩილეს.
ჩამოყალიბდა. ძვ. წ. VII ს-ის ბოლოს მოკავშირეებმა ქალაქი
ასური დაიკავეს, შემდეგ კი ასურეთის დედაქალაქი — ნინევიაც
აიღეს და დაანგრიეს. ასურეთის განადგურებაში უდიდესი
როლი ბაბილონმა შეასრულა, რომელიც მანამდე ასურეთის
ფარგლებში შედიოდა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასურეთის
სამეფოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მანვე ჩაიგდო ხელში.

ქალდეური ბაბილონი. ამ ხანის ბაბილონის სამეფოს


ძველისაგან განსასხვავებლად ბაბილონის ახალ სამეფოს, ან
კიდევ მისი მმართველი დინასტიის წარმომავლობის მიხედ-
ვით, ქალდეურ ბაბილონსაც უწოდებენ.
თავისი სიძლიერის მწვერვალს ბაბილონის ახალმა
სამეფომ ხალხთა გადასახლებებით ცნობილი მეფის ნაბუ-
ქოდონოსორ II-ის მმართველობის ხანაში მიაღწია, რომელმაც
განსაკუთრებით იერუსალიმის დანგრევითა და ებრაელების
ბაბილონში დატყვევებით გაითქვა სახელი.
ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში დიდი მშენებლობა გაა-
ჩაღა და ქალაქში ყველა ნაგებობა თითქმის თავიდან ააშენა. მან
ბაბილონში ახალი ციხე-სიმაგრე ააგო, რომელიც აუღებლად
ითვლებოდა.
ნაბუქოდონოსორის გარდაცვალების შემდეგ ბაბილონის
სამეფო დასუსტდა და მალე ის აქემენიანთა სპარსეთის ძლევა-
მოსილმა მეფე კიროსმა დაიპყრო.

ასურბანიფალის ბიბლიოთეკა

ნაქალაქარ ნინევიის გათხ-


რების დროს არქეოლოგებმა აღ-
მოაჩინეს ასურეთის ერთ-ერთი
მეფის ასურ-ბანიფალის ბრძა-
ნებით შექმნილი ბიბლიოთეკა,
რომელიც ათეულ ათასობით
თიხის ფირფიტისაგან შედგე-
ბოდა. ამ ბიბლიოთეკაში ლურ-
სმული დამწერლობით შესრუ-
ლებული ძველი აღმოსავლე-
თის მრავალრიცხოვანი სამა-
რთლებრივი, ლიტერატურული,
სარგონ II (მარჯვნივ) თავის მემკვიდრე ასურეთის მეფე ასურბანიფალი თუ ისტორიული ძეგლი აღმო-
სინახერიბთან ერთად. ძვ.წ. 668-627 ჩნდა.
ნინევია სინახერიბმა (ძვ. წ. 705-680) ააგო.

33
ქეთების, იგივე ხეთების სამეფო. მსოფლიო ცივი-
ლიზაციის ერთ-ერთ აკვანს მცირე აზიაც წარმოადგენს. ამ
რეგიონს, როგორც გვახსოვს, ანატოლიაც ეწოდება. ანატოლიაში
ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში მდ. ჰალისის თანამედროვე
მდ. იეშილ ირმაკის (თურქეთში) აუზში ხეთების ძლიერი
სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ხეთების ძველი ქართული სახელწოდება ქეთებია, რომე-
ლიც ბიბლიის ძველმა ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახა;
ამიტომაც, აქ ამ ხალხის ძველ ქართულ სახელს ვიხმართ.
ქეთების სახელმწიფოსა და ცივილიზაციის ისტორიის
შესწავლა XX ს-ის დასაწყისში დაიწყო, როდესაც თურქეთის
დედაქალაქ ანკარიდან 146 კმ-ის დაშორებით ბოღაზქოიში
არქეოლოგებმა ქეთების სამეფოს დედაქალაქი ხათუსა
გათხარეს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა
10 ათასამდე სხვადასხვა, მათ შორის ქეთურ ენაზე ლურსმ-
ნული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები,
რამაც მკვლევარებს ქეთების სახელმწიფოს ისტორიის დიდი
მონაკვეთის აღდგენის საშუალება მისცა. ქეთური ლურსმული
დამწერლობით შესრულებული ტექსტების ამოკითხვის შემ-
დეგ, გამოირკვა, რომ ქეთების ენა ინდოევროპულ ენათა ოჯახს
მიეკუთვნებოდა. თვით სახელწოდება „ქეთა“ ანუ „ქათი“
ადგილობრივ წინაქეთურ მოსახლეობას ეკუთვნებოდა, რომ-
ლებსაც ენობრივად, როგორც ფიქრობენ, გარკვეული ნათესაობა
უნდა ჰქონოდა ქართველებთან და კავკასიაში მოსახლე სხვა
ხალხებთან.
ანატოლიაში და კერძოდ, მდ. ჰალისის აუზში
ინდოევროპული ტომები ძვ.წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე
დამკვიდრდნენ. მათ თითქმის მშვიდობიანად მოახერხეს ადგი-
ლობრივი ქათების ასიმილაცია. იმავდროულად ახალმო-
სულებმა ძველი მოსახლეობის — ქათების თვითსახელწოდება
შეითვისეს.
თავდაპირველად ქეთებშიც რამდენიმე დამოუ-
კიდებელი ქალაქ-სახელმწიფო შეიქმნა. მაგრამ აქაც, როგორც
სხვაგან ერთმა ქალაქ-სახელმწიფომ სხვები დაიპყრო და ერ-
თიან ქეთურ სამეფოს ჩაუყარა საფუძველი.
მეფე, რომელსაც ყოველივე ეს მიეწერება ქეთური
გადმოცემების მიხედვით, ლაბარნა I-ია. სინამდვილეში ქვეყნის
გაერთიანება ლაბარნას მეფობამდე მოხდა, მისთვის გაერ-
თიანების ამბის მიწერა კი იმან განაპირობა, რომ მეფე ლაბარნას
დროს სამეფოს ტერიტორია მეზობლებთან წარმატებული ომე-

ქეთების დედაქალაქის ხათუსას


ნანგრევები — ლომებიანი ჭიშკარი.
ბოღაზქოი, თურქეთი.
ძვ. წ. II ათასწლ. შუა წლები. ქეთური ლურსმული წარწერები

34
ბის შედეგად „ზღვიდან ზღვამდე“ ანუ ხმელთაშუა ზღვიდან
შავ ზღვამდე გადაიჭიმა.
ქეთების სამეფომ ძლიერების მწვერვალს მეფე ხათუსილ ხათუსილ III — ქეთების
III-ის დროს მიაღწია. ამ დროისათვის ხეთები ჩრდილოეთ სი-
სამეფოში
რიის დიდ ნაწილს ფლობდნენ, რომელზეც პრეტენზიას
ძვ. წ. 1267-1237 წლებში მეფობდა.
ეგვიპტის სამეფოც აცხადებდა. ჩრდილოეთ სირიისათვის ომი
ამ ორ სახელმწიფოს შორის გარდამავალი წარმატებით მიმ-
დინარეობდა, სანამ ეგვიპტის ფარაონს, რამსეს II-სა და ქეთების
მეფე ხათუსილ III-ს შორის, ჩვენთვის უკვე ცნობილ საზავო
ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა.
ძვ. წ. XIII ს-ის II ნახევარში მცირე აზიაში გეო-
პოლიტიკური ვითარება ძალზე შეიცვალა, რაც ე.წ. „ზღვის
ხალხების“ გამოჩენამ გამოიწვია. ასე უწოდებენ ფრიგიული
მოდგმის ტომებს, რომლებიც ეგეოსის ზღვით შეესივნენ მცირე
აზიას. მათმა შემოსევებმა ქეთების სამეფო დაასუსტა და უკვე
ძვ. წ. XIII-XII სს-ის მიჯნაზე მან არსებობა შეწყვიტა.
ქეთებმა დიდი კულტურული მემკვიდრეობა დაგვი-
ტოვეს. ბოღაზქოის არქივში ოფიციალური ხასიათის ტექსტებ-
თან ერთად მითები, ლეგენდები და პოეტური ნაწარმოებებიც
მრავლად აღმოჩნდა, რომლებიც თიხის ფირფიტებზე, ლურსმ-
ნული დამწერლობით იყო შესრულებული. ქეთურ ლიტერა-
ტურაში დიდი ადგილი უჭირავს საისტორიო თხზულებებს,
სადაც მეფეთა სამხედრო საქმიანობის შესახებ არის მოთხრო-
ბილი. ბოღაზქოის სამეფო არქივში აღმოჩნდა ხათუსილ III-ის
ავტობიოგარაფიაც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძვე-
ლესი ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია.
როგორც ირკვევა, ქეთები კარგად იცნობდნენ ძველი
აღმოსავლეთის კულტურულ მიღწევებს. მათ სამეფო არქივში
ქეთურად თარგმნილი იმდროინდელი მსოფლიოს ლიტერა-
ტურული შედევრები, მათ შორის, გილგამეშის ეპოსიც აღმო-
ჩნდა. ქეთები თარგმნიდნენ აგრეთვე ძველ აღმოსავლურ სამეც-
ნიერო ლიტერატურასაც. დიდ წარმატებას მიაღწია ქეთურმა
არქიტექტურამაც. ქეთური ნაგებობები მონუმენტურობით
გამოირჩევა. იგივე მონუმენტურობა ახასიათებთ, აგრეთვე,
ქვაზე ამოკვეთილ ბარელიეფებსაც, რომლებზედაც, ძირი-
თადად, მეფეები და ქურუმები, ან მსხვერპლშეწირვის სცენებია
გამოსახული.
ძალზე მრავალფეროვანი იყო ქეთების რწმენა-
წარმოდგენები. მათი რელიგია წარმოადგენდა ყველა იმ
რელიგიის თავისებურ სინთეზს, რომლებიც ქეთებს საუკუნეთა
განმავლობაში შორეული, თუ მეზობელი ხალხებიდან
შეუთვისებიათ. ამიტომ ხეთებს მრავალი ღმერთი ჰყავდათ, რის
გამოც მათ ქვეყანას ხატოვნად „ათასი ღვთაების ქვეყანასაც“
უწოდებენ.

ფრიგიულ-მუშქური სამეფო. ზღვით მოსული ფრიგიე-


ლები, ქეთების მსგავსად, ინდოევროპელები იყვნენ. ამიტომ
მათ ქეთების სწრაფი ასიმილირება შეძლეს. მალე აქ ახალი, ბედრჟიჰ ჰროზნი
ფრიგიული სამეფო შეიქმნა. ამ სამეფოში მნიშვნელოვან როლს 1879-1952
მუშქური, იგივე მესხური ტომებიც თამაშობდნენ. მეცნიერთა ჩეხი მეცნიერი, რომელმაც 1925
ერთი ნაწილი მუშქებს ფრიგიელების მსგავსად ინდოევ- წელს ქეთური ლურსმული
როპული მოდგმისად და მცირე აზიაში ფრიგიელებთან ერთად წარწერები გაშიფრა.
მოსულებად მიიჩნევს. მეორე ნაწილი კი მათ ქართულ-კავკ-
ასიურ სამყაროს უკავშირებს.

35
ასეა, თუ ისე, ერთი რამ აშკარაა, რომ საუკუნეების
განმავლობაში მუშქებმა, იმავე მოსხებმა აღმოსავლეთით —
სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლეს, აქ ქეთური ცივილი-
ზაციის ელემენტები გაავრცელეს და მნიშვნელოვანი როლი
ითამაშეს ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოქმნა-ჩამო-
ყალიბებაში.
მოგვიანებით ფრიგიულ-მუშქური სამეფოს ადგილას
ლიდიის სამეფო აღმოცენდა.

ლიდიის სამეფო. ლიდიის სამეფომ მალე მცირე აზიის


უდიდესი ნაწილი გააერთიანა. ლიდიის დედაქალაქი სარდე
გახდა. განსაკუთრებით გაძლიერდა ლიდია სიმდიდრით
სახელგანთქმული მეფის კროისოსის ხანაში. მაგრამ ლიდიის
სიძლიერე ხანმოკლე აღმოჩნდა. კროისოსი აქემენიანთა სპარ-
სეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა დაამარცხა. თავად
კროისოსი ტყვედ ჩავარდა, მისი სამეფო კი სპარსეთმა შეიერთა.
ძველი პალესტინა, ისრაელ-იუდეველთა სამეფო.
აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის პირას მდებარეობს მსოფლიო
ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი — პალესტინა, რომელიც ბიბ-
ლიაში მისი ძველი სახელით ქანაანით მოიხსენიება. პალეს-
ქანაანი, პალესტინა, ფილის-ტიმე- ტინის უძველესი ისტორიის შესახებ ცნობებს ძირითადად
ლები. ქანაანი პალესტინის უძვე- არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა
ლესი სახელწოდებაა და იქ მცხო- იძლევა. აქ აღმოცენებულ ებრაულ სამეფოებზე ისრაელსა და
ვრებ ქანაანელთა ტომს უკავშირ- იუდეაზე კი ძირითად წყაროს ბიბლიის ძველი აღთქმა
დება. პალესტინა ამ მხარეს ძვ. წ. XII წარმოადგენს.
საუკუნეში გადმოსახლებულმა ფი- პალესტინაში ებრაული ტომები ძვ.წ. III ათასწლულის II
ლისტიმელებმა დაუმკვიდრეს, უფ- ნახევარში დამკვიდრდნენ. ბიბლიის მიხედვით, მათი
რო ზუსტად კი ბერძნებმა, რომ- ლეგენდარული მამამთავარი აბრაამი შუამდინარეთის ქალაქ
ლებმაც სახელი ფილის-ტიმი — ურიდან იყო. ისინი თავდაპირველად მომთაბარე მესაქო-
პალესტინად გააჟღერეს. ნლეობას მისდევდნენ. ებრაელებს მსხვილფეხა საქონელი და
აქლემებიც ჰყავდათ, მაგრამ მათი ძირითადი სიმდიდრე მაინც
უზარმაზარი ცხვრის ფარები იყო. მომთაბარეობით ებრაელები
ერთ ხანს ეგვიპტეშიც მივიდნენ, სადაც ფარაონის ტყვეობაში
აღმოჩდნენ. ჩვენთვის უკვე ცნობილმა მოსე წინასწარმეტყველმა
ისინი ეგვიპტელთა ტყვეობიდან გამოიყვანა და უდაბნოში 40
წლიანი ხეტიალის შემდეგ თავიანთ ძველ სამშობლოში
ქანაანში, იგივე პალესტინაში დააბრუნა.
ებრაელთა ერთიანი სახელმწიფო — ისრაელი ძვ. წ. XI
საუკუნეში შეიქმნა. მისი დამაარსებელი მეფე საული იყო,
რომელმაც ებრაელები დამპყრობელ ფილისტიმელთაგან
გაათავისუფლა. საულის შემდეგ ებრაელთა მეფე დავითი
გახდა. მან ისრაელის სამეფო ძალზე გააფართოვა. დავითმა

ლიდიის დედაქალაქ
სარდეს ნაქალაქარი
ძვ. წ. VI ს.

ფრიგიელები
(რეკონსტრუქცია)

36
ქანაანელებს ქალაქი იერუსალიმი წაართვა და ებრაელების
სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. მეფემ იერუსალიმი
ხელახლა გააშენა და წმინდა ქალაქად აქცია.
დავითის გარდაცვალების შემდეგ, ისრაელის სამეფო
ტახტზე მისი ძე სოლომონი ავიდა, რომელიც ისტორიაში
„სოლომონ ბრძენის“ სახელით შევიდა. სოლომონ ბრძენის
მეფობაში ისრაელს დიდი ეკონომიკური აღმავლობის ხანა
დაუდგა. ამის მიზეზი, პოლიტიკურ სტაბილურობასთან
ერთად, ის სავაჭრო-საქარავნო გზა იყო, რომელიც ებრაელთა
ქვეყნის გავლით ეგვიპტიდან სირიისა და შუამდინარეთისაკენ
მიემართებოდა. ამ სატრანზიტო ვაჭრობას სახელმწიფოსათვის
დიდი მოგება მოჰქონდა. სოლომონ ბრძენი განსაკუთრებით
დიდ ყურადღებას იერუსალიმს უთმობდა. აქ მან მეფის
სასახლე და იერუსალიმის ცნობილი ტაძარი ააშენა, რისთვისაც
ხე-ტყე ლიბანის მთიანეთიდან ჩამოიტანა. სოლომონმა
ისრაელში 40 წელი იმეფა.
თანდათან ისრაელის სამეფოში წინააღმდეგობამ იჩინა
თავი: საკუთრივ ისრაელს, რომელიც პალესტინის ჩრდილოეთ
მდიდარ რეგიონს მოიცავდა, შედარებით ღარიბი, სამხრეთ
პალესტინაში მდებარე იუდეა უპირისპირდებოდა. ებრაელთა
ერთიანი სამეფოს ამ ორი რეგიონის ეკონომიკური
განვითარების უთანაბრობამ ძვ. წ. X საუკუნის დასასრულს ეს
სახელმწიფო საბოლოოდ ორ პატარა — ჩრდილოეთით
ასურელებმა ისრაელის სამეფო
ისრაელის და სამხრეთით იუდეას სამეფოდ დაშალა. ამის
ძვ. წ. 722 წელს გაანადგურეს.
შემდეგ იერუსალიმი მხოლოდ იუდეას დედაქალაქად დარჩა.
ერთიანი სამეფოს დაშლამ ებრაელი ხალხის ისტორიაზე
ნაბუქოდონოსორ II-მ იუდეველები
ძალზე უარყოფითად იმოქმედა. დასუსტებული ქვეყანა მისი
ბაბილონში ძვ. წ. 586 წელს
ძლიერი მეზობლების ნადავლად იქცა: ჯერ ასურელებმა გადაასახლა.
ისრაელის სამეფო გაანადგურეს და მოსახლეობა ტყვედ
წაიყვანეს, შემდგომ კი ბაბილონის მეფემ, ჩვენთვის უკვე
ბაბილონის ტყვეობის დასასრული.
ცნობილმა ნაბუქოდონოსორ II-მ იუდეველებს იგივე ბედი
კიროს დიდმა ბაბილონი ძვ. წ. 538
არგუნა. ბაბილონის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნების
წელს აიღო; მანვე ებრაელებს
ნება ებრაელებს მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების უფლება
აქემენიანთა სპარსეთის პირველი მეფის კიროს დიდის მიერ მისცა. ასე დასრულდა ებრაელთა
ბაბილონის აღების შედეგად მიეცათ, თუმცა ებრაელებს არც ისტორიის „ბაბილონის ტყვეობად“
მერე ღირსებიათ სიმშვიდე და მოსვენება. წოდებული ხანა.

ურარტუ. ძვ. წ. IX ს-ში წინა აზიაში, ვანის ტბის


(თურქეთში) ირგვლივ ძველი აღმოსავლეთის კიდევ ერთი
უძლიერესი ქვეყანა ურარტუ აღმოცენდა. ურარტუც ტიპიური
ძველაღმოსავლური სახელმწიფო იყო, რომლის შექმნაც
საირიგაციო მიწათმოქმედების განვითარებამ განაპირობა.
მართლაც, ძველმა ურარტუელებმა კლდოვანი და
მიწათმოქმედებისათვის არასახარბიელო ტერიტორია, სარწყავი
არხების უნიკალური სისტემის მეშვეობით, მაღალნაყოფიერ
მხარედ აქციეს. ურარტუს დედაქალაქი ვანის ტბის სამხრეთ-
აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ქალაქ ვანის ადგილას
მდებარე ტუშპა იყო.
ურარტუს ძირითად მოსახლეობას, საკუთრივ,
ურარტუელები შეადგენდნენ, რომლებსაც ხურიტულ მოდგმას
აკუთვნებენ. მათი ენა ახლოს იდგა სამხრეთ კავკასიურ ქანაანელთა ღმერთი ვაალი
ენებთან.

37
ურარტუს პირველ მეფედ არამეა ითვლება, რომელიც
ძვ.წ. IX საუკუნის შუა ხანებში ასურეთის ძლევამოსილ
ქვეყანასთან თავდაცვით ომებს აწარმოებდა.
ძვ. წ. IX საუკუნის დასასრული და VIII საუკუნის I
ნახევარი ურარტუს ძლიერების ხანაა, როდესაც მას ცნობილი
მეფეები: მენუა, არგიშთ I და სარდურ II განაგებდნენ. ეს
მენუა — ძვ წ. IX-VIII სს. მიჯნა მეფეები ყოველი მიმართულებით ფართო დამპყრობლურ
არგიშთი I — ძვ. წ. 786-ძვ. წ. 764 ომებს აწარმოებდნენ და ძალზე გააფართოვეს თავიანთი
სარდურ II — ძვ. წ. 764-735 სამეფო. ურარტუს მეფეებმა არაერთგზის დაამარცხეს
ასურელები და მათ ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ
შუამდინარეთში ტერიტორიები წაართვეს.
ასე რომ, ურარტუს ძლიერების ხანაში მის საზღვრებში
ჩრდილოეთ შუამდინარეთი, დღევანდელი ჩრდილო სირია,
მცირე აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი და სამხრეთ კავკასიის
სამხრეთი შედიოდა. აქ ის ჭოროხის აუზის დიდ ნაწილსა და
თანამედროვე სომხეთში სევანის ტბის ირგვლივ მდებარე
ტერიტორიას მოიცავდა.
სამხრეთ კავკასიაში, ჭოროხის აუზში ურარტუელები
უძველეს ქართულ სამეფოს დიაოხს (დაიაენი) იგივე ტაოხს
ებრძოდნენ. ამავე ხანაში ურარტუელებმა ფეხი მოიკიდეს
არარატის ველზეც, სადაც ქალაქები: არგიშთიხინილი
(გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (თანამედროვე სომხეთის
დედაქალაქ ერევნის მახლობლად) დააარსეს.
სამხრეთ კავკასიის სიღრმეში ურარტუელთა წინსვლა,
სავარაუდოდ, ერთ-ერთმა უძველესმა ქართულმა სახელმწიფომ
კოლხამ, იგივე ბერძნული წყაროების კოლხიდამ შეაჩერა.
ჩვენამდე მოღწეულ ეპიგრაფიკულ წარწერებში ურარტუს
მეფეები ამაყად მოგვითხრობენ კოლხასთან გამარჯვებული
ომების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ გამარჯვებებმა
ურარტუს კოლხეთის სამხრეთი, განაპირა მხარეების ხელში
ჩაგდების გარდა, მის სიღრმეში შეღწევისა და დამორჩილების
საშუალება არ მისცა.
ძვ.წ. VIII საუკუნის II ნახევარში ურარტუ სამხრეთ
კავკასიაში შეჭრილმა სკვითებმა და კიმირიელებმა დაასუსტეს,
მაგრამ მალევე ურარტუელებმა შემოჭრილი მომთაბარე
ტომების ძალა თავიანთ სასარგებლოდ წარმართეს: ძვ. წ. VIII
საუკუნის მიწურულში მათ არაერთი დარტყმა მიაყენეს

ურარტუს დედაქალაქ ტუშპას ნანგრევები.


ძვ. წ. IX-VII სს.
თურქეთი, ვანის ტბის მოდამოები არგიშთი I

38
ასურეთს და იმავდროულად გაანადგურეს ფრიგიელთა და
მუშქთა სამეფოც.
ძვ. წ. VI საუკუნის დასაწყისში ურარტუ მისმა სამხრეთ-
აღმოსავლეთელმა მეზობელმა, სპარსულმა სახელმწიფომ —
მიდიამ გაანადგურა. ურარტუს დაცემის შემდეგ ურარ- მიდიამ ურარტუ 585 წელს
ტუელების ერთმა ნაწილმა ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლა და გაანადგურა.
ქართველურ ტომებს შეერწყა. მეორე ნაწილი კი საკუთრივ
ურარტუს ტერიტორიაზე გადმონაცვლებულ ინდოევროპულ
არმენულ (სომხურ) ტომებში აითქვიფა. ამგვარად ურარტული
ლექსიკის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი სომხურ და ქართულ
ენებში დაილექა. ქართულში ურარტული სიტყვები გაქვა-
ვებულ იდიომებში და მისამღერებშიც გვხვდება: მაგ.:
ყირამალა, თავდაყირა, გადაყირავება — ქართულად აუხსნელი
დარჩებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რომ ყირა ურარტულში მიწას
ნიშნავდა. ურარტულიდან შემოსულია ქართულში ცნობილი
მისამღერიც: ივრი არალე, თარი არალე, ჰარი არალე და ა.შ.,
რომელიც დღეს ჩვენთვის არავითარი შინაარსის მატარებელი
არაა, სინამდვილეში კი ის ურარტუელების მოსავლისა და
ნაყოფიერების ღვთაება არალე/ჰარალეს ეძღვნება და
ურარტულად: მეუფე, არალე, ძლიერო არალე, მომეც არალეს —
ნიშნავს.
ქვეყანას ურარტუს ასურელები უწოდებდნენ. მოგვია-
ნებით, ურარტუს სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ურარ-
ტუელები ძველ ბერძნულ წყაროებში კიდევ ერთ ხანს ალა-
როიდების სახელით გვხვდებიან. ამავე ფუძიდან წარმოსდგება
ბიბლიიდან ცნობილი მთის არარატის სახელიც.
ურარტუელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს არქი-
ტექტურაში, კერძოდ, მონუმენტურ მშენებლობაში, საინჟინრო-
საირიგაციო სისტემის შექმნა-განვითარებაში. ურარტული
ცივილიზაციის უდიდეს მიღწევად მაინც ლურსმული
დამწერლობის ორიგინალური სისტემის შექმნა ითვლება.
კოლხიდის, იგივე ძველი ეგრისის სამეფო. ეგრისის
სამეფო — ასე უწოდებს უძველეს დასავლურ ქართულ
სახელმწიფოს „ქართველთა ცხოვრება“. ურარტული წარწერები
ამ ქვეყანას კულხას, ასურული კი კილხას უწოდებს. ძველი
ბერძნული წერილობითი წყაროები ეგრისს თავდაპირველად
აიას, მოგვიანებით კი კოლხიდის სახელით მოიხსენიებენ. XX
საუკუნის ჯერ ქართულ ისტორიოგრაფიაში, შემდგომ კი
საქართველოს გეოგრაფიაშიც ტერმინი კოლხეთი დამკვიდრდა,
რაც ხელოვნურად შექმნილია. ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ
ანტიკური ხანის ამ პირველ ქართულ სახელმწიფოს ეგრისს,
აიას, ან კოლხიდას ვუწოდებთ. ძველი ეგრისი ჩვენთვის ცნო-
ბილი პირველი სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიის მასშტაბითაც.
მასზე ცნობები შემოგვინახა ძველბერძნულმა თქმულებამ
არგონავტებზე, რომელიც კოლხიდაში ბერძენი გმირების —
არგონავტების ხომალდ არგოთი მოგზაურობას მოგვითხრობს.
ძველმა ბერძნებმა ეს ლაშქრობა-მოგზაურობა შორეულ

,,გავემართე მე სალაშქროდ კულხას ქვეყნის წინააღმდეგ, ქვეყანა მე დავიპყარი, ქალაქი ილდამუშა, სამეფო ქალაქი...
კულხახალის ქვეყნის მეფისა, გამაგრებული, ბრძოლაში მე დავიპყარი. მისი მოსახლეობა დავწვი, მეფის ნაცვალი
კულხას მეფისა, რომელიც იყო იქ, მე მოვაკვლევინე. რკინის ბეჭედი მოვამზადე, წარწერა დავდგი ქალაქ ილდა-მუშაში;
ციხე-სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები და ქალები გავრეკე.”

ვანის კლდეზე სარდურ II-ის ბრძანებით ამოკვეთილი ლურსმული წარწერიდან


დაახლოებით ძვ. წ. აღ. 744-741.

39
კოლხიდაში — აიაში ძვ. წ. XIII ს-ის დასაწყისში მოაწყვეს,
მაგრამ, სავარაუდოა, რომ ძველი ეგრისი მათ მოსვლამდეც
არსებობდა. ძველი ეგრისი ტიპიური ადრეანტიკური სახელმ-
წიფო იყო, რომელიც მდ. რიონისა და ენგურის აუზების
სამიწათმოქმედოდ ათვისების შედეგად წარმოიშვა. აღმოსავ-
ლეთ შავიზღვისპირა ვრცელი დაბლობი, რომელსაც ამჟამად
კოლხეთის დაბლობი ეწოდება და რომელზედაც მდინარეები
რიონი და ენგური თავის შუა და ქვემო წელში მოედინებიან
ჭაობიანი და მიწათმოქმედებისათვის არცთუ გამოსადეგი იყო.
ძველი ეგრისის სამეფოს აღმოცენება იმ საირიგაციო არხებისა
და სადრენაჟე სისტემების წარმოქმნას უკავშირდება, რომელიც
ჩვენმა წინაპრებმა ამ რეგიონში ადრეანტიკურ ხანაში შექმნეს.
არგონავტების მითის თანახმად, კოლხიდა, იგივე აია ოქროთი
მდიდარი ქვეყანა იყო, საკუთარი ფლოტითა და განვითა-
რებული საქალაქო ცხოვრებით. კოლხებს დამწერლობის თავი-
სებური სისტემაც ჰქონიათ, რასაც ბერძნები კირბებს უწოდებენ.

ძველი ინდოეთი. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში


სახელწოდება „ინდოეთი“ როგორც ნახევარკუნძულზე, ისე
რეგიონზე ერთნაირად ვრცელდებოდა. ამჟამად ინდოეთს,
როგორც ცალკე სახელმწიფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში,
ინდოეთის ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი უჭირავს. მისი
ტერიტორიის საერთო ფართობი 4 მილიონ კვადრატულ
კილომეტრს აღემატება.
ინდოეთის ნახევარკუნძული გეოგრაფიულად სამ
ზონად იყოფა: ინდისა და განგის დაბლობი, დეკანის ზეგანი და
შორეული სამხრეთი. მდინარე ინდს ზემოწელში ოთხი დიდი
შენაკადი ერთვის. ამიტომ ინდის ზემოწელს პენჯაბი —
ხუთმდინარეთი ეწოდება.
გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მრავალ-
ფეროვნების მიუხედავად, ინდოეთი უძველესი დროიდან
ერთიან სამყაროს წარმოადგენდა, სადაც მიწათმოქმედი
ტომებისა და ხალხების გვერდით მომთაბარე-მესაქონლეობას
მიმდევარი ხალხებიც ცხოვრობდნენ.
სამიწათმოქმედო ცივილიზაციის აღმავლობისათვის
განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები ინდისა და განგის
დაბლობზე წარმოიქმნა. მართლაც, აქ ძვ. წ. IV-III ათას-
წლეულში შუამდინარეთის და ეგვიპტის ცივილიზაციის
პარალელურად მდ. ინდის აუზში უძველესი ინდური
ცივილიზაცია ჩაისახა, რომელიც ზემოთდასახელებული ცივი-
ლიზაციების მსგავსად ირიგაციის განვითარებასა და სარწყავ
მიწათმოქმედებას ეფუძნებოდა.
XX ს-ის ოციან წლებში დაწყებულმა არქეოლოგიურმა
გათხრებმა, რომლებიც დღემდე გრძელდება, უძველესი
ქალაქური ცივილიზაციის ცენტრები, მათ შორის ჰარაპას
ნაქალაქარი აღმოაჩინა და შეისწავლა. ჰარაპას ნაქალაქარის

rogor moipovebdnen oqros Cveni winaprebi?


ძველი ბერძნები გვიამბობენ: ,,კოლხეთის მდინარეებს კავკასიონის მთებიდან ოქროს მადნის ნარეცხი ქვიშა
ჩამოჰქონდა, მოსახლეობა მდინარეებში ცხვრის ტყავებს ფენდა და ამაგრებდა. გარკვეული დროის განმავლობაში
ცხვრის ბეწვში ოქროს ქვიშა ილექებოდა.“ ზოგი ძველი ბერძენი ისტორიკოსი თქმულებას ოქროს საწმისზე კოლხებში
ოქროს მოპოვების აღნიშნულ წესს უკავშირებს. ამ წესით ოქროს მოპოვებას სვანეთში ბოლო ხანებამდე მისდევდნენ.

40
სახელის მიხედვით ამ ცივილიზაციას ჰარაპას ცივილიზაციას
უწოდებენ.
არქეოლოგიურმა გათხრებმა აშკარა გახადა რომ ჰარაპას
საზოგადოება განვითარებულ მიწათმოქმედებასა და
მეცხოველეობას მისდევდა. ქალაქებში ყვაოდა ხელოსნობა.
მართლაც ჰარაპას ხელოსნებმა პირველებმა აითვისეს ბამბის
რთვა და ქსოვა. ქალაქებში ძალზე დაწინაურებული იყო
სამეთუნეო საქმე და ოქრომჭედლობა. ჰარაპას ქალაქები დიდი
ხელოვნებით იყო აგებული. არქეოლოგიურმა გათხრებმა გამო-
ავლინა მთელი უბნები საცხოვრებელი სახლებით, ტაძრებით,
სასახლეებით. ქალაქებში არსებობდა საკანალიზაციო სისტემა,
მრავალი აბანო, ჭა და ა. შ. ჰარაპას ცივილიზაციის წარმატე-
ბაში, უეჭველია, დიდი წვლილი იმ ინტენსიურ ვაჭრობას
მიუძღოდა, რომელსაც ამ საზოგადოების წარმომადგენლები
თანამედროვე ჩრდილო ავღანეთის გავლით კასპიის ზღვის
სანაპირომდე და უფრო შორსაც კი ეწეოდნენ.
რეგიონი მჭიდროდ იყო ინტეგრირებული იმ პერიოდის
მსოფლიო სავაჭრო ქსელში, ჰარაპას ქალაქებში თავს იყრიდნენ
ვაჭრები შუამდინარეთიდან, ირანის ზეგანიდან, ხმელთა-
შუაზღვისპირეთიდან, კავკასიიდან და ჩინეთიდან.
ჯერჯერობით, ჰარაპას დამწერლობა გაშიფრული არაა,
ამიტომაც ამ საზოგადოების პოლიტიკის, რელიგიისა და
ცხოვრების წესის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რის
საშუალებასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად
გამოვლენილი მასალა იძლევა.
ჰარაპას ცივილიზაცია იმდენად დიდ ტერიტორიაზე
იყო გავრცელებული, რომ ძნელი წარმოსადგენია ამ გაერთია-
ნებას სამხედრო ძალები არ ჰყოლოდა. ჰარაპაში პროდუქტის
შესანახი უზარმაზარი საწყობები ისეთი მმართველობის სის-
ტემის არსებობაზე მიუთითებს, რომლის უმთავრეს ფუნქციას
საკვები პროდუქტის განაწილება წარმოადგენდა. სტანდარ-
ტული ფორმის აგურების გამოწვა სახელმწიფოს ღუმელებში
ხდებოდა. ციტადელით იყო შემოსაზღვრული გარკვეული ჰარაპას ნაქალაქარი
ტერიტორია, რომელშიც სავარაუდოდ, მოსახლეობის ელიტა- ძვ. წ. 2600-1900
რული ნაწილი ცხოვრობდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ჰარაპაში აღმოჩენილი არაა მდიდრული სამარხები და სამეფო არქეოლოგიური გათხრები ჰარა-
უბანი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ჰარაპას პოლი- პაში 1922 წლიდან დაიწყო.
ტიკური წყობა რესპუბლიკა იყო, ან მმართველობა თეოკ-
რატიულ ხასიათს ატარებდა, რაც როგორც გვახსოვს, ქურუმთა,
ანუ სასულიერო ფენის წარმომადგენლების, მმართველობას
ნიშნავს.
ძვ. წ. III-II ათასწლეულის მიჯნაზე ჰარაპას კასტას ინდურად ვარნა ეწოდება.
ის საზოგადოების სრულიად
ცივილიზაცია დაემხო. ამის მიზეზი ინდოეთში ინდოევ-
დახშული სტრუქტურული ერ-
როპული ტომების — არიელების შემოჭრა გახდა. არიელები
თეულია. კლასებისა და წოდე-
ირანული მოდგმის ტომები იყვნენ და ენობრივად ძველ
ბებისაგან გასხვავებით, სადაც
სპარსელებს ენათესავებოდნენ. არიელებმა თანდათანობით
იერარქიულ კიბეზე როგორც აღ-
მთელი ინდოეთი დაიკავეს. მათ ძველი მოსახლეობა ნაწი- მასვლა, ასევე დაღმასვლაა შესაძ-
ლობრივ ამოწყვიტეს, ხოლო გადარჩენილი ნაწილი კი მომხვ- ლებელი, ამა თუ იმ კასტის წევ-
დურს შეერწყა. რად ადამიანი იბადება და სიკვ-
არიული საზოგადოება კასტებად იყოფოდა. პირველ და დილამდე მისადმი კუთვნილად
უმაღლეს კასტას ბრაჰმანები ანუ ქურუმები ქმნიდნენ. მეორე რჩება.

41
მეომართა კასტა იყო, საიდანაც ქვეყნის მმართველი ფენა
გამოდიოდა. ამ ორ პრივილეგირებულ კასტას მესამე მიწის
მუშაკთა კასტა მოსდევდა. ყველაზე დაბლა შუდრების კასტა
იდგა. ამ კასტის წარმომადგენლები მონების მსგავსად ყველაზე
მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ
შუდრების კასტა არიელების მიერ დამარცხებულმა და დაპყ-
რობილმა მოსახლეობამ შეადგინა. წოდებებისაგან განსხ-
ვავებით, სადაც ერთი წოდებიდან და, შესაბამისად, სოცია-
ლური მდგომარეობიდან მეორეში, როგორც უფრო მაღალში,
ისე უფრო დაბალში გადასვლა რთული, მაგრამ შესაძლებელი
იყო, კასტა სრულიად დახშული სოციალური წარმონაქმნია,
ვინაიდან ერთი კასტიდან მეორეში გადასვლა იკრძალებოდა.
მთვარის და მზის სამეფო კასტებს შორის იერარქიას კანონი მკაცრად იცავდა. ამ მხრივ,
დინასტიები ინდოეთში ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ ინდოეთში საზო-
მთვარის დინასტიის წარმომად- გადოების კასტურმა სტრუქტურამ თავი თითქმის ჩვენ
გენლები თავს მთვარის შვილე-
დრომდე შემოინახა და ოფიციალურად მხოლოდ 1977 წელს
ბად, მისგან წარმოშობილებად,
გაუქმდა.
მზის დინასტიის წარმომადგენ-
არიელების შემოსევით, შეიძლება ითქვას, ინდოეთის
ისტორია ხელახლა დაიწყო. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ
ლები კი თავს მზის შვილებად
ინდოელების ცნობიერებაში ისტორიის არიელებამდელი
მიიჩნევდნენ. ეს თვალსაზრისი
პერიოდი მთლიანად წაიშალა. მართლაც, ძველი ინდური
ასტრალურ რწმენა-წარმოდგე-
ტრადიცია უძველეს ინდურ სახელმწიფოდ არიელთა მთვარის
ნებს ეფუძნებოდა — თავისი
დინასტიის მიერ მდინარე განგის ზემოწელში შექმნილ სამეფოს
განსაკუთრებულობის ხაზგასას-
მიიჩნევს, რომლის ლეგენდარული მეფე ბჰარატა იყო.
მელად მმართველი დინასტიები
ბჰარატამ მთელი ინდოეთის ნახევარკუნძული გააერთიანა და
თავს მზის ან მთვარის ღვთაების
ერთიანი სახელმწიფო — ბჰარატვაშა შექმნა. ამიტომაცაა, რომ
შვილებად მიიჩნევდნენ.
დღეს ინდოეთის რესპუბლიკას ბჰარატა ეწოდება. ამ
სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ინდოეთის დიდი ნაწილი უკვე
ახალმა მზის დინასტიამ გააერთიანა. მოგვიანებით ინდოეთი
სულ ცოტა 16 სახელმწიფოდ დაიშალა.
მთვარის დინასტია ინდოეთს მარ-
თავდა ძვ წ. აღ. II ათასწლ. ძველი ჩინეთი. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი
უდიდესი სახელმწიფოა. ძველი ჩინეთის ცივილიზაცია
მდინარეების ხუანხესა, ანუ ყვითელი მდინარის და იანძის
გასწვრივ ჩაისახა.
მზის დინასტია ინდოეთს ძვ. წ. აღ.
ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი ჩინური სახელმ-
II-I ათასწლ. მიჯნაზე მართავდა.
წიფოებრივი ტრადიციები ემთხვევა ეგვიპტურსა და შუამდი-
ნარულს. აქაც სამეფო ხელისუფლება წყლის რესურსების
მართვის, მიწათმოქმედების განვითარებისა და საკვები
ინდოეთი 16 სახელმწიფოდ დაახ- პროდუქტების განაწილების საჭიროებამ წარმოშვა.
ლოებით ძვ წ. VIII-VII სს.-ში დაი- ჩინური საისტორიო ტრადიციის მიხედვით, უძველესი
შალა. ჩინური სახელმწიფო ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში (ძვ.
წ. 2950 წ.) ჩამოყალიბდა. მის პირველ ხელმწიფედ ჰუ-სია
ითვლება. ამიტომ ჩინეთის ისტორიაში სიას საგვარეულოს
მმართველობის ხანას სიას დინასტიის ხანა ეწოდება. იმავე
ისტორიული ტრადიციის თანახმად, ჰუ-სიამ ჩინელებში
სისხლის აღრევა, ანუ ახლო ნათესავებს შორის ქორწინება
აკრძალა. ჰუ-სიას მიეწერება აგრეთვე იმ ადათ-წესების
დანერგვაც, რომელიც ჩინელებს, მათი რწმენით, დღესაც
შემორჩათ. გადმოცემის თანახმად მანვე ჩაუყარა საფუძველი
ჩინურ იეროგლიფურ დამწერლობას: შექმნა პირველი იეროგ-
ლიფები, რომლებიც ვითომდა კუს ჯავშანზე არსებული
ნიშნების მიხედვით გამოხაზა. სიას დინასტიის მომდევნო
მეფეს „ღვთისგან მოვლენილი მიწათმოქმედის“ ეპითეტითაც

42
მოიხსენიებენ, ვინაიდან მან მომთაბარე-მონადირე ჩინელები
მიწათმოქმედებად აქცია. ჰუ-სიას შვილიშვილმა ხუან დიმ უკვე
ჩინური იეროგლიფური დამწერლობა საბოლოოდ ჩამოა-
ყალიბა. ხუან დის დამსახურება ჩინური ცივილიზაციისა და
მსოფლიოს წინაშე განსაკუთრებით იმაში მდგომარეობს, რომ
მან მეაბრეშუმეობას ჩაუყარა საფუძველი. მის მმართველობასვე
მიაწერენ ჩინეთში პირველი ხიდებისა და ორ და ოთხთვალა
სატრანსპორტო საშუალებების გაჩენას. ისტორიული ტრადი-
იციის მიხედვით, მისივე მმართველობის ხანაში საფუძველი
ჩაეყარა ხელოსნობისა და მეცნიერების მრავალ დარგს, მათ
შორის ხუროთმოძღვრებას და ასტრონომიას. როგორც ჩანს, ამ
დიდი დამსახურების გამო იყო, რომ ხუან დის შუა საუკუ-
ნეების ჩინეთის ყველა არისტოკრატიული საგვარეულო თავის
წინაპრად მიიჩნევდა.
ძვ. წ. 1600 წლისათვის მდ. ხუანხეს აუზი დაწინაურდა,
რომლის მმართველებმა სიას დინასტია დაამხეს და შანის იგივე
ინის დინასტიის სახელით ჩინეთის მმართველებად იქცნენ. ძვ.
წ. II ათასწლეულის II ნახევარში შანის სამეფომ თავისი
ძლიერების მწვერვალს მიაღწია.
შანის სახელმწიფოს შესახებ ცნობები ჩაწერილია წინას-
წარმეტყველურ ძვლებზე. მართლაც, ცხოველთა ძვლები და
კუს ჯავშანი ჩინეთში მომავლის საწინასწარმეტყველოდ გამოი-
ყენებოდა. ქურუმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია
ღმერთების ნების წინასწარმეტყველება იყო. ამის ამოცნობა-
ამოკითხვა ძვლების ბზარებით ხდებოდა. მწიგნობრები ქუ-
რუმთა ნაწინასწარმეტყველებს ძვლებზევე წერილობით
აღბეჭდავდნენ. ასეთი ჩანაწერები გვაწვდიან რა ინფორმაციას
იმაზე, თუ რა საკითხების წინასწარი ცოდნა სურდათ ძველ
ჩინელებს, წარმოდგენას გვიქმნიან უძველესი ჩინური
საზოგადოების ყოფითი ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე. მაგ.
წინასწარმეტყველური ძვლები შეიცავენ ცნობებს მეფეთა
ცხოვრებასა და ვალდებულებებზე. ირკვევა, რომ მეფეები
ძირითადად ომებში იყვნენ ჩაბმულნი; მეფის ქორწინება
დიპლომატიურ ნაბიჯად განიხილებოდა და ასე ვთქვათ,
„კეთილგანწყობის გასავრცობ“ საშუალებას წარმოადგენდა.
მეფეები საზოგადოებასა და ღმერთებს შორის შუამავ-
ლის ფუნქციას ასრულებდნენ: ისინი ამზადებდნენ შესაწირს,
წარმართავდნენ წინასწარმეტყველთა საქმიანობას, თვითონაც
განმარტავდნენ სულების, თუ ღმერთების ნებას. გაჰყავდათ
პირველი ხნულები, ლოცულობდნენ რომ წვიმა დროულად
მოსულიყო და სხვ. მეფეები სიცოცხლის ნახევარზე მეტს ნადი-
რობაში ატარებდნენ, რაც წარმოადგენდა როგორც ელჩების თუ
სამეფო საბჭოს წევრების გასართობ და მოლაშქრეთა ვარჯიშისა

სიას დინასტია შანის დინასტია ხუან-დი - ყვითელი


ძვ. წ. 2200-1600 ძვ. წ. 1600-1046 იმპერატორი (ძვ.წ. 2696-2598)
43
და გაწვრთნის საშუალებას, ისე საკვები რაციონის შევსების
წყაროსაც.
შანის იმპერატორები იმავდროულად დიდი რეფორ-
მატორებიც იყვნენ, რითაც საზოგადოების შემდგომ წინსვლას
უწყობდნენ ხელს. მაგალითად, შანის ერთ-ერთმა იმპერატორმა
უარი თქვა მითიური წინაპრების — მთებისა და მდინა-
რეებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და ამის სანაცვლოდ
ისტორიული წინაპრების კულტი შემოიღო. ასე დაიწყო ადათ-
ჩვევების რეფორმა, რომელიც ახალმა იმპერატორმა უ დინმა
გააგრძელა.
უ დინი ზეობდა 1250-1192 იმპერატორი უ დინი ცნობილი ინჟინერი იყო, რომე-
წლებში. ლმაც „მოარჯულა სტიქია და მდინარეები არხებს დაუმორ-
ჩილა“. ადრეული ხალხური ტრადიცია ამავე პერიოდს
უკავშირებს ქალაქების ისეთ სწრაფ მშენებლობას, რომ მათი
მშენებლობის დასრულების მაუწყებელი საზეიმო „დაფდაფები
საერთოდ არ ჩერდებოდნენო“.
უ დინი ქვეყანას 58 წელი მართავდა. აღსანიშნავია, რომ
მისი მმართველობა ათასი წლის შემდეგაც ახსოვდათ და
სამაგალითო იყო საზოგადოებისათვის. იმპერატორის 64 მეუღ-
ლეთაგან ერთ-ერთი დაკრძალულია უძვირფასეს სამარხში
მსახურებსა და ცხოველებთან ერთად. ეს ქალბატონი გარდა
იმისა, რომ იყო უ დინის სამ გამორჩეულ მეუღლეთაგანი, აქ-
ტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. ის
სამეფო ტერიტორიის ერთ ნაწილს ქვის გალავნიანი ქალაქით
უშუალოდ განაგებდა. აქედან მას აუცილებლობის შემთხვევაში
3 ათასამდე მეომრის გამოყვანა შეეძლო.
შანის დინასტიის მეფეები ცხოვრების უდიდეს ნაწილს
ომში ატარებდნენ. ომი მათი სიმდიდრის მნიშვნელოვანი
წყაროც იყო. შანის დინასტიის მმართველთა სამარხები მნახ-
ველს აოცებენ თავისი სიმდიდრით: ათასობით შეკვრა ნიჟარა,
ბრინჯაოს ცულები, ეტლები, სპირალისებრი თიხის ჭურჭელი
და ა. შ.
იმპერატორებსა და მისი ოჯახის წევრებს დაკრძლვისას
ათასობით ადამიანს მსხვერპლად წირავდნენ, რათა ისინი თა-
ვიანთ მბრძანებლებს იმქვეყნადაც მომსახურებოდნენ.
შემდგომში შანის სამეფო თანდათანობით დასუსტდა და
ძვ. წ. 1046 წელს ის განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე
მყოფმა, ნახევრად მომთაბარე ჯოუს ტომების გაერთიანებამ
დაამხო. შანების დამხობის შედეგად ტახტზე ასულ ახალ
სამეფო დინასტიას ამიტომაც ჯოუს დინასტია ეწოდება.

ადრეანტიკური ხანის საზღვაო-სავაჭრო ცივილი-


ზაციები. ესაა პირობითი სახელწოდება ადრეანტიკური სახელ-
მწიფოებისა, რომელთა სწრაფი ეკონომიკური ზრდა და
შედეგად საზოგადოების კეთილდღეობა ეფუძნება არა
იმდენად სადრენაჟე-საირიგაციო სისტემების დანერგვას და,
შესაბამისად, სამიწათმოქმედო პროდუქციის წარმოების მნიშვ-
ნელოვნად გაზრდას, არამედ ზღვაოსნობისა და საზღვაო
ვაჭრობის განვითარებას, და აქედან მიღებულ შემოსავლებს.
ასეთ ადრეანტიკურ ქვეყნებად ჩვენთვის უკვე ცნობილი კრეტა,
მიკენის საბერძნეთი, ფინიკია და კლასიკური ხანის საბერძნეთი
უნდა მივიჩნიოთ.

44
კრეტა. არქეოლოგებმა კუნძულ კრეტაზე ორი ერთმა-
ნეთისაგან განსხვავებული დამწერლობა აღმოაჩინეს. ერთი
დამწერლობა, რომელსაც პირობითად ა-ხაზოვანს უწოდებენ,
პიქტოგრაფიული და ლურსმულია და მისი წაკითხვა ჯერ-
ჯერობით ვერ მოხერხდა. მეორე დამწერლობას კი, რომელსაც
ბ-ხაზოვანი შეარქვეს, გაშიფრვა XX ს-ის 50-იან წლებში გახდა
შესაძლებელი. ამ დამწერლობის წაკითხვამ გამოავლინა, რომ
მისი შემქმნელი ხალხი ბერძნულთან ახლო მდგომ ენაზე
საუბრობდა.
უძველესი სახელმწიფო ამ კუნძულზე, როგორც ვიცით,
ჯერ კიდევ III ათასწლეულის მიწურულში ჩამოყალიბდა. კრე-
ტაზე ნაქალაქარ კნოსოსის გათხრების დროს არქეოლოგებმა
აღმოაჩინეს დიდი სასახლე, რომელიც ბერძნულ მითო-
ლოგიაში კარგად ცნობილი კრეტის მეფის მინოსის სასახლედ
მიიჩნიეს. მინოსის სასახლეს ძველი ბერძნები ლაბირინთს
ეძახდნენ.
კნოსოსის სასახლის მხატვრობა.
გადმოცემის თანახმად, სასახლის ცენტრში ურჩხული
კუნძული კრეტა, საბერძნეთი.
— მინოტავრი იჯდა, რომელსაც მსხვერპლად ადამიანებს
ძვ. წ. აღ. XV ს.
სწირავდნენ. კრეტას სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს
ძვ. წ. XVIII-XVI სს. მიაღწია. კრეტელებს ამ საუკუნეებში
ძლიერი სახმელეთო არმია ჰყავდათ, რომელშიც დიდ როლს
საბრძოლო ეტლები ასრულებდნენ. კრეტელებს სახელი,  
განსაკუთრებით, ძლიერმა ფლოტმა გაუთქვა, რომლის მეშვე- მინოსის ლაბირინთი
ობით ეს სახელმწიფო, ვულკანის მიერ მის განადგურებამდე,
პირველობდა ხმელთაშუა ზღვაში. ინგლისელი არქეოლოგი  არტურ
ევანსი თითქმის 30 წლის განმავ-
მიკენი. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ბალკანეთის
ლობაში აწარმოებდა გათხრებს
ნახევარკუნძულზე ძველმა ბერძნებმა საზღვაო ქალაქ-სახელმ კუნძულ კრეტაზე (1900) და აღმო-
წიფოები: მიკენი, კორინთო, პილოსი და ა.შ. დააარსეს. ამ აჩინა სასახლე, რომლის ფარ-
ეპოქაში ძველი საბერძნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს თობიც მთელი ქალაქის ფართობს
ბერძენთა აქეური ტომები შეადგენდნენ, ქალაქ სახელ- უდრიდა. ეს იყო ცნობილი მი-
მწიფოებს შორის კი მიკენის ქალაქ-სახელმწიფო პირველობდა, ნოსის ლაბირინთი, რომლის საერ-
თო ფართი 22 000 კვადრატულ
ამიტომ საბერძნეთის ისტორიის ამ უძველეს პერიოდს აქეური
მეტრს შეადგენდა. მინოსის ლაბი-
საბერძნეთის ხანას, ან კიდევ მიკენურ საბერძნეთს უწოდებენ. რინთი წარმოადგენდა არქიტექ-
მიკენის ნაქალაქარის გათხრებისას არქეოლოგებმა მძლავრი ტურის ნამდვილ საოცრებას.
თავდაცვითი ნაგებობების, სასახლეების და სახელოსნოების
ნანგრევები აღმოაჩინეს.
მიკენელ ბერძენთა სავაჭრო ინტერესები დარდანელის
სრუტის მახლობლად, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე არსებულ
ქალაქ-სახელმწიფო ტროას ინტერესებს შეეჯახა. ტროა, იგივე

ლაბირინთი  - ბერძნულ მითოლო-


გიაში მრავალი  დახლართული  შესას-
მაიკლ ვენტრისი ვლელისა  და  გამოსასვლელის, აუა-
კ. კრეტაზე აღმოჩენილი (1908)
1922–1956 რებელი  ოთახის  შემცველი  ძნელად 
ინგლისელი არქიტექტორი. ე. წ. ფესტოსის დისკო დღემდე გასაგნები  შენობა, რომელიც  დედა-
წაიკითხა კრეტული გაუშიფრავი წერილობითი ლოსმა  აუგო  მეფე  მინოსს  კუნძულ 
ბ-ხაზოვანი დამწერლობა. ნიშნებით. კრეტაზე.  

45
ტროა თუ ილიონი? ილიონი დარდანელის სრუტეს აკონტროლებდა, რაც მიკენელი
მართლაც რატომ ჰქვია ტროას
ორი სახელი? საქმე ისაა, რომ
ბერძნებისათვის, რომლებიც იმ ხანად თვითონ ცდილობდნენ
ქალაქის დამაარსებლად ერთი შავ ზღვაში გასვლას და მარმარილოსა და შავ ზღვაში გამავალი
ვერსიით ფრიგიის მეფის ვაჟი, სავაჭრო არხების დაპატრონებას, მიუღებელი იყო. ამ
ტროსი ითვლება, მეორე ვერსიით დაპირისპირებას ბერძნების მიერ მცირე აზიის სანაპიროზე
კი — ტროსის ვაჟი ილიონი. ამის
გამო ქალაქს ზოგი ტროად, ზოგი ტროას წინააღმდეგ ლაშქრობა მოჰყვა. ეს ლაშქრობა, რომელიც
კი ილიონად მოიხსენიებდა. ქალაქის ათწლიანი ალყის შემდეგ, ბერძნების მიერ ტროას
აღებითა და მისი განადგურებით დასრულდა, სახელგანთქ-
მულმა ძველმა ბერძენმა ბრმა პოეტმა ჰომეროსმა თავისი პოე-
მით — „ილიადა“ - უკვდავყო.
ტროაზე გამარჯვებით ძველმა ბერძნებმა დარდანელის
სრუტეში თავისუფალი ზღვაოსნობის უფლება მოიპოვეს, რამაც
მათ საზღვაო-სავაჭრო პოტენციალის გაზრდის მანამდე
არნახული შესაძლებლობა მისცა. მაგრამ, სამწუხაროდ, თვით
ქალაქ მიკენსა და მიკენურ საბერძნეთს დიდი დრო არ ეწერა.
მალე ქვეყანას ჩრდილოეთიდან განვითარების უფრო დაბალ
საფეხურზე მყოფი ბერძნული ტომები — დორიელები შემოე-
სივნენ. მათ თანდათანობით საბერძნეთის დიდი ნაწილი
დაიკავეს და აქეველთა ქალაქ-სახელმწიფოები გაანადგურეს.
ასე დამთავრდა ძველი საბერძნეთის ადრეანტიკური ისტორიის
პირველი, აქეური პერიოდი.
კრეტასა და მიკენის ხანის საბერძნეთში თანადროული
მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან განსხვავებით, ვაჭრობის
ტროას ცხენი (რეკონსტრუქცია).
განვითარებამ ყველაზე მასშტაბური სახე მიიღო რაც, უპირ-
ველეს ყოვლისა ამ სახელმწიფოების უნიკალურმა კუნძუ-
ლურმა და ნახევარკუნძულურმა ადგილმდებარეობამ განა-
პირობა.
ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები . ადრეანტიკურ ერთ-
ერთ უძლიერეს საზღვაო-სავაჭრო ცივილიზაციად ფინიკიური
ქალაქ-სახელმწიფოები უნდა მივიჩნიოთ. ფინიკიის ხმელ-
თაშუა ზღვის სანაპიროზე ქალაქ-სახელმწიფოები ტვიროსი,
ბიბლოსი, სიდონი და ა.შ. უძველესი დროიდან არსებობდნენ.
მიკენური საბერძნეთის განადგურებამ ფინიკიელებს ხმელ-
თაშუა ზღვაზე მძლავრი კონკურენტი მოუსპო, რამაც მათ
სწრაფ განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. ფინიკია პალეს-
ტინის, იგივე ქანაანის ჩრდილოეთი გაგრძელებაა და მის

berZen-troelTa omis mizezis homerosiseuli versia

ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეას“ მიხედვით, ამ ომის მიზეზი ტროას უფლისწულის პარისის მიერ
სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის, ელენეს მოტაცება გახდა. მენელაოსმა და მისმა ძმამ, მიკენის მეფემ
აგამემნონმა დახმარებისათვის საბერძნეთის სხვა მეფეებს მიმართეს. აქეველ ბერძენთა გაერთიანებული
ლაშქარი ზღვით ტროასაკენ გაემართა და მას ალყა შემოარტყა.

troas cxeni
ათწლიანმა ალყამ და ბრძოლამ ბერძნებს წარმატება არ მოუტანა — ქალაქის აღება ბრძოლით ვერ მოახერხეს.
მაშინ ჰომეროსის გადმოცემით, მათ ხერხს მიმართეს. უზარმაზარი ხის ცხენი ააგეს და ცხენის მუცელში
ოდისევსი და სხვა რჩეული გმირები ჩასვეს, თვითონ კი ქალაქს დროებით გაეცალნენ. ტროელებმა ხის ცხენი
ღმერთის საჩუქრად ჩათვალეს და ქალაქში შეიტანეს. ღამით ოდისევსი და მისი თანამებრძოლები ცხენიდან
გამოვიდნენ, ქალაქის კარიბჭეები გააღეს და უკან დაბრუნებული ბერძენთა ლაშქარი ქალაქში შეუშვეს. ტროას
დაცემა, არქეოლოგიის მონაცემებით დაახლოებით ძვ. წ. 1260 წელს მოხდა.

46
უძველეს მოსახლეობასაც სემიტური მოდგმის ქანაანელები
შეადგენდნენ.
ქვეყნის სახელი ფინიკია ძველ ბერძნული სიტყვა
ფინიკიოსიდან — მეწამული, ალისფერი — მოდის. ასე უწოდეს
ჯერ კიდევ მიკენური ეპოქის ბერძნებმა ქანაანელთა ქვეყანას.
ეს სახელწოდება მთელ ანტიკურ სამყაროში გავრცელდა.
უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად საერთო სახელ-
წოდებისა, ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოები ძველი აღმო-
სავლური სხვა ქალაქ-სახელმწიფოებისაგან განსხვავებით,
ერთიან სახელმწიფოდ არასოდეს გაერთიანებულან.
ფინიკია მდიდარი მხარე იყო. ის მებაღეობით, მეღვი-
ნეობით და სამშენებლო ხე-ტყით იყო სახელგანთქმული.
ფინიკიაში ხმელთაშუა ზღვის ყურეები და მდინარეთა
შესართავები მეთევზეობის და ზღვაოსნობის განვითარების
შესანიშნავ საშუალებას იძლეოდა. სწორედ ზღვაოსნობისა და
საზღვაო ვაჭრობის განვითარებამ მისცა ფინიკიის ქალაქებს
დიდძალი სიმდიდრის მოპოვების საშუალება.
ფინიკიის ზღვის სანაპიროს გასწვრივ ძველ მსოფ-
ლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-სატრანზიტო
გზა გადიოდა. ამ სატრანზიტო ვაჭრობაში, ფინიკიელები,
ბუნებრივია, აქტიურად მონაწილეობდნენ. ფინიკიელი ვაჭ-
რები დაცურავდნენ მთელ ხმელთაშუა ზღვაში და ვაჭრობიდან
დიდ შემოსავალს ნახულობდნენ. აღსანიშნავია, რომ
ვაჭრობასთან ერთად ისინი არც მეკობრეობას თაკილობდნენ.
იმისათვის, რათა წარმოვიდგინოთ, რამდენად ხანგრძლივი
სავაჭრო გამოცდილება ჰქონდათ ფინიკიელებს, უნდა აღვნი-
შნოთ, რომ ფინიკიური ქალაქის, ბიბლოსის მცხოვრებლებმა
ეგვიპტესთან სავაჭრო ურთიერთობა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV
ათასწლეულში დაამყარეს.
ძვ. წ. XIII საუკუნისათვის ფინიკიელებს კუნძული
კვიპროსიც დიდი ხნის ათვისებული ჰქონდათ. ფინიკიელი
ვაჭრები ცნობილნი იყვნენ ძველ სამყაროში, ისინი ჰომეროსის
პოემებში „ოდისეასა“ და „ილიადაშიც“ მოიხსენიებიან.
ფინიკიელებმა უცხო და შორეულ ქვეყნებში ვაჭრობის ფინიკიურ ქალაქ ბიბლოსის
უფრო სარფიანად წარმართვისა და მდგრადი სავაჭრო ნაქალაქარი (ლიბანი).
ურთიერთობების დამყარების მიზნით, საქმის ორგანიზების ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.
სრულიად ახალ ფორმას მიმართეს: მათ საკუთარი ქალა-
ქებიდან მოსახლეობა გადაჰყავდათ და ხმელთაშუა-
ზღვისპირეთის სანაპირო ზოლში სავაჭრო გზების გასწვრივ
ასახლებდნენ. ასე უკვე ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე
ფინიკიელებმა ჩრდილოეთ აფრიკის, დღევანდელი იტალიის
— სიცილიის და სარდინიის, ისევე, როგორც საფრანგეთისა და
ესპანეთის სანაპირო ზოლში მრავალრიცხოვანი სავაჭრო დასა- კოლონიზაცია ხალხთა დიდი
ხლებები — კოლონიები დააარსეს. მასების ერთი ადგილიდან მეო-
ჩრდილოეთ აფრიკაში მათ მიერ დაარსებული ქალა- რეში გადასახლებას და იქ მუდ-
ქებიდან უმთავრესი ძველ მსოფლიოში სახელგანთქმული კარ- მივად დასახლებას გულის-
თაგენი იყო. ხმობს.

47
ფინიკიელთა საკოლონიზაციო მოძრაობაში ქალაქი
ტვიროსი პირველობდა. ტვიროსელებმა თავიანთი სავაჭრო
კოლონია ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე გიბრალტარის
სრუტის დასავლეთითაც კი დააფუძნეს.
ფინიკიელების სახელთანაა დაკავშირებული, კაცობ-
რიობის უდიდესი მიღწევა — ანბანური დამწერლობის გამო-
გონება.

კლასიკური ხანის საბერძნეთი — ელინები. ელადა და


იონია. ბერძნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის
ახალი აღმავლობა ძვ. წ. IX-VIII სს-ში იწყება. ამ პერიოდის
ბერძნები უკვე თავს ელინებს უწოდებდნენ, ისინი ძირითადად
ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსის
ზღვის კუნძულებზე და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე
მოსახლეობდნენ. ჩვეულებრივ, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე
მდებარე საბერძნეთის ტერიტორიას ელადას, ხოლო მცირე
კართაგენი — ფინიკიური სიტყვა აზიის სანაპიროზე ბერძნებით დასახლებულ ტერიტორიას
კართ-სატშტ-იდან მოდის, რაც იონიას უწოდებდნენ.
ახალ ქალაქს ნიშნავს. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია. მათ შორის
ყველაზე ცნობილი და დიდი ლესბოსის, ქიოსის, სამოსის, რო-
დოსის კუნძულებია. გეოგრაფიულად ბალკანეთის ნახევარ-
კუნძულზე მდებარე საბერძნეთი ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ
საბერძნეთად იგივე პელოპონესად იყოფა, რომელიც ამავე
სახელწოდების ნახევარკუნძულს მოიცავს.
მეცნიერები ამ პერიოდის საბერძნეთს, რომელიც ქრო-
ნოლოგიურად ძველი საბერძნეთის ისტორიის ძვ. წ. IX-VI სს-ის
მონაკვეთს მოიცავს, კლასიკური ხანის საბერძნეთად მოიხ-
სენიებენ. კლასიკური ხანის საბერძნეთთანაა დაკავშირებული
ძვ. წ. VIII - ძვ. წ. V სს-ის მსოფლიო ისტორიის ისეთი მნიშვნე-
ლოვანი მოვლენა, როგორიც დიდი ბერძნული კოლონიზაციაა.
მართლაც, ვაჭრობის განვითარების ფინიკიელების მიერ
შემოთავაზებულმა კოლონიურმა სისტემამ თავის მწვერვალს
სწორედ კლასიკური ხანის საბერძნეთში მიაღწია.
დიდი ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით
ვითარდებოდა. დასავლეთით ძველმა ბერძნებმა სამხრეთ
იტალია, სიცილია, დღევანდელი საფრანგეთის და ესპანეთის
ხმელთაშუა ზღვის სანაპირო აითვისეს. სამხრეთ იტალიას მათ
მიერ აქ დაარსებული ქალაქების სიმრავლის გამო, ერთხანს,
დიდი ელადა ანუ დიდი საბერძნეთიც კი ეწოდებოდა.
სიცილიაში დაარსებულ ბერძნულ ქალაქებს შორის აღსანიშ-
ნავია სირაკუზი, საიდანაც იყო გამოჩენილი ძველი ბერძენი
მეცნიერი არქიმედე. საფრანგეთის სანაპიროზე ძველი
ბერძნების დაარსებულია მარსილი (დღევანდელი მარსელი).
სამხრეთით, ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის შესართავშიც
ძველმა ბერძნებმა თავიანთი ქალაქი ნავკრატიდა დააარსეს.
აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით შავი
ზღვის აუზის ათვისებაში უდიდესი როლი ჩვენთვის უკვე
ცნობილმა იონიის ერთ-ერთმა უმთავრესმა ქალაქმა მილეტმა
შეასრულა. მან მარმარილოსა და შავი ზღვის სანაპიროებზე 80-
ზე მეტი ქალაქი — ახალშენი დააარსა. მათ შორის ქალაქები:
ამისო, კერასუნტი, კოტიორა და ტრაპეზუნტი ბერძნებმა
კოლხიდისათვის წართმეულ შავიზღვისპირეთში დააფუძნეს.

48
შემდეგში ბერძნებმა სავაჭრო ახალშენები ეგრისის,
იგივე კოლხიდის სამეფოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ
შავიზღვისპირეთშიც შექმნეს. მათ შორის ძველ მსოფლიოში ჩრდილო შავიზღვისპირეთის
სახელგანთქმული ფაზისი (ფოთი) და დიოსკურია (სოხუმი) ცნობილი ბერძნული ქალაქ-
იყო. ახალშენებია: ბოსფორი, პანტი-
ამავე ხანებში ბერძნული ქალაქები ჩრდილოეთ შავი- კაპეიონი, ხერსონესი, ოლვია,
ზღვისპირეთში — ყირიმის ნახევარკუნძულსა და მის მეზო- ფანაგორია.
ბელ მხარეებშიც წარმოიქმნა.
შავიზღვისპირეთში ბერძნული ქალაქ-ახალშენების
ისტორია სულ სხვადასხვანაირად წარიმართა: სამხრეთ- ბერძნული სავაჭრო ახალშენები
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კოლხებისთვის წართმეულ ეგრისის, იგივე კოლხიდის სამეფოს
ტერიტორიაზე დაარსებული ბერძნული ახალშენები, სხვა ტერიტორიაზე ფაზისისა და დიო-
მრავალი ბერძნული ქალაქ-კოლონიების მსგავსად, დამოუ- სკურიის გარდა იყო: გიენოსი
კიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებად — პოლისებად ჩამოყა- (ოჩამჩირე), პიტიუნტი (ბიჭვინთა).
ლიბდნენ. ყირიმსა და მის მომიჯნავე მხარეებში წარმოქმნილი ბერძნული დასახლებები გათხ-
ბერძნული ქალაქები ძვ. წ. V ს-ში ერთ, ბოსფორის სამეფოში რილია, აგრეთვე, სოხუმის ჩრდი-
გაერთიანდნენ. ბერძნული ახალშენები კი, რომლებიც ეგრისის ლო-დასავლეთით, ეშერაში და
სამეფოს საზღვრებში დარჩნენ, ეგრისის, იგივე კოლხიდის ფოთის სამხრეთით ქობულეთის
მეფეებს დაემორჩილნენ და მხოლოდ თვითმმართველობით მიდამოებში.
დაკმაყოფილდნენ.
შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების დაარსების
შემდეგ ეგრისი ბერძნულ სამყაროს უფრო დაუახლოვდა და საბერძნეთის ტერიტორიაზე არქეო-
ბერძნული კულტურის მიღწევებს ეზიარა. ეგრისისა და ლოგიური გათხრების დროს მიაკვ-
საბერძნეთის ნავსადგურებს შორის მუდმივი მიმოსვლა ლიეს თიხის სურებს, რომლებსაც
დამყარდა. ეგრისის საზღვაო ვაჭრობა მსოფლიო საზღვაო აღებ- ბერძნულად აწერია: „კოლხმა გამა-
მიცემობის შემადგენელ ნაწილად იქცა. კეთა“, „კოლხმა მომხატა“.
ბერძნული კოლონიები დედა საბერძნეთზე ბევრად
უფრო ნოყიერ მიწებზე ფუძნდებოდნენ და სასოფლო-
სამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოების გამო მალევე
დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებად იქცე-
ოდნენ, რომლებიც თავის ორბიტაში მეტად თუ ნაკლებად
ჩამორჩენილ მეზობლებსაც ითრევდნენ. ეს კი ვაჭრობისა და
საბაზრო ეკონომიკის საზღვრებს მნიშვნელოვნად აფარ-
თოვებდა. გაზრდილი საგარეო ბაზარი კი მაშინდელ სამყაროს
შრომისა და წარმოების უფრო ვიწრო სპეციალიზაციისაკენ
უბიძგებდა: მაგ., ხორბლის მიმწოდებლად ბოსფორის სამეფო
და ეგვიპტე იქცნენ, ბოსფორის სამეფოდან ნავთობიც
გაჰქონდათ, ეგვიპტე საუკეთესო ხარისხის სელსაც აწვდიდა
მსოფლიო ბაზარს, ეგვიპტური სელი ისეთი მაღალი ხარისხის
იყო, რომ მას არქეოლოგები აბრეშუმის ქსოვილისაგან ძლივს
ანსხვავებენ.
სელის წარმოებაში ეგვიპტეს ტოლს არც ეგრისი
უდებდა, კოლხიდიდან ბერძნებს განსაკუთრებით ცვილი,
კანაფი, კუპრი, ხე-ტყე, რკინა და რკინის ნაწარმი გაჰქონდათ.
ყოველივე ეს ხომ მათ გემთმშენებლობაში სჭირდებოდათ.
თვით ბერძნები მსოფლიო ბაზარს ზეთისხილის გარდა
ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტს: ღვინოს, ზეთს,
მაღალი ხარისხის, მდიდრულად მოხატულ თიხის ჭურჭელს,
ნელსაცხებლებს, ფუფუნების საგნებს და ა.შ. აწვდიდნენ.
herodote kolxuri selis Sesaxeb
istoria, wigni II
105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითიც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან.
მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; ...კოლხურ სელს ელინები სარდონულს
უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი — ეგვიპტურს.

49
სითხე და მარცვლეული იმჟამად ამფორებით გადაჰ-
ქონდათ. ამფორები თიხისაგან მზადდებოდა. ეს კი
კერამიკული წარმოების — მეთუნეობის არნახულ ზრდას უწ-
ყობდა ხელს.
ძველი ბერძნები, როგორც ვიცით საქართველოში
პირველად გაეცნენ ხოხობს. ხოხბისგან დამზადებული კერძები
განსაკუთრებულ ფუფუნებად ითვლებოდა, ამიტომ ეს
ფრინველი კოლხიდიდან დიდი რაოდენობით გაჰყავდათ. ვაჭ-
რობის მანამდე არნახულმა მასშტაბებმა ხელოსნობის სხვა-
დასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას შეუწყო ხელი.
ბერძენი მეზღვაურები და ვაჭრები სასურველ სტუმრებად
იქცნენ ხოლო ბერძნულმა პოლისებმა, მაგ., ათენმა, ისეთივე
სავაჭრო და ფინანსური მნიშვნელობა შეიძინა, რითაც ჩვენს
რეალობაში ანტვერპენი, ამსტერდამი, ლონდონი და ნიუ-იორკი
გამოირჩევიან.
ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა
საბანკო სისტემა, დაზღვევა, ერთობლივი საწარმოები და სხვა
მრავალი, თუმცა ბევრად უფრო განუვითარებელ და
პრიმიტიულ დონეზე, მაგრამ მაინც უკვე ამ კლასიკურ ხანაში
შეგვიძლია დავინახოთ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ
ყოველი ამის ჩანასახი ჯერ კიდევ ბაბილონში გვხვდება.

ადრეანტიკური ხანის მესაქონლურ-მომთაბარული


ცივილიზაციები. ადრეანტიკური ხანის კიდევ ერთი ეკონო-
მიკურ-პოლიტიკური მოდელი მესაქონლურ-მომთაბარული
ცივილიზაციებია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მესაქონლურ-
მომთაბარული ცხოვრების პერიოდი ადრეანტიკური ხანის
სამიწათმოქმედო ცივილიზაციის თითქმის ყველა ხალხმა
გამოიარა, სანამ მკვიდრ ცხოვრებასა და მიწათმოქმედებას
მიჰყოფდა ხელს. ამის მაგალითად, უპირველეს ყოვლისა,
ძველი ებრაელები უნდა დავასახელოთ, რომელთა ისტორიის
მომთაბარულ პერიოდზე ცნობები ბიბლიამ შემოგვინახა. საქმე
ისაა, რომ ადრეანტიკური ხანის მომთაბარე ხალხებზე ცნობები
ძალზე მწირი გვაქვს. ცნობების ეს სიმწირე უმთავრესად მათი
ცხოვრების ნირის შედეგია, რაც არ იძლეოდა მონუმენტური
შენობების, ქალაქების თუ სხვ. აგებისა და დატოვების
შესაძლებლობას.
მომთაბარე ხალხები ჩინეთიდან ცენტრალურ ევრო-
პამდე ვრცელ ველებში მომთაბარეობდნენ. ადრეანტიკური
ხანის მომთაბარული ცივილიზაციებიდან მეტნაკლებად ვრცე-
ლი ცნობები მხოლოდ კიმერიელებზე და სკვითებზე შემო-
გვრჩა.
კიმერიელები ძველ მსოფლიოს და მათ შორის სამხრეთ
კავკასიას ძვ. წ. VIII ს-ის 30-იან წლებში ჩრდილო-
შავიზღვისპირა ვიწრო გასასვლელით მოევლინნენ. შემდეგ კი
მათ ასევე ირანული მოდგმის მომთაბარე-მესაქონლე სკვითები
მოჰყვნენ. კიმირიელები და სკვითები თავიანთი ცხოვრების
წესით წინა აზიის ბინადარი ხალხებისაგან ძალზე
განსხვავდებოდნენ: არც სახნავ-სათესები და ბაღ-ვენახები
ამფორა — ვიწროყელიანი ორყურა
ჭურჭელი.
გააჩნდათ და არც მკვიდრი სამოსახლოები. მათი „სახლები“

50
გადახურული ოთხთვალები იყო, რომლითაც ბავშვები და
მოხუცები გადაჰყავდათ და ავლა-დიდება გადაჰქონდათ.
კიმერიელებს და სკვითებს თან ცხვრის ფარები და საქონლის
ჯოგები მიჰყვებოდა. ეს მათი ძირითადი ქონება და სიმდიდრე
იყო. წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონლის ჯოგებისთვის
უკეთესი საძოვრების ძიებაში ისინი ხშირად ერთი ადგილიდან
მეორეზე გადადიოდნენ. ასეთ ცხოვრებას მიჩვეული
ტომებისათვის ასეულობით და ათასეულობით კილომეტრით
გადაადგილება არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა. მით
უფრო, როდესაც მათ წინ საძარცვად და სარბევად
მიმზიდველი, სიმდიდრით სახელგანთქმული წინააზიური
სახელმწიფოები ეგულებოდათ.
კიმერიელებს და სკვითებს არც ქალაქები და არც
სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, არც დამწერლობას იყენებდნენ.
ამიტომ ისინი წინა აზიის ბინადარი ხალხების თვალში
ველურებად გამოიყურებოდნენ. სინამდვილეში არც ასე იყო
საქმე. როგორც სკვითური ყორღანების გათხრებმა აჩვენა, ისინი
მშვენიერი ხელოსნებიც იყვნენ და ოქრო-ვერცხლისა თუ რკინა-
ბრინჯაოსაგან საუცხოო იარაღს და სამკაულს ამზადებდნენ.
მკაცრ, მომთაბარულ ცხოვრებას მიჩვეული კიმირიელები და
სკვითები შესანიშნავი მეომრები იყვნენ. ამას თუნდაც ქარ-
თული სიტყვა „გმირი“ და სომხური „გიმირი“ მოწმობს, რომე-
ლიც კიმირიელის სატომო სახელიდან წარმოსდგება.
ისტორიამ უფრო მეტი ცნობები სკვითებზე შემოგ-
ვინახა. სკვითები მეცხენეობას მისდევდნენ და საუკეთესო
ცხენებს აშენებდნენ. მათი მთელი ლაშქარი მშვილდოსანი
მხედრებისაგან შედგებოდა, რომლებიც თავბრუდამხვევი
სისწრაფით ესხმოდნენ მტერს. ბრძოლის წარმოების ასეთი წესი
უცხო იყო წინა აზიის ხალხებისათვის, რომელთა ლაშქრის
უდიდეს ნაწილს შუბებით შეიარაღებული ქვეითები
შეადგენდნენ. კიმერიელებმა და სკვითებმა სამხრეთ კავკასია,
მცირე აზია და საერთოდ, წინა აზიის დიდი ნაწილი ააოხრეს
და თავიანთი ლაშქრით ეგვიპტის საზღვრებამდეც კი მიაღწიეს.
მცირე აზიაში მათ დაამარცხეს ფრიგიულ-მუშქური სახელ-
მწიფო და არაერთი დამარცხება ასურეთსა და ურარტუსაც
აგემეს. ისინი წინა აზიის მრავალ რეგიონში, მათ შორის
სამხრეთ კავკასიაში დასახლდნენ.
აქ, მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთში ერთხანს მათი
სამეფოც კი არსებობდა. ერთ-ერთი კიმერიული ტომის თრე-

სკვითი მეომრები. რელიეფი


კიმერიელები   თასზე ყულობას ყორღანიდან
(რეკონსტრუქცია) (ერმიტაჟი)

51
ლების სახელი სამხრეთ საქართველოში თრიალეთის ქედსა და
თრიალეთის მხარეს შემორჩა. სამხრეთ კავკასიასა და წინა
აზიაში დასახლებულ კიმერიელთა და სკვითთა მნიშვ-
ნელოვანი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის
ჩვენს წინაპრებს შეერია და მათში გაითქვიფა, ერთი ნაწილი კი,
მოგვიანებით, ისევ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებს
დაუბრუნდა.
მომთაბარული ეკონომიკა მთლიანად მეცხვარეობა-
მეცხოველეობის განვითარებას ეფუძნებოდა. სკვითებმა
მეცხოველეობის განვითარებას დიდი წვლილი დასდეს. ისინი
პირველები იყვნენ რძის პროდუქტის მრავალი სახეობის
შექმნისა და ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალ-
ფეროვნების გამოგონება-გავრცელებაში.
ძველი მსოფლიოს საზომებით თუ ვიმსჯელებთ,
მომთაბარე-მესაქონლე ხალხები, რომლებიც უზარმაზარ ცხვ-
რის ფარებსა და ათიათასობით სულ პირუტყვს ითვლიდნენ, იმ
ხანის საზოგადოების უმდიდრეს ნაწილს ქმნიდნენ.
ასე რომ, ამ სამ განსხვავებულ ეკონომიკაზე დაფუძ-
ნებული საზოგადოებებისა და ცივილიზაციების მიმოხილვის
შემდეგ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადრეანტიკურ ხანაში სამივე
მათგანმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ დიდი
სიმდიდრისა და სამხედრო პოტენციალის მიუხედავად,
მომთაბარე-მესაქონლეთა მომავალი მაინც ისტორიის მიერ
განსაზღვრული იყო — ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა და მათ
მიერ დაპყრობილ მიწათმოქმედ მოსახლეობასთან
ასიმილირება. ამ მხრივ თვით სკვითების მაგალითიც გამო-
დგება. ძვ. წ. V ს-ისათვის, ანუ დიდი ბერძენი ისტორიკოსის
ჰეროდოტეს ხანისათვის, სკვითების ერთმა დასავლეთის —
დუნაისპირეთისაკენ გაჭრილმა ნაწილმა უკვე მკვიდრ
ცხოვრებასაც მიჰყო ხელი და მიწათმოქმედებაც დაიწყო.
ისიც უნდა ითქვას, რომ მომთაბარეთა „დასახლება“
დროში საკმაოდ გაწელილი პროცესი აღმოჩნდა, მით უფრო
აზიის კონტინენტზე, სადაც მომთაბარული მეურნეობისათვის
ვრცელი და ნოყიერი ველების სახით განსაკუთრებულად
სკვითურ ყორღანებში ხელშემწყობი პირობები არსებობდა. მომთაბარეთა შემოსევები
აღმოჩენილი წითელ ზოლად გასდევს არა მარტო ანტიკურ ხანას, არამედ
ოქროს ნივთები: მთელ შუა საუკუნეებსაც და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ

ირმის ქანდაკება

ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი.
მიცვალებულის ნიღაბი ძვ. წ.-მდე IV-III ს.

52
ახალი ისტორიის დადგომასთან ერთად მომთაბარე-მესაქონლე
ტომების უდიდესი ნაწილი უკვე ბინადარ ცხოვრებაზე
გადავიდა. უდიდესი ვამბობთ იმიტომ, რომ დღესაც, XXI ს-ის
დასაწყისში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მეტნაკლებად
დიდი თუ მცირერიცხოვანი ტომები კვლავაც კარვებში
ცხოვრობენ და მომთაბარე მესაქონლეობას მისდევენ.

53
T a v i II

ძვ.წ. 539 ძვ.წ. 460


კიროს დიდი საფუძველს პერიკლეს ხანა არის დემოკრატიის
უყრის სპარსეთის იმპერიას. მწვერვალი ათენში.

ძვ. წ. ძვ.წ.
600 500

54
ძვ.წ. 431
ძვ.წ. 221
იწყება პელოპონესის ომი —
ომი ათენსა და სპარტას გარშემო
დაჯგუფებულ პოლისთა –
ძვ.წ. 331 ცინ-ში ხუანდი აერთიანებს
დელოსისა და პელოპონესის მთელ შუა ჩინეთს და იწყებს
კავშირებს შორის, რომელიც ალექსანდრე მაკედონელი ჩინეთის დიდი კედლის
აღწერა თუკიდიდე ათენელმა. იპყრობს სპარსეთის იმპერიას. მშენებლობას.

ძვ.წ. ძვ.წ.
400 300

55
მოგეთხოვებათ შემდეგი ცნებების, ტერმინების, სახელების და თარიღების ცოდნა

აქამენიანთა სპარსეთი ყიაღსარი ძვ. წ. V ს. - ინდოეთში მაგადჰას იმპერიის


დარიკი კიროსი ჩამოყალიბება
სატრაპიები კამბისი დაახლ. ძვ. წ. 495 - ძვ. წ. 429 - პერიკლეს ხანა
მაგადჰას იმპერია დარიოს I ძვ. წ. 500 - ძვ. წ. 449 ბერძენ-სპარსელთა ომები
ათენი გაუტამა ძვ. წ. 431 - ძვ. წ. 404 - პელოპონესის ომი
სპარტა მაჰაპადმა ნანდა ძვ. წ. 331 - ბრძოლა გავგამელას ველზე
არქონტი სოლონი ძვ. წ. 323 - ძვ. წ. 30 წ. - ელინისტური ხანა
არეოპაგი პერიკლე
დემოსი ქსერქსე
მარათონის ბრძოლა ლიკურგე
სალამინის ბრძოლა ფილიპე II
პელოპონესის ომი ალექსანდრე მაკედონელი
ჰილოტები დარიოს III
გავგამელას ბრძოლა აშოკა
ელინისტური ხანა ცინ-ში ხუანდი
პტოლემაიოსების ხანის დინასტია
დინასტია
სელევკიანთა სამეფო

მასალის კითხვისას მოახდინეთ ფოკუსირება შემდეგ საკვანძო საკითხებზე:

1. როგორ ყალიბდებოდნენ და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან აქამენიანთა სპარსეთისა და


მაგადჰას იმპერიებს?
2. როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციის პროცესი ათენის ქალაქ-
სახელმწიფოში? შეადარეთ ის სპარტის პოლიტიკურ წყობას;
3. რა ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს: ათენსა და სპარტას აქამენიანთა
სპარსეთთან?
4. 4. ვინ და როგორ მოახერხა ძველბერძნული და სპარსული სივრცის ერთ დიდ იმპერიად
ჩამოყალიბება?
5. 5. ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებმა როგორ შეუწყო ხელი ახალი ცივილიზაციის
ჩამოყალიბებას?
6. რომელი სახელმწიფოები წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ?
7. რა იყო მაურების ხანის ინდოეთისა და ხანის დინასტიის ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის
მიზეზები?

56

You might also like