You are on page 1of 399

გრეის

ორმოცდაათი

ელფერი
ე. ლ. ჯეიმზი
წინასიტყვაობა
მინდა, მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის – ნიელისა, რომელიც ჩემს გატაცებას მოთმინებით შეხვდა,
წიგნზე მუშაობის განმავლობაში ოჯახზე ზრუნავდა და რომანის პირველი რედაქტირება
თვითონ ითავა.
მადლობას ვუხდი ჩემს ხელმძღვანელს, ლაიზას, იმისთვის, რომ იტანდა მთელი წლით
გაწელილ ამ სიგიჟეს.
ს. ს. ლ.ს – არასდროს არაფერს ვიტყვი, მაგრამ გმადლობ.
მადლობას ვუხდი პირველ მკითხველებს მეგობრული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
ს. რ.ს – რომანზე მუშაობის დასაწყისში სასარგებლო რჩევებისთვის.
სიუ მელოუნს – გმადლობ, რომ მე ამირჩიე.
ამანდას და გამომცემლობა „TWCS“ის მთელ გუნდს, იმისთვის, რომ მენდეთ და არჩევანი
ჩემზე შეაჩერეთ.

თავი პირველი
სარკეში საკუთარ ანარეკლს ზიზღით შევცქერი. რატომ მაქვს ასეთი საშინელი თმა,
ყოველ მხარეს რომ იფარჩხება! ანდა ჩემდა ჭირად რაღა ახლა მოუნდა კათრინ კავანასაც
ავად გახდომა!.. იმის მაგივრად, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში ჩასაბარებელი
გამოცდებისთვის ვემზადებოდე, თავის ნებაზე გაწეწილი თმის დაშოშმინებას
ვცდილობ. „სველი თმით დაძინება არ შეიძლება, სველი თმით დაძინება არ შეიძლება“, –
ვიმეორებ რამდენჯერმე მანტრასავით და ისევ ბუწუწების მოწესრიგებას ვცდილობ.
სასოწარკვეთილი მზერით შევცქერი სარკეში საკუთარ თავს. სარკიდან ფერმკრთალი
გოგონა მიყურებს მუქი წაბლისფერი თმითა და ამ სახისთვის მეტისმეტად დიდი
ცისფერი თვალებით. ისღა დამრჩენია, კეფაზე „ცხენის კუდად“ შევიკრა: ასეთი
საშინელება მაინც არ იქნება.
მე და კეიტი ერთ ბინაში ვცხოვრობთ. ის კი მაინცდამაინც იმ დღეს ჩაწვა გრიპით, როცა
რომელიღაც სამრეწველო მაგნატთან, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი მსმენია,
სტუდენტური გაზეთისთვის ინტერვიუს ასაღებად შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
ამიტომ მაგნატთან შეხვედრა იმის მაგივრად მე მიწევს. არადა გამოცდებიც კარზეა
მომდგარი, ეს-ეს დამთავრებასაც დღეს საღამოს ვაპირებდი, მაგრამ ამის ნაცვლად 165
მილის დაშორებით, სიეტლის ცენტრში უნდა წავიდე და ჰოლდინგ „გრეი
ენტერპრაიზის“ იდუმალებით მოცულ გენერალურ დირექტორს შევხვდე. მისტერ გრეი
ცნობილი მეწარმე და ჩვენი უნივერსიტეტის მსხვილი სპონსორია; ის, ვისი დროც
ბევრად ძვირად ფასობს, ვიდრე ჩემი, კეიტს ინტერვიუზე დათანხმდა. წარმოუდგენლად
გამიმართლაო, აღფრთოვანებული იყო კეიტი. ეშმაკსაც წაუღია კეიტის
საზოგადოებრივი საქმიანობა!
კეიტი მისაღებში, დივანზეა მიწოლილი.
– ნუ ბრაზობ რა, ანა! ცხრა თვე დამჭირდა, რომ ინტერვიუზე დამეყოლიებინა და კიდევ
ექვს თვეს მოვუნდები, რომ გადავატანინო, იმ დროისთვის კი უნივერსიტეტი ორივეს
დამთავრებული გვექნება. როგორც რედაქტორს, ასეთი შანსის ხელიდან გაშვების
უფლება უბრალოდ არ მაქვს. გთხოვ!
კეიტი ჩახრინწული, გაციებული ხმით მეხვეწება. ნეტა როგორ გამოსდის? ავადმყოფიც
კი ელფივით ულამაზესია: მოოქროსფროჟღალი თმა მწოლიარესაც კი არ ეჩეჩება,
ჩაწითლებული და აცრემლებული მწვანე თვალები კი ახლაც უბრწყინავს.
– რა თქმა უნდა, წავალ, კეიტ, ოღონდ დაწექი. ნაიკვილი ან ტაილენოლი გიყიდო?
– ნაიკვილი, თუ შეგიძლია. კითხვების და პორტატიული დიქტოფონის წაღება არ
დაგავიწყდეს. შენ მარტო ჩაწერის ღილაკს უნდა დააჭირო თითი, მერე მე გავშიფრავ.
– მასზე რომ არაფერი ვიცი?! – ვბუზღუნებ და ნელ-ნელა შემოპარული პანიკის
ჩახშობას ვცდილობ.
– კითხვები გამზადებული გაქვს – ეს უკვე ნახევარი საქმეა. წადი, თორემ დაიგვიანებ,
შორია.
– კარგი, მივდივარ. ლოგინში ჩაწექი. წვნიანი გაგიკეთე და რომ მოგშივდება, გაათბე.
ალერსით შევცქერი. „მხოლოდ შენი გულისთვის, კეიტ“.
– კარგი. წარმატებას გისურვებ. გმადლობ, ანა, ჩემი მხსნელი ხარ, როგორც ყოველთვის.
ჩანთას ვიღებ, ცალყბად ვუღიმი და ქუჩაში, მანქანასთან გავდივარ. დაუჯერებელია,
რომ ასე ადვილად დამითანხმა. თუმცა კეიტი ნებისმიერს დაიყოლიებს. მისგან
არაჩვეულებრივი ჟურნალისტი დადგება. ამისთვის ყველა მონაცემი აქვს: საღი გონება,
ნებისყოფა, შეუპოვრობა და ადამიანების დარწმუნების უნარი, ამას გარდა ჩემი
ყველაზე, ყველაზე საყვარელი და ულამაზესი მეგობარია.

დილით ადრე ვაშინგტონის შტატიდან, ვანკუვერიდან მე-5 შტატთაშორის ტრასაზე


გავდივარ. გზები ჯერ ისევ შედარებით ცარიელია, სიეტლში კი მხოლოდ ორ საათზე
უნდა ვიყო. კეიტმა თავისი „მერსედეს ცლკ“ მათხოვა. ჩემი ძველი „ფოლკსვაგენ-ხოჭო“
ამხელა მანძილს და თანაც ასე სწრაფად ნამდვილად ვერ გაივლიდა. „მერსის“ ტარება
სასიამოვნოა: გაზის პედალს ფეხს ბოლომდე ვაჭერ და კილომეტრები ერთმანეთის
მიყოლებით ილევა.
მისტერ გრეის გლობალური კომპანიის შტაბბინაში მივდივარ. ეს უზარმაზარი,
ოცსართულიანი, უსწორმასწორო მინითა და ლითონით ნაგები საოფისე შენობა
არქიტექტორის უტილიტარული ფანტაზიაა. მინისავე შესასვლელი კარის თავზე
ფოლადის ასოებით მოკრძალებული წარწერაა „გრეი ჰაუსი“. ორს თხუთმეტი წუთი
უკლია – მადლობა ღმერთს, არ დამაგვიანდა! – ვფიქრობ ჩემთვის და თეთრი ქვიშაქვით
მოპირკეთებულ უზარმაზარ, შიშისმომგვრელ ჰოლში შევდივარ. მაგიდის იქიდან
ქერათმიანი, მიმზიდველი და მოწესრიგებული, ნაცრისფერ პიჯაკსა და თეთრ ბლუზაში
გამოწყობილი, უნაკლო გარეგნობის ქალი მიღიმის.
– მისტერ გრეისთან მაქვს შეხვედრა დანიშნული. ანასტასია სტილი, კათრინ კავანას
მაგივრად.
– ერთი წუთით, მის სტილ, – მეუბნება ქერათმიანი და წარბს ოდნავ ძგიბავს.
მის წინ შეცბუნებული ვდგავარ; საშინლად ვნანობ, რომ კეიტს პიჯაკი არ გამოვართვი
და ლურჯ ქურთუკში გამოწყობილი წამოვედი, ჩემი ერთადერთი ქვედაბოლო,
ყავისფერი, მუხლამდე ჩექმები და ცისფერი სვიტერი – ჩემი აზრით, საკმაოდ
ელეგანტურადაც კი ჩავიცვი. ყურსუკან ჩამოვარდნილ თმას ვისწორებ და ვცდილობ,
შიში არ შევიმჩნიო.
– მის კავანას შეხვედრა ნამდვილად აქვს დანიშნული. გთხოვთ, აი, აქ მოაწეროთ ხელი,
მის სტილ. მარჯვნივ ბოლო ლიფტი, მეოცე სართული. ქერათმიანი თავაზიანი
ღიმილით მიყურებს როგორ ვაწერ ხელს: ეტყობა, დამცინის და საშვს მიწვდის,
რომელზეც მსხვილი ასოებით წერია: „მომსვლელი“. სულელური ჩაცინებისგან თავს ვერ
ვიკავებ, აბა რა! ჩემნაირებს ალბათ შუბლზე აწერიათ, რომ მხოლოდ მომსვლელები
არიან, აქ ჩემი ადგილი ნამდვილად არ არის, ახალიც არაფერია – ვოხრავ ჩემთვის.
მადლობას ვუხდი და შავ, საუცხოოდ შეკერილ კოსტიუმებში გამოწყობილი დაცვის წინ,
ჩემზე გაცილებით ელეგანტურად რომ გამოიყურებიან, ლიფტებისკენ მივდივარ.
ლიფტს მეოცე სართულზე საშინელი სისწრაფით ავყავარ. კარი ავტომატურად იღება და
მეორე დიდ ჰოლში გავდივარ – ისევ შუშა, ფოლადი და თეთრი ქვიშაქვა. ჩემ წინ
მორიგი მაგიდა და შავ, საქმიან კოსტიუმსა და თეთრ ბლუზაში გამოწყობილი მორიგი
ქერათმიანი ზის, რომელიც ჩემს დანახვაზე ფეხზე დგება.
– მის სტილ, თუ შეიძლება, აქ დაიცადეთ, – და ჩამწკრივებულ თეთრი ტყავის
სავარძლებზე მიმითითებს.
თეთრი ტყავის სავარძლებს მიღმა შუშის კედლით გადაღობილი ფართო
მოლაპარაკებათა დარბაზია, სადაც მუქი ხის გრძელი მაგიდა დგას, რომელსაც, სულ
ცოტა, ოცი ასეთივე სკამი აქვს გარშემო შემოწყობილი. მაგიდის მიღმა კი კედლის მთელ
სიგრძეზე გაჭრილი ფანჯარაა, საიდანაც სიეტლის პანორამა ყურემდე იშლება. საოცარი
ხედია და სანახაობით მონუსხულს წამით სუნთქვა მეკვრება. მაგარია!
სავარძელზე ვჯდები, ჩანთიდან ინტერვიუზე დასასმელ კითხვებს ვიღებ და კიდევ
ერთხელ ვავლებ თვალს, თან გულში კეიტს ვლანძღავ, რომ მისტერ გრეის თუნდაც
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები არ მომცა. მე ხომ არაფერი ვიცი ადამიანზე,
რომლისგანაც ინტერვიუს აღებას ვაპირებ. ის შეიძლება ოცდაათისაც იყოს და
ოთხმოცდაათისაც. გაურკვევლობა მაღიზიანებს და სავარძელში მოუსვენრად ცქმუტვას
ვიწყებ. არასდროს მიყვარდა პირისპირ ინტერვიუს აღება, პრესკონფერენციის
ანონიმურობა მირჩევნია, სადაც შეიძლება ბოლო რიგში მიიყუჟო შენთვის და თვალში
არავის მოეჩხირო. ბოლომდე გულახდილი რომ ვიყო, ყველაზე მეტად სავარძელში
მოკალათება და ინგლისური კლასიკური რომანების კითხვა მიყვარს და არა
ნერვიულობით გათანგულს უზარმაზარ გამჭვირვალე დარბაზებში ჯდომა.
წარმოსახვაში საკუთარ თავს თვალებს ვუბრიალებ. გონს მოდი, სტილ. შენობის
სტერილური სისუფთავით და თანამედროვეობით თუ ვიმსჯელებთ, მისტერ გრეი
სადღაც ორმოცს გადაცილებული იქნება: სპორტული აღნაგობით, გარუჯული, და
მისივე ქვეშევრდომების შესაფერისი – ღია ფერის თმით.
ხელმარჯვნივ, დიდი კარიდან კიდევ ერთი ელეგანტური, უნაკლოდ ჩაცმული
ქერათმიანი გამოდის. საინტერესოა, აქ ყველა ასეთია? თავი სტეპფორდში მგონია. ჰაერს
ღრმად ვისუნთქავ და ვდგები.
– მის სტილი ბრძანდებით? – მეკითხება ბოლო ქერათმიანი.
– დიახ, – ხმა ჩამხლეჩია; ყელს ვიწმენდ, – დიახ? – ახლა უფრო თავდაჯერებულად
გამომდის.
– მისტერ გრეი მალე გათავისუფლდება. თქვენი ქურთუკი მიბოძეთ თუ შეიძლება.
– დიახ, ინებეთ, – ქურთუკს ვიხდი.
– სასმელები შემოგთავაზეს?
– აა... არა.
როგორც ჩანს, ქერა ნომერი პირველი ჩავუშვი.
ქერა ნომერი ორი წარბებს ჭმუხნის და მაგიდასთან მჯდომი ახალგაზრდა ქალისკენ
მკაცრად იხედება.
– რას ინებებთ: ჩაი, ყავა, წყალი? – მეკითხება ისევ ჩემკენ მობრუნებული.
– ერთი ჭიქა წყალი, თუ შეიძლება, – ვბუტბუტებ დაბნეული.
– ოლივია, თუ შეიძლება, მის სტილს წყალი მოუტანეთ, – განკარგულებას აძლევს
მკაცრი ხმით.
ოლივია ადგილს სწყდება და თვალის დახამხამებაში ფოიეს მოპირდაპირე მხარეს
დატანებულ კარში უჩინარდება.
– ბოდიშს გიხდით, მის სტილ. ოლივია ჩვენი ახალი თანამშრომელია. გთხოვთ
დაბრძანდეთ. მისტერ გრეი ხუთ წუთში მიგიღებთ.
ოლივია ყინულივით ცივი წყლით სავსე ჭიქით ბრუნდება.
– ინებეთ, მის სტილ.
– გმადლობთ.
ქერა ნომერი ორი ქუსლების ბაკაბუკით დიდი მაგიდისკენ მიდის, სკამზე ჯდება და
ორივე მუშაობას აგრძელებს.
ალბათ მისტერ გრეი მხოლოდ ქერათმიანებს იღებს სამსახურში. საინტერესოა, ეს
კანონიერია? – ვფიქრობ დაბნეული და კაბინეტის კარიც იღება. იქიდან მაღალი,
ელეგანტურად ჩაცმული აფროამერიკელი კაცი გამოდის მოკლე დრედებით. არა,
სამოსში ნამდვილად შევცდი.
ის ბრუნდება და მხარსუკან კაბინეტში ვიღაცას ეუბნება:
– გოლფი ამ კვირაშია დანიშნული, გრეი.
პასუხი არ მესმის. ჩემკენ ტრიალდება, მხედავს, ოდნავ ჭუტავს მუქ თვალებს და
მიღიმის. ოლივია ისევ ადგილს სწყდება და ლიფტს იძახებს. როგორც ჩანს, ამ საქმეში
კარგად არის გაწაფული, მაგრამ ჩემზე მეტად ნერვიულობს.
– კარგად იყავით, ქალბატონებო, – ამბობს კაცი და ლიფტის სრიალით გაღებულ კარს
მიღმა უჩინარდება.
– შებრძანდით, მის სტილ, მისტერ გრეი გელოდებათ, – მომმართავს ქერა ნომერი
მეორე.
ვდგები და ვგრძნობ, რომ მუხლები მეკვეთება. ვცდილობ, ნერვები დავიმშვიდო,
ჩანთას ვიღებ, წყლიან ჭიქას იქვე, სავარძელზე ვტოვებ და შეღებული კარისკენ
მივდივარ.
– შეგიძლიათ დაუკაკუნებლად შეხვიდეთ, მის სტილ, – მეუბნება ქერა და მიღიმის.
კარს ვაღებ, ოთახში ვიხედები, ფეხები ერთმანეთში მებლანდება და იატაკისკენ თავით
მივფრინავ.
ჯანდაბა, ხომ არ შეიძლება ასეთი მოუხერხებელი იყო! მისტერ გრეის კაბინეტის
შესასვლელში ოთხზე ვდგავარ და ვიღაცის მზრუნველი ხელები წამოდგომაში
მეხმარება. სულელური სიტუაციაა. თვალებში შეხედვის მრცხვენია. ღმერთო! რა
ახალგაზრდაა.
– მის კავანა, – მომმართავს, როგორც კი ფეხზე დადგომას ვახერხებ და
გრძელთითებიან ხელს მიწვდის, – კრისტიან გრეი. ხომ არაფერი დაგიშავდათ?
დაბრძანდით.
ახალგაზრდა, მაღალი და ძალიან სიმპათიური. არაჩვეულებრივ რუხ კოსტიუმსა და
თეთრ პერანგში გამოწყობილს შავი ჰალსტუხი უკეთია. მუქი ჟანგისფერი ურჩი თმა
აქვს, გამჭოლი ნაცრისფერი თვალებით კი გამომცდელად მაკვირდება. ხმის ამოღებას
მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ვახერხებ.
– არა, უბრალოდ... – ვბუტბუტებ დაბნეული. თუ ის ოცდაათ წელზე მეტისაა, მაშინ მე
სულ ბავშვი ვყოფილვარ. გაუცნობიერებლად ხელს ვუწვდი. ჩვენი თითები ერთმანეთს
ეხება და სხეულში უცნაური, სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. შეცბუნებულს
ხელინაჩქარევად უკან მიმაქვს. ალბათ უბრალოდ ელექტრონული იმპულსი იყო.
თვალები ჩქარ-ჩქარა, ლამის ჩემი გულისცემის რიტმში მიხამხამებს.
– მის კავანა ავად გახდა და მის მაგივრად მოვედი. იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ
იქნებით, მისტერ გრეი.
– თქვენ ვინ ხართ?
მის ხმაში სითბო იგრძნობა. როგორც ჩანს, შექმნილი მდგომარეობა ახალისებს, თუმცა
აუღელვებელი სახის გამომეტყველება არ ეცვლება. ოდნავი დაინტერესება ეტყობა,
მაგრამ ძირითადად თავაზიანობით იფარგლება.
– ანასტასია სტილი. კეიტთან ერთად, ჰმ... კათრინთან... ააჰ... მის კავანასთან ერთად
ვსწავლობ ინგლისურ ლიტერატურას.
– გასაგებია, – უბრალოდ ლაპარაკობს, თითქოს სახეზე ღიმილმაც გადაურბინა, თუმცა
დარწმუნებული არ ვარ.
– დაბრძანდით, – და თეთრი ტყავის კუთხის დივანზე მითითებს.
კაბინეტი ერთი ადამიანისთვის ძალიან დიდია. უზარმაზარი, მთელ კედელზე
გაჭრილი ფანჯრების მოპირდაპირე მხარეს მდგარი თანამედროვე დიზაინის, შავი ხის
მაგიდის გარშემო ექვსი ადამიანი თავისუფლად დაეტევა. დივნის გვერდით იმავე
დიზაინის ჟურნალის მაგიდა დგას. სხვა ყველაფერი: ჭერი, იატაკი და კედლები
თეთრად ქათქათებს, გარდა კარის თავზე დაკიდებული ოცდათექვსმეტი სურათისგან
შემდგარი საკმაოდ დიდი მოზაიკის კვადრატისა, რომელზეც ჩვეულებრივი,
ყოველდღიური ნივთები ისეთი გულდასმით არის გამოხატული, ფოტოსურათი
გეგონება. მთლიანობაში ისეთი სილამაზეა.
– შეუძლებელია, გულგრილი დარჩე.
– ადგილობრივი მხატვრის ნამუშევარია. გვარად ტროუტონის, – მიხსნის გრეი, მას
შემდეგ, რაც ჩემს მზერას იჭერს.
– არაჩვეულებრივია. საოცრება უბრალოებაში, – ვბუტბუტებ და ვგრძნობ, რომ
თავადაც მაღელვებს და მისი სურათიც.
თავს გვერდზე ხრის და მაკვირდება.
– სრულიად გეთანხმებით, მის სტილ, – ამბობს ხმადაბლა და ჩემთვის სრულიად
მოულოდნელად რატომღაც ვწითლდები.
სურათებს თუ არ ჩავთვლით, კაბინეტი ცივი, სუფთა და სრულიად სტერილურია.
საინტერესოა, ეს არის ჩემ პირდაპირ, ერთერთ თეთრ ტყავის სავარძელში
გრაციოზულად მოკალათებული ადონისის შინაგანი სამყარო? თავს ვაქნევ, ვცდილობ,
მოძალებული ფიქრები მოვიშორო და ჩანთიდან კეიტის გამზადებულ კითხვებს ვიღებ.
მერე ვცდილობ, პორტატიული დიქტოფონი მოვამზადო. არაფერი გამოდის,
დიქტოფონი ჟურნალის მაგიდაზე ორჯერ მივარდება. მისტერ გრეი ხმას არ იღებს,
იმედია, უბრალოდ მოთმინებით მელოდება, მე სულ უფრო და უფრო მეტად ვღელავ და
ვნერვიულობ. ბოლოს, როგორც იქნა, ძალას ვიკრებ და შეხედვას ვბედავ, გრეის ერთი
ხელი მუხლთან თავისუფლად აქვს ჩამოშვებული, მეორე ნიკაპის ქვეშ ამოუდვია,
ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითით კი ალბათ ღიმილის შეკავებას ცდილობს.
– უკაცრავად, – ოჰ, როგორც იქნა გამოვიდა, – ჯერ კარგად ვერ ვისწავლე გამოყენება.
– ნუ ჩქარობთ, მის სტილ, – მამშვიდებს გრეი.
– წინააღმდეგი ხომ არ ხართ, თქვენი პასუხები რომ ჩავიწერო?
– მას შემდეგ, რაც ამდენი იწვალეთ, ამას კიდევ კითხვა სჭირდება?
სახე მეფაკლება. თვალებს ვახამხამებ და არ ვიცი, რა ვუპასუხო. როგორც ჩანს,
შევეცოდე და მოლბა:
– არა, წინააღმდეგი არ ვარ.
– კეიტმა, უფრო სწორედ, მის კავანამ ჩაგაყენათ საქმის კურსში, რა არის ინტერვიუს
მიზანი?
– დიახ, რადგან კურსდამთავრებულებს დიპლომები მე უნდა გადავცე, ინტერვიუ
სტუდენტებისთვის ჩემი პიროვნების გაცნობას ემსახურება.
ოჰო! ეს არც კი ვიცოდი. მაშინვე თვალწინ ის წარმომიდგება, როგორ გადმომცემს
დიპლომს თუნდაც ასეთი წარმატებული, მაგრამ ჩემზე დიდი-დიდი, ექვსი წლით
უფროსი კაცი. კოპებს ვკრავ და ვცდილობ, ყურადღება ისევ სტატიაზე გადავიტანო.
– კარგი, – ნერწყვს ვყლაპავ, – თქვენთან სულ რამდენიმე კითხვა მაქვს.
ისევ ურჩი თმის დამალვას ვცდილობ.
– ვფიქრობ, შეძლებთ, – აუღელვებლად წარმოთქვამს მისტერ გრეი. არა, აშკარად
დამცინის! სახე მიხურს. უფრო მაღალი და თავდაჯერებული რომ გამოვჩნდე, ბეჭებში
ვიმართები და პროფესიონალის გამომეტყველებით თითს ღილაკს ვაჭერ.
– მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზდა ხართ, უკვე საკუთარი იმპერიის მფლობელი
ბრძანდებით. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
გულთბილად იღიმება, მაგრამ იმედგაცრუებული ჩანს.
– ბიზნესი ადამიანებს ეფუძნება, მის სტილ, მე კი მათში ძალიან კარგად ვერკვევი.
ვიცი, რა აინტერესებთ, რა უხარიათ, რა აღფრთოვანებთ და რა არის საჭირო იმისათვის,
რომ სტიმული ჰქონდეთ. ჩემთან საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ და მეც მათ
კარგად ვუხდი, – ჩუმდება და ყურადღებით მაკვირდება, – ჩემი აზრით, იმისთვის, რომ
ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწიო, ეს საქმე მთლიანად უნდა მოიცვა, შიგნიდან და
გარედან, მისი ყოველი დეტალი უნდა შეისწავლო. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობ. ის
გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებ, ყოველთვის ფაქტებსა და ლოგიკაზეა
დამყარებული. გარდა ამისა, ბუნებრივი ნიჭი მაქვს, საყურადღებო იდეები ამოვიცნო.
კარგი შედეგი ყოველთვის ადამიანებიდან მოდის.
– იქნებ უბრალოდ გაგიმართლათ? – ეს კითხვა კეიტის კითხვებში არ არის, მაგრამ
ისეთი გადიდგულებულია, რომ არ დავუსვა, არ შემიძლია!
თვალები წამით გაოცებით უელავს.
– შემთხვევითობებს და გამართლებას არ ვეყრდნობი, მის სტილ. რაც მეტს ვმუშაობ,
მით მეტად მიმართლებს. საიდუმლო იმაშია, რომ კონტინგენტი შეირჩეს სწორად და
მისი ენერგიაც სწორი კალაპოტისკენ მიიმართოს. თუ არ ვცდები, ჰარვი ფაირსტონი
ამბობდა, რომ „ლიდერის უპირველესი ამოცანა ადამიანების ზრდა და განვითარებაა“.
– როგორც ვხედავ, დიქტატორის მიდგომა გაქვთ, – სიტყვები იქამდე სწყდება ენას,
ვიდრე თავის შეკავებას ვახერხებ.
– დიახ, ვცდილობ, ყველაფერი ვაკონტროლო, მის სტილ.
მის ღიმილში იუმორის ნატამალიც არ არის. შევცქერი და ისიც აუღელვებელი
გამომეტყველებით პირდაპირ თვალებში მიყურებს. სუნთქვა მიხშირდება, ისევ
ვწითლდები.
რატომ ვნერვიულობ ასე? მისი გარეგნობა მაჯადოებს? ან იქნებ მისი თვალებიდან
წამოსული ნაპერწკალი? თუ ის, როგორ ეხება საჩვენებელი თითით თავის ზედა ტუჩს?
ძალიან მაბნევს – ჯობია, არ ეხებოდეს.
– თუმცა, სრული ძალაუფლების მოპოვება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც
ხელმძღვანელობის თანდაყოლილი უნარი აქვს, – დაბალი, რბილი ხმით განაგრძობს
გრეი.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სრული ძალაუფლება გაქვთ ადამიანებზე?
ნამდვილი დიქტატორია!
– მე ორმოცი ათასი ადამიანი მყავს დასაქმებული, მის სტილ, ეს გარკვეულ
პასუხისმგებლობასაც მაკისრებს და, თუ ასე გნებავთ, ძალაუფლებასაც. ოდესმე
სატელეკომუნიკაციო ბიზნესმა რომ აღარ დამაინტერესოს და გავყიდო, ერთ თვეში
მათგან ოცი ათასს კრედიტების დაფარვის საშუალება აღარ ექნება.
ლამის ყბა ჩამომვარდეს – დაუჯერებელი არაადამიანურობაა!
– როგორ, საბჭოს წინაშე პასუხისმგებელი არ ხართ?
– არა, მე კომპანიის მფლობელი ვარ და არავის წინაშე არა ვარ პასუხისმგებელი.
წარბს ოდნავ მაღლა სწევს და თვალებში მიყურებს. ისევ ვწითლდები. ინტერვიუსთვის
რომ მოვმზადებულიყავი, სხვა ყველაფერთან ერთად ესეც მეცოდინებოდა... მაგრამ რა
უტიფარია!.. ტაქტიკას ვცვლი და ვცდილობ, მეორე მხრიდან მოვუარო.
– რა გაინტერესებთ სამუშაოს გარდა?
– მე მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს, მის სტილ, – ტუჩებზე ღიმილი ეფინება, –
ძალიან მრავალფეროვანი.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ მისი დაკვირვებული მზერა ძალიან მაფორიაქებს. რაღაც
ბიწიერია ამ მზერაში.
– თუ ამდენს მუშაობთ, როდის და როგორ ისვენებთ?
– ვისვენებ? – ის იღიმება და იდეალურად თეთრ კბილებს აჩენს. სუნთქვა მეკვრება. არ
შეიძლება, კაცი ასეთი ლამაზი იყოს, – იმისთვის, რომ, როგორც თქვენ თქვით,
დავისვენო, იახტით ვცურავ, თვითმფრინავით დავფრინავ და თავს სხვადასხვაგვარი
ფიზიკური ვარჯიშით ვიტვირთავ. მე ძალიან მდიდარი ვარ, მის სტილ, ამიტომ ჩემი
დასვენებაც მდიდრული და სერიოზული გატაცებებისგან შედგება.
თემის შესაცვლელად ნაჩქარევად კეიტის მოცემულ კითხვებს ვავლებ თვალს.
– თქვენი მთავარი ინტერესი წარმოებაა, რატომ აირჩიეთ ეს სფერო?
ასე რატომ ვღელავ მის გვერდით?
– მე შექმნა მაინტერესებს. მომწონს საგანთა არსის წვდომის პროცესი, მაინტერესებს,
როგორ მუშაობს ესა თუ ის საგანი, რისგან შედგება, როგორ იშლება და იწყობა ის.
განსაკუთრებით კი გემები მიყვარს... სხვა რა ვთქვა?..
– გამოდის, რომ გულის ხმას უსმენთ და არა ფაქტებს და ლოგიკას.
იცინის და ყურადღებით მაკვირდება.
– შესაძლებელია. თუმცა კი, ზოგიერთები თვლიან, რომ უგულო ვარ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კარგად მიცნობენ, – მისი ტუჩის კუთხეები ირონიულ ღიმილად ქვევით
ეშვება.
– ადამიანებს ადვილად უშვებთ ახლოს? – ვსვამ კითხვას და მაშინვე ვნანობ. რა თქმა
უნდა, არც ეს კითხვაა კეიტის კითხვებში.
– მე ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მის სტილ, და მზად ვარ, ძალიან ბევრი გავიღო,
რომ ჩემი პირადი ცხოვრება დავიცვა. ამიტომაა, რომ ინტერვიუზეც ასე იშვიათად
ვთანხმდები, – მპასუხობს გრეი.
– ამჯერად რატომ დათანხმდით?
– იმიტომ, რომ თქვენს უნივერსიტეტს ვაფინანსებ, თანაც მის კავანასგან თავის
დაღწევა არც ისე ადვილია. ის ჩემს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას
ისეთი სიჯიუტით ჩააფრინდა, რომ იძულებული გამხადა, დავთანხმებულიყავი. პატივს
ვცემ ასეთ შეუპოვრობას.
კეიტს შეუპოვრობა ნამდვილად არ აკლია. მეც, იმის ნაცვლად, რომ გამოცდებისთვის
ვემზადებოდე, აქ ვზივარ და, გრეის გამჭოლი მზერით აფორიაქებული, ვცქმუტავ.
– როგორც ცნობილია, ფულს სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებში აბანდებთ. ეს
სფეროც თქვენს ინტერესებში შედის?
– ფული არ იჭმება, მის სტილ, მსოფლიოში კი უამრავი ადამიანი შიმშილობს.
– ანუ, ეს ფილანთროპიაა? ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მშიერი ადამიანების ბედი
გაწუხებთ?
გრეი მხრებს იჩეჩავს.
– ეს მომგებიანი ბიზნესია, მის სტილ, – ამბობს ის, როგორც მეჩვენება, არცთუ
გულახდილად. მშივრებზე ზრუნვამ რა მოგება შეიძლება მოიტანოს?! ეს ბიზნესი კი არა,
ქველმოქმედებაა.
ოდნავ დაბნეული შემდეგ კითხვას ვსვამ:
– გაქვთ თუ არა საკუთარი ფილოსოფიური მიდგომა და, თუ ასეა, რაში მდგომარეობს
მისი არსი?
– საკუთარი ფილოსოფია არ გამაჩნია. ალბათ ერთადერთი, კარნეგის პრინციპით
ვხელმძღვანელობ: „ვინც საკუთარი თავის ფლობის უნარს იძენს, მას შეუძლია,
ყველაფერი ჰქონდეს, რის ფლობის უფლებაც კანონიერად აქვს“. მე მიზანსწრაფული
ადამიანი ვარ, მის სტილ, და ვცდილობ, გავაკონტროლო არა მარტო ის, რაც ჩემ
გარშემოა, არამედ საკუთარი თავიც.
– ესე იგი, თქვენი მიზანია, ყველაფერს ფლობდეთ და ყველაფერი გააკონტროლოთ?
ნამდვილი დიქტატორია!
– ჩემი მიზანია, დავიმსახურო ყველაფრის ფლობა, თუმცა საბოლოოდ – კი, ასეა.
ის იღიმება, თუმცა სერიოზული გამომეტყველება არ შორდება. ეს ყველაფერი იმას
ეწინააღმდეგება, რომ მშივრების დაპურება უნდა. უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რომ
რაღაც სხვა თემაზე ვლაპარაკობთ, ოღონდ წარმოდგენაც არა მაქვს და ვერც კი ვხვდები,
რაზე. ნერწყვს ძლივს ვყლაპავ. ოთახში დაცხა, ან იქნებ ეს ჩემი საკუთარი სიმხურვალეა.
ნეტა მალე დასრულდეს ეს ყველაფერი. კეიტს ხომ ისედაც საკმარისი მასალა აქვს უკვე!..
შემდეგ კითხვას ჩავყურებ.
– თქვენ აყვანილი ბავშვი იყავით. როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?
რა უტაქტობაა! გრეის შევცქერი და იმედი მაქვს, რომ არ ეწყინა. ის კოპებს კრავს.
– მე ეს არ ვიცი.
პასუხით ვინტერესდები.
– რამდენი წლის იყავით, როცა გიშვილეს?
– ამ კითხვაზე პასუხი ჩემს შესახებ საჯარო ინფორმაციიდან შეგიძლიათ მოიპოვოთ,
მის სტილ.
ხმა უმკაცრდება. მე ისევ ვწითლდები. ჯანდაბა! ინტერვიუსთვის რომ
მოვმზადებულიყავი და მისი ბიოგრაფია მცოდნოდა... შემდეგ საკითხზე გადასვლას
ვჩქარობ.
– თქვენ ოჯახური ცხოვრება სამუშაოს შესწირეთ.
– ეს კითხვა არ არის, – მიჭრის მოკლედ.
– უკაცრავად, – მის გვერდით თავს პატარა ბავშვად ვგრძნობ, – ოჯახურ ცხოვრებაზე
უარის თქმა სამუშაოს გამო მოგიწიათ?
– ჩემი ოჯახი ჩემი და-ძმა და მოსიყვარულე მშობლები არიან. სხვა ოჯახი მე არ
მჭირდება.
– ჰომოსექსუალი ხართ, მისტერ გრეი?
მკვეთრად ირხევა. მე ვიბუზები. რა სისულელეა! რატომ ვკითხულობ ყველაფერს
მიყოლებით?! როგორ ავუხსნა ახლა, რომ ეს ჩემი მოფიქრებული კითხვები არ არის? ოჰ,
კეიტ, რა ცნობისმოყვარე ხარ! ამის კითხვა როგორ შეიძლებოდა?!
– არა, ანასტასია, ჰომოსექსუალი არ ვარ.
სახეზე ოდნავ გაკვირვებული გამომეტყველება აქვს, მაგრამ თვალებიდან სიცივე
მოდის. ეტყობა, რომ კითხვა არ ესიამოვნა.
– უკაცრავად, აქ ასე ეწერა.
მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად მომმართა სახელით. გული ამოვარდნაზე
მაქვს, ისევ ვწითლდები და კვლავ ვცდილობ, ყურს უკან ურჩი თმა დავმალო. თავს
გვერდზე ხრის.
– კითხვები თქვენი შედგენილი არ არის?
ვფითრდები.
– აა... არა. კეიტმა, უფრო სწორად, მის კავანამ შეადგინა.
– თქვენ ერთად მუშაობთ სტუდენტურ გაზეთში?
ჯანდაბა! რა კავშირი მაქვს სტუდენტურ გაზეთთან. ეს მისი საზოგადოებრივი
საქმიანობაა და არა ჩემი! სახე მიხურს.
– არა, ჩვენ უბრალოდ ერთ ბინაში ვცხოვრობთ.
გრეი ნიკაპზე ჩაფიქრებული ისვამს ხელს, მისი ნაცრისფერი თვალები გამომცდელად
შემომცქერის.
– თქვენ თავად მოინდომეთ ამ ინტერვიუს აღება? – მეკითხება დაბალი, თანაბარი
ხმით.
კი მაგრამ, ვინ ვის ართმევს აქ ინტერვიუს?! მაგრამ, მისი რენტგენივით მზერით
მონუსხული, იძულებული ვარ, ვუპასუხო.
– ავად გახდა და მთხოვა, მე მოვსულიყავი, – ვამბობ თითქმის ჩურჩულით.
– გასაგებია.
კარზე აკაკუნებენ, შემოდის ქერა ნომერი ორი.
– ბოდიშს გიხდით, მისტერ გრეი, ორ წუთში შემდეგი შეხვედრა გაქვთ დანიშნული.
– ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია, ანდრეა. თუ შეიძლება, შეხვედრა გადადეთ.
ანდრეა დაბნეული შესცქერის, როგორც ჩანს, ვერ გადაუწყვეტია, რა მოიმოქმედოს.
მისტერ გრეი ნელი მოძრაობით თავს მისკენ აბრუნებს და წარბს სწევს. ანდრეა
წითლდება. ღმერთო, როგორც ჩანს, მარტო მე არა ვარ ასე.
– დიახ, მისტერ გრეი, – ბუტბუტებს ანდრეა და გადის.
ის კოპებს კრავს და ყურადღება ისევ ჩემზე გადმოაქვს.
– რაზე შევჩერდით, მის სტილ? აჰა, ისევ „მის სტილს“ დავუბრუნდით.
– თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ გაცდენთ.
– მინდა, თქვენ შესახებ მეტი გავიგო. ვფიქრობ, ეს სამართლიანი თხოვნაა.
ნაცრისფერი თვალები ცნობისმოყვარეობით უელავს. ჯანდაბა! რა უნდა? სავარძლის
სახელურებს იდაყვებით ეყრდნობა, ნიკაპით კი ორივე ხელის ერთმანეთში
გადაჭდობილ თითებს. მისი ტუჩები საშინლად მიბნევს ყურადღებას. ნერწყვს ვყლაპავ.
– საინტერესო არაფერია, – ვამბობ და ისევ ვწითლდები.
– რას აპირებთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?
მისი ინტერესით დარცხვენილი მხრებს ვიჩეჩავ.
„კეიტთან ერთად სიეტლში გადავალ, ბინას მოვძებნი, მუშაობას დავიწყებ“, – ასე შორს
ჯერ არც დამიგეგმია.
– ჯერ არ გადამიწყვეტია, მისტერ გრეი. პირველ რიგში გამოცდები მაქვს
ჩასაბარებელი.
რომლებისთვისაც ახლა უნდა ვემზადებოდე, იმის მაგივრად, რომ ფეშენებელურ
ოფისში ვიჯდე და თქვენი მზერით მონუსხული ვიტანჯებოდე.
– ჩვენ კურსდამთავრებულებისთვის ძალიან კარგი სტაჟირების პროგრამები გვაქვს, –
ამბობს მისტერ გრეი ხმადაბლა. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამდის. ის რა,
სამსახურს მთავაზობს?
– გმადლობთ, გავითვალისწინებ, – ვბუტბუტებ სრულიად დაბნეული, – თუმცა, ჩემი
აზრით, მე თქვენ არ გამოგადგებით.
ისევ ხმამაღლა ვფიქრობ, ჯობდა გავჩუმებულიყავი!
– რატომ გგონიათ?
გრეი თავს გვერდზე ხრის და ტუჩებზე ღიმილი დასთამაშებს.
– ისედაც ხომ ცხადია. მოუხერხებელი ვარ, გაწეწილი და არც ქერა თმა მაქვს.
– ჩემთვის – არა.
მისი მზერა უფრო დაკვირვებული ხდება, ის სრულებითაც არ ხუმრობს. სადღაც
შიგნით, მუცელში უცებ ყველა კუნთი ერთად მეჭიმება. მზერას ვარიდებ და საკუთარ,
ერთმანეთში გადაჯაჭვულ თითებს დავყურებ. რა ხდება საერთოდ? ჩემი წასვლის
დროა. დიქტოფონს ვიღებ...
– თუ გსურთ, აქაურობას დაგათვალიერებინებთ, – მთავაზობს ის.
– არ მინდა, საქმეებს მოგწყვიტოთ, მისტერ გრეი, თანაც დიდი გზა მაქვს გასავლელი.
– ვანკუვერში დაბრუნებას დღესვე აპირებთ? – ის გაკვირვებული და თითქოს
აფორიაქებულიც კია. წამიერად ფანჯრისკენ იხედება, საიდანაც ქუჩაში ჯერ მხოლოდ
წვეთ-წვეთად დაწყებული წვიმა მოჩანს, – ფრთხილად იარეთ, – ამბობს მკაცრად. ამისი
რა საქმეა? – ყველაფერი ჩაიწერეთ, რაც გინდოდათ?
– დიახ, სერ, – ვპასუხობ და დიქტოფონს ჩანთაში ვმალავ, – მადლობას გიხდით
ინტერვიუსთვის, მისტერ გრეი.
– ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, – უცვლელად თავაზიანად მპასუხობს ის.
ფეხზე ვდგები. გრეიც ჩემთან ერთად დგება და ხელს მიწვდის.
– მომავალ შეხვედრამდე, მის სტილ.
ძნელი გასარჩევია, მაგრამ ეს უკვე რაღაც გამოწვევას თუ მუქარას ჰგავს. შუბლს
ვიჭმუხნი. რომელ შეხვედრამდე? რისთვის უნდა შევხვდეთ?! ხელს ვართმევ და ისევ
ჩვენს შორის გავლილ ელექტრომუხტს ვგრძნობ. როგორც ჩანს, ზედმეტად ვინერვიულე.
– კარგად ბრძანდებოდეთ, მისტერ გრეი.
ათლეტის დახვეწილი მოძრაობით კართან მიდის და მიღებს.
– ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, გაგაცილოთ, მის სტილ, – მეუბნება და ოდნავ
შესამჩნევად იღიმება. როგორც ჩანს, ისევ მის კაბინეტში ჩემს სრულიად არაელეგანტურ
გამოჩენაზე დამცინის.
– საოცრად წინდახედული ბრძანდებით, მისტერ გრეი, – ცინიზმს ვიშველიებ მეც და
ისიც უფრო ფართოდ იღიმება. „მიხარია, რომ გაგახალისეთ, მისტერ გრეი“, – ვამატებ
გონებაში და ფოიეში გაბრაზებული გავდივარ. ჩემდა გასაკვირად, ჩემთან ერთად
გამოდის. ანდრეა და ოლივია ერთდროულად სწევენ თავებს და მათ თვალებშიც
გაოცებას ვკითხულობ.
– პალტო გეცვათ? – კითხულობს მისტერ გრეი.
– დიახ.
ოლივია ფეხზე ხტება და ჩემი ქურთუკი მოაქვს, მაგრამ ჩემთვის მოწოდებას ვერ
ასწრებს – ქურთუკს გრეი ართმევს და ჩაცმაში მეხმარება, მე დამორცხვებული ვიცვამ.
წამიერად გრეი ხელებს მხრებზე მადებს. სუნთქვა მეკვრება. თუკი ამჩნევს კიდეც ჩემს
რეაქციას, ყოველ შემთხვევაში, არაფრით იმჩნევს. მერე გრძელ საჩვენებელ თითს
ლიფტის ღილაკს აჭერს და ორივე ლიფტს ველოდებით: მე – უხერხულობით
ვიტანჯები, მას კი არაფერი ემჩნევა – სრულიად აუღელვებელი სახით დგას. როგორც
იქნა, ლიფტის კარი იღება. აქედან რაც შეიძლება ჩქარა უნდა წავიდე. კაბინაში შესული
მისკენ პირით ვბრუნდები. ცალი ხელით კედელს თავისუფლად მიყუდებული, ისეთი,
ისეთი ლამაზია, რომ ისევ ვწითლდები. გრეი თვალს არ მაშორებს.
– ანასტასია, – მოულოდნელად ხმადაბლა და უცნაური ინტონაციით წარმოთქვამს ის.
– კრისტიან, – ვპასუხობ მეც.
...ლიფტის კარი იკეტება.

თავი მეორე
გული ამოვარდნაზე მაქვს. ლიფტი პირველ სართულზე ეშვება. კარის გაღებისთანავე
ადგილს გველნაკბენივით ვწყდები, ისევ წონასწორობას ვკარგავ, თუმცა საბედნიეროდ,
ამჯერად აღარ ვეცემი. აქ, ამ გაპრიალებულ, ქვის იატაკზე გაშხლართვაღა აკლდა ჩემს
მდგომარეობას. ტყვიის სისწრაფით გავრბივარ შუშის კარებიდან და მთელი მკერდით
სიეტლის გამომაფხიზლებელი, ნესტიანი ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ. თავს უკან ვწევ
და სახეს წვიმის ცივ წვეთებს ვუშვერ, ღრმად ვსუნთქავ, რომ რამენაირად დაკარგული
სულიერი სიმშვიდე აღვიდგინო.
არც ერთ კაცს ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორიც კრისტიან გრეის.
რა აქვს ასეთი განსაკუთრებული? გარეგნობა? მომხიბვლელობა? სიმდიდრე?
ძალაუფლება? მაინც გაუგებარია, რა დამემართა... კიდევ კარგი, ყველაფერი დასრულდა.
ფოლადის ერთ კოლონას ვეყუდები და შვებით ვისუნთქავ ცივ ჰაერს. ძალღონეს ვიკრებ,
რომ გონს მოვიდე. თავს ვაქნევ. ღმერთო, ეს რა იყო?! როგორც იქნა, გული ნელ-ნელა
მიმშვიდდება და ნორმალური სუნთქვის უნარი მიბრუნდება. ახლა მანქანასთან
მისვლასაც შევძლებ.
ქალაქიდან გასული ისევ ინტერვიუზე ვფიქრობ და თავს უხერხულად ვგრძნობ,
სულელადაც კი, ეს ყველაფერი ალბათ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ტყუილად
ვშფოთავ. კარგი, მართლაც ძალიან ლამაზი, მშვიდი, ძალაუფლების მოყვარული და
თავდაჯერებულია, მაგრამ თან ცივი, ამპარტავანი და დესპოტურიც. ზურგზე
უნებლიეთ ცივი ოფლი მასხამს. ნამდვილად ამპარტავანია, მაგრამ ამის საფუძველიც
აქვს – ძალიან ახალგაზრდამ უკვე ბევრს მიაღწია. სულელები არ უყვარს, მაგრამ ან
რატომ უნდა უყვარდეს, ანდა ვის უყვარს საერთოდ? ისევ კეიტზე ვბრაზდები, რომ
არაფერი მითხრა მისი ბიოგრაფიიდან.
მე-5 ტრასისკენ მივდივარ და მოსვენებას არ მაძლევს კითხვა: რა იწვევს ადამიანის
წარმატებისკენ სწრაფვას? გრეის ზოგიერთი პასუხი თავსატეხებს უფრო ჰგავს – თითქოს
მათში რაღაც ფარული აზრია ჩადებული. მაგრამ ჩემი კითხვები რა იყო! როგორ
შეიძლება ადამიანს ჰკითხო, როდის იშვილეს, ან გეია თუ არა?! უსიამოვნო ჟრუანტელი
მივლის. როგორ მომიბრუნდა ენა, რამ მაკითხვინა ეს სისულელე?! ძალიან მრცხვენია...
ჯობდა, მიწა გამხეთქოდა ფეხქვეშ. ამიერიდან, ყოველთვის, როცა დღევანდელი დღე
გამახსენდება, საშინელი უხერხულობის გრძნობა დამტანჯავს... ეშმაკსაც წაუღიხარ,
კათრინ კავანა!
სპიდომეტრს ვუყურებ: ჩვეულებრივზე გაცილებით ნელა მივდივარ. და ვიცი, რომ
ორი გამჭოლი ნაცრისფერი თვალის და მკაცრი ხმის გამო ვიქცევი ასე, მანქანის მშვიდად
ტარება რომ მიბრძანა. ისევ ვაქნევ თავს და ვხვდები, რომ გრეის თავი ისე უჭირავს,
თითქოს თავის ასაკზე ორჯერ უფროსი იყოს.
„დაივიწყე, ანა!“, – ვცდილობ, თავს შევუძახო. საინტერესო გამოცდილება იყო და მეტი
არაფერი. უკვე ყველაფერი დასრულდა და აღარასოდეს ვნახავ. ეს აზრი მაშინვე ხასიათს
მიკეთებს. სტერეომაგნიტოფონს ვრთავ და ხმას ვუწევ, მერე სავარძლის საზურგეს
მოხერხებულად ვეყუდები და ჩემივე პულსივით გრუხუნა რიტმის ხმაში, ფეხს გაზის
პედალს ვაჭერ. მე-5 ტრასას რომ ვუახლოვდები, ვხვდები, რომ ისეთი სისწრაფით
მივდივარ, როგორითაც მე მიყვარს მანქანის ტარება.
ჩვენ ვაშინგტონის შტატში, ვანკუვერში, უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს, პატარა
ორსართულიანი სახლებით გაშენებულ დასახლებაში ვცხოვრობთ. გამიმართლა: კეიტს
მშობლებმა აქ ბინა უყიდეს, ის კი ქირად უმნიშვნელო თანხას მართმევს. მისი ბინა
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენს სახლად იქცა. კართან მისული, ვხვდები, რომ
კეიტი არ მომასვენებს, სანამ დაწვრილებით არ გამომკითხავს ყველაფერს. თუმცა
ჩანაწერიც ხომ არსებობს, იქნებ გადავრჩე და ინტერვიუს შესახებ მკითხოს.
– ანა! დაბრუნდი?! – კეიტი სასტუმრო ოთახში მოკალათებულა და გარშემო წიგნები
დაუხვავებია. გამოცდებისთვის ემზადება, თუმცა ისევ ის, პატარა კურდღლებიანი
ფლანელის პიჟამა აცვია, რომელსაც მხოლოდ მაშინ იცვამს, როდესაც თავს ცუდად
გრძნობს, ანუ მორიგ მეგობართან დაშორების შემდეგ და ავადმყოფობის, ან ცუდ
ხასიათზე ყოფნის დროს. კეიტი ჩემი დანახვისთანავე დგება და მეხვევა.
– უკვე ვნერვიულობდი. მეგონა, უფრო ადრე დაბრუნდებოდი.
– თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერვიუ იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე
დაგეგმილი იყო, კიდევ დროზე დავბრუნდი.
– ანა, უღრმესი მადლობა! ამიერიდან მთელი სიცოცხლე შენი მადლობელი ვარ, იცოდე.
მომიყევი, როგორ ჩაიარა ინტერვიუმ? მისტერ გრეი როგორ მოგეწონა?
აჰა! კათრინ კავანამ დაკითხვა დაიწყო!..
ვფიქრობ, რა ვუპასუხო, მაგრამ რა გინდა თქვა?!
– კარგია, რომ ეს საქმე მოვიშორე და მისი ნახვა აღარ მომიწევს. სიმართლე გითხრა,
მაშინებს, – მხრებს ვიჩეჩავ, – ზედმეტად შეუპოვარია, ცოტა უტიფარიც კი. თანაც
ძალიან ახალგაზრდა.
კეიტი უმწიკვლო გამომეტყველებით შემომყურებს. კოპებს ვიკრავ.
– არ მითხრა ახლა, რომ არ იცოდი! რატომ არაფერი მითხარი მასზე? იდიოტურ
მდგომარეობაში ჩავვარდი. შეიძლება, ადამიანისგან ინტერვიუს იღებდე და აზრზე არ
იყო, ვინ არის და რას წარმოადგენს!
კეიტი პირზე ხელებს იფარებს.
– ოჰ, ღმერთო! ანა, მაპატიე, არც კი გამახსენდა.
ვბრაზდები.
– თავი თავაზიანად, მკაცრად და ცოტა ოფიციალურად ეჭირა – თითქოს იმაზე ბევრად
უფროსი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. ოცდაათზე ნაკლებს ვერაფრით მისცემ.
საერთოდ, რამდენი წლისაა სინამდვილეში?
– ოცდაშვიდის. ღმერთო, ანა, მაპატიე. უნდა მომეყოლა, მაგრამ პანიკაში ჩავვარდი.
დიქტოფონი მომეცი, ჩანაწერს გავშიფრავ.
– ახლა უკეთ გამოიყურები. წვნიანი ჭამე? – როგორც იქნა, მეძლევა თემის შეცვლის
საშუალება.
– კი, როგორც ყოველთვის, ძალიან გემრიელი იყო, მაშინვე მომამჯობინა, – მიღიმის
მადლიერად.
საათს ვუყურებ.
– უნდა გავიქცე. „კლეიტონში“ მისვლასაც მოვასწრებ.
– ანა, არ დაიღალე?
– არა უშავს. აბა, კარგად!
„კლეიტონში“ მას შემდეგ ვმუშაობ, რაც ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩავაბარე. ეს
პორტლენდში ყველაზე დიდი არაქსელური ტიპის მაღაზიაა, რომელიც სამშენებლო
მასალებით ვაჭრობს. ამ ხნის განმავლობაში ნელ-ნელა მაღაზიაში გასაყიდ საქონელშიც
გავერკვიე. სინამდვილეში, ხელმარჯვე ოსტატობა დიდად არ მეხერხება, ჩემს ოჯახში
ასეთი საქმეები მამას აბარია. აი, რაც შეეხება წიგნით ხელში ბუხართან მოკალათებას –
ეს კი ნამდვილად ჩემია.
მიხარია, რომ ცვლას მოვუსწარი, – იქნებ შევძლო და ფიქრი კრისტიან გრეიდან რამე
სხვაზე გადავიტანო. მაღაზიაში ბევრი მყიდველია: ზაფხული იწყება და ყველას
რემონტი აქვს წამოწყებული. მის კლეიტონს ჩემი დანახვა უხარია.
– ანა! მეგონა, დღეს არ მოხვიდოდი!
– ადრე გავთავისუფლდი, ასე რომ, რამდენიმე საათს მუშაობასაც მოვასწრებ.
– ძალიან კარგი.
საქონლის მოსატანად საწყობში მგზავნის და მალე თავით ვეშვები საქმეში.
სახლში დაბრუნებული, კეიტს ნოუთბუქთან ყურსასმენით მოკალათებულს ვხედავ.
ცხვირი ისევ გაწითლებული აქვს, მაგრამ კლავიატურაზე ტყვიამფრქვევივით აკაკუნებს.
ძალიან დაღლილი ვარ: გრძელმა გზამ, დამღლელმა ინტერვიუმ და „კლეიტონში“ მძიმე
სამუშაო ცვლამ სრულიად გამომფიტა. ასეთი გულდამძიმებული, ტახტზე ლამის
ტომარასავით ვეცემი და ვფიქრობ, როგორ ავინაზღაურო მასზე დახარჯული დრო.
– მაგარი მასალაა, ანა, ყოჩაღ! მაგრამ არ მესმის, უარი რატომ უთხარი, როცა თავისი
სამფლობელოს დათვალიერება შემოგთავაზა. აშკარად მოეწონე და შენი იქ უფრო
დიდხანს დატოვება უნდოდა, – მეუბნება კეიტი და თვალებში ჩამდგარი წამიერი
დამცინავი მზერით თავს ჩემკენ აბრუნებს.
ვწითლდები და გული გამალებით ცემას მიწყებს. რა სისულელეა! ჩემი იქ გაჩერება
მხოლოდ იმიტომ უნდოდა, რომ თავისი სამფლობელოს ბატონპატრონობით
მოეწონებინა თავი. უნებურად ტუჩს ვიკვნეტ. მგონი, კეიტმა ვერ შენიშნა – როგორც
ჩანს, მთლიანად გაშიფვრით არის დაკავებული.
– ახლა მესმის, რას გულისხმობდი, „ოფიციალურიაო“ რომ თქვი. შენ თვითონ რამე
ჩანაწერები არ გაგიკეთებია?
– არა.
– არა უშავს. აქ სტატიისთვის სრულიად საკმარისი მასალაა. რა ცუდია, რომ
ფოტოაპარატი არ გვაქვს. სიმპათიურია არამზადა, არა?
ვწითლდები.
– არის რა, – ვპასუხობ რაც შეიძლება გულგრილი ტონით. მგონი, გამომდის.
– კარგი რა, ანა, ნუთუ საერთოდ არ მოგეწონა? – მეკითხება კეიტი და თავის იდეალურ
წარბს ზევით სწევს.
ჯანდაბა!.. პირფერობას მივმართავ – ეს ყოველთვის ჭრის კეიტთან.
– შენ მეტად გამოწურავდი.
– ეჭვი მეპარება. პრაქტიკულად სამუშაო შემოგთავაზა. თუ იმას გავითვალისწინებთ,
რომ ინტერვიუსთვის საერთოდ არ იყავი მზად, შეიძლება ითქვას, რომ თავი
საუკეთესოდ გაართვი.
ჩაფიქრებული შემომცქერის და მე საჩქაროდ უკან – სამზარეულოსკენ ვიხევ.
– საბოლოოდ მაინც რა აზრი დაგრჩა გრეიზე?
ღმერთო, რა ცნობისმოყვარეა! რატომ არ შეუძლია უბრალოდ თავი დამანებოს?! რამე
მოიფიქრე, სწრაფად!
– წარმოუდგენლად მიზანსწრაფული, მოწესრიგებული და ამპარტავანია, – საშიშადაც
კი, მაგრამ ამასთან ერთად ქარიზმატულიც... რაღაც ხიბლი ნამდვილად აქვს, ამის
დაუნახაობაც შეუძლებელია, – ვპასუხობ გულახდილად, – იმედი მაქვს, თემა დავხურე.
– შენ და, კაცით მოხიბლული?! ოჰო, ეს რაღაც ახალია, – ტუჩს იბზუებს კეიტი. პირი
რომ მოვარიდო, სენდვიჩების ჭრას ვიწყებ.
– რა საკითხავი იყო, გეია თუ არა. უბრალოდ სულელური კითხვაა... რომ წავიკითხე, მე
თვითონ შემრცხვა და, სხვათა შორის, დიდად გახარებული არც ის ჩანდა.
გახსენებაც კი ხასიათს მიფუჭებს.
– რა მექნა?! ბომონდურ ქრონიკებში მის მეგობარ ქალებზე სიტყვაც კი ვერსად ვნახე.
– უხერხულად გამოვიდა. საერთოდ, მთელი ინტერვიუც... კიდევ კარგი, აღარასოდეს
მომიწევს მისი ნახვა.
– კარგი რა, წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, მოეწონე.
მოვეწონე? რა სისულელეა!
– გინდა სენდვიჩი?
– კი, გმადლობ.
ჩემდა საბედნიეროდ, თემას აღარ ვუბრუნდებით. ვახშმის შემდეგ კეიტთან ერთად
სასადილო მაგიდასთან ვჯდები და სანამ ის სტატიაზე მუშაობს, ვწერ ესეს – „ტესი,
დ’არბერვილების საგვარეულოდან“. აი, ის კი ნამდვილად არასწორ დროსა და ადგილას
დაიბადა. ესეს წერას რომ ვამთავრებ, საათის ისრები უკვე შუაღამეს აჩვენებს, კეიტს
უკვე დიდი ხანია სძინავს. დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი, რომ ორშაბათ დღეს ამდენი
მოვასწარი, ჩემი ოთახისკენ მივლასლასებ. რკინის თეთრ ლოგინში მოხერხებულად
ვიკუნტები, დედას შეკერილ საბანში ერთიანად ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და წამში
მეძინება. სიზმარში ბნელი ჰოლები, ცივი თეთრი იატაკები და ნაცრისფერი თვალები
მესიზმრება.
კვირის დარჩენილი დღეები მთლიანად სწავლას და მუშაობას ეთმობა. კეიტიც
დაკავებულია: იქამდე, ვიდრე სტუდენტურ გაზეთს ახალ რედაქტორს გადასცემს,
გაზეთის ბოლო ნომერი აქვს გამოსაშვები და, რა თქმა უნდა, გამოცდებისთვისაც ისიც
ჩემსავით ემზადება. ოთხშაბათისთვის თითქმის ბოლომდე გამომჯობინდა და მეც მის
ვარდისფერ ფლანელის პიჟამაზე კურდღლების ყურება აღარ მიხდება. დედას ვურეკავ
ჯორჯიაში, რომ გამოცდების წარმატებით ჩაბარება მისურვოს და თან გავიგო, როგორ
არის. ის თავის ახალ გატაცებაზე – სანთლების წარმოებაზე მიყვება. დედას მუდმივად
ახალ-ახალი ბიზნესიდეები უჩნდება. სინამდვილეში უბრალოდ მოწყენილია და თავს
ირთობს, მაგრამ რაიმე ერთზე დიდხანს ფიქრი არ შეუძლია. შემდეგ კვირას უკვე ახალი
გატაცება ექნება და ეს საკმაოდ მაწუხებს. იმედი მაქვს, მორიგი იდეის
განსახორციელებლად სახლს მაინც არ დააგირავებს და სანამ იქ არა ვარ, ბობი მიხედავს
– დედას ბოლო და მასზე გაცილებით უფროსი ქმარი, რომელიც, ღვთის მადლით,
დედას მესამე ქმართან შედარებით გაცილებით პრაქტიკულია.
– როგორ მიდის შენი საქმეები, ანა?
მხოლოდ წამით ვჩუმდები, მაგრამ ის მაშინვე იძაბება.
– ყველაფერი წესრიგშია, დე.
– ანა, ვინმე გამოჩნდა?
წარმოუდგენელია! ასე როგორ ხვდება? ხმაში აშკარა აფორიაქება ეტყობა.
– არა, დე, არავინ. პირველს შენ გეტყვი, თუ ვინმე გამოჩნდება.
– უფრო ხშირად უნდა გახვიდე ხოლმე გარეთ, საყვარელო. ვნერვიულობ შენზე.
– დე, მე კარგად ვარ, ნუ ნერვიულობ. ბობი როგორ არის?
როგორც ყოველთვის, ყურადღების გადატანამ მიშველა.
საღამოსპირს რეის ვურეკავ – ჩემს მამობილს, დედაჩემის მეორე ქმარს, კაცს, ვისაც
მამად ვთვლი და ვის გვარსაც ვატარებ. ცოტა ხანს ვლაპარაკობთ. სინამდვილეში ეს
ლაპარაკიც არ არის, უფრო სწორად, ცალმხრივი ლაპარაკია: ჩემს კითხვებს დუდღუნით
პასუხობს. რეი დიდი მოსაუბრე არც არის, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ცოცხალია, ჯერ
ისევ უყურებს ფეხბურთს ტელევიზორში და ბოულინგის სათამაშოდ და სათევზაოდ
დადის, სხვა დანარჩენ დროს კი ავეჯს ამზადებს. რეი გამოცდილი დურგალია და მე
მხოლოდ მისი წყალობით ვარჩევ ერთმანეთისგან ფოცხსა და ხერხს.
პარასკევს, მაშინ, როცა მე და კეიტი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, სად წავიდეთ საღამოს,
რადგან კვირის ბოლოს გვინდა, მეცადინეობასაც მოვწყდეთ, სამუშაოსაც და
სტუდენტურ გაზეთსაც, კარზე რეკავენ. ზღურბლზე შამპანურის ბოთლით ხელში ჩემი
ძველი მეგობარი ხოსე დგას.
– ხოსე! როგორ მიხარია შენი ნახვა! – გახარებული, ვეხვევი კიდეც, – შემოდი!
ხოსე პირველია, ვინც ვაშინგტონის უნივერსიტეტში მარტოსულმა და უმეგობრომ
გავიცანი. მაშინ ორივემ ერთმანეთში მონათესავე სულები ვიპოვეთ. ჩვენ ერთნაირი
იუმორის გრძნობა გვაქვს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ხოსეს მამა – ხოსე-უფროსი და
რეი ჯარში ერთ ქვედანაყოფში მსახურობდნენ. ასე გამოვიდა, რომ ჩვენმა მეგობრობამ
ჩვენი მამებიც დაამეგობრა. ხოსე საინჟინრო საქმეს სწავლობს და თავის ოჯახში
პირველია, ვინც კოლეჯში ჩააბარა. ის მართლაც ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მისი
ნამდვილი გატაცება ფოტოგრაფიაა – კარგი კადრის დანახვის არაჩვეულებრივი უნარი
აქვს.
– შენთვის ახალი ამბავი მაქვს, – იცინის ხოსე და მუქი თვალები უბრწყინავს.
– გინდა გამახარო, რომ უნივერსიტეტიდან არ გაუგდიხართ? – ვეხუმრები მე, ის კი
ვითომ გაბრაზდაო, კოპებს იკრავს.
– მომავალ თვეს პორტლენდის გალერეაში ჩემი ფოტოსურათების გამოფენა იხსნება.
– მართლა?! გილოცავ! – გახარებული ისევ ვეხვევი.
კეიტსაც სახე სიხარულით უნათდება.
– ასე გააგრძელე, ხოსე! ამ ამბავს აუცილებლად გაზეთში დავწერ. ოჰ, როგორ მიყვარს
ბოლო წუთს, პარასკევ საღამოს რედაქტორული შესწორებების შეტანა! – იცინის კეიტი
მავნე ბავშვის გამომეტყველებით.
– ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. გახსნაზე გეპატიჟები, – მეუბნება ხოსე და
პირდაპირ თვალებში მიყურებს. მე ვწითლდები, – ორივეს გეპატიჟებით, რა თქმა უნდა,
– ამატებს ის და, დარცხვენილი, კეიტისკენ იხედება.
მე და ხოსე კარგი მეგობრები ვართ, თუმცა, ცხადია, ვხვდები, რომ იმას ჩემგან მეტი
უნდა. ძალიან საყვარელი და ენამოსწრებულია, მაგრამ ჩემთვის ძმასავითაა. კეიტი ამის
გამო ხშირად დამცინის, მეუბნება, რომ გენი მაკლია, რომელიც მეგობარი კაცის ყოლის
აუცილებლობას განაპირობებს, სინამდვილეში კი, უბრალოდ ჯერ არავინ შემხვედრია
ისეთი... რომ მომწონებოდა. თუმცა, სადღაც გულის სიღრმეში აცახცახებულ მუხლებზე,
მკერდიდან ამოფართხალებულ გულზე, თავბრუსხვევასა და უძილო ღამეებზე
ვოცნებობ.
ხანდახან ვფიქრობ, რომ მართლა რაღაც მჭირს. ალბათ ზედმეტად გავითავისე
რომანტიკული გმირების სამყარო და ახლა ჩემი მოთხოვნები რეალობას აღემატება,
მაგრამ ასეა თუ ისე, სამწუხაროდ, ჯერ არავისთან განმიცდია ამგვარი გრძნობა. თუ არ
ჩავთვლით... – მეჩურჩულება ჩემი ქვეცნობიერი, ძლივს გასაგონი შინაგანიხმა. არა!
ვცდილობ, მოგონებები ჩავიხშო. არა, არ ვიფიქრებ მასზე! არც იმ საშინელ ინტერვიუზე!
„გეი ხართ, მისტერ გრეი?“ – გახსენებაც კი მზარავს. თუმცა ისიც მართალია, რომ მას
შემდეგ თითქმის ყოველ ღამე ვნახულობ სიზმარში... მაგრამ ეს ალბათ ჩემი ორგანიზმის
თავდაცვაა აკვიატებული ფიქრებისგან.
ხოსე შამპანურის ბოთლს ხსნის და მე გაღიმებული ვუყურებ. მაღალია, მაისურსა და
ჯინსში განიერი მხრები და მკვრივი კუნთები ეკვეთება, მუქკანიანს, მუქივე თმა და
მწველი მზერა აქვს. ნამდვილად სიმპათიურია, მაგრამ ვფიქრობ, ის უკვე დიდი ხანია
შეეგუა, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ. საცობი შამპანურის ბოთლიდან ხმაურით
ვარდება, ხოსე მიყურებს და იღიმება.
შაბათი მაღაზიაში ნამდვილი კოშმარია. ხელმარჯვე ოსტატები, რომლებსაც ერთი
სული აქვთ, თავიანთი საცხოვრებელი სახლები შეარემონტონ, მაღაზიას ლამის ალყაში
აქცევენ. მისტერ და მისის კლეიტონი, მე და კიდევ ორი სტუდენტი – ჯონი და პატრიკი
– კლიენტებით გარშემორტყმული ციბრუტივით ვტრიალებთ. სადილის დროის
მოახლოებასთან ერთად ვითარება ოდნავ წყნარდება და სანამ დახლთან ვზივარ და ჩემს
ბლითს ვღეჭავ, მისის კლეიტონი შეკვეთების შემოწმებას მთხოვს. კატალოგში
საქონლისა და ჩვენ მიერ შეკვეთილი საქონლის ნომრებია შესამოწმებელი. დავალების
შესრულების პროცესში ჩემი მზერა შეკვეთის ბლანკიდან კომპიუტერის ეკრანზე და
მერე ისევ უკან, ბლანკზე ინაცვლებს. უცებ თვალების მოძრაობის ეს მექანიკური რიტმი
რატომღაც მერღვევა, თავს ვწევ... და კრისტიან გრეის ნაცრისფერი თვალების
თვითდაჯერებულ მზერას ვაწყდები. ის დახლის მეორე მხარეს დგას და დაჟინებით
შემომყურებს.
გული თითქოს მიჩერდება.
– მის სტილ, რა სასიამოვნო სიურპრიზია, – გრეი მზერას არ მარიდებს, პირდაპირ
თვალებში მიყურებს.
ღმერთო! აქ საიდან გაჩნდა, თანაც ასეთ ფორმაში: თმა აჩეჩილი აქვს, ხელით მსხვილად
ნაქსოვი სვიტრი, ჯინსი და უხეშყელიანი ფეხსაცმელი აცვია! გაოცებისგან პირს ვაღებ,
თავში აზრის ნასახიც კი არ მიჭაჭანებს.
– მისტერ გრეი, – ჩურჩულით სწყდება ჩემს ტუჩებს, რადგან მეტს ვერაფერს ვახერხებ.
სახეზე ოდნავი ღიმილი გადასდის, თვალებში კი, თითქოს რაღაც, მხოლოდ მისთვის
გასაგებ ხუმრობას გაემხიარულებინოს, დაუფარავი სიცილი უდგას.
– აქეთ შემთხვევით აღმოვჩნდი. გადავწყვიტე, შემომევლო და საჭირო მასალა შემეძინა.
მიხარია, ისევ რომ გნახეთ, მის სტილ.
ხმა გამდნარი შავი შოკოლადივით... თუ რაღაც ამგვარივით, თბილი და რბილი აქვს...
გონება რომ მოვიკრიბო, თავს ვაქნევ. გული სრულიად შეშლილი რიტმით მიცემს. გრეის
ნაცრისფერი თვალების დაჟინებული მზერა სახეზე ისევ მხურვალე სიწითლედ მედება.
მისი თანდასწრებით რატომღაც ენა მერთმევა. მახსოვდა, რომ ძალიან
სიმპათიური იყო, მაგრამ, არა!.. კრისტიან გრეი საოცრად, სრულიად წარმოუდგენლად
ლამაზია... და ის აქ დგას, ჩემ წინ, „კლეიტონის“ სამშენებლო მასალების მაღაზიაში.
ღმერთო!.. ბოლოს, როგორც იქნა, აზროვნების უნარი მიბრუნდება.
– ანა... ანა მქვია, – ვამბობ ხმადაბლა, – რით დაგეხმაროთ, მისტერ გრეი?
ის ისევ იღიმება, თითქოს რაღაც დიდი საიდუმლო იცოდეს და ამით ისევ
მაფორიაქებს. ღრმად ვსუნთქავ და გამოცდილი პროფესიონალის გამომეტყველებას
ვიღებ – „მე ხომ უკვე ასი წელია, ამ მაღაზიაში ვმუშაობ!.. ყველაფერი გამომივა!“.
– პირველ რიგში, თუ შეიძლება, კაბელის დამჭერები მაჩვენეთ, – ამბობს ის.
ნაცრისფერი თვალებით ჩაფიქრებული აუღელვებლად შემომყურებს.
კაბელის დამჭერები?
– სხვადასხვა სიგრძის დამჭერები გვაქვს. გაჩვენოთ? – ვპასუხობ დაბალი, წყვეტილი
ხმით... ვცდილობ, თავს შევუძახო: „გონს მოეგე, სტილ!“. მისი ლამაზად გამოხატული
წარბები ოდნავ იჭმუხნება.
– დიახ, თუ შეიძლება, მის სტილ, – მპასუხობს მშვიდად.
დახლს უკნიდან გამოვდივარ. მთავარია, წონასწორობა შევინარჩუნო. გონებაში
მხოლოდ ერთი ფიქრიღა მრჩება: არ უნდა დავეცე!.. ფეხები ლამის მომეკვეთოს. კიდევ
კარგი, დღეს ჩემი საუკეთესო ჯინსი ჩავიცვი.
– დამჭერები ელექტროსაქონლის განყოფილებაშია, მერვე რიგში, – ხმა საჭიროზე
გაცილებით მკვეთრი და ხელოვნურად მხიარული ამომდის. თვალი მისკენ გამირბის და
ამას მაშინვე ვნანობ. ღმერთო ჩემო, რა ლამაზია!
– თქვენ მერე, – წარმოთქვამს გრეი და ხელის დახვეწილი მოძრაობით წინ მატარებს.
სუნთქვა მიჭირს: გული პირდაპირ ყელში მიცემს და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
სადაცაა, პირიდან ამომიხტება. ელექტროსაქონლის გასასვლელისკენ მივდივარ.
პორტლენდში როგორ აღმოჩნდა? ან „კლეიტონში“ რა უნდა? ჩემი ცნობიერების ერთ
პაწაწინა ნაწილს, რომელიც ალბათ ქვეცნობიერთან იქვე ახლოს არის მიყუჟული, იმედი
უჩნდება: „ის აქ შენ გამოა“. არა, რა სისულელეა! წარმოუდგენელია, ასე იყოს! რაში
დავჭირდებოდი ასეთ ლამაზს, დახვეწილსა და მდიდარს? აზრს საბოლოოდ
სისულელედ მივიჩნევ და გონებიდან ვიშორებ.
– პორტლენდში საქმეებზე ჩამოხვედით? – ვეკითხები და ხმა ისეთი წრიპინით
მიწყდება, გეგონება, თითი მომყვა კარში.
რა უბედურებაა! ანა! დაწყნარდი! – ვცდილობ, თავს შევუძახო.
– ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ ფერმაში, ვანკუვერში ვიყავი.
თესლბრუნვასადა ნიადაგმცოდნეობაში გამოკვლევებს ვაფინანსებ, – მპასუხობს
გულგრილად.
ხედავ? აქ იმისთვის სულაც არ არის, რომ შენ გიპოვოს, ხმამაღლა, ამაყად და
უკმაყოფილოდ ქირქილებს ჩემი ქვეცნობიერი. გონებიდან სულელურ, დაუპატიჟებელ
აზრებს ვიშორებ...
– ეს მსოფლიოს სურსათით მომარაგების თქვენი გეგმის ნაწილია?
– დიახ, რაღაც მსგავსი, – ამბობს ის და იღიმება.
გრეი თაროებზე დალაგებულ კაბელის დამჭერებს ათვალიერებს. ნეტა რაში სჭირდება?
ნამდვილად არ ეტყობა, რომ ხელმარჯვეობისკენ ჰქონდეს მიდრეკილება. თითებით
კაბელის დამჭერის შეკვრებს ეხება, სრულიად გაუგებარია, რატომ, მაგრამ, ამის ყურება
რატომღაც ჩემს ძალებს აღემატება. გრეი იხრება და ერთ-ერთ შეკვრას იღებს.
– აი, ეს გამომადგება, – ამბობს შეთქმულის ღიმილით.
– კიდევ გნებავთ რამე?
– საიზოლაციო ლენტიც მინდა.
საიზოლაციო ლენტი?
– რემონტს აკეთებთ? – სიტყვები ისევ დაუფიქრებლად მწყდება ენიდან. რა
სისულელეა, ის, რა თქმა უნდა, ალბათ ხელოსნებს ქირაობს, ანდა სულაც ცალკე
სარემონტო საწარმო აქვს.
– არა, რემონტისთვის არ მჭირდება, – ამბობს გრეი, იცინის და ვხვდები, რომ მე
დამცინის.
რა არის სასაცილო? სასაცილოდ გამოვიყურები?
– აქეთ მობრძანდით, – ვბუტბუტებ დარცხვენილი, – საიზოლაციო ლენტი სარემონტო
საქონლის განყოფილებაშია.
გრეი უკან მომყვება.
– დიდი ხანია, აქ მუშაობთ?
რატომ ვნერვიულობ მის გვერდით? თავს თოთხმეტი წლის პატარა გოგოდ ვგრძნობ –
მოუხერხებელ პატარა გოგოდ. აბა, თავი აწიე, სტილ!
– ოთხი წელია.
სარემონტო განყოფილებამდე მივდივართ. ფიქრებიდან თავის დასაღწევად, ვიხრები
და ქვედა თაროდან ორ შეკვრა საიზოლაციო ლენტს ვაწვდი.
– ამას ავიღებ, – რბილი ხმით წარმოთქვამს გრეი და ჩემი მიწოდებული ორი
რულონიდან უფრო განიერზე მითითებს. წამით ჩვენი თითები ერთმანეთს ეხება და
თითქოს გაშიშვლებულ მავთულს შევხებოდე, ისევ უცნაური იმპულსი მივლის. მუხტი
მთელ სხეულს ედება და სადღაც მუცლის სიღრმეში იკარგება... უნებურად სუნთქვა
მეკვრება და დაკარგული წონასწორობის აღდგენას ვცდილობ.
– კიდევ გნებავთ რამე? – ვკითხულობ მოულოდნელად ჩახლეჩილი ხმით.
თვალები ოდნავ უფართოვდება.
– მგონი, თოკი... – მეუბნება ისიც ჩავარდნილი, თითქმის ჩემნაირივე ხმით.
– აქეთ მობრძანდით, – თავს ვხრი, რომ აფორიაქება დავმალო და გასასვლელის
გასწვრივ მივდივარ, – რომელი თოკი გინდათ? სინთეტიკურიც გვაქვს და ბუნებრივი
ბოჭკოსიც... ბაგირი... ზონარი...
მისი დაბინდული თვალების შემხედვარე ვჩუმდები. ღმერთო!
– თუ შეიძლება, ხუთი იარდი ბუნებრივი ბოჭკოს თოკი მომიჭერით.
ათრთოლებული თითებით სახაზავზე ხუთ იარდს ვზომავ... მის მწველ მზერას
ვგრძნობ და თავის აწევასაც კი ვერ ვბედავ. ღმერთო, ასე რატომ ვკანკალებ? შარვლის
უკანა ჯიბიდან საკანცელარიო დანას ვიღებ, თოკს ვჭრი, აკურატულად ვახვევ და
ვკვანძავ. რაღაც სასწაული მშველის, რომ თოკის გაჭრისას თითსაც ზედ არ ვაყოლებ.
– სკაუტების ბანაკში იყავით? – მეკითხება გრეი და, თითქოს გაოცებას გამოხატავსო,
ნაძერწი, მგრძნობიარე ტუჩები ოდნავ იხსნება. „ტუჩებზე ნუ უყურებ!“ – ვუკრძალავ
თავს მკაცრად.
– არა, ჯგუფური თამაშები დიდად არ მიტაცებს, მისტერ გრეი.
ის წარბს წევს.
– აბა, რა გიტაცებთ, ანასტასია? – მის რბილ ხმაში ისევ ოდნავი ირონია იგრძნობა.
თვალს ვუსწორებ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. „თავი ხელში აიყვანე, ანა“, –
მემუდარება ჩემი უკვე სრულიად დატანჯული ქვეცნობიერი.
– წიგნები, – ვჩურჩულებ ძლივს გასაგონად, შიგნიდან კი მთელი ჩემი არსების
ყვირილი ჩამესმის: „თქვენ! თქვენ მიტაცებთ!“ ვცდილობ, ეს სასოწარკვეთილი ყვირილი
სასწრაფოდ მოვიშორო და თვითონვე ვფრთხები, რომ ჩემ შინაგან „მეს“ ასეთი
თავისუფლების ნება მივეცი.
– როგორი წიგნები? – მეკითხება და თავს გვერდზე ხრის.
რა მნიშვნელობა აქვს? რატომ აინტერესებს?!
– ჩვეულებრივი. კლასიკა. ძირითადად ბრიტანული ლიტერატურა.
ჩემს პასუხზე ჩაფიქრებული გრეი გრძელი საჩვენებელი თითით ნიკაპის სრესას
იწყებს, თუმცა ალბათ უბრალოდ პასუხი მოეჩვენა მოსაწყენად და დამალვას ცდილობს.
– კიდევ გნებავთ რამე? – სასწრაფოდ თემა უნდა შევცვალო, თორემ მისი თითები
გონებას მიბნევს.
– არც კი ვიცი. თქვენ რას მირჩევთ?
მე როგორ გირჩიოთ? მე ხომ წარმოდგენაც არ მაქვს, რა გჭირდებათ!.. – კინაღამ მწყდება
ენიდან, ხმამაღლა კი ვეუბნები:
– რამის გაკეთებას აპირებთ? – ვწითლდები და თვალი რატომღაც მისი შემოტკეცილი
ჯინსისკენ მეპარება, – სამუშაო კომბინეზონი იყიდეთ, – ვაგრძელებ მე და ვხვდები, რომ
სისულელეებს ვლაპარაკობ.
გრეი წარბს სწევს, სახეზე გაოცება აწერია.
– ტანსაცმელი რომ არ გასვაროთ, – და გაუაზრებელი ჟესტით ხელით ჯინსზე ვანიშნებ.
– ჯინსის გახდა ყოველთვის შეიძლება, – იცინის ის.
– ჰმ, – ვგრძნობ, ისევ როგორ ვწითლდები. ახლა ალბათ სახეზე კომუნისტური
მანიფესტის ფერი მადევს. „მორჩი ლაქლაქს. ახლავე შეწყვიტე სისულელეებზე
ლაპარაკი“, – მიბრძანებს ჩემი ქვეცნობიერი.
– კარგი, კომბინეზონს ავიღებ, თორემ ღმერთმა არ ქნას, ტანსაცმელი დამესვაროს, –
ამბობს ის სრულიად სერიოზული გამომეტყველებით.
თვალწინ უჯინსო კრისტიან გრეი მიდგება და ვცდილობ, ხილვისგან სასწრაფოდ
გავთავისუფლდე.
– კიდევ გნებავთ რამე? – ვცრი კბილებში და ორ ლურჯ კომბინეზონს ვაწვდი. ჩემს
კითხვას უყურადღებოდ ტოვებს.
– როგორ მიდის სტატიაზე მუშაობა?
როგორც იქნა გადაკრული, ორაზროვანი ქარაგმების გარეშე, ნორმალური კითხვა
დამისვა, რომელზეც პასუხის გაცემა შემიძლია... როგორც სამაშველო ნავს, კითხვას
ორივე ხელით ვებღაუჭები და გულახდილად ვპასუხობ:
– სტატიას მე კი არა, კათრინი, მის კავანა წერს. დამწყები ჟურნალისტი და
სტუდენტური გაზეთის რედაქტორია. საშინლად განიცადა, რომ პირადად ვერ შეძლო
თქვენგან ინტერვიუს აღება, – ვეუბნები და საოცრად მიხარია, რომ მისი ორაზროვანი
რეპლიკებისგან დასვენების საშუალება მეძლევა, – სტატია ძალიან კარგი გამოუვიდა,
მაგრამ ახლა იმას განიცდის, რომ თქვენი ფოტოსურათები არა აქვს.
გრეი გაკვირვებით წარბებს წევს.
– როგორი ფოტოსურათები სჭირდება?
მოულოდნელი კითხვა მაბნევს. არცოდნის ნიშნად თავს ვაქნევ.
– კარგი. ჯერ აქ ვარ. იქნებ ხვალ... – ჩუმდება.
– ფოტოსესიაზე თანახმა ხართ? – ისევ მიწყდება ხმა. კეიტი სიხარულით მეცხრე ცაზე
იქნება, თუ გრეი ფოტოსესიას დათანხმდება. „შენც შეძლებ, ხვალ ისევ ნახო“, – მესმის
ჩემი ქვეცნობიერის ბნელი კუნჭულის ჩუმი ჩურჩული. მაგრამ სულელურ ნაკარნახევს
სასწრაფოდ თავიდან ვიშორებ...
– კეიტს ძალიან გაუხარდება... თუ, რა თქმა უნდა, ფოტოგრაფს მოვნახავთ, – ისეთი
კმაყოფილი ვარ, რომ ყურებამდე ვიღიმები.
გრეი, თითქოს ჰაერი არ ყოფნისო, პირს აღებს და თვალებს ახამხამებს. წამით
სრულიად დაბნეული გამომეტყველება აქვს. დედამიწა ღერძს სწყდება და
ტექტონიკური ფილები ადგილს იცვლის.
ოჰ, ღმერთო! კრისტიან გრეი დაიბნა!
– ხვალინდელთან დაკავშირებით შემატყობინეთ, – ის ჯიბიდან საფულეს იღებს და
სავიზიტო ბარათს მიწვდის, – აი, ჩემი ბარათი. ეს მობილური ტელეფონის ნომერია.
ხვალ, დილას, ათ საათამდე დამირეკეთ.
– კარგი, – ვიღიმები პასუხად. კეიტს ძალიან გაუხარდება.
– ანა!
გასასვლელის მეორე მხრიდან პოლი – მისტერ კლეიტონის უმცროსი ძმა გამოდის.
გავიგე, რომ პრისტონიდან დაბრუნდა, მაგრამ დღეს არ ველოდებოდი.
– ერთი წუთით, მაპატიეთ, თუ შეიძლება, – ვეუბნები მისტერ გრეის და პოლისკენ
მივდივარ. გრეი კოპებს კრავს.
მე და პოლი ყოველთვის ვმეგობრობდით და ახლა, როცა ჩემ წინაშე მდიდარი,
შეუპოვარი, საოცრად მიმზიდველი კრისტიან გრეი დგას, რომელიც ყველაფრის
კონტროლს ცდილობს, ძალიან მინდება ნორმალურ ადამიანთან დალაპარაკება. პოლი
მეხვევა.
– ანა, გამარჯობა, მიხარია შენი ნახვა! – ყვირის აღფრთოვანებული.
– როგორ ხარ, პოლ? ძმის დაბადების დღეზე ჩამოხვედი?
– ჰო. არაჩვეულებრივად გამოიყურები, ანა, – იცინის პოლი, ოდნავ უკან მწევს და
თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. მერე ერთ ხელს მიშვებს, მაგრამ მეორეს ჩემს
მხარზე ტოვებს. შეცბუნებული ერთი ფეხიდან მეორეზე ვინაცვლებ. პოლი კარგი
ადამიანია, მაგრამ ცოტა უცერემონიო.
კრისტიან გრეისკენ ვიხედები, მის ქორივით მზერას ვაწყდები: ოდნავ დახრილი
ნაცრისფერი თვალებით ჩაფიქრებული მიმზერს. ტუჩები მომუწული და დაძაბული
აქვს. ჩემ წინაშე უკვე არა ყურადღებიანი მყიდველი, არამედ ვიღაც სხვა – ცივი და
გაუცხოებული ადამიანი დგას.
– პოლ, კლიენტი მყავს. მოდი, გაგაცნო, – ვეუბნები პოლს და გრეისკენ მიმყავს, რომ მის
თვალებში ჩამდგარი მტრული ნაპერწკალი ჩავაქრო. ისინი ერთმანეთს შემფასებლურ
მზერას ავლებენ. ატმოსფერო ყინულივით ცივია.
– პოლ, ეს კრისტიან გრეია. მისტერ გრეი, გაიცანით პოლ კლეიტონი, მაღაზიის
მფლობელის ძმა.
თვითონაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახსნა-განმარტება უნდა გავაგრძელო.
– ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, მას შემდეგ, რაც აქ ვმუშაობ, მაგრამ იშვიათად
ვხვდებით ხოლმე. პოლი მენეჯმენტს სწავლობს პრინსტონის უნივერსიტეტში, –
ვტიკტიკებ შეუჩერებლად. „გაჩუმდი, ანა, საკმარისია!“ – მიცაცხანებს ჩემი ქვეცნობიერი.
– მისტერ კლეიტონ, – გრეი პოლს ხელს უწვდის, მაგრამ სახის გამომეტყველება არ
ეცვლება.
– მისტერ გრეი, – პოლი ხელის ჩამორთმევას პასუხობს. – მოიცადეთ, ის კრისტიან
გრეი? „გრეი ენტერპრაიზისის“ ხელმძღვანელი? – წამის უსწრაფესად პოლს სახეზე
გამოსახული არაკეთილისმსურველი გამომეტყველება მოწიწებული აღფრთოვანებით
ეცვლება. გრეი თავაზიანად იღიმება, მაგრამ მზერა ისევ ყინულივით ცივი აქვს, –
ძალიან სასიამოვნოა! შემიძლია, რამით დაგეხმაროთ?
– ანასტასია უკვე დამეხმარა, ძალიან ყურადღებიანი იყო, – გარეგნულად სრულიად
აუღელვებელია, მაგრამ მისი სიტყვები... ისეთი შეგრძნება რჩება, რომ მის სიტყვებში
სულ სხვა აზრი დევს... სრულიად ვიბნევი.
– ძალიან კარგი, – პასუხობს პოლი, – მოგვიანებით გნახავ, ანა.
– რა თქმა უნდა, პოლ, – ვპასუხობ პოლს და თვალს ვაყოლებ როგორ უჩინარდება
საწყობში, – კიდევ ინებებთ რამეს, მისტერ გრეი?
– არა, მეტს არაფერს, – მის ხმაში სიცივე იგრძნობა. ეშმაკმა დასწყევლოს! რამე
ვაწყენინე? ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, ვბრუნდები და სალაროსკენ მივდივარ. რა სჭირს?
სალაროში თოკს, კომბინეზონებს, საიზოლაციო ლენტას და კაბელის დამჭერს ვატარებ.
– სულ – ორმოცდასამი დოლარი, – ჯობია, არ შევხედო. თვალს არ მაშორებს.
ნაცრისფერი თვალები ყურადღებიანი და უცნაურად დაბინდული აქვს. ისევ
წონასწორობას ვკარგავ.
– პაკეტი გჭირდებათ? – ვეკითხები და საკრედიტო ბარათს ვართმევ.
– დიახ, ანასტასია, – ისე წარმოთქვამს, შეგრძნება მრჩება, რომ ენით ჩემს სახელს
ელამუნება. გული ისევ გამალებულ ბაგა-ბუგს მიწყებს. ჰაერი არ მყოფნის,
ათრთოლებული თითებით ნაყიდ ნივთებს პაკეტში ვულაგებ.
– დამირეკავთ, თუ ჩემი ფოტოსურათები დაგჭირდებათ? – მომმართავს ისევ საქმიანი
ტონით.
მეტყველების უნარი ისევ წართმეული მაქვს, ამიტომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ
თავს ვუქნევ და საკრედიტო ბარათს ვუბრუნებ.
– კარგი. ხვალამდე, – წასასვლელად ბრუნდება, მაგრამ ჩერდება, – ჰო, კიდევ,
ანასტასია... მიხარია, რომ მის კავანამ ინტერვიუზე მოსვლა ვერ მოახერხა.
ის მიღიმის და დიდი ნაბიჯებით, უკანმოუხედავად და მიზანსწრაფულად კარისკენ
მიდის. ჩემში კი უთვალავ შეშლილ და უკონტროლოდ გადარეულ ქალურ ჰორმონს
ტოვებს. იქამდე, ვიდრე უკან, ისევ ჩვენს პლანეტაზე დაბრუნებას მოვახერხებ,
რამდენიმე წუთს მის ზურგსუკან დაკეტილ კარს შევცქერი...
კარგი, უნდა ვაღიარო, რომ მომწონს. თავის მოტყუებას უკვე აზრი აღარა აქვს. ადრე
ასეთი არაფერი განმიცდია. გრეი საოცრად, წარმოუდგენლად სიმპათიურია. მაგრამ
მასზე ფიქრს აზრი არა აქვს, ამას სრულიად ვაცნობიერებ და ერთდროულად მწარე და
ტკბილი სინანულით ვოხრავ. ის, რომ გრეი აქ მოვიდა – უბრალო შემთხვევითობაა.
თუმცა, ცხადია, არც მე მიკრძალავს არავინ შორიდან მომწონდეს. ამით ნამდვილად
არაფერი დამიშავდება, მით უმეტეს, რომ თუ ფოტოგრაფს მოვძებნი, ხვალ კიდევ
ერთხელ ვნახავ. უკვე ამ აზრით მონუსხული, ტუჩს ვიკვნეტ და პატარა გოგოსავით
სულელურად ვიღიმები.
კეიტს უნდა დავურეკო და ფოტოსესიისთვის მოვემზადო.

თავი მესამე
კეიტი სიხარულით მეცხრე ცაზეა.
– კი მაგრამ, „კლეიტონში“ რა უნდოდა?
ცნობისმოყვარეობისგან ლამის ტელეფონიდან გამოძვრეს. საწყობში ვდგავარ და
ვცდილობ, ისე ვილაპარაკო, არაფერი შემემჩნეს.
– აქეთ შემთხვევით აღმოჩნდა.
– ანა, რაღაც საეჭვოდ ბევრი დამთხვევაა. იქნებ შენ გეძებდა? – ამბობს ჩაფიქრებული.
ამ აზრისგან ჩემი გული ისევ იწყებს ფართხალს, მაგრამ სიხარული დიდხანს არ
გრძელდება. სამწუხაროა, მაგრამ გრეი საქმეზეა ჩამოსული და არა ჩემ გამო.
– ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ ფერმაში იყო მისული, რაღაც
გამოკვლევებს აფინანსებს, – ვბუტბუტებ გაურკვევლად.
– ვიცი, ორნახევარი მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო.
ოჰო!
– საიდან იცი?
– ანა, მე ჟურნალისტი ვარ და გრეის შესახებ ცნობები მაქვს შეგროვილი. ჩემი საქმე
სწორედ ასეთი რამეების ცოდნაა.
– კარგი, კარლა ბერნსტაინ, დაწყნარდი. რას იტყვი, ფოტოები გჭირდება?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ უნდა გადაიღოს და სად?
– თვითონ მასვე ვკითხოთ, ჯერ ისევ ვანკუვერშია.
– შეგიძლია დაუკავშირდე?
– მობილური ტელეფონის ნომერი მომცა.
კეიტი ხმამაღლა ოხრავს
– ვაშინგტონის შტატის ყველაზე მდიდარმა, მიუწვდომელმა, საიდუმლოებით
მოცულმა და ყველასთვის საოცნებო საქმრომ რატომღაც ისე, უბრალოდ თავისი
მობილურის ნომერი მოგცა, არა?!
– ჰოო...
– ანა, გრეის მოსწონხარ. საფიქრალიც აღარაფერია! – აცხადებს სრულიად
დარწმუნებული ტონით კეიტი.
– კეიტ, ეს მხოლოდ თავაზიანობის ჟესტია და მეტი არაფერი.
სიტყვა დამთავრებულიც არა მაქვს, რომ ვხვდები – თავაზიანობა გრეის სულაც არ
ახასიათებს. ის ზრდილობიანია, მაგრამ არა თავაზიანი. ჩუმი, იმედიანი ხმა იღვიძებს:
იქნებ კეიტი მართალია... სხეულში ჟრუანტელი მივლის. ხომ მითხრა, მიხარია, რომ
კეიტმა ინტერვიუზე მოსვლა ვერ შეძლოო. უტყვი აღფრთოვანებით ხელებს მხრებზე
ვიხვევ და იმ აზრით ერთიანად მოცული, რომ ნამდვილად, თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ
მოვეწონე, აქეთ იქით ვქანაობ. კეიტი რეალობაში მაბრუნებს.
– მერე ფოტოგრაფი რომ არ გვყავს? ლევი სწორედ ამ შაბათ-კვირით სახლში,
აიდაჰოფოლზში გაემგზავრა. გაგიჟდება, როცა გაიგებს, რომ ამერიკის ერთ-ერთი
წამყვანი მეწარმის გადაღების შანსი გაუშვა!
– ჰმ... ხოსეს რომ ვთხოვოთ?
– კარგი იდეაა! შენ სთხოვე, შენთვის ყველაფერს გააკეთებს. მერე გრეის დაურეკე და
ჰკითხე, სად ურჩევნია ფოტოსესიის მოწყობა, – კეიტს საშინლად უცერემონიო
დამოკიდებულება აქვს ხოსესთან.
– ვფიქრობ, შენ თვითონ უნდა დაურეკო.
– ვის, ხოსეს? – იცინის ის.
– არა, გრეის.
– ანა, გრეისთან რომანი შენ გაქვს. მე როგორ დავურეკო?!
– რომანი? – ჩემი ხმა რამდენიმე ოქტავით ხტება, – რა რომანი, ნორმალურად არც კი
ვიცნობ!
– ასეა თუ ისე, გილაპარაკია მაინც, – მპასუხობს კეიტი გულდაწყვეტით, – და ფაქტია,
შენი უფრო ახლოს გაცნობა უნდა, – ანა, შენ უბრალოდ დაურეკე, – მბრძანებლური
ტონით განკარგულებას მაძლევს კეიტი და ტელეფონს თიშავს. ხანდახან რა აუტანელია!
ტელეფონს დავყურებ, ვიჯღანები და ენას ვუყუფ.
ხოსესთვის შეტყობინების გაგზავნასაც ვერ ვასწრებ, რომ საწყობში პოლი შემოდის.
ზუმფარის ქაღალდი სჭირდება.
– ანა, კლიენტებს ვერ ავუდივართ, – მაძლევს შენიშვნას ის.
– ბოდიში. მივდივარ, – ვუბოდიშებ და წასასვლელად ვბრუნდები.
– მისტერ კრისტიან გრეი სად გაიცანი? – ხაზგასმულად დაუდევარი ტონით მეკითხება
პოლი.
– კეიტი რომ ავად გახდა, ჩვენი სტუდენტური გაზეთისთვის მისგან ინტერვიუ მე
ავიღე.
მხრებს ვიჩეჩავ და ვცდილობ, ნათქვამი ბუნებრივად ჟღედეს, მაგრამ პოლზე უკეთ არც
მე გამომდის.
– კრისტიან გრეი „კლეიტონში“... ამბავიც ამას ჰქვია! – გაოგნებული ფრუტუნებს პოლი
და თავს აქნევს, – კარგი. გინდა ამ საღამოს სადმე წავიდეთ?
ყოველთვის, როცა პოლი სახლში ბრუნდება, აუცილებლად მეპატიჟება სადმე, მაგრამ,
როგორც წესი, ყოველთვის უარით ვისტუმრებ. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. პოლი
ჟურნალის ყდიდან გადმოსული, ტიპური ამერიკელივით გამოიყურება, მაგრამ
ლიტერატურულ გმირს არაფრით ჰგავს. „რა, მისტერ გრეი ასეთივე არ არის?!“ – თითქოს
ტყუილში დამიჭირაო, წარბაწეული, თვალებს წკურავს ჩემი ქვეცნობიერი, მაგრამ
მაშინვე ხმას ვაწყვეტინებ.
– დღეს ძმის დაბადების დღეს არ ზეიმობთ?
– დღეს არა, ხვალ.
– მოდი სხვა დროს იყოს, პოლ. შემდეგ კვირას გამოცდები მაქვს და უნდა ვიმეცადინო.
– ანა, იცოდე, ოდესმე „კის“ მიპასუხებ! – მემუქრება პოლი სიცილით, მე კი თავს
საწყობიდან გაქცევით ვშველი.
– ანა, მე ინტერიერებს ვიღებ და არა პორტრეტებს, – კვნესის ხოსე.
– ხოსე, გთხოვ. – ხელში ჩაბღუჯული ტელეფონით ჩვენს სასტუმრო ოთახში ერთი
კედლიდან მეორემდე დავდივარ და ფანჯარასთან მისული, ფანჯრებს მიღმა ნელ-ნელა
ჩამოწოლილ სიბნელეს ვაკვირდები.
– ტელეფონი მომეცი, – კეიტი მობილურ ტელეფონს მართმევს და ხელის ერთი
მოძრაობით მოოქროსფრო, აბრეშუმივით თმას უკანიყრის.
– მისმინე, ხოსე როდრიგეს! თუ გინდა, რომ ჩვენს გაზეთში შენი გამოფენის გახსნის
შესახებ რეპორტაჟი დაიბეჭდოს, ხვალ გადაღებაზე მოხვალ, გასაგებია? – კეიტი
ყოველთვის თავისას აღწევს, – კარგი. ანა დაგირეკავს და დროს და ადგილს
შეგატყობინებს. ხვალამდე, – ტელეფონს ტკაცუნით კეტავს, – ეს მზად არის! მხოლოდ
დრო და ადგილი დაგვრჩა დასაზუსტებელი. დაურეკე, – ტელეფონს მიწვდის. მუცელში
ყველა კუნთი ერთად მეჭიმება, – ახლავე დარეკე.
წამით გაბრაზებული შევცქერი, მერე თითებს უკანა ჯიბეში ვიყოფ და სავიზიტო
ბარათს ვიღებ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და აკანკალებული ხელით ნომერს ვკრეფ.
ის მეორე ზარზე იღებს. ხმა თავშეკავებული, მშვიდი და ცივი აქვს.
– გრეი.
– მ... მისტერ გრეი? ანასტასია სტილი ვარ, – საკუთარ ხმას ძლივს ვცნობ. წამიერი
სიჩუმე ისადგურებს, სრულიად აუტანელი სიჩუმე... შიგნიდან მთელი სხეული
ერთიანად მითრთის.
– მის სტილ, მიხარია თქვენი ხმის გაგონება, – ტონი ეცვლება, თითქოს გაკვირვებულია;
ხმა თბილი... და ალერსიანიც კი უხდება. სუნთქვა მეკვრის, ვწითლდები. უეცრად
ვაცნობიერებ, რომ კათრინ კავანა გაოგნებისგან პირდაღებული შემომცქერის და მისი
გამჭოლი მზერისგან შორს, სამზარეულოში გავრბივარ.
– ფოტოსესიასთან დაკავშირებით გირეკავთ, – „ისუნთქე, ანა, ისუნთქე“. მთელი
მკერდით ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობ, – ხვალ... თუ თქვენთვის მოსახერხებელი
იქნება... როდის შეგეძლებათ, სერ?
თვალწინ მის სახეზე გამოსახული სფინქსის ღიმილი მიდგება.
– პორტლენდში, სასტუმრო „ჰიტმანში“ დავბინავდი. ხვალ, ასე, დილის ათის
ნახევრისთვის შეძლებთ მოსვლას?
– მოვილაპარაკეთ, ათის ნახევარზე მოვალთ, – აფორიაქებისა და აღფრთოვანებისგან
ადგილს ვერ ვპოულობ. თავს პატარა გოგონად ვგრძნობ და არა სრულწლოვან ქალად,
რომელსაც ვაშინგტონის შტატის კანონმდებლობით ხმის მიცემისა და ალკოჰოლის
ყიდვის უფლება აქვს.
– მოუთმენლად გელით, მის სტილ, – ისევ მის ნაცრისფერ თვალებს და მათში
ანთებულ ნაპერწკალს ვხედავ. როგორ გამოსდის ოთხ მოკლე სიტყვაში ამდენი
მტანჯველი ცდუნების ჩადება? ტელეფონს ვთიშავ. კეიტი უკვე სამზარეულოშია და
დაძაბული გამომეტყველებით მომჩერებია.
– ანასტასია როუზ სტილ! შენ ის მოგწონს! ადრე არასოდეს მინახავს, რომ ვინმეზე
ასეთი რეაქცია გქონოდეს. სრულიად წითელი ხარ!
– კარგი რა, მე ხომ ყველაფერზე ვწითლდები, ვითომ არ იცი!.. ასეთი ვარ. ოღონდ
ძალიან ღრმა დასკვნებს ნუ გამოიტან... – ვბუზღუნებ არც თუ ისე დამაჯერებლად, –
უბრალოდ მისი თანდასწრებით თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ, ეს არის და ეს.
– „ჰიტმანში“?.. – ძალიან კარგი, – თავისთვის ამბობს კეიტი, – მენეჯერს უნდა
დავურეკო და გადაღების ჩასატარებელ ადგილზე შევუთანხმდე.
– მე ვახშამს მოვამზადებ, მერე სამეცადინო მაქვს, – ვამბობ და გაღიზიანებული
ბუფეტის კარს ვაღებ.
ღამით ძალიან ცუდად მძინავს. გვერდს გაუთავებლად ვიცვლი. ძილღვიძილში
დაბინდულ ნაცრისფერ თვალებს, კომბინეზონებს, გრძელ ფეხებს, თხელ თითებს და
ბნელ, უცნობ ადგილებს ვხედავ. ორჯერ მეღვიძება და ვგრძნობ, რომ გული ლამის არის
ამომივარდეს. რა სანახავი ვიქნები ასეთი უძილო ღამის მერე! ბალიშს ვაფუებ და
ვცდილობ, რამენაირად დავწყნარდე.
სასტუმრო „ჰიტმანი“ პორტლენდის ცენტრშია წამოჭიმული. ეს არაჩვეულებრივი
ყავისფერი ქვით ნაგები შენობა 20-იან წლებამდე ცოტა ხნით ადრე ააშენეს. ხოსე,
ტრევისი და მე ჩემს „ხოჭოში“ ვსხედვართ, კეიტი კი, რადგან „ხოჭოში“ ყველა ვერ
ჩაეტია, თავისი მერსედესით მოდის. ტრევისმა – ხოსეს მეგობარმა და დამხმარემ,
განათება უნდა დააყენოს. კეიტი „ჰიტმანის“ მენეჯერს მოელაპარაკა, რომ ჟურნალში
მოხსენიების სანაცვლოდ, ფოტოსესიისთვის ერთი ნომერი უფასოდ გამოეყო.
სასტუმროს ჰოლში კეიტი ადმინისტრატორს უხსნის, რომ ცნობილი მეწარმის –
კრისტიან გრეის გადასაღებად ვართ მისული და ისინიც მაშინვე ნომერლუქსისკენ
გვაცილებენ. ეს ჩვეულებრივი ლუქსია, რადგან, ყველაზე დიდი, ალბათ, თავად მისტერ
გრეის აქვს დაკავებული. ძალიან ახალგაზრდა და რატომღაც საოცრად აფორიაქებული
ადმინისტრატორი ნომერს გვათვალიერებინებს. მასზეც, როგორც ყოველთვის, უდავოდ
კეიტის სილამაზემ და მბრძანებლურმა მანერებმა მოახდინა შთაბეჭდილება, რადგან
კეიტის ყოველ სიტყვას ისე ემორჩილება, როგორც თიხა მოქანდაკეს. ოთახები
ელეგანტურია, დახვეწილი და მდიდრულად გაწყობილი.
ცხრა საათია. მოსამზადებლად კიდევ ნახევარი საათი გვაქვს. კეიტი განკარგულებების
გაცემას იწყებს.
– ხოსე, კარგი იქნებოდა ამ კედლის ფონზე გადაგვეღო, რას იტყვი? – პასუხს არ
ელოდება, – ტრევის, სკამები აიღე. ანა, მოახლე გააფრთხილე სასმელები მოიტანოს, მერე
გრეის დაურეკე და უთხარი, რომ აქ ვართ.
ახლავე, დიდო ქალბატონო!.. ნერვებს მიშლის, მაგრამ ყველაფერს ისე ვაკეთებ,
როგორც მითხრა. ნახევარი საათის შემდეგ მისტერ გრეი ნომერში შემოდის.
ღმერთო! საყელოსთან შეხსნილი თეთრი პერანგი და დაბალწელიანი ფლანელის
ნაცრისფერი შარვალი აცვია. ურჩი თმა შხაპის შემდეგ ჯერ ისევ ნამიანი აქვს. მის
შემხედვარეს, პირი მიშრება. წარმოუდგენლად სექსუალურია. გრეის
ოცდათხუთმეტიოდე წლის, ოდნავ გაუპარსავი, მოკლედ თმაშეკრეჭილი, ყელთან
ჰალსტუხგამოკვანძული, სადა, დახვეწილ კოსტიუმში გამოწყობილი უცნობი კაცი
მოჰყვება, ხმის ამოუღებლად დგება ოთახის კუთხეში და აუღელვებლად ცივად
გვაკვირდება თაფლისფერი თვალებით.
– მიხარია თქვენი ნახვა, მის სტილ, – გრეი ხელს მიწვდის, მეც პასუხად ვართმევ და
დაბნეულობისგან თვალებს ვახამხამებ. ოჰ... ის ისეთი... მისი ხელის შეხება მთელ
სხეულში ისევ ელექტრულ მუხტად მივლის და ერთიანად მახურებს... ისევ
ვწითლდები. ჩემი არათანაბარი სუნთქვა ალბათ მთელ ოთახში ისმის.
– მისტერ გრეი, ეს კათრინ კავანაა, – ვბუტბუტებ და ხელს კეიტისკენ ვიშვერ. ის წინ
გამოდის. გრეის პირდაპირ თვალებში უყურებს.
– შეუპოვარი მის კავანა. გამარჯობა, როგორ გიკითხოთ? – გრეი კათრინს თბილად
უღიმის, – იმედი მაქვს, უკეთ ხართ? ანასტასიამ მითხრა, რომ წინა კვირას თავს
შეუძლოდ გრძნობდით.
– გმადლობთ, მისტერ გრეი, უკვე კარგად ვარ, – და კეიტი თვალსაც არ ახამხამებს, ისე
ართმევს ხელს.
კეიტი შტატ ვაშინგტონის საუკეთესო კერძო სკოლაში სწავლობდა. მდიდარი
მშობლების შვილი, თავდაჯერებული და შეუპოვარი გაიზარდა. მისი ამ თვისებით
ყოველთვის აღფრთოვანებული ვრჩები ხოლმე.
– გმადლობთ, რომ ჩვენთვის დრო გამონახეთ, – ამატებს კეიტი და გრეის თავაზიანად
უღიმის.
– სამადლობელი არაფერია, – პასუხობს გრეი და ნაცრისფერი თვალების მზერა ისევ
ჩემზე ინაცვლებს. ...და ისევ ვწითლდები. ჯანდაბა!
– გაიცანით, ხოსე როდრიგესი, ჩვენი ფოტოგრაფი, – ვამბობ ღიმილით. ხოსე პასუხად
მზრუნველი, ალერსიანი გამომეტყველებით შემომცქერის. მაგრამ, როდესაც მზერა
გრეიზე გადააქვს, თვალებში სიცივე უდგება, – მისტერ გრეი, – ამბობს ის და თავს
უკრავს.
– მისტერ როდრიგეს, – წარმოთქვამს გრეიც, ხოსეს შემფასებლურ მზერას ავლებს და
გამომეტყველება მასაც მაშინვე ეცვლება, – სად გნებავთ ჩემი გადაღება? – ეკითხება
ხოსეს მკაცრი და საქმიანი ხმით, მაგრამ კეიტი რის კეიტი იქნება, ხოსეს მთავარ როლი
დაუთმოს!..
– მისტერ გრეი, თუ შეიძლება, აი, აქ დაბრძანდით. ფრთხილად, მავთულს არ
წამოედოთ! მერე კი რამდენიმე კადრს ფეხზე მდგომსაც გადაგიღებთ, – ამბობს კეიტი და
გრეის კედელთან მიდგმულ სავარძელზე უთითებს.
ტრევისი განათებას რთავს, გრეის წამიერად აბრმავებს და ბოდიშს იხდის. მერე მე და
ტრევისი ვდგავართ და ვუყურებთ, როგორ აჩხაკუნებს ხოსე აპარატს. ხოსეს კამერა
ხელში უჭირავს და გრეის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს მიბრუნებას, მერე ხელის აწევას და
ჩამოწევას სთხოვს. შემდეგ ფოტოაპარატს შტატივზე ამაგრებს და კიდევ რამდენიმე
კადრს იღებს, გრეი კი მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაახლოებით ოც წუთს,
აუღელვებლად უწევს პოზირებას. ახდა ჩემი ოცნება – შემიძლია ახლო მანძილიდან
ვუყურო. ორჯერ ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და მთელი ძალის მოკრება
მჭირდება, რომ მის დაბინდულ მზერას მოვწყდე.
– სავარძლის კადრები საკმარისია, – პროცესში ერთვება კეიტი, – მისტერ გრეი, ახლა,
თუ შეიძლება, ადექით.
გრეი დგება და ტრევისი კადრიდან სავარძლის მოსაშორებლად მირბის. ხოსე ისევ
„ნიკონის“ ჩხაკუნს იწყებს.
– ვფიქრობ, საკმარისია, – ამბობს ხუთ წუთში.
– ძალიან კარგი, – კმაყოფილი ღიმილით წარმოთქვამს კეიტი, – მისტერ გრეი, კიდევ
ერთხელ გიხდით მადლობას.
კეიტი, მის შემდეგ კი ხოსე, გრეის ხელს ართმევენ.
– სტატიას აუცილებლად წავიკითხავ, მის კავანა, – ამბობს უკვე კარისკენ მიმავალი
გრეი, მერე მოულოდნელად ჩემკენ ბრუნდება და ამატებს: – ხომ არ გამაცილებდით,
მის სტილ?
– რა თქმა უნდა, მისტერ გრეი, – ვპასუხობ სრულიად დაბნეული და აფორიაქებული
მზერა წამიერად კეიტზე გადამაქვს, კეიტი მხრებს იჩეჩავს, მის უკან მდგარ ხოსეს კი
სახე ექუფრება.
– კარგად ბრძანდებოდეთ, – ამბობს გრეი, კარს აღებს და მე წინ მიშვებს.
ეს რაღაა?.. რა ხდება, რა უნდა ჩემგან ? დერეფანში ვჩერდები და გრეის ველოდები,
რომელიც ოთახიდან მისტერ მოკლე ვარცხნილობასა და სადა კოსტიუმთან ერთად
გამოდის.
– დაგირეკავ, ტეილორ, – მხარსუკან ეუბნება „მოკლე ვარცხნილობას“ კრისტიან გრეი.
ტეილორი დერეფანის მეორე მხარეს მიდის და გრეის მწველი მზერა ჩემზე გადმოაქვს.
ღმერთო! რამე არასწორად გავაკეთე?
– ანასტასია, ყავა ხომ არ დაგველია?
გული პირდაპირ ყელში მიცემს. პაემანი? კრისტიან გრეი პაემანზე მეპატიჟება? ყავის
დალევა შემომთავაზა... „ალბათ, ბოლომდე გაღვიძებულს არ ჰგავხარ“, – ქირქილებს
ჩემი ქვეცნობიერი.
– მეგობრები სახლებში უნდა მივიყვანო, – ვბუტბუტებ დამნაშავის გამომეტყველებით
და ხელებს ვიმტვრევ.
– ტეილორ, – ეძახის ის ლამის უკვე დერეფნის ბოლომდე მისულ ტეილორს და ისიც
უკან ბრუნდება. მე კი დაძახებაზე მოულოდნელობისგან ვხტები.
– უნივერსიტეტის კამპუსში ცხოვრობენ? – მეკითხება ხმადაბლა გრეი.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ხმის ამოღებას კი ვერვბედავ.
– თქვენს მეგობრებს ჩემი მძღოლი, ტეილორი წაიყვანს. აქ დიდი ჯიპით ვარ, იმაში
გადასაღები მოწყობილობაც ჩაეტევა.
– დიახ, მისტერ გრეი, – ეუბნება უკან მობრუნებული ტეილორი.
– თუ შეიძლება, ფოტოგრაფი, მისი ასისტენტი და მის კავანა სახლებში წაიყვანეთ.
– რა თქმა უნდა, სერ.
– ასე. ახლა შეძლებთ ჩემთან ერთად ყავის დალევას, მის სტილ? – გრეი ისე იღიმება
თითქოს საქმიან გარიგებას დებდეს.
შუბლს ვიჭმუხნი... ვფიქრობ...
– მ.. მისტერ გრეი, იქნებ... ტეილორის შეწუხება აუცილებელი არ არის, – ნაჩქარევი
მზერა გრეიზე გადამაქვს. ის კვლავ აუღელვებლად და მშვიდად შემომყურებს, – თუ
ერთი წუთით დამელოდებით, მე და კეიტი უბრალოდ მანქანებს გავცვლით.
გრეის სახეზე გაცისკროვნებული, უდარდელი ღიმილი ეფინება. ოჰ, ღმერთო... ის ჩემ
წინ ნომრის კარს აღებს. გვერდს ვუვლი, რომ ოთახში შევიდე და ხოსესთან
გაცხოველებულ ლაპარაკში ჩაბმული კეიტისკენ მივდივარ.
– ანა, გრეის ნამდვილად მოსწონხარ, – იწყებს ის ყოველგვარი შესავლის გარეშე. ხოსე
უცნაურად უკმაყოფილო სახით შემომყურებს, – მაგრამ მე მას არ ვენდობი, – ამატებს
კეიტი ბოლოს.
ხელს ვწევ, რომ რამენაირად გავაჩუმო.
– კეიტ, შეგიძლია, მანქანა გამიცვალო და „ხოჭოთი“ შენ წახვიდე?
– რატომ?
– კრისტიან გრეი ყავაზე მეპატიჟება.
კეიტი გაოცებისგან პირს აღებს. რა საოცარი წამია: კეიტმა ლაპარაკის უნარი დაკარგა!..
ის იდაყვში მკიდებს ხელს და სასტუმრო ოთახიდან საძინებელში გავყავარ.
– ანა, გრეის რაღაც წესრიგში არა აქვს. გეთანხმები, წარმოუდგენლად სიმპათიურია,
მაგრამ საშიში ტიპია. მით უმეტეს – შენნაირებისთვის.
– რას ნიშნავს ჩემნაირებისთვის?
– მშვენივრად ხვდები, რასაც ნიშნავს, თავს ნუ იკატუნებ. შენსავით
გამოუცდელებისთვის, – მეუბნება ცოტა არ იყოს გაღიზიანებული.
ვწითლდები.
– კეიტ, უბრალოდ ყავაზე მპატიჟებს. მომავალ კვირას გამოცდები იწყება და
სამეცადინო მაქვს, არც მცალია, ასე რომ, დიდხანს არ დავრჩები.
კეიტი ტუჩებს ბურცავს, თითქოს ჩემს ნათქვამზე ფიქრობსო. ბოლოს ჯიბიდან
გასაღებს იღებს და მიწვდის, მეც სანაცვლოდ ჩემსას ვაძლევ.
– დიდხანს არ მალოდინო. იცოდე, არ დაიგვიანო, თორემ მაშველების გამოძახება
მომიწევს.
– გმადლობ, – ვეუბნები კეიტს და ვეხვევი.
კრისტიან გრეი მამაკაცების ჟურნალიდან გადმომხტარი მოდელივით კედელს
მიყუდებული მელოდება.
– მზად ვარ, შეგვიძლია, ყავის დასალევად წავიდეთ, – ვბუტბუტებ და ჭარხალივით
ვწითლდები.
– მხოლოდ თქვენ მერე, მის სტილ.
ხელის დახვეწილი მოძრაობით წინ მატარებს. დერეფანს მივუყვები და ფეხები
მიკანკალებს, თავბრუ მესხმის, გული კი აფორიაქებული, არათანაბარი რიტმით მიცემს.
კრისტიან გრეისთან ერთად ყავა უნდა დავლიო... მე კი ყავას ვერ ვიტან. ლიფტებამდე
მიმავალ ფართო დერეფანს ერთად მივუყვებით. რას ვეტყვი? საშინელი დაძაბულობა
გონებას, მგონი, ერთიანად მითიშავს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? რა საერთო თემა
შეიძლება მოვძებნო?
რბილ და თბილ ხმას ფიქრიდან გამოვყავარ:
– კათრინ კავანას დიდი ხანია იცნობთ?
ოჰ, დასაწყისისთვის მარტივი კითხვა...
– პირველი კურსიდან. ჩემი ახლო მეგობარია.
– ჰმ, – წარმოთქვამს გრეი როგორღაც გაურკვევლად. ნეტა რას ფიქრობს? ლიფტის
ღილაკს თითს აჭერს და კარიც, თითქმის მაშინვე, კაბინაში მგზნებარედ ჩახვეული
წყვილის წინ ზარის წკრიალით იღება. მოულოდნელობისგან ელდანაკრავებივით
შორდებიან ერთმანეთს და დარცხვენილები თვალებს მალავენ. მე და გრეი ლიფტში
შევდივართ.
აუღელვებელი გამომეტყველება რომ შევინარჩუნო, იატაკს დავჩერებივარ, მაგრამ
ვგრძნობ, სახეზე ალმური როგორ მეკიდება. წამწამებს ქვევიდან თვალს გრეისკენ
ვაპარებ: მეჩვენება, რომ ტუჩის კუთხეებით იღიმება, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ. ის
წყვილიც ხმას არ იღებს. პირველ სართულზე უხერხულ სიჩუმეში ჩავდივართ...
ლიფტში მუსიკაც კი არ არის, რომ მდგომარეობა განმუხტოს.
კარი იღება. ჩემდა გასაკვირად, გრეი ხელს მკიდებს და ჩემს თითებს თავის გრძელ,
გრილ თითებში იქცევს. დენის დარტყმასავით მთელ სხეულში სითბო მეღვრება და
ისედაც ლამის ამოვარდნამდე მისული გული კიდევ უფრო მიჩქარდება. კაბინიდან
გავდივართ, ზურგს უკან კი ჩვენ შემდეგ გამოსული წყვილის თავშეკავებული და
უხერხული ჩაცინება გვესმის.
– რა ხდება ამ ლიფტებში? – ამბობს გრეი და ისიც იღიმება.
სასტუმროს ფართო, ხალხმრავალი ჰოლის გავლით გასასვლელისკენ მივემართებით,
მაგრამ გრეი გეზს მბრუნავი კი არა, ჩვეულებრივი კარისკენ იღებს. საინტერესოა... ნუთუ
იმიტომ, რომ ჩემი ხელის გაშვება არ უნდა?
ქუჩაში მაისის თბილი კვირა დღეა. მზე ანათებს და ქუჩა თითქმის ცარიელია. გრეი
მარჯვნივ უხვევს და გზაჯვარედინისკენ მიდის, იქ ვჩერდებით და შუქნიშანზე მწვანის
ანთებას ველოდებით. ჯერ კიდევ ხელმოკიდებული მივყავარ. ჩვენ ქუჩაში ვართ და
კრისტიან გრეის ჩემი ხელი უჭირავს. ჯერ არავის სჭერია ჩემი ხელი. მთელ სხეულში
ჟრუანტელი მივლის, თავბრუ მეხვევა და ვცდილობ, სახიდან სულელური, ყურებამდე
გაბადრული ღიმილი მოვიშორო. მწვანეინთება და გზის მეორე მხარეს გადავდივართ.
ოთხი კვარტლის დაშორებით კაფე „პორტლანდჰაუსთან“ ვჩერდებით, აქ გრეი ხელს
მიშვებს, რომ კარი გამიღოს და კაფეში შესასვლელად წინ გამატაროს.
– თქვენ მაგიდა აირჩიეთ, მე კი ყავას შევუკვეთავ. სხვა რა მოგიტანოთ? – მეკითხება
როგორც ყოველთვის თავაზიანად.
– მე ჩაის დავლევ... Twininngs English Breakfast Tea, მაგრამ პაკეტი მაშინვე ამოიღონ.
გრეი გაკვირვებული გამომეტყველებით წარბს სწევს.
– ყავა?
– ყავა არ მიყვარს.
ის იღიმება.
– კარგი, მაშასადამე, ჩაი და, პაკეტი მაშინვე ამოიღონ... ტკბილი?
წამით გაოგნებული ვჩუმდები, რადგან მეჩვენება, რომ „ტკბილი“ მე მიწოდა. მაგრამ
რეალობაში ჩემი ტუჩებაბზუებული ქვეცნობიერის დაცინვა მაბრუნებს– „სულელო,
გეკითხება, შაქრით გინდა თუ უშაქროდ!
– არა, უშაქროდ, – ვპასუხობ და უხერხულობის დასაფარად საკუთარ თითებზე
გადამაქვს მზერა.
– კიდევ რამეს მიირთმევთ?
– არა, გმადლობთ, – უარის ნიშნად თავს ვაქნევ. გრეი დახლისკენ მიემართება. სანამ
რიგში დგას, წამწამებს ქვეშიდან ხშირხშირად ვაპარებ მისკენ თვალს.
შემიძლია, მთელი დღეები ვუყურო. მაღალია, განიერი მხრები აქვს, ეს შარვალი კი
თეძოზე ისე აზის, რომ... ოჰ, ღმერთო! გრძელი თითებით უკვე მშრალ, მაგრამ კვლავაც
ურჩად გაწეწილ თმას რამდენჯერმე ისწორებს. როგორ მინდა, მეც შევეხო... ეს აზრი
იმდენად უცხოა ჩემთვის, რომ, სისხლი სახეზე მაწვება და ერთიანად ვწითლდები.
ტუჩს ვიკვნეტ და ისევ საკუთარ ხელებს დავყურებ.
– გინდათ გამოვიცნო, რაზე ფიქროობთ? – გრეი მაგიდასთან დგას და
თვალმოუშორებლად მიყურებს...
ვწითლდები. „იმაზე, რომ ჩემი თითებით მინდა თქვენს თმას შევეხო. მინდა ვიგრძნო,
რა რბილი და გრილია...“ უარის ნიშნად თავს ვაქნევ. გრეი ლანგარს არყის ხის
ფირფიცრით მოპირკეთებულ პატარა მრგვალ მაგიდაზე დგამს. მერე ლამბაქით
ფინჯანს, პატარა ჩაიდანს და კიდევ ერთ ლამბაქს მაწვდის, რომელზეც ჩემი საყვარელი
ჩაის Twininngs English Breakfast Tea-ს პაკეტი დევს. თვითონ ყავას სვამს, მოდებული
ქაფის ზედაპირზე რძით ულამაზესი ფორმის ფოთოლია გამოხატული. საინტერესოა,
ამას როგორ ახერხებენ? – ვფიქრობ უსაქმურობისგან... თავისთვის მოცვის მაფინიც
აუღია. გრეი ლანგარს გვერდით სწევს, ჩემ პირდაპირ ჯდება და გრძელ ფეხებს
აჯვარედინებს. მსუბუქად და თავისუფლად მოძრაობს, სხეულს მთლიანად ფლობს.
მშურს კიდეც მისი, მით უმეტეს, რომ თავად მოძრაობის ცუდი კოორდინაცია მაქვს და
ძალიან მოუხერხებელი ვარ. ჩემთვის „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე წაუქცევლად
მისვლაც კი დიდი სირთულეა.
– მაინც რაზე ფიქრობთ? – არ მეშვება გრეი.
– ეს ჩემი საყვარელი ჩაია, – ვპასუხობ ხმადაბლა და ყრუდ. არც კი მჯერა, რომ
გრეისთან ერთად პორტლენდის კაფეში ვზივარ. ის წარბს კრავს – გრძნობს, რომ თემას
გვერდს ვუვლი. ჩაის პაკეტს მდუღარე წყალში ვუშვებ, თითქმის მაშინვე უკან ვიღებ და
კოვზით ლამბაქზე ვდებ. ოდნავ გვერდზე თავგადახრილი გრეი კითხვით სავსე მზერით
შემომცქერის.
– ბაცი ჩაი მიყვარს, ურძეოდ, – ვუხსნი მე.
– გასაგებია. ის თქვენი ბიჭია?
ოჰო!.. რაა?
– ვინ?
– ფოტოგრაფი. ხოსე როდრიგესი.
გაოცებისგან ნერვიული სიცილი მიტყდება. საიდან მოიტანა?
– არა, ხოსე უბრალოდ ჩემი ძველი მეგობარია. რატომ იფიქრეთ, რომ მე და ის?..
– იმიტომ, რომ ერთმანეთს უღიმოდით, – გრეი პირდაპირ თვალებში მიყურებს. თავს
საშინლად უხერხულად ვგრძნობ და ვცდილობ, მზერა ავარიდო, მაგრამ ამის მაგივრად
მონუსხულივით თვალს ვერ ვაშორებ.
– ხოსე ლამის ოჯახის წევრია, – ვამბობ ძლივს გასაგონად.
როგორც ჩანს, პასუხით კმაყოფილი გრეი თავს ოდნავ მიქნევს და მაფინს
მოხერხებული გრძელი თითებით ქაღალდს აცლის.
– არ გინდათ ნახევარი? – მეკითხება და ტუჩის კუთხეებით მიღიმის.
– არა, გმადლობთ, – ვპასუხობ მე, კოპებს ვკრავ და მზერა ისევ ჩემი ხელებისკენ
გადამაქვს.
– გუშინ რომ მაღაზიაში იყო, ის?
– პოლიც აასევე, უბრალოდ მეგობარია. გუშინ ხომ გითხარით... – რაღაც სულელური
საუბარი გამოდის, – რატომ მეკითხებით?
– როგორც ჩანს, მამაკაცების გარემოცვაში ნერვიულობთ.
ჯანდაბა! ამ თემაზე ლაპარაკი ნამდვილად არ მინდა! „მე მხოლოდ თქვენ გვერდით
ვნერვიულობ“, – ვამბობ გულში, მაგრამ აღარაფერს ვამატებ.
– თქვენი მეშინია, – ვეუბნები და ვწითლდები, მაგრამ გულში გულახდილობისთვის
თავს ვიქებ და ისევ საკუთარ ხელებს ვუბრუნდები. მისი მკვეთრი ამოოხვრა მესმის.
– უნდა გეშინოდეთ კიდეც, – თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს გრეი, – მომწონს, ასეთი
პირდაპირი რომ ხართ. გთხოვთ, ნუ ხრით თვალებს, მინდა, თქვენს სახეს ვხედავდე.
...ოჰ! თვალებში ვუყურებ და გრეი გამამხნევებლად, თუმცა კი რაღაც უცნაურად
მიღიმის.
– მგონი, ვხვდები, რაზე ფიქრობთ, – ოხრავს ისევ, – თქვენ ერთი დიდი
საიდუმლოხართ, მის სტილ.
საიდუმლო? მე ვარ საიდუმლო?
– არავითარი საიდუმლო ჩემში არ არის, სრულიად ჩვეულებრივი ვარ.
– ჩემი აზრით, თავს არაჩვეულებრივად ფლობთ, – განაგრძობს ის.
მართლა? წარმოუდგენელია... ეს როგორღა გამომივიდა? უცნაურია. მე და თავის
ფლობა? არ მჯერა.
– თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ მუდმივად წითლდებით... საინტერესოა,
რატომ? – რიტორიკულ კითხვას სვამს გრეი და მერე ისე, რომ თვალს არ მაშორებს,
მაფინის პატარა ნაჭერს პირში იდებს და აუჩქარებლად ღეჭავს. და მეც, თითქოს
ბრძანებას დამორჩილებული, სასწრაფოდ ვწითლდები. ჯანდაბა!
– ყოველთვის ასეთი უცერემონიო ხართ?
– არ მინდოდა, უცერემონიოდ გამომსვლოდა. რამით გაწყენინეთ? – გაოცებულ
გამომეტყველებას იღებს.
– არა, – ვპასუხობ გულახდილად.
– კარგი.
– მაგრამ ზედმეტად მბრძანებლური ხართ.
გრეი წარბს წევს. თითქოს წითლდება კიდეც.
– უბრალოდ მიჩვეული ვარ, რომ მემორჩილებიან, ანასტასია, – წარმოთქვამს ის, –
ყველაფერში...
– ეჭვიც არ მეპარება. რატომ არ შემომთავაზეთ, რომ სახელით მოგმართოთ? – მწყდება
ენიდან კითხვა და თვითონვე მიკვირს საკუთარი უტიფრობა. რატომ გახდა ასეთი
სერიოზული საუბარი? ამას ნამდვილად არ ველოდი... ან რატომ ჩავუდექი ასე კრიჭაში?
როგორც ჩანს, ახლო არ მიშვებს.
– სახელით მე მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები მომმართავენ.
უბრალოდ ასე ვარ მიჩვეული.
ოჰო! მაინც არ მითხრა, კრისტიანი დამიძახეთო. ნამდვილი დიქტატორია და
ყველაფერი ამით აიხსნება. გულის სიღრმეში თითქოს უკვე ვნანობ კიდეც, რომ კეიტმა
თვითონ ვერ შეძლო მისგან ინტერვიუს აღება. ორი დიქტატორი ერთმანეთს კარგად
გაუგებდა. თანაც ისიც, გრეის მდივნების მსგავსად, თითქმის ქერაა, უფრო სწორად
მოოქროსფრო ჟღალი. აზრი კრისტიანის და კეიტის შესახებ მაღიზიანებს. ჩაის ჭიქას
ვიღებ, გრეის კი კიდევ ერთი ნაჭერი მაფინი მიაქვს პირისკენ.
– ოჯახში ერთადერთი შვილი იყავით? – ცვლის ისევ თემას.
– დიახ.
– თქვენს მშობლებზე მომიყევით.
ეს რა მოსაყოლია? რა არის ამაში საინტერესო?
– დედაჩემი ჯორჯიაში ცხოვრობს თავის ახალ ქმართან – ბობთან ერთად. მამინაცვალი
– მონტესანოში.
– მამა?
– მამა, ძალიან პატარა ვიყავი, რომ მომიკვდა.
– ვწუხვარ, – ამბობს და სახეზე წამიერად უცნაური ჩრდილი გადასდის.
– მამა არც მახსოვს.
– მერე დედათქვენი მეორედ გათხოვდა?
ტუჩებს ვიბზუებ.
– ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას.
გრეი წარბებს კრავს.
– საკუთარ თავზე მოყოლა არ გიყვართ? – მეკითხება როგორღაც მშრალად და
ჩაფიქრებული სახით ნიკაპს ისრესს.
– არც თქვენ.
– თქვენ ხომ ჩემთან ინტერვიუ ჩაწერეთ და როგორც მახსოვს, საკმაოდ გაბედული
კითხვებიც დამისვით, – იცინის ის.
რა თქმა უნდა! მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვა. ისე
მრცხვენია, მირჩევნია მიწა გამისკდეს. მომავალში ალბათ ინტენსიური ფსიქოთერაპიის
კურსის გავლა მომიწევს, ჩემი ცხოვრების ეს საშინელი მომენტი რომ დავივიწყო.
უსიამოვნო მოგონებებისგან თავის დასაღწევად დედაჩემზე რაღაცის მოყოლას ვიწყებ.
– არაჩვეულებრივი დედა მყავს, გამოუსწორებელი რომანტიკოსი... ახლა მეოთხედ
არის გათხოვილი.
კრისტიანს გაკვირვებისგან წარბები შუბლზე ასდის.
– მენატრება, – ვაგრძელებ მე, – ახლა ბობი ჰყავს... იმედი მაქვს, ის აქცევს ყურადღებას
და მერეც მხარში ამოუდგება, როდესაც მისი მორიგი ქარაფშუტული წამოწყება კრახს
განიცდის. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს, – კრისტიანი ყურადღებით მისმენს და
შიგადაშიგ ყავას სვამს. ჯობია არ ვუყურო... მისი ტუჩები გონებას მირევს...
– მამობილთან კარგი ურთიერთობა გაქვთ?
– რა თქმა უნდა. იმან გამზარდა. ის არის ჩემი ერთადერთი მამა.
– როგორი ადამიანია?
– რეი?.. უსიტყვო, ლაპარაკი არ უყვარს.
– სულ ეს არის? – უკვირს გრეის.
მხრებს ვიჩეჩავ. მოკლედ ასეა, აბა, მთელი ჩემი ცხოვრების ისტორიას ხომ ვერ
მოვყვები?
– გერივით უსიტყვო!.. – ირონიულად ამბობს გრეი.
– რეის ფეხბურთი უყვარს, განსაკუთრებით ევროპული, კიდევ ბოულინგი, თევზაობა
და ავეჯს ამზადებს. ყოფილი სამხედროა, ახლა კი დურგალი, – ვამბობ და ვოხრავ.
– მასთან ერთად ცხოვრობთ?
– კი, თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, დედა მესამედ გათხოვდა და მე რეისთან დავრჩი.
გრეის ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს, ყურადღებით მისმენს.
– დედასთან ერთად ცხოვრება არ გინდოდათ? – მეკითხება წამის შემდეგ.
ეს მისი საქმე ნამდვილად არ არის!..
– დედას მესამე ქმარი ტეხასში ცხოვრობდა, მე კი მონტესანოში... დედაჩემი ახალი
გათხოვილი იყო... – ვჩუმდები. დედა მესამე ქმარზე არასოდეს ლაპარაკობს. რატომ
წამოიწყო გრეიმ ეს თემა? რაში აინტერესებს! ასეთ კითხვებს მხოლოდ ორმხრივად
სვამენ ხოლმე. მაშინ მეც ასე მოვიქცევი.
– თქვენც მომიყევით თქვენს მშობლებზე... – ვთხოვ საპასუხოდ.
ის მხრებს იჩეჩავს.
– მამაჩემი ადვოკატია, დედა – ბავშვთა ექიმი. ჩემი მშობლები სიეტლში ცხოვრობენ.
გასაგებია... მდიდარი მშობლები ჰყავს. თვალწინ წარმატებული წყვილი წარმომიდგება
სამ ბავშვს რომ იყვანს შვილად, რომელთაგანაც ერთი უსაზღვროდ სიმპათიური
იზრდება და თანაც ისე იპყრობს მსოფლიო ბიზნესის მწვერვალებს, ვითომც აქ
არაფერიაო. ნეტა როგორ გამოსდის ეს? მშობლები ალბათ ამაყობენ, ასეთი შვილი რომ
ჰყავთ.
– თქვენი და-ძმა რას აკეთებს?
– ელიოტი მშენებელია, და კი ახლა პარიზშია, რომელიღაც ცნობილ შეფ-მზარეულთან
კულინარიას სწავლობს, – ღიზიანდება, თავის ოჯახზე ლაპარაკი აშკარად არ
სიამოვნებს.
– ამბობენ, პარიზი საოცარი ქალაქიაო, – ვბუტბუტებ მე.
საინტერესოა, რატომ არიდებს თავს ოჯახზე ლაპარაკს, აყვანილი რომ არის, იმიტომ?
– კი, ძალიან ლამაზი ქალაქია. არ ყოფილხართ? – მეკითხება და თემის შეცვლა მაშინვე
ამშვიდებს
– საზღვარგარეთ არასდროს მიმოგზაურია, – აჰა, ისევ ბანალურობას დავუბრუნდით...
ნეტა რას მალავს?
– წახვიდოდით?
– პარიზში? – მიკვირს მე. რა თქმა უნდა! პარიზზე უარს ვინ იტყვის?! – სიამოვნებით
წავიდოდი, – ვაღიარებ გულახდილად, – მაგრამ ინგლისში უფრო დიდი სიამოვნებით
წავიდოდი.
გრეი თავს ხრის და საჩვენებელ თითს ზედა ტუჩზე ისვამს... ღმერთო!
– რატომ?
თვალები ნერვიულად მიხამხამებს. გონს მოდი, სტილ!
– ინგლისი შექსპირის, ოსტინის, დები ბრონტეების და თომას ჰარდის სამშობლოა.
უბრალოდ, ის ადგილები მინდა ვნახო, სადაც მათი არაჩვეულებრივი ნაწარმოებები
იწერებოდა.
ლიტერატურაზე საუბარი მახსენებს, რომ სამეცადინო მაქვს. საათზე ვიყურები.
– ჩემი წასვლის დროა. უნდა ვიმეცადინო.
– გამოცდებისთვის ემზადებით?
– კი, ცოტა დრო დარჩა, სამშაბათს მეწყება.
– მის კავანას მანქანა სად არის გაჩერებული?
– სასტუმროს ავტოსადგომზე.
– გაგაცილებთ.
– გმადლობთ ჩაისთვის, მისტერ გრეი.
ის თავისი უცნაური, საიდუმლოებით მოცული გამომეტყველებით იღიმება.
– არაფრის, ანასტასია. ჩემთვის სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად ყავის დალევა.
წამოდით! – თითქოს მიბრძანებს და ხელს მიწვდის. დაბნეული, მის გამოწვდილ ხელს
ვეყრდნობი, ვდგები და მასთან ერთად ქუჩაში გავდივარ.
უკან, სასტუმროსკენ მივდივართ და თითქოს მოლაპარაკებულები, არც ერთი ხმას არ
ვიღებთ. გრეი გარეგნულად მშვიდი და გაწონასწორებულია. მთელი ჩემი გონება კი
იმითაა დაკავებული, რომ ჩვენი პაემანის შეფასებას ვცდილობ. ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ გასაუბრება გავიარე, ოღონდ გაუგებარია, რა თანამდებობაზე.
– ყოველთვის ჯინსით დადიხართ? – არღვევს გრეი სიჩუმეს.
– თითქმის.
ის თავს მიქნევს. ისევ შუქნიშნიან გზაჯვარედინზე ვჩერდებით. ციებიანივით თავში
დღევანდელი დილის მოვლენები მიტრიალებს. რა უცნაური კითხვაა... ახლა
ერთმანეთს დავშორდებით და მორჩა. შანსი ხელიდან გავუშვი. ალბათ ვინმე ჰყავს.
– თქვენ გყავთ მეგობარი ქალი? – მწყდება ენიდან ისევ დაუფიქრებლად. ღმერთო! მე ეს
ახლა ხმამაღლა ვთქვი?!
ტუჩებს უცნაური, ირონიული ღიმილი უპობს.
– არა, ანასტასია, მეგობარი ქალი არ მყავს და არც შეიძლება მყავდეს, – წარმოთქვამს
ხმადაბლა.
ოჰო!.. ამით რის თქმა უნდა? ხომ მითხრა, რომ გეი არ არის, ან იქნებ მაინც არის და
ინტერვიუზე სიმართლე არ მითხრა?.. რამდენიმე წამს ხმის ამოუღებლად ველოდები,
რომ კიდევ რამეს იტყვის, მაგრამ გრეი აღარაფერს ამბობს. მორჩა, უნდა წავიდე. უნდა
დავფიქრდე. სასწრაფოდ მარტო უნდა დავრჩე. ნაბიჯს ვდგამ, ფეხი მერევა, ვბორძიკობ
და ასფალტს ლამის თავით ვასკდები.
– ჯანდაბა, ანა! – ყვირის გრეი და ისეთი ძალით მქაჩავს ხელს, რომ უკან ვვარდები, ეს
სულ ერთი წამით ადრე ხდება, იქამდე, ვიდრე იმ ადგილას, სადაც უნდა
დავცემულიყავი, ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაზე მანქანების საწინააღმდეგო
მიმართულებით მომავალი ველოსიპედისტი თავაწყვეტილი სიჩქარით ჩაიქროლებდა.
ყველაფერი წამის უსწრაფესად ხდება – ვეცემი და აი, უკვე მის მკლავებში ვარ
მომწყვდეული, გრეი მკერდზე მიკრავს. მის კამკამა, საოცარ არომატს ვისუნთქავ. ახლად
გარეცხილი, სუფთა პერანგისა და ძვირფასი საშხაპე ქაფის სურნელი ასდის. ღმერთო
ჩემო... თვალები მიბნელდება... ამ არომატის მთელი მკერდით შეწოვას ვცდილობ...
– ხომ არ დაშავდით? – ჩურჩულებს გრეი. ერთი ხელი ჩემს მხრებზე აქვს შემოხვეული
და მკერდზე მიკრავს, მეორის თითებით კი სახეზე მეხება. ცერა თითს ჩემს ზედა ტუჩზე
აჩერებს და ვგრძნობ, რომ სუნთქვა ეკვრება. გრეი პირდაპირ თვალებში მიყურებს და
არც მე ვაშორებ თვალს – მის აფორიაქებულ, სხეულზე ერთიან მწველ ცეცხლად
მოდებულ მზერას ბოლომდე ვიწოვ. თითქოს საუკუნე გადის... მე უკვე ვეღარაფერს
ვამჩნევ მისი ტუჩების გარდა. ღმერთო ჩემო! ოცდაერთი წლის ასაკში პირველად
მომინდა, მართლა მთელი არსებით მომინდა, რომ ჩემთვის ეკოცნათ. უბრალოდ სულის
შეკვრამდე მინდა, მის ტუჩებს ვგრძნობდე...

თავი მეოთხე
„მაკოცე! გემუდარები...“ – ვევედრები უსიტყვოდ და სხეული თითქოს ერთიანად ამ
კოცნის მოლოდინში მეძაბება. უცნაური, ჩემთვის აქამდე უცნობი სურვილით მებოჭება
და, მონუსხული, მხოლოდ ლამაზად მოყვანილ მის ტუჩებს შევცქერი... ნახევრად
დახუჭული თვალებითა და დაბინული მზერით ზემოდან დამყურებს. ის ძლივს
სუნთქავს, მე კი საერთოდ ვეღარ... მე შენს ხელში ვარ. გთხოვ, მაკოცე! კრისტიანი
თვალებს ხუჭავს, ჰაერს ღრმად ისუნთქავს და თითქოს ჩემს თხოვნას პასუხობსო, თავს
უარყოფის ნიშნად ოდნავ აქნევს. როდესაც ახელს, მის მზერაში ურყევი
გადაწყვეტილება იკითხება.
– ანასტასია, ჩემგან თავი შორს დაიჭირე. მე ის არა ვარ, ვინც შენ გჭირდება, –
ჩურჩულებს გრეი.
რაა? რატომ? ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტია და არა მისი. არც კი მჯერა. სახე ტანჯვით
მექცევა.
– ისუნთქე, ანასტასია, ისუნთქე... ახლა ფეხზე წამოგაყენებ და გაგიშვებ, – ამბობს
ხმადაბლა და ოდნავ მიშორებს.
ჩემი სასწაულებრივი გადარჩენისა თუ კრისტიან გრეის სიახლოვით გამოწვეული
ადრენალინის ამოფრქვევის ჯადოსნური წამი ქრება და ვგრძნობ, როგორ ვსუსტდები. ის
მიშორებს და იმავე წამს თითქოს საყრდენი მეცლება და ჩემს სულს სასოწარკვეთილი
ყვირილი სწყდება – „არა!“ გაშვერილი ხელის სიგრძეზე მხრებით მიჭერს და ჩემს
რეაქციას აკვირდება. მე კი თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: ვაგრძნობინე, რომ
კოცნას ველოდებოდი და მან არ მაკოცა. მე მას არ ვჭირდები. როცა ყავის დასალევად
კაფეში დამპატიჟა, შანსი მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაფუჭე.
– გასაგებია, – ვოხრავ და ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ამ ოხვრას ჰაერთან ერთად
გულიც მოჰყვება, ხმა მიბრუნდება და, სირცხვილით გათანგული, ბუტბუტით ვამატებ:
– გმადლობთ.
სიტუაციის შეფასებაში ასე როგორ შევცდი? უნდა წავიდე, სასწრაფოდ უნდა
მოვშორდე.
– რისთვის? – მეკითხება წარბშეკრული. ჯერ ისევ მხრებით მიჭერს...
– რომ გადამარჩინეთ, – ვპასუხობ ჩურჩულით.
– ის არანორმალური მოძრაობის საპირისპიროდ მოდიოდა. კიდევ კარგი, აქ ვიყავი.
გაფიქრებაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ
სასტუმროში? დაისვენებდით და დაწყნარდებოდით.
გრეი ხელს მიშვებს, მე მის წინაშე ვდგავარ და თავს სრულ იდიოტად ვგრძნობ.
ვცდილობ, ნერვების მომშლელი ფიქრები თავიდან ამოვიგდო. უნდა წავიდე. ყველა
ამაღელვებელი, გამოუთქმელი იმედი დამემსხვრა. მე მას არ ვჭირდები. „საერთოდ,
რატომ გეგონა, რომ კრისტიან გრეის შენნაირი მოეწონებოდა?“ – ამრეზით მკენწლავს
ჩემი ქვეცნობიერი. ღვთის მადლით, როგორც იქნა, მწვანე ინთება. ჩქარი ნაბიჯით ქუჩის
მეორე მხარეს გადავდივარ, ვგრძნობ, რომ გრეი უკან მომყვება. სასტუმროს წინ მისკენ
ვბრუნდები, მაგრამ თვალებში შეხედვის ძალა არ მყოფნის.
– გმადლობთ ჩაისთვის... და ფოტოსესიაზე რომ დაგვთანხმდით, – ვბუტბუტებ ძლივს
გასაგონად.
– ანასტასია, მე... – ის ჩუმდება. ტკივილი, რომელიც მის ხმაში ისმის, ჩემს ყურადღებას
ითხოვს, თავს ვაძალებ, რომ შევხედო. ნაცრისფერ თვალებში სევდა უდგას.
გრძნობაარეული გამომეტყველება აქვს, სახეზე კი ნაღველი შეჰყინვია,
თავდაჯერებულობის კვალიც კი აღარსად ჩანს.
– გისმენ, კრისტიან?
ისევ ვღიზიანდები, რადგან პასუხად სიტყვაც არ სცდება. სასწრაფოდ უნდა გავეცალო
აქაურობას, დამსხვრეული თავმოყვარეობის ნარჩენები მოვაგროვო რამენაირად და
სულიერი წონასწორობა აღვიდგინო.
– წარმატებას გისურვებთ გამოცდებზე, – მეუბნება ბოლოს.
რაა? ამის გამო აქვს ასეთი უბედური გამომეტყველება?
– გმადლობთ, – სარკაზმის დაფარვას არც კი ვცდილობ, – კარგად ბრძანდებოდეთ,
მისტერ გრეი.
ქუსლებით ვტრიალდები, უცნაურია, მაგრამ არ ვეცემი და უკანმოუხედავად
მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ მივდივარ.
ფლუორესცენციული შუქით მკრთალად განათებული ბეტონის ავტოსადგომის ცივ
ბინდბუნდში კედელს ვეყუდები და თავს ხელებში ვრგავ. რაზე ვფიქრობდი? თვალები
გამცემი ცრემლებით მევსება. ჯანდაბა! რა მატირებს?! საკუთარ თავზე და ჩემს ამ უაზრო
აბსურდულ რეაქციაზე ვბრაზდები. კედელზე ჩაცურებული მიწაზე ვჯდები და ხელებს
მუხლებზე ვიხვევ, მინდა მოვიკუნტო, მთლიანად დავპატარავდე... იქნებ, რომ
დავპატარავდე, ეს უაზრო ტკივილიც გაილიოს და გაქრეს. თავს მუხლებში ვრგავ.
სახეზე ცრემლების ნიაღვარი ჩამომდის. იმის დაკარგვას ვტირი, რაც არასდროს მქონია...
რა სისულელეა!.. სისულელეა აუხდენელ იმედებზე, დამსხვრეულ ოცნებებზე,
გაცრუებულ მოლოდინზე ტირილი, იმაზე, რასაც ასრულება არც ეწერა.
უარს ადრე არ შევჯახებივარ... თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ
კალათბურთის და ფრენბურთის გუნდებში არასოდეს მიღებდნენ, მაგრამ ეს გასაკვირი
არც იყო, მე ხომ ერთდროულად სირბილი და ბურთის დარტყმა, ან ვინმესთვის
გადაწოდება ნამდვილად არ გამომივიდოდა. სპორტულ მოედანზე მართლაც მხოლოდ
ზედმეტი ტვირთი ვიქნებოდი ნებისმიერი გუნდისთვის.
სიყვარული კი არც მინდოდა. მივეჩვიე, რომ ზედმეტად ფერმკრთალი, გამხდარი,
მოუწესრიგებელი და მოუხერხებელი ვარ – ჩემი ნაკლოვანებების სიის გაგრძელება
უსასრულოდ შეიძლება. ამიტომ ახლოსაც არავის ვიკარებდი. თუნდაც იმ ბიჭს, ქიმიის
ჯგუფიდან... კრისტიან გრეის გარდა, არასდროს არავინ მაინტერესებდა. ალბათ პოლ
კლეიტონის და ხოსე როდრიგესისნაირებს უფრო რბილად უნდა მოვქცეოდი, თუმცა,
დარწმუნებული ვარ, მათგან არც ერთს არ უტირია ჩუმად ასე მიწისქვეშა
ავტოსადგომში. იქნებ უბრალოდ ზედმეტი ცრემლები მახრჩობს, გამოვიტირებ და
მორჩება.
„შეწყვიტე, ახლავე შეწყვიტე ტირილი!“ – დოინჯშემოყრილი, ფეხების ბაკუნით თავზე
დამყვირის ჩემი ქვეცნობიერი, – მანქანაში ჩაჯექი, სახლში წადი და იმეცადინე. გრეი
დაივიწყე... ახლავე! და გეყოფა უკვე ცრემლების ღვრა! “
ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ფეხზე ვდგები. ასე ჯობია, გონს მოდი, სტილ. მანქანისკენ
მივდივარ და გზად ცრემლებს ვიწმენდ. საკმარისია... მასზე აღარ ვიფიქრებ. ეს
ყველაფერი მომავლისთვის უნდა გაითვალისწინო და გამოცდებისთვის მომზადებაზე
გადაერთო.
სახლში დაბრუნებულს კეიტი სასადილო მაგიდაზე დადებულ ნოუთბუქთან
მოკალათებული მხვდება, მაგრამ ჩემს დანახვაზე ხალისიანი ღიმილი მაშინვე
შეშფოთებული გამომეტყველებით ეცვლება.
– რა მოხდა, ანა?
ოჰ, ღმერთო, ოღონდ ახლა არა! უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ, ისევე როგორც თვითონ
აქნევს ხოლმე, როცა უნდა, რომ თავი დაანებონ, მაგრამ კეიტის სახით საქმე ბრმასთან
და ყრუსთან მაქვს.
– ნამტირალევი თვალები გაქვს, – თითქოს უიმისოდ არ ვიცოდი, – რა ქნა იმ
არამზადამ? – საშინელი გამომეტყველებით იღრინება კეიტი.
– არაფერი, კეიტ.
საქმეც მაგაშია, რომ არაფერი. ამ სიტყვებზე მწარედ მეღიმება.
– აბა რატომ იტირე? არც კი მახსოვს ოდესმე გეტიროს, – კეიტი დგება და მეხვევა. მისი
მწვანე თვალები შეშფოთებას გამოხატავს. რამე უნდა ვუთხრა, რომ თავი დამანებოს.
– კინაღამ ველოსიპედისტი დამეჯახა, – სწყდება ენას პირველი, რაც თავში მომდის,
მაგრამ კეიტისთვის ეს საკმარისია – გრეი მაშინვე ავიწყდება.
– ღმერთო ჩემო, ანა, დაშავდი? – უკან იწევა და ყურადღებით მათვალიერებს.
– არა, კრისტიანმა გადამარჩინა, – ვამბობ ჩურჩულით, – უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
– შეგეშინდებოდა, აბა, რა! ყავაზე რა ქენი? შენ ხომ ყავას ვერ იტან!
– ჩაი დავლიე და ცოტა ვილაპარაკეთ, მოსაყოლადაც არ ღირს. არც კი ვიცი, რატომ
დამპატიჟა.
– მოსწონხარ და იმიტომ, ანა! – კეიტი ხელს მიშვებს.
– აღარ მოვწონვარ და ერთმანეთსაც აღარ შევხვდებით, – როგორღაც ვახერხებ და
ამას წყნარი ტონით ვამბობ.
– რატომ?
ჯანდაბა! კიდევ უფრო დაინტერესდა. სახე რომ ავარიდო, სამზარეულოში გავდივარ.
– ჩემნაირი არ შეეფერება, – ვამბობ რაც შეიძლება მშრალად.
– რას გულისხმობ?
– კარგი რა, რა აზრი აქვს თავის მოტყუებას, შენ თვითონაც კარგად იცი, – ვტრიალდები
და ვხედავ, რომ კეიტი უკან გამომყოლია და უკვე სამზარეულოს კარში დგას.
– არა, არ ვიცი.
– კეიტ, ის... – ვფიქრდები და მხრებს ვიჩეჩავ.
– ანა, რამდენჯერ უნდა გითხრა ერთი და იგივე? პატარა ბავშვივით იქცევი, – დაიწყო
ხელახლა.
– კეიტ, გთხოვ, თავი დამანებე, სამეცადინო მაქვს, – ვაწყვეტინებ მოუთმენლად.
კეიტი კოპებს კრავს.
– გინდა, სტატია გიჩვენო? დავამთავრე. ხოსესაც არაჩვეულებრივი ფოტოები
გამოუვიდა.
მინდა ცით მოწყვეტილი მისტერ „ჩემგან თავი შორს დაიჭირე“ კრისტიან გრეის ხილვა?
– რა თქმა უნდა, მიჩვენე, – რაღაც სასწაულით გაღიმებასაც კი ვახერხებ და მაგიდასთან
მივდივარ. ნოუთბუქის ეკრანიდან შემფასებლური მზერით შემომცქერის გრეის
შავთეთრი გამოსახულება. აშკარად არ მოვწონვარ.
თავს ვიკატუნებ, თითქოს ვკითხულობ და მის დაჟინებულ ნაცრისფერ თვალებს
ვაწყდები. ვაკვირდები და ვცდილობ გავიგო, რატომ არ არის ის, „ვინც მე მჭირდება“. და
უცებ ყველაფერი გასაგები ხდება. გრეი ხომ წარმოუდგენლად ლამაზია! ჩვენ ორი
სხვადასხვა სამყარო, ორი პოლუსი ვართ. მე იკაროსს ვგავარ, მზეს რომ ზედმეტად
მიუახლოვდა და ამის გამო დაიღუპა. გრეის სიტყვებში სწორი აზრი დევს. ის მე არ
შემეფერება. ამას გულისხმობდა! მესმის და ახლა აღარ გამიჭირდება მისი უარის
მიღება... თითქმის აღარ გამიჭირდება.
– ძალიან მაგარია, კეიტ, – ვახერხებ ორი სიტყვის თქმას, – წავალ, ვიმეცადინებ. ჯერ
გრეიზე ფიქრისთვის არ მცალია, – ვირწმუნებ თავს, რვეულს ვშლი და კითხვას ვიწყებ.
მხოლოდ ლოგინში, როდესაც დაძინებას უშედეგოდ ვცდილობ, თავს ამ უცნაური
დილის გახსენების უფლებას ვაძლევ. ყურში მისი სიტყვები ჩამესმის: „მეგობარი ქალი
არ მყავს და არც შეიძლება, მყავდეს“ და საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ ეს იქამდე არ
გავითვალისწინე, ვიდრე მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი. ხომ გამაფრთხილა და
მითხრა, ქალი არ მჭირდებაო.
მეორე გვერდზე ვბრუნდები. თავში ათასი აზრი მიტრიალებს: იქნებ უბიწობას იცავს?
თვალებს ვხუჭავ და ძილბურანში მივდივარ. იქნებ თავს ინახავს? „მაგრამ შენთვის არა“,
სანამ ძილს მიეცემა, ნახევრად მთვლემარეც კი თავს არ მანებებს ჩემი ქვეცნობიერი.
ნაცრისფერი თვალები მესიზმრება, რძის ქაფზე ყავის ფოთლები, ელვის
საშინელიკლაკნილით წამიერად განათებულ ბნელ ოთახებში დავრბივარ და არ ვიცი,
ვის და რას გავურბივარ, ან ვისთან მივრბივარ...
კალამს ვდებ. მორჩა. ბოლო გამოცდაც ჩავაბარე. ჩეშირის კატასავით ვიღიმები, ალბათ
პირველად მთელი ამ კვირის განმავლობაში. დღეს პარასკევია და გრანდიოზული
საღამო გვაქვს დაგეგმილი. ალბათ დავლევ და დავთვრები კიდეც პირველად ჩემს
ცხოვრებაში.
დარბაზის მეორე ბოლოში კეიტს ვუყურებ; გამოცდის დამთავრებამდე ხუთი წუთით
ადრე ისევ რაღაცას წერს გამალებით. მორჩა. სწავლა დასრულებულია. გამოცდაზე
უკანასკნელად ვიჯექი. კეიტი წერას ამთავრებს და კალამს მაგიდაზე დებს. ჩვენი მზერა
ერთმანეთს ხვდება და მასაც, როგორც მე, ჩეშირის კატასავით ეღიმება. სახლში
„მერსედესით“ ვბრუნდებით და არავითარი სურვილი არ გვაქვს, ახლახან
დამთავრებულ გამოცდაზე ვილაპარაკოთ. კეიტს ის უფრო აღელვებს, საღამოს ბარში რა
ჩაიცვას, მე კი ჩანთაში ვიქექები და გასაღებს ვეძებ.
– ანა, შენთვის ამანათია, – კეიტი ჩვენი ბინის კართან დგას და ხელში ყავისფერ
ქაღალდში შეფუთული ყუთი უჭირავს. უცნაურია, ბოლო დროს „ამაზონიდან“ არაფერი
გამომიწერია. კეიტი ამანათს მაწვდის და გასაღებს მართმევს, რომ კარი გააღოს. ამანათი
მის ანასტასია სტილისთვისაა. ზედ არც გამომგზავნის მისამართი აწერია და არც
სახელი და გვარი. ალბათ დედას ან რეის საჩუქარია.
– მშობლებისგან არის...
– დროზე გახსენი! – კეიტი ღიღინღიღინით მიდის სამზარეულოსკენ ამ დღისთვის
სპეციალურად შეძენილი შამპანურის გამოსატანად.
მე ამანათს ვხსნი, შიგ ტყავგადაკრული ყუთია, რომელშიც ძველებური,
ქსოვილისყდიანი, ერთი შეხედვით ახალი, სამი ერთნაირი წიგნი და მყარი, თეთრი
მუყაოს ბარათი დევს. მუყაოს ერთ მხარეს გაკრული ხელით წერია:

რატომ არ მითხარით, რომ მამაკაცებს უნდა მოვრიდებოდი?


რატომ არ გამაფრთხილეთ?
ქალბატონებმა იციან, რას უნდა ერიდონ,
რადგან ისეთ რომანებს კითხულობენ,
სადაც ამ საფრთხეებზე წერენ...
„ტესიდან“ ნაწყვეტს ვცნობ. საოცარი დამთხვევაა: გამოცდაზე სამი საათის
განმავლობაში თომას ჰარდის რომანებზე ვწერდი ეს-ეს. თუმცა იქნებ ეს სულაც არ არის
დამთხვევა და სპეციალურად იყო ასე მოწყობილი. წიგნებს ყურადღებით ვათვალიერებ:
სამი ტომი – „ტესი, დ’არბერვილების საგვარეულოდან“. სატიტულო გვერდზე
ძველებური შრიფტით ნაბეჭდს ვარჩევ: ლონდონი. ჯეკ რ. ოლგუდი, მაკელოუნი და
კომპანია, 1891 ღმერთო! სულ პირველი გამოცემაა! ალბათ ძალიან ძვირი ღირს. და
მაშინვე ვხვდები, ვისი გამოგზავნილია ამანათი.
კეიტი ჩემს ზურგს უკან დგას და წიგნებს დაჰყურებს, მერე მუყაოს ბარათს იღებს.
– პირველი გამოცემაა, – ვეუბნები ჩურჩულით.
– დაუჯერებელია! – კეიტი შემომყურებს და გაოგნებისგან ლამის თვალები
გადმოსცვივდეს, – გრეი?
თავს ვუქნევ.
– სხვა ვინ?!
– ეს ბარათი რას ნიშნავს?
– წარმოდგენა არა მაქვს. ალბათ გაფრთხილებაა, ასე მეუბნება, რომ თავი შორს
მეჭიროს. რაში დასჭირდა?! გეგონება, მოსვენებას არ ვაძლევდე.
– შენი საქმის შენ იცი, ანა, თუ გინდა, გაფრთხილებად ჩათვალე, მაგრამ გრეი რომ
შენდამი გულგრილი არ არის, ეს ფაქტია.
მთელი ბოლო კვირის განმავლობაში კრისტიან გრეიზე გაფიქრების უფლებაც კი არ
მიმიცია ჩემი თავისთვის. თუმცა... ღამღამობით ისევ მესიზმრება ნაცრისფერი თვალები
და ალბათ ნახევარი სიცოცხლე გავა, სანამ მახსოვრობიდან სხეულზე შემოხვეული მისი
მკლავების შეგრძნება და ის საოცარი სურნელი ამომეშლება... მაგრამ ეს რატომ
გამომიგზავნა? მე ხომ არ შევეფერები!
– ინტერნეტში „ტესის“ პირველი გამოცემა ვიპოვე, ნიუ-იორკშია გასაყიდად
გამოტანილი და თოთხმეტი ათასი დოლარი ღირს, მაგრამ შენი გაცილებით უკეთეს
მდგომარეობაშია და ალბათ ბევრად მეტადაც ფასობს, – კეიტი უკვე თავის საყვარელ
მეგობარს – „გუგლს“ ეთათბირება.
– ეს ტესის სიტყვებია, დედას რომ ეუბნება მას შემდეგ, რაც ალეკ დ’არბერვილი გულს
გაუტეხს.
– მახსოვს, – ჩაფიქრებული მპასუხობს კეიტი, – მაგრამ ამით რის თქმა უნდოდა?
– არ ვიცი და არც მინდა, ვიცოდე. სულერთია, საჩუქარს მაინც არ მივიღებ. მომიწევს
სადღაც შუა რომანიდან ამოღებული ასეთივე გაუგებარი ციტატით უკან გავუგზავნო.
– სადაც ეჟენ კლერი ამბობს: „წადი, შენი დედაც!“? – მეკითხება კეიტი სრულიად
აუღელვებელი გამომეტყველებით.
– დიახაც, სწორედ მაგ სიტყვებით! – ვხითხითებ მე. რა კარგია, რომ, როცა მიჭირს,
კეიტი ყოველთვის მხარში მიდგას.
წიგნებს ისევ უკან, ყუთში ვაწყობ და სასადილო მაგიდაზე ვტოვებ. კეიტი შამპანურის
ბოკალს მაწვდის.
– გამოცდების ჩაბარებას და სიეტლში ჩვენს ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს, – იღიმება ის.
– უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებას და სიეტლში ჩვენს ახალ ცხოვრებას
გაუმარჯოს!
ჭიქებს წკრიალით ვუჭახუნებთ ერთმანეთს და ვსვამთ.
ბარში ხმაური და რია-რიაა. იქაურობა უნივერსიტეტის ახლად კურსდამთავრებული
ყოფილი სტუდენტებითაა სავსე. დღეს ყველა სრულ გამოთრობამდე დალევს. ხოსეც,
რომელსაც კიდევ ერთი წელი დარჩა დამთავრებამდე, სიამოვნებით ერთობა ჩვენთან
ერთადდა იმისთვის, რომ თავისუფლების სული ჩაგვბეროს, ჩვენთვის მთელ გრაფინ
„მარგარიტას“ ყიდულობს. მეოთხე ჭიქის ბოლოს ვხვდები, რომ მხოლოდ „მარგარიტას“
სმა, მით უმეტეს შამპანურის მერე, მთლად სწორი არ არის.
– ახლა რას აპირებ, ანა? – ხოსე ლამის ყვირილით ცდილობს, საერთო ღრიანცელი
გადაფაროს.
– კეიტთან ერთად სიეტლში გადავალ. მშობლებმა იქ ბინა უყიდეს.
– ცხოვრებაც ამას ჰქვია! მაგრამ ჩემს გამოფენაზე ხომ ჩამოხვალ?
– აუცილებლად, ხოსე, მაგას როგორ გამოვტოვებ?! – ვუღიმი მე, ის კი ხელს წელზე
მხვევს და თავისკენ მიზიდავს.
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ ჩამოხვიდე, ანა, – ჩურჩულით მეუბნება
ყურში, – დალევ კიდე?
– ხოსე ლუის როდრიგეს, გინდა დამათრო? არადა – გამოგდის, – ვხითხითებ მე, – არა,
ჯობია, ლუდი დავლიო. წავალ, მოვიტან.
– სასმელი მოიტანე, ანა! – ყვირის კეიტი.
კეიტს უზომოდ შეუძლია სვას და მაინც არაფერი დაეტყოს. კეიტი ერთი ხელით ლევის
ეხვევა – ჩვენს თანაკურსელსა და შეთავსებით სტუდენტური გაზეთის ფოტოგრაფს,
რომელმაც ცოტა ხნით ადრე საყოველთაო ლოთობის გადაღება შეწყვიტა და ახლა კეიტს
არ აშორებს თვალს. კეიტს ბრეტელებით დამაგრებული მოკლე ტოპი, შემოტმასნილი
ჯინსი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. თმა ზევით აქვს შეკრული, მხოლოდ
რამდენიმე კულული ელამუნება რბილად სახეზე და, როგორც ყოველთვის,
ბრწყინვალედ გამოიყურება! მეც, თუმცა კი საერთოდ კედები და უბრალო მაისური
მირჩევნია, დღეს ჩემი საუკეთესო ჯინსი მაცვია. ხოსეს მკლავებიდან ვთავისუფლდები
და ლუდის მოსატანად ვდგები. ოჰო! თავბრუ მეხვევა. სკამის საზურგეს ვკიდებ ხელს,
რომ არ დავეცე. არა, ამდენი ტეკილიანი კოქტეილის დალევა არ შეიძლება!
ბართან მისული, ვხვდები, რომ სანამ ჯერ კიდევ ფეხზე ვდგავარ, ტუალეტში უნდა
გავიდე. ყოჩაღ, ანა, სწორი აზრია! ხალხში გაღწევას ვცდილობ. იქ კი, რა თქმა უნდა,
რიგია, სამაგიეროდ სიჩუმე და სიგრილეცაა. ლოდინი ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს,
ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ. ასე... ბოლოს ვის დავურეკე? აჰა, ხოსეს! ეს ვისი ნომერია? არ
მახსოვს... აჰ, ჰო! გრეის. ვხითხითებ. ალბათ სძინავს, მოდი, გავაღვიძებ!.. აბა, როგორ
გავიგო, რატომ გამომიგზავნა წიგნები, თანაც ისეთი გაუგებარი მინაწერით? თუ არ
უნდა, რომ გავეკარო, თვითონ დამანებოს თავი!
ირონიულად ვიცინი და თითს ღილაკს ვაჭერ. გრეი თითქმის მაშინვე – მეორე ზარზე
მპასუხობს.
– ანასტასია? – აშკარად ეტყობა, არ მელოდა, არ ეგონა, რომ დავურეკავდი, ისე, არც მე
ველოდი. მერე ჩემს ბურანში გახვეულ გონებამდე როგორც იქნა აღწევს... კი მაგრამ,
საიდან იცის, რომ მე ვარ?
– წიგნები რატომ გამომიგზავნეთ, გრეი? – ძლივს ვეკითხები ენაარეული.
– ანასტასია, რა გჭირს? რაღაც უცნაური ხარ, – შეწუხებული ხმა აქვს...
– უცნაური მე კი არა, თქვენ ხართ! – აი, ასეთი გაბედული ვარ ოთხი „მარგარიტას“
შემდეგ!
– ანასტასია, ნასვამი ხარ?
– მერე რა? რა თქვენი საქმეა?!
– უბრალოდ მაინტერესებს. სად ხარ?
– ბარში.
– რომელში? – ეტყობა, გაბრაზდა.
– ბარში. პორტლენდში.
– სახლში როგორ უნდა წახვიდე?
– როგორმე, – საუბარი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ველოდი.
– რომელ ბარში ხარ, ანასტასია?
– კრისტიან, რატომ გამომიგზავნეთ წიგნები?
– ანასტასია, სად ხარ? ახლავე მითხარი! – ტონი ისეთი უაპელაციო აქვს, ტირანზე
ტირანსაც კი შეშურდება! გრეი თვალწინ მუნჯი კინოს ეპოქის რეჟისორის კოსტიუმში
წარმომიდგება: ცხენით ჭენებისთვის განკუთვნილი ვიწრო ბრიჯი აცვია, ერთ ხელში
მეგაფონი უჭირავს, მეორეში კი შოლტი... მხატვრული სურათით გამხიარულებული
ვხითხითებ.
– თქვენ ხომ ყველაფრის გაკონტროლება გიყვართ! – თავს ვერაფრით ვიკავებ, რომ არ
გამეცინოს.
– მერე მომეცი საშუალება, შენი დედაც! სად ხარ?
ოჰო! კრისტიან გრეი იგინება! ეს კიდევ უფრო მამხიარულებს.
– პორტლენდში... სიეტლიდან შორს.
– პორტლენდში, სად?
– ღამე მშვიდობის, კრისტიან!
– ანა!
ტელეფონს ვთიშავ. აი, ეგრე! ის რომ მაინც არ მითხრა, წიგნები რატომ გამომიგზავნა?!
ჰოო, საწყენია!.. მისია შეუსრულებელი დარჩა. ძალიან მთვრალი ვარ. სანამ რიგში
ვდგავარ, თავბრუსხვევა არ ჩერდება. თუმცა დათრობა მინდოდა და დავთვერი კიდეც!
მაგრამ, ალბათ მეტი აღარ უნდა დავლიო. აჰა, ჩემი რიგიც მოვიდა. კაბინის თავზე
გამოკრული პლაკატი უსაფრთხო სექსის უპირატესობებს ადიდებს. მოიცა, ნუთუ მე
ახლა კრისტიან გრეის დავურეკე?! ჯანდაბა! რამ გაგაგიჟა?! ...ჩემი ტელეფონი რეკავს,
მოულოდნელობისგან ვხტები კიდეც.
– გისმენთ, – მორჩილად ვბუტბუტებ ტელეფონში. ამას კი ნამდვილად არ ველოდი.
– მოგაკითხავ, – მიჭრის მოკლედ და მობილურს მითიშავს. მხოლოდ კრისტიან გრეის
შეუძლია, ერთდროულად ასეთი მშვიდი და ასეთი საშიში იყოს, აშკარად მუქარასავით
ჟღერდა!..
ჯანდაბა! ჯინსს ვიწევ. გული ამოვარდნაზე მაქვს. მომაკითხავს? აბა კი, როგორ არა!
ახლა გული ამერევა... არა... კარგად ვარ. მოიცა! არა, მატყუებს – მე ხომ არ მითქვამს, სად
ვარ, თვითონ კი ვერ მიპოვის. თანაც, სანამ ის სიეტლიდან აქ ჩამოაღწევს, საღამოც
დამთავრდება და ჩვენც დავიშლებით. ხელებს ვიბან და სარკეში საკუთარ ანარეკლს
ვუყურებ. ლოყები მიხურს... თვალებში ფოკუსი მაქვს არეული. ჰმ... ტეკილა! ბართან
იმდენ ხანს მალოდინებენ ლუდზე, რომ მგონი, საუკუნე გადის, მერე ჩვენს მაგიდასთან
ვბრუნდები.
– სად იყავი ამდენ ხანს? – მეკითხება კეიტი.
– ტუალეტში, რიგში ვიდექი.
ჩემს იქ არყოფნაში ხოსეს და ლევის ბეისბოლის ადგილობრივ გუნდზე გამალებული
კამათი წამოუწყიათ. ხოსე გახურებულ ტირადას წყვეტს და ყველას ლუდს გვისხამს.
მოწყურებული, ლუდის დიდ ყლუპს ვსვამ.
– კეიტ, გარეთ გასვლა მინდა, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.
– ასე მალე დათვერი?
– ხუთი წუთით გავალ და დავბრუნდები.
ისევ ხალხში გზის გაკვლევას ვცდილობ. ვგრძნობ, გული მერევა და თავბრუსხვევა
მოღალატურად არ მიჩერდება, ფეხზე აშკარად იმაზე უფრო არამყარად ვდგავარ, ვიდრე
ყოველთვის.
ცივი ჰაერის ჩასუნთქვასთან ერთად, ჩემს გონებამდე აღწევს, რომ საშინლად მთვრალი
ვარ. როგორც ძველ მულტფილმებში ტომსა და ჯერიზე, გარშემო ყველაფერი ორდება.
ახლა ნამდვილად გული ამერევა. ამდენი რამ დამალევინა?
– ანა, – ხოსე უკან გამომყოლია, – ცუდად ხარ?
– მგონი, ზედმეტი მომივიდა, – გაღიმებაც კი მიჭირს.
– მეც, – ჩურჩულით ამბობს ხოსე და მუქი თვალების დაჟინებულ მზერას არ მაშორებს,
– მოდი, მე დამეყრდენი, – მიახლოვდება და ხელს მხრებზე მხვევს.
– გმადლობ, ხოსე, არ არის საჭირო, ნორმალურად ვარ.
ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ არ გამომდის.
– ანა, გთხოვ... – ჩურჩულებს ის და მკერდზე მიკრავს.
– ხოსე, რას აკეთებ?
– ანა, იმდენი ხანია მომწონხარ... – ერთ ხელს წელზე მხვევს, მეორეთი კი სახეს მიჭერს
და თავს უკან მაწევინებს. ღმერთო!.. ცდილობს მაკოცოს.
– ხოსე, არა! გაჩერდი! არა! – ხელს ვკრავ, მაგრამ თითქოს რკინის კუნთების კედლად
ქცეულიყოს, ადგილადანაც ვერ ვძრავ. თითებს თმაში მიცურებს და თავს მიჭერს.
– ანა, გთხოვ... – ჩურჩულებს ხოსე სადღაც ჩემს სახესთან, ჩემს ტუჩებთან ახლოს.
ტუჩებზე მის რბილ და თბილ, „მარგარიტას“ და ლუდის სუნით გაჯერებულ სუნთქვას
ვგრძნობ. ლოყაზე, ტუჩის კუთხის ოდნავ ზევით ნაზად მკოცნის. საშინლად მეშინია,
მთვრალი და ძალაგამოცლილი ვარ, ჰაერი არ მყოფნის, ვერ ვსუნთქავ!..
– ხოსე, არ გინდა, – ვემუდარები ღონემიხდილი. არ მინდა! შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ!
გული მერევა! – ყვირის ჩემი ქვეცნობიერი.
– არ გესმით, რომ ქალბატონი უარს აბობს?! – ისმის სიბნელიდან მშვიდი ხმა. ღმერთო
ჩემო, კრისტიან გრეი! აქ საიდან გაჩნდა?
ხოსე ხელს მიშვებს.
– გრეი, – მოკლედ წარმოთქვამს ის.
გრეის შეშფოთებული შევცქერი. ხოსეს დაუნდობელ და სასტიკ მზერას არ აშორებს.
ღმერთო, რა ცუდად ვარ! თავს ვეღარ ვიკავებ. ორად ვიკეცები და იქვე, ჩემს ფეხებთან,
მიწაზე ვაღებინებ.
– ფუჰ, ღმერთო ჩემო, ანა! – ხოსე ზიზღით უკან იხევს.
გრეი მაშინვე ჩემთან ჩნდება და სახიდან თმას მიწევს. მერე ავტოსადგომის ბოლოს,
აგურის დაბალ საყვავილესთან მივყავარ. უზომოდ მადლიერი, ვაცნობიერებ, რომ იქ
განათებულ ადგილს შედარებით მოშორებული ვარ.
– თუ გული ისევ გერევა, ჯობია, აქ ვიყოთ. მე შენთან ვარ, ნუ გეშინია.
ერთ ხელს მხრებზე მხვევს, მეორით კი თმას იმპროვიზებულ „ცხენის კუდად“ მიჭერს
უკან, რომ სახეზე არ ჩამომეშალოს. მოუხერხებლად ვცდილობ, მისი მზრუნველობისგან
თავის გათავისუფლებას, მაგრამ გული ისევ მერევა... მერე კიდევ, ისევ და ისევ...
ღმერთო ჩემო... რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? ახლაც კი, როცა კუჭი სრულიად
დამიცარიელდა და აღარაფერი ამომდის, სხეული შეუჩერებელი საშინელი სპაზმებით
მეკრუნჩხება. საკუთარ თავს უსიტყვო ფიცს ვუდებ, აღარასოდეს დავლიო. ამ ტანჯვის
სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ბოლოს, როგორც იქნა, ეს საშინელება სრულდება.
სრულიად ღონემიხდილი, აკანკალებული ხელებით საყვავილის აგურის კედელზე
თავის შეკავებას ვცდილობ. გრეი ხელს მიშვებს და ცხვირსახოცს მაძლევს. კიდევ ვის
ჯიბეში შეიძლება აღმოჩნდეს ასეთ დროს სუფთა, გაქათქათებული ცხვირსახოცი
მონოგრამით „კტგ“? საინტერესოა, სად ყიდულობენ ასეთებს? ტუჩებს ვიწმენდ და იმაზე
ვფიქრობ, რას ნიშნავს ასო – ტ. თვალების აწევის და გრეისთვის შეხედვის ძალა არა
მაქვს. საშინლად მრცხვენია. მირჩევნია, მიწამ, ან სულაც ამ იელმა დამფაროს, საყვავილე
კონტეინერში რომ იზრდება.
ხოსე ძველებურად ბარის შესასვლელთან დგას და თვალს არ გვაშორებს. ვოხრავ და
სახეზე ხელებს ვიფარებ. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი წუთია.
ვცდილობ, ყველაზე საშინელი გავიხსენო და თავში კრისტიანის უარი მოდის.
როგორც იქნა, ვბედავ და წამიერი, მალული მზერა კრისტიანზე გადამაქვს. გრეი
ზემოდან დამყურებს. მისი სახის გამომეტყველება არაფერს მეუბნება. ვბრუნდები. ხოსე
დარცხვენით შემომცქერის. გრეის თანდასწრებით ძველებურად გაუბედავი და
დათრგუნულია. ხოსეზე ძალიან გაბრაზებული ვარ! გრეი რომ არა, ერთ-ორ ტკბილ
სიტყვასაც ვეტყოდი ჩემს ვითომ მეგობარს, მაგრამ გრეის თანდასწრებით ნამდვილად
ვერ ვიკადრებ. ხუმრობ, ანა?
რა კადრებაზეა ლაპარაკი, როდესაც მან ახლა იმას უყურა, როგორ გაღებინებდა
პირდაპირ ქუჩაში.
– მე... ე... ბარში დაგელოდები, – ბუტბუტებს ხოსე.
ყურადღებას არც ერთი არ ვაქცევთ და ხოსე ბარში ბრუნდება. მე გრეისთან ვრჩები.
ესღა მაკლდა! რა ვუთხრა? ალბათ ბოდიში უნდა მოვუხადო ტელეფონით
დარეკვისთვის.
– მაპატიეთ, – ვამბობ და დავცქერი ცხვირსახოცს, რომელსაც სასოწარკვეთილი ხელში
ვაწვალებ. „რა რბილია“.
– პატიებას რისთვის მთხოვ, ანასტასია?
– პირველ რიგში იმისთვის, რომ მთვრალმა დაგირეკეთ და კიდევ ბევრი რამისთვის, –
თითქმის ვჩურჩულებ და ვგრძნობ, რომ ვწითლდები. „ღმერთო, ახლა მარტო ის მინდა,
რომ უბრალოდ მოვკვდე!“
– ვის არ მოსვლია, – ამბობს მშრალად და უემოციოდ, – უბრალოდ, საკუთარი
შესაძლებლობები უნდა იცოდე. საერთოდ იმის მომხრე ვარ, რომ შესაძლებლობები
გაიზარდოს, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს. ხშირად გემართება ასე?
ალკოჰოლის და გაღიზიანებისგან თავბრუ მესხმის. ვინ ეკითხება? მე ხომ არ მითხოვია,
რომ მოსულიყო?! დამნაშავე ბავშვივით მექცევა, უფროსი რომ ჭკუას არიგებს. მინდა
ვუთხრა, რომ ამიერიდან ყოველ საღამოს ვაპირებ დათრობას, და რომ ეს მას
სრულიადაც არ ეხება, მაგრამ ახლა, როცა მის თვალწინ მერეოდა გული, ჯობია
გავჩუმდე. რატომ არ მიდის?
– არა, – ვპასუხობ სინანულით, – პირველად დამემართა და არავითარი სურვილი აღარ
მაქვს, ექსპერიმენტი გავიმეორო.
არ მესმის, აქ რატომ მოვიდა... ყურები გუგუნს მიწყებს. ალბათ ვბარბაცებ, რადგან გრეი
ხვდება, რომ ეს-ესაა დავეცემი, პატარა ბავშვივით ხელში მიყვანს და გულზე მიკრავს.
– დაწყნარდი, სახლში მე წაგიყვან, – მეუბნება ხმადაბლა.
– კეიტი უნდა გავაფრთხილო, – „ღმერთო, მიშველე, ისევ მის მკლავებში ვარ“.
– ჩემი ძმა ეტყვის.
– ვინ?
– ჩემი ძმა, ელიოტი ახლა მის კავანას ელაპარაკება.
– რა? – არაფერი მესმის.
– ელიოტი ჩემთან ერთად იყო, შენ რომ დარეკე.
– სიეტლში? – საერთოდ დავიბენი.
– არა, ისევ „ჰიტმანში“ ვარ.
აქამდე? რატომ? – ვერაფრით ვხვდები, რა ხდება.
– როგორ მიპოვეთ?
– შენი მობილურით. გავიგე, საიდან რეკავდი, ანასტასია. ეს შესაძლებელია? ან
ლეგალურია? „შორიდან გაკონტროლებს“, – ტეკილის ბურანს მიღმიდან მეჩურჩულება
ჩემი ქვეცნობიერი, მაგრამ, რადგან ეს გრეია, წინააღმდეგი არა ვარ.
– ჩანთა ან ქურთუკი გქონდა?
– კი, თითქოს... ერთიც და მეორეც. კრისტიან, გთხოვ, კეიტი უნდა გავაფრთხილო,
ინერვიულებს.
ტუჩები წვრილ ხაზად ეკუმება.
– კარგი, რადგან საჭიროა...
ფეხზე მაყენებს, ხელს მკიდებს და ბარისკენ მივყავარ. ღონემიხდილი, შეშინებული,
ჯერ ისევ მთვრალი და არანორმალურად აფორიაქებული ვარ. გრეი ხელზე ხელს
მიჭერს
– ღმერთო, რა საოცარი გრძნობაა!
შიგნით ხმაური და ხალხმრავლობაა. მუსიკა მთელ ხმაზე გუგუნებს. თითქმის ყველას
საცეკვაო მოედანზე მოუყრია თავი. კეიტი ჩვენს მაგიდასთან არ ჩანს, ხოსეც სადღაც
გამქრალა. ლევი მარტო – ყველასგან მიტოვებული და უბედური სახით ზის.
– კეიტი სად არის? – ვცდილობ, ხმაური გადავფარო. თავი მძიმე ბასების ტაქტში
მიწყებს პულსირებას.
– ცეკვავს, – ყვირის პასუხად ლევი; ის რატომღაც გაბრაზებულია და დაეჭვებული
მზერა კრისტიანზე გადააქვს. გაჭირვებით ვიცვამ ჩემს შავ ქურთუკს და ჩანთის გრძელი
სახელური თავზე გვერდულად გადამაქვს. როგორც კი კეიტს ვიპოვი, წასასვლელადაც
მზად ვარ.
კეიტი საცეკვაო მოედანზეა. გრეის ხელს ვკიდებ და მისი ყურისკენ ვიწევი; ცხვირის
წვერით მის თმას ვეხები და ისევ იმ, სისუფთავით გაჟღენთილ, დამათრობელ სუნს
ვიყნოსავ. ღმერთო ჩემო! ყველა აკრძალული და უცხო გრძნობა, რომლის უარყოფასაც
ამდენი ხანი ვცდილობდი, ერთდროულად იღვიძებს, სადღაც შიგნიდან ზევით ამოდის
და ჩემს ნატანჯ სხეულს ერთიან, შეშლილ სურვილად ედება. ვკვნესი და სადღაც
ძალიან, ძალიან შიგნით ყველა კუნთი ერთად მეძაბება.
გრეი შემომცქერის, მერე ხელს მკიდებს და ბართან მივყავარ. მაშინვე ემსახურებიან.
მისტერ გრეი ლოდინს შეჩვეული არ არის. ნუთუ ყველაფერი ასე იოლად ეძლევა?
– დალიე, – ბრძანებს ის და წყლით და ყინულით სავსე უზარმაზარ ჭიქას მაწვდის.
მუსიკის ტაქტს აყოლილი ფერადი შუქი მთელ ბარს უცნაურ შუქჩრდილს ჰფენს. ჩემს
თანამგზავრს ერთმანეთის მიყოლებით სახეზე ხან მწვანე გადასდის, ხან ცისფერი, ხან
თეთრი და ხანაც დემონურიწითელი. ის ყურადღებით მიყურებს. ჭიქიდან გაუბედავად
ერთ ყლუპ წყალს ვსვამ.
– ბოლომდე დალიე!
ნამდვილად დესპოტია. აშკარად რაღაცით უკმაყოფილოა, ვერ ისვენებს, ურჩ თმას
წამდაუწუმ ისწორებს. ამას რაღა პრობლემები აქვს? თუ რასაკვირველია, სულელ,
მთვრალ გოგოს არ ჩავთვლით, შუაღამისას რომ ურეკავს და ისიც რატომღაც მის
საშველად გამორბის. ისე მართალიც არის, შველის კიდეც სინამდვილეში. მერე კი იმის
ყურება უხდება, როგორ აღებინებს ის გოგო შუა ქუჩაში... „ოჰ, ანა, როდემდე შეიძლება
ერთი და იგივე ატრიალო?“ – მრისხანედ მიბრიალებს თვალებს ჩემი ქვეცნობიერი და,
დოინჯშემორტყმული, სათვალის ზემოდან დამყურებს. ჩემ ფეხქვეშ თითქოს იატაკიც
კი მოძრაობას იწყებს. გრეი მხარზე ხელს მადებს. წყალს მორჩილად ბოლომდე ვსვამ;
ისევ გულისრევის შეგრძნება მაქვს. გრეი ჭიქას მართმევს და დახლზე დგამს.
დაბინდულ თვალებით ვამჩნევ, რომ ტილოს თეთრი თავისუფალი პერანგი, ტანზე
მომდგარი ჯინსი, შავი „კონვერსი“ და ზოლიანი პიჯაკი აცვია. შეხსნილი პერანგის
საყელოდან მკერდზე თმა უჩანს. ჩემი დაბინდული გონება ისევ მისკენ მეწევა. გრეი
ხელს მკიდებს. ღმერთო! საცეკვაო მოედნისკენ მივყავარ. ჯანდაბა! ცეკვა არ მეხერხება.
გრძნობს, რომ წინააღმდეგობას ვუწევ და ფერად სხივებში მის კმაყოფილ, თითქოს
დამცინავ ღიმილს ვხედავ. გრეი ხელს მიწვდის და თავისკენ მკვეთრად მიზიდავს: მის
მკლავებში ვექცევი და ჩემთან ერთად იწყებს მოძრაობას. გასაოცრად ცეკვავს და, ჩემდა
გასაკვირად, მეც მიყოლიებს. ალბათ იმიტომ, რომ მთვრალი ვარ, გრეი სხეულზე
მჭიდროდ მიკრავს, კიდევ კარგი, თორემ პირდაპირ მის ფეხებთან წამივიდოდა გული.
გონების რომელიღაც კუნჭულში უცებ დედას საყვარელი გაფრთხილება იღვიძებს:
„არასოდეს ენდო მამაკაცს, რომელიც კარგად ცეკვავს“.
გადაჭედილ საცეკვაო მოედანზე მეორე ბოლოსკენ ვინაცვლებთ და ცეკვას იქ
აღმოჩენილი კეიტისა და გრეის ძმის – ელიოტის შორიახლო ვაგრძელებთ. ხმამაღალი
და მძიმე მუსიკა პირდაპირ თავში მირტყამს. სუნთქვა მეკვრის. კეიტი თავაწყვეტილი
ცეკვავს. ასეთი ანთებული იშვიათად არის ხოლმე: მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ძალიან,
მართლა ძალიან მოსწონს, და ეს, როგორც წესი, იმის მომასწავებელია, რომ მეორე
დილას, საუზმეზე სამნი ვიქნებით. კეიტ!
კრისტიანი ელიოტისკენ იხრება და ყურში რაღაცას ეუბნება. ელიოტი მაღალია,
განიერი ბეჭებით, ტალღოვანი, ღია ფერის თმით და თვალებში ცბიერი ნაპერწკლით.
პროჟექტორების პულსირებულ ნათებაში თვალის ფერს ვერ ვარჩევ. ის იცინის და კეიტს
ხელს ხვევს. კეიტს, როგორც ჩანს, ეს მოსწონს... კეიტ! მთვრალი გონებითაც კი ვხვდები,
რომ ასე არ უნდა იყოს, მათ ხომ ახლახან გაიცნეს ერთმანეთი!.. კეიტი ელიოტს რაღაცის
პასუხად თანხმობის ნიშნად თავს უქნევს, მერე იღიმება, ხელს მიქნევს და კრისტიანს
საცეკვაო მოედნიდან გავყავართ.
მე და კეიტი ერთმანეთს არაფერს ვეუბნებით. გასაგებია, რაც ხდება. მას და ელიოტს
სასწრაფოდ ლექცია სჭირდებათ უსაფრთხო სექსის შესახებ. იმედი მაქვს, კეიტმა
ტუალეტის კარზე გამოკრული პლაკატი ნახა. გონებაში აზრები მერევა და მთვრალი
ბურანიდან გამოღწევას ცდილობს. აქ ზედმეტად ცხელა, ზედმეტი ხმაური და შუქია.
თავბრუ მეხვევა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს იატაკი ზემოთ, ჩემს სახესთან იწევა.
უკანასკნელი, რაც პირდაპირ კრისტიან გრეის ხელებში გონების დაკარგვამდე მესმის,
მისი ხმაა:
– ჯანდაბა!

თავი მეხუთე
სიჩუმეა. ოთახში შუქი ვერ აღწევს. რბილ და თბილ ლოგინში ვწევარ. ჰმ... თვალს
ვახელ და რამდენიმე წამს უცნაური და ჩემთვის უცხო ოთახის მოწყობილობით
უდრტვინველად ვტკბები. წარმოდგენა არა მაქვს, სად ვარ. ჩემ უკან ამომავალი მზის
ფორმის საწოლის თავია. რაღაც მეცნობა... დიდი და ფართო დიდებული ოთახი
მდიდრულ ფერებში: ყავისფრით, კრემისფრითა და ოქროსფრით არის გაფორმებული.
ეს ყველაფერი თითქოს სადღაც მინახავს, მაგრამ სად? ჩემი ჯერ ისევ მძინარე გონება
ახლო წარსულის ვიზუალურ მოგონებებში გარკვევას ცდილობს. და უცებ მახსენდება!
სასტუმრო „ჰიტმანის“ ნომერში ვარ... ლუქსში! მე და კეიტი ამის მსგავს ოთახში
ვიყავით, მაგრამ ეს უფრო დიდია.
ჯანდაბა! კრისტიან გრეის ნომერში ვარ?! აქ როგორ მოვხვდი?
ნელ-ნელა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ თვალწინ გუშინდელი საღამოს მოგონებები მიდგება.
დავთვერი – მერე გრეის დავურეკე – ოჰ, არა! – გული მერეოდა – ღმერთო! – ხოსე და
მერე ისევ კრისტიან გრეი. ღმერთო, რა საშინელებაა! გონებასთან ერთად მთელი
სხეული მეძაბება. საერთოდ არ მახსოვს, აქ როგორ მოვხვდი. ტანზე ვიხედები –
მხოლოდ მაისური, ლიფი და ტრუსი მაცვია. არც წინდები და არც ჯინსი. ჯანდაბა!
ლოგინის გვერდით, მაგიდაზე ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა და ორი აბი დევს.
„ადვილი“... კრისტიანმა ამაზეც იზრუნა?! ლოგინში ვჯდები და „ადვილს“ ვყლაპავ.
თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ, სიმართლე ითქვას, იმაზე უკეთ, ვიდრე ვიმსახურებ.
ფორთოხლის წვენი არაჩვეულებრივია! წყურვილს მიკლავს და გონზე მოვყავარ. პირში
სიმშრალეს ისე არაფერი შველის, როგორც ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი.
კარზე აკაკუნებენ. მოულოდნელობისგან გული ლამის ყელიდან ამომიხტეს, ენა
მივარდება, ხმის ამოღებას და პასუხის გაცემას ვერ ვახერხებ, თუმცა გრეი მაინც აღებს
კარს და ოთახში შემოდის.
ოჰო! სავარჯიშოდ ყოფილა... თავისუფალი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი აცვია
და ნაცრისფერივე, მაგრამ ოფლისგან მისი თმისფრად გამუქებული მაისური. ოფლიან
კრისტიან გრეიზე აზრი ერთიანად მიპყრობს. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თვალებს
ვხუჭავ, თავს ვიტყუებ, თითქოს ორი წლის ვარ და თვალებს თუ დავხუჭავ, ვერავინ
დამინახავს.
– დილა მშვიდობისა, ანასტასია. როგორ ხარ?
– იმაზე უკეთ, ვიდრე ვიმსახურებ, – ვბურტყუნებ მე.
კრისტიანი დიდ სპორტულ ჩანთას სავარძელზე დებს და ხელს კისერზე ჩამოკიდებულ
თავის პირსახოცს ჰკიდებს. მიყურებს, მაგრამ ნაცრისფერი თვალების გამომეტყველება
ჩემთვის ამოუხსნელი რჩება. როგორც ყოველთვის, წარმოდგენა არ მაქვს, რაზე
ფიქრობს. საკუთარი გრძნობებისა და აზრების დაფარვას საოცრად კარგად ახერხებს.
– აქ როგორ აღმოვჩნდი? – ხმა დაბალი და მდგომარეობას შეგუებული მაქვს.
გრეი მიახლოვდება და ლოგინის კიდეზე ჯდება. ის ისე ახლოს არის, რომ შემიძლია
შევეხო, მის სურნელს ვგრძნობ. ოჰ, ღმერთო... მისი სხეულის და საშხაპე გელის
არომატი იმაზე მეტად დამათრობელი კოქტეილია, ვიდრე „მარგარიტა“. ეს უკვე
საკუთარი გამოცდილებით ვიცი.
– გონება რომ დაკარგე, გადავწყვიტე, მანქანის ტყავის სავარძლებს გავფრთხილებოდი
და შენი სახლში წაყვანა არ გამერისკა, ამიტომ აქ მოგიყვანე, – მპასუხობს ყოველგვარი
ემოციის გარეშე.
– ლოგინში ვინ ჩამაწვინა?
– მე, – სახეზე ისევ შეუვალი სიმშვიდე.
– ისევ გული ამერია?
– არა.
– ტანსაცმელი ვინ გამხადა? – ვეკითხები თითქმის ჩურჩულით.
– მე, – ის წარბს მაღლა წევს, მე კი სახეზე ალმური მედება.
– ჩვენ?.. – ძლივს ვახერხებ თუნდაც ამის ამოთქმას, მაგრამ ვხვდები, ფრაზას ვეღარ
ვამთავრებ, ვჩუმდები და თავს ვხრი.
– ანასტასია, კომატოზურ მდგომარეობაში იყავი, მე კი ნეკროფილია დიდად არ
მიზიდავს. მირჩევნია, ქალი ცოცხალი იყოს და რეაგირებდეს, – მიხსნის მშრალი,
საქმიანი ტონით.
– ძალიან მრცხვენია.
ტუჩებზე ირონიული ღიმილი გადასდის.
– ჰო, მაგარი დრო გავატარეთ. ეს საღამო ნამდვილად დიდხანს მემახსოვრება.
მეც... მაგრამ როგორ დამცინის?! არამზადა! ვინ ეპატიჟებოდა, რომ მოდიოდა, ახლა კი,
აქეთ მე გამოვყავარ მთავარ უარყოფით გმირად.
– ისე, არავის უთქვამს, რომ თქვენთან გამოგონებული იმ რაღაც ჯაშუშური
ტექნოლოგიების გოგონებისთვის სათვალთვალოდ გამოყენება უკანონოა?!
– ჯერ ერთი – გაშვებული ზარით მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის
დადგენა ინტერნეტითაც შეიძლება, მეორე – ჩემი კომპანია თვალთვალისა და ფარული
დაკვირვებისთვის განკუთვნილ აპარატურას არ უშვებს და მესამე – მე რომ არ
მოვსულიყავი, ფოტოგრაფის ლოგინში გაიღვიძებდი, სადაც, სხვათა შორის, როგორც
მახსოვს, დიდად არ გინდოდა მოხვედრა და არც თაყვანისმცემლით იყავი
აღფრთოვანებული, – მპასუხობს გესლიანი ტონით.
თაყვანისმცემლით?! ოჰო! კრისტიან გრეი გაბრაზებულია? მისი ნაცრისფერი თვალები
შეურაცხყოფილ ნაპერწკლებს ყრის.
– ჰო, რა თქმა უნდა! პირდაპირ შუა საუკუნეების ქრონიკიდან გადმომხტარი რაინდი
ხარ! – ვუბამ მეც მხარს.
თითქოს ოდნავ ლბება. სახეზე გამომეტყველება ეცვლება და ნაძერწივით ლამაზად
გამოკვეთილ ტუჩებზეღიმილი დასთამაშებს.
– არა, ანასტასია, რაინდი ნამდვილად არ ვარ. ან თუ ვარ, ისიც ბნელი, – იღიმება
ირონიულად, – გუშინ რამე ჭამე? – მეკითხება ის და ტონი მაშინვე უსერიოზულდება.
უარის ნიშნად თავს ვიქნევ. ესეც დანაშაულია? ტუჩები ემუწება და სახე ისევ უტყვი
უხდება.
– ჭამა აუცილებელია. მშიერ კუჭზე სვამდი და იმიტომ გახდი ცუდად. ანასტასია,
უჭმელად სმა საერთოდ არ შეიძლება.
ხელით ისევ თმას იწვალებს, ესე იგი, ჯერ ისევ გაბრაზებულია.
– დიდხანს აპირებ, მორალი მიკითხო?
– ამას რა ასე ჰქვია?
– მგონი, კი.
– კიდე იოლად გამოძვერი.
– რას გულისხმობ?
– შენ რომ ჩემი ყოფილიყავი, იმის გამო, რაც გუშინ მოაწყვე, ერთი კვირა სკამზე
დაჯდომა გაგიჭირდებოდა. მშიერ კუჭზე დალიე, დათვერი, მერე მთვრალი კინაღამ
შარში გაეხვიე... – გრეი თვალებს ხუჭავს, ლამაზ სახეზე შიშის ჩრდილი გადასდის და
ძლივს შესამჩნევად თრთის, თითქოს წარმოდგენაც კი ზარავსო. მერე თვალებს ახელს
და მკაცრად შემომცქერის, – გაფიქრებაც არ მინდა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
კი მაგრამ, ვინ ეკითხება?! მე რომ მისი ვყოფილიყავი... მაგრამ მისი არ ვარ, თუმცა
გულის სიღრმეში იქნებ მინდა კიდეც – ვიყო. ეს აზრი გრეის ქედმაღლობით გამოწვეულ
უკმაყოფილების კედელს ანგრევს. ვწითლდები: ჩემი თავქარიანი ქვეცნობიერი
მხოლოდ იმით გადიდგულებული, რომ შეიძლებოდა, მისი ვყოფილიყავი, სიხარულით
კაშკაშა წითელი კაბის ფრიალით პოლინეზიურ ჰულას ცეკვავს.
– არაფერიც არ მომივიდოდა. კეიტთან ერთად ვიყავი.
– ფოტოგრაფზე რას იტყვი? – დამცინის ისევ.
ჰმ... სულელი ხოსე... მომიწევს სერიოზულად დაველაპარაკო.
– უბრალოდ ზედმეტი დალია, – ვიჩეჩავ მე მხრებს.
– ვფიქრობ, მეორეჯერაც რომ აღარ მოუვიდეს ზედმეტი, ვინმემ ჭკუა უნდა ასწავლოს.
– რა მკაცრი ხარ!
– ოჰ, ანასტასია, შენ წარმოდგენაც არ გაქვს, – კრისტიანი თვალებს ჭუტავს და სახე
ეშმაკურად უღიმის.
გრეის ღიმილი ფარხმალს მაყრევინებს. სულ რამდენიმე წამის წინ მისი ქედმაღლობა
მაღიზიანებდა, ახლა კი თვალს ვერ ვაშორებ. ოჰ!.. ამ ღიმილისთვის შემიძლია
ყველაფერი ვაპატიო. იქნებ იმიტომ, რომ იშვიათად იღიმება?! დამავიწყდა კიდეც, რაზე
ვლაპარაკობდით.
– შხაპის მისაღებად შევდივარ... თუ შენ შეხვალ პირველი? – თავს გვერდზე ხრის და
ისევ მიღიმის. გული ამოვარდნაზე მაქვს, ტვინმა სუნთქვაზე პასუხისმგებელი
ნეირონების მიმართულებით იმპულსის გაგზავნა შეწყვიტა. გრეის სახე კიდევ უფრო
ფართო ღიმილით უნათდება, ცერა თითით ლოყაზე მეხება, და ქვედა ტუჩზე აცურებს.
– ისუნთქე, ანასტასია, – ჩურჩულებს ის და დგება. თხუთმეტ წუთში საუზმეს
მოიტანენ, ალბათ მშიერი ხარ, – ამბობს, სააბაზანოში შედის და კარს ხურავს.
როგორც იქნა, გონს მოვდივარ და სუნთქვას ვიწყებ. ღმერთო, რატომ არის ასეთი
ლამაზი? მინდა ავდგე და უკან გავყვე. ადრე მსგავსი არაფერი განმიცდია. მგონი, ჩემში
ყველა ქალური ჰორმონი ერთად გაგიჟდა. ქვედა ტუჩზე ჯერ ისევ მისი თითის სითბოს
ვგრძნობ. სხეულში მტანჯველი, ჩემთვის აქამდე უცნობი დისკომფორტის შეგრძნება
მეღვრება. რა მჭირს? ჰმ... ვნება, ჟინი. აი, თურმე რას ნიშნავს ლტოლვა! ისევ ბუმბულის
ბალიშებში ვეფლობი. „ჩემი რომ ყოფილიყავი“... ღმერთო ჩემო!.. ყველაფერს
დავთმობდი, ოღონდ მისი ვიყო! კრისტიან გრეი ერთადერთი კაცია, რომელიც სხეულს
მიცოცხლებს, თუმცა ამასთან ერთად, რთული, არეული, საოცრად ჩაკეტილი და
წინააღმდეგობრივია. თან ხელს მკრავს, თან თოთხმეტათასიან წიგნებს მიგზავნის და
ეჭვიანი თაყვანისმცემელივით უკან დამდევს... ყოველივე ამის შემდეგ ღამეს მის
ნომერში ვატარებ, თავს კი იმაზე უფრო დაცულად ვგრძნობ, ვიდრე ნებისმიერ სხვა
ადგილას. ის მიცავს. ის, მისივე მოგონილი განსაცდელიდან ჩემს დასახსნელად მოდის.
არა, გრეი ნამდვილი თეთრი რაინდია მზეზე მოლაპლაპე აბჯარში და არა ბნელი –
კლასიკური, რომანტიკული გმირი – სერ გავეინი ან ლანსელოტი. ლოგინიდან ვდგები
და ჩემს ჯინსს ვეძებ, თუმცა უშედეგოდ. გრეი შხაპიდან სველი გამოდის, წყლის
წვეთებისგან სხეული უბრწყინავს, მაგრამ რატომღაც ისევ გაუპარსავია. შიშველია,
მხოლოდ თეძოზე აქვს პირსახოცი შემოკრული. მეც შიშველი ფეხებით ვდგავარ ოთახის
შუაში და სირცხვილისგან ვიტანჯები. ლოგინიდან წამომდგარს რომ მხედავს,
გაკვირვებულ გამომეტყველებას იღებს.
– თუ შენს ჯინსს ეძებ, ქიმწმენდაში გავგზავნე, – მეუბნება და უცნაურად ჩამუქებული
თვალებით შემომცქერის, – დასვარე, გული რომ გერეოდა.
– ოჰ! – სახეზე სირცხვილისგან ალმური მედება.
– ტეილორს ვთხოვე, შენთვის ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი, ჯინსი და ფეხსაცმელი
ეყიდა. ჩანთაში ნახე, სავარძელზე.
სუფთა ტანსაცმელი?! ესეც მოულოდნელი ბონუსი.
– მე... კარგი, წავალ შხაპს მივიღებ, – ვბუტბუტებ დაბნეული, – გმადლობ.
რაღა უნდა ვთქვა?! ჩანთას ხელს ვავლებ და სასწრაფოდ სააბაზანოში შევდივარ, ჩქარა!
შორს შიშველი კრისტიან გრეის გონების დამბინდველი სიახლოვისგან!
მასთანშედარებით მიქელანჯელოს „დავითიც“ კი არაფერია. სააბაზანოში ნესტი და
სიმხურვალეა – ჯერ არ განიავებულა. სასწრაფოდ უნდა გავიხადო და წყლის
მაცოცხლებელი ნაკადის ქვეშ აღმოვჩნდე. სახეს წყალს ვუშვერ.
კრისტიან გრეი მინდა. ძალიან, ძალიან მინდა... ეს უბრალოდ ფაქტია! პირველად ჩემს
ცხოვრებაში მინდა, მამაკაცთან დავწვე. მინდა, მისი ხელების და ტუჩების შეხებას
ვგრძნობდე.
მან თქვა, რომ მგრძნობიარე ქალები ურჩევნია, მაშასადამე აქვს ქალებთან
ურთიერთობა. მაგრამ, როგორც ხოსეს, ან პოლს, ხელის დაკარებაც არ უცდია. არაფერი
მესმის. გასულ კვირას არც კი მაკოცა. თუ არ მოვწონვარ, აქ რაღასთვის მომიყვანა? „ანა,
მთელი ღამე მის ლოგინში გაატარე და არ მოგეკარა. დასკვნებიც აქედან გამოიტანე!“ –
მესმის ისევ ჩემი ქვეცნობიერი ბოროტი დარიგება, მაგრამ აღარ ვუსმენ.
წყალი თბილი და დამამშვიდებელია. ამ სააბაზანოში უსასრულოდ ვიდგებოდი შხაპის
ქვეშ. თხევად საპონს კრისტიანის სუნი აქვს. ეს არომატი გონებას მირევს. გელს
სხეულზე ვიქაფებ და წარმომიდგება, რომ კრისტიანის გრძელი თითები მელამუნება,
მკერდზე, მუცელზე, ბარძაყებზე, ფეხებს შუა... ღმერთო ჩემო... გული ლამის
ამომივარდეს... ღმერთო, რა სიამოვნებაა...
– საუზმე მოიტანეს, – აკაკუნებს გრეი კარზე და შეცბუნებული ვხტები.
– მოვდივარ, – ეროტიკული ფანტაზიის სამყაროდან რეალობაში ვბრუნდები.
საშხაპედან გამოსული ორ პირსახოცს ვიღებ: ერთს კარმენ მირანდას სტილში თავზე
ვიხვევ, მეორით კი ტანს ნაჩქარევად ვიმშრალებ და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო,
როგორ სიამოვნებს ეს ჩემს ზემგრძნობიარე კანს.
ჩანთას ვხსნი და შიგნით ვიხედები. ტეილორმა მარტო ჯინსი და კონვერსები კი არ
მიყიდა, არამედ ღია ცისფერი ბლუზა, წინდები და საცვლებიც. ღმერთო ჩემო, სუფთა
ლიფი და ბიკინი!.. სინამდვილეში ამ სილამაზის ასეთი მოსაწყენი, ბანალური
სიტყვებით დასახელება უბრალოდ უსამართლობაა. რომელიღაც მოდური ევროპული
ფირმის, ღია ცისფერი მაქმანებით, დახვეწილი გაფორმებით მორთულ ლიფს და
ბიკინის ერთდროულად აღფრთოვანებაშიც მოვყავარ და მაშინებს კიდეც. ზომაც
ზუსტად ჩემია. თუმცა, გასაკვირი არაფერია, გრეის ხომ ზომის გაგებაც შეეძლო.
თვალწინ წარმომიდგება, როგორ ყიდულობს მოკლევარცხნილობიანი მამაკაცი ჩემთვის
თეთრეულს ძვირფას მაღაზიაში. ისევ ვწითლდები. საინტერესოა, კიდევ რა
სამსახურებრივი მოვალეობები აკისრია...
ნაჩქარევად ვიცვამ. ტანსაცმელი ტანზე არაჩვეულებრივად მადგას. მხოლოდ თმა
დამრჩა მოსაწესრიგებელი და მეც, სხვას რომ ვერაფერს ვახერხებ, ვცდილობ, როგორმე
პირსახოცით გავიმშრალო. როგორც ყოველთვის, ურჩი თმა თავის ჭკუაზე იბურდება...
ჯანდაბა! ისევ უკან, „კუდად“ უნდა შევიკრა. მგონი, ჩანთაში თმის რეზინი უნდა
მქონდეს... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ: მგონი, მზად ვარ. ახლა მისტერ „ჩემგან თავი შორს
დაიჭირეს“ წინაშე წარდგომაც შემიძლია.
ჩემდა საბედნიეროდ, საძინებელი ცარიელია. იქაურობას ვათვალიერებ, რომ ჩემი
ჩანთა მოვძებნო, მაგრამ ჩანთა არ ჩანს. უიმედოდ ვოხრავ და სასტუმრო ოთახში
გავდივარ. უზარმაზარია. მოსასვენებელ ზონაში ბალიშებმიყრილი რამდენიმე
არაჩვეულებრივი პლუშის დივანი და ელეგანტური ჟურნალის მაგიდა დგას, რომელზეც
პრიალაგარეკანიანი უამრავი წიგნი აწყვია; სამუშაო ზონაში კი ბოლო მოდელის „იმაც“
დგას; კედელზე უზარმაზარი პლაზმური ტელევიზორი კიდია. კრისტიანი ოთახის
მეორე ბოლოში, სასადილო მაგიდასთან ზის და გაზეთს კითხულობს. მთელი ნომერი
ალბათ ჩოგბურთის კორტისხელაა, მე თვითონ ჩოგბურთს არ ვთამაშობ, მაგრამ
რამდენჯერმე ვიყავი, როცა კეიტი თამაშობდა. კეიტ!
– ჯანდაბა, კეიტ! – წამოყვირება გამომდის.
კრისტიანი ყურადღებით მაკვირდება.
– ელიოტს შეტყობინება გავუგზავნე, – მეუბნება ოდნავ დამცინავი ტონით, – კეიტმა
იცის, რომ აქ ხარ და ჯერ ისევ ცოცხალი ხარ.
ესღა მაკლდა! კრისტიანის ძმის საცდუნებლად კეიტის გუშინდელი ანთებული ცეკვა
და გამომწვევი მოძრაობები მახსენდება. ახლა რას იფიქრებს ჩემზე?! მე ხომ სხვაგან
ადრე არასდროს გამითენებია ღამე. ანუ კეიტი აქამდე ელიოტთან ერთად არის? ასე
მხოლოდ ორჯერ მოხდა და ორჯერვე მომდევნო ერთ კვირას მისი საშინელი
ვარდისფერი პიჟამის ყურება მომიხდა... ახლა კეიტი იფიქრებს, რომ მეც ერთღამიან
თავგადასავალში გავები. კრისტიანი მბრძანებლური გამომეტყველებით შემომყურებს.
ტილოს თეთრი პერანგი აცვია, საყელო და მანჟეტები შეხსნილი აქვს.
– დაჯექი, – მბრძანებლურ გამომეტყველებას ბრძანებასაც აყოლებს და მაგიდასთან
ადგილზე მითითებს.
ოთახს ვჭრი და, როგორც მიბრძანა, მის პირდაპირ ვჯდები. მაგიდა კერძებით არის
სავსე.
– არ ვიცოდი, რა მოგინდებოდა და ყოველი შემთხვევისთვის დილის მენიუდან
რამდენიმე ვარიანტი შევუკვეთე, – მეუბნება რაღაცნაირი ცალყბა, თითქოს
მობოდიშებასავით ღიმილით.
– რა მფლანგველობაა, – ვბუტბუტებ კერძების სიმრავლით გაკვირვებული, თუმცა კი
ძალიან მშია.
– ნამდვილად, – მპასუხობს დამნაშავის ტონით.
ნეკერჩხლის სიროფმოსხმულ ბლინებს და ბეკონიან ერბოკვერცხს ვიღებ. კრისტიანი
მალულად იღიმება და თავის ცილის ომლეტს უბრუნდება. საჭმელი საოცრად
გემრიელია.
– ჩაი გინდა?
– კი, გმადლობ.
ის მდუღარე წყლით სავსე პატარა ჩაიდანს და ლამბაქზე დადებულ Twiningsi-ს
„ინგლისური საუზმის“ პაკეტს მაწვდის. წარმოუდგენელია! ახსოვს, რომელიჩაი
მიყვარს.
– თმა რატომ არ გაიშრე? – მეკითხება გამკიცხავი ტონით.
– ფენი ვერ ვიპოვე, – თავს ვიმართლებ მე. თუმცა არც მიძებნია.
კრისტიანი ტუჩებს უკმაყოფილოდ, ერთ წვრილ ხაზად მუწავს, მაგრამ არაფერს
ამბობს.
– გმადლობ სუფთა ტანსაცმლისთვის.
– არაფრის, ანასტასია. ეს ფერი ძალიან გიხდება.
მე ვწითლდები და თვალებს ვხრი.
– იცი, დროა, კომპლიმენტების მიღება ისწავლო, – მკიცხავს ისევ გრეი.
– მინდა, ტანსაცმელზე დახარჯული ფული დაგიბრუნო.
ისე მიყურებს, თითქოს რაღაც ძალიან საწყენი ვუთხარი და მეც ნაჩქარევად ვამატებ:
– შენ ხომ წიგნებიც მაჩუქე. ისე, სხვათა შორის, არც იმ საჩუქრის მიღება შემიძლია.
ამიტომ იმის უფლება მაინც მომეცი, რომ ტანსაცმლის ფული ავანაზღაურო... – ვეუბნები
არცთუ თავდაჯერებული ღიმილით.
– მერწმუნე, ანასტასია, იმის საშუალება ნამდვილად მაქვს, თავს საჩუქრის გაკეთების
უფლება მივცე...
– ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ... საერთოდ რატომ უნდა მჩუქნიდე?
– იმიტომ, რომ შემიძლია, – თვალები სიბრაზით ენთება.
– რომ შეგიძლია, სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა მაჩუქო, – ვპასუხობ ჩუმად... ის ცალ
წარბს სწევს, თვალებს ახამხამებს და უცებ ვაცნობიერებ, რომ რაღაც სხვაზე
ვლაპარაკობთ, ოღონდ რაზე, ვერ ვხვდები. მაშინვე მახსენდება...
– კრისტიან, წიგნები რატომ გამომიგზავნე? – ვეკითხები თითქმის ჩურჩულით.
გრეი დანაჩანგალს აწყობს და ყურადღებით მიყურებს. თვალებიდან რაღაც გაუგებარი
და უცნაური ემოცია ეღვრება.
– როდესაც ველოსიპედისტი კინაღამ დაგეჯახა, შენი მზერა თითქოს კოცნას
მთხოვდა... – გრეი მხრებს იჩეჩავს, მერე ხელი თავისკენ მიაქვს და თმის წვალებას
იწყებს, – მომინდა, ჩემი საქციელისთვის ბოდიში მომეხადა და რამენაირად
გამემხნევებინე. ანასტასია, მე რომანტიკული საყვარლის როლში არ გამოვდგები.
სასიყვარულო რომანებს ვერიდები და მოთხოვნილებებიც თავისებური და
განსხვავებული მაქვს. ჯობია, ჩემგან თავი შორს დაიჭირო, – ის თვალებს ხუჭავს და
სახეზე ისეთი გამომეტყველება ეწერება, თითქოს ფარხმალს ყრისო, – ...მაგრამ რაღაც
ისეთი გაქვს, რაც მაიძულებს, შენზე ვიფიქრო... ალბათ ამას უკვე თვითონაც მიხვდი.
მადა სრულიად მეკარგება. ასე არ შეიძლება!
– თავს რაღად მარიდებ? – ვეკითხები ძლივს გასაგონად.
გრეის თვალები უფართოვდება და თითქოს სუნთქვა ეკვრება.
– წარმოდგენაც არ გაქვს, რაზე ლაპარაკობ!..
– ამიხსენი!..
ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ, ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და საჭმელს არც
ერთი არ ვეკარებით.
– დაუქორწინებლობის აღთქმა გაქვს დადებული? – მწყდება ენიდან.
ნაცრისფერი თვალები გამხიარულებული სიცილით უბრწყინდება.
– არა, ანასტასია, ასეთი აღთქმა არ დამიდია, – ის ჩუმდება, ალბათ იმისთვის, რომ
ინფორმაცია სრულად შევითვისო და მეც ჭარხალივით ვწითლდები. ნუთუ ეს ხმამაღლა
ვთქვი! არა, ჯობია კრინტიც აღარ დავძრა!
– რა გეგმები გაქვს უახლოეს დღეებში? – მეკითხება მშვიდი ტონით.
– დღეს ვმუშაობ, დღის მეორე ნახევარში. ახლა რომელი საათია? – მახსენდება უცებ.
– ჯერ მხოლოდ თერთმეტი დაიწყო, ნუ გეშინია, მოასწრებ. ხვალ რას აპირებ?
...ჩემ პირდაპირ ზის, იდაყვები მაგიდაზე უდევს, ნიკაპით კი გრძელ გადაჭდობილ
თითებს ეყრდნობა.
– მე და კეიტი გასამგზავრებლად ნივთების ჩალაგებას ვაპირებთ. შემდეგ შაბათკვირას
სიეტლში გადავდივართ, ამიტომ მთელი კვირა, დასვენების გარეშე, „კლეიტონში“
ვიქნები.
– უკვე იცი, სიეტლში სად იცხოვრებ?
– კი.
– სად?
– მისამართი არ მახსოვს, სადღაც პაიკმარკეტთან.
– ჩემთან ახლოს, – იღიმება კრისტიანი, – იქ სად აპირებ მუშაობას?
ამას რატომ მეკითხება? დაკითხვის მოწყობაში კატრინ კავანას ნამდვილად არ
ჩამოუვარდება.
– ჯერ არ ვიცი, საბუთები რამდენიმე ადგილას გავგზავნე, მაგრამ პასუხი ჯერ არ
მიმიღია.
– ჩემს კომპანიაში მუშაობა არ გინდა?
თვალებს ვხრი. არა, რა თქმა უნდა!
– ალბათ, არა.
– რატომ? რა არ მოგწონს?
– შენს კომპანიაში თუ შენთან, კომპანიაში? – ვიცინი მე.
– დამცინით, მის სტილ? – თავს გვერდზე ხრის. თითქოს მხიარულდება, თუმცა
დაზუსტებით თქმა შეუძლებელია. მზერა თეფშზე დარჩენილი დაუმთავრებელი
ერბოკვერცხისკენ გადამაქვს. ასეთი მაცდუნებელი ტონით რომ იწყებს ლაპარაკს,
თვალებში ვერ ვუყურებ.
– მინდა, მაგ ტუჩზე გიკბინო, – პირქუშად ჩურჩულებს უეცრად.
ღმერთო ჩემო!.. ჰაერი არ მყოფნის. მექანიკურად ქვედა ტუჩის წვალებას ვიწყებ.
უნებურად პირს ვაღებ. ეს სიტყვები ისე მოქმედებს ჩემზე, როგორც არასდროს არც ერთი
სხვა სიტყვა. გული ამოვარდნაზე მაქვს. ძლივს ვსუნთქავ. მთელი სხეული ერთიანად
მიცახცახებს, თუმცა არც კი შემხებია. მზერა გრეის სახეზე გადამაქვს და მის
დაბინდულ, ვნებით შეშლილ თვალებს ვაწყდები.
– მიკბინე... – მშვიდი გამოწვევით ვჩურჩულებ პასუხად.
– არა, ანასტასია, თითსაც არ დაგაკარებ, სანამ წერილობით თანხმობას არ მივიღებ
შენგან, – მეუბნება და ტუჩებზე ღიმილი ეფინება.
რაა?
– რას გულისხმობ?
– სწორედ იმას, რასაც ვამბობ, – მპასუხობს ოხვრით, მაგრამ კმაყოფილი, თან უცნაური
გამოწვევით და თავს მიქნევს, – კარგი, ყველაფერს აგიხსნი და გიჩვენებ, ანასტასია.
დღეს მუშაობას რომელ საათზე ამთავრებ?
– რვისთვის.
– თუ გინდა, შეგვიძლია, ვახშმად სიეტლში წავიდეთ, ჩემ სახლში. იქ ყველაფერს
გეტყვი. როგორ გირჩევნია, დღეს თუ შემდეგ შაბათს? აირჩიე.
– ახლა რატომ არ შეგიძლია, მითხრა? – ვკითხულობ მოუთმენლად.
– იმიტომ, რომ შენთან ერთად საუზმით სიამოვნებას ვიხანგრძლივებ. ყველაფერს რომ
გაიგებ, ალბათ ჩემი ნახვის სურვილსაც კი დაკარგავ.
ჯანდაბა! რას გულისხმობს? რა, სადღაც ქვეყნის დასალიერში ბავშვებს მონებად ყიდის
თუ რომელიღაც მაფიოზური სინდიკატის წევრია? მაშინ გასაგებია, ამდენი ფული
საიდან აქვს... იქნებ ზედმეტად რელიგიურია? თუ იმპოტენტი? არა, იმპოტენტი
ნამდვილად არ არის... ღმერთო, ისევ ვწითლდები. ასე უსასრულოდ შეიძლება
ვარაუდების გამოთქმა. რაც მალე გავიგებ კრისტიან გრეის საიდუმლოს, მით უკეთესი,
თუნდაც ამის მერე მისი ნახვა აღარ მომინდეს. მაინც ასე ჯობია. „თავს მაინც ნუ იტყუებ,
– გასაქანს არ მაძლევს ჩემი ქვეცნობიერი, – ბოლომდე ხელიდან წასული თუ არ არის,
არსადაც არ წახვალ“.
– დღეს მირჩევნია.
წარბს სწევს.
– ევასავით ხარ, აკრძალული ხიდან ნაყოფის გასინჯვა რომ ეჩქარება.
– დამცინით, მისტერ გრეი? – დამტკბარი ხმით ვინტერესდები მე. გაბღენძილი
სულელი!
ის თვალებს ჭუტავს, თავის „ბლეკბერის“ იღებს და თითს ღილაკს აჭერს.
– ტეილორ, ჩარლი ტანგო დამჭირდება.
ჩარლი ტანგო? ეს ვიღაა?
– პორტლენდიდან, დაახლოებით ცხრის ნახევარზე... არა, ესკალაში დამელოდოს...
მთელი ღამე...
მთელი ღამე!
– სიეტლში მივფრინავ... კი, ხვალ დილას, როგორც კი დავრეკავ.
მიფრინავს?
– სათადარიგო პილოტი თერთმეტის ნახევრიდან.
გრეი ტელეფონს თიშავს. ...არც „გმადლობ“, არც „თუ შეიძლება“.
– ადამიანები ყოველთვის ასე გემორჩილებიან?
– როგორც წესი, კი, თუ, რა თქმა უნდა, სამუშაოს დაკარგვა არ უნდათ.
– თუ შენთან არ მუშაობენ?
– მაგ შემთხვევაში დარწმუნების სხვა მეთოდებს ვიყენებ, ანასტასია. საუზმე
დაამთავრე. სახლში წაგიყვან, საღამოს, რვა საათზე, მუშაობას რომ მორჩები
„კლეიტონში“ მოგაკითხავ და სიეტლში გავფრინდებით.
– გავფრინდებით?
– ჰო, ჩემი ვერტმფრენით გავფრინდებით.
წარმოუდგენელია. იდუმალებით მოცულ კრისტიან გრეისთან, ყავით დავიწყეთ და
უკვე მეორე პაემანზე ვერტმფრენით სეირნობამდე მივედით!
– მანქანით წასვლა არ შეიძლება?
– არა.
– რატომ?
ირონიულად იცინის.
– იმიტომ, რომ მე ასე მინდა. საუზმე დაამთავრე.
რა დროს საუზმეა?! საღამოს კრისტიან გრეისთან ერთად სიეტლში ვერტმფრენით
მივფრინავ და მას უნდა, რომ ტუჩზე მიკბინოს!
– ჭამე, – მიმეორებს უკვე მკაცრად, – ანასტასია, ვერ ვიტან, საჭმლის გადაყრა რომ
მიწევს. არ დატოვო.
– ამდენს ვერ შევჭამ, – თავს უმწეოდ ვიმართლებ.
– რაც თეფშზე გაქვს, ის დაამთავრე. გუშინ რომ ნორმალურად გეჭამა, ახლა აქ არ
იქნებოდი და მეც კარტის გახსნა ასე ნაჩქარევად არ მომიწევდა, – ტუჩებს
უკმაყოფილოდ მუწავს, როგორც ჩანს, ბრაზობს.
კოპებს ვიკრავ და მზერა გიცივებულ ბლინებზე და ერბოკვერცხზე გადამაქვს. „–
ძალიან აღელვებული ვარ, რომ ვჭამო!“ – მაგრამ ჯობია, გავჩუმდე და ის გავაკეთო, რაც
მითხრა, მით უმეტეს, რომ ასეთი უკმაყოფილო სახით ზის. რა სასაცილოა! პატარა
ბავშვივითაა...
– რაზე გეცინება?
პასუხის გაცემას ვერ ვბედავ და თეფშისთვის თვალმოუშორებლად უარის ნიშნად თავს
ვაქნევ. როგორც იქნა, ბლინის ბოლო ლუკმასაც ვყლაპავ და თავს ვწევ. ის ზის და
ჩაფიქრებული მიყურებს.
– კარგი გოგო ხარ. ახლა სახლში წაგიყვან, ოღონდ იქამდე თმა გაიშრე, არ მინდა,
გაცივდე.
მისი სიტყვები რაღაც გამოუთქმელ დაპირებად მესმის. ამით რის თქმა უნდა? ფეხზე
ვდგები. იქნებ ადგომის უფლებაც უნდა მეთხოვა? არა, ჯობია, საშიში პრეცენდენტი არ
შევქმნა. საძინებლისკენ მივდივარ, მაგრამ უცებ გაჩენილი კითხვა მაჩერებს და ერთ
ადგილზე ვშეშდები.
– შენ სად გეძინა? – ნახევრად მიბრუნებული ვეკითხები კრისტიანს, რომელიც ჯერ
ისევ სასადილო მაგიდასთან ზის. სასტუმრო ოთახში ზეწრების და საბნების კვალიც კი
არ ჩანს.
– ჩემს ლოგინში, – მპასუხობს შეუვალი გამომეტყველებით.
– მართლა?
– კი. სრულიად ახალი შეგრძნება იყო ჩემთვის, – იღიმება ის.
– სექსის არქონას გულისხმობ?
... რა თქმა უნდა, ვთქვი თუ არა, გავწითლდი.
– არა, – გრეი თავს აქნევს და კოპებს კრავს, თითქოს რაღაც უსიამოვნოს იხსენებსო, –
სხვასთან ერთად ძილს.
ის ისევ გაზეთს იღებს და კითხვას აგრძელებს.
ნეტა გამაგებინა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი! არავისთან ერთად არ სძინებია? ქალთან
არ წოლილა? არა, წარმოუდგენელია. უნდობლად შევყურებ. ის ყველაზე
საიდუმლოებით მოცული პიროვნებაა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. და უცებ ვხვდები,
რომ კრისტიან გრეისთან ერთად მეძინა. რამდენს გავიღებდი, გონზე რომ ვყოფილიყავი
და მძინარე, დაუცველი და უმწეო მენახა. რატომღაც მიჭირს უმწეო გრეის წარმოდგენა.
არა უშავს, ამ საღამოს ყველაფერი გაირკვევა.
საძინებელში კომოდის უჯრას ვაღებ და ფენს ვპოულობ. თითებით ვივარცხნი და თმას
ვიშრობ. მერე სააბაზანოში შევდივარ, რომ კბილები გავიხეხო. ჭიქაში კრისტიანის
კბილის ჯაგრისი დევს. ჰმ... დამნაშავესავით მხარს უკან ვიხედები და ჯაგრისს ხელს
ვკიდებ. სველია. ეს ჯაგრისი ახლახან მის კბილებს ეხებოდა. ჯაგრისს ვიღებ, ტუბს
თითებს ვუჭერ და ჩქარჩქარა, გულამოვარდნილი, კბილებს ვიხეხავ. თავს გაფუჭებულ
გოგოდ ვგრძნობ და საშინლად მსიამოვნებს. გუშინდელ მაისურს, ლიფს და ბიკინის
ერთად ვაგროვებ და იმ პაკეტში ვდებ, რითაც ტეილორმა ახალი საცვლები მოიტანა,
მერე კი ჩანთის და ქურთუკის მოსაძებნად სასტუმრო ოთახში გავდივარ. ჩანთაში თმის
რეზინს ვპოულობ, რა ბედნიერებაა! სანამ თმას „ცხენის კუდად“ კეფაზე ვიკრავ,
კრისტიანი თვალს არ მაშორებს, თუმცა მის მზერაში ვერაფრის ამოკითხვას ვერ
ვახერხებ, შეუძლებელია მიხვდე, რაზე ფიქრობს. გრეი ტელეფონით ვიღაცას
ელაპარაკება.
– ორი სჭირდებათ?... რა დაჯდება?.. კარგი, უსაფრთხოების საქმე როგორ არის? სუეცის
არხიდან წავლენ?.. სუდანის პორტში ჩამოცლიან?.. დარფურში როდის იქნებიან?...
კარგი, ასე გავაკეთოთ. საქმის კურსში ჩამაყენეთ, – ამბობს ბოლოს და ტელეფონს
თიშავს, – მზად ხარ?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. საინტერესოა, რაზე ლაპარაკობდა? ზოლიან პიჯაკს
იცვამს, მანქანის გასაღებს იღებს და კარისკენ მიდის.
– მხოლოდ თქვენ შემდეგ, მის სტილ, – წარმოთქვამს გრეი და კარს მიჭერს. ო, რა
ბუნებრივად ელეგანტურია!
წამით ვჩერდები და ვუყურებ. იმის მერე, რაც წუხელ მასთან ერთად მეძინა და
გუშინდელ ჩემს გულისრევას და სიმთვრალეს უყურა, ჯერ ისევ აქ არის და არ
ვეზიზღები. მეტიც, თავისთან, სიეტლში მეპატიჟება... რატომ მე? მაგრამ ამის გაგებას
ვერაფრით ვახერხებ და კარისკენ მივდივარ. ყურში ჯერ ისევ მისი სიტყვები ჩამესმის –
„შენ რაღაც ისეთი გაქვს, რაც...“. კარგი, მისტერ გრეი, ეს გრძნობა ორმხრივია და მზად
ვარ გავიგო, ამ ყველაფრის უკან რა იმალება.
დერეფანს უსიტყვოდ მივუყვებით. სანამ ლიფტს ველოდებით, კრისტიანისკენ თვალს
რამდენჯერმე ვაპარებ და, გვერდულად გამოპარებულ მის მზერას ვაწყდები. მე
ვიღიმები, ის ცდილობს, თავი შეიკავოს. ლიფტის კარი იღება და კაბინაში შევდივართ.
მოულოდნელად, რაღაც აუხსნელი მიზეზით, იქნებ იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში
მარტო ვრჩებით, ჩვენ შორის ატმოსფერო თავბრუდამხვევი და დამათრობელი
წინათგრძნობით იმუხტება. სუნთქვა მიხშირდება, პულსი იმატებს. ის თავს ჩემკენ
აბრუნებს. მისი ნაცრისფერი თვალები გრაფიტზე მუქი და დაბინდულია. მექანიკურად
ქვედა ტუჩს ვილოკავ...
– საბუთების დედაც, – ღმუის უცებ. მთელი სხეულით ჩემკენ ბრუნდება და ლიფტის
კედელთან მიმწყვდევს. სანამ გონს მოსვლას მოვახერხებ, თეძოთი მაწვება და კედელს
მაკრავს, მაჯებზე ერთ ხელს ბორკილებივით მიჭერს და თავს ზემოთ მაწევინებს, მეორე
ხელით კი „ცხენის კუდად“ შეკრულ თმას ქვემოთ მქაჩავს და სახეს თავისკენ
მაბრუნებინებს. მისი ტუჩები ჩემსას ეხება. თითქმის არ მტკივა. ათრთოლებულს მის
გაღებულ პირთან ოხვრა მწყდება. ამით სარგებლობს, ენით პირს მაღებინებს და ჩემს
ენას ეძებს. ასე არავის უკოცნია ჩემთვის. გაუბედავად მისი ენისკენ ვიწევ და შეხებისა
და შეგრძნების, ვნებისა და ლტოლვის ნელ, ეროტიკულ ცეკვაში ვირწყმებით. გრძელი,
ძლიერი თითებით ნიკაპს მიჭერს, თავს ზემოთ აწეული ხელებით კედელზე ვყავარ
მიჯაჭვული, თეძოებით მთელი ძალით მაწვება და განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
მუცელზე მის ერექციას ვგრძნობ. ღმერთო ჩემო... როგორ ვუნდივარ! ბერძენი
ღმერთებივით მშვენიერ კრისტიან გრეის ვუნდივარ და მეც მინდა ის... პირდაპირ აქ და
ახლა.
– ოჰ. რა. ტკბილი. ხარ... – ჩურჩულებს ყოველ სიტყვას ცალ-ცალკე. ლიფტი ჩერდება,
კარი იღება და კრისტიანი წამში მშორდება. ლიფტში საქმიან კოსტიუმებში
გამოწყობილი სამი მამაკაცი შემოდის. ჩვენი შემხედვარე, იღიმებიან. გული
ამოვარდნაზე მაქვს, თითქოს ახლახან უზარმაზარი მთა ამერბინოს. მინდა, იატაკზე
დავჯდე, მუხლებზე ხელებშემოხვეული, მაგრამ არ შეიძლება. თვალს კრისტიანისკენ
ვაპარებ. ისეთი მშვიდი გამომეტყველება აქვს, გეგონება, ახლახან გაზეთში კროსვორდს
ავსებდაო. რა უსამართლობაა. ნუთუ ჩემი აქ ყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მასზე?
ვფიქრობ ამას და ისიც ჩემკენ შეუმჩნეველი ოხვრით აპარებს თვალს. მოქმედებს!
ნამდვილად მოქმედებს!.. ჩემში გაცოცხლებული პატარა ქალღმერთი თეძოების ქნევით
იწყებს გამარჯვების სადიდებელ ცეკვას. ბიზნესმენები ლიფტიდან მეორე სართულზე
გადიან. ფოიემდე ერთი სართულიღა რჩება.
– კბილები რით გაიხეხე? – მეკითხება გრეი და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– შენი კბილის ჯაგრისით.
ტუჩის კუთხე გასცემს, რომ ღიმილს იკავებს.
– ოჰ, ანასტასია სტილ, რა ცუდი გოგო ხარ! ლიფტის კარი იღება. ის ხელს მკიდებს და
ფოიეს ერთად ვჭრით.
– რა უცნაური თვისება აქვს ლიფტებს! – ამბობს კრისტიანი უფრო თავისთვის, ვიდრე
ჩემ გასაგონად. მივყვები და ვცდილობ, არ ჩამოვრჩე; ფიქრის უნარი დაკარგული მაქვს.
ის, რითაც ძირითადად ვფიქრობ ხოლმე, სასტუმრო „ჰიტმანის“ მესამე ლიფტის
კედელზე და იატაკზე დარჩა მიმობნეული.

თავი მეექვსე
კრისტიანი „აუდის“ შავი ჯიპის კარს მიღებს, მანქანაში ვჯდები. ლიფტში ამოხეთქილი
ვნებიანი სცენის თაობაზე სიტყვასაც არ ძრავს. ან კი რა უნდა თქვას? იქნებ ჯობია,
სულაც ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს არაფერი მომხდარა? უკვე აღარც მჯერა, რომ ეს
სინამდვილეში იყო – ჩემი პირველი ნამდვილი კოცნა. რაც დრო გადის, მით მეტად
მითი მგონია – ლეგენდა ართურის, ან ჩაძირული ატლანტიდის შესახებ. არაფერიც არ
ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ალბათ უბრალოდ მომეჩვენა. კოცნით
დასიებულ ჩემს ტუჩებს ვეხები. არა, არ მომჩვენებია, მე უკვე ის აღარა ვარ, ვინც ვიყავი.
სიგიჟემდე მინდა ის!.. მას კი მე ვუნდივარ...
კრისტიანს, როგორც ყოველთვის, თავი თავაზიანად და ოდნავ განცალკევებულად
უჭირავს. ასეთ დროს ყოველთვის თავგზას მიბნევს ხოლმე, ვერაფრით ვხვდები, რას
ფიქრობს. ის მანქანას ქოქავს და, ადგილიდან დაძრული, მუსიკას რთავს. სალონში
უტკბესი, ჯადოსნური მელოდია იღვრება – ორი ქალის ხმა ისმის. არაჩვეულებრივი
მუსიკაა... სიმღერა ჩემს აფორიაქებულ გრძნობებზე ორმაგ ეფექტს ახდენს.
აღფრთოვანებისგან ჟრუანტელი მივლის. კრისტიანი პარკავენიუსკენ უხვევს. მანქანას
მშვიდი და ზანტი თავდაჯერებით მართავს.
– რა მუსიკაა?
– ეს „ყვავილების დუეტია“ დელიბის „ლაკმედან“. მოგწონს?
– არაჩვეულებრივია.
– მართლა კარგია, – მიღიმის კრისტიანი. წამიერად თითქოს იცვლება: ახალგაზრდა,
უდარდელი და წარმოუდგენლად სიმპათიური ხდება – ისეთი, როგორიც საერთოდ
უნდა იყოს ადამიანი მის ასაკში. იქნებ სწორედ ეს – მუსიკაა მისი სულის გასაღები?
ვირინდები და თითქოს ზეადამიანურ, ანგელოზთა ხმებში ვიკარგები.
– გამეორება შეიძლება?
– რა თქმა უნდა.
კრისტიანი ღილაკს თითს აჭერს. ყურს საოცარი მელოდია ელამუნება და მეც მის ნაზ,
დამამშვიდებელ გავლენას ვნებდები.
– კლასიკური მუსიკა გიყვარს? – ვეკითხები კრისტიანს იმ იმედით, რომ მისი
მისწრაფებების შესახებ მეტი გავიგო.
– საერთოდ ძალიან ეკლექტიკური გემოვნება მაქვს, ანასტასია; თომას ტალისით
დაწყებული და „Kings of Leon“ით დამთავრებული, ბევრნაირი მუსიკა მომწონს,
განწყობას გააჩნია. შენ?
– მეც ეგრე ვარ, ოღონდ თომას ტალისი ვინ არის, არ ვიცი.
– ოდესმე დაგიკრავ. ტალისი მეთექვსმეტე საუკუნის ბრიტანელი კომპოზიტორია.
ტიუდორების ეპოქის სასულიერო მუსიკაზე ვლაპარაკობ, – მეუბნება და მიღიმის, –
ვიცი, ალბათ ეზოთერიკას ჰგავს, მაგრამ მე მომწონს.
კრისტიანი ღილაკს თითს ისევ აჭერს და „Kings of Leon“-ის სიმღერა იწყება. „სექსი
ცეცხლში“ – ეს სიმღერა მომისმენია. სწორედ შესაფერისია... უცებ მუსიკას მობილური
ტელეფონის წკრიალი წყვეტს, რომელიც სტერეოსისტემის დინამიკებიდან ისმის.
კრისტიანი ზარის მიღების ღილაკს პირდაპირ საჭეზე აჭერს.
– გრეი, – წარმოთქვამს მშრალად. მაინც რა უცერემონიოა.
– მისტერ გრეი, უელჩი ვარ... მისტერ გრეი, თქვენ რომ გჭირდებოდათ, ის ინფორმაცია
მივიღე, სერ, – ისმის დინამიკებიდან უხეში, არაბუნებრივი ხმა.
– ძალიან კარგი. ელექტრონული ფოსტით გადმომიგზავნეთ. დასაზუსტებელი
აღარაფერია?
– არა, სერ.
გრეი საჭეზე მეორე ღილაკს აჭერს თითს, ზარი ითიშება და მუსიკა გრძელდება. არც
„გმადლობ“, არც „ნახვამდის“. კიდევ კარგი, რომ მასთან არ ვმუშაობ. მარტო ამის
გაფიქრებაც კი მზარავს. კრისტიანი თავის ქვეშევრდომებთან ძალიან მომთხოვნი და
ცივია.
მუსიკას ისევ ტელეფონის ზარი წყვეტს.
– გრეი.
– გაუხმაურებლობის ხელშეკრულება ფოსტით გადმოგეგზავნათ, მისტერ გრეი, –
ქალის ხმაა.
– კარგი. სულ ეს არის, ანდრეა.
– სასიამოვნო დღეს გისურვებთ, სერ.
კრისტიანი ღილაკს ისევ საჭეზე აჭერს თითს და ტელეფონს თიშავს, მაგრამ ისევ
ზარია. ღმერთო, ნუთუ სულ ასეა?
– გრეი, – პასუხობს ის.
– კრისტიან! აბა, როგორ ხარ? როგორ გაატარე ღამე?
– გამარჯობა, ელიოტ. ტელეფონი ხმამაღალ კავშირზეა და მანქანაში მარტო არ ვარ.
– ვისთან ერთად ხარ?
– ანასტასია სტილთან ერთად.
– გამარჯობა, ანა!
ანა!
– დილა მშვიდობისა, ელიოტ!
– თქვენზე ბევრი მსმენია, – შეთქმულივით ხმას უწევს ელიოტი. კრისტიანი კოპებს
კრავს.
– კეიტს არ დაუჯეროთ.
ელიოტი იცინის.
– ანასტასია სახლში მიმყავს, – კრისტიანი ხაზგასმულად სრული სახელით მიხსენიებს,
– შენ გამოგიარო?
– ჰო, რა თქმა უნდა.
– კარგი, შეხვედრამდე.
ისევ მუსიკა ირთვება...
– რატომ მეძახი ანასტასიას?
– იმიტომ, რომ ასე გქვია.
– მე „ანა“ მირჩევნია.
– ნუთუ?!
თითქმის სახლთან ვართ. რა უცებ მოვედით!
– ანასტასია, – ხაზგასმით და ნელა წარმოთქვამს გრეი. მე გაბრაზებული ვუყურებ,
მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევს, – ის, რაც ლიფტში მოხდა, მეტად აღარ განმეორდება.
ახლა ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.
მხოლოდ ჩვენს დუპლექსთან მისული ვხვდები, რომ კრისტიანს მისამართი არ
უკითხავს. ა, ჰო... წიგნები ხომ გამომიგზავნა, მაშასადამე, იცის კიდეც. ადამიანისთვის,
რომელსაც მობილურიტელეფონით შეუძლია გაარკვიოს, სად ხარ და საკუთარი
ვერტმფრენი ჰყავს, მისამართის გაგება პრობლემას არ წარმოადგენს. რატომ არ უნდა,
კიდევ ერთხელ მაკოცოს? საწყენი და გაუგებარია. გრეი ბუნებრივად გრაციოზული
მოძრაობით მანქანიდან გადადის და ჩემთვის კარის გასაღებად მოემართება. უნაკლო
ჯენტლმენია თუ, რა თქმა უნდა, ლიფტებში იშვიათ, ძვირფას და გონების წამიერ
დაბინდვას არ ჩავთვლით. ჩვენი ტუჩების შეხება მახსენდება და ვწითლდები, უცებ
ვხვდები, რომ კოცნის დროს ვერ შევეხე. მინდოდა, მისი ურჩი თმა თითებით მეგრძნო,
მაგრამ საშუალება არ მომცა. დაგვიანებით მწყდება გული.
– მე მომეწონა... ლიფტში, – ხმადაბლა ვამბობ და მანქანიდან გადავდივარ, მის სუსტ,
ციებიანივით ამოოხვრას ყურადღებას არ ვაქცევ და პირდაპირ შესასვლელი კარისკენ
მივემართები.
– ანა! – კეიტი ფეხზე ხტება და მეხვევა, მერე გაწეული ხელის სიგრძეზე მწევს,
მაკვირდება, კოპებს კრავს და გრეისკენ ბრუნდება, – დილა მშვიდობისა, კრისტიან, –
ესალმება მას ცალყბად და ხმაში მტრული დამოკიდებულება უკრთება.
– მის კავანა, – პასუხობს კრისტიანი ხაზგასმულად ოფიციალური ტონით.
– კრისტიან, კეიტი ჰქვია, – საქმეში ერევა ელიოტი.
– კეიტ, – წარმოთქვამს გრეი, კეიტს თავაზიანად უკრავს თავს და ელიოტზე
უკმაყოფილო მზერა გადააქვს. ელიოტი დგება და გაღიმებული მოსასალმებლად ჩემკენ
მოდის.
– გამარჯობა, ანა, – ცისფერი თვალები უცინის. პირველი შეხედვისთანავე მომწონს.
კრისტიანს საერთოდ არ ჰგავს... თუმცა ისინი ხომ აყვანილები არიან.
– დილა მშვიდობისა, ელიოტ, – ვუღიმი მეც.
– ელიოტ, ჩვენი წასვლის დროა, – ახსენებს კრისტიანი.
– მოვდივარ.
ელიოტი კეიტისკენ ბრუნდება, ეხვევა და კოცნის. ესღა მაკლდა... უხერხულობისგან
თვალებს ვხრი, მერე კრისტიანისკენ ვაპარებ და მის დაჟინებულ მზერას ვაწყდები.
გაღიზიანებული თვალებს ვჭუტავ. რატომ არ უნდა, რომ მაკოცოს? ელიოტი კეიტს არ
შორდება, ისე ჰყავს კეიტი ხელზე გადაწვენილი, რომ კეიტის თმა იატაკს სწვდება.
– კარგად იყავი, საყვარელო, – ემშვიდობება ჰოლივუდური ერთსაათიანი კოცნის
შემდეგ.
კეიტს სახე უბრწყინავს. ასეთი ადრე არასდროს მინახავს. თავში მომდის ეპითეტები
„თვინიერი“ და „დამჯერი“. დამჯერი კეიტი! ოჰო! როგორც ჩანს, ელიოტი რაღაც
განსაკუთრებულია. კრისტიანი თვალებს მოუთმენლად ატრიალებს და
არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შემომყურებს, თუმცა ეტყობა, რაღაც უკვირს. მერე
ხელს სწევს და ყურს უკან ურჩ თმას მისწორებს, მეც, როგორც ყოველთვის მისი
შეხებისთანავე, ვწითლდები და სუნთქვა მიხშირდება. თავს ოდნავ ვხრი და სახეს მის
თითებს ვუშვერ. გრეის მზერა უთბება და ცერა თითით ჩემს ზედა ტუჩს ნაზად ეფერება.
წამით ძარღვებში სისხლი მიდუღდება, მაგრამ მაშინვე ყველაფერი მთავრდება – გრეი
ხელს მაშორებს.
– კარგად, საყვარელო, – ხმადაბლა ამბობს ის და ღიმილს ვერ ვიკავებ, – ეს ხომ მისი არ
არის... ელიოტის ნათქვამს იმეორებს ირონიულად, თუმცა გულის სიღრმეში
მოსაფერებელი სიტყვა მაინც მსიამოვნებს, – რვა საათზე მოგაკითხავ. გრეი ბრუნდება,
კარს აღებს და ოთახიდან გადის. ელიოტი უკან მიჰყვება, მაგრამ სანამ მანქანაში ჯდება,
კეიტს საჰაერო კოცნას უგზავნის.
– ჰე, მითხარი, გქონდათ? – მეკითხება კეიტი, ისე რომ მანქანაში ჩამსხდარ ძმებს
თვალს არ აშორებს. ხმა მოუთმენელი და ცნობისმოყვარე აქვს.
– არაფერი, – ვიღრინები გაღიზიანებული და იმედი მაქვს, რომ პასუხი
დააკმაყოფილებს. კარს ვშორდებით, – შენ კი ნამდვილად გქონდა! – ლამის მშურს
კიდეც. კეიტს შეუძლია ნებისმიერი ვინმე შეიტყუოს ლოგინში. ლამაზია, სექსუალური,
მხიარული და მოხერხებული... მოკლედ, ჩემი ანტიპოდი. მაგრამ მისი ღიმილი
გადამდებია და მეც ვმხიარულდები.
– დღეს საღამოს ისევ ვხვდები, – კეიტს ხელები მკერდთან მიაქვს და,
აღფრთოვანებული, ბავშვივით ხტუნავს. სიხარულს და აღელვებას ვერ მალავს და მეც
მასთან ერთად მიხარია. ბედნიერი კეიტი... ეს უკვე საინტერესოა...
– ამ საღამოს მეც ვხვდები. სიეტლში დამპატიჟა, თავის სახლში.
– სიეტლში?
– კი.
– იქნებ იქ?..
– იმედი მაქვს.
– ესე იგი, მოგწონს?!
– კი.
– იმდენად, რომ თანახმა ხარ?
– კი.
კეიტი გაკვირვებისგან წარბს სწევს.
– ოჰო! ანასტასია სტილს, როგორც იქნა, ვიღაც შეუყვარდა და მისი რჩეული უზომოდ
სიმპათიური და სექსუალური მულტიმილიარდერი კრისტიან გრეია!
– ჰო, აბა რა, თორემ ფული რომ არა!.. – ვპასუხობ და ორივეს ხარხარი გვიტყდება.
– საიდან ახალი ტანსაცმელი? – მეკითხება ის და მე იმ ნაკლებ სასიამოვნო
წვრილმანების მოყოლა მიწევს, რაც გუშინდელი საღამოს შემდეგ მოხდა.
– გაკოცა მაინც? – მეკითხება ბოლოს და ყავის მოდუღებას იწყებს.
– ერთხელ.
– ერთხელ?!
დარცხვენილი ვუქნევ თავს.
– ძალიან თავშეკავებულია.
კეიტი კოპებს იკრავს.
– უცნაურია.
– არ თქვა! – ვბუტბუტებ ჩაფიქრებული.
– ესე იგი, დღეს საღამოს ძალიან, ძალიან ლამაზი უნდა იყო, – მტკიცედ აცხადებს
წამიერი დუმილის შემდეგ.
ოღონდ ახლა არა! როგორც ჩანს, პროცედურა გრძელი და მტკივნეული იქნება.
– სამსახურში მეჩქარება.
– მოვასწრებთ.
კეიტი ხელს მკიდებს და თავის საძინებელში მივყავარ.
დღე „კლეიტონში“ დაუსრულებლად იწელება, თუმცა მყიდველთა ნაკადი არ წყება.
ზაფხულია და, ამიტომ მაღაზიის დაკეტვის შემდეგაც, დამატებით კიდევ ორ საათს
ვმუშაობ – საქონელს თაროებზე ვაწყობ. სრულიად მექანიკური სამუშაოა და ფიქრის
საშუალებაც მეძლევა.
კეიტის ფხიზელი და, გულახდილად რომ ვთქვათ, თავის მომაბეზრებელი
ზედამხედველობის წყალობით ფეხებ და იღლიებგაპარსული, წარბებამოპუტული,
ერთიანად ლოსიონით ვარ გაწებილი. დიდად სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ
კეიტის მტკიცებით, ეს ყველაფერი სწორედ ის არის, რასაც კაცებს ქალებისგან
სჭირდებათ. საინტერესოა, ნეტა კიდევ რა სჭირდება ჩემგან? კეიტის დარწმუნება
მომიწია, რომ მეც მინდა იმასთან ყოფნა. გრეის რატომღაც არ ენდობა. ალბათ იმიტომ,
რომ კრისტიანს მასთან თავი ასე მკაცრად და ოფიციალურად უჭირავს. დავპირდი, რომ
როგორც კი სიეტლში ჩავალ, აუცილებლად მივწერ და ჩემ ამბავს გავაგებინებ.
ვერტმფრენზე არაფერი მითქვამს, პანიკაში ჩავარდებოდა.
ჰო, ხოსესაც რამე უნდა მოვუხერხო. მთელი დღის განმავლობაში სამი შეტყობინება
გამომიგზავნა და შვიდჯერ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. ორჯერ კეიტს ელაპარაკა
სახლის ტელეფონით, მაგრამ კეიტმა, რა თქმა უნდა, არ უთხრა, სად ვიყავი. ცხადია,
ხოსე ხვდება, რომ კეიტი ხელს მაფარებს და ატყუებს. კარგი, არა უშავს, ცოტა კიდევ
იწვალოს, ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ.
კრისტიანი რაღაც ფორმალურ მხარეს და დოკუმენტებს ახსენებდა, მაგრამ საბოლოოდ
მაინც ვერ მივხვდი, ხუმრობდა თუ სერიოზულად ლაპარაკობდა. იმკითხავე ახლა!
გაურკვევლობა ნერვებს მიშლის. ამაღამ!.. მზად ვარ? ჩემი შინაგანი ქალღმერთი,
საკითხის ეჭვქვეშ დაყენებით გაბრაზებული, პატარა ფეხების ბაკუნს იწყებს. ჰო, აბა რა!
მაგრამ იმას რა უჭირს, ის დიდი ხანია უკვე ამისთვის მზად არის, კრისტიან გრეისთან
კი ამქვეყნად ყველაფერზე წავა, აი, ჩემთვის კი ჯერ ისევ სრულიად გაუგებარია, რა
მოეწონა კრისტიან გრეის უფერული და მოუხერხებელი ანასტასია სტილისა.
თავისთავად ცხადია, პუნქტუალური გრეი ზუსტად დანიშნულ დროს მოდის. როგორც
კი „კლეიტონიდან“ გავდივარ, გრეი შავი „აუდიდან“ გადმოდის, მანქანის კარს მიღებს
და თბილად მიღიმის.
– საღამო მშვიდობის, მის სტილ.
– საღამო მშვიდობის, მისტერ გრეი, – თავს თავაზიანად ვუკრავ და მანქანის უკანა
სავარძელზე ვჯდები. საჭესთან ტეილორია, – გამარჯობა, ტეილორ.
– საღამო მშვიდობის, მის სტილ, – მესალმება ისიც.
კრისტიანი მანქანას გარშემო უვლის და მეორე მხრიდან ჯდება, ჩაჯდომისთანავე ხელს
მკიდებს და შეხება, როგორც ყოველთვის, მთელ სხეულში მტანჯველ
დაუკმაყოფილებელ სურვილად მივლის.
– სამსახურში დღემ როგორ ჩაიარა? – მეკითხება გრეი.
– ზედმეტად გაიწელა, – ვპასუხობ სურვილისგან ჩახლეჩილი ხმით.
– ჩემთვისაც გრძელი დღე იყო, – აცხადებს სრულიად სერიოზული გამომეტყველებით.
– რას აკეთებდი?
– მე და ელიოტი ფეხით ვსეირნობდით.
ცერა თითით ჩემს ხელს ეფერება ნაზად, გული ლამის საგულიდან ამომივარდეს, თავს
ძლივს ვიკავებ, სუნთქვა მიხშირდება. ამას როგორ ახერხებს? ოდნავ მეხება თუ არა,
ჩემში ყველაფერი შეშლილივით იწყებს ხტუნვას.
მგზავრობა დიდხანს არ გრძელდება და თავიდან ვერც კი ვხვდები, რომ მივედით. აქ
ვერტმფრენს რა უნდა?! გარშემო ყველგან შენობებია, არადა, მეც კი ვიცი, რომ
ვერტმფრენისთვის ასაფრენი ადგილია საჭირო. ტეილორი მანქანიდან გადადის და კარს
მიღებს. თვალის დახამხამებაში კრისტიანი მის გვერდით ჩნდება და ხელს მიწვდის.
– მზად ხარ? – მეკითხება ის. თავს ვუქნევ და ენის წვერზე მიტრიალებს
„ყველაფრისთვის“, მაგრამ აღელვებისგან ხმას ვერ ვიღებ.
– ტეილორ, – წარმოთქვამს გრეი და მძღოლს თავის მედიდური დაკვრით უშვებს.
შენობაში შევდივართ და ლიფტისკენ ვიღებთ გეზს. ისევ ლიფტი! მაშინვე
დილანდელი კოცნა მახსენდება, მთელი დღე რომ ისედაც არ ამომდიოდა თავიდან და
სხვა ყველაფერს მავიწყებდა. სანამ დახლთან ვიდექი, მისტერ კლეიტონს ორჯერ
მოუხდა დაძახება, რომ მიწაზე დავებრუნებინე. არა, ამას, რაც დღეს მჭირდა, მხოლოდ
დაბნეულობა არ ერქვა! კრისტიანი თავს ჩემკენ აბრუნებს, ზემოდან ქვემოთ მიყურებს
და ეღიმება. ჰა! ისიც იმაზე ფიქრობს, რაზეც მე...
– აქ სულ სამი სართულია, – მეუბნება და თვალები მხიარულად უცინის. ჩემს აზრებს
კითხულობს?! ღმერთო, რა კოშმარია!
ვცდილობ, სახეზე არაფერი შემეტყოს. ლიფტში შევდივართ. კარი იკეტება.
გაუნძრევლად ვდგავარ და ვცდილობ, გრძნობები არ გამოვამჟღავნო. ისევ მარტო
ვრჩებით, ატმოსფერო ისევ იმ გიჟური მიზიდულობით იმუხტება და ერთიანად
მიპყრობს. თვალებს ვხუჭავ, რომ რამენაირად თავს მოვერიო. ის გასამხნევებლად ხელს
ხელზე მიჭერს. სულ ხუთი წამი და, შენობის სახურავზევართ, სადაც ცისფერი
წარწერით – „გრეი ენტრეპრაიზისის“ და კომპანიის ემბლემით გვერდდამშვენებული
ვერტმფრენი დგას.
კომპანიის ქონების არამიზნობრივი გამოყენება! კარგი, დავიმახსოვრეთ!
გრეის პატარა ოთახში შევყავარ. მაგიდასთან ხანში შესული კაცი ზის.
– თქვენი მარშრუტის გეგმა, მისტერ გრეი. ვერტმფრენი შემოწმებულია, სერ, და
ყველაფერი წესრიგშია, შეგიძლიათ გაფრინდეთ.
– გმადლობ, ჯო, – და გრეი მეგობრულად უღიმის.
ოჰო! ვიღაცამ მისი „მადლობა“ დაიმსახურა... ალბათ კომპანიაში არ მუშაობს. მოხუცს
აღფრთოვანებული პატივისცემით შევცქერი.
– წავედით, – მეუბნება კრისტიანი და ვერტმფრენისკენ მივდივართ. ახლოდან უფრო
დიდი ჩანს, ვიდრე თავიდან მომეჩვენა. მეგონა, ორადგილიანი სპორტული
მანქანისხელა იქნებოდა, მაგრამ ვერტმფრენში, სულ ცოტა, შვიდი მგზავრი მაინც
ჩაეტევა. კრისტიანი კარს მიღებს და მფრინავის გვერდით ადგილზე მითითებს.
– დაჯექი და არაფერს შეეხო, – მეუბნება და ბორტზე ჩემ შემდეგ ამოდის.
კარი ხმაურით იკეტება. კიდევ კარგი, საფრენი მოედანი ყოველი მხრიდან
პროჟექტორებით არის განათებული, თორემ პატარა კაბინაში ისე ბნელა, არაფერი
გამოჩნდებოდა. მითითებულ ადგილას ვჯდები, კრისტიანი იხრება, რომ
უსაფრთხოების ქამრები შემიკრას. ოთხ წერტილში დამაგრებული ღვედი ერთი საერთო
ბალთით იკვრება. ქამრებს ჩემს ზომაზე ამაგრებს და ისე მიახლოვდება, რომ მხოლოდ
ოდნავი თავის დახრაა საჭირო და ცხვირით თმაზე შევეხები, მისი სუფთა და კამკამა
სურნელი მცემს, მაგრამ სავარძელზე ისე ვარ მიჯაჭვული, ვერც კი ვინძრევი. კრისტიანი
თავს სწევს და იღიმება, მხოლოდ მისთვის გასაგები რაღაც აზრით გაბრწყინებული.
სულისშემკვრელად, მაცდუნებლად ახლოსაა. სანამ ღვედებს მიმაგრებს, ვერც კი
ვხვდები, ისე მეკვრება სუნთქვა.
– ასე, ახლა ვეღარ გამექცევი, – ჩურჩულებს კრისტიანი. თვალებში მიყურებს და
მზერით მწვავს, – ...ისუნთქე, ანასტასია, ისუნთქე, – ის ნაზად მეხება ლოყაზე, გრძელ
თითებს ყბის ძვალს აყოლებს, მერე ნიკაპზე მკიდებს, თავს მაწევინებს, იხრება და
ტუჩებში მკოცნის. სხეულში სიმხურვალე მეღვრება.
– მომწონს, ასე რომ ხარ დაბმული, – ჩურჩულებს საოცრად მაცდური ხმით.
რაა?
კრისტიანი ჩემ გვერდით ჯდება, ქამარს იკრავს და ციფერბლატებისა და
ინდიკატორების წარმოუდგენელ სიმრავლეში ღილაკებისა და გადამრთველების
ჩართვა გამორთვით გასაფრენად მოსამზადებელ ხანგრძლივ პროცედურას იწყებს.
შუქები ციმციმებს და მთელი პანელი ნათდება.
– ყურსასმენი გაიკეთე.
ბრძანებას უსიტყვოდ ვასრულებ თუ არა, როტორის ფრთები ბრუნვას იწყებს და
შეგრძნება მიჩნდება, რომ სადაცაა დავყრუვდები. კრისტიანიც, ისე რომ
გადამრთველებით მანიპულირებას არ წყვეტს, ყურსასმენს იკეთებს.
– სისტემების მუშაობას ვამოწმებ, – მესმის მისი ხმა.
მე ვიღიმები.
– ზუსტად იცი, რას აკეთებ?
– უკვე ოთხი წელია, რაც კვალიფიციური მფრინავი ვარ, ანასტასია. ნუ გეშინია, ჩემთან
უსაფრთხოდ ხარ, – მერე თვალებში უცნაური მტაცებლური ცეცხლი უკრთება და
იღიმება, – ყოველ შემთხვევაში ჰაერში, – ამატებს წამის შემდეგ და თვალს მიკრავს.
თვალს მიკრავს?.. კრისტიან?!
– მზად ხარ?
შიშით ფართოდ გახელილი თვალებით თავს ვუქნევ.
– კარგი. ვიძახებ სადისპეტჩეროს. პორტლენდიცენტრი პედეიქსი, ლაპარაკობს ჩარლი
ტანგო გოლფი – გოლფეკოოტელი, ასაფრენად მზად ვარ. დამიდასტურეთ კავშირი.
– ჩარლი ტანგო გოლფი – შეგიძლიათ აფრინდეთ. ათას ოთხას მეტრზე აფრენის შემდეგ
ნულიერთინულ კურსს მიჰყევით.
– მიღებულია. ვფრინდები. კავშირის დასასრული. წავედით, – მომმართავს კრისტიანი
უკვე მე, და ვერტმფრენი სახურავის მოედანს სწყდება.
ჩვენ ქვემოთ პორტლენდი ქრება და აშშის საჰაერო სივრცეში ვინთქმებით. ღმერთო, რა
სილამაზეა! სინათლეები თანდათან პატარავდება და პატარავდება, სანამ სადღაც შორს
და ქვემოთ ერთი ციცქნა ციცინათელებად არ რჩება. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მიწას
აკვარიუმიდან დავყურებ. კიდევ უფრო მაღლა ავდივართ და ყველაფერი აბსოლუტურ
უკუნში ინთქმება. გარშემო სრული სიბნელეა, მთვარეც კი არ ჩანს ცაზე. საინტერესოა,
როგორ ხვდება, სწორად მივფრინავთ თუ არა?
– გეშინია? – გაისმის ჩემს ყურსასმენებში კრისტიანის ხმა.
– რა იცი, რომ სწორად მივფრინავთ?
– შეხედე, – მეუბნება და საჩვენებელი თითით პანელზე განთავსებულ ელექტრონულ
კომპასზე მითითებს, – ეს „ევროკოპტერია“ EC135 – თავისი კლასის ერთ-ერთი ყველაზე
უსაფრთხო მოწყობილობა, სპეციალურად ღამის საათებში ფრენისთვის არის
აღჭურვილი. თავს ჩემკენ აბრუნებს და თბილად მიღიმის.
– იმ სახლის სახურავზე, სადაც ვცხოვრობ, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანია.
პირდაპირ ჩემს სახლში მივფრინავთ.
ნუ, რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ შეიძლება, აუცილებლად ისეთ სახლში უნდა
ცხოვრობდეს, სადაც ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანია. ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს სხვადასხვა პლანეტიდან ვართ. პანელზე მოციმციმე ნათურები სახეს უნათებს.
ის მობილიზებულია და ხელსაწყოების ჩვენებას ყურადღებით ადევნებს თვალს. მე კი
მისი ნაკვთებით ვტკბები. სწორი ცხვირი აქვს, ლამაზი პროფილი, ძლიერი ნიკაპი...
მინდა, ყბის ამ დახვეწილ ხაზს ენა ავაყოლო და მისი ეს ძალა ვიგრძნო. გაუპარსავიადა
პერსპექტივაც ორმაგად მაცდუნებელი მეჩვენება. მინდა, თითებით გაუპარსავი წვერის
სასიამოვნო ჩხვლეტას ვგრძნობდე, ენით კი მის კანს ვეხებოდე...
– ღამე ფრენისას, როცა არაფერი ჩანს, მხოლოდ მოწყობილობების ჩვენებაზე გიხდება
დაყრდნობა, – იჭრება მისი ხმა ჩემს ეროტიკულ ფანტაზიებში.
– დიდხანს მოგვიწევს ფრენა? – ვეკითხები ერთი ამოსუნთქვით. ცხადია, სექსის გამო
არ ვკითხულობ... არა, რა თქმა უნდა, არა.
– საათზე ნაკლები, მით უმეტეს, ზურგის ქარია.
ოჰ... საათზე ნაკლები და სიეტლში ვიქნებით... კარგი სიჩქარეა!.. გასაგებია, რატომ
მაინც და მაინც ვერტმფრენი...
საათზე ნაკლები და, ყველაფერი გაირკვევა... სადღაც შიგნით ყველა კუნთი ერთად
მეჭიმება, მუცელში თითქოს პეპლები იწყებენ ფარფატს. ვეღარ ვითმენ... ნეტა რას
მიმზადებს და რა მელოდება?
– თავს როგორ გრძნობ, ანასტასია?
– ნორმალურად, – ვპასუხობ მოკლედ, რომ უკვე აუტანელ ტანჯვად ქცეული
მოუთმენლობა დავმალო.
მგონი, იღიმება, მაგრამ სიბნელეში კარგად ვერ ვარჩევ. ისევ გადამრთველს აჩხაკუნებს.
– პედეიქსი, ლაპარაკობს ჩარლი ტანგო, ათას ოთხას მეტრზე ვარ. მიღება, – ნამდვილი
მფრინავივით აწვდის სადისპეტჩეროს ინფორმაციას. ალბათ პორტლენდის საჰაერო
სივრციდან გავდივართ და სიეტლის სივრცეში შევდივართ, – გასაგებია. კავშირის
დასასრული.
– შეხედე, – მეუბნება კრისტიანი და სადღაც შორს, ძლივს გასარჩევ სინათლეზე
მითითებს, – იქ უკვე სიეტლია.
– ქალებზე შთაბეჭდილებას ყოველთვის ასე ახდენ? ვერტმფრენით ასეირნებ ხოლმე? –
გულწრფელად ვინტერესდები მე.
– ქალი ვერტმფრენით არასოდეს გამისეირნებია, ანასტასია. ესეც პირველად ხდება, –
ხმა ჩუმი და სერიოზული აქვს.
მოულოდნელი პასუხი მაბნევს. კიდევ რა ხდება პირველად? აჰ, ჰო, ერთად ძილი!
– შენზე შთაბეჭდილება მოვახდინე?
– წარუშლელი! აღფრთოვანებული ვარ, კრისტიან...
ის იღიმება.
– აღფრთოვანებული ხარ?
თავს ვუქნევ.
– შენ ისეთი... პროფესიონალი ხარ.
– გმადლობ, მის სტილ, – მპასუხობს თავაზიანად, მაგრამ მეჩვენება, რომ მართლა
სიამოვნებს, თუმცა დარწმუნებული არა ვარ.
ერთხანს ხმის ამოუღებლად მივფრინავთ. სიეტლის მანათობელი წერტილი სულ
უფრო იზრდება.
– სიეტლტაკომა იძახებს ჩარლი ტანგო გოლფს. ესკალამდე დადგენილ კურსს
მიჰყევით. დაადასტურეთ მიღება.
– ლაპარაკობს ჩარლი ტანგო. გასაგებია სიეტლტაკომა. კავშირის დასასრული.
– ეს ყველაფერი ძალიან მოგწონს, არა?
– რას გულისხმობ? – ციფერბლატებით ნახევრად განათებულ კაბინაში მის კითხვით
სავსე მზერას ვარჩევ.
– ფრენა.
– ვერტმფრენის მართვა თვითკონტროლს და მობილიზებას მოითხოვს და, რა თქმა
უნდა, მომწონს, თუმცა უფრო მეტად პლანერით ფრენა მიყვარს.
– პლანერით?
– ჰო, პლანერითაც დავფრინავ და ვერტმფრენითაც.
– ოჰო!
როგორც ინტერვიუს დროს თავადვე მითხრა, დიდი მოთხოვნები აქვს. მე კი კითხვა
მიყვარს და ხანდახან კინოშიც დავდივარ. არა, ეს ყველაფერი ჩემგან აშკარად ძალიან
შორს არის.
– ჩარლი ტანგო, შეგიძლიათ დაჯდეთ, – მაწყვეტინებს ფიქრს დისპეტჩერის ხმა.
კრისტიანი თავდაჯერებული და მშვიდი ხმით პასუხობს.
სიეტლს ვუახლოვდებით. უკვე ქალაქის გარეუბანში ვართ. საოცარი სანახაობაა.
სიეტლი ღამით და სიმაღლიდან...
– ლამაზია, არა? – მეკითხება კრისტიანი.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ქალაქი არარეალურად ლამაზია... როგორც ხოსეს
საყვარელ ფილმ „სამართებელზე მორბენალშია“, თითქოს უზარმაზარ ეკრანზე
ვხედავდე. ხოსეს კოცნის მცდელობა მახსენდება და თავს ვიდანაშაულებ, რომ
ზედმეტად სასტიკად მოვექეცი, უნდა დამერეკა მაინც... არა უშავს, ხვალამდე მოითმენს.
– რამდენიმე წუთში დავჯდებით, – მეუბნება კრისტიანი და ვგრძნობ, როგორ მაწვება
სახეზე სისხლი, საფეთქლები პულსირებს, გული მიჩქარდება და ძარღვები
ადრენალინით მევსება. დისპეტჩერთან ლაპარაკს იწყებს, მაგრამ აღარ ვუსმენ. ღმერთო
ჩემო... ახლა გონებას დავკარგავ. მის ხელში ვარ.
წინ ცათამბჯენი გამოჩნდა, სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით. მოედანზე
დიდი თეთრი ასოებით სიტყვა „ესკალა“ წერია. ცათამბჯენს ვუახლოვდებით და
წარწერაც სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება... ისევე, როგორც ჩემი აფორიაქება.
ღმერთო, ოღონდ ყველაფერი გამოვიდეს, ჩემზე გული არ აიცრუოს და არ გადაწყვიტოს,
რომ მისი შესაფერისი არა ვარ. კეიტისთვის უნდა დამეჯერებინა და რომელიმე კაბა
გამომერთმია, მაგრამ ჩემი შავი ჯინსი მომწონს და ისევ ის ვამჯობინე. ზემოდან ღია
მწვანე ბლუზი და კეიტის პიჯაკი მაცვია. ჩემი აზრით, ნორმალურად გამოვიყურები.
„ყველაფერი გამოვა. ყველაფერი გამოვა“, ვიმეორებ ჩემთვის მანტრასავით და
სავარძელს მთელი ძალით და ორივე ხელით ვეჭიდები.
ვერტმფრენი ჰაერში ეკიდება და რამდენიმე წუთში ცათამბჯენის სახურავზე ჯდება.
გული ლამის ამომვარდეს. თვითონაც ვერ ვხვდები, რა მაფორიაქებს: ნერვიული
მოლოდინი და სიხარული, რომ უვნებლად ჩამოვფრინდით, თუ წარუმატებლობის
შიში. ის ძრავას რთავს: როტორის ფრთები ბრუნვას ანელებს, ხმაური იკლებს და ჩემი
მძიმე სუნთქვის გარდა უკვე აღარაფერი ისმის. კრისტიანი ყურსასმენებს იხსნის და მეც
მეხმარება.
– სულ ეს იყო, ჩამოვედით? – მეუბნება ხმადაბლა.
ნახევარ სახეს პროჟექტორის შუქი უნათებს, მეორე ნახევარი ჩრდილში აქვს. ნათელი
და ბნელი რაინდი ერთ პიროვნებაში. ვგრძნობ, რომ დაძაბულია. კრიჭა შეკრული აქვს,
თვალები დახრილი. უსაფრთხოების ქამრებს ხსნის, ჯერ თავისას, მერე ჩემსას. სახე სულ
ახლო მოაქვს ჩემთან.
– ანასტასია, ვალდებული არ ხარ, ის გააკეთო, რაც არ გენდომება. გესმის? – მეუბნება
კრისტიანი და თვალებში მიყურებს. ის სერიოზულია, სასოწარკვეთილიც კი.
ნაცრისფერი თვალები არანაირ გრძნობას არ გამოხატავს.
– ჩემი სურვილის წინააღმდეგ არასოდეს წავალ, კრისტიან, – საკუთარ სიტყვებში
დიდად დარწმუნებული არა ვარ, რადგან ამ კაცის გამო, რომელიც ახლა ჩემ გვერდით
ზის, ყველაფერზე ვარ წამსვლელი, მაგრამ სიტყვები ჭრის. მიჯერებს.
რამდენიმე წამს ყურადღებით მაკვირდება, მერე, მიუხედავად სიმაღლისა,
გრაციოზული მოძრაობით კართან მიდის, აღებს, მოედანზე ხტება და ხელს მიწვდის,
რომ ჩასვლაში მომეხმაროს. ცათამბჯენის სახურავზე საშინელი ქარია და შიში მიტანს...
ოცდამეათე სართულის სიმაღლეზე ვდგავართ და გარშემო არავითარი მოაჯირი არ
არის. კრისტიანი წელზე მხვევს ხელს და მიხუტებს.
– წავედით, – მეუბნება ის ხმამაღლა, რომ ქარის ზუზუნი გადაფაროს. ლიფტთან
მივდივართ, კრისტიანი პანელზე კოდს კრეფს და ლიფტის კარი იღება. შიგნით სითბოა,
კედლები სარკეებით არის მოპირკეთებული. საითაც უნდა გაიხედო, ყველგან
კრისტიანია და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, ყველა მე მეხვევა. ის ღილაკს თითს აჭერს და
ლიფტი ქვემოთ ეშვება.
რამდენიმე წამში სრულიად თეთრ ჰოლში ვხვდებით, რომლის შუაგულშიც ხის შავი
მრგვალი მაგიდა დგას, ზედ კი – ლარნაკი უზარმაზარი თეთრი ყვავილებით. კედლებზე
უამრავი ნახატი კიდია. კრისტიანი ორფრთიან კარს აღებს. თეთრის თემა მთელ
სიგრძეზე გასდევს განიერ დერეფანს, რომლის ბოლოშიც დიდი, გაბრწყინებული
ანტრესოლიანი სასტუმრო ოთახია, თუმცა სიტყვა „დიდი“ ამ ოთახის ზომებს ბოლომდე
ნამდვილად ვერ აღწერს. ოთახის მეორე, შემინული კედელი აივანზე გადის და სიეტლს
გადაჰყურებს. მარჯვნივ ნალის ფორმის დივანი დგას, რომელზეც ათი კაციც
თავისუფლად დაეტევა. დივნის პირდაპირ თანამედროვე დიზაინის უჟანგავი
ფოლადის, ან იქნებ ღმერთმა უწყის, პლატინისაც, ბუხარია, რომელიც უკვე ანთია,
ცეცხლის ენები ოთახში სითბოს აფრქვევს. მარჯვნივ, შემოსასვლელთან – სამზარეულო
ზონაა, ისიც მთლიანად თეთრი, თუ მუქი ხის ექვსკაციან ბარსა და მაგიდის ზედაპირს
არ ჩავთვლით. სამზარეულოს გვერდით, შუშის კედელთან სასადილო მაგიდა დგას,
რომლის გარშემოც თექვსმეტი სკამია შემოწყობილი. ოთახის კუთხეში კი პრიალა შავი
როიალი დგას. გასაგებია... ყველაფერთან ერთად როიალზეც უკრავს. კედლებზე
სხვადასხვა ზომის და ფორმის ნახატები კიდია. მთლიანად ბინა უფრო გალერეას ჰგავს,
ვიდრე საცხოვრებელ სახლს.
– ქურთუკს გაიხდი? – მეკითხება კრისტიანი.
უარის ნიშნად თავს ვაქნევ, სახურავზე ქარის მერე, ჯერ ისევ მცივა.
– დალევ რამეს?
წამწამების უნებლიე ხამხამიც კი მეწყება გაკვირვებისგან. იმ ღამის მერე? ალბათ
მეხუმრება! თავში მომდის, რომ მეც ავყვე და „მარგარიტა“ მოვითხოვო, მაგრამ ხალისი
არ მყოფნის.
– მე ერთ ჭიქა თეთრ ღვინოს სიამოვნებით დავლევდი. გინდა შენც?
– კარგი, დავლევ, გმადლობ.
– Pouilly Fumé-ზე რას იტყვი?
– ღვინოებში ცუდად ვერკვევი, კრისტიან, შენი გემოვნებით აირჩიე, – ჩუმად და
გაუბედავად ვლაპარაკობ. გულს ბაგა-ბუგი გააქვს. გაქცევა მინდა. ეს ყველაფერი, რაც
ჩემ გარშემოა, ნიშნავს, რომ ბილ გეიტსზე მეტად თუ არა, ნაკლებად მდიდარი
ნამდვილად არ არის. აქ რას ვაკეთებ? „ვითომ არ იცი!“ – ბოროტად ქირქილებს ჩემი
ქვეცნობიერი. რა თქმა უნდა, ვიცი: კრისტიან გრეის ლოგინში მინდა აღმოვჩნდე.
– გამომართვი, – მეუბნება გრეი და ღვინოს მაწვდის. ბროლის ბოკალიც კი
სიმდიდრეზე მეტყველებს, – მძიმეა და თანამედროვე დიზაინის. ერთ ყლუპს ვსვამ.
მსუბუქი და სასიამოვნო ღვინოა.
– რატომ არაფერს ამბობ? ხმას არ იღებ და აღარც კი წითლდები. ანასტასია, ასეთი
გაფითრებული ადრე არასდროს ყოფილხარ, – მეუბნება ხმადაბლა, – ხომ არ გშია?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. მინდა, მაგრამ არა ჭამა.
– უზარმაზარი ბინა გაქვს.
– უზარმაზარი?
– კი, უზარმაზარი.
– ჰო, დიდია, – მეთანხმება კრისტიანი და თვალები უცინის.
– უკრავ? – თავით როიალზე ვანიშნებ.
– კი.
– კარგად?
– კი.
– ეჭვიც არ მეპარება. არის რამე, რაც არ იცი?
– რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ასეთი რამ ცოტაა, – კრისტიანი, ისე რომ თვალს არ
მაშორებს, ერთ ყლუპს სვამს. ოთახს ვათვალიერებ, თუმცა ეს ოთახი კი არა, მისი
ცხოვრებისეული კრედოა.
– არ დაჯდები?
თავს ვუქნევ; კრისტიანი ხელს მკიდებს და თეთრ დივანთან მივყავარ. უცებ თავში
მომდის, რომ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ტეს დ’არბერვილი, როცა ის ალეკ
დ’არბერვილის ახალ სახლს ათვალიერებს.ამის გაფიქრებაზე მეცინება.
– რაზე იცინი? – მეკითხება ის და ჩემ გვერდით ჯდება, მერე იდაყვით ბალიშებს
ეყრდნობა და სახეში მიყურებს.
– რატომ გამომიგზავნე მაინცდამაინც „ტესი დ’არბერვილების საგვარეულოდან“? –
ვეკითხები მე.
– შენ თვითონ მითხარი, რომ თომას ჰარდი მოგწონს.
– მხოლოდ ამის გამო? – მე იმედგაცრუებას ვერ ვფარავ.
– მომეჩვენა, რომ შემთხვევას შეეფერებოდა. შემიძლია, შორიდან გაგაღმერთო, როგორც
ენჯელ კლერმა, ან სრულიად დაგამცირო, როგორც ალეკ დ’არბერვილმა, – მეუბნება
კრისტიანი და მის ნაცრისფერ თვალებში ბოროტი და საშიში ნაპერწკალი კრთება.
– თუ არჩევანია, დამცირებას ვირჩევ, – ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად. ჩემი
ქვეცნობიერი კი თავზარდაცემული შემომცქერის.
– ანასტასია, გთხოვ, ტუჩს თავი დაანებე. საშინლად მიფანტავს ყურადღებას... არც კი
იცი, რაზე ლაპარაკობ.
– სწორედ ამიტომ ვარ აქ.
– გეთანხმები. ერთი წუთი მოიცადე, კარგი? – ის ოთახის მეორე ბოლოსკენ მიდის,
ოთახიდან ფართო კარით გადის და ორ წუთში რაღაც ქაღალდებით ხელში უკან
ბრუნდება,
– ხელშეკრულება გაუხმაურებლობის შესახებ, – კრისტიანი მხრებს იჩეჩავს ქაღალდებს
მაწვდის და დარცხვენილ გამომეტყველებას იღებს, – ეს ჩემი ადვოკატის მოთხოვნაა, –
სრულიად ვიბნევი, – მეორე ვარიანტს, ანუ დამცირებას თუ აირჩევ, მაშინ ამას უნდა
მოაწერო ხელი.
– თუ ხელის მოწერაზე უარი ვთქვი?
– მაშინ ენჯელ კლერის ვარიანტი დარჩება.
– რა ხელშეკრულებაა?
– შეთანხმება იმის შესახებ, რომ შენ იღებ ვალდებულებას, რომ არავის არაფერი მოუყვე
ჩვენ შესახებ.
თვალებში ვუყურებ. ეს უკვე ძალიან ცუდია, ძალიან, ძალიან ცუდი, მაგრამ
ცნობისმოყვარეობა მძლევს.
– კარგი. მოვაწერ ხელს.
კრისტიანი კალამს მაწვდის.
– წაკითხვას არ აპირებ?
– არა.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ანასტასია, ქაღალდებზე წაუკითხავად ხელის მოწერა არ შეიძლება!
– კრისტიან, მე ისედაც არავისთვის არაფრის თქმას არ ვაპირებ, კეიტისთვისაც კი.
მაგრამ რაკი შენთვის, უფრო სწორად, შენი ადვოკატისთვის, რომელსაც, როგორც
ვხვდები, ყველაფერს უყვები, ეს ამდენად მნიშვნელოვანია, კი ბატონო, მოვაწერ. ის
ზემოდან დამყურებს და თავს სერიოზული გამომეტყველებით მიქნევს.
– სამართლიანია, მის სტილ, ვერაფერს იტყვი...
ორივე ეგზემპლარს გაკრული ხელით ვაწერ ხელს და ერთს უკან ვუბრუნებ. მეორეს
ვკეცავ, ჩანთაში ვინახავ და ღვინის დიდ ყლუპს ვსვამ. ალბათ იმაზე გაბედული ვჩანვარ,
ვიდრე სინამდვილეში ვარ.
– კრისტიან გრეი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საღამოს შენი სიყვარულის უფლება
მოვიპოვე?
ჯანდაბა! ნუთუ ეს ხმამაღლა ვთქვი? წამიერად გაოგნებისგან პირსაც კი აღებს, მაგრამ
მაშინვე გონს მოდის.
– არა, ანასტასია, არ ნიშნავს. პირველ რიგში, ლოგინში მე ქალს სიყვარულისთვის კი
არა, გასაჟიმად ვიწვენ... და თანაც უხეშად გასაჟიმად. მეორე... ქაღალდების საქმე ჯერ არ
მოგვილევია და მესამე – ვერც კი წარმოგიდგენია, რა გელოდება, ამიტომ გადაფიქრება
ჯერ კიდევ შეგიძლია. წამოდი, თამაშების ოთახს გაჩვენებ.
შოკში ვარ!.. გასაჟიმად?! ჯანდაბა, მინდა! თამაშების ოთახი რაღაა? უბრალოდ ვიბნევი.
– შენი იქსბოქსი გინდა მიჩვენო?
კრისტიანი ხმამაღლა იცინის.
– არა, ანასტასია, ვერ გამოიცანი. წამოდი, – ის დგება და ხელს მიწვდის. დერეფნით
ისევ უკან, ორფრთიანი კარისკენ გავდივართ. მარცხნივ კიდევ ერთი კარია, კარს მიღმა
კი კიბე. მეორე სართულზე ავდივართ და მარჯვნივ ვუხვევთ. კრისტიანი ჯიბიდან
გასაღებს იღებს და კარის ღრიჭოში ატრიალებს. მისი ღრმა ამოსუნთქვა მესმის.
– შეგიძლია ნებისმიერ წუთს წახვიდე. ვერტმფრენი მზადყოფნაშია და იქ წაგიყვანს,
სადაც მოისურვებ, მაგრამ შეგიძლია, დილამდე დარჩე. შენი გადასაწყვეტია.
– ჯანდაბა! კრისტიან, კარი გააღე.
ის კარს ხელს ჰკრავს, გვერდზე დგება და წინ მატარებს. წამით ვჩერდები და ნაბიჯს
ვდგამ... ოთახში შესულს, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ დროში უკან დავბრუნდი და
მეთექვსმეტე საუკუნის ესპანური ინკვიზიციის ეპოქაში აღმოვჩნდი. ღმერთო ჩემო!

თავი მეშვიდე
პირველი, რასაც ვამჩნევ, ციტრუსის სუსტი არომატით გაჯერებული ტყავის, ხის და
ლაქის სუნია. განათება რბილი და დაბალია, თუმცა საიდან იღვრება, არ ჩანს,
გაფანტული ნათება ოთახს სადღაც ჭერის კარნიზიდან ეფინება. მუქშინდისფრად
შეღებილი კედლები და ჭერი ფართო ოთახს იმაზე პატარად აჩენს, ვიდრე
სინამდვილეშია, იატაკზე ლაქით დაფარული ძველი ხეა დაგებული. ზუსტად
შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელზე გადაჯვარედინებული, ტყავის
სამაგრებიანი ლათინური ხის ფორმის წითელი, ისიც ლაქწასმული ხის ორი განიერი
ფიცარია მიკრული. ჭერში, არანაკლებ რვა კვადრატული ფუტი სიგანის რკინის გისოსია
ჩამოკიდებული, საიდანაც თოკები, ჯაჭვები და გაპრიალებული ბორკილები ეშვება.
კარის გვერდითა კედელზე ორი გრძელი მოჩუქურთმებული ჭოკია მიმაგრებული,
კიბის რიკულებს ჰგავს, მაგრამ უფრო გრძელია და ზედ წარმოუდგენელი რაოდენობის
ნიჩბები, შოლტები, წკეპლები და ბუმბულებიანი უცნაური იარაღი კიდია.
მეორე კედელთან სამუზეუმო კარადების მსგავსი, ვიწროუჯრებიანი, წითელი ხის
უზარმაზარი კომოდია მიდგმული. საინტერესოა, შიგ რა დევს? მაგრამ მინდა კი გაგება?!
მოშორებით, ოთახის კუთხეში წითელტყავგადაკრული სკამი დგას, სკამის გვერდზე კი
ბილიარდის კიების ჩასადების მსგავსი, კედელზე მიმაგრებული ხის დახლია, მაგრამ
ზედ სხვადასხვა სიგრძისა და სიგანის ხელჯოხები აწყვია. მოპირდაპირე კუთხეში
მოჩუქურთმებულფეხებიანი, პოლირებული მაგიდა და ორი ასეთივე ტაბურეტი დგას.
ოთახის დიდ ნაწილს, მეცხრამეტე საუკუნის სტილში, კუთხეებში ოთხი
მოჩუქურთმებული კოლონითა და ბრტყელი ბალდახინით დამშვენებული,
ჩვეულებრივ ორკაციანზე გაცილებით დიდი საწოლი იკავებს. საწოლის ფარდის მიღმაც
გაპრიალებული ჯაჭვები და ბორკილები მოჩანს. საწოლზე მხოლოდ
წითელტყავგადაკრული მატრასია დაგებული, ერთ კუთხეში კი წითელი აბრეშუმის
ბალიშებია მიყრილი. საწოლის ბოლოდან რამდენიმე ფუტის დაშორებით რატომღაც
თავით საწოლისკენ მიბრუნებული დიდი მუქშინდისფერი დივანი დგას. რა უცნაურია,
რატომ უნდა იდგეს დივანი თავით საწოლისკენ მიბრუნებული...
ეს დივანი ოთახის სხვა მოწყობილობასთან შედარებით ყველაზე უბრალო და
ჩვეულებრივია. ამ აზრზე მეღიმება. ზევით ვიხედები და ვხედავ, რომ ჭერში
არათანაბარი განაწილებით კარაბინებია მიმაგრებული და ახლა იმაზე ვიწყებ ტვინის
ჭყლეტას, რა მიზნით... რაც უნდა უცნაური იყოს, ეს ყველაფერი – მოჩუქურთმებული
ხე, მუქი კედლები, ნახევრად სიბნელე და მუქშინდისფერი ტყავი ოთახში მშვიდ და
რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის... ალბათ კრისტიან გრეის გაგებით ეს არის რომანტიკა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კრისტიანი ყურადღებით მაკვირდება, თუმცა
გამომეტყველებაზე ვერ შეატყობ, რას ფიქრობს. ოთახში შევდივარ და ისიც უკან
მომყვება. ბუმბულებიანი ნივთით ვინტერესდები და თითებით გაუბედავად ვეხები. ის
რბილი ტყავისგან არის გაკეთებული და რაღაც ცხრაბოლოიანი მათრახის მსგავსია,
ოღონდ უფრო სქელი. ყოველი ბოლოს დასასრულს პატარა პლასტმასის ბურთია
მიმაგრებული.
– ეს ფლოგერია, – მესმის ზურგს უკან კრისტიანის ჩუმი ხმა.
ფლოგერი... ჰმ... მგონი, შოკში ვარ. ჩემი ქვეცნობიერი სადღაც გაიქცა
თავზარდაცემული, ან გული წაუვიდა, ანდა შეშინებული თაგვივით სოროში შეძვრა და
მოკვდა. გაშეშებული ვარ. ამ ყველაფერს შევცქერი და აღვიქვამ, მაგრამ ბოლომდე ვერ
ვხვდები, რას ვგრძნობ და ხმას ვერ ვიღებ. ან რა შეიძლება თქვა, როდესაც ხვდები, რომ
შენი პოტენციური საყვარელი სრულიად შეშლილი სადისტი ან მაზოხისტია? შიში... ეს
ზუსტად ის გრძნობაა, რასაც განვიცდი, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, მისი არ
მეშინია, კრისტიანი თითსაც არ დამაკარებს ჩემი თანხმობის გარეშე. თავში უამრავი
კითხვა ერთად მიტრიალებს. რატომ? როგორ? როდის? რამდენად ხშირად? საწოლთან
მივდივარ და ერთ-ერთი კოლონის ჩუქურთმას თითს ვაყოლებ – ნამდვილი
ხელოვნების ნიმუშია.
– თქვი რამე, – მესმის მისი ხელოვნურად მშვიდი ბრძანება.
– შენ რომ აწვალებ ადამიანებს, ის მოგწონს, თუ ისინი რომ გაწვალებენ?
გაურკვეველ გამომეტყველებას იღებს, ვერ გაიგებ, ჩემი კითხვა სასაცილოდ ეჩვენება
თუ შვებას გრძნობს.
– ადამიანებს? – რამდენიმე წამით ჩუმდება და პასუხზე ფიქრობს, – არა, მე ამას
ქალებთან ვაკეთებ, ოღონდ მხოლოდ იმათთან, ვისაც თვითონ უნდა ეს.
გაუგებარია...
– თუ მსურველები უჩემოდაც გყავს, მე რაღად გინდივარ?
– მე ეს შენთან მინდა.
– ოჰ... – პირს ფართოდ ვაღებ, რომ რამენაირად ჩავისუნთქო. რატომ? ოთახის
შორეული კუთხისკენ ჩაფიქრებული მივდივარ და ჩემი წელის სიმაღლის ტყავის სკამს
ხელით ვეხები. გრეის ქალების წვალება მოსწონს... ამ აზრისგან თავს საშინლად
ვგრძნობ.
– სადისტი ხარ?
– არა, დომინანტი, – მპასუხობს, ისე რომ მწველ და დაჟინებულ მზერას არ მაშორებს.
– ეს რას ნიშნავს? – ვეკითხები ხმადაბლა.
– იმას, რომ შენ ნებაყოფლობით აღიარებ ჩემს ძალაუფლებას... ყველაფერში.
ვცდილობ, მისი სიტყვები გავიაზრო.
– რატომ უნდა ვაღიარო?
– იმისთვის, რომ სიამოვნება მომანიჭო, – მპასუხობს შეპარვით, თავს გვერდზე ხრის და
ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ეფინება.
სიამოვნება მივანიჭო! აი, თურმე რა უნდა! გაოგნებისგან პირს ვაღებ. კრისტიან გრეის
უნდა, რომ სიამოვნება მივანიჭო... და უცებ ვხვდები, რომ მეც სწორედ ეს მინდა. მინდა
ისე ვასიამოვნო, რომ ისევ და ისევ ვუნდოდე. რა აღმოჩენაა!..
– მარტივად რომ აგიხსნა, მინდა, შენ გინდოდეს ჩემთვის სიამოვნების მონიჭება, –
განაგრძობს ხმადაბალი რბილი ხმით და თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდეს, ვგრძნობ,
როგორ ვექცევი ამ ხმის ძალაუფლების ქვეშ.
– ეს როგორ უნდა გავაკეთო? – პირი მიშრება... ღვინოს დავლევდი... კარგი,
„სიამოვნების მინიჭება“ გასაგებია, მაგრამ რა კავშირი აქვს სიამოვნებას დედოფალ
ელისაბედის დროინდელ საწამებელ ოთახთან? ...თუმცა მინდა კი ამის ცოდნა?
– არსებობს წესები, რომლებიც მინდა ჩვენი ორივეს სიამოვნებისთვის შეასრულო. თუ
მე შენით კმაყოფილი ვიქნები, საჩუქარს მიიღებ. თუ არადა – დაგსჯი. ...და შენ ეს
დიდხანს დაგამახსოვრდება, – ჩურჩულით ამატებს ბოლოს. თითებით ხელჯოხების
დასადგამს ვეხები.
– ეს ყველაფერი რა არის?
– მასტიმულირებელი საშუალებები. ჯილდო და სასჯელი.
– ესე იგი, სიამოვნებას იმით იღებ, რომ შენს ნებას მახვევ თავს?
– შენ უნდა მენდობოდე და შენივე ნებით დამექვემდებარო. რაც უფრო დამჯერი
იქნები, მით მეტ სიამოვნებას მომანიჭებ, ძალიან მარტივია.
– კარგი, მე რას მივიღებ სამაგიეროდ?
კრისტიანი დამნაშავის გამომეტყველებით მხრებს იჩეჩავს.
– მე.
ღმერთო!..
თმას ხელით ისწორებს და მწველ მზერას არ მაშორებს.
– შენს რეაქციაზე ვერ ვხვდები, რას ფიქრობ, ანასტასია, – ამბობს გაბრაზებული
ტონით, – წამოდი, ქვემოთ ჩავიდეთ, უნდა დავწყნარდე, ამ ოთახში შენი მშვიდად
ყურება არ შემიძლია.
კრისტიანი ხელს მიწვდის, მაგრამ ამ ხელს ვეღარ ვენდობი. კეიტი არ ცდებოდა,
კრისტიანს რომ არ ენდობოდა და საშიშ ადამიანად მიაჩნდა. ნეტა როგორ მიხვდა? ის
ჩემთვის ნამდვილად საშიშია და პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი ერთი ნაწილი ამ
ყველაფერზე დათანხმებას აპირებს, მაშინ, როდესაც მეორე ნაწილს ერთი სული აქვს, ამ
ოთახიდან ყვირილით გაიქცეს. სრულიად დავიბენი.
– ანასტასია, არაფერს დაგიშავებ, – მეუბნება ის და ვხვდები, რომ არ მატყუებს. ხელს
ვუწვდი და მას ოთახიდან გავყავარ.
– კიდევ რაღაც მინდა გიჩვენო, – თამაშების ოთახიდან გამოსულები, იმის მაგივრად
რომ ქვევით ჩავიდეთ, მარჯვნივ ვუხვევთ და დერეფანს მივუყვებით. რამდენიმე კარს
გვერდს ვუვლით და დერეფნის ბოლო კართან ვჩერდებით. კარს მიღმა, სრულიად
თეთრი საძინებელია, ოთახის შუაგულში დიდი ორადგილიანი საწოლი დგას,
ყველაფერი: კედლები, ავეჯი, საწოლი – თეთრი, ცივი და სტერილურია, მაგრამ მთელი
კედლის სიდიდის პანორამული ფანჯრის მიღმა არაჩვეულებრივად ლამაზი, სიეტლის
ხედი იშლება.
– ეს შენი ოთახი იქნება და, როგორც გენდომება, ისე მოაწყობ.
– ჩემი ოთახი? გინდა, რომ აქ გადმოვსახლდე? – ვერ ვფარავ გაოგნებას.
– სულ არა, მაგალითად, პარასკევიდან კვირამდე... შევათანხმებთ, თუ, რა თქმა უნდა,
გენდომება, – ამატებს გაუბედავად.
– აქ დავიძინებ ხოლმე?
– კი.
– მარტო?
– კი. ხომ გითხარი, მე ყოველთვის მარტოს მძინავს, ნუ, თუ იმ შემთხვევას არ
ჩავთვლით, უგონოდ მთვრალი რომ იყავი, – როგორც ჩანს, მტუქსავს.
კოპებს ვკრავ. წარმოუდგენელია: კეთილშობილი, მზრუნველი კრისტიანი, რომელიც
ჩემს გადასარჩენად მოქრის და სრულიად უმწეოს მაშინაც კი მშველის, როცა იელში
მერევა გული, სინამდვილეში თურმე ბორკილებისა და ჯაჭვების მოყვარული საშინელი
ურჩხულია.
– შენ სად გძინავს?
– ქვემოთ, ჩემს ოთახში. წამოდი, მოგშივდებოდა.
– მადა დავკარგე, – ვპასუხობ გაღიზიანებული.
– უნდა ჭამო, ანასტასია, – მტუქსავს ისევ, ხელს მკიდებს და ოთახიდან გავყავარ. ისევ
უზარმაზარ მისაღებში ჩავდივართ. აფორიაქებული, გაურკვევლობით ვიტანჯები,
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფსკრულის პირას ვდგავარ და იმაზე ვფიქრობ, გადავხტე
თუ არა.
– ანასტასია, მესმის, რომ ბნელი გზისკენ გიბიძგებ. კარგად დაფიქრდი. იქნებ გინდა,
რამე მკითხო? – მეუბნება კრისტიანი, ხელს მიშვებს და სამზარეულოსკენ მიდის.
მინდა, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო...
– გაუხმაურებლობის ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილი გაქვს, ამიტომ რაც
გინდა, მკითხე და გიპასუხებ.
ბართან ვდგავარ და ვუყურებ, როგორ იღებს მაცივრიდან თეფშებს, ერთზე
სხვადასხვანაირი ყველი დევს, მეორეზე ყურძნის ორი დიდი მტევანი – თეთრი და შავი.
თეფშებს მაგიდაზე აწყობს და ფრანგული ბაგეტის დაჭრას იწყებს.
– დაჯექი, – მეუბნება და ბართან მიდგმული ტაბურეტებიდან ერთ-ერთზე
მიმითითებს ბრძანებას ვემორჩილები. თუ დავთანხმდი, ამის შეჩვევაც მომიწევს. თუმცა
უცებ ვხვდები, რომ კრისტიანი ასე ჩვენი გაცნობის პირველი წუთიდან იქცევა.
– რაღაც ქაღალდები ახსენე...
– კი.
– რა ქაღალდებია?
– გაუხმაურებლობის ხელშეკრულების გარდა, არსებობს კონტრაქტი იმის თაობაზე, რა
უნდა გავაკეთოთ და რის გაკეთება არ შეიძლება. მე შენი დასაშვები საზღვრები უნდა
ვიცოდე, შენ ჩემი. ყველაფერი ერთმანეთთან შეთანხმებით მოხდება.
– თუ არ დავთანხმდი?
– რას ვიზამთ?!
– ანუ, ურთიერთობა არ გვექნება? – ვაზუსტებ მე.
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ეს ერთადერთი სახის ურთიერთობაა, რომელიც მე მაინტერესებს.
– რატომ?
ის მხრებს იჩეჩავს.
– უბრალოდ ასე ვარ მოწყობილი.
– ასეთი როგორ გახდი?
– რატომ არის ადამიანი ასეთი და არა ისეთი? რთული კითხვაა. რატომ არის, რომ
ვიღაცას უყვარს ყველი, ვიღაც კი ვერ იტანს? შენ გიყვარს ყველი? ხედავ? მისის ჯონსმა,
ჩემმა მოსამსახურემ ყველი დატოვა ვახშმად...
კრისტიანი ბუფეტიდან დიდ, თეთრ თეფშებს იღებს და ერთს წინ მიდებს.
ყველზე ვლაპარაკობთ!.. ღმერთო, რა სისულელეა!
– რა წესები უნდა შევასრულო?
– ჩამოწერილია. ვივახშმოთ და გიჩვენებ.
საჭმელს ვერ ვუყურებ. ლუკმა არ გადამივა.
– მართლა არ მშია, კრისტიან.
– მაინც შეჭამ, – მეუბნება მკაცრად. ახლა გასაგებია, საიდან აქვს ეს დიქტატორული
მანერები, – ღვინო დაგისხა?
– კი. თუ შეიძლება.
კრისტიანი ღვინოს მისხამს და ჩემ გვერდით ჯდება. ნაჩქარევად ერთ დიდ ყლუპს
ვსვამ.
– საჭმელი?
ყურძნის პატარა მტევანს ვიღებ.
– დიდი ხანია ასე ხარ?
– კი.
– ადვილად პოულობ ისეთ ქალებს, ამაზე რომ თანხმდებიან?..
ის ცალ წარბს ზემოთ სწევს.
– საკმაოდ, – მპასუხობს მშრალად.
– მაშინ, მე რატომ ამირჩიე? მართლა მაინტერესებს.
– ანასტასია, ხომ გითხარი, შენში რაღაც მიზიდავს. თავს ვერ განებებ, – ის ირონიულად
იღიმება, – ისე მიზიდავ, როგორც პეპელას ცეცხლი, – ხმა უვარდება და სერიოზული
უხდება, – ძალიან მინდიხარ, ახლავე... ისევ ტუჩს აწვალებ, – სუნთქვა უხშირდება და
ნერწყვს ყლაპავს.
შიგნით ყველაფერი თავდაყირა მიდგება – ვუნდივარ... უცნაურია და მართლა მიკვირს,
მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ის არის, რომ ამ ლამაზ, უცნაურ,
უზნეო კაცს ვუნდივარ.
– მგონი, პირიქით... – ვბუზღუნებ მე. ეს მე ვარ პეპელა, ის კი ცეცხლი. ეს მე დავიწვები.
– ჭამე!
– არა. გაუხმაურებლობის ხელშეკრულების გარდა ჯერ ხელი არაფერზე მომიწერია,
ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ ხარ, იმას გავაკეთებ, რაც მინდა.
მზერა ურბილდება და ეღიმება.
– როგორც გენებოთ, მის სტილ.
– ასეთი რამდენი ქალი გყავდა? – ვეკითხები დაუფიქრებლად, მაგრამ მართლა
მაინტერესებს.
– თხუთმეტი.
ოჰო... მეტი მეგონა.
– და რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე ასეთი ურთიერთობა?
– ზოგიერთებთან საკმაოდ დიდხანს.
– ვინმე სერიოზულად დაშავებულა?
– კი.
ოჰო! ჯანდაბა!
– ძალიან?
– არა.
– მატკენ?
– რას გულისხმობ?
– ფიზიკურად რამეს მატკენ? უნდა მცემო?
– როცა საჭირო იქნება, დაგსჯი ხოლმე და გეტკინება.
შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა, გული წამივა. იმის იმედად, რომ ალკოჰოლი
გამბედაობას შემმატებს, კიდევ ერთ ყლუპს ვსვამ.
– ისინიც გტკენდნენ?
– კი.
ოჰო... მაგრამ იქამდე, ვიდრე დაწვრილებით გამოკითხვას ვასწრებ, ფიქრს
მაწყვეტინებს.
– წამოდი, კაბინეტში შევიდეთ. რაღაცას გაჩვენებ.
მეგონა, არაამქვეყნიური ვნებიანი ღამე მელოდა, ამის მაგივრად კი შეთანხმებებზე და
ხელშეკრულებებზე ვლაპარაკობთ.
კაბინეტისკენ მიდის. უკან მივყვები – მორიგ იატაკიდან ჭერამდე უზარმაზარფანჯრიან
დიდ ოთახში შევდივართ. კრისტიანი საწერ მაგიდასთან ჯდება, ხელით მის პირდაპირ
სავარძელზე მითითებს და ფურცელს მაწვდის.
– ეს წესებია. მათი შეცვლა შეიძლება და მერე იმ კონტრაქტში შევა, რომელსაც ხელს
მოვაწერთ. წაიკითხე და განვიხილოთ.
წესები
მორჩილება:
მორჩილი დომინანტის ყველა ბრძანებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ ემორჩილება.
მორჩილი დომინანტისთვის მისაღებ და მისთვის სიამოვნების მიმნიჭებელ,
სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქმედებას თანხმდება, გარდა დაუშვებლად
აღნიშნული (დანართი 2) ქმედებებისა, და სიამოვნებით და უყოყმანოდ მონაწილეობს
მასში.
ძილი:
მორჩილს, გარდა იმ დროისა, რასაც ის დომინანტთან ერთად ატარებს, დღე-ღამეში
მინიმუმ რვა საათის განმავლობაში უნდა ეძინოს.
კვება:
ჯანმრთელობის და კარგი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით მორჩილი
რეგულარულად და რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვლის მიხედვით უნდა
იკვებებოდეს (დანართი 4). იკრძალება კვებას შორის დამატებით რაიმე სახის საკვების
მიღება.
სამოსი:
ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მორჩილი ვალდებულებას იღებს, იმოსებოდეს
მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რომელიც დომინანტის მიერ არის დაშვებული და
ნებადართული. დომინანტი მორჩილს გარკვეული თანხით უზრუნველყოფს, მორჩილი
კი იღებს ვალდებულებას, აღნიშნული თანხა ტანსაცმლის შეძენაზე დახარჯოს.
დომინანტს აქვს უფლება, ტანსაცმლის შეძენის პროცესს დაესწროს. კონტრაქტის
მოქმედების ვადაში მორჩილი თანხმობას აცხადებს, დომინანტის მიერ შერჩეული
მორთულობა დააქსესუარები ნებისმიერ მითითებულ დროს ატაროს.
ფიზიკური ვარჯიში:
დომინანტი მორჩილს კვირაში ოთხჯერ პერსონალურ ინსტრუქტორთან ფიზიკური
ვარჯიშების კურსით უზრუნველყოფს, ვარჯიშების დრო მორჩილის მიერ და
ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება.ინსტრუქტორი დომინანტს ანგარიშს აბარებს
მორჩილის ფიზიკური მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.
პირადი ჰიგიენა/სილამაზე:
მორჩილი ვალდებულებას იღებს დაიცვას ჰიგიენა, რეგულარულად ჩაიტაროს
(სამართებლით და/ან ცვილით) სხეულის თმისგან გასუფთავებისა და მის მიერვე
მიზანშეწონილი ნებისმიერი სხვა პროცედურა მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ
სილამაზის სალონში. აღნიშნული პროცედურების ყველა ხარჯს უზრუნველყოფს
დომინანტი.
პირადი უსაფრთხოება:
მორჩილი ვალდებულებას იღებს, არ გადააჭარბოს ალკოჰოლის დოზას, ამას გარდა: არ
მოწიოს, არ მიიღოს ნარკოტიკები და არ დააყენოს საკუთარი ჯანმრთელობა
გაუმართლებელი საფრთხის ქვეშ.
პირადი თვისებები:
მორჩილი იღებს ვალდებულებას, არ დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა
არავისთან, გარდა დომინანტისა. მორჩილს თავი მდაბლად და მოწიწებით უნდა ეჭიროს
და გააცნობიეროს, რომ მისი მოქმედება პირდაპირ გავლენას ახდენს დომინანტზე.
მორჩილი დომინანტის გარეშე ყოფნის დროს, პასუხისმგებელია თავის ყოველ
ქმედებაზე, დისციპლინის ნორმებიდან გადახვევასა თუ დარღვევაზე. ზემოთ
აღწერილი წესებიდან ნებისმიერის დარღვევას, დომინანტის მიერ განსაზღვრული
სასჯელის ფორმა მოჰყვება.
ღმერთო ჩემო!
– „დაუშვებლად აღნიშნული“? – ვეკითხები გაოგნებული,
– კი. ეს იმის ჩამონათვალია, რა არ უნდა გააკეთო შენ და რა – მე. ამაზე თავიდანვე
უნდა შევთანხმდეთ.
– ტანსაცმლის საყიდლად ფულის აღება არაწესიერებად მიმაჩნია, – თავში მაშინვე
სიტყვა „პროსტიტუცია“ იწყებს ტრიალს.
– ეს მე მინდა, რომ შენ ფული დაგახარჯო და ტანსაცმელი გიყიდო. შეიძლება რაღაც
ღონისძიებებზე შენი თანხლება დამჭირდეს და აუცილებელია, რომ კარგად
გამოიყურებოდე. შენ ხელფასი, მას მერეც, რაც სამსახურს იშოვი იმ ხარისხის
ტანსაცმლის საყიდლად არ გეყოფა, როგორიც მე მინდა, რომ გეცვას.
– ის ტანსაცმელი მხოლოდ მაშინ უნდა ვატარო, როცა შენ გვერდით ვიქნები?
– კი, მხოლოდ როცა ჩემთან ერთად იქნები.
– კარგი.
ჩავთვლი, რომ უნიფორმაა.
– რა აუცილებელია კვირაში ოთხჯერ ვარჯიში?
– ანასტასია, მინდა, რომ მოქნილი, ძლიერი და ამტანი იყო. დამიჯერე, ვარჯიში
ნამდვილად დაგჭირდება.
– ოთხჯერ კვირაში?! იქნებ სამზე მაინც ჩამოვიდეთ?
– ოთხი.
– მეგონა, მოლაპარაკება შეიძლებოდა.
ტუჩებს ბრიცავს.
– კარგი, მის სტილ. მორიგი სამართლიანი შენიშვნაა!.. მაშინ ასე: სამჯერ კვირაში თითო
საათი და მეოთხე დღე ნახევარი საათი. კარგი?
– კვირაში სამი დღე, თითო საათით. როგორც ვატყობ, შენთან ყოფნით ფიზიკურ
დატვირთვა ისედაც გამოწერილი მექნება.
ავხორცად მიღიმის და მეჩვენება, რომ მზერაში შვება ეღვრება.
– მართალია. კარგი, მოვილაპარაკეთ. ნამდვილად არ გინდა ჩემს კომპანიაში
პრაქტიკის გავლა? მოლაპარაკებას აშკარად კარგად ართმევ თავს.
– არა. ნამდვილად არ მინდა, – ისევ წესებს ვუბრუნდები. ცვილით ეპილაცია? სად?
მთელ ტანზე? ბრრ!
– ახლა, ის წაიკითხე რის გაკეთება არ შეიძლება, – მეუბნება ის და კიდევ ერთ
ფურცელს მაწვდის.
დაუშვებელი ქმედებები:
ქმედებები ცეცხლის გამოყენებით.
ქმედებები შარდვის ან დეფეკაციის გამოყენებით.
ქმედებები ნემსების და დანების გამოყენებით, აგრეთვე სხვა სახის ჭრილობებისა თუ
ნაჩხვლეტების მიყენება და სისხლის დადინება.
ქმედებები სამედიცინო და გინეკოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ქმედებები ბავშვებისა თუ ცხოველების მონაწილეობით.
ქმედებები, რომელთა შედეგად სხეულზე შეიძლება წარუშლელი კვალის დატოვება.
სუნთქვასთან დაკავშირებული თამაშები.
ქმედებები, რომელიც ელექტრობის (როგორც წყვეტილი, ასევე უწყვეტი), ან ცეცხლის
სხეულზე ზემოქმედებას ითვალისწინებს.

ფუჰ! ცხადია, ამის ხმამაღლა თქმას ვერც გაბედავდა! ისე, სიმართლე ითქვას, ამ
ყველაფრის გათვალისწინება ჭკუასთან ახლოსაა და აუცილებელიც კია... აბა,
სხვანაირად არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დათანხმდება, მაგრამ მაინც, ლამის არის
გული ამერიოს.
– რამის დამატება ხომ არ გინდა? – ფიქრებიდან მის თბილ ხმას გამოვყავარ.
ჯანდაბა! არც კი ვიცი. სრულიად დაბნეული ვარ.
– არის რამე ისეთი, რის გაკეთებასაც არ ისურვებდი?
– არ ვიცი.
– რას ნიშნავს „არ ვიცი“?
უხერხულობისგან წრიალს ვიწყებ და ისევ ტუჩს ვიკვნეტ.
– უბრალოდ, ადრე არასოდეს...
– ანუ, ადრე, როცა სექსი გქონდა, იყო რამე ისეთი, რაც არ გსიამოვნებდა?
დიდი ხანია აღარ გავწითლებულვარ...
– პირდაპირ მითხარი, ანასტასია. ერთმანეთთან გულახდილი უნდა ვიყოთ,
სხვანაირად არაფერი გამოვა.
საკუთარ თითებს ხმისამოუღებლად დავყურებ.
– მითხარი! – ხმას უწევს კრისტიანი.
– ნუ... ადრე სექსი არ მქონია, ამიტომ... უბრალოდ არ ვიცი, – ვამბობ ძლივს გასაგონად.
კრისტიანი გაოგნებისგან პირს აღებს და თავზარდაცემული შემომყურებს.
– არ გქონია? – ჩურჩულით იმეორებს ისიც.
თავს ვუქნევ.
– ქალიშვილი ხარ? – მეკითხება სრულიად გაოგნებული გამომეტყველებით.
ისევ თავს ვუქნევ და ვწითლდები. კრისტიანი თვალებს ხუჭავს. და ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ გონს მოსასვლელად ათამდე ითვლის... როგორც იქნა, ახელს – თვალებიდან
ცოფის ნაპერწკლები სცვივა.
– ეს როგორ არ მითხარი! – ღმუის ის გაცეცხლებული.
თავი მერვე
კრისტიანი ორივე ხელს თავზე იჭერს და კაბინეტში ბოლთის ცემას იწყებს – ის
უბრალოდ გაბრაზებული კი არ არის, გაცოფებულია. ჩვეულმა თავდაჭერილობამ
უმტყუნა.
– კი მაგრამ, აქამდე რატომ არ მითხარი?
– ლაპარაკი არ ჩამოვარდნილა და არც მე მჩვევია ყველას ვუთხრა ჩემი ცხოვრების
წვრილმანები. თანაც, ჩვენ ხომ ერთმანეთს თითქმის არც ვიცნობთ, – ვპასუხობ
თავაუწევლად. კი მაგრამ, თავს დამნაშავედ რატომ ვგრძნობ? ან ასე რამ გააცოფა?
თვალს ფრთხილად ვაპარებ მისკენ.
– სამაგიეროდ შენ მიცნობ ახლა ბევრად უკეთესად! – იღრინება ისევ და ტუჩები
უწვრილდება, – ვიცოდი, რომ გამოუცდელი იყავი, მაგრამ ქალიშვილი?! – ისე
წარმოთქვამს, თითქოს სალანძღავ სიტყვას ამბობდეს, – ჯანდაბა, ანა! მე შენ ყველაფერი
გაჩვენე... – და სასოწარკვეთილი კვნესა ამოსდის, – ღმერთო... იმ, ლიფტში კოცნის
გარდა, უკოცნია მაინც ვინმეს შენთვის?
– რა თქმა უნდა! – ვცდილობ, რაც შეიძლება დამაჯერებლად გამომივიდეს.
– და ვერავინ ისე ვერ მოგაწონა თავი, რომ სექსი გქონოდა?! არ მესმის! ოცდაორიწლის
ხდები, ლამაზი ხარ... – აქეთ-იქით დადის და თმას ნერვიულად იწვალებს.
„ლამაზი“. სიამოვნებისგან ვკრუტუნებ. კრისტიან გრეი თვლის, რომ ლამაზი ვარ.
სულელური ღიმილი რომ დავმალო, ისევ თავს ვხრი და ერთმანეთში გადახლართულ
საკუთარ თითებს დავყურებ. ალბათ მხედველობის პრობლემა აქვს, – სომნამბულური
ძილიდან ფხიზლდება ჩემი ქვეცნობიერი. საინტერესოა ერთი, მაშინ სად იმალებოდა
როცა მე მჭირდებოდა?
– და შენ მთელი სერიოზულობით ზიხარ და იმაზე მსჯელობ, რის გაკეთება მინდა
შენთან, როცა ელემენტარული გამოცდილებაც კი არ გაქვს? – კოპებშეკრულს,
ერთდროულად გაბრაზებული და გაოგნებული გამომეტყველება აქვს, – ამიხსენი, სექსი
აქამდე არ გინდოდა? გამაგებინე, გთხოვ...
მხრებს ვიჩეჩავ.
– არ ვიცი, უბრალოდ აქამდე საქმე არავისთან არ მისულა, – მხოლოდ შენთან მომინდა
და შენც რაღაც ურჩხული აღმოჩნდი... რატომ მიბრაზდები? – ვეკითხები ჩურჩულით.
– შენზე კი არა, საკუთარ თავზე ვბრაზდები. მეგონა... – ოხრავს. თვალებში მიყურებს
და თავს აქნევს, – წასვლა გინდა?
– რა თქმა უნდა, არა, თუ შენ არ გინდა, რომ წავიდე, – ვპასუხობ და თითქოს რაღაც
მწყდება შიგნით. არა... მე წასვლა არ მინდა!..
– ცხადია, არა. მე მსიამოვნებს, რომ ჩემთან ხარ, – მერე კოპებს კრავს და საათს
უყურებს, – უკვე გვიანია... ანასტასია, შენ ისევ ტუჩს აწვალებ, – მეუბნება უცებ
ჩახრინწული ხმით და თვალები უმუქდება.
– მაპატიე.
– საპატიებელი არაფერია. უბრალოდ მეც მინდა მაგ ტუჩის კბენა. ძალიან მინდა.
პირს ვაღებ, რომ რამენაირად ჰაერი ჩავისუნთქო... ამას რატომ მეუბნება, თუ ჩემი
აღგზნება არ უნდა?
– მოდი ჩემთან, – მეუბნება ხმადაბლა.
– რაა?
– ჩვენ ამას გამოვასწორებთ... ახლა.
– რას გულისხმობ? რას გამოვასწორებთ?
– ანა, მინდა ჩემი გახდე... და მიყვარდე... ამაღამ...
ფეხქვეშ მიწა მეცლება... გამოვასწორებთ. სუნთქვა მეკვრის...
– თუ წინააღმდეგი არ ხარ, რა თქმა უნდა. არ მინდა, ძალა დაგატანო.
– შენ ხომ მხოლოდ ჟიმაობ ლოგინში. უხეშად...
პირი მიშრება და ჰაერი არ მყოფნის.
ის მაცდუნებლად იღიმება და მთელი სხეული ნეტარების მოლოდინით მეძაბება.
– შენთვის გამონაკლისს დავუშვებ, ან ორივეს შევათავსებ, ვნახოთ. ძალიან მინდა, ჩემი
გახდე, აქ, ჩემს ლოგინში. გთხოვ. მერე, იმედი მაქვს, კონტრაქტზეც შევთანხმდებით,
მაგრამ იქამდე ის მაინც უნდა იცოდე, რაზე მთანხმდები. ყველაფერს თავიდან
დავიწყებთ და ყველაფერს გასწავლი. ცალკე აღებული სექსი სიყვარული არ არის, სექსი
მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა, მაგრამ მე მინდა, რომ ის შენთან მქონდეს და
იმედი მაქვს, შენც, – დაჟინებულ მზერას არ მაშორებს და ნაცრისფერი თვალებიდან
მთელი მისი ძალა იღვრება.
ვწითლდები... ღმერთო ჩემო... ოცნებები ხდება.
– მაგრამ მე რომ ჯერ შენი წესები არ შემისრულებია?.. – ვეკითხები ჩუმი და გაუბედავი
ხმით.
– დაივიწყე წესები. ყველაფერი დაივიწყე. მე შენ მინდიხარ. იმ წუთიდან მინდიხარ,
ჩემი ოფისის კარში რომ წაიქეცი და ვიცი, რომ შენც გინდა ჩემთან. სხვა შემთხვევაში აქ
არ იჯდებოდი და დასჯაზე და დაუშვებელ ქმედებებზე არ ილაპარაკებდი. გთხოვ, ანა,
მოდი ჩემთან...
მისი ნაცრისფერი თვალებიდან მხურვალება იღვრება. ვუახლოვდები. ის ორივე ხელს
მკიდებს, თავისკენ მიზიდავს და სხეულით მის სხეულს ვეკვრები: ყველაფერი ძალიან
ჩქარა ხდება. თითს კისერს აყოლებს, მერე კეფაზე ადის, „ცხენის კუდს“ მაჯაზე იხვევს,
ოდნავ ქვევით მქაჩავს და სახეს ზევით, თავისი სახისკენ მაბრუნებინებს. მის ნაცრისფერ
თვალებში ვიძირები...
– გაბედული გოგო ხარ, ანა, – ჩურჩულებს ის. – აღფრთოვანებული ვარ შენით.
მისი სიტყვებიჩემზე თივასთან მიტანილი ნაპერწკალივით მოქმედებს: სხეულზე
თითქოს ცეცხლი მედება. ის იხრება, ტუჩებში ნაზად მკოცნის და ნაზად, ძალიან ნაზად
იწყებს ჩემი ქვედა ტუჩის წოვას.
– მინდა ტუჩზე გიკბინო, – ჩურჩულებს ჟინით შეცვლილი ხმით და კბილებით ქვედა
ტუჩს მქაჩავს ფრთხილად. ღია პირიდან გაბმული კვნესა ამომდის....
– გინდა? – მეკითხება ღიმილით.
– კი, – ვჩურჩულებ მე, – ამისთვის ვარ აქ.
სახე კმაყოფილი ღიმილით უნათდება, მკლავების ტყვეობიდან მათავისუფლებს, ხელს
მკიდებს და საძინებელში მივყავარ.
უზარმაზარ საძინებელ ოთახში ჭერიდან იატაკამდე ფანჯრიდან ღამის სიეტლის ხედი
იშლება. კედლები თეთრად არის შეღებილი, ავეჯი კი ღია ცისფერია. ასევე უზარმაზარი
ულტრათანამედროვე, ნაცრისფერი, თითქოს დაუმუშავებელი ხის საწოლი დგას,
კუთხეებში ოთხი სვეტით, ოღონდ ბალდახინის გარეშე. კედელზე ჩამოკიდებულ
სურათზე კი საოცარი სილამაზის ზღვის პეიზაჟია გამოსახული.
ფოთოლივით ვცახცახებ. როგორც იქნა! ახლა ეს მოხდება, პირველად ჩემს ცხოვრებაში
და ვიღაცასთან კი არა – კრისტიან გრეისთან! სუნთქვა მიხშირდება და თვალს ვერ
ვაშორებ. ის საათს იხსნის და კომოდზე დებს, მერე პიჯაკს იხდის. მხოლოდ ტილოს
პერანგსა და ჯინსში რჩება. ისეთი სექსუალურია, თვალებში მიბნელდება. მუქი
ჟანგისფერი თმა აბურდული აქვს, პერანგი მხრებიდან თავისუფლად ეშვება.
ნაცრისფერი თვალები გაბედული პირდაპირობით და ვნებით შემომყურებს. ფეხებიდან
კონვერსებს იძრობს და წინდებს იხდის. კრისტიან გრეი ფეხშიშველი დგას... ოჰ... ამაშიც
არის რაღაც სექსუალური... ჩემკენ ბრუნდება, მის თვალებში კითხვას ვხედავ.
– ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს არ იღებ, არა?
რაა? ჯანდაბა!
– ასეც ვფიქრობდი.
კრისტიანი კომოდის ზედა უჯრას აღებს და პრეზერვატივების შეკვრას იღებს.
– მზად ხარ? გინდა ჟალუზი ჩამოვუშვა?
– როგორც გინდა, სულერთია, – ვჩურჩულებ მე, – შენ ხომ მარტოს გძინავს?
– მერე ვინ თქვა, რომ ძილს ვაპირებ? – მპასუხობს ისიც ჩურჩულით.
– აჰ...
ის ჩემკენ აუჩქარებლად მოდის. თავდაჯერებული, სექსუალური, თვალები
უბრწყინავს... გული ლამის ამომივარდეს. სისხლი თავში მაწვება. მწველი სურვილი
მუცელში სიმხურვალედ მეღვრება. კრისტიანი ჩემ წინ დგას და პირდაპირ თვალებში
შემომცქერის. წარმოუდგენლად ლამაზია!..
– მოდი, ქურთუკს გაგხდი, კარგი? – მეუბნება ის, ორივე ხელს ქურთუკის საყელოს
ჰკიდებს, მკლავებიდან მოხერხებულად მაძრობს და სკამზე დებს, – იცი, როგორ
მინდიხარ, ანა სტილ?
სუნთქვა მეკვრის. მონუსხულივით შევყურებ. კრისტიანი თითებით ლოყაზე მეხება და
ქვემოთ, ნიკაპისკენ აცურებს.
– იცი, ახლა რას გავაკეთებ? – განაგრძობს ის და ხელი ჩემი ყურისკენ მიაქვს.
სადღაც მუცელში ყველა კუნთი მოლოდინით მეკუმშება. იმდენად სასიამოვნო
შეგრძნებაა, რომ მინდა, თვალები დავხუჭო და მხოლოდ შეგრძნებას ვუსმინო, მაგრამ
მის ანთებულ მზერას ვერ ვწყდები. კრისტიანი იხრება და მხურვალე ტუჩებით მტკიცედ
და აუჩქარებლად ჩემს ტუჩებს ერწყმის. ერთდროულად თითებით ბლუზის ღილებს
მიხსნის და ბუმბულის შეხებასავით ნაზი კოცნით სახეს, ლოყებს, ნიკაპს, ტუჩის
კუთხეებს მიფარავს... ბლუზა იატაკზე ცურდება. კრისტიანი უკან იხევს და ხარბად
მათვალიერებს. მე მის წინაშე ღია ცისფერ ლიფში ვდგავარ...
– ანა, – მძიმედ სუნთქავს ის. – რა საოცარი კანი გაქვს! სპილოსძვლისფერი და
უნაკლო... მთელი სხეული მინდა დაგიკოცნო.
ვწითლდები. ოჰ, ღმერთო ჩემო, მთლიანად ვცახცახებ... ყველაფერს გავაკეთებ, რასაც
მოიდომებს.
კრისტიანი თმის სამაგრს მაძრობს და თმა მძიმედ მეფინება მხრებზე, სიამოვნებისაგან
წამით თვალები ეხუჭება, მერე ისევ ახელს და კვნესის.
– მომწონს მუქთმიანები, – ჩურჩულებს ის ჟინით, ორივე ხელს აქეთიქიდან თმაში
მიცურებს და ხარბად მკოცნის, ჩვენი ენა და ტუჩები ერთმანეთს ერწყმის. კვნესას ვერ
ვიკავებ. ენით გაუბედავად მისი ენისკენ ვიწევ. ხელს ძლიერად მხვევს და სხეულზე
მიკრავს, ერთი ხელი ისევ ჩემს თმაში აქვს ჩაკარგული, მეორეს კი ქვემოთ წელისკენ
აცურებს, მერე კიდევ უფრო ქვევით, თეძოს აყოლებს და უკანალზე ძლიერ თითებს
მიჭერს. ოდნავი მოძრაობით კიდევ უფრო მჭიდროდ მიკრავს სხეულზე და თეძოს
ძლიერად მაჭერს... მუცლით მის ერექციას ვგრძნობ, მთელი ძალით ჩემში შემოღწევას
რომ ცდილობს.
ტუჩებიდან კვნესა მწყდება. თავს ვეღარ ვიკავებ, სხეული სურვილისგან ერთიანად
მიხურს. მკლავზე ვკიდებ ხელს და საოცრად ძლიერ, დაკუნთელ ბიცეფსს ვგრძნობ. მერე
სახეზე ვეხები გაუბედავად და თითებს თმაში ვუცურებ. ღმერთო, რა რბილია...
დაუმორჩილებელი... ოდნავ ვქაჩავ... ის კვნესის. კრისტიანი ხელს მიშვებს და
საწოლისკენ იქამდე მაწვება, სანამ ფეხებით ლოგინს არ ვეხები. ველოდები, რომ
დამაწვენს, მაგრამ მუხლებზე ეშვება, ხელებით თეძოებს მიჭერს და ენით ჭიპის გარშემო
მლოკავს, მერე ნაზად მენჯის ძვალთან მკბენს, გადადის და კოცნის ბილიკით მოცახცახე
მუცლის მეორე მხარეს ინაცვლებს.
კვნესის შეკავების ძალა აღარ მყოფნის.
რა უცნაურია ჩემ წინ მუხლებზე დაჩოქილი კრისტიანის ყურება და სხეულზე მისი
ცხელი ტუჩების შეგრძნება. თითები ისევ მის თმაში მაქვს ჩაფლული და ვცდილობ,
მშვიდად ვისუნთქო. ის ქვემოდან მიყურებს... მის საოცრად გრძელ წამწამებს დავყურებ;
ვნებით ჩამუქებული ნაცრისფერი თვალების მზერა სხეულზე ცეცხლის ალად მედება.
კრისტიანი ჯინსის ღილს მიხსნის და ელვას ნელა ეწევა ქვემოთ. მერე ისე რომ თვალს არ
მაშორებს, ხელს უკან, ჯინსის ქამარში მიცურებს და თეძოებს აუჩქარებლად
მიშიშვლებს. მის მზერას ვერ ვწყდები. კრისტიანი ჩერდება, ტუჩებს ილოკავს, წინ იწევა
და ცხვირით ჩემს ბოქვენში ეფლობა. მე მას იქ ვგრძნობ...
– რა არაჩვეულებრივი სუნი გაქვს, – ჩურჩულებს სახეზე ნეტარების გამომეტყველებით.
სხეულში სიამოვნების კონვულსიური ცახცახი მივლის. ის საწოლიდან
გადასაფარებელს აძრობს და ოდნავი ბიძგით რბილ ლოგინზე მაგდებს. ისევ მუხლებზე
მდგარი, „კონვერსის“ თასმას მიხსნის და ფეხიდან წინდასთან ერთად მაძრობს. მძიმედ
ვსუნთქავ, იდაყვზე ვიწევი, რომ დავინახო, რას აკეთებს. კრისტიანს ჩემი ტერფი
უჭირავს და ფეხს ფრჩხილით, თითებიდან ზევით მიჰყვება. ოდნავ მტკივა, თუმცა
მუცელში ექოსავით ასახული, მისი თითის მოძრაობა სხეულში თრთოლვად მივლის.
ისე რომ თვალს არ მაშორებს, ტერფს ენის წვერით ლოკავს, მერე კბილებით წვდება და
ნაზად მკბენს. ღმერთო... ამას იქ როგორ ვგრძნობ? ძალაგამოცლილი ლოგინზე ვეცემი
და ჩემს სმენას მისი კმაყოფილი სიცილი სწვდება.
– ოჰ, ანა, რას გიზამ... – ჩურჩულებს კრისტიანი და კედს მეორე ფეხიდანაც მაძრობს,
მერე დგება და ჯინსს მხდის. მის ლოგინში ვწევარ და მხოლოდ მაქმანებიანი
თეთრეული მაცვია, ის ზემოდან დამყურებს და ხარბად მათვალიერებს.
– ძალიან ლამაზი ხარ, ანა სტილ. მინდა, შიგნიდან გიგრძნო...
ღმერთო ჩემო!.. მისი სიტყვები ფეხებს შორის სიმხურვალედ მედება. სუნთქვა მეკვრის
და მხოლოდ ეს შეგრძნებაღა რჩება.
– მაჩვენე, როგორ ათავებ.
რაა? ვერ ვხვდები, რას მეუბნება.
– ნუ გრცხვენია, ანა, მაჩვენე, – ჩურჩულებს კრისტიანი.
– რაზე მეუბნები? – სურვილით ჩახლეჩილ და თითქოს სადღაც ჩავარდნილ საკუთარ
ხმას ვერ ვცნობ....
– მინდა მაჩვენო, ორგაზმამდე როგორ მიგყავს თავი.
– მე თვითონ... არ მიცდია... – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად.
გაკვირვებისგან წარბები შუბლზე ასდის და ნაცრისფერი თვალები კიდევ უფრო
უმუქდება.
– კარგი, ვნახოთ, რის გაკეთება შეიძლება, – მის ხმაში რბილი, დამათრობელი და
ვნებიანი მუქარა ისმის. ის ჯინსს იხსნის და, ისე რომ თვალს არ მაშორებს, ნელა იხდის.
იხრება, ხელებს კოჭებზე მკიდებს, ფეხებს მაშლევინებს და ხელებზე დაყრდნობილი
ჩემს
ფეხებშუა წვება. სხეული მოუთმენლად მითრთის.
– მშვიდად იწექი, – ისმის მისი მბრძანებლური ჩურჩული, მერე იხრება და ბარძაყის
შიდა მხარეზე მკოცნის, კოცნით ზევით ამოდის, კიდევ უფრო ზევით და ბიკინის
მაქმანის ზემოდან მკბენს ნაზად.
ოოჰ... ვერ ვჩერდები, არ გამომდის, სხეული თავისით მეკლაკნება და მის სხეულს
ეტმასნება.
– რამე უნდა მოვიფიქროთ, წყნარად რომ იწვე... – ვნებით იღიმება ის და მუცელზე
მკოცნის, ენის წვერით ჭიპთან სველ წრეს ხაზავს და კოცნით ზემოთ ამოდის. კანზე
თითქოს ცეცხლი მეკიდება. ვწითლდები, ხან ოფლი მასხამს, ხან ყინულივით ცივი
კანკალი მიტანს. სასოწარკვეთილი ზეწარს ვებღაუჭები. კრისტიანი გვერდით მიწვება,
მხურვალე ხელისგულით ბარძაყზე მეხება, მერე ზევით, მუცელზე ამოდის და მკერდს
გრძელ თითებში იქცევს. პირდაპირ თვალებში მიყურებს და ხელს ნაზად მიჭერს.
– ზუსტად ის ზომაა, ხელში რომ კარგად ჩამეტიოს.
საჩვენებელ თითს მაქმანს შიგნით მიცურებს და ერთი მოძრაობით მკერდს
მიშიშვლებს, მერე მეორეს მიგდებს ლიფიდან, ლიფის დამჭერი რკინა და მაქმანი
მკერდზე ქვევიდან მაწვება და ვერტიკალურად მიყენებს. მისი მზერის ქვეშ ძუძუს
თავები მევსება და მიმკვრივდება. საკუთარი ლიფით ვარ შებოჭილი...
– ძალიან ლამაზი მკერდი გაქვს, – ჩურჩულებს კმაყოფილი. მერე ერთ ძუძუს თავზე
სულს მიბერავს, მეორეს კი თითებში იქცევს და ქაჩავს. მუცლის შიგნით, სულ ქვევით
სითბო მეღვრება და თითქოს დენმა დამარტყაო, მეკუმშება. სრულიად ვსველდები...
– გთხოვ... – ვეხვეწები და საოცარი სიამოვნებისგან ზეწარს კიდევ უფრო მეტი ძალით
ვებღაუჭები. ტუჩებს მეორე ძუძუს თავის გარშემო კრავს და ქაჩავს, ნეტარ სისველეში
იწოვს. ვეღარ ვითმენ...
– ასე გაათავებ? – ჩურჩულებს კრისტიანი და აუჩქარებელ, ტკბილ წამებას აგრძელებს.
მის თითებსა და ტუჩებში მოქცეული ძუძუს თავები ერთიანად მიხურს, სხეულის ყველა
ნერვი დამათრობელ აგონიაში მიცახცახებს და მითრთის.
– ოოჰ... გთხოვ... – კეფით რბილ ლოგინში ვეფლობი, პირი კვნესით მეღება, ფეხები
მიშეშდება. რა მჭირს?
– მიდი, საყვარელო, – ჩურჩულებს ის, მერე ერთ ძუძუს თავზე კბილებს ნაზად მიჭერს,
მეორეს კი ცერა და საჩვენებელი თითით ძლიერად მქაჩავს. სხეული ერთიანად
მეჭიმება, ჩემს ყოველ წერტილს ნეტარების თრთოლა უვლის, ყოველი წერტილი
მიცახცახებს და უცებ თითქოს ათას ნაწილად ვიშლები ერთიანად... ის იხრება,
ათრთოლებულ, გაპობილ ტუჩებში მკოცნის და ენით ჩემს უხმო ყვირილს ახშობს.
ღმერთო ჩემო!.. საოცარია... აი, თურმე რატომ გიჟდება ყველა ამაზე. კრისტიანი
კმაყოფილი ღიმილით დამყურებს, ჩემს საპასუხო მზერაში კი მხოლოდ მადლიერება და
აღფრთოვანებაა.
– ძალიან მგრძნობიარე ხარ. ცოტა თავის შეკავება უნდა ისწავლო... უკვე ერთი სული
მაქვს, როდის დავიწყებთ შენთვის ყველაფრის სწავლებას, – მეუბნება კრისტიანი და
ისევ მკოცნის.
ჯერ ისევ არათანაბრად ვსუნთქავ, ორგაზმის მერე გონს ნელ-ნელა მოვდივარ.
კრისტიანის ხელი ჩემი წელისკენ ეშვება, მერე ბარძაყებზე ინაცვლებს და ფეხებს შუა
ცურდება... ღმერთო!.. თხელ მაქმანს გვერდზე სწევს და ნელი წრიული მოძრაობით
თითს საშოში მიყოფს... წამით თვალებს ხუჭავს, სუნთქვა უხშირდება.
– სულ სველი ხარ!.. ღმერთო, როგორ მინდიხარ... – უფრო ძლიერად და უფრო ღრმად
შედის, ტკივილისგან ვყვირი, მაგრამ არ ჩერდება, ისევ და ისევ, უფრო და უფრო ღრმად
მაწვება. ყოველ შესვლაზე მისი ხელისგული კლიტორზე ნაზ დარტყმად მეხეთქება და
თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვიყვირო... მისი თითი ჩემში სულ უფრო და უფრო ჩქარა
მოძრაობს. უკვე განუწყვეტლივ ვკვნესი...
უცებ ჩერდება, ჯდება, ბიკინის მხდის და იატაკზე აგდებს. მერე თავის ბოქსერს იხდის
და საოცრად მკვრივ და ძლიერ ასოს ითავისუფლებს... ოჰ, ღმერთო... მაგიდიდან
პრეზერვატივს იღებს, ფეხებს მაშლევინებს, ჩემ ფეხებშუა მუხლებზე დგება და
პრეზერვატივს იკეთებს. ოჰ... რამხელაა... როგორ?..
– ნუ გეშინია, – ჩურჩულებს ის და პირდაპირ თვალებში მიყურებს, – შენც
გაგიფართოვდება.
სახეს სახესთან მიახლოვებს, ჩემი თავის ორივე მხარეს გაშლილ მკლავებს ეყრდნობა
და კრიჭაშეკრული და თვალებანთებული, პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– ნამდვილად გინდა?
– კი, გთხოვ...
– ფეხები მუხლებში მოხარე, – მეუბნება ჟინით შეცვლილი ხმით. მაშინვე
ვემორჩილები,
– ახლა გაგჟიმავ, მის სტილ, – ჩურჩულებს კრისტიანი და ფეხებს შუა მისი ასოს თავის
შეხებას ვგრძნობ, – უხეშად, ძალიან უხეშად გაგჟიმავ, – ისევ ჩურჩულებს ის, ძლიერად
მაწვება და ჩემში შემოდის...
ააჰ! – საშინელი ტკივილისგან სადღაც შიგნიდან უნებლიე ყვირილი ამომდის და
თვალის კუთხეებიდან ცრემლი მიგორდება. ის წამით შეშდება და თვალებს ხუჭავს,
მერე ახელს, მისი მზერა გამარჯვების ცეცხლს აფრქვევს, პირი ოდნავ შეღებული აქვს,
მძიმედ სუნთქავს...
– რა ვიწრო ყელი გაქვს... გეტკინა?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ, თვალები ფართოდ მაქვს გახელილი და ხელებით მის
მკლავებს ვეხები. ის ჩემშია. არ ინძრევა, ელოდება, რომ ახალ შეგრძნებას მივეჩვიო...
– ახლა უფრო ღრმად შევალ, ანა, – მაფრთხილებს კრისტიანი.
აააჰ!
აუჩქარებლად უკან გადის და ისევ მაწვება, მთელი ძალით, მოწყვეტილი ბიძგით. ისევ
ვყვირი და ისევ შეშდება...
– კიდევ გინდა?..
– კი! მინდა!..
კვნესას ვეღარ ვიკავებ. ჩემი სხეული მის ასოს უფრო და უფრო ღრმად იღებს...
ღმერთო, რა სიამოვნებაა.
– გინდა?
– კი! – ვემუდარები სურვილით აცახცახებული.
აღარ ჩერდება. იდაყვებს ეყრდნობა და მთელი სიმძიმით მაწვება. აუჩქარებლად
მოძრაობს. ჩემში მის შეგრძნებას ვეჩვევი და თეძოების გაუბედავი აყოლებით უფრო
ღრმად ვიღებ მის ასოს. მოძრაობას აჩქარებს, ჩემში სულ უფრო დაუნდობელი და
შეუჩერებელი რიტმით შემოდის. ვიღებ და კიდევ უფრო ღრმად ვიწოვ, კიდევ უფრო
ღრმად ვუშვებ ჩემში. ხელებს თავზე მკიდებს და ხარბად მკოცნის, ქვედა ტუჩზე მკბენს.
თითქოს ცბება და ვგრძნობ, როგორ ზვირთდება სადღაც სიღრმიდან ტალღებად
წამოსული ნაცნობი შეგრძნება. ვეღარ ვმოძრაობ, სხეული მიშეშდება, შიგნით
ყველაფერი მიკანკალებს, ოფლი მასხამს... ღმერთო.... წარმოდგენა არ მქონდა, რომ
შეიძლებოდა... ეს ასეთი სიამოვნება თუ იყო... არ ვიცოდი... აზრები მეფანტება...
მხოლოდ შეგრძნებები რჩება... და ის, მხოლოდ ის... და მხოლოდ მე... ოჰ, ღმერთო!...
კრისტიან, გთხოვ!..
– გაათავე, ანა, – კბილებიდან ცრის ის ღმუილით.
მისი სიტყვები სასხლეტზე თითის გამოკვრასავით მოქმედებს, სიამოვნების უმაღლეს
წერტილს ვაღწევ და ერთიანად ვდუნდები, ისევ ათას ნაწილად ვიშლები... ბოლომდე
მაცლის, მერე კიდევ უფრო ღრმად და დაუნდობელი ბიძგით შემოდის, კვნესას ჩემი
სახელის წამოყვირებას აყოლებს, სხეული უშეშდება და ათავებს.ძლივს ვსუნთქავ,
ბედნიერებისა და ნეტარებისგან გული ამოვარდნაზე მაქვს, აზრები ერთმანეთში მერევა.
საოცარია... არაჩვეულებრივი იყო... თვალს ვახელ: კრისტიანი ზემოდან შუბლით ჩემს
შუბლზეა დაყრდნობილი, თვალები იმასაც დახუჭული აქვს და არათანაბრად სუნთქავს.
თვალს ზანტად ახელს და ზემოდან დამყურებს, ჯერ ისევ ჩამუქებული მისი მზერიდან
სითბო იღვრება, ის ჯერ ისევ ჩემშია... მერე ოდნავ იწევა, შუბლზე ნაზად მკოცნის და
მხოლოდ ამის შემდეგ მცილდება.
უჩვეულო შეგრძნებებისგან სადღაც სიღრმიდან ისევ კვნესა ამომდის.
– გატკინე? – მეკითხება კრისტიანი, ჩემ გვერდით წვება და სახეზე ჩამოყრილ თმას
ყურსუკან მიმალავს.
ბედნიერი ღიმილისგან თავს ვერ ვიკავებ.
– მეკითხები კიდეც, მატკინე თუ არა?
– იუმორის გრძნობას არ კარგავ? – მეკითხება და ეშმაკურად იღიმება, – სერიოზულად,
თავს როგორ გრძნობ?
ის გამომცდელად და მომთხოვნი მზერით მიყურებს.
ვიზმორები და ვგრძნობ, რომ ძვლები ჟელესავით მომდუნებია. სრულიად მოშვებული
ვარ. სახიდან ღიმილი არ მშორდება. ახლა გასაგებია, რატომ არის სექსის გამო ამხელა
ამბავი ატეხილი. ორი ორგაზმი და, თითქოს სარეცხის მანქანაში გამოგწურეს,
ნაწილებად იშლები... ძალიან მაგარია! წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემში ამდენი
ენერგია იმალებოდა და ჩემს სხეულს ამ ენერგიის გამოთავისუფლება ასეთი ენით
აუწერელი სიამოვნებით შეეძლო.
– კითხვაზე პასუხი არ გამეცი და ისევ ტუჩს იწვალებ, – კოპებს კრავს კრისტიანი.
ეშმაკურად ვიღიმები. არაჩვეულებრივი სანახავია – თმა აჩეჩილი აქვს,
თვალებდაწვრილებული და სერიოზული გამომეტყველებით იდაყვზე დაყრდნობილი,
კოპებშეკრული შემომყურებს.
– კიდევ მინდა, – ვჩურჩულებ და ეშმაკურად ვუღიმი.
სახეზე შვება ეფინება, მერე თავს ოდნავ უკან ხრის და მოცინარი, ნახევრად დახრილი
თვალების წამწამებს მიღმიდან მიყურებს.
– რას მეუბნებით, მის სტილ! – ჩურჩულებს ის დამცინავი გამომეტყველებით, ჩემკენ
იხრება და ტუჩის კუთხეში მკოცნის, – როგორც ვხედავ, საკმაოდ მომთხოვნი ვინმე
ბრძანდებით... მუცელზე გადაბრუნდი.
წამით თვალებში ვუყურებ და მუცელზე ვბრუნდები. ის ლიფს მიხსნის და ზურგზე
ხელს მისვამს.
– რა ლამაზი კანი გაქვს...
მოხრილი ფეხი ჩემს ფეხებს შუა უდევს, კრისტიანი გვერდულად წევს, ზურგზე ოდნავ
მაწვება და როდესაც იხრება, რომ სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწიოს და შიშველ
მხარზე მაკოცოს, მისი პერანგის ღილები ზურგს მტკენს..
– პერანგს რატომ არ იხდი? – ვეკითხები ბუტბუტით.
ის ჩერდება, პერანგს იხდის და ზემოდან მაწვება. მისი სხეულის სითბოს ვგრძნობ.
ღმერთო, რა სიამოვნებაა...
– გინდა, რომ კიდე გაგჟიმო? – ჩურჩულებს ჩემს ყურთან და კისერზე და ბეჭებზე
მკოცნის.
ხელს წელისკენ მიცურებს, ბარძაყებს მიჰყვება და ქვევით, მუხლის უკანა მხარემდე
ჩადის. მოულოდნელად მუხლს მახრევინებს, გული გამალებით მიწყებს ცემას . ...ოჰ,
ღმერთო!.. რას აპირებს? ჩემს ფეხებს შუა წვება, ზურგზე მეკვრება, მისი ხელი ზემოთ
მოცურავს. თითებს უკანალზე მითათუნებს და ისევ ფეხებსშუა შეაქვს.
– უკნიდან გიხმარ, ანასტასია, – მესმის მისი ჩავარდნილი, მაგრამ ძლიერი ხმა. ხელს
თმაში მკიდებს, ოდნავ მქაჩავს და ადგილზე მაშეშებს, თავის განძრევის საშუალებას არ
მაძლევს. მის ხელში ვარ... შებოჭილი და უმწეო.
– ჩემი ხარ, – ჩურჩულებს ის, – მხოლოდ ჩემი! არ დაგავიწყდეს! – მისი ხმა გონებას
მიბნევს, მაბრუებს და სხეულზე სიმხურვალედ მედება. ბარძაყით თანდათანობით
გაზრდილ მის ერექციას ვგრძნობ.
გრძელი თითების წრიული მოძრაობით კლიტორს ეთამაშება. ჩემს ლოყას მისი ცხელი
სუნთქვა ელამუნება. ყურთან ნაზად მკოცნის.
– საოცარი სუნი გაქვს... – სახით ყურთან მეკვრება და ღრმად სუნთქავს. მისი თითი
კლიტორზე ისევ წრიულად მოძრაობს და მეც უნებურად თეძოებით ამ მოძრაობას
ვყვები. მტანჯველი ნეტარება ძარღვებში ადრენალინივით მივლის.
– არ გაინძრე, – მეუბნება ის რბილად, მაგრამ მკაცრად, თითს ფეხებს შუა აუჩქარებლად
მიცურებს და საშოს წინა კედელს რიტმულად აწვება. საოცარი ეფექტია!.. მთელი ჩემი
შინაგანი ენერგია იმ ერთ წერტილში იყრის თავს. ვკვნესი...
– მოგწონს? – მეკითხება ჩურჩულით და ყურზე ნაზად მკბენს. ...მისი თითი არ
ჩერდება.
თვალებს ვხუჭავ... ვცდილობ, სუნთქვა აღვიდგინო, ვცდილობ, სხეულზე ნეტარ
სიმხურვალედ მოდებული ქაოსური შეგრძნებები, რომელთაც ეს თითი ათავისუფლებს
ჩემში, ბოლომდე და მთლიანად შევიგრძნო. საკუთარი კვნესა ჩამესმის...
– ისევ სველი ხარ. ასე ჩქარა? რა დამყოლი ხარ, ანასტასია... და ნეტა იცოდე, როგორ
მომწონს ეს... – ჩურჩულებს პირდაპირ ჩემს ყურთან.
მინდა გავინძრე, მაგრამ ვერ ვინძრევი, კრისტიანი მაგრად მიჭერს და მტანჯველ რიტმს
არ ცვლის. ენით აუწერელი სიამოვნებაა... ჩემი მორიგი კვნესის მერე უცებ ჩერდება...
– პირი გააღე, – მესმის მისი ბრძანება და თითს პირში მიდებს. მოულოდნელობისგან
თვალები მიფართოვდება.
– ახლა შენი გემო იცი... – მეუბნება მაცდური ჩურჩულით ყურში, – წუწნე, ანა!..
თითით ენაზე მაწვება, ტუჩებს მისი თითის გარშემო ვკუმავ და მთელი ძალით ვწუწნი.
თითზე მომლაშო და სისხლის ოდნავ შესამჩნევი გემო აქვს. ჯანდაბა! ასე არ შეიძლება,
მაგრამ საშინლად ეროტიკულია.
– პირში მინდა მოგცე, ანასტასია და მოგცემ კიდეც... ძალიან მალე... – ცრის
კბილებიდან ჩახლეჩილი, ძნელად საცნობი ხმით.
„პირში მომცემს!..“ თითზე ვკბენ. კრისტიანი ღმუის დამთელი ძალით თმას მქაჩავს.
– ოჰ, როგორი ჭირვეული გოგო ხარ, ანა... – ცრის ისევ კბილებში და მაგიდისკენ იწევა,
რომ პრეზერვატივი აიღოს, – არ გაინძრე!
სანამ პრეზერვატივს ხსნის, მძიმედ ვსუნთქავ, მთელი სხეული მიხურს. მოლოდინი
მაბრუებს. ისევ წვება, ისევ კეფაზე თმაში მკიდებს ხელს და განძრევის საშუალება რომ
არ მომცეს, ოდნავ მქაჩავს.
– ამჯერად ყველაფერი ძალიან, ძალიან ნელა მოხდება, ანასტასია. მისი მძიმე სუნთქვა
მესმის. ნელა, ძალიან ნელა მაწვება და ჩემში შემოდის, სულ უფრო და უფრო ღრმად,
დაუნდობლად და შეუჩერებლად, სანამ ბოქვენით არ მებჯინება. მკერდიდან ხმამაღალი
კვნესა მსკდება. ახლა უფრო ღრმად არის, უფრო მსიამოვნებს. უკან იწევა, წამით
ჩერდება და ძლიერი ბიძგით ისევ ბოლომდე შედის. ისევ და ისევ, განუწყვეტლივ...
გამაღიზიანებელ, აუჩქარებელ რიტმს და წამიერ ნეტარებას, როცა ის მთლიანად ჩემშია,
სიგიჟემდე მივყავარ.
– რა კარგი ხარ, ანა, – ჩურჩულებს ჩემს ყურთან და მის ხმას აყოლილი ჩემი სხეული
ცახცახს იწყებს. უცებ უკან იწევა და შეშდება, – არა, ანა, ჯერ არა... – მეუბნება
ჩურჩულით. ნელ-ნელა ცახცახი მინელდება და ის ყველაფერს თავიდან იწყებს.
– გთხოვ... – ვემუდარები მოუთმენლობით ჩავარდნილი ხმით. ვეღარ ვუძლებ. მეტი
მინდა. ჩემი სხეული ერთიანად შეკრული, დაძაბულია და გათავისუფლებას ითხოვს...
– მინდა გეტკინოს, ანა, – ღმუის ის და დამათრობელ, აუჩქარებელ წამებას აგრძელებს,
ისევ და ისევ მშორდება და ღრმად, ბოლომდე შემოდის.... – მინდა ხვალ ყოველი
მოძრაობა იმას გახსენებდეს, რომ ჩემთან იყავი, რომ ჩემი ხარ, ანა!
ვკვნესი, თავს ვეღარ ვიკავებ.
– გემუდარები, კრისტიან!
– რა გინდა, ანა? მითხარი!
მე ისევ ვკვნესი... ის ისევ მშორდება, თეძოს ოდნავ არხევს და ისევ ბოლომდე შედის.
– მითხარი, ანა, რა გინდა!
– შენ, კრისტიან! შენ! გემუდარები!..
რიტმს ოდნავ აჩქარებს, სუნთქვა არათანაბარი უხდება. მეც ვჩქარდები, ის მომყვება.
– ოჰ. როგორი. ტკბილი ხარ... – ღმუის ბიძგებს შორის, – როგორ. მინდიხარ. ანა!
მხოლოდ კვნესაღა შემიძლია.
– ჩემი. ხარ. გესმის? ჩემი... გაათავე! – მესმის მისი ღრიალი.
ამ სიტყვებში ჩემი თავისუფლებაა. უფსკრულამდე მივყავარ და ხელს მიშვებს...
სხეულში ნეტარი სპაზმები მივლის და ბალიშში თავჩარგული, მისი სახელის
ამოყვირებით ვათავებ... კიდევ ორი ძლიერი ბიძგი, სხეული ერთიანად ეძაბება და ისიც
უკან მომყვება.
ღონემიხდილი ჩემს ზურგზე ეშვება და სახით თმაში მეფლობა.
– ოჰ, ანა, – კვნესის კრისტიანი და საწოლზე გორდება.
სრულიად ძალაგამოცლილი ვიკუნტები და მაშინვე მეძინება. თვალს ვახელ... ჯერ ისევ
ღამეა. წარმოდგენა არა მაქვს, რამდენ ხანს მეძინა. საბნის ქვეშ ვიზმორები და სხეულში
სასიამოვნო ტკივილს ვგრძნობ. კრისტიანი არ ჩანს. საწოლზე ვჯდები და ფანჯრის
მიღმა ქალაქის პანორამას გავყურებ. სახლებში თითქმის ყველა ფანჯარა ჩამქრალია,
აღმოსავლეთით განთიადის პირველი ნიშნები მოჩანს. მუსიკის ხმა მესმის. ნოტები
ჰაერში სევდიან სინაზედ იღვრება. მეჩვენება, რომ ბახია, მაგრამ დარწმუნებული არა
ვარ.
საბანში ვეხვევი და დერეფნით სასტუმრო ოთახისკენ მივდივარ. კრისტიანი,
ერთიანად მუსიკაში ჩაფლული, როიალთან ზის. სახეზე მელოდიის შესაბამისად
ნაღველი აწერია. არაჩვეულებრივად, ნამდვილი პროფესიონალივით უკრავს.
შესასვლელთან კედელს ვეყუდები და მოჯადოებული ვუსმენ. წელს ზემოდ შიშველი
როიალის გვერდით მდგარი ერთადერთი ანთებული ტორშერის ნათებაშია გახვეული.
სახლის საერთო სიბნელეში მხოლოდ მისი, დანარჩენი სამყაროსგან მხოლოდ მისთვის
გამოყოფილი შუქის წრით არის შემოსაზღვრული, მიუკარებელი და მარტოსული.
ამაღლებული, სულის ამაფორიაქებელი მუსიკით მონუსხული ფრთხილად
ვუახლოვდები და ცოტა ხნის წინ ჩემს სხეულზეც ასეთივე ვირტუოზული მუსიკის
შემსრულებელ, ახლა კი კლავიშებზე რბილად და ასევე ვირტუოზულად მოთამაშე მის
გრძელ თითებს ვაყოლებ თვალს. ნეტარების გახსენება მაწითლებს, უნებურად ფეხებს
ვკრავ. კრისტიანი თავს სწევს: მისი უძირო ნაცრისფერი თვალები უსასრულოდ
ნათელია, მაგრამ გამომეტყველებას ვერ ვარჩევ.
– მაპატიე, – ვეუბნები ჩურჩულით, – ხელის შეშლა არ მინდოდა.
კრისტიანი შუბლს კრავს.
– ეს მე უნდა გთხოვო პატიება, – მპასუხობს ხმადაბლა, მელოდიას ასრულებს და
ხელებს მუხლებზე იწყობს.
ახლაღა ვამჩნევ, რომ პიჟამის შარვალშია. ხელით თმას ისწორებს და დგება. შარვალი
თეძოდან ისე ეშვება, რომ... ოჰ... პირი მიშრება. ის როიალს თავისუფალი მოძრაობით
უვლის გვერდს და ჩემთან მოდის. განიერი ბეჭები, ვიწრო მენჯი... სიარულისას პრესის
კუნთები უთამაშებს. წარმოუდგენლად ლამაზია.
– შენ ახლა უნდა გეძინოს.
– რა საოცარი მუსიკა იყო. ბახია?
– ბახის მოტივებზეა, მაგრამ ალესანდრო მარჩელოს კონცერტია ჰობოისთვის.
– არაჩვეულებრივია, მაგრამ ძალიან სევდიანი.
ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი ეფინება.
– ახლავე ლოგინში, – მეუბნება ის, – უნდა გამოიძინო, რომ ხვალ კარგად იყო.
– გამეღვიძა და შენ რომ არ იყავი, ავდექი.
– დაძინება გამიჭირდა, მარტო ძილს ვარ შეჩვეული.
მისი განწყობის გაგება მიჭირს. მეჩვენება, რომ შეწუხებულია, მაგრამ სიბნელეში
კარგად ვერ ვარჩევ. იქნებ ეს უბრალოდ მუსიკის ბრალია... ის ხელს ნაზად მხვევს და
საძინებელში მივყავარ.
– დიდი ხანია უკრავ?
– ექვსი წლიდან.
თვალწინ ექვსი წლის ლამაზი, ჟღალთმიანი და ნაცრისფერთვალება ბიჭუნა მიდგება,
რომელსაც საოცრად სევდიანი მელოდიები უყვარს და გული მეწურება.
– თავს როგორ გრძნობ? – მეკითხება ის, როდესაც ოთახში ვბრუნდებით და ღამის
ნათურას ანთებს.
– კარგად.
ორივე ერთდროულად ლოგინისკენ ვიხედებით. ზეწარზე სისხლია – ჩემი
ქალიშვილობის დამადასტურებელი ფაქტი. სირცხვილისგან ვწითლდები და საბანში
უფრო მაგრად ვეხვევი.
– მისის ჯონს თავსატეხი გაუჩნდა. – ამბობს კრისტიანი. მერე ბრუნდება, ნიკაპით თავს
ზევით მაწევინებს და ყურადღებით მაკვირდება. უცებ ვხვდები, რომ ჯერ არ მინახავს
შიშველი მკერდით, ხელს ინსტინქტურად ვწევ, რომ მკერდზე შევეხო, მაგრამ ის მაშინვე
უკან იხევს.
– დაწექი, – მეუბნება მკაცრად, – დაწექი და მეც მოვალ.
ხელს ქვევით ვუშვებ და კოპებს ვკრავ. არც ერთხელ არ გამომივიდა, რომ
მკერდზეშევხებოდი. კრისტიანი კომოდის უჯრას აღებს, მაისურს იღებს და იცვამს.
– ახლავე ლოგინში! – მიმეორებს უკვე ბრძანებით.
ვწვები და ვცდილობ, სისხლზე არ ვიფიქრო. კრისტიანიც წვება და ზურგზე მეხუტება.
მერე თმაში მკოცნის და ოხრავს.
– დაიძინე, ანასტასია, – ჩურჩულებს ის საოცარი სინაზით. თვალებს ვხუჭავ, მაგრამ
მუსიკისა და მისი სიტყვებისგან გადმოღვრილი სევდა მიპყრობს... კრისტიან გრეის
სულს სევდიანი მხარე აქვს...

თავი მეცხრე
მზით გაჩახჩახებულ ოთახში ვიღვიძებ. ვიზმორები და თვალებს ვახელ. მაისის
არაჩვეულებრივი დღეა. ჩემ ფერხთით სიეტლის საოცარი ხედი იშლება, ჩემ გვერდით კი
ტკბილად სძინავს კრისტიან გრეის – არაჩვეულებრივი სანახაობაა. მიკვირს, რომ ისევ
ლოგინშია და იშვიათი შესაძლებლობა მაქვს, კარგად დავაკვირდე. მისი ლამაზი
მძინარე სახე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. სავსე ტუჩები ოდნავ შეღებული
აქვს, მბზინავი თმა კი მომხიბლავად ასწეწვია. არ შეიძლება, ასეთი ლამაზი იყო! უცებ
წითელი ოთახი მახსენდება... ალბათ ეს მართლა რაღაც არაკანონიერია. თავს ვაქნევ –
საფიქრალი გამიჩნდა. ხელით შეხება მინდება. პატარა ბავშვივით საყვარლად სძინავს.
არა, ახლა იმაზე ფიქრი არ შემიძლია, რა მითხრა, ან მე რა ვუპასუხე და რა გეგმები აქვს,
მით უმეტეს ჩემთან დაკავშირებით.
შემიძლია, მთელი დღე ვუყურო, მაგრამ ფიზიოლოგია თავისას ითხოვს. ლოგინიდან
ფრთხილად ვდგები, იატაკიდან კრისტიანის თეთრ პერანგს ვიღებ და ვიცვამ.
ტუალეტის ძებნაში რომელიღაც კარს ვაღებ და ჩემი საძინებლისხელა
ოთახგარდერობში ვხვდებ კედლების გასწვრივ თაროებისა და ძვირფასი კოსტიუმებით,
პერანგებითა და ჰალსტუხებით დახუნძლული საკიდების რიგებია. რაში სჭირდება
ადამიანს ამდენი ტანსაცმელი? უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ. თუმცა კეიტსაც ალბათ
არანაკლები რაოდენობის ტანსაცმელი აქვს. ოჰ, ღმერთო, კეიტი! როგორ დამავიწყდა!
გუშინ ხომ შეტყობინება უნდა გამეგზავნა. ჯანდაბა! გამიჩენს ახლა თავსატეხს. ნეტა
ელიოტთან როგორა აქვს საქმე?
საძინებელში ვბრუნდები. კრისტიანს არ გაუღვიძია. ისევ გავდივარ და მეორე კარს
ვსინჯავ. როგორც იქნა, ტუალეტს ვპოულობ, ჩემს ოთახზე დიდია, ერთი
ადამიანისთვის ხომ სრულიად უზარმაზარია. ორი ხელსაბანი დგას. სასაცილოა, თუ
კრისტიანს ყოველთვის მარტოს სძინავს, ესე იგი ერთ-ერთი მათგანით არასოდეს
უსარგებლიათ. კედელზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ სარკეში საკუთარ თავს შევცქერი.
შევიცვალე? მგონი – კი. სიმართლე ითქვას, იქ ცოტა მტკივა და კუნთები... ისეთი
შეგრძნებაა, თითქოს ცხოვრებაში პირველად ვივარჯიშე. „ოჰ, თითქოს ასე არ იყოს! ნეტა
როდის გივარჯიშია?!“ – ფეხების ბაკუნით თავს წევს ჩემი გაბრაზებული და
გამოღვიძებული ქვეცნობიერი. „იმ კაცს შესწირე შენი ქალიშვილობა, რომელსაც არც კი
უყვარხარ, შენთან დაკავშირებით ფრიად უცნაურ გეგმებს აწყობს და საერთოდ,
სექსუალურ მონად ქცევას გიპირებს.“
გაგიჟდი? გესმის, რას აკეთებ?
სარკეში ვიყურები და კოპებს ვკრავ. ამას ხომ მართლაც მოხერხება უნდოდა, რომ
წარმოუდგენლად ლამაზი და კრეზივით მდიდარი კაცი შემყვარებოდა, რომელსაც
ჩემთვის საწამებელი წითელი ოთახი აქვს გამზადებული. არა, ნამდვილად საშინელებაა!
ძალიან დაბნეული ვარ, საკუთარ გრძნობებში გარკვევაც კი მიჭირს. გაპუწული თმა ისევ
აქეთ-იქით მეფარჩხება. ვარცხნილობის სავარაუდო დასახელებაა: „სექსის შემდეგ“ და მე
აშკარად არ მიხდება. ვცდილობ, თითებით როგორმე მოვიწესრიგო, მაგრამ არაფერი
გამომდის და ვნებდები.
ძალიან მშია. უკან, საძინებელში მივდივარ. „მძინარე მზეთუნახავს“ ისევ სძინავს და
ფეხაკრეფით სამზარეულოსკენ მივიპარები. ჯანდაბა! კეიტი ისევ დამავიწყდა. ჩანთა
კრისტიანის კაბინეტში დამრჩა. შევდივარ, გამომაქვს და მობილურ ტელეფონს ვიღებ.
სამი შეტყობინებაა.
ანა, როგორ ხარ?
სად ხარ, ანა?
ანა, დამირეკე!
კეიტის ნომერს ვკრეფ, მაგრამ არ მპასუხობს. მლიქვნელურ შეტყობინებას ვუგზავნი,
რომ ცოცხალი ვარ. იმ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, რისაც ეშინოდა – ლურჯწვერას
მსხვერპლი არ გავმხდარვარ. თუმცა იქნებ გავხდი? პრინციპში რთული სათქმელია.
ვცდილობ, გავერკვე კრისტიან გრეისადმი გრძნობებში, მაგრამ ამოცანა ამოუხსნელი
მრჩება. იძულებული ვხდები, დამარცხება ვაღიარო. უბრალოდ, მარტო უნდა დავრჩე და
ყველაფერი მშვიდად გავიაზრო.
ჩანთაში ორ თმის რეზინს ვპოულობ და თმას ნაწნავებად ვიწნავ. ასე! რაც მეტად
დავემგვანები პატარა გოგონას, მით ნაკლები საფრთხე მელის ლურჯწვერასგან.
ჩანთიდან აიპოდს ვიღებ და ყურებში ყურსასმენს ვიდებ. ვგიჟდები საჭმლის
მომზადების დროს მუსიკის მოსმენაზე. პლეერს პერანგის გულის ჯიბეში ვიდებ და
ცეკვას ვიწყებ. საშინლად მშია!
სამზარეულო შთამბეჭდავია... აბსოლუტურად თანამედროვედაა აღჭურვილი და სულ
ერთიანად ლაპლაპებს. სახელურებს ვერსად ვხედავ და თავიდან ვერაფრით ვხვდები,
კარები როგორ გამოვაღო. კარგი... მოდი, კრისტიანს საუზმეს მოვუმზადებ, ამასწინათ
ხომ ომლეტს ჭამდა... ჰმ, სულაც გუშინ, „ჰიტმანში“... რამდენი რამე მოხდა გუშინდელს
აქეთ! მაცივარში ვიხედები: კვერცხი გვაქვს!.. ბეკონიანი ერბოკვერცხის და ბლინების
გაკეთება მინდება და ცეკვაცეკვით ცომის თქვეფას ვიწყებ.
კარგია, როცა რამეა გასაკეთებელი, აკეთებ და თან ფიქრობ, ოღონდ ზედმეტად
სერიოზული კირკიტი არ უნდა დაიწყო. მუსიკაც ხელს მიწყობს. აქ იმისთვის მოვედი,
რომ კრისტიან გრეის ლოგინში გამეტარებინა ღამე და, მიუხედავად იმისა, რომ თავის
ლოგინში ძილის უფლება არასოდეს არავისთვის მიუცია, მე ეს გამომივიდა. ვიღიმი:
მისია შესრულებულია. მაგარია! ძალიან, ძალიან, მაგარი! და ფიქრი წუხანდელ ღამეს
ვუბრუნდები. მისი სიტყვები, სხეული, როგორ მეფერებოდა... თვალებს ვხუჭავ და
სადღაც მუცლის სიღრმეში თბილ სპაზმს ვგრძნობ. ჩემი ქვეცნობიერი ისევ თვალებს
მიბრიალებს... „გჟიმავდა, კი არ გეფერებოდა“, – დამყვირის ჰარპიასავით. ყურადღებას
არ ვაქცევ, თუმცა გულის სიღრმეში ვაღიარებ, რომ სადღაც მართალია. ჯობია, ამაზე არ
ვიფიქრო და საუზმეს მივხედო...
მგონი, ამ ულტრათანამედროვე ტექნიკით მოწყობილ სამზარეულოს მივეჩვიე კიდეც.
რაღაც ისეთი მინდა, რომ, სანამ ბეკონს მივხედავ, ბლინები თბილად შევინახო.
ყურსასმენიდან ემი სტადტი უცნაურ ადამიანებზე მღერის, სხვებს რომ არ ჰგვანან,
ისეთებზე... სიმღერა თითქოს ჩემზეა, მეც, თეთრი ყვავივით თავს კომფორტულად
ვერსად ვერ ვგრძნობ... ახლა კი, მსოფლიოში ყველაზე უცნაური ადამიანისგან,
მსოფლიოში ყველაზე არაორდინალური შემოთავაზება მივიღე. ასეთი რატომ არის?
თავისთავად ასეთია თუ აღზრდის ბრალია? ადრე მსგავს არაფერს შევჯახებივარ.
ბეკონს გრილში ვდებ და სანამ იწვება, კვერცხის თქვეფას ვიწყებ. უცებ ვბრუნდები და
ვხედავ, რომ კრისტიანი ბართან მდგარ ერთ-ერთ ტაბურეტზე ზის და ხელებზე
ნიკაპდაყრდნობილი შემომყურებს. ტანზე ისევ ის მაისური აცვია. ვარცხნილობა „სექსის
შემდეგ“, ჩემგან განსხვავებით, ძალიანაც უხდება. ...და გაუპარსავი სახეც. ცოტა
გაკვირვებული და დაბნეული გამომეტყველება აქვს. ვშეშდები, ვწითლდები და
ყურებიდან ყურსასმენს ვიძრობ. როგორც ყოველთვის, მის დანახვაზე მუხლებში
სისუსტე მივლის.
– დილა მშვიდობისა, მის სტილ. როგორც ვხედავ, დღე ენერგიულად დაგიწყიათ.
– კარგად მეძინა, – ენა მებმის. ის კი ღიმილის დამალვას ცდილობს.
– საინტერესოა, რატომ?! – კრისტიანი ჩუმდება და ჩაფიქრებულ გამომეტყველებას
იღებს, – ისე, მეც კარგად მეძინა, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ლოგინში დავბრუნდი.
– გშია?
– ძალიან, – მპასუხობს ის და უცნაური გამომეტყველებით შემომყურებს. ბოლომდე
დარწმუნებული არა ვარ, რომ საჭმელს გულისხმობს.
– ბლინები და ბეკონიანი ერბოკვერცხი გინდა?
– კარგი იქნებოდა.
– თეფშების სადგამები ვერ ვიპოვე... – ვეუბნები და მღელვარება რომ დავმალო, მხრებს
ვიჩეჩავ...
– მე გამოვიღებ. შენ მზადება გააგრძელე. გინდა, რამე მუსიკა ჩაგირთო, რომ... ჰმ...
ცეკვა შეძლო?
ვგრძნობ, რომ ისევ ვწითლდები, სახეს ვარიდებ და ცოცხალი თავით თვალებში არ
ვუყურებ.
– გთხოვ, ჩემ გამო არ გაჩერდე, საინტერესო სანახაობა იყო, – მის ხმაში დაცინვა ისმის.
ტუჩები გაბუტულივით მებუშტება. საინტერესო სანახაობა?.. ჩემს ქვეცნობიერს
ხარხარისგან მუცელი ხელით უჭირავს და იატაკზე გორაობს. რაღა დამრჩენია, ისევ
კვერცხის თქვეფას ვუბრუნდები, თუმცა ალბათ უფრო ნერვიულად, ვიდრე საჭიროა.
უცებ ჩემ გვერდზე ჩნდება და კიკინას მქაჩავს.
– მომწონს, – ჩურჩულებს მაცდუნებლად, – მაგრამ ეს ვერ გიშველის.
აჰა! გასაგებია, ლურჯწვერამ გაიღვიძა.
– ომლეტი გირჩევნია თუ „თვალი“?
– ომლეტი – კარგად გათქვეფილი.
ზურგით ვბრუნდები, რომ ღიმილი არ შემამჩნიოს. ისეთ, მისთვის უჩვეულოდ
მხიარულ განწყობაზეა, რომ ვეღარ ვებუტები. კრისტიანი უჯრას აღებს და მაგიდაზე
თეფშების ორ სადგამს დებს, მე კი ათქვეფილ კვერცხს ტაფაზე ვასხამ, მერე ბეკონს
ვამოწმებ, ვატრიალებ და ისევ უკან, გრილში ვაბრუნებ. მობრუნებულს, მაგიდაზე
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა მხვდება, თავად კი ყავის მადუღარასთან დგას და ყავას
იდუღებს.
– ჩაის დალევ?
– კი, თუ გაქვს.
ორ თეფშს ვპოულობ და ღუმელის ფილაზე ვაწყობ. კრისტიანი კარადას აღებს და
„ინგლისური საუზმის“ შეკვრას მაწვდის. ტუჩებს ვმუწავ.
– როგორც ვხედავ, ყველაფერი წინასწარ გაგითვალისწინებიათ, მისტერ გრეი!
– ნუთუ? როგორც მახსოვს, ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია, მის სტილ!
ამით რის თქმა უნდა? ჩვენს მოლაპარაკებებს გულისხმობს? ჩვენს... აჰა, ჩვენი
ურთიერთობის ფორმას! ნეტა გამაგებინა, ამის უკან რა იმალება?! საჭმელს შემთბარ
თეფშებზე ვანაწილებ, მაგიდაზე ვდებ და ნეკერჩხლის სიროფის გამოსაღებად
მაცივარში ვიხედები. ვსწორდები და ვხედავ, რომ კრისტიანი ფეხზე დგას და ჩემს
დაჯდომას ელოდება.
– მის სტილ... – მომმართავს ის და ერთერთ ტაბურეტს მიწევს.
– მადლობას მოგახსნებთ, მისტერ გრეი, – მედიდურად ვუქნევ თავს და ტაბურეტზე
ვჯდები. დაჯდომისას სახე ოდნავ მეცვლება.
– ძალიან გტკივა? – მეკითხება კრისტიანი და თვითონაც ჯდება.
ვწითლდები. რა საჭიროა ეს ინტიმური კითხვები?
– სიმართლე გითხრა, შესადარებელი არაფერთან მაქვს. გინდა თანამიგრძნო? –
ვეკითხები ხაზგასმულად დამტკბარი ხმით.
– არა, მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, შევძლებ თუ არა შენი სწავლების
გაგრძელებას.
– ააჰ! – გაოგნებული შევყურებ. ისევ სუნთქვა მეკვრის და შიგნით ყველაფერი
ერთიანად მეჭიმება. ღმერთო, რა სიამოვნებაა... თუმცა კვნესას როგორღაც ვიკავებ...
– ანასტასია, ჭამე.
აღარც კი ვიცი, რა მირჩევნია... იქნებ სექსი? ნამდვილად!
– სხვათა შორის, გემრიელია, – ირონიულად იღიმება კრისტიანი.
პირისკენ ომლეტის ნაჭერი მიმაქვს, მაგრამ მე ვერავითარ გემოს ვეღარ ვგრძნობ.
სწავლების გაგრძელება!“... აჰა, – „პირში მინდა მოგცე“ ალბათ სწავლების გაგრძელებას
ნიშნავს!
– რამდენჯერ გითხრა, ტუჩის წვალებას მოეშვი, გონებას მიფანტავ, მით უმეტეს მაშინ,
როცა ვიცი, რომ ჩემი პერანგის ქვეშ სრულიად შიშველი ხარ.
ჩაის ერთჯერად პაკეტს მდუღარე წყალში ვდებ. ისე, გონება მეც მასზე არანაკლებად
მაქვს არეული.
– რა სახის სწავლებას გულისხმობ? – ვეკითხები მოჩვენებითი გულგრილობით, მაგრამ
ჩემი ზედმეტად მაღალი ხმა მყიდის.
– ნუ, რადგან დღეს შენ იქ გტკივა, შეგვიძლია სწავლება ორალურის საფუძვლებით
გავაგრძელოთ.
ჩაი სასულეში მცდება და უჰაერობისგან გაფართოებული თვალები ცრემლით მევსება.
კრისტიანი ხელს ზურგზე რბილად მირტყამს და ფორთოხლის წვენს მაწვდის. ნეტა რა
ჩაიფიქრა?
– ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ დარჩენა გინდა, – ამატებს ის სახეზე
სრულიად არაფრისმთქმელი გამომეტყველებით.
– დღეს დავრჩებოდი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ხვალ კი ვმუშაობ.
– რომელ საათზე უნდა იყო „კლეიტონში”?
– ცხრაზე.
– ცხრა საათისთვის იქ იქნები.
მე ღამე არ მიგულისხმია, რაა?! უნდა, რომ კიდევ ერთი ღამით დავრჩე?
– საღამოს სახლში უნდა დავბრუნდე – გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ მაქვს.
– შეგვიძლია, რამე ვიყიდოთ.
ტანსაცმელზე დასახარჯი თავისუფალი ფული ნამდვილად არა მაქვს. კრისტიანი ხელს
ნიკაპზე მკიდებს და ცერა თითით ოდნავ ქვევით ქაჩავს, რომ ქვედა ტუჩი ჩემი
კბილებისგან გაანთავისუფლოს. ვერც კი ვგრძნობდი, რომ ისევ ვიწვალებდი.
– რაშია საქმე?
– საღამოს სახლში უნდა ვიყო.
– კარგი, საღამოს იქნები, – ენთუზიაზმის გარეშე მეთანხმება ის, – ახლა საუზმე
დაამთავრე.
გული და გონება ერთიანად არეული მაქვს. მადა სრულიად დავკარგე.
– ჭამე, ანასტასია.
– მეტი აღარ მინდა, – ვბუტბუტებ მე.
– თუ შეიძლება, დაამთავრე.
– რატომ გაქვს ასეთი დამოკიდებულება საჭმელთან? – ჩემთვისვე მოულოდნელად
მწყდება ენიდან კითხვა.
წარბებს კრავს.
– ხომ გითხარი. ვერ ვიტან, საჭმლის გადაყრა რომ მიხდება. ჭამე! – მეუბნება მკაცრად
და თვალები თითქოს ტკივილისგან უმუქდება.
ჯანდაბა! რა სჭირს? ჩანგალს ვიღებ და ვჭამ. თუ ასე ნერვიულობს, მომავლისთვის
უნდა გავითვალისწინო და ნაკლები გადმოვიღო ხოლმე. ჩემს თეფშზე ომლეტის
შემცირებასთან ერთად კრისტიანს გამომეტყველება ურბილდება. თავის თეფშს
ბოლომდე ასუფთავებს, მელოდება, რომ მეც დავამთავრო და ორივეს მაგიდიდან იღებს.
– შენ გაამზადე, მე ვალაგებ.
– ძალიან დემოკრატიული მიდგომაა.
– ნამდვილად, – წამით ჩერდება და კოპებს კრავს, – და ჩემთვის უჩვეულო. ალაგებას
რომ მოვრჩები აბაზანას მივიღებთ.
– კარგი.
აჰა... ისე შხაპი მირჩევნია. ჩემი მობილურის ზარს ოცნებებიდან გამოვყავარ. კეიტია.
– ჰეი, როგორ ხარ? – კრისტიანისგან რომ შორს ვიყო, აივანზე გავდივარ.
– ანა, გუშინ რატომ არ შემეხმიანე? – ბრაზობს კეიტი.
– მაპატიე, ასე გამოვიდა.
– ცოცხალი ხარ?
– კი. ყველაფერი წესრიგშია.
– გქონდათ? – ცნობისმოყვარეობას ვეღარ მალავს. მისი მოუთმენლობით შეწუხებული,
თვალებს ვატრიალებ.
– კეიტ, დიდხანს ლაპარაკი არ შემიძლია.
– აჰა! ესე იგი, გქონდათ..
საიდან ხვდება? თუ უბრალოდ ჩემი გამოტეხა უნდა? ვერაფერს ვეუბნები, იმ ოხერ
შეთანხმებაზე მაქვს ხელი მოწერილი.
– კეიტ, გთხოვ!..
– როგორი იყო? კარგად ხარ?
– ხომ გითხარი, კარგად ვარ.
– ალერსიანი იყო?
– კეიტ!.. – ვეღავ ვმალავ გაღიზიანებას.
– ანა, ნუ გამაგიჟე! ოთხი წელია, ამას ველოდები.
– საღამოს გნახავ, – ვუჭრი მოკლედ და ტელეფონს ვთიშავ. სერიოზული გამოცდა
მელის. კეიტი ასე ადვილად თავს არ დამანებებს, ყველაფრის დეტალებში გაგებას
მოინდომებს, მე კი ვერ მოვუყვები, რადგან ხელი იმ... რა ჰქვია? გაუხმაურებლობის
ხელშეკრულებას მოვაწერე. კეიტი გაგიჟდება და მართალიც იქნება. სასწრაფოდ გეგმა
მჭირდება.
ვბრუნდები და ვხედავ, რომ კრისტიანი თავის სამზარეულოში გრაციოზულად
საქმიანობს.
– კრისტიან, ის გაუხმაურებლობის შეთანხმება რას ეხება? – ვეკითხები ფრთხილად.
– რაშია საქმე? – გრეი ჩაის ერთჯერად პაკეტს აგდებს და დაინტერესებული
გამომეტყველებით თავს ჩემკენ აბრუნებს.
– უბრალოდ, რამდენიმე კითხვა მაქვს სექსთან დაკავშირებით, – მზერა საკუთარ
ხელებზე გადამაქვს, – მინდოდა, კეიტისთვის მეკითხა.
– მე მკითხე.
– კრისტიან, მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად... სექსთან დაკავშირებულ
კითხვებზე შენ მხოლოდ ტენდენციური და ბუნებრიობიდან გადახრილი პასუხი
შეგიძლია გამცე, მე კი მიუკერძოებელი აზრი მჭირდება. სუფთად ტექნიკური
კითხვებია და მეტი არაფერი. წამების წითელ ოთახს არც კი ვახსენებ, პირობას გაძლევ.
წარბები შუბლზე ასდის...
– წამების წითელ ოთახს? ის წამების კი არა, სიამოვნების ოთახია, ანასტასია. თანაც
შენი დაქალი ჩემს ძმასთან წევს, ამიტომ ჯობია არაფერი მოუყვე.
– შენმა ოჯახმა იცის შენი... ეე... თავისებურებების შესახებ?
– არა. ეს იმათ არ ეხება.
კრისტიანი ნელა მიახლოვდება და ჩემ წინ ჩერდება.
– რის გაგება გინდოდა? – ის ლოყაზე ნაზად მისვამს თითს და სახეს ზევით მაწევინებს,
რომ თვალებში შემხედოს. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობ: ამ ადამიანს ვერ
მოვატყუებ.
– მნიშვნელოვანი, არაფერი, – ვპასუხობ მე ჩურჩულით.
– შეგვიძლია, იქიდან დავიწყოთ, მოგეწონა თუ არა წუხანდელი ღამე? – მის თვალებში
ცნობისმიყვარეობას ვკითხულობ. მისთვის ეს მნიშვნელოვანია?! ოჰო!
– ძალიან, – ვპასუხობ ჩუმად.
კმაყოფილი იღიმება.
– მეც, ძალიან, – მიტყდება ისიც, – ადრე არასდროს მქონია ვანილის სექსი. ისე, უნდა
ვაღიარო, ვანილის სექსსაც ჰქონია თავისი უპირატესობა, ან იქნებ ეს შენ გამოა ასე?! –
მეკითხება და ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს.
ღრმად ვოხრავ. „ვანილის სექსი“?
– წამოდი, აბაზანა მივიღოთ, – კრისტიანი იხრება და მკოცნის. გული მაშინვე
ფართხალს მიწყებს და სადღაც შიგნით... სულ ქვემოთ სურვილი იბადება. აბაზანა
თეთრი ქვისაა, ღრმა და ოვალური. კრისტიანი ონკანს უშვებს და აბაზანის ავსებას
იწყებს, თან შიგ რაღაც ძვირფას საშუალებას ასხამს, რომელიც წყლის ნაკადით ქაფდება
და ჟასმინის საოცარ არომატს აფრქვევს. ის დგას და ჩამუქებული თვალებით
შემომცქერის, მერე მაისურს იძრობს და იატაკზე აგდებს.
– მის სტილ... – მომმართავს და ხელს მიწვდის.
აბაზანის კართან თვალებგაფართოებული, გაუბედავად ვდგავარ, მერე ნაბიჯს ვდგამ,
თუმცა აღფრთოვანებულ მზერას ვერ ვაშორებ. ის საოცრად სექსუალურია. ჩემი
ქვეცნობიერი ისევ სადღაც კუთხეში გდია გულწასული. ხელს ვკიდებ, კრისტიანი
მანიშნებს, რომ აბაზანაში ჩავდგე, თუმცა კი ჯერ ისევ მის პერანგში ვარ. ბრძანებას
მორჩილად ვასრულებ. თუ მის საშინელ წინადადებას დავთანხმდები, ამასთან შეგუება
მომიწევს. თუ!..
წყალი მაცდუნებლად ცხელია.
– ჩემკენ მობრუნდი, – მეუბნება კრისტიანი.
ბრძანებას ვასრულებ. ის ყურადღებით მაკვირდება.
– ნამდვილად გემრიელი ტუჩი გაქვს, გეთანხმები, მაგრამ შეწყვიტე წვალება! – ცრის
კბილებიდან, – ასე რომ აკეთებ, შენი გაჟიმვა მინდება, შენ კიდევ ჯერ არ შეგხორცებია.
გასაგებია?
მოულოდნელობისგან ჰაერის ჩასუნთქვას ვეღარ ვახერხებ და მექანიკურად ტუჩს თავს
ვანებებ.
– აი, ასე, – მეუბნება გამომწვევად, – ყველაფერი მშვენივრად გესმის.
სასოწარკვეთილი თავს ვუქნევ და ვერ ვხვდები, ასე რა მოქმედებს ჩემზე.
– ძალიან კარგი.
პერანგის ჯიბიდან აიპოდს მაცლის და ხელსაბანის კიდეზე დებს.
– წყალი და აიპოდი დიდად ჭკვიანური კომბინაცია არ არის, – ამბობს ის, იხრება,
ხელებს პერანგის ბოლოებს ჰკიდებს, გაუხსნელად თავს ზემოდან მხდის და იმასაც
იატაკზე აგდებს. მერე უკან გადის და შედეგს შორიდან აკვირდება. მის წინაშე
სრულიად შიშველი და გაწითლებული ვდგავარ – მუცელთან ერთმანეთზე
უხერხულად გადაჯაჭვულ საკუთარ ხელებს დავყურებ. საშინლად მინდა, სასწრაფოდ
ქაფიან წყალში დავიმალო, მაგრამ ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვიქცე.
– ეი, – მესმის მისი ხმა, თვალებს ვწევ და ვხედავ, რომ გვერდზე თავგადახრილი დგას
და მიყურებს, – ანასტასია, იცი, რომ ძალიან ლამაზი ხარ? ულამაზესი! და დასარცხვენიც
არაფერი გჭირს, შენი ყურება ერთი სიამოვნებაა, გესმის?
კრისტიანი მიახლოვდება, ნიკაპზე ხელს მკიდებს, თავს მაწევინებს და თვალებში
მიყურებს. მის მზერაში სითბოს და სურვილს ვკითხულობ. ღმერთო ჩემო!.. ის ისე
ახლოს დგას, რომ შეხება მინდება.
– ჩაჯექი, – მაწყვეტინებს არეულ ფიქრს და შვებით ვიფარები ცხელი წყლით. უჰ,
იკბინება, ცხელია. ქაფს არაჩვეულებრივი სუნი აქვს და ტემპერატურასაც მალე ვეჩვევი.
აბაზანის კიდეს ვეყუდები, თვალებს ვხუჭავ და დამამშვიდებელ სითბოში ვდუნდები.
თვალს რომ ვახელ, კრისტიანი ზემოდან დამყურებს.
– ეგრე აპირებ მანდ დგომას? – ვეკითხები, როგორც მეჩვენება, გაბედულად და
საკუთარ ხმას ვერ ვცნობ.
– ახლავე, გაიწიე.
ის პიჟამის შარვალს იძრობს, აბაზანაში ჩამოდის, ზურგს უკან მიჯდება და თავისკენ
მიზიდავს. თავის გრძელ ფეხებს ფეხებზე ზევიდან მაწყობს, მუხლებში ხრის, რის გამოც
მისი ტერფები ჩემი ტერფების დონეზე ექცევა და ფეხებს აქეთ-იქით მაშლევინებს.
მოულოდნელობისგან ვცბები. ის კი ცხვირით თმაში მეფლობა და მყნოსავს.
– რა კარგი სუნი გაქვს, ანასტასია.
სხეულში ჟრუანტელი მივლის. კრისტიან გრეის აბაზანაში სრულიად შიშველი ვწევარ
და მას, ასევე სრულიად შიშველს, ზურგით ვეყუდები... გუშინ, როდესაც მის ნომერში
გავიღვიძე, ჩემთვის რომ ვინმეს ეს ეთქვა, ვერაფრით ვერ დავიჯერებდი. კრისტიანი
თაროდან გელს იღებს და ხელისგულზე ისხამს, მერე იქაფებს და ძლიერი, გრძელი
თითებით ჩემი კისრის და მხრების ნაზ მასაჟს იწყებს. სიამოვნებისგან ვკვნესი.
– მოგწონს? – მესმის ზედ ყურთან მისი ხმა და ვგრძნობ, რომ იღიმება.
– ჰმ...
რბილი მოძრაობით ხელები იღლიებისკენ ჩამოაქვს. რა კარგია, რომ კეიტმა გაპარსვა
მაიძულა. მერე მკერდისკენ აცურებს და ძუძუებს გრძელ თითებში იქცევს, სხეული
ინსტინქტურად ზემოთ მეზნიქება და შეღებული პირიდან ხმამაღალი კვნესა ამომდის.
წუხანდელი ღამის შემდეგ ძუძუს თავები საშინლადმტკივა. მაგრამ მკერდზე დიდხანს
არ ჩერდება და ქვემოთ, მუცლისკენ ინაცვლებს. სუნთქვა მიჩქარდება, გული
ამოვარდნაზე მაქვს. უკან, წელთან მის ნელ-ნელა მზარდ ერექციას ვგრძნობ.
მსიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ ჩემი სხეული მასზე ასე მოქმედებს. „შენი სხეული, და
არა შენ“, – კბილს მკრავს ჩემი ქვეცნობიერი. მაგრამ დაუპატიჟებელ კრიტიკოსს მაშინვე
ვიშორებ...
კრისტიანი ხელს პირსახოცის რბილი ნაჭრის ჯაგრისისკენ იწვდენს, სურვილით
გათანგული და მის მკერდზე თავმიდებული, მძიმედ ვსუნთქავ და მის მკვრივ
დაკუნთულ ბარძაყებს ვეჭიდები. ნაჭერზე თხევად საპონს ასხამს, იხრება და ფეხებს
შორის მბანს. სუნთქვა მეკვრება. მისი გრძელი თითებით ნაჭერს მიღმიდანაც ადვილად
პოულობს მგრძნობიარე წერტილს, სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი მივლის... ჩემი
თეძოები საკუთარი შინაგანი რიტმით მოძრაობას იწყებს. გონება მებინდება, მკერდი
ისევ წინ მეზნიქება და ჩემს გაღებულ პირს ღრმა კვნესა სწყდება. სადღაც ღრმად,
შიგნიდან აზვირთებული სურვილი განუწყვეტელი დაუოკებლობით იზრდება... ოჰ,
ღმერთო!..
– ასე, საყვარელო, – მეჩურჩულება კრისტიანი ყურთან და ბიბილოზე ნაზად მკბენს, –
აი, ასე. იგრძენი...
ის ფეხებს კიდევ უფრო ფართოდ მაშლევინებს და აბაზანის კედლებთან მიმწყვდევს.
ასეთ მდგომარეობაში ჩემს ყველაზე მგრძნობიარე წერტილებს კიდევ უფრო ადვილად
სწვდება....
– გთხოვ, კრისტიან... – ვემუდარები სუნთქვაარეული. სხეული მიქვავდება, მოხრილი
ფეხების გაშლას ვცდილობ, მაგრამ არ მიშვებს. მის სექსუალურ მონობაში ვარ
მოქცეული, ის კი განძრევის საშუალებას არ მაძლევს.
– ვფიქრობ, უკვე საკმაოდ სუფთა ხარ, – ჩურჩულებს კრისტიანი და ჩერდება.
რაა? არა! არა! გთხოვ!..
– რატომ გაჩერდი? – ვბუტბუტებ უკმაყოფილოდ.
– სხვა გეგმები მაქვს, ანასტასია.
რაა?.. ოჰ, ღმერთო... მე ხომ თითქმის... ასე არ შეიძლება!
– მობრუნდი. ახლა ჩემი ჯერია.
აჰ! მისკენ მიბრუნებული ვხედავ, რომ ხელით თავისი აგზნებული ასო უჭირავს...
მოულოდნელობისგან პირს ვაღებ.
– მინდა, ჩემი სხეულის ყველაზე ძვირფასი ნაწილი უფრო ახლოს გაგაცნო.
რამხელაა! ასოს თავი წყლის ზემოთაც კი ამოდის. კრისტიანს ტუჩებზე
თვითკმაყოფილი ღიმილი დასთამაშებს. მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ მის ასოს
პირდაღებული შევყურებ და ჩემი რეაქციის გამო იღიმება. ეს ჩემში იყო?! როგორ? აჰა,
უნდა, რომ შევეხო? ჰმ... კარგი... ვუღიმი, მერე მეც კრისტიანივით თხევად საპონს ვიღებ
და ხელებს ვიქაფებ, თან თვალებში გამომწვევად ვუყურებ. ტუჩები ოდნავ შეღებული
მაქვს... განზრახ ვიკვნეტ ქვედა ტუჩს და ენით ზუსტად იმ ადგილს ვილოკავ, სადაც
იქამდე კბილებით ვქაჩავდი. ჩამუქებული მზერით სერიოზულად შემომყურებს, მაგრამ,
როგორც კი ენით ქვედა ტუჩს ვეხები, გუგები უფართოვდება. თითებს მისი ასოს
გარშემო ვკრავ და მისივე მოძრაობას ვიმეორებ. კრისტიანი წამით თვალებს ხუჭავს.
ოჰო... თურმე უფრო მკვრივი ყოფილა, ვიდრე მეგონა, ოდნავ ვაწვები... კრისტიანი
ხელზე ზემოდან თავის ხელს მკიდებს.
– კარგია, – ჩურჩულებს თვალდახუჭული, ხელს მყარად მიჭერს და ზევითქვევით
მამოძრავებინებს. სუნთქვა ერევა, თვალებს ახელს და ერთიანად დაბინდული და
არეული მზერით მიყურებს, – ასე... კარგი გოგო ხარ.
ხელს მიშვებს და ისევ თვალებს ხუჭავს. თეძოებით ოდნავ იზნიქება... თითებს უფრო
ძლიერად ვუჭერ. სადღაც სიღრმიდან ჩუმად კვნესის. „პირში მოგცემ“... მახსენდება მისი
სიტყვები, როგორ ჩამიყო გუშინ თითი პირში და მიბრძანა, მთელი ძალით მომეწოვა.
სანამ თვალები დახუჭული აქვს, წინ ვიხრები, ასოს გარშემო ტუჩებს მჭიდროდ ვკუმავ
და ფრთხილად ვიწყებ წოვას, თან ენით თავს ვულოკავ.
– ოოჰ, ანა... – თვალები ფართოდ ეხილება. გათამამებული უფრო ძლიერად ვიწყებ
წუწნას.
მისი ასო ხავერდში გახვეულ რკინასავით, რბილიც არის და მკვრივიც, ჩემდა
გასაკვირად, საოცრად გემრიელიც – ოდნავ მომლაშო და სლიპინა.
– ოჰ, ღმერთო, – კვნესის კრისტიანი და თვალებს ხუჭავს.
უფრო ქვევით და წინ ვიხრები – მისი ასო უფრო ღრმად შემდის პირში. ჰა! ჩემი
შინაგანი ქალღმერთი ზეიმობს. მე ამის გაკეთება შემიძლია! კრისტიანი პირში მაძლევს.
ენის წვერით ასოს თავს ვლოკავ, კრისტიანს თეძო ჩემკენ ეზნიქება. ვნებით და
სურვილით სავსე თვალებს ახელს, კრიჭა მჭიდროდ აქვს შეკრული და ყბა – დაძაბული.
ვგრძნობ, როგორ ეჭიმება ჩემს ხელებში ბარძაყები. წინ იხრება, ხელს ნაწნავებში
მკიდებს და თავზე მაწვება, ქვევიდან კი თეძოს ზემოთ ზნექს.
– ოოჰ... ანა... ღმერთო, რა კარგია...
წოვას ვაძლიერებ, ენით უზარმაზარი ასოს თავს ვეთამაშები. კრისტიანი მძიმედ
სუნთქავს და კვნესის.
– უფრო ღრმად შეგიძლია? – მეკითხება ენაარეული.
ჰმ... ისე, რომ ასოს თავი საყლაპავის კედელს ეხება, პირით, უფრო ღრმად ვეცმები, მერე
ისევ ზევით ვიწევი და ენას თავის გარშემო ვატარებ. ოოჰ! ეს ხომ ჩემი საწუწნი
კანფეტია! ...და უფრო და უფრო ძლიერად ვწუწნი, უფრო და უფრო ღრმად ვუშვებ
ყელში და უფრო და უფრო ჩქარა ვლოკავ ენით... ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთი
სასიამოვნო იქნებოდა ყურება, როგორ ეთანგება სხეული გიჟური ჟინით. ჩემი შინაგანი
ქალღმერთი, გამარჯვებით გახარებული, სალსას ცეკვავს თეძოების ვნებიანი ქნევით.
– ანასტასია, ახლა პირში გაგითავებ, – მის ნაწყვეტ=ნაწყვეტ სიტყვებში გაფრთხილება
ისმის, – თუ არ შეგიძლია, ახლავე გაჩერდი.
ის თეძოს ზნექს. მის ფართოდ გახელილ თვალებში ერთდროულად სიფრთხილეც
იკითხება და შეშლილი ვნებაც – მას ვუნდივარ. ჩემი პირი უნდა... ოჰ, ღმერთო.
ორივე ხელით ჩემს ნაწნავებსაა ჩაფრენილი. ყველაფერი გამომივა... ყელში ღრმად
ვუშვებ ასოს და ჩემდამი უდიდესი ნდობის იმ წამს, კბილებს ვუშიშვლებ. ეს
უკანასკნელი წვეთია. კრისტიანი ღმუის და შეშდება, ყელში თბილ, მომლაშო სითხეს
ვგრძნობ და ნაჩქარევად ვყლაპავ. ფუჰ... სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ
კრისტიანის ნეტარების ზენიტს ვგრძნობ და უსიამოვნო შეგრძნება მაშინვე მავიწყდება.
მოზეიმე ღიმილით, კმაყოფილი მის პირდაპირ ვსწორდები და ვუყურებ. ის ჯერ კიდევ
მთელი მკერდით და მძიმედ სუნთქავს.
– გულისრევის რეფლექსი არ გაქვს? – მეკითხება გაკვირვებული, – ღმერთო, ანა!..
ღმერთო, რა მაგარი იყო... ვერც კი წარმოვიდგენდი... ანა...
ვიღიმები და ტუჩს განზრახ ვიკვნეტ. ის დაფიქრებული შემომყურებს.
– ეს ადრე გაგიკეთებია?
– არა, – ვპასუხობ ამაყად.
– კარგი, – ამბობს კმაყოფილი და, მგონი, შვებითაც, – კიდევ ერთი – „პირველად“, მის
სტილ, – მზერა შემფასებლური უხდება, – ორალურ სექსში ულაპარაკოდ უმაღლეს
ქულას იმსახურებთ. ახლავე ლოგინში! ერთი ორგაზმი ჩემზეა.
ორგაზმი?! კიდევ ერთი!
ის აბაზანიდან გადადის და ღვთიური სილამაზის ადონისის, ანუ კრისტიან გრეის
ხილვის საშუალება მეძლევა. ჩემმა შინაგანმა ქალღმერთმა ცეკვა შეწყვიტა და,
სანახაობით მონუსხული, ისიც ნერწყვებს ყლაპავს. ერექცია ოდნავ დაეცა, მაგრამ ასო
მაინც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვს... ოჰო! კრისტიანი თეძოს გარშემო პატარა პირსახოცს
იხვევს, ძლივს რომ ფარავს ყველაზე მნიშვნელოვანს და დიდ, თეთრ და ფუმფულა
პირსახოცს მე მაწვდის. აბაზანიდან ამოსვლაში მეხმარება, მერე რბილ პირსახოცში
მახვევს და ცხელი ტუჩებით ძლიერად მკოცნის, ენით პირს მაღებინებს და ჩემს ენას
ეძებს... მინდა, ხელები გავითავისუფლო და მოვეხვიო... შევეხო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ეს
კოცნა ამქვეყნად ყველაფერს მავიწყებს. ჩემი სახე ორივე ხელით ნაზად უჭირავს, მისი
ენა ფრთხილად ელამუნება ჩემსას და ვხვდები, რომ მადლიერებას გამოხატავს... ალბათ
ჩემი პირველი მინეტისთვის? ოჰ!.. მერე ოდნავ მცილდება, ჩემი სახე ისევ ხელებში აქვს
მოქცეული და დაბნეული და თითქოს სასოწარკვეთილი თვალებში მიყურებს.
– დამთანხმდი, – ჩურჩულებს ის ჟინით.
ვერ ვხვდები, რას გულისხმობს და შუბლს ვჭმუხნი.
– რაზე მეუბნები?
– შეთანხმებაზე უარი არ თქვა. გახდი ჩემი. გთხოვ, ანა, ძალიან გთხოვ... – ჩურჩულებს
ის და სახეს ნაზი ვნებით მიკოცნის, მერე ისევ მცილდება და დიდხანს მიყურებს
თვალებში.
ბოლოს ხელს მკიდებს და საძინებელში მივყავარ, რატომღაც უცებ მოთენთილი, უკან
მივყვები. წარმოუდგენელია, ეს მართლა უნდა. საძინებელში ვჩერდებით. ის რამდენიმე
წამს ზემოდან თვალმოუშორებლად მიყურებს.
– მენდობი? – მეკითხება უეცრად და მეც თავს ვუქნევ, რადგან ვხვდები, რომ, რაც უნდა
უცნაური იყოს, მართლა ვენდობი. რის გაკეთება უნდა? სხეულში დენის დარტყმასავით
ჟრუანტელი მივლის.
– კარგია, – იღიმება კმაყოფილი და ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს. მერე
გარდერობის ოთახში გადის და ხელში მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო აბრეშუმის
ჰალტუხით ბრუნდება.
– ხელები გამოსწიე, – მეუბნება ის, პირსახოცს მაძრობს და იატაკზე აგდებს. ბრძანებას
ვასრულებ. კრისტიანი მაჯებს ჰალსტუხით მიკრავს და მაგრად კვანძავს. თვალები
ვნებით უელავს. ისე მაგრად შემიკრა, რომ მომინდეს, ხელებს ვერ გავითავისუფლებ.
ალბათ ასეთი კვანძი ბოისკაუტების ბანაკში ისწავლა... ახლა? პულსი მიჩქარდება, გული
ლამის მკერდიდან ამომვარდეს.
– ასე პატარა გოგოს ჰგავხარ, – ჩურჩულებს ის და ჩემკენ ნაბიჯს დგამს. თვალებში
ვუყურებ და ინსტინქტურად უკან, საწოლისკენ ვიხევ. კრისტიანი თეძოდან პირსახოცს
იძრობს, მაგრამ მე მის ვნებით მოქცეულ სახეს ვერ ვაშორებ თვალს.
– ოჰ, ანასტასია... მაგიჟებ... – ჩურჩულებს ის, საწოლზე მაწვენს და ხელებს თავს ზემოთ
მაწევინებს, – ხელები არ ჩამოუშვა, გასაგებია? – მწველი მბრძანებლური მზერა
სხეულზე ცეცხლივით მედება და ამ ძალას დამონებული მეტყველების უნარს ვკარგავ.
ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვის...
– მიპასუხე, რა არ უნდა გააკეთო?
– ხელები არ უნდა ჩამოვუშვა, – ვჩურჩულებ მოლოდინით აცახცახებული.
– სწორია, – მეუბნება ოდნავი ღიმილით. პირდაპირ თვალებში მიყურებს,
დემონსტრაციულად ნელა ენის წვერით ჯერ ქვედა, მერე ზედა ტუჩს ილოკავს, ნელა
იხრება და ჯერ ისევ სველი ტუჩებით მკოცნის.
– თქვენი სხეულის ყველა წერტილი მინდა დავკოცნო, მის სტილ, – მეუბნება ის ნაზი
ჩურჩულით, ხელს ნიკაპში მკიდებს, თავს ზევით მაწევინებს და ყელს მიშიშვლებს. ნელა
იხრება, მისი მხურვალე ტუჩების ყელზე შეხება მთელ სხეულს სითბოდ ედება, ნელ-
ნელა ქვემოთ ინაცვლებს, მკბენს, მწოვს, მკოცნის... აბაზანის შემდეგ ჩემი კანი უფრო
მგრძნობიარედ რეაგირებს. გახურებული სისხლი მუცლის ქვედა ნაწილში, ფეხებს
შორის მაწვება. ოდნავ გაღებული პირიდან კვნესა ამომდის. მინდა შევეხო. შეკრულ
ხელებს მოუხერხებლად ვუშვებ ქვევით და თმაზე ვეხები. კრისტიანი ჩერდება, თავს
გაბრაზებული აქნევს და ხელებს ისევ ზემოთ მაწევინებს.
– ხელები არ ჩამოწიო, თორემ თავიდან დაწყება მოგვიწევს.
ცდუნების გაძლების ძალა არ მყოფნის...
– მინდა შეგეხო, – ვბუტბუტებ სრულიად უკონტროლო, ჩახლეჩილი ხმით.
– ვიცი, – მპასუხობს ჩურჩულით, – მაგრამ არ გაინძრე. ეს ბრძანებაა.
ხელს ისევ ნიკაპზე მკიდებს და თავიდან იწყებს. გრძელი თითებით მკერდს მისრესს,
მხურვალე ტუჩებით კი მტანჯველი აუჩქარებლობით ლავიწის ძვლებს შორის
სიღრმისკენ მიცოცავს, ცხვირის წვერით მეფერება და ქვევით ინაცვლებს... მკერდზე
მკოცნის და ნაზად მკბენს, ორივე ძუძუს თავს მწოვს. ღმერთო!.. თეძო მისი მოძრაობის
ტაქტში იწყებს რხევას. მთელი ძალით ვცდილობ, ხელები არ ჩამომეწიოს.
– ნუ ინძრევი, – კანს მისი მხურვალე სუნთქვა მწვავს. ჭიპამდე ჩასული ენის წვერს
ჭიპის სიღრმეში მიყოფს, მერე კბილებით მუცელზე კანს ოდნავ მქაჩავს. მთელი სხეული
მეზნიქება, – ოჰ, რა ტკბილი ხართ, მის სტილ...
ცხვირის წვერით ჭიპიდან ბოქვენამდე ჩადის და თან ნაზად ენას აყოლებს.
მოულოდნელად მშორდება, მუხლებზე დგება და ფეხებს მკვეთრად მაშლევინებს. ოჰ!
ფეხს მახრევინებს და თავის ტუჩებთან მიაქვს. ჩემს რეაქციას ყურადღებით აკვირდება,
ყველა თითს სათითაოდ მიკოცნის და ბალიშებზე ნაზად მკბენს. ნეკამდე მისული
კბილებს უფრო ძლიერად მიჭერს, მოულოდნელობისგან ვკივი. მეტი აღარ შემიძლია,
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, საკუთარ შეგრძნებებს ვუსმინო... კოჭზე მკოცნის, მერე
ხელით წვივიდან მუხლამდე ამოდის და ოდნავ ქვევით ჩერდება. მეორე ფეხზეც იმავეს
იმეორებს... და სრულ სიშმაგემდე მივყავარ.
– გთხოვ... – ვემუდარები სუნთქვაარეული.
ისევ ნეკზე მკბენს და შეგრძნება ექოდ მუცლის ქვედა ნაწილში მეღვრება.
– ასე, მის სტილ... – მაღიზიანებს კმაყოფილი ღიმილით.
ხელს მუხლთან აღარ აჩერებს, ბარძაყზე ამოაქვს და მხურვალე ტუჩებისა და ენის
წვერის ნაზი ამოყოლებით მაგიჟებს... სხეული მიკანკალებს... ღმერთო... ჩერდება და
იცდის, სანამ ცახცახი დამიწყნარდება. თავს ვწევ რომ შევხედო. გული ამოვარდნაზე
მაქვს.
– იცი, მის სტილ, რა საოცარი სუნი გაქვს? – ჩურჩულებს ნეტარებით, მერე ისე, რომ
ჩემს დაბინდულ თვალებს მზერას არ აშორებს, ცხვირი ჩემს ბოქვენთან მოაქვს და
ნესტოებით ჰაერს მიბერავს.
სხეული ერთიანად ცეცხლში მეხვევა თითქოს და ვგრძნობ, რომ გონებას ვკარგავ,
თვალებს ვხუჭავ... ამის ყურების ძალა აღარ მყოფნის.
– მე მომწონს... – მეუბნება და ბოქვენზე თმას ნაზად მქაჩავს, – ასე დავტოვოთ.
– კრისტიან. გთხოვ...
– უკეთესად მთხოვე, ანასტასია.
ვკვნესი.
– სიამოვნების ვალის დაბრუნება არ მჩვევია, მის სტილ, – ჩურჩულებს ის და ქვევიდან
ზევით სულს მიბერავს, – მაგრამ თქვენ ისეთი სიამოვნება მომანიჭეთ, რომ საჩუქარი
ნამდვილად დაიმსახურეთ.
მის ხმაში ბოროტად მოზეიმე გაფრთხილება ისმის. ხელით ფეხებს მიჭერს და ენით
წვერით კლიტორს უვლის გარშემო.
ააჰ! – ამ შეხებისგან სხეული ერთიანად მეკლაკნება და კონვულსიური ცახცახი მეწყება.
ენას უფრო და უფრო ჩქარა ამოძრავებს და წამებას აგრძელებს. ამქვეყნად ყველა სხვა
შეგრძნებას ვკარგავ, გარდა იმ შეგრძნებებისა, რომელიც ბოქვენის პატარა წერტილიდან
მოდის. ფეხები მეძაბება... სწორედ ამ დროს თითს საშოში მიცურებს. სადღაც შიგნიდან
ამოსული, მისი ხრინწიანი კვნესა მესმის:
– ოჰ, ანა, რა სველი ხარ!.. როგორ მელოდები!..
თითის სულ უფრო ღრმა და წრიულ ტრიალს, კლიტორზე ენის ისეთივე სიჩქარით
მოძრაობას აყოლებს და წამებას სრულიად გამაგიჟებელს ხდის... ვეღარ ვუძლებ,
სხეული აღარ მემორჩილება, გათავისუფლებას ითხოვს და კივილით ვათავებ...
წარმოუდგენელი ორგაზმი აზროვნების უნარს მიკარგავს... სხეული ისევ და ისევ
დაუსრულებელი კონვულსიური ცახცახით მეძაბება. ღმერთო ჩემო!.. ისევ ვკივი და
თვალებში მიბნელდება, სამყარო ადგილს სწყდება და იკარგება, ყველაფერი
არამატერიალური ხდება... ღმერთო!..
საკუთარ არეულ სუნთქვაში ფოლგის გახევის ხმა მესმის. კრისტიანი ძალიან ნელა
შემოდის ჩემში და მოძრაობას იწყებს. ღმერთო... ოოჰ! მტკივა და მსიამოვნებს, ის
ალერსიანიც არის და თან უხეშიც...
– გტკივა? – მეკითხება ჩურჩულით.
– არა, კარგია...
კრისტიანი ტემპს აჩქარებს და ძლიერი ბიძგებით იწყებს ჩემში შემოსვლას, კიდევ და
კიდევ, შეუჩერებლად, უმოწყალო სისასტიკით, სანამ ისევ ზღვარს არ ვაღწევ...
– გაათავე, ანა! – ჩახლეჩილი ხმით ცრის კბილებიდან პირდაპირ ჩემს ყურთან და ისევ
ათას ნაწილად ვიშლები... – ძალიან კარგი...
კიდევ ერთი ბიძგი და ისიც ნეტარების ზენიტში შეშდება.კრისტიანი ზემოდან მეცემა.
მისი სხეულის სიმძიმით მატრასში ვეფლობი. შეკრულ ხელებს ქვემოთ ვწევ, კისერზე
ვხვევ და ვცდილობ, რაც შეიძლება ძლიერად მივეხუტო. ვიცი და ვგრძნობ, რომ ამ
კაცისთვის ყველაფერზე წავალ. მე მისი ვარ სულითაც და ხორცითაც... მან ის სამყარო
გამიხსნა, რომელზედაც წარმოდგენა არ მქონდა! და უნდა, რომ კიდევ უფრო მეტი
მაჩვენოს, კიდევ უფრო შორს წამიყვანოს. ოჰ, ღმერთო... რა გავაკეთო?
კრისტიანი იდაყვზე იწევა და თავისი ნაცრისფერი თვალებით შემომყურებს.
– ხედავ, რა კარგად ვართ ერთად? მაგრამ, თუ ჩემი იქნები, გპირდები, კიდევ უფრო
უკეთესად ვიგრძნობთ თავს. დამიჯერე, ანასტასია, მე ისეთ სიღრმეებს გიჩვენებ,
რომელთა შესახებ არც კი გაგიგონია!..
მის სიტყვებში ჩემი ფიქრების პასუხი ისმის ექოსავით. მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის
იყო, ჯერ ისევ გონებადაბინდული ვარ, შევყურებ და ყველაფერი მესმის, მაგრამ
სიტყვების აზრი ჩემს ცნობიერებამდე ბოლომდე ვერ აღწევს. მოულოდნელად ჰოლიდან
ხმები აღწევს. თავიდან ვერც კი ვხვდები, რა ხდება.
– თუ ის ჯერ ისევ ლოგინშია, ესე იგი ცუდად არის. კრისტიანს შუადღემდე არასოდეს
არ სძინავს.
– მის გრეი, გთხოვთ.
– ტეილორ, რაშია საქმე? ჩემი შვილის ნახვა მინდა.
– მის გრეი, ის მარტო არ არის.
– რას ნიშნავს „მარტო არ არის“?
– ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად ქალია.
– ააა...
ქალის ხმაში შეპარული ურწმუნობა ჩემამდეც კი აღწევს. კრისტიანი ფართოდ
გახელილ თვალებს ჩქარ-ჩქარა ახამხამებს და მზერაში მოჩვენებითი და მხიარული შიში
ესახება.
– ჯანდაბა! დედაჩემია.
თავი მეათე
ის ნაჩქარევად მცილდება, საწოლზე ჯდება და ნახმარ პრეზერვატივს ნაგვის ვედროში
აგდებს.
– ადექი, უნდა ჩავიცვათ. თუ, რა თქმა უნდა, დედაჩემის გაცნობა გინდა, – კრისტიანი
იცინის, საწოლიდან დგება და ჯინსს პირდაპირ, შიშველ ტანზე იცვამს! წამოჯდომას
ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ, ხელები ჯერ ისევ შეკრული მაქვს.
– კრისტიან, ხელები...
კიდევ უფრო ფართოდ იღიმება, იხრება და მაჯებს მითავისუფლებს. ქსოვილის
ორნამენტი მკვეთრად აღმბეჭდვია კანზე... ძალიან სექსუალურია! კრისტიანს სახეზე
კმაყოფილი გამომეტყველება აქვს და თვალებში მხიარული ეშმაკები დაუხტიან. ის
ნაჩქარევად მკოცნის შუბლზე და მიღიმის.
– ესეც მორიგი „პირველად“... – მიტყდება გრეი, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, რას
გულისხმობს.
მე ის მაწუხებს, რომ სუფთა საცვალი არ მაქვს. უეცრად საშინელი პანიკა მიპყრობს,
ცოტა ხნის წინ გადატანილ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირიც არაფერია....
დედამისი! მან პრინციპში ლოგინში წაგვასწრო!.. ღმერთო ჩემო! მე კი ისიც არ ვიცი, რა
ჩავიცვა.
– იქნებ ჯობია აქ დავრჩე?
– არავითარ შემთხვევაში, – მტკიცედ მაწყვეტინებს ის, – თუ გინდა, ჩემი ჩაიცვი რამე.
კრისტიანი თეთრ მაისურს იღებს და აწეწილ თმას ხელით ისწორებს. მიუხედავად
იმისა, რომ წამის წინ ვნერვიულობდი, ყველაფერი მაშინვე მავიწყდება... ამას ოდესმე
მივეჩვევი? მისი გარეგნობა გონებას მაკარგვინებს!
– ანასტასია, შენ ტომარაც მოგიხდება. ნუ ნერვიულობ, მინდა, დედაჩემი გაგაცნო.
ჩქარა ჩაიცვი, მე იქამდე გავალ და დავაწყნარებ. ხუთი წუთის შემდეგ თუ არ გამოხვალ,
დავბრუნდები და შიშველიც რომ იყო, მაინც გაგიყვან. ჩემი მაისურები კომოდშია,
პერანგები – კარადაში. ნუ გერიდება, – მეუბნება ის, კიდევ ერთხელ კმაყოფილი მზერით
მავლებს თვალს და ოთახიდან გადის.
ღმერთო! დედამისი! არა, ეს უკვე ზედმეტია. თუმცა, იქნებ მისი გაცნობა თავსატეხის
ამოხსნაში დამეხმაროს. ხომ მაინტერესებს, რატომ არის კრისტიანი ისეთი, როგორიც
არის... არა, უნდა გავიცნო... უბრალოდ ასეა საჭირო! იატაკიდან საკუთარ ბლუზს ვიღებ,
მიხარია, რომ საერთოდ არ არის დაჭმუჭნილი. ცისფერი ლიფი საწოლის ქვეშ გდია.
მაგრამ სუფთა საცვლის გარეშე სიცოცხლე ნამდვილად შეუძლებელია. კრისტიანის
კომოდში ვიქექები და მისი ტრუსების შეკვრას ვპოულობ. კელვინ კლაინის მამაკაცის
ბოქსერ ტრუსს ვიცვამ, ზემოდან ჩემს ჯინსს, ბოლოს კი „კონვერსებში“ ვდგამ ფეხებს და
თასმებს ვიკრავ. პიჯაკს ხელს ვავლებ და აბაზანაში გავრბივარ, რომ თავი მოვიწესრიგო,
სარკეში საკუთარ გაბრწყინებულ თვალებს და აღაჟღაჟებულ ლოყებს ვხედავ... და თმას!
ღმერთო! ამ ნაწნავებით ხომ არ გავალ, ახლახან კრისტიანს რომ ეჭირა ხელით და... თმის
ჯაგრისის ძებნაში აბაზანას ვათვალიერებ, მაგრამ მხოლოდ სავარცხელს ვპოულობ. არა
უშავს, ესეც წავა. როგორც ყოველთვის, ერთი გამოსავალი მრჩება, თმას „ცხენის კუდად“
ვიკრავ. ტანსაცმელიც, რა თქმა უნდა, საშინელი მაცვია. იქნებ მართლა ღირდეს ამასთან
დაკავშირებით კრისტიანის წინადადებით ვისარგებლო. ჩემი ქვეცნობიერი მაშინვე „ბ“-
ზე დაწყებული სიტყვით მამკობს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. პიჯაკს ვიცვამ. რა
ბედნიერებაა, სახელოები ჰალსტუხით დატოვებულ კვალს ფარავს. უკანასკნელად
ვიხედები სარკეში... ნორმალურია. გასვლა შეიძლება.
– აი, ისიც, – კრისტიანი ტახტიდან დგება, მის თვალებში სინაზე და მადლიერება
იკითხება.
სახეზე ჰოლივუდის ღიმილით მის გვერდით მჯდომი ქერათმიანი ქალიც ფეხზე
დგება. აქლემის ბეწვისფერ ტრიკოტაჟის კაბასა და იმავე ფერის ფეხსაცმელში
გამოწყობილი უნაკლოდ გამოიყურება. მოვლილი და ელეგანტურია და მე, ცოტა არ
იყოს, მრცხვენია კიდეც, ასე უბრალოდ რომ მაცვია.
– დედა, ეს ანასტასია სტილია. ანასტასია, გაიცანი – გრეის ტრეველიანგრეი.
ექიმი ტრეველიანგრეი ხელს მიწვდის. აჰა! „ტ“ ესე იგი ტრეველიანს ნიშნავდა?
– ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – თავაზიანად წარმოთქვამს იგი და მეჩვენება,
რომ ხმაში გაკვირვება და თითქოს შვებაც კი მესმის. თაფლისფერი თვალებიდან სითბოს
აფრქვევს. ხელს ვართმევ და პასუხად მეც თბილად ვუღიმი.
– ექიმო ტრეველიანგრეი, – წარმოვთქვამ თავაზიანად.
– გრეისი დამიძახეთ, – მეუბნება ის და მიღიმის, კრისტიანი კოპებს კრავს, –
ყველასთვის მე ექიმი ტრეველიანი ვარ, მისის გრეი კი ჩემი დედამთილია, – თვალს
მიკრავს, – ერთმანეთი როგორ გაიცანით?
სახეზე დაუფარავი ცნობისმოყვარეობით მზერა ჩემგან კრისტიანზე გადააქვს.
– ანასტასია ჩემთან სტუდენტური გაზეთისთვის ინტერვიუს ასაღებად მოვიდა, ამ
კვირაში მის კურსს დიპლომები უნდა გადავცე.
ღმერთო! დიპლომები სრულიად დამავიწყდა.
– ესე იგი მალე გამოსაშვები ცერემონია გაქვთ? – კითხულობს გრეისი.
– დიახ.
ჩემი მობილური ტელეფონის ზარი ისმის. კეიტი იქნება.
– უკაცრავად, – ვიბოდიშებ, სამზარეულოში გავდივარ და ნომერს არც ვუყურებ,
ტელეფონს ისე ვიღებ.
– გამარჯობა, კეიტ.
– ღმერთო ჩემო, ანა! – ჯანდაბა, ხოსეა! და, როგორც ჩანს, უკვე სრულიად
სასოწარკვეთილი, – სად ხარ? აუცილებლადუნდა გნახო და პარასკევის გამო ბოდიში
მოგიხადო. რატომ არ პასუხობ ჩემ ზარს?
– ხოსე, ახლა ლაპარაკი არ შემიძლია, – შეშფოთებული კრისტიანისკენ ვიხედები,
რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დედასთან საუბარს არ წყვეტს, თვალს მაინც არ
მაშორებს.
– სად ხარ? კეიტს ვკითხე, მაგრამ არ მითხრა, – წუწუნებს ხოსე.
– სიეტლში.
– მანდ რას აკეთებ? იმასთან ერთად ხარ?
– ხოსე, მოგვიანებით დაგირეკავ, ახლა ვერ გელაპარაკები, – ტელეფონს ვთიშავ და
კრისტიანთან და დედამისთან ვბრუნდები. გრეისი შვილს ტუქსავს:
– ...ელიოტმა დამირეკა და მითხრა, რომ აქ ხარ... უკვე ორი კვირაა არ გამოჩენილხარ,
ძვირფასო.
– ელიოტი უკვე დაბრუნდა? – ინტერესდება კრისტიანი და დაჟინებული მზერით
თვალებში მიყურებს, გამომეტყველება შეუვალი აქვს.
– ვიფიქრე, ერთად ვისადილებთმეთქი, მაგრამ რადგან სხვა გეგმები გაქვს, ხელს არ
შეგიშლი.
გრეისი თავის კრემისფერ პალტოს ჰკიდებს ხელს, მერე კრისტიანისკენ ბრუნდება და
ლოყას უშვერს. თვითონ არ კოცნის.
– ანასტასია უნდა წავიყვანო პორტლენდში.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო. ანასტასია, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, იმედი
მაქვს, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.
გრეისი გაბრწყინებული მზერით მიწვდის ხელს.
საიდანღაც ოთახში ტეილორი ჩნდება.
– მისის გრეი? – მიმართავს ის.
– გმადლობ, ტეილორ.
გრეისი ოთახიდან ტეილორთან ერთად გადის, რომელიც მას ჰოლის ორმაგ კარს მიღმა
აცილებს. ტეილორი აქ იყო ამ ხნის განმავლობაში? რამდენ ხანს? ან სად? კრისტიანი
გაბრაზებული შემომყურებს.
– ფოტოგრაფი იყო?
ჯანდაბა!
– კი.
– რა უნდოდა?
– უბრალოდ პარასკევის გამო ბოდიში მომიხადა.
თვალებს ჭუტავს.
– გასაგებია.
ოთახში ტეილორი ბრუნდება.
– მისტერ გრეი, დარფურში გადმოზიდვაზე პრობლემები შეიქმნა.
– ჩარლი ტანგო ბოინგფილდშია?
– დიახ, სერ.
ტეილორი თავს მიკრავს.
– დილა მშვიდობისა, მის სტილ.
პასუხად გაუბედავად ვუღიმი. ის ბრუნდება და ოთახიდან გადის.
– ტეილორი აქ ცხოვრობს?
– კი.
ტონი მკვეთრად ეცვლება. რა ხდება?
ის სამზარეულოსკენ მიდის, თავის „ბლეკბერის“ იღებს და, როგორც ვხვდები, ფოსტას
ამოწმებს. ტუჩები მომუწული აქვს. მერე ვიღაცის ნომერს კრეფს.
– როს, რაშია საქმე?
უზარმაზარი ოთახის შუაგულში ვდგავარ და არ ვიცი, რა გავაკეთო. თავს საშინლად
უხერხულად და ზედმეტად ვგრძნობ.
– ეკიპაჟით ვერ გავრისკავ. არა, გააუქმეთ... ჰაერიდან ჩამოვყრით... მოვილაპარაკეთ.
კრისტიანი ტელეფონს თიშავს. ცივი მზერა ჩემზე გადმოაქვს, კაბინეტში შედის და
წუთის შემდეგ უკან ბრუნდება.
– გამომართვი, კონტრაქტია. წაიკითხე და შემდეგ შაბათ-კვირას განვიხილოთ.
ვფიქრობ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ იცოდე, რაზე დათანხმდები, საკითხი უნდა
შეისწავლო, – წამით ჩუმდება, – თუ, რა თქმა უნდა, დათანხმდები, რისი დიდი იმედიც
მაქვს...
– საკითხი შევისწავლო?
– რთული დასაჯერებელია, მაგრამ ინტერნეტში ამ თემაზე მნიშვნელოვანი
ინფორმაციის მოძებნა შეიძლება, – იცინის ის ირონიულად.
ინტერნეტში! მე რომ კომპიუტერი არ მაქვს?.. კეიტი იშვითად მიშვებს ხოლმე თავის
ნოუთბუქთან, „კლეიტონის“ კომპიუტერს ხომ ვერ გამოვიყენებ ასეთი
„საკითხებისთვის“?!
– რაშია საქმე? – მეკითხება კრისტიანი და თავს ოდნავ გვერდზე ხრის.
– კომპიუტერი არ მაქვს.
ის სქელი ქაღალდის კონვერტს მაწვდის.
– ვფიქრობ, შევძლებ ერთი კომპიუტერი... ეე, გათხოვო. ნივთები აიღე, პორტლენდში
წაგიყვან. სადმე გზად ვისადილოთ. უნდა ჩავიცვა.
– იქამდე ერთგან დავრეკავ, – კეიტის ხმის გაგონება მინდა უბრალოდ.
სახე ექუფრება.
– ფოტოგრაფთან? – ყბა ეძაბება, თვალები ბრაზით ენთება. გაოგნებული თვალებს
ვახამხამებ, – ის რაც ჩემია – ჩემია, მის სტილ, დაიმახსოვრე, სხვასთან გაზიარება არ
მიყვარს, – და ყინულივით ცივი მზერით საძინებელში გადის.
ჯანდაბა! მე ხომ უბრალოდ კეიტთან დარეკვა მინდოდა!.. სად დაიკარგა მშვიდი,
კეთილშობილი, მომღიმარი ადამიანი, სულ ნახევარი საათის წინ რომ მეფერებოდა?
– მზად ხარ? – მეკითხება კრისტიანი ფოიეს კარიდან.
თავს გაუბედავად ვუქნევ. ის ისევ ცივია, თავდაჭერილი და თავაზიანი, ისევ თავისი
ჩვეულებრივი, გარეშე თვალისთვის განკუთვნილი ნიღაბი აქვს მორგებული. ხელში
ტყავის ჩანთა უჭირავს. რაში სჭირდება? პორტლენდში აპირებს დარჩენას? და მაშინვე
გამოსაშვები ცერემონია მახსენდება. აჰ, ჰო... იქ ოთხშაბათს იქნება, შავ ტყავის პიჯაკში,
მილიარდერივით კი არა, ღარიბი რაიონიდან, ექსცენტრული როკვარსკვლავივით, ანდა
ტოპმოდელივით გამოწყობილი. გულში ვოხრავ, მისი თავდაჭერის მეათედი მაინც
მომცა. წარმოუდგენლად მშვიდია და თავის თავში დარწმუნებული. მაშინვე ხოსესთან
დაკავშირებით მისი აფეთქება მახსენდება... ყოველ შემთხვევაში, სხვების დასანახად
მაინც მშვიდად უჭირავს თავი.
სადღაც უკანა პლანზე ტეილორი დგას.
– ხვალ გელოდები, – ეუბნება კრისტიანი ტეილორს და ისიც თავს უკრავს.
– დიახ, სერ. რომელი მანქანით წახვალთ, სერ?
კრისტიანს წამიერად მზერა ჩემზე გადმოაქვს.
– „R8“-ით.
– კეთილ მგზავრობას გისურვებთ, მისტერ გრეი. კარგად ბრძანდებოდეთ, მის სტილ, –
მის კეთილგანწყობილ მზერაში სიბრალულს ვხედავ.
ალბათ, კრისტიანის სექსუალური თამაშების ახალ მსხვერპლად მთვლის. ამაზე
ლაპარაკი ჯერ ადრეა. ჯერჯერობით მხოლოდ ჩვეულებრივიდან ოდნავ განსხვავებული
სექსი იგულისხმებოდა, თუმცა იქნებ ამაში განსხვავებულიც არაფერია. ეს აზრი კიდევ
უფრო ღრმად მაფიქრებს, მე ხომ შესადარებელიც არაფერთან მაქვს. არც კეიტისთვის
შემიძლია კითხვა, მომიწევს ისევ კრისტიანს ვთხოვო ნებართვა. აბა, ვინმეს ხომ უნდა
დაველაპარაკო?! კრისტიანთან ამ თემაზე ლაპარაკი კი ძნელია, რადგან ერთ წამში რომ
თბილი და ალერსიანია, წამის შემდეგ ცივი და მტრულად განწყობილი ხდება.
ტეილორი გვაცილებს და ჩვენ წინ კარს იჭერს. კრისტიანი ლიფტს იძახებს.
– რა ხდება, ანასტასია?
რა იცის, რომ რაღაც ხდება?! ის ხელს წევს და თითებს ნიკაპში მკიდებს.
– ტუჩის წვალებას თავი დაანებე, თორემ პირდაპირ ლიფტში გაგჟიმავ.
ვბრაზდები, მაგრამ ვამჩნევ, რომ იღიმება. როგორც იქნა, მგონი, შავმა ღრუბელმა
გადაიარა.
– კრისტიან, პრობლემა მაქვს.
– მართლა? – მეკითხება და ყურადღებით შემომცქერის
ლიფტის კარი იღება. შევდივართ და კრისტიანი თითს „გ“ სართულის ღილაკს აჭერს.
– როგორ გითხრა... – ვწითლდები, – კეიტთან მინდა დალაპარაკება. ძალიან ბევრი
კითხვა მაქვს სექსთან დაკავშირებით. თუ შენ გინდა, რომ... სხვანაირად როგორ გავიგო...
– ვჩუმდები და საჭირო სიტყვებს ვეძებ, – უბრალოდ, ამ საკითხში ძალიან
გამოუცდელი ვარ.
ის თვალებს ხუჭავს.
– კარგი, თუ ასე ძალიან გინდა, დაელაპარაკე. ოღონდ სიტყვა ჩამოართვი, რომ ელიოტს
არაფერს ეტყვის.
რა სისულელეა! კეიტი ასეთი არ არის.
– კეიტი სიტყვასაც არ დაძრავს, და არც მე გეტყვი, რაც მასზე და ელიოტზე
მეცოდინება, – ვამატებ ნაჩქარევად.
– განსხვავება იმაშია, რომ მე ელიოტის სექსუალური ცხოვრება არ მაინტერესებს, –
ირონიული ღიმილით მპასუხობს კრისტიანი, – ელიოტი კი ცნობისმოყვარე არამზადაა.
მაშინ მხოლოდ ის თქვი, რაც აქამდე იყო. ...კეიტი ყელში მაგრად წამიჭერს ხელს, ის რომ
გაიგოს, რა შემოგთავაზე, – ამატებს ხმადაბლა. როგორც ჩანს, ეს ფრაზა ჩემთვის არ იყო
განკუთვნილი.
– კარგი, – ვეთანხმები მაშინვე. კრისტიანის ყელში ჩაფრენილი კეიტის წარმოდგენა
დიდად არ მხიბლავს.
კრისტიანი მხოლოდ უკმაყოფილოდ მუწავს ტუჩებს და თავს იქნევს.
– რაც უფრო მალე გახდები ჩემი მორჩილი, მით უკეთესი. მერე ყველაფერ ამას ბოლო
მოეღება.
– რას მოეღება ბოლო?
– შენს აშკარა დაუმორჩილებლობას, – ის ნიკაპით სახეს თავისკენ მაწევინებს და
ნაჩქარევად და ნაზად მკოცნის. მერე ხელს მკიდებს და მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ
მივყავარ.
„აშკარა დაუმორჩილებლობა...“ ეს რას ნიშნავს? ლიფტიდან გამოვდივართ თუ არა,
ნაცნობ „აუდის“ ვხედავ, მაგრამ პულტის დაწკაპუნებაზე სიგნალს მდიდრული
სპორტული მანქანა იძლევა, აი, ისეთი, ჟურნალებში რომ ბეჭდავენ ხოლმე, კაპოტზე
წამოწოლილი ნახევრად შიშველი ქერა მოდელებით.
– ლამაზი მანქანაა, – გესლიანად აღვნიშნავ მე.
კრისტიანი თავს სწევს და ცოტათი გვერდზე გადახრილი თავით ოდნავ ირონიულად
შემომყურებს.
– ვიცი, – წამით ისევ ახალგაზრდა და უდარდელი ხდება. გულში სითბო მეღვრება.
დიდი ბიჭები და მათი სათამაშოები, ვფიქრობ ჩემთვის და ირონიულად მეღიმება.
კრისტიანი მანქანის კარს მიღებს და მეც ვჯდები. …ოჰ, რა დაბალია... ის კი
ძალდაუტანებელი გრაციოზულობით მანქანას უვლის გარშემო და სიმაღლის
მიუხედავად, ასეთივე გრაციოზულობით ჩემ გვერდით სავარძელში ჯდება. ნეტა
როგორ გამოსდის?
– ეს რა მანქანაა?
– „აუდი R8 სპაიდერი“. კარგი ამინდია, შეგვიძლია, სახურავი გადავწიოთ. მანდ
ბეისბოლის ქუდი უნდა იყოს. მგონი, სულაც ორია, – მინისაბარგულზე მიმითითებს, –
შავი სათვალეც არის, თუ გინდა.
ზურგს უკან ძრავა ღმუის. კრისტიანი ჩანთას სავარძლების უკან, თავისუფალ
ადგილზე დებს, თითს ღილაკს აჭერს და სახურავი ნელ-ნელა იხსენება. გადამრთველი
ჩხაკუნობს და ბრიუს სპრინგსტინის ხმაში ვიძირებით.
– მიყვარს ბრიუსი, – იღიმება კრისტიანი და მანქანას ადგილიდან ძრავს, მკვეთრად
დაქანებულ პანდუსზე აჰყავს და შლაგბაუმის აწევას ელოდება.
სიეტლის მაისის მზით განათებულ ქუჩებში მივდივართ. მინისაბარგულიდან
„მარინერსის“ ემბლემიან ბეისბოლის ქუდებს ვიღებ. კრისტიანს ბეისბოლი უყვარს? ერთ
ერთს მას ვაწვდი, მეორეს ჩემთვის ვიტოვებ, ამოჭრილ ადგილას ჩემს „ცხენის კუდს“
ვაძვრენ და თვალებისკენ ვქაჩავ. ქუჩაში რატომღაც ყველა ჩვენ გვიყურებს. თავიდან
მეჩვენება, რომ კრისტიანის გამო, მერე პარანოიული აზრი მიჩნდება, რომ მე მიყურებენ,
რადგან ყველა ხვდება, რას ვაკეთებდი ბოლო ოცი საათის განმავლობაში, მაგრამ ბოლოს
ვხვდები, რომ მანქანის გამო გვიყურებენ. კრისტიანი, როგორც ჩანს, ვერაფერს ამჩნევს,
თავის ფიქრებშია ჩაძირული.
ძალიან მალე მე-5 ტრასაზე გავდივართ და სამხრეთისკენ მივქრივართ. დინამიკებიდან
ბრიუსი „სურვილით იწვის“... ვერაფერს იტყვი – აქტუალურია.სიტყვებს ვუკვირდები
და ვწითლდები. კრისტიანმა „რეიბანები“ გაიკეთა და მის თვალებს ვეღარ ვხედავ, რომ-
მივხვდე – რას ფიქრობს. ტუჩის კუთხე ღიმილით ოდნავ ეცვლება, ხელს მუხლზე
მადებს და ოდნავ მიჭერს. სუნთქვას ვიკავებ.
– გშია?
კი, თუმცა ამ შიმშილს საჭმლით ვერ მოიკლავ.
– არც ისე.
ტუჩებს უკმაყოფილოდ კუმავს.
– უნდა ჭამო, ანასტასია. ოლიმპიასთან კარგი რესტორანი ვიცი. იქ შევიაროთ.
მუხლზე კიდევ ერთხელ ნაზად მიჭერს ხელს, მერე საჭეზე გადააქვს და გაზს ფეხს
აჭერს. წამიერად აკრეფილი დიდი სიჩქარისგან სავარძლის საზურგეს ვეკვრები.
მანქანაც ამას ჰქვია!

ხის შალე ტყის შუაგულში – რესტორანი პატარა და მყუდროა. ინტერიერიც ხით არის
შესრულებული: უბრალო სკამები და ასეთივე უბრალო მაგიდები დგას, ზედ
გადაფარებული კუბოკრული სუფრებით, ლარნაკებში მინდვრის ყვავილები აწყვია.
კარის თავზე კი აბრაა გამოკიდებული – „ტყის ნობათი“.
– დიდი ხანია, აქ აღარ ვყოფილვარ. მენიუს არ მოგვიტანენ, იმას ამზადებენ, რასაც
ტყეში დაიჭერენ, ან მოკრეფენ, – კრისტიანს მოჩვენებითი თავზარდაცემით წარბები
შუბლზე ასდის და მეც სიცილს ვერ ვიკავებ. ოფიციანტი გოგონა გვეკითხება, რას
დალევთო, მერე კრისტიანს ხედავს, წითლდება, თვალებს ხრის და მზერას გრძელი, წინ
ჩამოყრილი ქერა თმის ქვეშ მალავს. აჰა! მარტო მე არა ვარ ამ დღეში.
– ორი ბოკალი „პინო გრიჯიო“, – უკვეთავს კრისტიანი მბრძანებლური ტონით. ტუჩებს
უკმაყოფილოდ ვიბზუებ.
– რა მოხდა?
– დიეტური კოლა მინდოდა.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს.
– აქ საკმაოდ კარგი „პინოგრიჯიო“ აქვთ, რომელიც, რასაც მოგვიტანენ, ნებისმიერ
კერძს მოუხდება, – მიხსნის მოთმინებით.
– ყველაფერს?!
– კი, ყველაფერს! – ის თავისი შეუდარებელი ღიმილით იღიმება, თავს ხრის და
ყველაფერი ისევ თავდაყირა მიდგება. არ შემიძლია, ამ არაჩვეულებრივ ღიმილზე
ღიმილითვე არ ვუპასუხო.
– დედაჩემს მოეწონე, – მეუბნება მშრალად.
– მართლა? – სიამოვნებისგან ვწითლდები.
– ჰო. გეი ვეგონე.
გაოგნებისგან პირს ვაღებ და მაშინვე ინტერვიუზე დასმული კითხვა მახსენდება.
– გეი რატომ ეგონე? – ვეკითხები ჩურჩულით.
– ქალთან ერთად არასდროს ვუნახივარ და იმიტომ.
– თხუთმეტიდან არც ერთთან?
კრისტიანი იღიმება.
– დაიმახსოვრე?.. არა, არც ერთთან.
– ა!..
– იცი, ანასტასია, ამ შაბათ-კვირას მეც ბევრი რამე გავაკეთე პირველად ცხოვრებაში, –
მეუბნება მშვიდი გამომეტყველებით.
– რა გააკეთე პირველად?
– გუშინდლამდე ყოველთვის მარტო მეძინა. ჩემს ლოგინში სექსი არასოდეს მქონია,
არასოდეს არც ერთი ქალი ჩემს ვერტმფრენში არ ჩამისვამს და არც ერთი მათგანი არ
წარმიდგენია დედაჩემისთვის, – თვალები უცნაურად უბრწყინავს. სუნთქვა მეკვრის.
ჩვენთვის ღვინო მოაქვთ, მაშინვე ნაჩქარევად დიდ ყლუპს ვსვამ. რა ხდება, გულს
მიხსნის თუ მომხდარს აფიქსირებს?
– პირადად მე ეს ყველაფერი მომეწონა, – ვჩურჩულებ მე უხერხულად.
ის თვალებს ჭუტავს.
– ტუჩს თავი დაანებე, – ხმადაბლა ღმუის წამის შემდეგ და ამატებს: – მეც!
– კრისტიან, რა არის „ვანილის“ სექსი? – ვეკითხები ცნობისმოყვარე გამომეტყველებით,
რომ მისი მწველი მზერისგან გამოწვეული უხერხულობა დავფარო.
ის იცინის.
– უბრალოდ სექსი, ანასტასია. ყოველგვარი თამაშების და სხვა გასართობების გარეშე,
– მეუბნება და მხრებს იჩეჩავს.
ოფიციანტს წვნიანი მოაქვს და გაკვირვებული სახეებით ორივე თეფშებს დავყურებთ.
– ჭინჭრის წვნიანი, – გვატყობინებს ის და სამზარეულოში ბრუნდება. როგორც ჩანს, არ
სიამოვნებს, კრისტიანი ყურადღებას რომ არ აქცევს.
წვნიანს გაუბედავად ვსინჯავ. ძალიან გემრიელია. ერთმანეთს შვებით ვუყურებთ.
გულიანად ვხითხითებ. კრისტიანი თავს გვერდზე ხრის, თვალები უცინის.
– რა საოცარი სიცილი გაქვს, – მეუბნება ხმადაბლა.
– კრისტიან, ადრე რატომ არასდროს არ გქონდა „ვანილის“ სექსი? შენ მხოლოდ... ეე, რა
ქვია, ისეთი სექსი გიზიდავდა? – ვეკითხები ინტერესით.
– ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, – მპასუხობს როგორღაც ფრთხილად. სახეზე ვატყობ, რომ
რაღაცაზე დაძაბული ფიქრობს, ორჭოფობს. მერე თითქოს გადაწყვეტილებას იღებს და
თავს სწევს, – თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა ქალმა შემაცდინა.
– უჰ!
ღმერთო ჩემო!..
– ძალიან განსაკუთრებული მოთხოვნილებების ქალმა და ექვსი წელი მისი მორჩილი
ვიყავი, – ამბობს და ისევ მხრებს იჩეჩავს.
– ოჰ... – მისი აღსარება ელდანაკრავივით მაშეშებს.
– ამიტომ ვიცი, ეს რას ნიშნავს.
თვალებდაჭყეტილი შევცქერი და ხმას ვერ ვიღებ, ჩემი ქვეცნობიერიც კი დუმს.
– მე არასოდეს მქონია ის ყველაფერი, რაც, როგორც წესი, სექსამდე აქვთ ხოლმე
ადამიანებს.
ჩემი ცნობისმოყვარეობა დროულად იღვიძებს.
– ესე იგი, კოლეჯში რომ სწავლობდი, არავის ხვდებოდი?
– არა.
– რატომ? – ვეკითხები მას შემდეგ, რაც ოფიციანტი გვიახლოვდება, რომ თეფშები
აიღოს და წუთით ვჩუმდებით.
ის ირონიულად იღიმება.
– მართლა გაინტერესებს?
– რა თქმა უნდა.
– უბრალოდ, არ მინდოდა. იმის გარდა არავინ მჭირდებოდა.
ჯობდა არ მცოდნოდა... მაგრამ მაინც ვეკითხები:
– დედაშენის მეგობარი... კი მაგრამ, რამდენი წლის იყო?
– ყოველ შემთხვევაში იმდენის, რომ ეს ყველაფერი ჩემზე უკეთ სცოდნოდა.
– ისევ ნახულობთ ერთმანეთს?
– კი.
– და შენ ისევ... ეე?.. – ვბუტბუტებ გაწითლებული.
– არა, – კრისტიანი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და თბილად მიღიმის, – უბრალოდ
კარგი მეგობრები ვართ.
– დედაშენმა იცის?
თვალები უფართოვდება და ისე მიყურებს, როგორც სულელს.
– არა, რა თქმა უნდა.
ოფიციანტი ისევ უახლოვდება მაგიდას და ირმის ხორცი მოაქვს, მაგრამ მადა
სრულიად გამიქრა. ეს ჩემთვის აღმოჩენაა... კრისტიანი მორჩილის როლში! ოჰო!
დაბნეულობისგან ღვინის დიდ ყლუპს ვსვამ. ღმერთო, რამდენი რამე მაქვს
გასააზრებელი. მარტო უნდა დავრჩე, რომ ამ ყველაფერზე ვიფიქრო. მეგონა, ის წმინდა
წყლის მამრი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც... მან ეს ყველაფერი თავის თავზე გამოცადა.
– მაგრამ... როგორ?.. მთელი იმ დროის განმავლობაში მორჩილი იყავი? – უკვე
სრულიად ვიბნევი.
– საერთოდ კი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთად არ ვიყავით. ეს
შეუძლებელიც იყო, მე ხომ ისევ ვსწავლობდი – ჯერ სკოლაში, მერე კოლეჯში... ჭამე,
ანასტასია.
– მართლა აღარ მინდა, კრისტიან. მოსმენილისგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვარ.
კრისტიანს სახე ექუფრება.
– ჭამე, – მეუბნება ის ხმადაბლა და ძალიან ჩუმად.
შევცქერი და თავზარდაცემული ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ეს ადამიანი, ჯერ კიდევ
სულ პატარა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
– ნუ მაჩქარებ, გთხოვ, – ვპასუხობ ნაზად.
– კარგი, – მეთანხმება კრისტიანი და დაბნეული თვალებს ახამხამებს.
თუ კონტრაქტს ხელს მოვაწერ, ასეთივე ბრძანებებით გააგრძელებს ჩემთან
ურთიერთობას. შუბლი თავისთავად მეჭმუხნება... მინდა მე ეს? დანა-ჩანგალს ვიღებ და
ირმის ხორცს ფრთხილად ვსინჯავ. მართლაც გემრიელია.
– ჩვენი... ეე... ურთიერთობა ასეთი იქნება? – ვეკითხები ჩურჩულით, – შენ მიბრძანებ
ხოლმე და მე შენი ბრძანებები უნდა შევასრულო? – ვეკითხები, მაგრამ თვალების აწევას
და შეხედვას ვერ ვბედავ.
– კი.
– გასაგებია.
– მეტიც, შენ თვითონ გენდომება ჩემი ბრძანებების შესრულება, – ამატებს ჩავარდნილი
ხმით.
სიმართლე ითქვას, ეჭვი მეპარება. ირმის ხორცის პატარა ნაჭერს ვჭრი და პირისკენ
მიმაქვს.
– ამაზე დათანხმება ძალიან რთულია.
– გეთანხმები, – მპასუხობს კრისტიანი და თვალებს ხუჭავს. როდესაც ახელს, მზერა
დაღვრემილი და კონცენტრირებული აქვს, – ანასტასია, შენ მხოლოდ შენს შინაგან ხმას
უნდა უსმინო. ინტერნეტში ამ თემაზე გამოქვეყნებული მასალა შეისწავლე, კონტრაქტი
წაიკითხე. მეც ყველაფერს აგიხსნი, რასაც შევძლებ. პორტლენდში პარასკევამდე
დავრჩები. თუ იქამდე მოგინდება ჩემთან დალაპარაკება, დამირეკე, ვივახშმოთ და
ვილაპარაკოთ. მაგალითად, ოთხშაბათს, რას იტყვი? ძალიან მინდა, რომ ყველაფერი
გამოვიდეს. სიმართლე გითხრა, ცხოვრებაში ასე არაფერი მნდომია.
ვგრძნობ, რომ სიმართლეს მეუბნება და მართლა მთელი გულით უნდა ეს. მაგრამ არ
მესმის, მე რატომ ამირჩია და არა, ვთქვათ, ერთ-ერთი იმ თხუთმეტიდან? საქმე
ციფრშია, თუ რა ხდება?
– დანარჩენ თხუთმეტს რატომ დაშორდი?
ის წარბებს შუბლზე წევს, მერე მნებდება და თავს აქნევს.
– სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ძირითადად... – ის ჩუმდება და თითქოს საჭირო
სიტყვას ეძებს, – შეუთავსებლობის გამო.
– და შენ ფიქრობ, რომ ჩემთან სხვანაირად იქნება?
– კი.
– იმათ აღარ ნახულობ?
– არა. ბუნებით მონოგამი ვარ.
ოჰო! .. კიდევ ერთი ახალი ამბავი.
– გასაგებია.
– ინფორმაცია ინტერნეტში მოძებნე, ანასტასია.
მადა სრულიად მეკარგება. დანაჩანგალს ვდებ.
– სულ ეს არის? ჭამა დაამთავრე?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. აშკარად ბრაზდება, მაგრამ ხმას არ იღებს. ოდნავ
გულზე მეშვება. ჩემში ახალი ინფორმაცია მუშავდება და ღვინისგან ოდნავ თავბრუ
მესხმის. ვუყურებ, როგორ შთანთქავს ყველაფერს, რაც თეფშზე აქვს. ადამიანი
მუდმივად უნდა მისდევდეს სპორტს, რომ ამდენი საჭმლის მერე კიდევ კარგ ფორმაში
იყო. და უცებ ის მახსენდება, როგორ აზის თეძოებზე პიჟამის შარვალი. ეს სურათი
საერთოდ მავიწყებს, იქამდე რაზე ვფიქრობდი და, გაწითლებული, სკამზე უხერხულ
წრიალს ვიწყებ.
– რამდენს მივცემდი, ახლა რომ ვიცოდე, რაზე ფიქრობ... – მეუბნება კრისტიანი და
კიდევ უფრო მეტად ვწითლდები.
მაშინვე სახეზე ეშმაკური ღიმილი ეფინება.
– თუმცა, მგონი, ვხვდები, – ამატებს გაღიმებული.
– კარგია, ჩემი აზრების კითხვა რომ არ შეგიძლია.
– შენი აზრების არა, მაგრამ შენი სხეულის ენა გუშინდელს აქეთ საკმაოდ კარგად
შევისწავლე.
მხიარული ტონი აქვს... ასე ჩქარა როგორ ეცვლება ხასიათი? აშკარად ვერ ვეწევი...
კრისტიანი ჟესტით ოფიციანტს ეძახის და ანგარიშის მოტანას ითხოვს. ფულს იხდის,
დგება და ხელს მიწვდის.
– წავიდეთ.
ხელჩაკიდებული მანქანასთან მივყავარ. ჩვენი შეხება ისეთი ბუნებრივი და
ინტიმურია, რომ ამ ჩვეულებრივ, ნაზ ჟესტს ვერაფრით ვუთავსებ იმას, რის გაკეთებაც
უნდა ჩემთვის იმ... საწამებელ წითელ ოთახში.
გზად, ოლიმპიიდან ვანკუვერამდე, ორივე საკუთარ ფიქრებში ვართ ჩაფლული, ხმას
არც ერთი ვიღებთ და არც მეორე. ხუთი საათისთვის უკვე ჩემს სახლთან ვართ.
ფანჯრებში შუქი ანთია – კეიტიც დაბრუნებულა. თუ ელიოტი მასთან ერთად არ არის
და მარტოა, ალბათ ნივთებს ალაგებს. კრისტიანი ძრავას თიშავს; განშორების დრო
დგება.
– შემოხვალ? – ძალიან არ მინდა, რომ წავიდეს.
– არა, ბევრი საქმე მაქვს, – მპასუხობს მშვიდად და თვალებში მიყურებს, თუმცა მის
მზერაში არაფერი იკითხება.
თავს ვხრი და თითებს დავყურებ. უცებ გრძნობები მერევა: ის მიდის!.. კრისტიანი ჩემს
ხელს იღებს, ტუჩებთან მიაქვს და ძველებური, არისტოკრატული მანერით ნაზად
მკოცნის. ყელში ცრემლები ბურთივით მაწვება.
– გმადლობ, ანასტასია, ამ დღეებისთვის... საოცარი იყო. ოთხშაბათს სამსახურის
შემდეგ გამოგივლი, კარგი?
– ოთხშაბათამდე, – ვჩურჩულებ მე.
კრისტიანი კიდევ ერთხელ მკოცნის ხელზე და ისევ მუხლზე მადებინებს. მერე
მანქანიდან გადადის, გარშემო უვლის და კარს მიღებს. თავს რატომღაც მიტოვებულად
და მარტოსულად ვგრძნობ. ყელში გაჩხერილი ცრემლების ბურთი მახრჩობს, მაგრამ
მანქანიდან ღიმილით გადავდივარ და სახლისკენ მივდივარ. ამ ყველაფერთან ერთად,
კიდევ კეიტის ცნობისმოყვარე კითხვებზე მომიწევს პასუხების გაცემა. თავი აწიე, სტილ,
ვბუტბუტებ ჩემთვის, შუა გზაში ვჩერდები და კრისტიანისკენ ვბრუნდები.
– ისე, სხვათა შორის, შენი ტრუსი მაცვია, – ვეუბნები ეშმაკური ღიმილით და რომ
დავანახო, ჯინსიდან ბოქსერის რეზინს ვიწევ. გაოგნებისგან პირს აღებს. აი, რეაქციაც
ამას ჰქვია! მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები, სახლისკენ ამაყად მივაბიჯებ და თავს ძლივს
ვიკავებ, რომ ცალ ფეხზე ხტუნვა არ დავიწყო. ასე! ჩემი შინაგანი ქალღმერთი
აღფრთოვანებისგან მეცხრე ცაზეა...
კეიტი სასტუმრო ოთახშია და წიგნებს ყუთებში ალაგებს.
– ანა! დაბრუნდი?! კრისტიანი სად არის? როგორ ხარ? – მის ხმაში შეშფოთება და
მოუთმენლობა ისმის, მაშინვე ჩემთან მოდის, ხელს მხვევს და თვალებში მიყურებს. ამ
ყველაფერს ისეთი სისწრაფით აკეთებს, რომ მისალმებასაც ვერ ვასწრებ.
ჯანდაბა!.. ჯიუტი და გამჭრიახია, მე კი ჩანთაში ჩემი ხელმოწერით დამოწმებული
იურიდიული დოკუმენტი მიდევს, რომლის მიხედვითაც, ვალდებულებას ვიღებ,
საიდუმლო შევინახო.
– მომიყევი, როგორ ჩაიარა ყველაფერმა? რაც ელიოტი წავიდა, მას შემდეგ შენზე
ვფიქრობ, – სახე ეშმაკური ღიმილით უნათდება.
მისი ცნობისმოყვარეობის და აფორიაქების შემხედვარე ღიმილს ვერ ვიკავებ, მაგრამ
რატომღაც უცებ თავს უხერხულად ვგრძნობ და ვწითლდები. ეს ხომ ძალიან
პირადულია – ყველაფერი, რასაც კრისტიანი მალავს, რაც მე ვნახე და ვიცი. მაგრამ
კეიტისთვის რაღაცის თქმა მაინც მომიწევს, სხვანაირად თავს უბრალოდ არ დამანებებს.
– კარგი იყო, ...მგონი, ძალიან კარგი, – ვამბობ ხმადაბლა და გამყიდველი, ბედნიერი
ღიმილის დამალვას ვცდილობ.
– მგონი?..
– ნუ, ჰო, მე ხომ შესადარებელიც არავისთან მაქვს, – დამნაშავესავით ვიჩეჩავ მხრებს.
– ორგაზმამდე მიგიყვანა?
ოჰ, ღმერთო ჩემო! ასე პირდაპირაც ხომ არ შეიძლება. ჭარხალივით ვწითლდები.
– კი!
კეიტს ტახტისკენ მივყავარ. ორივე ვსხდებით.
– მართლა? – მეკითხება და თან ცოტა უნდობლად მიყურებს, – პირველივე ჯერზე
ორგაზმი?! ოჰო! მართლა მაგარი ყოფილა!
ოჰ, კეიტ, ნეტა იცოდე!
– ჩემი პირველი სექსი საშინელება იყო, – და სასაცილოდ მოწყენილ გამომეტყველებას
იღებს.
– მართლა? – ვინტერესდები მაშინვე. ადრე ამაზე არასოდეს ულაპარაკია.
– ჰო, სტივ პეტონთან, ჯერ კიდევ სკოლაში. იშვიათი იდიოტი იყო, – ამბობს კეიტი და
მხრებს იჩეჩავს, – საშინლად უხეში... მეც მზად არ ვიყავი. ორივე ძალიან დავთვერით,
ხომ გესმის, ჩვეულებრივი ისტორიაა, პორნოგრაფიას ვუყურეთ და... მერე რამდენიმე
თვე მოვდიოდი გონს, სანამ მეორედ გავბედე. რა თქმა უნდა, უკვე სხვასთან... ძალიან
პატარა ვიყავი. შენ სწორად მოიქეცი, რომ არ აჩქარდი.
– რა საშინელებაა!
კეიტმა მოიწყინა და ჩაფიქრდა.
– პირველი ორგაზმი სულაც ერთი წლის შემდეგ მქონდა, შენ კი ამბობ, რომ პირველივე
ჯერზე?..
თავს დარცხვენილი ვუქნევ. ჩემი შინაგანი ქალღმერთი მშვიდი გულგრილობით
ლოტოსის პოზაში ზის და მხოლოდ ოდნავი, ეშმაკურად კმაყოფილი ღიმილი
დასთამაშებს ტუჩებზე.
– კარგია, რომ გამოცდილ ადამიანთან დაკარგე ქალიშვილობა, – მეუბნება კეიტი და
თვალს მიკრავს, – როდის ხვდები?
– ოთხშაბათს. ვახშამზე დამპატიჟა.
– ისევ ისე ძალიან მოგწონს?
– კი,მაგრამ მომავალში რა იქნება, არ ვიცი
– რატომ?
– ძალიან რთული ადამიანია, კეიტ. სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობს.
კარგი ახსნაა. რაც მთავარია, სიმართლეს ჰგავს, აბა, წითელ საწამებელ ოთახზე და იმას
ხომ ვერ მოვუყვები, რომ ჩემი სექსუალურ მონად ქცევა უნდა.
– ანა, ოღონდ ფულის გამო არ დაშორდე, გთხოვ, ელიოტმა მითხრა, კრისტიანი ადრე
არავის არ ხვდებოდაო.
– მართლა? – ჩემი ხმა რამდენიმე ოქტავით მაღლა ხტება.
პირფერობა არ შეგიძლია, სტილ! მტუქსავს ჩემი გაბრაზებული ქვეცნობიერი და თითს
მიქნევს, მერე უცებ მართლმსაჯულების სასწორად წარმომიდგება თვალწინ და
მაფრთხილებს, რომ კრისტიანი სასამართლოში მიჩივლებს, თუ მე მის საიდუმლოებებს
გავამხელ. ოჰ, კარგი რა! და რას მიზამს? ჯარიმას გადამახდევინებს? არ დამავიწყდეს,
როცა „საკითხის შესწავლას“ დავიწყებ, გუგლში „კონფიდენციალობის დარღვევისთვის
ჯარიმების შესახებ“ ინფორმაციაც უნდა მოვიძიო... საშინაო დავალებას ჰგავს. იქნებ ამ
დავალებისთვის შემაფასონ კიდეც... მაშინვე აბაზანაში დილანდელი თავგადასავალი
მახსენდება და ვწითლდები.
– რა გჭირს, ანა?
– არაფერი, რაღაც გამახსენდა.
– იცი, ძალიან შეიცვალე, – მეუბნება კეიტი აღფრთოვანებით.
– ჰო. თავსაც სხვანაირად ვგრძნობ. ცოტა მტკივა კიდეც. – ვუტყდები დარცხვენილი.
– გტკივა?
– ძალიან არა, – ვპასუხობ გაწითლებული.
– მეც მტკივა. ოჰ, ეს კაცები!.. ნამდვილი ცხოველები არიან! – გათამაშებული ზიზღით
ტუჩებს იბზუებს კეიტი.
ორივე ვიცინით.
– ძალიან გტკივა? – ვეკითხები შეშფოთებული.
– ჰო... ზედმეტი მომივიდა.
ისევ ვხითხითებ.
– ელიოტზე მომიყევი, ასეთი რა არის?! – ვეკითხები, როცა სიცილისგან, როგორც იქნა,
სულს ვითქვამ. ახლა უკვე შემიძლია, მოვეშვა და აღარ ვინერვიულო, პირველად მას
შემდეგ, რაც კრისტიანს დავურეკე ტუალეტიდან და საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო...
იქამდე ხომ მისტერ გრეის მხოლოდ შორიდან ვეტრფოდი. ოჰ, ბედნიერი, უშფოთველი
დღეები...
კეიტი წითლდება. ოჰო!.. კათრინ აგნეს კავანამ და ანასტასია როუზ სტილმა ადგილები
გაცვალეს. კეიტი მიმნდობი გულუბრყვილობით შემომყურებს. ადრე ნამდვილად
არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კაცზე ასეთი რეაქცია ჰქონოდა. ლამისაა, ყბა
ჩამომივარდეს. სად გაქრა ჩემი კეიტი? დამიბრუნეთ მეგობარი!
– ოჰ, ანა, ის ისეთი... არაჩვეულებრივია! და როცა... სექსის დროს... ოჰ...
წარმოუდგენლად კარგია, – კეიტი იმასაც კი ვერ ახერხებს, სიტყვები ერთ წინადადებად
დააწყოს.
– გინდა თქვა, რომ მოგწონს?
კეიტი თავს მიქნევს და სომნამბულივით იღიმება.
– ერთმანეთს შაბათს ვხვდებით. დამპირდა, რომ სიეტლში გადასვლაში მოგვეხმარება,
– კეიტი თითებს იგრეხს, მერე დივანიდან ხტება და პეპელასავით აფარფატებული
ფანჯარასთან მირბის. ჯანდაბა. სიეტლში გადასვლა! სრულიად ამომივარდა თავიდან,
მიუხედავად იმისა, რომ გარშემო უამრავი ყუთი აწყვია.
– კარგი იქნება, – გული მადლიერების გრძნობით მევსება. თანაც უფრო ახლოსაც
გავიცნობ და იქნებ ცოტა თავისი უცნაური და შიშისმომგვრელი ძმის ხასიათის
გარკვევაშიც დამეხმაროს?... – გუშინ რას აკეთებდი?
კეიტი თავს ხრის, გაკვირვებული წარბებს ზევით სწევს და ჩემი სისულელით
გაოგნებულ გამომეტყველებას იღებს.
– ზუსტად იმას, რასაც შენ, ოღონდ ჩვენ იქამდე ვივახშმეთ, – მპასუხობს სიცილით, –
მართლა კარგად ხარ? გათიშული გამომეტყველება გაქვს.
– ჰო, ასეც არის. კრისტიანის გვერდზე ვერ ამოისუნთქებ.
– წარმომიდგენია... კარგად გექცეოდა?
– კი, – ვარწმუნებ თავის ქნევით, – კეიტ, ძალიან მშია. მოდი, რამეს მოვამზადებ...
კეიტიც თავს მიქნევს და კიდევ ორ წიგნს იღებს ყუთში ჩასადებად.
– თოთხმეტიათასიან წიგნებს რას უპირებ?
– დავუბრუნებ.
– მართლა?
– კი, აუცილებლად. მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარია, ვერაფრით ვერ მივიღებ, მით
უმეტეს ახლა, – ვუღიმი თანამზრახველივით და ისიც მეთანხმება.
– მესმის... აი, ორი წერილი მოგივიდა და ხოსეც საათში ერთხელ რეკავდა. როგორც
ჩანს, ძალიან ნერვიულობს.
– დავურეკავ, – ჯობია კეიტს ხოსეზე არაფერი ვუთხრა – მიწასთან გაასწორებს.
მაგიდიდან წერილებს ვიღებ. ოჰო! გასაუბრებაზე მიწვევენ! სიეტლში, ერთ კვირაში.
– რომელ გამომცემლობაში?
– ორივეში!
– ხომ გეუბნებოდი, საუნივერსიტეტო განათლებით ყველგან მიგიღებენ!
კეიტი, რა თქმა უნდა, უკვე მოწყობილია სტაჟიორად „სიეტლ ტაიმსში“. მამამისი
ვიღაცას იცნობს, ის კი, თავის მხრივ, კიდევ ვიღაცას...
– ელიოტი შენს წასვლაზე რას ფიქრობს? – ვეკითხები მე.
კეიტი სამზარეულოში შემოდის. მთელი საღამოს განმავლობაში პირველად
ეღრუბლება სახე.
– ესმის... ერთი მხრივ, არ მინდა წასვლა, მაგრამ მეორე მხრივ, ორი კვირა მზე და
დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა. იქამდე, ვიდრე მე და იტანი მუშაობას დავიწყებთ,
ეს ჩვენი ბოლო ოჯახური დასვენება იქნება, ამიტომ დედამაც მთხოვა, უარი არ მეთქვა.
საზღვარგარეთ არასდროს ვყოფილვარ...
კეიტი ძმასთან – იტანთან და მშობლებთან ერთად ორი კვირით ბარბადოსზე
მიფრინავს დასასვენებლად. ახალ სახლში კეიტის გარეშე მომიწევს მოწყობა, რა
უცნაური შეგრძნებაა... იტანმა – კეიტის ძმამ უნივერსიტეტი შარშან დაამთავრა და ერთი
წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. იმედი მაქვს, მათ
წასვლამდე იტანსაც ვნახავ, ძალიან კარგი ბიჭია.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარს გამოვყავარ.
– ხოსეა.
მძიმედ ვოხრავ, რას ვიზამ, უნდა დაველაპარაკო...
– გამარჯობა.
– ანა, დაბრუნდი?! – სიხარულს ვერ მალავს ხოსე.
– რა თქმა უნდა, – ხმაში სარკაზმი მეპარება.
ორიოდ წამს ჩუმდება.
– შენი ნახვა შეიძლება? პარასკევის გამო მინდა ბოდიში მოგიხადო. მთვრალი ვიყავი...
შენ... ანა, ძალიან გთხოვ, მაპატიე...
– რა თქმა უნდა, ხოსე, ოღონდ მეორეჯერ ასე აღარ მოიქცე. ხომ იცი, როგორი
დამოკიდებულება მაქვს შენთან, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ!.
ის მძიმედ და სევდიანად ოხრავს.
– ვიცი, მაგრამ იმედი მქონდა, რომ... თუ გაკოცებდი, ეს შეიცვლებოდა.
– ხოსე, მე შენ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ, მაგრამ შენ ჩემთვის ის ძმა ხარ,
რომელიც არასოდეს მყოლია.
– იმასთან ერთად ხარ? – ხმაში სიძულვილი ეპარება.
– ხოსე, მე არავისთან ერთად არ ვარ.
– მაგრამ ღამე ხომ იმასთან იყავი!..
– ეს შენი საქმე არ არის, ხოსე!
– ფულის გამო ხარ იმასთან?
– ხოსე! როგორ ბედავ?! – მისი უტიფრობით თავზარდაცემული უკვე თითქმის
ვყვირივარ.
– ანა... – მის ხმაში ერთდროულად სასოწარკვეთაც ისმის და ბოდიშის მოხდაც, მაგრამ
ახლა ხოსეს სულელური ეჭვიანობებისთვის არ მცალია, მესმის, რომ გულნატკენია,
მაგრამ კრისტიანის გამო ისედაც დაძაბული ვარ.
– მოდი, ხვალ დაგირეკავ და ყავა დავლიოთ, – ვეუბნები შემრიგებლური ტონით.
ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა მისი ნახვა ნამდვილად არ
შემიძლია.
– კარგი. მაშინ ხვალამდე. დამირეკავ? – ეს იმედიანი კითხვა გულს მილბობს.
– კი, დაგირეკავ... ხვალამდე, ხოსე.
და ისე რომ პასუხს არ ველოდები, ტელეფონს ვთიშავ.
– ასე რა ანერვიულებს? – მკაცრად კითხულობს დოინჯშემორტყმული კეიტი.
ჯობია მოვუყვე, ისე აშკარად არ მომეშვება.
– პარასკევს, იმ საღამოზე კოცნა დამიპირა.
– ხოსე, მერე კრისტიან გრეი!.. ანა, შენი ფერომონები გაორმაგებული ძალით მუშაობს!..
კი მაგრამ, ამ სულელს მაინც რის იმედი ჰქონდა?
კეიტი თავს აღშფოთებით აქნევს და ყუთებს უბრუნდება.
ორმოცდახუთი წუთის შემდეგ ჩვენი სამზარეულოს საფირმო კერძის – ჩემი ლაზანიის
მისართმევად სასადილო მაგიდასთან ვსხდებით. კეიტი ღვინოს ხსნის. უამრავი ყუთით
გარშემორტყმულნი კერძს წითელ ღვინოს ვაყოლებთ და ტელევიზორში რაღაც
სისულელეს ვუყურებთ. ორმოცდარვასაათიანი სრული სიგიჟის შემდეგ ნანატრი
სიმშვიდის წუთი დგება. პირველად ამ ხნის განმავლობაში, წყნარად და მითითებების
გარეშე შემიძლია ვჭამო. საინტერესოა, რატომ აქვს ასეთი უცნაური დამოკიდებულება
საჭმელთან?.. კეიტი მაგიდას ალაგებს, მე კი სასტუმრო ოთახის ნივთების ჩალაგებას
ვიწყებ. ოთახში მხოლოდ დივანი, ტელევიზორი და მაგიდაღა რჩება. კიდევ რა
დაგვჭირდება? ჭურჭელია ჩასალაგებელი და ლოგინის თეთრეული, წინ კი თითქმის
მთელი კვირაა.
ისევ ტელეფონი რეკავს. ელიოტია. კეიტი თვალს მიკრავს და თოთხმეტი წლის
ბავშვივით საძინებელ ოთახში გარბის. გამოსაშვებ ცერემონიაზე წასაკითხი ტექსტის
წერას, როგორც ჩანს, ელიოტთან ლაპარაკი ურჩევნია. რა აქვთ ასეთი გრეების ოჯახის
მამაკაცებს, რომ ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულებით სარგებლობენ და გულს
და გონებას მთლიანად იპყრობენ?! კიდევ ერთ ჭიქა ღვინოს ვისხამ... ტელევიზორის წინ
მარტო ვზივარ და ერთი არხიდან მეორეზე გაუაზრებლად ვრთავ, სინამდვილეში კი
კარგად მესმის, რომ დროს ვწელავ. ჩანთაში ჩადებული კონტრაქტი თითქოს
ცეცხლმოკიდებული ნაკვერცხალივით მწვავს. ნეტა ძალა თუ მეყოფა, რომ დღეს
წავიკითხო?
თავზე ხელებს ვიჭერ... ხოსეც და კრისტიანიც ჩემგან რაღაცას ითხოვენ. ხოსეს
ადვილად მოვუვლი, კრისტიანს კი... კრისტიანს სრულიად სხვა მიდგომა და გაგება
სჭირდება. ჩემს ერთ ნაწილს გაქცევა და უბრალოდ დამალვა უნდა... როგორ მოვიქცე?
თვალწინ მისი მწველი და ჟინიანი ნაცრისფერი თვალები წარმომიდგება და მაშინვე
მთელი სხეული მეძაბება. ღრმად ვოხრავ. ის ახლა შორს არის, მაგრამ ჩემზე
ზემოქმედებას მაინც ახერხებს. თუმცა საქმე მარტო სექსში არ არის!.. მახსენდება, როგორ
მეხუმრებოდა საუზმის დროს, რა აღფრთოვანებით მართავდა ვერტმფრენს და
შუაღამისას როიალზე როგორ უკრავდა გულში ჩამწვდომ, ენითაუწერლად სევდიან
მელოდიას... მასთან ყველაფერი ძალიან რთულია და უკვე ვიცი, რატომაც... ის ხომ
ბავშვობადაკარგული მოზარდია, საშინელი მისის რობინსონის სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი... გასაკვირი არ არის, რომ იმაზე უფროსივით იქცევა, ვიდრე
სინადვილეშია. როცა იმაზე ვფიქრობ რა გადაიტანა, გული სიბრალულით მევსება,
თუმცა ამ საკითხში ჩემი გაუთვითცნობიერებლობის გამო ბოლომდე მაინც ვერ
ვხვდები, რა... უნდა გავიგო, აუცილებლად ინტერნეტში უნდა მოვძებნო... მაგრამ ამ
ყველაფერს მეორე მხარეც აქვს – მინდაკი გაგება და იმ სამყაროს შიგნიდან დანახვა?
კრისტიანი რომ არ შემხვედროდა, ისე ვიცხოვრებდი, ამ სამყაროს არსებობის შესახებაც
კი არაფერი მეცოდინებოდა. ისევ გუშინდელი საღამო და დღევანდელი დილა
მახსენდება... და ჩვენი საოცარი, გრძნობიერი სექსი... მზად ვარ, ამ ყველაფერზე უარი
ვთქვა? „არა!“ – ყვირის ჩემი ქვეცნობიერი, ჩემი შინაგანი ქალღმერთიც კი, ჩაფიქრებული
გამომეტყველებით, თანხმობის ნიშნად კვერს უკრავს. ღიმილმოფენილი კეიტი
სასტუმრო ოთახში ბრუნდება. აშკარად შეყვარებულია... გაოგნებული შევყურებ. ადრე
ასეთი არასდროს მინახავს.
– ანა, წავალ დავიძინებ, თვალები თავისით მეხუჭება.
– ჰო, მეც მივდივარ.
ის მეხვევა.
– მიხარია, რომ უვნებელი დაბრუნდი. კრისტიანი ისეთი უცნაურია, რომ რატომღაც
მეშინოდა, – ბოდიშის მოხდის ტონით მეუბნება კეიტი.
დამამშვიდებელად ვუღიმი, თავად კი იმაზე ვფიქრობ – საიდან ხვდება ასეთ რამეებს?
კეიტისგან არაჩვეულებრივი ჟურნალისტი დადგება: ინტუიცია არასოდეს ღალატობს.
ჩემს ჩანთას ხელს ვკიდებ და საძინებელ ოთახში მივდივარ. ფიზიკურმა სიამოვნებამ და
ჩემ წინაშე მდგარმა დილემამ სრულიად გამომფიტა. ჩანთიდან შესაფუთი ქაღალდის
კონვერტს ვიღებ და ხელში ვატრიალებ. მინდა კი კრისტიანის გარყვნილების დონის
გაგება? მეშინია. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და კონვერტს ვხსნი.

თავი მეთერთმეტე
კონვერტში რამდენიმე ფურცელია. გული ამოვარდნაზე მაქვს, მაგრამ ფურცლებს
ვიღებ, საწოლზე ვჯდები და ვკითხულობ:

ხელშეკრულება
ძალაში შედის 2011 წელს (ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი)
ხელშეკრულება იდება მისტერ კრისტიან გრეის, მცხოვრებს მისამართზე: WA 98889,
სიეტლი, ესკალა 301, და შემდგომში „დომინანტად“ წოდებულსა და მის ანასტასია
სტილს შორის, მცხოვრებს მისამართზე: WA 98888, ვანკუვერი, ჰევენ ჰეიტსი,
გრინსტრიტი, ბ. 7, 1114 SW, შემდგომში „მორჩილად“ წოდებულს შორის.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს შემდეგ პირობებზე:


1. ქვემოთ მოყვანილია ხელშეკრულებაში შემავალი, როგორც დომინანტის, ასევე
მორჩილისთვის აუცილებელი პირობები.

ძირითადი პირობები:
2. მოცემული ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, მორჩილს, მისი ფიზიკური და
სულიერი მოთხოვნილებებისადმი სათანადო პატივისცემის დაცვით, მიანიჭოს
საკუთარი მგრძნობელობისა და დასაშვები საზღვრების შესწავლის შესაძლებლობა.
3. დომინანტი და მორჩილი თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ფარგლებში
განხორციელებული ყოველი ქმედება ურთიერთშეთანხმებული, კონფიდენციალური
და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესებისა და შეზღუდვების
შესაბამისი იქნება.
4. დომინანტი და მორჩილი გარანტიას იძლევიან, რომ არც ერთი მათგანი არ არის
დაავადებული ვენერიული, ინფექციური, ან სიცოცხლისთვის საშიში სხვა
დაავადებებით, მათ შორის: შიდსით, ჰერპესით და ჰეპატიტით. თუკი ხელშეკრულების
მოქმედების ვადაში (იხ. ქვემოთ) ან ნებისმიერ, ხელშეკრულებაზე დამატებულ დროში
მხარეთაგან რომელიმეს დასმული ექნება აღნიშნული ტიპის დაავადების დიაგნოზი, ან
ამ დაავადების არსებობის შესახებ შეიტყობს, აღნიშნული მხარე იღებს ვალდებულებას,
მეორე მხარეს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ. ამასთან, აუცილებელია, რომ ეს
ვალდებულება შესრულდეს ნებისმიერი სახის ფიზიკურ კონტაქტამდე.
5. ზემოთ მოყვანილი გარანტიების, შეთანხმებებისა და ვალდებულებების (აგრეთვე მე-
3 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი დამატებითი გარანტიების და უსაფრთხოების
წესების) შესრულება ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა და ორივე მხარე
ერთმანეთის მიმართ იღებს ვალდებულებას საკუთარ პიროვნულ პასუხიმგებლობაზე,
აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შედეგებზე.
6. ხელშეკრულებაში შესული ყოველი პუნქტი წაკითხული და ძირითადი მიზნისა და
მე-25 პუნქტებში აღნიშნული პირობების შესაბამისად უნდა იქნეს გაგებული. მხარეთა
ვალდებულებები
7. დომინანტი პასუხისმგებლობას იღებს მორჩილის კარგ მდგომარეობასა და
თვითშეგრძნებაზე, აგრეთვე ის ვალდებულია, უზრუნველყოს მორჩილისთვის
შესაბამისი მომზადება, განსწავლა და დისციპლინის დაცვა. დომინანტი საზღვრავს
მორჩილის განსწავლის, მომზადებისა და სასჯელის სახეს, აგრეთვე ადგილსა და დროს,
სადაც ამ ყოველივეს ახორციელებს, რაც თავის მხრივ, მოცემული ხელშეკრულების, ან
დამატებით მე-3 პუნქტში აღნიშნული შეზღუდვებისა და უსაფრთხოების წესების
პირობებს უნდა შეესაბამებოდეს.
8. თუკი დომინანტი მოცემული ხელშეკრულებით, ან დამატებითი, მე-3 პუნქტით
განსაზღვრულ შეზღუდვებსა და უსაფრთხოების წესებს არღვევს, მორჩილი
უფლებამოსილია, გაუფრთხილებლად, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება და
უარი თქვას დომინანტის დაქვემდებარებაზე.
9. მოცემული ხელშეკრულების 2 – 5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა
და უსაფრთხოების წესების დაცვის პირობებში, მორჩილი ვალდებულებას იღებს,
დაექვემდებაროს და ყველაფერში დაემორჩილოს დომინანტს. მოცემული
ხელშეკრულების, ან დამატებითი, მე-3 პუნქტში აღნიშნული შეზღუდვებისა და
უსაფრთხოების წესების დაცვის პირობებში, მორჩილი იღებს ვალდებულებას,
ყოველგვარი კითხვებისა და ყოყმანის გარეშე დომინანტს მიანიჭოს ის სიამოვნება,
რასაც ის მისგან მოითხოვს, ასევე უპირობოდ დათანხმდეს დომინანტის მიერ მისთვის
განსაზღვრულ განსწავლისა თუ სასჯელის ნებისმიერ ფორმას.

ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა


10. დომინანტსა და მორჩილს შორის დადებული მოცემული ხელშეკრულება ძალაში
შედის თარიღიდან, რომელიც ისაზღვრება, როგორც „ხელშეკრულების ძალაში შესვლის
თარიღი“. ორივე მხარე უკვე იცნობს ხელშეკრულების პირობებს და ვალდებულებას
იღებს შეასრულოს ისინი გამონაკლისის გარეშე.
11. მოცემული ხელშეკრულება მოქმედებს „ხელშეკრულების ძალაში შესვლის
თარიღიდან“ დაწყებული სამი კალენდარული თვის განმავლობაში. ხელშეკრულების
ვადის გასვლის შემდეგ მხარეები განიხილავენ, რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო
მათთვის მოცემული ხელშეკრულება, მის პირობებში განხორციელებული ქმედებები და
რამდენად შეესაბამებოდა ის მათ მოთხოვნილებებს. მხარეთაგან ნებისმიერი
უფლებამოსილია მოცემული ხელშეკრულების პირობების უკვე მიღწეული
კორექტირებისა თუ შეთანხმების გათვალისწინებით, ხელშეკრულების ვადის გაზრდა
მოითხოვოს. თუკი მხარეები ხელშეკრულების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით
შეთანხმებას ვერ აღწევენ, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება და მხარეები
უფლებამოსილი არიან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იცხოვრონ.

ხელმისაწვდომობა
12. მორჩილი დომინანტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველ კვირას, პარასკევი
საღამოდან, კვირა დღის მეორე ნახევრის ჩათვლით ხელშეკრულების მოქმედების
მთელი ვადის განმავლობაში და დომინანტის მიერ მითითებულ საათებში
(„გამოყოფილი დრო“). ურთიერთობის დამატებით საათებთან დაკავშირებით
მიღებული გადაწყვეტილება ორივე მხარის ურთიერთშეთანხმების საგანს წარმოადგენს.
13. დომინანტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით უარი
თქვას მორჩილის დაქვემდებარებაზე. მორჩილი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს
სთხოვოს დომინანტს დაქვემდებარებიდან გათავისუფლების ნებართვა;
გადაწყვეტილებას ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, გარდა მოცემული ხელშეკრულების 2
– 5 პუნქტებში აღნიშნული შემთხვევებისა, თავისი სურვილისამებრ იღებს დომინანტი.

ადგილმდებარეობა
14. მორჩილი „გამოყოფილი დროის“, ან დამატებითი დროით განსაზღვრულ
მონაკვეთში დომინანტის მიერ შერჩეულ ადგილზეუნდა იმყოფებოდეს. დომინანტი
თავის თავზე იღებს ამ მიზნით მორჩილის გადაადგილებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.

მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისთვის აუცილებელი


მოთხოვნები
15. ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნათა განხილვისა და ურთიერთშეთანხმების შემდეგ,
მხარეები თანხმდებიან, ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში
დაიცვან ხელშეკრულების პირობები. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლოა
წამოიჭრას ისეთი საკითხები, რომლებიც ხელშეკრულებით არ არის
გათვალისწინებული და რომ ამ საკითხთა შესაბამისად უნდა გადაიხედოს
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ასეთ საკითხთა წამოჭრის
შემთხვევაში აღნიშნული საკითხები ხელშეკრულებაში მოცემული პირობების
დამატებითი დანართების სახით შედის. ნებისმიერი სახის დამატებითი პუნქტი, ან
დანართი განიხილება, დოკუმენტის ფორმა ეძლევა, მხარეთა მიერ ეწერება ხელი და
მოცემული ხელშეკრულების 2 – 5 პუნქტების, ძირითადი პირობების პუნქტებს ემატება.

დომინანტი
15.1. ნებისმიერ პირობებში დომინანტისთვის პრიორიტეტული მორჩილის
ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. დომინანტი უფლებამოსილი არ არის მორჩილისგან
მოცემული ხელშეკრულების მე-2 დანართში აღნიშნული ქმედებების, ან მხარეების მიერ
უსაფრთხოების ფარგლებად შეთანხმებული, ანდა ნებისმიერი სხვა ქმედების
შესრულება მოითხოვოს. დომინანტი ვალდებულებას იღებს არ განახორციელოს
მორჩილის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის საშიში არავითარი ქმედება, ასევე
თვალყური ადევნოს, რომ არც მორჩილმა ჩაიდინოს თვითნებურად მსგავსი ქმედება. მე-
15 პუნქტის ყველა დანარჩენი ქვეპუნქტები განხილულ უნდა იქნეს ამ დანართისა და
მოცემული ხელშეკრულების, ზემოთ ჩამოთვლილი 2 – 5 ძირითადი პირობების
პუნქტების შესაბამისად.
15.2. მორჩილი დომინანტს სრულ მფლობელობაში ბარდება მოცემული
ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, რათა დომინანტმა ის
დაიქვემდებაროს, გააკონტროლოს და ასწავლოს. დომინანტი უფლებამოსილია,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ან დამატებითი სესიების განმავლობაში
მორჩილის სხეული გამოიყენოს თავისი სურვილისამებრ სექსუალური თუ სხვა
ქმედებებისთვის.
15.3. დომინანტი ვალდებულია, მისი სათანადო ფორმით მომსახურების მიზნით,
მორჩილისთვის აუცილებელი ფიზიკური ვარჯიში და წრთვნა უზრუნველყოს.
15.4. დომინანტი ვალდებულია, ისეთი სტაბილური და უსაფრთხო გარემო
უზრუნველყოს, რომელშიც მორჩილს საშუალება ექნება, ემსახუროს მას.
15.5. დომინანტი უფლებამოსილია, მორჩილის მიერ საკუთარი დაქვემდებარების
ბოლომდე გააზრებისა და მისი მხრიდან არასასურველი ქმედებების თავიდან აცილების
მიზნით დასაჯოს მორჩილი. დომინანტი უფლებამოსილია საკუთარი სიამოვნებისთვის,
ან ნებისმიერი სხვა საბაბით, შიშველი ხელი, მათრახი ან წკეპლა ურტყას მორჩილს, ან
თავისი შეხედულებისამებრ ფიზიკური ზემოქმედების სხვა ფორმას მიმართოს; ამასთან
დომინანტი ვალდებული არ არის, ახსნას ამ სასჯელთა არსი.
15.6. სწავლებისა თუ დასჯის დროს დომინანტი ვალდებულებას იღებს, არ მიმართოს
ფიზიკური ზემოქმედების ისეთ ფორმებს, რომელთა შედეგადაც მორჩილის სხეულზე
წარუშლელი კვალი დარჩება, ან სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა წარმოიქმნება.
15.7. სწავლებისა თუ დასჯის დროს დომინანტი თვალყურს ადევნებს, რომ თავად
სასჯელი ან სასჯელისთვის გამოყენებული საშუალებები იყოს უსაფრთხო, არ ქმნიდეს
სერიოზული იარების მიყენების საშიშროებას და არ სცდებოდეს მოცემული
ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნორმებს.
15.8. მორჩილის ფიზიკურად ტრავმირების, ან ავადმყოფობის შემთხვევაში,
დომინანტი ვალდებულია მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე იზრუნოს,
საჭიროების შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისთვის სამედიცინო დახმარება.
15.9. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დომინანტი იღებს ვალდებულებას,
იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და საჭიროების შემთხვევაში მიმართოს
სამედიცინო დახმარებას.
15.10. დომინანტი უფლებამოსილი არ არის, მორჩილი სხვა პირებს გადასცეს მისი
დროებითი გამოყენების მიზნით.
15.11. დომინანტი უფლებამოსილი არ არის, გაკოჭოს, ხელბორკილები დაადოს, ან
რაიმე სხვა გზით შეზღუდოს მორჩილის მოძრაობა ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ან დამატებითი სესიებისთვის გამოყოფილი დროის განმავლობაში
ნებისმიერი მიზეზით და ხანგრძლივი დროით იმ საბაბით, რომ ეს ქმედება მორჩილის
ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
15.12. დომინანტი ვალდებულია, იზრუნოს, რომ სწავლებისა და სასჯელისთვის
განკუთვნილი ყველა საშუალება სუფთად და ჰიგიენური ნორმების დაცვით
ინახებოდეს; აგრეთვე, ეს საშუალებები თავის თავში არ მოიცავდეს უსაფრთხოების
წესების დარღვევის შესაძლებლობებს.

მორჩილი
15.13. მორჩილი დომინანტს ბატონად, საკუთარ თავს კი დომინანტის საკუთრებად
აღიარებს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია, მორჩილს ხელშეკრულების
მოქმედების ვადაში, განსაკუთრებით ურთიერთობისთვის განსაზღვრულ თუ
დამატებითი სესიებისთვის გამოყოფილ დროს თავისი შეხედულებისამებრ მოექცეს.
15.14. მორჩილი ვალდებულია, დაექვემდებაროს მოცემული ხელშეკრულების 1-ელ
დანართში შეტანილ წესებს („წესები“).
15.15. მორჩილი ემსახურება დომინანტს ამ უკანასკნელისთვის მისაღები ნებისმიერი
საშუალებით და ცდილობს, სიამოვნება მიანიჭოს მას.
15.16. ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით მორჩილი ვალდებულია სათანადო
ზომები მიიღოს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართოს სამედიცინო დახმარებას;
ამასთან, აუცილებელია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების
წარმოშობის შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს დომინანტს.
15.17. ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად მორჩილი ვალდებულია, მიიღოს ჩასახვის
საწინააღმდეგო საშუალებები მითითებული წესებისა და ვადების შესაბამისად.
15.18. მორჩილი ვალდებულია, უპირობოდ დაემორჩილოს დომინანტის მიერ მისთვის
განსაზღვრულ სასჯელს; აგრეთვე მუდმივად ახსოვდეს საკუთარი დაქვემდებარებული
სტატუსი დომინანტთან მიმართებაში.
15.19. მორჩილი უფლებამოსილი არ არის, დომინანტის ნებართვის გარეშე მიმართოს
თვითნებურ თვითდაკმაყოფილებას.
15.20. მორჩილი ყოველგვარი კამათისა დაყოყმანის გარეშე უნდა დათანხმდეს
დომინანტის მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ სექსუალურ ქმედებას.
15.21. მორჩილი ვალდებულია, ყოველგვარი კითხვებისა და წინააღმდეგობის გაწევის
გარეშე მიიღოს დომინანტის მიერ სასჯელად განსაზღვრული შიშველი ხელით
დარტყმა, აგრეთვე შოლტით გამათრახება თუ ხელჯოხით ან წნელით გაწკეპვლა და
ასევე სასჯელის ნებისმიერი ფორმა.
15.22. მორჩილი უფლებამოსილი არ არის, თვალებში შეხედოს დომინანტს მისი
ნებართვის გარეშე. დომინანტის თანდასწრებით მორჩილი თვალებს უნდა ხრიდეს და
თავი თავმდაბლად და მოწიწებით ეჭიროს.
15.23. მორჩილი იღებს ვალდებულებას, გამოხატოს პატივისცემა დომინანტის მიმართ
და მიმართოს მას „ბატონობით“, „მისტერ გრეიდ“, ან დომინანტის მიერ შერჩეული სხვა
სახელით.
15.24. მორჩილი უფლებამოსილი არ არის, შეეხოს დომინანტს მისი ნებართვის გარეშე.

ქმედებები
16. მორჩილმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს სექსუალურ, ან სხვა ქმედებებში,
რომლებსაც ორივე მხარე საფრთხედ მიიჩნევს, აგრეთვე, მე-2 დანართში შეტანილ
ქმედებებში.
17. დომინანტმა და მორჩილმა განიხილეს მე-3 დანართში ჩამოთვლილი მოქმედებანი
და წერილობითი თანხმობა განაცხადეს ამ ქმედებებში მონაწილეობაზე.

შემაჩერებელი სიტყვები
18. დომინანტი და მორჩილი აცნობიერებენ რა, რომ დომინანტის ზოგიერთმა
მოთხოვნამ მორჩილს შესაძლოა ფიზიკური, გონებრივი, ფსიქოლოგიური ან ემოციური
ზიანი მიაყენოს, თუკი იგი მათ შესრულებას დათანხმდება, თანხმდებიან, რომ მორჩილს
უფლება აქვს, გამოიყენოს შემაჩერებელი სიტყვები; მოთხოვნის სიმძიმის მიხედვით და
ამის შესაბამისად გამოიყენება ორი შემაჩერებელი სიტყვა.
19. შემაჩერებელი სიტყვა „ყვითელი“ გამოიყენება მორჩილის მიერ, რათა დომინანტის
ყურადღება მიიქციოს, რომ ის მოთმინების ზღვართან არის მისული.
20. შემაჩერებელი სიტყვა „წითელი“ გამოიყენება, როდესაც მორჩილს აღარ შეუძლია
დომინანტის მოთხოვნის შესრულება. ასეთ შემთხვევაში დომინანტი მყისიერად და
სრულიად წყვეტს აღნიშნულ ქმედებას.

დასკვნა
21. ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერებმა, ყურადღებით წავიკითხეთ და გავიგეთ
მოცემული ხელშეკრულების ყველა პირობა. მოცემული ხელშეკრულების პირობებს
ვიღებთ ჩვენი ნებით და თანხმობას ხელმოწერით ვადასტურებთ.
დომინანტი: კრისტიან გრეი
მორჩილი: ანასტასია სტილი
თარიღი:
დანართი 1.
წესები
ძილი:
მორჩილს, გარდა იმ დროისა, რომელსაც ის დომინანტთან ერთად ატარებს, დღე
ღამეში მინიმუმ რვა საათის განმავლობაში უნდა ეძინოს.

კვება:
ჯანმრთელობის და კარგი თვითშეგრძნების შენარჩუნების მიზნით მორჩილი
რეგულარულად და რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვლის მიხედვით უნდა
იკვებებოდეს (დანართი 4). იკრძალება კვებებს შორის დამატებით რაიმე სახის საკვების
მიღება.

სამოსი:
ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მორჩილი იღებს ვალდებულებას, იმოსებოდეს
მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რომელიც დომინანტის მიერ არის დაშვებული და
ნებადართული. დომინანტი მორჩილს გარკვეული თანხით უზრუნველყოფს, მორჩილი
კი იღებს ვალდებულებას, აღნიშნული თანხა დახარჯოს ტანსაცმლის შეძენაზე.
დომინანტს უფლება აქვს, დაესწროს ტანსაცმლის შეძენის პროცესს. კონტრაქტის
მოქმედების ვადაში მორჩილი აცხადებს თანხმობას, რომ ატაროს დომინანტის მიერ
შერჩეული მორთულობა და აქსესუარები ნებისმიერ მითითებულ დროს.

ფიზიკური ვარჯიში:
დომინანტი მორჩილს კვირაში ოთხჯერ პერსონალურ ინსტრუქტორთან ფიზიკური
ვარჯიშების კურსით უზრუნველყოფს, ვარჯიშების დრო მორჩილის მიერ და
ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება. ინსტრუქტორი დომინანტს ანგარიშს აბარებს
მორჩილის ფიზიკური მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.

პირადი ჰიგიენა/სილამაზე:
მორჩილი იღებს ვალდებულებას, დაიცვას ჰიგიენა, რეგულარულად ჩაიტაროს
(სამართებლით და/ან ცვილით) სხეულის თმისგან გასუფთავებისა და მის მიერვე
მიზანშეწონილი ნებისმიერი სხვა პროცედურა მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ
სილამაზის სალონში. აღნიშნული პროცედურების ყველა ხარჯს უზრუნველყოფს
დომინანტი.

პირადი უსაფრთხოება:
მორჩილი იღებს ვალდებულებას, არ გადააჭარბოს ალკოჰოლის დოზას, ამას გარდა: არ
მოწიოს, არ მიიღოს ნარკოტიკები და არ დააყენოს საკუთარი ჯანმრთელობა
გაუმართლებელი საფრთხის ქვეშ.
პირადი თვისებები:
მორჩილი იღებს ვალდებულებას, არ დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა
არავისთან, გარდა დომინანტისა. მორჩილს თავი მდაბლად და მოწიწებით უნდა ეჭიროს
და გააცნობიეროს, რომ მისი მოქმედება პირდაპირ გავლენას ახდენს დომინანტზე.
მორჩილი დომინანტის გარეშე ყოფნის დროს, პასუხისმგებელია თავის ყოველ
ქმედებაზე, დისციპლინის ნორმებიდან გადახვევასა თუ დარღვევაზე.
ზემოთ აღწერილი წესებიდან ნებისმიერის დარღვევას მოჰყვება დომინანტის
მიერგანსაზღვრული სასჯელის ფორმა.

დანართი 2.
დაუშვებელი ქმედებები:
ქმედებები ცეცხლის გამოყენებით.
ქმედებები შარდვის ან დეფეკაციის გამოყენებით.
ქმედებები ნემსების და დანების გამოყენებით, აგრეთვე სხვა სახის ჭრილობებისა თუ
ნაჩხვლეტების მიყენება და სისხლის დადინება.
ქმედებები სამედიცინო და გინეკოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით.
ქმედებები ბავშვებისა თუ ცხოველების მონაწილეობით.
ქმედებები, რომელთა შედეგად სხეულზე შეიძლება წარუშლელი კვალის დატოვება.
სუნთქვასთან დაკავშირებული თამაშები.
ქმედებები, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრობის (როგორც წყვეტილი, ასევე
უწყვეტი) ან ცეცხლის სხეულზე ზემოქმედებას.

დანართი 3.
დასაშვები ზღვარი
დასაშვები ზღვარი ექვემდებარება განხილვას და ისაზღვრება ორივე მხარის
ურთიერთშეთანხმებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი სექსუალურ იქმედებებია მორჩილისთვის დასაშვები:


მასტურბაცია
კუნილინგუსი
ფელაცია
სპერმის გადაყლაპვა
ვაგინალური სექსი
ვაგინალური ფისტინგი
ანალური სექსი
ანალური ფისტინგი
თანახმაა თუ არა მორჩილი, სექსის დროს გამოიყენოს შემდეგი საგნები:
ვიბრატორები
ანალური საცობები
ფალოიმიტატორები
ვაგინალური თუ ანალური სექსისთვის განკუთვნილი სხვა საგნები

მოქმედების შემზღუდველი რა ქმედებებია მორჩილისთვის მისაღები:


ხელების შეკვრა თოკით
ხელების შეკვრა ტყავის სამკლაურებით
შებოჭვა ხელბორკილებით და ჯაჭვებით
შებოჭვა თასმებით

თანახმაა თუ არა მორჩილი შემდეგი სახით დაბმაზე:


ხელების წინ შეკვრა
კოჭების შეკვრა
იდაყვების შეკვრა
ხელების უკან შეკვრა
მუხლებით შეკვრა
მაჯების მიბმა კოჭებზე
განმბრჯენზე, ავეჯზე მიბმა
ჩამოკიდება

თანახმაა თუ არა მორჩილი თვალების ახვევაზე?

თანახმაა თუ არა მორჩილი პირში ალიკაპის ამოდებაზე?

რა ინტენსივობით სურს დომინანტისგან ტკივილის მიღება და როგორ აღიქვამს


მორჩილი ტკივილს? შეფასება ხდება ხუთქულიანი სისტემით, სადაც 1 აღნიშნავს
„ძალიან მომწონს“, 5 კი – „ძალიან არ მომწონს“
1–2–3–4–5

ტკივილის/სასჯელის/დისციპლინური ზომების რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი


სახეობებია მორჩილისთვის მისაღები?
შიშველი ხელით დარტყმა
გაწკეპვლა
კბენა
გენიტალიებზე მოჭერა
ცხელი ცვილი
ბრტყელთავიანი სარტყამით დარტყმა
ჯოხით ცემა
ძუძუს თავებზე მოჭერა
ყინული
ტკივილის მიყენების სხვა საშუალებები

ღმერთო!.. იმის ძალა აღარ მყოფნის, საკვების ჩამონათვალზე გადავიდე... ნერწყვს


ძლივს ვყლაპავ – პირი სრულიად გამომიშრა, ხელშეკრულებას ხელახლა ვკითხულობ.
ლამისაა თავი გამისკდეს. შეიძლება ვინმე საერთოდ ამაზე დათანხმდეს? და, რაც
მთავარია, ეს ყველაფერი ჩემივე კეთილდღეობისთვის კეთდება: „მორჩილის
მგრძნობელობის შესასწავლად“, „დასაშვები ზღვარი“, „უსაფრთხოება“... ჰო, რა თქმა
უნდა, აბა რა! გაოგნებული, ირონიულად ვიცინი. „ბრძანება შეასრულოს და
ყველაფერში დაემორჩილოს“... ყველაფერში! თვალებს არ ვუჯერებ. თუმცა
დაქორწინების დროსაც ამ სიტყვას არ ამბობენ?! – „დამორჩილება“... ღმერთო!...
საინტერესოა, ნუთუ აქამდე კიდევ ამბობენ? ხელშეკრულება სამთვიანია, ალბათ ამიტომ
ჰყავდა ამდენი ქალი! ქალები მალე ბეზრდება, თუ სამ თვეზე მეტს ვერავინ უძლებს?
„ყველა შაბათ-კვირა“? არა, ეს მეტისმეტია. გამოდის, რომ გამოსასვლელ დღეებში არც
კეიტთან მექნება შეხვედრის საშუალება და არც ახალ სამსახურში გაცნობილ ახალ
მეგობრებთან. ალბათ ჯობია, თვეში ერთი შაბათ-კვირა ჩემთვის დავიტოვო.
მაგალითად, როდესაც მენსტრუაცია მექნება – მგონი, სრულიად ნორმალური იქნება. ის
ჩემი ბატონია და ისე მომექცევა, როგორც მოუნდება?!
ღმერთო ჩემო!
გაფიქრებაც კი, რომ შოლტი ან წკეპლა უნდა გადამიჭიროს, თავზარს მცემს. ამასთან
შედარებით ხელით დუნდულებზე ცემას კიდევ რა უჭირს, თუმცა ალბათ ესეც ძალიან
დამამცირებელია. ან თუნდაც დაბმა... თუმცა ხელები ერთხელ უკვე შემიკრა და...
საკმაოდ სექსუალური იყო. ეს, ალბათ არც ისეთი ცუდი იქნება. სხვა დომინანტს არ
გადამცემს „დროებითი მოხმარებისთვის“... თავისთავად! მე თვითონ რატომ არ ვიფიქრე
ნეტა ამაზე? სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
თვალებში ყურების უფლება არ მაქვს. რა უცნაური მოთხოვნაა? როგორღა მივხვდები,
რაზე ფიქრობს? თუმცა თავს ვიტყუებ, ამის მიხვედრა მაინც შეუძლებელია, მაგრამ
მომწონს თვალებში რომ ვუყურებ. საოცარი თვალები აქვს – მომაჯადოებელი, ჭკვიანი,
ღრმა და დაბინდული – დომინანტის და ბატონის საიდუმლოებებით აღსავსე.
კრისტიანის მწველი, ჩამუქებული მზერა მახსენდება და, ბარძაყებდაჭიმული, წრიალს
ვიწყებ. მისი შეხებაც არ შემეძლება... უკვე აღარც მიკვირს. ახლა კიდევ ის სულელური
წესები... არა, არა... ვერ შევძლებ. თავს ხელებში ვრგავ. ასეთი ურთიერთობა ჩემთვის
მიუღებელია.
ცოტა ხანს მაინც უნდა დავიძინო, სრულიად დალეწილი ვარ. იმ ყველაფერმა, რაშიც
უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში თავით გადავეშვი, სრულიად გამომფიტა...
სულიერ მდგომარეობაზე რომ აღარაფერი ვთქვა... არა, საფიქრალი ნამდვილად
გავიჩინე. როგორც ხოსე იტყოდა, ტვინის გასაუპატიურებელი ავიტეხე... იქნებ დილას
ყველაფერი სულელურ ხუმრობადაც ჩავთვალო.
ფეხზე ვდგები და ტანსაცმელს ვიხდი. ეჰ, კარგი იქნებოდა კეიტისთვის ვარდისფერი
ფლანელის პიჟამა გამომერთმია, რაღაც რბილის და დამამშვიდებლის ჩაცმა მინდება.
მაგრამ, რას იზამ, ლოგინის მაისურით და შორტით კბილების გასახეხად მივდივარ...
სარკეში საკუთარ თავს შევყურებ. „არც კი გაბედო და ამ ყველაფერზე სერიოზულად
იფიქრო...“ ამ მდგომარეობაში ჩემი ქვეცნობიერიც კი ჩვეულ მანერას ღალატობს და იმის
მაგივრად, რომ იქირქილოს, გონივრულ და რაციონალურ რჩევას მაძლევს. შინაგანი
ქალღმერთი კი ხუთი წლის ბავშვივით კუნტრუშებს და ხელებს ერთმანეთს უტყაპუნებს
– „მიდი რა, უნდა ვცადოთ, აბა, კატების და შენი კლასიკური რომანების გარემოცვაში
მარტოობა და სიბერე გირჩევნია?!“
ამას როგორ წარმოვიდგენდი, ერთადერთ მამაკაცს, რომელიც კი ოდესმე მომწონებია
კომპლექტში სრულიად შეშლილი კონტრაქტი, მათრახები და ემოციური პრობლემების
მთელი დასტა მოჰყვება! კარგი, რაც არის, არის, ყოველ შემთხვევაში ამ დღეებში იმას
მაინც მივაღწიე, რაც მინდოდა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი კუნტრუშს წყვეტს და
გაცისკროვნებული, თვალისმომჭრელი ღიმილით იღიმება. „მივაღწიეთ!..“ – ჩურჩულებს
თვითკმაყოფილი და თავს მიქნევს. ჩემს სხეულზე მისი ხელები დატუჩები მახსენდება,
მერე მისი ასო ჩემში და ვწითლდები. თვალებს ვხუჭავ და შიგნიდან ნაცნობი, ნეტარი
ცახცახი მივლის... მინდა, ეს შეგრძნება მეორდებოდეს, მინდა... იქნებ მხოლოდ სექსზე
დათანხმებაზე წამოვიდეს?.. ეჭვი მეპარება...
ნუთუ დაქვემდებარებისკენ ვარ მიდრეკილი? ალბათ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ და
ინტერვიუს დროს მე თვითონ შევიყვანე შეცდომაში. მართალია, საკმაოდ მორცხვი ვარ,
მაგრამ დაქვემდებარებული და მორჩილი?! ის, რომ კეიტს ჩემი ხელმძღვანელობის
უფლებას ვაძლევ, უტყვ მორჩილებას ხომ არ ნიშნავს?! „დასაშვები ზღვარი“... ღმერთო
ჩემო! ლამის თავი გამისკდეს, დამამშვიდებლად მხოლოდ ისღა მრჩება, რომ ფიქრისგან
მტკივა.
ჩემი ოთახისკენ მივფრატუნებ. რამდენი რამე მაქვს მოსაფიქრებელი! არა, ახლა აზრი
არა აქვს... დილას საღ გონებაზე ვიფიქრებ. შეურაცხმყოფელ დოკუმენტს ჩანთაში ვდებ.
ხვალ... ხვალ მოვიფიქრებ. ლოგინში ვწვები, შუქს ვაქრობ და ჭერს ვაშტერდები. ჯობდა,
საერთოდ არ შევხვედროდი... ჩემი შინაგანი ქალღმერთი თავს საყვედურით აქნევს.
ორივემ კარგად ვიცით, რომ გულახდილი არა ვარ. ადრე არასდროს სიცოცხლე ასეთი
სისავსით არ შემიგრძნია.
თვალებს ვხუჭავ და მძიმე, შფოთიან სიზმრებში ვეშვები. ოთხსვეტიანი საწოლები,
ხელბორკილები და ნაცრისფერი თვალების ჟინმოდებული მზერა მესიზმრება.
დილას კეიტი მაღვიძებს.
– ანა, რამდენი გეძახე! რა მკვდარივით გძინავს?!
თვალებს ვახელ. კეიტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, ადგა და უკვე ირბინა კიდეც.
მაღვიძარას ვუყურებ. რვა საათია. ოჰო! მთელი ცხრა საათი მეძინა?!
– რა მოხდა, – ვბუტბუტებ ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე.
– ამანათი მოიტანეს, შენს სახელზეა, ხელი უნდა მოაწერო.
– რაა?
– ჰო, ადექი დროზე! უზარმაზარი ყუთია! არ გაინტერესებს, რა არის?
კეიტი მოუსვენრად ცქმუტავს და ისევ სასტუმრო ოთახისკენ გარბის. ვდგები და კარზე
ჩამოკიდებულ ხალათს ვიცვამ. ჩვენს სასტუმრო ოთახში სიმპათიური ახალგაზრდა კაცი
დგას უკან შეკრული თმით და ხელში უზარმაზარი ყუთი უჭირავს. ბუტბუტით
ვესალმები.
– წავალ, ჩაის აგიდუღებ, – მეუბნება კეიტი და სამზარეულოში ქრება.
– მის სტილ?
ჩემს სახელს ახსენებს თუ არა, მაშინვე ვხვდები, ვისი გამოგზავნილია ამანათი.
– დიახ? – ვუდასტურებ შიშით.
– რაღაც მოგიტანეთ, მაგრამ მოტანასთან ერთად უნდა დავაყენო და აგიხსნათ კიდეც,
როგორ მუშაობს.
– მართლა? ასე ადრე?
– მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებ, ქალბატონო.
და ყმაწვილი მომხიბვლელი, მაგრამ პროფესიულად თავაზიანი ღიმილით მიღიმის.
ოჰო! „ქალბატონიც“ გავხდი? ერთ ღამეში რა, ათი წლით დავბერდი? სულ იმ
ხელშეკრულების ბრალია!.. ტუჩებს უკმაყოფილო ზიზღით ვიბზუებ.
– კარგი. ყუთში რა არის?
– „მაკბუკპრო“.
– ო, თავისთავად!
– „ეფლის“ ბოლო მოდელი. ჯერ გასაყიდადაც არ გამოსულა.
რატომღაც არც კი მიკვირს!.. მძიმედ ვოხრავ.
– იქ, სასადილო მაგიდაზე დადგით.
სამზარეულოში გავდივარ.
– რა არის? – ცნობისმოყვარე მოუთმენლობით მეკითხება კეიტი; ამ დილაადრიან
რაღაც ძალიან კეთილი და მხიარულია.
– კრისტიანმა ნოუთბუქი გამომიგზავნა.
– რისთვის? შენ ხომ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემი კომპიუტერით ისარგებლო?!
მაგრამ არა იმისთვის, რისთვისაც კრისტიანს უნდა რომ კომპიუტერი გამოვიყენო.
– მხოლოდ დროებით, უბრალოდ უნდა, რომ გამოვცადო.
საკმაოდ არადამაჯერებელი ახსნაა, მაგრამ კეიტი რატომღაც ჩემი პასუხით სრულიად
დაკმაყოფილებული მიქნევს თავს. ოჰო! პირველად ჩემს ცხოვრებაში კათრინ კავანა
გავაცურე! ის ჩაის მაწვდის.
„მაკი“ დახვეწილი, ვერცხლისფერი და საკმაოდ სიმპათიური აღმოჩნდა. ძალიან დიდი
ეკრანი აქვს. უყვარს კრისტიან გრეის მასშტაბურობა! – მისი სასტუმრო ოთახი
მახსენდება, და სულაც მთელი ბინა.
– უახლესი ოპერაციული სისტემა და პროგრამების მთელი კომპლექტი აქვს, პლუს
ერთნახევარი ტერაბაიტის მოცულობის მყარი დისკი; მოკლედ, თქვენს განკარგულებაში
უზარმაზარი მოცულობაა, ოცდათორმეტი გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. რა
მიზნით აპირებთ მის გამოყენებას?
– ეე... ელექტრონული ფოსტით მიმოწერისთვის.
– სულ ეს არის? – ყმაწვილი გაოგნებისგან ენას ძლივს აბრუნებს და წარბები შუბლზე
ასდის. აშკარად შოკში ჩავაგდე.
– ნუ, კიდევ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად, – თავის მართლებასავით
გამომდის და მხრებს ვიჩეჩავ.
ის ოხრავს.
– აქ უკაბელო ინტერნეტის ადაპტორია, მე თქვენი ანგარიშიც დავაყენე. მოკლედ,
პლანეტის თითქმის ნებისმიერ წერტილში შეუძლია იმუშაოს, – მეუბნება და ნოუთბუქს
ანთებული თვალებით შესცქერის.
– რა ანგარიში?
– თქვენი ახალი ელექტრონული მისამართი.
– ელექტრონული მისამართი მაქვს?
ახალგაზრდა კაცი ეკრანზე ნიშნებს მაჩვენებს, რაღაც მიხსნის, მაგრამ არც ერთი სიტყვა
არ მესმის; და ისე, სიმართლე ითქვას, არც მაინტერესებს. მხოლოდ ის მითხრას, როგორ
ჩავრთო და გამოვრთო და დანარჩენში როგორმე გავერკვევი. ბოლოს და ბოლოს უკვე
ოთხი წელია, კეიტის ნოუთბუქს ვიყენებ.
„მაკის“ დანახვაზე კეიტი აღფრთოვანებისგან უსტვენს.
– რა მაგარია! უახლესი თაობის ტექნოლოგიაა, – აღნიშნავს ის და მასაც, ოღონდ უკვე
კომპიუტერის გამო, წარბები შუბლზე ასდის, – ისე, ქალების უმეტესობა საჩუქრად
ყვავილებს ან ძვირფასეულობას იღებს...
აშკარად ორაზროვნად ჟღერს და ცდილობს, ეშმაკური ღიმილი დამალოს.
შუბლშეკრული ვუყურებ, მაგრამ სერიოზულ გამომეტყველებას ვერაფრით
ვინარჩუნებ. ორივე არანორმალურებივით ვიცინით, ახალგაზრდა კი გაოგნებული
შემოგვცქერის. მერე სამუშაოს ასრულებს და ამანათის მიღებაზე ხელის მოწერას
მთხოვს.
სანამ კეიტი ყმაწვილს აცილებს, ჩაის ჭიქით კომპიუტერთან ვჯდები და ელექტრონულ
ფოსტას ვხსნი. იქ უკვე კრისტიანის იმეილი მხვდება. გული მაშინვე ფართხალს იწყებს...
კრისტიან გრეის იმეილი! წერილს ხელის კანკალით ვხსნი.

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი ახალი კომპიუტერი
Date: 22. 05. 2011, 23:15
To: ანასტასია სტილი

პატივცემულო მის სტილ!


იმედი მაქვს, კარგად გეძინათ და ვიმედოვნებ, რომ ამ კომპიუტერს შეთანხმებისამებრ
დანიშნულების შესაბამისად გამოიყენებთ.
მოუთმენლად ველი დათქმულ ოთხშაბათს და ვახშამს, იქამდე კი მოხარული ვიქნები,
თუკი საჭიროება მოითხოვს, ნებისმიერ თქვენს კითხვას ელექტრონული ფოსტით
ვუპასუხო.
კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

თაგვი „პასუხის“ ღილაკთან მიმაქვს და ვაჭერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: თქვენი ახალი კომპიუტერი (მიღებულია დროებით სარგებლობაში)
Date: 23.05.2011, 08:20
To: კრისტიან გრეი

რაც უნდა უცნაური იყოს, არაჩვეულებრივად მეძინა, გმადლობთ... ბატონო. როგორც


ვხვდები, კომპიუტერი მხოლოდ მათხოვეს, შესაბამისად, ის მე არ მეკუთვნის.

ანა

პასუხი მაშინვე ბრუნდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი ახალი კომპიუტერი (მიღებულია დროებით სარგებლობაში)
Date: 23.05.2011, 08:22
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, კომპიუტერი განუსაზღვრელი დროით გათხოვეს.


თქვენი სიტყვებიდან ვასკვნი, რომ გადმოცემულ დოკუმენტს უკვე გაეცანით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ხომ არ გაგჩენიათ?

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

უნებურად მეღიმება.

From: ანასტასია სტილი


Subject: ცნობისმოყვარე გონება
Date: 23.05.2011, 08:25
To: კრისტიან გრეი

კითხვა, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს, მაგრამ არა ელექტრონული ფოსტისთვის


მისანდობი... ამასთან, ჩვენს შორის ზოგზოგიერთებმა თავის რჩენაზე უნდა იზრუნონ
და იმუშაონ. კომპიუტერი კი განუსაზღვრელი დროით არ მჭირდება.
მომავალ შეხვედრამდე და სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ბატონო.
ანა

პასუხი მაშინვე მიბრუნდება და ისევ ვიღიმები.

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი ახალი კომპიუტერი (კვლავაც დროებით სარგებლობაში გადაცემული)
Date: 23.05.2011, 08:26
To: ანასტასია სტილი

დროებით, პატარავ.
პ.ს.: ისე, მეც თქვენსავით მუშაობით ვირჩენ თავს.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

ნოუთბუქს ვხურავ და სულელივით გაცისკროვნებული სახით ვიღიმები. ხალისიანი


კრისტიან გრეის წინაშე თავის შეკავება სრულიად შეუძლებელია. მაგრამ, ალბათ უკვე
ვიგვიანებ სამსახურში. არა უშავს, ერთი კვირაღა დარჩა და, იმედია, მისტერ და მისის
კლეიტონები ცოტას მაპატიებენ. შხაპში ჯერ ისევ გაბადრული შევრბივარ. კრისტიანმა
იმეილი გამომიგზავნა! თავს პატარა, უდარდელ ბავშვად ვგრძნობ. ხელშეკრულებასთან
დაკავშირებული ნერვიულობაც კი სადღაც გაქრა. თავს ვიბან და იმაზე ვფიქრობ, რა
ვკითხო კრისტიანს ელექტრონული ფოსტით. რა თქმა უნდა ყველაფერი დაწვრილებით
უნდა განვიხილოთ. მაგრამ ფოსტა რომ გატეხოს ვინმემ? მარტო ამის გაფიქრებაც კი
მაწითლებს. ნაჩქარევად ვიცვამ, კეიტსაც ასევე ნაჩქარევად ვემშვიდობები და ბოლო
კვირის ხელფასის გამოსამუშავებლად სამსახურში გავრბივარ.
ხოსე თერთმეტ საათზე რეკავს.
– ჰეი, რას შვები, ანა? მივდივართ ყავის დასალევად? – ის ისევ ძველებურად, ჩემი
მეგობარი ხოსესავით ლაპარაკობს და არა... როგორ უწოდა კრისტიანმა? ჩემი
თაყვანისმცემელივით. ფუჰ!
– კი, რა თქმა უნდა, სამსახურში ვარ, შეგიძლია ასე თორმეტისთვის გამომიარო?
– კი, რა თქმა უნდა, მოვალ.
ის ტელეფონს თიშავს, მე კი კრისტიანზე ფიქრებში ჩაძირული სამღებრო ფუნჯებს
ვუბრუნდები.
ხოსე პუნქტუალურად, ზუსტად დათქმულ დროს მოდის და მაღაზიაში პატარა
შავთვალება ლეკვივით მხიარული კუნტრუშით შემოდის.
– ანა! – მიღიმის ის თავისი ქათქათა სამხრეთამერიკული ღიმილით და გაბრაზებაც
სადღაც მიქრება.
– როგორ ხარ, ხოსე? – ვეხვევი გულითადად, – ძალიან მშია. ახლავე მოვალ, მხოლოდ
მისის კლეიტონს ვეტყვი, რომ სადილად გავდივარ.
იქვე, ახლოს კაფეში მივდივართ. რა მადლიერი ვარ ხოსესი, რომ ასეთი უბრალო და...
ნორმალურია. ის ისევ ის ადამიანია, რომელსაც ასე კარგად ვიცნობ და ვისიც მესმის.
– ანა, – მეუბნება ხმადაბლა, – მართლა მაპატიე?
– კი. ხომ იცი, დიდხანს შენზე გაბრაზება არ შემიძლია.
ხოსე იცინის.
ერთი სული მაქვს, სახლში დავბრუნდე. მინდა, კრისტიანს მივწერო და იქნებ
ინფორმაციაც მოვძებნო ინტერნეტში. კეიტი სადღაც წასულა, ასე რომ, მშვიდად ვრთავ
ახალ ნოუთბუქს და ფოსტას ვხსნი. „შემოსულ“ წერილებში კრისტიანის იმეილი
მხვდება. აღფრთოვანებისგან ლამის სკამიდან გადავვარდე.

From: კრისტიან გრეი


Subject: გამომუშავებული პური არსობისა
Date: 23.05.2011, 17:24
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, იმედი მაქვს, წარმატებული სამუშაო დღე გქონდათ.


კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

პასუხს ვაგზავნი.

From: ანასტასია სტილი


Subject: გამომუშავებული პური არსობისა
Date: 23.05.2011, 17:48
To: კრისტიან გრეი

ბატონო... სამუშაო დღემ კარგად ჩაიარა.


გმადლობთ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: დავალება შეასრულეთ!
Date: 23.05.2011, 17:50
To: ანასტასია სტილი

მოხარული ვარ, რომ დრო სასიამოვნოდ გაატარეთ, თუმცა სანამ წერილების


გამოგზავნით ხართ დაკავებული, თქვენი საძიებო სამუშაო ფერხდება.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ხელის შემშლელი ფაქტორი
Date: 23.05.2011, 17:53
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი, თუ შეიძლება, შეწყვიტეთ ჩემთვის წერილების წერა და შევძლებ, საქმეს


მივხედო, მინდა, კიდევ ერთი უმაღლესი ქულა დავიმსახურო.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: სულსწრაფი
Date: 23.05.2011, 17:55
To: ანასტასია სტილი
მის სტილ,
ეს თქვენ შეწყვიტეთ ჩემთვის წერილების წერა და დავალება შეასრულეთ.
მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთი უმაღლესი ქულა დაგიწეროთ.
მინდა გითხრათ, რომ პირველი ფრიად დამსახურებული იყო. ;)

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კრისტიან გრეიმ „ღიმილი“ გამომიგზავნა! ოჰო! გუგლს ვხსნი.

From: ანასტასია სტილი


Subject: ძიება ინტერნეტში
Date: 23.05.2011, 17:59
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი, თქვენი აზრით, რა უნდა ავკრიფო ძიებაში?

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: ძებნა ინტერნეტში
Date: 23.05.2011, 17:5518:01
To: ანასტასია სტილი
მის სტილ,
ეძიეთ „ვიკიპედიაში“.
და აღარ მომწეროთ, სანამ კონკრეტული კითხვები არ გექნებათ. გასაგებია?

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: მორჩილება
Date: 23.05.2011, 18:04
To: კრისტიან გრეი

შესრულებული იქნება... ბატონო!


ოჰ, როგორი მბრძანებლური ხართ...

ანა
From: კრისტიან გრეი
Subject: კონტროლი
Date: 23.05.2011, 17:5518:06
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, შენ ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი. ეს მხოლოდ დასაწყისია.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

„ვიკიპედიაში“ სიტყვა „მორჩილი“ შემაქვს.


ნახევარი საათის შემდეგ უკვე გულისრევის შეგრძნება მაქვს და სულის სიღრმემდე
შოკში ვარ. ნუთუ მე მართლა მინდა ამით თავის გამოტენა?! ღმერთო ჩემო, ესე იგი, აი,
თურმე რას აკეთებს ის თავის წითელ ოთახში! ეკრანს შევჩერებივარ და ჩემი ერთი
ნაწილი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ვნებისგან უკვე სრულიად სველი – ის, რომლის
არსებობის შესახებაც სულ ახლახან შევიტყვე, უსაზღვროდ იგზნება... იქიდან, რასაც
ვხედავ, ზოგიერთი რამ სხეულს მართლაც წამში მიცოცხლებს, მაგრამ ჩემია კი ეს?
ღმერთო ჩემო!.. ასე შევძლებ? სასწრაფოდ სივრცე მჭირდება, მარტო უნდა დავრჩე და
ვიფიქრო.

თავი მეთორმეტე
პირველად ცხოვრებაში ჩემი ნებით გადავწყვიტე, რომ სარბენად წავიდე. სავარჯიშო
შარვალს და მაისურს ვიცვამ და ძველ, კარგა ხნის ჩაუცმელ, საშინელ სპორტულ
ფეხსაცმელებს ვპოულობ. მოგონებებისგან გაწითლებული, თმას ნაწნავებად ვიწნავ და
აიპოდს ვიღებ. აღარ შემიძლია თანამედროვე ტექნოლოგიის საოცრების წინ ვიჯდე და
ამ გამაოგნებელ ფოტოებს ვუყურო, ან არანაკლებ შოკისმომგვრელი სტატიები ვიკითხო.
სასწრაფოდ მოჭარბებული ენერგიისგან უნდა გავთავისუფლდე. სიმართლე ითქვას,
მინდება, სასტუმრომდე მივირბინო და იმ მბრძანებლობის მოყვარულისგან სექსი
მოვითხოვო. მაგრამ სასტუმრომდე ხუთი მილია, მე კი იმაშიც არა ვარ დარწმუნებული,
რომ თუნდაც ერთი მილის გარბენას შევძლებ. არც არის გამორიცხული, უარით
გამომისტუმროს, რაც თავისთავად საშინლად დამამცირებელი იქნება...
ქუჩაში იმ წუთას მანქანიდან გადმოსულ და სახლისკენ მომავალ კეიტს ვხედავ. ჩემს
დანახვაზე ხელიდან ლამის საყიდლების პაკეტები უვარდება. ანა სტილი სპორტულ
ფეხსაცმელებში! მხოლოდ ხელს ვუქნევ, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ
გამაჩეროს, ახლა არ შემიძლია, ახლა მარტო მინდა ყოფნა და „Snow Patrol“ის გრუხუნს
აყოლილი, გაცრეცილ, აკვამარინისფერ ბინდბუნდს ვერწყმი.
პარკის გავლით, მოზომილი ძუნძულით მივრბივარ. რა გავაკეთო? მე ის ნამდვილად
ძალიან მინდა, მაგრამ ასეთ პირობებს როგორ დავთანხმდე? არ ვიცი, წარმოდგენა არა
მაქვს. იქნებ ჯობია, იმაზე მოვილაპარაკოთ, მე რა მინდა? ეს სიგიჟე სიტყვასიტყვა უნდა
დავშალო და ვუთხრა, რა არის მისაღები და რა არა. იქიდან გამომდინარე, რაც
ინტერნეტში ვნახე, დოკუმენტს იურიდიული ძალა არა აქვს და დარწმუნებული ვარ,
კრისტიანმა ეს მშვენივრად იცის. როგორც ვხვდები, ხელშეკრულება მხოლოდ
ურთიერთობის პარამეტრებს ადგენს. უბრალოდ იმას აზუსტებს, რას შეიძლება ველოდე
კრისტიანისგან და იმას, რა უნდა, რომ ჩემგან მიიღოს, თუმცა ეს, ცხადია, სრული
დაქვემდებარებაა. მაგრამ მზად ვარ კი ამისთვის? შევძლებ?
გაუთავებლად ერთი კითხვა მაწუხებს: რატომ არის კრისტიანი ასეთი? მხოლოდ
იმიტომ, რომ ჯერ ისევ ბავშვი შეაცდინეს და ასეთი ურთიერთობებისკენ უბიძგეს?
ბოლომდე მაინც ვერ ვიგებ, ეს ყველაფერი ჩემთვის ჯერ ისევ გამოცანად რჩება. მაღალ
ნაძვთან ვჩერდები, ხელებით მუხლებს ვეყრდნობი და მძიმედ ვსუნთქავ, ძვირფას ჰაერს
ხარბად ვუშვებ ფილტვებში. ოჰ, რა კარგია, სირბილი ნამდვილი გამაცოცხლებელი
ძალაა. ჩემი სიმტკიცე მყარდება. ასე უნდა მოვიქცე, უბრალოდ უნდა ვუთხრა, რა არის
მისაღები და რა არა. ჯერ უნდა მივწერო, რას ვფიქრობ და მერე ოთხშაბათს ყველაფერზე
დაველაპარაკო. მაცოცხლებელ ჰაერს ღრმად ვისუნთქავ კიდევ ერთხელ და სახლისკენ
მივრბივარ.
კეიტს მაღაზიები ჩამოუვლია. ასეთი მასშტაბით ყიდვა მხოლოდ მას შეუძლია.
ბარბადოსისთვის ტანსაცმელი შეიძინა. ძირითადად საცურაო ბიკინები და მათი
შესაფერისი პარეოები. ყველაფერი ძალიან მოუხდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ
ეს წინასწარ ვიცი, მის თხოვნას ვნებდები, ვჯდები და იმპროვიზებულ ჩვენებაზე ყოველ
მორიგ ნივთს კომენტარს ვუკეთებ. თურმე არც ისე დიდი საშუალება ერთი და იმავე
ფრაზის სხვადასხვა სიტყვით სათქმელად: „კეიტ, ძალიან მაგრად გამოიყურები!“
შესაშურად ლამაზი და მიმზიდველი სხეული აქვს!.. ცხადია, კეიტი ამას ძალით არ
აკეთებს, მაგრამ მის ფონზე ოფლიანი, ძველ მაისურში, სავარჯიშო შარვალსა და
სპორტულ ფეხსაცმელებში საცოდავად გამოვიყურები, ამიტომ ვიმიზეზებ, რომ
გამგზავრებისთვის ჩალაგება არ დამიმთავრებია და ჩემს ოთახში მივდივარ. თან
თანამედროვე ტექნოლოგიების ნიმუში მიმაქვს, ჩემს მაგიდაზე ვდგამ და კრისტიანს
წერილს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: ინფორმაციით თავზარდაცემული
Date: 23.05.2011, 20:33
To: კრისტიან გრეი

გასაგებია. უკვე ისედაც ბევრი ვნახე.


სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა.

ანა

იმეილს ვაგზავნი, ხელებს მხრებზე ვიხვევ და საკუთარ ხუმრობაზე მეცინება.


საინტერესოა, კრისტიანიც გაიცინებს? ოჰ, ჯანდაბა... შეიძლება სულაც არა. დიდი
იუმორის გრძნობა ნამდვილად არ გამოუმჟღავნებია, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ
აქვს. მგონი, ზედმეტი მომივიდა. პასუხს ველოდები.
პასუხი არ ჩანს... ისევ ველოდები. მაღვიძარას ვუყურებ. უკვე ათი წუთი გავიდა.
გულის გამაწვრილებელმა მოლოდინმა და ნერვიულობამ რომ არ გამაგიჟოს, ჩემს
ოთახში გამოსასვლელად კეიტთან მომიზეზებული საქმის კეთებას, ანუ ჩალაგებას
ვიწყებ. პირველ რიგში ყუთში წიგნებს ვაწყობ. ცხრა საათისთვის პასუხი ჯერ კიდევ არ
არის. იქნებ სადღაც წავიდა?.. გაბუტული, უკმაყოფილოდ ვბუშტავ ტუჩებს, ყურსასმენს
ვიკეთებ, „Snow Patrol“ის მოსმენას ვიწყებ და მაგიდასთან ვჯდები, რომ ხელშეკრულება
კიდევ ერთხელ გადავიკითხო და შენიშვნები მოვინიშნო.
ვერც კი ვხვდები, თავს რატომ ვწევ, ალბათ თვალის კუთხით რაღაც მოძრაობას
ვამჩნევ, მაგრამ ვწევ და აი, ისიც!.. კრისტიანი ჩემი ოთახის კართან დგას და მიყურებს.
ნაცრისფერი ფლანელის შარვალი და თეთრი პერანგი აცვია; ხელში მანქანის გასაღებს
ატრიალებს. ყურებიდან ყურსასმენს ვიძრობ და ვშეშდები. ჯანდაბა!
– საღამო მშვიდობის, ანასტასია, – მესალმება ის მშრალი და ცივი ტონით. სახეზე,
როგორც ყოველთვის, შეუვალი გამომეტყველება აქვს.
მეტყველების უნარს ვკარგავ. კი მაგრამ, კეიტმა ისე როგორ შემოუშვა, რომ არ
გამაფრთხილა?! გონებამდე ძლივს აღწევს, რომ ჯერ ისევ ოფლიანი, სავარჯიშო
ტანსაცმელი მაცვია და სირბილის შემდეგ შხაპი არ მიმიღია; მოკლედ საშინელი
სანახავი ვარ, კრისტიანი კი, როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს
შარვალიც სექსუალურად აზის მენჯზე... თუმცა ამ ყველაფერს კიდევ რა უშავს... ის აქ,
ჩემს ოთახშია!..
– ვიფიქრე, რომ შენი შეტყობინება პირადად პასუხის გაცემას იმსახურებდა.
პირს თევზივით ვაღებ და ისევ ვკუმავ. ესეც შენი ხუმრობა! ვერც ამ, ვერც ვერანაირ
ალტერნატიულ სამყაროში ვერ წარმოვიდგენდი, რომ ყველაფერს მიატოვებდა და
ჩემთან გამოიქცეოდა.
– შეიძლება დავჯდე? – მეკითხება ის და თვალებში ეშმაკური სიცილი დაუხტის.
კიდევ კარგი... ეტყობა, მაინც მიხვდა, რომ ვხუმრობდი...
თავს ვუქნევ. ჩემი მეტყველების უნარი ჯერ ისევ სადღაც დასეირნობს. კრისტიან
გრეიჩემს საწოლზე ჯდება!
– მაინტერესებდა, როგორი საძინებელი გაქვს...
უკან დასახევი გზის ძებნაში აქეთ-იქით ვიხედები, თუმცა უშედეგოდ, მხოლოდ ერთი
კარი და ფანჯარაა. საკმაოდ მყუდრო, თუმცა უბრალოდ მოწყობილი ოთახი მაქვს
თეთრი დაწნული ავეჯი და რკინის ორადგილიანი საწოლი დგას დალიანდაგებული,
ღია ცისფერ და კრემისფერნაჭრებიანი გადასაფარებლით, დედამ რომ შემიკერა, როცა
სოფლური სტილის ხელსაქმით იყო გატაცებული.
– რა სიჩუმე და სიმშვიდეა აქ, – აღნიშნავს კრისტიანი.
„ოღონდ მაშინ არა, როცა აქ შენ ხარ “, – ვპასუხობ გონებაში.
ჩემს მოგრძო ტვინს, როგორც იქნა, თავისი ფუნქცია ახსენდება და ჩასუნთქვას
ვახერხებ.
– როგორ...
კრისტიანი მიღიმის.
– ჯერ ისევ „ჰიტმანში“ ვარ.
ეს ვიცი.
– რამეს ხომ არ დალევ? – ვთავაზობ მე.
ვერაფერს იტყვი, სტუმართმოყვარეობა ძვალრბილში მაქვს გამჯდარი.
– არა, გმადლობ, ანასტასია.
სახეზე საოცარი, ოდნავ ირონიული ღიმილით, თავს გვერდზე ხრის.მე კი ნამდვილად
დავლევდი.
– ესე იგი სასიამოვნო იყო ჩემი გაცნობა?
ოჰო! როგორც ჩანს, მაინც ეწყინა! მზერა საკუთარ თითებზე გადამაქვს. ახლა რა ვქნა?
იმაზე ლაპარაკს, რომ გავიხუმრე, ალბათ, აზრიც არა აქვს.
– მეგონა, ელექტრონული ფოსტით გამცემდი პასუხს, – საცოდავი ხმით ვბუტბუტებ
ძლივს გასაგონად.
– ტუჩს ძალით იწვალებ? – კოპებს კრავს კრისტიანი.
ფართოდ თვალებგახელილი და პირდაღებული ვუყურებ, მერე, როგორც იქნა, ხმის
ამოღებას ვახერხებ:
– ვერ შევნიშნე, რომ ვიწვალებდი.
გული ლამის ამომივარდეს. ჩვენ შორის ნაცნობი, საოცარი მუხტი იბადება და თითქოს
სივრცეც კი ელექტროვდება. კრისტიანი ძალიან ახლო ზის, მუქი ნაცრისფერი
თვალებით შემომყურებს და მუხლებზე იდაყვებჩამოდებულს, ოდნავ გაშლილი ფეხები
თავისუფლად უდგას. წინ იხრება და ჩემი ერთი ნაწნავის დაშლას იწყებს, თითებს
თმებში მიცურებს. ჰაერი არ მყოფნის, ვშეშდები, ვერც კი ვინძრევი. მოჯადოებულივით
შევყურებ და მხოლოდ იმას აღვიქვამ, რომ მეორე ნაწნავისკენ იშვერს ხელს. რეზინს
მხსნის და მეორესაც მიშლის.
– როგორც ვხედავ, ვარჯიში დაგიწყია, – ამბობს ხმადაბალი, მელოდიური ხმით და თან
ნაზი მოძრაობით თმას ყურს უკან მიწევს, – ასეთი მონდომება რას მივაწეროთ?
ყურზე ხელს ფრთხილად მაყოლებს და ნაზად და რიტმულად ყურის ბიბილოს ოდნავ
ქაჩვას იწყებს. ღმერთო...
– უბრალოდ, დაფიქრება მჭირდებოდა...
თავს ფარების სინათლეში მოხვედრილ კურდღლად, ცეცხლთან მიფრენილ პეპლად,
გველის მონუსხულ ჩიტად თუ რაღაც ამგვარად ვგრძნობ... და კრისტიანმა ეს
მშვენივრად იცის.
– რაზე, ანასტასია?
– შენზე.
– აჰ, ჰო, იმაზე, რომ სასიამოვნო იყო ჩემი გაცნობა, თუ ბიბლიური თვალსაზრისით
ჩემს შეცნობას გულისხმობ?
ისევ ვწითლდები.
– არ ვიცოდი, თუ ბიბლია გქონდა წაკითხული.
– მე საკვირაო სკოლაშიც დავდიოდი, ანასტასია.
– რაღაც არ მახსოვს, ბიბლიაში ძუძუს თავების მოსაჭერებზე იყოს სადმე ლაპარაკი,
როგორც ჩანს, შენ თანამედროვე, ადაპტირებული ტექსტი გაქვს გავლილი.
მხოლოდ ტუჩის კუთხით, ოდნავ შესამჩნევად და ირონიულად იღიმება და მაშინვე
თვალი მისი თითქოს კალმით ნახატი ტუჩებისკენ გამირბის.
– ასეა თუ ისე, ვიფიქრე, რომ უნდა მოვსულიყავი და შემეხსენებინა შენთვის, რა
სასიამოვნო იყო ჩემი გაცნობა.
ოჰო! გაოგნებისგან ისევ პირს ვაღებ და, სანამ მისი თითები ჩემი ყურიდან ნიკაპისკენ
ინაცვლებს, თვალებში ვუყურებ.
– რას იტყვით, მის სტილ?
მზერაში მისთვის დამახასიათებელი გამოწვევა ენთება. ტუჩები ოდნავ შეხსნილი აქვს,
თითქოს თავდასხმისთვის ემზადებაო – ირინდება. სადღაც მუცელში, ძალიან ღრმად,
ნაცნობი შეგრძნება მეღვრება – მწველი და ძლიერი და მთელ სხეულზე ცეცხლის
ალივით მედება. ვასწრებ. პირველი მე ვიწყებ. სულ ერთი, წამიერი მოძრაობა და მისი
სხეულის ქვეშ, ლოგინს ვარ მიჯაჭვული, ხელებს თავს ზემოთ მაწევინებს, მეორე
თავისუფალი ხელით სახეს მიჭერს და ტუჩებით ჩემს ტუჩებს პოულობს. ძლიერი,
მომთხოვნი მოძრაობით ენას პირში მიყოფს და მთლიანად მეუფლება. მთელი სხეულით
შეგრძნობილ მის ძალას ვნებდები. ვუნდივარ და სწორედ მისი ეს სურვილი ბადებს
ჩემში უცნაურ და საოცარ შეგრძნებას. კრისტიანს არც ბიკინში გამოწყობილი კეიტი
სჭირდება, არც იმ თხუთმეტი ყოფილი საყვარლიდან რომელიმე და არც მისის
რობინსონი, მე ვუნდივარ! ამ ბერძენი ღმერთივით ულამაზეს კაცს მე ვუნდივარ. ჩემი
შინაგანი ქალღმერთი ისე ბრწყინდება, რომ მისი ნათება მთელ პორტლენდს ეყოფოდა.
კრისტიანი ჩერდება. თვალებს ვახელ. ის მიყურებს.
– მენდობი? – ჩურჩულებს ჟინით ჩავარდნილი ხმით.
თავს ვუქნევ. თვალები ფართოდ მაქვს გახელილი. გული ამოვარდნაზე მაქვს, სახეზე
სისხლი მაწვება. კრისტიანი შარვლის ჯიბიდან მოვერცხლისფრო, აბრეშუმის ჰალსტუხს
იღებს... სწორედ იმას, ჩემს მაჯებზე ლამაზ ორნამენტად რომ დარჩა მაშინ. წამში
ზემოდან მაჯდება, ხელებს ერთად მიკრავს, ჰალსტუხის მეორე ბოლოს კი რკინის
საწოლის თავს ამაგრებს. პირდაპირი მნიშვნელობით ვეღარსად გავექცევი, საკუთარ
საწოლზე ვარ მიბმული და სხეული ვნებით ერთიანად მიცახცახებს. კრისტიანი დგება
და აღგზნებული, სურვილისგან სრულიად ჩამუქებული თვალებით დამყურებს.
– ასე ჯობია, – ბუტბუტებს ის და ტუჩებზე ბიწიერი ღიმილი დასთამაშებს.
მერე იხრება და ჩემი ბოტასების გახსნას იწყებს... ოჰ, არა, ოღონდ ეს არა! მე ხომ
ახლახან ვირბინე!
– არ გინდა, გთხოვ! – ვცდილობ, წინააღმდეგობა გავუწიო.
ის ჩერდება.
– თუ არ გაჩერდები, ფეხებსაც შეგიკრავ! თანაც ნუ ხმაურობ, თორემ პირშიც რამის
ჩაჩრა მომიწევს. ჩუმად იყავი. კათრინი ალბათ ახლა კართან დგას და ისმენს.
„პირში ჩაჩრა“ მოუწევს?! კეიტი! – მახსენდება და მაშინვე ვჩუმდები.
კრისტიანი მოხერხებული მოძრაობით ბოტასებს მხდის, მერე წინდებს და შარვლის
სათავეს სწვდება. ელდის დარტყმასავით მახსენდება როგორი საცვალი მაცვია. მერე
სხეულს მაწევინებს, ქვევიდან საწოლის გადასაფარებელს მაცლის და ისევ მაწვენს,
ოღონდ ამჯერად უკვე ზეწარზე.
– ასე... – ამბობს კმაყოფილი, ქვედა ტუჩს ილოკავს და მზერა ჩემ სახეზე გადმოაქვს, –
ანასტასია, ისევ ტუჩს იწვალებ, არადა იცი, ეს როგორ მოქმედებს ჩემზე.
თითქოს მაფრთხილებსო, ტუჩებზე საჩვენებელ თითს მადებს.
ღმერთო... სრულიად უძლური, საწოლზე მიბმული ვწევარ და იმის შემხედვარე
როგორ დადის ოთახში, თავს ძლივს ვიკავებ. ეს კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებს.
ფეხსაცმელს და წინდებს აუჩქარებლად და ზანტად იხდის, მერე შარვალზე ღილს
იხსნის და პერანგს თავს ზემოდან იძრობს.
– ვფიქრობ, უკვე ისედაც ბევრი ნახე, – ამბობს ბოლოს ბოროტი ჩაცინებით.
მიახლოვდება, ზემოდან მაჯდება და მაისურს მიწევს. მგონია, რომ უნდა გამხადოს,
მაგრამ ყელთან ახვევს და ასეთი, დახვეული თვალებზე ამოაქვს, დაუფარავი მხოლოდ
პირი და ცხვირი მრჩება. რამდენიმე ფენად დაგრაგნილ მაისურს მიღმა ვეღარაფერს
ვხედავ.
– ჰმ, – ისმის მისი შემფასებლური ხმა, – ასე კიდევ უფრო უკეთესია. წავალ დასალევს
მოვიტან.
იხრება, ტუჩებით ჩემს ტუჩებს ნაზად ეხება და მკოცნის, მერე ლოგინიდან დგება.
კარის ჩუმი ჭრიალი ისმის. სასმელისთვის წავიდა? სად? სადმე ახლომახლო?
პორტლენდში, ან იქნებ სულაც სიეტლში? სმენას ვძაბავ, ჩუმი ბგერები მესმის და
ვხვდები, რომ კრისტიანი კეიტს ელაპარაკება. ღმერთო... ის ხომ მხოლოდ შარვალშია!
რას ეტყვის კეიტს? ჩემს ყურს გაურკვეველი ხმა სწვდება. ეს რაღა არის? ისევ კარის
ჭრიალი – კრისტიანი ბრუნდება. მისი ნაბიჯების ხმა და ჭიქაში ყინულის წკარუნი
ისმის. რა მოიტანა? ის კარს კეტავს და შრიალით ვხვდები, რომ შარვალს იხდის.
შარვალი იატაკზე ეცემა და საიდანღაც ვგრძნობ, რომ ის სრულიად შიშველია.
მიახლოვდება და ისევ ზემოდან მაჯდება.
– გწყურია?
– კი, – ვპასუხობ ჩურჩულით. პირი მართლაც სრულიად გამშრალი მაქვს.
ისევ ყინულის წკარუნი მესმის, ჭიქას დგამს, ჩემკენ იხრება, მკოცნის და პირში
არაჩვეულებრივ, ოდნავ მომწკლარტო სითხეს მასხამს. თეთრი ღვინოა.
მოულოდნელობა სისხლს კიდევ უფრო მიჩქარებს და ცეცხლივით მედება, თუმცა კი
ტუჩებიც გრილი აქვს და ღვინოც ცივია.
– კიდევ გინდა?
თავს ვუქნევ. მისი პირიდან მოწოდებული ღვინო კიდევ უფრო გემრიელი ხდება. ისევ
ჩემკენ იხრება და მისი ტუჩებიდან პირში ღვინის მორიგი ყლუპი მეღვრება... ღმერთო
ჩემო!
– ზედმეტი არ მოგივიდეს, ანასტასია, ალკოჰოლისადმი გადამეტებულად
მგრძნობიარე ხარ.
თავს ვერ ვიკავებ, რომ არ გავიღიმო. იხრება, კიდევ ერთი ყლუპი რომ დამალევინოს,
მერე ჭიქას დგამს, ბრუნდება და გვერდით მიწვება, ბარძაყით მის ერექციას ვგრძნობ..
ღმერთო, როგორ მინდა ამას შიგნით ვგრძნობდე!
– გასაგებია?
სხეული მეძაბება, ის კი ისევ ჭიქას იღებს, მკოცნის და ღვინის მორიგი ყლუპის შემდეგ
ტუჩებით პირში ყინულს მიგდებს. მერე ნელა და ზანტად სხეულზე ცივი კოცნის
ბილიკი გაჰყავს, ნიკაპიდან ქვევით ინაცვლებს, მკერდის შუა ხაზს მიჰყვება და უფრო
ქვევით, მუცლისკენ ჩადის. ცივ ღვინოს ჭიპში მასხამს და იქაც ყინულს მადებს, ისეთი
შეგრძნება მაქვს, თითქოს სხეული მესერება.
– წყნარად იწექი, – ჩურჩულებს შემპარავი ხმით, – არ გაინძრე ანასტასია, თორემ
მთელი ლოგინი ღვინით დასველდება.
თეძოები უნებლიეთ მეძაბება.
– მის სტილ, ღვინოს თუ დაღვრით, დასჯა არ აგცდებათ.
კვნესას ვერ ვიკავებ, მიბმული ხელებით ჰალსტუხს ვქაჩავ. თავს ძლივს ვიკავებ, რომ
თეძოები არ გავანძრიო. ოჰ... გთხოვ...
კრისტიანი თითით ლიფის ჯერ ერთ ბუდეს სწევს ქვევით, მერე მეორეს და მკერდს
მიშიშვლებს. მერე იხრება, რიგრიგობით ორივე ძუძუს თავზე მკოცნის და ცივი
ტუჩებით მქაჩავს. უკვე საკუთარ სხეულს ვებრძვი, მისი შეხების პასუხად უნებლიეთ
რომ მეზნიქება.
– გსიამოვნებს? – მეკითხება ირონიული სიცილით და ძუძუს თავზე სულს მიბერავს.
ისევ ყინულის წკარუნი ისმის. ძუძუს თავის გარშემო ცივ და სველ წრეს ხაზავს, მეორე
ტუჩებში აქვს მოქცეული და ენით აწვალებს. თავს ვერ ვიკავებ და ისევ ვკვნესი, მაგრამ
ვცდილობ, არ ვიმოძრაო. ღმერთო, რა ტკბილი წამებაა!
– ღვინოს თუ დააქცევ, გათავების უფლებას არ მოგცემ.
– კრისტიან, გთხოვ... ღმერთო... კრისტიან...
სრულიად მაგიჟებს. ვგრძნობ, რომ იღიმება. ჭიპში ყინული მიდნება, მე კი ერთიანად
ცეცხლი მიკიდია... ერთმანეთის მონაცვლეობით სხეულში ხან მხურვალე, ხან
ყინულივით ცივი ჟრუანტელი მივლის... სიგიჟემდე მინდა! მინდა, შიგნით ვგრძნობდე,
მინდა... ახლავე!..
მისი გრილი თითები მგრძნობელობის უმაღლეს წერტილს მიღწეულ ჩემს მუცელზე
ზანტად დაცურავს. სხეული უნებლიეთ მეზნიქება, უკვე გამთბარი სითხე ჭიპიდან
მეღვრება და მუცელს მისველებს. მაშინვე მის ტუჩებს ვგრძნობ, ღვინოს ენით ლოკავს,
მკოცნის, ნაზად მკბენს და მუცლის ყველა წერტილს მიწუწნის.
– ოჰ, რა ცუდი გოგო ხარ, ანასტასია! ღვინო რატომ დაღვარე?.. ახლა იძულებული ვარ,
დაგსაჯო...
მძიმედ ვსუნთქავ, მხოლოდ მის შეხებებს და ხმას აღვიქვამ, მხოლოდ ესღა დარჩა, სხვა
ყველაფერი ირეალურია, სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა.... კრისტიანის თითები ჩემი
საცვლის ქვეშ ცურდება... მისი ხმამაღალი კვნესა მესმის.
– ო, ანა, – ჩურჩულებს ჩავარდნილი ხმით და ორი თითით ჩემში შემოდის.
პირს ფართოდ ვაღებ და ჰაერს ხარბად და ღრმად ვისუნთქავ.
– შენ უკვე მზად ხარ, ანა, მზად ხარ ჩემთვის... – ჩურჩულებს და აუტანელი
აუჩქარებლობით ხელს გარედან შიგნით ამოძრავებს, მისი თითებისკენ ვიწევი, მის
ხელს მივყვები, ვეკვრები, თეძოებს ვზნექ...
– ოჰ, რა ხარბი ხარ, ანა, – მეუბნება მკაცრად. ცერა თითს კლიტორის გარშემო ატარებს
და მაჭერს.
სხეული უკვე ერთიანად მეკლაკნება, მოუთმენლობით გათანგული ხმამაღლა ვკვნესი.
კრისტიანი თვალებიდან მაისურს მაცილებს და ღამის ლამპით თვალმოჭრილი მის
სახეს შევყურებ. არანორმალური სურვილი მიჩნდება ვიგრძნო...
– მინდა შეგეხო, – ვაყოლებ კვნესას.
– ვიცი, – ჩურჩულებს ის და იხრება, რომ მაკოცოს. მისი თითები ჩემში რიტმულად
მოძრაობს, ცერა თითი კი კლიტორის გარშემო ხაზავს წრეს და ასევე რიტმული
პერიოდულობით აწვება.
ენა ჩემს პირში თითების მოძრაობას იმეორებს. ფეხები მეძაბება, მისი ხელისკენ ვიწევი,
მაგრამ ის უცებ ჩერდება და მეც ზღვარზე მაჩერებს, ისევ და ისევ უკიდურეს
წერტილამდე მივყავარ და ჩერდება... ღმერთო! „გემუდარები, კრისტიან, გთხოვ!“ –
ყვირის ჩემი სასოწარკვეთილი გონება.
– ეს შენი სასჯელია, ანასტასია... გსიამოვნებს?
გათანგული ვკვნესი და ვწკმუტუნებ, ვცდილობ, ხელები გავითავისუფლო. სრულიად
უძლური, ეროტიკული წამებით ვარ გონდაკარგული.
– კრისტიან, გთხოვ!..
– როგორ გაგჟიმო, ანა?
ოოჰ... სხეული ერთიანად მიცახცახებს. ის ისევ ჩერდება.
– კრისტიან, გემუდარები!
– მითხარი, რა გინდა?
– შენ, შენ მინდიხარ!.. კრისტიან... – თვალებიდან უკვე ცრემლი მომდის.
– როგორ გაგჟიმო, ანა? ასე?.. ან იქნებ სხვანაირად? მითხარი, როგორ გინდა?
ტუჩებზე მის სუნთქვას ვგრძნობ. ის ხელს მიშვებს და მაგიდიდან პრეზერვატივს
იღებს. მერე ჩემს ფეხებს შუა მუხლებზე დგება საცვალს მხდის და პრეზერვატივს
იკეთებს. მის ყოველ მოძრაობას აცახცახებული ვადევნებ თვალს.
– გინდა? – მეკითხება და საკუთარ ასოს ჰკიდებს ხელს.
– გავიხუმრე, კრისტიან, უბრალოდ გავიხუმრე... – ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას.
გემუდარები გამჟიმე!
ყალბი გაკვირვებული გამომეტყველებით მიყურებს, მისი ხელი კი უზარმაზარ ასოზე
ზევითქვევით მოძრაობს.
– გაიხუმრე?
მშვიდ ინტონაციაში მუქარა ისმის.
– კი!.. კრისტიან, გთხოვ...
– ახლაც ხუმრობ?
– არა!
ლაპარაკის მაგივრად უკვე ვსლუკუნებ. სხეული სიგიჟემდე მისული სურვილის
ერთიანად შეკრულ ბურთად მეძაბება. ის თვალით მზომავს. უცებ ხელს მკიდებს და
მუცელზე მატრიალებს. დაბმული ხელების გამო იძულებული ვარ თავი იდაყვებით
დავიჭირო. მუხლებზე მაწვება, წინ მაწევინებს, თეძო ზევით ამდის, გაშლილი ხელის
ტყლაშუნი დუნდულებს მწვავს და იმავე წამს დაუზოგავი სისწრაფით შემოდის.
ტკივილისგან და მოულოდნელობისგან ვყვირი და მაშინვე ვათავებ, ისევ და ისევ...
ორგაზმი დაუსრულებელია და სანამ ის მოძრაობას აგრძელებს, თითქოს ათას ნაწილად
ვიშლები. ღმერთო... კრისტიანი არ ჩერდება. ძალა მეცლება, მეტს ვეღარ გავუძლებ... ის
უფრო და უფრო ღრმად შემოდის ჩემში... და აღგზნება ისევ მოდის... შეუძლებელია...
არა...
– მიდი, ანასტასია, მიდი, კიდევ ერთხელ! – ღმუის, თუმცა კრიჭა აქვს შეკრული. ჩემი
სხეული ისევ ჰყვება, ისევ ერთიანად ნეტარ კონვულსიაში იძაბება და მისი სახელის
ყვირილით ისევ ვათავებ. ჩემთან ერთად კრისტიანიც ფეთქდება, ხმის ამოუღებლად
შეშდება და წამის მერე აქოშინებული ზემოდან მეცემა.
– ესეც სასიამოვნო იყო? – კბილებიდან ცრის ჩემს ყურთან.
ღმერთო!..
კრისტიანი მცილდება, მე კი ჯერ ისევ თვალებდახუჭული მძიმედ ვსუნთქავ. ის
მაშინვე დგება და იცვამს. მერე ისევ უკან ბრუნდება, ხელებს ფრთხილად მიხსნის და
მაისურს მაძრობს. დაბუჟებულ თითებს და კვლავაც ჰალსტუხის ნახატაღბეჭდილ
მაჯებს ვამოძრავებ, თან სიამოვნებით გათანგული ვიღიმები. ლიფს ვისწორებ,
კრისტიანი კი საბანს მაფარებს.
– ძალიან სასიამოვნო იყო, – ვჩურჩულებ და მორცხვად ვუღიმი.
– ისევ ეს სიტყვა!
– არ მოგწონს?
– არა. მე არანაირად არ მიხდება.
– რატომ? როგორც ვატყობ, აშკარად სასიკეთო გავლენას ახდენს შენზე.
– ახლა კიდევ – სასიკეთო!.. მის სტილ, ჩემი თავმოყვარეობის შელახვას არ მოეშვებით?
– რაც შეეხება თავმოყვარეობას, ამ საკითხში პრობლემა შენ ნამდვილად არ გაქვს.
ვამბობ და მაშინვე ვხვდები, რომ სიტყვები არადამაჯერებლად ჟღერს, – გონებაში
არაცხადი და მოუხელთებელი აზრი მიკრთება და ქრება, ისე რომ გააზრებას ვერ
ვასწრებ.
– ასე ფიქრობ? – მეკითხება ის რბილი ტონით.
იდაყვზე დაყრდნობილი და ხელზე თავდადებული, ჩემ გვერდით სრულიად ჩაცმული
წევს, მე კი საბანქვეშ მხოლოდ ლიფი მაცვია.
– რატომ არ გიყვარს, როცა გეხებიან?
– არ მიყვარს და მორჩა, – ის ჩემკენ იხრება და შუბლზე ნაზად მკოცნის, – მაშასადამე,
ის იმეილი ხუმრობა იყო?
მე დამნაშავესავით ვიღიმები და მხრებს ვიჩეჩავ.
– გასაგებია. როგორც ვხვდები, ჩემს წინადადებაზე ჯერ ისევ ფიქრობ?
– შენს უხამს წინადადებაზე... კი, ოღონდ ჯერ ზოგიერთი სადავო საკითხია
განსახილველი.
თითქოს გულზე მოეშვაო – შვებით იღიმება.
– შთაბეჭდილებაც კი წამიხდებოდა, სადავო რომ არაფერი გქონოდა.
– მინდოდა, ელექტრონული ფოსტით გამომეგზავნა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, ამ
საკითხზე მუშაობაში შემიშალე ხელი.
– ხელისშემშლელი სქესობრივი აქტი...
– აჰა! ვიცოდი, რომ შენში სადღაც ღრმად იუმორის გრძნობა იმალებოდა, – ვუღიმი მე.
– ანასტასია, ყველაფერზე სიცილი არ შეიძლება. ვიფიქრე, კატეგორიულ უარს
მეუბნებოდი, – მეუბნება უცებ ჩავარდნილი ხმით.
– უბრალოდ, ჯერ არ გადამიწყვეტია. კისერზე ძაღლივით საყელური უნდა გამიკეთო?
გაკვირვებულ გამომეტყველებას იღებს.
– როგორც ჩანს, საგანი ღრმად შეგისწავლია. არ ვიცი, ანასტასია. საყელურის გაკეთება
ადრე არავისგან მომითხოვია.
არც კი ვიცი, უნდა გამიკვირდეს თუ არა... თემას ხომ თითქმის არ ვიცნობ. არა, ეს
ყველაფერი ძალიან მაბნევს...
– შენთვის გაუკეთებიათ? – ვეკითხები ხმაჩავარდნილი ახლა მე.
– კი.
– ვის? მისის რობინსონს?
– მისის რობინსონს?! – იმეორებს კრისტიანი და უკან თავგადაგდებულს ისეთი
ხმამაღალი და გადამდები ხარხარი უტყდება, რომ მეც ვყვები. ასე რომ იცინის, საოცრად
თავისუფალი, უდარდელი და ახალგაზრდაა...
– აუცილებლად გადავცემ, მისის რობინსონი რომ დაარქვი. წარმომიდგენია, ისიც
რამდენს იცინებს.
– ისევ ნახულობ ხოლმე? – გულის გატეხა ხმაზე მაშინვე მეტყობა.
– კი, – მპასუხობს კრისტიანი და სახე ისევ უსერიოზულდება.
გულში ეჭვის ისეთ გაკვრას ვგრძნობ, რომ საკუთარი გრძნობების სიღრმე მაშინებს.
– გასაგებია. ესე იგი გყავს ისეთი ვინმე, ვისთანაც შენს ალტერნატიულ ცხოვრებაზე
ლაპარაკი შეგიძლია, ჩემთვის კი არ შეიძლება.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ამ საკითხზე ასე არასოდეს მიფიქრია. მისის რობინსონი იმ ცხოვრების ნაწილი იყო.
ხომ გითხარი, ახლა უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ. თუ გინდა, ჩემს რომელიმე
ყოფილ მორჩილს გაგაცნობ და იმას დაელაპარაკე.
„ვის გამაცნობს? დამცინის?“
– ხუმრობ, არა?
– სულაც არა.
– გმადლობ, რამენაირად თავად გავერკვევი, – უკვე საბოლოოდ ვბრაზდები და საბანში
ნიკაპამდე ვიმალები
კრისტიანი გაკვირვებული შემომყურებს.
– ანასტასია, მე...
აშკარად სიტყვებს ვერ პოულობს. ალბათ ესეც „პირველად ცხოვრებაში“.
– შენი წყენინება არ მინდოდა, ანა.
– არც მწყენია. აღშფოთებული ვარ.
– რით?
– იმით, რომ შენი ყოფილი ქალის... მონის... მორჩილის... თუ... არ ვიცი, კიდევ რას
უწოდებ, გაცნობა შემომთავაზე.
– ანასტასია სტილ, შენ რა, ეჭვიანობ?
გაბრაზებული და დარცხვენილი ისევ ვწითლდები.
– დარჩები?
– დილით, საუზმეზე შეხვედრა მაქვს დანიშნული. თანაც, როგორც უკვე გითხარი, ჩემს
ქალებთან, მონებთან, მორჩილებთან და ასე შემდეგ, საერთოდ არავისთან არასოდეს
ვრჩები და არ მძინავს. პარასკევი და შაბათი გამონაკლისი იყო. ეს მეტჯერ აღარ
განმეორდება, – მტკიცე გადაწყვეტილება ისმის მის დაბალ, ჩახლეჩილ ხმაში.
ტუჩებს უკმაყოფილოდ ვბუშტავ.
– კარგი, დავიღალე.
– მაგდებ?
წარბები შუბლზე ეწევა და გაკვირვებულ და ოდნავ დაბნეულ გამომეტყველებას იღებს.
– კი.
– რას ვიზამთ. კიდევ ერთი „პირველად ცხოვრებაში“, – მეუბნება და ყურადღებით
მაკვირდება, – ესე იგი, ახლა არაფერზე დალაპარაკება არ გინდა? ხელშეკრულებას
ვგულისხმობ, რა თქმა უნდა.
– არა, – მკაცრად ვუჭრი მე.
– როგორ მინდა, ერთი კარგად გაგტყიპო! შენც დაისვენებდი და მეც.
– ამის თქმის უფლება ჯერ არ გაქვს, მე ჯერ ხელი არაფრისთვის მომიწერია!
– ოცნებაც აღარ შეიძლება?! – ის ნიკაპზე მკიდებს ხელს და ტუჩებში ნაზად მკოცნის,
მერე, ისე რომ კოცნას არ წყვეტს, იქვე, ჩემს ტუჩებთანვე ჩურჩულებს: – ოთხშაბათს?
– ოთხშაბათს, – ვეთანხმები მეც, – თუ, რა თქმა უნდა, ერთ წუთს დამაცლი, რომ
გაგაცილო...
ვიშორებ, ვჯდები და მაისურს ვიღებ. კრისტიანი ლოგინიდან უხალისოდ დგება.
– თუ შეიძლება, შარვალი მომაწოდე.
ჩემს შარვალს იატაკიდან იღებს და მაწვდის.
– ინებეთ... ქალბატონო, – მეუბნება და ღიმილს ვერ იკავებს.
თვალებმოჭუტული, ბრაზით შევყურებ და თან შარვალს ვიცვამ. თმა სრულიად
გაწეწილი მაქვს და ვხვდები, რომ მისი წასვლის შემდეგ კეიტის დაკითხვის ქარცეცხლში
მომიწევს გავლა. თმის რეზინს ვიღებ, კარს ვაღებ და ვისმენ. კეიტი სასტუმრო ოთახში
არ არის, მისი ხმა საძინებლიდან აღწევს, როგორც ჩანს, ტელეფონით ლაპარაკობს.
კრისტიანი უკან მომყვება და ორივე გასასვლელი კარისკენ მივდივართ. ამ მოკლე
დროის განმავლობაში გრძნობები უცებ მეცვლება, აღარ ვბრაზობ, სამაგიეროდ
მტანჯველი სირცხვილის გრძნობა მეუფლება. არ მინდა, რომ წავიდეს, მინდა, უბრალო
ადამიანი იყოს, რომელსაც ნორმალური ურთიერთობები სჭირდება, ყოველგვარი
ათგვერდიანი ხელშეკრულებების, მათრახების და ჭერში ჩამოკიდებული კარაბინების
გარეშე.
შემოსასვლელ კარს ვუღებ, თვალებს ვხრი და საკუთარ ხელებს ვაცქერდები. სექსი ჩემს
სახლში პირველად მქონდა და თავად სექსიც არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ახლა თავს
მხოლოდ კრისტიანის ჟინის დასაკმაყოფილებელ, მიტოვებულ ცარიელ ქვევრად
აღვიქვამ. ჩემი ქვეცნობიერის გამკიცხავი ჯაჯღანის ჯერი დგება: „ჰიტმანში“ ხომ კარგად
მირბოდი სექსის მოსათხოვნად?! ჰოდა, მიიღე კიდეც სახლში მოტანით“. ხელები
გულზე დაუკრეფია, ჯაჯღანს ფეხის ბაკუნს აყოლებს და ამატებს: „ეგრე მოგიხდება! რაც
გინდოდა, მიიღე და ნუღა წუწუნებ!“
კრისტიანი ზღურბლზე ჩერდება, ხელს ნიკაპში მკიდებს და თავს მაწევინებს. ჩვენი
თვალები ერთმანეთს ხვდება.
– ნორმალურად ხარ? – მეკითხება თბილად და ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს.
– კი, – ვპასუხობ არცთუ ისე დამაჯერებლად.
ვგრძნობ, როგორ მეცვლება ფასეულობათა ნუსხა. მის წინადადებაზე დათანხმება,
ჩემთვის ტანჯვის ტოლფასი იქნება, მას ხომ არც უნარი გააჩნია, არც უნდა და არც მეტის
შემოთავაზებას აპირებს... მე კი მეტი მინდა, ბევრად მეტი. ამასწინანდელი ჩემი
ეჭვიანობის შემოტევა იმაზე მეტყველებს, რომ მისდამი გრძნობა იმაზე ღრმაა, ვიდრე
აქამდე მეგონა.
– ოთხშაბათს, – იმეორებს კრისტიანი, თავს ხრის და მკოცნის.
როგორც კი ჩვენი ტუჩები ერთმანეთს ეხება, ისევ რაღაც უცნაური ხდება, კრისტიანი
ჩემს სახეს ხელებში იქცევს და სულ უფრო და უფრო მეტი ჟინით, ერთიანად და
სრულად მერწყმება. სუნთქვა უხშირდება, მთელი სხეულით მეკვრება, ტუჩებით
თითქოს ჩემში შემოღწევას ცდილობს. ხელებს მაჯებზე ვადებ, სიგიჟემდე მინდა შევეხო,
მაგრამ თავს ვიკავებ, ვიცი, რომ არ მოეწონება.
– ანასტასია... რას მიშვები? – ჩურჩულებს ის ჩამწყდარი, აცახცახებული ხმით.
– შენ? შენ რას მიშვები, კრისტიან? – ვპასუხობ მეც ჩურჩულით.
წამის შემდეგ ღრმად ოხრავს, შუბლზე მკოცნის და მიდის. მანქანისკენ მიმავალ
ბილიკზე უკანმოუხედავად მიაბიჯებს და თმას ისწორებს. მერე მანქანის კარს აღებს,
ჩემკენ იხედება და თავის წარმოუდგენლად ლამაზი ღიმილით მიღიმის, როგორც
ყოველთვის, სუნთქვა მეკვრის, მაგრამ პასუხად გაღიმებას მაინც ვახერხებ. თავს ისევ
მზესთან ზედმეტად მიახლოებულ იკაროსად ვგრძნობ. კრისტიანი სპორტულ მანქანაში
ჯდება, მე კი შემოსასვლელ კარს ვკეტავ. თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობ და
ტირილი მინდება, სულის შემხუთველი სევდა გულს მიწურავს. ჩემი ოთახისკენ
ვჩქარობ, შევდივარ, კარს ვკეტავ, ზურგით ვაწვები და ვცდილობ, გრძნობები
დავიმშვიდო, მაგრამ უშედეგოდ. იატაკზე ვცურდები და სახეს ხელებში ვმალავ.
ცრემლები თავისით ჩამომდის სახეზე.
კეიტი კარზე მიკაკუნებს.
– ანა! – მეძახის ის ჩურჩულით.
კარს ვაღებ. კეიტი წამით თვალებში მიყურებს და მეხვევა.
– რა მოხდა? რა გააკეთა იმ არამზადამ?
– არაფერი, კეიტ,მხოლოდ ის, რაც მეც მინდოდა.
საწოლთან მივყავარ და ორივე ვსხდებით.
– შენს ვარცხნილობას „საშინელი სექსის შემდეგ“ ჰქვია?
მიუხედავად გულის გამაწვრილებელი სევდისა, მაინც მეცინება.
– საშინელი კი არა, არაჩვეულებრივი იყო.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი! აბა რა გატირებს? შენ ხომ არასდროს ტირი!
ის მაგიდიდან ჯაგრისს იღებს, ისევ გვერდზე მიჯდება და ძალიან ფრთხილად
მვარცხნის გაწეწილ თმას.
– უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობას აზრი არა აქვს, – ვპასუხობ და ისევ
საკუთარ ხელებს ვაჩერდები.
– ოთხშაბათს ხომ ხვდებით ერთმანეთს?
– ჰო, ასე იყო დაგეგმილი.
– აბა, დღეს რატომ გამოცხადდა?
– იმეილი გავუგზავნე.
– თხოვე, რომ მოსულიყო?
– არა, მივწერე, შენი ნახვა აღარ მინდა-მეთქი.
– და ისიც მაშინვე მოქანდა? ანა, გენიოსი ხარ!
– უბრალოდ, გავეხუმრე.
– გაეხუმრე? უკვე აღარაფერი მესმის! რატომ?
იმეილის შინაარსს მოთმინებით ვუყვები, თუმცა მთავარ საკითხს არ ვეხები.
– ესე იგი, გეგონა, რომ იმეილითვე გიპასუხებდა.
– ჰო.
– და ამის მაგივრად, ადგა და გამოგეცხადა?!
– ჰო.
– ჩემი აზრით, ჭკუაზე არ არის, ისე მოსწონხარ.
კოპებს ვკრავ. კრისტიანი და „ჭკუაზე არ არის“? ჰო, როგორ არა! უბრალოდ, მორიგი
სათამაშოსავით მიყურებს, მისთვის მოსახერხებელი სათამაშოსავით, რომლითაც
მშვენივრად გაერთობა და ათას საშინელებას გაუკეთებს. გული ტკივილით მეწურება.
შეეგუე, ანა, ასეთია რეალობა!
– იმისთვის მოვიდა, რომ გავეჟიმე და მეტი არაფერი.
– კი მაგრამ, რატომ გადაწყვიტე, რომ რომანტიკა ამქვეყნად აღარ არსებობს? –
მეკითხება ის აღშფოთებული გამომეტყველებით.
კეიტი აშკარად შოკში ჩავაგდე, ნამდვილად არ მეგონა თუ ეს შესაძლებელი იყო.
დარცხვენილი, მობოდიშებასავით ჟესტით ვიჩეჩავ მხრებს.
– უბრალოდ, სექსს იარაღად იყენებს.
– იქამდე გჟიმავდა, სანამ არ დაგიმორჩილა? – გამკიცხავი გამომეტყველებით თავს
აქნევს კეიტი.
გაოგნებულს თვალები მიმრგვალდება და ვგრძნობ, რომ ერთიანად ვწითლდები. ოჰ,
კათრინ კავანა! პირდაპირ პულიცერის პრემიას იმსახურებ! ასე ზუსტად როგორ
გაარტყა?!
– ანა, უბრალოდ არ მესმის, გინდა თქვა, რომ კრისტიანს მხოლოდ სექსი უნდა შენთან
და არ უყვარხარ?
– ჰო, კეიტ, იმას სიყვარული არ სჭირდება. მისივე განსაზღვრებით ჩვენ მხოლოდ
ვჟიმაობთ. სიყვარულს უბრალოდ არ აღიარებს.
– ასეც ვიცოდი, რომ რაღაც გადახრა ექნებოდა. გასაგებია, ახლო ურთიერთობების
ეშინია.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და გული მწყდება, რომ კეიტისთვის მთელი იმ
საშინელი სიმახინჯის მოყოლა არ შემიძლია. რადგან ყველაფერი არ იცის, ვერც
კრისტიანთან სასწრაფოდ დაშორებას მირჩევს, ვერც მის დავიწყებას და ვერც
სისულელეების ჩადენისგან მიცავს.
– მეც ზუსტად ეს მთრგუნავს, – ვბუტბუტებ გულაჩუყებული. თუმცა „მთრგუნავს“
კიდევ რბილად ნათქვამია.
კრისტიანზე ლაპარაკი აღარ მინდა და ელიოტის შესახებ ვეკითხები. მისი სახელის
ხსენებაზეც კი კეიტი თითქოს შიგნიდან ნათდება და სახე ბედნიერების ღიმილით
უბრწყინდება.
– შაბათს დილით მოვა და ბარგის მანქანაში ჩალაგებაშიც მოგვეხმარება, – მეუბნება
მეოცნებე სახით და ორივე ხელით ჯაგრისს გულზე იხუტებს.
ოჰო! როგორც ჩანს, კეიტი შეყვარებულია! ცოტათი მშურს კიდეც მისი, ნორმალური
მამაკაცი იპოვა და ბედნიერია!
– აჰ, ჰო, დამავიწყდა შენთვის მეთქვა. მამაშენმა დარეკა, სანამ შენ... ეეე... დაკავებული
იყავი. საქმე იმაშია, რომ ბობი როგორღაც დაშავებულა და ამის გამო ის და დედაშენი
გამოსასვლელ ცერემონიაზე ვერ ჩამოვლენ, სამაგიეროდ მამაშენი ჩამოვა. აქ ხუთშაბათს
იქნება. გთხოვა, როცა მოიცლი, დაურეკო.
– დედას ამაზე არაფერი უთქვამს. ახლა როგორ არის ბობი?
– კარგად. დილას დაურეკე, უკვე ძალიან გვიანია.
– გმადლობ, კეიტ. ცოტა დამაწყნარე. ხვალ რეის დავურეკავ, ახლა კი დავწვები და
დავიძინებ.
კეიტი მიღიმის, თუმცა თვალებში ვატყობ, რომ ჯერ ისევ ნერვიულობს ჩემზე. როგორც
კი კეიტი გადის, მაგიდასთან ვჯდები და კიდევ ერთხელ ვკითხულობ ხელშეკრულებას,
თან სადავო ადგილებს ვინიშნავ. მერე ნოუთბუქს ვრთავ, რომ იმეილი გავგზავნო.
საფოსტო ყუთში კრისტიანის წერილია.

From: კრისტიან გრეი


Subject: დღევანდელი საღამო
Date: 23.05.2011, 23:06
To: ანასტასია სტილი

მის სტილ,
მოუთმენლად ველი თქვენს შენიშვნებს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
იქამდე კი, ღამე მშვიდობისა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: სადავო საკითხები
Date: 24.05.2011, 00:02
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, მისტერ გრეი!


გიგზავნით სადავო საკითხთა ჩემეულ ნუსხას. მოუთმენლად ველი ოთხშაბათის
ვახშამს და თქვენთან ერთად მათი განხილვის შესაძლებლობას.
ნომრები ხელშეკრულების შესაბამის პუნქტებს შეესაბამება.

2: დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი მგრძნობელობის და დასაშვები ზღვრების


შესწავლა ჩემს ინტერესებში შედის. ჩემი ინტერესების დაცვა ათგვერდიან
ხელშეკრულებას არ საჭიროებს, შესაბამისად,ის უფრო თქვენს ინტერესებს ემსახურება.
4: თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ჩემი ერთადერთი სექსუალური პარტნიორი
ბრძანდებით და რომ ნარკოტიკებს არ ვიღებ. ჩემთვის სისხლიც კი არასოდეს
გადაუსხამთ, გამომდინარე აქედან, თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ
ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს. დააზუსტეთ, როგორი ვითარებაა ამ
მხრივ თქვენთან?
8: მე უფლებამოსილი ვარ, ნებისმიერ დროს დაუყოვნებლივ გავწყვიტო
ხელშეკრულება, თუ ჩავთვლი, რომ განსაზღვრულ შეზღუდვებს არ იცავთ. კარგი, ამაზე
თანახმა ვარ.
9: ყველაფერში დაგემორჩილოთ? ხმის ამოუღებლად მივიღო სასჯელი? ეს საკითხი
უნდა განვიხილოთ.
11: ხელშეკრულების მოქმედების ვადა უნდა იყოს ერთი თვე და არა – სამი.
12: მე ჩემი ცხოვრება მაქვს... ან მექნება და არ შემიძლია, ყოველ შაბათ-კვირას
თქვენთან შეხვედრა. გთავაზობთ თვეში სამ შაბათკვირას, ოთხის ნაცვლად.
15.2: ჩემი სხეულის თქვენი შეხედულებისამებრ სექსუალური ან სხვა ქმედებებისთვის
გამოყენება – თუ შეიძლება, დააზუსტეთ, რა იგულისხმება „სხვა ქმედებებში“.
15.5: სადავოა სასჯელის შესახებ მთელი პუნქტი. დარწმუნებული არა ვარ, რომ მინდა,
როზგებით და მათრახით მირტყამდნენ, ანდა სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედებით
მსჯიდნენ. ამას 2-5 პუნქტების დარღვევად მივიჩნევ. და კიდევ, იგივე ეხება „სხვა
ნებისმიერი საბაბით“ დასჯასაც. ეს უბრალოდ სისასტიკის სიყვარულია, თუმცა კი
ამტკიცებთ, რომ სადისტი არა ხართ.
15.10: შეიძლება კაცმა იფიქროს, თითქოს დროებითი მოხმარებისთვის ვინმესთვის
ჩემს გადაცემას მე დავთანხმდებოდი. მაგრამ მაინც მიხარია, რომ ეს პუნქტი
ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
15.14 „წესები“. მოგვიანებით განვიხილოთ.
15.19: რატომ მაქვს აკრძალული თვითდაკმაყოფილება? ამას ისედაც არ ვაკეთებ, მაგრამ
უბრალოდ მაინტერესებს, რატომ?
15.21: სასჯელი. თუ შეიძლება, წაიკითხეთ ზემოთ მოყვანილი, პუნქტი 15.5.
15.22: რატომ არ მაქვს თქვენთან შეხების უფლება?

წესები:
ძილი – თანახმა ვარ დღეღამეში ექვსსაათიან ძილზე.
საკვები – რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვლის შესაბამისად კვება ჩემთვის
მიუღებელია. ეს ჩამონათვალი ამოსაღებია, სხვა შემთხვევაში ხელშეკრულებაზე
საუბარი საერთოდ შეწყდება.
სამოსი – თქვენ მიერ შერჩეული ტანსაცმლის ტარებაზე თანახმა ვარ მხოლოდ თქვენ
გვერდით, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა.
ფიზიკური ვარჯიში – ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ კვირაში სამ საათზე, თუმცა
ხელშეკრულებაში ძველებურად ისევ ოთხი საათია აღნიშნული.

დასაშვები ზღვარი:
იქნებ უფრო დაწვრილებით განვიხილოთ? არავითარი ფისტინგი. რას ნიშნავს
„ჩამოკიდება“? „სასქესო ორგანოების დამჭერები“? – იმედია, ხუმრობთ!
ველი თქვენს დაზუსტებას ოთხშაბათის გეგმებთან დაკავშირებით. ოთხშაბათს ჩემი
სამუშაო დღე ხუთ საათზე სრულდება.
ღამე მშვიდობის,

ანა
From: კრისტიან გრეი
Subject: დღევანდელი საღამო
Date: 24.05.2011, 00:07
To: ანასტასია სტილი

მის სტილ,
პასუხის დაუყოვნებლივ გაცემისთვის ძალიან გრძელი ჩამონათვალია. აქამდე რატომ
არ გძინავთ?

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ღამის სამუშაო
Date: 24.05.2011, 00:10
To: კრისტიან გრეი

ბატონო,
თუ გახსოვთ, მოგახსენეთ, რომ სწორედ ამ ჩამონათვალზე მუშაობით ვიყავი
დაკავებული, როცა მბრძანებლობის მოყვარულმა, ჩემს ოთახში ქარის შემოგდებულმა
სტუმარმა სამუშაოს მომწყვიტა და სქესობრივი აქტისკენ მიბიძგა.
ღამე მშვიდობისა,

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: დაუყოვნებლივ შეწყვიტე მუშაობა!
Date: 24.05.2011, 00:12
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, ახლავე ლოგინში!

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

და მბრძანებლობის მოყვარული.
ოჰო! გრეის ასოებიც კი ყვირის! ნოუთბუქს ვრთავ. კი მაგრამ, როგორ ახერხებს ექვსი
მილის სიშორიდან დამაშინოს? თავს ვაქნევ. გული ისევ დამძიმებული მაქვს. ლოგინში
ვწვები და მაშინვე ღრმა და შფოთიან სიზმრებში ვიძირები.
თავი მეცამეტე
მომდევნო საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებული, დედას ვურეკავ. შედარებით
მშვიდი დღე იყო და დასაფიქრებლადაც საკმარისი დრო მქონდა. მიუხედავად ამისა,
ადგილს ვერ ვპოულობ და ბრძანებების მოყვარულთან ხვალინდელი ურთიერთობების
გარკვევაზე ვნერვიულობ. სადღაც გულის სიღრმეში ისიც მაწუხებს, რომ ძალიან
კრიტიკული ვიყავი ხელშეკრულების პუნქტების ჩამოთვლისას და ამის გამო
კრისტიანმა შეიძლება სულაც უარი თქვას ყველაფერზე.
დედა საშინლად შეწუხებულია, რომ გამოსასვლელ ცერემონიაზე ჩამოსვლას ვერ
ახერხებს. ბობს ფეხი დაუზიანებია და თურმე ძალიან კოჭლობს. ისე, ბობს, ჩემი არ
იყოს, მუდმივად რაღაც ემართება. ცხადია, გამოჯანმრთელდება, მაგრამ ჯერჯერობით,
იქამდე, ვიდრე ფეხზე არ დადგება, პირდაპირი მნიშვნელობით, დედას მისახედია.
– ანა, ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ! – წუწუნებს დედა ტელეფონის ყურმილიდან.
– არა უშავს, რეი დამპირდა ჩამოსვლას.
– ანა, გულგატეხილი მეჩვენები. საყვარელო, ხომ კარგად ხარ?
– კი, დედა.
რომ იცოდე, რა დღეში ვარ!.. საშინლად მდიდარ კაცს შევხვდი, რომელიც ჩემგან
ძალიან უცნაურ და გარყვნილ ურთიერთობებს ითხოვს, სადაც, ყველაფერთან ერთად,
ხმის ამოღების უფლებაც კი არ მექნება.
– ვინმე გაიცანი?
– არა, დედა.
ახლა ამ თემაზე ლაპარაკი ნამდვილად არ შემიძლია.
– კარგი, საყვარელო, ხუთშაბათს მთელი დღე შენზე ვიფიქრებ. ძალიან მიყვარხარ, ხომ
იცი, ანა?
დედის ამ ფასდაუდებელ სიტყვებზე გულში სითბო მეღვრება.
– მეც ძალიან მიყვარხარ, დე. ბობს მოკითხვა გადაეცი. იმედი მაქვს, მალე
გამოჯანმრთელდება.
– აუცილებლად, საყვარელო. ნახვამდის.
– ნახვამდის, დე.
ლაპარაკლაპარაკით ჩემს ოთახში ისე შევდივარ, ვერც ვამჩნევ. დედას ვემშვიდობები,
აუტანელ მოწყობილობას ვრთავ და ფოსტას ვხსნი. გუშინ, გვიან ღამით თუ დღეს,
ძალიან ადრე, გააჩნია, რა კუთხით შეხედავ, კრისტიანის გამოგზავნილი წერილი
მხვდება. გულისცემა მიჩქარდება და მაშინვე სახეზე სისხლი მაწვება. ჯანდაბა! უარს
ამბობს?.. ალბათ ვახშამს აუქმებს. მხოლოდ ეს აზრიც კი ტკივილს მაყენებს. მაგრამ შიშს
ვიშორებ და წერილს ვკითხულობ.

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი ინტერესები
Date: 24.05.2011, 01:27
To: ანასტასია სტილი
ძვირფასო მის სტილ,
„სადავო საკითხების“ უფრო ღრმად შესწავლის შემდეგ, მინდა, თქვენი ყურადღება
სიტყვა „მორჩილის“ განმარტებას მივაქციო. „მორჩილი“ ზედსართავი სახელია და
აღნიშნავს:
1. ქედმოხრისთვის მზადმყოფს ან დაქვემდებარებულს; მორჩილად დამჯერს ან
გამგონე მსახურს.
2. დაქვემდებარების გამომხატველს, თვინიერს.
წარმომავლობა: 1580-90 წლები.
სინონიმები: 1. დამყოლი, დამჯერი, დამთმობი 2. პასიური, ქედმოხრილი.
ანტონიმები: მეამბოხე, დაუმორჩილებელი.
მის სტილ, ჩემი თხოვნაა – ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ოთხშაბათის
შეხვედრისთვის გაითვალისწინოთ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

წერილის წაკითხვისთანავე შვებას ვგრძნობ. სხვა თუ არაფერი, მზად არის, სადავო


საკითხები განიხილოს და ჯერ ისევ უნდა, რომ ოთხშაბათს შევხვდე. ცოტა ხანს
ვფიქრობ და პასუხს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: ჩემი ინტერესები... რას იტყვით თქვენს ინტერესებზე?
Date: 24.05.2011, 18:29
To: კრისტიან გრეი

ბატონო,
თუ არ შეწუხდებით, ტერმინის წარმომავლობის თარიღზე გაამახვილეთ თქვენი
ყურადღება: 1580-90 წლები. დიდი პატივისცემით შეგახსენებთ, რომ ახლა ორი ათას
თერთმეტი წელია და ათას ხუთას ოთხმოცი წლიდან ძალიან დიდი დროა გასული. ნება
მომეცით, ის განსაზღვრება შემოგთავაზოთ, რომელზე დაფიქრებაც, ჩემი აზრით,
უპრიანი იქნებოდა ჩვენს შეხვედრამდე:
კომპრომისი – არსებითი სახელი.
1. ურთიერთდათმობა, როგორც ურთიერთობათა დარეგულირების საშუალება;
სხვადასხვა ინტერესთა ან მისწრაფებათა შეჯახების დროს მოლაპარაკებისა თუ
მოთხოვნათა შეცვლის გზით შეთანხმების მიღწევა.
2. ამგვარი მოლაპარაკების შედეგი.
3. ორ განსხვავებულ გაგებას შორის შუალედური რგოლის გამოძებნა. მაგ:
ორსართულიანი სახლი, მრავალსართულიანსა და ფერმერულ ერთსართულიანს შორის
შუალედურ რგოლს წარმოადგენს.
4. კომპრომისის მოძებნა პიროვნული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით.
ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: ჩემს ინტერესებზე ვიტყვი, რომ...
Date: 24.05.2011, 18:32
To: ანასტასია სტილი

მის სტილ,
თქვენი შენიშვნა, როგორც ყოველთვის, ღრმააზროვანი და დროულია. ხვალ საღამოს
19:00 გამოგივლი.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: 2011 წელი – ქალები საჭესთან
Date: 24.05.2011, 18:40
To: კრისტიან გრეი

ბატონო,
მე მანქანაც მყავს და ტარებაც ვიცი.
უმჯობესი იქნებოდა, სადმე სხვაგან შევხვედროდით ერთმანეთს.
სად შევხვდეთ? იქნებ თქვენს სასტუმროში 19:00?

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: ჯიუტი ქალები
Date: 24.05.2011, 18:43
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ,


მინდა, თქვენი ყურადღება 2011 წლის 24 მაისის, 01:27 გამოგზავნილ წერილსა და იქ
მითითებულ განმარტებაზე გავამახვილო.
ოდესმე მიეჩვევი, ის შეასრულო, რასაც გეუბნებიან?

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
From: ანასტასია სტილი
Subject: რთულად დასაყოლიებელი კაცები
Date: 24.05.2011, 18:49
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
მინდა, რომ მე თვითონ მოვიდე.
გთხოვ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: განრისხებული კაცები
Date: 24.05.2011, 18:52
To: ანასტასია სტილი

კარგი.
სასტუმროში, 19:00 საათზე.
მარმარილოს ბარში დაგელოდები.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

წერილსაც კი ეტყობა, რომ ბრაზობს. რატომ ვერ ხვდება, რომ მე შეიძლება გამოქცევაც
კი მომიხდეს? არა, ჩემი „ხოჭო“ რა თქმა უნდა, დიდი სისწრაფით ნამდვილად არ
გამოირჩევა, მაგრამ, ასეა თუ ისე, ევაკუაციის საკუთარი საშუალება მჭირდება.

From: ანასტასია სტილი


Subject: იოლად დასაყოლიებელი კაცები
Date: 24.05.2011, 18:55
To: კრისტიან გრეი

გმადლობ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: აუტანელი ქალები
Date: 24.05.2011, 18:59
To: ანასტასია სტილი
არაფრის.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ვურეკავ რეის, რომელიც სწორედ ახლა „სიეტლ საუნდერზსა“ და სოლტლეიკსიტის


რომელიღაც გუნდის საფეხბურთო მატჩის თამაშის საყურებლად ემზადება. ამიტომ
ჩვენი ლაპარაკი, საბედნიეროდ, მოკლეა. რეი ხუთშაბათს, გამოსაშვებ ცერემონიაზე
ჩამოვა, ცერემონიის შემდეგ კი რესტორანში წავალთ. ვგრძნობ, როგორ მეღვრება სითბო
გულში, ყელში კი მადლიერების ცრემლები მეჩხირება ბურთივით. რეი დედაჩემის
ყოველი რომანტიკული აღმაფრენისა თუ დაღმაფრენის დროს ჩემ გვერდით იყო. ჩვენ
ერთმანეთთან ახლოს ვართ და ამ ურთიერთობას ძალიან ვაფასებ. ის ჩემი მამობილია,
მაგრამ საკუთარი შვილივით მექცევა და ვუყვარვარ. ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვა.
დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს! იქნებ ის სიხარული, რომ მალე ვნახავ,
ხვალინდელი შეხვედრის დროსაც დამეხმაროს.
რეისთან ლაპარაკის შემდეგ მე და კეიტი ნივთების ჩალაგებას ვაგრძელებთ, თან
სურნელოვან წითელ ღვინოს ვსვამთ. ჩალაგებას რომ ვამთავრებთ, თავს ბევრად
უკეთესად ვგრძნობ და დასაძინებლად მივდივარ. ფიზიკური სამუშაო საუკეთესო
წამალია, თანაც ძალიან დავიღალე. მინდა, ნორმალურად გამოვიძინო. ლოგინში
მოხერხებულად ვეწყობი და მაშინვე მეძინება.

პოლი პრინსტონიდან დაბრუნდა, რომ ნიუ-იორკის ფინანსურ კომპანიაში სტაჟირების


დაწყებამდე ცოტა ხანს სახლში იყოს. მაღაზიაში, მთელი დღე ყველგან უკან დამყვება და
მასთან ერთად სადმე წასვლას მთხოვს. უკვე გამაგიჟა!
– პოლ, მეასეჯერ გიმეორებ, დღეს პაემანი მაქვს.
– მატყუებ, ასე იმიტომ მეუბნები, რომ თავიდან მომიშორო. უბრალოდ, თავს მარიდებ.
აჰა! როგორც იქნა, მიხვდა!..
– ჰო, გარიდებ, რადგან მიმაჩნია, რომ ბოსის ძმასთან ურთიერთობის დაწყება არ
შეიძლება.
– პარასკევს ბოლო სამუშაო დღე გაქვს, ხვალ არ მუშაობ, რა პრობლემაა?!
– შაბათს უკვე სიეტლში ვიქნები, შენც ამ დღეებში ნიუ-იორკში მიდიხარ,
ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიქნებით, თანაც, გეუბნები, რომ დღეს პაემანი მაქვს.
– ხოსეს ხვდები?
– არა.
– აბა, ვისთან გაქვს პაემანი?
გაბრაზებული ვოხრავ. როგორც ჩანს, თავს არ დამანებებს.
– კრისტიან გრეისთან, – ვეუბნები და გაღიზიანების დამალვასაც კი არ ვცდილობ.
მოქმედებს! პოლს ლამისაა ყბა ჩამოუვარდეს, თვალებდაჭყეტილი შემომყურებს. ოჰო,
როგორც ჩანს, ადამიანები მეტყველების უნარს მის უბრალო ხსენებაზეც კი კარგავენ.
– კრისტიან გრეის ხვდები? – რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ ძლივს აბრუნებს ენას
პირში პოლი, თუმცა მის ხმაში აშკარა უნდობლობა იგრძნობა.
– კი.
– გასაგებია.
დათრგუნული და, შეიძლება ითქვას, საცოდავი გამომეტყველება აქვს, მე კი, ცოტა არ
იყოს, მწყინს კიდეც, ასე რომ გაიკვირვა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი უბრალოდ
აღშფოთებულია და პოლს თითების უხამსი კომბინაციით აჯილდოებს.
ამ ლაპარაკის შემდეგ პოლი, როგორც იქნა, თავს მანებებს და ზუსტად ხუთ საათზე შინ
მივდივარ.
კეიტმა დღევანდელი საღამოსა და ხვალინდელი გამოსაშვები ცერემონიისთვის
ორიკაბა და ორი წყვილი ფეხსაცმელი მათხოვა. კარგი იქნებოდა, ტანსაცმელს, და
საერთოდ მოდას ცოტა მეტ ყურადღებას ვუთმობდე, მაგრამ ტანსაცმელი ჩემი სტიქია
ნამდვილად არ არის. „რა გიტაცებთ, ანასტასია?“ – მიტივტოვდება გონებაში და
სრულიად ცხადად მესმიდ კრისტიანის ხმა. თავს ვიქნევ, რომ მოგონებები მოვიშორო
და ტანზე მომდგარ იისფერ კაბას ვირჩევ. ნაკლებად გამომწვევია და საქმიანი
შეხვედრისთვის მეტად გამოდგება – ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ხელშეკრულების
განსახილველად მივდივარ.
შხაპს ვიღებ, ფეხებს და იღლიებს ვიპარსავ, თავს ვიბან, მერე მთელ ნახევარ საათს
ფენით ისე ვიყენებ, რომ მკერდზე და ბეჭებზე ტალღებად მეფინებოდეს და სახის ერთი
ნახევრიდან თმის სამაგრით ვიწევ. მერე წამწამებს ტუშით ვიპრეხ და ტუჩებზე
მბზინვარე პიმადას ვისვამ. ისე იშვიათად ვიყენებ კოსმეტიკას, რომ თავს უჩვეულოდ
ვგრძნობ. არც ერთი ჩემი საყვარელი რომანის გმირი არ იხატებოდა, თორემ მეც
დავინტერესდებოდი ოდესმე. კაბის ფერში გადაწყვეტილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს
ვიცვამ და შვიდის ნახევარზე უკვე მზად ვარ.
– აბა, როგორია? – ვეკითხები აზრს კეიტს.
კეიტი მოზეიმე, კმაყოფილ გამომეტყველებას იღებს.
– ოჰო! როგორც იქნა! ძალიან სექსუალურად გამოიყურები!..
– სექსუალურად? მინდოდა, დახვეწილი და საქმიანი გარეგნობა გამოსულიყო!
– საქმიანიც არის, მაგრამ პირველ რიგში სექსუალურია. ეს კაბა გიხდება, ფერიც შენია,
ტანზე როგორ გაზის! სულ გააგიჟებ... – იღიმება მრავალმნიშვნელოვნად.
– კეიტ! – ვბრაზდები მე.
– ანა, მე იმას გეუბნები, რაც მოხდება. კაბა საოცრად გიხდება, სულაც შენთვის
დაიტოვე. კრისტიანს ძალიან მოეწონება.
ტუჩა უკმაყოფილოდ ვიბზუებ. „ოჰ, კეიტ, ყველაფერი პირიქითაა.“
– წარმატება მისურვე.
– პაემანზე წარმატება გჭირდება? – კოპებს იკრავს შეფიქრიანებული.
–კი, მჭირდება, კეიტ.
– მაშინ წარმატებას გისურვებ! – მეუბნება ის და მეხვევა.
მანქანის მართვა ფეხშიშველს მიხდება, ჩემი პატარა, ცისფერი „ვანდა“ მაღალი
ქუსლების მოყვრულთათვის აშკარად არ არის შექმნილი. ზუსტად შვიდს რომ ათი
უკლია, სასტუმრო „ჰიტმანთან“ ვჩერდები და გასაღებს ავტოსადგომის მოსამსახურე
ბიჭს ვაძლევ, ის ჩემს „ხოჭოს“ აგდებული გამომეტყველებით ავლებს თვალს, მაგრამ
ჩემთვის სულერთია. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, შინაგანად თავს ვიმაგრებ და
სასტუმროში შევდივარ.
კრისტიანი ბარის დახლზე თავისუფლად იდაყვჩამოყრდნობილი დგას და თეთრ
ღვინოს წრუპავს. ისევ თეთრ ტილოს პერანგშია გამოწყობილი, მაგრამ ზემოდან შავი
პიჯაკი აცვია, ქვემოთ კი ჯინსი. ჰალსტუხიც შავი უკეთია. თმა დაუდევრად აქვს
აჩეჩილი. ჩუმად ვოხრავ. როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ერთხანს კართან ვდგავარ და აღფრთოვანებული შევყურებ. წარმოუდგენლად ლამაზია.
როგორც მეჩვენება, აფორიაქებული მზერით შემოსასვლელისკენ იხედება და ჩემს
დანახვაზე, შეშდება. თვალებს გაოგნებული ახამხამებს და ნელი, ზანტი და
სექსუალური ღიმილი სახეს უნათებს, რომლის ზეგავლენითაც ისევ ვკარგავ
მეტყველების უნარს და მუცელში სითბო მეღვრება. ვცდილობ, ქვედა ტუჩზე არ
ვიკბინო, ბარში შევდივარ, თან წამითაც არ მავიწყდება, რომ მე, ანასტასია სტილი,
რომლის მსგავსი მოუხერხებლის პოვნაც ძალიან რთულია, დღეს ქუსლებზე ვდგავარ.
კრისტიანი გრაციოზული მოძრაობით ჩემს შესახვედრად მოემართება.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, – ჩურჩულით მეუბნება ის და ლოყაზე მკოცნის, –
ეს კაბა, მის სტილ, ჩემგან მოწონებულად ჩათვალეთ.
მერე ხელკავით განცალკევებული კაბინისკენ მივყავარ და ოფიციანტს ხელით იხმობს.
– რას დალევ?
კმაყოფილს, ეშმაკურად მეღიმება, კაბინაში შევდივარ და მაგიდასთან ვჯდები: ყოველ
შემთხვევაში, იმას მაინც მეკითხება, რას დავლევ!
– იმავეს, რასაც თქვენ.
აი, ასე! შემიძლია, კარგი გოგოც ვიყო და წესიერადაც მოვიქცე, როცა მინდა.
კრისტიანი, გაკვირვებული, კიდევ ერთ ბოკალ ღვინოს უკვეთავს და ჩემ პირდაპირ
ჯდება.
– აქ გადასარევი ღვინის სარდაფი აქვთ, – ჩვეული მანერით, ოდნავ გვერდზე
თავდახრილი მეუბნება ის.
იდაყვებით მაგიდას ეყრდნობა, თითებს კი თავის ულამაზეს ტუჩებთან კრავს,
ნაცრისფერ თვალებში ჩემთვის გაუგებარი ემოციები უთამაშებს. და აი, ისიც... სადღაც
ღრმად, შიგნით თითქოს დენის დარტყმის ნაცნობ იმპულსს ვგრძნობ. კრისტიანის
გამომცდელი მზერით აფორიაქებული, მოუხერხებელ წრიალს ვიწყებ, გული
მიჩქარდება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო.
– ნერვიულობ? – მეკითხება ის ხმადაბლა.
– კი.
კრისტიანი ჩემკენ იხრება.
– მეც, – ჩურჩულით მეუბნება შეთქმულის გამომეტყველებით.
დახრილი მზერა მის თვალებზე სწრაფად გადამაქვს. კრისტიანი და ნერვიულობა?
შეუძლებელია! დაბნეული თვალებს ვახამხამებ, კრისტიანი კი პასუხად ჩვეულად,
ოდნავ ირონიულად მიღიმის. ოფიციანტს ღვინო და ორი თეფში მოაქვს, ერთი
სხვადასხვანაირი თხილეულით სავსე, მეორე – ზეთისხილით.
– განხილვა რით დავიწყოთ? – ვეკითხები მე, – ჩემს შენიშვნებს თანმიმდევრობით
მივყვეთ?
– როგორც ყოველთვის, მოუთმენელი ხართ და ჩქარობთ, მის სტილ.
– გნებავთ, თქვენი აზრით დავინტერესდე დღევანდელ ამინდთან დაკავშირებით?
ის იღიმება. გრძელი თითებით ზეთისხილს იღებს და პირისკენ მიაქვს. ჩემი მზერაც
სწორედ მის პირზე ჩერდება, ტუჩებზე, რომელთაც მთელ სხეულზე ვგრძნობდი...
ვეგზნები...
– ვფიქრობ, დღეს საუკეთესო ამინდია, – იცინის თვითკმაყოფილი.
– დამცინით, მისტერ გრეი?
– დიახ, მის სტილ.
– იცოდით, რომ ამ ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არა აქვს?
– რა თქმა უნდა, მის სტილ.
– მერე, აპირებდით ჩემთვის ამის თქმას?
ის კოპებს კრავს.
– აბა, გგონია, შენთვის არასასურველი რაღაცეების გაკეთებას გაიძულებდი და თან
მოგატყუებდი, რომ ამის კანონიერი უფლება მაქვს?
– ალბათ... კი.
– როგორც ჩანს, არა გაქვს ჩემზე მაინცდამაინც კარგი აზრი.
– კითხვაზე პასუხი არ გაგიცია, კრისტიან.
– ანასტასია, არავითარი აზრი არა აქვს, ლეგალურია ეს ხელშეკრულება თუ არა. ეს
მხოლოდ ჩემთვის სასურველი, ჩვენს შორის შეთანხმებაა იმის თაობაზე, თუ რას
ვითხოვ შენგან და რას შეიძლება ელოდე შენ ჩემგან. თუ არ გინდა, ნუ მოაწერ ხელს.
კიდეც რომ მოაწერო და მერე გადაწყვიტო, რომ ეს ხელშეკრულება შენს ინტერესებს
ეწინააღმდეგება, მანდ საკმარისი ნიუანსებია, რომლის საფუძველზეც შეგიძლია, მაშინ
წახვიდე, როცა მოგინდება. ხელშეკრულება კანონიერიც რომ იყოს, როგორ ფიქრობ,
გიჩივლებდი და სასამართლოებში გატარებდი?
ღვინის დიდ ყლუპს ვსვამ. ჩემი ქვეცნობიერი მოკაკული თითით მხარზე მიკაკუნებს
და მახსენებს: „ბევრი არ დალიო, საღი აზროვნება გჭირდება“.
– ასეთი ურთიერთობები პატიოსნებასა და ნდობას ემყარება, – განაგრძობს ის, – თუკი
იმაში არ მენდობი, რასაც მე შენ გიკეთებ, ან იმაში, რომ მხოლოდ იმდენად შევტოპავ,
რამდენადაც ეს შენ გესიამოვნება, თუკი გულახდილი არ შეგიძლია ჩემთან იყო, ჯობია,
არც დავიწყოთ.
რაღაც ძალიან ჩქარა გადავედით საქმეზე. რამდენად შეიძლება შეტოპოს? ჯანდაბა. ეს
რაღას ნიშნავს?
– ასე რომ, ყველაფერი ძალიან მარტივია, ანასტასია. უბრალოდ მითხარი, მენდობი? –
მეკითხება და თვალები ციებიანივით უელავს.
– იმ... თხუთმეტსაც ეს უთხარი?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ისინი ჩემამდე სხვების მორჩილები იყვნენ. იცოდნენ, ჩვენი
ურთიერთობიდან რის მიღება უნდოდათ და დაახლოებით რას ველოდი მე მათგან.
იმათთან განხილვა მხოლოდ დასაშვები საზღვრების დადგენას და მსგავს წვრილმანებს
მოიცავდა.
– სად პოულობ ასეთებს? სპეციალური მაღაზია არსებობს, სადაც მორჩილები იყიდება?
იცინის.
– არა, რა თქმა უნდა.
– აბა, სად?
– ამაზე გინდა ლაპარაკი? იქნებ ჯობია, ჩვენს საქმეს მივუბრუნდეთ? უფრო სწორად,
როგორც შენ ამბობ, სადავო საკითხებს.
ვენდობი? ნუთუ ყველაფერი ნდობამდე მიდის? ან თუ მიდის, ეს ნდობა ორმხრივი არ
უნდა იყოს? მაშინვე ის მახსენდება, როგორ გაბრაზდა კრისტიანი, ხოსემ რომ დამირეკა.
– გშია? – მეკითხება ის და ფიქრებიდან გამოვყავარ.
ოჰ, ღმერთო, ოღონდ საჭმელი არა!
– არა.
– დღეს რამე ჭამე?
თვალებში ვუყურებ, ჩემი პასუხი აშკარად არ მოეწონება.
– არა, – ვპასუხობ ჩურჩულით.
– ანასტასია, რატომ არ გესმის, უნდა ჭამო! შეგვიძლია, ვახშამი აქ შევუკვეთოთ, ან
ჩემთან, ნომერში. სად გირჩევნია?
– მირჩევნია, იქ დავრჩე, სადაც მეტი ხალხია, ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
კრისტიანი ირონიულად იცინის.
– გგონია, ეგ გამაჩერებს? – მეკითხება ხმადაბლა და მის მგრძნობიარე ხმაში
გაფრთხილება ისმის.
თვალებს ფართოდ ვახელ და ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ.
– იმედი მაქვს.
– წამოდი, მაგიდა განცალკევებულ ოთახში შევუკვეთე, ასე რომ, ხალხის იმედი
ტყუილად ნუ გექნება, – მერე იდუმალი სახით იღიმება, დგება და ხელს მიწვდის.
– შენი ღვინო წამოიღე.
ხელზე ვეყრდნობი, კაბინიდან გავდივარ და გვერდით ვუდგები. კრისტიანი ხელს
მიშვებს, მერე იდაყვზე მკიდებს და ბარის გავლით, შემდეგ კი გრძელი კიბით
მანსარდის სართულზე ავყავარ. წინ სასტუმროს ლივრეაში გამოწყობილი ახალგაზრდა
კაცი გვეგებება.
– მისტერ გრეი, აქეთ მობრძანდით.
მდიდრული დასასვენებელი ზონის გავლით ახალგაზრდა კაცს განცალკევებულ
ოთახში შევყავართ. იქ მხოლოდ ერთი მაგიდა დგას. ოთახი პატარა, მაგრამ ასევე ძალიან
მდიდრულია. ჭაღი ერთიანად ბრწყინავს, გახამებული სუფრა თეთრად ქათქათებს,
მაგიდაზე ბროლის ჭიქები, ვერცხლის დანაჩანგალი და ლარნაკში ჩაწყობილი საუცხოო
თეთრი ვარდები დგას. ხით მოპირკეთებული ოთახი ერთიანად ძველებური
დახვეწილობით სუნთქავს. ოფიციანტი სკამს მიწევს და მაგიდასთან დაჯდომაში
მეხმარება, მერე კი მუხლებზე ხელსაწმენდს მაფენს. კრისტიანი ჩემ პირდაპირ ჯდება.
თვალს მისკენ ვაპარებ.
– ტუჩს ნუ იწვალებ! – მეუბნება ხმადაბლა.
კოპებს ვკრავ. ჯანდაბა! ვერც კი ვამჩნევ, ისე გამომდის.
– ვახშამი უკვე შევუკვეთე. იმედი მაქვს, წინააღმდეგი არა ხარ.
სიმართლე ითქვას, მიხარია კიდეც – დარწმუნებული ნამდვილად არა ვარ, რომ ახლა
არჩევანის და გადაწყვეტილების მიღების უნარი შემწევს.
– არა, რა თქმა უნდა, გმადლობ, – დამყოლი გამომეტყველებით ვუქნევ თავს.
– ძალიან კარგი, მგონი, შენი გამოსწორება ჯერ ისევ შეიძლება. ასე... რაზე გავჩერდით?
– ჩვენი საუბრის არსზე.
კიდევ ერთ ყლუპ ღვინოს ვსვამ. ამ საკითხში კრისტიანი ნამდვილად კარგად ერკვევა,
საუცხოო ღვინოა. უცებ ის ბოლო ყლუპი მახსენდება, ჩემს ლოგინში რომ მასმევდა
თავისი პირიდან და მაშინვე ვწითლდები.
– ასეა, შენს სადავო საკითხებზე, – ის ხელს პიჯაკის შიდა ჯიბეში იყოფს და ქაღალდს
იღებს. ჩემი წერილია, – მეორე პუნქტზე გეთანხმები. ეს ჩვენს საერთო ინტერესებში
შედის. ფორმულირებას შევცვლი.
თავს უხერხულად ვგრძნობ. ჯანდაბა! ყველა პუნქტი ცალ-ცალკე და თანმიმდევრობით
უნდა გავარჩიოთ? მის გვერდით ჩემი შემართება სადღაც ქრება და საშინლად ვიბნევი.
ის კი ზედმეტად სერიოზულია. თავს ღვინის მორიგი ყლუპით ვიმხნევებ. კრისტიანი
განაგრძობს:
– რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, შემიძლია გითხრა, რომ ჩემი ყველა ყოფილი
პარტნიორი ქალი ჩემთან ყოფნამდე სისხლის ანალიზს იღებდა, გარდა ამისა, მე ყოველ
ექვს თვეში ერთხელიმ ინფექციურ დაავადებებზე ვმოწმდები, რომელსაც შენ ახსენებ.
ნარკოტიკები არასოდეს მიმიღია. ისე, საერთოდაც ყოველგვარი ნარკოტიკული
საშუალების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ჩემს კომპანიაში ნებისმიერი სახის
ნარკოტიკების საწინააღმდეგო პროპაგანდას ვატარებ და ვითხოვ, რომ თანამშრომლები
რეგულარულად მოწმდებოდნენ მათ მოხმარებაზე.
ოჰო! ყველაფრის გაკონტროლების სწრაფვა ლამის სიგიჟის ზღვარზე ჰქონია.
გაოგნებულს თვალები მიმრგვალდება.
– და კიდევ – სისხლი ჩემთვისაც არასოდეს გადაუსხამთ. ამომწურავი პასუხია?
თავს გულგრილად ვუქნევ.
– შემდეგ პუნქტზე უკვე ვილაპარაკეთ. შეგიძლია, როცა მოგინდება, ურთიერთობა
მაშინ შეწყვიტო, ანასტასია. მე არ გაგაჩერებ. მაგრამ თუ წახვალ, სამუდამოდ წახვალ.
უბრალოდ, რომ იცოდე..
– კარგი, – ვპასუხობ ჩუმად. თუ წავალ, სამუდამოდ წავალ... ეს სიტყვები რატომღაც
ტკივილს მაყენებს.
ოფიციანტს პირველი კერძი მოაქვს. როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში ჭამაზე
იფიქრო? ოჰო! – ხამანწკები ყინულზე!
– იმედი მაქვს, ხამანწკები გიყვარს, – მეკითხება ის მზრუნველი ტონით.
– არასოდეს არ გამისინჯავს.
– მართლა? – ის ხამანწკას იღებს, – ძალიან მარტივია, ხამანწკა ნიჟარიდან უნდა
გამოწოვო და გადაყლაპო. შენ ნამდვილად გამოგივა.
კრისტიანი თვალებში მიყურებს, მაშინვე ვხვდები, რას გულისხმობს და სახეზე
ცეცხლი მედება. ხამანწკას ლიმონის წვენს აწურავს და პირისკენ მიაქვს.
– უუჰ, საოცარია. ზღვის გემო აქვს. – მერე მიღიმის და მეც მთავაზობს: – მიდი,
გასინჯე.
– დაღეჭვა არ უნდა?
– არა, ანასტასია, პირდაპირ ჩაყლაპე.
თვალები მხიარულად უბრწყინავს და ამის გამო საოცრად ახალგაზრდულად
გამოიყურება.
ქვედა ტუჩი უნებურად კბილებს შორის მექცევა და კრისტიანსაც სახის
გამომეტყველებაც მაშინვე ეცვლება. მკაცრად შემომცქერის. თეფშიდან ჩემს ცხოვრებაში
პირველ ხამანწკას ვიღებ. კარგი... არა მგონია, გამომივიდეს, მაგრამ გავსინჯავ...
ხამანწკას ლიმონის წვენს ვასხამ და ფრთხილად ვწოვ. ხამანწკა პირდაპირ ყელისკენ
მისრიალდება და ზღვის წყლისა და ციტრუსის მკვეთრ სიმჟავესთან ერთად მის
სლიკინა, მომლაშო ხორციანობას ვგრძნობ.... ოჰ, ძალიან გემრიელია! ტუჩებს ვილოკავ.
კრისტიანი ოდნავ დახრილი თვალებით ჟინით შემომყურებს.
– როგორია?
– კიდევ ერთს ავიღებ, – ვეუბნები პასუხად.
– კარგი გოგო ხარ, – მაქებს გაამაყებული.
– ხამანწკები იმიტომ შეუკვეთე, რომ აფროდიზიაკად ითვლება?
– სულაც არა. უბრალოდ, მენიუს ჩამონათვალში პირველი ეწერა. მე შენ გვერდით
ამგზნები საშუალებები არ მჭირდება, რაც შენ მშვენივრად იცი და ვფიქრობ, ჩემ
გვერდით შენც იმავეს განიცდი, – მპასუხობს ის, – აბა, რაზე შევჩერდით?
კრისტიანი ჩემს წერილს ჩაჰყურებს, მე კი კიდევ ერთ ხამანწკას ვიღებ. მე მასზე
ვმოქმედებ? ისიც იმავეს გრძნობს, რასაც მე?..
– პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ ყველაფერში უნდა დამემორჩილო. კი, მე სრულ
მორჩილებას მოვითხოვ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ჩათვალე, რომ
ასეთი როლი გაქვს სათამაშო.
– მეშინია, რომ ტკივილს მომაყენებ.
– რა ტკივილზე ლაპარაკობ?
– ფიზიკურზე.
...და სულიერზე.
– მართლა გგონია, რომ შენ მიერ განსაზღვრულ საზღვრებს გადავალ?
– ადრე მითხარი, ერთი ასე დაშავდაო.
– კი. ოღონდ ეს დიდი ხნის წინ იყო.
– რა მოხდა?
– თამაშების ოთახში, ჭერში მყავდა ჩამოკიდებული. ისე, ეს ერთ-ერთ შენს კითხვაზეც
სცემს პასუხს. კარაბინები ჭერში სწორედ ზედ ჩამოსაკიდად არის მიმაგრებული – ეს
შებოჭვის თამაშია. ერთი თოკი ზედმეტად გაიჭიმა და...
ხელს ვწევ და ვანიშნებ, შეწყვიტოს.
– ძალიან გთხოვ, ამ წვრილმანების გარეშე... ესე იგი მე არ ჩამომკიდებ ხოლმე?
– თუკი შენ არ გენდომება, რა თქმა უნდა, არა. შეგიძლია ჩამოკიდება აკრძალულ
ქმედებებში შეიტანო.
– კარგი.
– მორჩილებაზე რას ფიქრობ, გამოგივა?
ნაცრისფერი თვალების მზერა დაჟინებული და მომთხოვნია. წამები გადის.
– შევეცდები, – ვპასუხობ ძლივს გასაგონად.
– კარგი, – იღიმება კმაყოფილებით კრისტიანი, – ახლა რაც შეეხება ვადებს. სამის
მაგივრად ერთი თვე ძალიან ცოტაა, მით უმეტეს, რომ თვეში ერთი შაბათ-კვირა უჩემოდ
ყოფნას ითხოვ. არა მგონია, ამდენ ხანს უშენოდ გავძლო. ახლაც კი ძლივს ვიკავებ თავს,
– ის ჩუმდება.
უჩემოდ ვერ გაძლებს? მომესმა?
– ასე მოვილაპარაკოთ, ერთ შაბათ-კვირას უჩემოდ ატარებ, სამაგიეროდ შუა კვირაში
რომელიმე ერთი ღამე ჩემთან იქნები.
– თანახმა ვარ.
– გთხოვ, სამ თვეზე შევთანხმდეთ. თუ გადაწყვეტ, რომ ასეთი ურთიერთობები აღარ
გინდა, შეგიძლია, ნებისმიერ დროს წახვიდე.
– სამი თვე? – ვაზუსტებ მე და ვგრძნობ, რომ კუთხეში მიმიმწყვდია.
ღვინის დიდ ყლუპს ვსვამ და კიდევ ერთ ხამანწკას ვიღებ. მგონი, ისე მომეწონა, რომ
შემიყვარდება კიდეც.
– რაც შეეხება შენს სრულ ფლობას, ეს მხოლოდ ტერმინია, რომელიც მორჩილების
პრინციპიდან იღებს სათავეს და იმისთვის არის საჭირო, რომ შენი გონება
განსაზღვრულ მდგომარეობას მიაჩვიოს, ჩემი გაგების საშუალება მოგცეს. შენ უნდა
გესმოდეს, რომ როგორც კი ჩემი მორჩილი გახდები, იმას გაგიკეთებ, რაც მომინდება.
ამის გაგება მოგიწევს და მოგიწევს მიეჩვიო, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გამიწიო.
ამიტომ არის საჭირო შენი სრული ნდობა. მე იქ გაგჟიმავ, სადაც მომინდება, მაშინ, როცა
მომინდება და როგორც მომინდება. დაგსჯი ხოლმე, რადგან რამე აუცილებლად
შეგეშლება და წესებს დაარღვევ, მაგრამ თან გასწავლი, როგორ მასიამოვნო... ვიცი, ეს
ყველაფერი შენთვის უცხოა და ადრე ასეთი არაფერი გაგიკეთებია. ამიტომ
თანამიმდევრობით მივყვებით და, რაც შემეძლება, ყველაფერში მოგეხმარები.
სხვადასხვა სცენარს შევქმნით. მაგრამ საჭიროა, რომ მენდობოდე, ისიც მესმის, რომ ამის
დამსახურება მომიწევს და დავიმსახურებ კიდეც. ახლა რაც შეეხება „სხვა ქმედებებს
ჩემი შეხედულებისამებრ“ – ესეც იგივეა, ეს ფორმულირება გამოიყენება მხოლოდ
იმისთვის, რომ განსაზღვრულ მდგომარეობაზე აეწყო და მოულოდნელობებისთვის იყო
მზად.
მხურვალედ და გზნებით ლაპარაკობს. მისი სიტყვები მაჯადოებს. აშკარაა, რომ ამ
იდეით არის შეპყრობილი... მაგრამ თვალს ვერ ვაშორებ. მას მართლა ძალიან,
არანორმალურად უნდა ასეთი ურთიერთობა. კრისტიანი ჩერდება და მაკვირდება.
– მისმენ? – ჩურჩულებს თბილი და ღრმა, ცდუნებით სავსე ხმით, მისი მზერა სხეულს
მიწვავს, მერე კი, ისე რომ თვალს არ მაშორებს, ჭიქას იღებს და ღვინოს სვამს. კარს
ოფიციანტი უახლოვდება და კრისტიანი ოდნავ შესამჩნევი თავის დაკვრით მაგიდიდან
თეფშების ალაგების უფლებას აძლევს.
– ღვინოს კიდევ მიირთმევთ?
– არა, საჭესთან ვარ.
– წყალი ხომ არ გნებავთ?
თავს ვუქნევ.
– გაზიანი თუ მტკნარი?
– გაზიანი, თუ შეიძლება.
ოფიციანტი გადის.
– დღეს ძალიან სიტყვაძუნწი, ხარ – ხმადაბლა აღნიშნავს კრისტიანი.
– შენ კი ძალიან სიტყვაუხვი...
ის იღიმება.
– ახლა წესების დარღვევისთვის სასჯელზე ვილაპარაკოთ. სიამოვნებასა და ტკივილს
შორის თითქმის შეუმჩნეველი ზღვარია, ანასტასია. სიამოვნება და ტკივილი მონეტის
ორი მხარეა და უერთმანეთოდ არ არსებობს. მე შემიძლია, გიჩვენო, რა სასიამოვნო
შეიძლება იყოს ტკივილი. ახლა შენ უბრალოდ არ გჯერა ჩემი, მაგრამ როდესაც
ნდობაზე ვლაპარაკობ, სწორედ ამას ვგულისხმობ. კი, გეტკინება, მაგრამ ამ ტკივილს
თავისუფლად აიტან. აქაც, საქმე ისევ და ისევ მხოლოდ ნდობას ეხება. მენდობი, ანა?
„ანა!“
– კი, – ვპასუხობ დაუფიქრებლად. მე მას მართლაც ვენდობი.
– ძალიან კარგი, – იღიმება ის აშკარა შვებით, – სხვა ყველაფერი დეტალებია, ანა.
– მნიშვნელოვანი დეტალები.
– კარგი, მოდი, განვიხილოთ.
უკვე თავბრუ მესხმის. კეიტის დიქტოფონი უნდა წამომეღო და სახლში წყნარად
მომესმინა. ამ ყველაფერს რა დამამახსოვრებინებს, რომ მშვიდად დავფიქრდე!..
ოფიციანტს ძირითადი კერძი შემოაქვს: შავი ვირთევზა, სატაცური და შემწვარი
კარტოფილი ჰოლანდიური სოუსით. მაგრამ საჭმელს ვეღარ ვუყურებ, ვგრძნობ, რომ
ყელში აღარ გადამივა.
– იმედი მაქვს, თევზი გიყვარს, – ხმადაბლა მეუბნება კრისტიანი.
ჩანგლით კერძს ვჩიჩქნი და წყალს ვსვამ, რა ცუდია, რომ ღვინო აღარ მაქვს!
– მოდი, წესები განვიხილოთ. ესე იგი კვებასთან დაკავშირებულ პუნქტზე
კატეგორიულ უარზე ხარ?
– კი.
– ასეთი ფორმულირებით თუ შევიტანთ, რომ შენ ვალდებული ხარ, ყველაზე ცოტა,
დღეში სამჯერ ჭამო?
– სულერთია.
არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობ. არავის მივცემ უფლებას, ჩემი ჭამა-სმის
საკითხი მიკარნახოს. სექსს რაც შეეხება, კი ბატონო, მაგრამ ჭამა?! არავითარ
შემთხვევაში! უკმაყოფილო გამომეტყველებას იღებს.
– მე უნდა ვიცოდე, რომ მშიერი არ ხარ.
კოპებს ვკრავ. ეს რაღა საჭიროა?
– ნდობაზე რას იტყვი?
რამდენიმე წამი თვალებით მბურღავს, მერე ლბება.
– მართალი ბრძანდებით, მის სტილ, – ხმადაბლა მეთანხმება ის, – ჭამასთან და ძილთან
დაკავშირებით თქვენს პირობებზე მოვდივარ.
– რატომ არ შეიძლება შენთვის თვალებში შემოხედვა?
– დომინანტსა და მორჩილს შორის ასეა მიღებული. მიეჩვევი.
ნუთუ?
– შენთან მოკარება რატომ მაქვს აკრძალული?
– იმიტომ, რომ აკრძალული გაქვს!
ტუჩებს ჯიუტად მუწავს.
– მისის რობინსონის გამო?
– საიდან მოიტანე? – მეკითხება ის გაკვირვებული და თვითონვე ხვდება, – გგონია, რომ
ჩემი ეს სურვილი მისი სისასტიკის ბრალია?
თავს ვუქნევ.
– ანასტასია, ის არაფერ შუაშია, თანაც ამ სისულელეებს ის ჩემგან არც აიტანდა.
სამაგიეროდ მე მიწევს... ტუჩებს გაბუტული ვბუშტავ.
– ესე იგი, ის არაფერ შუაშია?
– არა. და მე არ მინდა, რომ შენ საკუთარ თავს მიეფერო.
რაა? აჰ, ჰო, თვითდაკმაყოფილების პუნქტი!
– უბრალოდ მაინტერესებს, რატომ?
– მინდა, რომ სიამოვნებას მხოლოდ ჩემთან იღებდე.
არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. ერთი მხრივ, ეს იგივეა, რომ უნდა, ტუჩზე თვითონაც
მიკბინოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ეგოისტურია! კოპებს ვიკრავდა თევზის ნაჭერი
პირისკენ მიმაქვს, თან გონებაში საკუთარ მიღწევებს ვითვლი. საკვები, ძილი... ის
თანმიმდევრობით და ეტაპობრივად იმოქმედებს და ჯერ კიდევ არ განგვიხილავს
დასაშვები საზღვრები. თუმცა, სიმართლე ითქვას, დარწმუნებული არა ვარ, რომ ჭამის
დროს ამაზე ლაპარაკს შევძლებ.
– მოსაფიქრებლად ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგიგროვდა?
– კი.
– გინდა, დასაშვებ საზღვარზე ვილაპარაკოთ?
– ოღონდ ვახშმის დროს არა.
ის იღიმება.
– ზიზღის გრძნობა გაქვს?
– ჰო, რაღაც მსგავსი.
– პირი თითქმის არაფრისთვის დაგიკარებია.
– საკმარისად ვჭამე, მეყო.
– სამი ხამანწკა, ოთხი ლუკმა თევზი და ერთი ღერი სატაცური. მთელი დღის მშიერი
ხარ, არც კარტოფილს მიკარებიხარ და არც თხილს, თან ითხოვ, რომ გენდო!..
ჯანდაბა! ის რა, მითვლის რა და რამდენი ვჭამე?
– კრისტიან, ძალიან გთხოვ, მიჩვეული არა ვარ ამგვარ თემებზე ლაპარაკს.
– ანასტასია, შენ მე ჯანმრთელი და ძლიერი მჭირდები.
– ვიცი.
– მინდა, ამწუთას ეგ კაბა შემოგაგლიჯო ტანზე.
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ – კეიტის კაბა შემომაგლიჯოს?! სადღაც ღრმად, შიგნით
ნაცნობ სიმხურვალეს ვგრძნობ, მაგრამ აყოლა არ შეიძლება. ჩემ წინააღმდეგ ისევ თავის
ყველაზე ძლიერ იარაღს – სექსს იყენებს. ის კი, რომ სექსში კრისტიანი საოცრად კარგია,
უკვე ვიცი.
– არ არის მაინცდამაინც კარგი აზრი, – ვპასუხობ ხმადაბლა, – დესერტად რა გვაქვს?
– დესერტი გინდა?
– კი.
– შენ თვითონ შეგიძლია, დესერტი გახდე, – ჩურჩულებს ის.
– არა მგონია, ამდენად ტკბილი ვიყო.
– ანასტასია, შენ ძალიან ტკბილი ხარ. ვის-ვის და, მე ეს არ მესწავლება.
– კრისტიან, სექსს იარაღად იყენებ და ეს ღირსეული საქციელი არ არის, – ვამბობ
ძლივს გასაგონად და მზერა ჯერ საკუთარ ხელებზე, მერე კი ისევ პირდაპირ მის
თვალებზე გადამაქვს ზანტად.
გაკვირვებულ გამომეტყველებას იღებს და წარბებს სწევს. აშკარად ჩანს, რომ ჩემმა
სიტყვებმა საგონებელში ჩააგდო. ჩაფიქრებული, ხელს ნიკაპზე იკიდებს.
– იცი, მგონი, მართალი ხარ, ვიყენებ. როგორც ვხედავ, განათლების პრაქტიკაში
გამოყენებაც შეგიძლია, ანასტასია. მაგრამ მე მაინც მინდიხარ. აქ და ახლა.
როგორ ახერხებს მხოლოდ თავისი ხმით აღმაგზნოს?! უკვე მძიმედ ვსუნთქავ –
სიმხურვალე მთელ სხეულზე მედება. ნერვები დაჭიმული მაქვს.
– მინდა, რაღაც მოვსინჯო.
კოპებს ვკრავ. ჯერ იყო და ინფორმაციით გამაბრუა, ახლა ეს!..
– ჩემი მორჩილი რომ იყო, ამდენი ფიქრი არ მოგიწევდა. ყველაფერი ბევრად მარტივი
იქნებოდა, – ამბობს ის მაცდუნებელი ჩურჩულით, – გადაწყვეტილების მიღება არ
დაგჭირდებოდა და არავითარი კითხვები არ გაგიჩნდებოდა: სწორად ვიქცევი თუ არა,
აქ მოხდება თუ სადმე სხვაგან, ანდა ახლა თუ მერე? ეს შენი სანერვიულო არ იქნებოდა,
ყველაფერს მე გადავწყვეტდი, შენი დომინანტი. იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, შენც
გინდივარ.
კოპები უფრო მეტად მეკვრება. საიდან იცის?
– მე ეს იქიდან ვიცი...
ღმერთო ჩემო! ის იმ კითხვაზე მპასუხობს, რომელიც ხმამაღლა არ დამისვამს. ჩემს
აზრებს კითხულობს?
– რომ შენი სხეული გყიდის. თეძოები შეკარი, გაწითლდი და სუნთქვა აგიჩქარდა.
ეს უკვე მეტისმეტია!
– თეძოები რომ შევკარი, საიდან იცი? – ვეკითხები ჩახლეჩილი ხმით.
არ მჯერა! თეძოებზე საიდან გაიგო? ჩემს თეძოს ხომ მაგიდა ფარავს?!
– ვიგრძენი, სუფრა როგორ შეირხა, უბრალოდ გამოცდილებით მივხვდი. ხომ მართალი
ვარ?
ვწითლდები და ქვევით, საკუთარ ხელებზე ვიხედები. ჩემგან განსხვავებით, ის
ცდუნების ამ თამაშის წესებს ფლობს. მე ძალიან გულუბრყვილო და გამოუცდელი ვარ.
ჩემი ერთადერთი მრჩეველი კი კეიტია, რომელსაც ვერაფერს ვუყვები, თუმცა ის კაცებს
ამდენს არ აბედვინებს. ჩემი ცოდნის ყველა სხვა წყარო გამოგონილი და ამ
შემთხვევისთვის გამოუსადეგარია: ელიზაბეთ ბენეტი აუცილებლად აღშფოთდებოდა,
ჯეინ ეარი შეშინდებოდა, ტესი კი ჩემსავით ცდუნებას აჰყვებოდა.
– თევზი ბოლომდე არ დამიმთავრებია.
– ჩემთან ყოფნას ცივი თევზი გირჩევნია?
თავს მკვეთრად ვწევ, რომ შევხედო. გამდნარ ვერცხლისფრად ჩამუქებული მისი
თვალებიდან დაუოკებელი სურვილი და ვნება იღვრება.
– მეგონა, მოგწონდა, როდესაც საჭმელს ბოლომდე ვამთავრებდი.
– მის სტილ, ახლა მე ეს არ მაინტერესებს.
– კრისტიან, აკრძალული წესებით თამაშობ.
– ჰო. როგორც ყოველთვის.
ჩემი შინაგანი ქალღმერთი კოპებს იკრავს. „მიდი, შენ მეტი შეგიძლია! – ცდილობს
დამიყოლიოს, – სექსის ეს ღმერთი თავისივე თამაშში დაამარცხე!“ შევძლებ? კარგი,
ვცდი. რა გავაკეთო? ჩემი გამოუცდელობა კისერზე მძიმე ლოდად მკიდია. სატაცურის
ღერს ვიღებ, კრისტიანს თვალებში ვუყურებ და ჩემს ქვედა ტუჩს ზანტად კბილებს
შორის ვიქცევ. მერე ძალიან ნელა ღერის წვერს ვიდებ პირში და წოვას ვიწყებ.
კრისტიანს გუგები ოდნავ შესამჩნევად უფართოვდება, მაგრამ მე მაინც ვამჩნევ.
– ანასტასია, რას აკეთებ?
პირიდან ღერს ნაზად ვიღებ.
– სატაცურს ვჭამ.
კრისტიანი სკამზე ცქმუტვას იწყებს.
– მგონი, მეთამაშებით, მის სტილ.
მე გულუბრყვილო გამომეტყველებას ვიღებ.
– მხოლოდ ვვახშმობ, მისტერ გრეი.
ყველაზე შეუფერებელ მომენტში ოფიციანტი აკაკუნებს და უნებართვოდ შემოდის. ის
კრისტიანს უყურებს, რომელიც ბრაზით კოპებს კრავს, მაგრამ მერე ოდნავი თავის
დაკვრით მაგიდიდან თეფშების აღების უფლებას აძლევს. ოფიციანტის გამოჩენა ჩვენს
შორის კავშირს წყვეტს და საღად აზროვნების უნარს მიბრუნებს. ჩემი წასვლის დროა.
თუ დავრჩი, შეხვედრა სრულიად ლოგიკურად დასრულდება, მე კი ამ საუბრის შემდეგ
მარტო ყოფნა მჭირდება. ჩემი სხეული მის შეხებას ითხოვს, მაგრამ გონება გასაქანს არ
აძლევს. სანამ ჯერ კიდევ არაფერი მომიფიქრებია, ჯობია, კრისტიანისგან თავი შორს
დავიჭირო. ამ ყველაფრის გადაწყვეტაში მისი სექსუალურობა და გამოცდილება
მხოლოდ ხელს მიშლის.
– დესერტი გინდა? – მეკითხება ჭეშმარიტი ჯენტლმენი, თუმცა კი თვალებში ისევ
ცეცხლი უგიზგიზებს.
– არა, გმადლობ. ჩემი წასვლის დროა, – ვეუბნები და საკუთარ ხელებს ვაჩერდები.
– მიდიხარ? – ვერ მალავს ის გაკვირვებას.
– კი.
ოფიციანტი ნაჩქარევად ქრება.
სწორი გადაწყვეტილებაა. თუ მე მასთან ერთად ამ ოთახში თუნდაც კიდევ ცოტა ხანს
დავრჩები, ის აუცილებლად გამჟიმავს. მყარი გადაწყვეტილებით ფეხზე ვდგები:
– ხვალ ორივეს გამოსაშვები ცერემონია გვაქვს.
კრისტიანიც მექანიკურად დგება. თავს იჩენს მრავალწლიანი ფესვგადგმული
თავაზიანობა.
– არ მინდა, რომ წახვიდე.
– გთხოვ... სხვანაირად არ შემიძლია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაფიქრებელი... და ჯობია, ეს შენგან შორს
გავაკეთო.
– შემიძლია, არ გაგიშვა, – მეუბნება შეფარული მუქარით.
– კი, მაგრამ მე წასვლა მინდა.
თმას ისწორებს და გამომცდელად შემომყურებს.
– იცი, იმ დღეს, როდესაც ინტერვიუზე მოხვედი და პირდაპირ ჩემს კაბინეტში დაეცი,
იმდენად მორიდებული და დამჯერი იყავი, ვიფიქრე, მორჩილის თანდაყოლილი ნიჭი
აქვს-მეთქი. მაგრამ სიმართლე გითხრა, დარწმუნებული აღარა ვარ, რომ ამ საუცხოო
სხეულში მორჩილის გამძლეობა იმალება.
კრისტიანი ჩავარდნილი ხმით ლაპარაკობს და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება.
– შესაძლოა, მართალიც იყო, – ვაყოლებ ოხვრას პასუხს.
– მომეცი შანსი, შევამოწმო, ასეა თუ არა, – მეუბნება ჩურჩულით და პირდაპირ
თვალებში მიყურებს, სახეზე ნაზად მეფერება, ცერა თითს ქვედა ტუჩზე მისვამს... – მე
სხვანაირად არ შემიძლია, ანასტასია... ასეთი ვარ.
– ვიცი.
ჩემკენ იხრება, რომ მაკოცოს, მაგრამ ტუჩებთან შეხებამდე შეშდება და თითქოს
ნებართვას იღებსო, ხარბი მზერით ჩემს თვალებს ეძებს. მისი ტუჩებისკენ ვიწევი და ის
მკოცნის. არ ვიცი, მექნება თუ არა კიდევ ოდესმე მისი კოცნის საშუალება, ამიტომ
აღარაფერზე ვფიქრობ. ჩემი ხელები, თითქოს თავისით, მისი თმისკენ მიიწევენ, მეტად
ვეკვრები, კიდევ უფრო ახლოს... პირი თავისით იღება, ჩემი ენა მისას ეძებს, უკან,
კისერზე კრისტიანის ხელს ვგრძნობ. ჩემს სწრაფვაზე პასუხად კიდევ უფრო ხარბად
მკოცნის. მეორე ხელს ზურგზე მიცურებს, თეძომდე ჩადის და მთელი სხეულით და
მთელი ძალით თავის სხეულზე მიკრავს.
– შემიძლია, როგორმე დაგარწმუნო, რომ დარჩე? – ჩურჩულებს ის კოცნასა და კოცნას
შორის.
– არა, კრისტიან.
– უბრალოდ, ჩემ გვერდით იყავი!..
– და არ შეგეხო? არა.
ის კვნესის.
– აუტანელი ხარ, ანასტასია, – მშორდება და ისე შემომცქერის, – რატომ მეჩვენება, რომ
მემშვიდობები?
– იმიტომ, რომ მივდივარ.
– შენ იცი, რასაც ვგულისხმობ.
– კრისტიან, უნდა დავფიქრდე. დარწმუნებული არა ვარ, რომ ის ურთიერთობა მინდა,
რაც შენ გჭირდება.
ის თვალებს ხუჭავს და შუბლით შუბლზე მეყრდნობა. ამით ორივეს დაწყნარების და
გონს მოსვლის საშუალება გვეძლევა. რამდენიმე წამის შემდეგ მკოცნის, ჩემს თმაში
სახეს მალავს და ღრმად ოხრავს, მერე კი ხელს მიშვებს და ორი ნაბიჯით უკან იხევს.
– როგორც ინებებთ, მის სტილ, – ამბობს სერიოზული სახით, – გაგაცილებთ.
კრისტიანი ხელს მიწვდის. ჩანთის ასაღებად ვიხრები, მერე კი მის გამოწვდილ ხელს
ვეყრდნობი. ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე ყოფილიყო. დიდებულ
კიბეზე, შემდეგ კი სასტუმროს ჰოლში მორჩილად მივყვები და ვგრძნობ, რომ
საფეთქლებში სისხლი მაწვება. თუკი უარს ვიტყვი, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა
იქნება. გული ტკივილით მეწურება. მოვლენების როგორი შემობრუნებაა... იმწამს,
როდესაც ადამიანი სიმართლეს ეუბნება საკუთარ თავს, შეიძლება სრულიად
მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს.
– ავტოსადგომის ტალონი ხომ გაქვს?
ტალონს ჩანთიდან ვიღებ და კრისტიანს ვაძლევ, ის კი შვეიცარს აწვდის. სანამ
ვდგავართ და ვიცდით, თვალს მისკენ ვაპარებ.
– გმადლობ ვახშმისთვის, – ვეუბნები ხმადაბლა.
– მადლობად არ ღირს, მის სტილ, – თავაზიანად, თავის ფიქრებში ჩაძირული და
დაბნეული მპასუხობს კრისტიანი.
ვუყურებ და ამ ლამაზ პროფილს ვიმახსოვრებ. აკვიატებული აზრი, რომ შესაძლოა
ვეღარასოდეს ვნახო, მტკივნეული და აუტანელია. ვცდილობ, როგორმე მოვიშორო,
მაგრამ არაფერი გამომდის. მოულოდნელად ჩემკენ ბრუნდება და თვალებში
მაცქერდება.
– კვირის ბოლოს სიეტლში გადახვალ. თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, კვირას
შევხვდეთ, კარგი? – მეკითხება ის უცნაურად გაუბედავი ხმით .
– ვნახოთ. შეიძლება, – ვპასუხობ ჩურჩულით.
წამიერად სახე უნათდება, მაგრამ მაშინვე კოპებს კრავს.
– აცივდა, ქურთუკი თან გაქვს?
– არა.
ის თავს იქნევს და პიჯაკს იხდის.
– აიღე, არ მინდა, გაცივდე.
კრისტიანი პიჯაკს მიჭერს, მე ხელებს უკან ვწევ და მახსენდება, როგორ ჩამაცვა
ქურთუკი თავის ოფისში – ჩვენი პირველი შეხვედრა და ჩემი მაშინდელი შეგრძნებები.
თუმცა სიმართლე ითქვას, მას შემდეგ, გარდა იმისა, რომ ის ახლა უფრო მეტად
მოქმედებს ჩემზე, არც არაფერი შეცვლილა. პიჯაკი თბილი და ჩემთვის ძალიან დიდია.
კრისტიანის სუნი ასდის... საოცარი სუნი...
ჩემი მანქანა მოჰყავთ. კრისტიანს, პირდაპირი მნიშვნელობით, გაოგნებისგან ყბა
უვარდება.
– ამით დადიხარ?
აშკარად შეძრწუნებული, ხელს მკიდებს და სასტუმროდან გამოვყავარ. ბიჭი
მანქანიდან გადმოდის და გასაღებს მაწვდის. კრისტიანი ხელში ფულს უდიერად
უჩურთავს.
– გამართულია მაინც? – მეკითხება გაბრაზებული.
– კი.
– სიეტლამდე ჩააღწევს?
– კი, რა თქმა უნდა.
– დარწმუნებული ხარ?
– კი! – ვუღრენ მეც გაღიზიანებული, – უკვე მართლა ძველია, მაგრამ ეს ჩემი მანქანა
სრულიად გამართულია და, რაც მთავარია, ჩემმა მამობილმა მიყიდა.
– ოჰ, ანასტასია, კარგი, არა უშავს, რამე უკეთეს მოვძებნით.
– რას გულისხმობ? – და უცებ ვხვდები, – არა, კრისტიან! შენ მე მანქანას არ მიყიდი.
გაბრაზებული კრიჭას კრავს, თვალებში ჯიბრით მიყურებს და მოკლედ მიჭრის:
– ვნახოთ.
ისე, რომ დაჟინებულ მზერას არ მაშორებს, მანქანის კარს მიღებს და დაჯდომაში
მეხმარება. მე ფეხსაცმელს ვიხდი და ფანჯარას ქვევით ვწევ. კრისტიანი თვალს არ
მაშორებს, სახეზე კი შეუვალი გამომეტყველება აქვს.
– ფრთხილად იარე, – მარიგებს ხმადაბლა.
– ნახვამდის, კრისტიან, – ვპასუხობ ცრემლების შეკავებით ჩავარდნილი ხმით.
არა! არავითარ შემთხვევაში... ტირილი არ გაბედო! ოდნავ ვუღიმი და მივდივარ. გული
მეწურება. თვალებზე ცრემლი მადგება და ჩაკლული ქვითინი მახრჩობს. მალე
ცრემლები სახეზე უკვე ნაკადულივით ჩამომდის და თვითონაც არ მესმის, რა მატირებს.
მე ჩემს პოზიციას არ გადავუხვიე. კრისტიანმა ყველაფერი დაწვრილებით და სრულიად
გასაგებად ამიხსნა. მას ვუნდივარ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ მე მეტი მინდა.
მინდა, ისევე ვჭირდებოდე, როგორც მე მჭირდება, მაგრამ გულის სიღრმეში ისიც
მესმის, რომ ეს შეუძლებელია. სულ დავიბენი...
ბოლომდე იმასაც ვერ ვხვდები, რა სახის ურთიერთობა გვექნება. თუ დავთანხმდი,
ჩემს საყვარლად ჩაითვლება? შემეძლება მეგობრებისთვის მისი გაცნობა? მასთან ერთად
ბარებში, კინოში ან ბოულინგის სათამაშოდ სიარული? ალბათ, არა. ის შეხების და
მასთან ერთად ძილის უფლებასაც კი არ მომცემს. გასაგებია, რომ ადრე მსგავსი არაფერი
მქონია, მაგრამ მინდა, ეს ყველაფერი მომავალში მქონდეს. კრისტიანი კი მომავალს
სრულიად სხვანაირად ხედავს...
ვთქვათ, დავთანხმდი, ის კი სამ თვეში გამომიცხადებს, რომ ურთიერთობა
დამთავრებულია, რომ დაიღალა ჩემი გამოსწორების მცდელობით და ასე შემდეგ... მერე
რა მდგომარეობაში აღმოვჩნდები? ...სამთვიანი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის
შემდეგ, რადგან, ეჭვი მეპარება, მომეწონოს, რის გაკეთებასაც ის აპირებს, კრისტიანი
ჩვენი ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტს, მე კი ამას უბრალოდ ვერ გადავიტან!
ალბათ უმჯობესია, ახლავე დავიხიო უკან და თავმოყვარეობა მაინც შევინარჩუნო!
უბრალო აზრიც კი, რომ ვეღარასოდეს ვნახავ, მტანჯველ ტკივილს მაყენებს. როდის
მოასწრო ჩემს სულში ასე ღრმად შემოღწევა? შეუძლებელია, ასე მხოლოდ სექსის გამო
ვიყო! ცრემლებს ვიწმენდ. კრისტიანისადმი ჩემი გრძნობების გაანალიზება არ მინდა –
მეშინია! მეშინია, რომ კიდევ უფრო მეტად მეტკინება. ღმერთო, როგორ მოვიქცე?
მანქანას სახლთან ვაჩერებ. ფანჯრები ჩაბნელებულია. ალბათ კეიტი სადღაც წავიდა.
ძალიან კარგი – არ მინდა, კიდევ ცრემლიანი მნახოს. ტანსაცმელს ვიხდი. წყეულ
ნოუთბუქს ვრთავ და ფოსტაში კრისტიანისგან ელექტრონული შეტყობინება მხვდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: დღევანდელი საღამო
Date: 25.05. 2011, 22:01
To: ანასტასია სტილი

ვერ ვხვდები, რატომ გაიქეცი. იმედი მაქვს, რომ შენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები
გავეცი. მესმის, შენთვის იოლი არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩემს წინადადებას
მთელი სერიოზულობით მოეკიდო. მე მართლა ძალიან მინდა შენთან. იმედი მაქვს,
გამოგვივა, თანმიმდევრულად და ფრთხილად ყველაფერი გამოგვივა.
მენდე.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

წერილს ვკითხულობ და ცრემლები სახეზე ახალი ძალით, კიდევ უფრო მეტად


ჩამომდის. მე ხომ კომპანია არ ვარ, გაერთიანება, რომლის აქტივების გაკონტროლებაც
კრისტიანს უნდა. მას კი, ამ იმეილით თუ ვიმსჯელებთ, ჩემდამი სწორედ ასეთი
დამოკიდებულება აქვს. პასუხს არ ვცემ. უბრალოდ, წარმოდგენა არა მაქვს, რა
ვუპასუხო. პიჟამას ვიცვამ, მის პიჯაკში ვეხვევი და ლოგინში ვწვები. სიბნელეს
შეჩერებული ვწევარ და მახსენდება, როგორ მაფრთხილებდა, ჩემგან თავი შორს
დაიჭირეო.
„ანასტასია, მე ის კაცი არა ვარ, ვინც შენ გჭირდება...“
„ქალებთან რომანტიკული ურთიერთობები არა მაქვს“.
„ყვავილები და გულები ჩემი სისუსტე არ არის“.
„ლოგინში კი არ მიყვარს – ვჟიმაობ“.
„სულ ეს არის, რაც ვიცი და შემიძლია“...
ბალიშში თავჩარგული უხმოდ ვქვითინებ და გონება ბოლო ფრაზას ეჭიდება. მეც
არაფერი არ ვიცი. მაგრამ იქნებ ერთად რაღაც ახალი შევძლოთ?..

თავი მეთოთხმეტე
კრისტიანს ხელში ტყავის დაწნული მათრახი უჭირავს და წელსზემოთ შიშველს
მხოლოდ გახუნებული, დახეული ჯინსი აცვია, თავზე მადგას. მათრახის ტარს ხელის
გულზე ოდნავ ირტყამს და გამარჯვებული ღიმილით თვალებში შემომცქერის. ვერ
ვინძრევი. უზარმაზარ საწოლზე შიშველი, ფეხებგაშლილი ვწევარ და ხელფეხით
ოთხივე კუთხეში სვეტებზე ვარ მიბმული. ის იხრება და მათრახის ტარს შუბლზე
ზანტად მისვამს, მერე ცხვირს მოუყვება – ძვირფასი, კარგად გამოყვანილი ტყავის სუნი
მცემს. ათრთოლებული ტუჩებიდან ღრმა კვნესა მწყდება. ჩემი შეღებული პირისკენ
ინაცვლებს, ტარს პირში მიდებს, ტყავის გემოს ვგრძნობ...
– წოვე! – მესმის მისი ჩუმი ბრძანება.
ვემორჩილები, ტუჩებს ტარის გარშემო ვკუმავ და ვწოვ.
– საკმარისია!
კრისტიანი მათრახის ტარს პირიდან მაცლის და ნიკაპზე ჩამოდის, მერე ყელს
მოუყვება, ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებასთან აუჩქარებლად წრეს ხაზავს და სველ
ბილიკად ქვევით ეშვება, მკერდს შორის, მერე კიდევ უფრო ქვევით – მათრახის ტარი
ზანტი, ოდნავი შეხებით ჭიპისკენ მისრიალებს. პირს ვაღებ, ჰაერს ხარბად ვყლაპავ,
სხეული მეზნიქება, დაჭიმული თოკი მაჯებსა და წვივებს მტკივნეულად მისერავს.
მათრახის ტარი სველ წრედ ჭიპის გარშემო მივლის, გზას ბოქვენის თმაში იკვლევს და
კლიტორზე მეჭირება. ის მათრახს მკვეთრად იქნევს, კლიტორზე დარტყმისგან ცეცხლი
მეკიდება და, ათას ნაწილად დაშლილი, ყვირილით ვათავებ.
მეღვიძება, ჰაერი არ მყოფნის, ერთიანად ოფლიანი სხეული ჯერ ისევ ორგაზმისგან
მიცახცახებს. ჯანდაბა! ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ, შეშინებულიც კი. ეს რა იყო?
საკუთარ ოთახში მარტო ვარ. როგორ? რატომ? ლოგინში გაოგნებული ვჯდები... უკვე
დილაა. საათისკენ ვიხედები – რვა საათია. სახეზე ხელებს ვიფარებ. არც კი ვიცოდი,
რომ სიზმარში სექსის ნახვა შეიძლება. ალბათ რაღაც შევჭამე, ჩემს სიცოცხლეში
პირველი ეროტიკული სიზმარი ხამანწკების ან ამასწინათ ინტერნეტში ნანახის ბრალი
იქნება. გონს ვერ მოვდივარ. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ძილში ორგაზმის განცდა
შემეძლო.
სამზარეულოსკენ მივფრატუნებ. კეიტი უკვე იქ არის.
– რა გჭირს, ანა? რაღაც უცნაურად გამოიყურები. რა გაცვია, კრისტიანის პიჯაკია?
– არაფერი, კარგად ვარ. ჰო, კრისტიანის პიჯაკია – ჯანდაბა, სარკეში რატომ არ
ჩავიხედე! ვცდილობ, მის გამჭოლ მზერას თვალი ავარიდო. ორგაზმის მერე ჯერ კიდევ
არეული ვარ.
კეიტი კოპებს კრავს.
– როგორ გეძინა?
– ცუდად.
ჩაიდანს წყლით ვავსებ. სასწრაფოდ ჩაი უნდა დავლიო.
– ვახშამმა როგორ ჩაიარა?
აჰა, დაიწყო!
– ხამანწკები ვჭამეთ, მერე ვირთევზა... მოკლედ, თევზეული.
– ფუჰ... ვერ ვიტან ხამანწკებს, თუმცა მე მენიუ არ მიკითხავს. კრისტიანმა რაო? რაზე
ილაპარაკეთ?
– ყურადღებიანი იყო... – ვბუტბუტებ და ვჩუმდები.
რა ვუთხრა, რომ კრისტიანზე უკუჩვენება მაქვს, რადგან მას ნორმალური
ურთიერთობების მაგივრად თამაშები იტაცებს და ჩემგან ყველაფერში უსიტყვო
მორჩილებას ითხოვს? თუ ის, რომ კინაღამ ქალი დაასახიჩრა, როცა თავის წითელ
ოთახში, ჭერში ჰყავდა ჩამოკიდებული და თოკი ზედმეტად დაეჭიმა, თუ ის, რომ
კინაღამ პირდაპირ ვახშამზე გამჟიმა? არა მგონია, რეზიუმე მოეწონოს. სასოწარკვეთილი
ვცდილობ, გავიხსენო რამე ისეთი, რაც შეიძლება კეიტს ვუამბო.
– ჩემი ვანდა არ მოსწონს.
– ოჰ! ახალი ამბავი! ნეტა ვის მოსწონს?! რაღაც ზედმეტად გულჩათხრობილი გახდი!
ანა, მიდი, მომიყევი, ნუ მიმალავ!
– ოჰ, კეიტ, რომელი ერთი მოგიყვე! იცი, რაღაც ძალიან უცნაური დამოკიდებულება
აქვს საჭმელთან... სხვათა შორის, შენი კაბა ძალიან მოეწონა, – ჩაიდანი ადუღდა და
მდუღარე წყალს ჭიქაში ვასხამ, – ჩაის დალევ? – ვთავაზობ მასაც, – მოდი, ჯობია შენი
გამოსასვლელი სიტყვა წამიკითხე, მაინტერესებს, როგორი გამოგივიდა.
– ახლავე მოვიტან. გუშინ მთელი საღამო ტექსტზე ვიმუშავე. ა, ჰო, მეც დამისხი, – უკვე
კარიდან ამატებს კეიტი და სამზარეულოდან გარბის.
ოჰო! ქათრინ კავანას კვალი დავაკარგინე! ფუნთუშას ვჭრი და ტოსტერში ვდებ. მერე
დილანდელი სიზმარი მახსენდება და ჭარხალივით ვწითლდები. ისეთი შეგრძნება
მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა, საინტერესოა, რას ნიშნავს.
წუხელ ძლივს დავიძინე. ამდენი ფიქრისგან თავი მისკდებოდა. საშინლად დაბნეული
ვარ. ისეთი ურთიერთობა, როგორსაც კრისტიანი მთავაზობს, უფრო სამუშაო გრაფიკს
ჰგავს. განსაზღვრული საათები, თანამდებობრივი მოვალეობები და საკამათო
საკითხების წამოჭრისას საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული წესები. რას წარმოვიდგენდი,
რომ ჩემი პირველი რომანი ასეთი იქნებოდა, თუმცა კრისტიანს რომანტიკა საერთოდაც
არ აინტერესებს. თუ ვეტყვი, რომ მეტი მჭირდება, შეიძლება ყველაფერზე უარი თქვას...
ამ შემთხვევაში იმასაც დავკარგავ, რასაც მთავაზობს. არადა, მისი დაკარგვა არ მინდა.
თუმცა იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ მორჩილად ყოფნისთვის ძალა მეყოფა, სიმართლე
ითქვას, შოლტების და მათრახების უბრალოდ მეშინია. საკმაოდ მშიშარა ვარ და
ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად ფიზიკური ტკივილი ავირიდო. ჩემი სიზმარი
მახსენდება... ასეთი სექსი გვექნება ხოლმე? ჩემი შინაგანი ქალღმერთი ხტუნვახტუნვით
„ჩირლიდერების“ ფერადფერად პომპონებს აფრიალებს და ყურებამდე გაბადრული,
ხმამაღალი შეძახილებით თანხმობას და სრულ მზადყოფნას აცხადებს. კეიტი
სამზარეულოში ბრუნდება ნოუთბუქით ხელში. მეც მაგიდასთან ვჯდები, ტოსტებს
შევექცევი და გამოსაშვები ცერემონიისთვის კეიტის მომზადებულ სიტყვას ვისმენ.
რეი სწორედ მაშინ აკაკუნებს, როდესაც, უკვე ჩაცმული, წასასვლელად ვემზადები,
კარს ვაღებ და ჩემ წინ მდგარი, ცუდად შეკერილ კოსტიუმში გამოწყობილი, ამ უბრალო
ადამიანის მიმართ ისეთი სიყვარულისა და მადლიერების გრძნობა მეუფლება, რომ
გაშლილი ხელებით კისერზე ვეხვევი. ადრე ასე ემოციურად გრძნობებს არასდროს
გამოვხატავდი ხოლმე და გაოგნებული რეი აშკარად დარცხვენილია.
– ანა, საყვარელო, მეც ძალიან მიხარია შენი ნახვა! – ბუტბუტებს ის და თვითონაც
მეხვევა. მერე ოდნავ უკან იხევს, კოპებს კრავს, ხელებს მხრებში მკიდებს და თავიდან
ფეხებამდე ყურადღებით მათვალიერებს, – ხომ კარგად ხარ, საყვარელო?
– რა თქმა უნდა, მა! უბრალოდ მიხარია, რომ ჩამოხვედი! – რეი მიღიმის და მის
კეთილად მოჭუტული თვალების კუთხეებში პატარა ნაოჭები ჩნდება. სასტუმრო
ოთახში ერთად შევდივათ.
– კარგად გამოიყურები!
– კეიტის კაბაა, – ვპასუხობ კმაყოფილი და ბრეტელებით კისერზე შეკრულ შიფონის
ნაცრისფერ კაბაზე ვიხედები, რომელიც მართლა ძალიან მიხდება.
რეი კოპებს კრავს.
– კეიტი სად არის?
– უკვე კამპუსშია. სიტყვით გამოდის, ამიტომ ჩემზე ადრე წავიდა.
– ჩვენ არ გვიგვიანდება?
– არა, მა, ნახევარი საათი კიდევ გვაქვს. ჩაი გინდა? მომიყევი, რა ხდება მონტესანოში.
როგორ იმგზავრე?
რეი მანქანას უნივერსიტეტის ავტოსადგომზე აჩერებს და წითელსა და შავ მანტიებში
გამოწყობილ ხალხის მასას მივყვებით სპორტული დარბაზისკენ, სადაც ცერემონია
ტარდება.
– წარმატებას გისურვებ, ანა. ასე რატომ ნერვიულობ, შენც სიტყვით გამოდიხარ?
ჯანდაბა, რაღა დღეს გახდა რეი ასეთი ყურადღებიანი!
– არა, მა, უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა, – ვპასუხობ აღელვებული, თუმცა
აფორიაქების ნამდვილ მიზეზს, ანუ იმას, რომ ხალხში კრისტიანს ვერ ვხედავ, ცხადია,
არ ვეუბნები.
– აბა, რა! ჩემი პატარა გოგო ხომ უკვე დიპლომს იღებს! ვამაყობ შენით, ანა!
– მმ... გმადლობ, მა, – გულში ისევ სითბო მეღვრება, ეს ადამიანი მართლაც ძალიან
მიყვარს.
სპორტული დარბაზი ხალხით არის სავსე. რეი მაყურებელთა რიგებისკენ მიდის,
სადაც ნათესავები და მეგობრები სხედან, მე კი ჩემს ადგილს ვეძებ. სხვა
კურსდამთავრებულების მსგავსად მეც შავ მანტიასა და ოთხკუთხა ქუდში ვარ
გამოწყობილი და თავს დაცულად ვგრძნობ, რადგან სხვებისგან არაფრით გამოვირჩევი.
სცენა ჯერ ისევ ცარიელია, მაგრამ ვერაფრით ვწყნარდები. გული გამალებით მიცემს და
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვსუნთქავ.
კრისტიანი სადღაც აქ არის. ვინ იცის, იქნებ ამწუთას კეიტი ელაპარაკება... გზას
ვიკვლევ ჩემი ადგილისკენ სხვა სტუდენტებს შორის, რომელთა გვარებიც „ს“-ზე იწყება.
მეორე რიგში ვზივარ, რაც კიდევ უფრო შეუმჩნეველს მხდის. აქეთ-იქით ვიხედები და
მაღლა, ტრიბუნაზე რეის ვხედავ. ხელს ვუქნევ, ის კი პასუხად სალამს გაურკვეველი
ჟესტით მიბრუნებს. ჩემს ადგილზე ვჯდები და ვიცდი.
დარბაზი მალე ივსება. აღელვებულ ხმათა გუგუნი თანდათან მატულობს. პირველ
რიგში ყველა ადგილი უკვე შევსებულია. აქეთ-იქიდან სხვა ფაკულტეტის
კურსდამთავრებული ორი უცხო გოგონა მიჯდება. აშკარად მეგობრები არიან და
ერთმანეთს ჩემ მიღმა ელაპარაკებიან.
ზუსტად თერთმეტ საათზე სამი პრორექტორისა და პედაგოგების თანხლებით სცენაზე
რექტორი გამოდის, ყველა აკადემიური რეგალიის შესაბამის შავ და წითელ სამოსშია
გამოწყობილი. ჩვენ ვდგებით და პედაგოგებს აპლოდისმენტებით ვეგებებით.
ზოგიერთი მათგანი თავს გვიკრავს და ხელს გვიქნევს, სხვებს, როგორც ჩანს, ეს
ყველაფერი მოსაწყენად ეჩვენებათ. ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი და ყველაზე
საყვარელი პედაგოგი, პროფესორი კოლინზი, როგორც ყოველთვის, ისე გამოიყურება,
გეგონება, ამწუთას გააღვიძესო. ბოლოს სცენაზე კრისტიანი და კეიტი გამოდიან.
ნათურების ძლიერ შუქში ჟანგისფრად მბზინვარე თმით და შეკვეთით შეკერილ
ნაცრისფერ კოსტიუმში გამოწყობილი კრისტიანი სხვებისგან გამოირჩევა. ის
სერიოზული და მობილიზებული სახით ჯდება და როგორც კი ერთბორტიან პიჯაკს
იხსნის, თვალში მისი ჰალსტუხი მხვდება... სწორედ ის! მექანიკურად მაჯების სრესას
ვიწყებ. თვალს ვერ ვაშორებ. როგორც ყოველთვის მისი თანდასწრებით, ახლაც
ერთიანად აფორიაქებული ვარ... დარწმუნებული ვარ, კრისტიანმა ის ჰალსტუხი
სპეციალურად გაიკეთა. სრულიად ვიძაბები. მაყურებელი ადგილებს იკავებს, ტაშის ხმა
იკლებს.
– შეხედე! – აღფრთოვანებული მიმართავს ერთ-ერთი ჩემ გვერდით მჯდომი გოგონა
მეორეს.
– ძალიან სექსუალურია!
ვშეშდები. შეუძლებელია პროფესორ კოლინზზე ლაპარაკობდნენ.
– ალბათ ეს არის კრისტიან გრეი.
– ხომ არ იცი, თავისუფალია?
კრიჭაც კი მეკვრება, ისე ვცეცხლდები.
– არა მგონია, – ვბუტბუტებ მე.
– მართლა? – ორივე ჩემკენ ბრუნდება.
– როგორც ვიცი, გეია, – ვიჩეჩავ მხრებს უდიერად.
– რა საწყენია! – ოხრავს ერთ-ერთი.
სანამ რექტორი სიტყვას წარმოთქვამს, კრისტიანი დარბაზს შეუმჩნევლად
ათვალიერებს. ვიბუზები, ვცდილობ, თვალში არ მოვხვდე. უშედეგოდ – წამის შემდეგ
ნაცრისფერი თვალების მზერა მპოულობს. კრისტიანი აუღელვებლად, სახეზე
შეყინული შეუვალი გამომეტყველებით მიყურებს. თითქოს ჰიპნოზით მონუსხული,
სკამზე მოუხერხებელ წრიალს ვიწყებ და ვწითლდები. უნებურად დილანდელი
სიზმარი მახსენდება და მუცელში ყველა კუნთი ერთად ნეტარი სიამოვნებით
მეკუმშება. ტუჩებიდან მკერდს მოწოლილი ოხვრა მწყდება. კრისტიანი ძლივს
შესამჩნევად იღიმება და თვალებს ხუჭავს, მაგრამ წამის შემდეგ ისევ მისთვის
დამახასიათებელ, ამოუცნობ და არაფრის მთქმელ გამომეტყველებას იღებს, მერე მზერა
ზანტად ისევ რექტორზე გადააქვს და ასევე ზანტად, შემოსასვლელის თავზე
ჩამოკიდებულ უნივერსიტეტის ემბლემას აჩერდება. მე აღარ მიყურებს. რექტორი
სიტყვას აგრძელებს, კრისტიანი კი, ისე რომ ერთხელაც აღარ აპარებს ჩემკენ თვალს,
ემბლემას შეჰყურებს. კი მაგრამ, რატომ აღარ მიყურებს? იქნებ გადაიფიქრა? აფორიაქება
ერთიანად მიპყრობს. ალბათ ჩემი გუშინდელი გაქცევა ბოლო წვეთი იყო. ჩემი
ჭოჭმანით დაიღალა. ღმერთო, მგონი, ყველაფერი გავაფუჭე. მისი უკანასკნელი იმეილი
მახსენდება, როგორც ჩანს, პასუხი რომ არ გავეცი, გაბრაზდა.
ფიქრებში ჩაძირულს, აპლოდისმენტები მაფხიზლებს და სიტყვა მომდევნო
გამომსვლელს, მის კათრინ კავანას ეძლევა. რექტორი ჯდება, კეიტი კი თავის ულამაზეს
გრძელ თმას ერთი მოძრაობით უკან იყრის და სიტყვისთვის ემზადება. კეიტი არ
ჩქარობს, მისკენ მიმართული ათასი თვალი არც კი აშფოთებს. ის იღიმება,
მონუსხულივით გასუსულ დარბაზს თვალს აუჩქარებლად ავლებს და სიტყვას იწყებს.
ის თავდაჯერებული და გონებამახვილია და ჩემ გვერდით მსხდომი გოგონებიც
პირველივე ხუმრობაზე ხითხითს იწყებენ. „ოჰ, კათრინ კავანა, ძალიან მაგარი ხარ!“
გული ისეთი სიამაყით მევსება, რომ კრისტიანზე ფიქრებიც კი მეორე პლანზე გადადის.
სიტყვა უკვე მოსმენილი მაქვს, მაგრამ მაინც, ყოველ ფრაზას ვუკვირდები. კეიტმა
ყურადღება მიიპყრო და აუდიტორია მთლიანად აიყოლია.
სიტყვის თემა – „რა გველის კოლეჯის დამთავრების შემდეგ“ ყველასთვის
საინტერესოა. მართლაც, რა გველის? კრისტიანი კეიტს ოდნავ წარბაწეული უსმენს.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვირს. ცხადია, შეიძლებოდა ისეც მომხდარიყო, რომ
ინტერვიუს ასაღებად მასთან კეიტი მისულიყო და ახლა ჩემთვის წამოყენებულ
წინადადებაზე ჩემ მაგივრად კეიტი იფიქრებდა, მე კი ულამაზესი კეიტითა და
წარმოუდგენლად სიმპათიური კრისტიანით, ჩემ გვერდზე მჯდარი გოგონების
მსგავსად, შორიდან დავტკბებოდი. თუმცა კეიტი კრისტიანის ჭკუაზე ნამდვილად არ
ივლიდა. როგორ უწოდა ამ რამდენიმე დღის წინ?! ა, ჰო, – საშინელი. კრისტიანსა და
კეიტს შორის წარმოქმნილ წინააღმდეგებაზე ფიქრი ცოტა არ იყოს მაშინებს და
სიმართლე ითქვას, არც ის ვიცი, რომელ მათგანზე ჩამოვიდოდი ფსონს.
კეიტი გამოსვლას ეფექტურად ასრულებს და დარბაზი შეძახილებითა და
აპლოდისმენტებით ფეხზე დგება. ეს მისი პირველი გამარჯვებაა. ხელს ვუქნევ,
ბედნიერი ვუღიმი და ისიც ღიმილით მპასუხობს. ყოჩაღ, კეიტ! კეიტი თავის ადგილს
უბრუნდება, დარბაზიც წყნარდება. ფეხზე რექტორი დგება და მაყურებელს კრისტიან
გრეის წარუდგენს. ჯანდაბა, კრისტიანიც აპირებს სიტყვით გამოსვლას? რექტორი
მოკლედ აღწერს მის მიღწევებს: საკუთარი, ფრიად წარმატებული კომპანიის
გენერალური დირექტორი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია.
– ...და, რაც მთავარია, ჩვენი უნივერსიტეტის მთავარი კეთილისმყოფელი.
მივესალმოთ მისტერ კრისტიან გრეის!
ის კრისტიანს ხელს ართმევს, დარბაზში აქაიქ პატივისცემის გამომხატველი ტაში
ისმის. გული გამალებით მიწყებს ცემას, კრისტიანი ტრიბუნასთან მიდის და
აუდიტორიას თვალს ავლებს. კეიტის მსგავსად, თავი მასაც თავდაჯერებულად
უჭირავს. ჩემ გვერდით მსხდომი გოგონები ანთებული თვალებით წინ იხრებიან. თუმცა
არა მარტო ისინი, ქალების უმეტესობა დარბაზში, და ალბათ მამაკაცების ნაწილიც,
იმავეს აკეთებს. კრისტიანი სიტყვას იწყებს და მისი ჩუმი, აუჩქარებელი ხმა სრულიად
მნუსხავს.
– ვაშინგტონის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დიდ მადლობას მოვახსენებ
ჩემთვის მონიჭებული პატივისთვის. მადლობელი ვარ ასევე, რომ მომეცა იშვიათი
შესაძლებლობა, მომეთხრო იმ უზარმაზარი სამუშაოს შესახებ, რაც უნივერსიტეტის
ეკოლოგიის კათედრამ გასწია. ჩვენი შუალედური მიზანია, მესამე მსოფლიოს
ქვეყნებისთვის სოფლის მეურნეობის წარმოების უფრო რენტაბელური და
ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებები გამოვნახოთ, საბოლოო მიზანს კი მსოფლიოში
შიმშილობისა და სიღარიბის აღმოფხვრა წარმოადგენს. აფრიკის ქვეყნებიდან
სამხრეთით, საჰარისკენ და სამხრეთ აზიასა და ლათინურ ამერიკაში მილიარდზე მეტი
ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ეკოლოგიურ და სოციალურ სფეროთა
კრიზისის გამო ამ რეგიონებში ასეთი სავალალო შედეგი ჩვეულ მდგომარეობად იქცა. მე
მხოლოდ ყურმოკვრით არ ვიცი, რა არის შიმშილი, ჩემთვის ეს პირადი პრობლემაა...
ყბა ლამის ჩამომივარდეს. რაა? კრისტიანს შიმშილი გამოუცდია? ჯანდაბა! თუმცა ეს
ბევრ კითხვას სცემს პასუხს. ინტერვიუ მახსენდება – მას მართლაც უნდა, მსოფლიოში
შიმშილი აღმოფხვრას. როგორც კეიტს ეწერა სტატიაში, ის ოთხი წლის ასაკში
უშვილებიათ. წარმოუდგენელია, გრეისს ეშიმშილებინა, მაშასადამე, ეს იქამდე
ხდებოდა, ჯერ კიდევმაშინ, როდესაც კრისტიანი სულ პატარა იყო. ყელში თითქოს
ბურთივით რაღაც მეჩხირება, ნერწყვს ძლივს ვყლაპავ, პატარა ნაცრისფერთვალება
მშიერი ბიჭის წარმოდგენაზე გული ტკივილით მეწურება. ღმერთო ჩემო,
წარმომიდგენია, რა ცხოვრება გაიარა, სანამ გრეის ოჯახმა იპოვა და იშვილა.
აღშფოთება მიპყრობს. კრისტიანი საცოდავ, დამცირებულ და ამავდროულად
გარყვნილ ფილანთროპად წარმომიდგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ
საკუთარ თავს ასე არ აღიქვამს და შეცოდებისა და თანაგრძნობის ნებისმიერი
გამოვლინება მიუღებელია მისთვის. მოულოდნელად დარბაზი მქუხარე ოვაციებით
ფეხზე დგება. თუმცა კი გამოსვლის ნახევარი საკუთარ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და
ვერ მოვისმინე, მეც ვდგები. კრისტიან გრეი ქველმოქმედია, უზარმაზარ კომპანიას
ხელმძღვანელობს და მე ვჭირდები. საოცარია! თავში დარფურზე საუბრის ნაწყვეტები
მიტივტივდება... ყველაფერი ემთხვევა... მშივრებისთვის საკვებზე იყო ლაპარაკი.
კეიტიც კი ტაშს უკრავს. კრისტიანი აპლოდისმენტების საპასუხოდ ოდნავ იღიმება და
თავის ადგილს უბრუნდება. ჩემკენ კვლავაც არ იხედება, მე კი ახალი ინფორმაციის
გაანალიზებას ვცდილობ.
ფეხზე ერთ-ერთი პრორექტორი დგება და დიპლომების გადაცემის გრძელი ცერემონია
იწყება. ოთხასზე მეტი დიპლომია გადასაცემი, ამიტომ თითქმის საათი გადის იქამდე,
ვიდრე ჩემს სახელს გავიგებ. ორ ხითხითა გოგოსთან ერთად სცენისკენ მივდივარ.
კრისტიანი თბილი, თუმცა კი თავშეკავებული მზერით მიყურებს.
– გილოცავთ, მის სტილ, – მეუბნება ის და ხელის ჩამორთმევისას ოდნავ მიჭერს
თითებს. ჩვენს შორის ისევ ელექტრული მუხტი გადის, – ნოუთბუქი გაგიფუჭდათ, მის
სტილ?
– მეკითხება და დიპლომს მიწვდის, მე კი კოპებს ვკრავ.
– არა.
– აბა, უპასუხოდ რატომ ტოვებთ ჩემს იმეილებს?
– მე მხოლოდ ის წერილი მივიღე, სადაც გაერთიანებასა და აქტივებზე კონტროლის
მიღებაზე იყო საუბარი.
წარბები შუბლზე ასდის.
– მოგვიანებით, – მიჭრის მოკლედ კრისტიანი და მომლოდინე სტუდენტთა რიგი რომ
არ შევაჩერო, იძულებული ვხდები, გავეცალო.
ჩემს ადგილს ვუბრუნდები, ცერემონია კი კიდევ ერთ საათს გრძელდება. ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ აღარასოდეს დასრულდება. ბოლოს, როგორც იქნა, დარბაზის
აპლოდისმენტების თანხლებით რექტორს სცენაზე მთელი პედაგოგიური
შემადგენლობა გამოჰყავს. მათ წინ კეიტი და კრისტიანი დგანან. კრისტიანი არ
მიყურებს, თუმცა ძალიანაც მინდა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი აშკარად უკმაყოფილოა.
ფეხზე ვდგავარ და დარბაზში ჩემი რიგის გავლას ველოდები, როდესაც სცენიდან
ჩემკენ მომავალი კეიტის ძახილი მესმის.
– კრისტიანს შენი ნახვა უნდა!
ორივე ხითხითა გოგო პირდაღებული მკვეთრად ბრუნდება ჩემკენ.
– შენთან გამომგზავნა, – არ ჩერდება კეიტი.
ოჰ, კეიტ...
– მაგარი სიტყვა იყო, კეიტ, – ვცვლი თემას და მასაც მაშინვე სახე უნათდება.
– ჰო, მგონი, მართლა კარგი გამომივიდა, – მპასუხობს კმაყოფილი, – ჰე, რას შვრები, არ
მოდიხარ? რა ჯიუტია, სანამ შენთან არ გამომგზავნა, არ მომასვენა, – თვალებს
ატრიალებს შეწუხებული გამომეტყველებით.
– შენ ჯერ კიდევ არ იცი, რამდენად!... მაგრამ დიდი ხნით რეის დატოვება არ შემიძლია.
თვალებით რეის ვპოულობ, ხელს ვწევ და ვანიშნებ, რომ ხუთი წუთით მაგვიანდება. ის
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და მეც დერეფნის გავლით კეიტს სცენის უკან
მივყვები. კრისტიანი რექტორს და ორ პედაგოგს ელაპარაკება. როგორც კი მხედავს,
თავს სწევს.
– უკაცრავად, ბატონებო, – მიმართავს მათ და ჩემკენ მოემართება.
– გმადლობ, – წამიერი მადლიერების ღიმილით მადლობას უხდის კეიტს, მაგრამ
პასუხსაც არ ელოდება, ხელს იდაყვში მკიდებს, რაღაც პატარა ოთახში შევყავარ, კაცების
გასახდელს რომ ჩამოჰგავს, ამოწმებს, ცარიელია თუ არა და კარებს კეტავს. ჯანდაბა! რა
ჩაიფიქრა? დაბნეული თვალებს ვახამხამებ, ის კი ამასობაში ჩემკენ ბრუნდება.
– იმეილზე და სმს-ზე რატომ არ მიპასუხე?
გაცეცხლებული მიყურებს. მისი კითხვა აშკარად მაბნევს.
– დღეს არც იმეილი შემიმოწმებია, არც ტელეფონი.
ოჰო! ნუთუ შეტყობინებაც გამომიგზავნა?! და კეიტზე კარგად გამოცდილ, ყურადღების
გადატანის ტაქტიკის გამოყენებას ვცდილობ:
– კარგი გამოსვლა იყო.
– გმადლობ.
– ახლა გასაგებია, რატომ გაქვს ასეთი გართულება ჭამაზე.
ხელით თმას ისწორებს, აშკარად ბრაზობს.
– ანასტასია, ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, – წამიერად უცნაურად დატანჯული
გამომეტყველებით თვალებს ხუჭავს, – შენზე ვნერვიულობდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სახლში იმ ჯართით წახვედი.
– ჯართით? მანქანა სრულ წესრიგშია, ხოსე ამოწმებს ხოლმე და აკეთებს, თუ რამე
უფუჭდება.
– ხოსე? ფოტოგრაფი? – კრისტიანს თვალები უწვრილდება და სახეზე უქვავდება.
ჯანდაბა!
– ჰო, ფოლკსვაგენი ოდესღაც დედამისის იყო.
– აჰ, ჰო, რა თქმა უნდა, იქამდე კი ბებიამისის და ბებიის ბებიის. მაგ მანქანით
სიარული საშიშია ანასტასია!
– კრისტიან, ამ მანქანით უკვე სამი წელია დავდივარ. ბოდიში რომ განერვიულე.
რატომ არდამირეკე?
ღმერთო, რა ავადმყოფურად მიაქვს გულთან ყველაფერი! კრისტიანი ოხრავს.
– ანასტასია, შენი პასუხი მჭირდება. ლოდინს ჭკუიდან გადავყავარ.
– კრისტიან, მე... კრისტიან, ახლა არ შემიძლია, მამობილი მარტო დავტოვე...
– ხვალ... პასუხი ხვალ გამეცი.
– კარგი. ხვალ.
თვალმოჭუტული შევყურებ. ის უკან იხევს, მაგრამ ყინულივით ცივ მზერას არ
მაშორებს, თითქოს დუნდება, მხრებში იხრება.
– დასალევად რჩები?
– არ ვიცი, როგორც რეი იტყვის.
– შენი მამობილი? გამაცანი.
ოჰ, არა!.. ეს რაღა საჭიროა?
– არა მგონია, კარგი აზრი იყოს.
ტუჩები წვრილ ხაზად ეკვრება და ცივი გამომეტყველებით კარს აღებს.
– ჩემი წარდგენა გრცხვენია?
– არა! – ახლა მე ვბრაზდები, – შენი აზრით, როგორ უნდა წარგადგინო, რა ვუთხრა? ამ
ადამიანთან ქალწულობა დავკარგე, ის კი ბდშმ ურთიერთობებს მთავაზობს-მეთქი?
სპორტული ფეხსაცმელები არ გაცვია, გაქცევა გაგიჭირდება.
კრისტიანი, გაცეცხლებული, ზემოდან დამყურებს, მაგრამ წამის მერე ტუჩის
კუთხეებით ეღიმება, მეც, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად გაბრაზებული ვარ,
ღიმილს ვერ ვიკავებ და სახე მინათდება.
– ცნობისთვის, საკმაოდ სწრაფად დავრბივარ! უბრალოდ, როგორც შენი მეგობარი, ისე
წარმადგინე, ანასტასია.
კრისტიანი კარს აღებს, მე პირველი გავდივარ. აზრები მერევა. რექტორი, სამი
პრორექტორი, ოთხი პროფესორი და კეიტი გაოგნებულები შემომყურებენ, როდესაც მათ
ნაჩქარევად ვუვლი გვერდს. ჯანდაბა! კრისტიანი პედაგოგებთან რჩება, მე კი რეის
მოსაძებნად მივდივარ.
„უთხარი, რომ შენი მეგობარი ვარ...“ აჰა! დომინანტი მეგობარი! – აღშფოთებული
ბობოქრობს ჩემი ქვეცნობიერი. კარგი, ვიცი, ვიცი – თავიდან ვიშორებ მის ბუზღუნს.
რეის როგორ გავაცნო, რა ვუთხრა?! დარბაზი ჯერ არ დაცლილა, რეი ისევ იქ დგას,
სადაც ბოლოს დავინახე. მხედავს, ხელს მიქნევს და ჩემთან ჩამოდის.
– ანა, გილოცავ, საყვარელო!. – მეუბნება ის და ცალი ხელით მეხვევა.
– გინდა, კარავში წავიდეთ და დავლიოთ?
– რა თქმა უნდა, ეს ხომ შენი დღეა, კარავი სად არის?
– თუ არ გინდა, შეგვიძლია, არც წავიდეთ.
რეი, გთხოვ, უარი თქვი...
– ანა, ორსაათნახევარია ვზივარ და ათას სისულელეს ვისმენ, ახლა ჩემთვის დალევა
აუცილებელიც კია.
რეის ხელს ვკიდებ და ხალხთან ერთად შუადღის მზით განათებულ ეზოში
გავდივართ. იქვე ცერემონიის ოფიციალურ ფოტოგრაფთან გრძელი რიგია გაჭიმული.
– კინაღამ დამავიწყდა! – რეი ჯიბიდან ციფრულ აპარატს იღებს, – დადექი, ანა,
სამახსოვრო სურათი გადაგიღო.
ესღა მაკლდა. შეწუხებული თვალებს ვატრიალებ.
– ახლა შემიძლია მანტია და ქუდი მოვიშორო? ასე გამოწყობილი თავს სულელურად
ვგრძნობ.
„სულელურადაც გამოიყურები!.. – დამქირქილებს ჩემი ქვეცნობიერი ადრინდელზე
ბოროტად, – ესე იგი რეისთვის იმ კაცის გაცნობა გინდა, ვისთანაც ჟიმაობ? –
მიბრიალებს ის თავისი საშინელი სათვალიდან თვალებს, – წარმომიდგენია, როგორ
იამაყებს!“ ღმერთო, ხანდახან როგორ ვერ ვიტან საკუთარ ქვეცნობიერს!
უზარმაზარ კარავში უამრავი ხალხია თავმოყრილი – სტუდენტები, მათი მშობლები,
მეგობრები და პედაგოგები. ყველა მხიარულად ესაუბრება ერთმანეთს. რეი შამპანურის,
უფრო სწორად, იაფფასიანი ცქრიალა ღვინის ბოკალს მიწვდის. ღვინო ტკბილი და
თბილია. ისევ კრისტიანზე ვფიქრობ, კრისტიანს ეს ღვინო ნამდვილად არ
მოეწონებოდა...
– ანა! – მესმის უკნიდან, ვბრუნდები და პირდაპირ იტან კავანას გაშლილ ხელებში
ვხვდები. გახარებული ისე მატრიალებს, რომ ღვინოსაც კი მაღვრევინებს, ჩემი არ იყოს,
ესეც საოცრად მოხერხებულია!
– გილოცავ! – ლამის ყვირის გაცისკროვნებული სახით იტანი და თვალებიც კი უცინის.
სიურპრიზიც ამას ჰქვია! ქერა თმა გასწეწვია და საოცრად სექსუალურად გამოიყურება.
იტანი ისეთივე ლამაზია, როგორც კეიტი, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
– იტან, როგორ გამახარე! მამა, ეს იტანია, კეიტის ძმა. იტან, გაიცანი – მამაჩემი – რეი
სტილი.
ისინი ერთმანეთს ხელს ართმევენ. რეი ცივი, შემფასებლური მზერით ათვალიერებს
მას.
– ევროპიდან როდის დაბრუნდი? – ვეკითხები იტანს ღიმილით.
– ერთი კვირის წინ, მაგრამ ჩემი დაიკოსთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა და არ
გაგაგებინეთ, – მპასუხობს შეთქმულის გამომეტყველებით.
– რა კარგია!
– კეიტი ყველაზე მაგარი მყავს, გამოსამშვიდობებელი სიტყვაც ხომ მთელი კურსიდან
მას მისცეს! ამას გამოვტოვებდი?
დის წარმატებით მართლაც გულწრფელად ამაყობს.
– არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა.
– ნამდვილად, – მეთანხმება რეიც.
იტანი ხელს წელზე მხვევს. წამის მერე გვერდზე ვიხედები და კრისტიანის ნაცრიფერ,
გაყინულ, ცივ მზერას ვაწყდები. კრისტიანი და კეიტი ჩვენკენ ერთად მოდიან.
– გამარჯობა, რეი!
კეიტი რეის ორივე ლოყაზე კოცნის და რეიც ჩემსავით წითლდება.
– რეი, მინდა ანას მეგობარი წარმოგიდგინოთ, გაიცანით – კრისტიან გრეი.
ოჰ, კეიტ, შენი!.. ვგრძნობ ერთიანად როგორ ვფითრდები.
– მისტერ სტილ, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – თბილი და მეგობრული ღიმილით
წარმოთქვამს კრისტიანი და რეის ხელს უწვდის. კეიტის სიტყვებმა აშკარად არც კი
შეაცბუნა.
რეი ხელს ართმევს და მადლიერების გრძნობით აღვნიშნავ, რომ ამ გასაოცარ ამბავს
ოდნავაც კი არ იმჩნევს.
უღრმესი მადლობა, კათრინ კავანა! გაცეცხლებისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრი.
ჩემი ქვეცნობიერი სადღაც გულგახეთქილი გდია.
– ძალიან სასიამოვნოა, მისტერ გრეი, – ბუტბუტებს რეი.
რეის სახეზე გამომეტყველება არ ეცვლება, მხოლოდ დიდი თაფლისფერი თვალები
კიდევ უფრო უმრგვალდება, კრისტიანთან მისალმების შემდეგ ჩემზე გადმოტანილ
მზერაში პირდაპირ იკითხება: „კი მაგრამ, ჩემთვის თქმას როდისღა აპირებდი?“
დარცხვენილი ტუჩს ვიკვნეტ.
– ეს კი ჩემი ძმაა, იტან კავანა, – აცნობს კეიტი კრისტიანს ძმას.
კრისტიანს მზერა მაშინვე უცივდება და იტანს, რომელიც ჯერ ისევ ჩემ გვერდზე დგას
და წელზე მხვევს ხელს, თვალებში უყურებს.
– მისტერ კავანა.
კრისტიანი და იტანი ერთმანეთს ხელს ართმევენ თუ არა, კრისტიანი მაშინვე ჩემკენ
ბრუნდება და ხელს ახლა უკვე მე მიწვდის.
– ანა, მოდი ჩემთან, – წარმოთქვამს ის დაბალი, ალერსიანი ხმით, რომლის
გაგონებაზეც ლამის მუხლები მეკეცება.
ის ცივი ღიმილით მადევნებს თვალს – როგორ ვთავისუფლდები ჩემ წელზე
შემოხვეული იტანის ხელისგან და როგორ მივდივარ მასთან. კეიტს ირონიულად
ეცინება, ო, რა ეშმაკია, ზუსტად იცის, რასაც აკეთებს!
– იტან, მშობლები გველოდებიან, წამოდი.
კეიტს იტანი მიჰყავს.
– დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ? – კითხულობს რეი და აუღელვებელი მზერა
კრისტიანიდან ჩემზე გადმოაქვს.
მეტყველების უნარს ვკარგავ, უფრო სწორად, უკვე დაკარგული მაქვს და მხოლოდ ის
მინდა, გავქრე და ვეღარავინ მხედავდეს. კრისტიანს ხელი ჩემი წელისკენ მოაქვს, ცერა
თითს შიშველ ზურგს აყოლებს ზემოთ და მხარზე მხვევს.
– ორი კვირა იქნება, – მშვიდად პასუხობს ის, – მას შემდეგ, რაც ანა ჩემთან
სტუდენტურ გაზეთში დასაბეჭდი ინტერვიუს ასაღებად მოვიდა, – არ ვიცოდი, თუ
სტუდენტურ გაზეთში მუშაობდი, – მსაყვედურობს რეი.
ჯანდაბა!
– კეიტი ავად იყო და... – როგორც იქნა, ვახერხებ ხმის ამოღებას.
– კარგი სიტყვა იყო, მისტერ გრეი.
– გმადლობთ, სერ. რამდენადაც ვიცი, თევზაობა გიტაცებთ, არა?
რეის სიამოვნებისგან სახე უნათდება, გულახდილი და გახსნილი რეი სტილისთვის
საკმაოდ იშვიათი ღიმილით იღიმება და კრისტიანთან თევზაობაზე იწყებს საუბარს.
სიმართლე ითქვას, თავს ზედმეტადაც კი ვგრძნობ. კრისტიანმა, როგორც ჩანს,
საბოლოოდ მოხიბლა მამაჩემი... „ისევე, როგორც შენ“, – თავს ყოფს ჩემი ქვეცნობიერი.
ადამიანების მოხიბვლის მისი ეს ნიჭი უკვე ყოველგვარ საზღვარს სცილდება. საუბარში
ჩაბმულ მამაკაცებს ბოდიშს ვუხდი და კეიტის მოსაძებნად მივდივარ.
კეიტი თავის მშობლებთან ერთად დგას, რომლებიც, როგორც ყოველთვის,
სიყვარულით და თბილად მესალმებიან. კეიტის ოჯახთან ძირითადად მათ ბარბადოსზე
გამგზავრებაზე და სიეტლში ჩვენს გადასვლაზე ვლაპარაკობ.
– რეისთან რატომ ჩამიშვი? – ვეკითხები ჩურჩულით კეიტს, როგორც კი ამის
საშუალება მეძლევა.
– აბა, შენ თვითონ არასოდეს იტყოდი! თანაც კრისტიანს ახლო ურთიერთობების შიშის
დაძლევაში მინდოდა დავხმარებოდი.
კეიტი ეშმაკურად იღიმება, მე კი კოპებს ვკრავ. სულელი! ეს მე მეშინია მასთან
ურთიერთობის!
– ანა, კრისტიანი შენზე გიჟდება. ამაზე არც ინერვიულო, შეხედე, თვალებით გჭამს.
ვტრიალდები და კრისტიანის და რეის ჩემკენ შემობრუნებულ სახეებს ვხედავ.
– ქორივით გიყურებს, თვალს არ გაშორებს.
– წავედი, ვუშველო, ოღონდ ჯერ ზუსტად არ ვიცი, რომელს – რეის თუ კრისტიანს,
მაგრამ ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით, კათრინ კავანა!
მუქარით სავსე თვალებს ვუბრიალებ და მივდივარ.
– მადლობის მაგიერია?! თუ კიდევ დაგჭირდი, დამიძახე... – ამბობს ზურგსუკან
სიცილით.
– აბა, როგორ ხართ? – ვუღიმი რეის და კრისტიანს.
როგორც ჩანს, საერთო ენა გამონახეს. კრისტიანს კმაყოფილი გამომეტყველება აქვს და
რაღაც ხუმრობაზე იცინის, მამაჩემს კი, მით უმეტეს, თუ მდგომარეობასაც
გავითვალისწინებთ, თავი გასაოცრად თავისუფლად უჭირავს. საინტერესოა,
თევზაობის გარდა რაზე ილაპარაკეს?
– ანა, აქ ტუალეტი სად არის?
– კარვიდან რომ გახვალ, მარცხნივ.
– მალე დავბრუნდები. არ მოიწყინოთ.
რეი მიდის. აფორიაქებული ვარ. კრისტიანს წამით თვალებში ვუყურებ. ფოტოგრაფი
გვიახლოვდება და ცოტა ხანს, სანამ ის სურათს გვიღებს, ხმას არც ერთი არ ვიღებთ.
– გმადლობთ, მისტერ გრეი.
ფოტოგრაფი მიდის, მე კი აპარატის ძლიერი ნათებისგან დაბრმავებული, ჯერ ისევ
თვალებს ვახამხამებ.
– როგორც ვხედავ, მამაჩემიც მოხიბლე!
– კიდევ ვინ მოვხიბლე?
ნაცრისფერი თვალები ენთება და კითხვის ნიშნად წარბებს წევს. სახეზე თითქოს
ცეცხლი მედება, ვწითლდები, ის კი ლოყაზე თითს ალერსით მისვამს.
– როგორ მინდა, ვიცოდე, რას ფიქრობ, ანასტასია! – ჩურჩულებს მოქუფრული
გამომეტყველებით, ჩემს სახეს ორივე ხელში იქცევს, ოდნავ მიზიდავსდა თვალებში
ჩამყურებს.
სუნთქვა მეკვრის. ჩემზე ზემოქმედებას ამდენ ხალხშიც კი ახერხებს!
– შენ ჰალსტუხზე ვფიქრობდი, ძალიან მომწონს, – ვპასუხობ ჩურჩულით.
კრისტიანი კმაყოფილი იცინის
– ეს რამდენიმე დღეა, რაც ჩემი უსაყვარლესი ჰალსტუხი გახდა.
სახეზე ცეცხლი მედება.
– საოცრად გამოიყურები, ანასტასია. ეს კაბა ძალიან გიხდება, თანაც შემიძლია,
ზურგზე მოგეფერო, არაჩვეულებრივ კანზე შეგეხო.
უცებ კრისტიანის გარდა ყველაფერი ქრება, მეჩვენება, რომ სრულიად მარტო ვართ,
მხოლოდ ჩვენ ორნი და მეტი არავინ და სხეული მაშინვე მიცოცხლდება, ყოველი ნერვი
ცეკვავს, ჩვენ შორის ისევ ის ელექტრომუხტი იბადება და თავაწყვეტილი ლტოლვით
მისკენ მიზიდავს.
– შენ იცი, ანა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, – ჩურჩულებს კრისტიანი.
თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ, როგორ მილღვება შიგნით ყველაფერი.
– მაგრამ მე მეტი მინდა, – ვჩურჩულებ ზმანებაში ჩაძირული.
– მეტი?
კრისტიანი ჩაფიქრებული დამყურებს, თვალები უმუქდება. თავს ვუქნევ და ნერწყვს
გაჭირვებით ვყლაპავ. ახლა უკვე იცის...
– მეტი... – ჩუმად იმეორებს კრისტიანი.
თითქოს სიტყვას გემოს უსინჯავსო – მოკლე და სრულიად უბრალო სიტყვას, მაგრამ
უზღვავი იმედის ჩამტევს! წამიერი სიჩუმის შემდეგ ქვედა ტუჩზე ნაზად მისვამს თითს.
– ყვავილები და გულები გინდა?
მე თავს ვუქნევ. თვალმოჭუტული შემომცქერის და მზერაში საკუთარ თავთან შინაგანი
ბრძოლა ესახება.
– ანასტასია, – რბილი, ხმადაბალი ჩურჩულით ამბობს ის ბოლოს. – მე ამის არაფერი
გამეგება.
– არც მე.
ოდნავ იღიმება.
– შენ საერთოდ არაფერი იცი.
– ის კი, რაც შენ იცი, არასწორია.
– არასწორია? შეიძლება, მაგრამ არა ჩემთვის, – ის სრულიად გულახდილი
გამომეტყველებით თავს აქნევს.
– სცადე, – ჩურჩულებს წამის შემდეგ.
კრისტიანის ხმაში გამოწვევა ისმის, ჩვეულებისამებრ თავს ოდნავ გვერდზე ხრის და
თავისი დამატყვევებელი ირონიული ღიმილით შემომცქერის. ჰაერი არ მყოფნის. თავს
გველის მაცდუნებელი წინადადებით მოხიბლულ ევად ვგრძნობ და ცდუნებას ვყვები...
– კარგი, – ვჩურჩულებ წამიერი სიჩუმის შემდეგ.
– რაა?
ყურადღება ეძაბება, თვალებში დაკვირვებით შემომყურებს. ნერწყვს ვყლაპავ.
– კარგი, ვცდი.
– თანახმა ხარ? – თითქოს გაგონილი არ სჯერაო, მეკითხება სრულიად გაოგნებული.
– კი, ოღონდ ერთი პირობით, რომ დასაშვებ ზღვარს არ გადახვალ... – ვპასუხობ
ძლივსგასაგონად.
კრისტიანი წამით თვალებს ხუჭავს და ორივე ხელით მეხვევა.
– ღმერთო ჩემო! რა ამოუხსნელი ხარ, ანა... ისევ მაოცებ.
ოდნავ უკან იხევს და უცებ ვხედავ, რომ რეი გვიყურებს. რეალობაში დაბრუნებასთან
ერთად ჩემს ცნობიერებამდე კარავში ხალხის ხმების გუგუნიც აღწევს. თურმე მარტო არ
ვართ. ღმერთო ჩემო, ახლახან კრისტიანის მორჩილობას დავთანხმდი. ის რეის
ერთიანად გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებს და უღიმის.
– ანა, სადილად არ წავიდეთ?
– კი, რა თქმა უნდა.
ჯერ კიდევ გონს ვერ მოვსულვარ, თვალების დაბნეული ხამხამით რეის შევცქერი. „რა
ჩაიდინე?“ – დამყვირის ქვეცნობიერი. შინაგანი ქალღმერთი კი ისეთ სალტოს ჭიმავს
რუსეთის ოლიმპიური ნაკრების ტანმოვარჯიშესაც კი შეშურდებოდა.
– თქვენ არ დაგვეწვევით, კრისტიან? – ეკითხება რეი.
კრისტიანი?! მუდარით სავსე მზერით ვაჩერდები, არ მინდა, რომ წამოვიდეს, მარტო
უნდა დავრჩე, უნდა ვიფიქრო. ჯანდაბა! ეს რა გავაკეთე?!
– დიდი მადლობა, მისტერ სტილ, მაგრამ საქმე მაქვს. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი
გაცნობა, სერ.
– ჩემთვისაც, – პასუხობს რეი, – გაუფრთხილდი ჩემს გოგოს.
– რა თქმა უნდა, მისტერ სტილ, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ.
ერთმანეთს ხელს ართმევენ. რაღაც გულისრევის გრძნობა მაქვს. რეის წარმოდგენაც არა
აქვს, როგორ აპირებს ის ჩემს გაფრთხილებას. კრისტიანი ხელზე ოდნავ მიჭერს თითებს,
ტუჩებთან მიაქვს, მკოცნის და ანთებული მზერით პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– მოგვიანებით, მის სტილ, – ჩურჩულებს მრავლისმეტყველი ხმით.
შიგნით ყველაფერი ერთიანად მეჭიმება, იმ აზრის გაფიქრებისას, რომ... მოიცა, რას
ნიშნავს „მოგვიანებით“?
რეი ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ მივყავარ.
– როგორც ჩანს, წესიერი ახალგაზრდაა, საკმაოდ შეძლებულიც. კიდევ კარგი, ვინმე
უღირსი არ შეგხვდა, თუმცა მწყინს, რომ ამის შესახებ კათრინისგან გავიგე, –
ბუზღუნებს ის.
დაბნეული მხრებს ვიჩეჩავ.
– არა უშავს, ის, ვისაც თევზაობა უყვარს და ანკესის ასე კარგად ხმარება იცის, ჩემთვის
უკვე მისაღებია.
ოჰო! – რეის კრისტიანი მოეწონა! რომ იცოდეს...
უკვე ბნელა, როდესაც რეისთან ერთად სახლში ვბრუნდები.
– დედაშენს დაურეკე, – მარიგებს ის.
– აუცილებლად. გმადლობ, რომ ჩამოხვედი, მამ.
– როგორ შემეძლო, შენს გამოსაშვებ ცერემონიაზე არ ჩამოვსულიყავი, ანა?! ძალიან
ვამაყობ შენით!
ოჰ, ღმერთო... არა, ახლა ტირილის უფლება არ მაქვს! ცრემლები ყელში ბურთივით
მეჩხირება და რეის მაგრად, ძალიან მაგრად ვეხვევი.ოდნავ დაბნეული გულში მიკრავს.
თავს ვეღარ ვერევი და ტირილს ვიწყებ.
– ანა, საყვარელო, რა გჭირს? – თბილად ბუტბუტებს ის, – ასეთი კარგი დღე იყო...
გინდა, შემოვალ და ჩაის მოგიმზადებ?
ჯერ ისევ თვალცრემლიანი ვიცინი. რეის აზრით, ჩაი ყველა პრობლემის პირველი
წამალია. დედას წუწუნი მახსენდება – რეი ურთიერთგაგების ყველა პრობლემის
გადაჭრას ჩაით ცდილობსო, ჩაის კი არაჩვეულებრივად ამზადებს, მაგრამ აი, გაგებისა
კი არაფერი გაეგებაო, რომ ამბობდა.
– არა, მე კარგად ვარ. უბრალოდ ძალიან გამიხარდა, რომ გნახე. მეც მალე ჩამოვალ
შენთან, მხოლოდ სიეტლში მოვეწყობი და აუცილებლად ჩამოვალ.
– წარმატებას გისურვებ გასაუბრებებზე. გამაგებინე როგორ გაივლი.
– აუცილებლად, მამ.
– ძალიან მიყვარხარ, ანა.
– მეც, მამა.
ის მიღიმის, თაფლისფერი თვალებიდან სითბო ეღვრება, მერე ბრუნდება და მანქანაში
ჯდება. ხელს ვუქნევ, რეის მანქანა ჩამოწოლილ ბინდში იკარგება, მე კი სახლში
ღონემიხდილი შევდივარ.
პირველ რიგში მობილურ ტელეფონს ვამოწმებ, რომელიც დაცლილა და დამტენის
ძებნა და ტელეფონის შეერთება მიხდება. ოთხი უპასუხო ზარი, ერთი ხმოვანი ფოსტა
და ორი შეტყობინებაა. სამი ზარი კრისტიანისგან, ერთი ხოსესგან და ხმოვანი
შეტყობინებაც ხოსესია – მოლოცვა უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებით.
სმსებს ვხსნი:
„მშვიდობით მიხვედი?“
„დამირეკე“
ორივე სმსი კრისტიანისგანაა. სახლის ნომერზე რატომ არ დარეკა? ჩემს ოთახში
გავდივარ და წყეულ ნოუთბუქს ვრთავ.

From: კრისტიან გრეი


Subject: დღევანდელი საღამო
Date: 25.05.2011,23:58
To: ანასტასია სტილი

იმედი მაქვს, იმ შენი ე. წ. მანქანით სახლამდე მშვიდობით მიაღწიე. გამაგებინე, რომ


კარგად ხარ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა!... რატომ აწუხებს ასე ეს მანქანა? სამი წელია მშვენივრად დავდივარ, ხოსეც
ყოველთვის გვერდზეა, თუ გასარემონტებელი ხდება. შემდეგი წერილი დღევანდელი
რიცხვით არის დათარიღებული.

From: კრისტიან გრეი


Subject: დასაშვები საზღვრები
Date: 26.05.2011,17:22
To: ანასტასია სტილი

რა გამომრჩა?
მოხარული ვიქნები და ყოველთვის მზად ვარ, თუკი რამე გაუგებარი დარჩა კიდევ
ერთხელ განვიხილოთ.
დღეს არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კრისტიანის ნახვა მინდება. პასუხს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: დასაშვები საზღვრები
Date: 25.05.2011, 19:23
To: კრისტიან გრეი

თუ გინდა, შეგვიძლია დღეს დავილაპარაკოთ. სასტუმროში მოვალ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: დასაშვები საზღვრები
Date: 25.05.2011, 19:27
To: ანასტასია სტილი

მე თვითონ მოგაკითხავ. ხომ გითხარი, ძალიან არ მომწონს, მაგ ჯართით რომ


დადიხარ. მალე შენთან ვიქნები.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა!.. ახლა მოვა. მის მოსვლამდე რაღაც უნდა მოვამზადო – თომას ჰარდის
პირველი გამოცემა ჯერ ისევ სასტუმრო ოთახში, თაროზე დევს. ამ წიგნების ჩემთვის
დატოვება ნამდვილად არ შემიძლია. სამივე ტომს შესაფუთ ქაღალდში ვახვევ და
ზემოდან „ტესიდან“ ციტატას ვაწერ:
„თანახმა ვარ, შენი პირობა მივიღო, ენჯელ, რადგან შენ უკეთ იცი, რა სასჯელს
ვიმსახურებ. ოღონდ... ოღონდ ისე ნუ იზამ, რომ ამის ატანა ვერ შევძლო!“

თავი მეთხუთმეტე
გამარჯობა, – კარს ვაღებ და ჯინსსა და ტყავის ქურთუკში გამოწყობილ კრისტიანს
რატომღაც საშინლად დარცხვენილი ვესალმები.
– გამარჯობა, – მპასუხობს ისიც გაცისკროვნებული ღიმილით. წამით მისი ყურებით
ვტკბები. ღმერთო, რა სექსუალურია, ტყავი საოცრად უხდება!
– შემოდი.
– თუ ნებას დამრთავთ, მის სტილ... – მპასუხობს მხიარულად. ხელში შამპანურის
ბოთლი უჭირავს, – ვიფიქრე, ურიგო არ იქნებოდა, შენი დიპლომი აღგვენიშნა. ამ
საქმისთვის კი „ბოლენჟე“ ყველაზე მაგარია.
– სიტყვების საინტერესო თამაშია, – ვიფარგლები მშრალი კომენტარით.
კრისტიანი იცინის.
– კარგი იუმორის გრძნობა გაქვს, ანასტასია.
– მხოლოდ ჩაის ფინჯნები დაგვრჩა, შამპანურის ყველა ბოკალი ჩავალაგეთ.
– ფინჯნები? იყოს, მშვენიერია!
სამზარეულოში გავდივარ. ძალიან ვნერვიულობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
მუცელში პეპლები მიფარფატებენ, სასტუმრო ოთახში კი ლეოპარდი, პუმა თუ რაღაც
მსგავსი გარეული ცხოველი მელოდება.
– ლამბაქებიც წამოვიღო?
– არა, ფინჯნები სრულიად საკმარისია, – მპასუხობს კრისტიანი.
სამზარეულოდან ვბრუნდები. კრისტიანი ყავისფერ შესაფუთ ქაღალდში გახვეულ
წიგნებს დაჰყურებს. ჭიქებს მაგიდაზე ვაწყობ.
– ეს შენთვისაა, – ვეუბნები ფრთხილად.
ჯანდაბა... როგორც ჩანს, კონფლიქტს ვერ ავცდებით.
– მივხვდი. შესაფერისი ციტატაა, – ის დაბნეული გამომეტყველებით წარწერას გრძელ
თითს აყოლებს, – საკუთარ თავს უფრო დ’არბერვილად აღვიქვამდი, ვიდრე ენჯელად.
როგორც ვხედავ, დაგიქვეითებივარ. ირონიული ღიმილით შემომყურებს და
განაგრძობს:
– მარტო შენ შეიძლებოდა ასეთი ზუსტი ციტატა გაგხსენებოდა.
– ეს თხოვნაა, – ვჩურჩულებ მე.
ასე რატომ ვნერვიულობ? პირიც კი გამიშრა.
– თხოვნა? რომ ზედმეტად სასტიკი არ ვიყო?
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
– ეს წიგნები შენ გიყიდე, – მშრალი ხმითა და ასეთივე გამომეტყველებით ჩუმად
წარმოთქვამს კრისტიანი, – გპირდები, თუ საჩუქარს მიიღებ, სასტიკი არ ვიქნები. ყელში
თითქოს რაღაც მეჩხირება, ნერწყვს ძლივს ვყლაპავ.
– კრისტიან, არ შემიძლია, მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარია.
– ხედავ? აი, სწორედ ამაზე გელაპარაკებოდი, შენს ამ დაუმორჩილებლობაზე. ეს მე
მინდა, რომ საჩუქარი გაგიკეთო, გასაგებია? ყველაფერი ძალიან მარტივია, სულაც არ
არის საჭირო, რომ შენ ამაზე იფიქრო. როგორც ჩემი მორჩილი, უბრალოდ მადლობელი
უნდა იყო და მეტი არაფერი. ჩემგან საჩუქრები თუნდაც იმიტომ უნდა მიიღო, რომ ეს მე
მსიამოვნებს.
– წიგნები რომ იყიდე, მაშინ ჯერ შენი მორჩილი არ ვიყავი, – ვპასუხობ გაუბედავად.
– კი... მაგრამ ახლა ხომ დამთანხმდი, ანასტასია, – მზერა ეძაბება კრისტიანს.
ვოხრავ. ასე ვერ მოვუგებ, გადავდივარ გეგმა „ბ“-ზე.
– რადგან წიგნები ჩემია, მაშასადამე, როგორც მინდა, ისე გამოვიყენებ, არა?
– კი, – მეთანხმება კიდევ უფრო დაძაბული.
– თუ ასეა, მინდა, წიგნები დარფურში საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცეს, ეს
რაიონი ხომ შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... უბრალოდ აუქციონზე
გაიტანონ და გაყიდონ.
– თუ ასე გინდა... – ტუჩები წვრილ ხაზად ემუწება, აშკარად ნაწყენია.
ვწითლდები. არ მინდა ვაწყენინო.
– კარგი. ამაზე კიდევ ვიფიქრებ, – ვბუტბუტებ დაბნეული.
მისი სიტყვები მახსენდება: „მინდა, რომ შენ გინდოდეს ჩემთვის სიამოვნების
მონიჭება“.
– ამდენი ფიქრი საჭირო არ არის , ანასტასია, ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე, –
მეუბნება ხმადაბლა და სერიოზული გამომეტყველებით.
როგორ თუ საჭირო არ არის? „ჰო, რა მოხდა მერე, უბრალოდ თავი მოიკატუნე, რომ
რაღაც ნივთი ხარ, ან მისი მორიგი შენაძენი“, – მწარედ მკბენს ჩემი ქვეცნობიერი.
ვცდილობ, კბილის გაკვრას ყურადღება არ მივაქციო. ოჰ, ღმერთო! რატომ არ შეიძლება
ფირი გადავახვიო და თავიდან დავიწყო?! ორივე დაძაბულები ვართ და ვერ ვხვდები,
როგორ მოვიქცე, უხერხულობისგან მზერა საკუთარ ხელებზე გადამაქვს. როგორ
გამოვასწორო მდგომარეობა?
კრისტიანი შამპანურს მაგიდაზე დგამს, მიახლოვდება, თითებს ნიკაპში მკიდებს, თავს
მაწევინებს და მოქუფრული გამომეტყველებით თვალებში დაჟინებით მიყურებს.
– საჩუქარს ხშირად გაგიკეთებ ხოლმე, ანასტასია, მიეჩვიე. იმის საშუალება
ნამდვილად მაქვს, თავს ამ სიამოვნების უფლება მივცე, ძალიან მდიდარი ვარ და შენ ეს
იცი, – იხრება და ნაზად, უმწიკვლოდაც კი, ტუჩებში მკოცნის, – გთხოვ, ამის საშუალება
მომეცი, – ამატებს ბოლოს და ხელს მიშვებს.
„არა!“ – არ ნებდება ჩემი ქვეცნობიერი.
– თავს უხერხულად და დამცირებულად ვგრძნობ, – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად.
როგორც ჩანს, ამაზე კიდევ უფრო ბრაზობს, რადგან ნერვიულად თმის სწორებას იწყებს.
– რატომ? ძალიან ბევრს ფიქრობ, ანასტასია! არ ღირს თავის ტანჯვა და ენერგიის
ხარჯვა იმაზე, რომ ვინმემ შენზე რამე ცუდი არ იფიქროს. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება,
რომ ჩვენს მოლაპარაკებაში გეპარება ეჭვი და არც გამტყუნებ, შენ ხომ წარმოდგენაც არ
გაქვს, რაზე მიდიხარ.
კოპებს ვიკრავ და მისი სიტყვების გაანალიზებას ვცდილობ.
– ანასტასია, ახლავე შეწყვიტე! – მესმის მისი ხმადაბალი ბრძანება, მერე ისევ ნიკაპზე
მკიდებს ხელს და ოდნავ ქვევით ქაჩავს, რომ ჩემდაუნებურად ისევ კბილებში
მოქცეული ქვედა ტუჩის წვალება შემაწყვეტინოს, – დასამცირებელი აქ არაფერია,
ანასტასია, ნერვიულობად მართლა არ ღირს. მინდოდა გამეხარებინე და ძველი წიგნები
გიყიდე. რა არის ამაში დასამცირებელი?! ბევრს ნუ ფიქრობ, მოდი შამპანური დავლიოთ.
გაუბედავად ვიღიმები და მზერაც მაშინვე უთბება.
– ასე არ ჯობია?! – ჩურჩულებს კმაყოფილი.
კრისტიანი შამპანურის ბოთლს იღებს, ფოლგას და მავთულს ხსნის, მერე საცობს კი
არა, ბოთლს ატრიალებს ოდნავ, უხმაუროდ, წვეთის დაუღვრელად, ეფექტურად ხსნის
და ფინჯნებს ნახევრამდე ავსებს.
– ვარდისფერია? – მიკვირს მე.
– 1999 წლის „Bollinger Grande Année Rosé“, არაჩვეულებრივი ბუკეტია, – მიხსნის
კმაყოფილი.
– ჩაის ფინჯნებში!
კრისტიანი მხიარულად იცინის.
– თუნდაც!.. უნივერსიტეტის დამთავრებას გილოცავ, ანასტასია!
ფინჯნებს ერთმანეთს ვუჭახუნებთ, კრისტიანი სვამს. რატომღაც ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ ჩემს კაპიტულაციას ვზეიმობთ.
– გმადლობ, – ხმადაბლა ვუხდი მადლობას და შამპანურს ვწრუპავ.
საოცარი გემო აქვს, თუმცა არც მიკვირს.
– დასაშვებ საზღვრებზე ხომ არ შევთანხმებულიყავით?
კრისტიანი იღიმება, მე კი ვწითლდები.
– გეჩქარება, როგორც ყოველთვის...
მერე ხელს მკიდებს, დივანთან მივყავარ, მსვამს და გვერდით მიჯდება.
– შენს მამობილს ბევრი ლაპარაკი მართლაც არ უყვარს.
როგორც ჩანს, დასაშვები საზღვრების განხილვას ჯერ არ აპირებს. უბრალოდ მინდა ეს
თემა რაც შეიძლება ჩქარა მოვიშორო... ნერვიულობამ დამტანჯა.
– რასაც ჰქვია, თვალებში შემოგციცინებდა, აშკარად მოეწონე, – უკმაყოფილოდ
ვპრუწავ ტუჩებს. კრისტიანი იცინის.
– მხოლოდ იმიტომ, რომ თევზაობის გამეგება რაღაც.
– საიდან გაიგე, რომ თევზაობაზე გიჟდებოდა?
– ყავაზე რომ დაგპატიჟე, შენ მითხარი.
– მართლა?
კიდევ ერთ ყლუპ შამპანურს ვსვამ. როგორ იმახსოვრებს ამდენ რამეს? ჰმ, შამპანური
მართლაც საუცხოოა.
– ცერემონიის შემდეგ ღვინო გასინჯე? – ვეკითხები იმ ღვინის გახსენებაზე
უკმაყოფილო გამომეტყველებით.
– კი. საზიზღრობა იყო.
– შენ გამახსენდი, რომ ვსვამდი. ასე კარგად საიდან ერკვევი ღვინოებში?
– კარგად სულაც ვერ ვერკვევი, უბრალოდ რაც მომწონს, იმას ვყიდულობ.
ნაცრისფერი თვალები ვერცხლისფრად უბრწყინავს. მისი ამ მზერისგან როგორც
ყოველთვის ვწითლდები.
– კიდევ დაგისხა? – მეკითხება ის.
– კი, თუ შეიძლება.
კრისტიანი გრაციოზულად დგება და ჭიქას მივსებს. ჩემი დათრობა უნდა? მომდის
თავში უცებ აზრი და ეჭვნეულად შევცქერი.
– ოთახი თითქმის ცარიელია, უკვე ყველაფერი ჩაალაგეთ?
– თითქმის.
– ხვალ მუშაობ?
– კი, ბოლო დღე მაქვს.
– სიეტლში გადასვლაში მოგეხმარებოდით, მაგრამ ჩემს დას უნდა დავხვდე
აეროპორტში.
ოჰო, ახალი ამბავი!
– მია პარიზიდან შაბათს, გამთენიისას ჩამოდის. ხვალ სიეტლში მივდივარ, მაგრამ,
როგორც გავიგე, ელიოტი მოგეხმარებათ.
– ჰო, კეიტი სიხარულით მეცხრე ცაზეა.
კრისტიანი იცინის.
– კეიტი და ელიოტი... ვინ იფიქრებდა?! – ბუტბუტებს თავისთვის, ეს ამბავი რატომღაც
აშკარად არ მოსწონს, – სიეტლში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით ახალი რა არის?
„დასაშვებ საზღვრებზე როდისღა ვილაპარაკებთ?! რატომ არიდებს ამ თემას თავს?
– ორ გასაუბრებაზე ვარ დაბარებული. მინდა, სტაჟიორად მოვეწყო.
– აქამდე რატომ არ მითხარი? – წარბებს უკმაყოფილოდ შუბლზე ჭმუხნის.
– ეე... აი, გეუბნები.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს.
– სად გაქვს გასაუბრება?
ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ეჭვი მაქვს, რომ თავისი გავლენის გამოყენებას შეეცდება, მე
კი მირჩევნია, მუშაობა მის დაუხმარებლად დავიწყო.
– გამომცემლობებში.
– საგამომცემლო საქმე გაინტერესებს?
თანხმობის ნიშნად თავს ფრთხილად ვუქნევ.
– მერე? – მეკითხება მეტი ინფორმაციის მოლოდინში.
– რა – „მერე“?
– ნუ სულელობ, ანასტასია, რომელ გამომცემლობებში? – ბრაზობს კრისტიანი.
– პატარა გამომცემლობებია, დიდი არაფერი, – ისევ თავს ვარიდებ პასუხს.
– რატომ არ მეუბნები?
– არ მინდა, გავლენა ბოროტად გამოიყენო.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ახლა უკვე შენ სულელობ.
გულიანად იცინის.
– ვინ სულელობს, მე? ოჰ, რა თავხედი ხარ! კარგი, დალიე და დასაშვები საზღვრები
განვიხილოთ.
კრისტიანი ჯიბიდან ჩემი გზავნილის კიდევ ერთ ასლს და ჩამონათვალს იღებს. ეს
ქაღალდები, რა, ყველგან თან დააქვს? კიდევ ერთი ასლი იმ პიჯაკის ჯიბეში დევს, მე
რომ მაქვს. ჯანდაბა, არ დამავიწყდეს... ჭიქას ბოლომდე ვცლი.
კრისტიანს წამიერად მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს.
– კიდევ დაგისხა?
– კი, გმადლობ.
თვითკმაყოფილი გამომეტყველებით იღიმება, მერე ბოთლს იღებს და შეშდება.
– მშიერი ხომ არ ხარ?
ოჰ, ღმერთო, ისევ თავიდან იწყებს!
– არა. რეისთან ერთად სამი თავი კერძისგან შემდგარ სადილს გეახელით,მისტერ გრეი,
– ვპასუხობ გამომწვევად და შეწუხების ნიშნად თვალებს ვატრიალებ. შამპანურმა
აშკარად გამათამამა.
ის ჩემკენ იხრება, ნიკაპით თავს მაწევინებს და დაჟინებული მზერით მიყურებს.
– კიდევ ერთხელ გააკეთებ ამას და ჩემ მუხლებზე აღმოჩნდები გადაწვენილი.
რაა?!
– აჰ! – ვკვნესი მისი ჟინით აღსავსე მზერის შემხედვარე.
– აჰ! – მაჯავრებს ისიც ირონიული და ვნებიანი ღიმილით, – მორჩა ანასტასია, ჩემი
მორჩილი ხარ, აღარ გაგივა.
გული ისე ამიჩქარდა, ლამის ამომივარდეს, პეპლებმა კი, როგორც ჩანს, მუცლიდან
ყელში გადმოინაცვლეს და მახრჩობენ. ასე რამ აღმაგზნო?!
კრისტიანი შამპანურს მისხამს, მე თითქმის მთელ ჭიქას ერთიანად ვცლი და უკვე
ოდნავ დამშვიდებული შევცქერი.
– ყურადღებით მისმენ?
თავს ვუქნევ.
– მიპასუხე!
– კი... გისმენ.
– ძალიან კარგი, – იღიმება ის კმაყოფილი, – მაშასადამე, სექსუალური ქმედებები –
აქედან უკვე თითქმის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს.
მისკენ ახლოს ვიწევი და ჩამონათვალს ჩავყურებ.

დანართი 3
დასაშვები ზღვარი
დასაშვები ზღვარი ექვემდებარება განხილვას და ისაზღვრება ორივე მხარის
ურთიერთშეთანხმებით:
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი სექსუალური ქმედებებია მორჩილისთვის დასაშვები?
მასტურბაცია
კუნილინგუსი
ფელაცია
სპერმის გადაყლაპვა
ვაგინალური სექსი
ვაგინალური ფისტინგი
ანალური სექსი
ანალური ფისტინგი

– ფისტინგის თაობაზე შენი აზრი ვიცი, სხვა პუნქტებთან დაკავშირებითაც გაქვს რამე
საწინააღმდეგო? – მეკითხება ის თბილი ხმით.
ყელში ისევ რაღაც მეჩხირება, ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირს.
– არც ანალური სექსი მომწონს.
– თანახმა ვარ, ფისტინგი ამოვიღო, მაგრამ შენს უკანალზე დიდ იმედებს ვამყარებ,
ანასტასია. გპირდები, არ ავჩქარდები, მით უმეტეს, რომ ანალური სექსი ისედაც
თანმიმდევრულობას მოითხოვს, – მიხსნის და კმაყოფილი გამომეტყველებით ეღიმება,
– შენს უკანალს გავარჯიშება დასჭირდება.
– გავარჯიშება? – ვეკითხები შემცბარი ჩურჩულით.
– კი, აუცილებლად, ნელ-ნელა უნდა მოვამზადოთ. დამიჯერე ანალური სექსით დიდი
სიამოვნების მიღება შეიძლება. მაგრამ თუ არ მოგეწონება, შეგვიძლია ესეც ამოვიღოთ.
ის მიღიმის, მე კი თვალებდაჭყეტილი შევყურებ. ნუთუ მართლა ჰგონია, რომ
მომეწონება? საიდან იცის, რომ ეს სასიამოვნოა?
– შენ თვითონ გიცდია?– ვეკითხები გაკვირვებული.
– კი.
ოჰო! გაოგნებისგან პირსაც კი ვაღებ.
– კაცთან?
– არა. კაცთან სექსი არასდროს მქონია. ეს ჩემგან ძალიან შორს არის.
– მისის რობინსონთან?
– ჰო.
ჯანდაბა!.. მაგრამ როგორ? კრისტიანი ჩამონათვალს ჩაჰყურებს.
– სპერმის გადაყლაპვა... ამაში უმაღლესი ქულა უკვე მიღებული გაქვს.
ერთიანად ვწითლდები. ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი ტუჩების წკლაპუნს იწყებს და
სახე სიამაყით უნათდება.
– ესე იგი სპერმის გადაყლაპვას ვტოვებთ? – მეკითხება ღიმილით.
სირცხვილისგან თვალებში ვერ ვუყურებ, მხოლოდ თავს ვუქნევ და ჭიქას ვცლი.
– კიდევ მეტი გინდა?
– კი.
ის შამპანურს მისხამს, მე კი ჩვენი დილანდელი საუბარი მახსენდება... რა იგულისხმა,
მხოლოდ შამპანური თუ ჩემი „მეტი მინდა“?
– სექსუალური სათამაშოები? – შემდეგ საკითხზე გადადის ის.
მხრებს ვიჩეჩავ და ჩამონათვალს ჩავყურებ

თანახმაა თუ არა მორჩილი, სექსის დროს გამოიყენოს შემდეგი საგნები?


ვიბრატორები
ანალური საცობები
ფალოიმიტატორები
ვაგინალური თუ ანალური სექსისთვის განკუთვნილი სხვა საგნები.

– ანალური საცობი? – უნებურად ცხვირი მეჭმუხნება. – ამ საგნის დანიშნულება სახელს


შეესაბამება?
– კი. – ღიმილით მპასუხობს კრისტიანი. – ეს ის არის, რაც ანალურ სექსზე გითხარი.
– „სხვაში“ რა იგულისხმება?
– მძივები, კვერცხები და ასეთი რამეები.
– კვერცხები? – ეს უკვე სერიოზულად მაშფოთებს.
– ნამდვილი არა, – მპასუხობს კრისტიანი და თავის ქნევით ხმამაღალ სიცილს იწყებს.
ტუჩებს უკმაყოფილოდ ვმუწავ.
– მიხარია, რომ გაგამხიარულე, – არც კი ვცდილობ, ხმაში წყენა დავმალო.
სიცილს მაშინვე წყვეტს.
– ბოდიშს გიხდით, მის სტილ, ძალიან ვწუხვარ, – მეუბნება დარცხვენილი
გამომეტყველებით, თუმცა კი თვალებში ჯერ ისევ მხიარული ნაპერწკლები დაურბის,
– რაიმე საწინააღმდეგო გექნებათ ასეთ სათამაშოებთან დაკავშირებით?
– არა, – მოკლედ ვუჭრი მე.
– ანასტასია, – დატკბილული ხმით იწყებს ის, – ძალიან ვწუხვარ. მართლა, დამიჯერე.
სიცილი არ მინდოდა. ადრე ამ თემაზე ასე დაწვრილებით და დეტალებში არასოდეს
მილაპარაკია. უბრალოდ ძალიან გამოუცდელი ხარ. მაპატიე, კარგი?
ნაცრისფერი თვალებით გულახდილი და გულწრფელი გამომეტყველებით
შემომყურებს. ოდნავ გულზე მეშვება და კიდევ ერთ ყლუპ შამპანურს ვსვამ.
– კარგი. ახლა დაბმა.
ჩამონათვალს ჩავყურებ. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ნაყინის დაპირებით გახარებული
პატარა ბავშვივით კუნტრუშს იწყებს.

მოქმედების შემზღუდველი რა ქმედებებია მორჩილისთვის მისაღები


ხელების თოკით შეკვრა
ტყავის სამკლაურებით ხელების შეკვრა
ხელბორკილებით და ჯაჭვებით შებოჭვა
თასმებით შებოჭვა

კრისტიანი მიყურებს.
–რას ფიქრობ?
– კარგი, – ვპასუხობ ჩურჩულით და კითხვას ვაგრძელებ.

თანახმაა თუ არა მორჩილი შემდეგი სახით დაბმაზე:


ხელების წინ შეკვრა
კოჭების შეკვრა
იდაყვების შეკვრა
ხელების უკან შეკვრა
მუხლებით შეკვრა
მაჯების მიბმა კოჭებზე
განმბრჯენზე, ავეჯზე მიბმა
ჩამოკიდება

თანახმაა თუ არა მორჩილი თვალების ახვევაზე?


თანახმაა თუ არა მორჩილი პირში ალიკაპის ამოდებაზე?

– ჩამოკიდებაზე უკვე შევთანხმდით, შეგიძლია დაუშვებელ ქმედებებში შეიტანო,


თანაც დიდი დრო მიაქვს... კიდევ გაინტერესებს რამე?
– ოღონდ არ დამცინო, განმბრჯენი რა არის?
– დაგპირდი, რომ აღარ გავიცინებდი და ორჯერ ბოდიში მოგიხადე, – მეუბნება
გაბრაზებული სახით, – ნუ მაიძულებ თავს მუდმივად დამნაშავედ ვგრძნობდე და სულ
ბოდიშები გიხადო.
მისი შენიშვნისგან თითქოს ვპატარავდები. საოცარი შინაგანი ძალა აქვს!
– განმბრჯენი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხის ორი დაფაა, რომელზეც
ადამიანი ბორკილებით ებმება.
– გასაგებია... ალიკაპზე რას მეტყვი? ალბათ შემეშინდება, სუნთქვას თუ ვერ შევძლებ.
წამით ჩუმდება.
– სუნთქვას თუ ვერ შეძლებ, შენზე მეტად მე შემეშინდება. სულაც არ მინდა, რომ
დაიხრჩო.
– ალიკაპით პირში შემაჩერებელ სიტყვებს ხომ ვეღარ გამოვიყენებ?
– პირველ რიგში, არა მგონია, შემაჩერებელი სიტყვები დაგჭირდეს. მაგრამ თუ პირი
დაცული გექნება, შეგვიძლია ჟესტებზე შევთანხმდეთ.
გაოგნებული თვალებს ვახამხამებ. ვეღარ ვერკვევი... თუ დაბმული ვიქნები, ჟესტებს
როგორღა გამოვიყენებ? გონება მებინდება... ჰმ, ალკოჰოლი...
– ალიკაპი მაინც მანერვიულებს.
– კარგი, გავითვალისწინებ.
უცებ გონება მინათდება, მზერა მის თვალებზე გადამაქვს და პირდაპირ ვეკითხები.
– მორჩილების დაბმა იმიტომ მოგწონს, რომ შენთან შეხება ვერ შეძლონ?
თვალები უფართოვდება.
– მართალი ხარ, ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, – მპასუხობს ხმადაბლა.
– ხელებსაც ამიტომ მიკრავდი, არა?
– კი, ამიტომ.
– ამ თემაზე ლაპარაკი არ გიყვარს, – აღვნიშნავ ხმადაბლა.
– გეთანხმები, არ მიყვარს. დალევ კიდევ? ალკოჰოლისგან უფრო გაბედული ხდები, მე
კი სწორედ ის მჭირდება, რომ გაბედული იყო და მითხრა, როგორი დამოკიდებულება
გაქვს ტკივილთან.
ჯანდაბა!.. ყველაზე უსიამოვნო თემას მივადექით. კრისტიანი შამპანურს მისხამს.
– ტკივილზე რას ფიქრობ?
ჩუმდება და მოთმინებით მელოდება. მერე უცებ კოპებს კრავს.
– ისევ ტუჩს იწვალებ.
მაშინვე ვჩერდები, თუმცა კითხვაზე რა ვუპასუხო მაინც არ ვიცი. ვწითლდები და
საკუთარ თითებს ვაჩერდები.
– ბავშვობაში გსჯიდნენ ხოლმე?
– არა.
– ესე იგი, ამის გამოცდილება უბრალოდ არ გაქვს.
– არა.
– ეს არც ისე ცუდია. შენი ყველაზე ბოროტი მტერი წარმოსახვაა, – ჩურჩულებს
კრისტიანი.
– აუცილებელია, რომ ტკივილი მიაყენო ადამიანს?
– კი.
– რატომ?
– სიამოვნება და ტკივილი ურთიერთკავშირშია, ანასტასია. უბრალოდ მე ეს მჭირდება
და მორჩა. მგონი, ნერვიულობ. მოდი, ტკივილის სახეობები განვიხილოთ, – მეუბნება და
ჩამონათვალს მაჩვენებს. ჩემი ქვეცნობიერი კივილით დივნის უკან იმალება.

შიშველი ხელით დარტმა


გაწკეპვლა
კბენა
გენეტალიებზე მოჭერა
ცხელი ცვილი
ბრტყელთავიანი სარტყამით დარტყმა
ჯოხით ცემა
ძუძუს თავებზე მოჭერა
ყინული

ტკივილის მიყენების სხვა საშუალებები


– ასე, გენეტალიების მოჭერებზე უარი თქვი. თანახმა ვარ, თუმცა ყველაზე
მტკივნეული ხელჯოხია.
ვფითრდები.
– ამისთვის ნელ-ნელა მოგამზადებ.
– იქნებ საერთოდ ამოვიღოთ... – ვჩურჩულებ შეშინებული.
– ეს შეთანხმების ნაწილია, ანასტასია, მაგრამ პირობას გაძლევ, არ ავჩქარდებით.
უკიდურესობამდე არ მიგიყვან.
– ყველაზე მეტად დასჯა მაშინებს, – ვამბობ ძლივს გასაგონად.
– კარგია, რომ მითხარი. მაშინ მოდი, შენ რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნო,
ჯერჯერობით ხელჯოხიც ამოვიღოთ. ცოტა რომ მიეჩვევი, ინტენსივობა გავზარდოთ,
ყველაფერში თანმიმდევრობით ვიმოქმედოთ, კარგი?
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ და დაბნეული თვალებს ვახამხამებ, კრისტიანი კი
იხრება და ტუჩებში მკოცნის.
– შესაშინებელი აქამდე არაფერი ყოფილა, ხომ ასეა?
მხრებს ვიჩეჩავ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გული სადაცაა ამომიხტება.
– მოდი, კიდევ ერთ რამეზე მოვილაპარაკოთ და ლოგინში.
– ლოგინში?
სისხლი მაშინვე იმ ადგილებში მაწვება, რომლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ სულ
ცოტა ხნის წინ არაფერი ვიცოდი.
– ანასტასია, დარწმუნებული ვარ, ამ თემაზე ლაპარაკმა შენზეც ჩემსავით იმოქმედა,
შემდეგი შაბათ-კვირის ლოდინი ნამდვილად არ შემიძლია, პირდაპირ აქ და ახლა მინდა
გაგჟიმო.
სხეულზე ერთიანად ცეცხლი მედება, წრიალს ვიწყებ. ჩემს შინაგან ქალღმერთს
სუნთქვა უხშირდება.
– ხომ ხედავ? თანაც კიდევ რაღაცის მოსინჯვას ვაპირებ.
– მეტკინება?
– არა. შეეშვი ყოველ წუთს ტკივილის ლოდინს და შიშს. ეს სიამოვნება იქნება. აქამდე
ხომ არაფერი გტკენია?
სახეზე ალმური მედება.
– არა.
– აი, ხომ ხედავ... მომისმინე... დღეს დილას მითხარი, რომ მეტი გინდა, – უცებ
ჩუმდება, სიტყვებს ეძებს.
ღმერთო ჩემო!.. რა ხდება?
ხელზე ხელს მკიდებს და ოდნავ მიჭერს.
– ვფიქრობ, შეგვიძლია იმ დღეებში ვცადოთ, როდესაც შენ ჩემი მორჩილი არ იქნები. არ
ვიცი, რა გამოგვივა, ან ამ ორ მდგომარეობას როგორ გავყოფთ, შესაძლოა, არც არაფერი
გამოვიდეს, მაგრამ მინდა ვცადო, ნუ, მაგალითად, კვირის განმავლობაში ერთი ღამე
რომ ასე ვიყოთ...
ღმერთო ჩემო! გაოგნებისგან პირს სულელივით ვაღებ. უნდა, რომ სცადოს! მეტი უნდა!
ჩემი ქვეცნობიერი სრულ შოკშია და დივნის უკნიდან თავამოყოფილი
თვალებგაფართოებული იყურება.
– მხოლოდ ერთი პირობა მაქვს, – ფრთხილად მეუბნება კრისტიანი.
– რა პირობა? – ვეკითხები ძლივსგასაგონი ჩურჩულით.
ყველაფერზე თანახმა ვარ...
– უნივერსიტეტის დამთავრებასთან დაკავშირებით ჩემს საჩუქარს მიიღებ.
გულის სიღრმეში მაშინვე ვხვდები, რა საჩუქარზე ლაპარაკობს. ერთიანად შიში
მიტანს.
– წამოდი, – მეუბნება ის, ფეხზე მაყენებს, ქურთუკს იხდის, მე მაცმევს და კარისკენ
მივყავარ.
სახლის წინ ორკარიანი, კომპაქტური, წითელი „აუდი“ დგას.
– ეს შენ. გილოცავ! – მეუბნება კრისტიანი, თავისკენ მიზიდავს და თმაში მკოცნის.
ჯანდაბა! წიგნები არ მეყოფოდა და ახალთახალი „აუდი“ მიყიდა! მანქანას
სულელივით შევყურებ და ვცდილობ, საკუთარ გრძნობებში გავერკვე. ერთი მხრივ,
თავს უხერხულად ვგრძნობ, მეორე მხრივ, მადლიერი და გაოგნებული ვარ, მაგრამ
მთავარი შეგრძნება მაინც ბრაზია. მართლა ძალიან ვბრაზდები, მით უმეტეს, იმის
შემდეგ, რაც წიგნებთან დაკავშირებით ვუთხარი... თუმცა იმ დროისთვის მანქანა ხომ
უკვე ნაყიდი ჰქონდა... კრისტიანი ხელს მკიდებს და ბილიკით საჩუქართან მივყავარ.
– ანასტასია, შენი „ხოჭო“ უკვე ძალიან დაძველებულია და იმით სიარული უბრალოდ
საშიშია. თავს ვერასოდეს ვაპატიებ, რამე რომ დაგემართოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც
სრულიად მარტივად შემიძლია ამ პრობლემის მოგვარება.
კრისტიანი ჩუმდება და დაჟინებით შემომცქერის, მაგრამ თვალებში შეხედვის ძალა
არა მაქვს. ვდგავარ და ხმის ამოუღებლად კაშკაშა წითელ მანქანას მივჩერებივარ.
– მანქანაზე შენს მამობილსაც ვუთხარი. აზრი მომიწონა და დამთანხმდა, – მეუბნება ის
ხმადაბლა.
აღშფოთებული და გაცეცხლებული კრისტიანისკენ ვბრუნდები.
– რეის უთხარი? რატომ? როგორ გაბედე?!
სიტყვებსაც კი ვეღარ ვპოულობ, იმდენად ვბრაზდები. როგორ გაბედა? რეის რატომ
უთხრა? ის ხომ შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს!
– ანასტასია, ეს საჩუქარია. არ შეგიძლია, უბრალოდ მადლობა გადამიხადო?
– მეტისმეტად ძვირფასი საჩუქარია და შენ ეს იცი!
– მაგრამ არა ჩემთვის, მით უმეტეს, როდესაც საქმე ჩემს სიმშვიდეს ეხება.
კოპებშეკრული შევყურებ. ისეთი გაბრაზებული ვარ, სიტყვებიც კი არ მყოფნის,
როგორც ჩანს, უბრალოდ არ ესმის! ჰო, აბა რა! მას ხომ ყოველთვის ჰქონდა ფული... ნუ,
კარგი, ბავშვობისას არ ჰქონდა, შიმშილობდა... მისი სიტყვები მახსენდება და სურათი
რადიკალურად მეცვლება... ცოტა ვწყნარდები და გაბრაზებაც მიცხრება, პირიქით, ჩემი
საქციელის უკვე მრცხვენია კიდეც. კრისტიანმა ის გააკეთა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა,
შეიძლება, ჩემი აზრით, სწორი საქციელი არ არის, მაგრამ ჩემი წყენინება ხომ
ნამდვილად არ უნდოდა.
– კარგი. მადლობელი ვიქნები, თუ ნოუთბუქის მსგავსად მანქანასაც დროებით
მათხოვებ.
კრისტიანი მძიმედ ოხრავს.
– კარგი გათხოვებ. ოღონდ განუსაზღვრელი დროით, – მეუბნება შეფიქრიანებული
ხმით.
– არავითარი განუსაზღვრელი დრო, უბრალოდ ცოტა ხნით მათხოვე. გმადლობ.
კოპებს კრავს, მაგრამ მე ნაჩქარევად ლოყაზე ვკოცნი და დაშაქრული მორჩილი ხმით
ვჟღურტულებ:
– მადლობას გიხდით მანქანისთვის, ბატონო!..
მოულოდნელად ხელს მტაცებს და სხეულზე მიკრავს, ერთ ხელს ზურგზე მიჭერს,
მეორეთი კი თმაშია ჩაფრენილი.
– ო, რა აუტანელი ხარ, ანა სტილ!
ჟინით მკოცნის, ტუჩებს ენით ძლიერად მიხსნის და ვხვდები, რომ აღარ დამინდობს.
სისხლი მიდუღდება. არანაკლები ვნებიანი კოცნით ვპასუხობ. ეს კაცი სიგიჟემდე მინდა,
სიგიჟემდე! მიუხედავად მანქანის, წიგნების, დასაშვები საზღვრებისა თუ შოლტით
ცემისა... უბრალოდ სიგიჟემდე მინდა!..
– თავს ძლივს ვიკავებ, რომ აქვე არ გაგჟიმო, პირდაპირ მანქანაზე არ გადაგაწვინო და
არ დაგიმტკიცო, რომ ჩემი ხარ, ჩემი ხარ და როცა მომინდება და რასაც მომინდება, იმას
გიყიდი, – ღმუის ის, – ახლა კი, თუ არ გინდა, რომ ეგ კაბა აქვე გაგხადო, დროზე
სახლში! – მეუბნება კრისტიანი და ტუჩებში ნაჩქარევად და უხეშად მკოცნის.
როგორც ჩანს, მართლა გაბრაზდა. ხელს მტაცებს და პირდაპირ საძინებელში
შევყავარ... ჩემი ქვეცნობიერი ისევ დივნის უკან იმალება და თავზე ხელებს იფარებს.
კრისტიანი მაგიდის ნათურას რთავს, ჩერდება და უსიტყვოდ შემომყურებს.
– გთხოვ, ნუ მიბრაზდები, – ვჩურჩულებ მე.
მისი გამომეტყველება არაფერს მეუბნება, ნაცრისფერი თვალები შუშის დაბინდულ
ნამსხვრევებს მიუგავს.
– მართლა ვწუხვარ, რომ წიგნებზე და მანქანაზე ასე გამომივიდა, – ვამატებ ისევ
ჩურჩულით და ვჩუმდები.
ის ჩაფიქრებულია და ხმას არ იღებს.
– კრისტიან, ასე რომ ბრაზდები, მაშინებ, – ვოხრავ უკვე სასოწარკვეთილი თავს აქნევს,
წამით თვალებს ხუჭავს და უკვე შედარებით დამთბარი გამომეტყველებით ახელს.
ღრმად ოხრავს და ნერწყვს ყლაპავს.
– მიბრუნდი, – მეუბნება მშვიდი მბრძანებლური ტონით, – მინდა, ეს კაბა გაგხადო.
ვერცხლისწყალივით ცვალებადი ხასიათის მორიგი ცვლილება, ვერ აეწყობი...
მორჩილად ვბრუნდები, გული ამოვარდნაზე მაქვს, თანდათან აჩქარებულ სისხლთან
ერთად მთელ სხეულში დავლილი და მუცელში, სადღაც ძალიან, ძალიან ღრმად
დატრიალებული სიმორცხვე სურვილით მეცვლება. კრისტიანი ხელის ფაქიზი
მოძრაობით თმას წინ, მარჯვენა მხარიდან მკერდზე ჩამოშვებულ ტალღად მიწევს. მერე
კეფაზე საჩვენებელი თითით მეხება და მტანჯველი აუჩქარებლობით ხერხემალს
ქვევით, ფრჩხილით ოდნავი ფხაჭნით აყოლებს.
– მომწონს ეს კაბა, – ბუტბუტებს ჩავარდნილი ხმით, – და შენი უნაკლო კანის
შეგრძნება.
ზურგის შუა ხაზზე მისი თითი კაბის ქობას აღწევს, კაბასა და სხეულს შორის ცურდება,
თავისკენ მიზიდავს და ზურგით თბილ მკერდზე მიკრავს. მერე თავს ხრის. ...თმაში მის
მხურვალე სუნთქვას ვგრძნობ.
– ოჰ, რა სურნელი გაქვს, ანასტასია, რა ტკბილი!
ცხვირით ჩემს ყურს ეხება და კოცნის ჰაეროვანი, ნაზი ბილიკით მხარზე ეშვება.
სუნთქვა მიხშირდება, არეული, მომლოდინე და იმედით აღსავსე მიხდება. თითებით
კაბის ელვას ეტანება და მტანჯველი აუჩქარებლობით ქვემოთ სწევს. მისი ტუჩები კი
ჩემი მეორე მხარისკენ მიცოცავს, მკოცნის, კანს ენის წვერით ეთამაშება, ნაზად მწუწნის...
სხეული ტალღად მეზნიქება.
– მშვიდად. დგომას. უნდა. მიეჩვიო, – კოცნასა და კოცნას შორის ყოველ სიტყვას ცალ-
ცალკე ჩურჩულებს. ხელი კისერზე კაბის შესაკრავთან მიაქვს, მიხსნის და კაბა, ჩემი
ფეხების გარშემო იატაკს დაღვრილ გუბესავით ეფინება.
– უბიუსტჰალტეროდ ხართ, მის სტილ? – მეკითხება ავხორცი ჟინით და ხელებს
მკერდზე მკიდებს. ძუძუს თავები მაშინვე მიმკვრივდება.
– ხელები ასწიე და თავის გარშემო დამადე, – ჩურჩულებს კრისტიანი ჩემს კისერში
ჩავარდნილი ხმით.
ვემორჩილები. მკერდი მეწევა და მის ხელის გულებს ეტმასნება, ძუძუს თავები კიდევ
უფრო მიმკვრივდება. თითებს რბილ თმაში ვუცურებ და ოდნავ და ფრთხილად ვქაჩავ.
მერე თავს გვერდზე ვხრი და კისერს ვუშვერ.
– მმმ... – კვნესის ჩემს ყურსუკან და მის თმაში ჩემი ხელების მოძრაობის რიტმში
თითებით ძუძუს თავების წვალებას იწყებს.
ღრმად მუცელში სიამოვნების მწველი შეგრძნება მკერდიდან კვნესად ამომდის.
– გინდა, ასე გაგათავებინო? – მეკითხება ჩურჩულით.
მკერდს ვზნექ და ძუძუს თავებით ხელის გულებზე ვეტმასნები.
– მოგწონთ, მის სტილ?
– მმმ...
– მიპასუხე! – მეუბნება და ნეტარ წამებას განაგრძობს... გრძელი თითებით ძუძუს
თავებს მისრესს...
– კი.
– რა, „კი“?
– კი... ბატონო.
– კარგი გოგო ხარ.
მოულოდნელად მტკივნეულად მჩქმეტს და მისი ხელებისკენ გაზნექილი სხეული
ციებიანივით მითრთოლდება. მწველი, დახვეწილი სიამონებისა და ტკივილის
ზღვარზე გამავალი შეგრძნება შეღებული პირიდან კვნესად მწყდება. მთელი სხეულით
მის სხეულს ვგრძნობ და კიდევ ერთი კვნესით თმას მეტი ძალით ვქაჩავ.
– მგონი, ჯერ გათავება არ გინდა, – ჩურჩულებს კრისტიანი, ნაზად მკბენს ყურის
ბიბილოზე და ხელებს მაშორებს, – თანაც უკმაყოფილო ვარ შენით.
ოჰ, ღმერთო, არა!.. ეს რას ნიშნავს? ვერ ერკვევა ვნებით დაბინდული ჩემი გონება.
– იქნებ საერთოდ არ მოგცე გათავების უფლება?
მაგრამ მკერდს ისევ ხელებში იქცევს და თითებით ისევ ძუძუს თავების წვალებას
აგრძელებს. სხეული ვნებიან ბურანს უბრუნდება და მეზნიქება, დუნდულებით
ვეტმასნები, ზანტად ვშორდები, მერე ისევ ვეკვრები და ვცილდები, ისევ და ისევ...
კისერში მის ჩაცინებას ვგრძნობ, ხელები თეძოებისკენ ჩააქვს. თითებს უკნიდან ბიკინის
მაქმანში მიცურებს და მიწელავს, მერე მოულოდნელი, მკვეთრი მოძრაობით ტანზევე
მაგლეჯს, ჩემს დასანახად ფეხებთან მიგდებს და აუჩქარებლად თითით შემოდის
ჩემში...
– ოოჰ, ჩემი გოგო უკვე მზად არის ჩემთვის?! – ჩურჩულებს კრისტიანი,
სუნთქვაარეული თავისკენ მაბრუნებს და თითს ილოკავს, – რა ტკბილი ხართ, მის
სტილ.
დაბინდული, ოდნავ დახრილი მზერით შემომყურებს, ოხრავს და ჩუმი,
მბრძანებლური ხმით მეუბნება:
– გამხადე.
მის წინაშე ფეხზე მხოლოდ კეიტის მაღალქუსლიან ფეხსაცმელში, სრულიად შიშველი
ვდგავარ. ცოტა არ იყოს ვიბნევი. კაცისთვის ჩემს სიცოცხლეში არასოდეს გამიხდია.
– მიდი, გამოგივა, – მამხნევებს ის.
ოჰ, ღმერთო! დაბნეული თვალებს ვახამხამებ. საიდან დავიწყო? ხელს მაისურისკენ
ვიწვდენ, მაგრამ მაჩერებს, ეშმაკურად იღიმება და თავს აქნევს.
– არა, ამას ხელი არ ახლო. იმისთვის, რაც ჩავიფიქრე შეიძლება ჩემი შეხება
დაგჭირდეს, ამიტომ დატოვე, – მეუბნება ვნებით თვალებგაბრწყინებული. ოჰო! რაღაც
ახალია... ესე იგი ტანსაცმლის ზემოდან შეხება შემიძლია. ის ხელზე ხელს მკიდებს
დაჯინსის ზემოდან ასოზე მადებინებს.
– ხედავთ, როგორ მოქმედებთ ჩემზე, მის სტილ?
პირს ვაღებ, რომ რამენაირად წამიერად შეკრული სუნთქვა აღვიდგინო და თითებს
ოდნავ ვუჭერ. ის იცინის.
– შიგნიდან მინდა გიგრძნო. ჯინსი გამხადე. წამყვანი შენ ხარ.
ოჰო!.. მე? გაოგნებული ისევ პირს ვაღებ.
– რას მიპირებთ, მის სტილ? – მეკითხება ირონიული ღიმილით.
არჩევანი მაბნევს... ჩემი შინაგანი ქალღმერთი აღფრთოვანებისგან ყმუის... ვნებით
დაუკმაყოფილებლის დაკმაყოფილების სურვილით და დაუოკებელი შეუპოვრობით
ვენთები. კრისტიანს ხელს ვკრავ და ისიც სიცილით ეცემა ლოგინზე. თვითკმაყოფილი
მზერით შევყურებ, ჩემი შინაგანი ქალღმერთი კი მოუთმენლობისგან ლამის აფეთქდეს.
ნაჩქარევად და საკმაოდ მოუხერხებლად ჯერ ფეხსაცმელს ვხდი, მერე წინდებს. როგორი
სექსუალურია... საოცარი... და ის ჩემია. საწოლზე ავდივარ და ზემოდან ვაჯდები, რომ
ჯინსი გავუხსნა, თითებს ქამრის ქვეშ ვუცურებ და ოჰ... თმას ვეხები... კრისტიანი
თვალებს ხუჭავს და თეძოს ზემოთ ზნექს.
– წყნარად წოლას უნდა მიეჩვიო, – მკაცრი ხმით ვეუბნები და თმას ოდნავ ვქაჩავ.
კრისტიანს სუნთქვა ეკვრის, მერე იცინის.
– დიახ, მის სტილ, – ჩურჩულებს ის თვალებანთებული, – ჯინსის ჯიბეში
პრეზერვატივია, ამოიღე.
ისე რომ, მის სახეს და ოდნავ შეღებულ პირს თვალს არ ვაშორებ, ჯიბეებს ვუსინჯავ.
ორ პრეზერვატივს ვიღებ და იქვე ლოგინზე ვდებ. ორი! ჯინსს მოუთმენლად
ვუბრუნდები და მოუხერხებელი, ვნებით კიდევ უფრო აკანკალებული, თითებით ღილს
ვუხსნი. აღგზნებისგან სხეული ერთიანად მიცახცახებს.
– რა სანაქებო ენთუზიაზმია, მის სტილ! – ირონიული ღიმილით მაქეზებს კრისტიანი.
ელვას ვხსნი და მაშინვე ვხვდები, რომ შარვალს ასე ადვილად ვერ გავხდი... ჰმ... მისი
ფეხებისკენ ვინაცვლებ და ჯინსს ქვევით ვქაჩავ, შარვლის ჩამოწევას სულ ოდნავ
ვახერხებ. კოპებს ვკრავ. რატომ არის ასეთი რთული?
– თუ ტუჩს თავს არ დაანებებ, წყნარად ვერ ვიწვები, – მაფრთხილებს კრისტიანი, მერე
თეძოს ზემოთ სწევს, შარვალს და ბოქსერს ერთად ვხდი და... ოჰ... ვათავისუფლებ...
ღმერთო, რამხელაა!
კრისტიანი ტანსაცმელს ფეხით იშორებს – ის ჩემია და, საშობაო საჩუქარივით,
შემიძლია ისე მოვექცე, როგორც მომინდება.
– რის გაკეთებას აპირებ? – მეკითხება ხმადაბლა და სრულიად სერიოზულად,
ხუმრობის ტონი ერთიანად უქრება.
ისე, რომ სახიდან თვალს არ ვაშორებ, ასოს ხელს ვკიდებ. ოდნავ შეღებული პირიდან
ღრმა კვნესა ამოსდის. კანი რბილი და ნაზი აქვს, თან მკვრივიც – საოცარი შეხამებაა!
ასოსკენ ვიხრები, თმა სახეს მიფარავს და ასოს თავის გარშემო ტუჩებს ვკუმავ. მთელი
ძალით ვწოვ. ის თვალებს ხუჭავს, თეძო ერთიანად ეძაბება და ბიძგებით მოძრაობას
იწყებს.
– ოჰ, ანა, ფრთხილად...
საკუთარ ძალაუფლებას ისეთი სიცხადით ვგრძნობ, როგორც არასდროს. გემოს
ვუსინჯავ, ტუჩებით და ენით ვეთამაშები, ვაღიზიანებ, შეგრძნება გონებას
ალკოჰოლივით მიბინდავს. ტუჩებს უფრო მჭიდროდ ვკუმავ და ასოს პირში ვიქცევ,
ზევითქვევით, ასოს თავს თითქმის ვყლაპავ, ტუჩებს უფრო ვუჭერ და უფრო ღრმად
ვუშვებ... ისევ და ისევ... სხეული ერთიანად ეძაბება..
– გაჩერდი, ანა, ჯერ არ მინდა გათავება.
მის წინ მუხლებზე ვჯდები და გაკვირვებული შევყურებ. სუნთქვა არეული მაქვს. რა
ხდება, აბა, თითქოს მე ვიყავი წამყვანი?! ჩემს შინაგან ქალღმერთს ნაყინი წაართვეს.
– შენი გამოუცდელობა და ენთუზიაზმი ჭკუიდან მშლის, – მეუბნება ის საოცარი
ღიმილით, – ზემოდან მოდი...
აჰ...
– გამომართვი, ჯერ ეს გამიკეთე, – მაწვდის კრისტიანი პრეზერვატივს.
ჯანდაბა! როგორ გავუკეთო? ფოლგას ვხევ და გაწებილ ელასტიკურ პრეზერვატივს
თითებში ვატრიალებ.
– ზემოდან დაიჭირე და ჩამოაცვი, ჰაერი არ ჩატოვო, – მირჩევს სუნთქვაარეული.
ძალიან ფრთხილად და ნელა ისე ვაკეთებ, როგორც მითხრა.
– ღმერთო ჩემო! აანასტასია, მაგიჟებ...
საკუთარ ნახელავს კმაყოფილი დავყურებ, მერე მზერა მის სახეზე გადამაქვს. ის
ადამიანთა რასის მართლაც საუკეთესო წარმომადგენელია, მხოლოდ მისი ყურებით
შეიძლება აგზნება..
– მინდა, შენში ჩავიმარხო, – ჩურჩულებს ვნებით.
ვერ ვხვდები, რას მეუბნება და დაბნეული შევყურებ, უცებ მკვეთრი მოძრაობით იწევა
და ჯდება. ერთმანეთის პირისპირ ვსხედვართ.
– აი, ასე, – მეუბნება ღიმილით, ხელებს თეძოებზე მკიდებს, მწევს, ერთი მოძრაობით
ჩემ ქვეშ ინაცვლებს და ძალიან ნელა თავის ასოზე მსვამს.
კვნესას ვერ ვიკავებ. ის ჩემშია და მთლიანად მავსებს. ამ შეგრძნებისგან უნებურად
პირს ვაღებ და სუნთქვა მიჩერდება. ღმერთო, რა საოცარი, თბილი, სისავსის რა
არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! ოოოჰ!.. გთხოვ!
– ასე, საყვარელო, მიგრძენი, მთლიანად მიგრძენი, – ღმუის კრისტიანი და წამით
თვალებს ხუჭავს.
მისი ასო ჩემშია, შიგნით, ძალიან, ძალიან ღრმად, სულ ბოლომდე... კრისტიანი
თეძოებით მიჭერს, განძრევის საშუალებას არ მაძლევს და თვალებში ჟინით მიყურებს...
წამები გადის... წუთები... სხვა ყველაფერი იკარგება...
– რა ღრმად ვარ, – ამბობს ის ძლივს გასაგონად, იზნიქება კიდევ უფრო ღრმად
მაწვება და თეძოებით მოძრაობას იწყებს.
შეღებული ტუჩებიდან კვნესა მწყდება – ღმერთო! – მუცელში საოცარი შეგრძნება
მეღვრება... და მთელ სხეულს ედება.
– კიდევ! – ვჩურჩულებ მე.
ის ზანტად იღიმება და თხოვნას მისრულებს. კვნესით თავი უკან მივარდება და თმა
ზურგზე მეშლება... კრისტიანი ძალიან ნელა ისევ ლოგინზე ეშვება.
– იმოძრავე, ანასტასია, როგორც მოგინდება, როგორც გესიამოვნება, ხელებზე
დამეყრდენი, – მეუბნება დაბალი, ჩახლეჩილი და საოცრად სექსუალური ხმით.
მის ხელებს წყალწაღებულივით ვეჭიდები. ფრთხილად ვიწევი და ისევ ვეშვები... ოჰ,
ღმერთო! თვალები ჟინით უელავს, ისიც მძიმედ სუნთქავს და როდესაც ვეშვები, თეძოს
მახვედრებს, ჩემკენ იზნიქება... რიტმს ვიჭერთ და ამ რიტმში ვმოძრაობთ, ზევითქვევით,
ზევით-ქვევით... და ეს... საოცარი, ენით აუწერელი ნეტარებაა. არეულ სუნთქვაში, ამ
საოცარი სისავსის განცდაში ნეტარების ნაცნობი შეგრძნება იბადება და ტალღასავით
უფრო და უფრო ზვირთდება, თვალებში ვუყურებ... მის მზერაში აღფრთოვანებას
ვხედავ, ჩემით აღფრთოვანებას... მე ვჟიმავ, მე ვმბრძანებლობ, ის მე მეკუთვნის და მე
იმას!.. ამ აზრს უფსკრულის ზღვრამდე მივყავარ, სხეული მიმძიმდება, თავს ვეღარ
ვიკავებ, ნეტარების უმაღლეს მწვერვალს ვაღწევ და ყვირილით ვათავებ... კრისტიანი
ორივე ხელს თეძოზე მიჭერს, თვალებს ხუჭავს, კრიჭა ეკვრება, მკერდამოზნექილი,
კეფით ბალიშში ეფლობა და მომყვება. მის მკერდზე ვეცემი და, ძალაგამოცლილი,
ფანტაზიასა და რეალობას შორის ვიკარგები, იქ, სადაც არც აკრძალვები არსებობს და
არც დასაშვები საზღვრები.

თავი მეთექვსმეტე
გარე სამყაროს აღქმა ცნობიერებას ნელნელა უბრუნდება. ღმერთო ჩემო, რა საოცარი
იყო! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ წყალში ვტივტივებ. ღონემიხდილი კრისტიანის
მკერდზე ვწევარ და განძრევის თავი არ მაქვს. ყოველი ჩასუნთქვით ჩემი
დაუძლურებული სხეული ახლად გარეცხილი თეთრეულის, ძვირფასი საშხაპე გელის
და მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე თავბრუდამხვევი და დამათრობელი მისი
სხეულის საოცარი სურნელით ივსება. განძრევაც კი არ მინდა, მინდა, სამუდამოდ
უკვდავების ამ ელექსირით ვისუნთქო. მაისურს სახით მეტად ვეტმასნები და მარტო
ისღა მაწუხებს, რომ მაისური მის სხეულამდე არ მიშვებს. თანდათან გონს მოვდივარ და
პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხელით ვეხები მკერდზე. ღმერთო, რა
მკვრივია... და ძლიერი. კრისტიანი ხელში ხელს მტაცებს, მაგრამ მაშინვე მშვიდდება,
ტუჩებთან მიაქვს და თითებზე ნაზად მკოცნის, მერე მუცელზე ბრუნდება და იდაყვებზე
აწეული ზემოდან დამყურებს.
– არ გინდა, – მეუბნება ხმადაბლა და მკოცნის.
– რატომ არ გიყვარს, როცა გეხებიან? – ვეკითხები ჩურჩულით და ნაცრისფერ
თვალებში შევყურებ.
– იმიტომ, რომ ბოროტების ორმოცდაათი ელფერი ვიხილე, ანასტასია.
ოჰ... მისი გულახდილობა მეტყველების უნარს მიკარგავს, დაბნეული მხოლოდ
თვალებს ვახამხამებ.
– სულ პატარა რომ ვიყავი, ძალიან ბევრი ტკივილის გადატანა მომიხდა. არ მინდა, ამ
ყველაფრით შენი დამძიმება... უბრალოდ ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ანასტასია.
ის ცხვირით ცხვირზე მეფერება და ჯდება.
– მგონი, სექსის საფუძვლები კარგად გავიარეთ. როგორ მოგეწონა?
თვითკმაყოფილი გამომეტყველება აქვს, თუმცა ისეთი საქმიანი ტონით ლაპარაკობს,
თითქოს დაგეგმილ ნუსხაში მორიგი პუნქტის გავლას აღნიშნავდეს. მე ჯერ ისევ მის
სიტყვებზე ვფიქრობ. ისე მინდა მის ბავშვობაზე მეტის გაგება, ლამის სასოწარკვეთა
მიპყრობს, მაგრამ ვფიქრობ, არ მეტყვის. ამიტომ მას ვბაძავ, თავს გვერდზე ვხრი და
ნაძალადევად ვიღიმები.
– იმედი მაქვს, მისტერ გრეი, არ ფიქრობთ, რომ მჯერა, თითქოს მართვის სადავეები
მართლა მე გადმომეცით, მაგრამ, თუ ფიქრობთ, მაშასადამე ჩემს ინტელექტუალურ
დონეს არ ითვალისწინებთ, – თვალებს ეშმაკურად ვჭუტავ, – თუმცა, მიუხედავად ამისა,
გმადლობთ ილუზიისთვის.
– მის სტილ, თქვენ არა მარტო ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის ქალიც ხართ, რომელსაც
უკვე ექვსი ორგაზმი ჰქონდა და ექვსივე – ჩემი წყალობით, – ამაყად და ეშმაკური
ღიმილით მპასუხობს ისიც.
ვწითლდები და უხერხულობისგან თვალებს ვახამხამებ. წარმოუდგენელია – ითვლის!
ის კი უცებ კოპებს კრავს.
– რაღაცის თქმა გინდა? – მეკითხება წამში შეცვლილი მკაცრი ხმით.
ჯანდაბა! მეც კოპებს ვკრავ და შეფიქრიანებული შევყურებ.
– დილას სიზმარი ვნახე.
– რა ნახე? – თვალს არ მაშორებს დაინტერესებული.
ჯანდაბა! რატომ ვუთხარი?..
– სიზმარში, უფრო სწორად ძილში გავათავე.
სახეზე ხელებს ვიფარებ. კრისტიანი ხმას არ იღებს. თითებს ოდნავ ვშლი და ცალი
თვალით ვიჭყიტები. გაკვირვებული გამომეტყველება აქვს.
– ძილში?
– ჰო, ოღონდ მაშინვე გამეღვიძა.
– ეჭვიც არ მეპარება. სიზმარში რა ნახე?
ოჰ, ჯანდაბა!
– შენ დამესიზმრე.
– რას ვაკეთებდი?
სახეზე ისევ ხელებს ვიფარებ. რაღაც წამით პატარა ბავშვივით ვიჯერებ, რომ თუ მე ვერ
ვხედავ, ისიც ვერ დამინახავს.
– ანასტასია, უკანასკნელად გეკითხები, რა დაგესიზმრა?
– შოლტი გეჭირა.
კრისტიანი სახიდან ხელს მაშორებინებს.
– მართლა?
– ჰო... – ვპასუხობ და სრულიად ვწითლდები.
– მთლად წასულიც არ ყოფილა საქმე. ერთიორი შოლტი ნამდვილად მომეძებნება.
– ყავისფერი დაწნული ტყავის?
გულიანად იცინის.
– არა, ეგეთი არ მაქვს, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ, – მპასუხობს და თვალები
სიამოვნებით უბრწყინავს.
ჩემკენ იხრება, მკოცნის, დგება და იატაკიდან თავის ბოქსერს იღებს. ოჰ, არა... მიდის.
საათს ვუყურებ, ჯერ მხოლოდ ათს ოცი უკლია. სწრაფად ვდგები, სპორტულ შარვალს
და მაისურს ვიცვამ, ფეხებგადაჯვარედინებული ისევ ვჯდები და კრისტიანს შევყურებ.
არ მინდა, რომ წავიდეს. რა გავაკეთო?
– მენსტრუაცია როდის გაქვს, ანასტასია? – მაწყვეტინებს კრისტიანი ფიქრს, – ვერ
ვიტან პრეზერვატივებს, – ჯაჯღანებს ის, იხსნის, იატაკზე დებს და ჯინსს იცვამს.
– ჰე! – არ მეშვება ის, რადგან პასუხს არ ვცემ და ისეთი სახით შემომყურებს, თითქოს
ამინდის პროგნოზს მეკითხებოდეს.
ჯანდაბა! ეს ძალიან პირადულია.
– შემდეგ კვირაში, – ვბუტბუტებ და დარცხვენილი საკუთარ ხელებს დავცქერი.
– კონტრაცეფციის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.
ყველაფერი ასე უნდა გააკონტროლოს?! სულელივით შევყურებ, ის კი საწოლზე ჯდება
და წინდებს და ფეხსაცმელს იცვამს.
– გყავს ექიმი?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. ისევ აქტივებზე კონტროლის გადაცემის მდგომარეობას
ვუბრუნდებით. მორიგი ასოთხმოცგრადუსიანი შემობრუნება. კრისტიანი კოპებს კრავს.
– ჩემს ექიმს გამოგიგზავნი. კვირა დილით, სანამ ჩემთან მოხვალ. ანდა თუ გინდა,
ჩემთან გაგსინჯავს. როგორგირჩევნია?
ამას ქვია, რომ არ მაწვება! ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება, რომელშიც ფულს ის
იხდის, თუმცა სინამდვილეში ამასაც ისევ თავისივე ინტერესისთვის აკეთებს.
– შენთან მირჩევნია.
ეს ნიშნავს, რომ კვირას ნამდვილად ვნახავ.
– კარგი, დროს შეგატყობინებ.
– მიდიხარ?
„არ წახვიდე... დარჩი ჩემთან, გთხოვ!“
– კი.
„რატომ?“ – მიტრიალებს ენაზე კითხვა, მაგრამ თავს ვიკავებ.
– რით მიდიხარ? – ვეკითხები სამაგიეროდ ჩურჩულით.
– ტეილორი წამიყვანს.
– შემიძლია, მე მოგემსახურო. ახალი მაგარი მანქანა მყავს.
თავს აბრუნებს და თბილი მზერით შემომცქერის.
– ეს უკვე სულ სხვა საქმეა, მაგრამ შენ ბევრი დალიე.
– ძალით მასმევდი?
– კი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ზედმეტს ფიქრობ და თანაც ისევე არ გიყვარს ლაპარაკი, როგორც შენს
მამობილს. შენი ალაპარაკება მხოლოდ ალკოჰოლს შეუძლია, მე კი მჭირდებოდა, რომ
გულახდილი ყოფილიყავი. სხვა შემთხვევაში საკუთარ თავში იკეტები ხოლმე და
წარმოდგენაც არ მაქვს, რაზე ფიქრობ. ჭეშმარიტება ღვინოშია, ანასტასია.
– შენ? შენ თვითონ გულახდილი ხარ ჩემთან?
– ვცდილობ, – მეუბნება და შეშფოთებულ გამომეტყველებას იღებს, – ანასტასია
ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აგვეწყობა, თუ ერთმანეთთან გულახდილები
ვიქნებით.
– მინდა, დარჩე და ესეც გამოიყენო, – ვეუბნები მე და მეორე პრეზერვატივზე ვანიშნებ.
მიღიმის და თვალებში მხიარული ეშმაკები უწყებს ხტუნვას.
– არა, ანასტასია, დღეს ისედაც ძალიან შორს შევტოპე. უნდა წავიდე. კვირას
შევხვდებით, ხელშეკრულების ახალ ვერსიას გავამზადებ და ნამდვილ თამაშს
დავიწყებთ.
– თამაშს?
ჯანდაბა! გული თითქოს ყელიდან მიხტება.
– მინდა, მე და შენ სცენა გავითამაშოთ, მაგრამ სანამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერ,
თავს შევიკავებ. ხელის მოწერის შემდეგ კი მეცოდინება, რომ მზად ხარ.
– ესე იგი, შემიძლია, დრო გავწელო და ჯერ ხელი არ მოვაწერო? კრისტიანი
შემფასებლური მზერით მათვალიერებს, მერე ირონიულად იღიმება.
– პრინციპში კი, მაგრამ ასე შეიძლება ვეღარ მოვითმინო და გავტყდე.
– როგორ?
ჩემი შინაგანი ქალღმერთი პროსტრაციიდან ფხიზლდება და ყურებდაცქვეტილი
ისმენს. კრისტიანს ეშმაკურად ეცინება.
– ძალიან საშიში გავხდები.
– ეს როგორ?
– აი, კინოში რომ გინახავს, აფეთქებები, მანქანებით გამოდევნება, მოტაცება,
დატყვევება და ასე შემდეგ.
– მომიტაცებ?
– აბა რას ვიზამ! – იცინის ის.
– და დამამწყვდევ?
ღმერთო, როგორ ახერხებს ასე ჩემ აგზნებას!!
– რა თქმა უნდა. აი, მერე უკვე ძალაუფლების სრულ გადაცემაზე, ანუ TPE 24/7ზე
გვექნება ლაპარაკი.
– ეგ რაღაა?
მძიმედ ვსუნთქავ, გული ლამის მკერდიდან ამომვარდეს. რა, სერიოზულად ამბობს?
– ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჩემს ხელში იქნები.
კრისტიანს თვალები უბრწყინავს, მის აღფრთოვანებას აქედანაც კი ვგრძნობ. ჯანდაბა!
– მოკლედ, არჩევანი არ გაქვს, – ცინიკურად ასკვნის ბოლოს.
– ცხადია! – სარკაზმით ვპასუხობ მე და თვალებს ვატრიალებ.
– ანასტასია სტილ, შენ ახლა თვალები აატრიალე.
– არა, – ხმა მივარდება მაშინვე.
– აატრიალე! აბა გაიხსენე, რას დაგპირდი, თუ ჩემი თანდასწრებით კიდევ იზამდი
ამას? – კრისტიანი საწოლის კიდეზე ჯდება და მბრძანებლური ჩუმი ხმით მეუბნება:
– მოდი აქ!
ვფითრდები. ღმერთო... არ ხუმრობს. გაუნძრევლად ვზივარ და შევყურებ.
– ხელშეკრულებისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია.
– მნიშვნელობა არა აქვს. მე ჩემს სიტყვას არ გადავდივარ. შენ ახლა მაგრად მოგხვდება,
მერე კი უხეშად და დაუნდობლად გაგჟიმავ. როგორც ჩანს, პრეზერვატივი მაინც
გამოგვადგება.
ხმა მკაფიო და მუქარით სავსე აქვს და თან საშინლად სექსუალური. შიგნით
ყველაფერი მხურვალე, ხარბი, მთელ სხეულს წამიერად მოდებული სურვილით
ერთიანად მეძაბება. კრისტიანი ანთებული თვალებით შემომყურებს და მელოდება.
იქნებ გავიქცე? აი, ის წამიც, როდესაც ჩვენი ურთიერთობა ბეწვზე კიდია. დავთანხმდე
თუ უარი ვთქვა? მაგრამ თუ უარს ვიტყვი, ყველაფერი დამთავრდება. ეს ზუსტად ვიცი.
„დათანხმდი!“ – მემუდარება ჩემი შინაგანი ქალღმერთი, ქვეცნობიერი კი სრულიად
პარალიზებულია.
– გელოდები, – მშვიდი ხმით წარმოთქვამს ის, – მე კი ლოდინი არ მიყვარს.
ოჰ, ღმერთო! დაშინებული და ერთიანად აგზნებული მძიმედ ვსუნთქავ. საფეთქლებში
სისხლი მაწვება, ფეხები მიდუნდება. მისკენ ნელა ვიწევი.
– კარგი გოგო ხარ, – მეუბნება კრისტიანი ხმადაბლა, – ახლა ადექი.
ჯანდაბა... არ შეიძლება დროზე მოვრჩეთ? ეჭვი მეპარება, რომ ფეხზე დგომას შევძლებ.
გაუბედავად ვდგები. კრისტიანი ხელს მიშვერს, მე ხელის გულზე პრეზერვატივს
ვუდებ. მოულოდნელად ხელს მტაცებს და მუხლებზე მუცლით მიწვენს. ოდნავ
ბრუნდება. წელამდე ლოგინზე ვწევარ, მარჯვენა ფეხს ბარძაყებზე ზემოდან მადებს,
მარცხენა ხელით კი ზურგს მიჭერს, ისე რომ ვერ ვინძრევი.
– ხელები თავზე დაიდე, – მესმის მისიბრძანება.
მაშინვე უსიტყვოდ ვემორჩილები.
– ანასტასია, ამას რატომ ვაკეთებ? – მეკითხება დამრიგებლური ტონით.
– იმიტომ, რომ შენი თანდასწრებით თვალები ავატრიალე, – ვპასუხობ ძლივს
გასაგონად.
– როგორ გგონია, ეს თავაზიანი საქციელია?
– არა.
– ასე კიდევ მოიქცევი?
– არა.
– არ დაგავიწყდეს, ყოველთვის დაისჯები, როცა თვალებს აატრიალებ, გასაგებია?
შარვალს ძალიან ნელა მიწევს. საშინლად დამამცირებელი შეგრძნებაა, მეშინია, მაგრამ
თან საოცრად ვიგზნები. მთელ სპექტაკლს აწყობს და აშკარად სიამოვნებას განიცდის.
შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა გული ამომვარდება, ძლივს ვსუნთქავ. ალბათ ძალიან
მეტკინება...
კრისტიანი შიშველ უკანალზე ხელს მადებს და მეფერება, ხელის გულს წრიულად
მისვამს, მერე მაშორებს და მთელი ძალით მირტყამს... ღმერთო! ტკივილისგან ლამის
თვალები ამომცვივდეს, წამოწევას ვცდილობ, მაგრამ არ მიშვებს, ზურგზე მაწვება და
საწოლზე ვყავარ მიჯაჭვული. მისი ხელი იქ მეფერება, სადაც ახლახან დამარტყა.
სუნთქვა ხმაურიანი და ჩახრინწული უხდება. კიდევ ერთხელ მირტყამს, მერე კიდევ და
კიდევ... ღმერთო, როგორი მტკივნეულია! ხმას არ ვიღებ, მხოლოდ ყოველ დარტყმაზე
ტკივილისგან სახე მემანჭება. ადრენალინის ტალღა მთელ სხეულში მივლის, ვცდილობ,
რამენაირად დარტყმა ავირიდო და ერთიანად ვცახცახებ.
– ნუ ინძრევი! – მაფრთხილებს ის ხმაჩამწყდარი ღმუილით, – თორემ უფრო დიდხანს
გავაგრძელებ.
ისევ მეფერება, მოფერებას დარტყმა მოსდევს. რიტმული სურათი იხატება: მოფერება,
ხელისგულით ვნებიანი დასრესა და მკვეთრი, მწარე დარტყმა. წამება რომ ავიტანო,
რამენაირად ყურადღება უნდა მოვიკრიბო. თუმცა საშინელი შეგრძნების შეჩვევის
უშედეგო მცდელობაში გონება სრულიად მიცარიელდება. კრისტიანი ერთსა და იმავე
ადგილას ორჯერ არ მირტყამს, ტკივილს სხვადასხვა წერტილში ანაწილებს.
– აააჰ! – მეათე დარტყმაზე უნებურად ხმამაღალი ყვირილი ამომდის, – არც კი
ვიცოდი, თუ დარტყმებს ვითვლიდი.
– ანასტასია, ჯერ მხოლოდ გავხურდი.
ისევ მწარე ტყლაშუნი და მოფერება. მწველი დარტყმისა და ნაზი მოფერების ამ
შეხამებას ჭკუიდან გადავყავარ. ისევ მირტყამს... ღმერთო, აუტანელია! სახე
ტკივილისგან იმდენად მემანჭება, კუნთებიც კი მტკივა. ისევ დარტყმა და ისევ ვყვირი.
– შენს ყვირილს ვერავინ გაიგებს, ანასტასია.
დარტყმა, კიდევ ერთი... მინდა შევევედრო, რომ წამება შეწყვიტოს, მაგრამ ხმას არ
ვიღებ. ამ სიამოვნებას არავითარ შემთხვევაში არ მივანიჭებ. სასტიკი რიტმი
შეუჩერებლად გრძელდება. კიდევ ექვსჯერ ვყვირი. უკვე თვრამეტჯერ დამარტყა.
დაუნდობელი ცემისგან სხეული ერთიანად მითრთის.
– საკმარისია, – ხმაჩახლეჩილი ამბობს ბოლოს, – ასე, ანასტასია, ახლა კი გაგჟიმავ,
შეგიძლია გაათავო.
ის დუნდულებზე მეფერება, ნაზი მიკარებისგანაც კი კანი საშინლად მეწვის, ხელს
უფრო და უფრო ქვევით აცურებს და მოულოდნელად ორი თითით შემოდის.
გაღებული პირიდან უნებური კვნესა ამომდის. ეს ახალი ძალადობა ტკივილით
დაბურულ გონებას მიფხიზლებს.
– მიგრძენი. ვნახოთ ერთი, შენი სხეული როგორ აღიქვამს, რასაც ვუშვრები. ოჰ,
ანასტასია, ხედავ, ჩემი შეხებისთანავე რომ სველდები?! – მესმის მისი ჩახლეჩილი
აღფრთოვანებული ხმა.
თითებით კიდევ უფრო ღრმად შემოდის, მერე ხელს უკან წევს, ისევ შემოდის, უფრო
და უფრო ჩქარდება...
ვღმუი... ოჰ, ღმერთო, არა... უცებ ხელს მაშორებს... და საკუთარ შეშლილ სურვილთან
მარტო მტოვებს.
– შემდეგ ჯერზე ხმამაღლა დაგათვლევინებ. პრეზერვატივი სად არის?
პრეზერვატივს პოულობს, ფრთხილად მიყვანს და მუცელზე მაწვენს. ელვის გახსნის
ხმა და ფოლგის გახევის ჭრაჭუნი მესმის. კრისტიანი შარვალს უფრო ქვევით მიწევს,
მუხლებზე ფრთხილად მაყენებს და მეფერება.
– ახლა კი გაგჟიმავ, ანასტასია, შეგიძლია გაათავო.
ღმერთო! თითქოს არჩევანი მქონდეს!..
ის უკვე ჩემშია, მთლიანად მავსებს, ყვირილში გადასულ კვნესას ვერ ვიკავებ. მკვეთრი,
ძლიერი ბიძგებით შემოდის, სხეულით ცეცხლმოკიდებულ დუნდულებზე მეხეთქება
და სულის შემხუთველად მტკენს. ძალიან მძაფრი შეგრძნებაა – მწველი, სამარცხვინო
და საოცრად ვნებიანი. ყველა სხვა გრძნობა დახშულია, ან სულაც გაქრა, მხოლოდ ჩემში
კრისტიანის გამალებულ მოძრაობას და შიგნით ღრმად მზარდ ნაცნობ შეგრძნებას
მივყვები. ოჰ, ღმერთო... სხეული მღალატობს და გონებას ვულკანის ამოხეთქვასავით
ორგაზმი მიბნელებს..
– ო, ანა! – ღმუის კრისტიანი, თეძოებს ორივე ხელით ძლიერად მიჭერს და სანამ მისი
სხეული კონვულსიური ბიძგებით ათავებს, განძრევის საშუალებას არ მაძლევს. მერე
სუნთქვაარეული და ღონემიხდილი საწოლზე ჩემ გვერდით ეცემა, ისე რომ მეც თან
მიყოლებს, ზემოდან მიქცევს და სახეზე ჩემი თმა ეფინება.
– ოჰ, ანა, – ბუტბუტებს ის ნეტარი შვებით აღსავსე ხმით, – კეთილი იყოს შენი
მობრძანება ჩემს სამყაროში.
ორივე ხარბად ვსუნთქავთ, რომ რამენაირად გონს მოვიდეთ. კრისტიანი თმაზე ნაზად
მეფერება. მე ისევ მის მკერდზე ვწევარ, მაგრამ ამჯერად ძალა არ მყოფნის, შევეხო.
ღმერთო ჩემო!.. არც კი მჯერა, ჯერ ისევ ცოცხალი ვარ. მეტი გამძლეობა მქონია, ვიდრე
მეგონა. ჩემი შინაგანი ქალღმერთი სრულ პროსტრაციაშია... ყოველ შემთხვევაში ხმის
ამოღების თავი ნამდვილად არ აქვს. კრისტიანი თმაზე ხარბად მყნოსავს.
– რა კარგი იყო... – ჩურჩულებს ის ხმაში დაფარული სიხარულით.
მის სიტყვებში ისე ვეხვევი, როგორც „ჰიტმანის“ ფუმფულა პირსახოცში და მიხარია,
რომ კმაყოფილია. კრისტიანი მაისურის ბრეტელს მქაჩავს.
– ამაში გძინავს?
– კი, – ვპასუხობ ნახევრად მძინარე ხმით.
– ასეთ ლამაზ ქალს აბრეშუმში უნდა ეძინოს. მაღაზიებში წაგიყვან, კარგი?
– ჩემი ტანსაცმელი სრულიად მაკმაყოფილებს, – ვბუტბუტებ მე და ღონემიხდილი
აღშფოთებას ვცდილობ.
ისევ თავზე მკოცნის.
– ვნახოთ.
ვწევართ. რამდენიმე წუთი გადის, ან იქნებ საათიც, მგონი, ვთვლემ და დროის
შეგრძნებას ვკარგავ.
– უნდა წავიდე, – შუბლზე ნაზად მკოცნის, – თავს როგორ გრძნობ?
რამდენიმე წამი პასუხზე ვფიქრობ. ნაცემი ადგილი საშინლად მეწვის და, უცნაურია,
მაგრამ სრულიად ღონემიხდილი ვარ, თავს კი არაჩვეულებრივად ვგრძნობ. ჩემთვის
მოულოდნელი და საკმაოდ დამამცირებელი ახალი აღქმაა და საბოლოოდ ვიბნევი.
– კარგად, – ვამბობ ჩურჩულით მხოლოდ ამას, მეტი არაფრის თქმა არ მინდა.
კრისტიანი დგება.
– სააბაზანო სად გაქვთ?
– დერეფნის ბოლოს, მარცხნივ.
იატაკიდან პრეზერვატივს იღებს და გადის. გაჭირვებით ვდგები და სპორტულ
შარვალს ვიცვამ. ქსოვილის შეხებისგან უკანალი კიდევ უფრო მეწვის. საკუთარი
რეაქცია მაფრთხობს და კრისტიანის სიტყვები მაგონდება, თუმცა კარგად არ მახსოვს,
როდის მითხრა, კარგი გატყეპისგან თავს მაშინვე უკეთ იგრძნობო. საერთოდ, როგორ
შეიძლება ეს ასე იყოს, თუმცა კი ფაქტია – მართალი აღმოჩნდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი,
რომ ეს ეგზეკუცია მომეწონა, გულახდილი რომ ვიყო, ისევ, ძველებურად ყველაფერზე
ვარ თანახმა, ოღონდ კი ტკივილს ავარიდო თავი, მაგრამ ახლა... უცნაური, თუმცა კი
საკმაოდ სასიამოვნო დაკმაყოფილებისა და უსაფრთხოების შეგრძნება მაქვს. მართლა
არაფერი მესმის. კრისტიანი ოთახში ბრუნდება. თვალებში შეხედვის მრცხვენია და
საკუთარ ხელებს დავყურებ.
– საბავშვო ზეთი ვიპოვე. მოდი წაგისვამ.
რაა?
– საჭირო არ არის, კარგად ვარ.
– ანასტასია, – წარმოთქვამს ის მუქარით.
თავს ძლივს ვიკავებ, რომ თვალები არ ავატრიალო, დროულად ვჩერდები. საწოლისკენ
ვბრუნდები. კრისტიანი გვერდით მიჯდება და შარვალს მიწევს ქვემოთ ფრთხილად.
ისევ!.. „ბოზის ნიფხავივით ქვევით-ზევით...“ – მკბენს ჩემი ქვეცნობიერი. გულში
ბოროტი კბენისთვის ვუკურთხებ. კრისტიანი ხელის გულზე ზეთს ისხამს და კანს
ფრთხილად და ნაზად მიზელს – რა უნივერსალური პროდუქტი ყოფილა, მაკიაჟის
ჩამოსაშორებლადაც გამოიყენება და გატყეპილი უკანალისთვის დამაცხრობელ
ბალზამადაც.
– მიყვარს, რომ გეხები, – ჩურჩულებს კრისტიანი და გულში ვაღიარებ, რომ მეც
მიყვარს, რომ მეხება.
– აი, ასე, – ამბობს ის და შარვალს მიწევს.
თვალს საათისკენ ვაპარებ, – თერთმეტის ნახევარია.
– ჩემი წასვლის დროა.
– გაგაცილებ.
თვალებში ისევ ვერ ვუყურებ. ხელს მკიდებს და კარისკენ მივყავარ. საბედნიეროდ,
კეიტი ჯერ არ დაბრუნებულა, ალბათ მშობლებთან ერთად ვახშმობს. გულახდილად
მიხარია, რომ სახლში არ იყო და არ ესმოდა, როგორ მსჯიდნენ.
– ტეილორს არ უნდა დაურეკო? – ვეკითხები მე და თვალს ვარიდებ.
– ტეილორი ცხრა საათიდან აქ არის. შემომხედე, – მეუბნება დაბალი მზრუნველი
ტონით.
თავს ვაიძულებ, ავხედო და მის გაოგნებულ მზერას ვაწყდები.
– შენ არ იტირე, – ჩურჩულით აღნიშნავს ის. მერე მეხვევა, მკლავებში მიქცევს,
შლეგივით მკოცნის და ჩემს ტუჩებში ჩურჩულებს: – კვირას!..
მის ხმაში მუქარისა და დაპირების უცნაური ნაერთი ისმის. ვუყურებ, როგორ მიჰყვება
ბილიკს და შავ „აუდიში“ ჯდება. უკან არ იხედება. კარს ვკეტავ და სასტუმრო ოთახში
უსასოობის საშინელი განცდით ვჩერდები. ამ სახლში მხოლოდ ორი ღამე დამრჩა
გასატარებელი, ოთხ წელიწადს აქ ბედნიერად ვიცხოვრე, მაგრამ ახლა, რატომღაც
მეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა. იქნებ ჩემს ნამდვილ „მეს“ ძალიან
მოვშორდი? გარეგნული სიმშვიდის მიღმა ცრემლების ზღვას ვიკავებ და თან დაჯდომა
და კარგად გამოტირებაც კი არ შემიძლია, ისევ ფეხზე უნდა ვიდგე. საკმაოდ გვიანია,
მაგრამ დედასთან დარეკვა მინდება.
– საყვარელო, როგორ ხარ? გამოსაშვებმა ცერემონიამ როგორ ჩაიარა? – მესმის
ყურმილში მისი მხიარული ხმა, რომელიც ჩემზე წამალივით მოქმედებს.
– მაპატიე, ასე გვიან რომ გირეკავ, – ვუბოდიშებ ხმადაბლა.
დედა ჩუმდება.
– ანა, რა მოხდა? – მეკითხება წამის შემდეგ სერიოზული ტონით.
– არაფერი, დე, უბრალოდ, შენი ხმის გაგონება მომინდა.
ისევ ჩუმდება.
– ანა, გამაგებინე რა გჭირს?
მისი ხმა თითქოს მეფერება, ცდილობს, დამამშვიდოს და ვიცი, რომ დედა მართლა
ნერვიულობს ჩემზე. დაუპატიჟებელ ცრემლებს ვყლაპავ. ეს ბოლო დღეებია,
გაუთავებლად ვტირი!
– ანა, გთხოვ... – ისევ მესმის დედის თითქოს ჩემივე ტკივილის ამსახველი ხმა.
– ისეთი არაფერი, დე, უბრალოდ, მამაკაცის გამო ვარ ასე.
– რამე დაგიშავა?
შეშფოთება მის ხმაში სრულიად ცხადი ხდება.
– ეგ არაფერ შუაშია.
თუმცა, სიმართლე ითქვას, სწორედ ეს არის მთავარი... ჯანდაბა! არ მინდა, გული
ვატკინო, მხოლოდ ის მინდა, ვინმე ჩემს მაგივრად იყოს თუნდაც ცოტა ხნით ძლიერი.
– ანა, ძალიან გთხოვ, გამაგებინე, რა მოხდა, უკვე მაშინებ.
ხმამაღლა ვოხრავ.
– მგონი, შეყვარებული ვარ, მაგრამ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით და
დარწმუნებული არა ვარ, რომ ერთად უნდა ვიყოთ.
– საყვარელო, როგორ მინდა ახლა შენ გვერდით ყოფნა! მაპატიე, რომ გამოსაშვებ
ცერემონიას ვერ დავესწარი! რა კარგია, რომ, როგორც იქნა, შეგიყვარდა! ჩემო პატარა,
კაცები ძალიან რთულები არიან, ისინი უბრალოდ სხვა ბიოლოგიურ სახეობას
განეკუთვნებიან. დიდი ხანია, იცნობ?
კრისტიანი ნამდვილად სხვა ბიოლოგიურ სახეობას მიეკუთვნება... და საერთოდაც,
სულაც სხვა პლანეტიდან არის.
– დაახლოებით სამი კვირაა.
– ძალიან ცოტა დროა, საყვარელო, გასული. როგორ შეიძლება, ადამიანი სამ კვირაში
გაიცნო? თავს ნუ იტკივებ, უბრალოდ, სანამ არ დარწმუნდები, რომ შენ გვერდით
ყოფნას იმსახურებს, ძალიან ახლოს არ მოუშვა.
ოჰო!.. შთაბეჭდილების მოხდენაც ამას ჰქვია, დედამ ზუსტად მოარტყა, თუმცა რჩევა
დაგვიანებულია. იმსახურებს კრისტიანი ჩემ გვერდით ყოფნას? საინტერესო მიდგომაა.
მე კი, აქამდე ყოველთვის პირიქით ვფიქრობდი, მე არ ვიმსახურებ-მეთქი.
– საყვარელო, სევდიანი ხმა გაქვს. მოდი, ჩვენთან ჩამოდი, კარგი? საშინლად
მენატრები. ბობსაც ძალიან გაუხარდება. შეძლებ, ყველაფერს სხვა თვალით შეხედო.
უბრალოდ, დასვენება გჭირდება, ანა.
ჯორჯიაში გაქცევა ნამდვილად მაცდუნებელი წინადადებაა!.. მზე, კოქტეილები,
დედას იუმორის გრძნობა და ზრუნვა...
– ორშაბათს ორი გასაუბრება მაქვს სიეტლში.
– მართლა? როგორ გამახარე, საყვარელო!
კარი იღება და გაღიმებული კეიტი შემოდის, მაგრამ ჩემს დანახვაზე მაშინვე სახე
ექუფრება.
– დე, ჩემი წასვლის დროა. მოვიფიქრებ, იქნებ ჩამოვიდე კიდეც, გმადლობ.
– ანა, კაცებს სერიოზულად არ შეხედო, შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, უბრალოდ
შენი სიამოვნებისთვის იცხოვრე.
– კარგი, დე. მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, ანა. თავს გაუფრთხილდი.
ტელეფონს ვთიშავ და გაცეცხლებისგან ანთებული თვალებით შემოჩერებულ კათრინ
კავანასთან პირისპირ ვრჩები.
– რა ხდება, იმ ფულის ტომარა არამზადამ გაწყენინა ისევ?
– არა... ნუ, რაღაც... ეეე... ჰო.
– ჰოდა, მოიშორე ერთხელ და სამუდამოდ. რაც ეგ გამოჩნდა, ვეღარ გცნობ, ადამიანს
აღარ ჰგავხარ.
ჩემი სამყაროსგან განსხვავებით, კათრინ კავანას შავ-თეთრი სამყარო ნაცრისფრის
მოუხელთებელი და საიდუმლოებით მოცული ყოველგვარი ელფერისგან თავისუფალი,
სრულიად ნათელია.
– დაჯექი, მოდი, ვილაპარაკოთ, ღვინო გავხსნათ... ოჰო, შამპანური დალიეთ? – კეიტი
ბოთლს ათვალიერებს, – და თანაც საკმაოდ კარგი...
ნაძალადევად ვიღიმები და დივნისკენ თვალს შიშით ვაპარებ... „ჰმ... მიდი აბა და
დაჯექი!“
– რა გჭირს?
– პირდაპირ უკანალით დავეცი.
კეიტს თავშიც არ მოსდის, ჩემ სიტყვებში ეჭვი შეიტანოს – მე ხომ მთელი შტატის
მასშტაბით ალბათ ყველაზე ცუდი კოორდინაციის უნარი მაქვს. ვერასოდეს
ვიფიქრებდი, თუ ეს რამეში გამომადგებოდა. ფრთხილად ვჯდები და მიკვირს კიდეც,
რომ თურმე საქმე არც ისე ცუდადაა. კეიტს შევყურებ და უცებ კრისტიანთან სასტუმრო
„ჰიტმანში“ საუბარი მახსენდება: „ჩემი რომ ყოფილიყავი, იმისთვის, რაც გუშინ მოაწყვე,
კიდევ ერთი კვირა დაჯდომა გაგიჭირდებოდა“. უკვე მაშინ შეიძლებოდა, ამ ყველაფერს
მივმხვდარიყავი, მაგრამ მხოლოდ ის გავიგე, რის გაგებაც მინდოდა. ზედმეტად
დაბნეულმა და აღელვებულმა ყურადღება მეტი არაფერს მივაქციე.
კეიტი სამზარეულოდან ერთი ბოთლი წითელი ღვინითა და გარეცხილი ჭიქებით
ბრუნდება.
– აბა, დავლიოთ? – მეუბნება და ჭიქას მაწვდის, ეჭვი მეპარება, ეს ღვინო „ბოლენჟს“
ჯობდეს.
– ანა, სერიოზულად გეუბნები, თუ ამ არამზადას ურთიერთობების ეშინია, თავი
გაანებე, უბრალოდ მიატოვე, მაგრამ სიმართლე გითხრა, რაღაც არ მესმის. გამოსაშვები
ცერემონიის შემდეგ, მიღებაზე თვალს არ გაცილებდა, ყოველ შენს მოძრაობას
აკვირდებოდა. მე თუ მკითხავ, ჭკუაზე არ არის, ისე უყვარხარ, თუმცა ისიც ცხადია, რომ
ამ სიყვარულს უცნაურად გამოხატავს.
ჭკუაზე არ არის? კრისტიანი? უცნაურად გამოხატავს? სწორედაც!
– კეიტ, კრისტიანთან ყველაფერი გაუგებარია. შენ როგორ გაატარე საღამო?
არ მინდა კრისტიანთან ჩემს ურთიერთობებზე ლაპარაკი, ზედმეტი რომ არაფერი
წამომცდეს. კეიტს კი, საკმარისია, კითხვა დაუსვა და ვეღარ გააჩერებ. რა სასიამოვნოა
უბრალოდ ჯდომა და მისი ლაქლაქის სმენა, საოცრად მამშვიდებს. კეიტი ახალ ამბებს
მიყვება: ბარბადოსიდან დაბრუნების შემდეგ, შესაძლოა იტანმა ჩვენთან ერთად
იცხოვროს. კარგად გავერთობით, იტანი ძალიან მხიარულია, მაგრამ უცებ კრისტიანი
მახსენდება და კოპებს ვიკრავ. არა მგონია, ეს ამბავი მოეწონოს. თუმცა, მე რა გავაკეთო,
მოითმინოს. ორ ჭიქა ღვინოს ვსვამდა დასაძინებლად წასვლა მინდება. გრძელი დღე
იყო.
კეიტი მეხვევა და ელიოტთან დასარეკად ტელეფონს იღებს. მე კბილებს ვიხეხავ და
წყეულ ნოუთბუქს ვამოწმებ. ფოსტაში კრისტიანისგან შეტყობინებაა.

From: კრისტიან გრეი


Subject: შენ
Date: 26.05.2011, 23:14
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!


აღფრთოვანებული ვარ თქვენით! ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, იუმორით აღსავსე და
გამბედავი ქალი ბრძანდებით იმათგან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. „ადვილი“
დალიეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს თხოვნა არ არის და თქვენი ძველი ავტომობილის
საჭესთან დაჯდომა არ გაბედოთ, მაინც გავიგებ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

აჰა! თურმე მაინც გაიგებს! პასუხს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: პირფერობა
Date: 26.05.2011, 23:20
To: კრისტიან გრეი

პირფერობით შორს ვერ წახვალ!“, მაგრამ, რადგან თქვენ უკვე ისე შორს შეტოპეთ, რომ
იმის იქით აღარაფერია, ეს ცხადი ჭეშმარიტებაც კი ეჭვქვეშ დგება. მანქანა გასაყიდად
რომ გავამზადო, ავტომომსახურებაში მყავს მისაყვანი, ასე რომ, ამ თემასთან
დაკავშირებით აკრძალვები არ მიიღება. „ადვილს“ კი წითელი ღვინო ჯობია.

პ.ს. ჩემთვის როზგები დაუშვებელი ქმედებაა.


ანა

წერილს ვგზავნი.

From: კრისტიან გრეი


Subject: უცნაური ქალები, რომელთაც კომპლიმენტების მიღება არ შეუძლიათ.
Date: 26.05.2011,23:26
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!@


მე არ ვპირფერობ, თქვენთვის კი ძილის დროა. დაუშვებელ ქმედებებში დამატებითი
პუნქტი შემაქვს. ბევრი არ დალიოთ, თქვენ მანქანას კი ტეილორი მიხედავს და კარგ
ფასადაც გაყიდის.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: შეძლებს კი ტეილორი?
Date: 26.05.2011, 23:40
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო, მისტერ გრეი!


უცნაურად მეჩვენება, რომ მზად ხართ, თქვენი ხელქვეითი ასეთი საფრთხის შემცველი
მანქანის საჭესთან დასმით გაწიროთ, ხოლო ქალი, რომელსაც ხანდახან ჟიმავთ, არ
გემეტებათ. ეჭვი მეპარება, რომ ტეილორი მანქანას საუკეთესო ფასად გაყიდის,
გაცნობებთ, რომ ადრე, ჯერ კიდევ ჩვენ შეხვედრამდე, ვაჭრობის ნიჭით გამოვირჩეოდი.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: მიფრთხილდი!
Date: 26.05.2011, 23:44
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!@


ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ გრძელი და რთული დღე გქონდათ, ამ ყოველივეს
წითელი ღვინო გალაპარაკებთ. მიუხედავად ამისა, დიდი სურვილი მაქვს, მოვიდე და
ზომები მივიღო, რომ თქვენ არა მხოლოდ ერთი საღამო, მთელი კვირა გაგიჭირდეთ
დაჯდომა.
ტეილორი ყოფილი სამხედროა და შესწევს უნარი ნებისმიერი მანქანა, მოტოციკლიდან
ტანკამდე, უსაფრთხოდ მართოს. თქვენი მანქანა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
და ძალიან გთხოვთ, ნუ უწოდებთ თავს „ქალს, რომელსაც მე ხანდახან ვჟიმავ“, რადგან
ეს მე საშინლად მაბრაზებს, თქვენ კი მერწმუნეთ, არ მოგეწონებათ ჩემნაირ გაბრაზებულ
კაცთან საქმის დაჭერა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: თავად მიფრთხილდი!
Date: 26.05.2011, 23:57
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო, მისტერ გრეი!


მერწმუნეთ, მე იმაშიც კი არა ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ მომწონხართ, მით
უმეტეს და განსაკუთრებით, ახლა.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: თავად მიფრთხილდი!
Date: 26.05.2011, 00:03
To: ანასტასია სტილი

რატომ არ მოგწონვარ?

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: თავად მიფრთხილდი!
Date: 26.05.2011, 00:09
To: კრისტიან გრეი

იმიტომ, რომ არასოდეს ჩემთან არ რჩები.


ანა

აი, ასე, ახლა იფიქროს. გაბრაზებული ნოუთბუქს მტკიცედ ვხურავ, თუმცა არც ამ
გაბრაზებაში ვარ ბოლომდე დარწმუნებული და ლოგინში ვწვები. ღამის ნათურას
ვაქრობ და სიბნელეში ჭერს ავყურებ. საშინლად გრძელი და დაძაბული დღე იყო.
რეისთან ერთად კარგი დრო გავატარე. მშვენივრად გამოიყურება. საკვირველია,
კრისტიანი მოეწონა. კიდევ კეიტის ლაქლაქი. კრისტიანის გულახდილობა, რომ
ოდესღაც შიმშილი აქვს გამოვლილი. ღმერთო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ოჰ, მანქანა!
კეიტისთვის არ მითქვამს, რომ კრისტიანმა მანქანა მიყიდა! რა საჭირო იყო, რატომ
მაჩუქა?!
და დღეს პირველად დამარტყეს. არასოდეს არავის ვუცემივარ, ბავშვობაშიც კი.
ღმერთო, რაში გავყავი თავი?! კეიტის სახლში დაბრუნებამ მიშველა და არ ვიტირე,
მაგრამ ახლა ცრემლები თავისთავად ჩამომდის თვალების უპეებიდან და
ყვრიმალებიდან ყურებში ჩამდის. მე ემოციურად ჩაკეტილი ადამიანი შემიყვარდა და
აქედან არაფერი კარგი არ გამოვა, ამას სრულიად ცხადად ვაცნობიერებ. ხომ თვითონვე
მითხრა, რომ ბოროტების ორმოცდაათი ელფერი ნახა. როგორ? რატომ? ღმერთო, რა
საშინელებაა! იმის შეგრძნებისგან, რომ კრისტიანმა ბავშვობაში აუტანელი ტანჯვა
გადაიტანა, კიდევ უფრო მწარედ ვტირი. „ნორმალური რომ იყოს, შენ არც
შემოგხედავდა“, – მკბენს ჩემი ქვეცნობიერი და გულის სიღრმეში ვეთანხმები.
ვბრუნდები, ბალიშში სახეს ვმალავ და პირველად ბავშვობის მერე, თითქოს რაბები
გაიხსნაო, ისეთი სასოწარკვეთილი ქვითინი მივარდება, რომ ვერაფრით ვჩერდები.
სულის ამ ბნელი ღრიალიდან კეიტის ყვირილს გამოვყავარ.
„აქ რა ჯანდაბას აკეთებ?“
„არა, არ შეიძლება!“
„რა აწყენინე?“
„მას შემდეგ, რაც გამოჩნდი, სულ ტირის!“
„არ გაბედო შესვლა!“
ოთახში კრისტიანი მივარდება და შუქს ანთებს, უნებურად თვალებს ვხუჭავ.
– ღმერთო ჩემო, ანა! – ბუტბუტებს ის, შუქს მაშინვე აქრობს და ჩემთან მოდის.
– აქ რას აკეთებ? – ვეკითხები ნაწყვეტ-ნაწყვეტ, სლუკუნით.
ჯანდაბა! ცრემლებს ვერ ვიკავებ. კრისტიანი ღამის ნათურას ანთებს, რომელიც ისევ
თვალს მჭრის. კრისტიანს უკან მოყოლილი კეიტი კარში დგას.
– გინდა ეს ნაძირალა აქედან მოვისროლო? – მეკითხება გაცეცხლებული და მთელი
მისი გამომეტყველება კრისტიანისადმი სულის სიღრმემდე სიძულვილს გამოხატავს.
კრისტიანი წარბს სწევს, მისი მისამართით ასეთი ეპითეტის გამოყენება აშკარად
აოცებს. კეიტს უარყოფის ნიშნად თავს ვუქნევ, და ის აღშფოთებული სახით თვალებს
ატრიალებს. ოჰ, ოღონდ ეგ არა... მისტერ გ-ს წინაშე ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი,
კეიტ.
– თუ დაგჭირდი, დამიძახე, – უკვე შედარებით მშვიდად მეუბნება და კრისტიანის
მისამართით ბოროტად ამატებს: – არაფერი შეგეშალოს, გრეი!
კრისტიანი წამიერი მზერით ისევ კეიტისკენ აბრუნებს თავს. ის კი ოთახიდან გადის და
კარს ხურავს. კრისტიანი დაღვრემილი და გაფითრებული შემომყურებს. მერე პიჯაკის
შიდა ჯიბიდან წვრილზოლებიან ცხვირსახოცს იღებს და მიწვდის. მაშინვე მახსენდება,
რომ მისი კიდევ ერთი ცხვირსახოცი მაქვს.
– რა მოხდა? – მეკითხება ის ხმადაბლა.
– რატომ მოხვედი? – ვპასუხობ კითხვითვე.
ცრემლები შემაშრა, მაგრამ სლუკუნისგან სხეული ჯერ ისევ მითრთის.
– შენზე ზრუნვა ჩემს მოვალეობებში შედის. ხომ მითხარი, რომ გინდოდა შენთან
დავრჩენილიყავი და მოვედი, მაგრამ როგორ მდგომარეობაში დამხვდი?! – დაბნეული
თვალებს ჭუტავს, – დარწმუნებული ვარ, ჩემი ბრალია, მაგრამ ვერ ვხვდები, რით
გაწყენინე. იმიტომ ტირი, რომ დაგარტყი?
ძალას ვიკრებ, მის წინ ვჯდები, მაგრამ ტკივილისგან სახე მემანჭება.
– „ადვილი“ დალიე?
უარყოფის ნიშნად თავს ვაქნევ. გაბრაზებულ გამომეტყველებას იღებს და ოთახიდან
გადის. მესმის, რომ კეიტს ელაპარაკება, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. წუთის შემდეგ
ხელში „ადვილის“ აბით და ჭიქა წყლით ბრუნდება.
– დალიე, – მეუბნება ის რბილი, თუმცა კი მაინც მბრძანებლური ტონით.
ვემორჩილები და წამალს ვსვამ.
– დამელაპარაკე, – ხმა ალერსიანი უხდება, – ხომ მითხარი, რომ თავს კარგად გრძნობ...
რომ მცოდნოდა, ასეთ მდგომარეობაში იყავი, არ წავიდოდი, ანასტასია.
საკუთარ ხელებს ვაჩერდები. კიდევ რა ვთქვი? ვთქვი, რომ მეტი მინდოდა, მინდა, ის
ჩემთან იმიტომ კი არ რჩებოდეს, რომ ვიტირე, არამედ იმიტომ, რომ თვითონ უნდა. და
არ მინდა, მირტყამდეს. ნუთუ ეს ძალიან ბევრია?
– ესე იგი, მაშინ, მომატყუე?
ვწითლდები.
– მართლა ასე ვფიქრობდი.
– ანასტასია, შენგან იმის მოსმენა კი არ მინდა, რაც შენი აზრით მე მესიამოვნება,
არამედ სიმართლის, ასე არ შეიძლება, – მსაყვედურობს კრისტიანი, – თუ
დარწმუნებული არ ვიქნები, რომ სიმართლეს მეუბნები, როგორ გენდო?
მზერას ვუსწორებ. ის კოპებშეკრული ზის და თმას ორივე ხელით იწვალებს.
– რას გრძნობდი, როცა გირტყამდი, ან მერე?
– არ მომეწონა. არ მინდა მირტყამდე.
– არც უნდა მოგწონებოდა.
– შენ რატომ მოგწონს? – ვეკითხები და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. სახეზე
გაკვირვება ეწერება.
– მართლა გაინტერესებს?
– მერწმუნე, ცნობისმოყვარეობით ვკვდები! – ვპასუხობ სარკაზმით. თავს ვერ ვიკავებ.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს.
– ანასტასია!.. – მაფრთხილებს ის.
ვფითრდები.
– ისევ მცემ? – ვეკითხები გამომწვევად.
– დღეს არა.
უფ!.. მე და ჩემი ქვეცნობიერი სულს ვითქვამთ და აშკარად გულზე გვეშვება.
– მითხარი!
– ძალაუფლების შეგრძნება მომწონს, იმ მომენტში რომ განვიცდი. მინდა, ისე იქცეოდე,
როგორც საჭიროა, სხვა შემთხვევაში დაგსჯი, ასე ჩემი მოთხოვნების შესრულებას
მიეჩვევი. შენი უკანალის აწითლება იმ წუთიდან მინდოდა, რაც მკითხე, გეი ხარ თუ
არაო.
ჯანდაბა! იმ კითხვის შემდეგ შენ კი არა, მეც სიამოვნებით გავიტყიპავდი თავს! ესე იგი,
ყველაფერში კეიტია დამნაშავე. ჩემ მაგივრად ის რომ წასულიყო ინტერვიუს ასაღებად
და ეს კითხვა იმას დაესვა, ახლა ის იჯდებოდა აქ გაწითლებული უკანალით. ეს აზრი
აშკარად დიდად არ მომწონს. რა უცნაურია, არა?!
– ესე იგი, ისეთი არ მოგწონვარ, როგორიც ვარ...
გაკვირვებული სახით შემომყურებს
– პირიქით, ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი ხარ.
– მაშინ რატომ გინდა შემცვალო?
– არ მინდა. უბრალოდ მჭირდება, რომ თავაზიანი იყო, წესებს იცავდე და
წინააღმდეგობას არ მიწევდე.
– მაგრამ თან ისიც გინდა, რომ მსჯიდე.
– კი.
– არ მესმის.
კრისტიანი ოხრავს და ისევ თმის წვალებას იწყებს.
– ანასტასია, ასე ვარ მოწყობილი. ჩემთვის აუცილებელია, შენი გაკონტროლება
შემეძლოს. მინდა, როგორც გეუბნები, ისე იქცეოდე, მაგრამ, თუ წინააღმდეგობას მიწევ,
ისიც მინდა, რომ შენი ალებასტრივით კანი ჩემს ხელში წითლდებოდეს. ეს აღმაგზნებს.
ოჰო. როგორც იქნა, ადგილიდან დავიძარით.
– ესე იგი, ჩემთვის მოყენებული ტკივილი აღგაგზნებს?
ის ნერწყვს ყლაპავს.
– რაღაც წილად კი, მით უმეტეს, ისეთი ტკივილი, რომელსაც ადვილად აიტან. მაგრამ
საქმე ამაში არ არის, მე ის აზრი მანიჭებს სიამოვნებას, რომ ჩემი ხარ და რაც მომინდება,
ყველაფრის გაკეთება შემიძლია, – მეორე ადამიანზე აბსოლუტური ძალაუფლება
აღმაგზნებს. კარგად ვერ გიხსნი, ანასტასია... ადრე ეს არასოდეს გამიკეთებია და ასე
დაწვრილებით ამაზე არ მიფიქრია. ადრე ჩემნაირივე მოთხოვნილების ქალები მყავდა, –
ის თითქოს ბოდიშს იხდისო, მხრებს იჩეჩავს, – მაგრამ შენ პასუხი არ გამეცი, რა იგრძენი
დარტყმის შემდეგ?
– ძალიან დაბნეული ვიყავი.
– შენ აგზნებული იყავი, ანასტასია, – ის წამიერად თვალებს ხუჭავს და როდესაც ახელს
მის მზერაში ნაცრისფერ ფერფლად ანთებული ნაკვერცხლები გიზგიზებს.
ეს მზერა ჩემს ბნელ ნაწილს აღვიძებს, სადღაც ღრმად მუცელში დამალულ ნაწილს,
ჩემს ლიბიდოს, მის მიერ გაღვიძებულს, მიჩვეულს და ხარბს.
– ასე ნუ მიყურებ, – ჩურჩულებს კრისტიანი.
კოპებს ვკრავ. ღმერთო, ახლა რაღა გავაკეთე?
– ანასტასია, პრეზერვატივი არ მაქვს, თანაც თავს ცუდად გრძნობ. მე ისეთი ავხორცი
მხეცი სულაც არ ვარ, როგორადაც შენი მეგობარი მთვლის. ესე იგი დაბნეული იყავი?
მისი დაჟინებული მზერის ქვეშ, დარცხვენილი ვწრიალებ.
– როდესაც წერილს მწერ, სრულიად გულახდილი ხარ, ანასტასია. შენი იმეილები
ყოველთვის ზუსტად ასახავს, რას განიცდი, ახლა რატომ არ მეუბნები არაფერს, ნუთუ
ასე გაშინებ?
დედას შეკერილ კრემისფერ-ცისფერ გადასაფარებელს თითით ვაწვალებ.
– სრულიად მთრგუნავ. თავი მზესთან ზედმეტად ახლოს მიფრენილი იკაროსი მგონია,
– ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად
კრისტიანს ლამისაა გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდეს.
– არა მგონია, მართალი იყო, ვფიქრობ, ყველაფერი პირიქითაა.
– რაა?
– ანასტასია, ვერ ხედავ, რომ შენს ხელში ვარ მოჯადოებულივით?
არა, ნამდვილად ვერ ვხედავ. მოჯადოებულივით... ჩემი შინაგანი ქალღმერთი
პირდაღებული თვალებს ახამხამებს. იმასაც კი არ სჯერა.
– ანასტასია, პასუხი ისევ არ გამეცი. იცი რა, მომწერე! ახლა კი ძალიან მეძინება.
შეიძლება შენთან დავრჩე?
– დარჩენა გინდა? – სიხარულს ვერ ვფარავ ხმაში.
– ხომ გინდოდა, რომ მოვსულიყავი და დავრჩენილიყავი.
– შენ პასუხი არ გამეცი.
– იმეილს გამოგიგზავნი, – უკმაყოფილოდ ბუზღუნებს კრისტიანი.
მერე დგება და ჯინსის ჯიბეებიდან „ბლეკბერის“, გასაღებს, საფულეს და ხურდას
იღებს. ღმერთო, რამდენი ნაგავი დააქვთ კაცებს ჯიბით!.. მერე საათს იხსნის,
ფეხსაცმელს, წინდებს და ჯინსს იხდის, პიჯაკს სკამის საზურგეზე კიდებს და საწოლს
მეორე მხრიდან უვლის.
– დაწექი! – მეუბნება ის.
საბნის ქვეშ ნელა ვძვრები, თვალებს ვჭუტავ და კრისტიანს შევცქერი. ოჰო... რჩება.
აღფრთოვანებისგან, მგონი, მეტყველების უნარსაც კი ვკარგავ. კრისტიანი იდაყვზე
იწევა და მიყურებს.
– თუ ტირილს აპირებ, ახლა იტირე. მე ყველაფერი უნდა ვიცოდე.
– გინდა, რომ ვიტირო?
– ნამდვილად არა, მაგრამ მინდა ვიცოდე, რას გრძნობ. საშუალებას არ მოგცემ,
ხელიდან გამისხლტე. შუქი გამორთე. უკვე გვიანია, თანაც ხვალ ორივე ვმუშაობთ.
კრისტიანი აქ არის... და ისევ ისე მბრძანებლობს. მაგრამ საწუწუნო არაფერი მაქვს, ის
ხომ ჩემს ლოგინშია! თუმცა მაინც ვერ გავიგე, რატომ... იქნებ ღირს, უფრო ხშირად
მოვაღო ხოლმე პირი მისი თანდასწრებით? სინათლეს ვაქრობ.
– გვერდზე გადაბრუნდი და ჩემკენ მოიწიე, – ისმის მისი ხმა სიბნელეში.
იმაში დარწმუნებული, რომ ვერ დამინახავს თვალებს ვატრიალებ, მაგრამ ბრძანებას
ვასრულებ. კრისტიანი ჩემკენ იწევა, ფრთხილად მეხუტება და მკერდზე მიკრავს.
– დაიძინე, პატარა, – ჩურჩულებს ის და ცხვირით ჩემს თმაში ღრმა ოხვრით ეფლობა.
ღმერთო! კრისტიან გრეი ჩემთან რჩება... და მის მკლავებში მოქცეული მშვიდად
ვიძინებ.

თავი მეჩვიდმეტე
სანთლის ალი ძალიან მხურვალეა. თბილი ნიავი, რომელიც ოდნავაც ვერ მაგრილებს,
ყოველ მობერვაზე ალს აცეკვებს და აციმციმებს. სიბნელეში სიფრიფანა გამჭვირვალე
ფრთების ჰაეროვანი რხევა შუქის გარშემო მოფარფატე და უწვრილესი ვასკვლავებივით
მოციმციმე მტვრის ბუღს აყენებს. ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ ვერ ვახერხებ.
გარშემო ყველაფერი თვალისმომჭრელად ნათდება, მზისკენ მივფრინავ და ზედმეტად
მიახლოებული, მისი სხივების ცხელ ალში ვეხვევი. სიმხურვალე ფრთებს მილღობს,
ვცდილობ, ძალა მოვიკრიბო და ჰაერში გავჩერდე. ვიტანჯები, როგორ ცხელა...
აუტანელი სიცხე სულს მიხუთავს... მეღვიძება.
თვალს ვახელ და ვგრძნობ, რომ კრისტიან გრეი პირდაპირი მნიშვნელობით
გამარჯვების დროშასავით შემომხვევია. ღრმად მძინარეს თავი ჩემს მკერდში აქვს
ჩაფლული, მის მკლავებში მომწყვდეულს ფეხები ზემოდან გადმოდებული მისი ფეხით
მაქვს შებოჭილი. ის საოცრად მძიმე და იმდენად მხურვალეა, რომ მისი
სიმხურვალისგან სული მეხუთება. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ ვაცნობიერებ,
რომ ეს ნამდვილად კრისტიანია და ჩემს ლოგინში წევს, ფანჯრებს მიღმა კი უკვე
გათენებულა. მთელი ღამე ჩემთან ერთად ეძინა.
სანამ იმ აზრს ვაცნობიერებ, რომ კრისტიანი ჯერ ისევ ჩემ გვერდით წევს, იმასაც
ვხვდები, რომ ალბათ სიგრილის ძებნაში, მარჯვენა გაშლილი ხელით მისი შეხება
შემიძლია. კრისტიანს სძინავს. ხელს ფრთხილად ვწევ და თითის ბალიშებით ზურგზე
ქვევით ვუცურებ. კრისტიანი ძილში კვნესის, ირხევა, ცხვირით მკერდში მეფლობა,
კიდევ ერთი ღრმა ჩასუნთქვა და ეღვიძება. აჩეჩილ თმაში ჩაკარგული
გამოუფხიზლებელი თვალები ეჭუტება.
– დილა მშვიდობისა, – ბუტბუტებს ის და კოპებს კრავს, – ღმერთო, ძილშიც კი რაღაც
მეწევა შენკენ.
კრისტიანი ოთახს თვალს აუჩქარებლად ავლებს და ფეხს მაშორებს. ბარძაყით მის უკვე
ერეგირებულ ასოს ვგრძნობ, თვალები მიფართოვდება, ჩემს რეაქციაზე კრისტიანს
ზანტად და სექსუალურად ეღიმება.
– ჰმ... ნამდვილად მაცდუნებელი პერსპექტივაა, მაგრამ ჯობია, კვირამდე მოვიცადოთ,
– მეუბნება და ცხვირით ყურზე მელამუნება.
ვწითლდები და მაშინვე იმასაც ვამჩნევ, როგორ ვარვარებს მისი სხეული სიმხურვალის
შვიდ ელფერად.
– რა მხურვალე ხარ, – ვჩურჩულებ მე.
– არც შენ გაკლია სიმხურვალე, – მპასუხობს მრავლისმეტყველი ღიმილით და
მიხუტებს.
ისევ ვწითლდები. ეს არ მიგულისხმია! კრისტიანი იდაყვზე იწევა და მხიარული
გამომეტყველებით მიყურებს, მერე კი, ჩემდა გასაკვირად, ნაზად მკოცნის.
– კარგად გეძინა?
თვალმოუშორებლად თავს ვუქნევ და ვხვდები, რომ მართლაც არაჩვეულებრივად
მეძინა, მხოლოდ ბოლო ნახევარ საათს დამცხა ძალიან.
– მეც, – იცინის ის, – ჰო, წარმოუდგენლად კარგად. – გაკვირვებული და თითქოს
დამორცხვებული წარბებს სწევს, – რომელი საათია?
მაღვიძარისკენ ვიხედები.
– რვის ნახევარი.
– რვის ნახევარი? ჯანდაბა! ლოგინიდან ხტება და ჯინსს იცვამს. მე ვჯდები. ახლა ჩემი
ჯერია, მხიარული ცნობისმოყვარეობით ვუყურო. კრისტიან გრეი იგვიანებს და
ნერვიულობს. იშვიათი სანახაობაა. მერე იმასაც ვაცნობიერებ, რომ ნაცემ-ნატყეპი
ადგილიც აღარ მტკივა.
– ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებ! შეხვედრა მაქვს. უნდა გავიქცე, რვა საათზე
პორტლენდში უნდა ვიყო. რა გიხარია, დამცინი?
– უჰუ.
კრისტიანს ეცინება.
– ვაგვიანებ. არასდროს არსად დამიგვიანია. მორიგი „პირველად ცხოვრებაში“, მის
სტილ...
კრისტიანი პიჯაკს იცვამს, მერე იხრება და ხელის გულებში ჩემ სახეს იქცევს.
– კვირას...
მის ხმაში გამოუთქმელი დაპირება ისმის. შიგნით ყველაფერი მიტრიალებს და ნეტარი
მოლოდინით მეკუმშება. საოცარი შეგრძნებაა! ეშმაკმა დალახვროს! ნეტა ჩემი გონება ასე
არ ჩამორჩებოდეს ჩემივე სხეულის რეაქციებს! კრისტიანი ნაჩქარევად მკოცნის,
ტუმბოდან თავის ხარახურას ხვეტავს და ფეხსაცმელს ჩაცმის მაგივრად ხელში იღებს.
– „ხოჭოში“ არ ჩაჯდე. ტეილორი მოვა და მიხედავს. სერიოზულად გეუბნები. კვირას
გნახავ, დროს იმეილით მოგწერ.
და წამში ქრება.
ოჰო, კრისტიან გრეიმ ღამე ჩემთან გაატარა! თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ... და არც
სექსი გვქონდა, უბრალოდ ჩახუტებულებს გვეძინა. თქვა, რომ ყოველთვის მარტოს
სძინავს, ჩემთან ერთად კი უკვე სამჯერ ეძინა. გახარებულს მეღიმება და ლოგინიდან
აუჩქარებლად ვდგები. დღეს ცხოვრებას ბევრად უფრო ოპტიმისტურ ფერებში ვხედავ,
ვიდრე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. სამზარეულოში გავდივარ, სასწრაფოდ
ჩაი უნდა დავლიო.
საუზმის შემდეგ შხაპს ვიღებ და „კლეიტონში“ ბოლო სამუშაო დღისთვის სწრაფად
ვიცვამ. დღეს ჩემი ცხოვრების ლამის მთელ ეპოქად ქცეული ერთი დიდი ეტაპის
დასასრულია – მისტერ და მისის კლეიტონებს, ვაშინგტონის უნივერსიტეტს, ვანკუვერს,
ამ ბინას და ჩემს „ხოჭოს“ ვემშვიდობები. თვალში წყეული ნოუთბუქი მხვდება. რვას რვა
წუთი უკლია, არ მაგვიანდება, დრო საკმარისად მაქვს.

From: ანასტასია სტილი


Subject: თავდასხმისა და ფიზიკური ძალადობის შედეგი
Date: 27.05.2011, 08:05
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო მისტერ გრეი!


თქვენ გაინტერესებდათ რატომ ვიყავი დაბნეული მას შემდეგ, რაც თქვენ... რა
ევფემიზმი გამოვიყენო? – გამტყიპეთ, დამსაჯეთ, მცემეთ, ქმედებით შეურაცხმყავით...
მოგახსენებთ: თქვენ მიერ ჩადენილი ამ აღმაშფოთებელი საქციელის დროს თავს
დამცირებულად, შეურაცხყოფილად და ძალადობის მსხვერპლად აღვიქვამდი. თუმცა
იმავდროულად, ჩემდა სამარცხვინოდ და გასაკვირად, როგორც თქვენც აღნიშნეთ,
სექსუალურ აგზნებასაც განვიცდიდი. მოგეხსენებათ, რაც სექსს უკავშირდება, ჩემთვის
ყველაფერი ახალია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხში ასეთი გამოუცდელი და
მოუმზადებელი ვარ, რადგან აღნიშნული ქმედებების ჩემზე ზემოქმედების
გაცნობიერებისას თავადაც შოკი განვიცადე.
ეგზეკუციის შემდგომ ჩემმა საკუთარმა შეგრძნებებმა ამაფორიაქა, რომელთა აღწერაც
საკმაოდ რთულ ამოცანად მესახება. პირველი: ბედნიერებას განვიცდიდი, რადგან
ვგრძნობდი, რომ კმაყოფილი იყავით. მეორე: შვებას – რადგან დასჯა არც იმდენად
რთულად ასატანი აღმოჩნდა ჩემთვის, რამდენადაც ველოდი, ხოლო როდესაც
მომეხვიეთ, სრული დაკმაყოფილების შეგრძნებაც კი გამიჩნდა. თუმცა, დავამატებ და
გავიმეორებ – თავს უხერხულად ვგრძნობ და მრცხვენია კიდეც საკუთარი გრძნობებისა.
არც ერთი მათგანი სამყაროს ჩემეულ ხედვაში არ ჯდება და, შესაბამისად, დაბნეული და
გაკვირვებული ვარ. კითხვაზე პასუხი დამაკმაყოფილებელია?
იმედს ვიტოვებ, რომ კომპანიების შერწყმისა და განახლების სამყარო თქვენთვის
ძველებურად საინტერესო თემად რჩება, და რომ ძალიან არ დააგვიანეთ. გმადლობ, რომ
ჩემთან დარჩი.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: გაათავისუფლე გონება
Date: 27.05.2011, 08:24
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, საინტერესოა, თუმცა კი სათაური სიტუაციის ზედმეტად დრამატიზებას


ახდენს.
პასუხები პუნქტების მიხედვით: გაგტყეპ ხოლმე და ამაზე ლაპარაკი აღარც ღირს.
მაშასადამე თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად და ძალადობის მსხვერპლად
აღიქვამდი? ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ტეს დ’არბერვილის სტილშია. როგორც
მახსოვს, შენ თვითონ აირჩიე დამცირება. თუმცა საინტერესოა, სინამდვილეში გრძნობ
ამას, თუ თვლი, რომ ასე უნდა გრძნობდე? ეს ერთი და იგივე არ გეგონოს. მაგრამ, თუკი
მართლაც ასეთი შეგრძნებები გაქვს, იქნებ გეცადა და მიგეღო ისინი? თუნდაც ჩემ გამო.
მორჩილი სწორედ ასე უნდა იქცეოდეს.
რაც შეეხება შენს გამოუცდელობას, ამისთვის მადლობელიც კი ვარ და ძალიანაც
ვაფასებ, ხოლო იმას, რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის, სიმართლე გითხრა, სულ
ახლახან მივხვდი, ეს ნიშნავს, რომ შენ ყოველმხრივ ჩემი ხარ. შენ ნამდვილად
აგზნებული იყავი, რაც, თავის მხრივ, მეც აღმაგზნებდა, ასე რომ, ყველაფერი წესრიგშია.
სიტყვა „კმაყოფილი“ მიახლოებითაც ვერ გამოხატავს ჩემს მდგომარეობას, ეს უფრო
ერთიანობის ენით აუწერელი სიხარული იყო.
დამსჯელი ცემა ბევრად მტკივნეულია, ვიდრე გრძნობიერი, ასე რომ, ამაზე მეტად
აღარაფერი გეტკინება, თუკი, რა თქმა უნდა, სერიოზულ შეცდომას არ დაუშვებ. ასეთ
შემთხვევაში რომელიმე ხელსაწყოს გამოყენება მომიწევს, ამ ჯერზე ხელი მეტკინა და ეს
ძალიანაც მომეწონა.
ვერც კი წარმოგიდგენია, რამდენად დაკმაყოფილებულად ვგრძნობდი მეც თავს.
დანაშაულის გრძნობაზე, ცოდვებზე და ასე შემდეგ, მსგავს საკითხებზე ფიქრით
ტყუილად დროს ნუ დაკარგავ. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერი,
რასაც დახურულ კარს მიღმა ვაკეთებთ, ჩვენი საქმე და სურვილია. ანასტასია, გონება
უნდა გაათავისუფლო და საკუთარ სხეულს უსმინო.
საქმიანი სამყარო კი, მის სტილ, მიმზიდველობით თქვენთან ახლოსაც ვერ მოვა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ოჰო! „ყოველმხრივ ჩემი ხარ“! სუნთქვაც კი მიჩქარდება.

From: ანასტასია სტილი


Subject: ზრდასრული ადამიანები
Date: 27.05.2011, 08:26
To: კრისტიან გრეი

ახლა შეხვედრაზე არ უნდა იყო?


მიხარია, რომ ხელი გეტკინა.
მხოლოდ საკუთარ სხეულს რომ ვუსმენდე, ახლა ალასკაზე ვიქნებოდი.

ანა
პ.ს. დავფიქრდები, როგორ მივიღო საკუთარი გრძნობები.
From: კრისტიან გრეი
Subject: შენ პოლიცია არ გამოიძახე
Date: 27.05.2011, 08:35
To: ანასტასია სტილი

მის სტილ,
ცნობისთვის: მე ნამდვილად შეხვედრაზე ვარ და სასაქონლო ბაზრის მდგომარეობაზე
ვსაუბრობ. სხვათა შორის, შენც იქ იყავი და მშვენივრად იცოდი, რის გაკეთებას
ვაპირებდი, მიუხედავად ამისა, არ მთხოვე გავჩერებულიყავი და არ გამოიყენე
შემაჩერებელი სიტყვა. შენ ზრდასრული ადამიანი ხარ და არჩევანის გაკეთების უნარიც
გაქვს. სიმართლე გითხრა, მოუთმენლად ველი შემდეგ შესაძლებლობას, როდესაც
ხელისგული ტკივილისგან ამეწვება. როგორც ჩანს, შენი სხეულის რომელიღაც სხვა
ადგილს უსმენ. ალასკაზე კი ძალიან ცივა და გასაქცევიც არსად არის. მაინც გიპოვი. შენი
მობილურის ადგილმდებარეობის გაგება რომ შემიძლია, გახსოვს?
სამსახურში წადი.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კოპებშეკრული მონიტორს შევყურებ. კრისტიანი მართალია. ეს ჩემი არჩევანია. ჰმ... რა,


არ ხუმრობს?! ცოტა ხნით გაქცევა რომ მიმინდეს, მიპოვის? მაშინვე დედას მიწვევა
მახსენდება. პასუხს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: მდევარი
Date: 27.05.2011, 08:36
To: კრისტიან გრეი

მისტერ გრეი,
ვფიქრობ, დევნის მანიის აღმოსაფხვრელად ფსიქოთერაპევტის დახმარება
დაგჭირდებათ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: მე და მდევარი?
Date: 27.05.2011, 08:38
To: ანასტასია სტილი
ნუ ნერვიულობთ მის სტილ, დევნის და სხვა ჩემს მიდრეკილებებზე სახელგანთქმული
ექიმი ფლინი მუშაობს, რომელსაც, სხვათა შორის, საკმაოდ დიდ თანხას ვუხდი
ამისთვის.
სამსახურში წადი.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: სახელგანთქმული შარლატანები
Date: 27.05.2011, 08:40
To: კრისტიან გრეი

ნება მიბოძეთ, ჩემი მოკრძალებული აზრი მოგახსენოთ და სხვა სპეციალისტთან


მისვლა გირჩიოთ, რადგან, როგორც ვხედავ, ექიმი ფლინის მუშაობა სასურველ შედეგს
არ იძლევა.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: სხვა სპეციალისტი
Date: 27.05.2011, 08:43
To: ანასტასია სტილი

არ ვიცი, რამდენად გეხებათ ეს თქვენ, მის სტილ, და არც ის ვიცი, მოკრძალებულია თუ


არა ჩემი პასუხი, მაგრამ ექიმი ფლინი სწორედ სხვა სპეციალისტია. ახალი მანქანით
სიჩქარის გადამეტება მოგიწევს, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებელი რისკი და,
მაშასადამე, წესების დარღვევა იქნება, ამიტომ ახლავე სამსახურში!

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ღრიალა ასოები
Date: 27.05.2011, 08:47
To: კრისტიან გრეი

ჩვენში დარჩეს და, მეხება, რადგან სწორედ მე გავხდი თქვენი დევნის ობიექტი.
კონტრაქტისთვის ხელი ჯერ არ მომიწერია, ამიტომ წესი-მესი მე არ ვიცი. სამსახური კი
მხოლოდ ათის ნახევარზე მეწყება.
ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: აღწერილობითი ლინგვისტიკა
Date: 27.05.2011, 08:499
To: ანასტასია სტილი

„მესი“? განმარტებით ლექსიკონში აღნიშნული სიტყვა არ მოიძებნა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: აღწერილობითი ლინგვისტიკა
Date: 27.05.2011, 08:52
To: კრისტიან გრეი

სიტყვა „მესი“ შეგიძლიათ განმარტებით ლექსიკონში „მბრძანებლობის მოყვარულსა“


და „მდევარს“ შორის მოძებნოთ, აღწერილობითი ლინგვისტიკა კი ჩემ მიერ დაუშვებელ
ქმედებებში შეტანილად ჩათვალოთ.
იქნებ თავი დამანებო და დამაცადო ჩემი ახალი მანქანით სამსახურში წავიდე?!

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: თავხედი, მაგრამ მხიარული ახალგაზრდა ქალი
Date: 27.05.2011, 08:56
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, გაცნობებთ, რომ რატომღაც ხელისგული მექავება. ფრთხილად იარეთ,


ქალბატონო.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

„აუდის“ მართვა ერთი სიამოვნებაა. თანაც საჭეს ჰიდროგამაძლიერებელიც კი აქვს.


„ხოჭოს“, რა თქმა უნდა, არავითარი გამაძლიერებელი არ ჰქონდა და ტარება ლამის
ფიზიკურ ვარჯიშს უტოლდებოდა. ოჰ, სულ დამავიწყდა, კრისტიანის წესების
მიხედვით „ხოჭოზე“ ვარჯიშის მაგივრად საქმე პირად მწვრთნელთან მექნება. კოპებს
ვკრავ. ვერ ვიტან ვარჯიშს.
გზად ვცდილობ, იმეილებით ჩვენი მიმოწერა გავაანალიზო. ხანდახან კრისტიანი
მფარველი ნაბიჭვრის როლს ირგებს ხოლმე... უცებ გრეისი მახსენდება და მრცხვენია
ჩემი ლანძღვისა, თუმცა ის ხომ ნამდვილი დედა არ არის... ჰმ, ირკვევა, რომ თურმე
ტკივილის მთელი სამყარო არსებობს. ამაზე აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა.
გასაგებია... მაშინ, რადგან ასეა, განსაზღვრება „მფარველი ნაბიჭვარი“ კრისტიანს
სწორედაც რომ ყველაზე კარგად ეხამება. დიახ, ნამდვილად ზრდასრული ადამიანი ვარ,
დიდი მადლობა შეხსენებისთვის, კრისტიან, და ეს ნამდვილად ჩემი არჩევანია. თუმცა
პრობლემა ისაა, რომ მე მხოლოდ კრისტიანი მჭირდება, მთელი იმ ბარგიბარხანის
გარეშე, რომლითაც ალბათ „ბოინგ 747“ს გაავსებდა კაცი! იქნებ, როგორც მისი მორჩილი,
ამ ყველაფერს უბრალოდ უნდა შევეგუო? ვუთხარი, შევეცდებიმეთქი, თუმცა
ნამდვილად ფრიად რთული ამოცანის წინაშე დავდექი.
„კლეიტონის“ ავტოსადგომზე ვუხვევ. შევდივარ და არც კი მჯერა, რომ დღეს ჩემი
ბოლო სამუშაო დღეა. საბედნიეროდ, მაღაზია კლიენტებით არის სავსე და დრო
შეუმჩნევლად გარბის. შესვენების დროს მისტერ კლეიტონი მეძახის და საწყობიდან
გამოსვლა მიხდება, ვუახლოვდები და ვხედავ, რომ მის გვერდით კურიერი დგას.
– მის სტილი ბრძანდებით? – მეკითხება ის.
გაკვირვებული, მისტერ კლეიტონს შევყურებ, რომელიც ჩემზე არანაკლები
გაოგნებული გამომეტყველებით იჩეჩავს მხრებს. შეგრძნება მაქვს, რომ გული სადაცაა
გამეპარება. ამჯერად რაღა გამოგზავნა? ამანათის მიღებაზე ხელს ვაწერ და პატარა ყუთს
ვხსნი, შიგ „ბლეკბერია“, გული სადღაც, ქვევით მიექანება. ტელეფონს ვრთავ.

From: კრისტიან გრეი


Subject: „ბლეკბერი“ დროებით სარგებლობაში
Date: 27.05.2011, 11:15
To: ანასტასია სტილი

ჩემთვის მნიშვნელოვანია შენთან მუდმივი კავშირი მქონდეს. და რადგანაც


შეტყობინებების ფორმით ყველაზე გულახდილი ხარ, გადავწყვიტე, რომ „ბლეკბერი“
დაგჭირდებოდა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: მომხმარებლური სიგიჟე
Date: 27.05.2011, 13:22
To: კრისტიან გრეი

თქვენი დევნის მანია საშიშ ფაზაში გადავიდა. კონტროლის აღსადგენად, ვფიქრობ,


დაუყოვნებლივ ექიმ ფლინს უნდა მიმართოთ დასახმარებლად.
ვმუშაობ. სახლში რომ მივალ, მოგწერ.
მორიგი ტექნოლოგიური სიახლისთვის დიდი მადლობა. საბოლოოდ დავრწმუნდი
რომ არ შევცდი, როდესაც „მფლანგველი მომხმარებელი“ გიწოდე.
ამას რატომ აკეთებ?

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: გასაოცარი გამჭრიახობა ასეთი ახალგაზრდა არსებისთვის
Date: 27.05.2011, 13:24
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, როგორც ყოველთვის, მიზანში მოარტყით, მაგრამ ექიმი ფლინი


შვებულებაშია.
ამას და სხვა ყველაფერს – შემიძლია და ვაკეთებ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

აუტანელ ნივთს ჯინსის უკანა ჯიბეში ვიცურებ. ისე მივეჩვიე იმეილებით


კრისტიანთან ურთიერთობას, ძნელია, ცდუნებას გავუძლო და არ ვუპასუხო, მაგრამ
საქმე მაქვს. „ბლეკბერი“ ჩემ უკანალზე ზრიალებს – „სწორედ საშენო ადგილია“, –
გულში ვპასუხობ ჩემთვის, მთელ ნებისყოფას ვიკრებ და ამ იმეილსაც უპასუხოდ
ვტოვებ.
ოთხ საათზე მისტერ და მისის კლეიტონები ყველა თანამშრომელს ერთად უყრიან
თავს და გულის ამაჩუყებელი გამოსათხოვარი სიტყვის შემდეგ სამასი დოლარის ჩეკს
მჩუქნიან. ამ წუთს, ბოლო სამი კვირის ყველა მოვლენა და განცდები – გამოცდები,
გამოსაშვები ცერემონია, გარყვნილი მილიონერი, ქალწულობის დაკარგვა, დასაშვები და
დაუშვებელი ქმედებები, თამაშების ოთახი სათამაშოების გარეშე, ვერტმფრენით
სეირნობები და ხვალინდელი გამგზავრება – ყელში ცრემლების დიდ ბურთად მაწვება
და მეჩხირება. გასაკვირია და, თავის შეკავებას ვახერხებ. ამ გმირობისთვის ჩემი
ქვეცნობიერიც კი თავს მოწიწებით ხრის ჩემ წინაშე. კლეიტონებს თბილად ვეხვევი და
ვემშვიდობები, ისინი კეთილები და ხელგაშლილები იყვნენ და მართლაც, ძალიან
მომენატრებიან.
კეიტი თავისი მანქანიდან სწორედ მაშინ გადმოდის, როდესაც სახლს ვუახლოვდები.
– ეს რა არის? – მეკითხება ბრალმდებლის ტონით და „აუდიზე“ მანიშნებს.
– მანქანა, – თავს ვერ ვიკავებ ირონიული ღიმილისგან.
კეიტი გაბრაზებული გამომეტყველებით თვალებს ჭუტავს და სულ ერთი წამით
მეჩვენება, რომ იმასაც ჩემი მუხლებზე გადაწვენა და გატყეპა უნდება.
– უნივერსიტეტის დამთავრების აღსანიშნავი საჩუქარია, – ვეუბნები რაც შეიძლება
აუღელვებლად.
ისეთი გამომეტყველება მაქვს, თითქოს ყოველდღე ერთმანეთზე ძვირფას მანქანებს
ვიღებდე საჩუქრად. კეიტი გაოგნებული შემომყურებს.
– გულუხვი არამზადა!
თავს ვუქნევ.
– მინდოდა, უარი მეთქვა, მაგრამ სიმართლე გითხრა, კრისტიანის გადარწმუნება
უბრალოდ შეუძლებელია.
კეიტი ტუჩებს იბზუებს.
– აღარ მიკვირს, რომ, რაც ის გამოჩნდა, საკუთარ თავს არ ჰგავხარ. როგორც
მივხვდი, გუშინ დარჩა, არა?
– ჰო, – ვიღიმები ოცნებებში წასული.
– კარგი. დავამთავროთ ჩალაგება?
თავს ვუქნევ და კეიტთან ერთად სახლში შევდივარ. ფოსტას ვამოწმებ და კრისტიანის
იმეილი მხვდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: კვირადღე
Date: 27.05.2011, 13:40
To: ანასტასია სტილი

შევხვდებით კვირას, 13:00 საათზე. 13:30 შენს გასასინჯად ექიმი მოვა.


სიეტლში მივდივარ.
იმედი მაქვს, კარგად იმგზავრებთ. მოუთმელად ველი შეხვედრას.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ღმერთო, გეგონება ამინდზე ლაპარაკობდეს! ჩალაგებას მოვრჩებით და მერე


ვუპასუხებ. საოცარია, ერთ წუთში რომ ხალისიანი და უშუალოა, წუთის შემდეგ
ოფიციალური და სერიოზული ხდება. ხასიათი ისე ეცვლება, გონს მოსვლას ვერ
მოასწრებ. გენერალური დირექტორისთვის შესაფერისი იმეილია, ვერაფერს იტყვი!
თვალებს დემონსტრაციულად ვატრიალებ და ნივთების ჩასალაგებლად კეიტთან
გავდივარ. მე და კეიტი სამზარეულოში ვტრიალებთ, როდესაც კარზე აკაკუნებენ.
პარმაღზე ტეილორი დგას. კოსტიუმში გამოწყობილი, უნაკლოდ გამოიყურება.
სპორტული აღნაგობით, „ზღარბი“ ვარცხნილობითა და მზერაში მკაცრი სიცივით
ადვილად მიხვდები, რომ ყოფილი სამხედროა.
– მის სტილ, თქვენი მანქანის წასაყვანად მოვედი, – მეუბნება ტეილორი.
– ა, ჰო, რა თქმა უნდა! შემობრძანდით, გასაღებს ავიღებ.
ჩემი მანქანის გაყიდვა მის სამსახურეობრივ მოვალეობებში აშკარად არ შედის, თუმცა
საინტერესოა, საერთოდ რა ევალება? გასაღებს ვიღებ და ალბათ მხოლოდ ჩემთვის
უხერხულ სიჩუმეში ღია ლურჯ „ხოჭოსთან“ მივდივართ. მანქანის კარს ვაღებ და მინი
საბარგულიდან ჯიბის ფარანს ვიღებ. მეტი აქ არაფერი მაქვს. „მშვიდობით ვანდა და
გმადლობ“. მანქანის სახურავს სიყვარულით ვუსვამ ხელს და კარს ვკეტავ.
– მისტერ გრეისთან დიდი ხანია მუშაობთ?
– ოთხი წელია.
უცებ მინდება კითხვები დავაყარო. ალბათ კრისტიანის ყველა საიდუმლო იცის, თუმცა
დარწმუნებული ვარ, გაუხმაურებლობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და
არაფერს იტყვის. წამიერი შეშფოთებული მზერით ვუყურებ. გარეგნულად ისეთივე
უტყვია, როგორიც რეი და მაშინვე გული მითბება.
– ის კარგი ადამიანია, მის სტილ, – მეუბნება ტეილორი და ტუჩის კუთხეებით ოდნავ
მიღიმის.
ტეილორი თავს მიკრავს, მანქანაში ჯდება და მიდის.
ჩვენი ბინა, „ვანდა“, „კლეიტონი“ – ყველაფერი წარსულში რჩება. ნაღვლიან ფიქრებს
ვიშორებ, თავს ვაქნევ და სახლში შევდივარ. ყველაზე დიდი ცვლილება კი ჩემს
ცხოვრებაში – კრისტიან გრეია და ტეილორს მიაჩნია, რომ ის კარგი ადამიანია.
საღამოს რვა საათზე ხოსე მოდის და ჩინური საჭმელი და რამდენიმე ბოთლი ლუდი
მოაქვს. მე და კეიტმა ჩალაგება დავამთავრეთ და დივანზე მოვკალათდით, ხოსე კი
იატაკზე ჯდება ფეხებმორთხმული. სამივე სულელურ ტელეგადაცემებს ვუყურებთ,
ლუდს ვსვამთ და მხიარულად და ხმამაღალი სიცილით მოგონებებს ვეძლევით. ჩვენ
ხომ ერთად მართლაც არაჩვეულებრივად კარგი ოთხი წელი გავატარეთ.
მე და ხოსეს ისევ ძველებური, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, არშემდგარი კოცნა
დავიწყებულია, უფრო სწორად, იმ ხალიჩის ქვეშ არის შეჩურთული, რომელზეც ჩემი
შინაგანი ქალღმერთია მხართეძოზე მიწოლილი და თითების ტკაცუნით მოუთმენლად
ელის კვირადღის დადგომას. კარზე ვიღაც აკაკუნებს და გული ლამის საგულიდან
ამომივარდეს, იქნებ...
კარს კეიტი აღებს და ოთახში ქარივით შემოვარდნილი მოუთმენლობით ანთებული
ელიოტის მკლავებში ხვდება. მათი ჰოლივუდური ტრადიციული ვნებიანი კოცნა
ევროპული არტჰაუსისთვისაც კი შესაშური ხანგრძლივობით გრძელდება. ისე იქცევიან,
თითქოს მარტონი იყვნენ, ჩვენი არსებობა არც ერთს არ ახსოვს. მე და ხოსე ერთმანეთს
თვალებგაფართოებული შევცქერით. მათი უკომპლექსობით სულის სიღრმემდე ვარ
შეძრული.
– ბარში ხომ არ წავსულიყავით? – ვთავაზობ ხოსეს და ისიც, იმედგაჩენილი
სასოწარკვეთილივით, თავს ენერგიულად მიქნევს.
იქ, სადაც ასე თავშეუკავებლად ამჟღავნებენ სექსუალურ ლტოლვას, ორივე
უხერხულობას ვგრძნობთ. სახეშეფაკლული კეიტი გაბრწყინებული თვალებით ჩემკენ
იხედება.
– მე და ხოსე დასალევად მივდივართ, – ვეუბნები და თვალებს ვატრიალებ. აჰა! ჯერ
კიდევ შემიძლია თვალები ავატრიალო, თუ სადმე ახლომახლო ვიღაცვიღაცეები არ
არიან.
– კარგი, – იღიმება კეიტი.
– გამარჯობა, ელიოტ! კარგად, ელიოტ!
ელიოტი თვალს მიკრავს და მე და ხოსე სექსუალურ სცენას შესწრებული ბავშვებივით
ხითხითით გამოვდივართ სახლიდან.
ბარისკენ ხელკავგამოდებულები მივაბიჯებთ. უცებ ვაცნობიერებ, რა უბრალო და
ახლობელია ხოსე და როგორ არ ვაფასებდი ამას ადრე.
– მოკლედ, ჩამოხვალ ჩემი გამოფენის გახსნაზე?
– რა თქმა უნდა, როდის?
– ცხრა ივნისს.
– რა დღეა? – უცებ პანიკა მიცავს.
– ხუთშაბათი.
– ჰო, მგონი, გამომივა. შენ ჩამოხვალ ჩვენთან, სიეტლში?
– აბა რა!
ბარიდან საკმაოდ გვიან ვბრუნდები. კეიტისა და ელიოტის კვალიც არსად ჩანს,
სამაგიეროდ მათი ხმა ისმის მთელ სახლში! ჯანდაბა... იმედი მაქვს, მე ასეთი ხმაურიანი
არა ვარ. აი, კრისტიანი კი ნამდვილად არ ხმაურობს. მასზე ფიქრიც კი მწველ
სიმხურვალედ მედება სხეულზე და ჩემს ოთახში გავრბივარ. მე და ხოსე
დამშვიდობებისას ერთმანეთს მეგობრულად გადავეხვიეთ, თანაც, ღვთის მადლით,
ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. არ ვიცი, კიდევ როდის ვნახავ, შესაძლოა მის
გამოფენამდე ვეღარც მოვახერხო და უკვე ვგრძნობ, როგორ მომენატრება მისი ეს
ბავშვური მომხიბვლელობა. მიხარია და ვამაყობ, რომ, როგორც იქნა, ხოსეს გამოფენა
იმართება. მანქანაზე არაფერი ვუთხარი – ვანდას გაყიდვის ამბავი რომ გაეგო,
ნამდვილად გაბრაზდებოდა, მე კი ერთი გაბრაზებული კაციც მეყოფა, მეტს ნამდვილად
ვეღარ გავუძლებ. ჩემს ოთახში წყეულ მოწყობილობას ვრთავ. კრისტიანის წერილი
მხვდება, ეჭვიც არ მეპარებოდა!

From: კრისტიან გრეი


Subject: სად ხარ?
Date: 27.05.2011, 22:14
To: ანასტასია სტილი

„სახლში რომ მივალ, დაგირეკავ“.


ჯერ ისევ სამსახურში ხარ თუ სხვა ნივთებთან ერთად ნოუთბუქი, „ბლეკბერი“ და
მობილურიც შეფუთე? დამიკავშირდი, თორემ იძულებული გავხდები, ელიოტს
დავურეკო.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა!.. ხოსე! ოჰ ღმერთო!


მობილურს ვიღებ. ხუთი გაშვებული ზარი და ერთი ხმოვანი შეტყობინება მხვდება.
შეტყობინებას გულის კანკალით ვისმენ. კრისტიანია.
„ვფიქრობ მნიშვნელოვანია, ჩემი მოლოდინის გამართლება ისწავლო. საკმაოდ
მოუთმენელი ადამიანი ვარ და, თუ ამბობ, რომ სამსახურის შემდეგ მომწერ, კეთილი
ინებე და შეასრულე დანაპირები. სხვა შემთხვევაში ვინერვიულებ, ნერვიულობა კი
ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაა და რთულად გადამაქვს. დამირეკე.“
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! ნუთუ გაუთავებლად ასე უნდა მაკონტროლოს?
ტელეფონს კოპებშეკრული დავყურებ. რასაც ქვია მახრჩობს! შიშით ვცახცახებ, მის
ნომერს ვპოულობ და თითს ღილაკს ვაჭერ. პასუხს ველოდები და ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ გული მიკანკალებს. ალბათ ლურჯის შვიდ ელფერად დამალურჯებს.
ვერაფერს იტყვი, დამთრგუნველი აზრია!..
– გამარჯობა, – მესალმება ხმადაბლა.
წონასწორობას ძლივს ვინარჩუნებ – ჩემთვის მოულოდნელად, მის ხმაში შვება
იგრძნობა და არა ბრაზი.
– გამარჯობა, – ჩურჩულით ვპასუხობ მეც.
– ვნერვიულობდი შენზე,
– ვიცი. მაპატიე, რომ არ გიპასუხე.
წამით ჩუმდება, მერე გაყინული თავაზიანობით მეკითხება:
– საღამო კარგად გაატარე?
– კი, მე და კეიტმა ყველაფერი ჩავალაგეთ, მერე კი ჩინური კერძებით ვივახშმეთ
ხოსესთან ერთად.
სახელი„ხოსეს“ წარმოთქმისას თვალებს ვხუჭავ, მაგრამ კრისტიანი არ იმჩნევს და
არაფერს მეუბნება.
– შენ? – ვეკითხები მე პაუზის შესავსებად.
არ გამოუვა, ვეღარ მაიძულებს, რომ ხოსეს გამო თავი დამნაშავედ ვიგრძნო. წამიერი
სიჩუმის შემდეგ კრისტიანი ოხრავს.
– საშინლად მოსაწყენ საქველმოქმედო საღამოზე ვიყავი და როგორც კი მოვახერხე,
წამოვედი.
მისი ხმიდან სევდა იღვრება და გული მეწურება. მაშინვე მახსენდება, როგორ იჯდა
რამდენიმე ღამის წინ თავის უზარმაზარ მისაღებ ოთახში როიალთან და სევდიანი
ნეტარებით აღსავსე საოცრად მელოდიას ასრულებდა.
– მინდა, ჩემთან იყო, – ვეუბნები ვჩურჩულით.
იმის მიუხედავად, მომცემს თუ არა ამის უფლებას, მინდა მოვეხვიო და დავამშვიდო.
მინდა, მისი სიახლოვე ვიგრძნო.
– მართლა? – ხმაში მაშინვე სითბო ეღვრება კრისტიანს.
ოჰო! ეს უკვე სრულიად არ ახასიათებს და ნეტარი მოლოდინი თმის ძირებში წვრილ
წვრილ ჩხვლეტებად მივლის.
– კი, – ღრმა ოხვრას ვაყოლებ პასუხს.
სიჩუმეში თითქოს საუკუნე გადის. ისიც ოხრავს.
– კვირას მოხვალ, ხომ?
– კი, მოვალ, – ვბუტბუტებ და სხეულში თრთოლა მივლის.
– ღამე მშვიდობისა.
– ღამე მშვიდობისა, ბატონო.
მისი ღრმა ოხვრით ვხვდები, რომ ასეთ მიმართვას არ ელოდა.
– ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, ანასტასია, – მეუბნება ბოლოს თბილი ტონით.
პატარა ბავშვებივით არც ერთი ტელეფონს არ ვთიშავთ და ერთმანეთის სუნთქვას
ვუსმენთ.
– დაკიდე, – ვჩურჩულებ და ვგრძნობ, რომ იღიმება.
– არა, შენ დაკიდე.
ვგრძნობ, როგორ უცინის თვალები.
– მე არ მინდა.
– არც მე.
– ძალიან გაბრაზდი?
– კი.
– კიდევ მიბრაზდები?
– არა.
– ესე იგი, არ დამსჯი?
– არა. მე განწყობის კაცი ვარ, ანასტასია.
– უკვე შევნიშნე
– შეგიძლიათ, ყურმილი დაკიდოთ, მის სტილ.
– ნამდვილად გინდათ, რომ დავკიდო, ბატონო?
– დაიძინე, ანასტასია.
– დიახ, ბატონო.
ტელეფონს არც ერთი არ ვთიშავთ.
– საინტერესოა, ოდესმე ისწავლი იმის შესრულებას, რასაც გეუბნებიან? – მეკითხება
ბოლოს და მის ხმაში ირონია და გაკვირვება ისმის.
– შესაძლოა, კვირას შევამოწმოთ, – ვპასუხობ მე და ტელეფონს ვთიშავ.
ელიოტმა პაიკპლეისმარკეტის ქუჩაზე მდებარე ჩვენს ახალ ბინაში ეს-ესაა
ტელევიზორს სატელიტური ანტენა შეუერთა და საკუთარი ნახელავით თავადვე
ტკბება. ის ტელევიზორის ჩამოსაკიდად კედელს ბურღით ხვრეტს, მე და კეიტი კი, ამ
სურათით აღფრთოვანებულები, დივანზე ვეცემით და ვხითხითებთ. ბრტყელი ეკრანი
ოთახად გადაკეთებული ძველი საწყობის აგურის კედელზე უცნაურად გამოიყურება,
მაგრამ იმედია, მივეჩვევი.
– ხედავ, ძალიან მარტივია, – თავს იქებს ელიოტი, კეიტს ფართოდ უღიმის და უნაკლო
ქათქათა კბილებს აჩენს, რისგანაც კეიტი ლამის არის პირდაპირ აქ, ჩემ გვერდით,
დივანზე დადნეს. ამ წყვილის შემხედვარე, თვალებს ვატრიალებ.
– ძალიან მინდა დარჩენა, საყვარელო, მაგრამ პარიზიდან ჩემი და დაბრუნდა. საღამოს
ოჯახური ვახშამია დაგეგმილი და აუცილებლად უნდა მივიდე.
– იქნებ ვახშმის შემდეგ მაინც მოახერხო მოსვლა? – მისთვის სრულიად
არადამახასიათებელი მორჩილი, რბილი ხმით ეკითხება კეიტი.
აშკარად ზედმეტი ვარ. ვიმიზეზებ, რომ ნივთები მაქვს ამოსალაგებელი და
სამზარეულოში გავდივარ.
– ვნახოთ, იქნებ მოვახერხო და ვახშმის შემდეგ გამოვიპარო, – ჰპირდება ელიოტი.
– გაგაცილებ, – უღიმის კეიტი.
– კარგად იყავი, ანა.
– ნახვამდის ელიოტ. კრისტიანს მოკითხვა გადაეცი.
– მხოლოდ მოკითხვა? – ორაზროვნად მიღიმის ელიოტი და წარბებს სწევს.
– ჰო, – ვპასუხობ და ვწითლდები.
ელიოტი თვალს მიკრავს და კეიტთან ერთად მიდის. მე კი უკვე ალმური მედება.
ელიოტი ძალიან საყვარელია და სრულებით არ ჰგავს კრისტიანს. თბილი, გახსნილი,
პირდაპირი მნიშვნელობით, კეიტს ხელიდან არ უშვებს. როცა ერთად არიან, ერთმანეთს
ვერ მოსწყვეტ. სიმართლე ითქვას, მათი შემხედვარე, თავს საშინლად უხერხულად
ვგრძნობ და ლამის შურით გავსკდე, ისე მინდა მეც მათნაირი ურთიერთობა მქონდეს
კრისტიანთან.
ოცი წუთის შემდეგ კეიტი ბრუნდება და პიცა მოაქვს. ვსხედვართ ჩვენს ახალ ბინაში
ჯერ ისევ შეფუთული და გაუხსნელი ნივთებით გარშემორტყმული და პიცას პირდაპირ
კოლოფიდან შევექცევით. კეიტის მამამ ძალიან გაგვახარა. ბინა არც ისე დიდია, მაგრამ
ჩვენთვის სრულიად საკმარისია: სამი საძინებელი და დიდი მისაღები ოთახი გვაქვს
პაიკ ფლეისმარკეტზე გამავალი ფანჯრებით. იატაკზე დაგებული ხე და მთელ ბინაში
აგურის, სამზარეულოში კი პოლირებული ბეტონის კედლები პრაქტიკულ და
თანამედროვე გარემოს ქმნის. ორივეს ძალიან მოგვწონს, რომ ქალაქის ცენტრში
ვიცხოვრებთ. რვა საათზე სადარბაზო კარზე ზარი ირეკება. კეიტი სკამიდან ხტება, მე კი
გული მიფართხალებს.
– მის სტილ, მის კავანა, თქვენთვის ამანათია, ისმის დამაფონში.
იმედი მიცრუვდება. კრისტიანი არ არის.
– მეორე სართული, ბინა 2.
კეიტი კარს აღებს, საწყალ კურიერსაც, ისევე, როგორც კაცების უმეტესობას მის
დანახვაზე ყბა უვარდება: კეიტი ტანზე შემოტმასნილ ჯინსსა და ტოპში, საოცრად
სექსუალურად გამოიყურება. აწეული, კეფაზე შეკრული თმიდან აქა-იქ ჩამოვარდნილი
კულულები მხრებზე ელამუნება. არც არის გასაკვირი – კეიტი კაცებზე ყოველთვის ასე
მოქმედებს. კურიერს ხელში შამპანურის ბოთლი უჭირავს, რომელსაც ჰაერში
მოფარფატე ვერტმფრენის ფორმის ბუშტი აქვს მიმაგრებული. კეიტი კურიერს თავისი
საფირმო დამბნედი ღიმილით ბოთლს ართმევს, მის ზურგს უკან კარს კეტავს და
ბარათს ხმამაღლა კითხულობს.
„ქალბატონებო,
ბედნიერებას გისურვებთ ახალ სახლში.
კრისტიან გრეი.“
კეიტი უკმაყოფილოდ აქნევს თავს.
– უბრალოდ – „კრისტიანისგან“ ვერ დააწერა? ან ეს ბუშტმფრენი რა არის?
– ეს ჩარლი ტანგოა.
– რაა?
– მაშინ სიეტლში მისი ვერტმფრენით ჩამოვფრინდით.
მხრებს ვიჩეჩავ. კეიტი პირდაღებული შემომყურებს. სიმართლე ითქვას, ვგიჟდები
მომენტებზე, როდესაც კეიტ კავანა გაოგნებისგან ხმას ვერ იღებს, – სამწუხაროა, რომ ეს
ასეთი იშვიათობაა. ამიტომ შემთხვევით ვსარგებლობ და საოცარი წუთით ვტკბები.
– ჰო, ნუ, ვერტმფრენი ჰყავს და თანაც თვითონ მართავს, – ცეცხლზე ნავთს ვასხამ
გაამაყებული.
– გასაკვირი სულაც არ არის, ასეთ უნამუსოდ მდიდარს რომ ვერტმფრენი ჰყავს, მაგრამ
რატომ არ მითხარი?
კეიტი საყვედურით სავსე მზერით მიყურებს, მაგრამ წამის შემდეგ იღიმება.
– ამ ბოლო დროს იმდენი რამე მოხდა, რომ...
– სანამ აქ არ ვიქნები, თავი არ დააჩაგვრინო, კარგი?
– კარგი, – ვაძლევ პირობას. რაც სიეტლში გადმოვედით, რამდენიმე საკითხი ერთად
მაფორიაქებს: კრისტიანი თავისი გადახრებით, უცხო ქალაქი და თან არც ვმუშაობ, რომ
გული მაინც გადავაყოლო.
– შენ მიეცი მისამართი?
– არა, მაგრამ კრისტიანისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, დევნა მისი საყვარელი
გასართობია, – ვითომც აქ არაფერი, საქმიანი გამომეტყველებით ვუცხადებ მე. კეიტს
წარბები შუბლზე კიდევ უფრო ზევით ასდის.
– რატომღაც სრულებითაც არ მიკვირს. ეგ შენი კრისტიანი რაღაც ძალიან მაშფოთებს.
კარგი, ყოველ შემთხვევაში შამპანური მაინც გამოაგზავნა ნორმალური, თანაც უკვე
ჩაციებულია.
მხოლოდ კრისტიანს შეუძლია უკვე ჩაციებული შამპანურის გამოგზავნა, ალბათ თავის
მდივანს დაავალა, ან ტეილორს... შამპანურს ვხსნით და ყუთებიდან სულ ბოლოს
ჩაწყობილ ჩაის ფინჯნებს ვიღებთ.
– 1999 წლის „Bollinger Grande Année Rosé“ არაჩვეულებრივი ბუკეტია! – ვამცნობ კეიტს,
ერთმანეთს ვუღიმით და ჭიქებს ვუჭახუნებთ.
კვირა დილას, ჩემდა გასაკვირად, კარგად გამოძინებულს მეღვიძება. თვალებს ვახელ,
გარეთ მოქუფრული ნაცრისფერი დილაა, ლოგინში ვწევარ და ოთახში დახვავებულ
ჯერ ისევ გაუხსნელ ყუთებს დავჩერებივარ. „ამოლაგებას როდის აპირებ?!“ – მბურღავს
ჩემი ქვეცნობიერი და ტუჩებს ამრეზით იბზუებს. არა... ოღონდ დღეს, არა. ჩემი შინაგანი
ქალღმერთი მოუთმენლად ცქმუტავს და დახტის. ეს მოლოდინი თავს ზემოთ თითქოს
მუქ ვარდისფერ, საწვიმრად გამზადებულ, მძიმე ღრუბლად ჩამომწოლია. მუცელში
პეპლები მიფარფატებენ. იმის წარმოდგენაზე, რა მელის დღეს, სადღაც ძალიან ღრმად,
მძიმე, ავხორცი, ყოვლის მომცველი სურვილი მებადება. იმ წყეულ კონტრაქტზეც დღეს
მომიწევს ხელის მოწერა.
აუტანელი ხელსაწყო, რომელიც ჩემს საწოლთან იატაკზე დევს, ხმადაბლა წრიპინებს –
ელექტრონული შეტყობინება მოვიდა.

From: კრისტიან გრეი


Subject: ციფრები და ჩემი ცხოვრება
Date: 29.05.2011, 08:04
To: ანასტასია სტილი

თუ შენი მანქანით წამოხვალ, ესკალას მიწისქვეშა ავტოსადგომის კოდი დაგჭირდება:


146963. მეხუთე განყოფილებაში გაჩერდი, ეს ერთერთი ჩემი ადგილთაგანია. ლიფტის
კოდი: 1880

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: არაჩვეულებრივი ბუკეტი
Date: 29.05.2011, 08:08
To: კრისტიან გრეი

არის, სერ!
გასაგებია.
გმადლობ შამპანურისა და გასაბერი ჩარლი ტანგოსთვის, რომელიც ახლა ჩემს
საწოლზე მიბმული ჰაერში ფარფატებს.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: შური
Date: 29.05.2011, 08:04
To: ანასტასია სტილი

არაფრის.
არ დააგვიანო.
მშურს. ჩარლი ტანგოს გაუმართლა.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
მისი საქმიანი ტონით აღშფოთებული, ნოუთბუქს ვხურავ, მაგრამ ბოლო ფრაზა
მახსენდება და მეღიმება. სააბაზანოში მივდივარ, თან ფიქრში იმით ვინტერესდები,
დაბრუნდა თუ არა გუშინ ვახშმის შემდეგ ელიოტი და ვცდილობ, კრისტიანთან
შეხვედრის მოლოდინით გამოწვეული მოუთმენლობა დავიოკო.
რა მაგარია! „აუდის“ მართვა ქუსლიანი ფეხსაცმლის გაუხდელადაც შეიძლება.
ზუსტად თორმეტს რომ თხუთმეტი უკლია, ესკალას ავტოსადგომზე შევდივარ და
მანქანას მეხუთე ნაკვეთურში ვაჩერებ. საინტერესოა, რამდენი ადგილი უკავია აქ
კრისტიანს? აქვე უზარმაზარი „აუდი R8“ და ორი შედარებით პატარა ჯიპი დგას – ყველა
მანქანა „აუდის“ მარკისაა, ჰმ... მზისგან დამცავ წინაფრაში დატანებულ განათებულ
სარკეში ვიხედები და ვამოწმებ,ხომ არ ჩამომეთხაპნა ტუში, რომელსაც ასე იშვიათად
ვიყენებ... არა, „ხოჭოში“ ასეთი კომფორტი ნამდვილად არ მქონდა.
ჰე, მიდი! მამხნევებს ჩემი შინაგანი ქალღმერთი ჩირლიდერების პომპონების
ფრიალით. ლიფტის უამრავ სარკეში ჩემს, უფრო სწორად კეიტის, იისფერ კაბას
ვათვალიერებ. წინა შეხვედრაზე, როდესაც ეს მეცვა, კრისტიანს მისი ტანზე შემოგლეჯა
უნდოდა. ამის გახსენებაზე შიგნით ყველაფერი ერთიანად მეკუმშება. ოჰო, ისეთი
მკვეთრი, ცოცხალი და მწველი შეგრძნებაა, რომ სული მეხუთება. კაბის ქვეშ ტეილორის
ნაყიდი თეთრეული მაცვია. წარმომიდგენია, როგორ დადიოდა ტეილორი თავისი
„ზღარბი“ ვარცხნილობით „აგენტ პროვოკატორის“ ან ძვირად ღირებული რომელიმე
სხვა ბრენდის მაღაზიის დახლებს შორის და ვწითლდები. ლიფტის კარი იღება და
კაბინიდან ბინა ნომერი ერთის შესასვლელთან გავდივარ.
ტეილორი ორფრთიან კართან დგას და მიყურებს.
– დღე მშვიდობისა, მის სტილ.
– ძალიან გთხოვთ, ტეილორ, თუ შეიძლება, ანა დამიძახეთ.
– ანა, – იღიმება ტეილორი, – მისტერ გრეი გელოდებათ.
ეჭვიც არ მეპარება.
კრისტიანი მისაღებ ოთახში დივანზე ზის და საკვირაო გაზეთს კითხულობს. როგორც
კი ტეილორს ოთახში შევყავარ, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც
დამამახსოვრდა, კრისტიანი თავს სწევს. აქ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვიყავი, მაგრამ
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბევრად მეტი დრო გავიდა. როგორც ყოველთვის,
აუღელვებელი და მშვიდი გამომეტყველება აქვს და საოცრად სექსუალურად
გამოიყურება, ტანზე განიერი ტილოს პერანგი და ჯინსი აცვია და ფეხშიშველია.
დაუდევრად აჩეჩილი თმის ქვემოდან ნაცრისფერი თვალები უშმაკურად უციმციმებს.
ჩემს დანახვაზე დგება და მოსაგებებლად მოდის, მის თითქოს გამოქანდაკებულ ტუჩებს
დაკმაყოფილებული შემფასებლის ოდნავ გაკვირვებული ღიმილი დასთამაშებს.
მისი სილამაზითა და მოლოდინით პარალიზებული, ოთახის შესასვლელში
გაუნძრევლად ვდგავარ. ჩვენ შორის ნაცნობი ელექტრული მუხტი ჩნდება და
კრისტიანისკენ მეწევა, ღრმად მუცელში კი ასეთივე ნაცნობი სიმხურვალე მეღვრება.
– ჰმმმ... ეს კაბა... კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, მის სტილ, – ჩურჩულით
წარმოთქვამს კრისტიანი, ნიკაპში მკიდებს თითებს და ტუჩებში ნაზად მკოცნის.
ჩვენი ტუჩების ერთმანეთთან შეხებისთანავე სხეულში ჟრუანტელი მივლის და
სუნთქვა მიხშირდება.
– გამარჯობა, – ვესალმები მე და ვწითლდები.
– კარგია, რომ არ დაგაგვიანდა. პუნქტუალური ადამიანები მიყვარს, – ის ხელს
იდაყვში მკიდებს და დივანთან მივყავარ, – მინდა, რაღაც გიჩვენო. დივანზე ვსხდებით
და კრისტიანი „Seattle Times“ს მიწვდის. მერვე გვერდზე გამოსაშვებ ცერემონიაზე
გადაღებული ჩვენი ფოტოსურათია დაბეჭდილი. ოჰო! სათაურს ვკითხულობ.
კრისტიან გრეი მეგობარ გოგონასთან ერთად ვაშინგტონის უნივერსიტეტის გამოსაშვებ
ცერემონიაზე.
ვიცინი.
– ესე იგი, შენი მეგობარი გოგო ვარ?
– როგორც ჩანს. რადგან გაზეთში ასე დაწერეს, მაშასადამე ასეა, – პასუხად თვალს
მიკრავს კრისტიანი.
დივანზე ცალფეხმორთხმული და მთელი სხეულით ჩემკენ შემობრუნებული ზის,
წამის შემდეგ იხრება და საჩვენებელი თითით თმას ყურს უკან მიმალავს. მისი
შეხებისგან სხეული მიცოცხლდება და გაგრძელების მოლოდინში მეძაბება.
– ანასტასია, მას შემდეგ, რაც შენ აქ უკანასკნელად იყავი, ჩემზე ძალიან ბევრი გაიგე.
– კი. რის თქმა უნდა?
– და მაინც დაბრუნდი.
მორცხვად ვუქნევ თავს, ნაცრისფერ თვალებში ნაპერწკალი უელავს. მერე თითქოს
რაღაც აზრს იშორებსო ოდნავ შესამჩნევად ისიც თავს აქნევს.
– ისაუზმე? – ცვლის უცებ თემას.
ჯანდაბა!
– არა.
– გშია? – მეკითხება და ცდილობს უკმაყოფილება დამალოს.
– კი, ოღონდ ეს საჭმლის შიმშილი არ არის, – ვპასუხობ ხმადაბლა. კრისტიანს
ნესტოები ოდნავ ებერება.
ის ჩემკენ იხრება და ყურში ჩურჩულით მეუბნება:
– როგორც ყოველთვის მოუთმენელი ხართ, მის სტილ. პატარა საიდუმლოს
გაგიმხელთ – მეც მშიერი ვარ, მაგრამ მალე ექიმი გრინი უნდა მოვიდეს.
კრისტიანი სწორდება.
– უნდა გესაუზმა, – ხმადაბლა ბუზღუნებს წამის შემდეგ.
თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, ჯანდაბა – ექიმი! სრულიად ამომვარდა თავიდან.
– მომიყევი მაგ ექიმზე, – ვთხოვ, რომ გადავერთო.
– გრინი მთელ სიეტლში საუკეთესო მეანგინეკოლოგია. სხვა რა გაინტერესებს? –
მხრებს იჩეჩავს კრისტიანი.
– მეგონა, შენს ექიმს უნდა გავესინჯე. ოღონდ არ მითხრა, რომ სინამდვილეში ქალი
ხარ, მაინც არ დავიჯერებ.
მზერაში მაშინვე მხიარული ეშმაკები უწყებენ ხტუნვას.
– უბრალოდ ჩავთვალე, რომ უფრო მართებული იქნებოდა, თუკი სპეციალისტთან
გაივლიდი კონსულტაციას. შენ ასე არ ფიქრობ? – მეკითხება ის მზრუნველი და თბილი
ხმით.
თავს ვუქნევ. ოჰო! კრისტიანი კვირა დღეს და თანაც სადილის დროს ჩემს გასინჯვაზე
სიეტლის საუკეთესო მეანგინეკოლოგს მოელაპარაკა! ჩემთვის წარმოდგენაც კი
რთულია, რა დაუჯდებოდა ეს. უცებ, თითქოს რაღაც უსიამოვნო გაახსენდაო,
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ანასტასია, დედაჩემი დღეს ვახშამზე გეპატიჟება. მგონი, ელიოტთან ერთად კეიტიც
იქნება. არ ვიცი, რამდენად მოგეწონებაეს აზრი, სიმართლე გითხრა, ჩემთვის როგორღაც
უცნაურია ჩემი ოჯახის წინაშე შენი წარდგენა.
უცნაურია? რატომ?
– ჩემი წარდგენისა გრცხვენია?
– რა თქმა უნდა, არა!
ის თვალებს ატრიალებს.
– უცნაური რატომ არის?
– უბრალოდ, ადრე ეს არასოდეს გამიკეთებია.
– თვალების ატრიალება შენთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?
კრისტიანი დაბნეული შემომყურებს.
– ვერ შევნიშნე, თუ ავატრიალე.
– როგორც წესი, ვერც მე ვამჩნევ ხოლმე, – ნაწყენი ხმით აღვნიშნავ მე.
უსიტყვოდ შემომცქერის. როგორც ჩანს, მეტყველების უნარი დაკარგა. ოთახში
ტეილორი შემოდის.
– სერ, ექიმი გრინი მოვიდა.
– მის სტილის ოთახში შეაცილე.
„მის სტილის ოთახში“?!
– კონტრაცეფციის საკითხის განსახილველად მზად ხარ? – მეკითხება კრისტიანი,
დივანიდან დგება და ხელს მიწვდის.
– შენც იქ იქნები? – ვეკითხები გაოგნებული.
ის იცინის.
– მერწმუნე, ანასტასია, შენს გასინჯვაზე დასასწრებად ბევრს გავიღებდი, მაგრამ,
ვფიქრობ, ექიმი ამის უფლებას არ მომცემს.
მის გამოწვდილ ხელს ჩემ ხელს ვახვედრებ და კრისტიანი თავისკენ მოულოდნელად
და მკვეთრად მიზიდავს, მერე კი ძლიერად მკოცნის. მოულოდნელობისგან მკერდზე
თითებით ვაფრინდები. ის მეორე ხელს თმაში მიცურებს, თავს კეფით მიჭერს და
თვალებდახუჭული შუბლით შუბლზე მეკვრება.
– რა კარგია, რომ აქ ხარ, – ჩურჩულებს ძლივს გასაგონად, – ერთი სული მაქვს, მაგ კაბას
როდის გაგაძრობ.
თავი მეთვრამეტე
ექიმ გრინს – მაღალ, ქერათმიან, უნაკლო გარეგნობის ქალს მუქი ლურჯი კოსტიუმი
აცვია. მის დანახვაზე მაშინვე კრისტიანის კომპანიის თანამშრომელი ქალები
მახსენდება, – კიდევ ერთი სტეპფორდელი ლამაზმანი. გრძელი ქერა თმა ელეგანტურად
აქვს შეკრული, ალბათ ორმოცს ოდნავ გადაცილებული იქნება.
– მისტერ გრეი, – ხელს ართმევს ის კრიტიანს.
– მადლობელი ვარ, რომ დაუყოვნებლივ მოსვლას დათანხმდით, – ეუბნება კრისტიანი.
– მეც მადლობას მოგახსენებთ, რომ ამ ვიზიტზე დახარჯული დრო თქვენ მიერ ასე
გულუხვად ფასდება, მისტერ გრეი. მის სტილ, – მომმართავს ის მე და ცივი
შემფასებლური გამომეტყველებით მიღიმის.
ერთმანეთს ხელს ვართმევთ, ვხვდები, რომ ჩემ წინაშე ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც
კეიტის მსგავსად, სულელებს ვერ იტანს და მისდამი მაშინვე სიმპათიით ვიმსჭვალები.
გრინი კრისტიანს ხმის ამოუღებლად შესცქერის. რამდენიმეწამიანი უხერხული სიჩუმის
შემდეგ კრისტიანი მინიშნებას ხვდება.
– ქვემოთ დაგელოდებით, – ბუტბუტებს ის და ოთახიდან გადის.
– საქმეს შევუდგეთ მის სტილ. მისტერ გრეიმ ძალიან დიდი თანხა გადამიხადა, რომ
თქვენთვის კონსულტაცია გამეწია. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
გულმოდგინე გასინჯვისა და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ექიმი გრინი არჩევანს
„მინი პილზე“ აჩერებს. მერე რეცეპტს მიწერს და ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხვალ
წამოღებაზე მითანხმდება. ასეთი საქმიანი მიდგომა ძალიან მომწონს, ის ლამის მისივე
კოსტიუმისფრად გალურჯებამდე მიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია აბების
ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიღება. თუმცა, საქმიანი ტონისა და ქცევის
მიღმა დარწმუნებული ვარ, ცნობისმოყვარეობა კლავს და ჩემი და კრისტიანის
ურთიერთობების გარკვევა უნდა, მაგრამ წვრილმანების მისთვის გაზიარებას არ
ვაპირებ. არა მგონია, ასეთი მშვიდი და მობილიზებული დარჩეს კრისტიანის ტკივილის
წითელი ოთახი რომ ნახოს – მომდის თავში, როდესაც ორივე დაკეტილ კარს ვუვლით
გვერდს და კიბით ქვემოთ, რატომღაც მისაღებ ოთახად წოდებულ კრისტიანის
სამხატვრო გალერეაში ვეშვებით.
ის ოთახის ყოველი კუთხიდან მომდინარე, საოცრად გულისშემძვრელი არიით
გარშემორტყმული დივანზე ზის და კითხულობს. სახეზე მშვიდი ნატარების
გამომეტყველება აქვს აღბეჭდილი. წამის შემდეგ ჩვენკენ ბრუნდება და იღიმება.
– დაამთავრეთ? – გვეკითხება გათამაშებული ინტერესით. მერე მართვის პულტს
ბუხრის ქვეშ მდგარი ელეგანტური თეთრი ყუთისკენ იშვერს, ჯადოსნურ მუსიკას
მხოლოდ ფონად ტოვებს, ფეხზე დგება და ჩვენკენ მოემართება.
– დიახ. მის სტილს გაუფრთხილდით, მისტერ გრეი, ის მართლაც ძალიან ლამაზი და
გონიერი ახალგაზრდა ქალია.
კრისტიანი მოულოდნელობისგან შრება, ისევე, როგორც მე. ექიმისთვის სრულიად
შეუსაბამო განცხადებაა! იქნებ არცთუ შეფარულად გააფრთხილა? კრისტიანი გონს
მოდის.
– აუცილებლად, – ბუტბუტებს პასუხად დარცხვენილი.
წამიერი მზერით კრისტიანს დაბნეული ვუყურებ თვალებში და მხრებს ვიჩეჩავ.
– ანგარიშს გამოგიგზავნით, მისტერ გრეი, – მშრალი ტონით ეუბნება ექიმი გრინი და
ერთმანეთს ხელს ართმევენ.
– ნახვამდის, ანა, წარმატებებს გისურვებთ.
ის მეც მართმევს ხელს და მიღიმის – თვალების კუთხეებში წვრილი ნაოჭები უჩნდება.
საიდანღაც ოთახში ტეილორი ჩნდება და ექიმს ორფრთიანი კარის გავლით ლიფტამდე
აცილებს. საინტერესოა, ამას როგორ აკეთებს, სად იმალება?
– აბა? – მეკითხება კრისტიანი.
– ყველაფერი კარგად არის, გმადლობ. ექიმმა მითხრა, ოთხი კვირის განმავლობაში
ყოველგვარი სექსუალური კონტაქტისგან თავი უნდა შეიკავოო.
თავზარდაცემული გაოგნებისგან პირს აღებს, მაგრამ სერიოზულ გამომეტყველებას
ვეღარ ვინარჩუნებ და სულელივით ვიცინი.
– გაები!
გაცეცხლებული თვალებს ჭუტავს, მაშინვე სიცილს ვწყვეტ. საშინელ გამომეტყველებას
იღებს. ჯანდაბა! ჩემი ქვეცნობიერი კუთხეში იმალება. თვალწინ მიდგება, როგორ
დამსჯის და ერთიანად ვფითრდები.
– გაები! – სიცილით მეუბნება კრისტიანი და კმაყოფილი იღიმება. უცებ წელზე მხვევს
ხელს და თავისკენ მიზიდავს, – გამოუსწორებელი ხართ, მის სტილ!
კრისტიანი თვალებში მიყურებს, თითებს თმაში მიცურებს, თავს მიჭერს, რომ
განძრევის საშუალება არ მომცეს და ძლიერად მკოცნის, თავს ხელებით მის დაკუნთულ
მკლავებზე ვიჭერ.
– როგორ მინდა, პირდაპირ აქვე გაგჟიმო, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვისაუზმოთ, არ
მინდა, მერე ჩემ ქვეშ გაითიშო, – ჩურჩულებს ზედ ჩემ ტუჩებში.
– ესე იგი, მხოლოდ ჩემი სხეული გინდა? – ჩურჩულითვე ვეკითხები მეც.
– რა თქმა უნდა, და კიდევ შენი თავხედი პირი.
კრისტიანი ისევ მკოცნის, მერე უცებ მიშვებს, ხელს მკიდებს და სამზარეულოში
გავყავარ. ერთიანად ვცახცახებ. არა, რა! საოცარია, ახლახან ვხუმრობდით და
ვიცინოდით, წამის მერე კი... ხელით აალებულ სახეზე ვინიავებ. ნამდვილი მოსიარულე
სექსია, მიდი ახლა და მშვიდად ისაუზმე. სასტუმრო ოთახიდან ყრუდ ისევ აღწევს
ჯადოსნური არია.
– ეს რა ნაწარმოებია?
– არიაა ვილალობოსის „ბრაზილიური ბახიანადან“. საოცარია, არა?
– ნამდვილად, – ვეთანხმები სრულიად გულახდილად.
ბარის დახლზე ორი კაცის საუზმეა გაშლილი. კრისტიანი მაცივრიდან სალათსაც
იღებს.
– ქათმის ხორციან „ცეზარს“შეჭამ?
კიდევ კარგი, მძიმე არაფერია.
– კი, გმადლობ.
კრისტიანის გრაციოზულ მოძრაობებს თვალს ვადევნებ. ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებს, რომ საკუთარ სხეულთან სრულ თანხმობაშია, თუმცა, მეორე მხრივ, არ
მოსწონს, როცა ვინმე ამ სხეულს ეხება, ასე რომ, სრულ თანხმობამდე, როგორც ჩანს,
ბევრი უკლია. „ადამიანი განცალკევებულად, კუნძულივით ყველასგან მოწყვეტილი ვერ
იარსებებს“, – ვფიქრობ ჩემთვის, – თუმცა კრისტიან გრეი შეიძლება გამონაკლისიც იყოს.
– რაზე ფიქრობ? – ღრმა ფიქრიდან გამოვყავარ მის კითხვას.
ვწითლდები.
– უბრალოდ, შენს მოძრაობებს ვუყურებდი.
გაკვირვებული წარბებს სწევს.
– მერე?
კიდევ უფრო მეტად ვწითლდები.
– ძალიან გრაციოზული ხარ.
– მადლობას მოგახსენებთ კომპლიმენტისთვის, მის სტილ, – მეუბნება და ღვინის
ბოთლით ხელში გვერდით მიჯდება, – „შაბლი“ ხომ გინდა?
– კი, გმადლობ.
– სალათაც... – ხმადაბლა მთავაზობს ის და სალათს მაწოდებს, – არჩევანი რაზე
შეაჩერეთ?
გაკვირვებული ვშეშდები, მერე, როგორც იქნა, ვხვდები, რომ ექიმ გრინის ვიზიტსა და
კონტრაცეფციაზე მეკითხება.
– „მინიპილზე“.
კრისტიანი კოპებს კრავს.
– მოახერხებ, რომ აბები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღო?
ღმერთო... რა თქმა უნდა, მოვახერხებ. ნეტა საიდან იცის? ალბათ იმ თხუთმეტიდან
რომელიმემ უთხრა. სახეზე ისევ ალი მედება.
– შენ გამახსენებ ხოლმე, – ვპასუხობ ბოლოს უდარდელი მხრების აჩეჩვით.
კრისტიანი გაკვირვებით წარბებაწეული და ოდნავ ეშმაკური ღიმილით შემომყურებს.
– ჩემს კალენდარზე ხმოვანი შეტყობინების სიგნალს დავაყენებ, – მეუბნება სიცილით,
– ჭამე. სალათა უგემრიელესია.
ჩემდა გასაკვირად, თურმე ისე მომშიებია, რომ პირველად ჩვენი გაცნობიდან
კრისტიანზე ადრე ვამთავრებ ჭამას. ღვინოც ძალიან გემრიელია, ცოცხალი, ჰაეროვანი
და ხილის არომატით გაჯერებული.
– როგორც ყოველთვის, გეჩქარებათ, მის სტილ? – იღიმება კრისტიანი ჩემი
მოსუფთავებული თეფშის შემხედვარე.
დარცხვენილი, ნახევრად დახრილი თვალებიდან შევყურებ და ჩურჩულით ვპასუხობ:
– კი.
სუნთქვა უხშირდება. დაჟინებულ მზერას არ მაშორებს და ატმოსფერო თითქოს
დაელექტროვდაო, წამის უსწრაფესად იცვლება. ჩამუქებულ მზერაში ცეცხლი ენთება
და სადღაც მიმაქანებს. კრისტიანი დგება, მაღალი ტაბურეტიდან ჰაერში მიტაცებს და
მკლავებში მიქცევს.
– გინდა მოვსინჯოთ? – ჩურჩულებს პირდაპირ ჩემს ტუჩებთან სადღაც შიგნიდან
ამოყოლილი ქშენით და ჟინით თვალებში შემომცქერის.
– ჯერ ხელი არაფრისთვის არ მომიწერია.
– ვიცი. მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც წესების დარღვევა დამჩემდა.
– უნდა მცემო?
– კი, ოღონდ იმისთვის არა, რომ ტკივილი მოგაყენო. ახლა შენი დასჯა არ მინდა. აი,
გუშინ რომ ჩამვარდნოდი ხელში, სხვა საქმე იქნებოდა.
ჯანდაბა, უნდა, რომ ტკივილი გამოვცადო... რა გავაკეთო?! შიშს და სასოწარკვეთას
ვერც კი ვმალავ.
– ანასტასია, არავის მისცე უფლება, გადაგაფიქრებინოს. ერთერთი მიზეზი, რატომ
იქცევიან ჩემნაირი ადამიანები ასე, ის არის, რომ ჩვენ გვიყვარს, როცა ადამიანს
ტკივილს ვაყენებთ, ან როცა ჩვენ გვტკენს ვინმე. ძალიან მარტივია. შენ კი ეს არ
მოგწონს, ამაზე გუშინ დიდხანს ვფიქრობდი.
კრისტიანი თავისკენ მიზიდავს და მისი ერეგირებული ასო მუცელზე მებჯინება.
წესით, უნდა გავრბოდე, მაგრამ არ შემიძლია. კრისტიანისკენ ყველაზე ღრმა,
პირველყოფილ დონეზე გაჩენილი ლტოლვა მექაჩება, სრულებით რომ არ მესმის და
ვერაფრით რომ ვერ ვაკონტროლებ.
– მერე რა დასკვნამდე მიხვედი? – ვეკითხები ხმადაბლა.
– დასკვნას მერე გამოვიტან, ახლა კი მინდა, გაუჩერებლად, პულსის დაკარგვამდე
გაგჟიმო. მზად ხარ?
– კი, – ვპასუხობ და ვგრძნობ, როგორ მეჭიმება სხეული...
– ძალიან კარგი. წამოდი.
კრისტიანი ხელს მკიდებს და მეორე სართულზე მიმავალი კიბისკენ მივყავარ,
სამზარეულოში ჭურჭელს აულაგებელს ვტოვებთ. გულს ბაგა-ბუგი გააქვს. დადგა ეს
წუთი, მე ამაზე საღ გონებაზე მყოფი მივდივარ. ჩემი შინაგანი ქალღმერთი
ექსტრაკლასის ბალერინასავით ბზრიალტრიალით პირუეტს პირუეტზე კრავს.
კრისტიანი წითელი ოთახის კარს აღებს და წინ მიშვებს. და აი, მე აქ ვარ...
იქ ყველაფერი ძველებურადაა, ტყავისა და ციტრუსის სუნი დგას, წითელი
გაპრიალებული ხე და ძალიან მგრძნობიარე განწყობის შეგრძნება... სისხლი ძარღვებში
მეტი სისწრაფით იწყებს მოძრაობას და მთელ სხეულს სიმხურვალისა და შიშის –
ადრენალინთან შერეულ ავხორც სურვილად უვლის. დამათრობელი ნაერთია. ვერც კი
ვამჩნევ, როდის ეცვლება კრისტიანს გამოხედვა, თითქოს უუხეშდება და უმკაცრდება.
მიყურებს და თვალები ავხორცად უელავს... მითრევს და მიზიდავს.
– აქ მთლიანად ჩემი ხარ, – ქშენით, ნელა და ყოველი სიტყვის მკვეთრი გამოთქმით
მეუბნება ის, – აქ იმას გააკეთებ, რასაც გიბრძანებ, გასაგებია?
მზერა დაჟინებული და ძლიერი აქვს. თავს ხმის ამოუღებლად ვუქნევ. ენა მიშრება...
გული ლამის საგულიდან ამომივარდეს.
– ფეხზე გაიხადე, – მესმის თავდახრილს მისი ჩუმი ბრძანება.
ნერწყვს ვყლაპავ და ფეხსაცმელს მოუხერხებლად ვიხდი.კრისტიანი იღებს და კართან
აწყობს.
– კარგი. როცა რაღაცის გაკეთებას გიბრძანებ, ნუ აყოვნებ, მაშინვე შეასრულე. ახლა
კაბას გაგხდი. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ამის
გაკეთება. ანასტასია, არ მინდა, საკუთარი სხეულის გრცხვენოდეს, საოცრად ლამაზი
ხარ, შენი ყურება მიყვარს და მიხარია. სიმართლე გითხრა, მთელი დღე არ
მომბეზრდებოდა ეს. ამიტომ სიშიშვლის არ შეგრცხვეს. გასაგებია?
– კი.
– რას ნიშნავს „კი“? – მბურღავს მკაცრი მზერით.
– დიახ, ბატონო.
– შეასრულებ, რასაც გიბრძანებ?
– დიახ, ბატონო.
– კარგი. ხელები ასწიე.
ბრძანებას ვასრულებ. კრისტიანი იხრება, ორივე ხელს ჩემი კაბის ბოლოს ჰკიდებს და
აუჩქარებლად, ძალიან ნელა ქაჩავს ზევით, ერთმანეთის მიყოლებით ბარძაყებს,
თეძოებს, მუცელს, მკერდს და მხრებს მიშიშვლებს და კაბას თავს ზემოდან მხდის.
შედეგის შესაფასებლად ერთი ნაბიჯით უკან იხევს, ისე რომ, თვალს არ მაშორებს, კაბას
დაუდევრად კეცავს და კართან მდგარ დიდ კომოდზე დებს, მერე ხელს იშვერს და
ნიკაპზე მეხება. მისი ეს უბრალო შეხებაც კი ერთიანად მწვავს.
– ტუჩს იწვალებ, – მეუბნება სუნთქვაარეული და მოქუფრული ამატებს: – და შენ იცი,
ეს ჩემზე როგორ მოქმედებს. მიბრუნდი.
ბრძანებას მორჩილად ვასრულებ. კრისტიანი ლიფს მიხსნის, ბრეტელებს
აუჩქარებლად მხრებიდან ხელებზე მიგდებს, ქვევით ჩამოაქვს და სხეულზე
ფრჩხილებით და თითის ბალიშებით ნაზად მეხება. ხერხემალში ჟრუანტელი მივლის
და ყველა ნერვული დაბოლოება ერთად მიცოცხლდება. ის ჩემ ზურგსუკან ისე ახლო
დგას, რომ მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე, ცეცხლის ალივით მწვავს.
კრისტიანი თმას უკან, ზურგზე მიყრის, მერე ერთად იქცევს ხელში, მქაჩავს და თავს
გვერდზე მაწევინებს. ცხვირს ჩემს გაშიშვლებულ კისერს აყოლებს, მყნოსავს და ისევ
ყურთან ბრუნდება. არანორმალური სურვილისგან მუცლის სიღრმეში ყველა კუნთი
ერთად მეძაბება... ჯერ მხოლოდ ოდნავ შემეხო, მე კი უკვე სიგიჟემდე მინდა.
– ყოველთვის არაჩვეულებრივი სურნელი გაქვს, ანასტასია, – ჩურჩულებს კრისტიანი
ჩემს ყურთან და ნაზად მკბენს.
კვნესას ვერ ვიკავებ.
– ჩუმად, – მეუბნება ქშენით, – ხმა არ გავიგო!
თმას ისევ უკან მიყრის, ჩემდა გასაკვირად, მოხერხებული გრძელი თითებით ნაწნავს
მიწნავს და ბოლოს რეზინით კრავს, მერე მქაჩავს და თავისკენ მიზიდავს.
– ამ ოთახში მინდა, თმა დაწნული გქონდეს, – ჩურჩულებს ჟინით.
ჰმ... რატომ?
ხელს მიშვებს.
– მობრუნდი!
ბრძანებას მორჩილად ვასრულებ. სუნთქვა არეული მაქვს. შიში და შეშლილი
სურვილი სისხლში დამათრობელ კოქტეილად მეღვრება.
– როდესაც აქ მოსვლას გიბრძანებ, ბიკინიმდე უნდა გაშიშვლდე ხოლმე. გასაგებია?
– კი.
– „კი“? – მისი მზერა ერთიანად მწვავს.
– დიახ, ბატონო.
ტუჩის კუთხე ირონიული ღიმილით უკრთება.
– კარგი გოგო ხარ, – თვალებში ჟინით შემომცქერის. – როდესაც მოსვლას გიბრძანებ,
აი, აქ მუხლებზე უნდა დადგე და დამელოდო ხოლმე, – კარის გვერდით იატაკზე
მითითებს კრისტიანი, – დადექი.
დაბნეული თვალებს ვახამხამებ, ვცდილობ გავერკვე, რა უნდა, მერე მუხლებზე
მოუხერხებლად ვეშვები.
– შეგიძლია ტერფებზე დაჯდე.
ბრძანებას ვემორჩილები.
– ხელები და იდაყვები ბარძაყებზე დაიდე. კარგი. ახლა მუხლები გაშალე. კიდევ.
უფრო მეტად. ძალიან კარგი. თავი დახარე. იატაკს უყურე.
კრისტიანი მიახლოვდება, მაგრამ მე მხოლოდ მის ტერფებს ვხედავ, შიშველ ტერფებს.
ალბათ ჯობია ჩავიწერო ხოლმე მისი სურვილები, რომ დავიმახსოვრო. მოულოდნელად
ისევ ნაწნავში მავლებს ხელს და თავს უკან ძლიერად მაწევინებს. ტკივილის ზღვარამდე
მისული შეგრძნებაა. ქვევიდან ზევით შევყურებ.
– ამ პოზას დაიმახსოვრებ, ანასტასია?
– დიახ, ბატონო.
– კარგი. არ გაინძრე. მალე მოვალ.
კრისტიანი ოთახიდან გადის.
მუხლებზე ვდგავარ და ვიცდი. სად წავიდა? რის გაკეთებას აპირებს? დრო გადის. არ
ვიცი, რამდენი ხნით დამტოვა... ხუთი წუთით, ათით? სუნთქვა მეკვრის. მოლოდინი
შიგნიდან მწვავს.
კრისტიანი ბრუნდება და მაშინვე თან ვმშვიდდები, თან კიდევ უფრო მეტად ვეგზნები.
თუმცა ამაზე მეტად აგზნება თუ არსებობს, ვერც კი წარმომიდგენია! ისევ მის ფეხებს
დავყურებ. სხვა ჯინსი ჩაუცვამს, ძველი, უფრო გახეხილი და დახეული. ძალიან
სექსუალურია! კრისტიანი კარს კეტავს და სახელურზე რაღაცას კიდებს.
– კარგი გოგო ხარ, ანასტასია. ამ პოზაში მშვენივრად გამოიყურები. ყოჩაღ. ახლა ადექი.
ფეხზე ვდგები, მაგრამ თავს არ ვწევ.
– შეგიძლია შემომხედო.
მორჩილი გამომეტყველებით შევცქერი. კრისტიანი შემფასებლური მზერით
მათვალიერებს. თვალებიდან სიმკაცრე ოდნავ გაჰქრობია. წელზევით შიშველია... ოჰ,
როგორ მინდა შევეხო! ჯინსის ზედა ღილი შეხსნილი აქვს.
– ახლა ბორკილებს დაგადებ, ანასტასია. მარჯვენა ხელი მომეცი.
ხელს ვუშვერ, ხელის გულით ზემოთ მიბრუნებს და სწრაფი მოძრაობით, ისე რომ
თვალის მიდევნებასაც ვერ ვახერხებ, ზუსტად ხელის გულის შუაში შოლტს მირტყამს,
რომელიც იქამდე არც კი შემიმჩნევია. ეს ისე ჩქარა ხდება, რომ გაკვირვებასაც ვერ
ვასწრებ. უცნაურია, მაგრამ ტკივილს ვერ ვგრძნობ, მხოლოდ ოდნავ მეწვის.
– როგორი შეგრძნებაა? – მეკითხება კრისტიანი.
დაბნეული თვალებს ვახამხამებ.
– მიპასუხე.
– ნორმალური, – ვპასუხობ და კოპებს ვკრავ.
– სახე გაასწორე.
თვალებს ვახამხამებ და ვცდილობ, არაფრისმთქმელი გამომეტყველება მივიღო.
გამომდის.
– გეტკინა?
– არა.
– და არც გეტკინება. გასაგებია?
– კი, – ვპასუხობ არცთუ ისე თავდაჯერებულად.
როგორ შეიძლება, არ მეტკინოს?!
– სერიოზულად გეუბნები.
ჯანდაბა! სუნთქვაც კი მეკვრის. საიდან იცის, რას ვფიქრობ? კრისტიანი ხელს იშვერს
და დაწნულ ყავისფერ ტყავის შოლტს მაჩვენებს. მზერა მის თვალებზე გადამაქვს და ამ
თვალებში ნაცრისფრად ანთებულ კმაყოფილებას ვხედავ.
– შენი მიზანია, სიამოვნება მომანიჭო, მის სტილ, – მეუბნება ის, – წამოდი.
იდაყვში ხელს მკიდებს, რკინის გისოსის ქვეშ მაყენებს და ზემოდან, ბოლოებში შავი
ტყავის ბორკილგამობმულ ოთხ ჯაჭვს სწევს.
– ეს გისოსები ისეა კონსტრუირებული, რომ ზედ ჯაჭვების მოძრაობა შეიძლებოდეს.
ზევით ვიხედები. ოჰო! – გისოსი მეტროს სქემას ჰგავს.
– აქ დავიწყებთ, მაგრამ მინდა, ფეხზე მდგარი გაგჟიმო, ამიტომ აი, იმ კედელთან
დავამთავრებთ, – მეუბნება კრისტიანი და ხელს გადაჯვარედინებული, ლათინური ხ–ის
მსგავსი ფიცრებისკენ იშვერს.
– ხელები ასწიე.
ვემორჩილები. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი სხეულიდან გავედი და საკუთარ თავს
სადღაც გვერდიდან ვაკვირდები. ეს შეგრძნება უკვე ყველაფერის მიღმაა, ინტერესის,
აღმაფრენის, ეროტიკის – საერთოდ ყველაფრის მიღმა... ამაზე საშიში და ამავე დროს
ამაზე აღმაფრთოვანებელი ადრე არასდროს არაფერი გამიკეთებია – მთლიანად მივენდე
ადამიანს, რომელმაც, მისივე სიტყვებით, თავის თავზე ბოროტების ორმოცდაათი
ელფერი გამოსცადა. ვცდილობ, პანიკა ჩავიცხრო. კეიტმა და ელიოტმა იციან, რომ აქ
ვარ. კრისტიანი ჩემ გვერდით დგება და მაჯებზე ბორკილებს მიკრავს. სახით მისი
მკერდის გასწვრივ ვდგავარ და ვუყურებ. ამ სიახლოვის შეგრძნება ღვთიური
სიამოვნებაა. როგორც ყოველთვის, ძვირფასი საშხაპე გელის და საკუთარი სურნელი
ასდის. უცნაურია, მაგრამ ეს ჯადოსნური სურნელი რეალობაში მაბრუნებს. მინდა,
ცხვირით მკერდზე მივეკრო, ენის წვერით იშვიათი თმა დავუსველო. სულ ოდნავ წინ
რომ გადავიხარო... ერთი ნაბიჯით უკან გადის და ოდნავ დახრილი მზერით,
დაუფარავი ავხორცობითა და ჟინით შემომყურებს. თავზემოთ შეკრული ხელებით
სრულიად უმწეო ვარ. თუმცა ამაზე აღარ ვფიქრობ, მისი ნაქანდაკევი ლამაზი ნაკვთების
ერთი შეხედვა და ფეხებშორის სრულიად ვსველდები. კრისტიანი გარშემო
აუჩქარებლად მივლის.
– შეკრული ხელებით ულამაზესი ხართ, მის სტილ და თავხედი ენაც არ თავხედობს. ეს
მე მომწონს.
კრისტიანი ჩემ წინ ჩერდება, თითებს ბიკინის მაქმანში მიცურებს და აუჩქარებლად
ქვემოთ ქაჩავს, აუტანლად ნელა მაშიშვლებს, ჩემს ფეხებთან მუხლებზე იჩოქებს და
მხდის, მერე, ისე რომ თვალს არ მაშორებს, ჭმუჭნის, ცხვირთან მიაქვს და ყნოსავს.
ჯანდაბა! ნუთუ ეს მართლა გააკეთა? ის ისევ ავხორცად იღიმება და საცვალს ჯინსის
უკანა ჯიბეში იჩურთავს.
როგორც უზარმაზარი, ველური კატა, გრაციოზული ზანტი მოძრაობით ფეხზე დგება,
შოლტით ჭიპზე მეხება და გარშემო აუჩქარებელ წრეს კრავს. მოულოდნელი შეხებისგან
მუცელი მეჭიმება და სუნთქვაშეკრული, გაღებული პირით ჩასუნთქვას ვცდილობ.
კრისტიანი ისევ გარს მივლის, შოლტის ტარით ჩემი წელის ხაზს მიჰყვება... მეორე
წრეზე ჩერდება და შოლტს იქნევს, დარტყმა უკან, დუნდულებს, ზუსტად ფეხებს შუა
მწვავს... მოულოდნელობისგან ვყვირი, ყველა ნერვული დაბოლოება თითქოს ერთად
მიშიშვლდება. დარტყმა უცნაურ, უტკბილეს და საოცრად დახვეწილ შეგრძნებას
ბადებს. ჩემი ბორგვით ჯაჭვები იჭიმება
– ჩუმად! – ჩურჩულებს კრისტიანი. ისევ გარს მივლის და შოლტს წელის ოდნავ ზედა
ხაზს აყოლებს.
ამჯერად დარტყმისთვის უკვე მზად ვარ... აჰ!.. სხეული მწველი და ამავდროულად
ტკბილი ტკივილით მითრთის. კიდევ ერთი წრე და დარტყმა ძუძუს თავს მწვავს, თავი
უკან მივარდება, ყველა ნერვი ერთდროულად მიკივის. შოლტი მეორე ძუძუს თავს
სერავს... ოჰ, ღმერთო... ნეტარი წამებაა. ძუძუს თავები დარტყმებისგან მებერება და
მიმკვრივდება. მოცახცახე ტუჩებიდან ხმამაღალი კვნესა მწყდება და ჯაჭვებზე
ვეკიდები.
– გსიამოვნებს? – მეკითხება ქშენით კრისტიანი.
– კი.
დუნდულებზე მირტყამს, დარტყმა მტკივნეულია და შეგრძნება მაქვს, რომ კანი
მესერება.
– ასე უნდა მიპასუხო?
– დიახ, ბატონო, – ვწკმუტუნებ ჩუმად.
კრისტიანი ჩერდება, მაგრამ ვერ ვხედავ. ვცდილობ, თვალებდახუჭულმა, ჩემს სხეულს
ერთდროულად დაპატრონებულ მირიად შეგრძნებას ვუსმინო. ის მუცელს ქვემოთ
აუჩქარებელი, მოკლე, მოსხლეტილი დარტყმებით მიჰყვება. ვიცი, რასაც აპირებს,
საითაც მიდის... ძალას ვიკრებ, მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ და როდესაც შოლტი
კლიტორს ცეცხლის ალად ედება ხმამაღალი კივილით ვიკლაკნები.
– ოოჰ! გთხოვ!...
– ჩუმად! – მესმისმისი ბრძანება და სასჯელად დუნდულებზე გადაჭერილი შოლტის
ტყლაშუნი.
არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე იქნებოდა... თითქოს სადღაც ჩავიკარგე... სადღაც,
მხოლოდ შეგრძნებების სამყაროში. მოულოდნელად კრისტიანი შოლტს ფეხებს შუა
მიტარებს, ბოქვენის თმას სწევს და ქვევით, საშოს ყელთან მიაქვს.
– ვნახოთ, რამდენად სველი ხარ, ანასტასია. თვალები გაახილე და პირი გააღე.
ბრძანებას მონუსხულივით ვასრულებ. კრისტიანი, ზუსტად ისევე, როგორც ჩემს
სიზმარში, პირში შოლტის ტარს მიდებს. ღმერთო!..
– გრძნობ შენ გემოს? წოვე... წოვე!... უფრო ძლიერად!
თვალებგაფართოებული შევყურებ, შოლტის ტარის გარშემო ტუჩებს ვკრავ და ტყავის
გემოს შეზავებულ მომლაშო საკუთარი აგზნების გემოს ვგრძნობ. კრისტიანს თვალებში
ცეცხლი უგიზგიზებს, ის თავის სტიქიაშია. პირიდან შოლტს მაცლის, ხელს მტაცებს და
ავხორცად მკოცნის, ენას მთელი ძალით მტენის პირში. მთელი სხეულით სხეულზე
მიკრავს, მკერდით მკერდზე მაწვება, სიგიჟემდე მინდა ხელით შევეხო, მაგრამ დაბმული
ვარ.
– ოჰ, ანასტასია, რა გემო გაქვს! – ქშინავს ჟინარეული, – გინდა გაგათავებინო?
– გთხოვ! – ვემუდარები კვნესით.
შოლტი ისევ დუნდულებს მწვავს.
– აჰ!..
– როგორ უნდა მთხოვო?!
– გთხოვ, ბატონო, – ვკრუსუნებ გონებადაბინდული.
სახე ავხორცი კმაყოფილებით უნათდება.
– ამით? – მეკითხება და თვალწინ შოლტს მიტრიალებს.
– დიახ, ბატონო.
– დარწმუნებული ხარ?
– დიახ, გთხოვ, ბატონო.
– თვალები დახუჭე.
ვემორჩილები. გარშემო ყველაფერი ქრება – ოთახი, კრისტიანი... შოლტი. კრისტიანი
მოკლე დარტყმებით ისევ მთელ მუცელს მიხურებს და ნელნალა ქვევით ინაცვლებს,
მოსხლეტილი დარტყმა კლიტორს მწვავს – ერთხელ, მეორედ, მესამედ, ისევ და ისევ
და... თავს ვეღარ ვიკავებ, ხმამაღალი, სადღაც ძალიან სიღრმიდან ამოხეთქილი, ყოვლის
მომცველი ყვირილით ვათავებ და ჯაჭვებზე უძლურად ვეკიდები. ფეხები ბამბასავით
მირბილდება, კრისტიანი მიჭერს და მის მკლავებში, ძლიერ მკერდზე თავმიდებული და
შიგნით ჯერ ისევ ორგაზმის პულსირებას მინდობილი, ჩუმი კრუსუნით ერთიანად
ვდუნდები.
კრისტიანი ხელში მიყვანს და სადღაც მივყავარ, ხელები ისევ დაბმული მაქვს, ზურგით
პოლირებული ხის ჯვრის სიგრილეს ვგრძნობ. რამდენიმე წამით, სანამ ჯინსის ღილებს
იხსნის და პრეზერვატივს იკეთებს, ფეხზე მაყენებს, მერე ორივე ხელს თეძოებში
მკიდებს და ისევ მიყვანს.
– ფეხები შემომხვიე.
ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ვემორჩილები. კრისტიანი ძლიერი ბიძგით შემოდის.
ხმამაღალ ყვირილს ვერ ვიკავებ, ჩემს ყურთან ქშენით კვნესის. ხელებით კისერზე
ვეხვევი. კიდევ უფრო ძლიერი ბიძგი და ბოლომდე მავსებს. ღმერთო... მთლიანად
ჩემშია! ისევ ძლიერი ბიძგი, ისევ და ისევ... ყელთან მის ჩახრინწულ, არეულ სუნთქვას
ვგრძნობ. სხეული ნაცნობი შეგრძნებით მიმძიმდება. ღმერთო, არა... ოღონდ ახლა არა...
მეტს ვეღარ ავიტან, მაგრამ არჩევანი არა მაქვს და უკვე ჩვევად ქცეული
უცილობლობით, დამაბრმავებელი და მტანჯველად ნეტარი ორგაზმით თითქოს
ერთიანად ვფეთქდები. ყველაფერი ქრება, სხვა ყველაფრის შეგრძნება იკარგება... წამის
შემდეგ კრისტიანიც ათავებს და კრიჭაშეკრული, ღმუილით, მთელი ძალით სხეულზე
მიკრავს.
ფრთხილად მცილდება, მაგრამ თეძოთი ხის ჯვარზე ზურგით მიკრული ვუჭერივარ.
ბორკილებს მიხსნის და ორივე იატაკზე ვეშვებით. კრისტიანი თავისკენ მიზიდავს და
მეხვევა, მე კი თავს მხარზე ვადებ. ძალა რომ მქონდეს, შევეხებოდი, მაგრამ ვერ
ვინძრევი. დაგვიანებით ვაცნობიერებ, რომ ჯერ ჯინსი ისევ აცვია.
– ოჰ, – ღრმად კვნესის შეღებული ტუჩებით, – ხომ არ გეტკინა?
– არა, – ვპასუხობ ჯერ ისევ სუნთქვაარეული.თვალები მეხუჭება. ასე რატომ
დავიღალე?
– ფიქრობდი, რომ გეტკინებოდა? – მეჩურჩულება კრისტიანი, მკერდზე მიკრავს და
სახეზე ჩამოყრილ თმას მისწორებს, – ხედავ, ტკივილის შიში ძირითადად შენ გონებაშია,
– ჩუმდება, მერე უცებ მეკითხება: – გაიმეორებდი?
წამით ვფიქრდები, სრულიად გადაღლილი და დაბურანებული ვარ... გავიმეორებდი
თუ არა?
– კი, – ვპასუხობ ხმადაბალი ჩურჩულით.
კრისტიანი გულში მაგრად მიკრავს.
– კარგი. მეც, სიამოვნებით... – ხმადაბლა ამბობს ის და თავზე ნაზად მკოცნის, – მაგრამ
ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია.
ჯერ არ დაგვიმთავრებია?! ღმერთო... მე ნამდვილად აღარ შემიძლია. სრულიად
გამოფიტულს საშინლად მეძინება, როგორც ჩანს, არავინ დამაძინებს... თვალდახუჭული
კრისტიანის მკერდზე ვწევარ, ის ხელფეხით მეხვევა და თავს სრულიად უსაფრთხოდ
და მშვიდად ვგრძნობ. იქნებ ცოტა ხნით დაძინების საშუალება მომცეს? აბა, როგორ არა,
გადავვარდი ოცნებებში! საკუთარ სულელურ აზრზე მეღიმება, თავს ვაბრუნებ, ცხვირს
კრისტიანის მკერდში ვრგავ და მის საოცარ სუნს ვიყნოსავ, კრისტიანი მაშინვე იძაბება...
ჯანდაბა! თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ მიყურებს.
– არ გინდა, – მაფრთხილებს ის და სადღაც სიღრმიდან ოხრავს.
ვწითლდები და მზერა მის მკერდზე გადამაქვს. როგორ მინდა, ენის წვერით თმა
დავუსველო, ვაკოცო!.. უცებ მკერდზე რამდენიმე მომრგვალებულ, პატარა ნაწიბურს
ვამჩნევ. ნეტა რა არის, ჩუტყვავილაათუ წითელა? – ვფიქრობ დაბნეული.
– კართან მუხლებზე დადექი, – მეუბნება კრისტიანი, მერე ჯდება, მიშვებს და ხელებს
მუხლებზე იდებს. ფეხზე მოუხერხებლად ვდგები, კარისკენ მივდივარ და როგორც
მითხრა, მუხლებზე ვდგები. მთლიანად ვცახცახებ, საშინლად, ძალიან დავიღალე და
გონებაში ყველაფერი ერთმანეთში მერევა. ვინ იფიქრებდა, რომ ამ ოთახში ასეთი ენით
აუწერელი სიამოვნების განცდას შევძლებდი?! ან იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ეს
ასე დამღლიდა? დაკმაყოფილებული სხეული საოცრად დამმძიმებია. ჩემმა შინაგანმა
ქალღმერთმა ოთახის სახელურზე ფირფიტა ჩამოკიდა წარწერით: „არ შემაწუხოთ!“.
კრისტიანი მხედველობის არიდან მეკარგება, თვალები მეხუჭება.
– მოიწყინეთ, მის სტილ?
შემცბარი და გამოფხიზლებული თავს ვწევ და ვხედავ, რომ კრისტიანი ჩემ წინ
გადაჯვარედინებული ხელებით დგას და მზერით მბურღავს. ჯანდაბა! შეამჩნია, რომ
ვთვლემდი! ამისთვის დამსჯის? შეშინებული შევყურებ, მაგრამ მზერა უთბება.
– ადექი! – მეუბნება მბრძანებლური ხმით.
დამფრთხალი ვდგები. კრისტიანი ტუჩებზე დამცინავი ღიმილით შემომყურებს.
– როგორც ჩანს, დაიღალე.
მორცხვად თავს ვუქნევ და ვწითლდები.
– ამტანობა გაკლიათ, მის სტილ, – მეუბნება თვალმოჭუტული, – მაგრამ ჯერ სრული
პროგრამით არ გამიჟიმიხარ. ხელები მლოცველივით შეაერთე.
დაბნეული თვალებს ვახამხამებ. მლოცველივით? ნამდვილად ვლოცულობ, რომ
ძალიან სასტიკი არ იყოს. კრისტიანი მაჯებს კაბელის დამჭერი ზონრით მიკრავს.
ჯანდაბა!
მზერა მის თვალებზე გადამაქვს.
– იცანი? – მეკითხება ღიმილით.
პლასტიკის დამჭერები „კლეიტონიდან“... ახლა ყველაფერი გასაგებია. პირდაღებული,
კრისტიანს შევყურებ და ვგრძნობ, რომ სხეული ადრენალინის სიჭარბისგან სრულიად
მეძაბება. ვერაფერს იტყვი, თავისას მიაღწია – სრულიად გამოვფხიზლდი.
– აი, მაკრატელიც, მეუბნება კრისტიანი და მაკრატელს მაჩვენებს, – ნებისმიერ წუთს
გაგათავისუფლებ.
ხელების აქეთ-იქით გაწევას ვცდილობ, პლასტიკის ზონარს ვცდი, მაგრამ კაბელი კანს
მტკივნეულად მსერავს, თუმცა მაჯებს თუ ვადუნებ, მოთმენა კიდევ შეიძლება.
– წამოდი.
კრისტიანს ოთხსვეტიან საწოლთან მივყავარ, მხოლოდ ახლაღა ვამჩნევ, რომ საწოლზე
წითელი ზეწარია გადაფარებული, კუთხეებში კი ბორკილებია მიმაგრებული.
– მე მეტი მინდა, ბევრად მეტი, – ჩურჩულებს კრისტიანი ზედ ჩემს ყურთან.
გული გამალებით ცემას იწყებს... ღმერთო!..
– გპირდები, ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება. დაღლილი ხარ. სვეტს ხელებით
ჩაეჭიდე.
კოპებს ვკრავ. ლოგინზე არ უნდა დავწვე? აღმოჩნდა, რომ მტევნების გაშლა შემიძლია.
მოჩუქურთმებულ სვეტს მორჩილად ვეჭიდები.
– უფრო ქვევით. კარგი. არ გაგეშვას. თუ გაუშვებ, დაგსჯი. გასაგებია?
– დიახ, ბატონო.
– კარგი.
ის უკნიდან მიდგება, ხელებს თეძოებში მკიდებს, და ოდნავ უკან და ზევით მწევს, ისე
რომ სვეტზე ხელებჩაჭიდებული წინ ვიხრები.
– მაგრად მოეჭიდე, ანასტასია, – კიდევ ერთხელ მაფრთხილებს კრისტიანი, – უკნიდან
გიხმარ და თან ძალიან უხეშად. თავი დაიჭირე, რომ არ წაგაქციო, გაიგე?
– კი.
მისი ხელისგული უკანალს მწვავს. აჰ... მტკივნეულია!..
– დიახ, ბატონო, – მაშინვე ვასწორებ შეცდომას.
– ფეხები გაშალე.
კრისტიანი უკნიდან მიახლოვდება, თეძოებს ხელებით მიჭერს და მარჯვენა ფეხს
მაწევინებს.
– ასე ჯობია... მერე უფლებას მოგცემ, რომ დაიძინო.
რა ძილი? უკვე მძიმედ ვსუნთქავ და არანაირ ძილზე აღარ ვფიქრობ. კრისტიანი
ზურგზე ხელს ნაზად მისვამს.
– რა ლამაზი კანი გაქვს, ანასტასია, – უხშირდება მასაც სუნთქვა და ხერხემლის
გასწვრივ ბუმბულივით ჰაეროვანი კოცნის ბილიკი გაჰყავს.
იხრება, ხელებით ჩემს მკერდს სწვდება, თითებს შორის ძუძუს თავებს იქცევს და
ფრთხილად ქაჩავს. კვნესას ვერ ვიკავებ, მისი მწველი შეხების პასუხად მთელი სხეული
მიცოცხლდება.
კრისტიანი წელზე ნაზად მკბენს, მწუწნის, ძუძუს თავებს ქაჩავს... მის ფერებას
აყოლილი ჩუქურთმებიან სვეტს კიდევ უფრო მეტად ვეჭიდები. უცებ ხელებს მიშვებს,
ფოლგის ჭრაჭუნის ნაცნობი ხმა და ფეხით გვერდზე გაგდებული ჯინსის შრაშუნი
მესმის.
– რა სექსუალური და მომზიდველი ტრაკი გაქვთ, მის სტილ, რომ იცოდე
რამდენნაირად მინდა ამ ტრაკის გაჟიმვა!
კრისტიანი დუნდულებზე მეფერება, მერე ხელს ქვევით აცურებს და ორი თითით
შემოდის.
– ოჰ, რა სველი ხარ! იმედებს არ მიცრუებთ, მის სტილ! – ჩურჩულებს გაკვირვებული.
ხელებს თეძოებში მკიდებს და ფეხებსშუა მიდგება. ძლიერი დარტყმისთვის
ვემზადები, მაგრამ კრისტიანი იხრება და ნაწნავს ხელზე იხვევს. თავის განძრევის
საშუალებას არ მაძლევს. ის აუჩქარებლად, ძალიან ნელა შემოდის და თან ნაწნავს უკან
მქაჩავს... ოოჰ, ღმერთო! მთლიანად ჩემშია! ძალიან ნელა ისევ უკან იწევა და მეორე
ხელს უკანალზე მტკივნეულად მიჭერს. მოულოდნელი, მოწყვეტილი და მკვეთრად
ძლიერი ბიძგისგან იატაკს ვწყდები და თავს ძლივს ვიკავებ, რომ წინ არ გადავვარდე.
– მაგრად მოეჭიდე, ანასტასია! – ღმუის ის კრიჭაშეკრული.
სვეტს უფრო ძლიერად ვეჭიდები. კრისტიანი დაუნდობელი ძალით უფრო და უფრო
ღრმად აღწევს ჩემში, თეძოში ჩაფრენილი ხელით უფრო დაუფრო მეტად მიზიდავს
თავისკენ... მე წელში ოდნავ ვიზნიქები და თეძოს ვაყოლებ. ხელები მიბუჟდება, ფეხები
მეკვეთება, ქაჩვისგან თმის ძირებში თითქოს ეკლები მესობა... მაგრამ ვგრძნობ, როგორ
ვივსები ნაცნობი შეგრძნებით. ოჰ, არა... ორგაზმის მეშინია... რომ გავათავო, გონებას
დავკარგავ. კრისტიანის ძლიერი და უხეში ბიძგებით მთელი სხეული მიხტის, შიგნიდან
კი მეჭიმება, ის ხროტინით სუნთქავს, კვნესის, რაღაც გაუგებარს ღმუის. ჩემი სხეული
უკვე მხოლოდ მას უსმენს... როგორ?.. უფსკრულის ზღვარზე ვარ. უცებ მთელი ძალით
შემოდის და ღრმად შიგნით ჩერდება.
– მიდი, ანა, მიდი... ჩემთვის გაათავე! – ღრიალებს ჟინით.
საკუთარი სახელის გაგონებაზე თავს ვეღარ ვიკავებ, სხეულს ნეტარი შეგრძნება
უვლის, გონების დამბინდავ მორევში მითრევს, ერთიანად ვფეთქდები და რეალობა
ქრება...
თანდათან გონს მოვდივარ და ვხვდები, რომ პირდაპირ კრისტიანზე გავითიშე. ის
იატაკზე წევს, მე კი ორგაზმის შემდგომი საოცარი მოთენთილობით ზემოდან ზურგით
ვაწევარ და ჭერს ავყურებ. „ოჰ... კარაბინები“, – სადღაც ჯერ ისევ ცნობიერების
მიღმიდან აღწევს ჩემამდე საკუთარი ფიქრი... „როგორ დამავიწყდა“. იქვე ჩემს ყურთან
კრისტიანის ჩურჩული მესმის:
– ხელები ასწიე.
ხელები თითქოს ტყვიასავით დამმძიმებია, მაგრამ ბრძანებას მორჩილად ვასრულებ და
ვწევ. კრისტიანი მაკრატელს იმარჯვებს.
– ანას გახსნილად ვაცხადებ! – წარმოთქვამს ის საზეიმო ტონით და კაბელის დამჭერს
ჭრის.
მოულოდნელი განცხადებისგან ხითხითით ვისრეს მაჯებს და ვგრძნობ, ისიც როგორ
იღიმება.
– რა მშვენიერი ბგერებია, – ამბობს ჩაფიქრებული და ხმადაბლა.
უცებ, ისე რომ ხელს არ მიშვებს, ჯდება და მე მის მუხლებზე ვინაცვლებ.
– ეს ჩემი ბრალია, – მეუბნება და თავისკენ მაბრუნებს, რომ გაბუჟებულ მკლავებზე
შემხედოს. ნაზად მისრესს და შეგრძნების უნარს მიბრუნებს.
რას გულისხმობდა?
სახეში ვუყურებ და ვცდილობ მივხვდე, რა მითხრა.
– ჩემი ბრალია, ასე იშვიათად რომ იცინი.
– ისედაც ცოტას ვიცინი, – ვბუტბუტებ ნახევრად მძინარე.
– ნამდვილად, მის სტილ, მაგრამ თქვენი სიცილისგან სული სიხარულით მევსება.
– რა დახვეწილი კომპლიმენტია, მისტერ გრეი, – ვპასუხობ პრანჭვით, მიუხედავად
იმისა, რომ თვალებს ძლივს ვახელ.
მზერა უთბება და იღიმება.
– კარგი. ჩემი აზრით, სრული პროგრამით ხარ გაჟიმული და შენი ძილის დროა.
– ეს კი კომპლიმენტი სულაც აღარ არის, – ვბუზღუნებ გათამაშებული გაბუტული
გამომეტყველებით.
კრისტიანი იცინის. მუხლებიდან ნაზად მაყენებს და შიშველი ღმერთივით უნაკლო
თვითონაც ფეხზე დგება. გული მწყდება, რომ ასე ძალიან მეძინება და ამ მშვენიერებით
კარგად დატკბობის უნარი არ შემწევს. ჯინსს პირდაპირ შიშველ ტანზე იცვამს.
– არ მინდა, ტეილორი და მისის ჯონსი დავაფრთხო, – ბუტბუტებს ის.
ჰმ, ვითომ არ იციან, რა გარყვნილი არამზადაც ხარ. ეს აზრი მართობს. კრისტიანი
ფეხზე ადგომაში მეხმარება, კართან მივყავარ, რომელზეც ნაცრისფერი ხალათი კიდია
და როგორც პატარა ბავშვს, მოთმინებით და ზრუნვით მაცმევს. ხელების აწევასაც კი
ვეღარ ვახერხებ. უკვე ჩაცმულს ტუჩებში ნაზად მკოცნის და იღიმება.
– ახლა კი ლოგინში, – მიცხადებს ბოლოს.
ოჰ, ღმერთო, არა! აღარ შემიძლია!
– რომ დაიძინო, – მამშვიდებს კრისტიანი ჩემი გამომეტყველების შემხედვარე და
იცინის.
მოულოდნელად ხელში მიყვანს, მკერდზე მიხუტებს და დერეფნის გავლით იმ ოთახში
მივყავარ, სადაც ექიმმა გრინმა გამსინჯა. გული მის მკერდთან მიცემს. სრულიად
უძლური ვარ. ნეტა ასე რამ დამღალა. კრისტიანი საწოლიდან გადასაფარებელს აგდებს.
ლოგინში მაწვენს, ჩემდა გასაკვირად, გვერდით მიწვება და მთელი სხეულით მიხუტებს.
– დაიძინე, ჩემო დახატულო, – ჩურჩულებს ჩემს თმაში სახეჩარგული.
სიზმარში ისე ვიძირები, სარკასტული კომენტარის გაკეთებასაც ვეღარ ვასწრებ.

თავი მეცხრამეტე
საფეთქელზე რბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ, მერე ჯაჭვად გაყოლებულ ჰაეროვან
და ნაზ კოცნას, ჩემში ერთ ნაწილს მიბრუნება და კოცნითვე პასუხი უნდა, მეორე კი ისევ
ძილის გაგრძელებისკენ მექაჩება. ბალიშში კვნესით ვეფლობი.
– ანასტასია, გაიღვიძე! – მეთამაშება კრისტიანის თბილი ხმა.
– არა, – ვბუტბუტებ მე.
– თუ არ გვინდა ჩემ მშობლებთან ვახშამზე დავაგვიანოთ, ნახევარ საათში უნდა
გავიდეთ.
რაღაც ძალიან მხიარული ხმა აქვს. თვალებს უხალისოდ ვახელ. ფანჯრებს მიღმა
დაისია. კრისტიანი თავზე წამომდგომია და ჩემკენ დახრილი დამყურებს.
– მიდი, ძილისგუდა, გაიღვიძე! – და ისევ მკოცნის, – წვენი მოგიტანე. ქვემოთ
გელოდები. დაძინება არ გაბედო, თორემ მოგხვდება, – მემუქრება სიცილით. კიდევ
ერთხელ მკოცნის და მიდის, მე კი გრილ, თითქმის სრულიად ცარიელ ოთახში მარტო
დარჩენილი ნამძინარევ თვალებს ვახამხამებ. კარგად გამოვიძინე, მაგრამ რაღაც
მაწუხებს. ჯანდაბა! ვახშამი! ის სულ ცოტა ხნის წინ შოლტით გარშემო მივლიდა და
კაბელის დამჭერი ზონრით ვყავდი დაბმული, რომელიც მე თვითონვე მივყიდე, ამ
ყველაფრის მერე კი მის მშობლებს უნდა შევხვდე. კეიტმაც ახლა უნდა გაიცნოს ისინი,
რაც არის – არის, კეიტი მაინც იქნება იქ. ვცდილობ, მხრები ავამოძრაო, აშკარად მტკივა.
კრისტიანის მოთხოვნა, რომ პირადი მწვრთნელი მყავდეს, სულაც აღარ მეჩვენება
უაზროდ, პირიქით, თუკი ამ ყველაფრის გაძლება მინდა, ჭკუასთან ახლოც კია.
ლოგინიდან ნელა ვდგები და ვხედავ, რომ ჩემი კაბა კარადის კარზე კიდია, ლიფი კი
სკამზე. საცვალი სად არის? სკამის ქვეშ ვიხედები – იქ არ ჩანს. უცებ მახსენდება, რომ
კრისტიანმა ჩემი ბიკინი ჯინსის ჯიბეში ჩაიდო. ამის მოგონებაზე მაშინვე ვწითლდები –
მის ამ უგვანო საქციელზე ფიქრისაც კი მრცხვენია. კოპებს ვკრავ. რატომ არ დამიბრუნა?
საცვლის უქონლობით გაწითლებული და დარცხვენილი, სააბაზანოში ქურდივით
ჩუმად ვიპარები. ნაუცბადევი შხაპის შემდეგ ტანს ვიწმენდ და ვხვდები, რომ
კრისტიანმა ეს განზრახ გააკეთა! უნდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდოს და
ბიკინის დაბრუნება მათხოვნინოს, მერე კი თვითონ გადაწყვეტოს, დამიბრუნოს თუ არა.
ჩემი შინაგანი ქალღმერთი ირონიული ჩაცინებით გამოწვევას იღებს. ვერ მივართვით!..
ამ თამაშს ორნი ვითამაშებთ. გადაწყვეტილებას ვიღებ – კრისტიანს ბიკინის დაბრუნება
არავითარ შემთხვევაში არ ვთხოვო, მის მშობლებთან წასვლა კაბის ქვეშ შიშველს
მომიწევს, მაგრამ თხოვნას ვერ მოესწრება! ანასტასია სტილ! თავს მესხმის ჩემი
ქვეცნობიერი, მაგრამ ყურსაც არ ვიბერტყავ, გადაწყვეტილებით ფრიად კმაყოფილი ვარ
– კრისტიანი გაგიჟდება, თავისას რომ ვერ მიაღწევს!
ოთახში დაბრუნებული, ლიფს, კაბას და ფეხსაცმელს ვიცვამ. ნაწნავს ვიშლი. თმას
ნაჩქარევად ვივარცხნი და მხოლოდ მერე მხვდება თვალში კრისტიანის მოტანილი ჭიქა,
რომელშიც რაღაც ღია ვარდისფერი სითხე ასხია. რა არის? შტოში და გაზიანი წყალი.
ჰმმ... ძალიან გემრიელია და წყურვილსაც არაჩვეულებრივად კლავს. სააბაზანოში
შევრბივარ და სარკეში ვიხედები: თვალები მიბრწყინავს, ლოყები ოდნავ შემწითლებია
და ბიკინისთან დაკავშირებული გამოხტომის გამო, სახეზე თვითკმაყოფილი
გამომეტყველება დამთამაშებს. ქვევით ჩავდივარ. თხუთმეტ წუთში ჩავეტიე. ყოჩაღ ანა!
კრისტიანი სასტუმრო ოთახის პანორამულ უზარმაზარ ფანჯარასთან დგას ფლანელის
შარვალსა და, რა თქმა უნდა, თეთრ პერანგში გამოწყობილი. საინტერესოა, საერთოდ
თუ აქვს სხვა ფერის პერანგი? ამ შარვალში ძალიან მომწონს, ტანზე საოცრად
სექსუალურად აზის. ოთახში დინამიკებიდან ფრენკ სინატრას ხმა იღვრება. კრისტიანი
ჩემკენ ბრუნდება, იღიმება და მომლოდინე გამომეტყველებით შემომცქერის.
– გამარჯობა, – ხმადაბლა ვესალმები და სახეზე იდუმალი ღიმილი გადამდის.
– გამარჯობა, – მპასუხობს კრისტიანი, – თავს როგორ გრძნობ?
თვალები სიხარულით უბრწყინავს.
– გმადლობ, კარგად. შენ?
– არაჩვეულებრივად, მის სტილ.
საუბრის გაგრძელების მოლოდინში ჩუმდება და მიცდის.
– ფრენკი? ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ სინატრა მოგწონდა.
– მის სტილ, მე ეკლექტიკური გემოვნება მაქვს, – მპასუხობს ხმადაბალი შემპარავი
ხმით და ჩემკენ ლეოპარდის გრაციოზულობით მოდის. მისი მზერისგან მაშინვე
სუნთქვა მეკვრის.
ფრენკი სულში ჩამწვდომად ერთ-ერთ ძველ, რეის საყვარელ სიმღერას – „ჯადოსნობას“
ასრულებს. კრისტიანი თითების ბალიშებს ლოყაზე ნაზად მისვამს და ეს შეხება მაშინვე
სადღაც მუცელში ღრმა ექოდ მესახება.
– მეცეკვე, – მთავაზობს ის ოდნავ ჩავარდნილი და ჩახლეჩილი ხმით.
ჯიბიდან პულტს იღებს, მუსიკას ხმას უწევს და ხელს მიწვდის, მხიარულად
აციმციმებული ნაცრისფერი თვალებიდან დაპირება და ვნება ეღვრება.
წარმოუდგენლად მომხიბლავს ულაპარაკოდ ვნებდები. მის გამოწვდილ ხელს ხელს
ვაგებებ. კრისტიანი ზანტად მიღიმის, თავისკენ მიზიდავს, წელზე მეორე ხელს მხვევს
და მუსიკის ტაქტში მოძრაობას იწყებს.
ძლიერ მკლავებში მოქცეული და მის მხიარულ განწყობას აყოლილი, ვიღიმები.
ცეკვაში წარმმართავს. ღმერთო, რა არაჩვეულებრივად ცეკვავს! სამზარეულოდან
ფანჯრამდე და უკან ისევ სამზარეულომდე ტრიალტრიალით დავცურავთ.
კრისტიანიიმდენად თავისუფლად მოძრაობს, რომ აყოლა ჩემთვის უკვე აღარანაირ
სირთულეს არ წარმოადგენს. სასადილო მაგიდის გარშემო, როიალამდე და შუშის
კედლის გასწვრივ დავსრიალებთ. პანორამული ფანჯრის მიღმა, თითქოს ჩვენი ცეკვის
ჯადოსნური დეკორაციააო, სიეტლის ათასობით განათებული ფანჯარა ბრწყინავს.
ბედნიერებისგან ვიცინი. კრისტიანი სიმღერის ბოლო აკორდთან ერთად იღიმება.
– და არ არსებობს ჯადოქარი, შენზე საყვარელი, – იმეორებს ის სიმღერის სიტყვებს და
ნაზად მკოცნის. – ასე, მის სტილ, ღაწვები ფრიად მომხიბლავად შეგივარდისფრდათ.
გმადლობთ ცეკვისთვის. მზად ხართ ჩემს მშობლებს ვეწვიოთ?
– არაფრის, მისტერ გრეი და დიახ, მოუთმელად ველი მათთან შეხვედრას. – ვპასუხობ
ჯერ ისევ სუნთქვაარეული.
– ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ?
– ოჰ, რა თქმა უნდა! – ვპასუხობ დამტკბარი ხმით.
– დარწმუნებული ხართ?
მთელ ნებისყოფას ვიკრებ და მის დაჟინებულ მზერაზე პასუხად უდარდელად თავის
დაქნევას ვახერხებ. სახეზე ირონიული ღიმილი გადასდის და თავს აქნევს.
– კარგი, მის სტილ, რადგან ასეა...
ხელს მკიდებს, ბართან მიდგმული ტაბურეტიდან პიჯაკს იღებს და ვესტიბიულის
გავლით ლიფტისკენ მივყავარ. მრავალსახა კრისტიან გრეი. ნეტა ოდესმე გავუგებ ამ
ცვალებად ადამიანს?! ლიფტში თვალს კრისტიანისკენ ვაპარებ. მის თითქოს
გამოქანდაკებულ ტუჩებს ოდნავი ღიმილი დასთამაშებს, როგორც ჩანს, გულში ეცინება,
ალბათ ჩემზე. არა, რაზე ვფიქრობდი? ღმერთო ჩემო, კრისტიანის მშობლებთან
სტუმრად კაბის ქვეშ შიშველი უკანალით მივდივარ! ჩემი ქვეცნობიერი
ჭკუისდამრიგებლური, ბოროტი, დამცინავი ღიმილით შემომყურებს და თვალებს
მიბრიალებს: „ხომ გეუბნებოდი!“. ბინის უსაფრთხო სიმშვიდეში სასაცილო და
მიმზიდველ აზრად მეჩვენებოდა, ახლა კი ასე ქუჩაში ვაპირებ გასვლას! კრისტიანი თავს
ჩემკენ აბრუნებს და ჩვენს შორის ისევ ელექტრონული მუხტი იბადება. სახიდან
მხიარული გამომეტყველება შორდება, რატომღაც იძაბება და თვალები უმუქდება...
ჯანდაბა!.. ლიფტის კარი იღება. კრისტიანი თითქოს რაღაც აზრისგან გათავისუფლებას
ცდილობსო, თავს აქნევს და ნამდვილი ჯენტლმენის ჟესტით ლიფტიდან პირველს
მიშვებს არა, ვის ატყუებს?! რა ჯენტლმენი, რის ჯენტლმენი, საკუთარ მშობლებთან
შიშველი უკანალით მივყავარ, ჩემი საცვალი კი ალბათ ჯიბეში უდევს!
ჩვენ წინ „აუდის“ დიდი ჯიპით ტეილორი ჩერდება. კრისტიანი მანქანის უკანა კარს
მიღებს. მეც, თუ ჩემს ფრივოლურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, სავარძელზე,
რამდენადაც შესაძლებელია, ელეგანტურად ვჯდები. კიდევ კარგი, კეიტის კაბა
მუხლამდე მწვდება და ტანზე საკმაოდ მჭიდროდ შემოტმასნილი მაზის.
მანქანა შტატთაშორისი მე-5 ტრასით მიქრის. ტეილორის თანდასწრებით ხმას არც
ერთი არ ვიღებთ. კრისტიანის განწყობა ლამის ფიზიკურად შეიგრძნობა. სანამ
ჩრდილოეთისკენ მივდივართ, ხასიათი ეცვლება და თანდათან იქუფრება. ფანჯრისკენ
მიბრუნებული, რაღაცაზე ფიქრობს და ვგრძნობ, როგორ მშორდება. საინტერესოა, რაზე
ჩაფიქრდა? ვერ ვეკითხები. ტეილორის თანდასწრებით როგორ ვკითხო?!
– ცეკვა სად ისწავლე? – მორცხვად ვარღვევ სიჩუმეს.
კრისტიანი თავს აბრუნებს. სწრაფი მონაცვლეობით მოელვარე ფანრების ნათება მისი
თვალების გამომეტყველების წაკითხვის საშუალებას არ მაძლევს.
– დარწმუნებული ხარ, რომ გინდა იცოდე? – მეკითხება ხმადაბლა.
– კი.
– მისის რობინსონმა მასწავლა.
ჩემი ყველაზე ცუდი მოლოდინი მართლდება. მისის რობინსონმა კარგად გამოწვრთნა.
ეს აზრი მთრგუნავს, რადგან ჩემგან ვერაფერს ისწავლის, განსაკუთრებული ნიჭი ხომ
არაფრისა მაქვს.
– როგორც ჩანს, კარგი მასწავლებელი იყო.
– კი, კარგი მასწავლებელი იყო.
თმის ძირებში თითქოს ჭიანჭველები დამირბიან. გამოდის, რომ იქამდე, ვიდრე
კრისტიანი ასეთი ჩაკეტილი გახდებოდა, ყველაფერი საუკეთესო იმას ერგო! როდესაც
თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება, საოცრად საყვარელი და გახსნილი ხდება.
მახსენდება, როგორ ვუვლიდით ცეკვისას მის მისაღებ ოთახს ტრიალტრიალით და
უნებურად მეღიმება, თან ალბათ ჯიბეში ჩემი ბიკინი ედო...
მაგრამ ამასთან ერთად ტკივილის წითელი ოთახიც აქვს. მექანიკურად მაჯებს ვისრეს,
აი, რა იცის პლასტიკური ზონრებით ხელების შეკვრამ. საინტერესოა, ამ ყველაფრის
გაკეთების თუ, პირიქით, – გააჩნია რა კუთხიდან შეხედავ – გაფუჭების სურვილიც
მისის რობინსონის გაკვეთილების შედეგია? თუმცა შესაძლოა კრისტიანი მისის
რობინსონის გარეშეც ამ გზას დასდგომოდა. უცებ ვხვდები, რომ იმ ქალს ვერ ვიტან.
იმედია, ერთმანეთს არასოდეს შევხვდებით. თუ ოდესმე თვალებში შევხედავ,
წარმოდგენაც კი მიჭირს, რის გაკეთება მომინდება. ასეთი ძლიერი ზიზღი ჯერ არავის
მიმართ არ განმიცდია, მით უმეტეს, ადამიანისადმი, რომელიც არც კი მინახავს.
ფიქრებში ჩაძირული, ფანჯარაში ვიხედები და საკუთარი ირაციონალური ზიზღითა და
ეჭვიანობით ვიბერები. გონებაში დღევანდელი დღე მიტივტივდება. იმის
გათვალისწინებით, რაც კრისტიანის მიდრეკილებებზე უკვე ვიცი, შეიძლება ითქვას,
რბილადაც კი მომექცა. მინდა ამის გამეორება? თავის მოტყუებასაც კი არ ვცდილობ – რა
თქმა უნდა, მინდა, თუ კრისტიანს უნდა და თუკი ეს მასთან ყოფნის ერთადერთი
საშუალებაა, ...ოღონდ იმ პირობით, რომ ძალიან არ მეტკინება.
საქმე სწორედ ამაშია – მასთან ყოფნა მინდა... ჩემი შინაგანი ქალღმერთი შვებით,
ჰაერგამოშვებული ბუშტივით იფუშება. მისი შემხედვარე, იმ დასკვნამდე მივდივარ,
რომ ქალბატონი ტვინით კი არა, სხეულის სრულიად სხვა, უფრო ქვემოთ არსებული,
რანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილით ფიქრობს, რომელიც ახლა სრულიად
უსირცხვილოდ გაუშიშვლებია.
– არ არის საჭირო, – მეუბნება კრისტიანი.
გაკვირვებული შევყურებ.
– რა არ არის საჭირო?
– ამდენი ფიქრი, ანასტასია, – კრისტიანი ჩემ ხელს იღებს, ტუჩებთან მიაქვს და
თითებზე ნაზად მკოცნის, – არაჩვეულებრივი დღე იყო. გმადლობ.
ის ისევ ჩემთანაა. კრისტიანი ძალიან წინააღმდეგობრივია. დაბნეული, თვალებს
ვახამხამებ და ვუღიმი. კითხვას ვუსვამ, რომელიც დილას აქეთია მაწუხებს:
– კაბელის დამჭერები რატომ გამოიყენე?
ირონიულად იცინის.
– უბრალოდ იმიტომ, რომ მარტივი და მოსახერხებელი იყო, შენც ახალი შეგრძნებები
გამოცადე. მყარად დასაფიქსირებელი საშუალება აღმოჩნდა და ძალიანაც მომეწონა, –
ოდნავ იღიმება, – და საკმაოდ ეფექტურიც, რომ იქ გაგაჩერო, სადაც მომინდება.
ვწითლდები და შეშფოთებული მზერა ტეილორზე გადამაქვს, რომელიც მანქანას
ხმისამოუღებლად მართავს და გზას უყურებს. რა შეიძლება ამაზე ვუპასუხო?!
კრისტიანი ვითომც აქ არაფერიაო, მხრებს იჩეჩავს.
– ეს ყველაფერი ჩემი სამყაროს ნაწილია, ანასტასია.
ხელზე ხელს მიჭერს, მერე მიშვებს და ისევ ფანჯრისკენ ბრუნდება. მისი სამყარო...
თუმცა მე ამ სამყაროში მინდა შესვლა, მაგრამ ასეთი პირობებით? არ ვიცი. დღეს ის
წყეული ხელშეკრულება არც კი უხსენებია. ამ ყველაფერზე ფიქრი მთრგუნავს.
ფანჯრიდან ვხედავ, რომ პეიზაჟი იცვლება. ხიდზე გადავდივართ – გარშემო მელანივით
გაუმჭვირვალე უკუნია. ბნელი ღამე თითქოს ჩემ შინაგან მდგომარეობას ეხმიანება და
კიდევ უფრო მეტად მბოჭავს და მახრჩობს. თავს კრისტიანისკენ ვაბრუნებ, ის კი ჩემკენ
და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.
– რაზე ჩაფიქრდი? – მეკითხება თავადაც ჩაფიქრებული.
კოპებშეკრული ვოხრავ.
– ვითომ ასე ცუდადაა საქმე?
– ნეტავ გამაგებინა, თავში რა გიტრიალებს...
კრისტიანი კმაყოფილი სახით ირონიულად იღიმება
– მე კი ის – შენ რა გიტრიალებს, – ამბობს ხმადაბლა და ჩუმდება. ტეილორი ღამის
უკუნში ქალაქ ბელვიუსკენ მიგვაქანებს.
თითქმის რვა საათზე მანქანა კოლონიალური სტილის სახლისკენ მიმავალ
მოკირწყლულ გზაზე უხვევს. კარიბჭის თავზე ხვიარა ვარდებით მორთული სახლი
ფერწერულ ტილოსავით ხატოვანია.
– მზად ხარ? – მეკითხება კრისტიანი, როდესაც ტეილორი მანქანას განიერ მთავარ
შესასვლელთან აჩერებს.
თავს ვუქნევ და კრისტიანი ხელზე ხელს გამამხნევებლად მიჭერს.
– მორიგი – „პირველად ცხოვრებაში“, მის სტილ, – ხმადაბლა წარმოთქვამს ის, მერე კი
უცებ ეშმაკურად იღიმება, – სანაძლეოს ვდებ, ნანობ, რომ საცვალი არ გაცვია.
ვწითლდები. ფიქრებში ჩაძირულს, დამავიწყდა კიდეც, რომ კაბის ქვეშ შიშველი ვარ.
საბედნიეროდ, ამ დროისთვის ტეილორი უკვე მანქანიდან არის გადასული კარი რომ
გამიღოს და კრისტიანის სიტყვები არ ესმის. კრისტიანს კოპებშეკრული შევყურებ, ის კი
ფართოდ იღიმება. უსიტყვოდ ვბრუნდები და მანქანიდან გადავდივარ. ექიმი გრეის
ტრეველიანგრეი ზღურბლზე დგას და გველის. ღია ცისფერ აბრეშუმის კაბაში
გამოწყობილი, ელეგანტური და დახვეწილია. მის გვერდით, როგორც ვხვდები, მისტერ
გრეი დგას – მაღალი, ქერათმიანი და კრისტიანივით თავისებურად სიმპათიური.
– ანასტასია, დედაჩემს უკვე იცნობ, ეს კი მამაჩემია – კერიკი.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისტერ გრეი, – ვუღიმი თბილად და მის გამოწვდილ
ხელს ხელს ვაგებებ.
– ჩემთვისაც, ანასტასია.
– თქვენთვის, უბრალოდ ანა, მისტერ გრეი.
მას კეთილი, ცისფერი თვალები აქვს.
– ანა, როგორ მიხარია, რომ მოხვედი! – ორივე ხელით გულთბილად მეხვევა გრეისი,
– შემოდით.
– აქ არის? – ისმის სახლიდან წიკვინა ხმა. შეშფოთებული კრისტიანს ვუყურებ.
– ეს ჩემი უმცროსი დაა – მია, – ამბობს ოდნავი გაღიზიანებით, თუმცა რთული
სათქმელია, შეიძლება მეშლება კიდეც.
მოჩვენებითი გაღიზიანების მიღმა, მგონი, უფრო სიყვარული იმალება, რადგან მისი
სახელის წარმოთქმისას ხმა ურბილდება და თვალები ეჭუტება. როგორც ჩანს, მართლაც
ალიან უყვარს. ჩემთვის ეს ახალი ამბავია. იმ წამს ჰოლში თავად მია შემორბის
დაახლოებით ჩემი ასაკის, მაღალი, ქალური ფორმებით და ნახშირივით შავი თმით.
– ანასტასია! შენზე უკვე იმდენი მსმენია!.. – აღფრთოვანებული ლამის ყვირის ის,
ორივე ხელს შლის და გულში მიკრავს.
ოჰო! მისი ენთუზიაზმით დაბნეული უნებურად ვიღიმები.
– ანა დამიძახეთ, – ვბუტბუტებ ცოტა არ იყოს შემცბარი. მია კი ხელს მკიდებს და
უზარმაზარ ვესტიბიულში გავყავარ. აქ მუქი ხის იატაკზე ძველებური ხალიჩებია
დაგებული, ცენტრიდან მეორე სართულისკენ კი, ფართო და დახვეული კიბე
მიიკლაკნება.
– ადრე სახლში არავინ მოჰყავდა, – ტიკტიკებს მია მხიარულად.
კრისტიანი თვალებს ატრიალებს, მე კითხვის ნიშნად წარბს ვწევ, ის კი ქუთუთოებს
უკმაყოფილოდ ჭუტავს.
– მია, დაწყნარდი, – რბილი ტონით შენიშვნას აძლევს გრეისი მიას და კრისტიანისკენ
ბრუნდება, – გამარჯობა, საყვარელო.
გრეისი შვილს ორივე ლოყაზე კოცნის. კრისტიანი სიყვარულით სავსე თბილი
ღიმილით შეჰყურებს, მერე კი მამისკენ ბრუნდება და ხელს ართმევს. ყველანი მისაღებ
ოთახში შევდივართ. მიას ჯერ კიდევ ჩემი ხელი უჭირავს. კრემისფერ, ყავისფერ და
ცისფერ ფერებში გემოვნებით გაფორმებული ფართო ოთახი საოცრად მყუდრო და
დახვეწილია. კეიტი და ელიოტი შამპანურის ჭიქებით ხელში დივანზე
მოკალათებულან. კეიტი ჩემს დანახვაზე ფეხზე ხტება და მოსასალმებლად მოდის, მიაც,
როგორც იქნა, ხელს მიშვებს.
– ანა! – გახარებული ღიმილით მეგებება კეიტი, მერე კი კრისტიანისკენ ბრუნდება და
თავს ცერემონიულად უკრავს, – კრისტიან!
– კეიტ, – არ ღალატობს ოფიციალურ ტონს კრისტიანიც.
მათი შემხედვარე კოპებს ვკრავ. ელიოტი ორივე ხელს შლის და ერთიანად მკლავებში
მიქცევს. აქ რა, „მოეხვიე ანას“ კვირეულია გამოცხადებული?! სიმპათიების ასეთ
ბობოქარ გამოვლინებას ნამდვილად არა ვარ მიჩვეული. კრისტიანი ჩემ გვერდით
დგება, წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. დანარჩენები თვალს არ გვაშორებენ,
რაც სიმართლე ითქვას, საკმაოდ მძაბავს.
– დალევთ რამეს? – ერკვევა პირველი მისტერ გრეი, – პროსეკოზე რას ფიქრობთ?
– კი, თუ შეიძლება, – ერთხმად ვპასუხობთ მე და კრისტიანი.
რა უცნაურად გამოვიდა!.. მია აღფრთოვანებისგან ტაშს უკრავს.
– ისინი ლაპარაკითაც კი ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ! ახლავე მოვიტან!
მია ოთახიდან ქრება. მე ვწითლდები, მზერა კეიტზე და ელიოტზე გადამაქვს და უცებ
ვხვდები, რომ კრისტიანმა მხოლოდ კეიტის გამო მომიწვია. როგორც ჩანს, ელიოტმა
კეიტი დაპატიჟა, კრისტიანი კი კედელთან მიმწყვდეული აღმოჩნდა. ...საჭირო არ იყო,
კეიტისგან ისედაც ყველაფერს გავიგებდი. კოპებს ვკრავ. ესე იგი კრისტიანი აიძულეს,
რომ მეც მოვეწვიე. საკმაოდ უსიამოვნო და დამთრგუნველი აღმოჩენაა. ჩემი
ქვეცნობიერი ღრმააზროვანი გამომეტყველებით თავს აკანტურებს: „მიხვდი, როგორც
იქნა, სულელო?!“
– ვახშამი თითქმის მზად არის, – გვატყობინებს გრეისი და მიას უკან მიჰყვება.
კრისტიანს მზერა ჩემზე გადმოაქვს და შუბლს კრავს.
– დაჯექი, – მეუბნება ის და პლუშის დივანზე მითითებს.
ბრძანებას ხმის ამოუღებლად ვასრულებ და ფეხზე ფეხს აკურატულად ვიდებ.
კრისტიანი გვერდზე მიჯდება, თუმცა ისეთი დაშორებით, რომ არ მეხება
– სანამ თქვენ მოხვიდოდით, შვებულებაზე ვლაპარაკობდით, ანა, – მეგობრული
უშუალობით მატყობინებს მისტერ გრეი, – ელიოტმა გადაწყვიტა, ერთი კვირით
კეიტთან და მის ოჯახთან ერთად ბარბადოსზე გაფრინდეს.
მზერა კეიტზე გადამაქვს – სიხარულისგან თვალებგაფართოებული ბედნიერად
იღიმება და სახეზე ენით აუწერელი აღფრთოვანება აწერია. კათრინ კავანა, სად დაკარგე
თავმოყვარეობა?
– თქვენც აპირებთ უნივერსიტეტის დამთავრების მერე დასვენებას? – მეკითხება
მისტერ გრეი.
– ჯორჯიაში წასვლას ვფიქრობდი, – ვპასუხობ მე.
კრისტიანი გაკვირვებული გამომეტყველებით ჩემკენ ბრუნდება, თვალებს ერთი
ორჯერ ახამხამებს და ისევ ჩვეულ, არაფრისმეტყველ იერს იღებს. ჯანდაბა!
კრისტიანისთვის ხომ არაფერი მითქვამს.
– ჯორჯიაში? – აზუსტებს ის ცივი ტონით.
– იქ დედაჩემი ცხოვრობს. მენატრება, დიდი ხანია, არ მინახავს.
– და როდის აპირებ? – მეკითხება ხმადაბლა კრისტიანი.
– ხვალ, გვიან საღამოს.
მია სასტუმრო ოთახში ნელი ნაბიჯით ბრუნდება და ღია ვარდისფერი პროსეკოთი
სავსე ჭიქებს გვაწვდის.
– თქვენს სადღეგრძელოს ვსვამ! – წარმოთქვამს მისტერ გრეი და ჭიქას სწევს.
ექიმის ქმრისთვის ფრიად შესაფერისი სადღეგრძელოა. ამ აზრზე უნებურად მეღიმება.
– დიდი ხნით? – არ მეშვება კრისტიანი ხაზგასმულად რბილი ტონით. ჯანდაბა!..
როგორც ჩანს, გაცეცხლებულია.
– ჯერ არ ვიცი. ხვალინდელ გასაუბრებებზეა დამოკიდებული.
კრისტიანს გამომეტყველება ეძაბება, კეიტს კი სახეზე აწერია, რომ ცოტაც და,
ლაპარაკში ჩაერევა, უცებ ტკბილად იღიმება.
– ანამ დასვენება ნამდვილად დაიმსახურა, – მრავლისმეტყველად ეუბნება კრისტიანს.
რატომ არის კრისტიანისადმი ასე მტრულად განწყობილი? რა სჭირს?
– ხვალ გასაუბრება გაქვთ? – მეკითხება მისტერ გრეი.
– დიახ, ორ სხვადასხვა გამომცემლობაში, სტაჟირებასთან დაკავშირებით.
– წარმატებას გისურვებთ.
– ვახშამი მზად არის, – აცხადებს გრეისი.
ყველანი ვდგებით. კეიტი და ელიოტი მისტერ გრეის და მიას უკან მიჰყვებიან, მინდა
მეც გავყვე, მაგრამ კრისტიანი ხელს მიჭერს და მაჩერებს.
– საინტერესოა, ჩემთვის როდის აპირებდი ამის თქმას?
ხმა ხაზგასმულად მშვიდი აქვს, თუმცა აშკარაა, თავს ძლივს იკავებს, რომ არ
აფეთქდეს.
– შორს არსად მივდივარ, მხოლოდ დედას მონახულება მინდა, თანაც ჯერ ბოლომდე
არც გადამიწყვეტია.
– მერე ჩვენი შეთანხმება?
– ჩვენ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ.
კრისტიანი გაცეცხლებული გამომეტყველებით თვალებს ჭუტავს, მერე თავს ერევა,
იდაყვზე ჩაჭერილ ხელს მიშვებს, ხელკავს მდებს და ოთახიდან გავყავარ.
– ამაზე ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია, –ჩურჩულებს მუქარით სავსე ინტონაციით
სასადილო ოთახში შესვლამდე.
რა აბრაზებს?! ტრუსიკიდან ამოხტომის მიზეზი იპოვა რა ამანაც!.. სისულელეებზე
გაბრაზებას, ჯობია, ჩემი დამიბრუნო... ვფიქრობ ჩემთვის და წამიერი გაცეცხლებული
მზერით ვბურღავ.
სასადილო ოთახის დანახვაზე სასტუმრო „ჰიტმანში“ სადილი მახსენდება. მუქი ხის
მაგიდის თავზე ბროლის უზარმაზარი ჭაღი კიდია, კედელზე მძიმე მოჩუქურთმებულ
ჩარჩოში ჩასმული სარკე. თეთრ, ქათქათა სუფრაგადაფარებულ მაგიდაზე ულამაზესი
ჭურჭელი აწყვია, შუაში კი ლარნაკი დგას ღია ვარდისფერი იორდასალამებით. საოცარი
სილამაზეა.
ჩვენ-ჩვენს ადგილებს ვიკავებთ. მისტერ გრეი სუფრის თავში ჯდება. მე მისგან
მარჯვნივ, კრისტიანი კი ჩემ გვერდით. მისტერ გრეი წითელი ღვინის ბოთლს იღებს და
კეიტს სთავაზობს. კრისტიანს მეორე მხარეს მია უჯდება და ძმის ხელს იხუტებს.
კრისტიანი თბილად უღიმის.
– ანა როგორ გაიცანი? – ეკითხება მია კრისტიანს.
– ჩემთან სტუდენტური გაზეთისთვის ინტერვიუს ასაღებად მოვიდა.
– რომლის რედაქტორიც კეიტია, – ვერთვები საუბარში საკუთარი პერსონიდან
ყურადღების ასაცილებლად.
მია კეიტს უღიმის, ის ჩემ წინ, ელიოტის გვერდით ზის და კეიტი და მია სტუდენტურ
გაზეთზე საუბარში ებმებიან.
– ღვინო დაგისხათ? – მთავაზობს მისტერ გრეი.
– დიხ, გმადლობთ, – ვიღიმი თავაზიანად.
მისტერ გრეი დგება, რომ დანარჩენი ჭიქებიც შეავსოს. თვალს კრისტიანისკენ ვაპარებ,
ის თავს აბრუნებს და ოდნავ გვერდზე თავდახრილი შემომყურებს.
– რა? – მეკითხება ბოლოს.
– გთხოვ, ნუ მიბრაზდები, – ვეუბნები ჩურჩულით.
– არ გიბრაზდები.
მზერას არ ვაცილებ და ისიც ოხვრით მნებდება.
– კარგი. გიბრაზდები.
წამით თვალებს ხუჭავს.
– ისე, რომ ხელები გექავება? – ვეკითხები შეშფოთებული.
– რაზე ჩურჩულებთ? – ინტერესდება კეიტი.
მე ვწითლდები, კრისტიანი კი კეიტისკენ სერიიდან – „კავანა, სხვის საქმეში ნუ ერევი!“
გამომეტყველებით აბრუნებს თავს. მზერა კეიტსაც კი უკან ახევინებს.
– ჯორჯიაში ჩემს გამგზავრებაზე, – ვპასუხობ მშვიდი ხმით კეიტს, რომ როგორმე მათ
შორის გაჩენილი მტრული შეტაკება გავანეიტრალო.
– ხოსე როგორ იქცეოდა, პარასკევს ბარში რომ იყავით?
ოჰ, კეიტ, შენი! თვალებს ვუბრიალებ. რას აკეთებს? კეიტი პასუხად აქეთ მიბრიალებს
თვალებს და ვხვდები, რომ უნდა, კრისტიანი აეჭვიანოს. რა ცუდად იცნობს! მეგონა, ამ
საკითხს აღარ დავუბრუნდებოდი.
– მშვენივრად, – ვბუტბუტებ ხმადაბლა.
კრისტიანი ჩემკენ იხრება.
– ...ისე, რომ ხელები მექავება, – მეუბნება ჩურჩულით, – მით უმეტეს ახლა.
ხმა ყინულივით ცივი აქვს. ოჰ, ღმერთო! მოუსვენრად წრიალს ვიწყებ.
გრეისს ორი კერძი შემოაქვს, უკან ქერანაწნავებიანი, ახალგაზრდა, ღია ცისფერ სადა
კაბაში ჩაცმული, ლამაზი გოგონა მოჰყვება და თეფშები მოაქვს. თვალებით კრისტიანს
პოულობს, წითლდება და ტუშით აპრეხილ წამწამებს აფახურებს. ეს რაღაა?
სადღაც, რომელიღაც ოთახიდან ტელეფონის ზარი აღწევს. მისტერ გრეი ბოდიშს
იხდის და სასადილო ოთახიდან გადის. გრეისი კოპებს კრავს.
– გმადლობ, გრეთჰენ, – თავაზიანად უხდის მადლობას მოახლეს, – ლანგარი მაგიდაზე
დადეთ.
გრეთჰენი თავს უქნევს და გასვლამდე კიდევ ერთხელ აპარებს თვალს კრისტიანისკენ.
მაშასადამე გრეებს მოახლე ჰყავთ, რომელიც ჩემი პოტენციური დომინანტის მიმართ
თავის სურვილებს სრულიად ურცხვად გამოხატავს. არაჩვეულებრივი საღამო მაქვს,
ვერაფერს იტყვი! მუხლებზე დაწყობილ ხელებს შუბლშეკრული დავყურებ.
ოთახში მისტერ გრეი ბრუნდება.
– ძვირფასო, შენ გთხოვენ. საავადმყოფოდან რეკავენ, – მიმართავს გრეისს.
– უჩემოდ დაიწყეთ, – იღიმება გრეისი, თეფშს მაწვდის და გადის.
კერძებს საოცრად მადის აღმძვრელი სუნი ასდის – ჩორიზო, მოლუსკი ზღვის
სავარცხელა ოხრახუშმოყრილი მოშუშული წითელი წიწაკით და ხახვი შალოტით. იმის
გარდა, რომ კრისტიანის მუქარების, მის „ქერა ნაწნავების“ ფარული მზერებისა თუ კაბის
ქვეშ სიშიშვლის გამო მუცელში ისედაც უცნაური შეგრძნებები მივლის, კარგადაც
მომშიებია. მხოლოდ ახლაღა ვხვდები, რომ ეს შიმშილი დღევანდელი ფიზიკური
დატვირთვის ბრალია და დარცხვენილი ვწითლდები.
რამდენიმე წუთში გრეისი კოპებშეკრული ბრუნდება. მისტერ გრეი თავს გვერდზე
ხრის... ზუსტად კრისტიანივით.
– რა მოხდა?
– წითელას კიდევ ერთი შემთხვევაა, – ოხრავს გრეისი.
– მართლა?
– ჰო, თანაც ისევ ბავშვია ავად. ამ თვეში უკვე მეოთხე შემთხვევაა. არადა, აცრა რომ
ჰქონდეთ გაკეთებული, ასე არ გაურთულდებოდათ! – ის თავს მწუხარედ აქნევს, მერე
იღიმება, – რა ბედნიერებაა, რომ ჩვენ შვილებს თითქმის არც უავადმყოფიათ. ღვთის
მადლით, ჩუტყვავილაზე უარესი არაფერი დამართნიათ. საწყალი ელიოტი... გრეისი
თავის ადგილს იკავებს და ელიოტისკენ ნაზი, მოყვარული მზერით იხედება. ელიოტი,
რომელიც მონდომებით იღეჭება, წრიალს იწყებს.
– კრისტიანს და მიას კი გაუმართლათ, – ჩუტყვავილა იოლი ფორმით გადაიტანეს,
გამონაყარიც სულ ერთი-ორი ჰქონდათ.
მია ხითხითებს, კრისტიანი კი თვალებს ატრიალებს.
– მამ, „სიეტლ მარინერსის“ თამაშს უყურე? – ეკითხება ელიოტი მისტერ გრეის,
როგორც ჩანს, თემის შეცვლა უნდა.
კერძები ერთმანეთზე გემრიელია და სანამ ელიოტი, მისტერ გრეი და კრისტიანი
ბეისბოლზე ლაპარაკობენ, ყურადღება ჭამაზე გადამაქვს. ოჯახურ წრეში კრისტიანი
საოცრად მშვიდი და გაწონასწორებულია. ჩემი გონება ციებიანივით მუშაობს. სულელი
კეიტი, ეს რა თამაში წამოიწყო? ახლა ამის გამო შეიძლება კრისტიანმა დამსაჯოს. ამაზე
ფიქრიც კი მზარავს. მაგრამ კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია და იქნებ არც
მოვაწერო. ჯორჯიაში დავრჩები, იქ კი კრისტიანი ვერ მომაგნებს.
– ახალ ბინაში როგორ მოეწყვეთ? – მეკითხება გრეისი.
კითხვას წინააღმდეგობრივი ფიქრებიდან გამოვყავარ, რაც თვითონვე მიხარია და
სიეტლში ჩვენს გადმოსვლაზე საუბარში ვებმები.
ცივი კერძების შემდეგ თეფშების ასალაგებლად ოთახში გრეთჰენი შემოდის და ისევ
ვნანობ, რომ კრისტიანის შეხება არ შემიძლია, მინდა ვაგრძნობინო, რომ ბოროტების
ორმოცდაათივე ელფერის გადატანით მის სულში დატოვებული კვალის მიუხედავად,
ის მხოლოდ ჩემია. გრეთჰენი მაგიდიდან თეფშებს ალაგებს და უმეტესად კრისტიანის
გვერდზე ტრიალებს. საბედნიეროდ, კრისტიანი მისკენ არც კი იხედება და არავითარ
ყურადღებას არ აქცევს, მიუხედავად ამისა, ჩემი შინაგანი ქალღმერთი გაცეცხლებისგან
ლამის აფეთქდეს. კეიტი და მია პარიზს დითირამბებს უძღვნიან.
– ანა, ნამყოფი ხარ პარიზში? – ჩემს ნერვიულ ფანტაზიებში იჭრება მიას
გულუბრყვილო კითხვა.
– არა, თუმცა სიამოვნებით წავიდოდი.
ჰო, რა თქმა უნდა! მაგიდის გარშემო მსხდომთაგან მხოლოდ მე არ ვყოფილვარ არსად
შტატებს გარეთ.
– ჩვენ იქ თაფლობის თვე გავატარეთ, – ამბობს გრეისი და მისტერ გრეის უღიმის.
კრისტიანის მშობლებს მორცხვად შევცქერი. ისინი, როგორც ჩანს, დღემდე ჭკუას
კარგავენ ერთმანეთისთვის და უცებ ვაცნობიერებ, რამდენად უცხოა ჩემთვის ორივე
მშობლის ყოლა.
– საოცარი ქალაქია, – ეთანხმება მია, – თუ, რა თქმა უნდა, პარიზელებს არ მიაქცევ
ყურადღებას. კრისტიან, ჩემი აზრით, ანა პარიზში უნდა წაიყვანო.
– ვფიქრობ, ანას ლონდონში გამგზავრება ურჩევნია, – მშვიდად პასუხობს კრისტიანი.
ღმერთო... ახსოვს. კრისტიანი ხელს მუხლზე მადებს და ბარძაყებს ზევით აყოლებს.
მის შეხებას ჩემი სხეული მაშინვე ეხმიანება. არა... ოღონდ ახლა არა... შეუმჩნევლად
ვცდილობ, გავიწიო და მისი ხელი მოვიშორო. თითებით მუხლზე მიჭერს და ერთ
ადგილზე მაჩერებს. სასოწარკვეთილი ხელში ღვინის ბოკალს ვიღებ.
ცხელ კერძად – ძროხის ხორცის „ველინგტონი“ შემოაქვთ. მგონი, ასე ჰქვია. ოთახში
ურცხვი კეკლუცობითა და თეძოების ქნევით ცქვიტი „მის ევროპული ნაწნავები“
ბრუნდება. საბედნიეროდ, მხოლოდ ჭურჭელს ალაგებს და გადის, თუმცა კრისტიანთან
აშკარად მეტ ხანს ჩერდება. კრისტიანი ამჩნევს, როგორი მზერით ვაცილებ გრეთჰენს და
შეკითხვით სავსე თვალებით მიყურებს.
– პარიზელებს რას უწუნებ? – ეკითხება მიას ელიოტი, – ნუთუ იქ ვინმე შენს
მომხიბვლელობას არ დანებდა?
– არა. მესიე ფლობერი კი, ვისთანაც ვმუშაობდი, უბრალოდ ურჩხულია, ნამდვილი
ტირანი, ყველაფერში დომინირება რომ უყვარს. ღვინო სასულეში მცდება.
– ანასტასია, ხომ კარგად ხარ? – თავაზიანად ინტერესდება კრისტიანი და ჩემი ფეხიდან
ხელს იღებს.
ხმაში მხოლოდ ჩემთვის შესამჩნევი იუმორი ერევა. კიდევ კარგი. თანხმობის ნიშნად
თავს ვუქნევ, ის კი, სანამ ხველება არ მიწყნარდება, რბილად მირტყამს ზურგზე.
„ველინგტონი“ უგემრიელესია. ხორცთან ერთად ტკბილი კარტოფილი, სტაფილო,
ძირთეთრა და მწვანე ლობიო მოაქვთ. საჭმელი კიდევ უფრო გემრიელად მეჩვენება,
რადგან ვახშმის ბოლომდე კრისტიანს ხასიათი აღარ ეცვლება. ალბათ, ჩემი კარგი მადა
ახარებს. გრეის ოჯახის წევრები მეგობრულად საუბრობენ და ერთმანეთს თბილი და
უბოროტო რეპლიკებით ეხუმრებიან. დესერტად ლიმონის სილაბაბს მივირთმევთ. მია
პარიზული თავგადასავლებით გვართობს, რაღაც მომენტში კი უცებ ფრანგულად
ლაპარაკს იწყებს. ყველა გაკვირვებული შემოგვყურებს, დუმილი იქამდე გრძელდება,
სანამ კრისტიანი არღვევს სიჩუმეს და მასავით წყალივით სუფთა ფრანგულით უხსნის,
რა მოხდა. მია მხიარულად იცინის და მის გადამდებ კისკისს სუფრის დანარჩენი
წევრებიც ვყვებით.
ელიოტი თავის ბოლო სამშენებლო პროექტზე ყვება – სიეტლის ჩრდილოეთით
წამოწყებულ ახალ, ეკოლოგიურად სუფთა მშენებარე კომპლექსზე. მზერა კეიტზე
გადამაქვს, რომელიც ელიოტის ყოველ სიტყვას იჭერს, თვალები სიყვარულით თუ
სურვილით უბრწყინავს, ოღონდ ბოლომდე ვერ ვხვდები, ზუსტად რომლით. ელიოტიც
უღიმის და მათ შორის უსიტყვო წამიერი დიალოგი იმართება. ეს იმდენად
სექსუალურია, რომ მათთვის თვალის შევლებაც კი მაწითლებს. ვოხრავ და ფარულ
მზერას ორმოცდაათი ელფერისკენ ვაპარებ. კრისტიანი ისეთი სიმპათიურია, შემიძლია,
საათების განმავლობაში ისე ვუყურო, თვალი არ მოვწყვიტო. ოდნავ გაუპარსავია და
სული მიმდის, ისე მინდება, მის ამ გაუპარსავ სახეს თითებით შევეხო, სახეზე და
მკერდზე ვიგრძნო ფხაჭნად, ფეხებს შუა... როგორც ჩანს, ვკრუსუნებ, რადგან კრისტიანი
თავს ჩემკენ აბრუნებს და თითებს ნიკაპზე მკიდებს.
– ტუჩს თავი დაანებე, – მეუბნება ხმადაბალი და წამში ჩავარდნილი, ჩახლეჩილი ხმით,
– ჩემია.
გრეისი და მია დესერტის ფიალებს ალაგებენ და სამზარეულოში გადიან, მისტერ გრეი,
ელიოტი და კრისტიანი კი შტატ ვაშინგტონში მზის პანელების გამოყენების
უპირატესობაზე მსჯელობენ. საუბრით გატაცებულის გამომეტყველებით კრისტიანი
ხელს ისევ მუხლზე მადებს და ბარძაყზე ზემოთ აცურებს. მაშინვე სუნთქვა მეკვრის და
ფეხებს ვკრავ, რომ ხელი შევაჩერებინო. კრისტიანი ირონიულად იცინის.
– წამოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ, – მთავაზობს ყველას გასაგონად.
ცხადია, უნდა დავთანხმდე, მაგრამ არ ვენდობი, თუმცა პასუხის გაცემასაც არ მაცლის,
დგება და ხელს მიწვდის. გამოწვდილ ხელს ვეყრდნობი და მისი ნაცრისფერი თვალების
ყოველ წამიერ გამოხედვაზე ვგრძნობ, როგორ მეძაბება შიგნით ყველა კუნთი ერთად.
– უკაცრავად, – ვუბოდიშებ მისტერ გრეის და კრისტიანთან ერთად სასტუმრო
ოთახიდან გავდივარ.
კრისტიანს დერეფნით სამზარეულოსკენ მივყავარ, სადაც მია და გრეისი ჭურჭლის
სარეცხ მანქანაში თეფშებს ალაგებენ. მის „ევროპული ნაწნავები“ არსად ჩანს.
– მინდა, ანასტასიას უკანა ეზო ვუჩვენო, – უცოდველი გამომეტყველებით აბარებს
დედას ანგარიშს კრისტიანი.
გრეისი გაღიმებული სახით ხელს გვიქნევს, მია კი სასადილო ოთახში ბრუნდება.
ნაცრისფერი ქვით მოკირწყლულ და ქვაშივე ჩამონტაჟებული ფანრებით განათებულ
შიდა ეზოში გავდივართ. ნაცრისფერ კასრებში სხვადასხვა მცენარეა გახარებული,
კუთხეში ლითონის დახვეწილი მაგიდა და რამდენიმე სკამი დგას. კრისტიანს ეზოს
გავლით კიბისკენ, კიბის შემდეგ კი ყურესთან ჩამავალ უზარმაზარ გაზონთან მივყავარ.
ღმერთო... რა სილამაზეა! ჰორიზონტს სიეტლის შუქები ანათებს, მაისის ნათელი
მთვარის ანარეკლი კი ვერცხლისფერ ბილიკად წყალზე გადებულა და მყუდრო
ნავსადგომს მისდგომია... მოლივლივე წყალზე ორი ნავი ნაზად ირხევა. ნავსადგომის
გვერდით ნავების ფარდულია. გარშემო საოცარი სიმშვიდე და ფერწერულ ტილოსავით
ხატოვანი სილამაზეა. პეიზაჟით მონუსხულს სუნთქვა მეკვრის. კრისტიანი ხელზე
მექაჩება, მაგრამ ქუსლებით რბილ ბალახში ვეფლობი.
– მომიცადე, გთხოვ, – ვეხვეწები, რადგან ძლივს ვეწევი.
ჩერდება და შეუვალი გამომეტყველებით შემომყურებს.
– ქუსლები მიშლის, ფეხსაცმელი უნდა გავიხადო.
– საჭირო არ არის, – მეუბნება კრისტიანი, იხრება, ხელში მიყვანს და მხარზე
ტომარასავით მიგდებს. მოულოდნელობისგან ხმამაღლა ვჭყვიტინებ, მაგრამ უკანალზე
მოწყვეტილ დარტყმას ვიღებ და ვჩუმდები.
– ნუ ყვირი! – ცრის კბილებიდან.
ოჰ, ღმერთო, არა... ჩემი ქვეცნობიერი შიშისგან აკანკალებული მუხლებზე ეცემა.
კრისტიანი გაცოფებულია, ალბათ ხოსეს გამო, თუ იმიტომ, რომ დაუკითხავად
ჯორჯიაში გადავწყვიტე წასვლა, ან იქნებ უსაცვლოდ რომ წამოვედი, ანდა სულაც
იმიტომ, რომ ისევ ტუჩს ვიწვალებდი. ღმერთო, რა ადვილად ბრაზდება!
– სად მიგყავარ? – ქოშინით ვეკითხები ზურგსუკნიდან.
– ნავების ფარდულში, – მიჭრის მოკლედ ისიც სუნთქვაარეული.
მხარზე თავდაყირა ვყავარ გადაკიდებული. ლამის მის თეძოს ვეხები, ის კი
შეუჩერებლად მთვარის შუქით განათებულ მდელოზე მიაბიჯებს.
– რისთვის? – ძლივს ვსუნთქავ და მის მხარზე ჩქარი სიარულისგან ბურთივით
ვხტუნავ.
– შენთან მარტო დარჩენა მინდა.
– რატომ?
– მინდა, ისე გცემო, ტრაკი აგიჭრელო, მერე კი გაგჟიმო.
– რისთვის? – ვზმუი სასოწარკვეთილი.
– კარგად იცი, რისთვისაც, – კბილებში ცრის კრისტიანი.
– მეგონა, განწყობის კაცი იყავი, – ვევედრები ქოშინით.
– ვერც კი წარმოიდგენ ახლა რის განწყობაზე ვარ, ანასტასია!
ჯანდაბა!

თავი მეოცე
კრისტიანი ნავების ფარდულის ხის კარს ხმაურით აღებს და ზღურბლზე ჩერდება, რომ
შუქი აანთოს. ფლუორესცენციული ნათურები ერთმანეთის მიყოლებით და ჩუმი
ზუზუნით ინთება და ხის შენობა კაშკაშა მკვეთრი შუქით ივსება. თავდაყირა
დაკიდებული, ზემოდან წყალზე მოტივტივე შთამბეჭდავი ზომის კატერს დავყურებ,
მაგრამ კარგად შეთვალიერებას ვერ ვასწრებ, რადგან კრისტიანი ხის კიბით მეორე
სართულზე ადის და მეც ისევ ისე, თავდაყირა მხარზე გადაკიდებული, ზევით ავყავარ.
აქაც შესასვლელთან ჩერდება, გადამრთველს აჩხაკუნებს და ამჯერად უკვე სიმკვეთრის
მარეგულირებლიანი, ჰალოგენური ნათურები ინთება; განათების ნაკლები სიმკვეთრე
საშუალებას მაძლევს, დავინახო, რომ აქაიქ ოდნავი წითლით გაცოცხლებულ,
მუქლურჯსა და კრემისფერში გადაწყვეტილ, ახალი ინგლისის საზღვაო სტილში
მოწყობილ დახრილჭერიან მანსარდაში ვართ. ავეჯი თითქმის არ დგას, ამ
მდგომარეობიდან მხოლოდ ორ დივანს ვხედავ. კრისტიანი ხის იატაკზე ფეხზე მაყენებს,
მაგრამ იქაურობის მოთვალიერების დრო მაინც არ მაქვს – კრისტიანს ვერ ვაშორებ
თვალს. მონუსხულივით ვდგავარ... როგორც ველურ მხეცს, ისე შევცქერი და ნებისმიერ
წუთს თავდასხმას ველოდები. კრისტიანი ქოშინით სუნთქავს, თუმცა გასაკვირიც არ
არის: ახლახან მთელი მდელო მხარზე გადაკიდებული გადმომატარა და მეორე
სართულზე ამომიყვანა. ნაცრისფერი თვალებიდან აალებულ ცეცხლსა და დაუფარავ
ავხორც და შეშლილ ჟინს აფრქვევს.
ჯანდაბა! მხოლოდ ამ მზერით მწვავს.
– გთხოვ, არ მცემო, – ვჩურჩულებ დაზაფრული.
ის შუბლს კრავს, მერე თვალები უფართოვდება და ორჯერ ახამხამებს.
– არ მინდა, რომ მცემო, ოღონდ აქ არა და არა ახლა. გთხოვ, არ გინდა...
კრისტიანი გაკვირვებისგან პირს აღებს. სასოწარკვეთილი გაბედულებით თითით მის
ლოყას ვეხები და ფხაჭნია ნიკაპისკენ ვაცურებ. კრისტიანი თვალებს ნელა ხუჭავს, სახეს
თითის მოძრაობას უშვერს და სუნთქვა კიდევ უფრო უხშირდება. მეორე ხელის გაშლილ
თითებს თმაში ვუცურებ და ოდნავ ვქაჩავ. მიყვარს მისი თმა. ძლივს შესამჩნევად
კვნესის, თვალებს ახელს და ისეთი იჭვნეული გამომეტყველებით მიყურებს, თითქოს
ვერ ხვდებოდეს, რას ვაკეთებ.
უფრო ახლო ვდგები, თმას ფრთხილად ვქაჩავ, რომ თავი დავახრევინო და ტუჩებში
ვკოცნი, პირში ენას ვუყოფ. კრისტიანი კვნესის, მეხვევა და სხეულზე მიკრავს. ხელით
თმაში მაფრინდება და კოცნაზე უხეში და ძლიერი კოცნით მპასუხობს. ჩვენი ენები
ერთმანეთს ეხება, სინჯავს... ღვთიური გემო აქვს.
უცებ უკან იხევს, ჩვენი სუნთქვა თითქოს ერთმანეთში ირევა, ორივეს სული
გვეხუთება. ხელებს მხრებზე ვადებ, ის კი გაცეცხლებული შემომყურებს.
– რას მიკეთებ? – ჩურჩულებს დაბნეული გამომეტყველებით.
– გკოცნი.
– შენ მე უარი მითხარი.
– რაა?
რას გულისხმობს?
– მაგიდასთან, ფეხები რომ შეკარი...
ააჰ... გასაგებია.
– ჩვენ ხომ იმ მაგიდასთან შენ მშობლებთან ერთად ვისხედით!
გაოგნებული შევყურებ.
– არავის არასდროს ჩემთვის უარი არ უთქვამს... მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად
მაგიჟებს.
გუგები ოდნავ უფართოვდება, მზერაში ერთმანეთს გაკვირვება და ავხორცი სურვილი
ერწყმის. დამათრობელი კოქტეილია... უნებურად ნერწყვს ვყლაპავ. ხელები თეძოებზე
ჩამოაქვს, თითებს ოდნავ შლის ჩემს დუნდულებს მთლიანად ხელებში იქცევს,
ძლიერად მიჭერს და მუცლით თავის ერეგირებულ ასოზე მიკრავს. ოოჰ!..
– ესე იგი, იმან გაგაბრაზა და აღგაგზნო, რომ უარი გითხარი? – ვეკითხები ჩურჩულით
სუნთქვაარეული და გაკვირვებული.
– მე იმან გამაბრაზა, რომ ჯორჯიაზე არაფერი მითხარი, კიდევ იმან, რომ ხოსესთან
ერთად ბარში წახვედი, იმ ხოსესთან, რომელსაც შენი გაჟიმვა უნდოდა, მთვრალი რომ
იყავი და მერე, სრულიად უმწეო, უცხო კაცთან დაგტოვა. ვითომ მეგობრები ასე
იქცევიან? ყველაზე მეტად კი იმაზე ვბრაზდები და ვიგზნები, რომ ფეხები შეკარი და არ
მომიშვი. თვალები საშიშად უელავს. კაბას ნელა მიწევს.
– აქვე მინდა გაგჟიმო. მაგრამ თუ შენი ტრაკის აწითლების უფლებას არ მომცემ, რაც
ნამდვილად დაიმსახურე, პირდაპირ ამ დივანზე და თანაც მხოლოდ ჩემი
სიამოვნებისთვის გიხმარ.
კაბის ბოლო ჩემ შიშველ უკანალს ოდნავღა ფარავს. ხელს ფეხებშუა უხეშად მიყოფს და
თითით ჩემში ნელა შედის. მეორე, წელზე შემოხვეული ხელით კი ძლიერად მიკრავს
სხეულზე და განძრევის საშუალებას არ მაძლევს. თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ
დავიკვნესო.
– ეს ჩემია! – კბილებიდან ცრის აგრესიული, მოძალადის ხმით, – მხოლოდ ჩემი! გაიგე?
თითი უკან გამოაქვს და ისევ შედის, თან ჟინით შემომყურებს და ჩემს რეაქციას
ანთებული თვალებით აკვირდება.
– კი, შენია, – ვჩურჩულებ და ვგრძნობ, სადღაც ღრმად და შიგნით როგორ მიზვავდება
სურვილი, მწველი და მძიმე, როგორ მიჰყვება ყოველ ძარღვს და როგორ მიცოცხლდება
სხეულის ყოველი წერტილი. როგორ მეჭიმება ყოველი ნერვი, სუნთქვა მიხშირდება.
გული ლამის მკერდიდან ამომვარდეს, ყურებში სისხლის შხუილი პულსირებს.
კრისტიანი მკვეთრად მიცილებს და რამდენიმე მოქმედებას ერთდროულადაკეთებს:
მიშვებს და ჩემს სურვილებთან მარტო მტოვებს, შარვალს იხსნის, ხელს მკრავს, დივანზე
მაგდებს და ზემოდან მაწვება.
– ხელები თავზე! – ცრის კბილებიდან ბრძანებას.
მუხლებზე დგება, ფეხებს ძალით მაშლევინებს და ისე რომ გაცეცხლებულ მზერას არ
მაშორებს, პიჯაკის შიდა ჯიბიდან პრეზერვატივს იღებს. პიჯაკს ერთი მოძრაობით
იხდის, იატაკზე აგდებს და პრეზერვატივს უზარმაზარ ასოზე იცვამს.
არ უნდა, რომ შევეხო და ხელებს მორჩილად თავს ზევით ვწევ. სხეული მითრთის.
თეძოები უნებურად მისი ასოსკენ მეზნიქება. მინდა, აი, ასე, უხეშად და ძალით
გამჟიმოს...
– ცოტა დრო გვაქვს. ახლა გაგჟიმავ, მაგრამ მხოლოდ ჩემი და არა შენი
სიამოვნებისთვის, იცოდე გათავება არ გაბედო, თორემ დაგსჯი, – ცრის კბილებიდან.
ოჰ, ეს როგორ?.. თავი როგორ შევიკავო?
ერთი, ძლიერი ბიძგი და ბოლომდე ჩემშია. ყელიდან ხმამაღალი ყმუილივით კვნესა
ამომდის. შეგრძნებას, რომ მისი ვარ, ნეტარებით ვნებდები. კრისტიანი ხელისგულებით
ხელებზე მაწვება, ფეხებით კი ფეხებს მიჭერს და განძრევის უფლებას არ მაძლევს.
სხეულის სიმძიმით ადგილზე მაჯაჭვებს. მთლიანად მის მფლობელობაში ვარ,
მჭყლეტს, ლამის მახრჩობს, მაგრამ ზუსტად მისი ეს სიშმაგე მსიამოვნებს. ეს ჩემი ძალაა
– მე ვმოქმედებ კრისტიანზე ასე! ჰედონისტური ტრიუმფის ნეტარი განცდით ვივსები.
კრისტიანი ჩქარი და გააფთრებული ტემპით მოძრაობს, ზედ ჩემს ყურთან ხროტინით
სუნთქავს და ჩემი სხეულიც თითქოს მის ქვეშ დნება. გათავების უფლება არა მაქვს,
მაგრამ მის რიტმს ვყვები და ყველაზე ღრმა წერტილებს ვუხვედრებ... უცებ, ძლიერი
ბიძგით ბოლომდე ჩემში შთანთქმული, ხმაჩახრენწილი ამოსუნთქვით შეშდება და
ათავებს. მაშინვე დუნდება და სხეულის მთელი სიმძიმით მაწვება. არ მინდა,
მომშორდეს, ჩემი აცახცახებული სხეული ორგაზმს ელის, მაგრამ მისი სიმძიმით დივანს
მიჯაჭვული, ვეღარ ვინძრევი. ის ნაჩქარევად მშორდება, დაუკმაყოფილებელს მტოვებს
და მკაცრად შემომყურებს.
– არ გაბედო და ხელი არ მოიკიდო. რადგან იმაზე მითხარი უარი, რაც მე მეკუთვნის.
მინდა დაიტანჯო.
გაცეცხლებულს თვალები უელავს, ისევ გაბრაზებულია.
სუნთქვაარეული თავს ვუქნევ. კრისტიანი დგება, პრეზერვატივს იხსნის, ზემოდან
კრავს და შარვლის ჯიბეში იდებს. შევყურებ და ვცდილობ, სუნთქვა აღვიდგინო,
უნებურად თეძოებს ვკრავ, რომ თუნდაც ოდნავი სიამოვნება მივიღო. კრისტიანი
შარვალს იკრავს, ხელით თმას ისწორებს, პიჯაკის ასაღებად იხრება და გასწორებული
უკვე ბევრად დამთბარი მზერით მიყურებს.
– სახლში უნდა დავბრუნდეთ.
გაუბედავად ვჯდები. წონასწორობის აღდგენა მიჭირს.
– აი, თუ გინდა, ჩაიცვი.
პიჯაკის შიდა ჯიბიდან ჩემ საცვალს იღებს. სერიოზული გამომეტყველებით ვართმევ
და ცხადად ვაცნობიერებ – მიუხედავად იმისა, რომ დასასჯელად გამჟიმეს, საცვალთან
დაკავშირებულ ისტორიაში მაინც მე გავიმარჯვე. ჩემი შინაგანი ქალღმერთი კვერს
მიკრავს და თვითკმაყოფილი ღიმილით მიდასტურებს: „მაინც ვერ გათხოვნინა“.
– კრისტიან! – ისმის მიას ხმა პირველი სართულიდან.
კრისტიანი თავს აბრუნებს და წარბებაწეული კიბისკენ იხედება.
– ვერსად დაემალები. ღმერთო, ხანდახან რა მომაბეზრებელია!
მოქუფრული მზერით შევყურებ, ბიკინის ნაჩქარევად ვიცვამ და ასეთი სექსისა თუ
დამსჯელი გაჟიმვის შემდეგ, შეძლებისდაგვარად ღირსეული გამომეტყველებით ფეხზე
წამომდგარი თმასაც ვისწორებ.
– მია, ზევით ვართ! – ყვირის კრისტიანი, მერე ჩემკენ ბრუნდება და ხმადაბლა ამატებს:
– ასე, მის სტილ, თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ხელები მაინც მექავება.
– ვფიქრობ, ხელების ქავილი საფუძველს მოკლებულია, მისტერ გრეი, მით უმეტეს მას
შემდეგ, რაც თქვენი მხრიდან არაპროვოცირებული თავდასხმის მსხვერპლი გავხდი.
– არაპროვოცირებულის? შენ ხომ მაკოცე!
კრისტიანი მონდომებით ცდილობს, შეურაცხყოფილი გამომეტყველება მიიღოს. მეც
ზუსტად ისეთივე გათამაშებული შეურაცხყოფილის სახით ტუჩებს ვიბზუებ.
– მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის მიზნით.
– ვისგან?
– შენგან და შენი აქავებული ხელებისგან.
კრისტიანი თავს ხრის და იღიმება. ქვემოდან კიბეზე ამომავალი მიას ქუსლების
ბაკაბუკი ისმის.
– მაგრამ შენ ხომ გაუძელი?! – აღნიშნავს ის ხმადაბლა.
ვწითლდები.
– გაჭირვებით, – ვჩურჩულებ მე, მაგრამ თვითკმაყოფილ ღიმილს ვერ ვიკავებ.
– აი, სად ყოფილხართ! – ფართოდ გვიღიმის მია.
– ანასტასიას აქაურობას ვათვალიერებინებდი.
კრისტიანის გამოწვდილ ხელს ვეყრდნობი, ის სერიოზული სახით შემომყურებს და
თითებზე ხელს ოდნავ მიჭერს.
– კეიტი და ელიოტი უკვე მიდიან. არა, როგორ მოგწონთ ეს წყვილი? ერთმანეთს არ
შორდებიან, – ოხრავს მია მსაჯულის თეატრალიზებული გამომეტყველებით და მე და
კრისტიანს შემოგვყურებს, – თქვენ რაღას აკეთებდით აქ?
ღმერთო, რა თავხედია! ჭარხალივით ვწითლდები.
– ანასტასიას ნიჩბოსნობაში მიღებულ ჩემს ჯილდოებს ვაჩვენებდი, – თვალსაც არ
ახამხამებს, ისე პასუხობს კრისტიანი, გამომეტყველება, როგორც ყოველთვის, შეუვალი
აქვს, – წამოდი, კეიტს და ელიოტს გამოვემშვიდობოთ.
რა ნიჩბოსნობის ჯილდოები?! კრისტიანი ფრთხილად მიზიდავს თავისკენ და,
როგორც კი მია ბრუნდება, რომ კიბეზე ჩავიდეს, ხელისგულს დუნდულებზე მირტყამს.
მოულოდნელობისგან ვხტები.
– ამას კიდევ გავიმეორებ, ანასტასია, და თანაც ძალიან მალე, – იხრება ჩემ ყურთან და
ჩურჩულით მემუქრება ის, მერე მეხვევა და უკნიდან თმაში მკოცნის.
სამივე სახლში ვბრუნდებით. კეიტი და ელიოტი გრეისს და მისტერ გრეის
ემშვიდობებიან. კეიტი მეხვევა.
– კრისტიანზე უნდა დავილაპარაკოთ. რატომ აღიზიანებ? – ვეკითხები ყურში
ჩურჩულით.
– შენ რომ დაინახო, რას წარმოადგენს. ფრთხილად, ანა, საშინელი დესპოტია, –
მპასუხობს ჩურჩულითვე, – კარგი, მოგვიანებით გნახავ.
„შენგან განსხავებით, მე ვიცი, რას წარმოადგენს!“ – ვპასუხობ გულში კეიტს. გასაგებია,
რომ კეიტს კეთილი განზრახვა აქვს, მაგრამ ხანდახან, დღევანდელის არ იყოს,
ყოველგვარ საზღვარს გადადის. კოპებშეკრული შევყურებ, მაგრამ კეიტი ენას მიყოფს
და უნებურად მეღიმება. ოჰო! აცანცარებული კეიტი! – ეს უკვე რაღაც ახალია, ალბათ
ელიოტის ზემოქმედების შედეგია. დამშვიდობების ნიშნად ხელს ვუქნევთ და
კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება.
– ჩვენი წასვლის დროც არის. ხვალ გასაუბრება გაქვს.
კრისტიანის ოჯახს ვემშვიდობები. მია მეხვევა და ორივე ხელით გულში მიხუტებს.
– უკვე გვეგონა, რომ ვერასოდეს ვერავის იპოვიდა! – მეუბნება ის გულახდილი
აღფრთოვანებით.
მე ვწითლდები, კრისტიანი კი თვალებს ატრიალებს. ისევ ტუჩებს ვიბზუებ – ვითომ
კრისტიანისთვის რატომ შეიძლება და ჩემთვის არა? პროტესტის ნიშნად მეც თვალების
ატრიალება მინდება, მაგრამ ვერ ვბედავ – მაშინვე ნავის ფარდულში მისი მუქარა
მახსენდება.
– ანა, საყვარელო, თავს გაუფრთხილდი, – ალერსიანი ხმით მეუბნება გრეისი.
ოჯახის დანარჩენი წევრების ჩემდამი გამოხატული ზრუნვითა და ყურადღებით
შეწუხებული თუ უხერხულობამორეული კრისტიანი ხელს მტაცებს და გვერდზე
მიყენებს.
– ამდენი ფერებით ან დააფრთხობთ, ან ზედმეტად გაანებივრებთ, – ბუზღუნებს
უკმაყოფილოდ.
– კრისტიან, მორჩი მაიმუნობას, – რბილად საყვედურობს გრეისი და შვილს
სიყვარულით გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებს.
რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სრულებითაც არ მაიმუნობს. ქვევიდან თვალს
მისი სახისკენ ვაპარებ. შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ გრეის დედა სიგიჟემდე,
უპირობო და ღრმა სიყვარულით უყვარს. კრისტიანი იხრება და კოცნის.
– დე, – ამბობს ის და ხმაში უზომო მოწიწება ეღვრება.
– ნახვამდის, მისტერ გრეი და დიდი მადლობა, – ჩამოსართმევად ხელს ვუწვდი
კრისტიანის მამას, ის კი ხელის ჩამორთმევის მაგივრად მეხვევა.
– ანა, გთხოვთ, კარიკი დამიძახეთ. იმედი მაქვს, მალე ისევ შევხვდებით.
გამომშვიდობების შემდეგ კრისტიანს მანქანისკენ მივყავარ, სადაც ტეილორი
გველოდება, ნუთუ მთელი ამ ხნის განმავლობაში აქ იცდიდა? ტეილორი კარს მიღებს
და „აუდის“ უკანა სავარძელზე ვჯდები.
დაძაბულობა ნელ-ნელა გადის. დღეც ამას ჰქვია! ფიზიკურად და სულიერად,
ერთიანად გასავათებული ვარ. კრისტიანი ტეილორს რაღაცას ეუბნება, მანქანაში ჯდება
და ჩემკენ ბრუნდება.
– როგორც ჩანს, ჩემს ოჯახსაც მოეწონე, – ბუტბუტებს ის.
„ოჯახსაც“? გონებაში მაშინვე დამთრგუნველი აზრი მიცოცხლდება, რომ სტუმრად
მხოლოდ და მხოლოდ კეიტის გამო მიმიწვიეს. ტეილორი მანქანას ქოქავს და სახლის
განათებული პარმაღიდან ტრასის სიბნელეში ვინაცვლებთ. კრისტიანს შევყურებ, ისიც
თავს ჩემკენ აბრუნებს.
– რა მოხდა? – მეკითხება ხმადაბლა.
ვიბნევი, მაგრამ, არა, უნდა ვუთხრა. ის ხომ მუდმივად იმას მსაყვედურობს, რომ
გულახდილი არ ვარ.
– ვფიქრობ, უბრალოდ იძულებული იყავი დაგეპატიჟებინე. ელიოტს კეიტი რომ არ
მიეწვია ვახშმად, მე დღეს შენს ოჯახში არ აღმოვჩნდებოდი, – ვეუბნები ჩუმად და
გაუბედავად.
სიბნელეში სახის გამომეტყველებას ვერ ვარჩევ, მაგრამ გვერდზე თავის დახრაზე
ვხვდები, რომ უკვირს.
– ანასტასია, მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მშობლები გაგაცანი! მხოლოდ ის არ მესმის,
საკუთარ თავში ასე რატომ გეპარება ეჭვი? საკმაოდ ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ,
მაგრამ, როგორც ჩანს, საკუთარ თავთან მაინც ვერ რიგდები. ჩემი მშობლებისთვის შენი
წარდგენა რომ არ მნდომოდა, აქ არ აღმოჩნდებოდი. ესე იგი, მთელი საღამო ამაზე
ნერვიულობდი?
ეს ნამდვილად აღმოჩენაა! კრისტიანს მართლა უნდოდა, რომ ვახშამზე მეც
ვყოფილიყავი! როგორც ჩანს, გულახდილია და ნამდვილად უხარია, რომ აქ ვარ...
სხეულში სითბო მეღვრება.
კრისტიანი თავს აქნევს და ხელზე ხელს მკიდებს. შეშფოთებული, ტეილორისკენ
ვიხედები.
– ტეილორზე ნუ ნერვიულობ. დამელაპარაკე.
მხრებს ვიჩეჩავ.
– კი, ვნერვიულობდი. ჯორჯიაზეც იმიტომ ვთქვი, რომ კეიტი ბარბადოსზე
ლაპარაკობდა. სინამდვილეში ჯერ არც კი გადამიწყვეტია.
– დედასთან წასვლა გინდა?
– კი.
კრისტიანი უცნაური გამომეტყველებით შემომცქერის და ხმას არ იღებს, შეგრძნება
მაქვს, რომ რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ თავს ებრძვის.
– იქნებ შენთან ერთად წამოვიდე? – მეკითხება ბოლოს.
რაა?!
ააა... არა მგონია, კარგი აზრი იყოს.
– რატომ?
– მინდა, დავისვენო ამ... ინტენსიური ზემოქმედებისგან და ყველაფერზე მშვიდად
დავფიქრდე.
გაოგნებულს, სახე უგრძელდება.
–შენი აზრით, ზედმეტად ინტენსიურად ვზემოქმედებ შენზე?
სიცილისგან თავს ვეღარ ვიკავებ და ვკისკისებ.
– ეს კიდევ რბილად ნათქვამია!
ფანჯრიდან გაელვებული ფანრის შუქზე ვხედავ, რომ ტუჩებს სასაცილოდ ბრეცს.
– დამცინით, მის სტილ?
– ვერც კი გავბედავდი, მისტერ გრეი, – ვპასუხობ მოჩვენებითი სერიოზულობით.
– მე კი მეჩვენება, რომ ბედავთ და თანაც საკმაოდ ხშირად.
– საკუთარ თავს დააბრალეთ, მისტერ გრეი, თქვენ ხომ ფრიად თავშესაქცევი
ბრძანდებით!.
– თავშესაქცევი?
– დიახ.
– ჩემს ექსცენტრიკულობას გულისხმობთ, მის სტილ, თუ იუმორის გრძნობას?
– ო, მისტერ გრეი... ერთსაც და მეორესაც, ამასთან, ამათგან ერთი მეორეს აშკარად
აღემატება.
– კონკრეტულად რომელს გულისხმობთ, მის სტილ?
– თავად მიხვდით, მისტერ გრეი.
– ვშიშობ, შენთან დაკავშირებით ბოლომდე ვერც ერთ ვერსიას ვერ დავეყრდნობი,
ანასტასია, – ამბობს ის, მერე კი ხმადაბლა ამატებს: – რაზე უნდა იფიქრო ჯორჯიაში?
– ჩვენზე, – ვპასუხობ თითქმის ჩურჩულით.
წამით ჩუმდება.
– შენ თქვი, რომ მზად ხარ, სცადო.
– ვიცი.
– გადაიფიქრე?
– შესაძლოა.
თითქოს მოუხერხებლად იჯდაო, წრიალს იწყებს.
– რატომ?
ჯანდაბა! როგორ მოხდა, რომ ხუმრობახუმრობაში ეს ლაპარაკი ასეთი სერიოზული და
მნიშვნელოვანი გახდა? თანაც სრულიად მოულოდნელად, თავს მოუმზადებლად
გამოცდაზე გასულ სტუდენტად ვგრძნობ. რა ვუთხრა? რომ, მგონი, მიყვარს, მაგრამ
მისგან მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ სათამაშოდ მივაჩნივარ? მე ხომ მისთვის ხელის
შეხების უფლებაც კი არ მაქვს და საკუთარი გრძნობების გამოხატვის მეშინია, რადგან ან
საკუთარ ნაჭუჭში იკეტება, ან ბრაზდება, ანდა სულაც შეუძლია დამარტყას! რა ვუთხრა?
თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ. მანქანა ხიდზე გადადის. ისევე როგორც ჩვენს აზრებს და
გრძნობებს, ორივეს სიბნელე გვფარავს, თუმცა ამისთვის ღამე არც გვჭირდება.
– რატომ, ანასტასია? – არ მეშვება კრისტიანი.
მხრებს ვიჩეჩავ. კითხვით კუთხეში მიმიმწყვდია. მისი დაკარგვა არ მინდა, ყველაფრის
გაკონტროლების მოთხოვნილების, მისი მოთხოვნებისა და შემაშფოთებელი
მიდრეკილებების მიუხედავად, მაინც არ მინდა. ასეთი სიცოცხლით სავსე ადრე
არასდროს ვყოფილვარ. მის გვერდზე ჯდომა მომწონს, თუნდაც ასე, სულ უბრალოდ.
კრისტიანი საოცარი, მოულოდნელობებით აღსავსე, სექსუალური, ჭკვიანი და
საინტერესოა. ...რომ არა მისი ეს ახირებები და ტკივილის მიყენების სურვილი... ამბობს,
რომ ჩემს აზრს გაითვალისწინებს, მაგრამ მაინც მეშინია. რა ვუთხრა? სულის სიღრმეში
უბრალოდ მეტი მჭირდება, მეტი სიახლოვე, უფრო მეტად მხიარული და უშუალო
კრისტიანი... მეტი სიყვარული.
ხელზე ხელს მიჭერს.
– დამელაპარაკე, ანასტასია. შენი დაკარგვა არ მინდა. ეს კვირა... – ჩუმდება.
ხიდის ბოლოს ვუახლოვდებით. გზას ისევ ქუჩის ფანრების ნეონის შუქი ეფინება და
კრისტიანის სახეც ხან ნათდება, ხან ისევ სიბნელეში იკარგება. სწორედ ამ
შემთხვევასთვის შესაფერისი მეტაფორული სანახაობაა. ეს ადამიანი, რომელსაც
ოდესღაც რომანტიკულ გმირად მივიჩნევდი, ერთსა და იმავე დროს მზეზე
ალაპლაპებულ აბჯარში ჩამჯდარი, გულადი თეთრი რაინდიც არის და ბნელიც.
კრისტიანს სერიოზული ემოციური აშლილობა აქვს და მეც თავისი სიბნელისკენ მეწევა,
მე კი არ ვიცი, სინათლეზე მისი გაყვანა როგორ მოვახერხო.
– მე მეტი მინდა, – ვჩურჩულებ ბოლოს.
– ვიცი. მე ვეცდები...
თვალებში შევყურებ. ჩემ თითებს ხელს უშვებს და ნიკაპს ფრთხილად მქაჩავს ქვევით,
რომ კბილებში მოქცეული ტუჩი გამითავისუფლოს.
– შევეცდები, ანასტასია, შენთვის შევეცდები.
ის ისე გულწრფელია, რომ დაუფიქრებლად ვიხსნი უსაფრთხოების ქამარს, მანქანის
სავარძელზე მივფორთხავ და კალთაში ვუჯდები, ორივე ხელით ვეხვევი და ვკოცნი,
მოულოდნელობისგან იბნევა, მაგრამ წამიც არ არის გასული, რომ კოცნაზე კოცნით
მპასუხობს.
– დარჩი ამაღამ ჩემთან, – სუნთქვაარეული ბუტბუტებს ის, – თუ წახვალ, მერე მთელი
კვირა ვეღარ გნახავ. გთხოვ, დარჩი.
– კარგი, – ვეთანხმები მაშინვე, – მეც შევეცდები, ხელშეკრულებასაც ხელს მოვაწერ... –
ვიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებას.
კრისტიანი წამით თვალებში მიყურებს.
– ჯორჯიიდან ჩამოსვლის შემდეგ მოაწერე. საჩქარო არ არის, ჯერ ყველაფერი კარგად
მოიფიქრე, ანასტასია.
– კარგი.
გზის რაღაც მონაკვეთი ჩუმად ვსხედვართ.
– ღვედი უნდა გაიკეთო, – ჭკუას მარიგებს კრისტიანი, თუმცა მუხლებიდან ჩემს
გადასმას არ ჩქარობს.
თვალდახუჭული ვეხუტები, თავს მხარზე ვადებ და სახე მის ყელთან ახლოს მიმაქვს.
მუშკის სანელებლის არომატის შხაპის გელისა და მისი სხეულის სექსუალურ სუნს
ვიყნოსავ და ფანტაზიებში ვიძირები, სადაც კრისტიანს ვუყვარვარ. შეგრძნება იმდენად
ხელშესახები და რეალურია, რომ ჩემი ბოროტი ქვეცნობიერის რაღაც ნაწილიც კი
მისთვის უჩვეულო იმედით ივსება. მკერდთან შეხებას არც კი ვცდილობ, მაგრამ
კალთაში, მის მკლავებში მოქცეული მოხერხებულად ვკალათდები. ოცნებიდან
კრისტიანის ხმას გამოვყავარ.
– სახლში ვართ, – მეუბნება ხმადაბლა.
რა ამაღელვებელი ფრაზაა, რამდენი შესაძლებლობით აღსავსე!
სახლში, კრისტიანთან ერთად. თუმცა ის სახლში კი არა, სამხატვრო გალერეაში
ცხოვრობს.
ტეილორი მანქანის კარს აღებს. მორცხვად მადლობას ვუხდი, მიუხედავად იმისა, რომ
ტეილორს მთელი ჩვენი საუბარი ესმოდა, ის მხოლოდ თავაზიანი აუღელვებლობით
იღიმება. კრისტიანი მანქანიდან გადმოდის და უკმაყოფილო გამომეტყველებით
მიყურებს.
ოჰ, ღმერთო... ახლა რაღა დავაშავე?
– ჟაკეტი რატომ არ გაცვია? – მეკითხება გაბრაზებული და პიჯაკს იხდის.
შვებით მეღიმება.
– ჩემს მანქანაში დამრჩა, – ვპასუხობ მოთენთილი და ვამთქნარებ.
კრისტიანი თვითკმაყოფილი ღიმილით შემომცქერის.
– დაიღალეთ, მის სტილ?
– დიახ, მისტერ გრეი, – მისი გამომცდელი მზერის ქვეშ ვიშმუშნები, მაგრამ წაკბენის
საშუალებას ხელიდან არ ვუშვებ: – არ გამიმართლა, დღეს ჩემთვის სრულიად
წარმოუდგენელი საშუალებებით გამომიყენეს.
– ჰმ, თუ ასე ძალიან არ გიმართლებს, იქნებ ბარემ კიდევ ერთხელაც გამომეყენებინე, –
მემუქრება კრისტიანი, ხელს მკიდებს და შენობაში შევყავარ.
ჯანდაბა!.. კიდე?! ლიფტში თვალს არ ვაშორებ. თავიდან ვფიქრობ, რომ ერთად
დავიძინებთ, მერე მახსენდება, რომ კრისტიანს ყოველთვის მარტოს სძინავს, თუმცა
რამდენჯერმე ერთადაც მშვენივრად გვეძინა. შეფიქრიანებული შუბლს ვკრავ და
კრისტიანსაც მზერა მაშინვე უმუქდება. ხელს ნიკაპში მკიდებს და კბილებში მოქცეულ
ტუჩს მინთავისუფლებს.
– ანასტასია, დღეს დაღლილი ხარ და ლოგინს დავჯერდეთ, მაგრამ ოდესმე, იცოდე,
ლიფტში გაგჟიმავ.
კრისტიანი იხრება, ჩემ ქვედა ტუჩს ტუჩებით იჭერს და ფრთხილად ქაჩავს. მაშინვე
სუნთქვა მეკვრება, მუხლები მეკვეთება და სადღაც შიგნით ნაცნობი შეგრძნება
მიზვავდება. პასუხად კრისტიანის ზედა ტუჩს ვიქცევ კბილებში და ენით წვალებას
ვუწყებ, ვაღიზიანებ... კრისტიანი კვნესის. ლიფტის კარი იღება, ის ხელს მკიდებს და
ფოიეს გავლით, ორფრთიან კარამდე და მერე ჰოლში ლამის სირბილით გავყავარ.
– დალევა გინდა?
– არა,
– კარგი. მაშინ ლოგინში.
გათამაშებული გაკვირვებული გამომეტყველებით წარბებს ვწევ.
– შენ რა, მოძველებულ და უინტერესო ვანილის სექსს თანხმდები?
თავს გვერდზე ხრის.
– ასე ნუ ამბობ, ვანილს საკმაოდ სასიამოვნო გემო აქვს.
– როდის აქეთ?
– გასული შაბათიდან. რაშია საქმე, რამე უფრო ეგზოტიკური ხომ არ მოგენატრა?
ჩემი შინაგანი ქალღმერთი ყურებს ცქვეტს.
– ოჰ, არა. დღეისთვის ეგზოტიკის საკმარისი დოზით ვისიამოვნე.
შინაგანი ქალღმერთი გაბუტული ტუჩებს ბუშტავს და უკმაყოფილების დამალვასაც კი
არ ცდილობს.
– დარწმუნებული ხარ? არჩევანი დიდი გვაქვს – მინიმუმ ოცდათერთმეტნაირი
გემოვნების შესაბამისი, – მეუბნება და ავხორცი ჟინით მიღიმის.
– უკვე შევნიშნე, – ვპასუხობ მშრალად.
კრისტიანი თავს აქნევს.
– ასე, მის სტილ, ხვალ მნიშვნელოვანი დღე გაქვთ. რაც მალე აღმოჩნდებით ლოგინში,
მით მალე გაიჟიმებით და შესაბამისად მალევე დაიძინებთ.
– პირდაპირ თვითნაბადი რომანტიკოსი ბრძანდებით, მისტერ გრეი!
– როგორც ვხედავ, თქვენი კადნიერი ენა და თავხედი პირი, მის სტილ, შესაბამის
მოპყრობას იმსახურებს. წამოდი.
დერეფნით თავის საძინებელში გავყავარ, კარს ფეხით ხურავს და ბრძანებას გასცემს:
– ხელები ზევით!
ვემორჩილები. კრისტიანი ხელს კაბის ბოლოს კიდებს და კაბას თავს ზემოდან
ჯადოქარივით ერთი, სრულიად თავისუფალი და ლამის შეუმჩნეველი მოძრაობით
მხდის.
– ვუალა! – მხიარული შეძახილით ნომერს შესრულებულად აცხადებს ის.
ვიცინი და ტაშით ვაჯილდოებ. კრისტიანი იღიმება და თავს გრაციოზულად მიკრავს.
არა, რა! როცა ასეთ ხასიათზეა, მის მომხიბვლელობას წინ ნამდვილად ვერაფერი
აღუდგება! ის კაბას კომოდთან ეულად მდგარ სკამზე კიდებს.
– კიდევ რა ფოკუსები იცი? – ვეკითხები ეშმაკური ღიმილით.
– ოჰ, ძვირფასო, მის სტილ!.. ლოგინში შეძვერით და ახლავე განახებთ.
– უკარება ხომ არ მეთამაშა? – ვიპრანჭები მე.
თვალები გაკვირვებით უმრგვალდება და წამში დაინტერესებით და ჟინით
უციმციმებს.
– აჰა... კარგი! მაგრამ კარი დაკეტილია. არა მგონია, ჩემგან გაქცევა მოახერხოთ, მის
სტილ, – მაღიზიანებს ირონიული ღიმილით, – არ გამოგივა!..
– მოლაპარაკებები ჩემი ერთერთი ნიჭია, მისტერ გრეი.
– ჩემიც.
ის ყურადღებით მაკვირდება და სახეზე გამომეტყველება ეცვლება, თითქოს იბნევა და
იძაბება, ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის ატმოსფერო ცივდება.
– ჟიმაობა არ გინდა? – მეკითხება ბოლოს.
– არა...
კრისტიანი კოპებს კრავს.
რაც არის, არის... ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვახლი:
– მინდა ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს მივეფეროთ და სექსი ამ სიყვარულის
შედეგად იქცეს.
კრისტიანი შეშდება და უმწეოდ შემომყურებს. სახეზე ჩრდილი გადასდის. ჯანდაბა!
როგორც ჩანს, ყველაფერი გავაფუჭე. „ნუ აჩქარებ!“ – გაბრაზებული დამყვირის ჩემი
ქვეცნობიერი.
– ანა, მე...
ის თმას იწვალებს. ოჰო! მართლა დაიბნა!
– ჩვენ ხომ უკვე გვქონდა ასეთი სექსი, – ამბობს წამიერი დუმილის შემდეგ.
– მინდა შეგეხო.
უნებურად უკან იხევს, სახეზე შიში გადასდის, მაგრამ მაშინვე უქრება.
– გთხოვ,– ვეხვეწები ჩურჩულით.
კრისტიანი გონს მოდის.
– ოჰ, არა, მის სტილ, დღეისთვის გულახდილობა გვეყოფა. მე უარს ვაცხადებ!
– არა?
– არა.
ჰმ... მიდი და ეკამათე... თუ... იქნებ მაინც ღირდეს?
– ანა, დამიჯერე, ორივე დავიღალეთ, მოდი, უბრალოდ დავიძინოთ, – მეუბნება
კრისტიანი და ჩემს რეაქციას აკვირდება.
– ესე იგი, შეხება აკრძალულ ქმედებებში შედის?
– კი. ეს რა, ახალი ამბავია?
– გთხოვ, მომიყევი, რატომ?
– ანასტასია, საკმარისია, ოღონდ ახლა არა, – ბუზღუნებს გაბეზრებული.
– კრისტიან, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ისევ თმის წვალებას იწყებს, ახლა უკვე ორივე ხელით და თავისთვის ბუტბუტით
ილანძღება. უცებ მკვეთრად ბრუნდება, კომოდთან მიდის, უჯრიდან მაისურს იღებს და
ჩემკენ ისვრის. მეც, მოულოდნელობის მიუხედავად არ ვიბნევი და მაისურს ჰაერში
ვიჭერ.
– ჩაიცვი და დაწექი, – მეუბნება გაბრაზებული ტონით.
კოპებს ვიკრავ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებ, გავამხიარულო. მისკენ ზურგით
ვბრუნდები, ლიფს ვიხდი და გათამაშებული დარცხვენით მაისურს ნაჩქარევად ვიცვამ.
ბიკინის არ ვიხდი, ისედაც მთელი საღამო შიშველი უკანალით გავატარე.
– სააბაზანოში მინდა გასვლა, – ძლივს გასაგონად ვჩურჩულებ ბოლოს.
გაკვირვებულს წარბები შუბლზე ასდის.
– ნებართვას მთხოვ?
– აა... არა.
– ანასტასია, შენ მშვენივრად იცი, სად არის სააბაზანო, თანაც ჩვენი ურთიერთობების
ამ ეტაპზე საჭირო ნამდვილად არ არის, სააბაზანოში შესვლაზე ნებართვა მთხოვო.
გაღიზიანებას არც კი მალავს. კრისტიანი პერანგს იხდის, მე კი ოთახიდან გავდივარ.
სარკეში საკუთარ თავს შევცქერი და რატომღაც მიკვირს, რომ ისევ ძველებურად
გამოვიყურები. დღევანდელი მოვლენების შემდეგ სარკიდან ისევ უბრალო,
ჩვეულებრივი გოგონა შემომყურებს. „აბა, რას ელოდი? რომ რქები ამოგივიდოდა და
კუდი გამოგებმებოდა? – იკბინება ჩემი ქვეცნობიერი, – ან თუ გესმის ერთი, რას აკეთებ,
ხომ იცი, რომ შეხებას ვერ იტანს?! ნუ ჩქარობ, იდიოტო! ჯერ სიარული ისწავლოს და
მერე მოსთხოვე სირბილი!“. გააფთრებისგან ჩემი ქვეცნობიერი მედუზა გორგონას
დამსგავსებია: თმა გასწეწვია და როგორც ედვარდ მუნკის ნახატში „ყვირილი“ – სახეზე
ხელებაფარებული შემომყურებს. ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არც ის ჩქარობს
აშკარად თავის ნაჭუჭში დაბრუნებას. „ასე ხომ აბრაზებ! – გაიხსენე უკვე რამდენი რამე
გითხრა და რამდენი გაგიმხილა“. შუბლშეკრული შევყურებ საკუთარ ანარეკლს.
კრისტიანს უნდა ვაგრძნობინო, რომ ის ჩემთვის ძვირფასია, იქნებ მოლბეს და იმავეთი
მიპასუხოს. თავს ვაქნევ და კრისტიანის კბილის ჯაგრისს ვიღებ. ჩემი ქვეცნობიერი, რა
თქმა უნდა, მართალია, მოვლენებს ზედმეტად ვაჩქარებ. ის ჯერ მზად არ არის და
სიმართლე ითქვას, არც მე. ჩვენ თითქოს ჩვენი ურთიერთობის საქანელაზე ვქანაობთ და
წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობთ, აქეთიქით, სხვადასხვა ბოლოებში ვდგავართ
და საქანელაც ხან ერთს გვაგდებს ზევით და ხან მეორეს. ორივე რაღაცნაირად შუალედს
უნდა მივუახლოვდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროცესში არც ერთი არ
დავიმტვრევით. ყველაფერი ძალიან ჩქარა ხდება. როგორც ჩანს, დროის გაწელვა და
წასვლა მართლა მომიწევს. ასეთ შემთხვევაში ჯორჯია კიდევ უფრო მიმზიდველ
პერსპექტივად მეჩვენება.
კბილების ხეხვას ვიწყებ თუ არა, კარზე კრისტიანი აკაკუნებს.
– შემოდი, – კაკუნზე კბილის პასტით გამოტენილი პირით ბლუყუნით ვპასუხობ.
კრისტიანი კართან ჩერდება, თეძოდან პიჟამის შარვალი თავისუფლად ეშვება. მის
დანახვაზე მაშინვე, როგორც ყოველთვის, სხეულის ყოველი წერტილი მიცოცხლდება.
წელზევით შიშველია და ამ სანახაობით დაურწყულებულივით მთის ანკარა წყაროს
დანახვისას ერთიანად ვივსები. კრისტიანი აუღელვებლად შემომცქერის, მერე
ირონიულად იცინის და ჩემკენ მოემართება. ჩვენი თვალები – ნაცრისფერი და ცისფერი,
ერთმანეთს სარკეში ხვდება. კბილების ხეხვას ვამთავრებ, კბილის ჯაგრისს წყალს
ვავლებ და ისე, რომ თვალს წამითაც არ ვაშორებ, კრისტიანს ვუწვდი. ის ჯაგრისს
უსიტყვოდ მართმევს და კბილებში იჩრის. კმაყოფილი ვიღიმები, მას კი პასუხად
თვალები უცინის.
– არ მოგერიდოთ, მის სტილ, – მეუბნება სიცილით.
– გმადლობთ, ბატონო.
დამტკბარი გამომეტყველებით ვუღიმი, სააბაზანოდან გავდივარ და საძინებლისკენ
მივემართები. რამდენიმე წუთში კრისტიანიც ბრუნდება.
– დღევანდელი საღამო ასე ნამდვილად არ წარმომედგინა, – ბუზღუნებს უკმაყოფილო
გამომეტყველებით.
– მე რომ ამეკრძალა ჩემთან შეხება?
ის საწოლზე ჯდება და ფეხს ფეხზე იდებს.
– ანასტასია, ხომ გითხარი, ორმოცდაათი ელფერის ტკივილი გადავიტანე... მძიმე
ბავშვობა მქონდა, რაში გჭირდება ამ ნაგვით თავის გამოტენა?
– მინდა, უკეთ გიცნობდე.
– უკვე საკმარისად მიცნობ.
– როგორ შეგიძლია, ეს ამტკიცო?
მის პირდაპირ მუხლებზე ვდგები. კრისტიანი თვალებს უკმაყოფილოდ ატრიალებს.
– ისევ თვალები აატრიალე. უკანასკნელად, როდესაც მე ეს გავაკეთე, დამსაჯე.
– მაგაზე არც ახლა ვიტყოდი უარს.
უცებ გონება მინათდება.
– მომიყევი და სასჯელზე დაგთანხმდები.
– რაა?
– რაც გაიგე.
–ეს საქმიანი წინადადებაა?
მის ხმაში გაკვირვება და უნდობლობა ისმის. მე თავს ვუქნევ. სხვა გამოსავალი
ნამდვილად არ მაქვს.
– კი, საქმიანი წინადადებაა.
– ანასტასია, ასე არ გამოვა.
– კარგი. მომიყევი და თვალებს ავატრიალებ.
კრისტიანს ხარხარი უტყდება და უიშვიათესი შესაძლებლობა მეძლევა, უდარდელს და
ასეთ მხიარულს ვუყურო. დიდი ხანია ასეთი არ მინახავს. კრისტიანი ჩუმდება.
– როგორც ყოველთვის ინფორმაციის მოპოვებაში წარმოუდგენლად მიზანსწრაფული
ხართ, მის სტილ, – მეუბნება ბოლოს.
ნაცრისფერი თვალები ინტერესით უელავს. წამის შემდეგ საწოლიდან გრაციოზულად
ხტება.
– არ გაინძრე! – მეუბნება და ოთახიდან გადის.
შფოთი ერთიანად მიპყრობს და ხელებს მხრებზე ვიხვევ. რას აკეთებს? რა ჩაიფიქრა?
ჯანდაბა!.. შოლტით ან რომელიმე საზიზღარი სექსსათამაშოთი რომ დაბრუნდეს?
ღმერთო, რა გავაკეთო?.. კრისტიანი ბრუნდება, ხელში რაღაც პატარა უჭირავს, თუმცა
ვერ ვარჩევ, რა არის და ცნობისმოყვარეობით ვკვდები.
– პირველი გასაუბრება რომელ საათზე გაქვს? – მეკითხება ხმადაბლა.
– ორზე.
სახეზე ავხორცი ღიმილი ეფინება.
– ძალიან კარგი!
კრისტიანი პირდაპირ თვალსა და ხელს შუა იცვლება – უხეში და ჯიუტი ხდება... უკვე
მისი შემხედვარე ვიგზნები. დომინანტი კრისტიანი...
– მოდი, აქ დადექი!
საწოლიდან ნაჩქარევად ვფორთხდები და იქვე ვდგები. კრისტიანი დაჟინებით და
უცნაური დაპირების გამომეტყველებით შემომყურებს.
– მენდობი? – მეკითხება ხმადაბლა.
თავს ვუქნევ. ის ხელს მიწვდის, ხელის გულზე ორი მრგვალი, მბზინავი, სქელი, შავი
თოკით ერთმანეთზე გადაბმული ბურთი უდევს.
– ახალია, – აღნიშნავს ის მრავლისმეტყველად.
შეკითხვით სავსე მზერით შევცქერი.
– ბურთებს შიგ შეგიდებ, მერე კი ტრაკს აგიჭრელებ, ოღონდ დასასჯელედ კი არა, ჩვენი
სიამოვნებისთვის, – როგორც ჩანს, შეშინებულ გამომეტყველებას ვიღებ და ჩუმდება.
ბურთებს შემიდებს? გაკვირვებისგან პირს ვაღებ და სუნთქვა მეკვრის, სადღაც ღრმად კი
ყველა კუნთი ერთად მეძაბება. ჩემი შინაგანი ქალღმერთი სალომეს ვნებიან ცეკვას
იმეორებს.
– მერე ვიჟიმავებთ და თუ არ დაგეძინება, ჩემი ცხოვრების ადრეულ წლებზე
მოგიყვები. თანახმა ხარ?
თანხმობას ჩემგან იღებს! სუნთქვაარეული თავს ვუქნევ. მეტყველების უნარს ვკარგავ..
– კარგი გოგო ხარ. ახლა პირი გააღე.
პირი?
– უფრო ფართოდ.
კრისტიანი ბურთებს პირში ფრთხილად მიდებს.
– წოვე. – მეუბნება ხმადაბალი მბრძანებლური ტონით.
ბურთები ცივი და გლუვია, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მძიმეც და ლითონის
სპეციფიკური გემო დაჰკრავს. ენით ვიკვლევ და გამშრალი პირი მაშინვე ნერწყვით
მევსება. კრისტიანი თვალს არ მაშორებს. უცნაური შეგრძნებაა, მგონი, მომწონს კიდეც.
სხეული მითრთის.
– ნუ ინძრევი, ანასტასია! – მაფრთხილებს მკაცრად, – კარგი, საკმარისია.
პირიდან ბურთებს მაცლის, საწოლისკენ ბრუნდება, გადასაფარებელს აგდებს და
ჯდება.
– მოდი აქ.
მის წინ ვდგები.
– მიბრუნდი, დაიხარე და ხელები წვივებზე დაიდე.
გაკვირვებული თვალებს ვახამხამებ, სახე უმკაცრდება.
– დროზე! – ხმადაბლა, მაგრამ მუქარით სავსე ხმით მაფრთხილებს ის და ბურთებს
პირში იდებს.
ჯანდაბა, ეს კბილის ჯაგრისზე სექსუალურია! ბრძანებას ვასრულებ. საინტერესოა,
წვივებს მივწვდები? მივწვდი და თანაც თავისუფლად. მაისური იღლიებამდე
მიცურდება და უკანალი მიჩანს. კიდევ კარგი ისევ შიშველი არ ვარ, თუმცა ამასაც
ალბათ დიდი დრო არ უწერია.
კრისტიანი დუნდულებზე ხელს ნაზად მადებს და მეფერება. თვალები გახელილი
მაქვს, მაგრამ მხოლოდ მის ფეხებს ვხედავ. მერე ბიკინის გვერდზე მიწევს. მე
უხერხულობისგან თვალები მეჭუტება, ის თითს ფეხებს შუა ზევითქვევით მისვამს და
სხეულიც მაშინვე ველური აგზნების მოლოდინში მეძაბება. დამათრობელი შეგრძნებაა.
თითს შიგნით მიცურებს და მტანჯველი აუჩქარებლობით ატრიალებს. ღმერთო, რა
სასიამოვნოა! კვნესას ვერ ვიკავებ.
კრისტიანი ნაწყვეტ-ნაწყვეტ სუნთქავს, საშოს კედლებს ეხება და ისიც კვნესის. მერე
ხელს მაშორებს და ძალიან ნელა მტენის ბურთებს, ჯერ ერთს, მერე მეორეს. ოოჰ...
ბურთები თბილია, ჩვენს პირებში გამთბარი და ნერწყვით დასველებული. უცნაური
შეგრძნებაა. შიგნით უკვე ვეღარც კი ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი ჩემშია.
კრისტიანი ბიკინის მისწორებს, იხრება და დუნდულებზე ნაზად მკოცნის.
– გასწორდი, – მეუბნება ხმადაბლა.
გაჭირვებით ვსწორდები. ოჰ! აი, ახლა კი ვგრძნობ... კრისტიანი ხელებს თეძოებზე
ორივე მხრიდან მკიდებს და სანამ წონასწორობას აღვიდგენ, არ მიშვებს.
– კარგად ხარ? – მეკითხება მკაცრი ხმით.
– კი, – ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად.
– მობრუნდი.
მისკენ ვბრუნდები. ბურთები ქვევით იწევა და მექანიკურად შიდა კუნთებს ვძაბავ,
რომ არ ჩამომცვივდეს. მოულოდნელი და უცნაური, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნებაა.
– როგორია? – მეკითხება კრისტიანი.
– უცხო შეგრძნებაა.
– უცხოდ კარგი თუ უცხოდ ცუდი?
– უცხოდ კარგი, – ვუტყდები და მაშინვე ვწითლდები.
– მშვენიერია, – ამბობს კრისტიანი და თვალები უცინის.
– წყალი მინდა, ანასტასია, თუ შეიძლება მომიტანე.
ოჰ!
– მერე მუხლებზე გადაგიწვენ. ჯობია ამაზე იფიქრო...
წყალი? წყალი რისთვის დასჭირდა?
საძინებლიდან გასვლასაც ვერ ვასწრებ, რომ ვხვდები, რატომ მაიძულა წყალზე
წავსულიყავი – ყოველ ნაბიჯზე ბურთები ყელს აქეთიქით აწვება და შიგნიდან მსრესს.
გასაოცრად უცნაური შეგრძნებაა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცუდი. როდესაც
ჭიქის ასაღებად კარადისკენ ვიწევი, სუნთქვაც კი მიხშირდება და უნებურად ვკვნესი.
ოჰო! ჩემთვის ხომ არ დამეტოვებინა?!
საძინებელში დაბრუნებულს კრისტიანი ყურადღებით მაკვირდება.
– გმადლობ, – მიხდის მადლობას და ჭიქას მართმევს.
აუჩქარებლად სვამს და ჭიქას ტუმბაზე დგამს, სადაც ფოლგაში გამოკრული
პრეზერვატივი ჩემსავით თავის ჯერს ელოდება. ასე აუჩქარებლად სპეციალურად
იქცევა, ატმოსფეროს ძაბავს. პულსი მიჩქარდება. კრისტიანი ჩემს მზერას იჭერს.
– მოდი აქ და ჩემ გვერდით დადექი.
ვუახლოვდები. ვგრძნობ, როგორი შხუილით მოძრაობს ძარღვებში სისხლი... ამჯერად
აღგზნებული ვარ და მოუთმენლად ველი...
– მთხოვე, – მეუბნება ხმადაბლა.
შუბლს ვკრავ, რას გულისხმობს?
– მთხოვე! – იმეორებს ის უკვე მკაცრად.
რა? წყალი? რა უნდა რომ ვთხოვო?
– უკანასკნელად გეუბნები ანასტასია, მთხოვე!
მის ხმაში დაუფარავი მუქარა ისმის და მაშინვე გონება მინათდება. უნდა, რომ დასჯა
ვთხოვო.
– გთხოვ, დამარტყი... ბატონო, – ვჩურჩულებ მორჩილად.
კრისტიანი წამით თვალებს ხუჭავს, ჩემ სიტყვებს გემოს უსინჯავს. მერე ხელს მარცხენა
ხელზე მტაცებს და თავისკენ ძალით მეწევა. მე ვეცემი, ის მიჭერს და მუხლებზე მიწვენს.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გული ყელიდან მივარდება. დუნდულებზე ნაზად
მეფერება. ისევ, როგორც მაშინ – სხეულის ზედა ნაწილით საწოლზე, მუხლებზე ვყავარ
გადაწვენილი, ამჯერად ფეხით ფეხებს აღარ მიჭერს. სახიდან თმას ფრთხილად
მაშორებს, ყურსუკან მიწევს, მერე ხელზე იხვევს, რომ ერთ ადგილას გამაჩეროს და
მქაჩავს, რომ სახე ამომაბრუნებინოს.
– მინდა, შენ სახეს ვხედავდე, ჩემი ხელი რომ მოგხვდება, – ბუტბუტებს კრისტიანი და
უკანალს შეუჩერებლად მისრესს.
ხელით დუნდულებს აქეთ-იქით მიწევს, მერე ქვემოთ მიცურებს და საშოს ყელთან
ბიძგით მირტყამს, ღმერთო რა შეგრძნებაა... ხმამაღლა ვკვნესი.
– ჩვენი სიამოვნებისთვის, ანასტასია, შენი და ჩემი სიამოვნებისთვის, – ჩურჩულებს ის.
ხელს სწევს და ხმაურიანი ტყლაშუნით იმ ადგილზე მირტყამს, სადაც დუნდულები
ბარძაყებში გადადის. მკვეთრი დარტყმისგან ბურთები უფრო შიგნით იწევა და საოცარ
შეგრძნებათა მორევში ვეშვები. უკანალი მეწვის, შიგნიდან მძიმე სისავსეს, გარედან კი
კრისტიანის ძლიერ ხელებს ვგრძნობ. თვალები, ჭმუხვნით მეხუჭება, ვცდილობ,
უცნაურ შეგრძნებებს მივყვე. გონებაში აღვნიშნავ, რომ დარტყმა მაშინდელივით
მტკივნეული არ არის. ის ისევ მეფერება, მისი ხელი ჩემ უკანალზე ბიკინის მაქმანებს
ზემოდან მოძრაობს. საცვალი რატომ არ გამხადა? კრისტიანი ხელს სწევს და ისევ
მირტყამს. გადაჭარბებული შეგრძნებებისგან მკერდიდან კვნესა მწყდება. მისი ხელი
განსაზღვრული სქემით მოძრაობს – მარცხნიდან, მარჯვნივ და ქვევით. ქვემოდან
დარტყმები ყველაზე სასიამოვნოა – შიგნით ბურთები მკვეთრი ბიძგისგან წინ იწევა...
დარტყმებს შორის ალერსიანად მეფერება და დუნდულებს მიზელს. საოცრად
ეროტიკული შეგრძნებაა – შიგნიდან ბურთები, გარედან კი მისი ხელით ვნებიანი სრესა.
რატომღაც ახლა ტკივილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მსიამოვნებს კიდეც, იქნებ
იმიტომ, რომ ტკივილს ჩემი სურვილით მაყენებენ... შეიძლება ითქვას, არც კი მტკივა,
თუმცა არა, მტკივა, მაგრამ ასატანად. ასეთი ტკივილის გაძლება შემიძლია,
სიამოვნებასაც კი ვიღებ. ჩემს ტუჩებს ისევ კვნესა სწყდება. ამ ტკივილს თავისუფლად
ავიტან...
კრისტიანი აღარ მირტყამს, აუჩქარებლად მხდის ბიკინის. მის მუხლებზე ვიგრიხები,
მაგრამ იმიტომ კი არა, რომ თავის გათავისუფლება მინდა, არამედ რაღაც... რაღაც უფრო
მეტი მწყურია, განმუხტვა, ორგაზმი... ზემგრძნობიარედ ქცეულ კანზე შეხებისას
სხეულში ნეტარი თრთოლა მივლის. წარმოუდგენელი სიამოვნებაა. კრისტიანი
რამდენიმეჯერ რბილად, ტყლაშუნით მირტყამს... მერე კიდევ ერთ ძლიერ და
მოწყვეტილ დარტყმას აყოლებს და მისი გახურებული ხელი მარცხნიდან, მარჯვნივ და
ქვევით ინაცვლებს. ოოოჰ, ქვევიდან დარტყმული ბაგეებსაც ხვდება... ისევ ვკვნესი.
– ასე, ანასტასია, კარგი გოგო ხარ, – სუნთქვაარეული კვნესის კრისტიანი.
კიდევ ორჯერ მირტყამს, მერე თითს ბურთების შემაერთებელ ძაფს სდებს და
მკვეთრად მაძრობს. ცოტა მაკლდება, რომ არ გავათავო – ენით აუწერელ სიამოვნებას
განვიცდი. კრისტიანი ფრთხილად მაბრუნებს. თვალები დახუჭული მაქვს,
პრეზერვატივის ფოლგის გახევის ხმა მესმის, მერე გვერდზე მიწვება, ხელებს ზემოთ
მაწევინებს, მთელი სხეულით ნელა მაწვება და ჩემში შემოდის, იმ ადგილს ავსებს,
სადაც იქამდე ვერცხლის ბურთები მქონდა. ხმამაღლა ვკვნესი.
– ოჰ, ანასტასია, – ჩურჩულებს კრისტიანი და აუჩქარებელ, მგრძნობიარე რიტმში
მოძრაობს. ...ვგრძნობ, ის როგორ მგრძნობს, როგორ სიამოვნებას იღებს ჩემგან. ასეთი
ალერსიანი ჯერ არასოდეს ყოფილა. თითქმის მაშინვე ვაღწევ პიკს და საოცარ, კაშკაშა,
ყოვლისმომცველ ორგაზმში ვიკარგები. შიგნით ყოველი წერტილი მეძაბება და ისიც
ჩემთან ერთად, ჩემივე სახელის ამოყვირებით ათავებს:
– ანა!
რაღაც დროის განმავლობაში ზემოდან მაწევს, თავსზემოთ აწეულ ჩემს ხელებს მიჭერს
და მძიმედ სუნთქავს, ბოლოს ოდნავ იწევა და თვალებში მიყურებს.
– ძალიან კარგი იყო, – ჩურჩულებს და ალერსიანად მკოცნის.
ალერსი ამით სრულდება – კრისტიანი დგება, საბანს მაფარებს და სააბაზანოში გადის.
იქიდან თეთრი ლოსიონის ბოთლით ბრუნდება და ჩემ გვერდით ლოგინზე ჯდება.
– გადატრიალდი, – მეუბნება და მეც მუცელზე მორჩილად ვბრუნდები.
ეს რაღა საჭიროა? საშინლად მეძინება– ოჰ, რა მიმზიდველი ფერის ტრაკი გაქვს,
ანასტასია, – კმაყოფილი ხმით აღნიშნავს კრისტიანი და გრილ ლოსიონს აზელს ჩემს
გაწითლებულ დუნდულებს.
– მიდი, გრეი, გამოტყდი, – ვეუბნები მე მთქნარებით.
– ვერაფერს იტყვი, მომენტის გაფუჭების დიდოსტატი ხართ, მის სტილ
– ხომ მოვილაპარაკეთ!
– თავს როგორ გრძნობ?
– გადაგდებულად.
კრისტიანი ოხრავს. გვერდზე მიწვება და თავისკენ მიზიდავს, მაგრამ ცდილობს,
ამწვარ უკანალზე არ შემეხოს. ჩახუტებულები ვწევართ, ის ყურთან ნაზად მკოცნის.
– ქალი, რომელმაც გამაჩინა, ბოზი იყო და კოკაინზე იჯდა. ახლა კი დაიძინე.
ჯანდაბა!.. ეს რას ნიშნავს?
– იყო?
– მოკვდა.
– დიდი ხანია?
კრისტიანი ისევ ოხრავს.
– მე რომ ოთხი წლის ვიყავი. წესიერად არც მახსოვს. რაღაცეები კარიკისგან გავიგე.
გთხოვ, დაიძინე.
– ღამე მშვიდობის, კრისტიან.
– ძილი ნებისა, ანა.
მაშინვე სიზმარში ვიძირები. ოთხი წლის ნაცრისფერთვალება ბიჭი მესიზმრება,
რომელიც ბნელ და საშინელ ადგილას მიაგდეს.

თავი ოცდამეერთე
გარშემო თვალისმომჭრელი სინათლეა, მკვეთრი და თბილი. ვცდილობ, შუქს
რამენაირად თავი ავარიდო და კიდევ ცოტა ხანს მაინც ვიძინო, მაგრამ არ გამომდის –
სინათლე დახუჭულ ქუთუთოებში აღწევს და თვალებს მჭრის, ძილიდან უწადინოდ
გამოვდივარ. თავზე სიეტლის კაშკაშა დილა დამნათის – ოთახში ჭერიდან იატაკამდე
ფანჯრებიდან მზის სხივები იღვრება. კი მაგრამ, გუშინ ჟალუზი რატომ არ ჩამოვუშვით?
კრისტიან გრეის უზარმაზარ ლოგინში ვწევარ და იქაურობას, მხოლოდ კრისტიანი
აკლია. ბალიშებზე ვეშვები და სიეტლის დიდებულ პანორამას გავყურებ. ღრუბლებში
ცხოვრება, ილუზია... თავს ჰაერში გამოკიდებულ სასახლეში ვგრძნობ, ცხოვრების
მკაცრი რეალობიდან შორს, ყოველგვარი უმაქნისობისგან, შიმშილისა თუ კოკაინზე
შემჯდარი ბოზი დედისგან მოშორებით. იმის წარმოდგენისას, რა გადაიტანა
კრისტიანმა ბავშვობაში სხეული უსიამოვნოდ მეძაბება და უკვე კარგად მესმის, რატომ
ცხოვრობს ახლა აქ, მარტო და მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებით გარშემორტყმული, იმ
ადგილებიდან მოშორებით, სადაც დაიბადა... მისი მოტივები გასაგებია... კოპებს
ვიკრავ... თუმცა ის მაინც გაუგებარი რჩება, რატომ არ შეიძლება, რომ შევეხო.
რა უცნაურიც უნდა იყოს, ირონია იმაშია, რომ მის ამ ფეშენებელურ კოშკში თავს მეც
რეალობიდან მოწყვეტილად აღვიქვამ. საოცრად ძვირფას ლოგინში ვწევარ,
ფანტასტიკური სექსი მაქვს ფანტასტიკურ კაცთან, მაშინ, როდესაც ცხოვრების მკაცრი
სინამდვილე იმაში მდგომარეობს, რომ კრისტიანს მაინც ხელშეკრულების დადება
უნდა, თუმცა კი დამპირდა, რომ მეტის მოცემას შეეცდებოდა. მაგრამ რამდენად მეტის?
ჩემთვის ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენად შორს ვართ
ერთმანეთისგან, ისევ საქანელას ორ სხვადახვა ბოლოში ვდგავართ თუ ოდნავ მაინც
მიუახლოვდით შუალედს? ლოგინიდან ვდგები. სხეული თითქოს ჩემი არ არის. უკეთეს
სიტყვას ვერ ვპოულობ. თავს ნახმარად ვგრძნობ. აი, რა ემართებათ იმათ, სექსში ზომას
რომ ვერ გრძნობენ. ჩემი ქვეცნობიერი უკმაყოფილო გამომეტყველებით ტუჩებს
იბზუებს, ვსარგებლობ იმით, რომ ავადმყოფურად კონტროლის მოყვარული ოთახში არ
არის და ქვეცნობიერს პასუხად თვალებს ვუტრიალებ. როგორც იქნა, იმ დასკვნამდეც
მივდივარ, რომ პერსონალურ მწვრთნელზე გამოვკითხო, რა თქმა უნდა, იმ
შემთხვევაში, თუ კონტრაქტს ხელს მოვაწერ. ამ იდეაზე ჩემი შინაგანი ქალღმერთი
სასოწარკვეთილ გამომეტყველებას იღებს, მაგრამ ფარხმალს არ ყრის: „მოაწერ, აბა რას
იზამ!“ მათი სახეების მანჭვას ყურადღებას არ ვაქცევ და ჯერ სააბაზანოში შევდივარ,
მერე კი კრისტიანის ძებნას ვიწყებ. მისაღებ ოთახად წოდებულ პერსონალურ
გალერეაში კრისტიანი არ ჩანს, სამაგიეროდ, ჩემდა გასაკვირად, სამზარეულოში
მოფუსფუსე შუახნის დახვეწილი გარეგნობის ქალს ვაწყდები. მოკლედ შეჭრილი ქერა
თმა და ცისფერი თვალები აქვს; ტანზე უბრალო, მაგრამ ლამაზი თეთრი ბლუზა და
ლურჯი ვიწრო ქვედაბოლო აცვია. ჩემს დანახვაზე უცნობი ქალი თბილად იღიმება.
– დილა მშვიდობისა, მის სტილ. საუზმეს მიირთმევთ?
საქმიანი და მეგობრული ტონი აქვს. ვიბნევი. მე მხოლოდ კრისტიანის მაისური მაცვია,
მის სამზარეულოში კი ვიღაც უცნობი ქალია, და ვერაფრით ვხვდები, ვინ არის ან აქ რას
აკეთებს.
– ვშიშობ, ჩემთვის მოულოდნელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, – ვპასუხობ ხმადაბლა,
უხერხულობის დაფარვას აშკარად ვერ ვახერხებ.
– მაპატიეთ, თუ შეიძლება. მისის ჯონსი გახლავართ, მოახლე.
ააჰ, გასაგებია.
– დილა მშვიდობისა, მისის ჯონს.
– ისაუზმებთ, ქალბატონო?
„ქალბატონო“ ?! ესღა მაკლდა!
– ჩაის დავლევ, თუ შეიძლება, გმადლობთ. ხომ ვერ მეტყვით, მისტერ გრეი სად არის?
– კაბინეტში.
– გმადლობთ.
კოპებშეკრული კაბინეტისკენ მივაბიჯებ. ეს რა მანერა აქვს ლამაზ-ლამაზი ქერა
ქალების სამუშაოზე დაქირავება რომ უყვარს?! ნუთუ ყველა მისი ყოფილი მორჩილია?
აზრი სულაც არ მეჩვენება სასაცილოდ.
კაბინეტში ფრთხილად ვიხედები. კრისტიანი ტელეფონით საუბრობს და ფანჯრიდან
იხედება. შავი შარვალი და თეთრი პერანგი აცვია, თმა შხაპის შემდეგ ჯერ ისევ სველი
აქვს. მის შემხედვარეს ყველა ეჭვი და შიში მაშინვე მიქრება.
– როს, თუ კომპანია მოგებაზე არ წავა, თამაშიდან გავდივარ. ზედმეტი ტვირთი არ
გვჭირდება, გაუთავებელი თავის მართლებაც მომბეზრდა... მარკომ დამირეკოს, რამდენ
ხანს შეიძლება ერთი ადგილის ტკეპნა... ჰო, სხვათა შორის, ბარნის გადაეცი, რომ
პროტოტიპი ძალიან მომეწონა, თუმცა ინტერფეისთან დაკავშირებით ბოლომდე
დარწმუნებული არა ვარ... არა, რაღაც აკლია... დღეს თავის ჯგუფთან ერთად შემხვდეს,
დროა, ყველაფერზე საბოლოოდ მოვილაპარაკოთ. კარგი, ანდრეასთან გადამრთე... ის
იცდის, საკუთარი სამყაროს ბატონპატრონი, და ადამიანების ერთი ციცქნა ფიგურებს
თავისი კოშკის სიმაღლიდან გადაჰყურებს.
– ანდრეა...
კრისტიანი თავს აბრუნებს და მხედავს. ტუჩებზე თბილი ღიმილი ეფინება, მისი
მზერით მონუსხული ვდნები და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებ. ის მსოფლიოში ყველაზე
ლამაზი კაცია, კოშკის ძირში თავმოყრილი ადამიანებისთვისაც და ჩემთვისაც
ზედმეტად კარგი. არა, – კოპებს კრავს ჩემი შინაგანი ქალღმერთი, – შენთვის, არა! ის ხომ
შენია, ცოტათი მაინც! ამ აზრისგან სხეულშიყოველგვარი ეჭვის გამფანტავი ჟრუანტელი
მივლის. კრისტიანი ტელეფონით ლაპარაკს აგრძელებს, მაგრამ თვალს არ მაშორებს.
– დღეს, დღის პირველ ნახევარში ბილის გარდა ყველასთვის დაკავებული ვარ, ბილმა
დამირეკოს. ორ საათზე ვიქნები. მარკოსთან შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს
წაიღებს... ჩაიწერე – მარკოს შემდეგ, ან ხვალისთვის, თავის ჯგუფთან ერთად ბარნი
დაიბარე და ამ კვირაში კლოდთან შეხვედრის დრო შეარჩიე... დამელოდოს... მართლა?!
არა, დარფურზე გახმაურება არ მჭირდება. სემმა აიღოს თავის თავზე. არა... რა
მოვლენები? მომავალ შაბათს? მოიცადე.
– ჯორჯიიდან როდის ბრუნდები?
– პარასკევს.
კრისტიანი ისევ ტელეფონს უბრუნდება:
– კიდევ ერთი ბილეთი შეუკვეთე, ქალბატონთან ერთად ვიქნები. ჰო, ანდრეა, არ
მოგესმა. მის ანასტასია სტილი... მორჩა.
ლაპარაკს ასრულებს.
– დილა მშვიდობისა, მის სტილ.
– მისტერ გრეი, – ვუღიმი მორცხვად.
გრაციოზული მოძრაობით მაგიდას გარს უვლის და ჩემ პირდაპირ ჩერდება. საოცარი
სუნი ასდის: როგორც ყოველთვის კამკამა სისუფთავის და თავისი საკუთარი –
კრისტიანის სუნი... კრისტიანი ხელს ნელა სწევს და ლოყაზე ნაზად მისვამს.
– ისე ტკბილად გეძინა, არ მინდოდა, გამეღვიძებინე. კარგად გამოიძინე?
– მშვენივრად, გმადლობ. მოსასალმებლად შემოვედი, სანამ შხაპის მისაღებად
წავიდოდი.
თვალს ვერ ვაშორებ, ერთიანად მასში ვბანაობ. კრისტიანი იხრება, ნაზად მკოცნის და
ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ მოვეხვიო, თითებს სველ თმაში ვუცურებ და მთელი
სხეულით მიტმასნილი, კოცნაზე კოცნით ვპასუხობ. მინდა!.. ჩემი შეტევა წამით აბნევს
და კვნესით ოდნავ უკან იხევს. ხელები თმიდან ჩემს გაშიშვლებულ დუნდულებზე
ჩამოაქვს, ენით პირში მიძვრება, მერე ხელს მიშვებს და თვალებს ჭუტავს.
– გამოძინება აშკარად მოგიხდა, – მეუბნება სუნთქვაარეული, – წადი, შხაპი მიიღე, თუ
არ გინდა, რომ პირდაპირ მაგიდაზე გაგჟიმო.
– მაშინ მაგიდას მე ვირჩევ, – ვჩურჩულებ გაბედულად. ადრენალინივით
აზვირთებული ვნება ერთიანად მიპყრობს და გზად ყოველ წინააღდეგობას ლეკავს.
წამით გაკვირვებული შემომყურებს.
– როგორც ჩანს, სექსს გემო გაუსინჯეთ და მოგეწონათ, არა, მის სტილ? ოჰ, რა
გაუმაძღარი ხარ, ანასტასია!.. – ჩურჩულებს მაცდურად.
– გემო მხოლოდ შენ გაგისინჯე, – ვპასუხობ ჩურჩულითვე.
გუგები უფართოვდება, უმუქდება, მისი ხელები კი ჩემ შიშველ უკანალზე დაცურავს.
– ეგრეა! მარტო მე გამისინჯე!.. – ღმუის ჟინით, ერთი ხელის მოსმით მაგიდიდან
ფურცლებს იატაკზე ყრის, ხელში მიყვანს და მაგიდაზე მაწვენს, ისე რომ თავი მაგიდის
მეორე კიდიდან მეკიდება.
– ეს გინდოდა და მიიღებ! ახლა შენ თავს დააბრალე, – ცრის კბილებიდან, ჯიბიდან
პრეზერვატივს იღებს და შარვალს იხსნის. ოჰ, ჩემი ბოისკაუტი, ყოველთვის მზად არის!
პრეზერვატივს ერეგირებულ ასოზე იცვამს და მიყურებს.
– იმედი მაქვს მზად ხარ ჩემს მისაღებად?
სახეზე ავხორცი ღიმილი დასთამაშებს.
წამიც და ჩემშია. კიდევ ერთი ძლიერი და მკვეთრი ბიძგი და ბოლომდე მთლიანად
მავსებს. მკერდიდან კვნესა ამომდის... ოოჰ!
– ოჰ, ღმერთო, ანა, შემეძლო არც მეკითხა, – ჩურჩულებს აღფრთოვანებული.
თეძოებზე ფეხებს ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ, ის ნაცრისფერი თვალების მზერას არ
მაშორებს, ჟინით აგიზგიზებულს და ძალაუფლებით აღვსილს. კრისტიანი მოძრაობას
იწყებს, ნამდვილს, ძლიერს, უხეშს... აქ სიყვარული არ არის, ის მჟიმავს და მე ეს
მომწონს. მომწონს მისი ეს აღვირახსნილი, ავხორცი გარყვნილება. მის ძალადობას
ვნებდები, ვეძლევი და იმისი გარყვნილებით ჩემსას ვასაზრდოებ.
ის თავისუფლად მოძრაობს, ნეტარებს სექსით, ჩემით, პირი ეღება, სუნთქვა ერევა.
თეძოებს აქეთ-იქით არხევს და ენითაუწერელ სიამოვნებას მჩუქნის. ღმერთო ჩემო...
თვალებს ვხუჭავ, ნელ-ნელა და თანდათანობით ნეტარების წერტილს ვუახლოვდები,
მიწას ვწყდები, სულ ზევით და ზევით ავდივარ, ღრუბლებში დაკარგული კოშკის
სიმაღლეს ვწვდები. ოოჰ... ბიძგები სულ უფრო და უფრო ძლიერდება, მკერდიდან
ხმამაღალი კვნესა მწყდება, შეგრძნებებს ერთიანად ვეძლევი, კრისტიანში ვიკარგები,
ვლღვები. ცაში ვფარფატებ, ყოველი მოძრაობით ვტკბები. ის ჩქარდება და მეც მის
რიტმს მივყვები, ფეხებზე კუნთები მიმკვრივდება, სხეულს ნეტარი ჟრუანტელი
მისერავს.
– მიდი, ანა, ჩემთვის... ჩემთვის გაათავე, – ცრის კრისტიანი კბილებიდან, მისი ვნებიანი
მუდარა ფიალას ავსებს და კიდეებიდან გადმოდის.
სადღაც თითქოს გვერდიდან უსიტყვო და გააფთრებული ჩემივე ყვირილი ჩამესმის...
მზის მხურვალებას ვეხები, წრეს ვარტყამ და უსულოდ მიწაზე ვეხეთქები. კრისტიანი
ირხევა და ორგაზმით ერთიანად დაჭიმული მკვეთრად ჩერდება. წამის მერე მაჯებზე
ხელებს მიჭერს და ხმის ამოუღებლად ზემოდან მაწვება.
ოოჰ... რა საოცრება იყო. მეტერიალურ სამყაროს ნელ-ნელა ვუბრუნდები.
– რა ჯანდაბას მიშვები, ანა? – ჩურჩულებს კრისტიანი და ცხვირით კისერში მეფლობა,
– შენ მე მომაჯადოვე.
მაჯებს მითავისუფლებს თუ არა, თითებს თმაში ვუცურებ და ფეხებით ჯერ ისევ მასზე
შემოჭდობილი, სიმაღლეს მასთან ერთად ნელ-ნელა ვკარგავ.
– მე კი არა, შენ მომაჯადოვე, – ვჩურჩულებ მე.
კრისტიანი თავს სწევს, სახეზე დაბნეული, თითქმის შეშინებული გამომეტყველება
აქვს და ორივე ხელით სახეს მიჭერს.
– შენ. ჩემი. ხარ. მხოლოდ. ჩემი!.. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ყოველი სიტყვის ცალკე
გამოთქმით წარმოთქვამს ის, – გესმის?
სერიოზული და საოცრად აღელვებული ნამდვილ ფანატიკოსს ჰგავს. მისი ეს
აღტყინება მოულოდნელია და დამანგრეველი. რა დაემართა?
– შენი ვარ... მხოლოდ შენი, – ვჩურჩულებ მის გზნებას აყოლილი.
– ჯორჯიაში აუცილებლად უნდა გაფრინდე?
თავს ზანტად ვუქნევ. გამომეტყველება მაშინვე ეცვლება, თითქოს დარაბები
დაიხურაო. სწრაფად მშორდება, მტკენს და ტკივილისგან მეც სახე მეჭმუხნება.
– გტკივა? – იხრება მაშინვე ჩემკენ.
– ოდნავ.
– კარგია, რომ გტკივა, – თვალებში ისევ ჟინის ნაპერწკალი უკრთება, – არ დაგავიწყებ
რომ ჩემი ხარ!
კრისტიანი ნიკაპს მაწევინებს და ხარბად მკოცნის, მერე დგება და ხელს მიწვდის.
თვალში იატაკზე დაგდებულ ფოლგის ნაგლეჯი მხვდება.
– ბოისკაუტი მუდამ მზად არის! – ვხუმრობ და საკუთარ ხუმრობაზე თავადვე
მეცინება.
გაკვირვებული შემომყურებს და შარვალს იკრავს, იატაკიდან პრეზერვატივის პაკეტს
ვიღებ.
– კაცმა იმედი უნდა იქონიოს, ანასტასია, იოცნებოს და ოდესმე ეს ოცნება რეალობად
ექცევა.
მისი სიტყვები უცნაურად ჟღერს, მზერაში ცეცხლი უგიზგიზებს. ჩემი ორგაზმის
შემდგომი ეიფორია ნელ-ნელა ქრება. რა აწუხებს?
– ესე იგი, სამუშაო მაგიდაზე სექსი შენი ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა? –
ვეკითხები, რომ ატმოსფერო განვმუხტო.
კრისტიანი იდუმალებით მოცული გამომეტყველებით იღიმება, თუმცა კი მზერა
სერიოზული რჩება და ვხვდები, რომ მაგიდაზე სექსი მისთვის პირველი არ არის.
არცთუ სასიამოვნო აღმოჩენაა. ეიფორიის კვალიც კი აღარსად ჩანს.
– წავალ, შხაპს მივიღებ, – ვეუბნები, ვდგები და კარისკენ მივდივარ.
კრისტიანი კოპებს კრავს და თმის სწორებას იწყებს.
– ერთი-ორ ადგილას დავრეკავ და მერე ერთად ვისაუზმოთ. მისის ჯონსმა შენი
ტანსაცმელი გარეცხა და კარადაში ჩამოკიდა.
გარეცხა? კი, მაგრამ როდის მოასწრო? ჯანდაბა! ხომ შეიძლებოდა ჩვენი ხმა გაეგო?!
– გმადლობ, – ვბუტბუტებ გაწითლებული.
– არაფრის, – მპასუხობს მექანიკურად და როგორღაც უკმეხად.
მადლობა იმისთვის ნამდვილად არ გადამიხდია, რომ გამჟიმა, თუმცა ესეც იმდენად
კარგი იყო, რომ...
– რა მოხდა? – მეკითხება და დაკვირვებით შემომყურებს.
როგორც ჩანს, შუბლშეკრული ვდგავარ, ვერც შევამჩნიე...
– რას გულისხმობ?
– რა გჭირს?
– დღეს კიდევ უფრო უცნაური იყავი.
– უცნაურ ადამიანად მიგაჩნივარ? – მეკითხება და ცდილობს, არ გაეღიმოს.
ვწითლდები.
– ხანდახან.
წამის განმავლობაში ცნობისმოყვარე გამომეტყველება აქვს.
– მოდი, ასე ვთქვათ, დღევანდელი სიამოვნება ჩემთვის მოულოდნელი იყო.
– ჩვენი მოვალეობაა, კლიენტს ვასიამოვნოთ, სერ, – ვიმეორებ მის სიტყვებს და მისივე
მანერით თავს გვერდზე ვხრი.
– რაც, მინდა გითხრათ, მშვენივრად გამოგივიდათ, მის სტილ, – თავს იქნევს
კრისტიანი, მაგრამ ეტყობა, რომ დაბნეულია, – მგონი, ვიღაც შხაპის მიღებას აპირებდა?
გასაგებია, ჩემი მომსახურება აღარ სჭირდებათ.
– ჰო, რა თქმა უნდა... მოგვიანებით გნახავ, – კაბინეტიდან სრულიად გრძნობებარეული
გამოვდივარ.
კრისტიანიც დაბნეული ჩანს, მაგრამ რატომ? ფიზიკურად ორივემ სრული
დაკმაყოფილება მივიღეთ, თუმცა ემოციურად... კარგი, ალბათ მე ვარ მისი რეაქციებით
დაშინებული, მისი მრავალფეროვნება ხომ შაქრის ბამბასავით ნოყიერია.
მისის ჯონსი ისევ სამზარეულოშია.
– ჩაის ინებებთ, მის სტილ?
– ჯერ შხაპს მივიღებ, – ვბუტბუტებ და აწითლებულ სახეს ვმალავ.
სააბაზანოში ვცდილობ, გავერკვიო, რა ემართება – მისი გუნების ასეთ მკვეთრ
ცვალებადობას ვერაფრით მივეჩვიე. კაბინეტში რომ შევედი, ცხოვრებით სრულიად
კმაყოფილი ჩანდა, მერე სექსი გვქონდა... მერე კი, თითქოს გამოცვალეს. არაფერი
მესმის. ჩემი ქვეცნობიერი, ჩემს კითხვებს რატომღაც ყურადღებასაც არ აქცევს,
თავისთვის სტვენა-სტვენით დასეირნობს და თვალებს მალავს, შინაგანი ქალღმერთი კი
სექსის შემდეგ ჯერ ისევ ეიფორიაშია. გასაგებია, როგორც ჩანს, ამ ამოცანას ჩვენ ვერ
მოვერევით...
თმას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პირსახოცით ვიშრობ, ერთადერთი არსებული
სავარცხლით ვივარცხნი და „ცხენის კუდად“ ვიკრავ. კეიტის იისფერი კაბა, კარადაში
ლიფისა და ბიკინის გვერდით, გაუთოებული კიდია. მისის ჯონსი ნამდვილი
ჯადოქარია. კეიტისვე ქუსლიან ფეხსაცმელსაც ვიცვამ, კაბას ვისწორებ, ღრმად
ვსუნთქავ და მისაღებ ოთახში ვბრუნდები.
კრისტიანი ჯერ ისევ კაბინეტშია, მისის ჯონსი კი საკუჭნაოში ფუსფუსებს.
– ჩაის ინებებთ, მის სტილ? – მეკითხება ის.
– კი, გმადლობთ, – ვუღიმი უკვე გულღიად. კაბასა და ფეხსაცმელში თავს ბევრად
თავდაჯერებულად ვგრძნობ.
– საუზმეს მიირთმევთ?
– არა, გმადლობთ.
– მიირთმევს და თან აუცილებლად, – კრისტიანს სახე უცინის, ტონი კი
წინააღმდეგობის გაწევასაც კი გამორიცხავს, – მის სტილს ბლინები და ერბოკვერცხი
უყვარს ბეკონით, მისის ჯონს.
– კარგით, მისტერ გრეი. თქვენ რას მიირთმევთ?
– ომლეტი, თუ შეიძლება და ხილი.
კრისტიანი თვალს არ მაშორებს, თუმცა ვერაფრით ვხვდები, რას ფიქრობს.
– დაჯექი, – მეუბნება ის და ბართან მდგარ მაღალ ტაბურეტზე მითითებს.
ვემორჩილები. სანამ მისის ჯონსი საუზმეს ამზადებს, კრისტიანი ჩემ პირდაპირ ჯდება.
თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ ჩვენი ლაპარაკი უცხო ადამიანს ესმის.
– ბილეთი იყიდე?
– ჯერ არა, ინტერნეტით შევუკვეთავ.
იდაყვს ეყრდნობა და ჩაფიქრებული გამომეტყველებით ნიკაპის სრესას იწყებს.
– ფული გეყოფა?
ესღა მაკლდა!
– თავისუფლად, – ვპასუხობ შემწყნარებლური ირონიით, თითქოს ბავშვის სულელურ
კითხვას ვცემდე პასუხს.
კრისტიანი კოპებს კრავს. ჯანდაბა!
– მეყოფა, გმადლობ, – ვასწორებ მაშინვე.
– შეგიძლია ჩემი თვითმფრინავით ისარგებლო, ჩათვალე, რომ უახლოესი სამი დღის
განმავლობაში შენს განკარგულებაშია.
დაბნეული პირს ვაღებ. ნუ, რა თქმა უნდა, სხვა რას შეიძლება მისგან ელოდო! თავს
ძლივს ვიკავებ, რომ თვალები არ ავატრიალო, ერთი სული მაქვს, გადავიხარხარო,
მაგრამ მის განწყობას ბოლომდე ვერ ვხვდები და არ ვრისკავ.
– ჩვენ ისედაც ერთხელ უკვე ბოროტად ვისარგებლეთ შენი კომპანიის ავიაციით.
– ეს ჩემი კომპანია და ჩემი თვითმფრინავია, – მეუბნება ნაწყენი ხმით. ოჰ, ეს კაცები,
მარად პატარა ბიჭებად რომ რჩებიან და სათამაშოებით თავის მოწონება არასდროს
ბეზრდებათ!
– გმადლობ შემოთავაზებისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი რეისით ფრენა მირჩევნია.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეკამათებას აპირებს, მაგრამ მითმობს და უკან
იხევს.
– შენი ნებაა, – მპასუხობს ოხვრით, – გასაუბრებისთვის მომზადება გჭირდება?
– არა.
– კარგი. მაინც არ მეტყვი, რომელ გამომცემლობაში მიდიხარ?
– არა.
ნაძალადევად ეღიმება.
– მე ჩემი საშუალებები მაქვს, მის სტილ.
– ეჭვიც არ მეპარება, მისტერ გრეი. ჩემი სატელეფონო ზარების მიხედვით აპირებთ
ამის გარკვევას? – ვეკითხები გულუბრყვილო გამომეტყველებით.
– დღეს სადილის შემდეგ დაკავებული ვარ, მაგრამ ნამდვილად მყავს ისეთი
ადამიანები, ვისაც ამ საქმეს დავავალებ, – იცინის ირონიულად.
ის რა, არ ხუმრობს?
– როგორც ვხედავ, თქვენს ხელქვეითებს საქმე გამოლევიათ. გირჩევთ, შტატებს
გადახედოთ, მისტერ გრეი.
– კადრების განყოფილებას მივწერ ყველა სათითაოდ დამითვალონ, – რომ არ გაეცინოს
ტუჩები ებრიცება კრისტიანს.
კიდევ კარგი, იუმორის გრძნობა მაინც აქვს!
მისის ჯონსს საუზმე მოაქვს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვჩუმდებით და საუზმეს
უსიტყვოდ შევექცევით. მისის ჯონსი ტაფებთან ფუსფუსს ამთავრებს და ტაქტიანად
ოთახის მეორე ბოლოსკენ გადის.
კრისტიანისკენ თვალს ვაპარებ.
– რა მოხდა, ანასტასია?
– მაინც არ მითხარი, რატომ არ გიყვარს, როდესაც გეხებიან.
ის ფითრდება და მაშინვე ვნანობ, რომ ვკითხე.
– მე იმაზე მეტი მოგიყევი, ვიდრე ამქვეყნად ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის ოდესმე
მომიყოლია, – მპასუხობს ის მშვიდი ხმით და თვალებში აუღელვებლად მიყურებს.
არავის ენდობა. საინტერესოა, ახლო მეგობრები არ ჰყავს? იქნებ მისის რობინსონს
მოუყვა? კითხვა ენის წვერზე მიტრიალებს, მაგრამ თავს ვიკავებ, არ მინდა,
მომაბეზრებელი ვიყო. თავს ვაქნევ. ის მართლაც ეული კუნძულია.
– მპირდები, რომ ჯორჯიაში ჩვენს მოლაპარაკებაზე იფიქრებ?
– გპირდები.
– მოგენატრები?
მოულოდნელობისგან ვშეშდები.
– მომენატრები, – ვპასუხობ ბოლოს გულახდილად.
როგორ მოახერხა, ასე მცირე დროში ამდენად ძვირფასი გამხდარიყო ჩემთვის? ასე
ღრმად შემომძვრომოდა სულში...
კრისტიანი იღიმება და თვალები უბრწყინავს.
– მეც მომენატრები, და იმაზე მეტად, ვიდრე შენ გგონია.
ამ სიტყვებისგან გულში სითბო მეღვრება. იქნებ მართლაც მზად არის, მეტი მომცეს?
კრისტიანი ლოყაზე თითით მეფერება, მერე იხრება და ნაზად მკოცნის.

მოგვიანებით, „სიეტლ ინდეპენდენტ პაბლიშენის“ მისაღებში მისტერ ჯ. ჰაიდისთან


გასაუბრებაზე მისული, მოუსვენრად ვწრიალებ. ეს დღეისთვის დანიშნული მეორე
გასაუბრებაა და პირველზე უფრო საპასუხისმგებლო. პირველმა მშვენივრად ჩაიარა,
მაგრამ იქ შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე წარმომადგენლობების ქსელის
მქონე საგამომცემლო კონგლომერატზე იყო საუბარი, სადაც უამრავ რედაქტორთაგან
ერთ-ერთის დამხმარედ მთავაზობენ მუშაობის დაწყებას და მეც მაშინვე თვალწინ
წარმომიდგა, თუ რა მარტივად შთამნთქავდა ეს უზარმაზარი კომპანია და მერე ასევე
მარტივად გადმომაფურთხებდა. არა, ისევ „სიაიპი“ მირჩევნია. პატარა,
დამოუკიდებელი გამომცემლობა, რომელიც აქცენტს ადგილობრივ ავტორებზე აკეთებს
და საინტერესო, არაორდინარულ კლიენტებთან მუშაობს.
მისაღებში ავეჯის სიმცირეა, მაგრამ, როგორც ჩანს, არა თანხების უქონლობის, არამედ
დიზაინერული ჩანაფიქრის გამოა ასე. მე, კრისტიანის თამაშების ოთახში მდგარი
დივნების მსგავს, ორთაგან ერთ, უზარმაზარ მწვანე ტყავის დივანზე ვზივარ. ტყავს
ხელს ვუსვამ და იმაზე ვფიქრობ, რას აკეთებს ხოლმე კრისტიანი თავის დივანზე. ასეთ
ფიქრებში ჩაძირული, ფანტაზიას უსაშველოდ შორს შეიძლება წაჰყვე, მაგრამ... არა, თავს
ვიფხიზლებ, აქ ამისთვის არა ვარ მოსული.იქვე მაგიდასთან, ყურებში ვერცხლის დიდი
საყურეებითა და გასწორებული თმით ახალგაზრდა აფროამერიკელი მდივანი ქალი
ზის. ბოჰემური გარეგნობა აქვს. ასეთებთან საერთო ენას ადვილად ვპოულობ.
დროდადრო მონიტორს თვალს სწყვეტს და მეგობრულად მიღიმის. მეც პასუხად
ღიმილს მორცხვად ვუბრუნებ.
თვითმფრინავის ბილეთი შევუკვეთე – დედა სიხარულით მეცხრე ცაზეა, უკვე ჩანთაც
ჩავალაგე და კეიტიც დავითანხმე, რომ აეროპორტში წამიყვანოს. კრისტიანმა
განკარგულება მომცა, „მაკი“ და „ბლეკბერი“ თან წავიღო. მისი მბრძანებლური ტონის
გახსენებისას თვალებს ვატრიალებ, თუმცა ასეთი განკარგულებები მისგან უკვე აღარ
მიკვირს. მისთვის აუცილებელია, თავის გარშემო, ჩემი ჩათვლით, ყველაფერი
აკონტროლოს, თუმცა ხანდახან შეუძლია, დამთმობიც იყოს, ალერსიანიც, თბილიცა და
სენტიმენტალურიც. ასეთ წუთებში მისი გაგება კიდევ უფრო რთული ხდება. დაიჟინა
და ავტოსადგომამდე გამაცილა, გეგონება, ორი დღით კი არა, რამდენიმე კვირით
მივფრინავდე. მის გვერდზე მუდამ დაძაბული ვარ, მოშვების საშუალებას არ მაძლევს.
– ანა სტილ?
შავი, გრძელი თმითა და პრერაფაელიტური ვარცხნილობით, სარეგისტრაციო
მაგიდასთან მდგარი ქალი მიწაზე მაბრუნებს. მასაც ისეთივე ბოჰემური,
არისტოკრატული გარეგნობა აქვს, როგორიც მდივანს, ორმოცი წლის იქნება, ან ცოტა
მეტის. სამწუხაროდ, ჩემზე უფროს ქალებთან ურთიერთობა არცთუ ისე კარგად
გამომდის.
– დიახ, – ვპასუხობ და მოუხერხებლად ვდგები.
ის თავაზიანად მიღიმის და ცივი, თაფლისფერი თვალებით თავიდან ფეხებამდე
მათვალიერებს. მე თეთრ ბლუზაზე ზემოდან შავი კაბასარაფანი მაცვია, ფეხზე კი ჩემი
შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი. გასაუბრებისთვის შესაფერისად გამოვიყურები. თმა
შეკრული მაქვს, ურჩი კულული კი, როგორც ყოველთვის, გამოჩრილი.
ქალი ხელს ჩამოსართმევად მიწვდის.
– ელიზაბეთ მორგანი – „სიაიპის“ კადრების განყოფილების ხელმძღვანელი, ძალიან
სასიამოვნოა, ანა.
– საღამო მშვიდობის, – ვესალმები მეც და გამოწვდილ ხელს ვართმევ.
კადრების განყოფილების ხელმძღვანელს სულაც არ ჰგავს, ძალიან არაფორმალურად
გამოიყურება.
– გთხოვთ, გამომყევით.
ორმაგი კარის გავლით ტიხრებით დაყოფილ ოფისში ვხვდებით, იქიდან კი
მოლაპარაკებათა ოთახში გავდივართ. ღია მწვანე კედლებზე ჩარჩოში ჩასმული
წიგნების ყდების გადიდებული რეპროდუქციები კიდია. გრძელი მაგიდის თავში ჟღალი
„კუდად“ შეკრული თმით ახალგაზრდა კაცი ზის, ყურის ბიბილოებში ვერცხლის
მრგვალი საყურეები უბრწყინავს. ღია ცისფერ პერანგსა და თავისუფალი სტილის
ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილს, ჰალსტუხი არ უკეთია.
როგორც კი მაგიდას ვუახლოვდები, კაცი დგება და უძირო, მუქი ლურჯი თვალებით
შემომცქერის.
– ჯეკ ჰაიდი, „სიაიპი“ს მთავარი რედაქტორი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ანა სტილ.
ერთმანეთს ხელს ვართმევთ. მის მოქუფრულ სახეზე ემოციების წაკითხვას ვერ
ვახერხებ, თუმცა საკმაოდ კეთილგანწყობილი გამომეტყველება აქვს.
– შორიდან მობრძანდით? – მეკითხება თავაზიანი ტონით.
– არა, ახლახან პაიკსტრიტმარკეტზე დავსახლდი.
– მართლაც ორი ფეხის ნაბიჯია. გთხოვთ, დაბრძანდეთ.
ვჯდები. ელიზაბეთი ჩემ გვერდით ადგილს იკავებს.
– ანა, რატომ აირჩიეთ ჩვენი გამომცემლობა სტაჟირების გასავლელად?
ჩემს სახელს რბილად წარმოთქვამს, მერე ვიღაცვიღაცეებივით, თავს გვერდზე ხრის და
ამ ჟესტით მაშინვე მაბნევს, მაგრამ თავს ხელში ვიყვან და წინასწარ მომზადებული
ტექსტის ჩამორაკრაკებას ვიწყებ, თუმცა ვგრძნობ, რომ ვწითლდები. კათრინ კავანას
გასაუბრების წარმატებულად გავლის კურსი მახსენდება: „მთავარია, თვალებში უყურო,
ანა!“ არა, რა! კათრინ კავანა ნამდვილად იმის მაგალითია, რომ შეიძლება ქალსაც
ჰქონდეს მბრძანებლური მანერები...
ჯეკი და ელიზაბეთი ყურადღებით მისმენენ.
– ანა, თქვენ საკმაოდ მაღალი საშუალო ქულა გაქვთ. კიდევ რით ერთობოდით
უნივერსიტეტში?
ვერთობოდი? დაბნეული, თვალებს ვახამხამებ. უცნაური სიტყვაა. კამპუსის
ბიბლიოთეკაში მუშაობაზე ვიწყებ მოყოლას, მერე სტუდენტური გაზეთისთვის
უსაშველოდ მდიდარი ტირანისგან აღებულ ინტერვიუზე გადავდივარ, თუმცა იმის
ხსენება კი მავიწყდება, რომ თავად სტატია სხვამ დაწერა. ლიტერატურულ
საზოგადოებებს ვასახელებ, რომელთა წევრიც ვიყავი და იმასაც ვახსენებ, რომ
„კლეიტონში“ მუშაობის წყალობით რკინაკავეულთან დაკავშირებული უამრავი
უსარგებლო ცოდნა შევიძინე. იცინიან – სწორედ ამის მიღწევა მინდოდა. ნელნელა
ვეშვები და საკუთარ თავს ვუბრუნდები.
ჯეკ ჰაიდი გონიერ და ზუსტ კითხვებს მისვამს. იმედი მაქვს, თავს არ შევირცხვენ,
თუმცა როდესაც საუბარი საყვარელ მწერლებზე გადადის, საკუთარი აზრის დაცვა
მიხდება. ჯეკი უპირატესობას უფრო ომის შემდგომი, 1950იანი წლების ამერიკულ
ლიტერატურას ანიჭებს და კლასიკას არ აღიარებს, არავითარი ჰენრი ჯეიმსი, ეპტონ
სინკლერი თუ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. ელიზაბეთი ხმის ამოუღებლად წიგნაკში
შენიშვნებს იწერს. ჯეკი, თუმცა კი კამათის მოყვარულია, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი
ჩანს. რაც მეტხანს ვლაპარაკობთ, საუბარი მით მეტად საინტერესო და უშუალო ხდება.
– როგორ ხედავთ ხუთი წლის შემდეგ თქვენს ცხოვრებას? – მეკითხება ჯეკი.
კრისტიან გრეის გვერდით. თავს ვაქნევ, რომ სულელური აზრი მოვიშორო.
– თავს რედაქტორად, ან ლიტერატურულ აგენტად ვხედავ. ჯერ ზუსტად არ ვიცი,
მაგრამ წინააღმდეგობების ნამდვილად არ მეშინია.
ჯეკი იღიმება.
– კარგი, ანა. მე კითხვა აღარ მაქვს. თქვენ ხომ არ გინდათ, რაიმე მკითხოთ?
– როდის უნდა შეუდგეს სტაჟიორი საქმეს?
– რაც შეიძლება მალე, – საუბარში ერთვება ელიზაბეთი, – როდის შეძლებთ?
– მომავალი კვირიდან.
– ძალიან კარგი, – იღიმება ჯეკი.
– თუკი კითხვები აღარ გაქვთ, – ელიზაბეთს მზერა ჩემგან ჯეკზე გადააქვს, –
გასაუბრება დასრულებულად ჩავთვალოთ.
– სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, – ხმადაბლა მეუბნება ჯეკი, ხელს მართმევს და
ჩამორთმევისას ნაზად მიჭერს, გაკვირვებული თვალებს ვახამხამებ და ვემშვიდობები.
მანქანისკენ მიმავალი გაურკვეველ უხერხულობას ვგრძნობ, თუმცა არც კი ვიცი, რატომ.
თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ჯერ მაინც რთული სათქმელია. როგორც
წესი, გასაუბრებებზე, პროფესიონალიზმის ფასადს ამოფარებული, ყველა თავის
ნამდვილი სახის დამალვას ცდილობს. საინტერესოა, რა შთაბეჭდილება დარჩათ ჩემზე?
ვნახოთ...
ჩემს „აუდი ა3“-ში ვჯდები და სახლში მივდივარ, სახლამდე ისედაც ახლო მანძილია,
თანაც გვიანი რეისი მაქვს, ატლანტაში გადაჯდომით, თვითმფრინავი თერთმეტის ოც
წუთზე აფრინდება, ამიტომ არც ვჩქარობ.
სამზარეულოში კეიტი ყუთებიდან ჭურჭელს ალაგებს.
– გასაუბრებამ როგორ ჩაიარა? – მეკითხება დანახვისთანავე. ნეტა როგორ ახერხებს,
რომ ტომარასავით მაისურში, გახეხილ ჯინსსა და თავზე წაკრულ ლურჯ ბენდენაში ასე
მაგრად გამოიყურებოდეს?
– კარგად, გმადლობ, კეიტ. მხოლოდ... მეორე ინტერვიუსთვის ზედმეტად საქმიანად
ვიყავი გამოწყობილი. თუ მუშაობა „სიაიპი“-ში დავიწყე, ალბათ სტილის შეცვლა
მომიწევს.
– სტილის შეცვლა?
– იქ ბოჰემური შიკი მეფობს.
კეიტი წარბებს წევს.
– შენ და ბოჰემური სტილი?
ის შეფიქრიანებული გამომეტყველებით თავს გვერდზე ხრის. ჯანდაბა! ყველა იმას
რატომ მახსენებს?!
– იცი, მგონი, მოგიხდება, ანა.
– მეორე გამომცემლობა ძალიან მომეწონა. ზუსტად საჩემო ადგილია. თუმცა მთავარი
რედაქტორი უცნაურად მოიქცა, მაგრამ... – ენა მებმება.
ცნობისმოყვარე კათრინ კავანას ელაპარაკები, ანა! ენა ჩაიგდე!
– მერე?
როცა კეიტი სენსაციების მაძიებელ რადარს რთავს, თავს ვეღარ დააღწევ, თან, როგორც
წესი, ეს ყოველთვის სრულიად შეუფერებელ დროს ხდება. ამის გაფიქრებაზე
კრისტიანთან ვახშამი მახსენდება...
– ისე, სხვათა შორის, ძალიან გთხოვ, თავი გაანებე კრისტიანს და კრიჭაში ნუ უდგები.
გუშინ შენმა შეკითხვამ ხოსეზე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. კრისტიანი ეჭვიანია
და ამით არაფერი კარგი არ გამოვა.
– ელიოტის ძმა რომ არ იყოს, უარესსაც ვეტყოდი! ის შენი კრისტიანი მბრძანებლობის
მანიით არის შეპყრობილი, საერთოდ მიკვირს, როგორ იტან! სწორედაც იმიტომ
მინდოდა ეეჭვიანა, რომ სერიოზული ურთიერთობების ეშინია, – მეუბნება კეიტი და
თან, ალბათ იმიტომ, რომ გამომეტყველება კიდევ უფრო უკმაყოფილო მიხდება, ხელებს
სწევს, რომ დამამშვიდოს და სასწრაფოდ ამატებს: – მაგრამ, თუ შენ არ გინდა, არაფერსაც
აღარ ვეტყვი.
– კარგი. უბრალოდ, კრისტიანთან ისედაც ძალიან რთულია ურთიერთობა.
ღმერთო ჩემო, კრისტიანის ინტონაციით ვლაპარაკობ.
– ანა, – ჩერდება უცებ კეიტი და ყურადღებით მაკვირდება, – კარგად ხარ? შემთხვევით
იმიტომ ხომ არ მიფრინავ ჯორჯიაში, რომ გაქცევა გინდა?
ვწითლდები.
– არა, კეიტ, შენ თვითონ არ მითხარი, რომ გარემოს გამოცვლა მჭირდება?!
კეიტი მიახლოვდება, ხელზე ხელს მკიდებს. ეს უკვე მისგან ზედმეტად უცნაური
საქციელია. არა, ოღონდ ეს არა... არ ვიტირებ.
– შენ, უბრალოდ... არ ვიცი, როგორ გითხრა... შეიცვალე. იმედი მაქვს, ყველაფერი
კარგად გაქვს, მაგრამ მისტერ ფულის ტომარასთან დაკავშირებით თუ რამე გაწუხებს,
იცოდე, რომ, შეგიძლია, ყველაფერს მომიყვე. პირობას გაძლევ, აღარ გავაღიზიანებ,
თუმცა მისი წყობიდან გამოყვანა ძალიანაც მარტივია, მაგრამ შენც დამპირდი, რომ, თუ
რამე გაგიჭირდა, არ დამიმალავ, სიტყვას გაძლევ, არ გაგკიცხავ და შევეცდები,
ყველაფერი გაგიგო...
თვალები ცრემლებით მევსება და კეიტს ვეხვევი.
– ოჰ, კეიტ, მგონი, მართლა შემიყვარდა.
– თითქოს ვერ ვხვდებოდე! იმასაც უყვარხარ, ვერ ხედავ, თვალს რომ არ გაშორებს?!
ურწმუნოდ ვიღიმები.
– მართლა?
– თვითონ არაფერს გეუბნება?
– ბევრი ლაპარაკი არ უყვარს.
– შენ უთხარი?
– არა, არც მე მითქვამს.
დამნაშავესავით მხრებს ვიჩეჩავ.
– ანა, რომელიმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგათ, სხვანაირად არაფერი გამოვა.
როგორ... როგორ ვუთხრა, რას ვგრძნობ?!
– მეშინია, არ დაფრთხეს.
– იქნებ იმასაც მაგის ეშინია?
– ვის, კრისტიანს? ეშინია, მე არ დამაფრთხოს? მგონი, იმას საერთოდ არაფრის ეშინია!..
სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული, რომ ოთხი წლის დაშინებული კრისტიანი მიდგება
თვალწინ და გული მეწურება.
კეიტი ტუჩებაბზუებული, მოჭუტული თვალებით და ოდნავ დამცინავი
გამომეტყველებით, ზუსტად ჩემი ქვეცნობიერივით მიყურებს – ცხვირზე
წამოკოსებული სათვალეღა აკლია მხოლოდ...
– დროა, ერთმანეთს დაელაპარაკოთ.
– ბოლო პერიოდში ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ.
ვწითლდები. რა სისულელეა, არავერბალური ურთიერთობა, თუ არ ჯობია, ყოველ
შემთხვევაში, არაფრით ჩამოუვარდება გრძელ საუბრებს.
– ასეც ვიცოდი, – კმაყოფილი ირონიულად იცინის კეიტი, – თუ ლოგინში
ერთმანეთთან კარგად ხართ, ჩათვალე, რომ ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია. წავალ
ჩინურ საჭმელს ვიყიდი და მოვიტან. შენ ყველაფერი მზად გაქვს?
– თითქმის. სახლიდან დაახლოებით ორ საათში უნდა გავიდეთ.
– კარგი. მე ოც წუთში მოვბრუნდები.
კეიტი ქურთუკს იღებს და მიდის, მე კარს ვკეტავ და კეიტის სიტყვებზე ჩაფიქრებული,
ჩემი ოთახისკენ ნელი ნაბიჯით მივდივარ.
იქნებ კრისტიანს საკუთარი გრძნობების მართლაც ეშინია? თუ, რა თქმა უნდა,
საერთოდ აქვს ეს გრძნობები. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ გატაცებულია, მაგრამ
იქნებ ეს მხოლოდ მბრძანებლისა და ყოვლისშემძლე დომინანტის იმიჯია? იქამდე ვერ
მოვისვენებ, სანამ ჩვენს ბოლო საუბრებს კარგად არ გავაანალიზებ. შეიძლება,
უბრალოდ რაღაც გამომრჩა.
მეც მომენატრები, და იმაზე მეტად, ვიდრე შენ გგონია...
შენ მე მომაჯადოვე, ანა...
მოგონებებისგან გასათავისუფლებლად თავს ვიქნევ. ახლა ამაზე ვერ ვიფიქრებ. ჩემი
„ბლეკბერი“ დასატენად არის შეერთებული. მივდივარ, რომ შევამოწმო. შეტყობინებები
არ არის. ნოუთბუქს ვრთავ, ფოსტაც ცარიელია. „იმეილი არ შეუცვლია, ანა“ – თვალებს
მიტრიალებს ჩემი ქვეცნობიერი და პირველად ვხვდები, რატომ უნდება ხოლმე
კრისტიანს ჩემი ცემა, როცა მე ვატრიალებ თვალებს.
კარგი, მივწერ!

From: ანასტასია სტილი


Subject: გასაუბრებები
Date: 30 მაისი 2011, 18:49
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო, მისტერ გრეი! გასაუბრებებმა წარმატებით ჩაიარა, ეს, რა თქმა უნდა, იმ


შემთხვევისთვის, თუკი გაინტერესებთ. თქვენ როგორი დღე გქონდათ?

ანა

ვზივარ და მონიტორს შევყურებ. როგორც წესი, კრისტიანი მაშინვე მცემს ხოლმე


პასუხს. ველოდები. ბოლოს, როგორც იქნა, ფოსტაში შემოსული წერილის წრიპინი
ისმის.

From: კრისტიან გრეი


Subject: ჩემი დღე
Date: 30 მაისი, 2011, 19:03
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!


ყველაფერი, რაც თქვენ გეხებათ, ჩემი ინტერესების სფეროს განეკუთვნება, თქვენ ხომ
მსოფლიოში ყველასგან გამორჩეული ქალი ბრძანდებით!...
მოხარული ვარ, რომ გასაუბრებებმა კარგად ჩაიარა. ჩემი დილა დაუვიწყარი იყო,
თუმცა დილასთან შედარებით საღამო ფრიად მოსაწყენი გამოდგა.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: დაუვიწყარი დილა
Date: 30 მაისი 2011; 19:05
To: კრისტიან გრეი

პატივცემული მისტერ გრეი!


ამ დილამ მეც დაუვიწყარი მოგონებები დამიტოვა, მიუხედავად სამუშაო მაგიდაზე
შეუდარებელი სექსის შემდეგ თქვენი უცნაურობებისა. არ იფიქროთ, რომ ვერ შევნიშნე.
მისის ჯონსს გემრიელი საუზმისთვის დიდი მადლობა გადაეცით.
მინდა, მასზე გკითხოთ, ოღონდ იცოდეთ, პასუხს თავი არ აარიდოთ.

ანა

თითი „გაგზავნის“ ღილაკის დაჭერამდე ჰაერში მიჩერდება. ვრწმუნდები, რომ


ვერაფერს დამაკლებს, რადგან ხვალ საღამოს უკვე კონტინენტის მეორე ბოლოში ვიქნები
და ღილაკს თითს ვაჭერ.

From: კრისტიან გრეი


Subject: საგამომცემლო საქმე და თქვენ
Date: 30 მაისი, 2011, 19:10
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, თუკი საგამომცემლო საქმეში სერიოზულად აპირებთ ჩართვას, გირჩევთ


სიტყვა „უცნაურობა“ მრავლობით რიცხვში არ გამოიყენოთ.
შეუდარებელი სექსი? იქნებ დააზუსტოთ, რასთან შედარებით? ან მისის ჯონსზე რის
კითხვა გინდოდათ? დამაინტრიგეთ.
კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

From: ანასტასია სტილი


Subject: თქვენ და მისის ჯონსი
Date: 30 მაისი, 2011, 19:17
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო მისტერ გრეი!


ენა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება და შეუძლებელია მისი სპილოს
ძვლით ნაგებ, მხატვრული შედევრებით მორთულ და სახურავზე სიეტლის პანორამა
გადაშლილ, ვერტმფრენის დასაჯდომიან კოშკში გამომწყვდევა. შეუდარებელი – ჩვენს
წინანდელ გამოცდილებასთან შედარებით... თანაც ეს თქვენ მიერ გაკეთებული
შეფასებაა... დიახ, დიახ, სწორედ თქვენ გამოიყენეთ ეს სიტყვა... ჯანდაბა! და ჩემი
მოკრძალებული აზრითაც ასეა, რადგან, მოგეხსენებათ, ამ საკითხში დიდად
გამოცდილი არ გახლავართ, სექსი მართლაც შეუდარებელი იყო.
მისის ჯონსი თქვენი ყოფილი მორჩილია?

ანა
თითი კვლავ ჰაერში მიშეშდება, წამით ვფიქრობ და წერილს ვგზავნი.

From: კრისტიან გრეი


Subject: ენა წინ ნუ გისწრებს!
Date: 30 მაისი, 2011, 19:22
To: ანასტასია სტილი

ანასტასია!
მისის ჯონსს ვაფასებ მხოლოდ, როგორც შეუდარებელ მუშაკს და არავითარი სხვა
ურთიერთობა, საქმიანის გარდა, მასთან არასდროს მქონია. ანასტასია, მე არ ვქირაობ
ადამიანებს, რომლებთანაც სექსუალური ურთიერთობა მაქვს ან მქონდა, ერთადერთი
გამონაკლისი ამ წესიდან შეიძლებოდა შენ გამხდარიყავი, ისიც იმიტომ, რომ ადრე
არასდროს შევხვედრივარ ხელშეკრულებების დადების ესოდენ დიდი ნიჭით
დაჯილდოებულ, ასეთ ბრწყინვალე ახალგაზრდა ქალს. თუმცა, თუკი თავს უფლებას
მისცემთ და მომავალშიც მსგავს ვარაუდებს წამოაყენებთ, გარწმუნებთ, აზრს შევიცვლი.
თქვენი გამოუცდელობა კი მხოლოდმხიბლავს. იმედი მაქვს, ამ საკითხში თქვენი
გამოცდილება მომავალშიც მხოლოდ ჩემთან იქნება დაკავშირებული. შეუდარებელ
სექსს რაც შეეხება, გეთანხმებით, თუმცა, როდესაც საქმე თქვენ გეხებათ, ვერასდროს
ვარჩევ, სერიოზულად ლაპარაკობთ, თუ თქვენთვის დამახასიათებელ, ესოდენ სხარტ
ირონიასთან მაქვს საქმე.
კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, სპილოს ძვლის
კოშკიდან

From: ანასტასია სტილი


Subject: ყველას არ უნდა მთვარეზე გაფრენა!
Date: 30 მაისი, 2011, 19:27
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო მისტერ გრეი!


როგორც მახსოვს, თქვენს კომპანიაში მუშაობასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება
უკვე გამოვთქვი. მოგახსენებთ, რომ მას შემდეგ აზრი არ შემიცვლია და არც არასდროს
შევიცვლი. ახლა კი უნდა დაგტოვოთ, რადგან კეიტმა ვახშამი მოიტანა. მე და ჩემი
ირონია გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.
როგორც კი მოვახერხებ, ჯორჯიიდან მოგწერ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: არც ინგლისში?
Date: 30 მაისი, 2011, 19:29
To: ანასტასია სტილი

ბედნიერ მგზავრობას გისურვებ, ანასტასია.


იმედი მაქვს, შენ და შენი ირონია კარგად იმგზავრებთ.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

მე და კეიტი სიეტლის საერთაშორისო აეროპორტის სიეტლტაკომას ბარგის


ჩასაბარებელ ტერმინალთან ვჩერდებით. კეიტი მეხვევა.
– აბა შენ იცი, ბარბადოსზე კარგად დაისვენე, კეიტ.
– მალე ჩამოვალ, ანა. ფულის ტომარას უფლება არ მისცე, დაგჩაგროს.
– ნუ გეშინია, არ მივცემ.
ერთმანეთს ისევ ვეხვევით და მარტო ვრჩები. რეგისტრაციის სექციისკენ მივდივარ და
რიგში ვდგები. ჩემოდანი არა მაქვს, მხოლოდ წინა დაბადების დღეზე რეის ნაჩუქარი
ზურგჩანთა მიჭირავს.
– თქვენი ბილეთი, – ბილეთის გამოსართმევად ხელს მიწვდის აეროპორტის
გულგრილი თანამშრომელი და ზედაც არ მიყურებს.
მეც ისეთივე გულგრილი გამომეტყველებით ბილეთს და მართვის მოწმობას ვაწვდი.
იმედია, ადგილი ფანჯარასთან შემხვდება.
– თქვენი ბილეთი პირველ კლასზე გადაფორმდა, მის სტილ.
– როგორ?
– პირველი კლასის მგზავრთათვის განკუთვნილ დარბაზში უნდა გადაბრძანდეთ და იქ
დაიცადოთ, მემ.
აეროპორტის ნახევრად მთვლემარე თანამშრომელს, სახე ისე უნათდება, თითქოს
თოვლის პაპა ვიყო.
– ხომ არაფერი გეშლებათ?
– არა, არა... – მეუბნება და მონიტორზე ამოწმებს, – ანასტასია სტილი – პირველი
კლასი. ჯანდაბა! თვალებს ვჭუტავ. აეროპორტის თანამშრომელი თვითმფრინავის
ჩასაჯდომ ტალონს მიწვდის და საკუთარ თავთან ბუტბუტით პირველი კლასის
მგზავრებისთვის განკუთვნილი დარბაზისკენ მივდივარ. არანორმალური, დესპოტი,
ტირანი!.. არც აქ მანებებს თავს!

თავი ოცდამეორე
მანიკიური, მასაჟი, ორი ბოკალი შამპანური... ვატყობ, გამიტკბა კიდეც და „მოეტის“
ყოველ ყლუპზე სულ მეტად ვიხრები იმ აზრისკენ, რომ კრისტიანს ჩემს ცხოვრებაში
სრულიად უპატიებელი ჩარევა ვაპატიო. „მაკს“ ვხსნი, მინდა შევამოწმო, რამდენად
მზად არის, პლანეტის ნებისმიერ წერტილში იმუშაოს.

From: ანასტასია სტილი


Subject: ექსტრავაგანტული ჟესტები და მფლანგველობა
Date: 30 მაისი, 2011, 21:53
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, მისტერ გრეი!


ერთადერთი, რაც ამ ამბავში ნამდვილად მაწუხებს, ის არის – როგორ გაიგეთ, რა
რეისით მივფრინავდი. თქვენი მოთხოვნილება, ყველაფერი აკონტროლოთ, უბრალოდ
უსაზღვროა. იმედი მაქვს, ექიმი ფლინი შვებულებიდან მალე დაბრუნდება. მანიკიური,
ზურგის მასაჟი და ორი ბოკალი შამპანური – საკმაოდ კარგი დასაწყისია.
გმადლობთ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ
Date: 30 მაისი 2011, 21:59
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!


ექიმი ფლინი შვებულებიდან დაბრუნდა, არ იღელვოთ, მიღებაზე უკვე ჩავეწერე.
მასაჟი ვინ გაგიკეთათ?

კრისტიან გრეი
გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი.

აჰა! აი ნანატრი წამიც, ახლა დამაცადე!.. ჩემს რეისს აცხადებენ, თვითმფრინავიდან


ვუპასუხებ, ასე უფრო უსაფრთხო იქნება. ლამისაა საკუთარ თავს მოვეხვიო, ისე
ვმხიარულდები.
პირველი კლასის სალონში რაღაც გადამეტებულად დიდი სივრცეა. ხელში შამპანურის
ბოკლით ფანჯარასთან, ტყავის სავარძელში ვჯდები, სალონი ნელნელა ივსება. რეის
ვურეკავ, ვეუბნები, რომ დედასთან მივფრინავ და რადგანაც რეი ადრე იძინებს და
მისთვის უკვე გვიანია, ცოტა ხანს ველაპარაკები.
– მიყვარხარ, მამ, კარგად!
– მეც, ანა. დედას მოკითხვა გადაეცი. ღამე მშვიდობის.
– ღამე მშვიდობის.
ტელეფონს ვთიშავ. კარგია, რომ რეის თავი ყოჩაღად უჭირავს. ჩემი „მაკისკენ“ თვალს
ბავშვური აღტაცებით ვაპარებ, მერე ვხსნი და ფოსტაში შევდივარ.

From: ანასტასია სტილი


Subject: ძლიერი და მარჯვე ხელები
Date: 30 მაისი, 2011, 22:22
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო, მისტერ გრეი!


ჩემი ზურგის მასაჟზე ერთმა ძალიან სასიამოვნო ყმაწვილმა იზრუნა. დიახ, დიახ,
ფრიად სასიამოვნომ. რომ არა თქვენი ხელგაშლილობა, ჟანპოლს ვერასდროს
გავიცნობდი, კიდევ ერთხელ გიხდით ამ სიამოვნებისთვის მადლობას. დარწმუნებული
არა ვარ, რომ ფრენის დროს წერილი გამოიგზავნება, თანაც შუაღამემდე უნდა
გამოვიძინო, წუხელ თვალიც არ მომიხუჭავს.
კეთილ სიზმრებს გისურვებთ, მისტერ გრეი... მუდამ თქვენზე ფიქრში,

ანა

ოჰ, წარმომიდგენია, როგორ გაცეცხლდება, მე კი უკვე ჰაერში ვიქნები. ძალიანაც კარგი,


იცოდეს – რომ არა პირველი კლასის მოსაცდელი დარბაზი, ჟანპოლი ჩემს ზურგს
თითსაც ვერ დააკარებდა. მშვენიერი ბიჭი იყო, ქერათმიანი და კარგად გარუჯული.
თანაც სად?! – სიეტლში! რა თქმა უნდა, გეია, მაგრამ ამ ეჭვს კრისტიანს, ცხადია, არ
ვეტყვი.
გასაგზავნად გამზადებულ წერილს დავყურებ. კეიტი მართალია, კრისტიანის
წყობიდან გამოყვანაზე იოლი არაფერია. ჩემი ქვეცნობიერი ირონიული ღიმილით
დამცინის – მართლა გინდა გააღიზიანო? იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს. მეტი რა
გააკეთოს, შენზე ზრუნავს, უნდა, რომ კომფორტულად იმგზავრო... უნდა
გავეფრთხილებინე და რეგისტრაციაზე იდიოტურ მდგომარეობაში მაინც არ ჩავეგდე!
თითს გაგზავნის ღილაკს ვაჭერ და თავს ცუდ გოგოდ ვგრძნობ.
– მის სტილ, თუ შეიძლება, ნოუთბუქი გამორთეთ, – თავაზიანად მომმართავს
გადამეტებულად დახატული სტიუარდესა. მოულოდნელობისგან ვცბები და ბოდიშს
ვიხდი.
– უკაცრავად.
ჯანდაბა! ახლა როგორღა გავიგო, რას მიპასუხებს! სტიუარდესა ფუმფულა პლედს და
ბალიშს მაწვდის და ქათქათა ღიმილით მაჯილდოებს. პლედს ფეხებზე ვიფარებ. რა
სასიამოვნოა, როცა შენზე ზრუნავენ.
სალონი მთლიანად შევსებულია, მხოლოდ ჩემ გვერდით სავარძელია თავისუფალი.
შეუძლებელია... ნუთუ კრისტიანის ადგილია? ჯანდაბა! ხომ ვუთხარი, რომ მარტო
მინდოდა ჯორჯიაში გაფრენა. საათს ნერვიულად დავყურებ. პილოტების კაბინიდან
სალონში მიკროფონით უსხეულო ხმა იღვრება:
– მგზავრებს ვთხოვთ, შეიკრან უსაფრთხოების ღვედები.
ეს რას ნიშნავს? თითქოს ნემსებზე ვზივარ. ჩემ გვერდით უკანასკნელი თავისუფალი
ადგილია თექვსმეტი მგზავრისთვის განკუთვნილ სალონში. თვითმფრინავი იძვრება და
ვმშვიდდები. თუმცა, სიმართლე ითქვას, ცოტა გულიც კი მწყდება. უკრისტიანოდ ოთხი
დღე უნდა გავატარო. თვალს ჩემი „ბლეკბერისკენ“ ვაპარებ.

From: კრისტიან გრეი


Subject: სიამოვნების ხანგრძლივობა – რეისი სიეტლი-ჯორჯია
Date: 30 მაისი, 2011, 22:25
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ!


კარგად გიცნობთ და უნდა ვაღიარო, ჩანაფიქრი ბრწყინვალედ შეასრულეთ. შემდეგ
ჯერზე ხელფეხშეკრული და პირში ალიკაპით, ხის ყუთში ჩასმული გაფრინდებით.
მერწმუნეთ, ეს მე ბევრად მეტ სიამოვნებას მომანიჭებს, ვიდრე პირველი კლასის
სალონით თქვენი გაშვება. ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდებით.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, ნერვული შეტევის
ზღვარზე.
ჯანდაბა! კრისტიანის იუმორის ბოლომდე გაგება შეუძლებელია. ვერასოდეს ვხვდები,
ხუმრობს, სერიოზულად ამბობს თუ მართლა გაბრაზებულია. როგორც ვატყობ,
ამჯერად არ ხუმრობს. სტიუარდესასგან მალულად შეტყობინებას ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: ხუმრობ?
Date: 30 მაისი, 2011, 22:30
To: კრისტიან გრეი

ვერ ვხვდები, ხუმრობ თუ მართლა გაბრაზდი. თუ მართლა გაბრაზდი, ალბათ ჯობია,


ჯორჯიაში დავრჩე, ხის ყუთი უკვე ზედმეტად უხეში ფაქტურაა ჩემთვის. მაპატიე, თუ
გაწყენინე. მითხარი, რომ მაპატიებ.

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: ხუმრობა
Date: 30 ნაისი, 2011, 22:31
To: ანასტასია სტილი

თვითმფრინავიდან ნუ მწერ! ვერ ხვდები, რომ თვითმფრინავის მგზავრებისა და შენს


სიცოცხლეს საფრთხეში აგდებ? „ბლეკბერიდან“ მწერ? ფრენის დროს ელექტრონული
მოწყობილობების გამოყენება აკრძალულია!

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი, ნერვული შეტევის
ზღვარს მიღმა.

ზღვარს მიღმა! „ბლეკბერის“ გვერდზე ვდებ, სავარძლის საზურგეს ვაწვები და სანამ


თვითმფრინავი სიჩქარეს იღებს, „ტესის“ გაქექილ ტომს ვიმარჯვებ – ცოტა ხანს
კითხვით გულის გადაყოლება ნამდვილად არ მაწყენს, თუმცა, როგორც კი
თვითმფრინავი ჰაერში ადის, საზურგეს უკან ვწევ და ვიძინებ.
სტიუარდესა ატლანტაში დაშვების წინ მაღვიძებს. ადგილობრივი დროით დილის
ხუთი საათი და ორმოცდახუთი წუთია. ჯერ ისევ ნახევრად მძინავს. სტიუარდესა
ფორთოხლის წვენს მაწვდის და მეტნაკლებად ვფხიზლდები. „ბლეკბერის“ ეკრანს
მოუთმენლად დავყურებ – კრისტიანისგან წერილი არ არის. სიეტლში დაახლოებით
ღამის სამი საათია და ალბათ არ უნდა, რომ იმეილის გამოგზავნით ელექტრონული
სისტემების თუ რაღაცის, ზუსტად არც ვიცი, მუშაობას შეეშალოს ხელი.
ატლანტაში ერთი საათი მაქვს. სანამ ჯორჯიის რეისზე გადავჯდები, პირველი კლასით
ფრენის უპირატესობას ისევ მთელი სისავსით შევიგრძნობ: სხეულის ფორმაზე
მორგებული პლუშის ფუმფულა დივნები თითქოს სპეციალურად არის ისეთი, რომ
მოიკალათო და კარგად გამოიძინო, მაგრამ ერთ საათში მაინც ვერ გამოვიძინებ, ამიტომ
ძილის გასაფანტად კრისტიანისთვის გრძელი წერილის წერას ვიწყებ.

From: ანასტასია სტილი


Subject: რატომ მაშინებ?
Date: 31 მაისი 2011 აღმ. დრ. 06:52.
To: კრისტიან გრეი

კრისტიან, ადრეც გითხარი, რომ არ მიყვარს, როდესაც ფულს ხარჯავ. გეთანხმები, შენ
ძალიან მდიდარი ხარ და ამის საშუალება გაქვს, მაგრამ მე ყოველთვის უხერხულ
მდგომარეობაში ვვარდები, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ ამ ფულს სექსში მიხდი.
თუმცა, უნდა გამოგიტყდე, პირველი კლასით მგზავრობა მართლაც ძალიან მომეწონა.
კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. მასაჟითაც ნამდვილად დიდი სიამოვნება მივიღე.
ჟანპოლი, როგორც გითხარი, ძალიან სასიამოვნო ყმაწვილი, თუმცა კი აშკარად გეია.
წინა წერილში ეს იმიტომ არ გითხარი, რომ მინდოდა გამეღიზიანებინე. მაპატიე.
თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, ეს ყველაფერი გულთან
ზედმეტად ახლოს მიიტანე. რატომ დამემუქრე, რომ გამკოჭავ და ხის ყუთში
გამომამწყვდევ (ეს ხომ ხუმრობა იყო, კრისტიან?)? თუმცა მე მაინც შემეშინდა... შენ
შემაშინე. მე ისედაც მონუსხული ვარ და იმ ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ვცდილობ,
რომლის შესახებაც წინა შაბათამდე წარმოდგენაც არ მქონდა, შენი წერილის შემდეგ კი
გაქცევა და დამალვა მომინდა.
რა თქმა უნდა, არსადაც არ გავიქცევი, რადგან უკვე ძალიან მენატრები. შენ გვერდით
ყველაფერზე თანახმა ვარ, მაგრამ ძალიან დიდი გავლენა გაქვს ჩემზე და სწორედ ეს
მაშინებს და კიდევ ის ბნელი ბილიკები, რომელზეც ჩემი შეტყუება გინდა. მომწონს
სექსში ჩვენი ექსპერიმენტები, მაგრამ მეშინია, რომ ტკივილს მომაყენებ, ტკივილს
ფიზიკურს და სულიერს. სამი თვის შემდეგ რომ მიმატოვო, მერე რა მეშველება?
ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება დაშორებით დასრულდეს, მაგრამ ვერასოდეს
ვიფიქრებდი, რომ ამ საკითხში ჩემი პირველი გამოცდილება ასეთი იქნებოდა. შენ
მაიძულე, შეხედულებები შემეცვალა და ეს უზარმაზარი ნაბიჯია ჩემთვის. შენ თვითონ
მითხარი, რომ მორჩილად არა ვარ გაჩენილი და ეს სიმართლეა, მაგრამ შენთან ყოფნა
მინდა, მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ იმის მეშინია, ასეთმა ცხოვრებამ
ისე არ ჩამითრიოს, რომ ყველაფერი ტკივილით დასრულდეს, ამას მე ვერ გავუძლებ.
ბედნიერი ვარ, რომ მეტის მოცემას ცდილობ, მაგრამ რამდენად შორს ხარ წამსვლელი?
ან მე თვითონ რამდენად ვარ მზად ამისთვის? ამ ყველაფერზე დაფიქრება მჭირდება,
ამიტომ მარტო უნდა დავრჩე. შენი თანდასწრებით თავსაც ვკარგავ და ნორმალურად
აზროვნების უნარსაც.
ჩემ რეისს აცხადებენ, წასვლის დროა. არ გემშიდობები,

შენი ანა
წერილს ვგზავნი და, ნახევრად მძინარე, თვითმფრინავისკენ მივჩანჩალებ. პირველი
კლასის სალონში სულ ექვსი ადგილია. როგორც კი თვითმფრინავი სიმაღლეს იღებს
რბილ პლედში ვეხვევი და ვიძინებ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თვალის დახუჭვას ვერ ვასწრებ და სტიუარდესა ისევ
მაღვიძებს – მორიგ ჭიქა ფორთოხლის წვენს მაწვდის. თვითმფრინავი უკვე სავანის
აეროპორტში ეშვება. ფორთოხლის წვენს ვსვამ და ვცდილობ, არ ვინერვიულო. დედა,
უკვე ნახევარი წელია, არ მინახავს. „ბლეკბერის“ ვუყურებ და მახსენდება, რომ
კრისტიანს გრძელი და არეულდარეული წერილი გავუგზავნე. კრისტიანის პასუხი არ
არის. სიეტლში დილის ხუთი საათია – იმედი მაქვს, როიალზე სევდიან მელოდიებს არ
უკრავს და სძინავს. დიდი ჩემოდნების გარეშე მოგზაურობის ხიბლი ის არის, რომ
ბარგის ლოდინი არ გჭირდება. ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდე და თავისუფალი ხარ,
წადი, სადაც გინდა. პირველი კლასით მოგზაურობის კი ის, რომ თვითმფრინავიდან
გამოსვლისას თითქმის პირველს გატარებენ.
დედა და ბობი უკვე მელოდებიან და მათი დანახვა უსაზღვროდ მიხარია. არ ვიცი, რის
ბრალია, გადაღლის თუ კრისტიანთან დაკავშირებული განცდების, მაგრამ დედას
ვეხვევი თუ არა, თვალები ცრემლებით მევსება.
– ანა, საყვარელო, დაიღალე? – მეხვევა ის და შეშფოთებული ბობისკენ იხედება.
– არა, დედა, უბრალოდ, ძალიან მომენატრე! – ჩახუტებული ხელს არ ვუშვებ და
გულში მაგრად ვეკვრები.
მისგან სიყვარული და სახლის სიმყუდროვე იღვრება. ხელს უწადინოდ ვუშვებ და
ნაბიჯს ბობისკენ ვდგამ, რომელიც მოუხერხებლად, ცალი ხელით მეხვევა, დგომა
უჭირს და მისი ფეხი მახსენდება.
– როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი, ანა. რა გატირებს? – მეკითხება ისიც
შეშფოთებული.
– თქვენი დანახვა მიხარია, ბობ.
ბობს სასიამოვნო სახე აქვს, კვადრატული ნიკაპი და ცოცხალი, თბილი და
მოსიყვარულე ცისფერი თვალები. ის ზურგჩანთას მართმევს.
– რა არის ანა, აგურები გიწყვია?
რა თქმა უნდა, არა, მხოლოდ „მაკი“ და ერთი-ორი ხელი ტანსაცმელი. ერთმანეთს
გადახვეულები მანქანების სადგომისკენ მივდივართ.
ყოველთვის მავიწყდება, როგორ ცხელა აქ. კონდიცირებული შენობიდან გამოვდივართ
თუ არა, ჯორჯიის ხვატში ვეფლობით. ნამდვილი საუნაა! დედასა და ბობს
გადახვეული, ერთიანად ვიოფლები, სქელ სვიტრს ვიხდი და გულში თავს ვიქებ, რომ
შორტი წამოვიღე. იმ დროიდან მოყოლებული, რაც, ჩვიდმეტი წლისა, დედასთან და
ბობთან ერთად ვცხოვრობდი, ხშირად მენატრება ხოლმე ვეგასის მშრალი ჰავა და ეს
ხვატი, თანაც ჯერ მხოლოდ დილის ცხრის ნახევარია! ახლა თავიდან დამჭირდება ამის
მიჩვევა. სანამ ბობის ჯიპამდე მივდივართ, უკვე სულ სველი ვარ, ნესტისგან თმაც კი
მეხვევა. ჯიპის უკანა სავარძელზე მოკალათებული, რეის, კეიტს და კრისტიანს
შეტყობინებას ვუგზავნი: „სავანაში კარგად ჩამოვფრინდი. ა. ჟ“ ხოსე მახსენდება და
ისიც, რომ მისი გამოფენის გახსნა შემდეგ კვირაშია. კრისტიანს და ხოსეს ერთმანეთთან
ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ნეტა ასეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე,
კრისტიანი ხოსეს გამოფენაზე მივიწვიო? თუმცა ჩემი ბოლო წერილის შემდეგ იქნებ
სულაც აღარ მოუნდეს ჩემთან ურთიერთობა?! ეს აზრი ელდასავით მეცემა და თავს
ვაქნევ, რომ მოვიშორო. ამაზე მერე ვიფიქრებ, ახლა უნდა დავისვენო და დავწყნარდე.
– ანა, დაიღალე? უძინარი ხომ არ ხარ?
– არა, დედა, ყველაზე მეტად ახლა პლაჟზე მინდა გასვლა.
ბრეტელებიან ლურჯ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი დიეტურ კოკაკოლას
ვწრუპავ, ატლანტის ოკეანეს გავყურებ და იმაზე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გუშინ
წყნარი ოკეანის სანაპიროსთან ვიყავი. ჩემ გვერდით დედა ზის, თავზე
უზარმაზარფარფლებიანი ქუდი ახურავს, ცხვირზე კი მრგვალშუშებიანი შავი სათვალე
აქვს წამოკოსებული. ჩვენი სახლიდან სულ სამი კვარტალით დაშორებულ
ტაიბიაილენდბიჩის პლაჟზე ვართ. დედას ჩემი ხელი უჭირავს. მზემ დაღლა უკვე
სრულიად დამავიწყა და ახლა სითბოთი, სიმსუბუქითა და კომფორტით ვტკბები.
პირველად ბოლო დროის განმავლობაში დაძაბულობა მეშვება.
– ანა, იმ კაცის შესახებ მომიყევი, ასე რომ დაგახვია თავბრუ.
„თავბრუ დაგახვია!“ საიდან იცის? ან რა მოვუყვე? გაუხმაურებლობის ხელშეკრულება
ლაპარაკის უფლებას არ მაძლევს, მაგრამ სიმართლე ითქვას, ჩვენი ურთიერთობის
მთავარი სირთულეების შესახებ ხელშეკრულების გარეშეც ვერ გავბედავდი ხმის
ამოღებას.
ვფითრდები.
– გისმენ... – ხელზე ხელს მიჭერს დედა.
– კრისტიანი ჰქვია. წარმოუდგენლად სიმპათიური და მდიდარია, ზედმეტად
მდიდარიც კი. ცვალებადი ხასიათის და ძალიან რთული...
საკუთარი თავით ვამაყობ, რომ ასე ლაკონურად და ზუსტად შევძელი კრისტიანის
აღწერა. თავს ვწევ და დედის ნათელი ცისფერი თვალების დაკვირვებულ მზერას
ვაწყდები.
– რთული და ცვალებადი? რას გულისხმობ?
ოჰ, ღმერთო...
– განწყობა ისეთი სისწრაფით ეცვლება, რომ გონს მოსვლას ვერ ვასწრებ. რთული
ბავშვობა ჰქონდა და ძალიან ჩაკეტილია.
– მოგწონს?
– ამას უკვე მოწონებაც აღარ ქვია...
– მართლა?
– ჰო, დე.
– კაცებთან ურთიერთობა ძალიან მარტივია, საყვარელო. საკმაოდ მარტივად
გათვლადი არსებები არიან, როგორც წესი, იმას ლაპარაკობენ, რასაც ფიქრობენ, ჩვენ კი
საათებს ვხარჯავთ, რომ მათ ნათქვამში ქვეტექსტები დავიჭიროთ. შენს ადგილზე
კრისტიანს უფრო იოლად შევხედავდი, უბრალოდ მოვუსმენდი და მის ნათქვამსაც
პირდაპირი მნიშვნელობითგავიგებდი. გაკვირვებული შევყურებ. მშვენიერი რჩევაა!
რასაც ამბობს, პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგო და მაშინვე მისი ზოგიერთი
ფრაზა მახსენდება:
შენი დაკარგვა არ მინდა...
შენ მე მომაჯადოვე...
შენს ჭკუაზე მატრიალებ...
იმაზე მეტად მომენატრები, ვიდრე შენ გგონია...
დედას შევცქერი. ის ხომ მეოთხედ არის გათხოვილი. იქნებ მართლაც ღირს კაცებთან
დაკავშირებით მისი აზრის გათვალისწინება?!
– მამაკაცების უმეტესობა ადვილად ბრაზდება. თუნდაც მამაშენი რომ ავიღოთ...
თვალებში გამომეტყველება უთბება და ნაღველი ეღვრება. ჩემი ნამდვილი მამა,
რომელიც მე თვალითაც არ მინახავს, საზღვაო ქვეითი იყო და წვრთნების დროს
დაიღუპა. ალბათ დედა მთელი სიცოცხლე მის მსგავს მამაკაცს ეძებდა. ვწუხვარ, რომ
რეიში ვერა, მაგრამ იმედი მაქვს, ბობში მაინც იპოვა ეს მსგავსება.
– ვფიქრობდი, რთული ხასიათი აქვს-მეთქი, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები –
უბრალოდ ზედმეტად იყო გატაცებული თავისი პროფესიით და ცდილობდა, ჩვენთვის
ღირსეული პირობები შეექმნა, – დედა ოხრავს, – ისეთი ახალგაზრდა იყო... ორივე
ახალგაზრდები ვიყავით, ალბათ ამის გამო არ მესმოდა ეს ყველაფერი...
ჰმ... კრისტიანიც არ არის ბებერი. დედას ვუღიმი, მას ყოველთვის გული უჩვილდება,
მამაზე რომ ლაპარაკობს და სენტიმენტალური ხდება, მაგრამ ეჭვი მეპარება, მამას
კრისტიანის მსგავსი ხასიათი ჰქონოდა.
– ბობი გოლფკლუბში ვახშამზე გვეპატიჟება.
– მართლა? ბობმა თამაში დაიწყო? – ვეკითხები დაეჭვებული.
– არ თქვა! – ოხრავს დედა და თვალებს ატრიალებს.
მსუბუქი სამხრის შემდეგ სახლში ვბრუნდებით და ზურგჩანთას ვალაგებ. დედა
მიდის, რომ რამდენიმე სანთელი ჩამოქნას, თუ გააკეთოს... არ ვიცი, როგორ ამზადებს.
ბობი სამსახურშია და დასასვენებლად ვწვები. „მაკს“ ვრთავ. ჯორჯიაში დღის ორი
საათია. სიეტლში – თერთმეტი. საინტერესოა, წერილზე მიპასუხა? ფოსტაში
მოუთმენლად შევდივარ.

From: კრისტიან გრეი


Subject: როგორც იქნა!
Date: 31 მაისი, 2011, 07:30
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, ვბრაზდები, რომ გულახდილი მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც ერთად არა
ვართ. რა გიშლის ხელს, რომ ჩემ გვერდითაც ასეთივე გახსნილი და გულწრფელი იყო?
ჰო, მე მდიდარი ვარ, მიეჩვიე ამას! და ვითომ რატომ არ შემიძლია, შენ ფული
დაგახარჯო? მე ხომ ვუთხარი მამაშენს, რომ ერთად ვართ, აბა, სხვანაირად როგორ უნდა
იქცეოდეს შენ გვერდით მყოფი მამაკაცი?! როგორც დომინანტი კი შენგან იმას მოველი,
რომ ყველაფერს, რასაც შენთვის გავაკეთებ, მადლიერებით მიიღებ. ჰო, სხვათა შორის,
დედაშენისთვის ჩემზე მოყოლა არ დაგავიწყდეს.
სიმართლე გითხრა, თავზარი დამცა იმან, რომ თურმე თავს მეძავად გრძნობ.
მიუხედავად არაპირდაპირი ნათქვამისა, შენი სიტყვები სწორედ ამას ნიშნავს. არ ვიცი,
რა უნდა გავაკეთო, ან რა გითხრა, რომ ეს აზრი თავიდან ამოგაგდებინო. უბრალოდ
მინდა, ყველაფერი საუკეთესო გქონდეს. დღე და ღამე ვმუშაობ და უფლება მაქვს, ისე
გამოვიყენო ეს ფული, როგორც მომეხასიათება. მე შემიძლია კიდეც და სურვილიც მაქვს,
შენი სანუკვარი ოცნებები ავასრულო, ანასტასია. თუ შენთვის ასე უფრო
მოსახერხებელია ამას სიმდიდრის გადანაწილება დაარქვი. მაგრამ იცოდე, რომ მე
აზრადაც არ მომდის, მეძავს შეგადარო, ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქვს შენნაირ
ნათელ, გონიერ და ლამაზ ქალს ასეთი დაბალი თვითშეფასება და უკვე იმაზეც კი
ვფიქრობ, ექიმ ფლინთან მიღებაზე ჩაგწერო.
მაპატიე, რომ შეგაშინე. ამის გამო საკუთარი თავი მეზიზღება. შენ რა, იფიქრე რომ
სერიოზულად გეუბნებოდი? როგორ არ გრცხვენია, ანასტასია, მე ხომ ჩემი საკუთარი
თვითმფრინავი შემოგთავაზე! მაპატიე, ეს მართლაც ცუდი ხუმრობა იყო. თუმცა არ
დაგიმალავ, შენი ხელფეხშეკრულის და პირში ალიკაპამოდებულის წარმოდგენა
ძალიანაც აღმაგზნებს (ეს უკვე ხუმრობა არ არის). ყუთი ნამდვილად არ გვჭირდება.
მახსოვს, რომ უჰაერობის გეშინია, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, ამიტომ პირში ალიკაპს
შენი თანხმობის გარეშე არ გამოვიყენებ. შენ მთავარი არ გესმის – დომინანტისა და
მორჩილის ურთიერთობაში ძალაუფლება სწორედ მორჩილის ხელშია, ვიმეორებ,
სწორედ შენ გაქვს სრული ძალაუფლება და არა მე. ნავის ფარდულში შენ „არა“
მითხარი... გახსოვდეს, თუკი შენ უარს მეუბნები, მე ხელის დაკარების უფლებაც არ
მაქვს. სწორედ ამიტომ ვაწერთ ხელს კონტრაქტს. თუ რომელიმე ექსპერიმენტი არ
მოგეწონება, შევცვლით და ისე გავაკეთებთ, როგორც შენ გესიამოვნება. ეს მხოლოდ
შენზეა დამოკიდებული. თუკი ხელების შეკვრა და უჰაერობა გაშინებს, როგორც უკვე
გითხარი, ისე მოვიქცევით, როგორც შენ გენდომება. მე შენთვის ჩემი სამყაროს გაყოფა
მინდა, იმდენად ძლიერად, რომ ასე არასდროს არაფერი მნდომია. შენით
აღფრთოვანებული ვარ. არც კი მჯერა, რომ ასე გამოუცდელს ექსპერიმენტების არ
გეშინია და შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. ბევრჯერ
მითქვამს – შენ მე მომაჯადოვე და არ მინდა დაგკარგო. აღფრთოვანებაში მოვყავარშენს
საქციელს – მზად ხარ, სამი ათასი მილი იფრინო მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი
თანდასწრებით ნებისყოფა არ გყოფნის... მეც იგივე მჭირს, ანასტასია, როდესაც ჩემ
გვერდით ხარ, გონებას ვკარგავ. შენი შიშები კარგად მესმის და შევეცდები, თავი შენგან
შორს დავიჭირო. რომ მცოდნოდა რამდენად გამოუცდელი იყავი, დამიჯერე, არ
გაგეკარებოდი, თუმცა, ფაქტია, მხოლოდ შენ შეძელი ჩემი მოთოკვა. თუნდაც შენი
წერილი რომ ავიღოთ: რამდენჯერმე წავიკითხე და შევეცადე გამეგო, რას განიცდი.
ხელშეკრულების ვადები გაშინებს? თუ გინდა, ნახევარ წლამდე გავზარდოთ ან წლამდე!
როგორც შენ გენდომება! შენი გადასაწყვეტია. რა ვადა გირჩევნია? შენ ოღონდ მითხარი...
მესმის, რომ ჩემი ნდობა გიჭირს, მე ყველაფერს გავაკეთებ მის მოსაპოვებლად, ოღონდ
პირობა მომეცი, რომ საკუთარ თავში არ ჩაიკეტები და მომეხმარები. თავი ძლიერ და
დამოუკიდებელ ქალად გიჭირავს, მაგრამ შენი წერილიდან ჩანს, რომ ეს
დამოუკიდებლობა მოჩვენებითია. ჩვენ კიდევ გრძელი გზა გვაქვს ერთმანეთის
შესაცნობად გასავლელი, ანასტასია, ამიტომ გთხოვ დახმარებას, უშენოდ მე შენს გაგებას
ვერ შევძლებ. გულახდილი იყავი ჩემთან და ყველა სირთულეს გადავლახავთ. ის
გაწუხებს, რომ მორჩილად არ ხარ გაჩენილი? ალბათ ასეა, ამიტომ ამ როლს მხოლოდ
თამაშების ოთახში მოირგებ. მხოლოდ იქ მოგიწევს დამემორჩილო და ის გააკეთო,
რასაც გიბრძანებ. მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, ამას განსაკუთრებული პირობები
დავარქვათ. მაგრამ რა დალურჯებებზე ლაპარაკობ? მე მხოლოდ ოდნავი
შევარდისფრების მომხრე ვარ... ანასტასია, თამაშების ოთახს მიღმა შეგიძლია ისე
მოიქცე, როგორც მოგინდება, თუნდაც წინააღმდეგობაც კი გამიწიო. ესეც ახალი და
უჩვეულოა ჩემთვის, მაგრამ მინდა, ასე იყოს. ამიტომ, უბრალოდ მოითხოვე – მე შენი
სურვილების შესრულება მინდა, მაგრამ სანამ ჯორჯიაში ხარ, თავს არ მოგაბეზრებ.
მოუთმენლად ველი პასუხს.
გაერთე, ოღონდ ძალიან დიდხანს არ დამეკარგო.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ღმერთო! მთელი ესე დაუწერია, დაახლოებით ისეთი, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ


ხოლმე და, სიმართლე ითქვას, ზოგიერთი ადგილი საკმაოდ კარგადაც გამოსვლია.
„მაკთან“ ჩახუტებული ვწევარ და წერილს თავიდან ვკითხულობ. გული გამალებით
მიცემს. ერთწლიანი შეთანხმება? გავიმარჯვე! ღმერთო, ნუთუ მზად ვარ დავუთმო?
ისეთი მიიღე, როგორიც არის. ალბათ ჯობია, დედას სიტყვებს დავუჯერო... ჩემი
დაკარგვა არ უნდა, ამას თვითონ მეუბნება და მზად არის, ჩემს სურვილებს გაგებით
მოეკიდოს. მეც, კრისტიან, მეც მზად ვარ, შენი სურვილები გავითვალისწინო!..
შეეცდება, რამდენადაც შეძლებს ჩემგან თავი შორს დაიჭიროს! ეს რას ნიშნავს, რომ
საკუთარ თავს არ ენდობა? უცებ საშინელი, ყოვლისმომცველი სურვილი მიჩნდება
ვნახო. ჯერ ოცდაოთხი საათიც არ გასულა, რაც ერთმანეთს დავშორდით და იმის
გახსენებაზე, რომ კიდევ ოთხი დღე ვერ ვნახავ, ლამის გავგიჟდე, უკვე ძალიან
მენატრება. ღმერთო, როგორ მიყვარს...
– ანა, ძვირფასო! – ჩამესმის დედის სიყვარულითა და ტკბილი მოგონებებით აღსავსე
ხმა.
ნაზი თითები ლოყაზე მეფერება. ორივე ხელით ჩაბღაუჭებული, გულში ჩახუტებული
ნოუთბუქით ლოგინში ვწევარ.
– ანა, საყვარელო, – მესმის ისევ და დაისის ღია ვარდისფრით განათებულ ოთახში
თვალებს ვახელ.
– დედა...
ვიზმორები და ვუღიმი.
– ნახევარ საათში უნდა წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, არ გადაიფიქრე.
– არა, არა, დე, მოვდივარ, – უშედეგოდ ვცდილობ, მთქნარებას მოვერიო.
– შთამბეჭდავი მოწყობილობაა, – მეუბნება დედა და ნოუთბუქზე მითითებს.
ჯანდაბა!
– აჰ, ეს?.. – ვცდილობ, დაუდევარი ტონი მოვირგო.
შენიშნა... მას შემდეგ, რაც კრისტიანი გამოჩნდა, ვერაფერს გამოაპარებ.
– კრისტიანმა მათხოვა. როგორც მითხრეს, მგონი, კოსმოსშიც მუშაობს, იქამდე კი
იმეილებს ვგზავნი და ინტერნეტში შევდივარ.
თითქოს გასაკვირი არაფერი მითქვამს, მაგრამ დაეჭვებული გამომეტყველებით დედა
ლოგინზე მიჯდება და აწეწილ თმას ყურს უკან მიმალავს.
– გწერს ხოლმე?
ჯანდაბა! ჯანდაბა!
– კი.
ჩემი უდარდელი გამომეტყველებისგან აღარაფერი რჩება, მთლიანად ვწითლდები.
– ალბათ ენატრები...
– იმედი მაქვს.
– რას გწერს?
ოჰ, ღმერთო! ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
გამალებული იმაზე ვფიქრობ, კრისტიანის წერილიდან რომელი ფრაზების წაკითხვა
შეიძლება დედასთვის. გაუხმაურებლობის შეთანხმება სულაც რომ არ
გავითვალისწინოთ, ეჭვი მეპარება, დომინანტებზე, შებოჭვებზე და ალიკაპებზე
მსჯელობა მოეწონოს.
– მომწერა, კარგად გაერთე, ოღონდ დიდი ხნით არ დამეკარგოო.
– საღი აზრია. კარგი, წავალ მოვემზადები.
დედა იხრება და შუბლზე მკოცნის.
– მიხარია, რომ ჩამოხვედი, ანა. ძალიან მენატრებოდი.
ჰმ... კრისტიანი და საღი აზრი?.. აქამდე მეგონა, რომ საღი აზრი კრისტიანთან ახლოსაც
არ იდგა, მაგრამ ამ წერილის შემდეგ, მზად ვარ, შანსი მივცე. თავს ვაქნევ, დრო
მჭირდება, რომ წერილი ბოლომდე გავაანალიზო. ვახშმის შემდეგ ვუპასუხებ. მაისურს
და შორტს ვიცვამ და შხაპისმისაღებად სააბაზანოში შევდივარ.
თან კეიტის ბრეტელებიანი ნაცრისფერი კაბა წამოვიღე, რომელიც გამოსაშვებ
ცერემონიაზე მეცვა. ეს ჩემს კარადაში არსებული ერთადერთი კაბაა, რასაც საერთოდ
კაბა ჰქვია. ცხელი და ნესტიანი ჰავა იმით არის კარგი, რომ ტანსაცმელს გაუთოება აღარ
სჭირდება, ნაჭერი თავისთავად სწორდება. გოლფკლუბისთვის მშვენიერია. ვიცვამ და
ნოუთბუქს ვრთავ. იმეილი არ არის. გული მწყდება და ნაჩქარევად წერილს ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: სიტყვაუხვი
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 19:08
To: კრისტიან გრეი
სერ, უნდა აღვნიშნო, რომ უჩვეულოდ სიტყვაუხვი ბრძანდებით. ბობის გოლფკლუბში
ვახშამზე მივდივარ და პერსპექტივა ისეთი მომხიბვლელია, არ შემიძლია, თვალები არ
ავატრიალო და, რადგანაც თქვენ და თქვენი ნერვიული შეტევა ჩემგან შორს ხართ და
ჩემს უკანალს საფრთხე არ ემუქრება, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. თქვენმა
წერილმა აღმაფრთოვანა. როგორც კი მოვახერხებ, გიპასუხებთ.
უკვე მენატრები.
სასიამოვნო საღამოს გისურვებ,

შენი ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი უკანალი
Date: 31 მაისი, 2011, 16:10
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო მის სტილ, მინდა გითხრათ, რომ თქვენი წერილის სათაურმა გული
დამწყვიტა. ასევე ზედმეტია იმის შეხსენება, რომ საფრთხე არ გემუქრებათ...
ჯერჯერობით!.. სასიამოვნო ვახშამს გისურვებ და მეც მენატრებით, განსაკუთრებით
თქვენი უკანალი და თავხედი ენა. საღამოს საინტერესო არაფერი მაქვს დაგეგმილი,
ამიტომ მხოლოდ თქვენზე და თქვენს ატრიალებულ თვალებზე მოგონებები თუ
გამათბობს. ისე, როგორც მახსოვს, სწორედ თქვენ შენიშნეთ, რომ მეც არანაკლებად
მახასიათებს ეს ამაზრზენი ჩვევა.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ თვალების მთავარი ამტრიალებელი

From: ანასტასია სტილი


Subject: თვალების ატრიალება
Date: 31 მაისი, აღმ. დრ. 2011, 19:14
To: კრისტიან გრეი

პატივცემულო მისტერ გრეი, შეწყვიტეთ ჩემთვის წერილების წერა, ვახშამზე


მაგვიანდება! კონტინენტის მეორე ბოლოდანაც კი ახერხებთ და თავგზას მიბნევთ. ა, ჰო,
მინდოდა მეკითხა, თქვენ ვინ გიწითლებთ უკანალს, თვალებს როცა ატრიალებთ?

თქვენი, ანა

წერილს ვგზავნი და მაშინვე თვალწინ ბოროტი კუდიანი მისის რობინსონი მიდგება.


იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორ ურტყამს კრისტიანს დედაჩემისხელა ქალი.
ღმერთო, ნეტა კიდევ რას უშვებოდა? ეს ისე არასწორია, რომ ტუჩები წვრილ,
გამწარებულ ზოლად მეკუმება!.. სასწრაფოდ რამე თოჯინა მჭირდება, რომ იმ
დედაბერზე დაგროვილი ბოღმა ამოვანთხიო და ნემსებით დავჩხვლიტო!

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი უკანალი
Date: 31 მაისი, 2011, 16:18
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო, მის სტილ, რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე, თემის ძველი სათაური
არ შემეცვალა. მინდა გაცნობოთ, რომ მე გამიმართლა და ჩემს მოქმედებებს დედაჩემის,
ექიმი ფლინის... და თქვენს გარდა არავინ აკრიტიკებს.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ვაკრიტიკებ?
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ.19:22
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, სერ!
იქნებ შემახსენოთ, როდის გამიბედავს თქვენი გაკრიტიკება? მგონი, ვიღაცაში
აგერიეთ... ეს კი ფრიად მაშფოთებს.
თუმცა მაპატიეთ, უკვე ძალიან ვიგვიანებ.

თქვენი ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: თქვენი უკანალი
Date: 31 მაისი, 2011, 16:25
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ, მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს წერილებში, შეიძლება ითქვას
მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, რომ მაკრიტიკებთ.
ნება მომეცით, კაბა შეგიკრათ...

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
წარმოდგენა არა მაქვს, როგორ გამოსდის, მაგრამ ბოლო ფრაზის წაკითხვისთანავე
სხეული მიცოცხლდება. ჩემთან თამაში უნდა?

From: ანასტასია სტილი


Subject: მხოლოდ სრულწლოვანთათვის
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ.19:28
To: კრისტიან გრეი

...პირიქით, მინდა გამიხსნათ.

From: კრისტიან გრეი


Subject: ფრთხილად, თორემ სურვილი აგისრულდებათ...
Date: 31 მაისი 2011, 16:31
To: ანასტასია სტილი

არა მარტო გაგიხსნი, მთლიანად გაგხდი...

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: სუნთქვაშეკრული...
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 19:33
To: კრისტიან გრეი

არ აჩქარდე, ნელა გამხადე...

From: კრისტიან გრეი


Subject: კვნესა
Date: 31 მაისი, 2011, 16:35
To: ანასტასია სტილი

როგორ მინდა, შენთან ვიყო...

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: კვნესა
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ.19:37
To: კრისტიან გრეი

რატომ ვარ ასე შორს შენგან?

– ანა! – მოულოდნელობისგან ვხტები, დედის ხმარეალობაში მაბრუნებს. ჯანდაბა!


თავს დამნაშავედ რატომ ვგრძნობ?!
– მოვდივარ, დე!

From: ანასტასია სტილი


Subject: კვნესა
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ.19:39
To: კრისტიან გრეი

ჩემი წასვლის დროა.


კარგად!

ჰოლში გავრბივარ, სადაც ბობი და დედა მელოდებიან. დედა შეშფოთებული წარბებს


კრავს.
– საყვარელო, ლოყები აგწითლებია, ავად ხომ არ გახდი?
– არა, დე, კარგად ვარ.
– არაჩვეულებრივად გამოიყურები, ძვირფასო!
– კეიტის კაბაა, მოგწონს?
დედა კიდევ უფრო მეტად კრავს კოპებს.
– კეიტის კაბა რატომ გაცვია?
ოჰ... არა!
– მე მომეწონა, კეიტი კი არც იცვამდა, – ვთხზავ და თვალსაც არ ვახამხამებ.
დედა დაეჭვებული შემომცქერის. ბობი, ზღურბლთან გაჩერებული, ორივეს
დამნაშავის გამომეტყველებით და მშიერი თვალებით შემოგვყურებს.
– ხვალ მაღაზიებში გავიაროთ, – მეუბნება დედა.
– არ მინდა, დე, უამრავი ტანსაცმელი მაქვს.
– არ შეიძლება, საკუთარ შვილს საჩუქარი გავუკეთო? წამოდი, ბობი შიმშილით კვდება.
– კიდევ კარგი, – კვნესის ბობი შეწუხებული სახით და ხელს მუცელზე ისვამს.
ვხითხითებ და ყველა ერთად სახლიდან გავდივართ.

მოგვიანებით, ოდნავ თბილი შხაპის ქვეშ იმაზე ვფიქრობ, როგორ შეიცვალა დედა.
ვახშამზე თავის სტიქიაში იყო, გოლფკლუბში მთელი საღამო მეგობრებთან ხუმრობდა
და ფლირტაობდა, ბობი კი მასზე ზრუნავდა და ყურადღებით ეპყრობოდა. ნამდვილად
ერთმანეთისთვის არიან შექმნილი და ძალიან მიხარია, რომ დედა ბედნიერია. მეც აღარ
მომიწევს მის ქცევაზე ნერვიულობა და უკვე გაფუჭებული საქმეების გაანალიზება.
როგორც ჩანს, მესამე განქორწინების შემდგომი მძიმე პერიოდი უკან დარჩა. ბობი
მისთვის მყარ საყრდენად იქცა. თანაც არაჩვეულებრივი რჩევა მომცა... საინტერესოა,
როდის შეიცვალა ასე? მგონი, მას შემდეგ, რაც კრისტიანს შევხვდი. ასე რატომ მოხდა?
ტანს ნაჩქარევად ვიმშრალებ და „მაკისკენ“ მივრბივარ. ორი საათის წინ, ჩემი
წასვლისთანავე გამოგზავნილი წერილი მხვდება.

From: კრისტიან გრეი


Subject: პლაგიატი
Date: 31 მაისი, 2011, 16:41
To: ანასტასია სტილი

თქვენ მე რეპლიკა მომპარეთ და ჰაერში გამოკიდებული დამტოვეთ.


სასიამოვნო ვახშამს გისურვებთ,

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ვინ ვის მოჰპარა?!
Date: 31 მაისი 2011, აღმ. დრ. 22:18
To: კრისტიან გრეი

სერ, სინამდვილეში ეს ფრაზა ელიოტს ეკუთვნის. იქნებ დააზუსტოთ, კონკრეტულად


რომელ მდგომარეობაში ჩამოგკიდეთ?

თქვენი ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: დაუსრულებელი საქმე
Date: 31 მაისი, 2011, 19:22
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, რა კარგია, რომ დაბრუნდით. თქვენ მე სრულიად შეუფერებელ დროს


მიმატოვეთ. რაც შეეხება იმ თქვენს ელიოტს, როგორც ჩანს, დიდი ორიგინალობით არ
გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, ეს ფრაზა იმანაც ვიღაცას მოჰპარა. ვახშამმა როგორ
ჩაიარა?

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
From: ანასტასია სტილი
Subject: დაუსრულებელი?
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 22:26
To: კრისტიან გრეი

ვახშამი ფრიად მსუყე იყო. გაგეხარდებათ ალბათ იმის გაგება, რომ ზედმეტიც კი
მომივიდა. რას ნიშნავს შეუფერებელ დროს?

From: კრისტიან გრეი


Subject: დაუსრულებელი საქმე – განსაზღვრება
Date: 31 მაისი, 2011, 19:30
To: ანასტასია სტილი

თავს ძალით ისულელებთ? მომეჩვენა თუ მართლა მთხოვეთ, კაბა გამეხსნა?


გაგრძელებას ველოდი. იმის მოსმენა კი ნამდვილად მიხარია, რომ ხანდახან მაინც
იკვებებით.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ამისთვის არსებობს სწორედ დასვენება
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 22:36
To: კრისტიან გრეი

რა თქმა უნდა, ვიკვებები და თანაც არა ხანდახან. უბრალოდ უხერხულობა, რომელსაც


თქვენი თანდასწრებით განვიცდი, ყოველგვარ მადას მიკარგავს. ძალით კი თავს
არასოდეს ვისულელებ, მისტერ გრეი. იმედი მაქვს, ამას დაიმახსოვრებთ. ;)

From: კრისტიან გრეი


Subject: მოუთმენელი მოლოდინი
Date: 31 მაისი, 2011, 19:40
To: ანასტასია სტილი

დავიმახსოვრებ, მის სტილ, ეჭვიც არ შეგეპაროთ და მომავალში ამ ცოდნასაც


გამოვიყენებ. საწყენია, რომ ჩემი თანდასწრებით მადას კარგავთ, იმედი მქონდა,
პირიქით, უფრო ავხორც სურვილებს გიღვიძებდით. ერთი სული მაქვს, როდის გნახავთ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი
From: ანასტასია სტილი
Subject: ავხორცი სურვილები? ენათმეცნიერება
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 22:36
To: კრისტიან გრეი

ისევ განმარტებით ლექსიკონს იყენებთ?

From: კრისტიან გრეი


Subject: წყობიდან გამოყვანილი
Date: 31 მაისი, 2011, 19:40
To: ანასტასიასტილი

მის სტილ, მეტისმეტად კარგად გყავართ შესწავლილი.


ახლა ძველ მეგობართან ერთად ვაპირებ ვახშამს. იქამდე კი საჭესთან ვიქნები. კარგად!
©

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ვინ ძველ მეგობართან ერთად? კრისტიანის ძველი მეგობარი სხვა არავინ ვიცი, გარდა
იმ დედაბრისა... რა უსიამოვნო გრძნობაა. ნუთუ კიდევ ხვდება ხოლმე? მწველი,
შხამიანი ეჭვი ერთიანად მიპყრობს. მინდება, ბოღმა ამოვანთხიო, რაღაცას დავარტყა,
ყველაზე კარგი კანდიდატურა მისის რობინსონი იქნებოდა. გაცეცხლებული, ნოუთბუქს
ვთიშავ და საბნის ქვეშ ვძვრები.
კარგი იქნებოდა, დილანდელ გრძელ წერილზე გამეცა პასუხი, მაგრამ ძალიან
გაბრაზებული ვარ. რატომ ვერ ხვდება, რომ ის ქალი ბავშვების შემაცდენელია? შუქს
ვაქრობ და გულში ათუხთუხებული ბოღმით სიბნელეს ვაჩერდები. როგორ გაბედა,
დაუცველი ბავშვი გაეუბედურებინა? ნუთუ დღემდე კიდევ ამას აკეთებს? მაშ,
რატომდაშორდნენ? საინტერესოა, გათხოვილია? ან იქნებ გაშორებული? შვილები ჰყავს?
კრისტიანისგან რომ ჰყავდეს?! ჩემი ქვეცნობიერი ბოროტი ქირქილით თავს სწევს.
გულისრევის შეგრძნება მაქვს... ნეტა იმ ქალის ამბავი ექიმმა ფლინმა იცის? სასწრაფოდ
ვდგები და ისევ ნოუთბუქს ვრთავ. სანამ კომპიუტერი იტვირთება, თავსახურზე
თითებს ნერვიულად ვაკაკუნებ. გუგლის საძიებელში „კრისტიან გრეი“ შემყავს და
მონიტორი კრისტიანის ფოტოსურათებით ჭრელდება: ყელზე პეპელა ჰალსტუხით,
საღამოს კოსტიუმში... შემდეგი, ღმერთო, ეს ხომ სასტუმრო „ჰიტმანში“ ხოსეს
გადაღებულია... – კრისტიანი თეთრ პერანგსა და შარვალში. ეს ფოტოები ინტერნეტში
როგორ მოხვდა? ღმერთო, რა წარმოუდგენლად ლამაზია!
ალბომებს ნაჩქარევად ვათვალიერებ: ზოგიერთზე კოლეგებთან ერთად არის
გადაღებული, ერთიმეორეზე უკეთესი ფოტოებია. კრისტიანი ჩემი ახლო ნაცნობებიდან
ნამდვილად ყველაზე ფოტოგენური კაცია. ახლო ნაცნობებიდან? ხომ არაფერი მეშლება?
თუმცა კი მეტის ცოდნა მინდა. მე მხოლოდ ის ვიცი, როგორია კრისტიანი ლოგინში. ის
ცვალებადია, მარტოსული, თან გონებამახვილი, ცივი და ამავე დროს თბილი და
ვნებიანი... ურთიერთწინააღმდეგობათა მოსიარულე თაიგულია... შემდეგი გვერდი...
ყველგან მარტოა და მახსენდება, რომ კეიტიც ეძებდა მის სურათს ქალთან ერთად და
რადგან ვერ ნახა, გადაწყვიტა, რომ გეი იყო. მესამე გვერდზე გამოსაშვებ ცერემონიაზე
გადაღებული ჩემი და კრისტიანის ფოტოა. ეს ერთადერთია, სადაც ის ქალთან ერთად
არის გადაღებული და ეს ქალი მე ვარ. ოჰო! გუგლში ვარ! სურათს ვაკვირდები.
ფოტოგრაფმა ჩემთვის მოულოდნელად გადაგვიღო და შეცბუნებული და აღელვებული
გამომეტყველება მაქვს. ეს სწორედ ის წამია, როცა კრისტიანს ვეუბნები, რომ მზად ვარ
ვცადო. კრისტიანი კი პირიქით – მოწესრიგებულია და საოცრად კარგად გამოიყურება.
ის ჰალტუხი უკეთია. მის სახეს შევყურებ და გული მეწურება იმის გაფიქრებაზე, რომ
ახლა, ზუსტად ამ წუთას, ამ სახეს ის დედაბერი, მისის რობინსონი ხედავს!
ფოტოსურათს ვინახავ და დანარჩენ თვრამეტ გვერდსაც ვათვალიერებ. მისის
რობინსონს გუგლში ვერ ვპოულობ. გავგიჟდები, რომ ვერ გავიგო, ვისთან ერთად
ვახშმობს! მოკლე შეტყობინებას ვწერ.

From: ანასტასია სტილი


Subject: შესაფერისი თანამეინახე
Date: 31 მაისი, 2011, აღმ. დრ. 23:58
To: კრისტიან გრეი

იმედი მაქვს, ძველ მეგობართან ვახშამმა სასიამოვნოდ ჩაიარა.

ანა
პ.ს. ეს მისის რობინსონია?

წერილს ვგზავნი და ვწვები, თან საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, ამ ქალთან


ურთიერთობაზე კრისტიანს სიმართლე გამოვტყუო. ჩემს ერთ ნაწილს ბოლომდე
ყველაფრის გაგება უნდა, მეორეს კი სამუდამოდ ყველაფრის დავიწყება. მენსტრუაცია
მეწყება და დილას ჩასახვის საწინააღმდეგო აბი უნდა დავლიო. „ბლეკბერიში“ თარიღს
ვინიშნავ. ტელეფონს ტუმბოზე ვდებ და, ბალიშში ჩაფლული, აფორიაქებულ ძილში
ვეშვები. ვნატრობ, რომ აქ იყოს და არა ოცდახუთი ათასი მილით ჩემგან შორს. დილით
მაღაზიებში გასეირნების, სადილისა და პლაჟზე შევლის შემდეგ, დედა დასალევად
მეპატიჟება. ბობს სახლში, ტელევიზორთან ვტოვებთ, ჩვენ კი სავანის საუკეთესო
სასტუმროს ბარში შევდივართ. მე მეორე „კოსმოპოლიტენს“ ვწრუპავ, დედა მესამეს და
ისევ მამაკაცების სათუთი ეგოს კვლევის თემას უბრუნდება. ეს უკვე მაფორიაქებს!..
– იცი, რაშია საქმე, ანა? ყველაფერს, რასაც ქალები ამბობენ, კაცები იმ პრობლემად
აღიქვამენ, რომელიც აუცილებლად უნდა გადაჭრან. ქალის სიტყვა მათთვის უბრალო
სიტყვა კი არ არის, არამედ სამოქმედო სახელმძღვანელოა.
– დე, აუცილებელია ამაზე ლაპარაკი? – უკვე ვეღარ ვითმენ. მთელი დღეა, ამ თემის
გარშემო ტრიალებს.
– ანა, ძვირფასო, უბრალოდ... დაბნეული მეჩვენები. ბიჭები არასოდეს მოგიყვანია
სახლში, ვეგასშიც არავის ხვდებოდი. მეგონა, შენ და ხოსეს რაღაც გამოგივიდოდათ...
– დე, ხოსე მხოლოდ მეგობარია!
– ვიცი, საყვარელო. მაგრამ ვხედავ, რომ რაღაც გჭირს და არაფერს მეუბნები.
დედა აფორიაქებული გამომეტყველებით, მაგრამ სიყვარულით შემომყურებს.
– უბრალოდ კრისტიანისგან მოშორებით მინდოდა ყოფნა, რომ აზრები
დამელაგებინა... სულ ეს არის. კრისტიანის გამოჩენით ყველაფერი შემეცვალა.
– ყველაფერი შეგეცვალა?
– ჰო, მენატრება,უიმისოდ თავს ცუდად ვგრძნობ.
მთელი დღე კრისტიანისგან არაფერი მიმიღია, არც წერილი, არც შეტყობინება. ერთი
სული მაქვს, დავურეკო და დავრწმუნდე, რომ კარგად არის. ყველაზე მეტად
ავტოკატასტროფის მეშინია, მეორე შიში კი ის არის, რომ მისის რობინსონმა ისევ
ჩაბრჭყალა. მესმის, რომ მოწმენდილ ცაზე, უსაფუძვლოდ ვიღიზიანებ თავს, მაგრამ
როცა საქმე იმ ქალს ეხება, აზროვნების უნარს საბოლოოდ ვკარგავ.
– საყვარელო, საპირფარეშოში გავალ, თავს მოვიწესრიგებ.
მარტოდ დარჩენილი, „ბლექბერის“ უკვე მერამდენედ დავყურებ და ფოსტას ვამოწმებ.
როგორც იქნა!

From: კრისტიან გრეი


Subject: ჩემი თანამეინახე
Date: 1 ივნისი 2011, აღმ. დრ. 21:40
To: ანასტასია სტილი

ნამდვილად, მე მისის რობინსონთან ერთად ვივახშმე. ის ჩემი ძველი მეგობარია და


მეტი არაფერი, ანასტასია. მოუთმენლად ველი შეხვედრას. მენატრები.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ესე იგი, არ შემშლია, მისის რობინსონი იყო! ადრენალინი და უძლური გაცეცხლება


ერთიანად მიპყრობს და მთელ სხეულში მითუხთუხებს. ჩემი შიში მართლდება. ეს
როგორ გაბედა? სულ ორი დღეა, რაც მის გვერდით არა ვარ და უკვე იმ კუდიან
დედაბერთან გარბის.

From: ანასტასია სტილი


Subject: ძველი მეგობარი
Date: 1 ივნისი 2011, აღმ. დრ. 21:42
To: კრისტიან გრეი
ის ქალი მხოლოდ ძველი მეგობარი არ არის. მინდოდა მეკითხა, ახალი მსხვერპლი თუ
ჰყავს? რომელიმე უცოდველი მოზარდი... მისთვის შენ ალბათ უკვე მობერებული ხარ!
ისე, რატომ დაშორდით?

წერილს ვგზავნი თუ არა, დედა ბრუნდება.


– გაფითრებული ხარ, ანა, რა მოხდა?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
– არაფერი. დალევა კიდევ მინდა...
დედა კოპებს კრავს, მაგრამ ოფიციანტს იხმობს და ხელით ჭიქებზე ანიშნებს.
ოფიციანტს უნივერსალური ენა, რომელზეც ეს ჟესტი „გამეორებას“ ნიშნავს,
მშვენივრადესმის და თავს უქნევს. თვალს ტელეფონისკენ ვაპარებ.

From: კრისტიან გრეი


Subject: ფრთხილად...
Date: 1 ივნისი 2011, აღმ. დრ. 21:45
To: ანასტასია სტილი

ფოსტით ამ თემის განხილვას არ ვაპირებ.


ზედმეტი ხომ არ მოგივა ამდენი „კოსმოპოლიტენი“?

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა! აქ არის!..
აქეთ-იქით ნერვიულად ვიხედები. არ ჩანს...
– ანა, რა დაგემართა? ისეთი სახე გაქვს, გეგონება მოჩვენება დაინახე!
– კრისტიანია აქ.
– რა, მართლა?
დედაც ბარში ხალხის თვალიერებას იწყებს.
დედასთვის იმის თქმა, რომ კრისტიანი დევნის მანიით არის შეპყრობილი, ნამდვილად
არ მინდა...
ვხედავ... სანამ კრისტიანი ჩვენამდე მოდის, გული ლამის ამომივარდეს. ის აქ ჩემ
გამოა!.. ჩემი შინაგანი ქალღმერთი ტაშის კვრით და აღფრთოვანებული შეძახილებით
სავარძლიდან მის შესახვედრად ხტება. კრისტიანი რამდენიმე ადამიანს გვერდს უვლის,
ჰალოგენურ განათებაში თმაზე მოწითალო სპილენძისფერი გადასდის. ნათელი
ნაცრისფერი თვალები უელავს... ბრაზით? ტუჩები მჭიდროდ მოკუმული და ქვედა ყბა
დაძაბული აქვს. ჯანდაბა! წუთის წინ მზად ვიყავი, მომეკლა და აი, ის აქ არის... დედას
თანდასწრებით როგორ ვეჩხუბო?
კრისტიანი მაგიდას უახლოვდება, თვალებში მიყურებს და მაკვირდება. ტანზე ტილოს
პერანგი და ჯინსი აცვია.
– გამარჯობა, – მისი ნახვით გამოწვეულ აღფრთოვანებას და აფორიაქებას ვერაფრით
ვმალავ, ხმა მიწყდება და როგორღაც წრიპინით ვესალმები.
– გამარჯობა, – მპასუხობს კრისტიანი, იხრება და ლოყაზე მკოცნის.
– კრისტიან, გაიცანი ეს დედაჩემია, კარლა, – ვეუბნები მე. აფორიაქების მიუხედავად
ეტიკეტის წესები არ მავიწყდება.
კრისტიანი მისკენ ბრუნდება.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მისის ადამს.
გვარი საიდან იცის? კრისტიანი დედას თავისი საფირმო, განმაიარაღებელი ღიმილით
უღიმის, რომლის წინაშე დედაჩემიც ყველა დანარჩენივით უძლურია – ყბა ლამის
მაგიდაზე ჩამოვარდეს. ღმერთო ჩემო, დე! თავი ხელში აიყვანე! ის კრისტიანის
გაწვდილ ხელს უსიტყვოდ აგებებს თავისას. კი მაგრამ, რა ხდება, ასეთ წუთებში
მეტყველების უნარის დაკარგვა ჩვენი გენეტიკური დაავადებაა?
– კრისტიან, – როგორც იქნა სუნთქვის აღდგენასთან ერთად ხმის ამოღებასაც ახერხებს
დედა.
კრისტიანი თვალებში აციმციმებული ნაპერწკლებით კიდევ ერთხელ უღიმის. მე კი
ორივეს კოპებშეკრული შევყურებ.
– აქ საიდან გაჩნდი?
ალბათ იმაზე მეტად მკაცრი ხმა მაქვს, ვიდრე ვაპირებდი, – ღიმილი სახიდან მაშინვე
უქრება და შეშფოთებულ გამომეტყველებას იღებს. მისი დანახვა არანორმალურად
მიხარია, მაგრამ მისის რობინსონის გახსენებაზე ლამის სისხლი ამიდუღდეს ძარღვებში.
ვერ ვარკვევ, უფრო მეტად რა მინდა: იმ დედაბრის გამო ვეჩხუბო თუ მოვეხვიო? და
წარმოდგენა არა მაქვს, თვითონ კრისტიანს რა უნდა... საინტერესოა, რამდენ ხანს
გვითვალთვალებდა? თან ჩემი ბოლო წერილიც მაწუხებს.
– გადავწყვიტე, შენს სანახავად ჩამოვსულიყავი, – მეუბნება უდარდელი ხმით
კრისტიანი. ღმერთო, საერთოდ რამეზე ფიქრობს? – ამ სასტუმროში გავჩერდი.
– ამ სასტუმროში? – ამფეტამინზე შემჯდარი მეორეკურსელივით წამოყვირება
გამომდის.
– გუშინ ხომ მომწერე, შენი ნახვა მინდაო, – კრისტიანი ჩუმდება და ჩემს რეაქციას
აკვირდება, – ჩვენი მიზანია, კლიენტს ვასიამოვნოთ, მის სტილ.
მის მშვიდ ინტონაციაში იოტისოდენა ირონიაც კი არ იგრძნობა. სულ გაგიჟდა? მისის
რობინსონზე იმ ყველაფრის მიწერა ალბათ არც ღირდა... იქნებ მესამე – მალე მეოთხესაც
კი მომიტანენ – „კოსმოს“ ბრალია?
დედა ორივეს შეშფოთებული გამომეტყველებით შემოგვცქერის.
– არ შემოგვიერთდებით, კრისტიან? – დედა ოფიციანტს ხელს უქნევს და ისიც
რამდენიმე წამში მაგიდასთან ჩნდება.
– ჯინტონიკი, – ეუბნება კრისტიანი, – „ჰენდრიქსი“, თუ „ჰენდრიქსი“ არ გაქვთ, –
„ბომბეი საფირი“. პირველ შემთხვევაში კიტრით, მეორეში ლაიმით.
ჯანდაბა!.. მარტო კრისტიანს შეუძლია კოქტეილის უბრალო შეკვეთისგან მთელი
სპექტაკლი დადგას!
– ორი „კოსმოც“, – ვამატებ მე და თვალს მისკენ ვაპარებ. დედასთან დალევის უფლება
ხომ მაინც მაქვს?!
– დაბრძანდით, კრისტიან.
– გმადლობთ, მისის ადამს.
დახვეწილი მოძრაობით სკამს სწევს და ჩემ გვერდით ჯდება.
– მაშასადამე შემთხვევით იმ სასტუმროს ბარში აღმოჩნდი, სადაც ჩვენ დასალევად
შემოვედით? – მთელი ძალით ვცდილობ, აფორიაქება არ შევიმჩნიო.
– არა, ეს თქვენ შემოხვედით შემთხვევით დასალევად იმ სასტუმროს ბარში, სადაც მე
ვცხოვრობ, – თვალის დაუხამხამებლად მპასუხობს კრისტიანი, – ახლახან ვისადილე,
ქვევით ჩამოვედი და აღმოჩნდა, რომ თქვენც აქ ხართ. დამთხვევა არ გინდა?! – თავს
გვერდზე ხრის და თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი უხტის. ...კიდევ კარგი, იქნებ
გამოსწორდეს კიდეც სიტუაცია.
– დილით მაღაზიებში გავიარეთ, სადილის შემდეგ პლაჟზე ვიყავით, საღამოს კი ბარში
შემოსვლა გადავწყვიტეთ, – ვბუტბუტებ მე და ისიც კარგად მესმის, რომ თავის
მართლება გამომდის.
– ეს ტოპიც დილას იყიდეთ? – მითითებს ახალ მწვანე აბრეშუმის ბლუზზე, – ფერი
გიხდება და გარუჯვაც მოგისწრია. არაჩვეულებრივად გამოიყურები
ვწითლდები, ვერ ვხვდები, კომპლიმენტზე რა ვუპასუხო.
კრისტიანი ხელს მკიდებს და ცერა თითს ხელის გულზე ნაზად მისვამს. ნაცნობი
ელექტრული მუხტი კანქვეშ აღწევს, სისხლს მიჩქარებს და სხეულის ყოველ წერტილს
სიმხურვალედ ედება. ორი დღეა, ერთმანეთი არ გვინახავს. ღმერთო... საშინლად
მინდა... სუნთქვა მიხშირდება. უხერხულობისგან თვალებს ვახამხამებ და ვუღიმი,
კრისტიანის გამოძერწილივით ლამაზ ტუჩებსაც ღიმილი აპობს.
– მეგონა, სიურპრიზს გაგიკეთებდი, მაგრამ დამასწარი და, როგორც ყოველთვის, შენ
მაჯობე.
წამიერად დედასკენ ვიხედები და ვხედავ, რომ კრისტიანს თვალს არ აშორებს,
გეგონება, ეგზოტიკური ცხოველი იყოს და პირველად ხედავდეს... გეყოფა, დე!
გასაგებია, რომ საყვარელი ადრე არასდროს მყოლია და უკვირს; კრისტიანისთვის
საყვარლის დარქმევა ნამდვილად პირობითია, მაგრამ ნუთუ ასეთი რთული დასაშვებია
ასეთ კაცს მოვეწონო? „ნამდვილად რთული დასაშვებია და სწორედ იმიტომაც, რომ
ასეთია, შეხედე ერთი!“ – მკენწლავს ჩემი ქვეცნობიერი. ხმა ჩაიგდე, შენ არავინ
გეკითხება!
– არ მინდა, ხელი შეგიშალოთ. კოქტეილს დავლევ და გავიქცევი, საქმეები მაქვს, –
ამბობს კრისტიანი.
– ძალიან მიხარია, რომ ერთმანეთი გავიცანით, კრისტიან, – ხმა უბრუნდება დედას, –
ანა ისეთი სიყვარულით მიყვებოდა თქვენზე...
– მართლა?
კრისტიანი წარბს სწევს და სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება ეფინება, მე კი ისევ
ვწითლდები.
მაგიდას ოფიციანტი უახლოვდება და კოქტეილები მოაქვს.
– „ჰენდრიქსი“, სერ, – საზეიმოდ აცხადებს ის.
– გმადლობ, – ცალყბად პასუხობს კრისტიანი.
„კოსმოს“ ბოლო ყლუპს ნერვულად ვწრუპავ.
– ჯორჯიაში როდის ჩამოხვედით? – ეკითხება დედა.
– პარასკევს, მისის ადამს.
– მოდით, ხვალ ერთად ვივახშმოთ?! აჰ, ძალიან გთხოვთ კარლა დამიძახეთ.
– სიამოვნებით, კარლა.
– ძალიან კარგი. ცოტა ხნით დაგტოვებთ, თავს მოვიწესრიგებ.
დედა, ახლა იქ არ იყავი?! ნერვები კიდევ უფრო მეწეწება და სასოწარკვეთილი
გავყურებ, როგორ მიდის საპირფარეშოსკენ.
– ესე იგი, გაბრაზდი, რომ ძველ მეგობართან ერთად ვივახშმე? – კრისტიანი ანთებული
მზერით თვალებში მიყურებს, ჩემს ხელს იღებს და ყველა თითს სათითაოდ მიკოცნის.
ღმერთო, ოღონდ აქ არა!
– კი, გავბრაზდი, – ვპასუხობ ჩურჩულით და საფეთქლებში სისხლის მოწოლას
ვგრძნობ.
– ჩვენი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, ანასტასია, – მეუბნება ის
ხმადაბლა, – მე მხოლოდ შენ მჭირდები. რატომ არ გინდა ამის გაგება?
– ის ხომ ბავშვების გამრყვნელია, კრისტიან! – პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი
მეკვრება.
კრისტიანი ფერს კარგავს, ფითრდება.
– ძალიან სუბიექტური ხარ, სინამდვილეში ასე არ არის, – ჩურჩულებს ის და ხელს
მიშვებს.
ეს მე ვარ სუბიექტური?
– მაშინ ამიხსენი, – „კოსმო“ სიმამაცეს მმატებს. ასეთი პირდაპირობით დაბნეული
კრისტიანი კოპებს კრავს, – თხუთმეტი წლის ბიჭის გამოუცდელობით ისარგებლა, შენ
რომ გოგო ყოფილიყავი, უცოდველი და უმწეო, ის კი კაცი და სადო-მაზოხისტურ
ურთიერთობაში ჩაეთრიე, იგივე არ იქნებოდა? შენ ადგილას მია რომ ყოფილიყო, მაშინ
რას იტყოდი?
კრისტიანს სუნთქვა ეკვრება და კოპებს კრავს.
– ანა, ასე არ იყო.
თვალებში დაჟინებით შევყურებ.
– გაიგე, ჩემს შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა, – მეუბნება წამის შემდეგ
მშვიდი ხმით, – ჩვენს ურთიერთობებში ისეთი არაფერი მომხდარა, რაც მე არ მინდოდა.
– არ მესმის, – დაბნევის ჩემი ჯერი დგება.
– ანასტასია, დედაშენი მალე დაბრუნდება, არა მგონია, მისი თანდასწრებით ამ თემაზე
ლაპარაკი ღირდეს. ჯობია, სხვა დროს გავაგრძელოთ. თუ გინდა, რომ წავიდე, წავალ,
თვითმფრინავი ჰილტონჰედში მელოდება.
გაბრაზდა... ღმერთო, არა!..
– არ წახვიდე, გთხოვ! მართლა ძალიან მიხარია, აქ რომ ხარ. რატომ არ გესმის,
იმაზევბრაზდები, რომ წამოვედი თუ არა, ის ქალი ვახშამზე დაპატიჟე. არ გახსოვს, რა
გემართება ხოლმე, როგორც კი ჰორიზონტზე ხოსე ჩნდება? არადა ის ხომ მართლა
მხოლოდ მეგობარია! თქვენგან განსხვავებით, ჩვენ სექსი არასოდეს გვქონია... –
ვჩუმდები, ამ თემის გაგრძელება არ მინდა.
– ეჭვიანობ? – მეკითხება გაოგნებული და თვალებში გამომეტყველება უთბება.
– ჰო, და ვბრაზდები, ასე რომ მოგექცა.
– ანასტასია, ის მომეხმარა, მეტს არაფერს გეტყვი. ეჭვიანობას რაც შეეხება, თავი ჩემს
ადგილზე წარმოიდგინე. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უფლება არავისთვის
მიმიცია, ჩემი საქციელი გაეკრიტიკებინა... საერთოდ არავისთვის. მიჩვეული ვარ, ისე
მოვიქცე, როგორც საჭიროდ ჩავთვლი და ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მისის
რობინსონი იმიტომ არ მიმიწვევია ვახშმად, რომ შენთვის მეწყენინებინა, ადრეც ხომ
გითხარი, ჩვენ ხანდახან ერთად ვვახშმობთ ხოლმე. ის ჩემი მეგობარი და საქმიანი
პარტნიორია.
საქმიანი პარტნიორი? ეს რაღაც ახალია!..
კრისტიანი თვალებში მიყურებს და ჩემს რეაქციას აკვირდება.
– ჰო, საქმიანი პარტნიორი. ჩვენი სექსუალური ურთიერთობა დიდი ხანია წარსულს
ჩაბარდა.
– რატომ დაშორდით?
– ქმარმა გაუგო.
ჯანდაბა!
– მოდი ამაზე სხვა დროს და უფრო შესაფერის ადგილას ვილაპარაკოთ, – ოდნავი
გაღიზიანებით მეუბნება ბოლოს.
– ეჭვი მეპარება, ოდესმე იმაში დამარწმუნო, რომ პედოფილიისკენ მიდრეკილება არა
აქვს.
– ის გარყვნილი ავადმყოფი არ არის და არც არასდროს ყოფილა, ანასტასია... გეყოფა
ამაზე ლაპარაკი! – ხმას უწევს კრისტიანი.
– გიყვარდა?
– მოგენატრათ ერთმანეთი? – მაგიდასთან მობრუნებული დედა ლაპარაკს
გვაწყვეტინებს.
ერთმანეთს მაშინვე ვშორდებით და საზურგეებს ვეყუდებით, დედას ნაძალადევად
ვუღიმი და რატომღაც თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
დედა დაკვირვებით შემომყურებს.
– ჰო, დე.
კრისტიანი კოქტეილს ხმის ამოუღებლად სვამს და თვალს არ მაშორებს.
შეშფოთებული გამომეტყველება აქვს. რაზე ფიქრობს? უყვარდა თუ არა? ნამდვილად
ვერ გადავიტან, თუ უყვარდა...
– დიდი მადლობა ქალბატონებო, ჩემი წასვლის დროა. სასიამოვნო საღამოს
გისურვებთ.
არა... არა! ასე უპასუხოდ ჰაერში გამოკიდებულ გაუგებარ მდგომარეობაში ვერ
დამტოვებს!
– თუ შეიძლება, კოქტეილები ჩემს ანგარიშზე ჩაწერეთ, ოთახის ნომერი – 612. დილას
დაგირეკავ, ანასტასია. ხვალამდე, კარლა!
– რა სასიამოვნოა, როდესაც სრული სახელით გიხსენიებენ.
– ულამაზესი ქალბატონისთვის შესაფერისი ულამაზესი სახელი გქვიათ, – დაბალი
შემპარავი ხმით წარმოთქვამს კრისტიანი და დედას გაწვდილ ხელს ართმევს, მასაც
სიამოვნებისგან სახე ებადრება.
დედა! შენც, ბრუტუს?
ვდგები და მზერით კითხვაზე პასუხის გაცემას ვთხოვ. კრისტიანი კი ლოყაზე მკოცნის.
– კარგად, – მეუბნება ჩურჩულით და მიდის.
არამზადა! კონტროლის მოყვარული არანორმალური!.. სავარძელში ვეხეთქები და
დედასკენ ვიხედები.
– რა გითხრა, ანა, უნდა ვაღიარო, რომ შოკში ვარ. პარტიაც ამას ჰქვია! არ ვიცი, რა
ხდებოდა, მაგრამ, მგონი, ჯობია, გულახდილად დაილაპარაკოთ და ყველაფერი
გაარკვიოთ. გეტყობათ, რომ ორივეს ერთი სული გაქვთ, მარტო დარჩეთ. თქვენი
შეხედვაც კი საკმარისია და აღეგზნება კაცი, – მეუბნება და თეატრალური ჟესტით სახეს
ხელით ინიავებს.
– დე!
– წადი მასთან.
– არ შემიძლია. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ შენთან ვიყო.
– ანა, ჩემთან იმიტომ ჩამოხვედი, რომ აფორიაქებული და დაბნეული ხარ და საკუთარი
თავისგან გაქცევა გინდოდა! შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ერთმანეთზე გიჟდებით.
ღმერთო ჩემო, შენ სანახავად სამი ათასი მილი გამოიარა! მშვენივრად იცი, რა რთულია
ამხელა მანძილებზე ფრენა.
ვწითლდები. ის, რომ კრისტიანს თვითმფრინავი ჰყავს, დედამ, რა თქმა უნდა, არ იცის.
– რაზე ფიქრობ?
– თავისი თვითმფრინავით ჩამოფრინდა, – ვბუტბუტებ დარცხვენილი, – თანაც სამი კი
არა, აქამდე ორნახევარი ათასი მილია, დე...
რატომღაც მრცხვენია. დედას წარბები შუბლზე ასდის.
– ოჰო! – ჩურჩულებს გაოგნებული გამომეტყველებით, – მისმინე, ანა. მას შემდეგ, რაც
ჩამოხვედი, იმის გაგებას ვცდილობ, რა პრობლემა გაქვთ და ვერ გათქმევინე...
საყვარელო, სირთულეების დაძლევის ერთადერთი საშუალება არსებობს – ერთმანეთს
გულახდილად უნდა დაელაპარაკოთ. რამდენიც უნდა იფიქრო, სანამ არ ეტყვი, რა
გაწუხებს, მდგომარეობა არ გამოსწორდება. დედას შუბლშეკრული შევყურებ.
– ანა, ძვირფასო, საკუთარ თავში ზედმეტი კირკიტი გიყვარს. გულს მოუსმინე. რას
გრძნობ?
ისევ კოპებშეკრული საკუთარ ხელებს დავყურებ.
– მგონი, მიყვარს, – ვპასუხობ ხმადაბლა.
– ვიცი, საყვარელო. იმასაც უყვარხარ.
– არა!
– გეუბნები, უყვარხარ! რა გინდა, აუცილებლად შუბლზე უნდა დაიწეროს ნეონის
ასოებით?! რას ითხოვ?
გაოგნებული შევყურებ. მოწოლილი ცრემლები თვალებს მწვავს.
– ანა, საყვარელო, არ იტირო.
– დე, არ მჯერა, რომ ვუყვარვარ.
– ანა, დამიჯერე, რაც უნდა მდიდარი იყოს ადამიანი, ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც
ყველაფერს მიატოვებს და კონტინენტის მეორე ბოლოში გაფრინდება, რომ ჩაიზე
გესტუმროს. წადი! უკეთეს ადგილს ვერც იპოვით, აქ რომანტიკული გარემოა, თანაც
ნეიტრალურ ტერიტორიაზე ხართ.
მისი მზერისგან ვიშმუშნები. თან მინდა, კრისტიანთან წავიდე, თან – არა.
– საყვარელო, აუცილებელი არ არის სახლში ჩემთან ერთად დაბრუნდე. მინდა
ბედნიერი იყო! შენი ბედნიერების გასაღები ექვსას მეთორმეტე ნომერშია, სახლის კი,
თუ გვიან დაბრუნდები, უკანა ეზოში, იუკას ქვეშ დაგხვდება. თუ არ დაბრუნდები, არც
ეგ არის პრობლემა, უკვე დიდი გოგო ხარ... ოღონდ თავს გაუფრთხილდი.
თმის ძირებამდეც კი ვწითლდები. ღმერთო, დე!
– კარგი, ოღონდ ჯერ „კოსმო“ დავლიოთ.
– ყოჩაღ, ჩემო საყვარელო! – იცინის დედა.
612 ნომრის კარზე მორიდებულად ვაკაკუნებ. კარს ტელეფონით ხელში კრისტიანი
მიღებს, ვიღაცას ელაპარაკება. გაკვირვებული უფრო ფართოდ აღებს კარს და ხელით
მანიშნებს, რომ შევიდე.
– კომპენსაციის ჩათვლით? დანახარჯი? – ეტყობა, რაღაც დიდ ციფრს ეუბნებიან,
კრისტიანი უსტვენს, – შეცდომა ძვირად დაგვიჯდება. ლუკასმა რა თქვა?
გარშემო ვიხედები. ლუქსი რამდენიმე ოთახისგან შედგება, „ჰიტმანის“ ლუქსს ჰგავს.
ახალთახალი, ულტრათანამედროვე ავეჯით გაწყობილი და კედლებზე ბრინჯაოსფერი
ჩუქურთმით გაფორმებული ნომერი მუქ იისფერ და ოქროსფერ გამაშია გადაწყვეტილი.
კრისტიანი მუქი ხის ყუთთან მიდის და მინიბარის კარს აღებს, ხელით მანიშნებს, რომ
რამე დავისხა და საძინებელში გადის. ალბათ არუნდა, რომ ლაპარაკი მოვისმინო.
მხრებს ვიჩეჩავ, არც მაშინ შეწყვიტა საუბარი, კაბინეტში რომ შევედი... წყლის ხმა
მესმის, ის აბაზანას ავსებს. ჩემთვის ფორთოხლის წვენს ვისხამ.
კრისტიანი ოთახში ბრუნდება.
– ანდრეამ ესკიზი გამომიგზავნოს. ბერნი მარწმუნებს, რომ პრობლემა მოაგვარა... – ის
იცინის, – არა, პარასკევს... მე რომ მომეწონა, ის მიწის ნაკვეთია... ჰო, ბილმა დამირეკოს...
არა, ხვალ... ვნახოთ, ჯორჯია რას შემოგვთავაზებს, – კრისტიანი თვალს არ მაცილებს.
ჭიქას მაწვდის და ყინულით სავსე სათლზე მითითებს.
– თუ ჩვენს დარწმუნებას შეძლებენ, დავფიქრდებით, თუმცა ეს საშინელი სიცხე...
დეტროიტს თავისი უპირატესობები აქვს და თანაც იქ ნორმალური ჰავაა... –
მოულოდნელად სახე ექუფრება. რა მოხდა? – ბილმა დამირეკოს. ხვალ, ოღონდ ძალიან
ადრე არა, – ამბობს ბოლოს, ტელეფონს თიშავს და მიყურებს, ჩვენ შორის სიჩუმე
ისადგურებს.
ასე... ჩემი ჯერია.
– კითხვაზე პასუხი არ გამეცი, – ვბუტბუტებ მე.
– არა, – ფრთხილად წარმოთქვამს კრისტიანი და მზერაში სიფრთხილე უჩნდება.
– რას განეკუთვნება შენი „არა“ – იმას, რომ პასუხი არ გამეცი, თუ იმას, რომ არ
გიყვარდა?
კრისტიანი კედელს ეყუდება და მკერდზე ხელებს იჯვარედინებს, სახეზე ღიმილი
დასთამაშებს.
– რისთვის მოხვედი, ანასტასია?
– ხომ გითხარი.
კრისტიანი ოხრავს.
– „არა“ ნიშნავს, რომ არ მიყვარდა.
ის კოპებშეკრული შემომყურებს, შეგრძნება მრჩება, თითქოს ჩემი დაჟინებული
სიჯიუტე თან უკვირს და თან სიამოვნებს.
მე კი ის მიკვირს, რომ საერთოდ სუნთქვის უნარს არ ვკარგავ, ბოლოს, როდესაც
როგორც იქნა, ჰაერს მკერდიდან ვუშვებ, ძველი ტომარასავით ვიჩუტები. მადლობა
ღმერთს! ის დედაბერი მიყვარდაო, რომ ეთქვა, არც კი ვიცი, რა დამემართებოდა!
– ცისფერთვალება ღმერთქალი ხარ, ანასტასია!..
– დამცინით, მისტერ გრეი?
– ვერც კი გავბედავდი.
კრისტიანი თანხმობის ნიშნად თავს კმაყოფილი გამომეტყველებით იქნევს, თვალებში
კი ეშმაკური ნაპერწკლები დაუხტის.
– მე კი მეჩვენება, რომ ბედავთ და თანაც საკმაოდ ხშირად.
მისივე სიტყვებით რომ ვპასუხობ, ეცინება. ნაცრისფერი თვალები უმუქდება.
– ტუჩს თავი დაანებე. ჩემს ნომერში ხარ, სამი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს. შენ
სანახავად მთელი კონტინენტი გადმოვიფრინე, – კრისტიანს მაშინვე ხმა უთბება და
მგრძნობიარე უხდება.
მისი მობილური რეკავს, მაგრამ ისე თიშავს, ნომერსაც არ უყურებს. სუნთქვა
მიხშირდება. ვხვდები, რა უნდა... მაგრამ მე ხომ სალაპარაკოდ მოვედი! კრისტიანი
ნაბიჯს დგამს, მზერა ჟინიანი და მგრძნობიარე აქვს.
– მინდიხარ, ანასტასია, და შენც გინდივარ, ამიტომ ხარ აქ.
– მე სიმართლის გასაგებად მოვედი... – ვჩურჩულებ და ოდნავ უკან ვიხევ.
– ახლა, როცა გაიგე, დარჩები თუ წახვალ?
მიახლოვდება, სხეულით მეხება და მწველი სურვილი მაშინვე ცეცხლივით მედება...
– დავრჩები, – ვჩურჩულებ, იქამდე დახრილ თავს ვწევ და თვალებში ვუყურებ.
– იმედი მაქვს... – მეუბნება კრისტიანი, ზემოდან დამყურებს და მძიმედ სუნთქავს, –
მართლა ძალიან გაბრაზდი ჩემზე?
– კი.
– ოჯახის გარდა არავისთვის ჩემზე გაბრაზების უფლება არ მიმიცია. მიხარია, რომ
გაბრაზდი...
თითების ბალიშებით ლოყაზე ხელს ნაზად მისვამს. ღმერთო ჩემო! მისი სიახლოვე და
მისი ეს გონების დამბინდავი სუნი!.. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ გული შეშლილივით
მიჩქარდება, სისხლი მიდუღდება, სხეულში მხურვალება მეღვრება. კრისტიანი ჩემი
მხრისკენ იხრება და ცხვირის წვერითა და ტუჩებიდან წამოსული თბილი სუნთქვით
მხარს ზემოთ, ყურისკენ მიუყვება, გაშლილ თითებს კი თმაში მიცურებს.
– სალაპარაკო მქონდა... – ვჩურჩულებ ძლივსგასაგონად.
– ახლა, არა.
– მინდოდა მეთქვა...
– მეც.
ყურზე მხურვალე ტუჩებით მკოცნის... მერე ნაზად მკბენს, თმას მქაჩავს, თავს უკან
მაწევინებს და მისკენ მიმართულ გაშიშვლებულ ყელს კოცნით მოწყურებულის
სიხარბით ეწაფება.
– მინდიხარ, – ჩურჩულებს სუნთქვაარეული.
დანებების მხოლოდ ერთი კვნესა მწყდება ტუჩებიდან და შეშლილივით ვეხვევი.
– მენსტრუაცია გაქვს? – მეკითხება კრისტიანი, ისე რომ კოცნას არ წყვეტს.
ჯანდაბა! ვერაფერს დაუმალავ.
– კი, – ვპასუხობ დარცხვენილი.
– გტკივა?
– არა, – სრულიად ვწითლდები. ღმერთო...
ჩემს ტუჩებს წყდება და ზემოდან დამყურებს.
– ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამ?
– კი.
თავს რატომღაც დამცირებულად ვგრძნობ...
– წამოდი, აბაზანა მივიღოთ.
ოჰ, არა...
კრისტიანი ხელს მკიდებს და საძინებელში გავყავარ, რომლის უმეტესი ნაწილიც
უზარმაზარ, დრაპირებულ გადასაფარებლიან საწოლს უჭირავს, თუმცა საწოლს გვერდს
ვუვლით და ორი ოთახისგან შემდგარ აკვამარინითა და მარმარილოთი მოპირკეთებულ
სააბაზანოში შევდივართ. მეორე ოთახში ოთხი ადამიანი თავისუფლად რომ
მოთავსდება, იმხელა ქვის კიბეებიანი აბაზანა დგას. ქაფს ორთქლი ადგას. გარშემო
ქვისავე დასაჯდომებია გაკეთებული და ყველგან სანთლები ანთია, ოჰ... ეტყობა,
ტელეფონზე რომ ლაპარაკობდა, მაშინ აანთო.
– თმისსამაგრი გაქვს?
გაკვირვებული შევყურებ, მერე თითებს ჯინსის ჯიბეში ვიცურებ და რეზინს ვიღებ.
– შეიკარი, – მეუბნება ალერსიანი ხმით.
ვემორჩილები.
სიმხურვალისა და ნესტისგან ტოპი სხეულზე მეწებება. კრისტიანი იხრება და ონკანს
კეტავს. მერე სააბაზანოს პირველ ოთახში გავყავარ და იატაკამდე დაშვებული სარკის
წინ მაყენებს, თვითონ კი ზურგს უკან მიდგება.
– ხელები ასწიე.
ხელებს მორჩილად ვწევ, კრისტიანი ტოპს მხდის და წელზევით შიშველს მტოვებს,
მერე ისე, რომ თვალებიდან მზერას არ მაშორებს, ჯინსის ღილს მიხსნის და ელვას
ქვევით სწევს.
– აქ მინდა გაგჟიმო, ანასტასია.
იხრება და კისერზე მკოცნის, მე თავს გვერდზე ვხრი და კისერს ვუშვერ. მერე იკუზება
და ჯინსსა და საცვალს აუჩქარებლად ეწევა ქვევით.
– ფეხი ასწიე... ახლა მეორე.
ხელებით ნიჟარის კიდეს ვეყრდნობი და ბრძანებას ვასრულებ. ახლა მთლიანად
შიშველი ვარ, ის კი მუხლებზე დგას ჩემ უკან, დუნდულებიდან ბარძაყებში გადამავალ
ხაზზე მკოცნის და ნაზად მკბენს. სუნთქვა მეკვრის... მერე ფეხზე დგება და სარკეში
მიყურებს. ერთი სული მაქვს, ხელები ავიფარო, მაგრამ ცდუნებას ვძლევ. კრისტიანი
მუცელზე ხელს მადებს.
– თვალებს ნუ ხრი, ანასტასია... ულამაზესი ხარ... ახლა საკუთარ შეგრძნებებს
დააკვირდი.
ჩემს ხელებს თავისაში იქცევს, თითებს თითებში მიცურებს და ასე გადაჯაჭვულს
მუცელზე მადებს.
– იგრძენი რა ნაზი კანი გაქვს...
დაბალი და თბილი ხმით ლაპარაკობს. ჩვენს ხელებს წრიულად მუცელზე მისვამს და
მერე მკერდისკენ ინაცვლებს.
– ნახე, რა სავსე მკერდი გაქვს...
ხელს მკერდზე მადებინებს, თავისი ცერა თითებით კი ძუძუს თავებს მიწვალებს.
კვნესით ზურგს ვზნექ. კრისტიანი თითებს მიჭერს და მაშინვე თითქოს ბრძანებას
დამორჩილებულ გამსხვილებულ და გამკვრივებულ ძუძუს თავებს ნაზად მქაჩავს.
სარკეში ვნებიან და გარყვნილ საკუთარ ანარეკლს გაკვირვებული შევყურებ. ღმერთო,
რა კარგია... კვნესით თვალებს ვხუჭავ, ძალა აღარ მყოფნის, ავხორცი ჟინით ატანილი
ქალის კლაკვნას ვუყურო, თავისი და... მისი ხელებით საკუთარი სხეულის სრესით რომ
იასმაგებს ჟინს. კანის სინაზეს მისად ქცეული ჩემი ხელებით შევიგრძნობ, ამ სრესას და
მის ჩუმ ბრძანებებს აყოლილი შეგრძნებების მორევში ვიძირები.
– ასე, კარგია... – ჩურჩულებს კრისტიანი.
ჩვენს გადაჯაჭვულ ხელებს ქვევით – წელიდან თეძოებზე და მერე ბოქვენისკენ
აცურებს. ფეხს უკნიდან ბარძაყებს შორის მიდგამს, ფეხებს მაშლევინებს და ბარძაყით
ფეხებშუა მაწვება. ჩემივე თითებით ბოქვენის თმას ჩაცილებული კლიტორს და ბაგეებს
ეთამაშება, ხან ერთი ხელის გულით ფარავს, ხან მეორით და მელოდიასავით რიტმს
მიჰყვება. გამოცდილი მეთოჯინის ხელში თითქოს მარიონეტად ქცეული, თავს ძლივს
ვიკავებ.
– საკუთარ თავს შეხედე ანასტასია, შეხედე როგორ ბრწყინავ, – ჩამჩურჩულებს ის და
მხრებს კოცნითა და ნაზი კბენით მიფარავს. სადღაც სიღრმიდან ყრუ კვნესა ამომდის...
მოულოდნელად ხელებს მითავისუფლებს.
– ახლა შენ თვითონ, – მეუბნება ჩუმი მბრძანებლური ხმით და უკან იხევს. ვცდილობ,
არ შევჩერდე, იმავე შეგრძნებებს გავყვე, მაგრამ ამაოდ, შედარებაც შეუძლებელია. მე ის
მჭირდება! მის გარეშე ვქრები, არაფერი გამომდის. კრისტიანი ჯერ პერანგს იხდის,
ერთი მოძრაობით თავს ზემოდან იძრობს, მერე ჯინსს.
– მე უკეთესად გამომდის? – სარკეში ასახული მისი მზერა სხეულს ალმოდებულივით
მწვავს.
– კი, ოჰ ღმერთო, კი, გთხოვ!..
ხელებზე ისევ მაფარებს ხელებს და კლიტორის წვალებას იწყებს. ზურგით მის მკერდს
ვეხები, ბეჭებით მის იშვიათ თმას, წელით კი აღგზნებული ასოს. ჩქარა, გთხოვ...
კისერზე ნაზად მკბენს, თვალებს ვხუჭავ და კისრიდან, კლიტორიდან და წელიდან
მომავალ შეგრძნებათა თავბრუდამხვევ კორიანტელში ვეშვები.
მოულოდნელად ჩერდება და მკვეთრი მოძრაობით თავისკენ მაბრუნებს. ერთი ხელით
მაჯებს უკან მაწევინებს და მიჭერს, მეორით „კუდად” დშეკრულ თმას მქაჩავს, სახეს
თავისკენ მაბრუნებინებს და ჟინით და ავხორცი ვნებით ტუჩებში მკოცნის. მისი
არეული სუნთქვა ჩემსას ერწყმის...
– მენსტრუაცია როდის დაგეწყო, ანასტასია?
მოულოდნელი კითხვა მაბნევს.
– გ..გუშინ.
– კარგი.
ხელს მიშვებს და ისევ სარკისკენ მაბრუნებს.
– ნიჟარას დაეყრდენი, – მეუბნება ხმადაბლა, როგორც თამაშების ოთახში, თეძოთი
თავისკენ მიზიდავს და წინ გადახრილს მაყენებს. ხელს ფეხებს შუა მიცურებს და
ცისფერ ძაფს ქაჩავს... ოჰ, არა! ტამპონს ფრთხილად მაძრობს და უახლოეს უნიტაზში
ისვრის. ღმერთო ჩემო!... წამიც და უკვე ჩემშია!.. მე მის სხეულს ვერწყმი, ის ჩემსას...
თავიდან აუჩქარებლად მოძრაობს, ფრთხილად და ჩემს რეაქციას აკვირდება... ოჰ!..
ნიჟარის კიდეს უფრო ძლიერად ვეჭიდები, მძიმედ ვსუნთქავ, ზურგი მეზნიქება, მას
მთლიანად ჩემში, შიგნით ვგრძნობ. ღმერთო, რა მტანჯველი ნეტარებაა... ხელებს
თეძოებზე მიჭერს, ჩქარდება, მოძრაობა მკვეთრი და ძლიერი უხდება, მერე იხრება და
თითებს შორის კლიტორს იქცევს, აჭერს, ქაჩავს... ღმერთო!... ვეღავ ვითმენ.
– ასე... მიდი... კარგია, – ჩახრინწული ხმით ბუტბუტებს კრისტიანი და დაუნდობელი
შეშლილი ჟინით თეძოს წრიულად ატრიალებს... ფეხქვეშ მიწა მეცლება...
ოოოჰ!.. – ხმამაღალი ყვირილით ნიჟარის კიდეს ვაფრინდები, სხეული დენის
დარტყმასავით კონვულსიური ცახცახით მეჭიმება, შიგნით ყველაფერი რამდენჯერმე
მეძაბება და დუნდება... კრისტიანი ჩემ ორგაზმს მოჰყვება, ბოლო ამოსუნთქვასავით
შეშლილი ძლიერი ბიძგით შემოდის, ზურგზე მკერდით მეკვრება და ლოცვასავით
სიღრმიდან ამოხეთქილი ჩემი სახელის ამოძახებით ათავებს...
– ოჰ, ანა! – მისი ხრინწიანი არეული სუნთქვა ჩემსას უერთდება, – ვერ ვძღები შენით,
სულ მინდიხარ, ანა! – ჩამჩურჩულებს ყურში.
იატაკზე ნელა ვეშვებით და კრისტიანის მკლავების ალერსიან ტყვეობაში ვექცევი.
ნუთუ მართლა ასე ვუნდივარ? ნუთუ სულ ვენდომები? ღმერთო, რა საოცარი,
ჯადოსნური, გონების დამბინდავი და ყოვლის წამლეკავი შეგრძნებაა... სიტყვები
ენიდან მოწყვეტას ლამობს, მაგრამ გაოგნებული ვარ და ვერაფერზე ვფიქრობ: მე? მე
ოდესმე გავძღები მისით?
კრისტიანის მუხლებზე ვიკუნტები, ცხვირით კისერში ვეფლობი, ყოველ ჩასუნთქვაზე
მის განუმეორებელ სუნს ვისუნთქავ, ვტკბები... არ მიეხუტო, ვიმეორებ ჩემთვის
მანტრასავით, არ მიეხუტო... მინდა მკერდზე შევეხო, მთელ მკერდს თითი მოვატარო,
ფიგურები გამოვსახო, მაგრამ თავს ვიკავებ, ვიცი, რომ არ უყვარს, ვერ იტანს. ხმის
ამოუღებლად ვწევართ საკუთარ შეგრძნებებში ჩაძირულები. კრისტიანში ვლღვები,
ერთიანად და სრულიად...
– სისხლი მომდის, – ვამბობ ძლივს გასაგონად.
– მე არ მაწუხებს, – ბუტბუტებს ის პასუხად.
– შევამჩნიე, – აღვნიშნავ ოდნავი ირონიით.
– შენ რა, გაწუხებს?
მაწუხებს? ალბათ, უნდა მაწუხებდეს, მაგრამ არა, სრულებითაც არ მაწუხებს. ზურგზე
ვბრუნდები და მაშინვე ზემოდან ჩემზე გადმოხრილს, დაბინდულ, ნაცრისფერ
თვალებში შევყურებ.
– არა, სულერთია.
კრისტიანი იცინის.
– მოდი აბაზანა მივიღოთ.
ხელს მიშვებს, რომ იატაკიდან ავდგეთ. უცებ მკერდზე პატარა მრგვალ ნაწიბურებს
ვამჩნევ. ჩუტყვავილა არ არის, ვფიქრობ მექანიკურად, გრეისმა თქვა, რომ კრისტიანს
ავადმყოფობა მძიმედ არ გადაუტანია. ჯანდაბა... თითქოს დამწვარს ჰგავს, მაგრამ რით?
თავზარდამცემი, მოულოდნელი აზრისგან ვფითრდები. სიგარეტი! მაგრამ ამის
გაკეთება ვის შეეძლო?! მისის რობინსონს? ან იქნებ ნამდვილ დედას? თუმცა შეიძლება
სხვა ახსნაც არსებობდეს და მე ვაბუქებ ზედმეტად, გულში იმედი იღვიძებს, რომ
მეშლება და ყველაფერი ისე არ არის, როგორც მე მგონია.
– რა მოხდა? – მეკითხება შეშფოთებული.
– ეს ხომ ჩუტყვავილას კვალი არ არის?
წამში იცვლება, თითქოს იბოჭება, სადღაც თავის თავში ღრმად იძირება და იკეტება.
სიმშვიდე და უდარდელობა დაეჭვებული, თითქმის ბოროტი გამომეტყველებით
ეცვლება. სახე ექუფრება და ტუჩები წვრილ, ჯიუტ ხაზად ემუწება.
– არა, ჩუტყვავილასი არ არის, – ცალყბად არიდებს პასუხს თავს. მთელი მისი
გამომეტყველება იმას გამოხატავს, რომ ამ თემაზე ლაპარაკს არ აპირებს. მერე დგება,
ხელს მიწვდის და იატაკიდან მაყენებს.
– ტყუილად მიყურებ ასე, – ამატებს გაღიზიანებული და ხელს მიშვებს.
სახე მეფაკლება და თვალებს ვხრი. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, სრულიად ვარ
დარწმუნებული, რომ კრისტიანს ვიღაც სიგარეტებს აქრობდა მკერდზე. გული
მეწურება.
– იმისი ნამოქმედარია? – ენა ისე მისწრებს წინ, რომ შედეგზე დაფიქრებასაც კი ვერ
ვასწრებ.
კრისტიანი ხმას არ იღებს. ისევ თვალებში ვუყურებ, მზერა გაცეცხლებული და
გაბრაზებული აქვს.
– ვინ, იმისი? მისის რობინსონს გულისხმობ? არა! ის კაციჭამია ურჩხული არ არის,
ანასტასია. არ მესმის, შენ რა, მოგწონს, სამყაროს ყველა ცოდვაში რომ იმას
ადანაშაულებ?
შიშველი ღმერთკაცივით ლამაზი ჩემ პირდაპირ დგას, ასო ჩემივე სისხლში აქვს
დასვრილი და ჩვენ, როგორც იქნა, ლაპარაკს ვუბრუნდებით. მეც შიშველი ვარ, არც
არაფერი გვაქვს, რომ ეს სიშიშვლე დავიფაროთ, მარტო ქაფმოდებულ აბაზანაში თუ
ჩავსხდებით. ღრმად ვოხრავ და ასეც ვიქცევი, საოცრად სასიამოვნო თბილ წყალში
ჩავდივარ. მხოლოდ ღრმა აბაზანაში არომატული ქაფის სურნელით მიბნედილი ვბედავ
და ისევ თვალებში უყურებ.
– უბრალოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდი, იმას რომ არ შეხვედროდი...
თავისი... ცხოვრების წესი რომ არ მოეხვია შენთვის...
კრისტიანი ოხრავს, აბაზანაში დაძაბული სახით, კრიჭაშეკრული და თვალებში
ყინულივით ცივი გამომეტყველებით მეორე მხრიდან ჩამოდის და ცდილობს, წყალქვეშ
არ შემეხოს. ჯანდაბა! ნუთუ ასე ძალიან გაბრაზდა?!
მზერა თითქოს აუღელვებელი აქვს, შეუძლებელია მიხვდე, რას ფიქრობს. ისევ სიჩუმე
გვყოფს, მაგრამ გაკვეთილი უკვე კარგად შევითვისე, ახლა თქვენი ჯერია, მისტერ გრეი,
სანამ არ მიპასუხებ, მე მეტს აღარაფერს გკითხავ. ჩემი ქვეცნობიერი ნერვიულად
ფრჩხილების კვნეტას იწყებს, რისკზე მივდივარ... ერთმანეთს უსიტყვოდ შევცქერით,
თვალებით ვიბრძვით, მაგრამ დანებებას და დათმობას არ ვაპირებ. სიჩუმე იწელება,
შეგრძნება მაქვს, რომ საუკუნე გადის... ბოლოს თავს აქნევს და იცინის.
– მისის რობინსონი რომ არა, შეიძლება ახლა დედაჩემივით მეცხოვრა.
დაბნეული თვალებს ვახამხამებ. ნარკომანი გახდებოდა? ქალივით იბოზებდა? თუ
სულაც ორივეს შეათავსებდა?
– იმას ჩემთვის მისაღები სიყვარულით ვუყვარდი.
ჯანდაბა! ეს რაღას ნიშნავს?
– რას ნიშნავს „შენთვის მისაღები სიყვარულით“?
– მან მაიძულა, ჩემთვის გამანადგურებელ გზას არ დავდგომოდი, – კრისტიანი
თვალებში მტკიცედ მიყურებს, – ანასტასია, ძალიან რთულია, იდეალურ ოჯახში
იზრდებოდე და თვითონ სულაც არ იყო იდეალური!..
ოჰ, ღმერთო!.. მოულოდნელობისგან პირი მიშრება. კრისტიანი თვალს არ მაშორებს,
სახეზე რაღაც საიდუმლოებით მოცული გამომეტყველება აქვს, თუმცა ამ
საიდუმლოების გამხელას აშკარად არ აპირებს. ცახცახი მიტანს... ესე იგი, ყველაფრის
მიზეზი კრისტიანის საკუთარი თავის მიმართ ზიზღია, მისის რობინსონს კი უყვარდა.
ჯანდაბა!... იქნებ დღემდეც უყვარს?! ციებიანივით ვოხრავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
ვიღაცამ მუცელში წიხლი მითავაზა.
– იმას ისევ უყვარხარ?
– არა მგონია... – კრისტიანი კოპებს კრავს, თითქოს ამაზე ცხოვრებაში პირველად
დაფიქრებულიყოს, – რამდენჯერ უნდა გითხრა, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო...
ანასტასია, ძალიანაც რომ მოვინდომო, წარსულს ვერ შევიცვლი, მით უმეტეს – არც
მინდა. იმან საკუთარი თავისგან მიხსნა, – გაღიზიანებული სველ ხელს თმაზე ისვამს, –
ამ თემაზე ექიმი ფლინის გარდა არავისთან მილაპარაკია... შენ კი მხოლოდ იმიტომ
გიყვები, რომ მინდა, ჩემი გჯეროდეს.
– მჯერა, მაგრამ მეტის ცოდნა მინდა! ყოველთვის, როდესაც ამ თემაზე ვიწყებთ
ლაპარაკს, ჩვენ შორის უფსკრული ჩნდება.
– კარგი რა, ანასტასია! რის ცოდნა გინდა? რა უნდა გავაკეთო? – კრისტიანს თვალები
უელავს და, თუმცა კი ხმას არ უწევს, ვხვდები – თავს ძალას ატანს, რომ გაშმაგება არ
შეიმჩნიოს.
მაშინვე თვალებს ვხრი და წყალში, ჩემს თითებს შორის ქაფის ბუშტუკებს დავყურებ.
– უბრალოდ მინდა გაგიგო. ყველასგან განსხვავებით, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, შენ
ჩემთვის ჯერ ისევ გამოცანად რჩები კრისტიან... და ამიტომ მართლა ძალიან ვაფასებ,
რომ კითხვებზე მპასუხობ.
ჩვენს შორის სიშორე უცებ აუტანელი ხდება... ალბათ „კოსმოპოლიტენი“ მმატებს
გაბედულებას, მაგრამ, ასეა თუ ისე, მისკენ ვიწევი და მკერდზე ვეკვრები. კრისტიანი
წამით იძაბება და ისეთი შეშფოთებული გამომეტყველებით შემომყურებს, თითქოს
კბენას ვუპირებდე. ყოჩაღ, ასე არ ჯობია! მაქებს მშვიდი ცნობისმოყვარეობით
კრისტიანის მზერაში ჩაკარგული ჩემი შინაგანი ქალღმერთი.
– გთხოვ, ნუ მიბრაზდები, – ვეუბნები ჩურჩულით.
– არ გიბრაზდები, ანასტასია. უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასეთ დაკითხვებს. აქამდე
მხოლოდ ექიმი ფლინი და... – უცებ ჩუმდება და შუბლს კრავს.
– მისის რობინსონი? მხოლოდ მასთან ხარ ხოლმე გულახდილი? – ახლა მე ვცდილობ,
თავი ხელში ავიყვანო და არ შევიმჩნიო.
– ჰო.
– რაზე ლაპარაკობთ ხოლმე?
კრისტიანის მკვეთრი წამოწევით წყალი იატაკზე იღვრება, ერთი ხელით აბაზანის
კიდეზე ეყრდნობა, მეორეს კი მხარზე მადებს და სახით თავისკენ მაბრუნებს.
– ვერ ისვენებ? – მეკითხება გაღიზიანებული გამომეტყველებით, – ცხოვრებაზე,
სამყაროს საიდუმლოებებზე, ბიზნესზე... მე და მისის რობინსონი ერთმანეთს ასი წელია
ვიცნობთ, სალაპარაკოს მეტი რა გვაქვს?!
– ჩემზეც მოუყევი?
– კი.
ნაცრისფერი თვალები ყურადღებით შემომყურებს. ტუჩს ვიკვნეტ და ვცდილობ,
ემოციებს არ ავყვე.
– ჩემზე რატომ ლაპარაკობთ?
ნამდვილად არ მომწონს, რომ ვწუწუნებ და ამდენ პრეტენზიებს გამოვთქვამ, მაგრამ
თავს ვერაფერს ვუხერხებ. ადრეც უნდა გავჩერებულიყავი, ზედმეტი მომდის... ჩემი
ქვეცნობიერი ისევ მუნკის „ყვირილის“ პერსონაჟს ემსგავსება.
– შენნაირი ადრე არავინ შემხვედრია, ანასტასია.
– ანუ ადრე ყველა მაშინვე, ყოველგვარი კითხვების გარეშე აწერდა კონტრაქტს ხელს?
კრისტიანი თავს აქნევს.
– არა, ანასტასია, რჩევა მჭირდებოდა.
– მერე? მისის პედოფილმა რა გირჩია?
თურმე საკუთარ ემოციებს საერთოდ ვერ ვაკონტროლებ...
– ანასტასია, შეწყვიტე! – თვალებმოჭუტული მკვეთრად უკან იწევა კრისტიანი.
თითქოს ციგურებით მივცურავდე დამრეც ყინულზე, თავპირისმტვრევით საფრთხისკენ
მივექანები.
– იცოდე, დაგსჯი! მე და მისის რობინსონს არც სასიყვარულო, არც სექსუალური
კავშირი აღარ გვაქვს. ის უბრალოდ ძველი მეგობარი და საქმიანი პარტნიორია და მე მას
ვენდობი. ეს არის და ეს! ჩვენ საერთო წარსული და ისტორია გვაკავშირებს, ამ ისტორიამ
ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა, თუმცა კი მისი ოჯახი დაანგრია, მაგრამ ეს
ყველაფერი, გიმეორებ, დიდი ხნის წინ იყო და წარსულში დარჩა. ჯანდაბა! არაფერი
მესმის. ის ხომ გათხოვილი იყო, ან როგორ მოახერხეს ურთიერთობა იმდენი ხანი
დაემალათ?!
– შენი მშობლები?.. იმათ აქამდე არაფერი იციან?
– არა, – ღმუის კრისტიანი, – რამდენჯერ უნდა გითხრა?!
ნამდვილად შორს შევტოპე. მეტს არაფერს იტყვის.
– დაკითხვა დაამთავრე?
– დღეისთვის, კი.
კრისტიანი, გეგონება მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნაო, ამოსუნთქვას ლამის
გულს აყოლებს.
– კარგი, ახლა ჩემი ჯერია, – ხმადაბლა მეუბნება ის და მზერა ცნობისმოყვარეობით
ევსება, – შენ წერილზე არ მიპასუხე...
ვერ ვიტან ყურადღება ჩემზე რომ გადმოაქვს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თვითო
თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარს. თავს ვაქნევ... ჩემი ცნობისმოყვარეობა ალბათ
კრისტიანისთვისაც ასეთივე აუტანელია, თავის მართლება აშკარად არც იმას მოსწონს.
ეს აზრი უცებ მოსვენებას მიკარგავს და დანაშაულის შეგრძნებას მიჩენს.
– ვაპირებდი, მაგრამ ასე მოულოდნელად ჩამოფრინდი...
– ჯობდა არ ჩამოვფრენილიყავი? – მეკითხება გათამაშებული გულგრილობით.
– პირიქით, გამეხარდა, რომ ჩამოფრინდი, – ვჩურჩულებ მე.
– კარგი, – მეუბნება სახეგაბადრული, – მიუხედავად იმისა, რომ დაკითხვა მომიწყვე,
მეც მიხარია, რომ აქ ვარ. მაგრამ თუ გგონია, რომ დიპლომატიურ იმუნიტეტს
მოიპოვებ მხოლოდ იმის გამო, რომ შენს სანახავად ჩამოვქანდი, ძალიან გეშლება! არც კი
იოცნებოთ, მის სტილ! მეტის გაგება მინდა, მითხარი რას გრძნობ?
ოჰ, არა...
– ხომ გითხარი, ძალიან გამეხარდა და მადლობელი ვარ, რომ ჩამოხვედი, – ვბუტბუტებ
ხმადაბლა.
– მადლობად არ ღირს, მის სტილ.
თვალები უბრწყინავს, იხრება და მკოცნის. მაშინვე, თითქოს ბრძანებას
დაქვემდებარებულს, სხეულში მხურვალება მეღვრება. ის იწევა და ზემოდან
დამყურებს.
– ჯერ მიპასუხე, ოღონდ მერე იცოდე, მეტის იმედიც მაქვს.
„მეტის“? – ისევ ეს სიტყვა. რის გაგება უნდა? ჩემს წარსულში არც საიდუმლოებებია,
არც მძიმე ბავშვობა და არც არაფერი მსგავსი. თითქოს ყველაფერი ისედაც იცის, რა
აინტერესებს?
მორჩილად ვოხრავ.
– რის გაგება გინდა?
– პირველ რიგში ის მითხარი, კონტრაქტზე რას ფიქრობ.
თვალებს ვახამხამებ. სიმართლე ვუთხრა თუ პასუხს თავი ავარიდო და დრო გავწელო?
ჩემი ქვეცნობიერი და შინაგანი ქალღმერთი საგონებელში ჩავარდნილები ერთმანეთს
შეჰყურებენ. ჯანდაბას! რაც არის, არის, სიმართლე იყოს!
– არა მგონია, დიდხანს შევძლო შაბათ-კვირების განმავლობაში ვიღაც სხვა ადამიანის
როლის თამაში, – ვწითლდები და თვალებს ვხრი.
კრისტიანი ხელს ნიკაპში მკიდებს, თავს მაწევინებს და კმაყოფილი გამომეტყველებით
მიღიმის.
– მეც არა მგონია, გამოგივიდეს.
მგონი, მწყინს კიდეც...
– დამცინი?
– დაგცინი, ოღონდ კეთილად, – მეუბნება ის, იხრება და ნაზად მკოცნის.
– შენგან მორჩილი არ გამოვა, – ჩურჩულებს თვალებში ეშმაკური გამომეტყველებით
და ჯერ ისევ მის თითებში მოქცეულ ნიკაპზე მეფერება.
გაოგნებული შევყურებ და უცებ სიცილი მივარდება, ჯერ მე, მერე ისიც მყვება და
ერთად ვიცინით.
– ალბათ ცუდი მასწავლებელი მყავდა.
– ალბათ!.. უფრო მკაცრად უნდა მოგქცეოდი, ამდენი კი არ უნდა მელოლიავა! –
ფრუტუნებს კრისტიანი და ეშმაკური ღიმილით გვერდზე თავგადახრილი
შემომყურებს.
ნერწყვს გაჭირვებით ვყლაპავ. ოჰ, ღმერთო... იმავე წამს შიგნით, სადღაც ღრმად ყველა
კუნთი ერთად მეჭიმება. უეცრად ვხვდები, რომ გრძნობების გამოხატვის მისი მეთოდი
და, შესაძლოა, ერთადერთიც, ეს არის. კრისტიანი ჩემს რეაქციას აკვირდება.
– თავი ძალიან ცუდად იგრძენი, პირველად რომ დაგსაჯე?
თვალებს ვახამხამებ, საკუთარ შეგრძნებებს ვიხსენებ. რამდენად ცუდად ვიგრძენი
თავი? ძალიან მეტკინა, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ახლა მეჩვენება, რომ იმ
ტკივილის ატანა ძალიან არ გამჭირვებია. კრისტიანი ხომ სულ მიმეორებს, რომ
ტკივილი ტვინიდან მოდის. მეორეჯერ კი... მესიამოვნა კიდეც...
– არა, ძალიან ცუდად არ მიგრძვნია, – ვპასუხობ ჩურჩულით.
– მთავარია, დამოკიდებულება შეცვალო, არა? – არ მეშვება.
– ალბათ. და სიამოვნება იქ მიიღო, სადაც არ ელოდები...
– ჩემთვისაც ასე იყო. ზოგიერთ რამეს გვიან ხვდები ადამიანი.
ჯანდაბა! მაგრამ კრისტიანმა ეს მაშინ გადაიტანა, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო!
– უბრალოდ გახსოვდეს, რომ შემაჩერებელი სიტყვები არსებობს, ეს არ დაივიწყო,
ანასტასია. თუ მზად ხარ შენი კონტროლის და დაცვის ჩემეული მოთხოვნილება
დააკმაყოფილო, ყველაფერი გამოგვივა.
– შენთვის აუცილებელია გამაკონტროლო?
– აუცილებელია, რადგან ეს მოთხოვნილება მე თავის დროზე ვერ დავიკმაყოფილე.
– და ახლა ეს შენთვის თავისებური თერაპიაა?
– ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ... ალბათ ჰო, ასეა.
ამის გაგება ადვილად შეიძლება და ეს კრისტიანის შეცნობაშიც დამეხმარება.
– ერთი შეუსაბამობაა: ჩემგან ხან ითხოვ, რომ წინააღმდეგობა არ გაგიწიო, ხან
მეუბნები, რომ ჩემი დაუმორჩილებელი ხასიათი მოგწონს. მგონი, ძალიან ვიწრო
ზღვარია. წამით ხმის ამოუღებლად შემომცქერის, მერე კოპებს კრავს.
– მესმის, თუმცა შენ მშვენივრად ახერხებ მაგ ზღვარის დაცვას.
– მაგრამ რის ხარჯზე?! მუდმივად თითქოს ეკლებზე ვზივარ!
– ეკლებზე? კარგი აზრია! – იცინის ის.
– ეგ არ მიგულისხმია! – გაბრაზებით წყალზე ხელს ვატყაპუნებ და წვეთებს ვაშხეფებ.
– სპეციალურად მწუწავ?
– არა.
ჯანდაბა... ასე ნუ მიყურებ!
– მის სტილ, – კრისტიანი თავისკენ მწევს და წყალი აბაზანის კიდეებიდან გადადის, –
არ გეჩვენებათ, რომ ლაპარაკი გაგვიგრძელდა?
სახეს ორივე მხრიდან ხელებით მიჭერს და მკოცნის, თავს უკან მაწევინებს, მთლიანად
მაკონტროლებს. მის ტუჩებშივე ვკვნესი, მას ეს კონტროლი მოსწონს, იმის შეგრძნება
სჭირდება, რომ მიმორჩილებს. სხეულზე ერთიანად ცეცხლი მედება, ორივე ხელის
თითებს თმაში ვუცურებ და კოცნაზე კოცნით ვპასუხობ. კრისტიანი კვნესის, წყლიდან
ამოვყავარ და ზემოდან მისვამს. წყალში მის აღგზნებულ ასოს ვგრძნობ. ის ოდნავ უკან
იწევა და ავხორცი მზერით მიყურებს. მინდა, აბაზანის კიდეებს დავეყრდნო, მაგრამ
მაჯებს მიჭერს, ზურგს უკან მაწევინებს და ცალი ხელით მიკავებს.
– ჩემი ხარ, – ჩურჩულებს და ზევით მწევს, – მზად ხარ?
– კი, – ვჩურჩულებ მე. კრისტიანი ნელა, შეგნებულად ძალიან ნელა და მოლოდინის
ყოველი წამის ბოლომდე შეგრძნობით თავის ასოზე მსვამს.
თვალებს კვნესით ვხუჭავ, შეგრძნებას ვაკვირდები, აბსოლუტური სისრულის
შეგრძნებას... კრისტიანი იზნიქება, სუნთქვაშეკრული წინ ვიხრები და შუბლით შუბლზე
ვაწვები.
– გთხოვ, უფლება მომეცი, შეგეხო, – ვეუბნები ჩურჩულით.
– არ გაბედო, ანასტასია, არ შემეხო! – მევედრება კრისტიანი, მაჯებიდან ხელს მიშვებს
და თეძოებს მიჭერს.
აბაზანის კიდეებს ვეჭიდები და აუჩქარებლად ვმოძრაობ, თვალს არ ვაშორებ,
კრისტიანიც დაბინდული მზერით მიყურებს. ნახევრად შეღებული პირით წყვეტილად
და ქშენით სუნთქავს, კბილებშორის სველი ენა უბრწყინავს, მთელი მისი
გამომეტყველება ვნებასა და ჟინს ასხივებს. ჩვენი სველი სხეულები ერთმანეთზე
ცურავს. ვიხრები და ვკოცნი. კრისტიანი თვალებს ხუჭავს, მე თმაში ხელს ვკიდებ,
ოდნავ ვქაჩავ და თავს უკან ვაწევინებ, მაგრამ ჟინიან კოცნას არ ვწყვეტ. ეს
ნებადართულია, ეს ორივეს მოგვწონს. ერთ ტემპში ვმოძრაობთ. კოცნას კიდევ უფრო
ვაძლიერებ. ტემპს ვაჩქარებ, ჭენებას მოწყურებული მხედარივით, შეშლილივით ასოზე
ვეცმები. აწეწილი და სველი თმა... სველი ტუჩები და სლიპინა თეძოები... ახლოს ვარ...
მუცლის სირღმეში ნეტარი შეგრძნება მეპარება... წყალი... წყალი აქეთიქით იღვრება,
სხეულებზე გვეხეთქება, ჩვენი შეშლილი ჭენებით ამოძრავებულგაცოცხლებული
გვითრევს, ჩვენი შეგრძნებებივით ბობოქრობს და შხეფებად ქცეული კედლებს
ეხეთქება... უკვე სულერთია, მერე რა იქნება, სხვა აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ
მიყვარს! მიყვარს იმ გრძნობებისთვის, რასაც მევე ვაცოცხლებ მასში, ამ ვნებისა და
ჟინისთვის, იმისთვის, რომ ჩემთან ჩამოფრინდა და იმისთვის, რომ ჩემზე ზრუნავს,
ზრუნავს და ვჭირდები, მე მისი ვარ და ის ჩემი!..
– მიდი! – თვალებანთებული ღმუის კრისტიანი.
...და ვათავებ, ორგაზმი სხეულში ელდასავით მივლის, შეშლილი, ყოვლისმომცველი
და წამლეკავი. კრისტიანი მკლავებში შლეგიანივით მიმწყვდევს, მთელი სხეულით
მეკვრება და ისიც ჩემთან ერთად ათავებს.
– ანა! – ყვირის და სადღაც მისი სიღრმიდან ამოხეთქილი ეს ძახილი ჩემი სულის
ყველაზე შორეულ სიღრმეებამდე აღწევს
უზარმაზარ საწოლში პირქვე ვწევართ, შიშვლები, თუმცა ერთმანეთს არ ვეხებით.
ორივეს ხელებით ბალიშები გვაქვს ჩაბღუჯული და მხოლოდ ერთმანეთის თვალებში
ყურებით ვტკბებით.
– გეძინება? – ხმადაბლა და ზრუნვით სავსე ხმით მეკითხება კრისტიანი.
– არა, არ დავღლილვარ.
პირიქით, ენერგიის უცნაურ მოზღვავებას ვგრძნობ. სექსამდე მასთან ლაპარაკი
იმდენად მესიამოვნა, რომ გაგრძელება მინდა.
– აბა რას ინებებთ, მის სტილ? – მეკითხება კრისტიანი.
– ვილაპარაკოთ.
ის იღიმება.
– რაზე?
– შენზე.
– ჩემზე?
– რომელია შენი საყვარელი ფილმი?
– ამ ეტაპზე „პიანინო“.
როგორი გადამდები ღიმილი აქვს.
– ან მე თვითონ როგორ ვერ მივხვდი! სევდიანი ამაღელვებელი მელოდია, რომელსაც
ფორტეპიანოზე თავადვე ასრულებთ... თქვენს მიღწევებს საზღვარი არა აქვს მისტერ
გრეი!
– ამ მიღწევათაგან საუკეთესო კი თქვენ ბრძანდებით, მის სტილ.
– ესე იგი, ნომერი მეჩვიდმეტე!..
ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ და კოპებს კრავს.
– მეჩვიდმეტე?
– იმ ქალებს ვგულისხმობ, ვისთანაც... სექსი გქონდათ, მისტერ გრეი.
კრისტიანი როგორღაც გვერდულად იღიმება და სკეპტიკური გამომეტყველებით
მიყურებს.
– მთლად ასე არ არის.
– შენ ხომ მითხარი, რომ თხუთმეტი ქალი გყავდა?!
– მე ისინი ვიგულისხმე, ვინც თამაშების ოთახში შემიყვანია. მაშინ შენი კითხვა
არასწორად გავიგე. შენ ხომ ჩემთვის ის არ გიკითხავს, საერთოდ რამდენი ქალი მყავდა.
აააჰ... – ჯანდაბა! მეტი? რამდენი?
– სხვებთან ვანილის სექსი გქონდა?
– არა, ვანილის სექსი მარტო შენთან მქონდა, – უარყოფის ნიშნად თავს აქნევს ის
ღიმილით.
რა აცინებს? ან მე რა მაცინებს იდიოტივით?
– არ ვიცი, რამდენი იყვნენ, ნამდვილად არ მაქვს ჩვევაში, საწოლის თავზე ყოველი
ახალი ქალის აღმნიშვნელი ნიშანი დავსვა.
– უბრალოდ რა ციფრებზეა საუბარი, ათეულებზე, ასეულებზე... თუ ათასზე? – თან
ყოველ ჯერზე თვალები მე თვითონვე მიფართოვდება.
– ღმერთო! ათეულები,ათეულებზე გაჩერდი!
– ყველა მორჩილი იყო?
– კი.
– გეყოფა, ნუ დამცინი, – ვეუბნები მკაცრად და თეატრალურად კოპებს ვიკრავ.
– არ შემიძლია, ძალიან სასაცილო ხარ.
– სასაცილო, როგორი? ჩემს ექსცენტრიკულობას გულისხმობთ, მისტერ გრეი, თუ
იუმორის გრძნობას?
– ერთსაც და მეორესაც.
ჩემს სიტყვებს იმეორებს.
– მგონი, თავხედობთ, მისტერ გრეი.
კრისტიანი ცხვირის წვერზე მკოცნის.
– მოემზადე, ანასტასია, რასაც ახლა გეტყვი, შოკში ჩაგაგდებს. მზად ხარ?
სახეზე ცნობისმოყვარე გამომეტყველებით და სულელური ღიმილით თავს ვუქნევ.
– ყველა მორჩილი პროფესიონალი იყო. სიეტლში და სიეტლის შემოგარენში არის
სპეციალური ადგილები, სადაც ამას ასწავლიან.
– რა? – თვალები მიფართოვდება
– ასეა, სექსისთვის ფულს ვიხდიდი, ანასტასია.
– დიდი საამაყო, მგონი, არაფერია, – ვბუტბუტებ ამპარტავნულად, – მართალი
ბრძანდებოდით, ნამდვილად შოკში ვარ და ვბრაზდები, რომ სამაგიეროს ვერ გიხდით.
– სამაგიეროდ შენ ჩემი ტრუსი გეცვა.
– მერე ამან შოკში ჩაგაგდო?
– კი.
ჩემი შინაგანი ქალღმერთი ჭოკით ხტომაში თხუთმეტფუტიან ბარიერს იღებს.
– ჩემი მშობლების გასაცნობად კი სულაც უსაცვლოდ წამოხვედი.
– ამითაც შოკში ჩაგაგდეთ, მისტერ გრეი?
– დიახ, მის სტილ.
ოჰ! აღებული ბარიერის სიმაღლე თექვსმეტ ფუტს აღწევს.
– გამოდის, რომ ამ სფეროში ყველა ჩემი მიღწევა საცვლებთან არის დაკავშირებული?
– მაგრამ ყველაზე დიდი შოკი მაინც მაშინ მივიღე, როდესაც მითხარი, რომ
ქალიშვილი იყავი.
– ჰოო!.. მაშინ თქვენი ფიზიონომიის დანახვა ნამდვილად ღირდა, მისტერ გრეი, –
ვხითხითებ გამხიარულებული.
– უფლება მომეცი, რომ შოლტით მეცემე.
– ესეც შოკი იყო?
– კი.
ვიცინი.
– შეგვიძლია გავიმეოროთ.
– იმედი მაქვს, მის სტილ! უახლოეს შაბათკვირაზე რას იტყვით?
– კარგი, – ვეთანხმები გაწითლებული.
– მართლა?
– ჰო, ისევ შევალ წითელ ოთახში.
– ...და ჩემ სახელს ისევ წარმოთქვამ.
– ეს შოკში გაგდებს?
– შოკში ის მაგდებს, რომ მე ეს მომწონს.
– კრისტიან...
ის იცინის.
– ხვალ რაღაცის გაკეთება მინდა, – მეუბნება და თან თვალები ენთება.
– რის გაკეთება?
– მოდი ეს სიურპრიზი იყოს...
ერთდროულად თან წარბებს ვწევ გაკვირვების გამოსახატავად და თან მამთქნარებს.
– დაგღალეთ, მის სტილ? – მეკითხება დამცინავი ღიმილით.
– სულაც არა...
კრისტიანი იხრება და ტუჩებში ნაზად მკოცნის.
– დაიძინე, – მეუბნება ხმაში მბრძანებლური ინტონაციით და შუქს აქრობს.
თავს ციკლონის ეპიცენტრში ვგრძნობ და, საშინლად დაღლილი, თვალებს ვხუჭავ,
მაგრამ სიმშვიდის ამ წამს, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მითხრა თუ არ მითხრა,
ვგრძნობ, რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.
თავი ოცდამეოთხე
დახეულ, ტანზე მომდგარ ჯინსში ჩაცმული კრისტიანი რკინის გალიაში დგას და
შემომყურებს. ფეხშიშველს, ზემოთაც არაფერი აცვია. გამოქანდაკებულივით ლამაზ
სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებს, ნაცრისფერი თვალები უბრწყინავს და ხელში
მარწყვით სავსე ჯამი უჭირავს. პირდაპირ თვალებში მიყურებს, ათლეტის
გრაციოზულობით გალიის კიდეს უახლოვდება, ხელს გისოსებიდან ყოფს და მწიფე
მარწყვს მაწვდის.
– ჭამე, – წარმოთქვამს ის, ისე რომ მისი ენა ბგერების გამოთქმისას სასას ელამუნება.
მინდა მივუახლოვდე, მაგრამ მაჯებით თვალით უხილავი ძალა მიჭერს. გამიშვით!
– აიღე, ეს შენია, – მიღიმის კრისტიანი თავისი ირონიული, თავბრუდამხვევი
ღიმილით. მარწყვისკენ ვიწევი, მაგრამ უშედეგოდ... გამიშვით! მინდა ვიყვირო, მაგრამ
ყელიდან ხმა არ ამომდის. კრისტიანი ხელს სწევს, მარწყვი ტუჩებთან მოაქვს და ჩემს
სახელს ისე წარმოთქვამს თითქოს ყოველი ბგერის სათითაოდ შეგრძნება უნდაო:
– ანასტასია, ჭამე...
პირს ვაღებ და მარწყვს ვწვდები, გალია მაშინვე ქრება, ხელები მითავისუფლდება,
კრისტიანისკენ ვიწევ და თითებით მის მკერდზე იშვიათ თმას ოდნავ ვეხები.
– ანასტასია.
ვკვნესი, „არა!“
– გაიღვიძე, ანასტასია.
„არა, მინდა შეგეხო!“ თვალებს ძლივს ვახელ. ვიღაც ყურთან ცხვირით მეფერება.
– ადექი, – თბილი ხმის ჩურჩული ძარღვებში გამლღვალი კარამელივით მეღვრება. ეს
კრისტიანია. ჯერ ისევ ბნელა... სიზმრიდან გამოყოლილი შეგრძნებები ისევ უკან მეწევა
და მიტყუებს.
– არა...
ჩემს საოცარ სიზმარში მინდა დაბრუნება, რომ მის გაშიშვლებულ მკერდს შევეხო და
მივეხუტო. შუაღამისას რატომ მაღვიძებს, სექსისთვის? ჯანდაბა!
– გაღვიძების დროა, ანასტასია. ახლა შუქს ავანთებ, – მეუბნება ხმადაბლა.
– არა!
– მზის ამოსვლას ერთად შევხვდებით, – ჩურჩულებს ის და ქუთუთოებზე მკოცნის,
მერე ცხვირის წვერზე და ტუჩებზე.
თვალს ვახელ.
– დილა მშვიდობისა, ანასტასია, – მიღიმის კრისტიანი.
საცოდავად ვკვნესი, ის კი ეშმაკური ღიმილით შემომყურებს.
– როგორც ვხედავ, ტოროლა არა ხარ.
ნახევრად გახელილი თვალებით ვუყურებ, კრისტიანი ჩემკენ იხრება, კმაყოფილი
გამომეტყველება აქვს, იღიმება და ჩაცმულია! თავიდან ბოლომდე ყველაფერი შავი
აცვია.
– მეგონა, სექსის გამო მაღვიძებდი, – ვბუტბუტებ გამოუძინებელი ხმით.
– შენთან სექსის წინააღმდეგი ნამდვილად არასოდეს არა ვარ და მიხარია, რომ ამ
სურვილს შენც იზიარებ, – მეუბნება ის როგორღაც მშრალად.
თვალები თანდათან შუქს ეჩვევა. კრისტიანი კმაყოფილი ჩანს... მადლობა ღმერთს!
– არც მე ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ახლა ძალიან გვიანია.
– ახლა გვიანი კი არა, ადრეა. ადექი, წასვლის დროა. სექსი გადადებულია.
– რა კარგი სიზმარი იყო... – ვწუწუნებ მე.
– რა დაგესიზმრა? – მეკითხება მოთმინებით.
– შენ... – ვპასუხობ და ვწითლდები.
– ამჯერად რას ვაკეთებდი შენს სიზმარში?
– მარწყვს მაჭმევდი.
ოდნავ შესამჩნევად იღიმება.
– ექიმი ფლინი მთელი დღე მოუნდებოდა მაგ სიზმარზე ტვინის ჭყლეტას. აბა, ადექი
და ჩაიცვი... და არავითარი შხაპი, შხაპიც მერე მივიღოთ.
„მივიღოთ!“
საწოლზე ვჯდები, შიშველი სხეულიდან ზეწარი მიცურდება. კრისტიანი დგება, რომ
ჩაცმის საშუალება მომცეს და ჩამუქებული თვალებით შემომყურებს.
– რომელი საათია?
– ექვსის ნახევარი.
– მეგონა, სამ საათზე მეტი არ იქნებოდა.
– ცოტა დრო გვაქვს. ისედაც ბოლო წუთამდე არ გაღვიძებდი. ადექი.
– შხაპის მიღებას მართლა ვერ მოვასწრებ?
კრისტიანი ოხრავს.
– შხაპის მისაღებად რომ შეხვიდე, მეც შენთან ერთად მომინდება შემოსვლა და მორჩა
– დღეც დაიკარგება.
აღელვებული პატარა ბიჭივით ლამის ცქმუტავს, მის შემხედვარეს მეღიმება.
– რას ვაპირებთ?
– სიურპრიზია, დაგავიწყდა?
სიცილს ვერ ვიკავებ.
– კარგი.
ვდგები. ჩემი ტანსაცმელი სათუთად საწოლის გვერდზე სკამზე კიდია. იქვე მისი
შორტი ტრუსი დევს „Ralph Lauren“-ის იქნება, სხვას რას ვიკადრებთ! ტრუსს ვიცვამ,
კრისტიანი იცინის... მანქანის, „ბლეკბერის“, „მაკის“, შავი პიჯაკის და თომას ჰარდის
პირველ გამოცემასთან ერთად ჩემს კოლექციას კიდევ ერთი ნადავლი ემატება –
კრისტიან გრეის თეთრეული... რა ხელგაშლილია... უცებ „ტესიდან“ მარწყვის ცნობილი
სცენა მახსენდება...
თავს ვაქნევ და კოპებს ვკრავ. აი, თურმე საიდან მოდის ჩემი სიზმარი! ექიმ ფლინს კი
არა, ორმოცდაათი ელფერის გაანალიზებით ფროიდსაც სერიოზული ტვინის ჭყლეტა
დასჭირდებოდა.
– რადგან ადექი, ხელს აღარ შეგიშლი, – მეუბნება კრისტიანი და გადის, მე კი
სააბაზანოსკენ მივდივარ, ტუალეტში მინდა და ხელპირი ხომ მაინც უნდა დავიბანო?!
შვიდ წუთში კრისტიანთან სასტუმრო ოთახში უკვე მოწესრიგებული გავდივარ. ტანზე
ჯინსი, ბლუზი და მისი ტრუსი მაცვია.
კრისტიანი მაგიდასთან ზის, რომელზეც საუზმეა გაშლილი. საუზმე?! რა დროს
საუზმეა?
– ჭამე, – მეუბნება კრისტიანი.
ჯანდაბა!.. ესეც ჩემი სიზმარი. პირდაღებული ვდგავარ და სასაზე ასმული მისი ენა
მახსენდება...
– ანასტასია, – გამოვყავარ მის ხმას ოცნებიდან.
არა, ჭამისთვისძალიან ადრეა, ახლა ყელში ლუკმა არ გადამივა.
– ჩაის დავლევ, კრუასანს კი მერე შევჭამ, კარგი?
დაეჭვებულ გამომეტყველებას იღებს, მე კი მლიქვნელურად ვუღიმი.
– სიურპრიზი არ გამიფუჭო, ანასტასია, – მაფრთხილებს ის უკვე მკაცრად.
– ცოტა მოგვიანებით შევჭამ, ოდნავ რომ გამოვფხიზლდები, რვის ნახევარზე, კარგი?
– მოვილაპარაკეთ, – მეთანხმება კრისტიანი, თუმცა მზერა ჯერ ისევ მკაცრი აქვს.
ამ გამომეტყველების შემხედვარე თავს მართლაც ძლივს ვიკავებ, რომ თვალები არ
ავატრიალო და არ დავეჯღანო.
– ნეტა იცოდე როგორ მინდა, თვალები ავატრიალო!
– არ მოგერიდოს, რაც მოგივა კი იცი, – მპასუხობს მკაცრად.
კოპებშეკრული ჭერისკენ ვიხედები.
– ისე, კარგი გატყეპა მშვენივრად გამომაფხიზლებდა, – ვეუბნები და ჩაფიქრებული
გამომეტყველებით შუბლს ვკრავ.
კრისტიანს გაოცებისგან ლამისაა, ყბა ჩამოუვარდეს.
– მეორე მხრივ, ეშხში შეხვალ, გაოფლიანდები... არა, ამ სიცხეში სასიამოვნოს ვერაფერს
ვხედავ, – ვასკვნი გულუბრყვილო გამომეტყველებით და მხრებს ვიჩეჩავ. კრისტიანი
პირს ხურავს და სერიოზული გამომეტყველების მიღებას უშედეგოდ ცდილობს.
ნაცრისფერ თვალებში მხიარული ნაპერწკლები დაუხტის.
– თქვენს თავხედობას საზღვარი არა აქვს, მის სტილ, ამიტომ ლაპარაკს ჯობია, ჩაი
დალიოთ.
მაგიდაზე ჩემი საყვარელი ჩაის პაკეტი დევს, გული სიამოვნებით მიწყებს ფართხალს.
„ხედავ, არ დავიწყებია?!“ – აღნიშნავს ჩემი ქვეცნობიერი. კრისტიანის პირდაპირ ვჯდები
და აღფრთოვანებული შევყურებ, ნეტა ოდესმე მივეჩვევი ამ კაცის სილამაზეს?
სასტუმრო ოთახიდან გამოსვლამდე კრისტიანი სვიტრს მაწვდის.
– გამოგადგება, გამომართვი, – მეუბნება ის.
გაოგნებული შევყურებ.
– აიღე, გეუბნები, დაგჭირდება, – იცინის კრისტიანი, ლოყაზე მკოცნის, ხელს მკიდებს
და ნომრიდან გავყავარ.
ქუჩაში გამთენიის სიგრილეა. სასტუმროს მოსამსახურე ბიჭი კრისტიანს უსახურავო
სპორტული მანქანის გასაღებს აწვდის. კრისტიანს ცნობისმოყვარე გამომეტყველებით
ვუყურებ, ის კი მხოლოდ ეშმაკურად იცინის.
– ხანდახან სასიამოვნოა კრისტიან გრეიდ ყოფნა, – აღწერაც კი მიჭირს, ისეთი
თვითკმაყოფილი შეთქმულის ღიმილით აღნიშნავს ის. უდარდელი და მხიარული,
უბრალოდ განუმეორებლად ლამაზია. ხაზგასმულად მდაბალი თავის დაკვრით
მანქანის კარს მიღებს და სავარძელზე დაჯდომაში მეხმარება. საოცრად კარგ ხასიათზეა.
– სად მივდივართ?
– ნახავ, – იცინის კრისტიანი, მანქანას ქოქავს და სავანაპარკუეიზე გადის. მერე „GPS“
ნავიგაციის სისტემას რთავს, პანელზე რაღაც ღილაკს აჭერს თითს და მანქანის სალონი
კლასიკური მუსიკის ჰანგით ივსება.
– ეს რა არის? – ვეკითხები ყოველი მხრიდან ვიოლინოების ნაზი ხმების ტყვეობაში
მოქცეული და მონუსხული.
– ვერდის „ტრავიატა“.
ღმერთო, რა საოცარია.
– ტრავიატა? რა ნაცნობი სიტყვაა, მაგრამ არ მახსოვს, საიდან ვიცი, რას ნიშნავს?
– პირდაპირი მნიშვნელობით – ზნედაცემულ ქალს. ოპერის სიუჟეტად აღებულია
ალექსანდრ დიუმა შვილის „ქალი კამელიებით“.
– ა, ჰო, წაკითხული მაქვს.
– ეჭვიც არ მეპარებოდა.
– განწირული კურტიზანი ქალი... – ძვირფასი ტყავის სავარძელში წრიალს ვიწყებ.
ამით რის თქმა უნდა? – ძალიან სევდიანი ისტორიაა.
– მეტისმეტად სევდიანია? თუ გინდა, შენ თვითონ ამოარჩიე რამე ჩემი აიპოდიდან, –
სახეზე ისევ ეშმაკური ღიმილი ურბენს.
აიპოდს ვერსად ვხედავ. კრისტიანი პანელს თითით ეხება და პანელზე სიმღერების
ჩამონათვალი ისახება.
– აირჩიე.
გამომეტყველება იმდენად ეშმაკური აქვს, ვხვდები, რომ მცდის.
კრისტიან გრეის აიპოდი – ეს უკვე საინტერესოა! ჩამონათვალს ვათვალიერებ,
სიმღერას ვირჩევ და ვრთავ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ბრიტნი სპირსის ფანატი
იქნებოდა. კლუბური მიქსი და ტექნო გადამეტებული ხმაურით ავსებს მანქანის
სალონს, კრისტიანი ხმას უწევს, ალბათ ბრიტნის ტემპერამენტისთვის ჯერ ძალიან
ადრეა.
– „Toxic“, არა? – თითქოს იხსენებსო, მეკითხება შუბლშეკრული.
– რას გულისხმობ? – ვეკითხები გულუბრყვილო გამომეტყველებით.
კრისტიანი ხმას კიდევ უფრო უწევს. მე გულში ვზეიმობ. ჩემი შინაგანი ქალღმერთი
კვარცხლბეკზე ოქროს მედლის მოლოდინში გაამაყებული და გაჭიმული დგას. ხმას
ჩაუწია.
გავიმარჯვე!
– ეს სიმღერა მე არ ჩამიწერია, – აღნიშნავს ვითომ სხვათა შორის, ფეხს გაზის პედალს
აჭერს და მოულოდნელად აკრეფილი სისწრაფით სავარძლის საზურგეს მაკრავს.
რა? ეს ხომ სპეციალურად გააკეთა, რა არამზადაა! თვითონ თუ არა, აბა ვინ ჩაწერა?
ბრიტნი არ ჩერდება, ასე მგონია, სიმღერა აღარასოდეს დამთავრდება... სხვა, ვინ?
როგორც იქნა, ბრიტნის დემიენ რაისის სევდიანი ხმა ცვლის. კი მაგრამ, სხვას ვის უნდა
ჩაეწერა? მისკენ ვიხედები, თავგზა ამებნა... ვინ ჩაწერა?
– ლაილას ნახელავია, – მპასუხობს გამოუთქმელ კითხვაზე. ნეტა გამაგებინა, ეს როგორ
გამოსდის?
– ლაილა?
– ეს სიმღერა აიპოდზე ჩემმა ყოფილმა – ლაილამ ჩატვირთა. დემიანი უკანა პლანზე
ინაცვლებს. თავზარდაცემული ვზივარ.
მისი ყოფილი მორჩილი? ყოფილი...
– თხუთმეტთაგან ერთ-ერთმა?
– ჰო.
– ყოფილმა?..
– ჰო, დავშორდით.
– რატომ?
ოჰ, ღმერთო! ჯერ არც კი გათენებულა, რადროს ამაზე ლაპარაკია?! თუმცა კრისტიანს
სრულიად მშვიდი გამომეტყველება აქვს, შეიძლება ითქვას, ბედნიერიც, მეტიც,
სალაპარაკოდ განწყობილიც კია.
– მეტი უნდოდა, – მპასუხობს დაბალი, ჩაფიქრებული ინტონაციით.
მისი სიტყვები, ეს ფრაზა თითქოს ჩვენს შორის ჰაერში ეკიდება.
– შენ? – კითხვისგან თავის შეკავებას ვერ ვასწრებ. ჯანდაბა! ან კი მინდა პასუხის
გაგება?
კრისტიანი თავს აქნევს.
– შენამდე არავისთან მნდომია.
სული მეკვრება და თავბრუ მესხმის. ღმერთო!.. ნუთუ ეს მართალია? კრისტიანსაც
მეტი უნდა?! ჩემი შინაგანი ქალღმერთი კვარცხლბეკიდან სალტოს ჭიმავს და სტადიონს
ხტუნვა ხტუნვით გარშემო უვლის. მე მარტო არა ვარ!
– დანარჩენ თოთხმეტს რა დაემართა? – „რადგან არ ბრაზდება და გპასუხობს, ჯობია,
შემთხვევით ისარგებლო“ – მკარნახობს ჩემი ქვეცნობიერი.
– ჩამონათვალი გჭირდება? დავშორდი, თავი მოვკვეთე, გარდაიცვალა?..
– არა... რა, რა და, ჰენრიხ ვიიი ნამდვილად არ მგონიხარ.
– კარგი... სერიოზული ურთიერთობა ელენას გარდა მხოლოდ ოთხთან მქონდა.
– ელენა?
– შენთვის – მისის რობინსონი, – მეუბნება და თავისი საიდუმლოებით მოცული
ღიმილით მიღიმის.
ელენა! ჯანდაბა! ესე იგი ბოროტებასაც ჰქონია სახელი, თანაც გამოხატულად
უცხოური. თვალწინ მიცვალებულივით თეთრი კანით, შავთმიანი და
სისხლისფერტუჩებიანი ქალივამპირის სახე წარმომიდგება და ვხვდები, რომ ლამაზია.
„ეგ ახლავე ამოიგდე თავიდან , ახლავე!“ – ვიმეორებ ჩემთვის მანტრასავით.
– დანარჩენებთან რა მოხდა? – ვინტერესდები, რომ ელენაზე ფიქრი მოვიშორო.
– ყველაფერი გინდათ იცოდეთ, მის სტილ? – იცინის კრისტიანი.
– გიკვირთ, მისტერ „მენსტრუაცია როდის გაქვს“?
– ანასტასია, კაცისთვის ამის ცოდნა აუცილებელია.
– აუცილებელია?
– ჰო.
– რატომ?
– არ მინდა, რომ დაფეხმძიმდე.
– არც მე მინდა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში
კრისტიანი გაკვირვებულ გამომეტყველებას იღებს, მერე შვებით იღიმება. მაშასადამე
შვილი არ უნდა. ჯერჯერობით თუ საერთოდ? მისი ამ მოულოდნელი
გულახდილობისგან ვიბნევი და გონს მოსვლას ვცდილობ. ალბათ იმის ბრალია, რომ ასე
ადრე გავიღვიძე... ან იქნებ ჯორჯიის ჰაერშია რაღაც ისეთი, გულახდილობისკენ რომ
უბიძგებს? კიდევ რა ვკითხო? Carpe diem.
– იმ ოთხთან რა მოხდა?
– ერთს სხვა შეუყვარდა, სამმა მეტი მოინდომა, მაგრამ ეს ჩემს გეგმაში არ შედიოდა.
– დანარჩენები?
კრისტიანი გვერდულად მიყურებს და თავს აქნევს.
– ასე არ გამოვა.
როგორც ჩანს, ზედმეტი მომდის. მზერა მანქანის გვერდითა სარკეზე გადამაქვს და ჩვენ
უკან ცაზე მოვარდისფროაკვამარინისფერ ნათებას ვხედავ. ისეთი შეგრძნებაა, რომ
განთიადი უკან მოგვდევს...
– სად მივდივართ? – ვეკითხები და შტატთაშორის ი95ე ტრასას გაკვირვებული
გავყურებ. ერთადერთი, რასაც ვხვდები, ის არის, რომ გეზი სამხრეთისკენ გვიჭირავს.
– აეროდრომზე.
– სიეტლში ვბრუნდებით? – მომდის უცებ თავში. მე ხომ დედასაც კი არ
დავმშვიდობებივარ, ღმერთო, დღეს ვახშმად გველოდება!
კრისტიანი იცინის.
– არა, ანასტასია, ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი გატაცება მინდა გაჩვეენო.
– მეორე? – ვეკითხები კოპებშეკრული.
– ჰო, მეორე. პირველზე სწორედ ამ დილას გელაპარაკე.
მის თითქოს გამოქანდაკებულ პროფილს შევყურებ და ვცდილობ გავიხსენო, დილას
რა მითხრა.
– მის სტილ, ჩემი პირველი გატაცება თქვენ ბრძანდებით, აი, თქვენით დატკბობას კი
ყველგან და ყოველთვის ვაპირებ.
ააჰა!
– გამოგიტყდებით, ჩემი გატაცებებისა და უჩვეულო ინტერესების სიაში თქვენც ასევე
ფრიად მაღალი რეიტინგით სარგებლობთ, – ვბუტბუტებ გაწითლებული.
– მოხარული ვარ, – მშრალი ტონით მპასუხობს კრისტიანი.
– აეროდრომზე რა უნდა გავაკეთოთ?
კრისტიანი იცინის.
– პლანერით ვიფრენთ. განთიადს დავეწევით, ანასტასია, – მეუბნება და გაღიმებული
ჩემკენ ბრუნდება. ნავიგატორი მარცხნივ, საწარმოო ტიპის ანგარისკენ გახვევას
კარნახობს. კრისტიანი წინა ფასადზე წარწერით – „ბრანსვიკის პლანერთა ასოციაცია“
დამშვენებულ დიდ თეთრ შენობასთან ჩერდება.
ფრენა! პლანერით ვიფრენთ!
კრისტიანი ძრავს რთავს.
– თანახმა ხარ?
– შენ აპირებ ფრენას?
– კი.
– მაშინ მეც მინდა! – თვალები მინათდება სიხარულით.
კრისტიანი იხრება და მკოცნის.
– ისევ „პირველად ცხოვრებაში“, მის სტილ, – აღნიშნავს ის და მანქანიდან გადადის.
პირველად? რას გულისხმობს? პირველად გაფრინდება? ჯანდაბა! არა, ხომ მითხრა,
რომ ეს მისი გატაცებაა, მაშასადამე პირველად არ ფრინავს! ვმშვიდდები. კრისტიანი
მანქანას გარს უვლის და კარს მიღებს. მკრთალ ოპალისფრად ნელ-ნელა განათებულ
ცაზე აქა-იქ იშვიათი პატარა ღრუბლები კიდია. განთიადი გველის...
კრისტიანი ხელს მკიდებს და ბეტონის უზარმაზარი მოედნისკენ მივყავარ, სადაც
თვითმფრინავები დგანან. მოედნის კიდესთან უცნობი კაცი დგას გადაპარსული თავით
და ველური გამოხედვით, მის გვერდით კი ტეილორს ვხედავ.
ტეილორი! ის ხომ კრისტიანის მარჯვენა ხელია. ტეილორს თბილი, გულითადი
ღიმილით ვუღიმი. პასუხად მასაც სახე უნათდება.
– მისტერ გრეი,ბუქსირმზიდის მფრინავი, მისტერ მარკ ბენსონი, – ეუბნება კრისტიანს
ტეილორი. კრისტიანი და ბენსონი ერთმანეთს ხელს ართმევენ და ქარის სიჩქარეზე,
მიმართულებაზე და სხვა წვრილმანებზე ლაპარაკს იწყებენ.
– გამარჯობა ტეილორ, – ვესალმები მე.
– მის სტილ, – თავს მიკრავს ტეილორი.
კოპებს ვიკრავ.
– ანა, – ასწორებს მაშინვე და შეთქმულივით თვალს მიკრავს. – ამ ბოლო დროს
მოსვენებას ვერ პოულობს. მიხარია, აქ რომ ვართ.
მოსვენებას ვერ პოულობს? ოჰო! მე ნამდვილად არაფერ შუაში ვარ! დღეს ყველას
გულახდილობის შემოტევა აქვს თუ რა ხდება?! იქნებ წყალია აქ ასეთი? ტეილორიც
რატომღაც გულის გადაშლის ხასიათზეა...
– ანასტასია, – ხელს მიწვდის კრისტიანი, – წავედით.
– კარგად! – ვუღიმი ტეილორს, ისიც თავის დაკვრით მპასუხობს და ავტოსადგომისკენ
მიდის.
– მისტერ ბენსონ, ეს ჩემი მეგობარია, აანასტასია სტილი.
ერთმანეთს ხელს ვართმევთ.
– სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, – ვბუტბუტებ უხერხულად.
ბენსონი ქათქათა კბილებს აჩენს და ფართოდ მიღიმის.
– ჩემთვისაც, – მპასუხობს ის. აქცენტით ვხვდები, რომ ინგლისელია.
კრისტიანს ხელს ვკიდებ, გული ამოვარდნაზე მაქვს. პლანერით ვიფრენთ! ბეტონის
მოედნის გავლით მარკ ბენსონთან ერთად ასაფრენი ბილიკისკენ მივემართებით. ის და
კრისტიანი ფრენის დეტალებზე ლაპარაკობენ, საიდანაც მხოლოდ არსი მესმის. ჩვენ
„blanik L23“-ით ავფრინდებით, რომელიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე L13, თუმცა ეს
მაინც სადავო საკითხია. ბენსონი „პაიპერ პაუნით“ იქნება, რომელიც უკვე ხუთი წელია,
პლანერების ბუქსირმზიდად დაფრინავს. ყველა ეს წვრილმანი ჩემთვის
არაფრისმთქმელია, კრისტიანი კი თავის სტიქიაშია და ერთი სიამოვნებაა ამ
მდგომარეობაში მისი ყურება.
პლანერი ცალ გვერდზე აგურისფერი ზოლებით დამშვენებული, გრძელი, პრიალა და
ქათქათა თეთრია და გრძელი ბაგირით ჩვეულებრივ ერთპროპელერიან
თვითმფრინავზეა მიბმული. პატარა კაბინაში ერთიმეორის უკან განლაგებული ორი
ადგილია. ბენსონი კაბინას პლექსიგლასის გუმბათს ხდის და ჟესტით გვიწვევს.
– პარაშუტები დაიმაგრეთ.
პარაშუტი!
– მე თვითონ, – ამბობს კრისტიანი და ბენსონს პარაშუტის ღვედებს ართმევს.
– იქამდე ბალასტს მოვიტან, – ეუბნება ბენსონი, ფართოდ უღიმის და
თვითმფრინავისკენ მიდის.
– გატყობ, ჩემი ქამრებით შეკვრა მოგწონს, – აღვნიშნავ, მარტო რომ ვრჩებით.
– მის სტილ, რაც არ გესმით, იმაზე ნუ ლაპარაკობთ.ფეხები აქ ჩადგი.
ბრძანებას დამორჩილებული, ხელებით მხრებზე ვეყრდნობი და ვგრძნობ, როგორ
ეჭიმება კუნთები, მაგრამ ადგილიდან არ იძვრის. ფეხებით ორ მარყუჟში ვდგები,
კრისტიანი პარაშუტს ქაჩავს, ხელებს სამხრეებში მაყოფინებს, შემდეგ ყველა სამაგრს და
ღვედს ამაგრებს.
– ასე, მზად არის. – მშვიდი ხმით ამბობს კრისტიანი, თუმცა ნაცრისფერ თვალებში
ეშმაკური ღიმილი უდგას. – თმის რეზინი არა გაქვს?
თავს ვუქნევ.
– ავიწიო?
– ჰო.
როგორც მითხრა, თმას ვიწევ. ტონი საოცრად მშვიდი და ამავე დროს, მბრძანებლური
აქვს. კაბინაში, უკანა სავარძლისკენ ვიწევი, მაგრამ კრისტიანი მაჩერებს.
– წინ დაჯექი, უკან პილოტი ზის.
– ასე ხომ ვერაფერს დაინახავ?
– ნუ გეშინია, დავინახავ.
ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს, ისევ ისეთი მბრძანებლურია, მაგრამ ძალიან
ბედნიერი. კაბინაში ავდივარ და გასაოცრად რბილ ტყავის სავარძელზე ვჯდები.
კრისტიანი ჩემკენ იხრება და მხრებს მიფიქსირებს, მერე ფეხებს შორის ღვედს მიტარებს,
მკერდზე კრავს და სამხრეებს ამოწმებს.
– ჰმ, ამ დილის განმავლობაში უკვე მეორე სიხარული, – ამბობს ხმადაბლა და ლოყაზე
მკოცნის, – ჰაერში ოც, ოცდაათ წუთში ვიქნებით. დილაობით ძალიან არ ცხელა, თანაც
გამთენიისას ფრენას ამქვეყნად არაფერი შეედრება. ნერვიულობ?
– ერთი სული მაქვს! – გულღიად ვუღიმი მე.
ნეტა რა მიხარია?! სინამდვილეში გულის სიღრმეში შიშისგან ვკანკალებ. ჩემი შინაგანი
ქალღმერთი დივნის ქვეშ შეძვრა და იქიდან ცხვირსაც არ ყოფს.
– კარგი, – მეუბნება კრისტიანიც ღიმილით და კაბინაში ჩემ უკან ჯდება. ქამრები ისე
მჭიდროდ მაქვს შეკრული, რომ თავს ვერ ვაბრუნებ და კრისტიანს ვერ ვხედავ, თუმცა
მისგან ეს რა გასაკვირია?! მიწასთან ძალიან ახლო ვართ. ჩემ წინ ციფერბლატია,
ბერკეტები და კიდევ რაღაც ამოწეული.
პლანერთან გაღიმებული სახით მარკ ბენსონი მოდის. ჩემ სამხრეებს ქაჩავს, მერე კი
კაბინის ქვეშ ძვრება და პლანერის ძირზე, რაღაცას, მგონი, ბალასტს ამოწმებს.
– ყველაფერი წესრიგშია. პირველად მიფრინავთ?
– კი.
– მოგეწონებათ.
– გმადლობთ, მისტერ ბენსონ.
– მარკი დამიძახეთ, – მეუბნება და კრისტიანისკენ იხედება, – მზად ხართ?
– კი.
კიდევ კარგი, არ ვისაუზმე. ემოციებისგან აღარ ვიცი, რა ვქნა. არა მგონია, ჩემს კუჭს
მიწიდან მოწყვეტა გადაეტანა. ჩემი სიცოცხლე ისევ ამ საოცარი კაცის ხელშია. მარკი
პლანერის გუმბათს ხურავს, თავისი თვითმფრინავისკენ მიდის და კაბინაში შემძვრალი
თვალს ეფარება.
თვითმფრინავის პროპელერი მოძრაობას იწყებს. გული ამოვარდნაზემაქვს. ღმერთო...
ნუთუ მე ახლა აქ ვარ? მარკს თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე ნელა მიჰყავს, ბაგირი
იჭიმება, ბიძგი და პლანერი ადგილს სწყდება. რადიო გრუხუნებს, როგორც ჩანს, მარკი
სადისპეტჩეროს ელაპარაკება, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. პლანერი სიჩქარეს უმატებს
და საკმაოდ ყანყალებს. ღმერთო, როდის ავფრინდებით? მიწას ვწყდებით და გული
თითქოს მუცელში მივარდება.
– მივფრინავთ! – ყვირის კრისტიანი უკნიდან. ჰაერში, განცალკევებულ, მხოლოდ ჩვენ
ორზე ერთ საერთო ბუშტში მოქცეულები ვლივლივებთ და ამ ლივლივში მხოლოდ
ქარის ზუზუნი და ბუქსირმზიდის ძრავას შორეული ხმა აღწევს. სავარძლის კიდეებს
ისეთი ძალით ვეჭიდები, რომ თითები მითეთრდება. დასავლეთისკენ ვუხვევთ და სულ
ზევით და ზევით ავდივართ, მინდვრების, ტყეების, სახლების და I95-ე ტრასის
განშტოებების თავზე დავფრინავთ.
ღმერთო ჩემო!.. თავს ზემოთ ცაა და სიბნელეში ოდნავ შემოჭრილ მზის სხივთა ნათება.
ფოტოგრაფებისთვის საყვარელი, განთიადისწინა წუთის შესახებ ხოსეს სიტყვები
მახსენდება... და კრისტიანთან ერთად ამ ჯადოსნურ სინათლეს ვერწყმი. ხოსეს
გამოფენა სულ ამომივარდა თავიდან! კრისტიანს უნდა ვუთხრა. საინტერესოა, რას
მიპასუხებს. მაგრამ ახლა მხოლოდ ფრენაზე შემიძლია ფიქრი. ყურები მიგუბდება,
უფრო მაღლა ავდივართ, მიწას სულ უფრო და უფრო ვცილდებით. იქ სიჩუმეა. უკვე
მესმის კრისტიანის, ამას მართლაც არაფერი შეედრება ამქვეყნად – დაუოკებელი
„ბლეკბერისა“ და ყოველდღიური საზრუნავისგან მოშორებით ცაში ფრენას. რადიო
ცოცხლდება, მარკი გვატყობინებს, რომ სამი ათასი ფუტის სიმაღლეზე ვართ.
ოჰო! ქვევით ვიხედები – აღარაფერი ჩანს.
– გაგვიშვი! – ამბობს კრისტიანი. ...მოულოდნელად თვითმფრინავი თვალთახედვიდან
იკარგება და წამშივე ქრება შეგრძნებაც, რომ პლანერს თვითმფრინავი ქაჩავს. ჯორჯიის
თავზე თავისუფალ ფრენაში ვლივლივებთ.
ღმერთო – საოცრებაა! ქარს დამორჩილებული პლანერი, თითქოს ჰაერში ცურავს,
სიმაღლეს ნელნელა კარგავს და პირდაპირ ამომავალი მზის სხივებს ერწყმის. იკაროსი!
მხოლოდ ახლაღა ვხვდები... მე ხომ პირდაპირ მზისკენ მივფრინავ! მაგრამ ჩემთან
კრისტიანია, მას მივყავარ და მიმართულებასაც ის მაძლევს... ამომავალი მზის ამ
ნათებაში ვფარფატებთ, ვლივლივებთ, ვტრიალებთ...
– მაგრად მოეჭიდე! – ყვირის კრისტიანი უკნიდან და თითქოს წყალში, ისე ვყვინთავთ
ჰაერში. მოულოდნელად თავდაყირა ვეკიდები და მიწას პლანერის გამჭვირვალე
სახურავიდან დავყურებ.
ხმამაღალი კივილით პლექსიგლასს ხელებით ვეყრდნობი, უკნიდან კი კრისტიანის
სიცილი მესმის. ოჰ, არამზადა! მაგრამ იმდენად გადამდებად იცინის, რომ პლანერს
ასწორებს თუ არა, მეც ვყვები.
– კიდევ კარგი, არ ვისაუზმე! – ვყვირი მე.
– ალბათ! რადგან გამეორებას ვაპირებ...
კრისტიანი პლანერს ისევ აბრუნებს, მაგრამ ახლა უკვე მომზადებული ვარ. ქამრებით
დამაგრებული თავდაყირა ვკიდივარ და სულელივით ვხითხითებ. კრისტიანი პლანერს
ისევ ასწორებს.
– მოგწონს? – ყვირის ის.
– ძალიან!
ამომავალი მზის სხივებში გახვეულნი ნელნელა ქვევით ვეშვებით და ქარის ზუზუნსა
და აბსოლუტურ სიმშვიდეს ვუსმენთ. ამაზე მეტი რა შეიძლება ადამიანმა ინატროს?
– შენ წინ ბერკეტს ხომ ხედავ? – მესმის უკნიდან მისი ხმა.
ჩემ ფეხებს შორის ოდნავ მოქანავე ბერკეტს დავყურებ. ოჰ, არა! რა ჩაიფიქრა?
– ხელი მოჰკიდე.
ჯანდაბა! უნდა, რომ პლანერი მე ვმართო? არა!
– მიდი, ანასტასია! – მამხნევებს კრისტიანი.
ბერკეტს ხელს შეშინებული ვკიდებ და ფლუგერის ვიბრაციას ვგრძნობ. მგონი,
ფლუგერი ჰქვია, თუმცა ზუსტად არ ვიცი, რა აჩერებს პლანერს ჰაერში.
– უფრო მაგრად მოჰკიდე... გაასწორე. ციფერბლატს ხედავ? ისე გაასწორე, რომ ისარი
ზუსტად შუა ხაზზე გაჩერდეს.
გული ლამის ამომივარდეს. ჯანდაბა! პლანერს მე ვმართავ... მე მივფრინავ!
– ყოჩაღ! – მიწონებს კრისტიანი.
– როგორ მოხდა, რომ პლანერის კონტროლის უფლება მე ჩამიგდე ხელში?
– გაგიკვირდებათ, მის სტილ, კიდევ იმდენი რამის უფლების მოცემას ვაპირებ.
ბერკეტი ყანყალებს, ხელს ვუშვებ და პლანერი კიდევ რამდენიმე ფუტით ეშვება,
ყურები ისევ მიგუბდება. მიწა სულ უფრო ახლოვდება და ასე მგონია, ცოტაც და,
დავეხეთქებით. ღმერთო!
– ბიემეი, მიღება, ბიჯიენ პ3 ალფა ვარ, მეშვიდე ასაფრენ ბილიკზე ქარს მარცხნიდან
მოვყვები, ბიემეი, მიღება!
კრისტიანი თითქოს ისევ თავის თავს უბრუნდება და დესპოტის მბრძანებლური ხმა
უხდება. კოშკიდან პასუხს სცემენ, მაგრამ ხმაურის გამო სიტყვებს ვერ ვარჩევ. დიდი
წრეებით ნელნელა ვეშვებით. აეროდრომს ვხედავ, საფრენ ბილიკს, მერე ისევ ტრასას
ვკვეთთ.
– გამაგრდი, ანასტასია, ახლა შეგვაქანებს.
ბოლო წრეს ვხაზავთ, ძლიერი ბიძგით მიწას ვეხებით და ბალახზე საშინელი სიჩქარით
მივქრივართ. ბოლოს, როგორც იქნა, პლანერი ჩერდება, ირყევა და მარცხენა ფრთისკენ
იხრება. ჰაერს ღრმად და შვებით ვისუნთქავ. კრისტიანი პლანერს გუმბათს ხდის,
კაბინიდან გადადის და მთელი სხეულით იჭიმება.
– მოგეწონა? მეკითხება ის და ნაცრისფერი თვალები ვერცხლისფერ ნაპერწკლებად
უციმციმებს. მერე იხრება და სამხრეებს მიხსნის.
– საოცარი იყო...გმადლობ! – ვპასუხობ ბედნიერებისგან გაბრწყინებული სახით.
– გამომივიდა დღეს მეტის მოცემა? – მეკითხება ხმაში იმედით.
– მეტზე მეტისაც კი, – ვპასუხობ ჩურჩულით და მის კმაყოფილ სახეს შევყურებ.
– მოდი აქ.
კრისტიანი ხელს მიწვდის და კაბინიდან გადასვლაში მეხმარება.
მიწაზე ჩახტომას ვერ ვასწრებ, რომ მკლავებში მიქცევს და გულში მიკრავს, მერე ერთ
ხელს თმაში მკიდებს და უკან მქაჩავს, რომ თავი ამაწევინოს, მეორეს კი ზურგზე,
ხანგრძლივად და ჟინით მკოცნის, ენით ჩემს ენას პოულობს, სუნთქვა ხრინწიანი
უხდება... ღმერთო, მისი ასო... ჩვენ ხომ საფრენი მინდვრის შუაგულში ვდგავართ!
თუმცა სულერთია... თითებს თმაში ვუცურებ, მეტად ვეკვრები. მინდა! მე ის მინდა,
ახლავე და აქვე, პირდაპირ მიწაზე... მკვეთრად მცილდება, ვნებით ჩამუქებული
თვალებიდან დაუოკებელი სურვილი ეღვრება. ძლივს ვსუნთქავ...
– საუზმე, – ჩურჩულებს ავხორცი ჟინით.
როგორ ახერხებს, რომ ერბოკვერცხი ბეკონით აკრძალულ ხილად აქციოს?! ის
ბრუნდება, ხელს მკიდებს და ჩქარი ნაბიჯით მანქანისკენ მივყავარ.
– პლანერი?
– მიხედავენ, – მიჭრის მოკლედ, – ჩვენ უნდა ვისაუზმოთ.
საჭმელი! რა დროს საჭმელია, როცა შეშლილივით მასთან ყოფნა მინდა?
– წამოდი, – მიღიმის კრისტიანი.
ასეთი არასოდეს მინახავს, ერთ სანახაობად ღირს. გვერდიგვერდ, მხარდამხარ
მივაბიჯებთ და სახეზე სულელური ღიმილი მაქვს შეყინული. ათი წლის რომ ვიყავი,
რეისთან ერთად დისნეილენდში გატარებული დღე მახსენდება – დღევანდელი იმას
ნამდვილად არ ჩამოუვარდება.
მანქანით სავანაში ვბრუნდებით. ჩემი ტელეფონი წრიპინებს. აჰ, ჰო, წამალი. ჩანთაში
ძებნას ვიწყებ.
– რა არის? – კრისტიანი ცნობისმოყვარე გამომეტყველებით ჩემკენ იხედება.
– ჩასახვის საწინააღმდეგო აბის მიღების დროა, – ვბუტბუტებ გაწითლებული.
– კარგი გოგო ხარ, ვერ ვიტან პრეზერვატივებს.
კიდევ უფრო მეტად ვწითლდები, რა მზრუნველია დღეს!
– იცი, მომეწონა, მარკს ჩემი თავი მეგობარ გოგონად რომ გააცანი, – ვეუბნები
ხმადაბლა.
– აბა, როგორ უნდა გამეცნო, ასე არ არის?! – მეკითხება წარბაწეული.
– მეგობარი? მეგონა გინდოდა, შენი მორჩილი ვყოფილიყავი.
– მინდოდა და მინდა კიდეც, ანასტასია, მაგრამ შენთან მარტო ეგ არ მყოფნის.
ღმერთო ჩემო! არც კი მჯერა! შეიცვალა... გული იმედით მევსება და სიხარულისგან
სუნთქვაც კი მეკვრის.
– თუ ეს მართალია, მე ბედნიერი ვარ, კრისტიან.
– ჩვენი მიზანია კლიენტს ვასიამოვნოთ, მის სტილ, – მეუბნება ეშმაკური ღიმილით და
„ბლინების საერთაშორისო სახლისკენ“ უხვევს.
– ბლინები?! – ვიცინი გაკვირვებული, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კრისტიან გრეი
ასეთ ადგილს იკადრებდა!
საათი ცხრის ნახევარს აჩვენებს, მაგრამ დარბაზში ცოტა ხალხია. ცომის, შემწვრისა და
სადენზინფექციო საშუალების სუნი დგას. ჰმ... არც ისე სასიამოვნო არომატია.
კრისტიანს კაბინისკენ მივყავარ.
– აქ შენ ვერასოდეს წარმოგიდგენდი, – აღვნიშნავ გაკვირვებული.
– მამას ჩუმად მოვყავდი ხოლმე, როცა დედა ქალაქიდან მიდიოდა სამედიცინო
კონფერენციებზე.
კრისტიანი იღიმება, ნაცრისფერ თვალებში ნაპერწკლები დაურბის. მენიუს
ჩაჰკირკიტებს და ურჩ თმას ხელით ისწორებს.
როგორ მინდა, ახლა ეს თმა ავუჩეჩო! მენიუს ვიღებ და ვხვდები, რომ საშინლად
მომშიებია.
– ვიცი, რაც მინდა, – ჩახრინწული ხმით ამბობს კრისტიანი.
მენიუს თვალს ვაშორებ და მისი მზერისგან მუცლის ქვედა ნაწილი წამში ერთიანად
მეჭიმება, სუნთქვა მეკვრის. ჯანდაბა! ძარღვებში თითქოს საკუთარი სისხლის
გრუხუნიც კი მესმის.
– მეც იგივე მინდა, რაც შენ, – ვპასუხობ ხმაჩავარდნილი.
– აქ? – კრისტიანი ორაზროვანი ღიმილით სახეზე, წარბს წევს და ენის წვერით კბილებს
ეხება.
ღმერთო ჩემო!.. სექსი სასადილოში... მოულოდნელად კოპებს კრავს.
– ტუჩს თავი დაანებე, – მეუბნება მკვახედ, – ახლა მაგის დრო არ არის.
მზერა უმკაცრდება და წამით საოცრად მიმზიდველი და თან საშიში გამომეტყველება
უხდება.
– რაკი არ შემიძლია, პირდაპირ აქ გაგჟიმო, ჯობია, თავი შეიკავო.
– გამარჯობა, ჩემი სახელია ლეანდრა. რას ე... მიირთმევთ?.. ლეანდრას მზერა შეკვეთის
მისაღებად გამზადებული წიგნაკიდან მისტერ
სრულყოფილებაზე გადააქვს და ენადაბმული ერთიანად წითლდება. წამით
თანავუგრძნობ
საცოდავ ენადაბმულ ოფიციანტს, მაგრამ მაშინვე მახსენდება, რომ მეც იგივე
მემართება ხოლმე! კიდევ კარგი, მისი მოსვლა ჩემსა და კრისტიანს შორის ვნებით
დამუხტულ ატმოსფეროს აქრობს, თორემ არც მე ვიქნებოდი უკეთეს დღეში.
– ანასტასია? – მეკითხება კრისტიანი, ისე რომ ოფიციანტს ზედაც არ უყურებს. როგორ
ახერხებს ამხელა გრძნობის ჩადებას ჩემი სახელის წარმოთქმაში?
ნერვიულად ნერწყვს ვყლაპავ... იმედი მაქვს, მეც ისეთივე გაწითლებული არა ვარ,
როგორც საწყალი ლეანდრა.
– ხომ გითხარი, ის მინდა, რაც შენ, – ვპასუხობ დაბალი და ჩავარდნილი ხმით.
კრისტიანი მშიერი მგლის თვალებით შემომყურებს. ღმერთო ჩემო! ჩემი შინაგანი
ქალღმერთი გულწასული ვარდება. არა, ჩემთვის მეტისმეტად რთული თამაშია!
ლეანდრას მზერა ჩემგან კრისტიანზე და მერე ისევ უკან, ჩემზე გადმოაქვს.
ყვრიმალებზე თავისივე თმის – ღია ჟღალისფერი ედება.
– ჯერ არ გადაგიწყვეტიათ?
– არა, ვიცით, რაც გვინდა, – ისე რომ ორაზროვანი მგრძნობიარე ღიმილით თვალს არ
მაშორებს, პასუხობს ოფიციანტს კრისტიანი, – ორი ულუფა თქვენი საფირმო ბლინი
ნეკერჩხლის სიროფით, ორი ჭიქა ფორთოხლის წვენი, რძიანი შავი ყავა და ინგლისური
ჩაი, – ამბობს და ისევ მე მიღიმის.
– გმადლობთ შეკვეთისთვის, სერ. სულ ეს არის? – ლეანდრა გვერდზე იხედება და ფეხს
ითრევს. მე და კრისტიანი ერთდროულად ვწევთ თავებს, რომ შევხედოთ და ისიც,
გაწითლებული, საჩქაროდ მაგიდას შორდება.
– ეს ღირსეული საქციელი არ არის, მისტერ გრეი, – ვეუბნები კრისტიანს და თვალებს
მაგიდისკენ ვხრი, რომ აუღელვებელი გამომეტყველება შევინარჩუნო.
– რა არ არის ღირსეული საქციელი?
– ის, რომ ხალხს თავბრუს ახვევთ... ხალხს, ქალებს... მე.
– შენ თავბრუს გახვევ?
– მუდმივად.
– გეჩვენება, ანასტასია, – მეუბნება თბილად.
– არა, კრისტიან, არ მეჩვენება.
ის კოპებს კრავს.
– ეს თქვენ დამახვიეთ თავბრუ და მომაჯადოვეთ, მის სტილ! საბოლოოდ და
სამუდამოდ... სწორედ ამ თქვენი გამოუცდელობით და პირდაპირობით. სხვა
ყველაფერი ამასთან შედარებით არაფერია.
– რატომ გადაიფიქრე?
– გადავიფიქრე?
– ჩვენთან დაკავშირებით...
ჩაფიქრებული, გრძელი თითებით ნიკაპს ისრესს.
– არა, არ გადამიფიქრებია. ვფიქრობ, მხოლოდ აქცენტები უნდა გადავანაწილოთ
სწორად და ყველაფერი გამოვა. შენ ჩემი მორჩილი თამაშების ოთახში იქნები და იქ, სხვა
ყველაფერთან ერთად, დაგსჯი ხოლმე, თუ წესებს დაარღვევ. რაც შეეხება დანარჩენ
დროს... მზად ვარ, შენს სურვილებს ვუსმინო. ასეთია ჩემი პირობები, მის სტილ.
თანახმა ხართ?
– ესე იგი, შენთან ერთად ძილი შემიძლია? შენს ლოგინში?
– გინდა?
– კი.
– კარგი. შენ გვერდით, თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მშვენივრად მძინავს, – კოპებს
იკრავს ჩაფიქრებული და ჩუმდება.
– მეშინოდა, რომ მიმატოვებდი, თუ შენს პირობებს არ მივიღებდი, – ვეუბნები
ხმადაბლა.
– შენგან ვერსადაც ვერ წავალ, ანასტასია. თანაც... – კრისტიანს ენა ებმება და წამიერი
ფიქრის შემდეგ ამატებს: – კომპრომისი შენ შემომთავაზე, შენ მომწერე ასე და მე თანახმა
ვარ.
– ძალიან მიხარია, რომ მზად ხარ, მეტი მომცე, – ვბუტბუტებ მორცხვად.
– ვიცი.
– იცი? საიდან?
– უბრალოდ, ვიცი, – ირონიულად იცინის კრისტიანი. რას გულისხმობს? რას მალავს?
მაგიდას ხელში ლანგრით ლეანდრა უახლოვდება და ვჩუმდებით. შიმშილისგან
მუცელი მიბუყბუყებს. კრისტიანი გამოხატულად კმაყოფილი გამომეტყველებით
მიყურებს, როგორ ვაცარიელებ თეფშს.
– შეიძლება მე დაგპატიჟო? – ვეკითხები ცოტა ხანში.
– დამპატიჟო?
– მე გადავიხადო.
– მეტი საქმე არა მაქვს! – იცინის ის.
– გთხოვ!
კრისტიანი კოპებს კრავს.
– გინდა ელემენტარული ღირსებაც დამაკარგვინო?
– უბრალოდ, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მეც შემიძლია გადახდა.
– ანასტასია, შენს სურვილს ვაფასებ, მაგრამ იძულებული ვარ, უარი გითხრა.
გაბუტულ გამომეტყველებას ვიღებ და კოპებშეკრული შევყურებ.
– აბა, ახლავე შეწყვიტე! – მუქარით მეუბნება ის და თვალებს მიბრიალებს.
ცხადია, გზას არც კი მეკითხება. კრისტიანის თვალთვალის მანიას უბრალოდ
საზღვარი არა აქვს. ის მანქანას დედას სახლთან აჩერებს, მე კი ამ ფაქტს უკომენტაროდ
ვტოვებ. ისედაც ყველაფერი გასაგებია.
– შემოხვალ? – ვეკითხები გაუბედავად.
– საქმეები მაქვს ანასტასია, საღამოს გამოვივლი. რომელ საათზე მოვიდე?
ვცდილობ, გულის დაწყვეტა არ შევიმჩნიო. კი მაგრამ, რატომ ვეღარ ვძლებ ამ
სექსუალური ტირანის გარეშე? ა, ჰო, მე ხომ შეყვარებული ვარ, ეს რამ დამავიწყა! ...თან
ფრენაც შეუძლია.
– გმადლობ, რომ ამდენ სიხარულს მჩუქნი...
– მადლობად არ ღირს, ანასტასია.
კრისტიანი მკოცნის და წამით მისი საოცარი სუნით ვთვრები.
– მალე დაბრუნდი.
– ერთი სული მაქვს, – ჩურჩულებს ის.
დამშვიდობებისას ხელს ვუქნევ და კრისტიანი ჯორჯიის ჩახჩახა მზის სხივებში
იკარგება. მე ჯერ ისევ მისი ჯემპრი მაცვია, ჯინსის ქვეშ კი მისი ტრუსი. საშინლად
მცხელა. სამზარეულოში სრული ქაოსია. ყოველდღე ხომ არ ელოდება დედა ვახშმად
მულტიმილონერს?! ამიტომ აშკარად ნერვიულობს.
– როგორ ხარ, ძვირფასო? – მეკითხება და იმის გამო, რომ იცის, რას ვაკეთებდი
მთელი ღამე, მაშინვე საშინლად ვწითლდები.
– კარგად. მე და კრისტიანმა პლანერით ვიფრინეთ.
– პლანერით? ეს რომელია, პატარა უძრავო თვითმფრინავი, არა?
თავს ვუქნევ.
– ოჰო! – დედა გაოგნებული ჩუმდება, რაც მისთვის სრულიად უჩვეულოა, მაგრამ ცოტა
ხანში დაკითხვას ისევაგრძელებს.
– ღამით? ილაპარაკეთ?
ჯანდაბა! ისევ ვწითლდები.
– კი ვილაპარაკეთ, გუშინაც და დღესაც და, მგონი, გავერკვიეთ...
– ძალიან კარგი! – მიღიმის კმაყოფილი სახით და სამზარეულოს მაგიდაზე გადაშლილ
რეცეპტების ოთხ წიგნს უბრუნდება.
– დე, თუ გინდა, ვახშამს მე მოვამზადებ.
– არა, საყვარელო, დიდი მადლობა, მინდა, მე თვითონ მოვსინჯო.
– კარგი, – ვოხრავ და ვნებდები.
სამწუხაროდ, დედაჩემის კულინარიული ნიჭის დემონსტრირების საკმაოდ ცუდი
გამოცდილება მაქვს. მაგრამ, ვინ იცის? იქნებ სავანაში გადმოსვლის შემდეგ რამე
შეიცვალა კიდეც. თუმცა ადრე ხანდახან ისეთ სადილს ამზადებდა, მტერსაც რომ არ
აჭმევდი... ნუ, ერთადერთი, ალბათ მისის რობინსონს... ელენას გავიმეტებდი ამისთვის.
აი, ის კი ერთი წამითაც არ მეცოდება! ნეტა ოდესმე თუ შევხვდები იმ ბოროტების
განსახიერებას?
ფიქრებში ჩაძირულს კრისტიანისთვის მადლობის გადახდა და წერილის გაგზავნა
მინდება.

From: ანასტასია სტილი


Subject: წინ გადადგმული ნაბიჯი ცემიდან ფრენამდე.
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ.10:20
To: კრისტიან გრეი

ხანდახან შენც კი გამოგდის, რომ კარგი დრო გამატარებინო და გამართო.


გმადლობ,
ანა
გკოცნი
From: კრისტიან გრეი
Subject: ცემიდან ფრენამდე?
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 10:24
To: ანასტასია სტილი

ცემაც და ფრენაც შენს ხვრინვაზე უკეთესია. დრო მეც ძალიან კარგად გავატარე, თუმცა
გასაკვირიც არაფერია, შენ ხომ ჩემთან ერთად იყავი!

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ხვრინვა?
Date: 2 ივნისი, 2011, 10:26
To: კრისტიან გრეი

მე არ ვხვრინავ! და რომც ვხვრინავდე, თქვენი მხრიდან უტაქტობაა ამაზე ლაპარაკი.


თქვენ ჯენტლმენი არ ხართ, მისტერ გრეი! ამასთან, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ
სამხრეთში იმყოფებით!

ანა

From: კრისტიან გრეი


Subject: ძილში მოლაპარაკე
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ.10:28
To: ანასტასია სტილი

პრეტენზია როდის გამომითქვამს ჯენტლმენის მაღალ წოდებაზე? ვფიქრობ, ჩემი


ყველა საქციელი სწორედ საპირისპიროს დამადასტურებელია. ტყუილად ცდილობთ,
მის სტილ, თქვენი „მყვირალა ასოებით“ შემაშინოთ. თავის გადასარჩენად იმას კი
ვაღიარებ, რომ ხვრინვასთან დაკავშირებით ტყუილი ვთქვი, სამაგიეროდ, ძილში
ლაპარაკობთ. და მე ეს მომწონს!
ჩემი კოცნა სად დაიკარგა?

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა! ვიცი, რომ ძილში ვლაპარაკობ, კეიტმა უკვე რამდენჯერ მითხრა! მაგრამ,
ღმერთო, ნეტა რა ვთქვი? ჯანდაბა!
From: ანასტასია სტილი
Subject: საიდუმლოს გაცემა
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ 10:32
To: კრისტიან გრეი

რა ჯენტლმენობაზე ლაპარაკობთ, არამზადა ხართ! დაუყოვნებლივ ველი პასუხს


კითხვაზე: რა ვთქვი ძილში? იქამდე ვერავითარ კოცნას ვერ მიიღებთ.

From: კრისტიან გრეი


Subject: მოლაპარაკე მძინარე მზეთუნახავი
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ.10:35
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, ჩემი მხრიდან არცთუ კორექტული იქნებოდა თქვენი სიტყვების გამეორება,
მით უმეტეს, რომ ამით შესაძლოა, თქვენი მორიგი გაბრაზება გამოვიწვიო. თუმცა, თუ
კარგად მოიქცევით, იქნებ საღამოს გითხრათ კიდეც. ახლა კი, საღამომდე
გემშვიდობებით, რადგან საქმიან შეხვედრაზე მიგვიანდება.
კარგად!

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ საღამომდე ვეღარაფერს ეღირსება! გაცეცხლებული


კედლებს ვაწყდები. ნუთუ ვთქვი, რომ ვერ ვიტან? ან მიყვარს? ან რამე კიდევ უფრო
უარესი?.. ღმერთო, არა! სიყვარულში გამოსატყდომად ჯერ მზად ნამდვილად არა ვარ
და
ვფიქრობ, სულ საწინააღმდეგოც რომ ამტკიცოს, არც ის არის მზად ასეთი
გულახდილობისთვის. კოპებშეკრული ეკრანს შევყურებ და გადაწყვეტილებას ვიღებ,
პური გამოვაცხო, რომ ბოღმა ცომის ზელაზე მაინც ამოვანთხიო.
დედა ვახშმად წვნიან გასპაჩოს და ზეითუნის ზეთსა და ლიმონის წვენში
დაბასტურმებული სტეიკის მოამზადებას აპირებს. კრისტიანს ხორცი უყვარს, რეცეპტიც
უმარტივესია, ასე რომ, ალბათ გამოვა. ბობმა მაყლის მომზადება ითავა. კაცებზე და
ცეცხლისადმი მათ სიყვარულზე ფიქრში სუპერმარკეტის დახლებს შორის
გორგოლაჭებიან კალათას მივაგორებ.
ხორცს ვყიდულობთ თუ არა, ტელეფონი რეკავს. კრისტიანის შეტყობინების
მოლოდინში ეკრანს დავყურებ, მაგრამ უცხო ნომერია.
– გისმენთ.
– ანასტასია სტილი ბრძანდებით?
– დიახ.
– ელიზაბეთ მორგანი გაწუხებთ „სიაიპი“-დან.
– დიახ, გამარჯობა!
– მის სტილ, თქვენ მიტერ ჯეკ ჰაიდის თანაშემწის თანამდებობაზე ხართ მიღებული.
შეგიძლიათ სამუშაოს ორშაბათიდან შეუდგეთ?
– დიახ! გმადლობთ!
– ანაზღაურების რაოდენობა იცით?
– დიახ, დიახ... მე... დიახ, თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. ორშაბათს დილის ცხრის ნახევარზე გელოდებით.
– ნახვამდის. გმადლობთ.
სახეგაბრწყინებული ტელეფონს ვთიშავ და დედას შევყურებ.
– სამსახური იშოვე?
გახარებული თავს ვუქნევ და ისიც მხიარული ყვირილით შუა სუპერმარკეტში მეხვევა.
– გილოცავ, საყვარელო! შამპანური უნდა ვიყიდოთ!
დედა ხტუნავს და პატარა ბავშვივით, თითქოს ორმოცდაორის კი არა, თორმეტი წლის
იყოს, ტაშს უკრავს!
ისევ ტელეფონს დავყურებ. კრისტიანისგან გამოტოვებული ზარია. კოპებს ვკრავ. ასე
არ მირეკავს ხოლმე. დიდხანს აღარ ვფიქრობ და ნომერს ვკრეფ.
– ანასტასია... – მპასუხობს მაშინვე.
– გამარჯობა, – ვბუტბუტებ მორცხვად.
– სიეტლში დაბრუნება მომიწევს. ჰილტონჰედზე მივდივარ. დედას ჩემ მაგივრად
ბოდიში მოუხადე.
საქმიანი და მკაცრი ხმა აქვს.
– იმედი მაქვს, ცუდი არაფერი მოხდა...
– რაღაც პრობლემებია გადასაჭრელი. ხვალ სიეტლში რომ ჩამოხვალ, გნახავ. მე
თვითონ თუ ვერ დაგხვდი, ტეილორს გამოვუშვებ.
ხმა ცივი, შეიძლება ითქვას, გაბოროტებულიც კი აქვს, თუმცა პირველად მთელი ამ
დროის განმავლობაში ამას ჩემს შეცდომებს არ ვუკავშირებ.
– იმედი მაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ბედნიერ ფრენას გისურვებ!
– შენც, ანასტასია, – ოხვრით მეუბნება ის და ისევ ჩემი კრისტიანის ხმა მესმის.
ტელეფონს თიშავს.
ოჰ, ღმერთო, რა მოხდა? მისი ბოლო „პრობლემა“ ჩემი ქალიშვილობა იყო, იმედი მაქვს,
ამჯერად რაღაც სხვა არის. დედას ვუყურებ, როგორც ჩანს, სახე მეცვლება, რადგან
აღფრთოვანებული გამომეტყველება მასაც მაშინვე შეშფოთებით ეცვლება.
– კრისტიანი იყო. სიეტლში დაბრუნება მოუწია. ბოდიშს გიხდის, რომ ვახშამზე ვერ
მოდის.
– რა საწყენია! მაგრამ არა უშავს, საყვარელო, საზეიმო საღამო მაინც არ უნდა
გადავდოთ, შენი ახალი სამსახური აღვნიშნოთ და ყველაფერს დაწვრილებით
მომიყვები.
საღამოს მე და დედა აუზთან ვწევართ. ახლა, როდესაც დედა მისტერ მეგა „ფულის
ტომარასთან“ ვახშამს ასცდა, თავს მოდუნების უფლებას აძლევს და პირდაპირი
მნიშვნელობით მწოლიარე მდგომარეობაში გადადის. მე ჩამავალი მზის სხივების
დაჭერას ვცდილობ და გუშინდელ ღამეზე და დღევანდელ დილაზე ვფიქრობ. თვალწინ
კრისტიანი მიდგება და უნებურად მეღიმება. ჩვენი საუბარი მახსენდება, რას
ვაკეთებდით... თვითონ როგორ იქცეოდა და კიდევ უფრო ბედნიერი ღიმილი მინათებს
სახეს.
კრისტიანი ძალიან შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მეტის მოცემის
სურვილს აღიარებს და ამას არ უარყოფს. ეს როდის მოხდა? კრისტიანი, რომელმაც
გრძელი წერილი მომწერა, გუშინდელი კრისტიანისგან სრულიად განსხვავდება. რას
აკეთებდა უჩემოდ? ფიქრში ჩაძირული ისე ვჯდები, მავიწყდება, რომ ხელში ჭიქა
მიჭირავს და ლამის სასმელს ვღვრი. მასთან ერთად ისადილა... ელენასთან ერთად.
ჯანდაბა!
სხეულში გაღიზიანების ცახცახი მივლის. რა უთხრა ნეტა კრისტიანს? ჯანდაბა, რატომ
ბუზი არა ვარ, რომ კედელზე მიმჯდარმა მათ ლაპარაკს მოვუსმინო, მერე კი პირდაპირ
იმ ქალის წვნიანში, ან ღვინის ჭიქაში ჩავხტე და ყელში ისე გავეჩხირო, დავახრჩო!
– ანა, რა გჭირს, საყვარელო? – მეკითხება დედა და ინტერესით მიყურებს.
– არაფერი. მგონი, ვგიჟდები. რომელი საათია?
– შვიდის ნახევარი.
ჰმ... ჯერ არ დაფრენილა. ვკითხო? მაგრამ შეიძლება ელენა არაფერ შუაშია.
წყალწაღებულივით ამ იმედს ვეჭიდები. სიზმარში რაღა ვილაპარაკე? ჯანდაბა!.. ალბათ
რაღაც ისეთი, რაზეც ვოცნებობ. მაინც იმედია, კრისტიანის ხასიათის შეცვლა ამასთან არ
არის დაკავშირებული.
საშინლად მცხელა. წყალში უნდა ჩავხტე.
დასაძინებლად დაწოლამდე კომპიუტერს ვრთავ. მთელი საღამოა კრისტიანისგან
ერთი სიტყვაც არ მიმიღია. არ ვიცი, როგორ ჩაფრინდა და ვნერვიულობ.

From: ანასტასია სტილი


Subject: როგორ იმგზავრე?
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 22:32
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო მისტერ გრეი, თუ შეიძლება შემატყობინეთ, როგორ იმგზავრეთ. უკვე


ვნერვიულობ.

მუდამ შენზე ფიქრში.შენი ანა.


გკოცნი

სამ წუთში შეტყობინების მიღების წრიპინი ისმის.

From: კრისტიან გრეი


Subject: ბოდიშს გიხდით
Date: 2 ივნისი, 2011, 19:36
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ, კარგად ვიფრინე. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე არ
მოგწერეთ, არ მინდოდა, ასეთი წვრილმანისთვის თქვენი შეწუხება, მაგრამ მერწმუნეთ,
თქვენი ზრუნვა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
შენც მუდამ ჩემს ფიქრში ხარ, იმედი მაქვს, მალე შევხვდებით.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ვოხრავ, ისევ ეს ფორმალური ტონი.

From: ანასტასია სტილი


Subject: პრობლემა
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 22:40
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, მისტერ გრეი, ნუთუ ჩემს თქვენდამი მზრუნველ დამოკიდებულებაში


გეპარებოდათ ეჭვი? იმედი მაქვს, პრობლემა მოგვარდა.

თქვენი ანა
გკოცნი

პ.ს.: არ აპირებთ ძილში ჩემი ნალაპარაკების გამხელას?

From: კრისტიან გრეი


Subject: კონსტიტუციის მეხუთე შესწორება
Date: 2 ივნისი, 2011, 19:46
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ, ვაფასებ თქვენს ჩემზე ზრუნვას. პრობლემაჯერ არ მოგვარებულა.


რაც შეეხება პოსტსკრიპტუმს, ჩემი პასუხია – არა.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: შესწორება ქმედუუნაროთათვის
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 22:48
To: კრისტიან გრეი
იმედი მაქვს, ძილში ლაპარაკით კარგად გაგართეთ. ნუთუ არ გესმით, რომ უგონო
მდგომარეობაში ვიყავი? თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მოგეჩვენათ ან მოგესმათ.
თქვენს ასაკში ოდნავი სიყრუე გასაკვირი არც არის.

From: კრისტიან გრეი


Subject: დანაშაულის აღიარება
Date: 2 ივნისი, 2011, 19:52
To: ანასტასია სტილი

ძვირფასო მის სტილ, უკაცრავად, ცოტა ხმამაღლა ხომ ვერ გამიმეორებდით? არ მესმის.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: კვლავაც შესწორება ქმედუუნაროთათვის
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 22:54
To: კრისტიან გრეი

მაგიჟებ!

From: კრისტიან გრეი


Subject: იმედი მაქვს...
Date: 2 ივნისი, 2011, 19:52
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ პარასკევს. ერთი სული მაქვს, როდის
გნახავთ.

კრისტიან გრეი,
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ღრრრრრ...
Date: 2 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 23:02
To: კრისტიან გრეი

მორჩა! საბოლოოდ გამაგიჟეთ. ღამე მშვიდობისა

მის ა. რ. სტილი
From: კრისტიან გრეი
Subject: ველური კატა
Date: 2 ივნისი, 2011, 20:05
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, თქვენ გაბედეთ და შემიღრინეთ. შეცდით, ამისთვის მე შინაური კატა მყავს.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კატა? მე იქ კატა არ მინახავს! არა, აღარ ვუპასუხებ. ხანდახან სრულიად აუტანელია.


ორმოცდაათი აუტანელი ელფერი. ლოგინში ვწვები და სანამ თვალი სიბნელეს ეჩვევა,
ჭერს ავყურებ. ფოსტაში შემოსული წერილის ხმა ისმის. არ ვნახავ. არავითარ
შემთხვევაში!
ჯანდაბა! რატომ ვერ ვახერხებ წინააღმდეგობის გაწევას?!

From: კრისტიან გრეი


Subject: ის, რაც ძილში თქვი
Date: 2 ივნისი, 2011, 20:20
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, ის, რაც ძილში თქვი, მინდა შენგან მღვიძარისაგან მოვისმინო, ამიტომ
არაფერს გეტყვი. დაიძინე, იმის გათვალისწინებით, რაც ხვალ საღამოს გელოდება,
ჯობია, კარგად გამოძინებული იყო.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ღმერთო!.. რა ვთქვი? ნუთუ ყველაფერი იმაზე ცუდადაა, ვიდრე მე მეგონა?

თავი ოცდამეხუთე
დედა მაგრად მეხვევა.
– გულს უსმინე, საყვარელო, და გთხოვ, ძალიან გთხოვ, საკუთარ თავში ზედმეტად
კირკიტს მოეშვი, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღე. შენ ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა
ხარ. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვს! რაც მოსახდენია, მოხდება, მაგრამ გახსოვდეს,
ანა, შენ საუკეთესოს იმსახურებ! – გულში ჩახუტებულს მეუბნება ხმადაბლა და თმაზე
მკოცნის. მისი სიტყვები სულის სიღრმემდე აღწევს.
– დე... – დაუპატიჟებელი ცრემლები თვალებს მწვავს და კიდევ უფრო ძლიერად
ვეხვევი.
– ხომ გაგიგია: ნამდვილი უფლისწულის საპოვნელად ხანდახან უამრავი ბაყაყის კოცნა
გვიწევს...
მწარედ ვიღიმები.
– მგონი, ჩემი უფლისწული უკვე ვიპოვნე, დე, და იმედი მაქვს, ბაყაყად არ გადაიქცევა.
დედა გულწრფელი, დედისეული, ყოვლის მპატიებელი უსაზღვრო სიყვარულის
გამომხატველი ღიმილით მიღიმის. ღმერთო, როგორ მიყვარს!
– ანა, შენს რეისს აცხადებენ, – შფოთავს ბობი.
– დე, ჩემთან ხომ ჩამოხვალ?
– რა თქმა უნდა, საყვარელო, მალე ჩამოვალ... მიყვარხარ, ანა.
– მეც მიყვარხარ, დე.
დედას თვალები უცრემლიანდება. ვერ ვიტან მასთან დაშორებას. ბობს ვეხვევი,
ვბრუნდები და კარისკენ მივდივარ. თავს ვაიძულებ, უკან არ მივიხედო, მაგრამ ვერ
ვახერხებ. ბობის მკლავქვეშ შეყუჟულ დედას სახეზე ცრემლები ჩამოსდის. უნდა
ვიჩქარო, თავს ვხრი, გულდამძიმებული დერეფანს მივუყვები და ჩემი ცრემლებით
ალაპლაპებულ, თეთრ გაპრიალებულ იატაკს დავყურებ.
დამშვიდებას უკვე თვითმფრინავში, პირველი კლასის კომფორტში ვცდილობ.
ყოველთვის, როცა ჩემს ცოტა დარტყმულ, უთავბოლო, მაგრამ ამავე დროს ასეთ
საოცრად გონიერ დედასთან განშორება მიხდება, გული მეფლითება: მას ხომ ასე ძალიან
ვუყვარვარ. დედისეული უსაზღვრო და ყოვლისმომცველი სიყვარული ის საჩუქარია,
რასაც ყველა ბავშვი უნდა იღებდეს. ამის გაფიქრებაზე კოპებს ვიკრავ, „ბლეკბერის“
ვიღებ და დავყურებ... რა იცის კრისტიანმა სიყვარულისა? მას ხომ ბავშვობაში
მშობლების ის სითბო არ უგრძნია, რასაც ყველა ბავშვი იმსახურებს. გული მეწურება და
ქარის მობერვასავით დედას სიტყვები მიტივტივდება: „გინდა, ნეონის ასოებით
დაიწეროს შუბლზე რომ უყვარხარ?“ დედა დარწმუნებულია, რომ კრისტიანს
ვუყვარვარ, თუმცა ის ხომ დედაა და სხვანაირად ვერც იფიქრებს, მას უბრალოდ
ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო ემეტება და ფიქრობს, რომ ვიმსახურებ. კოპებს ვიკრავ.
მოულოდნელად სრულიად ცხადად ვაცნობიერებ, რომ კრისტიანის სიყვარული
მჭირდება. ჩემი სულის სიღრმეში სიყვარულისა და ზრუნვის მოთხოვნილება იმალება,
ამიტომ ვარ ასეთი თავშეკავებული და სწორედ ამიტომ არ ვჩქარობ ჩვენი
ურთიერთობის გამჟღავნებას.
სწორედ მისი ორმოცდაათი ელფერი მბოჭავს და არ მაძლევს საშუალებას, ბოლომდე
გავიხსნა. გულწრფელ გრძნობებსა და BDSM ურთიერთობას შორის უზარმაზარი
უფსკრულია. მასთან სექსი სიგიჟემდე მომწონს, კრისტიანი ლამაზი და მდიდარია,
მაგრამ ეს ყველაფერი ფასს კარგავს, თუ არ ვუყვარვარ. ყველაზე მეტად იმის მეშინია,
რომ კრისტიანს საერთოდ არ შესწევს უნარი, უყვარდეს, საკუთარი თავიც კი, არათუ
ვინმე სხვა. საკუთარი თავისადმი მისი ზიზღი მახსენდება და ის ქალი, რომელმაც
ურთიერთობის ის ერთადერთი ფორმა შესთავაზა, რომელიც კრისტიანს სჭირდებოდა.
ის ქალი სცემდა და კრისტიანმა გადაწყვიტა, რომ სიყვარულს არ იმსახურებს. რატომ
ჩაიბეჭდა ეს თავში? როგორ მივიდა აქამდე? კრისტიანის სიტყვები მოსვენებას
მიკარგავს: „ძნელია, იდეალურ ოჯახში იზრდებოდე და იდეალური არ იყო“.
თვალებს ვხუჭავ და მისი ტკივილით მტკივა, მაგრამ მე ვერც კი წარმომიდგენია,
სინამდვილეში რას განიცდის. ვცბები. იქნებ ზედმეტად გავუხსენი გული? რა
საიდუმლო წამომცდა ძილში?
„ბლეკბერის“ პასუხების მიღების ფუჭი იმედით დავყურებ, მაგრამ, სამწუხაროდ,
ტელეფონი კრისტიანის საიდუმლოებების გამჟღავნებას არ აპირებს. სანამ ჯერ ისევ
მიწაზე
ვართ, ჩემი ორმოცდაათი ელფერისთვის წერილის მიწერა მინდება.
From: ანასტასია სტილი
Subject: სახლში დაბრუნება
Date: 3 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 12:53
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო, მისტერ გრეი!


თქვენი წყალობით ისევ პირველი კლასის კომფორტში ვნებივრობ. გმადლობთ! წუთებს
ვითვლი საღამომდე, როდესაც შევძლებ გათქმევინოთ, ასეთი რა წამომცდა ძილში.

თქვენი ანა
გკოცნი!

From: კრისტიან გრეი


Subject: სახლში დაბრუნება
Date: 3 ივნისი, 2011, 09:58
To: ანასტასია სტილი

ანასტასია, მოუთმენლად ველი შენს დაბრუნებას.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

კოპებს ვიკრავ. მისთვის დამახასიათებელი ლაკონური და მახვილგონივრული


სტილისგან სრულიად განსხვავებული მშრალი და ოფიციალური ტონია!

From: ანასტასია სტილი


Subject: სახლში დაბრუნება
Date: 3 ივნისი, 2011, 13:01
To: კრისტიან გრეი
ძვირფასო მისტერ გრეი, იმედი მაქვს, პრობლემა მოგვარდა. სიმართლე გითხრათ,
თქვენი წერილის ოფიციალურმა ტონმა შემაშფოთა.

ანა
გკოცნი

From: კრისტიან გრეი


Subject: სახლში დაბრუნება
Date: 3 ივნისი, 2011, 10:04
To: ანასტასია სტილი

ანასტასია,პრობლემა ჯერ არ მოგვარებულა. ჰაერში ხარ? შეწყვიტე წერა! უკვე გითხარი,


საკუთარსა და მგზავრების სიცოცხლეს საფრთხეში ნუ აგდებ! თორემ, მოგეხსენება,
სულაც არ ვხუმრობდი, სასჯელზე რომ გეუბნებოდი.

კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

ჯანდაბა! რა ხდება? იმ პრობლემის გამოა ასე გაღიზიანებული თუ ტეილორი გაექცა? ან


იქნებ რამდენიმე მილიონი წააგო ბირჟაზე?

From: ანასტასია სტილი


Subject: გადამეტებული რეაქცია
Date: 3 ივნისი, 2011, 13:06
To: კრისტიან გრეი

ძვირფასო ბუზღუნა!
თვითმფრინავი ჯერ არ აფრენილა. ათი წუთით ვაგვიანებთ. ჩემი და ასევე სხვა
მგზავრთა უსაფრთხოება დაცულია, ასე რომ, ნერვული შეტევა არ გემუქრებათ.

მის სტილი

From: კრისტიან გრეი


Subject: ბოდიშს გიხდით სიფიცხისთვის, გადავრჩით – ნერვულ შეტევამდე საქმე არ
მისულა
Date: 3 ივნისი, 2011, 10:08
To: ანასტასია სტილი

მის სტილ, მენატრებით, განსაკუთრებით თქვენი უტიფარი ენა მაკლია. მოუთმენლად


ველი თქვენს დაბრუნებას.
კრისტიან გრეი
„გრეი ენტერპრაიზის ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი

From: ანასტასია სტილი


Subject: ბოდიში მიღებულია
Date: 3 ივნისი, 2011, აღმ. დრ. 13:10
To: კრისტიან გრეი

თვითმფრინავი გასაფრენად ემზადება. პირობას ვდებ, სიტყვასაც აღარ მოგწერთ,


თუმცა, თუ თქვენს სიყრუეს გავითვალისწინებთ, მაინც ვერ გაიგებდით.
შეხვედრამდე,

ანა
გკოცნი

„ბლეკბერის“ ვთიშავ. თავს ვერ ვერევი, აფორიაქებული ვარ. კრისტიანი რაღაცას


მალავს, პრობლემა ხომ არ გაურთულდა? სავარძლის საზურგეს ვეყუდები.
გულხელდაკრეფილი ვზივარ და ჩემ პირდაპირ განყოფილებაში შეწყობილ ჩემს
ჩემოდნებს შევყურებ. დილას პირველი კლასით ფრენისა და პლანერით
გასეირნებისთვის მადლობის ნიშნად მე და დედამ კრისტიანს საჩუქარი ვუყიდეთ.
პლანერის გახსენებაზე სიამოვნებისგან მეღიმება... ჯერ დარწმუნებულიც არა ვარ, რომ
საჩუქარს მივცემ. სულელური სუვენირია და ალბათ ბავშვურ საქციელად ჩამითვლის.
თუმცა თუ კარგ ხასიათზე იქნება, შეიძლება არც დამცინოს. სახლში დაბრუნება და
კრისტიანთან შეხვედრის მოლოდინი საოცრად მაფორიაქებს. უცებ, კრისტიანის
პრობლემის გამოცნობის მცდელობაში ჩაძირული, ვამჩნევ, რომ ჩემ გვერდზე ადგილი
ისევ ცარიელია.
თავს ვაქნევ, ნუთუ კრისტიანმა ორ-ორი ბილეთი იყიდა მხოლოდ იმიტომ, რომ გზაში
არავის დავლაპარაკებოდი? მაგრამ ამ აზრს მაშინვე უარვყოფ – შეუძლებელია, ასეთი
ეჭვიანი იყოს. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გადის, მე კი თვალებს ვხუჭავ. რვა
საათის შემდეგ სიეტლტაკომას აეროპორტში მუყაოზე დაწერილი ჩემი სახელით ხელში
ტეილორი მხვდება. დაუჯერებელია! თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – მისი დანახვა
მიხარია.
– გამარჯობა, ტეილორ.
– მის სტილ, – თავშეკავებული თავაზიანობით მესალმება ტეილორი, თუმცა ცოცხალი
თვალები უღიმის. როგორც ყოველთვის, უნაკლოდ გამოიყურება: ქათქათა თეთრ
პერანგზე ელეგანტური შავი პიჯაკი აცვია და ასევე შავი ჰალსტუხი უკეთია.
– მუყაოზე დაწერილი ჩემი სახელი რაში დაგჭირდა, გეგონა, ვერ გიცნობდი? ან
რამდენჯერ გთხოვო, ანა დამიძახე-მეთქი?
– ანა, ჩემოდნებს გამოგართმევთ.
– არა, მე თვითონ, გმადლობ.
სახე უკმაყოფილო გამომეტყველებით ეცვლება.
– კარგი, თუ ასე გირჩევნია, აიღე, – ვუთმობ მეც.
– გმადლობთ, – მეუბნება და ზურგჩანთას და ახალ გორგოლაჭებიან ჩემოდანს
მართმევს, რომელშიც დედას ნაყიდი საჩუქრები აწყვია.
– აქეთ მობრძანდით.
სასოწარკვეთილი ვოხრავ. რაღაც ძალიან თავაზიანია! ვერ ვივიწყებ, რომ ოდესღაც
ტეილორმა საცვლები მიყიდა. ისე, სიმართლე ითქვას, ეს ერთადერთი კაცია, ვისაც კი ეს
ოდესმე გაუკეთებია. რეისაც კი მსგავსი არაფერი მოსვლია თავში. „აუდის“ შავი
ჯიპისკენ მივდივართ, ტეილორი მანქანის კარს მიღებს. უკანა სავარძელზე ვჯდები და
იმაზე ვფიქრობ, სიეტლისთვის მეტისმეტად მოკლე ქვედა ბოლო ხომ არ მაცვია –
ჯორჯიაში ეს სიგრძე არ იყო თვალში საცემი, სიეტლში კი თავი შიშველი მგონია.
ტეილორი ჩემს ნივთებს საბარგულში ალაგებს და ესკალასკენ მივდივართ. მანქანების
ნაკადში გზას ნელა მივიკვლევთ. ტეილორი გზას თვალს არ აშორებს და ხმას არ იღებს.
ბოლოს თავს ვეღარ ვიკავებ:
– როგორ არის კრისტიანი, ტეილორ?
– მისტერ გრეი დაკავებულია, მის სტილ.
ალბათ იმ, ჯერ ისევ გადაუჭრელი პრობლემის გამო. თავს არ ვანებებ.
– ძალიან დაკავებულია?
– დიახ, მემ.
– შენთვის უმჯობესია, რომ თქვენობით მომმართო ხოლმე ტეილორ?
– დიახ, მემ.
– კარგი.
თქვენობითი ფორმით გაუცხოებული ატმოსფერო ცოტა ხნით ლაპარაკის საშუალებას
არ მაძლევს. ლამისაა აეროდრომზე ტეილორის ნათქვამი, რომ ამ ბოლო დროს
კრისტიანი მოსვენებას ვერ პოულობს – ჰალუცინაციას მივაწერო. შეიძლება მაშინდელ
გულახდილობას ნანობს კიდეც და ბოსის მიმართ უწესო საქციელად მიიჩნევს. სიჩუმე
აუტანელი ხდება.
– მუსიკა ხომ არ ჩაგვერთო, ტეილორ?
– რა თქმა უნდა, მემ. რას ინებებთ?
– რამე დამაწყნარებელი, თუ შეიძლება.
წამით სარკეშიჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება და მისი თვალების გამომეტყველებით
ვხვდები, რომ ტეილორი იღიმება.
– კარგი, მემ.
ტეილორი პანელზე თითს ღილაკს აჭერს და ჩვენ შორის მანქანის სივრცე პახელებელის
კანონის მოლივლივე ჰანგებით ივსება. ოჰ... სწორედ ეს მჭირდებოდა...
– გმადლობ. – ვეუბნები ტეილორს და სავარძლის საზურგეს ვეყუდები, ტეილორი კი I5
ტრასას მიუყვება სიეტლისკენ.
ოცი წუთის შემდეგ მანქანა ესკალას შთამბეჭდავი ფასადის წინ, შესასვლელთან
ჩერდება.
– შებრძანდით, მემ, ჩემოდანს მე მივხედავ, – სახეზე თბილი ღიმილით კარს მიღებს
ტეილორი. ...კეთილი ბიძია ტეილორი!
– გმადლობ, რომ დამხვდი.
– თავადაც მოხარული ვარ, მის სტილ, – მიღიმის ის.
შესასვლელისკენ მივდივარ, შვეიცარი თავს მიკრავს და მესალმება.
სანამ ოცდამეათე სართულზე ავდივარ, მუცელში ათასი პეპელა ერთად მიწყებს
ფარფატს. ასე რატომ ვნერვიულობ? ალბათ იმიტომ, რომ არ ვიცი, კრისტიანი ამჯერად
რა ხასიათზე დამხვდება. ჩემი შინაგანი ქალღმერთი მისთვის სასურველი განწყობის
იმედად მოუსვენრად ცქმუტავს, ჩემი ქვეცნობიერი კი ნერვიულად იკვნეტს ტუჩებს.
ლიფტის კარი იღება და ვესტიბიულში გავდივარ. რა უცნაურია, რომ აქ ტეილორს ვერ
ვხედავ, მაგრამ ის ქვემოთ არის და მანქანას ავტოსადგომზე აყენებს. კრისტიანს ხელში
„ბლეკბერი“ უჭირავს, ხმადაბლა ლაპარაკობს და ფანჯრიდან სიეტლზე ჩამოწოლილ
ბინდს გაჰყურებს. რუხი კოსტიუმი აცვია, პიჯაკი შეხსნილი აქვს და ცალი ხელით თმას
იწვალებს. დაძაბული ჩანს, ნერვიულობს. რა მოხდა? თუმცა აღელვებული თუ მშვიდი,
ის მაინც წარმოუდგენლად სიმპათიურია, მის შემხედვარეს სული მეკვრება, ვდგავარ და
ვუყურებ.
– არ არის საჭირო... კარგი...
კრისტიანი ბრუნდება, მხედავს და უცებ, წამის უსწრაფესად სრულიად იცვლება.
თავიდან სახეზე შვება ეწერება, მერე ნაცრისფერ თვალებში ჩემი შინაგანი ქალღმერთის
მომხმობი, მის ენაზე მოლაპარაკე ვნებით აღსავსე ცეცხლი ენთება.
პირი მიშრება, სურვილი სხეულში სიმხურვალედ მეღვრება... ოჰ...
– საქმის კურსში ჩამაყენე, – მოკლედ უჭრის ტელეფონში თანამოსაუბრეს და ჩქარი
ნაბიჯით ჩემკენ მოდის. ვშეშდები. ჯანდაბა!.. რაღაც სჭირს: სახის ნაკვთები დაძაბული
აქვს, მზერა შეშფოთებული. გზადაგზა პიჯაკს იხდის, მერე ჰალსტუხს იძრობს,
ყველაფერს ხალიჩაზე ყრის, მიახლოვდება, ორივე ხელით მეხვევა, ჰაერში მწევს, ცხენის
კუდად შეკრული თმით თავს უკან მაწევინებს და ისე ხარბად მკოცნის, თითქოს ამ
კოცნაზე მისი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ღმერთო... თმას ისე მქაჩავს, მტკივა,
მაგრამ სულერთია, მისი მხურვალე, სასოწარკვეთილი ჟინის გარდა აღარაფერს არა აქვს
მნიშვნელობა. ვგრძნობ, როგორ ვუნდივარ, ამწუთას, ახლა, ასეთი სასურველი არასოდეს
ვყოფილვარ მისთვის. მისი ეს ჟინი ერთიანად მიპყრობს და იმავდროულად მაშინებს.
კოცნაზე ვნებიანი კოცნით ვპასუხობ, ორივე ხელით კისერზე ვეხვევი და თითებს თმაში
ვუცურებ. ენით ჩემს ენას ეძებს, შეშლილი ჟინი ორივეს ტალღასავით გვითრევს. მის
მხურვალე ტუჩებს ვნებისა და ჟინის დამათრობელი გემო აქვს, მისი სხეულის სუნი
გონებას მაკარგვინებს. მოულოდნელად ჩერდება და მზერაში მწველი დაუოკებელი
სურვილით ზემოდან თვალებში ჩამყურებს.
– რა მოხდა? – ვეკითხები კვნესით.
– რა კარგია, რომ დაბრუნდი, წამოდი, შხაპი მივიღოთ.
ნეტა ეს თხოვნაა თუ ბრძანება?
– კარგი, – ვპასუხობ ჩურჩულით. კრისტიანი ხელს მკიდებს და სააბაზანოში შევყავარ,
ხელს მიშვებს, მერე წყალთან მიდის, ონკანს ხსნის, ჩემკენ ბრუნდება და შემფასებლური
გამომეტყველებით შემომყურებს.
– გიხდება... მეტისმეტად მოკლეა, – მეუბნება ჩახრინწული ხმით, – მაგრამ ძალიან
გიხდება.
ისე რომ, თვალს არ მაშორებს, ფეხსაცმელს და წინდებს იხდის. მისი ხარბი, მშიერი
მზერა მეტყველების უნარს მიკარგავს. ოჰ, ღმერთო! მე ამ ბერძენი ღმერთივით კაცს
ვუნდივარ! მის მოქმედებებს ვიმეორებ – ფეხსაცმელს ვიხდი. უეცრად ხელს მტაცებს,
კედელს მაკრავს და ორივე ხელით ჩემ თმაში ჩაფრენილი მთელ სახეს, ყელს, ტუჩებს
მიკოცნის... კრისტიანისგან მხურვალება მოდის, ზურგით კაფელის ფილის სიგრილეს
ვგრძნობ, ხელებს ფრთხილად ვადებ მხრებზე და ოდნავ ვაჭერ, კრისტიანი კვნესის.
– მინდიხარ... ახლავე... – ჩურჩულებს ქშენით და ხელით ქვედა ბოლოს მიწევს, –
მენსტრუაცია დაგიმთავრდა?
– კი, – ვპასუხობ წამში გაწითლებული.
– კარგი.
ჩემს თეთრ ბიკინის ქვემოთ ექაჩება, მუხლებზე ეშვება და ფეხებიდან მაძრობს. ქვედა
ბოლო წელამდე მაქვს აწეული, წელს ქვემოთ შიშველი ვდგავარ და ვნებით
სუნთქვაშეკრული ვირინდები. თეძოებით კედელზე მაკრავს, ბოქვენზე მკოცნის და
ფეხებს მაშლევინებს. მისი ენა წრიული მოძრაობით კლიტორს აწვალებს, მკერდიდან
ხმამაღალი კვნესა მწყდება... ოჰ, ღმერთო! სიამოვნებისგან თავი უკან მეწევა... თითებს
თმაში ვუცურებ...
მისი ენის ძლიერი, მომთხოვნი, ჟინიანი მოძრაობა გონებას მაკარგვინებს, კლიტორს
წრიულად მილოკავს, ისევ და ისევ... შეუჩერებლივ. სიამოვნება თითქმის ტკივილში
გადამდის. სხეული მიცახცახებს... უეცრად ჩერდება. რა მოხდა? ოჰ, არა!
სუნთქვაშეკრული მუდარით სავსე მზერით შევყურებ. ჩემ სახესხელებში იქცევს,
ტუჩებში მკოცნის და საკუთარი სისველის გემოს ენით მინაწილებს, მერე შარვალს
იხსნის, ხელებს თეძოებზე მკიდებს და ხელში მიყვანს.
– ფეხები შემომხვიე, – მეუბნება ჩახრინწული ხმით.
ისე ვაკეთებ, როგორც მითხრა და ის ძლიერი, დაუოკებელი ბიძგით ჩემში შემოდის,
ხმამაღლა ვკვნესი. მისი თითები მტკივნეულად მესობა თეძოებში, მოძრაობას იწყებს,
ჯერ ნელა და აუჩქარებლად, მაგრამ შეშლილი ჟინი მალე კონტროლს აკარგვინებს და
ტემპს სულ უფრო და უფრო აჩქარებს. ოჰ! თავი უკან მივარდება და არამიწიერი
სიამოვნების მორევში ვეშვები, უფრო და უფრო ძლიერი ჟინით გონდაკარგული უფრო
და უფრო ღრმად ვგრძნობ მას და ელადასავით მთელი სხეულის მომცველ ორგაზმს
ვეძლევი. კრისტიანი სახეს ღმუილით ჩემ კისერში მალავს და ხმამაღალი არეული
კვნესით ათავებს. სუნთქვაარეული ნაზად მკოცნის, ის ისევ ჩემშია, მე კი დაბნეული
თვალებს ვახამხამებ და არეული, ბურანში ჩაკარგული, ფოკუსის აღდგენას ვცდილობ...
როგორც იქნა, მხედველობა მიბრუნდება, კრისტიანი ფრთხილად მაყენებს ფეხზე და
სანამ მყარად არ ვდგები, მზრუნველი ხელებით მიცავს, რომ არ დავეცე. სააბაზანო
ორთქლით ივსება, საშინლად ცხელა.
– როგორც ვხედავ, ჩემი ჩამოსვლა გიხარია, – ვუღიმი დარცხვენილი.
– სწორად მიხვდით, მის სტილ, ამის ვერ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელია. ახლა კი
შხაპი მივიღოთ.
კრისტიანი ჯერ პერანგის სამ შეკრულ ღილს იხსნის, მერე საკინძებს, პერანგს იხდის და
იატაკზე აგდებს, შარვალს და ტრუსს იძრობს, იმასაც გვერდზე ყრის და ჩემი ბლუზის
ღილების გახსნას იწყებს. ერთი სული მაქვს, მკერდზე შევეხო, მაგრამ თავს ვიკავებ.
– როგორ იფრინე? – მეკითხება თბილი ხმით. სექსის მერე კრისტიანი, როგორც წესი,
უფრო მშვიდი ხდება ხოლმე და დაძაბულობაც ეხსნება.
– გადასარევად, – ვბუტბუტებ ჯერ ისევ სუნთქვაარეული. კიდევ ერთხელ გიხდი
მადლობას პირველი კლასისთვის, ჩვეულებრივთან შედარებაც არ შეიძლება. მე ახალი
ამბავი მაქვს, – ვამატებს ბოლოს აღელვებული.
– ახალი ამბავი?
ბლუზის ბოლო ღილს მიხსნის, მხდის და თავისი ტანსაცმლის გროვაზე ზემოდან
აგდებს.
– სამსახური ვიშოვე.
კრისტიანი ჩერდება და მიღიმის, თვალებში სითბო ეღვრება
– გილოცავთ, მის სტილ. ახლაც არ გამიმხელთ, სად?
– მართლა არ იცი?
– საიდან?
– თქვენი შესაძლებლობების ადამიანს... მეგონა... – მისი გაკვირვებისგან შეცვლილი
სახის დანახვაზე ენა მებმება.
– ანასტასია, შენს ცხოვრებაში ჩარევას არ ვაპირებ, თუ რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ
მთხოვ ამას.
– ესე იგი, არ იცი?
– არა. სიეტლში ოთხი გამომცემლობაა, ალბათ რომელიმე მათგანში.
– „სიაიპი“ში.
– ოჰ! მომწონს, კარგი არჩევანია, – იხრება და შუბლზე მკოცნის, – ყოჩაღ. როდის იწყებ?
– ორშაბათიდან.
– ასე მალე? ესე იგი, იქამდე დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. მარჯვნივ
მობრუნდი.
ის ბრძანებებს იძლევა და მეც ვემორჩილები. კრისტიანი ლიფს მხდის, ქვედაბოლოს
მიხსნის, თეძოებზე ხელების ჩაყოლებით მხდის და მხრებზე მკოცნის. მერე თმაში სახეს
მიმალავს და დუნდულებზე ხელებს მიჭერს.
– მაგიჟებთ, მის სტილ, და თან ამავე დროს, საოცრად მამშვიდებთ. თავბრუდამხვევი
კომბინაციაა, – კრისტიანი თმაზე მკოცნის, ხელს მკიდებს და შხაპისკენ მივყავარ.
– აჰ! – წამიერად მწვავს ცხელი წყალი და ჩემთან ერთად შხაპის ქვეშ მდგარი
კრისტიანი ფართოდ იღიმება.
– ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ცხელი წყალია, მის სტილ!
ის მართალია – თავს საოცრად კარგად ვგრძნობ. ცხელი წყლის ნაკადი სხეულიდან
ჯორჯიის გაწებილ დილას და სექსის კვალს მაცილებს.
– მიბრუნდი, – მეუბნება წუთის მერე.
მისკენ ზურგით ვბრუნდები.
– მინდა მე დაგბანო, – ჩურჩულებს ის და ხელს თხევადი საპნისკენ იშვერს.
– კიდევ რაღაც მინდა გითხრა, – ვეუბნები ხმადაბლა, სანამ ის მხრებზე გელს მისვამს.
– რა? – მეკითხება კრისტიანი.
ღრმა ჩასუნთქვით სათქმელისთვის ვემზადები.
– ხუთშაბათს პორტლენდში ჩემი მეგობრის – ხოსეს ფოტოგამოფენა იხსნება, – „ჩემს
მეგობარს“ სპეციალურად ხაზგასმით წარმოვთქვამ.
კრისტიანს ხელი ჩემს მკერდზე უჩერდება.
– მერე? – მეკითხება მკაცრი ხმით.
– დავპირდი, რომ მივიდოდი. ჩემთან ერთად წამოხვალ?
მეჩვენება, რომ ლამის საათი გადის... ხმას არ იღებს, მერე ისევ ჩემი ზურგის გასაპვნას
იწყებს.
– რომელ საათზე?
– რვის ნახევარზე.
– კარგი...
ჩემი ქვეცნობიერი გაცვეთილ სავარძელში შვებით ეცემა.
– ინერვიულე, როცა მეკითხებოდი?
– კი. საიდან მიხვდი?
– შენი სხეულის ყველა კუნთი ერთად მოეშვა ჩემს პასუხზე, – მეუბნება კრისტიანი
მშრალი ხმით.
– შენი... ეეე... ეჭვიანობის მეშინოდა.
– კარგია, რომ გეშინოდა და გირჩევ შემდგომშიც არ დაივიწყო ეს. მაგრამ გმადლობ,
რომ მეც დამპატიჟე. ჩარლი ტანგოთი გავფრინდეთ.
ისევ ცაში?! რა კარგია!
– შეიძლება ახლა მე გაგსაპნო?
– ცუდი აზრია, – მეუბნება ის და უარის გამოსასწორებლად კისერზე ნაზად მკოცნის.
გაბუტულ გამომეტყველებას ვიღებ.
– არასოდეს არ დამრთავ ნებას, რომ შეგეხო? – ვეკითხები გაბედულად.
ხელი ჩემს უკანალზე უშეშდება.
– კედელს მიეყუდე ანასტასია. მინდა გაგჟიმო, ახლავე, – ჩურჩულებს კრისტიანი ჩემს
ყურთან, ხელებით თეძოებს მიჭერს და ვხვდები, რომ საუბრისთვის განკუთვნილი დრო
ამოიწურა.
მერე ფუმფულა ხალათებში ჩაცმულები მის სამზარეულოში, ბარის დახლთან
ვსხედვართ და მისის ჯონსის მომზადებულ საოცრად გემრიელ სპაგეტის – „ალე
ვონგოლეს“ შევექცევით.
– ღვინო დაგისხა? – მეკითხება და თვალები უციმციმებს.
– ცოტა.
„სანსერსს“ მკვეთრი და მოტკბო გემო აქვს. კრისტიანი ბოკლებს ავსებს.
– იმ... პრობლემასთან დაკავშირებით რა ხდება? – ვეკითხები ფრთხილად.
კოპებს იკრავს.
– ვეღარ ვაკონტროლებ, – ამბობს ხმადაბლა, – მაგრამ ეს შენი სანერვიულო არ არის. ამ
საღამოსთვის შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს.
– გეგმები?
– მინდა, თხუთმეტ წუთში თამაშების ოთახში იყო.
კრისტიანი დგება და დამყურებს.
– შეგიძლია შენს ოთახში გამოიცვალო. სხვათა შორის, კარადაში ახალი ტანსაცმელია
შენთვის, წინააღმდეგობის გაწევა არც იფიქრო.
ჩემი პროტესტის მოლოდინში თვალებს ჭუტავს, მაგრამ ხმას არ ვიღებ და კმაყოფილი
კაბინეტში გადის.
მე და წინააღმდეგობის გაწევა? თანაც ვისთვის, ორმოცდაათი ელფერისთვის? არა,
უკაცრავად, ჯერ თავი არ მომბეზრებია! მაღალ სკამზე ვზივარ და ვცდილობ,
ინფორმაცია გადავხარშო.
ტანსაცმელი მიყიდა! ვიცი, რომ ვერ მხედავს და თვალებს ვატრიალებ. მანქანა,
ტელეფონი, ნოუთბუქი, ბინის რიგია და საბოლოოდ ხასად მაქცევს. არა! ჩემი
ქვეცნობიერი ზიზღით იჯღანება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, ვდგები და ჩემს
ოთახში მივდივარ. ჩემს ოთახში? ხომ დამთანხმდა, რომ ერთად დავიძინებდით.
გასაგებია, რომ კრისტიანს ასე ახლო არავინ მიუშვია, მაგრამ მეც ხომ ასე ვარ?! კარგი,
თავს იმით დავიმშვიდებ, რომ მისგან დასამალი ადგილი მექნება. ოთახში შესული
კარადის კარს ვაღებ. ოჰო! რა არის, მთელი ქონება დახარჯა?! კეიტი და საკიდზე
კოხტად ჩამოკიდებული მისი ტანსაცმელი მახსენდება და ვხვდები, აქედან არაფერს
მოზომება არ დასჭირდება, ყველაფერი ზუსტად მომერგება. თუმცა ამაზე საფიქრელად
არ მცალია, ათ წუთში მუხლებზე უნდა ვიდგე ტკივილის, ან, იმედია, სიამოვნების
ოთახში.
თამაშების ოთახში კართან მუხლებზე ვდგავარ, მხოლოდ ბიკინი მაცვია და გული
გამალებით მიცემს. მეგონა, აბაზანაში სექსის მერე დამშვიდდებოდა. კრისტიანი
გაუმაძღარია. თუმცა, იქნებ ყველა კაცი ასეთია? მე ხომ შედარებაც არავისთან შემიძლია.
თვალდახუჭული ვცდილობ, დავმშვიდდე და ჩემს ქვეცნობიერს დაველაპარაკო, მაგრამ
ის მემალება, ჩემი შინაგანი ქალღმერთის ზურგს ამოფარებული.
მოლოდინი ნელ-ნელა დუღილის ტემპერატურას აღწევს. რა ჩაიფიქრა? ვცდილობ,
ღრმად ვისუნთქო, აღგზნება თანდათან მატულობს, ფეხებს შორის ვსველდები. ეს
ყველაფერი ძალიან არასწორია. არა, „არასწორი“ ის სიტყვა არ არის, კრისტიანისთვის
სწორია, ეს ის არის, რაც მას უნდა, მას შემდეგ კი, რაც მან ჩემთვის გააკეთა, მზად ვარ,
ნებისმიერი თხოვნა და სურვილი შევუსრულო. მისი მზერა მახსენდება, ჩემს დანახვაზე
მაშინვე შეცვლილი გამომეტყველება, ჩემკენ თითქოს უდაბნოს ხვატით გათანგული
ოაზისისკენ რომ მოდიოდა. მის თვალებში ამ მოწყურებული მზერის ისევ დასანახად
ყველაფერს ვიზამ. უნებურად თეძოები მეჭიმება და მაშინვე ისიც მახსენდება, რომ
მუხლებზე ფეხებგაშლილი დგომა მიბრძანა. ფეხებს მაშინვე ვშლი. როდის მოვა?!
მოლოდინი მტანჯველ სურვილში გადამდის. თვალს ნახევრად განათებულ ოთახს
ვავლებ: ჯვარი, მაგიდა, დივანი, სკამი... უზარმაზარი წითელი ატლასის
თეთრეულგადაკრული საწოლი. საინტერესოა, დღეს რა ნივთებს გამოიყენებს? კარი
იღება, კრისტიანი შემოდის, მაგრამ არც კი მიყურებს. მაშინვე თვალებს ვხრი და
ბარძაყებზე დაწყობილ საკუთარ ხელებს დავყურებ. კრისტიანი კართან მდგარ კომოდზე
რაღაცას დებს და საწოლთან მიდის. ვერ ვითმენ, თვალს მისკენ ვაპარებ და გული კიდევ
უფრო გამალებით მიწყებს ცემას. კრისტიანს მხოლოდ დახეული ჯინსი აცვია,
რომელზეც ზედა ღილი უდიერად აქვს შეხსნილი. ღმერთო, რა აგზნებულია! ჩემი
ქვეცნობიერი სახეზე ხელით მარაოსავით ინიავებს, შინაგანი ქალღმერთი კი ჟინიან,
უძველეს ვნებააშლილ გრძნობიერ რიტმში იწყებს თეძოების ქნევას. ტუჩებს ვილოკავ.
ძარღვებში სისხლი მიშხუის. რის გაკეთებას მიპირებს?
კრისტიანი კომოდისკენ ბრუნდება, უჯრას აღებს, რაღაც ნივთებს იღებს და კომოდის
თავზე აწყობს. ცნობისმოყვარეობა მკლავს, მაგრამ ნებისყოფას ვიკრებ და თავს
ვაიძულებ, არ მივიხედო. მომზადებას ამთავრებს, მოდის და ჩემ პირდაპირ დგება. მის
შიშველ ტერფებს დავყურებ. როგორ მინდა, ყოველი წერტილი დავუკოცნო, ენა ავუსვა,
სათითაოდ ყველა თითი მოვწუწნო! ღმერთო!..
– ასეთი მომწონხარ, – ამბობს სუნთქვაარეული.
იატაკისკენ თავდახრილი მუხლებზე ვდგავარ და ვაცნობიერებ, რომ ბიკინის გარდა
არაფერი მაცვია, სრულიად შიშველი ვარ. სახეზე სისხლი მაწვება.კრისტიანი იხრება,
ნიკაპს მაწევინებს და ჟინით აღსავსე მზერით თვალებში მიყურებს.
– ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ამქვეყნად, ანასტასია, და მხოლოდ ჩემი ხარ, – მეუბნება
ხმადაბლა, – ადექი, – მის ჩავარდნილ ხმაში იმდენივე სითბოა, რამდენიც ჟინი და ვნება.
ბარბაცით ფეხზე ვდგები.
– შემომხედე.
ნაცრისფერი თვალები მბჟუტავ ცეცხლად უელავს. ეს დომინანტის მზერაა – მძიმე,
ცივი, ჟინიანი, ერთ ავხორც გამოხედვაში მოქცეული ცოდვის შვიდი ელფერი. პირი
მიშრება და ვიცი, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მიბრძანებს. ტუჩებზე თითქმის
სასტიკი ღიმილი დასთამაშებს.
– კონტრაქტზე ხელი არ მოგვიწერია, ანასტასია, მაგრამ დასაშვებ საზღვრებზე
მოვილაპარაკეთ. მთავარია, შემაჩერებელი სიტყვები არ დაივიწყო.
ჯანდაბა!.. რას აპირებს?
– გაიმეორე, – მეუბნება მბრძანებლური ტონით კრისტიანი.
ოდნავ შესამჩნევად კოპებს ვკრავ და სახე მაშინვე ექუფრება.
– შემაჩერებელი სიტყვები გაიმეორე, ანასტასია, – წარმოთქვამს ის ნელა და გარკვევით.
– ყვითელი, – ვბუტბუტებ მე.
– და? – მეკითხება მკაცრად და ტუჩები ეძაბება.
– წითელი, – სუნთქვაშეკრული, სიტყვას მკერდიდან ამოვარდნილ ჰაერს ვაყოლებ.
– არ დაივიწყო.
ეს უკვე მეტისმეტია... უნებურად წარბი მეწევა და მინდება ჩემი საკმაოდ მაღალი
საშუალო ქულა შევახსენო, მაგრამ ნაცრისფერ თვალებში გაელვებული ნაპერწკალი
მაიძულებს გავჩუმდე.
– თქვენ უტიფარ ენას თუ არ დაიმოკლებთ, მის სტილ, პირდაპირ მუხლებზე
დაყენებულს გაგჟიმავთ. გასაგებია?
კარგი, ხმას არ ამოვიღებ. ყელში გაჩხერილ ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და უფრო მის
ტონს, ვიდრე მუქარას დამორჩილებული თვალებს ვხუჭავ.
– გასაგებია?
– დიახ, ბატონო, – ვჩურჩულებ ნაჩქარევად.
– კარგი გოგო ხარ.
წამით უსიტყვოდ შემომყურებს.
– შემაჩერებელი სიტყვები იმისთვის არ დაგჭირდება, რომ აუტანელი ტკივილის დროს
გამოიყენო, მინდა ზღვრამდე მიგიყვანო, სულ კიდემდე, შენ კი ამ კიდის განსაზღვრა
უნდა შეძლო. გასაგებია?
ვერაფერს ვიგებ... ზღვრამდე? ოჰ, ღმერთო...
– შენ ჩემს შეხებას იგრძნობ, ანასტასია, მაგრამ ვერც დამინახავ და ვერც ჩემს ხმას
გაიგებ, მხოლოდ შეხებების შეგრძნებას უნდა მიჰყვე.
კოპებს ვკრავ. რას ნიშნავს „ჩემს ხმას ვერ გაიგებ“? რა არის ამაში ჩადებული?
კრისტიანი ბრუნდება და კომოდზე შავ ყუთს ვამჩნევ. მას ხელი ყუთთან მიაქვს, ყუთი
ორად იხსნება და HDპლეიერის ღილაკებიანი პანელი ჩნდება. რამდენიმე ღილაკს თითს
მიყოლებით აჭერს. არაფერი ხდება, მაგრამ მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე,
ასეც უნდა იყოს. მე ყურადღებით ვაკვირდები და ვიცდი. კრისტიანი ჩემკენ ბრუნდება,
ტუჩებზე საიდუმლოებით მოცული ღიმილი დასთამაშებს.
– მინდა, საწოლზე მიგაბა, ანასტასია, მაგრამ იქამდე თვალებს აგიხვევ, – მეუბნება და
აიპოდს იღებს, – მაგრამ, გარდა იმისა, რომ ვერ დამინახავ, ვერც ჩემს ხმას გაიგებ,
მხოლოდ მუსიკის სმენა შეგეძლება.
კარგი, იყოს მუსიკალური გაფორმება, მე რაღაც სხვას ველოდი, თუმცა აღარც
მიკვირს... ღმერთო, ოღონდ რეპი არა!
– წამოდი, – მეუბნება კრისტიანი, ხელს მკიდებს და ოთხსვეტიან ძველებურ საწოლთან
მივყავარ. ყოველ სვეტს ხელბორკილი აქვს მიმაგრებული, წითელი ატლასის ფონზე,
საწოლის ყოველ კუთხეში პრიალა ჯაჭვები და ტყავის სამაჯურები აწყვია.
ღმერთო, ჩემო!.. გული ლამის ამომვარდეს, მთელი სხეული მითრთის და მიხურს.
ასეთი აგზნებული არასოდეს ვყოფილვარ.
– აქ დადექი.
პირით საწოლისკენ მაყენებს, თვითონ კი იხრება და ჩემს ყურთან ჩურჩულებს:
– წინ იყურე, წარმოიდგინე, რომ ხელფეხმიბმული წევხარ და მთლიანად ჩემს ხელში
ხარ.
ღმერთო!..
ყველა ნერვი ერთდროულად მიშიშვლდება, სმენა მეძაბება... მესმის, როგორ მშორდება,
კართან მიდის და მათრახების ბუდიდან რაღაცას იღებს. ღმერთო ჩემო! რას აპირებს?
კრისტიანს ისევ ზურგსუკან ვგრძნობ. თმაში ხელს მკიდებს და დაწვნას იწყებს.
– მომწონს, შენ როგორც იკრავ ხოლმე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.
მისი თითების დროდადრო ზურგზე შეხება ყოველ ჯერზე მთელ სხეულში დენის
დარტყმასავით მივლის. ბოლოს ნაწნავს კრავს და თავისკენ ეწევა. უკან ვქანდები და
ზურგით მის მკერდს ვეხები. მერე თავს გვერდზე მაწევინებს, გაშიშვლებულ კისერთან
მის ხარბ, მხურვალე სუნთქვას ვგრძნობ. ჩუმი კვნესით თმის ძირიდან მხრამდე ენის
წვერით მლოკავს და ოდნავ მკბენს. ეს ხმა, კვნესა, რომელიც მის ტუჩებს სწყდება
სხეულში მოცახცახე იმპულსად მივლის. ქვევით, უფრო ქვევით, უფრო ღრმად.
შეგრძნებებს აყოლილი, ვკვნესი.
– ჩუმად, – ჩურჩულებს სუნთქვაარეული ჩემს კისერში და ხელებს წინ სწევს. მარჯვენა
ხელში ფლოგერი უჭირავს. ...სახელი მას შემდეგ დამამახსოვრდა.
– შეეხე, – ჩურჩულებს ის ეშმაკივით მაცდუნებელი ხმით. სისხლი მიდუღდება. ხელს
ვიშვერ და პატარა, წაგრძელებულ, ბოლოებში მძივის ბურთულებიან ნატის ფოჩს
ფრთხილად ვეხები.
– არ გეტკინება, მხოლოდ კანქვეშა სისხლძარღვები გამოგიცოცხლდება და კანი უფრო
მგრძნობიარე გაგიხდება.
„არ მეტკინება“? კარგი...
– შემაჩერებელი სიტყვები გაიმეორე, ანასტასია.
–ყვითელი და წითელი, ბატონო, – ვჩურჩულებ აცახცახებული.
– ყოჩაღ. გახსოვდეს, შიში მხოლოდ შენ გონებაშია.
კრისტიანი ფლოგერს საწოლზე აგდებს და ხელებს წელზე მკიდებს.
– ეს არ დაგჭირდება, – ამბობს ის ხმადაბლა და საცვალს მხდის. თავს საწოლის
მოჩუქურთმებულ სვეტზე ვიმაგრებ და ფეხებს ერთმანეთის მიყოლებით ვწევ.
– გასწორდი, – მესმის მისი ბრძანება, მერე მკოცნის და უკანალზე მჩქმეტს, – ზურგზე
დაწექი, – ამატებს ჩავარდნილი ხმით და მკვეთრი დარტყმა დუნდულებს მწვავს.
მოულოდნელობისგან ვხტები და მაშინვე მკვრივ მატრასზე მუხლებით ავდივარ.
ზურგზე ვბრუნდები, რბილი ატლასი სხეულს მიგრილებს. კრისტიანს აუღელვებელი
გამომეტყველება აქვს, ერთადერთი, მხოლოდ თვალები გასცემს მის ძლივს მოთოკილ,
აღვირახსნილ ვნებას.
– ხელები ასწიე!
ვემორჩილები. ოჰ, ღმერთო, სხეული მოუთმენლობისგან ერთიანად მითრთის! წამით
თვალს ეფარება. გვერდითა მზერით ვხედავ, რომ ისევ კომოდთან მიდის და უკან
აიპოდით და იმის მსგავსი ნიღბით ბრუნდება, როგორიც თვითმფრინავში მეკეთა.
მინდა გავიღიმო, მაგრამ სახე თითქოს გაქვავებული მაქვს და ტუჩები არ მემორჩილება...
თვალებგაფართოებული კრისტიანს შევყურებ.
ის საწოლის კიდეზე ჯდება და უცნაურ ანტენიან მოწყობილობას და ყურსასმენს
მაწვდის. კოპებს ვკრავ. ეს რა არის?
– ეს მოწყობილობა მუსიკას აიპოდიდან სტერეოსისტემას გადასცემს, – მპასუხობს
დაუსმელ კითხვაზე, – მეც იმავეს მოვისმენ, რასაც შენ, მაგრამ მე პულტი მაქვს, –
კრისტიანი იცინის და პატარა, ბრტყელ, კალკულატორის მსგავს ნივთს იღებს. ის ჩემკენ
იხრება და ყურებში ყურსასმენს მიმაგრებს, აიპოდს კი საწოლზე, ჩემს თავს ზემოთ
დებს.
– თავი ასწიე, – მეუბნება და მეც ბრძანებას მაშინვე ვასრულებ.
კრისტიანს ნიღბის რეზინი კეფაზე აუჩქარებლად გადააქვს და მაბრმავებს... რეზინი
იმავდროულად ყურსასმენსაც ამაგრებს. ლოგინიდან დგება. თუმცა ყრუდ, მაგრამ ჯერ
ისევ მესმის, რას აკეთებს, მესმის საკუთარი სუნთქვაც – აჩქარებული, წყვეტილი და
აგზნებული. კრისტიანი მარცხენა ხელს მაჯით საწოლის სვეტზე მიბამს და გრძელი
თითებით ხელის მთელ სიგრძეს მოჰყვება. ოჰ ღმერთო! შეხება სხეულს მითრთოლებს.
მესმის, როგორ მივლის გარშემო, საწოლის მეორე მხრიდან მოდის და მარჯვენა მაჯაზეც
იმავეს იმეორებს, ახლა მარჯვენა ხელს აყოლებს თითებს. ღმერთო... ისეთი შეგრძნება
მაქვს, რომ სადაცაა სხეული აღარ დამემორჩილება. როგორ ახერხებს ასე ჩემს აგზნებას?
კრისტიანი საწოლს ისევ გარს უვლის, ფეხებთან მოდის და ხელებს კოჭებში მკიდებს.
– თავი ასწიე, – მესმის მისი ხმა.
ვემორჩილები. ფეხებით სწრაფად თავისკენ მეწევა, ხელებით ბორკილებზე ვეკიდები.
ჯანდაბა!.. განძრევის საშუალება არა მაქვს. მტანჯველი მოუთმენელი მოლოდინი
სხეულში თრთოლად მივლის. კიდევ უფრო ვსველდები. კრისტიანი ფეხებს
მაშლევინებს და ჯერ ერთით, მერე მეორით სვეტებზე მაბამს. საწოლზე
ხელფეხმიბმული ვწევარ და მთლიანად მის ხელში ვარ. რატომღაც მეშინია... რადგან
ვერ ვხედავ, მთელი ყურადღება სმენაზე გადამაქვს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი
აჩქარებული გულისცემა მესმის. მოულოდნელად ხმადაბალი ტკაცუნით აიპოდი
ირთვება. ეული, თითქოს ანგელოზისეული ხმა ნაზ მელოდიას ჰყვება, მას მეორე
უერთდება, მერე მესამე და მალე ჩემს სმენას უძველესი ჰიმნით თითქოს ციურ არსებათა
მთელი გუნდი იპყრობს. საინტერესოა, რა არის? ადრე არასოდეს მომისმენია.
ჩემს ყელს რაღაც საოცრად ნაზი ეხება, ქვევით მოცურავს, მკერდს ელამუნება, ძუძუს
თავების გარშემო წრეებს ხაზავს. ეს ხომ ბეწვია. ბეწვის ხელთათმანი? რბილი შეხება
ნაჩქარევად ქვევით ინაცვლებს, ჭიპს გარშემო უვლის და თეძოებზე მელამუნება.
აცახცახებული, ვცდილობ გამოვიცნო, საით წავა... და ეს მუსიკა... ეს ღვთიური მუსიკა,
რომელიც ჩემს სმენას მთლიანად იცავს... ბეწვი ბოქვენთან დაცურავს... ფეხებს შორის...
კიდევ უფრო ქვევით ინაცვლებს, ბარძაყებს მიუყვება... ოდნავ მეღიტინება... გუნდს
კიდევ რამდენიმე ხმა უერთდება... ყოველი მათგანი საკუთარ პარტიას მღერის და
ერთმანეთს ღვთიურ, წარმოუდგენლად საოცარ, ენით აუწერელ ჰარმონიად ერწყმება...
სმენა სიტყვა „დეუსს“ იჭერს, მაშასადამე ლათინურია. ბეწვის ხელთათმანი კი ამჯერად
ჩემს მკლავებს მიუყვება და მკერდისკენ ინაცვლებს. ნაზი შეხებით ძუძუს თავები
მიმკვრივდება. იმის წარმოდგენაზე, რომ ბეწვს კრისტიანის თითები შეცვლის, სუნთქვა
მეკვრის. მოულოდნელად ბეწვის მაგივრად ნატის ფოჩის შეხებას ვგრძნობ. ფლოგერი
ბეწვის ხელთათმანის გზას იმეორებს და ისევ ალერსიან შეხებასა და ღვთიურ მუსიკას
შორის ვიხლიჩები. ასობით ხმა ჩემს წარმოსახვაში ოქროს და ვერცხლის ძაფებით
ღვთიურ გობელენს ქსოვს, ნატი კანს ელამუნება... ოჰ, ღმერთო... მოულოდნელად
ყველაფერი წყდება. მკვეთრი დარტყმა მუცელს მისერავს.
– ააააჰ!
ძალიან არ მტკივა, მხოლოდ ოდნავ მწიწკნის, მაგრამ დარტყმა მოულოდნელი იყო...
შემდეგი უფრო ძლიერია...
– ააააჰ!..
მინდება, სახეზე ხელები ავიფარო, წამოვხტე, გავიქცე... ანდა იქნებ შემდეგი დარტყმის
მოლოდინში სულაც გავქვავდე?.. დარწმუნებული არაფერში ვარ, ზედმეტად უცხო და
უჩვეულო შეგრძნებებია. ვერც ხელებს ვანძრევ, ვერც ფეხებს. კიდევ ერთი
დარტყმა,ამჯერად მკერდის გასწვრივ. სიამოვნებისგან ხმამაღლა ვყვირი, ტკივილი
ასატანია, სასიამოვნოც კი... არა, ჯერ არა! ჩემი სხეული მუსიკის უნისონში მღერის და
ყოველ ახალ დარტყმაზე სულის სულ უფრო ღრმა კუნჭულებში, ჩემთვის აქამდე
სრულიად წარმოუდგენელ, შეშლილ ფანტაზიებში ვეშვები. ...და მე ეს მომწონს. მორიგი
დარტყმა თეძოს ხაზს მწვავს, შემდეგი – მოწყვეტილი და მოკლე – ბოქვენს... ფეხები...
ისევ მკერდი და ისევ თეძოები... სანამ მუსიკა კულმინაციას აღწევს, ის ისევ და ისევ,
შეუჩერებლად მირტყამს... მოულოდნელად მუსიკა წყდება და შოლტიც შეშდება.
...მაგრამ წამის შემდეგ ისევ იწყება და სიამოვნებისგან აკვნესებულს და აცახცახებულს,
სხეული წვიმასავით ხშირი და თითქმის ყოველი წერტილის მომცველი დარტყმებით
მეფარება. ისევ სიჩუმე... მხოლოდ ჩემი საკუთარი არეული სუნთქვა და ჩემივე
დაუკმაყოფილებელი და დაუოკებელი ჟინის გამოძახილი მესმის. რა მჭირს? თავს ვერ
ვერევი... მე ახლა იქ ვარ, სადაც ავხორცი ვნება მეფობს... საწოლი მისი სხეულის
სიმძიმის ქვეშ იზნიქება. მუსიკა ისევ იწყება. ალბათ გამეორებაზეა დაყენებული. ახლა
ბეწვის ხელთათმანის გზას კრისტიანის ცხვირის წვერი და მხურვალე ტუჩები
იმეორებს... კისერი, ყელი... ის მკოცნის, კანს მწოვს, ქვემოთ ინაცვლებს, მკერდისკენ
ჩადის. აჰ!.. ენით ძუძუს თავებს მიწვალებს, სანამ პირი ერთ ძუძუს თავს წუწნის,
თითები მეორეს სრესს. შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი კვნესა მუსიკასაც კი ახშობს, მაგრამ მე
მაინც არ მესმის. საკუთარი თავი მავიწყდება, მთლიანად კრისტიანს ვერწყმი... ღვთიურ
ხმებში ვიკარგები... შეგრძნებებში, ჩემზე ბევრად ძლიერ შეგრძნებებში ვეფლობი, მისი
თითებით და ტუჩებით ვიმართები.
კრისტიანი ქვევით ინაცვლებს, ენით ჭიპის გარშემო მივლის... ვკვნესი. მკოცნის, მწოვს,
მკბენს და სულ უფრო და უფრო ქვემოთ ჩადის. მისი ენა იმ ადგილს აღწევს, სადაც
ბარძაყები მიერთდება. თავი უკან მეწევა, ყვირილს ვერ ვიკავებ, ზედ უფსკრულის
კიდესთან ვეკიდები და კრისტიანიც მაშინვე ჩერდება. არა! ის ჩემს ფეხებს შუა
მუხლებზე დგება და ერთ ფეხს მითავისუფლებს. ვშლი, საწოლის შუისკენ ვწევ და
ვადუნებ. კრისტიანი მეორე ფეხს მიხსნის და ორივე კოჭთან დაბუჟებულ კანს მიზელს.
მერე ხელებს თეძოებზე მკიდებს და ზემოთ მაწევინებს. ზურგი მეზნიქება, მხრებით
ლოგინს ვაწვები. მუხლებზე მდგარი ძლიერი ბიძგით შემოდის... ოჰ, ღმერთო!.. ისევ
ვყვირი. ორგაზმი დაძაბულ კონვულსიურ ბიძგებად მეპარება, მაგრამ მოულოდნელად
კრისტანი ჩერდება. არა! როდემდე შეიძლება ეს ტანჯვა გაწელოს?
– გთხოვ! – ვემუდარები გონებაარეული.
ხელებს უფრო მაგრად მიჭერს... მაფრთხილებს? თითებს დუნდულებში მასობს... სული
მეხუთება... უკან გადის. ამას სპეციალურად აკეთებს? კრისტიანი თეძოებით მოძრაობას
იწყებს... ძალიან ნელა, მტანჯველი აუჩქარებლობით... ღმერთო! აღარ შემიძლია! გუნდს
კიდევ რამდენიმე ხმა უერთდება... ისიც ჩქარდება, თუმცა სულ ოდნავ, თავს მთლიანად
ფლობს და მუსიკის ტემპს მიჰყვება. ტანჯვას ვეღარ ვუძლებ...
– გთხოვ!.. – ვკვნესი ძალაგამოცლილი. კრისტიანი საწოლზე მოწყვეტით მაგდებს,
ზემოდან მეშვება, ხელებს ეყრდნობა და მთელი ძალით შემოდის. მუსიკა კულმინაციას
აღწევს და ყოვლისწამლეკავ, განცდილთაგან ყველაზე ძლიერ ორგაზმში თავით
ვეშვები... სამი ძლიერი ბიძგი და კრისტიანიც ათავებს, წამით შეშდება და ზემოდან
მეცემა. სადღაც დაკარგული ცნობიერება მიბრუნდება. ის მშორდება და გვერდზე
ბრუნდება. მუსიკა სრულდება. კრისტიანი ხელს იშვერს და მარჯვენა მკლავს
მითავისუფლებს, ვკვნესი, მერე მეორე ხელისკენ იწევა, ბორკილს სწრაფად მიხსნის,
სახიდან ნიღაბს მხსნის და ყურსასმენს მაძრობს. მკვეთრი შუქისგან თვალებმოჭუტული
მის მზერას ვაწყდები.
– გამარჯობა, – მეუბნება ის ხმადაბლა.
– გამარჯობა, – ვპასუხობ გაწითლებული.
ტუჩებზე ღიმილი გადასდის, იხრება და ნაზად მკოცნის.
– ყოჩაღ, შენ ეს მოახერხე, – ჩურჩულებს კრისტიანი, – გადაბრუნდი.
ჯანდაბა! რა უნდა?
მას თვალები უთბება.
– მინდა მხრები დაგიზილო.
– აჰ... კარგი.
მუცელზე ვტრიალდები. საშინლად დავიღალე. კრისტიანი მხრებს მიზელს და
ხელისგულს მისვამს. სიამოვნებისგან ხმამაღლა ვკვნესი – საოცრად ძლიერი ხელები
აქვს. მერე კისერში მკოცნის.
– ეს რა მუსიკა იყო? – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად.
– ტომას ტალისის ორმოცხმიანი საეკლესიო მოტეტი „Spem in Alium“.
– ძალიან მომეწონა...
– ყოველთვის მინდოდა ამ მუსიკის ხმაზე ჟიმაობა.
– მაშასადამე ესეც მორიგი „პირველად ცხოვრებაში“ იყო, მისტერ გრეი?
– ნამდვილად, მის სტილ.
ისევ ვკვნესი, მარტო თითებითაც კი გონებას მაკარგვინებს.
– ჩემთვისაც პირველი იყო, – ვბუტბუტებ მინაბული.
– ჰმ... მე და თქვენ ბევრი რამე გვაქვს პირველად, – მშრალი საქმიანი ტონით აღნიშნავს
კრისტიანი.
– მაინც რა ვთქვი ძილში კრისტ... ბატონო?
წამით ხელები უშეშდება.
– ბევრი რამე, ანასტასია. გალიებზე ლაპარაკობდი, მარწყვზე... იმაზე, რომ მეტი
გინდა... რომ გენატრები...
მადლობა ღმერთს!
– სულ ეს არის? – ვეკითხები დაუფარავი შვებით.
კრისტიანი საწოლზე იშლება, იდაყვს თავქვეშ იდებს და მკაცრად მიყურებს.
– შენ რისი გეშინოდა?
ჯანდაბა!..
– იმისი, რომ თავდაჯერებული არამზადა გიწოდე, ან წამომცდა, რომ ლოგინში დიდი
ვერაფერი ხარ!..
კრისტიანი კოპებს კრავს.
– ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ დაინტრიგება მაინც
გამოგივიდათ, მის სტილ. აბა გამოტყდი, რას მალავ!
უცოდველი გამომეტყველებით თვალებს ვახამხამებ.
– არაფერს.
– ანასტასია, როდესაც საქმე ტყუილამდე მიდის, ძალიან უნიჭოდ გამოგდის.
– მეგონა, სექსის მერე ჩემი გაცინება გინდოდათ, მისტერ გრეი, მაგრამ არ მეცინება.
– ჰო, მე ხომ ხუმრობა არ მეხერხება, – ამბობს ტუჩების ბრეცვით.
– მისტერ გრეი! ნუთუ არსებობს რამე, რაც თქვენ არ გეხერხებათ? – ვიოცებ ხმამაღალი
შეძახილით.
კრისტიანი იღიმება.
– სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩემი საქმე ცუდად არის, – წარმოთქვამს ხმაში იმხელა
სიამაყით, რომ სიცილს ვიწყებ.
– ჩემიც.
– რა სასიამოვნო მუსიკაა, – ამბობს ის ჩემი სიცილის პასუხად გაღიმებული, იხრება და
ნაზად მკოცნის, – მაგრამ შენ რაღაცას მალავ და იცოდე, მაინც გათქმევინებ.

თავი ოცდამეექვსე
თითქოს ვიღაცამ ხელი მკრაო, მკვეთრად მეღვიძება და მაშინვე ლოგინში ვჯდები.
სიზმარში კიბიდან ვვარდებოდი. ოთახში ბნელა და მარტო ვარ, კრისტიანი ლოგინში არ
წევს. ძილი რაღაც აზრმა თუ რაღაცის შიშმა დამიფრთხო. საწოლთან მდგარი პატარა
მაღვიძარასკენ ვიხედები, ხუთი საათია, მაგრამ თავს გამოძინებულად ვგრძნობ.
უცნაურია... აჰ, ჰო, დროში განსხვავების ბრალია – ჯორჯიაში ახლა რვა საათია.
ჯანდაბა... აბის მიღება არ დამავიწყდეს. უხილავი ძალის მადლიერი, რომ ასე თავის
დროზე გამაღვიძა, ლოგინიდან ვფორთხდები. როიალის ხმა ისმის, კრისტიანი უკრავს.
ეს უნდა ვნახო, მიყვარს როიალთან მისი ყურება. სკამიდან ხალათს ვიღებ, დერეფანში
გავდივარ, ხალათს გზადაგზა ვიცვამ და სასტუმრო ოთახიდან გამოსულ ჯადოსნური
მუსიკის ხმას მივყვები.
ყოველი მხრიდან სიბნელით გარშემორტყმული კრისტიანი ერთ სხივად მასზე
დაღვრილ სინათლეში ზის. თმა სპილენძისფრად უბრწყინავს. წელზემოთ შიშველია,
ქვემოთ – პიჟამის შარვალი აცვია. სევდიანი მელოდიის ბგერებში ჩაძირული,
თავდავიწყებით უკრავს. არ მინდა, ხელი შევუშალო, სიბნელეში ჩაკარგული შევცქერი
და სინათლეში გასვლას არ ვჩქარობ. მისი მოხვევა მინდება, საოცრად მარტოსული და
სევდიანია, მაგრამ იქნებ ეს უბრალოდ ამ მწუხარებით აღსავსე მუსიკის ბრალია.
კრისტიანი მოტივს ბოლომდე ასრულებს, წამით ჩერდება და თავიდან იწყებს.
სინათლით მიზიდული პეპლის მსგავსად ახლოს მივდივარ... ამ შედარებაზე მეღიმება.
კრისტიანს მზერა ჩემზე გადმოაქვს, კოპებს კრავს, მაგრამ დაკვრას აგრძელებს.
ჯანდაბა, ნუთუ გაბრაზდა, ხელი შევუშალე?
– რატომ არ გძინავს? – მეკითხება საყვედურით, თუმცა კი რბილად.
ვგრძნობ, რომ რაღაც აწუხებს.
– შენ? – ვპასუხობ კითხვაზე კითხვით და არცთუ მასავით რბილად.
მზერა ისევ ჩემზე გადმოაქვს და ეღიმება.
– მტუქსავთ, მის სტილ?
– სწორად მიმიხვდით, მისტერ გრეი.
– არ მეძინება, – ის კოპებს კრავს და სახეზე გაღიზიანებისა და რისხვის ჩრდილი
ურბენს.
არ ვიმჩნევ, მის გვერდზე მდგარ მბრუნავ სკამზე ვჯდები, შიშველ მხარზე თავს ვადებ
და კლავიშებზე მისი თითების ვირტუოზული თამაშის ყურებას ვიწყებ. წამით ცბება,
მაგრამ მაშინვე აგრძელებს და კომპოზიცია ბოლომდე მიჰყავს.
– ეს რა არის? – ვეკითხები ხმადაბლა.
– შოპენი. რაკი დაინტერესდი – ოპუსი ოცდამერვე, პრელუდია მეოთხე მიმინორი.
– მე ყველაფერი მაინტერესებს, რასაც შენ აკეთებ.
ჩემკენ იხრება და თავზე მკოცნის.
– არ მინდოდა, გამეღვიძებინე.
– შენი ბრალი არ არის. მეორე დაუკარი.
– მეორე?
– ბახის ის პიესა, შენთან დარჩენის პირველ ღამეს რომ უკრავდი.
– ოჰ, მარჩელო?
კრისტიანი დაკვრას აუჩქარებლად და ყურადღებით იწყებს. ხელების მოძრაობისგან
ჩემ თავქვეშ მხარი ერხევა, მე თვალებს ვხუჭავ. ორივენი კედლებიდან ექოდ
დაბრუნებული, სევდიანი, სულშიჩამწვდომი მელოდიის ბგერებში ვეხვევით. საოცრად
მწუხარე, შოპენზე ბევრად სევდიანი მუსიკის ტრაგიკულ მშვენიერებაში ვიკარგები. ის
ნაწილობრივ ჩემს გრძნობებს, ამ საოცარი ადამიანის შეცნობის, მისი სულის გაგების
ჩემს ყოვლისმომცველ სურვილს ასახავს. მუსიკა ძალიან მალე სრულდება.
– მხოლოდ სევდიან მელოდიებს რატომ უკრავ?
თავს ვწევ და კრისტიანს მოულოდნელი კითხვით შემცბარ თვალებში ვუყურებ. ის
მხრებს იჩეჩავს.
– ესე იგი, ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი წლისამ დაიწყე? – არ ვეშვები მე.
კრისტიანი თავს კიდევ უფრო შემცბარი გამომეტყველებით მიქნევს. წამიერი სიჩუმის
შემდეგ კი მეუბნება:
– ფორტეპიანოზე დაკვრა იმიტომ დავიწყე, რომ დედა გამეხარებინა.
– გეშინოდა, იდეალური ოჯახის წინაშე თავი არ შეგერცხვინა?
– ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, – პასუხს თავს არიდებს ის, – რატომ ადექი? მგზავრობის
შემდეგ დაღლილი არ ხარ?
– ჩემს შინაგან საათზე დილის რვა საათი და აბის მიღების დროა.
კრისტიანი გაკვირვებული გამომეტყველებით წარბებს წევს.
– კარგი მეხსიერება გაქვს, – მგონი, შთაბეჭდილების მოხდენა შევძელი, რადგან
კმაყოფილს ეღიმება, – ოღონდ არ დაგავიწყდეს, რომ ახლა უკვე სხვა დროით
სარტყელში ხარ. დღეს აბი ნახევარი საათით გვიან დალიე, ხვალ კიდევ ნახევარი საათი
მიამატე და გრაფიკი თანდათანობით გაგისწორდება.
– კარგი გეგმაა, – ვუწონებ მე, – ამ ნახევარ საათში რა გავაკეთოთ? – ვეკითხები და
თვალებს უცოდველი გამომეტყველებით ვახამხამებ.
– ჩემი აზრით, რამდენიმე ვარიანტი არსებობს, – იცინის კრისტიანი და თვალები
ეშმაკურად უბრწყინდება, მე კი მაინც მშვიდი მზერით ვპასუხობ, თუმცა მონუსხულს
მუცლის ქვედა ნაწილში ყველა კუნთი ერთად მეჭიმება.
– შეგვიძლია ვილაპარაკოთ, – ვთავაზობ ხმადაბლა.
კრისტიანი წარბს სწევს.
– მე უკეთესი იდეა მაქვს, – მეუბნება ის, თავისკენ მიზიდავს და კალთაში მისვამს.
– ლაპარაკს ყოველთვის სექსი გირჩევნია, არა? – ვეკითხები სიცილით და მხრებზე
ხელებს ვხვევ
– მით უმეტეს შენთან, – მპასუხობს კრისტიანი, სახეს თმაში მიმალავს და ყურიდან
ყელამდე ტკბილი კოცნის ბილიკი გაჰყავს, – ...და, მაგალითად, როიალზე, – ჩურჩულებს
ის.
ღმერთო! როიალზე სექსის წარმოდგენისთანავე სხეულზე თითქოს ცეცხლი მედება.
როიალზე?!
– იქამდე რაღაცის გარკვევა მინდა, – ვჩურჩულებ მე, თუმცა პულსი უკვე მიჩქარდება.
შინაგანი ქალღმერთი მის კოცნებს მინებებული მოუთმენლად თვალებს ატრიალებს.
კრისტიანი წამით ჩერდება.
– თქვენ ოღონდ ინფორმაცია არ მოგაკლდეთ, მის სტილ! რის გაგება გნებავთ? –
ჩურჩულებს ის და კეფასთან ჩემს თმაში სახეჩარგული კოცნით ქვევით, კისრისკენ
ეშვება.
– რაღაცის ჩვენზე... – ვეუბნები ხმადაბლა და სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ.
– ჰმ... რის? – კრისტიანი კოცნას მხართან წყვეტს.
– რაღაცის, ჩვენს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
კრისტიანი თავს სწევს, ოხრავს და თითს ლოყაზე მისვამს.
– ხელშეკრულებას ყურადღებას ნუ მიაქცევ, – ხმაჩახლეჩილი წარმოთქვამს ის.
– ყურადღებას ნუ მივაქცევ?
– ჰო, ნუ მიაქცევ, – მეუბნება ღიმილით.
გაკვირვებით შევცქერი.
– მაგრამ შენ ხომ მხოლოდ კონტრაქტი გაინტერესებდა?!
– ეგ ადრე იყო. ახლა დიდი მნიშვნელობა აღარა აქვს, მაგრამ წესები რჩება, წესები
განხილვას არ ექვემდებარება, – მეუბნება წამში სახეგამკაცრებული.
– როდის აქეთ? ეს რას ნიშნავს?
– მას შემდეგ, რაც... – ენა ებმება კრისტიანს და თვალებში შემცბარი გამომეტყველება
უდგება, – მეტი მომინდა.
– ა...
– თანაც, შენ ისედაც ორჯერ იყავი უკვე თამაშების ოთახში და იქიდან
თავპირისმტვრევით არ გამოქცეულხარ.
– გეგონა, გამოვიქცეოდი?
– რაც უნდა მეგონოს, ანასტასია, შენ ჩემს მოლოდინს მაინც არასდროს ამართლებ, –
აღნიშნავს ჩაფიქრებული და მშრალი ტონით.
– მოდი მაშინ ყველაფერი ბოლომდე გავარკვიოთ. შენ გინდა, რომ მხოლოდ წესებს
დავემორჩილო?
– თამაშების ოთახის გარეთ, კი. თამაშების ოთახში უბრალოდ ხელშეკრულების
საერთო ხასიათი მინდა გაითვალისწინო, სხვა დანარჩენ დროს კი მხოლოდ წესებს
დაემორჩილო. ამ შემთხვევაში შენს უსაფრთხოებაზე არ ვინერვიულებ და როცა
მომინდება, შენთან ერთად ყოფნასაც შევძლებ.
– წესებს თუ დავარღვევ?
– დაგსჯი.
– თუ არ დაგთანხმდი?
– მე შენი თანხმობა არ მჭირდება.
– თუ „არას“ გეტყვი?
წამით გაოგნებული გამომეტყველებით შემომყურებს.
– კი ბატონო, მითხარი, შენს დასარწმუნებლად სხვა გზას ვიპოვი.
მისი მუხლებიდან ვდგები. ზემოდან დავცქერი. კრისტიანი კოპებს იკრავს და
თვალებში გაკვირვებული და შეშფოთებული გამომეტყველება უჩნდება.
– ესე იგი, დასჯა რჩება?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წესებს დაარღვევ.
– ხელშეკრულების გადაკითხვა მინდა, – ვეუბნები და დეტალების გახსენებას
ვცდილობ.
– ახლავე მოვიტან, – მეუბნება უკვე სრულიად საქმიანი ტონით.
ოჰო! რა უცებ შეიცვალა. კრისტიანი დგება და გრაციოზული მოძრაობით კაბინეტისკენ
მიდის. ეს ხომ უკვე ჩემი ბრალია! ჯანდაბა! ერთი ჭიქა ჩაი ნამდვილად არ მაწყენდა.
ამაზე მეტი სისულელე რა შეიძლება ადამიანმა გააკეთო? როგორ შეიძლება, დილის
ექვსის ნახევარზე მომავალ ურთიერთობებზე დაიწყო ლაპარაკი და თანაც მაშინ, როცა
კრისტიანს რაღაც პრობლემები აქვს?! ჩაბნელებულ სამზარეულოში გავდივარ. ნეტა
ჩამრთველი სად არის? ვპოულობ, შუქს ვანთებ და ჩაიდანში წყალს ვასხამ. ჩასახვის
საწინააღმდეგო აბი!
კოსმეტიკის პატარა ჩანთაში, რომელიც ბარის დახლზე დამრჩა, აბებს ვპოულობ და
ვყლაპავ. თავს ვწევ და ვხედავ, რომ კრისტიანი დაბრუნებულა, ბარის ერთ-ერთ მაღალ
სკამზე ზის და დაკვირვებით მიყურებს.
– აი, აიღე, – მაწვდის ფურცელს, რომელზეც რამდენიმე პუნქტი გადახაზულია.
წესები
მორჩილება:
მორჩილი დომინანტის ყველა ბრძანებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ ემორჩილება.
მორჩილი დომინანტისთვის მისაღებ და მისთვის სიამოვნების მიმნიჭებელ,
სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ქმედებას თანხმდება, გარდა დაუშვებლად
აღნიშნული (დანართი 2) ქმედებებისა, და სიამოვნებით და უყოყმანოდ მონაწილეობს
მასში.
ძილი:
მორჩილს, გარდა იმ დროისა, რასაც ის დომინანტთან ერთად ატარებს, დღეღამეში
მინიმუმ რვა საათის განმავლობაში უნდა ეძინოს.
კვება:
ჯანმრთელობის და კარგი თვითშეგრძნების შენარჩუნების მიზნით მორჩილი უნდა
იკვებებოდეს რეგულარულად და რეკომენდებული პროდუქტების ჩამონათვლის
მიხედვით (დანართი 4). იკრძალება კვებებს შორის დამატებით რაიმე სახის საკვების
მიღება, გარდა ხილისა.
სამოსი:
ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მორჩილი იღებს ვალდებულებას, იმოსებოდეს
მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რომელიც დომინანტის მიერ არის დაშვებული და
ნებადართული. დომინანტი მორჩილს გარკვეული თანხით უზრუნველყოფს, მორჩილი
კი ვალდებულებას იღებს, აღნიშნული თანხა ტანსაცმლის შეძენაზე დახარჯოს.
დომინანტს უფლება აქვს, ტანსაცმლის შეძენის პროცესს დაესწროს. კონტრაქტის
მოქმედების ვადაში მორჩილი თანხმობას აცხადებს, დომინანტის მიერ შერჩეული
მორთულობა და აქსესუარები ნებისმიერ მითითებულ დროს ატაროს.
ფიზიკური ვარჯიში:
დომინანტი მორჩილს კვირაში ოთხჯერ პერსონალურ ინსტრუქტორთან ფიზიკური
ვარჯიშების კურსით უზრუნველყოფს, ვარჯიშების დრო მორჩილის მიერ და
ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება. ინსტრუქტორი დომინანტს ანგარიშს აბარებს
მორჩილის ფიზიკური მდგომარეობისა და განვითარების შესახებ.
პირადი ჰიგიენა/სილამაზე:
მორჩილი ვალდებულებას იღებს დაიცვასჰიგიენა, რეგულარულად ჩაიტაროს
(სამართებლით და/ან ცვილით) სხეულის თმისგან გასუფთავებისა და მის მიერვე
მიზანშეწონილი ნებისმიერი სხვა პროცედურა მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ
სილამაზის სალონში. აღნიშნული პროცედურების ყველა ხარჯს უზრუნველყოფს
დომინანტი.
პირადი უსაფრთხოება:
მორჩილი ვალდებულებას იღებს, არ გადააჭარბოს ალკოჰოლის დოზას, ამას გარდა: არ
მოწიოს, არ მიიღოს ნარკოტიკები და არ დააყენოს საკუთარი ჯანმრთელობა
გაუმართლებელი საფრთხის ქვეშ.
პირადი თვისებები:
მორჩილი ვალდებულებას იღებს, არ დაამყაროს სექსუალური ურთიერთობა
არავისთან, გარდა დომინანტისა. მორჩილს თავი მდაბლად და მოწიწებით უნდა ეჭიროს
და გააცნობიეროს, რომ მისი მოქმედება პირდაპირ გავლენას ახდენს დომინანტზე.
მორჩილი დომინანტის გარეშე ყოფნის დროს, პასუხისმგებელია თავის ყოველ
ქმედებაზე, დისციპლინის ნორმებიდან გადახვევასა თუ დარღვევაზე.
ზემოთ აღწერილი წესებიდან ნებისმიერის დარღვევას დომინანტის მიერ
განსაზღვრული სასჯელის ფორმა მოჰყვება.
– ესე იგი, მორჩილება რჩება?
– კი.
გაკვირვებული თავს ვაქნევ და უნებურად თვალებს ვატრიალებ
– თვალები აატრიალე, ანასტასია? – მაშინვე ხმა უვარდება კრისტიანს.
ჯანდაბა!
– მერე, რას მიზამ?
– იმას, რასაც ყოველთვის, – კრისტიანი თავს აქნევს და თვალები ჟინით ენთება.
ყელში ნერწყვი მეჩხირება და სხეულში ცახცახი მივლის.
– გინდა თქვა, რომ...
ჯანდაბა! რა ვქნა?!
– გისმენ! – მეუბნება და ტუჩს ილოკავს.
– გინდა მცემო?
– მინდა და გცემ.
– დარწმუნებული ხართ, მისტერ გრეი? – ირონიული ღიმილით ვეკითხები მე და
თამაშში ვებმები.
– გგონიათ, ჩემს შეჩერებას შეძლებთ, მის სტილ?
– ამისთვის ჯერ უნდა დამიჭიროთ, მისტერ გრეი.
კრისტიანს თვალები უფართოვდება და სკამიდან სახეზე ირონიული ღიმილით დგება.
– უნდა დაგიჭიროთ, მის სტილ?
საბედნიეროდ, ჩვენ შორის ბარის დახლია.
– ახლა ტუჩზეც იკბინეთ, – ჩურჩულებს ის და დახლს მარცხნიდან აუჩქარებლად
უვლის.
მეორე მხარეს ვიწევი.
– არაფერიც არ გამოგივათ, – ვაღიზიანებ მე, – თანაც თვალებს თქვენც ატრიალებთ, –
ვამატებ დამრიგებლური ტონით. კრისტიანი დახლს მარცხნიდან უვლის, მე უკან ვიხევ.
– ასეა, მაგრამ ამ თამაშით კიდევ უფრო მეტად მაღიზიანებ, – მპასუხობს თვალებში
ანთებული მოუთმენელი და ავხორცი ჟინით.
– ისე, სხვათა შორის, საკმაოდ სწრაფად დავრბივარ, – ვუცხადებ უდარდელად.
– მეც.
ის რა, საკუთარ სამზარეულოში დევნას მიპირებს?
– ნუ მეპასუხები, გირჩევნია დამნებდე.
– ოდესმე არ შეგპასუხებივარ?
– მის სტილ, ცეცხლს ეთამაშებით, – ირონიულად იღიმება კრისტიანი, – იცოდე,
დაგიჭერ და ვეღარაფერი გიშველის.
– მაგისთვის ჯერ უნდა დამიჭირო.
– ანასტასია, სირბილში შეიძლება დაეცე და რამე დაიშავო, ეს კი მეშვიდე წესის
პირდაპირი დარღვევა იქნება.
– წესებით თუ წესების გარეშე, მას შემდეგ, რაც თქვენ გაგიცანით, თავს უსაფრთხოდ
მაინც არ ვგრძნობ.
– მართალი ხარ, – კრისტიანი ჩუმდება და კოპებს კრავს.
მოულოდნელად ადგილს სწყდება, მე კივილით სასადილო მაგიდისკენ გავრბივარ და
თვალებანთებული შევყურებ, ჩვენ შორის მაგიდაა, ვერ დამიჭირა. გული ამოვარდნაზე
მაქვს, ადრენალინი სისხლს მიჩქარებს...
ღმერთო, რა მაგარია! თავს ისევ ბავშვად ვგრძნობ... კრისტიანი ჩემკენ იწევს და მე ისევ
გავურბივარ.
– კაცს ყველაფერს ავიწყებ, ანასტასია.
– ჩვენი მიზანია, სიამოვნება მოგანიჭოთ, მისტერ გრეი.
რა ყველაფერს?
– პრობლემებს, ცხოვრებას, სამყაროს... – გაურკვეველი ჟესტით ხელს იქნევს
კრისტიანი.
ის ჩერდება, გულზე ხელებს იჯვარედინებს და კმაყოფილი ღიმილით შემომყურებს.
– ასე შეიძლება მთელი დღე ვითამაშოთ, მაგრამ ბოლოს დაგიჭერ და იცოდე, ვერ
გადამირჩები.
– ვერ დამიჭერ.
„ნუ ხარ მეტისმეტად თავდაჯერებული“ – ვუმეორებ თავს მანტრასავით. ჩემი
ქვეცნობიერი თავის ძველ ბოტასებს პოულობს და სტარტის ხაზზე გასაქცევად
გამზადებული ხურდება.
– ვითომ შენ თვითონ არ გინდა, რომ დაგიჭირო.
– სწორედაც რომ არ მინდა. დასჯა ჩემთვის იგივეა, რაც შენთვის სხვისი შეხება.
სახე წამის უსწრაფესად ეცვლება. მხიარულისა და უდარდელის ნაცვლად ჩემს წინაშე
გაფითრებული და შემცბარი კრისტიანი დგას, ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს
გამერტყას.
– მართლა ასე გრძნობ? – მეკითხება ჩავარდნილი ხმით.
მის მიერ წარმოთქმული ეს სამი სიტყვა ძალიან ბევრზე მეტყველებს, მის შიშებს და
ტკივილს აშიშვლებს... ოჰ, არა! კოპებს ვიკრავ. ცხადია, მართლა ასე ვგრძნობ, მაგრამ
ასეთივე მტკივნეულია ჩემთვისაც?
– არა, შენსავით მტკივნეულად არ აღვიქვამ, მაგრამ აზრი იგივეა.
– ოჰ... – მკერდიდან ღრმა ოხვრა ამოსდის.
ჯანდაბა! ისეთი დაბნეული და შემცბარი გამომეტყველება აქვს, თითქოს ფეხქვეშ მიწა
გამოსცლოდეს.
მაგიდას გარს ვუვლი, ვუახლოვდები და შიშით აღსავსე თვალებში შევყურებ.
– მართლა ასე ძალიან გეშინია დასჯის? – მეკითხება ძლივს გასაგონად.
– არა... ძალიან არა, – ვცდილობ, დავამშვიდო. ღმერთო, ნუთუ ასე ვერიტანს სხვის
შეხებას? – უბრალოდ გაორებული გრძნობა მაქვს, არ მინდა, რომ მსჯიდნენ, მაგრამ არც
მეშინია.
– გუშინ, თამაშების ოთახში... – ენა ებმება კრისტიანს და ჩუმდება.
– იმიტომ დაგთანხმდი, რომ ეს შენ გინდოდა და არა მე. გუშინ შენ ჩემთვის არ
გიტკენია, ეს რაღაც სხვა იყო, რაციონალურად ვერ გიხსნი, მაგრამ გენდობოდი და არც
მტკენია, მაგრამ თუ ნამდვილ დასჯაზე წავა საქმე, მეტკინება.
ნაცრისფერ თვალებში ქარიშხალი დაურბის. თითქოს საუკუნე გადის, სანამ ხმის
ამოღებას ახერხებს:
– მე მინდა გატკინო, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენის ატანასაც შეძლებ.
ჯანდაბა!
– რატომ?
კრისტიანი ხელს თმაზე ისვამს და მხრებს იჩეჩავს.
– უბრალოდ, მე ეს მჭირდება, – ის ჩუმდება და ტანჯვით სავსე მზერით შემომცქერის,
მერე თვალებს ხუჭავს და თავს აქნევს, – ვერ გეტყვი.
– ვერ მეტყვი თუ არ გინდა, რომ მითხრა?
– არ მინდა გითხრა.
– ესე იგი, მიზეზი იცი?
– კი.
– მაგრამ მე არ მეტყვი?
– რომ გითხრა, უკანმოუხედავად გაიქცევი, – თვალებში შიში უდგება, – ამხელა რისკზე
ვერ წავალ, ანასტასია.
– გინდა, რომ დავრჩე?
– იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მე შენ ვერ დაგკარგავ!
ღმერთო ჩემო!..
უეცრად ორივე ხელით მეხვევა, მკერდზე მიკრავს და თავდავიწყებით მკოცნის. ამ
შეშლილი გზნების უკან შიში და სასოწარკვეთა იმალება და მე ამას ვგრძნობ.
– არ წახვიდე... ძილში თქვი, რომ არ მიმატოვებ და მეხვეწებოდი, შენთან
დავრჩენილიყავი, – ჩურჩულებს ის ჩახრინწული ხმით.
ო... აი, თურმე რა მითქვამს!
– მე წასვლა არ მინდა.
მისი შიში იმდენად თვალნათელია, გული მეწურება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ის
საკუთარ ბნელ ლაბირინთებშია ჩაკარგული. ფართოდ გახელილ ნაცრისფერ თვალებში
ტანჯვა აქვს შეყინული... მაგრამ მე ხომ მისი შველა შემიძლია, მინდა სიბნელეში შევყვე
და მზის სინათლეზე გამოსვლაში დავეხმარო.
– მაგრძნობინე.
– გაგრძნობინო?
– ჰო, მაგრძნობინე, რას ნიშნავს, გტკიოდეს.
– რა?
– დამსაჯე. მინდა, შენი მესმოდეს.
კრისტიანი სრულიად დაბნეული გამომეტყველებით უკან იწევა.
– გინდა, ტკივილი გამოსცადო?
– მინდა.
გულის სიღრმეში იმის იმედი მაქვს, რომ, თუ დავუთმობ, შეხების უფლებას მომცემს.
კრისტიანი გაკვირვებული გამომეტყველებით შემომყურებს.
– დამაბნიე, ანა.
– მეც დაბნეული ვარ, კრისტიან, მაგრამ მინდა ვცადო. სამაგიეროდ ორივე გავიგებთ,
რამდენის ატანა შემიძლია. თანაც თუ ავიტან, იქნებ... – ენა მებმება.
თვალები ისევ უფართოვდება. ხვდება, რასაც ვგულისხმობ. წამიერი დაბნეულობის
შემდეგ გამომეტყველება ფოლადივით უმტკიცდება და, საქმიანი წინადადებით
დაინტერესებული ვაჭარივით, ჩაფიქრებული შემომყურებს. მოულოდნელად ხელს
მტაცებს და თამაშების ოთახისკენ, კიბეზე ავყავარ. სიამოვნება და ტკივილი, ჯილდო და
სასჯელი – ჩემს გონებაში ექოდ მისი სიტყვები გუგუნებს.
– მე გაგრძნობინებ, რა არის ტკივილი და შენ ყველაფერს მიხვდები, – ოთახის კართან
ჩერდება, – მზად ხარ?
მტკიცე გადაწყვეტილებით თავს ვუქნევ, თუმცა ვგრძნობ, რომ ვფითრდები, თავბრუ
მეხვევა და შეგრძნება მაქვს, რომ ახლა გული წამივა.
ხელს მიშვებს, კარს აღებს, შესასვლელშივე საკიდიდან ქამრს ხსნის და ოთახის
შორეულ კუთხეში წითელ ტყავგადაკრულ სკამთან მივყავარ.
– სკამზე გადაიხარე.
კარგი, ეს ადვილია. რბილ და გლუვ ტყავზე ვიხრები. უცნაურია, რომ არ გამხადა.
ჯანდაბა!.. ეტყობა, მართლა ძალიან მეტკინება. ჩემი ქვეცნობიერი გრძნობადაკარგული
იატაკზე ეხეთქება, შინაგანი ქალღმერთი კი უკანასკნელ ძალას იკრებს, რომ თავი არ
შეირცხვინოს.
– აქ იმიტომ ვართ, რომ შენ თვითონ მოინდომე ეს, ანასტასია, და კიდევ იმიტომ, რომ
გამირბოდი. ექვსჯერ დაგარტყამ და ყოველ დარტყმას შენ ჩემთან ერთად დაითვლი.
ეს სპექტაკლი რაღა საჭიროა?! ყოველ დასჯას იმხელა შესავალს უკეთებს ხოლმე,
გეგონება, დისერტაციას იცავდეს! დარწმუნებული, რომ კრისტიანი ვერ მხედავს,
თვალებს ვატრიალებ.
ის ხალათის კალთას მიწევს. თურმე ეს ბევრად უფრო ეროტიკულია, ვიდრე სულ რომ
გავეშიშვლებინე. კრისტიანის თბილი ხელი დუნდულებზე მეხება.
– ჩემგან გაქცევა მეორედ რომ აღარ გაბედო, ქამრით გცემ ანასტასია, მაგრამ იცოდე,
ტკივილის ატანა კიდეც რომ გაგიჭირდეს, მინდა, ყოველთვის ჩემთან დარჩე. რა
ირონიაა! თუ ოდესმე გაქცევა მომინდება – მხოლოდ დასჯის გამო, სხვა შემთხვევაში,
საკმარისია, ხელები გაშალოს და მისგან კი არა, თავპირისმტვრევით სწორედ მისკენ
გავიქცევი.
– ანასტასია, შენ თვალები აატრიალე, არადა, იცი, ამას როგორ ვერ ვიტან.
წამში ხმა უმკაცრდება, შიში და შფოთი უკან იხევს და თითქოს თავის თავს
უბრუნდება. ამას მისი ტონით, ჩემს ზურგზე დადებული მისი მტკიცე ხელით ვგრძნობ
და ოთახშიც ატმოსფერო მაშინვე იცვლება.
თვალებს ვხუჭავ და დარტყმისთვის ვემზადები. კრისტიანი მირტყამს... ჩემიყველაზე
საშინელი მოლოდინი მართლდება. მკერდიდან ტკივილისგან სუნთქვაშეკრული
სასოწარკვეთილი კივილი მწყდება.
– დაითვალე, ანასტასია, – მესმის მისი ბრძანება.
– ერთი! – ვღმუი გაცეცხლებული.
კრისტიანი ისევ მირტყამს და ქამრის მთელი სიგრძე კანს განიერ, მწველ ზოლად
მისერავს. ღმერთო!... ძალიან მტკივა!
– ორი! – ვყვირი და ყვირილი თითქოს ოდნავ შვებას მგვრის.
მისი ჩახრინწული, არეული სუნთქვა მესმის, მე კი სუნთქვის თავიც აღარ მაქვს,
სასოწარკვეთილი, უკანასკნელ ძალას ვიკრებ, რომ როგორმე წამებას გავუძლო. მესამე
დარტყმა და ქამარი თითქოს ორად მგლეჯს.
– სამი! – თვალებიდან ცრემლები მსკდება. ღმერთო, იმაზე მტკივნეულია, ვიდრე
მეგონა, ხელის დარტყმას ვერც კი შევადარებ.
– ოთხი! – ვღმუი ტკივილით გონებადაბინდული. ცრემლები სახეზე ნიაღვარივით
ჩამომდის, ტირილი არ მინდა და იმაზე, რომ თავს ვერაფრით ვიკავებ, კიდევ უფრო
ვცოფდები.
ისევ მირტყამს...
– ხუთი! – ყელიდან მხოლოდ დახშული ქვითინი ამომდის და ვგრძნობ, როგორ
მეზიზღება კრისტიანი. კიდევ ერთი, კიდევ ერთი უნდა მოვითმინო...
– ექვსი... – ვჩურჩულებ ტკივილისგან სადღაც სიბნელეში ჩაკარგული.
კრისტიანი ქამარს აგდებს და ჩემდამი თანაგრძნობით სუნთქვაშეკრული გულში
მიკრავს... არა! მისი შეხება მაგიჟებს.
– თავი გამანებე... არა!.. – თავს მისი მკლავებიდან ვითავისუფლებ, – არ შემეხო! –
ვღმუი და მის სასოწარკვეთილ მზერას ვაწყდები.
– ეს გინდოდა? ასეთი გინდოდა გენახე? – ვღრიალებ და ხალათის სახელოთი სველ
სახეს და ცხვირს ვიწმენდ.
კრისტიანი შეშინებული გამომეტყველებით მიყურებს.
– ნაძირალა!
– ანა, – ბუტბუტებს შეძრწუნებული.
– არ გაბედო და ანა არ დამიძახო! ჩემი სახელის ხსენებამდე საკუთარ სიბინძურეში
გაერკვიე, გრეი! – მკვეთრად ვბრუნდები, ოთახიდან გავდივარ და ზურგს უკან კარს
ვხურავ. დერეფანში, ჯერ ისევ სახელურს ჩაჭიდებული, წამით კარს ვეყრდნობი. სად
წავიდე? რა ვქნა? გავიქცე თუ დავრჩე? ისე ვარ გაცეცხლებული, რომ გონებას ვერ ვიკრებ,
სახეზე სიმწრის ცრემლები ჩამომდის... სახეს ხელით ვიწმენდ. მინდა, სადმე კუნჭულში
ჩავიმალო, მოვიკუნტო და ყველაფერი დავივიწყო, რომ დამსხვრეული რწმენა
აღვიდგინო. ასეთი სულელი როგორ ვიყავი?
საკუთარ უკანალს ფრთხილად ვეხები, მეწვის, ღმერთო, როგორ მტკივა! სად წავიდე?
ჩემს ოთახში, ოთახში, რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო. არა, ის ჩემი არ არის.. ოთახში,
რომელსაც ოდესღაც ჩემი ერქვა. აი, თურმე რატომ უნდოდა, რომ სახლში საკუთარი
კუთხე მქონოდა, იცოდა, რომ მარტო დარჩენა მომინდებოდა.
მტკიცე ნაბიჯით იქით მივდივარ, თუმცა ისიც მესმის, რომ კრისტიანი შეიძლება უკან
გამომყვეს. ოთახში ბნელა, განთიადი ჯერ მხოლოდ ახლა დგება. საწოლში ჩაწოლილი
მოუხერხებლად ვცდილობ, მტკივნეული ადგილი კიდევ უფრო არ ვიტკინო, ხალათში
ვეხვევი, ვიკუნტები და ბალიშში თავჩარგული ხმამაღლა ვქვითინებ. რაზე ვფიქრობდი?
ამის უფლება რატომ მივეცი? მზად ვიყავი, ჯოჯოხეთში წავყოლოდი და შუქისკენ
გამოვძღოლოდი, მაგრამ ჯოჯოხეთის უკუნი მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა. ეს ცხოვრება
ჩემთვის არ არის!.. ძალიან დაგვიანებული აღმოჩენაა, თუმცა ხომ მაფრთხილებდა და
არაერთხელ.
როგორც იქნა, მივხვდი, რომ მე კრისტიანს ვერც იმას მივცემ, რაც მას სჭირდება და
ვერც ჩემთან ასე მოქცევის საშუალებას და უფლებას. ადრე შეეძლო დაერტყა, მაგრამ არ
მტკენდა... იმედია, კმაყოფილი მაინც დარჩა. ბალიშში ვსლუკუნებ. თუ იმას არ
გავაკეთებ, რაც უნდა, წასვლა მომიწევს, ის ჩემთან ყოფნას არ მოინდომებს. ღმერთო,
რატომ? რატომ კრისტიანი და არა ხოსე ან პოლ კლეიტონი – ნებისმიერი, ვინც ჩემნაირი
იქნებოდა?! რა სასოწარკვეთილი მზერა ჰქონდა, ოთახიდან რომ გამოვდიოდი... მისი
სისასტიკით იმდენად გავმწარდი, რომ მეც სასტიკად მოვექეცი... მაპატიებს კი ოდესმე?..
ან მე თუ შევძლებ მის პატიებას? აზრები მერევა. ჩემი ქვეცნობიერი თავს
სასოწარკვეთილი მწუხარებით აქნევს, შინაგანი ქალღმერთი კი სულაც დაიკარგა.
დედასთან მინდა. მისი სიტყვები მახსენდება აეროპორტში რომ მითხრა: „გულს უსმინე,
საყვარელო, და გთხოვ, ძალიან გთხოვ, საკუთარ თავში ზედმეტად კირკიტს მოეშვი,
ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღე. შენ ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. ჯერ კიდევ
ყველაფერი წინ გაქვს! რაც მოსახდენია, მოხდება, მაგრამ გახსოვდეს, ანა, შენ
საუკეთესოს იმსახურებ!“ გულს მოვუსმინე და პასუხად რა მივიღე?! – ტკივილისგან
გაწამებული სხეული და გატეხილი სული! კრისტიანისგან უნდა წავიდე.... ის ჩემი არ
არის და მე მისი. ჩვენ ასე არაფერი გამოგვივა... ამ აზრისგან, აზრისგან, რომ კრისტიანს
ვეღარასოდეს ვნახავ, სუნთქვა მეკვრება... ღმერთო!.. ჩემი ორმოცდაათი ელფერი... კარის
გაღების ხმა მესმის. არა! არ მინდა! ის კომოდზე რაღაცას დებს და საწოლი მისი
სიმძიმით იზნიქება – გვერდზე მიწვება.
– დამშვიდდი... – ჩურჩულებს კრისტიანი.
მინდა, გვერდზე გავიწიო, მოვცილდე, მაგრამ სხეული არ მემორჩილება, განძრევის
ძალა არ მაქვს.
– ნუ მიბრაზდები, ანა, გთხოვ, არ გამაგდო, – სახეს ჩემ თმაში მალავს, მკოცნის, კისერს
მისი თბილი, მწუხარებით აღსავსე ოხვრა მიხურებს.
გული მეწურება, თვალებიდან ჩუმი, ტკივილიანი ცრემლები ჩამომდის. კრისტიანი
თრთოლვით და ალერსით მკოცნის, მაგრამ მისი სითბო ჩემს გულამდე ვერ აღწევს.
თითქოს საუკუნე გადის... ჩვენ ისევ ასე ვწევართ. კრისტიანი მკერდზე მიკრავს და მეც
თანდათან ცრემლები მიშრება. განთიადს დილა მოსდევს, ოთახი მზის სხივებით ივსება,
ჩვენ არც კი ვინძრევით.
– „ადვილი“ და არნიკის კრემი მოგიტანე, – ამბობს ის დიდი ხნის შემდეგ.
ნელა ვიწევი, თავს მხარზე ვადებ და შეშფოთებით აღსავსე მზერას ვაწყდები, ის თვალს
არ მაშორებს, მის სახეს შევყურებ, საოცრად ლამაზ ნაკვთებს, სულ მოკლე ხანში
წარმოუდგენლად ძვირფასი რომ გახდა ჩემთვის. ხელს ვწევ და გაუპარსავ ნიკაპს
ვეხები. კრისტიანი თვალებს ხუჭავს და ოხრავს.
– მაპატიე, – ვეუბნები ჩურჩულით.
ის თვალებს ახელს და გაკვირვებული შემომყურებს.
– რა გაპატიო?
– ჩემი სიტყვები.
– ახალი არაფერი გითქვამს, ანასტასია. ეს შენ მაპატიე, რომ გატკინე.
მხრებს ვიჩეჩავ.
– მე თვითონ გთხოვე.
სამაგიეროდ ახლა უკვე მესმის... დაძაბული ნერწყვს ვყლაპავ, უნდა ვუთხრა...
– კრისტიან, მე ის ქალი არა ვარ, ვინც შენ გჭირდება.
თვალები უფართოვდება, მზერაში ისევ შიში უდგება.
– შენ ერთადერთი ხარ, ვინც კი საერთოდ დამჭირვებია.
რა?
– არ მესმის... მე მორჩილი ვერასოდეს გავხდები, აღარასოდეს მოგცემ უფლებას ის
გამიკეთო, რაც დღეს გამიკეთე, შენ კი ეს გჭირდება, თვითონ მითხარი. კრისტიანი ისევ
თვალებს ხუჭავს, სახეზე ათასი გრძნობა ერთად გადასდის, მაგრამ როდესაც ახელს, მის
მზერაში მხოლოდ სასოწარკვეთა და სიცარიელეა. ოჰ, არა!
– მართალი ხარ, უნდა გაგიშვა. მე შენი ღირსი არა ვარ.
თმის ყოველი ღერის ძირში ნემსები მესობა, ფეხქვეშ თითქოს მიწა მეცლება და
უზარმაზარი უფსკრულის კიდეზე ჩასავარდნად გამზადებული ვეკიდები.
– წასვლა არ მინდა, – ვჩურჩულებ მე. ჯანდაბა! თვალები ისევ ცრემლით მევსება.
– არც მე მინდა, რომ წახვიდე, – ხმაჩავარდნილი წარმოთქვამს კრისტიანი და ცერა
თითით ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს მწმენდს, – მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი,
თითქოს ხელახლა დავიბადე, – თითს ახლა ქვედა ტუჩის კონტურს აყოლებს.
– მეც... მე შენ მიყვარხარ, კრისტიან.
თვალები ისევ უფართოვდება, მზერა ამჯერად უკვე თავზარდაცემული შიშით ევსება.
– არა, – ისეთი ხმით წარმოთქვამს, თითქოს ჩემმა სიტყვებმა სული ამოხადესო.
ღმერთო, ოღონდ ეს არა!
– ანა, ჩემი სიყვარული არ შეიძლება, არა, ანა... ეს შეცდომაა... – მეუბნება
შეძრწუნებული.
– შეცდომაა? რატომ?
– შემომხედე!.. ჩემთან ბედნიერი ვერ იქნები, ანა! – ამბობს გატანჯული ხმით.
– მაგრამ შენ გვერდით მე უკვე ბედნიერი ვარ, კრისტიან, – ვბუტბუტებ კოპებშეკრული.
– არა, ანა, არა, იმით, რასაც ვაკეთებ, რის გაკეთებაც მინდა.
ჯანდაბა! ესე იგი, ყველაფერი შეუთავსებლობის ბრალია, ყველა ჩვენი უთანხმოების
მიზეზი ეს არის. მისი ყოფილი მორჩილები, უბედური ქალები მახსენდება.
– წარსულის დავიწყებას ვერასდროს შეძლებ? – ვეკითხები ჩურჩულით და შიშისგან
ვიბუზები.
კრისტიანი დამწუხრებული გამომეტყველებით თავს აქნევს. მე თვალებს ვხუჭავ.
– კარგი... ჩემი წასვლის დროა, – შუბლშეკრული ვიწევი და საწოლზე ვჯდები.
– არა, გთხოვ, არ წახვიდე, – მეუბნება სასოწარკვეთილი.
– დარჩენას აზრი არა აქვს.
უცებ საშინელ დაღლილობას ვგრძნობ. მხოლოდ ის მინდა, აქაურობას რაც შეიძლება
ჩქარა მოვშორდე. საწოლიდან ვდგები.
– უნდა ჩავიცვა და მარტო მინდა დავრჩე, – ვამბობ მშრალი, უემოციო ხმით, ოთახიდან
გავდივარ და კრისტიანს ვტოვებ.
ქვემოთ ჩასული სასტუმრო ოთახში ვიხედები და მახსენდება, როგორ უკრავდა ის სულ
რამდენიმე საათის წინ როიალზე, მე კი მის მხარზე მედო თავი. რამდენი რამ შეიცვალა
მას შემდეგ. თვალები ამეხილა და მისი ბიწიერება დავინახე, მივხვდი, რომ სიყვარულის
უნარი არა აქვს, არც მიღების და არც გაცემის. ჩემი ყველაზე ძლიერი შიში გაცხადდა და
რაც უნდა უცნაური იყოს, სწორედ ეს გაცხადებული შიში მათავისუფლებს.
იმდენად ძლიერად მტკივა, რომ ამ ტკივილის მიღება არ შემიძლია. ყველა გრძნობა
ერთად ჩამიკვდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრამის უბრალო მაყურებელი ვარ
და ეს ყველაფერი მე არ მეხება. შხაპის ქვეშ ვდგები და გულდასმით ვიბან. ხელის
გულზე თხევად საპონს ვისხამ, ბოთლს ისევ თაროზე ვდგამ და ჯაგრისით
აუჩქარებლად, ყურადღებით ჯერ სახეს ვიხეხავ, მერე მხრებს... ისევ და ისევ, უბრალო
მექანიკური მოძრაობები და თავში მოსული მექანიკური აზრები...
შხაპიდან გამოსული ტანს ნაჩქარევად ვიმშრალებ, თავი არ დამიბანია. ჩანთიდან
ჯინსს და მაისურს ვიღებ. ჯინსის უხეში ნაჭერი კანს მიწვავს, მაგრამ არც კი ვკვნესი,
მსიამოვნებს კიდეც, რომ შემიძლია ნამსხვრევებად ქცეული გულიდან ყურადღება
ფიზიკურ ტკივილზე გადავიტანო.
ვიხრები, რომ ჩანთა შევკრა და ხელში კრისტიანისთვის ნაყიდი საჩუქარი მხვდება:
პლანერის მოდელი „Blanik L 23“. თვალებზე ცრემლი მადგება. ღმერთო... რა ბედნიერი
დრო იყო, მაშინ გულში იმედი ჯერ ისევ ცოცხლობდა. ყუთს ჩანთიდან ვიღებ,
წიგნაკიდან ფურცელს ვხევ და ნაჩქარევად ვწერ:

ამან ჩვენი ბედნიერი დრო გამახსენა.


გმადლობ.
ანა

თავს ვწევ. სარკიდან ფერწასული ჩემი ანარეკლი შემომყურებს. თმას ვიკრავ.


ცრემლებისგან დასიებულ თვალებს ყურადღებასაც არ ვაქცევ. ჩემი ქვეცნობიერი
თანადგომით თავს მიქნევს, ისიც კი ხვდება, რომ ახლა გაბღენძის დრო არ არის.
რთულია იმასთან შეგუება, რომ შენი სამყარო ფერფლად იქცა, ყველა ოცნება და იმედი
კი ფეხით გაითელა. არა, ამაზე არ ვიფიქრებ. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ჩანთას ვიღებ,
წერილს და საჩუქარს კრისტიანის საძინებელში ბალიშზე ვტოვებ და სასტუმრო ოთახში
გავდივარ. კრისტიანი ტელეფონით ლაპარაკობს. შავი ჯინსი და მაისური აცვია და
ფეხშიშველაა.
– რა თქვა? – ისე ხმამაღლა ყვირის ყურმილში, რომ ადგილზე ვხტები, – სიმართლის
თქმა არ შეეძლო ჩვენთვის?! ტელეფონის ნომერი მჭირდება, უნდა დაველაპარაკო...
უელჩ, აქედან აღარაფერი გამოვა, წავაგეთ, – კრისტიანი თვალებს სწევს და დატანჯული
და ჩაფიქრებული მზერით მაჩერდება, – ის ქალი იპოვე, – მოკლედ უჭრის
თანამოსაუბრეს და ტელეფონს თიშავს.
დივანთან მივდივარ, რომ ზურგჩანთა ავიღო. ვცდილობ, მისი არსებობა არ შევიმჩნიო.
ზურგჩანთიდან „მაკს“ ვიღებ, სამზარეულოში გამაქვს და „ბლეკბერისა“ და მანქანის
გასაღებთან ერთად მაგიდაზე ვდებ. ვბრუნდები და კრისტიანის ლამის ხელშესახებ
შეძრწუნებულ მზერას ვაწყდები.
– ჩემი მანქანის ფული მჭირდება, – ვამბობ ხმადაბლა და მშვიდად... ემოციებისგან
უჩვეულოდ დაცლილი ხმით. დაუჯერებელია, მაგრამ როგორღაც გამომდის.
– ანა, შეწყვიტე, ეს ყველაფერი შენია, – მპასუხობს შეწუხებული გამომეტყველებით, –
ძალიან გთხოვ, წაიღე.
– არა, კრისტიან, ეს ნივთები მე თავის დროზე განსაზღვრული პირობით მივიღე,
მაგრამ ახლა აღარ მჭირდება.
– ანა, გონს მოდი, – საოცარია, ახლაც კი მკაცრი ხმა აქვს.
– არ მინდა, რამე შენ თავს მაგონებდეს. მხოლოდ ის ფული მომეცი, ტეილორმა „ხოჭოს“
გაყიდვით რომ აიღო.
კრისტიანი ნერვიულად ოხრავს.
– გინდა, გული მატკინო?
– არა, – კოპებშეკრული შევყურებ... არა, შენი გულის ტკენა ნამდვილად არ მინდა, მე
ხომ მიყვარხარ! – რა თქმა უნდა, არ მინდა, უბრალოდ საკუთარ სიმშვიდეს ვიცავ, –
ვპასუხობ ძლივს გასაგონად. ...რადგან შენ ისე ძალიან არ გჭირდები, როგორც მე.
– გთხოვ ანა, აიღე ეს ყველაფერი.
– კრისტიან, მოდი, არ ვიჩხუბოთ, უბრალოდ ფული მომეცი.
კრისტიანი თვალებს ჭუტავს, მაგრამ ახლა ამით უკვე ვეღარ შემაშინებს, ყოველ
შემთხვევაში, ძალიან... მშვიდად შევყურებ და დანებებას არ ვაპირებ.
– ჩეკი რომ იყოს? – მეკითხება გაღიზიანებული ტონით.
– კი, ვფიქრობ, ამაში შენი ნდობა შეიძლება.
ხუმრობაზე არ იღიმება, ბრუნდება და კაბინეტისკენ მიდის. თვალს უკანასკნელად
ვავლებ სურათებს, მასავით აბსტრაქტულ, აუღელვებელ და ცივ ტილოებს. ჩემი მზერა
როიალზე გადადის. ღმერთო... რომ გავჩუმებულიყავი ამ როიალზე გვექნებოდა სექსი,
ვეყვარებოდი. არა, არ ვეყვარებოდი, გამჟიმავდა, მხოლოდ და მხოლოდ გამჟიმავდა.
მინდოდა ვყვარებოდი, ის კი მჟიმავდა. ეს მხოლოდ სექსი იყო და მეტი არაფერი.
კრისტიანი ბრუნდება და კონვერტს მაწვდის.
– ტეილორმა მანქანა საკმაოდ კარგ თანხად გაყიდა, გასაკვირიც არ არის, ის ხომ,
შეიძლება ითქვას, კლასიკა იყო. შეგიძლია თავად ჰკითხო, სახლში ტეილორი წაგიყვანს.
– გმადლობ, მე თვითონ წავალ.
კრისტიანისკენ ვბრუნდები და თვალებში ძლივს შეკავებულ საშინელ რისხვას
ვაწყდები.
– გადაწყვიტე, ყველაფერში წინააღმდეგობა გამიწიო?
– რა საჭიროა ჩვევების შეცვლა?! – უღონოდ ვიჩეჩავ მხრებს.
კრისტიანი სასოწარკვეთილი გამომეტყველებით თვალებს ხუჭავს და თმაზე ხელს
ისვამს.
– გთხოვ, ანა, უფლება მომეცი სახლში ტეილორმა წაგიყვანოს.
– მანქანას მოვაყენებ, მის სტილ, – ისმის უცებ ტეილორის ხმა, კრისტიანი თავს უქნევს,
მაშინვე ვტრიალდები, მაგრამ ტეილორი უკვე აღარსად ჩანს.
კრისტიანს ვუყურებ. ერთმანეთისგან მხოლოდ ოთხი ფუტი გვაშორებს. კრისტიანი
ჩემკენ ნაბიჯს დგამს და მე ინსტინქტურად უკან ვიხევ. ის ჩერდება, ნაცრისფერ
თვალებში ასახული ტკივილი თითქმის ხელშესახებია.
– არ მინდა, რომ წახვიდე, – მეუბნება ვედრებით აღსავსე ჩუმი ხმით.
– დარჩენა არ შემიძლია. მე ვიცი, რა მჭირდება, მაგრამ შენ იმის მოცემა არ შეგიძლია,
მე კი იმას ვერ მოგცემ, რაც შენთვის არის აუცილებელი.
ისევ ჩემკენ იწევს.
– გთხოვ, არ გინდა, – ვეუბნები და კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამ უკან.
მის შეხებას ვერ ავიტან, უბრალოდ მოვკვდები, რომ შემეხოს.
ჩანთას და ზურგჩანთას ხელს ვკიდებ და ვესტიბიულში გავდივარ. კრისტიანი უკან
მომყვება, თითს ლიფტის ღილაკს აჭერს და მე კაბინაში შევდივარ.
– მშვიდობით, კრისტიან.
– ნახვამდის, ანა, – მპასუხობს რბილი, დაბალი ხმით. სახეზე განადგურებული,
ტკივილით დატანჯული გამომეტყველება აქვს, ზუსტად იგივე გრძნობები აწერია, რაც
მე მიფლეთს გულს. თვალს ვარიდებ, რომ ცდუნებას გავუძლო და მისი დამშვიდება არ
დავიწყო.
ლიფტის კარი იკეტება და კაბინა ქვევით, ჩემი პირადი ჯოჯოხეთისკენ მიმაქანებს.
ტეილორი კარს მიღებს, უკანა სავარძელზე ვჯდები, ვცდილობ, თვალები დავმალო.
სირცხვილი მახრჩობს. ჩემი ორმოცდაათი ელფერის მზის შუქზე გამოყვანის მცდელობა
სრული კრახით დასრულდა. ვერ შევძელი...
მთელ ძალას ვიკრებ, რომ არ ავტირდე. მეორმოცე ავენიუს მივყვებით და შუშად
ქცეული თვალებით ფანჯარაში ვიხედები, მაგრამ ნელნელა ჩემს ცნობიერებამდე იმ
ყველაფრის აბსურდულობა აღწევს, რაც გავაკეთე. ჯანდაბა... მე მისგან წამოვედი,
ერთადერთი კაცისგან, რომელიც მიყვარდა. ერთადერთი კაცისგან, ვისთანაც ვიწექი.
სუნთქვა მეკვრის და თითქოს წვრილწვრილ ნაპრალებად დახეთქილი დამბა გასკდაო,
ცრემლები ნიაღვარივით მომდის, თვალები, ლოყები, სახე ერთიანად მისველდება,
ვცდილობ, ხელით მოვიწმინდო და სათვალის მოსაძებნად ჩანთაში ვიქექები.
შუქნიშანზე ტეილორი, ისე რომ ჩემკენ არც ბრუნდება, ცხვირსახოცს მიწვდის...
უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ ასეთი თავშეკავებულია...
– გმადლობ, – ვბუტბუტებ ძლივს გასაგონად.
თანაგრძნობის გამომხატველი ეს უმნიშვნელო ჟესტი ბოლო წვეთია, სავარძლის
საზურგეს ვეყუდები და ცრემლების შეკავებას აღარც კი ვცდილობ.
ბინა უცხო და საშინლად ცივი მეჩვენება. აქ ძალიან ცოტა ხანს ვიცხოვრე, რომ ის ჩემს
სახლად მიმეღო. პირდაპირ საძინებელში შევდივარ და ნაღვლიანად ჩაჩუტულ,
ჩემსავით მოღვენთილ გასაბერ ჩარლიტანგოს ვხედავ. ბუშტს საწოლის საზურგეს
გაცეცხლებული ვაგლეჯ და გულში ვიხუტებ. ღმერთო, ეს რა გავაკეთე?
ფეხზე გაუხდელად საწოლზე ვეცემი და ტკივილისგან ვყმუი. აუტანელი ფიზიკური,
სულიერი, მეტაფიზიკური ტკივილი ყველგან, ძვლის ტვინშიც კი აღწევს. ეს ნამდვილი
მწუხარებაა და ამ მწუხარებაში თავი თავად ჩავიგდე. სადღაც გონებაში შინაგანი
ქალღმერთის შემოგდებული საზიზღარი აზრი მიტივტივდება: ქამრის დარტყმით
გამოწვეული ტკივილი არაფერია ამ ტკივილთან შედარებით... ვიკუნტები, გულში
ჩარლი ტანგოს ვიკრავ და მუჭში ჩაბღუჯული ტეილორის ცხვირსახოცით
ყოვლისმომცველ მწუხარებას ვეძლევი.

4Love.Ge

You might also like