You are on page 1of 20

სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაღალი სემესტრიდან

===============================================================

ძალიან ბევრ სტუდენტს აქვს სურვილი მიიღოს გერმანული სამედიცინო განათლება და


გააგრძელოს მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა.
სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი ( მოიძებნებიან) არიან, რომლებსაც გერმანიაში
აქვთ სამედიცინო უნვერსიტეტი დამთავრებული და ეს გზა გავლილი.
ხშირად გაურკვევლობის გამო ძალიან ბევრ დროს კარგავენ მომავალი ჩვენი კოლეგები, არასწორ
ინფორმაციას იღებენ ან მოუმზადებელ სიურპრიზებს ხვდებიან მწირი ინფორმაციის გამო.
ამ შემთხვევაში მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა ეტაპების გავლა უწევს სტუდენტს, რომ
გერმანიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღოს ადგილი და შემდგომში დაამთავროს.

დიპლომირებულ მედიკოსებს, მაღალი სემესტრის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს


რომლებსაც მაღალი სემესტრიდან უნდათ გერმანიაში გადმოსვლა და სწავლის გაგრძელება, ესენი
იქნებიან თსსუ, თსუ, თუ რომელიმე სხვა უნივერსიტეტები რომლებსაც აქვთ მედიცინის ფაკულტეტი
და არიან აკრედიტირებულნი, ამ ჩამონათვალთაგან ყველას შეუძლია გერმანიაში გადმოსვლა და
სწავლის გაგრძელება.
აპოსტილი საბუთებუს არ ჭირდება, არ არის საჭირო ამაში დრო დახარჯოთ.
ნიშნებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ მანამდე როგორ სწავლობდით, რადგან არ ხდება თქვენი
ცოდნის შეფასება, ხდება კრედიტების დათვლა. ნიშნებს მხოლოდ თქვენი განათლებისთვის აქვს
მნიშვნელობა :)
რომელ სემესტრზეც არ უნდა იყოთ ეს იქნება მე - 5 თუ ზემოთა სემესტრები ან თუ
დამთავრებული გაქვთ უნივერსიტეტი და გაქვთ დიპლომი, ის რაც ინგლისური ვარიანტია
შეგიძლიათ დაამოწმებინოთ გერმანიაში ნოტარიუსთან ან Bürgerbüro - ში აღარ დაგჭირდებათ
თარგმანი და გააგზავნოთ Düsseldorf - ში.
საბუთების ჩამონათვალი იხილეთ Bezirksregierung Düsseldorf
აღიარების ლოდინის რეჟიმი გრძელდება 1 - დან 6 თვემდე, უნივერსიტეტ დამთავრებულებს
უღიარებენ 9 სემესტრს, ანუ 4,5 წელს, მაღალი სემესტრიდან იმის მიხედვით რომელ სემესტრზე
ამყოფება სტუდენტი.
უნივერსიტეტში ადგილის მისაღებად ზოგ უნივერსიტეტში ონლაინ დარეგისტრირება ხდება,
ზოგან თავად უნდა გაუგზავნოთ საბუთები, ჩამონათვალი იხილეთ იმ უნივერსიტეტის გვერდზე
რომელ უნივერსიტეტშიც აგზავნით საბუთებს
Uni - Assist - ი არ არის საჭირო საბუთების გასაგზავნად

რაც შეეხება ადგილის მიღებას, სად უფრო აქვს შანსი სტუდენტს მიიღოს ადგილი და აღიარების
გარდა რა საბუთები არის საჭირო უნივერსიტეტებში და რას უნდა მიაქციოს ყურადღება?
ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი DSH 2/3 უმჯობესია DSH 3, TestDaF 4444 ნიშნებით.
რომელიც დაახლოებით C 1 - სა და C 2 დონეს შორის არის.
დიდ ქალაქებში დაბალი შანშია შედარებით ადგილის მიღების, ეცადეთ რამოდენიმე
უნივერსიტეტში გააგზავნოთ საბუთები, ეცადეთ პატარა ქალაქებში გააგზავნოთ საბუთები, ჩემი
პირადი გამოცდილებიდან 4 უნივერსიტეტში გავაგზავნე როცა სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი
გერმანიაში და 3 დან თანხმობა მომივიდა პირველივე ცდაზე, აქედან ერთ ერთი უნივერსიტეტი იყო
Köln - ის, მეორე Magdeburg - ის და მესამე Mannheim - ის. ადგილის მიღება არც ისე რთულია როგორც
ამას ამბობენ, მთავარია ბევრ ადგილას გააგზავნოთ საბუთები, შეზღუდვა არ არის.
ან ენის სწავლის პერიოდში რომელიმე ფაკულტეტზე მიიღოთ ადგილი, მაგალითად ბიოლოგია, ან
ქიმია ან რომელიმე მიმართულება სადაც ადგილები არაა შეზღუდული და ენის ჩაბარების შემდეგ
უნივერსიტეტშივე შეცვალოთ მედიცინის ფაკულტეტით, გადასვლა ასეთ შემთხვევებში ადვილია და
ნებისმიერ უნივერსიტეტში გაქვთ შანსები.
წაიკითხეთ წინასწარ სამედიცინო უნივერსიტეტების გვერდებზე ინფორმაცია, ინფორმირდით
წინასწარ, ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს მხოლოდ ზამთრის სემესტრში მიღება, ზოგიერთ
უნივერსიტეტს აქვს როგორც ზამთრის ზემესტრზე ასევე ზაფხულის სემესტრზეც მიღება.
ენის მაღალი დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს აქვს ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი.

იმ სტდენტებს რომლებსაც 9 სემესტრი აქვთ აღიარებული, მიაქციეთ უნივერსიტეტების საგნების


სპეციფიკას ყურადღება, აღიარება მოგდით, რომ რამოდენიმე საგანი უნდა გაიაროთ, მაგრამ
უნივერსიტეტს აქვს ასევე დამატებითი საგნები რაც შეიძლება არ ეწეროს აღიარების საბუთებში, რომ
გასავლელი გაქვთ, ასეთი მაქსიმუმ შეიძლება იყოს ერთი ან ორი, ან შეიძლება საერთოდ არცერთი არ
იყოს, ეს მხოლოდ ცნობისათვის.

სახელმწიფო გამოცდამდე დასარეგისტრირებლად რომელიც მე - 5 კურსის ბოლოს გექნებათ


ჩასაბარებელი, დაგჭირდებათ Famulatur - ების, 4 სავალდებულო ოთხთვიანი პრაქტიკის გავლა.
ესენია:

Hausarzt - 1თვე
Ambulanz/Notaufnahme - 1თვე
Klinik - Innere Medizin/Chirurgie - 1 თვე
Klinik - Innere Medizin/Chirurgie - 1 თვე

თქვენი 4 Famulatur - პრაქტიკებით და უნივერსიტეტში ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ,


შეგეძლებათ მეხუთე კურსის ბოლოს წერით სახელმწიფო გამოცდაზე დარეგისტრირება.
საბუთები იგზავნება ამ შემთხვევაში გამოცდაზე დასარეგისტრირებლად იმ მიწაზე რომელ
მიწაზეც იმყოფებით.

წერითი ნაწილის გამოცდაზე მოსამზადებლად დაგჭირდებატთ ინტენსიურად დაახლოებით 3


თვიანი მეცადინეობა დღიურად დაახლოებით 8 - 12 საათი.
მე პირადად Amboss - ით ვიმეცადინე და სრულიად საკმარისი იყო, არის 763 თემა რომელიც უნდა
წაიკითხოთ დაამუშაოთ და გაიაზროთ და ასევე ტესტები თემების მიხედვით რომელიც ძალიან
კარგად ეხმარება.
წერითი სახელმწიფო გამოცდა, რომელიც მე - 5 კურსის შემდეგ იქნება, გამოცდა არის წლის
განმავლობაში ორჯერ, მიმდინარეობს 3 დღე, დღიურად 5 საათი, სამი დღის განმავლობაში 320
ტესტი, დღიურად 106 - 107- 107 ტესტი. გამსვლელი ქულა შეადგენს 60%. გამოცდა მიმდინარეობას
გერმანიაში ყველა სტუდენტისთვის ერთიდაიგივე დღეებში და ერთიდაიგივე საათებში ყველა
მიწაზე. განცალკევებულად და ინდივიდუალურად ჯდება სტუდენტი მაგიდასთან. ამ გამოცდაზე
ცნობისათვის ძალიან ცოტა იჭრება, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე საკონცერტო დარბაზში ვწერეთ
307 - მა სტუდენთმა და ჩაიჭრა მხოლოდ 2.
გამოცდისთვის შეგიძლიათ მოემზადოთ Amboss, Allex, Medi – Learn

PJ პრაქტიკული წელიწადი გრძელდება ერთი წელი, კვირაში 40 საათიანი სამუშაო კონტრაქტით.

Innere Medizin 16 კვირა


Chirurgie 16 კვირა
Wahlfach 16 კვირა
PJ - ის პერიოდში თითოეული მიმართულების ბოლოს დაგჭირდებათ Logbuch - ების შევსება და
Fallbericht - ის დაწერა, რომელიც პაციენტის ისტორიაა ეს რაც თქვენი დეკანატი ითხოვს. ასევე
Bescheinigung - ები რომლებიც სააპრობაციო გამოცდაზე დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ.
PJ შეგიძლიათ მთელი გერმანიის მაშტაბით რომელ კლინიკაშიც გენდომებათ გააკეთოთ, ასევე
სხვა ევროპის და არაევროპის ქვეყნებში.
PJ - ის პერიოდში ეცადეთ აირჩიოთ

ქირურგიაში ორი მიმართულება, ორ ორთვიანი რომელიც ინფორმატიული იქება და


ერთმანეთისგან გამიჯნული, მაგალითისთვის თუ აირჩევთ სისხლძარღვთა ქირურგიას 2 თვე 8 კვირა,
შემდეგი ორი თვე აირჩიეთ ტრამატოლოგია, ან ვისცერარული ქირურგია.
შინაგან მედიცინაში, სხვადასხვა მიმართულებები და ეცადეთ ITS არ გამოტოვოთ, ბევრ
საინტერესო რამეს ისწავლით და ნახავთ.
თუ აირჩევთ ნევროლოგიას როგორც ასარჩევი საგანი, ჩათვალეთ რომ ჯეკპოტს მოხსნით
:) ინფორმაციის დიდი ტალღა დაგარტყავთ :) , შეგეძლებათ ნევროლოგიის გარდა რომელიც
ნერვებს, რეფლექსებს და შინაგანი მედიცინის დიდ ნაწილს მოიცავს ასევე ისწავლით იმუნოლოგიას,
ანთებითი დაავადებებს, ეპილეფსიას, ინსულტიანი პაციენტების ზრუნვას, მკურნალობას და
კარდიოლოგიას.

PJ - ის შემდეგ მოდის სააპრობაციო გამოცდა,


გამოცდაზე ჩასაბარებელი იქნება 4 მიმართულება:

Innere Medizin
Chirurgie
Wahlfach იმის მიხედვით რა გაიარე PJ - ზე
Zugelostes fach რომელსაც გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გატყობინებს დეკანატი

გამოცდა შედგება 2 ნაწილისგან


1 ნაწილი:
პაციენტის მიღება სტაციონარში ( კლინიკაში ) ანამნეზის შეკრება და ავადმყოფის ისტორიის დაწერა
და გამომცდელებისთვის ჩაბარება. შემდეგ პაციენტის წარდგენა გამომცდელების წინაშე, პირველი
ნაწილი გამოცდის გრძელდება დაახლოებით 45 წუთი 1 საათი.
2 ნაწილი:
ზეპირი გამოცდა დაახლოებით 4 საათი მიმდინარეობს, 4 მომავალ ექიმთან და 4 გამომცდელთან
ერთად.

გამომცდელმა შეიძლება ყველაფერი გკითხოს?


არა, გამომცდელი არ გეკითხება ყველაფერს, ძირითადად გამომცდელი ეკითხება იმ
მიმართულებებიდან რომელ მიმართლებაშიც თავად მუშაობს, მაგალითად: შინაგანი მედიცინა
კარდიოლოგი - კარდიოლოგიიდან, პულმონოლოგი - პულმონოლოგიიდან, ( სხვა მიმართულებები,
ცალკეული მიმართულებები ) ნევროლოგი - ნევროლოგიიდან, ანესთეზიოლოგი - ანესთეზიიდან.
ქირურგი ქირურგიის იმ მიმართულებიდან რომელ მიმართულებაშიც თავად მუშაობს ან მანამდე
მუშაობდა.

გამომცდელს აინტერესებს თუ რამდენად სტრუქტურირებულად ფიქრობ და აზროვნებ.


არის მარტივი კითხვები დაახლოებით 10 - 15 %, საშუალო სირთულის კითხვები ასევე 10 - 15 %
და უმეტესი ნაწილი გამოცდის მიმდინარეობს რამდენად ხართ თქვენ ექიმობისთვის მზად, იყენებთ
სამედიცინო ტერმინებს და გაქვთ ღრმა ცოდნა.
გამოცდა რთულია?
ზომიერად რთული უნდა სპეციფიური მომზადება დაახლოებით 40 დან - 60 დღემდე, დღიურად 6 - 9
საათი ინტენსიური მეცადინეობა, ესეც საკმაოდ ინდივიდუალურია დამოკიდებულია ასევე მანამდე
რამდენად გაქვს საბაზისო ცოდნა და არ არის ერთდროულად 10 წიგნიდან მეცადინეობა საჭირო.

საშინელებებს ყვებიან და მართლა რთულია გამოცდა?


დიახ მეგობრებო გამოცდა მართლა ძალიან რთულია და იქნება რთული ყოველთვის, სანამ
პესიმისტები ზარმაცები და მარტივად გაძვრომაზე მოაზროვნეები იქნებიან :) თუ მათ მოუსმენთ
გაიგებთ ისტორიებს სირთულეების შესახებ, ან საკუთარი თავის ქების შესახებ :) რომ ისინი
საუკეთესოები არიან, ყოველთვის მოყვებიან სურთულეებს და გაურთულებენ სხვებსაც, მათი
წყალობით არის რომ ჩვენ ვიღებთ არასწორ ინფორმაციებს და სიახლეებს, ყველა და ყველაფერი
დამნაშავე ხდება, როგორი საშინელები არიან გერმანელები, ხეები, ბუჩქები, ჩიტები ბუნება, თუ
როგორ ცდილობდა გამომცდელი მათ ჩაჭრას თურმე. :)
გამოცდა არ არის რთული, არის ზომიერად რთული, ჭირდება კარგი მომზადება.

რამე მარტივი გზა რომელია?


უბრალოდ მარტივი გზა არ არსებობს :) უნდა იშრომო და იმეცადინო.

სად მოვიძიო ინფორმაცია გამოცდასთან დაკავშირებით?


როდესაც გამოცდაზე დარეგისტრირდებით, გამოცდამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაქვთ
უფლება თქვენ გამომცდელებთან დანიშნოთ ტერმინები, შეხვდეთ მათ და მიიღოთ მათგან
ინფორმაცია, თუ რა აინტერესებს და უნდა გამომცდელს თქვენგან, დაუსვათ ასევე კითხვები
გამოცდასთან დაკავშირებით, რა სახის გამოცდა იქნება, რა თემები და რას ელის თქვენგან.

რა სახის კითხვები მოდის? რას ელოდებიან გამომცდელებითქვენგან? როგორ მიმდინარეობს


გამოცდა?
გამომცდელს აინტერესებს რამდენად სტრუქტურულად ფიქრობ, აზროვნებ Notfall სიტუაციებში,
როგორ იმოქმედებდი და უმკურნალებდი პაციენტს, რამდენად გაქვს დალაგებული და
თანმიმდევრული მუშაობის პრინციპი.

მაგალითად გიჩვენებს სურათს, ვიდეოს, რენდგენის სურათს ან EKG ან ლაბორატორიულ


ანალიზებს, დაიწყებთ აღწერას, რა შეიძლება იყოს, გამომწვევი მიზეზები, კლასიფიკაცია, კლინიკა,
დიაგნოსტიკა, მკურნალობა გაავლოთ დიფერენციალური დიაგნოზი.
ამ შემთხვევაში გაქვთ პირდაპირ აპრობაცია, იცნობთ სისტემას, გაქვთ საკმარისი ბაზისი რაც ექიმ
ასისტენტს საწყის ეტაპზე ესაჭიროება და აღარ გინდათ არაფრის გავლა.
სწრაფი ინტეგრირება გერმანელებთან, კულტურის, მენტალიტეტის გაცნობა და გერმანული ენის
ძალიან კარგი ცოდნა მოკლე დროში.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!!!


ალიკო მურჯიკნელი
PJ-Tertial პრაქტიკული წელი
==============================

PJ - პრაქტიკულ წელს გერმანიაში აკეთებს ყველა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი, მე - 5


კურსის შემდეგ, 3 დღიანი წერითი გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
PJ - პრაქტიკულ წელი არის მე - 6 კურსი. რომელიც გრძელდება ერთი წელი სხვადასხვა
მიმართულებებისგან.
შინაგანი მედიცინა - 16 კვირა
ქირურგია - 16 კვირა
ასარჩევი მიმართულება - 16 კვირა
PJ - პრაქტიკულ წელი შეგიძლიათ გააკეთოთ გერმანიის ნებისმიერ კლინიკაში, შვეიცარიაში,
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ირლანდია - მაგრამ ფასიანია, და არაევროპის ქვეყნებში, აფრიკა,
ინგლისში - მაგრამ ფასიანია, აშშ - მაგრამ ფასიანია.
სხვადასხვა კლინიკებში სხვადასხვა წესებია, მომავალი ექიმი PJ - სტუდენტი იღებს სტიპენდიას
სხვადასხვა ფულადი ოდენობის სახით, ზოგ კლინიკაში კვება უფასოა და ასევე სტიპენდიას იღებს, ან
მხოლოდ სტიპენდიას, ან ბინას ასევე, ზოგან მხოლოდ სტიპენდიას. სტიპენდიის რაოდენობა 200
ევროდან 600 ევროს ფარგლებში მერყეობს, შვეიცარიაში შედარებით მაღალია.

შევეცდები ვისაუბრო და მოგაწოდოთ პრაქიტიკულ წელზე ინფორმაცია, რატო არის საჭირო,


როგორი წესებია, რას სწავლობს სტუდენტი ანუ მომავალი ექიმი, როგორი დატვირთვაა
საუნივერსიტეტო კლინიკებში და რა უპირატესობები აქვს და სხვა დანარჩე კლინიკებს რა
დატვირთვაა და რა უპირატესობები.
რათქმა უნდა ყველა კლინიკაში სხვადასხვა წესებია, მაგრამ შევეცდები კლასიკური მაგალითები
მოვიყვანო.
პრაქტიკული წელის დაწყებამდე რამოდენიმე თვით ადრე, სტუდენტი თავად ირჩევს კლინიკებს
და მიმართულებებს, სადაც მას სურს რომ გააკეთოს პრაქტიკული წელი და იმუშავოს კონკრეტულ
კლინიკებში და განყოფილებებში, რეალურად ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ადგილების
შეზღუდვის მიზნით თითო მიმართულებაში შესაძლებელია სამ - სამი კლინიკა აირღიოთ ეს იქნება
გერმანიის კლინიკები თუ გერმანიის ქარეთ, შესავსებ პორმულარს აწვდით დეკანატს და ახდენს
ორგანიზებას თუ მომავალში რომელ კლინიკაში იქნება შესაძლებელი თქვენს მიერ პრაქტიკული წლის
გაკეთება და გავლა. ორგანიზებული გეგმას პრაქტიკულ წელზე იღებთ დეკანატიდან. ინფორმაცია
იხილეთ თქვენი უნივერსიტეტის გვერდზე, კლინიკების არჩევის და დარეგისტირების შესახებ ან
მოიძიეთ დეკანატში.

თუ თქვენ უნიკლინიკებში გააკეთებთ პრაქტიკულ წელს, ამ შემთხვევაში საუნივერსიტეტო


კლინიკები სთავაზობენ მომავალ ექიმებს:
კვირაში ერთხელ სააპრობაციო გამოცდისთვის საგამოცდოდ მოსამზადებელ სიმულაციებს,
რომელიც ძირითადად შეფის მიერ არის ორგანიზებული, რამოდენიმე სტუდენტთან ერთად ხდება
განხილვა პაციენტის კლინიკაში საწოლთან და სისტემურად განიხილავთ შემთხვევას, სადაც ასევე
პაციენტი აქტიურად არის ჩართული რაც შემდგომში სააპრობაციო გამოცდის ანალოგია და ასე იქნება
ჩასაბარებელი გამოცდა ამ სახით და ხდება დაავადების დაწყებიდან მკურნალობის ჩათვლით
დეტალურად დიფერენციალური დიაგნოზებთან ერთად განხილული.
სააპრობაციო თემებზე ლექციები კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ.
ყველა მიმართულებები რაც კი გამოცდაზე შეიძლება იყოს განხილული, კვირაში ერთხელ
რეპეტიტორიუმები.
ექიმებისგან თანადგომა და თითოეულ პაციენტზე განხილვა რა როგორ ხდება, კითხვებზე
პასუხების მიება, ექიმი ასისტენტებისგან, დღის მეორე ნახევარში Oberarzt - ებისგა.

პატარა კლინიკებს და არასაუნივერსიტეტო კლინიკებში, ექიმებს შედარებით მეტი დრო აქვთ


სტუდენტებისთვის, რომ მათ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და მათთან ერთად განიხილონ სხვადასხვა
შემთხვევები.
რათქმა უნდა ყველა კლინიკას სხვადასხვა წესები აქვს და ყველა შეფს, ყველგან სხადახვა გზით
ხდება PJ - ერის ჩამოყალიბება ექიმად. როგორც გითხარით Universitätsklinikum - ში აკადემიურ
მიმართულებას აქვს მეტი დატვირთვა.

წარმატებები ყველა მომავალ ექიმს!!!


©️ ალიკო მურჯიკნელი

Berufserlaubnis ექიმად მუშაობა გერმანიაში რეზიდენტურის გარეშე


==========================================================

რა შემთხვევაშია Berufserlaubnis - ის მიღება მარტივი და რომელი მიმართულებით აზრიანი?


სულ უფრო მეტ ექიმს და სტუდენტს უნდა გერმანიაში წამოსვლა და ექიმად მუშაობა, მუშაობის
უფლების მოპოვება და შემდგომში საოცნებო პროფესიად ექიმად მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ ხშირ
შემთხვევაში მცირე ინფორმაციის გამო ურთულდებათ სანატრელ გზამდე მისვლა ბევრ დამწყებ ექიმს
და გაურკვევლობის გამო დიდ დროს კარგავენ.

,, წინა კაცი უკანა კაცის ხიდია,, - ო, მაგრამ სამწუხაროდ ეს ქართველ ექიმებზე არ არის ნათქვამი
ხშირ შემთხვევაში :)
ხშირად ბურუსით მოცული პასუხები, ,, დამაბნეველი ,, დახმარებები თავგზის ამბნევია.
ამ შემთხვავაში იქნება განხილული მხოლოდ დიპლომირებული ექიმის შემთხვევა, ვისაც
საქართველოში არ უნდა რეზიდენტურის გავლა, ან გერმანიაში სწავლის გაგრძელებას დროის კარგვად
მიიჩნევს ( ( სწავლა არ არის დროის კარგვა :) ) სწავლას და სწავლის სირთულეს ხშირად დროის
კარგვაში აიგივებს ბევრი :) ) ) და პირდაპირ უნდა დიპლომირებული ექიმის სტატუსით მოიპოვოს
Berufserlaubnis - ი.

ბევრ დამწყებ და მომავალ ექიმს უნდა ქირურგიაში რომელიმე განხრით მუშაობა ან ცალკეული
მიმართულებით ექიმად დახელოვნება, ცდილობს მხოლოდ ამ მიმართულებით გააგზავნოს Bewerbung
- ი და მოიპოვოს მუშაობის უფლება, მაგალითისთვის, ვიღაცას უნდა ნეიროქირურგიაში მუშაობა, ან
ოფთალმოლოგიაში მუშაობა და თითქმის ყველა კლინიკა უარს ეუბნება ან დროში დიდი ხანი
იწელება და მოლოდინის რეჟიმში იმყოფება ბევრი თქვენგანი, როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში ან
ზოგადად სხვა შემთხვევებში?
საწყის და პირველ ეტაპზე შინაგან მედიცინაში შედარებით მარტივია ადგილის მიღება და
განსაკურებით ადვილი პატარა კლინიკებში სადაც ექიმები სასწრაფოდ ესაჭიროებათ და მოთხოვნადია
ვიდრე სხვა რომელიმე ვიწრო სპეციალობებით
ეცადეთ რომ ადგილი მიიღოთ შინაგან მედიცინაში და Berufserlaubnis - ის პერიოდში იმუშავოთ
შინაგან მედიცინაში, რადგან შინაგანი მედიცინა, ძალიან ფართო სპექტრია, ბევრი მიმართულება
ამოუწურავი და ბევრი რამის სწავლა შეიძლება 2 წლის განმავლობაში, რაც შემდეგ რა
მიმართულებითაც არ უნდა დაიწყოს აპრობირებულმა ექიმმა მუშაობა ყოველთვის გამოადგება, იქნება
ეს ქირურგია თუ ვიწრო სპეციალობები, მაგალითად Baby Fach Urologie როგორც გერმანელები ეძახიან,
თუ სხვა მიმართულები რადიოლოგია, ანესთეზიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია თუ
ვისცერალური ქირურგია.
საპირისპირო შემთხვევებში, მაგალითად ქირურგიის თავიდან დაწყებით ან ყელყურით და შემდეგ
შინაგან მედიცინაში გადასვლით, ბევრ რამეს ვერ გამოიყენებ ცოდნის მხრივ. რადგან ინტერნისტის
საქმე შედარებით მცირედ სწავლებადია ცალკეული სპეციალობების შემთხვევაში ( სხვა
მიმართულებებში ).
ამ შემთხვევაში როდესაც Berufserlaubnis - ის მიღებას შინაგანი მედიცინით გადაწყვიტავთ, ორი
კურდღლის დაჭერა შეგეძლებათ :)

1. სამუშაო ადგილს შედარებით მალე და დიდი ალბათობით 100% ში სწაფად მოპოვება.


2. განათლების მხრივ დიდ ბაზას დააგროვებთ და მომზადებული დაიწყებთ თქვენი სასურველი
პროფესიით მუშაობას როგორც აპრობირებული ექიმი.

© ალიკო მურჯიკნელი
წარმატებები ყველა მომავალ ექიმს!!!

Berufserlaubnis ექიმად მუშაობა გერმანიაში რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ


===================================================================

ბევრ ლიცენზირებულ ექიმს უნდა გერმანიში წამოსვლა და ექიმად მუშაობა, რეზიდენტურის


დამთავრების შემდეგ. ხშირად ცდილობენ აგენტების საშუალებით ( დახმარებით ) იპოვნონ სამუშაო
ადგილი ან მუშაობის უფლება მოიპოვონ რაშიც აგენტი საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს ან:
თქვენგან
ან კლინიკისგან ( შეფისგან )

რათქმაუნდა აზრიანია როცა არანაირი ინფორმაცია არ აქვს ექიმს გადაიხადოს თანხა და


დაეყრდნოს აგენტს.
აგენტს აქვს ინფორმაციები სად შეიძლება იყოს თავისუფალი კლინიკა და თქვენი სურვილის
მიხედვით მოგიძებნოთ კლინიკა და დაგეხმაროთ ამავდროულად საბუთების მოგვარებაში რაც
კლინიკისთვის გჭირდებათ და Berufserlaubnis - ის მისაღებად.
აგენტი არის ასევე ავტორიტეტი ხშირ შემთხვევაში, თუმცა თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ
გააკეთოთ იგივე და აგენტის გარეშეც იპოვოთ სამუშაო.
შეგიძლიათ იმდენ კლინიკას მიწეროთ რამდენსაც გინდათ, და ნებისმიერი განყოფილების
მიმართულებით, ვინაიდან ლიცენზირებულ ექიმებს აქვს გარკვეული სახის გამოცდილება,
დაინტერესება და ყურადღება კლინიკებიდან დიდია.
როგორ შეიძლება დავიწყოთ გერმანიაში მუშაობა რეზიდენტურა დამთავრებულმა
ლიცენზირებულმა ექიმებმა?
უკავშირდებით გარკვეულ კლინიკებს და Bewerbung - ის სახით აწვდით საბუთების ჩამონათვალს,
რის შემდეგაც ელოდებით სამუშაო ადგილს და გასაუბრებას მიწვევაზე შეფთან და პარალელურად
უკავშირდებით იმ მიწის საგამოცდო ცენტრს, რადგან გაარკვიოთ აღიარებისთვის რა საბუთები უნდა
მიაწოდოთ რომ პირველ რიგში მიიღოთ მუშაობის უფლება.
როდესაც კლინიკაში სამუშაო ადგილი გექნებათ, ამ შემთხვევაში დაჩქარებული წესით შეიძლება
მოკლე დროში მიიღოთ Berufserlaubnis - ი.
Fachsprachprüfung - ის Nachweis - ი რათქმა უნდა მიაწოდოთ ასევე საგამოცდოს. დანარჩენი
საბუთების ჩამონათვალი შეგიძლია მოიძიოთ საგამოცდოს გვერდზე.
მუშაობის დასაწყებად საჭიროა B2 / C1 დონის დამადასტრებელი გერმანული ენის სერტიფიკატი,
16 მიწას აქვს განსხვავებული კრიტერიუმები. ინფორმირება შესაძლებელია თქვენი მიწის საგამოცდო
ცენტრში მოიძიოთ.
ყველა ლიცენზირებულ ექიმს შეუძლია გერმანიაში ექიმად მუშაობის დაწყება და მუშაობის
უფლების მიღება.
სააპრობაციო გამოცდაზე გასვლა ხდება 2 წლის შემდგენ, თუმცა ამ შემთხვევებში თუ მზად
იქნებით გამოცდისთვის რომ აპრობირებული ექიმი გახდეთ შესაძლებელია ადრევე გამოცდაზე
დარეგისტრირება.
გარკვეული სტაჟის მქონე ექიმებისთვის აპრობაციის მიღება გამოცდის გარეშე გაარკვიეთ
საგამოცდოში და Ärztekammer - ში, რაც იშვიათ შემთხვევაში მაგრამ, ხდება!!!
სტაჟის მიხედვით შეიძლება იყოს აღიარებული რამოდენიმე წელიწადი ასევე, რის გარკვევაც
შეგიძლიათ Ärztekammer - ში.

წარმატებები ყველა ექიმს!!!


ალიკო მურჯიკნელი

Gastarzt
==============

ბევრ მომავალ ექიმს უნდა გერმანიაში პრაქტიკის გავლა და სამომავლოდ ექიმად მუშაობის
დაწყება სანატრელი მიმართულებით. ხშირ შემთხვავაში არ იციან საიდან დაიწყონ რომ საყვარელ
პროფესიაში ჩაებან და გერმანიაში დაიწყონ მუშაობა, სამწუხაროდ ბევრ მომავალ ექიმს არ აქვს
წვდომა:
არაიაირ ინფორმაციაზე
აგენტზე
არ ყავთ საახლობლოში და სანაცნობოში გერმანიაში მყოფი ექიმი
ან სამწუხაროდ იმ ექიმებს რომლებმაც იცნობენ და გერმანიაში მუშაობენ არ ან ვერ იძლევიან სწორ
ინფორმაციას.
ან უბრალოდ პროფესიული განვითარება
ან საკუთარი გამოცდილებით გარემოს და რეალობის შეფასება

როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში მოვიქცეთ?


ჩამოხვიდეთ გერმანიაში გარკვეული პერიოდი როგორც ,, Gastarzt ,, - ად, რომ თავად შეძლოთ და
მოაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია
ან გარკვეული პერიოდი გარკვეული სახის გამოცდილება მიიღოთ.

როგორ შეიძლება გერმანიში როგორც ,, Gastarzt ,, - ად ჩამოხვიდეთ და რა უპირატესობა აქვს ასეთ


ჩამოსვლას?
შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იმ განყოფილების შეფის მდივანს მაილზე, სადაც თქვენ გსურთ
ჩამოსვლა, რომ რამოდენიმე კვირით ან თვით როგორც ,, Gastarzt ,, - ად გსურთ ჩამოსვლა და ეს როგორ
იქნება შესაძლებელი.
შეფის შეთანხმებით მდივანთან დაგეგმვა და ორგანიზება თქვენი ჩამოსვლის მიზნის.
ძირითადად ამ შემთხვევებში Universitätsklinikum - ში ჩამოდიან მოწვეული ( Gastarzt ) ექიმები
სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის საქართველოდან.
ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის გერმანული ენის ცოდნა საჭირო და ენის რაიმე ცოდნის
დამადასტურებელი სერტიფიკატი
შესაძლებელია ინგლისურ ენაზე ისაუბროთ
ხშირ შემთხვევაშ ხდება ბინის ან კვების ანაზღაურება, ან ხელფასით ასევე, ზოგ შემთხვევებში
სამწუხაროდ არა.
ჩამოსვლის მიზანი:

1. პროფესიული განვითარება
2. ასევე თავად ინფორმაციის მიღება და მოძიება კოლეგებისგან სამომავლოდ როგორ გახდეთ ექიმი
გერმანიაში.

დიდი სიამოვნებით გიხსნიან გერმანელი კოლეგები ინგლისურ ენაზე ყველაფერს.


ეს მცირეოდენი ჩამონათვალია მეგობრებო, თუმცა იმედია თქვენთვის საჭირო.

წარმატებებს გისურვებთ ყველა ექიმს!!!


ალიკო მურჯიკნელი

Chefarzt - Visite
=================

კლინიკაში მუშაობის დროს სხვადასხვა შინაგანა წესები არსებობს, მათ შორის ერთ ერთი არის
კვირაში ერთხელ ძირითადად შინაგანი მედიცინა ან ყოველდღიურად ქირურგიის ზოგიერთ
მიმართულებაში ასევე Stroke Unit - ში, ნევროლოგიაში ,, Chefarzt - Visite ,, შეფ - ვიზიტი.

,, Chefarzt - Visite ,, შეფ - ვიზიტი, სხვადასხვა კლინიკაში და განყოფილებაში სხვადასხვა დღეს ან


ყოველდღიურად არის.
ვიზიტი გრძელდება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე, დამოკიდებულია პაციენტების
რაოდენობაზე სტატციონარში და თითოეული პაციენტის განხილვა.
ვიზიტის დროს კლინიკის იმ განყოფილებაში სადაც ვიზიტი მიმდინარეობს, იმყოფებიან ყველა
Assistenzarzt - ები, Facharzt - ები, Oberarzt - ები, Leitenderoberarzt - ი, PJ - ები, Famulant - ები,
Krankenschwester/Pfleger - ბი.
ყველა ექიმი აცნობს აქტუალურ ინფორმაციას საკუთარ მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პაციენტს,
მკურნალობის ქვეშ მყოფ პაციენტს.
რატომ მოვიდა, გადმოიგზავნა, სასწრაფოდ მოიყვანეს პაციენტი, რა გაკეთდა, როგორია
აქტუალური მდგომარეობა პაციენტის და რა იქნება მომავალში გასაკეთებელი.
პაციენტის შესახებ როდესაც ინფორმაციის მოისმენს შეფი, იწყევს თავად თითოეულ პაციენტთან
მოკლე გასაუბრებას, პაციენტისგან კითხვების მოსმენას და თავად უბრუნებს პასუხებს.
თითქმის ყოველ პაციენტის განხილვის დროს შეფი უსვავს PJ - ებს, Famulant - ებს, კითხვებს და
სურს რომ სტუდენტებისგან მოისმინოს როგორ მოიქცეოდნენ სხვადასხვა სიტუაციებში ან შემდგომ
თავად უხსნის მოკლედ შეფი სტუდენტებს პაციენტების შესახებ რატო არის საჭირო ესა თუ ის
მანიპულაცია საჭირო.
თუ შეფი რაიმე დამატებით გამოკვლევას ან ინფორმაციას ითხოვს ხდება მაშინვე ჩანიშვნა
რომლებსაც, მედდები და ექიმები ინიშნავენ. ან სტუდენტებს რაიმე მოკლე დავალებას აძლევს და
სურს რომ სტუდენტმა გააკეთოს.
ასე გრძელდება ყველა პაციენტზე.
ვიზიტის შემდეგ რამოდენიმე წუთით მოკლედ საკუთარ აზრს გამოთქვავს შეფი და მადლობას
უხდის ყველას.

წარმატებები ყველა ექიმს!!!


ალიკო მურჯიკნელი

ერთი დღე კლინიკაში - ვინც გერმანიაში ექიმად მუშაობას გეგმავს


========================================================

ბევრ დამწყებ და მომავალ ექიმს ( სამედიცინოს სტუდენტს ) რომელიც გერმანიაში ექიმად


მუშაობას გეგმავს აქვს საკუთარ თავთან კითხვები, თუ როგორი სისტემაა გერმანიაში საწყის ეტაპზე
მუშაობის დროს.
რა უნდა გააკეთოს ყოვედღიურად
რა ევალება საწყის ეტაპზე

სამუშაო დილის დაწყება კლინიკების მიხედვით განსხვავებულია ეს შეიძლება იყოს:


6:45 - ძირითადად ქირურგიაში
7:00 - ძირითადად ქირურგიაში, ანესთეზია, ITS, Stroke Unit
7:30 - შინაგანი მედიცინა / სხვადასხვა სტაციონარები
8:00 იშვიათად ამ დროს - შინაგანი მედიცინა
სამუშაო საათები კლინიკების მიხედვით 38,5 სთ - 42 საათი კვირაში.

დილის კონფერენციები:
ხდება განხილვა წინა ღამის, დღის მორიგეობის, სასწრაფო შემთხვევაში თუ მიიღეს პაციენტი, ვინ
იყო რატომ მიიღეს და რა დაიგეგმა.
გადმოგზავნილი პაციენტების სხვა განყოფილებებიდან განხილვა რადიოლოგთან ერთად
სურათების შეფასებით. CT, MRT, Rö. და ასე შემდეგ.
ამ დღისთვის დაგეგმილი პაციენტების წარდგენა და რა იგეგმება კლინიკაში მათთვის, რა უნდა
გაკეთდეს.

დილის კონფერენცისს შემდეგ, პაციენტებთან ვიზიტი


სათითაოდ ყოველ პაციენტის სუბიექტური და ობიექტური შეფასება, გამოკითხვა წინა ღამემ
როგორ ჩაიარა, რამე მნიშვნელოვანი რა მოხდა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება თუ რა იგეგმება ამ
დღისთვის, მათგან კითხვების მიღება და დეტალურად ინფორმაციის მიწოდება რაც მათ
აინტერესებთ.
კომპიუტერში ან აქტებში გადახედვა მედდების მომვლელების მიერ შეტანილი ინფორმაციის,
მედიკამენტების გადახედვა, თუ რამე ცვლილებაა საჭირო შეტანა, თუ რაიმე გამოკვლევაა საჭირო
მონიშვნა ან სპეციალური ფორმულარის ექიმის მიერ შევსება, ეს შეიძლება იყოს სხვა ექიმის მოწვევა
და ნახვა პაციენტის, რაიმე სპეციალური გამოკვლევა , რენდგენის გადაღება ან ეგკ - ს გაკეთება და
ამის ფაქსით გადაგზავნა ან დარეკვა და შეტყობინება პაციენტზე რა არის საჭირო.

ვიზიტის შემდგომ დღის დაგეგმვა, Oberarzt - ან ერთად, Facharzt - ან გამცდილ ექიმთან ერთად,
შემდგომ ავადმყოფის ისტორიების შევსება კომპიუტერში, გასწორება, დასრულება ბოლომდე.

დაგეგმილი ან სასწრაფოდ გადმოგზავნილი პაციენტების მიღება. პაციენტის მიღებამდე აქტებში


მისი ისტორიის გაცნობა.
რატომ მოდის თქვენთან პაციენტი
ვინ გადმოაგზავნა კლინიკაში
მანამდე რა გაუკეთდა, ამ საბუთების განხილვა და ყურადღების მისაქცევი ინფორმაციის აღნიშვნა
რამდენი წლისაა
სხვა რა დაავადებები აქვს
რა წამლებს იღებს და რატო იღებს გადახედვა, გადაკონტროლება დოზები და მედიკამენტები.
სამომავლო გამოკვლევებისთვის რა უნდა დაპაუზდეს ან რა უნდა იყოს კლინიკის მიერ ( თქვენს
მიერ დანიშნული ) სანამ კლინიკაში იქნება ( სტაციონარულად ) ან მომავალში ასევე გაგრძელებული
იყოს.
პაციენტის მიღება, ანამნეზის შეკრება, სხეულის დათვალიერება მოსმენა, გული, ფილტვები.
რომელი ლაბორატორიული ანალიზები ჭირდება მისი მონიშვნა ან თქვენს მიერ სისხლის აღება და
გადაგზავნა ლაბორატორიაში აქტუალური მდგომარეობის შესაფასებლად, გასაცნობად.
სავალდებულო გამოკვლევების ან დაგეგმილი გამოკვლევებისთვის განაცხადების შევსება და
ფაქსით გადაგზავნა ან დარეკვა სხვადახვა განყოფილებებში.
თუ საჭიროა სამომავლოს რეაბილიტაციის განაცხადის შევსება.
ამ ყველაფრის დიქტირება ჩამწერზე.

დღის მეორე ნაწილში ან პარალელურად დღის განმავლობაში, თქვენი Oberarzt - ისთვის


აქტუალური ინფორმაციის მიწოდება პაციენტებზე, ან თუ რამე კითხვა გაქვთ, ან არ იცით რაიმე მას
შეეკითხოთ. რადგან Assistenzarzt - მა ძალიან ბევრი უნდა იმუშავოს თავის თავის განვითარებაზე, ეს
მხოლოდ საწყისი ეტაპია, მე და მათ შორის ბევრმა დამწყებმა ექიმმა ბევრი რამ არ ვიცით და უნდა
ვისწავლოთ.
აქტუაური მდგომარეობის გაცნობა სტაციონაში მუდმივად და Oberarzt - ისთვის მიწოდება
ინფორმაციის.
თქვენ პაცინტებზე გადმოგზავნილი საბუთების, ლაბორატორიული ანალიზების, ყველაფრის
თავის მოყრა და პაციენტის აქტებში ჩალაგება ან თუ ეს მოგვარებულია გადახვედვა რომ ყველაფერი
რიგზეა და გაკონტროლება თქვენს მიერ დაგეგმილი შემდგომი პროცედურები როგორ
მიმდინარეობას, რა ეტაპზეა.
ეს საწყისი ეტაპი, რასაც გადის ექიმი ასისტენტი ან დამწყები ექიმი, ასევე გარდამავალი ეტაპებით
სტუდენტები. Famulantur/PJ/Hospitation

წარმატებები ყველა ჩვენ კოლეგას ექიმს!!!


ალიკო მურჯიკნელი
PJ/Famulatur/Hospitation in der Klinik
==================================

რა ევალება PJ/Famulatur/Hospitation კლინიკაში მყოფ სტუდენტს, მომავალ ექიმს?

დილით სისხლის აღება, თუ პაციენტებს ჭირდებათ ახალი Flexule - ს ჩადგმა


ეცადეთ რომ მეტად ინტეგრირდეთ, ეს თქვენი მეტად აქტიურობით და გულისხმიერებით
საქმისადმი გამოიხატება
ხშირი თბილი ღიმილი, მისალმება და თავაზიანობა
დილის კონფერენციებზე ერთი პაციენტი მაინც წარადგინოთ, მაგალითისთვის: ამდენი წლის
პაციენტი ან ამ წელს დაბადებული, მოდის ჩვენს კლინიკაში, ან გადმოგზავნილია ამ დიაგნოზით,
არის ჩვენთან დაგეგმილი სამომავლო ეს კვლევა ან მკურნალობა, შემდეგ სხვა რა დაავადებები აქვს,
მანამდე რა გამოკვლევები ჩაუტარდა და მნიშვნელოვანი კვლევები, რომლებიც უკვე გაუკეთდა თუ
აქვს ასეთი მოკლედ წაიკითხოთ.
დილის კონფერენციის შემდეგ, ვიზიტის დროს ეცადოთ რომ თითოეულ პაციენტზე საწყის
ეტაპზე ჩაიწეროთ ფურცელზე პაციენტის მდგომარეობა, რა გაკეთდა და დღე როგორ იგეგმება, რა
უნდა გაკეთდეს. მომავალში აქტებში თავად ჩაწერა, ან კომპიუტერში შევსება, თუ რაიმე ანტიბიოტიკი
ან ახალი სხვა წამლის დანიშვნა ჭირდება, ან რამის შეცვლა, ან იმ წუთას რა გაკეთდა, აქტუალური
მდგომარეობა, როცა ექიმის ნდობას მოიპოვებთ.
მოითხოვეთ პაროლი რომ წვდომა გქონდეთ ყველა საბუთთან, ნახოთ რადიოლოგიური
სურათები, ანალიზები, კვლევები ყველა პაციენტზე, რომ თითოეულ პაციენტზე მთლიანი სურათი
შეიქმნათ.
ხშირად იციან ექიმება ეს გააკეთე ის გააკეთე, ეს შემოთავაზებაა, რომელიც შეიძლება ბევრი
არაფრის მომტანი იყოს, მაგალითისთვის მხოლოდ გადახვევები მთელი დღე ან სისხლის აღება
მარტო, ან რამის ყურება, რათქმა უნდა საწყის ეტაპზე ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მაგრამ
განვითარებისთვის ძალიან ცოტას.
აჩვენეთ რომ მეტი გინდა, გახდით ერთი პაციენტის მკურნალი ექიმი, ექიმის მეთვალყურეობის
ქვეშ. მაგალითისთვის: სანამ პაციენტს მიიღებთ წაიკითხეთ რატომ შემოვიდა კლინიკაში პაციენტი,
პაციენტი კლინიკაში მოსვლამდე თუ იყო სხვა კლინიკაში, თუ რამე საბუთი აკლია დარეკეთ,
გააცანით თქვენი თავი იმ პიროვნებას ვინც ყურმილთან იქნება, ვინ ხართ საიდან რეკავთ და რა
გინდათ, რისთვის რეკავთ, ოჯახის ექიმი იქნება თუ ის კლინიკა სადაც მანამდე იყო პაციენტი და
თხოვეთ რომ ფაქსით გამოგიგზავნონ სხვა კვლევები ან ავადმყოფის ისტორია, გადაამოწმეთ რა
წამლებს იღებს, რატო იღებს და რა დაავადებებისთვის იღებს, სამომავლო პროცედურითსვის რა უნდა
დაპაუზდეს ან რა უნდა დაინიშნოს. შემდეგ პაციენტი მიიღეთ, წარუდგინეთ თავი, ვინ ხართ, რა
უნდა გააკეთოთ და დეტალურად ჩაიწერეთ ყველაფერი, წარუდგინეთ პაციენტი თქვენ ექიმს
გადაბარება გააკეთეთ, ვის მეთვალყურეობის ქვეშაც თქვენ იქნებით, მიიღეთ მისგან რჩევები, როგორ
უმკურნალებდით და რას დაუნიშნავდით, ყველა შესამჩნევი ინფორმაცია დეტალურად გააცანით,
განიხილეთ ექიმთან ერთად.
დაწერეთ თავად ავადმყოფის ისტორია ან იდიქტირეთ, შემდეგ თავად გაუკეთეთ კორექტირება და
აჩვენეთ ისევ ექიმს.

EKG - გარჩევა და შეფასება


... Rhythmus
... Herzfrequenz
... Lagetyp
... Zeiten
... Morphologie
შეფის ვიზიტზე წარადგინეთ მინიმუმ ერთი პაციენტი მაინც, ისევ ისე ვინ არის რა დიაგნოზით
მოვიდა, რა იქნა კლინიკაში გაკეთებული, როგორია აქტუალური მდგომარეობა, თუ ნერვიულობთ და
გირთულდებათ დაწერეთ ფურცელზე და პარარელურად შიგადაშიგ ჩაიხედეთ.
დღის მეორე ნახევარში Oberarzt - თან ერთად განიხილეთ შემთხვევები.
დაათვალიერეთ დღის მეორე ნახევარში ლაბორატორიული ანალიზის პასუხები რომელიც დილით
სისხლი აიღეთ და გააგზავნეთ, რა ჭირს პაციენტს, რამე ხომ არ შეიცვალა გაუმჯობესდა, გაუარესდა,
მოახსენეთ ექიმს თუ რამე ცვლილებაა.

წარმატებები ყველა ექიმს ყველაზე მაგარ პროფესიას ექიმობას!!!


ალიკო მურიკნელი

რა საბუთებია საჭირო როდესაც სამუშაო ადგილს ვეძებთ?


==============================================================

Deckblatt mit Bild


Anschreiben
Lebenslauf
Zeugnisse
Beurteilung
Approbation

Deckblatt mit Bild


Bewerbung - ის პირველი ფურცელი სადაც იქნება თქვენი ფოტო და საბუთების ჩამონათვალი,
რომელსაც კლინიკა ან თქვენი მომავალი შეფი გაეცნობა.
Anschreiben
კლინიკის მისამართი, შეფის მისალმება. უმჯობესია ერთი გვერდი იყოს, ინფორმატიული, ვინ ხარ,
საიდან ხარ, რატომ გადაწყვიტე იმ კონკრეტულ კლინიკაში მუშაობის დაწყება, რა გაინტერესებს. რა
გეგმები გაქვთ მომავალში.
Lebenslauf ( CV )
თქვენი მისამართი, პირადი ინფორმაცია, რა ისწავლეთ აქამდე, რომელ განყოფილებებში მუშაობდით
და რას აკეთებდით, რამდენ ენას ფლობთ და თქვენი ჰობი.
Zeugnisse
თქვენი სერტიფიკატები, რაც აქამდე აგიღიათ.
Beurteilung
შეფისგან, პროფესორებისგან ან კლინიკებისგან დახასიათებები.
Approbation
აპრობაცია, ლიცენზია ან მუშაობის უფლება ესენი რათქმა უნდა თუ გაქვთ

წარმატებები ყველას!!!
ალიკო მურჯიკნელი
Facharztausbildung
======================

Innere Medizin - 8 Richtungen + ( Hausarzt )


Chirurgie - 8 Richtungen + ( Orthopädie und Ästhetische Chirurgie)
Alle andere Richtungen

Assistenzarzt - ობის შემდგომი ეტაპი მოდის Facharzt - ი ( ექიმი სპეციალისტი ) გერმანიაში


მიმართულებების მიხედვით განსხვავებულია. Facharztausbildung - ს საერთო აქვს რამოდენიმე ნაწილი,
ესენია:

სტაციონარული ნაწილი
ITS - ი.
ასევე თუ გადაწყვეტთ ერთი მიმართულებიდან მეორე მიმართულებაში გადასვლას, რადგან არ
მოგწონთ ან მიხვდით რომ სხვა სპეციალობაში გადაწყვიტეთ პროფესიული დახელოვნება
დაახლოებით 1 წელი Ärztekammer - ისგან იქნება აღიარებული არ ეკარგება არცეთ ექიმს ის ერთი წელი
დაახლოებით თუ რომელი მიმართულებით მუშაობდა. გადასვლის პერიოდში არანაირი გამოცდა არ
არის ჩასაბარებელი.
შინაგან მედიცინაში - ( Innere Medizin) - ში ყოველთვის!!! - Facharztausbildung - ი გრძელდება 5 - 6
წელი, რადგან ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულებადია და დიდხანს არ იწელება.
ქირურგიაში ( Chirurgie ) სამწუხაროდ გეგმის მიხედვით არ ხდება ექიმი ასისტენტი Facharzt - ი
ყოველთვის, რადგან ბევრი რამე დამოკიდებულია კლინიკაზე და შეფზე, თუ როგორ როტაციას
გაგიკეთებთ და შეგიდგენთ კლინიკა და შეფი, მაგალითისთვის კარდიოქირურგიაში Facharztausbildung
- ი გრძელდება 6 - 7 წელი გეგმის მიხედვით, მაგრამ ბევრს ეწელება 8 -10 წელი და ბევრი ვერ ახერხებს
დახელოვნებას იმ პერიოდში რამდენი წელიც გეგმის მიხედვით არის გაწერილი, რადგან Facharzt,
Oberarzt, Chefarzt არ იძლევა იმ შანს რომ პრაქტიკული ნაწილი იმ რაოდენობით გქონდეს რომ
დროულად გახდეთ Facharzt - ი.
ყველა სხვა მიმართულებები - ( Alle andere Richtungen ) Facharztausbildung - ი გრძელდება
დაახლოებით 5- 6 წელი.
Facharztausbildung - Facharzt - ი ქირურგიის გარდა ყველა მიმართულება გეგმის მიხედვით 5 - 6 წელი
გრძელდება.

წარატებები ყველა ექიმს!!!


ალიკო მურჯიკნელი
Dr. med დოქტორის ტიტული
================================

ძალიან ბერვ ექიმს ან მომავალ სტუდენტს სურს რომ აკადემიური კუთხით მედიცინაში ქონდეს
ტიტული, ამის საშუალებას კი სადოქტორო სამუშაო იძლევა. გერმანიაში არის რამოდენიმე საშუალება
იმისათვის რომ Dr. med ტიტული მიიღოთ. ამ ყველაფერს საკმაოდ ბევრი დროის ინვესტირება
ჭირდება და სამწუხაროდ ძალიან ცოტა თავისუფალი დრო რჩება მუშაობის ან სწავლის
პარალელურად.

Statistische Doktorarbeit ( Daten Auswerten )


Experimentelle Doktorarbeit ( im Labor )
Klinische doktorarbeit ( Klinik mit Patienten )

სადოქტორო ტიტულის მოპოვების დროს Dr. med დაგჭირდებათ Doktorvater - ი, რომლის ხშირ
შემთხვევაში PD. Dr. med პრივატ დოცენტია და იქნებით მისი მეთვალყურეობის ქვეშ და
პერიოდულად მითითებებს მოგცემთ როგორც მუშაობის პერიოდში ასევე თემის დამუშავების დროს
და სადოქტოროს დაცვამდე ნაშრომის გამოქვეყნებაში.
სწავლის წერიოდში სტუდენტისთვის შესაძლებელია და რასაც თითქმის ყველა აკეთებს
გერმანიაში Experimentelle doktorarbeit რომელიც ლაბორატორიაში ყოფნას დიდი ხნით მოითხოვს და
შედარებით მეტ მუშაობას, რომელიც უფრო ღრმა კვლევაა. ან მხოლოდ ამას უთმობენ დროს და
გრძელდება 3 - 4 წელი ტიტულის მოპოვებამდე.
ექიმობის პერიოდში შესაძლებელია, სამუშაოს შემდეგ დარჩენა და Statistische Doktorarbeit - ზე
მუშაობა, რა დროსაც გაქთ პაციენტის აქტები და ახდენთ მის შეფასებას, რომელიც შესაძლებელია 2 - 3
წელიწადში ამ ტიტულის მოპოვება.
Klinische doktorarbeit შესაძლებელია როგორც მუშაობის პერიოდშ ასევე სტუდენტობის დროს,
რომლის დროსაც პაციენტებთან გაქვთ სადოქტორო მუშაობის დროს პირდაპირი კონტაქტი.
რა მნიშვნელობა აქვს დოქტორის ტიტულს?
განათლების გაღრმავება ხდება ამ შემთხვევაში აკადემიური მიმართულებით, ხელფასის მხრივ, თუ
ამ კუთხით მიუდგებით ან სამუშაოს უკეთესად ნახვის მხრივ დიდი განსხვავება არ არის, თუმცა არიან
ზოგიერთი კლინიკები სადაც დოქტორის ტიტულის გარეშე იშვიათ შემთხვევებში თანხმდებიან
ექიმად რომ აიყვანონ მომავალი ექიმი, ან ავალდებულებენ რომ ქონდეთ დოქტორის ტიტული.
ასევე Oberarzt - ის პოზიციაზე ხშირ შემთხვევაში ითხოვენ დოქტორის ტიტულს.
წარმატებები ყველას!!!
ალიკო მურიკნელი
სააპრობაციო გამოცდა
==========================

შედგება 2 ნაწილისგან

1 ნაწილი:
პაციენტის მიღება სტაციონარში ( კლინიკაში ) ანამნეზის შეკრება და ავადმყოფის ისტორიის დაწერა
და გამომცდელებისთვის ჩაბარება. შემდეგ პაციენტის წარდგენა გამომცდელების წინაშე, პირველი
ნაწილი გამოცდის გრძელდება დაახლოებით 45 წუთი 1 საათი.
2 ნაწილი:
ზეპირი გამოცდა დაახლოებით 4 საათი მიმდინარეობს, 4 მომავალ ექიმთან და 4 გამომცდელთან
ერთად.
გამომცდელმა შეიძლება ყველაფერი გკითხოს?
არა, გამომცდელი არ გეკითხება ყველაფერს, ძირითადად გამომცდელი ეკითხება იმ
მიმართულებებიდან რომელ მიმართლებაშიც თავად მუშაობს, მაგალითად: შინაგანი მედიცინა
კარდიოლოგი - კარდიოლოგიიდან, პულმონოლოგი - პულმონოლოგიიდან, ( სხვა მიმართულებები,
ცალკეული მიმართულებები ) ნევროლოგი - ნევროლოგიიდან, ანესთეზიოლოგი - ანესთეზიიდან.
ქირურგი ქირურგიის იმ მიმართულებიდან რომელ მიმართულებაშიც თავად მუშაობს ან მანამდე
მუშაობდა.
გამომცდელს აინტერესებს თუ რამდენად სტრუქტურირებულად ფიქრობ და აზროვნებ.
არის მარტივი კითხვები დაახლოებით 10 - 15 %, საშუალო სირთულის კითხვები ასევე 10 - 15 %
და უმეტესი ნაწილი გამოცდის მიმდინარეობს რამდენად ხართ თქვენ ექიმობისთვის მზად, იყენებთ
სამედიცინო ტერმინებს და გაქვთ ღრმა ცოდნა.
გამოცდა რთულია?
ზომიერად რთული უნდა სპეციფიური მომზადება დაახლოებით 40 დან - 60 დღემდე, დღიურად 6 - 9
საათი ინტენსიური მეცადინეობა, ესეც საკმაოდ ინდივიდუალურია დამოკიდებულია ასევე მანამდე
რამდენად გაქვს საბაზისო ცოდნა და არ არის ერთდროულად 10 წიგნიდან მეცადინეობა საჭირო.
საშინელებებს ყვებიან და მართლა რთულია გამოცდა?
დიახ მეგობრებო გამოცდა მართლა ძალიან რთულია და იქნება რთული ყოველთვის, სანამ
პესიმისტები ზარმაცები და მარტივად გაძვრომაზე მოაზროვნეები იქნებიან :) თუ მათ მოუსმენთ
გაიგებთ ისტორიებს სირთულეების შესახებ, ან საკუთარი თავის ქების შესახებ :) რომ ისინი
საუკეთესოები არიან, ყოველთვის მოყვებიან სურთულეებს და გაურთულებენ სხვებსაც, მათი
წყალობით არის რომ ჩვენ ვიღებთ არასწორ ინფორმაციებს და სიახლეებს, ყველა და ყველაფერი
დამნაშავე ხდება, როგორი საშინელები არიან გერმანელები, ხეები, ბუჩქები, ჩიტები ბუნება, თუ
როგორ ცდილობდა გამომცდელი მათ ჩაჭრას თურმე. :)
გამოცდა არ არის რთული, არის ზომიერად რთული, ჭირდება კარგი მომზადება.
რამე მარტივი გზა რომელია?
უბრალოდ მარტივი გზა არ არსებობს :) უნდა იშრომო და იმეცადინო.
სად მოვიძიო ინფორმაცია გამოცდასთან დაკავშირებით?
როდესაც გამოცდაზე დარეგისტრირდებით, გამოცდამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე გაქვთ
უფლება თქვენ გამომცდელებთან დანიშნოთ ტერმინები, შეხვდეთ მათ და მიიღოთ მათგან
ინფორმაცია, თუ რა აინტერესებს და უნდა გამომცდელს თქვენგან, დაუსვათ ასევე კითხვები
გამოცდასთან დაკავშირებით, რა სახის გამოცდა იქნება, რა თემები და რას ელის თქვენგან.
რა სახის კითხვები მოდის? რას ელოდებიან გამომცდელებითქვენგან? როგორ მიმდინარეობს
გამოცდა?
გამომცდელს აინტერესებს რამდენად სტრუქტურულად ფიქრობ, აზროვნებ Notfall სიტუაციებში,
როგორ იმოქმედებდი და უმკურნალებდი პაციენტს, რამდენად გაქვს დალაგებული და
თანმიმდევრული მუშაობის პრინციპი.
მაგალითად გიჩვენებს სურათს, ვიდეოს, რენდგენის სურათს ან EKG ან ლაბორატორიულ
ანალიზებს, დაიწყებთ აღწერას, რა შეიძლება იყოს, გამომწვევი მიზეზები, კლასიფიკაცია, კლინიკა,
დიაგნოსტიკა, მკურნალობა გაავლოთ დიფერენციალური დიაგნოზი.
ამ შემთხვევაში გაქვთ აპრობაცია და ხართ აპრობირებული ექიმი.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!!!


ალიკო მურჯიკნელი

განსხვავება - დადებითი და უარყოფითი მხარეები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასა და


უნივერსიტეტის გარეშე პირდაპირ ექიმად მუშაობის დაწყებას შორის.
===============================================

1. გერმანიაში ექიმი რომ გახდეთ არსებობს რამოდენიმე გზა, როგორც სწავლის გაგრძელებით მაღალ
კურსზე, ასევე რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ, ან პირდაპირ დიპლომირებული ექიმის
დიპლომით.
ამ ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვის რომელი გზა აწყობს და მარტივად
მიიჩნევს.
1.1 დადებითი მხარეები
=====================
უნივერსიტეტის გარეშე ექიმი რომ გახდეთ, შედარებით მარტივი გზა, როგორც ძალიან ბევრი ამბობს,
შედარებით ნაკლები დრო ვიდრე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და პირდაპირ ექიმად
გახდომა M 2 გამოცდას აცილება, რომელიც საკმაოდ რთულია და რაც მთავარია ანაზღაურება.
აპრობაციის გამოცდა 3 საგანის ჩაბარება, უნის ვინც ამთავრებს 4 საგანს აბარებს, ერთ საგანს
გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე ატყობინებს დეკანატი, ასე რომ წინასწარ ვერ მოემზადები რომ
გინდოდეს სამწუხაროდ დროში შეზღუდული ხარ.
1.2 უარყოფითი მხარეები
=====================
კონკრეტულ კლინიკაში და კონკრეტულ მიწაზე მუშაობა, აპრობაციის გამოცდის ჩაბარებამდე არ
ითვლება Facharztausbildung - ში, კონკრეტულ განყოფილებაში ( განყოფილებებში) მუშაობა. უამრავი
საბუთომანია და ბიუროკრატიული საკუთხები.

2. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, აქვს რათმა უნდა დადებითი და უარყოფითი მხარეები


=============================================
2.1 დადებითი მხარეები
====================
გერმანული ენის კარგად ცოდნა, სწრაფი ინტეგრირება, გარდამავალი პერიოდი ექიმობისკენ, სწავლა
მართლა სიამოვნებაა როცა იწყებ გაგებას რა როგორ ფუნქციონირებს, რა რასთან არის კავშირში.
ინფორმაციის დიდი რაოდენობით მოწოდება, სტრუქტურა. პრაქტიკული წელის პერიოდში, უამრავი
მიმართულებით ბევრი რამის ნახვა, რაც სამწუხაროდ ექიმობის პერიოდში არ არი ხშირად ამის
საშუალება, რადგან გაქვს ბევრი საქმე და დრო ნაკლებადაა რომ სხვა რამე ნახო და დამატებით ნახო
და ისწავლო. საკუთარ პაციენტებზე ზრუნვა და მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეს, ეს
მართლა დიდი სიამოვნებაა რადგან გაქვს პასუხისმგებლობა, ამასთანავე უამრავჯერ შეგიძლია კითხო
დასვა კითხვა, ყველა თბილია ასეთ შემთხვევაში ყველას აქვს დრო შენთვის რომ რაღაც აგიხსნას, რაც
ექიმობის პერიოდში აღარ არის ასე სასიამოვნო ხშირად. რაც მთავარია ხარ პირდაპირ აპრობირებული
ექიმი და სისტემას კარგად ერკვევი საბუთებთან დაკავშირებით. გაქვს პარალელურად შედარებით
დრო რომ მოემზადო სახელმწიფო გამოცდისთვის (აპრობაციისთვის)
2.2 უარყოფითი მხარეები
=====================
შედარებით დიდი ხანი გრძელდება სწავლა, M 2 გამოცდისთვის მომზადება, პეიოტის პერიოდში
დაბალი ანაზღაურება 200 - 600 ევროს ფარგლებში. მაღალ სემესტრზე ადგილის მიღება ხშირ
შემთხვევაში არ არის ადვილი თუ მარტო ერთ უნივერსიტეტში გექნებათ შეტანილი საბუთები.

3. რეზიდენტურის დამთავრების შემდეგ


=================================
3.1 დადებითი მხარეები
====================
მხოლოდ ენის სერთიფიკატის აღება და პირდაპირ ყოველგვარი რამის გაკეთების გარეშე მუშაობის
უფლების მიღება
3.2 უარყოფითი მხარეები
=====================
ამ შემთხვევაშიც ასევე აპრობაციის გამოცდის ჩაბარება,
რეზიდენტურაში სწავლა, სამწუხაროდ საკმაოდ მცირე პრაქტიკა საქართველოში
თავად შეგიძლიათ გადაწყვეტილება მიიღოთ, ვის რომელი გზა გირჩევნიათ ექიმობისკენ, ვცეთ
ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივი.ის წვრილმანები რაც ყველა კლინიკას ან მიწას აქვს
მოთხოვნად შეგიძლიათ იმ მიწის
LPA - Landesprüfungsamt - ში გაარკვიოთ რომელ მიწაზეც იწყებთ მუშაობას.

წარმატებები ყველას!!!!
ალიკო მურჯიკნელი
რეზიდენტურა - Facharztausbildung
===================================

ძალიან ბევრ სტუდენტს, მომავალ ექიმს და უკვე ლიცენზირებულ ექიმს სურს გერმანიაში
დახელოვნება თავისი პროფესიის მიმართულებით და ხშირად ისმის კითხვა რეზიდენტურასთან და
ექიმობასთან დაკავშირებით:

1. როგორ გავაგრძელო რეზიდენტურა გერმანიში?


2. რამდენი წელი გრძელდება რეზიდენტურა გერმანიაში?
3.გამოცდების გვერდის ავლით ვერ გავხდები აპრობირებული ექიმი?
4.საქართველოში რეზიდენტურაზე ვსწავლობ და გადმოსვლა მინდა გერმანიის რეზიდენტურაში.
5.მალე ვერ დავამთავრებ გერმანიაში რეზიდენტურას? იქნებ შეფმა მალე შემივსოს Logbuch -ი,
ხელი მომიწეროს რაც მჭირდება და მალე დავამთავრო რეზიდენტურა.
6.რამდენი აქვს ხელფასი რეზიდენტს? ან საერთოდ აქვს ხელფასი? ყოფნის სახოვრებლად
7.გერმანიის რეზიდენტურაში ჩასაბარებელი გამოცდა რთულია?

1. როგორ გავაგრძელო რეზიდენტურა გერმანიში?


გერმანიაში რეზიდენტურა არ არსებობს, ვერ გააგრძელებთ გერმანიაშიაში რეზიდენტურაში, სხვა
სისტემაა, ქვია Facharztausbildung, ექიმი სპეციალისტად დახელოვნება.

2. რამდენი წელი გრძელდება რეზიდენტურა გერმანიაში?


გერმანიაში ექიმ ასისტენტობის პერიოდი:
შინაგან მედიცინაში გრძელდება აპრობაციის შემდგომ 5 წელი. + 2 წელი Berufserlabnis - ის დრო
აპრობაციამდე. ჯამში 7 წელი Facharzt - ობამდე. ვინც გერმანიაში ამთავრებს უნივერსიტეტს მათთვის
5 წელი.
სხვა დისციპლინებში აპრობაციის შემდგომ 5 წელი. + 2 წელი Berufserlabnis - ის დრო
აპრობაციამდე, ჯამში 7 წელი Facharzt - ობამდე. ვინც გერმანიაში ამთავრებს უნივერსიტეტს მათთვის
5 წელი.
ქირურგიაში გრძელდება 6-7 წელი, კარდიოქირურგიის გარდა, რომელიც არ ექვემდებარება
კონტროლს და შეიძლება 8 ან მეტი გაგრძელდეს. აპრობაციის შემდგომ 6-7 წელი. + 2 წელი
Berufserlabnis - ის დრო აპრობაციამდე. ჯამში 8-10 წელი Facharzt - ობამდე. ვინც გერმანიაში
ამთავრებს უნივერსიტეტს მათთვის 6-7 წელი.

3.გამოცდების გვერდის ავლით ვერ გავხდები აპრობირებული ექიმი?


Keine Chance :) არა, ვერ გახდები.

4.საქართველოში რეზიდენტურაზე ვსწავლობ და გადმოსვლა მინდა გერმანიის რეზიდენტურაში.


სამწუხაროდ ვერ გადმოხვალთ, არ ხდება გადმოსვლა, სხვა სისტემაა, პირველ რიგში უნდა
მიიღოთ Berufserlabnis - ი, ჩააბაროთ Fachsprachprüfung - ი, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ
გერმანიაში ექიმად დაწყების მუშაობის უფლება თავდაპირველად არააპრობირებულ ექიმად,
აპრობაციის გამოცდის ჩაბარების შემდეგ აპრობირებულ ექიმად.
გემრნიის Facharztausbildung და ქართული რეზიდენტურა არაა ერთმანეთზე დამოკიდებული,
ერთმანეთისგან გამიჯნულია, ერთით მეორის შევსება კრედიტებით არ ხდება.
5.მალე ვერ დავამთავრებ გერმანიაში რეზიდენტურას? იქნებ შეფმა მალე შემივსოს Logbuch -ი,
ხელი მომიწეროს რაც მჭირდება და მალე დავამთავრო რეზიდენტურა.
არა მალე ვერ დაამთავრებთ, რადგან ყველამ უნდა გაიაროს როტაციის პრინციპით, თავიდან
სტაციონარული მორიგეობა, შემდეგ ინტენსიური განყოფილება, შემდეგ რა მიმართულებითაც თქვენ
აპირებთ დახელოვნებას პროფესიიშ მიმართულებით, იმის მიხედვით პროფესიული სწავლებები და
დამატებითი სურვილისამებრ Facharztweiterbildung, მაგალითად სონოგრაფიის კურსები ან რაიმე სხვა
მიმართულება.

6.რამდენი აქვს ხელფასი რეზიდენტს? ან საერთოდ აქვს ხელფასი? ყოფნის სახოვრებლად?


ხელფასი ყველას ერთნაირი აქვს მიმართულებების განსხვავების მიუხედავად, ხელზე
დაახლოებით 2200-2500 ევრო პირველი წელი, რომელიც ემატება მორიგეობების დანამატი,
საცხოვრებლად საკმარისია. უფასოდ არავის არ მოუწევს მუშაობა.

7.გერმანიის რეზიდენტურაში ჩასაბარებელი გამოცდა რთულია?


არანაირი გამოცდა არ არსებობს, არანაირი ნიშნები არ თამაშობს როლს.

წარმატებები ყველას!!!
ალიკო მურჯიკნელი

You might also like