Professional Documents
Culture Documents
არაცნობიერი................................................................................................................................................................. 2
განდევნა ........................................................................................................................................................................ 2
დაცვა ............................................................................................................................................................................. 3
კომპლექსები ................................................................................................................................................................. 4
ოიდიპოსის კომპლექსი ............................................................................................................................................... 4
ფსიქიკური კონფლიქტები .......................................................................................................................................... 5
დაცვის მექანიზმები .................................................................................................................................................... 6
პროექცია ....................................................................................................................................................................... 6
„მე“-ს დანაწევრება (გახლეჩვა) ................................................................................................................................... 7
რეგრესია ....................................................................................................................................................................... 7
ტრავმა............................................................................................................................................................................ 8
ტრანსფერი, გადატანა.................................................................................................................................................10
თბილისი
2011
1
არაცნობიერი
ფროიდი იყენებდა ფსიქიკის ტოპოლოგიურ მოდელს, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა დონის არსებობას მათში
მოთავსებული აზრებისა და განცდების გაცნობიერებულობის ხარისხის მიხედვით. ეს დონეებია: ცნობიერი,
წინარეცნობიერი, არაცნობიერი. ცნობიერი ფსიქიკის უმცირესი ნაწილია, რომელიც მოიცავს იმ შეგრძნებებს,
რომელსაც ვაცნობიერებთ დროის მიმდინარე მომენტში. წინარეცნობიერი იგივე არაცნობიერია, რომელსაც ე.წ.
„ხელმისაწვდომ მეხსიერებასაც“ უწოდებენ. მასში მოთავსებული ინფორმაცია შეიძლება გაცნობიერდეს სპონტანურად
ან მინიმალური ძალისხმევით. არაცნობიერი წინარეცნობიერისაგან სიღრმით განსხვავდება. მასში მოთავსებული
შინაარსები წინარეცნობიერსა და ცნობიერში არ დაიშვება განდევნის მექანიზმის საშუალებით. ეს შინაარსები
შეიძლება იყოს რეპრეზენტატული მკურნალობის დროს. ისინი იმართებიან პირველადი პროცესების გადამუშავების
მექანიზმით: შემჭიდროვება, შერევა. ეს შინაარსები დატვირთულია ლტოლვის ენერგიით, რომლებიც ისწრაფვიან
ქცევაში გამოვლინებისაკენ, თუმცა ისინი წინარეცნობიერსა და ცნობიერში ხვდებიან დამახინჯებული სახით
ცენზურის ზეგავლენით. ყველაზე ხშირად არაცნობიერში მოთავსებულია ინფორმაცია ბავშვის სურვილების
ფიქსაციის შესახებ. ფროიდმა პიროვნების სტრუქტურაში გამოჰყო: იდი, ეგო, სუპერ-ეგო. იდი მთლიანად
არაცნობიერში ფუნქციონირებს. მასში მოთავსებულია ინფორმაცია დაბადებისას თანდაყოლილი ინსტიქტების, იმ
აზრების, რომლებიც არასდროს ცნობიერდება და იმ აზრების შესახებ, რომლებიც განდევნილ იქნა ცნობიერიდან.
იდისთვის მთავარი სიამოვნების მიღწევაა და მისთვის უცხოა მოთმინება. სუპერ ეგო და ეგო ფუნქციონირებს უკვე
ცნობიერების სამივე დონეზე. ისინი ვითარდებიან იდის მატრიციდან. ფროიდს სიზმრები მიაჩნდა არაცნობიერის
გამოვლინების მეფურ გზად. არაცნობიერმა შინაარსებმა თავი შეიძლება იჩინოს წამოცდენებში, მცდარ ქმედებებში და
ა.შ.
პირველადი პროცესები - ეს არის ადამიანის წარმოდგენათა ფანტაზიური ფორმა, რომელიც ხასიათდება იმპულსების
დათრგუნვითა და რეალურიდა და არა - რეალურის განრჩევის უუნარობით.
განდევნა
განდევნა ეს არის მექანიზმი, რომლითაც რაიმე მოვლენა, იდეა, აზრი, წარმოდგენა, რომელიც შეიძლება შფოთვის
მომტანი იყოს, განიდევნება ცნობიერიდან და შემდგომშიც ხელს უშლის მის ნებისმიერ გამოვლინებას. თუმცა
განდევნილი ელემენტი ისევ ფსიქიკის ნაწილად რჩება. ეს არის პროცესი, რომელიც არაცნობიერს, ფაქტიურად,
ფსიქიკის ცალკე ნაწილად აყალიბებს. ფროიდი წერს, რომ განდევნის არის არის ცნობიერიდან რაიმეს მოშორება და
მისი არაცნობიერში დაკავება და რომ, განდევნა სხვა დაცვის მექანიზმებისგან უფრო მეტად განსხვავდება, ვიდრე სხვა
დაცვის მექანიზმები ერთმანეთისგან. განდევნას შეუძლია უარყოფითი წარმოდგენების მოზიდვა. აქ განდევნა
წარმოდგენილია პირველადი დამუშავების ნიშნით, რითაც ის სხვა დაცვის მექანიზმებისგან განსხვავდება.
განდევნილი შინაარსი მუდამ ცდილობს ცნობიერში ამოსვლას და ამას აქვს სპონტანური სახე და არა - ერთჯერადი.
2
ამიტომ საჭიროა ენერგეტიკული რესურსების გამუდმებით ხარჯვა მისი არაცნობიერში დაკავებისათვის. განდევნაში
გამოიყოფა სამი ეტაპი:
განდევნა ეს არის:
C. განტვირთვა.
დაცვა
ფსიქიკური მოქმედებების ერთიანობა მიმართულია იმისკენ, რომ შეამციროს ან საერთოდ აღმოფხვრას ნებისმიერი
ცვლილება, რომელიც ემუქრება ინდივიდის მთლიანობას და სიმტკიცეს. აქ საუბარია შინაგანი აღელვებისა და
წარმოსახვებისგან დაცვაზე, რომლებიც კონკრეტული გატაცებების საფუძველზე აღმოცენდება. ასევე საუბარია ისეთი
სიტუაციებისაგან დაცვაზე, რომლებიც იწვევენ სულიერი წონასწორობის დარღვევას. დაცვა ხორციელდება დაცვითი
მექანიზმებით, რომლებიც არაცნობიერში მოქმედებენ.
„მე“ ეს არის:
1. პირადი სივრცე, რომლის დაცვაც უნდა მოხდეს ნებისმიერი შემოჭრისგან (მაგალითად
ურთიერთსაწინააღდეგო სურვილებით გამოწვეული კონფლიქტი);
2. „წარმოდგენების ჯგუფი“ , რომელიც აღკვეთს ყოველ შეუსაბამო წარმოდგენას;
3. თავდაცვის ინსტანცია.
მეტაფსიქოლოგიური თეორიის თანახმად განსხვავდება გარეგანი აღგზნება, რომლისგანაც დაცვა შესაძლებელია და
შინაგანი აღგზნება, რომლისგანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. სწორედ ამ შინაგანი აღგზნებისკენაა მიმართული
დაცვის მექანიზმები.
ფროიდი განასხვავებს დაცვის ნორმალურ ფორმას პათოლოგიური ფორმისგან. ნორმალური დაცვის დროს ინდივიდი
დარდობს თავის მტკივნეულ გამოცდილებაზე, ხოლო პათოლოგიური დაცვა წარმოიშვობა შინაგანი აღგზნების
საფუძველზე, რომლის საფუძველსაც დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს და როდესაც ინდივიდს არ გააჩნია
3
ადეკვატური თავდაცვის უნარები. ეს შინაგანი აღგზნება მხოლოდ სექსუალურ სფეროში ვლინდება. დაცვის დროს
ადგილი აქვს კონფლიქტს გატაცებასა და მე-ს შორის. მე ცდილობს თავი დაიცვას შინაგანი საფრთხისგან.
„დაცვა“ ნიშნავს როგორც რაიმეს დაცვას, ისე - თავდაცვას. დაცვაში გამოირჩევა შემდეგი ელემენტები:
1. დაცვის ადგილი - ფსიქიკური სივრცე, რომელიც საფრთხეშია;
2. პერსონაჟი - რომელიც ახორციელებს თავდაცვას;
3. მიზანი - მაგალითად მე-ს მთლიანობის შენარჩუნება;
4. მოტივები - რაც იძლება სიგნალს საშიშროების შესახებ და მზადყოფნაში ამყოფებს თავდაცვას;
5. დაცვის მექანიზმები.
კომპლექსები
კომპლექსი წარმოადგენს გამყარებულ პატერნს, რომელიც მუშაობს მალულად და ამახინჯებს გარემოს სურვილიდან
გამომდინარე. ის ყალიბდება ადამიანური ურთიერთობების შედეგად. ფროიდი კომპლექსს მიიჩნევდა აფექტურად
დატვირთულ აზრთა კრებულად. ანუ კომპლექსი ეს არის გარკვეულ აზრთა კრებული, რომელიც გადატანილია
არაცნობიერში და გააჩნია მიზიდულობის უნარი. კომპლექსი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ასოციაციური
ჯაჭვი, რომელსაც გააჩნია ასოციაციების გათვლის უნარი. ეს შეიძლება იყოს ღირებულებათა პატერნიც, რომელიც
ადამიანის ხასიათის თვისებების საფუძველზე ყალიბდება. კომპლექსის ვიწრო გაგებას წარმოადგენს „ოიდიპოსის
კომპლექსი“, რომელიც არის საყრდენი ადამიანურ ურთიერთობებში და რომლის საშუალებითაც ადამიანი პოულობს
თავის ადგილს ამ ურთიერთობებში.
ოიდიპოსის კომპლექსი
ეს კომპლექსი წარმოადგენს ბავშვის სასიყვარულო და სამტრო სურვილებს მიმართულს საკუთარი მშობლებისაკენ.
კულმინაციას არწევს ფალოსურ სტადიაზე 3-5 წლის ასაკში, ლატენტურ სტადიაზე ქრება, ხოლო გენიტალურ
პერიოდში ისევ იჩენს თავს, რომელიც დაიძლევა ამა თუ იმ ობიექტის არჩევის საშუალებით. ეს კომპლექსი
წარმოადგენს პიროვნების თვისებების ჩამოყალიბების საწყისს და ახდენს სურვილების ფორმულირებას. ადგილი აქვს
დედისადმი სიყვარულს და მამისადმი ეჭვიანობას. ბიჭი ავლენს ამბივალენტურ დამოკიდებულებას მამის მიმართ და
სურს სასიყვარულო გრძნობების გამოხატვა დედის მიმართ. გოგოც მსგავს დამოკიდებულას ავლენს. თუმცა, ფროიდს
თავდაპირველად მიჩანდა, რომ ოიდიპოსის კომპლექსი გვხვდებოდა მხოლოდ ბიჭებთან, რადგან ლიბიდოს
განვითარების კულმინაციისთვის ფალოსურ პერიოდზე, საჭირო იყო სასქესო ორგანოს, პენისის, არსებობა. ოიდიპოს
კომპლექსის მიხედვით ბიჭი იძენს ისეთ ფასეულობებს, რომლითაც ის ხვდება, თუ რას ნიშნავს მამაკაცად ყოფნა და
მამასთან იდენტიფიკაციის საშუალებით ახერხებს დედის ჩანაცვლებას სხვა სასიყვარულო ობიექტით, რადგან ის
ხვდება, რომ მას აქვს ის, რაც დედას მოსწონს მამაში. ბიჭებში ოიდიპოსის კომპლექსი ქრება „კასტრაციის მუქარით“,
4
რომელიც მომდინარეობს მამისგან, ხოლო გოგონებს პენისი რადგან არ აქვთ, ამის დაკომპენსირებას ცდილობენ იმით,
ტომ უჩნდებათ სურვილი მამისგან შვილის ყოლისა.
1. სასიყვარულო ობიექტის ამორჩევა ხდება სქესობრივი მომწიფების მიღწევისთანავე, არა მხოლოდ შინაგანი
ძვრებით, არამედ აკრძალული ინცესტებით;
ფსიქიკური კონფლიქტები
ფსიქოანალიტიკური პრობლემები გამოწვეულია ურთიერთსაწინააღდეგო აზრებითა და მოთხოვნებით, რომელიც
არსებობს სუბიექტში. კონფლიქტი შეიძლება იყოს თვალსაჩინო და ფარული. ფარული კონფლიქტი თავს იჩენს
დარღვეულ ქცევაში. კონფლიქტი თავს იჩენს სურვილსა და საჭიროებას შორის. ფსიქოლოგიური კონფლიქტები
ნევროზების მთავარ საფუძველს წარმოადგენს. კონფლიქტები წარმოიქმნება გატაცებების შედეგად. კონფლიქტი
წარმოიშვობა მაშინ, როდესაც არაცნობიერი და წინარეცნობიერი გამიჯნულია ერთმანეთისაგან ცენზურით, ანუ უნდა
გავაკეთოთ არჩევანი სიამოვნების პრინციპსა და რეალობას შორის. ფროიდის თანახმად, ამ დროს აღმოცენდება ორი
ძალა: განდევნის ძალა და სექსუალური ძალა. განდევნის მექანიზმი ჩვენში აღვიძებს ეთიკურ და ესთეტიურ ნორმებს
და განდევნის იმ სექსუალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც ჩვენს მე-ს არ შეესაბამება და წინააღდეგობაში მოდის. ეს
განდევნილი სექსუალური სურვილები იწვევენ ფსიქიკურ აშლილობებს. კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას
რამდენიმე გატაცების შედეგად. კონფლიქტების უმრავლესობა სიცოცხლის ინსტიქტის საფუძველზე აღმოცენდება,
ხოლო სიკვდილის ინსტიქტზე აღმოცენებული კონფლიქტი შურისძიებას უტოლდება. ფროიდისთვის კონფლიქტი
არის ორი ურთიერთსაწინააღდეგო სურვილის არსებობა, საიდანაც ერთი უნდა განიდევნოს და მეორეს მხრივ ეს არის
დაპირისპირება ჩვენს სექსუალურ სურვილებსა და ჩვენს მე-ს შორის.
5
დაცვის მექანიზმები
დაცვის მექანიზმებისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სახის ოპერაციები. ეს მექანიზმები განსხვავდებიან იმის
მიხედვით, თუ რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე. ნებისმიერი დაცვის მექანიზმისათვის დამახასიათებელია ორი
რამ:
2. ისინი ამახინჯებენ, უარყოფენ რეალობის აღქმას, რათა შფოთვა ნაკლებად საფრთხის მომტანი იყოს
ინდივიდისთვის.
ადამიანები იშვიათად მიმართავენ მხოლოდ ერთ დაცვის მექანიზმს, უფრო ხშირად იყენებენ მათ კომბინაციას.
თავდაპირველად დაცვის მექანიზმებს ფროიდი იკვლევდა ნევრული აშლილობების მქონდე პაციენტებში. დაცვის
მექანიზმების ამოქმედება უაშუალოდ იწყება სუპერ-ეგოს აღმოცენებამდე, მანამ სანამ იდისა და ეგოს დიფერენცირება
მოხდება. დაცვის მექანიზმები მიმართულია ყოველგვარი დისკომფორტის აღმოსაფხვრელად, როდესაც მე ცდილობს
შეუთავსებლობისაგან განთავისუფლებას.
პროექცია
ფსიქოანალიტიკური გაგებით, ცნება „პროექცია“ წარმოადგენს დაცვის მექანიზმს, როდესაც ადამიანი საკუთარ
აზრებს, თვისებებს, სურვილებს მიაწერს სხვა ადამიანს. ეს დაცვის მექანიზმი აღმოჩენილია, როგორც პარანოიდული
მდგომარეობების მქონე ადამიანებში, ისე ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებშიც. პარანოიდულ მდგომარეობებში პროექცია
წარმოდგება დაცვის მექანიზმად, რომელიც მიმართულია უკმაყოფილების გრძნობის განთავისუფლებისაკენ.
ფროიდი ასევე ფობიებს განიხილავდა პროექციულ გამოვლინეებად, როდესაც რაიმე მოვლენა/ობიექტი არ
წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა ადამიანს სიკვდილის მომტანად მიაჩნია. ფროიდი ასევე გამოყოფს „პროექციულ
ეჭვიანპბას“, როდესაც A მეუღლეს სურს უღალატოს B მეუღლეს და A თავის სურვილს მიაწერს B-ს. ტრანსფერის
დროს, ფროიდი პროექციას უწოდებს იმას, რასაც სეანსის დროს პაციენტი ეუბნება თერაპევტს.
პროექციის დროს ადამიანის პიროვნების ასპექტები გამოცალკევდება მისგან და გადაინაცვლებს გარემოცვაზე, ანუ
პროექციის დროს, ადამიანი სხვას გადააბრალებს თავის მოთხოვნებს, სურვილებს, აზრებს, რომლებიც თავად მას
გააჩნია, მაგრამ ან ვერ ამჩნევს და ან უარყოფს.
პროექცია ეს არის შინაგანი აღგზნებისაგან დამცველი მექანიზმი, რომელიც დისკომფორტის მომტანია. პროექცია დიდ
როლს ასრულებს არსებული უკმაყოფილების დათრგუნვაში. სუბიექტი ახდენს ყველა იმ მოვლენის პროექცირებას,
6
რომელსაც მისთვის სიამოვნება მოაქვს, ხოლო განდევნის ყველა უსიამოვნო განცდების გამომწვევ მოვლენას. ეს
წარმოადგენს მე-ს სიამოვნებას. ინტროექცია და პროექცია წარმოადგენს იმ პროცესებს, რომელთა მიხედვითაც ხდება
კარგის და ცუდის დიფერენეცირება.
აღნიშნული ტერმინი, ძველთაგანვე ფართოდ გამოიყენება ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრიაში. მე-19 საუკუნის ბოლოს
ფსიქოპათოლოგიურ შრომებში (განსაკუთრებით ისტერიისა და ჰიპნოზის შემთხვევაში) ხშირად გვხვდება ისეთი
ცნებები, როგორიცაა: პიროვნების შეგნების, აზროვნების გაორება; ფსიქიკური მოვლენების დისოციაცია და სხვა.
ამრიგად ფროიდის მიხედვით „მე“-ს დანაწევრება პიროვნების შიგნით არსებული კონფლიქტურ სიტუაციას,
რომელიც გამოწვეულია ორი დამცავი მექანიზმის თანაარსებობით: ერთი მათგანი გულისხმობს რეალობისაგან
დაცვას მისი უარყოფის გზით, მეორე კი სურვილისაგან დაცვას. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს ხსენებულმა დაცვის
მექანიზმმა (სურვილებისაგან დაცვა) შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური სიმპტომების ჩამოყალიბება
(მაგალითად: ფობიური სიმპტომი).
რეგრესია
თუ ფსიქიკურ პროცესს წარმოვიდგენთ როგორც მოძრაობას, ან განვითარებას, მაშინ რეგრესია ეწოდება უკვე
მიღწეული წერტილიდან რომელიმე წინა საწყისი მდგომარეობისაკენ დაბრუნებას.
ფროიდის მიხედვით რეგრესია ეს არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სუბიექტის დაბრუნებას უკვე გავლილი
განვითარების ეტაპზე; დაბრუნებას ნაკლებად რთულზე, სტრუქტურულად ნაკლებად მოწესრიგებულზე და
გამოხატვისა და ქცევის ნაკლებად დანაწევრებულ მეთოდებზე.
რეგრესია ეს არის წარსულისაკენ დაბრუნება. ფროიდი ამტკიცებს, რომ წარსული ბავშვისა, ინდივიდისა და ზოგადად
მთელი კაცობრიობისა სამუდამოდ რჩება ჩვენში: „პირველადი მდგომარეობები შეიძლება ხელახლა წარმოიქმნას,
პირველადი ფსიქიკა საკუთარი არსით გაუქრობადია“. ფროიდი წარსულისაკენ მობრუნების აზრს იმეორებს
სრულიად სხვადასხვა სფეროებში: ფსიქოლოგიაში, სიზმრისეულ ჩვენებებში, ისტერიაში, კულტურაში, ბიოლოგიაში
და სხვა. ფროიდი მიუთითებს, რომ რეგრესია - ეს არის აწმყოში წარსულის განახლება.
ფროიდი აღნიშნავს, რომ რეგრესიის ცნება აღწერითია. სწორედ ამიტომ, არ არის იგი საკმარისი იმის გაგებისათვის,
თუ კონკრეტულად როგორ ხდება სუბიექტის დაბრუნება წარსულისაკენ, თუმცა ზოგიერთი განსაცვიფრებელი
მდგომარეობები, რომელთა მაგალითებიც მრავლად მოიპოვება ფსიქოანალიტიკური მკურნალობისას, გვეხმარებიან
რეგრესიის პროცესის რეალისტურ აღქმაში: არის შემთხვევები, როდესაც შიზოფრენიკი მეძუძური ბავშვი ხდება,
უბრუნდება ჩანასახოვან მდგომარეობას და ა.შ.
რეგრესიის შესახებ კიდევ უფრო ვიწრო ჩარჩოებში შეიძლება საუბარი ტრანსფერების შემთხვევაში, როდესაც
საუბარია სუბიექტის ქცევაზე.
ამრიგად, რეგრესია ეს არის პროცესი, რომლის დროსაც სუბიექტი აწმყოში არსებულ სიტუაციაში მანევრირებს
წარსულიდან აღებული ქცევის მოდულით, როდესაც აღმოჩნდება, რომ სუბიექტი ხელახლა ახორციელებს იმ
აქტივობას, რომელიც წარსულისათვის, განვითარების უფრო დაბალი საფეხურისათვის არის დამახასიათებელი.
ტრავმა
ტრავმა ეს არის მოვლენა ინდივიდის ცხოვრებაში, რომელიც იწვევს განსაკუთრებით ძლიერ განცდებს და პიროვნებას
უკარგავს ადეკვატურად რეაგირების უნარს. ამ დროს გარკვეული ობიექტის მიმართ ინდივიდი განიცდის
გადაჭარბებულ სუბიექტურ დამოკიდებულებას, ემციურ მიჯაჭვულობას. კონფლიქტი იწყება აზროვნებასა და
განცდას შორის, იკარგება ადეკვატური განსჯის უნარი, რაციონალიზმი ნაკლებად მუშაობს.
ტრავმა ინდივიდის ფსიქიკაში, მის სყულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
ეკონომიკის ტერმინებში ტრავმატიზმი ხასიათდება: აღგზნების მოზღვავებით, რაც აღემატება სუბიექტის ფსიქიკური
გამძლეობის შესაძლებლობებს, ანუ სუბიექტის ფსიქიკის უნარი, გაუმკლავდეს ამ აღგზნებებს, გადაამუშავოს ისინი,
უძლურია.
8
ფროიდის მიხედვით ტრავმის განმარტება დაკლავშირებულია ზემოთ აღნიშნულ ეკონომიკურ წარმოდგენასთან:
„ჩვენ ტრავმას ვეძახით იმ გამოცდილებას, რომელიც განაპირობებს ფსიქიკური აღგზნების სწრაფ და მკვეთრ
გაზრდას, რომლის შედეგად ყველა ჩვეულებრივი საშუალება მისი მოსპობის ან გადამუშავებისათვის, უმოქმედო
ხდება, რომელსაც მივყავართ ენერგეტიკულ სისტემებში მყარ დარღვევებამდე.“ ამ დროს აღგზნებათა მოზღვავება
გადააჭარბებს ფსიქიკისათვის დასაშვებ ზღვარს. ამასთან ეს შეიძლება, გამოიწვიოს როგორც ერთმა მოვლენამ
(რომელსაც თან ახლავს ძლიერი ემოცია), ასევე აღგზნებათა დაგროვებამ, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე
იოლად გადასატანია. ამ შემთხვევაში ფსიქიკური აპარატი კარგავს აღგზნების ჩაქრობის უნარს. თავის ერთ-ერთ
შრომაში ფროიდმა შედარებისათვის შემოგვთავაზა ინდივიდსა და გარემოს შორის მარტივი ურთიერთობის სახე:
„ინდივიდის ფსიქიკა გარემო გამღიზიანებლისაგან დაცულია დამცავი შრით, დაცვის სხვადასხვა საშუალებებით“,
რომლებიც ფსიქიკაში უშვებენ აღგზნებათა მხოლოდ დასაშვებ რაოდენობას, რომელთა გამკლავებასაც ფსიქიკა
შეძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ბარიერი იქნება გატეხილი, გადალახული აღნიშნული აღგზნების მიერ,
წარმოიშვობა ტრავმა. ამ დროს ფსიქიკური აპარატის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მობილიზება გაუკეთოს ყველა
შესაძლო ძალას, რათა წინ აღუდგეს დატვირთვას და შეაკავოს აღგზნებათა ნაკადი.
ფროიდის მიხედვით ტრავმა შეიძლება ატარებდეს სექსუალურ ხასიათს (შეიძლება გამოიწვეული იყოს სექსუალური
ხასიათის მოვლენით). ამასთან დაკავშირებით ფროიდს შემდეგი მაგალითი მოყავს: როდესაც პიროვნება სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი ხდება, ეს მძიმე ფაქტი მის მეხსიერებაში ილექება, რომელიც ნჰებისმიერ მომენტში შეიძლება
ამოტივტივდეს მეხსიერებიდან გარკვეულ მოვლენებთან ასოციაციის მიხედვით. ამგვარი მოგონება იწვევს
სექსუალურ აღგზნებათა უარყოფით მოზღვავებას და არღვევს მე-ს დაცვას. ფროიდი ტრავმულს უწოდებს პირველ
სცენას (გაუპატიურების სცენა), რომელიც ფსიქიკაში ილექება და რომელიც ინდივიდზე დამთრგუნველ გავლენას
ახდენს მოქმედების შემდეგაც. მისი მოქმედების ხასიათი შემდგომ პერიოდში არ იკლებს. ეს სცენა ხდება პათოგენური
მოგონება, საბაბი შინაგანი აღგზნებისა, რაც სრულიად ხსნის ფროიდის ცნობილ გამოთქმას: „ისტერიკები უპირველე
ყოვლისა მოგონებებისაგან იტანჯებიან“.
ამრიგად, ფსიქიკურ ტრავმასთან მიმართებაში გარემო ფაქტორების როლი ორი მნიშვნელობით შეიძლება შევაფასოთ:
პირველი - გარემო ფაქტორი, როგორც ტრავმის გამომწვევი მიზეზი და მეორე- გარემო ფაქტორი, როგორც უკვე
არსებული ტრავმის აღგმზნები მოვლენა, როგორც გამშვები მექანიზმი, რომელიც იწვევს ტრავმული მოგონების,
ფანტაზიის წაქეზებას და ამით აღგზნების მოზღვავებას.
ტრავმა, შესაძლებელია, რომ გამოწვეული იყოს სხვადასხვა ლიბიდურ სტადიაზე ფიქსაციით. თვითონ ტრავმა ერთ-
ერთი ძირითადი წყაროა ინდივიდში ნევროზის გამოწვევისა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნევროზის არსებობა
დაკავშირებულია, გამოწვეულია უბედური შემთხვევებით (ომი, სექსუალური ძალადობა, ახლობლის დაკარგვა და
ა.შ). ფროიდის ნაშრომში სიამოვნების პრინციპის შესახებ, წინა პლანზე წამოწეულია ტრავმის ეკონომიკური
განსაზღვრება: ტრავმა, როგორც სულიერი ბზარი, რამაც ფროიდი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აღგზნებათა
მეტისმეტი მოზღვავება გამორიცხავს სიამოვნების პრინციპის მოქმედებას. ამ დროს ფსიქიკა იძულებულია,
შეასრულოს თავისი მთავარი ამოცანა: ერთად შეკრიბოს, დააკავშიროს აღგზნებები მათი შემდგომი განმუხტვის
9
მიზნით, რასაც თავის მხრივ არა თუ არავითარი კავშირი არ აქვს სიამოვნებასთან, არამედ სერიოზულ საფრთხეს
უქმნის პიროვნებას.
ტრანსფერი, გადატანა
ეს ტერმინი ფსიქოანალიზში ნიშნავს პროცესს, რომლის შედეგადაც არაცნობიერი სურვილები ამა თუ იმ ობიექტებზე
გადადის ურთიერთობის გარკვეული ტიპით პირველ რიგში ანალიტიკური კავშირების ჩარჩოებში. ეს არის პროცესი,
როდესაც სეანსის დროს პაცენტს თავისი გრძნობები გადააქვს თერაპევტზე. ამ დროს ბავშვობის მოგონების ხატები
იმავე აქტუალობით და ინტენსივობით განიცდება. ითვლება, რომ ტრანსფერის გარეშე ინსაითი არ არსებობს.
ფროიდი ვარაუდობდა, რომ სუბიექტის ურთიერთობა მშობლების ხატთან თავიდან განიცდება ტრანსფერის დროს,
მისივე დამახასიათებელი ამბივალენტურობით. ტრასფერის მტანჯველ გზაზე, ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ
მამასთან ურთიერთობა ნამდვილად განაპირობებდა ამ არაცნობიერ დამატებას. ამ მხრივ ფროიდი განასხვავებდა ორი
ტიპის ტრანსფერს:
ამასთანავე ფროიდი მიხვდა, რომ გადატანის მექანიზმი, ტრანსფერი ექიმის პიროვნებაზე ჩნდებოდა ზუსტად მაშინ,
როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განდევნილი შინაარსები იწყებდა ცნობიერში ამოსვლას. ამ გაგებით,
ტრანსფერი გამოდის, როგორც წინააღდეგობის ფორმა და ამავე დროს, როგორც არაცნობიერ კონფლიქტთან
სიახლოვის მანიშნებელი.
ერთის მხრივ, გადატანას ექვემდებარება ფსიქიკური რეალობა ან ღრმა არაცნობიერი სურვილები და მასთან
დაკავშირებული ფანტაზიები. მეორეს მხრივ - ტრასფერის წარმოშობა განმეორება არაა. ეს მხოლოდ წარსული
გამოცდილების სიმბოლური წარმოებაა.
ტრანსფერის დროს პაციეტმა შეიძლება შეიძულოს ან შეიყვაროს თერაპევტი. პაციენტი ცდება რეალობას და
თერაპევტმა ის უნდა დააბრუნოს რეალობაში და მოძებნოს ის ობიექტი, რასაც რეალურად ეკუთვნის პაციენტის
ემოციები.
10
გამოყენებული ლიტერატურა:
2. http://davit.ge/pirovneba/froidi.DOC
1. მარუაშვილი მარი
2. კობიაშვილი ქეთი
3. ცომაი გვანცა
4. ხარაიშვილი ლანა
5. თევდორაშვილი დავით